![]() |
ენერგეტიკა №7 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ხორბალაძე თამარ, კალანდაძე გიორგი |
თემატური კატალოგი ენერგეტიკა |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რედკოლეგია: თამარ ხორბალაძე, გიორგი კალანდაძე, დავით ლეჟავა, ნინო ამონაშვილი, თამარ ტაბატაძე პროექტი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ივნისი საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სექტორში |
![]() |
1 თავისუფლების ინსტიტუტი ჟურნალისტთა კონკურსში გამარჯვებულებს აჯილდოვებს |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალისტების დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელთაც თავისუფლების ინსტიტუტის პროექტ „საზოგადოების ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სექტორში“ ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვეს, სასტუმრო „ბეტსიში“ შედგა. საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პრივატიზაციის გაშუქებისათვის ჟიურიმ, რომელსაც IREX-ის მედია ინოვაციების პროგრამის დირექტორი ლიკა ჩახუნაშვილი თავმჯდომარეობდა სამი გამარჯვებული ჟურნალისტი დაასახელა - მაია მეცხვარიშვილს, ნონა ქვლივიძეს და მაკა ხარაზიშვილს თავისუფლების ინსტიტუტის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით დაწესებული პრიზი 500-500 დოლარი და თავისუფლების ინსტიტუტის გამოცემები გადაეცათ.
კონკურსის მიზანი, პროექტის ხელმძღვანელთა თქმით, ჟურნალისტების წახალისება და ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა იყო.
კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეობის მიღება შეეძლოთ როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული მედია საშუალებების ჟურნალისტებს, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებს აშუქებენ. ჟიურის თავმჯდომარის განცხადებით, კონკურსში განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკის სფეროს გაშუქებისას ჟურნალისტურ ოსტატობას და პროფესიული სტანდარტების დაცვას მიექცა.
„ენერგეტიკის სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის და მიმდინარე მოვლენების სათანადო გაშუქება განსაკუთრებულ როლს ასრულებს ამ სფეროს განვითარებაში“. _ განაცხადა ჩახუნაშვილმა ჟურნალისტების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე, რომელსაც კონკურსში მონაწილე ჟურნალისტები, ჟიურის წევრები და კონკურსის ორგანიზატორები ესწრებოდნენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ნომინაციაში საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება ენერგეტიკის სფეროში არსებული კორუფციის საკითხებზე გამარჯვებულად ქუთაისის რეგიონულ გაზეთ „ახალი გაზეთში“ გამოქვეყნებული მაია მეცხვარიშვილის სტატია „ენერგოგა(და)ნაწილება ქუთაისში“. დასახელდა, ნაშრომი საქართვველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მცირელიცენზიანტი ფირმების- თვის ენერგიის განაწილების ლიცენზიის გაუქმების შემდეგ ამ სისტემაში არსებულ ვითარებასა და რეგიონში გაერთიანებული ენერგოკომპანიის მოღვაწეობას ეხებოდა.
ნომინაციაში საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი ენერგეტიკის პრივატიზაციის საკითხებზე გაზეთ „რეზონანსის“ კორესპონდენტმა მაკა ხარაზიშვილმა გაიმარჯვა, პუბლიკაციით „დამოუკიდებლობა 300 მილიონის სანაცვლოდ“ - რომელიც საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის გასხვისებას, მისი რუსული კომპანია „გაზპრომისთვის“ შესაძლო გადაცემას და ამგვარი პრივატიზაციის შედეგებს ეძღვნებოდა. ამავე ნომინაციაში მეორე გამარჯვებულად გაზეთ „ხვალინდელი დღის“ კორესპონდენტი ნონა ქვლივიძე გამოცხადდა, პუბლიკაციისთვის „სტრატეგიული დარგი იყიდება“, რომელიც მთავრობის მიერ მსხვილი ენერგოობიექტების პრივატიზების პროცესს ეხება.
ლიკა ჩახუნაშვილის განცხადებით, ნომინაციაში საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა.
რა საკითხებს თვლიან კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები საქართველოს ენერგოსისტემისთვის აქტუალურად და როგორ აფასებენ ისინი ამ სფეროში მიმდინარე პროცესების მედიაში გაშუქებას, - ამ შეკითხვებით ჩვენ კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს მივმართეთ:
მაია მეცხვარიშვილი
ბოლო ათი წელია საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად ელექტროენერგიით მომარაგების საკითხი რჩება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ საქართველოს რეგიონებში დგას, სადაც უკვე მესამე წელია „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ ელექტროენერგიის განაწილებას ახორციელებს. ერთიანი ელექტრო-გამანაწილებელი კომპანიის შექმნა იმთავითვე რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდებისა და დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების გაუმჯებესებას ისახავდა მიზნად. ამ ხნის მანძილზე ამ ორი მიზნის მისაღწევად ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობას ხელშესახები თითქმის არაფერი გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით სადამსჯელო ღონისძიებებს, რაც მოსახლეობას უმძიმეს პირობებში აგდებდა და აგდებს. ამასთან, ქსელის მოსაწესრიგებლად წამოწყებული გამრიცხველიანების პროცესი ერთგვარი რეკეტი გახდა, რადგან ენერგო-კომპანიის თანამშრომლები აბსოლუტურად უკანონოდ კრებენ მოსახლეობიდან ე.წ. გამრიცხველიანების თანხებს მაშინ, როცა ამ თანხას საქართველოს მთავრობა ბიუჯეტიდან ფარავს.
