The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №30


ტაბულა №30


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სმიტი დევიდ ჯ, ბასი ჯონ, ელერდაშვილი ვასო, მეგრელიშვილი ვახტანგ, ოდილავაძე ზურაბ, ბარათაშვილი ბიძინა, სამადაშვილი ზაალ, კოვზირიძე დავით, სულელი უცხოელი, ბურჭულაძე ზაზა, მიქაძე ანა, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010 | 1-7 ნოემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მაკა კევლიშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა-ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge



1 საფოსტო ყუთი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge

ვახტანგ მეგრელიშვილის
წერილის „სამედიცინო სამართალი“
(ტაბულა, N26) პასუხად

ბატონო ვახტანგ,

ამას წინათ გავიგე, რომ პროგრამული დაფინანსება შეუწყდება და სავარაუდოდ სადაზღვევო სისტემაზე გადავა ჯოენის სახელობის გულის კლინიკაც, სადაც დღეში რამდენიმე ბავშვს უკეთდება გულის მანკის ოპერაცია და თქვენი წერილი გამახსენდა - „სამედიცინო სამართალი”. იქ ერთი ასეთი შეკითხვაა, N3 - რა ქნას საშუალო ფენამ ანუ არაღარიბებმა?

0x01 graphic

თავს ამ ფენას მივაკუთვნებ და თუ ამ ფენის რანჟირებაც მოხდება, ალბათ, უფრო ზედა საფეხურებზე მოვხვდები, რადგან ბევრს ვმუშაობ და ხელფასიც სოლიდური მაქვს, ჩემი მეუღლეც ბევრს მუშაობს, ჩემზე მეტს და ხელფასიც ჩემზე მეტი აქვს. თამბაქოს არ ვეწევი. საკუთარი შემოსავლით ვცდილობ მივხედო ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. ვარ კორპორატიული დაზღვევის მომხმარებელი. სამოქალაქო და ურთიერთდახმარების აქტივობები ჩემთვის უცხო არ არის, შეიძლება ითქვას, რომ პირიქითაც. კიდევ გავაგრძელებ: არ ვთვლი, რომ ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე სახელმწიფო უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას. თუ იდეოლოგიური არჩევანის წინაშე ვარ, მემარჯვენეობისაკენ უფრო ვიხრები ხოლმე, ვიდრე მემარცხენეობისაკენ და ვთვლი, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ძალიან სერიოზული რეფორმირება სჭირდება. მაგრამ...

მოხდა ისე, რომ რამდენიმე წლის წინ, ჯოენის კლინიკაში ორწლიანი შუალედით ოპერაცია გაიკეთა ჩემმა შვილმაც და ჩემი უახლოესი მეგობრის შვილმაც. ორივე ოპერაცია პროგრამული დაფინანსებით გაკეთდა და თითოეულის ფასი, დაახლოებით 18 ათას ლარს შეადგენდა. ორივე შემთხვევა დაახლოებით მსგავსი იყო: ოპერაცია დაგეგმილ დროში რომ არ გაკეთებულიყო, შემდეგ (რამდენიმე თვის შემდეგაც კი) იქნებოდა გვიან - ან ოპერაცია გართულდებოდა და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის დრო გაიწელებოდა, რაც ხარჯებს საგრძნობლად, დაახლოებით 50-60 ათასამდე გაზრდიდა, ან ოპერაციის გაკეთება საერთოდ შეუძლებელი გახდებოდა და ამ ბავშვების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12-15 წელი იქნებოდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ოჯახში ბევრს ვმუშაობთ და სოლიდური ხელფასებიც გვაქვს (იგივე შეიძლება ითქვას ჩემი მეგობრის ოჯახზეც), მაგრამ ერთბაშად ამდენი ფულის გადახდა (განსაკუთრებით მაშინ) ძალიან გაგვიჭირდებოდა, ალბათ სახლის გაყიდვა მოგვიწევდა ან მსგავსი რამ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საშუალო ფენის წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი ჩვენთან შედარებით ბევრად უფრო ღარიბები არიან და მათი უმეტესობა ამ შემთხვევაში, ალბათ, გაყიდვითაც ვერაფერს გაყიდის.

მოგეხსენებათ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები თანდაყოლილ დაავადებებს არ აზღვევენ. რა ქნას ასეთ შემთხვევებში საშუალო ფენამ, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს?

იქნებ ახლა, თქვენს N3 შეკითხვას ამ პერსპექტივიდან უპასუხოთ. პასუხი მართლა მაინტერესებს და გარწმუნებთ, თუ რაიმე გონივრულ გამოსავალს შემომთავაზებთ, სიამოვნებით მივიღებ, ოღონდ პასუხისას ბევრ შრომაზე, თამბაქოს მოწევასა და ურთიერთდახმარების ფონდებზე საუბრით თავს ნუღარ შეიწუხებთ.

პატივისცემით, ნინო ცინცაძე

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

უამრავი თალიბი მაღალი ეშელონებიდან გვეუბნება: ჰეი! ჩვენ თქვენთან საუბარი გვინდა.

  • რიჩარდ ჰოლბრუკი, თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში, იმის შესახებ, თუ როგორ სურთ თალიბ ლიდერებს ქაბულთან მოლაპარაკების პროცესის დაწყება. 25 ოქტომბერი

0x01 graphic

ვისურვებდი, რომ ის პრეზიდენტად მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ყოფილიყოს. მე ის ძალიან მიყვარს, როგორც კაცს კაცი.

  • ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ოცნებობს, რომ 2012 წელს ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ ვლადიმირ პუტინი გახდეს, ამის შესახებ მან ჟურნალ Newsweek-ს განუცხადა. 25 ოქტომბერი

0x01 graphic

მხარეებმა ერთმანეთისგან მეტისმეტად ბევრი არ უნდა მოითხოვონ.

  • გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რუსეთთან სწრაფი დაახლოების წინააღმდეგია. 22 ოქტომბერი

0x01 graphic

ჩვენი მარიხუანის კანონები უფრო მეტად მავნებელია, ვიდრე სასარგებლო.

  • აცხადებს ჯორჯ სოროსი Wall Street Journal-ის საავტორო სვეტში. ფილანთროპმა კალიფორნიის შტატში მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩასატარებლად მილიონი დოლარი გაიღო. 27 ოქტომბერი

24 ოქტომბერი

0x01 graphic

  • საქართველოს პრემიერ - მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა. პეკინში გილაური ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ტრანსპორტის და ვაჭრობის მინისტრებს შეხვდა. შემდეგ იგი შანხაიში გაემგზავრა, სადაც 28 ოქტომბერს World Expo 2010 საქართველოს ეროვნული დღე გაიმართა. 30 ოქტომბერს ნიკა გილაური მუმბაიში გაემგზავრება, სადაც Financial Times-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - ინვესტირება საქართველოში - მონაწილეობას მიიღებს.

25 ოქტომბერი

0x01 graphic

  • ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზიმ აღიარა, რომ ირანი მის მთავრობას ფულით ეხმარებოდა. მისი მტკიცებით, ეს „გამჭვირვალე” პროცესი იყო. თეირანი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ 500-700 ათას ე როს გზავნიდა. New York Times-ის მიხედვით, თანხა ქაბულში ირანის ინტერესე ის წახალისებას ხმარდებოდა. კარზაის მტკიცებით, ფული არა რომელიმე ინდივიდისთვის, არამედ საპრეზიდენტო გუნდის დასახმარებლად იყო გამიზნული.

  • ევროკავშირის მთავრობებმა ევროკომისიას სთხოვეს, მოსაზრება გამოთქვას სერბეთის სურვილზე გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე. ეს ბელგრადთან ურთიერთობის ახალ ფაზად შეიძლება ჩაითვალოს. სერბეთმა ევროკავშირის წევრობა ოფიციალურად 2009 წლის დეკემბერში მოითხოვა. ფორმალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა. ბელგრადმა მოთხოვნა კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებაზე უკან გაიტანა.

26 ოქტომბერი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ კორუფციის აღქმის 2010 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილს იკავებს. მას მაქსიმალური 10-დან 3.8 ქულა აქვს მიღებული. გასულ წელს საქართველო 4.1 ქულით 66-ე ადგილზე იყო.

27 ოქტომბერი

0x01 graphic

  • გარდაიცვალა არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი ნესტორ კირხნერი. მისი სიკვდილი ქვეყნის ცხოვრებაში დიდ სიცარიელეს შექმნის. კირხნერი არგენტინის პირველი პირი 2003 წელს გახდა. მისი პრეზიდენტობა მეტად ცუდ პერიოდს დაემთხვა: ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა. არგენტინას უზარმაზარი საგარეო ვალი ჰქონდა და ათასობით არგენტინელი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო. კირხნერმა შეძლო კრიზისის დაძლევა.

0x01 graphic

  • გავრცელდა ოსამა ბინ ლადენის მიმართვა, სადაც მან ნიგერიაში ხუთი ფრანგის გატაცება, საფრანგეთში მუსლიმი უმცირესობებისადმი ცუდ მოპყრობასთან დააკავშირა. მისი მტკიცებით, ჩადრების აკრძალვა კოლონიური ჩაგვრის მაგალითია. გარდა ამისა, მან ოფიციალურ პარიზს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისკენ მოუწოდა.

0x01 graphic

  • სამმა საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე დეპუტატ გია თორთლაძის მიერ ინიცირებული თავისუფლების ქარტიის პირველი მოსმენით გატანას. თავისუფლების ქარტია აერთიანებს ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტს, ე.წ. პატრიოტის აქტს. კანონი ითვალისწინებს ქვეყნის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრების და სტრატეგიული ობიექტების მკაცრ მონიტორინგს; ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს, КГБ-ს ყოფილი აგენტების ლუსტრირებას, კომუნისტური პარტიის ცენტრალური აპარატისა და კომკავშირის ყოფილი წევრებისათვის გარკვეული თანამდებობის დაკავების შეზღუდვის დადგენას. კანონპროექტს ასევე დაემატა ქვეყანაში საბჭოური პერიოდის სიმბოლიკის აკრძალვის მოთხოვნა.

0x01 graphic

  • არაბთა გაერთიანებული საემიროების მმართველი რას ალ-ხაიმა გარდაიცვალა. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით, მას ვაჟი, პრინცი შეიხ საუდი შეცვლის. 2003 წლიდან იგი საემიროებს ეფექტურად უძღვებოდა. ანალიტიკოსების თქმით, ახალი ლიდერის დანიშვნა მშვიდობიანად ჩაივლის, თუმცა ვითარების დაძაბვასაც ელიან. შესაძლოა, ძალაუფლებისთვის შეიხ საუდს მისი უფროსი ნახევარძმა, შეიხი ხალიდი დაუპირისპირდეს.

  • საქართველო არ შეცვლის საკუთარ პოზიციას რუსეთის WTO-ში გაწევრიანების პირობებთან დაკავშირებით, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Reuters-თან ინტერვიუში. საქართველო აცხადებს, რომ ის არ ეწინააღმდეგება რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ეს იმ პირობით, თუ მოსკოვი “გამჭვირვალეს” გახდის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

  • ევროსაბჭოს რეგიონებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის სხდომაზე საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მომზადებული დასკვნა განიხილეს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ 30 მაისს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ანგარიშის მიხედვით, ევროსაბჭო განსაკუთრებით მნიშვნელოვნად საქართველოს დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევას მიიჩნევს. ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ევროპელ პოლიტიკოსებს გიგი უგულავამ მიმართა.

28 ოქტომბერი

  • გამოქვეყნდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ განხორციელებული და ამერიკული ორგანიზაცია გელაპის (Gallup) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. გამოკითხულთა 42%25 აცხადებს, არჩევნები რომ მომავალ კვირას გაიმართოს, ხმას ნაციონალურ დემოძრაობას მისცემდა, 11%25 - ქრისტიან-დემოკრატებს, 4%25 - ლეიბორისტებს, 1%25 - თავისუფალ დემოკრატებს (ირაკლი ალასანიას). უარი პასუხზე 23%25-მა განაცხადა, 13%25 ხმას არავის მისცემს. გამოკითხვა საქართველოში 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1500- მა ადამიანმა მიიღო.

0x01 graphic

  • რუსეთის პრემიერ-მინისტრის სახეზე შემჩნეულმა სილურჯემ მრავალი მოსაზრება წარმოშვა. გავრცელებული ჭორებით, იგი ან ავადაა ან კოსმეტიკური ქირურგია ჩაიტარა. ეს უკრაინაში მისი ვიზიტისას გამოვლინდა. სააგენტოების ცნობით, პუტინის მოთხოვნით კონფერენცია მალევე დაასრულეს და დაგეგმილი სადილი გადადეს. პრემიერის სახეზე მოსკოვში სამშაბათს არაფერი შეუნიშნავთ. ცვლილება მომდევნო 24 საათში მოხდა.

29 ოქტომბერი

  • Reuters-ის ინფორმაციით, ქართულმა პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 ადამიანი დააკავა. ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

3 ჩინეთის მომავალი ლიდერი

▲ზევით დაბრუნება


არენა

0x01 graphic

კომუნისტური პარტიის ლიდერები ჩინეთის რესპუბლიკის დაარსების 61- წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიალზე
ფოტო: REUTERS ©

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დახურული კრება პეკინის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და 4 დღე გაგრძელდა. კრებაზე 57 წლის ვიცე- პრეზიდენტი ში ძინპინი ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ცენტრალურ სამხედრო კომისიას ჩინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. უკანასკნელ წლებში ქვეყნის ლიდერებს კომპარტიის გენერალური მდივნის და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა უკავიათ. ადრე კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალურ სამხედრო კომისიაში მაღალი თანამდებობა იყო. მაგალითად, დენ სიაოპინს არც პრეზიდენტის, არც პრემიერის და არც გენერალური მდივნის პოსტი არ ეჭირა - იგი ცენტრალურ სამხედრო კომისიას თავმჯდომარეობდა. შის დაწინაურება ნიშნავს, რომ იგი 2012 წელს ჰუ ძინტაოსგან ქვეყნის სადავეებს გადაიბარებს.

ძინპინს ჩინეთისთვის ბოლო 30 წლის მანძილზე ურთულეს პერიოდში მოუწევს ლიდერობის ჩაბარება. ახლანდელი პრეზიდენტი ჰუ ძინტაო და მისი წინამორბედი ძიან ძემინი დენ სიაოპინის მიერ დასახულ კურსს აგრძელებდნენ. ამ დროის განმავლობაში ჩინეთი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკად გადაიქცა, მისი პოლიტიკური ინტერესები კი აღმოსავლეთ აზიის რეგიონს გასცდა.

0x01 graphic

მორის ნიაგუმბო და სი ჟონსუნი

ძინპინის არჩევით კომუნისტურ პარტიაში კონსერვატორებსა და პოლიტიკური ლიბერალიზაციის მომხრეებს შორის არსებული განხეთქილება გამოჩნდა. მათ შორის ბრძოლა არა მხოლოდ პოლიტიკური კურსის, არამედ ლიდერობის ხელში ჩასაგდებადაც მიმდინარეობს. ძინპინი გამოკვეთილად არც ერთ პოლიტიკურ ბანაკს არ მიეკუთვნება. ის კონსენსუსზე ორიენტირებულ ლიდერად მოიაზრება, თუმცა პოლიტიკურმა წარსულმა შესაძლოა, რეფორმისტებისკენ გადახაროს. შის ჟეძიანისა და ფუძიანის ეკონომიკურად განვითარებულ, საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ პროვინციებში მაღალი პარტიული თანამდებობები ეკავა. ის 2007 წელს შანხაიშიც მუშაობდა.

აღსანიშნავია ბოლო პერიოდში ჩინეთში დამკვიდრებული ტრადიციაც: ქვეყნის მომავალ ლიდერს არჩევს არა მარტო მისი უშუალო წინამორბედი, არამედ წინამორბედის წინამორბედი. მოქმედი პრეზიდენტი ჰუ ძინტაო დენ სიაოპინის რჩეულია, ხოლო ში - წინა ლიდერის, ძიან ძე შიმინის რეკომენდაციით დაწინაურდა.

ძინპინი მიეკუთვნება ე.წ. პრინცების, ყოფილი გავლენიანი პოლიტიკოსების შთამომავლების ჯგუფს. პოლიტიკოსის მამა, სი ჟონსუნი, რევოლუციონერი და თანამედროვე კომუნისტური ჩინეთის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ის კულტურული რევოლუციის დროს მაო ძედუნმა დააპატიმრა. მამამისის რეფორმატორული მოსაზრებების გამო, ძინპინი მოშორებულ პროვინციაში გადაასახლეს, სადაც მან ბავშვობა გაატარა. მაოს გარდაცვალების შემდეგ დენ სიაოპინმა ჟონსუნი ხელისუფლებაში დააბრუნა. ის იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ კომუნისტ ლიდერთაგან, რომლებიც 1989 წლის საპროტესტო აქციების დროს სტუდენტებთან შეხვედრაზე წავიდნენ. გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ჟონსუნი მეორედ და უკვე საბოლოოდ ჩამოაშორეს ხელისუფლებას.

ძინპინი არა მარტო ცნობილი მამით ამაყობს. იგი ჩინეთში სახელგანთქმულ მომღერალ პენ ლიუანზეა დაქორწინებული (მეორედ). პენი ჩინური ვარდი ნამდვილად არ გახლავთ. იგი, ვარსკვლავური ცხოვრების პარალელურად, სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მაღალჩინოსანი და სამთავრობო სათათბირო ორგანოს წევრია. ძინპინის პოლიტიკური კარიერის აღმასვლამდე, საზოგადოებისთვის მისი მეუღლე ბევრად უკეთ იყო ცნობილი. პენის აქტიურობისა და დამოუკიდებლობის გამო ქვეყნის მომავალ პირველ ოჯახში ცოლ-ქმრულ პრობლემებთან დაკავშირებით სპეკულაციები გაჩნდა. შესაძლოა, ეს არაა ჰილარისა და ბილის ან თუნდაც კარლასა და ნიკოლას მსგავსი შემთხვევა, თუმცა ჭორაობა ჩინეთშიც უყვართ.

0x01 graphic

პენ ლიუანი

ძინპინს, ისევე როგორც ჩინეთის სხვა ახლანდელ თუ ყოფილ ლიდერებს, ტექნიკური განათლება აქვს მიღებული. ის ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ, პეკინის ცინგჰუას უნივერსიტეტში ქიმიას სწავლობდა. თუმცა მოგვიანებით იმავე უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა, მარქსისტული თეორიისა და იდეოლოგიური სწავლების სპეციალობით. ამას გარდა მას ხარისხი იურისპრუდენციაშიც აქვს.

1979 წელს სწავლის დამთავრებისთანავე, როგორც ამბობენ მამის გავლენის წყალობით, მუშაობა დაიწყო ცენტრალური სამხედრო კომისიის მდივნად. ამ თანამდებობაზე გატარებული 3 წელი მას აქტიურ სამხედრო სამსახურად ჩაეთვალა.

მთელი თავისი კარიერის მანძილზე, ძინპინი არ იყო გამორჩეული ფიგურა. მას ქარიზმის ნაკლებობის გამო აკრიტიკებენ. პოლიტიკოსმა მხოლოდ წელს თებერვალში მიიპყრო ყურადღება, როდესაც მექსიკაში ვიზიტისას მკვეთრი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ყველაფრით უზრუნველყოფილ უცხოელებს არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ჩინეთისკენ გაიშვირონ ხელი, რომელიც არც რევოლუციის და არც სიღარიბის ექსპორტიორია.

ჩინეთში ეკონომიკური განვითარების მიუხედავად იზრდება მოსახლეობის უკმაყოფილება. პირველ რიგში ამის მიზეზი ეკონომიკური დივიდენდების არათანაბარი გადანაწილებაა, რომელსაც პოლიტიკური შეზღუდვები ამძაფრებს. ოფიციალური მონაცემებითაც კი ცხადი ხდება, რომ 1993 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა მასშტაბის საპროტესტო აქციების რიცხვი გაათმაგდა, ბოლო წლების მანძილზე კი წლიურად 100 ათასი შემთხვევა იყო აღნუსხული. ჩინეთის მთავრობა პროტესტის ჩახშობას ცდილობს ნაციონალისტური სენტიმენტების წინ წამოწევით, რომელსაც ანტიიაპონური და ანტიამერიკული ფონი აქვს.

ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებაში საკვანძო როლი ექსპორტმა და ინვესტიციებმა ითამაშეს. ექსპორტს ხელს უწყობს ვალუტის სუსტი კურსი დოლართან მიმართებაში. ჩინეთის უზარმაზარი დადებითი სავაჭრო სალდო მსოფლიო ეკონომიკაში არსებულ იმბალანსზე მიუთითებს. ჩინეთის ეკონომიკის რყევებს გარკვეული გლობალური გავლენა ექნება. ერთი მხრივ, მთავრობას სურს გაზარდოს ეკონომიკაში საშინაო მოხმარების წილი, მეორე მხრივ კი, იუანის გამყარებას სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი და უკვე საკმაო გავლენის მქონე კორპორაციები ეწინააღმდეგებიან. მთავრობის გარკვეული წრეები აგრეთვე შიშობენ, რომ ექსპორტის შემცირებით შემოსავლებს დაკარგავენ. ჩინელი დისიდენტი და ამჟამად ამერიკაში მცხოვრები ვეი ძინშენი ირონიულად აღნიშნავს, რომ კომუნისტურ პარტიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი, პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფია. მათ ჯერ ვერ მოასწრეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისგან პირადი დივიდენდების მიღება და რეფორმებს ყველანაირად შეეწინააღმდეგებიან.

პოლიტიკური რეფორმა, კონკრეტულად კი სისტემის ლიბერალიზაციის საკითხი, სავარაუდოდ, ძინპინის დღის წესრიგის სათავეში მოექცევა. პრემიერმა ვენ ძიაბაომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ არავის შეუძლია წინ აღუდგეს ხალხის მოთხოვნას სიტყვის თავისუფლებისა და სხვა პოლიტიკური უფლებების შესახებ. თუმცა ძიაბაოს ლიბერალური რიტორიკა გასაკვირი არ არის, რადგანაც ჩინეთის პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა დროს მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ. რეალურად კი ეს საკითხი 1989 წლის სისხლიანი მოვლენების შემდეგ დახურულია.

მამის რეფორმისტულმა გამოცდილებამ და ეკონომიკურად განვითარებულ პროვინციებში მრავალწლიანმა მუშაობამ შეიძლება კომუნისტური პარტიის სათავეში ახალი იდეები მოიტანოს. ძინპინთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის დროს ის არ ზღუდავდა ინოვაციურ აზროვნებას. მას საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ მენეჯერად ახასიათებენ.

ორიოდე წელიწადში, როდესაც ძინპინი პრეზიდენტისა და კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის პოსტებსაც გადაიბარებს, აღმოაჩენს, რომ ქვეყნის მართვა მხოლოდ მის იდეებზე არ იქნება დამოკიდებული. მას მოუწევს კომუნისტური პარტიის სხვადასხვა ფრაქციებისა და გავლენიანი ლიდერების აზრის გათვალისწინება. უკვე ცნობილია, რომ 2012 წელს პრემიერის პოსტს ჩაიბარებს ლი კექიანი, რომელიც ძინპინის მოკავშირედ არ მოიაზრება.

დენ სიაოპინსა და მის თანამებრძოლებს, ძინპინის მამის ჩათვლით, ხშირად ადარებენ ლეგენდარულ 8 უკვდავს, რომლებიც, გადმოცემის თანახმად, ფლობდნენ განსაკუთრებულ თვისებებსა და უნარს, შეეცვალათ ისტორიის მიმდინარეობა. დენის რეფორმებმა მაოს გაჩანაგებულ ქვეყანას ეკონომიკური სასწაული მოუტანა. ათწლეულების შემდეგ, ჩინეთი ისევ დგას ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების საჭიროების წინაშე. ძინპინსა და სხვა ჩინელ ლიდერებს მართლაც განსაკუთრებული თვისებების მოხმობა მოუწევთ არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

0x01 graphic

ში ძინპინი

4 მაუწყებლობის გამჭვირვალობის ორლესული მახვილი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ხელისუფლება მაუწყებლობის მფლობელობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას აპირებს. ინიციატივის შესახებ საგანგებო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით ბაქრაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს კანონპროექტის შესაქმნელად ორი კვირა მისცა.

„ინიციატივა ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას - ვინ არიან საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების მფლობელები და როგორ ხდება ამ საშუალებების დაფინანსება“, - ასე განმარტა დავით ბაქრაძემ სიახლის არსი. კანონპროექტით, რომლის ზუსტი შინაარსი ცნობილი ორ კვირაში გახდება, მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობის უფლება შეეზღუდებათ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს, ან - მოხდება მათი გასაჯაროება.

დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ისედაც ფლობს ინფორმაციას მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების შესახებ. ლიცენზიის აღების დროს ყველა კომპანია კომისიას უმხელს კომპანიის 5%25-ზე მეტი წილის მფლობელის ვინაობას.

ახალი ინიციატივა უფრო შორს წასვლას გულისხმობს. პარლამენტი ოფშორულ კომპანიებს ან აუკრძალავს საშუალებების ფლობას, ან ოფშორული მფლობელების დამფუძნებელთა ვინაობის გამჟღავნებას მოითხოვს.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, ექნება თუ არა მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობის უფლება საქართველოში დაფუძნებულ კომპანიას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ან დამფუძნებლის დამფუძნებელი ოფშორული კომპანიაა. არც ისაა ცნობილი, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანიის აქციებს ბირჟაზე ოფშორული კომპანია შეიძენს ისე, რომ ამის შესახებ ლიცენზიის მფლობელს არც კი ეცოდინება.

ოფშორული კომპანიებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ფლობის აკრძალვა მედიის გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს. კომპანიის რეალური მფლობელი საკუთარი თავის იდენტიფიცირების ვალდებულებას მარტივად აუვლის გვერდს მაუწყებლობის ცრუმაგიერ პირზე გაფორმების გზით.

ამის მაგალითები უახლეს წარსულში შეგვიძლია მოვიძიოთ - ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე ტელეიმედის მფლობელი დოკუმენტების მიხედვით ვინმე გოგი ჯაოშვილი იყო, ხოლო სკანდალური ოლიგარქი ოფიციალურ საბუთებში საერთოდ არ ფიგურირებდა. ან რას ეუბნება საზოგადოებას ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მაგალითად რეალტივის 100%25-იანი წილის მფლობელი ვინმე ია პაიჭაძეა?

მაუწყებლობის ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გარეშე ლიცენზიის ფორმალურ მფლობელთა ლუსტრაცია სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმი კი ადვილად შეიძლება იქცეს სახელმწიფოს მიერ ტელევიზიის ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებად და გამოხატვის თავისუფლებაზე გამყინავი ეფექტი იქონიოს.

ფინანსური კონტროლის კანონმდებლობა თანაბრად გავრცელდება როგორც პროსახელისუფლო, ისე ოპოზიციური განწყობის ტელეკომპანიებზეც. შესაბამისად, მაუწყებლობის გაუმჭვირვალობის შესახებ ჩივილები სწრაფადვე ჩანაცვლდება პოლიტიკური ზეწოლისა და კანონის დისკრიმინაციული აღსრულების თემაზე სპეკულაციებით.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სხვადასხვა ტიპის მედიისათვის განსხვავებული თამაშის წესები იარსებებს. გამჭვირვალობის ვალდებულება არ შეეხება ჟურნალ-გაზეთებს, წესით - არც საკაბელო ტელევიზიას და, მით უმეტეს - ინტერნეტ-მედიას, მათ შორის არც ინტერნეტ- ტელევიზიას და რადიოს.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ინტერნეტით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს - 2010 წლის მაისში IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეთა უკვე 22%25, ხოლო თბილისის - 41%25 კვირაში ერთხელ მაინც სარგებლობს ინტერნეტით. 1-ლარიანი კომპიუტერების სამთავრობო პროგრამისა და კერძო კომპანიების მიერ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების გაყვანის შედეგად მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვები კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდოს. ასეთივე ვითარებაა საკაბელო ტელევიზიების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც. მართალია, ტელევიზია ჯერჯერობით ინფორმაციის მიღების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მონოპოლია მას დღესაც კი არა აქვს, ხოლო ახალი მედიის განვითარებასთან ერთად მისი დომინანტური პოზიციები სულ უფრო სუსტდება. შესაბამისად, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა - როგორ გაჯანსაღდება ქართულ ჟურნალისტიკაში არსებული კლიმატი მედიის ერთი კონკრეტული სახეობისათვის - საეთერო მაუწყებლობისათვის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დაწესებით.

0x01 graphic

ამერიკის უზენაესი მოსამართლე ლუის ბრანდეისი ამბობდა, რომ მზის სხივი საუკეთესო დეზინფექტორია, მაგრამ რა ჩაითვლება ინფექციად და რა - ჯანსაღ მოვლენად, შემფასებლის გემოვნებასა და ღირებულებებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, გამჭვირვალობის ობიექტებს ვერანაირი გარანტია ვერ ექნებათ, რომ მათი საქმიანობა საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს.

უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად მედიის მესაკუთრეები და დამფინანსებლები იძულებული გახდებიან უფრო თავშეკავებულად იმოქმედონ. საკუთარი ვინაობის დეკლარირების ვალდებულებამ ბევრი შეიძლება დააბრკოლოს საზოგადოებრივ დისკუსიაში ან პოლიტიკურ პროცესში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობისაგან.

ნებსით თუ უნებლიეთ, გამჭვირვალობა თვითცენზურის მიზეზი გახდება. ზოგიერთმა შეიძლება არ მოინდომოს ისეთ მედიასთან ღიად ასოცირება, რომელიც არაპოპულარული პოზიციების დაკავებას და ძლიერთა ამა ქვეყნისათა განაწყენებას არ ერიდება.

გამორიცხული არაა, რომ გამჭვირვალობის ახალი რეჟიმის პირობებში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, ზოგიერთმა ქართული მაუწყებლობის ფინანსურ მხარდაჭერაზე ხელი საერთოდ აიღოს. ეს თავისუფალ მედიაბაზარზე არსებულ ისედაც მწირ შემოსავლებს კიდევ უფრო შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული დემოკრატიის გარიჟრაჟზე, რესპუბლიკის პირველ წლებში ანონიმური მედიამოღვაწეობა საკმაოდ მიღებული და გავრცელებული გახლდათ. მაგალითად, ცნობილი The Federalist Papers ალექსანდრ ჰემილტონმა, ჯეიმს მედისონმა და ჯონ ჯეიმ პუბლიუსის ფსევდონიმით გამოაქვეყნეს. კატონის, ფედერალისტი ფერმერის, ბრუტუსის, სენტინელის და კანდიდის ფსევდონიმებს იყენებდნენ ფედერალური კონსტიტუციის მოწინააღმდეგენი, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები რიჩარდ ჰენრი ლი, სემუელ ადამსი და სემუელ ბრაიანი. გაზეთები, სადაც ეს პოლემიკა მიმდინარეობდა, ანონიმური დამფინანსებლების ხელშეწყობით გამოიცემოდა.

ანონიმურობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის კავშირი კარგად დაინახა ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, როცა ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა 1950 წელს ალაბამას შტატის მცდელობა, ეიძულებინა ფერადკანიანი ხალხის განვითარების ნაციონალური ასოციაცია, საჯარო გაეხადა მისი წევრების ვინაობა. მესაკუთრეებზე განსაკუთრებული აქცენტი დამახასიათებელია იმ პოლიტიკური კულტურისათვის, სადაც უფრო მნიშვნელოვანია არა ის - თუ რას წერ, არამედ - ვინ წერს. აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ ლენინის თეორია ლიტერატურის პარტიულობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მთავარია არა თავად ტექსტის მხატვრული ღირებულება, არამედ მისი ავტორის კლასობრივი პოზიცია.

ცხადია, ცივილური დისკუსიის ხარისხის დაკნინებას მხოლოდ მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა ვინაობის სავალდებულო დეკლარირებას ვერ მივაწერთ. მაგრამ კანონები, რომლებიც საზოგადოების მიერ იდეებისა და არგუმენტების აღქმისას ცენტრალურ მნიშვნელობას სპიკერის ვინაობას ანიჭებს, ნებსით თუ უნებლიეთ კვებავს ისეთ საზოგადოებრივ კლიმატს, სადაც ჩვეულებრივი მოვლენაა პერსონალური შეურაცხყოფები, მიკერძოებული შეფასებები, ღვარძლიანი დებატები.

მაუწყებლობის მესაკუთრეების მეტი გამჭვირვალობის ირგვლივ საერთო აღფრთოვანების პირობებში ურიგო არ იქნება იმის გახსენება, რომ ჯოჯოხეთისკენ მავალი გზა კეთილი სურვილებითაა გაკვალული. ადვილი შესაძლებელია, რომ მეტი დემოკრატიისთვის ბრძოლა, ზეწოლისა და კონტროლის დამატებითი ბერკეტების შექმნით დასრულდეს.

ამის მაგალითები საქართველოს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ისტორიაში საკმაოდაა. მაგალითად საკონსტიტუციო რეფორმაც კმარა - ოპოზიცია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე აქტიურად ითხოვდა საპარლამენტო მოდელზე გადასვლას, ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ მმართველი პარტიის მიერ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაზე ალაპარაკდა

5 საქართველო ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის შესრულების ტესტს აბარებს

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

0x01 graphic

დენიელ იოჰანესი

გასულ კვირას საქართველოსი აშშ-ის ათასწლეუულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელი დირექტორი დენიელ იოჰანესი იმყოფებოდა. ვიზიტმა განსაკუთრებული ხმაურის გარეშე ჩაიარა, არადა საქმე 2003 წლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საერთაშორისო პროგრამას - ათასწლეულის გამოწვევას ეხება.

MCC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის კორპორაცია პროგრამა საქართველოში 5 წლის წინ დაიწყო. პირველი კონტრაქტი 295 მლნ დოლარის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებდა და 5 წლიან ვადაზე იყო გათვლილი. აგვისტოს ომის შემდეგ ამ თანხას კიდევ 100 მილიონი დაემატა და საბოლოოდ პროექტის ღირებულებამ 395 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პრორამა 5 ძირითად მიმართულებას აფინანსებდა.

  • სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაცია, რასაც ეკონომიკურის გარდა, ცხადია, რეგიონის ცენტრთან ინტეგრირების მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნდა;

  • ენერგოინფრასტრუქტურის, კონკრეტულადკი მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია, რის სანაცვლოდაც საქართველო კონტრაქტის მოქმედების ვადაში გაზსადენის გაყივდვაზე მორატორიუმს აცხადებდა.

  • რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ძირითად რეგიონებში წყალკანალიზაციის სისტემების აღდგენას გულისხმობს.

  • საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდი, რომელიც რეგიოენბში კერძო კომპანიების პორექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

  • აგრობიზნესის განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნა და აგროპროექტების განხორციელდა.

პროექტების განსახორციელებლად საქართველოში სპეციალურად შეიქმნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი. მნიშვნელოვანია, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამჭვირვალე საერთაშორისო პროექტია. ამის მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ამ პროგრამას, როგორც ერთგვარ ტექსტს, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა როგორც ხელისუფლების, ისე დონორების მხრიდან. მონიტორთა კრიტიკის მთავარი აქცენტი საწყის ეტაპზე არაეფექტიან მართვას ეხებოდა, რამაც პროექტის ვადების გაჭიანურება და მისი გაძვირება გამოიწვია. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მონაცემებით, რომელიც პროგრამის მონიტორინგს მისი ხელმოწერის დღიდან ახორციელებს, სამცხე-ჯაავხეთის გზის პროექტის არაეფექტიანად მართვის გამო, გზების პროექტმა დამატებით გამოყოფილი 100 მილიონი და სხვა პროექტებში დაზოგილი თანხებიც აითვისა. თავიდან გათვალისწინებული სამუშაოების მოცულოაბ კი არ გაზრდილა. სხვათა შორის, ამ მიზეზით ფონდმა მენეჯმენტი თითქმის სრულად შეცვალა. მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად ენერგოინფრასტრუქტურის პროექტით ნაკისრი ვალდებულებები (გაზსადენის რეაბილიტაცია) საქართველომ, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სრული მასშტაბით და თან საკმაოდ შეზღუდულ ვადაში შეასრულა. მეტიც, იგივე დაფინანსებითა და იგივე ვადაში განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის თანხებით გაზსაცავის წინასაპროექტო კვლევითი სამუშაოები. პროგრამის მიწურულს (კონტრაქტის დასრულებამდე სულ 5 თვე დარჩა), მიუხედავად ცალკეული პრობლემებისა, ყველაზე კრიტიკული დამკვირვებლებიც კი აღიარებენ, რომ საქართველომ ვალდებულებას თავი დამაკმაყოფილებლად გაართვა.

დენიელ იოჰანესი, 20-22 ოქტომბერს, საქართველოს 3 დღიაბნი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან და ადგილზე მოინახულა პროექტის განხორციელების შედეგები. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის დასასრულს საქართველომ MCC-ის ხელმძღანელობისაგან არა მხოლოდ მიიღო გაწეული საქმიანობისათვის, არამედ - პროგრამის გაგრძელების დაპირებაც. წინასწარი ინფორმაციით, ახალი პროგრამის დაწყების საკითხი 2010 წლის დეკემბერში უნდა გადაწყდეს. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის პრეზიდენტის სახით, ჯერ კიდევ აშშ-ში სექტემბრის ვიზიტის დროს წარუდგინა კორპორაციას თავისი ახალი პრიორიტეტები, რომელთა შორის მთავარი წამყვანი განათლების თემაა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას ბათუმში ამერიკული სტანდარტების ტექნიკური უნივერსიტეტის მსენებლობის დაფინანსება სთხოვა.

6 ფრანკოფონული ტრიბუნა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიის ქალაქ მონტრეში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა სამიტში მონაწილეობა (70 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად) დამკვირვებლის სტატუსით მიიღო. მისი სიტყვით გამოსვლა არ იგეგმებოდა. მოგვიანებით დღის წესრიგში ცვლილებები შევიდა და საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ მოხსენებით წარდგა.

მონტრეს სამიტზე, სხვა დოკუმენტებთან ერთად, კრიზისული სიტუაციების შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტის ერთ-ერთ მუხლში სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. „ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოვუწოდებთ მიიღონ ყველა ზომა 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებისათვის“ - ნათქვამია რეზოლუციაში. სამიტის მონა წილეებმა მხარი დაუჭირეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დევნილთა უფლებების დასაცავად და საკუთარ სახლებში ღირსე ლად დასაბრუნებლად.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფრანგულენოვანი სახელმწიფოებისადმი კეთილგანწყობა გამოხატა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ფრანგული ენის შესწავლის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი კამერუნისა და დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტებს, ასევე შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა განაცხა და, ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მასში აფრიკის მრავალი ქვეყანა შედის, რომლებზეც გავლენის მოხდენას რუსეთი ცდილობს, რათა მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ცნონ.

ვიზიტის მიზნებზე მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ ტელეარხ TV-5-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, „ეს მართლაც ძალიან საინტერესო მოვლენაა, როდესაც საშუალება გაქვს შეხვდე აფრიკის. აზიისა და სხვა რეგიონების გავლენიან ლიდერებს“. მისი თქმით, ისტორიული ტრადიციის თვალსაზრისით, საქართველო თავს დიდი ფრანგული კულტურის სამყაროს ნაწილად მიიჩნევს. საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა - „იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ოკუპანტი და დამპყრობელია და საკუთარი სახლებიდან უამრავი ადამიანი გამოყარა“, მასთან საუბარი აუცილებელია. სააკაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის შემადგენლობაში 56 ქვეყანა შეიდს. მათ შორის საფრანგეთი, შვეიცარია, ბელგია, ლუქსემბურგი, კანადა, რუმინეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის მრავალი სახელმწიფო. 2007 წლის მონაცენებით, მსოფლიოში ფრანგულად მოლაპარაკეთა რიცხოვნობამ 200 მილიონს მიაღწია. ორგანიზაციის 32 წევრ ქვეყანაში ფრანგულ ენას ოფიციალური სტატუსი აქვს. დამკვირვებლის სტატუსით, ორგანიზაციაში, საქართველოს ჩათვლით, 19 ქვეყანა სარგებლობს. მათ შორისაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. ორგანიზაციაში გაწევრიანებისას უპირატესობა არა იმდენად მოსახლეობის მიერ ფრანგული ენის ცოდნას, არამედ კულტურულ კავშირებს ენიჭება.

ფრანკოფონიის პირველი სამიტი 1986 წელს პარიზში, 41 ქვეყნის მონაწილეობით გაიმართა. ფრანკოფონების შეკრების მთავარი მიზანი კულტურული კავშირეის შენარჩუნება და გამყარება იყო. ორგანიზაციის წევრებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედების კოორდინაციის საკითხებიც განიხილეს. საფრანგეთისთვის კი ფრანკოფონების გაერთიანება. წმინდა კულტურულზე უფრო მეტად, საკუთარი პოლიტიკური გავლენის განმტკიცების საშუალება გახდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, 1997 წელს გამართული სამიტია, როდესაც მის გენერალურ მდივნად გაეროს გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს გალი აირჩიეს. ორგანიზაციამ „სრულფასოვან პოლიტიკურ განზომილებაზე“ და საერთაშორისო ურთიერთობებში სერიოზული როლის შესრულებაზე გააკეთა განაცხადი. ფრანკოფონიის ორგანიზაციის პრიორიტეტებად უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება და ადამიანის უფლებების დაცვა გამოცხადდა.

7 ატლანტიზმის გამოცდა „ახალი მსოფლიოს“ ფონზე რაფაელ გლუქსმანი და ფელიქს მარკადი,

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

Le Figaro, 11 ოქტომბერი 2010

0x01 graphic

ჩინეთი მომავალი ათწლეულების მთავარ ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ გვევლინება, აშშ კი სულ უფრო წყნარი ოკეანისკენ იყურება. მაშ, რაღა დარჩა ატლანტიზმის არსიდან? ატლანტის ოკეანე, ჩვენი წინაპრების ცხარე კამათისა და კონფლიქტების საგანს რომ წარმოადგენდა, ნუთუ დღეს უკვე მოძველებულ პოლიტიკურ კონცეფციად იქცა?

დიახაც, პოლიტიკური კონცეფცია! უფრო მეტადაც კი ვიდრე გეოგრაფიული ცნება. მას შემდეგ, რაც ევროპული აზრი ცენტრს გასცდა და გაიშალა (რაც ახალი სამყაროს აღმოჩენითაც იყო განპირობებული), ანუ 5 საუკუნეა, ჩვენი დარდი და ოცნება ატლანტის ოკეანეში აირეკლება. ნუთუ Mare Nostrum-ს, Mare Nostrum - ხმელთაშუა ზღვის ლათინური დასახელება, რომელიც ჩვენს ზღვას ნიშნავს, აქ გამოყენებულია ატლანტიკის ოკეანის ალეგორიად. რომელმაც XX საუკუნე განსაზღვრა, XXI საუკუნეში სათქმელი აღარაფერი დარჩა? ეპოქაში, რომელიც მისი დაღდამსმელი დრამით - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებით დაიწყო. ამპარტავნება თუ მორალის ძალა - ალბათ, ორივეს ნაზავი, ამერიკული ძლიერება ბებერი კონტინენტის სიბძნესა თუ დაქანცულობას შეეჯახა. ამგვარად დაუპირისპირდა დასავლეთი საკუთარ თავს მსოფლიოს თვალწინ, ყველას სასეიროდ და მათი გულის გასახარად, ვისაც ევრო -ამერიკული ალიანსის მიერ ავად თუ კარგად განსახიერებული ლიბერალური დემოკრატიის მოდელი არად ეპიტნავებოდა. ბარაკ ობამამ, ამერიკის ოკეანეთაშორის „სიწყნარის“ არჩევანითა (President of Pacific) და ბერლინში, კედლის დაცემიდან 20 წლისთავის ზეიმზე არ წასვლით ტრანსატლანტიური დიალოგი საზრუნავი საკითხების საკუთარი სიიდან ამოიღო.

Mare Nostrum - ხმელთაშუა ზღვის ლათინური დასახელება, რომელიც ჩვენს ზღვას ნიშნავს, აქ გამოყენებულია ატლანტიკის ოკეანის ალეგორიად

მეორე ნაპირზე კი სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი და მოაზროვნე გამოთქვამს სურვილს, ევროპა, იბერიის ნახევარკუნძულიდან ურალამდე ანუ ექსკლუზიურად კონტინენტური დარჩეს. ისინი ამერიკულ გავლენას უცნაურად მიიჩნევენ - პარიზი ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად მოსკოვთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ნიუ იორკთან.

ფინანსურმა კრიზის მააჩვენა, რომ მულტიპოლარული სამყარო, რომელიც ჩინეთსა და ინდოეთს ანგარიშგასაწევ მოთამაშეებად მიიჩნევს, ხვალინდელი პერსპექტივა კი არა - დღევანდელი რეალობაა (თუ უკვე გუშინდელი არა). კოპენჰაგენისა და ლონდონის დიდი ოცეულის სამიტებმაც ნათლად წარმოაჩინა ეს რეალობა. ერთი შეხედვით ყველაფერი ატლანტიზმის, როგორც მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგის მთავარი ღერძის დასასრულზე მიაიშნებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ღერძი საკუთარ სათქმელს მომავალშიც იტყვის. ამდენი უთანხმოებიდან, კინკლაობიდან, იმედგაცრუებებიდან და ბოლო წლებში ზედიზედ მიყოლებული მარცხებიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანა და კარგ გაკვეთილებად გამოყენებაა საჭირო.

ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერება ევროპელთა მხარდაჭერის უქონლობის გამო შესუსტდა. ეს კი პირობაა (შეიძლება არასაკმარისი), ურომლისოდაც გაჭირდება მისი საგარეო პოლიტიკის პლანეტის დანარჩენ ნაწილებში განვრცობა. ამას გარდა, ევრო პელებიც უკვე აცნობიერებენ, ხშირად უხეიროდ განმარტებული „soft power“ -ის საზღვრებსა და სრულფასოვან პოლიტიკურ მოთამაშის გარდაქმნის უპირობო აუცილებლობას იმ სამყაროში, რომელსაც ფრენსის ფუკუიამას მიერ გამოცხადებული „ისტორიის დასასრული“ არ განუცდია. ამ ჰობსისეულ სამყაროში კი, ატლანტიზმი ფუძემდებლური პრინციპები ჯერ კიდევ ცოცხლობს: ეს არის ინდივიდუალურ თავისუფლებათა პატივისცემა, კაპიტალის, ადამიანებისა და აზრების თავისუფალი გადაადგილება, ეთნიკურ და კულტურულ ფესვებზე მაღლა მდგომი კოსმოპოლიტიზმი, კანონის უზენაესობა, მეცნიერული და ინტელექტუალური ინოვაციების დაფასება.

ეს პრინციპები ქმნიდნენ და კვლავაც შექმნიან გლობალიზაციის საფუძველს და მას არეგულირებენ. კულტურულ ფესვებს მოწყვეტა თანამედროვე ეპოქიდან მოყოლებული ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილია. იგი რამდენა აც გვაშინებს, იმდენადვე უნდა გვამხნევებდეს. ოღონდ, უნდა შევძლოთ ისტორია ეპოპეად აღვიქვათ, უარი ვთქვათ ნოსტალგიით სიამოვნებაზე, ბოღმასა და პესიმიზმზე, რომელიც პარალიზებას იწვევს. ეს იმ პირობით, თუ ატლანტიკურ სივრცეს ნატოს მიღმა მოვიაზრებთ და მას არ წარმოვიდგენთ, როგორც დახურულ კლუბს. ზემო აღნიშნული პრინციპების სულის ჩამდგმელი სიო დღეს სხვა ქვეყნებში ქრის. იმ ერებში, რომლე იც ვითარდებიან და თავი სუფლებას უკვე განაღდებულ მონაპოვრად არ განიხილავენ. ამ მხრივ ორი თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს.

პირველი ბრაზილიაა, რომელიც ბოლოს და ბოლოს იქცა სტეფან ცვაიგის მიერ აღწერილ მომავლის მიწად. რამდენიმე ათწლეულში ამ ქვეყანამ მოახერხა საშუალო ფენის შექმნა, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტს მოიხმარს და სადაც მოსწავლეების რიცხვი დღითი დღე იზრდება. გაიზარდა ხელმისაწვდომობა კერძო საკუთრებისა და ჯანმრთელობის სფეროში. ეს ყველაფერი აყვავების გზაზე მყოფი დემოკრატიის პირობებში ხდება. ბრაზილია, როგორც ატლანტიკური BRIC-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი) ერთ-ერთი ქვეყანა, კარგად წარმოაჩენს კულტურათა და ღირებუ ლებათა კომპლექსს, და მახასიათებელს ჩვენი ძველი დემოკრატიებისთვის, რაც ატლანტკის იდეის სამხრეთზე განვრცობით, მას კიდევ უფრო აახალგაზრდავებს.

მეორე მაგალითი საქართველოა. სულ რაღაც 7 წლის წინ გაბანკროტების პირას მყოფი ქვეყანა დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ლაბორატორიად იქცა. ეს ერთადერთი „გადარჩენილი“ ქვეყანაა მათ შორის, ვინც 1989 წელს ინიცირებული ემანსიპაციის გაგრძელებას ფერადი რევოლუციების ტალღით 2000-იანი წლების დასაწყისში ცდილობდა. დღევანდელ საქართველოს 30-40 წლის ახალგაზრდები მართავენ. მათი ერთგულება ატლანტიკური პრინციპებისადმი, ევროპის ყურის ძირში „უკვდავების შადრევანივით“ (La fontaine de Jouvence) ჩქეფს.

La fontaine de Jouvence - ბიბლიური მითოლოგიიდან, წყალი, რომელიც რეგენერაციასთან, სიცოცხლის აღდგენასთანაა გაიგივებული.

დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ, მოვიწონოთ ან გავაკრიტიკოთ, მაგრამ ყური მივუგდოთ ჩვენი დროის ამ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავგადასავლებს, ატლანტიზმის ახალ საზღვრებს. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ დასტური, რომ ჩვენი ღირებულებები დრომოჭმული არაა. გავაცნობიეროთ, რომ ბედისწერა მხოლოდ ცვი ლის მუზეუმად ან უზარმაზარ დისნეი ლენდად ქცე ას არ გვპირდება, სადაც გაუგონარი თანხების დასახარჯად ჩინეთი ან, ინდოეთიდან, რუსეთიდან თუ კიდევ სხვა ქვეყნებიდან მილიონობით ტურისტი ჩადის.

8 ანგარიში გლობალური სიმდიდრის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

C redit Suisse-ის შეფასებით, მსოფლიო დოვლათი 200 ტრილიონ დოლარს აღწევს. 2000 წლიდან გლობალური დოვლათი 72%25-ით გაიზარდა. ამ მატების დიდი წილი დოლარის შესუსტებულ პოზიციებზე მოდის, თუმცა ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის მზარდი დონე არანაკლებ როლს ასრულებს.

Credit Suisse დოვლათს განმარტავს, როგორც ფინანსური და არაფინანსური აქტივების საერთო ღირებულებას. გათვლაში მონაწილეობს ვალიც, რომელიც საერთო ღირებულებას არ უნდა აღემატებოდეს.

Credit Suisse 153 ქვეყანას იკვლევს. რადგან ბავშვები იშვიათად ფლობენ დოვლათს, კვლევა მოიცავს ზრდასრულ მოსახლეობას მსოფლიო მასშტაბით. 2010 წელს ეს კატეგორია 4.4 მილიარდს შეადგენს.

ფინანსური და არაფინანსური აქტივები 2007 წლამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდებოდა. შემდეგ დაახლოებით 10%25-ით დაეცა. ბოლო 2 წლის მანძილზე ისევ იმატებს.

2000-2007 წლებში ვალი ერთ ზრდასრულ ადამიანზე 80%25-ით გაიზარდა. შემდეგ ნაწილობრივ შემცირდა. დღეს გლობალურად ერთ ზრდასრულ ადამიანზე 8.400 დოლარის ოდენობის ვალი მოდის. ის შედარებით დაბალია განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. აქ ვალი მთლიანი აქტივების 10%25-ია. განვითარებულ ქვეყნებში ვალის ტიპური დონე 15-20%25-ს აღწევს.

ამ ტენდენციას ახსნა აქვს: ნაკლებად განვითარებული ფინანსური ბაზრის (და სუსტი საკუთრების უფლებების) შემთხვევაში, კრედიტზე მოთხოვნა ხშირად დაკმაყოფილებული არ არის. შესაბამისად, ვალის უფრო მაღალი დონე სწორედ განვითარებულ ქვეყნებშია.

აქ ინსტიტუტებიც გამართულად მუშაობს და საკრედიტო ბაზრებიც უფრო განვითარებულია. დანიაში, მაგალითად, ვალის დონე 20%25-საც აჭარბებს. მეტწილად სტუდენტური სესხების გამო - სტუდენტებს, როგორც წესი, ვალის ადრე დაფარვის მოტივაცია არ აქვთ.

ზრდასრულ ადამიანთა შემოსავალი მსოფლიოს მასშტაბით 43%25-ით, 2000 წელს 30.700 დოლარიდან 2010 წელს 43.800 დოლარამდე გაიზარდა. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ისლანდიასა და არგენტინაში, მაგალითად, ზრდასრულ ადამიანთა დოვლათი 30%25-ით შემცირდა. იაპონიაში მხოლოდ 5%25-ით გაიზარდა. ეს მატებაც დოლართან მიმართებაში იენის გამყარებამ გამოიწვია. აშშ-ის ზრდაც, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, საკმაოდ მოკრძალებული იყო. ავსტრალიაში, ჩინეთში, ახალ ზელანდიაში, პოლონეთსა და რუმინეთში, მეორე მხრივ, ზრდასრული ადამიანების ქონება გასამმაგდა.

იმისთვის, რომ ზრდასრული ადამიანი მსოფლიოს მდიდარ ნაწილში მოხვდეს, აქტივების სახით, მხოლოდ 4 ათასი დოლარი სჭირდება. რა თქმა უნდა, ვალის გარეშე. თუმცა, მოთხოვნა 72 ათას დოლარს აჭარბებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდს მსოფლიოს 10%25-ში დამკვიდრება სურს.

გლობალური დოვლათის მფლობელთა ამ 10%25-ში ჩინეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტი ზრდასრული ჰყავს. მას მხოლოდ აშშ, იაპონია და გერმანია უსწრებს. Credit Suisse-ის შეფასებით, ჩინეთი უახლოეს მომავალში გერმანიას და იაპონიასაც გადაუსწრებს.

ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ ზრდასრულზე საშუალოდ მეტი დოვლათი მოდის, ვიდრე ევროპაში. თუმცა ძველი კონტინენტის მოსახლეობა მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯამში ევროპას მეტი დოვლათი აქვს, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკას. ევროპის მოსახლეობა გლობალური დოვლათის 32%25-ს ფლობს. ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა - 31%25-ს.

აღმოსავლეთ აზია და ოკეანეთი (ჩინეთისა და ინდოეთის გამოკლებით) - 22%25-ს. დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობაზე მთელი დოვლათის 15%25 მოდის. ამასთან, მთელი ზრდასრული მოსახლეობის 58%25 სწორედ ამ დანარჩენ მსოფლიოში ცხოვრობს.

მსოფლიოს უმდიდრესი 1%25, ინდივიდისგან სუფთა დოვლათის სახით, 588 ათას დოლარზე მეტს მოითხოვს. მსოფლიოს უმდიდრესი 10%25 გლობალური დოვლათის 83%25-ს ფლობს. აქედან 43%25 ულტრამდიდარ 1%25-ზე მოდის.

დოვლათი ერთ ზრდასრულზე

0x01 graphic

9 გლობალური დოვლათი და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

0x01 graphic

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (სულ 3.2 მილიონი ადამიანი) პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მდიდარია - ასკვნის ავტორიტეტული შვეიცარიული ბანკი, Credit Suisse. გლობალური დოვლათის კვლევის ანგარიში სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. საქართველოს ერთ ზრდასრულ მოქალაქეს საშუალოდ 13 ათასი დოლარის ღირებულების დოვლათი აქვს. რუსეთისას - 10 ათასი, ბელარუსისას - 6 ათასი. ერთ ზრდასრულ ადამიანზე სიმდიდრით საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანსაც საშუალოდ 2-ჯერ უსწრებს. კარის მეზობლებიდან საქართველოზე წინ მხოლოდ თურქეთია - 25 ათასი დოლარით.

2000-2010 წლებში საქართველოში ერთი ზრდასრული ადამიანის სიმდიდრე ყოველწლიურად საშუალოდ 817 დოლარით იზრდებოდა. 2010 წელს 100 ათასზე მეტი ქონება მხოლოდ 1.4%25-ს აქვს. ზრდასრულთა 29.7%25 10 ათასიდან 100 ათასამდე ღირებულების ქონებას ფლობს, 20.4%25 კი - ათას დოლარზე ნაკლებს. მათი უმეტესობის (48.5%25) ქონება ათასიდან 10 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

მსოფლიოს მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობის ორ მესამედზე მეტს ანუ 3 მილიარდამდე ინდივიდს 10 ათას დოლარზე ნაკლები დოვლათი აქვს. კიდევ 1 მილიარდის ანუ მსოფლიო მოსახლეობის 24%25-ის ქონება 10 ათასიდან 100 ათასი დოლარის ფარგლებშია. შესაბამისად, მხოლოდ 358 მილიონი ზრდასრული ანუ მსოფლიო მოსახლეობის 8%25 ფლობს 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების მქონე აქტივებს. გლობალურად, მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 1%25-ზე ნაკლები არის მილიონერი. თუმცა მთელი დოვლათის მესამედზე მეტს ფლობს.

ზრდასრულ ადამიანზე ყველაზე მეტი დოვლათით გამოირჩევიან ღია ეკონომიკები: სინგაპური, შვეიცარია, ნორვეგია; ასევე, ავსტრალია და საფრანგეთი. ჩამორჩენილთა შორის არიან არგენტინა, იაპონია და ისლანდია. მზარდი დოვლათის ქვეყნებია ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვენია, ჩილე, მალაიზია და სამხრეთ აფრიკა. დოვლათს სწრაფად აგროვებს კოლუმბია, ინდონეზია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ქუვეითი.

ჩრდილოეთ ამერიკა, დასავლეთ ევროპა და ნაწილობრივ, აღმოსავლეთ აზია და ოკეანეთი, ასევე, შუა აღმოსავლეთი ყველაზე მდიდარია ქვეყნებით, სადაც ერთ ზრდასრულზე 100 ათას დოლარზე მეტი დოვლათი მოდის. მაგალითად, მათ რიგს შვეიცარია, ნორვეგია, ავსტრალია, სინგაპური და საფრანგეთი განეკუთვნება. აქ ერთ ზრდასრულზე 250 ათას დოლარზე მეტი სიმდიდრე მოდის. დოვლათი ისეთ დიდ ეკონომიკებში, როგორებიცაა აშშ, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და კანადა საშუალოდ 200 ათას დოლარზე მეტია.

25 ათასიდან 100 ათას დოლარამდე აღწევს დოვლათი ერთ ზრდასრულზე ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებშიც - პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და კვიპროსი. ამდენივეა დოვლათის დონე ლათინოამერიკულ ქვეყნებშიც - მექსიკა, ბრაზილია და ჩილე, ასევე, რამდენიმე ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაშიც - ლიბანი, საუდის არაბეთი და ბაჰრეინი.

თითქმის მთელი სამხრეთ აზია, მათ შორის, ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და ნეპალი, ასევე, ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის დიდი ნაწილი ხვდება კატეგორიაში, სადაც ერთ ზრდასრულზე დოვლათი 5 ათას დოლარზე ნაკლებია.

ჩინეთში, რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და მონღოლეთში დოვლათი ერთ ზრდასრულზე 5 ათასიდან 25 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. ასეთივე სურათია ინდონეზიასა და ტაილანდში, ლათინოამერიკული ქვეყნებიდან კი კოლუმბიაში, ეკვადორში, პერუში, ელ სალვადორში, ხოლო აფრიკული ქვეყნებიდან სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ნამიბიაში, მაროკოში, ალჟირში, ტუნისსა და ეგვიპტეში. ამ კატეგორიაში ხვდება საქართველოც.

