![]() |
თვითმმართველობა კითხვა-პასუხებში |
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია
© საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული
ასოციაცია
თვითმმართველობა კითხვა-პასუხებში
თბილისი, 2012
წიგნში „თვითმმართველობის მეგზური“ კითხვა-პასუხის ფორმით განხილულია ადგილობრივი
თვითმმართველობის აქტუალური საკითხები. მასში გამოყენებულია 2012 წლის 7 ივლისის
მდგომარეობით საქართველოში მოქმედი კანონები, საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებები, ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებები, მთავრობის დადგენილებები,
მინისტრების ბრძანებები და სხვა ადმინისტრაციული აქტები, რომლებიც შეეხება და
განსაზღვრავს თვითმმართველობათა უფლებამოსილებებს, მათ მიერ ამ უფლებამოსილებების
განხორციელების გზებს.
ამ გამოცემის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა და
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას და განათლებას მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
გამოქვეყნებული მასალა დაეხმარება მათ, უკეთ გააცნობიერონ თვითმმართველობის
ინსტიტუტის დატვირთვა და როლი საქართველოში.
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს 2007 წელს გამოცემული წიგნის ,,თვითმმართველობის
მეგზური“ (გამომცემელი - ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში“. დიდი ბრიტანეთის
საერთაშორისო დეპარტამენტის დაფინანსებით. ავტორი: გოგა ხაჩიძე, სერგო ფარეიშვილი,
პაპუნა ხაჩიძე) გადამუშავებულ და შევსებულ ვერსიას. ვფიქრობთ რომ 232 ნორმატიული
აქტის წაკითხვას ერთი წიგნის წაკითხვა სჯობს!
© სერგო ფარეიშვილი
![]() |
1 თავი I. ზოგადი საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი I. ზოგადი საკითხები
|
|
|
1. რა არის თვითმმართველობა და რატომ გვჭირდება იგი? |
თვითმმართველობა - ეს არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, შესაძლებლობა, გადავწყვიტოთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ჩვენ შეგვიძლია, თვითმმართველობის საშუალებით გადავჭრათ წყლით მომარაგების, დასუფთავების, გზების, კანალიზაციის, განათების, კეთილმოწყობის და ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა საკითხები. საქართველოში თვითმმართველობის გარდა სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც აღნიშნულ საკითხებს მოაგვარებს, არ არსებობს; უფრო მეტიც, სახელმწიფო ორგანოებს არა აქვთ ამის უფლება. გარდა ამისა, ეფექტური თვითმმართველობა საჭიროა ომის დროსაც და მშვიდობის დროსაც. |
|
|
| |
რას გულისხმობს თვითმმართველობის ნებაყოფლობითი უფლებამოსილება? |
|
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მე-4 მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, კანონის
ფარგლებში, აქვთ სრული თავისუფლება, განახორციელონ თავიანთი ინიციატივა
ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც არ გამოირიცხება მათი კომპეტენციიდან
ან რომელიც მინიჭებული არა აქვს ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს. 1. თვითმმართველობის ქმედებები არ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს და სხვა
ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებას; თვითმმართველობას აქვს უფლება, გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა საშუალება თავისი, კანონითვე განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად. ევროპული ქარტიის მე-11 მუხლის თანახმად, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს აქვთ უფლება, მიიღონ სამართლებრივი ზომები თავიანთი უფლებამოსილებების თავისუფალი განხორციელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ისეთი პრინციპების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, რომლებიც დაცულია კონსტიტუციით ან შიდა კანონმდებლობით. |
|
| |
არის თუ არა მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მმართველობის
სამართალმემკვიდრე? |
|
არა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. იგი არ არის რაიონის გამგეობის (ადგილობრივი მმართველობის) სამართალმემკვიდრე. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია შეასრულოს თვითმმართველი ერთეულების ვალდებულებები. ამასთანავე, ორგანული კანონის 651 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, და თვითმმართველი ერთეულის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები გადაეცემა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს. ამდენად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია შეასრულოს მხოლოდ რაიონის გამგეობის (ადგილობრივი მმართველობის) 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით წარმოშობილი ვალდებულებები. |
|
| |
როგორ უნდა განიმარტოს კანონი? |
|
არსებობს თუ არა ნორმის განმარტების რაიმე წესი, ხერხი? კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამისად. გაუმართლებელია კანონის ნორმის მხოლოდ სიტყვასიტყვითი ინტერპრეტირება. ხერხების მიხედვით ნორმის განმარტება შეიძლება იყოს: გრამატიკული, სისტემატიკური, ისტორიულ-პოლიტიკური და ლოგიკური. კანონის ნორმის განმარტება უნდა მოხდეს სამართლის ნორმის აზრის გარკვევის მიზნით, ანუ იმის გასაგებად, თუ რა შინაარსი ჩადო მასში კანონმდებელმა. |
|
| |
რა უნდა იყოს თვითმმართველობის შექმნის
კრიტერიუმები?
|
|
თვითმმართველობა გულისხმობს პირის შესაძლებლობას მიიღოს თვითმმართველ ერთეულში ყველა ის მომსახურება, რომლის მიღება შესაძლებელია სხვა თვითმმართველ ერთეულში. აღნიშნული გულისხმობს, რომ თვითმმართველ ერთეულს ჰქონდეს სრული პოტენციალი მისცეს მის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირს შესაძლებლობა მიიღოს განათლება, სამედიცინო მომსახურება, კომუნალური მომსახურება და სხვა. საქართველოშიც აღნიშნული კრიტერიუმი უნდა დაედოს საფუძვლად თვითმმართველობის შექმნას. რამდენი თვითმმართველი ერთეული უნდა შეიქმნას საქართველოში, რომ მათში მცხოვრებ პირებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები. |
![]() |
2 თავი II. მეწარმეობა |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი II. მეწარმეობა | ||
რა სახის იურიდიული პირების დაფუძნების უფლება აქვთ თვითმმართველ ერთეულებს? |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულებს უფლება აქვთ დააფუძნონ იურიდიული პირები - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება; მაგრამ კომანდიტურ საზოგადოებაში თვითმმართველი ერთეული არ უნდა იყოს პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორი-კომპლემენტარი. მას ასევე არა აქვს უფლება, დააფუძნოს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან კოოპერატივი. თვითმმართველი ერთეული შესაძლებელია იყოს არასამეწარმეო იურიდიული პირის ერთ-ერთი ან ერთადერთი დამფუძნებელი. აღნიშნული იურიდიული პირების დაფუძნება ხელს უნდა უწყობდეს თვითმმართველობის კომპეტენციების განხორციელებას. თვითმმართველ ერთეულებს უფლება აქვთ დააფუძნონ მხოლოდ ის იურიდიული პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ თვითმმართველობის კანონით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, კერძოდ, კანალიზაციის, დასუფთავების, გარე განათების, სასაფლაოების მოვლა-პატრონობის, გზების რეაბილიტაციის მიზნების მქონე იურიდიული პირები. ამდენად, თვითმმართველობას უფლება არა აქვს დააფუძნოს, მაგ., იურიდიული პირი, რომლის მიზანი იქნება მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგება, რადგან ეს არ განეკუთვნება თვითმმართველობის კომპეტენციას. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველ ერთეულებს უფლება აქვთ ერთობლივად დააფუძნონ იურიდიული პირები და დაამტკიცონ იურიდიული პირების წესდებები. |
|
| |
სახელმწიფოს მიერ შექმნილია კომუნალური სფეროს (გარე განათების, დასუფთავების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, სასაფლაოების მოვლა-პატრონობის) საწარმოები, რომელთა პარტნიორი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საწარმოთა მართვის სააგენტო“. აღნიშნული საჯარო ამოცანების განხორციელება კი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება. ეწინააღმდეგება თუ არა ამ საწარმოების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობას? |
|
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება - ავტომანქანების
პარკირების ადგილების განსაზღვრა და პარკირების წესების დადგენა; დასახლებებში
ქუჩების დასუფთავება, გარე განათება, სანიაღვრე მეურნეობისა და კანალიზაციის
მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების
დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის
ორგანიზება; სასაფლაოების მოვლაპატრონობა; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე
მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია
განახორციელოს კანონით ან მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული
მიზნების შესაბამისი საქმიანობა. საწარმოთა მართვის სააგენტოს არა აქვს უფლება,
სახელმწიფოს (სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის) სახელით ახორციელებდეს პარტნიორის უფლებამოსილებას აღნიშნულ
საწარმოებში, რადგან მას, კანონმდებლობის თანახმად, არა აქვს უფლება, დაისახოს ის
მიზნები და განახორციელოს ის საქმიანობები, რომლებიც კანონით მისი კომპეტენცია არ
არის, მაგ., დააფუძნოს თვითმმართველობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სფეროს
საწარმოები. |
| ||
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება გარკვეულ ადგილებში აკრძალოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობები? |
|
დიახ. „ლატარიების, აზარტული
და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის
შესაბამისად, დაუშვებელია ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობა, აგრეთვე ლატარიის, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების ბილეთების (გარდა წამახალისებელი გათამაშების ბილეთებისა)
გაყიდვა/გავრცელება საბავშვო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში,
საკულტო ნაგებობებში, საბავშვო სანატორიუმებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში,
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციულ შენობებში, აგრეთვე
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით აკრძალულ ადგილებში
(ტერიტორიულ ზონებში, შენობა-ნაგებობებში). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო
უფლებამოსილია განსაზღვროს ის ადგილები (ტერიტორიული ზონები, შენობა-ნაგებობები),
სადაც შესაძლებელია აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი
გათამაშებისა) მოწყობა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
ადგილებისა (ტერიტორიული ზონებისა, შენობა-ნაგებობებისა). |
![]() |
3 თავი III. არჩევნები |
▲ზევით დაბრუნება |
|
| |
კითხვები |
|
პასუხები |
თავი III. არჩევნები |
| |
ვალდებული არიან თუ არა თვითმმართველობის ორგანოები, გამოყონ ადგილები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული |
| ||
რა ვადაში ქვეყნდება თვითმმართველობის ორგანოების მიერ ინფორმაცია საარჩევნო პლაკატების გასაკრავად ადგილების გამოყოფის შესახებ? |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის
მე-5 პუნქტის შესაბამისად, გამოყოფილი საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და
გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე
ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების
დანიშვნიდან არა უგვიანეს 10 დღისა. |
|
||
ვალდებული არიან თუ არა თვითმმართველობის ორგანოები, გადასცენ საარჩევნო კომისიებს არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობები და ინვენტარი? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული
კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არჩევნების
მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობას და ინვენტარს საარჩევნო
კომისიებს გადასცემენ დროებით, უსასყიდლოდ. ამასთანავე, ეს ორგანოები ვალდებული
არიან, დაფარონ გადაცემული შენობა-ნაგებობის კომუნალური ხარჯები. |
|
||
ვალდებული არიან თუ არა თვითმმართველობის ორგანოები, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს, და თუ არიან - რა ფორმით? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება. |
| ||
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება, დაამოწმოს საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერები რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით? |
|
დიახ. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საინიციატივო ჯგუფიდან შეთანხმებული და ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არა უმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს, თავისი მისამართის მითითებით, ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. |
| ||
რა წესით ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობა? |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 154-ე მუხლის შესაბამისად:
|
| ||
თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი შეიძლება თუ არა იმავდროულად წარდგენილი იყოს სხვა საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისათვის? |
არა. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 157-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს სხვა თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისათვის. ასევე 136-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ერთი და იგივე პირი არ შეიძლება კანდიდატად წარდგენილი იყოს ორი სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში. |
|
აქვს თუ არა უფლება თვითმმართველობის მოხელეს მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო აგიტაციაში? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; |
|
შეიძლება თუ არა საარჩევნო აგიტაციისათვის უსასყიდლოდ გამოყენებული იქნას ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება. ამ კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენებაზე, გარდა სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირებისა, რომლებიც არჩეული არ არიან პირდაპირი არჩევნების გზით. ამ კოდექსის მე-2 მუხლის ,,ხ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პოლიტიკური თანამდებობის პირია საკრებულოს წევრი. აქედან გამომდინარე საკრებულოს წევრის სამსახურეობრივი ავტომანქანა შეიძლება უსასყიდლოთ იქნას გამოყენებული საარჩევნო აგიტაციისათვის. |
|
| |
აქვს თუ არა უფლება საკრებულოს წევრს გასწიოს წინასაარჩევნო აგიტაცია სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ეს შეზღუდვა არ მოქმედებს ამ კანონით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როცა ხდება ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენება. ამ კოდექსის მე-2 მუხლის ,,ხ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პოლიტიკური თანამდებობის პირია საკრებულოს წევრი. |
|
| |
აქვს თუ არა უფლება საარჩევნო სუბიექტს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯების შეჩერება? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში, ასევე იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, არაგეგმური ტრანსფერების ინიციირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება. |
|
| |
აქვს თუ არა უფლება თვითმმართველ ერთეულს დაბეჭდოს ისეთი მასალა, რომელშიც ასახული იქნება საარჩვენო სუბიექტის მხარდამჭერი მასალა? |
|
არა. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო მასალას. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება. 21. აკრძალულია თუ არა არჩევნების პერიოდში თვითმმართველობის ორგანოს თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება? დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა. |
|
| |
შეიძლება თუ არა საოლქო საარჩევნო კომისია განთავსდეს იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია საკრებულო ან გამგეობა? |
|
არა. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო – საკრებულო და გამგეობა, პარტია (პარტიები), სასამართლო, პოლიციის სამსახური. |
|
| |
შეიძლება თუ არა კენჭისყრის ადგილი გამოიყოს იმ შენობაში სადაც განთავსებულია საკრებულო? |
|
არა. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია - სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია; |
|
| |
ეიძლება თუ არა თვითმმართველობის მოხელე იყოს დამკვირვებელი? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 39-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრისა; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა; ე) მოსამართლისა; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა; ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა; თ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა; ი) საარჩევნო კომისიის წევრისა. |
|
| |
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული საარჩევნო კომისიებს უსასყიდლოდ დაუთმონ შენობა? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს. |
|
| |
არჩევნების პერიოდში დაიშვება თუ არა ფიზიკური და იურიდიული პირების ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც განეკუთვნება თვითმმართველობის კომპეტენციას? |
|
არა. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია - ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობის ორგანო შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი წინასაარჩევნო მოწოდებების ხელშეშლისას? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად, 1. ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირთა მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ამ კანონის 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. |
|
| |
შეიძლება თუ არა საკრებულოს წევრი გახდეს პირი, რომელსაც შეუსრულდა 20 წელი? |
|
არა. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი. საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია უკანასკნელი 2 წელი მაინც. |
|
| |
საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლები მონაწილეობენ თუ არა საკრებულოს არჩევნებში? |
|
არა. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრების გარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები ამომრჩევლები. |
|
| |
აქვს თუ არა 5 კაციან საინიციატივო ჯგუფს წარადგინოს კანდიდატი საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 141- ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა 1 პროცენტის (არანაკლებ 50 ამომრჩევლის) ხელმოწერით. |
|
| |
ვინ იწვევს საკრებულოს პირველ სხდომას? |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. |
|
| |
თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, ითვლება თუ არა არჩეულად ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 149- ე მუხლის შესაბამისად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს; თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. |
![]() |
4 თავი IV. გადასახადები და მოსაკრებლები |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
|
პასუხები |
თავი IV. გადასახადები და მოსაკრებლები |
| |
რა სახის გადასახადების შემოღების უფლება აქვთ თვითმმართველობის ორგანოებს? |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ შემოიღონ მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადები, ხოლო მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ადგილობრივ გადასახადებს განეკუთვნება ქონების გადასახადი. |
|
| |
ვინ არის ქონების გადასახადის გადამხდელი და იხდის თუ არა ქონების გადასახადს პირი, თუ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული? |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის
მე-5 პუნქტის შესაბამისად, გამოყოფილი საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და
გამოსაფენად ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც საკუთრებაში
ან სარგებლობაში აქვს ქონება. ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური
ქონებრივი სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა, ფლობა, განკარგვა და
სარგებლობა შეუძლიათ პირებს. (საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 30-ე
ნაწილი). ქონება, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი, წარმოიშობა
საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ბუნებრივია, ფიზიკური პირები არ
არიან იმ ქონების გადასახადის გადამხდელები, რომელიც იურიდიულად არ
არსებობს, როგორც ქონება. თვითმმართველობის ორგანოები აქვეყნებენ
არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 10 დღისა. |
რომელი შემოსავლები შეიძლება ჩაირიცხოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში და რა ოდენობით? |
|
საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ დანართის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში შესაძლებელია ჩაირიცხოს:
|
გასცემს თუ არა თვითმმართველობის ორგანო თანხმობას ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ? |
|
დიახ. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საწარმოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიმართ აქვს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება, რომელიც არ აღემატება ამ ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების 5 პროცენტს, თანხმობას აღნიშნული დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის შესახებ გასცემს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. აღნიშნულ საკითხს ეხება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“. |
|
| |
თავისუფლდებიან თუ არა თვითმმართველი ერთეულები სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისაგან? |
|
დიახ. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისაგან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები თავისუფლდებიან ძირითადი ქონების რეგისტრაციისას, აგრეთვე მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, რაც მოიცავს საკადასტრო რუკების მომზადებას, სააღრიცხვო ბარათების შევსებას, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებს. |
|
| |
თავისუფდლებიან თუ არა თვითმმართველი ერთეულები მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის გადახდისაგან? |
|
დიახ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანების ,,მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ” მე-3 მუხლის შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი. |
|
| |
თავისუფდლებიან თუ არა თვითმმართველი ერთეულები მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის გადახდისაგან? |
დიახ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 25 იანვრის №13/ნ ბრძანების ,,მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის დამტკიცების შესახებ” მე-3 მუხლის შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი. |
|
| ||
მიეცემათ თუ არა ფასოდ საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია თვითმმართველობის ორგანოებს? |
|
დიახ. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8 1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ამ უფლებათა მარეგისტრირებელ/აღმრიცხველ დაწესებულებებში არსებული ყველა ინფორმაცია დამოწმებული სახით, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სასამართლოებს, ასევე მიწის რეგისტრაციის სისტემის ხელშემწყობ იურიდიულ პირებს. . |
|
|
რამდენია სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის ძირითადი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების დამოწმების საზღაური? |
|
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების - ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის ძირითადი ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების დამოწმების საზღაურია ერთი ლარი. |
|
| |
რა სახის ადგილობრივი მოსაკრებლები არსებობს? „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ |
|
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, არსებობს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის; 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. 4. მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის. 5. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი. 6. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი. |
|
| |
დადგენილია თუ არა მთავრობის მიერ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები? |
|
დიახ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №277 დადგენილების ,,სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“ შესაბამისად, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია: ა) ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი პირის მიერ სამორინეში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობისათვის – 100 000 ლარი; ბ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე (გარდა ამ დანართის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 1 000 000 ლარი; გ) თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი; დ) თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი; ე) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი; ვ) თვითმმართველი ქალაქი ფოთის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი; ზ) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი; თ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი; ი) მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი; კ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი; ლ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი; მ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი; ნ) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი; ო) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი; პ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი; ჟ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი; რ) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 50 000 ლარი. |
|
| |
დადგენილია თუ არა მთავრობის მიერ აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები? |
|
დაიხ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №175 დადგენილების ,,აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“ შესაბამისად, აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია: ა) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – 50 000 ლარი; ბ) თვითმმართველ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე – 30 000 ლარი; გ) თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე – 30 000 ლარი; დ) თვითმმართველ ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე – 30 000 ლარი; ე) სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 10 000 ლარი. |
|
| |
რა სახის საერთო-სახელმწიფოებრივი მოსაკრებლები არსებობს? |
|
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო-სახელმწიფოებრივი მოსაკრებლებია: 1. სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მოსაკრებლებისა); 2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი; 3. სარეგისტრაციო მოსაკრებელი; 4. სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი; 5. სახელმწიფო ბაჟი; 6. საკონსულო მოსაკრებელი; 7. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი; 8. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი; 9. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს შემოიღოს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ერთ სულ მოსახლეზე 4 ლარის ოდენობით? |
|
არა. საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ 121 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 25 ლარს ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს (მე-6 პუნქტი). |
|
| |
რა თანხას არ უნდა აღემატებოდეს საკრებულოს მიერ დაწესებული სატენდერო მოსაკრებელი? |
|
საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-13 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივ სატენდერო მოსაკრებელს იხდის ის პრეტენდენტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას იღებს სატენდერო დოკუმენტაციას. საკრებულოს მიერ დაწესებული სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 150 ლარს. |
| ||
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული საგადასახადო ორგანოებს
უსასყიდლოდ მიაწოდოს ინფორმაცია?
|
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადახადო ორგანოებს უფლება აქვთ - სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან უსასყიდლოდ მიიღონ მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია. |
| ||
გათავისუფლებულია თუ არა თვითმმართველობა დღგ-ისაგან მის მიერ
დაფუძნებული საწარმოდან აქტივების გამოტანისას?
|
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 168-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია - სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის აქტივების გამოტანა იმ საწარმოს კაპიტალიდან, რომლის წილის/ აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია. |
| ||
გათავისუფლებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული სსიპ-საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდისაგან ?
|
|
დიახ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილების ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადებისდამტკიცების შესახებ“ მე-6 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია - ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, აგრეთვე მათ სასარგებლოდ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის, სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოთხოვნით, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, მათ საკუთრებაში არსებული მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია, საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლილების რეგისტრაცია, როდესაც პრინციპალი არის სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, ასევე მათ საკუთრებაში არსებულ ნივთზე (უფლებაზე) ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადება და სარეგისტრაციოდ წარდგენილ სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის მონაწილეობით დადებულ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება. ამ მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია - სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული, საქართველოს ეროვნული ბანკი, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, იმ მეწარმის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის, აგრეთვე ამონაწერის ან ინფორმაციის მომზადების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელშიც იგი წარმოდგენილია პარტნიორის/დამფუძნებლის სახით. საფასურის გადახდისგან გათავისუფლება ვრცელდება ასევე ამ სუბიექტების მონაწილეობით დადებულ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურებაზე; |
|
| |
თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოითხოვება თუ არა მიწის ნაკვეთის გეგმა? |
|
არა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მე-14 მუხლის 28-ე პუნქტის შესაბამისად, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნილია სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის გეგმა არ მოითხოვება. |
|
| |
საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა თვითმმართველობისათვის გათავისუფლებულია თუ არა დღგ-ისაგან? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 168-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა; |
|
| |
თავისუფლდება თუ არა ქონების გადასახადისაგან პირი, რომელიც ფლობს მიწას ოკუპირებულ ტერიტორიაზე? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია - პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; |
|
| |
თავისუფლდება თუ არა ქონების გადასახადისაგან ის პირი, რომლის მიწის ნაკვეთზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად. მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ – სტიქიის დამთავრების მომენტიდან 2 კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ; |
|
| |
თავისუფლდება თუ არა ქონების გადასახადისაგან პირი, რომელსაც საკუთრებაში აქვს ავტოფარეხი? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ 2“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია - თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში; ასევე ამ პუნქტის ,,ჰ 1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია - მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი); |
![]() |
5 თავი V. ბიუჯეტი |
▲ზევით დაბრუნება |
|
| |
კითხვები |
|
პასუხები |
თავი V. ბიუჯეტი
|
| |
უფლებამოსილია თუ არა ფინანსთა სამინისტრო, ზედამხედველობა და კოორდინაცია გაუწიოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას?
|
|
არა. საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 33-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ამ კანონის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო ორგანო. |
|
| |
რომელი ორგანოა პასუხისმგებელი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა სრულად და სწორად აღრიცხვისათვის? |
|
საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა სრულად და სწორად აღრიცხვისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ხაზინა. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს სესხის აღების უფლება? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს შეუძლია აიღოს სესხი მხოლოდ საქართველოს მთავრობისაგან ან/და სხვა წყაროებიდან საქართველოს მთავრობის ნებართვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
| |
რას ნიშნავს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა? |
|
საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 65-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია: კანონით განსაზღვრული საკუთარი შემოსულობებითა და ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხარჯების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით; აგრეთვე დელეგირებულ უფლებამოსილებათა კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს არა აქვთ უფლება, ჩაერიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში. |
|
| |
რა წესით უნდა მოხდეს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება? |
|
საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის შესაბამისად:
|
|
| |
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული ბიუჯეტი და რა პრინციპების დაცვა ევალება თვითმმართველ ერთეულს საბიუჯეტო პროცესში? |
|
საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, საბიუჯეტო სისტემის ყველა მონაწილემ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვას შემდეგი პრინციპები: ა) ყოვლისმომცველობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილების სრულყოფილად ასახვა შესაბამის ბიუჯეტებში; ] ბ) გამჭვირვალობა – ბიუჯეტების პროექტების წარმომადგენლობით ორგანოებში განხილვის პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის; დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის; გ) ანგარიშვალდებულება – საბიუჯეტო პროცესის ყველა მონაწილის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ბიუჯეტის შესახებ წარდგენილ ინფორმაციაზე; დ) დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი შემოსულობები და ნაშთი, აგრეთვე საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) ერთიანობა – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ საერთო საფუძვლით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, აღრიცხვის ერთიანი სისტემით, სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა; ვ) უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, არც ერთი შემოსულობა, გარდა დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობებისა, არ უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების შენარჩუნება თავისი მიზნებისათვის დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ზ) კონსოლიდირება – ყველა დონის ბიუჯეტების შემოსულობების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა და გადასახდელების გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და სხვა საბანკო დაწესებულებებში. ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გაერკვეს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. ყოველი დასაფინანსებელი პროექტი საკრებულოს უნდა წარედგინოს წერილობით. იგი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ხარჯების მიზნისა და მათი გაწევის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, დაფინანსების მოცულობის, დაფინანსების წყაროების, სესხის ოდენობისა და დაფარვის ვადის ჩვენებით, თუ ასეთი გათვალისწინებულია პროექტით. ბიუჯეტის პროექტის განხილვა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 210-ე მუხლის შესაბამისად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამ წესის დარღვევით მიღებული საკრებულოს გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ შესაძლებელია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად ბათილად გამოცხადდეს. საქართველოს კანონის ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები უნდა დაიგეგმოს პროგრამულ საფუძველზე, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. |
|
| |
როდის უნდა მოხდეს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა და დამტკიცება? |
|
საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 88-ე
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და
არა უგვიანეს 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას წლიური ანგარიშის დამტკიცების ან
დაუმტკიცებლობის შესახებ. 86-ე და 87-ე მუხლების თანახმად: ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანო ამზადებს ბიუჯეტის შესრულების წლიურ
ანგარიშს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა წარუდგენს
წარმომადგენლობით ორგანოს. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიში მოიცავს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით წლიური ბიუჯეტის
შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო
კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას
შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან; გ) ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებულ
ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;
დ) ორგანიზაციული კოდების მიხედვით
დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ
ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს, გარდა სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი
დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებისა;
ე) ინფორმაციას სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და
სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) სახსრების გამოყოფის მდგომარეობის შესახებ;
ვ) ინფორმაციას მხარჯავი
დაწესებულებების მიერ დასახული პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში
განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ;
ზ)
ინფორმაციას პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების შესრულების შესახებ. |
|
| |
შესაძლებელია თუ არა, ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან ერთ ან რამდენიმე მხარჯავ დაწესებულებაზე გადანაწილდეს ასიგნებები თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გარეშე? |
|
არა. საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს სარეზერვო ფონდში, წინა წლებში წარმოქმნილი დაავლიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდში გათვალისწიებული ასიგნებები. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად გადაანაწილოს თანხები მხარჯავ დაწესებულებებზე? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს სარეზერვო ფონდში, წინა წლებში წარმოქმნილი დაავლიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდში გათვალისწიებული ასიგნებები. |
|
| |
თუ სახელმწიფო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც გამოიწვია თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემცირება, უნდა მიეცეს თუ არა თვითმმართველობას კომპენსაცია? |
დიახ. საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, კომპენსირებული უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიერ. |
|
| ||
რას ნიშნავს გამოთანაბრებითი ტრასფერი? |
|
საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 71-ე მუხლის შესაბამისად ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით გადაეცემა გამოთანაბრებითი ტრანსფერი. გამოთანაბრებითი ტრანსფერის მიზანია სხვადასხვა ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ფინანსური რესურსების გამოთანაბრება (მე-2 და მე-3 პუნქტები); მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარება (გამოთანაბრებითი ტრანსფერი) არ შეიძლება იყოს მიზნობრივი. თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს დამოუკიდებლად, საკუთარი გადაწყვეტილებით განკარგოს აღნიშნული ფინანსური რესურსები. |
|
|
რამდენს შეადგენს ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერი 2012 წელს? |
|
საქართველოს კანონის ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ მე-16 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები 829 980.0 ათასი ლარის ოდენობით. აქედან თვითმმართველი ქალაქი თბილისისათვის 445.000.0 ათასი ლარის ოდენობით. |
|||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||
ახორციელებს თუ არა კონტროლის პალატა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კონტროლს? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულებას და ბიუჯეტების ასიგნებების ხარჯვას. ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 57-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის აუდიტს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს კანონის ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონტროლის პალატა უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა და გასცეს დასკვნები საფინანსო და ეკონომიკური სფეროების მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, ასევე იმ პროგრამებზე, რომელთა დასაფინანსებლად განსაზღვრულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრების გამოყენება. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კონტროლის პალატა 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ. |
|||||||||||||||||||||||||||
|
| ||||||||||||||||||||||||||||
როგორ ხდება თვითმმართველობებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა? |
|
საქართველოს კანონის ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
|
|
|
|
თვითმმართველი ერთეულების საკუთრების განკარგვის კანონიერებას ამოწმებს თუ არა კონტროლის პალატა?
|
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონტროლის პალატა ამოწმებს - სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების მართვასა და განკარგვას;
|
|
|
|
რა წესით ხელმძღვანელობს თვითმმართველობის ორგანო უნაღდო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებისას?
|
|
უნაღდო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებისას ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“.
|
|
|
|
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობის ორგანო გახსნას საბანკო ანგარიში ხაზინის ნებართვის გარეშე?
|
|
არა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ მე-3 მუხლის შესაბამისად, სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვვებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლებამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.აღნიშნულ საკითხს არეგულირებს ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №2 4/04 ბრძანება ,,საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, რომლის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციას და/ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ) ანგარიში გაეხსნება შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: ა) განაცხადი ანგარიშის გახსნაზე; ბ) საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა; გ) დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში. ხელმოწერის უფლება ენიჭება პირს, რომელსაც ზემდგომი (უმაღლესი) ორგანოს გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს უფლება განკარგოს თანხები, ასევე ამ პირის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს; დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში – სახაზინო სამსახურის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობა ანგარიშის გახსნის და/ან თანხის განკარგვის შესახებ.
