The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №23


ტაბულა №23


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბენდუქიძე კახა, მეგრელიშვილი ვახტანგ, ელერდაშვილი ვახო, ლადარია ნოდარ, შენგელაია ირაკლი, კოვზირიძე დავით, თალაკვაძე ზურაბ, სხირტლაძე ანანო, ლოკტევი ჯულია, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|13 - 19 სექტემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხანმოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, თეონა ტურაშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟაფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/c 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.│რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge ფოტო გარეკანზე: ტაბულა ©



1 გამოხმაურება - ფაშიზმის 182 მხარდამჭერს

▲ზევით დაბრუნება


გამოხმაურება

ქედს ვიხრი ჩემი სამშობლოსა და ხალხის წინაშე. უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ თითოეული ადამიანის მიმართ, რომელმაც ჩემი, ჩემი ვაჟისა და, ზოგადად, ჩემი ოჯახის ძნელ ბედობის ჟამს, გაბედა და ხელი მოაწერა წინამდებარე სიას, რომელსაც მე ჩემს გულში ოქროს სია ვუწოდე”.

მალხაზ გულაშვილი

ამონარიდი მიმართვიდან:

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, საქართველოს ხელისუფლებისგან და პირადად პრეზიდენტისგან მოვითხოვთ, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა ჯორჯიან თაიმსისხელმძღვანელის მალხაზ გულაშვილისა და მისი არასრულწლოვანი ვაჟის დავით გულაშვილის მიმართ.

ნანა დევდარიანი - ყოფილი სახალხო დამცველი; გიორგი (გოგლა) ჟვანია -ბიზნესმენი; ზაქარია ქუცნაშვილი - კანონი ხალხისთვის”; თამაზ წივწივაძე - ჟურნალისტი; ბაია ამაშუკელი - ხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოსი; რეზო ამაშუკელი - პოეტი; ირაკლი ბათიაშვილი - ფილოსოფიის დოქტორი; მარიამ ბათიაშვილი - ფსიქოლოგი; ირინა ბათიაშვილი - სტუდენტი -იურისტი; ირმა ინაშვილი - ჟურნალისტთა კავშირი ობიექტივი”; ნინო ცხოიძე - ჟურნალისტთა კავშირ ობიექტივისპროდიუსერი; სოსო ჯაჭვლიანი - რეჟისორი, მსახიობი; ლელიკო ჯაფარიძე - დიდი თეატრის სოლისტი, სახალხო არტისტი; ვახტანგ ხარჩილავა -საერთო გაზეთისმთავარი რედაქტორი; ირინა სარიშვილი - ჭანტურია - „იმედისთავმჯდომარე; ალექსანდრე შალამბერიძე - „ხალხის პარტია”; ეკა ბერიძე - ჟურნალისტი; თეა სიჭინავა - ჟურნალისტი; ფრიდონ დოჩია - ჟურნალისტი; დიმიტრი ლორთქიფანიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი; გიორგი (გიგა) ბათიაშვილი - აკადემიკოსი; გელა ნიკოლაიშვილი - ადვოკატი; კახა კუკავა - „კონსერვატიული პარტია”; ირაკლი წერეთელი - მწერალი, პოეტი, ეროვნული მოღვაწე; გიგა ლორთქიფანიძე - საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე; ქეთევან კიკნაძე - მსახიობი; ნანა კაკაბაძე - არასამთავრობო ორგანიზაციაყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”; სოზარ სუბარი - ყოფილი სახალხო დამცველი; მერაბ ფაჩულია - „გორბისდამფუძნებელი; ალი ბაბაევი - საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის თავმჯდომარე; მამუკა გიორგაძე - „სახალხო პარტია”; ლუკა კურტანიძე - მსოფლიო ჩემპიონი; ჯაბა ხუბუა - ჟურნალისტი, გაზეთიასავალ-დასავალი”; ანი მიროტაძე - ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტოპირველი”; ტატო ლასხიშვილი - გა ზეთსვობოდნაია გრუზიასმთავარი რედაქტორი; დავით თარხან - მოურავი - ჟურნალისტთა კავშირიობიექტივი”; ირაკლი სესიაშვილი - ასოციაციასამართალი და თავისუფლება”; გიორ გიგიგაური - ჟურნალისტი, გაზეთიასავალ-დასავალი”; ზაალ სულაკაური - კარიკატურისტი; დავით გამყრელიძე - „ახალი მემარჯვენეები”; ფიქრია ჩიხრაძე - „ახალი მემარჯვენეები”; ალექსანდრე ქანთარია - რეჟისორი; გოგი ქავთარაძე - საქართველოს სახალხო არტისტი; თემურ ნანეიშვილი - ფიზიოლოგი, პროფესორი; თეიმურაზ გოცაძე - სახალხო მხატვარი; ზაზა მრელაშვილი - მწერალი, პუბლიცისტი; ივანე კიღურაძე - აკადემიკოსი; თამაზ მარსაგიშვილი - ფიზიკოსი; ალექსანდრე ხარაზიშვილი - მათემატიკოსი; მალხაზ ზაალიშვილი - აკადემიკოსი; კოტე ჯანდიერი - მწერალი, დრამატურგი; იური მეჩითოვი - ფოტოგრაფი; ლევან მგალობლიშვილი (პანჩო) - მუსიკოსი; ლია ბედოშვილი - პოეტი; გიორგი გუგავა - „ლეიბორისტული პარტია”; ირაკლი პეტრიაშვილი - საქართველოს გაერთ. პროფკავშირების პრეზიდენტი; ნინო ნადირაძე - ექიმი- კარდიოლოგი; მარიამ ლორთქიფანიძე - ისტორიკოსი, აკადემიკოსი; შალვა რამიშვილი - ჟურნალისტი; გოჩა ცქიტიშვილი - მარკეტოლოგი; იოსებ ბარათაშვილი - ადვოკატი; ინგა გრიგოლია - თბილისის საკრებულოს წევრი; ზაზა გაბუნია - საკრებულოს წევრი; ჯაბა სამუშია - საკრებულოს წევრი; პაატა ჯიბლაძე - „ლეიბორისტული პარტიისაღმასრულებელი მდივანი; კახა ძაგანია - „ლეიბორისტული პარტია”; იოსებ შატბერაშვილი - „ლეიბორისტული პარტიისგენერალური მდივანი; ელიზ ბარჯაველიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ - კორესპონდენტი; ლაშა ამირეჯიბი - „წარმომადგენლობითი სახალხო კრებისსაორგანიზაციო ჯგუფის წევრი; ლევან ჩიკვაიძე - იურისტი, საზოგადოებრივი დარბაზი; ბორის ძანაშვილი - „წარმომადგენლობითი სახალხო კრებისსაორგანიზაციო ჯგუფის წევრი; დათო რურუა - „დაიცავი საქართველო”; ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში; ერეკლე საღლიანი - პოეტი; ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტო ხელოვანი; გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) - მსახიობი, მომღერალი; თაზო გამცემლიძე - პედაგოგი; ზაზა პაპუაშვილი - მსახიობი; ლალი მოროშკინა - ჟურნალისტი, პროფესორი; ზურაბ ქაფიანიძე - საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი; მარინე ჯიქია - ფილოლოგი; ზინაიდა კვერენჩხილაძე - მსახიობი; ჭაბუა ამირეჯიბი - მწერალი; რეზო ესაძე - კინო რეჟისორი, მსახიობი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიის ლაურეატი; მაია მუხურაძე - ჟურნალისტი; დალი ბჟალავა - ჟურნალისტი; შორენა ცივქარაშვილი ჟურნალისტი; ნინო ჯაფარიძე - ITV- ჟურნალისტი; მამუკა კაციტაძე - ახალი მემარჯვენეები”; ზვიად ძიძიგური - პარტია კონსერვატორები”; ბონდო მძინარაშვილი - ჟურნალისტი, გაზეთ საქართველო და მსოფლიოსმთ. რედაქტორის მოადგილე, ობიექტივისწამყვანი; ნუგზარ ნაჭყებია - კონტროლის პალატის დეპარტამენტის უფროსის გადაყენებული მოადგილე; მაკო გომართელი - ჟურნალისტთა კავშირ ობიექტივისჟურნალისტი; ანი კიკნაძე - ჟურნალისტთა კავშირ ობიექტივისჟურნალისტი; დურმიშხან ცინცაძე - პროფესორი; ალეკო ასლანიშვილი - ჟურნალისტი, გაზეთ საქართველოს რესპუბლიკისმთავარი რედაქტორი; გურამ გოგიაშვილი - ჟურნალისტი; სპარტაკ ქობულია - ჟურნალისტი; რუსლან რუსია - ჟურნალისტი; ზაზა ხატიაშვილი - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე; გიორგი მამაცაშვილი - ჟურნალისტი, გაზეთი ასავალ-დასავალი”; მანუჩარ მაჩაიძე - ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; იაკობ ახუაშვილი - გვარიშვილობისპრეზიდენტი, აკადემიკოსი; ლერი კვაჭანტირაძე -გვარიშვილობისვიცე - პრეზიდენტი; რობერტ სტურუა - რეჟისორი; გია ყარყარაშვილი - თადარიგის გენერალ- მაიორი; გიორგი გაჩეჩილაძე - ვანეთა პარტია”; ნოდარ ნათაძე - თეოლოგი, დროებით უმუშევარი, საქართველოს სახალხო ფრონტისთავმჯდომარე; გულბაათ რცხილაძე - პოლიტოლოგი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; ლევან ღვინჯილია - ენათმეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი; ირინე გოგოსაშვილი - ჟურნალისტი, გაზეთი საერთო გაზეთი; ნანა ნანავა - ფილოლოგი; შალვა შავგულიძე - იურისტი, ადვოკატი; დიმიტრი ჯაიანი - საქართველოს სახალხო არტისტი; გია ხუხაშვილი - ექსპერტი; ლაშა ნადარეიშვილი - პოეტი, გაზეთ ასავალ-დასავალისმთ. რედაქტორი; მერაბ შათირიშვილი - მწერალი; თეიმურაზ შაშიაშვილი - პარტიათეთრებისლიდერი; ეთერ ჯიშკარიანი - ჟურნალისტი; ჯანსუღ ჩარკვიანი - პოეტი; თაკო ჩარკვიანი - ჟურნალისტი; ვანო იანტბელიძე - მსახიობი, სახელმწიფო და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; ფიქრია ყუშიტაშვილი - თეატრმცოდნე, ჟურნალისტი; გიორგი მელითაური - სამხედრო ექსპერტი; კობა დავითაშვილი - ხალხის პარტიისთავმჯდომარე; ლუბა ელიაშვილი - ჟურნალისტი; კობა ნარჩემაშვილი - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური მოძრაობა სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვისაღმასრულებელი საბჭოს წევრი; ეკა ბესელია - სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”; ლია მუხაშავრია - ადვოკატი; მანანა ნიკოლაიშვილი - საქართველოს განათლების ლიგის პრეზიდენტი; საშა რუსეცკი - ფსიქოლოგი, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეისკოორდინატორი საქართველოში; ლალი აფციაური - არასამთავრობო ორგანიზაციის პატიმართა თანამეგობრობაპრეზიდენტი, დამოუკიდებელი ადვოკატი; ირინა ფუტკარაძე - არასამთავრობო ორგანიზაციასახალხო დიპლომატიის კავკასიის ცენტრი”; ხათუნა ჩარკვიანი - ქალები საუნივერსიტეტო განათლებით”; . ჟორჟოლიანი - აფხაზეთის თანხმობის, ერთიანობის და აღორძინების კავშირი”; . ალიბეგაშვილი - “საქართველოს მეანაბრეთა ინტერესების დაცვის კავშირი”; ირაკლი ნაცვლიშვილი - “საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირისთავმჯდომარე; კუკური ლაცაბიძე - საქართველოს დემოკრატთა კავშირი”; ვასილ კადენეცი - საქართველოს კაზაკთა კავშირი”; ავთანდილ მარგიანი - პოლიტ. კავშირი ერთიანი საქართველოსლიდერი; . სუბელიანი - მოძრაობა ილიას გზა”; მალხაზ სანიკიძე - ქვემო ქართლის სოციალურ- ეკონომიკური განვითარების ფონდი ბაბეკი”; ვალერიან კირკიტაძე - საქართველოს შრომის და ომის ვეტერანთა კავშირი; ვაჟა ხაჭაპურიძე - ქართველთა და ოსთა თანხმობის; ერთიანობისა და აღორძინების კავშირი”; ბექა სივსივაძე - ჟურნალისტი, გაზეთი ასავალ-დასავალი”; გიორგი ხაინდრავა - რეჟისორი; თედო პაატაშვილი - ყოფილი პარლამენტარი; კობა არაბული - პოეტი, „ეროვნულ ტრადიციათა ცენტრისპრეზიდენტი; გია იაკობაშვილი - ინტერნეტგამოცემა პრესა. გე”- მთავარი რედაქტორი; თეა ნადირაძე - გაზეთ რეზონანსისმფლობელი; ზურაბ ტყემალაძე - პარტია მრეწველებისთავმჯდომარე; დავით სოკოლოვი - ჟურნალისტი; გურამ ფირცხალავა - მსახიობი; ლუიზა შაკიაშვილი - ყოფილი დისიდენტი, ყოფილი პოლიტპატიმარი; ედუარდ შევარდნაძე; გრიშა ონიანი - საერთაშორისო საზოგადოება სტალინისთავმჯდომარე; მერაბ ჯიბლაძე - პროფესორი, ფიზიკოსი; ნოდარ მგალობლიშვილი - მსახიობი; მარიამ ცაცანაშვილი - იურისტი; ირაკლი თოდუა - გაზეთსაქართველო და მსოფლიოსმთავარი რედაქტორი; ბადრი გრუზინსკი - კომპოზიტორი; ჯუმბერ პატიაშვილი - პოლიტიკური გაერთიანება . . .თავმჯდომარე; კახი კავსაძე - მსახიობი; გივი ბერიკაშვილი - მსახიობი; ზურაბ მანჯავიძე - მომღერალი; რეზო შავიშვილი - ფიზიკოსი, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე; ჯუმბერ ლეჟავა - გინესის მრავალგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს მოქალაქე, მსოფლიო სპორტსმენი, მსოფლიოს 2009 წლის ადამიანი”, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანი, ევროპის ბიოგრაფიული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე; ნესტან კირთაძე - პროფესორი, პოლიტოლოგი, ლეიბორისტულიპარტია; თემურ ქორიძე - პუბლიცისტი, ფილოლოგი; ჯამბულ გამცემლიძე - პატრულის მიერ დახვრეტილი შვილის მამა; სოსო რობაქიძე - „გადაარჩინე სიცოცხლისდამფუძნებელი; მამუკა არეშიძე - სტრატეგიული კვლევების კავკასიის ცენტრი; არმაზ სანებლიძე - გაზეთი საქართველო და მსოფლიო”; დიტო ჩუბინიძე - ჟურნალისტი, ალია ჰოლდინგი”; გიორგი აბდალაძე - ფოტორეპორტიორი, ალია ჰოლდინგი”; შალვა ნათელაშვილი - “ლეიბორისტულიპარტიის თავმჯდომარე; გია მეფარიშვილი - იურისტი, პროფესორი; გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრტები”; ვაჟა აზარაშვილი - კომპოზიტორი; მანანა არჩვაძე- გამსახურდია - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათამრგვალი მაგიდისსპიკერი, საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციის კომიტეტის წევრი; ლაშა თაბუკაშვილი - მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი; სულხან მოლაშვილი - კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტპატიმარი; ეროსი კიწმარიშვილი - ფონდი „2020”-ის თავმჯდომარე.