საქართველო ამ კვლევის თანახმად, ე.წ. frontier market არის. ინვესტორები სწორედ ამ ტიპის ბაზრებს აქცევენ სულ უფრო მეტ ყურადღებას. ამას, მინიმუმ, ოთხი მიზეზი მაინც აქვს. პირველი, ამ ბაზრებზე მთლიანი შიდა პროდუქტი უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე განვითარებულ ბაზრებზე. სხვადასხვა გათვლა აჩვენებს, რომ 2010-2015 წლებში ეკონომიკური ზრდა აქ ბევრად სწრაფი იქნება. მეორე - ინვესტორები თანდათანობით სულ უფრო მეტად აბანდებენ პერსპექტივაში, რომელიც ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპით გაარღვევს დაბალი შემოსავლების ციკლს. შესაბამისად, განვითარებულ ბაზრებზე მეტად გაზრდის მოხმარებას, ინვესტიციებს და პროდუქტიულობის ხარისხს. საქართველოში, მაგალითად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ გასამმაგდა. ზრდა გაგრძელდებოდა რომ არა შიდაპოლიტიკური არეულობები, აგვისტოს ომი და გლობალური ფინანსური კრიზისი. ამ ყველაფერმა 2010 წლის I კვარტალში 1.6 მილიარდდოლარიანი შემცირება გამოიწვია. თუმცა ამავე წლის II კვარტალში უკვე წინა წლის მაჩვენებელზე 11%25-ით მეტი ინვესტიცია შემოვიდა. მესამე - ბაზრის განვითარების დაბალი დონე ხელს უწყობს მის ლიბერალიზაციას. მაგალითად, მსოფლიო ბანკის კვლევის Doing Business-ის მიხედვით სწორედ frontier ბაზრების უმრავლესობა უქმნის ინვესტორს შესაძლებლობას ბიზნესი მარტივად დაიწყოს. საქართველო ამ რეიტინგში მე-11 ადგილზეა. და ბოლოს, პრივატიზაციას ამ ბაზრებზე უფრო მასშტაბური სახე აქვს, რადგან თითქმის ყველა აქტივს სახელმწიფო ფლობს. ამ ტიპის ლიბერალიზაციით, მთელი frontier ბაზრის კაპიტალიზაცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 700 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

10 ოდესა-ბროდის ნავთობსადენის ახალი სიცოცხლე

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ოდესა-ბროდის ნავთობსადენის გამოყენება ისე, როგორც ეს მისი გაყვანის დღიდან იყო დაგეგმილი ანუ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ - ისევ აქტიური განხილვის თემაა. ამჯერად საკითხზე უკრაინისა და ბელარუსის მთავრობები მსჯელობენ.

მილსადენი 2004 წლიდან უკუღმა ფუნქციონირებს - ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. რუსული ნავთობკომპანიები მას ოდესიდან ექსპორტისთვის იყენებენ. შებრუნებული გამოყენება ბლოკავს ნებისმიერ არარუსული წარმოშობის ნავთობის მიწოდებას უკრაინასა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.

ოდესა-ბროდის ნავთობსადენს სრული დატვირთვით 2004 წლიდან აღარ უმუშავია. რუსული ნავთობკომპანიები, რომლებიც ნავთობსადენს შებრუნებული მიმართულებით ამუშავებენ - ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, მის შესაძლებლობაზე - ყოველწლიურად 9-12 მილიონ ტონა ნავთობზე ბევრად ნაკლებს იყენებენ. ეს ექსპერტების ნაწილს აფიქრებინებს, რომ რუსეთს ნავთობსადენის შებრუნებული მიმართულებით გამოყენებისთვის კომერციულ ინტერესზე მეტად, არარუსული წარმოშობის ნავთობის დაბლოკვის შესაძლებლობა ხიბლავს.

2002 წლიდან რუსეთი წარმატებით არ ატარებს ყაზახურ ნავთობს ნოვოროსიისკიდან ოდესამდე. შებრუნებული მუშაობის გამო - ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ოდესა-ბროდის ნავთობსადენი გადატვირთულია. შესაბამისად, ოდესამდე, საქართველოს შავი ზღვისპირეთის გავლით, აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირებისათვის მისი გამოყენება ვერ ხერხდება.

ოდესა-ბროდის პირვანდელი მიმართულების აღდგენაში დაინტერესებულმა ყველა მხარემ - ვენესუელამ, ბელარუსმა, ლიტვამ, უკრაინამ და პოლონეთმა - შეთანხმებას უკვე მიაღწია. ვენესუელა მზადაა ბელარუსს ყოველწლიურად, 2011-2013 წლებში 10 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდოს. ლიტვა, რომლის ქალაქი კლაიპედა ბელარუსისთვის ვენესუელური და ყველა სხვა ტიპის არარუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტირებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია, ნავთობის გატარებაზე თანახმაა. კიევი თავისი ნავთობსადენების სისტემით ბელარუსისთვის ასევე მიმზიდველია. უკრაინა თანახმაა ჩაერთოს ნავთობის გადაზიდვის პროცესში. კიევი თავის მხრივ დაინტერესებულია თვითონ გამოიყენოს ოდესა-ბროდის ნავთობსადენი არარუსული წარმოშობის ნავთობის უკრაინამდე მისაყვანად. პოლონეთი ჯერ კიდევ 2007 წლიდან მოელის, რომ ოდესა- ბროდის ნავთობსადენი ჩაფიქრებულ მიმართულებას დაუბრუნდება - სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ამ ქვეყნის ნავთობტერმინალები პლოკსა და გდანსკში ნავთობსადენის მთავარ მომხმარებლებად ითვლებოდნენ.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი შმატკომ ყველა ეს ქვეყანა საჯაროდ უკვე გააფრთხილა. მისი განცხადებით, ვენესუელური ნავთობის ოდესა-ბროდი-დრუჟბას გავლით გატარება, რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება: 2004 წლის აგვისტოში რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს რუსული ნავთობის ამ გზით ტრანსპორტირების ხანგრძლივ ხელშეკრულებას.

0x01 graphic

11 საპატერო გამოსავლის ძიებაში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ესპანეთი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრ ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროსადმი მხარდაჭერა დღითი დღე ეცემა. საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, საპატეროს სოციალისტური პარტიის რეიტინგი მხოლოდ 29%25-ია, პრემიერ-მინისტრი კი ყველაზე არაპოპულარული ფიგურაა ესპანურ პოლიტიკაში. მას თანამდებობის დატოვების რეალური საფრთხე ემუქრება. საპატეროს მხარდამჭერთა რაოდენობაზე მნიშვნელოვან გავლენას ესპანეთის ეკონომიკური მდგომარეობაც ახდენს. ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ნელი ტემპით ვითარდება - მომავალ წელს მხოლოდ 1%25-იანი ზრდა არის ნავარაუდევი. უმუშევრობის დონე 20%25-ს აღწევს, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

ვადამდელი არჩევნების თავიდან ასაცილებლად პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში ცვლილებები განახორციელა. გასულ კვირას მან ორი სამინისტრო გააუქმა, შეცვალა საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრს პრემიერ-მინისტრის მოადგილეობა შეუთავსა. „მთავრობის გადახალისების დრო მოვიდა... ეს იქნება რეფორმების, ეკონომიკის გამოსწორების და უმუშევრობის შემცირების მთავრობა“, - განაცხადა პრემიერმა.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიგელ ანხელ მორატინოსის ადგილი პრემიერის ფავორიტმა, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა - ტრინიდად ხიმენესმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ კარიერულ დიპლომატს ამ საპასუხისმგებლო პოსტზე, სულ რამდენიმე კვირის წინ შიდა პარტიულ არჩევნებში დამარცხებული ქალბატონი ხიმენესი ჩაანაცვლებს. მომავალი წლის მაისში მადრიდის საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურ პარტიას ხიმენესის ნაცვლად ტომას გომესი გაუძღვება.

მნიშვნელოვანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, ალფრედო პერეზ რუბალკაბას დაწინაურება. მან პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობაც შეითავსა. რუბალკაბას განსაკუთრებული როლი მიუძღვის ტერორისტულ ორგანიზაცია ეტასთან ბრძოლაში. ესპანეთის მთავრობა ეტას თითქმის დამარცხებულად მიიჩნევს - უკვე წელიწადზე მეტია, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტი არ განუხორციელებიათ.

ცვლილებები არა მხოლოდ კადრებს, არამედ თავად სამინისტროების სტრუქტურებსაც შეეხო. 2008 წელს დაარსებული თანასწორობის სამინისტრო დეპარტამენტად გადაკეთდა. ორი სამინისტრო გაუქმდა. ადგილობრივი ექსპერტები შიშობენ, რომ მთავრობას სამინისტროების რესტრუქტურიზაცია ხარჯების შემცირებაში, ბევრით ვერ დაეხმარება. რადგან ისინი საჯარო მოსამსახურეებს კი არ ათავისუფლებენ, არამედ სხვა უწყებებში გადაჰყავთ.

თანამდებობის შენარჩუნებისათვის საპატეროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბასკეთთან პრობლემების მოგვარება. მან რამდენიმე დღის წინ ბასკეთის ნაციონალისტურ პარტიასთან ხელშეკრულება დადო. ნაციონალისტურმა პარტიამ უკვე მიიღო გაფართოებული ძალაუფლება და ბიუჯეტი, ამის სანაცვლოდ კი პარტიის ლიდერმა ინიეგო ურკულუმ საპატეროს მხარდაჭერა აღუთქვა.

საპატეროს არა მხოლოდ პრემიერ- მინისტრობაზე, არამედ პარტიის ლიდერობაზეც მოუწევს ზრუნვა. მას რამდენიმე ძლიერი კონკურენტი ჰყავს: ალფრედო პერეზ რუბალკაბა, ასპარეზზე ახალგამოსული, 34 წლის, თუმცა უკვე ძალიან პოპულარული ედუარდო მადინა და კარმე ჩაჩონი. ეს უკანასკნელი თავდაცვის მინისტრი მაშინ გახდა, როცა შვიდი თვის ორსული იყო. მთავარ კითხვად რჩება, გაუძღვება საპატერო 2012 წლის არჩევნებში სოციალისტურ პარტიას თუ სხვა ლიდერს მისცემს საშუალებას, ამ, დამარცხებისთვის განწირულ არჩევნებში ხალხის გადაბირება შეძლოს.

საპატეროს პარტიის რეიტინგის ვარდნასთან ერთად იზრდება ესპანეთის ყველაზე დიდი კონსერვატული პარტიის, სახალხო პარტიის მხარდაჭერა. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მათი რეიტინგი 14%25-ით გაიზარდა. ეს კი, არჩევნების შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებისთვის საკმარისია.

2012 წლის არჩევნებში სოციალისტურ პარტიას გარდაუვალი დამარცხება ელის, თუ ის ეკონომიკის მნიშვნელოვნად გამოსწორებას ვერ შეძლებს.

12 ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკა - რეალური პერსპექტივა?

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

„ვის შემიძლია სასაუბროდ დავურეკო ევროპაში?“ - ჰენრი კისინჯერის ეს ფრთიანი ფრაზა კვლავაც აქტუალურია. სწორედ ამ საკითხის გადაჭრას ემსახურებოდა 2009 წლის დეკემბერში მიღებული ლისაბონის ხელშეკრულება. მას ხელი უნდა შეეწყო ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკის შექმნისთვის. თუმცა, დაპირებები ჯერ კიდევ განუხორციელებელია.

ევროკავშირის დაარსებიდან დღემდე მისი უმთავრესი პრობლემა ერთიანი საგარეო პოლიტიკის უქონლობა ან მინიმუმ მისი მოუქნელობაა. წევრი ქვეყნები საკუთარი სუვერენიტეტის დათმობისას ყველაზე მგრძნობიარენი სწორედ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში არიან. ლისაბონის ხელშეკრულებით საერთაშორისო დონეზე ევროკავშირს ერთიანი ხმით საუბრის უნარი უნდა შეეძინა. ამისათვის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაც შემოიღეს. ეს პოსტი პირველად, ნაკლებად ცნობილმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა - ქეთრინ ეშტონმა დაიკავა. მანამდე, იგი ევროკავშირის სავაჭრო კომისარი იყო. ეშტონი კრიტიკის ობიექტი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ნაკლები გამოცდილების გამო გახდა; მას საგარეო უწყებაში საკუთარ ქვეყანაშიც კი არ უმუშავია. ქალბატონ ეშტონს ამპარტავნობაც დასწამეს, როდესაც იგი სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად (ვაშინგტონში ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებები იმართებოდა) ჩინეთში გაემგზავრა: ფრანგები ამბობდნენ, ეშტონმა თეთრ სახლში მეორე რიგში ჯდომას, ჩინეთის ლიდერთან თანაბარ პირობებში თანამშრომლობა ამჯობინაო.

0x01 graphic

ილუსტრაცია: დავით მაჭავარიანი

ქეთრინ ეშტონის მიერ შესრულებულ საქმეთა ხარისხს მისი მოვალეობების მრავალფეროვნებაც ვნებს. იგი ერთდროულად სამ ფუნქციას ასრულებს: ევროპული საბჭოს საგარეო პოლიტიკის დესპანი (ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი), საგარეო ურთიერთობათა ევროკომისარი და ევროკავშირის საგარეო მოქმედების (დიპლომატიური) სამსახურის უფროსი.

საგარეო მოქმედებათა სამსახური ლისაბონის ხელშეკრულებით შეიქმნა. იგი ანგარიშვალდებულია ეშტონის წინაშე და ევროპელი დიპლომატებითაა დაკომპლექტებული. საგარეო პოლიტიკის ერთიანობისა და თანმიმდევრულობის გასაზრდელად წევრ სახელმწიფოებს ურთიერთშეთანხმებულად მოქმედება მოეთხოვებათ. ლისაბონის ხელშეკრულებით საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღება კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით ჩანაცვლდა. ამით, წევრი ქვეყნები ძნელად შეძლებენ გარკვეული ინიციატივების დაბლოკვას.

მიუხედავად ამგვარი ცვლილებებისა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სისუსტე მკვეთრად გამოვლინდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, ევროკავშირი დღემდე ვერ ახერხებს რუსეთზე სათანადო ზეწოლას, რათა მან 2008 წლის, ევროკავშირისვე შუამავლობით მიღებული, 6-პუნქტიანი შეთანხმება შეასრულოს.

ევროკავშირის საგარეო სტრატეგიის სისუსტეზე სექტემბერში ჩატარებული ევროპული სამიტიც მეტყველებს. შეხვედრაზე უნდა განეხილათ გაერთიანების ურთიერთობები ისეთ გლობალურ ძალებთან, როგორიცაა ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი. დებატები ეროვნულ დიპლომატებს შორის ყოველგვარი საერთო დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა. საბოლოო კომუნიკეს პირველადი ნიმუში ფაქტობრივად ცარიელი იყო და რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ შეიცავდა.

დღეისათვის აქტიურად დაიწყო საუბრები ამერიკის ჰეგემონიის შემცირებასა და მულტიპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბებაზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს საერთაშორისო სისტემაში რამდენიმე დომინანტი სახელმწიფოს არსებობას. ევროკავშირი ერთ-ერთ პოტენციურ ცენტრად მოიაზრება, თუმცა საერთო საგარეო პოლიტიკის უქონლობა ამის შესაძლებლობებს ამცირებს. ძველი კონტინენტი ამ ეტაპისთვის თვითონ არის მულტიპოლარული და ერთ სუბიექტად მისი გააზრება საკმაოდ ნაადრევია. ევროპელი ლიდერები პოზიციების გამყარებისა და ახალი როლის შეთვისების სხვადასხვა გზებს სთავაზობენ მოსახლეობას. ერთი ნაწილი მოითხოვს ევროკავშირის მხრიდან უფრო „ღირსეული“ საგარეო პოლიტიკის წარმოებას. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ხსნას ეკონომიკის რეფორმირებასა და ევროპის პერიფერიების განვითარებაში ხედავს. მისი მოსაზრებით, თუ ევროპას გლობალურ ძალად გადაქცევა სურს, პირველ რიგში შიდა პრობლემებს უნდა მიხედოს.

რაც შეეხება კისინჯერის ცნობილ შეკითხვას - თითქოს პასუხი ეშტონის დანიშვნით გაცემულია. თუმცა მისი შესაძლებლობების ლიმიტიდან გამომდინარე, გამანაწილებელ ოპერატორად უფრო განიხილავენ, რომელიც შემოსულ ზარებს პარიზის, ლონდონის, მადრიდის და სხვა ქალაქების მიმართულებით უშვებს. მცირეა იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებსაც უმაღლესი წარმომადგენელი თვითონ გადაწყვეტს.

13 რუსეთის ახალი მოთხოვნები NATO-ს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

რუსეთი ავღანეთის ომში დახმარებისათვის საჭირო პირობებს უყენებს NATO-ს. აქამდე კრემლი ძირითად აქცენტს ცენტრალურ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემების განთავსებაზე აკეთებდა. ლისაბონის სამიტამდე კი მოსკოვი ახალი ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივით გამოვიდა, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს „მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალის“ დისლოკაციის ზღვარი უნდა დაწესდეს. ეს შეზღუდვა შეეხება სახმელეთო ბრიგადას, ვერტმფრენთა ბატალიონის ან საჰაერო პოლკის მუდმივ ან დროებით განლაგებას. თუკი ასეთი ხელშეკრულება გაფორმდება, NATO-ს აღარ შეეძლება კონტინენტის ამ ნაწილში 41 ტანკზე, 188 ჯავშანტრანსპორტიორზე, 24 საბრძოლო თვითმფრინავსა ან ვერტმფრენზე მეტის განლაგება. სანაცვლოდ კრემლი ავღანეთში ჯარების გაწვრთნას, რამდენიმე ათეული ბატალიონის გამოყოფას და პაკისტანის შემცვლელ გზას სთავაზობს NATO-ს.

რუსეთი უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს გარანტიებს, რომ NATO-ს ჯარები ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებში არ განლაგდნენ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთის ამ მოთხოვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. აგვისტოს ომმა მათი ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამძაფრა.

0x01 graphic

სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე NATO-ს გენერალური მდივანი მოსკოვს ეწვევა. ლისაბონში ჩავა რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევიც. ასე რომ, ლისაბონის სამიტიდან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ელიან. განსაკუთრებით - ავღანეთის, ანტისარაკეტო სისტემების და NATO-ს გაფართოების კუთხით.

კრემლმა უკვე ათქმევინა უარი აშშ- ის პრეზიდენტს პოლონეთში და ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემების განთავსებაზე. ახლა NATO გამოთქვამს მზადყოფნას, ანტისარაკეტო სისტემების ევროპაში განთავსების მთლიან გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რუსეთთან კონსულტაციის შემდეგ მიიღოს.

რუსეთის და NATO-ს თანამშრომლობის გააქტიურება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ერთი მხრივ, რუსეთი აცნობიერებს, რომ მისი გავლენა ცენტრალურ აზიაზე მცირდება, ჩინეთის კი იზრდება. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომელსაც ჩინეთი უდგას სათავეში, დიდი გავლენა აქვს ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე. ამასთანავე რუსეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი დამოკიდებულია 10 მილიონ მიგრანტზე ყოველწლიურად. მათი უმრავლესობა მუსლიმური ქვეყნებიდანაა. ასეთ პირობებში კი რუსეთს არ შეუძლია ექსტრემიზმისა და ტერორიზმის ბუდე - ავღანეთი - თავის საზღვართან ახლოს უყურადღებოდ დატოვოს. ამიტომ NATO-სთან თანამშრომლობა ისლამური ფაქტორის გასანეიტრალებლად თავად რუსეთის ინტერესებშიც შედის.

ნატოს ლისაბონის სამიტი აჩვენებს, თუ რამდენად არიან NATO-ს ქვეყნები მზად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საკითხში დათმობებზე წასასვლელად.

14 შემდეგი კიმი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა

0x01 graphic

კიმ ჩენ უნი და კიმ ჩენ ირი

2009 წელს ჩრდილოეთ კორეის მომავალ მმართველად გამოცხადებული კიმ ჩენ უნი, მშრომელთა პარტიის ბოლოს გამართულ ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს. ამ კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე კი, მამამისმა, კორეის ახლანდელმა ლიდერმა კიმ ჩენ ირმა, მას 4-ვარსკვლავიანი გენერლის ჩინიც მიანიჭა და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის (ანუ საკუთარი თავის) მოადგილედ დანიშნა. კიმ ჩენ უნი, რომელსაც მედიის წარმომადგენლები უკვე აკრიტიკებენ, მმართველის მძიმე გვირგვინის ტარებას სწავლობს.

საზოგადოების ნაწილი უკვე სიღარიბის კრიტიკულ ზღვარზეა. მედიის და მოქალაქეების უარყოფითი დამოკიდებულება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. ჯარისკაცებმა სამხედრო მოვალეობები დროებით დაივიწყეს და კიმ ჩენ უნის ვილის მშენებლობას შეუდგნენ. მშენებლობის პროცესში, შიმშილით შეწუხებულებმა მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ფერმერების ოჯახებშიც „შეისეირნეს”. ამან დაზარალებულებში ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამოიწვია და ხელისუფლებასთან მათი ურთიერთობები დაძაბა.

კიმ ჩენ უნი, კიმ ჩენ ირის უმცროსი შვილია. მას ასევე ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავს. მათ შორის უფროსი კიმ ჩენ ნამია. სწორედ მას და კიმ ჩენ უნს უკავშირდება უკანასკნელი კორეული სკანდალი: სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, კიმ ჩენ ირის უფროს შვილზე თავდასხმა მზადდებოდა, რომლის დამკვეთიც მისივე ნახევარძმა და კორეის მომავალი მმართველი კიმ ჩენ უნი იყო. ამ თავდასხმის მიზეზი, როგორც ამას უცხოური მედია ამტკიცებს, კორეის დღევანდელი რეჟიმისადმი კიმ ჩენ ნამის ოპოზიციური დამოკიდებულებაა.

ეს უკანასკნელი ხშირად გამოდიოდა მამამისის და თავისი ძმის მმართველობის კრიტიკით. იგი ხაზს უსვამს, რომ პირადად მას ქვეყნის სათავეში მოსვლის არანაირი ინტერესი არა აქვს და იმითაც მოხარული იქნება, თუ საკუთარ ძმას ჩინეთიდან, მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილიდან დაეხმარება.

კიმ ჩენ ნამის მოსაზრებებს ჩინეთის და იაპონიის გავლენიან წრეებში იზიარებენ. ის ბოლოდროინდელ ინტერვიუებში განსაკუთრებით ღიად გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით. ამჟამინდელი კომუნისტური პარტია კი, რომელიც თავს პროგრესულად მიიჩნევს, უკვე სამი თაობაა, ხელისუფლებას ერთ ოჯახს უნარჩუნებს. კიმ ჩენ ირმა ძალაუფლება მამისგან, კიმ ირ სენისგან მიიღო.

დაძაბული ურთიერთობები ხალხთან და ძმასთან, რომელიც გავლენიან საზოგადოებასთან ფართო კავშირებით არის ცნობილი, კიმ ჩენ უნისთვის დიდი თავსატეხია. კორეაში მოვლენათა შემდგომი განვითარება სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზეა დამოკიდებული.

15 ამერიკის ჩაის წვეულება

▲ზევით დაბრუნება


დევიდ ჯ.სმი|სვეტი

0x01 graphic

მომავალ კვირას ამერიკელები, ალბათ, აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, პოპულარობის მნიშვნელოვანი ვარდნის მოწმენი გახდებიან. ობამა არ იყრის ამ არჩევნებში კენჭს, მაგრამ მისმა დემოკრატიულმა პარტიამ შეიძლება, კონგრესზე კონტროლი დაკარგოს. 2 ნოემბრის არჩევნებზე გამოვლენილი უკმაყოფილება კი პრეზიდენტს პოლიტიკისა და პერსონალის შეცვლისკენ უბიძგებს, რადგან მას წინ 2012 წლის არჩევნები ელის, სადაც ფსონად მისი თანამდებობა დაიდება. თუმცა, ობამას საგარეო პოლიტიკაში დიდ ცვლილებას ნუ ელით - ამ არჩევნებში ამერიკელი ამომრჩევლებისათვის მთავარი საკითხი არის დასაქმება, დასაქმება და დასაქმება. უმუშევრობა ამერიკაში თითქმის 10%25-ს აღწევს.

აშშ- ის წარმომადგენელთა პალატის წევრთა ვადა ორი წელია, ამიტომ აშშ- ში ეროვნული არჩევნები ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ყოველ ჯერზე წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრის არჩევა ხდება. ამერიკელ სენატორებს 6 წლის ვადით ირჩევენ, ამიტომ ყოველ ორ წელიწადში 100-ადგილიანი სენატის ერთ მესამედს ირჩევენ. წელს, ერთი მოქმედი სენატორის გარდაცვალებისა და ორის გადადგომის გამო, სენატში 37 წევრია ასარჩევი.

ასევე, მომავალ კვირას, ამერიკა ცალკეულ შტატებში აირჩევს 24 გუბერნატორს, 56 კანონმდებელსა და ათობით ათას სახელმწიფო მოხელეს. თუმცა, შუალედური არჩევნები უფრო მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობაზე ერთგვარ ეროვნულ რეფერენდუმებად აღიქმება. წარმატებისა თუ წარუმატებლობის საზომი წარმომადგენელთა პალატასა და სენატში მოპოვებული თუ დათმობილი ადგილებია.

1942 წლიდან, ყოველ შუალედურ არჩევნებში, მოქმედი პრეზიდენტის პარტია, საშუალოდ, 28 ადგილს კარგავდა წარმომადგენელთა პალატაში და 4 ადგილს - სენატში - ნაკლებს, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი პოპულარული იყო და მეტს, როდესაც არაპოპულარული იყო.

ისტორიული გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, შემდეგ კვირას ობამას დემოკრატიული პარტია დიდ გასაჭირში აღმოჩნდება. ობამას საქმიანობის მხარდამჭერთა რიცხვი 48 პროცენტსა და 42 პროცენტს შორის მერყეობს, იმისდა მიხედვით, თუ რომელ გამოკითხვას დავეყრდნობით. მეტიც, ამომრჩევლები აშკარად ეწინააღმდეგებიან ობამას კონკრეტულ სტრატეგიებს: 46%25-ს სურს, გაუქმდეს ობამას თავმოსაწონი ჯანდაცვის კანონი; 54%25-ს სურს, შეწყდეს ეკონომიკის სტიმულირებაზე დანახარჯები; 76%25-ს კი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროინდელი შემცირებული გადასახადების შენარჩუნება უნდა.

აი ამ ფონზე იბრძვის დემოკრატიული პარტია კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის შენარჩუნებისთვის. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად, რესპუბლიკურ პარტიას 40 ადგილი სჭირდება, სენატზე კონტროლის დასამყარებლად კი - 10. არც ერთია შეუძლებელი და არც მეორე, თუმცა, არც ისეთი ადვილი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მართალია, წარმომადგენელთა პალატაში 435 წევრია ასარჩევი, ხოლო სენატში 37, მაგრამ რეალური შეჯიბრი ყველა ადგილისთვის არ მიმდინარეობს. New York Times-ი, მაგალითად, ვარაუდობს, რომ წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილიდან 323 გარანტირებული აქვს ერთსა თუ მეორე პარტიას. დარჩენილი 112-დან 48 საარჩევნო ოლქი დემოკრატებისაკენ იხრება, 27 რესპუბლიკელებისკენ, ხოლო 37-ს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად შეჯიბრი, რეალურად, 112 ოლქში მიმდინარეობს და არა 435-ში.

სენატთან დაკავშირებითაც მსგავსი გათვლებია. New York Times-ის ვარაუდით, სენატის 37 ადგილიდან 18 ადგილი აქვს ერთსა თუ მეორე პარტიას. დარჩენილი 19-დან კი, რომლებზეც ნამდვილად კონკურენცია მიმდინარეობს, 3 დემოკრატებისაკენ იხრება, 8 რესპუბლიკელებისაკენ და 8-ს კი ჯერ არ გადაუწყვეტია.

0x01 graphic

დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები. ლოს ანჯელესი, აშშ
ფოტო: REUTERS ©

რამდენიმე თვის წინ, ბევრმა პოლიტიკურმა მკვლევარმა რესპუბლიკელებს ადვილი გამარჯვება უწინასწარმეტყველა - შემდეგ ასეთი რეალური სურათი შეიქმნა. შუალედური არჩევნებით ასეთი დიდი ცვლილებები, ჩვეულებრივ, მაშინ ხდებოდა ხოლმე, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი და მისი პარტია არაპოპულარულები იყვნენ, მეორე პარტია კი პოპულარული. წელს, ობამა და დემოკრატიული პარტია არაპოპულარულები არიან, მაგრამ არაპოპულარულია რესპუბლიკური პარტიაც. მთელ ქვეყანაში ვაშინგტონის, მოქმედი პრეზიდენტის საწინააღმდეგო განწყობა სუფევს. აშშ- ის კონგრესის საქმიანობას 72%25 არ იწონებს.

ამ ზოგადი უკმაყოფილების ყველაზე აშკარა გამოხატულება ჩაის წვეულების მოძრაობაა. ჩაის წვეულება პოლიტიკური პარტია არ არის. ის საპროტესტო მოძრაობაა, რომელიც თავის სახელს 1773 წლის ბოსტონის ჩაის წვეულებას დაესესხა, როდესაც ამერიკელმა კოლონისტებმა ბოსტონის ყურეში შესული ჩაით დატვირთული სამი გემიდან მთელ ჩაის ყურეში გადაუძახეს და ამით პროტესტი გამოხატეს ბრიტანეთის პარლამენტის მიერ ამ პროდუქტზე დაწესებული მაღალი გადასახადის წინააღმდეგ.

ჩაის წვეულება რესპუბლიკელებს ხელს აძლევს, ვინაიდან ეს ფართო საპროტესტო მოძრაობა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მმართველ პარტიას უფრო დააზარალებს, ვიდრე ოპოზიციურს. თუმცა, ჩაის წვეულების წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერია და ამიტომ, ისინი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების შერჩევის პროცესებში მონაწილეობდნენ. ჩაის წვეულების მოძრაობის გავლენით რამდენიმე შედარებით ცნობილმა - ზოგ შემთხვევაში, ექსცენტრიკულმა და დემოკრატ ოპონენტებთან წაგებისთვის განწირულმა - რესპუბლიკელმა კანდიდატმა, რომლებიც ნოემბრის არჩევნებისათვის ემზადებოდნენ, ადგილი ახალ კანდიდატებს დაუთმო.

გარდა ამისა, ობამა, მართალია გვიან, მაგრამ მაინც ჩაერთო პოლიტიკურ კამპანიაში. იგი მთელ ქვეყანაში მოგზაურობდა და აფრთხილებდა თავის ამომრჩევლებს, 2010 წლის შუალედური არჩევნები შეიძლება სავალალოდ დასრულდესო. 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი მხარე შეძლებს ამომრჩეველთა დარწმუნებას, გამოცხადდნენ არჩევნებზე და მისცენ მათ ხმა.

ამსტატიის წერის მომენტისთვის ისე ჩანს, რომ დემოკრატები გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეინარჩუნებენ სენატზე კონტროლს, თუ არსებული პოლიტიკური უკმაყოფილება უფრო არ გაძლიერდა - რაც არ არის გამორიცხული. რესპუბლიკელები კი, ალბათ, მხოლოდ წარმომადგენელთა პალატაში შეძლებენ უმრავლესობის მოპოვებას. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ისინი ობამას ბევრ კანონს დაბლოკავენ, რაც 2012 წლის არჩევნებისათვის ნამდვილი კონკურენციის დასაწყისი იქნება.

