The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სოლიდარობა №2(23)'08


სოლიდარობა №2(23)'08


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სუბარი სოზარ, მინდიაშვილი ბექა, გუჯეროტი კლაუდიო, შმიტერი ფილიპ კ., სალდაძე მალხაზ, ბოხაშვილი ბესარიონ, წკეპლაძე ნათია, ტაბატაძე შალვა, ჩიხლაძე ირაკლი, პაიჭაძე დავით, გოგოხია ანნა, მურღულია ცოტნე
თემატური კატალოგი სოლიდარობა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი:ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი გარეკანზე: მარიკა ერქომაიშვილის ფოტო ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11, ტელ.: 92 24 81 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა



1 ადამიანის უფლებათა დარღვევის ანატომია საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


მოხსენება

სოზარ სუბარი

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2008 წლის 28 მარტს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წინაშე წაკითხული მოხსენება

„როცა მე ქვეყანაში ჩავდივარ, ვინტერესდები არა იმით, არის თუ არა იქ კარგი კანონები, არამედ იმით, სრულდება თუ არა ისინი, რომლებიც არის, ვინაიდან კარგი კანონები ყველგან არსებობს“.

მონტესკიე

გადადებული მოხსენება

ბატონებო და ქალბატონებო, დღეს მოგიწვიეთ, რათა გაგაცნოთ სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ, რომელიც ეხება 2007 წლის პირველ და მეორე ნახევარს. შესაბამისად, იგი შედგება ორი, შვიდასი და ექვსასგვერდიანი ტომებისგან. ამავე დროს, მინდა წარმოგიდგინოთ ზოგადი ანალიზი და ჩემეული ხედვა იმისა, თუ როგორი ვითარებაა შექმნილი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანო; კანონით მევალება, წელიწადში ორჯერ, მარტში და ოქტომბერში, აღნიშნული მოხსენება წარვუდგინო საქართველოს პარლამენტს და გავაცნო, რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში, დავასახელო ის უწყებები და თანამდებობის პირები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს და მივმართო შესაბამისი წინადადებებით.

ის ფაქტი, რომ ამ მოხსენებით დღეს აქ, თქვენს წინაშე გამოვდივარ და არა პარლამენტის წინაშე, თვალნათლივ მიუთითებს საქართველოში ადამიანის უფლებების სავალალო მდგომარეობაზე და სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულებაზე ამ უფლებებისადმი.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მზად იყო ამ მოხსენების განხილვისთვის და დაჟინებით ითხოვდა საკითხის დღის წესრიგში შეტანას, საქართველოს პარლამენტის ბიურომ განაცხადა, რომ პარლამენტარებს ამჟამად არა აქვთ დრო, გაეცნონ ამ ვრცელ მოხსენებას და იგი განსახილველად შემდეგი მოწვევის პარლამენტს გადაულოცა. ნიშანდობლივია, რომ პარლამენტმა ასევე მოუცლელობის გამო უარი თქვა ოქტომბერში შეტანილი მოხსენების განხილვაზეც და იგი თებერვლისთვის გადმოიტანა. თებერვალში გადაწყდა, რომ პარლამენტი ორივე მოხსენებას მარტში ერთად მოისმენდა და მარტში კი ის მოხდა, რაც ზემოთ გაუწყეთ - მოხსენება გადაიდო გაურკვეველი მომავლისთვის, ანუ თავიდან მოიშორეს.

აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს პარლამენტში ვერც 2006 წლის მოხსენების მოსმენისთვის გამოინახა მაინცდამაინც დიდი დრო. პარლამენტმა 2006 წლის პირველი ნახევრის მოხსენება მაშინაც არ მოისმინა, ხოლო 2006 წლის პირველი და მეორე ნახევრის გაერთიანებული მოხსენებების მოსმენა რამდენჯერმე გადაიდო, რის შემდეგაც მოსმენა დაიწყო 25 მაისს, საღამოს შვიდის ნახევარზე, მაშინ როცა სხდომა რვა საათზე წყდება. ეს გაკეთდა მარტივი მიზეზის გამო, რათა არ ყოფილიყო გამოსვლები, მსჯელობა, კამათი, ანუ მოხსენების განხილვა.

0x01 graphic

უფრო მეტიც, იმავე 2006 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა მოამზადა პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც პარლამენტს რეაგირება უნდა მოეხდინა ამ სფეროში არსებულ დარღვევებზე. პარლამენტმა არ გაიზიარა ადამიანის უფლებათა კომიტეტის პოზიცია და, თავის მხრივ, მიიღო სრულიად არაფრის მთქმელი და არაფრის მომტანი დადგენილება, რომ პარლამენტმა ცნობად მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენება.

ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ იმ არგუმენტს, თითქოს პარლამენტმა იმიტომ არ განიხილა ჩვენი მოხსენებები, რომ პარლამენტარებმა ვერ მოასწრეს მათი წაკითხვა. ცხადია, აქ დრო და მოუცლელობა არაფერ შუაშია. მართალია, მოხსენებები ვრცელია და მათში ადამიანის უფლებათა დარღვევის ასობით ფაქტია მოყვანილი, მაგრამ პარლამენტმა უარი თქვა მათ განხილვაზე არა იმიტომ, რომ ვერ მოასწრო მათი გაცნობა, არამედ სწორედ იმის გამო, რომ ძალიან კარგად იცნობს მათ შინაარსს. იცნობს იმიტომ, რომ მოხსენებაში მოყვანილი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ხდებოდა საქართველოში, ღიად და საჯაროდ, პარლამენტის თვალწინ, მისი თანხმობით, ხელდასხმით და ხშირად წაქეზებით.

ისევე როგორც წინა მოხსენებებში, 2007 წლის მოხსენებებშიც უამრავი ფაქტი და კონკრეტული ისტორიაა, თუ როგორ ლახავს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების უფლებებს სხვადასხვა სახით და სხვადასხვა სფეროში, თუმცა, მათ აერთიანებთ ერთი საერთო ნიშანი და დღეს სწორედ მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ანატომია.

დანაშაულებრივი შეცდომები

დღეს თავად ხელისუფლებაც საუბრობს ადამიანის უფლებების სფეროში დაშვებულ შეცდომებზე; რასაკვირველია, შეცდომებიც იყო, თუმცა, არაფრით შეიძლება, ყველაფერ იმას, რაც ხდებოდა და ხდება, უბრალოდ შეცდომები ვუწოდოთ და ამით საქმე მომთავრებულად მივიჩნიოთ. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო და სახელმწიფო მოხელეები სჩადიოდნენ საშინელ უკანონობებს და მძიმე დანაშაულს საკუთარი მოქალაქეების მიმართ. და, თუნდაც მხოლოდ შეცდომებზე იყოს საუბარი, საჭიროა არა ამ შეცდომებზე თვალის დახუჭვა, არამედ შეცდომების გამომწვევი მიზეზების გაანალიზება და მათი უსწრაფესი გამოსწორება; ჩადენილი შეცდომებისთვის და დანაშაულებისთვის სახელმწიფო მოხელეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ეს შეცდომები და უკანონობები მხოლოდ წარსულ დროში კი არ რჩება, არამედ დღესაც გრძელდება. ჯერჯერობით ვითარების გამოსწორების ტენდენცია არ შეიმჩნევა, რადგან ხელისუფლებაში რეალურად არ არსებობს ამგვარი პოლიტიკური ნება და სწორედ ამის გამოხატულებაა პარლამენტის მხრიდან მოხსენებების განუხილველობა.

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც ცოტა ხანში ამთავრებს თავის მოღვაწეობას, არ აღმოაჩნდა არც უნარი, არც სურვილი და არც ნება, დაენახა და შეეფასებინა, თუ რა ვითარება შეიქმნა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მისი მმართველობის პერიოდში და, თუნდაც დაგვიანებით, გადაედგა ქმედითი ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად.

პარლამენტის მხრიდან ამ საკითხის გადადება ნიშნავს, რომ ახლაც, ამ წუთებშიც გრძელდება იმ ათასობით ადამიანის უფლებების შელახვა, რომლებიც აწამეს, გალახეს, უკანონოდ დააპატიმრეს, რომელთაც წაართვეს ქონება, დაუნგრიეს, აჩუქებინეს სახელმწიფოსთვის და ა.შ. ეს ადამიანები დღემდე ამაოდ ელიან სამართალს; ის მოხელეები კი, რომელთაც ეს უკანონობები ჩაიდინეს და რომლებიც პარლამენტმა ბოლომდე დაიცვა, დაუსჯელად გრძნობენ თავს, ფლობენ ძალიან სერიოზულ სახელმწიფო ბერკეტებს, აგრძელებენ თავის საქმიანობას და, ცხადია, ყველა ღონეს მიმართავენ თავიანთი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

ამ დამოკიდებულების გაგრძელება და შედეგია ის, რომ სახელმწიფო უწყებებში ფაქტობრივად არ ხდება რეაგირება სრულიად აშკარა დარღვევებზეც კი. „რა დროს ადამიანის უფლებებია, ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს“, - ეს აზრი დომინირებს სახელმწიფო მოხელეებში. პარლამენტის მხრიდან არ ყოფილა ერთი მცდელობაც კი, რომ განხილულიყო და შესწავლილიყო თუნდაც რომელიმე საკითხი, არადა ამაზე იყო დამოკიდებული უამრავი ადამიანის ბედი.

ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, რომ სახელმწიფოში ადამიანის უფლებები იყოს დაცული, შეიძლება ადასტურებდეს მხოლოდ ამ საკითხისადმი თანამიმდევრული და სისტემური მიდგომა, იმ გარანტიების შექმნა, რომ ადამიანს სახელმწიფო მოექცევა ღირსეულად და პატივისცემით და უკანონობის არც ერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე; ამავე დროს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან ის მოხელეები, განურჩევლად მათი თანამდებობისა თუ გავლენებისა, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, აბუჩად აიგდონ ადამიანის უფლებები. საგანგებო მსჯელობის და რეაგირების საგანი უნდა გახდეს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან ან სხვა სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, თვალს ხუჭავენ კანონის დამრღვევ მოხელეთა საქციელზე.

მსოფლიო ისტორიაში ცნობილია, რომ ყოველი რევოლუციის თანმდევი პროცესი იყო პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რეპრესიული სისტემის შექმნა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და რევოლუციური მიზნების სწრაფად მიღწევის სახელით არაფრად აგდებდა კანონებს და საკუთარი ნებასურვილით მოქმედებდა. ასევე ისტორიული ფაქტია, რომ რევოლუციის შემდგომ რეპრესიულ სისტემებს საერთოდ აღარ აინტერესებდათ მაღალი იდეალები და მათი თვითმიზანი საკუთარი ძალაუფლების და შეუვალობის შენარჩუნება იყო, რაც ყოველთვის ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე ხდებოდა. ამ მხრივ არც „ვარდების რევოლუცია“ აღმოჩნდა ისტორიისთვის გამონაკლისი.

მაგრამ სახელმწიფო, რომელიც სუბიექტურ რეპრესიულ სისტემას ეფუძნება და არა კანონს, ვერ იქნება სამართლებრივი და, თუ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მართლაც საქართველოს ევროპულ თანამეგობრობაში დამკვიდრებაა, ცხადია, ამის უპირველესი წინაპირობა სწორედ არსებული რეპრესიული სისტემის დანგრევა და კანონის უზენაესობის დამკვიდრება უნდა იყოს.

სამწუხაროდ, ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, პრაქტიკული ნაბიჯები არ იდგმება, არამედ ჩვეულებრივად გრძელდება სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა ჩაგვრა. ამ ვითარებაში მხოლოდ სიტყვიერი დეკლარირება, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს, მხოლოდ იმის დასტურია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების აბუჩად აგდებას შემთხვევითი, გადაცდომითი და გამონაკლისი ხასიათი კი არ აქვს, არამედ მან მიზანმიმართული, სისტემური მოვლენის სახე მიიღო და სახელმწიფოს მართვის წესად იქცა.

რეპრესიული სისტემის ანატომია

პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რეპრესიული სისტემის სქემა ასეთია - სადღაც ზევით მიიღება ვითომდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც წესი, კანონთან წინააღმდეგობაშია. მისი აღსრულება ევალება მოხელეს, რომელმაც იცის, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, მაგრამ მან ისიც იცის, რომ მის ამ უკანონო ქმედებას მაღლამდგომნი კვერს დაუკრავენ და დაიცავენ, გარანტია აქვს, რომ საქმეს არ აღძრავენ სამართალდამცავი ორგანოები, ხოლო თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, ყველა შემთხვევაში გაამართლებენ; პარლამენტი არ დააყენებს მისი და მისი უწყების პასუხისმგებლობის საკითხს და თუ პოლიტიკური მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, აღნიშნული ქმედებები შეცდომად გამოაცხადოს, კონკრეტულ პირებს მაინც არ მოეთხოვებათ პასუხი.

ეს ხდება არა იმიტომ, რომ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთ უკანონობის უშუალოდ ჩამდენ მოხელეთა პიროვნული ბედი აწუხებთ, არამედ ისინი ამით იცავენ არსებულ სისტემას, რაც მათ საშუალებას აძლევთ, ქვეყანა მართონ საკუთარი ნება-სურვილით და არა კანონებით.

უკანონობის ჩამდენი თუ დაცული არ იქნა, მომავალში სხვა მოხელე აღარ შეასრულებს ახალ უკანონობებს, აღარ გალახავს, აღარ დაარბევს, აღარ დაანგრევს, აღარ წაართმევს, აღარ გააყალბებს არჩევნებს, აღარ დახუჭავს თვალს აშკარა უსამართლობაზე, განაჩენის გამოტანის დროს დაემორჩილება კანონს და არა ტელეფონის ზარს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ შეასრულებს, იმიტომ რომ შეეშინდება პასუხისმგებლობის. დღეს პირიქით არის, მოხელე, რომელიც უარს იტყვის უკანონო გადაწყვეტილების შესრულებაზე, მაშინვე უსამსახუროდ დარჩება, თუ უფრო მძიმე ანგარიშსწორების მსხვერპლი არ გახდა.

ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ რესურსშიპოპულარულია მოსაზრება, რომ დღევანდელ ეტაპზე სახელმწიფო ინტერესები კანონის ფარგლებში არ ეტევა, მოითხოვს უკანონო ქმედებებს და ეს გახდა სახელმწიფო მოხელეთა თვითგამართლების საფუძველი - „კანონს ვარღვევ იმიტომ, რომ ამას მოითხოვს სახელმწიფო ინტერესები“. სახელმწიფო ინტერესი კი ამ შემთხვევაში სხვა არაფერია, თუ არა დირექტივა ზემოდან. და კიდევ ერთი, სახელმწიფო ინტერესების ამ სახით დაცვა არცთუ უანგარო პროცესია და საკმაოდ სარფიან საქმედ იქცა.

ასეთ სისტემაში მოხელე ემორჩილება ზემოდან მიღებულ დირექტივას და არა კანონს, ვინაიდან სწორედ მის მზადყოფნაზე, პირველივე მითითებისთანავე უყოყმანოდ დაარღვიოს კანონი, არის დამყარებული მისი პირადი კეთილდღეობა და კარიერა. ერთ უკანონობას მოსდევს მეორე და მოხელეები ისე ეფლობიან უკანონობაში, როგორც ჭაობში და, ნებსით თუ უნებლიედ, სისტემის ტყვეები ხდებიან. ასეთ ვითარებაში, როდესაც მოქალაქე მარტოა დარჩენილი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რეპრესიული აპარატის წინაშე, რომლისთვისაც კანონი არაფერს ნიშნავს, ცხადია, ზედმეტია საუბარი ადამიანის უფლებების დაცულობაზე.

შიშის სინდრომი

რევოლუციური ხელისუფლებები რეპრესიული სისტემის შექმნასთან ერთად ყოველთვის ცდილობდნენ საზოგადოებაში შიშის სინდრომის დამკვიდრებას. შეშინებულ, მორჩილ და მდუმარე საზოგადოებაში ისინი უფრო სწრაფად და იოლად ახორციელებდნენ საკუთარ მიზნებს და ნება-სურვილს. ვერც საქართველოს ხელისუფლება გაექცა ამ ცდუნებას.

მოვლენათა განვითარების ლოგიკა ცხადყოფს, რომ ჩვენს საზოგადოებაში შიშის დამკვიდრება ხდება შეგნებულად და მიზანმიმართულად. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში დომინირებს აზრი, რომ ასე უფრო იოლია ქვეყნის მართვა, თუმცა, ისტორია გვასწავლის, რომ ყველა შიში დაძლევადია და შეშინებული ხალხი, პირველ რიგში, ისევ ხელისუფლებისთვის არის საშიში.

შს სამინისტრო აწარმოებს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების უკანონო მოსმენებს და ამ მოსმენებს იყენებს მათი დისკრედიტაციის, დაშანტაჟებისა თუ მათ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებისთვის; ხშირია ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების უკანონო დევნა და დაპატიმრება მოგონილი ბრალდებებით, მათ მიმართ ცრუ მტკიცებულებების შექმნა და საქმეების ფაბრიკაცია;

ჩვეულებრივ ამბად იქცა შეთვლა-გაფრთხილება: „გაჩერდი, თორემ გაილახები“, „დაგიჭერთ“, „ძმას დაგიჭერთ“, „ქმარს დაგიჭერთ“, „შვილს დაგიჭერთ“, „მამას დაგიჭერთ“, „ფინანსური პოლიცია შემოვა“ და ა.შ.

ამის უამრავი შემთხვევაა აღწერილი ჩვენს მოხსენებებში, თუმცა, უფრო ხშირად ის მოქალაქეები, რომლებიც მსგავს მუქარებზე გვიყვებიან, იმასაც გვთხოვენ, რომ ეს ისტორიები საიდუმლოდ შევინახოთ, რადგან იციან, რომ მათ ვერავინ დაიცავს და მუქარას შეუსრულებენ.

ეს მუქარები ხორციელდება პოლიციის, ფინანსური პოლიციის, პროკურატურის მხრიდან და სულაც არ გახლავთ სახუმარო თემა. ნურც სამოქალაქო გმირობას მოვთხოვთ ყველას, მით უმეტეს, რომ ადამიანებს სრულიად კონკრეტული მაგალითები აქვთ თვალწინ, თუ როგორ სასტიკად დაისაჯნენ ის პირები, რომლებიც არ დაემორჩილნენ ამ გაფრთხილებებს.

როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა თავი ასეთი მუქარების შემთხვევაში? პოლიციას მიმართონ, პროკურატურას თუ პირდაპირ სასამართლოს?! ეს ჯერჯერობით უპასუხო კითხვაა.

საზოგადოებაში დამკვიდრებულ შიშზე პირველად თეატრის ცნობილმა რეჟისორმა ბატონმა რობერტ სტურუამ თქვა ხმამაღლა. თქვა ის, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს და ხედავს. ამის დანახვა გაუჭირდებათ უცხოელ დამკვირვებლებს, ვერც მე შევძლებ ამ შიშის დოკუმენტურად დასაბუთებას, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, თუ როგორ უფრთხიან ადამიანები საკუთარი აზრის გამოთქმას ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამსახურში. როგორ თიშავენ მობილურებს, იღებენ ტელეფონებიდან ელემენტებს და ჩურჩულით საუბრობენ.

დღეს ძნელია, ვისაუბროთ საქართველოში თავისუფალი საზოგადოების არსებობაზე. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს რომ ლანძღავს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას. რიგით მოქალაქეებს ეშინიათ, რომ თუ მათ არასასურველ პირად შერაცხავენ, სამსახურიდან გააგდებენ, გალახავენ, ნარკოტიკს ჩაუდებენ, ახლობელს დაუჭერენ; დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა ტელეფონი ისმინება. ცხადია, არ ვამტკიცებ, რომ ყველა შემთხვევაში ასე ხდება (თუმცა, არც უმაგისობაა!), მაგრამ ადამიანებს ეშინიათ, და ეს არის შემაშფოთებელი. ეს შიში ერთ-ერთი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის.

საკუთრების უფლება

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ჩვეულებრივ ამბად იქცა მოქალაქეთა ქონების ხელყოფა. ჩვენს მოხსენებებში უამრავი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ეს ხდებოდა სრულიად უკანონოდ და განსაკუთრებული ცინიზმით. ცხოვრებისეული გამოცდილების არმქონე სახელმწიფო მოხელეები ლამის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტად გაამწარებდა ადამიანებს. ძალადობა და თვითნებობა თავის გამოჩენის ასპარეზი გახდა. ერთი ღვრიდა ღვინოს, მეორე ანგრევდა გარაჟებს და ლოჯებს, მესამე ართმევდა მიწას და სახლს, მეოთხე ხურავდა საწარმოს. ხდებოდა საწარმოებში არსებული წილების ჩამორთმევა და ახალ მფლობელებზე გადაფორმება მუქარით ან სასამართლოს გზით - ფალსიფიცირებული დოკუმენტებით, საპროცესო გარიგებებით ან კონფისკაციის მეშვეობით და ა.შ. ეს ახალი მფლობელი ზოგ შემთხვევაში იყო სახელმწიფო, ზოგჯერ კი მფლობელები ხდებოდნენ ის თანამდებობის პირები, რომელთაც ეს რეპრესიული სისტემა შექმნეს და ვინც სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის სახელით ართმევდა ქონებას კანონიერ მესაკუთრეებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დამკვიდრდა სხვის საკუთრებაში არსებული მანქანების ჩამორთმევისა და პირადი მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკა. შს თანამშრომლები პირდაპირ ნადირობენ ძვირფას ავტომანქანებზე, ართმევენ მათ მესაკუთრეებს და თავად სარგებლობენ ჩამორთმეული ქონებით. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი.

დამკვიდრდა სრულიად უკანონო და ყველა თვალსაზრისით მავნე „ღამეული ჩუქებების“ პრაქტიკა, როცა პროკურატურაში ან ნოტარიუსთან ღამით გამოძახებული მოქალაქეები სახელმწიფოს ჩუქნიან თავის ქონებას.

ეს ხდება ვითომდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, როგორც წესი, ასეთ ვითარებაში სახელმწიფო მოხელეებს ხშირად ერევათ ერთმანეთში პირადი და სახელმწიფო ინტერესები და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს.

ათობით და ასობით წერილით და რეკომენდაციით მივმართეთ შესაბამის უწყებებს, პარლამენტს; მივუთითებდით, რომ ეს გახლდათ უკანონო ქმედებები, მაგრამ ყველაფერი დარჩა უპასუხოდ და რეაგირების გარეშე. დღესავით ნათელი იყო, რომ ეს გახლდათ დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან და ქვეყნისთვის ძალიან ცუდის მომტანი, თუმცა, მაშინ ეს არამცთუ - შეცდომად, გმირობად მიიჩნეოდა. ჩინოვნიკები კარიერას იკეთებდნენ ადამიანთა ცრემლზე და უბედურებაზე.

როცა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა მაქაცარია სრულიად უკანონო ნგრევებით იყო დაკავებული, ცხადია იცოდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა, მაგრამ მას ჰქონდა სრული დაუსჯელობის განცდა, რადგან მოქმედებდა ქალაქის მერის გიგი უგულავას დირექტივით და სამართალდამცავთა მხრიდან ჩაურევლობის გარანტიით. სხვათა შორის, იმავე ლაშა მაქაცარიას და ბევრ სხვა ჩინოვნიკს პირად საუბრებში არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მშვენივრად იცოდნენ, მათ მიერ ჩადენილ ქმედებათა არაკანონიერების შესახებ, თუმცა, იქვე აცხადებდნენ, რომ მათთვის კანონზე გაცილებით მეტს ნიშნავდა იმ პირთა მოთხოვნა, ვისგანაც მომდინარეობდა ეს უკანონო ბრძანებები.

გარკვეული მოვლენების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური ფონი შეიცვალა, პრეზიდენტმა ეს პროცესები შეცდომად გამოაცხადა და თქვა, რომ უნდა შექმნილიყო საკუთრების დაცვის კომისია სახალხო დამცველის თავმჯდომარეობით. ამას დიდი ენთუზიაზმით და იმედით შეხვდნენ უფლებაშელახული მოქალაქეები, თუმცა, სამწუხაროდ, პრეზიდენტის ეს განცხადება ჰაერზე დარჩა და რეალურად არ აღმოჩნდა ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამომხატველი.

სახალხო დამცველის ოფისში მომზადდა კანონი „საკუთრების უფლების დაცვის შესახებ“ და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ამ კანონის მიღება ხელისუფლების ნებას წარმოადგენს, მოხსენებასთან ერთად იგიც მომავალ პარლამენტს განეკუთვნა განსახილველად. ამის მიზეზი ნათელია, ხელისუფლებას, სინამდვილეში, სულაც არა აქვს იმის სურვილი, რომ მართლაც მყარად დაიცვას ქვეყანაში საკუთრების უფლება.

ამგვარი ნების ერთადერთი გამოვლინება იქნებოდა დამნაშავეთათვის პასუხისმგებლობების დაკისრება, რათა იმავე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ერთმნიშვნელოვნად იცოდეს, რომ უნდა შეასრულოს კანონის მოთხოვნები და არა ქალაქის მერის უკანონო დირექტივები, ხოლო ქალაქის მერმა გაითავისოს, რომ მასზეც ვრცელდება კანონი.

ამჟამად კი შენარჩუნებულია იგივე რეპრესიული სისტემა, რომელიც, გამომდინარე პოლიტიკური ფონიდან, დროებით ნაკლებ აქტიურია, მაგრამ შესაბამისი დირექტივის შემთხვევაში თვალის დაუხამხამებლად გააგრძელებს ნგრევებს, წართმევებს და ა.შ.

სამწუხაროდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება სწორედ ამ უკანონო და დანაშაულებრივი სისტემის და არა ამ სფეროში მოქალაქეთა უფლებების დაცვისკენ არის მიმართული. უფლებაშელახულ მოქალაქეებს ერთადერთ ნუგეშად ისღა რჩებათ, რომ ხელისუფლებამ შეცდომები აღიარა, თუმცა, არც ამ შეცდომების ავტორები არიან ცნობილნი და არც ის, აპირებს თუ არა ვინმე ამ, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომების გამოსწორებას?! შეცდომების მხოლოდ სიტყვიერად აღიარება კი არაფრისმომცემ ლიტონ სიტყვებადვე რჩება.

იმედის დარბევა

7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ განხორციელდა დანაშაულებრივ უკანონობათა მთელი კასკადი. სპეცრაზმელები და დაუდგენელი ფორმირების წევრი სამოქალაქო პირები ყოველგვარი სანქციის გარეშე შეიჭრნენ შენობაში, იქ მყოფ ჟურნალისტებს და სტუმრებს, მათ შორის პარლამენტის წევრებს, თითქმის ერთი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, აიძულეს პირქვე წოლილიყვნენ ქვის იატაკზე, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას; შენობიდან გამოშვების შემდეგ დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს და გაზის ყუმბარებს, სცემდნენ რეზინის ხელკეტებით. ჟურნალისტების დევნა და მათზე ნადირობა რამდენიმე კილომეტრზე გაგრძელდა. თავდამსხმელებმა გაანადგურეს ძვირადღირებული ტექნიკა, ხოლო აპარატურის ნაწილი გაიტაცეს.

ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ ჩადენილი უკანონობები ამით არ ამოწურულა. 13 ნოემბერს გამოჩნდა თბილისის ადმინისტრაციული სასამართლოს ბრძანება „იმედის“ ქონების, მათ შორის, სიხშირის დაყადაღების შესახებ. ბრძანება დათარიღებულია 7 ნოემბრით, თუმცა, მარტივი არითმეტიკითაც ცხადია, რომ 7 ნოემბერს, ბადრი პატარკაციშვილის განცხადების ეთერში გასვლიდან სულ რაღაც საათნახევრის განმავლობაში ვერ მოეწრებოდა ჯერ მოსამართლის მიერ ამ ბრძანების გამოცემა, ხოლო შემდეგ სპეცრაზმის მომზადება და იმედში შეჭრა.

იგივე შეიძლება ითქვას კომუნიკაციების დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელთა არსებობაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 15 ნოემბერს, მაგრამ ასევე 7 და 8 ნოემბრით არიან დათარიღებულნი. ამ გადაწყვეტილებების სიყალბე თუნდაც იქიდან ჩანს, რომ პირველი გადაწყვეტილებით მარეგულირებელი კომისია 7 ნოემბერს საღამოს 17 საათსა და 30 წუთზე აფრთხილებს და აჯარიმებს ტელეიმედს იმ განცხადებებისთვის, რომელიც მხოლოდ ერთი საათის შემდეგ, 18:28-ზე გავიდა ეთერში.

ზემოთაღწერილ ვითარებას განსაკუთრებით მძიმეს ხდის ის გარემოება, რომ მხოლოდ კანონისგან გადაცდომასთან, დაუდევრობასთან და ძალის გადამეტებასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რეპრესიული სისტემა აქაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და კანონი საერთოდ არ აინტერესებდა.

დარბევა ასეთი განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა იმიტომ, რომ „ზევით“ გადაწყვიტეს, ერთი მხრივ, სამაგალითოდ დაესაჯათ არასასურველი ტელეარხი და მეორე მხრივ, სამომავლოდ დაეშინებინათ სხვა ჟურნალისტები, მთლიანად საზოგადოება და ლაგამი ამოედოთ თავისუფალი სიტყვისთვის. ეს იყო ხელისუფლების პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება, რომელიც აღასრულა რეპრესიულმა სისტემამ და მასში ჩართული იყო უკანონო შეიარაღებული ფორმირება, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, მარეგულირებელი კომისია, მთავრობა და პარლამენტი. ამის შემდეგ განა შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნება?!

ზოგადად თავისუფალი სიტყვისა და მასმედიისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს ქვეყნის პრემიერმინისტრის ლადო გურგენიძის მიერ „იმედის“ დარბევიდან რამდენიმე დღეში საზოგადოებისთვის მიცემული რჩევა - პოლიტიკაში ნამყოფმა პირებმა ჟურნალისტიკაში მოღვაწეობისგან თავი შეიკავეთო. მომხდარის ფონზე ეს არცთუ უწყინარ გაფრთხილებად გამოიყურება.

0x01 graphic

უბრალო სპეცრაზმელი ამტვრევდა, სცემდა, ესროდა, იმიტომ რომ უფროსმა ასე უბრძანა, უფროსმა გასცა უკანონო ბრძანება, იმიტომ რომ შესაბამისი ინსტრუქცია მიიღო შს მინისტრისგან. ამ სისტემის ყველაზე დაბლა და ყველაზე მაღლა მდგომსაც ჰქონდა გარანტია, რომ მის უკანონო ქმედებებს არავინ გამოიძიებდა, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა ვინმე, მათ შორის პარლამენტი. უფრო მეტიც, 7 ნოემბრის დარბევის ჩამდენთ პრემიებიც კი დაურიგეს, ვინაიდან, დღეს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რეპრესიული სისტემის დაცვა და შენარჩუნება სამომავლოდაც.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ არცერთი სამართალდამცავი აღარ მოინდომებს ათასგვარი უკანონო დავალების შესრულებას, დღისით-მზისით დეპუტატების გატაცებას და ცემას, მოქალაქეების დაშინებას, არჩევნების პროცესებში ჩარევას და ა.შ. ამის უამრავი ფაქტია მოხსენებებში და პარლამენტმაც სწორედ ამიტომ ვერ გამონახა დრო მათ განსახილველად და აარიდა თავი ამ თემაზე საუბარს, რომ რეპრესიული სისტემის დაცვა ამჯობინა ადამიანების უფლებების დაცვას.

რეზინის ტყვიები

7 ნოემბერს პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენა რეზინის ტყვიები, რომელთა გამოყენების უფლებასაც საქართველოს კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად კრძალავს. ის ფაქტი, რომ დემონსტრანტების დასაშლელად რეზინის ტყვიები ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, არ იძლევა საქართველოში მათი გამოყენების უფლებას. ჩვენ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით, გამოძიებაც დაიწყო, თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მას ფორმალური ხასიათი ექნება.

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებმა - ლევან ბეჟაშვილმა, პავლე კუბლაშვილმა და, რაც მთავარია, გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ უკვე გამოხატეს თავიანთი მოსაზრება და განაცხადეს, რომ რეზინის ტყვიები მართალია არ წერია კანონში, მაგრამ, იგულისხმებაო. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის მცდარი მოსაზრება და ეს ყველაზე კარგად მისმა ავტორებმა იციან, მაგრამ მათი უმთავრესი მიზანი ისევ სისტემის დაცვაა და არა კანონის.

ხელისუფლებას აქვს მონოპოლია ძალის გამოყენებაზე, მაგრამ ეს არ არის ის სფერო, სადაც შეიძლება ანალოგიებისა თუ დაშვებების გზით ვიაროთ, ან სადაც შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს თავისთავად იგულისხმებაო. საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ აკეთებს იმ სპეციალური საშუალებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა გამოყენების უფლებაც აქვს პოლიციას და როცა ამ ჩამონათვალის მიღმა ხდება სხვა საშუალების გამოყენება, ეს არის დანაშაული, რასაც სჭირდება შესაბამისი რეაგირება.

კანონმდებელმა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა სპეციალური საშუალებების ნუსხა - წყალმტყორცნი, რეზინის ხელკეტი და ცრემლსადენი გაზი; რა იურიდიული ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ აქ რეზინის ტყვია ვიგულისხმოთ? ამით იქმნება პრეცედენტი, რომ ხვალ და ზეგ ვიღაცა გადაწყვეტს, ამ ჩამონათვალში ის სპეცსაშუალება იგულისხმოს, რომელიც თავში აზრად მოუვა, მაგალითად, დამაძინებელი მხუთავი გაზი.

სამართლებრივ სახელმწიფოში აუცილებლად მოხდებოდა ამ შემთხვევის სამართლებრივი შეფასება და პასუხისმგებლობის დაკისრება იმ პირისა თუ პირთა ჯგუფისთვის, ვინც გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, ვინც გამოიყენა და ვინც შეიძინა თავის დროზე ამგვარი იარაღი. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან უსიამოვნო ფაქტი, მაგრამ მხოლოდ სამწუხარო გამოვლინება ცალკეული თანამდებობის პირების არაპროფესიონალიზმის თუ დაუდევრობისა. ჩვენ შემთხვევაში კი, როცა წინდაწინვე გადაწყვეტილია, რომ, არამცთუ, ვინმე უნდა დაისაჯოს, არამედ არც კი უნდა შეფასდეს მომხდარი და ამის სადარაჯოზე დგას მთელი სახელმწიფო მანქანა, ცხადია რომ არსებული სისტემა სამომავლოდაც ბევრ საფრთხეს უქადის საზოგადოებას.

ნიღბიანი სამოქალაქოები

7 ნოემბერს მთელმა საქართველომ ნახა, რომ მომიტინგეების დარბევაში მონაწილეობას იღებდნენ ნიღბიანი სამოქალაქო პირები და ისინი განსაკუთრებული სისასტიკით იქცეოდნენ. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ისინი არიან უკანონო გასამხედროებული ფორმირების წევრები, რომელნიც სპეციალურად ემზადებიან ამგვარი საქმეებისთვის და რომელთაც ფულს უხდიან. აუცილებლად ნათელი უნდა მოეფინოს, რა სახის ფორმირებასთან გვაქვს საქმე, როგორ და ვისი ინიციატივით შეიქმნა იგი, თუმცა, იმთავითვე ცხადია, რომ აქ საქმე გვაქვს კანონის ძალიან სერიოზულ დარღვევასთან და თავისთავად უნდა დადგეს ბევრი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი. სურვილის შემთხვევაში არც გამოძიებას გაუჭირდება მათი იდენტიფიკაცია, რადგან, ცხადია, ისინი ვერც ციდან ჩამოფრინდებოდნენ და ვერც უკვალოდ გაქრებოდნენ.

როდესაც ამ გაურკვეველ ფორმირებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, როგორ სასტიკად სცემეს ნიღბიანებმა ავტომატის კონდახებით ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი თბილისის ცენტრში, ბაზრობაზე, უამრავი მოქალაქის თვალწინ. შემდეგ მოიტაცეს და გორის მიმართულებით წაიყვანეს, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში გამოკეტეს. გზაში მომტაცებლები აგრძელებდნენ მის ცემას და მოკვლით ემუქრებოდნენ. ჰოსპიტალში გამოკეტილ კობა დავითაშვილს თითქმის 24 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ახლობლებთან დაკავშირების უფლებას, ასევე მასთან არ შეუშვეს სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ეს მაშინ, როცა თავად მომტაცებლებს უპრობლემოდ მისცეს სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება. ეს ფაქტი ხომ ცხადად მიუთითებს, რომ ეს დაჯგუფება ხელისუფლების ხელდასხმით მოქმედებდა და მისი წევრების ვინაობაც ცნობილია.

ამ შემთხვევიდან უკვე გავიდა ხუთი თვე და გამოძიებას დღემდე არ ჰყავს ეჭვმიტანილი. თუმცა, დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ეს ფაქტი გამოძიებული არ იქნება, რადგან გამოძიების მიზანი სწორედაც რომ სიმართლის დაფარვაა. ასეთია პოლიტიკური ნება და დირექტივა.

ასევე გამოუძიებელი დარჩება პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი. 2005 წლის ივნისში, შუადღისას ასევე თბილისის ცენტრში მას სასტიკად გაუსწორდნენ შეიარაღებული ნიღბიანები. ეს თავდასხმა მოხდა მეორე დღეს მას შემდეგ, როცა ვალერი გელაშვილმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია საქართველოს პრეზიდენტი.

ამ შენიღბული ფორმირების წევრებს იმთავითვე ჰქონდათ გარანტია, რომ მათ უკანონო ქმედებებისთვის არავინ მოსთხოვდათ პასუხს. ისინი ემსახურებიან რეპრესიულ სისტემას და, სამაგიეროდ, სისტემა იცავს მათ, გამოძიება კი, როგორც ასეთ შემთხვევებში ამბობენ, მიმდინარეობს.

სამაგიეროდ, როდესაც ვიგებთ, რომ დაუდგენელმა პირებმა, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, გაიტაცეს, სცემეს ან დააშინეს მოქალაქეები, უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ კონკრეტულ ნიღბიანებთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ მათ ზურგს უმაგრებს მთელი რეპრესიული სისტემა, რომელიც იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, გეგმავს, აფინანსებს და, თუ საჭირო გახდა, ბოლომდე იცავს ყველა დონეზე. ამ ვითარებაში ადამიანის უფლებებზე საუბარი საკმაოდ პირობით ხასიათს ატარებს.

დღესდღეობით, ისევე როგორც შეჩერებულია ნგრევების და წართმევების პროცესი, ეს ნიღბიანებიც თვალს მიეფარნენ, მაგრამ სისტემა მზადყოფნაშია და ნებისმიერ წამს შეუძლია ამოქმედება. ამ საფრთხისგან საზოგადოება დაზღვეული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა და დამნაშავეებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ასევე არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ მიტინგის დაშლაში მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმი და თავდაცვის სამინისტროს ნაწილები, რაც კანონის უხეში დარღვევაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც ეგრეთ წოდებული „სახელმწიფო ინტერესებიდან“ გამომდინარე პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

ერეკლე კოდუას საქმე

საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა რომ სისტემურ ხასიათს ატარებს, ანუ კანონი რომ უძლურია პოლიტიკური ნების წინააღმდეგ, ამის თვალსაჩინო მაგალითია შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის ერეკლე კოდუას საქმე. როგორც ჩანს, მას სერიოზული დამსახურება მიუძღვის არსებული რეპრესიული სისტემის წინაშე და სამომავლოდაც მისი დიდი იმედი აქვთ, ამიტომ კანონის მოქმედება მასზე არ ვრცელდება.

არსებობს სერიოზული მტკიცებულებები, რომ მან თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, პირადი შურისძიების მიზნით, პირადი ბრძანებით დააკავებინა სამი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა, რომელთაც ჩაუდეს ნარკოტიკები, ყუმბარები, სამივეს გაუკეთეს ნარკოტიკი. შეიქმნა ყალბი დოკუმენტი, თითქოს ისინი იყვნენ კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები. ძიება თავიდანვე ტენდენციურად წარიმართა, პოლიციელებმა მისცეს განზრახ ცრუ ჩვენებები, სასამართლომ თვალი დახუჭა დანაშაულის უამრავ ნიშანზე. და ეს მოხდა ერეკლე კოდუას მეგობრის, ნატოს საინფორმაციო ცენტრის უფროსის ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ განხორციელებული ერთი სატელეფონო ზარის გამო.

ეს არ არის მხოლოდ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ეს არის რეალური მაჩვენებელი, თუ რა სამართლებრივი მდგომარეობაა სახელმწიფოში, როდესაც თანამდებობის პირს შეუძლია საკუთარი ნება-სურვილის აღსრულებისთვის გამოიყენოს სახელმწიფო მანქანა და მას პასუხს არავინ მოსთხოვს, ვინაიდან ხელისუფლებისთვის შეუცვლელია, როგორც დაკვეთების უსიტყვოდ შემსრულებელი. ამის მასალები გადაგზავნილი აქვს პროკურატურას და ტრადიციისამებრ, უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს გამოძიება. ამ ხნის განმავლობაში ასეთ სერიოზულ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი რჩება უზარმაზარ თანამდებობაზე და მას ყველა საშუალება, აქვს გავლენა მოახდინოს ძიების მთელ პროცესზე.

სიკვდილობა ციხეებში

2006-2007 წლებში ინტენსიურად ვსწავლობდით მდგომარეობას სასჯელაღსრულების სისტემაში. აღმოჩენილია პატიმრების წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის არაერთი ფაქტი, თუმცა განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია პატიმრების მკურნალობისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებამ. მრავალი პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა და მათთვის მკურნალობის ჩატარება მხოლოდ ჩვენი ჩარევის შემდეგ მოხერხდა. პაციენტების ავადმყოფობის ისტორიებისა და სიკვდილობის გამომწვევი მიზეზების ანალიზმა კი ნათლად აჩვენა, რომ პატიმართა სიკვდილობა უმრავლეს შემთხვევაში არასწორი და არასათანადო მკურნალობის, ადმინისტრაციისა და ექიმების მხრიდან უყურადღებობისა და გულგრილობის შედეგია. სახელმწიფო არ ახორციელებს კონტროლს ჯანდაცვაზე სასჯელაღსრულების სისტემაში, რითაც არღვევს მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებებს.

გენერალური პროკურატურა

როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით გენერალურ პროკურატურას. რეპრესიული სისტემის ჩამოყალიბებაში და მის მფარველობაში სწორედ ამ უწყებას მიუძღვის ლომის წილი. იგია გარანტი, რომ არ იქნება გამოძიებული იმედის დარბევის და შემდგომი სიყალბეების საქმეები, პოლიტიკური ცემა-ტყეპის საქმეები, უკანონო ნგრევა-წართმევების საქმეები, რეზინის ტყვიების საქმე, ხელშეუხებელი იქნებიან ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა, ნიღბიანთა უკანონო ფორმირება, არ დაისჯებიან არჩევნების გამყალბებლები და ბევრი სხვა.

დღეს ხელისუფლება საუბრობს შეცდომებზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, უამრავი ფაქტი გვაქვს გადაგზავნილი პროკურატურაში უკანონო ნგრევებისა, წართმევებისა, ჩუქებებისა და სხვა მრავალი დანაშაულისა. ისინი შეგიძლიათ იხილოთ ჩემს მოხსენებებში და ყველა მათგანი დარჩა რეაგირების გარეშე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი და ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ზურაბ ადეიშვილი უშუალოდ არის პასუხისმგებელი ეგრეთ წოდებული „ღამეული ჩუქებების“ ფაქტებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩუქებები სულაც არ არის ჩავლილი და ჩაფარცხული თემა, ის კიდევ ბევრჯერ იჩენს თავს, სანამ სამართლიანობა არ აღდგება, ამიტომ საჭიროა მათი შესწავლა და დამნაშავეთა დასჯა.

ამავე დროს, პროკურატურა გადაიქცა ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღმსრულებელ სადამსჯელო ინსტრუმენტად, რომელიც თავის მხრივ მთლიანად განაგებს სასამართლოს. დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში საპროცესო გარიგება პროკურატურის ხელში იქცა უსამართლობის იარაღად, რომელმაც დაასამარა ქართული მართლმსაჯულება. როცა ბრალდებულს სთავაზობენ გარიგების პირობას, მას მხოლოდ ორი გამოსავალი რჩება - ან დათანხმდეს პროკურატურის წინადადებას, ან წავიდეს ციხეში. მიუხედავად იმისა, ჩაიდინა თუ არა მან დანასაული, არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება მის წინააღმდეგ.

სასამართლო გადაქცეულია ნოტარიუსად და უუფლებო დანამატად პროკურატურისა, რომელიც ისეთ მონსტრად ჩამოყალიბდა, რომლის წინაშეც სრულიად დაუცველია მოქალაქე. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია პროკურატურის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და არცთუ იშვიათად ხდება მისი ბოროტად გამოყენებაც. პროკურატურა ერევა და გადაწყვეტილებას იღებს უკვე თითქმის ყველა სფეროში. მნიშვნელოვანწილად დღეს სწორედ პროკურატურა მართავს ქვეყანას, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად, ტელეფონის ზარებით. სახელმწიფო მოღვაწეები ჯერ პროკურატურასთან ათანხმებენ და შემდეგ იღებენ ყველაზე უმნიშვნელო გადაწყვეტილებებსაც კი.

სამაგიეროდ, პირიც კი არ უჩანს იმ საქმეების დასრულებას, რომელთა შინაარსიც საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს.

2005 წლიდან მოყოლებული საქართველოში მკვეთრად იკლო პოლიციის საკნებში ადამიანთა ცემისა და წამების ფაქტებმა. თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ გვხვდება სასტიკი წამების ფაქტები და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, არ ხდება ამ ფაქტების სათანადო გამოძიება. ძალიან ბევრ საქმეში აშკარად ჩანს, რომ პროკურატურის ამოცანას წარმოადგენს არა წამების საქმის გამოძიება და დანაშაულის ჩამდენ პირთა დასჯა, არამედ მწამებლების დაცვა და მათი დახსნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ამის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს მოხსენებებში აღწერილი არაერთი საქმე, მათ შორის ალექსი ბახუტოვის საქმე, ასევე მარტყოფისა და ახალგორის ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა წამების საქმეები.

ალექსი ბახუტოვის საქმე არის ნათელი მაგალითი, რომ წამებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულების პრობლემა მხოლოდ ადგილზე ურთიერთობებით ვერ აიხსნება. ამ კონკრეტულ საქმეში ადამიანის წამების საქმის „ლეგალიზება“ და გამოსავლის მოძებნა-გაყალბება სწორედ გენერალური პროკურატურის დონეზე განხორციელდა და უდანაშაულო კაცი, რომელსაც წამებით გამოძალეს ყალბი აღიარებები, ჯერ ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობის მუხლით გასამართლდა, ხოლო როცა გაირკვა, რომ მკვლელობა არ მომხდარა და ჩოფიკაშვილი ცოცხალი და საღსალამათი იყო, მის მკვლელობაში მსჯავრდებული ბახუტოვი გასათავისუფლებლად მაინც ვერ „გაიმეტეს“ და მკვლელობა მკვლელობის მცდელობად გადაუკვალიფიცირეს.

რაც შეეხება ახალგორის ბავშვთა სახლის საქმეს, სასამართლომ პირობითი მსჯავრით გაათავისუფლა პოლიციელები, რომელთაც დაუდგინა, რომ მათ აწამეს ორი არასრულწლოვანი, გადაამეტეს უფლებამოსილებას და გააყალბეს მტკიცებულებები.

წამების კვალიფიკაცია არ იქნა გამოყენებული შსს კონსტიტუციური ოპერატიული დეპარტამენტის (კუდის) იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც 2006 წლის იანვარში სასტიკად აწამეს სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე, რაც სანდრო გირგვლიანის სიკვდილით დასრულდა.

გოჩა ეხვაია, გალის რაიონის სასწრაფო დახმარების ექიმი, 2008 წლის 30 იანვარს ისე სასტიკად სცემეს ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა, რომ იგი დღემდე აგრძელებს მკურნალობას. პოლიციელები ეძებდნენ ექიმს, რომელმაც უმკურნალა გატაცებულ დავით ნადარაიას და რადგან გალის რაიონის იმ ზონაში ექიმი გოჩა ეხვაიაა, იგი დააკავეს, მიიყვანეს სამმართველოს შენობაში, სადაც თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ და ითხოვდნენ მისგან ინფორმაციას. მის ცემაში უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მისი მოადგილე მეგის ქარდავა. შემდეგ გოჩა ეხვაია წაიყვანეს მანქანით და ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ და ზღვაში გადააგდებდნენ, ისე რომ მის გვამსაც კი ვერავინ იპოვიდა. საბოლოოდ მოკვლა გადაიფიქრეს, მაგრამ წაიყვანეს სასამართლოში და მიუსაჯეს შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, რათა ამ ხნის განმავლობაში ცემით მიყენებული დაზიანებები მოშუშებოდა.

ამ ფაქტზე გამოძიება, ტრადიციულად, დაწყებულია, მაგრამ პროკურატურას დღემდე არ ჩაუტარებია ექსპერტიზა, ხოლო გოჩა ეხვაიას ოჯახზე და ახლობლებზე ხორციელდება ზეწოლა. პოლიციელები ეხვაიასგან ითხოვენ, რომ მან საგამოძიებო მოქმედებების დროს „ვერ უნდა ამოიცნოს მწამებლები“ და ამით უნდა გადაარჩინოს ისინი შესაძლო სასჯელს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება შურისძიება მასზე და მის ოჯახზე. წამების ფაქტიდან გავიდა 2 თვე, მაგრამ დღემდე პასუხისგებაში არავინ არის მიცემული, რაც გვაფიქრებინებს რომ გამოძიება მიკერძოებულია.

2006 წლის 13 და 15 სექტემბერს სახალხო დამცველის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის №6 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების კარცერში აღმოაჩინეს ექვსი შიშველი პატიმარი. მათი ტანსაცმელი დერეფანში, იატაკზე ეყარა. ამის თვითმხილველია სახალხო დამცველის ორი და გაეროს განვითარების პროგრამის ერთი თანამშრომელი. პატიმრების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ღამე ციოდა, ისინი დასჯის მიზნით კარცერში რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ შიშველი. ეს არის წამებისა და პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის მაგალითი, მაგრამ ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული. მეტიც, იმ პატიმრებზე, ვინც არ შეცვალა ჩვენება, დღემდე მიმდინარეობს ზეწოლა, რამდენიმე დღის წინ კი სამი მათგანის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, თითქოს ისინი პატიმრებს მასობრივი არეულობისკენ მოუწოდებდნენ. გადაუდებელი ამოცანაა, წამებასთან მიმართებაში დამკვიდრდეს „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპი, რისკენაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში.

სამართლიანი სასამართლოს უფლება

თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგარი ბევრი სერიოზული პრობლემის სათავე ის არის, რომ ვერ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო. სასამართლო ხელისუფლებაში თითქოს წლების განმავლობაში მიმდინარეობს რეფორმა, იცვლება კანონმდებლობა, ხდება სასამართლო შენობების ტექნიკური აღჭურვა თანამედროვე დონეზე, მიმდინარეობს მოსამართლეების მომზადება-გადამზადება, თუმცა, ამ სფეროში ვითარება მაინც არ უმჯობესდება. ბოლო პერიოდის გამოკითხვებით მოსახლეობაში სასამართლოს მიმართ ნდობა 14-15 პროცენტს არ აღემატება.

ამის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და იგი მთლიანად ემორჩილება პროკურატურას და სახელმწიფო ადმინისტრაციას. სასამართლო დარბაზებში ფაქტობრივად ხდება სხვა კაბინეტებში წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებების ნოტარიალური გაფორმება. გარეგნულად მშვენივრად გარემონტებული და კეთილმოწყობილი სასამართლოები ვერ ასრულებენ მათ წინაშე მდგარ უმთავრეს ამოცანას - გახდნენ კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი.

არჩევნები

არჩევნები ქართული სახელმწიფოსთვის დღემდე უსერიოზულეს პრობლემად რჩება. ამის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ უმრავლესობაში მყოფი პარტია და აღმასრულებელი ხელისუფლება შერწყმულნი არიან ერთმანეთთან და, აქედან გამომდინარე, არჩევნებში ერთი სუბიექტის მხარეზე დგას არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი, არამედ მთელი სახელმწიფო მანქანა თავისი უზარმაზარი შესაძლებლობებით, ფინანსებით და ძალოვანი სტრუქტურებით - შსს, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია და ა.შ. ანუ, ფაქტობრივად, არჩევნებს ატარებს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რეპრესიული სისტემა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს რეალურად ხელმძღვანელობდა შს მინისტრი, რომელიც თათბირებს უტარებდა და საარჩევნო ინსტრუქციებს აძლევდა ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელებს, პოლიციის უფროსებს, უშიშროების თანამშრომლებს, პროკურორებს, გამგებლებს, გუბერნატორებს და აძლევდა მათ კონკრეტულ გეგმებს. ცხადია, ამ კრებების ოქმები არ იწერებოდა და ამ სხდომებს არც საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - პატარა ქვეყანაში არაფერი იმალება. მე შემიძლია ამის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულების მოტანა, თუ ამჟამინდელი ან მომავალი პარლამენტი შექმნის საგამოძიებო კომისიას.