182 ხელმოწერა

0x01 graphic

საქართველოს 182-მა მოქალაქემ ღიად დაუჭირა მხარი მალხაზ გულაშვილის მეთაურობით მოქმედ აშკარად ფაშისტურ და იმავდროულად პრორუსულ გაერთიანებას. როგორც გულაშვილის და მისი მოძრაობისგულშემატკივრები, ისე მათ მხარდამჭერ მიმართვაზე ხელმომწერნი, ძალადობას, რელიგიის და სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე შუღლის გაღვივებას გამოხატვის თავისუფლებას უწოდებენ და ფაშიზმს ამართლებენ.

ლოგიკურია, რომ ხელმომწერთა შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს ედუარდ შევარდნაძეს, რომლის მმართველობა ებრძოდა რწმენისა და სიტყვის თავისუფლებას, ახალისებდა შეუწყნარებლობას. ხელმომწერები ზნეობის პოზიციიდან ექომაგებიან უზნეობას და ამით ემსგავსებიან იმავე გულაშვილს, რომელიც მართლმადიდებლობის სახელით სიძულვილსა და ძალადობას ქადაგებს, ხოლო ნაციონალისტურ რიტორიკას უთავსებს თავის მოდრეკას რუსეთის პრეზიდენტის წინაშე. კოლექტიური შევარდნაძე აერთიანებს ამ 182 ადამიანს - გაკოტრებულ პოლიტიკოსებს, ყოფილ უფლებადამცველებსა და უფლებადამრღვევებს, კორუფციონერებს, წარმატებულ და ხელმოცარულ მსახიობებს, მეცნიერებს, რეჟისორებსა და სპორტსმენებს, მწერლებს, ჟურნალისტებსა და სხვებს - იმ ადამიანებს, ვისაც ერთსა და იმავე სისტემის ფარგლებში წყალობდა და ერჩოდა ედუარდ შევარდნაძე, როგორც საბჭოთა დროს, ისე მის შემდეგ. თავიანთი ხელმოწერებით ეს ხალხი იზიარებს პასუხისმგებლობას გულაშვილისა და მისი დაჯგუფების ქმედებებზე და უპირისპირდება არა მხოლოდ პიროვნების თავისუფლებას, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ღირსეულ მომავალს.

გიგა ზედანია, ნოდარ ლადარია, გია ნოდია, კახა ბენდუქიძე, მაია თოდუა, სიმონ ჯანაშია, ბექა მინდიაშვილი, გიორგი კეკელიძე, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ალექსიშვილი, კონსტანტინ ბარავოი, ირაკლი ბერიძე, დავით კლდიაშვილი, კობა ცხადაია, ერეკლე ურუშაძე, თეა ქოიავა, მიშა თავხელიძე, სანდრო ჟურული, ჰელენა ბედველი, ლევან ჩოლოყაშვილი, ზაზა ფირალიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ნინა ხოშტარია, ეკა წამალაშვილი, რუსუდან ვაშაკიძე, ნათია ხანთაძე,მაკა ჯახუა, ლევან კიტია, ირაკლი ვაჭარაძე, რეზო ხაჟომია, ოლესია ვართანიანი, ზურაბ კაჭკაჭიშვილი, ნონა შენგელაია, ლევან ურუშაძე, ლადო გოგიაშვილი, ნათია ანდღულაძე, ნატო ბელქანია, დოდონა კიზირია, ნონა ყარალაშვილი, ამირან ფრანგიშვილი, თეა მიქაია, გიორგი კეპულაძე, პაატა საბელაშვილი, მარიამ ხოფერია, თენგიზ აბლოთია, ვასო გაბუნია, საბა ლეკვეიშვილი, ლელა ოჩიაური, გიორგი ჩიქოვანი, თამარ გურჩიანი, ეკა ეკიზაშვილი, დავით ჯიჯელავა, დოდი ხარხელი, გია გეწაძე, თეა თუაშვილი, ზურა პატარაია, თამარ ხორბალაძე, მაია თოდუა, ნინო ჭელიძე, ზურაბ ხრიკაძე, ზურა ოდილავაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, ლევან რამიშვილი, ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი, თემურ დოლიძე, ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, დავით კოვზირიძე, დიმა ჩიკვაიძე, სანდრო თარხან-მოურავი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, სალომე უგულავა, თეონა კოკიჩაიშვილი, მირიან ტორონჯაძე, ალექსანდრე მესხი, ავთო ქორიძე, სიმონ მაჩაბელი, მიხეილ ბასილაია, მაკა გამცემლიძე, სანდრო ლომინაშვილი, ლევან მეტრეველი, ნიკა კუპრაშვილი, ბაჩა მალაზონია, ანანო სხირტლაძე, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, ლევან ასათიანი, ტარიელ გასიტაშვილი, მიხეილ ბექაური, ელენე კალანდაძე, გიორგი დგებუაძე, ანუკა ფუტკარაძე, ლევან ჯგერენაია, ნინო ჭიპაშვილი, ნიკა ესებუა, მარიკა ჭაჭანიძე, თაკა სელეპანიშვილი, დალი ბარბარე კუპრავა, დიანა გოგალაძე, ლაშა ჯაფარიძე, ნუცა წიქარაძე, ქეთა გაბიანი, გიორგი ლოლაშვილი, ქეთი ზუკაკიშვილი, ლანა ღვინჯილია, თაკო თოლორდავა, დანი თაბუკაშვილი, ლანა მანაგაძე, ნათია იაშვილი, ანი დარახველიძე, ეკა გრიგალავა, დარინა ცარციძე, გეგა არდაზიშვილი, ბესიკ ნამჭავიძე, ქეთევან გაბიანი, თეონა დალაქიშვილი, ნინო დვალიძე, ნინო ბაკურაძე, ანა ჩხაიძე, ალექსანდრე ვაშაკიძე, ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი, სოსო ხაჩიძე, სულხან ხალვაში, ლალი ცინცაძე, გიორგი გერმანოზაშვილი, იაგო ხვიჩია, დავით მამაცაშვილი, ნიკა უხურგუნაშვილი, ნინო სუხიტაშვილი, ლევან გეგეშიძე, გიორგი დანგაძე, ეკა ჯაფარიძე, თამუნა კარელიძე, ციცი მუმლაძე, ხატია ყურაშვილი, ხატო ვოსკანიანი, ნინუცა ჩერგოლეიშვილი, გიორგი თავბერიძე, დავით გოგოლაძე, ნიკა ღუდუშაური, მანანა თევდორაძე, მარი გაბელია, მაიკო გურეშიძე, ზურა ბაჯიაშვილი, არჩილ გოგავა, ზურა ბალანჩივაძე, ირაკლი ძამაშვილი, სალომე მთიბელიშვილი, გოჩა ქორჩილავა, ანა ზაუტაშვილი, ნინო ლილუაშვილი, ლექსო გალდავა, თამარ ზურაბიშვილი, გიორგი ნაკაიძე, მანანა ახვლედიანი, ელენე ქავთარაძე, ქეთი ბერძენიშვილი, ნანა ალავიძე, თამთა ხალვაში, ალექსანდრე წიტაიშვილი, გიორგი სპანდერაშვილი, ნიკა წიქარიძე, კახა მაჩაიძე, გიორგი ჯიქია, მაკა იმერლიშვილი, მარი ჯავახიშვილი, ეკუსა ქურცაძე, თიკო ყიფშიძე, თამაზ ძინძიბაძე, ზურა კალანდია, ავთო აბდუშელიშვილი, ნინო დობორჯგინიძე, დიანა ინანაშვილი, გიორგი გამყრელიძე, დავით ნადარეიშვილი, ელენე მეძმარიაშვილი, ნანა ხატიაშვილი, მირიან გამრეკელაშვილი, ელენე კაზიევი, დათა გულიაშვილი, ნონა გაგნიაშვილი, ერეკლე ანთაძე, ლევან გიორგაძე, ნათია ცქიტიშვილი, ნინო ჟვანია, ქეთი ლომიშვილი, მეგი მაძღარაშვილი, ნაინო ქაშიბაძე, ეთუნა მუნჯიშვილი, ქეთი თოდუა, სოსო ჭაუჭიძე, მარიამ გუჯეჯიანი, მარინა მეტრეველი, თამუნა ხაფავა, შოთა ბოლოთაშვილი, ქეთი ტოროტაძე, ნინო ელიზბარაშვილი, ელენე ხაჭაპურიძე, თამარ ხვადაგიანი, გიორგი ბერიძე, რეზო წიქარიშვილი, თამთა ჭალიძე, ზაზა კაციტაძე, დავით ოღანაძე, ლაშა ქავთარაძე, ლევან პატარაია, იოსებ კაციტაძე, თეო გონგლაძე, აია ბერაია, თამარ ინჯია, შალვა ფირცხალავა, შორენა ცხოვრებაშვილი, ეკა კანდელაკი, მაია ბერაია, გიორგი ბაბუნაშვილი, გვანცა კობერიძე, ეკა ჩაგელიშვილი, ლაშა გოდუაძე, კონსტანტინე ელიზბარაშვილი, მარიკა მანაგაძე, გვანცა ბერულაშვილი, ნანა გაგუა, ქრისტინა ფარჯიანი, თათა წულეისკირი, გოგი ქავთარაძე, ლევან ღვინიანიძე, ალექსანდრე გედევანიშვილი, ლაშა მიქაძე, ზვიად ტყეშელაშვილი, ვასილი ღლონტი, მარი უგულავა, ბექა შუხოშვილი, ზურაბ ჯანიაშვილი, ნანუკა დევაძე, გიორგი წერეთელი, თამუნა გაბუნია, ვახო ჯანეზაშვილი, ანრი ტაბაღუა, ანუკა ხომერიკი, სოფო კობიაშვილი, ზაზა წულაძე, თამთა უტიაშვილი, ზურა ცერცვაძე, ანა ჭეიშვილი, ელენე არეშიძე, მანანა ნატროშვილი, გიორგი ტყეშელაშვილი, მანუჩარ ვერულაშვილი, ქეთი ქავთარაძე, თამარ ციციშვილი, ნინო გიორხელიძე, ნათია ხუციშვილი, ბუდუ რამიშვილი, გიორგი ბერიშვილი, ვლადიმირ ჯაფარიძე, ქეთევან გუჯაბიძე, მაია ელიოზიშვილი, სოფო ჩხაიძე, დავით ბასიაშვილი, მეგი მამალაძე, ბუბა აბესაძე, ნინი ფანჩულიძე, ეთული ჩხეიძე, ლელა ნიორაძე, ბექა ხიტირი , ირმა ფსუტური, ვანო გოგელია, დალი ღრუბელაშვილი, თამთა ბერიძე, მადონა ბათიაშვილი, თაკო მერაბიშვილი, სოფო ჯაფარიძე, ზაზა გურული, ნანა დურგლიშვილი, თიკა დოლიძე, ლევან წკრიალაშვილი, რუსუდან ჩერგოლეიშვილი, ლუკა ლაშხი, ხათო კლდიაშვილი, ვასიკო ბალიაშვილი, ბექა ბუჩაშვილი, ვახო ჯაფარიძე, ლაშა ბაბუაძე, თამუნა ქადაგიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, გელა სამსონიძე, ნინი ქავთარაძე, დავით გაბუნია, ლეო ნაფტა, გიორგი თათარაშვილი, მარიკა ყელბერაშვილი, თამარ ლოლაძე, დალი ბენაშვილი, სოფო ღლონტი, გოგლა ხონელიძე, ნიკა ბურნაძე, ალექს ხოშტარია, ინგა გაბაძე, კოკა ვაშაკიძე, ნიკა ლაშხია, ხატია მეტრეველი, ეკა გოგიჩაიშვილი, რეზო ჩიგოგიძე, თამთა დოლენჯაშვილი, შოთა გვარამაძე, მარიამ კოდანაშვილი, ქეთი კრიალაშვილი, კახა მასხარაშვილი, გიორგი გიგანი, ლანა ჩაბრავა, ნინო დუნდუა, დეა ცარციძე, მეგი ბერიძე, თინათინ ჯაყელი, ნაუსია ფრუიძე, იაკო პატატიშვილი, ნატალი გამყრელიძე, ოთო ბიჭიაშვილი, მარიკა მორჩილაძე, ნათია ქოიავა, ხათუნა მაღლაკელიძე, ხათუნა გიორგაძე, გოჩა გაბოძე, მარინა სკონდია, ხათუნა ნაჭყებია, ნათია ხასაია, თეა მაისურაძე, მერაბ აბდალაძე, თეიმურაზ გრძელიშვილი, რამო ბუზალაძე, ია მჭედლიშვილი, ნანუ ჩხარტიშვილი, იკა ქირია, გურამ დარსანია, კობა ქიტიაშვილი, ნინო კავკასიძე, ნათია ტიკარაძე, თათია სიმონიშვილი, ნანა გოგილაშვილი, თაკო გახოკიძე, კობა ჟორჟოლიანი, თორნიკე რუსიშვილი, ლიზა ზარნაძე, ილია ლაღაძე, დავით მიხეილ შუბლაძე, ლევან გობეჩია, ანა ყაულაშვილი, სალომე ჯაფიაშვილი, გურამ როგავა, როზეტა გუჯეჯიანი, კახა არწივაძე, გიორგი მაღლაკელიძე, სოფო ტაბატაძე, თეონა ძავაშვილი, ნინუცა ხუციშვილი, სალომე წიქარიშვილი, თენგიზ ვერულავა, გიორგი ძიძიგური, ნუკა არველაძე, ნარგიზა არჯევანიძე, ივანე ბოჭორიშვილი, მიშო ანთაძე, ნურულ რაკიმბეკოვი, ია ზღულაძე, მერაბ კეჩხოშვილი, ზურაბ ცქვიტინიძე, თაკო ალანია, ირაკლი გოგიჩაიშვილი, გიორგი ოხანაშვილი, ნინი ზარდიაშვილი, ნათია ნებუნიშვილი, ირმა ვერულაშვილი, ირმა რუხაძე, ია ადეიშვილი, მარინე ერემაშვილი, ზაზა გელაშვილი, დურუ მახარაძე, გიორგი ხუროშვილი, ირინე ლაზიშვილი, ლუკა ჩხარტიშვილი, მართა არდაშელია, ნუცა ქურიძე, გოგა გულუა, ანი დადიანი, რუსიკო ველიძე, კატერინა ჭალაგანიძე, მაკა ლაშხია, ლაშა მებონია, მაია სიმონია, დავით კიზირია, ნინო დარსაველიძე, დავით ბაქრაძე, ონისე გურული, გიორგი ანდღულაძე, ზაზა ასათიანი, ია შანავა, ქეთი ტაბიძე, თორნიკე ჯაფარიძე, მარი შენგელია, თამარ კაციტაძე, ირაკლი შენგელია, ზურაბ ბენდიანიშვილი, ვაკო ლორია, ია ბარათელი, გიორგი ანთაძე, მერი ბოტკოველი, მარინა ღამბაშიძე, ნინო ზედგენიძე, არჩილ იაკობაშვილი, მარიკა დათუკიშვილი, რამაზ ჭიჭინაძე, ზვიად ხორგუაშვილი, ბაკი მჟავანაძე, რუსა კონჯარია, თინათინ ნატროშვილი, ნინო ოკრიბელაშვილი, დავით ჩიქოვანი, თაზო ხარაზიშვილი, ნინო მაღრაძე, ბუტა შალამბერიძე, დეა ბოკერია, თეა წიკლაური, სერგო სანიკიძე, ლაშა ქამუშაძე, დავით გუგეშაშვილი, ლაშა თვალაბეიშვილი, თაკო გოქსაძე, ლეილა ნაროუშვილი, სოფიკო ჭაავა, თამარა კეცხოველი, თორნიკე მეტრეველი, დავით დოლიძე, ნინო ვარდოსანიძე, ლოლიტა გიკაშვილი, ვერიკო ლატარია, ია დადუნაშვილი, თეა დარსალია, ნათია ანდღულაძე, ირაკლი კალოიანი, თინა დვალიშვილი, ლიკა შალამბერიძე, მარიამ ჭიღიტაშვილი, სოფო ჩანადირი, ქეთო კობიაშვილი, სოსო თოდუა, მამუკა დევდარიანი, გიორგი კიკონიშვილი, ლადო ლომსაძე, ეკა თათულაშვილი, მერაბ მისაბიშვილი, ზვიად ხუჯაძე, თამუნა ქართველიშვილი, სოფო ჩხარტიშვილი, ანდრო დადიანი ...