ამ პრობლემების თაობაზე ენერგოკომპანიის მხრიდან ზუსტი ინფორმაციის მიღება მოსახლეობისთვის კი არა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი. ენერგოკომპანიის მმართველი ჯგუფი მოსახლეობისა და ხელისუფლების წინაშე თავს ანგარიშვალდებულად არ თვლის, რაც ინფორმაციულ ვაკუუმსა და სისტემაში ქაოსს ქმნის. შექმნილ ვითარებაში გარკვევას და საზოგადოებისათვის რეალური სურათის მიწოდებას ცდილობენ ხოლმე ჟურნალისტები. თუმცა პრესაში, განსაკუთრებით რეგიონულ გაზეთებსა და ტელე-რადიო საშუალებებში გაჟღერებული ინფორმაცია ძირითადად ენერგოკომპანიის ხელმძღვანელი პირების განმარტებებს ეყრდნობა და იმის გამო, რომ ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს არა აქვთ სათანადო კვალიფიკაცია, არ ხდება საკითხების სრულყოფილი, საფუძვლიანი გაშუქება. არადა, ელექტროენერგიის საკითხი მოსახლეობისათვის თითქმის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ამაში მას შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რაც ჩვენმა რედაქციამ ზამთრის პერიოდში მოსახლეობისათვის ენერგეტიკის საკითხებზე „ცხელი ხაზი“ აამუშავა. ცხელ ხაზზე დღეში ასობით მოქალაქის ზარი შემოდიოდა. მოსახლეობა ითხოვდა განმარტებებს არსებული პრობლემების თაობაზე, რაც ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობას ნაკლებად აღელვებდა. ენერგოკომპანიის მესვეურთა გულგრილობას ის ფაქტიც მოწმობს, რომ კომპანიაში მთელი ზამთრის პერიოდში არ ფუნქციონირებდა სატელეფონო ხაზი, რომლის საშუალებითაც აბონენტი მისთვის აქტუალურ საკითხზებზე კვალიფიციური განმარტების მიღე ბას შესძლებდა.
ქრონიკული ენერგოქაოსის დაძლევა საზოგადოების მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია, ამ პროცესში კი მედიას განსაკუთრებული მისია აკისრია. ამისთვის კი აუცილებელია საწყისს ეტაპზე პრესის წახალისება და სტიმულირება, რასაც „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ განხორცილებული ეს პროექტიც ემსახურება.
ნონა ქვლივაძე
ენერგოსექტორში არსებული პრობლემების გაშუქებისას ქართულ პრესაში მომუშავე ჟურნალისტი არაერთ პრობლემას აწყდება. მედიას რეალური ინფორმაციის მოსაპოვებლად უამრავი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა უწევს. ენერგოკომპანიების მიერ დაქირავებული პიარ-ჯგუფები ცდილობენ, ჟურნალისტებს მხოლოდ დადებითი ინფორმაცია მიაწოდონ, იმ ფაქტებს კი, რომელიც მათ კომპანიაში არსებულ დარღვევებს ეხება, მაქსიმალურად ბლოკავენ. ამის გამო პრესაში ძირითადად დადებითი ინფორმაცია ვრცელდება, სიმართლე კი მკითხველამდე უმეტესად ვეღარ აღწევს.
პიარ-ჯგუფების უმთავრეს დანიშნულებას სწორედ ჟურნალისტების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს. მედიის წარმომადგენლებს უჭირთ გაარკვიონ, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში რა არის სიმართლე და რა ტყუილი. უფრო მეტიც, იმ ინფორმაციის დასაბლოკად, რაც ამა თუ იმ კომპანიის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, პიარ-ჯგუფები რედაქციის ფინანსური დაინტერესების მეთოდს სულ უფრო აქტიურად მიმართავენ. იმის გამო, რომ საქართველოში არსებული ყველა გაზეთი დღეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფება, სარეკლამო განცხადებებისა თუ დაფინანსებული სტატიების შეკვეთის შემდეგ გაზეთის ხელმძღვანელობა იძულებული ხდება, უარი თქვას ამ კომპანიაში არსებული დარღვევების გაშუქებაზე და ხშირად საერთოდ გვერდს უვლის ამ სფეროს. ანალოგიური სიტუაციაა არა მარტო ენერგეტიკაში, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში. რეალური და ობიექტური ინფორმაციის მკითხველამდე მისატანად ამჟამად პრესაში მომუშავე ჟურნალისტს ბიუროკრატულ ბარიერების გადალახვასთან ერთად მაღალი პროფესიონალიზმი და სიტუაციის რეალურად შეფასების უნარი ესჭიროება.
ნანა ხარაზიშვილი
მიმაჩნია, რომ თუკი ენერგეტიკაში რაიმე დადებითი ძვრები ხდება, ამაში სერიუზლი წვლილი მედიას მიუძღვის. ჟურნალისტები ენერგეტიკულ პროცესებს ყოველთვის აქტიურად და ობიექტურად აშუქებენ.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებმა ქვეყნის ენერგეტიკაზე დამანგრეველი გავლენა მოახდინა. ენერგენიკის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი კრედიტები არამიზნობრივად იხარჯებოდა და კონკრეტული პირების ჯიბეებში ხვდებოდა. ელექტროენერგიის დისტრიბუციის სექტორში წარმოქმნილმა პრობლემებმა კი საქართველოს ენერგოსისტემას ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით სერიოზული სიძნელეები შეუქმნა. გახშირებულმა ავარიებმა კიდევ უფრო გააღრმავა ენერგოკრიზისი, რაც გამოწვეული იყო ელექტროენერგიის არაეფექტური გამოყენებით და დარგში გამეფებული კორუფციით. ამდენად, ენერგეტიკის სექტორში არსებული კრიზისული ვითარება კორუფციის აღმოფხვრასა და პროფესიონალ კადრებს მოითხოვს.
![]() |
2 საზოგადოებრივი აზრი |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ხორბალაძე
საზოგადოებამ არ იცის ტარიფი, არ აინტერესებს ინფორმაცია ენერგეტიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თვლის, რომ სისტემა უსაშველოდ კორუმპირებულია, ენერგომომარაგების შეწყვეტის და მაღალი ტარიფის გამო არ აპირებს პროტესტის გამოთქმას და ამბობს, რომ გაზრდილ ტარიფებს ვერ გადაიხდის... - ასეთი გახლდათ გასული წლის გაზაფხულზე პროექტის „საზოგადოების ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სექტორში“ ფარგლებში BCG Research-ის მიერ მომზადებული „ელექტრომომარაგებისა და გაზმომარაგების სამომხმარებლო კვლევის ანგარიში“- ს მოკლე დასკვნა.
კვლევა 2004 წლის მარტში ანუ - პოსტრევოლუციურ საქართველოში თბილისში, გორში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხესა და ქუთაისში ჩატარდა. პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1200 რესპონდენტი.