თვით 5 იანვრის არჩევნების შემდეგაც კი, 13 იანვარს თბილისში ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე მომავალ მოქალაქეებს პოლიციელები აჩერებდნენ მთელი საქართველოს მასშტაბით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. მიტინგზე მომავალი მოქალაქეები მიჰყავდათ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და რამდენიმე საათს აჩერებდნენ იქ, ავტომანქანები გაუგებარი მიზეზებით მიჰყავდათ საჯარიმოებზე, ან მათ მფლობელებს უცხადებდნენ, თითქოს ავტომანქანა ავარიაში იყო შემჩნეული და უნდა შეემოწმებინათ.

როდესაც სახელმწიფო მანქანა ამგვარად არის მომართული, ადგილებზე ყოველთვის გამოჩნდებიან გაყალბების მსურველები და აღმსრულებლები, რათა ასიამოვნონ ზემდგომებს და მაღლიდან დაშვებული გეგმები გადაჭარბებით შეუსრულონ. ისინი იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ და მათ ვერ შეაჩერებს ზოგადი მოწოდებები. იმ უბნის თავმჯდომარეებმა, რომლებმაც ოქმები გაიტაცეს, ეს რომელიმე კანდიდატის პატივისცემით კი არ ჩაიდინეს, მათ უბრალოდ ეშინოდათ, რომ პასუხს მოსთხოვდნენ, ანუ სამსახურს დაკარგავდნენ არასასურველი შედეგის გამო.

ამ პირობებში შეუძლებელია ობიექტური არჩევნების ჩატარება. არსებული ვითარების ბუნებრივი შედეგია მოსახლეობის დაშინება, ბიულეტენების გატაცება, ჩაყრა და ა.შ. დამეთანხმებით, არანორმალური ფაქტია, როდესაც დედაქალაქში თითქმის მთელი ტრანსპორტი მმართველმა პარტიამ იქირავა და თავისი მომხრეები გადაყავ-გადმოყავდა. იგივე მოხდა რეგიონებშიც.

ცოტა ხანში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. უმთავრესია, მოსახლეობაში გაჩნდეს რწმენა, რომ მათ ხმებს ვერავინ გააყალბებს, რომ მათი არჩევანი იქნება დაცული. უნდა პასუხი მოეთხოვოს ყველა იმ პირს, ვინც ამა თუ იმ ფორმით გააყალბა წინა არჩევნები, შესწავლილ უნდა იქნეს, რა მოტივი ამოძრავებდა მას, ვისი დავალებით მოქმედებდა და ა.შ. აუცილებელია ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ცესკოში, რომლის მიმართაც მოსახლეობას სერიოზული უნდობლობა აქვს. ცესკოში საჩივრების პროცედურებზე დაკვირვებამ, ქართული და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებმაც ცხადყო, რომ ამ უნდობლობას სერიოზული საფუძველი აქვს. იგივე შემიძლია დავადასტურო როგორც სახალხო დამცველმა.

მომავალი არჩევნების ნორმალურად ჩატარების აუცილებელი წინაპირობაა ძალოვანი სტრუქტურების რეალური და სრული დეპოლიტიზაცია და ამის ნება ხელისუფლებამ სიტყვიერად გამოხატა, მაგრამ სახალხო დამცველის ოფისში შემოდის ინფორმაციები, რომ ამ სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს აქტიურობა ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად.

უმთავრესი პრობლემა

დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ მართალია სანიმუშო დემოკრატია არა გვაქვს, მაგრამ მის დამკვიდრებას დრო სჭირდება, სწორ გზაზე ვდგავართ და მალე მივაღწევთ მიზანს. ამ სიტყვების უკან იგულისხმება მოწოდება საზოგადოებისადმი, რომ ახლა, როცა აქტიურად განიხილება საქართველოს ინტეგრაციის საკითხი ევროსტრუქტურებთან და ნატოსთან, არ ღირს ადამიანის უფლებების საკითხის წინ წამოწევა, რათა ეს არ გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი.

0x01 graphic

დემოკრატიის დამკვიდრებას მართლაც სჭირდება დრო. ამ გზაზე შეცდომებიც იქნება, მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება, თუ სურვილი დემოკრატიის დამკვიდრებისა შეუვალია. საგანგაშო და დასაფიქრებელია, როცა შეცდომები სისტემატურ ხასიათს იღებს, მით უფრო საგანგაშოა, როდესაც ხელისუფლება მიზანმიმართულად მიდის არადემოკრატიული გზით. რეზინის ტყვიების გამოყენება მართლაც შეიძლება იყოს მძიმე, მაგრამ მაინც შეცდომა, გამოწვეული არაპროფესიონალიზმით და გამოუცდელობით, მაგრამ შეუძლებელია შეცდომად მივიჩნიოთ „იმედის“ დარბევა და, მით უმეტეს, შემდგომ ჩადენილი სიყალბეები, ნიღბიანი სამოქალაქოები, საკუთრების წართმევა და ნგრევა, ადამიანების გატაცება და ცემა, ტელევიზიების ხელისუფლებისთვის დამორჩილება, არასამართლიანი არჩევნების ჩატარება, კანონების აბუჩად აგდება და რეპრესიული სისტემის სახელმწიფოს მართვის ფორმად დანერგვა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირებისთვის ძალაუფლების ხიბლი მის ბოროტად გამოყენებაში მდგომარეობს, ძალადობა ცხოვრების წესად იქცა. პრინციპი - „ასე მსურს და ასე იქნება!“, დგას ყველა კანონზე მაღლა. ეს რომ დემოკრატიის გზა არ არის, ამის მიხვედრას დრო და გამოცდილება არ სჭირდება.

რა იყო გამოძიების მიზანი გირგვლიანის, რობაქიძის, საყვარელიძის ან ვაზაგაშვილის საქმეებთან დაკავშირებით, სიმართლის დადგენა თუ დაფარვა?! სამწუხაროდ ამგვარი ტრაგედიები ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარია, როგორ წარიმართება შემდეგ გამოძიების პროცესი. საზოგადოებაში არსებობს უნდობლობა, თუნდაც, იმ პოზიციის გამო, რომელიც ხელისუფლებამ თავიდანვე დაიკავა. არამცთუ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, პირიქით იგი თავგამოდებით დაიცვა და სახელმწიფოს ხერხემლად გამოაცხადა მმართველმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. და, ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში შერწყმულია ხელისუფლება და სამართალი, გამოძიებამაც იგივე პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა, რითიც ხელისუფლებამ. იმ ევროპაში, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით, ამგვარი ფაქტების შემდეგ აუცილებლად დადგებოდა არა მხოლოდ შს მინისტრის, არამედ მთელი მთავრობის, როგორც ერთიანი გუნდის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

ქვეყნის ნორმალურად განვითარებისთვის უპირველესი ამოცანაა პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რეპრესიული მოდელიდან დემოკრატიულ მართვის წესზე გადასვლა. აუცილებელია, ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებათა მკვეთრი გამიჯვნა და ბალანსი. დაუშვებელია აღმასრულებელი ხელისუფლება იქვემდებარებდეს და თავად განაგებდეს სასამართლოს, თვითმმართველობას; იჭრებოდეს და გადაწყვეტილებებს იღებდეს ისეთ სფეროებში, რაც სცილდება მის ფუნქციებს. აკონტროლებდეს საარჩევნო კომისიას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძო ტელეკომპანიებს და ასე შემდეგ. შსს, პროკურატურა და სასამართლო მხოლოდ თავის უფლებამოსილებათა ფარგლებში უნდა მოქმედებდნენ და არა როგორც დღეს, როცა ისინი გვევლინებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ერთობლივ აღმსრულებლებად.

ქართული საზოგადოებისთვის რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია დემოკრატიის დამკვიდრება და ევროპულ სივრცესთან ინტეგრირება საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნების პირობებში, მან ეს ბევრჯერ დაამტკიცა. რამდენად მნიშვნელოვანია იგივე მიზანი საქართველოს ხელისუფლებისთვის, ჯერ კიდევ კითხვად რჩება. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა.

თბილისი,
2008 წლის 28 მარტი

2 ტრადიცია და თავისუფალი სინდიდსისა არჩევანი

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ

ინტერვიუ ვატიკანის წმ. საყდრის დესპანთან საქართველოში, არქიეპისკოპოს კლაუდიო გუჯეროტისთან

ესაუბრა ბექა მინდიაშვილი

ბექა მინდიაშვილი - თქვენს ნაშრომებში უაღრესად საინტერესო განხილული ქართული ტრადიციების, კულტურის და თანამედროვეობის ასპექტები. ერთი მხრივ, შევეხოთ ქართულ კულტურის ისეთ პარადიგმებს, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სწორედ ამ პარადიგმების, ამ მონაცემების საფუძველზე მოხდეს ტრადიციების რენოვაცია, და, მეორე მხრივ, ვისაუბროთ აგრეთვე თანამედროვე საქართველოსა და კავკასიის კულტურულ წინააღმდეგობებზე, რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს ინტეგრირებული დასავლურ ცივილიზაციასთან, თუ გნებავთ, ასე ვთქვათ: ქრისტიანულ ცივილიზაციასთან, ანდა - ხიდის როლს ასრულებდეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ბოლოს ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ კათოლიკურ ეკლესიაზე და მის დიალოგზე მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

კლაუდიო გუჯეროტი - ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მაქვს თქვენთან ასეთი საუბრის შესაძლებლობა. დიდ პატივს ვცემ თქვენი დაწესებულების მუშაობას, ვიცი რა რთულია თქვენი სამუშაო და ხშირად, მე მგონი, სარისკოც. ისიც კი რთულია, რომ ხალხს გააგებინოთ ვინა ხართ. კავკასიაში საერთოდ ხალხის მენტალიტეტია ისეთი, რომ საკუთარ ნაკლზე ლაპარაკი არ უყვართ, და როცა ამ ნაკლზე ეუბნებით რამეს, მაინცდამაინც არ მოწონთ. თუმცა თავის ნაკლზე საუბარი არავისაც არ მოწონს. საქართველოში არის საკუთარი მეობის დიდი პატივისცემა. ეს დადებითი მხარეა, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს რეალური პრობლემის დანახვაში, სწორედ ამ ორ მოთხოვნილებას შორის მერყეობს თქვენი სამუშაო: ერთია აუცილებლობა სიმართლის თქმისა, და მეორე - რომ ამ სიმართლემ ხალხში დამცირების გრძნობა კი არ გამოიწვიოს, არამედ პირიქით - წინსვლას შეუწყოს ხელი. მარტო სიმართლის გაცხადება არაფერს მოგვიტანს, თუ ხალხი ამ სიმართლეს იმისთვის არ გამოიყენებს, რომ გაიზარდოს.

0x01 graphic

ბექა მინდიაშვილი - ჩვენ სიმართლეზე ვსაუბრობდით, პრობლემაზე, რომელიც სიმართლის გაცხადების შედეგად ექმნება ჩვენს საზოგადოებას. სწორედ ამ საკითხებთან იყო დაკავშირებული თქვენ მიერ განხილული ტექსტი - თემისა და პიროვნული სიმართლის, თემისა და პირადი ჭეშმარიტების დაპირისპირება, წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს ტრადიციის შენარჩუნების სურვილსა და სიახლისკენ სწრაფვას შორის. მინდა გკითხოთ, შესაძლებელია ვაჟა-ფშაველას მეშვეობით მოვახდინოთ ჩვენი დღევანდელობის ინტერპრეტირება?

კლაუდიო გუჯეროტი - ჩემი აზრით, ვაჟა-ფშაველა ღმერთის საჩუქარია. მე ჩემს სიტყვაში ვაჟა შევადარე ბერძნული ტრაგედიის დიდ ავტორებს, ასევე შექსპირს, იმ გაგებით, რომ ის გრძნობს იმ ტრაგედიას, რომელიც ყველა კულტურის შიგნით არსებობს, ყველა კულტურა შეიცავს თავის თავში ტრაგედიას. როდესაც კულტურის შემადგენელი სხვადასხვა ფასეულობები თუნდაც უნებურად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს ტრაგედიაა. სწორედ ეს დაპირისპირება იწვევს ვაჟა-ფშაველას გმირების ტრაგედიას. ვაჟას პერსონაჟები არ არიან ტრადიციების წინააღმდეგ ამხედრებული გმირები. ასე რომ იყოს, ქართველები არ აღიარებდნენ ვაჟას თავიანთი ცხოვრების, ან უკეთ - ცხოვრების მათეული გაგების გამომხატველად. ვაჟასთან არის გამოვლენა იმ დინამიზმისა და განმაახლებელი სულისა, რომელსაც ტრადიცია შეიცავს, ტრადიცია - არა როგორც გაქვავებული რამ, არამედ ტრადიცია მასში მოძრავი სულისკვეთებით, რომელსაც განახლებისკენ მივყავართ. და თუ ამ კონფლიქტების დროს არ მოიძებნა ის გზა, რომლის საშუალებითაც შეიძლება პიროვნებაც გადარჩეს და ტრადიციაც, მაშინ შეტაკება ან პიროვნებისთვის დამთავრდება ტრაგიკულად, ან ტრადიცია უარიყოფა. ვაჟას გმირები არასოდეს ეწინააღმდეგებიან ტრადიციებს, მაგრამ თავიანთი სინდისიდან გამომდინარე მათ შეუძლიათ სიცოცხლე გაწირონ იმისათვის, რომ დაამტკიცონ - ტრადიცია არ არის გაქვავებული რეალობა, ტრადიციას შეუძლია ანგარიში გაუწიოს პიროვნულ მოთხოვნილებებს. ტრადიცია, ისევე როგორც ცხოვრების სხვა ნებისმიერი ფორმა, დიალექტიკური ბუნებისაა და ხშირად ადამიანს მისჯილი აქვს არჩევანის გაკეთება. ადამიანი ცნობს ტრადიციას, მაგრამ მან უნდა აირჩიოს ამ ტრადიციაში თავისი მოქცევის გზა. არ უნდა გვეგონოს, რომ თუ მე მივენდობი ტრადიციას, ტრადიცია თვითონ გადაწყვეტს რა უნდა გავაკეთო. ეს კარგად ესმით ვაჟა-ფშაველას პერსონაჟებს. ტრადიცია ისევე რთულია, როგორც თვითონ ცხოვრება, ის ადამიანს არ უსპობს არჩევანის გაკეთების უფლებას. ასე რომ, ერთი მხრივ არის ტრადიცია, ხოლო მეორე მხრივ - თავისუფალი სინდისის არჩევანი. ასეა ვაჟასთანაც. აი ეს არის ის მესიჯი, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ჩანს, რომ არსებობს ადამიანის უფლებების თუ სინდისის თავისუფლებების ქართული გზა და რომ საქართველოს არ სჭირდება ამ სფეროში სხვა კულტურათა კატეგორიების მოშველიება; ის ფასეულობები, რომელსაც ჩვენ მსოფლიო, საყოველთაო ფასეულობებად მივიჩნევთ, საქართველოს კულტურაში უკვე არსებობს, ოღონდ ეს უნდა დავინახოთ და გარეთ გამოვიტანოთ. მაგალითად, სტუმარ-მასპინძლობის თემა მშვიდობის თემის ქართული ინტერპრეტაციაა, ეს ამ პრობლემის ბევრად უფრო ღრმა გაგებაა, ვიდრე მსოფლიოში გამეფებული პროვინციული გაგება, რომ თითქოს მშვიდობა მაშინ დამყარდება, თუ ყველანი მშვიდობაზე ვილაპარაკებთ. მშვიდობა გაგებულია როგორც ახალი სულიერი მდგომარეობა, ვინაიდან იგი გვიჩვენებს როგორი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ, ერთ მხრივ, თემის სახე, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანის უფლებაც დაცული იყოს და ამ გზით დაიძლიოს მტრობა. ესე იგი, მტერიც კი, თუ ის სტუმრად მოდის, წმიდათა წმიდა ხდება. მშვიდობის ასეთი ღრმა გაგება ტრაგედიას შეიცავს. სტუმარ-მასპინძლობის წესებით მშვიდობის მიღწევა ადამიანისგან ბევრად უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ის, რომ ქუჩაში გამოხვიდე, დროშები აფრიალო და მშვიდობაზე იყვირო. კულტურის კომპლექსურობის, მისი რთული ბუნების ამსახველი პარადიგმები ქართულ კულტურაში ბევრია. საჭიროა გამოვამზეუროთ ეს მარგალიტები და ვაჩვენოთ მსოფლიოს როგორია რთული ჰუმანური პრობლემების გადაჭრის ქართული გზა.

ბექა მინდიაშვილი - მეორე მხრივ, თუ ჩვენს რეალობას შევხედავთ, ჩვენთვის უცხო არ არის ქსენოფობიის გამოვლენა, საკმაოდ აგრესიული ფორმითაც. ჩვენ მნიშვნელოვანწილად გარკვეული ტრადიციების ტყვეობაში ვართ მოქცეული და პიროვნულ არჩევანს ნაკლები ნდობით ეკიდება საზოგადოება. ისიც სათქმელია, რომ იმგვარ უნივერსალურ მოვლენას, როგორიც ადამიანის უფლებებია, საზოგადოების დიდი ნაწილი დასავლეთისგან თავს მოხვეულად მიიჩნევს. გასაგებია, რომ ვაჟას ტექსტები არსებობს, და თუკი ისეთი ადამიანებიც იარსებებენ, რომლებიც არა მხოლოდ წაიკითხავენ მათ, არამედ განახორციელებენ კიდეც ამ იდეებს ცხოვრებაში, კარგი იქნება, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივად... მოხსენებისას თქვენ ისაუბრეთ ინტელექტუალთა ფენის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ინტელიგენციის მიზანია აკადემიური შრომის მეშვეობით ტრადიციების ბუნებრივ გაგრძელებას შეუწყოს ხელი და არა მათ კონსერვირებას, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოში ინტელექტუალები სხვადასხვა პოლიტიკური ძალების შეხედულებათა გამხმოვანებლებად არიან ქცეულნი ხშირ შემთხვევაში და მაინცდამაინც დიდი აკადემიური თავისუფლებით ვერ დაიტრაბახებენ. რა გამოსავალს ხედავთ თქვენ ამ ვითარებიდან?

კლაუდიო გუჯეროტი - ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ნება მომეცით ვიყო გულწრფელი. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კულტურული ქვეყანა იყო ევროპის განაპირა სახელმწიფოებს შორის. უნდა ვაღიაროთ, რომ კომუნისტურ ეპოქაშიც ეს დონე შენარჩუნებული იქნა. ქართველი ერის ტრაგედია ის არის, რომ კომუნიზმის დამხობის მერე განათლებაც დაემხო. ჩემი აზრით, ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი: მოხდა ინტელექტუალთა საზღვარგარეთ გადინება. თუ ინტელექტუალი საქართველოში დარჩებოდა, მაშინ ის უნდა გარდაქმნილიყო, რამე სხვა სამუშაო, შემოსავლის სხვა წყარო მოეძებნა. ბევრი ფილოსოფოსი დღეს ბიზნესშია ჩაბმული, რომ თავი გადაირჩინოს. მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ, ალბათ პოლიტიკური ვითარების გამო, საქართველოში ახალგაზრდობის განათლება პრიორიტეტულად აღარ ითვლება, რის გამოც განათლების დონემ ძალიან დაბლა დაიწია. მე ცოტა უჩვეულოდ მეჩვენება ეს, ალბათ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება აკადემიურ საქმიანობას ვეწეოდი. ჩემი აზრით, უკეთესი ინვესტიცია საქართველოში შეუძლებელია განხორციელდეს, თუ არა ინვესტიცია განათლების სფეროში, რათა ამით ადამიანებს საშუალება მიეცეთ, რომ ინტელექტუალებად აღიზრდნონ. კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს ე.წ. მეგობარი სახელმწიფოები ხელს შეუწყობდნენ ქართველი ინტელექტუალების კონტაქტებს დასავლელ ინტელექტუალებთან, რის შედეგადაც ქართველ ინტელექტუალს გაუჩნდებოდა სიამაყის გრძნობა თავისი შესძლებლობების გამო. გარდა ამისა, აქცენტი უნდა გაკეთდეს ღიაობაზე, მსოფლიოსთან ურთიერთობაზე, რაც ნაკარნახევი უნდა იყოს ქართული ტრადიციების დიდი პატივისცემით. საჭიროა, რომ ჩვენ შევძლოთ საკუთარი ტრადიციის წაკითხვა, მაგრამ არა იმისათვის, რომ ვიმეოროთ ის, კვლავ და კვლავ გადავამღეროთ, არამედ იმისათვის, რომ თანამედროვეობა დავინახოთ ტრადიციებში, გავიგოთ როგორ წყვეტდა ტრადიცია წარსულში არსებულ პრობლემებს, ვნახოთ როგორ შეიძლება ძველი ტრადიციების ისე გადმოტანა თანამედროვეობაში, რომ მათ იგივე ეფექტი მოგვცენ, როგორსაც წარსულში გვაძლევდნენ, ვიფიქროთ როგორ მივუსადაგოთ ეს ტრადიციები თანამედროვე რეალობებს. დასავლურ აკადემიურ წრეებში, განსაკუთრებით მათ შორის, ვისაც კავკასიასთან აქვს საქმე, ანეკდოტივით დადის ამბავი იმისა, თუ როგორი მოწადინებულნი არიან კავკასიის ხალხები დაამტკიცონ, რომ სწორედ ისინი იყვნენ პირველები ამა თუ იმ საქმეში, რომ მათ პირველებმა აღმოაჩინეს უამრავი რამ, რისი აღმოჩენაც სხვებს მიეწერება. ეს ყოველივე გროტესკული ფორმით არის მოწოდებული. იმისათვის, რომ დავიბრუნოთ თანამედროვეობასთან მისადაგებული კულტურული მენტალიტეტი, კარგი იქნებოდა გაგვეგო, რომ მეცნიერი არის ადამიანი, რომელიც ეძიებს, და არა ადამიანი, რომელიც მოსყიდულია ხელისუფლების მიერ, რათა მან „დაამტკიცოს“ ის, რაც ხელისუფლებას სჭირდება. აქ ვგულისხმობ ხელისუფალთ განათლების სფეროში. მეცნიერი არ უნდა გახდეს დემაგოგიის მსხვერპლი, მას არ უნდა ჰქონდეს მზა პასუხი ამა თუ იმ საკითხზე. ეს მეცნიერებას ეწინააღმდეგება, ეს იდეოლოგიის ყველაზე უარესი მხარეა, თავისუფლების არქონის ყველაზე დიდი გამოხატულებაა. თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე დრამატული, ყველაზე ცუდი ფორმა ცენზურა როდია - ცენზურას წინააღმდეგობები ხვდება, ცენზურა უარყოფითად განაწყობს ადამიანებს, ამაზე უარესია ადამიანი დაიყოლიო, თვითონ დაუწესოს საკუთარ თავს ცენზურა იმ მოტივით, თითქოს ამგვარი ქმედება სახელმწიფოსთვის, ერისთვის იყოს სასარგებლო. ასეთი თვითცენზურა ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ვერც ერსა და ვერც სახელმწიფოს. ერის კეთილდღეობა დამოკიდებულია პროგრესულ ფაქტორებზე და იგი არ ცნობს უარყოფით საზღვრებს, რადგან ასეთ შემთხვევებში კვლევა-ძიება ყოველგვარ აზრს კარგავს. ყველაზე თავისუფალი ქვეყნების მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკა (ცხადია, ჯანსაღი და არა სულელური) კი არ ამცირებს საკუთარი კულტურისადმი პატივისცემას, არამედ პირიქით - ზრდის. ჩემი აზრით, საუკეთესო იქნებოდა დამყარებულიყო კულტურული ურთიერთობები აქაურ და საზღვარგარეთულ სერიოზულ ორგანიზაციებს შორის, რათა ქართველ ინტელექტუალს საშუალება მისცემოდა თავისუფალ მეცნიერად, თავისუფალ შემოქმედად ეგრძნო თავი. ლათინური ამერიკის დიდი პედაგოგი პაულო ფრეირე ამბობდა: საზოგადოებას იმდენად შეცვლი, რამდენადაც თვითონ შეიცვლები. ეს ითქვა არა იმ გაგებით, რომ ადამიანმა ხელი უნდა აიღოს საკუთარი ტრადიციების სიყვარულზე თუ პატივისცემაზე, არამედ ეს ნიშნავს: ადამიანს უნარი აქვს შეიცნოს დღევანდელი პრობლემები, უშიშრად დაარქვას მათ თავ-თავიანთი სახელი და ამის შემდეგ საკუთარი ტრადიციების საგანძურიდან მოიძიოს ის ფასეულობები, არსებულ პრობლემებს რომ მიესადაგება, გაარკვიოს, როგორ შეიძლება მათი გამოყენება დღევანდელი საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად. ამისი მინდობა პოლიტიკოსებისთვის არ შეიძლება, რადგან მათ ძალზე ცოტა ინსტრუმენტი მოეპოვებათ სულიერებასთან, კულტურასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. მე არა ვარ პლატონი, რომელიც ხელისუფლებაში ფილოსოფოსების მოსვლაზე ოცნებობდა, მაგრამ კარგი იქნებოდა ფილოსოფოსების თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, კარგი იქნება, თუ ხელისუფლების მრჩევლები მხოლოდ პრაგმატიკოსები არ იქნებიან, რადგან სწორედ პრაგმატიკოსები არიან ტრადიციების ნამდვილი მტრები. მათ არ ადარდებთ ტრადიცია, მათ აინტერესებთ მხოლოდ არსებული, კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჭეშმარიტებაზე მსჯელობის კომერციული მეთოდი. პრაგმატიკოსის ლაპარაკი ადამიანის უფლებებზე დასაჯერი არ არის, რადგან აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ის არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ცინიკურად გაწირავს ადამიანის უფლებებს.

ბექა მინდიაშვილი - ჩვენ ბოლო წლებში, გარკვეულწილად, ამ პრობლემასაც შევეჯახეთ. ასეთებისთვის ადამიანის უფლებები ფუნდამენტური ღირებულება ალბათ მართლაც ნაკლებად არის. ჩვენ ვსაუბრობდით ინტელექტუალურ, შემოქმედებით თავისუფლებაზე... ვეფხისტყაოსნის ტექსტში არ არის ნახსენები არც ქართველი და არც ქრისტიანი, ვეფხისტყაოსნის გმირები უცხო ქვეყნების, უცხო რელიგიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ეს პოემა უეჭველად ქრისტიანული სულისკვეთებით გამსჭვალული ქართული ტექსტია. შუა საუკუნეებში ვეფხისტყაოსნის ავტორს ჰქონდა შინაგანი თავისუფლება. დიდი ხნის განმავლობაში, მე-17 საუკუნემდე, ეს ტექსტი ეკლესიის ან სხვა, რელიგიურად განწყობილი, ჯგუფების მხრიდან არ გამხდარა შეტევის ობიექტი. პოემის ტექსტში აშკარად არის გაცხადებული თავისუფლება, რაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურული ფასეულობების თავისუფალი ათვისების, მათი ორგანული ურთიერთგანმსჭვალვის ფორმით გამოიხატება, ვგრძნობთ, რომ თავად ვეფხისტყაოსნის ავტორს აქვს ძალიან დიდი ინტელექტუალური თავისუფლება, როგორც ჩანს, მისი გარემო ინტელექტუალურად თავისუფალი გარემო იყო. როგორ ფიქრობთ, დღეს რომელიმე ავტორმა ჩვენში ისეთი ნაწარმოები რომ შექმნას, სადაც დადებითი გმირები არაქართველები და არამართლმადიდებლები იქნებიან, როგორ შეხვდება ამგვარ თხზულებას საზოგადოება? თუ ეს არადიპლომატიური შეკითხვაა, მაშინ...

კლაუდიო გუჯეროტი - საქართველოს აქვს თავისი საეკლესიო ლიტერატურა, რომელიც სწორედ იმ გზას ადგას, თქვენ რომ ახსენეთ. მაგალითად, ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის დიდი ნაწილი მოგვითხრობს ქრისტიან ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოსთვის დაღვარეს სისხლი, თუმცა ისინი ეთნიკურად ქართველები არ იყვნენ. ასე რომ, არასრულფასოვნების კომპლექსი საქართველოში მოგვიანებით გაჩნდა. ჩემი აზრით, ეს ტრადიციის შევიწროვებაა და ასეთი მოვლენები კულტურებში მაშინ ხდება, როდესაც მათ (ამ კულტურებს) გაქრობის ეშინიათ. ამ დროს ისინი თითქოს იკეტებიან თავიანთ თავში და თავდაცვის მიზნით ეკლებს გამოისხამენ ხოლმე. ამისი ახსნა შეიძლება მოიძებნოს. სხვადასხვა კულტურათა ურთიერთზეგავლენა ურთიერთგამდიდრებაა, მაგრამ ზეგავლენა შეიძლება საფრთხედაც წარმოგვიდგეს, თუ მიგაჩნია, რომ ამის შედეგად შესაძლოა შენს კულტურას რამე დაემუქროს. კულტურის შესახებ დღევანდელ საქართველოში მიმდინარე დებატების ფონზე გავიხსენოთ ქართული ლიტერატურის, და არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ თუნდაც მხატვრობის ძველი მარგალიტები. ამგვარმა შედარებამ შეიძლება საქართველოში ახლად შემოსული რუსეთის კულტურული პოლიტიკა მოგვაგონოს: რუსებმა ქართულ ეკლესიათა ფრესკების გადაღებვა დაიწყეს, რადგან უფრთხოდნენ მათთვის უცხო ხელოვნებას, ერჩივნათ თეთრად გადაღებილი კედლებისთვის ეცქირათ, ასე უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს. რა თქმა უნდა, დიდი კულტურული აღმავლობის პერიოდებში ასეთი რამ არ ხდება.

ახლა დღევანდელი თბილისის ურბანისტულ მხარეს მივხედოთ. რაც ამ სფეროში ხდება, ეს ტრადიციის უარყოფაა. თბილისის ურბანისტული სიმდიდრე მრავალფეროვნებაა, აქ მრავალფეროვნება ზეიმობს - გვერდიგვერდ არის წარმოდგენილი არა მხოლოდ ეკლესია, მეჩეთი და სხვა სალოცავები, არამედ სხვადასხვა არქიტექტურული სტილებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქაში. როგორ მოახერხა ქართულმა კულტურამ ასე თავისუფლად მიეღო და აეთვისებინა მაშინდელ მსოფლიოში არსებული კულტურული ტენდეციები?

ახლა დავით გარეჯის მონასტერი გავიხსენოთ. ხომ წარმოუდგენელია, იმ პერიოდში, როცა გარეჯი შენდებოდა, იმაზე ედავათ, ვინ იყო მისი ამშენებელი დავითი, ქართველი იყო თუ არა ეს პიროვნება. მაშინ ასე არავინ დასვამდა საკითხს, მაშინ მრავალფეროვნებას არ აღიქვამდნენ როგორც რაღაც უარსაყოფს. უცხო ქვეყნიდან მოსული დავით გარეჯელი ქართველი იყო იმდენად, რამდენადაც იმ კულტურას ეკუთვნოდა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენდა საქართველო. როდესაც თავს აღარ თვლი მსოფლიო კულტურის ნაწილად, მაშინ ქმნი საკუთარ, რასისტულ გმირებს. ეს არის მარცხი. იმ მოჩვენებითი სიამაყის იქით რომ გადავიხედოთ, რასთანაც თითქოს ასეთ დროს საქმე გვაქვს, ამგვარი განწყობა წარმოჩნდება: ჩვენ არავისთვის აღარ ვართ მნიშვნელოვანნი, პატივს აღარ გვცემენ, აღარც კი გვიცნობენ და პატივი როგორღა უნდა გვცენ, ამიტომ, რომ არ გავქრეთ, აუცილებლად უნდა შევმჭიდროვდეთ იმ ცოტა რაღაცების ირგვლივ, რაც გაგვაჩნია. ეს არის ოსვენციმური მენტალიტეტი. ასეთი განწყობა, ასეთი სიბეჩავე სათავეს არ იღებს იმ კულტურიდან, რომელზედაც ჩვენ გვქონდა საუბარი. ამ კულტურულ უკანსვლაში მარტო ქართველი არ არის დამნაშავე, ეს იმათი ბრალიცაა, ვინც ქართველები იქამდე მიიყვანა, რომ ასეთი რამ აფიქრებინა. ჩამოდიან საქართველოში, რათა განუმარტონ აქაურებს გლობალიზაციის სიკეთეები, ასწავლონ როგორ უნდა იცხოვრონ დღეს. ეს ყოველივე თვალსაჩინოებისთვის გადავიტანოთ ბავშვის აღზრდის სფეროში: თუ ბავშვს იმას ასწავლიან, რომ სახლიდან არ უნდა გავიდეს, თუ მას ეუბნებიან, რომ მხოლოდ მის სახლშია ჯანსაღი გარემო, ხოლო გარეთ მარტო დემონები არიან, მაშინ მისგან აუცილებლად გონებრივად შეზღუდულ ადამიანს მივიღებთ. ასე რომ, მსოფლიოს ისეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საქართველოსთან, ისეთი პირობები უნდა შეუქმნას მას, რომ ის მშვიდად გამოვიდეს თავისი სახლიდან, გააღოს ფანჯარა და იცოდეს, რომ ამ ფანჯრიდან ურჩხული არ შემოუვარდება.

ბექა მინდიაშვილი - ფანჯრის გაღების მეტაფორა ძალიან შთამბეჭდავია! უპირველეს ყოვლისა ჩვენ ფანჯარა ჩვენს მეზობელ ხალხებს უნდა გავუღოთ, ჩვენ ხელახლა უნდა შევხვდეთ აფხაზებს. თქვენ ისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ქრისტიანობასთან დაკავშირებით იყო აფხაზეთსა და მთიანეთში.

კლაუდიო გუჯეროტი - აფხაზეთში, სადაც ჩვენ კათოლიკური თემი გვყავს, ხშირად დავდივარ. ჩემთვის მთავარია პირადად გავეცნო არსებულ სიტუაციას. როცა იქ ჩავდივარ, ვცდილობ გამოვეყო ჯგუფს და მოვლენათა ჩემი ხედვა გამოვიმუშავო. ტრაგედია, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის დატრიალდა, შიშმა წარმოშო. ქართველებს აქვთ შიში იმისა, რომ საკუთარ ქვეყანაში შეიძლება უმცირესობად იქცნენ, აფხაზებს კი ეშინიათ, რომ არ გაქართველდნენ. რას ნიშნავს აფხაზისთვის გაქართველება? ტერმინების ისტორიას აღარ უკვირდებიან, რადგან სწორება პოლიტიკურ ლოზუნგებზე ხდება. ჩვენ აფხაზებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ისინი კულტურულად ყოველთვის საქართველოს არიალში იყვნენ, და აფხაზებმაც უნდა დაამტკიცონ, რომ მათაც ჰქონდათ თავიანთი კულტურული ავტონომია, თავიანთი კულტურული სამყარო, რომელიც მათ შეუნარჩუნდებათ. აქ რელიგიური ფაქტორი ძალიან სპეციფიკურ ხასიათს ატარებს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკვე აღარ შეუძლია აფხაზეთში მოღვაწეობა, რადგანაც აფხაზების წარმოდგენაში იგი ქართველების ეკლესიაა. სინამდვილეში ქართველების ეკლესია არ არსებობს, ეკლესიის საყოველთაოობა, უნივერსალობა მისი ყველაზე მთავარი ფასეულობაა. ასე რომ არ იყოს, ახლა ყველა იუდეველები ვიქნებოდით და არასოდეს არ მოხდებოდა ბერძნულ სამყაროში ქრისტიანობის განვითარება. არავითარი არგუმენტი არ არსებობს იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ ეკლესია ერთ რომელიმე გარემოში უნდა ჩაიკეტოს - ეკლესიის ბუნება ყველგანმყოფობაა. შექმნილია, ცოტა არ იყოს, გროტესკული ვითარება: აფხაზები არ ცნობენ საქართველოს უზენაესობას მათ ტერიტორიაზე და ამიტომ უარყოფენ საქართველოს იურისდიქციასაც. რუსეთის ეკლესიას არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები აფხაზეთში, მაგრამ ერევა იქაურ საქმეებში, რადგან არსებობს პოლიტიკური ურთიერთობები აფხაზეთსა და რუსეთს შორის. აფხაზებს სურთ ავტოკეფალური ეკლესია. მივდივართ იქამდე, რომ იქმნება კიდევ ერთი ნაციონალური ეკლესია, და არ ჩანს ისეთი პიროვნება, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ ეროვნებამ არ გათიშოს მართლმადიდებლები.

ბექა მინდიაშვილი - ეს ალბათ მთელი მართლმადიდებელი სამყაროს პრობლემაა. ასეთი რამ მარტო საქართველოში არ ხდება, სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებშიც, მაგალითად, საბერძნეთშიც, ასეა, იქაც ხდება რელიგიური და ეთნიკური იდენტობის გაიგივება.

კლაუდიო გუჯეროტი - ეს აღმოსავლურ ეკლესიათა კლასიკური სიტუაციაა, მაგრამ ხანდაზმული მოვლენა არ არის. ეს იმან გამოიწვია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ეკლესია ჩაენაცვლა საერო ხელისუფლებას, ეკლესიამ ხალხის დაცვის საქმეში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ამგვარმა დამოკიდებულებამ დააკნინა ეკლესიის მისიონერული მხარე. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ქართველი მღვდელი მხოლოდ ქართველებზე ზრუნავს, სომეხი სასულიერო პირი - სომხებზე, რუსი - რუსებზე და ა.შ. და შეიძლება იმ სოფელში, სადაც ის მღვდელი მოღვაწეობს, ათობით უღმერთო ადამიანი ცხოვრობდეს, რომელთაც უნდათ ეკლესიური ცხოვრების დაწყება, მაგრამ რადგან იმ ეთნიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან, რომელსაც მოძღვარი წარმოადგენს, ამის გამო ეკლესიებშიც ვერ შედიან. მე არ მინდა, რომ ამ ერებს ეს ბრალდებად წავუყენო, რადგან ამას ისტორიული გამართლება აქვს. დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში მკვიდრდება იმის შეგნება, რომ ევანგელიზაცია უფრო ფართოდ უნდა წარიმართოს. მაგალითად, აფრიკულ ერებში თანდათან შედის მართლმადიდებელი ეკლესია და ცდილობს ამ ხალხების გაქრისტიანებას.

ბექა მინდიაშვილი - დავუბრუნდეთ არსებულ რეალობას. მართლმადიდებელი ეკლესიების ჩაკეტილობის პირობებში რა პერსპექტივები უჩანს დასავლეთის კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიალოგს? კათოლიკური ეკლესია ამ კუთხით უნივერსალისტურია, მართლმადიდებელი ეკლესია კი ეთნიკური ნიშნით არის დიფერენცირებული. ამ დიალოგში რა წვლილი უდევთ ადგილობრივ მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს?

კლაუდიო გუჯეროტი - კათოლიკურმა ეკლესიამ უკვე გაიარა იმის მსგავსი ფაზები, რასაც ახლა მართლმადიდებელი ეკლესია გადის. კათოლიკური ეკლესიის გარდაქმნა ხშირად რევოლუციური ძალდატანებით ხდებოდა, როგორც ეს საფრანგეთის რევოლუციის დროს მოხდა. არ მინდა იმის თქმა, რომ გახსნილობის თვალსაზრისით ჩვენ თქვენზე უკეთესები ვართ. ჩემი აზრით, დღეს დიალოგის მაგიდასთან დასხდომა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, თუ გვსურს სერიოზულ საკითხებზე ვისაუბროთ. მინდა გითხრათ, რომ მე ფრიად კეთილად ვარ განწყობილი მართლმადიდებლების მიმართ და ამის შედეგად ჩვენ შორის საკმაოდ გულთბილი ურთიერთობები ყალიბდება. ხშირად ვსტუმრობ მართლმადიდებელთა მონასტრებს, თუნდაც იმის გამო, რომ მთელი ცხოვრება მართლმადიდებლობას ვსწავლობ, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. დიალოგის დასაწყებად ფესვების მოძიებაა აუცილებელი, უნდა გავიგოთ რა გვაერთიანებდა და რამ გაგვთიშა დროთა განმავლობაში. ჩვენ შორის არსებულ განსხვავებათა 99%25 ხალხმა არც იცის და არც აინტერესებს. ავიღოთ, მაგალითად, ფილიოკვეს პრობლემა. დღეს ყველა ლაპარაკობს ფილიოკვეზე, სადალაქოშიც კი იციან, რომ ჩვენ შორის განსხვავებას ეს ქმნის, მე ამის შესახებ ხშირად ვესაუბრები მის უწმიდესობას, რადგან იგი ამ საკითხების ისტორიული მხარით ძალიან არის დაინტერესებული. ილია II ხშირად მეკითხება, იმ დროს, როდესაც ეს მოხდა, რატომ მიიღეთ ასეთი ცვლილებები და რატომ წახვედით ამ გზითო? ჩემი აზრით, მსგავსი კითხვების დასმა სასარგებლოა იმისათვის, რომ გაიგო საიდან მოდის პრობლემა, გაიგო რატომ გავეცით ასეთი პასუხი გამოწვევებს. ამგვარი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს დიალოგის დაწყებას. ჩვენ აუცილებლად უნდა დავაღწიოთ თავი გაცხადებული სტერეოტიპების სამარხს. ეს დოგმატური კი არა, კულტურული თვითშეგნების პრობლემაა. დაბლოკილი თვითშეგნების მექანიზმი თუ არ ამუშავდა, სულ მუქარისა და საფრთხის მოლოდინი გექნება მეორე მხარისაგან. იგივე ხდება ეპიდემიის დროს: ადამიანს ეშინია არ დაავადდეს სხვასთან ურთიერთობით და სახლში იკეტება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მიკრობები მომაკვდინებელი აღარ არის, რადგან პენიცილინი უკვე გამოგონებულია. რწმენას შეუძლია უფრო გააერთიანოს ხალხები, ვიდრე გათიშოს. ჩვენ პარადოქსულ სიტუაციაში ვართ - აღმოსავლელი მუსლიმი და ქრისტიანი უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე დასავლელი და აღმოსავლელი ქრისტიანები. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს არ არის თეოლოგიური პრობლემა. კათოლიკეები და მართლმადიდებლები ახლოს არიან ერთმანეთთან, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავება წარმოქმნა კულტურულმა მენტალიტეტმა. პროტესტანტები კათოლიკეებისგან განსხვავდებიან სქიზმით, ეს თეოლოგიური განსხვავებაა, თუმცა ისინი თავისუფლად ელაპარაკებიან ერთმანეთს, რადგან კულტურულად ერთნი არიან. თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, მაშინ აუცილებლად მოიძებნება არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები.

ბექა მინდიაშვილი - საქართველოსთვის პენიცილინი შეიძლება აღმოჩნდეს დასავლურ კულტურაში ჩართვა, შეიძლება ამის შედეგად ეკლესიებიც დაახლოვდნენ.

კლაუდიო გუჯეროტი - არ არის საჭირო თანამედროვე ევროპის კულტურის შესრუტვა, რადგან თანამედროვე ევროპულ კულტურაში კრიზისია, იგი დასცილდა თავის ევროპულ მეობას, რის გამოც მას არ შეუძლია მკურნალის როლი შეასრულოს. დღეს თვითონ ევროპას ეშინია თავისი კრიზისის. ევროპელთა მთავარი კრიზისი ის არის, რომ მათ ვერ გაუგიათ რა არის ევროპა. ასი წლის წინ ამის შესახებ არავითარი ეჭვი არ არსებობდა, რადგან ევროპელი სპონტანურად გრძნობდა, რომ ის ევროპელი იყო. დღეს კი ეს ასე აღარ არის. დღეს ყველაზე ელემენტარულ რამეზეც კი ჩნდება კითხვა - ეს ევროპულია? დიალოგისთვის ორი თანამოსაუბრეა საჭირო - ერთმაც უნდა იცოდეს ვინ არის და რას წარმოადგენს და მეორემაც. რადგან დასავლურმა მხარემ არ იცის ვინ არის, ამიტომ მასთან საუბარი ძნელია. დღევანდელი ევროპა არ უნდა გავაიდეალოთ, ჩვენ მას უნდა ვუყუროთ, როგორც იმ ადგილს, სადაც დაიბადა თავისუფლების იდეები, სადაც დაინერგა ეს იდეები და შესაძლებელი გახდა ის, რაც დედამიწის სხვა ნაწილში ვერ განხორციელდა. ჩემი აზრით, საქართველოსა და ევროპას შორის წარმატებული დიალოგის აუცილებელი პირობა ის არის, რომ ნაკლები ყურადღება მიაქციონ ერთმანეთის დღევანდელ მდგომარეობას და მეტად გაითვალისწინონ ის, თუ რა სურთ, რომ იყვნენ. თუ ასე არ იქნა, ბევრი სასაყვედურო გაუჩნდებათ ერთმანეთის მიმართ. ოღონდ საქართველო აქტიურად ვერაფერში დასდებს ბრალს ევროპას, ვინაიდან ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით მისგან მხარდაჭერას მოელის. ამის გამო იგი თავის თავში რეაქციულ ძალებს გააძლიერებს, რაც მას კიდევ უფრო ჩაკეტილს გახდის. სუსტ მხარეს სწყინს პრეტენზიების მოსმენა, ამ დროს მასში იზრდება იმის სურვილი, რომ განსხვავებული იყოს, თუმცა ამას ხშირად ხმამაღლა ვერ ამბობს.

როდესაც საქართველოში პრეზიდენტი პროდი ჩამოვიდა, მე ამ რეგიონის სამივე ქვეყანაში დავყვებოდი მას. დელეგაციაში იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლები. კამათი გაიმართა ასეთ საკითხზე: როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ამ ქვეყნებთან, თუ მათთან არ შეიქმნა ამისთვის საჭირო წინაპირობები. მე ვიკითხე: თქვენ წინასწარ გაქვთ ჩამოწერილი ის თვისებები, რომლის გამოც ადამიანი უნდა შეგიყვარდეთ, თუ ჯერ შეგიყვარდებათ ადამიანი და მერე დაფიქრდებით იმაზე რა დადებითი თვისებები აქვს მას? გაჩუმდნენ, რადგან მიხვდნენ რისი თქმაც მინდოდა. ჩემი აზრით, ესაა სწორი დამოკიდებულება. ჯერ შინაგანად უნდა გიყვარდეს თანამოსაუბრე, უნდა გიყვარდეს მისი კულტურა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია დატუქსო იგი, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში მიხვდება ის ადამიანი, რომ ამ დატუქსვას ზიზღი არ უდევს საფუძვლად. ზიზღი სათანადო რეაქციას იწვევს, რაც კიდევ უფრო მეტად გაგვთიშავს. ჩემი აზრით, ევროპასთან ურთიერთობა უნდა იყოს ისეთი, როგორ ურთიერთობაზეც სულხან-საბა ორბელიანი ოცნებობდა. მას დიდი პატივისცემა ჰქონდა ევროპისა და მან ევროპასაც მოსთხოვა პატივი ეცა საქართველოსთვის. მას ჰქონდა ამის უფლება, რადგან ის ღირსეული, შინაგანად პატიოსანი და სულიერი კეთილშობილების მქონე პიროვნება იყო.

30 წელია, რაც კავკასიის საკითხებით დავინტერესდი, აქ როგორც სახლში, ისე ვგრძნობ თავს, რაც იმის უფლებას მაძლევს, რომ ცოტა მკაცრიც ვიყო - ეს არის ჩემიანებისადმი გამოჩენილი სიმკაცრე. ასევე მკაცრი ვარ დასავლეთის მიმართაც, რადგან, რასაც დღეს იქ ვხედავთ, ეს დასავლეთის კარიკატურაა. მკაცრი ვარ საქართველოს ხელისუფლების მიმართაც, რომელიც არ ესწრაფვის კულტურათაშორის დიალოგს, რადგან არ იცის რა არის კულტურათაშორისი დიალოგი. ამის გამო ურთიერთობის ასეთ წესს გთავაზობენ: თუ ისე არ ფიქრობ, როგორც მე, მაშინ ჩემი მტერი ხარ.

ქართველი ხალხი ამაყი ხალხია და დაფასებას მოითხოვს. მათ ასეთი გაგება აქვთ: თუ შენ იცი მე ვინ ვარ და ამის გამო გიყვარვარ, მაშინ შეგიძლია, რაც გინდა ის მთხოვო; მაგრამ თუ შენ მალულად ეცდები შენი ინტერესები გაატარო ჩემს ქვეყანაში, მაშინ აუცილებლად მიიღებ ძალადობრივ უკურეაქციას, რადგან რეპრესირებული ემოცია ხალხისა ადრე თუ გვიან ამოხეთქავს, მას ვერაფერი დააკავებს, ამის შემდეგ კი უკვე ვეღარ დაიწყებ დიალოგზე ლაპარაკს.

3 დემოკრატიის დილემები და საფრთხეები

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკური ექსპლიტეციები

ფილიპ . შმიტერი

ფილიპ . შმიტერი (Philippe C. Schmitter) - სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი. ადრე ასწავლიდა ჩიკაგოს უნივერსიტეტსა და ფლორენციის ევროპულ ინსტიტუტში. ეს სტატია შემოკლებული ვერსიაა ვრცელი ნაშრომისა, რომელიც შესრულდა იუნესკოს შეკვეთით.

70-იანების შუა ხანებში ავტოკრატიიდან დემოკრატიაზე მრავალგან დაწყებულმა გადასვლამ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია, რამაც ზოგიერთი სერიოზული საფრთხე და დილემა დაჩრდილა. ეს გამოწვევები კი „ისტორიის ლიბერალური დასასრულის“ მაგივრად წინააღმდეგობრივი მოვლენებით აღსავსე, მშფოთვარე და განუჭვრეტელ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მსოფლიოს. 90-იან წლებში, და მოგვიანებითაც, დემოკრატია სრულებითაც არ იყო დარწმუნებული საკუთარი თეორიისა და პრაქტიკის უცდომელობაში; ჩანდა, რომ ის უპრეცედენტო სირთულეებს გადაეყრებოდა.

თანამედროვე გარემოში მსოფლიოს მტკიცე ლიბერალური დემოკრატიების შესაძლო „სისტემური უალტერნატივობა“ აუცილებლად ახალ წინაღობებს წარმოშობს. მისი დამცველები დიდხანს ამტკიცებდნენ (მათი თანამოქალაქეები, როგორც წესი, ეთანხმებოდნენ ამას), რომ ნებისმიერი ნაკლისდა მიუხედავად, მმართველობის ამგვარი ფორმა ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ ავტოკრატიაზე უმჯობესია. სადღეისოდ მასთან (მმართველობის დემოკრატიულ ფორმასთან) შესადარებელი მოდელები თითქმის მთლიანად გაუჩინარდა ან მათ სამხედროებისა და სახელმწიფო პროპაგანდის მხარდაჭერა დაკარგეს. ნორმატიული დემოკრატიული თეორიის სიღრმესა და მილიონობით ჩვეულებრივი ადამიანის იმედს კი შემორჩა მხოლოდ შეფასებითი სტერეოტიპები. ვიკითხოთ, გამოგვივა რამე, თუკი ელიტების ღრმად ფესვგადგმულ პრაქტიკას ისეთი ტრადიციულად მეორეხარისხოვანი იდეალებით გავზომავთ, როგორიცაა თანასწორობა, თანამონაწილეობა, ანგარიშვალდებულება, პასუხისმგებლობა და თვითრეალიზაცია?

ახალბედა დემოკრატიების სწრაფვა - გადმოიღონ ხნიერი ლიბერალური დემოკრატიების ნორმებისა და ინსტიტუტების ასლები - სრულებითაც არ იძლევა წარმატების გარანტიას. ნაკლებად მოგვეპოვება დემოკრატიის გარდუვალობის, შეუქცევადობის, ისტორიული აუცილებლობის, მასში კაპიტალიზმის უცილობელი ფუნქციონალური მოთხოვნილებისა და სოციალურ ევოლუციაში ერთგვარად გარდაუვალი ეთიკური იმპერატივის შესაბამისობის მტკიცებულებები. თქმა არ უნდა, რომ დემოკრატიის გაძლიერება დაძაბულ ძალისხმევას მოითხოვს, რაც საეჭვოა განხორციელდეს ზოგიერთ ქვეყანაში.

