The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №21


ტაბულა №21


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: უილსონი დეიმონ, ბენდუქიძე კახა, გურგენიძე ლადო, ჯაფარიძე ზურა, თავხელიძე მიშა, კანდელაკი გიორგი, გოლდფარბი მაიკლ, ყველაშვილი გიორგი, გაიგერი ერნსტ, სუთიძე ლევან, ჯანაშია სიმონ, დანბარი უილიამ, მაჭავარიანი ლექსო, თოდუა მაია, კოვზირიძე დავით, მაჩაბელი სიმონ, შალიკიანი ეკა, ხოშტარია ნინო, ბაქრაძე ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|აგვისტო მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორი ნინი გოგიბერიძე/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/საპატიო რედაქტორი: დავით პაიჭაძე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, მაია ედილაშვილი, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, გიორგი კიკონიშვილი, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, შოთა დიღმელაშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, დავით გორგილაძე, ანანო სხირტლაძე, ანა სიხარულიძე, სოფო ებრალიძე/ილუსტრაცია: ივირიჩა/არტ-რედაქტორი: /ბაჩა მალაზონია დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/კომერციული დირექტორი: ოთარ ბაქრაძე / მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121 /



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩერჩილი შეშფოთდა, როცა შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი, სარა, ცოლად მიჰყვებოდა საკონცერტო დარბაზის კონფერანსიეს, ვიკ ოლივერს. ვიკი ჩერჩილმა თავიდანვე აითვალწუნა. ოჯახური ცხოვრება ხანგრძლივი არ გამოდგა. გაყრიდან ცოტა ხნის შემდეგ ვიკმა ყოფილ სიმამრს ჰკითხა, ომის დროს ყველაზე მეტად ვისით იყავი აღტაცებულიო.
- მუსოლინით, აღმოხდა ჩერჩილს.
- რატომ?!
- ეყო ვაჟკაცობა და სიძე დახვრიტა.

0x01 graphic

ერთხელ, ბლენჰეიმის სასახლეში (ჩერჩილის ოჯახის მამულები) უინსტონ ჩერჩილს ნენსი ესტორმა გაუბა საუბარი ქალთა უფლებებზე და აღმოაჩინა, რომ პრემიერი სულაც არ იყო ამ თემისადმი ნაზი გრძნობებით გამსჭვალული. როცა დავამ კულმინაციას მიაღწია, ლედი ესტორმა წამოიძახა: „უინსტონ, შენი ცოლი რომ ვყოფილიყავი, ყავაში საწამლავს ჩაგიყრიდი“. „ჩემი ცოლი რომ ყოფილიყავი, მიუგო ჩერჩილმა, აუცილებლად დავლევდი“.

0x01 graphic

ჩერჩილს უთხრეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ჩარლზ დე გოლი ურეკავდა. პრემიერი ამ დროს სუპს ჭამდა და უარი თქვა საუბარზე. თუმცა, დე გოლის დაჟინებული თხოვნით, იძულებული გახდა, სადილი შეეწყვიტა. როცა მაგიდას დაუბრუნ და, სუპი ცივი დახვდა, თავად კი მძვინვარებას ვეღარ მალავდა: „არამზადა დე გოლი! მარტო იმისთვის მომწყვიტა სადილს, რომ ეთქვა, საფრანგეთში მეორე ჟანა დ'არკს მიწოდებენო. იძულებული ვიყავი, შემეხსენებინა, რომ პირველი დავწვით!“

0x01 graphic

პრემიერმინისტრობის პირველ წლებში მარგარეტ ტეტჩერი ხშირად მართავდა სხდომებს. ერთ-ერთი ასეთი სხდომის შემდეგ მან მინისტრთა კაბინეტი ვახშამზე მიიპატიჟა ახლომდებარე რესტორანში. ამ კომპანიაში ტეტჩერი ერთადერთი ქალი გახლდათ. როცა დასხდნენ, ახალგაზრდა მიმტანი მაგიდასთან მივიდა და სტუმრებს ჰკითხა, სპეციალური კერძების ჩამონათვალს ხომ არ ინებებდნენ.
- მე ძროხის ხორცი, მოკლედ მოუჭრა რკინის ლედიმ.
- გასაგებია, თქვა მიმტანმა, და ბოსტნეული?
- ბოსტნეულებსაც იგივე უპასუხა ტეტჩერმა მთელი მინისტრთა კაბინეტის ნაცვლად.

0x01 graphic

ჯონ კენედის ინაუგურაციაზე, მიმართვის შემდეგ, ახალი პრეზიდენტის რესპუბლიკელმა ოპონენტმა, რიჩარდ ნიქსონმა, ტედ სორენსონს (კენედის დამხმარე) დიდსულოვნად გადაულაპარაკა: კენედიმ გამოსვლაში რამდენიმე ისეთი თქვა, მეც სიამოვნებით რომ ვიტყოდიო.
- რას გულისხმობთ? დაინტერესდა სორენსონი, იმ ადგილს? „იფიქრო არა ის, თუ რას გააკეთებს ქვეყანა შენ თვის, არა მედ ...“
- არა, შეაწყვეტინა ნიქსონმა, იმ ნაწილს, ასე რომ იწყება: „მე საზეიმოდ ვფიცავ...“

0x01 graphic

კამპანიის მსვლელობისას, თეოდორ რუზველტს ვიღაცამ სიტყვა გააწყვეტინა: „მე დემოკრატი ვარ!“ ყვიროდა ის.
- ჯენტლმენებო, შეიძლება ვიკითხო, შეეცადა ხალხის დაშოშმინებას რუზველტი, რატომ არის ეს კაცი დემოკრატი?
- პაპაჩემი დემოკრატი იყო, უპასუხა კაცმა, მამაჩემი დემოკრატი იყო და მეც დემოკრატი ვარ.
- მეგობარო, დავუშვათ პაპაშენი სულელი იყო, და მამაშენიც. მაშინ ვინ იქნებოდი?
რუზველტს ამჯერად არ გაუმართლა, ენამოსწრებულმა უცნობმა მაშინვე უპასუხა: „რესპუბლიკელი!“

0x01 graphic

ელდაი სტივენსონს, დუაიტეიზენ ჰაურის ოპონენტს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, 1952 წლის კამპანიის დროს, თაყვანისმცემელი ქალბატონი მიუახლოვდა: „გუბერნატორო, მიმართა აღტკინებულმა, ყველა მოაზროვნე ადამიანი თქვენ მოგცემთ ხმას“. „მადამ, ეს საკმარისი არ არის, უპასუხა სტივენსონმა მე ხომ უმრავლესობა მჭირდება!“.

0x01 graphic

„გამარჯობა. გმადლობ, ჯეი, გმადლობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომიწვიე. ოცნება ამიხდა, მართლა, ასე დაიწყო გამოსვლა სარა პალინმა ჯეილენოს შოუში, და ალასკა, როგორ განსხვავდება ალასკა ლოს ანჯელესისგან. აქ, როცა ადამიანებს გაყინული გამომეტყველება აქვთ, მაშინვე ხვდები, რომ ბოტოქსის ბრალია“.

0x01 graphic

1990 წელს მარგარეტ ტეტჩერს შეატყობინეს, რომ გერმანია ინგლისის საფეხბურთო მატჩზე გერმანიამ იმარჯვა. ტეტჩერმა თქვა: „კი ბატონო, ერთხელ დაგვამარცხეს ჩვენს ნაციონალურ თამაშში, სამაგიეროდ, მეოცე საუკუნეში ჩვენ ორჯერ დავამარცხეთ ისინი თავიანთ ნაციონალურ თამაშში“.

0x01 graphic

67 წლის ჩაკ ნორისმა ინტერვიუში თქვა: ჯონს (მაკკეინი) იმიტომ არ მივეცი ხმა, რომ მეშინია, მისი მოვალეობის შესრულება ვიცეპრეზიდენტს მოუწევსო. მართლაც, ყოფილი პილოტი უკვე 71 წლის არის და ყველაზე მხცოვანი პირველი ვადის პრეზიდენტი იქნებოდა, არჩევის შემთხვევაში. არიზონელი სენატორის პასუხმაც არ დააყოვნა: „იცოდეთ, 95 წლის დედაჩემს ვთხოვ, ჩაკ ნორისს პირი საპნით გამოურეცხოს“. ცნობილია, რომ მაკ კეინის დედა ბევრს მოგზაურობს ევროპაში. როცა საფრანგეთში მანქანა არ მიაქირავეს ასაკის გამო, ჯიუტმა ქალბატონმა ეს მანქანა იყიდა. მოგვიანებით კი შეძენილი BMW ამერიკაში ჩააყვანინა და აღმოსავლეთ სანაპიროდან 3 ათასი მილის მანძილზე მდებარე სანფრანცისკომდე ატარა. ერთ-ერ თი ასეთი ვოიაჟის დროს იგი დააჯარიმეს კიდეც ჩრდილო არიზონაში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისთვის. საზომმა უჩვენა 112 მილი საათში (180 კმ/სთ).

0x01 graphic

თეთრი სახლის კორესპონდენტებთან შეხვედრისას, ბარაკ ობამამ თქვა: „თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად ვიდექი აქ. ბევრი რამ შეიცვალა, არ შეცვლილა მხოლოდ ჩემი რეიტინგის დაღმასვლა. მაგრამ ეს დიდად არ მაწუხებს, პოლიტიკა ასეთია. თანაც, დღემდე მაღალი რეიტინგი მაქვს იქ, სადაც დავიბადე“.

2 გუშინ იყო ომი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ზუსტად ორი წლის წინ, 2008 წელს, აგვისტოში, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, კონფლიქტის ზონას გასცდა, საქართველოს ცენტრალურ ნაწილში - გორში ჯარები შემოიყვანა და თბილისის დაბომბვისგან თავი მხოლოდ აქტიური საერთაშორისო რეაქციის შემდეგ შეიკავა. დღემდე საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ოკუპირებული რჩება, თბილისიდან 50 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას და რუსული ბაზები შენდება.

ორი წლის წინ და შემდეგ მსოფლიოში არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმის შესახებ, თუ რამ მიგვიყვანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ზოგისთვის ეს ექსცენტრიული პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, რომელსაც „პიროვნული შეუთავსებლობა“ აქვს პრეზიდენტ პუტინთან. თუმცა ამ არგუმენტს „დაბალანსებულ“ შევარდნაძესთან რუსეთის პრეზიდენტების ურთიერთობის გამოცდილება აბათილებს; სხვისთვის ეს მიზეზი რუსეთის შელახული თავმოყვარეობაა. თუმცა ფსიქოემოციური ახსნა აბსოლუტურად ლოგიკამოკლებული ხდება, თუ გავიხსენებთ ომისშემდგომ გერმანიას. გერმანიას ეროვნული თავმოყვარეობა ასევე შელახული ჰქონდა, თუმცა მისი ამბიციები ნიურნბერგის ცნობილმა პროცესმა (ანუ ფაშიზმის გასამართლებამ) და ევროპაში „ძალის ვაკუუმის ამოვსების“ საშუალებით - აშშ-ს ჯარების განლაგებითა და ნატოს შექმნით, იქნა შეკავებული.

0x01 graphic

ფოტო: ალექს მაიოლი MAGNUM ©

ამიტომ, 2008 წლის აგვისტოში აშშ-ს მოკავშირე, „სწრაფად განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში“ მომხდარი ომის რეალურ მიზეზებზე საუბრისას საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული გარკვეული შეცდომების გარდა, აშშ-ს, როგორც მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი ძალის არათანმიმდევრული პოლიტიკა უნდა გავიხსენოთ.

ათვლის, ანუ გარდამტეხ წერტილად შეიძლება ბუქარესტის ნატოს სამიტი მივიჩნიოთ. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანიის, კერძოდ, მერკელის პოზიცია მაშინ საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი აღმოჩნდა. ეს კი მწვანე შუქი გახლდათ რუსული ამბიციური ზრახვებისთვის. საქართველოსადმი ბუშის ადმინისტრაციის უპირობო მხარდაჭერის შესახებ გავრცელებული მითების საპასუხოდ, აუცილებლად აღსანიშნავია აშშ-ს უმოქმედობა, რომელმაც რეალურად არაფერი გააკეთა ბუქარესტის სამიტზე ამ წინააღმდეგობის დასაძლევად ან დასაზღვევად. მაგალითად, არ გამოიყენა ბალტიისპირეთის ქვეყნების ანალოგია, ჯერ კიდევ ნატოს სამიტამდე არ გააფორმა აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ და მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და პირველ რიგში კი რუსეთისთვის სადემონსტრაციიოდ არ ჩაუყარა საფუძველი უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს.

ბუშის ხელისუფლების ეს პოზიცია ამ ეტაპისთვის მისი არაპოპულარობით, შესუსტებული ძალაუფლებითა და ორპარტიულ კონსენსუსზე დამყარებული მმართველობით შეიძლება აიხსნას. აშშ-ს ადმინისტრაცია ამ პერიოდში, ერთი მხრივ, „ბუშის დოქტრინის“ თანახმად მოქმედებდა, იგივე ერაყსა თუ ავღანეთში, ასევე მსოფლიოში დემოკრატიების მხარდაჭერაზე განცხადებებს აკეთებდა და ტერორიზმს ებრძოდა, მეორე მხრივ კი, პრაქტიკულად უმოქმედო გახლდათ რუსეთის მიმართ, რომელიც არც დემოკრატიის ნიშნებს აჩვენებდა, არც ადამიანის უფლებების დაცვისკენ დგამდა ნაბიჯს, არც ჩეჩენთა მიმართ გენოციდისგან იკავებდა თავს.

მეტიც - არც პუტინის აშკარა მუქარა 2008 წელს, არც აფხაზეთში რკინიგზის დაცვის მოტივით შეყვანილი ჯარები, არც საქართველოს ტერიტორიაზე დროდადრო ჩამოგდებული ბომბები, არც თავად კონდოლიზა რაისის საქართველოში ვიზიტის დროს ქვეყნის საზღვრებში შემოფრენილი რუსული ბომბდამშენი და არც ქართულ სოფლებზე მიტანილი ინტენსიური იერიშები არ აღმოჩნდა აშშ-ს და, მით უმეტეს, ევროპის ლიდერთა რეალური ქმედებისთვის საკმარისი არგუმენტი.

რუსეთის მიერ ვაკუუმის შესავსებად განხორციელებული სასინჯი ქმედებები უკომენტაროდ, ან აშშ-სა და ევროპის საშუალო და დაბალი რგოლის ჩინოვნიკთა განცხადებებით აღინიშნა. ეს რუსეთის ტიპის ქვეყნისთვის უპირობო მწვანე შუქი გახლდათ. პრაქტიკულად არ არსებობდა შემაკავებელი ძალა, რომელიც საქართველოს ამ ომისგან დააზღვევდა.

ორი წლის შემდეგ - 2010 წელი, აგვისტოა და დღეს კვლავ აქტუალურია რუსეთის შემაკავებელი ფაქტორისა და ძალის თემა.

დღეს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მართავს. ობამას ხელისუფლებამ 1,5 წლის წინ რუსეთთან „გადატვირთვის ღილაკს“ დააჭირა ხელი. ანუ აქცენტი გააკეთა შიდაპოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყნის შიგნით მემარცხენე პოლიტიკის, გარეთ - ე.წ. „რეალური პოლიტიკის“ გატარება დაიწყო. მოგვიანებით კი ამას, აშშ-ს შუალედური არჩევნების საფინიშო სწორზე - „კევის ღეჭვისა და სიარულის“ შეთავსების მცდელობა მოჰყვა.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

გადატვირთვის საფრთხეები, რუსულ-ქართული ომისა და მისი შედეგების ფონზე, განსაკუთრებულად შემაშფოთებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ნატოს მიღმა, არამედ ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვისაც. სწორედ ამ შეშფოთების საფუძველზე დაიწერა წერილი პრეზიდენტ ობამასადმი, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის 6 ყოფილი პრეზიდენტი, ე.წ. პირველი თაობის დემოკრატი ლიდერები აწერდნენ ხელს და აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპის მიტოვებაში სდებდნენ ბრალს, აქვე იყო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-მ 2008 წლის აგვისტოში საქართველო არ დაიცვა.

სწორედ ამ შეშფოთების გამოხატულება გახლდათ უკრაინის პროდასავლური ლიდერის იულია ტიმოშენკოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მცდელობა, რამაც უკრაინაში პროდასავლური ლიდერებისადმი ნდობა კიდევ უფრო შეარყია; ბელარუსის ლიდერის გააქტიურება; აზერბაიჯანის მიერ რუსეთთან გაძლიერებული ენერგოვაჭრობა... ტრადიციულად, მეტოქის სისუსტედ აღიქვა ახალი პოლიტიკური სტრატეგია რუსეთმა; ასე თანდათან განიცადა სტრატეგიული დანაკარგები აშშ-მ უკრაინაში, ყირგიზეთში, პოლონეთშიც კი.

სანაცვლოდ კი აშშ-მ მიიღო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სანქციები ირანის წინააღმდეგ, რომელიც რეალურად არაფერს ცვლის; რუსეთის თანხმობა ავღანეთის ტვირთების გადაზიდვაზე იმ პირობებში, როცა ტვირთების 80 პროცენტი ავღანეთში პაკისტანის გავლით შეედინება და არც ჩრდილოეთის ალტერნატიული მარშრუტის მოძიება იყო შეუძლებელი. ესე იგი, პრაქტიკულად არაფერი, ბევრის სანაცვლოდ.

0x01 graphic

ცხადია, ამ სიტუაციაში აშშ-ს პოლიტიკა დღეს რუსეთისთვის საქართველოსთან მიმართებაში შემაკავებელი ფაქტორის როლს ვერ ითამაშებდა, თუმცა, არსებობს რამდენიმე საგულისხმო დეტალი:

ბოლო პერიოდში აშშ-ს პოლიტიკაში გადატვირთვის გადატვირთვის ნიშნები გამოჩნდა. ეს ნიშნები გამოიხატა საქართველოსთან მიმართებაში - ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტის დროს და პრაქტიკაში ცნება „ოკუპაციის“ დამკვიდრების დაწყებით; გამოიხატა ნეთანიაჰუს თბილი მიღებით აშშ-ში; გამოიხატა თუნდაც რუსეთის ჯაშუშებთან დაკავშირებული ისტორიით. აშშ-ს ხელისუფლების მიერ ეს ნაბიჯები, საგარეოზე მეტად, აშკარად საშინაო მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და ამის წინაპირობა აშშ-ში მოახლოებული შუალედური არჩევნებია.

აგვისტოს ომიდან ორი წლისთავზე აშშ ისევ წინასაარჩევნო საფინიშო სწორზეა - 2 ნოემბერს შუალედურ არჩევნებში აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის 435 წევრი და სენატში კი 100-დან 36 წევრი უნდა აირჩიონ. ამ არჩევნებში რესპუბლიკელებს წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი აქვთ, ვიდრე დემოკრატებს. უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში კი, რესპუბლიკელებს ობამას საკანონმდებლო ინიციატივების დაბლოკვაც შეუძლიათ. ბოლო პერიოდის კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ასეთი პერსპექტივა რეალურია: ჟურნალ ეკონომისტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამერიკელების 52 პროცენტი ობამას პოლიტიკის უკმაყოფილოა. სკეპტიციზმის მთავარი მოტივი კრიზისის გახანგრძლივებაა. ორგანიზაცია „გელაპის“ მერ ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ დამოუკიდებლების მხოლოდ 38 პროცენტი იწონებს მის პოლიტიკას.

ამ ფონზე თავად გადატვირთვის პოლიტიკის მომხრეებიც აღიარებენ, რომ პრეზიდენტს, რომელსაც ქვეყნის შიგნით პრობლემები აქვს და საკუთარი ინიციატივების გასატანად მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება, საგარეო პოლიტიკის კორექტირება მოუწევს. შესაბამისად, ობამას საგარეო პოლიტიკაში მორიგი ცვლილებების მოლოდინი არსებობს. ამ მოლოდინს ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯებიც უმყარებს საფუძველს. ასევე აღსანიშნავია, მაგალითად პრეზიდენტ ბილ კლინტონის გამოცდილება, რომლის წარუმატებლობას საშინაო ფრონტზე საგარეო ფრონტზე დაწყებული გააქტიურება მოჰყვა.

შესაბამისად, შეიძლება ვივიარაუდოთ, რომ სტრატეგიული მოკავშირე და უკვე „ქარტიამოწერილი“ საქართველოს პოლიტიკური მარცხი აშშ-ს დღევანდელი ხელისუფლების ინტერესს აშკარად ხელყოფს და სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის. ამ რეალობას დღეს რუსეთიც აცნობიერებს, რაც მისი აგრესიული ქმედებების ერთგვარ შემაკავებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს და რამაც, გარკვეულწილად, უკვე განაპირობა კიდეც ტონის უმნიშვნელო შერბილება რუსეთის ლიდერთა მხრიდან.

0x01 graphic

ფოტო: თომას დვორჟაკი MAGNUM ©
ფოტო: REUTERS ©

ამასთან, თუ მივყვებით ნიუ იორკ თაიმსის მიმომხილველის თომას ფრიდმანის „ნავთობპოლიტიკის პირველ კანონს”, რუსეთის აგრესიული ზრახვების განხორციელებას დღეს არც ნავთობის ფასები უწყობს ხელს. შეგახსენებთ, თომას ფრიდმანის მოსაზრებით, რაც უფრო მაღალია ბუნებრივი რესურსების ფასები, მით მეტად იბღალება ადამიანის უფლებები, პოლიტიკური საარჩევნო სტრუქტურა და კანონის უზენაესობა. იგი ასევე ამბობს, რომ, მაღალი ფასების შემთხვევაში ნავთობ-სახელმწიფო ნაკლებ ყურადღებას აქცევს სხვების აზრებს. ეს ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც, სხვა ფაქტორების მიმართ.

რომ არა ეს ფაქტორები, ევროპა დღეს ისეთივე პასიურია, როგორიც ორი წლის წინ იყო და ისეთივე რიტორიკა აქვს, როგორც ორი წლის წინ. მეტიც, 2010 წლის ივლისის მიწურულს აგვისტოს ომის „მთავარმა მომრიგებელმა“ პრეზიდენტმა სარკოზიმ პრაქტიკულად ცალმხრივად დაადასტურა, რომ საფრანგეთი მოწადინებულია, რუსეთს აუგოს ორი ვერტმფრენმზიდი „მისტრალი“, თბილისში ჩამოსულმა კუშნერმა კი საქართველოს ხელისუფლებას ისევ „დაჟინებით ურჩია“ რუსეთთან დიალოგის უპირობოდ დაწყება.

აშშ-ს ადმინისტრაციამ კი თავადაც აღიარა, რომ, საქართველოს ტერიტორიების „ოკუპირებულად“ გამოცხადების მიუხედავად, არ გააჩნია დეოკუპაციის არავითარი სტრატეგია, თუნდაც ისეთი უსუსური და ნაკლებადრეალიზებადი, როგორიც ახლო აღმოსავლეთის, პალესტინის კონფლიქტის შემთხვევაში.

საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კი კვლავ ოკუპირებულია, თუმცა, ქვეყანას დაძლეული აქვს შიდაპოლიტიკური დაპირისპირების პიკი. სააკაშვილის ხელისუფლებას მოპოვებული აქვს ფაქტობრივი ლეგიტიმაცია; კვლავ ინარჩუნებს დასავლურ ორიენტირს; რჩება აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად და ისწრაფის ნატოსკენ (მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ორი წლის წინანდელისგან განსხვავებით, ნატოში ინტეგრაციას უკვე არა 80 პროცენტზე მეტი, არამედ 59 პროცენტი უჭერს მხარს);

ამასთან, საგარეო პოლიტიკაში აშკარად შეიმჩნევა ახალი ტენდენციები, რომელიც ზოგისთვის ბევრ კითხვას ბადებს, თუმცა რეალურად ახალი - მრავალპოლუსიანი მსოფლიოს პერსპექტივის გაცნობიერების ნიშანია: პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასული ორი წლის მანძილზე გაააქტიურა ურთიერთობა ირანთან და ბელორუსთან; დაესწრო კოსტა-რიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას და შეეცადა დაემყარებინა კონტაქტები ინაუგურაციაზე სტუმრად მყოფ სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან; დღესაც აგრძელებს მუშაობას ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან (55 წევრი და 13, საქართველოს მსგავსად, დამკვირვებელი ქვეყანა), დაამყარა დიპლომატიური კონტაქტები მცირე სახელმწიფოებთან. პარალელურად კი საქართველომ ინტენსიურად გააგრძელა საგარეო ფრონტზე გააქტიურებულ თურქეთთან ურთიერთობა, შესთავაზა კონფლიქტების დარეგულირების სტრატეგიის განხორციელებაში ჩართვა, მადლობა გადაუხადა ბრაზილიასთან ერთად ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებისთვის (მოკლედ, მოახდინა და აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პრეცედენტების პრევენციას. შეგახსენებთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები, რუსეთის გარდა, დღემდე მხოლოდ სამმა ქვეყანამ - ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარეს).

პარალელურად კი საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში გაააქტიურა დეკომუნიზაციის პროცესი და აქტიურად დაიწყო საბჭოთა რეჟიმის გასამართლების იდეის ლობირება.

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: თომას დვორჟაკი MAGNUM

თვითგამოცხადებულები და ოკუპირებულები

რა მოუტანა ოკუპაციამ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს, ოთხი სახელმწიფოს „აღიარების” გარდა? რამდენიმე ფაქტი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად:

აფხაზეთი

„რესპუბლიკა” აფხაზეთში 2009 წლის დეკემბერში ჩატარდა არჩევნები და საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა სერგეი ბაღაფშმა. რაულ ხაჯინბა - ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც არძინბას დროინდელი ნომეკლატურა უჭერს მხარს და აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის ლიდერია და ადგილობრივი ბიზნესმენი ბესლან ბუთბა, რომელიც პარტიის „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების“ თავმჯდომარეა, დღეს ოპოზიციაში არიან.

თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დღეისთვის აფხაზებისთვის არცთუ სასარგებლო დემოგრაფიული ვითარებაა შექმნილი. „აფხაზეთის საპასპორტო-სავიზო სამსახურის“ ინფორმაციით, აფხაზეთში 74 ათასამდე პასპორტი აფხაზი ეროვნების მოქალაქეებზეა გაცემული, მეორე ადგილზე სომხები არიან - 32 ათასი პასპორტი, მესამეზე რუსები - 18 ათასი, შემდეგ მოდიან ქართველები - 12 ათასი და სხვა, სულ 85 ეროვნების ადამიანი. ამ მონაცემების მიხედვით, აფხაზეთში დღეისათვის 320 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რაც თბილისში არარეალისტურად მიაჩნიათ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის სტატისტიკით, აფხაზეთში მთლიანად 167 ათასამდე მცხოვრებია. აქედან ყველაზე მეტი სომეხი ეროვნების - 57 ათასი ადამიანი ცხოვრობს. შემდეგ მოდის 46 ათასი ქართველი, მხოლოდ 34 ათასი აფხაზი, 23 ათასი რუსი და სხვა. გარდა ამისა, აფხაზეთში დღეს დაახლოებით 5 ათასი რუსი სამხედრო იცავს მშვიდობას. ამასთან, რუსეთის მოქალაქეები პირველ ადგილზე არიან აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის მაჩვენებლით, მათმა წილმა უცხოელი მყიდველების საერთო რაოდენობიდან 85%25 შეადგინა (უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტო Gordon Rock-ისა და სეპარატისტული აფხაზეთის უძრავი ქონების სააგენტოს „სტრანა მიმოზ“ - ის მონაცემები).

რუსეთზეა დამოკიდებული აფხაზეთის ბიუჯეტიც. 2008 წელს რუსეთის დახმარებამ 510 მილიონი რუბლი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის წილი 1 მილიარდ 268 მილიონი რუბლი იყო. მომდევნო, ანუ 2009 წელს რუსული დახმარება გაიზარდა 2 მილიარდ 568 მილიონ რუბლამდე. ადგილობრივმა რესურსმა კი მხოლოდ 1 მილიარდ 678 მილიონი რუბლი შეადგინა.

აფხაზური ენა კი სულ უფრო და უფრო თმობს პოზიციებს. ადგილობრივი პარლამენტის მცდელობა, აფხაზურად ჩაეტარებინა სხდომები, კურიოზით აღინიშნა - დეპუტატებს თარჯიმნები დასჭირდათ.

ამ ფაქტების ფონზე აფხაზებში სულ უფრო და უფრო იზრდება აფხაზი ერის ასიმილირებისა და სრული გაქრობის შიში. თუმცა ეს შიში, ჯერჯერობით, საქართველოსთან დიალოგის დაწყებისთვის საკმარის არგუმენტად ვერ იქცა.

სამხრეთ ოსეთი

კიდევ უფრო მეტად არის „მიბმული“ რუსეთზე დღეს თვით (და რუსეთისა და მისი სამი მეგობრის მიერ) აღიარებული სამხრეთ ოსეთი. ამასთან, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის, რომელსაც მალე მეორე ვადა გასდის, რუსეთის მიერ დანიშნულ „შიდა მეთვალყურეებთან“ პრობლემები აქვს. პრობლემების სათავე რეგიონში გაფლანგული რუსული ფულია. რუსეთის პრემიერის ვლადიმირ პუტინის უშუალო ხელდასმით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერის პოსტს დღეს ვადიმ ბროვცევი იკავებს, რომელთანაც კოკოითის გამწვავებული ურთიერთობის განსამუხტავად თავად პუტინის ჩარევა გახდა საჭირო. რუსეთის პრემიერმა სამხრეთ ოსეთის ლიდერი კრემლში დაიბარა და პირადად მოსთხოვა ბროვცევთან დაპირისპირების შეწყვეტა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პერმანენტულად ვრცელდებოდა ინფორმაცია კოკოითის ხელისუფლებიდან ჩამოცილების, მისი შესაძლო ჩანაცვლების შესახებ. ბოლო დღეებში მედიამ კოკოითის შესაძლო შემცვლელებზეც გაავრცელა ინფორმაცია. კერძოდ, საუბარია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევზე, მის პირველ მოადგილე, პოლიტიკური პარტია „ერთობის“ ლიდერზურაბ კოკოევსა და რუსეთის ფედერაციაში სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ელჩ დიმიტრი მედოევზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა აღმოჩნდეს კოკოითის შემცვლელი, მას არცთუ სახარბიელო მემკვიდრეობა ერგება.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის მონაცემებით (რომელიც რუსეთისა და ცხინვალის ხელისუფლებების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა), ამჟამად რეგიონში 30 ათასი ოსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, აქედან ცხინვალში - 17 ათასი. ამასთან, რეგიონში ამჟამად სულ 2500-მდე ქართველი ცხოვრობს. სამხრეთოსეთში განთავსებულია რუსეთის არმიის მე-4 ბრიგადა, რომელშიც ოფიციალურად 3 800 სამხედროა. ჯარი განლაგებულია ცხინვალში, ჯავაში და სოფელ ყანჩავეთში, ახალგორის რაიონში. კრიზისის ჯგუფს მიაწოდეს ინფორმაცია დასავლეთით, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დამატებით სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებაც. არსებობს ცნობები უფრო პატარა სამხედრო ბაზის შესახებაც, რომელიც ქურთაშია დისლოცირებული. ამასთან, საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 900 რუსი მესაზღვრეა დისლოცირებული და მიმდინარეობს საზღვრის დემარკაცია.

„სამხრეთ ოსეთის“ ეკონომიკა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოდან რუსეთმა სამხრეთ ოსეთს 840 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. თუმცა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპი ძალზე დაბალია. სამხრეთ ოსეთში ყველაზე მსხვილი საწარმოებია მინერალური წყალი „ბაგიათის“ და „ვიბრომანქანის“ ქარხნები, რომელთა საწარმოო სიმძლავრე მხოლოდ მეხუთედითაა ათვისებული. პროდუქტის 90 პროცენტი რეგიონში რუსეთიდან შემოდის და, სულ მცირე, ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთის სამხრეთ რეგიონებში. სამხრეთ ოსეთში ფუნქციონირებს ორი „სახელმწიფო“ ბანკი. მიმოქცევაში მხოლოდ რუსული რუბლია.

ერთადერთი პროგრესი მასწავლებლებისა და სამართალდამცველი ორგანოების ხელფასების ზრდის მიმართულებით შეიმჩნევა, თუმცა, აშკარაა, მსყიდველუნარიანობის შემცირება. კრიზისის ჯგუფის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები სამკურნალოდ რუსეთში მიდიან, უფასო სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლიათ მათ, ვისაც შიდა რუსული პასპორტი აქვს. წელს საშუალო სკოლა მხოლოდ 430 მოზარდმა დაამთავრა.

3 დეიმონ უილსონი: საქართველო და უკრაინა მზად იყვნენ მაპისთვის

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

ტაბულა გთავაზობთ ამონარიდს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ უილსონის ინტერვიუდან. დეიმონ უილსონი 2007-09 წლებში იყო ჯორჯ ბუშის საგანგებო თანაშემწე და უშუალოდ მონაწილეობდა ნატოს გაფართოების, კერძოდ, ალიანსში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრირების პროცესში.

  • რა ფაქტორებმა განაპირობეს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე უარის თქმა?

ზოგიერთისთვის რუსეთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ალბანეთი ნათელი მაგალითია, რომ მაპი სწორედ ის პროცესია, რაც ეხმარება ქვეყნებს, მოემზადონ ალიანსის წევრობისთვის. ჩვენს გუნდს მიაჩნდა, რომ საქართველო და უკრაინა მზად იყვნენ მაპისთვის. ამის საწინააღმდეგო ორი არგუმენტი არსებობდა: ერთი იყო რუსეთი - არ გავაღიზიანოთ რუსეთი. ამ არგუმენტს ჩვენ არ ვეთანხმებოდით, არ მიგვაჩნდა მსჯელობის ლეგიტიმურ საკითხად. მეორე კი საქართველოსა და უკრაინაში არსებული მდგომარეობა იყო. ჩვენ არ უარვყოფდით, რომ საქართველოსა და უკრაინას ჰქონდა პრობლემები, რომელთა მოგვარება იყო საჭირო, მაგრამ მიგვაჩნდა, რომ მაპი საუკეთესო საშუალება იყო ვითარების გაუმჯობესებისათვის და ასევე, მხარდაჭერის კონსოლიდირებისათვის. თუმცა, ბევრი ისეთიც იყო, ვინც რუსეთის გამო ერიდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმას და ამას პირდაპირ, დაუფარავად ამბობდა, მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

  • ხომ არ იყო საქართველოსა და უკრაინის ერთად განხილვა შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვის?

რეალურად, საქართველოს მხარდასაჭერად უფრო ძლიერი არგუმენტები არსებობდა. ნატოში შესვლას მყარი სახალხო მხარდაჭერა ჰქონდა. ქართველების დასავლურ ორიენტაციაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქმე, უბრალოდ, სამხედრო ალიანსს კი არ ეხება, არამედ იმ ფასეულობებს, რომლებზეც ეს ალიანსი დგას. თუმცა, ბუქარესტში შევნიშნეთ, რომ ზოგი ლიდერი უკრაინისკენ უფრო იხრებოდა. მოგვეჩვენა, რომ ანგელა მერკელი შეიძლება დათანხმებოდა უკრაინისთვის მაპის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი ამას აშკარად არ გააკეთებდა. მაგრამ პრეზიდენტი ბუში ამ ორი ქვეყნის განცალკევების წინააღმდეგი იყო. მიაჩნდა, რომ მიუხედავად ამ ქვეყნებს შორის დიდი განსხვავებებისა, ორივე ახალგაზრდა დემოკრატია იყო და დახმარება ორივესთვის უნდა გაეწია. ბუშს არ სურდა მერკელთან გარიგება - გავჩუმდებით საქართველოზე, თუ უკრაინისთვის მაპის მინიჭებას დათანხმდებით. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინასთან ერთად ყოფნა იმ დროს საქართველოსთვის, გარკვეულწილად, მოგებიანიც კი იყო.

  • ბოლო კითხვა რუსეთისთვის შეიარაღების მიყიდვას ეხება - მისტრალს ვგულისხმობ. შეიარაღების ისეთი ქვეყნებისთვის მიყიდვა, რომლებიც ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემენ, ევროკავშირის ქცევის კოდექსის დარღვევაა. ეს უპრეცედენტო რამ არის - ნატოს არც ერთ წევრ ქვეყანას არ მიუყიდია მსგავსი იარაღი რუსეთისთვის.

ეს სამარცხვინო ნაბიჯი ძირს უთხრის ალიანსის სოლიდარობას და სიგნალია რუსებისთვის, რომ მათ აპატიეს საქართველოში შეჭრა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. როდესაც ფრანგების შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირღვევა და პარიზი ასეთ გარიგებას დებს კრემლთან, ეს აჩვენებს, რომ მოსკოვისგან რეალურად არავინ ელის ამ ხელშეკრულების შესრულებას და მიანიშნებს რუსეთს, რომ ამ დარღვევისთვის მას დიდი ჯარიმა არ დაეკისრება.

4 საქართველო 1920-იანი წლების უცხოურ პრესაში

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისის დასავლურ პრესაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ცნობებს რომ ეცნობი, ზოგჯერ გგონია, რომ დრო გაჩერდა.

„მასობრივი დემონსტრაციები რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ გაიმართა თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში 11 თებერვალს, რუსი ბოლშევიკების მიერ საქართველოზე თავდასხმის წლისთავზე. ქუჩები აივსო ხალხის მჭიდრო კოლონებით. დემონსტრანტებს შავი დროშები და პლაკატები უჭირავთ. პლაკატებზე წერია: „ვითხოვთ საქართველოს გათავისუფლებას რუსული ჯარებისაგან!“ „ძირს საოკუპაციო ჯარები!“.

ეს ამონარიდია 1922 წლის 26 მარტის ნიუ იორკ ტაიმსის სტატიიდან. პლაკატებზე გამოსახული ეს მოთხოვნები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც 1921, 1922, 1924 ან, თუნდაც, 1989 წელს იყო. შეცვალეთ 11 თებერვალი 7 აგვისტოთი, რუსი ბოლშევიკები - მედვედევ-პუტინის რუსეთით და ტექსტი დღესაც შეიძლება უცვლელად დაიბეჭდოს.

„ბოლშევიზმის ძირშივე მოხრჩობა ენით აუწერელი სიკეთე იქნებოდა კაცობრიობისათვის“ - ეს სინანული უინსტონ ჩერჩილმა დიდი დაგვიანებით - 1949 წელს გამოთქვა. ამ დროისთვის ბოლშევიკებს უკვე იმდენი ბოროტება ჩაედინათ (არც მერე შეუწყვეტიათ), რომ მათ შედეგებს მსოფლიო - და განსაკუთრებით, საქართველო - დღემდე იმკის.

ჩერჩილის ამ ფრაზამდე თითქმის ოთხი ათეული წლით ადრე აფრთხილებდა საქართველო ევროპას წითელი საფრთხის შესახებ და დახმარებას სთხოვდა... დღესაც ამის კეთება უწევს - მაშინ საბჭოთა რუსეთისგან, ახლა კი მისი იდეოლოგიური და სულიერი სამართალმემკვიდრის - პუტინის რუსეთისგან დასაცავად.

„თუ ევროპა ხმას არ ამოიღებს იმ საშინელ უსამართლობაზე, რასაც საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ სჩადის, ამას ნებისმიერი დიდი სახელმწიფო მიიღებს თანხმობად, თავს დაესხას მეზობელ ქვეყნებს და დაიპყროს მათი ტერიტორიები“, - აფრთხილებდა ნოე ჟორდანია დიდ სახელმწიფოებს 1922 წლის 21 მარტს, ბრიტანული ტაიმსის მეშვეობით. ეს წერილი ემიგრაციაში მყოფმა ნოე ჟორდანიამ 1922 წლის აპრილ-მაისში, გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე ბოლშევიკური რუსეთის მიწვევასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ჟორდანია მიუთითებს კანის კონფერენციის მე-6 მუხლზე (აგრესიის დაუშვებლობა) და ევროპას მიმართავს: “ქართველი ხალხი იმედოვნებს, რომ, კანის კონფერენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, დიდი სახელმწიფოები - და განსაკუთრებით, დიდი ბრიტანეთი - მოსთხოვენ ბოლშევიკებს, გაიყვანონ ჯარები საქართველოდან”.

გენუის კონფერენციაზე, სადაც ფინანსურ საკითხებს განიხილავდნენ, რუსეთისთვის ეს მოთხოვნა არავის წაუყენებია.

ბოლშევიზმმა ევროპას პირველი მსოფლიო ომის დროს მოუსწრო. ომის დასრულების შემდეგ დასუსტებული ევროპის მთავარი საზრუნავი მის ქვეყნებში ბოლშევიზმის ექსპანსიის თავიდან აცილება იყო. ბრიტანეთმა ეს პირობა რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებასთან 1921 წელს გაფორმებულ სავაჭრო ხელშეკრულებაშიც ჩადო. რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების წითელი ტერორისაგან დასაცავად კი ევროპამ ვერაფერი ან არაფერი გააკეთა.

„ქართველებს ჰგონიათ, თუ ერთ შეტევას გაუძლეს, მეორესაც გაუმკლავდებიან, მაგრამ ევროპის მხრიდან ქართველების მიტოვება მხოლოდ მათი რესურსების ამარა, არ იქნებოდა სწორი“, - ურჩევდა ევროპას ტაიმსი საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე ორიოდე კვირით ადრე - 1921 წლის 25 იანვარს. გაზეთის ცნობით, მოსკოვმა ბოლშევიკების ემისარი, შიმანი, თბილისიდან გაიწვია, ვინაიდან მან ვერ მოახერხა ქართველი პროლეტარების წაქეზება, დაეწყოთ აჯანყება. ეს აჯანყება ქვეყნის საზღვართან კონცენტრირებული წითელი არმიისთვის საქართველოში შემოჭრის საბაბი უნდა გამხდარიყო. „ტროცკი გააცოფა საქართველოს ბოლშევიზაციის მისეული გეგმის ჩავარდნამ“, - წერს გაზეთი. კორესპონდენტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ასეთი შესაძლებლობა ბოლშევიკებს ერთ ხანს აღარ მიეცემათ ზამთრის პირობებისა და დემორალიზებული დამშეული არმიის გამო, თუმცა იქვე დასძენს: „ვინც ბოლშევიკურ მენტალიტეტს იცნობს, ამბობს, რომ გაცოფებულმა ტროცკიმ შეიძლება არმიას ნებისმიერ ფასად შეტევაზე გადასვლა უბრძანოს“.

სტატიაში გამოთქმული წინასწარმეტყველება ახდა. 23 თებერვლის ტაიმსი ადასტურებს ცნობებს საქართველოში მე-11 არმიის შეჭრის შესახებ. „ქართულმა ჯარებმა, როგორც ჩანს, წითლებს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ათასობით ლტოლვილი ქუთაისში გაიქცა, მთავრობა კი ბათუმში გადავიდა. ბათუმში გადავიდა მოკავშირეთა და ამერიკის მისიებიც“.

„ეს არის დანაშაული, დაუნდობელი სამხედრო აგრესიის ნიმუში“, - განაცხადა საქართველოს ოკუპაციაზე ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, რამსეი მაკდონალდმა, მომავალმა პრემიერმა, 1921 წლის ივნისის ფორვარდში.

ევროპამ მხოლოდ სიტყვიერად დაგმო რუსეთის ქმედება და საქართველო ბედის ანაბარა მიატოვა.

ოკუპაციის შემდეგ საქართველომ მალევე მიმართა ევროპას დახმარების თხოვნით: „ბოლშევიკებმა გაძარცვეს ქვეყანა - საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წამლები, სარკინიგზო ვაგონები, ტრამვაის ვაგონები, დანადგარები, ინსტრუმენტები, ავეჯი რომ ეს ყველაფერი რუსეთში წაიღეს... ხალხი შიმშილობს, საავადმყოფოები გადავსებულია, პაციენტები მოუვლელი - არც წამლები აქვთ, არც საკვები. ადამიანები ყოველდღე ქოლერისგან იღუპებიან“. თბილისის მერი ევროპას საკვებითა და მედიკამენტებით დახმარებისთვის მიმართავს და თან სთხოვს, ამ დახმარების მოწოდება ისე მოახერხოს, რომ „ხელში არ ჩაუვარდეს ბოლშევიკებს, რომლებმაც საქართველო ამ უმძიმეს დღეში ჩააგდეს“ (ტაიმსი, 1921 წლის 15 აგვისტო).

ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი, ჰენრი ნევინსონი, 1923 წლის 15 ივნისს მანჩესტერ გარდიანში წერდა. „ჩეკა იჭერს, აპატიმრებს, გადასახლებაში გზავნის და გასამართლების გარეშე ხვრეტს ადამიანებს. ბევრი ქართველი გადაიყვანეს რუსეთის ციხეებში - მურმანსკში, იაროსლავლში და მდინარე ვოლგის აუზის დამშეულ რაიონებში. თბილისში მომრავლდა ციხეები. დიდი საჯარო შენობები ციხეებად გადაკეთდა, სადაც სტუდენტები წამებით სიგიჟემდე მიჰყავთ. გასულ თებერვალს მხოლოდ ერთ ღამეში 92 პატიმარი დახვრიტეს (მათ ერთ მწკრივად აყენებენ, სახით კედლისკენ და კეფაში ესვრიან). საქართველოს ეროვნული დღის, 26 მაისის წინა დღეს 800 კაცი დაიჭირეს... 80 ადამიანს თბილისიდან რუსეთის ციხეებში გაგზავნას უპირებენ... მონასტრები კლუბებად გადაკეთდა და იქ ბავშვებს შპიონებად ამზადებენ. სოფლებს შორის დაბანაკებული რუსული სამხედრო ნაწილები გლეხებს სარჩო-საბადებელს ართმევენ“.

ნევინსონი ამ წერილს ბრიტანეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში წარმოქმნილი კრიზისის დროს წერს და მიმართავს ბრიტანეთის ხელისუფლებას: „თუ რუსეთის მთავრობას სურს, შეინარჩუნოს ის სიმპათია, რომელიც, შესაძლოა, კიდევ აქვს ამ ქვეყანაში, ვფიქრობ, მას უნდა მიეთითოს ამ დესპოტიზმის სისაძაგლეზე“.

ერთი წლის შემდეგ კი უცხოური მედია იუწყებოდა ქართველების აჯანყების შესახებ - ამ დესპოტიზმისგან გასათავისუფლებლად.

„ბევრი არაფერი გვსმენია ტრანსკავკასიური ფედერაციის შესახებ მას შემდეგ, რაც 1922 წელს საბჭოეთმა ის ისევ რუსეთს დაუქვემდებარა. და აი, ერთი თვის წინ მოვიდა ცნობა, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, საქართველო, მოსკოვის უღლიდან თავის დაღწევას ცდილობს“, - წერს 1924 წლის 28 სექტემბერს ნიუ იორკ ტაიმსი ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყების შესახებ.

ამავე ნომერში გამოქვეყნებულია აჯანყების თვითმხილველის, ამერიკელი სამთო ინჟინრის, ჯონ ჰალოუელის მონათხრობი: „პირველი 10 დღე რევოლუციონერებმა დაიკავეს ბათუმი-თბილისის რკინიგზა და მილსადენი, საქართველოს ყველა ქალაქი და სოფელი, გარდა ბათუმისა და თბილისისა. მთელი კავკასია მზად იყო, საბჭოელების წინააღმდეგ აჯანყებულიყო, როდესაც რუსებმა საქართველოში დამატებითი ჯარების შემოყვანა დაიწყეს... საბჭოთა ტაქტიკა არა მხოლოდ რევოლუციონერების, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის ტერორიზება, დემორალიზება და იზოლირება იყო“.

„28 აგვისტოს, თბილისში რევოლუციის დაწყებისთანავე, ჩეკამ დახვრიტა 24 გამოჩენილი ქართველი, რომლებიც მრავალი თვის განმავლობაში მძევლებად ჰყავდათ ციხეში; დაიწყო სხვა ცნობილი ადამიანების დაპატიმრებაც. ბათუმში მაშინვე დახვრიტეს 30 ცნობილი ადამიანი“, - წერია გაზეთში. „აჯანყებულთა დემორალიზებისთვის, ჩეკამ გაავრცელა ყალბი მოწოდებები, რომლებსაც ვითომდა აჯანყების ლიდერები აწერდნენ ხელს. მოწოდებები ამბოხის წარუმატებლობის შესახებ იუწყებოდა და აჯანყებულებისგან ითხოვდა, დაეყარათ იარაღი და საბჭოელებს დანებებოდნენ“.

ამავე გაზეთის ცნობით, აჯანყებასთან დაკავშირებით ერთა ლიგის ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო: „25 სექტემბერს ჟენევიდან ინფორმაცია გავრცელდა, რომ ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, შუამავლობა გაუწიოს საქართველოს „ყველაზე შესაფერის მომენტში“.

ამ რეზოლუციას და, ასევე, ბრიტანეთის (რომლის პრემიერ-მინისტრიც მაშინ რამსეი მაკდონალდი იყო) მთავრობის პოლიტიკას რუსეთის მიმართ მკაცრად აკრიტიკებს შოტლანდიელი პარლამენტარი უოლტერ ელიოტი 1924 წლის 27 სექტემბრის ტაიმსში. ელიოტი გმობს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას იმ ქვეყანასთან კომერციული ხელშეკრულების გაფორმებისა და მისთვის კრედიტის გამოყოფის შესახებ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. „ეს დანაშაული „პატარა კავკასიური სახელმწიფოს - საქართველოს მკვლელობა” იყო; და რა ირონიაა, რომ ამ შეფასების ავტორი დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრია, რომელიც დღეს ასე გვიქებს ხელშეკრულებას კრედიტის მიცემაზე იმ ველური ხუნტისთვის, რომელიც 1924 წელს ცინიკურად სჩადის ისეთსავე ძალადობას, როგორსაც ბატონი რამსეი მაკდონალდი ასე გულმოდგინედ გმობდა 1921-1923 წლებში“.

„მხოლოდ ორი კვირის წინ ჟენევაში, როდესაც კავკასიაში წინააღმდეგობა განახლდა, ეს სამწუხარო პრობლემა ისევ წამოიჭრა. პრობლემას ისევ სიტყვებით შეეგებნენ. როგორც გვითხრეს, ბატონმა მაკდონალდმა და ბატონმა ჰერიოტმა ასამბლეას მოკრძალებული რეზოლუცია წარუდგინეს, რომელშიც ასამბლეა თხოვნით მიმართავს ერთა ლიგის საბჭოს, „თვალი ადევნოს“ საქართველოში მოვლენების განვითარებას და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს მშვიდობის აღსადგენად“.

1924 წლის 15 სექტემბერს როიტერი იუწყება, რომ საქართველოში აჯანყებასთან დაკავშირებით, სოციალისტმა დეპუტატმა მ. რენოდელმა, თხოვნით მიმართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედუარდ ჰერიოტს, „შესთავაზოს რუსეთს, შეწყვიტოს ეს სისხლისღვრა“ და გამოთქვა მოსაზრება, რომ სასურველი იქნებოდა ამ საკითხში ერთა ლიგის ჩარევა.

1924 წლის 12 სექტემბრის გარდიანის სარედაქციო სტატიაში წერია: „უეჭველია, ბოლშევიკები ისევე დაუნდობლად ჩაახშობენ ქართველების სულის ამ გამოხატულებას, როგორც ომის შემდეგ არაერთხელ გაუკეთებიათ და ნაკლებსავარაუდოა, რომ რომელიმე დიდმა სახელმწიფომ ეს შეაჩეროს... ყოველ ჩვენგანს, ვისაც გვსურს ნორმალური ურთიერთობის აღდგენა დღეს არსებულ რუსეთის მთავრობასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ დაუნდობლად ექცევა იგი თავის პატარა მეზობელს“.

ლიგის მოკრძალებულმა ჩარევამ წითელი ტერორი და ჩეკისტური რეპრესიები საქართველოში ვერ შეაჩერა.

იმავე წლის ნოემბერში ბრიტანელი ლეიბორისტების დელეგაცია საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც ეწვია. ეს ვიზიტი დელეგაციამ ვარდისფერ ფერებში აღწერა თავის ანგარიშში, რომელიც 1925 წლის 28 თებერვლის ტაიმსში გამოქვეყნდა. ერთადერთი, რასაც საბჭოთა ხელისუფლებას უწუნებდნენ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იყო. ამ ანგარიშის პასუხად, რუსეთის პოლიტპატიმრების დაცვის ბრიტანეთის კომიტეტმა 1925 წლის 20 მაისს გარდიანში სტატია გამოაქვეყნა. კომიტეტის განცხადებით, საქართველოში არსებული სიტუაციის აღწერა „სიმართლის შელამაზების ყველაზე სამარცხვინო მცდელობაა მთელ ამ ანგარიშში... რეალური ფაქტების დამახინჯება კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, რადგან დელეგაციის რუსეთში ვიზიტამდე დიდი ხნით ადრე, ლონდონში დამაჯერებელი მასალები არსებობდა იმ სასაკლაოს შესახებ, რომელიც საქართველოში მოსკოვმა და მისმა ყასბებმა მოაწყვეს... საქმე ის გახლავთ, რომ ქართველთა აჯანყება, რომელიც მოსკოვის მიერ იყო პროვოცირებული, ისეთივე სისასტიკით ჩაახშეს, როგორც უკრაინის გლეხობის რევოლუციური მოძრაობა და კრონშტადტის ამბოხი 1921 წელს. ბოლშევიკურმა დესპოტიზმმა და ტერორმა საქართველოში ნოყიერი ნიადაგი მოამზადეს აჯანყებისთვის. ჩეკას ხელთ ეპყრა სადავეები და კრემლმა გაიხარა იმით, რომ მიეცა შანსი, პატარა „სამაგალითო“ სისხლის გამოშვება მოეწყო აჯანყებულ საქართველოში“.

წითელი ტერორი 24 წლის აჯანყების ჩახშობით არ დასრულებულა. ამის პატარა მაგალითად გამოდგებოდა 1925 წლის 11 მარტის ტაიმსის სტატია - „კალინინის მუქარა საქართველოს“: თბილისში გამართულ „წითელი პარლამენტის 5-დღიან სესიაზე“ კომპარტიის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მიხაილ კალინინმა, „საქართველოს ინტელიგენციის ნარჩენებთან დაკავშირებით, რამდენიმე ავისმომასწავებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საკმაოდ ბევრი ინტელიგენტია დარჩენილი და საქართველო მათ განეიტრალებას ვერ შეძლებს, ისინი ნაციონალიზმით არიან გაჟღენთილნი. ამიტომ, - განაგრძო მან, - მიზანშეწონილია, მათ საქმიანობის სფეროები საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში მოვუძებნოთ. ეს აშკარად ნიშნავს იმას, რომ ცენტრალური მთავრობა აპირებს „არასასურველი ელემენტების” მასობრივ გადასახლებას საქართველოდან“.

5 ეძღვნება 1982 წელს

▲ზევით დაბრუნება


კახა ბენდუქიძე|სვეტი

0x01 graphic

სპეციალური გაფრთხილება პანიკის თავიდან ასაცილებლად: ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა; ეს არ არის არაფრის იმიტაცია; რაიმე დამთხვევა არაფერს ნიშნავს; რაიმე არ დამთხვევა არაფერს ნიშნავს; საერთოდ, ეს ტექსტი არაფერს ნიშნავს.

თბილისი 2034

1

ზემოთ მივდივართ?

პირიქით, ვეშვებით?

ძალიან მღლის ნიუ იორკ-თბილისის რეისი. ეს ბოინგის მესამე თაობის სუპერსონიკი არც ისე კომფორტულია, როგორც რეკლამაში. საცურაო აუზი სასაცილოდ პატარაა, რესტორანში არც „უსახელაური გრან-კრიუ“ ჰქონდათ, არც „თაკვერის ხვანჭკარა“. მეტრდოტელმა უშნოდ გაიცინა და მითხრა ბატონო, საგაზაფხულო აუქციონზე ყველაფერი თავად ქართველმა სირაჯებმა ისეთ ფასებში და ისე სწრაფად იყიდეს, რომ ჩვენებმა მხოლოდ დაგეგმილის მესამედი წამოიღესო და, სანაცვლოდ, იტალიური ბაროლოდი მონტალჩინო შემომაჩეჩა. ეეჰ, რო გორ ფუჭდება სერვისი!

ან რატომ მითხარი, თბილისში ჩავფრინდე თომას შემდეგ, რაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსიდან გუდაურში გადმოვიდა, იანვრის ბოლოს თბილის შიჩასვლა უაზრობაა გადაჭედილი სასტუმროები, რესტორნების წინასწარ შეკვეთა, რუსთაველზე ვერ გაივლი, შატლი თბილისი-გუდაური ხომ საერთოდ აბსურდულ ფასად იყიდება რა დრო იყო, მამაჩემმა სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში წამიყვანა პირველად, 37 მანეთად! გუდაურამდე ბილეთი კი 700 დოლარი ღირს - თურმე გუდაურის აეროპორტს არ შეუძლია 300-კაციანი თვითმფრინავების მიღება და ამიტომ პატარა - 100-იანები დაფრინავენ. თუ არ შეუძლია, მე რატომ უნდა ვიყო ამით შეწუხებული?!

0x01 graphic

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

არა, არ წავალთ ჯერ გუდაურში. რა მეჩქარება? წელს არც ავსტრალიის პრემიერი ჩამოვიდა, არც არგენტინის პრეზიდენტი, არც ომანის სულთანი. ამ უუფლებო ევროპული ქვეყნების უფროსობასთან საუბარს აზრი არა აქვს - მაგათ არც ფული აქვთ, არც ძალაუფლება. მთავარ ევროკომისარს რთველის დროს ხომ ვესტუმრეთ დედულეთში. ეგეც კაი ტიპია - რამ აყიდინა ვანში ვენახი, როცა შეეძლო კახეთში ეყიდა? „You see, my friend, Vani is the most interesting place from historic point of view, and I like feeling, that I am in the Museum, and I like local vine and wine etc.“ ისე, გასაგებია, მამა ესტონელი ჰყავდა და იმერელმა დედამ არ ასწავლა, რომ ვანში ღვინო არ ვარგა - არც ერთხელ სიღნაღის საერთაშორისო კონკურსზე არც ერთი ღვინო ვანიდან ათეულში არ მოხვედრილა. არც ასეულში? კი, მჯერა.

გუდაურში ხვალ დილით ჩავიდეთ, ჩემს პანელს წავიყვან და ეგრევე დავბრუნდები. მერე რა, რომ ანჯელინა ჯოლიმ მთხოვა საღამოზე დასწრება? ეგეც რა, ქორფა კიტრია? ნახევარი სხეული განახლებული აქვს. მერე რა, რომ თხილამურებზე სრიალებს. დიახ, რაც ბიოჩიპები და კუნთშემცვლელები ჩაუდგეს, ძირითადად, ჩვენი გამოშვებულია. ვიცი, რომ იცი. ეს ისე, რომ გესმოდეს, ვისი ხარ.