ერთი წლის შემდეგ BCG Research-მა პროექტის - „საზოგადოების ანგარიშვალდებულება ენერგეტიკის სექტორში“ ფარგლებში კვლავ ჩაატარა ანალოგიური კვლევა - იგივე ქალაქებში, იგივე რაოდენობის რესპონდენტებთან, იგივე მეთოდით.
შედეგები მართლაც ძალზედ საგულისხმოა. ამ შედეგებში ნათლად ჩანს ის იმედგაცრუება, რაც ახალი ხელისუფლების მოსვლით, გადაჭარბებული იმედებით აღჭურვილმა საზოგადოებამ, დღეისთვის უკვე იწვნია.
კარგად ჩანს ისიც, რომ საზოგადოება კვლავ ძალიან რთულად თმობს „პოსტსაბჭოთა“ მიდგომას, თუნდაც კერძო საკუთრებასთან მიმართებით, თუმცა - მაინც თმობს.
ჩანს, რომ უცვლელია საზოგადოებრივი აზრი ენერგოსექტორის „კორუმპირებულობის“ შესახებ ისევე, როგორც - ენერგოპრობლემების პირველი ხუთეული.
ჩანს, რომ მოსახლეობას ისევ უძნელდება იმის გააზრება, რომ ელექტროენერგია, ძვირი ღირს, რაც ისევ და ისევ ან მძიმე სოციალური მდგომარეობის ბრალი გახლავთ, ან იგი ელექტროენერგიას პროდუქტად ვერ აღქვამს.
თუმცა, აქვე იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც მრიცხველების დადგმა და ამ მრიცხველების მაჩვენებლის შესაბამისად გადახდა სურს - რაც, თავისთავად, უკვე იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება თანდათან მწიფდება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელად.
გამოკითხვის შედეგებით ნათლად ჩანს ისიც, რომ საზოგადოება თანდათან იწყებს ენერგორეფორმების პროცესში საკუთარი როლის გაცნობიერებას, რაც, თავისთავად უდავოდ მნიშვნელოვანი შედეგია.
მოთხოვნა ენერგეტიკულ ინფორმაციაზე
გამოკითხვის შედეგებში, პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს ის, რომ - საზოგადოებას გასულ წელთან შედარებით ნაკლებად აქვს მოთხოვნილება, მიიღოს ინფორმაცია ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმების შესახებ. კერძოდ:
კვლევის შედეგების თანახმად, გასულ წელთან შედარებით - ყველა ქალაქში ინფორმაციის მიღების მსურველთა რიცხვი შემცირდა.
თბილისში (38.7%25), გორში (22.1%25), ახალციხესა (31.3%25) და ქუთაისში (22.5%25) - ასეთია ენერგოსისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიღების მსურველთა რაოდენობა, რაც, თავისთავად, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
შედარებით მაღალია ენერგოსისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიღების მსურველთა რიცხვი რუსთავში (54.2%25), ფოთსა (66%25) და ზუგდიდში (64.2%25).
გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 32.2%25-ს სურს გაზმომარაგების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიღება. ქალაქებიდან მხოლოდ ზუგდიდში ვხვდებით ინფორმაციის მიღების მსურველთა დიდ მაჩვენებელს - 78.5%25-ს, დანარჩენ ქალაქებში მსურველთა რაოდენობა 37.4%25-ს (ფოთი) არ აღემატება.
ენერგომომარაგება
საინტერესოა, რომ ეს შედეგები სულაც არ არის პირდაპირ კავშირში ამ ქალაქების ენერგომომარაგების მაჩვენებელთან. საერთოდ, გამოკითხვის მიხედვით, თუ თბილისში ზამთრის სეზონზე ენერგომომარაგება კვლავ შედარებით მისაღებ დონეზეა, გორში, ფოთსა და ახალციხეში ენერგოსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. კერძოდ:
გასულ წელთან შედარებით ზამთრის თვეებში უწყვეტად მიწოდების მაჩვენებელი თბილისში 15%25- ით გაიზარდა. ზაფხულის თვეებში უწყვეტად მიწოდების მაჩვენებელმა რუსთავში 32.5%25-ით მოიმატა. გორში, ფოთში, ახალციხესა და ქუთაისში ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების მაჩვენებლები ორივე სეზონზე შემცირდა. ქალაქებიდან ეს მაჩვენებელი ყველაზე მეტად გორში შემცირდა: ზაფხულში - 34.9%25, ზამთარში - 19%25. ზუგდიდისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების ორივე სეზონის მაჩვენებლებმა მცირედით მოიმატა. თუმცა, აქვე საინტერსოა, რომ რესპონდენტების რაოდენობა, რომელთაც ზამთარსა და ზაფხულში უწყვეტად მიეწოდებათ ელექტროენერგია, ახალციხესა და ქუთაისში საგრძნობლად გაიზარდა, თბილისსა და რუსთავში კი შემცირდა.
რაც შეეხება გასული ზამთრის რესპონდენტებისეულ შეფასებას: გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, წლევანდელი ზამთარი ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ გასულ წლებთან შედარებით, ზოგადად უარესი იყო:
- იყო თუ არა დაცული გრაფიკი? ყველა ქალაქი ერთად (ის რესპონდენტები, რომლებსაც დენი მიეწოდებოდათ გრაფიკით, ან გრაფიკის გარეშე)
2001 წლის ზამთართან შედარებით: უარესი - 32.9%25, ბევრად უარესი - 13%25
2002 წლის ზამთართან შედარებით: უარესი - 35.9%25, ბევრად უარესი - 11.7%25
2003 წლის ზამთართან შედარებით: უარესი - 37%25, ბევრად უარესი - 11.7%25
მონაცემები ქალაქების მიხედვით განსხვავებულია:
თბილისში, რუსთავსა და ახალაციხეში, რესპონდენტების უმრავლესობის აზრით, წლევანდელი ზამთარი ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ გასულ წლებთან შედარებით ზოგადად უკეთესი იყო: პროცენტული მაჩვენებლები 55.2%25-დან (ახალციხე, 2003 წლის ზამთართან შედარებით) 91.8%25-მდე (რუსთავი, 2003 წლის ზამთართან შედარებით) მერყეობს.