ჩემი ყურადღება ძირითადად ავტოკრატიის დამხობის, დაშლის ან თვითგარდაქმნის შემდეგ რთული და გაურკვევლობით მოცული გარდამავალი პერიოდის საფრთხეებისა და დილემებისკენ იქნება მიმართული. მყარი ლიბერალურ-დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში მოქალაქეები უკვე დიდი ხანია მიეჩვივნენ მართვაში გარკვეულ მონაწილეობასა და მათ მიმართ აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას, მაგრამ ახლა ზოგჯერ დაუფარავი ეჭვით უცქერენ მას. ეს გავლენას ახდენს ახალი დემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამენ ამგვარი პრაქტიკის დასაუფლებლად. მეორე მხრივ, კონსოლიდაციის უუნარობა, რასაც ახალი რეჟიმები იჩენენ, აუცილებლად შეარყევს ლიბერალური დემოკრატების პოზიციებს დასავლეთში და იმ ჯგუფების გავლენას გაზრდის, უფრო არსებით ორგანიზაციულ და პოლიტიკურ რეფორმებს რომ მოითხოვენ.

საფრთხეების კვლევა

ამა თუ იმ სახით, დემოკრატია თანამედროვე მსოფლიოში, ეტყობა, რომ მართლაც ერთადერთი ლეგიტიმური და სტაბილური მმართველობის ფორმაა, თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ იმ უფრო მყარ ავტოკრატიებს, სადაც მონარქები, დიქტატორები, ტექნოკრატები, ფუნდამენტალისტები ან „ნატივისტები“ დღემდე ახერხებენ იმ აზრის შთანერგვას, რომ კონკურენტული არჩევნები, შეკრების თავისუფლება, სამოქალაქო თავისუფლებები და აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება მხოლოდ და მხოლოდ დასავლური იმპერიალიზმის ინსტრუმენტებია და კულტურულად უცხო ფენომენებს წარმოადგენენ. თუმცა გაოცებას იწვევს იმ პარტიებისა და მოძრაობების სიმცირე, რომლებიც არადემოკრატიული მმართველობის ფორმას აშკარად ემხრობიან. თვით ზემოთ ხსენებული regimes d'exception-ები ხანდახან მართავენ (თაღლითურ) არჩევნებს, ეგუებიან (შეზღუდულ) კრიტიკას და, ჩვეულებრივ, აცხადებენ კიდეც, რომ მათი (ავტორიტარული) ზრუნვა საბოლოოდ „დემოკრატიის“ გარკვეულ, კულტურულად მისაღებ, ფორმამდე მისვლას შეუწყობს ხელს.

მაგრამ თუკი დემოკრატია სახელმწიფოების უდიდესი უმრავლესობისთვის „მმართველობის ერთადერთ შესაძლო“ ფორმად გადაიქცა, მაშინ რატომღა მივიჩნევთ, რომ საჭიროა მისი საფრთხეების კვლევა? ნუთუ მისაღები ალტერნატივის არარსებობა არ იძლევა საკმარის საფუძველს, ყველა თუ არა, უმრავლეს ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოში წარმატებული კონსოლიდაციის უზრუნველსაყოფად? ამ კითხვას უარყოფითად ორი გარემოების გამო უნდა ვუპასუხოთ:

1. სავსებით შესაძლებელია დემოკრატიის ამჟამინდელი იდეოლოგიური ჰეგემონია იმდენადვე დაიშრიტოს, რამდენადაც ახალბედა დემოკრატიებში სწრაფი და რეალური შედეგების მიუღწევლობა გააღრმავებს იმედგაცრუებას, რამაც თავის მხრივ შეიძლება ძველი ავტორიტარული თემები გააცოცხლოს და ახლებიც წარმოქმნას.

2. მაშინაც კი, როცა ავტოკრატიები ვერ ახერხებენ აღორძინებას, არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ დემოკრატიები ზედმეტად ნელი სვლით განვითარდებიან, საკუთარ მოქალაქეებს მოლოდინსა და იმედს ვერ გაუმართლებენ და ვერც პოლიტიკური შეჯიბრისა და თანამშრომლობის მისაღებ და პროგნოზირებად წესებს დაადგენენ.

პირველ შემთხვევაში, წესისამებრ, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად „მეყსეული სიკვდილი“ დგება. მეორე ვარიანტი „გრძელვადიანი, დროში გაწელილი“ გარდაცვალების დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას იძლევა: დემოკრატია თანდათანობით, თვალსა და ხელს შუა უჩინარდება და მმართველობის სხვა ფორმას უთმობს ადგილს.

გაკვირვებას ის იწვევს, რომ აქამდე პირველი სცენარის მიხედვით იშვიათად თუ წარმართულა მოვლენები. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რომ 1974 წლის 25 აპრილს პორტუგალიაში კაეტანო-სალაზარის რეჟიმის დაცემას დემოკრატიაზე გადასვლის ორმოცზე მეტი შემთხვევა მოჰყვა, მაგრამ მისი კოლაფსის მხოლოდ თითოოროლა ფაქტი მოგვეპოვება: წინა ეტაპებისას (შესაბამისად 1848-1852, 1914-1920, 1945-1956 წლებში) ფართო დემოკრატიზაციის ყოველი ტალღის შემდეგ, ყველა თუ არა, ბევრი სახელმწიფო ან უბრუნდებოდა სტატუს კვოს, ან კიდევ უარეს რეჟიმს ქმნიდა. მაგრამ ბოლო პერიოდში წარმოქმნილი დემოკრატიული სახელმწიფოები ახერხებდნენ დღემდე ამ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს დასხლტომოდნენ. უფრო მეტიც, თვით რამდენიმე აშკარა გამონაკლისის მაგალითით თუ ვიხელმძღვანელებთ (ბირმა, ბურუნდი, ჰაიტი, ტოგო, გაბონი, კონგო, ალჟირი, სურინამი), დავინახავთ, რომ ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ დგება, როცა ქვეყანაში ეროვნული არჩევნების გამართვას ცდილობენ. თუკი ავტოკრატები თანხმდებიან ამგვარ არჩევნებს და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობის შექმნის ნებას იძლევიან, მნიშვნელოვნად მატულობს პირდაპირი რეგრესის თავიდან არიდების შანსი.

ტაილანდი და ნიგერია, როგორც ჩანს, რეჟიმის ტიპის მუდმივმერყეობის განსაკუთრებულ შემთხვევებს განასახიერებენ. ტაილანდს ცოტა ხნის წინ დემოკრატიისკენ შემობრუნების ნიშნები დაეტყო, მაშინ როცა ნიგერია ჯერაც ციკლის საპირისპირო რკალშია მოქცეული. მაგრამ ყველაზე მკაფიო უდავოდ ჰაიტის მაგალითია. ამ ქვეყანაში რამდენიმე კანდიდატის მონაწილეობით თავისუფალი არჩევნების გამართვის თავდაპირველმა ექსპერიმენტმა გაურკვეველი შედეგი გამოიღო. აღდგა სამხედრო რეჟიმი. მცირე პაუზის შემდეგ ისევ დემოკრატიის ტენდენცია გაძლიერდა, მაგრამ იგი კვლავ მიანელა სამხედრო ძალამ. რა თქმა უნდა, დიდი ხნის განმავლობაში გაურკვევლი იყო საბოლოოდ რას მივიღებდით. 1993 წლისთვის, როცა საპრეზიდენტო თანამდებობას ჟან ბერტრან არისტიდი დაუბრუნდა, გვეჩვენებოდა, რომ ვითარება საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობის წყალობით საბოლოოდ მოგვარდებოდა, მაგრამ ისევ ჰაიტელმა სამხედროებმა გამოიღეს ხელი. თუმცა კი გვატემალას მაგალითი ცხადყოფს, რომ გარედან ძლიერ ზეწოლას, შიდა სეგმენტაციასთან ერთად, შეუძლია სწრაფად მოიგერიოს ავტორიტარიზმის შეტევა და სახელმწიფო იმაზე დემოკრატიული გახადოს, ვიდრე მანამდე იყო.

ეს სულაც არ მოასწავებს იმას, რომ ეროვნული არჩევნების გამართვის შემდეგ ამ გამოცდილების მქონე ქვეყნები აუცილებლად კონსოლიდაციის გზას დაადგებიან. ავტოკრატიის რეგრესსა და დემოკრატიის პროგრესს შორის იოლი არჩევანი არ არსებობს, ვინაიდან, სულ მცირე, კიდევ ორი სხვა შესაძლებლობაც იჩენს თავს:

1. ჰიბრიდული რეჟიმი, რომელიც ავტოკრატიული და დემოკრატიული რეჟიმების ელემენტებს აერთიანებს;

2. მდგრადი, მაგრამ არაკონსოლიდირებული დემოკრატია.

განსაკუთრებით მაშინ, როცა გარდამავალი პერიოდი ზემოდან არის ინიცირებული და თავსმოხვეული, ძველი მმართველები საკუთარ ინტერესებს იმით იცავენ, რომ ახალ, ჩამოყალიბების სტადიაში მყოფ რეჟიმს „ავტორიტარული“ ილეთების ხიბლით აცდუნებენ. როცა ეს სახელმწიფოები ლიბერალიზაციას დემოკრატიის გარეშე იწყებენ (ანუ, როცა ისინი ზოგიერთ ინდივიდუალურ უფლებას თმობენ, მაგრამ ხალხის, მოქალაქეების წინაშე თავიანთი ანგარიშვალდებულების გარეშე), წარმოიქმნება რეჟიმი, რომელიც დიქტაბლანდად მოიხსენიება. ხოლო იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც დემოკრატიზაცია ლიბერალიზაციის გარეშე ხორციელდება (ანუ, როცა არჩევნები იმართება, მაგრამ მმართველი პარტიის გარანტირებული გამარჯვების პირობით, როცა პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული საზოგადოებრივპოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობა გამოირიცხება, ან არჩეულ მოქალაქეებს ნამდვილი მართვის შესაძლებლობა ერთმევათ) ნეოლოგიზმი დემოკრადურა შეიძლება მივუსადაგოთ.

ვერც პირველ და ვერც მეორე ვარიანტებს დემოკრატია ვერ დაერქმევა, მაგრამ საბოლოოდ ორივეს აქვს იმის პოტენციალი, რომ შეჯიბრებითობისა და ანგარიშვალდებულების შემცველი მმართველობის ტიპის დამყარებამდე მისვლა განაპირობონ. ჩვეულებრივ, დიქტაბლანდები მხოლოდ მცირე ხნით ძლებენ, რადგან ლიბერალიზაცია ხშირად სამოქალაქო საზოგადოების აღმოცენებას იწვევს, რომელიც გაცილებით მეტი უფლების მოპოვებას ახერხებს, ვიდრე ეს ავტოკრატების გეგმებსა და ჩანაფიქრში შედიოდა. დემოკრადურის პირობებში არჩევნები ჩვეულებრივ მოულოდნელ გამარჯვებულებს ავლენს ხოლმე, რომლებსაც, თავის მხრივ, სამოქალაქო მთავრობის ავტორიტეტი სამხედრო ტიპის ავტორიტარული ანკლავების პრეროგატივების შესამცირებლად შეუძლიათ მიმართონ. მაგრამ ამ შესაძლებლობას ნუ გადავაჭარბებთ. ამგვარი ჰიბრიდული წარმონაქმნები ძირითადად უფრო ფასადის როლს ასრულებენ ავტოკრატიის გასაძლიერებლად. როგორც კი გარედან ზეწოლა მცირდება ან შიდა მტრები გამბედაობას კარგავენ, მმართველებს უმალ უჩნდებათ სურვილიცა და საშუალებაც დაუბრუნდნენ სტატუს კვოს ან უარესი რეჟიმი დაამკვიდრონ.

0x01 graphic

დიქტაბლანდებიცა და დემოკრადურებიც, განსაკუთრებით ცენტრალურ ამერიკასა და აფრიკაში, საკმაოდ გავრცელებულ მოვლენად იქცნენ, ვინაიდან ავტორიტარულ მმართველებს თავიანთ სახელმწიფოებში დემოკრატიული მექანიზმების შემოტანით დემოკრატიზაციის მომთხოვნი საერთაშორისო ძალების თვალის ახვევა სურთ ხოლმე. გვატემალა სწორედ ამგვარ დემოკრადურას წარმოადგენდა. აქ 1984-1985 წლებში რეგულარულად იმართებოდა არჩევნები, მაგრამ სამოქალაქო ხელისუფლება სამხედროების მიერ იყო შეზღუდული. სალვადორი, სადაც 1982 წლიდან არჩევნებს პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების სისტემატური შელახვა ახლდა თან, კიდევ ერთი ასეთი შემთხვევაა. თუმცა ახლა მას შეუძლია დემოკრატიის მიმართულებით გადალახოს ზღურბლი, თუკი, რა თქმა უნდა, გაეროს შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება სრულიად სხვა ატმოსფეროს შექმნის უზრუნველყოფას შეძლებს 1994 წლის არჩევნებისას. კენია, ტოგო, გაბონი, ზაირი, კოდ დ'ვუარი და მრავალი სხვა აფრიკული სახელმწიფო უფრო დიქტაბლანდებს ჰგვანან, ვინაიდან იქ შეჯიბრებითობაცა და მრავალპარტიულობაც უფრო დიდი ხარისხითაა დაშვებული, მაგრამ არჩევნები (თუკი მათ საერთოდ მართავენ) მმართველი ჯგუფის მანიპულაციებს ექვემდებარება.

0x01 graphic

როგორც ჩანს, არც ერთ ამ რეგიონში ჰიბრიდულ რეჟიმებს არ შეუძლიათ გარდამავალი პერიოდის პრობლემების სტაბილური გადაწყვეტის უზრუნველყოფა. ცენტრალურ ამერიკასთან დაკავშირებით გაჩნდა იმედი, რომ ამ რეჟიმების შესაძლო დასასრული სიცოცხლეს შთაბერავს ნამდვილი დემოკრატიის ექსპერიმენტებს. აფრიკაში ამდაგვარი რეჟიმების არსებობა მეტწილად მმართველების თავისებური იმპროვიზაციებითაა განპირობებული. ისინი საერთაშორისო კლიმატის შეცვლის მოლოდინით ცდილობენ დრო მოიგონ, რომ შემდეგ ავტოკრატიას დაუბრუნდნენ.

სამხრეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში გარდამავალი პერიოდის მთავარი მახასიათებელი კონსოლიდაციის არარსებობაა. როგორც ჩანს, ამ რეგიონებში ბევრი სახელმწიფო მათი სოციალური სტრუქტურის შესატყვისი და მოქალაქეებისთვის მისაღები სტაბილური თვითმმართველობის ფორმის დადგენას ვერა და ვერ ახერხებს. აქ დემოკრატია ყველაზე ზოგადი აზრით არის აღქმული და ავტოკრატიის დასრულებისთანავე მყარდება, მაგრამ დამოუკიდებლად სპეციფიკური, სანდო და საყოველთაოდ მიღებული წესების ნაერთად ის არასდროს იქცევა. ეს ქვეყნები თითქმის „განწირული“ არიან დემოკრატიებად არსებობისთვის. ეტყობა, რომ დემოკრატიის არანაირი სერიოზული ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. იმართება არჩევნები, დაშვებულია გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება; უფლებებს პატივისცემით ეკიდებიან, ხელისუფალთა თვითნებობა შემცირებულია; სხვა სიტყვებით, გარკვეულწილად, მინიმალური პროცედურული მოთხოვნები დაცულია, მაგრამ რეგულარული, მისაღები და წინასწარგანსაზღვრული დემოკრატიული ფორმების საბოლოო კრისტალიზაციამდე საქმე ვერ მიდის. მართალია დემოკრატია სხვა რეჟიმით არ იცვლება, მართალია ის ნარჩუნდება, მაგრამ ახალი პრობლემების წარმოშობისდა კვალად ed hoc და hominem რეჟიმში ფუნქციონირებს. ამგვარი გარემოებების დროს მიუღწეველია რაიმე საერთო კონსენსუსი, რომელიც პარტიულ და ორგანიზაციულ ინტერესებს ან ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავდა.

მუდმივად არაკონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყნის ნიმუშად ხშირად ასახელებენ არგენტინას, სადაც დიქტატურასთან პერიოდული მიბრუნებით დემოკრატია წყვეტას განიცდის ხოლმე. ამ სახელმწიფოში ფაქტობრივად ყოველი ახალი არჩევნები ახალი წესებით იმართება; ყოველი პარტია მოწინააღმდეგის ჰეგემონიის პრეტენზიას უფრთხის; ამომრჩეველთა სიმპათია ერთი პარტიიდან მეორისკენ სრულიად აუხსნელი მიზეზების გამო ინაცვლებს; კონსტიტუციური კანონები ხელისუფლების ჩარევის საწინააღმდეგო ბარიერს ვერ აღმართავს; აღმასრულებელი ხელისუფლება კონცენტრირებულია და პერსონალისტურად მოქმედებს; სამხედრო ხელისუფლების სეგმენტები არჩეული ოფიციალური პირების წინააღმდეგ გამუდმებულ შეთქმულებაში რჩებიან ჩაბმულნი. გარკვეულწილად ბრაზილიაში, პერუში და ფილიპინებზე შექმნილი ვითარებაც ასევე შეიძლება აღიწეროს. ჯერ კიდევ ძნელია ამის განჭვრეტა, მაგრამ „არგენტინიზაცია“ ზოგიერთი აღმოსავლეთევროპული დემოკრატიისა და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ტერიტორიაზე წარმოქმნილი სახელმწიფოების ყველაზე სავარაუდო პერსპექტივად შეიძლება იქცეს.

დილემების ტაქსონომია

დემოკრატიზაციის გზაზე ჩამალული წყალქვეშა რიფების შესახებ დისკუსიაში მეტი სიცხადის შესატანად „დილემის“ ცნებას უნდა მივმართოთ. ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოს, თუკი ის ინსტიტუტების სიცოცხლისუნარიანი ნაკრების კონსოლიდაციას შეეცდება, რთული არჩევანის განხორციელება მოელის. გარდამავალი პერიოდის ჩქარი ტემპისგან განსხვავებით, კონსოლიდაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, ჩვეულებრივ, ხანგრძლივ მოლაპარაკებებს მოითხოვს. დიალოგის პროცესში ის მხარეები და მოღვაწეები არიან ჩაბმულნი, რომლებიც მარტო ერთმანეთის შესახებ კი არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, არამედ იმასაც ბოლომდე აცნობიერებენ, რომ აწმყოში ამ მუშაობის შედეგით იქნება განსაზღვრული მათი მომავალი ურთიერთქმედება. აქედან თანაბარი სარგებლის გამოტანის ილუზია ყველა თუ არა, თითქმის ყველა მხარეს, რა თქმა უნდა, არ უნდა აწუხებდეს, მაგრამ ერთი მხრივ გაცნობიერებული უნდა იყოს, რომ მიკერძოება და უპირატესობის მინიჭება წესებისა და ინსტიტუტების პატივისცემასთან შეუთავსებელია, ხოლო, მეორე მხრივ, საჭიროა იმის გააზრებაც, რომ ნებისმიერი არჩეული ალტერნატივა დააზარალებს ერთს და წაადგება მეორეს. კონკრეტული სახელმწიფო დემოკრატიის „საკუთარ“ ტიპს სწორედ ამ დილემების გადაჭრისას და პროცედურების უსიამოვნო შერჩევის მეშვეობით ირჩევს. წარუმატებლობის შემთხვევაში კი მნიშვნელოვნად იზრდება რეგრესის, კონსოლიდაციის შეუძლებლობისა და ჰიბრიდიზაციის რისკი.

უნდა არსებობდეს მზადყოფნა, რომ მასების თავდაპირველ ეიფორიას შეცვლის მძიმე განცდა: ტირანების დამხობა რაღაც მაგიური გზით სულაც არ აღმოაცენებს უსასრულო ჰარმონიასა და კეთილშობილ გრძნობებს; რომ სახალხო აჯანყება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება უძლურია თავისთავად აღძრას „კეთილი ნება“ და მისით გამსჭვალოს ყველა სოციალურ-პოლიტიკური ქმედება; რომ „პატიოსან დემოკრატებს“ დაუსრულებლად შეუძლიათ აშკარად წვრილმანი დეტალების გამო კინკლაობა; რომ დემოკრატიას თავისთავად არ მოაქვს თავისუფლება, თანასწორობა, კეთილდღეობა, სამართლიანობა, უსაფრთხოება, თანაბარი შესაძლებლობები და ხელისუფალთა ანგარიშვალდებულება, la pluie et le beau temps (ერთდროულად დარი და წვიმა), ამიტომ, რასაკვირველია, დადგება განხიბლვის ჟამი და სულ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა: დემოკრატიის სანაცვლოდ ღირდა კი ასეთი ღელვა და ამდენი გაურკვევლობის გადატანა?

აშკარაა, რომ ყველა ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს წინაშე წამოიჭრება ქვეყნის ისტორიასთან, გეოსტრატეგიულ მდებარეობასთან, ბუნებრივ და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული მტკივნეული არჩევანის განხორციელების აუცილებლობა. მაგრამ ეს სახელმწიფოები უთუოდ რაღაც საერთო პრობლემებსაც წააწყდებიან. ეს საერთო დილემები რომ განვსაზღვროთ, უკეთ შევძლებთ პროგნოზის გაკეთებასაც.

მოდით, იმით დავიწყოთ, რომ დილემების ორი საერთო კატეგორია გამოვყოთ:

1. თანამედროვე დემოკრატიისთვის, მისი აღმოცენების ადგილისა და დროისგან დამოუკიდებლად, შინაგანად დამახასიათებელი დილემები;

2. გარე დილემები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ახალი დემოკრატიული წესებისა და პრაქტიკის თავსებადობას არსებულ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ გარემოპირობებთან.

შიდა დილემები

შოკის მომგვრელი ემოცია იმის გაცნობიერებასაც შეიძლება მოჰყვეს, რომ დემოკრატია მთელი თავისი სტაბილურობის მიუხედავად, ყოველთვის არ მუშაობს გამართულად. ამ ნარკვევში ჩვენ შიდა სირთულეებზე მხოლოდ მოკლედ შევჩერდებით, რადგან ეს საკითხი საკმაოდ დეტალურად არის გაშუქებლი სამეცნიერო ლიტერატურაში და თანაც ახალი დემოკრატიული სახელმწიფოები უმთავრესად გარე დილემებით არინ დამძიმებულნი. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, შიდა დილემებმაც (მათ ჩამოთვლას ქვემოთ ვაპირებ) იმ წესების დადგენისა და პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავების სირთულეებზე იქონიონ გავლენა, რომლებიც შეთავსებადია ძირითად სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან.

1. ოლიგარქია. რობერტო მიჩელსმა პირველმა შენიშნა, რომ ყველაზე დემოკრატიულ ინსტიტუტებშიც კი პროფესიონალი ლიდერები და ადმინისტრაცია, თანამდებობის ფაქტორის წყალობით, ჩვეულებრივ, გარკვეულ უპირატესობას ფლობენ, რაც მათ კონკურენტებთან ბრძოლაში დამარცხების საფრთხისგან იცავს. მათ მიერ შემუშავებული „რკინის კანონი“ ფაქტობრივად აცხადებს, რომ ყველა პარტია, ასოციაცია და მოძრაობა (რომ არაფერი ვთქვათ კანონმდებელ ორგანოზე) ნელ-ნელა ოლიგარქიული ხდება და, ამგვარად, ისინი სულ უფრო ნაკლებ ანგარიშვალდებულად თვლიან თავს საკუთარი წევრებისა და საზოგადოების წინაშე.

2. თვითჩამოშორება. მენკურ ოლსონი შესაძლოა ამ ჭეშმარიტების პირველაღმომჩენი არ ყოფილა, მაგრამ სისტემატურად იმეორებდა, რომ ინდივიდებს არ ამოძრავებთ რაციონალური სტიმულები, რომლებიც მათ უბიძგებდნენ თავიანთივე ნებით შეეწყოთ ხელი ისეთი საზოგადოებრივი სიკეთეების გამყარებისთვის, რომლებიც დემოკრატიას ინარჩუნებენ ანდა მისი მეშვეობით იქმნებიან. კერძო პირთათვის საარჩევნო კომპენსაციის არარსებობის პირობებში, დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეებს უვითარდებათ ხოლმე წარმოდგენა, რომ მნიშვნელობა არა აქვს მისცემ თუ არა ხმას, გაერთიანდები თუ არა ასოციაციებში ან, თუნდაც, ჩაებმები თუ არა საზოგადოებრივ საქმიანობაში, ვინაიდან, მათი აზრით, ცალკეული პირების ესა თუ ის ქმედება ნაკლებად ან საერთოდ არ აისახება შედეგზე. სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეები ამგვარი მოღვაწეობის „ტვირთს“ „პოლიტიკურ ანტრეპრენიორებს“ გადასცემენ, მათზე ახდენენ თავიანთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის მოზრდილი წილის დელეგირებას. ეს უკანასკნელნიც, შესაბამისად, თავიანთი მიმდევრებისა თუ კლიენტებისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად მოქმედებენ.

3. ციკლურობა პოლიტიკაში. ყველა თანამედროვე დემოკრატია ჯგუფებსა და ინდივიდებს შორის შემოსავლებისა და დანაზოგების არათანაზომადი გადანაწილების პრობლემას ეჯახება. ყოველთვის, როცა ამის მიზეზი ერთსულოვნების კი არა, უმრავლესობის პრინციპით ხმის მიცემაა, არამდგრადი უმრავლესობის „ციკლირების“ შესაძლებლობა ჩნდება. ამ ტიპის უმრავლესობას დროებითი კოალიციები პოლიტიკური ქმედებების მერყევი სერიის შედეგად წარმოქმნის და მისი საბოლოო ეფექტი ყოველთვის გაუცხოებაა.

4. ფუნქციონალური ავტონომია. ყველა დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობა სპეციალურ არადემოკრატიულ ინსტიტუტებზეა დამოკიდებული: ასეთებია, მაგალითად, შეიარაღებული ძალები და ცენტრალური ბანკი. ამგვარმა ინსტიტუტებმა თავიანთი ფუნქციები ეფექტურად რომ შეასრულონ, ისინი მოსახლეობის ზეწოლისა და პარტიზანული კონკურენციისგან დაცულნი უნდა იყვნენ. ამ ინსტიტუტების როლი უფრო მეტად თვალსაჩინო ხდება მშფოთვარე, კონკურენტულ სოციალურ გარემოში, ამასთან, ექსპერტების ძალაუფლება, რომლებიც მათ საქმიანობას უძღვებიან, პარლამენტისა და მთავრობის ლიდერების ხარჯზე იზრდება. მაგრამ მხოლოდ ეს უკანასკნელნი არიან ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულნი.

5. ურთიერთმიბმულობა. ყველა თანამედროვე მსხვილი და მძლავრი დემოკრატია არამარტო სხვა სუსტ დემოკრატიებთან, არამედ ზოგიერთ ავტოკრატიასთან ერთად ურთიერთდამოკიდებულების რთულ ბადეშია გახლართული. პრინციპში, არჩეული ნაციონალური ლიდერები სუვერენულები არიან (ანუ მხოლოდ თავიანთი ქვეყნის კონსტიტუციის წინაშე უწევთ ანგარიშგება), მაგრამ პრაქტიკულად მათი შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია ტრანსნაციონალურ კომპანიათა გადაწყვეტილებების, იდეათა გავრცელების, საზღვარზე პირთა გადაადგილებისა და მეზობლების პოლიტიკური გავლენის კონტროლის თვალსაზრისით. რაკიღა მათი ძალაუფლება სახელმწიფოს ჩარჩოებითაა დასაზღვრული, მათთვის სულ უფრო რთული ხდება თავიანთი მოქალაქეების კეთლდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

გარე დილემები

დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი გარე დილემების პირისპირ ახალგაზრდა დემოკრატიებიც დადგებიან. მაგრამ მანამდე, სანამ მათი ინსტიტუტები ოლიგარქიზაციას დაექვემდებარებიან, ხოლო მოქალაქეებს გაუნელდებათ ენთუზიაზმი და ნაწილობრივ ჩამოშორდებიან პოლიტიკას, სანამ წარმოიქმნება „ციკლურობა“, და, შესაძლოა, მანამდეც, სანამ შეიარაღებული ძალები და ცენტრალური ბანკი თავიანთ ფუნქციონალურ ავტონომიას შემოსაზღვრავენ, ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოებს წესების დადგენა და გაცილებით უფრო არსებითი გარე დილემების დასაძლევად პრაქტიკული ზომების შემუშავება მოუწევთ.

გარე დილემებთან დაკავშირებული პრობლემის არსს კარგად გადმოსცემს ესპანური ზმნა adeucaur, რაც ოპტიმალური გადაწყვეტილების თუ არა, უკიდურეს შემთხვევაში ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს. საკითხის არსი ისაა, რომ ალტერნატიულ ინსტიტუციონალურ ქმედებათაგან სოციალური, ეკონომიკური და კულტურული რეალიების შესაბამისი დამავალდებულებელი და კოლექტიური არჩევანი უნდა გააკეთო (ან უარი თქვა არჩევანზე, როგორც ეს შემდეგ იქნება ნაჩვენები). შორეულ მომავალში განმტკიცებული დემოკრატიები შესაძლოა ამ „შემზღუდავი გარემოპირობების“ მთლიანად შეცვლას მოახერხებენ. მაგრამ დღეს ფაქტია, რომ სახელმწიფოები, რომლებიც დემოკრატიულ გარდაქმნას ახორციელებდნენ და იმავდროულად სწრაფად ცვლიდნენ მესაკუთრეთა უფლებებს, სიმდიდრის გადანაწილების წესს, წონასწორობას კერძო პირთა ძალასა და საჯარო დაწესებულებების ძალაუფლებას შორის და ა.შ., როგორც წესი, წარუმატებლობას განიცდიდნენ და ამასთანავე მნიშვნელოვნად ართულებდნენ დემოკრატიის კონსოლიდაციას. პორტუგალიელებმა ეს გაკვეთილი 1975-74 წლების მწარე გამოცდილების შედეგად მიიღეს. მეზობელმა ესპანელებმა კი მათი გამოცდილებიდან დასკვნა გამოიტანეს და პრობლემები რიგრიგობით გადაჭრეს. ჩილე ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით უფრო მტკივნეულად შეეჯახა შეგნებულად თავსმოხვეულ „შემზღუდავ პირობებს“, მაგრამ ძალიან ფრთხილად და თანმიმდევრულად შეუდგა მათ ლიკვიდაციას. სამწუხაროდ აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კაშირის ქვეყნებში გარდაუვალი იყო გრადუალიზმის არჩევანი. ეს ქვეყნები პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში დილემების მთელი კომპლექსის წინაშე აღმოჩნდნენ.

გარე დილემებზე გამოძახილსა და პასუხს შეიძლება სხვადასხვა ხარისხის „გააზრება და არჩევანი“ მოჰყვეს. „კლასიკურ“ მოდელს (1787 წლის ფილადელფიის კონვენცია ამის საუკეთესო ილუსტრაციაა) „დამფუძნებელი კრება“ წარმოადგენს. ესპანეთში ეს გამოცდილება ყველაზე ეფექტურადაა გამოყენებული. საპირისპიროდ, ზოგიერთ ქვეყანაში, საკვანძო ფიგურები ამ არჩევანის უარყოფაზე შეთანხმდნენ. მათ, უბრალოდ, გააცოცხლეს მანამდე გამოყენებული ინსტიტუციონალური ფორმები - ცალკეულ შემთხვევაში ავტორიტარული პერიოდი ხანმოკლე იყო და შედარებით უფრო მძიმე შედეგების გარეშე ჩაიარა (როგორც საბერძნეთში 70-იანი წლების შემდეგ), სხვა შემთხვევაში კი ძველი დამფუძნებელი დოკუმენტი ისევ ვარგისად იყო მიჩნეული (როგორც არგენტინაში ან ლიტვაში). ფილიპინებზე შუალედური პროცედურების არჩევა ექსპერტთა კომიტეტმა განახორციელა, ხოლო ჩილეში ისევ ის დოკუმენტი მოქმედებს, რომელიც ყოფილმა დიქტატორმა აუგუსტო პინოჩეტმა მოახვია თავს ქვეყანას. ბრაზილიასა და ზოგიერთ აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოს ხანგრძლივი დრო დასჭირდათ თავიანთი ინსტიტუტების ფორმალურ შესაბამისობამდე მისაყვანად. ინსტიტუტების ამა თუ იმ თვითშემზღუდავი სისტემის არჩევისას უკიდურესად უუნარო დემოკრატიის ნიმუშს რუსეთი წარმოადგენს.

მცირეა დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში მყოფი იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც გარე დილემებს რეფლექტური და ლოგიკური გზით წყვეტენ. უმრავლესობა ისტორიულ გამოცდილებას ეყრდნობა, იმ შემთხვევაშიც კი, თავიანთი არჩევანის შეცვლა რომ მოუწიოთ მომდევნო ეკონომიკური, დემოგრაფიული, კულტურული ცვლილებებისა და ასევე თაობათა ცვლის ფონზე. აქ ემოციური განწყობები და ჩვევებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს კი ყოველთვის არ უზრუნველყოფს ადეკვატურ და ოპტიმალურ ინსტიტუციონალურ არჩევანს.

ბოლო ოცი წელია დემოკრატიზაციამ მოიცვა როგორც წარსულში მეტისმეტად ხანმოკლე და წარუმატებელი დემოკრატიული გამოცდილების მქონე ქვეყნები (უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, მალი, კონგო, ტაილანდი და სამხრეთ კორეა), ასევე იმ ქვეყნების საკმაოდ დიდი რაოდენობაც, რომლებიც საერთოდ არ იცნობდნენ დემოკრატიას (პარაგვაი, მონგოლეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, ეთიოპია, ანგოლა, ყველა შუააზიური რესპუბლიკა, ტაივანი და რუსეთი). პრინციპში, ასეთი ვითარება დამოუკიდებელი და ადეკვატური ინსტიტუციური არჩევანისთვის, ერთი შეხედვით, უფრო ხელსაყრელი უნდა იყოს, მაგრამ პრაქტიკულად, ადვილი მისახვედრია, რომ საბოლოოდ ამ ქვეყნების უმრავლესობა უცხოელი მრჩეველების (ფარულ) დახმარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას დაეყრდნობა. თუმცა, როგორც ჩვენ შემდეგ ვნახავთ, სპეციფიკური დილემების გადასაჭრელად შესაბამისი ინსტიტუტების არჩევაში პოლიტოლოგია მათ ალბათ განსაკუთრებულ შემწეობას ვერ აღმოუჩენს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არსებული ვითარება ხანგრძლივი დემოკრატიული კონსოლიდაციის სასარგებლოდ წინასწარ ინსტიტუციურ არჩევანს ავალდებულებს, ამასთანავე ისეთ „წვრილმანებზეც“ უწევთ ზრუნვა როგორიცაა, მაგალითად, თანამდებობის შენარჩუნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან იმათი უმრავლესობა, ვინც დემოკრატიულ გარდაქმნას ახორციელებს, პროფესიონალი პოლიტიკოსია. ანუ პოლიტიკური საქმიანობის გარდა მათ, როგორც წესი, სხვა პროფესია ან საარსებო წყარო არ გააჩნიათ. ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საკუთარ კარიერულ მისწრაფებებზე მაღლა მათ საერთო ინტერესები დააყენონ.

პოლიტიკური წეს-ჩვეულებები და ცალკეული პრეცედენტები რომ გამოვრიცხოთ, ერთადერთი, რასაც ამგვარ არჩევანზე მართლაც უმნიშვნელოვანესი გავლენის მოხდენა შეუძლია, გარდამავალი პერიოდის ტიპი და თავისებურებაა. მასების მობილიზაციის შესაძლებლობებს შორის განსხვავება (ელიტის დომინირების ნაცვლად) და ძალადობის სხვადასხვა მასშტაბი (მოლაპარაკების პროცესის მაგივრად) შემაკავებელი საშუალებების გამოყენების ვარიანტიულობას ბადებს. შემდგომი კონსოლიდაციისთვის საუკეთესო გარემო „შეთანხმებული გარდამავალი პერიოდია“, ანუ სიტუაცია, როცა მანამდელი ავტოკრატიული ელიტა და ოპოზიცია პატურ მდგომარეობაში შედიან და იძულებული ხდებიან ერთმანეთის ინტერესებს პატივი სცენ. ყველაზე უფრო ნაკლებსასურველს რევოლუციური გზა წარმოადგენს: ძველი რეჟიმის დასამხობად მობილიზებული მასები ძალადობას მიმართავენ. სხვა, შუალედური, მეთოდებია: თავსმოხვეული გარდამავალი პერიოდი, როცა ავტოკრატიული ელემენტები პირობებსა და წყობის შეცვლის ტემპს განსაზღვრავენ; რეფორმისტული გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც მასების მობილიზაცია, მართალია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ხელისუფლება არაძალადობრივად ემხობა.

ძირითადი გარე დილემების მოკლე აღწერისას, მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ მოცემული ქვეყნის დემოკრატიული გამოცდილებით წარმოშობილი და ნასაზრდოები წეს-ჩვეულებები და გარდამავალი პერიოდის ამა თუ იმ მეთოდის შესაბამისად განლაგებული მოქმედი პირები იძლევა ძალაუფლების ინსტიტუტების ადეკვატური გამოყენების საკითხის სწორი შეფასების საშუალებას.

იდენტიფიკაციის საზღვრები

თუკი საერთოდ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიული გარდაქმნის განხორციელების ერთიანი პოლიტიკური წანამძღვარი, მაშინ ეს წინამორბედი ლეგიტიმური პოლიტიკური ერთობის არსებობა უნდა იყოს. მოქმედ პირებს, ვიდრე ისინი კონკურენციისა და თანამშრომლობის პირობათა გარკვევის ჩვეულ საქმიანობას შეუდგებიან, სათამაშო მოედნის საზღვრებში მყოფი სხვა მოთამაშეების შესახებაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სათანადო წარმოდგენა. ამ საზღვრების დადგენისა და მოთამაშეების იდენტიფიკაციისას უმთავრესია „ნაციონალობის“ პრინციპი. სამწუხაროდ, ხშირად სიცხადეს მოკლებულია ის, თუ რას წარმოადგენს ნაცია დემოკრატიზაციამდე, დემოკრატიზაციისას და დემოკრატიზაციის შემდეგ. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ისეთი ასპქტებიც, როგორიცაა წინაპრები, ენა, სიმბოლოები და ისტორიული მეხსიერება. მაგრამ ოპორტუნისტული არჩევანისა და კოლექტიური ენთუზიაზმის ელემენტებიც ყოველთვის რჩება. დარწმუნებით მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: ნაციონალური იდენტობისა და საზღვრების შეგრძნება საიდუმლო და რთული ისტორიული პროცესების შედეგია, რაც ამის მიუხედავად მაინც ექვემდებარება მანიპულაციის შესაძლებლობას. თავად დემოკრატიზაცია შეიძლება ხელს უწყობდეს კიდეც მოქმედ პირებს, რომ ლოიალური საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით ამგვარ მანიპულაციებს მიმართონ. თუმცა ეს გადაწყვეტილება კარდინალურ ხასიათს არ იძენს. ერთა თვითგამორკვევის, პლებისციტისა და რეფერენდუმის ლოზუნგებისთვის საერთოდ უცხოა საარჩევნო უფლებისა და გამარჯვებული უმრავლესობის მიერ დამარცხებული უმცირესობისთვის ნების თავსმოხვევის კანონიერების საკითხები.

კაპიტალისტური წარმოება, დაგროვება და განაწილება

ყველა განმტკიცებული დემოკრატია ისეთ ქვეყნებში არსებობს, სადაც ეკონომიკური წარმოება და დაგროვება უმთავრესად კერძო ფირმების პრეროგატივაა; სადაც განაწილება ძირითადად საბაზრო მექანიზმების მეშვეობით ხდება. მაგრამ ყველა ასეთ სახელმწიფოში ამ პროცესების შედეგებზე გავლენას ახდენს (სავარაუდოდ, სხვადასხვა სახითა და ხარისხით) საზოგადოებრივი ჩარევა. ამას დემოკრატიული მთავრობები უშვებენ და მას მხარს უჭერს მოქალაქეთა უმრავლესობა. აქედან პარადოქსული რამ უნდა დავასკვნათ:

1. დემოკრატიისთვის კაპიტალიზმი აუცილებელი (თუმცა არასაკმარისი) პირობაა;

2. კაპიტალიზმი რომ დემოკრატიასთან თავსებადი იყოს, აუცილებელია მისი მოდიფიცირება.

კერძო და სახელმწიფო საკუთრებას შორის ჰიბრიდული შუალედის არჩევა, შემოსავლის გადანაწილება, ჯანდაცვის სფეროს რეგულაცია, შრომისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვა, კრედიტების სუბსიდირება, მრეწველობის ხელშეწყობა, საგარეო ვაჭრობის პროტექციონირება კი არ არის იმდენად დილემური, რამდენადაც ის, რომ არჩევანის შესაძლებლობათა დინამიკური სპექტრი კაპიტალიზმის განვითარების სხვადასხვა სტადიასთან და საერთაშორისო სისტემაში განსხვავებულ მდებარეობასთანაა დაკავშირებული. „აბა დამეწიეს“ თამაში, როგორც ჩანს, ეკონომიკის პერიფერიულ დარგებში სახელმწიფო ჩარევის მძლავრ საყრდენს მოითხოვს. ამიტომ კაპიტალის დაგროვების პროცესში კრიტიკული ზღუდეების გადალახვამ, აშკარად ავტორიტარულ ბიუროკრატიულ მმართველობასთან დაბრუნებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შესაძლოა მართვის ავტორიტარული მეთოდების გამოყენება მოითხოვოს.

კარგია, თუ მანამდელმა ავტოკრატიამ უკვე მოახერხა შემოსავლის კონცენტრირება, წაახალისა კერძო სექტორი, გაზარდა სახელმწიფოს ფისკალური შესაძლებლობები, განავითარა ქვეყნის ფიზიკური ინფრასტრუქტურა და მისი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაც გააუმჯობესა, რითაც მემკვიდრეებს ნებით თუ უნებლიეთ ბევრად შეუმსუბუქა საქმე. ახალმა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა, ამგვარი ავტოკრატიების მემკვიდრეებმა - ესპანეთმა, ჩილემ, შედარებით უფრო მოკრძალებულად თურქეთმა, საბერძნეთმა, ურუგვაიმ და ბრაზილიამ - აღმოაჩინეს, რომ ამის შედეგად კონსოლიდაციის ამოცანის გადაჭრა მათთვის უფრო გაიოლდა.

მაგრამ გაცილებით უფრო ხშირად წინა რეჟიმის მემკვიდრეობას კორუფცია, პროტექციონიზმი, ფასების მერყეობა, უეფექტო სახელმწიფო წარმოებები, დარღვეული სავაჭრო ბალანსი და ფისკალური არასტაბილურობა წარმოადგენს. პერუსა და არგენტინის გამოცდილება იმის მაგალითია, თუ რა ძვირად შეიძლება დაუჯდეს სახელმწიფოს ამ საკითხების გადაჭრის დაყოვნება. ბოლივიისა და ნაწილობრივ პორტუგალიის გამოცდილება კი ამგვარი პრობლემების მოგვარებისა და იმავდროულად კონსოლიდაციის გზაზე წინსვლის მოწმობაა. გაცილებით უფრო რთულია ზოგიერთი აღმოსავლეთევროპული ქვეყნის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მდგომარეობა. აქ ცარიელ ადგილას მრავალი ისეთი ინსტიტუტია აღმოსაცენებელი, როგორიცაა ფასწარმოება, კრედიტი, მონეტარული პოლიტიკა, შრომითი დისკუსია, მომხმარებლების უფლებათა დაცვა და ა.შ. - თანაც ეს ყველაფერი საკვანძო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პარალელურად უნდა მოხდეს. პირველი პროექტი უცხოურ მოდელებსა და რჩევებზეა ხშირად დამოკიდებული, ბოლო კი ალბათ შეიძლება მოულოდნელ დამთხვევებსა და გაუთვალისწინებელ ჯვარედინ გავლენებს დაუკავშირდეს.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ კაპიტალიზმისა და დემოკრატიის ურთიერთქმედება („აუცილებელი პირობა, რომლის მოდიფიკაცია აუცილებელია“) სტრუქტურული ხასიათისაა. ის სათავეს შემდეგი ძირეული სხვაობიდან იღებს: სახელმწიფო შედარებით თანაბრად ავრცელებს თავის ძალაუფლებასა და მდგომარეობას, ხოლო ეკონომიკა უთანაბროდ ანაწილებს შემოსავლებს და სწორედ ამით, თავად ეკონომიკური სისტემის წარმატებულობისგან დამოუკიდებლად, წარმოშობს კიდეც ახალ დილემას.

მაგრამ რა საკამათოა, რომ ეკონომიკური კრიზისები, საგარეო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის, ვალის გადახდისა და დასაქმების პრობლემები უარყოფითად აისახება დემოკრატიული მმართველობის კონსოლიდაციაზე. პოლიტიკური სტაბილურობისთვის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა უდავოა. თუმცა მძიმე ეკონომიკურმა პირობებმაც შეიძლება პარადოქსული ფორმით შეუწყოს ხელი დემოკრატიის გამძლეობასა და სიცოცხლის შენარჩუნებას. 80-ანი წლების მიწურულს და 90-იანი წლების დამდეგს რთული ეკონომიკური პირობების კონტექსტში უტოპიურმა იდეოლოგიებმა და მათთან დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა რეცეპტებმა თავიანთი უნაყოფობა მტკივნეულად გამოააშკარავეს. ცხადი გახდა, რომ არც უკიდურეს მემარჯვენეებს და არც უკიდურეს მემარცხენეებს შესაბამისი და გამოსადეგი ალტერნატივის შემოთავაზების უნარი არ შესწევდათ. პოპულიზმი, რომელსაც დემოკრატიზაციის პროცესით გამოწვეული იმედგაცრუება კვებავს, მუდამ არსებობს, მაგრამ წარსულისგან განსხვავებით მას ახლა უკვე აღარ შეუძლია მყისიერად მოხიბლოს მასები.

იმ სიტუაციაში, როცა დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული მავნებლური საქმიანობისთვის ჯილდოს მიღების მოლოდინი ქრება, იზრდება დემოკრატიის შენარჩუნების შანსი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წესებისა და ინსტიტუტების თაობაზე პოლემიკას უკვე ხელსაყრელი ნიადაგი აქვს შემზადებული არამარტო სიმდიდრის, არამედ სიღატაკის პირობებშიაც. მაგრამ პირობები შეიძლება გაუარესდეს, თუ ეკონომიკა მკვეთრი დაჩქარებისა და შენელების ეტაპების გავლისას კრუნხჩვებში ჩავარდება, უეცრად გადაიტვირთება ან, პირიქით, დეფიციტური გახდება.

გადატვირთვა და უმართაობა

დემოკრატია ანარქია რომ არ არის, ეს ვიცით. დემოკრატიებს მართვა, ცალკეული მოქალაქეების ქცევის შესაცვლელად ძალაუფლების გამოყენება და ბაზრისა და ფირმების საქმიანობის რეგულირება უნდა შეეძლოთ. განმტკიცებულ დემოკრატიებში დღემდე ერთ მუდმივ გამოცანად მოქალაქეთა კანონმორჩილების წყარო რჩება: საერთოდ, რატომ ემორჩილებიან ისინი კანონს და თავიანთი მიზნების მიღწევას მხოლოდ კანონიერი ისტიტუციონალური არხებით ცდილობენ მაშინაც კი, როცა თავისუფლად შეუძლიათ დაუსჯელად უფრო მეტი მოიპოვონ, თუკი კანონს გადავლენ? პოლიტოლოგები ამას ჩვეულებრივ ისეთი აბსტრაქტული ცნებებით ხსნიან, როგორიცაა „ტრადიცია“, „ინსტიტუტებისადმი ნდობა“, „სოციალიზაცია“ და, რა თქმა უნდა, „ლეგიტიმურობა“. სამწუხაროდ, ისინი ამ მოვლენის დეტალურ განმარტებას იშვიათად გვთავაზობენ და უმთავრესად წესების დაცვის ტრადიციის ეტაპობრივ განვითარებასა და განათლების სისტემის მეშვეობით ნორმების უშუალო გათავისებაზე მიუთითებენ. ოღონდ საეჭვოა, რომ ამგვარმა ანალიზმა ანუგეშოს ისინი, ვისაც მოკლე დროში დემოკრატიის კონსოლიდაციაზე ზრუნვა უწევს.

უფრო მეტიც, ხნიერი დემოკრატიების გამოცდილება, არჩევნებსა და ქუჩაში მოქალქეების ქცევის შესახებ სოციოლოგიური კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გვიჩვენებს, რომ ტრადიციის ერთგულება, თვითშეზღუდვის ჩვევები, ინსტიტუტებისადმი ნდობა და მმართველთა ლეგიტიმურობის რწმენა შესამჩნევად ქვეითდება. სოციოლოგიური ანალიზი ამ გრადაციის განმაპირობებელ მრავალ მიზეზს ასახელებს (თუმცა საკითხი ამოწურული არ არის): უფრო დიდი ფიზიკური მობილობა, განათლების საერთო დონის ამაღლება, მეტი თავისუფალი დრო, ინტელექტუალთა უკმაყოფილობის ზრდა და ა.შ.

მრავალი ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს პრობლემაც სწორედ ისაა, რომ მისი მოსახლეობა ხშირად ამავე ტენდენციას არის დამორჩილებული. აქედან გამომდინარე, ხალხი უფრო მეტად მობილური, განათლებული, განხიბლული და, რა თქმა უნდა, სკეპტიკურია, ვიდრე ძველი დემოკრატიების მოქალაქეები იყვნენ იმ დროს, როცა ეს ქვეყნები პოლიტიკური განვითარების ადრეულ სატადიაზე იმყოფებოდნენ. განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასობრივი კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ ადამიანებს გაცილებით სწრაფ და სანდო ინფორმაციას აწვდიან. ეს განაპირობებს იმასაც, რომ პოლიტიკური პარტია, როგორც სახელმწიფოსთან სპეციალური შუამავალი და მმართველების ლეგიტიმურის პირველადი წყარო, შედარებით უფრო ნაკლებად იქცევს ყურადღებას. პარტიის ადგილს ინტერესთა ჯგუფები, ხოლო ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის სოციალური მოძრაობები იკავებენ. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ კლასების, პროფესიული ჯგუფების, თაობების, რელიგიური და ეთნიკური თემებისა და მოსახლეობის იმ სეგმენტების მოთხოვნათა გამოსახატავად, რომელთა რაოდენობრივი შემადგენლობა პარტიების შექმნას ან მათში დომინირებას გამორიცხავს.

ამიტომ ახალი დემოკრატიული სახელმწიფოები ინსტიტუტების ასაშენებლად ლეგიტიმურობას, ხოლო ლეგიტიმურობის მისაღწევად ინსტიტუტებს საჭიროებენ. წარმატება მრავალ ფაქტორზე, განსაკუთრებით, გარდამავალი პერიოდის განხორციელების მეთოდსა და დემოკრატიის ადრინდელი გამოცდილების არსებობაზე იქნება დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების უმრავლესობაში არსებობენ ადამიანთა შედარებით გამოცდილი და კარგად ინფორმირებული ჯგუფები, მიუხედავად იმისა, რომ მოიძებნებიან პროფესიონალი ორგანიზატორებიც, ალბათ ისევ პოლიტიკური პარტიები შეასრულებენ მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ძირითადი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას. ამიტომ წესებისა და ინსტიტუტების შერჩევა პოლიტიკური პარტიების ლიდერთა კონტაქტს მოითხოვს. როგორც ჩანს, ახალი პარტიული სისტემის არსი გახდება დემოკრატიზაციის მთავარი, მაგრამ არა ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ახალი დემოკრატიული სახელმწიფოები ვეღარ გაიმეორებენ წინამორბედი დემოკრატიების გზას, რადგან მათ უკვე მოუწევთ საქმის დაჭერა ასოციაციებისა და მოძრაობების მთელ თანავარსკვლავედთან, მოუწევთ საერთო ენის გამონახვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დახუნძლულ, ურბანიზებულ, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებასთან.

კორუფცია და დეგრადირება

ერთი შეხედვით (მეტადრე, თუ დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში მიმდინარე ბოლო მოვლენებს გავითლისწინებთ) ეს შიდა დილემაა. ყველა, როგორც ძველი, ისე ახალი დემოკრატია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საზოგადოებრივი სიკეთეების მითვისების სნეულებისკენაა მიდრეკილი. ეს ის ბოროტებაა, რომელსაც დემოკრატიებში მოქალაქეებისთვის მინიჭებული პერიოდული შესაძლებლობა აკავებს - უფლება, მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და „გაყარონ გარეწრები“. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენების კრიტერიუმები განსხვავებულ კულტურებში მეტ-ნაკლებად მსგავსია, მისი მასშტაბები, როგორც ჩანს, მაინც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მსხვილია გამდიდრების ლეგიტიმური წყაროები, რომლებსაც კაპიტალიზმი გვთავაზობს. ასე რომ, კორუფციისა და დეგრადირების სფეროში დემოკრატიები მთლიანობაში მაინც გვარიანად ჩამოუვარდებიან ავტოკრატიებს.