კი, მართლა ვეშვებით. რა უბედურებაა, აეროპორტი ფაქტობრივად შუა ქალაქშია. სად გაგონილა ეგრე. ლილოს ფინანსურ დისტრიქტს, მარტყოფის ჩაინათაუნს და ფონიჭალის საუნივერსიტეტო კამპუსს ეს ხომ ხელს უშლის! უკვე სამი წელია, ჭორაობენ სართიჭალაში ნორმალური აეროდრომის მშენებლობაზე. ეს მართლა ქალაქიდან ცოტა მოშორებული იქნება - კახეთის შარაგზით, ცენტრიდან ნახევარი საათი გინდა გლაიდერით. არა, ძალიან ნელა კეთდება ყველაფერი. ან შარაგზა - რა სულელურ სახელებს ამოქექავენ. გვაქვს დამკვიდრებული ჰაივეი - არა, უნდა თქვა შარაგზა!

ძალიან არ მომწონს ეს ახლანდელი კახეთის ჰაივეი - რა უბედურებაა ამდენი ცათამბჯენი ორივე მხარეს. მახსოვს, 2002-ში ჩამოვფრინდი - ისეთი მყუდრო იყო, ჩაბნელებული, ხეების შრიალს გაიგონებდი. ახლა? ყველაფერი ბრჭყვიალებს, ტრიალებს, ანათებს! განსაკუთრებით ორი შენობა მზარავს - მაიკროსოფტის ევრაზიული ჰედკვორტერი და დაღესტნის საელჩო. ან რა ზომებია, ან რა ფერებია, ან რაში სჭირდებათ ამხელა შენობა შუაგულ თბილისში. ვაი, ვაი, ესენი მეოცე საუკუნეში ჩარჩნენ.

ისე, გაუგებარია, რატომ არის თბილისში ეს საელჩო? 2024 წლის დეცენტრალიზაციის რეფორმის შემდეგ, როცა 2014 წელს ქუთაისში გადასულ პარლამენტს მიჰყვა 2024-ში უზენაესი სასამართლო სოხუმში და 2025-ში პრემიერის ოფისი და შვიდივე სამინისტრო ახალქალაქში, საელჩოს თბილისში რა უნდა?

არა, წესრიგი არ გვიყვარს ქართველებს და ამიტომაც ვართ ამ დღეში.
რა დღეში?
გოიმების ქვეყანა ვართ.
მერე რა, რომ გავმდიდრდით. ეგრე ჩვენსავით მდიდარი ევროკავშირიცაა!
რაღაც შეზღუდულები ვართ.

მეც? არა, მე არა. მაგრამ ეს ახალი თაობის ბიზნესმენები - კი. მაგალითად, არც ერთი მათგანი ბიზნესს (დიდ ბიზნესს, თორემ ახლა სახინკლეებსა და სახაჭაპურეებს - კი) არ აკეთებს არც ზაირში, არც ბირმაში - ხომ გასაგებია, რომ ეგენი ხვალ დაგვეწევიან. ძალიან ტრადიციულები და ჩაკეტილები ვართ - ოფისი კახეთში, მამული სამეგრელოში, ქარხანა ჩინეთში, ბანკი ამერიკაში, ვენახში ფრანგები, ზამთარი ბათუმსა და ბიჭვინთას შორის, ზაფხული ჯავასა და ამბროლაურს შორის. Примитив! ამიტომ ვართ მესამე ადგილზე ეკონომიკური ზრდით. რა დრო იყო, ზედიზედ ხუთი წელი პირველზე რომ ვიყავით, ეეეჰ! შენ მაშინ პროექტშიც არ იყავი. იყავი? ოკ.

არ გინდათ ზაირი და ბირმა - მაშინ სამხრეთ ამერიკაში წადით! მაჩვენე ვინმე ახალგაზრდა, ვინც რამე ბიზნესი დაიწყო გვატემალაში, კოსტა-რიკაში, პარაგვაიში, თუნდაც ურუგვაიში - არავინ. არა, არა, მე Georgian-PanAmerican-ს საერთოდ ქართულ ბიზნესად არც ვთვლი - მოსკოვში დაიბადა, ჰარვარდში ისწავლა, სან-ფრანცისკოში დაიწყო, ახლა ელეიში ცხოვრობს. მერე გვარი! იყო ჯუანშერ ტყეშელაშვილი და სახელი და გვარი დაიმოკლო - ვერავინ ვერ წარმოთქვამსო - რა მარაზმია! Juan Tkeshvili - shame on you. მამამისი ცოცხალი რომ იყოს, თავს დაიხრჩობდა.

მერე რა, რომ ჩვენებური გვარები უჭირთ - მეორე ცოლი რომ მოვიყვანე, მამამისს ძალიან უჭირდა ჩემი სახელისა და გვარის წარმოთქმა - ცხრა იეროგლიფი გამოვიდა და ვერ ხვდებოდა - ზაალ ოკოროჩედლიშივილი - ამას დღესაც სწორად ვერ იტყვის, მაგრამ მე ზა ლი კი არ გავხდი.

და ესენი ჩემზე ამბობენ, დაბერდაო? შენი ყურით მოგისმენია? ნუ, რაც გაქვს ყურად მიერთებული! მაგათი... ბებერი ლომი ჯობია ახალგაზრდა ტურასო, - ნათქვამია. ისე, კარგი ნეიროპიუტერი გამოგიგონეს დიღმელმა ბიჭებმა - ამდენი ხანია გებაასები, ჯერ ვერ გამაბრაზე.

მეზარება ახლა წალენჯიხაში წასვლა. ორი საათი მანქანაში - ჰილტონ-ლილოში გავათევ ღამეს. შენც გემოზე დაგტენი.

2

ცოლმა - რა გინდა, პური თუ კოფეო. პური ავირჩიე, ორივეს არ შემარგებდა. ამ დროს გაგა შემოვიდა - მამა, მამა, ეს რა არისო, რისენტლი ფაუნდო. ზველი ტსიგნი იკო - ვეფჰისტკაოსანი. ოლდსტაილზე. ჩემმა ბიჩმა არტს იტსის - თ, ღ, წ, ჭ, ხ, ც, ჟ, ყ, ქ - ადრე რომ არსებობდნენ. ამიტომ ვერ ტსაიკითხა. როტსა ვუტჰარი - ვეფჰს ტკავი გააზრო და ჩაიტსვა (დისგასტინგ) ერტმა ტაფ გაიმ-მეტკი, ვეფჰი რა არისო და ტკავი რა არისო. ვაჩვენე ვირტუალში. მე ბაბუას ზოოპარკში დავკავდი გმირტა მოედანზე. მერე, ბელგიელი მტსვანეების მოტკოვნიტ, მივუერტდიტ ტსკოველტა უფლებების ევროპულ კარტიას და დავჰურეტ რეალში ზოოპარკი. იქ ვეფჰიტს იკო, ბაკაკიც, გველიტს, ტუტიკუშიტს და ფოტსჰვერიტს. მიკვარდა ზველი ზოოპარკი და ტსოტა გული დამტსკდა. ინ პრინსიპლ, შეგვედზლო არ მოგვეტსერა ჰელი ამ კონვენტსიისტვის, მაგრამ მტავრობამ სტსორი კნა - ეჰლა საკარტველოში ტსჰენზე ან ვირზე ჯდომა არ შეიზლება და ზროკას ადგილობრივი ანესტეზიიტ ტსველიან. და ყველა ევროპელ მტსვანეს ვუკვარვარტ.

ვჩამტ და ტსოლი მეუბნება - აჰალი მინისტრი გკავტო? ვერაფრიტ ვერ ავუჰსენი, რომ მე ვარ არა ევროპასტან მჩიდრო ინტეგრატსიის სამინისტროს ტანამშრომელი, მე ვარ ევროპულ კანონმდებლობასტან გრმა და კოვლისმომტსველი ჰარმონიზატსიის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუკტსიის კანონმდებლობის ჰარმონიზატსიის დეპარტამენტის პროდუკტსიის გადამუშავების სამმარტველოს მტავარი სპეტსიალისტი. ჩემს ტსოლს კანდაკან სულ არ აინტერესებს დეტალები.

0x01 graphic

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

გუშინ დეპარტამენტის უფროსმა გამომიზაჰა და მიტჰრა - „I appreciate what you are doing for deep and comprehensive harmonization, so I want to promote you as head of new sammartvelo of competition policies legislative approximation of“-ო. ეგ ტუ გამოვიდა, კარგია, კელფასიტს მეტი, და ბრიუსელში ვივლი კოველ ტვე. ეს იმის შედეგია, როცა ჩემი კანონპროეკტი საოჯახო მიზნებისტვის ტკემლისა და გოგნაშოს ხარშვის უსაფრტკოების რეგულატსიის შესაჰებ მოეწონა.

აჰლა კარგად გავერკვევი ამ ტოპიკში, რიპორტები დავსირჩე, რატს კი შიდანეტში ეკიდა.

ზველი რიპორტები ოტსდატჰუტმეტი ტსლის ტსინანდელი იკო - ტსოტა გამიჩირდა ტსაკიტჰვა - ოლდნუსკურიტ იკო დატსერილი. ტვალები მეტკინა.

აგმოვაჩინე - ბევრ სოფელში დგემდე ჰმარობენ ტონეებს - ეს ჰოუმმეიდ ბეიკინგ ოვენია თურმე ლოკალ სტაილ. ცოტა ტონეა და ერტი ტსისკვილია რამდენიმე სოფელზე. ანუ ტონეების ოლიგოპოლია და ტსისკვილების მონოპოლიაა. მე ეგრევე ვიფიკრე - ავაშენოტ მუნიტსიპალური ტონეები. დავევიდეოვე ტორნიკეს სოფლების განვიტარების და აკვავების სამინისტროში და მოვუკევი. მიტკრა, ბრილიანტ აიდიააო, მაგრამ გაკოტრდებიანო. მაგას რა ჯობია, დავასუბსიდიროტ-მეტკი. მეტი სუბსიდირება - მეტი სტაბილურობა. ეს ტუ გავიტანე, აკალი სამმარტველო კარგად დაიტსკებს - ლიგალ დრაფტინგიტს ჩემი იკნება, მერე ტენდერები კონსტრატსტიონ-კომიშონინგზე, მუნიტსიპალური ტრეინინგები კაპასიტი ბილდინგისტვის, სუბსიდირება ჩაიდება ეროვნული განვიტარების გეგმაში, ბაჯეტ ეპრუვალი კოველტსლიურად. აუტკამების შეფასების ტსესები. შეიდზლება ოვეროლ ტსალკე სააგენტოც გაჰდეს შესაკმნელი. და მე უფროსი! კუუულ!!! სადმე უნდა ვნაჰო, როგორ გამოიკურება ტონე!

საჰლში მივედი, მამაჩემს მოვუკევი. ნეტა არ მომეკოლა - ტიპური ლიბერტარიანელი ევროსკეპტიკია. დამიტსკო გინება მე და მტავრობას - სულ დზველასოებიანი სიტკვებიტ. ამდენი ყ, ჭ, ძ და ღ არ გამიგია მას მერე, რატს ჩავიჩერი მატემატიკის გამოტსდაში. მამაჩემი იზაჰდა - რას ერჩიტ საკარტველოს, გაანებეტ ტავი, ვერ ჰედავტ, ეკონომიკა არ იზრდება უკვე ოტსი ტსელია და ასე შემდეგ. ეკონომიკა რატომ უნდა გაიზარდოს, რაში გვჭირდება. თქვენი ევროპაც კი გაიზარდა ატ ტსელიტსადში რვა პერსენტიტო! ჩვენ რა, ევროპას ვაჯობოტ? მერე ბრიუსელში ვუტკრატ, ჰარმონიზატსია არ დამტავრდა და ჩვენ გისტსრებტო? ტკვენი ფული აგარ გვინდა, ისედაც კარგად ვარტო?

კიდევ კარგი, მტავრობაში ასე არავინ ფიკრობს - მას შემდეგ, რატს მეტსნიერულად დასაბუტდა, რომ ეკონომიკური ზრდა არ არის მტავარი - მტავარია ჰარმონიული განვიტარება და სიმშვიდე - ანუ ევროჰარმონიზატსია და სტაბილურობა. ის ბნელი პერიოდი, როტსა ეკონომიკა იზრდებოდა სტსრაფად და უკონტროლოდ, ტსარსულს ჩაბარდა. ბლეკ ტენ იარს - 2004-2014. კველას შეეზლო ეკეტებინა, რატს უნდოდა - სრული კაოსი იკო. ინვესტორები პულს აბანდებდნენ, ბიზნესებს ხსნიდნენ, როგორც უნდოდატ, მაგაზიები ვაჩრობდნენ, რიტიტს უნდოდატ, ჩარბ კონკურენტსიას არავინ არეგულირებდა. ეკონომიკა იზრდებოდა ტავისიტ, ეროვნული გეგმის გარეშე. რა დროზე ტსაუსტრეს სოციალისტ- ევროოპტიმისტებმა! აჰლა ალბატ ვიკნებოდიტ სინგაპურივიტ და ჰონკონგივიტ - განვიტარებული ქვეყანა ევროკავშირში მოჰვედრის შანსის გარეშე. ფულსაც არავინ მოგვტსემდა...

მამაჩემისნაირები რეტროგრადები ბევრნი არიან, მაგრამ დგეს ეგენი არ ტსკვეტენ საკარტველოს ბედს. კიდევ ოტსდაატი ტსელი და ჩვენც ევროკავშირში ვიკნებიტ.

გვტსკალობდეს ბრიუსელი!

3

ვსიო ნარმალნო დღეს.

ჯერ ერთი, შვილს სამუშაო გავუჩალიჩე - მომავალ თვეში სტროიკაზე პრარაბის პამოშნიკად წავა და 20 000 ლარს მიიღებს ჩისტიმი და უფასო სპეცოვკას. მაგას ჩემს მაყუთს დავუმატებ და ველოსიპედს გამოვიყვან პოსლეზე. მერე მთავარია, რასსროჩკა არ გავაცდინო.

მეორე - გუშინწინდელი ხაჭაპურები იყიდებოდა ძალიან იაფად. სამივე ნაჭერი ვიყიდე, სახლში გავხუხავ კერასინკაზე. ეტყობა, საქონლის ჩამოფასების საქალაქო სამსახურს რაღაც შეეშალა და დიდი სკიდკა დაუანგარიშა მაღაზიას. ძაან ვკაიფობ ამეებზე - თვეში ერთი სტო ტისჩ კი შეიძლება დაზოგო, თუ სულ დადიხარ და ცენნიკებს და ნაკლეიკებს ამოწმებ. გაუმარჯოს ჩამოფასებას!

მესამე - ჩვენი პადიეზდის შეხვედრა იყო აღმასკომის კომუნხოზის უფროსის ზამთან, ხუთი წლის წინ რომ კრიშაზე ჟეშტი აგძვრათ და გაწვიმდათ, გეშველათო. პრეზიდენტმა ვნეპლანოვი ჟეშტი გამოგიყოთ 20 მეტრკვადრატაო. სამ თვეში შემოიტანენ საქართველოში ათ ვაგონ ჟეშტს, მიხვალთ პრომბაზაში და წამოიღებთო. აჰამც თქვენი ნაკლადნოიო. ვენაცვალე მაგას - როგორც დაგვპირდნენ შარშანწინ წინასაარჩევნოდ, ისე გააკეთეს. მალადეც!

მეოთხე - ჩემმა ცოლმა კბილი ამოიღო - ორი თვის წინ ასტკივდა, სულ ყმუოდა, ამოღებაზე ჩავეწერეთ, რიგი ოთხი თვის იყო, მაგრამ მთავრობამ კიდევ სამ სტომატოლოგს მისცა რაზრეშენიე, რომ ემუშავათ და უცბად რიგი წავიდა. გაუმარჯოს მთავრობას!

მეხუთე - ჯიშისა და ჯილაგის ლიგის პრეზიდენტი ვოვა უცმაცუნაშვილი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. მაგარი კაცია, ჩემ წინ სწავლობდა პიისიატპიატიში. მაგას დიდი სვიაზები აქვს რუსეთში. ვოვა ჯერ ციმბირში სეტკით და გლუშიტელებით ვაჭრობდა, მერე პადმასკოვიეში რესტორანი გახსნა. იქ ერთი სტუდენტი დაუდიოდა, სახინკლაოდ. ახლა ის კაცი გამხდარა პუტინის პამოშნიკის სეკრეტარიატის მთავარი კამპიუტერშიკი - ჩემი ყურით მოვისმინე ჯიშჯილაგლიგის სხოდკაზე - დაჭრილი სასისკები უნდა გაეყიდათ, და მივედი.

ბატონი ვოვა თვითონ მოყვა. ჩერეზ ეგ კაცი, კანალი მაქვს სტაპრაცენტნი პუტინზეო.

ახლა განაცხადა, დასავლეთ საქართველოს სოფლებისთვის ქალაქ ხაშურს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც გასაღების ბაზარს. ამიტომ ჩემს თავზე ავიღებ, რომ ხაშურში დევნილები დაბრუნდნენ და ვაჭრობას ხელი არ შეეშალოსო! ასევე თიანეთშიო. კანეჩნა, უნდათ დევნილებს იქ წასვლა - რუსეთის პასპორტებს აძლევენ, პენსიები აქვთ მაღალი - ჩვენ ფულზე 80 000 ლარი - შეგიძლია, ყოველდღე ბუხანკა პური იყიდო, თვეში ერთხელ ტუშონკა გეკუთვნის. მეც წავიდოდი, მაგრამ სპრავკა არ მაქვს, რომ იქაური პრაპისკა მქონდა. ყიდვა შეიძლება მაგ სპრავკის, პასპარტისტკა მყავს ნაცნობი, ოთხი მილიონი და ვსიო. ერთი ჩემი ნაცნობი დაბრუნდა ეგრე ქარელში, ახლა თვეში ერთხელ სოჩი- ერევნის მატარებლის პრავადნიკს ერთ მეშოკ სუხარს ატანს ცოლთან.

კიდო ვოვამ თქვა, არ დაგავიწყდეთ, რუსეთი ერთმორწმუნე ქვეყანაა, ქართველები ისე უყვართ, ვერ წარმოიდგენთო. ჩემი სეხნია, დიდი ვოვა, ქართულ ღვინოს სვამს და ნაბეღლავს - პახმელიაზე. ამიტომ ამბობს, „без Грузии не протяну и дня“-ო. პატარა ბიჭი ხომ არ არის, პად ძევიანოსტოა. და, თურმე, რვა აგვისტოს ქართულ ეკლესიაში დადის. ვოვა ვივა!

მეექვსე - მთავრობამ თქვა, რომ უცხოური ვალუტტის შემოსვლისთვის ბრძოლის გაგრძელების ამბავში, რესტორნებსა და სასტუმროებს შეეძლებათ, თვითონ დააწესონ ფასები. ხუთივე რესტორანს შეეძლება, მარგარინზე ერბოკვერცხიც, მაკარონის ხაჭაპურიცა და პურის კატლეტიც გაყიდოს თავისუფალ ფასში. კანეჩნა, ფასების ცენტრალური საკალკულაციო ბიუროს ინფორმირებით. სახელმწიფო სასტუმრო „დიადი საქართველო“ (ადრე რომ მარიოტი იყო) და მუნიციპალური სასტუმრო „ერთმორწმუნე მეზობელი“ (ადრე შერატონი) მიიღებენ უფლებას, რომელიც ადრე ჰქონდა მხოლოდ სასტუმრო „სათნოებას“. ჯერ არ მომეწონა, მაგრამ მერე დიქტორმა თქვა - სამაგიეროდ, მოსახლეობის სოციალური შეჭირვებულობიდან გამომდინარე, მცირდება ფასი რესტორნებში პურზეო. აი, ეგრე! ყოჩაღ, მთავრობავ! მაგარი ჭკვიანები არიან - იქით აწიეს, აქეთ დაწიეს! რავნავესიეა!

მეშვიდე - კუბოს შეკვეთაზე რიგმა მომიწია. შარშანწინ ჩემი სიმამრი მოკვდა და ლიმიტი ამოგვეწურა. და რომ მოვმკვდარიყავით ვინმე, უკუბოოდ დაგვმარხავდნენ. ახლა ერთ ბეზრაზმერნი კუბოს შევუკვეთავ, მომავალ წელს ოსეთიდან ჩამოიტანენ - იქ კი აკეთებენ, მაგრამ რუსული ქარხანაა და მაგარი კუბოები აქვთ - ნამდვილი რუსული ხარისხი. გინდა მე მოვკვდე, გინდა ჩემი ცოლი, გინდა შვილი - ყველას მოგვერგება, მაშ! მამენტ, ორნიც ჩავეტევით.

ეგ კარგია, ოსეთთან ზავს რომ მოვაწერეთ ხელი - თორემ იქამდე ძალიან ჭირდა. იმასთან შედარებით მაგარი აბლეგჩენიაა.

ჩემი მეზობელი მეუბნება, ეგ ოსეთის ზავის გამო კი არ ვართ უკეთესად, პროსტა, მთავრობა რომ ოცი წლის წინ ეროვნული ეკონომიკური განვითარების ხუთწლიან გეგმებზე გადავიდა, ფასების კანტროლი დაიწყო და გაყიდული ქონება ისევ ხალხს დაუბრუნა, ამან მხოლოდ ახლა გამაიღო შედეგიო.

რატომ-მეთქი, მარტო ახლა?

მაშინ, პროსტა, დიდი კომპიუტერები არ გვქონდა და ახლა გვაჩუქა ჩრდილო კორეის მთავრობამ ოთხი ცალი. ნახმარია, მაგრამ ყველაფერს ზუსტად თვლიანო. ისე, ჩვენს ქუჩაზე ერთ შენობას აწერია: „სსიპ „ეროვნული ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანი გეგმის კვარტალური ჭრილის მთავარი პრიორიტეტების ზუსტად განსაზღვრის რესპუბლიკური სამსახურის ცენტრალური გამოთვლითი ცენტრი”. პა კრაინეი მერე, ამ ბოლო დროს შიგნით რაღაც ზუზუნებს.

მაგრამ მე მაინც მგონია, ოსეთთან მირნი დაგავორია პრიჩინა. მაინც დიდი საქმე გააკეთა წმინდა მეფის, ერეკლე მეორის (ბაგრატიონის) და წმინდა მოღვაწის, სერგო წამებულის (ორჯონიკიძის) სახალხო-კონსერვატიულმა ეროვნულ-სამართლიანმა ფორუმმა (ჩემი ქვისლია მანდ დაცვაში).

თან ჩვენი ეკლესიის იურისდიქცია აღდგა ოსეთში. საშვილიშვილო რამ გაკეთდა. მაგას მაგრა უშველა, რო პუტინი რუსეთის პატრიარქი გახდა.

ზნაჩიტ, შვიდი საქმე გამოვიდა უდაჩნი.

ხვალისთვის ჩავითქვი - მთავრობამ გამოაცხადოს, რომ დენი გვექნება სამი საათი ყოველდღე. მაშინ ვარკეთილში მშენებარე სასწაულმოქმედი სერაფიმ საროველის ტაძარს საშვილიშვილოდ გადანახულ ათივე აგურს შევწირავ. ბლია ბუდუ!

ერთი რამ კი მაგრა მეწყინა - გაზმანოვს ხმა დაუკარგავს.

გაზმანოვის ხმაზე წავალ, პატარა ჭიქას წავაქცევ.

0x01 graphic

6 აფრიკა ჩვენს შიგნით

▲ზევით დაბრუნება


ლადო გურგენიძე |სვეტი

0x01 graphic

ამ სვეტის წერა სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში დავიწყე, სადაც მეგობრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად წავედი. თავის თავად, ის ფაქტი, რომ ჩემპიონატი კარგად იყო ორგანიზებული, სამხრეთ აფრიკის, ამ დიდი ქვეყნის (მოსახლეობა 49 მილიონი ანუ საქართველოზე 11ჯერ მეტი, ფართობი 1.2 მილიონი კვადრატული კმ ანუ საქართველოზე 17.5ჯერ დიდი) შესაძლებლობებსა და პოტენციალზე მეტყველებს. სამხრეთ აფრიკაზე წერა ძნელია იმიტომ, რომ შეუძლებელია კლიშეების გარეშე დაწერო ამ საოცრად ლამაზ (ესეც ერთი კლიშე), საინტერესო და მძიმე წარსულის (აპარტეიდის მემკვიდრეობა ესეც კიდევ ერთი კლიშე) ქვეყანაზე.

მთავარი კლიშეკი, ალბათ, ის არის, რომ სამხრეთ აფრიკა უკიდურესი კონტრასტების ქვეყანაა. ეს თქვა, იმის ტოლფასია, რომ არ თქვა არაფერი. ბუნებრივი რესურსების საოცარი სიმდიდრე (მაგალითად, პლატინის მსოფლიო მარაგების 90%25, მანგანუმის 80%25, ქრომის 70%25, ოქროს 40%25 და ა.შ. Citi-ს ამას წინანდელი ანალიტიკური კვლევით, მინერალური რესურსების სიმდიდრით სამხრეთ აფრიკა თვით რუსეთსაც კი უსწრებს!) და მოსახლეობის ნახევარზე მეტის უკიდურესი სიღარიბე (2 დოლარამდე დღიური შემოსავალი), რომლის სადარი პირადად მე არსად მინახავს (აფრიკის ერთი ორი სხვა ქვეყნის გარდა). თანამედროვე, შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურა კეიპტაუნში, დურბანში, იოჰანესბურგში და სხვაგან, და ამავდროულად, მოსახლეობის 40%25-ს კანალიზაცია არ აქვს, 30%25-ს დენი, ხოლო ვისაც დენი აქვს, ხშირად ეთიშება (და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6 000 აშშ დოლარამდეა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში). გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია ისტორიაში (1967 (!) წელს) და ისეთი სავალალო მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 65 წლიდან (1990-ანების დასაწყისში) დაიკლო 50 წლამდე (და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ჯანდაცვაზე მშპს 3.7%25-ს ხარჯავს, ჯამში კი კერძო დაზღვევასთან ერთად ჯანდაცვაზე ეკონომიკის 8.6%25 მოდის). კატასტროფული სიტუაცია განათლების სფეროში, აქედან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების უკიდურესი დეფიციტი და, ამავდროულად, უმუშევრობის დონე 25%25 (ოფიციალური მონაცემებით). სხვათა შორის, სოფლის მეურენობაში მოსახლეობის სულ 5%25-ია ჩართული, ამ სექტორზე (მიუხედავად მისი განვითარების მაღალი დონისა) კი ეკონომიკის სულ 2.2%25 მოდის. სამხრეთ აფრიკაში ტურიზმი საკმაოდ განვითარებულია (10 მილიონი ტურისტი წელიწადში, ანუ, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, დაახლოებით იმდენივე, რაც საქართველოში 2007 წელს), თუმცა, შესაძლოა, ბევრად მეტი ყოფილიყო, რომ არა ძალიან მძიმე კრიმინალური ფონი (უნდა ნახოთ, რა ციხესიმაგრეებში ცხოვრობს არა მარტო შეძლებული ფენა, არამედ საშუალო კლასიც კი - იქ უსაფრთხოებაზე დანახარჯები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა).

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

რაშია საქმე? რატომ მოხდა ისე, რომ რესურსებით საოცრად მდიდარი ქვეყანა, რომელმაც უკვე 20 წელია, რაც საერთაშორისო იზოლაციას თავი დააღწია და თითქოს ყველა წანამძღვარი ჰქონდა, რომ ძალიან სწრაფად განვითარებულიყო (თუნდაც ისეთი ტემპით, როგორც საქართველოს ეკონომიკა ვითარდებოდა 2004-2008 წლებში), თითქოსდა ერთ ადგილს ტკეპნის? კეიპტაუნში გატარებული ერთი კვირა, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად, თუმცა პრობლემის ძირითადი კონტურები ნათელია.

პირველი - მმართველმა პარტიამ (ANC, რომელმაც ოთხივე არჩევნები მოიგო 1994 წლის შემდეგ) ვერ მოახერხა სახელმწიფო მმართველობაში მერიტოკრატიის პრინციპის დანერგვა. სახელმწიფო პოსტები ურიგდებათ (და უნარჩუნდებათ) აპარტეიდის რეჟიმთან ბრძოლაში ღვაწლმოსილ ფუნქციონერებს. ფინანსთა მინისტრისა და რამდენიმე სხვა გამონაკლისის გარდა, ტექნოკრატები მთავრობაში თითქმის არ არიან. მეორე - მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო ენდემური კორუფციის აღმოფხვრა, მათ შორის, თავის რიგებში. მესამე - იდეოლოგიური ხერხემლის ან დისციპლინის არქონა - იმიტომ, რომ მმართველი პარტია ძალიან განსხვავებულ დაჯგუფებათაგან შედგება (აქ არიან როგორც თავისუფალი ბაზრების მიმდევარნი - ცხადია, უმცირესობაში - ასევე პროფკავშირული მოძრაობის წიაღიდან წამოსული ან სულაც კომუნისტური იდეებისადმი სიმპათიით განწყობილი ხალხი). და ბოლოს - მცდარი წარმოდგენა იმაზე, რომ ბუნებრივი რესურსების სიმდიდრის გამო, ქვეყანა ეკონომიკური მართვის ნებისმიერ ხარვეზებს აიტანს და მაინც გაიზრდება. ამას რამდენჯერმე მე თვითონ შევესწარი სხვადასხვა ტიპის ეკონომიკურ ფორუმსა და კონფერენციაზე

წარმოვიდგინოთ, ფეხბურთის მაგივრად, მსოფლიო ჩემპიონატი ფისკალურ დისციპლინაში რომ ჩატარებულიყო, რა შედეგს მივიღებდით? ესპანეთი, მოულოდნელად, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაშიც ლიდერობს - მოულოდნელად იმიტომ, რომ ქამრების ესოდენ რადიკალურ შემოჭერას ესპანეთის დღევანდელი, სოციალისტური მთავრობისგან არავინ ელოდა - საბერძნეთის დე ფაქტო გაკოტრებამ ბევრი ევროპული ქვეყანა გამოაფხიზლა. გერმანია თავის მეზობლებსა და პარტნიორებს უკიჟინებს დეფიციტის მაქსიმალური შემცირებისკენ, თვითონ კი კონსტიტუციაში ცვლილება შეაქვს (ჩვენი თავისუფლების აქტის მსგავსი), რომელიც, ფაქტობრივად, კრძალავს ბიუჯეტის დეფიციტს 2016 წლიდან. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ საფრანგეთსა და იტალიაში - აი, ამას კი ნამდვილად ვეღარ იფიქრებდა კაცი. კარგად გამოვიდოდა უნგრეთიც, სადაც ახალმა მთავრობამ ივნისში 16%25-იანი საშემოსავლო გადასახადის შემოღების შესახებ განაცხადა.

ცუდად ამ ფისკალურ ჩემპიონატზე გამოვიდოდა აშშ. ობამას ადმინისტრაცია კვლავაც კეინსიანურ პოზიციებზე რჩება და ევროპის შეშფოთებას - დეფიციტების გამო - არ იზიარებს. ეს კარგად გამოჩნდა G20-ის ბოლო სამიტზეც. ხარჯავს ამერიკის მთავრობა მომავალი თაობის გადასახადის გადამხდელთა ფულს და ფისკალური სტიმულირების გაგრძელების აუცილებლობაზე ესაუბრება საკმაოდ შეთხელებულ აუდიტორიას, იმის მოლოდინში, რომ ეს-ესაა კერძო სექტორი დაიწყებს საინვესტიციო საქმიანობას და სახელმწიფოს ჩაენაცვლება ამ კუთხით. ოღონდ, რატომღაც, ეს არა და არ ხდება. არადა, ამერიკულმა კომპანიებმა თავიანთ ბალანსებზე რეკორდული 1.8 ტრილიონი დოლარი დააგროვეს. ფარიდ ზაქარიამ Newsweek-ში შესანიშნავი სვეტი დაწერა ამ თემაზე - ამერიკული კომპანიები არ ხარჯავენ ფულს იმიტომ, რომ ა(ღა) რ ენდობიან თავიანთ მთავრობას. ჯანდაცვის სექტორის სოციალიზაცია, ფინანსური სექტორის ჭარბი რეგულირება, სახელმწიფოს როლის გააქტიურება ეკონომიკის, პრაქტიკულად, ყველა სექტორში, გადასახადების მოსალოდნელი მატება - თქვენ ამ ფონზე ჩადებდით ფულს? მე - არა.

კეიპტაუნამდე რამდენიმე დღე ლონდონში გავატარე. ბოლო ორიოდე თვეა - მაისის არჩევნების შემდეგ - ბრიტანეთში უაღრესად საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. დავიწყოთ იმით, რომ კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების კოალიცია სიცოცხლისუნარიანი და ქმედითი აღმოჩნდა, მიუხედავად მისი იდეოლოგიური სიჭრელისა (ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში წარმოდგენილი არიან როგორც კლასიკური ლიბერალები, მცირე სახელმწიფოსა და ინდივიდუალურ თავისუფლებას რომ განიხილავენ თავიანთი მრწამსის ქვაკუთხედად, ისევე „ჩვეულებრივი“, ევროპული ყაიდის სოციალ-დემოკრატები, და ეს უკანასკნელნი უფრო მეტნი არიან).

ლეიბორისტების მთავრობა, რომელიც 13 წლის განმავლობაში მართავდა ბრიტანეთს, ყველაფერს აკეთებდა (განსაკუთრებით კი გორდონ ბრაუნის პრემიერმინისტრობის დროს) რომ „ჩაეცემენტებინა“ ლეიბორისტებისთვის სასარგებლო სოციალური კონსენსუსი და ამას, რასაკვირველია, გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე აკეთებდა. გორდონ ბრაუნის მთავრობამ 700.000 ახალი სახელმწიფო მოხემოხელის პოსტი შექმნა ქვეყანაში და მილიონობით ადამიანს სხვადასხვა შემწეობა ჩამოურიგა - შედეგად, შემწეობათა წილი ბიუჯეტში 28%25-მდე გაიზარდა, ასეულათასობით ჯანმრთელ ახალგაზრდა ადამიანს კი სამსახურის პოვნის სტიმული დაეკარგა. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს წილი მშპ-ში 36%25-დან 46%25-მდე გაიზარდა. ყველაფერი, ცხადია, დამთავრდა ისე, როგორც ეს ყოველთვის მთავრდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში - 2010 წლის მარტისთვის ბრიტანეთის ბიუჯეტის დეფიციტი 11%25-ს შეადგენდა და ქვეყანა სულ უფრო ემსგავსებოდა ფაქტობრივად გაკოტრებულ საბერძნეთს.

22 ივნისს ახალმა კოალიციურმა მთავრობამ განსაკუთრებული, „ანტიკრიზისული“ ბიუჯეტი წარმოადგინა. რიგი ხარვეზების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, ეს რევოლუციური ბიუჯეტია, იმიტომ, რომ ის შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მშპ-ს 6.3%25- ის ტოლფას ფისკალურ კონსოლიდაციას უქადის ბრიტანეთს, აქედან „ქამრების შემოჭერაზე“, დაახლოებით, 3/4 მოდის. სახელმწიფო დეპარტამენტთა უმეტესობის ხარჯები (გარდა ჯანდაცვისა და საერთაშორისო დახმარებისა) 25%25-ით შემცირდება ოთხი წლის განმავლობაში. მეტიც, ახალი ბიუჯეტი კომპანიების მოგების დაბეგვრის განაკვეთის ყოველწლიურ 1%25-იან შემცირებას მოიცავს, 28%25-დან 24%25-მდე ოთხი წლის შემდეგ. ერთი სიტყვით, ბრიტანეთი ნელ-ნელა გამოდის ფისკალური ჭაობიდან და ეკონომიკური ოპტიმიზმი ბრუნდება.

საინტერესო რეფორმები იწყება განათლების სისტემაში, სადაც კოალიციური მთავრობა აპირებს, ნება დართოს კერძო პირთა ფართო ჯგუფებს (მშობლები, მასწავლებლები, არასამთავრობოები და ა.შ.), დააარსონ ახალი, დამოუკიდებელი სკოლები, რომელთაც ბიუჯეტი ისევე დააფინანსებს, როგორც სახელმწიფო სკოლებს. ალბათ, პირველად ბოლო ათწლეულების მანძილზე, ევროპაში განათლების დებიუროკრატიზაციის პროცესი იწყება (გამონაკლისი მხოლოდ შვედეთია, სადაც ამგვარი „თავისუფალი” სკოლები დიდი ხანია არსებობს).

მართალია, ქამრების შემოჭერა ჯანდაცვას (ჯერჯერობით) არ ეხება, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება. მთავრობამ გამოაცხადა სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორის რადიკალური დებიუროკრატიზაციის შესახებ, გაიზრდება ოჯახის ექიმის როლი და, შესაბამისად, შემცირდება სხვადასხვა ბიუროკრატიული რგოლის გავლენა და დაფინანსება (მილიარდობით გირვანქა სტერლინგით).

და ბოლოს, კოალიციურმა მთავრობამ ივნისში მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ დაეხმაროს მას არასაჭირო, დრომოჭმული და პირადი თავისუფლების შემზღუდავი კანონების იდენტიფიკაციაში (http://yourfreedom.hmg.gov.uk/). მშვენიერი დემოკრატიული ინიციატივაა მათ გასაუქმებლად. მოკლედ, საინტერესო ამბები ხდება ბრიტანეთში.

7 ტეტჩერის რევოლუცია

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

დიდი ბრიტანეთი

0x01 graphic

მარგარეტ ტეტჩერი პრემიერ-მინისტრად არჩევას ზეიმობს
ფოტო: REUTERS ©

ბრიტანეთში ლეიბორისტთა 13-წლიანი მმართველობის ხანა დასრულდა. ქვეყნის სათავეში კონსერვატორები დაბრუნდნენ. ეკონომიკა ისეთივე მძიმე დღეშია, როგორც ტეტჩერის მოსვლისას. შრომის პარტია ნამდვილი ინგლისელი დენდივით იქცეოდა, ვალებს იღებდა და, პროვინციელი გოგონების თვალების ასაბმელად, ჯიბეზე ხელის გაკვრას არ იზარებდა. ბრიტანეთს ყოველ წელს 160 მილიონი გირვანქის სესხება უწევდა და მალე სამთავრობო ვალმა ტრილიონ გირვანქას მიაღწია.

კონსერვატორ დევიდ კამერონის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ეკონომიკური რეფორმები იყო, თუმცა იგი ცდილობდა, ამომრჩევლებისთვის ტეტჩერის მაგალითი არ შეეხსენებინა. ლეიბორისტებს კი პირიქით, კამერონის რკინის ლედისთან დაკავშირება სურდათ. მიუხედავად წარსული დამსახურებებისა, ტეტჩერი არ არის არჩევნებში წარმატების საწინდარი, პოპულარული პოლიტიკური ბრენდი. მაგრამ ბრიტანეთს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მისი რეფორმები სჭირდება მდგომარეობის გამოსასწორებლად.

1970-იან წლებში და 80-იანის დასაწყისში ბრიტანეთის ეკონომიკა ვერაფრით დაიკვეხნიდა - უკონტროლო ვითარება მრეწველობის სექტორში, გახშირებული გაფიცვები... 1979 წელს მარგარეტ ტეტჩერმა ჩაიბარა ევროპული სახელმწიფო, რომლისთვისაც უკვე დაესვათ არასახარბიელო დიაგნოზი, სახელად „ბრიტანული ავადმყოფობა“. ქვეყანა იმკიდა მეოცე საუკუნის დასაწყისში აღებულ სოციალისტურ კურსს, საყოველთაო კეთილდღეობის ქვეყნად გარდაქმნის წარუმატებელ მცდელობას. განვითარებული ქვეყნების რიგში მოწინავე ადგილებიდან ჩამოქვეითებულ და სადღაც უკან მოჩანჩალე ბრიტანეთს ტეტჩერმა 11 წელიწადში დაუბრუნა უწინდელი დიდება. „კუნძული“ აღარ იყო დაკარგული. აღდგა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა.

რკინის ლედიმ საფუძველი ჩაუყარა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენას - ტეტჩერიზმს - მმართველობის სტილს, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავდაჯერებული, ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა. ბრიტანული ორპარტიული პოლიტიკური სისტემა არცთუ ისე „ორპარტიულია“. არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას თავისუფალი მოქმედებისთვის ხელ-ფეხი გახსნილი აქვს, დამარცხებულებს კი საერთოდ არ აქვთ ბერკეტები, რითაც წინ აღუდგებოდნენ მმართველი პარტიის „ვერაგ ჩანაფიქრებს“ და დააბრკოლებდნენ ცვლილებათა განხორციელებას. პრეტენზიულ ევროპაში ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ ეს ხომ ბრიტანეთია. მედიდური კელტების შთამომავლებისთვის ოპოზიციური ჩრდილოვანი მთავრობა - დამარცხებული მთავრობაა. მას პრაქტიკულად არანაირი პოლიტიკური ძალა არ გააჩნია. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი იმას იზამს, რაც მოეპრიანება - თუ, რა თქმა უნდა, საკუთარი პარტია უდგას გვერდში. მას რადიკალური რეფორმების გატარება ძალუძს. ძირეული ცვლილებები პოლიტიკური კატაკლიზმების გარეშე ხერხდება, რადგან ბრიტანეთს ლიბერალური დემოკრატიის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს.

ტეტჩერს საკუთარი პარტია გვერდში არ ედგა. მემარცხენე წინააღმდეგობა კონსერვატორებმაც გასწიეს. ტორების მემარცხენე ფრთა ემხრობოდა ე.წ. „ერთი ერის კონსერვატიზმის“ იდეას. ეს მიმდინარეობა სათავეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იღებს და გულისხმობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის კონსენსუსის მიღწევას, სოციალური პოლარიზაციის შემცირებას. ეკონომიკური თვალსაზრისით, ერთი ერის კონსერვატიზმი მოითხოვს ფართომასშტაბიან სოციალური უზრუნველყოფის სისტემას, რაც 1970-იანი წლების ბოლოსთვის ისედაც მძიმე ტვირთად აწვა ბრიტანეთს. თანაც, მოსახლეობის გათქვეფა ერთ ბლანტ მასად, იძულება, რომ ბევრნი „ერთად“ იქცნენ, დიდი ვერაფერი პერპექტივაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა 1984 წელი ახლოვდება. თუმცა, „ხალხზე მზრუნველებს“ რა გამოლევს: მაიკლ ჰესელტაინი და სხვა რეფორმატორი კონსერვატორები ეწინააღმდეგებოდნენ სოციალური დახმარების სისტემის შეკვეცას, ეწინააღმდეგებოდნენ პრივატიზაციას, ეწინააღმდეგებოდნენ ხარჯების შემცირებას... მერე რა, თუ მათმა იდეებმა 1970-74 წლებში, ედვარდ ჰითის პრემიერობის დროს, ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოიყვანეს და არც ტეტჩერისთვის შეეძლოთ ჯეროვანი გეგმის შეთავაზება. ტეტჩერის პოლიტიკა მემარცხენე კონსერვატორებში უფრო მეტ კრიტიკასა და წინააღმდეგობას აწყდებოდა, ვიდრე ლეიბორისტებში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთი დაახლოებით იმდენივეს აწარმოებდა, რამდენსაც საფრანგეთი და გერმანია, ერთად აღებული. და ოციოდე წელიწადში მას ორივე ქვეყანამ გაუსწრო... ცალ-ცალკე. 1970- იანი წლების ბოლოსთვის ბრიტანეთი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში მე-19 ადგილს იკავებდა ეკონომიკური განვითარების მიხედვით. პრემიერის თანამდებობის ჩაბარებისთანავე, ტეტჩერი საყოველთაო გაფიცვებს შეეჩეხა. პორტებზე, ენერგოსექტორზე, ინდუსტრიაზე საუბარი აღარ არის, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და მესაფლავეებიც კი გაფიცულიყვნენ. ინფლაცია, საშუალოდ, 16%25-ს შეადგენდა, ხოლო უმუშევრობა 10%25-ს აჭარბებდა.

ეკონომისტი ირვინ სტელცერი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა თითქოს შეეგუა ქვეყნის ეკონომიკურ დაკნინებას. მთავრობა ფერად სიზმრებშიც აღარ ოცნებობდა ვითარების გამოსწორებაზე. ისინი, უბრალოდ, ცდილობდნენ, დეგრადაცია გაეკონტროლებინათ, კატასტროფა გადაევადებინათ. მთავრობა თითქოს მძევლად აეყვანათ გავლენიან პროფკავშირებს. აიძულებდნენ, შეენახა არამოგებიანი საწარმოები და ხელოვნურად შეენარჩუნებინა არაპროდუქტიული სამუშაო ადგილები. ფართო სამთავრობო სუბსიდიებმა და უყაირათო ხარჯვამ ბოლოს და ბოლოს გაარღვია ბიუჯეტი. როგორღა უნდა დაეფარათ დეფიციტი და შეენახათ ნაფერები სოციალური უზრუნველყოფის სისტემა? გადასახადების გაზრდით. 1979 წლისთვის მინიმალური საშემოსავლო გადასახადი 33%25, ხოლო უმაღლესი - 98%25 იყო. ასეთი ტარიფის პირობებში ძნელია, დოვლათის დაგროვებაზე იფიქრო. ბრიტანული პრესა ხშირად გადმოსცემდა, რომ უდიდესი კორპორაციების წამყვანი მენეჯერები უარს ამბობდნენ დაწინაურებაზე. შეძლებული ადამიანები ცდილობდნენ, საკუთარი სიმდიდრე და საქმიანობა სხვა ქვეყნებში გადაეტანათ.

თუმცა, ვინ თქვა, რომ „რკინის ლედის“ მსგავსი მეტსახელის მოპოვება ადვილია. კატასტროფასთან გამკლავებისას, ტეტჩერი ისეთი მშვიდი და უშფოთველი იყო, რომ მასთან შედარებით თვით დალაი ლამაც ნევროზიანად მოგეჩვენებოდათ. მდგომარეობა ზედმეტად რთული იყო ცვლილებების ყველა მიმართულებით ერთდროულად განსახორციელებლად, ამიტომ გადაწყვიტა, უპირველეს ყოვლისა, ინფლაციისთვის მიეხედა. ამას მოჰყვა საგადასახადო და პროფკავშირების რეფორმა, პრივატიზაცია და დერეგულაცია. თავიდანვე გაუქმდა თანხის გადაცვლის რეგულაციები, გაადვილდა მრეწველობისა და მომსახურების სფეროში საქმიანობისათვის საჭირო ნებართვების აღება. ფულის მიწოდება მთავრობის კონტროლს დაექვემდებარა, რაც სამთავრობო ხარჯების შეზღუდვასაც გულისხმობდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში ტეტჩერმა საშემოსავლო გადასახადი შეამცირა. რამდენიმე წელიწადში ყველაზე დაბალი გადასახადი 25%25-ს, უმაღლესი კი 40%25-ს შეადგენდა.

მოსახლეობა რეფორმებს მხარს არ უჭერდა. ტეტჩერს აკრიტიკებდნენ. პარლამენტიც ლამის აუმხედრდა. ერთხელ, საპარლამენტო დებატებისას, ლეიბორისტმა მაიკლ ფუტმა ტეტჩერს სთხოვა, თუნდაც ორი ადამიანი დაესახელებინა, ვინც მის ეკონომიკურ გეგმას ემხრობოდა. რკინის ლედიმ პატრიკ მინფორდსა (ბრიტანელი ეკონომისტი, რომელიც იცავდა ტეტჩერის ეკონომიკურ პოლიტიკას) და ალან უოლტერსზე (ტეტჩერის ეკონომიკური მრჩეველი 1981-1983 და 1989 წლებში) მიუთითა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებს გაანდო: გამიმართლა, სამის დასახელება რომ არ მთხოვესო.

საინტერესოა საჯარო საცხოვრებლების რეფორმა. ბინები მასში მცხოვრებ ოჯახებს მიჰყიდეს საბაზრო ფასზე იაფად და გარკვეული შეღავათებით. დაიზოგა საბიუჯეტო თანხები, რომლებიც ბინების მომსახურებას ხმარდებოდა. საკუთარი საცხოვრებლის მქონე ბრიტანელთა რიცხვი კი 53-დან 71%25-მდე გაიზარდა.

0x01 graphic

კონსერვატიული პარტიის ყოფილი ლიდერები: ჰითი და ტეტჩერი
ფოტო: REUTERS ©

ტეტჩერის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი პატარა ბავშვივით ჭირვეული და ჯიუტი პროფკავშირების მორჯულება იყო. ზოგიერთები, ჩანს, ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ ქალის გადამტერება არ ღირდა. 1990 წლის ნოემბრისათვის, როდესაც რკინის ლედი გადადგა პრემიერის თანამდებობიდან, პროფკავშირებში გაწევრიანებული მუშების რაოდენობა თითქმის სამჯერ - 20%25-მდე შემცირებულიყო. გაფიცვების გამო წლის განმავლობაში დაკარგული დღეების რაოდენობა 30 მილიონიდან ნახევარ მილიონამდე შემცირდა.

ეკონომიკურ რეფორმებში საკვანძო ადგილი პრივატიზაციას ეკავა. სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ საწარმოებს მოგებაზე გასვლის სურვილი არ ამოძრავებდათ. აბა, რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის, როგორ იმუშავებდნენ? მთავრობა ხომ ხელფასებს ისედაც დაარიგებდა. ამჯერად არ გაუმართლათ.

კერძო მფლობელობაში გადასვლის შემდეგ ბრიტანული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობა გაიზარდა. საწარმოები კი მსოფლიო ბაზარზე დაბრუნდნენ და საკუთარი დაკარგული ნიშა დაიბრუნეს. წარმატებული პრივატიზაციის მაგალითია ნეიშენელ ფრეით კონსორციუმი. მისი თითოეული აქცია თანამშრომლებმა ერთ გირვანქად იყიდეს 1982 წელს, ხუთ წელიწადში კი აქციების ფასი 22-ჯერ გაიზარდა. პრივატიზებული საწარმოებიდან გამოსარჩევია: ბრიტანეთის პორტების ასოციაცია, ბრიტანეთის აეროპორტების ასოციაცია, ბრიტიშ პეტროლიუმი (სახელმწიფოს წილი), ბრიტოილი, ბრიტიშ ტელეკომი, ბრიტიშ ეარვეისი, აგრეთვე მანქანათმშენებლობის გრანდები: როლს-როისი, ლენდ-როვერი და იაგუარი.

რეფორმების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, 1982-1990 წლებში, ბრიტანეთის ინდუსტრიის პროდუქტიულობა წლიურად, საშუალოდ, 4.9%25-ით იზრდებოდა. 1973-1979 წლების 1.9%25-თან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად 3.3%25-ით მეტი იყო (1.3%25 1973-1982 წლებში). უმუშევრობა თითქმის ორჯერ შემცირდა და ტეტჩერის წასვლის დღეს 6.2%25-ს შეადგენდა. მაშინ ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო ევროპის უდიდეს ეკონომიკებს შორის (გერმანია - 6.7%25, საფრანგეთი - 9%25, იტალია - 11%25).

გადასახადების შემცირებამ მოსალოდნელზე დიდი შედეგი გამოიღო. ბრიტანეთის ეკონომიკაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა ორჯერ - 14%25-მდე გაიზარდა. იმატა სხვადასხვა კორპორაციის აქტივებმაც მოსახლეობის საკუთრებაში. თუ ადრე 7%25 იყო, პრივატიზაციის შემდეგ ეს მაჩვენებელი 23%25-ს გაუტოლდა. ბრიტანეთში კატასტროფულად დაეცა მოუქნელი ბიუროკრატიისადმი მიძღვნილი ანეკდოტების რიცხვი. დიდ ქალაქებში საჯარო მომსახურება კერძო ფირმებს გადაეცათ. დროთა განმავლობაში ამ სფეროში კერძო ბიზნესის წლიურმა ბრუნვამ 30 მილიარდ გირვანქას მიაღწია, ხოლო მოსახლეობას 20 მილიარდი გირვანქით ნაკლების გადახდა უწევს აღნიშნული მომსახურებებისთვის. შემცირდა სამთავრობო რეგულაციები ეკონომიკაში (მათი რაოდენობა ამჟამად კვლავ იზრდება. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის ეკონომიკური საკითხების ინსტიტუტის მონაცემებით, ბრიტანეთი წლის განმავლობაში ევროკავშირისგან, საშუალოდ, 2 ათას რეგულაციას იღებს).

ტეტჩერის რეფორმები ეკონომიკითა და პოლიტიკით არ შემოფარგლულა. ბრიტანელი ჟურნალისტის, საიმონ ჯენკინსის თქმით, ტეტჩერმა შეცვალა არა მხოლოდ მოსახლეობის მოლოდინი მთავრობისადმი, არამედ თავად ხალხის შეხედულება საკუთარი თავის, როგორც ეკონომიკური სუბიექტის მიმართ.

0x01 graphic

რეიგანი და ტეტჩერი

0x01 graphic

ტეტჩერი ფოლკლენდის ომის დროს

ბრიტანეთმა „ავადმყოფობის“ წინააღმდეგ ვაქცინა გამოიგონა და საკუთარ თავზე გამოსცადა. არ უძუნწია. ფორმულა ყველას გაუზიარა. განკურნებამ მსოფლიო კვლავ ლიბერტარიანულ ტალღაზე მოაქცია. ყველა კონტინენტზე გეზი აიღეს ეკონომიკაში მთავრობის როლის შემცირებისაკენ. ტეტჩერის რეფორმებმა ჩინეთიც კი შთააგონა. ამ უკანასკნელმა 1980-იანი წლებიდან საკუთარი ეკონომიკის ლიბერალიზაცია დაიწყო, რაც მისი სწრაფი ზრდის უმთავრეს წინაპირობად იქცა. მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სესხების გაცემის ერთ-ერთ პირობად ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლის შემცირება მიიღეს.

ტეტჩერის მტკიცე ხასიათი და თავდაჯერებული მმართველობის სტილი საგარეო პოლიტიკაშიც გამომჟღავნდა. პროფკავშირების წინააღმდეგ შეურყევლობამ, ფოლკლენდის დასაცავად ფლოტის გაგზავნამ, ევროგაერთიანებაში ბრიტანეთის პოზიციების დაცვამ და კომუნიზმთან შეურიგებელმა ბრძოლამ ტეტჩერს პრინციპული პოლიტიკოსის სახელი მოუტანა. „რკინის ლედის“ სახელით იგი პირველად სწორედ საბჭოთა პრესამ მოიხსენია. ტეტჩერის პოლიტიკამ დაანახა ფოლადის ხელის მოყვარულ საბჭოთა კავშირს, რომ ევროპაში ანგარიშგასაწევი და უკომპრომისო მოწინააღმდეგე ჰყავდა. ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა ბრიტანეთს აღარ უტოვებდა თბილი საუბრების ფუფუნებას.

1982 წელს ბრიტანეთმა დაიცვა ქვეყნის ძირითადი ნაწილისაგან 15 ათასი კილომეტრით დაშორებული ფოლკლენდის კუნძულები. ამგვარად, ამაღლდა როგორც ქვეყნის, ისე დასავლური დემოკრატიების საერთაშორისო ავტორიტეტი. ფოლკლენდის ომში ბრიტანეთთან დამარცხებამ არგენტინის სამხედრო ხუნტას ლეგიტიმურობა გამოაცალა.

ტეტჩერმა გაამყარა ბრიტანეთის პოზიციები ევროგაერთიანებაში. ევროსკეპტიციზმის მიუხედავად, მას არ სურდა ქვეყნის გამოყვანა ამ ორგანიზაციიდან, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა შემდგომ ინტეგრაციასაც. იგი ევროკავშირს „უკანა კარიდან მომავალ სოციალიზმს“ უწოდებდა. ტეტჩერის აზრით, ევროგაერთიანების როლი უნდა შემოფარგლულიყო თავისუფალი ბაზრის ხელშეწყობითა და თანასწორი კონკურენციის უზრუნველყოფით. მას არ სურდა ერთიანი ევროპული მონეტარული კავშირის შექმნა, არ სწყალობდა ევროგაერთიანებისგან მომავალ ურიცხვ რეგულაციებს. თქვა კიდეც - ბრიტანეთის მთავრობა იმისთვის არ შემიკვეცავს, რომ პასუხისმგებლობები ევროსტრუქტურებისათვის გადამეცაო.

ბრიტანეთი წლების მანძილზე არ იშურებდა მსუყე გადარიცხვებს ევროგაერთიანების სოფლის მეურნეობისათვის. თუმცა, ფული უკან არ უბრუნდებოდა. ასეთი თავნებობა ევროპელებს ტეტჩერთან აღარ გაუვიდათ. ორგანიზაცია რამდენიმე წლის განმავლობაში ბრიტანეთს თანხებს უბრუნებდა - პროექტების სახით, რომლებიც გათვალისწინებული იყო ინდუსტრიული ცენტრების პრობლემების (მაგალითად, საწარმოო ნარჩენებით დაბინძურება) მოგვარებისა და ნაკლებად დასახლებული ტერიტორიების განვითარებისთვის.

ტეტჩერის დროს გაღრმავდა ურთიერთობები ამერიკასთან. პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სახით, რკინის ლედის გავლენიანი პოლიტიკური მოკავშირე ჰყავდა. ფოლკლენდის ომში დახმარებისთვის ტეტჩერმა ამერიკულ სამხედრო ძალებს ბრიტანული აეროდრომები დაუთმო ლიბიის დასაბომბად. ორივე პოლიტიკოსმა მნიშვნელოვნად შეასუსტა საბჭოთა კავშირის გავლენა.

წარმატებული პრემიერის იდეები ახლაც არ კარგავენ აქტუალობას. 2009 წელს, ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ჟურნალმა პროსპექტმა ჩაატარა გამოკითხვა. გამოკითხულთა 49%25 თვლიდა, რომ მარგარეტ ტეტჩერი უკეთ შეძლებდა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, ვიდრე ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი (24%25). მართალია, ბრიტანეთს ტეტჩერი აღარ ჰყავს, სამაგიეროდ, ახსოვს მისი რეფორმები, რომლებსაც სხვა ქვეყნებიც აქტიურად იყენებენ სტაბილური ეკონომიკური განვითარების მისაღწევად.

8 ევროპული სინგაპური

▲ზევით დაბრუნება


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

საქართველომ დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირი-საქართველოს ასოცირებული შეთანხმების თაობაზე, რომლის ერთ-ერთი მიზანია ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ხელისუფლება გეგმავს, რომ ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ორ წელიწადში ექნება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან.

ბოლო დღეებია, პრეზიდენტი ხშირად საუბრობს სინგაპურის ეკონომიკურ მაგალითზე და მთავრობის წევრებს მოუწოდებს, მეტი ძალისხმევით წარმართონ ქვეყნის კურსი „ევროპული სინგაპურისკენ“.

რადგან ევროკავშირისა და სინგაპურის ეკონომიკური მოდელები საკმაოდ განსხვავებულია, საინტერესოა, ვნახოთ, სად ვართ და რა მიმართულებით შეიძლება წავიდეთ.

დაწყებული 2004 წლიდან, საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა. თუ 2005 წელს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში 112-ე ადგილი გვეკავა, 2010 წელს (რომელიც, რეალურად, 2008-2009 წლის მონაცემებს ეყრდნობა) ჩვენ უკვე მე-11 ადგილზე ავიწიეთ.