გორში, ფოთში, ზუგდიდსა და ქუთაისში, რესპონდენტების უმრავლესობის აზრით, წლევანდელი ზამთარი ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ გასულ წლებთან შედარებით ზოგადად უარესი იყო: პროცენტული მაჩვენებლები 32.9%25-დან (გორი, 2003 წლის ზამთართან შედარებით) 80%25-მდე (გორი, 2003 წლის ზამთართან შედარებით) მერყეობს.
გადახდისუნარიანობა
საქართველოში ენერგომომხმარებელი განსაკუთრებით მაღალი გადახდისუნარიანობით რომ არ გამოირჩევა, ეს მოსახლოების სოციალურ მდგომარეობაზე თუნდაც მარტივი დაკვირვების წყალობითაც აშკარა ხდება. ამას კი ემატება ისიც, რომ ისევ საკმაოდ დაბალია მოსახლეობის მიერ ყოველთვიურად გადახდილი თანხების ოდენობა, კერძოდ:
გამოკითხული რესპონდენტების 59.2%25 წლევანდელი ზამთრის სეზონზე თვეში 10 ლარამდე გადასახადს იხდიდა. შარშანდელი ზამთრის სეზონ- თან შედარებით: 5 ლარზე ნაკლების, 7-10 ლარის და 10-12 ლარის გადამხდელთა რიცხვი შემცირდა. არგადამხდელთა რიცხვი კი გაიზარდა. საბოლოო ჯამში, გასულ წელთან შედარებით ზაფხულის თვეებში ყოველთვიურად 10 ლარამდე გადამხდელ რესპონდენტთა რაოდენობა 38.6%25-ით გაიზარდა. ზამთრის თვეებში ყოველთვიურად 10 ლარამდე გადამხდელთა რიცხვი კი 21.3%25-ით გაიზარდა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ რამდენის გადახდას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ 24 საათიანი ელექტრომომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, გამოკითხვის შედეგები შემდეგია:
როგორ მოგეწოდებოდათ ელექტროენერგია ზამთრის თვეებში? უწყვეტად გრაფიკით გრაფიკის გარეშე (ქაოსურად)
რესპონდენტების 11 პროცენტი ამ შემთხვევაშიც არ აპირებს 5 ლარზე მეტის გადახდას, 5-დან 10 ლარამდე გადახდას კი 34 პროცენტი გეგმავს, 11- დან 15 ლარამდე - 19 პროცენტი, 16-დან - 20 ლარამდე - 10 პროცენტი, 17 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს და მხოლოდ დარჩენილი უმცირესობა თვლის, რომ 24 საათიანი ენერგომომარაგების შემთხვევაში, შესაძლოა მოუწიოს 20 ლარზე მეტის გადახდა.
ანუ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ისევ ვერ აცნობიერებს, რომ ელექტროენერგია და ზოგადად, ენერგია საკმაოდ ძვირი პროდუქტია. ამ მოსაზრებას შემდეგი გარემოებაც ამყარებს: გამოკითხული რესპოდენტების 2/3 პასუხობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფების შემთხვევაში დახარჯავს იგივეს და, შესაბამისად, გადაიხდის ნაკლებს.
გასული წლის მონაცემებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეესაბამება მათ მოთხოვნებს, ანუ არ ხდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის განსაკუთრებული ეკონომია, შესაბამისად - ტარიფის გაიაფება აისახება არა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის თავისუფალ მოხმარებაზე, არამედ - თანხის ეკონომიაზე, რაც რესპონდენტებისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია.
კვლევის ავტორები თვლიან, რომ ამჟამინდელი გამოკითხვის მონაცემები აღნიშნულ დასკვნას უფრო მეტად ამყარებს.
ენერგოპრობლემები
საზოგადოების მიერ 2005 წელს დასახელებულ ენერგოპრობლემათა ნუსხა, პრინციპში, 2004 წლის ანალოგიურია. აქ კვლავ “ლიდერობს” კორუფცია. პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:
სისტემა არის კორუმპირებული - 70,1%25
ადგილობრივი ელექტროსადგურები არ არის ამუშავებული მთელი დატვირთვით - 39 %25
სისტემის ტექნიკური მდგომარეობა - 36,7%25
ელექტროენერგიის ტარიფი არის ძალიან მაღალი -33,7%25
სისტემაში პროფესიონალიზმის დაბალი დონეა -28,6%25
ელექტროენერგიის არასწორად განაწილება -27,1%25
პრობლემა - „სისტემა არის კორუმპირებული“ ყველა ქალაქისათვის აქტუალურია და ყველგან მაღალ პროცენტულ მაჩვენებლებს იღებს. პრობლემების ჩამონათვალი ყველა ქალაქისათვის მეორდება მცირე კორექტივებით.
ენერგოკორუფცია
საგულისხმოა, რომ როგორც ელექტროენერგეტიკულ, ისე გაზმომარაგების სისტემაში მთავარ პრობლემად რესპონდენტები როგორც 2004, ისე 2005 წელს სისტემის კორუმპირებულობას ასახელებენ. მათი აზრით, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია როგორც ტარიფების სიდიდის, ისე - არასტაბილური ენერგომომარაგების და ასე შემდეგ.
2004 წლის კვლევის შედეგად „შედგენილი“ კორუმპირებულთა პირველი ათეული ასეთი გახლდათ: ენერგეტიკის სამინისტრო - 11 ბალიან სისტემაში 8 ქულა, საბითუმო ბაზარი - 7,5 ქულა, სემეკი - 7,4 ქულა, გადასახდელი პუნქტი - 4.9 ქულა, ინკასატორი - 5,7 ქულა, ქვესადგური - 5 ქულა, სადისტრიბუციო კომპანია - 6,5 ქულა, საქენერგო - 7,6 ქულა, ადგილობრივი ხელისუფლება - 6,1 ქულა, პარლამენტი - 5 ქულა, პრეზიდენტი - 2,5 ქულა.