|
|
|
|
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული ეროვნულ ბანკს აცნობოს აღებული სავალო ვალდებულებების შესახებ?
|
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა აცნობონ ეროვნულ ბანკს აღებული სავალო ვალდებულებების შესახებ
|
|
|
|
![]() |
6 თავი VI. გარემოს დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
|
პასუხები |
თავი VI. გარემოს დაცვა |
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობას გარეული ცხოველების რეგულირების უფლება? |
|
დიახ, ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247
ბრძანების ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების
დამტკიცების თაობაზე“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების
ღონისძიება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და
სამინისტროს შორის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული
ხელშეკრულებით. |
|
| |
რა უფლებამოსილებები აქვთ თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში? |
|
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს დაცვის, მათი აღდგენითი და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. |
|
| |
უნდა იქნეს თუ არა სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრები
დამტკიცებამდე შეთანხმებული თვითმმართველ ერთეულებთან? |
|
დიახ. „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე2 პუნქტის თანახმად, სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრებს შესაბამის დაინტერესებულ უწყებებსა და თვითმმართველ ერთეულებთან შეთანხმებით შეიმუშავებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება, აკრძალოს სატრანსპორტო
საშუალებების ცალკეულ სახეობათა ექსპლუატაცია? |
|
დიახ. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს მათდამი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში (გარდა ამ ტერიტორიაზე გამავალი საერთო-სახელმწიფოებრივი დანიშნულების სატრანსპორტო მაგისტრალებისა) შეუძლიათ შეზღუდონ ან აკრძალონ სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების ცალკეულ სახეობათა ექსპლუატაცია. ამგვარ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო იღებს შესაბამისი ნორმატიული აქტით. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი წერილობითი წინადადება, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების ცალკეულ სახეობათა ექსპლუატაციის შეზღუდვასთან ან აკრძალვასთან. ამგვარი წინადადების განხილვის შედეგების შესახებ მისი მიღებიდან ორი თვის ვადაში უნდა ეცნობოს წინადადების წარმდგენს. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება, შეზღუდოს ან აკრძალოს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროების ცალკეულ სახეობათა განთავსება, დამონტაჟება და ექსპლუატაცია? |
|
დიახ. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს მათდამი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში შეუძლიათ შეზღუდონ ან აკრძალონ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროების ცალკეულ სახეობათა განთავსება, დამონტაჟება და ექსპლუატაცია. ამგვარ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო იღებს შესაბამისი ნორმატიული აქტით. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან განიხილონ მათდამი დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროების ცალკეულ სახეობათა განთავსების, დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვასთან ან აკრძალვასთან დაკავშირებული ნებისმიერი წერილობითი წინადადება. ამგვარი წინადადების განხილვის შედეგების შესახებ მისი მიღებიდან ორი თვის ვადაში უნდა ეცნობოს წინადადების წარმდგენს. |
|
| |
განეკუთვნება თუ არა ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა
თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას? |
|
დიახ. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან შეიმუშაონ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს დასამტკიცებლად წარუდგინონ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებათა საკოორდინაციო გეგმები, აგრეთვე ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების სალიკვიდაციო გეგმები. ამგვარი გეგმების შემუშავების, დამტკიცებისა და განხორციელების წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება, დააწესოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები? |
|
დიახ. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს
ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით საქართველოს გარემოს დაცვის
სამინისტროს მიერ შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებელ
ღონისძიებათა რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება
მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ატმოსფერული ჰაერის
დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების გავრცელებისა და დაწესების შესახებ. ამგვარი
გადაწყვეტილება მიიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით,
რომელიც უნდა მოიცავდეს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის
წყაროების ჩამონათვალს, რომლებიდან გაფრქვევაც იზღუდება ან იკრძალება. |
|
| |
რა უფლებები აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში? |
|
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:
|
|
| |
რა ვალდებულებები აკისრიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ატმოსფერული
ჰაერის დაცვის სფეროში? |
|
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან: ა) დაიცვან ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში დადგენილი მოთხოვნები; ბ) მოსალოდნელი ან მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და სხვა ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დროულად აცნობონ სათანადო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს ან განაცხადონ საჯაროდ. აღნიშნული ვალდებულებები ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზეც. |
|
| |
უნდა ეცნობოს თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს ჰიდროელექტროსადგურიდან დასატბორი ტერიტორიის საზღვრები? |
|
დიახ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2010 წლის 4 ოქტომბრის №52 ბრძანების ,,ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ მე-14 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ექსპლუატაციის მწარმოებელი ორგანიზაცია ვალდებულია დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს წერილობით აცნობოს ჰიდროკვანძების ნაგებობებში გასატარებელი წყლის საანგარიშო ხარჯებით დასატბორი ტერიტორიების საზღვრები და წლიური რეგულირების წყალსაცავებით დატბორვის ზონები. გარდა ამისა, მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ბიეფებში დიდი ტალღების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად წყალსაგდებ ნაგებობებში გამავალი წყლის ხარჯის ცვლილება უნდა წარმოებდეს თანდათანობით. წყლის ხარჯის ცვლილების სიჩქარე უნდა განისაზღვროს ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე ჰიდროკვანძის ქვედა ბიეფში მოსახლეობის და სახალხო მეურნეობის უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით. წყლის ხარჯის მოსალოდნელი მკვეთრად შეცვლის შესახებ წინასწარ გაფრთხილებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობის ორგანო მართოს დაცული ტერიტორია? |
|
დიახ. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
|
|
| |
შეიძლება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ეროვნულ პარკში იჯარით გაიცეს საძოვარი? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მე-12 მუხლის 2 2 მუხლის შესაბამისად, ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
| |
|
|
რა წესის დაცვით უნდა მოხდეს ნაგავსაყრელის
ექსპლუატაცია? |
|
| |
რა მიზნით იქმნება ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდი? |
|
„ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის №105 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფონდი არის ტყის ფონდი, რომელიც საკუთრებაში გადაეცემათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
|
| |
რა უფლებამოსილებები აქვთ თვითმმართველობის ორგანოებს ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში? |
|
საქართველოს ტყის კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი ტყის ფონდის მართვის სფეროში თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:
|
|
| |
აქვს თუ არა უფლება თვითმმართველ ერთეულს გასცეს მის საზღვრებში არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის პირველადი გადამუშავების მიზნით მერქნული რესურსის შესაბამისი წარმოშობის დოკუმენტი? |
|
არა. საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული
ხემცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის პირველადი გადამუშავების მიზნით
მერქნული რესურსის შესაბამის წარმოშობის დოკუმენტს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გასცემს ბუნებრივი რესურსების სააგენტო. |
| ||
შეიძლება თუ არა გამოიყოს ტყეკაფი თვითმმართველობის ორგანოების მიმართვის
საფუძველზე? |
დიახ. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილების ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შე სახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანხმობით) ან სამთავრობო დაწესებულებების მომართვის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ლიცენზიის გარეშე გამოყოს ტყეკაფი შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებისათვის, ან მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის, ან მათ მიერ დასახელებული პირისათვის, შესაბამისი ვადით. |
|
| ||
აქვს თუ არა უფლება თვითმმართველობის ორგანოს სახელმწიფო ტყის ფონდის
საზღვრის შეცვლის ინიციატორი? |
დიახ. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილების
,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ მე-4 მუხლის
შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ საკითხის
განხილვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს
ფიზიკური, იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების, სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების ან დაწესებულებების, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების ინიციირების საფუძველზე. |
|
| ||
რა უფლებამოსილებები აქვთ თვითმმართველობის ორგანოებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში? |
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განეკუთვნება: ა) სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; |
|
| ||
რა უფლებამოსილებებს ანიჭებს თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“? |
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, წყალთან
დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში თვითმმართველობის ორგანოების
კომპეტენციას განეკუთვნება:
|
|
| ||
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ტერიტორიაზე წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა მათი კომპეტენციის ფარგლებში;
|
წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. მე-14 მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად, წყლის დაცვის ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს
სახელმწიფო, ხოლო მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, ავტონომიური რესპუბლიკების და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ბიუჯეტებიდან. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად, იმ საწარმოს, ნაგებობისა და სხვა ობიექტის მშენებლობის ადგილი,
რომელიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე, უნდა შეთანხმდეს ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან. 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან გააცნონ მოსახლეობას წყალმომარაგების
წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრები, აგრეთვე
ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმი. მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს მის მიერ დადგენილი
საერთო წყალსარგებლობის შეზღუდვის პირობები. |
|
| ||
განეკუთვნება თუ არა თვითმმართველობის უფლებამოსილებას იმ წყლის ობიექტების დადგენა, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას მასობრივი დასვენებისა და სპორტისათვის? |
დიახ. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, მასობრივი დასვენებისა და სპორტისათვის წყლის ობიექტები
გამოიყენება იმ ადგილებში, რომლებსაც ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები სამინისტროსა და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოებთან
შეთანხმებით, ხოლო სანაოსნო გზებზე – ნაოსნობის მომწესრიგებელ ორგანოებთან
შეთანხმებით; |
|
| ||
განეკუთვნება თუ არა თვითმმართველობის უფლებამოსილებას იმ წყალსამეურნეო ნაგებობის იმ ადგილების დადგენა, სადაც შესაძლებელია საქონლის გადარეკვა? |
დიახ. ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის გადარეკვა, სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და სატრანსპორტო საშუალებათა გავლა არხებსა და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებზე დაშვებულია იმ ადგილებში, რომლებსაც ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობისა ორგანოები სამინისტროსა და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებით; |
|
| ||
რა უფლებამოსილებები აქვთ თვითმმართველობის ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში? |
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ ცხოველთა სამყაროს დაცვაში, აღწარმოებასა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირებაში, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებასა და აღდგენაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
| ||
შეიძლება თუ არა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იყოს
თვითმმართველი ერთეული? |
არა. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2
პუნქტის შესაბამისად, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე სუბიექტი არ
შეიძლება იყოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო უწყება და
თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანო, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის
დადგენილი. |
|
| ||
უნდა იქნას თუ არა მიწვეული გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო
განხილვაზე თვითმმართველი ერთეული? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე უზრუნველყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა წერილობითი მიწვევა. ამ მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად გარემოზე ზემოქმედების შეფასებისის ანგარიშის საჯარო განხილვა ეწყობა იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება. |
![]() |
7 თავი VII. განათლება |
▲ზევით დაბრუნება |
|
| |
კითხვები |
|
პასუხები |
თავი VII. განათლება |
| |
აქვთ თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს პროფესიული სწავლების ცენტრის შექმნის უფლება? |
|
დიახ. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, პროფესიული განათლების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: ა) ხელს უწყობენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედებებს, უფლებამოსილი არიან, განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება; საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული წესით მონაწილეობენ მათ მართვაში; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს; ბ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროფესიული განათლების დაფინანსებას ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
|
| |
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს
შემადგენლობაში შეიძლება თუ არა შევიდნენ თვითმმართველობის ორგანოს
წარმომადგენლები? |
|
დიახ. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის
შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა
სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული
განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება, დააფინანსოს საჯარო სკოლის კაპიტალური ხარჯები? |
|
დიახ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სკოლის კაპიტალურ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან/და საჯარო სკოლა. |
|
| |
განეკუთვნება თუ არა დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო
მომსახურების და სპეციალური მიზნობრივი სასწავლო პროგრამების დაფინანსება
თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციას? |
|
დიახ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად: ა) თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია საბაზო საფეხურის ეროვნული ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, სამეურვეო საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს მიმართავს ამ მოსწავლის სწავლების დაფინანსების გაგრძელების თხოვნით. დაფინანსება შეიძლება გაგრძელდეს მოსწავლის მიერ საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. ამ შემთხვევაში საჯარო სკოლა ვალდებულია შესთავაზოს მოსწავლეს ზოგადი განათლების მიღება ალტერნატიული ფორმებით. ბ) თუ მოსწავლემ 3 წლის განმავლობაში ვერ დაძლია ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, მისი მიმართვის საფუძველზე სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დაფინანსების გახანგრძლივების თხოვნით. ადგილობრივი თვითმმართველობა უფლებამოსილია შეარჩიოს სწავლის გაგრძელების კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ფორმა. სამეურვეო საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიძლება აანაზღაუროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ხარჯები. სახელმწიფომ, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეიძლება დააფინანსონ სპეციალური მიზნობრივი სასწავლო პროგრამები. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება, დააფინანსოს სახელოვნებო და
სასპორტო მომზადება და განათლება? |
|
დიახ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის
მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ
პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს
წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ამ დაწესებულებებისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს
ავტორიზაციის/აკრედიტაციის განსხვავებული პირობები. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ
პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, მათ შორის, დაწყებით
და საბაზო საფეხურებზე, აფინანსებს დარგობრივი სამინისტრო ან/და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო. |
|
| |
რა უფლებამოსილებები აქვს თვითმმართველობის ორგანოს ზოგადი განათლების
სფეროში? |
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო: |
|
| |
ფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო დაფუძნოს სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულება? |
|
დიახ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების უფლება? |
|
არა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ კერძო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება, წილის (აქციის) ფლობა, ან წევრობა. |
|
| |
რა როლი აკისრიათ თვითმმართველობის ორგანოებს საბიბლიოთეკო საქმის
მართვაში? |
|
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, საბიბლიოთეკო საქმიანობას ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ საბიბლიოთეკო ქსელის ორგანიზება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პირობების, მოსახლეობის რაოდენობის, მისი განსახლებისა და საინფორმაციო მოთხოვნების შესაბამისად. 25-ე მუხლის შესაბამისად საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მიზნობრივ პროგრამებს აფინანსებს სახელმწიფო, ლოკალური მნიშვნელობის პროგრამებს – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან უწყება. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს სკოლისათვის სახელის მინიჭების
შესახებ განაცხადის წარდგენის უფლება? |
|
დიახ. „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის უფლება აქვს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. გარდა ამისა მოსწავლეთა თვითმმართველობის, სკოლის დირექციის, სკოლის სამეურვეო საბჭოს; პედაგოგიურ საბჭოს; იმ თვითმმართველ ერთეულში მკვიდრის, რომელშიც მდებარეობს სკოლა ინიციატივას საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობა. |
![]() |
8 თავი VIII. ეკონომიკური საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
|
| |
კითხვები |
|
პასუხები |
თავი VIII. ეკონომიკური საკითხები |
| |
მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს? |
|
დიახ. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის
№963 ბრძანებულების ,,მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის,
ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი
ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების
დადგენის შესახებ“ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თუ მაგისტრალური
მილსადენის საავარიო-აღდგენით სამუშაოთა წარმოება მოითხოვს გზის საფარის
მოხსნას, შესაბამისი სამუშაოების დაწყებამდე ხდება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის
შესაბამისი ორგანოსა და გზის მფლობელი პირების შეტყობინება სამუშაოთა
წარმოების პროცესში მათი წარმომადგენლების დასწრების უზრუნველყოფის მიზნით;
სამუშაოთა წარმოების ადგილი უნდა შემოიფარგლოს ტრანსპორტისა და ფეხით
მოსიარულეთა გამაფრთხილებელი ნიშნებით. გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს
ოპერატორი ახორციელებს საკუთარი ხარჯით.
|
|
| |
რომელი ორგანო ახორციელებს ბაკურიანის, გუდაურის და ქალაქ ბორჯომის ტერიტორიებზე
მიწის განკარგვას და მშენებლობის ნებართვის გაცემას? |
|
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბაკურიანისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობას, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისათვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება თვითმმართველ ერთეულზე. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული განახორციელოს გუდაურის
სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული მიწის განკარგვა? |
|
დიახ. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აპრილის №192 დადგენილების ,,ქ. თბილისის
თვითმმართველი ერთეულისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“
შესაბამისად, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში
არსებული მიწებისა) განკარგვის, ქონების პრივატიზების, მშენებლობის ნებართვების
გაცემისა და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობის განხორციელების, გზების,
წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების, სამთო-სათხილამურო და საბაგირო გზების
განვითარებისა და მოვლაპატრონობის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო
სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და
მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების (პარკირება,
დასუფთავება და ა.შ.) უფლებამოსილება 5 წლის ვადით, თანდართული ხელშეკრულების
საფუძველზე, გადაეცა ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულს. გარდა ამისა, გუდაური
სარეკრეაციო ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში არ მონაწილეობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ დადგენილების მე-3
მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 32-ე
მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობას ფასიანი ქაღალდების შეთავაზების უფლება? |
|
დიახ. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საჯარო შეთავაზება არასამთავრობო ემიტენტების, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით. თვითმმართველობის მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვების საკითხები საქართველოს კანონმდებლობით დამატებით რეგულირებას საჭიროებს. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს გრანტის მიღების უფლება? |
|
დიახ. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების
ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს გრანტის გაცემის უფლება? |
|
არა. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად,
თვითმმართველი ერთეული არ შეიძლება იყოს გრანტის გამცემი (დონორი). |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს სესხის გაცემის უფლება? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საბუიჯეტო კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს აუდიტის მოწვევის უფლება? |
|
დიახ. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს გადაწყვეტილებით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება საქართველოს კონტროლის პალატას და ქვეყნდება საჯაროდ. |
|
| |
აქვს თუ არა საკრებულოს საგანგებო ბიუჯეტის დაამტკიცების უფლება? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის“ 70-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია დაამტკიცოს შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის; |
|
| |
ვალდებულია თუ არა თვითმმართველობა შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შიდა აუდიტი? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შიდა აუდიტის სუბიექტი იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებში – გამგეობებში (მერიებში), შესაბამისი საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა საინვესტიციო სააგენტო, თვითმმართველობის ორგანოებს ჩაუტაროს
ტრენინგები და სემინარები? |
|
დიახ. „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სპეციალური სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალების მომზადება, საინვესტიციო ურთიერთობებში მონაწილე პირთათვის, ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირებისათვის სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება. |
|
| |
როგორ უნდა განისაზღვროს ქალაქების, რაიონების მაკრომდებარეობის ინდექსები, ტერიტორიების ზონირება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი? |
|
აღნიშნული საკითხები რეგულირდება საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 25 იანვრის №6/18 ერთობლივი ბრძანებით „საქართველოს ქალაქების (რაიონების) მაკრომდებარეობის ინდექსების, ტერიტორიების ზონირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ადგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება, საჯარო მოსამსახურეს გადასცეს
საჩუქარი, რომელიც აღემატება 300 ლარს? |
|
არა. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,საჩუქრად“ არ
ჩაითვლება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს ან დაწესებულების მიერ საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის
პირად საკუთრებაში გადაცემული სიმბოლური ნიშანი ან სუვენირი, რომლის საბაზრო
ღირებულება არ აღემატება 300 ლარს და რომელიც მიღებულია ერთი წყაროდან ოფიციალური
ღონისძიების ჩატარების დროს. |
|
| |
ვალდებულია თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გამგებლის მოადგილე შეავსოს
თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია? |
|
არა. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულების
,,თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ
თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც
სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ 24-ე მუხლის
შესაბამისად, აღნიშნული დეკლარაციის შევსება ევალებათ შემდეგ თანამდებობის პირებს:
|
|
| |
რეგიონალური განვითარების სახელმწიფო სტრატეგია არის თუ არა დამტკიცებული? |
|
დიახ. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილება ,,საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“. |
|
| |
ვალდებულია თუ არა გამგებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს
ინფორმაცია საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ? |
|
დიახ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №66 დადგენილების
,,ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის
მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ მე-7 მუხლის შესაბამისად,
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა (გარდა
ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულისა) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო
რწმუნებულებთან – გუბერნატორებთან შეთანხმებით საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს 2012 წლის 15 ნოემბრამდე უნდა წარუდგინონ ინფორმაცია
საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და პრიორიტეტების საშუალოვადიანი
ბიუჯეტი შესაბამისად №3 და №4 დანართების მიხედვით. |
|
|
![]() |
9 თავი IX. დასაქმება |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
|
პასუხები |
თავი IX. დასაქმება
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, დააფინანსოს საზოგადოებრივი სამუშაოები?
|
|
დიახ. „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ
დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87
ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველი და მე-2 მუხლების
შესაბამისად: საზოგადოებრივ სამუშაოდ ითვლება ისეთი სამუშაო, რომელიც არ
საჭიროებს დასასაქმებელი უმუშევარი პირის განსაკუთრებულ პროფესიულ
მომზადებას და რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი
სარგებლობის სხვა სამუშაოების ობიექტების რეკონსტრუქცია, მშენებლობა ან
სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღება-დაბინავება. საზოგადოებრივი
სამუშაოების განხორციელების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 6 თვეს.
საზოგადოებრივ სამუშაოთა განხორციელების ობიექტი შეიძლება იყოს: |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული დაამტკიცოს დასაქმების პროგრამა? |
|
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება ,,დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება“. |
![]() |
10 თავი X. თავდაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
|
| |
კითხვები |
|
პასუხები |
თავი X. თავდაცვა |
| |
რომელ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა? |
|
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 16 ოქტომბრის №497 ბრძანებულების ,,საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს შემდეგ ადგილებში: ა) გაგრის რაიონი; ბ) გუდაუთის რაიონი; გ) ქ. სოხუმი და სოხუმის რაიონი; დ) გულრიფშის რაიონი, მათ შორის, აჟარის თემი (აჟარა, გენწვიში, ჩხალთა); ე) ტყვარჩელის რაიონი; ვ) ოჩამჩირის რაიონი; ზ) გალის რაიონი; თ) ქ. ცხინვალი და ცხინვალის რაიონი, მათ შორის, ქურთისა და ერედვის თემები; ი) ჯავის რაიონი; კ) ზნაურის რაიონი; ლ) ახალგორის რაიონი; მ) საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. |
|
| |
რომელი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება პირის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოძახება და შემკრებ პუნქტში მიყვანა? |
|
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოიძახებს და შემკრებ პუნქტში მიიყვანს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. |
|
| |
რომელი ორგანო ახორციელებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა
აღრიცხვას? |
|
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღრიცხვას აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ვალდებულია რეზერვისტთა შესახებ სააღრიცხვო ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს რეზერვისტთა გამოძახებასა და შემკრებ პუნქტებში მიყვანას. |
|
| |
რომელი ორგანო ახორციელებს სამხედრო სარეზერვო
სამსახურის მოსამსახურეთა აღრიცხვას? |
|
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღრიცხვას აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ვალდებულია რეზერვისტთა შესახებ სააღრიცხვო ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს რეზერვისტთა გამოძახებასა და შემკრებ პუნქტებში მიყვანას. |
|
| |
რა ვალდებულებები აკისრიათ თვითმმართველობის ორგანოებს მობილიზაციისას? |
|
„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში:
|
|
| |
ქმნიან თუ არა მობილიზაციის დროს
თვითმმართველობის ორგანოები სამობილიზაციო ორგანოებს? |
|
დიახ. „მობილიზაციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები, რომელთაც აქვთ სამობილიზაციო დავალებები (დაკვეთები) ან დასახული აქვთ
სამობილიზაციო სამუშაოების ჩატარების ამოცანები, სამობილიზაციო ღონისძიებების
ქმედუნარიანობის ამაღლების მიზნით თავიანთ სტრუქტურაში ქმნიან სამობილიზაციო
ორგანოებს. სამობილიზაციო ორგანოების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს. სამობილიზაციო
ორგანოებისა და სამობილიზაციო მოსამსახურეთა დაფინანსება ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებში ხორციელდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების
ბიუჯეტებიდან. |
|
| |
აკისრიათ თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს სამხედროსატრანსპორტო ვალდებულება? |
|
დიახ. „მობილიზაციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად: |
|
| |
თუ თვითმმართველობის სამოქმედო ტერიტორიაზე
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელი ორგანო ახორციელებს თვითმმართველობის
ორგანოს უფლებამოსილებას? |
|
„საგანგებო მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად: |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება,
დააწესოს ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათები? |
|
დიახ. „ომისა და სამხედრო
ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს,
სამინისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, კონცერნებს,
ასოციაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და
საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ
გადაწყვეტილება ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და
წახალისების შესახებ, რომლებიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება,
ხელი შეუწყოს ვეტერანთა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას? |
|
დიახ. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ ვეტერანების საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობას, ეხმარებიან ფინანსურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმალური ფუნქციონირებისათვის გამოუყოფენ კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილებს, მოწყობილობას, ინვენტარსა და ქონებას. |
|
| |
განეკუთვნება თუ არა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციას? |
|
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამხედრო სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამხედრო სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს მეთაური (უფროსი) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად. |
![]() |
11 თავი XI. ტურიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XI. ტურიზმი
| ||
უნდა იქნას თუ არა შეთანხმებული გარკვეულ შემთხვევებში თვითმმართველობის
ორგანოსთან სანიტარული დაცვის ზონების საზღვრები?
|
|
დიახ. „კურორტებისა და საკურორტო ადგილების
სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11მუხლის შესაბამისად,
მეორე ზონის საზღვრები დგინდება: |
|
| |
შედის თუ არა თვითმმართველობის კომპეტენციში
სანიტარული დაცვის ზონების დაფიქსირება? |
|
დიახ. „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტების შესაბამისად, ადგილზე სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრებს აფიქსირებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს ექვსი თვისა მისი დამტკიცებიდან (მესამე ზონის საზღვარი). საკურორტო ადგილისათვის, სადაც: ა) წიაღისეული ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ორი ზონა (პირველი და მეორე); ბ) კლიმატი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ერთი ზონა (მეორე). |
![]() |
12 თავი XII. კულტურა |
▲ზევით დაბრუნება |
| ||
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XII. კულტურა | ||
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობის ორგანო მიიღოს გადაწყვეტილება
საქართველოს ტერიტორიაზე ძეგლის განთავსების შესახებ? |
|
დიახ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №3/203 ბრძანების ,,მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმმართველობის ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით.; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მონუმენტური სახვითი ხელოვნების ქანდაკების განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ან ქანდაკების ავტორი ვალდებულია სამინიტროს წარუდგინოს შემდეგი მასალები:
ა) ქანდაკების პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესასრულებელი მასალის მითითებით; ბ) ქანდაკების განთავსების (ადგილმდებარეობის) ზუსტი მისამართი; გ) ქანდაკების განსათავსებელი ტერიტორიის საერთო ხედებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე ქანდაკების განშლის ამსახველი ფოტომასალა. |
|
| |
რა უფლებამოსილებები აქვთ თვითმმართველობის
ორგანოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში? |
|
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ
დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში:
|
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება,
დააფინანსოს კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის განვითარების
პროგრამა? |
|
დიახ. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად: |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება,
ძეგლზე მესაკუთრის თანხმობის გარეშე თავად ჩაატაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები? |
|
დიახ. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კულტურის,
ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია, მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის
გარეშე, თავად ჩაატაროს სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური
სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ანდა ეს სამუშაოები სხვა პირს
დაუკვეთოს, თუ: |
|
| |
შესაძლებელია თუ არა, სახელმწიფო თეატრის დაფინანსების წყარო იყოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი? |
|
დიახ. „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო თეატრის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო შეიძლება იყოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. |
|
| |
შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო თეატრი დაფუძნდეს
თვითმმართველობის ორგანოს ინიციატვის საფუძველზე? |
|
დიახ. „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო თეატრს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) საკუთარი ინიციატივით ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისი უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოები საკუთარი ინიციატივით ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარდგინებით. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართვლობის ორგანოს უფლება დააყენოს საკითხი სახელმწიფო თეატრის მმართველის დანიშვნის ან გათავისუფლების მოთხოვნით? |
|
დიახ. „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო თეატრის მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით; |
|
| |
აქვთ თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს კულტურული
ფასეულობის ნივთის საქართველოდან გატანის უფლება? |
|
დიახ. „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან
გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე
მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდი, არქივი,
ბიბლიოთეკა, კულტურული ფასეულობის საცავი სხვა სახელმწიფო დაწესებულება,
აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები და სხვა პირები კულტურის მოძრავი ძეგლისთვის ან ძეგლის ნიშნის
მქონე ობიექტისთვის მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან
დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართავენ საქართველოს
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. განცხადებას უნდა
ერთოდეს:
|
|
| |
რა უფლებამოსილებები აქვთ თვითმმართველობის ორგანოებს სამუზეუმო საქმიანობის მართვაში? |
|
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:
|
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს შემოქმედებითი
კავშირის დაფუძნებისა და მისი პროგრამების დაფინანსების უფლება? |
|
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი
კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, შემოქმედებითი კავშირის დამფუძნებელი არ შეიძლება იყოს
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. აღნიშნული კანონის
27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებს შეუძლიათ დააფინანსონ შემოქმედები თი კავშირის
ცალკეული პროგრამა. |
|
| |
რა უფლებამოსილებები აქვთ თვითმმართველობის
ორგანოებს კულტურის სფეროში? |
|
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, კულტურის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
|
|
| |
ნაგებობებზე, შენობებსა და სახელმწიფო საკუთრების
სხვა ობიექტებზე კონტროლის დაწესება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; |
|
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოვალეობების განხორციელება. გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით. აღნიშნული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, რესტავრაცია და დაცვა. აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, დაიცვან თავიანთ საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკები, მუზეუმები, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდები, უზრუნველყონ მათი შენახვა, ფუნქციონირება და განვითარება. |
|
| |
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული, დააფუძნოს
სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სასპორტო და სახელოვნებო
დაწესებულებები? |
|
დიახ. „ადგილობრივი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 ივნისის №126 დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, მოქმედი სკოლისგარეშე სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო საქმიანობას მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო და დღის სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა განთავსების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით, რჩებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადგენს ამ დაწესებულებათა ნუსხას და აფუძნებს მათ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად. აღნიშნული დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული სკოლისგარეშე სასპორტო და სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა მე-4 პუნქტით განსაზღვრულისა, ჩაითვალა ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებად და თვითმმართველ ერთეულს დაევალა მათი დაფუძნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით. თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, მოითხოვოს აღნიშნული დაწესებულებების ქონების საკუთრებაში გადმოცემა და შემდგომ უზრუნველყოს არაკომერციული იურიდიული პირების დაფუძნება. |
|
|
![]() |
13 თავი XIII. სპორტი |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XIII. სპორტი | ||
რა უფლებამოსილებები აქვთ თვითმმართველობის ორგანოებს სპორტის სფეროში?
