The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ჩემი მეგობარი თვითიზოლაცია


ჩემი მეგობარი თვითიზოლაცია


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გურლი ჯედ
თარიღი: 2020



გ|გურლი ჯედ

1 * * *

▲ზევით დაბრუნება


რეფლექსია

ჩემი მეგობარი თვითიზოლაცია - დროებით ჩემთან საცხოვრებლად გადმოვიდა, მაგრამ აი, გადის კვირები და ის ისევ ჩემთან ცხოვრობს. მომწონს მასთან ერთად ყოფნა, თუმცა, არის წუთები, როცა ვფიქრობ: ნეტავ როდის დაბრუნდება, საიდანაც მოვიდა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს, რომ ასე ვთქვი, რომ თითქოს ვფიქრობდე, ყველაფერი უნდა დატრიალდეს უკან და თავის ძველ, ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ასე არ ვფიქრობ, რადგან ვიცი, რომ ეს შეუძლებელია, შეუძლებელია ძველ, ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება. ნორმალური. რა ნიშნავს სიტყვა „ნორმალური“, როგორი გახდა მისი მნიშვნელობა ახლა, როცა ადამიანებმა ამდენი დრო გავატარეთ თვით-იზოლაციაში, საკუთარ თავებთან მარტო? ამ მდგომარეობამ ჩვენ შეგვცვალა, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, მე სხვა რამ დავასკვენი: რომ თვითიზოლაციამ კი არ შემცვალა, არამედ გარეთ გამოიტანა და ცხადი გახადა ის, რაც აქამდე ჩემში ისედაც იყო.

როდესაც ჩემს თვითიზოლაციამდელ ცხოვრებას ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ ბორბალში მორბენალ იმ ზღვის გოჭს ვგავდი, რომელიც მუდმივად ამ ბორბალში დარბის. რამდენ ძალისხმევასა და ენერგიას ვხარჯავდი, ვაწყდებოდი ყველაფერს, მაგრამ სინამდვილეში რა გამომდიოდა, რას ვაკეთებდი, რას ვქმნიდი, საით მივდიოდი? ჩემს გალიაში გამოკეტილი, მხოლოდ მათ ვართობდი და ვგვრიდი სიამოვნებას, ვინც გალიის გარედან მაკვირდებოდნენ. მაშინ ვფიქრობდი, რომ თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ვიყავი სხვების ახირებებისა და სურვილების მონობაში, მათ მონობაში, ვინც გარედან მაკვირდებოდნენ.

რეალობა

ჩემი კომპანიონი - თვითიზოლაცია იმდენ რამეს მასწავლის... ის თვითონ ბევრს არასდროს ლაპარაკობს, მაგრამ საუკეთესო მსმენელია. ხშირად ვუყვები ამბებს, რა ხდება მსოფლიოში, ასე ვისწავლე, რომ შიშში ცხოვრობს მთელი მსოფლიო, რომელიც ძრწის საკუთარი წარსულის აჩრდილის, აწმყოს ჯოჯოხეთური სიმხურვალისა და მომავლის მძვინვარე მდუმარების წინაშე. შიში არის იარაღი, რომელსაც ერთნაირად იყენებენ ლიდერები და ცრუპენტელები, პრინცები და მოვაჭრეები, მეგობრები და მტრები. შიში იქამდე კლავს და გუდავს თავის მსხვერპლს, სანამ ეს უკანასკნელი სიკვდილის ყინულოვან ბრჭყალებს იგრძნობს საკუთარ ყელზე. შიშმა იცის, რომ ყველაფერი, რაც მისთვის საჭიროა, არის მუქარა, რომელიც თავისას იზამს.

ბავშვობიდან მახსოვს ბიბლიური ისტორია. როდესაც იესო თავის მოწაფეებთან ერთად ნავით გალილეის ზღვაში მიცურავდა. მან უთხრა მოციქულებს: მოდი, გადავიდეთ მეორე ნაპირზე. შემდეგ იესოს ჩაეძინა. ჭეშმარიტება ჯერ კიდევ არ იყო გაცხადებული. ძალა ისვენებდა. ამ დროს დაიწყო ქარიშხალი, ტალღები ნავს დაღუპვით ემუქრებოდნენ, აქეთ-იქით ახეთქებდნენ. მოციქულები შიშმა შეიპყრო. ფიქრობდნენ, რომ დახრჩობა გარდაუვალი იყო. მათ ახსოვდათ, რომ იესო მათთან იყო, მაგრამ არ ახსოვდათ, რომ ის იყო მათ გვერდით, ვინც თქვა: მოდი, გავიდეთ მეორე ნაპირზე! სიტყვები ჭეშმარიტებისა მომავლისა და იმედის შესახებ, რომლებიც თავად ძე ღვთისას ბაგეებიდან წარმოითქვა, ბობოქარი ქარიშხლის მძვინვარებამ შეასუსტა, მაგრამ ვერ ჩაახშო.

ურთიერთობები

აღმოვაჩინე, რომ თვითიზოლაციასთან მეგობრობა საშინელ ამინდთან მეგობრობას ჰგავს. ის აქ ჩემთან ერთად არის რთულ დროში. მაშინვე, როცა პირველად შემოაბიჯა ჩემს ცხოვრებაში, მივხვდი, რომ ჩვენ შორის იქნებოდა მეგობრობა/სიძულვილი. სინამდვილეში, ის ეგოისტია, მანიპულაციების დიდოსტატი და მომთხოვნი. ის გვართმევს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანს - ნამდვილ ურთიერთობებს. მე ახლა უკვე ვიცი, რომ ღრმა და წმინდა ადამიანური ურთიერთობები, თუნდაც მათ შეეძლოთ ჩვენთვის დანის ჩაცემა და იმედგაცრუება, მაინც ჯობს ტირილით მხრებაცახცახებულ თვითიზოლაციას. რომელიც ისევ მაცდუნებს, მეძახის და მიხმობს თავისკენ. მაგრამ ვიცი, რომ არ შეუძლია, მაგრძნობინოს და განმაცდევინოს ნამდვილი ურთიერთობის ვნებიანი სურვილი.