ამ შედეგს, ძირითადად, საბაჟო

განაკვეთებისა და გადასახადების დაწევით, გადასახადების რაოდენობის შემცირებითა და უამრავი ლიცენზიისა თუ მარეგულირებლის გაუქმებით მივაღწიეთ. მარტივად რომ ვთქვათ, ბაზარი შედარებით გავათავისუფლეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდექსს ბევრი არ სწყალობს საქართველოში, სწორედ ის გვიჩვენებს, რამდენად მარტივია ქვეყანაში ბიზნესის კეთება. ხოლო ბიზნესი კი ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც რეალურ დოვლათს ანუ სიმდიდრეს ქმნის. შესაბამისად, რაც უფრო მარტივია ბიზნესის კეთება, მით მეტია შანსი ქვეყანაში შემოვიდეს კაპიტალი, გაიზარდოს ეკონომიკა და გაუმჯობესდეს ცხოვრების დონე. ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, როდესაც, თავისუფალი კაპიტალის მოსაპოვებლად, კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა.

თუ გადავხედავთ ამ რეიტინგს, ვნახავთ, რომ საქართველოს საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს ბიზნესის დაწყების, სამშენებლო ნებართვების აღების, მუშახელის დაქირავებისა და საკუთრების რეგისტრაციის სიმარტივის მხრივ. რეიტინგის შემადგენელ ამ კომპონენტებში საქართველო უმნიშვნელოდ ჩამოუვარდება იგივე სინგაპურს, რომელიც ამ რეიტინგის ლიდერია. მეტიც, საკუთრების რეგისტრაციის სიმარტივის მხრივ, სინგაპურზე უკეთესი მაჩვენებელიც გვაქვს.

0x01 graphic

შემდეგ კომპონენტებში კი შედარებით მოვიკოჭლებთ:

  • ბიზნესის დახურვის სიმარტივის მხრივ, სინგაპური მე-2 ადგილზეა, საქართველო - 95-ეზე;

  • გადასახადების მხრივ, სინგაპური მე-5 ადგილზეა, საქართველო - 64-ეზე;

  • ინვესტორების დაცვის მხრივ, სინგაპური მე-3 ადგილზეა, საქართველო - 41-ეზე;

  • კონტრაქტების დაცვის მხრივ, სინგაპური მე-15 ადგილზეა, საქართველო - 41-ეზე;

  • საზღვარზე ვაჭრობის სიმარტივის მხრივ, სინგაპური პირველ ადგილზეა, საქართველო - 30-ეზე.

ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებისა და, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი რეფორმების ფონზე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო ბანკის ზემოთ ხსენებულ რეიტინგში წამყვანი პოზიციების შენარჩუნება. სხვაგვარად, საქართველოს გაუჭირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის ჩვენება, რაც, თავის მხრივ, გამომდინარე არსებული საფრთხეებიდან, უარყოფითად იმოქმედებს ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

რეიტინგში პოზიციების გაუარესების საფრთხე კი, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, სწორედ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდინარეობს, რომელიც, როგორც წესი, ასოცირებული ხელშეკრულების ნაწილია. ამის ნათელი დადასტურება იყო გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, ბატონ შტეფან ფულეს განცხადება, რომელიც მან საქართველოში ერთ-ერთი ვიზიტის დროს გააკეთა - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჯერ ვერ გაგიფორმებთ, რადგან თქვენი ბაზარი ზედმეტად ლიბერალურიაო. ერთი შეხედვით, სულელურად ჟღერს, მაგრამ განცხადების აზრი ზუსტად ეს იყო.

ცხადია, ევროკავშირთან დაახლოებას უამრავი პლუსი აქვს. ტრადიციულად, სიკეთეებში, რომლებიც ამ სიახლოვეს მოაქვს, გამოყოფენ მეტ სტაბილურობას, მეტ დემოკრატიას, მეტ უსაფრთხოებას, მშპ-ს ზრდის სტიმულირებას, მეტ დასაქმებას, მაღალ ხელფასებსა და პენსიებს, მუშახელის, პროდუქციის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას და, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, დაშვებას 450-მილიონიან ბაზარზე.

რა თქმა უნდა, ნაწილი ამ ჩამონათვალიდან, შესაძლოა, გადაჭარბებულ მოლოდინებს მიეკუთვნება, მაგრამ თუნდაც მხოლოდ 450-მილიონიანი ბაზარი ღირს იმად, რომ დაუახლოვდე ევროკავშირს. ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა აბსურდული გადაწყვეტილება იქნებოდა. აქ მხოლოდ რამდენიმე კითხვა არსებობს: როდის დაგვიშვებენ ამ ბაზარზე? რისი დათმობა მოგვიწევს? ხომ არ მოგვიწევს ისეთ დათმობებზე წასვლა, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვეღარ „მიაღწიოს“ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამდე?

შესაძლებელი რომ იყოს ჯერ ხელშეკრულების გაფორმება ანუ უზარმაზარ ბაზარზე შესვლა და შემდეგ გარკვეულ დათმობებზე წასვლა საქართველოს ბაზრის დელიბერალიზაციის კუთხით, მაშინ შედარებით უკეთეს პირობებში ვიქნებოდით. თავისთავად, ბაზარზე შესვლა არ ნიშნავს უპირობოდ ეკონომიკის ზრდას, რადგან უნდა შევქმნათ პროდუქტი, რომელსაც ამ ბაზარზე გავიტანთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც მოგვეცემა საშუალება ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ ევროპის ბაზარზე, აქ უნდა შემოვიდეს უცხოური ინვესტიციები, რომლებიც მოხმარდება ევროკავშირის ქვეყნებში გასაყიდი პროდუქციის გამოშვებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს პროდუქცია უნდა იყოს კონკურენტული ევროპის ბაზარზე, ანუ მისი წარმოება საქართველოში უფრო იაფი უნდა ჯდებოდეს. ყველაფერ ამას კი დრო სჭირდება, ხშირად - წლები. მაგრამ თუ ხელშეკრულებას დღესვე გაგვიფორმებდნენ, ალბათ, რაციონალური იქნებოდა ასეთი რისკის გაწევა.

ჩვენ კი გვთხოვენ, რომ ჯერ მოვახდინოთ საკუთარი ბაზრის დელიბერალიზაცია - რაც გაართულებს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას (რატომ უნდა სურდეს ვინმეს ფულის ჩადება იქ, სადაც ფულის შოვნა ძნელია?) - და მხოლოდ ამის შემდეგ გვთავაზობენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ასოცირებული შეთანხმების ფარგლებში, რომელზეც თანხმობა უნდა განაცხადოს ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ (ამჟამად ყველა თანახმა რომ იყოს კიდეც, რა ვიცით, მომავალში რომელი ქვეყნის ხელმძღვანელობას რა მოუვა თავში?).

მსგავსი მიდგომა მნიშვნელოვან რისკს უკავშირდება. თუ საქართველო დაკარგავს მიმზიდველობას ინვესტორებისთვის, ქვეყანაში აღარ შემოვა ისედაც მწირი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ქვეყნის ეკონომიკას და, აქედან გამომდინარე, მის უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენებს. ცნობისათვის, 2010 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მხოლოდ 76 მილიონის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2003 წლის შემდგომ ნებისმიერ კვარტალთან შედარებით.

მეორე საკითხია, რა ტიპის დათმობებზე წასვლას მოგვთხოვს (პრინციპში, უკვე დიდი ხანია ითხოვს) ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სანაცვლოდ. ამის დადგენა არც ისე ძნელია, თუ გავითვალისწინებთ, რაში ვლინდება ევროპული სოციალიზმი ყველაზე მეტად, ანუ რა ტიპის ბაზრის შეზღუდვები ჭარბობს ევროკავშირის ქვეყნებში.

თუ გადავხედავთ იგივე ბიზნესის კეთების რეიტინგს, დავინახავთ, რომ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებს (როგორც ევროკავშირის წევრ, ისე მასთან ასოცირებულ ქვეყნებს) მუშახელის დაქირავების სიმარტივის კუთხით აქვთ. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, თუ რამდენად ადვილია ქვეყანაში მუშახელის დაქირავება-დათხოვნა, რამდენად რეგულირებულია სამუშაო საათები და რამდენად ძვირია მუშახელის სამსახურიდან გათავისუფლება. საქართველო, არსებული ლიბერალური შრომის კოდექსიდან გამომდინარე, ამ მაჩვენებლით მე-9 ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო ევროპის ქვეყნები კი:

  • ნორვეგია - 114

  • შვედეთი - 117

  • ლიტვა - 119

  • ჰოლანდია - 123

  • ლატვია - 128

  • ფინეთი - 132

  • საფრანგეთი - 155

  • გერმანია - 158

  • ესტონეთი - 161

  • პორტუგალია - 171

სხვა საკითხებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ბიზნესის დაწყების სიმარტივე, სავარაუდოდ, ევროკავშირი საქართველოსგან ჰარმონიზებას ყველაზე დაჟინებით სწორედ ამ საკითხში - „ზედმეტად ლიბერალურ“ შრომის კანონმდებლობაში - მოითხოვს. ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბარს, თუ რამდენად აბსურდულია შრომის რეგულირება, რამდენად საზიანოა ის ეკონომიკისთვის და რამდენად ნეგატიურია მისი ეფექტი, თუნდაც დასაქმების კუთხით, აზრი არ აქვს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, მოგვიწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა როგორც შრომის კანონმდებლობის „გაფუჭების“, ისე სხვა მხრივაც.

ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა სხვა საკითხების მიმართ, რადგან ბიზნესის კეთების რეიტინგში წამყვანი ადგილის შენარჩუნების მიზნით (რაც, ვიმეორებ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კარგი, თუ არა აუცილებელი, წინაპირობაა), შესაძლოა, მოხდეს დელიბერალიზებული სფეროების „კომპენსირება“ უფრო მეტად ლიბერალიზებული სხვა სფეროებით, სადაც ევროკავშირის „ზეწოლა“ ნაკლებია.

მაგალითად, შესაძლებელია საზღვარზე ვაჭრობის სიმარტივის მაჩვენებლის გაუმჯობესება. ეს მაჩვენებელი ასახავს, თუ რამდენად ბევრი დოკუმენტის გაფორმებაა საჭირო, რამდენად დიდი დრო სჭირდება და რამდენად ძვირი ჯდება ქვეყანაში იმპორტი და ექსპორტი. იმპორტზე არსებული ტარიფების გაუქმებით, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო კონკურენტულს გავხდით შიდა ბაზარს, უფრო გავაიაფებთ და ხელმისაწვდომს გავხდით გარკვეული ტიპის პროდუქციას და, ამავდროულად, გავიუმჯობესებთ ამ მაჩვენებელს მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან რეიტინგში. აღნიშნული ტარიფების განულება ისედაც დაგეგმილი იყო, მაგრამ აღსრულება გადაიდო.

შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს გადასახადების მაჩვენებელი, რომელიც დამოკიდებულია გადასახადების რაოდენობაზე, გადასახადის საერთო ტვირთსა და დროზე, რომელიც საჭიროა საგადასახადო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. გადასახადების დაწევა საშუალებას მოგვცემს, ერთი მხრივ, უფრო ეფექტურად მოვიზიდოთ ინვესტიციები, ხოლო, მეორე მხრივ, მეტი ფული დავტოვოთ კერძო სექტორში, რაც ეკონომიკის სწრაფი ზრდის წინაპირობაა. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში მსგავსი მიდგომა საჭიროებს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, რადგან სხვა შემთხვევაში უკვე არსებული საბიუჯეტო დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. საგადასახადო ტარიფების დაწევა აგრეთვე დაგეგმილი იყო, მაგრამ ამ დანაპირების აღსრულებაც გადაიდო. ეს კი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მაჩვენებელია, რომელიც, საქართველოს შემთხვევაში, მკვეთრ გაუმჯობესებას საჭიროებს.

გაუმჯობესების რესურსი არსებობს რეიტინგის სხვა მაჩვენებლების მხრივაც, თუმცა, ეს მოითხოვს პოლიტიკურ ნებასა და მიზანმიმართულ მუშაობას როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. მხოლოდ ასეთი მიდგომით შევძლებთ, ერთი მხრივ, ბიზნესის კეთების რეიტინგში არ დავშორდეთ (საუკეთესო შემთხვევაში კი მივუახლოვდეთ) სინგაპურს, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკისთვის შედარებით უმტკივნეულოდ მოვახდინოთ ინტეგრაცია სოციალისტური რეგულაციებით დატანჯულ ევროპულ ბაზართან.

9 დავეწიოთ ისრაელს

▲ზევით დაბრუნება


მიშა თავხელიძე|სვეტი

0x01 graphic

რაც უფრო ვუკვირდები, მით უფრო მეტ ანალოგიას ვპოულობ საქართველოსა და ისრაელს შორის. უპირველესად უპირველესად ზომა: ორივე ქვეყანა, ტერიტორიითა და მოსახლეობის რაოდენობით, თავის მეზობლებზე პატარაა (ისრაელის მოსახლეობა 7.5 მილიონია, ჩვენი - 4.5 მილიონი). შემდეგ თვითონ მეზობლები, რომლებიც ორივე ქვეყანას მუდმივ საფრთხეს უქმნიან. ჩვენ - რუსეთი, ისრაელს - სირია. მართალია, ისრაელის სხვა მეზობლებიც მაინცდამაინც მეგობრულნი არ არიან (ჩვენგან განსხვავებით), მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენი დიდია, ველურია და სირიაზე უფრო გაბედული.

საწყისი ეკონომიკური პოტენციალიც მსგავსი გვაქვს: ისევე როგორც ჩვენ, ისრაელს არ გააჩნია დიდი რაოდენობით ექსპორტისათვის გამოსადეგი ბუნებრივი რესურსები. შეიძლება ითქვას, რომ რესურსების თვალსაზრისით, საქართველო ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია: ჩვენ გვაქვს ჭარბი ჰიდროელექტროენერგია და სტრატეგიული ადგილმდებარეობა, რომელიც სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციის შესრულების საშუალებას გვაძლევს.

ისრაელის ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ისევე როგორც საქართველოსი, დაიწყო ლიბერალიზაციითა და მკაცრი ფისკალური პოლიტიკით, რომელმაც მოთოკა ინფლაცია და შექმნა ქვეყნის ეკონომიკის შედარებით თავისუფალი განვითარების პირობები. 1990 წლამდე ისრაელის ეკონომიკა ითვლებოდა ყველაზე სოციალისტურ ეკონომიკად, კომუნისტური ბლოკის ქვეყნების შემდეგ. დღეს ის ყველაზე თავისუფალი და დივერსიფიცირებული (შესაბამისად, სტაბილური) ეკონომიკაა რეგიონში.

ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 200 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება, რომლის 46%25 სერვისზე მოდის, 25%25 - მრეწველობაზე და დანარჩენი - სოფლის მეურნეობაზე. ქვეყანა საზღვარგარეთ ყიდის ციტრუსებს, კვერცხს, ყვავილებს, კომპიუტერულ პროგრამებს, ფარმაცევტულ ნაწარმს, ქიმიკატებს, დამუშავებულ ალმასებსა და, რაც მთავარია, სამხედრო ტექნოლოგიებს. სწორედ ეს უკანასკნელია ის, რამაც, ჩემი აზრით, უდიდესი როლი ითამაშა ისრაელის განვითარებაში და საშუალება მისცა მას, ჩამოყალიბებულიყო მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკად.

სამხედრო ინდუსტრია მეცნიერებატევადი, კომპლექსური საქმეა. არც ერთი სხვა ინდუსტრია არ ქმნის იმდენ მოთხოვნილებას კვალიფიციურ კადრებზე და ეკონომიკის ინოვაციურ პოტენციალს, რამდენსაც სამხედრო ინდუსტრია. წარმოიდგინეთ, რამდენი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი და ექსპერტი სჭირდება, მაგალითად, მაღალი სიზუსტის, ე.წ. ჭკვიანი ბომბის შექმნას და შემდეგ მის გაყიდვას: პროექტის მენეჯერები, ინჟინრები, პროგრამისტები, ქიმიკოსები, ელექტრონული ინჟინრები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, მარკეტინგის სპეციალისტები, იურისტები, ფინანსისტები და ა.შ... ეს ხალხი უნდა აღვზარდოთ, ამას სწავლება სჭირდება. გასაკვირი არ არის, რომ ისრაელი, რომელიც იარაღის მსოფლიო ბაზრის 10%25-ს აკონტროლებს, მთლიან მოსახლეობასთან შეფარდებით, მეცნიერების რაოდენობით დღეს პირველ ადგილზეა. რაკი მოთხოვნა არის, მიწოდებაც იქნება - ეს თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტური კანონია.

0x01 graphic

ცხადია, რომ ამ კვალიფიციური მუშახელის გარეშე თანამედროვე, ტექნოლოგიურადგანვითარებული ეკონომიკა შეუძლებელია. სამხედრო ინდუსტრიის განვითარება კი ასეთი მუშახელის გაჩენის ნატურალური საშუალებაა. მეტიც, ეს ერთადერთი ინდუსტრიაა, რომლის განვითარება სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა და პრეროგატივაა, რადგან სახელმწიფო სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიების ექსკლუზიური მომხმარებელია და, შესაბამისად, დამკვეთიც უნდა იყოს.

ისრაელთან შედარებით, ჩვენ ეკონომიკური ზრდა დავიწყეთ 20 წლით გვიან, მაგრამ თუ დეტალებს ძალიან არ ჩავუღრმავდებით, შეიძლება ითქვას, რომ საწყისი პირობები თანაბარი გვქონდა - რთული გარემოცვა და არაფერი გასაყიდად, გარდა საკუთარი ტვინისა და ცოდნისა.

საქართველოს ბოლო წლების ეკონომიკური წარმატება საწყისი ლიბერალიზაციით, ინფრასტრუქტურისა და სერვისის (ტურიზმის) განვითრებით განპირობებული ბუნებრივი მოვლენა იყო. მაგრამ თუ გვინდა, რომ არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო წინ წავიდეთ, საჭიროა ზრდის მეორე, ინოვაციური, ტექნოლოგიური ეტაპი. მთავრობას ეს ეტყობა ესმის და ამიტომაც გამოვიდა ინიციატივით - საგადასახადო შეღავათების გზით საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრია განავითაროს. ინიციატივა ძალიან კარგია, მაგრამ საინფორმაციო ტექნოლოგიები დიდი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია.

10 რატომ უნდა გვახსოვდეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი

▲ზევით დაბრუნება


გიორგი კანდელაკი|სვეტი

0x01 graphic

0x01 graphic

ყოველი წლის 23 აგვისტოს ევროპაში ნაციზმისა და სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს, 1939 წელს, ხელი მოეწერა ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რითაც საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ აღმოსავლეთ ევროპა „გავლენის სფეროებად“ გაინაწილეს. იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ევროპაში 1939-1941 წლებში, საქართველოში ნაკლებად ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ პაქტის შედეგებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ისტორიაზე. აღნიშნული პერიოდი იმითაც საინტერესოა, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შედეგად, საბჭოეთის სხვადასხვა მეზობლის წინაშე მთელი სიმწვავით დადგა ჩვენთვის ასე ნაცნობი დილემა: ბრძოლა თუ დანებება.

მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს უყვართ ამის ხაზგასმა: რომ არა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია 1921 წლის თებერვალში, საქართველოს - როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს - წარმატება გარდაუვალი იყო.

მივცეთ ფანტაზიას გასაქანი და წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო წითელი არმიის დამარცხება, საკუთარი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და დემოკრატიული, ევროპული განვითარების გაგრძელება. წარმოვიდგინოთ, რომ ეს პროცესი მთელი 20 წლის განმავლობაში გაგრძელდა. არჩევნებში ხან სოციალ-დემოკრატები იმარჯვებდნენ, ხანაც მემარჯვენე პარტიები, მაგრამ, დემოკრატიული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი დაპირისპირების მიუხედავად, ქართულმა პარტიებმა შექმნეს მტკიცე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. ორი ათწლეულის განმავლობაში დაღვინდა ევროპული სახელმწიფო, ეფექტიანად მომუშავე ინსტიტუტებით; თავისუფალი, გახსნილი, ევროპაში ინტეგრირებული ეკონომიკით, იმ დროისთვის ცხოვრების მაღალი სტანდარტით, მტკიცედ ჩამოყალიბებული ერი-სახელმწიფოს იდენტობითა და მთელი თაობით, რომელიც დაიბადა და გაიზარდა დამოუკიდებელ, ევროპულ და, უბრალოდ, ნორმალურ საქართველოში.

0x01 graphic

და, აი, როცა მიღწეულიც ბევრია და ნორმალურ განვითარებასაც თითქოს აღარაფერი ემუქრება, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი რეჟიმები - საბჭოთა კავშირი და ჰიტლერის გერმანია - თანხმდებიან იმაზე, რომ თქვენ არსებობის უფლება აღარ გაქვთ.

სტალინმა და ჰიტლერმა სწორედ ამგვარი განაჩენი გამოუტანეს ცენტრალურ და აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებს: პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთსა და ფინეთს. ხუთივე, საქართველოს მსგავსად, პირველი მსოფლიო ომის მიწურულს აღმოცენდა თანამედროვე სახელმწიფოების სახით. ყველა მათგანის ბრძოლა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მაშინდელ ქართველ მოაზროვნეთათვის კარგად იყო ცნობილი და ქართული პრესის ფურცლებზეც სათანადოდ აისახა. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ამ ქვეყნებმა მოახერხეს 1920-იანი წლების ბოლშევიკური შემოტევების მოგერიება და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისათვის განვითარების მნიშვნელოვან დონესაც მიაღწიეს. მაგალითად, 1940 წლისათვის ლატვიის მშპ უთანაბრდებოდა დანიისას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ხალხებმა სახელმწიფოს დაკარგვით (ფინეთის გარდა) დაკარგეს არა მხოლოდ სუვერენიტეტი, არამედ სიმდიდრეც.

აღმოსავლეთ ევროპის ფაქტობრივი გაყოფა 1939 წლის 23 აგვისტოს გერმანიის საგარეო მინისტრმა, იოაჰიმ რიბენტროპმა და სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა, ვიაჩესლავ მოლოტოვმა გააფორმეს, რის გამოც „საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება“ ცნობილია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით. ხელმოწერილი დოკუმენტის საიდუმლო ოქმში, რომლის არსებობასაც მოსკოვი 1991 წლამდე ჯიუტად უარყოფდა, დადგინდა საზღვარი ორი მონსტრის „გავლენის სფეროებს“ შორის (ეს ტერმინი, შემთხვევით, რამეს ხომ არ გაგონებთ?).

1939 წლის ზაფხულში ვერავის წარმოედგინა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი სულ რამდენიმე კვირაში დაიწყებოდა. ამ დროისთვის ევროპაში ყველაზე განხილვად თემად ერთი წლით ადრე, 1938 წელს, ჰიტლერის მიერ ბრიტანეთისა და საფრანგეთის ოსტატურად მოტყუება ქცეულიყო. იმ იმედით, რომ ადოლფ ჰიტლერი გერმანულენოვანი ხალხების გერმანიაში ინკორპორირებით დაკმაყოფილდებოდა, ბრიტანეთისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრები, ნევილ ჩემბერლენი და ედუარდ დალადიე, დათანხმდნენ ჩეხოსლოვაკიის გერმანელებით დასახლებული ტერიტორიის - სუდეტენლენდის - გერმანიისთვის გადაცემას. დაპირების მიუხედავად, სულ რამდენიმე თვეში გერმანული ტანკები პრაღაში შევიდნენ.

სტალინსა და ჰიტლერს შორის დაახლოება გერმანიასთან ომის საშიშროებით თავზარდაცემული ევროპისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ, მაგრამ გადაღლილ ბრიტანეთსა და საფრანგეთს სტალინთან რამე ურთიერთგაგების მიღწევა ჰაერივით ესაჭიროებოდათ გერმანიასთან ახალი ომის თავიდან ასაცილებლად.

რიბენტროპის მოსკოვში ყოფნისას, მოლაპარაკებაზე დასადგურებული მეგობრული ატმოსფერო, ისევე როგორც პაქტის ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბანკეტზე შესმული ჰიტლერისა და სტალინის სადღეგრძელოები, ლეგენდად არის ქცეული. ჯგუფური ფოტოს გადაღების წინ იოსებ ბესარიონოვიჩს მოუთხოვია ცარიელი ბოთლების ალაგება მაგიდიდან: მსოფლიომ არ იფიქროს, შეთანხმებას ხელი მთვრალებმა მოვაწერეთო.

რუსული ველიკოდერჟავული იდეის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად ფაშიზმზე გამარჯვება დიდი ხანია იქცა. საბჭოთა კავშირში ეფექტურად დაინერგა რამდენიმე მითი: ბევრს ჯერაც ჰგონია, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო არა 1939 წლის პირველ სექტემბრს, არამედ ორი წლის შემდეგ. „დიდი სამამულო ომის“ ცნების დამკვიდრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ამ ორწლიანი პერიოდის წაშლა იყო. ეს ბუნებრივია, რადგან მეორე მსოფლიო ომი არ დაიწყებოდა, რომ არა სტალინის ალიანსი ჰიტლერთან, რომელმაც ამ უკანასკნელს პოლონეთზე თავდასხმის საშუალება მისცა.

პაქტის ხელმოწერიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, პოლონელ ჯარისკაცებად გადაცმულმა გერმანელებმა ზემო სილეზიაში, გლაივიცის რადიოსადგურზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყვეს. „აგრესიაზე აუცილებელი პასუხის“ (ეს სიტყვათშეთანხმებაც ხომ არ გეცნობათ?) მოტივით, პირველ სექტემბერს გერმანიის ჯარებმა გადაკვეთეს პოლონეთის საზღვარი, რითაც დაიწყო კიდეც მეორე მსოფლიო ომი. ორი კვირის შემდეგ ნაცისტებს პოლონეთის ნახევარიც არ ჰქონდათ დაკავებული; პოლონეთის ჯარი ჯერ კიდევ უწევდა წინააღმდეგობას და კონტრშეტევებზეც კი გადადიოდა. ინგლისისა და საფრანგეთის მიერ იმავე დღეს გერმანიისთვის ომის გამოცხადებამ და ოთხ დღეში საფრანგეთის შეტევაზე გადასვლამ პოლონელებს აფიქრებინა, რომ ისინი სულაც არ იყვნენ ჩაბმულნი უიმედო ბრძოლაში.

ლონდონისა და პარიზის ჩართვა ომში არ შედიოდა ჰიტლერის გეგმაში - მას იმედი ჰქონდა, რომ ევროპის დიდი დემოკრატიები, ჩეხოსლოვაკიის მსგავსად, პოლონეთის დაყოფასაც ჩაყლაპავდნენ. სწორედ ამ დროს, 17 სექტემბერს, რესპუბლიკის პრეზიდენტმა, იგნაცი მოშიცკიმ, რადიოთი დაუჯერებელი ამბავი ამცნო საკუთარ ხალხს: პოლონეთს ზურგიდან საბჭოთა კავშირმა დაარტყა. წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. სულ რამდენიმე დღეში მოისპო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დიდი და ეკონომიკურადგანვითარებული სახელმწიფო. პოლონეთი გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმის თანახმად, ზუსტად შუაზე გაინაწილეს მდინარე ვისლის გასწვრივ. ამას მოჰყვა ნამდვილი სასაკლაოს გაჩაღება პოლონეთის ტერიტორიაზე. სულ მალე, სტალინის უშუალო ბრძანებით, 25.000 პოლონელი ოფიცერი სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყეში დახვრიტეს. პოლონეთის აღმოსავლეთ რაიონებიდან ასეულათასობით ადამიანი გადაასახლეს ციმბირში. ჰიტლერისა და სტალინის ორწლიანი მოკავშირეობის სიმბოლოდ კი ვერმახტისა და წითელი არმიის მიერ ბრესტ-ლიტოვსკში ჩატარებული ერთობლივი აღლუმი იქცა.

კატინში დახვრეტილ პოლონელ ოფიცრებს შორის იყვნენ პოლონეთის დროშის ქვეშ მებრძოლი ის ქართველებიც, რომლებიც ნაცისტებმა რუსებს გადასცეს. ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე, ბრიგადის გენერალი ივანე ყაზბეგი, ბრიგადის გენერალი კირილე ქუთათელაძე, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე და სხვა ოფიცერთა სახელები, შესაძლოა, ქართველ მკითხველს ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ მათ ერთგულად ატარეს თავისუფალი საქართველოს იდეა 1921 წლის კოჯრისა და სოღანლუღის ბრძოლების შემდეგ. ისინი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდნენ, რომ სამშობლოს დატოვებიდან 20 წლის შემდეგ სიცოცხლე მოესწრაფებოდათ იმავე ჯალათთა ხელით, ვისაც ისინი თბილისის მისადგომებთან უმკლავდებოდნენ.

0x01 graphic

პოლონეთის წარმატებით დანაწევრების შემდეგ სტალინმა პირველი მსოფლიო ომის კიდევ ერთ პირმშოს - ფინეთს მიაპყრო მზერა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად, რაკიღა ფინეთს გერმანიის დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონოდა, კრემლმა ამ ქვეყნის დამორჩილებისა და ანექსიის გეგმა შეიმუშავა. თავდაპირველად ფინეთს მოეთხოვა საზღვრის ლენინგრადიდან სიღრმეში გადაწევა და ხანკას ნახევარკუნძულზე საბჭოთა ჯარების განლაგების ნებართვა. პოლონეთის ტერიტორიაზე გაჩაღებული სასაკლაოს შემყურე ფინეთის მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, აიმო კაიანდერი, დარწმუნებული იყვნენ, რომ სტალინის ნამდვილი მიზანი ფინეთის სრული ანექსია იყო.

1939 წლის 26 ნოემბერს ფინეთის მოსაზღვრე სოფელ მაინილაში რამდენიმე ბომბი დაეცა. გაზეთი პრავდა მომდევნო დღეს იუწყებოდა, რომ „ბურჟუაზიულმა“ ფინეთმა იერიში მიიტანა მშვიდობისმოყვარე საბჭოთა კავშირზე. სულ მალე მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ საბჭოთა კავშირმა, ფინეთში შეჭრის გასამართლებლად, საკუთარი თავი დაბომბა ლენინგრადის სამხედრო ოლქის უფროსის, ჟდანოვის განკარგულებით. მარშალ კარლ გუსტავ მანერჰაიმის ტაქტიკური გამჭრიახობის, ფინელი ხალხის მებრძოლი სულისა და ბუნებრივი პირობების კარგად გამოყენების წყალობით, ფინელებმა წითელ არმიას უზარმაზარი ზიანი მიაყენეს და სახელმწიფოს გადარჩენა შეძლეს, თუმცა ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ხელის აღება მოუხდათ.

0x01 graphic

ლატვიის პრეზიდენტი ულმანსი

და მაინც, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და საყურადღებოა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ გაზიარებული ბედი, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათთან ერთად 50 წელი ერთ სახელმწიფოში ცხოვრებამ მოგვიწია და ამ გარემოების გამო სხვებზე უკეთ ვიცნობთ. ამ ქვეყნების ოკუპაცია, უპირველესად, იმით არის საინტერესო, რომ, ერთი მხრივ, პოლონეთის ბედით თავზარდაცემულებმა, უბრალოდ, დანებება არჩიეს; მეორე მხრივ კი, მოსკოვმა მათი ანექსია განახორციელა ერთი გასროლის გარეშე და თან „საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით შესვლის“ სამართლებრივი ლეგენდა შეთხზა.

0x01 graphic

ესტონეთის პრეზიდენტი პატსი

პოლონეთის ნაცისტებთან გაყოფის შემდეგ სტალინმა ბალტიის ქვეყნებზე სერიოზული ზეწოლის განხორციელება დაიწყო, „ურთიერთდახმარების“ შესახებ ხელშეკრულებათა გაფორმებისა და მათ ტერიტორიაზე „შეზღუდული სამხედრო ბაზების“ განლაგების მიზნით. სისხლისღვრის თავიდან აცილების იმედით, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ულტიმატუმებს დათანხმდნენ და საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი საბჭოეთს დაუთმეს - „დროებით“ და იმ იმედით, რომ იმპერია ამით დაკმაყოფილდებოდა.

საგარეო პოლიტიკაში ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ერთ-ერთმა მთავარმა რუსულმა ინსტინქტმა ამჯერადაც არ დაიხია უკან: კომპრომისისა და დიალოგისკენ სწრაფვა სისუსტედ და მწვანე შუქად მიიჩნიეს.

1940 წელს ლიტვას წარედგინა ახალი ულტიმატუმი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ხელისუფლებათა ცვლილებას და „პროსაბჭოთა მთავრობის ფორმირებას“ გულისხმობდა. ლიტვის მთავრობა ამაზეც დათანხმდა, იმ იმედით, რომ სუვერენიტეტის ნასახს მაინც შეინარჩუნებდა. ლიტვის ბოლო პრეზიდენტი, ანტანას სმეტონა, მიუხედავად სიტუაციის უიმედობისა, ცდილობდა, დაერწმუნებინა მთავრობა წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაში, მაგრამ დამარცხდა და ქვეყანა დატოვა (გარდაიცვალა აშშ-ში). მთავრობის წევრთა აზრით, წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, რადგან საბჭოთა ჯარები უკვე ლიტვაში იყვნენ. მთავრობა თვითონ შეეცადა ახალი ხელისუფლების ფორმირებას, მაგრამ მოსკოვს აღარაფერი აკმაყოფილებდა, სრული ანექსიის გარდა. 15 ივნისს საბჭოთა ჯარებმა ლიტვის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს. სსრკ-ს ელჩმა, დეკანოზოვმა, ახალი „სახალხო” მთავრობა თვითონ ჩამოაყალიბა. დაითხოვეს პარლამენტი - სეიმი - და დაინიშნა ახალი არჩევნები „სახალხო სეიმში.“ საარჩევნო კომისიის როლში გამოვიდა ენკავედე, რომელსაც ხმების 90%25-ის კომუნისტური პარტიისთვის გაფორმება არ გასჭირვებია. ახლად „არჩეულმა“ სეიმმა კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლა მოითხოვა. ლატვიისა და ესტონეთის შემთხვევაშიც ანალოგიური სცენარი განვითარდა, მცირე კორექტივით: სტალინმა ულტიმატუმების ფორმალურ მიზეზად გამოიყენა სასაზღვრო ინციდენტები, რომელთა ინსცენირება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ლავრენტი ბერიას ნახელავი იყო. დროც შესანიშნავად შეირჩა: ჰიტლერის პარიზში შესვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა პატარა ბალტიის ქვეყნები არავის გაახსენდებოდა.

უსისხლო ანექსიას მოჰყვა სისხლიანი ოკუპაცია. მასობრივი რეპრესიები სამივე რესპუბლიკაში 1940 წელსვე დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებული მასშტაბები 1946-48 წლებში, რუსების დაბრუნების შემდეგ მიიღო. დახვრიტეს ასეულათასობით ადამიანი, ამდენივე გადაასახლეს. ფაქტობრივად, ის სასაკლაო, რომელიც კრემლმა საქართველოში ოცი წელი გააჩაღა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მხოლოდ ორი-სამი წლის განმავლობაში გაიარეს. ოცი წლის განმავლობაში ნალოლიავები სახელმწიფოებრიობის ასეთი სწრაფი მსხვრევა და მოსახლეობის დიდი ნაწილის ფიზიკური განადგურების თანაზომადი ტრაგედიის წარმოდგენაც კი ძნელია. მაგალითისთვის, ლატვიელთა აბსოლუტური რაოდენობა ჯერაც ვერ გაუთანაბრდა ომამდელ მაჩვენებელს; ხოლო ლატვიის მოსახლეობაში მათი პროპორცია 80-დან 52 პროცენტამდე შემცირდა.

ამგვარად, ბალტიისპირეთის ქვეყნების ტაქტიკამ, დათმობებისა და კომპრომისის გზით მიეღწიათ რუსეთთან შეთანხმებისთვის და ამ გზით გადაერჩინათ საკუთარი სუვერენიტეტი, კრახი განიცადა. ლატვიის პრეზიდენტი, კარლის ულმანისი, დეპორტით გაგზავნეს ცენტრალურ აზიაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1942 წელს. ესტონეთის პრეზიდენტი, კონსტანტინე პატსი, ასევე დეპორტირებული იყო და გარდაიცვალა რუსეთის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში.

და რა კავშირშია ამ ყველაფერთან საქართველო? რამდენად გამართლებულია პარლამენტის მიერ 23 აგვისტოს ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადება?

1939 წლისთვის ჩვენი ქვეყანა უკვე 18 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული და ჩეკას უკვე განხორციელებული ჰქონდა ძირითადი რეპრესიები, რის შედეგადაც თითქმის განადგურდა საქართველოს ასეულათასობით მოქალაქე, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ელიტა. მიუხედავად ამისა, პაქტის ხელმოწერამ და ევროპულ პოლიტიკაში გავლენის სფეროთა ცნების მყარად დამკვიდრებამ საბჭოთა იმპერიაში ჩვენი ყოფნა კიდევ 50 წლით გაახანგრძლივა. შედეგად, როცა დამოუკიდებლობის აღდგენა გახდა შესაძლებელი, პრაქტიკულად აღარ იყო ცოცხალი არც ერთი ადამიანი, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა დამოუკიდებელი საქართველოს შექმნასთან. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ საბჭოთა იმპერიის მსხვრევაში დიდი როლი ითამაშა, 1991 წელს საქართველოში ცოტა ვინმეს თუ ჰქონდა ნათელი წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს თანამედროვე სახელმწიფო.

მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი განასახიერებს იმას, რასაც ჯერაც ვებრძვით და რის დაკანონებასაც რუსეთის მმართველნი კვლავაც ჯიუტად ცდილობენ. „პრივილეგირებული გავლენის სფეროს“ აღიარებისა და მეზობელი სახელმწიფოს არჩეული ხელისუფლების შეცვლის სურვილი ყველას კარგად გვახსოვს პრეზიდენტ მედვედევის ბაგეთაგან, საქართველოს ქალაქების დაბომბვის დროს.

პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ განვითარდებოდა დემოკრატიული საქართველო 1921 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მაგრამ სრულიად შესაძლებელია, მიახლოებით დავთვალოთ, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლედ დაგვიჯდა ოკუპაცია. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ცნობილია, რომ 1921 წლიდან 1950-იანი წლების ჩათვლით, დახვრეტილია 200 ათასამდე ადამიანი და რეპრესირებულია დაახლოებით ამდენივე. თუ ამას დავუმატებთ მეორე მსოფლიო ომში საქართველოს მიერ გაღებულ არაპროპორციულად მაღალ მსხვერპლს - 400 ათას ადამიანს - გამოდის 800 ათასი ადამიანი, რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ასტრონომიული რიცხვია. სამწუხაროდ, საკითხის ხანდაზმულობისა და საბჭოთა პერიოდში მისი მიჩუმათების გამო, არც ოკუპაციის ფასი და არც მე-20 საუკუნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიული და სამართლებრივი კონტექსტი, ჩვენს საჯარო დისკურსში ჯერ სათანადოდ გააზრებული არ არის.

0x01 graphic

ლიტვის პრეზიდენტი სმეტონა

სწორედ ამიტომ, მე-20 საუკუნის ისტორიის საფუძვლიანი გადახარშვა, მისი უცნობი დეტალების გამომზეურება და საქართველოს ისტორიის გააზრება ევროპის ისტორიის კონტექსტში აუცილებელი წინაპირობაა დამოუკიდებელ საქართველოზე მეოცნებე არაერთი თაობის იდეათა საბოლოოდ ხორცშესასხმელად.

0x01 graphic

გერმანულ-საბჭოური სამხედრო აღლუმი. პოლონეთი

11 ლიბერალი? ერთსა და იმავეზე ვსაუბრობთ?

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

მაიკლ გოლდფარბი
სტატია უსასყიდლოდ მოგვაწოდა bbc.co.uk
მაიკლ გოლდფარბი არის ჟურნალისტი და რადიოწამყვანი. 1985 წლიდან ცხოვრობს ლონდონში. მუშაობდა ნაციონალურ საზოგადოებრივ რადიოში, ახლა globalpost.com- ის ლონდონის კორესპონდენტია.

0x01 graphic

თუ გეგულებათ ინგლისურ ენაში უფრო მოქნილი სიტყვა, ვიდრე „ლიბერალია”?

თუ გეგულებათ უფრო უბოროტო, მაგრამ ბოროტად გამოყენებული სიტყვა - თავდასხმებისგან-დაცვა-რომ-სჭირდება - ვიდრე „ლიბერალია“?

ატლანტიკის ორივე ნაპირზე - სადაც ინგლისურად ლაპარაკობენ - ლიბერალი ნიშნავს იმას, რასაც მთქმელი ამბობს, რომ ნიშნავს, მაგრამ ხშირად არ ნიშნავს იმას, რასაც მსმენელი ფიქრობს, რომ ნიშნავს. და მეფობს გაუგებრობა.

ამერიკაში ნეოკონსერვატორები თავს ნეოლიბერალებს უწოდებენ, თუ საქმე ეკონომიკურ თეორიას ეხება. ისინი საგარეო პოლიტიკაში ლიბერალური ინტერვენციის მომხრენი არიან.

ბრიტანეთში ლიბერალებისთვის ფრაზა „ლიბერალური ინტერვენცია“ ოქსიუმორონია და სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის იდეა მათში ზიზღს იწვევს, იმის მიუხედავად, რამდენად დანაშაულებრივია იქ რეჟიმი.

ამერიკელისთვის რომ გეთქვა ორიოდე წლის წინ, ავსტრალიას ლიბერალური პარტია მართავსო, უკანასკნელი, რაც მას შეიძლება ეფიქრა, იყო ის, რომ ლიბერალი ლიდერი, ჯონ ჰაუარდი, კონსერვატორი იყო, ოდნავ მარჯვნივ გადახრილი რონალდ რეიგანისგან.

მაგრად დააბნევს რაშ ლიმბოს - ამერიკის გავლენიანი მემარჯვენე რადიოს მეტრის - გულშემატკივრებს იმაზე ფიქრი, რომ ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია - მარგარეტ ტეტჩერის პარტია - ლიბერალდემოკრატებთან არის კოალიციაში.

თავგზის აბნევა

პირველ რიგში, რაშისთვის ეს ტავტოლოგია იქნებოდა. მათთვის ლიბერალი = დემოკრატს.

მაგრამ იმის იქით, ლიბერალი = სოციალისტს და შეუძლებელია ტეტჩერის პარტიასა და სოციალისტებს შორის რამე კოალიციაზე ფიქრი.

და თუ შეახსენე, რომ მათი მეორე ჭეშმარიტი ბრიტანელი გმირი უინსტონ ჩერჩილი თავიდან კონსერვატორი იყო, მერე კი ლიბერალი გახდა, სანამ ისევ კონსერვატორთა ბანაკს დაუბრუნდებოდა, მათ ნამდვილად აუბნევ თავგზას.

ჩერჩილის ლოიალობის შეცვლის მიზეზი თავისუფალი ვაჭრობა იყო. იგი თავისუფალ ვაჭრობას ემხრობოდა, თუმცა მის კონსერვატორ კოლეგებს პროტექციონისტული ტარიფებისა სწამდათ, ამიტომ ჩერჩილი ლიბერალების მერხებზე გადასკუპდა თემთა პალატაში.

ეს თითქმის ერთი საუკუნის წინ მოხდა და კიდევ ერთი საუკუნით წინ თუ წავალთ, ლიბერალური გაუგებრობის ფესვებსაც მივადგებით.

სწავლულთა უმეტესობის მტკიცებით, სიტყვა „ლიბერალიზმი“ ინგლისურ ენაში პირველად 1815 წელს გამოიყენეს.

იგი მოდის ლათინური სიტყვიდან - Liber, რაც თავისუფალს ნიშნავს. ამის გაგება ადვილია.

თუმცა, ძნელია, ზუსტად გაიგო, რას ნიშნავს იყო თავისუფალი და ასევე ძნელია, გაიგო ის მეთოდები, რომლებითაც ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების თავისუფლება.

ლიბერალური აჯანყებები

პირველ ხანებში ლიბერალი იყო სიტყვა, რომელსაც იმ დროის ახალი ფენომენი - კაპიტალისტი, ბიზნესმენი თუ მეწარმე - იყენებდა.

ამ ბიზნესმენებს სურდათ თავისუფლება, რათა სხვა ქვეყნებთან ევაჭრათ ტარიფების გადაუხდელად - იმ გადასახადების გადაუხდელად, რომლებიც ხშირად ფეოდალური არისტოკრატიის შენახვას ხმარდებოდა, ისევ რომ მართავდა კონტინენტის უდიდეს ნაწილს.

დემოკრატია - და არა მემკვიდრეობით მიღებული პრივილეგიები - იყო ლიბერალური მიზანი.

მე-19 საუკუნის ევროპა სამეფოებად და საჰერცოგოებად იყო დაყოფილი. ამ უძველესი წყობის წინააღმდეგ ქვეყნის მოსახლეობის გაერთიანება - ნაციონალიზმის - გახდა ლიბერალური მიზანი.

ბევრი ადამიანი მეორეხარისხოვან მოქალაქედ ითვლებოდა, უძველესი რელიგიური ანტაგონიზმის მიხედვით. ყველა მოქალაქის თანასწორობა გახდა ლიბერალური მიზანი.

როგორ მიეღწიათ ლიბერალური მიზნებისთვის? 1848 წელს ევროპას რევოლუციებმა გადაუარა.

მათი მიზნები - ზოგადად - ლიბერალური იყო. ხალხს მკაფიო ეროვნული საზღვრები და ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა სურდა.

ეს რევოლუციები თავიდან სისხლიანი იყო და ამიტომ ზოგმა ლიბერალი მჭიდროდ დაუკავშირა რადიკალს.

რევოლუციები წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ოც წელიწადში იმ ლიბერალური პრინციპების უმეტესობა, რისთვისაც იბრძოდნენ, საყოველთაო გახდა.

შეიქმნა თანამედროვე გერმანია და იტალია.

მძლავრობდა ნაციონალური მოძრაობები პატარა ქვეყნებში.

თუმცა, რაც მთავარია, მე-19 საუკუნის შუა პერიოდისთვის, ლიბერალიზმი თავისუფალ ვაჭრობას ნიშნავდა.

სწორედ ამას ნიშნავდა ის ბრიტანეთის ლიბერალური პარტიისათვის, რომელიც კონსერვატიულ პარტიაში (ტორი) 1848 წლის მოვლენების შემდეგ მალევე ჩამოყალიბდა.

არასაკმარისი სინატიფე

ატლანტიკის მეორე მხარეს ეს სიტყვა ჯერ არ გამოიყენებოდა, როდესაც ამერიკას ევროპელი იმიგრანტების დიდი ტალღა მიაწყდა; ისინი იმ ეკონომიკურ პირობებს გაექცნენ, რომელთა მოგვარების ძალა ლიბერალიზმს ჯერ კიდევ არ შესწევდა.

ისინი პიროვნული თავისუფლების ლიბერალური იდეების მხარდამჭერნი იყვნენ და ეს იდეები ამერიკას გადაუსხეს.

1854 წელს ახალი პარტია - რესპუბლიკური პარტია - დაფუძნდა და უმალვე მოიპოვა ამ იმიგრანტების მხარდაჭერა.

რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებოდნენ მონობას, რაზეც ამერიკის სამხრეთის ეკონომიკა იდგა.

აი, აქ არის თანამედროვე გაუგებრობის თავი დამარხული.

სამხრეთი ტარიფების წინააღმდეგი იყო - რაც ლიბერალური პოზიციაა - მაგრამ მზად იყო, თავგანწირვით ებრძოლა მონობის უფლების შენარჩუნებისთვის - რაც ყველაზე არალიბერალური პოზიციაა, რომელიც კი შეიძლება წარმოიდგინო.

სამხრეთი ტარიფების წინააღმდეგი იყო - რაც ლიბერალური პოზიციაა - მაგრამ მზად იყო, თავგანწირვით ებრძოლა მონობის უფლების შენარჩუნებისთვის - რაც ყველაზე არალიბერალური პოზიციაა, რომელიც კი შეიძლება წარმოიდგინო.

ნაციონალიზმი ახლა არალიბერალურად ითვლება. ამერიკაში ლიბერალები თავისუფალ ვაჭრობას ეჭვით უყურებენ, ვინაიდან ეს ამერიკელ მშრომელებს სამუშაო ადგილებად უჯდებათ.

ეგებ სიტყვა ლიბერალი - ცალკე აღებული - აღარაფერს ნიშნავს. ეგებ ეს ინგლისური ენის სისუსტეა. ჩვენი ენა მშვენიერია ყველანაირი აზრის გამოსახატავად, მაგრამ მაინცდამაინც აქ აკლია სინატიფე.

პროგრესული კონსერვატორი?

აქ, შესაძლოა, გერმანული ენა უფრო გამოდგეს. ჩვენ რამდენიმე არსებითი სახელის გამოყენება შეგვიძლია იმ ერთი სიტყვის საწარმოებლად, რომელიც ჩვენთვის საჭირო სპეციფიკურ მნიშვნელობას გამოხატავს: სოციალლიბერალმა ან თავისუფალვაჭრობალიბერალმა, შესაძლოა, სიცხადე შემატოს

უკეთესი შეიძლება - იყო სოციალლიბერალისანამესჩემიეთნიკურიჯგუფისინტე რესებსადგება ანდა თავისუფალვაჭრობალიბერალისანამესმამდიდრებსთუა რადაპროტექციონისტი ვარ.

მიყვარს გერმანული ენა. ასეა თუ ისე, ტრანსატლანტიკური გაუგებრობა ახლო მომავალში არსად გაქრება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი, ლიბერალია - ამ სიტყვის დღევანდელი ამერიკული მნიშვნელობით.

იგი აღიარებს კლიმატური ცვლილების თეორიებთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ მეცნიერებას და იცავს გეების უფლებებს. იგი თავს პროგრესულსაც კი უწოდებს.

ამერიკაში სიტყვა ლიბერალი მემარჯვენე დემაგოგებმა იმდენად გააუფასურეს, რომ ლიბერალებს - აგერ უკვე, სულ მცირე, ოცი წელია, ურჩევნიათ, თავს პროგრესულები უწოდონ.

მართლაც ძალზე დამაბნეველია - თუმცა, ნამდვილ ტრანსატლანტიკურ დაბნეულობას ეგებ სიტყვა „ლიბერალის“ კი არა, სიტყვა „კონსერვატორის“ მნიშვნელობა იწვევს.

12 სამართლიანი ძალა

▲ზევით დაბრუნება


გიორგი ყველაშვილი|სვეტი

0x01 graphic

წინათ

1889 წლის 25 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მომცრო სტატია - „ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი“. ეს ის დრო იყო, როდესაც ნაპოლეონის ომების შემდეგ ევროპაში დამკვიდრებული მშვიდობიანობის პერიოდი თანდათან სულს ღაფავდა, სამრეწველო რევოლუცია თავის პიკს უახლოვდებოდა, გამალებული შეიარაღება და დიდი საზღვაო ძლევამოსილების შექმნა კი იმდროინდელი იმპერიების მთავარი გატაცება იყო.

ილია ჩიოდა: „მთელი ევროპა მუდამ იმასა ცდილობს, რომ საომრად მოემზადოს. ამ განზრახვით ევროპის სახელმწიფონი არავითარს ხარჯსა და საშუალებას არა ჰზოგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ აუარებელი ჯარი იყოლიონ... დღეს ევროპის სახელმწიფონი თოფ-იარაღში სხედან და მზად არიან, ერთმანეთი სისხლის მორევში დაახჩონ”. ჯარებისა და თოფ-იარაღის მატება და სამხედრო ხარჯების ზრდა ილიას, მონტესკიეს მსგავსად, გაღატაკების მთავარ მიზეზად მიაჩნდა.

„ევროპის ამგვარს ყოფა-მდგომარეობას ერის გაღარიბება, გაღატაკება მოსდევს, - ამტკიცებდა ილია ჭავჭავაძე, - ამჟამად ევროპას თექვსმეტ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს. ამ მოკლე ხანში ოც მილიონამდე შეისრულებს“. შემდეგ ილიას მოჰყავს სტატისტიკური მონაცემები საფრანგეთის, ბრიტანეთის იმპერიისა და გერმანიის მიერ გაღებული სამხედრო დანახარჯების შესახებ და მათ ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებს უდარებს. „ამ შტატებს ჰყავს მხოლოდ 27.000 ჯარისკაცი. ამ მცირე ჯარის შესანახად თითო მკვიდრი წელიწადში იხდის 4 Ѕ ფრანკს“.

ეს მაჩვენებელი მართლაც უკიდურესად მცირე იყო საფრანგეთის (24 ფრანკი), დიდი ბრიტანეთისა (21 ფრანკი) და გერმანიის (12Ѕ ფრანკი) სამხედრო ხარჯებთან შედარებით და თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური ლიბერალიზმის გულმხურვალე მომხრე, ილია ჭავჭავაძე, საქებარ სიტყვებს არ იშურებდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო კურსის მიმართ.

„როგორც ჰხედავთ, ამერიკის მხედრობა ბევრად ჩამორჩება ევროპისას, - ამბობდა ილია, - სამაგიეროდ, ერის სიმდიდრე და კეთილდღეობა ამერიკის შტატებისა იმდენად სჯობნის ევროპისას, რომ ვაჭრობასა და მრეწველობაში შტატები ყოველისფრით წარმატებულნი არიან ევროპაზე და თანდათან იმორჩილებენ ევროპას“.

ამავე სტატიაში ილია ჭავჭავაძე შეერთებული შტატების მიერ ევროპის ეკონომიკურ დამორჩილებასა და ევროპის გაკოტრებას წინასწარმეტყველებდა და მიუთითებდა იმ ხიფათზე, „ერთა შორის დაუნდობლობა და მძულვარება“ რომ უქადდა ევროპას. ასეთი მტრობის ფონზე კი შეერთებული შტატების მეცადინეობა, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში სახელმწიფოთა შორის „ძმური კავშირი“ დაეფუძნებინა, ნამდვილად სანატრელი უნდა ყოფილიყო ქართველი ჰუმანისტი მწერლისათვის, რომელიც იმის მოსურნე იყო, რომ „სახელმწიფოებმა ყოველივე შფოთი, უსიამოვნება და ანგარიში მორიგებითა და მშვიდობიანად გაათავონ ხოლმე“.

1889 წელს, როდესაც ილია ჭავჭავაძემ ზემოაღნიშნული სტატია დაწერა, გერმანიის იმპერიის ფენომენალური სახელმწიფო მოღვაწე, ოტო ფონ ბისმარკი, რომელიც ერთდროულად იყო რეალპოლიტიკისა და ძალთა ბალანსის უბადლო ოსტატიცა და სოციალური რეფორმების ორგანიზატორიც, თავის ბოლო წელს ითვლიდა კანცლერის თანამდებობაზე, ხოლო გენიალური ავსტრიელი დიპლომატი, კლემენს ფონ მეტერნიხი კი, რომელსაც ბევრი ევროპის პირველ რეაქციონერს უწოდებდა - თუმცა, ნაპოლეონის ომების შემდგომი ევროპის ერთ-ერთი მთავარი დამშოშმინებელი და ვენის კონგრესისა და „ევროპული თანხმობის“ მთავარი შემოქმედიც გახლდათ - უკვე 30 წლის გარდაცვლილი იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ევროპაში გენიოსი პოლიტიკოსების ხანა დასასრულს უახლოვდებოდა და მათთან ერთად მთავრდებოდა მხოლოდ სტრატეგოსთა მოქნილობასა და გამჭრიახობაზე დაფუძნებული მყიფე მშვიდობაც. სისტემა, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქმნებოდა, დასაღუპავად იყო განწირული, რადგანაც მისი მართვა მხოლოდ გენიალურ სახელმწიფო მოღვაწეებს ხელეწიფებოდათ. დაბალანსებული და მყარი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და/ან კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის გარეშე, უფრო ზუსტად კი ლიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოების სიმწირის პირობებში, გზა ეხსნებოდათ სულ სხვა სახის რევოლუციური ჟინით აღვსილ გენიოსებს, რომლებსაც დედამიწაზე სამარადჟამო მშვიდობის დამყარების უმთავრეს პირობად მიაჩნდათ ნაციონალურ სახელმწიფოთა ვესტფალიური სისტემის დანგრევა. იმ წელს, როდესაც ილიამ თავისი წერილი გამოაქვეყნა, მე-2 ინტერნაციონალი დაფუძნდა, რამაც დამატებითი სტიმული მისცა კომუნისტურ მოძრაობას.

0x01 graphic

რა გასაკვირია, რომ გამალებული ინდუსტრიალიზაციის, ბაზრებისათვის ბრძოლის, აქამდე არნახული კონკურენციისა და ორგანიზებული რევოლუციური მოძრაობის პირობებში, სახელმწიფოები გაშმაგებით ცდილობდნენ თავიანთი სამხედრო პოტენციალის ზრდას. დემოკრატიის დეფიციტი, საერთაშორისო უნდობლობა და მოსახლეობის რიცხოვნების ზრდა კი ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ახალი ომების გაჩაღებისათვის.

ამგვარ საერთაშორისო მდგომარეობაში, ვრცელი ოკეანის იქით გადაკარგული და ევროპულ პოლიტიკურ ვნებათაღელვას გარიდებული ამერიკის შეერთებული შტატები ადამიანის თავისუფალ ნებაზე დამყარებული სისტემის შექმნით იყო დაკავებული. პირადი და რელიგიური თავისუფლება, შტატებს შორის სოლიდარობა, ვაჭრობა, ხელისუფლების შტოთა ბალანსი და მცირე მთავრობა ამერიკული რესპუბლიკის ქვაკუთხედს წარმოადგენდა. ევროპული სისტემისგან განსხვავებით, მშვიდობისა და სამოქალაქო სიწყნარის შესანარჩუნებლად, ამერიკული სახელმწიფო სისტემა, გენიოსს კი არა, თავისუფლების მოყვარე და გამრჯე ადამიანებს საჭიროებდა. საკუთარი თავისა და სახელმწიფოს დაცვა ასეთ სისტემაში ვალდებულება ან მოვალეობა კი არ იყო, არამედ საჭიროება, რომელიც პირადი კეთილდღეობის სურვილით იყო ნაკარნახევი.

0x01 graphic

ამერიკული თავისუფლების, ქრისტიანობისა და სამოქალაქო მოხალისეობის ურთიერთ შერწყმა და ევროპელისათვის კი დევბევრი სხვა „უცნაურობა“ ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა ცნობილი ფრანგი მოაზროვნის, ალექსის დე ტოკვილის ნაშრომისა „ დემოკრატია ამერიკაში“. ტოკვილი, რომელიც მეტერნიხის მსგავსად, 1859 წელს გარდაიცვალა, გაოცებითა და აღფრთოვანებით წერდა თავის შედევრში: „თავიანთ გონებაში ამერიკელები ისე მჭიდროდ აერთიანებენ ქრისტიანობისა და თავისუფლების ცნებებს, რომ ერთს მეორის გარეშე ვერც კი წარმოიდგენენ“. ტოკვილის აზრით, ქრისტიანობისა და თავისუფლების შერწყმა უმთავრესი იყო იმათ შორის, რაც ამერიკას ევროპისაგან და, განსაკუთრებით კი, რუსეთისაგან განასხვავებდა. ამდენად, არა მარტო მეწარმეობისა და ვაჭრობის სიყვარული, რაზეც ილია მიუთითებდა, არამედ თავისუფლებისა და ქრისტიანობის შესისხლხორცებაც გამოარჩევდა ამერიკელებს სხვებისაგან.