|
|
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული, დააფუძნოს
სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სასპორტო და სახელოვნებო
დაწესებულებები? |
|
| |
რა უფლებამოსილებები აქვთ თვითმმართველობის
ორგანოებს სპორტის სფეროში? |
|
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელ და სპორტულ მუშაობას კოორდინაციას უწევენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები. ადგილობრივი ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ სკოლისგარეშე გამაჯანსაღებელი და სპორტული დაწესებულებების შექმნა და ფუნქციონირება. აღნიშნული კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ინვალიდების გამაჯანსაღებელი და სპორტული ღონისძიებები ფინანსდება, მათი სპორტული ბაზების მშენებლობისათვის სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან და კერძო სექტორიდან. |
|
| |
თავისუფლდება თუ არა ქონების გადასახადისაგან პირი რომელიც აშენებს ოლიმპიურ სოფელს?
|
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ინვესტორი (პირი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს) ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებით იბეგრება ამ ტერიტორიისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი განაკვეთით. ამასთანავე, იგი თავისუფლდება ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადებისაგან ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. |
|
| |
შეიძლება თუ არა სპორტის დამსახურებული მოღვაწის
წოდება მიენიჭოს პირს თვითმმართველი ერთეულის შუამდგომლობის საფუძველზე? |
|
დიახ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის №01/129 ბრძანების ,,სპორტის სფეროში საპატიო წოდებების დამტკიცების შესახებ” მე-13 პუნქტი შესაბამისად, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწისა და საქართველოს სპორტის რაინდის წოდებების მინიჭების საკითხს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული კომისია განიხილავს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სპორტის სამსახურების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ან საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების შუამდგომლობის საფუძველზე. |
|
|
![]() |
14 თავი XIV. მიწით სარგებლობა, სოფლის მეურნეობა |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XIV. მიწით სარგებლობა, სოფლის მეურნეობა | ||
ექვემდებარება თუ არა საძოვარი პრივატიზებას?
|
|
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობანაგებობებზე; |
|
| |
ფინანსდება თუ არა ნიადაგების ქიმიური მელიორაცია, ეროზიისა და გაუდაბნოების საწინააღმდეგო ღონისძიებები თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან? |
|
არა. „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნიადაგების ქიმიური მელიორაცია და ეროზიისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ღონისძიებები სახელმწიფო საკუთრების მიწებზე ხორციელდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად. |
|
| |
რა შეზღუდვები და აკრძალვები არსებობს ნიადაგების
კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად? |
|
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების თანახმად: ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად იზღუდება: ეროზიული პროცესებისაგან ნიადაგების დასაცავად აგროწესების დარღვევით 15 გრადუსზე მეტი დახრილობის ფერდობების სახნავად ათვისება და ნიადაგების დამუშავება ფერდობების დახრილობის გასწვრივ; ფერდობების დატერასება ნიადაგების წინასწარი შერჩევისა და სათანადო დაპროექტების გარეშე;
|
|
| |
რა წესით ხდება მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურფარმაცევტული პრეპარატების ამოღება და განადგურება და რა ფუნქციას ასრულებს ამ პროცესში თვითმმართველი ერთეული |
|
„ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური
სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად
უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულის და პროდუქტების, ვეტერინარული
დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების
ამოღებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის
მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 ოქტომბრის №2-236 ბრძანებით
დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:
ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით
დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული
მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების
ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (შემდგომში -
პროდუქციის) ამოღება წარმოებს შემდეგი წესით:
|
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს ვეტერინარული
კარანტინის დაწესების უფლება? |
|
დიახ. საქართველოს კანონის
,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის კოდექსის“ 55-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე
ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი, გარდა ამ კოდექსის 53-ე
მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პროფილაქტიკური კარანტინისა, წესდება და
იხსნება სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე: |
![]() |
15 თავი XV. კავშირგაბმულობა |
▲ზევით დაბრუნება |
| ||
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XV. კავშირგაბმულობა | ||
რა უფლებამოსილებები აქვთ თვითმმართველობის ორგანოებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში? |
|
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კომისიასთან კოორდინირებულად შეიმუშავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და მიწის ნაკვეთებზე ავტორიზებული პირებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სისტემების, ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, აღჭურვილობებისა და დამატებითი რესურსების განთავსებისათვის უფლების მინიჭების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ პროცედურებს. |
|
| |
თუ პირები ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების
სახაზო ნაგებობების დაცვის ან განაკაფის ზონაში აწარმოებენ სამშენებლო სამუშაოებს,
სამუშაოთა დაწყებამდე ვალდებულნი არიან თუ არა ისინი, შეატყობინონ თვითმმართველობის
ორგანოებს სამუშაოთა დაწყების თარიღი და დრო? |
|
დიახ. „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ მე-4 მუხლის შესაბამისად:
|
|
| |
თუ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების საავარიო სამუშაოთა წარმოება გზის საფარის მოხსნას და გრუნტის გათხრას მოითხოვს, სამუშაოების დაწყებამდე გამოძახებულ უნდა იქნენ თუ არა თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები? |
|
დიახ. „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, |
|
| |
თუ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების საავარიო სამუშაოთა წარმოება გზის საფარის მოხსნას და გრუნტის გათხრას მოითხოვს, სამუშაოების დაწყებამდე გამოძახებულ უნდა იქნენ თუ არა თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები? |
|
დიახ. „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო
ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილებით დამტკიცებული
„ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და
მათი დაცვის ზონების“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, იმ
შემთხვევაში, თუ ხაზების საავარიო სამუშაოთა წარმოება მოითხოვს გზის
საფარის მოხსნას და გრუნტის გათხრას, სამუშაოების დაწყებამდე გამოძახებულ
უნდა იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საგზაო
ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამუშაოთა წარმოების ადგილი უნდა
შემოიფარგლოს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გამაფრთხილებელი ნიშნებით.
გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები უნდა შეასრულოს ხაზის მფლობელმა
ორგანიზაციამ. |
|
| |
ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენის სამუშაოთა წარმოება უნდა
ეცნობოს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს? |
|
დიახ. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №964 ბრძანებულების ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ მე-4 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ ელექტროგადამცემი ხაზის საავარიო-აღდგენით სამუშაოთა წარმოებისას საჭიროა გზის საფარის მოხსნა და გრუნტის გათხრა, სამუშაოების დაწყებამდე ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გზის მფლობელი პირების წარმომადგენლების გამოძახება. სამუშაოთა წარმოების ადგილი შემოიფარგლება ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გამაფრთხილებელი ნიშნებით. გზის საფარის აღდგენის სამუშაოებს ასრულებს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი. |
|
| |
ვალდებულია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი
ოპერატორი უფასოდ გაააქტიუროს თვითმმართველობის ორგანოების ცხელი ხაზები? |
|
დიახ. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-11 მუხლის ,,თ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორები, რომლებიც სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებენ აბონენტების მომსახურებას, ვალდებული არიან - უფასოდ გაააქტიურონ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ცხელი ხაზების, კომუნალური მეურნეობის საავარიო სამსახურების, რკინიგზის, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრები იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული მოკლე ნომრები გადამისამართებულია ამ ორგანოებში არსებულ სატელეფონო ნომრებზე. |
|
|
![]() |
16 თავი XVI. მართვა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XVI. მართვა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები | ||
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის
(დაფუძნების) უფლება? |
არა. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. აღნიშნული წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც უფლება აქვს შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის ნებართვების გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე შესაბამისი კვლევების ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის ან სხვა მიზნით. |
|
| ||
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს
უფლება ეკონომიკურ აგენტს მიანიჭოს ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილება,
რომელიც გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას? |
არა. საქართველოს კანონის ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კანონის მიზანია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას. ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ:
•ეკონომიკური აგენტისათვის დააწესოს ისეთი
საგადასახადო ან სხვა შეღავათები, რომლებიც კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას
ანიჭებს მას და იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას, გარდა ამ კანონის
მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით1 გათვალისწინებული შემთხვევებისა;
,,მუხლი 12. სახელმწიფო დახმარება.
|
|
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება, უარი თქვას სასამართლოში თავის მიერ შეტანილ სარჩელზე, მორიგდეს ან ცნოს სარჩელი? |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის სხვა სუბიექტებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ ორგანოებს - საჯარო სამართლის სუბიექტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ უფლება, ნებისმიერ დროს უარი თქვან სარჩელზე, მორიგდნენ ან ცნონ სარჩელი, თუ არსებობს კონკრეტული უტყუარი მტკიცებულები, ფაქტები და გარემოებები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობას, მორიგებას ან სარჩელზე უარის თქმას. |
|
თუ საჩივრდება საკრებულოს ან გამგებლის
ადმინისტრაციული აქტი, უნდა იქნეს თუ არა სასამართლოში მათ გარდა მხარედ
ჩაბმული თვითმმართველი ერთეული? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული პირების (ფიზიკური და
იურიდიული პირები, ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები)
გარდა, ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობს ის ადმინისტრაციული ორგანო,
დახმარება, რომელიც გაიცემა ფორსმაჟორულ შემთხვევაში; |
|
თუ პირი ითხოვს გამგებლის ბრძანების ბათილად გამოცხადებას, ეკისრება თუ არა გამგებელს მტკიცების ტვირთი სასამართლოში? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ეს გულისხმობს გამგებლის ვალდებულებას, დაასაბუთოს თავისი ბრძანება და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. |
|
ვალდებული არიან თუ არა თვითმმართველობის
ორგანოები, დახმარება გაუწიონ აღმასრულებელს? |
დიახ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 901 მუხლის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების, უნებართვო დემონტაჟის შეჩერების, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის და მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის, არქიტექტურულსამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების აღსრულებისას თუ დამრღვევი არ ემორჩილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნას, აღსრულების ეროვნული ბიურო დახმარებისათვის მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან/და აღსრულების პოლიციას. ისინი ვალდებულნი არიან გაუწიონ მას დახმარება. |
|
ვალდებულია თუ არა თვითმმართველობის ორგანო, მონაწილეობა მიიღოს ბინაში სააღსრულებო მოქმედებების ჩატარებისას აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში? |
დიახ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას ადგილობრივი თვითმმართველობის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით. |
|
თავისუფლდება თუ არა თვითმმართველი ერთეული
აღსრულების საფასურისაგან? |
დიახ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე13 პუნქტის შესაბამისად, საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას (გარდა ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა 2), და ამ ორგანოთა კრედიტორები. |
|
თუ პირს გააჩნია ალიმენტის გადახდის ვალდებულება და ვალდებულება თვითმმართველობის წინაშე, მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან დაკმაყოფილდება თუ არა პირველ რიგში მოთხოვნა თვითმმართველი ერთეულის სასარგებლოდ? |
არა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე13 პუნქტის შესაბამისად, 823 მუხლის
მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან
მეორე რიგში, ხოლო სხვა თანხებიდან პირველ რიგში დაკმაყოფილდება
მოთხოვნები: |
|
შესაძლებელია თუ არა, სარჩელის შეტანის დღეს
პირმა მოითხოვოს თვითმმართველობის ორგანოს ან თანამდებობის პირის სადავო
აქტის მოქმედების შეჩერება? |
2 სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას საფასური გადაიხდევინება სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ ამ ქონების შემდგომი რეალიზაციის შემთხვევაში და შეადგენს ამონაგები თანხის 7%-ს დიახ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება. |
|
შესაძლებელია თუ არა თვითმმართველობის
ორგანომ მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის კონტროლის
განხორცილებაში? |
დიახ. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვანი აღსრულების და მისი ჯეროვანი კონტროლის, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების, მიზნით პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ან სხვა დამსაქმებელთან გააფორმოს/დადოს შესაბამისი შეთანხმება/ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს დამსაქმებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას. |
|
ემსახურება თუ არა პერსონალური ავტომანქანა
მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს? |
არა. „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულების დანართით განსაზღვრულია იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთაც ეკუთვნით მსუბუქი ავტომანქანები პერსონალური სარგებლობისათვის. აღნიშნულ დანართში მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე მოხსენიებული არ არის. მასში აღნიშნული არიან შემდეგი თანამდებობის პირები: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის მერი, ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი), ქ. თბილისის მერის მოადგილეები. |
|
რამდენი სამსახურებრივი ავტომობილი შეიძლება
ჰყავდეს თვითმმართველ ერთეულს? |
„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებით დადგენილია შემდეგი ნორმატივები: ცენტრალური აპარატის მუშაკთა რიცხოვნობის 50 საშტატო ერთეულამდე - 1 ავტომანქანა, 50-100-მდე - 2 ავტომანქანა, 100-150-მდე - 3 ავტომანქანა, 150-225-მდე - 4 ავტომანქანა, 225-300-მდე - 5 ავტომანქანა, 300 და მეტი - 6 ავტომანქანა. |
|
შეიძლება თუ არა თვითმმართველ ერთეულს ჰყავდეს სპეციალური დანიშნულების ავტომანქანა? |
დიახ. „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულების №2 დანართის მე-15 პუნქტის შესაბამისად ასეთი ავტომანაქნები შეიძლება ჰყავდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (გამგეობა, მერია) სამხედრო განყოფილებებს. |
|
ვალდებულნი არიან თუ არა თვითმმართველობები
დანერგონ ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა? |
დიახ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილების ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვა განახორციელონ არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა სტანდარტის შესაბამისი ელექტრონული პროგრამა დანერგოს არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა. |
|
შესაძლებელია თუ არა, ამოღებისა და ჩხრეკის დამსწრე იყოს თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი? |
დიახ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მე2 პუნქტის შესაბამისად, ყადაღის, ჩხრეკის ან/და ამოღების ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ის ნებაყოფლობითაა გადაცემული თუ იძულებითაა ჩამორთმეული. ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. თუ ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას სცადეს, გაენადგურებინათ ან გადაემალათ მოსაძებნი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან/და თუ გასაჩხრეკმა ან სხვა პირმა წინააღმდეგობა გასწია, ეს უნდა აღინიშნოს ოქმში. ამოღების ან ჩხრეკის ოქმის ასლი გადაეცემა პირს, რომელთანაც ჩატარდა ამოღება ან ჩხრეკა, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – სახლის მფლობელს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც ამოღებას ან ჩხრეკას ესწრებოდა. თუ ამოღება ან ჩხრეკა ჩატარდა იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე, ოქმის ასლი გადაეცემა შესაბამისად ამ საგამოძიებო მოქმედების დამსწრე იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს. |
|
თავისუფლდებიან თუ არა თვითმმართველობის ორგანოები საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან? |
არა. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საერთო სასამართლოებში
განსახილველ ყველა საქმეზე თავისუფლდებიან ის დაწესებულებები
(ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. |
|
რა შემთხვევებში და რა წესით ხდება
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება? |
„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი - მე-6 მუხლების თანახმად, პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
|
|
უფლებამოსილია თუ არა
თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი, წარუდგინოს მთავრობას წინადადებები
და წარმოადგინოს მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხი? |
დიახ. „საქართველოს
მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004
წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-11 მუხლის
მე-2 პუნქტის შესაბამისად, მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის
აუცილებლობის დასაბუთებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
ამზადებენ წინადადებებს და წარუდგენენ მთავრობის კანცელარიის უფროსს.
რეგლამენტის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მთავრობის სხდომაზე
განსახილველ საკითხს უშუალოდ წარადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს ხელმძღვანელი. |
|
აქვს თუ არა უფლება თვითმმართველობის თანამდებობის პირებს დაესწრონ მთავრობის სხდომას? |
„არა. „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა იმართება საჯაროდ. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად - მთავრობის საჯარო სხდომას განსახილველი საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. |
|
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, აანაზღაუროს კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება? |
არა. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება. ამდენად, ვალის დაფარვა უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან. თვითმმართველ ერთეულებს არ გააჩნიათ სახელმწიფო ვალის დაფარვის უფლებამოსილება. |
|
რომელი სახელმწიფო
ორგანო ახორციელებს ზედამხედველობას თვითმმართველობის ორგანოთა
საქმიანობაზე და რა ფორმით? |
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ზედამხედველობას როგორც წესი, ახორციელებენ სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები. განსაკუთრებულ შემთხვევაში ზედამხედველობის განხორციელება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიძლება დაეკისროს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს. ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც განახორციელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ზედამხედველობას, დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. |
|
ვინ ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში არსებულ თვითმმართველობის ორგანოთა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე? |
„აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №154 დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად, ამგვარ ზედამხედველობას ახორციელებს პრემიერ-მინისტრი. |
|
უფლებამოსილია თუ არა
საკრებულოს თავმჯდომარე მიმართოს ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივი
კონსულტაციის თაობაზე? |
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ნორმატიული აქტის მიღებასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარე (ქალაქ თბილისის შემთხვევაში – აგრეთვე ქალაქის მერი) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიმართოს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივი კონსულტაციის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით. სამართლებრივი კონსულტაციის თაობაზე წერილობით მიმართვას უნდა ერთოდეს მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტის პროექტი და პროექტის განმარტებითი ბარათი. შესაბამისი ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია წერილობითი მიმართვის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოამზადოს და შესაბამის თანამდებობის პირს გაუგზავნოს სამართლებრივი დასკვნა მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტის პროექტის კანონიერების თაობაზე. ნორმატიული აქტის პროექტში სამართლებრივი ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში დასკვნა უნდა შეიცავდეს საკანონმდებლო ან სხვა ნორმატიული აქტის დასახელებას, რომელსაც ეწინააღმდეგება პროექტი, და რეკომენდაციებს სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ. შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივი დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები სამართლებრივ აქტებს იღებენ (გამოსცემენ) დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. |
|
ვალდებულია თუ არა ზედამხედველობის ორგანო სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით? |
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ზედამხედველობის ორგანო სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიმართ – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე |
|
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
რომელი ნორმატიული აქტები არ საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ
დასკვნას? |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის
21 ნოემბრის №149 ბრძანების ,,იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“, შესაბამისად განსაზღვრულია იმ
ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, რომელიც არ საჭიროებენ იუსტიციის
სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას. ესენია: გ) სამსახურებრივი (მათ შორის, კანონით გათვალისწინებული) დოკუმენტების ან ფორმებისა და მათი გამოყენების (მათ შორის, მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ ბეჭდის გამოყენების) წესი; სახანძრო დაცვის სამსახურის გავლის წესი; საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტები; დ) ადგილობრივი გადასახადების განაკვეთები; ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთები და გადახდის ინსტრუქციები; დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი და მისი გადახდის წესი; დედაქალაქის საკუთრებაში არსებული ნარჩენების დედაქალაქში ქალაქში მოქმედი ოპერატორისთვის ან სხვა მეწარმისთვის გადაცემის წესი; დედაქალაქის დაგვადასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის წესი; ე) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო
გზების ნუსხა; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო
მოძრაობის დაგეგმარება, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ადგილების
განსაზღვრა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება
(პარკირების წესები); ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესი, ნებართვისა და
სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი, ნებართვის გაცემის ფასის
გადახდის წესი; ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის
მარშრუტებისა და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული
სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი
ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტები;
ტრანსპორტის სფეროში რეგულირებადი ტარიფები და შეღავათები; |
|
აქვს თუ არა უფლება ზედამხედველობის ორგანოს
მიმართოს სასამართლოს თვითმმართველობის ორგანოს წინააღმდეგ? |
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს ზედამხედველობის ორგანოს ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტი ან მოტივირებული წერილობითი უარი. ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, აღნიშნული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა მიმართოს სასამართლოს ნორმატიული აქტის შეჩერების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. |
|
აქვს თუ არა უფლება ზედამხედველობის ორგანოს
მოითხოვოს კონტროლის პალატის მიერ რევიზიის ჩატარება? |
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ ზედამხედველობის ორგანო მიიჩნევს, რომ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი სახსრები არამიზნობრივად იხარჯება, იგი უფლებამოსილია არა უმეტეს წელიწადში ერთხელ მოითხოვოს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ რევიზიის ჩატარება. |
|
აქვს თუ არა უფლება ზედამხედველობის ორგანოს მიმართოს მთავრობას ნორმატიული აქტის გამოცემის მოთხოვნით? |
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, თუ თვითმმართველობის ორგანო დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში არ მიიღებს სამართლებრივ აქტს, რომლის მიღებაც მას კანონით ევალება, ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მოსთხოვოს მას აღნიშნული ვალდებულების შესრულება; თუ თვითმმართველობის ორგანო არ შეასრულებს მოთხოვნას, ზედამხედველობის ორგანო მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემის თხოვნით. |
|
აქვს თუ არა სახალხო დამცველს უფლება,
ზედამხედველობა გაუწიოს თვითმმართველობის ორგანოებს? |
დიახ. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა, პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა ქმედებებს ან აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ, რომელთა მონაწილეც არის საქართველო. მე-18 მუხლის შესაბამისად, შემოწმების ჩატარებისას დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის, სამხედრო ქვედანაყოფში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, დაკავების და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა; აღნიშნული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში მითითებული უნდა იყვნენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ის ორგანოები, თანამდებობის და იურიდიული პირები, რომელნიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდნენ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებათა შესახებ. |
|
ვალდებულია თუ არა თვითმმართველობის ორგანო განიხილოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები? |
დიახ. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს მათი განხილვის შედეგები. |
|
ვალდებულნი არიან თუ არა თვითმმართველობის ორგანოები კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოველკვარტალურად მიაწოდონ ინფორმაცია ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების შესახებ? |
დიახ. „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე6 პუნქტის
შესაბამისდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოები
ვალდებული არიან ყოველკვარტალურად მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია საბიუჯეტო
ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების
შესახებ. |
|
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვა, თუ შესასყიდი საქონლის ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს და მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვის განხორციელება? |
არა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება. შესაძლებელია, მთავრობის განკარგულებით მუნიციპალიტეტს გამოეყოს თანხა, მაგრამ მასში არ იყოს მითითებული, რომ იგი გამოყოფილია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით და შესყიდვა უნდა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით. ასეთ შემთხვევაში შესყიდვა უნდა განხორციელდეს ტენდერის საშუალებით. |
|
მონაწილეობს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე სატენდერო კომისიის მუშაობაში? |
არა. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 1 და მე-2 პუნქტების შესაბამისად, 1 1 . ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როცა შესაბამის კანდიდატთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც. საკრებულოს თავმჯდომარე არ არის აღმასრულებელი ორგანოს წევრი. იგი არ მონაწილეობს საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში. |
|
შესაძლებელია თუ არა, თვითმმართველობის ორგანო იყოს სამეწარმეო საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანო, და რას გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი? |
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
|
|
განეკუთვნება თუ არა გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელის დარქმევა თვითმმართველობის კომპეტენციას? |
დიახ. „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტებია დედამიწის ბუნებრივი წარმონაქმნები: კონტინენტები, ოკეანეები, ზღვები, კუნძულები, მთები, მდინარეები, ტბები, მყინვარები და სხვა, აგრეთვე ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, მათი ცენტრები, ქალაქები, დაბები, თემები, სოფლები, ქუჩები, მოედნები, პარკები და სხვა მსგავსი ობიექტები. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია განეკუთვნება თვითმმართველობის კომპეტენციას. აღნიშნულ საკითხებს ეხება - საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულება „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“, 2003 წლის 16 იანვრის №13 ბრძანებულება „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, ასევე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილება ,,დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“. |
|
რა უფლებამოსილებანი
გააჩნია თვითმმართველობას გენდერული თანასწორობის სფეროში? |
საქართველოს კანონის ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ მე-13 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, მუნიციპალური პროგრამები და გეგმები იმგვარად უნდა შემუშავდეს, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია; სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უწევენ ორგანიზაციულ, საინფორმაციო და სხვა სახის დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მათ საქმიანობაში დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით. |
|
აკისრია თუ არა
თვითმმართველობის მოხელეს ბავშვის დაბადების განცხადების ვალდებულება? |
დიახ. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბავშვის დაბადების განცხადების ვალდებულება ასევე ეკისრება გამგეობის (მერიის) რწმუნებულს, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე; |
|
აკისრიათ თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს პირის გარდაცვალების განცხადების ვალდებულება? |
დაიხ. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის გარდაცვალების განცხადების ვალდებულება ეკისრება გამგეობის (მერიის) რწმუნებულს – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1851 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ასევე გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. |
|
უფლებამოსილია თუ არა
გამგეობის რწმუნებული შეადგინოს ოქმი პირის გარდაცვალების დადასტურების
შესახებ? |
დიახ. დაიხ. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტია გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების დადასტურების შესახებ. მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შესადგენი ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. თუ გამგეობის (მერიის) რწმუნებულს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე შეატყობინოს ოქმის შედგენის გარეშე. |
|
ვალდებულია თუ არა საკრებულოს წევრი, შეისწავლოს საზოგადოებრივი აზრი? |
დიახ. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 324 მუხლის პირველი პუნქტის „გ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს წევრი ვალდებულია ურთიერთობა ჰქონდეს ამომრჩევლებთან, მათ შორის, შეისწავლოს საზოგადოებრივი აზრი. |
|
ვალდებულია თუ არა
საკრებულოს წევრი, უზრუნველყოს ამომრჩეველთა ინფორმირება გაწეული მუშაობის
შესახებ? |
დიახ. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 324 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს წევრი ვალდებულია მიაწოდოს ამომრჩევლებს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ. აღნიშნული კანონის 584 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი და საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარდგნენ მათ წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით, უპასუხონ ანგარიშის მოსმენისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. |
|
ვალდებულია თუ არა
საკრებულოს წევრი, სამ თვეში ერთხელ მაინც შეხვდეს ამომრჩევლებს და
წელიწადში ერთხელ წარადგინოს ანგარიში? |
დიახ. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 324 მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს წევრი ვალდებულია სამ თვეში ერთხელ მაინც შეხვდეს ამომრჩევლებს. ამ კანონის 584 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი და საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარდგნენ მათ წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით, უპასუხონ ანგარიშის მოსმენისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. |
|
რა არის გეოდეზია და კარტოგრაფია და აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, დააფინანსოს გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები? |
„გეოდეზიური და
კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის
შესაბამისად, გეოდეზია არის სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის
ურთიერთობათა სფერო, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ფორმის, ზომების,
გრავიტაციული ველის, დედამიწის ზედაპირზე წერტილების კოორდინატებისა და
მათი დროში ცვლილებების განსაზღვრის პროცესში. კარტოგრაფია არის
სამეცნიერო, ტექნიკური და საწარმოო საქმიანობის ურთიერთობათა სფერო,
რომელიც წარმოიქმნება კარტოგრაფიული პროდუქციის შესწავლის, შექმნისა და
გამოყენების პროცესში. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სპეციალური
(დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიური და კარტოგრაფიული
სამუშაოები, რომლებიც სრულდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებით, ფინანსდება შესაბამისი
ბიუჯეტიდან (მე-2 პუნქტი); |
|
ვალდებულია თუ არა თვითმმართველობის ორგანო, ჰქონდეს საინფორმაციო დაფა? |
დიახ. „საკუთრებაში
არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24
მაისის №747 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შესაბამისად,
უფლებამოსილი პირი წერილობით გაფრთხილებას აძლევს სავარაუდო ხელმყოფს და
სთავაზობს მას, ნებაყოფლობით შეწყვიტოს სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი
ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლა და გაიტანოს მისი მოძრავი ნივთები.