587 ხელმოწერა

(რედაქცია, ბოდიშს უხდის ყველა მოქალაქეს, ვისი გვარიც ადგილის სიმცირის გამო, ვერ გამოქვეყნდა).

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


მოთმინებას საზღვარი აქვს და თუ რეფორმები არ გატარდება, უკანასკნელ საშუალებას - სამოქალაქო დაუმორჩილებლობას მივმართავთ”.

0x01 graphic

  • მოჰამედ ელ - ბარადეი, ეგვიპტის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი, მოუწოდებს საზოგადოებას, ბოიკოტი გამოუცხადოს შემოდგომაზე დაგეგმილ ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნებს. 8 სექტემბერი

„შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუზველტი ზედიზედ ოთხჯერ იმიტომ აირჩიეს, რომ ეს ამერიკის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდა”.

0x01 graphic

  • რუსეთის პრემიერ - მინისტრი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება მესამე საპრეზიდენტო ვადისთვის იბრძოლოს. 7 სექტემბერი

ეს უფრო და უფრო ემსგავსება 20 წლის წინანდელ კოლუმბიას, სადაც

ნარკოდილერები ქვეყნის გარკვეულ ნაწილებს აკონტროლებდნენ”.

  • აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, მექსიკაში ნარკობარონებს შორის მიმდინარე ომი კოლუმბიის ტიპისამბოხსშეადარა. ამ ბრალდებამ მექსიკელი პოლიტიკოსები აღაშფოთა და დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. 8 სექტემბერი

კუბის მოდელი ჩვენთვისაც კი აღარ არის გამოსადეგი”.

0x01 graphic

  • კუბის ყოფილი პრეზიდენტი, ფიდელ კასტრო, აღიარებს ქვეყნის ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის არაეფექტურობას. 9 სექტემბერი

სარკოზი იმას აკეთებს, რაც ანტონესკუმ გააკეთა”.

0x01 graphic

  • ბოშათა ლიდერი იულიან რადულესკუ, საფრანგეთის პრეზიდენტს ადარებს რუმინეთის პრონაცისტურ დიქტატორს, მარშალ იონ ანტონესკუს, რომელიც ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დროს მართავდა და რუმინეთიდან 25 ათასი ბოშა გაასახლა. 10 სექტემბერი

5 სექტემბერი

  • ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დროს ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და მეორე მძიმედ დაიჭრა. 31- ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი თვით ნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. იმავე ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა კაპრალი ალიკა გითოლენდია, რომელმაც ორივე ქვედა კიდური დაკარგა. საქართველოს სამხედროები სამშვიდობო მისიის შესრულების პროცესში ათი თვის წინ ჩაერთნენ.

0x01 graphic

  • ირლანდიის პოლიციამ დააკავა 4 ადამიანი, რომელთაც დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერის, ტონი ბლერისთვის კვერცხების სროლაში ედებათ ბრალი. ტონი ბლერი ავტობიოგრაფიის პრეზენტაციისთვის იმყოფებოდა დუბლინში, როდესაც მას კვერცხები, ფეხსაცმელი და სხვა საგნები დაუშინეს.

6 სექტემბერი

  • ბათუმის პორტში ამერიკული საკრუიზო ხომალდი სილვერ ვინდი შემოვიდა. მსოფლიოს ყოფილი ლიდერები ბათუმში სიმპოზიუმის ფარგლებში ჩამოვიდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ აშშს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ პერი, პოლიტიკური, კულტურული და სამეცნიერო სფეროს სხვა წარმომადგენლები. სიმპოზიუმის ფარგლებში ყოფილი ლიდერები მსოფლიოში არსებულ პრობლემებზე მსჯელობდნენ. მათი მოგზაურობა მოსკოვში დაიწყო და სტამბოლში დასრულდება.

0x01 graphic

  • ბასკურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ეტამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ორგანიზაციამ წარსულში უკვე ორ-ჯერ გააკეთა მსგავსი განცხადება, თუმცა ორივეჯერ დაარღვია. ეტა უკვე 40 წელია არსებობს და მის მიერ განხორციელებულ ტერაქტებს 820 ადამიანი შეეწირა.

  • თბილისს ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია. დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის სხვა წევრებსა და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებს შეხვდა.

0x01 graphic

  • მოლდოვაში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის შესახებ რეფერენდუმი ვერ შედგა. რეფერენდუმზე ამომრჩეველთა მხოლოდ 30%25 გამოცხადდა. გადაწყვეტილების მისაღებად კი მასში ამომრჩეველთა მინიმუმ 1/3 - ის მონაწილეობა იყო აუცილებელი.

7 სექტემბერი

  • თბილისში სამ დღიანი ამბასადორიალი - უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოდან აკრედიტებული ელჩების შეხვედრა, გაიმართა. შეხვედრაზე მომავალი წლის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. ამბასადორიალი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვით დასრულდა.

0x01 graphic

  • ავსტრალიის პრემიერ-მინისტრად, არჩევნების შედეგად, კვლავ ჯულია ჯილარდი რჩება. ორმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მხარი მას დაუჭირა. ჯილარდიმ მთავრობის ფორმირების უფლება მიიღო. არჩევნებმა უპირობო გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რის გამოც ქვეყანა ორი კვირა პოლიტიკურ ჩიხში იმყოფებოდა.

0x01 graphic

  • საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ეწვივნენ. ოფიციალური პირები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და პარლამენტის წევრებს შეხვდნენ.

  • პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას შეუდგება.

  • ირანის მთავრობა უარს აცხადებს შეცვალოს ჩაქოლვის განაჩენი საკინე მოჰამადი აშტიანისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო საერთაშორისო ჩარევა ამ საქმეში. ოფიციალური უწყებების მტკიცებით, ეს შემთხვევა ადამიანის უფლებების დარღვევასთან არაა დაკავშირებული. ბრალდებულს მკვლელობა და მეუღლისთვის ღალატი ედება ბრალად, რის გამოც, სიკვდილი ან მთელი სიცოცხლის ციხეში გატარება ელის.

8 სექტემბერი

  • გურჯაანში რთველი 2010 ოფიციალურად დაიწყო. ამ დროისთვის ყურძენს სიღნაღის, გურჯაანის, თელავის და ყვარლის რაიონებში 8 ღვინის ქარხანა იბარებს. წელს კახეთში 85 584 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. რთველი კახეთში სექტემბრის ბოლომდე დამთავრდება.

0x01 graphic

  • შრი ლანკის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს მნიშვნელოვნად გაეზარდა უფლებები. საპრეზიდენტო ვადა კი შეუზღუდავი გახდა. შედეგად, ქვეყნის პირველ პირს მაჰინდა რაჯაპაკსას შეუძლია 2016 წელს კვლავ დარჩეს ქვეყნის სათავეში. ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის 225 წევრიდან 161 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მთავარი ოპოზიციური ძალა - ერთიანი ეროვნული პარტია შედეგებს აპროტესტებს.

9 სექტემბერი

0x01 graphic

  • სომალელმა მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი გაიტაცეს, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება. ევროკავშირის ეგიდით შექმნილი მეკობრეობის წინააღმდეგ ოპერაციის სარდლობის ინფორმაციით, გემზე ასევე იმყოფება თურქეთის სამი მოქალაქე. გემზე თავდასხმა ადენის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

  • სერბეთის მთავრობამ კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მკაცრი ტონი შეარბილა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე ევროკავშირთან ერთად მიიღეს კომპრომისული რეზოლუცია. სერბეთის პრეზიდენტის ბორის ტადიჩის მტკიცებით, რეზოლუცია კოსოვოს აღიარებას არ შეიცავს. დღეისათვის კოსოვოს სუვერენიტეტი 70-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა. ამ პროცესს სერბეთთან ერთად რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან.

  • ევროკავშირის დახმარებით, აფხაზეთის თვითაღიარებულმა რეჟიმმა ქართული არმიის ვეტერანი მალხაზ კორძაია გაათავისუფლა. ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება დაპირისპირებულ მხარეებს შორის იშვიათ კეთილ ჟესტად შეიძლება ჩაითვალოს. კორძაია 20 თვის განმავლობაში იყო დაკავებული. ბრიუსელი ერთ წელზე მეტია, მის გათავისუფლებას მოითხოვდა. მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, მალხაზ კორძაიას კავშირი აქვს Mi 8 ტიპის შვეულმფრენის ჩამოგდებასთან, რომელსაც 1992-93 წლების ომის დროს აფხაზი სამოქალაქოები გადაჰყავდა.

  • ჟურნალმა ფორბსმა ბიზნესისათვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში საქართველომ 61- ადგილი დაიკავა და გასულ წელთან შედარებით სამი საფეხურით დაწინაურდა. ახალ რეიტინგში მსოფლიოს 129 ქვეყანაა შესული. მასში გათვალისწინებულია მშპ- პროცენტის ზრდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სავაჭრო ბალანსი როგორც მშპ- პროცენტიდან, ასევე მოსახლეობიდან, ფედერალური ბიუჯეტის ბალანსი პროცენტებში მშპ-დან.

10 სექტემბერი

  • საფრანგეთის ფინანსური პოლიცია პრეზიდენტ სარკოზის პარტიის სათავო ოფისში შევიდა. პოლიცია კომპანია ლორეალის მიერ პარტიისთვის გადარიცხული თანხის ლეგალურობას იკვლევს.

  • აშშ- სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე თინა ქეიდენაუ თბილისში ჩამოვიდა. ქეიდენაუმ შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიგა ბოკერიასთან. იგი ასევე ოპოზიციის წარმომადგენელს, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ლიდერს, ირაკლი ალასანიას შეხვდა.

3 მთიანი ყარაბახი ომსა და მშვიდობას შორის

▲ზევით დაბრუნება


არენა

0x01 graphic

ილჰამ ალიევი, დმიტრი მედვედევი და სერჟ სარგსიანი

მთიანი ყარაბახის მიდამოებში აზერბაიჯანელ და სომეხ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები გახშირდა. დაპირისპირებას მსხვერპლი ორივე მხარეს მოჰყვა. დაძაბულობის ფონზე 3 სექტემბერს ბაქოს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ეწვია. ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები რუსეთ- აზერბაიჯანს შორის საზღვრების დემარკაციასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეეხებოდა. თუმცა მსგავსი შეხვედრები გვერდს ვერ აუვლის ყარაბახის კონფლიქტს; მოლაპარაკებების მაგიდასთან მიღებულ გადაწყვეტილებას ამ პრობლემაზე ყოველთვის აქვს პირდაპირი თუ ირიბი გავლენა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო ვექტორის არჩევანს ყარაბახის ოცწლიანი ომი განაპირობებს; მეტიც, იგი ქვეყნის შიგნით მმართველი პარტიების მხარდაჭერის განმსაზღვრელი ფაქტორია. უკანასკნელ მოვლენებს უარყოფით შეფასებას აძლევს სამხრეთ კავკასიის სპეციალური წამომადგენელი ევროკავშირში პიტერ სემნები. მისი განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა საფრთხეს უქმნის ორივე ქვეყანას: იმედი მაქვს, მხარეები შესაბამისად აფასებენ ესკალაციის საშიშროებას. თუ დაძაბულობა მოიმატებს, სიტუაცია ადვილად გამოვა კონტროლიდან”. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას კი არა მარტო ამ ორი ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისათვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

აგვისტოში ილჰამ ალიევმა მოულოდნელად სამხედრო რიტორიკა ოპტიმისტური ტონით შეცვალა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ამ .. გაყინული კონფლიქტის შესახებ საბოლოო ეტაპზეა. ეუთო აზერბაიჯანსა და სომხეთს ხელშეკრულების რამდენიმე ვერსიას წარუდგენს, რომელიც მხარეებს რეალურად ახალს არაფერს სთავაზობს: საჭიროა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბახის ოკუპირებული ტერიტორია დატოვონ, დევნილები სასწრაფოდ დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, ხოლო დამატებითმა სამშვიდობო ძალებმა რეგიონის უსაფრთხოება უზრუნველყონ. სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალიევის განცხადებას გამოეხმაურა და ნონსენსი უწოდა. ამასთან დასძინა, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის საჭიროა ყარაბახი მოლაპარაკებათა მაგიდასთან ცალკე მხარედ მიიწვიონ.

0x01 graphic

აზერბაიჯანული ჯავშანტექნიკა. ყარაბახი

0x01 graphic

დანაღმული ტერიტორია. ყარაბახი
ფოტო: REUTERS ©

მსგავსი სამშვიდობო პროექტები მთიანი ყარაბახის ომის დასრულების დღიდანვე, უკვე თვრამეტი წელია, არსებობს. მასზე შეთანხმებას კი მხარეები ვერ ახერხებენ. კონფლიქტს გაყინულს უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში დაპირისპირება ახლაც დინამიურია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ამ დაპირისპირებამ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა და 1.4 მილიონი (ეს მონაცემი მხარეთა სპეკულაციის საგანია) იძულებით გადაადგილებული პირი დაუტოვა ორივე ქვეყანას.

დაბრუნებული თუ დაკარგული?

ყარაბახის შესახებ დავა თითქმის ასი წელია მიმდინარეობს. სიტუაცია განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წნეხიდან გამოთავისუფლებულმა ნაციონალიზმმა დაძაბა. 1992 წელს სომხეთის სამხედრო შენაერთებმა ყარაბახი ბრძოლით აიღეს და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასაც შეუტიეს.