ახლა

ევროპელების მიერ გაჩაღებული ორი სისხლისმღვრელი მსოფლიო ომით გაბეზრებული ამერიკა, ნორვეგიელი მოაზროვნის გერ ლანდესტადის მეტაფორული გამონათქვამით, „მოწვეულ იმპერიად“ იქცა. ხოლო თუ მეორე მხატვრულ მოსაზრებას დავესესხებით - ბრიტანელ ლორდ ისმეისას - ამერიკელების თაოსნობით შექმნილი ნატოს დანიშნულება ის იყო, რომ „რუსები გარეთ ამყოფოს, ამერიკელები შიგნით და გერმანელები კი ქვემოთ“.

ალბათ, ორივე გამონათქვამს, გარკვეულწილად, ყავლი გაუვიდა, მაგრამ რეალობა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, თანდათანობით ილიას დროინდელი ეპოქის შებრუნებულ ვარიანტად იქცა. ბევრი მკვლევარის აზრით, დღეს ევროპა ეკონომიკური თვალსაზრისით გიგანტია, პოლიტიკური თვალსაზრისით - ჯუჯა, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით კი - ჭიაღუა.

შეიარაღებაზე ფულის ხარჯვა არაპოპულარულია, ხოლო სამხედრო ძალის გამოყენება კი, რაგინდ სამართლიანიც უნდა იყოს, ბევრი ევროპელისათვის ყოვლად მიუღებელ ხერხად ითვლება. ერთნი ამის მიზეზად ომებისაგან გადაქანცულ ევროპაში პაციფისტური პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაბატონებასა და საზოგადოებრივი აზრისადმი პოლიტიკური ელიტების „მონურ მორჩილებას“ ასახელებენ, მეორენი - პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის მკრეხელობად შერაცხვას, მესამენი - რელიგიისაგან ევროპის „გათავისუფლებას“, ხოლო სხვები კი - ევროპის გადაქცევას ისეთ „თვითკმაყოფილ მომხმარებლურ საზოგადოებად,“ რომელშიც ინდივიდუალიზმი კოლექტივიზმის ტყვეობაშია, თანასწორობა კი თავისუფლებაზე უფრო დიდი ღირებულებაა. ზოგი იმაში თანხმდება, რომ ამერიკის მიერ ძღვნად მირთმეულმა „უფასო უსაფრთხოებამ“ „გააზულუქა“ ევროპელები და „დააკარგვინა“ მეომრული სულისკვეთება და თავდაცვითი ინსტინქტი.

რა თქმა უნდა, არის სხვა მოსაზრებანიც. ამბობენ, გლობალურ საკითხებზე პასუხისმგებლობის საკითხი განაპირობებს ამერიკელებისა და ევროპელების განსხვავებულ დამოკიდებულებას ძალის გამოყენებისადმი და ძალა და პასუხისმგებლობა ფუნქციურ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთანო. თანაც, გარე მოთამაშეებსაც განსხვავებული მოლოდინი აქვთ ამერიკელებისა და ევროპელების მიმართ: სადღაც, დედამიწის რომელიღაც მიყრუებულ წერტილშიც კი, მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ საკითხზე ამერიკამ ხმა უნდა ამოიღოს ან რაიმე ქმედებას მიმართოს. ევროპელების მიმართ კი ხშირად ასეთი მოლოდინი არ არის. მოპასუხე მხარესაც იგივე მდგომარეობაა: ამერიკელს, საზოგადოდ, ჰგონია, რომ თუ სადმე ვიღაცის უფლება დაირღვა, ეს მისი პრობლემაცაა. ევროპაში უფრო კარჩაკეტილი დამოკიდებულებაა სხვათა პრობლემების მიმართ.

გლობალური პასუხისმგებლობის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების განსხვავებას ზოგი მკვლევარი იმპერიის, როგორც ფენომენისა და ისტორიული მოვლენის აღქმაში ხედავს. ევროპელთა გლობალური ჩართულობა მე-18 და მე-19 საუკუნეების „მძარცველურ იმპერიულ ეპოქას“ დაემთხვა. ის პერიოდი კი, ძირითადად, საძრახის ხანად ითვლება დღევანდელ ევროპაშიც და მესამე სამყაროს ქვეყნებშიც, მაშინ, როცა ახალი დროის ამერიკული მშვიდობა „Pax Americana“, უპირატესად, პოზიტიურად აღიქმება.

დღევანდელ ევროპელში გლობალური ძალა - დავუშვათ, იმპერია - უსათუოდ უარყოფით ასოციაციას იწვევს. ამერიკელი კი განასხვავებს კეთილ და ბოროტ იმპერიებს, რაც, სხვათა შორის, რეიგანის ცნობილ გამონათქვამშიც კარგად ჩანს (საბჭოთა კავშირი - ბოროტების იმპერია). იგივე ითქმის ნაციონალიზმსა და პატრიოტიზმზე. ორივე ტერმინს, უპირატესად, დადებითი დატვირთვა აქვს ამერიკაში, ევროპაში კი, ძირითადად, უარყოფითი.

ისტორიკოსებისა და პოლიტიკური მეცნიერებისათვის სერიოზული ანალიზის თემაა ევროპელებისა და ამერიკელების ქცევა ცივი ომის დროს ეგზისტენციალური საბჭოთა საფრთხის პირისპირ და ისეთი მნიშვნელოვანი კონფლიქტების დროსაც, როგორიცაა ისრაელსა და არაბებს შორის კონფლიქტი, აგრეთვე, ბოსნიის, კოსოვოს, ავღანეთის, ერაყისა და რუსეთ-საქართველოს კრიზისები. ევროპელები და ამერიკელები ხშირად დიამეტრულად განსხვავებულად რეაგირებენ ისეთ სერიოზულ გამოწვევებზე, რომლებიც თანაბრად უქმნის ხიფათს მთელ დასავლურ სამყაროს.

0x01 graphic

ამერიკელი ისტორიკოსისა და პოლიტიკური კომენტატორის, რობერტ კეიგანის მოსაზრებით, ამერიკელებსა და ევროპელებს შორის დღეს იმხელა განსხვავებაა, რომ შეგვიძლია, ვამტკიცოთ: „ამერიკელები მარსიდან არიან, ევროპელები კი - ვენერადან“. კეიგანი ამის თაობაზე ბესტსელერად ქცეულ და ბევრის მიერ კრიტიკულად აღქმულ მცირე ზომის წიგნში „სამოთხისა და ძალაუფლების თაობაზე“ ლაპარაკობს. სხვა მოაზროვნეებისაგან განსხვავებით, კეიგანის აზრით, ამერიკასა და ევროპას შორის ასეთი შთამბეჭდავი ფილოსოფიურ-პოლიტიკური „გაყრის“ მიზეზი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ამერიკელებს ძალა შესწევთ, ხოლო ევროპელები კი უძალონი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და ამერიკა დიდ ანგარიშში ერთი ცივილიზაციის ნაწილია, განსხვავება მათ შორის ყოველთვის თვალშისაცემი იყო. ამ განსხვავებაზე წერდნენ ტოკვილისა და ილიას დროსაც და დღესაც წერენ კეიგანისეული იმპრესიულობითაც და უფრო რბილადაც. რელიგიისა და თავისუფლებისადმი ამერიკელებისა და ევროპელების დამოკიდებულება მაშინაც განაპირობებდა მათ ქცევას, როცა ევროპელები სისხლს ღვრიდნენ, ამერიკელები კი, მუყაითი გარჯით, „ქონებას აგროვებდნენ“ და, სხვათა შორის, განსაზღვრავს დღესაც, როცა ამერიკელები მსოფლიოს ცხელ წერტილებში ომობენ, ევროპელები კი „სოციალური თანასწორობის 21-ე საუკუნის მოდელს“ ქმნიან და სათოფეზე არ ეკარებიან თოფ- იარაღს.

მაგრამ, ალბათ, არის ერთი კარდინალური საკითხი, რომელიც იმთავითვე განასხვავებდა ამერიკული და ევროპული ცხოვრების წესსაც და საგარეო პოლიტიკასაც. ეს საკითხი ამერიკის კონსტიტუციის ყველაზე ნიშანდობლივი პრინციპია და მას რესპუბლიკური წეს-წყობილება ჰქვია. ამერიკა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის თავისუფლებაზე დაფუძნებული რესპუბლიკაა და არა დემოკრატია (როგორც ეს დანარჩენ მსოფლიოში ესმით), რაც, ალბათ, იმასაც განაპირობებს, რომ ამერიკაში 200 წლის განმავლობაში მმართველობის ფორმა არ შეცვლილა და იმასაც, რომ არც მემარჯვენე დიქტატორი ჰყოლიათ და არც მემარცხენე რევოლუციურ მასებს დამორჩილებიან.

ამერიკის საგარეო პოლიტიკური მისია და გლობალური პასუხისმგებლობა შინაგანი კონსტიტუციიდან ბუნებრივად გამომდინარე გარეგანი ნაყოფია. უსამართლო ძალა და უძალო სამართალი ამ კონსტიტუციასთან შეუთავსებელი ცნებებია. ამერიკულ კონსტიტუციას მხოლოდ სამართლიანი ძალისა სჯერა.

13 ქართული მაფია ევროპაში. ინტერვიუ ერნსტ გაიგერთან

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ვარდების რევოლუციის შემდეგ კრიმინალთა დიდი ნაწილი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას გაექცა და სხვადასხვა ქვეყანაში გადაიხვეწა. ამის შედეგად, უკანასკნელ წლებში ქართული დამნაშავეობა მზარდ პრობლემად მოევლინა ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელთაგან ავსტრიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ქართული კრიმინალის პირველი მერცხლები ალპურ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად გამოჩდნენ, მაგრამ ბოლო წლებში მათი რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა და საერთაშორისო პრესის ყურადღებაც მიიპყრო. ტაბულამ კომენტარი სთხოვა დოქტორ ერნსტ გაიგერს, ავსტრიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

  • - ბატონო გაიგერ, რამდენიმე კითხვა გვინდა დაგისვათ ვენაში ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. უფრო კონკრეტულად, ქართველების როლზე ამ დანაშაულში. თუ შეიძლება, მოკლედ აგვიწერეთ ზოგადი ვითარება.

ყველაფერი 2001 წელს დაიწყო. მანამდე ქართველები პრობლემას არ გვიქმნიდნენ. პრობლემები ქურდობითა და ყაჩაღობებით დაიწყო. იმ წელს ქართველებმა 300-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს. 2002-ში ამ ციფრმა 1.000-ს გადააჭარბა, 2003-ში დანაშაულებათა რაოდენობამ 1.900 შეადგინა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 3.800 კი 2004-ში იყო. თავიდან ამის მიზეზი არ ვიცოდით.

უნდა გაგვერკვია, დანაშაულს აქ ჩამოსული ცალკეული პირები სჩადიოდნენ თუ ორგანიზებული ჯგუფები. დანაშაულებათა დიდი რაოდენობის გამო ეჭვი ორგანიზებულ ჯგუფებზე გვქონდა. ასეთი შემთხვევები მომდევნო წლებშიც ბევრი იყო - 3.100-ზე მეტი 2005 წელს. პირველი მასშტაბური გამოძიება ქართულ ორგანიზებულ დანაშაულზე 2004 წელს ჩავატარეთ, რის შემდეგაც ის ოდნავ შემცირდა.

გამოძიება 2005-2006 წლებში მიმდინარეობდა. 2006 წელს 2.000-მდე შემთხვევა აღვრიცხეთ, 2007-ში კი 1.800. მას შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. ჩავატარეთ ერთი მასშტაბური ოპერაცია, მერე მეორე, მაგრამ პირველი ოპერაციის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ქსელი ისევ არსებობდა.

ამის მერე დავიწყეთ ოპერაცია „კრაზანა“. ვიცოდით, რომ ამ ქსელის პოვნისა და განადგურებისთვის გამოძიების ჩატარება საჭირო იყო არა მარტო ავსტრიაში, არამედ ევროპის ქვეყნებში - ესპანეთში, გერმანიაში, საბერძნეთში.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო საქართველოსთან და მის პოლიციასთან თანამშრომლობა, ვინაიდან ორგანიზებული დანაშაულის დამარცხება მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობით შეიძლებოდა. ავსტრიაში ჩამოვიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ქართული პოლიციის ხელმძღვანელობა.

ამრიგად, დავიწყეთ თანამშრომლობა და მხოლოდ ერთი რეიდის დროს 26 ადამიანი დავაკავეთ, სულ კი 48 დამნაშავე ჩავსვით ციხეში. საწყობების ჩხრეკისას უამრავი მოპარული ნივთი ამოვიღეთ და გავიგეთ, როგორ ხდებოდა ამის ორგანიზება. ამ ოპერაციის შედეგად, 85 ადამიანი დავაკავეთ ევროპის მასშტაბით. 150 ჩხრეკის ორდერი გაიცა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.

  • რას გვეტყვით ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია ორგანიზებული დანაშაულის კავშირებზე ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციასთან. როგორ აფინანსებდნენ ისინი 2009 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებს?

ამ თემაზე არ ვისაუბრებ. ეს პოლიტიკური საკითხია.

  • შეიძლება ქართული ორგანიზებული დანაშაული შევადაროთ რუსულ ან იტალიურ მაფიას?

ქართულ კრიმინალურ ორგანიზაციას ძალიან სპეციფიკური ფორმა აქვს. მას ვერ შეადარებ იტალიურ მაფიას, რომელიც ძალიან სპეციფიკური - იტალიისთვის ყველაზე შესაფერისი სქემით მოქმედებს და ღრმად არის ჩართული სახელმწიფო საქმეებში, პოლიტიკაში. ისინი, ჩვეულებრივ, არ იპარავენ. ამის ნაცვლად, მათი ბიზნესია უშუალოდ სახელმწიფო კორუფციის მეშვეობით ფულის შოვნა. თუ პრობლემები წარმოიშვა, ბევრ ადამიანს კლავენ, პოლიციელებსა და მოსამართლეებსაც კი.

რუსული მაფიაც ძალიან კორუფციულ სისტემაში მოქმედებს. მათ ხელში ჩაიგდეს ყველაფერი ძველი საბჭოთა სისტემიდან და თავიანთ საკუთარ ეკონომიკად აქციეს. საქართველოს წესები არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობთ, ის ძალიან განსხვავებულია. ქართული ორგანიზაციის წევრები ევროპაში იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ ექურდათ და ფული გაეგზავნათ თავიანთი ნათესავების დასახმარებლად საქართველოში. ამრიგად, ის ძალიან განსხვავებულია. რუსულ და იტალიურ დანაშაულს ქაოსური, კორუფციული სისტემები ასაზრდოებს.

  • ქართული კრიმინალური ქსელი, სხვა კრიმინალურ ორგანიზაციებთან შედარებით, დიდია?

დიახ. თუმცა, სერიოზული პრობლემა იყო ის, რომ ხალხს ყველაზე მეტად ყაჩაღობა აღელვებდა, ვინაიდან ბევრი ადამიანი გახდა მისი მსხვერპლი. სახლში ყაჩაღების შევარდნა არავის მოსწონს. სხვა კრიმინალური ჯგუფები - უფრო დიდი ორგანიზაციები - ნარკოტიკებით ვაჭრობაში ან ეკონომიკურ დანაშაულში იყვნენ ჩართულნი, მაგრამ ეს ხალხს არც კი აღელვებდა, რადგან უშუალოდ მათ არ ეხებოდა. ქართული ორგანიზებული დანაშაული კი ევროპაში ძალიან აწუხებდათ. ამ ტიპის დანაშაული რიგით ადამიანს ეხებოდა და მისი მსხვერპლი ის ხდებოდა.

თანამშრომლობს თუ არა ქართული კრიმინალური დაჯგუფება აღმოსავლეთ ევროპისა თუ სხვა კრიმინალურ ჯგუფებთან?

სხვა კრიმინალური ჯგუფების უმეტესობა ჩართულია სხვა ტიპის დანაშაულებებში - ზოგი ეკონომიკურ დანაშაულებებში, ზოგი - ნარკოტიკებში, სხვები - ადამიანთა გატაცებებში... მაგრამ ყაჩაღობა და ქურდობა, ძირითადად, ქართველ და იუგოსლავიელ კრიმინალთა სფეროა. თუმცა, ისინი არ თანამშრომლობენ.

ეს ქურდების ძალზე კარგად ორგანიზებული ჯგუფია, რომლებსაც ლიდერები მართავენ, ეუბნებიან, სად უნდა წავიდნენ, რა უნდა მოიპარონ და როგორ გააკეთონ ეს. მოპარული ნივთების განკარგვაც კარგად არის ორგანიზებული.

  • უცხოეთში ყიდიან თუ ავსტრიაშივე?

ნაწილს აქ და ნაწილს - სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით, ისეთ ქვეყნებში, სადაც მათი იდენტიფიცირება არ არის ადვილი.

  • იმ ანგარიშში ეწერა, რომ ქართული ორგანიზებული კრიმინალური ქსელის საქმიანობის დაფინანსების ერთ-ერთ საშუალება ფულის გათეთრებაა. ნათქვამია, რომ ფულს დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ათეთრებენ. მაგრამ თუ ხდება ეს ავსტრიაში?

უმნიშვნელოდ აქაც ხდება, მაგრამ, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში, რადგან ფული, რომელსაც კრიმინალური საქმიანობით - მაგალითად, ქურდობით - შოულობენ, სადმე სხვაგან უნდა გაიგზავნოს. ფულის გათეთრება სხვა კრიმინალური საქმიანობებიდან გამომდინარეობს.

  • ანგარიშში მოხსენიებულია პიროვნებები, მაგალითად, იგორ გიორგაძე, რომელსაც, როგორც ამბობენ, მსგავსი კონტაქტები აქვს რუსეთში. შეგიძლიათ, გააკეთოთ ამაზე კომენტარი?

ამაზე კომენტარის გაკეთება ახლა არ მინდა... მაგრამ ლიდერები, ხშირ შემთხვევაში, განათლებული ადამიანები არიან და მათ ისეთი პოზიციები ეკავათ, რომ კონტაქტები ექნებოდათ. ისინი განათლებულები იყვნენ და ურთიერთობდნენ ბევრთან.

  • როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, ქართული ორგანიზებული დანაშაული ამპლუას იცვლიდეს და კორუფციის ან ეკონომიკური დანაშაულისკენ ინაცვლებდეს? მაგალითად, ის რომ ქართულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას ცდილობენ - საპროტესტო აქციების დაფინანსებით, ხომ არ მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით მიდიან, რათა საქართველოს სახელმწიფო ადვილად მანიპულირებადი გახადონ?

ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე საქართველოში. მე არ ვიცი, რას აკეთებენ ისინი საქართველოში. მაგრამ, შესაძლოა, ტაქტიკა შეცვალონ და სხვა ისეთ სფეროებში გადაინაცვლონ, რომელიც ასე არ მოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე და საშუალებას მისცემს, ფული იშოვონ. ორგანიზებული დანაშაულის მთავარი მიზანია ბევრი ფულის შოვნა და, თუ ფული გაქვს, პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა.

ზოგადად, კმაყოფილები ვართ, რომ დღეს ეს საფრთხე თითქმის აღმოფხვრილია. ვიმედოვნებთ, რომ, საქართველოსთან თანამშრომლობით, შევძლებთ მომავალში ნებისმიერი საფრთხის შეჩერებას მანამ, სანამ ის გაიზრდება.

14 ფრაზიანი ფრთები

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

ეს ფენომენი არ არის შემთხვევითი მისი მხოლოდ ფიზიოლოგიურ ახსნა არ არის საკმარისი, ის რაღაცას ნიშნავს, რადგან მომდინარეობს შეკავებული ან აღკვეთილი ზრახვებისგან“ - წერდა ზიგმუნდ ფროიდი პარაპრაქსის ანუ „წამოცდენის შესახებ. ის, რაც ბევრ ჩვენთაგანს მექანიკური შეცდომა ჰგონია,ფროიდი ფსიქოანალიტიკოსის ინფორმაციის წყაროდ მიიჩნევდა, რასაკვირველია, სიზმართან ერთად.

პარაპრაქსისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე შედეგი მას პოლიტიკოსებისთვის მოაქვს. „წამოცდენების“ მიხედვით პიროვნების ფსიქოპორტრეტის დახატვა, ფროიდის მიმდევრებს მივანდოთ, ჩვენ კი მხოლოდ გავიხსენოთ ის ლაფსუსები, რომლებმაც თავიანთ ავტორებს თავის ტკივილი, ხოლო საზოგადოებას სალაპარაკო მისცა.

„მარგალიტების“ რეკორდი ამერიკის ექსპრეზიდენტს ჯორჯ ბუშს-უმცროსს ეკუთვნის. 2000 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ვისკონსის შტატში განაცხადა, რომ ამერიკელები ოჯახში პოულობენ საიმედო თავშესაფარს: „ოჯახი არის ადგილი, სადაც ფრთებს ოცნებები ესხმებათ“. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი მსოფლიოს თვალი აუხილა, გამოთქვა რა ურყევი რწმენა იმისა, რომ „ადამიანებს და თევზებს შეუძლიათ მშვიდობიანი თანახცოვრება“ მან ამავე წლის ნოემბერშიც გაამხიარულა ამომრჩეველი - ვაშინგტონს ბრაზილიის პრეზიდენტი, ფერნანდო კარდოსი ეწვია: „თქვენთანაც არიან შავკანიანები?“ - ჰკითხა ბრაზილიის დემოგრაფიით დაინტერესებულმა ბუშმა სტუმარს უცაბედად.

0x01 graphic

2004 წლის 5 აგვისტოს ტელემიმართვაში ამერიკის პრეზიდენტმა „გაამჟღავნა“ საკუთარი პოლიტიკური მიზნები: „ჩვენს მტრებს აქვთ პოლიტიკური მიზნები: „ჩვენს მტრებს აქვთ რესურსები და არიან კრეატიულები. ისევე როგორც ჩვენ, ისინი არასოდეს წყვეტენ ფიქრს, როგორ ავნონ ჩვენს საზოგადოებას“. მან „ულახდილობას“ არც გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-თან საუბრისას უღალატა და 2006 წელს, სახელმწიფოს სათავეში მოსვლიდან 6 წლის შემდეგ, ამაყად განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის განმავლობაშუ, საუკეთესო წამები ტბაში 5 კილოგრამიანი ულვაშა ქორჭილას დაჭროსას გაატარა.

ჯორჯ ბუშთან ჯერ ვერ მივა, მაგრამ ამერიკის ახალგაზრდა პრეზიდენტსაც არაერთხელ შეუშფოთებია მსმენელი. წინასაარჩევნო კამპანიისაგან გადაღლილ ობამას სათვალავი აერია და გახარებულმა აუწყა საზოგადოებას: „უკვე 57 შტატში ვიყავი, ერთიღა დაგვრჩა“.

0x01 graphic

გაირკვა, რომ ახალგაზრდა პრეზიდენტი საშინლად თამაშობს კეგლს - საჯარო თამაშისას, 300 შესაძლო ქულიდან მხოლოდ 37 მოიპოვა. იუმორისტულ შოუში სტუმრობისას, წამყვანმა ჯეი ლენომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ამ შემთხვევის შესახებ ჰკითხა. „ისე ვითამაშე, - უპასუხა ობამამ, - თითქოს პარაოლიმპიურ ტამაშზე (თამაშები შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის) ვყოფილიყავი. ობამამ ამერიკის მოქალაქეთა სასტიკი რისხვა დაიმსახურა. შეზღუდული შესაძლებლობების პირებმა კი შეუთვალეს. პარაოლიმპიურ თამაშებზე შენნაირ სუსტ მოთამაშეს არავინ დაუშვებდაო. მოგვიანებით ობამას საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია.

არანაკლები აურზაური გამოიწვია პრეზიდენტის მეუღლის, მიშელ ობამას დაუფიქრებელმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს, პირველად იგრძნო სიამაყე თავისი ქვეყნის გამო. ქალბატონ ობამას რასიზმში დასდეს ბრალი და პატრიოტიზმში ორიანი დაუწერეს.

პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე საათში, ახალ ამპლუაში, მის პირველ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვას - ესაუბრა თუ არა ექსპრეზიდენტებს - ობამამ უპასუხა ყველა ცოცხალ ექსპრეზიდენტს უკვე გავესაუბრე. ნენსი რეიგანივით, სულებს ვერ გამოვიძახებდიო.საქმე ის არის, რომ ნენსი რეიგანი, 1981 წელს მისი ქმრის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ასტროლოგის დახმარებას მიმართავს, რაც სულის გამოძახებას სულაც არ ნიშნავს. როგორც თვითონ ამბობს, ასტროლოგია იმ შიშის დაძლევაში ეხმარება, რომელიც რონალდ რეიგანზე თავდასხმის შემდეგ დასჩემდა. ობამა იძულებული გახდა, ყოფილი პირველი ლედისთვის დაერეკა და მოებოდიშებინა უკბილო ხუმრობის გამო.

ნენსი რეიგანზე არა, მაგრამ აბრაჰამ ლინკოლნის მეუღლეზე ამბობენ, სულებს იძახებდაო. თავიდან გარდაცვლილ ვაჟიშვილებს ესაუბრებოდა, ხოლო მკვლელობის შემდეგ მათ რიგებს პრეზიდენტი ლინკოლნიც შეუერთდა.

0x01 graphic

ბავშვმა თუ არა, ჩვენ ჟურნალის ყველა მკითხველმა ნამდვილად იცის, რომ ამერიკის პრეზიდენტის საკვანძო საკითხი იყო არა ჯანდაცვის ახალი სისტემა რომელიც ობამამ, როგორც იტყვიან, კბილებით გაიტანა. საზოგადოების დარწმუნების მორიგი მცდელობისას, სავარაუდოდ, კარგად მომზადებულმა ასეთი რამ განახცადა: „ეს რეფორმა გაზრდის კონკურენციას, არჩევანს, დანაზოგებს და ჯანდაცვის სისტემის არაეფექტურობას“. მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, ალბათ, ფროიდი გაახსენდათ.

0x01 graphic

ის, რომ ამერიკელებს უცხო ენების სწავლა დიდად არ იზიდავთ, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს - ევროპელ პოლიტიკოსებზე საუბრისას პრეზიდენტმა ობამამ სინანულით აღნიშნა, რომ ავსტრიული ენის აზრზე არ არის.ხოლო ჯორჯ ბუში - უფროსის ვიცე-პრეზიდენტი, დენ ქუეილი წუხდა, რომ სკოლაში ლათინური უკეთ არ ისწავლა - ასე ხომ ლათინური ამერიკის პოლიტიკურ ლიდერებთან უფრო გულითადი ურთიერთობის დამყარებას შეძლებდა.

ობამას ღირსეულ პარტნიორობას უწევს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომლის რიტორიკულ ლაფსუსებზე ლეგენდები დადის - „ჩაკ, ადექი, ხალხს დაენახე,“ - მიმართა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა მაისურის შტატის სენატორს ჩაკ გრეჰემს. საგულისხმოა, რომ გრეჰემმა 16 წლის ასაკში დაკარგა გადაადგილების უნარი და ეტლს მიეჯაჭვა.

2009 წელს იტალიაში ძლიერმა მიწისძვრამ 17 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ, კარვების ქალაქი მოინახულა და დაზარალებულები დაამშვიდა: ისე შეხედეთ ამ ამბავს, თითქოს ერთკვირიან ლაშქრობაზე ხართო. სილვიო ბერლუსკონი რომ საკუთარ გარეგნობაზე ბევრს ზრუნავს, ბოტოქსიან სახეზე ეტყობა და ყველამ ვიცით. მაგრამ ბარაკ ობამას „ნარუჯით“ თუ ისე მოიხიბლებოდა, რომ ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრებდა, არავინ იფიქრებდა.

ნიკოლა სარკოზიმ იმდენი ქნა, რომ ერთ ფრანგულ კომპანიას, სახელწოდებით „K&B” შავი მაგია გაახსენა - ტექსტილისგან დამზადებული თოჯინა, რომელსაც სარკოზის გამოსახულება საფრანგეტის პრეზიდენტის გახმაურებული ლაფსუსები - „დამეკარგე აქედან, შე მახინჯო“, „170%25“ და ა.შ. - ამშვენებს საფრანგეთში ბესტსელერად იქცა. ვისაც კინოფილმი „ისტვიკელი ჯადოქრები“ უნახავს, ან ჯადოს ტექნოლოგიებში ერკვევა, იმას არც ახსნა-განმარტება დასჭირდებოდა, მაგრამ კომპანიის მესვეურებმა შავ მაგიაში გაუცნობიერებელ მოქალაქეებზე იზრუნეს და ვუდუ თოჯინას, ქინძისთავებთან ერთად, ინსტრუქციაც მოაყოლეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა „სცემოდა თვალი“ პრეზიდენტს. შეურაცხყოფილმა სარკოზიმ კომპანიას სასამართლოში უჩივლა, მაგრამ ვერაფერს გახდა. სასამართლომ სარკოზის საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხმაურიანმა პროცესმა კი ვუდი თოჯინა უფრო პოპულარული გახადა.

0x01 graphic

2010 წლის 27 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, განვითარებულ სამყაროს არც ამ მხრივ ჩამოვრჩენოდით, „ზანგები ვართ?“.

15 პირით მექისკენ, გულით - სამშობლოსკენ

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე

0x01 graphic

როცა მუსლიმებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვსაუბრობთ პრობლემაზე!“ - მითხრა უცნობმა მატარებელში.

აჭარაში ჩასულს, სადგურში ტარიელ ნაკაიძე დამხვდა. ახალგაზრდა მუსლიმია. უფრო სწორად, ქართველი მუსლიმი. საკუთარ თავს ყოველთვის ასე მოიხსენიებს. აი, ახლაც - მე, ქართველი მუსლიმიო, მითხრა და თან წყენით დააყოლა, - აქ ჩვენ ბევრი „თათარს“ გვეძახისო.

„ოცდამეერთე საუკუნეში სარწმუნოება ეთნიკურ კუთვნილებას არ უნდა განსაზღვრავდეს. რწმენა ადამიანის პირადი არჩევანია. ეს არჩევანი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგრამ ყველა ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და აქ სხვა ფაქტორი, კონსტიტუციის აღიარების გარდა, არ უნდა არსებობდეს, - მონდომებით განაგრძობს საუბარს და, სანამ სამუფთოში მივალთ, გზად ისლამზე მესაუბრება, - იყო ისლამის მორწმუნე, ნიშნავს, აღიარებდე ადამიანის პიროვნულ ღირსებას“. არვიცი რატომ, ეს ფრაზა განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა.

ბათუმის სამუფთო მუსლიმთა ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც 170-ზე მეტი მეჩეთი და ხუთი რაიონის სამუფთო ემორჩილება. აჭარის მთავარი მუფთი ახალ თანამდებობაზე არჩევიდან მეათე დღეს მოვინახულეთ. მისი კაბინეტი, ისევე როგორც მთელი შენობა, მეჩეთთან ახლოსაა. მოკრძალებულად გაფორმებული ოთახია, კედლებზე უამრავი ციტატაა გაკრული ყურანიდან, კარადებში კი ჩემთვის უცნობ ენაზე დაწერილი უამრავი წიგნი იპყრობს ყურადღებას... სწორედ აქედან იმართება აჭარის მუსლიმური საკრებულო. ბატონი ჯემალ პაქსაძე, ახლა უკვე აჭარის სამუფთო სამმართველოს ხელმძღვანელი, ღიმილით მესალმება და ვერ მალავს აჭარულ აქცენტს. მუფთმა კარგად იცის, რას ნიშნავს მასმედია! ამიტომ, უპირველესად, დაკარგულ ტერიტორიებზე იწყებს საუბარს და სამშობლოს სიყვარულის დემონსტრირებას ახდენს, თუმცა, დიპლომატიურად ცდილობს, თავი აარიდოს დელიკატურ საკითხებს, რომლებიც მისი სამუფთოს ოფიციალურ სტატუსსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მეჩეთებს ეხება. თითქმის ყოველ წინადადებაში ქართველობის ხაზგასმა მაფიქრებინებს, რომ არსებობს უამრავი ადამიანი, ვისაც მუფთის სიტყვების არ სჯერა. ჰოდა, ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად იმეორებს სიტყვას „ქართველი”.

0x01 graphic

ღვთისმსახურება ბათუმის მეჩეთში
ფოტო: ბესო დარჩია

როდესაც ვუთხარი, ხულოში მივდივარ-მეთქი, დაბნეულობა შევნიშნე. როგორც შემდეგ გაირკვა, სოფლების დიდ ნაწილში სამუფთო დიდი ნდობით არ სარგებლობს. ასე ამბობენ, სამუფთო მხოლოდ აბრაზე არსებობს, მუფთი ჩვენ არ აგვირჩევია და ამიტომ არც ვენდობითო. რაც უნდა გასაკვირი იყოს, აჭარის მთავარი სამუფთო არსად არ არის რეგისტრირებული.

„ასლან აბაშიძეს უნდა შეგახვედრო, ხულოში, - ჩემმა გამომეტყველებამ აუცილებელი განმარტება აიძულა ტარიელს, - არა, არა, ის ასლანი არა! ბატონი ასლანი ხულოს რაიონის მუფთია!”

ხულოს რაიონის მუფთი შუა ხნის მამაკაცია. ასლან ეფენდი, როგორც მას ეძახიან, საღვთო სალმით გვესალმება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს უფრო ორჯერ თავის ერთმანეთზე მიდებაა, ვიდრე გადაკოცნა. მისი „ნივა“ ყველგან ვერ მივა, მაგრამ, სულ მცირე, ორ სოფელში ნამდვილად აღმოვჩნდებით. მანქანაში, სარკესთან, ლურჯი გული კიდია. ზედ არაბულად რაღაც აწერია... მუფთი მანქანიდან სოფლის ორღობეებში შემხვედრთ ესალმება... ასსალამ ალლეი ქუმ - სალამალეიქუმად ისმის აქეთ-იქიდან... სამუფთოში ბავშვები ხმაურობენ... აქ ახალგაზრდა ხულოელებს ისლამის საწყისებს, არაბულსა და საქართველოს ისტორიას ასწავლიან. შესვლისთანავე ჩემი ფეხსაცმელები გარეთ რჩება... თუ მეჩეთში ფეხზე საერთოდ არ უნდა გეცვას, სამუფთოში ჩუსტებს გთავაზობენ. ფეხსაცმელზე გამახსენდა: მუფთი მიყვებოდა ვიღაცაზე - ისეთი მდიდარი იყო, რომ სახლში ფეხსაცმლით დადიოდაო. ჰოდა, არ ვიცი, რისი ბრალია, ფუმფულა ნოხის თუ ზოგადი ავლა-დიდების, მაგრამ ბატონ ასლანთან შესვლამდე, ფეხსაცმელები შესასვლელში მივყარე.

0x01 graphic

ხულოს მუფთი ოჯახთან ერთად
ფოტო: ბესო დარჩია

ოთახი მთავარი მუფთის კაბინეტისგან განსხვავებულია, უფრო დიდი და, ცოტაც, აღმოსავლური. აღმოვაჩინე, რომ ჩვენთან შესახვედრად მთელი მეჯლისი მოსულა. არა, ცეკვას არავინ აპირებს, მეჯლისი მუფთის დამხმარე ადმინისტრაციული ორგანოა, რომელშიც, ძირითადად, უხუცესები და აქტიური მუსლიმები შედიან. ასლან ეფენდი მშვიდი, არაორაზროვანი ჟესტებით მიგვანიშნებს ადგილზე და დიქტოფონიც ირთვება... ის კარადასთან მიდის, სამუფთო სამოსს იცვამს, უცნაურ ქუდს იხურავს, რომლის სახელიც ვერა და ვერ დავიმახსოვრე და ამაყად გვეუბნება: „ამ ქუდის ქვეშ ტყუილს ვერ ვიტყვი!” დარწმუნებული ვარ, ასეთ მყარ გარანტიას ვერც ერთი სიცრუის დეტექტორი ვერ მისცემს ვერც ერთ ჟურნალისტს! ამაყი კაცია ხულოს მუფთი. კარგად იცის, რომ სიცრუე და ორპირობა სულს და ხორცს ერთად ვნებს.

მუფთი თვლის, რომ ზოგიერთის შეხედულება ოსმალთა იმპერიის ბატონობასა და ამ მხარეში ქართველობის ძალით გამუსლიმებაზე არასწორად დასმული საკითხია. „ეს რწმენა ძალადობით არ მიგვიღია. ჩვენ ის გულით მივიღეთ და შევიყვარეთ!” არ ერიდება, მიგვანიშნოს, რომ თავის დროზე პირველი მონოთეისტური რელიგია, ქრისტიანობაც, სწორედ აჭარიდან შემოვიდა საქართველოში და რომ მის გავრცელებასაც თან ახლდა გარკვეული ძალადობა. მიაჩნია, რომ ეროვნული რელიგია არ შეიძლება არსებობდეს, რადგან ის უნდა აირჩიო და თუ სიძველე ჭეშმარიტებასაც განაპირობებს, იქნებ არმაზის კერპის აღდგენაც მოგვიხდეს? ჩემ წინ ქართველი მუფთი ზის და მთელი მეჯლისის წინაშე აქტიურად უპასუხებს ყველა კითხვას. „რწმენის გამოცვლისას, თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს ეკონომიკურმა ფაქტორმა განაპირობა, ან იმიტომ ინათლება, რომ უფრო მისაღები იყოს ვიღაცისთვის, მე მას ვერ გავუგებ... მაგრამ თუ ეს პიროვნული ძიებით განახორციელა, ღმერთმა გაუმარჯოს”. ეს პასუხია მუსლიმთა ნათლობაზე, რომელიც ხულოს რაიონში, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც განხორციელდა. 40 მეჩეთის მმართველი შორს მიდის და მორალზე საუბრობს... სასულიერო პირებს ყოველთვის უყვართ ზნეობაზე ქადაგება, მე კი, უფრო მეტად, მათი ყოფა მაინტერესებს, ადამიანები.

0x01 graphic

იოსებ აბაშიძე უკვე მოხუცდა. კომუნისტების პერიოდიც ახსოვს და აქაური მუსლიმების ცხოვრებაც. კარგად იცის, რომ დევნას მხოლოდ მღვდლები კი არა, მოლებიც განიცდიდნენ. იმ ადამიანსაც იცნობს, უწინ რომ ჯამეში ანუ მეჩეთში ხალხს მისვლას უშლიდა და ახლა, დროის ცვალებადობასთან ერთად, უკან დაბრუნდა. ისლამი მიმტევებელი რელიგიააო, ამბობს... წუხს, რომ სახელმწიფო მხოლოდ ქრისტიანულ რელიგიაზე ზრუნავს. „ჩვენ რა, არ ვარსებობთ?“ აწუხებს, რომ საპატრიარქო მის სოფელში, სადაც უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ, ეკლესიებს აშენებს. მუსლიმებს კი წვრილმან დახმარებაზეც უარს ეუბნებიან. ერთ-ერთი მამაკაცი საუბარში ერთვება: „დახმარება ის იქნება, ხელი არ შემიშალონ“. შევატყვე, მუფთს არ მოსწონს პოლიტიკაზე გადასვლა.

სადილი მუფთის გარეშე შედგა - მარხულობდა. მზემ ლუკმა პირში არ უნდა დაინახოსო. ამიტომ, მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, ჭამა არ შეიძლება. დადგენილი მარხვა არ იყო, მუფთი პირადი ინიციატივით მარხულობდა. ამ სასადილო ოთახში პანსიონის ბავშვები სადილობენ. გვერდით საკლასო ოთახია. არდადეგებზე მეტი დრო უნდა გამოეყოს ისლამის შესწავლას! სადილობისას ცოდნის მნიშვნელობაზე ჩამოვარდა საუბარი. ამბობენ, რომ სწავლა ადამიანს ცვლის - მას უფრო მეტად შემწყნარებლად და მოზომილად აქცევსო. „განათლებულ ადამიანს როგორ შეუძლია სხვას ზიანი მიაყენოს?“ მეუბნება პანსიონის 17 წლის მოსწავლე.

სამშობლოს სიყვარული ყველგან იგრძნობა. ბარბარიზმებისგან თავისუფალი ქართულით 18 წლის ზაზა დიასამიძე სამშობლოს სიყვარულზე საუბრის სურვილს გამოთქვამს. ეს სიყვარული ვერ იქნება უბრალოდ გრძელი სადღეგრძელოები... ღვინოს არ სვამს და არც არასდროს დალევს - ის ხომ მუსლიმია! სამაგიეროდ, არსებობს განათლება, რითაც ერთგულებას დაამოწმებს! ეროვნული გამოცდების შედეგებს, ათასობით თანატოლთან ერთად, მოუთმენლად ელოდება. ალაჰს შეწევნას სთხოვს. გეგმავს, რომ ისწავლოს და ამით, საკუთარი თავის გარდა, საქართველოსაც გამოადგეს. „ალაჰი მოწყალეა. ის საქართველოს დაიფარავს!“ ამ რელიგიური ნდობის მიღმა სავსებით რაციონალური აზრი იმალება - მას უნდა, საქართველო იყოს მთლიანი და ძლიერი, ხოლო თავად - ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. მას არც ოშკზე მიშენებული ტუალეტი მოსწონს და არც - ქობულეთის მეჩეთზე.

0x01 graphic

„ჯობია ქააბას კედელი ჩამოანგრიო, ვიდრე ერთ ადამიანს აწყენინო!“ ეს ფრაზა სოფელ დიდაჭარაში გავიგონე... ქააბა მექაშია. ის კუბის ფორმის მუსლიმური სიწმინდეა, რომელშიც შავი ქვა ინახება - ალაჰის მიმტევებლობის სიმბოლო. სწორედ მისკენ მიაპყრობენ პირს ქართველი მუსლიმები დღეში ხუთჯერ და ნამაზს კითხულობენ. თვით ქააბაც კი კარგავს მნიშვნელობას, თუ ვინმე მას ადამიანის ღირსებაზე მაღლა აყენებს. რწმენით ადამიანის გარჩევა მხოლოდ ქორწილის დროს იციან, ისიც იმ მოტივით, რომ ოჯახში ერთი აზრი შევინარჩუნოთ. თუმცა, ისტორიულად, ყოველთვის ცდილობდნენ, ისევ ქართველ მუსლიმებთან ერთად შეექმნათ ოჯახები.

ეს ჯამე ახლახან ააშენეს, მას შემდეგ, რაც კომუნისტური რეჟიმი დაემხო. სალოცავის წინ მოხუცი კაცი გადმომდგარა, სვანური ქუდით. დიდაჭარელი გრიგოლ წულუკიძე მეუღლესთან ერთად თავს მიწათმოქმედებით ირჩენს. თუმცა, ნამაზს ანუ ლოცვას ვერ აღასრულებს - ამბობს, მუხლები მტკივაო... ცოლის მიმართ დიდი სიყვარული „აქვენ“. პრობლემებზე საუბარი არ უყვარს, თუმცა, ისურვებდა, რომ შვილებს მეტი დრო გაეტარებინათ მასთან, სოფლის საქმეებში დახმარებოდნენ. განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, როდესაც ახალგაზრდების უმეტესობა სოფლიდან გადის. საერთოდ, როცა მაღალმთიან აჭარას ახსენებ, გგონია, რომ განსხვავებულ გარემოს და ადამიანებს დაინახავ. ალბათ უფრო კონსერვატიულს, როგორც ტაქსის მძღოლმა იხუმრა - ისეთს, ნამეტნავად ქე რომ იჭრიან ვენებს ჩაცმულობაზეო. არადა, სურათი სულ სხვაა.

0x01 graphic

ყველა ფოტო: ბესო დარჩია

მუფთის მეუღლეს, უამრავი აჭარელი ქალისგან განსხვავებით, უარი არ უთქვამს სარწმუნოების მიერ დადგენილი თავშლის ტარებაზე. სოფელ ოქრუაშვილებში ამ წესს ყოველთვის აღასრულებდნენ - „როგორც ახლა, ისე ადრე!“ იმისთვის, რომ სტუმრებზე ეზრუნა, საღამოს ნამაზი არ შეასრულა... როცა ქალბატონი ეთერი სადილს ამზადებდა, ქმარი და მაზლი გვერდით ოთახში ლოცულობდნენ. ორი ათწლეულია, ერთად არიან. ერთმანეთი სოფელში გაიცნეს. დემოკრატიული ოჯახი გვაქვსო, - ამბობს ქალბატონი ეთერი. ყველაფერი სიყვარულსა და ისლამს ეფუძნება - ამით ბედნიერია. ყველაზე მეტად ქსოვა უყვარს. ნამაზიდან ნამაზამდე, თუ სხვა საქმე არ აქვს, ქსოვით ერთობა. მისი შვილი, მუჰამედი, ახლახან შესრულდა თვრამეტი წლის. მშობლებს სურთ, მამის გზას გაჰყვეს, მაგრამ ეს მისი არჩევანია, არაფერს დააძალებენ. მუჰამედი თანატოლებთან მაბარებს, სამშობლოს სიყვარული საქმით დავადასტუროთო... ერთ-ერთ სასწავლებელში ის ბავშვებს არაბულ კითხვას ასწავლის. მეუბნება, რომ სრულებით არ არის ძნელი.

0x01 graphic

პარასკევი ახლოვდება... პარასკევი - ჯუმა დღე! ყველა მუსლიმს ევალება, მივიდეს მეჩეთში და ღმერთს დიდება შესწიროს. „აბა, ნახე მთებში გახიზნული ტერორისტები?“ - მეხუმრება ტარიელი ბათუმში დაბრუნებულს. აზანი მინარეთიდან არ წაუკითხავთ. არ გვიყვარს და იმიტომო, - მეხუმრებიან ბათუმის მეჩეთში შეკრებილი ახალგაზრდები. თურმე მოსახლეობას აწუხებს. „ზარების ხმას რით არ ჯობია?“ - სიცილით მეუბნება მეორე.

0x01 graphic

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

ბოლოს, უკვე თბილისში გამოსამგზავრებლად ვემზადებოდი, რომ ერთი მუსლიმი გოგონა გავიცანი. სევდიანი იყო. პრობლემებზე მიყვებოდა. უახლოესი ადამიანი დაშორებია, სხვადასხვა რელიგიის ვართ და ერთად ვერ ვიქნებითო. ამიტომ, საკუთარ სარწმუნოებას არავის უმხელს. ძნელია მარტო შებრძოლება. თუ გულზე ჯვარი არ გკიდია, ისე არ მიგიღებენო. ამიტომ ჯვარს ატარებს. როგორც თავად დაამატა - გარემოებათა გამო.

0x01 graphic

„ეს ჩემი არჩევანია, მხოლოდ ჩემი. ისლამისთვის უცხოა დაძალება. პატივი ეცით ჩემს არჩევანს. ვიმეორებ, ჩემს არჩევანს! იმას კი ნუ მეტყვით, რომ ქვეყანა ჩემზე მეტად გიყვართ. არ შესცოდოთ ღმერთს. ეს წმინდა წყლის ტყუილია!“

16 განათლების რეფორმის ხუთი წელი

▲ზევით დაბრუნება


სიმონ ჯანაშია|სვეტი

0x01 graphic

2006 წელი. საქართველოში ჩამოსულია ს ა ერთა შორი ს ო აღიარების განათლების ორი ექსპერტი. სერ მაიკლ ბარბერი ტონი ბლერის მთავარი მრჩეველი იყო წლების განმავლობაში. დევიდ ჰოპკინსი ბრიტანეთის განათლების სამინისტროს მთავარი მრჩეველი იყო წლების განმავლობაში - საგანმანათლებლო სტანდარტების განხრით. ორივე მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორია განათლების სფეროში. ბრიტანელები საქართველოს განათლების რეფორმას ეცნობიან. გამგზავრების შემდეგ ისინი თავიანთ შეფასებას გვთავაზობენ: „უკანასკნელი წლების განმავლობაში შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის განათლების რეფორმა, მაგრამ იშვიათად, რომ სადმე გვენახოს ამდენად მწყობრი და დასაბუთებული რეფორმა“.

მედიისა და პოლიტიკოსების წყალობით, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს განათლების რეფორმა იმისთვის დაიწყო, რომ რომელიმე ნაწარმოები პროგრამიდან ამოეღოთ, რაღაც ახალი საგნების სწავლება დაწყებულიყო, სკოლებში წესრიგი დამყარებულიყო ან მოსწავლეებისთვის ცხოვრება გაერთულებინათ. სინამდვილეში, რეფორმის მიზნებიცა და განხორციელებაც გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. 2004-2009 წლებში განათლების რეფორმა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მიმართულებით მიმდინარეობდა: ზოგადი განათლება ანუ სკოლები, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და სკოლამდელი განათლების რეფორმა. ამავდროულად, რეფორმა გატარდა მეცნიერების კუთხითაც, რაც უმაღლესი განათლების სფეროს რეფორმასმჭიდროდ უკავშირდება. ამ სტატიაში ზოგადი განათლების სფეროს რეფორმაზე ვისაუბრებ. ეს პერიოდი სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ ამ წლების განმავლობაში კონცეპტუალური, ტექნიკური და პოლიტიკური მიდგომები ერთმანეთს ემთხვეოდა და, შესაბამისად, უფრო ცხადი იყო, თუ საით მიდიოდა ჩვენი სისტემა. მრავალი რამ, რაც ამ წლებში დაინერგა, დღეს ან პოლიტიკური რიტორიკის დონეზეა უარყოფილი, ან - პრაქტიკის. ასევე გაურკვეველია, რამდენად პრიორიტეტულია იმავე პრინციპების დანერგვა, რომლებიც თავდაპირველად შეირჩა. პრიორიტეტები კი რეფორმის დაწყებისთანავე განისაზღვრა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტით, რომლის შექმნაშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ზოგადი განათლების სფეროს მიზანია, შექმნას პირობები იმისთვის, რომ ყველა სკოლადამთავრებულს შეეძლოს სახელმწიფო და სხვა ენებზე კომუნიკაცია, ბუნებრივ, სოციალურ და ინფორმაციულ გარემოსთან ეფექტური ურთიერთობა, შეეძლოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, იყოს ტოლერანტი და კანონმორჩილი, შეეძლოს საკუთარი ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრა და მათ სასიკეთოდ მოქმედება, შეეძლოს თავისი შესაძლებლობების მუდმივად განვითარება.

ზოგადი განათლების სფეროში ცვლილებები შეეხო ყველაფერს, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ცვლილებები შეგვიძლია სამ დიდ ჯგუფად განვიხილოთ: ცვლილებები ზოგადი განათლების სისტემის მართვაში, შინაარსსა და სწავლების მეთოდებში და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებში. ცვლილებები კი მოხდა პრინციპების, მოდელებისა და პრაქტიკის დონეზე.

განათლების რეფორმის მთავარი მიდგომა იყო განათლების სისტემისთვის შედეგზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შექმნა. შეიცვალა მშობლისა და მოსწავლის, სკოლის პერსონალისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სქემა. სახელმწიფომ შეწყვიტა სკოლების დაფინანსება და გადავიდა მოსწავლის დაფინანსებაზე. მშობელს უბრუნდება მის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ის კი ამ ფულით მისთვის მისაღებ სერვისს ყიდულობს სკოლისგან. მას აქვს თავისუფალი არჩევანი, საგანმანათლებლო მომსახურება კერძო ან სახელმწიფო სკოლისგან შეიძინოს. იმისთვის, რომ მშობელი ამ ფინანსების განკარგვაში მონაწილეობდეს, ის სამეურვეო საბჭოს წევრი ხდება. სამეურვეო საბჭოს, მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლის მონაწილეობით, შესაძლებლობა აქვს, სასკოლო ბიუჯეტი დაგეგმოს და გააკონტროლოს. ამ მიდგომიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გახდა ისიც, რომ სკოლის დირექტორი, უპირველესად, სწორედ იმ მშობლების წინაშე ყოფილიყო ანგარიშვალდებული, რომლებიც საკუთარ შვილებსა და მათთვის გამოყოფილ სახელმწიფო სახსრებს კონკრეტულ სკოლას ანდობდნენ. ამიტომაც სკოლის დირექტორის არჩევა და დათხოვნა სკოლის სამეურვეო საბჭოს პრეროგატივა გახდა.

სკოლის დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების შესაძლებლობის განხორციელებისთვის სახელმწიფომ ყველა საჯარო სკოლა დააფუძნა როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა ამ დაწესებულებას გაუჩნდა დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში. ასევე დამოუკიდებელი გახდა სკოლა საკუთარი ბიუჯეტის შემოსავლების დაგეგმვასა და ფინანსების ხარჯვაში. ყველა სკოლას გადაეცა ქონება, რომლის განკარგვის უფლებაც მიიღეს. სკოლას გაუჩნდა უფლება, მიიღოს შემოწირულობები, ან, საგანმანათლებლო ფუნქციების უკეთ განხორციელებისთვის, საკუთარი ქონება გააქირაოს. რეფორმამდე სკოლების დიდი ნაწილი აფუძნებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ანგარიშზეც აკუმულირდებოდა სკოლის შემოსავლები. ამ ანგარიშების მართვა გაუმჭვირვალე იყო და ხშირად სკოლების პერსონალის, ადმინისტრაციისა და მშობლების უკმაყოფილებასა და უნდობლობას იწვევდა.

მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით სკოლების დაფინანსების შემოღების შედეგად, სისტემა უფრო სამართლიანი გახდა. წინა სისტემაში სკოლის დაფინანსების ოდენობა ხშირად იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენად კეთილგანწყობილი იყო ხელისუფლება სკოლის დირექციის მიმართ. იმის გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტი აერთიანებდა მრავალ სოციალურ სფეროს, ისე, რომ ზოგადი განათლებისთვის გამოყოფილი ხარჯები არც კი იყო განცალკევებული, 2005 წლამდე ფაქტობრივად შეუძლებელიც კი იყო იმის დადგენა, თუ რა თანხა იხარჯებოდა ქვეყნის მასშტაბით განათლების სფეროში. განათლების სფეროს დაგეგმვის პოტენციალი ქვეყნის მასშტაბითაც გაუმჯობესდა. რეფორმის შედეგად, დღეს მოქალაქეებსაც უკეთ შეგვიძლია იმის შესახებ ვიმსჯელოთ, თუ რამდენად იცვლება განათლების სფეროში არსებული სახელმწიფო დაფინანსების წილი და როგორ ნაწილდება ის სხვადასხვა პროგრამაზე. თუ აქამდე ამისთვის უნდა ჩაგვეხედა სამოცდაათამდე რაიონის ბიუჯეტში და გვემარჩიელა იმაზე, თუ რა წილი ეკავა სოციალური სფეროს დაფინანსებაში ზოგად განათლებას, დღეს საკმარისია ბიუჯეტის კანონში განათლების სფეროზე გამოყოფილი თანხების ამოკითხვა.

სისტემის მართვის გაუმჯობესებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო განათლების შინაარსის მართვის გადაცემა არაპოლიტიკური და ნაკლებად ბიუროკრატიული ინსტიტუციებისთვის. სახელმწიფომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შინაარსობრივი ფუნქციები ნახევრად დამოუკიდებელ სააგენტოებს გადაულოცა. რეფორმის ფარგლებში შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, გამოცდების ეროვნული ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. ამ ცენტრების თანამშრომლები საჯარო მოხელეები არ არიან. ისინი არიან თავიანთი სფეროების ექსპერტები, რომლებსაც ნაკლებად აქვთ მართვის, მაგრამ მეტად - შინაარსობრივ პრობლემებში გარკვევისა და დაგეგმვის უნარი. ამ ცენტრების დამოუკიდებლობა ერთგვარი გარანტია უნდა გამხდარიყო, რომ პოლიტიკური ცვლილებები ნაკლებად იმოქმედებდა განათლების შინაარსსა და გრძელვადიან პროექტებზე. თითოეული მნიშვნელოვანი ცვლილების დანერგვას განათლების სფეროში დაახლოებით ექვსი წელი სჭირდება. პოლიტიკური საარჩევნო ციკლები კი, სამწუხაროდ, უფრო მოკლე პერიოდებს ითვალისწინებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ინსტიტუციები, რომლებიც თავისუფალი არიან პოლიტიკური კალენდრისგან და თავიანთ საქმიანობას კონცეპტუალური და ტექნიკური მიზნების გათვალსწინებით გეგმავენ და ახორციელებენ.

ზოგადი განათლების სისტემის მართვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სკოლების ოპტიმიზაციის დაწყება. ჩვენი განათლების სისტემა თავის დროზე გათვლილი იყო გაცილებით მეტ მოსწავლეზე და ამ მოსწავლეების უფრო თანაბარ განაწილებაზე სოფელსა და ქალაქში. შობადობის კლებამ ოთხმოცდაათიან წლებში და მოსახლეობის მიგრაციამ ქალაქებსა და სხვა ქვეყნებში გამოიწვია უამრავი მცირეკონტინგენტიანი სკოლის არსებობა. ამას ემატებოდა ისიც, რომ საქართველოში არსებობდა მრავალი მცირე სკოლა, რომელიც მხოლოდ ოთხკლასიან განათლებას გულისხმობდა და რომელსაც ისეთივე ადმინისტრაცია ჰყავდა, როგორც სრული ზოგადი განათლების მიმწოდებელ სკოლას. სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად, ასეულობით სკოლა გაერთიანდა, რითაც ადმინისტრაციის ხარჯები შემცირდა. ასევე შემცირდა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დახარჯული თანხები. სკოლების ნაწილს ავტობუსები დაურიგდა მოსწავლეების სოფლებიდან ტრანსპორტირებისთვის.

სისტემის მართვისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლე გახდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა. ამ სისტემის მეშვეობით, სახელმწიფო აგროვებს სტატისტიკურ ინფორმაციას სკოლების საქმიანობის მიხედვით. მონაცემები გამოიყენება მართვის ინდიკატორების გამოსათვლელად, რომელიც საჭიროა სისტემის ეფექტიანობის შესახებ საბაზისო ცოდნის შესაქმნელად.

სკოლის დონეზე გადაწყვეტილებათა რაოდენობის ზრდა დღეს მიმდინარეობს ყველა იმ სახელმწიფოში, სადაც განათლების ხარისხსა და განათლების მართვის სისტემის ეფექტურობის ამაღლებაზე ზრუნავენ. ჩვენთან სკოლას, ფინანსური მხარის გარდა, შესაძლებლობა მიეცა, თვითონ მიეღო გადაწყვეტილება საკუთარი პერსონალის შერჩევის, წახალისებისა და დასჯის მეთოდების შესახებ. სკოლებს ასევე მიეცათ უფლება, საკუთარი გადაწყვეტილებით და არა სახელმწიფო მოხელეებიის “დიდსულოვნების” შედეგად, თვითონ აერჩიათ, თუ რომელი მიმართულებით გააძლიერებდნენ სწავლების შინაარსს. ადრე თუ სახელმწიფო ადგენდა, რომელი იყო გაძლიერებული ფიზიკა-მათემატიკური, უცხო ენების შემსწავლელი თუ სახელოვნებო სკოლა და ყველა ასეთ სკოლას სტანდარტულ საგნობრივ საათობრივ განაწილებას სთავაზობდა, რეფორმის საფუძველზე ეს უფლება და შესაძლებლობა ყველა სკოლას მიეცა. ამასთან, სახელმწიფომ აუკრძალა სკოლებს მოსწავლეების შერჩევა სპეციალური კრიტერიუმებით. მაგალითად, თუ ადრე მხოლოდ განსაკუთრებული ცოდნისა და ნიჭის მქონე (ხანდახან კი გავლენიანი მშობლების შვილებს) მოსწავლეებს ჰქონდათ უფლება, ესწავლათ ე.წ. ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებში, რეფორმის შედეგად, ეს უფლება ყველას მიეცა.