წერილობითი გაფრთხილება დგება 2 ეგზემპლარად, საიდანაც ერთი გადაეცემა
სავარაუდო ხელმყოფს, უძრავ ნივთზე (ნივთში) მყოფ სრულწლოვან წევრს ან
სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას (რომლებიც, თავის მხრივ, ვალდებული არიან
აღნიშნული გაფრთხილების შინაარსი აცნობონ სავარაუდო ხელმყოფს), ხოლო ერთი
ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან. გაფრთხილების ჩაბარება დასტურდება
მის მეორე ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით. გაფრთხილება ჩაბარებულად
ითვლება: |
|
ვალდებულნი არიან თუ
არა თვითმმართველობის ორგანოები აწარმოონ ოფიციალური სტატისტიკა? |
დიახ. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი საქმიანობის მიზნების, ამოცანებისა და მოვალეობების გათვალისწინებით აწარმოებენ ოფიციალურ სტატისტიკას საბჭოს მიერ დამტკიცებული/აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე. |
|
|
| |
საკრებულოს წევრს საკრებულოს წევრად ყოფნა ეთვლება თუ არა საჯარო სამსახურის სტაჟში? |
|
დიახ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 1 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის პირველი–მე-6, მე9, მე-10, 39-ე, 411 , 66-ე და 121-ე მუხლები. 121-ე მუხლის თანახმად სამსახურის სტაჟი შეიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში მოხელის, დამხმარე ან შტატგარეშე მოსამსახურის თანამდებობაზე სამსახურის პერიოდს; |
|
| |
შეიძლება თუ არა შეიქმნას თვითმმართველობის მოხელეთა რეზერვი? |
|
არა. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 113-ე მუხლის შესაბამისად მოხელეთა რეზერვი იქმნება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს კანონმდებლობა თვითმმართველობის ორგანოებში მოხელეთა რეზერვის არსებობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. |
|
| |
რა უფლებები აქვს თვითმმართველობის მოსამსახურეს? |
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს აქვს შემდეგი უფლებები და გარანტიები: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად; ბ) მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები; გ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გაბათილების მიზნით; დ) გაერთიანდეს პროფესიულ კავშირებში და სამსახურისაგან თავისუფალ დროს მონაწილეობდეს მათ საქმიანობაში. თუ შესაბამისი ორგანო არ განუსაზღვრავს მოსამსახურეს უფლება-მოვალეობებს, არ მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას ან არ გადასცემს საჭირო ორგანიზაციულტექნიკურ საშუალებებს, მას უფლება აქვს მიმართოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან სასამართლოს. |
|
| |
ვალდებულია თუ არა საკრებულოს წევრი, თავის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილი სამართავად სხვას გადასცეს? |
|
დიახ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და გათვალისწინებულ პირობებში. ეს პუნქტი საკრებულოს წევრზედაც ვრცელდება. |
|
| |
შეიძლება თუ არა, თვითმმართველობაში სამუშაოდ მიღებულ იქნეს უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი? |
|
არა. „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად,
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს
საშუალო განათლება მაინც და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. |
|
| |
იხსნება თუ არა თვითმმართველობის მოხელეზე შრომის წიგნაკი? |
|
არა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შრომის წიგნაკის არსებობას არ ითვალისწინებს. |
|
| |
ვალდებულია თუ არა
პირი, საჯარო სამსახურში მიღებისას წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების
ცნობა? |
|
დიახ. „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის
თანახმად, |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის მოსამსახურეს უფლება, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ისარგებლოს დამატებითი სასწავლო შვებულებით? |
|
დიახ. „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად,
სახელმწიფო მოსამსახურეს 5 წელიწადში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს
შენარჩუნებით ეძლევა სასწავლო შვებულება 3 თვემდე ვადით კვალიფიკაციის
ამაღლების მიზნით. აღნიშნული მუხლი კანონის ანალოგიით უნდა გავრცელდეს
თვითმმართველობის მოსამსახურეებზეც. |
|
| |
შედის თუ არა ოფიციალური დღესასწაულები ყოველწლიურ ფასიან შვებულებაში? |
|
არა. კონვენციის ,,ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყოველწლიურ ფასიან შვებულებაში არ შედის ოფიციალური და ტრადიციული დღესასწაულები. |
|
| |
აქვს თუ არა პირს
უფლება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გაიაროს თვითმმართველობის
ორგანოში? |
|
დიახ. საქართველოს
პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბერის №887 ბრძანებულების ,,საქართველოს
მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის
მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედროშრომითი ფორმირებების
ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თანახმად, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ვადებში
საქართველოს მოქალაქეები გაივლიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით
სამსახურს: 4 4. სამსახურში მიღებისას პირმა უნდა წარადგინოს ნარკოლოგიური
მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი
ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა. (ამოქმედდება 2013 წლის
1 იანვრიდან) საქართველოში მოქმედი
რელიგიური ორგანიზაციებისა და კონფესიების მიერ წარმოებულ სამშენებლო,
სარემონტო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე. |
|
| |
თუ პირი განთავისუფლდა სამსახურიდან ადმინისტრაციის ინიციატივით, ეკუთვნის თუ არა მას გამოუყენებელი შვებულების თანხა? |
|
დიახ. კონვენციის
,,ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ მე-6 მუხლის შესაბამისად,
კუთვნილი შვებულებით სარგებლობამდე დამქირავებელთა მიზეზით დათხოვნილი პირი
ამ კონვენციის თანახმად მისი კუთვნილი შვებულების ყოველი დღისათვის იღებს
მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გასამრჯელოს. |
|
| |
რომელი ადმინისტრაციული
აქტი გამოიცემა გამგებლის შვებულებაში გასვლისას? |
|
ამ შემთხვევაში
გამოიცემა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, ვინაიდან, „ადგილობრივი
თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის ,,დ“
ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელს და თვითმმართველი
ქალაქის მერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით. 225. რა სახის
ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა გამგებლის მივლინებისას და რომელი
ადმინისტრაციული აქტით წესრიგდება თვითმმართველობის მოხელის მივლინების
წესი? |
|
| |
როგორია ქვეყნის შიგნით
თვითმმართველობის მოხელის სამსახურებრივი მივლინების თანხის სადღეღამისო ნორმა? |
|
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №1 დანართის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ეს ოდენობაა 15 ლარი, რომელიც, მე-17 დ მე-171 პუნქტების თანახმად, მოსამსახურეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინებისას მოსამსახურეს სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარდგენიდან არა უგვიანეს 30 დღისა. |
|
| |
თუ თვითმმართველობის
მოხელეს არ განუმარტეს მისი მოვალეობანი, რის გამოც მისმა უმოქმედობამ
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგებს თუ არა პასუხს იგი ამ შემთხვევაში? |
|
დიახ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად:
|
|
| |
ვალდებულია თუ არა
თვითმმართველობის მოხელე, შეასრულოს ხელმძღვანელის ის დავალება, რომელიც არ შედის
მის სამსახურებრივ მოვალეობათა რიცხვში? |
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურემ უნდა შეასრულოს დაწესებულების ხელმძღვანელის დავალება, რომელიც არ შედის სამსახურებრივ მოვალეობათა რიცხვში, თუ ამის გაკეთება აუცილებელია ამ დაწესებულებაში სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან გადასარჩენად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ასეთი დავალების შესრულება წინააღმდეგნაჩვენებია მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებს. 5 ,, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე და 56-ე მუხლები ეხება შემთხვევებს, როდესაც მოხელე უფლებამოსილია არ დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება კანონს ან რომელიც არ უკავშირდება სამსახურის ადგილს. |
|
| |
როგორ უნდა მოიქცეს თვითმმართველობის მოხელე, თუ მას სთხოვენ კანონსაწინააღმდეგო განკარგულების შესრულებას? |
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, აკრძალულია განკარგულების გაცემა, თუ იგი: ა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას; ბ) სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს; გ) თხოულობს ისეთ ქმედებათა შესრულებას, რისი უფლებაც განკარგულების მიმღებს არ გააჩნია. განკარგულების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. განკარგულების წერილობითი ფორმით განმეორებისას იგი უნდა შესრულდეს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს დავალებების შესრულებაზე, თუ მათი შესრულება:
|
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის მოხელეს უფლება, იყოს საწარმოს ხელმძღვანელი? |
|
არა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე არ უნდა იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო ორგანოს წევრი. |
|
| |
აქვს თუ არა მოხელეს
უფლება, შეასრულოს სხვა ანაზღაურებადი სამუშაო? |
|
დიახ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება აქვს, იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს საქართველოს კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. |
|
| |
რა სახის ხელშეკრულებების დადება ეკრძალება თვითმმართველობის მოხელეს? |
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება:
|
|
| |
შეიძლება თუ არა, თვითმმართველობის მოხელეს საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობა და შეჩერების პერიოდში შეუნარჩუნდეს თანამდებობრივი სარგო? |
|
დიახ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება მოხელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ მოხელის სამსახურში მიღების უფლების მქონე პირი ან დაწესებულება ამის წინააღმდეგი არ არის. აღნიშნული კანონის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ შემთხვევაში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო. |
|
| |
თუ თვითმმართველობის მოხელემ თვითნებურად 7 დღით დატოვა სამუშაო ადგილი, თავისუფლდება თუ არა იგი სამსახურიდან? |
|
დიახ. „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის
შესაბამისად, მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს
სამსახურს, განთავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების
მეორე სამუშაო დღიდან. |
|
| |
ვალდებულია თუ არა
დაწესებულების ხელმძღვანელი, სამსახურიდან გაათავისუფლოს 65 წელს მიღწეული პირი? |
|
არა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის შესაბამისად, დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს და არ აკისრია ვალდებულება, გაათავისუფლოს სამსახურიდან 65 წელს მიღწეული პირი. აღნიშნულ საკითხს ეხება საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულება ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად - კანდიდატთა (საჯარო სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველთა) ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. |
|
| |
ვალდებულია თუ არა თვითმმართველობის მოხელე, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაამჟღავნოს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი ინფორმაცია? |
|
დიახ. „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის თანახმად,
კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, როგორც
სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ არ
გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა ოჯახურ და
პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც
მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან
დაკავშირებით. |
|
| |
შეიძლება თუ არა,
სამსახურიდან განთავისუფლდეს ორსული ქალი შტატების შემცირების გამო? |
|
არა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო. ატესრაციის წესი განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით ,, საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“. |
|
| |
უნარჩუნდება თუ არა ხელფასი თვითმმართველობის მოხელეს ორსულობის პერიოდში სამუშაო საათების გაცდენის შემთხვევაში? |
|
დიახ. „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად, მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში ჩატარებული სამედიცინო
გამოკვლევების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვლება საპატიოდ
გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის
შემთხვევაში და შეუნარჩუნდება ხელფასი.
|
|
| |
რა სახის დახმარებას
ითვალისწინებს კანონი თვითმმართველობის მოხელის დაღუპვისას ან დაინვალიდებისას? |
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მოსამსახურეზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით. მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 5 000 ლარისა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის დაჭრის/დასახიჩრების ან მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში თანამშრომელს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა. |
|
| |
თუ პირი გაათავისუფლეს სამსახურიდან და სამსახურიდან მის გათავისუფლებაზე გამოცემული ბრძანება სასამართლომ ბათილად გამოაცხადა 1 წლის შემდეგ, აქვს თუ არა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ თვითმმართველობის მოხელეს მოითხოვოს იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის შრომითი გასამრჯელო? |
|
არა. „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად,
სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს
განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და
თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო
მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. |
|
| |
დაიშვება თუ არა თვითმმართველობის მოხელეს მიეცეს ხელფასი ნაღდი ანგარიშწორებით? |
|
არა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოსამსახურეს ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. |
|
| |
რა სახის ქცევის წესებს ავალდებულებს
თვითმმართველობის მოხელეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი? |
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის VI1 თავი ადგენს ქცევის ზოგად წესებს საჯარო მოხელეებისათვის.
კერძოდ: ა) უარი თქვას არაჯეროვან სარგებელზე; ე) გამოიყენოს მოწმეთა ჩვენებები (მათი არსებობის შემთხვევაში); ვ) შემოთავაზების მცდელობის შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი ფორმით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს. |
|
| |
აქვს თუ არა
თვითმმართველობის მოხელეს მხილების ვალდებულება? |
|
დიახ. „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 735-ე მუხლის მე-4 და მე-5
პუნქტების შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია:
ზემდგომი თანამდებობის პირი ვალდებულია |
|
| |
აქვთ თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს უფლება, მონაწილეობა მიიღონ კოლექტიური ხელშეკრულების დადების პროცესში? |
|
არა. საქართველოს შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან პირობების შეცვლის დროს დაუშვებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩარევა. ამგვარი ჩარევით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება ბათილია. |
|
| |
დამტკიცებულია თუ არა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვის წესები? |
|
დიახ. აღნიშნული წესი განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 მაისის №649 ბრძანებით ,,სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“. |
|
| |
შესაძლებელია თუ არა,
სასამართლოს საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებისათვის, მათი
წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და
თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება დაევალოს თვითმმართველობის ორგანოს? |
|
დიახ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს. |
|
| |
შესაძლებელია თუ არა, სააპელაციო სასამართლოში თვითმმართველობის ორგანოს ინტერესები დაიცვას პირმა, რომელსაც გავლილი არა აქვს ადვოკატთა ტესტირება? |
|
დიახ. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება და მიღებული არა აქვთ ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობები, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და ორგანიზაციების თანამშრომლებისა - ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის მოხელეს, რომელიც არ არის იურისტი, უფლება, წარმოადგინოს თვითმმართველობის ორგანოს ინტერესები სასამართლოში? |
|
დიახ. საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს,
ორგანიზაციების თანამშრომლები - ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების
საქმეებზე. |
|
| |
თუ მოპასუხის
ადგილსამყოფელი უცნობია, შეიძლება თუ არა, სასამართლო უწყება ჩაბარდეს
თვითმმართველობის ორგანოს? |
|
არა. საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, თუ მხარის
ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად
ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო
შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ
ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან
ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში –
მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის
საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან
ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. |
|
| |
განეკუთვნება თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების საკითხების გადაწყვეტა თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას? |
|
არა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მიაკუთვნებს ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ორგანიზებას. (მე16 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი), მაგრამ კონსტიტუციურ კანონს აქვს უპირატესი და პირდაპირი მოქმედების ძალა. |
|
| |
რა არის მუნიციპალური განვითარების ფონდი? |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის (თემების) ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრად საფუძველზე გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიების (მცირე ზომის ჰიდრო-ელექტროსადგურებისა და გეოთერმული) ობიექტების განვითარებას, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური ბაზის შექმნას, საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შეღავათიანი სესხების გაცემის უზრუნველყოფას, უცხო ქვეყნებისა და საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბიზნესის განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების გაწევას, საქართველოში კონფლიქტების შედეგად მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებული ზარალის აღმოფხვრას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ფონდი თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, უცხო ქვეყნებისა და საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და მოსახლეობასთან, ახდენს სახსრების მობილიზებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, დონორი სააგენტოებიდან და უცხო ქვეყნებიდან, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. |
|
| |
რა ვალდებულებები აკისრია მუნიციპალური განვითარების ფონდს? |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის თანახმად, ფონდის ვალდებულებებია:
|
|
| |
რა არის პროფესიული კავშირი და ვის აქვს პროფესიული კავშირის შექმნის უფლება?
|
|
„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად:
|
|
| |
შესაძლებელია თუ არა, თვითმმართველ ერთეულში შეიქმნას პროფესიული კავშირი? |
|
დიახ. „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და სხვა სამუშაო ადგილებზე. |
|
| |
რა უფლებები აქვს პროფესიულ კავშირს? |
|
„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად:
|
|
| |
პროფესიული კავშირი ხელს უწყობს თუ არა დასაქმებას? |
|
დიახ. „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:
|
|
| |
უფლებამოსილია თუ არა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, გამოიყენოს თვითმმართველობის ორგანოთა ძალები და საშუალებები? |
|
დიახ. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უფლება აქვს დაცვის ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიზნით მოიზიდოს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ძალები და საშუალებები, მათთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. |
|
| |
რა არის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და უფლებამოსილია თუ არა გამგებელი, გამოსცეს ბრძანება, რომელიც შეიცავს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს? |
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული
სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და
მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. გამგებელს არა აქვს უფლება,
გამოსცეს ნორმატიული შინაარსის დოკუმენტი. გამგებლის ბრძანება არის
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
|
|
| |
რა შემთხვევაშია უფლებამოსილი საკრებულო, მიიღოს
დადგენილება? |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს დადგენილება არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. |
|
| |
თუ ორი კანონი ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რომელი
კანონი უნდა იქნეს გამოყენებული? |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ ორი კანონი ეწინააღმდეგება ერთმანეთს, გამოიყენება ის კანონი, რომელიც უფრო გვიან არის მიღებული. |
|
| |
თუ არ არსებობს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის
მომწესრიგებელი ნორმა, სამართლის რომელი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული? |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, თუ არ არსებობს ნორმა, რომელიც კერძოსამართლებრივ ურთიერთობას მოაწესრიგებს, გამოიყენება მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა, ხოლო თუ მსგავსი ნორმაც არ არსებობს, საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი პრინციპების საფუძველზე. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობის ორგანო, მიიღოს ნორმატიული აქტის მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი |
|
დიახ. ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკრებულოს დადგენილების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. |
|
| |
ვინ არის უფლებამოსილი, მოამზადოს საკრებულოს
დადგენილების პროექტი? |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების უფლება აქვს საკრებულოს წევრს, გამგებელს. გამგებელი დადგენილების პროექტს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 324 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ინიციირების წესით საკრებულოში შეიტანოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა გამგებელი, ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება დაუკვეთოს არასახელმწიფო ორგანიზაციას ან სპეციალისტთა ჯგუფს? |
|
დიახ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტს ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება დაუკვეთოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის, უცხოელებს). |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობას უფლება, ნორმატიული
აქტი გამოაქვეყნოს არასახელმწიფო ენაზე? |
|
დიახ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ნორმატიული აქტი უნდა მომზადდეს, გამოიცეს და გამოქვეყნდეს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე მდებარე ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენაზედაც, მაგრამ ასეთ ტექსტს არა აქვს ოფიციალური ძალა. |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, ჰქონდეს საკუთარი ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო? |
|
არა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მეორე დღისა. |
|
| |
რა შემთხვევაში აქვს უფლება ,,საკანონმდებლო მაცნეს“
უფლება, უარი განაცხადოს საკრებულოს დადგენილების გამოქვეყნებაზე? |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის
28-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ: დ) გამოსაქვეყნებლად გადაგზავნილია ვადის დარღვევით (მეორე დღის შემდეგ). ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება. |
![]() |
17 თავი XVII. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები |
▲ზევით დაბრუნება |
| ||
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XVII. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები | ||
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს გამოხატვის თავისუფლება?
|
|
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს:
|
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, დააფუძნოს საკუთარი გაზეთი, რომელშიც იგი გაავრცელებს ნებისმიერი სახის ინფორმაციას? |
|
არა. თვითმმართველ ერთეულს არ გააჩნია გამოხატვის თავისუფლება. მას არა აქვს უფლება, გაავრცელოს ნებისმიერი ფორმისა და შინაარსის ინფორმაცია. თუმცა ეს გარემოება არ უზღუდავს თვითმმართველ ერთეულს უფლებას, გაავრცელოს თავისი ადმინისტრაციული აქტები. ადმინისტრაციულ აქტად ითვლება მის მიერ გამოცემული ან დადასტურებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს იურიდიული შედეგები. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, დააფუძნოს მასობრივი ინფორმაციის საშუალება ან იყოს წილის მფლობელი იმ საწარმოში, რომელსაც აქვს ლიცენზია? |
|
არა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს (მათ შორის, თვითმმართველი ერთეულის) გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას; ამ მიზნების მისაღწევად საინფორმაციო საშუალებების დაფუძნების უფლებას. |
|
| |
როგორ განმარტავს საქართველოს კანონმდებლობა სიტყვას „აზრი“ და რას
ნიშნავს ფრაზა „აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით“? |
|
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად:
|
|
| |
იწვევს თუ არა პასუხისმგებლობას ცილისწამებისათვის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრის მიერ გაკეთებული განცხადება? |
|
არა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია:
|
|
| |
არის თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე, წევრი,
გამგებელი საჯარო პირი და ეკისრება თუ არა პირს პასუხისმგებლობა მათი
ცილისწამებისათვის? |
|
დიახ. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირი არის:
|
|
| |
რა შემთხვევაში თავისუფლდება ცილისწამებისათვის
პასუხისმგებლობისაგან პირი? |
|
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა. |
|
| |
რა ვადაში უნდა წარადგინოს პირმა სასამართლოში სარჩელი ცილისწამებისათვის და როდიდან აითვლება სარჩელის წადგენის ვადა? |
|
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას. |
|
| |
რა არის რეკლამა და ვალდებულია თუ არა
თვითმმართველობა, უზრუნველყოს გარე რეკლამის რეგულირება? |
|
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება. |
|
| |
უნდა ჰქონდეს თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს
გარე რეკლამის გავრცელების გეგმა? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,რეკლამის
შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებს უნდა ჰქონდეთ გარე რეკლამის გავრცელების გეგმა
(რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით), რომელიც
წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული: |
|
| |
კერძო საკუთრებაში გარე რეკლამის განთავსება
საჭიროებს თუ არა ნებართვას? |
|
არა. საქართველოს კანონის ,,რეკლამის შესახებ“ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს კონტრრეკლამის განხორციელების უფლება? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,რეკლამის
შესახებ“ მე-19 მუხლის შესაბამისად, |
![]() |
18 თავი XVIII. მშენებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
| ||
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XVIII. მშენებლობა | ||
რა არის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები და ვალდებულია თუ არა თვითმმართველობის ორგანო, დაამტკიცოს აღნიშნული წესები?
|
|
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია დაამტკიცოს აღნიშნული წესები. |
|
| |
განეკუთვნება თუ არა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების შემუშავება თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას? |
|
დიახ. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სივრცითტერიტორიული დაგეგმვის ნორმებსა და წესებს შეიმუშავებენ და ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სივრცით-ტერიტორიული განვითარების სფეროებისა და ტერიტორიებისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობის ორგანო, დააწესოს ტერიტორიის განვითარების შეზღუდვა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე (დასახლებაში)? |
|
დიახ. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ტერიტორიებზე (დასახლებებში) მნიშვნელოვანი ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი, კულტურული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს მთავრობას უფლება აქვთ, სპეციალური სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადით გამოაცხადონ ტერიტორიების განვითარების შეზღუდვა. |
|
| |
რა არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა? |
|
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განსაზღვრავს დასახლების ტერიტორიის გამოყენებას (მიწათსარგებლობას), გამომდინარე მიწათსარგებლობის ზონის ტიპიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სტრატეგიისა და შესაძლო განვითარების გათვალისწინებით, მათ შორის:
|
|
| |
განაშენიანების რომელი ზონების შეიძლება გამოიყოს? |
|
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, როგორც
წესი, გამოიყოფა განაშენიანების შემდეგი ძირითადი ზონები: ა) საინჟინრო ინფრასტრუქტურის ზონა; გ) გამწვანებული ტერიტორიების ზონა; |
|
| |
განეკუთვნება თუ არა დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას? |
|
დიახ. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის მე-3 1 პუნქტის შესაბამისად, დასახლების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. |
|
| |
აქვთ თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს მიწის ნაკვეთების უპირატესი შესყიდვის უფლება და თუ აქვთ - რა შემთხვევაში? |
|
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ უპირატესი შესყიდვის უფლება მიწის ნაკვეთზე და მასთან მყარად დაკავშირებულ შენობა-ნაგებობებზე სივრცით-ტერიტორიული განვითარების აუცილებელი საჭიროებისთვის, თუ ამ მიზნის მიღწევა სხვაგვარად შეუძლებელია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ:
|
|
| |
პასუხისმგებელი არიან თუ არა თვითმმართველობის ორგანოები დასახლებათა ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარებისათვის? |
|
დიახ. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დასახლებათა
ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარებისათვის
პასუხისმგებელი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
|
|
| |
შედის თუ არა თვითმმართველობის კომპეტენციაში სივრცითტერიტორიული ნორმების და წესების დამტკიცება? |
|
დიახ. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სივრცითტერიტორიული დაგეგმვის ნორმები და წესები არის – დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; 290. |
|
| |
შედის თუ არა თვითმმართველობის
კომპეტენციაში შენობისათვის შეუსაბამო სტატუსის მინიჭება? |
|
დიახ. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებისა და წესების, აგრეთვე მიწათსარგებლობის გეგმების მოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც არ შეესაბამება განაშენიანების ნებადართულ სახეობებს, ქალაქთმშენებლობით და მოცულობით-სივრცით მოთხოვნებს, იძენს შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობანაგებობების სტატუსს, რომელსაც ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო; შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების შემდგომი განვითარება (ტერიტორიის გაფართოება, ფუნქციის შეცვლა, რეკონსტრუქცია) ხორციელდება მხოლოდ შეუსაბამობის შემცირების პირობით. |
|
| |
აქვს თუ არა საკრებულოს უფლება შექმნას დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისია? |
|
დიახ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254
ბრძანების ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ მე-16 მუხლის
შესაბამისად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
რეგულირების შემდგომი დახვეწისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით,
თვითმმართველობის ორგანოებთან საკრებულოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია
შეიქმნას „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
საკითხთა კომისია“, რომელიც ექვემდებარება შესაბამისი თვითმმართველობის
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს. კომისიის კომპეტენციათა სფეროს
შესაძლებელია განეკუთვნებოდეს: |
|
| |
აქვს თუ არა საკრებულოს სარეაბლიტაციო არეალის დადგენის უფლება? |
|
დიახ. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების განვითარების ან/და რეაბილიტაციის მიზნით თვითმმართველი ერთეულის − საკრებულოს (ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობის) დადგენილებით შესაძლებელია დადგინდეს სარეაბილიტაციო არეალი; სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებაში ან/და რეაბილიტაციაში თვითმმართველი ერთეული მონაწილეობს თავისი გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების ან თავის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, როგორც რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტი (დამკვეთი, მშენებელი). |
|
| |
გასცემს თუ არა თვითმმართველობა მშენებლობის ნებართვას? |
|
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება მშენებლობის
ნებართვის გაცემა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე
მშენებლობაზე ზედამხედველობა.
|
|
| |
რამდენი სტადიაა საჭირო მშენებლობის ნებართვის გასაცემად? |
|
საჭიროა სამი სტადია. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა) ნებართვა გაიცემა სამი სტადიით (გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა), რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს, მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:
|
|
| |
დაიშვება თუ არა, რომ კერძო მესაკუთრემ თვითმმართველ ერთეულთან გააფორმოს
შეთანხმება მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე? |
|
დიახ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-8 მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ ეფექტიანად გამოყენებისათვის შესაძლებელია მათი საზღვრების კონფიგურაციის შეცვლა, სათანადო ხელშეკრულების, მათ შორის, ნატურალური ან/და ფულადი კომპენსაციის საფუძველზე. მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების საფუძველია მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის დადებული შეთანხმება მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე. საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის შეცვლა ხორციელდება მესაკუთრეთა ინტერესების დაცვითა და სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე – საკუთრების უფლებათა გადანაწილებით. ერთი მხრივ – სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის, და მეორე მხრივ – კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება ხორციელდება შეთანხმების საფუძველზე. საზღვრების გამიჯვნა რეგისტრირებულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრში. |
|
| |
საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებისას საჭიროა თუ არა თვითმმართველი
ერთეულის თანხმობა? |
|
დიახ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დაგეგმილია არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებობების გამოყენებით (ღარები, არხები, შახტები, გვირაბები, ხიდები, ანძები და ა.შ.), აღნიშნული უნდა შეთანხმდეს არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებობების მესაკუთრეებთან. ტრანშეის გათხრის ან/და საჰაერო კავშირგაბმულობის ხაზების გაყვანის შემთხვევაში საჭიროა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა, ხოლო საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული დაამტკიცოს მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახის მიწის ნაკვეთის საზღვრები? |
|
დიახ. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილების ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ მე-8 მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციას ამუშავებს ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაკვეთით; განცხადება მრავალბინიანი სახლების მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების დამტკიცების შესახებ, ან წესით დადგენილი ფორმიტა და შემადგენლობით, მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების თანდართულ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინება თვითმმართველი ერთეულის მიერ ამისთვის უფლებამოსილ სამსახურს; თვითმმართველი ერთეული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით იხილავს და გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრების დამტკიცების ან აღნიშნულზე უარის თქმის შესახებ. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობა დაადგინოს საზოგადოებრივი ტერიტორიის დროებითი სარგებლობის წესი? |
|
დიახ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 84-ე
მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო
მოედნის საზღვრები არ არის საკმარისი სამშენებლო საქმიანობის
განსახორციელებლად და ამისათვის არსებობს დასაბუთებული აუცილებლობა, მაშინ
იმ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების ან/და საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის
გამოყენება, რომელსაც არ ფლობს საკუთრებაში მშენებლობის ნებართვის
მფლობელი, განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელიც მშენებლობის ნებართვის
მფლობელსა და ამ მიწის ნაკვეთების ან/და საზოგადოებრივი
სივრცეების/ტერიტორიების მესაკუთრეებს შორის არის გაფორმებული. ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები ადგენენ საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის
დროებითი სარგებლობის წესს. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული დაადგინოს საზოგადოებრივ
ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობის გამოყენების ვადა? |
|
დიახ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების
მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ ტერიტორიაზე
განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების ვადას, ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში, ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი
ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა ქ. თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანო განსაზღვროს ის ზონები, სადაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა II და
III სტადიით? |
|
არა. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 381-ე მუხლის შესაბამისად, იმ ტერიტორიებზე, სადაც არ არსებობს განაშენიანების რეგულირების გეგმა და მოქმედებს დასახლების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ხოლო ქ. თბილისში – დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, განსაზღვრულ ზონებში III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ 2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლისათავსის მშენებლობის ნებართვა გაიცემა II და III სტადიით. აღნიშნულ ზონებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობა. |
|
| |
სად უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფა, თუ მშენებლობა დაგეგმილია განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებს გარეთ? |
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 41-ე მუხლის შესაბამისად, განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ დაგეგმილი მშენებლობისას საინფორმაციო დაფა უნდა განთავსდეს იმ თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ადმინისტრაციული შენობის მახლობლად, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის დაგეგმილი მშენებლობა, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილზე. |
|
| |
შესაძლებელია თუ არა თვითმმართველი ერთეულისათვის არქიტექტურული პროექტი
წარგენილი იყოს ელექტრონული ფორმით? |
|
1. არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული
ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება სავალდებულოა: |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული განსაზღვროს ზონები, დადაც აკრძალულია გარკვეული შენობების მშენებლობა? |
|
დიახ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 2 1 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები და პირობები, სადაც I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა გარკვეული სახეობების განთავსება/მშენებლობა აკრძალულია. |
|
| |
რომელი ორგანოები მონაწილეობენ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში? |
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 32-ე
შესაბამისად, |
|
| |
რომელი სამშენებლო სამუშაოები არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას? |
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის
თანახმად, |
|
| |
თუ პირმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი და მშენებლობის ნებართვა არ გაიცა კანონით დადგენილ ვადაში, ასეთ შემთხვევაში ითვლება თუ არა მშენებლობის ნებართვა გაცემულად და აქვს თუ არა ნებართვის მაძიებელს უფლება, მოითხოვოს სანებართვო მოწმობა? |
|
დიახ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 54-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა. |
|
| |
რომელ ორგანოს აქვს უფლება, ექსპლუატაციაში მიიღოს
მშენებლობადამთავრებული ობიექტი? |
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ კომპეტენციას დაქვემდებარებული შენობანაგებობის ექსპლუატაციაში მიღების უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს შესაბამის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოს. ექსპლუატაციაში მიღება ხდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. |
|
| |
განცხადების წარდგენიდან რა ვადაში უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ და თუ ნებართვის გამცემი გადაწყვეტილებას არ მიიღებს დადგენილ ვადაში, ჩაითვლება თუ არა ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებულად? |
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 97-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული II და III კლასის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის (III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ 2 -მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსების შემთხვევაში – 5 დღის), ხოლო IV და V კლასის, აგრეთვე შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის შემთხვევაში – 30 დღის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. |
|
| |
შედის თუ არა თვითმმართველობის კომპეტენციაში ზედამხედველობის განხორციელება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სხვა რომელი ორგანოები არსებობენ? |
|
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველობის უფლებამოსილებას განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები; |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა საკრებულო, დაადგინოს ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის აუქციონის ჩატარების გზით რეალიზაციის წესი? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 54-ე მუხლის მე-9
პუნქტის შესაბამისად, ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის აუქციონის ჩატარების
გზით რეალიზაციის წესს ადგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის
წარმომადგენლობითი ორგანო. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული, მიიღოს
გადაწყვეტილება უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზების
შესახებ? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-8
პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს
გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით
აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა მშენებლობის
ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს
მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებისა. მნიშვნელოვანია, რომ
ლეგალიზება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის
24 ნოემბრის № 660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და
მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის
დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების წესის“ საფუძველზე. |
|
| |
რა შემთხვევაში და როგორ უნდა განხორციელდეს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია? |
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და
სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57
დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად, დამკვეთის მიერ მშენებლობის პროცესის 6
თვეზე მეტ ხანს შეჩერების შემთხვევაში უნდა მოხდეს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია,
რის შესახებაც უნდა ეცნობოს მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის
განმახორციელებელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. კონსერვაცია გულისხმობს
ობიექტის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების დაცვას, მისი
კონსტრუქციული ელემენტების დაუზიანებლად შენარჩუნებას, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო
ღონისძიებათა შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთან, მოსაზღვრე შენობებისა
და ტერიტორიების უსაფრთხოებას. მშენებარე ობიექტის კონსერვაციის პროცესი მოიცავს:
ა) ობიექტიდან გატანილი უნდა იქნეს ნაგავი და სამშენებლო ნარჩენები; |
|
|
![]() |
19 თავი XIX. წარმომადგენლობითი ორგანოები, ლობირება |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XIX. წარმომადგენლობითი ორგანოები, ლობირება | ||
რომელი დღე ითვლება საკრებულოს ნორმატიული აქტის მიღების თარიღად? |
|
საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტის მიღების თარიღად ჩაითვლება წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მისი კენჭისყრით მიღების დღე. |
|
| |
საკრებულოს სხდომის ოქმები უნდა იქნას თუ არა შენახული ელექტრონული მატარებლის
სახით? |
|
დიახ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №70 ბრძანების ,,ელექტრონული მატარებლის სახით შესანახი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული მატარებლის სახით შესანახ დოკუმენტებს განეკუთვნება - ყრილობების, კონგრესების, კონფერენციების, თათბირების, სემინარების ჩატარების დოკუმენტები (დადგენილებები, გადაწყვეტილებები, ოქმები, სტენოგრამები). |
|
| |
რა არის საკრებულოს განკარგულების პროექტების შენახვის ვადა? |
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანების ,,„დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი შენახვის ვადების მითითებით)“ დამტკიცების შესახებ“ №1დანართის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტის შენახვის ვადაა 1 წელი. |
|
| |
რა არის ლობისტური საქმიანობა? |
|
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ლობისტური საქმიანობა არის საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოზე ლობისტად რეგისტრირებული პირის (ლობისტის) ისეთი ზემოქმედება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. |
|
| |
შეიძლება თუ არა პირი დარეგისტრირდეს საკრებულოში ლობისტად? |
|
დიახ. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლობისტად რეგისტრაცია ხდება რაიონის (იმ ქალაქის, რომელიც შედის რაიონის შემადგენლობაში) და იმ ქალაქის საკრებულოში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში. |
|
| |
ვის აქვს ლობისტად რეგისტრაციის უფლება? |
|
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ლობისტად რეგისტრაციის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, გარდა ამავე კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემდეგი შემთხვევებისა, კერძოდ, თუ:
|
|
| |
როგორ ხდება ლობისტად რეგისტრაცია თვითმმართველ ერთეულში?
