The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” (კვარტალური ბიულეტენი, გამოცემა პირველი, იანვარი-მარტი 2007)


ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” (კვარტალური ბიულეტენი, გამოცემა პირველი, იანვარი-მარტი 2007)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: დარჩიაშვილი დავით, ნოდია გია
თემატური კატალოგი ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო” (კვარტალური ბიულეტენი)
საავტორო უფლებები: © ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო"
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გამოცემა პირველი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” საკონტაქტო ინფორმაცია მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი 0108, თამარ ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა № 10 ტელეფონი: (995 32) 250 463, 250 592 ფაქსი: (995 32) 291 052 ელ-ფოსტა: contact@osgf.ge ვებგვერდი: www.osgf.ge ბიულეტენის მომზადება: საინფორმაციო სააგენტო „სარკე” www.sarke.com დიზაინი და ბეჭდვა: Calamus Graphic Studio კვარტალური ბიულეტენი.იანვარი-მარტი



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო დამოუკიდებელი არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციაა. ფონდი დაარსდა 1994 წელს საქართველოში ღია საზოგადოებისა და დემოკრატიის ფასეულობათა მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით. ორგანიზაციის საქმიანობის სპექტრი ძალზე ფართოა - ფონდი ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, ადამიანთა უფლებების დაცვას, განათლებისა და ჯანმრთელობის სისტემების სრულყოფას, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური რეფორმების გატარებას, კორუფციის დაძლევას. ღია საზოგადოება - საქართველო ცნობილი ინანსისტის და მეცენატის, ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდთა ქსელის წევრი ორგანიზაციაა.

2 ფონდის კრედო - უფრო მეტი საზოგადოებრივი აქტიურობა

▲ზევით დაბრუნება


2007 წელი მნიშვნელოვანი და გარდამავალი იქნება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსთვის“. „მიმდინარე წელს მთავრდება ფონდის სტრატეგიის განხორციელების 2-წლიანი ციკლი და შემოდგომით 2008-2010 წლებისათვის ახალი სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ“, - აღნიშნავს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით დარჩიაშვილი.

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ფონდი დარჩება დონორი, მაგრამ უფრო მე საზოგადოებრივ აქტიურობას გამოიჩენს. ამასთან, ჩნდება დილემა, რადგან ფონდი ერთი მხრივ, ხელისუფლების რეფორმათა სტრატეგიისა და პოლიტიკის მხარდამჭერი უნდა იყოს, ხოლო მეორე მხრივ, ოპონენტი - ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და კვლავ მივიღებთ ამ გამოწვევას. ფონდის მიერ 2006 წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამება 2007 წლის 31 იანვარს გაიმართა. პრეზენტაციაზე აღმასრულებელმა დირექტორმა გასული წლის მიღწევები და ძირითადი პროექტები წარმოადგინა.

0x01 graphic

აღმასრულებელი დირექტორი დავით დარჩიაშვილი ფონდის სტრატეგიაზე საუბრობს

ფონდის საქმიანობაში გამოიყო შემდეგი ოთხი პრიორიტეტული მიმართულება:

- უმუშევართა გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა;

- ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის შემცირება;

- კოალიცია საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის

- ათასწლეულის გამოწვევის გრანტის მონიტორინგი;

- ქართული საზოგადოების ღირებულებების კვლევა.

პრეზენტაციაზე გამოსვლისას ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, გია ნოდიამ, აღნიშნა: „გასული წლის მანძილზე ფონდის საქმიანობა წარმატებული იყო. ამავე დროს, თუ ადრე ფონდი იყო ცნობილი, როგორც გრანტგამცემი, დღეს ის სულ უფრო მეტად ხდება მოქმედი პირი, რაც ძალიან ეფექტურია, თუმცაღა ეს შესაძლოა ვინმესთვის საკამათოც იყოს“.