ასეა თუ ისე, ელოდეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს თეთრი სახლის პოლიტიკასა და პერსონალში. ნუ ელით რუსეთთან ობამას გადატვირთვის პოლიტიკის „გადატვირთვას“ - მოქმედი პრეზიდენტის ხელახლა არჩევა დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა იგი, ისევ დაასაქმოს ამერიკა.

16 ჯონ ბასი: უკვე გაარკვიეთ ვინ არ ხართ, ახლა გასარკვევია - ვინ ხართ და ვინ გინდათ იყოთ

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

0x01 graphic

16 ოქტომბერს ერთი წელი შესრულდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნების სიგელი გადასცა. ყოფილი ჟურნალისტის და გაზეთის რედაქტორის დიპლომატიური კარიერა 23 წელს ითვლის. საქართველოში ჩამოსვლამდე, ის ხელმძღვანელობდა ბაღდადის პროვინციის რეკონსტრუქციის ჯგუფს ერაყში, მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული ცენტრის დირექტორად. მის მხრებზე გადაიარა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა მოსახლეობის ევაკუაციამ ქარიშხალ კატრინას დროს. 2004-2005 წლებში ჯონ ბასი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის მრჩეველი გახლდათ. გასული საუკუნის ბოლოს კი, სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტრობ ტელბოტის საგანგებო თანაშემწის სტატუსით, იმ ჯგუფში იმუშავა, რომელმაც კოსოვოს საკითხი დაარეგულირა NATO-ს პირობების მიხედვით. 2000-2001 წლებში იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს სტრატეგიული იარაღის შემცირებაზე რუსეთთან. საქართველოში ერთწლიანი მოღვაწეობისას მიღებული შთაბეჭდილებები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ტაბულას გაუზიარა.

  • თქვენი კარიერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, ცხელი წერტილები გიზიდავთ. რატომ მოისურვეთ საქართველოში მუშაობა?

მართლაც, რაც დიპლომატიურ სამსახურში ვარ, ისეთი საქმე უფრო მიზიდავს, სადაც მოქმედებაა საჭირო. არ მაინტერესებს მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესის დაკვირვება და მისი ანალიზი, თუმცა ამასაც ვაკეთებ. რეფორმისა და წინსვლის პროცესში დახმარება ბევრად უფრო მიმზიდველია - საქართველო ამის მაგალითია. ჩავთვალე, რომ მეც შემეძლო წვლილის შეტანა თქვენი ქვეყნის განვითარებაში. რეგიონს ჩამოსვლამდეც კარგად ვიცნობდი, მასზე მუშაობის გამოცდილება 90- იანი წლების ბოლოს და ამ ათწლეულის პირველ ნახევარში მივიღე.

  • ქართული დემოკრატიის ყველაზე დიდ გამოწვევად რას მიიჩნევთ?

ვფიქრობ, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სწორი მიმართულებით, მაგრამ ვთვლი, რომ მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, ეს მაინც დემოკრატიზაციის საკონსიოლი ეტაპი იყო - შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა და ინსტიტუტები, განაწილდა როლები. ახლა დემოკრატიის კულტურის დამკვიდრების რთულ ეტაპზე გადახვედით. ეს პროცესი გულისხმობს მოქალაქეების გაცნობიერებას, არა იმდენად კოსმოპოლიტურ თბილისში, არამედ რეგიონებში, იქნება ეს ამბროლაური, ონი, მესტია, თუ ოზურგეთი, თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების სფეროში.

0x01 graphic

ჯონ ბასი და ჰილარი კლინტონი
ფოტო: EPA ზურა ქურციკიძე

ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ მათ გარკვეული საზოგადოებრივი როლი აკისრიათ, რომ შეუძლიათ თავიანთი წუხილი არჩეულ თანამდებობის პირებს გააცნონ, შეაფასონ ეს პირები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით, და თუ უკმაყოფილონი აღმოჩნდებიან, შემდეგ არჩევნებში ხმა სხვას მისცენ. იგივე ეხებათ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, მათაც უნდა გაიაზრონ, რომ ხელისუფლების ქმედებების და ხშირ შემთხვევაში ამ ქმედებათა გამომწვევი მიზეზების საზოგადოებისთვის ახსნა, მათი მოვალეობების განუყოფელი ნაწილია.

დემოკრატიის მხრივ ერთი პრობლემის დასახელებას თუ მომთხოვთ, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციას ავირჩევდი. ბევრი რამ ხდება გნებავთ თბილისში და გნებავთ მის ფარგლებს გარეთ ისეთი, რის შესახებაც ინფორმაცია, მხოლოდ მითქმა- მოთქმით ვრცელდება. გასაგებია, რომ შეთქმულების თეორიების მოფიქრება ქართველების საყვარელი სპორტია, მაგრამ ამას ნოყიერ ნიადაგს ინფორმაციის ნაკლებობაც უქმნის.

  • რა პრიორიტეტებს ისახავს შეერთებული შტატების დახმარების პროგრამა დემოკრატიზაციის კუთხით?

კონფლიქტების მართვის გარდა, ქართული საზოგადოების წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ძალაუფლების ლეგიტიმური გზით გადაცემაა. ეს გზა საარჩევნო ყუთზე გადის.

დავით ბაქრაძემ კარგად აღნიშნა საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისას, რომ საქართველო პრეზიდენტს აქამდე ქუჩაში მიმდინარე პროცესების შედეგად იცვლიდა.

ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ იმ წინაპირობების შექმნაში, რაც თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლადაა აუცილებელი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თანაბარ პირობებში იბრძოლოს ამომრჩევლების ხმებისათვის. ამომრჩევლებს კი მიეცეთ ფართო არჩევანი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელონ, თუ რისი მიღწევა სურთ და რა გზით, და მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლონ.

ჩვენ გავაგრძელებთ პარტიების დახმარებას პოლიტიკური ჩვევების დახვეწის კუთხით. იქნება ეს კანდიდატების იდენტიფიცირება თუ პოლიტიკური გზავნილების ჩამოყალიბება. ჩავატარებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, რათა პარტიებმა შეიტყონ რა აინტერესებს ამომრჩეველს.

ამას გარდა, განვაგრძობთ უნივერსიტეტების დახმარებას ჟურნალისტიკის სფეროში. შევეცდებით ჟურნალისტებს ავუხსნათ, თუ რა ტიპის ინფორმაციის მიწოდებას საჭიროებს საზოგადოება, იმისთვის რომ სწორი არჩევანი გააკეთოს.

  • ამასთან დაკავშირებით, მინდა გავიხსენო ტელეკომპანია კავკასიის ინციდენტი, როდესაც სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები ტელედისკუსიის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თქვენ ამ შემთხვევას პერსონალურად გამოეხმაურეთ. რატომ ჩათვალეთ მკაფიო პოზიციის გამოხატვა საჭიროდ?

კავკასიის ინციდენტზე საუბრისას, აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს, - საქართველოს მომავალთან და მის რაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა სავსებით ლეგიტიმურია. თუ საქართველოს მართლაც სურს, მომავალი ევროპას დაუკავშიროს და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ამას მისი ბევრი მოქალაქე ამბობს, უნდა გაითვალისწინოს, რომ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობების მიმართ შემწყნარებელი საზოგადოება, ევროპულ ოჯახში შესვლის აუცილებელი წინაპირობაა.

საზოგადოებრივი დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ერთ ან სხვადასხვა აღმსარებლობებს და სახელმწიფოს, სავსებით მისაღებია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისკუსია ძალადობის გარეშე, ურთიერთპატივისცემის რეჟიმში წარიმართოს.

ყველაზე მეტად ამ ინციდენტში სწორედ იმან შემაშფოთა, რომ ადგილი ჰქონდა კონფრონტაციის გაღვივების მცდელობას, რათა დისკუსია ძალადობით ჩაეხშოთ. არა მგონია, მსგავსმა ინციდენტებმა ხელი შეუწყოს საქართველოს იმ მიზანთან მისვლაში, რომლის მიღწევაც მის მოქალაქეებს სურთ.

  • საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ, ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში მწვავე კამათი გამოიწვია. თქვენ რას ფიქრობთ?

ცხადია, ჩვენ, ამერიკელებს ეს იდეა ძალიან მოგვწონს. ვფიქრობ, მართებული გადაწყვეტილებაა, არა იმიტომ, რომ აქცენტი მაინცდამაინც ინგლისურზე კეთდება, არამედ იმიტომ, რომ ის ქართველებს უბიძგებს უცხო ენა ისწავლონ. იმისთვის, რომ გლობალიზებულ სამყაროში წარმატებას მიაღწიო, სხვა საზოგადოებებთან ურთიერთობა უნდა შეგეძლოს.

თქვენ უაღრესად საინტერესო ისტორია და კულტურა გაქვთ. აღფრთოვანებული ვარ, რომ უამრავი ქარტეხილის მიუხედავად შეძელით შეგენარჩუნებინათ ანბანი და ენა ათასწლეულების განმავლობაში. მაგრამ ქართულად მსოფლიოში არცთუ ბევრი ადამიანი საუბრობს.

0x01 graphic

ჯონ ბასი და გენერალ-ლეიტენანტი ნატონსკი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
ფოტო: REUTERS ©

გასაიმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების წევრი და გლობალური ეკონომიკის კონკურენტუნარიანი მონაწილე გახდეს, ქართველებმა უცხო ქვეყნებთან და უცხო ენაზე ურთიერთობა უნდა შეძლონ. მჯერა, რომ ამ გზით საქართველოს მომავალში სწორი ინვესტიცია ჩაიდო.

0x01 graphic

ფოტო: აშშ-ის არქივიდან

ის, თუ რას ნიშნავს გლობალიზაციის პირობებში ცხოვრება, ეროვნული იდენტობის რა ნაწილი ეწირება პროგრესს, ლეგიტიმური დისკუსიის თემაა. მსგავსი კამათი ბევრ სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს და მართალია, რომ ყველა საზოგადოებამ, თავისი „ოქროს შუალედი“ უნდა გამონახოს.

ჩემი დაკვირვებით, ქართული საზოგადოების დისკუსიას თემაზე - „ვინ ვართ ჩვენ“, ბოლო ოცი წელია განსაზღვრავდა ის, თუ „ვინ არ ვართ“ - არ ვართ საბჭოთა, არ ვართ სხვისი ვასალები, არ ვგავართ ჩვენს მეზობლებს, არ ვართ წარმართები ან ათეისტები. ვფიქრობ, ახლა კამათის შემდეგ საფეხურზე გადახვედით, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გაარკვიეთ ვინ არ ხართ. ახლა ჯერი იმის გარკვევაზეა თუ ვინ ხართ და, რაც მთავარია, ვინ გინდათ იყოთ, ვინ გინდათ იყვნენ თქვენი შვილები, რას ნიშნავს იყო ქართველი 2020 ან 2030 წელს. ეს ძალიან საინტერესო ეტაპია.

  • ცოტა რამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. რა შეიძლება მოგვიტანოს ამ რეფორმამ?

სანამ არჩევანს ნაფიცი მსაჯულების შემოღების სასარგებლოდ გააკეთებდა, საქართველოს ხელისუფლებამ შეისწავლა როგორც ჩვენი, ისე სხვა ქვეყნებში მოქმედი სისტემები და გადაწყვეტილება თავად მიიღო. მართლაც, შეერთებული შტატების სასამართლო სისტემა ძალიან განსხვავდება კონტინენტური სასამართლო სისტემებისგან ევროპაში. გვჯერა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ეფექტიანი გზაა მოქალაქეების ქვეყნის და საზოგადოების მართვის ყველა კომპონენტში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი აზრით, შეუძლებელია იყოს კანონის უზენაესობა და წარმომადგენლობითობა, თუ მოქალაქეები არ მონაწილეობენ მათი თანამოქალაქეების ბედის განსაზღვრაში - მათი უდანაშაულობის ან დამნაშავეობის დადგენის გზით. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეებს მნიშვნელოვანი როლი არ აკისრიათ.

არც ერთი სასამართლო სისტემა არ არის უნაკლო. რომ განვაზოგადოთ, არც ერთი სისტემა, რომელიც ადამიანის მონაწილეობას გულისხმობს, არ შეიძლება იყოს უშეცდომო. მაგრამ მჯერა, რომ ისეთი პრაქტიკა, სადაც თავად მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას სასამართლო პროცესში და არა მხოლოდ აბსტრაქტული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც შეიძლება შეხებაც კი არ აქვთ რიგით მოქალაქეებთან - წინ გადადგმული ნაბიჯია.

  • თქვენს ჩამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა. რა დატვირთვა აქვს ამ დოკუმენტს და რა გავლენას იქონიებს ის ჩვენს ურთიერთობაზე?

ქარტიის ხელმოწერა ორ რამეს ნიშნავს. პირველი - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მომწიფებას. ამ პროცესს, ორ ინდივიდს შორის ურთიერთობას შევადარებდი, რომელიც თავდაპირველად იმის მიხედვით ვითარდება, რაც მათ გარშემო ხდება, შემდეგ კი იმ ეტაპზე გადადის, სადაც ინდივიდები თავად საზღვრავენ რა მიმართულებით განვითარდეს მათი ურთიერთობა. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია.

ამ ნაბიჯით, ჩვენ გადავინაცვლეთ იმ საფეხურიდან, სადაც საქმის დიდი ნაწილი ad hoc რეჟიმში კეთდებოდა, იმ ეტაპზე, სადაც გასაკეთებელი საქმე თემატურადაა დაჯგუფებული და დროის დიდ მონაკვეთზეა გათვლილი. მეორე - ამ გზით, ჩვენ განვსაზღვრავთ იმას, თუ რა არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები და როგორ განვახორციელოთ ისინი.

  • რასაც ამერიკელები ოკუპაციას უწოდებენ, რუსებისთვის ის ახალი რეალობაა. დეოკუპაციის მკაფიო გეგმა ჯერჯერობით რომ არ არსებობს, ეს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმაც დაადასტურა. რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი ამ მიმართულებით?

ეს ყველაზე რთული საკითხია ამერიკასა და რუსეთს, ან ევროპასა და რუსეთს შორის - როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ვალდებულებები და დაემორჩილოს 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტსა და მომდევნო საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში გაწერილ პრინციპებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ერთმანეთს სახელმწიფოები თანამედროვე მსოფლიოში.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებული კონფლიქტები სამხედრო გზით ვერ მოგვარდება. ამის შესახებ არაერთხელ განაცხადეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ისე სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. ჩვენც იმავეს ვფიქრობთ.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პროგრესს სწრაფად ვერ დავინახავთ. ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს ძალიან მძაფრი განწყობები დომინირებს. ტერიტორიების და დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლები თითქოს ერთმანეთის პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ. აფხაზებსა და ოსებს წარმოდგენაც არ აქვთ, რა ხდება დანარჩენ საქართველოში.

არ ვიტყოდი, რომ საქართველოს გაერთიანების სტრატეგია არ არსებობს. არსებობს, მაგრამ მისი შესრულება ბევრ დროსა და მოთმინებას მოითხოვს, როგორც თქვენი, ისე ჩვენი და ევროპელების მხრიდან. სტრატეგიის ფარგლებში ვცდილობთ, საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაღწიოს ტერიტორიებზე, გავხსნათ კარი, რათა ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა გაიაზროს რას ნიშნავს საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა და რას ნიშნავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრება. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ისინი გააცნობიერებენ, რომ გაერთიანებულ საქართველოში უკეთესი მომავალი აქვთ.

0x01 graphic

ფოტო: აშშ-ის არქივიდან

  • აფხაზებმა და ოსებმა რომც გააცნობიერონ, რომ საქართველოს შემადგენლობაში უკეთესი მომავალი ელით, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება? რუსეთის ფაქტორი?

ცხადია, რუსეთი ფაქტორია და ის ამ დისკუსიის ნაწილი იქნება. მაგრამ დროთა განმავლობაში უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, სადაც მოქალაქეებს ექნებათ გადამწყვეტი ხმა. რუსები პერევიდან გავიდნენ და შეეცადნენ, ეს ნაბიჯი 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებად გაესაღებინათ. ბევრი შიშობს, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა შეასუსტოს. თქვენ რას ფიქრობთ?

პერევის დაბრუნება საჭირო, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია. ცხადია, რომ ის იმ ვალდებულებათა ნაწილია, რომელიც რუსეთმა ომის შემდეგ იკისრა, მაგრამ როგორც ბევრჯერ ვთქვით და გავიმეორებთ, მოსკოვს ჯერ კიდევ ბევრი ვალდებულება დარჩა შესასრულებელი: საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერ კიდევ ვერ შედის ტერიტორიებზე, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მეორე მხარეს არ უშვებენ, ჰუმანიტარული დახმარება ვერ აღწევს ტერიტორიის ყველა მცხოვრებთან იმ მასშტაბით, როგორც ჩვენ გვსურს და მათ სჭირდებათ. დევნილები სახლში ვერ ბრუნდებიან და კიდევ სხვა საკითხები. ჩვენ ვიმუშავებთ მანამდე, სანამ ეს ვალდებულებები არ შესრულდება.

ახლახან თეთრ სახლში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თანამდებობები დატოვეს ობამას აპარატის უფროსმა, მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში. შესაძლებელია ეს ცვლილებები თეთრი სახლის პოლიტიკაზე აისახოს?

ძალიან სახალისოა თეთრ სახლში მომხდარ ცვლილებებზე სპეკულაცია, მაგრამ მე ამას არ ვიზამ. ვიცი, რომ პრეზიდენტი, კვლავინდებურად პრეზიდენტია, ხოლო ჰილარი კლინტონი - კვლავინდებურად სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვფიქრობ, რომ ამერიკის პოლიტიკაში მომავალი ორი წლის განმავლობაში უწყვეტობა შენარჩუნდება.

  • კონგრესის შუალედური არჩევნები? მისი შედეგები თუ იქონიებს გავლენას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე? ბევრი დემოკრატიულ პარტიას მარცხს უწინასწარმეტყველებს. რა მოხდება, ობამას პარტიამ თუ კონგრესში უმრავლესობა დაკარგა?

არასოდეს ვმარჩიელობ არჩევნების შედეგზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს არჩევნები პოლიტიკურ კურსზე მანამდე, სანამ შედეგი არ დადგება. ყველა პრეზიდენტმა უნდა დაამყაროს ურთიერთობა ახალ კონგრესთან მიუხედავად იმისა, კონგრესის უმრავლესობას მისი პარტია შეადგენს, თუ სხვა. ერთი რამ ცხადია, რომ შეერთებული შტატები, ისევე როგორც მისი მეგობრები და პარტნიორები, ექსტრაორდინარული გამოწვევების წინაშე დგას - პირველ რიგში ეკონომიკის სფეროში, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ვცდილობთ დავძლიოთ ბოლო დროის ყველაზე მტკივნეული ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, რისი მაჩვენებელიც ძალიან მაღალია შეერთებულ შტატებში. საფრთხე იმისა, რომ ირანის რეჟიმმა, რომელიც არად დაგიდევთ საერთაშორისო სამართალსა და ვალდებულებებს, ბირთვული იარაღი მოიპოვოს, ძალიან სერიოზულია. უნდა გამოვტყდე, რომ საქართველოში ერთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ძალიან გამაკვირვა იმან, თუ როგორ არ აღელვებთ ქართველებს, ასე ახლოს მდებარე, ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანის პერსპექტივა. ეს საკითხები პრიორიტეტებად დარჩება, კონგრესის შემადგენლობის მიუხედავად.

  • პოლიტიკურმა კომენტატორმა რობერტ კაგანმა Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ობამას საგარეო პოლიტიკაში „გადატვირთვის გადატვირთვად“ წოდებული მეორე ფაზის დაწყების შესახებ გვამცნო - “თუ კი პირველი ფაზა ამერიკის იმიჯის გამოსწორებას ეძღვნებოდა… მეორე - მისი გავლენის გამყარებას მიეძღვნება“. თქვენ რას ფიქრობთ?

ხშირად ხდება, რომ პოლიტიკური ანალიტიკოსები, იქნება ეს ბობ კაგანი, პოლ კრუგმანი თუ სხვა, ზედმეტად ამარტივებენ იმას, რაც სინამდვილეში ძალიან რთულია. ხშირად, ანალიტიკოსების წინასწარმეტყველება პოლიტიკური კურსის ცვლილების შესახებ, მათი ახალი პოლიტიკური პარადიგმა უფროა იგივე პოლიტიკური კურსის მიმართ, ვიდრე სახეცვლილი პოლიტიკა. ვფიქრობ, გადატვირთვა ამის კარგი მაგალითია.

გადატვირთვა ორ მიზანს ემსახურებოდა. პირველი - მიგვეღწია წარმატებისთვის იმ სფეროში, სადაც ჩვენი და რუსეთის ფედერაციის ინტერესები ემთხვევა, ან იკვეთება; და მეორე - პარალელურად გაგვეგრძელებინა პროცესი, რომელიც ხანდახან ციცაბო მთაზე ლოდის აგორებას ჰგავს და გვემუშავა იმ საკითხებზე, სადაც ჩვენ და რუსეთი ვერ ვთანხმდებით. ამგვარ საკითხთა ნუსხის სათავეში, საქართველო დგას.

ისმის კითხვა, მივაღწიეთ ისეთ წარმატებას საქართველოს საკითხში, როგორიც გვსურდა პირველი ორი წლის განმავლობაში? არა. ნიშნავს ეს იმას, რომ ხელებს ჩამოვყრით? არა, პირიქით, უფრო მეტს ვიმუშავებთ, რომ პროგრესი დავინახოთ. ვფიქრობ, ამ პოლიტიკის შედეგად სარგებელი თქვენც ნახეთ - რუსეთმა პირობა დადო, რომ ბირთვული იარაღის მარაგს შეამცირებს. მიმაჩნია, რომ დროთა განმავლობაში ეს საქართველოს უსაფრთხოებასაც წაადგება.

  • როგორ შეაფასებთ იმ ერთ წელიწადს, რომელიც საქართველოში გაატარეთ?

0x01 graphic

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

საქართველოში ცხოვრება ძალიან მომწონს. სამუშაო უაღრესად მიმზიდველია, მჯერა, რომ ჩემი საქმიანობით შემიძლია დადებითად შევცვალო, როგორც საელჩოს კოლეგების, ისე იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც შეერთებული შტატების დახმარებას იღებენ. ამ ერთი წლის განმავლობაში ათასობით სტუდენტს შევხვდი, რომელთა დიდმა ნაწილმა ისარგებლა ჩვენ მიერ დაფინანსებული ინგლისურის სწავლებით, ბევრმა მათგანმა გაცვლითი პროგრამების მეშვეობით ამერიკაში ისწავლა. ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს საშუალება ვიფიქრო საქართველოს მომავალ თაობაზე, იმაზე, თუ როგორ ხედავენ ისინი საქართველოს მომავალს და თავიანთ თავს მომავალ საქართველოში.

ვისურვებდი, მეტი დრო მქონდეს გასართობად, მთაში სამოგზაუროდ, მაგრამ ჩემი განრიგი ძალიან გადატვირთულია. გადავწყვიტე, წელს სამუშაო და გართობა ერთმანეთს შევუთავსო და ხელისუფლების წევრებთან ერთად მთაში ვიარო - თან საქმეზე ვისაუბრებ, თან გავერთობი და თან ხელისუფლების წევრებს შევუწყობ ხელს, უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იყვნენ.

17 ყველაფერი ტრანსპლანტაციის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცხოვრება მეორედ დაბადების შანსს გაძლევს. „თუ ბედი გაგიღიმებს, სიცოცხლეს დონორი გჩუქნის“, - ეს სიტყვები ნათია ტყაბლაძემ ორგანოთა დონაციის მე-12 ევროპული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წარმოთქვა. მეორე სიცოცხლე ნათიას კვლავ დედამ აჩუქა, როდესაც 7 წლის წინ შვილს ცალი თირკმელი გადაუნერგა.

საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით გამართულ მე-12 ფორუმს, რომელიც ევროსაბჭოს, ევროკავშირის, საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროსა და თბილისის მერიის პატრონაჟით ჩატარდა. ევროსაბჭოს ქვეყნებიდან 40 ექიმი ტრანსპლანტოლოგი ჩამოვიდა, რომელთაც სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ტრანსპლანტაციის მიღწევებზე და ოპერაციების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით, კონფერენციაზე ისაუბრეს. მოგვიანებით, დონორთა მოსაზიდად, კონფერენციის მონაწილეებმა ქუჩაში აქცია გამართეს. მეიდანზე განთავსებულ სტენდზე, მსურველებს დონორობაზე თანხმობის ან უარის თაობაზე განცხადების შევსება შეეძლოთ. თუმცა, დონაციის მე-12 ევროპულ დღეს საქართველოში დონორთა რიცხვს არავინ შემატებია.

ტრანსპლანტაციის მიზანი ავადმყოფი ორგანოს ჯანმრთელით ჩანაცვლებაა. საქართველოში, გადანერგილი ორგანოებით, სიცოცხლეს 100-ზე მეტი ადამიანი ინარჩუნებს. თუმცა ორგანოს ტრანსპლანტაცია კიდევ უფრო ბევრს სჭირდება. მსოფლიოში თირკმლის, ღვიძლის, გულისა და პანკრეასის გადანერგვის მრავალწლიანი პრაქტიკა არსებობს. ჩვენთან პარენქიმული ორგანოებიდან (გული, ღვიძლი, თირკმელი, პანკრეასი) მხოლოდ თირკმელს ნერგავენ.

პირველად ადამიანის ორგანო ბოსტონში 1950-იანი წლების დასაწყისში გადაინერგა, როდესაც ქირურგმა მურეიმ და მისმა კოლეგებმა თირკმლის ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩაატარეს. 1977 წელს კი ქართველმა ექიმებმა, მოსკოველ ქირურგებთან ერთად, ქირურგიული ინსტიტუტის ბაზაზე გვამური თირკმელი გადანერგეს. მას შემდეგ საქართველოში გადასანერგად გარდაცვლილი დონორის ორგანო არ გამოუყენებიათ, ამის მიზეზი გვამური დონაციის არარსებობაა.

თირკმლის ტრანსპლანტაცია დიალიზით მკურნალობის ალტერნატიული საშუალებაა. ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი გია თომაძე ამბობს, რომ მკურნალობის ეს მეთოდი, გარდა იმისა, რომ დიალიზზე გაცილებით იაფია, პაციენტის ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს. გადანერგილი თირკმელი 20-30 წელი მუშაობს და ფუნქციის დაკარგვის შემთხვევაში, მისი განმეორებითი ტრანსპლანტაციაა შესაძლებელი.

იმისთვის, რომ თირკმელი გადაინერგოს, აუცილებელია დონორისა და რეციპიენტის (ადამიანი, რომელსაც ორგანოს უნერგავენ) იმუნოლოგიური შეთავსება. თავსებადობის ძირითადი პარამეტრებია - სისხლის ჯგუფის თანხვედრა, ლეიკოციტური ანტიგენებისა და ე.წ. ჯვარედინი რეაქციის მიხედვით.

მაგრამ თავსებადობის მიუხედავად, ცოცხალი დონორი ყველა ადამიანი ვერ იქნება. მოქმედი კანონმდებლობით, რეციპიენტს მხოლოდ გენეტიკური ნათესავის, მეუღლის ან მეუღლის ნათესავის ორგანო შეიძლება გადაენერგოს. საქართველოში ასევე მოქმედებს „დონორთა გაცვლის პროგრამაც“. თუმცა, ორივე მათგანი საკმაოდ მკაცრად კონტროლდება, რათა არ მოხდეს საზღვარგარეთ ორგანოების გაყიდვა. ორგანოებით ვაჭრობა, საქართველოშიც აკრძალულია და ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ორგანოს გადანერგვას თან შეიძლება გართულებებიც ახლდეს. „მსოფლიო სტატისტიკით, თირკმლის ტრანსპლანტაციისას 3 ათასი დონორიდან შესაძლოა 1 დაიღუპოს. ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში - რისკი ათასიდან ერთია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ცოცხალი დონორიდან ნახევარი ღვიძლის გადანერგვა, რადგან მას რეგენერაციის უნარი გააჩნია, ეს ოპერაცია საქართველოში მაინც არ კეთდება.

თუ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ორგანოს დონორი ჯანმრთელი რჩება. თუმცა ტრანსპლანტაცია გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ასე რომ, რისკი არსებობს და ეს დონორმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს“, - აღნიშნავს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი. მათივე მონაცემებით, თუ 1995-1999 წლებში ორგანოს გადანერგვის ოპერაციასთან დაკავშირებული ლეტალობის მაჩვენებელი 27%25-ს შეადგენდა, ბოლო წლებში ის 5%25-მდე შემცირდა.

საზღვარგარეთ თუ თირკმლის გადანერგვის ოპერაციის საწყისი ფასი 50 ათასი დოლარია, საქართველოში ის 20 ათასი ლარი ღირს. ყოველ წელს განსაზღვრული ლიმიტით (დაახლოებით 10-დან 15 თირკმელი), ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. „2010 წელს თირკმლის ტრანსპლანტაციის ბიუჯეტი შეადგენს 200 ათას ლარს. სახელმწიფო პაციენტებს ოპერაციის შემდგომ მედიკამენტებითაც უზრუნველყოფს და მათ მონიტორინგსაც აფინანსებს“, - ამბობს ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი თეა თავიდაშვილი.

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონის მიხედვით, თუ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ორგანოს აღება გარდაცვლილის რელიგიურ რწმენას და მის ეთიკურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, შეიძლება გადასანერგად მისი ორგანო გამოვიყენოთ. ამის პარალელურად, საჭიროა გარდაცვლილის ორგანოს აღებაზე ახლობლის თანხმობა. თანაბარი უფლებების მქონე რამდენიმე ნათესავის არსებობისას, ერთმაც რომ განაცხადოს უარი, გარდაცვლილის ორგანოს გამოყენება არ მოხერხდება.