უკვე წლებია გასული, რაც მხარეები თანაბარი ენთუზიაზმით აფერხებენ სამშვიდობო ხელშეკრულების მიღებას. 1992 წელს ეუთომ და გაერომ დაპირისპირებული ქვეყნები მინსკის მოლაპარაკებებზე მიიწვია. ორი წლის შემდეგ კი რუსეთმა ითავა ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა. 1996 წელს ეუთომ გამოსცა რეზოლუცია, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებით აღიარებდა. რეზოლუციას სომხეთის გარდა ეუთოს ყველა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 1997 წლის მაისში სომხეთის პრეზიდენტმა ტერ პეტროსიანმა მიიღო ეუთოს შემოთავაზება. შედეგად მას მომდევნო წელსვე გადადგომა აიძულეს. სომხეთის ახალი პრეზიდენტი კოჩარიანი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდაშემოთავაზებული ხელშეკრულების მიღებას, რაც 1998 წლის ნოემბერში მინსკის მოლაპარაკებებზე მხარეებმა სომხეთის მოთხოვნებიც გაითვალისწინეს. თუმცა ამჯერად აზერბაიჯანმა განაცხადა უარი ხელმოწერაზე. ამის შემდეგ თითქმის ყოველი შემოთავაზებული ხელშეკრულება ან ერთი ან მეორე მხარის მიერ იბლოკება.

სომეხი ჩინოსნები შიდა პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებული ნებისმიერი დათმობა მათი კარიერის დასასრულის მომასწავებელია. სომხების უმრავლესობა ყარაბახს მუსლიმებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიად აღიქვამს და ერთგვარ ჯვაროსნულ-საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ამტკიცებენ, რომ 1992 წლის ომი თავდაცვა და გენოციდის თავიდან აცილება იყო.

ზეწოლას განიცდის აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტაც. ეს ქვეყანა დღითი დღე მდიდრდება. დოვლათის მნიშვნელოვანი ნაწილი კი მაღალჩინოსანთა ხელში ხვდება. მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. მთავრობა ამ ადამიანების დასაშოშმინებლად სამხედრო რიტორიკას იყენებს. აზერბაიჯანელები თვლიან, რომ ყარაბახში სომხები ბოლო 150 წლის განმავლობაში არიან უმრავლესობაში: ისინი ხომ რუსეთის იმპერიამ ირანის ჩრდილოეთიდან ჩამოასახლა.

შეჯიბრი

აზერბაიჯანის ეკონომიკური წინსვლის ფეხდაფეხ, მოდერნიზაციას განიცდის ამ ქვეყნის ჯარიც. სამხედრო ძალებს თურქი და ამერიკელი ექსპერტები წვრთნიან. ალიევი ახალ შეიარაღებას როგორც თურქეთისგან, ისე რუსეთისგან ყიდულობს. თუმცა შეიარაღების განახლება საკმარისი არ არის; საჭიროა სრულყოფილი რეფორმა. ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 2 მილიარდი დოლარია, 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე სომხეთის.

აზერბაიჯანის ჯარის მოდერნიზაცია სომხეთს ჯერჯერობით არ აწუხებს: რუსული ბაზები ჯერ კიდევ იქ არის დისლოცირებული. ქვეყანა კრემლის შეიარაღებასაც ნახევარ ფასში ყიდულობს.

0x01 graphic

მთიანი ყარაბახი. 1998 წლის ივლისი

ომის მოლოდინში

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ალიევი კარგა ხანს დუმდა. სომხები თითქმის დარწმუნდნენ, რომ აზერბაიჯანი ვერასდროს გაბედავდა სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. თუმცა ერთი წლის შემდეგ სამხედრო რიტორიკა განახლდა.

არსებობს საომარი მოქმედებების განვითარების რამდენიმე სცენარი:

1) ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევა: მხარეები იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ ნებისმიერმა გასროლამ შესაძლოა ომი დაიწყოს.

2) აზერბაიჯანის ოპერაცია შტურმი”: ეს ხორვატიის 1995 წლის ოპერაციის ანალოგია, რომლის დროსაც ხორვატებმა სწრაფად აიღეს სერბეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები. ამგვარ საბრძოლო მანევრს უმთავრესად ქვეითი ჯარი დასჭირდება. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, სავარაუდო ბრძოლებს, სულ მცირე, 10 ათასი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი შეიძლება შეეწიროს.

3) აზერბაიჯანის სრული ინტერვენცია: ამ შემთხვევაში ბაქო თავს დაესხმება როგორც მთიან ყარაბახს, ასევე სომხეთს. აზერბაიჯანელი გენერლების შეფასებით, სომხები ბევრად უფრო სუსტები არიან ქვეყნის შიგნით, ვიდრე ყარაბახში. თუმცა ამ შემთხვევაში, კონფლიქტში აუცილებლად ჩაერევა სომხეთში დისლოცირებული რუსეთის ჯარი.

4) სომხეთის წინასწარი შეტევა: თუ სომხეთი დაინახავს, რომ აზერბაიჯანის მზარდი სამხედრო ძალები საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას, შეიძლება თავად გადავიდეს შეტევაზე. თუმცა ეს ძალიან სარისკო იქნება, რადგან მისი ჯარი იმ ადგილებშია თავმოყრილი, საიდანაც გეოგრაფიული სირთულეების გამო 1992 წელს წასვლა ვერ შეძლეს.

ერთი რამ ნათელია, კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება არც ერთ მხარეს არ აწყობს, რადგან საერთო ჯამში მათი ძალები თანაბარია. ომის დაწყების შემთხვევაში სომხეთი დიდ ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდება. აზერბაიჯანი ნავთობის იმედზეა. თუმცა მსგავსი სტრატეგიული ადგილები ომის დაწყებიდან მცირე დროში სომხეთის სამიზნე გახდება, რაც ინვესტორებს ქვეყნიდან გააქცევს და აზერბაიჯანსაც კრიზისის გზას გაუყენებს.

სხვა მოთამაშეები

რეგიონის მთავარ მოთამაშეებს კონფლიქტზე მეტ-ნაკლები გავლენა აქვთ.

ირანი 1992 წელს, თურქეთის და აშშ- ჩარევის აცილების მიზნით, შუამავლის მისიას ასრულებდა. ირანის ჩრდილოეთში 13 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ორივე ქვეყანაში შიიტი მუსლიმები არიან, თუმცა აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა, ირანი კი ისლამური. ამ ქვეყანაში 200 ათასი ეთნიკური სომეხი მოსახლეცაა, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებშიც მაღალ პოსტებზე მუშაობენ. 1999 წელს აზერბაიჯანმა ირანი სომხეთისთვის ჯაშუშობაშიც დაადანაშაულა. ირანი ოფიციალურ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.

თურქეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მას ისტორიულ-რელიგიური კავშირი აქვს აზერბაიჯანთან. თურქეთისგან სომხები მათ წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის აღიარებას ითხოვენ, რაზეც კატეგორიულ უარს იღებენ. ამ ქვეყნებს შორის საზღვრის გახსნის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თურქეთი მონაწილეობს მინსკის მოლაპარაკებებში.

რუსეთი სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეა. რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა ხელშეკრულება გააფორმა სომხეთთან, რომლის თანახმადაც, მისი სამხედრო ბაზები 2044 წლამდე დარჩება ქვეყანაში. რუსეთისთვის კონფლიქტის მოგვარება სასურველი არ არის, რადგან ის დაინტერესებულია, როგორც აზერბაიჯანული გაზით, ასევე სომხეთში სამხედრო-სტრატეგიული უპირატესობის შენარჩუნებით. აშშ ბალანსს ინარჩუნებს: კონგრესი უფრო მეტად სომხური ლობის გავლენით ამ ქვეყნის მხარეს იჭერს. აღმასრულებელი ხელისუფლება კი აზერბაიჯანის ენერგორესურსის მნიშვნელობას აცნობიერებს.

საქართველოს ორივე მხარესთან საქმიანი ურთიერთობა აქვს. მისი პოზიტიური ჩართულობა ამ დაპირისპირებაში მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებს, რომ ჩვენი ქვეყანა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებით არის დაინტერესებული. მაგალითად, თბილისს შეუძლია მხარეებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებლად შემუშავებული ხერხები (ნეიტრალური დოკუმენტები, ჩართულობა და ..) შესთავაზოს.

მთიანი ყარაბახის კონფლიქტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაღვივდეს, ეს საფრთხეს მთლიან რეგიონს უქმნის. სემნების აზრით, ეუთოს 6 დამკვირვებელი საკმარისი არ არის სამშვიდობო პროცესისთვის. მათი სიმცირე ზრდის მოლაპარაკებების შეფერხებისა და ომის განახლების შანსს.

4 50-17-ის წინააღმდეგ დიპლომატიური ბრძოლის მორიგი ეტაპი გაეროში

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

7 სექტემბრის დიპლომატიური მატჩი გაეროში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა: გაეროს 64- გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო”. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა გაეროს წევრმა 50-მა სახელმწიფომ, 17- მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 86-მა თავი შეიკავა.

რეზოლუცია აღიარებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირის, დევნილისა და მათი შთამომავლების უფლებას, მათ შორის ქონებრივს - მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”.

ხელმომწერნი ადასტურებენ, რომ დაუშვებელია დემოგრაფიული სიტუაციის ცვლილება ძალადობრივი გზით. ამასთან აუცილებელია შემუშავდეს დევნილთა უსაფრთხოდ დაბრუნების გრაფიკი.

რეზოლუცია მიმართავს გენერალურ მდივანს, მოამზადოს ასამბლეის 65- სესიისთვის ყოვლისმომცველი მოხსენება ამ რეზოლუციის აღსრულების შესახებ. ასევე ადგენს, რომ ასამბლეის მომავალი სესიის წინასწარ დღის წესრიგში შეიტანონ საკითხი სუამის ტერიტორიაზე გაჭიანურებული კონფლიქტებისა და მათი შედეგების შესახებ.

გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არასავალდებულო ხასიათისაა, თუმცა პერსპექტივაში დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი. 7 სექტემბრის კენჭისყრამდე რუსეთი შეეცადა დღის წესრიგიდან მოეხსნა ეს საკითხი; მაგრამ მისი მცდელობა 32 - 67-ის წინააღმდეგ ჩავარდა. გაეროში რუსეთის წარმომადგენელი, რეზოლუციის პოლიტიკურ ხასიათზე ამახვილებდა ყურადღებას და აცხადებდა, რომ რეზოლუციის ტექსტი არარეალისტურია, კერძოდ იმ ნაწილში, სადაც საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირთა ადრეული დაბრუნებისთვის ვადების დაწესებაზე. არგუმენტად იგი გაეროს გენერალური მდივნის 2009 წლის აგვისტოს მოხსენებას იშველიებდა: დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ ადგილზე არსებული ვითარების და მხარეებს შორის ჯერ კიდევ მიმდინარე დისკუსიების გამო, ჯერჯერობით არ შემუშავებულა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობითი დაბრუნების გაწერილი ვადები”. თუმცა, დევნილთა დაბრუნებისთვის საჭირო პირობების (უსაფრთხოება, ეკონომიკა, ინტეგრაცია და ..) შექმნაზე პასუხისმგებლობას მოხსენება უშუალოდ მხარეებს აკისრებდა. მაშინ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. თუმცა, 2009 წლის სექტემბერში ასამბლეამ საქართველოს კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა თემაზე მორიგი რეზოლუცია მიიღო. ტექსტი აღიარებდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას ორივე ოკუპირებულ რეგიონში. მაშინ ამ რეზოლუციას 48 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 19-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 78-მა თავი შეიკავა.

გენერალურმა ასამბლეამ 2008 წლის მაისშიც, აგვისტოს ომამდე სულ ორიოდე თვით ადრე, მიიღო მსგავსი რეზოლუცია. თუმცა დოკუმენტი მაშინ მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა. მას სულ 14-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი 11-ის წინააღმდეგ, 105-მა კი თავი შეიკავა.

7 სექტემბრის რეზოლუციის კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: ჩვენ ორი ხმა მოგვემატა, ჩვენს ოპონენტებს - რუსეთის ფედერაციას - ორი ხმა დააკლდა”. მინისტრს 2009 წლის რეზოლუციის მხარდაჭერის შედეგები ჰქონდა მხედველობაში. თუმცა ამ არითმეტიკის პარალელურად, საინტერესოა 2008 წლის მაჩვენებლების გახსენებაც, რომელთან შედარებითაც საქართველოს მიერ ინიცირებული რეზო ლუციის მხარდამჭერთა სია 36 სახელმწიფოთი არის გაზრდილი, რუსეთისა კი - მხოლოდ 6-ით.

საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერ 50 ქვეყანაში, ევროკავშირისა და განვითარებული სამყაროს ქვეყნების პრაქტიკული უმრავლესობაა წარმოდგენილი. მის წინააღმდეგ ხმა კი რუსეთის ფედერაციამ, კუბამ, კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ლაოსის სახალხო - დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, სერბეთმა, სოლომონის კუნძულებმა და .. მისცეს. ამასთან, ამჟამინდელი მხარდამჭერების 2009 წლის მონაცემებთან შედარებაც საინტერესო შედეგს გვაძლევს: შენაძენია მოლდოვა, რომელიც გასული წლის ხელმომწერთა სიაში არ არის. თუმცა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაკარგია უკრაინა, რომელიც წელს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერთა სიაში აღარ გვხვდება. უკრაინის წარმომადგენელი სხდომას საერთოდ არ დასწრებია.

გაეროს გენერალური ასამბლეის 65- სესიაზე, 7 სექტემბრის რეზოლუციის თანახმად, სუამის ქვეყნების ტერიტორიაზე გაყინული კონფლიქტების საკითხს განიხილავენ. სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან 7 სექტემბრის გადაწყვეტილებას პატარა დიპლომატიური გამარჯვება უწოდა. წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებზე ისაუბრებს.

0x01 graphic

გაეროს სხდომათა დარბაზი

5 რუსეთში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მომხრეთა რიცხვი მცირდება

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის მომხრეთა რაოდენობა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შემცირებულია. ასეთი შედეგი რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ 2010 წლის 21-22 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ გამოიკვეთა. რუსეთის 140 დასახლებულ პუნქტში, 42 ოლქში, მხარესა და რესპუბლიკაში 1,6 მილიონი ადამიანი გამოიკითხა.

სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხარდაჭერას საქართველოსთან ომში რუსეთის მოქალაქეთა მხოლოდ 38 პროცენტი აფასებს უპირობოდ სწორგადაწყვეტილებად. 2008 წლის მაჩვენებელთან (59%25) შედარებით, ეს 21%25-ით ნაკლებია.

25%25-ით არის შემცირებული რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ უპირობოდ სწორი იყო. (59%25 - 2008 წელს, 34%25 - 2010 წელს).

ცხადია, პარალელურად გაიზარდა .. დაეჭვებულ რესპონდენტთა რიცხვი. მაგალითად, გაზრდილია იმათი რაოდენობა, ვისაც პასუხი არ აქვს (7%25-დან 16%25-მდე) და მცირედით მათიც, ვინც ამას შეცდომად მიიჩნევს (6%25-დან 8%25-მდე). დანარჩენი კი ზემოთ მოყვანილ გადაწყვეტილებებს შესაძლოდ სწორად მიიჩნევს.