0x01 graphic

გასული წლის შედეგების პრეზენტაცია

სამართლებრივი სისტემის რეფორმირების მხარდაჭერა

მიმდინარე წელს ფონდი გააგრძელებს 2005-2006 წლებში დაწყებულ მნიშვნელოვან აქტივობას. მათ შორის, სამართლებრივი სისტემის რეფორმირების მხარდაჭერას, კერძოდ, საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატურის ინსტიტუტის შექმნის ხელშეწყობას, პროკურატურასა და საზოგადოებას შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ფორმების ძიებას. „წელს ვაპირებთ, უზრუნველვყოთ ტელევიზიით ამ სფეროში მიმდინარე რეფორმების კარგად გაშუქება, რასაც დისკუსიის ფორმატი მიეცემა. საინფორმაციო საშუალებებით ეს საკითხები შუქდება არასისტემურად, არაანალიტიკურად და აქცენტი უფრო მეტად სენსაციურ მომენტებზე კეთდება, - ამბობს დავით დარჩიაშვილი და დასძენს, - ეს კი ქვეყნის გარდაქმნის უმნიშვნელოვანესი პროცესებია. ამასთან, თუ უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ჩართულობა, ამ დებატებმა ხელი უნდა შეუწყონ რეფორმების წარმატებას და უნდა დააინტერესონ ყველა, ვისაც ქვეყნის ბედი აღელვებს“.

0x01 graphic

ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე გია ნოდია

რეგიონალური პროექტები

ფონდი გააგრძელებს რეგიონალური პროექტების განხორციელებასაც. კერძოდ, დაგეგმილია თურქეთსა და ბულგარეთში აკადემიური წრეებისათვის გასულ წელს ჩატარებული ქართული საზოგადოების ღირებულებების კვლევის შედეგების წარდგენა.

„ამით ჩვენ დავეხმარებით ასეთ კვლევებს რეგიონალურ დონეზე - ეს იქნება შავი ზღვის აუზში რეგიონალური იდენტობისა და რეგიონალური განცდის ამაღლების ხელშეწყობა, - აღნიშნავს დავით დარჩიაშვილი და დასძენს, - თუ კარგად არ იქნება გააზრებული, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო როგორც წარსულში, ასევე დღევანდელ ყოფაში, გართულდება რეგიონალური მასშტაბით პოლიტიკური უსაფრთხოების პროექტების ეფექტურად დანერგვა“.

გაგრძელდება, აგრეთვე, ფონდის აქტივობა ტრადიციული მიმართულებებით: სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მდგრადობის, ადგილობრივი თვითმმართველობის (კერძოდ, საინტერესო გეგმებია დასახული კახეთთან, სვანეთთან, კოდორის ხეობასთან მიმართებაში), ეროვნულ უმცირესობათა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის, ქართულოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების ხელშეწყობა და სხვ.

3 საზოგადოებრივი ადვოკატები ყველა რეგიონში იმუშავებენ

▲ზევით დაბრუნება


მიმდინარე წლის ბოლომდე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება საქართველოს ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახური 2005 წლის ივნისში საცდელი პროექტის ფარგლებში შეიქმნა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოსა“ და ღია საზოგა დოება სამართლებრივი ინსტიტუტის მხარდაჭერით ნინო ცუხიშვილი, საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის უფროსი, აღნიშნავს: „პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რაშიც დიდი როლი ითამაშა ფონდმა, რომელმაც გაგვიწია ფინანსური დახმარება ტექნიკურ აღჭურვაში, საინფორმაციო ბაზის შექმნაში და სხვ. ქვეყანაში, სოციალური ფონიდან გამომდინარე, ადვოკატის უფასო მომსახურებაზე საზოგადოებრივი მოთხოვნა ძალიან დიდია და უკვე სახელმწიფო დონეზე გადაწყდა შესაბამისი იურიდიული სამსახურის ჩამოყალიბება და მომზადდა შესაბამისი კანონპროექტიც“.

0x01 graphic

საკონკურსო კომისიის სხდომა

საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურს ამჟამად ორი ტერიტორიული - თბილისისა და ზესტაფონის - ბიურო აქვს. ბიუროებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნა დაგეგმილია აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და მცხეთამთიანეთში. „საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კი იურიდიულ დახმარებას ტენდერის საფუძველზე შერჩეული იურიდიული პირები ან რეესტრის ადვოკატები განახორციელებენ”, - აღნიშნავს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის მენეჯერი, თამარ ქალდანი.

თბილისის მოთხოვნათა სრულად დასაკმაყოფილებლად, ბიუროში დასაქმებულ ადვოკატთა რაოდენობის გაზრდა გახდა საჭირო და ვაკანსია გამოცხადდა 19 ადგილზე.