კანონის მიხედვით, ადამიანი გარდაცვლილად ითვლება მას შემდეგ, რაც მას თავის ტვინის სიკვდილი ან გულის შეუქცევადი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა დაუდგინდება. გვამური დონაციისთვის მხოლოდ ტვინის სიკვდილით გარდაცვლილის ორგანო გამოდგება. 2000 წელს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ტვინის სიკვდილის განმსაზღვრელი კრიტერიუმები შეიმუშავა. გია თომაძე დარწმუნებულია, რომ ტვინის სიკვდილის დიაგნოზის სწორად დასმის შემთხვევაში, სიცოცხლის აღდგენა გამორიცხულია. ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციამ 2003-2006 წლებში 4 ცენტრალური კლინიკის რეანიმაციული განყოფილებების ავადმყოფთა ისტორიები შეისწავლა. კვლევის შედეგად გამოვლინდა 50 პოტენციური დონორი, რომელთა მიმართაც ეჭვი გამოითქვა ტვინის სიკვდილზე. თუმცა მათი ორგანოები არავისთვის გადაუნერგავთ

გვამური დონაციის არარსებობა საქართველოში ტრანსპლანტაციის განვითარების ერთადერთი ხელისშემშლელი მიზეზი არ არის. გია თომაძე ამბობს, რომ გარდა საზოგადოების უარყოფითი განწყობისა, გვამური დონაციის დანერგვას მედპერსონალის არასათანადო კვალიფიკაციაც აფერხებს. არ არსებობს მუდმივი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც - „ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული შვეიცარიის, თურქეთის და რუსეთის ტრანსპლანტოლოგიურ კლინიკებთან. სათანადო დონორის არსებობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში ამ ოპერაციებს ერთობლივი ინტერნაციონალური გუნდებით ჩავატარებთ. შემდგომ კი ჩვენი ქირურგები დამოუკიდებლად გააგრძელებენ მუშაობას“.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის. გვამური დონაციისადმი რელიგიის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. არათუ სხვადასხვა, არამედ ერთსა და იმავე კონფესიის წარმომადგენლებსაც კი ხშირად ამ საკითხისადმი განსხვავებული პოზიციები აქვთ. ზოგიერთ რელიგიაში გვამურ დონაციასთან დაკავშირებით დისკუსია დღემდე მიმდინარეობს. „არ შეუშინდეთ ნიჰილისტებს! ჩემი სხეული მე და ღმერთს გვეკუთვნის. ღმერთი კმაყოფილი იქნება ჩემი არჩევანით - სიკვდილის შემდეგაც გავაკეთო სიკეთე და გადავარჩინო სიცოცხლე“, - ასე უპასუხა „დონაციის მე-12 ევროპულ დღეს” ექიმმა-ნარკოლოგმა ჯონი ჯანაშიამ მათ, ვინც რელიგიურ ფაქტორს გვამური დონაციის ერთ-ერთ შემაფერხებელ მიზეზად თვლის.

თუ ვიმსჯელებთ - რამდენ ადამიანს აქვს გულის მწვავე დაავადებები, თირკმლის უკმარისობა და ციროზი, იოლი წარმოსადგენი იქნება რამდენი ადამიანი ელოდება საქართველოში ამ ორგანოების ტრანსპლანტაციის დანერგვას. ევროპაში წელიწადში დაახლოებით 100 ათასზე მეტი ორგანოს გადანერგვის ოპერაცია ტარდება - მათგან 80%25 გვამური დონაციით. ჩვენთან დონორობაზე ოფიციალურ თანხმობას ამ დროისათვის 150-მდე ადამიანი აცხადებს. მათგან ნახევარზე მეტი, პროფესიით ექიმია.

0x01 graphic

კონფერენციის მონაწილეები აქციაზე
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

18 დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

▲ზევით დაბრუნება


ვასო ელერდაშვილი|სვეტი

0x01 graphic

0x01 graphic

რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების მიერ მოწყობილ ინტერნეტის „მამების” მორიგ სიმპოზიუმზე მსოფლიო გლობალური აბლაბუდის (World Wide Web) შემქმნელმა ტიმბერ ნერსლიმ, რომელსაც აგერ უკვე ოცი წელია, ინტერნეტის „მამას“ უწოდებენ, ერთი უჩვეულო დაკვირვება გააჟღერა - თანამედროვე ციფრული ადამიანები, რომელთა უმრავლესობასაც თინეიჯერები წარმოადგენენ, ინტერნეტსა და Facebook-ს შორის ვერანაირ განსხვავებას პოულობენო. ბრიტანელმა მეცნიერმა Facebook-ზე დაცულ თხუტმეტ მილიარს ფოტოზეც ისაუბრა, რომლებიც როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება Flickr-ის ფოტორესურსის ხუთმილიარდიანი მონაცემთა ბაზისგან, სდააც მოყვარული ფოტოგრაფები ტვირთავენ თავის ნამუშევრებს. Flickr-ზე სხვა დროს ვისაუბრებ, ეს იონტერნეტ რესურსი ნამდვილად არის ამის ღირსი. დღევანდელ სვეტში კი, მოდით, „ფეისბუქური“ ფოტოები მიმოვიხილოთ. ქართულ ინტერნეტში პირწიგნაკად წოდებული ეს სოცმედია გიგანტი უკანასკნელი სტატისტიკური მომაცემებით ყველაზე პოპულარული საიტია საქართველოში. აღსანიშნავუია ისიც, რომ მეორე ადგილზეა google.com, მესამეზე - youtube.com, მეოთხეზე - odnoklassniki.ru. ეს უკანასკნელი კი Facebook-ის რუსულენოვანი ანალოგია, რომელიც მისგან არსიტ არაფრიტ განსხვავდება - აქაც სურათებია, სოციალური ქსელი და სურათებზე კომენტარები.

Facebook-ის ფოტოებს სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველი კატეგორიის სურათებს წითელ ხაზად გასდევთ წარწერა „მე აქ ვიყავი“. ასეთ ფოტოებს განეკუთნება სურათები, სდაცა მთავარი პერსონაჟი ეიფელის კოშკია, ან კოლიზეუმი, ან ხეოფსის პირამიდა და არა ის, ვინცაა გამოსახული ფოტოზე. შემდეგი კატეგორია ფოტოებისა ე.წ. საქორწილო სურათებია თეთრი კაბებით, თეფშების მტვრევებით და ამყველაფრის თანმდევი ტაში-ტუშით. მესამე და უკანაკნელი კატეგორია კი პატარა, ან ჩვილი ბავშვების ფოტოებია საერთო სათაურით - „დედას ბუშტი“. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის ინფორმაციით, ამერიკელი პატარების 93%25-ის და ფრანგების 74%25-ის ფოტოები Facebook-შია განთავსებული (ქართველ პატარებზე სტატისტიკა არ არსებობს). თუკი „მე აქ ვიყავი“ და ჩემი ქორწილის ტიპის გამთავსებლის პირადი საქმეა. „დედას ბუშტის“ სურათის დადება ინტერნეტში მხოლოდ მშობელს არ ეკითხება. ვინაიდან ის პატარა ოდესღაც გაიზრდება და შეიძლება არ მოეწონოს ის ციფრული ალბომი, რომლითაც მისი მშობლები ფრენდებისა თუ დრუზიების წინაშე თავს იწონებდნენ. ამ მშობლების მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ისინი ვერ აკეთებენ განსხვავებას რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის, ამან კი შეიძლება არასახარბიელო შედეგები იქონიოს.

iPhone-ზე და Android ტელეფონებზე სპეციალური აპლიკაციებიც კი შეიქმნა, რომლებიც მობილურში არსებულ ფოტოებს და სხვა სახის პირად ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე ტვირთავს: მაგალითად ადგილმდებარეობას, რას უსმენ მოცემულ მომენტში და ა.შ.

ეს აპლიკაციები იმ სოციალ მედია მანიაკებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის ტოლობის ნიშნის დასმას და სრულ სინქრო ნიზაციას ცდილობენ. ინტერნეტში აქა იქ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც თავს იმით იწონებენ, რომ ყოველ 15 წუთში ფოტოს იღებენ და Facebook-ზე, ან რომელიმე ქსელურ რესურსზე ტვირთავენ. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ცხოვრების არც ერთ მნიშვნელოვან მომენტს აღნიშვნის გარეშე არ ტოვებენ და ამიტომაც შეგიძლიათ იხილოთ სტატუსები, სადაც წერია: „ახლა კიევში ბუდა-ბარში ვარ, ძალიან მომწონს აქაურობა, ორი მოჰიტო დავლიე“, „დღეს ჩემი შეფი ჩვეულებრივზე უფრო კარგ ხასიათზეა, ნეტა რა მოხდა ასეთი“, „ძალიან უბედური ვარ, სახლიდან კატა გამექცა” და ა.შ. Facebook-ი პლატონისეულ გამოქვაბულად იქცა, სადაც ჩვენი ანარეკლი აისახება. ჩვენი ცხოვრება სტატუსებად, კომენტარებად და ფოტოებად გაიშალა და გამოქვაბულის კედლებზე დაიდო ბინა. როგორც ჩანს შემთხვევითი არ არის, Facebook-ში მომხმარებელთა პირად გვერდს „კედელი“ რომ ჰქვია. სოციალურმედიურად განსაკუთრებით აქტიური მომხმარებლების კედლებზე თითქმის ყველაფრის შეტყობა შეგიძლიათ - თუ რას აკეთებენ ისინი, რითი ერთობიან, ვისთან ერთად ერთობიან, ვის ხვდებიან, რატომ ხვდებიან, რა მოსწონთ, რა გასჭირვებიათ და რატომ არიან ბედნიერები თუ უბედურები. ერთი მხრივ, Facebook-ი დიდი შავი ხვრელია, რომელიც სასოწარკვეთილი დიასახლისებისა და მათი ასოწარკვეთილი ქმრების ჭირ-ვარამს იტევს, სადაც დეკარტისეული „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ აღარ არის ქმედითი. მხოლოდ აზროვნება არ არის საკმარისი არსებობის გასამართლებლად, ამიტომაცაა Facebook-ის გამოქვაბულის კედლები გავსებული არაფრისმთქმელი სტატუსებით, კომენტარებით და „მე აქ ვიყავი“ ფოტოებით. სამწუხაროდ, ახალშობილთა „დედას ბუშტი“ ფოტოებიც ყურადღების მიპყრობის მცდელობაა, რომლებიც მღაღადებელი ხმასავით გაჰკივიან ინტერნეტსა შინა: დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო

19 ჩერნობილი - რადიაქტიური ტურიზმი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

1986 წელს, 26 აპრილის ღამით, 1:24 საათზე უკრაინაში, ქალაქ პრიპიატის ახლოს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკი აფეთქდა. ატომური რეაქტორის აფეთქების დროს ადგილზე დაიღუპა სადგურზე მომუშავე ორი ადამიანი, გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე რამდენიმე ათასმა ადამიანმა დასხივების სასიკვდილო დოზა მიიღო. საბჭოთა მთავრობამ, რომელიც ცდილობდა კატასტროფის შესახებ სიმართლე დაემალა, რადიაქტიურ ზონაში გასაწმენდი სამუშაოების ჩასატარებლად უამრავი ადამიანი ჩაიყვანა. ატმოსფეროში გამოტყორცნილი რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული გარემოს გამო 30-კილომეტრიანი მონაკვეთი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გამოცხადდა, ხოლო ქალაქ პრიპიატიდან და მიმდებარე სოფლებიდან 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ჩერნობილის აფეთქების შედეგები კი, წლების განმავლობაში ახსენებდა ხალხს თავს: ონკოლოგიური დაავადებებით და ახალშობილთა პათოლოგიებით.

ამ მასშტაბის კატასტროფა ატომური ენერგეტიკის ისტორიაში არც მანამდე და აღარც მერე განმეორებულა. მართალია, 1979 წლის 28 მარტს, პენსილვანიაში, ატომურ სადგურზე რადიაქტიური გაზის გაჟონვა მოხდა, მაგრამ მისგან გამოწვეული საფრთხე და გარემოსადმი მიყენებული ზიანი ახლოსაც ვერ მივა ჩერნობილის კატასტროფასთან. რეაქტორის უვნებელყოფა თითქმის მაშინვე მოხდა, 1993 წლისთვის კი მთელი ბირთვული საწვავი, თითქმის 100 ტონამდე, უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს. ჩერნობილის შემთხვევაში კი, რადიაქტიური ნარჩენების დაშლას, რომლითაც ნიადაგია გაჟღენთილი, რამდენიმე ათასი წელი სჭირდება, რის გამოც ეს ადგილი საცხოვრებლად უვარგისად რჩება. ატმოსფერულმა ნალექებმა რადიაცია დიდ ფართობზე, მათ შორის დასავლეთ საქართველოს სანაპიროზეც გაავრცელა. ხანგრძლივი, თუნდაც მცირე დოზით დასხივება კი სხვადასხვა მძიმე დაავადებებს იწვევს.

სალიკვიდაციო ჯგუფებმა, 1986 წელს რეაქტორში არსებული ბირთვული საწვავის მხოლოდ 3%25-ის გამოტანა მოახერხეს. დანარჩენი, დაახლოე ით 216 ტონა ურანი და პლუტონიუმი, ისევ იქაა და გვახსენებს, რომ ამ აფეთქებით პრობლემები არ დამთავრებულა. რადგან რადიაქტიური ნარჩენების მოშორების სხვა საშუალება არ არსებობდა, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა დანგრეული რეაქტორის გარშემო სარკოფაგის აშენება და მათი ამ გზით იზოლირება გარემოსგან. რამდენიმე ათეული ტონა ურანი და პლუტონიუმი, 30 ტონა რადიაქტიური მტვერი და 200 ტონამდე ლავა სარკო ფაგში აღმოჩნდა, თუმცა ამით მათგან მომდინარე საფრთხე არ შემცირებულა. გამოსხივება და 200 გრადუსამდე ტემპერატურა სარკოფაგის შიგნით მუდმივად ნარჩუნდება და ისედაც 2030 წელზე გათვლილ შენობას დანგრევის საფრთხის წინაშე აყენებს. ფონდ Chernobyl Children International-ის საიტზე განთავსებულ წერილში ნათქვამია, რომ შენობა რამდენიმე ადგილზე უკვე დაზიანებულია და მასში თავისუფლად შემავალ გამომალი 3 ათას კუბურ მეტრამდე წვიმის წყალი წელიწადში, გარმოს დამატებით აბინძურებს.

0x01 graphic

1997 წელს, დენვერის G8 სამიტზე შეიქმნა ჩერნობილის რეაბილიტციის ფონდი. მისი მიზანია ძველი, საბჭოთა სარკოფაგის ადგილზე ახლის აშენება, რომელიც 1997 წლის გათვლებით 768 მილიონი დოლარი ღირდა, 2006 წელს კი მისი ღირებულება 1,2 მილიარდ დოლარად შეფასდა. მართალია, 1998 წელს მოხერხდა რობოტების დახმარებით სარკოფაგის სახურავის შეკეთება, მაგრამ დანამდვილებით იმის თქმა შეუძლებელია, რამდენ ხანს გაძლებს იგი. ჩერნობილის ნანგრევები კიდევ რამდენიმე ასეული ათასი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს რადიაქტივობას, დამცავი ბარიერის აშენება კი საშუალოდ ყოველ ას წელიწადში ერთხელ მაინც იქნება საჭირო. იქ არსებული აქტიური ნივთიერებების რაოდენობა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ გარემოში მოხვედრის შემთხვევაში არანაკლები მასშტაბის კატასტროფა გამოიწვიოს, ვიდრე ეს საწყისი აფეთქებისას მოხდა.

1986 წელსვე საბჭოთა კავშირში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომლის დასკვნითაც ავარიის მთავარ მიზეზად სადგურის მომსახურე პერსონალის შეცდომა და სახელდა. თუმცა მოგვიანე ბით, სსრკს დაშლის შემდეგ წინა პლანზე წამოიწია მეორე ვერსიამაც. ამ ვერსიის თანახმად, აფეთქება რეაქტორის არასწორმა კონსტრუქციამ გამოიწვია.სათანადო დონეზე არ იყო გათვლილი მისი ავარიულად გამორთვის შესაძლებლობა, რასაც თან ერთვოდა რამდენიმე ათეული წვრილმანი ნაკლი. ასევე არ არსებობდა სისტემა, რომელიც პერსონალის შესაძლო შეცდომას და აზღვევდა. ამის ფონზე მოგვიანებით საბჭოთა რეაქტორებში შეიტანეს შესწორებები და ნაკლი გამოასწორეს. ჩერნობილის კატასტროფის გავლენა იყო ალბათ ისიც, რომ 2002 წლამდე მთელ მსოფლიოში არცერთი ახალი ატომური სადგური აღარ აუშენებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩერნობილი დახურული ზონაა, აქ მსურველებს მაინც შეუძლიათ მოხვედრა. ერთ-ერთი უკრაინული ტუროპერატორი მსურველებს ერთ დღიან ტურს ქალაქ პრიპიატში სულ რაღაც 160 დოლარად სთავაზობს. გაზეთ Daily Mail-ის ცნობით, 2009 წელს რვა ათასამდე ტურისტმა მოინახულა ჩერნობილის ნანგრევები, ჟურნალ Forbes-ში კი ის ყველაზე უნიკალურ ტურისტულ ადგილადაა მოხსენიებული.

0x01 graphic

20 ძუნძული - მირონცხებული უფლება

▲ზევით დაბრუნება


ვახტანგ მეგრელიშვილი|სვეტი

0x01 graphic

წინა სვეტებში საზოგადოების და სახელმწიფოს ურთიერთობის კონკრეტული თემებით ვიყავი შემოფარგლული. მათ აერთიანებდა სახელმწიფოს მიერ საზოგადოების ერთი ჯგუფების ხარჯზე მეორე ჯგუფის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება. არც ახლა ვაპირებ სამოქალაქო თავდაცვაზე საუბარს და ადრე შემოთავაზებული თემების საერთო საფუძველზე მინდა მოგახსენოთ.

მე-18-19 საუკუნეებში საზოგადოებამ ეჭვი შეიტანა მონარქების ღვთიურ წარმოშობაში და ამის გამო მათ უფლებაში, ყოფილიყვნენ ერთპიროვნული მმართველები. ამ ეჭვმა განაპირობა აბსოლუტური მონარქიების რღვევა და თანამედროვე ნაციონალური სახელმწიფოების ჩამოყალიბება. თანამედროვე სამყაროში ეჭვი დასავლური დემოკრატიული მთავრობების მიერ არჩეულ კურსში და ზოგადად მათი ფუნქციების ლეგიტიმურობაში შეაქვთ. ბოლო წლებში ამ პროცესის დაჩქარებას მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შეუწყო ხელი. თითქოს არალოგიკურია, როდესაც ეკონომიკური პრობლემების ფონზე დემოკრატიულ არჩევნებში მემარცხენე პოლიტიკური ძალები მარცხდებიან.

მე ჩემი ეჭვი კონსტიტუციის შესახებ მინდა გაგიზიაროთ, რაც განსაკუთრებით კონსტიტუციაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების ფონზე გამიმძაფრდა. ისე, ბრიტანელებს კონსტიტუცია არ აქვთ. თუმცა ამის გამო არ ნერვიულობენ და განსაკუთრებული პრობლემებიც არ აწუხებთ. ტოტალიტარული ქვეყნების, თუნდაც ყოფილი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოს მიზანი ხალხის ტერორიზება კი არა, საყოველთაო კეთილდღეობა იყო. თუმცა საბჭოთა კავშირში ყველამ იცოდა, რომ კონსტიტუციას რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ამერიკაში ჩაის წვეულების მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი თავს კონსტიტუციონალისტებს უწოდებს და მთავრობის შეზღუდვის არგუმენტად ამერიკის კონსტიტუციას ასახელებს. ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს და ჩაის წვეულების მხარდამჭერები ფედერალურ მთავრობას კონსტიტუციის დარღვევით ფუნქციების მითვისებაში ადანაშაულებენ.

გამოდის, ერთ ქვეყანაში კონსტიტუციის გარეშეც ცხოვრობენ, მეორეში კონსტიტუცია ფეხებზე კიდიათ, მესამეში კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვენი კონსტიტუციის ამბავი, ვფიქრობ, საინტერესოა.

ჩვენი ბოლო ცვლილების მთავარ მიზეზად ხელისუფლების შტოებს შორის ძალის დაბალანსება სახელდება. არ ვიცი რატომ იყო პრობლემა ძალაუფლების დღევანდელი წესით გადანაწილება ან რატომ იქნება მომავალში ძალაუფლების სხვაგვარი განაწილება უკეთესი. თუმცა, ზუსტად ვიცი, რატომ ვერ იარსებებენ ჩაის წვეულების კონსტიტუციონალისტი აქტივისტების მსგავსი ჯგუფები საქართველოში.

კონსტიტუციის მიხედვით ადამიანებს აქვთ ე.წ. სამოქალაქო და სოციალური უფლებები. სამოქალაქო უფლებები გულისხმობს ადამიანის დაცვას სახელმწიფოს ჩარევისაგან, ხოლო სოციალური უფლება ნიშნავს მოქალაქის უპირობო უფლებას ისარგებლოს გარკვეული სიკეთეებით.

თანამედროვე მთავრობებმა მეტი ლეგიტიმაციისათვის მირონცხების ნაცვლად „სოციალური უფლება“ გამოიგონეს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს აქვთ „უფლება“ სიკეთეებზე, რომლებიც მათ შრომით არ მოუპოვებიათ. ამიტომ მთავრობასაც გაუჩნდა უამრავი საზრუნავი ანუ საქმე. ფორმალურ ენაზე მთავრობას კონსტიტუციური ვალდებულება დაეკისრა. ასე მაგალითად, გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს საქართველოს კონსტიტუციიდან:

  • „სახელმწიფო ... ხელს უწყობს მოქალაქეებს დასაქმებაში“;

  • „დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო“;

  • „სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარებას“;

  • „სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას“. „სოციალური უფლებების” გულშემატკივრების სასიხარულოდ გაცნობებთ, რომ მძიმე ბრძოლის შედეგად მოქალაქემ მოიპოვა სპორტის - კონსტიტუციით გარანტირებული კიდევ ერთი სოციალური უფლება:

  • „სახელმწიფო ... ხელს უწყობს მოზარდთა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას, სპორტში მათ ჩართვას“.

განა უნდა ვინმეს უყუროს შიმშილისაგან დასუსტებულ ადამიანებს, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკების ბინადართა მსგავსად დალასლასებენ, ხოლო ქალაქში გამთენიისას დადის მანქანები და ნაგავთან ერთად, ქუჩებში შიმშილისაგან და სხვადასხვა ავადმყოფობებისაგან გარდაცვლილ ადამიანებს აგროვებს, რათა ცოცხლები სუნმა და ანტისანიტარიამ არ შეაწუხოს? ჩვენი კონსტიტუციის წყალობით გადარჩენილები ვართ და უკვე ბანქოს თამაშის ნაცვლად ჭოკით ხტომით შეგვიძლია დავკავდეთ.

მომღერალი იხდის თანამოქალაქის მკურნალობის თანხას, ნამკურნალები უხდის მშობელს სკოლაში ბავშვის განათლების ფულს, მშობელი მომღერალს და ასე ვტრიალებთ წრეზე. ხან ერთი ჯგუფია სახელმწიფოს „სოციალური დაცვის” ობიექტი, ხან მეორე. თუმცა არსებობს დაჩაგრული ჯგუფი, რომელმაც ჯერ ვერ მოიპოვა სახელმწიფოს დაცვით მოსარგებლე სოციალური ჯგუფის სტატუსი. ამ ჯგუფის წევრები ვერ მღერიან, დასაქმების და ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ, ცურვა არ იციან და ვირებივით შრომობენ.

„სოციალურ უფლებებს“ ბუნებრივია ჩვენ თავად ვაფინანსებთ და რაც ფართოა ეს უფლებები, მით მეტია ბეგარა. ცნობილი მოსაზრების მიხედვით, გადასახადი იგივეა რაც შრომაში დახარჯული დროის შესაბამისი ნაწილი. მთავრობა ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 34%25-მდე, აქედან მხოლოდ 9%25-ია თავდაცვის და მართლწესრიგის ხარჯები, ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ 25%25 ანუ მეოთხედი სხვის სასარგებლოდ სამაგიეროს გადახდის გარეშე ვირჯებით. ხოლო სხვის სასარგებლოდ უფასო გარჯას მონობა ჰქვია. ამიტომ შეუძლებელია ერთდროულად გვქონდეს სამოქალაქო უფლება, რომელიც ჩვენს საკუთრებას და პიროვნულ ავტონომიას იცავს და „სოციალური უფლება“, რომელიც პირველს გამორიცხავს ან მის პროფანაციას ახდენს.

კონსტიტუციასთან დაკავშირებით მაქვს ეჭვი, რომ პრეამბულაში მოცემული ტექსტი, სადაც ვკითხულობთ თითქოს „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციასო“, მტკნარი ტყუილია. სანაძლეოს დავდებ, კონსტიტუცია მისი „გამომცხადებელი“ საქართველოს მოქალაქეების ერთ პროცენტსაც არ აქვს წაკითხული. წაკითხული კი არ აქვს იმიტომ, რომ პრაქტიკულ მნიშვნელობას მას არ ანიჭებს. თუ ვინმეს არ სჯერა, შესაძლებელია ექსპერიმენტის ჩატარება. შემოვიღოთ ნებაყოფლობითი გადასახადები და ვნახოთ რამდენს გადაიხდის კონსტიტუციის გამომცხადებელი ხალხი. ასევე მსურველებს შევთავაზებდი კიდევ ერთ სანაძლეოს: ნებაყოფლობითი გადასახადების ოდენობა იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 5-10%25, რაც გვეყოფა მხოლოდ თავდაცვისა და მართლწესრიგისათვის, მშივრები აღარ იარსებებენ და საკუთარი ინიციატივით უფრო მეტს ვიხტუნებთ ჭოკით. ამ თვალსაზრისით კონსტიტუციის განხილვა იქნებოდა სახალისო, კონსტიტუციის ტექსტს მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაეცნობოდა, ძალაუფლებისთვის მებრძოლი პოლიტიკოსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდებოდა, ხოლო მათი ხარისხი გაუმჯობესდებოდა.

სანაძლეოებს ალბათ არ დამიდებენ. სამაგიეროდ შემიძლია ევროპელებთან დავიტრაბახო:

ძუნძულის კონსტიტუციური უფლება მაქვს, ჩემს უფლებას სახელმწიფო იცავს!

21 ტექნოლოგიური სიახლეები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება|ტექნოლოგიური სიახლეები

0x01 graphic

ქტომბრის ბოლო კვირაში კომპანია Sony-ს წარმომადგენლებმა საჯაროდ დაუსვეს წერტილი ოცდაათწლიან ეპოქას. იაპონურმა მულტინაციონალურმა გიგანტმა კასეტიანი უოქმენების წარმოება შეწყვიტა. ბოლო დღეებამდე Sony ჯიუტად აგრძელებდა ამ უკვე ანაქრონიზმად ქცეული მოწყობილობის გამოშვებას, რასაც კომპანიის წარმომადგენლები უფროსი თაობის ადამიანებში აქა იქ კვლავაც შემორჩენილი რომანტიზაციით ხსნიდნენ. უოქმენი ხომ ის ნივთი გახლავთ, ურომლისოდაც 80-იან წლებში ახალ გაზრდობის წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მისი საშუალებით მუსიკამ განზომილება შეიცვალა და პორტაბელური გახდა. სწორად ამის წყალობით გაიყიდა 200 მილიონი უოქმენი უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე.

საინტერესოა ისიც, რომ 1979 წლის 1 ივლისს „დაბადებული“ უოქმენის ოფიციალური სიკვდილი მისი უშუალო კონკურენტის iPod-ის გამოშვების მე-9 წლის თავს დაემთხვა, რასაც უმალ სიმბოლური დატვირთვა მოუძებნეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის „მამებმა“ და ისტორიის სქელ წიგნებ ში ოქროს ასოებით ჩაწერეს. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად iPodს უოქმენის სიკვდილი არ გამოუწვევია. „ეგოისტად“ წოდებუ ლი 80-იანი წლების ეს მერვე საოცრება ბაზრიდან ჯერ CD პლეერებმა, ე.წ. „დისქმენებმა“ განდევნეს, შემდეგ MP3 პლეერები შეეშველნენ და ბოლოს სტივ ჯობსმაც დაუსვა წერტილი ყველა i-ის iPodებისა და iPhoneების გამოშვებით, რითაც უოქმენის „სიკვდილი“ რეალობა გახდა

0x01 graphic

ოქტომბრის ბოლო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. სოციალური მედია ორი გიგანტის, Skype-ის და Facebook-ის დაძმობილების ამბავმა გაახარა. Skype-ის ახალი ვერსიის, Skype 5ი-ს გამოსვლას მავანნი და მავანნი უკვე დიდი ხანია ელოდნენ, რისი მიზეზიც მის ბეტა ვერსიაში გაჟღერებუ ლი სიახ ლე იყო: Facebook-ის მომხმარებლებს Skype-ის ინტერფეისში შეეძლოთ Facebook-ის Newsfeed-ის კითხვა, ამავდროულად Skype-იდან Facebook-ში სტატუსის განახლება, დაკომენტება და „დალაიქება”. უფრო მეტიც, თუკი რომელიმე თქვენს მეგობარს Facebook-ის პროფილში ტელეფონის ნომერი, ან Skype-ის ექაუნთი ექნება მითითებული, VoIP ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი იქნება მათთან ხმოვანი კავშირის დამყარება.

Skype-ის ახალი ვერსიის სიახლეე ბი მარკ ცუკერბერგის პირმშოსთან სინქრონიზაციით არ შემოიფარგლება. თავი რომ დავანებოთ ინტერფეისის გარეგნულ ცვლილებებს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი და დახვეწილი გახდა, უნდა აღინიშნოს, რომ Skype-ის შემქმნელებმა მთავარი ფსონი ვიდეო კონფერენციაზე გააკეთეს. მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ აქამდე ვიდეო კავშირის დამყარება დროის მოცემულ მონაკვეთში მხოლოდ ერთ მომხმარებელთან იყო შესაძლებელი, რამაც ინტერნეტ ი სოკოებივით გამრავლებული ვიდეო კონფერენციის სერვისები ძალიან ახეირა. Skype-ის შემქმნელებმა ზომები მიიღეს და ახალ ვერსიაში მაქსიმუმ ცხრა კაცს შეუძ ლია ვიდეოკონფერენციის მოწყობა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, ამის განხორციელება მეტნაკლებად ახალი პროცესორებით აღჭურვილი კომპიუტერებითაა შესაძლებელი.

0x01 graphic

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მსოფლიოში უსწრაფესი სუპერ კომპიუტერი Tianhe1A შეიქმნა. ეს რამდენიმე წლიანი პროექტი წარმატებით დასრულდა და ჩინელებს აქვთ მიზეზი თავი ტექნოლოგიური ზესახელმწიფოს შვილებად იგრძნონ. ამერიკის ორმოცდაათწლიანი ზეობის დაძლევა პირველად ჩინელებმა მოახერხეს და მათი სუპერ კომპიუტერი ტენესის უნივერსიტეტში მდებარე აშშ-ის სუპერ კომპიუტერს სიმძლავრით ორჯერ აღემატება.