საინტერესოა კიდევ რამდენიმე რიცხვი: გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარი (51%25) მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის .. რესპუბლიკების აღიარების ფაქტი გადახედვას არ ექვემდებარება; 21%25- კი მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება, პერსპექტივაში, შესაძლოა გადაიხედოს.

ოკუპირებული ტერიტორიებისთვის დახმარების გაწევაც გამოკითხულთა უმეტესობისთვის ზედმეტ ტვირთად აღიქმება. გამოკითხულთა მხოლოდ 18%25 თვლის, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებს სამხედრო მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს.

6 საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ჰააგა

0x01 graphic

სექტემბრიდან სამუშაო კვირის ბოლომდე ჰააგაში, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში, საქართველო-რუსეთის საქმის საჯარო მოსმენებია ჩანიშნული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება 12 აგვისტოს სწორედ სასამართლოში გაგრძელდა: საქართველომ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო ინსტანციაში საქმე აღძრა რუსეთის წინააღმდეგ. განაცხადი რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის შესახებ 1966 წლის საერთაშორისო კონვენციის დარღვევას შეეხება. საქართველო ითხოვს დადგინდეს რუსეთის ბრალეულობა 1991 წლიდან აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, აგრეთვე მომიჯნავე ტერიტორიებზე, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით ჩადენილი დისკრიმინაციის გამო.

კონფლიქტი და კონვენციით დაცული უფლებების მასიური დარღვევა გაგრძელდა. თბილისმა განაცხადის შეტანიდან ორ დღეში ისევ მიმართა ჰააგას. ახალი განაცხადი სასამართლოს სთხოვდა რუსეთისთვის დროებითი ღონისძიებების დაკისრებას (სასამართლოს სავალდებულო განკარგულება, რომელიც ავალდებულებს პროცესის ერთ ან ორივე მხარეს, თავი შეიკავონ სადავო უფლებებისათვის ზიანის მიყენებისაგან). ამ შემთხვევაში დროებითი ღონისძიებები საჭირო გახდა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დევნის, სიცოცხლის უფლების, პირადი ხელშეუხებლობის, უკანონო დაპატიმრებისა და საკუთრების უფლებათა დარღვევების შესაჩერებლად. სასამართლომ დაადასტურა გადაუდებელი აუცილებლობა და კონვენციით დაცულ უფლებათა დარღვევის რეალური საფრთხე. ჰააგამ ორივე მხარე დაავალდებულა თავი შეეკავებინათ კონვენციით აღებული ვალდებულებების დარღვევისგან და უზრუნველეყოთ დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.

რაც შეეხება არსებით დავას. რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის შესახებ 1966 წლის კონვენციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანების დაცვა რასობრივი დისკრიმინაციისაგან. ამის მისაღწევად წევრი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ამასთან, კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე სახელმწიფოს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამდენად, სახეზეა პირდაპირი ჯაჭვი კონვენციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფოს უფლებას შორის, მოითხოვოს სხვა სახელმწიფოსაგან კონვენციის შესრულება. სწორედ ამ საფუძვლის გათვალისწინებით აყენებს საქართველო რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს იმ ტერიტორიებზე, რომელზეც 1991 წლიდან ეფექტურ კონტროლს კრემლი ახორციელებს.

საქართველო დავობს: რუსეთი აფხაზ და ოს სეპარატისტულ რეჟიმებთან ერთად ეთნიკური წმენდის გზით ქართული მოსახლეობის და სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ რასობრივ დისკრიმინაციას ახორციელებდა. აგრეთვე, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეთნიკური შემადგენლობა ძალის გამოყენებით შეცვალა და უარი უთხრა იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას დაბრუნებაზე. 7 სექტემბერს მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ამ ბოლო ბრალდებას და კიდევ ერთხელ ცნობს დევნილთა დაბრუნების უფლებას. საქართველო მართლმსაჯულების სასამართლოში ითხოვს, რუსეთმა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ჩადენილი დარღვევებისთვის კომპენსაცია გადაიხადოს.

თავის მხრივ, რუსეთი უარყოფს ქართული მხარის ბრალდებებს. კრემლის აზრით, დავის საგანს წარმოადგენს ძალის გამოყენების სამართალი და ტერიტორიული მთლიანობის დოქტრინა. რუსეთის მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლოს უფლებას რუსეთის ქმედებების განხილვაზე, როდესაც რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ მომხდარა. ჰააგის მიმდინარე კვირა მთლიანად დაეთმობა სასამართლო იურისდიქციის დადგენას აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც რუსეთისმხარე სადავოდ ხდის. საერთაშორისო ინსტანციამ უკვე იმსჯელა კონვენციის ტერიტორიულ ფარგლებზე. დადგინდა, რომ კონვენციას არ გააჩნია ტერიტორიული შეზღუდვა, თუ ქმედება კონვენციის ერთ-ერთი ხელმომწერი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშაა ჩადენილი. რუსეთიც და საქართველოც კონვენციის მხარეები არიან. შესაბამისად, სასამართლომ რუსეთის ეს არგუმენტი არ გაიზიარა და დაადგინა, რომ კონვენცია კვლავაც მოქმედებს, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს საკუთარი ორგანოების საშუალებით (ამ შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ნაწილები) იმოქმედოს თავისი ტერიტორიის მიღმა.

რთული არ იქნება, სასამართლომ რუსეთის იურისდიქციის არსებობა დაადგინოს აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე მისი სამხედრო ოკუპაციის პირობებში. რუსეთი ახლა საკუთარი ჯარებით, 2008 წლის ოკუპაციამდე კი - სეპარატისტული მთავრობების საშუალებით ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ამ ორ რეგიონზე. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (მაგ.: Bankovic, Loizidou, Issa, Ilascu) და თვით გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით (მაგ.: Congo v. Uganda) დადგინდა, რომ მსგავს შემთხვევებში პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ტერიტორიაზე. ასეთი სახელმწიფო ამ შემთხვევაში რუსეთია.

0x01 graphic

გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო. ჰააგა

7 ოკუპაციის 200 წელი

▲ზევით დაბრუნება


კახა ბენდუქიძე|სვეტი

0x01 graphic

საქართველოს სკოლებში - ალბათ მომავალი წლიდან - მასწავლებლები შეძლებენ გამოიყენონ დამხმარე სახელმძღვანელო ოკუპაციის 200 წელი”.

პირველად როცა გავიგე ამ ჯერ არარსებული წიგნის შესახებ, ძალიან შემეშინდა, რომ გამოვიდოდა პრიმიტიული აგიტპროპი, თავისი შეთქმულების თეორიებით და ქართველობის გაბუქებით. მერე მივხვდი - შეიძლება ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი იყოს. და არა მარტო მოწაფეებისათვის.

რატომ?

თუ თქვენ თვლით, ვერაგმა რუსეთმა უდრეკი ქართველი ხალხი მიიერთა, მაგრამ ვერ დაიმონა, და 200 წელი ჩვენ ყველა გმირულად ვიბრძოდით თავისუფლებისათვის, და სრულად შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, სარწმუნოება, მთლიანობა, მაშინ ზღაპრების მომყოლი გჭირდებათ, და წიგნი არც დაიწეროს, უკეთესია.

თუ გინდათ გაიგოთ, როგორ გავფარჩაკდით, დავკარგეთ ბევრი რამ, შევიძინეთ რაღაც, უფრო სიმახინჯე, ვიდრე სილამაზე, მაინც გადავრჩით, და ახლა ხელახლა უნდა საკუთარი თავი შევქმნათ, და აგერ ლექსიც ამაზე:

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და
მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი,
მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და
ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი,
გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ
ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

მაშინ სულ სხვანაირი წიგნი გჭირდებათ.

როგორი წიგნი მინდა მე? მე მინდა, რომ ამ წიგნმა:

  • დაგვანახოს საქართველო და რუსეთი მსოფლიო ისტორიის ორასწლიან კონტექსტში მოჰყვეს ქართულ კოლაბორაციონიზმზე

  • გვაჩვენოს ჩვენში ისეთი საბჭოთა ფენომენების წარმოშობა, როგორიცაა ინტელიგენცია, ორმაგი მორალი და ვითომ თანაბარი, მაგრამ ღრმად სტრატიფიცირებული საზოგადოება: ვერა-ვაკე vs სოფლელები

  • ახსნას, რატომ იყვნენ სტალინი და ბერია საბჭოთა არაკაცები, და არა საამაყო ქართველები

  • განიხილოს, როგორ გავხდით კანონიერი ქურდების ქვეყანა და რა იყო ქართული საბჭოთა მილიცია

  • გააანალიზოს, როგორ იხრწნებოდა საქართველოს ეკონომიკა და როგორ იყო კორუფცია მოსკოვში ამის ნაწილი

  • დაგვაფიქროს, რატომ უნდოდათ მეოცე საუკუნის დასაწყისში გელათელ ბერებს და აკაკი წერეთელს ქართველების კათოლიკობაში გადასვლა

  • მოჰყვეს, თუ როგორ დაბეჩავდა ქართული სოფელი

  • გაგვახსენოს, როგორ გაჩნდნენ ქართველი თერგდალეული ლიბერალები

  • გვასწავლოს, ვინ იყო დიმიტრი ყიფიანი

  • გვკითხოს, თუ რა ტრადიციაა მართლაც ქართული, და რა არის საბჭოთა წარმონაქმნი

  • აღადგინოს 1832 წლის ამბები

  • აღწეროს, რატომა გვაქვს ასეთი საზღვრები

  • აღადგინოს ზუსტად ომი რუსეთთან 08.08.08

  • კითხვა დაგვისვას ასეთი: რა იცოდა რუსეთმა/ ბოლშევიკების პარტიამ, ჩვენ რომ კისერი მოგვიგრიხა?

  • და სხვა მრავალი რამ

თქვენი არ ვიცი და მე არ მაწყენდა ასეთი წიგნის წაკითხვა.

8 ჟუჟუნა vs მატრიცა

▲ზევით დაბრუნება


ვახო მეგრელიშვილი|სვეტი

0x01 graphic

ბოლო პერიოდში გავრცელდა შეხედულება ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნის შესახებ. უნდა ვაღიარო, რომ ვერ ვხვდებოდი ჩავარდნაში კონკრეტულად რა იგულისხმებოდა. ახლა უარესადაა? რა უნდა მომხდარიყო, რომ წარმატებული რეფორმის შეფასება დაემსახურებინა? ამ კითხვების ნაწილზე პასუხების გაცემაში დამეხმარა ავტორიტეტული - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO).

WHO გამოსცემს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების მიმოხილვას. 2009 წელს ჩვენი ჯანდაცვაც მიმოიხილა. მისი მთავარი ავტორი მეგობარია, ხოლო სამი თანაავტორი ძველი ნაცნობები არიან. ანგარიშს ორი ამოცანა აქვს. პირველი ამოცანაა მსოფლიოს გააცნოს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა. მეორე, როგორც სექტორში ერთ-ერთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, რეკომენდაციებით ამარაგებს გულშემატკივრებს.

მოცულობით ანგარიშში ბევრი საყურადღებო წერია, მაგრამ გამოვყოფ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანს, რის გამოც კრიტიკა დავიმსახურეთ.

1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის დაცვაზე, მისაბაძ ქვეყნებთან შედარებით, ცოტა ფულს ვხარჯავთ და მიგვანიშნებენ გავზარდოთ დაფინანსება;

2. მომსახურების შესყიდვის პრივატიზაცია (მომხმარებლისათვის სადაზღვევო ვაუჩერების მიცემა კონკურენციაში მყოფი კერძო კომპანიებისაგან დაზღვევის შესაძენად) არასწორად მიაჩნიათ. ამის მიზეზად ფულის ერთ ხელში თავმოყრის უპირატესობას ასახელებენ, რაც მომხმარებელს სამედიცინო მომსახურების იაფად შეძენის შესაძლებლობას მისცემს. ასევე გვირჩევენ საბიუჯეტო ფული სრულად მივცეთ სახელმწიფო ორგანიზაციას;

3. მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო არასაკმარისად ზედამხედველობს (არეგულირებს) სექტორს, რაც მათი აზრით ხელს უშლის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

0x01 graphic

როგორ უნდა მოჰყვერთული და კომპლექსური დარგისამბავი ისე, რომ ტაბულას სვეტმა დაიტიოს და მკითხველმაც გაიგოს, საკითხავი აი ეს არის! მაინც ვცდი.

ქალბატონი ჟუჟუნა რიგითი ქართველია. ამიტომ მისი შემოსავალი ერთ სულზე ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს უდრის. მას სჯერა WHO-, როგორც სანდო ინსტიტუტის, მისი კომპეტენტური ექსპერტების შარშანდელი დასკვნების და რეკომენდაციების. თუმცა, აუხსნელი მიზეზის გამო, იმავე თემაზე ტაბულაში სვეტსაც კითხულობს.

-ნი ჟუჟუნა წელიწადში 330 ლარს (მთლიანი შემოსავლის 8,2%25) ხარჯავს ექიმებზე და წამლებზე. მთლიან ხარჯებთან იმავე პროპორციით ხარჯავს ფულს ევროკავშირის წევრი ქვეყნის საშუალო მოქალაქეც. მაშასადამე, ჩვენებურისთვის ჯანმრთელობა ისევე ფასეულია, როგორც რიგითი ევროპელისათვის. თუმცა არის პატარა განსხვავებაც. ევროპელი 8-ჯერ მეტს ხარჯავს, რადგან მისი საერთო შემოსავალიც ამდენჯერვე მეტია. ქართველ ქალბატონს 330 ლარიდან 250 ლარის დახარჯვა თავად შეუძლია, 80 ლარი კი იძულებულია სხვა ადამიანებს მიანდოს. 80 ლარის შემდგომი ისტორია -მა ჟუჟუნამ სრულად არ უწყის. თუმცა მისთვის ცნობილია, რომ 80-დან დაახლოებით 35 ლარი მილიონამდე მასზე მნიშვნელოვნად ღარიბზე იხარჯება. რაც ეხება დარჩენილ 45 ლარს, WHO- ექსპერტი ან მინიმუმ სისტემის მაღალჩინოსანი მაინც უნდა იყო, ამ საკრალური ცოდნის მცირედ ნაწილს მაინც რომ ფლობდე. მეჩვენება თუ 45 ლარი პატარა რიცხვად გამოიყურება? მაინც დავაზუსტებ - ჯამური თანხა 200 მილიონ ლარამდეა.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ბევრად გამარტივდა WHO- ექსპერტების შეფასებისა და რეკომენდაციის -ნი ჟუჟუნასათვის ახსნა.

რეკომენდაცია პირველი

WHO- რეკომენდაციით, ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების შესაბამისად, -ნი ჟუჟუნა კეთილგონივრულად არ იქცევა. მართებული იქნებოდა რიგითი ევროპელების მსგავსად პირიქით მოქცეულიყო, თავისთვის მხოლოდ 80 ლარი დაეტოვებინა, ხოლო 250 ლარი მასზე გონიერი ხალხისათვის მიენდო. ევროპელების აზრით, მცოდნე ხალხი მისივე ფულის მეშვეობით უკეთესად მოუვლიდა მის ჯანმრთელობას.