პოლიტიკის პროფესიონალიზაცია პრობლემის გარე დილემად გადაქცევის უმთავრესი მიზეზია. იმ დროს, როცა დემოკრატიულ სახელმწიფოებში პოლიტიკით ძირითადად მდიდარი წრეებიდან მოსული ადამიანები იყვნენ დაკავებული, ხოლო პოლიტიკოსობასაც ერთგვარი სამოყვარულო ხასიათი ჰქონდა, არჩევითი თანამდებობები, ჩვეულებრივ, არ ფინანსდებოდა. როცა ეს მოყვარული პოლიტიკოსები თანამდებობებს ტოვებდნენ, კერძო ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და შედეგად თავიანთთვის უფრო მეტ სარგებელსაც პოულობდნენ ხოლმე. ვითარება მეოცე საუკუნის დამდეგს სოციალისტური პარტიების გამოჩენამ შეცვალა. დღესდღეობით კი პოლიტიკურ თანამდებობებზე არჩეული პირები, იმის მიუხედავად, რომ შემოსავლის სხვა ოფიციალური წყარო მათ, უბრალოდ, არ გააჩნიათ, მარტო მაღალი ანაზღაურების იმედად აღარ რჩებიან. თუ წინასაარჩევნო ხარჯების გამუდმებულ ზრდასა და საკუთარი ამომრჩევლის მომსახურებისთვის აუცილებელ საჭიროებებსაც გავითვალისწინებთ, დემოკრატიული პოლიტიკის საწარმოებლად საკმარისი საფასურის პრობლემა კიდევ უფრო მძაფრად დადგება.

რას იხდიან მოქალაქეები დემოკრატიაში? როდის ქმნის დემოკრატიის „პოლიტიკური ეკონომია“ ლეგიტიმაციის განლევის ან, უარეს შემთხვევაში, მისი შენარჩუნების საფრთხეს? ზოგიერთი, შედარებით უფრო ძველი დემოკრატიული ტრადიციის ქვეყანა - იაპონია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი - დღესდღეობით ამ ტიპის პრობლემების წინაშე დგას. სხვებს წარსულში მოუწიათ კორუფციულ სკანდალებთან გამკლავება. ახალი დემოკრატიული სახელმწიფოები, ჩვეულებრივ, ძველი რეჟიმის დეგრადაციის შედეგად, სამოქალაქო ენთუზიაზმისა და კორუფციით აღშფოთების ტალღაზე წარმოიქმნება. ასე რომ, ეს დილემა მათთვის ოდნავ მოგვიანებით ჩნდება ხოლმე, მაგრამ შედეგი აქ შესაძლოა განსაკუთრებით დამანგრეველი გამოდგეს, ვინაიდან პოლიტიკოსებს საიმედო ალტერნატიული შემოსავლის წყაროების მოპოვების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. ხოლო მოქალაქეები, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად არიან დაეჭვებულნი თავიანთი რჩეულების გულუხვი დაფინანსების აუცილებლობაში.

ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოებში რეჟიმის ცვლილებას ხშირად თან სდევს მსხვილი სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების განხორციელების ერთდროული აუცილებლობაც (საკუთრების უფლებები, საწარმოო სუბსიდიები, ფასებზე კონტროლი, პრივატიზაცია, ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო კონტროლის შესუსტება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და სერვისის ლიცენზირება და ა.შ.). ამ საქმის „საბაზრო ძალების გათავისუფლების“ ლოზუნგით წარმართვის შემთხვევაშიც კი თავად რეალიზაციის პროცესი პოლიტიკოსებს, რომლებიც ნორმებს ადგენენ, წარმოებებს ყიდიან და კონტრაქტებს არიგებენ, უკანონო გამდიდრების ცდუნებას უჩენს. პარადოქსია, მაგრამ ამ გზით გამდიდრების ტენდენცია იზრდება.

თანამედროვე დემოკრატიამ, კერძოდ, პროფესიონალიზაციასა და პოლიტიკური ამოცანების გაფართოებასთან დაკავშირებულმა მისმა პრაქტიკამ, ჯერაც ვერ შეძლო „პოლიტიკურ ეკონომიასთან“ შეთანხმების მიღწევა. თავისთავად ცხადია, რომ დემოკრატიულად განწყობილი ადამიანები ბნელით მოცულ და აუგ საქმედ მიიჩნევენ პარტიების დაფინანსებას, დეპუტატების წახალისებას, მომსახურებისა და სამთავრობო კონტრაქტების სანაცვლოდ პოლიტიკოსების გამდიდრებას. ამიტომ მეტისმეტად აღარც ის ფაქტი უნდა გვიკვირდეს, რომ მოაქლაქეებს მათთვის ყველაზე სასურველ რეჟიმშიც კი აღარ სურთ იხადონ ფული.

საგარეო უსაფრთხოება და შიდა აშლილობები

დემოკრატიის მოსვლა არ იძლევა ნაციონალური უსაფრთხოების გარანტიას. ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ქვეყნის სიდიდე, მისი რესურსების მარაგი, სტრატეგიული მდებარეობა და მეზობლები, კიდევ უფრო მეტად შეიძლება გააღრმაონ პრობლემა. დემოკრატიის გზაზე შემდგარ სახელმწიფოებს შეუძლიათ აგრესორები მოიზიდონ, როგორც ამას ბოსნიის ტრაგიკული მაგალითი გვიჩვენებს, მაგრამ მათ რეგიონული და გლობალური სოლიდარობის იმედიც უნდა ჰქონდეთ, როგორც ეს მაკედონიაში მოხდა, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებით 1100 უცხოელი ჯარისკაცი იყო მივლენილი მისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

მეტსაც ვიტყვი: თითქმის ყველა ქვეყანაში დემოკრატიაზე გადასვლის დროს შიდა წინააღმდეგობები მწვავდებოდა: მატულობდა დამნაშავეობისა და პოლიტიკური ძალადობის პროცენტი, იზრდებოდა სამართალდამცავთა მიერ კანონდარღვევების რაოდენობა. ზოგიერთ შემთხვევაში დისიდენტები ქვეყნის პოლიტიკური კურსის შესაცვლელად ტერორს მიმართავდნენ (მაგალითად, ბასკების ორგანიზაცია ეტა), ზოგს კაპიტალიზმის წყვეტა სურდა გამოეწვია (მაგალითად, სენდერო ლუმინოსოს - პერუში), ზოგიც, უბრალოდ, ცდილობდა ქვეყანაში ავტოკრატია დაებრუნებინა (მაგალითად, „კარაპინტადად“ წოდებულ ოფიცრების ჯგუფს - არგენტინაში).

ამ დილემას საფუძვლად უდევს სამოქალაქოების, სამხედროების, სამართალდამცავების ურთიერთმიმართების საკმაოდ რთული პრობლემა. დილემა განსაკუთრებულ სიმძაფრეს მაშინ იძენს, თუ წინამორბედი რეჟიმი სამხედრო დიქტატურას წარმოადგენდა. გარდამავალმა მთავრობამ, სამხედროებისგან ხელისუფლების გაწმენდის პარალელურად, უნდა გამონახოს გზა, რომ მათ დემოკრატიაში ისეთი როლიც დააკისროს, რომელიც საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობს. წარსულში ეს რთული არ იყო, რადგან კომუნისტური საფრთხე საფუძველს იძლეოდა თავდაცვის ავტონომიური ნაციონალური შესაძლებლობის შესანარჩუნებლად. კომუნიზმის დამხობამ და შიდა შეიარაღებულ აჯანყებათა უმრავლესობის მარცხმა მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში „ფუნქციონალური ვაკუუმი“ შექმნა. 70-იან წლებში სამხრეთი ევროპის ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალებისთვის ნატოს წევრობა საკმარისი იყო raison d'etres-ის უზრუნველსაყოფად (და არსებითი სამხედრო დახმარების მისაღებად). სხვაგან კი, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში, გაცილებით უფრო დიდი წარმოსახვის უნარია საჭირო, რომ არმიების არსებობა გაამართლო.

სამოქალაქო მთავრობა იმ ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც, სადაც არც საზღვრის მიმდებარე კონფლიქტებია და არც შიდა აჯანყებები, ამა თუ იმ ჯგუფის მოთხოვნათა გამო მაინც წინააღმდეგობებშია გახლართული. მაშინ, როცა ამ მთავრობებისგან ნეოლიბერალური სტრუქტურები საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცასა და სახელმწიფო ქონების (რომლის განმკარგველები ხშირად სამხედროები არიან) პრივატიზაციას მოითხოვენ, შეიარაღებული ძალები, როგორც ჩანს, ყველაზე ხელსაყრელი სამიზნე ხდება შემცირებათა განსახორციელებლად.

ალბათ არ უნდა განსაჯო მოქალაქეები, როცა ისინი სამხედრო ხარჯების შემცირებას მოითხოვენ, რაკი დარწმუნებულნი არიან, რომ შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი ზედმეტად გაბერილი იყო წინამორბედი დიქტატურის დროს, თანაც ახლა ახალ ამოცანებზე გადასვლამ შესაძლოა დროებით დამატებითი დაფინანსება მოითხოვოს. ეს ამოცანები კი (ბრძოლა ნარკოტიკების უკანონო ტრანზიტთან, დანაშაულებრივ სამყაროსთან, სოციალურ გამოწვევებთან შეჭიდება, ინფრასტრუქტურის შექმნა, ღარიბი რაიონების სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა, გაეროს ან რეგიონული ეგიდით სამშვიდობო ძალებში მონაწილეობა) ყოველთვის ახალ რისკთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი სამოქალაქო მთავრობა სამხედრო მოსამსახურეებს პრობლემების გადაჭრის პროცესში რთავს. სხვები იმასაც კი მიუღებლად მიიჩნევენ, რომ არმიამ თავისი ჩვეული ფუნქცია შეასრულოს. მაგრამ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არ მოგვეპოვება საკმარისი საფუძველი, რომ სამხედრო ხარჯებისა და არმიის რაოდენობრივი შემადგენლობის მანამდე არსებული დონე იყოს შენარჩუნებული.

პოლიციაზე მეთვალყურეობის დაწესებაც დელიკატური არჩევანის სფეროა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე მას სამხედროები ან სპეციალური სამსახურები აკონტროლებდნენ. ერთი მხრივ, პოლიციის როლი დამნაშავეობის შესაძლო ზრდასთან ერთად იზრდება, მეორე მხრივ, კი საზოგადოება უფრო და უფრო აქტიურად მოითხოვს, რომ პოლიციამ პატივი სცეს კანონს და ადამიანის უფლებებს. ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობისადმი ნდობას პოლიციისა და მოსახლეობის ურთიერთობის მოუგვარებლობაზე მეტად ვერაფერი დასცემს. სწორედ ეს არის სფერო, სადაც სამოქალაქო კონტროლის დაწესებას და მის მიმართ ზომიერ, მაგრამ მყარ ნდობას დიდი სიმბოლური წარმატების მოტანა შეუძლია (როგორც ეს ესპანეთში მოხდა). ამგვარი კონტროლის არარსებობა კი ნიადაგს აცლის არამარტო რეჟიმის ლეგიტიმაციას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს ავტორიტეტსაც ანადგურებს.

ყველა გარე დილემის დაძლევის შესაძლებლობის მსგავსად, გრძელვადიან პერსპექტივებსაც სასიკეთო პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში უჩანს, თუ ახალი დემოკრატიები გარდამავალ პერიოდში მათ მიერ განხორციელებული არჩევანის (ან არჩევანის უარყოფის) უახლოეს შედეგებს გაუმკლავდებიან. დროთა განმავლობაში კონსოლიდაციის პროცესი დასრულდება და სამოქალაქო პირებსა და პოლიციას შორის ურთიერთობა ინსტიტუციონალურ სახეს მიიღებს, ადამიანის უფლებათა გარანტიები განმტკიცდება, სტაბილური გახდება ან გაიზრდება უსაფრთხოება, მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების გრძნობით იქნება განმსჭვალული, ეს კი არამარტო მოცემულ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს მოუტანს სიკეთეს საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

საერთაშორისო ურთიერთობების არცთუ მრავალი „ინვარიანტული კანონიდან“ ერთ-ერთი აცხადებს, რომ დემოკრატიები არ ეომებიან სხვა დემოკრატიებს. ავტოკრატიები კი ხშირად როგორც ერთმანეთს, ასევე დემოკრატიებსაც უცხადებენ ომს. ხოლო ის რეგიონი, სადაც დემოკრატია ბატონობს, გაცილებით უფრო უსაფრთხო ხდება და ძალადობისკენ ნაკლებად არის მიდრეკილი. ამ რეგიონის ქვეყნებს შორის სადავო საკითხების ბოლომდე გადაწყვეტა შესაძლოა ვერც მოხერხდეს, მაგრამ უფრო მეტადაა შესაძლებელი, რომ ისინი მოლაპარაკების, შუამავალთა დახმარებისა და არბიტრაჟის საშუალებით შეეცდებიან დავის მოგვარებას. იქიდან გამომდინარე, რომ დემოკრატიზებული რეგიონი ნებისმიერ თავის წევრს ხელს უშლის ავტოკრატიისკენ გადაიხაროს, იგი (ეს რეგიონი) შეძლებდა „უსაფრთხოების თანამეგობრობად“ თვითორგანიზებას, რომელშიც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდებოდა ომით ან სამხედრო კონფლიქტის გზით რაიმეს მიღწევა. ეს, ერთი მხრივ, სამოქალაქო მთავრობის ავტორიტეტს განამტკიცებდა და, მეორე მხრივ, ალბათ სამხედრო ხარჯებისა და არმიის თანდათანობით შემცირებას შეუწყობდა ხელს.

მოთმინება და განხიბლვა

წინამდებარე ნარკვევი წარმოაჩენს, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს, რათა თანამედროვე დემოკრატიზაციის პროცესმა განსაკუთრებული აღფრთოვანებით არ მოგვიცვას. ისტორია გვიჩვენებს, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო პირველივე ცდაზე დემოკრატიის კონსოლიდაცია. რეჟიმის რეფორმირების პირველი ტალღები ადრე თუ გვიან უკან მიიქცევა. მეტისმეტად სარისკოა იწინასწარმეტყველო ამჯერად რომელი ქვეყნები დაიწყებენ უკუსვლას ავტოკრატიისკენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოები, რომლებმაც დღემდე ვერ მოახერხეს ნაციონალური იდენტობის შეცნობა და ტერიტორიული საზღვრების გამორკვევა, სხვა სფეროებში ძნელად თუ შეძლებენ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას. მეტიც, ახალი დემოკრატიების უმრავლესობა აწყდება პრობლემების მთელ წყებას, - ესენია: ეკონომიკური კრიზისი, ინფლაციის მკვეთრი ზრდა, საგარეო ვალის მძიმე ტვირთი, საბიუჯეტო- საგადასახადო სფეროში წარმოშობილი სიძნელეები, საერთაშორისო კონკურენციის ზეწოლა და ახალ გლობალურ ეკონომიკაში კაპიტალის გაწოვით გამოწვეული სირთულეები. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უნდა ითქვას: ამ ფონზე კაპიტალისტურ ინსტიტუტებთან დაკავშირებული ფუნდამენტური სტრუქტურული დილემების გადაწყვეტა ნამდვილად არ არის იოლი.

ყველაზე მეტად ისევ ის ფაქტი იწვევს გაოცებას, რომ მოქალაქეები აქამდე არ რეაგირებდნენ ინსტიტუციური არჩევანისა და გარდამავალი პერიოდის სირთულეებზე. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ მთავრობების და არა დემოკრატიის მიმართ. ისინი მძიმედ ეგუებოდნენ არჩევნებში გარდამავალი დროის ლიდერების გამარჯვებას, მაგრამ ავტორიტარიზმთან დაბრუნებას უკიდურესად იშვიათად ემხრობოდნენ. მათი ასეთი არაჩვეულებრივი მოთმინების უნარის მიუხედავად, ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად ჩნდება იმის ნიშნები, რასაც ესპანელები desencanto-ს (უშუალოდ დემოკრატიით იმედგაცრუებას) უწოდებენ. ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ კორუფცია გაღრმავდა, რომ სახელმწიფომ რღვევა მანამდე დაიწყო, სანამ კონსოლიდაციის პროცესს შეუდგებოდა. მეტისმეტად ხშირად ისმის საჩივარები, რომ პროფესიონალი პოლიტიკოსები არაპროპორციულად მაღალ ხელფასსა და ბევრ პრივილეგიას ინიშნავენ; პოლიტიკური პარტიები ფარულად მდიდრდებიან; პრივილეგირებული ჯგუფები გვერდს უვლიან კანონებს; ღრმად დამალული ძველი ძალები კი, მაგალითად, სამხედროები, ბიუჯეტში თავიანთი წილის მარტო შენარჩუნებას კი არა, გაზრდასაც ახერხებენ; რომ დანაშაულმა იმატა და პოლიცია ძველებურად ფეხით თელავს ადამიანის უფლებებს; რომ უსამართლოდ იკრიბება და ნაწილდება გადასახადები; რომ „ბინძური უმცირესობები“ ან უცხოელები პრივატიზაციისა და სახელმწიფო კონტროლის შესუსტების წყალობით განსაკუთრებით დიდ სარგებელს პოულობენ. ამგვარი ჩივილები იმას ნიშნავს, რომ გარე დილემების გადაჭრა ვერ მოხერხდა.

მაგრამ ეკონომიკურ უწესრიგობასა და პოლიტიკურ განხიბლვასთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის მთლიანად იჩრდილება, როცა კულტურულ კონფლიქტებთან გვაქვს საქმე. ავტოკრატიები ჩვეულებრივ თრგუნავენ ეთნოლინგვისტურ უმცირესობებს ან მანიპულირებენ მათი მეშვეობით. შედეგად, დაბადების პროცესში მყოფ დემოკრატიებს ურთიერთგაუცხოება და ყველა ცრურწმენა მემკვიდრეობად ერგებათ. სამხრეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ეროვნული საზღვრები და ნაციონალური თვითშეგნება უკვე დიდი ხანია დადგინილია და შესაბამისად ნაციონალური უმცირესობების მოთხოვნები, როგორც აღმოჩნდა, შედარებით იოლი დასაკმაყოფილებელი გახდა ტერიტორიული დათმობების პოლიტიკის საფუძველზე. ესპანეთის ბასკების შემთხვევაში ეს შედეგი მხოლოდ ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომებით იქნა მიღწეული. სამხრეთ ევროპასა და აფრიკაში, სადაც ისტორიული ცრურწმენები გაცილებით ღრმად არის ფესვგადგმული, ხოლო არსებული პოლიტიკური საზღვრები ხშირად ხალხთა გამყოფია და არა დამაკავშირებელი, ფეთქებადსაშიშ ეთნოლინგვისტურ თემებს იოლად შეუძლია ჩვეულებრივი სოციალური წინააღმდეგობები გადაფაროს - გადაწონოს ყველაფერი ის, რაც სტაბილურ პარტიებად და ინტერესთა ჯგუფებად დაყოფას უდევს საფუძვლად.

ვარაუდი, რომ ავტოკრატიული რეგრესია წარსულთან შედარებით რეჟიმების ცვლის ახლანდელი ტალღის იშვიათი თანმდევი იქნება, მეტისმეტად სუსტი ნუგეშია მათთვის, ვინც დღესდღეობით ახალი დემოკრატიების კონსოლიდირებას ცდილობს. მათ ერთიმეორის მიყოლებით მოუწევთ უმძიმესი დილემების გადაჭრა და არა ერთი და ორი უმძიმესი არჩევანის გაკეთება იქამდე, სანამ მათი ქვეყნები პოლიტიკური თანამშრომლობისა და კონკურენციის იმ ნორმას მიაღწევენ, რომელიც დემოკრატიული მმართველობის სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

4 კონსტიტუციონალიზმი და ძალაუფლების დანაწილება

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკური ექსპლიტეციები

მალხაზ სალდაძე

უძველესი დროიდან, როდესაც ადამიანებს შორის თანაცხოვრების ფორმებში ურთიერთობათა ორგანიზების ბატონობა-მორჩილების მექანიზმი გაჩნდა, ძალაუფლება, როგორც მსგავსი ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი იძულების მარეგულირებელი ფენომენი, იმთავითვე მსჯელობისა და აზროვნების საგანი გახდა. ადამიანი, როგორც ქვეშევრდომი, მოქალაქე, ამა თუ იმ საზოგადოების წევრი, ცდილობდა აეხსნა ერთის ბატონობის და მეორეს მორჩილების კანონზომიერება, დაესაბუთებინა უმცირესობის მიერ უმრავლესობის მიმართ განხორციელებული ძალაუფლების სამართლიანობა, შესაბამისად, თავისი ნააზრევიდან გარკვეული დასკვნები გამოჰქონდა სახელმწიფოსა და მასში ძალაუფლების განხორციელების მექანიზმებზე, რაც ბატონობა-მორჩილების ორმხრივი პროცესის ლეგიტიმაციის მცდელობას წარმოადგენდა. მოაზროვნე, იქნებოდა ის ბერძნული პოლისის მოქალაქე, ამა თუ იმ რელიგიური ორდენის წევრი თუ საერო ფილოსოფოსი, ადამიანის მხრივ მორჩილების კანონზომიერების გაცნობიერებას განიხილავდა, როგორც მოცემულ საზოგადოებაში კონკრეტული ადამიანის, სოციუმის ნაწილის, საზოგადოებაში მიმდინარე ძალაუფლების განხორცილების პროცესისადმი მორჩილების საფუძველს. ძალაუფლებისადმი დაქვემდებარებული ადამიანი, აცნობიერებდა რა თავისი მორჩილების ვალდებულებას და კანონზომიერებას, თანხმობას გამოხატავდა საზოგადოებასა და სახელმწიფოში არსებულ ბატონობა-მორჩილების პროცესებზე.

შუა საუკუნეობრივ ფეოდალურ ურთიერთობებში საზოგადოების თვალში ძალაუფლების ლეგიტიმაციის პრინციპი პატრონატის ინსტიტუტი იყო. სიუზერენი, როგორც პერსონიფიცირებული ძალაუფლებით აღჭურვილი და სახელმწიფოს ფუნქციების გამომხატველი, ძალაუფლების განხორციელების უფლების სანაცვლოდ ვალდებული იყო განეხორციელებინა ქვეშევრდომთა მხრიდან მისთვის დაკისრებული გარკვეული მოვალეობები: დაეცვა ისინი და მათი საკუთრება; სინამდვილედ ექცია მისი მდგომარეობით ნაგულისხმევი ბუნებრივი და ღვთაებრივი კანონები; თანაბარი მამობრივი მზრუნველობა გამოეჩინა თავისი ქვეშევრდომებისადმი და დაეცვა სამართლიანობა, უზრუნველეყო მშვიდობა და ა.შ. ამ შემთხვევაში ძალაუფლებითს ურთიერთობებში ორი მხარე ფიგურირებს: პატრონი, რომელიც აღჭურვილია ბატონობის უფლებით, და კლიენტი, რომელიც ვალდებულია იყოს მორჩილი. თეორიულად ასეთ ურთიერთობებში ძალაუფლების განხორციელების მექანიზმები შიშველ ძალადობას და „ძალაუფლება ძალაუფლებისათვის“ პრინციპს არ ემყარება, აქ საქმე გვაქვს გარკვეული სახის კონტრაქტთან ორ მხარეს შორის, როდესაც უმცირესობას გარკვეული უფლებები აქვს უმრავლესობის თანხმობით, და ეს უკანასკნელი გარკვეულ სარგებლობას (ბუნებრივი უფლებების დაცულობის თვალსაზრისით) ღებულობს უმცირესობისადმი მორჩილების საფუძველზე.

მსგავს ბატონობა-მორჩილებითს ურთიერთობებში, როდესაც დაწერილი და დაუწერელი თანხმობების საფუძველზე წარმოქმნილ გაბატონებულ უმცირესობასა და მორჩილ უმრავლესობაზე ვსაუბრობთ, რომლებიც შესაბამისი უფლებებითა და მოვალეობებით არიან აღჭურვილნი, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება იმ სახის ლიბერალური სოციალური კონტრაქტი, ახალი დროის ფილოსოფიაში რომ გვხვდება (ჰობსი, ლოკი, რუსო). მაგრამ ფეოდალური ურთიერთობების პატერნალისტური ლოგიკა (უკიდურესად კერძო და შესაბამისად არალიბერალური) შეიცავდა პრინციპს, რომელზე დაყრდნობითაც მოგვიანებით სოციალური მობილობისა და ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისადმი გახსნილი, ფართო პოლიტიკური მონაწილეობისათვის მოწოდებული ინსტიტუციური ურთიერთკავშირებისა და ურთიერთდამოკიდებულებების ველი წარმოიქმნა.

მსგავსი სოციალური კონტრაქტის საფუძველზე აღმოცენებული ბატონობა-მორჩილების საკითხი სხვა გაქანებას პოვებს ლიბერალურ-ბურჟუაზიული პოლიტიკური აზროვნების ფარგლებში. ფეოდალიზმი, როგორც პატრონ-კლიენტური ურთიერთობების იერარქიზებული სისტემა, სავაჭრო-ბურჟუაზიული ურთიერთობების მზარდი ძალისა და ინდივიდების ეკონომიკური აქტივობების გადახალისების (სამეურნეო საქმიანობების ტიპების ცვლის) შედეგად საწარმოო ძალების გადანაწილების ფონზე, ძალაუფლების კერძო ხასიათის გამო, ინდივიდუალური უფლებებისა და ინტერესების დაკმაყოფილების ხელის შემშლელ ფაქტორად იქცა. სოციალური კონტრაქტი ამ თვალსაზრისით ახალ პირობებში აღარ შეიძლებოდა გამოხატული ყოფილიყო ადამიანებს შორის კერძო ხასიათის ძალაუფლებითი პატრონ-კლიენტური ურთიერთობების სახით, რომლებშიც ინდივიდი მყარად იყო მიჯაჭვული თავის სოციალურ მდგომარეობასა და ამასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, ხოლო მისი სოციალური თუ ეკონომიკური წინსვლა მთლიანად სიუზერენის ნებაზე (თავისთავად კერძო ხასიათის მოვლენაზე) იყო დამოკიდებული. ახალმა სოციალურ-ეკონომიკურმა ურთიერთობებმა სოციალური კონტრაქტი ახალი შინაარსით შეავსო, რამაც ადამიანთაშორისი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობები კერძო ურთიერთკავშირებს მიღმა გაიტანა. საზოგადოებრივი ურთიერთკავშირების ორგანიზების საფუძველი საერთო თანხმობის საფუძველზე ჩამოყალიბებული ფორმალური ინსტიტუციური გარემო გახდა. ამ თვალსაზრისით სოციალურმა კონტრაქტმა წარმოშვა ინდივიდთაშორისი ფორმალიზებული ურთიერთკავშირებისა და ურთიერთდამოკიდებულების სივრცე, რომელშიც ჩართულია ყველა, ვინც მოქალაქეთა ამ საზოგადოების წევრად აღიქვამს თავს და ვინც ამგვარად აღიქმება ამ სივრცის ფუნქციობის ლოგიკაში.

ხსენებული ცვლილებები ისტორიული განვითარების თვალსაზრისით დასავლურ საზოგადოებებში ფეოდალური ურთიერთობებისა და მასთან დაკავშირებული მონარქიის, როგორც მმართველობის ფორმის, ევოლუციური გზით დაკნინების ან რევოლუციური გზით აღმოფხვრის სახით გამოიხატა. პირველის მაგალითი ინგლისში გამოვლინდა1, სადაც ორი რესპუბლიკანისტური რევოლუცია 1689 წლის უფლებათა ბილით დასრულდა და ძალაუფლებითი ურთიერთობების ფეოდალური სისტემა პოლიტიკური კონსენსუსის ძალით ახალი ეპოქის სოციალური კლასებისთვის (ბურჟუაზია) გაიხსნა2. მეორე გზის მაგალითი საფრანგეთია, სადაც 1789 წლის რევოლუციამ ბოლო მოუღო არამარტო აბსოლუტურ მონარქიას და მასთან დაკავშირებულ ძალაუფლებით ურთიერთობებს, არამედ საერთოდ გამორიცხა ძველი პოლიტიკური კლასის მონაწილეობა მათში3. კიდევ ერთი გზა, რომელიც ამ ორს მიღმა არსებობს, „ახალ სამყაროში“ გამოიკვეთა, ლამის მხოლოდ ერთ ქვეყანაში აღმოჩნდა წარმატებული და პოლიტიკური წესრიგის დაფუძნების სახით გამოიხატა (ამერიკის შეერთებული შტატები).

პოლიტიკური განვითარების ამ, ერთმანეთისგან განსხვავებული, გზების შედეგად დამკვიდრებული სხვადასხვა პოლიტიკური წესრიგი მოცემულ პოლიტიკურ ერთობებში ერთსულოვან თანხმობას ეფუძნება იმ საკითხზე, თუ როგორ ხდება ძალაუფლებითი ურთიერთობების ორგანიზება და განხორციელება, რაც ამ თანხმობის საფუძველზე დაწესებული ფორმალური ინსტიტუტების ერთობლიობასა და ამ ინსტიტუტების ფუნქციობის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ დოკუმენტში - კონსტიტუციაში - აისახება.

კონსტიტუცია განსაზღვრავს მმართველობითი ძალაუფლების მოცულობას, გადაწყვეტილებების მიღების გზებსა და მექანიზმებს, ასევე გადაწყვეტილების მიმღებთა არჩევა/შერჩევისა და მათი ანგარიშვალდებულების ფორმებსა და წესებს. იმდენად, რამდენადაც კონსტიტუცია მოცემული პოლიტიკური ერთობის მონაწილეებს შორის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირების ეფექტურ და ამ პოლიტიკური ერთობის წევრთა მიერ საყოველთაოდ აღიარებულ და მიღებულ დოკუმენტს, ასევე მის საფუძველზე დამყარებულ პოლიტიკურ წესრიგს, წარმოადგენს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონსენსუსის ხარისხზე, რომელიც დემოკრატიული განვითარების საფუძველს ქმნის.

0x01 graphic

დემოკრატიის, როგორც ახალი დროის პოლიტიკური წესრიგის, აღმოცენება თავისთავად კონსტიტუციონალიზმთანაა დაკავშირებული. უკლებლივ ყველა დასავლური დემოკრატიის აღმოცენება კონსტიტუციონალისტური მოძრაობების გამარჯვების საფუძველზე მოხდა. მკაცრად გაწერილი და პოლიტიკური ერთობის წევრებისათვის სავალდებულო ნორმატიული და ფორმალიზებული ურთიერთობების სისტემა გახსნილი იყო ან ეტაპობრივად იხსნებოდა ინდუსტრიალიზაციის პერიოდში წარმოქმნილი სოციალური კლასებისათვის. თუკი თავდაპირველად ლიბერალური დემოკრატიები მხოლოდ მაღალი მწარმოებელი კლასებისა და ძველი სოციალური იერარქიების მაღალი ფენებისთვის იყო გახსნილი4, თანდათან, ინდუსტრიალიზაციის კვალდაკვალ, ისინი (ლიბერალური დემოკრატიები) გაფართოვდნენ და საშუალო ინდუსტრიული და მუშათა კლასებიც მოიცვეს, ანუ ამათაც მიეცათ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილების საშუალება. ამით დემოკრატიებმა ისიც დაამტკიცეს, რომ პოლიტიკური ერთობისა და წესრიგის დინამიკური განვითარების მაღალი დონის მიღწევაც შეეძლოთ, ეს კი დასტური იყო მათი სიცოცხლისუნარიანობისა, რასაც დიდწილად წესრიგის მოცემული სახის მიმართ საზოგადოებრივი კონსენსუსი და ამის საფუძველზე არსებული წესრიგის ლეგიტიმურობის მაღალი დონე განაპირობებს. იმ პოლიტიკურ ერთობებში, სადაც პოლიტიკურმა წესრიგმა მსგავსი უნარი ვერ გამოამჟღავნა, კონსტიტუციონალიზმი ვერ იქცა დემოკრატიის განვითარებისა და დამკვიდრების წინაპირობად. ამის მაგალითი XX საუკუნის პირველი ნახევრის გერმანია და იტალიაა, სადაც უმაღლესმა ეკონომიკურმა კლასმა, დაბალმა საშუალო ინდუსტრიულმა და მუშათა კლასებმა მხარი დაუჭირეს ანტიდემოკრატიულად განწყობილ ძალებს პოლიტიკური პროცესიდან საშუალო და წვრილი ბურჟუაზიულ-მესაკუთრული კლასების გარიყვისა და დემოკრატიული პლურალიზმის აღმოფხვრის ხარჯზე სტაბილობისა და წესრიგის დამკვიდრების მოთხოვნით (ნაციზმი/ფაშიზმი).

0x01 graphic

აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, მართალია, კონსტიტუციები დემოკრატიული განვითარების კვალდაკვალ და ამ პროცესის უზრუნველსაყოფად იქმნებოდა, ხშირად საზოგადოებრივი კონსენსუსის უკმარისობის ან თავად ამ კონსტიტუციების საზოგადოებრივი განვითარების პროცესებისადმი არაადეკვატურობის გამო (ანუ იმის გამო, რომ არ შესწევდათ ახალი სოციალური მოთხოვნებისათვის ანგარიშის გაწევის უნარი) ისინი ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წესრიგის საფუძველი ხდებოდნენ5.

კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში ლიბერალურ-დემოკრატიული განვითარების მიმართ პოლიტიკური ერთობების გადახრათა ამ წარსული მაგალითების გარდა, დღევანდელ მსოფლიოშიც არაერთია ისეთი შემთხვევა, როდესაც დაწერილი ფუნდამენტური კანონის საფუძველზე სახელმწიფოს ორგანიზება ავტორიტარული ან ტოტალიტარული პოლიტიკური წესრიგის შექმნას გულისხმობს. ამგვარ ქვეყნებს შორის შეიძლება დავასახელოთ ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩინეთის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, თურქმენეთი, კუბის რესპუბლიკა, რომლებსაც აქვთ კონსტიტუციები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დემოკრატიული სახელმწიფოებია. გარდა ამისა, არსებობს მრავალი პოლიტიკური ერთობა, რომლებიც ფორმალურად ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებზე აგებულ კონსტიტუციებს ეფუძნებიან, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ველი ძალზე ვიწრო და არსებული სოციალური განვითარების მიმართულებებისადმი არაადეკვატურია; შესაბამისად, ძალაუფლების განხორციელება ასეთ ქვეყნებში რეალურად არალიბერალურ ხასიათს ატარებს.

ცხადია, ეს სიტუაცია კონსტიტუციონალიზმსა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის ურთიერთმიმართების თვალსაზრისით ლოგიკურად ბადებს დასკვნას, რომ განსხვავებები თვით კონსტიტუციებს შორის არსებობს და პოლიტიკური ერთობის დემოკრატიულობისა და ლიბერალურობის ხარისხი კონსტიტუციის როგორც ძირითადი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი დოკუმენტის არსებობის ფაქტზე არ არის დამოკიდებული. მაშინ რა შეიძლება იყოს თავად კონსტიტუციებს შორის განსხვავებების საფუძველი?

დემოკრატიული განვითარების კონტექსტში კონსტიტუციების აღმოცენება, როგორც ზემოთ ვთქვით, ძალაუფლებითი ურთიერთობების ძველ ფორმებში მონაწილეობის გაფართოების მიმართულებით წარმართული რეფორმისტული ან რევოლუციური მოძრაობებით გამოიხატა. ეს მოძრაობები ახალი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად ჩამოყალიბებული სოციალური ჯგუფებისა თუ კლასების ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მართვის პროცესის სხვადასხვა დონის ინსტიტუტების შექმნასა და მათში წარმომადგენლობით ან პირდაპირ მონაწილეობას გულისხმობდა. ამიტომ საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაყრდნობილი და აგებული ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური წესრიგები მაქსიმალურად იყვნენ და არიან მოწოდებულნი საიმისოდ, რომ არსებული სოციალური მოთხოვნები ძალაუფლების განხორციელების მექანიზმებში აისახოს და მონაწილეობდეს. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, გულისხმობს მართვის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობითი სივრცის ორგანიზებას ძალაუფლების დანაწილებისა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავების გზით. რაც უფრო ადეკვატურია პოლიტიკური წესრიგის ინსტიტუციური სისტემა პოლიტიკურ ერთობაში მიმდინარე ღრმა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესის შედეგად წარმოქმნილი ჯგუფური იდენტობებისა და ინტერესების მიმართ, მით უფრო დახვეწილია თავად ამ სისტემაში ძალაუფლების დანაწილებისა და პასუხისმგებლობების განაწილების საფუძველზე ჩამოყალიბებული მონაწილეობითი სივრცე. ამ თვალსაზრისით, სისტემის ფუნქციობის ეფექტურობის გარანტი ძალაუფლების სამ ძირითად სახელისუფლებო ბლოკად - საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ბლოკებად - დანაწილება მოიაზრება. განსხვავებებს იმ კონსტიტუციებს შორის, რომლებშიც ეს გამიჯვნა მკვეთრია, თავად გამიჯვნის და ბლოკებს შიგნით სახელისუფლებო ინსტიტუტთა სტრუქტურირების სპეციფიკურობები ქმნის6. ამ განსხვავებების საფუძველზე ერთმანეთისგან განირჩევიან საპრეზიდენტო და საპარლამენტო ტიპის პოლიტიკური სისტემები.

საპრეზიდენტო პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციური მოწყობა დემოკრატიულ პოლიტიკურ ერთობებში, როგორიც არის, მაგალითად, ამ სისტემის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატები, ორმაგ ლეგიტიმურობას ემყარება: ხალხი ირჩევს საკანონმდებლო ხელისუფლებასაც და პრეზიდენტსაც, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს და მისი მუშაობის შედეგებზე პასუხისმგებელ პირს. პრეზიდენტის პლებისციტარული ლეგიტიმურობა და მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე საშუალებას აძლევს ამ სისტემაში არსებულ აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაწყვეტილებები სწრაფად და ოპერატიულად მიიღოს. საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილება ამ შემთხვევაში აღმასრულებლის მოქმედებებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება და ზედამხედველობაა. კონტროლის ფუნქციის მთავარი მატარებელი, რა თქმა უნდა, სასამართლო ხელისუფლებაა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ პრეზიდენტის მიერ შერჩეული და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დამტკიცებული კანდიდატურებისგან კომპლექტდება, თავის დამოუკიდებლობას ინარჩუნებს იმის ძალით, რომ დანიშნული მოსამართლის (ეს განსაკუთრებით ეხება სასამართლო იერარქიის მაღალი დონის წარმომადგენლებს) თანამდებობიდან გადაყენება არც პრეზიდენტს (როგორც მოსამართლის დამნიშვნელ, ისე მის შემდგომ პრეზიდენტებს) და არც საკანონმდებლო ორგანოს არ შეუძლია. ზოგიერთ შემთხვევაში პრეზიდენტს გაცილებით მეტი უფლება აქვს ვიდრე პარლამენტს - იგი არამარტო ნიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს, პრემიერ-მინისტრს, რომელიც აკომპლექტებს მთავრობას, არამედ შეუძლია საკანონმდებლო ხელისუფლება დაითხოვოს და ახალი არჩევნები დანიშნოს (ამის მაგალითია საფრანგეთი).

საპარლამენტო პოლიტიკურ სისტემებში, კონსტიტუციური მონარქიის (როგორიც არის გაერთიანებული სამეფო - კონსტიტუციონალიზმის სამშობლო7) თუ საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში, ძალაუფლებისა და შესაბამისი სახელისუფლებო ინსტიტუტების გამიჯვნა ისეთი მკვეთრი არაა, როგორიც საპრეზიდენტო სისტემებში. პარლამენტი არის როგორც კანონშემოქმედებითი ორგანო, ისე ამ კანონების განხორციელების და ამ პროცესზე ზედამხედველობის პოლიტიკური ინსტრუმენტი. ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო თავისსავე შიგნით ირჩევს მთავრობას და მის ხელმძღვანელს (პრემიერ-მინისტრს თუ კანცლერს), რომელიც ანგარიშვალდებულია არამარტო საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, არამედ იმ პარტიისა თუ პარტიათა კოალიციის წინაშეც, რომლებსაც ის წარმოადგენს. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, ზოგ შემთხვევაში იგი პარლამენტის ზედა პალატის უფლებამოსილებებში შედის (როგორც ეს გაერთიანებულ სამეფოშია8), ზოგ შემთხვევაში კი მისგან მკვეთრადაა გამოყოფილი და საკონსტიტუციო სასამართლოს (როგორც კანონშემოქმედებითი საქმიანობის და კანონთა აღსრულების პროცესის კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველმყოფი ცალკე ინსტიტუტის) ზედამხედველობის ქვეშაა (მაგალითად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში).

რაც ზემოთ ითქვა, ძალაუფლებითი უფლებამოსილებების ვერტიკალურ განაწილებას ეხებოდა. ჰორიზონტალური თვალსაზრისით ძალაუფლების დანაწილება ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით კომპეტენციებისა და ანგარიშვალდებულებების განაწილებას გულისხმობს, რაც დეცენტრალიზაციის ამა თუ იმ ფორმითა თუ ხარისხით გამოიხატება. ამ კუთხით ფედერაციულ, კონფედერაციულ და უნიტარულ პოლიტიკურ წყობებს განასხვავებენ. პოლიტიკური მოწყობის თითოეულ ამ ფორმაში ძალაუფლების განაწილება ეროვნულ ხელისუფლებასა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადგილობრივ მთავრობას შორის კომპეტენციების გამიჯვნისა და ძალაუფლების დელეგირების სხვადასხვა ხარისხზეა აგებული. ფედერაციული და კონფედერაციული მოწყობა ლოკალური სუვერენიტეტების ერთ პოლიტიკურ სისტემასა და საერთო ლეგიტიმურობაში თავმოყრას გულისხმობს (ორივე შემთხვევაში - სხვადასხვა ხარისხით). უნიტარულ ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ მოწყობაში, მართალია, სუვერენიტეტების თავმოყრაზე ან დანაწილებაზე არ გვიწევს საუბარი, მაგრამ ლოკალურ დონეზე ძალაუფლების დელეგირების გამორიცხვა აქაც არ შეიძლება. დასავლური დემოკრატიების შემთხვევაში ფორმალურად უნიტარული პოლიტიკური ერთობები ხშირ შემთხვევაში დემოკრატიული დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხარისხით წინ უსწრებენ ზოგიერთ ფორმალურად ფედერაციულ პოლიტიკურ ერთობას. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ, მართალია, ფედერაციული მოწყობა სამართლებრივად უფრო ფართო უფლებამოსილებების დელეგირებას ითვალისწინებს, ვინაიდან საქმე სუვერენიტეტის ხარისხსაც ეხება, მაგრამ ადგილობრივ დონეზე რეალური თვითმმართველობის არსებობის ტოლფასი არ არის (მაგ., რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა, ჩინეთის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა). მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფოების დემოკრატიული დეცენტრალიზაციის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თემის თვითმმართველობაზე აგებული ძალაუფლების დელეგირების პრაქტიკა პოლიტიკურ სისტემასა და მის ინსტიტუტებს სოციალური განვითარების პროცესებისადმი და ძალაუფლებითს ურთიერთობებში ჯგუფური მონაწილეობის მიმართ უფრო ადეკვატურსა და გახსნილს ხდის.

მართალია, წინამდებარე ნაშრომში მეტი ყურადღება დაეთმო კონსტიტუციონალიზმს და მის საფუძველზე ძალაუფლების დანაწილების ფორმების მიმოხილვას დემოკრატიული განვითარებისა და ლიბერალური პოლიტიკური წესრიგის ფუნქციობის კონტექსტში და ნაკლებად ვისაუბრეთ კონსტიტუციონალიზმის ფორმებზე, რომლებიც საპირისპირო ხასიათის პოლიტიკურ წესრიგს ამკვიდრებენ, მაგრამ, ცხადია, რომ ამ უკანასკნელთა შორის ძალაუფლებითი ურთიერთობების ის სისტემები მოიაზრებიან, რომლებშიც ძალაუფლების დანაწილების კონსტიტუციაში გაწერილი როგორც ფუნქციური, ისე ინსტიტუციური საფუძვლები ან არ არსებობს, ან მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ერთობის ინსტიტუციური სისტემა ჩაკეტილია საზოგადოებრივი მოთხოვნებისა და ამ მოთხოვნების მატარებელი პოლიტიკური ჯგუფებისათვის, პლურალიზმი მინიმიზებულია, და როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ურთიერთობებში დაბალი ინტენსივობის კონკურენტული ურთიერთობები არსებობს. ამის შედეგად საზოგადოებრივი განვითარების პროცესი მთლიანად სახელმწიფოს ჩარევის შედეგებზეა დამოკიდებული და ნაკლებადაა მინდობილი ბუნებრივ განვითარებას, რაც სახელმწიფოს მიერ დასახულ გეგმაზომიერ განვითარებაში თუ ვერ თავსდება, სისტემური კრიზისის საფუძველი ხდება9.

აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ დემოკრატიული განვითარებისკენ მიმართული კონსტიტუციონალიზმი, რომელიც არ გულისხმობს ძალაუფლების კონცენტრაციას და მონოპოლიზებას ინსტიტუციური სისტემის ვერტიკალის უმაღლეს დონეზე ან - გეოგრაფიული თვალსაზრისით - მეტროპოლიაში, გახსნილია (ადეკვატურია) სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პროცესის შედეგად წარმოქმნილი ინტერესებისა და მათი მატარებელი ჯგუფების მიმართ და თავადაც შესწევს განვითარების პროცესის კვალდაკვალ განახლების უნარი, უზრუნველყოფს (ან ხელს უწყობს) სისტემის ლეგიტიმურობისა და სისტემის მიმართ ლოიალობის ზრდას. ძალაუფლების დანაწილების პრინციპების შემცველი კონსტიტუციის საფუძველზე არსებული პოლიტიკური წესრიგი, ერთის მხრივ, არ ახშობს თავისუფალ, სპონტანურ განვითარებას, რაც ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს მიზანია, და, მეორეს მხრივ, თავად შესწევს უნარი დინამიკური და მოქნილი იყოს საზოგადოებრივი განვითარების სტიმულების ასახვის თვალსაზრისით.

_____________________

შენიშვნები:

1. შესაძლოა ერთადერთიც თუ გარკვეული სპეციფიკურობების გამო ჰოლანდიის მაგალითს უგულებელვყოფთ.

2. ინგლისში სოციალურ-პოლიტიკური ურთიერთობების მსგავსმა ტრანსფორმაციამ სათავე ჯერ კიდევ 1215 წლის Magna Carta Libertatum (თავისუფლებათა დიდი ქარტიის) მიღებით დაიდო.

3. მსგავსმა რადიკალიზმმა და შეურიგებლობამ მმართველობის ახალი სისტემა იმთავითვე ძველი პოლიტიკური და სოციალური კლასების არამარტო როგორც სოციალური ერთეულების, არამედ მათი ფიზიკური განადგურების აუცილებლობის წინაშე დააყენა. ამ ამოცანის შესრულების შეუძლებლობამ საფრანგეთი დიდი ხნის მანძილზე ქვეყნისათვის პოლიტიკური მმართველობის ადეკვატური ფორმების ძიებისაკენ მიმართული სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური პროექტის დაპირისპირების ასპარეზად აქცია. 1789 წლის რევოლუციიდან დღემდე იქ ორჯერ მოხდა მონარქიის რესტავრაცია, ორჯერ დამკვიდრდა იმპერია და ხუთჯერ - სხვადასხვა ფორმის რესპუბლიკა, შემუშავებულ იქნა 16 სხვადასხვა კონსტიტუცია (ბოლოს 1958 წელს).

4. ეს დებულება შეიძლება საკამათო იყოს ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში.

5. როგორც ე.წ. ვაიმარის რესპუბლიკის (გერმანია) შემთხვევაში, როდესაც ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ლიბერალურმა და დემოკრატიულმა კონსტიტუციამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტოტალიტარული პოლიტიკური წესრიგის დამკვიდრებას.

6. როგორიცაა: აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების არჩევითობის პრინციპები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების წესები და მათი კავშირი საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილებებთან, ამით განპირობებული საზოგადოებრივი მონაწილეობისა და ზედამხედველობის მექანიზმები, პარტიული და საარჩევნო სისტემები და ა.შ.

7. უნდა აღინიშნოს ბრიტანული კონსტიტუციონალიზმის პარადოქსული მდგომარეობა: ეს ერთადერთი შემთხვევაა კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, როდესაც პოლიტიკური ერთობის ინსტიტუციური სისტემა დაწერილ კონსტიტუციას, როგორც ქვეყნის მოწყობის ძირითად კანონს, არ ემყარება.

8. თუმცა შარლ ლუი მონტესკიე ხელისუფლების დანაწილების თეორიას „კანონთა გონში“ ბრიტანეთის მაგალითზე ავითარებდა, გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში თვალნათელია ძალაუფლების შტოების ერთმანეთისგან ინსტიტუციური გამიჯვნის პირობითობა, რაც ბრიტანული კონსტიტუციონალიზმის კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, სრულიადაც არ გულისხმობს იმას, რომ მონტესკიე ცდებოდა, ვინაიდან გაერთიანებულ სამეფოში შესაძლოა არ შეინიშნებოდეს ძალაუფლების მკაფიო ინსტიტუციური გამიჯვნა, მაგრამ სამართლებრივ საფუძველზე ხელისუფლების ფუნქციური დანაწილება აშკარაა.

9. რისი მაგალითიც 1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა სისტემის კრახი გახლავთ.

ლიტერატურა:

1. Lijphart A. Democracies: Patterns of Majorities and Consensus Government in Twenty-One Countries. New Heaven (CT): Yale University Press, 1989.

2. Mainwaring S, O'Donnell G., Valenzuela A. Issues in Democratic Consolidation. Notre Dame: University of Notre Dame Press, 1992.

3. North D. Institutions, Institutional Change and Economic Performance. Cambridge: Cambridge University Press, 1990.

4. Sartori G. Comparative Constitutional Engineering. NY: New York University Press, 1995.

5. Lijphart A. Majoritarian Versus Consensual Democracy//Brown B.E., Macridis R. Comparative Politics: Notes and Readings. Belmont: Wadsworth Publishing Company, 1996.

6. Pateman C. Participation and Democratic Theory. NY: Cambridge University Press, 1970.

5 დისკრიმინაციის აკრძალვა

▲ზევით დაბრუნება


უფლება

ბოხაშვილი ბესარიონ

I. შესავალი

დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც აშკარად შეიმჩნევა ადამიანის უფლებათა დაცვის სულ უფრო და უფრო მზარდი სტანდარტების გამოვლინება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ამ სტანდარტებზე ადამიანთა თანასწორ ხელმისაწვდომობას და დისკრიმინაციის აკრძალვას. კანონის წინაშე თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა იმდენად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ამ კონცეფციის ვიწროდ ან მხოლოდ სიტყვასიტყვით, ლიტერატურული მნიშვნელობით განმარტება, დააკნინებდა მის სამართლებრივ მნიშვნელობას. იმისათვის, რათა ჯეროვნად ჩავწვდეთ დისკრიმინაციის არსს, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული არამხოლოდ ფორმალური, არამედ პრაქტიკული მხარეებიც.

კანონის წინაშე თანასწორობა არ ნიშნავს ...აბსოლუტურ თანასწორობას, სახელდობრ კი ადამიანთა მოპყრობას მათი ინდივიდუალური კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების გარეშე, არამედ იგი ასახიერებს პრინციპს, რომლის თანახმადაც თანაბრად უნდა განხორციელდეს მოპყრობა მათდამი ვინც იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში, ასევე თანაბრად უნდა განხორციელდეს მოპყრობა მათდამი ვინც არ იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში.1

ზემოხსნებულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს და ამავე დროს, ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი მრავალი საზედამხედველო ინსტიტუტის იურისპურდენციისა თუ პრეცედენტული სამართლის ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება გამოვავლინოთ სახელმწიფოების ფართო პასუხისმგებლობა და ვალდებულებათა სახეები დისკრიმინაციის აკრძალვის სფეროში. კერძოდ, სახელმწიფოებს ეკისრებათ, როგორც ნეგატიური ვალდებულება (თანასწორად მოეპყრონ თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს) ასევე პოზიტიური ვალდებულება (განსხვავებულად მოეპყრონ არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს, რათა მათ თანასწორი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უფლებებსა და თავისუფლებებზე). სახელმწიფოს როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის ეფექტურ პრევენციაში, რადგანაც მართლაც რომ მრავლად არსებობს საშუალებები, გზები და ხშირად, სამწუხაროდ, სურვილიც (განზრახ ან დუმილით გამოხატული) არათანაბარი მოპყრობის განხორციელებასთან დაკავშირებით. პრაქტიკაში უმეტესწილად გვხვდება დისკრიმინაციის გამოვლინება პირდაპირ და არაპირდაპირ ფორმებში.