ამერიკელი ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ფაქტმა უახლოეს მომავალში შესაძლოა, აშშ-ის სამეცნიერო მიღწევების და ეკონომიკური მდგომარეობის დასუსტება გამოიწვიოს, ვინაიდან ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ სუპერ კომპიუტერები მაგნიტივით იზიდავს პლანეტის ყველაზე „ნათელ“ გონებებს (ბუზის და თაფლის მიმართებით), რასაც სუპერ კომპიუტერის მფლობელ ქვეყანაში გამოცემული სამეცნიერო ნაშრომები მოსდევს. ამ ნაშრომების შედეგადრეალიზებული ტექნოლოგიური მიღწევები კი ეკონომიკურზე გავლენას განაპირობებს ხოლმე. საინტერესოა ისიც, რომ მიკროპროცესორებისა და ჩიპების წარმოებაში ამერიკული კომპანიები Intel და Nvidia ხარისხობრივად ჯაბნის ჩინურ ანალოგებს, თუმცა ჩინელი მეცნიერებიც არ ჩამორჩნენ და Tianhe1A-ის სახით მიკროპროცესორების ისეთი კლასტერულ ქსელური მოდელი ააწყვეს, რომელმაც Silicon Valley-ის მკვიდრნი შურით აღავსო. შეძლებს თუ არა აშშ რენომეს აღდგენას, ამას მომავალში გავიგებთ, რადგან აშშ ჩინეთის ტექნოლოგიური შერკინება ჯერ არ დასრულებულა.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

თუ არ ჩავთვლით მობილურ ტელეფონს, თანამედროვე ციფრული მსოფლიო ორი ტიპის სათამაშოზეა გადარეული. პირველი ტაბლეტური კომპიუტერია, მეორე კი - ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობა. ამ ორი ტიპის „სათამაშოს“ შორის ტექნოლოგიური განსხვა ვებაა და ხშირ შემთხვევაში ერთის ნაკლოვანება მეორის უპირატესობა ხდება ხოლმე, ამიტომაც ჭეშმარიტი „გიკები“ არ სვამენ შეკითხვას - ტაბლეტური კომპიუტერი თუ ელექტრონული საკითხავი - მათ ორივე ნივთის მფლობელები სურთ რომ გახდნენ.

ინტერნეტ მაღაზიია Amazon.com-ის ბესტსელერმა Kindle 3-მა იმდენად დაჩაგრა უშუალო კონკურენტები გაყიდვების მიხედვით, რომ Barnes & Noble ვაბანკზე წავიდა და ჰიბრიდული ტიპის მოწყობილობა გამოუშვა, რომელიც ერთი შეხედვით ტაბლეტური კომპიუტერია, მეორე მხრივ კი - ელ. წიგნების საკითხავი. ახალ სათამაშოს Nook Color ჰქვია, იგი აღჭურვილია 7 დუიმიანი LCD ეკრანით, ოპერაციული სისტემა Android 2.1ით და WiFi კავშირის ჩაშენებული შესაძლებლობით. ის სულ რაღაც 249 დოლარი ეღირება და გაყიდვაში ნოემბრის მეორე ნახევარში ჩაეშვება. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჰიბრიდულმა კონსტრუქციამ საგრძნობლად შეამცირა ბატარეის ხანგრძლივობის დრო, სამაგიეროდ შესაძლებელი გახადა ჟურნალებისა და წიგნების ფერადოვნებით ტკბობა.გაამართლებს თუ არა ჰიბრიდი მწარმოებელთა იმედებს, ამას მალე გავიგებთ, მანამდე კი ჭეშმარიტი „გიკები“ კვლავაც ორივეს იყიდიან - ტაბლეტურ კომპიუტერსაც და ელექტრონული წიგნების საკითხავსაც.

0x01 graphic

ჩვენ გარშემო მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც ქალაქში ორი, ან მეტი მობილური ტელეფონით გადაადგილდებიან. ყველაფერში კი „დამნაშავე“ მობილური ოპერატორებია, რომლებმაც ერთმანეთს სამკვდროსა სიცოცხლო მარკეტინგული ბრძოლა გამოუცხადეს და შესაბამისად ყველა მარკეტინგული აქცია „შიდა ქსელის“ ფარგლებში მიმდინარეობს, ამიტომაც გონიერმა აბონენტებმა ჭკუა იხმარეს და თითოეული მობილური ოპერატორის სიმბარათი შეიძინეს, რამდენიმე ტელეფონით აივსეს ჯიბეები და „შიდაქსელური“ ბონუსების მიღებადახარჯვით ბედნიერები არიან.

თუმცა გონიერები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ორსიმბარათიანი მობილური ტელეფონები შეიძინეს, მაგრამ ისმის შეკითხვა: რა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ სასურველი მობილური ოპერატორების რაოდენობა ორზე მეტია?! ამ შეკითხვაზე პასუხი ჰონგ კონგურმა კომპანია OTECH-მა გასცა და მთელი მობილური სამყაროს გასაოცად ოთხსიმბარათიანი, პირველი QuadSIM ტელეფონი, OTECH F1 გამოუშვა. გარდა ზემოხ სენებული ოთხი სიმბარათის ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობისა, ჰონგ კონგელთა ნახელავი აღჭურვილია 12.1 მეგა პიქსელიანი კამერით, ბლუთუზით, სატელე ვიზიო ანტენით, FM რადიოთი და GPRS-ით.

ჰონგ კონგელი დიზაინერები შორს არ წავიდნენ, ბევრი არ უფიქრიათ და გარეგნულად OTECH F1 ნოკიას E71 მოდელს დაამსგავსეს. ტელეფონი ასევე აღჭურვილია 2.4 დუიმიანი touch ეკრანით და qwerty კლავიატურით. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით ვერ აითვისეს OTECH-ის ინჟინრებმა, 3G და HSDPA ტექნოლოგიებია, თუმცა თუ ოთხი მობილური ოპერატორის სიმბარათით ერთდროულად შეძელით სარგებლობა, ამავდროულად ტელევიზორსაც უყურეთ, რადიოს უსმინეთ და 12.1 მეგაპიქსელიანი სურათები გადაიღეთ, ნუთუ სწრაფი ინტერნეტის ფუნქციის არარსებობას ამ უჩვეულო ტელეფონის მწარმოებლებს არ აპატიებთ?!

22 როგორ „გადავაგდოთ წამალი“

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რაზა

ნაწილი I.

საგზური ჯოჯოხეთში

ზურაბ ოდილავაძე

ინტერვიუ 30 წლის განმავლობაში ნარკოტიკების მომხმარებელთან, რომელმაც 10 წლის წინ საბოლოოდ დაანება თავი, ამჯერად სამუდამოდ!

„...წინასწარ გაფრთხილებ, ვერაფერს გეტყვი სენსაციურს, არც სასწაულმოქმედი, ორ-სამკვირიანი მეთოდები ვიცი. დანებების მოკლევადიანი რეცეპტები ჩვეულებრივი სატყუარაა, მირაჟი. რეალურად ეს ხანგრძლივი პროცესია, გაუთავებელი ბრძოლა, მრავალი დაცემით, კვლავ წამოდგომით, დიდი ტკივილით...“, - ასე დაიწყო თხრობა განვლილ გზაზე ყოფილმა თბილისელმა „მკეთებელმა“, ბექამ. არადა, რა უნდა ყოფილიყო მასზე სენსაციური?! არც მე, და ვფიქრობ, დედამიწის ზურგზე, არც არავის სხვას, ჯერ არ უნახავს 30 წლის სტაჟის ნარკომანის სრული განკურნება! საყოველთაოდ ცნობილი წესია, - ყოფილი მორფინისტი არ არსებობს, საუბარი შეიძლება მხოლოდ ნარკომანიის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ რემისიაზე. და აი, ჩემ წინაშე დგას „გამონაკლისი, რომელიც მხოლოდ ამტკიცებს წესს“ - სრულიად გამოსწორებული მორფინისტი!

მე - მოდი, ბექა, მომიყევი შენი ნარკომანული ავტობიოგრაფია, როგორ დაიწყე წამლის კეთება?

ბექა - კეთილი. დავამთავრე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ამავე წელს ჩავაბარე თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. აქაც, როგორც მანამდე სკოლაში, თავგამოდებით ვსწავლობდი და... ასეთივე მონდომებით დავეწაფე წამალს. ეს დაიწყო 1970-ში. თუმცა მანამ, მე-7-8 კლასისთვის, უკვე მქონდა ცხოველი ინტერესი ამ სამყაროსადმი. ჯერ კიდევ მოზარდი, შურით ვუცქერდი ჩემზე 5-6 წლით უფროს უბნელ ბიჭებს. წარმოიდგინე, ის სურათი დღესაც მკაფიოდ მახსოვს: კაშკაშა მზე. ბირჟაზე მოზრდილი ძველი ბიჭები, მუქ ლურჯ Levi Strauss-ის ჯინსებში, საყელოზე პატარაღილებიან „ბატენ-დაუნის“ პერანგებში, - ჭიჭყინა, ნუკრია, პავლიკა... მუდამ კაიფში, წელში მოხრილები, ცხვირსახოცით ხელში, ჩამყაყებულ სოციალისტურ საზოგადოებას ხმამაღლა აგინებენ, მათი ყველას ეშინია, მილიციასაც, რომელსაც მაინც გაურბიან, დანებით დადიან, „საკაიფოდ ბაზრობენ“, ყველაზე ლამაზი გოგონები მათ ეტრფიან. ჩემი იმდროინდელი ოცნებაც შესაბამისია, - ყველა ძალით ვეცადო, როდისმე მაინც მივაღწიო მათი მანერების, ჩაცმულობის, გამბედაობის და რომანტიკული მომხიბვლელობის სიმაღლეებს! დანარჩენში ეზოელი მორფინისტი, ელდარა, დამეხმარა...

მოვიყვანე ცოლი, ოთხი-ხუთი თვით დავანებე და ისევ წამალი. დავიწყე სამსახური, ვიყავი საავადმყოფოს წამყვანი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. შემდეგ გავემგზავრე მოსკოვს, ბაკულევის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში, დაც 1983 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია. მოსკოვში საბოლოოდ დავეშვი მორფინისტულ ფსკერზე, ორგანიზმი ნარკოტიკის გარეშე უბრალოდ აღარ ფუნქციონირებდა, ფხიზლად საწოლიდან წამოდგომაზეც კი ზედმეტი იყო ფიქრი. ჩამოვედი საქართველოში. დაიწყო პერესტროიკა, დაიშალა საბჭოთა კავშირი. ამ დროიდან დავიწყე ალკოჰოლის მიღება. წამლის კეთებისას უკვე საათობით მიწევდა ანთებისგან და სისხლჩაქცევისგან დასიებულ კიდურებში ნემსის ყრა - „ქარგვა“, რათა გამქრალ ვენებში მოვხვედრილიყავი. ცხოვრება ერთ დიდ, დაუსრულებელ ტანჯვად გადაიქცა! „უპარაშუტო ვარდნა“: გადასხმები, „ესპერალეს“ ჩაკერებები, ხშირი ავტომატიანი „რაუნდები“, ნარკოლოგიურში მოთავსებით, მტკივნეული მილიციებით, ბევრი ცემით და ნარკოტიკის ჩადებით, პერიოდული დანებებებით, სასამართლოებით და 3-5 ათას დოლარად ნაყიდი სამწლიანი პირობითი სასჯელებით. დაიწყო თვითმკვლელობაზე ფიქრი, ორ-სამჯერ სხვის დასანახად, ვენებიც გადავიჭერი. სულ მოკლე ხანში გავხდი გამოუსწორებელი „ალკაში“, საშინლად აგრესიული სიმთვრალით. ახლა უკვე ალკოჰოლის „ლომკისგან“ თავის დასაღწევად მჭირდებოდა ნარკოტიკის მიღება. სამსახური სრულიად მივაგდე. გადიოდა წლები. დღეში სამოც ტაბლეტამდე, მხოლოდ სიბაზონ-რელანიუმ-როდედორმ-ფენაზეპამს ვიღებდი ტრამალთან და სპირტთან ერთად! ისე მაგრად ვთვრებოდი, რომ ხშირად სახლამდეც ვერ მივდიოდი და ქუჩაშივე ვეცემოდი. გავხდი ჩვეულებრივი „ბომჟი“. ამ დროისთვის უკვე ვიყავი ნარკომანიაზე ოთხჯერ ნასამართლევი გაიძვერა, რომელიც 15-ზე მეტჯერ იწვა, „მეჩნიკოვის“ ნარკოლოგიურში.

ჯანმრთელობასთან „თამაში“ დამთავრდა კატასტროფით! 1998 წელს, უკიდურეს მდგომარეობაში ჩავვარდი ლოგინად, ძლივს ვსუნთქავდი. იყო ხანგრძლივი, თვეობით მკურნალობა ინფექციურ საავადმყოფოში, კისერში გაყრილი კათეტერებით გადასხმები და გამოჯანმრთელება... ისევ ჩხერვა, ისევ საავადმყოფო. 1998 წლის ბოლოს- 1999 წლის დასაწყისში, 44 წლის ასაკში საავადმყოფოდან გამომწერეს, როგორც მომაკვდავი. „დასალოცი სიტყვა“ დედას, მისმა აკადემიკოსმა ბიძამ გამოაყოლა: ჩემო კარგო ლია, რაოდენ დასანანიც უნდა იყოს, ჩვენი ბექა მალე, სულ ერთ-ორ თვეში გარდაიცვლება... წაიყვანე სახლში, ბარემ საკუთარ საწოლში დალიოს სული. თქვენც ნაკლები სირბილი და ხარჯი მოგიწევთ“. ასე დამდეს საკაცეზე და წამომათრიეს სახლში, მომათავსეს დიდ ოთახში, სადაც ვიწექი, ველოდებოდი სიკვდილს და საკუთარ პანაშვიდებს ვეჩვეოდი (იღიმება). სიკვდილი გარდუვლად ეჩვენებოდა ყველას, მათ შორის მეც. გავიდა წელი, ორი... გაუნძრევლად წოლაში დადგა მესამე, 2000 წლის ზამთარი... დააა... მე სიკვდილი გადავიფიქრე! (იღიმება). მისუსტებული, საშინლად გამხდარი ავდექი, რაც კი ნარკოტიკების დარჩენილი მარაგი მქონდა, ღუმელში გადავუძახე და უახლოეს ტაძრამდე ძლივს მივლასლასდი. შემდეგ იყო მედავითნეობა, მონასტერი - გერგეთის სამება. ეკლესიაში სულ 6-7 წელი დავყავი. ორი წელია თბილისს დავუბრუნდი, ვმუშაობ, ვწერ, ამჟამად კი - შენ გესაუბრები და ვტრაბახობ ჩემი მიღწევებით, - დაასრულა ბექამ და კვლავ გამიღიმა. - 2001 წლის დასაწყისშივე სრულიად შევეშვი, როგორც წამალს, ასევე ალკოჰოლს. იმ დროიდან ერთხელაც კი არ შევმცდარვარ, პლანიც კი არ მომიწევია, ერთი ჭიქა ლუდიც კი არ დამილევია! ასე დავანებე თავი წამალს და შევუდექი ყოველდღიურ ცხოვრებას.

23 ქართული ღვინო ახალ ბაზრებზე

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

წელს შარშანდელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 40%25-ით, 10.1 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა. საექსპორტო ბაზრებს შორის ლიდერი უკრაინაა. მასზე მთელი ექსპორტის 52%25 მოდის. მეორე ადგილზე ყაზახეთი, მესამეზე კი - ბელარუსია.

ხუთი წლის წინ, 2005 წელს, ქართული ღვინის 78%25 რუსეთის ბაზარზე იყიდებოდა. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტი მხოლოდ 15%25 იყო, ევროპულ და აშშ ბაზრებზე კი - სულ რაღაც 3%25. 2006 წელს რუსეთმა, ქართული ღვინის დაბალი ხარისხის მომიზეზებით, მასზე ემბარგო დააწესა. ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე მკვეთრად დაეცა: 2007 წელს ღვინის ექსპორტმა 2005 წლის დონის 36%25 შეადგინა. მაშინ ითქვა, რომ რუსულმა ბოიკოტმა საქართველოს ღვინის წარმოებისა და დისტრიბუციის სტრატეგიის აუცილებელი და კარგა ხნით დაგვიანებული კორექტირება გამოიწვია.

დღეს ქართულ ღვინოს ახალი საექსპორტო ბაზრები გამოუჩნდა - სინგაპური, ჩინეთი, ამერიკა და კანადა. ქართული ღვინისთვის ბაზრების ათვისება ნელი პროცესია. ქვეყანას უჭირს იაფი ღვინის წარმოება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტექნოლოგიური სიმწირე და ღვინის წარმოების პროცესში ფიზიკური შრომის მაღალი ჩართულობაა.

სინგაპურის ბაზარი ყველაზე აუთვისებელია: იანვარ-სექტემბერში იქ მხოლოდ რამდენიმე ასეული ბოთლი ღვინო გავიდა. ჩინეთში, ამავე პერიოდში - 48 ათასი ლიტრი. საქართველოს ყოველწლიურად 400 ათასამდე ბოთლი ღვინო გააქვს ამერიკაში. 2012 წლამდე ამ რაოდენობის 2 მილიონ ბოთლამდე გაზრდა იგეგმება. წინასწარი გათვლებით, ამავე პერიოდში გაიზრდება ქართული ღვინის ექსპორტი თურქეთშიც - წლიური 82 ათასი ბოთლიდან 1 მილიონ ბოთლამდე. გათვლები ნაწილობრივ იმ ფაქტს ეფუძნება, რომ საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში გაწევრიანდა. 1994 წელს შექმნილი ორგანიზაციის წევრია აშშ, კანადა, არგენტინა, ჩილე, ავსტრალია და ახალი ზელანდია. საქართველოს შემდეგ, ამ ორგანიზაციის წევრობისთვის ჩინეთიც ემზადება.

საქართველო ამ ქვეყნებთან ღვინით ვაჭრობას გამარტივებული წესით შეძლებს.

24 ყველაზე საფეხბურთო თვე

▲ზევით დაბრუნება


ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი

0x01 graphic

ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება 70-80 წწ. მიჯნა - ჩემი სტუდენტობის წლები, როდესაც ქვეყანა ბნელი იყო, უცხოელებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი კი სუკ-ში დაბარებით მთავრდებოდა...

იმხანად, მხოლოდ სოციალისტური პრესის გამოწერა შეიძლებოდა, ისიც სპეციალურად დაშვებული ლიმიტით. ყოველ ზაფხულს, გაზეთების გამოწერის პერიოდში, იწყებოდა დიდი ჩალიჩი, მშობლების ნაცნობ-მეგობართა შეწუხება და მომდევნო იანვრიდან ჩვენი ფოსტის ყუთები კვლავ ივსებოდა ჩეხურ-სლოვაკური, პოლონური, უნგრული, ბულგარული და გერმანული ჟურნალ-გაზეთებით...

რადგანაც იმ ეპოქაში ქართველები ჯერ კიდევ ძალიან კარგად თამაშობდნენ ფეხბურთს, ჩვენი ინტერესის ძირითადი სფეროც სპორტის N1 სახეობა გახლდათ. ჯერ დინამოს თამაშზე წავიდოდით ხოლმე, გამარჯვების ეიფორიას კი „ტაბლიჩკებთან“ - ასე ვეძახდით სტადიონის ეზოში დადგმულ ლოგოებიან ფირნიშს - უცხოურ ფეხბურთზე დავაში ვიკლავდით. სწორედ მაშინ, პოლონურ „პილკა ნოჟნაში“ დაბეჭდილი კალენდრიდან შემექმნა მყარი აზრი, რომ ოქტომბერი ყველაზე საფეხბურთო თვეა!

ამდენი პირველხარისხოვანი ვარსკვლავი, თურმე, არც ერთ სხვა თვეში არ დაბადებულა! ყველას აქ ვერ ჩამოვთვლით. სამაგალითოდ, პელესა და მარადონას დასახელებაც კმარა...

დღეს არ ვაპირებ იმაზე დავას, რომელი მათგანია ისტორიაში საუკეთესო. ეს საკითხი ალბათ სამუდამოდ ღიად დარჩება. აგერ, მილენიუმის აღნიშვნის დროსაც გაიყო აზრი - ოფიციოზმა ბრაზილიელი აღიარა გასული საუკუნის ტრიუმფატორად, გულშემატკივარმა - არგენტინელი...

ფაქტი ისაა, რომ ეს ორი უდავოდ აღემატებოდა ყველა სხვას. ამიტომაც რჩებიან დღემდე ტალანტის საზომად და ალბათ ამიტომაც სძულთ ასე ერთმანეთი... პელე შანსს არ უშვებს, რომ მარადონას თავისი ათასი გოლი არ გაახსენოს, ნარკომანობის პერიოდზე არ ჩამოუგდოს სიტყვა ან მორიგი ექსტრავაგანტული საქციელი არ გაუკრიტიკოს. არც დიეგო რჩება ვალში - ხან პირველ ჰომოსექსუალურ გამოცდილებაზე აქილიკებს, ხან უზუსტო პროგნოზებსა და ფეხშიშველი ინდიელების კარში მეფის მიერ გატანილ 15 გოლს გადაწვდება, ხანაც (როგორც საავტორო ტელეშოუში) ბრაზილიელის ვაჟის, ექსმეკარე ედინიოს ნარკობარიგობის გამო ღვრის ნიანგის ცრემლებს...

0x01 graphic

არადა, ამათზე უკეთ ვერავინ შეაფასებს მეტოქის გენიალობას. საქმეც სწორედ ისაა, რომ შინაგანად ორივენი ეჭვობენ ან იქნებ დარწმუნებულნიც კი არიან კონკურენტის უპირატესობაში. ამიტომაც ცდილობენ ერთმანეთის მიღწევების დაკნინებას. პელე ხშირად ამბობს, რომ საუკეთესო არგენტინელი დიეგო კი არა, ალფრედო დი სტეფანოა. მარადონა კი მეზობლებში გარინჩას და რიველინოს გამოარჩევს. და საერთოდ, ბოლო დროს პელეს მუზეუმში ჩაბარების იდეითაა შეპყრობილი...

ოქტომბერში საფეხბურთო მსოფლიო ორივეს იუბილეს ულოცავდა. პელე 70 წლის გახდა, მარადონა - 50 წლის. მთლად წარმატებული არც ერთი ზეიმი არ გამოდგა. პელეს მშობლიურმა სანტოსმა სიურპრიზი მოუმზადა და მის მორიგ მემკვიდრედ მიჩნეული ტალანტი ნეიმარი 70-ნომრიანი მაისურით ათამაშა, ამან კი პენალტი გამაზა! კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დააყენეს იტალიაში მარადონა, რომელმაც ძველი ნაპოლის შეკრება დაგეგმა, პასუხად კი აპენინელი სამართალდამცავების შეხსენება მიიღო - ადრე დამალული გადასახადები მოიტანე, თორემ ამჯერად მაჯის საათის ჩამორთმევას არ გაკმარებთო! ამასობაში, მინდორზე დღეს სულ სხვა ხალხი დომინირებს. იმ თაობისთვის, ვისაც არც პელე უნახავს და არც დიეგო, კერპებად ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იქცნენ. პირველმა თვის მიწურულს 2 დუბლით მოაგებინა ბარსას ესპანეთის პირველობასა და ჩემპიონთა ლიგაში, მეორემ ეს ნორმა ლა ლიგას კენტ თამაშში შეასრულა და პარალელურად მილანის რბევაშიც დაიდო ლომის წილი. ამათგან არც ერთი არაა დაბადებით ოქტომბრელი, ფორმის პიკზე კი მაინც ამ თვეში გავიდნენ.

რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ არის მაინც რაღაც საფეხბურთო ხიბლი გვიან შემოდგომაში!

P.S. ამდენი ხანია საუკეთესოებზე ვსაუბრობ და წერილს ისე ვერ დავასრულებ, რომ ჟოზე მოურინიოს საჯაროდ არ მოვუხადო ბოდიში. სეზონის პირველი მატჩების შემდეგ, ტაბულაში გამოქვეყნებულ წერილში ვამტკიცებდი, პორტუგალიელი გამარჯვებებს კი მოიპოვებს, მაგრამ რეალს თამაშის ჩვეულ სტილს ვერ დაუბრუნებს-მეთქი. ჰოდა, მწარედ შევცდი! ის, რასაც ოქტომბერში მადრიდული გრანდი აჩვენებდა, პირადად ჩემთვის, ფეხბურთის მწვერვალია! ისეთივე, როგორიც გვარდიოლას ბარსას მიერ დადგმული სპექტაკლები...

25 სპორტი - ამბები

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

სოკ-ის უმაღლესი ჯილდო და საფოსტო მარკა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად გარდაცვლილ ქართველ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილს სოკ- ის უმაღლესი ორდენი მიანიჭა. სპორტსმენის ოჯახს ჯილდო სოკ- ის პრეზიდენტის ჟაკ როგის სახელით სოკის ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორის მოადგილე პამელა ვაიპონდმა გადასცა. ცერემონიალს, რომელიც 28 ოქტომბერს ბაკურიანში შედგა, საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტი, ვიცე-პრეზიდენტი ჰერალდ სტეირერი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ესწრებოდნენ. პარალელურად, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში 8 ახალი საფოსტო მარკის პრეზენტაცია შედგა, რომელთაგან ერთ-ერთი ნოდარ ქუმარიტაშვილს მიეძღვნა. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას თქმით, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარკის გამოშვების იდეა საქართველოს პირველ ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსს ეკუთვნის. პრეზენტაციას ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ და მინისტრმა სწორედ მათ უსახსოვრა საფოსტო მარკა.

0x01 graphic

შვეიცარიელის მორიგი მწვერვალი

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

შვედეთის ღია ჩემპიონატის ფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ორ სეტში - 6:4, 6:3 - დაამარცხა გერმანელი ფლორიან მაიერი და კარიერაში 64-ე ტიტული მოიპოვა.

ამ გამარჯვებით ფედერერი ლეგენდარულ ამერიკელ პიტ სამპრასს გაუტოლდა: ორივე მათგანს ერთეულთა შორის 64 ტიტული აქვს მოგებული, ეს კი ჩოგბურთის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.

ყველაზე ტიტულიანი ამერიკელი ჯიმი კონორსია 109 გამარჯვებით, მეორე ჩეხი ივან ლენდლია 94 თასით, მესამე კი კიდევ ერთი ამერიკელი ჯონ მაკინროი - 77 პირველი ადგილი.

„ბედნიერი ვარ, სამპრასს რომ გავუტოლდი. პიტმა კარიერა 64 გამარჯვებით დაასრულა, მე კი ჩოგბურთიდან წასვლას ჯერ არ ვაპირებ და იმედია, კიდევ არაერთ ტიტულს მოვიგებ“, - განაცხადა როჯერ ფედერერმა, რომელმაც შვედეთის ღია პირველობა კარიერაში პირველად მოიგო.

შვეიცარიელის 64 ტიტულიდან 16 დიდი მუზარადის ტურნირებზე მოდის. ამ მხრივ ის კიდევ დიდხანს დარჩება პირველი.

რუნიმ რონალდუს გაასწრო

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს - უეინ რუნი კლუბის მესვეურთა ახალ წინადადებას დათანხმდა და კონტრაქტი გაახანგრძლივა. ის 2015 წლის 1 ივლისამდე დარჩება გუნდში, სანაცვლოდ - კვირაში 250 ათას, წელიწადში კი 12 მილიონ გირვანქას მიიღებს.

უეინ რუნი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. ინგლისელმა ექსთანაკლუბელს და მადრიდის რეალის პორტუგალიელ მეგავარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს აჯობა, რომელიც წელიწადში მილიონით ნაკლებს გამოიმუშავებს. ახალი კონტრაქტით საბოლოოდ დაესვა წერტილი თავდამსხმელთან დაკავშირებულ ჭორებს. რუნის მადრიდის რეალს და მანჩესტერ სიტის უკავშირებდნენ, მაგრამ ჩანს, ხმაურიანი ტრანსფერი აღარ შედგება.

მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ფორვარდს კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაესაუბრა და სასიამოვნო დასვენება ურჩია: უეინ რუნი დუბაიში მეუღლესთან ერთად გაემგზავრა, 24 ოქტომბერს კი 25 წლის იუბილეც იზეიმა.

ლიგამუსმა ლენტროფი დაასრულა

0x01 graphic

მონტენეგროს კატა რომ შარშან ლენ ტროფი მოიგო და ქვეყნის საუკეთესო გუნდად დასახელდა, ბერძნულ პანიონიოსს ევროპაში ერთ ერთი სტაბილური ფრენჩაიზი აქვს, დიდი ინვესტიცია ჩაიდო თურქული იუზმეს განვითარებაში. და არასრული ორი სეზონია არსებობს ჩვენი თბილისი ლიგამუსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელსაც წელს ლეგენდარული რევაზ ჩომახიძე დაემატა.

ყველაფერი შედარებითია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქართული გუნდი პროგრესირებს და სწორად ვითარდება. წყალბურთელების ევროპის ლიგა, ანუ ლენტროფი წელს შარშანდელზე სერიოზული გუნდებით შეივსო, რუსტერებიც უკეთესი მოთამაშეებით დაკომპლექტდა. ლიგამუსმა კი წარმატებით გაიარა პირველი წრე და მეორე, გაცილებით რთული ეტაპიც ერთი მოგებით დაასრულა.

კატაროსთან 7:13 წავაგეთ, მეორე დღეს უფრო დიდი ჰანდიკაპით გვაჯობა პანიონიოსმა, ბოლო დღეს კი საინტერესო მატჩში მაინც შევინაჩუნეთ მინიმალური უპირატესობა და თურქებს 11:10 მოვუგეთ. ჩომახიძემ სამივე შეხვედრაში გაიტანა, ჯამში 6 გოლი და უგროვდა და ლიგამუსის თანაბომბარდირი გახდა. ამდენივე გოლით ტურნირი ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ზურაბ რურუამ დაასრულა.

ლიგამუსი, რომელიც იგივე საქართველოს ნაკრებია, ეტაპობრივად აუმჯობესებს თამაშის ხარისხს. მშვიდად, არა ფორსირებულად ჩაიარა მოსამზადებელმა ეტაპმა, მოგვიანებით გუნდს შეუერთდა ჩომახიძე და მთავარ მწვრთნელს, ზვიად დავითიანსაც მშვენიერი კონტინგენტი მოუგროვდა.

ხარვეზები თბილისშიც ვნახეთ და მეორე ეტაპზეც იყო. ეს მოგვარებადია და ისიც კარგია, რომ ინგლისთან საკვალიფიკაციო მატჩის წინ, საქართველოს ნაკრებმა აუცილებელი პრაქტ კა მიიღო. ლენ ტროფის დაწყებამდე, დავითიანი ამ ტურნირს ინგლისისთვის ერთ ერთ მოსამზადებელ ეტაპად განიხილავდა.

ლენ ტროფის მეორე ეტაპზე გააგრძელეს დომინირება თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოსულმა იტალიურმა პოსილიპომ და უნგრულმა ჰონვედმა.