უცნაურია, მაგრამ იგივე WHO- მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 73 წელია. ბუნებრივია, სიცოცხლის ხანგრძლივობას მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა არ განაპირობებს, მაგრამ ჯანმრთელობის სხვა მთავარი ინდიკატორების დინამიკაც ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად პოზიტიურია. სიცოცხლის ხანგრძლივობით მხოლოდ ხუთი წლით ჩამოვრჩებით ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. ვუსწრებთ ჩვენზე რამოდენიმეჯერ მდიდარ, მათ შორის ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას. ისინი ჩვენზე ბევრად მეტ სახელმწიფო ფულს ხარჯავენ. ვივარაუდოთ, რომ ჯანდაცვის სისტემასაც შეაქვს წვლილი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაში. ასეთ შემთხვევაში შედეგი მიღწეულია ჯიბიდან გადახდილი 250 ლარით. თუ რეკომენდაციის შესაბამისად მოიქცევა, 250 ლარი გაიზიარებს გაუგებრად დახარჯული 45 ლარის ბედს. რაც ნიშნავს იმას, რომ 330 ლარი დღევანდელი შედეგის მიღწევას აღარ ეყოფა.

რეკომენდაცია მეორე

ვისაც არ ეზარება, ყოველ ნაბიჯზე ხსნის ბანკს, საბანკო ქსელებით დაიფარა მთელი ქვეყანა. უზომო ფული იხარჯება კლიენტის მოსაზიდად, რისთვისაც იყენებენ რეკლამას, თანამშრომლებისათვის ღიმილის სწავლებას, უამრავ უაზრო აქციასა თუ მარკეტინგულ ხრიკს. ექსპერტები რის ექსპერტები არიან, თუ მომხმარებელივით მოატყუე? მათ ზუსტად იციან, რომ საბოლოო ჯამში კაპიტალისტების მიერ დახარჯული თითოეული თეთრი პროდუქტის ღირებულებაში აისახება და ბოლოს -ნი ჟუჟუნას გადასახდელი იქნება. შესაბამისად, რეკომენდაციაც ადეკვატურია. საჭიროა ერთი დიდი ბანკი. მას არ ექნება მომხმარებლის მოსაზიდად დამატებითი ხარჯების გაწევის საჭიროება. მხოლოდ მასთან მოიყრის თავს დეპოზიტები. თავის მხრივ იხეირებს მომხმარებელიც, რადგან არ მოუწევს დროის და ენერგიის ფუჭი ხარჯვა უკეთესი წინადადების ასარჩევად და, რაც მთავარია - გაიაფდება კრედიტები!

გამოყენებულ იქნეს შემდეგი ზომები:

5. ცენტრალიზაცია კრედიტისა სახელმწიფოს ხელში, სახელმწიფო კაპიტალით და უცილობელი მონოპოლიით აღჭურვილი ნაციონალური ბანკის შემწეობით”.

კარლ მარქსი

კომუნისტური პარტიის მანიფესტი

მარქსის შეგონებაზე ლამის 20 წელია, უარი ვთქვით. - ჟუჟუნას შეიძლება გაუჭირდეს მეცნიერულად ახსნას რატომ ვერ მუშაობს ცენტრალურად დაგეგმილი ეკონომიკა, მაგრამ მიღებული მწარე გამოცდილება კარნახობს, რომ მარქსისათვის დაჯერება არ ღირს.

მესამე რეკომენდაცია

მომსახურების ან პროდუქტის გამყიდველისათვის და მყიდველისათვის ურთიერთხელსაყრელი ხარისხის და ფასის კომბინაცია დგინდება შეთანხმებით. ოპტიმალური ფასის განსაზღვრის სხვა მეთოდი კაცობრიობისათვის ჯერ უცნობია.

ბევრს ალბათ გინახავთ ჰოლივუდური ბლოკბასტერი მატრიცა”. ადამიანების უმრავლესობა სიზმრის მსგავს მდგომარეობაში ცოცხლობს სუპერკომპიუტერის მიერ შექმნილ, კომპიუტერული თამაშის მსგავს ვირტუალურ სამყაროში, რომელსაც მატრიცა ჰქვია. ვინაიდან თამაშში ყველაფერი მათემატიკურად გათვლადია, ცნობილია რა დაჯდა საავადმყოფოს მშენებლობა, აღჭურვა, რამდენი დრო და ფული დაიხარჯა სტანდარტული ცოდნის მქონე ექიმების და სხვა პერსონალის მოსამზადებლად. ცნობილია აგრეთვე თითოეული მედიკამენტის შექმნის და პაციენტის პალატამდე მისი მიტანის ღირებულება. ვირტუალურ თამაშში მოთამაშეებს შორის შეთანხმება არაეფექტური იქნება. ამიტომ აგენტი სმიტი მატრიცაში არსებული მონაცემთა ბაზებიდან დათვლის თითოეულ შემთხვევაში მომსახურების ოპტიმალურ ხარისხსა და ღირებულებას.

მატრიცაში მცხოვრები ხალხი ბედს განსაკუთრებულად არ უჩიოდა. მის შემქმნელსაც ბოროტი განზრახვა, ჩემი მეგობრის მსგავსად, არ ჰქონდა. ცხოვრება კომპიუტერულ თამაშს მხოლოდ გარეგნულად ჰგავს. რეალური ცხოვრება სხვა პრინციპით იმართება და ვითარდება.

-ნი ჟუჟუნაც, ასეული მილიონი მაყურებლის მსგავსად, მატრიცასთან მებრძოლი ნეოს გულშემატკივარია. ევროპელისაგან განსხვავებით, უფრო საფუძვლიანი მიზეზიც აქვს. მას საბჭოთა კავშირში - მატრიცას დაბალტექნოლოგიურ ანალოგში მოუწია ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება. რატომ უნდა უნდოდეს, რომ მისმა შვილმაც ისეთ გარემოში იცხოვროს, რამაც მის ცხოვრებაში ერთხელ უკვე არ გაამართლა?

სამწუხაროდ, თითოეულ რეკომენდაციას ნაწილობრივ ვასრულებთ. მესამე რეკომენდაციას განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვს -ნი ჟუჟუნასათვის. სამართალი სისტემაში მონოპოლიზებული აქვს სახელმწიფოს და ვერ ახერხებს მკურნალობის დროს მიყენებული ზიანის ადეკვატური ანაზღაურების მიღებას, რაც 250 ლარისაგან უფრო დიდ სარგებელს მიაღებინებდა. ამიტომ მან და მოქალაქეების დიდმა ნაწილმა შეიძლება დაიჯეროს, რომ რეფორმა ჩავარდა. კმაყოფილები არც ევროპელი მეგობრები არიან. თუმცა ორივე მხარეს რეფორმა და მისი წარმატება განსხვავებულად ესმის.

თუ ამ რეკომენდაციებს მივიღებთ და ყველაფერს საწინააღმდეგოდ გავაკეთებთ, შეიძლება ჯერ ჩვენი ქალბატონი აღმოჩნდეს კმაყოფილი, შემდეგ კი ევროპელებსაც მოვუტანოთ სიკეთე. რატომაც არა? შეიძლება საქართველოს იმპორტ - ექსპორტის სალდოს დაბალანსებაში ახალმა საექსპორტო პროდუქტმა - ჯანდაცვის სისტემის მოწყობის შესახებ საკონსულტაციო მომსახურებამ შეიტანოს წვლილი.

9 ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

პოლონეთი

0x01 graphic

პოლონეთის მიერ თავისი ძველი იმპერიული ბატონის - რუსეთისგან გაზის იმპორტირება პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხია. სულ რაღაც ერთი თვის წინ, ამ ქვეყნის მთავრობა რუსეთის ენერგოგიგანტთან - Gazprom-თან ახალ კონტრაქტს განიხილავდა, რომელიც 2037 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო. ერთი თვის შემდეგ, სექტემბერში, ვარშავამ გადაწყვეტილება შეცვალა. მას სურს, Yamal-Europe გაზსადენის ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის კონტროლი, Gazprom- ის ნაცვლად, პოლონეთის სახელმწიფო კომპანიას - Gaz System- დაუქვემდებაროს. რუსეთის ენერგომონოპოლისტს საკუთრების დათმობა არ სურს და Gaz System- ტექნიკური ოპერატორის ფუნქციებით დაკმაყოფილებას ურჩევს. პოლონური მხარე დანებებას არ აპირებს: Gaz System გეგმავს, Yamal - Europe მილსადენით მოსარგებლე გაზის მიმწოდებლებს დამოუკიდებლად მოელაპარაკოს, პოლონეთის ტერიტორიაზე გაზის გატარებისთვის კი სატრანზიტო გადასახადი დააწესოს.

დღეს პოლონეთში გაზი ქვეყანაში მოხმარებული საერთო ენერგიის 10%25- შეადგენს; აქედან 2/3 რუსული წარმოშობისაა.

პოლონეთი რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობაზე სერიოზულად 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ დაფიქრდა. აგვისტოს ომის შემდეგ, რუსი ჩინოვნიკების მხრიდან ღია მუქარა პოლონეთის მისამართითაც გაისმა: კრემლი პოლონეთს საქართველოს ბედის გაზიარებით დაემუქრა, თუკი ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა განთავსდებოდა. 2008 წლის ოქტომბერში Gazeta Wyborcza- გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სადაც პოლონელთა 62%25 რუსეთს ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე დიდ პრობლემად ასახელებდა. მოქალაქეებს სჯეროდათ, რომ რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტის, Gazprom-ის მიერ ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის შესყიდვა სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.

პოლონეთმა ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე პირველ ნაბიჯად ლიკვიდური გაზის ტერმინალის მშენებლობა გადაწყვიტა. შეირჩა კანადური კომპანია SNC-Lavalin, რომელსაც უნდა მოეპოვებინა ყველა საჭირო ადმინისტრაციული ნებართვა და მოემზადებინა არქიტექტურულ-ტექნიკური დიზაინი. ამის შემდეგ მშენებლობა დაიწყებოდა.

ტერმინალის ამუშავება 2012 წლისთვის დაიგეგმა. მოგვიანებით, ვადები რამდენჯერმე შეიცვალა: უკვე 2008 წელსვე ნათელი გახდა, რომ ადმინისტრაციული ნებართვების შეგროვება 2 წელს წაიღებდა. ამიტომ ტერმინალის ამუშავება 2014 წლისთვის გადაიდო წელს კი, აგვისტოში, შესაძლო გარემოსდაცვითი პრობლემების თავიდან აცილების საბაბით, კიდევ 2-3 წლით გადავადდა.

ამის მთავარი მიზეზი გერმანიაა. ბერლინი პოლონეთისგან ორ რამეს ითხოვს: პირველი, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის დაწყებამდე, დეტალურად უნდა შეაფასოს საზღვრისპირა გარემოსთვის მიყენებული შესაძლო ზიანის ალბათობა, და მეორე - დაემორჩილოს ევროკავშირის დირექტივას Natura 2000 და დაამტკიცოს, რომ პროექტი საფრთხეს არ შეუქმნის ტერმინალის სამშენებლო არეალში მობინადრე ღამურებს.

პოლონურ პრესაში უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ გერმანია შეგნებულად ცდილობს გააჭიანუროს თხევადი გაზის ტერმინალის გახსნა: იმ პროცედურების შესრულება, რომლებსაც ბერლინი ვარშავისგან დაჟინებით მოითხოვს, ტერმინალის გახსნას, სულ მცირე, 2-3 წლით დააგვიანებს.

პოლონურ პრესაში იმასაც წერენ, რომ მერკელის ადმინისტრაცია ამ გზით ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენის რუსულ-გერმანულ პროექტს ლობირებს.

ჩრდილოეთ ნაკადის პროექტში ჩართული კომპანიები - რუსეთის Gazprom, გერმანიის Ron Ruhrgas და BASF/Wintershall, ნიდერლანდების Gasunie და საფრანგეთის GDF Suez რუსული გაზის პოლონეთისთვის მიყიდვას ისახავენ მიზნად. თხევადი აირის ტერმინალის არსებობის შემთხვევაში კი, პოლონეთის გაზზე მოთხოვნის, სულ მცირე, 30%25 დაკმაყოფილდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ ნაკადის გაზს მიმზიდველობას უკარგავს.

პოლონურ პრესაში გამოთქმულ ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ ჯერ კიდევ იანვარში, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ჩრდილოეთ ნაკადს ფულის უაზრო ხარჯვა უწოდა. ოთხი წლით ადრე, 2006 წელს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე სიკორსკიმ ჩრდილოეთ ნაკადის პროექტი შეადარა 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, როცა ნაცისტურმა გერმანიამ და სტალინისტურმა საბჭოთა კავშირმა, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, პოლონეთი დაინაწილეს.

ეჭვებს ამყარებს მეორე ფაქტიც: შარშან მაისში, Gaz System - მა გარემოს დეტალური ანალიზი მოახდინა და დაასკვნა, რომ პროექტი უსაფრთხოა. თუმცა გერმანია ამ ანალიზს არ ენდობა და დამატებით პროცედურებს მოითხოვს.

ევროკავშირმა პოლონეთის თხევადი გაზის ტერმინალის პროექტის დაფინანსებაზე გადაწყვეტილება სექტემბრის ბოლოს უნდა მიიღოს. უარესი სცენარის შემთხვევაში, პოლონეთი ტერმინალის აშენებას დამოუკიდებლად აპირებს: ტერმინალს ყოველწლიურად 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გამავლობა ექნება. თხევადი გაზის გიგანტი - ყატარი პროექტში მონაწილეობას დათანხმდა.

10 საფრანგეთის საპენსიო სისტემა გაკოტრების ზღვარზე

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

საპროტესტო აქცია ნანტში

გასულ სამშაბათს საფრანგეთი მორიგმა გაფიცვამ და მანიფესტაციამ მოიცვა. პოლიციის ინფორმაციით, მანიფესტაციაში 1,1 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. პროფკავშირები კი ამტკიცებენ, რომ მონაწილეთა რაოდენობა 2,7 მილიონი იყო.

გაფიცვის მიზეზი პრეზიდენტ სარკოზის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმაა, რომელიც საპენსიო ასაკის 60-დან 62 წლამდე გაზრდას გულისხმობს. ინიციატივის განხილვა პარლამენტის ქვედა პალატამ სამშაბათს დაიწყო.

საქმე ისაა, რომ ბევრი განვითარებული ქვეყნის მსგავსად, საფრანგეთში შობადობამ იკლო, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი გაიზარდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, 65 წელს გადაცილებულთა ხვედრითი წილი საფრანგეთის მოსახლეობაში, დღეს თუ 25%25-ია, 2050 წელს 50%25- მიაღწევს. ეს მოცემულობა უზარმაზარი წნეხის ქვეშ ამყოფებს საფრანგეთის მოუქნელ საპენსიო სისტემას, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული ადამიანები ვალდებულნი არიან თავიანთი ხელფასიდან გადაუხადონ პენსიონერებს ფული.

ეკონომიკურმა კრიზისმა ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა, რადგან უმუშევრობამ იმატა და სოციალური გადასახადის ამოღება მკვეთრად შემცირდა. ვარაუდობენ, რომ საპენსიო ფონდის დეფიციტი 2010 წელს 32 მილიარდს მიაღწევს.

ყველა თანხმდება, რომ საპენსიო სისტემის რეფორმა აუცილებელია, და თუ დღეს არ იქნა შესაბამისი ზომები მიღებული, მომავალი თაობა დაზარალდება.