პირდაპირი დისკრიმინაციის კონცეფცია ეწინააღმდეგება ფორმალური თანასწორობის იდეას და წარმოადგენს თანაბარ პირობებში მყოფი პირების არათანასწორ მოპყრობას აკრძალულ ნიადაგზე2.

0x01 graphic

არაპირდაპირ დისკრიმინაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც გარკვეული პრაქტიკა, მოქმედი ნორმა, მოთხოვნა ან პირობა ერთი შეხედვით ნეიტრალური ჩანს, მაგრამ მათი შედეგი ან ზეგავლენა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს კონკრეტულ ჯგუფზე.

თუმცა ზემოხსენებული არ უნდა იქნეს აღქმული იმგვარად, რომ დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები კძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს „ობიექტური და გონივრული გამართლება“. რას წარმოადგენს ობიექტური და გონივრული გამართლება? იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. ასეთი აუცილებლობის დროს შესაძლებელია გამართლებული იქნეს დისკრიმინაცია თვით აკრძალულ ნიადაგზეც კი (ეროვნული კუთვნილების, რასის ან სქესის ნიადაგზე). მაგალითად დამსაქმებელს, რომელმაც გახსნა მექსიკური რესტორანი, შეუძლია შეფმზარეულის ვაკანსიის დაკავების მსურველების წრე შეზღუდოს მხოლოდ ეთნიკური მექსიკელებით, ხოლო ფილმის პროდიუსერმა მოითხოვოს შავი კანის ფერის მსახიობის მონაწილეობა ნელსონ მანდელას ცხოვრებასთან დაკავშირებული ფილმის გადაღებაში.

II. დისკრიმინაციის აკრძალვა საერთაშორისო აქტებსა და საზედამხედველო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში

დისკრიმინაციის აკრძალვა მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებაშია მოხსენებული3. ადამიანის უფლებათა სფეროში უნივერსალურ დონეზე მიღებული აქტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ. პაქტის მე-2 და 26-ე მუხლები კრძალავენ დისკრიმინაციას. შესაძლოა დაიბადოს ლოგიკური კითხვა: რა საჭიროა ერთ საერთაშორისო პაქტში ორი ანალოგიური დებულების არსებობა. პასუხი მარტივია. პაქტის მე-2 მუხლი დისკრიმინაციას კრძალავს მხოლოდ პაქტით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან მიმართებაში. პაქტის 26-ე მუხლი კი არ არის შეზღუდული მხოლოდ პაქტით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობით, არამედ ეს უკანასკნელი კრძალავს დისკრიმინაციას ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით (ეროვნული თუ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით) გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან მიმართებაში.

პაქტის 26-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა ანალიზისას ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტმა საქმეზე Broeks v the Netherlands (No.172/1984, ICCPR) დაადგინა, რომ მაშინ როდესაც „სახელმწიფოები თავიანთი სუვერენული უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ კანონმდებლობას, პაქტის 26 მუხლი მოითხოვს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლება თუ შეღავათი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს დისკრიმინაციის გარეშე“. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტმა თავის ზოგად კომენტარში განაცხადა, რომ 26-ე მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას აკრძალონ და იმოქმედონ დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ.

სწორედ სახელმწიფოში არსებულ კანონდმებლობაზე, აღმასრულებელი და მართლმსაჯულების ორგანოების სწორ პრაქტიკაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის, მიუხედავად მისი სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსისა, თანასწორი ხელმისაწვდომობა სამართლებრივ გარანტიებზე. პაქტის 26-ე მუხლის თანახმად დისკრიმინაციის საფუძვლების ჩამონათვალი ღიად არის დატოვებული. ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტის იურისპრუდენცია ნათლად მეტყველებს, რომ დებულება „სხვა სტატუსის ნიადაგზე“ მიუთითებს დამატებით საფუძვლებზე, რომლებიც მართალია არ არის მითითებული პაქტის 26-ე მუხლში მაგრამ მათ საფუძველზე განხორციელებული დისკრიმინაცია თანაზომიერად არის აკრძალული. ხსენებული ნათლად იქნა დადასტურებული ადამიანის უფლებათა გაეროს კომიტეტის მიერ saqmeze Gueye v France (No. 196/1983, ICCPR) მიღებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა, რომ მიუხედავად 26-ე მუხლში არსებულ ჩამონათვალში ეროვნულ ნიადაგზე დისკრიმინაციის აკრძალვის არ არსებობისა, დებულება „სხვა სტატუსი“ მოიაზრებდა და შესაბამისად კრძალავდა დისკრიმინაციის განხორციელებას ისეთ საფუძველზე, როგორიც არის ეროვნული კუთვნილება.

რაც შეეხება ნათლად ფორმულირებულ დისკრიმინაციის საფუძვლებს ადამიანის უფლებათა კომიტეტი განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენს სქესის ნიადაგზე დაფუძნებულ განსხვავებულ მოპყრობასთან მიმართებაში. საქმეში Avellanal v Peru (No. 202/1986, ICCPR) ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაგმო და პაქტის 26-ე მუხლთან შეუსაბამოდ გამოაცხადა პერუს კანონმდებლობა, რომელიც არ აძლევდა უფლებას ქალებს ეროვნული სასამართლოების წინაშე ოჯახის საერთო საკუთრებასთან დაკავშირებით ედავათ. საქმეში Young v Australia (No. 941/2000, ICCPR) ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კომიტეტისათვის დაედასტურებინა, თუ რა საჭიროებას წარმოადგენდა და რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა ერთი და იგივე სქესის პარტნიორებისათვის იმ შეღავათებზე უარის თქმა, რომლებიც უზრუნველყოფილი იყო ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალური დაუქორწინებელი წყვილებისათვის.

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ასევე გაეროს ფარგლებში მიღებული რამოდენიმე მნიშვნელოვანი აქტი: 1965 წლის კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და 1979 წლის კონვენცია ქალების მიმართ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. მაშინ როდესაც პირველი კონვენციის მოქმედების სფერო ვრცელდება ყველა პირთან მიმართებაში, მეორე კონვენცია ძირითადად ორიენტირებულია კონკრეტული სამიზნე ჯგუფის, ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ. განსხვავება მდგომარეობს ასევე დისკრიმინაციის საფუძვლებს შორის. მაშინ როდესაც 1965 წლის კონვენცია დისკრიმინაციას კრძალავს რასის, კანის ფერის, წარმოშობის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის საფუძველზე, 1979 წლის კონვენცია ქალების მიმართ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ დისკრიმინაციას კრძალავს მხოლოდ სქესის ნიადაგზე.

რეგიონულ დონეზე განსაკუთრებულად აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მისი მე-14 მუხლი და მე-12 დამატებითი ოქმი. განსხვავება კონვენციის მე-14 მუხლსა და მე-12 ოქმს შორის ანალოგიურია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ გაეროს პაქტის მე-2 და 26-ე მუხლებს შორის არსებული განსხვავებისა. პაქტის მე-2 მუხლის მსგავსად, კონვენციის მე-14 მუხლი დისკრიმინაციას კრძალავს მხოლოდ კონვენციითა და დამატებითი ოქმებით განსაზღვრულ უფლებებთან მიმართებაში, მაშინ როდესაც კონვენციის დამატებითი მე-12 ოქმი, პაქტის 26-ე მუხლის მსგავსად, კრძალავს დისკრიმინაციას ხელშემკვრელი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დებულებასთან მიმართებაში.

დისკრიმინაციის შესაძლო ფორმები, რომლებიც ჩამოთვლილია მე-14 მუხლში, ამომწურავი არ არის და დებულება „სხვა სტატუსი“ ფართო დისკრეციას უტოვებს კონვენციის საზედამხედველო ორგანოს დაადგინოს დისკრიმინაციის არსებობა ისეთ საფუძველზე, რომელიც ნათლად და ერთმნიშვნელოვნად არ არის მოხსენებული კონვენციის მე-14 მუხლში.

დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელიც განიხილა ევროპულმა სასამართლომ გახლდათ Belgian Linguistics v. Belgium. საქმე ეხებოდა ფრანგულად მოლაპარაკე ბელგიელებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ჰოლანდიურად მოლაპარაკე მუნიციპალიტეტებში და მოითხოვდნენ უფლებას, თავიანთი შვილებისათვის უზრუნველეყოთ განათლება ფრანგულ ენაზე. საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ჩამოაყალიბა ძირითადი პრინციპები და მიდგომები მე-14 მუხლთან დაკავშირებით:

თანასწორობის პრინციპი ირღვევა, როდესაც განსხვავებას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება. გამართლების არსებობა უნდა შეფასდეს ღონისძიების მიზნებთან და შედეგებთან მიმართებით, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის პრინციპები, რომლებიც პრევალირებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოპყრობის განსხვავება კონვენციით განსაზღვრული უფლების განხორციელებისას უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. მე-14 მუხლის დარღვევა იკვეთება მაშინაც, როცა დადგინდება, რომ პროპორციულობის პრინციპი იყო დარღვეული მისაღწევი მიზნის განხორციელებასა და გამოყენებულ საშუალებას შორის.

სასამართლოს მიერ დადგენილი პრინციპები:

1. აქვს თუ არა ადგილი განსხვავებულ მოპყრობას?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, შესაძლებელია თუ არა სიტუაციების შედარება? ხსენებულ კონტექსტში დისკრიმინაცია წარმოადგენს ხალხისადმი განსხვავებულ მოპყრობას განსხვავებულ სიტუაციებში4. საქმეზე - Van Der Mussels v. Belgium5 - განმცხადებელი იურისტი ამტკიცებდა, რომ მისი პროფესია მოითხოვდა სამართლებრივი დახმარების გაწევას ანაზღაურების გარეშე, რაც, მისი აზრით, ასევე ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-4 მუხლს. რაც შეეხება დისკრიმინაციას, ის გამოიხატებოდა იმაში, რომ სხვა პროფესიის პირებს არ ეკისრებოდათ ანაზღაურების გარეშე სამუშაოს შესრულების ვალდებულება - მაგალითად, ექიმებს, ვეტერინარებსა და სტომატოლოგებს. სწორედ ხსენებულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ამტკიცებდა დისკრიმინაციის ფაქტს მე-4 მუხლთან მიმართებით. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია მე-4 მუხლის დარღვევას. თუმცა, მან იქვე დაადასტურა, რომ ხსენებული არ გამორიცხავს მე-4 მუხლის დარღვევას მე-14 მუხლთან კავშირში. ანალიზის შედეგად სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არსებობდა ფუნდამენტური ხასიათის სხვაობები სხვადასხვა პროფესიებს შორის, რაც ნიშნავდა იმას, რომ მათი შედარება არ შეიძლებოდა.

2. ახდენს თუ არა განსხვავებული ქმედება ზეგავლენას კონვენციით გარანტირებულ სუბსტანციურ უფლებაზე?

მაშინ, როდესაც მე-14 მუხლის დარღვევის დადგენა შესაძლებელია სასამართლოს მიერ სხვა სუბსტანციური მუხლის დარღვევის აღიარების გარეშე, აუცილებელია იმის დამტკიცება, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა კონვენციით გარანტირებული უფლების ფარგლებს გარეთ არ ხვდება.

მაგალითად, საქმეში - K. and W. v. the Netherlands - მოპასუხე მთავრობამ ნება დართო ჰოლანდიელ მოქალაქეთა უცხოელ ცოლებს (და არა ქმრებს), მოეპოვებინათ ჰოლანდიის მოქალაქეობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ დაადგინა, რომ მე-14 მუხლი არ ეხებოდა საჩივარს, რადგანაც კონვენციით მოქალაქეობასთან დაკავშირებული არავითარი უფლება არ არის გარანტირებული.

საქმეში - Gaygusuz v. Austria - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მე-14 მუხლი ეხება გადაუდებელი სოციალური გადასახადის მიღების უფლებას, რადგანაც ამ უკანასკნელს მოიცავს კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი, როგორც „მატერიალურ სიკეთესთან დაკავშირებულ უფლებას“6.

აღსანიშნავია, რომ ევროპული კონვენციისაგან განსხვავებით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა პაქტი მოიცავს ზოგად დებულებას დისკრიმინაციასთან დაკავშირებით (26-ე მუხლი). ხსენებული დებულების დარღვევა, შესაძლებელია, გასაჩივრებულ იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოების წინააღმდეგ, როდესაც განსხვავებული მოპყრობა არანაირად არ არღვევს და ზეგავლენას არ ახდენს პაქტის სხვა უფლებაზე.

3. ემსახურება თუ არა კანონიერ მიზანს განსხვავებული მოპყრობა?

რა მიზანს ემსახურება განსხვავებული მოპყრობა? გამართლებულია თუ არა მიზანი ობიექტურად და გონივრულად?

სტრასბურგის სასამართლო მე-14 მუხლის დარღვევას დაადგენს მაშინ, თუკი გასაჩივრებული განსხვავებული მოპყრობა არ ემსახურება კანონიერ მიზანს. საქმეში - Darby v. Sweden7 - განმცხადებელი მუშაობდა შვედეთში მრავალი წლის განმავლობაში - საკუთარი ადგილსამყოფელის ოფიციალურად დარეგისტრირების გარეშე. მას მოსთხოვეს, გადაეხადა იმ ეკლესიის საეკლესიო მოსაკრებელი, რომელსაც იგი არ ეკუთვნოდა. არადა, ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ საცხოვრებელ ადგილზე, გათავისუფლებულ იქნენ გადასახადისაგან. სასამართლომ ვერ დაადგინა, თუ რა კანონიერ მიზანს ემსახურებოდა ხსენებული არათანაბარი მოპყრობა და, შესაბამისად, აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა მე-14 მუხლის დარღვევას დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლთან კავშირში.

სასამართლომ ძალიან მტკიცე პოზიცია დაიკავა სქესის საფუძველზე განხორციელებულ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, რადგანაც სქესობრივი თანასწორობა წარმოადგენს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს. საქმეში - Van Raalte v. Netherlands8 - სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ „ძალიან მყარი მიზეზების არსებობას შეუძლია გაამართლოს მხოლოდ სქესობრივ ნიადაგზე განსხვავებული მოპყრობა, რათა ეს უკანასკნელი შესაბამისობაში იყოს კონვენციასთან“. ხსენებულ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლისათვის გარკვეულ სიკეთეებზე უფლების ჩამორთმევა (უშვილო კაცი, რომელიც იყო 45 წლის) იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ეხება გარკვეულ შეღავათებს ბავშვების ყოლასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციული იყო სქესობრივ ნიადაგზე, რადგანაც იმავე ასაკის უშვილო ქალებს არ ეხებოდათ იგივე შეღავათები. სასამართლომ დაადგინა მე-14 მუხლის დარღვევა როგორც ქალებთან9, ასევე კაცებთან10 მიმართებით.

0x01 graphic

სასამართლო ასევე ძალზედ კრიტიკული იყო დაბადების11 და ეროვნების12 საფუძველზე განხორციელებულ დისკრიმინაციასთან მიმართებით. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების ორგანოების უარი - ეროვნების საფუძველზე მიენიჭებინათ თურქი განმცხადებლისათვის სოციალური შეღავათები, რომელიც გამომდინარეობდა სამუშაო შეღავათებიდან - არ ემყარებოდა არანაირი სახის ობიექტურ თუ გონივრულ გამართლებას.

4. არის თუ არა გამოყენებული საშუალებები მისაღწევი კანონიერი მიზნის პროპორციული?

მაშინ, როდესაც სხვაობა მოპყრობაში შესაძლოა გამართლებულ იქნეს მრავალ სიტუაციაში, ხსენებულს არ შეუძლია გაამართლოს არაპატიოსანი მოპყრობა. საქმეში National Union Belgian Police. v. Belgium სასამართლომ დაადგინა, რომ პროფკავშირებისათვის (რომელიც იყო განმცხადებელი) კონსულტაციაზე უარის თქმა პროპორციული შეზღუდვა იყო. იგი ემსახურებოდა გონივრული ბალანსის მიღწევას პროფკავშირებსა და დასაქმებულთა ინტერესებს შორის, რათა უზრუნველყოფილიყო პოლიციელთა შტატის შეჯერება და დაბალანსება.

5. არასათანადო მოპყრობის ხარისხი ნებისმიერ შემთხვევაში აჭარბებს იმ თავისუფლებას, რაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფოებს კონვენციის გამოყენებისას?

მე-14 მუხლის გამოყენების დროს სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან, ისარგებლონ შეფასების ზღვრის გარკვეული თავისუფლებით მაშინ, როცა ხდება განსაზღვრა - აქვს თუ არა ადგილი დარღვევას. ნებადართული შეფასების ზღვარი დამოკიდებულია განსახილველი საკითხის ხასიათთან, როგორიც არის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები. შეფასების ზღვარი როგორც წესი, ძალზედ ფართოა13. არადა იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ეხება ოჯახურ ცხოვრებაზე14 უფლებას, ასევე რასობრივ გადახრასთან დაკავშირებულ შემთხვევებში, შეფასების ზღვარი შეზღუდული იქნება. საქმე - Petrovic v. Austria15 - ეხებოდა ხელისუფლების ორგანოების უარს, მიეცათ ანაზღაურებადი შვებულება მამებისათვის იმის საფუძველზე, რომ განსახილველი შეღავათი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ დედებისათვის. განმცხადებელი ამტკიცებდა მე-14 მუხლის დარღვევას მე-8 მუხლთან კავშირში (უფლება ოჯახურ ცხოვრებაზე). სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული უარი წარმოადგენდა განსხვავებულ მოპყრობას სქესობრივ საფუძველზე და რომ დედები და მამები იყვნენ ანალოგიურ მდგომარეობაში მაშინაც, როცა საქმე ეხებოდა შვილების მოვლას. თუმცაღა, სასამართლომ დაადგინა, რომ ავსტრიის ხელისუფლების ორგანოებს არ გადაულახავთ შეფასების ზღვარი, რადგანაც ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არ არსებობდა საერთო მიდგომა ამ სფეროში. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მე-14 მუხლის დარღვევას.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საქმეზე Nachova and other v. Bulgaria (განაცხადები №43577/98 და 43579/98). აღნიშნულ განაცხადებში ძირითადად განხილული იყო მტკიცების ტვირთისა და შესაბამისი ხარისხის ასპექტები დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ევროპული სასამართლო მეტად მაღალი ხარისხით ითხოვს განმცხადებლებისაგან დისკრიმინაციის დადასტურებას, მრავალ განაცხადში, რომლებიც სასამართლომ განიხილა თურქეთის წინააღდეგ მის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების მიმართ განხორციელებულ მოპყრობებთან დაკავშირებით, თითქოსდა ერთი შეხედვით ნათელი იყო, რომ ადამიანის უფლებათა ის მრავალრიცხოვანი დარღვევები, რომლებიც ასეულობით საქმეში იქნა დადგენილი სასამართლოს მიერ, მოტივირებული იყო სწორედ დისკრიმინაციული მოპყრობით ეთნიკურ ნიადაგზე, სასამართლომ განაცხადა, რომ მას არ გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, რათა დაედგინა, რომ დარღვევები მოტივირებული იყო სწორედ მე-14 მუხლით აკრძალულ დისკრიმინაციულ ნიადაგზე.

სასამართლოს თანახმად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ადგენს ყველაზე მაღალ სტანდარტს „გონივრული ეჭვის ზღვარს მიღმა“. სასამართლოს მტკიცებით აღნიშნული აუცილებელია იმისათვის, რომ განხილულ იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი და არა სისხლის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც განიხილება ხოლმე სახელმწიფოებში ეროვნულ დონეზე და რომელიც ხშირად არ ითხოვს მტკიცებულებათა წარდგენის ასეთ მაღალ სტანდარტს. ნაჩოვას საქმეში განმცხადებლები ამტკიცებდნენ კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას, ვინაიდან ბ-ნი პეტკოვისა და ბ-ნი ანგელოვის სიკვდილის მიზეზი იყო ბოშური წარმოშობის პირთა მიმართ მტრული დამოკიდებულება. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, გამოეძიებინა შესაძლო რასისტული მოტივები. მთავრობა არ ეთანხმებოდა განმცხადებელთა ბრალდებას.

7 მოსამართლისაგან შემდგარმა პალატამ აღნიშნა, რომ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებში მე-2 და მე-14 მუხლები ერთად აკისრებდა სახელმწიფო ხელისუფლებას, ჩაატარონ ეფექტური გამოძიება მიუხედავად მსხვერპლის რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილებისა. მან ასევე მიიჩნია, რომ ხელისუფლებას ეკისრებოდა დამატებითი ვალდებულება, განეხორციელებია ყველა გონივრული ღონისძიება, რათა გამოევლინა ნებისმიერი რასობრივი მოტივი იმ შემთხვევებში, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენებასთან.

მოცემულ საქმეში, მიუხედავად მ.მ-ის განცხადებისა რასობრივი სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ და სხვა მტკიცებულებებისა, რომლებსაც უნდა ხელისუფალთათვის მიენიშნებინათ შესაძლო რასისტული მოტივების შესახებ, მათ არ ჩაუტარებიათ გამოძიება აღნიშნული მიმართულებით. შესაბამისად, ხელისუფლებამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობდა ერთად აღებული კონვენციის მე-14 მუხლიდან და მე-2 მუხლიდან.

ვინაიდან არსებობდა გარკვეული მტკიცებულებითი სირთულეები დისკრიმინაციის არსებობის დასამტკიცებლად, პალატამ მიიჩნია, რომ მტკიცებულებების საკითხს სპეციალური მდიგომა სჭირდება: როდესაც ხელისუფლება ბოლომდე არ გამოიძიებს ფაქტები, საიდანაც აშკარად ჩანს სახელმწიფო მოხელეთა მიერ ძალის გამოყენება, და არ მიაქცევს ყურადღებას შესაძლო დისკრიმინაციის თაობაზე მტკიცებულებებს, სასამართლომ შესაძლოა უარყოფითი დასკვნები გააკეთოს ან მტკიცების ტვირთი დააკისროს მოპასუხე სახელმწიფოს კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამიასდ შეტანილი განაცხადის განხილვისას.

საქმეზე არსებული ფაქტების შესახებ პალატამ მიიჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოების ქმედებებმა - კერძოდ ის, რომ მათ არ განუხილავთ, თუ რატომ გამოიყენა მაიორმა გ-მ აშკარად გადამეტებული ძალა და მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ იგი რასისტულ განცხადებებს აკეთებდა - გამოიწვია მტკიცების ტვირთის შეცვლა. ამრიგად, მოპასუხე სახელმწიფოს ეკისრებოდა ვალდებულება, დაერწმუნებინა სასამართლო დამატებითი მტკიცებულების ან დამარწმუნებელი ახსნა-განმარტების მეშვეობით, რომ გასაჩივრებული მოვლენები არ იყო განპირობებული სახელმწიფო მოხელეთა რასისტული განწყობით.

ვინაიდან მთავრობამ ვერ წარმოადგინა დამარწმუნებელი ახსნა-განმარტება და იმის გათვალისწინებით, რომ სხვა საქმეებში სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთში სამართალდამცავი ოფიცრები ბოშების მიმართ იყენებდნენ ძალას, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი, პალატამ დაასკვნა, რომ დაირღვა მე-14 მუხლის არსობრივი ასპექტები კონვენციის მე-2 მუხლთან ერთად აღებული.

დიდი პალატის წინაშე გამართული სამართალწარმოებისას განმცხადებლები იზიარებდნენ პალატის მოსაზრებას, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება გამოიძიოს ძალადობის შემთხვევებში შესაძლო რასისტული მოტივები და რომ მტკიცების ტვირთი შეიძლება დაეკისროს მოპასუხე სახელმწიფოს. წერილობით ახსნა-განმარტებებში განმცხადებლებმა განაცხადეს, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე მტკიცების ტვირთი არ უნდა იყოს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ და ისეთ საქმეებში, როგორიც ესაა, მტკიცების ტვირთი ყოველთვის მოპასუხე სახელმწიფოს უნდა დაეკისროს, თუ prima facie დადასტურდება დისკრიმინაციასთან დაკავშირებული შემთხვევის არსებობა, ანუ თანაბარ მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა. საქმეში მე-3 მხარედ ჩართული ცნობილი ორგანიზაცია Interights, რომელიც მოქმედებს ადამიანის უფლებათა სფეროში, აკრიტიკებდა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სასამართლოს სტანდარტს, ვინაიდან ქმნიდა გადაულახავ წინააღმდეგობას დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად. Interights-ის პოზიციის თანამხად, დისკრიმინაციისაგან უკეთ იცავდნენ საერთო სამართლის იურისდიქციის ქვეყნები, სადაც გამოიყენებოდა „შესაძლებლობების ბალანსის“ სტანდარტი მტკიცებულებათა განხილვისას. სამოქალაქო სამართლის ქვეყნებში მოსამართლეებს აქვთ ფაქტების დადგენის ფუნქცია და შესაბამისად, თეორიულად მაინც შეეძლოთ მოეთხოვათ მტკიცებულების უფრო მაღალი ხარისხი. აქედან გამომდინარე, საერთო სამართლის ქვეყნებში დისკრიმინაციისაგან სასამართლო დაცვა უკეთ ხორციელდებოდა.

Interights-ის მტკიცებით, საერთაშორისო პრაქტიკა მხარს უჭერს, რომ დისკრიმინაციის საქმეებში მტკიცების ტვირთი დაეკისროს მოპასუხეს, თუ მომჩივანი დაადასტურებდა, რომ prima facie არსებობდა საქმე. ამ მოსაზრებას იზიარებდა ევროკავშირის რამდენიმე დირექტივა, ევროგაერთაინებების სამართლიანობის სასამართლო, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი და ეროვნული სასამართლოები ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და სხვა სახელმწიფოებში. Interights-მა ასევე მოიყვანა რამდენიმე მაგალითი თუ რა სახის მტკიცებულებებს შეუძლია ეროვნულ იურისდიქციაში prima facie დისკრიმინაციის შემთხვევის დადასტურება: არასასურველ მდგომარეობაში ყოფნის „ზოგადი სურათის“ მტკიცებულება, დისკრიმინაციის შესახებ „საერთო ცოდნა“, ფაქტები „საერთო ცხოვრებიდან“, ფაქტები, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია და გარემოებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები.

მიუხედავად ზემოხსენებული არგუმენტაციისა, სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლისა და მე-3 მხარის, ისევე როგორც 7 მოსამართლისაგან შემდგარი პალატის პოზიცია და განაცხადა, რომ ადგილი არ ჰქონია მე-2 მუხლით დაკისრებული ნეგატიური ვალდებულების დარღვევას დისკრიმინაციულ ნიადაგზე. თუმცა სასამართლომ განაცხადა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა შეიძლებოდა იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოს მიერ გამოძიების არაჯეროვნად წარმოება და პოზიტიური ვალდებულების დარღვევა განპირობებული იყო დისკრიმინაციულ ნიადაგზე.

III. დასკვნა

მიუხედავად მრავალი საერთაშორისო აქტისა, რომლებიც ცალსახად კრძალავენ დისკრიმინაციას, ჯერ კიდევ ჯეროვნად არ არის განმარტებული საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების მიერ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტორი. კვლავ კამათის საგნად რჩება თუ მტკიცების რა სტანდარტი უნდა იქნეს გამოყენებული, კვლავაც შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საზედამხედველო ორგანოები ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებიან დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების განხილვას და ხშირ შემთხვევაში ერიდებიან დისკრიმინაციის ფაქტის აღიარებას16. ამავე დროს კვლავაც სადაო რჩება, რამდენად მართებულია კონკრეტული უფლების (მაგალითად სიცოცხლის უფლების ან წამების აკრძალვის) არსებითი და პროცედურული საკითხების დისკრიმინაციის ამკრძალველ დებულებებთან მიმართებაში ცალ-ცალკე განხილვა.17 ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების განუწყვეტელი ზრდა, ისევე როგორც ისეთი მნიშვნელოვანი აქტების ამოქმედება და იმპლემენტაცია როგორიც არის მაგალითად ევროპული კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დისკრიმინაციასთან დაკავშირბეული დებულებების ყველა ასპექტის ნათლად წარმოჩენასა და განმარტებას.

______________________

შენიშვნები

1. საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ტანაკას მოსაზრება დასავლეთ აფრიკის საქმეზე (Judge Tanaka in the South West Africa case (ICJ Rep. 1966, 4))

2. სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსი

3. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 1948; პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966; პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ 1966; საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1965.; კონვენცია ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1979 .; კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ 1989.; საერთაშორისო ვაჭრობის ორგანიზაციის კონვენციები: დისკრიმინაციის (დასაქმების) კონვენცია 1958; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა შესაბამისი კონვენციები: კონვენიცა წამების წინააღმდეგ 1984 . და მიგრანტთა კონვენცია 1990.; იუნესკოს კონვენცია განათლების დარგში დისკრიმინაციის შესახებ; ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ 1950.; ევროპის სოციალური ქარტია 1996.; აფრიკული ქარტია ადამიანთა და ხალხთა უფლებების შესახებ 1981.; ინტერ-ამერიკული კონვენცია ადამიანის უფლებების შესახებ 1969.

4. იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Fredlin v. Sweden, 1991 წლის 18 თებერვალი.

5. 1983 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება.

6. 1996 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.

7. 1990 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

8. 1997 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.

9. იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Schuler-Zragan v. Switzerland, 1993 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.

10. Burghartz v. Switzerland, 1994 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

11. Inze v. Austria, 1987 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

12. Gagysuz v. Austria.

13. Wasa Liv Omsedigt and others v. Sweden.

14. Marckx. v. Belgium, 1979 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.

15. 1998 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.

16. იხ. მოსამართლე ბონელოს თანმხვედრი აზრი საქმეზე Nachova and others v. Bulgaria (7 მოსამართლის პალატის გადაწყვეტილება)

17. მოსამართლეების კასადევალის, ჰედიგანის, მურალონის, ფურასანდსტრომის, გიულუმიანისა და სპიელმანის ერთობლივი განსხვავებული მოსაზრება იგივე საქმეზე დიდი პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებისას.

6 ადმინისტრაციული მართლმსაჯულება, როგორც სასამართლო კონტროლის განხორციელების ეფექტური საშუალება

▲ზევით დაბრუნება


უფლება

ნათია წკეპლაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი

შესავალი

მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში შეიქმნა ადმინისტრაციული სასამართლოების სისტემა, რომელშიც შესაძლებელი იყო მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრება. ადმინისტრაციული სასამართლოს შექმნა მიზნად ისახავდა სახელმწიფო ადმინისტრაციის შეზღუდვას და მათი თვითნებობისაგან მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას.

საჯარო სამართლის მეცნიერებაში ხელისუფლების თვითშეზღუდვის კატეგორიის შემოტანის დამსახურება გერმანელ მეცნიერს გეორგ ელინეკს ეკუთვნის. მისი მოსაზრებით, საჯარო სამართლის ძირითადი პოსტულატი არის სახელმწიფოს შეზღუდვა ანუ ბოჭვა სამართლით. თუ სახელმწიფო არ არის სამართლით შებოჭილი, მაშინ ინდივიდს სახელმწიფოს მიმართ არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონდეს უფლებები, რადგან სახელმწიფოს ინდივიდის მიმართ არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონდეს მოვალეობები. თუ არ არსებობს სამართლით ბოჭვა, ხელისუფლების მიმართება ინდივიდთან არის ძალის და არა სამართლის მიმართება.

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩა თანამედროვე ევროპულ სამართლებრივ ტენდენციებს და მხოლოდ 2000 წლის 1 იანვრიდან შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული სამართლის, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგის დამკვიდრება.

1995 წლის 25 აგვისტოს კონსტიტუციის მიღებამ საქართველოში საფუძველი დაუდო მასშტაბური სამართლებრივი რეფორმების დაწყებას, რეფორმის განხორციელება ემსახურება სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანას, რომლის უმნიშვნელოვანეს ეტაპად განიხილება 2000 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები. ამ ნორმატიული აქტების დანერგვამ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს არა მხოლოდ ახალი ადმინისტრაციული სამართალურთიერთობების დამკვიდრების საქმეში, არამედ ახალი სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი ცნობიერების ფორმირების სფეროშიც. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების პოპულარიზაციას, პრაქტიკაში სწორ გამოყენებას და ყველა ასპექტით ამოქმედებას შეუძლია უდიდესი როლი შეასრულოს როგორც სამოქალაქო, ღია საზოგადოების ჩამოყალიბებაში, ისე მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ამუშავებასა და სამართლებრივი კულტურის ამაღლებაში.

საქართველო ადმინისტრაციული სამართლის რეფორმირებაში პირველი იყო დსთ-ს სახელმწიფოთა შორის. ბევრი წინააღმდეგობის, სირთულის მიუხედავად, 8 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სასამართლოს სისტემაში შეიქმნა, ჩამოყალიბდა და განვითარდა ადმინისტრაციული იუსტიციის ორგანოები.

0x01 graphic

1. ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსებობის მნიშვნელობა

ალექსის დე ტოკვილი სასამართლოს სოციალურ მნიშვნელობაზე მსჯელობისას აღნიშნავდა: „ყოველ მთავრობას მოქალაქეების მიერ გაწეული წინააღმდეგობების გადასალახავად აქვს ორი საშუალება: მატერიალური სახსრები და სასამართლოს გადაწყვეტილებანი“; „მართლმსაჯულების უზენაესი მიზანი არის ძალადობის იდეის შეცვლა სამართლის იდეით, სამართლებრივი ბარიერის დადგენა მთავრობასა და მის მიერ გამოყენებულ ძალას შორის“; „სასამართლო ხელისუფლება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს იცავს კანონის დამრღვევი ინდივიდებისაგან და, მეორე მხრივ, იგი იცავს ინდივიდს მისი უფლებების სახელმწიფოს მიერ ხელყოფისაგან“.

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, რაც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავების) გადაწყვეტას, არამედ, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებასაც.

მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების (მოქმედების ან უმოქმედობის) გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობასა, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა მან აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული მრავალმხრივი შეხვედრების, კერძოდ, 1996 წ. 13-15 ნოემბერს მადრიდში გამართული შეხვედრის დასკვნების თანახმად, ადმინისტრაციული აქტების კონტროლი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად იქნა მიჩნეული, ვინაიდან, სახელმწიფოსა და მისი მრავალი ადმინისტრაციული ორგანოს მარეგულირებელი ან ინდივიდუალური აქტები რეგულარულად ზემოქმედებს იურისდიქციისადმი მათ დაქვემდებარებაზე და უშუალო ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს გონივრული კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისადმი; ყველა ადმინისტრაციული აქტი უნდა ექვემდებარებოდეს მოსამართლის მიერ გადასინჯვას, მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი და კომპეტენტური, სამართალწარმოება უნდა ხორციელდებოდეს ჯეროვნად, გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს გონივრულ ვადაში, გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დროულად.

სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე უზრუნველყოფს დარღვეული უფლების აღდგენას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოში მოქცევას, ეფექტური დაცვის რეალიზაციას და ა.შ.

2. ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მოდელები საქართველოში

ტრადიცია

საქართველო არ განეკუთვნება ე.წ. „ძველი დემოკრატიის“ ქვეყნებს, მაგრამ იგი არც „ახალი დემოკრატიის“ ქვეყანაა, ვინაიდან 1918-21 წლებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, საქართველოს ჰქონდა იმდროინდელი ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და პროგრესული კონსტიტუცია და კანონმდებლობა სასამართლოს შესახებ, რომლის მიხედვით 1919 წლიდან მოქმედებდა საქართველოს სენატი - უზენაესი სასამართლო. სენატი შედგებოდა სისხლის სამართლის საქმეთა დეპარტამენტისა და სამოქალაქო საქმეთა საკასაციო დეპარტამენტისგან, რომელთანაც არსებობდა ადმინისტრაციული განყოფილება.

იურიდიული თვალსაზრისით, სენატის დებულება მეტად საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ 1918-21 წლებში ქართული პოლიტიკური ხელისუფლება უშვებდა არა მხოლოდ სასამართლო კონტროლს მთავრობის, თანამდებობის პირთა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე (ადმინისტრაციული მართლმსაჯულება - განხორციელებული ადმინისტრაციული განყოფილების მიერ), არამედ დებულების მე-6 მუხლის მიხედვით, სენატს ჰქონდა კომპეტენცია ადმინისტრაციული აქტების კანონშესაბამისობის შემოწმებისა და მათი გაუქმებისა ყოველგვარი დავის გარეშე (წინასწარი კონტროლი).

1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებების თავის მე-5 მუხლით განისაზღვრა ნორმატიული აქტების (როგორც საკანონმდებლო, ისე კანონქვემდებარე აქტების) იურიდიული ძალის საკითხი, კერძოდ, „ყოველ კანონსა და დადგენილებას მაშინ აქვს ძალა, უკეთუ გამოცხადებულია სათანადო წესით“. „სათანადო წესი“ უდავოდ გულისხმობს კანონით დადგენილი პროცედურის დაცვას.

კონსტიტუციის 76-ე მუხლით სასამართლო სენატის იურისდიქცია შემდეგნაირად განისაზღვრა:

„სენატი მოვალეა:

ა) თვალყური ადევნოს კანონის დაცვასა და

ბ) განაგოს სასამართლოს ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ“.

სენატის დებულების I მუხლის მიხედვით, „სენატი თვალყურს ადევნებს კანონის დაცვასა და სისწორით ასრულებას მთავრობის ყოველი დაწესებულების, თანამდებობის პირისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ“. მე-4 მუხლის მიხედვით: „თუ სენატმა საქმის განხილვის დროს რაიმე ბოროტმოქმედება ან დაუდევრობა აღმოაჩინა რომელიმე უწყებაში, სათანადო მინისტრს უნდა ეცნობოს, ხოლო თუ ბოროტმოქმედება ან დაუდევრობა ჩადენილია მინისტრის მიერ, რესპუბლიკის მთავრობას უნდა ეუწყოს“. მუხლი მე-6: „უკეთუ სენატი დაინახავს, რომ მინისტრის ან მთავრობის სხვა უმაღლესი წარმომადგენლის ცირკულიარი, განკარგულება ან სავალდებულო დადგენილება ეწინააღმდეგება კანონს, განკარგულება უნდა გასცეს მათი მოქმედების შეჩერებისათვის, ან გააუქმოს სავსებით ან ნაწილობრივ. შენიშვნა: ყველა მინისტრს და მთავრობის სხვა უმაღლეს წარმომადგენლებს დაევალოს წარუდგინოს სენატს გამოცემისთანავე თავისი ცირკულიარის, სავალდებულო დადგენილების, ინსტრუქციის, განმარტების, ზოგადი განკარგულების პირი“. უაღრესად საინტერესოა დებულების 34- მუხლი - სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტის საადმინისტრაციო განყოფილების განსჯადი საქმეების ჩამონათვალი, რომელიც დამოუკიდებელი განხილვის საგანია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სენატის საკასაციო დეპარტამენტთა საზოგადო კრების კომპეტენცია საადმინისტრაციო უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ისეთი უკანონო ქმედებით ან დაუდევრობით მიყენებული ვნების ან ზარალის ანაზღაურების თაობაზე საქმის განხილვის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რომელიც არ ეკუთვნის სისხლის სამართლის უწყებას. ეს გულისხმობს, რომ უზრუნველყოფილი იყო ადმინისტრაციის წინააღმდეგ ზარალის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის წარდგენის უფლება.

ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი დოკუმენტი თანამედროვე ქართველი ადმინისტრატივისტებისთვის საფუძვლიანი სიამაყის საგანია: მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სამართლებრივი პოლიტიკა იმდენად პროგრესულია, რომ ადმინისტრაციული სამართლის ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა „სუსპენზიური ეფექტი“, თამამად ამკვიდრებს, ანუ აღიარებს მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებების თაობაზე დავის წარმოშობის პირობებში მათი კანონიერების შემოწმებამდე უზრუნველყოს კერძო ინტერესების მაქსიმალური დაცვა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენა. ზემომითითებული ნორმები განაპირობებს სასამართლოს ფართო იურისდიქციას, იმდენად ფართოს, რომ სასამართლოს მინიჭებული აქვს ზემდგომი თანამდებობის პირისთვის (მინისტრი, მთავრობა) წარდგინების გაკეთების კომპეტენცია, თუკი იგი მივა იმ დასკვნამდე, რომ რომელიმე უწყებაში ჩადენილია ბოროტმოქმედება ან დაუდევრობა. ეს კი აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალში კონტროლის ფუნქციის დამკვიდრებას გულისხმობს.

დამოუკიდებელი განხილვის საგანია 1918-21 წლებში რამდენად მიუკერძოებლად ხორციელდებოდა საქართველოს სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული მართლმსაჯულება და რა სტანდარტებს პასუხობდა იგი, უზრუნველყოფდა თუ არა სრულფასოვან სასამართლო კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებზე და რა გავლენა იქონია სასამართლო პოლიტიკამ მმართველობის კანონიერებაზე, სასამართლო სისტემის ავტორიტეტზე, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის ხარისხზე და ა.შ.

რასაკვირველია, ისტორიული უსამართლობის გამო 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ შეწყდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, შესაბამისად შეწყდა ეროვნული კანონმდებლობის და ეროვნული სასამართლო სისტემის ფუნქციონირება. 1921-1990 წლებში საბჭოთა საქართველოში ადმინისტრაციული სამართალი, როგორც დარგი, სრულიად მოკვდა.

ბედის ირონიით, 21-ე საუკუნის დამდეგს საქართველოში სწორედ ამ სამართლებრივი აზროვნებისა და ღირებულებების აღდგენა კვლავ დღის წესრიგში დგას, კვლავ პრობლემატურია სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის საკითხი, რომლის უმთავრესი ამოცანაა როგორც ინდივიდის დაცვა სახელმწიფოს რეპრესიული აპარატისაგან, ასევე უმცირესობის დაცვა უმრავლესობის დიქტატისაგან.

აქვს თუ არა 21-ე საუკუნის საქართველოს მოქალაქეს იმის განცდა, რომ მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილების გადამეტების და კანონიერი ინტერესების ხელყოფის შემთხვევაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლოს მიერ დაცული იქნება პიროვნების კანონიერი ინტერესები და შელახული (დარღვეული) უფლება აღდგება? იურიდიული თვალსაზრისით რამდენად არის გარანტირებული პირის უფლებები ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში როგორც მატერიალურ-სამართლებრივ, ასევე პროცესუალურ ჭრილში?

თანამედროვე ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენცია და ადმინისტრაციული მოსამართლის როლი

2000 წელს საქართველოში განხორციელდა ადმინისტრაციული სამართლის რეფორმა, რომლითაც დადგინდა ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენცია, კერძოდ:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით განსაზღვრულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებები და ის, თუ რა განასხვავებს მას სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, დადგინდა რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს და რომელი საქმეები განეკუთვნება ადმინისტრაციულ კატეგორიას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 2.), რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მმართველობის სფეროში მიღებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების, ადმინისტრაციული ხელშეკრულების და რეალაქტის კანონიერების გასაჩივრება როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე სასამართლო წესით.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შემოთავაზებულია არა მხოლოდ სასამართლო კონტროლი უკვე განხორციელებულ ქმედებებზე, არამედ წინასწარი სასამართლო კონტროლიც, კერძოდ, მაკონტროლებელი ორგანოების მიერ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი ექვემდებარება წინასწარ სასამართლო კონტროლს, მხოლოდ სასამართლოს ნებართვის პირობებშია შესაძლებელი მეწარმის საქმიანობის შემოწმება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, თავი VIII).

ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის ინსტიტუტების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ადმინისტრაციული სასამართლო აღჭურვილია ფართო იურისდიქციით, რაც მას უფლებამოსილს ხდის გადაწყვიტოს საჯარო დაწესებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი კონფლიქტი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში.

სასამართლო პრაქტიკაში გვხდება ყველა სახის სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავები, რომლებზეც სასამართლო ახორციელებს მართლმსაჯულებას. დავის საგანი შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ადმინისტრაციული ხელშეკრულებები, ადმინისტრაციული ქმედებები, ზიანის ანაზღაურება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საარჩევნო ურთიერთობები და სხვ. სამწუხაროდ, სასამართლო პრაქტიკა ადმინისტრაციული საქმეების განხილვის დროსაც არ გამოირჩევა ერთგვაროვნებით.

ოფიციალობის პრინციპი ქართულ ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, მოსამართლე აღჭურვილია უფლებამოსილებით თავისი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები, ჩართოს საქმეში მესამე პირები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19, მე-16 მუხლები), რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისას, ვინაიდან პირი, უპირისპირდება რა ადმინისტრაციულ ორგანოს, ურთიერთდაქვემდებარებულობის სისტემიდან გამომდინარე, უდავოდ არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფება. სასამართლოს ეს იურისდიქცია ხელს უწყობს სასამართლოში მხარეთა შესაძლებლობების პროცესუალურ გათანაბრებას, გარდა ამისა ამ დროს მტკიცების ტვირთი გადანაწილდება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოზე. სამწუხაროდ, 2007 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაუქმდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისას ინდივიდებისთვის დადგენილი შეღავათი, რაც, ვეჭვობ, სასიკეთოდ წაადგეს პირის უფლებების დაცვის ეფექტურობას.

ქართული ადმინისტრაციული სამართლის თავისებურებანი, მხარეთა შეჯიბრებითობისა და ოფიციალობის პრინციპის თანაარსებობა

კანონმდებელმა ქართულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო ინიციატივის დამკვიდრებით გაიზიარა დასავლეთ ევროპის ადმინისტრაციული სამართალწარმოების ძირითადი ელემენტი, რომელიც მიჩნეულია საჯარო-სამართლებრივდავებში ადმინისტრაციულ ორგანოსთან დაპირისპირებული პირის უფლებების ეფექტური რეალიზაციის საშუალებად, თუმცა ეს არ გამორიცხავს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელებას.

მაგალითად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). საინტერესოა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის გადანაწილება. მაგალითად, ასკ-ის 17.2. მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

თვალსაჩინოებისთვის მივუთითებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის მართებულ განმარტებას, საქმეზე ზ. ნ-შვილის სარჩელისა გამო მოპასუხე საპატრულო პოლიციის მიმართ - ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.

„საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ თავად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებით არ არის განსაზღვრული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე გადანაწილება, და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის გადატანა ადმინისტრაციულ ორგანოზე არ უნდა იქნას გამოყენებული, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სადავოა და დამტკიცებას ექვემდებარება არა დავის საგნის სამართლებრივი მხარე (სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის კომპეტენცია, სამართალშეფარდების შესაბამისობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პრინციპების დაცვა ადმინისტრაციულ წარმოებაში და ა.შ), არამედ სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა-არარსებობა, რა დროსაც მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთი აუცილებლად პროპორციულად უნდა იქნეს გადანაწილებული.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნეს გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება, თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი), არამედ ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად ნორმის არასწორად შეფარდების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილი და გამოვლენილი იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ“.

სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ საქართველოს სასამართლოს ჯერ კიდევ დიდი შრომა დასჭირდება ადმინისტრაციულ დავაში მხარეთა შეჯიბრებითობის და ე.წ. ოფიციალობის პრინციპების კანონშესაბამისი შეთავსების ევროპული სტანდარტების მისაღწევად.

მიმაჩნია, რომ სასამართლოს აქტიური როლი არ ეწინააღმდეგება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, ვინაიდან განსახილავი დავები სპეციფიკურობით გამოირჩევა და სასამართლოს ეს უფლებამოსილება განპირობებულია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, კანონიერების პრინციპის დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობით, მხარეთა საპროცესო უფლებების ჯეროვანი განხორციელებისათვის წინაპირობების შექმნით, ხოლო სასამართლო პრაქტიკაში წარმოშობილი პრობლემები ძირითადად გამოწვეულია ადმინისტრაციული სამართლის თეორიის არცოდნით, სამოსამართლო როლის სათანადო გაუცნობიერებლობით, ხოლო ობიექტური პრობლემების დაძლევას უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ ნორმათა მართებული, პროგრესული და ლოგიკური ინტერპრეტაცია.

თანამედროვე ევროპული სამართლებრივი ტენდენციის თანახმად, სახელმწიფო გარანტირებული უნდა იყოს ადმინისტრაციული აქტების კონტროლით, სრულად ემორჩილებოდეს კანონს და იმავდროულად, უზრუნველყოფდეს ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას. გათვალისწინებულია რა საჯარო ადმინისტრაციულ ორგანოებსა და პირებს შორის არსებულ უფლებამოსილებათა დისბალანსი, შესაბამისად, ეს ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირთა დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით; არ შეიძლება საუბარი კანონის უზენაესობაზე, როდესაც თავად სახელმწიფო და მისი ადმინისტრაციული ორგანოები არ ემორჩილებიან კანონს.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ: მიუკერძოებელ, ობიექტურ და სამართლიან ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებას უდიდესი როლი აკისრია საქართველოს როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ეფექტურმა მართლმსაჯულებამ შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების პროცესი, განახორციელოს მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოთა სამართლით ბოჭვა, აამაღლოს სახელმწიფო ინსტიტუტების ავტორიტეტისა და ნდობის, ეროვნული სახელმწიფოს განცდის ხარისხი.

7 მულტილინგვნური/ბილინგვინური განათლების პოლიტიკა საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


LUMEN

შალვა ტაბატაძე

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე, კენტის უნივერსიტეტი (აშშ) განათლების პოლიტიკის მაგისტრი

შესავალი

ბილინგვური/მულტილინგვური განათლების შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგები ძირითადად პოზიტიურად აფასებენ ბილინგვური სწავლების ეფექტს ბავშვის ენობრივი თუ კოგნიტური განვითარებისთვის (ბეკერმანი, 2005). გარსია და სკუგნტებ-კანგასი (1995) გამოყოფენ ბი/მულტილინგვური განათლების რამდენიმე პოზიტიურ ეფექტს; ა) კომპეტენცია ორ ან მეტ ენაში; ბ) განათლების თანაბარი შესაძლებლობები; გ) მულტიკულტურულობა და პოზიტიური დამოკიდებულება როგორც საკუთარი, ასევე განსხვავებული კულტურული ჯგუფების მიმართ. მიუხედავად კვლევების ასეთი პოზიტიური შედეგებისა ბი/მულტილინგვური განათლების პოლიტიკა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მეტად საკამათო თემად განათლების პოლიტიკაში (ბეკერმანი, 2005).

წინამდებარე სტატიაში მიმოვიხილავთ ბი/მულტილინგვური განათლების პოლიტიკას საქართველოში. სტატიის პირველი ნაწილში საუბარი იქნება ბი/მულტილინგვური განათლების პოლიტიკის აუცილებლობის თაობაზე პოლიტიკური და საკანონმდებლო კონტექსტიდან გამომდინარე. სტატიის მეორე ნაწილში გავაანალიზებთ ბი/მულტილინგვური განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. სტატიის მესამე ნაწილი კი დაეთმობა საქართველოში ბი/მულტილინგვური განათლების პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებისთვის საჭიროსპეციფიკურ რეკომენდაციებს.

1. მულტილინგვური/ბილინგვური განათლება

ნებისმიერ რეფორმას ესაჭიროება თავისი წინაპირობა და კონტექსტი. მულტილინგვური განათლების რეფორმის დასაწყებად ეს კონტექსტი შესაძლოა სამ კატეგორიად დაიყოს, რომლებიც ურთიერთკავშირშია და მათი განხილვა იზოლირებულად არ შეიძლება:

1) პოლიტიკური კონტექსტი;

2) საკანონმდებლო კონტექსტი;

3) თეორიული კონტექსტი.

პოლიტიკური კონტექსტი

საგანმანათლებლო პოლიტიკის დაწყებისა და განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესია შესაბამისი პოლიტიკური კონტექსტის არსებობა (სან მიგუელი, 2003). მულტილინგვური განათლების პოლიტიკური კონტექსტი საქართველოში სამ ნაწილად უნდაწარმოვადგინოთ:

0x01 graphic

ა) განსახლება და დემოგრაფი ული მდგომარეობა;

ბ) საბჭოთა მემკვიდრეობა და საბჭოთა კავშირის ნგრევა;

გ) საგანმანათლებლო რეფორმა.