პოსილიპო ეტაპის მასპინძელი იყო და ნეაპოლში ჩატარებული სამივე შეხვედრა მოიგო (17:6 შურმანთან, 8:6 კოშიცესთან და 11:2 ზაქთან). უნგრელები მარსელში ჩავიდნენ და ორი მოგებით დაიწყეს, ბოლოში კი მასპინძელ მარსელთან ფრე 9:9 დასვეს და მშვი დად, ენერგიის დაზოგვით დაასრულეს ეტაპი. მაშინ, თბილისში ყველაზე მეტი გოლი უნგრელების ერთ ერთმა ლიდერ მა, ფერენც სალამომა გაიტანა, მეორეზე იტალიელი ფლეიბოი ვალენტინო გალო გავიდა. სალამონს ამ ეტაპზე ჰონვედის ვიცეკაპიტანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა მარტონ შივოშმა გაასწრო (9 გოლი), გალომ კი ლიმიტირებულ დროში 7 ზუსტი დარტყმით დაასრულა სამმატჩიანი ბლიცი.

სტამბოლში გალათასარაიმ იომა, პირველი ორი VS ი მოიგო და ბოლოში, რუსულ სინთეზთან არ წააგო. პირველი ტაიმის შემდეგ ფავორიტი, სინთეზი 6:3 იგებდა. მეორე ტაიმში რუსებმა გოლი ვერ გაიტანეს (!), თურქებმა სამჯერ შეაგდეს და სინთეზთან ერთად მეო რე ეტაპ ზეც გავიდნენ. თურქეთში სამდღიან ტურნირს 18 ათასი ფანი დაესწრო.

26 მოტეხილი ხელით აღებული 60

▲ზევით დაბრუნება


კალათბურთი|სპორტი

NBA-ს რეგულარულის სტარტით პროფესიული ლიგის ისტორიული ჰაილაითები ოდნავ უკანა პლანზე გადადის. აფიშირებული და უხერხულობამდე გალიპლიპებული ჰიტი, სოლიდური და მშვიდი ლეიკერსი, ბებრების თავშესაფარი, ანუ სან ანტონიო სპურსი და ფულის ფანი დევიდ სტერნი ისევ წინა პლანზე იქნებიან. პარალელურად, დაიწყო რამდენიმე თითქმის საინტერესო გამოკითხვა. ერთ-ერთში საჰედლაინო კითხვაა, ვინ დააგროვებს პირველ მიმდინარე რეგულარულში 60 და მეტ ქულას?

რთული, თითქმის არარეალურია დღევანდელ კალათბურთში 60 ქულის აღება. ლიგის ისტორიაში 60 და მეტქულიანი ინდივიდუალური ჰაილაითი 62-ჯერ, ოცმა მოთამაშემ დააფიქსირა. უილტ ჩემბერლენმა ეს 32-ჯერ გააკეთა, მაგრამ მაშინ კალათბურთიც სხვა იყო და ჩემბერლენსაც ბილ რასელის გარდა, ნორმალური ოპონენტი არ ჰყავდა.

მაიკლ ჯორდანმა 60 და მეტი ქულა ხუთჯერ დასვა, ისევე როგორც კობი ბრაიანტმა. მერე მოდის ელჯინ ბეილორი (4), რომელიც ჯორდანთან ერთად ერთადერთია, ვისაც იდენტური შედეგი, ანუ 60 ქულაზე მეტი აქვს აღებული როგორც რეგულარულში, ასევე გასავარდნ სტადიაზე.

0x01 graphic

ჯერი უესტი

1949 წლის 10 თებერვალს ფილადელფია უორიორზი ინდიანაპოლის ჯეთსს ხვდებოდა. ორი ნორმალური გუნდი, საინტერესო რუსტერებით და ძალიან სწრაფი ხუთეულებით. ფილადელფიას ჰყავდა მსუბუქი ფორვარდი ჯო ფულკსი, რომელიც ლიგის ისტორიაში პირველი ოფიციალური საუკეთესო ბომბარდირია (1946). სწრაფი, მანდილოსნებში საკმაოდ პოპულარული ფულკსი უპრობლემოდ იღებდა ნებისმიერ მატჩში იმდენ ქულას, რამდენიც სურდა. პრობლემა მხოლოდ ჯოს მოტივაცია იყო. ორჯერ ფულკსი მატჩის დროს მოედანზე დავარდა, რაც შეხვედრის დაწყებამდე კოკაინის და ტეკილას მიღებამ გამოიწვია.

იმ მატჩში ფულკსი პირველიდან ბოლო წუთამდე მოედანზე იდგა, 56/27 სროლა და 14/9 საჯარიმო გამოიყენა, ოპონენტის სამი დამცველი გააგდო და 63 ქულა დააგროვა. მაშინ NBA არ იყო NBA, ლიგას Basketball Association of America ერქვა და მოგვიანებით, NBA-ს ბოსებს ფულკსის რეკორდის დაფიქსირება არ სურდათ. 1976 წლის 20 მარტს ფულკსი კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 1976 წლის 21 მარტს ფულკსი მისი საცოლის უმცროსმა ძმამ, გრეგ ბანისტერმა ცეცხლსასროლი იარაღით ლინკოლნში ჩაცხრილა.

10 წლის შემდეგ ფულკსის რეკორდი ერთი ქულით გააუმჯობესა ელჯინ ბეილორმა.

მასზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ბეილორი იყო მთელი გუნდი, ბეილორმა ლეიკერსი ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციად აქცია და ბეილორი იყო კაპიტანი იქ, სადაც ლიგის ლოგოტიპი, ჯერი უესტი თამაშობდა. ბეილორმა კარიერა 23 149 ქულით და ჩემპიონობის გარეშე დაასრულა.

1962-63 წლებში ბეილორი ამერიკის ჯარში გაიწვიეს. ელჯინი დილით სამხედრო ვალდებულებას იხდიდა, შემდეგ მეგობარი გოგონას მამის მანქანით ლოს ანჯელესში მიქროდა, მოედანზე გადიოდა და ერთ მატჩში საშუალოდ 38 ქულაზე მეტს აგროვებდა. ელჯინი გახდა პირველი აფროამერიკელი კალათბურთელი, რომლის საპატივცემულოდაც ამერიკის პრეზიდენტმა სპეციალური მარკა გამოაშვებინა.

გუნდი, რომელიც ბეილორის ლეიკერსთან რეგულარულში აგებდა, კალიფორნიელებს ფლეი ოფში ამცირებდა და ეს გუნდი რასელის, ბობ კოუზის სელტიქსი იყო. 1959 წლის 8 ნოემბერს ლეიკერსმა ბოსტონს 136:115 გადაუარა, ბეილორმა კი 37 წუთში თამაშიდან 47-ში 25 სროლა გამოიყენა, 64 ქულა დადო და ფულკსის რეკორდი გადაწერა.

ბეილორი: „რეკორდის დამყარებაზე არ მიფიქრია. ფეხი ვიტკინე, ექიმებმა მოედანზე გასვლა ამიკრძალეს, მაგრამ გუნდში განაცხადის შესავსებად მოთამაშეების აუცილებელი რაოდენობა არ გროვდებოდა და იძულებული გავხდი, მეთამაშა. სროლა ჯერ არ წამივიდა, მეორე მეოთხედში კი სელტიქსის ერთ-ერთმა სათადარიგომ ცხვირი გამიტეხა. ტამპონით, დალილავებული თვალით ვითამაშე და მხოლოდ მატჩის მერე მითხრეს, რომ 64 ქულა დავაგროვე“.

ბეილორის შემდეგ კი დაიწყება უილტ ჩემბერლენის ეპოქა. უკვე კარიერის ბოლოს, როდესაც უილტი ლეიკერსში ჩემპიონი გახდება, ჩემბერლენს და ბეილორს ერთად თამაშის შანსი მიეცემათ, მანამდე კი ჩემბერლენ სტაბილურად აგროვებდა 40-45 ქულას, 23-25 მოხსნას, 5 პასს და ატერორებდა ყველას სელტიქსის და რასელის გარდა.

0x01 graphic

ელჯინ ბეილორი

უილტის 100-ქულიანი მატჩი (1962.02.03) უფრო გაპიარებულია, ვიდრე მისივე სხვა ჰაილაითები. ნიქსთან 100-ქულიანზე წონადი იყო შეხვედრა, როდესაც ჩემბერლენმა თითქმის მარტომ მოუგო ლეიკერსს.

1961.08.12. ლეიკერსი მეორე ტაიმში 19 ქულას უგებს უილტის ფილადელფიას. ჩემბერლენს არ მისდის თამაში და პირველი 30 ცოცხალი სროლიდან უილტმა მხოლოდ 11 ჩააგდო. ბეილორივით, ჩემბერლენსაც ცხვირი გაუტეხეს და გიგანტმა ამის შემდეგ აკრიფა. ზედიზედ აღებული 34 (!) ქულით მან მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. იქ უკვე ჩემბერლენიც გავარდა და კალიფორნიელებმაც მოიგეს 151:147, უილტმა კი მატჩი 78 ქულით, 43 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით და 17 სლემით დაასრულა. დაფარებებს და ჩაჭრებს ოფიციალურად არ ითვლიდნენ.

1978.09.04. რეგულარულის ბოლო მატჩი. სან ანტონიო სპურსის ლეგენდა, ჯორჯ გერვინი ბომბარდირებში პირველ ადგილზეა და დენვერის დევიდ ტომპსონს 0.07 უგებს. ნაგეტსის მატჩი დეტროიტთან ოდნავ ადრე იწყება და ტომპსონმა შეხვედრა 73 ქულით დაასრულა. გერვინს ბომბარდირის ტიტულისთვის მინიმუმ 63 ქულა სჭირდება. ჯორჯმა ბოლო მეოთხედამდე მოაგვარა ყველაფერი, 32 წუთში ზუსტად 63 ქულა აიღო და იმავე სხვაობით, ანუ 0.07-ით გადაასწრო ტომპსონს. სპურსმა ის მატჩი 132:153 დათმო. მეორე მეოთხედში გერვინმა 33 ქულა დააგროვა. შედეგი, რომელიც მოგვიანებით კობი ბრაიანტმა გაიმეორა.

სან ანტონიოს კიდევ ერთი დიდი კაცი მოხვდა ანალოგიურ სიტუაციაში. 1993-94 წლების რეგულარულის ბოლო დღეს დევიდ რობინსონი და შაკილ ო'ნილი ქულების თანაბარი საშუალო მონაგარით მიუახლოვდნენ. ადმირალის გუნდი კლიპერსს ხვდებოდა, შაკი კი მოგვიანებით უნდა გასულიყო მოედანზე. რობინსონზე მთელმა გუნდმა, მსაჯებმა, კლიპერსმაც ითამაშეს და ლეგენდარულმა ცენტრმა 42 წუთში 71 ქულა აიღო, შაკმა მოგვიანებით მხოლოდ 38 დააგროვა და რობინსონიც ისტორიაში შევიდა.

ლიგის ლოგოტიპი, ჯერი უესტი ერთადერთია, რომელმაც 60 და მეტი ქულა ხელმოტეხილმა გააკეთა. 1962 წლის 15 იანვარს უესტი სასტუმროს შესასვლელში წაიქცა და მარცხენა მაჯა მოიტეხა. ჯერის თაბაშირი დაადეს, ორი კვირით ვარჯიში აუკრძალეს, უესტი კი ორ დღეში მოედანზე გავიდა. ლეიკერსი ნიუ იორკ ნიქსს ხვდებოდა, მატჩს ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი დაესწრო და ჯერიმაც ცალი ხელით 63 ქულა აიღო. ერთ თვეში უესტს თაბაშირი ახსნეს, რომელიც ლეიკერსის პირსახოცში გახვეული, ეგრევე თეთრ სახლში გაგზავნეს. კენედიმ უესტს მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

0x01 graphic

ბილ რასელი და უილტ ჩემბერლენი

27 შევროლე ავეოს ბაზაზე უგზოობის მოდელს გამოუშვებს

▲ზევით დაბრუნება


ავტო

0x01 graphic

ჯენერალ მოტორსის ყველაზე მასობრივი ბრენდი შევროლე თავის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ავეოს ბაზაზე, უგზოობის მოდელის წარმოებას აპირებს. ამ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა ავტოქარი ავრცელებს. ჟურნალის ცნობითვე, პროექტის განხორციელება დაწყებულია. ახალი ავტომობილის შემუშავება შევროლეს კორეულ ტექნოლოგიურ ცენტრში მიმდინარეობს. წინასწარი ვარაუდით, ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა 2012 წელს უნდა ჩატარდეს.

ავტოქარის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომელიც ჟურნალმა „გენერლების“ კორეული შტოს დიზაინის დირექტორ ტაევონ კიმისგან მიიღო, უგზოობის ახალი ავტომობილისთვის, შევროლე ჰეჩბეკ ავეოს დაგრძელებულ პლატფორმას გამოიყენებს. ამასთან, მყიდველს არჩევანი ექნება - შეიძინოს სრულამძრავიანი მოდელი, თუ მხოლოდ წინა წამყვანბორბლიანი.

რაც შეეხება ავტომობილის გარეგნობას, ის შევროლეს კორპორატიულ სტილში შესრულდება. სალონში კი ყველაფერი მაღალი ხარისხისა იქნება. უგზოობის პატარა ავტომობილის სალონში გამოიყენებენ შევროლეს ეგრეთ წოდებულ ორმაგი კოკპიტის დიზაინს, რომელიც პირველად კომპაქტურ სედან კრუზზე ვიხილეთ.

ამასთან, ტაევონ კიმმა განაცხადა, რომ მომავალში, ანალოგიურ ავტომობილს ჯენერალ მოტორსის გერმანული შტო ოპელიც გამოუშვებს, თუმცა ისიც დასძინა, რომ ეს ორი ავტომობილი სხვადასხვა აუდიენციაზე იქნება გათვლილი. ორ ავტომობილს შორის განსხვავებაც უფრო მეტი იქნება, ვიდრე შევროლე კაპტივასა და ოპელ ანტარას შორისაა, რომლებსაც ძარის ზოგიერთი პანელიც კი ერთნაირი აქვთ.

ცნობისათვის, შევროლემ მომდევნო თაობის ავეო საზოგადოებას პირველად ახლახან, პარიზის საავტომობილო შოუზე წარუდგინა. ამ ავტომობილისთვის სულ ექვსი ძრავია გათვალისწინებული, რომელთაგან ოთხი ბენზინზე მუშაობს, ორი კი - დიზელზე. ბენზინის აგრეგატების მოცულობა 1.2, 1.4 და 1.6 ლიტრია. პირველი ორი ვერსიის სახით იწარმოება და მათი სიმძლავრე 70 და 86 ცხენის ძალაა, 1.4-ლიტრიანი 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 1.6-ლიტრიანის სიმძლავრე კი 115 ცხენის ძალაა. რაც შეეხება დიზელს, მისი მოცულობა 1.3 ლიტრია და ისიც ორ ვერსიად იწარმოება, რომელთაგან ერთი 75 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორე კი - 95 ცხენის ძალას.

28 თბილისის ავტო შოუ მწირი ექსპოზიციით და ძალიან ცოტა დამთვალიერებლით

▲ზევით დაბრუნება


ავტო

0x01 graphic

22-24 ოქტომბერს, თბილისის ექსპოცენტრის მე-11 პავილიონმა უმასპინძლა თბილისის საერთაშორისო ავტოშოუს, რომელზეც საქართველოში მომუშავე ავტოდილერებმა მათ ხელთ არსებული ახალი ავტომობილები გამოფინეს.

სამწუხაროდ, შოუზე ავტომობილები მხოლოდ ორმა კომპანიამ - GT მოტორსმა და იბერია ბიზნეს ჯგუფმა გვიჩვენა. ამასთან, მულტიბრენდული იბერია მხოლოდ ერთი მარკით - კორეული კიათი იყო წარმოდგენილი, GT მოტორსმა კი საზოგადოებას თავისი სამივე ბრენდის - ფორდის, ლენდროვერის და სუძუკის ავტომობილები უჩვენა.

დილერების გარდა, თავიანთი პარტნიორი კომპანიების პროდუქცია იმავე GT მოტორსმა, იბერია ტექავტო მოტივმა (იბერია ბიზნეს ჯგუფში შედის) და თეგეტა მოტორსმა გამოფინეს. მათ პავილიონებში ზეთებს, საბურავებს, სხვადასხვა მაკომპლექტებლებს, სათადარიგო ნაწილებსა და სპეც ტექნიკას ნახავდით.

თბილისის ავტოშოუს მთავარი მოვლენა ის იყო, რომ სუძუკის ავტომობილები GT მოტორსის პავილიონში იდგა. როგორც ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა დემურ აფციაურმა განაცხადა, 1 ოქტომბრიდან, იაპონური კომპანიის ოფიციალური ქართველი დილერი სწორედ GT მოტორსია, რომელიც გაყიდული ავტომობილების სრულ საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას განახორციელებს.

ჯერ ჯერობით, სუძუკის ავტომობილების ყიდვა GT მოტორსის იმავე შოუ რუმში იქნება შესაძლებელი, სადაც ფორდის და ლენდ როვერის მანქანები დგას. ახლო მომავალში კი იაპონური ბრენდის მოდელებისთვის სრულიად ახალი შოურუმი და მისი სრული ინფრასტრუქტურა ამოქმედდება.

დემურ აფციაურის თქმით, GT მოტორსი მყიდველს, სპეციალურად ქართული ბაზრისთვის მომზადებულ ავტომობილებს, მათს საგარანტიო მომსახურებას და ორიგინალურ იაპონურ სათადარიგო ნაწილებს სთავაზობს. საგარანტიო პირობები 3 წლიან უფასო მომსახურებას გულისხმობს როგორც ძრავსა და ტრანსმისიაზე, ასევე სავალ ნაწილსა და ნებისმიერ კვანძზე, რომლებიც ავტომობილის გამართულობას უზ რუნველყოფს. გარანტია იმ სათადარიგო ნაწილებსა და სერვისზეც ვრცელდება, რომლებსაც GT მოტორსი თავის კლიენტურას სთავაზობს.

ამავე კომპანიის პავილიონში თავს იწონებდა ლეგენდარული ფორდ მუსტანგის GT ვერსია, ასევე ლეგენდარული ლენდ როვერ დიფენდერი, ფორდ კუგა, რომელსაც ერთი მყიდველი იქვე გამოუჩნდა, ორი გრანდიოზული რეინჯ როვერი და ფორდის და ლენდ როვერის კიდევ რამდენიმე ავტომობილი. სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ უახლესი ფორდ ფიესტა, რომელზეც მთელს მსოფლიოში ისეთი დიდი მოთხოვნილებაა, რომ GT მოტორსი მის ჩამოყვანას მხოლოდ ნოემბერში შეძლებს. ასევე მოგვიანებით ჩამოიყვანენ უახლეს ფორდ ფოკუსსაც.

რა შეიძლება ითქვას თბილისის „საერთაშორისო“ ავტო შოუზე? მან აშკარად ერთი დილერის დიდი შოურუმის შთაბეჭდილება დატოვა. სხვა დილერებს თავიანთი პროდუქციის გამოტანა რომც სდომოდათ, მათ გაცილებით პატარა პავილიონებში მოუწევდათ ფართობის დაქირავება. ეს კი, მათს ინტერესებში აშკარად არ შედიოდა. ესეც რომ არა, დილერების უმეტესობა ამბობს, რომ გამოფენაზე ფართის დაქირავება მეტისმეტად ძვირი ჯდება.

მოკლედ, თუ თბილისის ავტოშოუს ორგანიზატორებს სურთ, რომ გამოფენა მომავალში მაინც წარმატებული გახდეს და ბევრი დამთვალიერებელი მიიზიდოს, დამატებითი პავილიონების მოწყობა მოუწევთ. ამას კი სოლიდური ინვესტიცია დასჭირდება...

29 კიდევ ერთხელ ლიტერატურაზე...

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურა|კულტურა

გალას ნომინანტები და ინტერვიუ ზაალ სამადაშვილთან

წლევანდელი გალა მართლაც გამორჩეული გახლდათ. ლიტერატურული კონკურსის დაჯილდოება ტელეიმედის პირდაპირი ეთერით გადაიცა და მაყურებელს იშვიათი შესაძლებლობა მიეცა, ქართული ლიტერატურის სიცოცხლეში დარწმუნებულიყო. ტაბულა გაგაცნობთ ნომინაციებს, გამარჯვებულთა სიას და ინტერვიუს გალას დამფუძნებელ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, პროზაიკოს ზაალ სამადაშვილთან.

ზაალ სამადაშვილი: რაც მეტი და მრავალფეროვანი კონკურსი იქნება ქვეყანაში, მით უფრო კარგია ლიტერატურისთვის. გალას დაარსების მამოძრავებელი ძალაც სწორედ ეს გახლდათ. მაშინ უკვე არსებობდა სახელმწიფო პრემიები, მაგალითად რუსთაველის პრემია. ასევე, დაფუძნებული იყო საბა, რომლის ჟიურის წევრი ვიყავი. შემდეგ კი გაჩნდა შესაძლებლობა, კიდევ ერთი ლიტერატურული ჯილდო შემატებოდა ამ სიას - 2006 წლიდან საკრებულოს წევრი ვარ, გარკვეული თანხაა გამოყოფილი კულტურული ღონისძიებებისთვის. მე დავაყენე კონკურსის და ფუძნების საკითხი და წევრებმა მოიწონეს. 2007 წლის შემოდგომაზე გალა პირველად გაიმართა. თავიდან ავტორს 2500 ლარით ვაჯილდოებდით, 2009 წლიდან კი თანხა 4 ათას ლარამდე გავზარდეთ. ასევე გადაეცემათ სპეციალური ხის ყუთი გოგი ოჩიაურის კომპოზიციით. კოლხური ცულის ასლები გალას სიმბოლოდ იქცა.

  • ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები თუ აქვს გალას სხვა კონკურსებისგან?

შევეცადეთ სწორედ განსხვავებული ნომინაციები გვქონოდა. მაგალითად, წიგნი ბავშვებისთვის, წიგნის მხატვრობა და წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი.

  • ხომ არ აპირებთ რამე ახალი ნომინაციის დამატებას, რომელიც უშუალოდ წიგნს არა, მაგრამ ვთქვათ ლიტერატურულ ინტერნეტ - პროექტებს ან მულტიმედია -არტს შეეხება?

ჯერჯერობით რა გადაწყვეტილებაც გვაქვს მიღებული, იმის შესახებ მოგახსენებთ, თუმცაღა რასაც თქვენ ბრძანებთ, საინტერესო იდეაა და ამის განხორციელებაც შეიძლება. ერთი ნომინაცია მომავალ წელს აუცილებლად დაემატება - ეს კინოს ლიტერატურული სცენარია. აუცილებელია კინო დრამატურგთა წახალისება. ეს ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ხდება, სწორედ მათი იდეა და სურვილი იყო ეს და ჩვენც სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი.

  • გალას, როგორც სხვა მნიშვნელოვან პრემიებს, ყოველთვის თან სდევს და მარცხებულთა უკმაყოფილება და ჩივილი ჟიურის არაობიექტურობაზე...

0x01 graphic

ზურაბ ლეჟავა გალას ცერემონიაზე
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

მოგეხსენებათ, კონკურსზე ყველა ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მე დამარცხებულად არ მივიჩნევ იმ ავტორს ან წიგნს, რომელმაც პრემია ვერ აიღო. ისე კი, გადაწყვეტილებას ჟიური იღებს, გალას შემთხვევაში ხუთ კაციანი შემადგენლობა, რომელიც, როგორც წესი, ყოველ წელს ორი ან სამი კაცით იცვლება. აი, ამ ხუთი ადამიანის გემოვნებაზე, როგორც ყველა მსგავს შემთხვევაში, არის დამოკიდებული გამარჯვებულის გამოვლენა.

0x01 graphic

სამაგიდო წიგნი - „პრაიმტაიმი“ - „გმირი“ წლის წიგნი - ზურაბ ლეჟავა „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრისთვე ში“ თარგმნილი წიგნი - ლია ჩლაიძე „მე მქვია წითელი“ (ორჰან ფამუ ქი) საბავშვო წიგნი - „საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის“ (მოთხრობილი მზია სურ გულაძის მიერ) - ლიტერა წიგნის მხატვრობა - თინათინ ჩხიკვიშვილი - მაყვალა მრევლიშვილის „ლექსები“ (ქართული ბიოგრაფიული ცენტრი) წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი - კახა თოლორდავა - „საუბრები ჯაზზე“ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

იმის გამო გაჯავრება, თუ ამ ადამიანებს რატომ არ მოეწონათ ჩემი წიგნი ან პროექტი, არამართებული მგონია. კონკრეტული გემოვნების ჟიურიმ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის და ეს. ჟიური ყოველთვის სუბიექტურია. ერთხელ ვახუშტი კოტეტიშვილმა თქვა - „ხალხო, როგორ შეიძლება ვიყო ობიექტური, მე ხომ სუბიექტი ვარო“. მთავარია, ჟიური არ იყოს მიკერძოებული - უპირატესობა არ მიანიჭოს თავის მეგობარს, ნაცნობს თუ ნათესავს ამ ნიშნით.

  • საუბრობენ იმაზეც, ხომ არ იქნება ეს კონკრეტულად ერთი, თუნდაც ორი მოწვევის საკრებულოს პროექტი. თქვენი აზრით, როგორი მომავალი აქვს გალას?

ძალიან დაჯერებით თქმა იმისა, რომ ამაზე უარს ვერავინ იტყვის, ძნელია. თუმცა განსაკუთრებით წლევანდელმა წელმა, მრავალი მიზეზის გამო განმიმტკიცა რწმენა იმისა, რომ გალა საკრებულოს ნებისმიერი შემადგენლობის შემთხვევაში იარსებებს. ჩაერთო კულტურის სამინისტრო, კინო ცენტრი, ასევე შეიძლება ამ პროცესის თანამონაწილე სხვადასხვა ფორმით არაერთი სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო ორგანიზაცია გახდეს. დარწმუნებული ვარ, მალე ეს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი კონკურსი იქნება.

30 JAZZ ზეიმი თბილისში

▲ზევით დაბრუნება


მუსიკა|კულტურა

დავით კოვზირიძე

რეალური მაკოი და დიდი პატარები

0x01 graphic

მაკოი ტაინერი

როდესაც მაკოი ტაინერის კვარტეტი თბილისის მეცამეტე ჯაზფესტივალის გასახსნელად სცენაზე გამოვიდა, ყველანი იმ საპარიკმახეროში აღმოვჩნდით, რომელშიც ედი მერფი რამდენიმე ხანშიშესულ დალაქს ერთდროულად ასახიერებს ფილმში „მოგზაურობა ამერიკაში“. სავარძელში ჩავჯექი, წინსაფარი გამიკეთეს და ჭორაობაც დავიწყეთ. ჭორაობა ცოტა ძველ ამბებზე, მელოდიურად, მშვიდად. თავიდან თითქოს მოსაწყენადაც და ის იყო, თვლემამ გამიელვა თავში, რომ გარი ბარტცმა ძალიან საინტერესო ისტორია წამოიწყო საქსოფონით. მერე რიგრიგობით ყველა დაიქოქა და საპარიკმახეროში ყოფნაც სახალისო გახდა. ერთ მომენტში კი ტაინერმა ისეთი ტემპი აკრიფა, რომ ძლივს გავყევი, ძლივს ვასწრებდი აღფრთოვანებას, ძლივს მესმოდა, რისი თქმა უნდოდა. ის კი არ ჩერდებოდა - „მე, ბად პაუელი და თელონიუს მონკი ჯონ კოლტრეინთან ავედით ჩაიზე...“ „გამიხარდა, მეოთხე გრემი რომ მომცეს...“ მერე უცბად ოთხივემ ერთად დაიწყო და ყველაფერი თავის ადგილას დადგა - გახურებული მოხუცების დინამიური მონათხრობი უკვე ძალიან კარგი მოსასმენი იყო. და ამ დროს ამ ჰარმონიაში ძალიან უხეში ჰანგები შემოიჭრა - ერთმანეთში აზელილი ტელეფონის ზარის (რატომ არ თიშავენ?) და ცხარე ცრემლით მომტირალი 3-4 წლის ბავშვის (რა უნდოდა იქ?). მომენტალურად თბილისში დავბრუნდი, სულ სხვა ხარისხის ჭორაობაში. იმ ბავშვის პატრონი თითქოს თვალებით მეკითხებოდა: „იცი, რა მითხრა მერაბის მძახალმა?..“

ამერიკაში, კეთილი მოხუცების გარემოცვაში დაბრუნება ვეღარ მოვასწარი. ტაინერის კვარტეტმა გამოსვლა დაამთავრა. ტაინერის კვარტეტი ბისზე არ გამოუძახიათ.

სამაგიეროდ კრისტიან სკოტის კვინტეტი გამოიძახეს ორჯერ. ერთხელ გამოვიდნენ, მეორედ - აღარ. თანამედროვე ჯაზის მთავარი ხულიგანის და მისი ბრწყინვალე, ძალიან აგრესიული ბენდის გამოსვლამდე ნაცნობმა მომიყვა, თუ რა ცუნამი მოაწყვეს ამ ახალგაზრდებმა ზაფხულში როტერდამში. ამჯერად ცუნამი არ გამოვიდა. რატომღაც მხოლოდ ერთსაათიანი გამოსვლა არასაკმარისი აღმოჩნდა ამისთვის.

0x01 graphic

კრისტიან სკოტი
ყველა ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

ძველი თაობის სოლიდური, კლასიკური კომპოზიციების შემდეგ სკოტმა ნამდვილი ენერგეტიკული საგიჟეთი მოაწყო და მხოლოდ ორი პაუზა გააკეთა: პირველად ჯგუფის წევრები წარმოადგინა და მოგვიყვა, რომ პიანისტი ლოურენს ფილდსი და კანადელი გიტარისტი მეთიუ სტივენსი ბერკლიში სწავლისას გაიცნო, რომ კრისტოფერ ფანის ბასის მოსასმენად საგანგებოდ ჩავიდა ბალტიმორში, სა დაც ხუთი საათის განმავლობაში ერთად უკრავდნენ და როცა სკოტმა ბენდში გადასვლა შესთავაზა, უარი მიიღო. მერე გაირკვა, რომ ეს ხუმრობა იყო - ფანი, რასაკვირველია, სკოტთან წავიდა. ისევე, როგორც დრამერი ჯემაირ უილიამსი, რომელიც სკოტმა და მისმა ტყუპისცალმა ბავშვობაში უბანში გააჩერეს, გაარკვიეს, რომ შეყვარებულთან მიდიოდა პირველი კოცნის დასაგემოვნებლად და: „მე და ჩემი ძმა საზიზღარი ბავშვები ვიყავით, მან ჯემაირი გააკავა და მე ვაკოცე. ეს მისი პირველი კოცნა იყო. ვერ გვიტანდა, მაგრამ მერე დავმეგობრდით“.

მეორე პაუზა ბოლო კომპოზიციის წინ იყო: „პოლიციელებმა გამაჩერეს, მანქანიდან გადამათრიეს, შარვლის ჩახდა და მიწაზე დაწოლა მომთხოვეს, თან მითხრეს, თუ არ გავაკეთებდი, დედაჩემი მორგში მომაკითხავდა. არ გავაკეთე, სახლში ძალიან გაბრაზებული დავბრუნდი და აი, ეს დავწერე“.