მაგრამ როგორ?

დღევანდელი სისტემის ფარგლებში საპენსიო ფონდის დეფიციტის შემცირების ორი გზა არსებობს. ერთი - გაიზარდოს საპენსიო ფონდის კონტრიბუცია, მეორე კი - შემცირდეს პენსიები. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ პენსიის შემცირებას საფრანგეთში მხარს არავინ დაუჭერს. რაც შეეხება კონტრიბუციის გაზრდას, ეს შესაძლებელია:

) დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდით;

) სოციალური გადასახადის გაზრდით. ბუნებრივია, პროფკავშირები გამოსავალს სოციალური გადასახადის გაზრდაში ხედავენ, მაგრამ ნიკოლა სარკოზიმ მათი წინადადება უარყო - საფრანგეთს ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოციალური და მოგების გადასახადი აქვს განვითარებულ სახელმწიფოებს შორის, რაც თავისთავად უშლის ხელს ბიზნესის განვითარებას და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების წარმოქმნას. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს,რომ ამ ეტაპზე, ოპტიმალური გამოსავალი საპენსიო ასაკის გაზრდაა, რის შედეგადაც დასაქმებულთა წილი გაიზრდება, ხოლო პენსიონერთა რაოდენობა დაიკლებს.

პარლამენტის ქვედა პალატამ, რომლის უმრავლესობასაც სარკოზის პარტია - სახალხო მოძრაობის კავშირი (UMP) - წარმოადგენს, კანონპროექტის განხილვა სამშაბათს დაიწყო და, სავარაუდოდ, 15 სექტემბერს მიიღებს. ამის შემდეგ, ის ზედა პალატას გადაეცემა განსახილველად.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა კომპრომისზე წავიდეს. ქალებს, რომელთაც სამი შვილი ჰყავთ, საპენსიო ასაკის ზღვარი 60 წელი დაუტოვოს 2015 წლამდე. სარკოზი გამონაკლისის დაშვებას აპირებს ინვალიდებისთვის, მიუხედავად ინვალიდობის ხარისხისა.

OECD-ის ექსპერტი, მარტინ დურანი მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკის გაზრდა მხოლოდ ნაწილობრივ დაარეგულირებს დეფიციტის პრობლემას. საფრანგეთს მეტი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეკონომიკა გამოასწოროს: ახალგაზრდების დასაქმება უნდა გამარტივდეს და ევროზონაში ყველაზე მაღალი (მთლიანი შიდა პროდუქტის 56%25) საჯარო ხარჯები შეიკვეცოს.

მეტის გაკეთება კი, პროფკავშირების წინააღმდეგობის გამო, ძალიან რთულია, რადგან საფრანგეთს, მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე ძალაა ხელისუფლებაში, პროფკავშირები მართავენ გაფიცვების მეშვეობით. სწორედ პროფკავშირების დამსახურებაა 5-კვირიანი წლიური ანაზღაურებადი შვებულება, 35-საათიანი სამუშაო კვირა, 1983 წელს საპენსიო ასაკის 65 წლიდან 60 წლამდე დაწევა და .. შესაბამისად, პროფკავშირების წინააღმდეგობის დაძლევას და ინიცირებული საპენსიო რეფორმის წარმატებას ბევრი ექსპერტი სიმბოლურ მნიშვნელობასაც ანიჭებს, რადგან ის უკუაქცევს ფრანგებისთვის უკვე ნორმად ქცეულ ტენდენციას, რაც შეიძლება ცოტა იმუშაონ. ამას გარდა, რეფორმა საჭიროა იმისთვისაც, რომ უცხოელი კრედიტორები დარწმუნდნენ - საფრანგეთის მთავრობას უზარმაზარ სახელმწიფო ვალთან გამკლავება შეუძლია.

საპენსიო რეფორმის წარმატებამ, შესაძლოა, საფრანგეთის პრეზიდენტის მომავალი განსაზღვროს. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ სარკოზის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სურს, მან ეროვნული ინტერესები საკუთარ რეიტინგზე მაღლა უნდა დააყენოს და არაპოპულარული რეფორმები გაატაროს, რადგან საფრანგეთის მოსახლეობამ, არა სარკოზის, არამედ მის რეფორმატორულ პროგრამას მისცა ხმა, რეფორმებმა კი დააგვიანა.

0x01 graphic

საპროტესტო აქცია პარიზში

0x01 graphic

საპროტესტო საპროტესტო აქცია პარიზში აქცია ლილში

11 ბოლივარული რევოლუცია დამნაშავეობის მორევში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

კარაკასი. ვენესუელა
ყველა ფოტო: REUTERS ©

El National-მა აგვისტოს ერთ-ერთი ნომრის პირველ გვერდზე შემზარავი ფოტო დაბეჭდა. სურათი წინა წლის დეკემბერში კარაკასის უდიდეს მორგში არსებულ ვითარებას ასახავდა. დაწესებულება მოკლული ადამიანების გვამებით იყო სავსე. ვენესუელის მთავარი გამომძიებელი აღნიშნულ ფოტოს 2006 წლით ათარიღებს და ამტკიცებს, რომ მას შემდეგ კრიმინალური ვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად გამოსწორდა.

არადა, კარაკასში ხუმრობენ, რომ შესაძლოა უფრო უსაფრთხოდ ბაღდადშიც კი ეცხოვრათ. მათ სარკაზმს სტატისტიკური მონაცემები ამყარებს. ერაყსა და ვენესუელაში დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ადამიანი ცხოვრობს. თუ პირველ მათგანში 2009 წლის დაპირისპირებისას 4 644 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ვენესუელაში წელს მოკლულთა რიცხვმა 16 ათასს გადააჭარბა.

ვენესუელისთვის ფართომასშტაბიანი მკვლელობები უცხო არ არის. ეს პრობლემა ქვეყნის წინაშე უკვე ათეული წელია დგას. მთავრობა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, უგო ჩავესის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე სულ 118 541 ადამიანი მოკლეს. ამ მძიმე დანაშაულის კოეფიციენტით ვენესუელა თითქმის უკონკურენტოა ლათინური ამერიკის კონტინენტზე. 2007 წელს 43 792 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. შედარებისთვის, 2006 წელს მექსიკაში ნარკომოვაჭრეებზე თავდასხმებს 28 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კონტინენტის დედაქალაქებშიც სიკვდილიანობის დონის შედარებისასაც სავალალო სურათი იხატება: კარაკასში 100 ათას კაცზე 200 მოკლული მოდის, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტის შემთხვევაში იმავე რაოდენობის ადამიანიდან 23-მდე ხდება ძალადობის მსხვერპლი. სან პაულოში კიდევ უფრო იმედისმომცემი მონაცემებია - 14 კაცი 100 ათასიდან.

უგო ჩავესი ვენესუელას 1998 წელს ჩაუდგა სათავეში. მკვლელობების პრაქტიკა ოფიციალური კარაკასისთვის მაშინაც არ იყო უცხო. თუმცა, დღეს არსებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა. სახელმწიფოს პირველი პირი განუკითხაობის გაზრდაზე პასუხისმგებლობას საკუთარ მთავრობას ნაკლებად აკისრებს. ძალადობის გახშირებასთან ერთად უარესდება ეკონომიკური მდგომარეობაც: მკვეთრია განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის. თუ ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკურ სექტორში დადებითი ძვრები შეიმჩნევა, ვენესუელაში, სიღარიბის დაძლევის სხვადასხვა პროგრამების გატარების მიუხედავად, თითქმის არაფერი შეცვლილა.

ექსპერტები ანარქიამდე მისული სიტუაციის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ. პირველ რიგში მიუთითებენ პოლიციასა და ძალოვან სტრუქტურებში არსებულ ხარვეზებზე. სამართალდამცავებს დაბალი ხელფასი აქვთ, რაც მათ ნაკლებ მოტივაციას განაპირობებს. შედეგად, დანაშაულებების მეხუთედში თვითონ არიან გარეულნი.

ძალადობის აღკვეთას ხელს უშლის პოლიტიზირებული, არაეფექტური და ჩავესის მიერ კონტროლირებადი სასამართლო სისტემაც. მაშინ, როცა მკვლელობათა 90%25 გაუხსნელია, საპატიმროები სავსეა უგოს ოპონენტებით: მათ შორის მოსამართლეებით, დისიდენტი გენერლებითა და მედიის წარმომადგენლებით. სახელმწიფო მოხელეები საჯარო სექტორსა და ქვეყნის ტერიტორიას ხშირად ტოვებენ.

ძალადობის ერთ-ერთ კატალიზატორად ჩავესის მიერ მისი ოპონენტების მართული შტატებისა და ქალაქების მთავრობებისთვის დაფინანსების შემცირებაც სახელდება. მეტიც, რეგიონულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ჩავესმა რეგიონალურ პოლიციას იარაღის დიდი ნაწილი ჩამოართვა. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 15 მილიონამდე არალეგალური ცეცხლსასროლი იარაღი არსებობს.

მთავრობის წარმომადგენლების მტკიცებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ პრობლემის გადასაჭრელად. ახლახან შექმნეს უსაფრთხოების ძალები - ბოლივარული ეროვნული პოლიცია. კადრების მოსამზადებლად გახსნეს ექსპერიმენტული უსაფრთხოების უნივერსიტეტი. პოლიციელებს წვრთნებს კუბელი და ნიკარაგუელი სპეციალისტები უტარებენ. ტრადიციულად ამ ორ ქვეყანაში მკვლელობების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს შორის. ზოგიერთ ადგილას პატრულირების პრაქტიკის დანერგვის შემდეგ მკვლელობათა რიცხვი ოდნავ შემცირდა. მცირედი პროგრესის მიუხედავად, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ჯგუფის მონაცემებით, მხოლოდ ამ წლის პირველ კვარტალში ქვეყნის 23 შტატში 5 962 მკვლელობა მოხდა.

გაზეთ El National-ში გამოქვეყნებულმა ფოტომ შედეგი უკვე გამოიღო - გახშირდა მოსახლეობის მხრიდან მთავრობის ქმედებებზე გაცხარებული დისკუსია. ხელისუფლებამ კი სრულიად განსხვავებული პოზიცია დაიკავა. ძალადობის აღმოსაფხვრელად საჭირო გზების ძიების ნაცვლად, გაზეთი ძალადობის შემცველი სურათების გავრცელებით ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. სასამართლომ მედიასაშუალებებს ამგვარი მასალების გამოქვეყნება აუკრძალა. მოქალაქეთა ნაწილი ხვდება, რომ მაღალჩინოსნებისთვის მთავარ საფიქრალს არა თვითონ ფაქტის სიმწვავე, არამედ საზოგადოებისთვის მისი დამალვა წარმოადგენს.

ეს მოვლენები ჩავესისთვის ერთგვარი გამოწვევაა. 26 სექტემბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. მოქმედი პრეზიდენტი სურათის გავრცელებას ოპოზიციის მიერ მის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულების ნაწილად განიხილავს. ჩავესი ირწმუნება, რომ ოპონენტებს მისი ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა სურთ. საზოგადოებრივი გამოკითხვებიდან ჩანს, რომ ძალადობის მატების პარალელურად, ჩავესის მმართველობით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება. ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 55%25 ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს.

0x01 graphic

კარაკასის მორგი

0x01 graphic

საპროტესტო აქცია კარაკასში

0x01 graphic

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი

12 ობამას ახლოაღმოსავლური პოლიტიკა ახალი გამოწვევების პირისპირ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

პირველ სექტემბერს ვაშინგტონში ისრაელ-პალესტინას შორის ახალი მოლაპარაკებები დაიწყო. პროცესში ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის გარდა, ჩართულია ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, იორდანიის მეფე აბდულა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი. მოლაპარაკება შესაძლოა ობამას დამსახურებად ჩავთვალოთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი შეხვედრები ადრეც არაერთხელ გამართულა და უშედეგოდ დამთავრებულა. შემდეგი რაუნდი კაიროში 14-15 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები კრიტიკულ წერტილს 26 სექტემბერს მიაღწევს. სწორედ ამ დღეს იწურება ისრაელის მიერ ახალი დასახლებების მშენებლობაზე დაწესებული მორატორიუმის ვადა. თუ ისრაელი მშენებლობებს გააგრძელებს, პალესტინის მხარე პროცესის შეწყვეტით იმუქრება. ერთი მხრივ, ამერიკის ადმინისტრაციისგან მოლაპარაკებაში ჩართვის იძულება, მეორე მხრივ კი, შიდაპოლიტიკური ზეწოლა ნეთანიაჰუს მძიმე მდგომარეობაში აგდებს. ამას თან ერთვის მყიფე სამთავრობო კოალიცია და პარტიაში არსებული განხეთქილება.

მიუხედავად კომპრომისის სურვილისა, პროცესის წარმატება მაინც ეჭვს იწვევს. მაჰმუდ აბასის პარტია ფათჰი მხოლოდ დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს, ხოლო ღაზის სექტორი ჰამასის ხელშია. ეს უკანასკნელი ყოველგვარ მოლაპარაკებაზე უარს ამბობს. ჰამასმა მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლაც სცადა. ტერაქტებს ისრაელის რამდენიმე მოქალაქე შეეწირა, თუმცა მოლაპარაკებები მაინც დაიწყო. ამავე დროს, მარტში ლიბიაში გამართულ არაბული ლიგის სამიტზე აბასმა განაცხადა, რომ თუ ყველა არაბულ ქვეყანას ექნება სურვილი იბრძოლოს ისრაელთან, პალესტინელები მხარს დაუჭერენ. ომის დაწყებისკენ მოწოდების შეწყვეტა ოფიციალური პირების მხრიდან ახლანდელი მოლაპარაკებების ერთ-ერთი ძირითადი საკითხია.

ამერიკული და ევროპული დიპლომატიის მიდგომა იდეალური ნამდვილად არ გახლავთ. ისრაელის და პალესტინის მოლაპარაკება უკვე მრავალჯერ ჩავარდა. ობამა ისრაელს პროცესის დაძვრისკენ დაჟინებით მოუწოდებდა. მარტში, ვაშინგტონში ნეთანიაჰუს არცთუ ისე გულთბილმა დახვედრამ, თეთრი სახლის პირველ პირს ანტისემიტის იარლიყი მიანიჭა. ამგვარმა ქმედებამ უკუშედეგი გამოიღო. არაბებს დათმობების სურვილი გაუქრათ, რადგანაც რისთვისაც კომპრომისის ხარჯზე უნდა მიეღწიათ, ამერიკის ცალმხრივი პოლიტიკის გამო პირდაპირ მიიღეს. რამდენად სიცოცხლისუნარიანია მოვლენების ამ კუთხით წარმართვა, იძულებითი მშენებლობების შეჩერების ვადის ამოწურვისთანავე გამოჩნდება.

2002 წელს, მაშინდელ პრემიერ არიელ შარონის გადაწყვეტილებით, ისრაელმა დასავლეთ ნაპირზე მშენებლობები შეაჩერა, ხოლო ღაზის სექტორში აშენებული მასივები მიატოვა. ეს ნაბიჯები მხოლოდ მას შემდეგ გადაიდგა, რაც ჯორჯ ბუშმა იასირ არაფატი გააკრიტიკა. ბუშმა დაგმო პალესტინელთა ძალადობრივი მეთოდები და სახელმწიფოებრივი რეფორმებისაკენ მოუწოდა.