) განსახლება და დემოგრაფიული მდგომარეობა

საქართველო მულტიეთნიკური ქვეყანაა. ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში სირთულეს ქმნის ის ფაქტი, რომ ეთნიკური უმცირესობები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან რაოდენობით, განსახლების ტიპებით (კომპაქტური და დისპერსიული) და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინტეგრაციის ხარისხით. ფაქტობრივად, არსებობს 4 რეგიონი, სადაც განსახლებულია უმცირესობათა წარმომადგენლები: აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთი ოსეთი, ქვემო ქართლი და სამცხეჯავახეთი. ქისტები კომპაქტურად სახლობენ კახეთში (პანკისის ხეობა), თუმცა ისინი რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 7%25-ს შეადგენენ. კომპაქტური განსახლების გარდა საქართველოში გვხვდება რუსების, ბერძნების, ქურთების, იეზიდების, ებრაელების, ასირიელების, უკრაინელების და სხვა ეთნიკური ჯგუფების დისპერსიული განსახლებებიც (სვანიძე, 2002). აღსანიშნავია, რომ ეს ეთნიკური ჯგუფები არ არიან ჰომოგენურები. მაგალითად, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში მოსახლე აზერბაიჯანელები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მნიშვნელოვანია თუნდაც ის ფაქტი, რომ შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფები ზოგად განათლებას განსხვავებულ ენებზე იღებენ (შიდა ქართლში - ქართულად, ქვემო ქართლში - აზერბაიჯანულად) (სვანიძე, 2002). ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების კომპაქტური განსახლებები მათ ეთნიკურ სამშობლოს ესაზღვრება. მაგალითისათვის, ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც კომპაქტურად სახლობენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ესაზღვრება სახელმწიფო აზერბაიჯანს, ხოლო სამცხე-ჯავახეთი, სადაც კომპაქტურად სახლობენ ეთნიკურად სომხები, ესაზღვრება სახელმწიფო სომხეთს. ამ ფაქტმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სეპარატიზმსა და არალოიალობას ქართული სახელმწიფოსადმი.

საკითხი უმრავლესობისა (ეთნიკურად ქართველებისა), რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად განსახლებულ რეგიონებში, აგრეთვე მნიშვნელოვანია (უმრავლესობა უმცირესობაში). მაგალითისათვის, ეთნიკურად ქართველები მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ საქართველოს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ქვემო ქართლი და ჯავახეთი. საგანმანათლებლო პოლიტიკამ უნდა ასახოს და უპასუხოს ამ გამოწვევასაც, უნდა დაიცვას ეთნიკური უმცირესობები, ისევე როგორც ეთნიკური უმრავლესობა, რომელიც უმცირესობას წარმოადგენს კონკრეტულ რეგიონში.

ზემოთ აღნიშნული პრობლემების გამო საკმაოდ ძნელია ისეთი მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელშიც ასახული იქნება განსხვავებული მიდგომა სხვადასხვა პრობლემისადმი. ეს მით უფრო რთულია, რომ ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია არაერთ დელიკატურ საკითხთან არის დაკავშირებული (სვანიძე, 2003). ასეთ პირობებში ოპტიმალური გამოსავალი მულტილინგვური განათლების სხვადასხვა მოდელის გამოყენება და მოსახლეობისთვის არჩევანის დატოვების საშუალება ჩანს, თუმცა ამ პოლიტიკას სწორი დაგეგმვა და განხორციელება ესაჭიროება.

) საბჭოთა კავშირის რღვევა და საბჭოთა მემკვიდრეობა

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მოიპოვა. ძალდატანებითი მიგრაციის კომუნისტურმა პოლიტიკამ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ არაერთი ეთნიკური კონფლიქტი გამოიწვია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში (ჰოგან-ბრუნი და რამონლენე, 2004). საბჭოთა კავშირის დროს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის საკომუნიკაციო ენა რუსული იყო. საბჭოთა საგანმანათლებლო და ენობრივი პოლიტიკის შედეგად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები - რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, აფხაზები, ოსები, ბერძნები, ქურთები და სხვები - რუსული პოლიტიკური და ენობრივი საზოგადოების ნაწილი გახდა. საბჭოთა კავშირის ნგრევამ და საქართველოს დამოუკიდებლობამ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში აუცილებელი გახადა ახლებური პოლიტიკის გატარება, რამეთუ პოლიტიკური რეალობა ადრინდელისგან სრულიად განსხვავებული იყო. საქართველომ აირჩია ლიბერალური გზა და მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა მოსახლეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, თუმცა ეს „ნულოვანი“ პოლიტიკა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ქართულ სახელმწიფოს ლოიალობა მოეპოვებინა ეთნიკური უმცირესობების მხრიდან, რამეთუ ეთნიკურმა უმცირესობებმა ისე მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა, რომ არც კი მოუთხოვიათ იგი (მართალია, მათ არც უარი უთქვამთ ამ მოქალაქეობაზე, ვინაიდან იმ სიტუაციაში სხვა არჩევანი არც ჰქონდათ). აქედან გამომდინარე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შეიძლება არანებაყოფლობითი უმცირესობანი ეწოდოთ (ოგბი, 1991). შესაძლებელია ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მულტილინგვური განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, რამეთუ, ერთი მხრივ, არა ყველა უმცირესობის წარმომადგენელს სურს იყოს ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური სტაბილურობა და მოახდინოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრირება. ეს სიტუაცია მოითხოვს ადეკვატურ ენობრივ პოლიტიკას და, ვფიქრობთ, მულტილინგვური განათლება კარგი გამოსავალია ამ ვითარებიდან. ერთი მხრივ, მოხდება სახელმწიფო ენის ინფრასტრუქტურის განვითარება და, მეორე მხრივ, შესაძლებელი იქნება ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენისა და კულტურის დაცვა და შენარჩუნება.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველოში ორი ეთნიკური კონფლიქტი გაღვივდა. რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს ჰქონდათ პოლიტიკური სარჩული, თუმცა ეთნიკურმა დაპირისპირებამ მათ უფრო მკვეთრი სახე მისცა. ამასთანავე, ენობრივი საკითხები იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ეთნიკური დაპირისპირების გაღვივებისას და ზოგიერთი ექსპერტი ამ კონფლიქტებს „ენობრივი ომების“ კვალიფიკაციას აძლევს (სვანიძე, 2002). სწორი ენობრივი და საგანმანათლებლო პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი გარანტია იქნება ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად.

) განათლების რეფორმა

საქართველოს განათლების სისტემა რეფორმირების პროცესშია. აღსანიშნავია, რომ განათლების სისტემის რეფორმა საქართველოში ჩატარდა მსოფლიო ბანკის პროექტის „ილია ჭავჭავაძის“ ფარგლებში. ეს პროექტი არ ითვალისწინებდა არაქართულენოვანი სკოლების რეფორმას, თუმცა დღესდღეობით საქართველოში 265 არაქართულენოვანი საჯარო სკოლაა, რაც საჯარო სკოლების საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%25-ს შეადგენს, და შესაბამისად ამ სკოლების რეფორმირებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია ამ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ენის სწავლების საკითხი და ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და მათი შედეგები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ეთნიკური უმცირესობების განათლების პრობლემების მოსაგვარებლად. კერძოდ, 1) ახალი სასწავლო გეგმები და სახელმძღვანელოები იქნა შემუშავებული ქართულის, როგორც მეორე ენის, შესასწავლად; 2) ქართული ენის, როგორც მეორე ენის, პედაგოგები გადამზადდნენ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში; 3) ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაიგზავნენ ქართული ენის პედაგოგები; 4) ქართულის, როგორც მეორე ენის, ახალი საგანმანათლებლო მოდული შემუშავდა უმაღლესი სასწავლებლებისთვის.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეთა შედეგები, თუნდაც უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, არ გაუმჯობესებულა. როგორც ჩანს, ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების გაუმჯობესება საკმარისი არ არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად. სტრატეგიული ხასიათის ღონისძიებებია გასატარებელი, რათა ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს მიეცეთ უმრავლესობის თანაბარი განათლების შესაძლებლობა. მულტილინგვური განათლება ან ზოგიერთი საგნის ქართული ენის საშუალებით სწავლება შესაძლებელია იქცეს ამ სიტუაციაში პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალურ გზად.

საკანონმდებლო კონტექსტი

საკანონმდებლო კონტექსტი ენობრივი პოლიტიკის თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესოა საქართველოში. კანონმდებლობაში ძირითადად ორი მიმართულებაა წარმოდგენილი: 1) სახელმწიფო ადმინისტრირება და 2) ადამიანის/უმცირესობათა უფლებების დაცვა. ერთი მხრივ, გაძლიერებულია სახელმწიფო ენის სტატუსი: 1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოში სახელმწიფო ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე - აფხაზურიც. 1998 წლის საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ 98-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო მოხელე ვალდებულია ფლობდეს სახელმწიფო ენას და სახელმწიფო ენის არცოდნა შეიძლება გახდეს პირის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი. 2005 წლის საქართველოს კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მე-9 მუხლის შესაბამისად, ქართული ენა უნდა გამოიყენებოდეს ყველა დონის მმართველობის სხდომებზე და, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ყველა პარლამენტარმა უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით დაინტერესებული მხარე ვალდებულია საჩივარი, განცხადება ან სხვა დოკუმენტი ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინოს სახელმწიფო ენაზე; თუ ეს დოკუმენტი არ არის წარდგენილი სახელმწიფო ენაზე, „დაინტერესებული მხარის“ ვალდებულებაა მოახდინოს ამ დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე თარგმნის უზრუნველყოფა და მისი ნოტარიულად დამოწმება (საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი, 2006). საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სასამართლო პროცესი ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, მეორე მხრივ კი საქართველოს კანონმდებლობა იცავს უმცირესობებს, საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აფიქსირებს საქართველოს ყველა მოქალაქის თანასწორობას და უმცირესობათა უფლებების დამცავი მექანიზმები ჩადებულია კონსტიტუციის 38-ე, 39-ე და 85-ე მუხლებში; უმცირესობათა უფლებების დამცავი კანონმდებლობა გვხვდება საქართველოს კანონებში მოქალაქეობის შესახებ, კულტურის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსში, სამოქალაქო კოდექსში. რაც შეეხება უმცირესობათა საგანმანათლებლო უფლებას, ის მკვეთრად არის დაცული საქართველოს კანონებში ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების შესახებ. 2005 წელს მიღებული ახალი კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართული და აფხაზური. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთათვისაც ქართული ენა არ არის მშობლიურ ენა, უფლება აქვთ, ზოგადი განათლება მიიღონ თავიანთ მშობლიურ ენებზე. უმაღლესი განათლების სფერო რეგულირდება 2004 წლის კანონით უმაღლესი განათლების შესახებ, რომლის მე-4 მუხლი ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთში -აფხაზურიც. თუმცა იგივე მუხლი აღნიშნავს, რომ სხვა ენებზე სწავლება დასაშვებია, თუ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულებები ან ნებადართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ (ვეტლი, 2005). 2004 წლის საქართველოს კანონის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მე-16 მუხლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ინფორმაცია გაავრცელოს უმცირესობათა ენებზეც და აგრეთვე შექმნას სატელევიზიო პროგრამები, რომლებიც განკუთვნილი იქნება ეთნიკური უმცირესობებისთვის.

ზემოთ მითითებული კანონებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად უსვამს ხაზს სახელმწიფო ენის მნიშვნელობას სახელმწიფო ადმინისტრირების სფეროში და ამასთანავე ქმნის გარანტიებს ეთნიკური უმცირესობების უფლებათა, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების, დასაცავად. დღევანდელ ეტაპზე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ორივე ამ მიზნის მისაღწევად საჭირო რეალური მექანიზმების შექმნა. ორივე საკანონმდებლო მოთხოვნის აღსრულება და განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი სწორი საგანმანათლებლო პოლიტიკის წყალობით. სწორედ მულტილინგვური განათლების პოლიტიკაა, ჩვენი აზრით, საუკეთესო გამოსავალი.

თეორიული კონტექსტი

ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკა შეიძლება დაიყოს სამ ძირითად პარადიგმად:

1) ასიმილატორული საგანმანათლებლო პარადიგმა, რომელიც გულისხმობს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის მხოლოდ დომინანტი ეთნიკური ჯგუფის ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას და უფლების წართმევას, თავიანთ მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება და შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა. ეს მიდგომა მთლიანად თავსდება ვან გენეპის მოდელში (1960), რომელიც მოიცავს სამფაზიან პროცესს (სეპარაცია, ტრანზიტი და ინკორპორაცია) და გულისხმობს პიროვნების სრულ მოწყვეტას მშობლიური კულტურისგან და სრულ ასიმილაციას დომინანტ ეთნიკურ ჯგუფთან (რენდონი, ჯალომო და ნორა, 2003). მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ორი მიდგომა ასიმილატორული პარადიგმის შიგნით: ა) ნებაყოფლობითი ასიმილაცია და ბ) ძალდატანებითი ასიმილაცია. განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის ისაა, რომ ნებისმიერ ინდივიდს აქვს უფლება, ნებაყოფლობით იქნეს ასიმილირებული დომინანტ ეთნიკურ ჯგუფთან, და ეს არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მისი უფლებების დარღვევა (სვანიძე, 2005);

2) იზოლაციონისტური საგანმანათლებლო პარადიგმა, რომელიც განათლების მიღებას მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე გულისხმობს, რაც ეთნიკური უმცირესობების მხრიდან დომინანტი ეთნიკური ჯგუფისგან ნებაყოფლობით იზოლაციას ნიშნავს;

3) პლურალისტური/ინტეგრაციული საგანმანათლებლო პარადიგმა, რომელიც გულისხმობს ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინდივიდის კომპეტენციას ორ ენაზე და ორ კულტურაში. ეს პარადიგმა უარყოფს როგორც ასიმილატორულ, ასევე იზოლაციონისტურ პარადიგმებს და, ერთი მხრივ, გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების მიერ მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნებას და განვითარებას და, მეორე მხრივ, დომინანტი ეთნიკური ჯგუფის ენასა და კულტურისადმი ზიარებას. ეს მიდგომა მთლიანად თავსდება დი ანდეს მიერ შემოთავაზებულ „ორმაგი სოციალიზაციის“ მოდელში (1984), რომელიც გულისხმობს, რომ ამ მოდელის პირობებში ინდივიდს ეფექტური და წარმატებული ფუნქციონირების შესაძლებლობა ექნება როგორც მშობლიურ, ასეთვე დომინანტი ეთნიკური ჯგუფის კულტურულ გარემოში (რენდონი, ჯალომო და ნორა, 2003).

საქართველოს განათლების სისტემა დღესდღეობით ეთნიკურ უმცირესობებს მხოლოდ ასიმილატორული ან იზოლაციონისტური პარადიგმების ფარგლებში განათლების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს და ადგილს არ ტოვებს პლურალისტური/ინტეგრაციული საგანმანათლებლო პარადიგმისთვის. სწორედ ასიმილატორული და იზოლაციონისტური საგანმანათლებლო პარადიგმიდან პლურალისტურ/ინტეგრაციულ საგანმანათლებლო პარადიგმაზე გადასვლა უნდა იყოს ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკის ქვაკუთხედი. ეს გადასვლა ყველაზე ეფექტურად შეიძლება განხორციელდეს მულტილინგვური/ბილინგვური განათლების პირობებში.

მულტილინგვური/ბილინგვური განათლების პოლიტიკის განხორციელების პრობლემები საქართველოში

მულტილინგვური/ბილინგვური პოლიტიკის აუცილებლობის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთების შემდეგ უნდა შევეხოთ იმ ასპექტებს, რის გამოც მულტილინგვური განათლების პოლიტიკის განხორციელება მაინც პრობლემურ და გადაუჭრელ საკითხად რჩება საქართველოს რეალობაში. მულტილინგვური განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემატიკა შესაძლებელია ორ ჯგუფად დავყოთ: (ა) პოლიტიკური და (ბ) სტრუქტურული.

მულტილინგვური განათლების პრობლემათა პოლიტიკურ ასპექტებს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. შევადაროთ საქართველოში არსებული მულტილინგვური განათლების პოლიტიკური კონტექსტი სხვა სახელმწიფოებში (მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში) არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბილინგვური განათლების მოთხოვნა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გაშლილი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ნაწილი იყო და იგი უმცირესობათა წარმომადგენლებისგან მომდინარეობდა (კროუფორდი, 2000). საქართველოს რეალობაში კი მულტილინგვური/ბილინგვური განათლების პროგრამების დაწყების ინიციატივა ხელისუფლებას ეკუთვნის და ეს ინიციატივა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების მიერ ხშირ შემთხვევაში აღიქმება როგორც მათი საგანმანათლებლო უფლებების შეზღუდვა (პირადი კომუნიკაცია, 2007). ზემოთ უკვე ვთქვით, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები შეგვიძლია „არანებაყოფლობით უმცირესობებს“ მივაკუთვნოთ და, როგორც ჯონ ოგბუ აღნიშნავს, „არანებაყოფლობითი უმცირესობებისთვის“ არ არის უცხო ე.წ. კულტურულ ინვერსიაში ჩართვა, რაც დომინანტ კულტურასთან ინტეგრაციის პროცესისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს; უფრო მეტიც „არანებაყოფლობითმა უმცირესობამ“ შეიძლება დაიწყოს „ოპოზიციური ქმედება“, ისეთი ქმედებები წაახალისოს, რაც დაუპირისპირდება დომინანტურ კულტურას (ოგბუ, 1987, ჯირე, 1984). შესაბამისად, შესაძლოა საქართველოს რეალობაში მულტილინგვური განათლების პოლიტიკის პრობლემატიკა საკმაოდ კომპლექსური იყოს და მოიცავდეს სახელმწიფო ენის სწავლებისა და მულტილინგვურ/ბილინგვურ სკოლებში განათლების მიღებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რამაც შეიძლება პოლიტიკური წინააღმდეგობის ფორმაც კი მიიღოს. ეს სცენარი დამახასიათებელია ყველა იმ სახელმწიფოსათვის, სადაც ეთნიკური უმცირესობების კვალიფიცირება გარკვეულწილად მაინც შეიძლება, როგორც „არანებაყოფლობითი უმცირესობისა“.

არის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რაც მულტილინგვური განათლების პოლიტიკის განხორციელებას უკავშირდება. ეთნიკური უმცირესობები მმართველი პოლიტიკური ძალისათვის არჩევნების პერიოდში მნიშვნელოვან საარჩევნო რესურსს წარმოადგენენ. ეთნიკური უმცირესობები არჩევნებისას ხმას სამთავრობო ძალას აძლევენ, იმისდა მიუხედავად, ვინ არის ხელისუფლებაში. შესაბამისად, მოსალოდნელია მმართველი პოლიტიკური ძალა სიფრთხილით მოეკიდოს მულტილინგვური განათლების პოლიტიკის განხორციელებას, რადგან, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, ამან შეიძლება უმცირესობების უკმაყოფილება გამოიწვიოს და მმართველმა ძალამ შესაძლებელია ეს საარჩევნო რესურსი დაკარგოს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რომელიმე დონის არჩევნები (საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობისა) საქართველოში სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ მაინც ტარდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ყოველთვის მოერიდება რადიკალურ საგანმანათლებლო რეფორმებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

არსებობს ბევრად სკეპტიკური მოსაზრება მულტილინგვური განათლების პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც სულ უფრო ხშირად ისმის ეთნიკური უმცირესობების აქტიური წარმომადგენლების მხრიდან. ამ მოსაზრების ავტორები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებისთვის მომგებიანია, ჰყავდეს გაუნათლებელი და არაინტეგრირებული ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენენ, რამეთუ განათლებული და ინტეგრირებული ეთნიკური უმცირესობა შესაძლოა „ხელისუფლების თავის ტკივილად“ იქცეს (პირადი კომუნიკაცია, 2007). ერთი შეხედვით იქნებ მართლაც ისე ჩანდეს, რომ ამ სფეროში სტატუსკვო მომგებიანია ხელისუფლებისთვის, თუმცა, თუ უფრო ღრმად გავაანალიზებთ ვითარებას, ნათელი გახდება, რომ არასაკმარისი განათლების მქონე და „დამჯერი“ უმცირესობა შეიძლება ადვილად აჰყვეს სხვა სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ პროვოკაციას და პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პოზიციებისა და ადმინისტრაციული რესურსების წყალობით, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, რაც ქვეყანას არამდგრადი პოლიტიკური პროცესებისა და ძალადობისკენ უბიძგებს, ძალადობის გზით ხელისუფლების ცვლილებები კი ყოველთვის ქვეყნის პოლიტიკური განვითარების შემაფერხებელია.

მნიშვნელოვანია მულტილინგვური განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებული სტრუქტურული პრობლემებიც. სტრუქტურული პრობლემები ისეთ ფაქტორებს მოიცავს, როგორიცაა მულტილინგვური განათლების პოლიტიკის მიზნის სიცხადე, რესურსების ნაკლებობის პრობლემატიკა და სახელმწიფოსა და სკოლის მიერ ამ რესურსების შევსების გზები (ნიეტო, 2005). სამი ძირითადი საკითხი იკვეთება სტრუქტურული პრობლემების თვალსაზრისით: 1) ფინანსური რესურსი; 2) ადამიანური/საკადრო რესურსი და 3) სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები. მოკლედ განვიხილავ თოთოეულ ამ პრობლემას.

მულტილინგვური განათლების ფინანსური უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი საკითხია და მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პრობლემებთან. მულტილინგვური განათლების რეფორმა მოითხოვს დიდ ხარჯებს მოითხოვს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა 2003 წლიდან. თუმცა აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება - განათლებაზე დახარჯული თანხის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მცირდება; მაგალითად, თუ ის 2004 წელს 12%25 ს შეადგენდა, 2005 წელს მხოლოდ 8,8%25 იყო (ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკური ბიულეტენის მიხედვით). ამ პირობებში, როცა თანხის დიდი ნაწილი უნივერსალური ვაუჩერული სისტემის დაფინანსებისთვის იხარჯება, უზრუნველყოფს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვაუჩერული სისტემის ფარგლებში მულტილინგვური განათლების რეფორმის პროგრამულ დაფინანსებას?

მეორე მნიშვნელოვანი სტრუქტურული პრობლემა გახლავთ საკადრო რესურსის სიმწირე, რომელიც შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მოსაგვარებელი აღმოჩნდეს საქართველოს რეალობაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჰქონდა სერიოზული პრობლემა არაქართულენოვანი სკოლების მხოლოდ ქართულის ენის პედაგოგებით უზრუნველსაყოფად. ერთადერთ გამოსავლად ჩაითვალა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საქართველოს დედაქალაქიდან და სხვა რეგიონებიდან პედაგოგთა მივლინება და მათთვის დამატებითი გრანტების გამოყოფა წახალისების მიზნით. ეს მოდელი არ იმუშავებს მულტილინგვური განათლების პოლიტიკის კონტექსტში. ადგილობრივი პედაგოგები, ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, არ დაუშვებენ ჩასული პედაგოგის სასწავლო პროცესში ჩართვას. ერთადერთი გამოსავალი ადგილობრივი პედაგოგების სათანადოდ მომზადებაა, თუმცა, შესაძლოა, არც ეს აღმოჩნდეს საკმარისი სასურველი შედეგის მისაღწევად. არის ერთი ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც აგრეთვე შესაძლებელია შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს მულტილიგვური განათლების პოლიტიკის განხორციელების პროცესში. პედაგოგებისთვის, რომელთაც ქართულ ენაზე საუბარიც კი უჭირთ, გაკვეთილების ქართულ ენაზე ჩატარება ძალიან ძნელი იქნება. მოსწავლესაც, რომელმაც იცის, რომ პედაგოგი გამართულად საუბრობს მის მშობლიურ ენაზე, ფსიქოლოგიურად გაუჭირდება გაკვეთილზე ქართულად ილაპარაკოს. ეს პრობლემა ნათლად გამოჩნდა ქართულის, როგორც მეორე ენის, გაკვეთილებზე. ქართული ენის თითქმის ყველა მასწავლებელი, რომელიც ფლობდა ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენას, ქართული ენის გაკვეთილებს ამ ენაზე ატარებდა. შესაბამისად, მოსწავლეთა წარმატებები ქართული ენის დაუფლების თვალსაზრისით უმნიშვნელო იყო. უფრო მეტიც, ქართული ენის იმ მასწავლებლებმა, რომლებიც ვერ ფლობდნენ მოსწავლეთა მშობლიურ ენას, უკეთ შეისწავლეს ეს ენა, ვიდრე მოსწავლეებმა - ქართული. ამ საკითხის მოგვარების გზებზე შემდგომ ვისაუბრებ, როდესაც ბილინგვურ სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს განვიხილავ.

მესამე პრობლემა სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოებს უკავშირდება. მაგალითად, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოებს, არაქართულენოვანი სკოლებისთვის განკუთვნილთ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. არსებობს ამა თუ იმ ისტორიული ფაქტის განსხვავებული ინტერპრეტაციები, რელიგიური საკითხების განსხვავებული ხედვები. ამ ფაქტებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი სხვადასხვანაირ შეფასებას აძლევს. შესაბამისად, მულტიკულტურიზმი, კულტურულად პასუხისმგებლური პედაგოგიური მიდგომა და საგანმანათლებლო პლურალიზმი ერთ-ერთი გამოსავალია ამ რთული სიტუაციიდან (ბენკსი და სხვები, 1993).

არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული საკითხიც განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკა სახელმძღვანელოებთან მიმართებით საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ემყარება. გამომცემლობები ავტორთა ჯგუფთან ერთად გამოსცემენ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილ სახელმძღვანელოებს, სამინისტრო მათ გრიფს ანიჭებს, ხოლო სკოლებს უფლება აქვთ სასწავლო პროცესისთვის თვითონ აირჩიონ ესა თუ ის გრიფირებული სახელმძღვანელო. შესაბამისად, მოსწავლის მშობელი იძენს სკოლის მიერ არჩეულ სახელმძღვანელოს. არაქართულენოვან სკოლებთან მიმართებით სხვა რეჟიმი მოქმედებს. არაქართულენოვანი სკოლები სახელმძღვანელოებს უფასოდ იღებენ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან და უფასოდვე ურიგებენ მოსწავლეებს. აღსანიშნავია, რომ ეს სახელმძღვანელოები შედგენილია სომხეთისა და აზერბაიჯანის სასწავლო გეგმების მიხედვით და არ შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმას. საბაზრო ეკონომიკის პრინციპის ამოქმედების შედეგად შესაძლოა არაქართულენოვან სკოლებშიც უარი თქვან ამ სახელმძღვანელოებზე. ამგვარი რამ ერთობ მოსალოდნელია ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც კომპაქტურად სახლობს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა. ქვემო ქართლში არამარტო ქართული ენის სწავლების პრობლემა გვაქვს, არამედ სერიოზულად დგას საერთოდ მოსწავლეთა მიერ ზოგადი განათლების მიღების პრობლემაც (ყურბანოვი, 2007). თუმცა ამ პრობლემის გადასაჭრელადაც არსებობს რამდენიმე გამოსავალი, რაზედაც სტატიის მომდევნო თავში ვისაუბრებთ.

ბილინგვური განათლების პერსპექტივები საქართველოში და ძირითადი სტრატეგიული რეკომენდაციები

ბილინგვური განათლების პოლიტიკის განხორციელების პროცესი სამ, ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულ მიმართულებას მოიცავს. ესენია: (ა) სისტემური ბილინგვური განათლება, რომელიც ითვალისწინებს ბილინგვური საგანმანათლებლო პოლიტიკის გატარებას ცენტრალურ დონეზე; ამ პოლიტიკის ფინანსური და საკანონმდებლო უზრუნველყოფა; (ბ) ინსტიტუციონალური ბილინგვური განათლება, რომელიც ითვალისწინებს ბილინგვური საგანმანათლებლო პოლიტიკის გატარებას ინსტიტუციონალურ დონეზე; (გ) პედაგოგიური, რომელიც ითვალისწინებს ბილინგვური განათლების რეფორმის იმპლიმენტაციას უშუალოდ საკლასო ოთახში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესისთვის საჭირო სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების შექმნა და მომზადება, აგრეთვე მასწავლებელთა გადამზადება. შევეცდები მოკლედ განვიხილო ბილინგვური განათლების რეფორმის სამივე მიმართულება საქართველოში არსებულ ამჟამინდელ პირობებში და ჩამოვაყალიბო სპეციფიკური რეკომენდაციები, რომლებიც ბილინგვური პროგრამების შექმნისა და საგანმანათლებლო რეფორმის წარმატებით განხორციელებისაკენ არის მიმართული.

სისტემური ბილინგვური განათლება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სისტემური ბილინგვური საგანმანათლებლო პოლიტიკა ამ პროგრამის განხორციელების პოლიტიკურ დონეს მოიცავს. წინა თავში შევეხეთ იმ პოლიტიკურ პრობლემებს, რომლებიც ბილინგვურ განათლებასთან არის დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პაკეტის შექმნა, რომელიც ბილინგვური საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. ამ პოლიტიკის განვითარებისათვის კი აუცილებელი წინაპირობაა ზუსტად იყოს განსაზღვრული ამ პოლიტიკის მიზნები და მიმართულებები. როგორც ჰორბერგერი აღნიშნავდა, ბილინგვური განათლება არის „რესურსი და არა პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას“ (2000, გვ. 173). ხოლო ვარგესი (2004) კი ხაზს უსვამს ორ განსხვავებულ მიდგომას ბილინგვური განათლების აღქმისას. პირველი მიდგომა გულისხმობს, რომ ბილინგვური განათლების მთავარი მიზანი მშობლიური ენიდან მეორე ენაზე გადასვლაა. მეორე მიდგომა რადიკალურად განსხვავდება პირველისგან და გულისხმობს, რომ ბილინგვური განათლების მთავარი მიზანი ორი ენის ერთდროულად სრულყოფაა. ტრილოსის (1998) განმარტებით, ბილინგვური განათლების პოლიტიკა აუცილებლად ხაზგასმით უნდა აცხადებდეს იმ ხუთ მიზანს, რომლის მიღწევასაც ეწრაფვის ბილინგვური განათლება. ეს მიზნებია: 1) ბიკულტურიზმი, ანუ უნარი, თავი იგრძნო საზოგადოების სრულყოფილ წევრად როგორც საკუთარ ეთნიკურ ჯგუფში, ასევე დომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა შორის; 2) ბილინგვალიზმი, ანუ მაღალპროფესიული უნარი, ფლობდე ორ ენას; 3) ორი კულტურის ფუნდამენტური ღირებულებებისადმი ზიარება; 4) კეთილგანწყობილი დამოკიდებულება განსხვავებული ლინგვისტური და კულტურული ჯგუფების მიმართ; 5) ეთნიკური უმცირესობებისთვის თანასწორი განათლების მიღების საშუალება (ამონარიდი: მეხია, 2004, გვ. 394). ამასთან, ბილინგვური განათლება არ უნდა ატარებდეს „საკომპენსაციო და დამაბალანსებელ“ ხასიათს, არამედ უნდა იყოს „გამამდიდრებელ-შემმატებელი“ პროგრამა (სან მიგელი, 2003 გვ. 30). შესაბამისად, ასეთი ტიპის პროგრამა სახარბიელოა უმრავლესობის წარმომადგენლებისთვისაც და ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენელ მოსწავლეებსაც ასეთივე წარმატებით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც ეთნიკური უმრავლესობა უმცირესობით არის წარმოდგენილი. ამრიგად, მიზნის ნათლად დასახვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბილინგვური განათლებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად და ამ პოლიტიკის წარმატებით განსახორციელებლად (ნიეტო, 2005).

მეორე მნიშვნელოვანი სტრატეგია სისტემურ დონეზე მულტილინგვური/ბილინგვური განათლების პოლიტიკის ეტაპობრიობაა. აქ ორი ალტერნატიული გზა არსებობს ბილინგვური საგანმანათლებლო პოლიტიკის გასატარებლად: პირველი პროგრამების თანამიმდევრობითი განხორციელებაა, ხოლო მეორე - ყველა ეთნიკური უმცირესობის სკოლაში პროგრამების ერთდროული დასახვა და განხორციელება. ვფიქრობ, ეტაპობრივი პოლიტიკა გამართლებულია საქართველოს რეალობისათვის ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე. სან მიგელი (2003) ბილინგვური პროგრამების განხორციელებას ორ ეტაპად ყოფს, რომლებიც ნებაყოფლობითი და სავალდებულოა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს შეუძლია ამერიკის მაგალითი აიღოს - პირველ ეტაპზე ნებაყოფლობითი ბილინგვური პროგრამები დანერგოს და, ამავდროულად, დაიწყოს მომზადება მეორე, სავალდებულო ეტაპისთვის. თუმცა უფრო მიზანშეწონილია, რომ მულტილინგვური განათლება სკოლის ნებაყოფლობით არჩევანს ეყრდნობოდეს და მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სკოლები თანდათან გადავიდნენ მულტილინგვური განათლების სხვადასხვა მოდელზე; ეს თავიდან აგვაცილებს იმ შესაძლო პოლიტიკურ გართულებებს, რაც შეიძლება მოიტანოს მულტილინგვურ განათლებაზე გადასვლის სავალდებულო მოდელმა. ამ ეტაპისთვის ნებაყოფლობითი მულტილინგვური/ბილინგვური პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მულტილინგვური/ბილინგვური საგანმანათლებლო ფონდის დაარსება. სკოლები მხოლოდ ნებაყოფლობითს საფუძველზე დაიწყებენ ამ პროგრამაში მონაწილეობას და პროექტების წარდგენის გზით მიიღებენ დამატებით სუბსიდიებსა თუ სხვა ტიპის წახალისებებს ცენტრალური ბიუჯეტიდან მულტილინგვური პროგრამების რეალიზებისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სკოლები მომზადდნენ ამ პროცესის განსახორციელებლად ან მათ ეს პროცესი არასამთავრობო სექტორთან და/ან უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით განახორციელონ. მეორე მხრივ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუძლია ძალისხმევა მიმართოს სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების შექმნისკენ, მასწავლებელთა გადამზადების, თემის, სკოლის და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფისკენ.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი მულტილინგვური/ბილინგვური საგანმანათლებლო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფაა. მულტილინგვური/ბილინგვური განათლების საკანონმდებლო და პოლიტიკური უზრუნველყოფის შემდგომ საჭიროა ამ პოლიტიკის განხორციელებისათვის აუცილებელი და საკმარისი ფინანსების გამოყოფა. ეთნიკურ უმცირესობათა სკოლების რეფორმა დიდ თანხებს მოითხოვს. ბილინგვური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შეკვეცილი ბიუჯეტის პირობებში შეუძლებელია. ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი საქართველოსათვის ფასდაუდებელ გამოცდილებად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ ქვეყნებმა ბილინგვური საგანმანათლებლო პოლიტიკის დასაწყებად საერთაშორისო რგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტები გამოიყენეს. ამით მათ მყარი საფუძველი შეუქმნეს რეფორმას, რომელიც შემდეგ სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელეს. ამ ქვეყნების ძირითადი დონორები ევროპის კომისია (PHARE და მეხუთე ჩარჩოს პროგრამები), გაეროს განვითარების პროგრამა და ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი იყვნენ. იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები გამოხატავენ თავიანთ მზაობას საქართველოს ეროვნული უმცირესობების განათლების საკითხთა მოგვარებისთვისაც მოახდინონ ფინანსური წყაროების მობილიზება.

და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონეზე არ მოხდეს ბილინგვური საგანმანათლებლო რეფორმის იზოლირება და მისი განხორციელება მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამარად არ დარჩეს. განათლება სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული მაგალითები, რითაც ირწმუნებს საკუთარ პერსპექტივებს ქართულ სახელმწიფოში. ამიტომ აუცილებელია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისა და იმ პროფესიონალების დასაქმების ხელშეწყობა, რომლებიც სახელმწიფო ენას ფლობენ. ამ ტიპის მაგალითები ბილინგვური საგანმანათლებლო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბილინგვური საგანმანათლებლო პოლიტიკა პირდაპირ იყოს დაკავშირებული დასაქმებისა და ეკონომიკის პოლიტიკასთან.

მულტილინგვური/ბილინგვური განათლების განხორციელება ინსტიტუციონალურ დონეზე

მულტილინგვური/ბილინგვური განათლების ეფექტურად განხორციელებისათვის ინსტიტუციონალურ დონეზე სამი მნიშვნელოვანი კომპონენტია გასათვალისწინებელი: სკოლის, თემის და მშობლების ჩართულობა ამ პროცესში.

პირველი კომპონენტი გულისხმობს სკოლის ჩართულობის მაღალ ხარისხს მულტილინგვური/ბილინგვური საგანმანათლებლო პოლიტიკის გატარების ეფექტურობისათვის. ოპონენტების აზრით, ეს უდავოა, რადგან თავად სკოლაა ამ პოლიტიკის განმახორციელებელი ინსტიტუცია. თუმცაღა ეჭვგარეშეა, რომ ჩართულობა არ გულისხმობს იმ აქტივობების უბრალო განხორციელებას, რაც პროგრამით არის გაწერილი. სკოლის ჩართულობა პროგრამის შექმნის პროცესში მის აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. სკოლების ჩართულობა პირველ ეტაპზე სპეციალური ბილინგვური მოდელების წარმოდგენით შეიძლება იქნეს მიღწეული. როგორც მეხია (2004) აღნიშნავს, ყოველმა ინსტიტუციამ (ამ შემთხვევაში სკოლამ) ბილინგვური განათლების მოდელი მისი განხორციელების სპეციფიკური სიტუაციებიდან გამომდინარე უნდა შეიმუშაოს. უფრო მეტიც: მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს „არა მხოლოდ რომელიმე მოდელის დანერგვა და გათავისება, არამედ იმის გაანალიზებაც, თუ რამდენად კარგად არის ის მორგებული სპეციფიკურ ლოკალურ სიტუაციას... მოდელი არ უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ იმიტომ, რომ კვლევის შედეგები ამტკიცებენ მის ეფექტურობას“ (ბერდსმორი, 1995, გვ. 140). საქართველოს აქაც შეუძლია ლატვიის გამოცდილების გათვალისწინება, სადაც ხუთი განსხვავებული ბილინგვური მოდელის შეთავაზება მოხდა განათლების სამინისტროს მიერ. მეტიც, თითოეულ სკოლას თავად შეუძლია საკუთარი მოდელის შექმნა და დანერგვა სპეციფიკის გათვალისწინებით (ჰოგან-ბრუნი და რამონიენი, 2004). ასეთივე არჩევანის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ საჯარო სკოლებს საქართველოშიც.

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ბილინგვური პროგრამების ეფექტური განხორციელებისათვის ადგილობრივი თემების აქტიური ჩართულობაა. თემის ჩართულობა მეტად საჭიროა პოლიტიკის სიცოცხლისუნარიანობისათვის. თემის ჩართულობის განმტკიცება შეიძლება პირდაპირი მენეჯმენტის ან კონსულტაციების მეშვეობით მოხდეს. ადგილობრივმა ძალისხმევამ დემოკრატიულ და ურთიერთდაკავშირებულ მართვამდე შეიძლება მიგვიყვანოს. თემის ჩართულობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან მულტილინგვური განათლების პოლიტიკის მიზნის ზუსტად და სწორად მისატანად, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ ეს პოლიტიკა მათთვის უმრავლესობის წარმომადგენელ სტუდენტთა თანასწორი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ემსახურება (ჰოგანბრუნი და რემონიერე, 2004).

მშობელთა ჩართულობა მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტია ეთნიკური უმცირესობების განათლებასთან დაკავშირებული პროგრამების წარმატებით განსახორციელებლად (სვეინი და პერნა, 2000). მშობლებს შეუძლიათ, ერთის მხრივ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინონ ბილინგვური განათლების პოლიტიკისადმი პოზიტიური ან ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე, მათზე დიდად არის დამოკიდებული მულტილინგვური სწავლების პროცესისადმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთა მზაობის ხარისხი. ხოლო მეორეს მხრივ, მშობლების განათლებასა და ჩართულობას სოციალური ღირებულებაც აქვს: ეს ის ფაქტორია, რომელიც მარტო განათლების სფეროში კი არ განაპირობებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა წარმატებას, არამედ შემდგომაც (პერნა და ტიტუსი, 2005).

შეიძლება დავასკვნათ, რომ სკოლის, თემისა და მშობლების ჩართულობას უდიდესი როლი ენიჭება ბილინგვური საგანმანათლებლო პროგრამების წარმატებით განხორციელებაში. როგორც ნენსი ჰორნბერგერი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია „სკოლის ავტონომია იმ გადაწყვეტილების მიღების დროს, თუ რომელი ენა უნდა იქნეს გამოყენებული სწავლის პროცესში“ (1987, გვ. 224). ეს მოსაზრება ქართულ რეალობაშიც გასათვალისწინებელია.

ბილიგვური განათლების განხორციელების პედაგოგიური ასპექტი

სასწავლო გეგმების შემუშავებისას, განსაკუთრებით ბილინგვური სკოლების შემთხვევაში, განათლების თეორეტიკოსები მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობას უსვამენ ხაზს (მეხია და ტეხედა, 2003). დღეისათვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასწავლო გეგმის შედგენაში ექსპერტების გარდა პრაქტიკოსი მასწავლებლების ჩართვასაც, რამეთუ პედაგოგები „სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები არიან და იმ უზარმაზარ რესურსს წარმოადგენენ, რომელიც მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს აკავშირებს სპეციფიკურ სასწავლო სიტუაციაში“ (მაური და სხვები, 1993, გვ. 27 მეხია და ტეხადა, 2003)). რიჩენტოსა და ჰორნბერგერის რჩევაც ის არის, რომ პრაქტიკოსი პედაგოგები სასწავლო გეგმის შემუშავების შუაგულში უნდა მოექცნენ. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართულ რეალობაში, სადაც ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხი პოლიტიკურ ელფერს იძენს და სათუთ მოპყრობას მოითხოვს. სპეციფიკური საგნობრივი კურიკულუმების დამუშავება მხოლოდ ექსპერტებს არ უნდა მიენდოს, როგორც ეს ქართული საჯარო სკოლების სასწავლო გეგმების შემუშავებისას მოხდა; ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა ექსპერტებისა და პრაქტიკოსი პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობა. ისინი ერთმანეთს აბალანსებენ და ეს დადებითად აისახება კურიკულუმებზე - შინაარსობრივი მხარეც უმჯობესდება და სოციალური და ადგილობრივი ინტერესებიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

კულტურული ასპექტი კი სასწავლო გეგმის ეფექტურობის მისაღწევი მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ბილინგვურ სკოლებში. შმიტი-მადოქსი აღნიშნავს (1998), რომ: „კულტურულად ადეკვატური სწავლებისას ინსტრუქციული სტრატეგიის გამოყენება აბსოლუტურად ცვლის სწავლების ფორმას და შინაარსს. ენერგია და ძალისხმევა წინა პლანზე იქნება წამოწეული პედაგოგთა მიერ და ისინი გააძლიერებენ არამარტო მოსწავლეთა კულტურულ იდენტიფიკაციას, არამედ საშუალებას მისცემენ მათ, უკეთ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, დამოკიდებულებები და ცოდნა პროდუქტის თუ პროცესის შესახებ“ (გვ. 313-314).

ჰავორტი და სხვები (2004) იმასაც აღნიშნავენ, რომ სპეციალური ლიტერატურა ზუსტად ვერ განსაზღვრავს მასწავლებლის მნიშვნელობას ახალგაზრდათა ბილინგვიზმის განვითარების პროცესში. ამაზევეა ყურადღება გამახვილებული კრაშენის თეორიათა უმრავლესობაშიც - მისი აზრით, „ენის უნაკლო ფლობა ბუნებრივი ათვისების პროცესში უკეთ მიიღწევა, ვიდრე სწავლების დროს“. ხრომსკიც ხაზს უსვამს, რომ ენას ბავშვი ბუნებრივ გარემოებებში უკეთ ითვისებს (ხრომსკი, 1965, ლენენბერგი, 1967), და, შესაბამისად, ერთობ მნიშვნელოვანია ბავშვის ჩართვა თამაშზე დაფუძნებულ აქტივობებში. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მოსწავლეებისთვის ბუნებრივი გარემოს შექმნა და თამაშზე დაფუძნებულ აქტივობებში მათი ჩაბმა შეუძლია, მასწავლებელია. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის მომზადება და გადამზადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბილინგვური საგანმანათლებლო რეფორმის განხორციელებისათვის.

როგორც ვარგესი (2004) აღნიშნავს, „ბილინგვური განათლების პოლიტიზებული და საკამათო ბუნებიდან გამომდინარე, ბილინგვალი მასწავლებლის პროფესიული როლის განსაზღვრა დიდი მნიშვნელობის ფაქტორი ხდება“. ამავე დროს, ბილინგვი მასწავლებლის როლი იზრდება სოციალური წნეხის, მისი პერსონალური გამოცდილებისა და ცხოვრების ფაქტორების შედეგად (ვარგესი, 2004). ყველა ამ მოსაზრების გათვალისწინებით ადვილი მისახვედრია, რაოდენ რთულია ბილინგვალი მასწავლებლის პროფესიული როლი საქართველოში. ერთი მხრივ, ბილინგვური განათლება ჩვენში მეტად პოლიტიზებულია, რადგან ადგილობრივი სოციალური რეალობა ძალიან რთულია - ბილინგვური განათლების მოწინააღმდეგე ბევრი ადგილობრივი „მოთამაშე“ ერთვება ამ პროცესში, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მასწავლებლები ადგილობრივ სკოლებში „არაბილინგვალები“ არიან (ისინი თავად არ ფლობენ სახელმწიფო ენას) და, შესაბამისად, ბილინგვური განათლების პოლიტიკა მათთვის ზედმეტი წნეხია. მათ თავად უნდა დაიწყონ სახელმწიფო ენის შესწავლა, რომ მომავალშიც შეძლონ ეთნიკური უმცირესობების სკოლაში მუშაობა. შესაბამისად, მათი პირადი ისტორია და გამოცდილება ვერ აისახება დადებითად ბილინგვური განათლების სფეროში და, ქართული რეალობიდან გამომდინარე, მათი ბილინგვალ მასწავლებლებად ფორმირება საკმაოდ რთული იქნება.

ბილინგვალი მასწავლებლის პროფესიული როლის ჩამოყალიბება ერთობ მტკივნეული პროცესია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. უპირველესად საჭიროა, რომ ეს პრობლემა სრულიად გაიმიჯნოს პოლიტიკისაგან. პოლიტიზებული მასწავლებლების გადამზადება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავე დროს, რთულიც, რამეთუ თავად ეს თემატიკა არის პოლიტიზებული. შესაბამისად, მასწავლებელთა გადამზადება სამი მიმართულებით უნდა განხორციელდეს: 1) ამაღლდეს მასწავლებლის პროფესიული როლი ბილინგვური განათლების სფეროში; 2) შეიქმნას მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსები ქართულ ენაში, და 3) გაიწაფონ მასწავლებლები ბილინგვური სკოლების შესაფერისი ინტერაქტიული მეთოდებით მუშაობაში. ასევე მნიშვნელოვანია ეფექტური სატრენინგო პროგრამების შექმნა სამივე ამ მიმართულებით, და აქ საერთაშორისო გამოცდილებას გადამწყვეტი როლი ენიჭება. როგორც ვერგესი (2004) აღნიშნავს:

„მასწავლებლის მომზადებისას ტრენინგი კარგად უნდა იყოს მორგებული იმ აქტუალურ სასწავლო გარემოს, რომელშიც მასწავლებელს უხდება მოღვაწეობა. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ბილინგვალი მასწავლებლები კარგად იცნობდნენ პედაგოგის პროფესიის ათვისების ახალ კონცეფციას“ (გვ. 234).

სახელმძღვანელოების საკითხიც უმნიშვნელოვანესია. როგორც ზემოთ აღინიშნა, წიგნების განაწილების არსებული სისტემა, რომელიც საბაზრო ეკონომიკას ემყარება, არაქართულენოვან სკოლებში არ გამოგვადგება სულ მცირე გარდამავალი პერიოდის განმავლობაში მაინც. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუძლია რამდენიმე ალტერნატივა განიხილოს ამ საკითხის მოსაგვარებლად. ერთ ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს შეთანხმება სომხეთისა და აზერბაიჯანის განათლების სამინისტროებთან, რომლებმაც სურვილის შემთხვევაში შეიძლება დააფინანსონ სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების შეძენა, თუმცა სახელმძღვანელოები უნდა იყოს საქართველოს და არა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგანმანათლებლო გეგმის შესაბამისად შედგენილი. ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებლობას მისცემს უმცირესობათა წარმომადგენელ მოსწავლეებს კვლავაც უფასოდ მიიღონ წიგნები და თანაც ეს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სახელმძღვანელოები იქნება. ალტერნატივად შეიძლება განვიხილოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვა სახელმძღვანელოების შეძენის პროცესში. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ზოგადი განათლება საქართველოში მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და ადგილობრივი ხელისუფლების წილი ფინანსირებაში მისსავე (ადგილობრივი ხელისუფლების) ინიციატივაზეა დამოკიდებული. თუ ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმძღვანელოების შეძენის პროცესში ჩაერთვება, ესეც ორმხრივად პოზიტიურ შედეგს მოიტანს: ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი თემის ჩართულობა მულტილინგვური/ბილინგვური საგანმანათლებლო რეფორმის განხორციელების პროცესში და, მეორე მხრივ, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. მესამე გზაა სახელმძღვანელოების შეძენა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, თუმცა ამ საქმეში მთავრობას წარმატებით შეუძლია ჩართოს საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

დასკვნა

ვარგჰესე (2000) გამოყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლებიც გავლენას ახდენენ ბი/მულტილინგვური განათლების რეფორმის ეფექტურობაზე. ესენია: ა) პედაგოგთა პიროვნული რწმენა და პოზიტიური დამოკიდებულება ბილინგვური განათლების რეფორმის მიმართ; ბ) ენობრივი პოლიტიკისადმი დამოკიდებულება სკოლისა და თემის შიგნით; გ) საკლასო ოთახში მოსწავლეთა კონფიგურაცია ეთნიკური ნიშნის მიხედვით. საქართველოში ჯერ არ არსებობს ამ საკითხების ემპირიული კვლევა და ვერაფერს ვიტყვით ვერც პედაგოგთა რწმენასა და მათ დამოკიდებულებაზე ბილინგვური განათლების მიმართ და ვერც სკოლისა და თემის მიდგომებზე ენობრივი პოლიტიკისადმი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. თუმცა ერთი რამ აშკარაა: გარკვეული წინააღმდეგობა ბი/მულტილინგვური განათლების რეფორმისადმი არსებობს როგორც პედაგოგებში, ასევე არაქართულენოვან სკოლებსა და თემებში. რაც შეეხება კლასში მოსწავლეთა ეთნიკურ კონფიგურაციას, აქ სურათი ნათელია: ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში უმრავლესობას ეთნიკურ უმცირესობათა მოსწავლეები შეადგენენ. შესაბამისად, თვალსაჩინოა, რომ საწყისი პოზიცია ბი/მულტილინგვური განათლების რეფორმის ჩასატარებლად არ არის სახარბიელო, უფრო მეტიც - უარყოფითია. ბი/მულტილინგვური განათლების პოლიტიკის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს ეს რეალობა. უპირველესი აქცენტი უნდა გაკეთდეს აქტივობებზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ბილინგვური განათლებისადმი პედაგოგთა, სკოლისა და თემის დამოკიდებულების პოზიტიურად შეცვლა და მათი ჩართვა ამ პროცესში. აღნიშნული აქტივობებისა და საქმიანობის გარეშე განხორციელებულმა რეფორმამ შესაძლებელია კიდევ უფრო გაზარდოს უფსკრული უმრავლესობასა და უმცირესობას შორის და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესის ნაცვლად მათი დიზინტეგრაციის პროცესი მივიღოთ შედეგად. ეთნიკური უმცირესობების სურვილით და ჩართულობით განხორციელებული რეფორმა, და არა ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის თავს მოხვეული პოლიტიკა, არის არაქართულენოვანი სკოლების ეფექტური რეფორმირებისა და ბი/მულტილინგვური განათლების პოლიტიკის განხორციელების გარანტია.

ბიბლიოგრაფია

Banks, J. A., Cookson, P., Geneva, G., Hawley W.D., Irvine, J.J.,Nieto, S., Schofield, J. W., & Stephan G. W. (1983). Diversity Within Unity: Essential Principles for teaching and Learning in a Multicultural Society .Phi Delta Kappan, 83(3),pp 196-203.