კორუმპირებულთა რიგითობა 2005 წელსაც, პრინციპში, არ შეცვლილა, ამ არასაპატიო ჩამონათვალში მხოლოდ პარლამენტმა გადაინაცვლა მეშვიდე ადგილზე და მცირედით შეიცვალა თითოეული უწყების კორუმპირებულობის მაჩვენებელი, კერძოდ: ენერგეტიკის სამინისტრო - 7,9 ქულა, საბითუმო ბაზარი - 7,5 ქულა, საქენერგო - 7,5 ქულა, სემეკი - 7 ქულა, სადისტრიბუციო კომპანია, ისევე, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება - 6,8 ქულა, პარლამენტი - 5,9 ქულა, გადასახდელი პუნქტი, ისევე, როგორც ინკასატორი - 5,7 ქულა, ქვესადგური - 5,5 ქულა, პრეზიდენტი - 3,3 ქულა.
გამოკითხული რესპონდენტების 35.5%25-ის აზრით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში უნდა ჩაუდგეს პრეზიდენტი. რესპონდენტების მესამედის აზრით კი, ამ ბრძოლას სათავეში მთავრობა უნდა ჩაუდგეს. რესპონდენტთა უმრავლესობა ენერგეტიკის სფეროში კორუფციის აღმოფხვრას მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას აკისრებს.
ქალაქთაგან მხოლოდ გორშია განსხვავებული პოზიცია - გორში გამოკითხული რესპონდენტების 35.2%25-ის აზრით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ენერგეტიკის სამინისტრო უნდა ჩაუდგეს.
ენერგოოპტიმიზმი
ამ მაჩვენებლების ფონზე საინტერესოა, ენერგოოპტიმიზმის მაჩვენებლის ცვლილებაც, რომელიც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, კლების ტენდენციით ხასიათდება.
თუმცა, ეს არც არის გასაკვირი იმ ფონზე, როცა გამოკითხულთა 37.2%25 პასუხობს, რომ 2005 წლის ზამთრისთვის მდგომარეობის ოდნავ მაინც გაუმჯობესებას ელოდა, რესპონდენტთა 32.1%25 კი იმედოვნებდა, რომ დენს უწყვეტად მიიღებდა.
საერთოდ, როგორც 2004 და 2005 წლის კვლევების შედარება ცხადყოფს, გასულ წელთან შედარებით
როგორ შეაფასებდით, გასულ წლებთან შედარებით ელექტროენერგიის მიწოდება გაუმჯობესდა, ოდნავ გაუმჯობესდა, დარჩა იგივე, ოდნავ გაუარესდა თუ გაუარესდა? ყველა ქალაქი ერთად
10%25-ით შემცირდა იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც თვლიდნენ, რომ თბილისში ენერგომომარაგების 24 საათიან გრაფიკზე გადასვლა უახლოესი 1 წლის ვადაში მოხდებოდა.
24 საათიან ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით განსხვავებული მაჩვენებლებია რეგიონებში:
გორში, ახალციხესა და ქუთაისში გამოკითხული რესპონდენტების ნახევარზე ოდნავ მეტს უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა.
ფოთში გამოკითხულთა უმრავლესობა (69.9%25) 24 საათიან ენერგომომარაგებას უახლოს 5 წელიწადში ელოდება, რუსთავსა (52.9%25) და ზუგდიდში (52.2%25) გამოკითხული რესპონდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი 24 საათიან ენერგომომარაგებით უზრუნველყოფას უახლოს 3 წელიწადში იმედოვნებს.
საბოლოო ჯამში, გამოკითხულთა მეხუთედი ფიქრობს, რომ მომავალ ზამთარს ენერგომომარაგება ისეთივე იქნება, როგორც წელს არის. რესპონდენტთა მესამედის აზრით, ენერგომომარაგება იქნება ოდნავ უკეთესი. გამოკითხულ რესპონდენტთა 13.6%25-ს იმედი აქვს, რომ მომავალ ზამთარს ენერგომომარაგება ბევრად უკეთესი იქნება.
მომავალთან დაკავშირებით მაინც არსებობს იმედი. გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა - 49,8%25 იზიარებს მოსაზრებას, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ძალისხმევით ენერგოსექტორი კრიზისიდან გამოვა; 88,7%25-ის აზრით კი, ენერგოკრიზისის დაძლევას მარტო ენერგეტიკის სამინისტრო ვერ შეძლებს, ამას ყველას ერთიანი ძალისხმევა სჭირდება; 79,7%25 თვლის, რომ საზოგადოებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ენერგოსექტორის დაძლევაში.
საზოგადოების ანგარიშვალდებულება
სხვათა შორის, ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები, რომლებიც გვამცნობს, რომ საზოგადოება ენერგოკრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით საკუთარი როლის გაცნობიერებას იწყებს, უდავოდ იმედისმომცემია. ამ მონაცემებს კიდევ უფრო ამყარებს ელექტროენერგიის დატაცებისადმი მიდგომების ცვლილება.
საგულისხმოა, რომ 2004 წელს გამოკითხულთა 68,6 პროცენტს მიაჩნდა, რომ ელექტროენერგიის მიტაცებისთვის უნდა იყოს დაწესებული ფულადი ჯარიმა, 31,3 პროცენტი კი ასეთი სადამსჯელო ზომის კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ. გამოკითხულთა 58,3 პროცენტს „იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო არ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, ელექტროენერგიის მიტაცება არ მიაჩნდა დანაშაულად“ და მხოლოდ 41,7 პროცენტი თვლიდა, რომ მიტაცება ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულია.
დაახლოებით იგივე თანაფარდობით (57,8 პროცენტი 42,1 პროცენტის წინააღმდეგ) იზიარებდნენ გამოკითხულები პოზიციას, რომ „ელექტროენერგიის მიტაცება ჩვენს ქვეყანაში დანაშაული არ არის, ვინაიდან თანხა მაინც კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის“.
კიდევ უფრო მეტი ადამიანი გახლდათ მზად მორალურ დანაშაულზე წასასვლელად: გამოკითხულთა 66 პროცენტი თვლიდა, რომ „ელექტროენერგის მიტაცება მორალური თვალსაზრისით არ არის გამართლებული, მაგრამ არ უნდა ისჯებოდეს, ვინაიდან ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა“.