|
|
|
|
| |
რა უფლებები აქვს ლობისტს? |
|
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9-მე-12 მუხლების თანახმად, ლობისტს უფლება აქვს:
|
|
| |
აქვს თუ არა მოქალაქეს უფლება, გაეცნოს ლობისტის მიერ საკრებულოში წარდგენილ საბუთებს და გადაიღოს ასლები? |
|
დიახ. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ლობისტური საქმიანობა საჯაროა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, გაეცნოს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოში ლობისტის მიერ წარდგენილ საბუთებს და ანგარიშებს, გადაიღოს მათი ასლები. |
|
| |
აქვს თუ არა პარლამენტის წევრს უფლება, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს მუშაობაში? |
|
დიახ. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საკითხები საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის გამო. |
|
| |
რა ფუნქციის შესასრულებლად იქმნება პარლამენტის წევრის (მაჟორიტარი დეპუტატის)
ბიურო? |
|
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 31- ე მუხლის შესაბამისად, ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობასა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილებზე იქმნება მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო. |
|
| |
რა ვალდებულებები აკისრიათ თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს პარლამენტის
წევრის წინაშე? |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებული არიან უზრუნველყონ იგი სამუშაო ოთახით, ადმინისტრაციულ საზღვრებში გადასაადგილებლად სატრანსპორტო საშუალებით, კავშირგაბმულობის საშუალებებით, მათ შორის, სამთავრობო კავშირით. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ადგილებზე პარლამენტის წევრის საქმიანობის მატერიალურ უზრუნველყოფასთან, ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილი წესით. |
|
| |
აქვთ თუ არა უფლება თვითმმართველობის ორგანოებს, მაჟორიტარ პარლამენტის წევრს დამატებით აღმოუჩინონ დახმარება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე? |
|
დიახ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე აღმოუჩინონ დახმარება მაჟორიტარ პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული პუნქტის შესაბამისად გაწეული დახმარების შესახებ. |
|
| |
აქვთ თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო
წინადადების წარდგენის უფლება? |
|
დიახ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს (საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების ან კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე). |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობას კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერის დადასტურების
უფლება? |
|
დიახ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 175-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50 ამომრჩევლისა. ისინი პირადად აღნიშნავენ შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს, მისამართს და ხელმოწერის თარიღს. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. |
|
| |
აქვს თუ არა საკრებულოს საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის უფლება? |
|
დიახ. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის ვ2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხს კონსტიტუციის 7 1 თავთან მიმართებით; |
|
| |
ვალდებულნი არიან თუ არა თვითმმართველობები მიაწოდონ პარლამენტის წევრთა ჯგუფს
ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ? |
|
დიახ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-200 მუხლის შესაბამისად, საარჩევნო ოლქის ან ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შექმნილი პარლამენტის წევრთა ჯგუფი თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის ურთიერთობას ადგილობრივი თვითმმართველობისა ორგანოებთან. ამ ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობას, მოითხოვონ ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო, სამეურნეო, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო და კანონიერების უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებათავისუფლებათა დაცვის სფეროებში საქმიანობის შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობისა ორგანოები ვალდებულნი არიან მოთხოვნიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტის წევრთა ჯგუფს წარუდგინონ ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დგება მოხსენება შესაბამისი წინადადებებით, რომელიც შეიძლება პარლამენტის განხილვის საგანიც გახდეს. |
|
| |
აქვს თუ არა
საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება მოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა? |
|
დიახ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირებს, როგორც წესი, პარლამენტის თავმჯდომარე მიიღებს, თუ: ა) განცხადება-საჩივრებში დასმული საკითხები მნიშვნელოვანია და არსებობს პარლამენტის თავმჯდომარესთან მათი შეხვედრის დასაბუთებული მოთხოვნა; ბ) მათ მიერ შეტანილ განცხადებასაჩივრებზე არ არის გაცემული სათანადო პასუხი; გ) პარლამენტის წევრებს, კომიტეტებს, საგამოძიებო ან სხვა დროებით კომისიებს შემოსულ განცხადებასაჩივრებზე პასუხი საერთოდ არ გაუციათ. |
![]() |
20 თავი XX. პრივატიზება |
▲ზევით დაბრუნება |
| ||
აქვს თუ არა მუნიციპალიტეტის გამგებელს უფლება, უსასყიდლოდ გადასცეს პირს ბინა? |
დიახ. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
|
|
რა დოკუმენტები უნდა წარუდგინოს გამგებელს
პირმა არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის
საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით? |
საქართველოს პრეზიდენტის
2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი
მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და
არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი
თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი
მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის
თანახმად, გამგებელს უნდა წარედგინოს წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა
შეიცავდეს: |
|
რა ვადაში განიხილება მოქალაქის განცხადება ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ? |
15 დღის ვადაში. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-5 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 15 დღეში. |
|
კანონიერი მოსარგებლის განცხადების
დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე რა
დოკუმენტების გაცემის ვალდებულება ეკისრება გამგებელს? |
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო გასცემს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს – საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი №2) და დამოწმებულ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზს. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო გასცემს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს – საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი №3), დამოწმებულ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზს და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზს. უძრავი ნივთების კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემით ხორციელდება სახელმწიფო ქონების გასხვისება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ქონების გასხვისება განხორციელდეს ქონების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის შემდეგ, ვინაიდან ქონება, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი, წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. |
|
განეკუთვნება თუ არა საკრებულოს კომპეტენციას თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა? |
არა. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
|
|
აქვს თუ არა იურიდიული ძალადაკარგულად გამოცხადებული კანონის საფუძველზე მიღებულ ნორმატიულ აქტს? |
არა. საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად. მაგ: იურიდიული ძალა არა აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 10 სექტემბრის №1-1/1417 ბრძანებას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ, რადგან იგი გამოცემულია ძალადაკარგულად გამოცხადებული კანონის საფუძველზე (25.06.2012 წლის მდგომარეობით). |
|
რომელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ადგენს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის წესებს? |
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის N 1–1/1487 ბრძანებით ,,სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; |
|
აქვს თუ არა საკრებულოს უფლება, დააფუძნოს სააქციო, შეზღუდული პასუხისმგებლობის და არასამეწარმეო იურიდიული პირები? |
დიახ. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით თვითმმართველი ერთეულის ქონების ბაზაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების თაობაზე. გამგეობის (მერიის) მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე. |
|
რა წესით ხდება თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოს ლიკვიდაცია? |
აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №1-1/2044 ბრძანებით ,,სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. |
|
თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება განეკუთვნება თუ არა საკრებულოს კომპეტენციას? |
დიახ. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება განეკუთვნება საკრებულოს უფლებამოსილებას. |
|
ვინ იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე? |
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. |
|
რომელი ორგანო ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების, სარგებლობის უფლებით გადაცემის და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილის მართვის უფლებით გადაცემის წესს? |
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-196
მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და
წილების პრივატიზაციისა და მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი განისაზღვრება
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით დადგენილი წესით. |
|
უფლებამოსილია თუ არა გამგებელი, მოამზადოს საკითხი თვითმმართველი ერთეულის ქონების
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე? |
დიახ. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-191 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების ან/და
აქციებისა და წილების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა
ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის,
განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე.
საკითხს ამზადებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. |
|
რა წესით ხდება თვითმმართველობის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრა? |
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-192 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის შესაბამისად კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. |
|
ვალდებულია თუ არა საკრებულო, დაამტკიცოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმის ტიპური ფორმა? |
დიახ. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-194 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. |
|
რა ფორმით შეუძლია თვითმმართველ ერთეულს სარგებლობის უფლებით გადასცეს ქონება? |
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-195
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის
უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული
შემდეგი ფორმებით:
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები. |
|
აქვს თუ არა გამგებელს უფლება, აუქციონის გარეშე გადასცეს თვითმმართველობის ქონება
უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით? |
დიახ. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-195 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო
თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და
თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელი, საკანონმდებლო,
სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი
წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს. აღნიშნულ საკითხს ეხება საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება ,,სახელმწიფო, აფხაზეთის ან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების
სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და
გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“; |
|
აუცილებელია თუ არა თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისების ხელშეკრულება
დამოწმდეს სანოტარო წესით? |
არა. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული, უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობისათვის სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის არსებობის აუცილებლობა. |
|
დაიშვება თუ არა თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისებ= |
დიახ. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ძირითადი ქონების გასხვისება შესაძლებელია თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება. მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) გამგებლის (მერის) მიერ მომზადებულ დასაბუთებულ წინადადებას თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების თაობაზე, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, წარუდგენს შესაბამის საკრებულოს. საკრებულო ძირითადი ქონების გასხვისებაზე თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას იღებს წევრთა ხმების 2/3. |
|
უფლებამოსილია თუ არ თვითმმართველი ერთეული სხვა თვითმმართველ ერთეულს გადასცეს
ქონება? |
დიახ. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. |
|
უფლებამოსლია თუ არა საკრებულო განსაზღვროს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში
არსებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობის ქირა? |
დიახ. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-195 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობის ქირის საწყის ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.
|
|
უფლებამოსილია თუ არა გამგებელი მიიღოს
გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი წესით
სარგებლობის უფლების გაცემის შესახებ? |
დიახ. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-195 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პირდაპირი განკარგვის წესით თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
|
![]() |
21 თავი XXI. საგზაო მეურნეობა |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XXI. საგზაო მეურნეობა | ||
საქართველოს კანონმდებლობით როგორ არის განმარტებული საავტომობილო გზა და რა ითვლება მის შემადგენელ ნაწილად, რომლის მოვლა-პატრონობა თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება? |
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტებით. საავტომობილო გზის ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია:
|
|
რომელი გზები მიეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს? |
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:
|
|
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული, დაამტკიცოს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა? |
დიახ. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 3 წელიწადში ერთხელ.
|
|
შეიძლება თუ არა დაწესდეს გზებით სარგებლობის საფასური? |
დიახ, თუ ორ დასახლებულ პუნქტს შორის არსებობს პარალელური უფასო გზა („საავტომობილო
გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი). |
|
|
| |
აქვს თუ არა პირს უფლება, მოაწყოს კერძო საავტომობილო გზა? |
|
დიახ. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად,
კერძო საავტომობილო გზის მოწყობა ნებადართულია. |
|
| |
აქვს თუ არა პირს უფლება, ლითონისბორბლებიანი მანქანით იმოძრაოს გზის შავსაფარიან
სავალ ნაწილზე? |
|
არა. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ გზის სავალ ნაწილზე. აკრძალულია მუხლუხა ან ლითონისბორბლებიანი მანქანების მოძრაობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შავსაფარიან სავალ ნაწილსა და გვერდულებზე. სატრანსპორტო საშუალებების გასატარებლად, რომელთა ღერძული დატვირთვა და გაბარიტები აღემატება ნორმატიულს, სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (უცხოელების ჩათვლით) დადგენილი წესით იღებენ ნებართვას და თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დააზიანებენ გზის ელემენტებს, დადგენილი წესით იხდიან აღდგენის საფასურს. |
|
| |
თვითმმართველ ერთეულთან შეუთანხმებლად რა მოქმედებების განხორციელება იკრძალება
გზებზე? |
|
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, გზის მესაკუთრესთან (შესაბამის თვითმმართველ ერთეულთან) შეუთანხმებლად საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) აკრძალულია:
|
|
| |
შეიძლება თუ არა საავტომობილო გზების კილომეტრაჟის
გამოანგარიშებისათვის საწყის ბოლო წერტილად მიღებულ იქნას თვითმმართველობის შენობა? |
|
დიახ. „საავტომობილო გზების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საავტომობილო
გზების კილომეტრაჟის გამოანგარიშებისათვის საწყის და ბოლო წერტილებად
მიიღება: |
|
| |
დაიშვება თუ არა გზებზე სპორტული შეჯიბრების მოწყობა
თვითმმართველობის ორგანოს ნებართვის გარეშე? |
|
არა. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავტომობილო გზებზე აკრძალულია გზების ბლოკირება, საკონტროლო და შესამოწმებელი პუნქტების მოწყობა, დემონსტრაციების, სპორტული შეჯიბრებების, სხვა მასობრივ ღონისძიებათა მოწყობა, რომლებიც ცვლის მოძრაობის დადგენილ რეჟიმს, ასევე გზაზე ავტოტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა საამისოდ დაუდგენელ ადგილებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საგზაო სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის ნებართვის გარეშე; |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობას უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი? |
|
დიახ. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს. |
|
| |
აქვს თუ არა საკრებულოს უფლება განსაზღვროს ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების დგომის წესი? |
|
დიახ. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 1 პუნქტის შესაბამისად, ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების დგომის/გაჩერების წესებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. |
|
| |
აქვთ თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს უფლება,
მიიღონ გადაწყვეტილება გზებზე მოძრაობის შეწყვეტის ან შეზღუდვის შესახებ? |
|
დიახ. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება:
|
![]() |
22 თავი XXII. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
| ||
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XXII. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა | ||
ვალდებულია თუ არა პროკურორი, მიაწოდოს თვითმმართველობის ორგანოებს ინფორმაცია მართლწესრიგის მდგომარეობის შესახებ? |
დიახ. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის თანახმად,
პროკურორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს აწვდის ინფორმაციას კანონიერებისა და
მართლწესრიგის მდგომარეობის შესახებ. |
|
| ||
ვალდებულია თუ არა სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაცია
მიაწოდოს თვითმმართველ ერთეულს? |
დიახ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის ერთობლივი ბრძანების
№40-№61-№222 ,,ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული
მონაცემებით სარგებლობის, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების
გაცემისა და გაცვლის წესის შესახებ“ პირველი მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, მისი ტერიტორიული სამსახურები და
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ვალდებული არიან
ამ ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად ფიზიკურ პირთა შესახებ მოთხოვნილი
ინფორმაცია მიაწოდონ: |
|
შეიძლება თუ არა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს ჩამოერთვას საბიუჯეტო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება? |
დიახ. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა:
|
|
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობის ორგანო, განსაზღვროს
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე? |
არა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად,
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო
შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო, ხოლო ამ კოდექსის
73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
სამინისტროს ადგილობრივი საბჭო. |
|
კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას შეიძლება თუ არა გამოყენებულ იქნეს თვითმმართველი ერთეულის ძალები და საშუალებები? |
დიახ. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტული აქტის აღკვეთის მიზნით ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს უფლება აქვს, მიიზიდოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა აუცილებელი ძალები და საშუალებები. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისათვის აუცილებელ შეიარაღებას, სპეციალურ, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ საშუალებებს. |
|
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული, მიიღოს ზომები დასუფთავების წესების დარღვევისას? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461 მუხლის შესაბამისად, ქვეითად მოსიარულის მიერ ან ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრა; ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაგდება, დატოვება ან დაყრა; სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა; იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ნარჩენების გამტან საწარმოებთან (შესაბამისი მუნიციპალიტეტის სათანადო დასახლებაში ნარჩენების გამტანი საწარმოების მომსახურების არსებობის შემთხვევაში, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 2 პუნქტის თანახმად, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, ხოლო 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილ პირებს. |
|
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მწვანე ნარგავების დაზიანების შემთხვევაში? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური მოჭრა, ან გამწვანებისათვის გამოყოფილი ზოლის დაზიანება; თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში მწვანე ნარგავების შინაური ცხოველის მიერ დაზიანება ან/და განადგურება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
უნდა იქნას თუ არა გაფრთხილებული ადგილობრივი თვითმმართველობა
წინასწარ, თუ მანიფესტაცია იმართება ტრანსპორტის სავალ ადგილას? |
დიახ. საქართველოს კანონის ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მე-5 მუხლის შესაბამისად, 1. ამ კანონით გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისაგან ან მანიფესტაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის სავალდებულოა რწმუნებულის/რწმუნებულების მიერ სათანადო გაფრთხილების შეტანა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით. გაფრთხილებას ხელს აწერენ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები. 3. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ან/და პირები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი. გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში შეტანილი უნდა იქნეს მის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა (მუხლი 8). |
|
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ქუჩის თვითნებურად გადათხრის შემთხვევაში? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 152-ე
მუხლის (ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების
წარმოებისას) შესაბამისად, ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური
გადათხრა, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა, გადათხრის ადგილების
პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება წარმოადგენს
სამართალდარღვევას. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად,
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების
მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობა, ებრძოლოს უნებართვო გარე ვაჭრობას? |
არა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლის თანახმად, გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, - გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება არ გააჩნია თვითმმართველობის ორგანოს და ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად შინაგან საქმეთა ორგანოებს აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლება. |
|
გარე ვაჭრობისას ობიექტი ექვემდებარება თუა რა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემას? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ობიექტი იყო, ექვემდებარება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას. სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. |
|
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზიანია ანაზღაურების შესახებ? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 401 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ ,რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. |
|
გასცემს თუ არა თვითმმართველი ერთეული შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის დამადასტურებელ დოკუმენტს? |
|
|
თუ პირი შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს სახელმწიფო
საკუთრებაში არსებულ მიწას და ეს ხელშეკრულება არ არის რეგისტრირებული
საჯარო რეესტრში, აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლება? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513 მუხლის თანახმად, სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა,-გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,-გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი
ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის
გადაცემა არის თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ასეთ
შემთხვევაში აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, შეადგინოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი? |
|
|
მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან
სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა არის თუ არა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა და ასეთ შემთხვევაში აქვს თუ არა თვითმმართველ
ერთეულს უფლება, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა,-გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან შვიდას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ათი დღის ვადით, საზღვრის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,-გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
თუ პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაკავებული აქვს უნებართვოდ, ასეთ შემთხვევაში აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი? |
|
|
აქვს თუ არა თვითმმართველი ერთეულის მოხელეს უფლება თანამდებობის პირის
მიმართ შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 553 მუხლის შესაბამისად, მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა,-გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე. ასევე ამ კოდექსის 1736 მუხლის თანახმად, შვილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა, - გამოიწვევს თანამდებობის პირების დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამასიდან ხუთას მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1737 მუხლის შესაბამისად, გასაშვილებელი ბავშვის ან მშვილებლის ძებნა ან შეთავაზება საჯარო განცხადების მეშვეობით,-გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორი ათასი მინიმალური ოდენობით. ამ კოდექსის 1739 მუხლის თანახმად, შვილობილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა, - გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით. ამ კოდექსის 1751 მუხლის შესაბამისად, მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების შესახებ მონაცემების მიწოდებისათვის ვალდებული თანამდებობის პირის მიერ სათანადო ორგანოებისათვის შეუტყობინებლობა,-გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთას მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 22-ე ნაწილების თანახმად, სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
თუ პირი ახორციელებს სამშენებლო მასალების ან ნარჩენების გადაზიდვას ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც აქვს გაუმართავი საბარგული, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, აქვს თუ არა თვითმმართველი ერთეულის მოხელეს უფლება, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი? |
დიახ. საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191 მუხლის შესაბამისად,
სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი
სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვთ გაუმართავი საბარგული ან
მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან
დაზიანების საფრთხეს, - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით. იგივე ქმედება,
ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარით. ამ კოდექსის
239-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს
ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების
თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ღობეებზე, სვეტებზე,
ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც
საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება
გამოიწვევს თუ არა პირთა დაჯარიმებას? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება) შესაბამისად, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება; სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
შენობის ფერის თვითნებურად შეცვლა გამოიწვევს თუ არა პირთა დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501 მუხლის (თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა) თანახმად, თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობანაგებობის ფერის შეცვლა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსების, ჯიხურების, დახლების ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი ან/და განთავსება, - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
აქვს თუ არა თვითმმართველი ერთეულის მოხელეს უფლება, შეადგინოს
ადმინისტრაციულისამართალდარღვევის შესახებ ოქმი რეკლამის დაკვეთის,
წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევაზე? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე
მუხლის შესაბამისად, რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და
გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა, - გამოიწვევს ფიზიკური
პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის,
დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის
განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული
სახდელი, - გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ამ კოდექსის
239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდარღვევის შესახებ
ოქმს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილიპირები.
|
|
არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, აშკარად ყალბი რეკლამის განთავსებისა და გავრცელების შემთხვევაში აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლება?
|
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1591
მუხლის შესაბამისად, არასათანადო რეკლამის განთავსება
(გავრცელება),-გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას განთავსებული
(გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების ოთხმაგი ოდენობით,
იურიდიული პირებისა და დაწესებულებებისა-განთავსებული (გავრცელებული)
რეკლამის სრული ღირებულების შვიდმაგი ოდენობით. „რეკლამის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო,
არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია
მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამ კოდექსის 239-ე
მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს
ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
ამკრძალავი ნიშნის „დგომა-გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი? |
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე
მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება
აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე
დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. ამ კოდექსის 239-ე მუხლის
27-ე ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ
თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლება, თუ პირმა ტროტუარზე, ქუჩაში, გზაზე დაყარა სამშენებლო მასალა და ამით შეზღუდა საზოგადოებრივი ადგილით სარგებლობა? |
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1522
მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური
შეზღუდვა, - გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,
ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული
დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, - გამოიწვევს
ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა
დაჯარიმებას - 4 000 ლარის ოდენობით. ამ კოდექსის 239-ე მუხლის 27-ე
ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ
თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობის მოხელე, ჯართის ჩაბარების ან
გაყიდვის წესის დარღვევაზე შეადგინოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი? |
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1792 მუხლის შესაბამისად, შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესის დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000- დან 3000 ლარამდე, შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების კონფისკაციით. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის,-გამოიწვევს დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე, შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების კონფისკაციით. ამ კოდექსის 239-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
| |
ველოსიპედით სკვერში გადაადგილება შეიძლება თუ არა წარმოადგენენდეს
სამართალდარღვევას? |
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1074 მუხლის შესაბამისად, მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
| |
ადგენს თუ არა თვითმმართველობა ავტოსადგურის ფუნქციონირების წესს? |
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271
მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ავტოსადგურის ფუნქციონირება
განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ
დადგენილი წესების დარღვევით – გამოიწვევს ავტოსადგურის მესაკუთრე
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-14
ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ
თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
| |
ადგენს თუ არა თვითმმართველობა ოქმს უბილეთო მგზავრობის შემთხვევაში? |
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ შესაბამისად, მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით), – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ლარის ოდენობით. ამ კოდექსის 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
| |
სკვერში მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა წარმოადგენს
თუ არა სამართალდარღვევას? |
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა, აგრეთვე ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფის წესების დაუცველობა, საწარმოებისათვის, დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის მიმაგრებული ან/და მიმდებარე ტერიტორიის მოუვლელობა, მასზე სამშენებლო ან სხვა ნარჩენების თვითნებური დაყრა; თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა; ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა წარკმოადგენს სამართალდარღვევას. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, თვითმმართველობის მოხელეებს მიანიჭოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილება? |
|
დიახ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის
მიზნით თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, შექმნას სტრუქტურული
ერთეულები (სამსახურები) ან შესაძლებელია თვითმმართველი ერთეულის
მოხელეებს მიანიჭოს ოქმის შედგენის უფლებამოსილება. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმის განხილვის უფლება? |
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 555, 103-ე, 1072, 1073 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი; ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებითა და 1462 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას); ამ კოდექსის 1191 მუხლით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას);ამ კოდექსის 555 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას); ამ კოდექსის 555, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური. |
|
| |
ადგილობრივი თვითმმართველობის სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელებს აქვთ თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება? |
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის
დადების უფლება აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც
გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით –
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებების
ხელმძღვანელებს; |
|
|
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის განსაზღვრა შედის თუ არა თვითმმართველობის უფლებამოსილებაში? |
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2401-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მერი. ამ ოქმის შინაარსი შეიძლება არ ითვალისწინებდეს ამ კოდექსის 240-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა საკრებულო დაადგინოს საჯარიმო ქვითრის ფორმა? |
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის 3 1 , მე-4, 41 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მერი. |
|
| |
დაიშვება თუ არა, რომ ჩამორთმეული ხე-ტყე გადაეცეს თვითმმართველობის
წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მის დაცვაზე? |
|
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის 2 2 პუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 66-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ხე-ტყე, რომელიც სამართალდარღვევის უშუალო ობიექტია, შეიძლება დროებით დარჩეს მის მფლობელთან ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელთან, ხოლო სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი ხე-ტყე – ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ტყის დაცვაზე პასუხისმგებელ პირთან (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შესაბამისი ლიცენზიის მფლობელისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი ხე-ტყისა, რომელიც მიბარდება ლიცენზიის მფლობელს ან მის წარმომადგენელს), რომლებიც ასევე პასუხისმგებელი არიან მიბარებული ხე-ტყის დაცვისთვის. თუ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისათვის ამ კოდექსით დადგენილ ვადებში ხე-ტყის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ვერ დადგინდება, ხე-ტყის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
| |
საწარმოო შენობებში ადვილადაალებადი მასალები შენახვის ადგილი უნდა
შეუთანხმდეს თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს? |
|
დიახ. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 16 სექტემბრის №191 ბრძანების ,,ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესების“ დამტკიცების შესახებ” მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საწარმოო შენობებში აკრძალულია ბენზინის, ნავთის, სპირტის, საღებავების, გამხსნელების და სხვა ადვილადაალებადი მასალების შენახვა, ყოველდღიური მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობის გარდა, რომელიც შეიძლება დაშვებულ იქნეს როგორც გამონაკლისი. ამ მასალების რაოდენობა და შენახვის ადგილი შეთანხმებულ უნდა იქნეს საწარმოს სახანძრო დაცვის სამსახურთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მასალების რაოდენობა და შენახვის ადგილი შეთანხმებულ უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფებთან. მასალები უნდა ინახებოდეს საამქროების სპეციალურ საწყობებში, რომელთა კარებზე უნდა იყოს გაკრული სიგარეტის მოწევისა და ღია ცეცხლის გამოყენების ამკრძალავი უსაფრთხოების ნიშნები. |
|
| |
რა ვალდებულებანი აკისრიათ თვითმმართველობის ორგანოებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში? |
|
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება:
|
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული, შექმნას მოხალისე მეხანძრეთა რაზმი? |
|
დიახ. „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველობის ერთეულის მიერ მოხალისე მეხანძრეთა რაზმის შექმნისა და რეგისტრაციის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, სახანძრო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს დაუწესოს გარანტიები და სოციალური შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის კანონით? |
|
დიახ. „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ, დაადგინონ სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობის სამართლებრივი და სოციალური დაცვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი სხვა გარანტიებიც. |
|
| |
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული, ადგილობრივ ბიუჯეტში გაითვალისწინოს მეხანძრეთა დაზღვევის ხარჯები? |
|
დიახ. „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის მოსამსახურეთა სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის შესანახი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სახსრებით. |
|
| |
მეხანძრის დაღუპვისას ან დაინვალიდებისას რა ოდენობის თანხა ანაზღაურდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან? |
|
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად:
|
|
| |
არსებობს თუ არა ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი? |
|
დიახ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 მაისის №738 ბრძანებით დამტკიცებული „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდებით“ განსაზღვრულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესი. |
|
| |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს ხანძრების აღრიცხვის ვალდებულება? |
|
დიახ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 25 დეკემბრის №1574 ბრძანების ,,საქართველოში ხანძრებისა და მათი შედეგების სახელმწიფო სტატისტიკური აღრიცხვის წესისა და დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ“ მე-8 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძროსამაშველო დანაყოფები ახორციელებენ ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვას: ა) დასახლებულ პუნქტებსა და საწარმოებში მომხდარ ხანძრებზე; ბ) სატრანსპორტო საშუალებებზე მომხდარ ხანძრებზე, თუ ხანძარი გაჩნდა სატრანსპორტო საშუალებების გარაჟებში, ღია მოედნებზე, დეპოებში, ანგრებში, ვაგზლებში, აეროდრომებზე, ვერტოდრომებზე, საზღვაო ნავსადგურებში, ნავმისადგომთან დგომის დროს; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მომხდარ ხანძრებზე, თუ ხანძარი გაჩნდა ტრანსპორტის მსვლელობის დროს ან დროებით სადგომზე (მისი აღმოჩენის ადგილას). |
|
| |
რა შემთხვევაშია უფლებამოსილია თვითმმართველობის ორგანოს სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსი დატოვოს ხანძრის ადგილი? |
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 მაისის №738 ბრძანების „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“ მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სახანძრო დაცვის დანაყოფის უფროსს და მართვის შტატგარეშე დანაყოფის თანამდებობის პირებს, რომლებიც ასრულებენ ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოვალეობებს შეუძლიათ დატოვონ ხანძრის ადგილი იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია ინფორმაცია სხვა, მეტად მაღალი ნომრის ხანძრის, საგანგებო შემთხვევის შესახებ, აგრეთვე სხვა ვითარებაში, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ რეგირებას, ამასთან ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელად უნდა დანიშნონ სხვა თანამდებობის პირი ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთაგან, რის შესახებაც აუცილებელი წესით უნდა ეცნობოს სახანძროსამაშველო ძალების მართვის განყოფილებას და გაკეთდეს ჩანაწერი შესაბამის დოკუმენტაციაში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირს. |
|
| |
ხანძრის ჩასაქრობად მოსახლეობის მობილიზება განეკუთვნება თუ არა თვითმმართველობის კომპეტენციას? |
|