შესარჩევი კონკურსი იუსტიციის სამონისტროს საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის მიერ ჩატარდა და მასში 112-მა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მათგან თანამდებობაზე დასანიშნად 19 კონკურსანტი შეირჩა, 20 - საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის ტერიტორიული ბიუროების რეზერვში ჩაირიცხა. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებით, თბილისის ბიუროს ახალი ადვოკატებისთვის 14-15 აპრილს საორიენტაციო ტრენინგი ჩატარდება, რომლის მიზანიც კონკურსის წესით შერჩეული ადვოკატებისათვის სამსახურის სპეციფიკის გაცნობა იქნება

4 სამოქალაქო სექტორის აქტიური როლი ევროინტეგრაციის პროცესში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

პროექტი - ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) სამოქმედო გეგმის (AP) შემუშავებასა და განხორციელების მონიტორიგში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა - ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამა), ჰაინრიხ ბიოლის ფონდისა და ევრაზიის ფონდის ერთობლივი ხელშეწყობით ხორციელდება.

პროექტი მიმართულია ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდისკენ. აქტივობა 2006 წლის მაისში დაიწყო და თავდაპირველად სამოქმედო გეგმისათვის რეკომენდაციების შემუშავებას ითვალისწინებდა.

რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის მხრიდან გათვალისწინებულ იქნა სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიის შემუშავებაში, ხოლო თვით დოკუმენტი, რომელიც მომავალი 5 წლის მანძილზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობასა და დახმარების პროგრამებს განსაზღვრავს, გასული წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ეფექტური გზების თაობაზე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მიზნით, მიმდინარე წელს თემატური მრგვალი მაგიდების მოწყობა გადაწყდა.

„პროექტის ფარგლებში აქტივობა ხელს უწყობს საზოგადოებასა და მთავრობას შორის დიალოგს, ხოლო მრგვალი მაგიდები მოეწყობა ყველაზე პრობლემური საკითხების გარშემო“, - აღნიშნავს პროექტის კოორდინატორი, თამარ პატარაია. ამის გათვალისწინებით, განისაზღვრა შემდეგი 4 თემა:

  • სასამართლო სისტემის რეფორმა;

  • კონფლიქტების დარეგულირება;

  • ეკონომიკური განვითარება;

  • გარემოს დაცვა.

2007 წლის 5 მარტს ჩატარდა დისკუსია სასამართლო სისტემის რეფორმის თემაზე, სადაც თავიანთი ხედვა და პოზიცია პრიორიტეტულ ამოცანებზე წარმოადგინეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, თინა ხიდაშელმა და თავისუფლების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, აკაკი მინაშვილმა. სამოქალაქო სექტორის მიერ ამ თემაზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების შემდეგ შესაბამისი დოკუმენტი წარედგინება მთავრობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მზადდება ყოველთვიური ბიულეტენი. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ბიულეტენში საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებზე და უფრო აქტიურად ჩაერთონ მათში. ბიულეტენი განთავსებულია პროექტის ფაგლებშივე შექმნილ ვებგვერდზე (www.enp.ge).

5 პალიატიური მზრუნველობის სამართლებრივი საფუძვლები

▲ზევით დაბრუნება


პალიატიური მზრუნველობის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის საჭიროა საერთაშორისო გამოცდილებასთან იმ ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაცია, რომელიც საქართველოში არეგულირებს პალიატიურ მზრუნველობას ზოგადად და კერძოდ, ტკივილდამაყუჩებელი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას.

საჭიროა, უფრო მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკა სიმსივნითა და სხვა უკურნებელი ავადმყოფობებით გამოწვეული ტკივილის გაყუჩების

ხელშეწყობის საკითხებზე, ასევე ფართოდ იქნეს გამოყენებული ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების სხვადასხვა არაინიექციური ფორმები.

0x01 graphic

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა

ამ პრობლემათა მიმართ სახელმწიფოებრივი ინტერესის გამოკვეთისათვის მნიშვნელოვანი მუშაობა გასწიეს პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამის კოორდინატორის, დიმიტრი კორძაიას ოფისმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა, რომელთა საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდა ფონდ„ღია საზოგადოება - საქართველოს“მიერ. 2007 წლის 9 მარტს გაიმართა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც შედგა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონებში: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების განხილვა. მათი მომზადება განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალების გამოყენებით.