ცხადია, „2004 წლის ეს მაჩვენებლები საკმაოდ პესიმისტური და არცთუ სასიამოვნო დასკვნების გაკეთების საფუძველს იძლევა. თუმცა, წლევანდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების ენერგოშეგნების ასამაღლებლად ენერგოსუბიექტებისა და არასამთავრობო სექტორის ზრუნვას უშედეგოდ არ ჩაუვლია - წელს აშკარაა, რომ საზოგადოება კეთილსინდისიერი გადამხდელობისკენ „გადაიხარა“:
კვლევის თანახმად, გასულ წელთან შედარებით 16.7%25-ით მოიმატა რესპონდენტების რაოდენობამ, რომლებიც ეთანხმებიან დებულებას: ელექტროენერგიის მიტაცება იგივე ქურდობაა და კანონით უნდა ისჯებოდეს.
საინტერესოა, რომ 8.6%25-ით მოიმატა რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც იზიარებენ მოსაზრებას, რომ ელექტროენერგიის მიტაცება მორალური თვალსაზრისით გამართლებული არ არის, მაგრამ არ უნდა ისჯებოდეს, ვინაიდან ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა.
10.7%25-ით შემცირდა რესპონდენტთა რიცხვი, რომლებიც თვლიდნენ, რომ ელექტროენერგიის მიტაცება ჩვენს ქვეყანაში დანაშაული არ არის, ვინაიდან გადახდილი თანხა მაინც კორუმპირებული ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის.
15.6%25-ით შემცირდა, ასევე მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ მათ მიერ ელექტროენერგიის მიტაცება დიდს არაფერს შეცვლის, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც იპარავს.
7.1%25-ით შემცირდა რესპონდენტთა რაოდენობა, რომელთა აზრით, იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო არ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, ელექტროენერგიის მიტაცება დანაშაული არ არის.
კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გამოკითხვის შედეგებიდან: რესპონდენტების უმეტესი ნაწილი - 39.2%25 პასუხობს, რომ თუ გადაუხდელობის შემთხვევაში პასუხს არავინ არ მოსთხოვს, გადასახადს მაინც გადაიხდის მთლიანად. რესპონდენტების მესამედი გადასახადის მცირე ნაწილს გადაიხდის. პასუხის არ მოთხოვნის შემთხვევაში, გადასახადს არ გადაიხდის რესპონდენტების 15.6%25.
ამასთან, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა - (74%25) ენერგოსექტორის განვითარებისათვის საკმარისად მიიჩნევს მათ მიერ გადასახადების დროულად დაფარვას. რესპონდენტების უმრავლესობა - (26.2%25) ენერგოსექტორის განვითარებისათვის საკმარისად მიიჩნევს როგორც მათ მიერვე გადასახადების გადახდას, ასევე სხვებისათვის მოწოდებას, გადაიხადონ გადასახადები.
საზოგადოებრივი აზრის ცვლილების დადებით ტენდენციაზე მიგვანიშნებს ისიც, რომ კითხვას - რას მოიმოქმედებთ, თუკი გადაუხდელობის შემთხვევაში გაგითიშეს ელექტროენერგიის მოწოდება? - საზოგადოება ასე პასუხობს (გასულ წელთან შედარებით 5%25-ით მეტი რესპონდენტი) : იგი დაიცდის მანამ, ვიდრე არ ექნება გადახდის საშუალება.
და კიდევ ერთი დეტალი: საზოგადოება თანდათან მიდის იმ აზრამდე, რომ ენერგოსექტორი კერძო საკუთრებაში უნდა გადავიდეს. მართალია, ამ მიმართულებით წინსვლა საკმაოდ სუსტია, თუმცა - მაინც მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელთან შედარებით - 19.2%25-ით დაიკლო იმ რესპონდენტთა რიცხვმა, რომელთა აზრით, ენერგეტიკის სექტორი სახელმწიფოს ხელში უნდა დარჩეს.
როგორ იხდით ელექტროენერგიის ტარიფს? ყველა ქალაქი ერთად
მართულებით წინსვლა საკმაოდ სუსტია, თუმცა - მაინც მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელთან შედარებით - 19.2%25-ით დაიკლო იმ რესპონდენტთა რიცხვმა, რომელთა აზრით, ენერგეტიკის სექტორი სახელმწიფოს ხელში უნდა დარჩეს.
მნიშვნელოვნად გაიზარდა რესპონდენტების რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ენერგოსისტემა უნდა გადავიდეს კერძო სექტორში, ქართველების ხელში.
დაბოლოს
კვლევა, როგორც აღვნიშნეთ, საკმაოდ მასშტაბური გახლდათ. შესაბამისად - დასკვნები, რომლებიც ამ კვლევის შედეგად გაკეთდა, საკმაოდ მრავალმხრივია და ზემოთ ჩამოთვლილი აქცენტები მას, ცხადია, ვერ ამოწურავს. ამიტომ ორიოდე სიტყვით ჩამოვთვლით იმ „ძირითად მიგნებებს“, რომლებზეც ყურადღებას თავად კვლევის ავტორები ამახვილებენ. სახელდობრ:
ზამთრისა და ზაფხულის თვეების ელექტროენერგიის მიწოდების სიხშირეების შედარება იძლევა საშუალებას, განისაზღვროს თუ როგორ ნაწილდება ენერგოკრიზისი ქალაქებში არსებულ უბნებზე.
როგორ გსურთ, რომ გადაიხადოთ ელექტროენერგიის ტარიფი? ყველა ქალაქი ერთად
შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ახალციხეში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, თბილისსა და რუსთავში არის ისეთი გამორჩეული/პრიორიტეტული უბნები, რომელთაც ელექტროენერგია ყოველთვის უწყვეტად მიეწოდებათ.
2. გამოკითხული რესპონდენტების ნახევრის აზრით, გასულ წლებთან შედარებით ელექტროენერგიის მიწოდება გაუარესდა, ამასთან, გამოკითხულთა 37.2%25 პასუხობს ელოდა მდგომარეობის ოდნავ მაინც გაუმჯობესებას, რესპონდენტთა 32.1%25 კი უწყვეტ მომარაგებას.