როდესაც დადგება დრო თვითიზოლაციასთან განშორებისა, ვიცი, როგორი მტკივნეული იქნება ეს ჩემთვის. მაგრამ მეტად მტკივნეული და რთული იქნება იქ დაბრუნება, სადაც ჩვენ შევწყვიტეთ ნამდვილი ურთიერთობები. თქვენ დაინახავთ, რომ ყველაფერი იქნება შეცვლილი. შეცვლილი იქნება სამყარო და ერთადერთი სიბრძნე, რომელიც დარჩება განვლილიდან, იქნება იმის ცოდნა, რომ ცხოვრება უნდა ავაშენოთ რაღაც უფრო მეტზე. ვიდრე ჩვენ ირგვლივ არსებული მატერიალური სიკეთეებია, მეტზე, ვიდრე გამდიდრების მაცდური სურვილია; მეტზე, ვიდრე უკეთესისა და უკეთესის მოპოვებისკენ მუდმივი სწრაფვაა. ეკონომიკა შესაძლოა წუთში განადგურდეს, სამუშაო ადგილები დავკარგოთ ადამიანებმა, დავკარგოთ წლებით და შრომით ნაგროვები ქონება, მაგრამ არ ემსახუროთ მაყურებელს, არ დანებდეთ შიშის შემაძრწუნებელ ურჩხულს. გახსოვდეთ ჭეშმარიტების სიტყვები. გახსოვდეთ, რომ ადამიანის ჩანაცვლება არაფრით შეიძლება.

ჯედ გურლი - ამერიკელი ქველმოქმედი, ენის შემსწავლელი კლუბის ხელმძღვანელი, განათლებით ბიზნესმენი და დიპლომატია

მესამე წელია, ჯედი ეროვნული ბიბლიოთეკის ინგლისურენოვან დარბაზში ინგლისური ენის გაკვეთილებს მკითხველებისთვის უფასოდ ატარებს. პანდემიის პერიოდში, ინგლისური საღამოების განახლებამდე, ჯედი მეგობრებთან ერთად ოჯახებს ეხმარება.

2 My Friend Self-isolation

▲ზევით დაბრუნება


Reflection.

My friend, Self-Isolation, has come to stay with me for a while. It's already been several weeks. I enjoy spending time with him, but there are times when I wonder when he's going to go back to where he came from. DO NOT tell him that I said this. It's not that I want things to go back to normal—because I don't. Really, thingscan't go back to normal anyway. Normal. What is normal now when one has experienced so much time with Self-Isolation? He changes you. But, to be honest, I have come to see that it wasn't him that changed me. Being with him just brings out what is already inside of me.

When I think back to my life before Self-Isolation, I realize that I was like a guinea pig running on a wheel. So much energy and effort spinning out in all directions, but what was I truly creating? Where was I going? Had I simply put myself on display for the enjoyment of those observing me in my cage? I thought I was free, but I now see that I had put myself in bondage-in bondage to the opinions and whims of the watchers.

Reality.

My companion, Self-Isolation, is teaching me a lot. He doesn't talk much, but he is a good listener. I frequently share with him the news of what is going on in the world. Through this I've learned how much fear there is in the world. The world is afraid of the dark shadow of the past, the searing heat of the present, and the raging stillness of its future. Fear is a tool that is used by leaders and liars, by princes and peddlers, by friend and foe alike. Fear suffocates its victims before theyeven feel the icy grip ofits iron fingers on their throats. Fear knowsall that is needed is to threaten, and threat will suffice.

There is a Bible story that I remember from my childhood. Jesus was in the boat with his disciples on the Sea of Galilee. He said to His friends, “Let's go to the other side.” Then Jesus fell asleep. Truth was still. Strength rested. Then the storm seethed. The waves threatened. The wind whipped the boat. The disciples were overcome with fear. They thought they were going to drown. They remembered that Jesus was in the boat with them, but they had forgotten that He was the One who had said “Let's go to the other side.” The true words of future and hope that had been spoken by the lips of the very Son of God were muffled-no, muted-in the piercing, menacing eye of the storm.

Relationships.

I discovered that Self-Isolation is a foul-weather friend. He is here for me in hard times. ButI knew from the moment that he stepped into my life that it was going to be a love/hate friendship with him. In reality, he is selfish, manipulative, and demanding. He takes awaythe most important thing in life—true relationships. I have come to see that deep, honest relationships, even though they can wound and disappoint, are better than the tear-stained shoulder of Self-Isolation. Still he tempts me, beckons me, calls me to himself, but I know that he cannot fulfill the soul-craving desire for real relationships.

When Self-Isolation leaves, even though it will be hard, I think the most difficult thing will be picking up with others where we left off. You see, everyone has changed. The world has changed. My hope is that people will realize that the only wisdom to be gleaned from Self-Isolation is the understanding that our lives need to be built on something more. More than the tantalizing material possessions surrounding us. More than the alluring promises of riches. More than the constant grind of experiencing something better. The economy can crash in a heartbeat. Jobs can be lost. Things labored for and saved for can be taken away. Don't serve the watchers. Don't give in to the beast of fear.Rather, remember words of truth. And remember that people are indispensable.