სასწავლო გეგმა 2005 წლამდე, ძირითადად, ორ საკითხს არეგულირებდა: საათების განაწილებას კვირების მიხედვით და თემებს, რომელიც გარკვეული თანმიმდევრობით „ისწავლებოდა“. სიტყვა „ისწავლებოდა“ იმიტომ წერია ბრჭყალებში, რომ არავითარი განმარტება არ არსებობდა იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა „სწავლაში“. რეფორმის შედეგად, შემუშავდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც აღწერს იმ მიზნებს, შედეგებსა და საშუალებებს, რომლებიც სკოლებს უნდა ჰქონდეთ სწავლებისას. ძველი სასწავლო სისტემისგან ახალი სასწავლო გეგმა, ძირითადად, იმით განსხვავდება, რომ შედეგზეა ორიენტირებული და მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებათა გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა. ძველი სისტემა უფრო კონცენტრირებული იყო იმის რეგლამენტირებაზე, რასაც მასწავლებელი აკეთებდა, ანუ სახელმწიფოს მთავარი ინტერესი ის იყო, რომ ყველა მასწავლებელს აბსოლუტურად იდენტურად ესწავლებინა ყველა მოსწავლისთვის ყველა სკოლაში. ძველი საგანმანათლებლო კონცეფცია შექმნილი იყო იმ დროისთვის, როდესაც მასწავლებლების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა სუსტი იყო და სახელმწიფო მასწავლებელს მიზნების შერჩევისა და დიფერენცირების უფლებას არ აძლევდა. დადგენილი იყო, როდის რამდენი გაკვეთილი ტარდებოდა. გაკვეთილები წინასწარ ცენტრალიზებულად დადგენილი თემატური გეგმების მიხედვით ტარდებოდა. განსაზღვრული იყო საკონტროლო წერების, მოსწავლეების საკლასო ოთახში განლაგების, საკლასო ჟურნალის წარმოების, საგაკვეთილო ცხრილის შედგენის, დასვენებების განრიგისა და სხვა წესები. ასეთი ცენტრალიზებული მიდგომა არ ითვალისწინებდა იმ საჭიროებებს, რომლებიც სხვადასხვა ზომისა და გეოგრაფიული მდებარეობის სკოლებს აქვთ. ასევე არ ითვალისწინებდა ეს სასწავლო გეგმა სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე. სწორედ ამის გამო არა მხოლოდ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ინტეგრაცია იყო შესაძლებელი, არამედ მასწავლებლების მიერ მოსწავლეების სოციალური პირობების, ინტერესების, ნიჭისა და მონდომების გათვალისწინებაც

ეროვნულმა სასწავლო გეგმამ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა მოსწავლეების განტვირთვა საგნებით და მასწავლებლების დატვირთვა მოსწავლეებით. წლის განმავლობაში საგნების სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, მასწავლებლებს მოსწავლეების დატვირთვა მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. მაგალითად, თუ მასწავლებელი თითოეულ განაყოფს ასწავლიდა საგანს, რომელიც კვირაში ორი საათის განმავლობაში ისწავლება, სრული საშტატო განაკვეთის შევსების შემთხვევაში, მასწავლებელს 10 განაყოფისთვის უნდა ესწავლებინა. ეს კი 300 მოსწავლის სწავლებას ნიშნავს. ცნობილია, რომ თუ მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, მოსწავლეების სწავლის შედეგებიც უფრო ნაკლებია. მასწავლებელიც ცდილობს, თავი აარიდოს საკონტროლოებს, რადგან ამდენი ნაშრომის გასწორება შეუძლებელი ხდება. შეუძლებელი ხდება ზოგადად საწერი დავალებების მიცემაც. სწორედ ეს პრობლემა გადაჭრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების სქემამ, როდესაც თითოეული საგანი თითო ტრიმესტრის განმავლობაში, კვირაში, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ისწავლებოდა. ამ მიდგომამ და, მაგალითად, ისტორიისა და გეოგრაფიის ინტეგრირებულმა სწავლებამ ასევე შეამცირა კვირის განმავლობაში მოსწავლისთვის დასაძლევი საგნების რაოდენობაც. მაგალითად, 2006 წლამდე მე-10 კლასში მოსწავლე 18 (!) სხვადასხვა საგანს სწავლობდა ერთი კვირის განმავლობაში, რაც თავისთავად აბსურდულია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალი ინიციატივა სერიოზულ გამოცდას გადიოდა. ახალი სასწავლო გეგმის გამოცდა საქართველოს ყველა რაიონის 100 სკოლაში მიმდინარეობდა. ჩატარდა მრავალი კვლევა, რომელმაც ახალი გეგმის დანერგვის მიმდინარეობა შეისწავლა.

ზოგადად ახალი სასწავლო გეგმა დაეფუძნა თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიებს და ხორცი შეასხა ისეთ პრინციპებს, რომელთა შემოღებას მსოფლიოს მრავალი წამყვანი სპეციალისტი წლების განმავლობაში ცდილობს საკუთარ ქვეყანაში. 2004-09 წლებში სასწავლო გეგმის შედგენაში, ძირითადად, საექსპერტო წრეები, მასწავლებლები და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პოლიტიკოსების ჩარევა შინაარსისა და სწავლების მეთოდების განსაზღვრაში მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

ახალი სასწავლო გეგმის დანერგვასთან ერთად, სასკოლო განათლებას ერთი წელი დაემატა. ეს, თავისთავად, დადებითად მოქმედებს სკოლადამთავრებულთა მზაობაზე, აირჩიონ მომავალი ცხოვრების გზა. ასევე დადასტურებულია განათლების წლების რაოდენობისა და ეკონომიკური წარმატების კავშირი.

სახელმძღვანელოების შემუშავებისა და გრიფირების სისტემაც მთლიანად შეიცვალა. სახელმძღვანელოების შემუშავება სასწავლო გეგმის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. ასევე მოიხსნა შეზღუდვები სახელმძღვანელოთა რაოდენობასთან დაკავშირებით. 2005-09 წლებში სახელმწიფო და გამომცემლობები პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნავდნენ. სახელმწიფო არა მარტო სტანდარტებს აწესებდა, არამედ ეხმარებოდა გამომცემლობებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში უცხოუცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანისა და ტრენინგების გზით, სკოლებთან ცივილიზებული ურთიერთობის დამყარების მცდელობით და სასწავლო გეგმების ექსპერტების მიერ ავტორთა დახმარების კუთხით. გამომცემლობები, თავის მხრივ, ცდილობდნენ, საკუთარი პროდუქციისა და სერვისის ხარისხის ამაღლებას, საუკეთესო ავტორების მოზიდვას, დიზაინისა და შინაარსის გაუმჯობესებას. ლიბერალური მიდგომის, პოლიტიკური ნებისა და სწორად დანერგილი სისტემის საფუძველზე, პრაქტიკულად, აღმოიფხვრა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კორუფცია სახელმძღვანელოების დამტკიცებისა და გავრცელების კუთხით. 2009 წელს, პირველად ჩვენს ისტორიაში, სახელმწიფომ სახელმძღვანელოების შერჩევის საბოლოო უფლება მასწავლებლებს გადასცა და თვითონ მხოლოდ ექსპერტული შეფასების განხორციელების უფლება დაიტოვა.

კიდევ მრავალი სიახლისა და მიდგომის ჩამოთვლა შეიძლება, რაც ზოგადი განათლების სისტემაში 2004-09 წლებში დაიგეგმა და განხორციელდა. განათლების სისტემის რეფორმის პრობლემა დღეს ცვლილებების დაუსაბუთებლობასა და სიმცირეში როდია. განათლების სფეროში ცვლილებას მრავალი წელი მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება. ამ წლების განმავლობაში, ნებისმიერ ცვლილებას ჰყავს მოწინააღმდეგე და მომხრე. ჩვენთან, სამწუხაროდ, მოწინააღმდეგეთა არსებობა მუდმივად ხდება ცვლილებების შეჩერებისა და, ხანდახან, საპირისპირო მიმართულებით განხორციელების დაწყების მიზეზი. ამ სტატიაში აღწერილი მრავალი სიახლის დანერგვა მანამდე შეჩერდა, სანამ ის საკლასო ოთახისა და სკოლის დონეზე გაშინაგანებას მოასწრებდა. ამ სიახლეების შეჩერებისას კი არ გაუთვალისწინებიათ ის, რომ მათ რეფორმამდე ათასობით მომხრე ჰყავდა, რეფორმის შედეგად კი მათი რიცხვი გაიზარდა. რეფორმამდელი სტატუს კვოს მხარდამჭერებს დღეს, სამწუხაროდ, მეტი გავლენა აქვთ პოლიტიკურ წრეებში, ვიდრე რეფორმის დაწყებისას. ეს კი ხშირად სიახლეების დანერგვას შეუძლებელს ხდის.

17 დონ ჟუანების და ვესტალების ქვეყანა

▲ზევით დაბრუნება


უილიამ დანბარი|სვეტი

0x01 graphic

ახალი ჩამოსული ვიყავი პირველად საქართველოში, როცა ერთმა კეთილგანწყობილმა ტაქსის მძღოლმა მითხრა - სასიყვარულო ურთიერთობების დიდი შანსი არ გაქვსო. მიმტკიცებდა, „ამისთვის საქართველოში ან იხდიან, ან ქორწინდებიანო“. ამის მოსმენა, ცოტა არ იყოს, შოკისმომგვრელი იყო - ბოლოს და ბოლოს, ნარიყალაზეც ვიყავი საშინელ სიცხეში, თინეიჯერების ჰორმონების სურნელმაც კინაღამ გონება დამაკარგვინა და, თავს დავდებ, რამდენიმე გამყიდველი და ოფიციანტი საკმაოდ დაუფარავად მეფლირტავებოდა. თან, გარკვეულწილად, იმედიც გამიცრუვდა - არც ვენერიულ დაავადებათა კლინიკაში მოხვედრის სურვილი მქონდა და არც მმაჩის ბიუროში, მაგრამ ცელიბატიც არ მეჩვენებოდა საუკეთესო გამოსავლად.

რა თქმა უნდა, არ იყო საჭირო ასეთი ნერვიულობა. საქართველო იბიცის გასართობი „კლუბი 18-30“ არ არის, მაგრამ არც საუდის არაბეთია. ყველამ იცის, რომ ეს ქვეყანა არ არის სექსუალური თავშეკავების კარჩაკეტილი ტაძარი, როგორადაც თავი მოაქვს ხოლმე, მაგრამ ჩვენ ყველას ხომ მითებისა გვჯერა.

ეს ქართველების სექსუალური ეთიკის ერთადერთი ასპექტი არ არის, რომელიც, პრაქტიკულად, თავის მოტყუების კოლექტიური აქტია. ავიღოთ ტრადიციული გენდერული სტერეოტიპები - ისინი სრული უაზრობაა. ერთი სტერეოტიპით, ქართველი კაცი მექალთანეა - კავკასიელი კაზანოვა, რომელსაც შეუძლია, ათობით ქალს ერთდროულად თავი დააკარგვინოს - ისე, მარტივად, თითქოს ხინკალს მიირთმევდეს. მეორე სტერეოტიპით, ქართველი ქალი მე-19 საუკუნის ლიტერატურის უმანკო, უბიწო და კდემამოსილი პერსონაჟის მსგავსი ტიპაჟია, რომელიც ქორწილის შემდეგ სოციალურად დასაშვები ერთი ვნებიანი ღამის დასრულებისთანავე ერთგულ დედად იქცევა. მარტივი დასანახავია, რომ ეს ორი მითი ერთმანეთს ეწინააღმდეგება - შეუძლებელია, საქართველო ერთდროულად დონ ჟუანების ქვეყანაც იყოს და ქალღმერთ ვესტას მსახურებისაც - უბრალოდ, არ გამოდის.

0x01 graphic

საქმე ისაა, რომ ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი მითოლოგიური გენდერული არქეტიპი, ამავე დროს, ურთიერთხელსაყრელიცაა. ქართველი კაცი არ არის რომელიმე სხვა კაცზე სექსუალურად უფრო აქტიური თუ ენერგიული, ქართველ ქალს კი ზუსტად ისეთივე სურვილები და მოთხოვნები აქვს, როგორიც ყველა ქალს მსოფლიოში. მიზეზი იმისა, რომ ქალიცა და კაციც ამ კულტურულ სტერეოტიპებში ჯდება, ის არის, რომ ეს ორივესთვის ხელსაყრელია.

მართალია, გაუთხოვარი ქართველი ქალი დიდი სოციალური წნეხის ქვეშ არის, იყოს წმინდა და უბიწო, მაგრამ ამაში მისთვის რაღაც სასიკეთოც არის. ქართველი კაცი საკმაოდ მიმწოლია თავის მცდელობებში, მოხიბლოს ქალი და თუ ქალმა დანტეს ბეატრიჩედ არ მოაჩვენა თავი, კიდევ უფრო მეტ არასასურველ ყურადღებას „დაიმსახურებს“. ამრიგად, თუ უფრო „სექსი დიდ ქალაქში“ ტიპის ადამიანი ხარ, მაინც აჯობებს, თავი დისნეის პრინცესად მოიკატუნო.

იგივე ხდება კაცის შემთხვევაში - ოღონდ, ოდნავ სხვაგვარად. ქართველმა კაცებმა, ასე რომ ცდილობენ, „კაცურ კაცს“ დაემსგავსონ, იციან, რომ თუ მეგობარ ქალთან ხელგაყრილი მოსეირნე დაინახეს, ტარზანის და თუ ფაქის - ერთად აღებულის - იმიჯი გარანტირებული აქვთ. ამრიგად, მითი უბიწო ქართველი ქალის შესახებ აძლიერებს მითს ყველაზე მაგარი ქართველი კაცი-მაჩოს შესახებ.

სხვა ნალოლიავები მითებიც არსებობს, რა თქმა უნდა. მაგალითად, მითი, რომ ქართველი კაცები წუნიები არიან და თუ ქალი ქალწული არ არის, ის ცოლად არ მოიყვანება. ცოლად ქალწული არც ერთ ჩემს მამრ მეგობარს არ უნდა - და როდესაც ამაზე ფიქრობ, მართლა საკმაოდ უცნაურია ასეთი სურვილის ქონა. არც შემთხვევითი სექსუალური ურთიერთობები აქვს რომელიმე ჩემს გაუთხოვარ მდედრ მეგობარს სხვადასხვა მამაკაცთან, არც ერთი მათგანი არ არის შეპყრობილი იდეით, თავი შეინახოს ქორწილის ღამემდე - ეს, უმეტეს შემთხვევაში, მაინც ისედაც ძალიან დაგვიანებულია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, ექსპერტები, პოლიტიკოსები და ტაქსის მძღოლებიც კი ერთხმად გეტყვიან, რომ საქართველო რჩება კონსერვატიულ ქვეყნად, სადაც სექსი - ქორწინებამდე ან ქორწინების გარეშე - სრულიად მიუღებელია (ჰო, მართლა, მიუღებელია, თუ ქალი ხარ). ეს მხოლოდ მთელი ამბის ნაწილია - როგორც დასავლეთში 60-იანი წლების სოციალურ და სექსუალურ რევოლუციებამდე იყო, ჯერ კიდევ არის ბევრი ტაბუირებული საკითხი და მრავალი ადამიანი საშინლად ღელავს იმაზე, რომ აგრერიგად ნალოლიავები მორალური პრინციპები შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი ამაზე ვერ ლაპარაკობს, არ ნიშნავს იმას, რომ ასე არ ხდება.

0x01 graphic

ილუსტრაცია: თემურ მაჭავარიანი

18 თუ თვალდახუჭული ცურვა მოგენატრა

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

დილა ზღვაზე... სიწყნარეს მხოლოდ თოლიების ხმა და ტალღების წყნარი მელოდია არღვევს. დილის ზღვა რომ სასიამოვნოა, ეს ყველა დამსვენებელმა იცის. შენც იხსენებ აღთქმას, რომელიც თბილისში დადე საკუთარ თავთან ყოველ დილით ზღვაში ყიჟინით ჩახტომის შესახებ. უთენია იკიდებ მხარზე პირსახოცს და ბედნიერი სახით ზღვისკენ მიემართები. პირსახოცს შლი პლაჟზე, რომ ამოსვლისთანავე შიგ გაეხვიო. ცივ წყალში შედიხარ და ზურგზე დაწოლილი ისეთი შემართებით იწყებ ცურვას, გგონია, მთელ ზღვას გადაცურავ. ერთი შეხედვით, ეს იდილიაა, ნამდვილი იდილია, რომელიც არავინ არ უნდა დაარღვიოს.

მაგრამ თუ აჭარას სტუმრობთ და შავ ზღვაშიც გიყვართ ჭყუმპალაობა, გეცოდინებათ, რომ ეს იდილია აუცილებლად დაგერღვევათ და თბილისის სიცხეში წარმოდგენილი თქვენი გმირობები შავ ზღვაში ისევ წარმოდგენაში დარჩება. რატომ?

სკუტერი! ის, რაც მსოფლიოს ბევრ საზღვაო კურორტზე ჩვეულებრივ გასართობ საშუალებას წარმოადგენს და რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხოა. მაგრამ, სამწუხაროდ, იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით აჭარაზე, სადაც, წყალში შესულს, უეცრად, მოტოციკლის ხმაურითა და წყალქვეშა ტორპედოს გაბოროტებით გვერდზე ჩაგიქროლებს მასზე გადამჯდარი შერუჯული ყმაწვილი და დილის ზღვაზე ოცნებას გამონაბოლქვის სუნით შეგივსებს. გამონაბოლქვს ვინ ჩივის, იმაზეც მადლობელი დარჩები, რომ ეს „ტორპედო“ აგცდა. ამის შემდეგ იმდენად გაოცებული ხარ შერუჯული ყმაწვილის ოსტატობით, რომელმაც ზუსტად საფეთქელთან მოგიბზრიალა სკუტერი, რომ მოგინდება, დაეწიო და შენი „აღფრთოვანება“ პირდაპირ მოახსენო. მაგრამ მას შენთვის არ სცალია. ის კიდევ დიდხანს ტრიალებს სანაპირო ზოლში და იქვე მოცურავე თავებს ოსტატურად უვლის გვერდს კლიენტის ძებნაში.

თუ სკუტერზე მჯდარხართ, გეცოდინებათ, რომ არაფერი ჯობია, როცა ყურებში ქარი გიწივის და სიჩქარის სასიამოვნო შეგრძნება სისხლს გიჩქარებს. თავისუფლად ნავარდი ათიოდე წუთს გრძელდება, მაგრამ იმდენად მძაფრ შეგრძნებას ტოვებს, რომ მზად ხარ, ამაში დიდი თანხა გადაიხადო. ეს სკუტერის მეპატრონემაც იცის და ნებისმიერ საშუალებას მიმართავს, რომ კლიენტებს მათთვის მაქსიმალურად კომფორტულად აართვას ფული. მიუხედავად იმისა, რომ სკუტერების, იგივე ჰიდროციკლების მისადგომი ადგილი სპეციალურადაა გამოყოფილი პლაჟებზე, მასთან მისვლით არავინ იწუხებს თავს. ან რატომ უნდა შეიწუხოს, როდესაც ერთი მოხმობა საკმარისია და ის მაშინვე შენთან ჩნდება, წყლის ნებისმიერ მონაკვეთში.

14 ივლისს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სკუტერებისთვის სპეციალური დერეფნები გაკეთდება, ანუ ყველაფერი იმისთვის, რათა შავ ზღვაში თვალებდაცეცებულს აღარ მოგვიწიოს ცურვამ.

დერეფნები კეთდება და, სავარაუდოდ, აგვისტოში ჩასულს, უკვე დაგხვდებათ ნაპირიდან არანაკლებ 100 მეტრზე გაჭიმული სპეციალური სადგომები. გარდა ამისა, სკუტერის მძღოლებს ეკრძალებათ ნაპირთან 100 მეტრის მანძილზე მიახლოებაც. დამრღვევები კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.

წესრიგის სიყვარული რომ ქართველთა კოზირი არ არის, ეს საქვეყნოდაა ცნობილი. თუმცა, მაინც საინტერესოა, როდის დაიცავენ „საზღვაო მხედრები“ უსაფრთხოების წესებს - როდესაც ზემოხსენებული ბრძანებულება სრული ძალით ამოქმედდება თუ მხოლოდ მაშინ, როცა მათი დაუდევრობით კიდევ ვინმე დაშავდება? დაშავების ფაქტები რომ ბლომადაა, ეს, სამწუხაროდ, ყველამ კარგად ვიცით.

19 რატომ არ იზრდება საქართველოში ბანანები?

▲ზევით დაბრუნება


ლექსო მაჭავარიანი|სვეტი

0x01 graphic

იმის გათვალისწინებით, რომ „ტაბულას“ წინამდებარე ნომერი, წესით, რომელიმე ზღვისპირა კურორტზე, პლაჟიდან ახლად დაბრუნებულმა, მოხერხებულ სავარძელში მოწყობილმა ან ჰამაკში წამოკოტრიალებულმა, გამაგრილებელი სასმელით ხელში უნდა წაიკითხოთ, შევეცდები, დავარღვიო ჩემს სვეტში დამკვიდრებული ტრადიცია და თავი არ შეგაწყინოთ საუბრით ისეთ თემებზე, რომლებმაც შეიძლება ოპონირების სურვილი გაგიჩინოთ. მხოლოდ ინფორმაცია, ჩემი მხრიდან ყოველგვარი პოზიციის გამოხატვის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, როცა ამ სიტყვებს ვწერ, ასე მაქვს გადაწყვეტილი. საით წამიღებს ცნობიერების ნაკადი, ღმერთმა უწყის...

ღმერთზე გამახსენდა... როგორც ჩემი ერთი ნაცნობი ხშირად იმეორებს, რელიგია და ფული ის ორი ინსტრუმენტია, რომელიც მოიგონეს ჭკვიანმა ადამიანებმა ნაკლებად ჭკვიანების სამართავად. სამწუხარო ის არის, რომ მეორე მათგანით ჯერ კიდევ შესაძლებელია დევიაციისკენ მიდრეკილი ჭკვიანებით მანიპულირება. თუმცა, ბუნებაში არსებული წონასწორობის შესანარჩუნებლად, ალბათ, ასეც არის საჭირო. თავად კარლ მარქსს, ენგელსის მხრიდან მორალური და მატერიალური მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, არ ეყოფოდა ფანტაზია იმის წარმოსადგენად, თუ რა მოუვიდოდა კაცობრიობის მიერ საუკუნეების მანძილზე მშენებარე სისტემას, ადამიანებს იმდენი ფული რომ ჰქონდეთ, რამდენიც საჭიროა მათი ყველა ტრადიციული და არც ისე ტრადიციული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად

ჩემს სვეტში განთავსებულ სტატიებზე პირველმა ონლაინ გამოხმაურებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ინტერნეტს, უფრო ადრე გამოგონების შემთხვევაში, უამრავი ნიჭიერი ადამიანის ფსიქიკის გადარჩენა შეეძლო. წარმოიდგინეთ კაფკა, რომელიც საკუთარი შიზოფრენიის ნაყოფს ბლოგის საშუალებით უზიარებდა კაცობრიობას. დროსა და სივრცეში გაჭედილი რამდენი სტუმარი ეყოლებოდა მის ციფრულ ციხესიმაგრეს. არ დასჭირდებოდა ამდენი ნერვიულობა და წუხილი საკუთარ ნიჭსა და ლიტერატურულ შესაძლებლობებზე და, ალბათ, არც იმაზე იდარდებდა, რომ დასაწვავად განწირული თავისი შედევრების ფინალს ვერ იგონებდა. რა საჭიროა ფინალი, მთავარი პროცესია. არც ერთი ორგაზმი არ ჯობია მის მოლოდინს. აქ ამერიკაც უნდა ვახსენო სადმე და კაფკაზე საუბრის დასრულებაც შეიძლება.

ამერიკის ხსენებისას ჩემს მასონურ ცნობიერებაში ავადსახსენებელი ჯორჯ სოროსი ამოტივტივდა, რამდენიმე დღის წინ თვალში მოხვედრილი საგაზეთო ამონაბეჭდი, რომელშიც ეწერა, რომ 1994 წელს ცნობილი მილიარდერის ფინანსური ხელშეწყობით ნიუ იორკში, მისივე „ღია საზოგადოების“ შტაბბინაში, დაარსდა ნარკოტიკების სფეროში პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლინდესმიტ ცენტრი, რომლის მიზანი იყო ნარკოტიკებისა და, კერძოდ, მარიხუანის ლეგალიზაციის მოძრაობის მეცნიერული და იურიდიული მხარდაჭერა.

ეს ამერიკაში, ჩვენთან კი ორიოდე კვირის წინ ერთ-ერთ ყველაზე უფრო პოპულარულ და მრავალრიცხოვან სოციალურ ქსელში გაიხსნა ჯგუფი, სახელწოდებით „მოვითხოვთ მარიხუანის ლეგალიზაციას“, რომლის წევრთა რაოდენობამ ამ წერილის დაწერის დროისთვის ათასს გადააჭარბა. ჯგუფის გვერდზე მითითებულია ის სამი პრინციპი, რომელთა გარშემოც სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და მსოფლმხედველობის ადამიანები გაერთიანდნენ, მათ შორის, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნებებიც:

  1. ჩვენი მიზანია პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანის პოპულარიზაცია;

  2. მარიხუანის მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან დევნა ადამიანის უფლებების დარღვევაა;

  3. ჩვენ ვთვლით, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას შეუძლია ეკონომიკური სარგებლის მოტანა სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეებისთვის.

ხსენებულ ჯგუფში წარმოებული საინტერესო დისკუსიების შედეგად ჩემი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე საკითხმა, რომლებსაც, თქვენი ნებართვით, გაგიზიარებთ.

0x01 graphic

პირველი, ეს არის საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომლიდანაც შევიტყვე, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, ისეთი უფლებების შეზღუდვასთან ერთად, როგორიცაა საექიმო და საადვოკატო საქმიანობის წარმოება, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და პასიური საარჩევნო უფლება, სამი წლით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობაც. ანუ, თუ ამ ჟურნალის რომელიმე მკითხველი, ევროპის ცივილიზებულ სახელმწიფოებში მოგზაურობის დროს, ამ ქვეყნების კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, გადაწყვეტს, მძიმე და დაძაბული დღის შემდეგ სასიამოვნო გარემოში განიტვირთოს ადამიანის ორგანიზმისთვის გაცილებით უფრო ნაკლებად საზიანოა ალკოჰოლის ალტერნატიული საშუალებით, სამშობლოში დაბრუნებისას მას შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამწლიანი იძულებითი სარგებლობა მოუწიოს. ამასთან, თუ ჩვენი უიღბლო მოგზაური შემთხვევით ექიმი ან ადვოკატი აღმოჩნდება, მეტროს ან ავტობუსის სამგზავრო ბარათის შესაძენი ფულის საშოვნელად ახალი პროფესიის დაუფლებაც მოუწევს.

ასევე საინტერესო იყო მარიხუანის აკრძალვის ისტორია. ყველაზე უფრო სარწმუნო ვერსიით, კანაფის აკრძალვა ინიცირებულია მე-20 საუკუნის დასაწყისში შეერთებულ შტატებში ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოების მფლობელთა მიერ იმის გამო, რომ ქაღალდის დამზადება კანაფისგან გაცილებით უფრო იაფი იყო, ვიდრე ხისგან. 1938 წელს ფედერალური მთავრობის მიერ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა უმსხვილესი ქიმიური კომპანია „დიუპონის” მხარდაჭერა, რომელიც აწარმოებდა ხისგან ქაღალდის დასამზადებლად საჭირო ქიმიურ ნივთიერებებს და იყო ნეილონზე, 1935 წელს სინთეზირებულ ხელოვნურ ბოჭკოზე, პატენტის მფლობელი, რომლითაც სურდა მსოფლიო ბაზრებზე კანაფის ბოჭკოსგან დამზადებული ქსოვილების ჩანაცვლება. ამ დროიდან მოყოლებული, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ წყდება ლეგალიზაციის მხარდამჭერი მოძრაობა.

მარიხუანის ლეგალიზაცია ნიშნავს არა მხოლოდ მისი დაუსჯელად მოხმარების დაშვებას, არამედ აგრეთვე კანაბიოდების შემცველი პროდუქტებით ვაჭრობის წესის ორგანიზებას და რეგლამენტირებას, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა. ევროკავშირის წევრ არც ერთ სახელმწიფოს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება ლეგალიზაციის შესახებ, თუმცა, ბევრ ქვეყანაში მარიხუანა დეკრიმინალიზებულია. ბევრიც ამ მიმართულებით წარმატებით ახორციელებს ე.წ. „მაღალი ტოლერანტულობის” პოლიტიკას. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებშიც მარიხუანის მცირე რაოდენობით ფლობა და მოხმარება ოფიციალურად არ ისჯება სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული კოდექსით, არის ჩეხეთი, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია, მექსიკა, პერუ, არგენტინა, ურუგვაი, ეკვადორი, იამაიკა. სამედიცინო დანიშნულებით მოხმარება ნებადართულია აგრეთვე კანადასა და აშშ-ს თოთხმეტ შტატში.

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სამართალდამცველები სრულიად ლოიალურები არიან საზოგადოებრივი თავშეყრისა და დასვენების ადგილებში მწეველი ახალგაზრდების მიმართ. თითქმის ყველა პარკში შეხვდებით ბალახზე ფეხმორთხმით მსხდომ ბიჭებსა და გოგონებს, ხანდახან უფროსი ასაკის ხალხსაც კი, რომლებიც, პოლიციელების თვალწინ, მშვიდად და აუღელვებლად ახვევენ ჯოინტებს.

გავიხსენოთ აჭარა თავისი მშენებარე სასტუმროებით და ის იმედები, რომლებსაც უკავშირებენ ამ კუთხის ტურისტულ მექად გადაქცევას. საინტერესოა, რითი უნდა მიიზიდონ ეს ტურისტები ბათუმმა ან ქობულეთმა? განათებული ბულვარი და ხაჭაპური მარტო მლაშე წყალს მონატრებულ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეებს თუ აღუძრავს მადას. უცხო ქვეყანაში ზღვაზე დასასვენებლად ჩასულ ჯანმრთელ, საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ორი რამ აინტერესებს - სექსი და გართობა რაც შეიძლება უფრო მეტად არაფხიზელ მდგომარეობაში. თუ პირველ კომპონენტზე მოთხოვნას, ავად თუ კარგად, აკმაყოფილებენ ადგილობრივი და უცხოეთიდან ჩამოსული პროფესიული სექსის მუშაკები, მეორე შემთხვევაში მოთხოვნა ბევრად აჭარბებს შემოთავაზებას. ცივილიზებული ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს არაფერში სჭირდება დისკოთეკა, სადაც გათენებამდე თავდავიწყებით ცეკვის უნარის უზრუნველმყოფ საშუალებას ვერ მოიხმარს, ან ბუნგალო, რომელშიც ერთი მარიხუანიანი სიგარეტის მოწევისთვის დაიჭერენ და, ჯარიმის სახით, დასასვენებლად შეგროვებულ მთელ ფულს დაატოვებინებენ. არადა, აჭარას, საქმისადმი სწორად მიდგომის შემთხვევაში, აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში.

მარიხუანის ოფიციალური დეკრიმინალიზაცია, პირველ ეტაპზე, თუნდაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ე.წ. მაღალი ტოლერანტობის რეჟიმის გავრცელებით, ჩემი ღრმა რწმენით, უზრუნველყოფს გარე და შიდა ტურიზმის განვითარებას, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვის მკვეთრ შემცირებას. ამის მაგალითი ბევრია იმ სახელმწიფოებში, რომლის მთავრობებმა გაბედეს ამ ნაბიჯის გადადგმა.

მგონი პირობა დავარღვიე და ისეთ თემას შევეხე, რომელიც კამათს გამოიწვევს. უკაცრავად, გავერთე. თუ ძალიან გვიან არ არის, შევეცდები, მშრალ ფაქტებს დავუბრუნდე.

რუსეთში 6 გრამი მარიხუანის ან 2 გრამი ჰაშიშის ფლობისთვის დაწესებულია ჯარიმა 500-1000 რუბლის ოდენობით. ამ რაოდენობაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში, სასჯელად განსაზღვრულია პატიმრობა. ჩეხეთში 2010 წელს მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს წინადადება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა რაოდენობები, რომელთა ფლობა კანონით არ ისჯება - 15 გრამი მარიხუანა და 5 გრამი ჰაშიში. მაშ, საით - რუსეთისკენ თუ ჩეხეთისკენ?

არგუმენტი - ჯერ ადრეა, იმ ხუმრობას მახსენებს, რომელიც 90-იან წლებში მოსკოვის ახალგაზრდობის სასახლის სცენიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელმა ხელმძღვანელმა გააჟღერა: „Почему в Грузии не растут бананы? Народ ещё не готов...“

იმისთვის, რომ ბანანმა იხაროს, აუცილებელი პირობაა ამ თემაზე დისკუსიის დაწყება. მოტივაციის გასაზრდელად შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა და, თუნდაც დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა, სისხლის სამართლის კოდექსით არ ისჯება.

მე კი, შემოდგომიდან რომ შევძლო უფრო დეტალური და, რაც მთავარია, არგუმენტირებული საუბარი იმ ეკონომიკურ და არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზე, რომლის მოტანა შეუძლია მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ჩვენი ქვეყნისთვის, ამ სტატიას ასე დავამთავრებ: როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, საქართველოში დეკრიმინალიზაციამდე არ ვეწევი.

20 ცუნამი და მეგაცუნამი

▲ზევით დაბრუნება


მაია თოდუა|სვეტი

0x01 graphic

2004 წლის 26 დეკემბერი. ინდონეზიის კუნძულ სუმატრადან ჩრდილოდასავლეთით, ადგილობრივი დროით 7 საათზე, 58 წუთსა და 53 წამზე, მიწისძვრამ ოკეანის ფსკერი შეაზანზარა. როგორც გეოლოგები ამბობენ, დედამიწის ქერქში მოხდა ტექტონური ფილების ძვრა, რომლის დროსაც ტრილიონობით ტონა ნივთიერება გადაადგილდა და თვალის დახამხამებაში წყალქვეშ თითქმის 1600 კილომეტრიანი ნაპრალი წარმოიშვა. ხატოვნად რომ ვთქვათ, მიწა გასკდა.

ეს იყო 9 მაგნიტუდიანი მიწისძვრა ერთ-ერთი უძლიერესი ბოლო 40 წლის მანძილზე. მეცნიერთა შეფასებით, ამ დროს გამოთავისუფლ და 28 000 ხიროსიმას ატომური ბომბის სიდიდის ენერგია. მიწისძვრა იმდენად მძლავრი იყო, რომ მან ეპიცენტრიდან 2000 კმ-ით დაშორებულ ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში შენობების კედლები შეარყია. წყალქვეშა ბიძგმა წყლის უზარმაზარი მასა ზედაპირისკენ დაძრა და წარმოშვა ტალღა, რომელმაც ყველა მიმართულებით დაიწყო გავრცელება, ზუსტად ისე, როგორც გუბეში ქვის ჩაგდების დროს ხდება ხოლმე. ნაპირებიდან შორს, ოკეანის ზედაპირზე, ეს ტალღები თითქმის შეუმჩნეველი იყო მათი სიდიდე ანუ, როგორც ამბობენ, ამპლიტუდა 30 სმ-ს არ აღემატებოდა. ამიტომ გემები მას ვერც კი გრძნობდნენ, მაგრამ როცა ის უახლოვდებოდა ნაპირს, სადაც ოკეანის ზედაპირი და ფსკერი ერთმანეთს უახლოვდება, ტალღის სიდიდე თანდათანობით მატულობდა და ნაპირთან უკვე რამდენიმე მეტრს აღწევდა. გამანადგურებელი წყლის მასა თვითმფრინავის სიჩქარით 800 კმ/სთ უახლოვდებოდა ხმელეთს... ეს იყო ცუნამი.

8 საათსა და 23 წუთზე ცუნამი, რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ, კუნძულ სუმატრას ნაპირს მიადგა. ეპიცენტრთან უწყინარი ტალღა უკვე 9 მეტრიან გიგანტად ქცეულიყო, ხმელეთის სიღრმეში 4 კილომეტრამდე შეიჭრა და გზად ყველაფერი წალეკა. 9 საათსა და 23 წუთზე მომაკვდინებელი წყლის მასა შრილანკას სანაპირო სოფლებს დაატყდა თავს, ათი წუთის შემდეგ ტაილანდის ნაპირებს. ტალღის სიმაღლე 510 მეტრი იყო და 10 წუთის განმავლობაში უზარმაზარი ფართობი დაფარა. საერთო ჯამში, ცუნამიმ მოიცვა ათზე მეტი ქვეყნის სანაპირო: ინდონეზია, მალაიზია, ინდოეთი, შრილანკა, მიანმარი, ბანგლადეში, ტაილანდი, სინგაპური, მალდივი, სეიშელის კუნძულები, სომალი და სხვები. ეს უკანასკნელი ეპიცენტრი-დან 4500 კმ-ით იყო დაშორებული.

ცუნამიმ შეცვალა რელიეფი, სანაპირო ზოლის მოხაზულობა, ხოლო რამდენიმე კუნძული მთლიანად შთანთქა. ადგილის გეოგრაფია შეიცვალა.

რა არის ცუნამი?

ცუნამი არის ტალღების ნაკადი (უმეტესწილად ოკეანეებში), რომელთაც წარმოშობს წყალქვეშა მიწისძვრა, ზვავიან ვულკანური ამოფრქვევა. ცუნამი შეიძლება გამოიწვიოს ასტეროიდის დაცემამაც წყლის ზედაპირზე. ტალღის სიგრძე (ანუ მანძილი ტალღის ერთი წვეროდან მეორემდე) ზოგჯერ 100 კილომეტრს აღწევს, სიმაღლე კი ნაპირებთან, როგორც წესი, 3 მეტრამდეა. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება 30 მეტრამდე გაიზარდოს. ამავე დროს, ღრმა ოკეანეში ცუნამის ტალღის სიმაღლე იმდენად მცირეა, რომ მას მეზღვაურები ვერ გრძნობენ და ამდენად, საშიშიც არ არის. სახიფათო ისინი ხდება მხოლოდ ნაპირთან.

ცუნამი ყველაზე ხშირია წყნარ ოკეანეში, განსაკუთრებით იაპონიის ნაპირებთან. შიდა ზღვებში ძალზე იშვიათია. შავ ზღვაზე ეს მოვლენა შემჩნეული არ ყოფილა. ცუნამის არაფერი აქვს საერთო მიმოქცევით ტალღებთან.

ცუნამი ისტორიულ და პრეისტორიულ ხანაში

დამანგრეველი ცუნამის შესახებ ცნობები შემონახულია ისტორიულ წყაროებში. დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მიწისძვრისშემდგომ ცუნამის სხვადასხვა დროს ჩინეთში, იაპონიაში, ჩილეში, ალასკაზე. 1886 წლის ვულკან კრაკატოას მიერ გამოწვეულმა ტალღებმა კუნძულ ჯავას გადაუარეს.

ცუნამი შედარებით იშვიათია ატლანტის ოკეანეში. ის მოჰყვა 1775 წელს მომხდარ ცნობილ ლისაბონის მიწისძვრას, რომელმაც, ადამიანების სიცოცხლესთან, შენობებთან და მატერიალურ სიმდიდრესთან ერთად, პორტუგალიის, როგორც ერთ-ერთი უმდიდრესი სავაჭრო ქვეყნის, დიდებაც შეიწირა. ამ კატასტროფის შემდეგ პორტუგალიამ დაკარგა ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს როლი ევროპაში და მას მერე ვეღარც აღიდგინა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში გეოლოგებმა აღმოაჩინეს მინიშნებები პრეისტორიული ხანის ცუნამიზე, ე.წ. მეგაცუნამიზე, რომელმაც მთელი დედამიწა მოიცვა. აფრიკის სამხრეთ და ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე ქანებში, რომელთა ასაკი იყო 3.5 მილიარდი წელი, მათ ნახეს არამიწიერი წარმოშობის ნივთიერება, სავარაუდოდ, ასტეროიდის ნარჩენი. ამან აფიქრებინა მეცნიერებს, რომ დედამიწას, რომელიც იმ დროს „მხოლოდ“ მილიარდი წლის იყო, დაეჯახა ასტეროიდი, რამაც გამოიწვია გლობალური მასშტაბის ცუნამი. გიგანტურმა ტალღებმა რამდენჯერმე გადაუარეს დედამიწის ზედაპირს. წყალმა შთანთქა ყველაფერი, მთების გარდა, მათ შორის, ცოცხალი ორგანიზმების უმრავლესობა. კონტინენტების ფორმა რამდენიმე საათში ძირეულად შეიცვალა.

ცუნამი და ადამიანი

ცუნამის სიმძლავრე დამოკიდებულია მიწისძვრის სიდიდეზე, ეპიცენტრთან სიახლოვესა და რელიეფზე. ამიტომ ყოველი ასეთი მოვლენა ინდივიდუალურია. ცუნამის უმრავლესობა საფრთხეს არ წარმოადგენს და შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს ადამიანმა.

ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე, ეკვატორთან ახლოს, ტროპიკულ ზონაში, ზამთარი არ არის, დეკემბერშიც ცხელა: ტემპერატურა +30°-მდე ადის. ამიტომ სითბოსა და მზეს მოწყურებული ევროპელი ტურისტები ხშირად ჩადიან იქ დასასვენებლად ზამთრის თვეებში. 2004 წელსაც უამრავი ტურისტი ჩავიდა იქ შობის შესახვედრად. დღესასწაული ტრაგედიად იქცა.

სტიქიის ასეთ მძლავრ გამოვლინებას არავინ ელოდა, მათ შორის, არც ისინი, ვისაც მიწისძვრაზე დაკვირვება და ცუნამის გამაფრთხილებელი განგაშის სიგნალების ამუშავება ევალებოდა. საერთო ჯამში, ამ კატასტროფის შედეგად, 283 000 ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული ცუნამი.

მსხვერპლი ბევრად ნაკლები იქნებოდა, ადამიანები დროზე რომ გაეფრთხილებინათ მიწისძვრის შესახებ და ელემენტარული ცოდნა ჰქონოდათ, როგორ მოქცეულიყვნენ ასეთ დროს.

ცუნამის დროს დამახასიათებელია სანაპიროზე წყლის მოულოდნელი, სწრაფი და დიდი მანძილით უკან დახევა, რომელსაც რამდენიმე წუთში მოსდევს კოლოსალური ტალღის მოზღვავება. ეს რამდენიმე წუთი შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა თავი გადაირჩინოს. ტრაგედიის ერთი თვითმხილველი, რომელიც სასტუმროს მაღალი სართულიდან ადევნებდა თვალს სურათს, ყვებოდა, როგორ დაიხია უეცრად წყალმა უკან და მოაშიშვლა ფსკერის დიდი ნაწილი. ქვიშაზე გამოჩნდა თევზები და ნიჟარები. ცნობისმოყვარე ადამიანებმა, იმის ნაცვლად, რომ გაქცევით ეშველათ თავისთვის, დაიწყეს ზღვის „ნობათის“ კრეფა, იღებდნენ სურათებს და სულ უფრო უახლოვდებოდნენ ოკეანეს. ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, მათ თავზე აღიმართა წყლის უზარმაზარი კედელი და დიდი სიჩქარით წამოვიდა მათკენ. თითქმის ვერავინ ვერ გამოასწრო...

მცოდნე ადამიანები კი მაშინვე მიხვდნენ, თუ რას ნიშნავდა ოკეანის უკან დახევა - ცუნამის ერთგვარი გაფრთხილება. ამ დროს ისმის ხოლმე სპეციფიკური ხმა, თითქოს გიგანტური სასრუტი წყალს ისრუტავდეს. მათ სასწრაფოდ მიაშურეს ამაღლებულ ადგილებს და ცდილობდნენ, სხვებიც გაეფრთხილებინათ. ერთ-ერთი ბრიტანული გაზეთი წერდა, რომ ტაილანდში მყოფმა ინგლისელმა სკოლის მოსწავლე გოგონამ, როცა დაინახა ოკეანის უკან დახევა, გაახსენდა გეოგრაფიის გაკვეთილზე ნასწავლი, თუ რას ნიშნავდა ეს და ამით თავისი ოჯახი დაღუპვას გადაარჩინა.

ჩვენთან ბოლო წლებში ინდოეთისა და წყნარი ოკეანის კუნძულები საკმაოდ პოპულარული დასასვენებელი ადგილი გახდა. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ქართველმა ტურისტებმაც იცოდნენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ცუნამის საფრთხის შემთხვევაში.

21 C11 H15 NO2 ფორმულა

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

ადამიანები სასოწარკვეთილნი კვდებიან,
ხოლო სულები - ექსტაზში.
ონორე და ბალზაკი

სიტყვა ექსტაზი სასაუბრო ენაში მძაფრი, ეიფორიული გრძნობის აღსაწერად გამოიყენება. ფსიქოლოგების განმარტებით კი, ის განსაკუთრებული გონებრივი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი მთლიანად კონცენტრირებულია ინტერესის საგანზე და მის მიღმა ვერაფერს ამჩნევს. მიღმა, შესაძლოა, აღმოჩნდეს დრო, ტკივილი, დაღლილობა... თუმცა, ეს განმარტებაც პირობითია. საყოველთაოდ მისაღები მეცნიერული ახსნა ამ ფენომენს ჯერ-ჯერობით ვერ მოუძებნეს. ექსტაზის მიღწევას ადამიანები სხვადასხვაგვარი მეთოდებით ცდილობენ, იქნება ეს რელიგიური რიტუალი, მედიტაცია, მუსიკა, ცეკვა, სუნთქვითი ვარჯიში, სექსი, თუ… უკანასკნელი ოცდაათი წელია ამ ფეტამინი, სახელად MDMA.

ამფეტამინის ეს ნაირსახეობა 1912 წელს შექმნა გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია MERCK-მა, სავარაუდოდ, როგორც მადის დამწევი პრეპარატი, მაგრამ ის 1970-იან წლებამდე არავის გახსენებია. ამ პერიოდში MDMA-ს გამოყენება ფსიქოთერაპევტებმა დაიწყეს. მიიჩნევდნენ რა, რომ ადამიანებს ბარიერების გარღვევასა და ერთმანეთის „სულში ჩაწვდომაში” ეხმარებოდა, MDMA-ს ხშირად სთავაზობდნენ პაციენტ წყვილებს ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ პრეპარატმა მალე გამოაღწია სამედიცინო წრიდან და რეკრეატიულ ნარკოტიკად დისკოთეკებსა და მასობრივი წვეულებების, ე.წ. რეივების განუყოფელ ატრიბუტად იქცა.

საქმე ის არის, რომ MDMA გავლენას ახდენს სეროტონინის გამოყოფაზე ორგანიზმში. სეროტონინი ცნობილია, როგორც კარგი გუნებაგანწყობისა და სასიამოვნო შეგრძნების ხელშემწყობი ნერვული გადამცემი, რომელიც ნაწლავებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაშია განთავსებული. MDMA-ს მიღების შემდეგ ადამიანებს დადებითი დამოკიდებულება უჩნდებათ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფთა მიმართ. ენერგია მატულობს, თვით შეზღუდვები მცირდება, ეგო რბილდება და ემოციური კავშირის ემპათოგენეზისის დამყარება, თუნდაც უცხო ადამიანთან, ადვილდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ მყოფთა დიდი ნაწილი ეიფორიულად ბედნიერია, შესაბამისად, გახსნილი და კეთილგანწყობილი გარე სამყაროს მიმართ.

MDMA-ს ბევრი აფროდიზიაკად ანუ იმგვარ ნივთიერებად მიიჩნევს, რომელიც სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ის გარშემომყოფთა მიმართ თბილ დამოკიდებულებას უფრო იწვევს, ვიდრე ვნებას. მეტიც, მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფ მამაკაცებს ხშირად ერექციის უნარი ეზღუდებათ. თუმცა, დაქვეითებული სირცხვილისა და მკვეთრად გაზრდილი სიახლოვის გრძნობის გამო ექსტაზის ზემოქმედებამ, შესაძლოა, ისეთი სექსუალური ექსპერიმენტისკენ უბიძგოს ადამიანს, რაც უფრო მძაფრ შთაბეჭდილებას დატოვებს, ვიდრე ტრადიციული სქესობრივი აქტი იქნება ეს, უბრალოდ, გულითადი საუბარი თუ სვინგერთა კლუბში გატარებული ღამე. 1970-იანი წლების პრესა ექსტაზის პოპულარობას უპირველესად სწორედ ამ ეფექტით ხსნის.

0x01 graphic

MDMA, იგივე მეათილენდიოქსიმეთამფეტამინი, ქუჩურად - იგივე ექსტაზი ან, უბრალოდ „E“ ძირითადად აბის ფორმით გვხვდება, რომელიც ერთი შეხედვით, საბავშვო ვიტამინს ჰგავს, ზოგი ვარდისფერია, ზოგი - ცისფერი, ზოგი - ყვითელი ან იასამინსფერი. მათზე მომღიმარი სახეა გამოსახული, ან - მერსედესის ნიშანი, ან - მწარმოებლის ფანტაზიის სხვა ნაყოფი. აბი, ხან სამკუთხედია, ხან მრგვალი, ხან - გულის ფორმის. გაგიკვირდებათ და, ცოტა ხნის წინათ ტეხასის შტატის პოლიციამ ქუჩის დილერების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ამოღებულ ექსტაზის აბებზე პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამოიცნო.

ექსტაზის მოქმედება 20-40 წუთში ისწყება, პიკს 60-90 წუთში აღწევს და დაახლოებით 6 საათს გრძელდება. გვერდითი მოვლენები - დაღლა და უგუნებობა - შესაძლოა ორ-სამ დღეს გაგრძელდეს.

ამრერიკის ნარკოდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტის (NIDA) მონაცემებით, მხოლოდ 2010 წლის ივნისში ექსტაზი 550000 ამერიკელმა მიიღო. ევროკავშირის ანგარიში ამფეტამინის, ექსტაზისა და ჰალუცინოგენების შესახებ მიუთითებს, რომ 2007 წელის მარტო ჰოლანდიაში სამართალდამცველებმა 8,4 მილიონი აბი ექსტაზი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამობობენ, რომ საქართველოში ექსტაზი ძირითადად ევროპიდან შემოაქვთ. როგორც წესი, არა გასაყიდად, არამედ პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ჩვენს თანამემამულეებს შორის არიან ისეთები, ვისაც განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად, ერთი აბი ექსტაზის სანაცვლოდ 50 დოლარი გადაუხდია. ევროპაში კი ერთი აბი ექსტაზი 4-10 ევრო ღირს.გასაგებიცაა - ექსტაზის 80%25 ევროპაში მზადდება. წარმოების კუთხით, ჰოლანდია და ბელგია ლიდერობენ. მათ მოსდევს დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია. თუმცა, მოხმარებით მოწინავე ადგილზე დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი და ესტონეთია. ევროპის შემდეგ, ექსტაზის დიდი ნაწილი შეერთებულ შტატებსა და ისრაელში იწარმოება. მედია იმაზეც საუბრობს, რომ ისრაელში ექსტაზის ბიზნესს აკონტროლებენ რუსი იმიგრანტები, რომლებიც, თავის მხრივ, რუსულ ორგანიზებულ დანაშაულთან არიან კავშირში.

ბარსელონის, ამსტერდამის, ნიუ იორკის, ლოს ანჟელესის, ლონდონის, პრაღის, ბუდაპეშტისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გონიოს ან ბეთანიის დისკოთეკებზეც კი, ხშირად ნახავთ თავდავიწყებით მოცეკვავე კრიჭაშეკრულ ახალგაზრდებს, რომლებიც პერიოდულად ერთმანეთს ეხუტებიან, ესუბრებიან, კოცნია ,,მაკიაჟით უმასპინძლდებიან - ეს სულ ექსტაზის „ბრალია“.

როგორც ჩანს, ზოგიერთს მსგავსი მდგომარეობა იმდენად სიამოვნებს, რომ ეგუება ყველა სახის დისკომფორტს, რაც MDMA-ს მოხმარებას ახლავს თან - სხეულის ტემპერატურის მომატება, წნევის და გულისცემის მკვეთრი ცვლილება, პირის სიმშრალე და შემცივნება, ბუნდოვანი მხედველობა, კუნთების უნებლიე მოძრაობა - განსაკუთრებით ქვედა ყბის კუნთის - რაც კრიჭას კრავს და კბილებს აზიანებს, პანიკის შეტევა, ზოგიერთ შემთხვევაში ჰალუცინაციაც. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოფხიზლებას, როგორც წესი, თან ახლავს უგუნებობა ან დეპრესია, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, MDMA-ს ზემოქმედების ქვეშ დიდი რაოდენობით სეროტინონი იხარჯება და გამოფხიზლებისას ორგანიზმი მის ნაკლებობას განიცდის. ექსტაზი მძიმე ნარკოტიკად ითვლება და მისი წარმოება, შენახვა და რეალიზება, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, მსოფლიოს ყველა ქვეყანასი, მათ შორის საქართველოშიც, აიკრძალა. საერთასორისო დონეზე მას გაეროს ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ კონვენცია არეგულირებს. თუმცა, გასულ თვეში ამერიკულმა გამოცემამ „Journal of Psychopharmacology“ გამოაქვეყნა ფსიქოდელური მელტიდისციპლინური ასოციაციის (Multidisciplinary Association of Psychedelic Studies) მიერ დაფინანსებული კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კლუბების ნარკოტიკი, შესაძლოა, პოსტტრამვული სტრესისგან შეწუხებული პაციენტების სამკურნალოდ გამოდგეს. ეს კვლევა მხოლოდ 20 ადამიანზე ჩატარდა, მაგრამ სამეცნიერო ჯგუფმა უკვე მიიღო ამერიკის საკვებისა და წამლის მაკონტროლებელი ორგანოსაგან (FDA) უფრო მსხვილმასშტაბიანი კვლევის ომის ვეტერანებზე ჩატარების ნებართვა. პაციენტების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი იყო პოსტტრამვული სტრესული აშლილობა, რომლის განკურნება ტრადიციული მეთოდით ვერ მოხერხდა. პაციენტებს, რომელთაც ფსიქოზი ან ნარკოდამოკიდებულება აღენიშნებოდათ, კვლევაში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. მონაწილე 20 პაციენტიდან 12-მა დალია MDMA, ხოლო 8-მ - „მატყუარა აბი (პლაცებო), რის შემდეგაც ჩაუტარდათ ფსიქოტროპია. ორი თვის შემდეგ გაირკვა, რომ თორმეტიდან ათი პაციენტი, რომელთაც ექსტაზი მიიღეს, მკურნალობას დაექვემდებარა, მაშინ როდესაც „მოტყუებულთაგან მხოლოდ ორს გამოუსწორდა მდგომარეობა.

ბევრი სპეციალისტი ამერიკელი ექიმების კვლევის შედეგებს სკეპტიკურად შეხვდა. ლონდონის სამეფო კოლეჯის (King's College of London) პროფესორმა და ბრიტანეთის არმიის კონსულტანტმა ფსიქიატრიის საკითხებში, საიმონ უელსმა BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ, კვლევის მცირე მასშტაბის გამო, ამ ეტაპზე დასკვნის გაკეთებისაგან თავს შეიკავებდა.

ექსტაზის მიღებასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ MDMA სინთეტური ანუ შედგენილი ნარკოტიკია და მომხმარებელმა არ იცის, რას ყიდულობს. ხშირად ექსტაზის აბი MDMA-სთან ერთად ანტიჰისტამინურ ნივთიერებებს და კოფეინს, უარეს შემთხვევასი კი, კოკაინს ან კეტამინს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ კეტამინი თავდაპირველად ცხენის ტრანკვლიზატორად გამოიყენებოდა. ამერიკულმა გამოცემამ „Drug and Alcohol Dependence” 2006 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც 1124 აბიდან, რომელიც 1999-2005 წლებში გაიყიდა მხოლოდ 39%25 შეიცავს MDMA-ს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს, 15%25 MDMA -სა და სხვა ნივთიერებებისგან შედგებოდა, ხოლო 46%25-ში MDMA-ს ნასახიც არ იყო. კველევებით დასტურდება, რომ MDMA სხვა ნარკოტიკებთან ერთად უფრო სახიფათოა, ვიდრე სუფთა სახით. ხშირად ნარკოდილერებს მყიდველი შეცდონაში შეჰყავთ და არწმუნებენ, რომ შემადგენლობა აბის ფერით ან მასზე გამოსახული სიმბოლოთი შეიძლება განისაზღვროს, მაგრამ ეს სისულელეა - აბის ფერს მწარმოებელი საკვები საღებავით ქმნის.

შესაძლოა, ბალზაკი მართალია და ექსტაზში მხოლოდ სულები კვდებიან, მაგრამ ექსტაზით სიცოცხლეს გამოსალმებულ მოკვდავებს გვერდს ვერ ავუვლით. ექსტაზის მიღებისთანავე განსაკუთრებით სახიფათოა სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატება (ჰიპერთერმია). ექიმებს ამ მოვლენის ზუსტი მიზეზის დადგენა უჭირთ, თუმცა, ერთი რამ ცხადია: დისკოთეკისა და „რეივის“ პირობებში ჰიპერთერმიის შანსი მატულობს. ენერგიული ცეკვა, ბევრი ხალხი, ცუდი ვენტილაცია და ... სხეულის ტემპერატურა, შესაძლოა, 42 გრადუსამდე ავიდეს, სისხლის შედედება დაიწყოს და სიკვდილი დადგეს. ხშირია გულთან დაკავშირებული ინციდენტებიც, რის გამოც ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ მყოფნი ბევრ წყალს ეტანებიან. ეს, რაც შეეხება მყისიერ საფრთხეს. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსტაზის მავნე გავლენის დადგენა უჭირთ, რადგან ექსტაზის მომხმარებელი, როგორც წესი, სხვა ნარკიტიკსაც (მარიხუანა, კოკაინს) მოიხმარს. ასე რომ, საკუთრივ ექსტაზის მიღებისგან მიღებული მიყენებული ზიანის განსაზღვრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა, მაიმუნებზე ჩატარებული კვლევები საფუძვლიანს ხდის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მთავარი დაზარალებული ექსტაზის მიღების შემთხვევასი ტვინია!