3. მიუხედავად არადამაკმაყოფილებელი ენერგომომარაგებისა და გაცრუებული მოლოდინისა, რესპონდენტების უმრავლესობა მოელის, რომ მომავალი ზამთარს ენერგომომარაგების მხრივ გაუმჯობესებას უნდა ველოდეთ.
4. ყველა ქალაქში არსებობს ელექტროენერგიის მიწოდების კომერციული ხაზი. ქალაქების მოსახლეობის უმრავლესობა კომერციული ხაზით არ სარგებლობს.
5. გამოკითხული რესპონდენტების 2/3 მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს მრიცხველის ჩვენების მიხედვით იხდის.
6. რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც არ იხდიან მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს, 13.5%25-ს შეადგენს. მათი უმრავლესობა სარგებლობს საგადასახადო შეღავათით იმის გამო, რომ წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, ან იღებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) დახმარებას.
7. თბილისში ბუნებრივი აირის გადასახადს არ იხდის გამოკითხულთა 4.4%25, ინკასატორთან მოლაპარაკებით იხდის 3.4%25. დანარჩენ ქალაქებში მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადს გამოკითხული რესპონდენტების 100%25 მრიცხველის ჩვენების მიხედვით იხდის.
8. ყველა ქალაქში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობისთვის (88.3%25-ზე მეტი) მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სასურველი ფორმაა მრიცხველის ჩვენების მიხედვით გადახდა.
9. გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა - 81.5%25 პასუხობს, რომ ელექტროენერგიის გადაუხდელობის გამო გათიშვის შემთხვევაში დაიცდის მანამ, ვიდრე გადახდის საშუალება არ ექნება. სხვა ქმედებებს რესპონდენტთა უმრავლესობა არ მიმართავს.
10. გამოკითხული რესპონდენტების 93.9%25 ენერგოკომპანიის წარმომადგენელთან გარიგებაში არ შესულა.
11. გამოკითხული რესპონდენტების 64.9%25-ის აზრით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე მოსახლეობისათვის, საწარმოებისა და ფაბრიკა - ქარხნებისათვის, კერძო სტრუქტურებისათვის და სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებისათვის ერთნაირი ტარიფი დაწესებული არ უნდა იყოს. შედარებით მაღალი ტარიფი უნდა დაწესდეს საწარმოებისათვის, დიდი ფაბრიკა- ქარხნებისა და კერძო სტრუქტურებისათვის.
12. მოსაზრებები ენერგომომარაგებისა და გაზმომარაგების კრიზისის დროს პირველ რიგში გასათიში ობიექტების შესახებ ერთმანეთს ემთხვევა: რესპონდენტების აზრით, ენერგოკრიზისისა და გაზმომარაგების კრიზისის დროს პირველ რიგში უნდა გაითიშოს კერძო სტრუქტურები და მოსახლეობა.
13. რესპონდენტების ნახევარზე ოდნავ მეტი პასუხობს, რომ 24 საათიანი ენერგომომარაგების შემთხვევაში მათი ოჯახები 5-დან 15-ლარამდე თანხის გადახდას შესძლებენ.
14. მონაცემების შედარებიდან ჩანს, რომ ენერგოსტრუქტურების საქმიანობას რესპონდენტები ან საერთოდ ვერ აფასებენ (პროცენტული მაჩვენებლები მერყეობს 18.3%25-დან 71.4%25-მდე), ან უარყოფითად (პროცენტული მაჩვენებლები მერყეობს 21.5%25-დან 67.5%25-მდე) აფასებენ. დადებითი შეფასების მაქსიმალური რიცხვია 14.2%25 - საქენერგო.
15. ერთადერთი რეფორმა, რომელსაც რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი - 45.5%25 დადებითად აფასებს, ეს არის - ენერგეტიკის სამინისტროს შექმნა.
თქვენი აზრით, შეესაბამება თუ არა თვეში თქვენს მიერ გადახდილი ელექტროენერგიის თანხა მოხმარებულ ელექტროენერგიას? ყველა ქალაქი ერთად
16. პრობლემა - „სისტემა არის კორუმპირებული“ ყველა ქალაქისათვის აქტუალურია და ყველგან მაღალ პროცენტულ მაჩვენებლებს იღებს. საერთო მაჩვენებლებში 70.1%25 დაასახელა.
17. ყველა ქალაქში რესპონდენტების უმრავლესობას - 62.3%25-ზე მეტს ენერგეტიკის განვითარების ერთადერთ სწორ გზად ამ სფეროს სახელმწიფო მართველობაში დარჩენა მიაჩნია.
18. რესპონდენტების უმრავლესობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია ენერგოსისტემის განვითარების და 24 საათიანი მომარაგების შესახებ (55,2%25) და მთლიანად გაზიფიკაციის და გაზის მოწოდების შესახებ 84,5%25. გამოკითხულთა უმრავლესობას სურს მიიღოს ინფორმაცია ამ საკითხებზე ტელევიზიის საშუალებით.
19. რესპონდენტების უმრავლესობა ენერგეტიკის სფეროში კორუფციის აღმოფხვრას მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას აკისრებს.
![]() |
3 გაზის ტურბინები - მორიგი პანაცეა საქართველოს ენერგეტიკისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი კალანდაძე
უკვე დეკემბრის ბოლოს საქართველოს ენერგოსისტემას ახალი ენერგოწყაროს - გაზის ტურბინების - მეშვეობით მიღებული ელექტროენერგია შეემატება. პირველ ეტაპზე, ადგილობრივი დეფიციტური ენერგოსისტემა დამატებით 110 მეგავატით შეივსება. 2006 წლის ბოლომდე ენერგეტიკის სამინისტრო ამ მოცულობის თითქმის გაოთხმაგებას ვარაუდობს.
საქართველოში გაზის ტურბინების მშენებლობისათვის გრძელვადიან შეღავათიან კრედიტს ამერიკული „ექსიმბანკი“ გამოჰყოფს. ენერგეტიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ კრედიტის შეღავათიანი პირობები მნიშვნელოვნად შეამცირებს გაზის ტურბინების მეშვეობით გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულებას - ერთი კილოვატსაათის ფასი, სავარაუდოდ, 6 თეთრის ფარგლებში იქნება. კრედიტის ფინანსურ გარანტად რუსული „ვნეშტორგბანკი“ გამოდის.