დიახ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 მაისის №738 ბრძანების „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“ მე-53 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა განვითარებული ხანძრების ჩასაქრობად დასახლებული პუნქტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით სამეურნეო ტექნიკისა და მოსახლეობის მობილიზება; |
|
| |
ვალდებულია თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემდეგ მოახდინოს საგანგებო შტაბის შეკრება? |
|
დიახ. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ მე-12 მუხლის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო შტაბების შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული შეიმუშაოს ადგილობრივ ხანძრებზე გასვლის განრიგი? |
|
დიახ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ივნისის №571 ბრძანების ,,ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გასვლის განრიგი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძირითადი ოპერატიული დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ხანძრებისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების სწრაფი და ორგანიზებული გადანაწილების წესს სახანძრო დაცვის ძალებისა და საშუალებების ჩაბმისას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ტერიტორიულ საზღვრებში წარმოქმნილ ადგილობრივ ხანძრებსა და სხვა საგანგებო სიტუაციებზე გასვლის განრიგის დადგენილი წესით შემუშავებას უზრუნველყოფენ სახანძრო-სამაშველო დანაყოფები და ამტკიცებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ქალაქების – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი – სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გასვლის განრიგი თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან. ამ ბრძანების მე-18 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში სხვადასხვა სირთულის ხანძრების და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზების მიზნით გასვლის განრიგის შემუშავებისას უნდა დადგინდეს რეაგირების ძალებისა და საშუალებების რაოდენობა (რეზერვების გათვალისწინებით) და მოზიდვის თანმიმდევრობა, აგრეთვე სპეციალური ტექნიკის ჩაბმის და უფლებამოსილი თანამდებობის პირების შემთხვევებზე გასვლის წესი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მახასიათებლებიდან გამომდინარე, გასვლის რაიონის ტერიტორიაზე განთავსებული ორგანიზაციების ოპერატიულტაქტიკური თავისებურებების და ერთდროულად წარმოქმნილი ხანძრების შესაძლო რაოდენობის გათვალისწინებით. |
|
| |
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული საგანგებო სიტუაციის დროს კავშირგაბმულობის საწარმოებს აღმოუჩინოს დახმარება? |
|
დიახ. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან საგანგებო სიტუაციის დროს დაზიანებული კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელების ავარიული მდგომარეობის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრის მიზნით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის საწარმოებს დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ დახმარება (სამუშაო ძალა, ტრანსპორტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
| |
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული საგანგებო სიტუაციის დროს ენერგომომარაგების საწარმოებს აღმოუჩინოს დახმარება? |
|
დიახ. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან საგანგებო სიტუაციების დროს დაზიანებული ენერგომომარაგების ქსელების ავარიული მდგომარეობის უმოკლეს ვადაში აღმოფხვრის მიზნით, ენერგომომარაგების საწარმოებს დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ ყოველგვარი დახმარება (სამუშაო ძალა, ტრანსპორტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
| |
მოსახლეობის ევაკუაციისას ტრანსპორტით უზრუნველყოფა განეკუთვნება თუ არა თვითმმართველობის კომპეტენციას? |
|
დიახ. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები – უზრუნველყოფენ მუნიციპალური, საქალაქო სატრანსპორტო სამსახურების საშუალებით საგანგებო სიტუაციების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციას ტრანსპორტით. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული განსაზღვროს საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება? |
|
დიახ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 მაისის №738 ბრძანების „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის ხელმძღვანელის (საავარიოსამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელის) უფლებამოსილება განისაზღვრება სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
|
| |
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული, განახორციელოს პოლიციის მატერიალური უზრუნველყოფა? |
|
დიახ. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები,
ტერიტორიული ორგანოები, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული
პირები-საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
|
| |
რა აუცილებელი მოქმედებები ტარდება ხანძრის ჩაქრობისა და საავარიოსამაშველო სამუშაოების განხორციელებისას ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქონების გადასარჩენად? |
|
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებისას ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქონების გადასარჩენად ტარდება აუცილებელი მოქმედებები:
ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ადგილებიდან ადამიანთა და ქონების ევაკუაციისათვის. ხანძრის ჩაქრობას ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ხანძარზე მისული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამდებობის პირი - ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), რომელიც ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე სახანძრო დაცვის პირად შემადგენლობას, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმულ სხვა ძალებს. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ადგენს ტერიტორიის საზღვრებს, სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის მოქმედებები, მათი ჩატარების წესსა და თავისებურებებს, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებებს ხანძარზე ადამიანთა და ქონების გადარჩენის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი იღებს სხვა გადაწყვეტილებებსაც, მათ შორის, ისეთებს, რომლებიც ზღუდავენ პირთა უფლებებს აღნიშნულ ტერიტორიაზე. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მითითებები აუცილებელია შესასრულებლად ყველა თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის იმ ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება ხანძრის ჩაქრობის მოქმედებები. ხანძრის ჩაქრობის დროს არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მოქმედებებში ან შეცვალოს მისი განკარგულებები. სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობა, ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის სხვა მონაწილეები, რომლებიც მოქმედებდნენ უკიდურესი აუცილებლობის ან/და დასაბუთებული რისკის პირობებში, თავისუფლდებიან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან. ხანძრის ჩაქრობის დროს სახანძრო დაცვის პირადმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს ზომები ნივთიერი მტკიცებულებების შესანარჩუნებლად და ქონების დასაცავად. |
|
| |
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული,
განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა? |
|
დიახ. „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდა არის საზოგადოების მიზანდასახული ინფორმირება სახანძრო უსაფრთხოების პრობლემების შესახებ, რომელიც ხორციელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გამოცემების, სპეციალურილიტერატურისა და სარეკლამო პროდუქციის გამოშვებით, თემატური გამოფენების, ჩვენებების, კონფერენციების მოწყობით, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირების სხვა ფორმების გამოყენებით, რომლებიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით. ხანძარსაწინააღმდეგო პროპაგანდას ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოები, სახანძრო დაცვის სამსახურები და ორგანიზაციები. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ და ხელი შეუწყონ სახანძრო-ტექნიკური ცოდნის გავრცელებას. |
|
| |
რა უფლებები აქვთ და რა ვალდებულებები აკისრიათ საქართველოს მოქალაქეებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში? |
|
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, მოქალაქეებს უფლება აქვთ:
|
|
| |
რა უფლებები აქვთ და რა ვალდებულებები აკისრიათ
საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში? |
|
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ორგანიზაციებს უფლება აქვთ: დადგენილი წესით შექმნან თავიანთ დაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი საუწყებო, კერძო ან ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის სამსახური, აგრეთვე მოახდინონ მათი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;
|
|
| |
საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების
ლიკვიდაცია განეკუთვნება თუ არა თვითმმართველობის კომპეტენციას? |
|
დიახ. „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციას ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე იურიდიული პირები, რომელთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც მათივე ბრალეულობით წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია, მათ ხელთ არსებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების გამოყენებით. თუ აღნიშნული ძალებითა და საშუალებებით შეუძლებელია საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, სალიკვიდაციო ღონისძიებებში მონაწილეობენ ერთიან სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოები. |
|
| |
რა უფლებამოსილებანი აქვთ ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის
დაცვის სფეროში? |
|
„ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:
|
|
| |
საიდან ფინანსდება საგანგებო სიტუაციით გამოწვეული
შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები? |
|
„ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები ფინანსდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სახსრებით, რომელთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც მათივე ბრალეულობით წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, სადაზღვევო ფონდებისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროების ხარჯზე. |
|
| |
რა უფლებები და ვალდებულებები აქვთ საქართველოს
მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს საგანგებო
სიტუაციის დროს? |
|
„ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ:
|
|
| |
ვალდებულნი არიან თუ არა თვითმმართველობის ორგანოები მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციის შესახებ ? |
|
დიახ. „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს საგანგებო სიტუაციის და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო, რადიაციული, ქიმიურბაქტერიოლოგიური, სახანძრო, ეკოლოგიური ვითარებების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის და მათი უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე. საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის გავრცელებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და იურიდიული პირის ადმინისტრაცია ვალდებული არიან მოსახლეობას ოპერატიულად და გასაგებად მიაწოდონ ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, ინტერნეტით). აკრძალულია საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის დაფარვა, მისი დაგვიანებით ან განზრახ გაყალბებული სახით წარდგენა. |
|
| |
რა უფლებამოსილებები გააჩნია სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში? |
|
„ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის
საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-111 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებული –
გუბერნატორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: |
|
| |
აქვთ თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს უფლება დადონ ხელშეკრულებები კერძო პირებთან საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორცილებების მიზნით? |
|
დიახ. „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის
საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ საგანგებო სიტუაციის თავიდან
აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში
მხარდაჭერის მიზნით ხელშეკრულება დადონ შესაბამის პირებთან, თუ მათი
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები და საშუალებები არ არის
საკმარისი. |
|
| |
აქვთ თუ არა უფლება თვითმმართველობის ორგანოებს მოამზადონ მოსახლეობა საგანგებო სიტუაციისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში? |
|
დიახ. „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის
საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო
ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული
და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში უზრუნველყოფენ მოსახლეობის მომზადებას საგანგებო სიტუაციებისაგან
მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში. |
|
| |
ვალდებულია თუ არა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია თვითმმართველობის ორგანოს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის“ 45-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 3 თვისა ადმინისტრაცია აცნობებს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მსჯავრდებულის გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ. |
|
| |
აქვთ თუ არა უფლება ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების
თანამშრომლებს, ფარულად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის საქმიანობაში? |
|
არა. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობა. |
![]() |
23 თავი XXIII. საკუთრება |
▲ზევით დაბრუნება |
| ||
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XXIII. საკუთრება | ||
ფიზიკური პირის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება შედის თუ არა თვითმმართველობის უფლებამოსილებაში? |
||
მართლზომიერ მფლობელობაში
ან სარგებლობაში არსებულ, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის
დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს
თვითმმართველობის ორგანოში? |
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
|
|
რა არის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი? |
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის - ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 7 3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე – პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობანაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი. |
|
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის
დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს
თვითმმართველობის ორგანოში? |
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)
არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 1 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა
პირმა უნდა წარადგინოს: |
|
რა არის მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი? |
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; |
|
აქვს თუ არა კერძო სამართლის იურიდიულ პირს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება? |
7 ,,3. ქ. თბილისის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით განსაზღვრული მაგისტრალური მილსადენების დაცვის III და IV ზონებში თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა“. არა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 4 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. |
|
მიეცემათ თუ არა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებს ხელფასი? |
არა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)
არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიაში უფლებამოსილების
განხორციელებისათვის კომისიის წევრებს ანაზღაურება არ მიეცემათ. ეს შეზღუდვა არ
ვრცელდება ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების
აღიარების კომისიის წევრებზე. აღნიშნული კომისიის წევრთა საქმიანობა შეიძლება
დაფინანსდეს ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საკრებულოს მიერ განსაზღვრული
ოდენობითა და წესით. |
|
საჯაროა თუ არა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა? |
დიახ. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისია საქმიანობას ეწევა კომისიის სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია; კომისია ვალდებულია 2 სამუშაო დღით ადრე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე გამოაქვეყნოს, ხოლო დაინტერესებულ პირს 1 კვირით ადრე წერილობით აცნობოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ; კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომებს ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა; კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები; დაინტერესებული პირი უფლებამოსილია დაესწროს კომისიის სხდომებს და მისცეს ახსნა-განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით; კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება; კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა. კომისიის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა; ხმის მიცემა წარმოებს ღია კენჭისყრის ფორმით. ხმის მიცემა წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია; კომისიის წევრს უფლება არ აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან ან ხმა მისცეს იმ საკითხს, რომლის განხილვაშიც არ იღებდა მონაწილეობას. |
|
თვითნებურად დაკავებული რომელი სახელმწიფო საკუთრების მიწა არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას? |
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:
|
|
რა მიეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობას? |
„საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის“ თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების (მათ შორის, ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები და წილები) სახეობებია:
|
|
რამდენია საკუთრების უფლების აღიარების საფასური? |
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
ფიზიკური პირისათვის შეადგენს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობას, მაგრამ თუ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგი ოდენობა მეტია მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე მოქმედ ნორმატიულ ფასზე, მაშინ თვითნებურად დაკავებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით და განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება განისაზღვროს მიწის ნორმატიული ფასით. საკუთრების უფლების აღიარების საფასური გადახდილი უნდა იქნეს ერთიანად. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დაადგინოს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურისაგან განთავისუფლების შემთხვევები |
|
შესაძლებელია თუ არა, გამგებლის თანხმობით რამდენიმე მრავალბინიანი სახლის
მესაკუთრეებმა დააფუძნონ ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა? |
დიახ. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილების საფუძველზე და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს (გამგებლის) თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. |
|
შესაძლებელია თუ არა, გამგებლის თანხმობით ერთ მრავალბინიან სახლში იყოს იმდენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რამდენი სადარბაზოცაა? |
დიახ. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს (გამგებლის) თანხმობით შეიძლება დაფუძნდეს ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. |
|
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული, განახორციელოს ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამები და ხელი შეუწყოს მის ჩამოყალიბებას? |
დიახ. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, თვითმმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბებას, რისთვისაც შეიძლება განახორციელონ შემდეგი ღონისძიებები:
|
|
შესაძლებელია თუ არა, თვითმმართველ ერთეულს სარგებლობაში გადაეცეს სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული ქონება? |
დიახ. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ 33-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე; სახელმწიფო ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს; ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსთვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს სახელმწიფო ქონების გადაცემაზე. ქონების მმართველის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესით. (5.06.2012. N6377 ამოქმედდება 2012 წლის 17 სექტემბრიდან.) |
|
შეიძლება თუ არა სახელმწიფო ქონების შემძენი იყოს თვითმმართველობა? |
არა. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა)
შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული
პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე
სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად
დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული
ბანკი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.“ |
|
შეიძლება თუ არა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების შემძენი იყოს მუნიციპალიტეტი? |
დაიხ. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-3 მუხლის 1 1 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. გარდა ამისა, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება შეიძლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით გადაეცეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ასევე სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება, სახეობის გათვალისწინებით, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური მიზნებისათვის. |
|
უნდა დაესწროს თუ არა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განადგურებას
თვითმმართველობის ორგანო? |
დიახ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანების ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ მე-18 მუხლის შესაბამისად, ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახურის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/დასკვნის საფუძველზე. ქონების განადგურების პროცესს ესწრება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირი. ქონების განადგურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება საქონლის განადგურება. ამ ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქონების განაწილება ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუამდგომლობების, ასევე სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დასაბუთებული შუამდგომლობების საფუძველზე. სახეობის გათვალისწინებით, ქონება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური მიზნებისათვის. |
|
რომელი ქონება არის გამოცხადებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად? |
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად გამოცხადდა გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები. თვითმმართველი ერთეული ვალდებულია მიმართოს საჯარო რეესტრს და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. |
|
რა პროცედურებით ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემა? |
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად:
|
|
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, შეიძინოს ქონება სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე? |
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება შეიძლება
მდებარეობდეს როგორც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
|
|
რას ნიშნავს ქონების ლეგალიზება და რას ისახავს მიზნად? |
„ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად ქონების ლეგალიზება არის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ნებისმიერ ქონებაზე, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით ამ კანონის ამოქმედებამდე, კანონიერი საკუთრების უფლების დადასტურება, რომელიც შეიძლება 9 ,,63 . ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე დარეგისტრირდეს ის საერთო საცხოვრებლები, რომლებიც აღრიცხულია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, როგორც საერთო საცხოვრებელი, აგრეთვე იმ საერთო საცხოვრებლების შენობა-ნაგებობები ან/და მათი ნაწილები, რომლებზედაც საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება“. შეიზღუდოს ან ჩამორთმეულ იქნეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით10 განსაზღვრულ შემთხვევებში. ქონების ლეგალიზება არ ვრცელდება შემდეგ ქონებაზე: ა) ქონებაზე, რომლის პრივატიზება აკრძალულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით; ბ) ქონებაზე, რომელზედაც საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მიმდინარეობს სასამართლო დავა (რომლის ერთ-ერთი მხარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულია) ან ადმინისტრაციული წარმოება; გ) ქონებაზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მიმდინარეობს გამოძიება საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად; დ) საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV1 თავით და საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის VII2 თავით გათვალისწინებულ ქონებაზე; ე) ყალბი დოკუმენტის
წარდგენით მოპოვებულ ქონებაზე; ვ) მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც განკუთვნილია
ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა
და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის. ამ კანონის
მოქმედება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
ქონებაზე გავრცელდება სასამართლო დავის, ადმინისტრაციული წარმოების ან გამოძიების
შეწყვეტის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში აღნიშნული ქონება ლეგალიზებულად ჩაითვლება
და მასზე გავრცელდება ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლების დებულებები. |
|
შესაძლებელია თუ არა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადაეცეს შემდეგი
სახელმწიფო ქონება: ბიბლიოთეკა, მუზეუმი, სამუსიკო სკოლა, საკლუბო დაწესებულება,
კულტურის სახლი, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო
დაწესებულება, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრი? |
დიახ. ,,ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრების, საკლუბო დაწესებულებების (კულტურის სახლები), მუზეუმებისა და სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი კოლექტივების განსაზღვრის წესის შესახებ“ 10 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი. ,,1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. 3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან“. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის №131 დადგენილებით დამტკიცდა იმ დაწესებულებების (სახელმწიფო ბიბლიოთეკა, არაპროფესიული (სამოყვარულო) თეატრი, საკლუბო დაწესებულება (კულტურის სახლი), მუზეუმი, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება და შემოქმედებითი კოლექტივები (ანსამბლები, გუნდები, ორკესტრები და სხვ.) ნუსხა, რომლის გარდა ყველა ქონება ჩაითვალა ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე დაწესებულებად. თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს ქონების მმართველისაგან მოითხოვოს ზემოთ აღნიშნული ქონების გადმოცემა და გადმოცემულ ქონებაზე დააფუძნოს არაკომერციული იურიდიული პირი. |
|
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, ისარგებლოს სახელმწიფო ქონებით? |
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად:
|
|
რა პროცედურით ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო
დანიშნულების მიწის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაცია? |
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის“ მე-6 მუხლის თანახმად:
თვითმმართველი ერთეულის მოთხოვნაში უნდა
აღინიშნოს:
გ) ქონების დასახელება, ადგილმდებარეობა და აღწერა;
|
|
შესაძლებელია თუ არა, თვითმმართველ ერთეულს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება? |
დიახ. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე. |
|
რა სახის სამუშაოების ჩასატარებლად შეიძლება მიენიჭოს თვითმმართველ ერთეულს ექსპროპრიაციის უფლება? |
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით:
|
|
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობა, გასცეს საბუთი, რომელიც დაადასტურებს გეოგრაფიული საქონლის წარმოშობას? |
დიახ. „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე „საქპატენტში“ შეაქვს განმცხადებელს. განაცხადი უნდა შეიცავდეს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემულ საბუთს, რომელიც ადასტურებს ამ საქონლის წარმოშობის გეოგრაფიულ ადგილს; |
![]() |
24 თავი XXIV. სოციალური საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XXIV. სოციალური საკითხები | ||
უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა განეკუთვნება თუ არა თვითმმართველობის კომპეტენციას?
|
დიახ. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველობის ორგანოები:
|
|
ახორციელებს თუ არა თვითმმართველობა უსახლკაროთა რეგისტრაციას? |
დიახ. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ჟ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, უსახლკარო პირი არის – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი
ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში
რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო; |
|
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული დააზღვიოს მეხანძრემაშველი? |
დიახ. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების ,,საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, რეაგირების ძალების თანამშრომლები ექვემდებარებიან ჯანმრთელობის დაზღვევას; რეაგირების ძალების დაზღვევას უზრუნველყოფს მათი დამსაქმებელი. |
|
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობის ორგანო მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებულ
დაწესებულებაში თანადაფინანსებით პირის მოთავსების შესახებ? |
დიახ. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სპეციალიზებული დაწესებულება არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების სოციალურ მომსახურებას მთელი დღეღამის განმავლობაში ან/და დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში, გარდა პანსიონური მომსახურების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა. სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე ან თანადაფინანსებით პირის მოთავსების, აგრეთვე სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში არასრულწლოვნის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომპეტენტური ორგანო. კომპეტენტური ორგანო შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას), ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. აღნიშნულ საკითხს ეხება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანება ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. |
|
აქვს თუ არა თვითმმართველობას უფლება სპეციალიზებულ დაწესებულებას მიმართოს პირის მოთავსების მოთხოვნით? |
დიახ. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ მიმართვა ხორციელდება დაინტერესებული მხარის წერილობითი განცხადების საფუძველზე. დაინტერესებული მხარე შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თუ სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების მსურველი მარტოხელაა და არ შეუძლია განცხადების დამოუკიდებლად წარდგენა; |
|
აქვს თუ არა თვითმმართველობას სპეციალიზებული დაწესებულების დაფინანსების უფლება? |
დიახ. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, სპეციალიზებული დაწესებულების დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროები. სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
|
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული სახელმწიფო ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული სარგებლის შესახებ? |
დიახ. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი სოციალური პროგრამების განხორციელების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ ამ კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის გათვალისწინებული სარგებლის შესახებ მონაცემთა სამინისტროსა და სააგენტოსათვის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურისათვის) ხელმისაწვდომობას და ამ ინფორმაციის შეთავსებას სააგენტოს მიერ წარმოებულ ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ფორმითა და პერიოდულობით. |
|
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული დააფინანსოს სოციალური დახმარებები? |
დიახ. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები. ასევე 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროა - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; |
|
სოციალური დახმარების რა სახეები არსებობს საქართველოში? |
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად (ამოქმედდება 2013 წლის 1 იანვრიდან), საქართველოში არსებობს სოციალური დახმარების შემდეგი სახეები: საარსებო შემწეობა (საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით). რეინტეგრაციის შემწეობა (რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს რეინტეგრაციის შემწეობა. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით). მინდობით აღზრდის ანაზღაურება (მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილს/მამობილს შვილობილის მოსავლელად და აღსაზრდელად. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით). სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება (სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა პირს, რომელიც სრულწლოვანს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და გაცემის პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით). არაფულადი სოციალური დახმარება (სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები. პრევენციისა და რეინტეგრაციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე ბავშვს ან/და მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა, ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მისი ოჯახურ გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად. არაფულადი სოციალური მომსახურების სახეები, აგრეთვე ოჯახში არსებული მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის რისკის მაჩვენებელი, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით). სოციალური პაკეტი (სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლებია:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; |
|
იღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის ორგანოები ოჯახის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში? |
დიახ. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების ,,ქვეყანაში
სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის
ღონისძიებათა შესახებ“ მე-7 მუხლის შესაბამისად,
1. მაძიებელთა იდენტიფიკაციისა და აღრიცხვის პროცესი ემყარება
საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობას, რაც უზრუნველყოფილ
უნდა იქნეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ერთობლივი
მონაწილეობით. |
|
რა ვალდებულებები აკისრია თვითმმართველ ერთეულს დევნილის
მიმართ?რთ?რთ?რთ?რთ?რთ? |
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ეხმარება დევნილს დროებით საცხოვრებელ ადგილზე საკუთარი უფლებების განხორციელებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად, რომლებიც:
|
|
რამდენია სახელმწიფო პენსიის დანამატი შრომითი სტაჟის მიხედვით? |
„შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, 2007 წლის 1 სექტემბრიდან შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული მინიმალური სახელმწიფო პენსიის დანამატი განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:
ა) დევნილი მამაკაცებისათვის: ა.ა) 65 წლიდან 67 წლამდე - 2 ლარი; |
|
თუ მოქალაქეს არ გააჩნია შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეუძლებელია მათი მიღება ან აღდგენა, როგორ უნდა დადგინდეს შრომითი სტაჟი? |
„შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის
დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181
დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოქალაქეს არ გააჩნია
შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეუძლებელია მათი მიღება ან
აღდგენა, შრომითი სტაჟს ადგენს სასამართლო. შრომით სტაჟის დასადასტურებლად მიიღება
ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ და მოიცავს
ინფორმაციას პირის შრომითი საქმიანობის პერიოდზე; |
|
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველობა აღმოუჩინონ დახმარება მოქალაქეებს შრომით სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებაში? |
დიახ. „შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილების შესაბამისად ეთხოვათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, აღმოუჩინონ დახმარება მოქალაქეებს შრომით სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებაში, ხოლო სააგენტოს-შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმებაში. |
|
სოციალურად დაუცველ პირებს თვითნებურად დაკავებული მიწა გადაეცემათ თუ არა საკუთრებაში უსასყიდლოდ? |
დიახ. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლის ,,34“ პუნქტის შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ დაინტერესებულ პირს, რომლის სარეიტინგო ქულა ნაკლებია ასი ათასზე (100 000) თვითნებურად დაკავებული მიწა საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ. |
|
რა ვალდებულებანი აკისრიათ ლტოლვილის მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს? |
,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარუდგინონ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისათვის საცხოვრებელ ადგილად შეთავაზებული დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს აწვდის ინფორმაციას ამ პუნქტებში არსებული საცხოვრებელი პირობების შესახებ. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად - თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიღების, სტატუსის განსაზღვრის და განთავსების ხარჯები, მათ შორის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მათ ტერიტორიაზე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მიღებასა და განთავსებასთან, ანაზღაურდება სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებით. |
|
ვალდებული არიან თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, უზრუნველყონ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირობები? |
|
დიახ. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირობები, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებითა და სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით. ჩამოთვლილი მომსახურებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარგებლობის წესს, პირობებსა და შეღავათებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. ამ კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება, მათ შორის, სურსათ-სანოვაგითა და სახალხო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა, კომუნალური და სხვა სახის მომსახურება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით. ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო დახმარების მოთხოვნებისა და ადგილობრივი პირობების შესაბამისად, ქმნიან სარეაბილიტაციო, მათ შორის, სამეცნიერო-საწარმოო, ცენტრების ქსელს, აღდგენითი მკურნალობის განყოფილებებს ამბულატორიულ და სტაციონარულ სასწავლო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში; სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სანატორიულ-საკურორტო დაწესებულებებს, საწარმოებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებს. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ეხმარებიან შინ ან ინდივიდუალურად მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აღნიშნული საქმიანობისათვის არასაცხოვრებელი შენობების გამოყოფაში, ნედლეულის შეძენასა და პროდუქციის გასაღებაში. ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, თუ სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად საჭირო აღარ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოფნა პანსიონატში ან სოციალური დახმარების სხვა სტაციონარულ დაწესებულებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მათ უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ფართობით, მათ შორის, ობოლ ან მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ამ კატეგორიის ბავშვებს-სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 480. აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, განახორციელოს სამხედრო საფლავისა და დაღუპული მეომრის ნეშტის აღმოჩენის სამუშაოები; დიახ. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად, სამხედრო საფლავისა და დაღუპული მეომრის ნეშტის აღმოჩენის, დაღუპული მეომრის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულის ვინაობის დადგენის მიზნით წარმოებს საძიებო სამუშაოები. საძიებო სამუშაოები ტარდება სამთავრობო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობიდან უფლებამოსილი პირების მიერ სპეციალური პროგრამებით. საძიებო სამუშაოს წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებით. |
|
|
|
ნეშტის აღმოჩენის შემდეგ უზრუნველყოფენ თუ არა მის დაკრძალვას თვითმმართველობის
ორგანოები? |
|
დიახ. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის
უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
საძიებო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი დაღუპული მეომრის
დაუმარხავი ნეშტის დაკრძალვას უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცხო ქვეყნის არმიის მეომრის ნეშტი
უნდა დაიკრძალოს ამ ქვეყნის წარმომადგენლობის ინფორმირებითა და მისი მონაწილეობით.
|
|
|
|
შედის თუ არა თვითმმართველობის კომპეტენციაში სამხედრო სასაფლაოს აღრიცხვა და მისი დაცვა? |
|
დიახ. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სასაფლაო ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას. საქართველოს ტერიტორიაზე მას აღრიცხავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ხოლო უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე – საქართველოს წარმომადგენლობა. თითოეულ სამხედრო საფლავზე კეთდება მემორიალური დაფა და დგება პასპორტი. ასევე მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად - ადრე უცნობი სამხედრო საფლავის აღმოჩენისას დგინდება პირის ვინაობა, აგრეთვე ხდება საფლავის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა და კეთილმოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოცემულ ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო გარნიზონის მონაწილეობით. |
| ||
აკისრიათ თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს სამხედრო სასაფლაოს აღდგენის და კეთილმოწყობის ვალდებულება? |
დიახ. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო სასაფლაოს დაცვა და კეთილმოწყობა ეკისრებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვის ზონების გათვალისწინებით, ხოლო სამხედრო გარნიზონის ტერიტორიაზე – ამ გარნიზონის ხელმძღვანელობას. ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, სამხედრო სასაფლაო დაზიანების შემთხვევაში უნდა აღადგინონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა. |
|
| ||
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სამშობლოს დაცვისას დაღუპული მეომრის ნეშტის გადასვენების შესახებ? |
|
დიახ. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამშობლოს დაცვისას დაღუპული მეომრის ნეშტის გადასვენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. |
| ||
აქვთ თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს დაღუპული მეომრის დაუმარხავი ნეშტის დაკრძალვის უფლებამოსილება? |
|
დიახ. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საძიებო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი დაღუპული მეომრის დაუმარხავი ნეშტის დაკრძალვას უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცხო ქვეყნის არმიის მეომრის ნეშტი უნდა დაიკრძალოს ამ ქვეყნის წარმომადგენლობის ინფორმირებით და მისი მონაწილეობით. |
| ||
რა თანხა უნდა გამოიყოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სამშობლოს დაცვისას დაღუპული მეომრის დაკრძალვისას? |
|
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის
უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, სამშობლოს
დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს შესაბამისი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. დაკრძალვის თანხა უნდა
შეადგენდეს: ქალაქ თბილისში – 350 ლარს, თვითმმართველ ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო
მუნიციპალიტეტებში – 250 ლარს.