0x01 graphic

ფოტო ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

სვნგერები

სვინგერობა ანუ პარტნიორების გაცვლა არის არამონოგამიური საქციელი, რომლის დროსაც ოფიციალური პარტნიორები (მაგალითად-ქმარი) თანხმდებიან გარეშე ხალხთან ან სხვა წყვილებთან სექსუალურ კავშირზე. სვინგერობა 60-იანი წლებიდან გახდა პოპულარული, როგორც სექსუალური რევოლუციის შემადგენელი ნაწილი. თუმცა, ისტორიულად, მისი ფაქტები მე-16 საუკუნიდან გვხვდება. მიზეზი, რის გამოც წყვილები ამაზე თანხმდებიან, სხვადასხვაა. მათ შორის ერთ-ერთი სექსუალურ ცხოვრებასი მრავალფეროვნებისა და სიახლის შეტანა. მსოფლიოში 3000-მდე სვინგ კლუბია. მათი უმეტესობა მხოლოდ კლუბის წევრებს მასპინძლობს. წევრობა ხშირად მონდომებაზე მეტად, გარეგნობაზე, სტატუსსა და თქვენ წარმოიდგინეთ ინტელექტზეა დამოკიდებული.

22 SHOW GIRLS

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

ნამდვილი ცხოვრება ღამით იწყება, როდესაც, თითქმის შიშველი, მაღალქუსლიანი პლატფორმებით კიბეებზე ახვალ...

როდესაც პროჟექტორის წითელი სხივი თვალს მოგჭრის, ოდნავ დაგახუჭინებს კიდეც...

როდესაც მუსიკის ძლიერი ბასები ღრმად ჩაგესმის ყურში და სხეულს ტალღების ლივლივივით ააყოლებ რიტმს...

მაშინ, როდესაც მთელი ქალაქი დასაძინებლად ემზადება, შენ ყურადღების ცენტრში ხარ...

სხეული ათასნაირ მოძრაობას აკეთებს წამში და ვერცხლისფერი სვეტი შენი ძელი ხდება...

სწორედ ამ დროს შენ ღამის დედოფალი ხდები...

ყველაზე სექსუალური და თამამი...

ყველაზე სასურველი!

დიდი მადლობა კლუბ დივას გაწეული დახმარებისთვის.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

23 ფორდი - შესაძლებლობებს მიღმა

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

0x01 graphic

ფიქრს, რომ მეტი უნდა გააკეთო, რომ უკეთესად უნდა გააკეთო, გონება მიჰყავს მდგომარეობამდე, როცა მისთვის შეუძლებელი აღარაფერია. მე უარს ვამბობ, ვაღიარო შეუძლებლის არსებობა!“ ეს სიტყვები ჰენრი ფორდს ეკუთვნის, ამერიკელ მეწარმეს, რომელმაც შეძლო, მსოფლიო შეეცვალა. იდეა, რომ ბიზნესის განვითარება საზოგადოების განვითარებას ნიშნავს, მისი ცხოვრებისა და საქმიანობის ღერძად იქცა. ცხოვრება სადა საქმიანობას შორის ზღვარმა კი ახალგაზრდობიდანვე იწყო გაფერმკრთალება.

ჰენრი ფორდის ბიოგრაფია სხვა ამერიკელ ბიზნესმენთა ბიოგრაფიებისაგან დიდად არ განსხვავდება. დაიბადა 1863 წლის 30 ივლისს, დეტროიტთან ახლოს, ირლანდიელი და ბელგიელი ფერმერების ოჯახში. ახალგაზრდობიდანვე რაღაც ახლის შექმნა სურდა, ამიტომ, მამის ნების საწინააღმდეგოდ, ფერმერობაზე უარი განაცხადა. მას საკუთარი ამერიკული ოცნება ამოძრავებდა. „ფერმაში ცხოვრებამ ტრანსპორტირების უკეთეს საშუალებაზე დამაფიქრა,“ წერს ფორდი. თორმეტი წლის იყო, ძრავების გამოფენაზე რომ მოხვდა. მერე საათი აჩუქეს. 15 წლის ჰენრის უკვე ნებისმიერი საათის შეკეთება შეეძლო. თანაც, სათანადო ინსტრუმენტები არც ჰქონია. ცოტა ხანში ორთქლის ძრავაც ააწყო. ჩვიდმეტი წლის ასაკში, სკოლის დამთავრებისთანავე, ჰენრი მექანიკოსს დაუდგა შეგირდად. ღამით მესაათედ მუშაობდა, თან „უცხენო ეტლზე“ ფიქრობდა, კითხულობდა ახალი ძრავების შესახებ ინგლისურ და ამერიკულ ჟურნალებში. იმ დროინდელი ექსპერტებისგან განსხვავებით, ჰენრის, ორთქლის ძრავაზე მეტად, ბენზინის ძრავა აინტერესებდა.

1892 წელს, მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ, ჰენრი ფორდმა შექმნა პირველი მანქანა. ოთხი ცხენის ძალა, ორი ადგილი, ორი სიჩქარე 16კმ/სთ და 32კმ/სთ. მანქანას უკუსვალც არ შეეძლო. დიდი ხნის განმავლობაში, ეს ერთადერთი უცხენო ეტლი იყო მთელ დეტროიტში. თუმცა, ქალაქის მოწონება ვერ დაიმსახურა. თავის ტკივილი იყო - გრუხუნებდა. ცხენებს აშინებდა, ტრანსპორტს აბრკოლებდა. ფორდისთვის არ უნდა ყოფილიყო დიდად კომფორტული - თუ მანქანას ჩააქრობდა, დაქოქვამდე ცნობისმოყვარეთა მთელი ჯარი იკრიბებოდა გარშემო. საკმარისი იყო, ცოტა ხნით უყურადღებოდ დაეტოვებინა, რომ უთუოდ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც უცხო არსების გახედნას მოინდომებდა.ჰენრი იძულებული იყო, ჯაჭვი ეტარებინა თან. მანქანას ბოძზე აბამდა ხოლმე. პოლიციელებსაც ყელში ამოუვიდათ ახირებული მოქალაქე, რომლის მორახრახებაც მათ „კვადრატებში“ შფოთის მეტს არაფერს მოასწავლებდა. ფორდს ქალაქის მერთან მოუწია მისვლა. მართვის მოწმობა აიღო. ასე გაჩნდა მსოფლიოში პირველი სერტიფიცირებული მძღოლი. ერთი წლის შემდეგ ფორდმა მანქანა გაყიდა. ეს მისი პირველი გაყიდვა იყო.

ორი წლის შემდეგ ფორდმა ბენცის მანქანა იხილა. არ მოეწონა, მანქანა ძალიან მძიმე იყო. მას სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო რაღაც უფრო მარტივის, უფრო ადვილად გამოსაყენებლის შექმნა და ააწყო კიდეც სამი მოდელი. მათგან ერთი არასოდეს გაუყიდია, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა თან, როგორც პირველი სიყვარული. საყვარელ საქმეს დიდ ბიზნესამდე ჯერ ბევრი აკლდა. ჰენრი კვლავინდებურად ელექტროობის მაღაზიაში მუშობდა, თვეში 125 დოლარად. როცა დაწინაურება შესთავაზეს, ჰენრი დაფიქრდა და... უარი თქვა. ნაკლები დრო დარჩებოდა ძრავებისთვის. „ასარჩევი არაფერი იყო, ვიცოდი, რომ მანქანა მომიტანდა წარმატებას“. ალბათ, სწორედ ამ დღეს დაიბადა ბიზნესმენი ჰენრი ფორდი.

0x01 graphic

თავიდან მანქანებზე დიდი მოთხოვნა არ იყო. „უცხო რამეზე არასდროს არის მოთხოვნა“, - თავს ინუგეშებდა ჰენრი. მალევე, რამდენიმე მეგობართან ერთად შექმნა დეტროიტის საავტომობილო კომპანია. 3 წლის შემდეგ კი საკუთარი კომპანიის დაარსება გადაწყვიტა. მოგვიანებით დეტროიტის საავტომობილო კომპანიას კადილაკ კომპანიას უწოდებენ.

0x01 graphic

ფორდმა პატარა სახელოსნო დაიქირავა და ცდები განაგრძო. ხალხი მანქანისგან მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა - სიჩქარეს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარე დიდად არ აინტერესებდა, ფორდს მოუხდა სწრაფი მანქანის შექმნა, რომლითაც დაუმარცხებელ ალექსანდრე ვინტონს შეეჯიბრა, შეჯიბრის შემდეგ ვინტონს აღარავინ მოიხსენიებდა „დაუმარცხებლად“. თუმცა, მთავარი გამარჯვება წინ იყო. 1903 წელს შექმნილი ორი სწრაფი მანქანით (999 და ეროუ) ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შეჯიბრზე კონკურენტები იმდენად ჩამოიტოვა, რომ ხალხი რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ ჰენრი ფორდზე საუბრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარე რიგით პირველი მიზანი არ ყოფილა, ფორდის მანქანები ყოველთვის გამოირჩეოდა ამ მახასიათებლებითაც. არსებობს ასეთი მოგონება: ჰენრი ფორდი დასასვენებლად წასულა ლანჩესტერით - იმ დროისთვის ცნობილი ინგლისური მანქანით. ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ფორდით რატომ არ დადიხართო. ჰენრიმ უპასუხა - შვებულებაში ვარ, არსად მეჩქარებაო. მოდელ 999-ით მოგებული შეჯიბრის შემდეგ, ერთ კვირაში, ჰენრიმ დააარსა ფორდ მოტორ კომპანი. წარმატების ციტადელს საფუძველი ჩაეყარა: პირველ წელს ფორდმა A მოდელის 1708 მანქანა განოუშვა და ყველა გაყიდა. ყველაზე იაფასიანი მანქანა 600$, ყველაზე ძვირი კი 750$ ღირდა. ფორდს პატარა, ნაქირავები მაღაზია აღარ ჰყოფნიდა. გაფართოვდა და იმ დროის რეკორდი მოხსნა - 6 დღეში 311 მანქანა გამოუშვა. ერთი თვის შემდეგ, ერთ დღეში 100 მანქანის აწყობა შეძლო კონვეიერის დამსახურებით, რომელიც ჩიკაგოს ძეხვის კომპანიის ნახვამ შთააგონა. „ჩვენი მუშები მანქანებს არ აწყობენ, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან მანქანის აწყობაში”. იმ დროისათვის მანქანაში 5 ათასამდე ნაწილი იყო და, ფორდის აზრით, თუ თითოეული ადამიანი იმას გააკეთებდა, რაც საუკეთესოდ შეეძლო, სამუშაო უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესრულდებოდა. ამგვარად, ფორდმა არა მარტო მანქანის სისწრაფით, არამედ მანქანის შექმნის სისწრაფითაც გაუსწრო კონკურენტებს. ცდები - მანქანებისა და მუშახელის შრომისუნარიანობის ასამაღლებლად - არ წყდებოდა. „ყველაფერი უკეთესად შეიძლება გაკეთდეს,“ - გაიძახოდა ჰენრი.

ხელქვეითებს ფორდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. ხელფასი - საათში 5 დოლარი (დღევანდელი საზომებით 110 დოლარი) - იმ დროისთვის უპრეცედენტო ანაზღაურება. ფორდთან ქალაქის საუკეთესო მუშები მიდიოდნენ. „ბრმასა და ინვალიდს ზუსტად იმდენივე შეუძლია გააკეთოს, რამდენიც ჯანმრთელს,“ - ასე მიაჩნდა ჰენრი ფორდს. ქარხანაში სულ 7882 სამუშაო ადგილი იყო, აქედან 949 - მძიმე ფიზიკური სამუშაოსთვის, 3338 - ჩვეულებრივი ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანებისთვის, ხოლო 3595 ადგილისთვის არანაირი ნორმატივის დაკმაყოფილება არ მოგიწევდათ. ფორდის ანგარიშით, მის ქარხანაში 670 სამუშაო ადგილი იყო, რომელსაც უფეხო ადამიანიც დაიკავებდა, 2637 ადგილზე ცალფეხა ადამიანს შეეძლო ემუშავა, 2-ზე - უხელოს, 715-ზე - ცალხელას და 10-ზე - ბრმას. ფორდის აზრით, სამუშაო ადგილზე დაზარალებულთათვის პენსიის მიცემა არ იყო მიზანშეწონილი. სანაცვლოდ, იგი დაზარალებულებს სხვა, შესაფერის სამუშაოს სთავაზობდა. ფორდი ფიქრობდა, რომ მათ მორალურ და ფინანსურ მდგომარეობას ეს უფრო ახეირებდა. კატეგორიული იყო პროფესიული ორგანიზაციების მიმართ. მიაჩნდა, რომ ეს ორგანიზაციები მუშათა მდგომარეობის გამოსწორებას არ ემსახურებოდნენ. ფორდის აზრით, წარმოების გაჩერება, შრომაზე და, შესაბამისად, ფულზე უარის თქმა ვერაფრით იქნებოდა სასარგებლო მუშებისთვის. თვლიდა, რომ ამგვარი კავშირები სხვა არაფერი იყო, თუ არა ახირება გავლენიანი ადამიანისა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მიზნები ამოძრავებდა და არა მუშათა მდგომარეობის გამოსწორების სურვილი.

საინტერესოა ფორდის შეხედულებები დემოკრატიასა და ადამიანთა თანასწორობაზე: „აშკარაა, ადამიანებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ... იყო დრო, როდესაც ერთის წარმატება მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული, მუშაობაზე და არა დახმარებაზე. დღეს სხვანაირადაა. ადამიანები ცდილობენ, ვინმე გავლენიანმა შეამჩნიოს და ასე მიაღწიონ წარმატებას. ჩვენ ამას ვებრძვით... დემოკრატიაზე ხშირად არც ერთ სიტყვას არ იყენებენ. და ის, ვინც ყველაზე ბევრჯერ ამბობს ამ სიტყვას, ყველაზე ნაკლებად ემხრობა მას. მე მჯერა ისეთი დემოკრატიის, რომელიც თითოეულს თავისი შესაძლებლობისამებრ მიაგებს... ვინ უნდა იყოს ქარხანაში უფროსი? ეს ჰგავს კითხვას - ვინ უნდა იყოს კვარტეტში ტენორი? რა თქმა უნდა ის, ვისაც შეუძლია ტენორის სიმღერა“.

ჰენრი ფორდი კარგი „ტენორი“ გამოდგა. სტრატეგია მარტივი იყო. დღევანდელი მარკეტოლოგები დაუწუნებდნენ კიდეც. მალეფუჭებადი პროდუქტი არ უყვარდა. მთავარია, მანქანა ყოფილიყო კარგი. თუ სხვა კომპანიები ყოველ წელს ახალ მანქანას უშვებდნენ და ყოველ ჯერზე მომხმარებელს მის გაუმჯობესებას ჰპირდებოდნენ, ფორდი ერთი და იგივე მოდელს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა. მისი მანქანები არ ფუჭდებოდა. და თუ გაფუჭდებოდა, ფორდის სახელოსნოში ძალიან იაფად შეაკეთებდნენ: „ადამიანს, რომელიც ჩვენთან მანქანას შეიძენს, არასდროს აღარ მოუხდება მისი მეორედ შეძენა“. ქარხანაში სერვისი მაშინ იწყებოდა, როდესაც მომხმარებელი მანქანას იყიდდა. სხვა მწარმოებლებისთვის კი სერვისი სწორედ აქ მთავრდებოდა.

0x01 graphic

გაყიდვები იზრდებოდა ყოველწლიურად. ფორდის ქარხანაზე არ ასახულა დიდი დეპრესია და ეკონომიკური კრიზისები. 1921 წლისათვის ფორდი წელიწადში მილიონ მანქანას აწარმოებდა - 10- ჯერ უფრო მეტს, ვიდრე იმ დროის მეორე ფავორიტი შევროლეტი - 1929 წელს კი 1.5 მილიონს. ყველაზე ცნობილი მოდელი „T“ 28 მილიონი ცალი გაიყიდა. 1929 წელს ფორდით დაინტერესდა საბჭოთა კავშირი. ნიჟნი ნოვგოროდში შეიქმნა საერთო ქარხანა, სადაც ფორდმა რამდენიმე ათეული ამერიკელი ინჟინერი გაგზავნა. ქარხანას გორკი ავტომოტივი უწოდეს. 1933 წელს აქ გაზ- ის სატვირთო მანქანა ააწყვეს. თუმცა, ამერიკელი ინჟინრები სტალინის რეჟიმმა იმსხვერპლა. ზოგი დახვრიტეს, სხვები გულაგში გაამწესეს. ფორდი არც მეორე დესპოტის ყურადღების მიღმა დარჩენილა. ადოლფ ჰიტლერმა ჰენრი ფორდს უცხოელთათვის დაწესებული ყველაზე მაღალი ჯილდო - გერმანული არწივის დიადი ჯვარი უბოძა. ფორდი პაციფისტი იყო და ომს დროის უაზრო ფლანგვად მიიჩნევდა, მაგრამ ბედის ირონიით, მეორე მსოფლიო ომში მისმა ქარხანამ დიდი როლი იტვირთა. ფორდის ქარხნებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანიის სამხედრო ძალების განვითარებაში. მოგვიანებით, როცა საფრანგეთი დაეცა, ფორდი მოკავშირეთა ავიაწარმოებებს ეხმარებოდა. 1941 წელს, როცა აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ფორდმა შეწყვიტა ურთიერთობა თავის ქარხნებთან გერმანიაში. პერლ ჰარბორის შემდეგ კი ამერიკული ჯიპების წარმოება გადაიბარა. დიდ ბრიტანეთში ფორდი როლს-როისს ეხმარებოდა ავიაძრავების შექმნაში. 1999 წლამდე ფორდის ქარხნები მუდმივად იზრდებოდა, 1999 წელს მათ 4 მილიონზე მეტი მანქანა გაყიდეს. მას შემდეგ გაყიდვებმა იკლო. ჰენრის სწამდა ამერიკული ოცნებისა და მუხლჩაუხრელად შრომობდა მის ასახდენად. გამდიდრება მთავარი არ იყო. მხოლოდ საქმის სიყვარულს ჰქონდა მნიშვნელობა. ფორდს სჯეროდა, რომ წარმოება გადამწყვეტი ფაქტორი იყო საზოგადოების განვითარებისთვის და მართალიც აღმოჩნდა. ჰენრი ფორდის მსგავსმა ადამიანებმა შექმნეს საზოგადოება, რომელიც წარმატების სავანედ იქცა. მან დაამტკიცა, რომ არ არის აუცილებელი იყო რეფორმატორი ან პოლიტიკოსი, რათა შეცვალო საზოგადოება, შეცვალო სამყარო.

0x01 graphic

24 აფრიკიდან დმანისამდე ანუ The Human Odyssey

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

ზეზვა და მზია

მადლობას ვუხდით Atelier Daynйs Paris -ს ფოტოების მოწოდებისათვის
ფოტო: P.Plailly/E.Daynes/Eurolios.
რეკონსტრუქცია: Atelier Daynйs Paris
დმანისის ფოტოები: Fernando Javier Urquijo, StudioMilou

დმანისის აღმოჩენებისა და მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესახებ, 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე, დიდი სიხშირით წერენ ცნობილი გამოცემები: National Geographic, Science, Nature.

თუ ტოპონიმ „დმანისს“ „დაგუგლავთ“, უამრავი სამეცნიერო სტატია და მსოფლიო რუკაზე წითლად შემოხაზული პატარა სოფელი გამოჩნდება კავკასიის რეგიონში, დიდი აბრეშუმის გზის გასაყარზე. რუკაზე წითლადაა აღნიშნული ის გზა, რომელიც „უძველესმა მოგზაურმა“ აფრიკიდან დმანისამდე გაიარა. ამ პროცესს სამეცნიერო წრეებში The Human Odyssey-საც უწოდებენ.

„დღეს ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ჩვენი ბიოლოგიური წინაპრები, პირველი ჰომინიდები, აფრიკაში წარმოიშვნენ და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ კონტინენტზე სახლობდნენ. თუ როგორ და რატომ გავრცელდნენ ისინი ევრაზიაში, მუდმივი დავის საგანია. ადამიანი აფრიკის გარეთ, სულ მცირე, 1,8 მილიონი წლის წინ გავრცელდა. დმანისში ნაპოვნი ქვის იარაღები აფრიკაში ნაპოვნი არქაული ქვის იარაღების იდენტურია, მორფოლოგიურად დმანისელი ჰომინიდი უშუალოდ უკავშირდება აფრიკის ადრეულ ჰომინიდებს. რამ აიძულა ისინი, გასულიყვნენ აფრიკიდან? მათი განსახლება მოხდა იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ და უნდოდათ ახალი ტერიტორიების ათვისება,“ - წერს National Geographic.

აღმოჩენის ისტორია

Science-ის მიერ 2000 წლის ათ საუკეთესო მეცნიერულ მიღწევას შორის დმანისის აღმოჩენა საუკეთესო სამეულში მოხვდა.

დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო. არქაულ ცხოველთა ძვლები (გადაშენებული მარტორქა) აქ პირველად პალეონტოლოგმა აბესალომ ვეკუამ ამოიცნო. 1984-ში მიწიდან პირველი ქვის იარაღებიც ამოვიდა. 1991 წელს დმანისს უკვე გერმანელი არქეოლოგები შეუერთდნენ. სულ მალე ამ ადგილმა მსოფლიო მეცნიერული წრეების ყურადღება მიიპყრო და ის საერთაშორისო კვლევის ობიექტი გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობითა და გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი და ესპანელი კოლეგების მონაწილეობით.

1991 წელს დმანისი სენსაციური აღმოჩენის ადგილად იქცა, როცა აქ უძველესი ჰომინიდის ქვედა ყბა აღმოჩნდა.

„მიმაჩნია, რომ არქეოლოგიაში ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული. მაგალითად, ჩვენამდე დმანისში არქეოლოგი ნუგზარ მგელაძე მუშაობდა. აღმოჩენის ადგილამდე ზუსტად 20 სმ-ში შეჩერდა და გათხრები შეწყვიტა. ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტად გაგვიმართლა. პირველად ქვედა ყბა აღმოვაჩინეთ. ამ აღმოჩენის შესახებ მაშინვე ბატონ ლეო გაბუნიასთან და აბესალომ ვეკუასთან ერთად ფრანკფურტში, სა მეცნიერო კონფერენციაზე განვაცხადეთ. საეჭვოა, მიუღებელია, - ამბობდა ბევრი მათგანი, რადგან მეცნიერებისთვის მიუღებელი იყო აღმოჩენა, რომელიც ორჯერ აძველებდა პირველი ევროპელის მანამდე მიღებულ ასაკს,” - იხსენებს პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი და დმანისის საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი.

„...ეს პატარატვინიანი ჰომინიდი უფრო პრიმიტიულია, ვიდრე აფრიკის გარეთ, აზიაში ნაპოვნი Homo erectus. ამ აღმოჩენამ დააძველა უძველესი ადამიანის აფრიკიდან ევრაზიაში გადასვლის თარიღი“, - აღნიშნავდნენ ცოტა ხანში ცნობილი გამოცემები.

მოგვიანებით, 2000 წელს, ცხრა წლის შემდეგ, როცა პირველ ყბას თავის ქალებიც მოჰყვა, დმანისი საბოლოოდ პირველი ევროპელის სამშობლოდ დამკვიდრდა სამეცნიერო წრეებში. დღეს აქ უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი.

პირველ ევროპელთა იმიჯები:
ზეზვა, მზია და დმანისელითინეიჯერი

„...შემდეგ ის მოხდა, რომ დასავლური „პრომოუშენის“ შედეგად, პირველი ევროპელების, მოსიყვარულე წყვილის - მზიასა და ზეზვას იმიჯები შეიქმნა. 1995 წელს პირველად ვიმუშავე National Geographic-ის ჟურნალისტებთან და მივხვდი, რომ აუცილებელი იყო მეცნიერების პოპულარულ ენაზე ახსნა.

National Geographic-მა მზიასა და ზეზვას ისტორია შექმნა და გაავრცელა. ჩვენ კი ეს შანსი გამოვიყენეთ” - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.

ამ შანსს „ჯეკ-პოტად” მოიხსენიებს ჟურნალი Nature, ისევე როგორც IUNESCO-ს, BP-ს მხარდაჭერასა და აღმოჩენის ავტორის Rolex-ის ჯილდოს, რის შედეგადაც დმანისის ახალი საველე მუზეუმი შეიქმნა. მის დახვეწილ და თანამედროვე დიზაინზე მსოფლიო მუზეუმებზე ორიენტირებულმა ცნობილმა ფრანგულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Studio milou-მ იმუშავა. მუზეუმი პირდაპირ არქეოლოგიური გათხრების უბანზეა განთავსებული. ის 2009 წელს გაიხსნა და სულ მალე მსოფლიო ტურიზმის რუკაზე საკმაოდ ეფექტურად დაიმკვიდრებს თავს. უცხოელ ტურისტებთან ერთად თქვენც შეგიძლიათ მოინახულოთ პირველი ევროპელის ადგილსამყოფელი და, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ ახალი აღმოჩენის უშუალო მონაწილეც გახდეთ.

წლევანდელი სეზონიდან მუზეუმში მზიასა და ზეზვას წყვილს დმანისელი „თინეიჯერიც” შეუერთდა. ეს 2001 წელს დმანისში აღმოჩენილი გოგონას ჩონჩხის უძველესი ნაშთებია. ისიც, დაახლოებით, 1,8 მილიონი წლის წინანდელი. Old Girl at Dmanisi - ასე მოიხსენიებენ კიდევ ერთ უძველეს ევროპელს დმანისიდან, რომლის იმიჯიც, ისევე როგორც მზიასი და ზეზვასი, ცნობილმა ფრანგმა პალეოარტისტმა ელიზაბეტ დენემ შექმნა. დმანისში, „თინეიჯერის” მულაჟის პრეზენტაციაზე, პარიზიდან თავად ავტორიც ჩამოვიდა.

0x01 graphic

დმანისის არქეოლოგიური გათხრები

ელიზაბეტ დენე - უძველესი ჰომინიდებისიმიჯმეიკერი

პარიზში, Atelier Daynes-ში, უძველესი ჰომინიდების მულაჟები იქმნება მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისთვის. ელიზაბეტ დენეს ხელოვნებაზე სამეცნიერო წრეებში ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ ის ყველაზე კარგად იჭერს მილიონობით წლის წინანდელ დროში მიტოვებულ ხასიათებს, გარეგნობასა და ჩვევებს. მისი სკულპტურების ენა და ხელწერა დროის მისტიკად შერაცხეს. მან სახელი გაითქვა ლასკოს მღვიმის მამონტებისა და ჰომინიდთა ჯგუფის რეკონსტრუქციით, National Geographic-ის გახმაურებულ პროექტში - King Tut's Final Secrets - მონაწილეობით, სადაც ტუტანჰამონის შესანიშნავი მულაჟი შექმნა, ნეანდერტალელთა ოჯახის რეკონსტრუქციითა და, თქვენ წარმოიდგინეთ, აინშტაინის მულაჟითაც - საგანგებოდ მადრიდის გრანდიოზული CosmoCaixa-ს მუზეუმისთვის.

0x01 graphic

როგორც როდენისა და კამილ კლოდელის თაყვანისმცემელმა, Halle museum-ისთვის 200 000 წლის წინანდელი ჰომინიდი როდენის „მოაზროვნის“ პოზაში აღადგინა. ის საუკეთესო ევროპელი არტისტია და მის მიერ ჰიპერრეალისტურად რეკონსტრუირებული უძველესი ჰომინიდები უძველეს დროში უძველეს საზოგადოებას აღმოგვაჩენინებს.

0x01 graphic

დმანისელი ჰომინიდის თავის ქალა

გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ხორვატიაში, ავსტრიაში, საქართველოში, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილმა უძველესი ჰომინიდების ნაშთებმა ელიზაბეტის ხელით, ჰიპერრეალისტური რეკონსტრუქცია განიცადეს, მათმა ისტორიებმა კი ადამიანური შტრიხები შეიძინა. დღეს უკვე მსოფლიო იცნობს მის მიერ შექმნილ უძველეს ჰომინიდთა იმიჯებს.

აფრიკა... შესაძლოა, ზეზვასა და მზიას წინაპრებიც...

რიფტის უდაბნო, გადაჭიმული 6000 კმ-ზე სირიის ჩრდილო ნაწილიდან ცენტრალურ მოზამბიკამდე და აღმოსავლეთ აფრიკამდე - ეს „აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზია“ და ამ ადგილს არქეოლოგები „კაცობრიობის აკვანს“ უწოდებენ. აქ დღემდე უამრავი ექსპედიცია მუშაობს და აღმოჩენილია ნამარხი ჰომინიდების დიდი რაოდენობა, რომელთა ოჯახსაც განეკუთვნება პრიმატებისა და ადამიანების განვითარება.

ჩვენ აფრიკაში აღმოჩენილ რამდენიმე „ცნობილ” ჰომინიდს გაგაცნობთ. პოპულარულ სამეცნიერო ლიტერატურაში მათ უკვე საკუთარი სახელი და იმიჯი დაიმკვიდრეს:

თუმაი - საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთით, ჩადის რესპუბლიკაში, დიუბარის უდაბნოში, 2001 წელს პატარა თავის ქალას ფრაგმენტები აღმოაჩინეს. არსებას, ვისაც ეს თავის ქალა ეკუთვნოდა, თუმაი დაარქვეს, რაც ადგილობრივი გამოთქმაა და „სიცოცხლის იმედს“ ნიშნავს. აღმოჩენის ავტორია ფრანგი მიშელ ბრუნე.

თუმაის სახე პრიმიტიულია, წინ წამოწეული ნაკვთებით. ტვინის მოცულობა 340-360 კვ. სმ. იყო - ოთხჯერ ნაკლები ადამიანის ტვინის მოცულობაზე (დახლოებით შიმპანზეს ტვინის მსგავსი). ფრანგულ-კანადურმა ექსპედიციამ მომდევნო, 2002 წელს, იმავე ადგილზე, ხუთი არსების ჩონჩხის ფრაგმენტიც იპოვა, შეისწავლა და საბოლოოდ გამოყო ახალი სახეობა - საჰელანტროპი (Sahelantropus). დადგინდა, რომ ის 6-7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

თუმაისთან დაკავშირებით, მეცნიერებაში არ არსებობს ერთიანი აზრი. თვლიან, რომ, შესაძლოა, ეს იყო პრიმატული ჰომინიდი, ადამიანის ან გორილის წინაპარი. გარემო, რომელშიც თუმაი ცხოვრობდა, ერთობ რომანტიკული იყო: დიდი ტბის ნაპირი, რომლის ირგვლივ ჰავანა იშლებოდა, იმის იქით კი - ქვიშიანი უდაბნო.

მართალია, თუმაის წარმომავლობა ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ სამეცნიერო წრეებში ამ ცნობილი ჰომინიდის იმიჯით უკვე შესანიშნავად სარგებლობს თავად ჩადის რესპუბლიკა: ჩადის ავიახაზებს თუმაის სახელი - Tumai Air Tchad ჰქვია.

Abel - ასე დაარქვა მიშელ ბრუნემ თავის მიერ აღმოჩენილ ავსტრალოპითეკს თავისი გარდაცვლილი მეგობრის სახელი. Abel-იც ჩადის რესპუბლიკაში, ბახრ-ელ-გაზალის ნაპირებზე აღმოაჩინეს 1995 წელს და დაადგინეს, რომ ის 3,5 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

ეს აფრიკის ყველაზე დასავლეთით ნაპოვნი ავსტრალოპითეკის ნაშთებია და ამ სახეობის აფრიკაში ფართოდ გავრცელებაზე მიუთითებს.

Mrs. Plesi-მ კი თავსატეხი გაუჩინა მის აღმომჩენს - ჯონ რობინსონს: 2,15 მილიონი წლის Plesi სტრეკფონტენში - სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. მისი თავის ქალა იმდენად დაზიანებული იყო, რომ ძნელი დასადგენი გახდა, ის ბატონი იყო თუ ქალბატონი. ამიტომ თავდაპირველად მას Plesianthropus Transvaalenis უწოდეს, საბოლოოდ კი მან პოპულარულ სამეცნიერო ლიტერატურაში Mrs. Plesi-ს სახელი დაიმკვიდრა და ელიზაბეტ დიენემაც მისგან შესანიშნავი სანდომიანი ქალბატონის იმიჯი შექმნა.

Ardipithecus Ardi-მ კვარცხლბეკიდან ჩამოაბრძანა ადამიანის ყველაზე ძველი წინაპარი, ავსტრალოპითეკი, სახელად Lucy და მისი ადგილი თავად დაიკავა. მის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ჟურნალებში Science, National Geographic და ა.შ.

Ardi ლეგენდარული Lucy-ს ერთ-ერთმა აღმომჩენმა, ასევე ლეგენდარულმა ტიმ უაიტმა იპოვა ეთიოპიაში 1992 წელს. მისი სიმაღლე 150 სმ, წონა კი 50 კგ იყო და 6 დუიმით მაღალი გახლდათ მინიატიურულ Lucy-ზე. 15 წელიწადს იკვლევდნენ მეცნიერები Ardi-ს და საბოლოოდ დაადგინეს, რომ ის 4,4 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და უძველესია ადამიანის წინაპართა შორის. Ardi აფარულ ენაზე მიწას, ფესვებს ნიშნავს.

Lucy in the sky with Diamonds

Lucy და დონალდ ჯოჰასონის პოპულარული წიგნი ლუსიზე დღემდე ლეგენდად რჩება არქეოლოგებში და, საერთოდ, არქეოლოგიის მოყვარულებში. ამ ლეგენდის შექმნაში სხვა ლეგენდას - The Beatles-ს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი: წარმოიდგინეთ 70-იანების დასაწყისი. მსოფლიო „ბიტლზების” რიტმებით ცხოვრობს. 1974 წელი. აფრიკა. ეთიოპია. მდინარე ომოს ნაპირებთან ფრანგულ- ამერიკული ექსპედიცია მუშაობს. ექსპედიციას პროფესორი დონალდ ჯოჰასონი ხელმძღვანელობს. მის გვერდითაა ტიმ უაიტიც. მაგნიტოფონიდან აქაც „ბიტლზების“ რიტმები იღვრება. სენსაციური აღმოჩენა - ჩონჩხის ფრაგმენტი, რომლის 40%25 კარგად შენახულია და ეს უნიკალური მოვლენაა ანთროპოლოგიაში. ბანაკში აჟიოტაჟია, მაგნიტოფონიდან ხმამაღლა ისმის „ბიტლზების“ Lucy in the sky with Diamonds...

0x01 graphic

Lucy

აღმოჩენილი ჩონჩხი ქალისაა და, როგორც ჩანს, პირველი ქალის. გადაწყდა, მას Lucy-ს არქმევენ. Lucy მინიატიურულია. მისი სიმაღლე მხოლოდ 105 სმ-ია და 27კგ-ს იწონის. ტვინის მოცულობა 400 კვ. სმ-ია. ის 3, 2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და 25- 30 წლის ასაკშია გარდაცვლილი.

0x01 graphic

დმანისი

მცირე მუსიკალური გადახვევა:

„Lucy-ს პროტოტიპი შარშან გარდაიცვალა“, - ამბობს ბატონი დავითი. აღმოჩნდა, რომ „ბიტლზების“ Lucy-ის გულისხმობს.

ჯონ ლენონის შვილის, ჯულიან ლენონის ბავშვობის მეგობარი Lucy Vodden „ბიტლზების“ ამ სიმღერის ინსპირაციის წყარო იყო. ერთხელ, საბავშვო ბაღიდან დაბრუნებული ოთხი წლის ჯულიანი მამასთან მივიდა, თავისი ნახატი აჩვენა და უთხრა, რომ ეს მისი მეგობარი ლუსია - Lucy in the sky with Diamonds...

ლენონი მაშინ ლეგენდარულ ალბომზე - სერჟანტ პეპერზე მუშაობდა და ალბომში შეიტანა ახალი კომპოზიცია, სახელწოდებით Lucy in the sky with Diamonds.

ალბომის გამოსვლისთანავე, კომპოზიციის სახელწოდება, მისი ინიციალების მიხედვით, მუსიკის კრიტიკოსებმა LSD-ს დაუკავშირეს და Lucy in the sky with Diamonds ერთხანს აკრძალულიც კი იყო BBC-ზე.

P.S. ევოლუციის მუზეუმი ბურგოსში

ესპანეთში, ქალაქ ბურგოსში, ცნობილი ატა-პუერკას გათხრებიდან სულ რაღაც 15 კმ-ში, გრანდიოზული მუზეუმი გაიხსნა (Museum of Human Evolution).

ეს 70-მილიონიანი პროექტია, მისი საგამოფენო სივრცე და ლაბორატორიები 15 000 კვ.კმ-ზეა გადაჭიმული და ადამიანის ისტორიაზე, უხსოვარი დროიდან დღემდე, გრანდიოზულ ექსპოზიციას შეიცავს. მუზეუმი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების მეორე დღეს გაიხსნა. პრეზენტაციას ესპანეთის დედოფალი სოფია ესწრებოდა.

„ეს ის სფეროა, რომელშიც, ფეხბურთისგან განსხვავებით, საქართველოს შეუძლია, ესპანეთს კონკურენცია გაუწიოს,“ - უთხრა (რასაკვირველია, ხუმრობით) პრეზენტაციაზე დავით ლორთქიფანიძემ ესპანეთის დედოფალს. მუზეუმში განთავსდება მასალა პირველი ევროპელის სამშობლოზე - დმანისზე და დმანისელი „თინეიჯერის“ მულაჟის ასლი, რომელიც ელიზაბეტ დენემ საგანგებოდ ბურგოსისთვის შექმნა. ახალ მუზეუმში ამ ცნობილი პალეოარტისტის თითქმის ყველა ნამუშევარია წარმოდგენილი - იმიჯები ადამიანის ისტორიიდან.

25 ხინკლის ეფექტი

▲ზევით დაბრუნება


დავით კოვზირიძე|სვეტი

0x01 graphic

კიკეთი. ოთხმოცდაათიანების დასაწყისი. ამაზე ცხელი ზაფხული. თბილისიდან ამოსულები ტრილერის ზომბებივით დალასლასებენ. მე და ჩემმა მეგობრებმა წინა საღამოს ბევრი დავლიეთ, თუმცა რა დავლიეთ, ზუსტად არ ვიცით სახელად არაყი ერქვა, გემო კი ბენზინის ჰქონდა. ძლივს გავიღვიძეთ და გაღვიძებულებმა აღმოვაჩინეთ, რომ არც ფული გვაქვს, არც საჭმელი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც წყალი. ირგვლივ ვალები, აუტანელი ტემპერატურა, არსაიდან ხმა, არსით ძახილი და ერთ-ერთი უმძიმესი პახმელია (ამ მდგომარეობას ნაბახუსევს ვერ დაარქმევ) კაცობრიობის ისტორიაში.

რა გინდა, რომ ქნა?

პახმელიასთან ერთად პესიმიზმიც გააქტიურდა და ცოტა ხანში ეს ამბავი აუცილებლად ფსიქოზში გადაიზრდებოდა, რომ არა სასწაული მოულოდნელად მოგვადგნენ ჩვენი მეგობარი გოგოები და ნახეთ, რა გვითხრეს: ფეხბურთი ვითამაშოთო (?) თუ წავაგეთ, თამაშის მერე სახინკლე ჩვენზეაო. თუ მოვიგეთ, საღამოს ნამცხვრები, შამპანურები და მალბოროები თქვენზეო. რა არ შევთავაზეთ! დურაკა (კლასიკური, იაპონური, ჩეხური), ნარდი, შაში, მაგიდის ჰოკეი, ქალაქობანა, ხეზე ჩიტი, კრუგოი ლაფტა (ნეტა რას ნიშნავს, ან რა ენაზე), ჯოკერი, პოკერი, მაგრამ არა სოკერი, სოკერი და არაფერი სოკერის გარდა! ეგრეა, სასწაულების დროსაც უნდა იწვალო.

იქვე მდელოზე ავედით, მზის გულზე. შუადღის ორი საათი ხდებადა ვართ ურთულეს ფიზიკურ კონდიციებში ხახამშრალები, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მნიშვნელობით. დედამიწის ზურგზე არ არსებობს არაფერი სახინკლის გარდა, რისი გულისთვისაც რომელიმე ჩვენგანი ამ სიცხეში ნაბიჯს მაინც აუჩქარებს, თუმცა, ამ სიტუაციაში ცოტა სირბილი აუცილებლად მოგვიწევს. ზუსტად ამის გამო, თამაშის დაწყებამდე დიდი ხმაური ატყდა კარში ჩადგომაზე (საერთოდ, პირიქითაა) და კენჭისყრამ მოგვიწია. ასანთის გადატეხილი ღერი სხვას შეხვდა.

ცეცხლი ისედაც ანთებული იყო და თამაშიც დაიწყო. ოთხამდე. სამით სამზე ხუთამდე. მედგარი გოგოები დეგრადირებული ბიჭების წინააღმდეგ.

კოჭებშივე შევატყვე, „ცოტა სირბილი“ არ გამოვიდოდა. ძალიან ორგანიზებულად, ჰარმონიულად და ბევრს მოძრაობდნენ, კაი ერთი კვირის მომზადებულები ჩანდნენ. შეძახილებიც კი ისწავლეს: ორთა შუა! შენ თვითონ! ოპააა! დამინახა! გამეხსენი! გამაყოლა! მარტო ხარ! ნელა რა, ბალეტია?! სტენკა მეთამაშე!

პირველი წუთები ცინიკურ რეპლიკებში გავატარეთ, ხოლო ვისაც ვინმეს მიმართ სიმპათია ჰქონდა, ძალიან მონდომებით, ახლო კონტაქტით იყვანდა პერსონალურად. ამ ხახუნსა და ლაზღანდარობაში ანგარიში სწორედ კდემამოსილმა მანდილოსნებმა გახსნეს და ისეთი წივილ-კივილი ატეხეს, ბიტლზების კონცერტებზე რომ იცოდნენ წინა რიგებში. მერე მეორეც გაგვიტანეს და მივხვდით, ვერ იყო საქმე კარგად.

წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად, ანგარიში ჯერ სამით სამი გახდა, მერე ოთხით ოთხი და ბოლო ბურთის დროც დადგა. ტრიუმფი ახლოვდება, ცოტაც და გადავრჩებით, უკვე იგრძნობა ცხელ-ცხელი ხინკლისა და ცივ-ცივი ლუდის დიფუზირებული ოხშივარი... და ამ დროს ხდება საშინელება, კატასტროფა, სულის შემძვრელი ამბავი მოწინააღმდეგის თავდამსხმელი ჩვენს მეკარესთან პირისპირ გავიდა, ისიც მოატყუა და ცარიელ კართან მარტო დარჩა.

მერე რაც მოხდა, შენელებული კადრით უნდა ვნახოთ: ვიგრძენი თუ არა, რომ ვირტუალური ოხშივარი ქრებოდა, ადგილიდან მოვწყდი. ორი ნაბიჯი მეყო გადაწყვეტილების მისაღებად ნებისმიერი მეთოდით უნდა ჩავშალო შეტევა. სახე მეღრიცება, ის უკვე ფეხს იქნევს, წამიცდა გოლი გავა, ყველა ჩვენ გვიყურებს, ვერ ვასწრებ, უნდა გავფრინდე! და ავხტი, როგორც სიგრძეზე მხტომელი. ჰაერში ვიფიქრე, ტყუპ წიხლს ჩავარტყამ კოჭებში-მეთქი, მაგრამ, ეტყობა, ტვინმა მიბრძანა ამის არგაკეთება და მაკრატელივით გაშლილი შევუვარდი საყრდენ ფეხში! ტკაც! ასეთი ხმა იყო. უცნაურია, მაგრამ კი არ წამოვდექი, თავი კი არ დავხარე და გავწითლდი, არა, ზუსტად ისე გავიქეცი, როგორც მარკო ტარდელი 82-ის ფინალში, გერმანელების კარში გატანილი გოლის შემდეგ...

მოვიგეთ. გოგო გადარჩა. ხინკალიც დაუვიწყარი იყო.

ჰოდა, ქართველ ფეხბურთელებს რა ევასებათ, ან რა სჭირდებათ, ხო არ იცით? ვითომ არაფერი?

26 დედას - რემინგტონი, მამას - სკეიტბორდი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

სპორტში დიდი ხალხი დიდ ჰონორარს იღებს. ძირითადად, პირველი პროფესიული კონტრაქტით ყველა მილიონამდე ადის წლიურად და თუ ინდივიდუალურ სახეობაშია, ჯამური ბონუსით, ნებისმიერ შემთხვევაში, მილიონზე მეტს აგროვებს. ფულთან მიმართებით გაპიარებულ და პიარის გარეშეც სერიოზულ ფიგურებს საინტერესო და განსხვავებული მიდგომა აქვთ.

ალენ აივერსონი (კალათბურთელი, NBA- 2001-ის MVP )

აივერსონი ყოველთვის ცელქობდა. ჯორჯთაუნის კოლეჯში, ისტორიის ლექციის დროს, წამოდგა, გაშიშვლდა, მასწავლებელ დორინ მარეის მაგიდასთან მივიდა და აღრიცხვის წიგნზე მოშარდა. სიქსერზის იტალიური ტურნეს პირველივე დღეს ფლორენციის სანტა მარია ნოველას ეკლესიის წინ ჰაშიში გააბოლა. სპაიკლისთან ერთად, MTV-ს დაჯილდოებაზე მწვანე ტანგით მივიდა. დედიკოსაც პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ორიგინალური საჩუქარი მიუძღვნა. ალენმა ენაივერსონს ცეცხლსასროლი იარაღი, Remington 870 აჩუქა: დედა, ჩვენი ნაძირალა მამის გამო შენს სიცოცხლეს ყოველთვის საფრთხე ემუქრებოდა და ამით უფრო მშვიდად იქნებიო. ალენმა საჩუქარში 615 დოლარი გადაიხადა.

ბიორნ ბორგი (ჩოგბურთელი, მოიგო 11 მეიჯორი)

0x01 graphic

ბიორნ ბორგი

ფულს ლეგენდარული შვედიც ორიგინალურად ხარჯავდა. პირველ ცოლს, რუმინელმა რიანა სიმონესკუს, 3 000 დოლარად სამი თვის ალიგატორი უყიდა. მეორე ცოლს, იტალიელ პოპ სექს სიმბოლოს, ლორე დანაბერტეს, კოლუმბიაში მიწის უზარმაზარი ნაკვეთი უყიდა. 1980-ში, ამერიკის ღია პირველობის ფინალში წაგების მერე, როდესაც ორგანიზატორებმა 75 000 დოლარი მისცეს, ბორგმა მალმიოში დაიწყო ოთხთვიანი აქციები სლოგანით Fuck For The Future. აქცი ამ თითქმის ასი ათასი დოლარი აითვისა, ბორგი დაიჭირეს (სკოლაში სამ მეძავთან ერთად გახდილი შევიდა) და ორი წლის შემდეგ ბანკროტად გამოაცხადეს.

მარკ ფილი პუსისი (ჩოგბურთელი, დიდი სლემის ორი ტურნირის ფინალისტი)

მარკმა 1995-ში, ავსტრალიურ მეიჯორზე, პიტ სამპრასს მოუგო, მერე მარკ ვუდ ფორდთან წააგო და საპრიზოებად ასი ათასზე მეტი მიიღო. მამამისს სკადმა სკეიტბორდი უყიდა და გაუხსნა საბანკო ანგარიში, რომელზეც პირველი ოთხი თვე სტაბილურად ურიცხავდა ორ კვირაში ერთხელ 400 დოლარს. მაშინვე, ფილიპუსისს Fila-მ რვაწლიანი კონტრაქტი (სეზონში 2 მილიონ დოლარზე მეტი) გაუფორმა. ოთხი თვის შემდეგ მარკს მამამისისთვის აღარაფერი ჩაურიცხავს. 2003-ში ფილიპუსის იუიმბლდონის ფინალში გადის, სადაც როჯერ ფედერერთან აგებს. ტურნირის დასრულების შემდეგ ფედერერმა მოაწყო საქველმოქმედო საღამო, სადაც ყველა სტუმარს უსახლკარო ბავშვების ფონდში, სულ მცირე, 750 ევრო უნდა გადაერიცხა ან თანხა იქვე, საღამოს მსვლელობის დროს დაეტოვებინა. 238 სტუმრიდან თანხა მხოლოდ მარკ ფილიპუსისს არ დაუდია.

ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთელი, ორჯერ გახდა MVP)

ლებრონმა დედამისს, გლორია ჯეიმსს მისცა პირობა, რომ, როგორც კი დედიკო მესამედ გათხოვდებოდა, ბაჰამებ-ზე Bird Cay-ს კუნძულს აჩუქებდა. კუნძული მაშინ 24 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. გლორია ჯეიმსი მალე დაოჯახდება, მისი მეუღლე კი ლებრონის მეჯვარე, კლივლენდის მსროლელი დელონ ტეუესტია. საეჭვოა, ლებრონმა უესტს „მამიკო” დაუძახოს.

0x01 graphic

გორან ივანიშევიჩი (ჩოგბურთელი, უიმბლდონის ჩემპიონი)

ხორვატმა 2003-ში პულაში Park Hotel შეიძინა, ორი წლის შემდეგ კი ივანიშევიჩი გაკოტრდა. სასტუმროს მოდერნიზებას გორანმა თითქმის 4 მილიონი დოლარი დაახარჯა, თანხა ვერ ამოიღო და იძულებული გახდა, მონტეკარლოში, რომსა და ფილადელფიაში უძრავი ქონება გაეყიდა. ვალები ვერც ამან დაფარა. ბოლო ოთხი წელია, ივანიშევიჩი არ ტოვებს ვეტერანთა ტურნირებს, იგივე მსოფლიო სერიას, სადაც საშუალოდ 2025 ათას ევროს იღებს. ივანიშევიჩმა შარშან 2003-ში შეძენილი Aston Martin DB9 185 000 ევროდ გაყიდა. ამ სპეცშეკვეთაში ხორვატმა თავის დროზე თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა.

როჯერ კლემენსი (ბეისბოლისტი, შვიდგზის (!) საუკეთესო პიტჩერი)

1995, ტორონტო როჯერმა ტორონტოს გამაჯანსაღებელ ცენტრში ორი კვირა გაატარა, ცენტი არ გადაიხადა და ცენტრის მფლობელებს სამახსოვროდ სავარჯიშო ხელთათმანი დაუტოვა. 1997 წელს კლემენსმა ბოსტონ რედსოქსის დაღუპული ფანის ოჯახისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. 25-მა ბეისბოლისტმა ჯამში 200 000 დოლარი შეაკოწიწა, დაზარალებულის ოჯახმა კი ამ თანხის ნახევარი მიიღო. იმ სეზონში როჯერ კლემენსმა, მხოლოდ გუნდთან გაფორმებული კონტრაქტით, 5 მილიონზე მეტი მიიღო. 2003 კლემენსი ევროტურზე ჩადის და მილანის ერთ-ერთ სასტუმროში 8 დღე ცხოვრობს. როჯერი სასტუმროდან გამოწერისას თანხის მაგივრად მადლობას იხდის. 1984 წლიდან როჯერ კლემენსს მხოლოდ კონტრაქტებით გამომუშავებული აქვს 279 მილიონი დოლარი.

სერგეი ფიოდოროვი (ჰოკეისტი, სტენლის თასის სამგზის მფლობელი, 1994 წლის MVP )

რუსი ყველგან ექსტრავაგანტური იყო ყინულზეც, პირად ცხოვრებაშიც. 20 თვე სერგეის ცოლი ანა კურნიკოვა იყო. ფიოდოროვის პირველი საჩუქარიც ძალზე ორიგინალური გახლდათ კურნიკოვა ქალის საცვლის ბუტიკების ქსელის My Boudoirს მფლობელი გახდა. სერგეიმ 7 ბუტიკში თითქმის 4 მილიონი დოლარი გადაიხადა. როგორც კი ფიოდოროვი და ანა დაშორდნენ, კურნიკოვამ ბუტიკები ჯერალდინა ნიუვალს 7.75 მილიონად მიჰყიდა.

დევიდ რობინსონი (კალათბურთელი, 1995 წლის MVP, NBA- ორგზის ჩემპიონი)

ადმირალი ყოველთვის წესიერი, სამაგალითო ადამიანი იყო. პირველი სამოყვარულო ხელფასით ტეხასში სამხედრო აკადემიის პირველ წლიანებს სპორტული ამუნიცია უყიდა. NBA-ს ლეგენდა გახდა და, თავისთავად, გაიზარდა მისი შემოსავალიც. რობინსონმა 1993-2006 წლებში ტეხასში 12 ეკლესიის მშენებლობა დააფინანსა და სამხედრო აკადემიას აუშენა სპორტული კომპლექსი, რომელსაც 7 მილიონი დოლარი დაახარჯა.

0x01 graphic

ალენ აივერსონი

27 ფიფა-ს რჩეული ვარსკვლავები და სამი ქართველი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

0x01 graphic

1968 წლის 5 ნოემბერი. ფიფა- მსოფლიოს ნაკრები რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიასთან მატჩის წინ
პირველ რიგში მარცხნიდან: ვოლფგანგ ოვერატი (გფრ), სლავა მეტრეველი (სსრკ), ამანსიო ამარო (ესპანეთი), პედრო როჩა (ურუგვაი), სილვიო მარსოლინი (არგენტინა), რობერტო პერფუმო (არგენტინა)
დგანან: ვალენტინ გრანატკინი (სსრკ; ფიფა- ვიცე-პრეზიდენტი), დიტმარ კრამერი (გფრ; მსოფლიოს ნაკრების მწვრთნელი), ფრანც ბეკენბაუერი (გფრ), ვილი შულცი (გფრ), ლადისლაო მაზურკევიჩი (ურუგვაი), ლევ იაშინი (სსრკ), ფლორიან ალბერტი (უნგრეთი), ალბერტ შესტერნიოვი (სსრკ), იანოშ ფარკაში (უნგრეთი), ლაიოშ შუჩი (უნგრეთი), დრაგან ჯაიჩი (იუგოსლავია)

1963 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ საუკუნოვანი იუბილე იზეიმა. ფეხბურთის სამშობლოში ეს მოვლენა უნიკალური თამაშით აღინიშნა: 23 ოქტომბერს, რჩეული ინგლისელი ფეხბურთელები ფიფა- ს მიერ შედგენილ მსოფლიოს ნაკრებს ლონდონში, უემბლიზე შეხვდნენ და 2:1 მოიგეს.

ეს იყო ფიფა-ს გუნდის დებიუტი. მას შემდეგ მსოფლიოს ნაკრებმა კიდევ 19-ჯერ ითამაშა, მაგრამ არც ერთ მომდევნო მატჩს არ ჰქონია ისეთი რეზონანსი, როგორიც უემბლიზე გამართულ პაექრობას - ერთ მხარეს საუკეთესო ინგლისელები, მსოფლიოს ნაკრებში კი 50-60-იანი წლების ვარსკვლავები: რუსი მეკარე ლევ იაშინი (იმ წელს ის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს); მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი მცველი ჯალმა სანტოსი; 1962 წელს კონტინენტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ჩეხოსლოვაკიელი იოზეფ მასოპუსტი; 1958 წელს ოქროს ბურთის მომგები ფრანგი რაიმონ კოპა; ყველა დროის საუკეთესო შოტლანდიელი დენის ლოუ; მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, შეუდარებელი პორტუგალიელი ეუსებიო და გუნდის კაპიტანი, ევროპის ორგზის საუკეთესო მოთამაშე, ჩემპიონთა თასის ხუთგზის მომგები ალფრედო დი სტეფანო!

ფიფა-მ მართლაც რომ მსოფლიოს ნაკრები შეკრიბა, გუნდი, სადაც დიდი უნგრელი ფერენც პუშკაში და გერმანელი გოლეადორი უვე ზეელერი სათადარიგოთა შორის მოხვდნენ!

და რა სამწუხაროა, რომ ოქტომბრის იმ საღამოს უემბლიზე ვერ ითამაშა მიხეილ მესხმა, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელმა.

მსოფლიოს ნაკრების თავკაცის, ჩილელი ფერნანდო რიერას მოთხოვნით, ფიფა- მ მესხიც მიიპატიჟა, თუმცა საბჭოთა ფეხბურთის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ ლონდონში ლევ იაშინის გამგზავრებაც საკმარისი იყო. გამაღიზიანებელი კი ისაა, რომ მოსკოვში, ერთ-ერთ თამაშზე ჩასულ მიშა მესხს ფიფა-ს მოსაწვევი დაგვიანებით გადასცეს. ესეც ცინიზმის უმაღლესი გამოვლინება...

ქართველმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ნაკრებში მაინც ითამაშა და ეს 1968 წლის 6 ნოემბერს, რიო დე ჟანეიროში მოხდა. ბრაზილიელებმა ნიკე-ს ოქროს თასის პირველად მოგების ათი წლის იუბილე აღნიშნეს - მარაკანაზე სელესაომ ფიფა-ს ნაკრები მიიღო. თბილისის დინამოს კიდევ ერთი ლეგენდარული თავდამსხმელი სლავა მეტრეველი მეორე ტაიმში გამოჩნდა - ესპანელი ფორვარდი ამანსიო ამარო შეცვალა.

ამ თამაშის ორგანიზატორი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია უხეშად შეცდა: ნაკრებში გარინჩას მიწვევა დაავიწყდა! საკვირველი კი ისაა, რომ მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონატების ერთ-ერთი გმირი არც საპატიო სტუმართა შორის აღმოჩნდა.

ბრაზილიელებმა ეს შეცდომა ხუთი წლის შემდეგ ნაწილობრივ გამოასწორეს. 1973 წლის 19 დეკემბერს, მარაკანაზე, 131 ათასი ქომაგის თვალწინ, სელესაომ 2:1 მოუგო მსოფლიოს ნაკრებს და სწორედ ამ თამაშით გააცილეს მანე. ოფიციალურად კი იყო ასე, მაგრამ, რეალურად თამაში მხოლოდ იმიტომ ჩატარდა, რომ გალოთებული და გაკოტრებული გარინჩასთვის ხალხს დახმარების ხელი გაეწოდებინა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო საქველმოქმედო მატჩი. ფიფა-ს ნაკრების მომდევნო თამაშებიც, მეტწილად, ასეთი იყო - იუნისეფ-ის ეგიდით ტარდებოდა...

2001 წლის 3 იანვარს, იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, ფიფა- ს ნაკრებმა რიგით მე-19 შეხვედრა ჩაატარა: იტალიელი მწვრთნელის არიგო საკის რჩეული ვარსკვლავები მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის საერთო ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

სწორედ ამ თამაშში გამოჩნდა მეორე ქართველი ფიფა-ს გუნდში: კახა კალაძემ მთელი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მატჩი კი ფრედ - 1:1 დასრულდა. ორიოდე კვირაში კალაძე კიევის დინამოდან მილანში გადავიდა...

2002 წლის 18 დეკემბერს, მადრიდში, რეალის საუკუნოვანი იუბილე აღნიშნეს - სამეფო კლუბმა სანტიაგო ბერნაბეუზე მსოფლიოს ნაკრებს უმასპინძლა.

თამაში ფრედ - 3:3 დასრულდა, ფიფა- ს გუნდს კი, რომლისთვისაც ეს მეოცე მატჩი იყო, მას შემდეგ აღარც უთამაშია...