Beardsmore, B. (1995). European models of bilingual education. In O. Garcý´a and C. Baker (eds) Policy and Practice in Bilingual Education. Extending the Foundations. Clevedon: Multilingual Matters.

Bekerman, Z. (2005). Complex contexts and ideologies: Bilingual Education in conflictridden areas. JOURNAL OF LANGUAGE IDENTITY AND EDUCATION, 4 (1), pp. 1-20.

Crawford, J. (2000). At war with Diversity. US language policy in an age of anxiety. MULTILINGUAL MATTERS LTD, Clevedon, Buffalo, Toronto, Sydney.

De Anda, D. (1984). Bicultural socialization: Factors affecting the minority experaince. Social Work 29 (2), 101-107.

Giroux, H. A. (1983). Theory and resistance in education: A pedagogy for the opposition. South Hadley, MA: Bergin & Garvey.

Haworth, P., Cullen, J., Simmons, H., Schimanski, L., McGarva, P. & Woodhead, E. (2006). The role of acquisition and learning in young children's bilingual development: A sociocultural interpretation. International Journal of Bilingual Education and Bilingualism, 9, (3). Pp. 295-309.

Hogan-Brun, G. & Ramoniene, M.(2004). Changing levels of bilingualism across the Baltic. Bilingual Education and Bilingualism, 7, (1), pp. 62-77.

Hornberger, N. (1987). Bilingual education success, policy failure. Language in Society, 16, pp. 205-226.

Hornberger, N. (2000). Bilingual education policy and practice in the Andes: Ideological paradox and intercultural possibility. Anthropology & Education Quarterly, 31 (2), pp. 173-201.

Hornberger, N. & Ricento, T. (1996) Unpeeling the onion: Language planning and policy and the ELT professional. TESOL Quarterly 30 (3), 401-428.

Krashen, S. (1981) Second Language Acquisition and Second Language Learning. Oxford: Pergamon Press.

Kurbanov, Z. (2007). Interview with Zumrud Kurbanov, Newspaper Эхо, January.

Lenneberg, E.H. (1967) The Biological Foundations of Language. New York: John Wiley and Sons.

Mejia, A. & Tejada, H. (2003). Bilingual curriculum construction and empowerment in Columbia. International Journal for Bilingual Education and Bilingualism ,6 (1), pp. 37-51.

Mejia, A. (2004). Bilingual education in columbia: Towards an integrated perspective. BILINGUAL EDUCATION AND BILINGUALISM, 7, (5), pp. 381-397.

Nieto, S. (2005). Public education in the twentieth century and beyond: High hopes, broken promises, and an uncertain future. Harvard Educational Review, 75 (1), pp. 1-20.

Ogbu, J. U. ( 1987). Variability in minority school performance: A problem in search of an explanation. Anthropology and Educational Quarterly, 18, 312-334.

Ogbu, J. U. (1991a). Immigrant and involuntary minorities in comparative perspective. In J. U. Ogbu & M. A. Gibson (Eds.), Minority status and schooling: A comprehensive study of immigrant and involuntary minorities (pp. 3-33). New York: Garland Publishing.

Perma, L. W. & Swail,W. S. (2000). A view of the landscape: Results of the national survey of outreach programs. In College Board, Outreach program handbook 2001 (pp. xi-xxix). New York: The College Board.

Pema, L. W., & Titus, M. (2005). The relationship between parental involvement as social capital and college enrollment: An examination of racial/ethnic group differences. Journal of Higher Education, 76 (5), 485-518.

Rendon L. I., Jalomo R. E. & Nora A.(2003). Theoretical considerations in the study of minority student retentions in higher education. Research issues& scholarship, 584-600.

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი (1999). მოპოვებულია 2007 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან www.parliament.ge.

საქართველოს კონსტიტუცია (1995). მოპოვებულია 2007 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან www.parliament.ge

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1997). მოპოვებულია 2007 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან www.parliament.ge

საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ (1993). მოპოვებულია 2007 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან www.parliament.ge

საქართველოს კანონი კულტურის შესახებ (1997). მოპოვებულია 2007 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან www.parliament.ge

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ (2005). მოპოვებულია 2007 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან www.parliament.ge

საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (2004). მოპოვებულია 2007 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან www.parliament.ge

საქართველოს კანონი საზოგადოებრივი მაუწყებელის შესახებ (2005). მოპოვებულია 2007 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან www.parliament.ge

საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ (2005). მოპოვებულია 2007 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან www.parliament.ge

საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ (1998). მოპოვებულია 2007 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდიდან www.parliament.ge.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (1999). მოპოვებულია 2007 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდიდან www.parliament.ge.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი. მოსახლეობის აღწერის შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია ვებ-გვერდიდან www.parliament.ge.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი (2005). მოპოვებულია 2007 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდიდან www.parliament.ge.

San Miguel, G. (2003).Contested Policy. The Rise and fall federal bilingual education in the United States in 1960-2001. University of North Texas Press, Denton, Texas.

Skutnabb-Kangas, T., & García, O. (Eds.). (1995). Multilingualism for all? General principles. Lisse, The Netherlands: Swets and Zeitlinger.

Smith-Madox, R. (1998). Defining Culture as a Dimension of Academic Achievement: Implications for Culturally Responsive Curriculum, Instruction, and Assessment. Journal of Negro Education, 67 (3) pp. 302-317.

Svanidze, G. (2002) National minorities in Georgia, review. Retrieved on March 25, from the website: www.minelres.lv.archive.htm

Svanidze, G. (2003) How to protect the state language. Retrieved on March 25, from the website: www.minelres.lv.archive.htm

Trillos, M. (1998) Conclusiones. In M. Trillos (ed.) Educaci-on End-ogena Frente a Educaci-on Formal. Bogot-a, Universidad de los Andes: Centro Colombiano de Estudios de Lenguas Aborý´genes.

Wheatly, J. (2005). ECMI Report Obstacles Impeding the Regional Integration of the Javakheti Region of Georgia. Retrieved on April 5, 2007 from http://www.ecmi.de/download/working_paper_22.pdf

Van Gennep, A. (1960). The rites of passage. Translated by M. B. Vizedom and G. I. Caffee. Chicago: University of Chicago Press.

Varghese, M.M. (2000). Bilingual teachers-in-the-making: advocates, classroom teachers, and transients. Unpublished Ph.D., University of Pennsylvania, Philadelphia.

Varghese, M. M. (2004). Professional Development for Bilingual Teachers in the United States: A Site for Articulating and Contesting Professional Roles. BILINGUAL EDUCATION AND BILINGUALISM, Vol. 7, No. 2&3, pp. 222-238.

8 ЦЫГАНЕ В ГРУЗИИ

▲ზევით დაბრუნება


ეთნოსები საქართველოში

Ираклий Чихладзе

8 апреля 197l года в Лондоне состоялся Первый всемирный конгресс цыганского народа, в когором принимали участие представители из более чем 30 стран. На кoнгpecce были утвеpждены национальный цыганский гимн, принята декларация, в которой говoрилось о необходимости возрождать културу и повышать обраовательный уровень цыганского народа. Конгресс также принял решение объявить 8 апреля Международным днем цыган. Кроме того, в Европе годы с 2005 по 20I5 обьявлены Декадой цыган, подразумевающей принятие специальных мер по улучшению положения цыганского меньшинства.

По последним данным Департамента статистики Грузии (2002 год), в стране проживало около 500 цыган. Реальная цифра, скорее всero, превышает официальные данные, ноиз-за кочевого образа жизни части цыган и отсутствия у многих из них удостоверений личности, зафиксировать точную цифру достаточно сложно. По данным Европейского центра по национальным меньшинствам (ECMI), в Грузии сегодня проживает около l500 цыган.

Однако, несмотря на малочисленность цыганской этнической группы в Грузии, она является одной из самых закрытых обшин, существующеи как бы в стороне от интеграционных процессов, практически не принимающей участия в coциaльнoй, политической жизни страны.

19 марта, во время дискуссии «Создадим единство из множества» Народной защитник Созар Субари заявил, что Грузии, имеющая уникальный исторический опыт взаомодействия различных культур, должна уделить особое внимание национальным меньшинствам и их интеграции в жизнь страны.

«В Грузии, с точки зрения положения нацменьшинств, сушествуюот две глобальные проблемы. Первая заключается в сегрегации, то ссть в замкнутости и разобщенности отдельных этнических групп, например, как этo происходит в Самцхе-Джавахети. Второй вопрос - это проблема интегpации в общество, с которой, например, сталкиваются проживаюшие у нас курды или цыгане», - сказал Субари.

8 апреля 2008 года в офисе Народного защитника Грузии состоялся круглый стол «Проблемы проживаюших в Грузии цыган». Во встрече приняли участие зксперты, предстaвители международных организаций, работающих над проблематикой пациональных меньшинств, представители цыганской общины. Абсолютное большинство выступивших отметили тяжелое положение цыган в Грузии.

Народный защитник Созар Субари:

Цыгане в Грузии находятся в бесправном положении, они фактическй оторваны от цивилизованных форм существования. Проблемы цыган полностью игнорируются государством, котopoe не прислушивается к рекомендациям неправительственных и международных организаций. Цыгане влачат нищенское существование, их дети не имеют возможности получить образование, не имеют элементарных прав на получение медицинского обслуживания.

Исполнительный директор НПО «Центр по правам человека» (HRIDC) Уча Нануашвили:

Мы начали заниматься проблемами цыган в 2002 году. Выяснилось, чтo пpaктически никто нe воспринимал их проблемы серьезно, подобная тенденция продолжается и сeгoдня. Mы провели мониторинг грузинских СМИ - в основном в них прослеживается отрицательное, негативное отношение к цыганам.

Многие цыгане вывели своих детей из школы №150 в поселке Лоткина поесле тoгo, как в школе был закрыт русский сектор. В Кутаиси были известны случаи, когда детей цыган не принимали в школу из-за их этнической принадлежности. Сегодня в Грузии существует много социальных, образовательных программ, в которых могли бы принимать yчaстие и цыгане. Сегодня реально изменить положение цыган в лучшую сторону.

Координатор Совета этнических неньшинств при аппарате Народного защитника Грузии Коба Чоплиани также считает, что сегодня настало время государству сделать цыган неотьемлемой частью грузинского общества.

Нино Тлашадзе, «Центр по правам человека»:

Основной задачей на этом этапе явлается обеспечение регистрацией всех цыган, проживающих в Грузии. После регистрации они все смогут получать нологаюшуюся помошь от государства и медицинское обслуживание. Пока же, даже в Тбилиси большинство цыгане не имеют паспортов. Мы должны доказать,что юридическая регистрация очень важна для интеграции в грузинское общество, нам нужно начать с ними диалог. Большинство цыган не верят властям.

Проживающие в селе Лениновка (район Дедоплисцларо) цыгяне находягся в относительно лучшем положении, пожилые люди получают пенсии, недавно в селе была проведена раздача дизельного топлива для сельскохозяйственных работ, зимой выдавались ваучеры па дрова. В то же время из 20 детей, проживающих в Лениновке, никто не посешает школу. В селе нет даже медицинской амбулатории и местным приходится ходить за 10 километров в ближайшую поликлинику.

Coтрудница организации Child and Environment Майя Алхазишвили заострила внимание на негативных стереотипах, сушествуюших в Грузии в отношении цыган:

Наша организация работает с уличными детьми, и иногда сотрудники патрульной службы приводят к нам детей цыган как уличных. Впоследствии выясняется, что у этих детей есть семьи. В грузинском общества очень сильны негативные стереотипы в отношении цыган. У нас был случаи, когда наших coтpудников с группой уличных детей не пустили в один из кинотеатров Тбилиси аз-за того, что в нашей группе было около 10 детей-цыган. Часты случаи, когда охрана тбилисских кафе препятствует входу в кафе детей-цыган, несмотря на то, что они идут вместе с нами.

Представит цыганскои общины Гачианн, студен Гарик Юренко рассказал о проблемах его общины:

В Гачиани из проживающих цыган всего три семьи имеют удостоверения личности, всего три ребенка из посещают школу. Для большинства циган большой проблемой является отсутствие какой-либо регистрации в Грузии.

В поселке люди живут в очень сложных социальных и экономических условиях-нет транспорта, существуют проблемы с водой и подачей электричества. Вы можете просто приехат в Гачиани и убедиться в этом на месте.

0x01 graphic

Руковадитель управления Aгентства гражданского реестра при министерстве юстиции Грузии Гванца Абесадзе:

В первую очередь Необходима заинтересованность со стороны самих цыган, они должны обратиться в Aгентство с просьбой о предоставлении им документов, удостоверяющих личность. С нашей стороны мы приложим максимум усилий и поможем им получить необходимые документы, в том числе и для тех, кто вообще не имеет никаких документов. Поможем провести регистрацию детей, которые были рождены дома. Цыгане-беженцы из Абхазии также получат соответствующие документы. Все необходимые процедуры совершенно бесплатны.

Абесадзе Предложила присутствующим на встрече цыганам составить списки желающих получить документы и обратитьcя в Агентство. Она пообещала, что предcтaвители мннистерство юстиции будут также способствовать получению гражданства Грузии тем, кто имеет гражданство других стран.

АППАРАТ ОМБУДСМЕНА

Нужно отметить, что аппарат омбудсмена в 2006 году представил доклад, в кoтopoм представлены и результаты исследовании по проблемам цыган в Грузии:

«Цыгане рожают в домашних условиях, без врачебной помощи. Таким образом, новорожденные не pегистрируются и не получают гражданскогo статуса. С самого рождения дети не становятся гражданами Грузии, не имеют права голоса, по той причине, по той причине, что не имеют удостоверения личности. По Toй же причине они не участвуют в социальной политической жизни и не имеют возможности легально покидать герриторию страны. Фактически не сушествует цыганского национального фольклора. Их традиционные ансамбли, которые вносили свой вклад в развитие культуры обшества, уже не функционируют.

Тяжелое социальное положение цыган ва многом обусловлено безработицей. Цыгане не работают официально. Они в основном заняты торговлей. Трудоустройство является большой проблемой - почти все респонденты заявили о своем желаннии работать. К этому добавляется проблема образования. Старшее поколение и незначительная часть молодежи имеет начальное образование (1-4 клacc). Большинство цыган не знают государственного языка, не умеют читать и писать по-грузински. Только 10%25 опрошенных заявили о том, что знают грузинский язык, что говорит об очень низком уровне образования. Тяжелые социальные условия вынуждают цыган вводить детей из школы и отпpaвлять иx нa заработки. Кроме того, цыгане выводят детей из школы из-за того, что не имеют возможности оплачивать покупку учебников и т.д.

Исследования, проведенные аппаратом омбудсмена, показали, что в Тбилиси не существует никакого механизма защиты цыган. Цыгане не доверяют государственным структурам. Большинство из них считают, чтo никто не в состоянии изменить их тяжелое положение, тяжелые социальные условия. Это недоверие и является одним из факторов того, почему цыгане не yстанавливают отношений с обществом и живут в собственной закрытой общине. В то же время большинство цыган выражали желание учитъся, работать и стать полноправными и полноценными членами грузинского общества.

В 2003 году Информационный центр по пpавам человека создал «Центр защиты цыган». Это была единственной программой для цыган в 2003-2005 годах - предоставление бесплатной юридической консультации. Однако проведенные в Тбилиси аппаратом омбудсмена исследования показали, что ни один из цыган-респондентов не знал о существовании юридической консультации.

По данным органов местного самоуправления Кутаиси, уже более трех лет в городе, в районе правой набережной реки Риони около моста имени Чавчавадзе) в палатках живут пятъ семей цыан (около 50 человек). По данным глaвнoго управления ВД Имеpeти, их число Достигает 70 человек, из них 30 несовершеннолетних. Согласно официальной ивформации, они выходцы из Азербайджана, вначале поселились в Батуми, а в 2003 году переселились в Кутаиси. Местные власти видят разрешение проблемы в высслении цыган, что является нарушением их прав. Эти люди не имеют элементарных жидищных условий, живут в антисанитарных условиях, что может стать причиной распространения различных инфекционных заболеваний. Большинство из них, в том числе и мололетние дети, заняты попрошайничеством, что является единственным источников дохода. Среди детей массово распространена токсикомания.

В докладе говорится о том, что не существует никакой государственной nporраммы по интеграции цыган. По мнению Созара Субари, должна быть создана мониторинговая группа с участием, как представителей властей, как и представителей неправительственных организаций, чтo должно способствовать защите цыган. Омбудсмен рекомендует создать организацию, в которой цыгане могли бы получать совети и помощь, создать программы по трудоустройству цыган. Для защиты прав цыган необходима и их регистрация, выдача Удостоверении и свидетельств рождения.

ЕВРОПЕЙСКИЙ ЦЕНТР ПО НАЦИОНАЛЬНЫМ МЕНЬШИНСТВАМ

В 2007 году ECMI провел исследования по положению цыган в Грузии. Примечательно, что доклад по исследованию начинается со слов: «Цыганское общество является самым изолированным и малоимущим этническим обществом в Грузии»...

Цыганские поселения разбросаны сегодня по всей Грузии с населением не более чем 300 человек в каждом. В Тбилиси, где можно найти самое большое поселение, живут около 250-300 человек в арендованых квартирах и домаx в районе Самгори. Те семьи, которые не могут позволить себе арендовать помещения находят приют на местных железнодорожных станцияx на короткое время. Большие семьи из 11 или 12 человек спят на полу в этих помещениях В Тбилиси ecть и другой район, который местнoе паселение считает «Цыганcким районом», хотя никаких цыган там вообше нет. Во Времена СССР цыгане были доминирующей этнической группой в том paйоне, нo после развала Союза цыгане перебрались в другие регионы Грузии или же выехали из страны.

Деревня Лениновка в 10 км от Дедоплисцкаро в Кахети, насчитывает около 100-120 человек. Местные жители в основном носят украинские фамилии и утверждают, что у них украинские корни и связи с другими цыганскими общинами в Вocточной Грузии.

Недалеко от Рустави, сообщество из 120 цыган живет рядом с железнодорожной станцией в районе Гачиани. Большинство также носят украинские фамилии. Жилищные условия здесь еще хуже, чем в Самгори или Лениновке - непостоянное электричество, воду приходится носить за несколько сот метров от дома.

Третья группа цыган с украинскими фамилиями живет в двух маленькиx, чрезвычайно бедных общинах в Мукузани и Телави в Кахети. Там нет ни электричества, ни воды, цыгане здесь живут в наспех построенных хибарах.

Группа из 100 цыган живет в Кобулети (Аджария). Они утверждают, что их предки мигрировали в Кобулети из Краснодарского края (Россия) во время Второй мировой войны.

Около 100 цыган живут в врайоне Авангард города Кутаиси. Несколько семей также живут в полуразрушенных частных домах в районе Авангард и в Самтредия. На западном берегу реки Риони в Кутаиси, около моста Чавчавадзе, в палаточном городке без электричества н воды живут 50 цыган. Кроме этого, около 500 цыган живут в северной части Сухуми.

В иследовании отмечается, что c 2004 года, когда начались запреты на уличную, положение цыган ухудшилось. Запрет на торговлю повлек за собой жестокое обращение, вкдучая сломанную полицейским ногу, притеснения, аресты, болышие штрафы и конфискацию товаров.

Некоторые цыгане в Тбилиси упоминали о том, что их детей периодически забирают правоохранительные органы и отправляют в специальные колонии, откуда им потом приходиться выкупать их за 20-30 лари.

Стоит отметить, что одним из основных источников дохода для большинства цыганских семей является именно уличная торговля, и цыганские семьи, включая мужчин, женщини детей пытаются всячески обойти закон.

Во время опроса было выявлено, что цыгане даже представления не имеют о таких структурах, как аппарат Общественного зашитника, не сушествует никакой общественной организации, которая могла бы связать их с властями. Обшественная структуpa, присущая цыганскому обществу полностью распалась за последние двадцать лет.

Большой проблемой является отсутствие у многих каких-либо документов. Так, цыгане-беженцы из Абхазии вообще не имеют никаких документов. В палаточном городке в Кутаиси некоторые цыгане обладают поспортами Азербайджана. Эти люди. планируют вернуться в Азербайджан в недалеком будущем.

В то же время, без соответствующей регистрации и документов никто многие цыгане не могут получать пенсию, пользоваться услугами здравоохранения или отдавать детей в школы. При этом необходимо заметить, что почти все цыгане в городах имеют документы. Несколько семей, проживающих в районе Гачиани, даже получают государственную помошь в размере месячного пособия. Дети из таких семей - сдинственные, кто посещает школу.

Женщины в основнон рожают домa и дети подвержены многих заболеваниям. Отмечается высокая смертность детей и младенцев, а также низкий уровен выживания. Несколько лет назад программа Kpасного Kpеста обеспечила медицинское содействие общине в районе Самгори, но эта программа была единственной. большинство детей никогда за свою жизнь не были у врача, и потому не проходили иммунизации. Сложности в получении медицинского ухода является одной из самых важных проблем. По словам самих респондентов, во всех общинах люди нуждаются в медицинском yxoде, что зачастую невозможно из-за отсутствия документов.

Кастовая структypa и иерархические управленческие структуры, которые xapaктеризовали цыган в течение многих веков, исчезли вГрузии. В большинстве цыганских общин не сушествует так называемого «барона» или избранного лидера общины,ответственного за улаживание внутренних конфликтов.

Руководитель регионального офиса ECMI Том Триер ответил на некоторые вопросы.

- Можно ли сказать, чтo цыгане являются самой закрытой общиной в Грузии?

- Да, цыгане являются самой изолированной и маргинальной этнической группой в Грузии. В сваей массе негативное отношение co стороны населения к цыганам только способствуют этому.

- Как вы считаете, будут ли цыгане участвовать на приближающихся парламентских выборах?

- Цыгане не принимают участия ни в одних выборах патому, что полностью отстранены от политической, социальной жизни. Кроме того,большинство из них не имеет никаких документов, удостверяющих личность и даже если предположить, что они захотят принять yчастие в выборах, они не смогут этого cделать. Они далеки от политики, ничего не знают о ней и не xoтят знать. Кроме того, участие или неучастие цыган в выборах не будет иметь никакого влияния из-за их малочисленности - всего около 1500 человек. Во многих странах существуют проблемы, связанные с интеграцией цыган. Потому мы не можем обвинять только государство в тяжелом положении этой этническойг группы. Очень сложна включить цыган в общественную жизнь. Главной проблемой является образования, так как цыгане не отдают своих детей в школы, предпочитая, чтобы они начинали работать с раннего возраста. Грузинское правительство должно обратить внимание на положение цыган.

- Может ли цыганская этническая группа прекратить свое существoвание в Грузии?

- Tе цыгане, кто мог хотел уехать из Грузии, покинул страну после развала СССР. Кто остался, уезжать не собирается. Цыгане - очень закрытая группа, не существует никаких ассимиляционных процессов, они крайне редко женятся или выходят замуж зa представителей дpyrиx этносов.

- В Грузии очень,популярны фильмы Эмира Кустурицы, музыка Горана Бреговича, во многом основанные на цыганских мотивах. Почему в таком случае отношение основной массы населения к цыганам больше негативное?

- Подобное отношение можно наблюдать и в Сербии, где также очень популярны фильмы Кустурицы, цыганская музыка. Но человек, просмотревший с удовольствием фильм о цыганах, может выйти и на улице оскорбить цыган. Это парадоке, но факт. Цыганское общество поделено на касты, в которой одно из высших ступеней занимает каста музыкантов и певцов, которая считалась аристократическои кастой. В Грузии этой касты больше не существует после развала СССР.

0x01 graphic

- Сушствуют ли cвязи между цыганами, которые живут в Абхазии и Грузии?

- Существуют связи между цыганами, проживаюшими в Сухуми и теми, кто сейчас живет в Тбилиси в районе Самгори, тaк последние являются беженцами из Абхазии (oкoлo 200 человек). Большинство цыган покинуло Абхазию во время войны и переехало в Россию.

Можно добовить, что, по разным данным, до августа 1992 года в Сухуми проживало около 800 цыган. Во время и после войны в Абхазии большинство цыган покинули Сухуми. Они осели в основном в Краснодарском крае и, по словам представителя неправительственной организации «Права человека и гражданское общество» (Абхазия) Мананы Бжания, «живут ожиданием стабилизации обстановки в Абхазии, чтобы вернуться».

Правозащитник Эмиль Адельханов:

В основном в грузинском обществе относятся к цыганам как к людям третьего сорта, их проблемами практически не занимаются ни государственные, ни неправительственные организации, сами цыгани неграмотны в юридическом плане. В тоже время, к ццганам население относится достаточно толерантно. Хотя цыгане в Грузии оторваны от жизни грузинского общества, но в Грузии ие было цыганских погромов, как в Чехии, и их не объявляли основными поставщиками героина.

Цыгане абсолютно не интегрированы в общество. Грузия - единственная страна, в которой есть цыгане и paботает фонд Сороса, но нет никакой централизованной программы фонда по цыганам. Можно также добавить, что даже при СССР в Грузии не сушествовало никаких цыганских организаций культурного толка - ансамблей, театра и т.д.

Пpeдседатель парламентского комитета по правам человека и гражданской интеграции Элене Тевдорадзе:

Прежде всего, надо сказать, что после прихода к власти Звиада Гамсахурдиа большая часть цьган покинула Грузию. Сейчас их осталось очень мало. Я никогда не получала от цыган никаких жалоб, потому не могу сказать, что они подвергаются особым притеснениям в Грузии.

Цыганская община очень закрыта, и, наверное, существуют проблемы с их интеграцией в грузинское общество. В тo время, когда я работала в Министерстве просвещения Грузии, в Тбилиси функционировала школа №9, в которой удалось очень много цыган. Могу cказать, что ситуация и тогда в школе была очень тяжелой - учашиеса очень рано женились и выходили замуж. Сегодня цыгане отдают своих детей в разные школы. Стоит отметить, что в Грузии cуществуют проблемы с интеграционных процессами этнических меньшинств, которые одинаковы для всех этнических групп. Но сказать, чтo cуществуют какие-то особые проблемы с цыганской этнической группой, я не могу.

Цыганка Инга, горгует в Тбилиси в районе вокзала, живет в районе Самгори:

Все, думают, что цыгане непорядочные люди, только воруют и попрошайничают. Но это не так, многие не цыгане просто занимают себя цыганами! На вокзалах много беспризорных детей, они нюхают клей, курят план, а все считают, что они цыгане. Спросите о цыганах у местных жителей, у наших соседей, они к нам очень хорошо относятся, потому что и мы честно и парядочно относимся к ним.

Я торгую на базаре, но в отличие от местных перекупщиков, которые накручивают 10-15 лари на начальную цену товара, купленного на рынке в Лило, мы добавляем всего пару лари. Потому многие и покупают у нас. Почему тогда многие считают, что мы обманщики? Если удается в день заработать больше 15 лари, то это хороший день.

Очень мало цыганских детей учится вшколе. У родителей другие проблемы, нам нужно искать средства на пропитание. А если ребенок ходит в школу, нужно следить за ним, покупать книги, а денег на это нет. Xoтя, некоторые всетаки детей в школу для того, чтобы ребенок научился читать и писать. У меня пока двое детей, они еще маленькие, но cтарший обязательно будет учиться, в даже знаю, в какую школу его отдам.

Цыгане уважают и помогают друг другу. Давно, еще при Советском Союзе у нас был свой цыганский барон. К нему все шли за советом, слушали его, но он умер. После него у наших цьган барона не было. Поэтому все разногласия и проблемы приходится решам, самим. Правда, среди некоторых групп есть авторитетный человек, к которому идут за советом и помощью. Но баронов у нас уже нет.

P.S. Одни из последних конфликтов между цыганами и провоохранительными органами произошел в начале этого года. Так, 21 января в селе Цителцкаро (район Дедоплисцкаро) произошла авария, в результате которой тяжело пострадали пять цыган. Один из, них, Михаил Денисенко находится в тяжелом состоянии и до сих пор прикован к постели. По словам Денисенко, военнослужащие расположенной в Дедоплисцкаро части на УАЗе врезались, в их автомобиль. Денисенко утверждает, что водитель был нетрезвом состоянии.

Цыгане обратились в полицию, где, по их словам, им нанесли словеные оскорбления и даже но впустили в здание. Газета «Резонанси» связалась с начальником районного управления потиции Дедоплисцкаро Георгием Бунтури.

«В отношении Денисенко мы завели уголовное дело и потому он не может рассматриваться в качестве пострадавшего», - заявил в интервью «Резонанси» Бунтури.

Родные и друзья Денисенко считают, стл расследование проводится не объективно. «Следователь, Лекашвили угрожал нам, заявил, что если мы не замолчим, то он и нас отправит в тюрьму», - говорит супруга Денисенко Малина Пиданова.

По данным «Резонанси», более 70 цыган - жителей Лениновки вместе с детьми планируют пешком выйти в Тбилиси и устроить акцию протеста перед офисом Евросовета в случае, если расследование будет проводиться с нарушением их прав.

9 ცალმხრივი, კრიტიკული, მიკერძოებული შენიშვნები ქართული გაზეთების ავ-კარგზე

▲ზევით დაბრუნება


თვალთვალი

დავით პაიჭაძე

თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ის არაა, რისი მიღებაც თქვენ გსურთ. ინფორმაცია, რომლის მიღებაც გსურთ, არ არის ის, რაც სინამდვილეში გჭირდებათ. ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეში გჭირდებათ, თქვენთვის მიუწვდომელია. თქვენთვის პრინციპში მისაწვდომი ინფორმაცია კი მეტი ღირს, ვიდრე შეგიძლიათ გადაიხადოთ.

უცნობი აფორისტი

დავიწყოთ სტერეოტიპული მსჯელობით: ბეჭდვითი მედია საქართველოში არ არის გავლენიანი. ის ვერც გავრცელების არეალით, ვერც მისდამი საზოგადოების ინტერესით, ვერც აუდიტორიის რაოდენობით ვერ შეედრება ტელევიზიას. ტელევიზია სწორედ თავისი მისაწვდომობით, საყოველთაობით, გავლენის უნარითა და ლამის მაგიური ძალით იზიდავს და აინტერესებს პოლიტიკოსებს. ამ უკანასკნელთა ყურადღება მომართულია ტელევიზიაზე, თვითპრეზენტაციაზე ტელევიზიის მეშვეობით. პოლიტიკოსები იყენებენ ტელევიზიას, მოქალაქეებზე ზემოქმედებას ცდილობენ ტელევიზიის წიაღ, სწყინთ, როცა ტელევიზია მათ არაფრად აგდებს, აკრიტიკებს ან ისე არ წარმოაჩენს, როგორც სურთ ან საკუთარ თავს ხედავენ. გაზეთები მეორეხარისხოვანია. წერონ, რაც უნდათ. მათ ერთეულები კითხულობენ. ამომრჩეველი გაზეთს არ კითხულობს. ვერც ერთი გაზეთი ვერ მოახდენს გავლენას კრიტიკულ მასაზე.

ტელევიზიას, იმის გამო, რომ პოლიტიკოსთა სასიცოცხლო ინტერესების ნაწილია, არ ანებებენ თავისუფლებას. პრესა კი თავისუფალია. თავისუფალია იმიტომ, რომ არ აინტერესებთ, ანუ უინტერესოა. თავისუფალი ქართული პრესა არის კიდეც ქართული მედიის სინდისი, რადგან, რომ არა გაზეთები (და, ცოტათი, რადიოც), ქართულ მედიაზე ვერ იტყოდნენ თუნდაც იმას, რომ ნაწილობრივ თავისუფალია. ეს შეფასება - ნაწილობრივ თავისუფალი - ათ წელიწადზეა მეტია, ქართულ მედიას ესადაგება. მსოფლიოში სიტყვის თავისუფლების მზომელი საერთაშორისო ორგანიზაციები (FREEDOM HOUSE, მაგალითად) ყოველ წელს ამ ორ სიტყვას იშველიებენ ქართული მედიის დასახასიათებლად. თავისუფლება კი, ვიმეორებ, უწინარესად, ქართულ გაზეთებში ივანებს.

ეს ყველაფერი მიახლოებითი სიზუსტით გადმოსცემს ჩვენში არსებულ, მედიასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სტერეოტიპს. პრესის თავისუფლება ამ სტერეოტიპებს დაჰყავთ პოლიტიკური კლასისაგან, განსაკუთრებით, ხელისუფლების გავლენისაგან თავისუფლებამდე და შეუზღუდავ საშუალებამდე, როგორც გინდა, ისე აკრიტიკო იგივე პოლიტიკური კლასი. მართლაც, თუ რამე არ ჭირს ქართულ ბეჭდვით მედიაში, ეს პოლიტიკოსთა და პოლიტიკის კრიტიკაა. ამ წერილში ჩვენ შევეხებით გაზეთებს, რომლებიც უპირატესად პოლიტიკაზე წერენ.

...სანდრა რულოვსის სამშობლომ - ჰოლანდიამაც ფეხები გააჩიჩინა, - საქართველოს მაპი არ მივცეთო. დიახ, ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააკაშვილის მდგომარეობა ადამიანური თვალსაზრისითაც მძიმდება, რადგან გამოდის, რომ მიშასთვის მძახლებსაც დაუდიათ!...

ქართული გაზეთი კვირის ქრონიკა, N14, 2008 .

ვერ იტყვი, რომ პოლიტიკის ასეთი გაგება და გადმოცემა ტიპურია ყველა გაზეთისათვის. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, ჩაწვდე, რა მიზეზი აქვს მკითხველთან ასეთ ლაპარაკს. დანამდვილებით, სანდო მედია კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებელი სწორედ ამგვარ მსჯელობას, წერის ამგვარ მანერას მოელის და მოითხოვს? აზრისა და სტილის ასეთი მიმოხრა გამოსადეგია ბაზრის ასათვისებლად? ან ეგებ სხვა მიზეზი მოქმედებს? კერძოდ, ის, რომ ჟურნალისტებს სჯერათ: სწორედ ეს ჭირდება მკითხველს, აუდიტორია ზუსტად ისეთია, როგორიც მათ ჰგონიათ. ეს არ გახლავთ მხოლოდ ქართული ბეჭდვითი მედიის თავისებურება. გაზეთის მამოძრავებელ ძალად მედიის მეცნიერებაში ერთი ტრადიციული მიდგომა მომხმარებელს მიიჩნევს, მეორე კი - ჟურნალისტს. არის მესამე მიდგომაც, მაგრამ ამაზე - ცოტა ქვემოთ.

მკითხველთან „ბაზარი“, სიტუაციის „დარაზბორკება“ საქმის გამრჩევი მწერალი ჟურნალისტებისათვის არის არა აუდიტორიის ცოდნის შედეგად არჩეული გზა, არამედ ნაყოფი რწმენისა, რომ მასობრივ მკითხველს მხოლოდ ასე უნდა ელაპარაკო. ჟურნალისტი მოწყალებას იღებს და „ეშვება“ მკითხველამდე, თავს უყადრებს მას, რათა შემდეგ, ერთდროულად უბრალო და მასშტაბური საუბრით, „თავის დონემდე“ აიყვანოს იგი. ეს ძველი დამოკიდებულებაა და სათავეს იღებს ჟურნალისტიკის საბჭოთა ტრადიციაში. ავტორს, შეიძლება, სულ არ უსწავლია საბჭოთა უნივერსიტეტში, არც ჟურნალისტური განათლება მიუღია, მაგრამ აქვს თავდაჯერება, რომ მკითხველი უნდა აღზარდოს. ჟურნალისტი ხომ „უბრალო მოქალაქეს“ აღემატება. დასავლურ ჟურნალისტიკაში ჟურნალისტების წარმოდგენა და მუშაობა იმის მიხედვით, თუ რა ჭირდება მკითხველს, ემყარება მათ პროფესიონალიზმსა და მგრძნობიარობას მცდელობისადმი, შეუზღუდონ მოქმედების თავისუფლება. იქ ჟურნალისტებს აქვთ განცდა, რომ ბიზნესი გაზეთის ნომინალური მენეჯერია, ნამდვილი მენეჯერები თვითონ არიან, ბევრი უფლებამოსილება დელეგირებულია ქვემოთ და ინფორმაციის გადაცემისას პირდაპირი დაწოლის ალბათობა ძალიან დაბალია, რადგან ასეთ დროს ჟურნალისტს მისი კოლეგები ყოველთვის გამოუცხადებენ მორალურ მხარდაჭერას. პროფესიონალთა ამოცანაა საზოგადოების ადეკვატური ინფორმირება, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის დაცვით (ამ საკითხზე იხ. Gans, H. Deciding What's News, London, Constable, 1980).

ჩვენს შემთხვევაში კი ობიქტურობასა და პროფესიონალიზმს საბჭოთა ატავიზმები ჩრდილავს. თბილისში, გეოფიზიკის ინსტიტუტის ლიფტთან, პირველ სართულზე (ამ შენობაშია ტელეკომპანია პირველი სტერეო, რადიო 106.4 და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი) ცოტა ხნის წინ ჩამოხსნეს ოდინდელი კედლის გაზეთის ჩარჩო, რომელსაც ვლადიმერ ლენინის სიტყვები ამკობდა: „გაზეთი არა მხოლოდ კოლექტიური პროპაგანდისტი და კოლექტიური აგიტატორია, არამედ კოლექტიური ორგანიზატორიც“. იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები - ასეთი რამ ახლაც მესმის მომავალ ჟურნალისტებზე მათი უფროსი კოლეგებისაგან. თან ყოველგვარი ირონიის გარეშე. შეიძლება ამაზე იცინო, მაგრამ არ გვეცინება. რადგან ამ განწყობითა და მიზნით ჟურნალისტის ჩამოყალიბება კანონზომიერად მიგვიძღვის მდგომარეობამდე, სადაც მძახლებს ცოლოურისგან ვერ არჩევენ და თან სწამთ, რომ მკითხველის სულისა და ცნობიერების მპყრობელები არიან. ძალაუფლება - ეს გახლავთ ჟურნალისტის ერთ-ერთი საცდური საქართველოში და თუ ტელეჟურნალისტებს კიდევ გაუგებ (თუმცა, თანამედროვე საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა არც ერთი კვლევა, რომელიც აუდიტორიაზე ტელევიზიის გავლენას უტყუარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენით დაამტკიცებდა), პრესის ჟურნალისტთა ნაწილის რწმენას, რომ ისინი ზემოქმედებენ და წარმართავენ მკითხველის ქცევას, ერთი შეხედვით, სერიოზულად ვერ განიხილავ. ტელევიზია დღეს მონაწილეობს ძალაუფლების განხორციელებაში, ის ჩაბმულია პოლიტიკურ თამაშში უპირატესად ხელისუფლების მხარეს და მაქვს ფიქრი, ბევრ ჟურნალისტს ეს სთნავს კიდეც. ამ აზრით, პრესა და პრესის ჟურნალისტები ცოტათი ჰგვანან რუსული ანეკდოტის მოუხელთებელ ჯოს, რომლის მოხელთება არც არავის უნდა. პრესის თავისუფლება შედეგია არა გაზეთების დიდი ნაწილის მფლობელთა ცნობიერი, ღირებულებითი არჩევანისა და/ან გაზეთებში დასაქმებული ჟურნალისტების განსაკუთრებული ძალისხმევის, სოლიდარობის ან პროფესიონალიზმისა, არამედ იმის, რომ ხელისუფლება მათ არ აიძულებს, ჩაებან პოლიტიკურ ფერხულში. ხელისუფლების გავლენისაგან თავისუფლება ქართულ პრესას არაფერში არგია, ვერ მოიხმარს, რადგან ისიც ისევე ცდუნდება ძალაუფლებითა და პოლიტიკით, როგორც სატელევიზიო მედია. რაკიღა ხელისუფლებას ის არ ჭირდება (ვის დაავიწყდა პრეზიდენტის „მე ქართულ გაზეთებს არ ვკითხულობ“?), პრესაც აკითხავს სხვა ფრთას პოლიტიკურ კლასში. ამიტომაც არიან გაზეთები არა იმდენად კრიტიკულნი (როგორებიც უნდა იყვნენ), არამედ უფრო ოპოზიციურნი.

0x01 graphic

ამას წინათ თსუ-ის სტუდენტმა დავით გამისონიამ (ის შეისწავლის წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების დღიდან ე.წ. უმრავლესობის საპასუხო მემორანდუმამდე, ანუ 5 იანვრიდან 15 თებერვლამდე გამოსულ გაზეთ „რეზონანსს“) ასეთი დაკვირვება გამიზიარა; სტუდენტს აინტერესებს, როგორ ასახავდა მონიშნულ პერიოდში ეს გაზეთი ხელისუფლებისა და ოპოზიციის საქმიანობას. „რეზონანსში“ გაცილებით ხშირად ჩნდებიან და გაცილებით მეტს ლაპარაკობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ოპოზიციონერთა თანამგრძნობი ინტელექტუალები, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები. (აქვე ვთქვათ: არავინ შენატრის დროს, როცა ტელევიზიაც და გაზეთებიც ერთსა და იმავეს იტყვიან. ასეთ დროში ვიცხოვრეთ. გმადლობთ.). გაზეთის ჟურნალისტი თავად იშვიათად აკვირდება, მოიპოვებს და ჰყვება ფაქტებს ხელისუფლების საქმიანობის შესახებ. საამისოდ ის რომელიმე ოპოზიციონერთან მიდის და მას თან აყოლინებს, თან აფასებინებს, ხელისუფლება რას შვრება. ქართული ნიუსი (ეს აღარ ეხება მხოლოდ „რეზონანსს“) კარგა ხანია, იქცა შეტყობინებად არა იმაზე, თუ რა მოხდა, ვინ რა მოიმოქმედა, არამედ ცნობად, ვინ რა თქვა იმაზე, რაც მოხდა. პრესა ლაპარაკობს სხვის ლაპარაკზე და არა ქცევაზე. ქცევა, მოქმედება, აქტივობა პრესას „ეპარება“, ის თითქმის არასოდეს არის იქ, სადაც რაიმე ხდება. ქართულ, უფრო ზუსტად, თბილისურ გაზეთებში კვდება რეპორტაჟიც - თვითმხილველი ჟურნალისტის თხრობა.

ერთდროულად ალალი ბოღმითა და დაბალი სინჯის მახვილსიტყვაობით გაჯერებულ ნაწერებში იოლად შენიშნავთ, რომ ავტორები ყავლგასულ პროდუქტს იყენებენ. ინფორმაცია მათთან კარგა ხნის დაძველებულია. როგორც ახალ ამბავს, მას ვერავის შეასაღებ. ამიტომ მკითხველს სთავაზობენ არა „რა“-ს, არამედ „როგორ“-ს. მტვრიან ამბებს სპეციალური რიტორიკით ფუთავენ. ზემოთ გასამხელად შეპირებული მესამე მიდგომა გულისხმობს, რომ საზოგადოებაში რეალური ინფორმაციული ძალაუფლება ეკუთვნის არა იმას, ვინც მას გადასცემს და ავრცელებს, არც იმას, ვინც მოიხმარს, არამედ იმას, ვინც პირველი ხელია ანუ ინფორმაციის წყაროა. ინფორმაციის წყაროები ასეთ - რიტორიკაზე და არა ინფორმაციაზე - ორიენტირებულ მედიას გულგრილად უნდა ეკიდებოდნენ. გაზეთთა ერთ ნაწილში წყაროთა იდენტიფიკაცია შეუძლებელია მაშინ, როცა პუბლიკაცია პოლიტიკურად მნიშვნელოვან ამბავს ეხება ან პოლიტიკურ პროგნოზს, უკეთ სამომავლოდ შესაძლო პოლიტიკურ ხდომილებას გვამცნობს. ამგვარი წერის ბოლო მაგალითი გახლავთ პუბლიკაცია გაზეთ ალიაში, რომელიც ნინო ბურჯანაძის არჩევნებიდან განდგომას მიმოიხილავს. აბა ნახეთ:

ბურჯანაძის... განცხადების მიზეზი ბოკერია ყოფილა. კვირის შეხვედრაზე ბურჯანაძესა და ბოკერიას შორის სერიოზული დაპირისპირება მაშინ დაწყებულა, როცა საპარლამენტო სიაში ნინო კალანდაძის ჩასმაზე დაწყებულა საუბარი. კალანდაძის კანდიდატურა ბურჯანაძეს გაუპროტესტებია, მიშა, ხომ გითხარი, მე კენჭს არ ვიყრი, თუ ასეთი ხალხი სიაში იქნებაო. ბოკერიას კი კატეგორიულად უთქვამს, ნინო კალანდაძე სიაში აუცილებლად მოხვდებაო. ბურჯანაძეს კიდევ ერთხელ გაუპროტესტებია და პირადად სააკაშვილისთვის მიუმართავს: მიშა. თუ ესენი (და ხელი ბოკერიასკენ გაუშვერია) სიაში იქნებიან, მე მივდივარო! სანამ სააკაშვილი პასუხს გასცემდა, ბოკერიას დაუსწრია, წავიდეს, რატომ უშლი, ხომ არ ჰგონია, რომ ნაციონალები მაგაზე დგასო! პრინციპში, ლოგიკურად ეს ასეც იყო (ციტატის დასასრული).

ამ რანგის ინფორმაციას ზრდილობის გულისთვის მაინც უნდა აახლო რიტუალური ფრაზა: პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან (პარლამენტიდან, მთავრობიდან, ნაციონალური მოძრაობიდან) სანდო წყაროს ცნობით... დიდად არც ეს ფრაზა აქარწყლებს შთაბეჭდილებას, რომ საქმე ჟურნალისტის ნაწერთან კი არ გაქვს, არამედ რესპუბლიკაში ცნობილ ნათელმხილველთა - ლელა კაკულიასა და გულნარა კუკულაძის ღირს ჩვენებასთან.

გაზეთები ზოგჯერ გამოსცემენ ექოს, რომელიც წინ უსწრებს მოვლენას. მოვლენა კი იშვიათად ახდება ხოლმე. ჩანს, ქართველი პოლიტიკოსები იცნობენ და სულ იცნობდნენ ჟურნალისტებს, რომელთა უუნარობა, შეინახონ საიდუმლო, მათ ყოველთვის ეიმედებოდათ. დაუსახელებელი წყაროებით წერა ჭორაობას, მკითხაობას ან შელოცვას უფრო ჰგავს. თანდათან გაჭირდა გარჩევა, წყარო სანდო ინფორმაციას აწვდის ჟურნალისტს, მანიპულირებს ცრუ ინფორმაციით, ჟურნალისტი ყურმოკრულ ჭორს აქვეყნებს ვითომდაც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თუ თავად იგონებს და ქმნის ამ ჭორს. ოთხივე შემთხვევაში ნაწერს სტილისტური ერთგვაროვნება განწონის. მკითხველი აუდიტორიის ბოლოდროინდელი კვლევის არავითარი მონაცემი ხელთ არ გვაქვს და შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ჭორ-მართლის აღრევამ ასეთი პრესისადმი ნდობა და შესაბამისად, მკითხველის რიცხვი შეამცირა. სამაგიეროდ, სხვა ეფექტი გამოიღო: რაც უფრო ნაკლები იცი დანამდვილებით, მით მეტი ეჭვი გიჩნდება. ეგებ ჩვენი მწერელი ჟურნალისტების მიზანიც ეგ არის? დღეს ინფორმაციის გაჟონვა გაზეთებში იშვიათად ხდება. ინფორმაციის წყაროების ძალაზე ლაპარაკი, ალბათ, შეიძლება, ოღონდ არა გაზეთებთან მიმართებით. „კულუარებს“ პრესაში ისევ იმოწმებენ, მაგრამ ფასი ამას თითქმის აღარ აქვს. თუ ინფორმაცია, ერთი დასავლური ფრთიანი გამოთქმისა არ იყოს, დემოკრატიის ძირითადი ვალუტაა, ქართულ პრესაში მისი ღირებულება სერიოზულად ირყევა, თუ არ დევალვირდება.

ფაქტი წმინდაა, კომენტარი თავისუფალია.

ჟურნალისტიკის ბრიტანული დევიზი

კომენტარი თავისუფალია, ფაქტები კი ძვირი ჯდება.

ტომ სტოპარდი, დრამატურგი

ინტერვიუ ჟურნალისტიკაში ჟანრიც არის და ხერხიც. ინტერვიუთი ინფორმაციას გადმოსცემ და მოიპოვებ. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჟანრია მაშინ, როცა ორი ადამიანის - რესპონდენტისა და ჟურნალისტის საუბრის სახით იბეჭდება. ხერხად კი ინტერვიუ გაიაზრება ინფორმაციის მოპოვებისას. ქართულ საგაზეთო ჟურნალისტიკაში ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ამ ორი ფუნქციის სინთეზი მოხდეს: ზოგიერთ გაზეთში (ახალი თაობა, რეზონანსი, ალია, ქართული ქრონიკა) ინტერვიუ თვალშისაცემად აჭარბებს სხვა რიგის პუბლიკაციებს. ზომითაც დიდია და უფრო ხშირად იბეჭდება. მთავარი კი ისაა, რომ ჟურნალისტებმა ინფორმაციის მოპოვების ხერხი, ინფორმაციის წყარო და ჟანრის სიყვარული ერთ ფლაკონში მოაქციეს. პროფესიული სიზარმაცის უკეთეს აპოლოგიას ძნელად მიაგნებ: ინტერვიუა, ამიტომ, ბუნებრივია, ერთ ადამიანს უნდა ელაპარაკო და ამავე სახით (თუ რედაქტირებული იქნება, უკეთესია) დაბეჭდო. ამავე დროს, ეს ერთი ადამიანი აკეთებს ჟურნალისტის საკეთებელსაც - იძლევა ინფორმაციას თემაზე. ზემოთ მოგახსენეთ, რომ წლევანდელი იანვარ-თებერვლის „რეზონანსში“ ხელისუფლების ქმედებას უპირატესად ოპოზიციის წევრები წარმოაჩენენ. ეს ხდება ინტერვიუს მეშვეობით. მაგალითად, 5 იანვრიდან 15 თებერვლამდე პოლიტიკის თემაზე „რეზონანსში“ დაიბეჭდა 107 (ასშვიდი) ინტერვიუ. აქედან 18-ში ლაპარაკობდნენ ხელისუფლების წევრები, ხოლო 61 (სამოცდაერთ) ინტერვიუში რესპონდენტებად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გამოდიოდნენ. დარჩენილი 28 ინტერვიუდან 19 შემთხვევაში ჟურნალისტები ელაპარაკებოდნენ უფრო ოპოზიციურად განწყობილ ექსპერტებს (ექსპერტი - ქართულ მედიაში განსხვავებული კომპეტენციის მქონე პირთა უმსხვილესი საკლასიფიკაციო ერთეული, რომელშიც თავს იყრიან პოლიტოლოგები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ეკონომისტები, იურისტები, ფილოსოფოსები და ა.შ. იმ პირობით, თუ ისინი პოლიტიკაზე ლაპარაკობენ). ინტერვიუ ხშირად ჟურნალისტის ერთი ტიპის შრომით ანაცვლებს ჟურნალისტის სხვაგვარ შრომას, რომელსაც ჩვენი კოლეგების დიდი ნაწილი, მგონი, გადაეჩვია. ფაქტების მოკვლევა, მიგნება და დაზუსტება ჩანაცვლებულია სხვისი კომენტარების გავრცელებით იმის შესახებ, რასაც ეს სხვები ფაქტებად მიიჩნევენ და ფაქტებად ასაღებენ საზოგადოებას. ცხადია, ახლა მხოლოდ „რეზონანსზე“ აღარ ვლაპარაკობთ. ინტერვიუებით გაზეთის დახუნძვლა სათავეს იღებს 10-11 წლის წინანდელი ახალი თაობიდან, რომელსაც შეეძლო ერთსა და იმავე პირთან ინტერვიუ რამდენიმე დღის მანძილზე ებეჭდა გაგრძელებებით: ზედიზედ სამ დღეს მკითხველს ელაპარაკებოდა ავრორა ფანჩულიძე, ზედიზედ შვიდ დღეს - რომან გვენცაძე... ეს ჟურნალისტი, ინტერვიუ-სერიალის, როგორც ქვეჟანრის დედა დღესაც ახალ თაობაში მუშაობს და შესაძლოა, ვერ იცლის შესაცნობად, რომ მისმა საქმემ გაიმარჯვა: ქართულ გაზეთებში ტოტალური ინტერვიუების ხანა დადგა. თავისუფალმა კომენტარებმა ფაქტების ადგილიც დაიკავეს. თავად კომენტარი იქცა ფაქტად. დააკვირდით ზმნებს საგაზეთო ახალ ამბებში - განაცხადა, ბრძანა, აღიარა, თქვა, ხაზი გაუსვა, აღნიშნა, უარყო, დასძინა... თითქოს აღარავინ მოქმედებს. ყველა ლაპარაკობს სხვათა მოქმედებაზე.