|
| ||
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული, მაღალმთიან რეგიონში ახლად დასახლებულს გაუწიოს ფინანსური დახმარება? |
|
დიახ. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მაღალმთიან რეგიონში თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ახლად დასახლებულებს უწევენ ფინანსურ დახმარებას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან. |
| ||
იხდის თუ არა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირი საშემოსავლო
გადასახადს? |
|
დიახ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით. |
| ||
უმცირდებათ თუ არა 50%-ით მიწის გადასახადი პირებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან
რეგიონებში? |
|
დიახ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული არიან „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. სამხრეთი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით; |
| ||
უნაზღაურდებათ თუ არა ბუნებრივი აირის ღირებულება ყაზბეგისა და დუშეთის
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს? |
|
დიახ. საქართველოს კანონის ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ მე-40 მუხლში აღნიშნულია: 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ანაზღაურდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 15 მაისამდე პერიოდში თითოეულ აბონენტზე თვეში 700 მ 3 (მაისში – 350 მ 3 ) ბუნებრივი აირის საფასური, გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სათანადოდ დამოწმებული აბონენტების ნუსხის მიხედვით, ხოლო 2012 წლის 15 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში – თითოეულ აბონენტზე თვეში არა უმეტეს 700 მ 3 -ისა (ოქტომბერში – არა უმეტეს 350 მ 3 -ისა). 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების (სეთურნის, ჯაღმიანის, ზაქანის, ხადის და კაიშაურნის) მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულება ანაზღაურდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 15 მაისამდე და 2012 წლის 15 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე პერიოდებში – თითოეულ აბონენტზე თვეში არა უმეტეს 700 მ 3 -ისა (მაისსა და ოქტომბერში – არა უმეტეს 350 მ 3 -ისა). 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები გავრცელდეს იმ აბონენტებზე, რომლებიც ირიცხებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ჯაღმიანი, ზაქანი, ხადა და კაიშაურნი) 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. |
| ||
აქვთ თუ არა უფლება ადგილობრივ თვითმმართველობებს, დააფინანსონ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები? |
|
დიახ. „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო და თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, სამინისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის სოციალური დაცვისათვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომელიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული. |
| ||
როგორ ახორციელებს სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული
ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების სოციალურ დაცვას? |
|
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ოჯახის სოციალური დაცვის გარანტი არის სახელმწიფო. ოჯახის სოციალური დაცვა ითვალისწინებს:
|
| ||
რამდენია საქართველოში მინიმალური ხელფასი? |
|
„მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4
ივნისის №351 ბრძანებულების შესაბამისად, მინიმალური ხელფასი დამტკიცებულია 20
ლარის ოდენობით. 494. რამდენია აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა
მინიმალური თანამდებობრივი სარგო? |
| ||
რა შემთხვევაში გაიცემა საავადმყოფო ფურცელი? |
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საავადმყოფო ფურცელი არის თანდართული ფორმის (დანართი 11), დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაიცემა:
|
| ||
რამდენია ერთი დევნილის და ლტოლვილის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების
ხარჯები? |
|
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 27 იანვრის №14 ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობებში დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები ერთ დევნილზე და ლტოლვილზე თვეში განისაზღვროს ქალაქ თბილისში არა უმეტეს 10.2 ლარით, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში − არა უმეტეს 5 ლარის ოდენობით, საიდანაც დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის ხარჯი განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით; დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების ხარჯის ოდენობა განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დადგენილი ტარიფის (მოსაკრებლის) ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს: ქალაქ თბილისში მოხმარებული წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარებაგაწმენდის მომსახურებისათვის – 3.15 ლარისა (მათ შორის, მოხმარებული წყლის მიწოდების მომსახურებისათვის – 2.67 ლარი და კანალიზირებულ ან არაკანალიზირებულ ობიექტებში, შესაბამისად, კანალიზაციის ან ასენიზაციის ხარჯი – 0.48 ლარი), ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში 2.50 ლარისა (მათ შორის, მოხმარებული წყლის მიწოდების მომსახურებისათვის – 2.00 ლარი და კანალიზირებულ ან არაკანალიზირებულ ობიექტებში, შესაბამისად, კანალიზაციის ან ასენიზაციის ხარჯი – 0.50 ლარი); ნარჩენის გატანისათვის – ქალაქ თბილისში 5.0, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში 0.45 ლარისა; დეზინფექცია-დერატიზაციისათვის – 0.05 ლარისა. |
| ||
ირიცხება თუ არა თვითმმართველობის ანგარიშზე ლტოლვილთა და დევნილთა მომსახურების ხარჯი (მოსაკრებელი)? |
|
დიახ. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების განსაზღვრისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 27 იანვრის №14 ბრძანების მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, მომსახურების ხარჯი, რომელიც წარმოადგენს მოსაკრებელს, ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. აღნიშნული ხარჯების გადარიცხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ხორციელდება თვითმმართველობის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების წარმოდგენის შემდგომ. |
![]() |
25 თავი XXIV. სახელმწიფო სიმბოლოები |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XXIV. სახელმწიფო სიმბოლოები | ||
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული, ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა აღმართოს მუდმივად? |
დიახ. „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც ტარდება ამ ორგანოთა სხდომები – სხდომების მთელ პერიოდში; |
|
დასაშვებია თუ არა, სახელმწიფო დროშა მუდმივად იყოს აღმართული ქუჩებში ან მოედნებზე? |
არა. „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს იმ შენობა-ნაგებობებს და ობიექტებს, სადაც მუდმივად აღიმართება სახელმწიფო დროშა. მასში ქუჩები და მოედნები არ არის მითითებული. ქუჩებში და მოედნებზე სახელმწიფო დროშა შესაძლებელია აღიმართოს დროებით, მხოლოდ საქართველოში მიმდინარე ოფიციალური საერთაშორისო ღონისძიებებისას. |
|
დაისმება თუ არა საკრებულოსა და გამგებლის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ
აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სახელმწიფო გერბი? |
არა. საქართველოს კანონის - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
52-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოს
მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე გამოსახული
უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი. ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე
საკუთარი გერბის არსებობის შემთხვევაში გამოისახება საქართველოს მცირე
სახელმწიფო გერბი (მაყურებლიდან მარცხენა მხარის ზედა კუთხეში) და
შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი (მაყურებლიდან მარჯვენა მხარის
ზედა კუთხეში), ხოლო საკუთარი გერბის არარსებობის შემთხვევაში – მხოლოდ
საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (ცენტრში). საქართველოს ორგანული
კანონის მე-5 მუხლი განსაზღვრავს იმ სახელმწიფო ორგანოებს და თანამდებობის
პირებს, რომელთა სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე
სრული სახით გამოისახება სახელმწიფო გერბი. ვინაიდან უპირატესი ძალა აქვს
ორგანულ კანონს, გამოიყენება ორგანული კანონი და შესაბამისად
თვითმმართველობის ადმინისტრაციულ აქტებზე არ დაისმება სახელმწიფო გერბი.
(ზოგადად, თვითმმართველი ერთეული არ არის სახელმწიფო ორგანო). |
|
შეიძლება თუ არა თვითმმართველ ერთეულს ჰქონდეს გერბი, დროშა და სხვა სიმბოლოები? |
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით თვითმმართველ ერთეულს აქვს გერბი და დროშა. თვითმმართველი ერთეულის გერბს და დროშას საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით ადგენს თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო რეგისტრაციას. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. |
|
| ||
დაშვებულია თუ არა თვითმმართველი ერთეულის გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახვა ერთ ფირნიშზე? |
|
არა. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულების ,,თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახვა ერთ ფირნიშზე შესაბამისი დაწესებულების დასახელებასთან ერთად. |
![]() |
26 თავი XXV. ტრანსპორტი |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XXV. ტრანსპორტი | ||
უნდა შეთანხმდეს თუ არა თვითმმართველ ერთეულთან გადაწყვეტილება რკინიგზის სადგურების გახსნა-დახურვის და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთების შესახებ? |
დიახ. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, რკინიგზის სადგურების გახსნა-დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით იღებს და მათ მიერ გასაწევი მომსახურების (შესასრულებელი სამუშაოს) ნუსხას განსაზღვრავს რკინიგზა. ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთება სარკინიგზო ქსელთან ხორციელდება რკინიგზის ნებართვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით. |
|
ადგენს თუ არა თვითმმართველობა სოფლის ტიპის იმ დასახლებების ჩამონათვალს, სადაც სავალდებულოა ავტოსადგურიდან ავტობუსების რეისში გასვლა? |
დიახ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18
აგვისტოს №1-1/1558 ბრძანების ,,ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის
ფუნქციონირების წესისა და პირობების” დამტკიცების თაობაზე“ მე-4 მუხლის მე-11
პუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო და ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული
გადაყვანისას ავტობუსების რეისში გასვლა ხდება ავტოსადგურიდან. სოფლის ტიპის
დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულოა ავტოსადგურიდან ავტობუსების
რეისში გასვლა, განისაზღვრება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
ნორმატიული აქტით. |
|
დასახლებულ ადგილებში სადემონსტრაციო ფრენის ნებართვა უნდა გაიცეს თუ არა თვითმმართველ ერთეულთან შეთანხმებით? |
დიახ. საქართველოს საჰაერო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად,
დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ადგილობრივი
თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.
|
|
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის ნებართვას მხოლოდ თვითმმართველი ქალაქის უფლებამოსილი ორგანო გასცემს? |
დიახ. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის ნებართვა, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ნებართვა არის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან თვითმმართველი ქალაქის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით. ნებართვა გაიცემა თვითმმართველი ქალაქის უფლებამოსილი ორგანოს მიერ. თვითმმართველი ქალაქების გარდა, სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანისათვის ნებართვა არ არის საჭირო. ამ კანონის 5 6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცემა არანაკლებ ერთი წლის ვადით. ნებართვის ვადას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. |
|
| ||
უნდა შეთანხმდეს თუ არა თვითმმართველ ერთეულთან ადგილობრივი მნიშვნელობის
საავტომობილო გზებზე არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება? |
დიახ. „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს №956/1-1/746 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის, უსაფრთხოდ გადაადგილების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციასთან და შესაბამისი ქალაქის/რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით (რეკომენდაციით). |
|
ვალდებულია თუ არა თვითმმართველობის ორგანო ჩაატაროს საზღვაო ინციდენტის გამოკვლევასთან დაკავშირებული სამუშაოები? |
დიახ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 15 სექტემბრის №123 ბრძანების ,,ტექნიკური რეგლამენტის „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესის“ დამტკიცების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გემთმფლობელი, საკლასიფიკაციო საზოგადოება, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან გაუწიონ გამომკვლევს11 ყოველგვარი დახმარება, დაუყოვნებლივ მიაწოდონ გამომკვლევს მათ ხელთ არსებული დოკუმენტები და ინფორმაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მისი მოთხოვნით ჩაატარონ საზღვაო ინციდენტის გამოკვლევასთან დაკავშირებული სამუშაოები, აგრეთვე გამოუყონ გამომკვლევს მათ განკარგულებაში არსებული საშუალებები და მიიღონ ზომები საზღვაო ინციდენტის ადგილის დასაცავად. |
![]() |
27 თავი XXVII. ჯანდაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XXVI. ჯანდაცვა | ||
რა უფლებამოსილებანი გააჩნიათ თვითმმართველობის ორგანოებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში? |
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის
შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის სფეროში დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები:
გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება
იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების
ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო
დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით
დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; 11
საზღვაო ინცინდენტთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებას და
საზღვაო ინციდენტის შიდა გამოკვლევას აწარმოებს მარცხგანცდილი გემის
კაპიტანი/გემთმფლობელი, ხოლო საზღვაო ინციდენტის გამოკვლევას –
ადმინისტრაციის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი (ერთპიროვნულად) ან
ადმინისტრაციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით
(ბრძანება) შექმნილი კომისია - გამომკვლევი. (მუხლი 1.5) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო- სააღმზრდელო
დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის
დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული
იმუნოპროფილაქტიკისათვის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების
უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; პრევენციული
და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა. |
|
გადამდები დაავადებებისა და ეპიდემიების კონტროლი შედის თუ არა თვითმმართველობის კომპეტენციაში? |
დიახ. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის 73-ე მუხლის თანახმად, გადამდები (მათ შორის,
ზოოანთროპონოზური, ზოონოზური ბუნების), ენდემური დაავადებებისა და
ეპიდემიების, აგრეთვე განსაკუთრებით გავრცელებული არაგადამდები
დაავადებების კონტროლი შესაბამისად სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეროგატივაა. |
![]() |
28 თავი XXVIII. ადმინისტრაციული წარმოება |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XXVIII. ადმინისტრაციული წარმოება | ||
რა წესით უნდა იქნეს მიღებული ნორმატიული აქტი-საკრებულოს დადგენილება? |
საკრებულოს დადგენილება არის ნორმატიული
აქტი და მისი მიღება უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის IX თავის შესაბამისად. იგი მიღებული უნდა იქნეს საჯარო
ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით, კერძოდ: ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს საკრებულოს განკარგულებით
„ნორმატიული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების
შესახებ“ (211-ე მუხლის პირველი ნაწილი); განკარგულებაში უნდა მიეთითოს
პირი ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, მოამზადოს ნორმატიული აქტი (212-ე
მუხლი); მომზადებული ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გამოქვეყნდეს (213-ე
მუხლი); ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად
აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
ცნობაში ადმინისტრაციული წარმოების შესახებ აღინიშნება:
ა) ადმინისტრაციული
ორგანოს დასახელება, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;
ბ)
ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა;
გ) იმ
ადმინისტრაციული ორგანოს მისამართი, რომელშიც შესაძლებელია მოსაზრებების
წარდგენა; დ) მოსაზრებების წარდგენის ვადა. თუ ნორმატიული
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა,
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოაქვეყნოს მხოლოდ ცნობა
ნორმატიული აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების
შესახებ. ასეთ შემთხვევაში ცნობაში აღინიშნება ნორმატიული აქტის დასახელება
და მისი მოკლე შინაარსი (213-ე მუხლი);
უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა
(110-ე, 111-ე, 112-ე, 120-ე მუხლები);
საკრებულოს სხდომა უნდა ჩატარდეს
და დადგენილება უნდა გამოიცეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღის ვადაში
(120-ე მუხლი). „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17
მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის
პროექტს უნდა დაერთოს: ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება
ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი
დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური
გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება
(გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის
პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი; ბ) პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში
იმ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის
მიღება (გამოცემა); ყველა ზემოთ აღნიშნული და სხვა გარემოებები, ფაქტები,
მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა დადგენილება, უნდა
აღინიშნოს დადგენილებაში. უნდა იყოს დასაბუთებული, თუ რატომ გახდა
აუცილებელი ასეთი შინაარსის დადგენილების მიღება. |
|
იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წარუდგინა საკრებულოს დადგენილების პროექტი, რომელსაც არ აქვს თანდართული განმარტებითი ბარათი, ამ შემთხვევაში უფლებამოსილია თუ არა საკრებულო დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად? |
|
|
რა ვადაში საჩივრდება სასამართლოში გამგებლის ბრძანება და საკრებულოს დადგენილება? | გამგებლის ბრძანება სასამართლოში საჩივრდება 1 თვის ვადაში, ხოლო საკრებულოს დადგენილება-3 თვის ვადაში. ვადის დინება ბრძანების შემთხვევაში აითვლება ადმინისტრაციული აქტის გაცნობიდან, ხოლო დადგენილების შემთხვევაში-უშუალო ზიანის მიყენებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ანდა უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. აღნიშნული გარემოების არარსებობისას სარჩელი არ დაიშვება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი). |
|
თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა საკრებულოს ან გამგებლის
წარმომადგენელი, აქვს თუ არა სასამართლოს უფლება, გამოიტანოს დაუსწრებელი
გადაწყვეტილება? |
არა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის შესაბამისად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. სასამართლოს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს და შეაგროვოს სხვა მტკიცებულებებიც. |
|
თუ გასაჩივრდა გამგებლის ბრძანება, რომელიც გამოიცა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შეუძლია თუ არა სასამართლოს, არ გადაწყვიტოს სადავო საკითხი და დაავალოს გამგებელს განმეორებით იმავე საკითხზე ბრძანების გამოცემა? |
დიახ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4
ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი
მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი
უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ
გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.
სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის
გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. |
|
რა შემთხვევაშია ვალდებული გამგებელი, საკრებულო, ბათილად გამოაცხადოს თავის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი? |
თუ გამგებლის, საკრებულოს ადმინისტრაციული აქტი მიღებულია უფლებამოსილების
გადამეტებით, მიმღები ორგანო ვალდებულია, იგი ბათილად გამოაცხადოს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის
საფუძველზე. |
|
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, არ განიხილოს მოქალაქის განცხადება? |
არა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლის
შესაბამისად, ნებისმიერ პირს უფლება აქვს, მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს
ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად,
რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ
ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული
ორგანო ვალდებულია განიხილოს თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე
შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. |
|
დანაშაულად ითვლება თუ არა ზეგავლენით ვაჭრობა? |
დიახ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391 მუხლის თანახმად, დანაშაულია საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება იმ პირისათვის, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენის სასურველი შედეგი. ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო. |
|
რა ითვლება საჯარო ინფორმაციად? |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის - ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია; (ამოქმედდბა 2013 წლის 1 სექტემბრიდან) |
|
აქვს თუ არა გამგებელს ან საკრებულოს უფლება, განიხილოს საკითხი
დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე? |
არა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის
შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, განიხილოს და
გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს,
რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის
შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს
ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი
მონაწილეობა საქმეში. აღნიშნული პროცედურის დარღვევით გამოცემული
ადმინისტრაციული აქტი დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე
შესაძლებელია სასამართლომ ბათილად გამოაცხადოს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად. |
|
აქვთ თუ არა თვითმმართველ ერთეულებს ურთიერთდახმარების ვალდებულება? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი სამართლებრივი დახმარება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე. სამართლებრივ დახმარებად არ ჩაითვლება:
ა) არ შეუძლია თვითონ განახორციელოს მოქმედება სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზებით; ბ) არ გააჩნია მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების საკმარისი ცოდნა, ხოლო ამ ცოდნას ფლობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო;
ა) ეს სცილდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებს;
|
|
დადგენილია თუ არა თვითმმართველი ერთეულის არქივის მუშაობის წესი? | დიახ. არქივის მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებით დამტკიცებული „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესები“. |
|
რა წესით უნდა მოხდეს თვითმმართველი
ერთეულის რეგისტრაცია? |
„თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 ივნისის №114 ბრძანების
თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების
დეპარტამენტი თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციას ახორციელებს
შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარის მომართვის
საფუძველზე. თვითმმართველი ერთეულის სარეგისტრაციო მონაცემებია: |
|
აუცილებელია თუ არა, დოკუმენტის დამოწმების დროს შედგეს დამოწმების
ფურცელი? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტის დამოწმების დროს დგება დამოწმების ფურცელი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
|
|
შეიძლება თუ არა თვითმმართველობის ორგანო იმავდროულად ჩაითვალოს კერძო სამართლის სუბიექტად? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის თანახმად,
კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც
სამოქალაქო სამართლის სუბიექტი. |
|
შეიძლება თუ არა კერძო საწარმო იმავდროულად ითვლებოდეს ადმინისტრაციულ ორგანოდ (საჯარო დაწესებულებად)? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ა“
ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებად ითვლება ადგილობრივი
ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი
დაფინანსების ფარგლებში. |
|
ითვლება თუ არა საკრებულოს დადგენილება გამოქვეყნებულად, თუ იგი გავრცელებულია პრესით, მაგრამ საჯარო რეესტრში არ არის შეტანილი? |
არა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ვ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოქვეყნებად ითვლება კანონით დადგენილი წესით
საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის
საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. შესაძლებელია
ადმინისტრაციული აქტი გამოქვეყნდეს პრესით, მაგრამ საჯარო რეესტრში მისი
შეტანა აუცილებელია. |
|
დაცულია თუ არა გამხელისაგან იმ პირის ვინაობა, რომელმაც მოამზადა
ადმინისტრაციული აქტის პროექტი? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლის
შესაბამისად, თანამდებობის პირის მიერ გადაწყვეტილებათა მომზადების
პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოსამსახურეთა (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა) ვინაობა დაცულია გამხელისაგან აღმასრულებელი
პრივილეგიით. |
|
პირმა მიიღო სოციალური დახმარება თვითმმართველი ერთეულისაგან. აქვს თუ არა
მას უფლება, მისი ვინაობა დაცული იქნეს გამხელისაგან? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს,
სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
აღნიშნული მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს. საქართველოს კანონის
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის
შესაბამისად პერსონალური მონაცემი არის - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც
უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი
იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან
არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი
ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან
სოციალური ნიშნებით; |
|
რამდენი დღით ადრე უნდა გამოაცხადოს საკრებულომ საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე? | საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთი კვირით ადრე. |
|
აუცილებელია თუ არა, ადმინისტრაციული აქტის ან სხვა დოკუმენტის დამოწმება რეგისტრირებულ იქნეს თვითმმართველ ერთეულში? | დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის ან სხვა დოკუმენტის დამოწმება დადგენილი წესით რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ ორგანოში. |
|
უფლებამოსილია თუ არა საკრებულო, გადაუდებელი აუცილებლობისას დაუყოვნებლივ
მოიწვიოს სხდომა? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-2
ნაწილის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობისას კოლეგიური საჯარო
დაწესებულება უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა და არ გამოაცხადოს ერთი კვირით
ადრე სხდომის ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი. ამ შემთხვევაში
საჯარო დაწესებულება ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის
ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღებისას - აგრეთვე მისი დახურვის შესახებ. გადაუდებელი
აუცილებლობა არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საშიშროება ან
ვითარება, როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში რეალური საფრთხე ექმნება
საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას. |
|
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი დაუყოვნებლივ აცნობოს განმცხადებელს? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის პირველი
ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის
გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. |
|
რა სახის ინფორმაციის გასაიდუმლოებაა დაუშვებელი? |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, იცოდეს:
|
|
რა სახის მონაცემების შეგროვება ეკრძალება თვითმმართველ ერთეულს? | საქართველოს კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი არის - მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლობასთან, ასევე ბიომეტრული მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება ზემოაღნიშნული ნიშნებით. |
|
თუ თვითმმართველმა ერთეულმა არ გასცა საჯარო ინფორმაცია, აქვს თუ არა განმცხადებელს უფლება, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ქონებრივთან ერთად არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება:
|
|
აქვს თუ არა თვითმმართველობის ორგანოს უფლება, დაამოწმოს ის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც მის მიერ არ არის გამოცემული? | დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს მის მიერ ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლები, თუ დედნის და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს. |
|
საჯაროა თუ არა ინფორმაცია თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციების შესახებ? |
არა. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების (მათ
შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშების, ამ
ანგარიშებიდან განხორციელებული ოპერაციებისა და ანგარიშებზე არსებული
ნაშთების შესახებ შეიძლება მიეცეს შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეებს,
შესაბამისი ანგარიშების მფლობელებს და მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი
არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით
აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საჯარო
ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და
დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ
საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. |
|
ითვლება თუ არა ადმინისტრაციულ აქტად თვითმმართველი ერთეულიდან გასული
განცხადება, წერილი და სხვა დოკუმენტი? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ აქტად ითვლება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე
გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის,
წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და
მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება
აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის
უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის
უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან
დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი
შედეგები. |
|
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს გამგებლის (მერის) ბრძანება, საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება? |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:
|
|
ვალდებულია თუ არა გამგებელი, საკრებულო, გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში
მიუთითოს კანონის ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა იგი? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის
შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის
საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი
ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი. |
|
ვალდებულია თუ არა გამგებელი, საკრებულო, გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში
მიუთითოს ყველა ფაქტობრივი გარემობა, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა იგი? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის
შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში,
წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც
არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი
გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან
არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული
წარმოების დროს. |
|
როდის შედის ძალაში გამგებლის ბრძანება, საკრებულოს განკარგულება და
საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება? |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად,
გამგებლის ბრძანება, საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის
ბრძანება ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე
ან მათი გამოქვეყნების დღეს. |
|
თუ მხარეს ფოსტით გაეგზავნა გამგებლის ბრძანება, გაგზავნიდან მერამდენე
დღეს შედის იგი ძალაში? |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად,
დაინტერესებული მხარისათვის ფოსტით გაგზავნილი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს
მე7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია. |
|
თუ განმცხადებელი არის 60 პირი, ადმინისტრაციული აქტი გასაცნობად ყველას უნდა გაეგზავნოს თუ არა ? |
არა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე მუხლის მე-2
ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
ეხება 50-ზე მეტ პირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს
გამოქვეყნებით. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი გასაცნობად გადაეცემა მხოლოდ
განმცხადებელს, ხოლო თუ განცხადებას ხელს აწერს რამდენიმე პირი - პირს,
რომლის ხელმოწერაც განცხადებაში პირველია. |
|
თუ თვითმმართველ ერთეულს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, სად და
როგორ უნდა გამოქვეყნდეს მისი ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული
აქტები? |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად,
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს
შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. თუ
ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო,
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს
ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მთელ
სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, ან გამოცხადდეს
საჯაროდ. |
|
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული, განსაზღვროს გამგებლის,
საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურსამართლებრივი აქტების
გამოქვეყნების წესი? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკრებულო ვალდებულია, წინასწარ განსაზღვროს გამგებლის, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციული აქტების გამოქვეყნების და საჯაროდ გამოცხადების წესი. მიზანშეწონილია, თვითმმართველ ერთეულს ჰქონდეს საკუთარი ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო. მისი არარსებობის შემთხვევაში საკრებულოს დადგენილებით (საკრებულოსა და გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ) შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციული აქტების გამოქვეყნებისა და საჯაროდ გამოცხადების წესი. |
|
შესაძლებელია თუ არა, საკრებულოს სხდომის მოწვევის გარეშე საკრებულოს
დადგენილებაში შესწორდეს არსებული ტექნიკური და გამოთვლის დროს დაშვებული
შეცდომები? |
არა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად,
მხოლოდ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში (და არა ნორმატიულ აქტში) შეიძლება
გასწორდეს ტექნიკური და გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. |
|
აქვს თუ არა პირს უფლება, არ შეასრულოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ
გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, თუ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი
პირის მიერ? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე არარად ითვლება, თუ:
|
|
თუ 7 დღით ადრე საჯაროდ არ გამოცხადდა საკრებულოს სხდომის ჩატარების დროის, ადგილის და დღის წესრიგის თაობაზე, ბათილია თუ არა სხდომაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება? | დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. |
|
სავალდებულოა თუ არა რაიმე ფორმის დაცვა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროში ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის
ნორმატიული აქტის გაგზავნისას? |
დიახ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის N236 ბრძანების ,,ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“ მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, გამოქვეყნებისათვის ნორმატიული აქტები მომზადებულ უნდა იქნეს კომპიუტერზე „Windows“-ის სისტემაში შრიფტით „Sylfaen“, არანაკლებ 11 ზომისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნორმატიული აქტი შედგება სქემების, ცხრილებისა და ნუსხებისაგან, რომლებშიც, მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია 11 ან მეტი ზომის შრიფტის გამოყენება; ამ ბრძანების მე-12 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს, გამოსაქვეყნებლად წარდგენილ უნდა იქნეს აკინძული სახით. ამ შემთხვევაში ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა უნდა დაესვას ბოლო ფურცლის უკანა მხარეს ისე, რომ მან მოიცვას ქაღალდის ნაწილი, რომლითაც აკინძულია ნორმატიული აქტი. |
|
აქვს თუ არა საკრებულოს უფლება, ბათილად გამოაცხადოს თავის მიერ მიღებული
ადმინისტრაციული აქტი და განსაზღვროს მისი მოქმედების შეწყვეტა მომავალში,
კონკრეტული თარიღის მითითებით? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის
შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ
შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მოქმედების შეწყვეტა: ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან;
|
|
თუ შეიძლება, გამგებლის ბრძანება, საკრებულოს დადგენილება გამოიცეს
დაინტერესებული პირის განცხადების გარეშე? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის
შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია
დაინტერესებული პირის განცხადება და ადმინისტრაციული ორგანოსათვის
საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება - გამოსცეს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ
არ არსებობს დაინტერესებული პირის განცხადება და კანონით გათვალისწინებული
ვალდებულება, ადმინისტრაციული აქტი არ უნდა გამოიცეს. |
|
ვალდებულია თუ რა თვითმმართველი ერთეული, დაინტერესებული პირის განცხადება დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში და განმცხადებელს გადასცეს განცხადების რეგისტრაციაში გატარების დადასტურება? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 79-ე მუხლის
შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება მიღების
დღესვე და დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი და ნომერი. ადმინისტრაციული
ორგანო ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ
გაუგზავნოს (გადასცეს) მას განცხადების რეგისტრაციაში გატარების
დადასტურება. |
|
შესაძლებელია თუ არა, თვითმმართველ ერთეულს ჰქონდეს განცხადებების ერთი სარეგისტრაციო ჟურნალი? | დიახ. მუნიციპალიტეტი (თვითმმართველი ერთეული) არის დამოუკიდებელი სამართალსუბიექტი და მას შეიძლება ჰქონდეს განცხადებების ერთი სარეგისტრაციო ჟურნალი. აღნიშნული ჟურნალის გარდა, შესაძლებელია აგრეთვე არსებობდეს საკრებულოს, გამგეობის ადმინისტრაციული აქტების გასავლისა და შემოსავლის სარეგისტრაციო ჟურნალები. |
|
თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, რამდენი დღის ვადაში უგზავნის თვითმმართველი ერთეული განცხადებას უფლებამოსილ ორგანოს? | 5 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გამოთვლისას უქმე და დასვენების დღეები არ ჩაითვლება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილი). |
|
განცხადების უფლებამოსილ ორგანოში გადაგზავნისას აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, გამოთქვას მოსაზრება ან თხოვნა განცხადებაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის შესახებ? | არა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადების გადაგზავნისას დაუშვებელია რაიმე მოსაზრების წარდგენა განცხადებაში დასმული საკითხების გადაწყვეტის შესახებ. |
|
თუ პირმა განცხადებით მიმართა თვითმმართველ ერთეულს, ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან ვერ დგინდება ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში აღნიშნული საკითხი, ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული, უკან დაუბრუნოს იგი განმცხადებელს? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4
ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს
განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა,
ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს
განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.
|
|
აქვს თუ არა
თვითმმართველ ერთეულს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება, მოსთხოვოს
პირს იმ ინფორმაციის და სხვა საბუთის წარდგენა, რომელიც კანონით არ არის
გათვალისწინებული? |
არა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, განმცხადებელს მოსთხოვოს, წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია, კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. დაუშვებელია აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა. |
|
პირმა მიმართა თვითმმართველ ერთეულს განცხადებით და განცხადებაში დაშვებულია შეცდომები. ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლება-მოვალეობები და მიუთითოს განცხადებაში არსებულ შეცდომებზე? | დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებულ შეცდომებზე. |
|
აქვს თუ არა პირს უფლება, თვითმმართველ ერთეულთან ურთიერთობისას ისარგებლოს დამცველის (ადვოკატის) დახმარებით? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის
შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ
ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით და ისარგებლოს დამცველის დახმარებით.
|
|
თუ განცხადებას ხელს აწერს 25-ზე მეტი პირი, პირველი ხელმომწერი ითვლება თუ არა მათ წარმომადგენლად? | დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 89-ე და 90-ე მუხლის თანახმად, თუ განცხადება წარადგინა 25-ზე მეტმა პირმა, განცხადებაზე ხელმომწერი პირები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში ნიშნავენ ერთ წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან. წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ფიზიკური პირი. წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებლებს ადმინისტრაციული ორგანო აძლევს ვადას ახალი წარმომადგენლის დასანიშნად. თუ განმცხადებლები არ დანიშნავენ წარმომადგენელს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, მათ წარმომადგენლად ჩაითვლება განცხადებაზე პირველი ხელმომწერი პირი. |
|
თუ საკრებულოს წევრისათვის ცნობილი გახდა, რომ იგი საქმეში მონაწილე დაინტერესებული პირის ნათესავია, ვალდებულია თუ არა იგი, განაცხადოს თვითაცილების შესახებ? | დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 93-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს წევრი ვალდებულია, საკრებულოს აცნობოს თვითაცილების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღის ვადაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლის შესახებ. საკრებულოს წევრის აცილების საკითხს წყვეტს საკრებულო ამ თანამდებობის პირის მონაწილეობის გარეშე. მთელი კოლეგიური ორგანოს ან კოლეგიური ორგანოს წევრთა იმ რაოდენობის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც ამ ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის, აგრეთვე იმ თანამდებობის პირის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს ზემდგომი ორგანო, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ საკითხის გადასაწყვეტად დანიშნული მისი მოვალეობის შემსრულებელი ან დამოუკიდებელი ორგანო. |
|
თუ ადმინისტრაციული
აქტით შეიძლება გაუარესდეს პირის მდგომარეობა, ვალდებულია თუ არა მისი
გამომცემი ორგანო, უზრუნველყოს ამ პირის მონაწილეობა ადმინისტრაციულ
წარმოებაში? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. |
|
რა ზომებს შეიძლება მიმართოს თვითმმართველმა ერთეულმა მტკიცებულებების
გამოკვლევისა და შეფასების მიზნით? |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია:
|
|
მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. მოწმე ან
ექსპერტი ვალდებულია მისცეს ახსნა-განმარტება ადმინისტრაციულ ორგანოს
მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახსნა-განმარტების
ჩამორთმევა ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
567. შესაბამისი განცხადების შეტანის დღიდან რა ვადაში უნდა გამოიცეს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი? |
ერთი თვის ვადაში; თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი არ ეხება მესამე პირთა ინტერესებს-15 დღის ვადაში. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას ადმინისტრაციულ ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლი). |
|
აქვს თუ არა პირს უფლება,
ერთსა და იმავე საკითხზე ხელახლა მიმართოს თვითმმართველ ერთეულს? |
არა, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა. განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი). |
|
თუ პირმა თვითმმართველ
ერთეულში ერთსა და იმავე საკითხზე განმეორებით წარადგინა განცხადება და
მასში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი
გარემოებანი, უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული, განიხილოს იგი? |
არა. თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც ითქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე. განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი). |
|
რა მონაცემები უნდა იყოს მითითებული საკრებულოს სხდომის ოქმში? |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:
|
|
მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს
აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი, თუ იგი მონაწილეობდა ოქმის შედგენაში. 571.