28 Haute Couture - მოდური ანაქრონიზმი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|FASHION

სიმონ მაჩაბელი

0x01 graphic

ჟან პოლ გოტიე

0x01 graphic

ჟან პოლ გოტიე

0x01 graphic

შანელი

0x01 graphic

დიორი

0x01 graphic

დიორი

შანელის მემორიალურ ბინაში, მაგიდაზე, პატარა ოქროს ლომი დგას, რომელსაც თათი მარგალიტზე უდევს - თავად კოკო ლომის ნიშნის ქვეშ იყო დაბადებული. სწორედ ამ ლომის ოცმეტრიანი მეგასკულპტურა დადგა კარლ ლაგერფილდმა გრან პალეში და ჩვენება ამ მონუმენტური ცხოველის ირგვლივ გამართა, მოდელები კი გიგანტური მარგალიტიდან გამოდიოდნენ. თითოეულ კოსტიუმში სხვადასხვა სიგრძე იყო გათამაშებული - მოკლე პიჯაკი და გრძელი ქვედატანი, ბუკლე ქსოვილები, ნაქარგი, ბეწვი, ღვინისფერი და აქლემისფერი ტონალობები, მძიმე ბიჟუტერია. ფინალში კი თვალისმომჭრელი წყვილი გამოვიდა: ქალი მოდელი თეთრი კოსტიუმით და სმოკინგიანი მამაკაცი, რომელსაც ლომის თავი ეხურა და პრიალა ჩექმები ეცვა - ეს იყო ერთგვარი თვითირონია კარლ ლაგერფილდის ახლანდელ იმიჯზე.

ჟან პოლ გოტიემ, რომელმაც სულ ახლახან დაასრულა კონტრაქტი ერმესის პრესტიჟულ სახლთან, თანამშრომლობა დაიწყო ქალის საცვლების ლუქს ბრენდ ლა პერლასთან. შეიძლება ამიტომაც თავისი კოლექციის ინსპირაციად სტრიპტიზი, ქალის ეროტიკული საცვლები შეარჩია და მილიტარისტულ ქურთუკებს დაუკავშირა. გაზვიადებული პროპორციები, მაღალი ხარისხის შავი გაბარდინი და მძაფრი ზურმუხტისფერი ატლასის საღამოს კაბები კი სურრეალისტურ ვარცხნილობასთან ერთად აჩვენა.

სტრიპტიზისა და კორსეტის დიდი ენთუზიასტი დიტა ფონ ტისი ამ ჩვენების სპეციალური სტუმარი იყო - ის გამოვიდა გრძელი შავი კაბით, რომელიც პოდიუმზევე ნაწილ-ნაწილ დაშალა და დარჩა ხორცისფერ კორსეტში, რომელიც, თავის მხრივ, შავი კრისტალებით მოქარგულ ჩონჩხში იყო გამომწყვდეული.

0x01 graphic

დიორი

0x01 graphic

0x01 graphic

შანელი

0x01 graphic

დიტა ფონ ტისი და ჟან პოლ გოტიე

29 გარუჯვის საიდუმლოებები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

ეკა შალიკიანი, კოსმეტოლოგი

ზღვის სეზონი დაიწყო და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა: როგორ გავირუჯოთ ისე, რომ კანს არ ვავნოთ, არ დავიწვათ და, თან, ზღვიდან დაბრუნებულები, გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. ამისთვის მაწონი და სხვა ხალხური მეთოდები ნაკლებად გამოგადგებათ. უკეთესია, უფრო კარგად გავიგოთ, რას წარმოადგენს გარუჯვის პროცესი, რა საფრთხეს შეიცავს მზის სხივები, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან პრობლემები და როგორ მოვიქცეთ, თუ ეს პრობლემები მაინც შეგვექმნა.

* * *

ზოგადად, ულტრაიისფერი სხივი სასარგებლოა. ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, თუმცა, ამ დადებით ეფექტს მზეზე 15 წუთით გასვლაც ჰყოფნის. სხვა შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დამცავი საცხები, რასაკვირველია, ცნობილი ბრენდების პროდუქცია.

დამცავი საშუალების წასმა აუცილებელია პლაჟზე გასვლამდე ოცი წუთით ადრე, რათა ის კანში გაჯდეს და მავნე სხივებს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს. დამცავის გამოყენება სულაც არ ნიშნავს, რომ ის გარუჯვას ხელს შეუშლის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უფრო ეფექტურად აისხლეტთ რადიაციულ გამოსხივებას და არ მიიღებთ დამწვრობას. ამით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებების, დისკომფორტისა და ტკივილის გარდა, მზის გულზე დიდხანს დაუცველად ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული დაავადებები.

დამცავი საცხები ძირითადად SPF-ით (Sun Protection Factor) განსხვავდება ერთმანეთისგან და იმისთვის, რომ ის სწორად შევარჩიოთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ საკუთარი კანის ფოტოტიპს.

0x01 graphic

კანის ფოტოტიპები

1. პირველ ტიპს მიეკუთვნებიან ცისფერთვალება, ქერა ან ჟღალთმიანი ადამიანები თეთრი კანით. ისინი ყველაზე ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან მზე, პლაჟზე გასვლის პირველივე წუთებიდან წვავს და არა - რუჯავს. მზის ქვეშ სულ მცირე ხნით ყოფნაც კი იწვევს შეწითლებას, დამწვრობას და წყლულოვანი ბუშტუკების წარმოქმნას. ამიტომ აუცილებელია, მოერიდოთ შუადღის მზეს და პლაჟზე ყოფნისას ნებისმიერ ამინდში გამოიყენოთ საცხი მაღალი დაცვის დონით. რეკომენდებულია SPF 60.

2. ასევე ქერა ან ჟღალთმიანი ადამიანები, ოღონდ თაფლისფერი თვალებით. აქ მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, თუმცა, დამწვრობის რისკი, რასაკვირველია, რჩება. ზღვაზე ყოფნის პირველ დღეებში უმჯობესი იქნება ასევე SPF 60 გამოიყენოთ და როდესაც კანი ფერის შეცვლას დაიწყებს, გადახვიდეთ SPF 20-ზე.

3. წაბლისფერთმიანები, თაფლისფერი თვალებით და ღია ფერის კანით. ეს ტიპი ყველაზე გავრცელებულია და მზესთან საკმაოდ „კარგი ურთიერთობაც“ აქვს, თუმცა, თავიდან აქაც სიფრთხილეა საჭირო SPF 30. კანის ფერის შეცვლისთანავე შესაძლებელია მინიმალური SPF-ის მქონე საცხის გამოყენება, თუმცა, სულ იგნორირება არავითარ შემთხვევაში. გახსოვდეთ, რომ საცხი გიცავთ არა მარტო დამწვრობისგან, არამედ მავნე სხივებისგანაც.

4. შავგვრემანები მუქი თმით, მუქი კანით და თვალის მუქი ფერით. როგორც წესი, ეს ადამიანები თავიდანვე ზომიერად ირუჯები ან და დამწვრობის საფრთხე თითქმის არ ემუქრებათ, მაგრამ მაინც გირჩევთ SPF 6-ის გამოყენებას პროფილაქტიკისა და კანის დატენიანების მიზნით.

პლაჟზე

გასარუჯად ყველაზე კარგი, უსაფრთხო დროა დილის 11 საათამდე და საღამოს ოთხის შემდეგ. მზე ყველაზე ადვი ლად ეკიდება სხეულის შემდეგ ნაწილებს: ცხვირი, შუბლი, მკერდი, მხრები, წვივები და მუხლები. ამიტომ ეს განსაკუთრებით ნაზი ნაწილები უფრო კარგად და უფრო დიდი SPF-ის მქონე საცხით უნდა დაიმუშაოთ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ, ყველა სხვა მონაცემთან ერთად, საცხი წყალგამძლეც იყოს, რადგან ულტრაიისფერი სხივები წყალში 0,5 მეტრამდე აღწევს და სიღრმეზეც არ კარგავს მავნე ზემოქმედებას.

თუ ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ტანს პირსახოცით გაიმშრალებთ, მაშინ საცხი აუცილებლად თავიდან უნდა წაისვათ დამცავი ფენის აღსადგენად. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ წყალი და ქვიშა მზის სხივების 30%25-ს ირეკლავს, ანუ არსებობს საშიშროება, რომ ქოლგის ქვეშაც დაიწვათ. ამიტომ ჩრდილშიც გამოიყენეთ დამცავი საშუალებები. გარდა ამისა, სანაპიროზე ყოფნისას არ უნდა მოგატყუოთ ქარიანმა ამინდმა, რადგან ამ დროს ორგანიზმი სათანადოდ ვერ გრძნობს სითბურ დასხივებას და სხივებიც შეუმჩნევლად და ულმობლად წვავს კანს. ასეთ ამინდში დამწვრობის ყველაზე მეტი შემთხვევა აღინიშნება.

გარუჯვისას ნუ ისარგებლებთ დეზოდორანტებით და სუნამოებით კოსმეტიკურ საშუალებებში არსებულმა ნახშირწყალბადებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ძირითადად შეწითლებით ვლინდება) და დამატებითი პრობლემა შეგიქმნათ. და კიდევ ტუჩის კანი არ გამოიმუშავებს მელანინს. შესაბამისად, ის განსაკუთრებით დაუცველია და აუცილებელია დამატენიანებელი საცხის წასმა.

სანაპიროდან დაბრუნების შემდეგ აუცილებლად მიიღეთ გრილი შხაპი კანის დასამშვიდებლად, შემდეგ კი წაისვით გარუჯვის შემდგომი სპეციალური დამატენიანებელი, რომელშიც შედის ვიტამინები B5 და E პირველი ხელს უწყობს მზის სხივების მიერ განადგურებული კანის უჯრედების აღდგენას, მეორე კი კანის სტრუქტურას აწესრიგებს. ამ პროცედურების შემდეგ ნარუჯი უფრო დიდ ხანს რჩება, რადგან კანი დაცულია აქერცვლისგან.

დამწვრობის მკურნალობა

თუ ვერ მოასწარით ტაბულას საზაფხულო ნომრის შეძენა და დამწვრობა თავიდან ვერ აიცილეთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, დაივიწყეთ მაწონი, მაიონეზი, არაჟანი და სხვა ხალხური მეთოდები და მიიღეთ მაქსიმალურად ცივი შხაპი, რის შემდეგაც აუცილებლად უნდა წაისვათ დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო. მიიღეთ ბევრი სითხე, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები, ხოლო თუ სიცხემ აგიწიათ, დალიეთ სიცხის დამწევიც.

იმ შემთხვევაში, თუ თორმეტი საათის განმავლობაში დამწვრობა არ დაგიამდათ, მიაკითხეთ ექიმს დამწვრობის ხარისხის დასადგენად და მკურნალობის უფრო ეფექტურად გასაგრძელებლად...

და მთავარი: მზის სინათლის ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინს, ნივთიერებას, რომელიც ტვინს აწვდის ინფორმაციას, რომ ყველაფერი კარგადაა. შესაბამისად, მზე და გარუჯვა დადებით ფსიქოლოგიურ ეფექტს იძლევა. უბრალოდ, წესები უნდა დაიცვათ.

ბედნიერ დასვენებას და ლამაზ ნარუჯს გისურვებთ!

30 კითხვა მოდაშია

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურა|კულტურა

0x01 graphic

ნინო ხოშტარია

ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოდაში იყო ანდერგრაუნდი და ბოჰემური იმიჯი. ამ ზაფხულს ერთმნიშვნელოვნად მოდაშია საქმიანი ქალისა და მამაკაცის იმიჯი. თუ ადრე პოპულარული კაფეები ხალხით მხოლოდ გვიან საღამოდან ივსებოდა, ამ სეზონზე თითქმის ყველა მათგანში აქტიურობა დილიდან იწყება. საუზმე და საქმიანი ლანჩი რომელიმე მოდურ კაფეში დღეს უფრო „მოდურად“ ითვლება, ვიდრე ვახშამი და დილამდე კოქტეილის წრუპვა ღამის კლუბში. შესაბამისად, ახალ, მოდურ ტენდენციას ახალი აქსესუარები და ქცევის წესებიც მოჰყვება: კაფეში, გვერდითა ცარიელ სკამზე სათუთად მიწოლილი ნოუთბუქის კეისი, მაგიდაზე ისე, აქცენტირების გარეშე დადებული მხოლოდ 1 beep-ზე დაყენებული „ბლექბერი“, მის გვერდით მხოლოდ ვიბრაციაზე ჩართული, იაფი და „საყვარლად“ ძველი მეორე მობილური. ყველაფერ ამას თუ დაუმატებთ ნახევრად სავსე ყავის ჭიქას მაგიდაზე და ცოტა გაქექილ, სადღაც შუაზე გადაშლილ წიგნს ხელში, თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ სეზონის „ტრენდი“ ხართ.

მაგრამ თუ კაფეებში საუზმე, ლანჩი, სადილი და ვახშამი არ გიყვართ, გიყვართ მაგრამ არ გცალიათ, მეუღლე ან დედა ბევრად უფრო გემრიელად გაჭმევთ სახლში ან, უბრალოდ, თქვენი ბიუჯეტი სულაც არ ითვალისწინებს ფულის ასე უყაირათოდ ხარჯვას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ სეზონზე მოდური ვერ იქნებით. მგონი პირიქითაც, რადგან ჩემი შემდეგი რჩევა უფრო მეტი ადამიანის გარემოცვას ითვალისწინებს, ვიდრე პაწაწინა კაფეები. მოდას კი უყვარს შემფასებელი. მოკლედ, აქამდე ყვითელ ავტობუსში ან სამარშრუტოში, ყველაზე დიდი, რითაც შეგეძლოთ ყურადღება მიგექციათ, იყო ყურში ipod-ის ყურთსასმენები, თავის უდარდელი ქიცინი და, პერიოდულად, არაადეკვატური ხმების გამოცემა ან მობილურ ტელეფონზე ტეტრისის თამაშისას თითების უკონტროლო მოძრაობა. ახლა წარმოიდგინეთ იგივე ტრანსპორტი, ფანჯარაში მოწყენილად მომზირალი მგზავრები და თქვენ! მუხლზე გადაშლილი წიგნით, განყენებული ღიმილით და რეალური სამყაროსგან სრული იზოლაციის შესაშური აურით. დამიჯერეთ, ამ შემთხვევაში თქვენ აბსოლუტურად ყველა მგზავრის (მძღოლის ჩათვლით) ყურადღების, კეთილი შურის, პატივისცემისა და მიბაძვის სურვილის აღძვრის ობიექტი ხართ. მოკლედ, მოდის უახლესი ტენდენციების ავანგარდში ადგილი გარანტირებული გაქვთ.

ვიდრე დავიწყებდე, სამი განცხადება:

  1. ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა წიგნი წაკითხული მაქვს და ჩემს პირად ემოციებს უნდა ენდოთ.

  2. ქვემოთ მოყვანილი ყველა წიგნი თბილისის წიგნის მაღაზიებში მაქვს ნაყიდი.

  3. სისტემატიზაციისა და კლასიფიკაციის მანიაკი ვარ და ამიტომ ამ ზაფხულს წასაკითხი წიგნების ანოტაციას ჟან რების მიხედვით დახარისხებულს მოგაწვდით

ჰორორი

თუ დასვენება სახლში გიწევთ, შვებულება ჩაგეშალათ ან ძალიან მოსაწყენ ადგილას ისვენებთ, დეპრესია მოგეძალათ და ეს-ესაა ზაფხული უნდა ჩაგიშხამოთ, წაიკითხეთ ჰორორი. კოჯი სუძუკის „ზარი“ და „ზარი 2“. ჯერ ერთი, ისეთი საშიშია, რომ ყველა პრობლემა დაგავიწყდებათ, მეორეც, ისეთი საშიშია და იმდენ ადრენალინს გამოიმუშავებთ, რომ სულ პატარა, უმნიშვნელო სიხარულიც კი უზარმაზარ ბედნიერებას მოგანიჭებთ. მოკლედ, დეპრესიასთან და საკუთარი თავის შეცოდებასთან ბრძოლის საუკეთესო ხერხი ჰორორი.

1957 წელს დაბადებულ კოჯი სუძუკის დამთავრებული აქვს იაპონიის უნივერსიტეტი „კეიო“ სპეციალობით „ფრანგული ლიტერატურა“. მისი სადებიუტო რომანი Rakuen (1990) დაჯილდოებულია პრემიით Japan Fantasy Novel Award. ფართო საზოგადოებისთვის კოჯი სუძუკი ცნობილი გახდა ბესტსელერების ტრილოგიით „ზარი”.

კოჯი სუძუკიზარი (Ring)

იაპონელი მწერლის პირველი გახმაურებული რომანი. 1991 წელს გამოცემისთანავე ბესტსელერი გახდა. დღეისთვის მისი სამი კინოეკრანიზცია არსებობს. 1998 წელს გადაიღეს იაპონური ვერსია, რომელიც საშინელებათა ჟანრის ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1999 წელს გამოჩნდა სამხრეთ კორეული ვარიანტი, 2002 წელს კი კინოეკრანებზე გამოვიდა ამავე სახელწოდების ამერიკული რიმეიკი.

0x01 graphic

ეს დრამატული და საიდუმლოებებით აღსავსე ისტორია იწყება იმით, რომ ერთსა და იმავე დღეს და ერთსა და იმავე საათს ერთ დროულად ოთხი ადამიანი კვდება.

„ზარი 2“ (Spiral)

1995 წელს გამოცემული კოჯი სუძუკის ეს რომანი „ზარის“ სიუჟეტური გაგრძელებაა.

მოვლენათა ათვლა ამ რომანში პროფესორ რუძიტაკაია მას სიკვდილიდან იწყება. მისივე კოლეგა, პათოლოგოანატომი ანდო, გარდაცვლილი პროფესორის გვამის გაკვეთისას ტაკაიამასგან საიდუმლო და ძნელად ამოსახსნელ გზავნილებს წააწყდება. გარდაცვლილი ცდილობს, ექიმს საკუთარი დნმ-ის მეშვეობით გადასცეს ინფორმაცია. წიგნის გმირები უცნაური ვიდეო კასეტის შემთხვევით ნახვის შემდეგ იხოცებიან. არავინ იცის, საიდან გაჩნდა ეს ფირი. ჩვენ მხოლოდ ვიცით, რომ თუ ვირუსმა მუტაცია განიცადა, მისი გამრავლებისა და გავრცელების შეჩერება თითქმის შეუძლებელია.

თუ ამ ორივე წიგნის წაკითხვა გეზარებათ, სულერთია, რომელს აირჩევთ, ორივე დამოუკიდებელ რომანად იკითხება. და თუ პირიქით, „შეჯექით“ სუძუკის ლიტერატურულ ჰორორზე, მიაყოლეთ ტრილოგიის მესამე წიგნიც „ზარი 3“ (Loop, 1998).

0x01 graphic

დეტექტივი

არსებობს აზრი, რომ დეტექტივის კითხვა სირცხვილია და ამ ჟანრის წიგნებს მხოლოდ არაინტელექტუალები ეტანებიან. აბსოლუტური სისულელეა! ჯერ ერთი, ამ ჟანრის ერთ-ერთ ფორმას პირდაპირ „ინტელექტუალური დეტექტივი“ ეწოდება და, მეორეც, შეგახსენებთ, რომ ზაფხულია და რა წონის ან აღნაგობისაც არ უნდა ვიყოთ, ზღვის სანაპიროზე ბიკინით, საცურაო კოსტიუმით და „შლოპანცებით” ხომ ვიმოსებით. ეს სირცხვილია?! ჰო და, არც დეტექტივის კითხვაა სირცხვილი. განსაკუთრებით ზღვაზე.

0x01 graphic

ჟან - კრისტოფ გრანჟე. „წეროების გადაფრენა (Le vol des cigognes)

ჟან კრისტოფ გრანჟემ სორბონის სამაგისტრო ხარისხი გუსტავ ფლობერის შემოქმედების კვლევით მოიპოვა. სარეკლამო სააგენტოში კოპირაიტერად მუშაობის შემდეგ, 1989-ში, 28 წლის გრანჟე უკვე საკმაოდ ცნობილი საერთაშორისო ჟურნალისტია და თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან, როგორიცაა: Paris Match, Sunday Times და National Geographic. მიღებული აქვს Reuter-ის (1991) და World Press-ის (1992) პრემიები.

ჟან კრისტოფ გრანჟეს პირველივე რომანები „წეროების გადაფრენა” (1994) და „მეწამული მდინარეები“ (1998) საფრანგეთში ნახევარ მილიონიანი ტირაჟით გამოიცა. დღეს გრანჟეს რომანები მსოფლიოს 20 ენაზეა თარგმნილი და მათი ეკრანიზაციის უფლებას ევროპული და ამერიკული კინოსტუდიები ერთმანეთს ეცილებიან. მას ეკუთვნის სცენარი ფილმისთვის Vidocq.

le matin de Paris წერდა, რომ ჟან კრისტოფ გრანჟეს გამოჩენით ფრანგულმა ლიტერატურამ საკუთარი სტივენ კინგი შეიძინა.

Figaro-ს შეფასებით, გრანჟე თავისი ჟანრის გენიოსია. მისი სიუჟეტები მაკიაველისეული სვლებითა და გამომგონებლობით გამოირჩევა.

ახალგაზრდა მეცნიერ-ფილოსოფოსი ცნობილი შვეიცარიელი ორინტოლოგის უცნაურ შეთავაზებას იღებს. მან თვალი უნდა ადევნოს წეროების მიგრაციას და დაადგინოს რამდენიმე ასეული წეროს ევროპაში, საკუთარ ბუდეებში არ დაბრუნების მიზეზი. უკვე აღარ გინდათ ამ სისულელის წაკითხვა, ხომ? მაგრამ, გეფიცებით, ეს წიგნი წეროებსა და მათი მიგრაციის თავისებურებებზე არ არის. როგორც კი ახალგაზრდა ფილოსოფოსი რაღაც მიზეზების გამო თანხმდება ამ, ცოტა არ იყოს, აბსურდულ სამუშაოს, მეორე დღესვე ორინტოლოგს, უუცნაურეს პირობებში, წეროს ბუდეში გარდაცვლილს პოულობენ. მოკლედ, ახალგაზრდა მეცნიერი მაინც გადაწყვეტს დავალების შესრულებას და იწყება სირთულეებით აღსავსე მოგზაურობა ევროპაში ალმასების კონტრაბანდა, ორგანოების ტრანსპლანტაცია, ფანტასტიკური გეოგრაფიული ექსკურსიები, დევნა და გაქცევა, საოცარ საიდუმლოებებზე სრულიად მოულოდნელი პასუხები სიუჟეტი ძალიან დინამიკურად ვითარდება. რთული და ჩახლართული ინტრიგის, შემზარავი ჰიპერ რეალისტური სცენების მიუხედავად, მწერლის სტილი ლამაზი, ფერადოვანი და ბრწყინვალეა.

თანამედროვე სატირული რომანი

კრისტოფერ ბაკლი -ბუმის დღე (Boomsday)

ამერიკელი მწერალ-სატირიკოსისა და ჟურნალისტის, კრისტოფერ ტეილორ ბაკლის კარიერა თავიდანვე წარმატებულად დაიწყო. 24 წლისა უკვე ჟურნალ Esquire-ის,რედაქტორია, 29 წლისა თავის პირველ ბესტსელერს აქვეყნებს და ჯორჯ ბუში უფროსის სპიჩრაიტერის თანამდებობას იკავებს. უკანასკნელი 20 წელია, ბაკლი ჟურნალ „ფორბს ლაიფს“ ხელმძღვანელობს. მისი 11 რომანიდან 5 გამოცემისთანავე ბესტსელერი გახდა, ხოლო 9 მათგანმა, New york times-ის ვერსიით „წლის საუკეთესო წიგნის” წოდება მოიპოვა. მწერალს ყველაზე ხმაურიანი წარმატება მოუტანა რომანმა „აქ ეწევიან” (Thank you for smoking).

რომანში „ბუმის დღე” (Boomsday, 2007) ბაკლიმ ოსტატურად გამოიყენა თავისი ხანგრძლივი ჟურნალისტური გამოცდილება, პოლიტიკურიში და სამზარეულოს დეტალური ცოდნა და პოლიტიკოსებთან უშუალო სიახლოვის პრიორიტეტები. რომანის პერსონაჟები არიან: წარმატებული პიარ სააგენტოს ხელმძღვანელი, კომპიუტერული მაგნატი, კათოლიკური ეკლესიის მაღალი წოდების წარმომადგენელი და თვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, „ცოდვილი და უწმაწური ბებერი“. რომანის მთავარი გმირი კი ახალგაზრდა ბლოგერი გოგონაა, რომელიც ინტერნეტ სივრცის მეშვეობით ხდება მასობრივი საპროტესტო მოძრაობის ლიდერი. 1946-1964 წლების ამერიკაში რეკორდული და უკონტროლო შობადობის შედეგად დაბა დებული ადამიანების, ე.წ. „ბეიბი-ბუმერების“ პენსიაზე გასვლის გამო შექმნილი ფინანსური პრობლემების გადაჭრის აბსურდული გეგმა ზუსტად არჩევნების წინა პერიოდში ექცევა თეთრი სახლის ყურადღების ცენტრში.

საუნივერსიტეტო რომანი

მალკოლმ ბრედბერი - ისტორიული პიროვნება (The History Man)

ტერმინი campus novel 1952 წელს გაჩნდა, მას მერე, რაც ჟურნალ New Yorker-ში ამერიკელი მწერლის მერი მაკკარტნის რომანის The Groves of Academy-ის პირველი თავი დაიბეჭდა.

მალკოლმ ბრედბერის „ისტორიული პიროვნება“ (1975) ე.წ. campus novel-ის ანუ „საუნივერსიტეტო“ რომანის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. უფრო სწორად, სერ მალკოლმ ბრედბერის, რადგან, 2000 წელს, ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას სერის ტიტული და რაინდის წოდება მიენიჭა. რაც მთავარია, ბრიტანელი მწერალი, აკადემიკოსი, კრიტიკოსი და ბუკერის პრემიის ლაურეატი მალკოლმ ბრედბერი არ უნდა აგვერიოს „ფანტასტიკის მეტრად“ აღიარებულ გენიალურ ამერიკელ მწერალ რეი ბრედბერში. და კიდევ ერთი ინფორმაცია: მალკომ ბრედბერი ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან ნიჭიერი მწერლის კაძუო ისიგუროს ლიტერატურის პედაგოგი იყო!

მალკოლმ ბრედბერის რომანში მოქმედება XX საუკუნის 6070-იან წლებში ვითარდება. რომანის ცენტრშია კერკების ოჯახი. ქმარი, ჰოვარდი, უნივერსიტეტის პროფესორია და სოციოლოგიას ასწავლის, ცოლი, ბარბარა, სხვადასხვა, რადიკალუ რადგან წყობილი საზოგადოებრივი მოძრაობისა და ორგანიზაციის აქტიური მონაწილეა. ორივე ძალიან დაკავებული, საქმიანი ადამიანია, თუმცა, მათ ძალიან მჭიდრო და დაძაბულ სამუშაო გრაფიკში ყოველთვის გათვალისწინებული და წინასწარ დაგეგმილია ხალხმრავალი წვეულებები. ჰოვარდი და ბარბარა უკვე 12 წელია დაქორწინებული არიან, ორივეს ჰყავს საყვარელი ბარბარას მუდმივი, ჰოვარდს ხშირად ცვალებადი. ამ წიგნის კითხვისას მთლიანად ეფლობი 6070-იანი წლების ატმოსფეროში. აქ ოჯახური ყოფითი პრობლემები საუნივერსიტეტო ცხოვრების პერიპეტიებსა და ინტრიგებს არ ჩამოუვარდება. ქაოსურ წვეულებებზე კი შემთხვევითი სექსუალური აქტები და ჰეგელსა და კანტზე ბახუსნარევი დისკუსიები გვერდიგვერდ ოთახებში, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე იმართება. ლიტერატურული ენა ძალიან ბუნებრივია და ტექსტი თავიდან ბოლომდე ისეთი იუმორითაა დაწერილი, რომ წიგნის დამთავრებისთანავე გინდება, მალკოლმ ბრედბერის კიდევ რამე წაიკითხო.

P.S. საგანგებო და განსაკუთრებული მადლობა დავით პაიჭაძეს, რომელსაც წიგნის მაღაზიაში შემთხვევით შევხვდი და მისი ემოციური და დაჟინებული რეკომენდაციით ვიყიდე ეს ფანტასტიკური წიგნი.

0x01 graphic

დიდი წიგნი

სალმან რუშდი - ჯამბაზი შალიმარი (Shalimar the Clown)

ეს არის მწე რალი, რომლის წაკითხვაც შემიძლია უამრავჯერ გირჩიოთ. მისი სახელი ბევრ ენაზე იწერება და სხვადასხვაგვარად გამოითქმის. ინგლისურად Ahmed Salman Rushdie, ურდუზე, ეს ყველაფერი კი იმიტომაა აუცილებელი, რომ ინდური წარმოშობის რუშდი დღეს ბრიტანელ მწერლად ითვლება (1947 წელს ბომბეიში დაბადებული რუშდი 1964 წელს ბრიტანეთის მოქალაქე ხდება).

0x01 graphic

1988 წელს გამოდის რუშდის სკანდალური რომანი The Satanic Verses (სატანური ლექსები), რომლის ერთ-ერთი თავისუფალი მორალის მქონე და არც მთლად დადებითი პერსონაჟი წინასწარმეტყველი მუჰამედის პროტოტიპია.

რომანმა მუსლიმურ სამყაროში საშინელი აღშფოთება გამოიწვია. აიათოლა ჰომეინიმ საჯაროდ დაწყევლა რუშდი თავის ფატვაში (ფატვა განაჩენი, რომელიც ეყრდნობა ისლამის პრინციპებს, შარიათის კანონებს და მუსლიმური იურიდიული პრაქტიკის პრეცედენტებს) და სიკვდილი მიუსაჯა არა მარტო მწერალს, არამედ ყველა იმ პირს, ვინც ამ წიგნის გამოცემაში მონაწილეობდა. ჰომეინიმ ამ განაჩენის განხორციელებისკენ მსოფლიოს ყველა ჭეშმარიტ მუსლიმს მოუწოდა (სხვათა შორის, ეს ეპიზოდი გახდა დიდ ბრიტანეთსა და ირანს შორის დიპლომატიური კავშირის გაწყვეტის მიზეზი).

სალმან რუშდის ლიტერატურული დებიუტი ნახევრად სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი Grimus 1975 წ. მკითხველისა და კრიტიკოსებისთვის სრულიად შეუმჩნეველი დარჩა. სამაგიეროდ, მისმა შემდეგმა რომანმა Midnight's Children 1993 წელს მიიღო პრესტიჟული პრიზი booker of bookers (ბუკერის ბუკერი), როგორც 25 წლის განმავლობაში ბუკერის პრემიით დაჯილდოებულ წიგნთა შორის საუკეთესომ. 2008 წელს, ლონდონში, მკითხველთა ინტერნეტგამოკითხვით, ბუკერის პრემიის არსებობის 40 წლის განმავლობაში ლაურეატებს შორის საუკეთესოდ კვლავ სალმან რუშდი დასახელდა

2005 წელს რუშდი წერს თავის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ რომანს „ჯამბაზი შალი მარი“. ეს, ერთი მხრივ, მონუმენტური, ეპიკური თხზულებაა, მეორე მხრივ კი, დიდი სიყვარულის, დამანგრეველი ვნების, სასტიკი შურისძიების საოცრად ინტიმური, ტრაგიკული ამბავი. მოქმედება ვითარდება ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში და, რაც მთავარია, ქაშმირში. ვერც ერთ ფოტოზე ვერ ნახავთ ისეთ ქაშმირს, როგორიც ამ წიგნშია აღწერილი, ვერასოდეს მოისმენთ იმ მელოდიებს, რომლებსაც ამ წიგნის გმირები მღერიან, ვერსად ვერ შეიგრძნობთ იმ სურნელს, რომელსაც ქაშმირის ბაღები აქ აფრქვევენ, ვერანაირ ფასად ვერ გასინჯავთ იმ კერძებს, რომლებსაც ქაშმირელები ამზადებენ და არავინ გაჩვენებთ იმ ილეთებს, რომელსაც ჯამბაზი შალიმარი ორ ჯოხს შორის გაჭიმულ თოკზე ასრულებს. მოკლედ, ქაშმირი დაკარგული სამოთხეა, სადაც მხოლოდ სალმან რუშდის ამ რომანის წაკითხვით შეიძლება მოხვდეთ.

თუ ჩემმა ანოტაციამ მაინც არ მოგანდომათ ამ წიგნის წაკითხვა, მაშინ იქნებ ამ ინფორმაციაზე „წამოეგოთ“: ჯგუფ U2-ს ცნობილი სიმღერა The Ground Beneath Her Feet სალმან რუშდის ტექსტზეა დაწერილი.

და ბოლოს, ინფორმაცია რუშდის ფანებისთვის: 2010 წლის ბოლოს იგეგმება მწერლის ახალი რომანის (სავარაუდო სახელწოდებით „ცხოვრების ცეცხლი და ბრძოლა“) გამოცემა. რუშდი ამ რომანზე ბოლო 20 წელია მუშაობს.

0x01 graphic

ფენტეზი

ჩარლზ დე ლინტი - „მთვარის გული (Moonheart, 1984)

„მე არ მინდა, ფულისთვის ვწერო. მე მინდა, ფული მიხადონ იმაში, რასაც ვწერ,” ასეთია კანადელი მწერლის ჩარლზ დელინტის პრინციპი.

თავად მწერალი თავის შემოქმედებას „მითოლოგიური ფენტეზის“ ჟანრს მიაკუთვნებს. ზოგიერთი კრიტიკოსი დელინტს არა მარტო ფენტეზის, არამედ ჰორორის ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორადაც მიიჩნევს. თვითონ დელინტის საყვარელი მწერლები არიან მელორი, უაიტი, ტოლკინი, სუონი, ნორტონი, საიმაკი, ჟელაზნი, კინგი და ბარბარა კინგსოლვერი. ავტორის ლიტერატურული გემოვნების მსგავსად, მისი რომანი „მთვარის გულიც“ ამ ორ ჟანრს შორის არის გაჩხერილი, თუმცა, ჩემი აზრით, ის უფრო ფენტეზია, ვიდრე „საშინელებათა ჟანრის“ რომანი.

მე ამ წიგნის წაკითხვას ვურჩევ ადამიანებს, ვინც ამ ზაფხულს შვებულებაში საერთოდ ვერ გადის, იძულებულია იმუშაოს და მხოლოდ შვებულებიდან „მცოცავი გრაფიკით“ დაბრუნებული გარუჯული და დასვენებისგან ეგზალტირებული თანამშრომლების საზაფხულო თავგადასავლების თხრობას უსმინოს. ამ წიგნს ვურჩევ მათ, ვინც საშინლად დაიღალა ნაცრისფერი, მოსაწყენი ყოველდღიურობისგან და გულის სიღრმეში სევდიანად ოცნებობს ამ დაუნდობელი რეალობიდან სხვა, ჯადოსნურ, საოცარ რეალობაში მოხვედრაზე.

წიგნის მოქმედება პარალელურად თანამედროვე ოტავაში და „სხვა სამყაროშიც“ ვითარდება. ამ მოქმედების ცენტრშია ჩვეულებრივი სახლი, რომელსაც უამრავი კარიც აქვს და მაგიური თვისებებიც. ახალგაზრდა სარა ქენდელი მოხუც ანტიკვარ ბიძასთან ერთად სწორედ ამ სახლში ცხოვრობს. ანტიკვარის ფარდულში ნაპოვნი არტეფაქტებისა რას და მთლიანად ქალაქის ცხოვრებას ძირეულად შეცვლის. ირმის ძველი, ტყავის ქისა, გარეული ცხოველის კლანჭი, ხორბლის მარცვლები, ძვლისგან გამოთლილი მინიატიურული დისკოკელტური ორნამენტით და ისეთივე ორნამენტიანი ოქროს ბეჭედი შემთხვევით ნაპოვნი ეს ნივთები „ძველ“ და „ახალ“ სამყაროებს დააპირისპირებს ერთმანეთთან.

კანადის სამეფო საცხენოსნო პოლიციაში საიდუმლო განყოფილებაა, რომელიც პარანორმალურ შემთხვევებს იძიებს (წარმოიდგინეთ, X file და აგენტი მალდერი, ოღონდ ცხენზე ამხედრებული). მათი ეჭვმიტანილი, ადრე გზააბნეული, მოხეტიალე მუსიკოსი კი ახლა უკვა ლოდდა საეჭვოდ დაკარგული მაგისა და მედიუმის თომას ჰენგუერის ახალგაზრდა მოსწავლე კირი ან ფოგია.

მაგის ზებუნებრივი ნიჭი მოსვენებას არ აძლევს ერთ გავლენიან პოლიტიკოსს, რომლის აკვიატებული ოცნება მარადიული სიცოცხლის საიდუმლოს ამოცნობაა. მაგრამ არავის ახსოვს, რომ ამ სამყაროში ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი რეალობის მიღმა მთვლემარე ბნელი ძალების გამოღვიძებაა. დაიწყება... ბრძოლა მახინჯ მონსტრებთან, სიყვარული, პოლიტიკური ინტრიგები, რომანტიკა, მითოლოგია, მაგია, ეზოთერიკა, დეტექტივი და რეალიზმი ეს ყველაფერი ერთ წიგნში, მაგრამ სხვადასხვა განზომილებაშია. კელტური თქმულებები, ინდიელთა ლეგენდები, პოლიციური ოპერაციები თანამედროვე იარაღით და შეტაკებები შუბებით და მაგიის ხრიკებით, მაგიური არსება malek-ი, ჯადოსნური, მახინჯი tragg-ები და კეთილი kvinon-ნი ეს ის ანტურაჟია, რომელშიც რომანის გმირები ეძებენ საკუთარი ცხოვრების აზრს, ამ ცხოვრებაში საკუთარ ადგილს და დანიშნულებას, თავიანთ სულს, თავიანთ ტოტემს და თავიანთ სიყვარულს. და პოულობენ სხვა რეალობაში, სხვა განზომილებაში, დროებს შორის უფსკრულზე გადებულ ვიწრო და საშიშ ზღვარზე. მთავარია, სწორი კარი შეაღო. მათ კი, ვინც ეს წიგნი უსაზღვრო სიღრმის, ფილოსოფიური წიაღსვლებისა და გონების ინელექტუალური სავარჯიშოების მოლოდინით წაიკითხა, უბრალოდ, კარი შეეშალათ.

0x01 graphic

ეროტიკული რომანი

ზოე ვალდესი - „კაფე ნოსტალგია (Cafe Nostalgia, 1997)

კუბელი მწერალი და პოეტი ქალი ზოე ვალდესი 1959 წელს ჰავანაში დაიბადა. 1995 წლიდან პარიზში ცხოვრობს. კუბაში ის პორნოგრაფიული ლიტერატურის მწერლად ითვლება და მისი წიგნები აკრძალულია. ამის მიუხედავად, ზოე ვალდესი უამრავი ლათინო ამერიკული, ესპანური და ევროპული პრესტიჟული სალიტერატურო პრემიის მფლობელია. 1998 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრია, 1999 წელს საფრანგეთის ხელოვნების და ლიტერატურის ორდენის კავალერი ხდება. ზოე ვალდესს არა ერთხელ საჯაროდ გამოუხატავს თავისი აღშფოთება გაბრიელ გარსია მარკესის მიმართ, მის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენებისა და ფიდელ კასტროს რეჟიმის ღია მხარდაჭერის გამო.

ვალდესისთვის არ არსებობს აკრძალული, ტაბუირებული თემები. „უსირცხვილო ჟანრისადმი“ მიდრეკილებას მწერალი ხუმრობით იმით ხსნის, რომ ჰავანას ცხელი კლიმატის გამო მას წერა შიშველს უფრო ეხერხება და სკამზე დაფენილი ბეწვიანი შალი თამის ფანტაზიას გარკვეული მიმართულებით აღვივებს.

რომანი „კაფე ნოსტალგია“ პრუსტისა და კორტასარის ნაზავს მოგაგონებთ. ამ რომანის გმირების ცხოვრების ორიენტირები ყნოსვა და გემოა აქ მეგობრებს ბაზილიკუმისა და მანგოს კომპოტის სურნელი აქვთ, შეყვარებულებს დარიჩინის, ხოლო დაკარგულ სამშობლოს ჯადოსნური ხილის, მამეის გემო.

მთავარ გმირს სახელი მარსელა პრუსტის პატივსაცემად ჰქვია. სწორედ პრუსტის კითხვა აგდებს მას ისეთ ექსტაზში, რომ ჭამაც ავიწყდება, სმაც, თანახმაა, ავადაც გახდეს და გაგიჟდეს, ოღონდ კი პრუსტი იკითხოს. მარსელა წარმოშობით კუბელია, მოწოდებით ფოტოგრაფი, პროფესიით ვიზაჟისტი. თავისუფალ დროს კითხვა უყვარს, რადგან ამ პროცესში „სხვისი ცხოვრებით“ ცხოვრება მას ფიზიოლოგიურ სიამოვნებას ანიჭებს. რომანის ემოციური კულმინაცია შოკის მომგვრელი გულწრფელობით აღწერილი კანიბალური ეროტიკული ეპიზოდია. ეს, რა თქმა უნდა, მეტაფორული ტექსტია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ორსულ ქალებს ვურჩევ, ბოლო სამი გვერდის წაკითხვისგან თავი შეიკავონ. ზღვარგადასული ანატომიურ გასტრონომიულ სექსუა ურ კანიბალისტური ტექსტის მიუხედავად, ზოე ვალდესის ეს რომანი სულაც არ არის უხამსი, რადგან ის არაჩვეულებრივი და ნამდვილი მწერალია. პორნოგრაფია ხელოვნურობასა და უნიჭო რეალისტურობას გადაჰყავს უხამსობაში, „კაფე ნოსტალგია“ კი სიცოცხლის სიყვარულის, ნამდვილი, შეუფარავი ემოციების ზეიმია, რომლის კითხვისას ეგზოტიკური ყვავილების სურნელს აფრქვევს და ძალიან, ძალი ან დიდ ხანს არ იფანტება.

სიყვარული - ეს სწორედ ისაა, რაც მაძლევს საშუალებას, არ მიყვარდეს ბანალურად... სიცოცხლე - ეს ზუსტად ისაა, რაც მიშლის, რომ ვიცხოვრო უდარდელად, რადგან ჩემი ცხოვრება ძალიან ემოციურია ... კითხვა კიდევ უფრო მიღვივებს წაკითხვის სურვილს
ზოე ვალდესი - „კაფე ნოსტალგია

კუბელი მწერალი და პოეტი ქალი ზოე ვალდესი 1959 წელს ჰავანაში დაიბადა. 1995 წლიდან პარიზში ცხოვრობს. კუბაში ის პორნოგრაფიული ლიტერატურის მწერლად ითვლება და მისი წიგნები აკრძალულია. ამის მიუხედავად, ზოე ვალდესი უამრავი ლათინო ამერიკული, ესპანური და ევროპული პრესტიჟული სალიტერატურო პრემიის მფლობელია. 1998 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრია, 1999 წელს საფრანგეთის ხელოვნების და ლიტერატურის ორდენის კავალერი ხდება. ზოე ვალდესს არა ერთხელ საჯაროდ გამოუხატავს თავისი აღშფოთება გაბრიელ გარსია მარკესის მიმართ, მის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენებისა და ფიდელ კასტროს რეჟიმის ღია მხარდაჭერის გამო.

ვალდესისთვის არ არსებობს აკრძალული, ტაბუირებული თემები. „უსირცხვილო ჟანრისადმი“ მიდრეკილებას მწერალი ხუმრობით იმით ხსნის, რომ ჰავანას ცხელი კლიმატის გამო მას წერა შიშველს უფრო ეხერხება და სკამზე დაფენილი ბეწვიანი შალი თამის ფანტაზიას გარკვეული მიმართულებით აღვივებს.

რომანი „კაფე ნოსტალგია“ პრუსტისა და კორტასარის ნაზავს მოგაგონებთ. ამ რომანის გმირების ცხოვრების ორიენტირები ყნოსვა და გემოა აქ მეგობრებს ბაზილიკუმისა და მანგოს კომპოტის სურნელი აქვთ, შეყვარებულებს დარიჩინის, ხოლო დაკარგულ სამშობლოს ჯადოსნური ხილის, მამეის გემო.

მთავარ გმირს სახელი მარსელა პრუსტის პატივსაცემად ჰქვია. სწორედ პრუსტის კითხვა აგდებს მას ისეთ ექსტაზში, რომ ჭამაც ავიწყდება, სმაც, თანახმაა, ავადაც გახდეს და გაგიჟდეს, ოღონდ კი პრუსტი იკითხოს. მარსელა წარმოშობით კუბელია, მოწოდებით ფოტოგრაფი, პროფესიით ვიზაჟისტი. თავისუფალ დროს კითხვა უყვარს, რადგან ამ პროცესში „სხვისი ცხოვრებით“ ცხოვრება მას ფიზიოლოგიურ სიამოვნებას ანიჭებს. რომანის ემოციური კულმინაცია შოკის მომგვრელი გულწრფელობით აღწერილი კანიბალური ეროტიკული ეპიზოდია. ეს, რა თქმა უნდა, მეტაფორული ტექსტია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ორსულ ქალებს ვურჩევ, ბოლო სამი გვერდის წაკითხვისგან თავი შეიკავონ. ზღვარგადასული ანატომიურ გასტრონომიულ სექსუა ურ კანიბალისტური ტექსტის მიუხედავად, ზოე ვალდესის ეს რომანი სულაც არ არის უხამსი, რადგან ის არაჩვეულებრივი და ნამდვილი მწერალია. პორნოგრაფია ხელოვნურობასა და უნიჭო რეალისტურობას გადაჰყავს უხამსობაში, „კაფე ნოსტალგია“ კი სიცოცხლის სიყვარულის, ნამდვილი, შეუფარავი ემოციების ზეიმია, რომლის კითხვისას ეგზოტიკური ყვავილების სურნელს აფრქვევს და ძალიან, ძალი ან დიდ ხანს არ იფანტება.

სიყვარული - ეს სწორედ ისაა, რაც მაძლევს საშუალებას, არ მიყვარდეს ბანალურად... სიცოცხლე - ეს ზუსტად ისაა, რაც მიშლის, რომ ვიცხოვრო უდარდელად, რადგან ჩემი ცხოვრება ძალიან ემოციურია ... კითხვა კიდევ უფრო მიღვივებს წაკითხვის სურვილს
ზოე ვალდესი - „კაფე ნოსტალგია

0x01 graphic

ჟან - კრისტოფ გრანჟე

0x01 graphic

სალმან რუშდი

0x01 graphic

კრისტოფერ ბაკლი

არკითხვის ყველაზე ხშირი 10 მიზეზი, მათი აღმოფხვრის საშუალებები და გულწრფელი ემოციები

  1. „იმდენი პერსონაჟია, რომ ვერვიმახსოვრებ“ დაბრუნდით უკან და გადაიკითხეთ. თუ არ გშველით, მიიღეთ „ბილობილი“. ეს მცენარეული პრეპარატია, ვფიქრობ, არ გავნებთ, მაგრამ მაინც ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

  2. „პირველი გვერდი წავიკითხე და საერთოდ არ დამაინტერესა“ იცით, მეორე გვერდზე რა საინტერესო რამეები ხდება! აბა, სცადეთ!

  3. „კითხვა მინდა, მაგრამ თვალებს ძალი ან მტკენს“ იქნებ შუქი აანთოთ. თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, საკითხავი სათვალე მოირგეთ.

  4. „ვიწყებ თუ არა კითხვას, მეძინება“ სამაგიეროდ ძილის წამალი აღარ გჭირდებათ. იკითხეთ და იძინეთ!

  5. „ახლა კოელიოს „ალქიმიას“ (??) ვკითხულობ. ძაან სხვა ნაირია და ნელა ვკითხულობ. ნუ, არც ისე ნელა, ჯერ სულ სამი თვეა“. ვაუ!

  6. „სამაგიეროდ ზიუსკინდის „პარფიუმერია“ (???) წავი კითხე უკვე!“ უკვე?!

  7. „დონკი ხოტი“ (!!!) ძაან სქელია“ აბსოლუტურად მართალი ხართ!

  8. „მე ბავშვობაში „გრაფ მონტე კარლოს“ წაკითხვა დამაძალეს და იმის მერე ვერ ვკითხულობ წიგნებს, კომპლექსი მაქვს“ ამას უკვე მივხვდი.

  9. „სამი მუშკეტერი“ ათასჯერ მაქვს ნანახი და რატომღა წავიკითხო?!“ ყოჩაღ!

  10. და ამ ყველაფრის შემდეგ „ნიცშეზე ვეცემი და ახლა ათი დღით აგარაკზე მივდივარ. მაგრად დავისვენებ. არც ტელევიზორი მინდა, არც მობილური. ბოლომდე უნდა დავისვენო. შოპენჰაუერი მი მაქვს. უნდა წავიკითხო“, მიდი აბა, წაიკითხეთ. თქვენ ოღონდ რამე წაიკითხეთ!

0x01 graphic

კოჯი სუძუკი

0x01 graphic

ჩარლზ დე ლინტი

0x01 graphic

მალკოლმ ბრედბერი

0x01 graphic

ზოე ვალდესი

რჩევები

  1. უპირველესად, არ დაგენანოთ ფრჩხილი ან ახლადწასმული ლაქი და სასწრაფოდ ფაქიზად და ოსტატურად ააძრეთ წიგნის უკანა ყდაზე მიკრული ფასისა და კოდის აღმნიშვნელი საძაგელი თეთრი ან ფოსფორისფერი სტიკერები პატივი ეცით წიგნის დიზაინერს და ესთეტიკის საკუთარ გრძნობას.

  2. არასოდეს გადაკეცოთ წიგნის ფურცლის კუთხე „გუშინ სად გავჩერდის“ მიზნით, ანუ ხვალ საიდან უნდა გააგრძელოთ კითხვა. არ იხმაროთ სანიშნად ქაღალდის ხელსახოცი, თუნდაც უხმარი, წამლის რეცეპტი ან მაღაზიის ჩეკი. კითხვა ინტიმური პროცესია, სანიშნი ინტიმური ნივთი. და თუ მაინც და მაინც საგანგებოდ ამისთვის მოგონილი და შექმნილი სანიშნი არ მოგწონთ, ჩადეთ წიგნში თქვენი საყვარელი სუნამოს სარეკლამო პატარა მუყაოს ბარათი ან საყვარელი ფოტო. და, რაც მთავარია, არ ჩანიშნოთ წიგნი მოცულობითი ნივთებით (სათვალე, კალმისტარი, თმის სამაგრი, სანთებელა) და არ დატოვოთ წიგნი გადატრიალებულ გაფარჩხული იმ ადგილზე, სადაც შეწყვიტეთ კითხვა ეს საშინელი სანახავია.

31 101 მიზეზი ზაფხულის კინოში გასატარებლად

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|კინო

5 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით კინოთეატრები ამირანი და რუსთაველი სამოთხის ფუნქციებს შეითავსებს. თბილისის კინოთეატრებში 101 (სიქველების გარდა) ფილმი გავა. ეს უბრალო ნამუშევრები არ გეგონოთ. ეს არის ფილმები, რომლებმაც კინო შეცვალეს. თქვენ გელით კუბრიკის, სკორსეზეს, ჰიჩკოკის, სპილბერგისა და ქემერონის ნამუშევრების დიდ ეკრანზე ნახვის სიამოვნება.

თითო სეანსზე დასწრება 57 ლარი ეღირება. აბონემენტი კი, რომლის საშუალებითაც ყველა ფილმის ნახვა შეგიძლიათ, საკმაოდ იაფი 50 ლარი დაგიჯდებათ. სეანსები კინოთეატრების დარბაზებში ჩატარდება. დღეში 10-11 ფილმს აჩვენებენ, თითოეული 23 დღეს გავა, შემდეგ კი სხვა ნამუშევრით ჩანაცვლდება.

სია შესანიშნავი ფილმებითაა დაკომპლექტებული. კარგი იქნება, თუ ყველას ნახავთ, თუმცა, ტაბულა მაინც გირჩევთ იმ 9 ფილმს, რომლებიც უთუოდ დიდ ეკრანზე უნდა დააგემოვნოთ.

მაგნოლია

ძალიან ცოტაა სამსაათიანი ფილმი, რომელიც მაყურებელს არ ღლის. ძალიან ცოტაა ისეთი ნამუშევარი, რომლისთვისაც სიტყვა სრულყოფილება სასაცილო, არასაკმარისი დახასიათებაა. პოლ ტომას ანდერსონის მაგნოლია თავის ფოთლებზე იტევს რამდენიმე პერსონაჟის უცნაურ, გომბეშოებით სავსე ისტორიას. ეს არის ფილმი, რომელიც უზარმაზარ ტრეკს ჰგავს და სულ გინდა, რომ უსმინო. 1999 წლის და, საერთოდ, თანამედროვე კინოს მშვენება.

მებრძოლთა კლუბი

შენ არ ხარ შენი სამსახური, არც ფული ხარ, რომელიც საბანკო ანგარიშზე გაქვს, შენ არც შენი მანქანა ხარ და არც საფულის შემადგენელი ნაწილი. შენ ხარ… იმისთვის, რომ გაიგო შენი ცხოვრების მიზანი, ტაილერ დერდნერს უნდა მიჰყვე. ის მოგიყვება წარმოუდგენელ ამბავს, რომლის დასასრულს ხელებს ცაში აღაპყრობ და Pixies „WHERE IS MY MIND“-ის სიმღერას დაიწყებ. აუცილებლად. ჩაკ პალანიუკის ამავე სახელწოდების ნოველის დევიდ ფინჩერისეული ეკრანიზაცია, რომელიც პინგვინთან ერთად ყინულზე სრიალს ჰგავს. რატომ? ამას კინოთეატრში ნახავთ.

უცხო

ამ ფილმის დიდ ეკრანზე ხილვის შემდეგ მიხვდებით, რა არის ნამდვილი ჰორორი. ეს არის კოსმოსური ოდისეა, სადაც საშინელი უცხოპლანეტელისგან ვერაფერი გიხსნით. ელენ რიპლი არ ითვლება. ამ ქალს ყველაფერი შეუძლია. რიდლი სკოტის გენიალური ფილმი, რომელიც სამი ათეული წლის შემდეგაც არ დაძველებულა.

ინდიანა ჯონსის ტეტრალოგია

ოთხი ფილმი კინოს უდიდეს არქეოლოგზე. ამ ფილმებზე ბევრი საუბარი არ არის საჭირო. სტივენ სპილბერგის ნამუშევრები არის კინო კლასიკა, რომლის დიდ ეკრანზე ნახვის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. ჯონ უილიამსის დაუვიწყარი მუსიკალური თემები, ჰარისონ ფორდის დიდებული პერსონაჟი და, უბრალოდ, არაჩვეულებრივი სიუჟეტების მქონე სათავგადასავლო ფილმები.

ვარსკვლავური ომები (ორივე ტრილოგია)

1977 წელს ჯორჯ ლუკასმა კინოში რევოლუცია მოახდინა. სწორედ ამ წელს მსოფლიომ გაიცნო ლუკ სკაიუოკერი, დარტ ვეიდერი, ჰანს სოლო, ობი ვან კენობი და მაგისტრი იოდა. ეს პერსონაჟები ნამდვილები რომ იყვნენ, აშშ-ს პრეზიდენტობაზე თავისუფლად იყრიდნენ კენჭს. დარტვეიდერის სიტყვები „ლუკ, მე მამაშენი ვარ“, ისეთივე ეპოქალურია, როგორც ნილ არმსტრონგის სიტყვები: „ეს იყო პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის“.

2001: კოსმოსური ოდისეა

ვიზუალური ოდისეა კუბრიკის თავში, რომელიც 1968 წელს და იწყო და მას შემდეგ არ გაჩერებულა. თქვენ აუცილებლად გაგეყინებათ სისხლი HAL 9000-ის წინაშე, აუცილებლად აკანკალდებით ფილმის ფინალზე და აუცილებლად მქუხარე ტაშით დააჯილდოებთ სტენლი კუბრიკს რეჟისორს, რომელმაც წარმოუდგენლად დიდი კვალი დატოვა კინოში.

მატრიცა (ტრილოგია)

1999 წლის კიდევ ერთი შედევრი. ვაჩოვსკების სამნაწილიანი სექსუალური აქტი მაყურებლის გონებასთან. რა არის მატრიცა? კითხვა ფილმის და საწყისში ჩნდება და სრულ პასუხს ტყუილად დაელოდებით. სანამ კინოში წახვალთ, კარგად დაფიქრდით. თქვენ წინაშე ორი აბია: ლურჯი და წითელი. პირველს აირჩევთ, არ წახვალთ ფილმის დიდ ეკრანზე სანახავად და თქვენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება, ალისას საოცრებათა სამყაროში ვერ მოხვდებით. წითელი აბის არჩევის შემთხვევაში, უკან დასახევი გზა მოჭრილია. თქვენ სიმართლეს გაიგებთ დანახავთ, თუ როგორი ღრმა ყოფილა კურდღლის სორო, სადაც ქეროლის ალისა ჩაძვრა და სადაც თქვენ არანორმალური ამბავი გელოდებათ.

ძველი ბიჭი

ტაბულას სიაში ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფილმი. სამაგიეროდ, ბოლო ათი წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი. ჩან ვუკ პარკის მიერ შექმნილი ყველაზე უცნაური შურისძიების ამბავი, რომელიც რეჟისორის, ოპერატორის, მსახიობებისა და კომპოზიტორის წყალობით, უზადოდაა გადმოცემული. „თუ მე მონსტრზე უკეთესი არ ვარ, არ მაქვს სიცოცხლის უფლება?“ ესაა ფრაზა, რომელიც დიდხანს, ძალიან დიდ ხანს არ დაგავიწყდებათ.

ბეჭდების მბრძანებელი (ტრილოგია)

დიდ ეკრანზე დასაგემოვნებელ ფილმებში „ბეჭდების მბრძანებელზე“ უკეთესი, ალბათ, არაფერი გადაუღიათ. პიტერ ჯექსონის სრულყოფილი ტრილოგია. იშვიათია, ფილმი სამი ნაწილისგან შედგებოდეს და სამივე ერთმანეთზე უკეთესი იყოს. ჯონ რუალ რონალდ ტოლკიენის ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელსაც, მნიშვნელობა არ აქვს, სად ნახავთ დიდ ეკრანზე, ტელევიზორში, ლეპტოპსა თუ MP4-ის პაწაწინა ეკრანზე. ის ყველგან ერთნაირად ეპიკური და გენიალურია.