სკოტის საყვირიდან გინება გაისმა. არადა, სულ რაღაც თხუთმეტი წუთით ადრე ამ გილესპისეული საყვირიდან სიყვარულის ულამაზესი ამბავი მოგვასმენინა. ეს ბიჭი გენიალურობისთვისაა გამზადებული.

ჯვაროსნები ტრიოს ჩრდილში

0x01 graphic

უეინ ჰენდერსონი
ფოტო: REUTERS ©

ფესტივალის მეორე დღეს განსაკუთრებულად ველოდი, ვიცოდი, რომ დაიენ რივზი, რასელ მელოუნი და რომერო ლუბამბო ფანტასტიკურ კონცერტს გააკეთებდნენ, მაგრამ შევცდი. ამ სამმა მუსიკოსმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით მოწყენილობისთვის განწირულმა პროექტმა (ორი გიტარა და ვოკალი), რომელმაც ევროპული ტურნე დაიწყო, ორი საათი ხუთ წუთად აქცია და ეს სწორედ ის „ხუთი წუთია“, რის გამოც ჯაზი გვიყვარს.

ჯორჯ დიუკის ფაშფაშა ბიძაშვილმა დარბაზში ტორტი შემოიტანა და თითო ნაჭერი ყველას ჩამოგვირიგა. უგემრიელესი იყო. რივზის ხმა არანორმალურად არომატულია. თან ძალიან მსუყე. რივზის ხმას საზღვარი არ აქვს, არც ქვედა და არც ზედა. ის ხმას გავლებს და გამოგზაურებს იქ, სადაც გაუხარდება. გაოცებს, გატირებს, გაცინებს. ამიტომაც აქვს ოთხი გრემი საუკეთესო ჯაზვოკალისთვის, ამიტომაც იმღერა 2002 წლის ოლიმპიადის დახურვაზე და ამიტომაც დაინგრა კინაღამ ფილარმონია. თუმცა ამ ამბავში დაიენის აქეთ-იქით მსხდომებმაც დიდი წვლილი შეიტანეს. ბრაზილიელი ლუბამბო სხვადასხვა დროს ისეთ გრანდიოზულ ფიგურებთან ერთად უკრავდა, როგორებიც არიან: ასტრუდ ჟილბერტო, დიზი გილესპი, ელ ჯერო, გროვერ ვაშინგტონ ჯუნიორი და ჰარი ბელაფონტე, რომელთან ერთადაც დაიენ რივზი სამი წლის განმავლობაში აწყობდა ტურებს. რასელ მელოუნი კი, სანამ საკუთარ კვარტეტს შექმნიდა, უკრავდა ლეგენდარულ ჯიმი სმიტთან და რონ კარტერთან ერთად და იყო დაიანა კროლის ტრიოში.

მთელი ეს მდიდარი ბიოგრაფია 28 ოქტომბერს გამოჩნდა უნაკლო, უმაღლესი კლასის შესრულებაში. კონცერტის დასაწყისში და ბოლოში რივზი „დოკუმენტური” კომპოზიციებით მოგვესალმა და დაგვემშვიდობა, მოგვიყვა აქაური შთაბეჭდილებების შესახებ, როგორ მოიცალა საყურეების საყიდლად (კონცერტზე ეკეთა) და როგორ უნდა, რომ აქ კიდევ დაბრუნდეს. სასწაულები აკეთეს მელოუნმა და ლუბამბომ. ნამდვილი სასწაულები. სულ ბოლოს კი, ბისზე გამოსული რივზი მიკროფონს მოშორდა და ნატურალური დარტყმა მოგვაყენა. ემოციები ზუსტად აქ ამოიწურა და მომდევნო, ჯაზ კრუზეიდერზის ისედაც მსუბუქი პროგრამა კიდევ უფრო შეამსუბუქა - გასაოცარი მოგზაურობის შემდეგ ჯვაროსნებმა ნელ-ნელა, მხიარულად დაგვიშვეს მიწაზე.

დასკვნითი ორი დღის შესახებ მომდევნო ნომერში გავაგრძელოთ

0x01 graphic

დაიენ რივზი

31 საქართველოს მოდის კვირეული: სეზონი მეორე

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|fashion

მეორე სეზონია იმართება საქართველოს მოდის კვირეული, რომელიც თბილისში მოღვაწე მოდელიორების და მოწვეული სტუმრების კოლექციებს აჩვენებს. მოდის კვირეული პირველ რიგში ახალი დიზაინის, ტანისამოსის ინდუსტრიის და შემოქმედებითი პროცესების ამსახველი მოვლენაა, ჩვენთან კი სახალხო მხიარულების, თბილისობის ნაწილი იყო. დასაფასებელი ამ ღონისძიების ევროპელი სტუმრები იყვნენ, მნიშვნელოვანი კრიტიკოსები, სტილისტები, ბლოგერები - ადამიანები, რომლებიც აცოცხლებენ მოდის ინდუსტრიას.

წარმოუდგენელია კარგი დიზაინი არსებობდეს ქვეყანაში, სადაც არ არის შესაბამისი, თანამედროვე ძლიერი ინფრასტრუქტურა, სწორედ ამიტომ, კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციები საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა.

0x01 graphic

ქეთი ჩხიკვაძე

4 დღის განმავლობაში რუსთაველის თეატრსა და საჯარო ბიბლიოთეკში მოწყობილ 3 პოდიუმზე სუსტი კოლექციებით 19 ქართული მოდის სახლი და 4 უცხოელი დიზაინერი წარდგა. გასპარ იურკევიჩის და აილაბ მილანოს კოლექციები საინტერესო გახლდათ. არ იყო ცუდი ქეთი ჩხიკვაძე, გოლა და პეპელა. ზოგადად კი ქართველი მოდის დიზაინერების კოლექციები ინდივიდუალური, ღრმა ძიებების მაგიერ ან პირდაპირ ბაძავენ ცნობილ დიზაინერებს, ან უკვე ცნობილი, შემდგარი მოდელების უსახურ ასლებს აკეთებენ. უცნაურია, მაგრამ მედიაც მომენტალურად იწყებს „თბილისი Live”-ის პირობებში მათი მოულოდნელად დაწყებული ვარსკვლავური ცხოვრების მონიტორინგს და არ ინტერესდება კომპეტენტური კრიტიკით, რეალური ნამუშევრით. გასაოცარია, რომ კრიტიკოსებთან და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან არ გაიმართა სერიოზული დისკუსია, აზრის გაცვლა. ამ მხრივ ჟურნალისტები და მოდელიორები ერთნაირად მორიდებულები აღმოჩნდნენ.

0x01 graphic

ლაკო ბუკია
ყველა ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

ჩამოსულ სტუმრებს შორის გახლდათ საფრანგეთის Prкt-а-Porter-ის ფედერაციის პრეზიდენტი ჟან - პიერ მოშო, სტილისტი ქეტრინ ბაბა, Style.com-ის კრიტიკოსი ბეტ არნოლდი და ბლოგერი იუვენ როდიჩი. პარიზელი როდიჩი ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს, ფოტო ბლოგინგითაა დაკავებული და ცნობილი წიგნის და ბლოგის Facehunter-ის ავტორია. მან თბილისში უამრავი ფოტო გადაიღო და თავისი შთაბეჭდილებების გამოქვეყნება უკვე დაიწყო (www.facehunter.com): „ეს სივრცე განსხვავებულია სხვა ადგილებისგან, სრულიად არა საბჭოთაა, პარიზისა და ბომბეის ნაზავია. მინდა ხალხის, უბრალო ცხოვრების და სოციალისტური პერიოდის არქიტექტურის ნახვა, მაინტერესებს ყველაფერი რეალური, ნაღდი“. ჟან - პიერ მოშომ კი ლაკონურად დაახასიათა მოდის კვირეული: „მოდაში ინდივიდუალიზმი და შრომის სიყვარული მთავარია, კვირეული ახალია, საინტერესო დასაწყისია, მაგრამ დიდი ძალისხმევა გჭირდებათ, რომ დღესასწაული საქმედ აქციოთ“

32 მოდა

▲ზევით დაბრუნება


სულელი უცხოელი|სვეტი

0x01 graphic

მოდა, როგორც ერთხელ ოსკარ უაილდმა თქვა, ისეთი უშნო რამ არის, რომ ექვს თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს. საქართველომ, როგორც ჩანს, ეს რჩევა ერთიორად გაითვალისწინა: წელს, მინიმუმ, სამი ქართული მოდის კვირეული დავთვალე.

მართალია, ახლა კარგად გამოწყობილ ადამიანად ვერ ჩავითვლები, მაგრამ გლამურული წვეულებების მოყვარული მაინც ვარ და მეც მოდის კვირეულებზე დასწრება საქმიანობად გავიხადე. და იცით რა? ისინი ცუდი სულაც არ იყო. მოდელები უმშვენიერესები იყვნენ, ტანსაცმელი, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან ლამაზი და ამ ყველაფერს პროფესიონალიზმის ის სასიამოვნო ელფერი დაჰკრავდა, რომელიც ქართულ ღონისძიებებს ასე ხშირად აკლია. საქართველოს ახალგაზრდა დიზაინერებმა მთელი გული ჩადეს თავიანთ კოლექციებში, რომლებიც სიყვარულით იყო შექმნილი, ორიგინალური, ელეგანტური და დახვეწილი. მაგრამ, ვეჭვობ, ამან რაიმე მნიშვნელოვნად შეცვალოს.

რაც არ უნდა თქვან მოდის მიმდევრებმა, ამ შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ეს სტილია მოდაშიო, ყველამ ვიცით, რა ტანსაცმელს ჩაიცვამს ყველა - შავს. შავი ფერი საქართველოში რამე ახალი შავი ფერი არ არის, ეს ის შავია, რომელიც იყო და რომელიც მუდამ იქნება. ქართველებს ამ ფერის ტანისამოსი (არის კი ეს ფერი?) გასაოცარი მრავალფეროვნებით აცვიათ: მოდას აყოლილ ქალბატონებს აბანოს მოედანზე, რომლებიც ძვირადღირებულ ჩაის წრუპავენ? - შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შავი კაბა ქამრით, შავი ხელჩანთა. პარკში მოსეირნე გოგონებს, რომლებსაც გაპრანჭული მოზარდები თვალს ადევნებენ? - შავი მოტკეცილი ჯინსები, შავი მაისური და შესაძლოა, შავი ბუმბულის ჟილეტი. ქართველის ტანსაცმლის კარადაში რომ შეიხედო, ალბათ, გეგონება, სიცარიელეში ვიყურებიო.

აშკარაა, რომ უკვე კარგა ხანია ასეა. შავი ტყავის ქურთუკი სამარშრუტო ტაქსის ყველა მძღოლის უნიფორმაა ამ ქვეყანაში, ხოლო მე-19 საუკუნის ტფილისის ფოტოებს რომ უყურებ, ჩოხა... აბა თუ გამოიცნობთ, რა ფერისაა? მართალი იყო ოსკარ უაილდი, მოდა ცვალებადია, მაგრამ ქართული ეროვნული სამოსი გამორჩეულად გამძლე გამოდგა. 100 წლის წინ კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის, ჰენრი ფორდის, სიტყვების პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, საქართველოში შეგიძლია ნებისმიერი ფერის ტანსაცმელი ჩაიცვა - ოღონდ იმ პირობით, ლაკო ბუკია რომ ის შავია.

33 2016

▲ზევით დაბრუნება


ზაზა ბურჭულაძე|სვეტი

0x01 graphic

ცოტა ხნის წინ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დაიხურა. საქმეში ჩახედულმა ხალხმა იცის, რომ ეს თითქმის ისეთივე მასშტაბის მოვლენაა, როგორც მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. იმ განსხვავებით, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყოველწლიურად იმართება. მსოფლიოში ბევრი სხვა წიგნის ბაზრობაც ეწყობა, მაგრამ მასშტაბურობით და თავისი მნიშვნელობით ფრანკფურტისას ვერც ერთი შეედრება.

წარმოიდგინეთ თბილისის რომელიმე უბნისხელა ოთხსართულიანი შენობის თითქმის ყოველი კვადრატული მილიმეტრი რომ წიგნს ეთმობოდეს. აქ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაა წარმოდგენილი, ამერიკით დაწყებული, მადაგასკარით დამთავრებული. თან თითოეული ქვეყნიდან რამდენიმე გამომცემლობას თავისი საკუთარი სტენდი აქვს.

ეს სტენდები ცალკე საუბრის თემაა. მაგალითად, ლატვიას წელს არა მარტო სტენდი, ყველა დანარჩენი ნივთიც, მაგიდისა და სკამების ჩათვლით, მუყაოსგან დაემზადებინა. ძნელია, სიტყვებით გადმოსცე მთელი ის სილამაზე და სიღრმე, რაც ამ მინიმალიზმში იყო ჩაქსოვილი. თითქოს არაფერი, არადა ყველაფერი ეს წარუშლელ კვალს ტოვებდა დამთვალიერებელზე. რომელიც, ცოდვა გამხელილი ჯობს, აქ მყიდველსა და გამყიდველზე მეტია. ფრანგებსაც ძალიან მაგარი სტენდები ქონდათ. ერთი განსაკუთრებით ორიგინალური იყო - შიგნიდან ნეონით განათებული მინის პატარა შედევრი. მინისა იყო სტენდის კედლებიც, სკამებიც და, ასე გასინჯეთ, ქვევიდან ამონათებული იატაკიც კი: მთლიანობაში უცხოპლანეტელთა ხომალდს ჩამოგავდა. არც არაბები ჩამორჩებოდნენ ვინმეს. გეგონებოდა, სტენდებს შორის რამდენიმე პატარა მეჩეთი ჩაუდგამთო, ზედ ოქროს არაბული წარწერებით და წვეტიანი თაღებით. მოკლედ, ფრანკფურტში ყველა თავგადაკლული ცდილობს, საკუთარი გამომცემლობა სხვათაგან რამით მაინც გამოარჩიოს. ახერხებენ კიდეც. ზოგს დამატებით სტენდის წინ მდგარ მაგიდაზე ტკბილეულობა უწყვია - ნაირგვარი ჩირი, შაქარლამა, ნუგა, ფოჩიანი კანფეტი, და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მხოლოდ გეტყვით, რომ ფრანგებს შამპანური ესხათ ვიწროყელიან ბოკალებში, რუსებს კი სტენდის წინ პატარა ტანკი და ერთიც ნამდვილი ქვემეხი ედგათ. რომ აღარაფერი ვთქვათ იქვე მიწოლილ კამუფლაჟიან მექვემეხეზე. ტანკისტი არსად ჩანდა, ტანკში თუ იჯდა. ამიტომაც იყო, ალბათ, მათ სათოფეზეც კი რომ არავინ ეკარებოდა. ცხადია, გერმანელების გარდა. მერამდენე ათწლეულია, ესენი ერთ დიდ ვაი-უშველებელ ბოდიშს უხდიან რუსებს.

და კიდევ, ბევრ გამოცდილ და სახელიან გამომცემლობას სტენდის კედლებზე თავის ავტორთა შავ-თეთრი პოსტერები აქვს გამოკრული. ძალიან შთამბეჭდავია, როცა კედლიდან ვიღაც გიყურებს. ცხადია, ამ ავტორთა უმეტესობას პირველად და, სავარაუდოდ, უკანასკნელად ხედავ, თუმცა სათქმელია, რომ მათი თვალები იმდენად მეტყველია, რომ ძნელია, სტენდს უემოციოდ ჩაუარო. ბევრი მათგანი, ალბათ, შტერზე შტერია, თუმცა ფოტოდან მომზირალნი რაღაცნაირი ჭკვიანები და მსოფლიო სევდას ჩახვედრილები ჩანან. ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა, იქ გამართულ ქართულ სტენდზე, რომელიც ისედაც საშუალო დონისაა, ავტორთა პოსტერები იყოს გამოკრული. თორემ თაროებზე შემოწყობილ ქართულენოვან გამოცემებს არანაირი გასავალი რომ არა აქვს, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ისიც ხომ ცხადია, რომ ვერც პოლიგრაფიით შევეჯიბრებით სხვებს. პოსტერიდან კი ავტორი თითქოს გელაპარაკება, თქვენს შორის სხვა ქიმია ჩნდება.

ცოტა ნირი კი წაგიხდება კაცს ამდენი წიგნის დანახვაზე. თან ხვდები რა, რომ იქ ვიღაც ისლანდიელი კუხარკა ან ინდოელი ტაქსისტი უფრო წარმატებული ავტორია, ვიდრე შენი ქვეყნის რომელიმე მართლა კარგი მწერალი. ვთქვათ, - სხვებს რომ გული არ დაწყდეთ, ამიტომ მხოლოდ ჩემს ფავორიტს დავასახელებ, - ზურაბ ლეჟავა. მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ წიგნის წერას და, მით უფრო, წიგნის კითხვას უნდა შევეშვათ. პირიქით, რაც შეიძლება მეტი უნდა ვწეროთ და ვიკითხოთ. ოღონდ მარტო ერთმანეთის კი არა, მათი წიგნებიც, ვისი პოსტერებიც ფრანკფურტში სტენდებზეა გამოკრული. რომ გავიგოთ, სად მიდის მსოფლიო ლიტერატურა, როგორ ვითარდება იგი, მისი პრიორიტეტები და ტენდენციები.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ამისთვის კი მათი თარგმნაა საჭირო. როგორც იქიდან აქეთ, ისე - აქედან იქით. იმათაც რომ ნახონ, ჩვენ რა შეგვიძლია, რა გვაქვს, რასა ვიქმთ. მით უფრო, რომ ვიცი, რამდენიმე ჩვენი თანამედროვე ავტორი ბევრ იქაურს არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც. ეს იმიტომ ვიცი, რომ ვკითხულობ, როგორც ჩვენს, ისე იმათ გახმაურებულ წიგნებს. იქ კი, წიგნი რომ გახმაურდეს, ამისთვის უამრავი ხრიკი, ფანდი, ილეთი და ფოკუსი არსებობს. მთელი გამომცემლობები მუშაობენ ამაზე. ისე შეგიფუთავენ კატის კურკლს, ნერწყვი მოგადგება. და თან ეს მაშინ, როცა, მიაქციეთ ყურადღება, იქ ყველამ იცის, რომ ავტორებს გამომცემლობები და მათი აგენტები „აკეთებენ”. საამისოდ მთელი ტექნოლოგიები აქვთ შემუშავებული. მათ, ანუ ავტორებს, ათასგვარ მითებს უგონებენ, იდუმალების ბურუსში ხვევენ, წამებულის გვირგვინს ადგამენ ან სევდიანი სახის რაინდებად სახავენ, და ა.შ. რასაკვირველია, ამისთვის, სულ ცოტა, ავტორის არსებობაა საჭირო. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ იქ ზოგჯერ სრულიად უავტოროდაც შეიძლება წიგნის გაყიდვა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ბელგიელი სტრიპტიზიორი ან ავსტრალიელი მეჯორე უფრო კარგი მწერალია, ვიდრე, ვთქვათ, იგივე ლეჟავა. მით უფრო, რომ ორივე მხარე წაკითხული მაქვს. ამაში დასარწმუნებლად კი, ვიმეორებ, წიგნების ორივე მხარეს თარგმნა და მათი ხელშეწყობაა საჭირო.

ამასაც, მგონი, ეშველა. ყოველ შემთხვევაში, კულტურის სამინისტროში წიგნის განვითარების პროგრამა ამუშავდა. რომელიც სწორედ წიგნების ორივე მხარეს - თარგმნას და მათ ხელშეწყობას უნდა ემსახუროს. კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი - ცოტა ხნის წინ ფრანკფურტში საგანგებოდ ამისთვის ჩასული საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკა რურუა შეხვდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2016 წლის ვაჭრობის მასპინძელი საქართველო იყოს. ეს კი უდიდესი და თითქმის ფანტასტიკური ამბავია. ცნობისათვის, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ყოველ წელს რომელიმე ერთი ქვეყანა მასპინძლობს. ეს კი მნიშვნელობით დაახლოებით ისეთივე რამეა, ვთქვათ, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საქართველოში რომ ჩატარდეს. და რაც თითქმის ავტომატურად გულისხმობს ქართული წიგნების მსოფლიოს რამდენიმე წამყვან ენაზე თარგმნას.

დაბოლოს, წელს ფრანკფურტში პირველად მოეწყო თანამედროვე ქართული პროზის ანთოლოგიის პრეზენტაცია და პოდიუმ-დისკუსია ქართველ ავტორებთან. მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, ქართულ მხარეს სულ ორი - აკაკი მორჩილაძე და თქვენი მონა-მორჩილი წარმოადგენდა. ორი ერთგვარი მორჩილი. თუმცა ესეც საქმე იყო. მართალია, მსმენელთაგან ცოტა მაზალო შეკითხვები კი წამოვიდა, მაგალითად, ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა სრულიად სერიოზულად გვკითხა: „რამდენი რუსული ტანკი დგას თბილისში?“ თუმცა აქ ეს რა მოსატანია. მსგავსი სავალალო შეკითხვები აღარ გაჩნდება, როცა მეტი ეცოდინებათ შენზე, შენს ქვეყანაზე, შენს ლიტერატურაზე. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პოდიუმ-დისკუსიის მოწყობა, წიგნში შესული ნაწარმოებების თარგმნა და ანთოლოგიის გამოცემა (გამომცემლობა Reichert Verlag) ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორ მანანა თანდაშვილის და ასევე პროფესორ იოსტ გიპერტის მეცადინეობით განხორციელდა. აქვე მოხდა „წიგნის ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაციაც, თვით პროგრამის ხელმძღვანელის მედეა მეტრეველის მიერ. რაც გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ სერიოზულად გადაწყვიტა ქართული ლიტერატურის ხელშეწყობა. რაც, არა მარტო ორივე ხელით მისასალმებელი ამბავია, არამედ ისეთივე აუცილებელი საქმეა, როგორც მცენარის მორწყვა. აქვე უნდა ვახსენოთ მანანიკო მუსხელიშვილიც, რომელსაც მთელ ამ ფრანკფურტულ ამბავში თილისმის როლი უფრო ერგო, ვიდრე სხვა ფუნქცია. თუმცა მწერლები ცრუმორწმუნე ხალხი ვართ. ასე რომ, კარგად ვიცით თილისმის ფასი. ზოგიერთი 2012 წლის დადგომას უცდის. მე კი, მირჩევნია, 2016 წელს დავუცადო. იქნებ, საქართველო მართლაც გახდეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა.

პროფესიით ფილოლოგი, ეთნოგრაფიით გატაცებული - ანა მიქაძე ქართული ყველით სერიოზულად რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. მას შემდეგ მოგზაურობს საქართველოში და ყველის მრავალსახეობას იკვლევს. წინანდალში გამართულ ტაბულას პრეზენტაციაზე ანამ რამდენიმე, სტუმრებისთვის სრულიად უცნობი ქართული ყველის სახეობა წარმოადგინა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ჯერჯერობით, ყველის სახლი მხოლოდ ვირტუალურად, სოციალურ ქსელ Facebook-ში არსებობს (www.facebook.com/Georgian Cheese House), თუმცა ამ ბოლო დროს ყველის სახლის იდეით დაინტერესებულთა რიცხვი გაიზარდა და შესაძლოა, მალე თბილისის ცენტრში ფიზიკურადაც განაგრძოს განვითარება. ტაბულა ქართული ყველის სახლის დამაარსებელს - ანა მიქაძეს გაესაუბრა.

34 ქართული ყველის სახლი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი

0x01 graphic

პროფესიით ფილოლოგი, ეთნოგრაფიით გატაცებული - ანა მიქაძე ქართული ყველით სერიოზულად რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. მას შემდეგ მოგზაურობს საქართველოში და ყველის მრავალსახეობას იკვლევს. წინანდალში გამართულ ტაბულას პრეზენტაციაზე ანამ რამდენიმე, სტუმრებისთვის სრულიად უცნობი ქართული ყველის სახეობა წარმოადგინა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ჯერჯერობით, ყველის სახლი მხოლოდ ვირტუალურად, სოციალურ ქსელ Facebook- ში არსებობს (www.facebook.com/Georgian Cheese House), თუმცა ამ ბოლო დროს ყველის სახლის იდეით დაინტერესებულთა რიცხვი გაიზარდა და შესაძლოა, მალე თბილისის ცენტრში ფიზიკურადაც განაგრძოს განვითარება. ტაბულა ქართული ყველის სახლის დამაარსებელს - ანა მიქაძეს

  • რა არის და სად არის ქართული ყველის სახლი?

ქართული ყველის სახლი თავდაპირველად გახლდათ იდეა, შემდეგ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც დიდი ხანი ქაღალდზე არსებობდა. დღეს ქართული ყველის სახლი რეგისტრირებული ორგანიზაციაა, რომელიც ფერმერებთან თანამშრომლობს და დაინტერესებულია ახალ ფერმერებთან პარტნიორობით. ვფიქრობ, უკვე ძალიან მალე, ყველის სახლს საკუთარი სივრცე ექნება და დახურულ შენობაში დაიდებს ბინას, სადაც მომხმარებელი ყველის დაგემოვნებასა და შეძენას შეძლებს.

  • ყველის ხარისხს ვინ აკონტროლებს?

იმისთვის, რომ მომხმარებელი ხარისხიანი პროდუქტით უზრუნველვყოთ, ჩვენ ასოცირებული ფერმერებისგან, შესაბამისობის სერტიფიკატის გარდა, ვითხოვთ ბიოლოგიურ მეურნეობა ელკანას სერტიფიკატს ან ელკანასთან ასოცირებულ წევრობას.

  • წინანდალში ტაბულას პრეზენტაციაზე, ჰაერში ტრიალებდა რიცხვები: ოცდახუთნაირი ქართული ყველი, ოთხმოცამდე სახეობა, ამ რიცხვებმა პრესაში და სატელევიზიო რეპორტაჟებშიც გაჟონა. მაინც რამდენი სახეობის ყველი გვაქვს საქართველოში?

რიცხვებს ამ შემთხვევაში ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ. შესაძლოა, ეს იყოს 80 ან 200. კარგად მოგეხსენებათ, რომ ბაზა ყველა ყველს ერთი აქვს, ნებისმიერი ყველის თავდაპირველი სახე ნედლი ყველია. საბოლოო პროდუქტს თავდაპირველი სახისგან განასხვავებს დავარგების წესი, ანუ ის, რასაც ტექნოლოგიას ვუწოდებთ. ის, რომ საქართველოში ფართოდ მოიხმარენ იმერულს, სულგუნს, გუდას და ქართულ, ე.წ. ქარხნულ ყველს, არ ნიშნავს, რომ ყველის სხვა სახეობები არ გვაქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ყველის 14 სახეობას იცნობენ. მე პირადად მაქვს ნაპოვნი დაახლოებით 34 სახეობის ყველი, მაგალითად მეგრული კაზლა ყველი, მეგრული გუდა, რომელიც ორი სახეობით არის, მეგრული ჭაჭმოდებული ყველი, რაჭული სოკოს ყველი, ღების ქვაყველი, არის ქვაყველის იმერული ვერსიაც, საფერავის ყველი.

  • ჩვენ გავსინჯეთ ქართული პარმეზანი, ქართული გაუდა, ხომ არ არის შესაძლებელი საქართველოში ევროპული ყველის წარმოება განვითარდეს?

0x01 graphic

ქართულ რძეს ბევრი საუკეთესო თვისება აქვს, საქართველოში კარგი ალპური ზონა გვაქვს. ჩემთვის აღმოჩენაა ხიზაბავრის ფერმა, სადაც ფერმერები მესხი კათოლიკეები არიან და საქონელს 2200 მეტრის სიმაღლეზე აძოვებენ. მათ ჰყავთ იტალიელი მეგობარი, რომელმაც პარმეზანის ტექნოლოგია ასწავლა. ეს ყველი ახალგაზრდა, ქართული პარმეზანია, თუმცა გემოთი ისე განსხვავდება, რომ იმავე იტალიელმა ტექნოლოგმა ფერმერებს ურჩია, ყველს ახალი სახელი დაარქვან. ასე რომ, ეს პროცესი დაწყებულია და უცხოური ტექნოლოგიით ყველს საქართველოში უკვე აწარმოებენ. იგივე შეიძლება ითქვას სოფელ სალთას ფერმაზე წალკის რაიონში, სადაც ქართული გაუდა იწარმოება.

  • რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყველის ეს სახეობები ფართოდ გავრცელდეს, ანუ მომხმარებლამდე მივიდეს?

პირველ რიგში, ამაზე უნდა ვისაუბროთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოში ყველის მრავალფეროვნება არსებობს. ჩვენ ალბათ ვერ გავაკეთებთ მასობრივ და ხელმისაწვდომ ყველს, ასეთი ყველი ბაზარშია. თუმცა ეს იქნება განსაკუთრებული, ტექნოლოგიის მკაცრი დაცვით მიღებული ყველი, რომელსაც ყველის სახლში შევთავაზებთ, როგორც მომხმარებელს, ასევე რესტორნებს.

  • როგორ გესახებათ ყველის სახლის მომავალი?

როგორც ყოველთვის, ვაგრძელებ კვლევას, ფერმერებთან, ეთნოგრაფებთან და მწყემსებთან თანამშრომლობას. მწყემსებსა და მწველავებს აქვთ პირველი შეხება ყველთან, ხშირად არანაკლებ საინტერესოა მათი მიგნებები. ვფიქრობ, ახალი რეცეპტების აღმოჩენას მოხმარდება ჩემი დარჩენილი ცხოვრება და პროცესში კიდევ ბევრ საინტერესო ყველს მივაგნებ.

35 კოწახურში ამოვლებული ორაგული შინდის სოუსით

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
თეკუნა გაჩეჩილაძე
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

4 ულუფა

მასალა:

800 გრ. ორაგულის ფილე
50 გრ. კოწახური
1 კგ. შინდი
2 კბილი ნიორი
100 გრ. ჩილის სოუსი
1 კონა ქინძი
მარილი
ფერადი წიწაკა
ზეითუნის ზეთი

ჯამში 25 ლარი

ტაბულა კვლავ გთავაზობთ ახალი ქართული სამზარეულოს წინანდლის რეცეპტს

მომზადების წესი:

დაჭერით ორაგული 50 გრ. ოთხკუთხედ კუბებად. მოაყარეთ კოწახური, მარილი, წითელი წიწაკა და გადაურიეთ. მოასხით ტაფას („ჟაროვნა”) ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ ორაგულის ნაჭრები. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე და გამოაცხვეთ ორაგული 10 წუთის განმავლობაში. მოხარშეთ შინდი, გახეხეთ თუშფალანგში და შემდეგ დააბლენდერეთ ნიორთან, ქინძთან და ჩილის სოუსთან ერთად. შეკაზმეთ საწებელი გემოვნებით. გამოიღეთ ორაგული ღუმელიდან, გაანაწილეთ ოთხ თეფშზე და მიირთვით შინდის სოუსთან ერთად.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03).