ახალი გაზოტურბინები თბილისთან ახლოს, გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე განთავსდება. წლის ბოლომდე გათვალისწინებულია ორი ტურბინის დამონტაჟება, 2006 წლის დეკემბრისათვის კი კიდევ ოთხი ტურბინა შევა ექსპლუატაციაში. ამ ეტაპზე, ამერიკული კომპანიის Fratt & Witney მიერ წარმოებული ტურბინის მშენებლობაა დაგეგმილი. ორი გაზოტურბინის მშენებლობა დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დაჯდება. ამ პროექტს რუსული „ენერჯი ინვესტი“ განახორციელებს, რომელიც პროექტის ფინანსური გარანტორის „ვნეშტორგბანკის“ შვილობილი კომპანიაა.
თავდაპირველად, გაზის ტურბინების მშენებლობისათვის საჭირო თანხის გამოყოფა ბიუჯეტიდან გადაწყდა. მთავრობამ მთავარ ფინანსურ კანონში შესატანი ცვლილებაც კი მოამზადა, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტში გაზის ტურბინების ასაშენებლად დამატებით 30 მილიონი ლარი გამოიყო. თუმცა მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ამ ფასად ამ სერიოზული პროექტის განხორციელება არარეალური იყო. გაზის ტურბინები გაცილებით მეტი ღირს.
ენერგეტიკის სამინისტრო სხვა გზით წავიდა - პროექტის განხორციელება კერძო ინვესტორებს დაევალათ, ბიუჯეტით გათვალისწინებული 30 მილიონი ლარი კი ენერგეტიკაში სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად გაიწერა.
გაზის ტურბინების ექსპლუატაციაში შესვლით საქართველოს ენერგოსისტემა 700 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას მიიღებს, საქართველოს ენერგოსისტემას კი გაცილებით მეტი - 2 მილიარდ კილოვატსაათზე მეტი სჭირდება. ამდენად, ენერგეტიკის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ გაზის ტურბინების მშენებლობას საქართველოში სხვა უცხოური კომპანიებიც მოისურვებენ. მთავარია, ინვესტორმა საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული პირობები დააკმაყოფილოს. მთავარი პირობა მისაღები ტარიფი და სრულყოფილი ტექნიკური პარამეტრებია.
ენერგეტიკის სამინისტროში არჩევანით კმაყოფილნი არიან. მათი შეფასებით, ამერიკული კომპანიის Fratt & Witney მიერ წარმოებული ტურბინები ახალი სიტყვაა ენერგოტექნოლოგიაში. მათი ავარიულად გამორთვის შემთხვევაში, საქართველოს მთელი ენერგოსისტემა არ გაითიშება, რადგან გაზოტურბინის თითოეული დანადგარი მხოლოდ 55 მეგავატს გამოიმუშავებს. ამასთან, ტურბინების დამონტაჟებას არ სჭირდება 3-4 წელიწადი, თანაც ისინი კონვეირული ტიპისაა და მყარი ფუნდამენტის აშენება მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. Fრატტ&ჭიტნეყ მიერ წარმოებული ტურბინის ექსპლუატაციაში შესაყვანად ოთხი-ექვსი თვეა საჭირო. დაზიანების შემთხვევაში, მისი აღდგენა 24 საათშია შესაძლებელი. ამერიკის შეერთებულ შტატებში Fratt & Witney-ის მიერ წარმოებული 250 გაზოტურბინა მუშაობს.
მიუხედავად ამისა, ენერგეტიკულ წრეებში განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს. ენერგეტიკოს - მეცნიერთა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ პროექტის როგორც ტექნიკური, ისე ორგანიზაციული და ფინანსური მხარის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არათანმიმდევრული, წინააღმდეგობრივი და ცვალებადია. ამ მოსაზრების ავტორები თვლიან, რომ Fratt & Witney-ი არ არის ეფექტური გაზოტურბინების ერთადერთი მწარმოებელი და მსოფლიოში უფრო ეფექტური და იაფი დანადგარებიც არსებობს.
ოპონენტთა კიდევ ერთი არგუმენტი კომბინირებული ციკლის გაზოტურბინის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფს შეეხება. კერძოდ, ამ მოსაზრების ავტორების გათვლებით, ასეთი სადგურის მიერ გამომუშავებული ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგია 4 ცენტამდე იქნება, რაც საქართველოს რეალობაში არსებულ ტარიფზე ბევრად მეტია.
ენერგეტიკის სამინისტროში გაზოტურბინების ამოქმედების შემდეგ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებას არ ელიან. მიუხედავად იმისა, რომ „ენერჯი ინვესტს“ ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) ჯერ არ შეუთანხმებია, სამინისტროში დარწმუნებულნი არიან, რომ ამ მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
ასევე უცნობია, ვინ იყიდის „ენერჯი ინვესტისგან“ ელექტროენერგიას. სავარაუდოდ, ეს „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ იქნება, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველაფერი ელექტროენერგიის ღირებულებაზეა დამოკიდებული.
თავის მხრივ, ენერგეტიკის სამინისტროში ელექტროენერგიის გაყიდვის მიმართულებით პრობლემას ვერ ხედავენ. მათი მოსაზრებით, საქარ-თველოში ელექტროენერგიის დეფიციტია, ამიტომ „ენერჯი ინვესტის“ ელექტროენერგია მყიდველის გარეშე არ დარჩება.
2006 წლის ბოლომდე საქართველოში კიდევ იგეგმება რამდენიმე სხვა გაზოტურბინის მშენებლობაც. ახალი კომბინირებული ციკლის მქონე თბოსადგურის მშენებლობის სურვილი „ენერჯი ინვესტის“ გარდა, კიდევ რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა. მათ შორისაა, ისრაელის „ურიდორი“, თურქული „ჩალიკ ენერჯი“, სლოვენიური „PH consalte“, ფოთის გემთმშენებელი ქარხანა და გერმანული „ფერო სტალი“. კონკრეტული წინადადება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროში ჯერ არც ერთ მათგანს არ წარუდგენია.