ფილმების სრული სია
1 გაქცევა შოუშენკიდან (1994)
2 კარგი, ცუდი, ბოროტი (1966)
3 კრიმინალური საკითხავი (1994)
4 ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა (1975)
5 ბნელი რაინდი (2008)
6 ფანტასტიკური მისტერ ფოქსი (2009)
7 ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი (2008)
8 მაგარი ბიჭე ბი (1990)
9 მებრძოლთა კლუბი (1999)
10 ღმერთის ქალაქი (2002)
11 განაბული ვეფხვი, ჩასაფრებული დრაკო ნი (2000)
12 ფსიქო (1960)
13 ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები (1995)
14 კრავთა დუმილი (1991)
15 მალ ჰოლანდ დრაივი (2001)
16 წვიმის კაცი (1988)
17 ლეონი (1994)
18 აპოკალიპტო (2006)
19 ფორესტ გამპი (1994)
20 ამერიკული სილამაზე (1999)
21 ტაქსის მძღოლი (1976)
22 ძველი ბიჭი (2003)
23 უცხო (1979)
24 ამელი (2001)
25 რიგითი რაიანის გადასარჩენად (1998)
26 კარლიტოს გზა (1993)
27 ნათება (1980)
28 მექანიკური ფორთოხალი (1971)
29 მოგზაურობა ამერიკაში (1988)
30 მოსახვევი (1997)
31 ტიტანიკი (1997)
32 იურული პერიოდის პარკი (1993)
33 დამიჭირე, თუ შეგიძლია (2002)
34 მამაკაცები შავებ ში (1997)
35 ცოდვის ქალაქი (2005)
36 შეტაკება (1995)
37 მოხუცებისთვის ადგილი არ არის (2007)
38 გლადიატორი (2000)
39 შესანიშნავი შვიდეული (1960)
40 კუნძული (2000)
41 თამაში (1997)
42 შიში და სიძულვილი ლას ვეგასში (1998)
43 დოგ ვილი (2003)
44 მეოცნებენი (2003)
45 რომეო და ჯულიეტა (1996)
46 ლამაზმანი (1990)
47 რეალური სიყვარული (2003)
48 დღიური (2004)
49 გაიცანი ჯო ბლე ქი (1998)
50 საჰარა(1983)
51 განდგომილი (2006)
52 პიანისტი (2002)
53 მისტიკური მდინარე (2003)
54 ჩვენ ანგელოზები არ ვართ (1989)
55 მაგნოლია (1999)
56 ბრწყინვალე გონების მარადიული ნათება (2004)
57 დიდი თევზი (2003)
58 რეკ ვიემი ოცნებაზე (2000)
59 ბრიუგეში (2008)
60 ცოფიანი ძაღლები (1992)
61 კაზინო (1995)
62 12 მაიმუნი (1995)
63 ბანქო, ფული და ორი ლულა (1998)
64 თარგმანში დაკარგული (2003)
65 ძუკნა სიყვარული (2000)
66 ცოფიანი ხარი (1980)
67 სიყვარულის ამბავი (1970)
68 უსახელო ნაბიჭვრები (2009)
69 2001: კოსმოსური ოდისეა (1968)
70 ცხოვრება მშვენიერია (1997)
71 ნაიარევი სახე (1983)
72 ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან (1959)
73 ამადეუსი (1984)
74 მამაცი გული (1995)
75 ნემსის წვერ ზე (1996)
76 გოგონა მილიონ დოლარად (2004)
77 ერთხელ ამერიკაში (1984)
78 რაზმი (1986)
79 დიდი ლებოვსკი (1998)
80 დიდი კუში (2000)
81 მეექვსე გრძნობა (1999)
82 ტომას ქრაუნის აფიორა (1999)
83 მეხუთე ელემენტი (1997)
84 ოთხი ოთახი (1995)
85 რომაული არდადეგები (1953)
86 მსოფლიოს გავლით (2007)
87 ტიტუსი (1999)
88 ცხრანახევარი კვირა (1986)
89 300 (2006)
90 99 ფრანკი (2007)
91 მოკალი ბილი (2003)
92 ნათლია (1972)
93 უკან, მომავალ ში (1985)
94 ოუშენის 11 მეგობარი (2001)
95 კარიბის ზღვის მეკობრეები (2003)
96 მატრიცა (1999)
97 ინდიანა ჯონსი (1981)
98 ბეჭდების მბრძანებელი (2003)
99 ვარსკვლავური ომები (1980)
100 ტერმინატორი (1984)
101 გუშაგები (2009)

32 ბათუმის კინოფესტივალი მეხუთედ!

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|კინო

0x01 graphic

ყველამ დიდი ხანია ვიცით, რომ ქართული კინო დიდად არ გვანებივრებს და ბოლო ათწლეულის ეროვნული კინემატოგრაფით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. ამ ყველაფრის მიუხედავად, არის ერთი რამ, რაც ქართველი კინომანებისთვის, ცოტათი მაინც, შვების მომგვრელი შეიძლება იყოს - ფესტივალი.

კინოფესტივალი - სივრცე, სადაც იკრიბებიან კინოს მოყვარულები, სადაც თანამედროვე ევროპული თუ აზიური კინოს გაცნობის საშუალება გეძლევა; სადაც, ცოტა ხნით მაინც, კინოს სამყაროში გადადიხარ, იქ, სადაც სხვადასხვა ამბავს სხვადასხვა ენაზე გიყვებიან... სადაც ახალ „მეგობრებს“ იძენ, ახალ სუნთქვას სწავლობ და ეკრანული ცხოვრების დიდ წიგნში პატარ-პატარა აღმოჩენებსაც აკეთებ.

საქართველოს კინორუკაზე 2006 წლამდე მხოლოდ ერთი ფესტივალი არსებობდა - თბილისის საერთაშორისო ფესტივალი პრომეთე. ღონისძიება, რომელიც ერთი კვირის მანძილზე უამრავ სტუმარს კინოსამყაროში მოგზაურობას სთავაზობდა და რომელმაც შარშან ათი წლის იუბილე იზეიმა. 2006 წელს რუკას კიდევ ერთი ადგილი და სახელი შეემატა - ბათუმი.

ბათუმის კინოფესტივალი წელიწადის ყველაზე კარგ დროს ტარდება - სექტემბერში. აბა, რა უნდა ინატრო ამაზე უკეთესი? სექტემბერი, თბილი ზღვა, სასიამოვნო მზის სხივები და კინო! ბევრი კინო! არა, ამინდზე თავს ვერ გამოიდებ - აჭარაა მაინც! მაგრამ კინო?!

ფესტივალის ისტორია 2006 წელს დაიწყო, როდესაც მონდომებული ახალგაზრდების იდეას ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“ და ქალაქის მერია შეუერთდა და მათი მხარდაჭერით დაარსდა ბათუმის კინოფესტივალი. წლევანდელ ფესტივალს, როგორც ყოველთვის, პროგრამ-კონსულტანტობას გაუწევს ჩიკაგოს დოკუმენტური კინოფესტივალის დირექტორი ქრისტოფერ კამიშევი. ისევე როგორც წინა წლებში, ფესტივალს სხვადასხვა ქვეყნის კინომცოდნეები, რეჟისორები და ახალგაზრდა შემოქმედები ეწვევიან.

ფესტივალის პროგრამებში - ძირითადი კონკურსი, ახალგაზრდა რეჟისორების ფილმები, რეტროსპექტივები და სპეციალური ჩვენებები - 22 ქვეყნის კინო იქნება წარმოდგენილი, ხოლო სპეციალურ პროგრამაში - აბრეშუმის გზის ქვეყნების ფილმები - წელს ირანულ კინოზე გაკეთდება აქცენტი. ასე რომ, ირანული კინო ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი „სტუმარი“ იქნება.

წელს ძირითადი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე და ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ცნობილი პოლონელი კინორეჟისორი ზბიგნევ რიბჩინსკი, ჟიურის წევრები - ნინო კირთაძე, რეჟისორი (საქართველო), სიდიქ ბარმაკი, რეჟისორი (ავღანეთი) და კინომცოდნე ბოჟიდარ მანოვი, ბულგარეთის კინოცენტრის წარმომადგენელი.

პერიოდულად სიახლეები განთავსდება კინოფესტივალის ვებგვერდზე (www.biaff.org) და კინოფესტივალის FACEBOOK ჯგუფში, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაწევრიანება.

ასე რომ, 12-19 სექტემბრამდე!

33 ზაფხულის თამაშები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

ზაფხულის სიცხე პიკს აღწევს. შუადღისას გარეთ გასვლა თვითმკვლელობაა. ვინც უკვე შვებულებაში ან არდადეგებზეა, მათთვის საუკეთესო გასართობი შუადღის ხვატში შინ ჯდომა და იმ თამაშებით გართობაა, რომლებსაც დროის ნაკლებობის გამო ჯეროვანი ყურადღება ვერ დაუთმეს.
ტაბულა წარმოგიდგენთ 2010 წლის პირველი ნახევრის ორ საუკეთესო ორიგინალ თამაშს და ორ სიქველს. ტექნიკური მახასიათებლების გარდა, მათ აქვთ ერთი საერთო თვისება, თუ რატომ უნდა ითამაშოთ მაინცდამაინც შუადღის ხვატში.

Heavy Rain
პლატფორმა: playstation 3

2005 წელს სტუდია Quantic Dreamს უკვე შექმნილი ჰქონდა Fahrenheit / Indigo Prophecy. თამაში ჰიტების სიაში არ შესულა, თუმცა, გემოვნებიანი მოთამაშეების ყურადღება ნამდვილად მიიქცია. რამდენიმე ხნის შემდეგ სტუდიის დამფუძნებელმა, სცენარისტმა და რეჟისორმა დევიდ ქეიჯმა ფარენჰეიტს მოსამზადებელი ეტაპი უწოდა მორიგი გენიალური ქმნილებისთვის. სონის ბოსები ენდნენ ქეიჯის ამბიციებს და მომავალ თამაშზე ექსკლუზივის უფლება იყიდეს.

მოლოდინი გამართლდა. უკვე ადრეული სქრინშოტებიდან და დემოებიდან Heavy Rain წლის ყველაზე დიდ მოვლენად იქცა.

სიუჟეტი სერიული მკვლელის ირგვლივ ვითარდება. Origami Killer, როგორც მას უწოდებენ, გარკვეული პერიოდულობით, თავსხმა წვიმის დროს, უსწორდება მორიგ მსხვერპლს.

მანიაკის წინააღმდეგ ოთხი ადამიანი იბრძვის. მამა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მანიაკის ახალი მსხვერპლი მისი ვაჟი იქნება, ინსომნიით გატანჯული ჟურნალისტი ქალი, ფედერალური ბიუროს აგენტი და კერძო დეტექტივი. მოთამაშეს მოუწევს, ოთხივე პერსონაჟი მართოს. შემქმნელების გენიალური გადაწყვეტილებების წყალობით მოთამაშე, უბრალოდ, იძულებული ხდება, რიგრიგობით შეძვრეს ოთხივე მათგანის ტყავში და ღრმად ჩაიხედოს მათ ბნელ წარსულში.

Alan Wake
პლატფორმა XBOX 360

ბევრს ეგონა, რომ ალანმა სამუდამოდდა იძინა. 2001 წელს დაანონსებული თამაშის შესახებ 2005 წლამდე არაფერი ისმოდა. 2005-დან უკანასკნელ დრომდე კი ძალიან მწირი ინფორმაცია მოჟონავდა შემქმნელთა ლაბორატორიიდან. როცა გეიმერულ სამყაროში Heavy Rain-ის ისტერია დაიწყო, მაიკროსოფტი მიხვდა, რომ XBOX-ისთვის სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ანალოგიური ჟანრის თამაში, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა Heavy Rainს.

და ალანმა გამოიღვიძა. მის გამოფხიზლებაზე საკულტო შუთერის მაქსპეინის შემქმნელებმა იმუშავეს.

ალანი მწერალია. მისი გახმაურებული თრილერები და დეტექტივები ბევრს უყვარს, მაგრამ ორი წელია არაფერი დაუწერია. შთაგონების გასაღვიძებლად ალანი მეუღლესთან ერთად დაბა Bright Falls-ში მიემგზავრება.

სტუმართმოყვარე ადგილობრივები გულღიად შეხვდებიან სახელგანთქმულ სტუმარს. ალანი მანქანას იქირავებს და ტბის პირა სახლისკენ გაემართება. მან არ იცის, რომ სახიფათო თამაშში ჩაერთო და, საკუთარი სისულელის წყალობით, სხვა სახლის გასაღები წამოიღო ბიუროდან.

სახლში მცირე ოჯახური დრამა თამაშდება. ალანი გაბრაზებული გამოიხურავს კარს. დარწმუნებულია, რომ ცოლი უკან არ გაჰყვება, რადგან მეუღლეს სიბნელის ეშინია. რამდენიმე წამის შემდეგ შემზარავი კივილი მიახვედრებს, რომ მეუღლე ტბაში იხრჩობა. ალანი მის კვალს მიჰყვება. ის რამდენიმე საათის შემდეგ გონს მოდის და წარმოდგენაც იწყება. ალანს რთული, იდუმალი გზის გავლა მოუწევს მეუღლის დასაბრუნებლად. მოწინააღმდეგეები კი მისი პერსონაჟები აღმოჩნდებიან სხვადასხვა წიგნიდან.

მიმომხილველები მიიჩნევდნენ, რომ ეპოსი ალანზე მაქს პეინი იქნებოდა, საილენთ ჰილის არომატით. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, შემქმნელებმა წარმატებით აუარეს გვერდი კლიშეებს და სრულიად ახალი თაობის თამაში შექმნეს.

0x01 graphic

Bioshock 2
პლატფორმები: Xbox 360 / PlayStation 3/ PC

თქვენ კვლავ გელიან შეშლილი მეცნიერის, ენდრიუ რაიანის უტოპიურ ქ ლაქ Rapture-ში. ეს ქალაქი ერთ დროს წყალქვეშ გაშენებული სამოთხე იყო, რომელსაც გარე სამყაროს განზე გამძლე მინის კედლები იცავდა. დროთა განმავლობაში კორუფციის, კლასთა შორის ბრძოლისა და რევოლუციების ველად იქცა. იდეა დაემხო. ენდრიუ ყველა საშუალებით ცდილობს, დაიბრუნოს დაკარგული ძალაუფლება.

ბიოპანკ ოდისეის მეორე ნაწილი შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც პირველი ნაწილი არ უთამაშია, რადგან მოთამაშეს მოუწევს, მართოს არსება, სახელად „დიდი მამიკო“.

„დიდი მამიკოები“ პირველ ნაწილში მინორულ, მაგრამ საინტერესო როლს თამაშობდნენ. ისინი იცავდნენ „პატარა დაიკოებს“ მოძალადეებისგან. და ვინ არიან პატარა დაიკოები? ისინი ერთგვარი ცოცხალი ფაბრიკები არიან, რომლებსაც მკვდარი სხეულიდან შეუძლიათ მოიპოვონ „ადამი“. რა არის „ადამი“? ვინ არიან გენური ნარკომანები?

ალბათ, სჯობს, ბიოპანკის ბოლომდე დასაგემოვნებლად ჯერ პირველი ნაწილი ითამაშოთ და შემდეგ სიქველს ჩაუსხდეთ. აღტაცება გარანტირებულია!

Mass Effect 2
პლატ ფორმები: Xbox 360 / Play-Station 3/ PC

როგორც ამბობენ, რეი ბრედბერის რომანები ცდება სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს და მაღალი ლიტერატურის გვერდით იკავებს ადგილს. როგორც ამბობენ, Mass Effect ცდება, უბრალოდ, თუნდაც კარგად გაკეთებული თამაშის ჩარჩოებს და გეიმერში უფრო ღრმა ფიქრებს აღძრავს, ვიდრე მავანი მოწინააღმდეგის მოკვლის მეთოდია.

Mass Effectის პირველ ნაწილში ვხედავთ, რომ ადამიანები სულაც არ ვართ დომინანტი რასა გალაქტიკაში. ჩვენ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ რასათა საბჭომ ჯეროვნად დაგვაფასოს და ჩვენი შესაძლებლობები გაითვალისწინოს.

კომანდორი შეფარდი თამაშის მთავარი გმირი იღებს ვალდებულებას, დაამტკიცოს ადამიანთა მოდგმის უნარიანობა. მისი თანამგზავრბი იქნებიან ექვსი სხვადასხვა რასის თითო წარმომადგენელი. მათი შერჩევა მოთამაშეზეა დამოკიდებული. როლური თამაშების ტენდენციიდან გამომდინარე, მისიის შესრულება გაადვილდება, თუ მოთამაშე კარგად დაბალანსებულ ჯგუფს შეკრებს, რადგან ყველა რასას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

სიქველი პირველ ნაწილში დაწყებული ეპიკური ისტორიის გაგრძელებაა. შემქმნელებმა სიტყვა შეასრულეს და მოთამაშეებს მისცეს საშუალება, პირველ ნაწილში შექმნილი პერსონაჟი მეორე ნაწილში უცვლელად გადმოეყვანათ.

სხვა მნიშვნელოვანი არაფერია შეცვლილი. დეველოპერებმა თავი აარიდეს ზედმეტ ექსპერიმენტებს და ატმოსფერო ხელუხლებელი დატოვეს. ერთი მხრივ, პერსონაჟის პორტირების შესაძლებლობამ, მეორე მხრივ, უცვლელმა ატმოსფერომ, გააძლიერა შეგრძნება, რომ მოთამაშის წინაშე ერთი დიდი ეპიკური საგის მეორე ტომია, რომლის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

და თუ ისევ გაინტერესებთ, რატომ არის ეს თამაშები შუა დღის ხვატისთვის შესაფერისი,

Heavy Rain თითქმის სულ წვიმს და სიგრილის შეგრძნებას ტოვებს.

Mass Effect 2 აღმოაჩენთ, რომ კოსმოსში შესანიშნავი ტყეებია, მარადიული ნიავი ქრის და სააგარაკედ შესანიშნავი ადგილია.

Bioshock 2 საქართველო იწვის, ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანიდან კი მინის იმპერიის კედლებს მიღმა მოდგა ფუნე უზარმაზარ ტალღებს უყურებთ.

Alan Wake ზაფხული, ტბის პირას ჩამწკრივებული ვილები, დროდადრო ნისლი დაპირდაპირ თამაშიდან წამოსული გრილი ჰაერი.

34 აჭარა გზამკვლევი

▲ზევით დაბრუნება


კონსიერჟი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ერთ დროს კოლხეთის სამეფოს ნაწილი, რომელმაც ანტიკური საბერძნეთის კოლონიზაცია განიცადა, მოგვიანებით კი რომისა და ბიზანტიის იმპერიების შემადგენლობაში შედიოდა, დღევანდელი აჭარა მდიდარია როგორც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით, ისე უნიკალური ბუნებრივი რესურსით. ბევრი ჩვენგანისთვის აჭარა ზღვას თან არის ასოცირებული, თუმცა ზღვა ზღვარია მხოლოდ - აჭარის საზღვარი. სინამდვილეში ამ მთაგორიანი რეგიონის ნახევარზე მეტი წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებს უკავია, დანისლულ მთებს, გორაკ-ბორცვებზე შეფენილ ოდა-სამოსახლოებს და ბაღ-ვენახებს. აჭარის უმაღლესი მწვერვალია ყანლის მთა (ზღვის დონიდან 3007მ.) არსიანის ქედზე. ამავე ქედზეა გოდერძის ულამაზესი უღელტეხილი (ზღვის დონიდან 2027მ). აჭარა ხუთ ადმინისტრაციულ ცენტრად იყოფა: ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური და ქობულეთი. აჭარის სამი დაცული ტერიტორია - მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის ნაკრძალი და ქობულეთის დაცული ტერიტორია - მნახველს მრავალფეროვან და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას სთავა ზობს.

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

აჭარის საერთო ტერიტორია: 2.9 ათასი კვ. კმ
მოსახლეობა: 400 ათასი
ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე: 57 კმ.

ტაბულა მადლობას უხდის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს გაწეული დახმარებისთვის

ბათუმი ცენტრალი

0x01 graphic

აჭარის ადმინისტრაციული ცენტრი: ბათუმი
მოსახლეობა: 124 ათასი

  1. მარშრუტის დასაწყისი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი

  2. სანაპირო პარკის მუსიკალური შადრევანი

  3. წმინდა ბარბარეს ეკლესია

  4. უნივერსიტეტი

  5. მარშრუტი უნივერსიტეტიდან ხიმშიაშვილის ქუჩამდე

  6. მარშრუტი ხიმშიაშვილის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე

  7. მარშრუტი მელიქიშვილის ქუჩიდან მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებამდე

  8. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

  9. სინაგოგა

  10. მარშრუტი ვაჟა-ფშაველასა და ზუბალაშვილების ქუჩიდან ღვთისმშობლის ეკლესიამდე

  11. ღვთისმშობლის ეკლესია

  12. მარშრუტი ზუბალაშვილების ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩამდე, ფარნავაზ მეფის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე

  13. მარშრუტი გოგებაშვილის ქუჩიდან დიდების ობელისკამდე და რესტორანი „სანაპირო”

  14. ბათუმის საზღვაო პორტი

  15. თავისუფლების მოედანი

  16. ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი

  17. ილია ჭავჭავაძის სახელობის პარკი

  18. მარშრუტის დასასრული ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი. სანაპირო პარკის შესასვლელი

ბათუმის ცენტრი

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ყველა ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი

ანტიკური კოლხეთის მემკვიდრე ბათუმი ზღვის დონიდან ორი-სამი მეტრის სიმაღლეზე, კახაბერის დაბლობზე მდებარეობს. ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ შვიდი კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული და ნახევარმთვარის ფორმა აქვს. მისი სახელწოდება წარმოდგება ბერძნულიდან („ბათუსლიმენ“ ღრმა ნავსადგური). იმპერატორ ადრიანეს (ჩვ.წ.აღ.117-138) მმართველობის პერიოდში ბათუმის ნავსადგური კარგად გამაგრებული რომაული პორტი იყო. დღეს ბათუმი საქართველოს მთავარი საპორტო ქალაქია. ქალაქის განვითარება XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო, როდესაც ბათუმი ღია საპორტო ქალაქად გამოცხადდა. XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ნავთობის ექსპორტის მეხუთედი ბაქოდან დასავლეთში ბათუმის გავლით მიედინებოდა. ბათუმის საერთაშორისო მნიშვნელობას ისიც მოწმობს, რომ ნავთობსადენი და ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა აქ ცნობილი შვედი გამომგონებლისა და მაგნატის, ალფრედ ნობელის ძმამ ლუდვიგ ნობელმა ააგო. ბათუმში იმ დროისთვის გახსნილი იყო 27 ქვეყნის წარმომადგენლობა და საკონსულო, 4 თამბაქოს გადამამუშავებელი ქარხანა, 27 საცხობი. მარტო 1884 წელს ქალაქში 12 ახალი მაღაზია გაიხსნა. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა ბათუმი რუსეთის იმპერიის რივიერა, ფეშენებელური კურორტი იყო. დღეს აქ აღმშენებლობის საუკუნოვანი ისტორია მეორდება და ბათუმი კვლავ განახლების გზაზეა. დღევანდელი ბათუმი მდიდარი წარსულის მქონე მულტიეთნიკური ქალაქია, სადაც ქართველები, რუსები, უკრაინელები, აფხაზები, ბერძნები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. 2008 წელს, ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმი შვიდ უბნად დაიყო.

  • ძველი ბათუმის უბანი

  • ხიმშიაშვილის უბანი

  • ბაგრატიონის უბანი

  • აღმაშენებლის უბანი

  • ჯავახიშვილის უბანი

  • თამარის უბანი

  • ბონი- გოროდოკის უბანი

ბულვარი

ხმელეთ-ზურმუხტი ბათუმის ბულვარი

თუ კრუაზეტი კანის მარგალიტია, სანაპირო პარკს ბულვარს ბათუმის ზურმუხტი შეგვიძლია ვუწოდოთ. ასწლოვან ფიჭვებსა და პალმებში ჩაფლული სანაპირო პარკი ადგილობრივების ცხოვრების ცენტრალური ნაწილია: უკვე საუკუნეზე მეტია, რაც მოხუცი თუ ახალგაზრდა, შეყვარებული წყვილი თუ მოხეტიალე ტურისტი, ერთნაირად დასეირნობს ბულვარის შუქ-ჩრდილებში. სანაპირო პარკი 1881 წელს გაშენდა პრუსიელი მებაღის რესლერის მიერ, სამუშაოები ფრანგმა მებაღემ დ'ალ ფონსმა დაასრულა. მისი სიგრძე თავდაპირველად 1500 მეტრი იყო, დღეს კი 7000 მეტრს აღწევს. წელს ხუთ პარალელურ ხეივანს ზღვის მხარეს ფიცარნაგი საველოსიპედო და სასეირნო ზოლიც შეემატა. ივლის აგვისტოში ბულვარის კაფე-რესტორნებში სიცოცხლე ჩქეფს, ხმამაღალი მუსიკის რიტმებზე დახტუნავენ აჭარული ხაჭაპურებითა თუ საზაფხულო კოქტეილებით სავსე ლანგრები. მოციმციმე შადრევნებს შორის გადებული ხიდები ახალგაზრდული თავშეყრის საყვარელი ადგილია, განსაკუთრებით ღამით. ვეტერანთა კლუბში ხანდაზმული მოსახლეობა გვიან საღამომდე ბავშვური ინტერესით ადევნებს თვალს ნარდისა და ჭადრაკის პარტიებს. შიგა და შიგ ხმამაღლა დავობს ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე. ეშმაკის ბორბლიდან ბათუმის საუკეთესო პანორამა იშლება: დასავლეთით ლაჟვარდოვანი ზღვა და სამხრეთით მწვანეში ჩაფლული აჭარის ღრუბლიანი მთები.

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი / ბესო დარჩია

6 მაისის პარკი

0x01 graphic

ბათუმის პირველი პარკი დღეს ყველაზე საყვარელი ადგილია საოჯახო და საბავშვო გართობისთვის. ქალაქში პარკის გაშენების იდეა 1881 წელს მაშინდელი ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორს სმეკალოვს დაებადა. პარკის გაშენება ნუ რიგელის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაწყდა. ტბის ტერიტორია გაუვალი ბუჩქნარით დაფარული ჭაობი იყო, რომელიც დააშრეს და წალკოტად აქციეს. სანაპირო პარკის (ბულვარის) გამშენებელმა პრუსიელმა მებაღემ რესლერმა და ფრანგმა დ'ალფონსმა ბაღს საკუთარი ხელწერა დაატყვეს, ათწლოვანი ბუჩქები, წიწვოვანი ხეები და კვიპაროსები დარგეს, გაიყვანეს საეკიპაჟო და სასეირნო ბილიკები. პარკის გაშენება 1885 წელს დასრულდა. 1888 წელს იმპერატორი ალექსანდრე III ოჯახით ეწვია პარკს და სამეფო ოჯახის წევრებმა, აქ სიმბოლურად, ხეებიც დარგეს (ალექსანდრე III-ს დარგულია ვირჯინიული დიდყვავილა მაგნოლია). ბაღს მის პატივსაცემად ალექსანდრეს ბაღი ეწოდა. საბჭოთა პერიოდში პარკმა რამდენჯერმე შეიცვალა სახელი: 1932 წელს ბაღი კულტურისა და დასვენების პარკად გადაკეთდა, 1933-ში საბავშვო პარკად, მოგვიანებით პიონერთა პარკად. 1937 წელს პიონერთა პარკს ზოოლოგიური კუთხე შეემატა. 1966-ში კი ბათუმის აკვარიუმი გაიხსნა. 1974 წელს პარკის გვერდით დელფინარიუმი დაარსდა. 2006 წელს მოსწავლეთა პარკს კიდევ ერთხელ გადაერქვა სახელი და 6 მაისის პარკი ეწოდა. 2007 წელს დაწყებული დელფინარიუმის რეკონსტრუქცია დასრულებულია ამჟამად იქ დელფინების წვრთნა-მომზადება მიმდინარეობს.

ცოცხალი თევზი

ცოცხალი თევზის ბაზარი ბათუმიდან რამდენიმე კილომეტრში, მელკიმორიას უბანში მდებარეობს.

0x01 graphic

სტავრიდა

0x01 graphic

კეფალი

0x01 graphic

მიდიები

0x01 graphic

მთის კალმახი

რესტორნები

ძველი გემი
ქართული სამზარეულო
ზღვისპირა პარკი
ტელ: 899 41 77 58

ზღვისპირა გემ-რესტორანი ბულვარზე. ვსხდებით როგორც გემბანზე, ასევე კაიუტებში. ევროპული სალათებისა და სტანდარტული ქართული კერძების გარდა, თევზეულის ასორტსაც შემოგთავაზებენ, რომელიც 50 ლარი ღირს. რესტორნის სახელწოდების საფირმო კერძი (70ლ) სამნაირი მწვადის, კალმახისა და სოკოს ექვსი შამფურისგან შედგება. ღვინოების საკმაოდ კარგი არჩევანია, მაგრამ ღვინის ფასები ჩვეულებრივზე მაღალია. 8 საათიდან ცოცხალი მუსიკა უკრავს.

უკრაინა
უკრაინულ - სლავური სამზარეულო
ახმედ მელაშვილის 1
ტელ: 893 33 02 34

კედლებს ან უკრაინული ხუროთმოძღვრების ძეგლები ამშვენებს, ან ლოტოსის ყვავილები, ან ღრმა თეფშზე დასხმული ხასხასა წითელი ბორშის ფოტოები. სუფრები და ოფიციანტის ფორმები ტრადიციული უკრაინული ორნამენტებითაა გაწყობილი და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. რუსულენოვანი მიმტანები პროფესიონალურად და ზუსტად ასრულებენ მოვალეობას. მენიუ ვრცელია და საინტერესო, კერძები იაფი და ხელმისაწვდომი. ძალიან კარგია უხა თევზის სუპი (6ლ.) და ხორცის ღვეზელები (1ც 1.70ლ), ტრადიციული უკრაინული გუფთა წიწიბურათი (6.00ლ.). კუპეს საზურგე 90გრადუსი ან კუთხეს ქმნის და, ცოტა არ იყოს უხერხული დასაჯდომია. ამიტომ, დაჯდომა ისევ მაგიდასთან ჯობს.

სან რემო
ქართული და ევროპული სამზარეულო
ზღვისპირა პარკი, მე-19 სექტორი
ტელ: +995 95 505270

ზღვაში შეჭრილი რესტორანი, მზის ჩასვლის საყურებლად საუკეთესო ხედით, თუ ხმამაღალი მუსიკა არ შეგიშლით ხელს. სან რემოში ქართული და ევროპული კერძების მრავალფეროვნებაა, არის თევზეულის კარგი არჩევანიც, მაგრამ გაფრთხილდით, ქორწილებისა და დღესასწაულების გადასახდელად, სან რემო ბათუმლებისთვის ხშირად პირველი არჩევანია. ასე რომ, წყნა რიდა რომანტიკული სადილის ნაცვლად, შესაძლოა, დიდი ღრეობის მსხვერპლი გახდეთ.

აჭარული სახლი
ქართული და აჭარული სამზარეულო
ხიმშიაშვილის 10 ა, ბათუმი 6010
ტელ: +995 222 11818, 99599 50 9629

0x01 graphic

აჭარული სამზარეულოს დასაგემოვნებლად ეს სახლი, ალბათ, საუკეთესო ადგილია. აჭარული სახლი ზღვისპირა რესტორანია, მეორე სართულიდან ხედით ზღვაზე, თუმცა, ალბათ, გარეთ დაჯდომა ჯობს. ფილებითა და ქვით მოკირწყლულ ეზოში აჭარული სამოსახლოების მაკეტების ეთნოგრაფიული გამოფენაა. აჭარული კერძებიდან დააგემოვნეთ სინორი (ლავაშის ფირფიტებში გამომცხვარი ნივრიანი ნადუღი, 3.00ლ), ბორანო (აჭარული ყველიანი ერბოკვერცხის სუპერ კალორიული ვერსია, 3.00), დედლური (ქათამის ნაჭრები ნიგვ ზიანი ბრინჯით, 4.00ლ) ან ჩირბული (პომიდვრიანი კვერცხი ნივრით, 2.00ლ). არა ნაკლებ საინტერესო გამოდგა რესტორნის საფირმო კერძი ჩაქონდრილი (6ლ) ქონდართან ერთად მადიანად ჩაშუშული საქონლის ხორცი, უცნაური და საუცხოო გემოთი.

ოქროს თევზი

ევროპული და ქართული სამზარეულო
თამარის გზატკეცილი 5, ბათუმი
+888 222 55921, 874 97 88 11

0x01 graphic

ბათუმის შესასვლელში, უხერხულ ადგილას მდგარი ეს რესტორანი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. მეორე სართულზე ტერასაა, ზღვაზე ხედით, თუმცა ეს ხედი რესტორნის შიდა მაგიდებიდანაც იშლება. მენიუ არასტანდარტულად არის შედგენილი. პირველი გვერდი ადგილობრივი თევზეულით იწყება, მეორე გვერდი თევზის სხვა კერძებს უკავია. აღმოჩნდა, რომ მთელი მეორე გვერდი გაყინული თევზისგან მზადდება, მათ შორის „შეფმზარეულის მიდიებიც“ (25.00ლ). როდესაც ბათუმის თევზის ბაზარი ყურისძირშია და იქაურობა ორლარნახევრიან მიდიებს მიაქვს, ასეთი გადაწყვეტილება, ცოტა არ იყოს, საღ აზრს მოკლებულია. მოკლედ, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ერთადერთი, რამაც საკუთარი ფასი გაამართლა, გარბულის ფილეა გრილზე (27.00ლ), დანარჩენი კერძები, გადაპრანჭვისკენ მიდრეკილი (კალმახი ნუშის სოუსში, 10ლ), ნაკლებად წარმატებული და გადაჭარბებით შეფასებულია.

მარსელი
ქართული და ევროპული სამზარეულო
გოგებაშვილის 56
ტელ: +888 222 7 28 49

მარსელს არც სანრემოს ხედი აქვს, არც ოქროს თევზის გაყინული მიდიები, თუმცა, როგორც რესტორანი, ორივეს სჯობს. კერძები მარტივად და გემრიელადაა მომზადებული, ტრადიციულად, სიმინდის ფქვილში შემწვარი. ასე მომზადებული ბარაბულკა (6.00ლ) და გარბული (28.00ლ) საუკეთესოა. მიდიებს რაც შეეხება, აქვთ ადგილობრივი, ძალიან იაფიანი მიდიები (500 გრ 4.00ლ) ღვინის ან ნივრის სოუსში. ძირითადად რუსულენოვანი სერვისი ყურადღებიანი და თავაზიანია და თუ სთხოვთ, კერძების შერჩევაშიც დაგეხმარებიან.

ღელე ღურდანი
ქართული და აჭარული სამზარეულო
სოფელი ჯოჭო, ბათუმიდან 16 კმ

0x01 graphic

მდინარე ჯოჭოს წყლის პირას, ათასწლოვან ბზის ტყეში გაშენებულ 17 პავილიონს ამ ზაფხულს 200კაციანი საბანკეტო დარბაზიც მიემატა. აქაური სიგრილე, მდინარის სიახლოვე და საუცხოო მოლურჯო განათება განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ნამდვილად ღირს 16 კილომეტრის გავლა, მითუმეტეს, რომ გზა მდინარე ჯოჭოს წყლის ვიწრო და ულამაზეს ხეობაში მიიკლაკნება. აუზში წელს მდინარის კალმახი მოაშენეს, რომელიც კაკლის (აქაურად ნიგვზის) ფოთლებში, შამფურზე შემწვარი მოაქვთ. აჭარული სამზარეულოც კარგად არის წარმოდგენილი (ბორანო, ჩირბული, სინორი). ღელეღურდანში ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებენ უპირატესობას (ხბოს ხორცი და ქათამი მეზობელი სოფლიდან ამოაქვთ). ფასებიც ზომიერია.

კაფეები

კაფე ლიტერატურული
კ. გამსახურდიას 18

პრივეტ იზ ბატუმა
მ. აბაშიძის 39

ბლექბარი
მ. აბაშიძის 27

ბაკურიანი
ნინოშვილის 11

ლაგუნა
გორგილაძის 18

მარაკეში
მ.აბაშიძის 10

ნიავი
გოგებაშვილის 42

ფრონტიერი
გოგებაშვილის 48

სპორტკაფე
ხიმშიაშვილის 10

ჩიკაგო
კლდიაშვილის 1

ძველი ბათუმი
ბარათაშვილის 50

მონკაფე
მარჯანიშვილის 10

ბათუმის შემოგარენი და ტურმარშრუტები

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების უმრავლესობა აჭარას ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად სტუმრობს, აჭარის მთაგორიანი რელიეფი დამსვენებელს უამრავ კულტურულ და ისტორიულ ძეგლს სთავაზობს მოსანახულებლად. ალბათ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აჭარის შიდა მხარე გაცილებით უფრო მშრალია, ვიდრე სანაპირო ზოლი, ამიტომ თუ მოღრუბლულ ამინდში ზღვის ნაპირზე წოლა თქვენი დასვენების გეგმაში მაინცდამაინც არ შედის, მიმართეთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, რომელსაც ნებისმიერ დამსვენებელზე გათვლილი 14 ტურისტული მარშრუტი აქვს ორგანიზებული. ისტორიული, ეკოაგრარული, საცხენოსნო თუ სამთო: გონიოს ციხე, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მტირალას ნაციონალური პარკი თუ კინტრიშის ნაკრძალი არჩევანი თქვენზეა. მთიანი აჭარა უფრო ხანგრძლივ მოგზაურობას გულისხმობს, თუმცა ნამდვილად ღირს ამ უნიკალური სამყაროს მონახულება. მზით გამომწვარი ხის სახლები აჭარული შალე, თვალუწვდენელი იალაღები თუ გოდერძის უღელტეხილიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე მწვანე ტბა.

გონიო -აფსაროსის ციხესიმაგრე
სოფელი გონიო
ტელ: 877 25 33 17

0x01 graphic

ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ-ს. დაშორებით, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს გონიო აფსაროსის ციხესიმაგრე. აფსაროსი გონიოს ბერძნული დასახელებაა. ეს ნაქალაქარი, თავისი ისტორიული და მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელო ვანესი ძეგლია. ციხის კედლების საერთო სიგრძე 900 მეტრს შეადგენს, სიმაღლე 5 მეტრია, ხოლო კოშკებისა 7 მეტრს აღწევს. გონიოს ციხეზე სულ 18 კოშკია. წლების მანძილზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისა და დაზვერვითი სამუშაოების, მათ შორის, გერმანელი სპეციალისტების მიერ თანამედროვე ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით მიღებული შედეგებითა და წერილობით წყაროებში დაცული ინფორმაციით დასტურდება, რომ ძვ. წ. VIII—VII საუკუნეებიდან მოყოლებული, გონიო აფსაროსის ტერიტორიაზე არსებობდა უნიკალური ქალაქური ტიპის დასახლება, ხოლო რომაულ ხანაში და განსაკუთრებით ჩვ. წ. IIII საუკუნეებში, თითქმის მთელი სამასი წლის მანძილზე, აქ ფუნქციონირებდა მასშტაბური ქალაქი, ქალაქური ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით, მოედნებით, ქუჩებით, კვარტლებით, ძველი დაგეგმარებისა და განაშენია ების ნაშთებით, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემებით, იპოდრომით, თეატრით და, რაც არქეოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა, 300 წლის მანძილზე მოქმედი სამაროვნებით.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმი, მწვანე კონცხი
ტელ: +995 222 93511, +995 222 93531
www.batumibotanicalgarden.com

ბათუმიდან მწვანე კონცხამდე 9 კმია. ამ ულამაზესი კონცხის 113 ჰექტარზე გა შენებულია უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომელშიც დაცულია 2000-მდე მერქნიანი და ამდენივე ბალახოვანი მცენარის ნიმუში. ბოტანიკური ბაღი დაარსებულია 1912 წელს, გამოჩენილი გეოგრაფ-ბოტანიკოსის ანდრია კრასნოვის მიერ. ფლორისტული განყოფილებების დაგეგმვა-განლაგება მებაღე-დეკორატორმა იასონ გორდეზიანმა განახორციელა. ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან წარმოშობილი მცენარეთა სახეობები. ფლორისტული მრავალსახეობა, მცენარეთა წარმოშობის მიხედვით, 9 გეოგრაფიული განყოფილებით არის წარმოდგენილი: აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, ავსტრალიის, ხმელთაშუა ზღვისა და ამიერკავკასი ის ტენიანი სუბტროპიკების. ბაღის მთავარ სამარშრუტო გზაზე განლაგებულია სამი ქვედა, ზედა და ზღვისპირა პარკები.

0x01 graphic

მწვანე ტბა

0x01 graphic

ჩანჩქერი სოფელ ლოდიძირთან

ყველა ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი
ფარნავაზ მეფის ქუჩა 84/86, ბათუმი, 6010
ტელ: + 995 222 77438, + 995 222 74702
ფაქსი : + 995 222 74706
ელ - ფოსტა:
info@tourismadjara.ge
ვებგვერდი: www.tourismadjara.ge

მარშრუტები

  1. ისტორიული: ბათუმი

  2. ეკომარშრუტი: ბათუმი - ბოტანიკური ბაღი - ჩაქვი - ბატუმი

  3. ისტორიული: ქობულეთი - ლეღვა - ქაქუთი - ნაცხვატევი - აჭი - ქობულეთი

  4. ეკიმარშრუტი: ბათუმი - ჩქვი - ჩაქვისტავი - ცცივწყაროს გზა

  5. სამთო: ბათუმი - ტაკიძეები - გომარდული - ბათუმი

  6. ეკიმარშრუტი: ბათუმი - ისპანის ჭობი - პალიასტომი - ქობულეთი

  7. ისტორიული: ხულო - ფურტიო - სხალთა - ხიხაძირი - ხახანის ციხე

  8. რელიგიური: ანდრია პირვალწოდებულის გზა

  9. ეკიმარშრუტი: ბათუმი - მახუნცეთი - ჭალა - ქედა - მერისი - ბათუმი

  10. ეკიმარშრუტი: ბათუმი - მაჭახლისპირი - ცხემლა - ზედა ჩხუნეთი

  11. ისტორიული: ქობულეთი - ისპანის ჭაობი - კვირიკე - ქობულეთი

  12. ეკომარშუტი: ქობულეთი - კინტრიშის ნაკრძალი - ხონო - ქობულეთი

  13. სამთო: ხულო - ქედლები - ხულო

  14. ისტორიული: ბათუმი - გონიო - სარფი - კალენერე - ბათუმი

სასტუმროები

0x01 graphic

შერატონ ბათუმი
რუსთაველის 28, ბათუმი
ტელ: +995 222 29000,
ფაქ სი +995 222 29029,

ახლად გახსნილი შერატონ ბათუმის 202 ოთახიდან 26 ლუქსია. ოთახები ქართული ბალეტის მოღვაწეების ფოტოებით არის გაფორმებული, თანამედროვე, ნაცრისფერი ავეჯით. სტანდარტული ოთახის ფასი 295 აშშ. დოლარიდან იწყება. გამაჯანსაღებელი საშუალებებიდან სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ფიტნესის ცენტრს, დახურულ აუზს, თურქულ აბანოს, მშრალსა და ორთქლის საუნას. სასტუმროს ასევე აქვს ჩოგბურთის კორტები. ღია აუზი ბულვარში, სასტუმროს გასწვრივ მდებარეობს. შერატონ ბათუმში ორი რესტორანია “ მზესუმზირა” და “ვერონიკა”.

ინტურისტ პალასი
ნინოშვილის 11, ბათუმი
ტელ: +888 222 75525, +888 222 32123
www.intouristpalace.com

შერატონის გახსნამ ინტურისტ პალასს, ცოტა არ იყოს, ჩრდილი მიაყენა, თუმცა 1940 წელს აშენებული ინტურისტი შეუდარებლად ლამაზია და ორგანულად ერწყმის ბათუმის ბულვარს. 129 სტანდარტულ ოთახს ემატება 17 ლუქსი, საპრეზიდენტო აპარტამენტები. ორადგილიანი ოთახის ფასი 160 დოლარიდან იწყება. სტანდარტული ოთახის ღირებულებაში შედის უგემური საუზმე. შედარებით უკეთესი სამზარეულოა სასტუმროს კაფე „ბაკურიანში“ ან რესტორან „ვენეციაში“. დამსვენებლებს ღია და დახურული აუზების არჩევანი აქვთ, გამაჯანსაღებელი: ფინური აბანო, ფინტესის ოთახი და სპა ცენტრი. ღამის გასართობი კლუბი დისკოთეკა დისკო რიუმი და კაზინო.

ჯორ ჯია პალასი
აღმაშენებლის 275, ქობულეთი
ტელ: +832 242400, +832 242403

პირველი ქართული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. 157 ნომრიდან 5 ლუქსია, ამათგან 3 მცირე და 2 საპრეზიდენტო. არის უნარშეზღუდული ადამიანებისთვის გათვალისწინებული 5 სპეციალური ოთახიც. ნომრის ფასი 108 აშშ. დოლარიდან იწყება. ღირებულებაში შედის საუკეთესო შვედური მაგიდა, მრავალფეროვანი და გემრიელი არჩევანით. გამაჯანსაღებელი საშუალებებიდან სტუმრებს შეუძლიათ, ისარგებლონ მოზრდილი აუზით, ფიტნეს კლუბით, დამატებითი ღირებულების საფასურად აიურვედური მასაჟით. სასტუმროში ორი რესტორანია „ აჭარა” და იტალიური „ლა პერლა დელ მარნერო“ (შავი ზღვის მარგალიტი), სადაც იტალიელი შეფმზარეულის ჯოვანი ლიბრიცის კერძები შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ფასები 2560 ლარი. სასტუმროს დამსვენებლებს რამდენიმე ტურს, ასევე იახტის დაქირავებასაც სთავაზობს.

რჩეული ვილა
ჟორდანიას ქ.31 ბათუმი
ტელ: 888 222 7 07 07

რჩეული ვილა პატარა და მდიდრული სასტუმროა ძველი ბათუმის ცენტრში. ბულვარამდე აქედან 5 წუთის სავალია. 10 ოთახი მარმარილოს იატაკით, ინდივიდუალური დიზაინით, ანტიკვარული ავეჯით. ფასები 160285ლ. ღირებულებაში შედის საუზმე სასტუმროს კაფეში, საკონფერენციო დარბაზი ოც კაცზე.

ალიკი
მ. აბაშიძის 12
ტელ: +888222 75802

ოთხ სართულიანი სასტუმრო. ლიფტის არარსებობის გამო ოთახში ასვლა შესაძლებელია მხოლოდ მარმარილოს კიბით. ოთახები სუფთა და კომფორტულია. ერთადგილიანი ოთახის ფასი 150ლ, ორად გი ლი ა ნი 160ლ. სასტუმროს ღირებულებაში შედის საუზმე შვედური მაგიდა მწირი არჩევანით. გამაჯანსაღებელი საშუალებებიდან სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ დახურული აუზით, ჯაკუზითა და ფინური აბანოთი. აქ დასვენებას ერთი უცნაური გარემოება აფერხებს: ყოველ დილით ათ საათზე, სასტუმროს მეპატრონის დაკვეთით, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ცოცხლად ასრულებს ქართულ საესტრადო სიმღერებს და მასთან ერთად სასტუმროს ყველა სტუმარი იძულებულია, გაიღვიძოს.

მარინა
ხიმშიაშვილის 10, ბათუმი
ტელ: +888 222 70733

ზღვისპირა კომფორტული სასტუმრო საკუთარი პლაჟითა და ბუნგალოთი. სასტუმროს გვერდზეა ჩოგბურთის კორტები და ფეხბურთის მოედანი. ოთახის ფასები 50 130 აშშ დოლარი. გამაჯანსაღებელი საშუალებებიდან: საცურაო აუზი, საუნა და თურქული აბანო. ოთახის ღირებულებაში შედის მხოლოდ ცხოვრება. ყველა სხვა სერვისი ფასიანია.

ელეგანტი
ვახტანგ გორგასლის 68, ბათუმი
ტელ: +888 222 74841

საოჯახო სასტუმრო ელეგანტი ზღვიდან 15 წუთის სავალზეა. სულ ექვსი ოთახია, კომფორტული, ორადგილიანი საწოლებით, ტელევიზორით, კონდიციონერით, საშხაპით. ფასები: 100150 ლარი. ღირებულებაში შედის სასტუმროს მეპატრონე მარინა მესხის მიერ მომზადებული გემრიელი და მრავალფეროვანი საუზმე.

თბილისი - ბათუმი - თბილისი

მიკროავტობუსით

მიკროავტობუსები ბათუმის მიმართულებით ავტოსადგურ ოკრიბადან (დიდუბე) მთელი დღის განმავლობაში გადიან 9-დან 17 საათამდე. მიკროავტობუსის ტევადობა: 1520 მგზავრი. ბილეთის ღირებულება 1820 ლარი, მგზავრობის ხანგრძლივობა 6-7 საათი.

ავტობუსით

მიცუბიშის მარკის ავტობუსი ბათუმის მიმართულებით გადის ყოველ დღე (შაბათ-კვირის ჩათვლით), დღეში ორ ჯერ. ავტობუსი აღჭურვილია მაღალი, რბილი სავარძლებით, კონდიციონერითა და ტელევიზორით. ბილეთის შეძენა შეიძლება ორთაჭალის ან რკინიგზის ავტოსადგურებში, „გრუპ ჯორჯიას“ სალაროში. ადგილების რაოდენობა: 44-46, ბილეთის ღირებულება: 15 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა: 7 საათი. შესაძლებელია ორმხრივი მიმართულებით ბილეთის წინასწარ ყიდვა. ტელ: +995 32 75 34 33

დღის რეისი: 11:30 ორთაჭალის ავტოსადგურიდან გადის, გაჩერდება რკინიგზის ავტოსადგურზე 13:00-მდე

ღამის რეისი: 22:00 ორთაჭალის ავტოსადგურიდან გადის, გაჩერდება რკინიგზის ავტოსადგურზე 00:00-მდე.

თვითმფრინავით

ავიაკომპანია „ეარ ბათუმი'“ პირველი ივნისიდან თბილისი-ბათუმი თბილისის მიმართულებით მგზავრებს რეგულარულ რეისებს სთავაზობს. ავია რეისები სრულდება ყოველ დღე, შაბათის გარდა. ბათუმი-თბილისი-ბათუმის რეისები სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან „ბოინგ 737“-ით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით და აქვს კომფორტული სალონი. ბილეთის ფასი: 19-119 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა: 40 წუთი
მისამართი: თბილისი, წერეთლის 116
ტელ: +(995 32) 14 24 54 +(995 32) 14 24 64
ბათუმი, გამსახურდიას 6/3
ტელ: 7 07 73
www.airbatumi.net

აირ ბათუმის რეისების განრიგი

ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით
თბილისი- ბათუმი: 08:30
ბათუმი- თბილისი: 10:30
პარასკევი თბილისი- ბათუმი: 21:00
ბათუმი- თბილისი: 22:40
კვირა თბილისი- ბათუმი: 19:20
ბათუმი- თბილისი: 21:00

მატარებლით

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს თანამედროვე ტიპის მატარებლებით მგზავრობას სთავაზობს. თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მატარებელი გადის ყოველ დღე. მგზავრობის ღირებულება დამოკიდებულია ვაგონების კატეგორიაზე. ბილეთის ფასი: 5.50-40 ლარი.

ღამის მატარებლის გასვლის დრო: 22: 55
ჩასვლის დრო: 06:58
დღის მატარებლის გასვლის დრო: 08:30
ჩასვლის დრო: 14:30
ბილეთის ფასი: 23-40 ლარი

მის: თბილისი, თამარ მეფის გამზირი N 15
ტელ: +(995 32) 56 42 52; 56 47 60
www.railway.ge

35 მთიანი აჭარა

▲ზევით დაბრუნება


ფოტოესსე

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი

0x01 graphic

36 კიტრისა და საზამთროს მარგარიტა

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|კოქტეილი

მასალა:

  • კურკაგამოცლილი საზამთროს ნაჭრები - 4 ჭიქა

  • 1 საშუალო კიტრი (გაფცქვნილი და უხეშად დაჭრილი)

  • 1 გახეხილი ლაიმი და ½ ლაიმის წვე ნი

  • ¼ ჭიქა უხეში მარილი

  • 30 გრ. სიროფი ან თაფლი

  • 100 გრ. თეთრი ტეკილა

მომზადების წესი:

1. დააბლენდერეთ საზამთრო და კიტრი. მიღებული მასა გაწურეთ საწურში და წვენი მოათავსეთ მაცივარში.

2. გახეხილი ლაიმის კანი მოათავსეთ თეფშზე და შეურიეთ უხეში მარილი.

½ ჭიქა უკვე გამზადებულ კიტრისა და საზამთროს წვენს შეურიეთ ლაიმის წვენი, დაამატეთ სიროფი (ან თაფლი), ტეკილა და ჩაასხით ყინულით სავსე შეიკერში. ენერგიულად შეანჯღრიეთ, კარგად რომ გაცივდეს.

აიღეთ მარტინის ჭიქა. ჭიქის ზედაპირი ამოავლეთ თეფშზე გამზადებულ ლაიმისა და მარილის ნარევში. შეიკერში გამზადებული მარგარიტა ჩაასხით ჭიქაში და ისიამოვნეთ!

0x01 graphic

ვარდისფერი სანგრია

მასალა:

  • 2 ბოთლი როზე - ვარდისფერი ღვინო (ცივი)

  • წვრილად დაჭრილი 1 მწვანე ვაშლი

  • წვრილად დაჭრილი ნახევარი ფორთოხალი

  • 50 გრ. ჟოლო

  • უბრალო სიროფი* (მომზადების წესი იხილეთ ქვევით)

  • ყინულის კუბები

  • ცოცხალი პიტნის ფოთლები

მომზადების წესი:

ჩაასხით ღვინო მინის ჭურჭელში და შეურიეთ ვაშლი, ფორთოხალი და ჟოლო. დაამატეთ სიროფი (გემოსთვის). მოათავსეთ მაცივარში მხოლოდ ნახევარი საათი. ჩაასხით ყინული ან ჭიქაში და გააწყვეთ პიტნით. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი სპრაიტი

სიროფის მომზადების წესი:

პატარა ქვაბში ჩაყარეთ ერთი ჭიქა შაქარი და დაასხით ერთი ჭიქა წყალი. წამოადუღეთ. როდესაც შაქარი წყალში გაიხსენება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. სითხე შეგიძლიათ ერთი კვირის მანძილზე თავდახურული შეინახოთ მაცივარში.

0x01 graphic

ყავა გრანიტა

მასალა:

  • 4 ჭიქა ახლად მოხარშული ესპრესო

  • 4 სუფრის კოვზი შაქარი

  • 50 გრ. ნაღები

  • ½ ჭიქა ვანილის არომატიანი შაქარი

  • ½ ჭიქა ბრენდი ან კონიაკი

ცხელი ყავა დაატკბეთ. მოათავსეთ ყინულის ორ კონტეინერში და შედგით საყინულეში მთელი ღამით. გათქვიფეთ ნაღები, დაამატეთ ვანილის არომატიანი შაქარი და თქვიფეთ რამდენიმე წამი.

გამოიღეთ მაცივრიდან გაყინული ყავა. დააბლენდერეთ ყინულები და თანაბრად გაანაწილეთ ჭიქებში. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ბრენდი თითო ჭიქას და მორთეთ გათქვეფილი ნაღებით. სუფრასთან მიიტანეთ დაუყოვნებლივ.

0x01 graphic

ჟოლოსა და პიტნის აკვაფრესკა

სურათი

მასალა:

  • ½ ჭიქა უმაღლესი ხარისხის შაქარი

  • 22 ცალი ჟოლო

  • 22 ფოთოლი ცოცხალი პიტნა + 4 ფოთოლი გასაფორმებლად

  • ყინულის კუბები

მომზადების წესი:

ქვაბში ჩაასხით ½ ჭიქა წყალი, დაამატეთ შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. წამოადუღეთ, ისე, რომ შაქარი გაიხსნას წყალში. სიროფი გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

ჩაყარეთ ბლენდერში 18 ჟოლო, პიტნის ფოთლები და დაამატეთ შაქრის სიროფი. დააბლენდერეთ. მიღებული მასა გაწურეთ საწურში. უნდა მიიღოთ დაახლოებით 2/3 ჭიქა. დაამატეთ 1/3 ჭიქა წყალი.

ჭიქები აავსეთ ყინულით და გაანაწილეთ ჟოლოსგან მიღებული ნარევი. მორთეთ პიტნის ფოთლებით და დარჩენილი ჟოლოთი.

0x01 graphic

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

37 გასპაჩო - ცივი საზაფხულო სუპი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე

4 ულუფა

მასალა:

3 პომიდორი
1 წითელი ბულგარული წიწაკა
რამდენიმე წვეთი ტობასკო
შავი პილპილი
მარილი
1 მწვანე ბულგარული წიწაკა
1 ხახვი
ნახევარი კონა მწვანე ხახვი

ჯამში: 4 ლარი

მომზადების წესი:

პომიდორს შემოაცალეთ კანი, დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში. დაჭერით ხახვი და წითელი ბულგარული წიწაკა, ორივე მოთუშეთ ზეითუნის ზეთში და მოთუშული მასა შეურიეთ პომიდორს. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ტობასკო, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. ეს ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ და სუპი მზად არის.

წვრილად დაჭერით 1 კიტრი, მწვანე ბულგარული წიწაკა, ნახევარი შეკვრა მწვანე ხახვი და მოაყარეთ ღრმა თეფშებზე განაწილებულ სუპს. გასპაჩოს მოუხდება კრუტონი (წვრილად დაჭრილი პურის ორცხობილა).

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭაცჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03).

38 მოცხარის სუფლე

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

16 ნაჭერი

3 კვერცხი
75 გრ შაქარი
90 გრ ფქვილი
1,5 კგ მოცხარი
250 გრ არაჟანი
500 გრ ნაღები
1 შეკვრა ვანილი
1 შეკვრა ჟელატინი
2 სუფრის კოვზი შქრის ფხვნილი
20 გრ. არაყი

მომზადების წესი:

ავთქვიფეთ 3 კვერცხის გული და 50 გრ, შაქარი. ცალკე ავთქვიფეთ დარჩენილი კვერცხის ცილა და 20 გრ. შაქარი. ორივე მიღებული მასა შეურიეთ ერთმანეთს, დაამატეთ ფქვილი და ურიეთ, რომ ცომი არ ჩავარდეს. ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

დაყავით მოცხარი სამ ნაწილად, დიდი მარცვლები დატოვეტ ყუნწით, ხოლო შედარებით პატარა მარცვლები გაატავისუფლეთ ყუნწისგან, ნახევარი დააბლენდერეთ და გაწურეთ ისე, რო, ხილფაფას არ გაჰყვეს კურკები. შეურიეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი და არაყო. მიღებული მასა გააცივეთ მაცივარში. დარჩენილი მოცხარი შეინახეთ სუფლეს კედლის ნისართავად.

სანამ ბისკვიტს ფორმაში დააბრუნებთ დანამეთ ნებისმიერი სიროფით, დაალბეთ და გაადნეთ ჟელატინი, ამოავლეტ მოცხარის გადარჩეული, უყუნწო მარცვლები და ფორმაში მოთავსებულ ბისკვიტს მიამაგრეტ კედლებზე. გააჩერეთ მაცივარში ნახევარი საათი.

შიგთავსის მომზადების წესი:

პირველი ფენა - 250 გრ. გატქვეფილი ნაღები და 250 გრ. არაჟნი შეურიეთ და დაამატეთ დაბლენდერებული მოცხარის წვენი. ჩაასხით ფორმაში და გააცივეთ 2-3 საათი.

მეორე ფენა - გაცივების შემდეგ ათქვიფეთ დარჩენილი 250 გრ. ნაღები და წაუსვით ზემოდან პირველ ფენას. გააფორმეთ დარჩენილი ყუნწიაი მოხცარის მარცვლებით და კვლავ დააბრუნეტ მაცივარში.

მოცხარის მარცვლები ამოავლეთ შაქარში.

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭაცჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03).

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი გლუიშვილი