ამ მასალების მომზადებაში მონაწილეობდნენ: მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი, პალიატიური მზრუნველობის ასოციაცია - „ჰუმანისტთა კავშირი“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) საერთაშორისო ექსპერტი, პროფ. იან სტრჯერნსვორდი.

განხილული კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო დონეზე ქვეყანაში უკვე დანერგილი პალიატიური მზრუნველობის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა. როგორც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამაში აღნიშნავენ, განისაზღვრა დეფინიცია „პალიატიური მზრუნველობა“, რაც აქტიურ, მრავალპროფილიან მზრუნველობას ნიშნავს. მისი უმთავრესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო აღიარებს ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების აუცილებლობას ტკივილისა და ტანჯვის შემსუბუქების მიზნით.

პალიატიური მზრუნველობა ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა ავადმყოფობა მკურნალობას აღარ ექვემდებარება. ასეთი მზრუნველობა ტანჯვას უმსუბუქებს ავადმყოფებს და უდიდეს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს მათი ოჯახის წევრებსაც.

6 ფონდის ხელშეწყობით, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები ფოტოხელოვნებას დაეუფლნენ

▲ზევით დაბრუნება


ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა სოციალური მზრუნველობის ინსტიტუტების შექმნის ხელშეწყობა. ამ მიმართულების ფარგლებში, დაფინანსდა პროექტი „ბერილი“, რომელსაც ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და უნარშეზღუდული ბავშვები ფოტოხელოვნებას შეისწავლიან და კომპიუტერულ განათლებას მიიღებენ. სიტყვა „ბერილი“ ლათინურ ენაზე გამადიდებელ შუშას აღნიშნავს.

„ბერილი“ იმ ამოცანის კარგი სიმბოლოა, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული - საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობა პრობლემურ გარემოში მცხოვრები ინდივიდებისადმი, - აღნიშნავს ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამის წარმომადგენელი, გიგა ზედანია და დასძენს, - ასეთ ადამიანებზე ზრუნვა აღქმული უნდა იქნეს, როგორც საზოგადოების წევრთა ზნეობრივი მოვალეობა“.

0x01 graphic

ბავშვები დაინტერესდნენ ფოტოხელოვნების შესწავლით

პროექტში ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. „ჩვენ ძალიან მოგვეწონა სტუდენტების მიერ შემოთავაზებული იდეა, რომელიც ბავშვებში შემოქმედებით ხედვას განავითარებს და მათი თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავს სამინისტროს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ზრუნვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ლეილა ცქიტიშვილი.

გოგიტა ვარდოსანიძე, ასოციაცია „ლიბერტას“ თავმჯდომარის მოადგილე და საინიციატივო ჯგუფის წევრი: „მზრუნველობას მოკლებული ბავშვები ისვენებდნენ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ბანაკებში, ამიტომ კარგად ვიცნობთ მათ ინტერესებს. ყოველივე ეს გათვალისწინებულ იქნა პროექტში, რომელიც ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“მოიწონა“.

ირაკლი ნადირაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, საინიციატივო ჯგუფის წევრი და პროექტის თანაავტორი: „ფოტომოყვარულთა კლუბები მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების ბაზაზე ჩამოყალიბდება - ბავშვებს კვირაში ერთხელ ჩამოვიყვანთ თბილისში და გაკვეთილებს ჩავუტარებთ“.

ხატია ბიტარიშვილი, 14 წლის, ბავშვთა სახლის ერთ-ერთი აღსაზრდელი: „პირველივე გაკვეთილი ძალიან მომეწონა - პროფესიონალი თუ არა, ფოტომოყვარული აუცილებლად გავხდები. ვფიქრობ, სხვა ბავშვებისთვისაც საინტერესო იქნება ფოტოხელოვნების შესწავლა. იმედია, ჩვენ უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს და დავმეგობრდებით“.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ინტერნეტ-საიტი, სადაც ბავშვების მიერ გადაღებული სურათები განთავსდება. საიტის საშუალებით ყველას შეეძლება, გაეცნოს ბავშვების თვალით დანახულ სამყაროს.