ქართული გაზეთების დიდ ნაწილზე დაკვირვება ერთ შეკითხვასაც აჩენს; პრესის ფურცლებზე რეკლამის ნაკლებობა ბუნებრივად აღვივებს ინტერესს, რა შემოსავლით არსებობს გაზეთი გაყიდვიდან მიღებული ფულის გარდა? ცნობილია, რომ პრესაში არცთუ მაღალი ხელფასებია და შესაძლოა, ამითაც იოლას გადიან. მაგრამ როცა 56-გვერდიან გაზეთში რეკლამა სამ გვერდსაც ვერ ფარავს, ცოდვიანი ეჭვი გიჩნდება: ხომ არ ეძებს გაზეთი დაფინანსების ალტერნატიულ გზებს? ხომ არ ყიდის საგაზეთო ფართობს არალეგალურად? ხომ არ აშანტაჟებს პიროვნებებს, უწყებებსა და კომპანიებს ფულის გამოძალვის მიზნით? ერთი ქართველი ჟურნალისტი ამ ბრალდებით მესამე წელია, ციხეში ზის. ასე რომ, დაუჯერებელი არაფერია.

ინფორმაციის სიმწირეს ვერ აკომპენსირებს, მაგრამ ვისაც მოსაზრებათა ფართო სპექტრი აინტერესებს, მას ქართული გაზეთები დაეხმარებიან. აქ წაიკითხავთ ყველანაირ პუბლიკაციას - პროდასავლური, ლიბერალური ორიენტაციით გამსჭვალულსაც და ისეთსაც, რომლის სახელდახელო კონტენტ ანალიზი, გგონია, რომელიმე ვოლინკინამდე მიგიყვანს, მაგრამ არა! - შენ იქნები ქართველ ჟურნალისტთან, ქართულ გაზეთში:

ყველაზე გამართლებულია რუსეთთან აქტიური მოლაპარაკებები, რომლებიც დამყარებული იქნება არა მეთიუ ბრაიზას ხუთპარასკევიან პრინციპებზე, არამედ იმ კაცურ სიტყვაზე, რომელიც კავკასიაშია მიღებული, როცა იტყვი სიტყვას და ორ დღეში მას არ შეცვლი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მიიწევს ნატოსკენ, მაინც არის შესაძლებლობა, მოსკოვთან მოლაპარაკებები გაიმართოს, მოეწეროს ხელი (სიც!) შეთანხმებაზე, რომლის თანახმად საქართველო აიღებს ვალდებულებას, არ განალაგოს საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური ჯარები, სარაკეტო ან სარადარო დანადგარები, ხოლო რუსეთი კი საპასუხოდ დაეხმარება ქვეყნის რეინტეგრაციას. კომპრომისები არსებობს ორმხრივი, თანაც იმ შემთხვევაში, როცა მხარეთა ძალები თანაბარია, საქართველო კი ძალიან შორსაა რუსეთთან თანაბარ წონაზე, სამწუხაროდ მას არც ევროპის დიდი იმედი უნდა ჰქონდეს

ახალი თაობა, N106, 2008.

ქართულ გაზეთებს ერთი თავისებურებაც ახასიათებთ: არც ერთ ქართულ გაზეთს არ ფლობს ძალიან მდიდარი ადამიანი, ძალიან მდიდარი საქართველოს პირობაზეც კი. გაზეთების მფლობელები და გამომცემლები ალბათ შეძლებული მოქალაქეები არიან, მაგრამ ე.წ. ოლიგარქებს მათ ვერ მიაკუთვნებ. ქართველმა მილიონერებმა დააფუძნეს და ერთხანს აფინანსეს გაზეთები; ასლან აბაშიძე საარჩევნო წელს გამოდიოდა ფულს „ახალი ქართული გაზეთისათვის“. ბადრი პატარკაციშვილმა ერთხანს ინახა „მთავარი გაზეთი“. „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა შექმნეს გაზეთი „24 საათი“, რომელიც ახლა მათგან სრულიად დამოუკიდებლად განაგრძობს სიცოცხლეს. აბაშიძისა და პატარკაციშვილის ქაღალდის კრეატურებმა კი უსახელოდ დაამთავრეს არსებობა. ქართული პრესა, ვიმეორებ, არ არის ოლიგარქიული და ეს შეიძლება იყოს შანსი, გაზეთები უფრო მგრძნობიარენი გახდნენ ცვლილებებისადმი საზოგადოებაში. და კიდევ ერთი ოცნება: ვისურვებდი, მფლობელთა ძალაუფლებას ქართულ გაზეთებში წინ აღუდგეს ჟურნალისტების პროფესიული კულტურა. ამ კულტურაში ყველაზე ღირებული იყოს პროფესიული კმაყოფილება, რომელიც მოაქვს კარგად შესრულებულ სამუშაოს და ფასი ჰქონდეს ჟურნალისტის რწმენას, რომ ის, უწინარესად, საზოგადოებას ემსახურება.

ერთხელაც, დილით, მდინარე პოტომაკზე, ვითარცა მიწაზე, ფეხით რომ გავიარო, საღამოს გაზეთების სათაურები იღაღადებენ: პრეზიდენტმა ცურვა არ იცის!

ლინდონ ჯონსონი, აშშ პრეზიდენტი

ნიკიტა ხრუშჩოვი ამერიკას ეწვია. დილით მასპინძელმა, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ, სტუმარი კროსზე მიიპატიჟა. ორმა ირბინეს. ფინიშის ხაზი პირველმა კენედიმ გადაკვეთა. იზვესტიამასე გააშუქა ამბავი: ჩვენი ნიკიტა სერგეევიჩი მეორე იყო, ხოლო პრეზიდენტი კენედი - ბოლოსწინა.

საბჭოთა ჟურნალისტური ფოლკლორიდან

სათაური გაზეთში, შეიძლება მარკეტინგის საქმე უფრო იყოს, ვიდრე ჟურნალისტიკისა. სათაურები ეხმარება გაზეთს, გაიყიდოს. ქართულ პრესაში ეს იციან. პირველ გვერდზე გაზეთთა უმეტესობას სწორედ სათაურები გამოაქვს, დაწყებით კი 2-3 პუბლიკაციას იწყებს. სათაურის შექმნისას სამი ძირითად ხერხს იყენებენ: სათაური-შეკითხვა, სათაური-ციტატა (ხშირად უბრჭყალებოდ) და სათაური, რომელშიც პუბლიკაციის არსია დაწურული. ამ უკანასკნელ პრინციპს ყველაზე თანმიმდევრულად 24 საათი მიმართავს და „სენსაციურიც“ ამიტომ ბევრი არაფერი აქვს. საერთოდ აღარ ჩანს სათაურები, როგორსაც ხშირად შეხვდებოდით გასული საუკუნის 90-იან წლებში - სიტყვათა თამაშზე, ალუზიებსა თუ პარონიმებზე დამყარებული შესიტყვებები, რომლებიც მკითხველს მიხვედრის სიხარულს ანიჭებდნენ და იმთავითვე იწვევდნენ ტექსტთან სათანამშრომლოდ. ახლა სხვა დროა. ახლა ასეთი სათაურებია:

ბუში ტყუის, მიშას მასხრად იგდებს, მაგან და პუტინმა უკვე მოილაპარაკეს. რამდეჯერ „ჩაისვარა“ ევროპამ საქართველოსთან? საპარლამენტო არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია. თარხნიშვილი მოშიმშილეებს „პეჩენიებით“ ატერორებს. ვინ იქნება მოშიმშილეებიდან პირველი მსხვერპლი? რა ჩასჩურჩულა ყურში პუტინმა გელა ბეჟუაშვილს? სააკაშვილმა და მერაბიშვილმა 10-15 ადამიანის მკვლელობა დაგეგმეს. ამერიკა აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამ ხელისუფლებას თავს შევაკლავთ! ვის ჩაუფსეს სუპში ჯოზეფ კეიმ და ბადრი პატარკაციშვილმა?

ვიდრე ამას გავარკვევთ, მინდოდა, ორიოდ სიტყვა მეთქვა ჟურნალისტების განათლებაზე (ამჯერად ეს გულისხმობს მოქმედი ჟურნალისტების განათლებას). მაგრამ ამის ნაცვლად იოლ გზას ავირჩევ: გთავაზობთ ტექსტს, რომელიც სასაზღვრო ნიშნულს ჰგავს. ამ ნიშნულის იქით, უმეცრება, მგონი, არ მიდის. ტექსტში შენარჩუნებულია ყველა კორექტურული, სტილისტური და სხვა რიგის შეცდომა. მოკლედ, სტილი დაცულია:

რეზონანსი“, №9 ოთხშაბათი, 17 იანვარი, 2007 წელი

ლესელიძეს კოტე აფხაზს დაარქმევენ

(ჯი-ეიჩ-ენი) თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩას სახელი შეეცვლება. შესაძლოა სულ მალე ლესელიძის ქუჩა კოტე აფხაზის სახელის მატარებელი გახდეს. ქართველი გენერლის სახელობის ქუჩა სხვა ადგილს დაერქმევა. როგორც საკრებულოს წევრმა გიორგი ტაბიძემ განაცხადა, ქუჩის სახელების შეცვლა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და შესაბამისი სამსახურები პირველ რიგში იმ ქუჩის მოსახლეობის აზრის ითვალისწინებს, რომლის შეცვლასაც აპირებს.იმ ქუჩაზე, სადაც უკვე გარდაცვლილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, აკადემიკოსები და ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ, ხშირ შემთხვევაში მათ სახელს ვუტოვებთ. თუმცა, მთავარი მაინც ქუჩის მცხოვრებთა აზრია. შესაძლოა, ერთი ქუჩის სახელი მეორეს დაერქვას. ამ პროცესში შესაბამისი კომპეტენტური პირები არიან ჩართული და ყველაფერი ისე ხდება, მოსახლეობის გაღიზიანება არ გამოიწვიოს, - აცხადებს გიორგი ტაბიძე. თუმცა, საკრებულოს წარმომადგენელთა მიუხედავად, ყოფილი გამსახურდიას გამზირისთვის ძველი, პეკინის სახელის დაბრუნებას იქ მცხოვრებლების აღტაცებით არ შეხვედრიან და მათთვის დღემდე გაუგებარია, თუკი შესაბამისი სამსახურები ქუჩებს ადამიანთა დამსახურების მიხედვით არქმევენ, რა გაუკეთა გრეგორი პეკინმა ქართველ ხალხს კონსტანტინე გამსახურდიაზე მეტი.

ჭირი იქა. ლხინი - აქა.

10 მანდელას გრძელი გზა თავისუფლებამდე

▲ზევით დაბრუნება


ორიენტირი

ანნა გოგოხია

ის ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმარი და აფრიკის საამაყო შვილია. დღეს ის აპარტეიდისა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფიგურაა.

ის უყვართ და უზომო პატივს სცემენ ყველგან: ევროპაში, აზიაში, ამერიკაში და, რა თქმა უნდა, მის მშობლიურ აფრიკაში.

ის, ვინც თავის თავზე იღებს დარტყმებს

მანდელა 1918 წელს დაიბადა აფრიკის ერთ პატარა სოფელში. სოფლის მომავალ თავკაცს სახელად „როლიჰლაჰლა“ დაარქვეს, რაც ნიშნავს: „ის, ვინც თავის თავზე იღებს დარტყმებს“. სკოლის მასწავლებელმა კი მას ნელსონი შეარქვა, რადგან მისი აფრიკული სახელის წარმოთქმა უჭირდა. „მებრძოლი“ სახელებით შემკობილი ბიჭი ახალგაზრდობიდანვე ჩაება პოლიტიკურ მოძრაობებში. 22 წლის იყო მანდელა, როცა კოლეჯიდან გარიცხეს სტუდენტური გაფიცვის ორგანიზატორობის გამო. მალე ის იოჰანესბურგში გადავიდა და ოქროს მაღაროში დაიწყო მუშაობა. პარალელურად ვითვოთერსრანდის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იოჰანესბურგშივე გაიცნო მან მისი სულიერი მოძღვარი ვოლტერ სისულუ და მომავალი თანამებრძოლი ოლივერ ტამბო. მალე მანდელამ ოლივერ ტამბოსთან ერთად იოჰანესბურგში პირველი საადვოკატო ფირმა გახსნა, რომელიც შავკანიანებს ემსახურებოდა. თავისი საქმიანობის გამო ის ყოველდღე ხედავდა რასიზმის მწარე და დამცირებელ გამოვლინებას და 1944 წელს აფრიკის ნაციონალურ კონგრესს (ანკ) შეუერთდა. ანკ იმ დროისათვის სამხრეთ აფრიკაში შავკანიანთა სოციალური და პოლიტიკური უფლებებისათვის მებრძოლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია იყო. მანდელა და ანკ-ს ახალგაზრდული ლიგის წევრები თავიდან განდის მშვიდობიანი წინააღმდეგობის იდეით იყვნენ შთაგონებულნი და, შესაბამისად, ბრძოლის პაციფისტურ მეთოდებს უჭერდნენ მხარს. მოკლე დროში თავისი პრაგმატულობით, სხვისი მოსმენის და მოთმინების დიდი უნარის წყალობით მანდელამ შეძლო თანაგუნდელების მოხიბლვა. ამ თვისებების გამო იგი მალე დაწინაურდა: 1951 წელს ის ანკ-ს ახალგაზრდული ლიგის პრეზიდენტი გახდა. კარიერულ წინსვლასა და პასუხისმგებლობის ზრდასთან ერთად შეიცვალა მანდელას პაციფისტული შეხედულებებიც, 1951 წელს იგი ყველაზე რადიკალური ფრთის - წინააღმდეგობის ჯგუფის მეთაური გახდა. ასეთი ცვლილებების მიზეზი კი სამხრეთ აფრიკაში შავკანიანთა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გახდა. 1948 წლიდან კოალიციურმა მთავრობამ დანიელ მალანის ხელმძღვანელობით ბევრად უფრო მწვავე რასისტული და დისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას მიჰყო ხელი. აიკრძალა სხვადასხვა რასის ადამიანთა შორის ქორწინება, დადგინდა მკაცრი გეოგრაფიული ზონები სხვადასხვა რასის წარმომადგენელთათვის, შავკანიანთა გადადგილების შეზღუდვის მიზნით მკაცრად გაიმიჯნა შავკანიანთა და თეთრკანიანთა სეგრეგირებული საავადმყოფოები, სკოლები, პარკები, ავტობუსები და სხვ.

მანდელას თაოსნობით ანკ-ს ახალგაზრდული ლიგა აქტიურად მოუწოდებდა შავკანიანებს სამოქალაქო წინააღმდეგობისაკენ. მათ აპარტეიდის კანონის საწინააღმდეგოდ 600-მდე დემონსტრაცია და გაფიცვა მოაწყვეს. მთავრობამ ანკ კანონგარეშედ გამოაცხადა და მანდელას, როგორც ანკ-ს ახალგაზრდული ლიგის პრეზიდენტს და წინააღმდეგობის ჯგუფის ხელმძღვანელს, 9 თვის პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით კი, 1956 წელს, მას ღალატის ბრალდებაც წაუყენეს.

0x01 graphic

ვერც პატიმრობამ, ვერც მუდმივმა დევნამ და თვალთვალმა მანდელა ვერ გატეხა და ხელი ვერ ააღებინა ბევრი ადამიანის შეხედულებით უაზრო და უიმედო ბრძოლაზე. როგორც თვითონ ამბობს, „უმთავრესია არა ურყევად დგომა, არამედ წამოდგომა ყოველი დაცემის შემდგომ“.

ანკ-ს წევრებისა და, საერთოდ, სამხრეთ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის სახალხო მოძრაობისათვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა შარფევილის მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დარბევა 1960 წელს. ამ სისხლიან დარბევას 60-მდე შეუიარაღებელი შავკანიანი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და იმავდროულად ანკ-სა და პანაფრიკული კონგრესის ყოველგვარი მოქმედება აკრძალა.

მანდელასა და მის თანამებრძოლებს სწამდათ ადამიანთა უფლებების დეკლარაციისა, მათ სწამდათ, რომ ხალხის ნება უნდა იყოს ხელისუფლების ძალაუფლების საფუძველი. ხანგრძლივი და დიდი ფიქრის შემდგომ ანკ-მ დაასკვნა, რომ იმ დროს ბრძოლის შეწყვეტა აფრიკის სამუდამო დამუნჯების ტოლფასი იქნებოდა. მანდელას აზრით, აპარტეიდული ხელისუფლების დასამარცხებლად საჭირო იყო ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. 1961 წელს ეთიოპიაში პანაფრიკანისტულ კონფერენციაზე მან განაცხადა: „როცა ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის მთავრობა მხოლოდ ძალის გამოყენებით ახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას უმრავლესობის წინააღმდეგ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში აღარ სუფევს“. იმავე წელს ჩამოყალიბდა იატაკქვეშა შეიარაღებული მოძრაობა „უმხონტო ვე სიზვე“ - „ერის შუბი“, რომლის საპატიო მდივნადაც ნელსონ მანდელა დაინიშნა. მიუხედავად დიდი რისკისა, ორგანიზაციისათვის იარაღის შესაძენი და გერილას წევრების გასაწვრთნელად საჭირო ფინანსების მოსაძიებლად მანდელა აფრიკის სხვადასხვა რეგიონებში მოგზაურობდა. დაბრუნებისას კი მანდელა ქვეყნის უკანონოდ დატოვებისა და არაკანონიერი დემონსტრაციების მოწყობისათვის დაპატიმრეს. მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესზე მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი შეხედულება: „მე რასისტი არ ვარ და არანაირი სახის რასიზმს არ ვუჭერ მხარს. ჩემთვის თეთრკანიანების თუ შავკანიანების რასიზმი ორივე ბარბაროსობაა და სხვა არაფერი“.

რივონიას პროცესი

1964 წელს პრეტორიის უზენაესმა სასამართლომ მანდელას ქვეყნის ღალატში დასდო ბრალი. მანდელამ თავის სიტყვაში მკაფიოდ ჩამოაყალიბა საკუთარი მრწამსი და შეხედულებები, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავის დროზე ანკ-ს სწამდა მშვიდობიანი წინააღმდეგობის ძალისა, რომ მისი პოლიტიკა და მოქმედება შარპელვილის სისხლისღვრამდე მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი იყო. მან უარყო ღალატის ბრალდება და იმავდროულად აღიარა რომ „უმხონტო ვე სიზვე“-ს მიერ ორგანიზებული შეიარაღებული თავდასხმები ერთადერთი გზა იყო აპარტეიდის დასამარცხებლად, რადგან მთავრობის მოქმედებებმა მათ სხვა არჩევანი უბრალოდ არ დაუტოვა.

პატიმარი №46664

ნელსონ მანდელას სასამართლომ მუდმივი პატიმრობა მიუსაჯა. მისი ბოლო, 27 წლიანი, პატიმრობა კეიპტაუნისგან 11 კილომეტრით დაშორებულ რობენის კუნძულზე დაიწყო. ამ კუნძულზე ქვეყნის მსგავსად სეგრეგირებული ზონები არსებობდა თეთრკანიანი და შავკანიანი პატიმრებისათვის. აქვე იყო განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეული ზონა პოლიტპატიმრებისთვის. ავტობიოგრაფიულ წიგნში „გრძელი გზა თავისუფლებამდე“ მანდელა იხსენებს რომ მას მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ ჰქონდა უფლება ერთი მნახველი და ერთი წერილი მიეღო, ეს უკანასკნელი ხშირად დიდი დაგვიანებით მოსდიოდა და ისე იყო დაზიანებული, რომ შეუძლებელი ხდებოდა მისი წაკითხვა.

მანდელას პატიმრობისას აკრძალული იყო მასზე საუბარი - ამ გზით მთავრობას სურდა საზოგადოებას დავიწყებოდა მანდელა და მასთან ასოცირებული ბრძოლა ადამიანის უფლებებისათვის. მანდელა განსაცვიფრებელი მოთმინებით იტანდა მძიმე პატიმრობას. მას არც იმედი დაუკარგავს და არც ცხოვრების ხალისი; ამისი დასტურია ის ფაქტი, რომ ლონდონის უნივერსიტეტის მიმოწერითი სტუდენტი გახდა და იურისპრუდენციის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1981 წელს კი უნივერსიტეტის კანცლერის პოსტზეც განაცხადა პრეტენზია, მაგრამ არჩევნებში პრინცესა ანასთან დამარცხდა.

ხანგრძლივმა პატიმრობამ თავისი კვალი დაამჩნია მის ჯანმრთელობას. ის ტუბერკულოზით დაავადდა, დასჭირდა პროსტატის ოპერაციაც.

0x01 graphic

ხალხს კი არ დავიწყებია თავისი მანდელა და სიცოცხლეშივე მიანიჭა წამებულის ტიტული და შავკანიანთა თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ აღიარა იგი. რობინის კუნძულის პოლიტპატიმრების ზონას „მანდელას უნივერსიტეტი“ დაერქვა. მანდელა არც მტრებს დავიწყებიათ. შემუშავდა მისი ციხიდან გაქცევის გეგმაც, რომლის დროსაც იგი უნდა მოეკლათ (ამ გეგმის განხორციელება ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ჩარევის შედეგად შეჩერდა).

შავკანიან აქტივისტებზე მანდელას „არასასურველი გავლენის“ შესამცირებლად მთავრობამ ის და ანკ-ს სხვა ლიდერები პოლსმურის ციხეში გადაიყვანა, თანაც იქ მთავრობა უკეთ მოახერხებდა მანდელასთან პირდაპირ კავშირს და მასთან მოლაპარაკებას. მანდელას პატიმრობისას არაერთხელ შესთავაზეს გარიგება - საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ ეღიარებინა ბანტუსტანის პოლიტიკის მართებულობა და დაეგმო ანკ-ს ბრძოლის მეთოდი. მანდელამ ყველა შემოთავაზება უარყო: „არ მესმის რა თავისუფლების შემოთავაზებაზეა საუბარი, როცა ხალხის ორგანიზაცია ჯერ კიდევ აკრძალულია. პატიმრებს არ შეუძლიათ მოლაპარაკება და არც გარიგება, ეს მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს ძალუძთ“.

80-იან წლებში მდგომარეობა სამხრეთ აფრიკაში უფრო მეტად დაიძაბა, გამწვავდა ანკ-ს შეიარაღებული ქმედებებიც. სლოგანი „თავისუფლება მანდელას“ კი უკვე მთელ მსოფლიოს მოედო. გამკაცრდა საერთაშორისო ზეწოლაც სამხრეთ აფრიკის აპარტეიდულ მთავრობაზე. ვითარების სასიკეთოდ ცვლილებას ხელი შეუწყო პრეზიდენტ ბოთას ავადმყოფობამაც. 1989 წელს ის ფრედერიკ ვილემ დე კლერკმა შეცვალა. კლერკის რეფორმისტული პოლიტიკის შედეგად გაუქმდა რამდენიმე აპარტეიდული კანონი, კანონიერად გამოცხადდა ანკ და 60-მდე სხვა ორგანიზაცია, რამაც გზა გაუკვალა შემდგომ პოზიტიურ მოვლენებს.

1990 წლის 11 თებერვალი

27-წლიანი პატიმრობიდან 73 წლის მანდელას განთავისუფლება წლის უმნიშვნელოვანესი და ამაღელვებელი მოვლენა გახდა. ვესტერის ციხიდან პატიმარ 46664-ის გამოსვლას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალყურს პირდაპირი ეთერით. ყველამ დაინახა, რომ ხანგრძლივმა პატიმრობამ მხოლოდ მის სხეულს დაატყო ხელი, ხალხის კეთილდღეობისთვის მებრძოლის სულისკვეთებას კი ვერაფერი დააკლო. მანდელას გულმხურვალე შეხვედრა მოუწყვეს: უამრავი ტელეკამერა, ფოტოაპარატი, ჟურნალისტი ელოდა მის გამოჩენას და, რაც მთავარია, ბევრი კეთილი სურვილი და დიდი იმედი შეაგებეს. მანდელა გაოცებასა და სიხარულს ვერ მალავდა: „გუშინ ტერორისტს მეძახდნენ, ციხიდან გამოსული კი ბევრმა ჩამიკრა გულში, მათ შორის ჩემმა ყოფილმა მტრებმაც“-ო.

სამართალი ყველას! მშვიდობა ყველას! სამუშაო, წყალი, პური და მარილი ყველას!

მანდელა გამოსვლისთანავე ანკ-ს მეთაური გახდა და მხნედ შეუდგა თავისი მიზნების განხორციელებას. შემოიარა მთელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ხალხს თანასწორუფლებიანობისაკენ მოუწოდა. გამოსვლიდან ექვს თვეში მან ოფიციალურად განაცხადა ანკ-ს შეიარაღებული ბრძოლის დასრულების შესახებ. ბრძოლის არაძალადობრივი მეთოდებისთვის უპირატესობის მინიჭებამ მანდელას ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები ჩამოაშორა, ეს ცვლილება მრავალი შიდა დაპირისპირების მიზეზიც გახდა. ზოგიერთისთვის კი მანდელა მხოლოდ პატივსაცემი ჯენტლმენი იყო, რომელსაც კეთილშობილური, მაგრამ უტოპიური, განუხოციელებელი იდეები ჰქონდა.

მანდელამ აქტიური თანამშრომლობა დაწიყო მოქმედ პრეზიდენტ დე კლერკთან. როგორც მან განაცხადა, „თუ მშვიდობა გინდა, შენს მტერთან ერთად უნდა იმუშაო, მაშინ ის შენი პარტნიორი ხდება“. მართალია, მათი ურთიერთობა აღსავსე იყო კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით, მაგრამ მაინც მოხერხდა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა, მათ შორის უნდა მოვიხსენიოთ მანდელასა და დე კლარკს შორის დადებული „ურთიერთგაგების ჩანაწერი“. მოგვიანებით კი, 1993 წელს, მანდელა და დე კლარკი მშვიდობის ნობელის პრემიით დააჯილდოვეს.

თავის მთავარ მიზანს - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას - ნელსონ მანდელამ 1994 წლის 27 აპრილს მიაღწია. იმ დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დიდმა მღელვარებამ მოიცვა. შავკანიან მოქალაქეებს პირველად მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საკუთარ ქვეყანაში. მანდელას ლიდერობით ანკ-მ ხმების 62,6%25 მოაგროვა და ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეული პირველი პრეზიდენტი გახდა.

„ეს ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ახლა თქვენ წინაშე დიდი სიამაყითა და სიხარულით აღსავსე ვდგავარ. ჩვენ დიდი მოთმინება, ნებისყოფა და მიზანსწრაფვა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვებრუნებინა. ახლა კი სიხარულით აღვსილებმა შეგვიძლია ხმამაღლა დავიძახოთ: გაუმარჯოს თავისუფლებას! მე თქვენს სიმამაცეს ქედს ვუხრი და გული სავსე მაქვს თქვენდამი სიყვარულით... მე თქვენი მსახური ვარ... ახლა კი ძველი იარების მოშუშების და ახალი სამხრეთ აფრიკის შენების დროა!.. ნგრევა და დისკრიმინაცია წარსულს უნდა ჩავაბაროთ, ახლა ჩვენს ქვეყანაში ყველას თანაბარი ღირსება და თავისუფლება უნდა ქონდეს... რადგანაც, იყო თავისუფალი, არ ნიშნავს ჯაჭვებისაგან განთავისუფლდე მხოლოდ, ნამდვილი თავისუფლება ნიშნავს იცხოვრო ისე, რომ პატივი სცე სხვის თავისუფლებასაც... ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოება, რომელიც მშვიდობისა და ჰარმონიის განსახიერება იქნება... მხოლოდ ხალხის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია მშვიდობისა და სიყვარულის დამყარება ქვეყანაში“.

ბევრისთვის გასაკვირად, მანდელამ კაბინეტში ეროვნული პარტიის (თეთრკანიანების) და თავისი მოწინააღმდეგე შავკანიანთა პარტიის წევრებიც დანიშნა. მან პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების პატივისცემა მოიპოვა.

დაიწყო აპარტეიდული კანონების გაუქმება. იმავდროულად ნელსონი აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ დიდი ცვლილებები ერთ ღამეში არ ხდება, რომ მათ ხვალვე მერსედესები არ ეყოლებათ და არც საკუთარ აუზებში იცურავებენ უდარდელად. მანდელას მთავრობის პრიორიტებებს ჯანმრთელობა, განათლება და ეკონომიკური სტაბილურობა წარმოადგენდა. ამასთანავე ის მუდმივად მოუწოდებდა თავის თანამემამულე შავკანიან უმრავლესობას და თეთრკანიან აფრიკელებს სიყვარულისა და ურთიერთგაგებისაკენ. „არავინ იბადება სხვა კანის ფერის, სხვა წარმოშობისა და სხვა რელიგიის მქონე ადამიანებისადმი თანდაყოლილი სიძულვილის გრძნობით. ამ სიძულვილს ადამიანები სწავლობენ და რადგანაც ამ სიძულვილის სწავლა შეიძლება, მაშინ სიყვარულის სწავლაც შესაძლებელი უნდა იყოს“, ამბობდა იგი. მანდელას წარმატებული ძალისხმევის კარგი მაგალითია შავკანიანი აფრიკელების მიერ მათთვის უწინ საძულველი თეთრკანიან თანამოქალაქე-რაგბისტთა გუნდის გულშემატკივრობა 1995 წლის მსოფლიო თასზე. ურთიერთსიყვარულისა და თანასწორობის ნიშნად, მანდელამ „სფინგბოქსების“ მაისური ჩაიცვა და ისე გადასცა გუნდის კაპიტანს ჯილდო.

46664 და უფროსები

პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდგომაც ნელსონ მანდელა აქტიურად არის ჩართული სამხრეთ აფრიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მას დღესაც „მადიბას“ - „ოჯახის უფროსს“ - ეძახიან. მანდელა და მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია „46664“ შიდსის წინაღმდეგ იბრძვის. მისი ვაჟი შიდსით გარდაიცვალა, მას ესმის ამ ვირუსით დაავადებულთა და მათ ახლობელთა ტრაგედია.

ნელსონ მანდელამ მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის დამოკიდებულება ერაყისადმი. მისი სიტყვებია: „ყველაფერს კარგად ვაკვირდები და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აშშ საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას“.

2007 წელს კი მან თავის თანამოაზრეებთან, დესმონ ტუტუსა და გ. მაჩელთან ერთად იოჰანესბურგში მსოფლიოს ლიდერთა ჯგუფი „უფროსები“ ჩამოაყალიბა, რომლის მიზანი არის ლიდერთა მიერ ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება მსოფლიო მნიშვნელობის მქონე საჭირბოროტო საკითხების მოგვარების მიზნით. ამ ჯგუფის წევრთა არასრული სია ასე გამოყურება: კოფი ანანი, ჯიმი კარტერი, მერი რობინსონი, მუჰამაუ იუნუსი.

„ჩვენ შეგიძლია ვილაპარაკოთ თავისუფლად და გაბედულად, ვიმუშაოთ საჯაროდ და, თუკი საჭიროა, კულუარებშიც. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად იმისათვის, რომ გავამხნევოთ გამბედავები იქ, სადაც შიშს დაუსადგურებია, ხელი შევუწყოთ შეთანხმების მიღწევას იქ, სადაც კონფლიქტია, და დავნერგოთ იმედი იქ, სადაც სასოწარკვეთილებამ მოიკიდა ფეხი“.

„მადიბა“ ახლა 89 წლისაა. ყოველ დილით 5 საათზე იღვიძებს და მახლობელი სოფლებისკენ ფეხით მიემართება. კარზე უკაკუნებს თანამოძმეებს და ეუბნებათ: „გამარჯობა!“

11 აუცილებელი მოგერიება, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება

▲ზევით დაბრუნება


სტუდენტის გვერდი

ცოტნე მურღულია

თსუ, იურიდიული ფაკულტეტი, II კურსი

„საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს“. სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სისხლის სამართლის კანონს, რადგანაც სწორედ სისხლის სამართლის კანონით კანონმდებელი დანაშაულად აცხადებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ხელყოფენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ თვალსაზრისით ვლინდება სახელმწიფოს ოფიციალური პოლიტიკა სისხლის სამართალში, ვინაიდან ამა თუ იმ ქმედების კრიმინალიზაცია, ე.ი., დანაშაულად სახელმწიფოებრივი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური აქტია. დანაშაულობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: „სისხლის სამართლის კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა“. ცხადია, სამართალდამცავ ორგანოებს მარტო არ ძალუძთ ამ მიზნის მიღწევა, რის გამოც სახელმწიფო მოქალაქეებს უფლებას აძლევს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ საქმიანობაში. როგორც ცნობილია, ნებისმიერი სამართლის სუბიექტი სახელმწიფოს წინაშე პოზიტიური ან ნეგატიური პასუხისმგებლობის პირობებში იმყოფება. პირის პოზიტიური პასუხისმგებლობა მისი მართლზომიერი ქცევის ტოლფასია, ხოლო წმინდა ფორმალურ-ლოგიკური თვალსაზრისით, მართლზომიერი ქცევა პირის ისეთ ქმედებას გულისხმობს, რომელიც სამართლის ნორმის მოთხოვნებს შეესაბამება. ბუნებრივია, მართლზომიერი ქცევის ფარგლებში ყოველი ადამიანი თანაბრადაა დაცული სახელმწიფოს მიერ, ყოველი მათგანი კანონისთვის თანაბარი ღირებულებისაა. მაგრამ საკმარისია პირი გამოვიდეს პოზიტიური პასუხისმგებლობის ჩარჩოებიდან, ანუ არამართლზომიერად მოიქცეს, რომ ამ მომენტიდან უკვე სამართალდამრღვევი სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებადაა დაცული იმ ადამიანთან შედარებით, რომელიც სამართალდარღვევის ადრესატია - ამ უკანასკნელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა თუ სხვა სამართლებრივ სიკეთეს უპირატესობა ენიჭება სამართალდამრღვევის სამართლებრივად დაცულ სიკეთესთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს უფლებათა იერარქიასთან და, ბუნებრივია, უფლებათა იერარქიულ საფეხურზე ხელყოფილის უფლებები და თავისუფლებები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ხელმყოფელისა. ვფიქრობთ, სწორედ ეს უდევს საფუძვლად იმ გარემოებას, რომ სამართალდამრღვევის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება, რომლის ჩადენაც ჩვეულებრივ პირობებში დანაშაულად ჩაითვლებოდა, არ ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს. პირის ამ უფლებას, დააზიანოს ხელმყოფელი (სამართალდამრღვევი) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, სისხლის სამართალში აუცილებელი მოგერიება ეწოდება.

აუცილებელი მოგერიება, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება, უძველესი, ე.წ. კლასიკური ხასიათის, ინსტიტუტია, რომელიც ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ რომში. „თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე, ძალადობა, ყაჩაღობა ან მტრის იარაღი ემუქრება, მაშინ დაცვის ყველა საშუალება გამართლებულია. დაე, კანონი დადუმდეს იარაღის ჟღარუნში და ნუ მოგვთხოვენ ველოდოთ მას, თუკი ის, ვინც კანონს დაელოდება, უფრო ადრე გახდება უკანონობის მსხვერპლი, ვიდრე სხვას კანონით დათრგუნავდეს“ - ძველი რომაელი ორატორის, ფილოსოფოსისა და პოლიტიკური მოღვაწის მარკუს ტულიუს ციცერონის ეს სიტყვები ნათლად მიუთითებს აუცილებელი მოგერიების შინაარსსა და დანიშნულებაზე. თავდაცვის უფლება, მისი აზრით, ბუნებრივი, თანდაყოლილი უფლებაა და სახელმწიფომ მხოლოდ უნდა აღიაროს პირის ეს უფლება. მართალია, ციცერონი უშუალოდ არ საუბრობს აუცილებელ მოგერიებაზე, მაგრამ თავდაცვის უფლება მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისას სხვა არაფერია, თუ არა აუცილებელი მოგერიება. დღესდღეობით აუცილებელი მოგერიების შინაარსი უფრო გაფართოვდა და მასში იგულისხმება არა მხოლოდ საკუთარი, არმედ სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვაც. თავდაცვის უფლებისგან განსხვავებით, სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირის ვალდებულებაც კი იყოს. გამორიცხული არაა ვინმეს კითხვაც კი გაუჩნდეს - რატომაა პირი ვალდებული დაიცვას სხვისი სამართლებრივი სიკეთე, როცა საკუთარი სიკეთის დაცვის სამართლებრივი ვალდებულება არ არსებობს. ამ და სხვა საკითხების თაობაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, „მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი, ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად“. კანონის ამ ტექსტიდან ლოგიკურად შეიძლება გამოვყოთ აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების რამდენიმე პირობა: 1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; 2. ხელყოფა უნდა იყოს რეალური; 3. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი; 4. ხელყოფა უნდა იყოს რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი. აუცილებელი მოგერიების უფლება მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას წარმოიშობა. ხელყოფის მართლწინააღმდეგობა ნიშნავს, რომ პირის ქმედება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის ნორმებს და, აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის კანონით დაცული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული. ხელყოფას წარმოადგენს ყოველგვარი ქმედება, რომელიც აღწერილია სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლებში: მკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანება, გაუპატიურება, ყაჩაღობა, ქრთამის აღება, უკანონო მეწარმეობა და ა.შ. აუცილებელი მოგერიების უფლება არსებობს ხელყოფის პროცესში, ვინაიდან, თუ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა დამთავრებულია, ჩვენ საქმე აუცილებელ მოგერიებასთან კი არა, დამნაშავის შეპყრობასთან გვაქვს. ობიექტური თვალსაზრისით სწორედ ამაში მდგომარეობს განსხვავება აუცილებელ მოგერიებასა და დამნაშავის შეპყრობას შორის. მოქალაქის მიერ დამნაშავის შეპყრობის უფლების მომენტს წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ვითარების შეწყვეტა, ხოლო აუცილებელი მოგერიების ვითარება კი წყდება ხელყოფის შეწყვეტასთან ერთად. შეიძლება დანაშაულის (ხელყოფის) იურიდიული და ფაქტობრივი დამთავრება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. მაგალითად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია, რის გამოც ამ დანაშაულის იურიდიული და ფაქტობრივი დამთავრების მომენტები ერთმანეთს არ ემთხვევა. თავისუფლების უკანონო აღკვეთისას სამართლებრივი სიკეთე მანამდე განიცდის ხელყოფას, ვიდრე ფაქტობრივად არ დამთავრდება აღნიშნული დანაშაული. ამიტომაც აუცილებელი მოგერიების უფლება არსებობს დანაშაულის ფაქტობრივად დამთავრების მომენტამდე. მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა ძირითადად აქტიური მოქმედებით გამოიხატება, თუმცა არ არის გამორიცხული ხელყოფა უმოქმედობითაც გამოიხატოს. სამაგალითოდ შეიძლება დავასახელოთ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მოგერიება. აუცილებელი მოგერიების უფლება არ აქვს ეჭვმიტანილს, როცა მის დაკავებას შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებენ, ვინაიდან ამ უკანასკნელთ ასეთი ვალდებულება შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე აკისრიათ და, ბუნებრივია, სამართალდამცველების ქმედება არ შეიძლება განვიხილოთ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფად. სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელობა არა აქვს ხელყოფას შერაცხადი პირი ახორციელებს თუ შეურაცხადი - მოქალაქეს ყველა შემთხვევაში აქვს აუცილებელი მოგერიების უფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკმარისია ხელყოფა იყოს მართლსაწინააღმდეგო და სრულებით არაა სავალდებულო სამართლებრივი სიკეთის ხელმყოფი ბრალეულად მოქმედებდეს, რადგან სამართლებრივ სიკეთეს ისეთივე საფრთხე ემუქრება მართლსაწინააღმდეგო, მაგრამ არაბრალეული ხელყოფისას, როგორც დანაშაულებრივი სელყოფისას. განსხვავებული სიტუაცია გვექნება, თუ პირს ცხოველი დაესხმება თავს. ამ შემთხვევაში იარსებებს არა აუცილებელი მოგერიების, არამედ უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობა, ვინაიდან თავდამსხმელი ადამიანი არ არის და, ამდენად, იგი არც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის ავტორი შეიძლება იყოს. მაგრამ საპირისპირო მდგომარეობა გვექნება, თუ ცხოველი პატრონის ნების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ ცხოველის მოკვლა აუცილებელ მოგერიებად განიხილება და არა უკიდურეს აუცილებლობად. საქმე ისაა, რომ აუცილებელი მოგერიების დროს ზიანი ადგება მხოლოდ საფრთხის წყაროს, ხოლო უკიდურესი აუცილებლობის დროს კი მესამე პირს, რომელიც ასეთ საფრთხეს არ ქმნის. ჩვენს მაგალითში პატრონის წაქეზებული ძაღლი კი არ წარმოადგენს საფრთხეს, არამედ წამქეზებელ-პატრონი. აუცილებელი მოგერიებისა და უკიდურესი აუცილებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნას დიდი პრაქტიკულსამართლებრივი მნიშვნელობა აქვს. იგულისხმება, რომ პირს აუცილებელი მოგერიების უფლება აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. რაც შეეხება უკიდურეს აუცილებლობას, მისი მართლზომიერებისათვის აუცილებელია ორი პირობის დაცვა; პირველი: დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე და, მეორე: ხელმყოფელისთვის ზიანის მიყენება უნდა იყოს ერთადერთი გზა საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

აუცილებელი მოგერიების ვითარების წარმოქმნის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ხელყოფის ამწუთიერობა. ხელყოფა ამწუთიერად ჩაითვლება, როდესაც თავდამსხმელი ზიანს აყენებს სამართლით დაცულ სიკეთეს, ესე იგი, ხელყოფა ობიექტურად დაწყებულია და სამართლებრივ სიკეთეს საფრთხეს უქმნის დროის უმცირეს მონაკვეთში და არა მომავალში. ხელყოფის ამწუთიერობა პირდაპირ უკავშირდება ხელყოფის რეალურობას. აუცილებელი მოგერიების ვითარება წარმოიშობა არა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის მომენტში, არამედ მაშინაც, როცა ასეთი ხელყოფის რეალური მუქარა არსებობს. მოსწრებულად არის ნათქვამი ამის შესახებ პეტრე პირველის „სამხედრო არტიკულში“: თავდამცველი პირველ დარტყმას არ უნდა ელოდოს, თორემ შეიძლება ისეთი მოხვდეს, რომ წინააღმდეგობის თავიც აღარ ექნესო.

აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების ბოლო პირობაა ის გარემოება, რომ ხელყოფა უნდა იყოს რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, დაუშვებელია აუცილებელი მოგერიება ისეთი ქმედებისაგან, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, აუცილებელს რომ გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. მაგალითად, თუ ა. გადაძვრა ეზოში ვაშლის მოსაპარად, ხოლო მესაკუთრე ბ-მ თოფი ესროლა ა-ს და მოკლა იგი, მაშინ ბ. დაისჯება განზრახ მკვლელობისთვის, ვინაიდან ა-ს მოქმედება (ვაშლის მოპარვა), მართალია, წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის დაზიანებას, მაგრამ არ არის რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი ხელყოფა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ ქმედება მოექცა სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში, ანუ ქმედება საზოგადოებრივად საშიში არ არის, არ არსებობს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობებს შორის ერთ-ერთია ხელყოფის რეალურობა, მისი ნამდვილობა. მაგრამ ცხოვრებაში გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როცა საქმე გვაქვს მოჩვენებით, არარეალურ მოგერიებასთან, რადგან „თავდასხმა“, რომელსაც პირი „იგერიებს“, მხოლოდ მის წარმოდგენაში არსებობს. მოჩვენებითი მოგერიება მაშინ გვაქვს, როცა პირი კონკრეტული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად ვნებას აყენებს ადამიანს, რომელიც შეცდომით თავდამსხმელად ეჩვენება, თუმცა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას ობიექტურად არა აქვს ადგილი. დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით მოჩვენებითი მოგერიება კვალიფიცირდება როგორც შეცდომა და პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, იყო თუ არა იგი მისატევებელი. სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეცდომა მისატევებელია იმ შემთხვევაში, როცა შექმნილ ვითარებაში მოქმედმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ აკრძალულ ქმედებას სჩადიოდა. შეცდომა საპატიოა თუ არა, ამის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა. ამ დროს მხედველობაში მიიღება მოქმედის პიროვნული შესაძლებლობები და შექმნილი ვითარებაც, ესე იგი, ის გარემო, ფაქტობრივი მდგომარეობა, სადაც სისხლისსამართლებრივი უმართლობა განხორციელდა. ხოლო, თუ მოჩვენებითი მოგერიების მდგომარეობაში მყოფს შეცდომა არ ეპატიება, მან პასუხი უნდა აგოს მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, თუკი ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება მოქმედი კოდექსით. ამასთანავე, თუ მომგერიებელს გაცნობიერებული აქვს, რომ თავდასხმა მოჩვენებითია, მაშინ მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა - ის პასუხს აგებს განზრახი დანაშაულისთვის. არ შეიძლება აუცილებელ მოგერიებად ჩაითვალოს ისეთი გარემოება, როცა პიროვნება თავდასხმის პროვოცირებას ახდენს შურისძიების მიზნით.

სისხლის სამართლის თეორიაში ეს აუცილებელი მოგერიების პროვოკაციად არის ცნობილი. თუ მომგერიებელმა თავდასხმის განზრახი პროვოკაცია მოახდინა, რათა თავდამსხმელი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მოეკლა, მისი მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მართლზომიერად, იგი უნდა დაისაჯოს განზრახი დანაშაულისთვის. აუცილებელი მოგერიება არ იქნება, თუ სამართალდამრღვევი იგერიებს იმ ადამიანს, რომელიც თავის მხრივ მართლზომიერად ახორციელებს აუცილებელ მოგერიებას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას. მაგალითად, ქურდის მიერ მესაკუთრისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მომგერიებლის მიზანია დაიცვას თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთე, რასაც საფრთხეს უქმნის ხელმყოფელის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. სამართლებრივ სიკეთეში იგულისხმება პირის ყველა კანონიერი ინტერესი, ყველა უფლება, რომელიც აღიარებული და დაცულია სახელმწიფოს მიერ. ეს შეიძლება იყოს პირის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საკუთრება თუ სხვა უფლება, რომელთა დაცვაც კანონმდებლის უპირველესი ამოცანაა. საკუთარი სამართლებრივი სიკეთის დაცვა პირის უფლებაა და არა მოვალეობა, და, ბუნებრივია, პირი თვითონ წყვეტს მოიგერიოს თუ არა ხელმყოფელი. მაგრამ როცა საქმე ეხება სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვას, მოქალაქე ასეთ შემთხვევაში არჩევანის თავისუფლებით არ სარგებლობს. უპირველეს ყოვლისა უნდა დავაზუსტოთ, რომ კანონმდებელი მოქალაქეს არჩევანის საშუალებას არ აძლევს, როცა საფრთხე ემუქრება სხვა პირის არა ყოველგვარ სამართლებრივ სიკეთეს, არამედ პირის სიცოცხლეს, და ამ დროს უმოქმედობა დასჯადია ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობით (სისხლის სამართლის კოდექსის 128-129-ე მუხლებით - განსაცდელში მიტოვება და დაუხმარებლობა). შესაბამისად, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის აუცილებელი და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისას, ხელმყოფელის მისამართით (რომლის არამართლზომიერი ქმედების გამოც აღმოჩნდა პირი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში) სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება არ უნდა ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. მაგალითად, მამამ შვილზე თავდასხმის დროს მოკლა მანიაკი. მამის ეს ქმედება არ უნდა ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. სხვა შემთხვევაში კი ჩვეულებრივ მოქალაქეს სხვისი კანონიერი სიკეთის დაცვის სამართლებრივი ვალდებულება არ აკისრია.

აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების დაცვა. აუცილებელი მოგერიების ეს ობიექტური პირობა ლოგიკურად გამომდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან: „აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიროებასთან“.

მართალია, უკიდურესი აუცილებლობისაგან განსხვავებით, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში შესაძლებელია საფრთხეში მყოფ სამართლებრივ სიკეთეზე უფრო მეტი ღირებულების მქონე სამართლებრივი სიკეთის დაზიანება, მაგრამ კანონმდებელი სამართლებრივ სიკეთეთა თანაფარდობას ზღვარდაუდებლად მაინც არ ტოვებს. მომგერიებელმა თავდამსხმელის დაზიანების დროს არ უნდა გადაამეტოს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. აქ იგულისხმება თავდამსხმელის ისეთი დაზიანება, რაც აუცილებელია სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. იმისათვის, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლები გადამეტებულად ჩაითვალოს, უნდა გვქონდეს აშკარა, მკვეთრად გამოხატული თავდაცვის შეუსაბამობა თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან მიმართებით. ადგილი ჰქონდა თუ არა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადამეტებას, ამის განსაზღვრა მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა, რომელიც გადაწყვეტილებას მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური გარემოების გათვალისწინებით იღებს. სამართლებრივი სიკეთის დაცვა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ისჯება, მაგრამ ამავე დროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება, რადგანაც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის წინააღმდეგ არის მიმართული და მომგერიებელი სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით მოქმედებს. ამის მაგალითია მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით და ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით (სისხლის სამართლის კოდექსის 113 და 122 მუხლები). უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება პირდაპირი განზრახვით შეუძლებელია, ვინაიდან როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ აცილებს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს და სურს კიდეც ეს, მან პასუხი განზრახი დანაშაულისთვის უნდა აგოს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს კონსტიტუცია, თბილისი, 2007 .

2. საქართველოს სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი I, ავტორთა კოლექტივი,

თბილისი, 2006 .

3. . ტურავა, სისხლის სამართალი, თბილისი, 2006 .

4. . ნაჭყებია, სისხლისსამართლებრივი ურთიერთობა და დანაშაულის ცნება, თბილისი, 2002 .

5. . ნაჭყებია, ბრალი, როგორც სოციალური ფილოსოფიის კატეგორია, თბილისი, 2001 .

6. . დონჯაშვილი, საქართველოს სისხლის სამართალი, თბილისი, 2002 .

7. . გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2004 .

8. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2007.

ანონსი

14-15 მაისი, 2008 .
თბილისი-წეროვანი
საერთაშორისო სიმპოზიუმი

საქართველო,
ბიოეთიკის პრობლემები
და მისი განვითარების პერსპექტივები

სიმპოზიუმის გახსნა:
ოთხშაბათს, 14 მაისს, 15 სთ.
ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ.
(ჭავჭავაძის გამზ. №1)
ივ. ჯავახიშვილის სახ. სხდომათა დარბაზი

პლენარული სხდომა:
ხუთშაბათს, 15 მაისს, 10.30 სთ.
წეროვანის სულიერებისა და კულტურის ცენტრი
(სოფ. წეროვანი, მე-7 კმ.)

დღის წესრიგი:
სხდომის დასაწყისი - 10.30 სთ
სადილი - 15.00 სთ.
მრგვალი მაგიდა - 16. 00 სთ.
სიმპოზიუმის დახურვა - 17. 00 სთ.

წეროვანში გამგზავრება - 9.00 სთ-ზე,
სულხან-საბა ორბელიანის თეოლოგიის, ფილოსოფიის,
კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტის ეზოდან
(გ. აბესაძის ქ. №6)

სიმპოზიუმის ორგანიზატორები:

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის,
ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი
რელიგიათმცოდნეთა კავშირი
ჟურნალი „საბა“
ჟურნალი „დიალოგი“

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 98 95 16; 8 98 29 39 77
ელ. ფოსტა: zizostvis@yahoo.it
dialogi.ge@yahoo.com


12 Summary

▲ზევით დაბრუნება


We start the second issue of the renewed magazine „Solidaroba“ (Solidarity) with the summary of Public Defender's report presented to the diplomatic corps, media and NGOs in Tbilisi Marriot Hotel on 28 March 2008.

In this issue we present Mr. Beka Mindiashvili's interview with Apostolic Nuncio of the Holy See Mons. Claudio Gugerotti in respect of the Georgian culture and contemporary topics.

The rubric Political Explications comprises two articles: „Dilemmas and Threats of Democracy“ by Philippe Schmitter and „Constitutionalism and Separation of Powers“ by Malkhaz Saldadze.

In the rubric „Right“ the lawyer Besarion Bokhashvili presents an article on the prohibition of discrimination and the judge Natia Tskepladze tells us about the administrative justice as an effective tool for judicial control.

Mr. Shalva Tabatadze's article „Multilingual/Bilingual Education Policy in Georgia“ deals with the ethnic minorities and educational issues. Mr. Irakli Chikhladze writes about Roma's problems in his Russian article „Roma in Georgia“.

„One-sided, critical, biased“ is the title of the article by Mr. David Paichadze in which he makes an overview of the contemporary Georgian print media problems.

In the rubric „Orienteer“ this time we present an article about Nelson Mandela's life and work.

And finally, we offer a novelty to our readers. From now on we will present interesting articles prepared by students. In this issue we offer the article „Necessary Defense“ by Tsotne Murgulia, 3rd grade student of Tbilisi State University.