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული მუნიციპალური ქონების გასხვისება
განახორციელოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან, ლიცენზირებასთან, გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემასთან, სტანდარტიზაციასთან და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესები. |
|
რა ქმედებების განხორციელებას გულისხმობს თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან საჯარო ადმინისტრაციული წარმოება? | საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დროს საჯარო გაცნობისათვის უნდა გამოქვეყნდეს განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები, დასკვნები. საჯაროდ გამოცხადებიდან 20 დღის ვადაში ყველას აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები. უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა და ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 დღეში უნდა გამოიცეს ადმინისტრაციული აქტი (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე_121-ე მუხლები). |
|
რა ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საკრებულოს, გამგებლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი? | საკრებულოს, გამგებლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლი). |
|
საკრებულოს, გამგებლის სამართლებრივი აქტის გასაჩივრება აჩერებს თუ არა მის
მოქმედებას? |
დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ:
|
|
ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს ადმინისტრაციულ საჩივარზე. ამ შემთხვევაში საჩივარზე უარის თქმა აჩერებს თუ არა მის განხილვას, თუ საჩივრის განუხილველობას შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების შელახვა ან მნიშვნელოვანი ზიანი? |
|
|
თუ თვითმმართველობის მოხელის ქმედებამ გამოიწვია ზიანი, ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული, საკუთარი ბიუჯეტიდან აანაზღაუროს შესაბამისი ზიანი? | დიახ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. |
|
ვის აქვს საკრებულოს დადგენილების
მომზადების უფლება? |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 212-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ამზადებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია გამოსცეს იგი. საკუთარ უფლებამოსილებათა ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება დაავალოს ქვემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ხელშეკრულების საფუძველზე. |
|
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება, სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღოს ინფორმაცია მოქალაქის ნასამართლობის და ძებნაში ყოფნის, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ? |
დიახ. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 მარტის №172 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღების წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის ნასამართლობის და ძებნაში ყოფნის, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის მისაღებად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები სამინისტროს მიმართავენ სათანადო მოთხოვნით. სათანადო ინფორმაციის მოთხოვნამდე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები უზრუნველყოფენ შესაბამისი პირისაგან წერილობითი თანხმობის მიღებას, რომელიც სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სამინისტროს. ინფორმაციის მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს შემდეგი მონაცემები:
|
|
დაშვებულია თუ არა თვითმმართველობის ან სახელმწიფო ორგანოების მხრიდან
იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით
პირისათვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა? |
|
|
ხორციელდება თუ არა 14 წლამდე პირის საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით რეგისტრაცია თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის განცხადების
საფუძველზე? |
დიახ. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 14 წლამდე პირის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია ხორციელდება ამ პირთა კანონიერი წარმომადგენლის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. |
|
ვალდებულია თუ არა რეგისტრაციის ორგანო 14-დან 65 წლამდე მამაკაცის რეგისრაციის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს სამხედრო განყოფილებას აცნობოს მისი ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი? |
დიახ. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა
რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის
პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის
შესაბამისად, რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია 14-დან 65 წლამდე მამაკაცის
რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის
შესაბამისი ორგანოს სამხედრო განყოფილებას რეგისტრაციის თარიღი და ახალი
საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის
ვადაში – რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი. |
|
უფლებამოსილია თუ არა თვითმმართველი ერთეული მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლებაზე გასცეს თანხმობა? |
დიახ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N 4 ბრძანების ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მე-14 მუხლის 29-ე პუნქტის შესაბამისად, თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნავეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზედაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სარგისტრაციო წარმოება ჩერდება, ხოლო იგი განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსგან პასუხის მიღების შემდეგ. |
|
რა სახის ცნობებს გასცემს თვითმმართველი ერთეული? |
ზოგადად, ადმინისტრაციულ ორგანოს (თვითმმართველ ერთეულს) უფლება არა აქვს,
გასცეს საქართველოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი ცნობა, დოკუმენტი.
მას უფლება აქვს, გასცეს იმ სახის ცნობები, რომლებიც პირდაპირ არის
გათვალისწინებული ნორმატიულ აქტებში. კერძოდ:
ორგანული კანონის
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, რწმუნებული მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს. საქართველოს
იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების „სანოტარო
მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
85-ე მუხლის პირველი პუნქტის დ1 ქვეპუნქტის შესაბამისად, სამკვიდროს
ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტი შეიძლება იყოს -
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტი კონკრეტულ
ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან
სარგებლობის შესახებ, აგრეთვე ორდერი, სადაც ორდერში შეტანილ პირებში
მითითებულია როგორც მამკვიდრებელი, ისე მემკვიდრე. |
|
![]() |
29 თავი XXVIV. სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
30 XXIX. სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
XXIX. სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები | აქვს თუ არა უფლება თვითმმართველ ერთეულს, დაამოწმოს ანდერძი? დიახ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1357-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილ და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ, ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის _ თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. ასევე 1281-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დანიშნულ იქნეს გარდაცვლილი მშობლების მითითებისამებრ ნოტარიალურად ან, თუ ნოტარიუსი ხელმისაწვდომი არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის (ანდერძის) საფუძველზე. |
|
აქვს თუ არა თვითმმართველობას უფლება, მემკვიდრეს მოსთხოვოს საანდერძო დანაკისრის შესრულება? |
დიახ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1397-ე მუხლის მე-4 ნაწილის
თანახმად, მემკვიდრისაგან მასზე დაკისრებული მოქმედების შესრულების
მოთხოვნა შეუძლია სასამართლოს მეშვეობით ანდერძის აღმსრულებელს, ხოლო თუ ის
არ არის, მაშინ ყოველ მემკვიდრეს, ასევე დაინტერესებულ საზოგადოებრივ და
რელიგიურ ორგანიზაციებს, ფონდებს, სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებს. |
|
ვალდებულია თუ არა თვითმმართველი ერთეული, როგორც უზუფრუქტუარი დააზღვიოს
ნივთი? |
არა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 245-ე მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად, უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის არსებობის მანძილზე
დააზღვიოს ნივთი, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.
თუ უზუფრუქტის საგანი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი
და უზუფრუქტუარი საჯარო სამართლის იურიდიული პირია ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოა, ნივთის დაზღვევა არ არის სავალდებულო. |
|
შეიძლება თუ არა ბავშვის ქონების მართვის უფლება გადაეცეს ქონების მურვეს
თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე? |
დიახ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1211-ე მუხლის შესაბამისად, ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს მშობლების მიერ ნოტარიალურად ან, თუ ნოტარიუსი ხელმისაწვდომი არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე. | |
![]() |
31 თავი XXX. საერთაშორისო ხელშეკრულებები |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XXX. საერთაშორისო ხელშეკრულებები | ||
რას ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2002 წლის 28 დეკემბერს №1935 დადგენილებით რატიფიცირებული „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულება (მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის მეორე პროექტი)“? |
საქართველოს პარლამენტის მიერ 2002 წლის 28 დეკემბერს №1935 დადგენილებით
რატიფიცირებული „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას
შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულება (მუნიციპალური განვითარებისა და
დეცენტრალიზაციის მეორე პროექტი)“ ითვალისწინებდა 15 400 000 სესხის
გამოყოფას, გამოსახულს შDღ-ის (სესხების სპეციალიზებული უფლება)
ეკვივალენტში. საქართველოდან მისი განხორციელება დაევალა საქართველოს
სოციალური ინვესტიციების ფონდს (სსიფ). პროექტის დახურვის ვადად
განსაზღვრული იყო 2006 წლის 30 ივნისი. პროექტის მიზანი იყო, გაზრდილიყო
მონაწილე ადგილობრივი მმართველობების ეფექტიანობა იდენტიფიკაციის,
დაგეგმვის, მომსახურების უზრუნველყოფისა და გაწეული დანახარჯების ამოღების
სფეროში ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და საქალაქო მომსახურებისათვის.
პროექტი შედგებოდა შემდეგი ნაწილებისაგან:
ინსტიტუციური განვითარება
ტექნიკური დახმარების გაწევა სესხის მიმღები ქვეყნის ცენტრალური სამთავრობო
ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მმართველობისათვის ითვალისწინებს იმ
პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება მათი
შესაძლებლობების განვითარებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ფუნქციების
ეკონომიურად და ეფექტიანად განხორციელებისკენ, ასევე ძლიერი სამართლებრივი
ბაზის ჩამოყალიბებისაკენ, ადგილობრივი მმართველობების ადმინისტრაციული
სტრუქტურის ორგანიზებისა და მუნიციპალიტეტების და მუნიციპალური საწარმოების
ფუნქციონირებისა და მართვის მიზნით; საინვესტიციო პროექტები მუნიციპალური
განვითარების ფონდის საშუალებით განვითარებისაკენ მიმართული სპეციფიკური
პროექტების (ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების) გრანტის და სესხის
დაფინანსების უზრუნველყოფა (ადგილობრივი საინვესტიციო პროექტების
დაფინანსება) შერჩეული ადგილობრივი მმართველობისათვის (მონაწილე
ადგილობრივი მმართველობებისათვის). |
|
რას ითვალისწინებდა საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის 2003 წლის 18 ივლისს რატიფიცირებული ხელშეკრულება? |
საქართველოს პარლამენტის მიერ 2003 წლის 18 ივლისის №2487 დადგენილებით
რატიფიცირებულ იქნა „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას
შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულება (სოციალური ინვესტიციების
ფონდის მეორე პროექტი)“. ეს იყო სესხის ხელშეკრულება საქართველოსა და
საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის. საქართველოს მხრიდან მისი
განხორციელება დაევალა საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდს (სსიფ).
სესხის მთლიანი თანხა შეადგენდა 11 მილიონს შDღ-ის (სესხების
სპეციალიზებული უფლება) ეკვივალენტური მოცულობის სხვადასხვა ვალუტაში.
სესხის დაფარვის ვადა განისაზღვრა 2003 წლიდან 2043 წლამდე. პროექტის
დასრულების სავარაუდო ვადად მიჩნეული იყო 2007 წლის 31 მარტი. პროექტის
მიზანი იყო: თემებისათვის დახმარების გაწევა, რათა მათ ორგანიზებულად
გადაეჭრათ საერთო პრობლემები; ადმინისტრირების გაუმჯობესება და
მონაწილეობრივი მიდგომის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე; თემების მიერ სოციალური და ეკონომიკური მომსახურების უწყვეტი გამოყენება.
განხორციელების გზები: თემების, ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა. სწავლებისა და
ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა: მცირემასშტაბიანი
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული მიკროპროექტები; სოციალური
და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული
მიკროპროექტების დაფინანსება სამოქმედო სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებული
მოთხოვნების შესაბამისად; სსიფ-ის ინსტიტუციური მხარდაჭერა. სსიფ-ის
ოპერაციული შესაძლებლობების განვითარება შემდეგი გზით: |
|
რას ითვალისწინებს საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFჭ) (მაინის ფრანკფურტი) შორის 2004 წლის 14 იანვარს რატიფიცირებული ხელშეკრულება? |
საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წლის 14 იანვარს №3242 დადგენილებით
რატიფიცირებულ იქნა საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFჭ)
(მაინის ფრანკფურტი) შორის სასესხო და საპროექტო ხელშეკრულება 7 500 000
ევროზე. სესხის დაფარვის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2043 წელი. პროექტის
გეგმა: პროექტი წარმოადგენს „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე
ზონაში დასაქმების გენერაციის პროგრამის“ გაგრძელებას (GშIFI - BMძ -NO.
1999 65 989). პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებს სოციალურ და ეკონომიკურ
ინფრასტრუქტურასა და თემების განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებში.
პროექტის მიზნებია: |
|
|
||
რა პრინციპებზეა აგებული ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია, რომლის რატიფიცირება მოხდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2004 წლის 26 ოქტომბერს? |
ევროპული ქარტია აგებულია დემოკრატიულ პრინციპზე _ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს მართვაში. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები აღიარებენ მოქალაქეთა უფლებას, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მართვაში. ამ უფლების პირდაპირი რეალიზაცია ყველაზე ეფექტიანად შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე, აგრეთვე შემდეგ პრინციპებზე: თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ ფართო ავტონომია თავიანთი კომპეტენციის, ამ კომპეტენციის განხორციელებისა და ამისათვის აუცილებელი სახსრების მხრივ. მათ უნდა ჰქონდეთ ყველა აუცილებელი სახსრები და შესაძლებლობა თავიანთი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ფინანსური წყაროები თანაზომიერი უნდა იყოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ მათ უფლება - მოვალეობებთან. |
|
|
||
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით გარანტირებულია თუ არა მაღალკვალიფიციური პერსონალის დაქირავების უფლება? |
დიახ. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების მოხელეთა სამსახურის პირობები უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მოხდეს მაღალკვალიფიციური პერსონალის დაქირავება დამსახურებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე; ამ მხრივ უზრუნველყოფილი იქნება პროფესიული მომზადების ადეკვატური საშუალებები, ანაზღაურება და სამსახურებრივი დაწინაურების საშუალებები. მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველ ერთეულს ჰქონდეს უფლება, თვითონ განსაზღვროს მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები, მათი წახალისების წესი. პრეზიდენტის ბრძანებულებით არ უნდა დადგინდეს თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი. ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ქარტიას. |
|
|
||
თუ შეიძლება, თვითმმართველობას არ ჰქონდეს შემოსავალი გადასახადებიდან და
მოსაკრებლებიდან? |
არა. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ფინანსური წყაროების თუნდაც ნაწილი უნდა შემოდიოდეს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, რომელთა ოდენობის დადგენაც შეუძლიათ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს კანონის ფარგლებში. |
|
|
||
შეიძლება თუ არა რომ გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრაში არ
მონაწილეობდეს სქართველოს რომელიმე მუნიციპალიტეტი? |
არა. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ფინანსურად სუსტ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა დაცვა მოითხოვს ფინანსური გათანასწორების პროცედურების ან სხვა შესაბამისი ზომების გატარებას, რომელთა დანიშნულებაა, გამოასწორონ ფინანსების პოტენციური წყაროებისა და ფინანსური ვალდებულებების არაადეკვატური განაწილების შედეგები. ამგვარი პროცედურები ან ზომები არ შეზღუდავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების თავისუფლებას მათი კომპეტენციის ფარგლებში. აღნიშნულ საკითხს ეხება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანება ,,გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“. |
|
|
||
აქვთ თუ არა თვითმმართველ ერთეულებს უფლება, შექმნან გაერთიანება სხვა თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად? |
დიახ. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მე-10 მუხლის შესაბამისად, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას უფლება აქვთ, ითანამშრომლონ და კანონის ფარგლებში შექმნან გაერთიანება ხელისუფლების სხვა ადგილობრივ ორგანოებთან, რათა შეასრულონ საერთო ინტერესებში შემავალი ამოცანები. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველ ერთეულებს თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნან გაერთიანება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. |
|
|
||
რომელი ნორმის შესაბამისად აქვთ უფლება საქართველოს თვითმმართველობის ორგანოებს, ითანამშრომლონ სხვა სახელმწიფოს თვითმმართველობის ორგანოებთან? |
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს უფლება აქვთ, კანონით დადგენილი პირობების დაცვით ითანამშრომლონ სხვა სახელმწიფოების ანალოგიურ ორგანოებთან. აღნიშნულ საკითხს ეხება ,,ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“ სახელმძღვანელო ევროპული კონვენცია. აღნიშნული კონვენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულების ან ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლობას მოსაზღვრე რაიონებში ისეთ სფეროებში, როგორიცაა რეგიონალური, საქალაქო და სასოფლო განვითარება, გარემოს დაცვა, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურისა და მომსახურეობების გაუმჯობესება და ურთიერთდახმარება საგანგებო მდგომარეობების დროს. |
|
|
||
ვალდებულია თუ არა სახელმწიფო, ხელი შეუწყოს საქართველოს თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვა სახელმწიფოს თვითმმართველობის ორგანოებს შორის კავშირების დამყარებას? |
დიახ. ამ მიზნით საქართველოს მიერ დადებულია შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებები:
|
|
![]() |
32 თავი XXX. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ |
▲ზევით დაბრუნება |
კითხვები |
პასუხები |
|
თავი XXX. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ | ||
შეიძლება თუ არა საქართველოს მთავრობის ან მინისტრის სამართლებრივი აქტით მოხდეს თვითმმართველი ერთეულისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება ხელშეკრულების გარეშე? | არა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება დაიშვება საქართველოს საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით. აქედან გამომდინარე უფლებამოსილებათა დელეგირება დაიშვება მხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით. საქართველოს კანონით ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ მე-16 მუხლის შესაბამისად, დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება, ხოლო თვითმმართველი ქალაქი თბილისისათვის − აგრეთვე მუნიციპალურ საწარმო „თბილტრანსში“ ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოქმნილი დავალიანება. | |
აქვს თუ არა თვითმმართველ ერთეულს უფლება ნებაყოფლობით გაუწიოს დახმარება სახელმწიფო მმართველობის ორგანოს? | დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 652 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 1 იანვრამდე თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხი. ეს ნორმა ვრცელდება 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. | |
რამდენი ამომრჩევლის მოთხოვნით შეიძლება მოწვეულ იქნას საკრებულოს სხდომა? | „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან 1 კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ამ ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრეთაგან უხუცესი წევრი. | |
აქვს თუ არა ამომრჩევლეთა 1%-ს საკრებულოს დადგენილების პროექტის
მომზადებისა და საკრებულოში შეტანის უფლება? |
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 582 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს უფლება აქვს, მოამზადოს და შეიტანოს საკრებულოს დადგენილების პროექტი, ან წარადგინოს წინადადება საკრებულოს ნორმატიული აქტის გაუქმების, ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან დამატებების შეტანის შესახებ. პეტიციის წესით საკითხი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით. პეტიციის წესით შეტანილ პროექტს ხელს უნდა აწერდეს თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%. პეტიციის წესით შეტანილ პროექტს თან უნდა ერთოდეს ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი. კანონით დადგენილი წესით შეტანილ პეტიციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს აპარატი. საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შემოტანილი პროექტი რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შემოტანილი პროექტის განხილვაში მომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი. | |
რომელი ორგანოა უფლებამოსილი, განსაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების სტრუქტურა? | „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის და 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს და გამგეობის (მერიის) სტრუქუტრა უნდა იქნას გათვალსწინებული შესაბამისად საკრებულოს და გამგეობის დებულებებში. | |
აქვთ თუ არა თვითმმართველობის ორგანოებს მოსაკრებლის აკრეფის უფლება? | დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება. აღსანიშნავია, რომ „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. პასუხისმგებლობა გადახდევინებისთვის ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება. | |
შეიძლება თუა რა საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდეს? | დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ზოგადად საკრებულოს სხდომა ღიაა. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. | |
დაიშვება თუ არა საკრებულოზე საკითხი გადაწყდეს დახურული კენჭისყრით? |
არა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
26-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე მის კომპეტენციას
მიკუთვნებული საკითხები, როგორც წესი, ღია კენჭისყრით წყდება. |
|
რა შემთხვევაშია საკრებულოს წევრი ვალდებული უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაში მონაწილეობაზე? | „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 322 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს. | |
ვალდებულია თუ არა საკრებულოს წევრი შეასრულოს მისი წარმდგენი პოლიტიკური
გაერთიანების დავალებები? |
არა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს წევრი სარგებლობს
თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობების
შესრულებისას საკრებულოს წევრი შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი
წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით. |
|
რა განეკუთვნება სახელმწიფოს უფლებამოსილებას თვითმმართველობის სფეროში? |
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ხელს უწყობენ ადგილობრივი
თვითმმართველობის განვითარებას. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
სახელმწიფოს უფლებამოსილებას თვითმმართველობის სფეროში განეკუთვნება:
|
|
შესაძლებელია თუ არა, საკრებულოს უფლებამოსილებები გადაეცეს სხვა ორგანოებს? |
არა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს უფლებამოსილებები არ
შეიძლება გადაეცეს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს. |
|
აქვს თუ არა უფლება თვითმმართველობის ორგანოს, განახორციელოს
საქმისწარმოება არასახელმწიფო ენაზე? |
არა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა. ადმინისტრაციული აქტები უნდა გამოიცეს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებს არა აქვთ იურიდიული ძალა. საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზური. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ენა ქართულ ენასთან ერთად არის აფხაზური. | |
აქვს თუ არა საქართველოს პარლამენტს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება
თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების შესახებ? |
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის
შექმნის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს
პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე. საქართველოს
პარლამენტის გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების,
მისი ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
უფლებამოსილია თუ არა საკრებულო მიმართოს სახელმწიფო რწმუნებულს -
გუბერნატორს სოფლის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შუამდგომლობით? |
დიახ. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულების
,,დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესის
დამტკიცების შესახებ“ მე-3 პუნქტის შესაბამისად, დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი)
ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შუამდგომლობით თვითმმართველი ერთეულის საკრებულო
მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს. დასახლების ადმინისტრაციული
საზღვრის შეცვლის შესახებ საკრებულოს შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს: ა) დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საჭიროების დასაბუთება; ბ) დასახლების ახალი ადმინისტრაციული საზღვარი და სქემატური რუკა ; სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი საკრებულოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარდგინებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის თაობაზე. წარდგინებას თან უნდა დაერთოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. |
|
ვრცელდება თუ არა თვითმმართველობის უფლებამოსილებანი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე? |
არა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
141 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
უფლებამოსილებანი არ ვრცელდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე. |
|
რამდენი წევრისგან შედგება მუნიციპალიტეტის საკრებულო? |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამის მუნიციპალიტეტში შემავალი ყოველი თემიდან მაჟორიტარული წესით არჩეული თითო წევრით და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული ათი წევრით. | |
დაიშვება თუ არა რომ საკრებულოში არსებობდეს 6 კომისია? |
არა. ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის (მერიის) და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით იქმნება არა უმეტეს 5 კომისიისა. | |
რა სახის სტრუქტურული ერთეულების შექმნის უფლება აქვს თვითმმართველობას? |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს და გამგებლის (მერის) დავალებებს. თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, შექმნას მხოლოდ ის სამსახური (სტრუქტურული ერთეული), რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს ან გამგებლის გადაწყვეტილებების აღსრულებას. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომელი გადაწყვეტილების აღსრულება ევალება სამსახურს. ის სამსახური, რომელიც არ უზრუნველყოფს საკრებულოს ან გამგებლის გადაწყვეტილებების აღსრულებას, არ უნდა არსებობდეს. მაგ., არ უნდა არსებობდეს გამგეობის აპარატი, რადგან მისი ფუნქცია არ არის საკრებულოს და გამგებლის გადაწყვეტილებების აღსრულება. მისი ფუნქციაა გამგეობის ხელშეწყობა. | |
შესაძლებელია თუ არა, კომისიაში სამუშაოდ მოწვეულ იქნეს გარეშე პირი სათანადო ანაზღაურებით? | დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. | |
რა არის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი და რა მიზნით იქმნება იგი? | „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის თანახმად, ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და თავმჯდომარეს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. | |
რა მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო? |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე
მუხლის შესაბამისად, საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის,
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების), საკრებულოს კომისიებისა
და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან. საკრებულოს ბიურო:
|
|
ვალდებულია თუ არა საკრებულო წინასწარ გამოაქვეყნოს ინიციირებული გადაწყვეტილებების პროექტები? |
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 581 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები, ადგილობრივი სამსახურები და თანამდებობის
პირები ვალდებული არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური
პირობები მოქალაქეთა მიღების, თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში
მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა კონტროლის
გამჭვირვალობისათვის და კანონით დადგენილი წესით: ბ) უზრუნველყონ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კოდიფიცირება და მათი ხელმისაწვდომობა. |
|
რა არის საკრებულოს ფრაქცია და რა მიზნით იქმნება იგი? | „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ საკრებულოს ფრაქციაში. ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის ჩამოყალიბება შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე. დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო (რელიგიური, პროფესიული და ა.შ.) ნიშნით. ფრაქციის შექმნა საკრებულოს წევრების უფლებაა და არა ვალდებულება. | |
შეიძლება თუ არა საკრებულოს წევრი დათხოვნილ იქნას საჯარო დაწესებულებიდან საკრებულოს თანხმობის გარეშე? | არა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 326 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს წევრი არ შეიძლება ადმინისტრაციის ინიციატივით დაითხოვონ საჯარო დაწესებულებიდან ან დისციპლინური წესით გადაიყვანონ დაბალხელფასიან სამუშაოზე საკრებულოს თანხმობის გარეშე, ხოლო საკრებულოს სხდომებს შორის პერიოდში – საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე. | |
ყველა საკრებულოს წევრი იღებს ხელფასს? |
არა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
321-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას
ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ.
ანაზღაურებადია მხოლოდ საკრებულოს შემდეგ თანამდებობის პირთა საქმიანობა:
დ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; |
|
რა სახის საქმიანობის განხორციელება ეკრძალება საკრებულოს წევრს? |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
323-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს წევრს უფლება არა
აქვს:
|
|
შეიძლება თუ არა საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგულად გამოაცხადოს
საქართველოს მთავრობამ? |
დიახ. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს დადგენილება, რომელიც მიღებულია დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით, ძალადაკარგულად შეიძლება გამოაცხადოს საქართველოს მთავრობამ. | |
რა ფუნქციები აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს? |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე:
|
|
რა მიზნით იქმნება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო? | „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს გადაწყვეტილებით იქმნება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები. | |
რა ფუნქციები აქვს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს - რწმუნებულს? |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რწმუნებული:
|
|
რა ვალდებულებები აკისრია თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს? |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე
მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად,
დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს (მერს) ინფორმაცია ადმინისტრაციულ
ერთეულში: ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ; ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ; ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. |
|
რა ფუნქციები აქვს გამგებელს? |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამგებელი:
|
![]() |
33 თავი XXXII. რჩევები |
▲ზევით დაბრუნება |
გადაწყვეტილებების პროექტები წინასწარ უნდა გამოქვეყნდეს. „ადგილობრივი
თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ,
წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების
პროექტებს. ეს უფლება არ უნდა შეიზღუდოს. მოქალაქეებს უნდა მიეცეთ თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. უნდა გაიმართოს საკითხების საჯარო
განხილვა. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაესწრონ საჯარო განხილვებს
და გამოთქვან საკუთარი აზრი. თვითმმართველობა ვალდებულია მოუსმინოს თავის
ამომრჩეველს. თვითმმართველობის საქმიანობა საჯარო უნდა გახდეს. თვითმმართველობა უნდა
შეეცადოს, ამომრჩეველს მიაწოდოს ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ.
მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ასევე ინფორმაცია თვითმმართველობის სამომავლო
გეგმების თაობაზე. მნიშვნელოვანია თვითმმართველობების თანამშრომლობა საერთაშორისო
ორგანიზაციებთან. ევროპის ქვეყნებში თვითმმართველ ერთეულში ამისათვის შექმნილია
სპეციალური სამსახური. მის ბიუჯეტში ხშირად ასახულია თანხები, რომლებიც ამ
ურთიერთობების შედეგად არის მოძიებული. მნიშვნელოვანია, თვითმმართველ ერთეულს ჰქონდეს დროშა, გერბი და სხვა
სიმბოლოები. თვითმმართველობის მიერ გამოცემულ ყოველ ადმინისტრაციულ აქტში უნდა მიეთითოს
ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი. ეს
შეიძლება იყოს თვითმმართველ ერთეულში შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც
შესაძლებელია მოჰყვეს იურიდიული შედეგები. მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დასაბუთდეს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რეალურად დაინახოს, რა შეიცვლება 1 წლის
შემდეგ, ბიუჯეტის დახარჯვის შედეგად. ბიუჯეტში მითითებული უნდა იქნეს მისი
შესრულების შემდეგ მოსალოდნელი შედეგები რაოდენობრივი ან თვისობრივი
მაჩვენებლებით.
თავი XXXII. რჩევები
![]() |
34 თავი XXXII. გამოყენებული ნორმატიული აქტების ნუსხა |
▲ზევით დაბრუნება |