პალესტინის აღმასვლა ქვემოდან”, სწორედ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებით და ეკონომიკური განვითარებით უნდა დაიწყოს. დასავლეთ ნაპირზე გარკვეული წინსვლა შეინიშნება. რამალაში, ჯენინსა და იერიქონში არ წყდება მშენებლობა. პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა სალამ ფაიადმა განაცხადა, რომ ისინი აღარ ელოდებიან დასავლეთის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ქვეყნის განვითარებას საკუთარ თავზე იღებენ. არაერთი უშედეგო მოლაპარაკების მიზეზი პალესტინის სუსტი სახელმწიფოებრიობაც გახლდათ.

ახლო აღმოსავლეთი მხოლოდ ისრაელ-პალესტინით არ ამოიწურება. რეგიონი, განსაკუთრებით ირანი, ერაყი და თურქეთი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ობამას მოსვლის შემდეგ ამერიკის მდგომარეობა ამ სექტორში შედარებით გართულდა. ობამასადმი კრიტიკულად განწყობილი ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ პრობლემები ამერიკის ნებისმიერ მმართველობას შეექმნებოდა. თუმცა ახალმა ადმინისტრაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა.

რეგიონში დომინანტ ძალას დიდი ხნის მანძილზე ამერიკა წარმოადგენდა, მაგრამ ამჟამად პოლიტიკური ბალანსი იცვლება. ამერიკის უკანდახევით შექმნილი ვაკუუმის შევსებას თურქეთი და ირანი ცდილობენ. თურქეთი თანდათან რადიკალიზმისკენ იხრება. თურქეთ - ამერიკის ურთიერთობებში პირველი ნაპრალი 2003 წელს გაჩნდა. მაშინ პრემიერმა ერდოღანმა ამერიკელებს ერაყზე შესატევად სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა. ამას გარდა, თურქეთს ურთიერთობები დიდი ხნის პარტნიორ ისრაელთანაც გაუფუჭდა. ამას ხელი შეუწყო მაისში, ღაზის სანაპირო წყლებთან ისრაელის მიერ თურქული ფლოტილიის დაკავებამ.

ისრაელთან ურთიერთობების გაუარესების პარალელურად, ერდოღანი სირიასა და ირანს დაუახლოვდა. ამერიკა, გაეროს სუსტი ეფექტის მქონე სანქციებით, ვერ ახერხებს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას. თეთრმა სახლმა ურთიერთობები ვერც სირიასთან გამოასწორა. ასადის რეჟიმს პოლიტიკური კურსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამაც ვერ შეაცვლევინა. ობამამ კი სირიასთან დაახლოების ცდით, ამერიკას მორალური სიცხადე დააკარგვინა. სწორედ ამაზე მიუთითებს ლიბანელი სამოქალაქო აქტივისტი ლოკმან სლიმი. მისი აზრით, ობამამ დათმო დემოკრატია, საპასუხოდ კი ჯერჯერობით ვერაფერი მიიღო. ბოლო ორი წლის მანძილზე, რეგიონში ამერიკის პარტნიორობის სანდოობა ეჭვქვეშ დადგა.

რეგიონზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ერაყში არსებული მდგომარეობა. ამერიკის ჯარების სწრაფი გამოყვანა ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პარალელურად შეიძლება ერაყზე ირანის გავლენა გაიზარდოს. მიუხედავად სიმრავლისა, ახლო აღმოსავლეთის არაბული სახელმწიფოები სიძლიერით არ გამოირჩევიან. თურქეთისა და ირანის ფონზე ეგვიპტე და საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო ნაკლებ როლს თამაშობენ. მათი დასუსტება ამერიკის უკანდახევის პირდაპირპროპორციულია.

განსხვავებით ოცი ან თუნდაც ათი წლის წინანდელი მდგომარეობისგან, თეთრ სახლს არამხოლოდ ცალკეულ ცხელ წერტილებთან გამკლავება უწევს. ამერიკა უფრო ფართომასშტაბიან, რეგიონულ დაპირისპირებებს შეეჯახა. ამასთან, ახალ პოლიტიკურ გარემოში თურქეთი და ირანი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამერიკის მოკავშირე ისრაელი დამიზნებული რაკეტებითაა გარშემორტყმული. უამრავი პალესტინური ტერორისტული ჯგუფი, ჰამასი და პალესტინის ისლამური ჯიჰადი, აგრეთვე ლიბანის სამხრეთში განლაგებული ჰეზბოლა, წლების წინ ლოკალური დაჯგუფებები იყვნენ. ახლა ისინი ირანის მხარდაჭერით სარგებლობენ. პალესტინის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისათვის თეირანის შორსმიმავალი გეგმების შემადგენელ ნაწილად იქცა. ამერიკის უმოქმედობა ისრაელს თავდაცვის ზომების გატარებისკენ უბიძგებს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. ახლო აღმოსავლეთი ის ადგილია, სადაც გადატვირთვის ღილაკი ობამას ყველაზე მეტად სჭირდება.

13 აბა ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო...

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

0x01 graphic

ტარიელ ონიანი

წელს ქართველმა კანონიერმა ქურდებმა თავი რამდენჯერმე შეგვახსენეს. მარტში ევროპელ სამართალდამცავებს პანევროპული ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ კრიმინალური დაჯგუფების 80-მდე წევრის დასაკავებლად, რომლის სათავეშიც ქართველი მაფიოზები იდგნენ. მკვლელობების სერია მოჰყვა მოსკოვისა და ევროპული ქალაქების ქუჩებში დაპირისპირებას ორ ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის. ივლისში კი ავსტრიის პოლიციამ ქართული ოპოზიციის ნაწილთან ქართველი კანონიერი ქურდების კავშირი დაადასტურა. კრიმინალები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 2009 წლის აქციებს აფინანსებდნენ. აგვისტოს ბოლოს ნიცაში ორი ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელთა ვინაობაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ სახელდება. მოგვიანებით მოსკოვში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი თეიმურაზ ფაროიანი დააპატიმრეს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ კანონიერი ქურდების წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ ისინი აიძულა საქმიანობა ქვეყნის გარეთ გაეგრძელებინათ. მათი დიდი ნაწილი რუსეთში გადავიდა, დანარჩენი - ევროპაში გაიფანტა.

ქართველი ქურდები .. რუსული მაფიის ნაწილი არიან, რომლის სახელის ქვეშაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან წამოსული კრიმინალები ერთიანდებიან. ამ ჯგუფში ირიცხებიან - რუსები, ქართველები, უკრაინელები, ბელარუსები, ქურთები, ჩეჩნები, სომხები, აზერბაიჯანელები, უზბეკები, ტაჯიკები.

0x01 graphic

სამართალდამცველების მიერ ციხეში ამოღებული წერილი

რუსი გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, იქაური მაფია მთელს მსოფლიოში 300 ათასამდე ადამიანს ითვლის. სადღა აღარ შეხვდებით მათ - ევროპიდან დაწყებული ჩრდილოეთ ამერიკით დამთავრებული. გერმანული გაზეთის Süddeutsche Zeitung- ის ინფორმაციით, ევროპაში რუსული მაფიის 160 ათასი წარმომადგენელი საქმიანობს. მაშინ როცა იტალიელი მაფიოზების რიცხვი 70 ათასამდეა, ხოლო აზიელების - 37 ათასი. ქართველების რაოდენობის დასახელება რთულია, თუმცა, ცნობილია სპეციალიზაცია - ქურდობა და ყაჩაღობა. მაგალითად, 2010 წელს მათი ნაწილის დაკავების შემდეგ ვენაში ბინების ქურდობამ 50%25-ით იკლო. ქართველები ძირითადად ესპანეთში, ავსტრიაში, იტალიაში, შვეიცარიაში, გერმანიასა და საფრანგეთში ცხოვრობენ. ამ კრიმინალთა მეთაური კანონიერი ქურდების რაოდენობა კი 1993 წლიდან მოყოლებული ათასს ქვემოთ არ ჩამოსულა. ამ რაოდენობის ნახევარს, ან ნახევარზე მეტს ყოველთვის ქართველები შეადგენდნენ.

რუსული მაფიის წარმომადგენლები თითქმის ყველგან და ყველა ტიპის დანაშაულში მონაწილეობენ. მაგალითად, რუსული მაფია აკონტროლებს ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის 90%25- ესპანეთში, ისევე როგორც ბალკანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მათი დანაშაულის სფერო მოიცავს: ნარკოტიკებით, იარაღითა და ადამიანებით ვაჭრობას, მკვლელობას, რეკეტს, პროსტიტუციას, თაღლითობას, ქურდობას, ყაჩაღობას, ფულის გაყალბებას და სხვა ათასგვარ კანონდარღვევას.

ბოლოს დროს კრიმინალები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან უფრო და უფრო მეტ პრობლემას უჩენს საფრანგეთის მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მაფიის ცენტრად ევროპაში ესპანეთი ითვლება, მაფიის ბოსების უმეტესობას ვილები საფრანგეთის სანაპიროებზე აქვს. ეს ადამიანები სახლს იშვიათად ტოვებენ. მათი დაქვემდებარების ქვეშ კი ბევრი ბანდიტური დაჯგუფებაა.

Daily Telegraph-ის ერთ-ერთ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რუსული მაფია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული დაჯგუფებაა. მისი წევრები სხვადასხვა ქვეყანაშია გაფანტული. თითოეულ ჯგუფს რეგიონული ზედამხედველი ჰყავს, რომელიც შემოსავლების 10%25- იღებს საერთო სალაროსთვის. შეგროვებული თანხიდან ესა თუ ის საქმიანობა ფინანსდება. ხშირად ეს ფული სხვადასხვა საქმეში იდება, მაგალითად, ნავთობის ბიზნესში, რაც მაფიას დიდ ეკონომიკურ ძალაუფლებას ანიჭებს.

ნიცის პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, კავკასიური წარმომავლობის ადამიანებით დაკომპლექტებული დანაშაულებრივი ქსელი ერთი წელია, რაც გააქტიურდა ამ რეგიონში. ეს ადამიანები ძირითადად ქართველები, სომხები და ჩეჩნები არიან. აგვისტოს ბოლოს დაკავებული ორი ახალგაზრდა ქართველი ბანდიტური დაჯგუფებების მეთაური გახლდათ. ერთ-ერთი მათგანი ესპანეთში ფულის გათეთრების ცნობილისაქმის მონაწილეა და ექსტრადიციის მოლოდინშია, მეორე კი ეჭვმიტანილია სხვა ქართველი ბანდიტის მკვლელობის ორგანიზებაში. დანაშაული, რომელიც ქალაქ ნიცის ერთ-ერთ სახლში მოხდა, მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგაგონებთ”, - ამბობს გამომძიებელი. ფრანგულ Le Figaro-სთან პოლიციის პროფკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ მორალი და არავითარ წესს არ ექვემდებარებიან. ისინი კარგად არიან შეიარაღებული. ამ ჯგუფის მთავარ მახასიათებლად კი კონსპირაცია სახელდება. მარტში ჩატარებული ოპერაცია იავას შემდეგ პოლიციამ აღმოაჩინა, რომ კრიმინალები ყოველთვის კარგად ჩაცმულები არიან და სამართალდამცველთა ყურადღების გასაფანტად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ.

იავა - მასშტაბური ევროპული სპეცოპერაცია ქართული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ - 15 მარტს ჩატარდა. მაშინ 75 ადამიანი დააკავეს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში. ყველაზე მეტი - 25 ადამიანი - ავსტრიაში დააპატიმრეს. ოპერაციაზე პასუხისმგებელი იყო ავსტრიის კრიმინალური პოლიცია, ვინაიდან ორგანიზაციის მთავარი წევრები ვენაში მოქმედებდნენ. დაკავებულთა შორისაა კახა შუშანაშვილი, გავლენიანი ქურდის - ლაშა შუშანაშვილის - ძმა. ვარაუდობენ, რომ შუშანაშვილი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ბოროტმოქმედის, შაქრო კალაშოვისთვის მუშაობდა. კალაშოვიც საქართველოდან არის და ერთ - ერთ ყველაზე წონიან ფიგურას წარმოადგენს ქურდულ სამყაროში. ამჟამად ის ესპანეთის ციხეში იხდის სასჯელს.

ოპერაციის შემდეგ ესპანელი ჟურნალისტი ასე აღწერდა ქართული მაფიის წევრთა ცხოვრებას: ამ ადამიანებს აშკარად ძალიან დიდი შემოსავალი ჰქონდათ და მათი ცხოვრების სტილი არ ესადაგებოდა იმ სამსახურებს, სადაც ოფიციალურად მუშაობდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი პირი, რომელსაც ქართულ კრიმინალურ ჯგუფთან ჰქონდა კავშირი, ელექტრიკოსი იყო. ხელფასზე მცხოვრებ ელექტრიკოსს გაუჭირდება 600 ევროს ღირებულების ფეხსაცმელები ეცვას, ან ავტოფარეხში ფეშენებელური მერსედესი ეყენოს”.

იავას დროს დაკავებულ ქართველებს ბრალი ძარცვაში, ფულის გათეთრებაში, გამოძალვაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, იარაღის უკანონოდ შენახვასა და ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადებაში ედებათ. ეს ორგანიზებული კლანი კვირაში ერთ მილიონ ევროს აგროვებდა. გარდა ამისა, ავსტრიის კრიმინალურმა პოლიციამ დაადასტურა მისი კავშირი ქართული ოპოზიციის ნაწილთან. კერძოდ, კრიმინალებმა 2009 წლის აქციების სათავისოდ გამოყენება სცადეს. რევანშისტები რუსეთის გავლით აფინანსებდნენ აქციებს, რათა სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ.

0x01 graphic

ვიაჩესლავ ივანკოვი -„იაპონჩიკი

ესპანური მედია ფარდას ხდის იმ სქემას, რომლის მიხედვითაც რუსული მაფიის ლიდერები მუშაობენ. ისინი არალეგალურად მოპოვებულ ფულს საინვესტიციო კომპანიებში რიცხავენ - აშშ-ში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში. აქედან ინვესტიციები ათამდე ქვეყანაში იდება, მათ შორის ესპანეთში. კრიმინალები ფულის გასათეთრებლად სათამაშო ბიზნესსა და ბანკებს იყენებდნენ.

რაც შეეხება რუსეთს - ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის მონაცემებით, ქართველ კანონიერ ქურდთა უმრავლესობა მოსკოვშია თავმოყრილი, დაახლოებით 80-მდე ადამიანი. ამას მოჰყვება კრასნოდარის მხარე და სტავროპოლი. აქ დაახლოებით 40 ქართველია. შემდეგ კი ტიუმენის ოლქი, სურგუტი, მოდის. ამ მხარეს 30 ქართველი კანონიერი ქურდი აკონტროლებს.

ქურდობის, ტრეფიკინგის, მანქანების გატაცების, ყალბი ფულის დამზადებისა და სხვა დანაშაულების გარდა, ისინი ლეგალური ბიზნესითაც არიან დაკავებულნი. ფლობენ - კაზინოებს, რესტორნებს, გასართობ კლუბებს, სასტუმროებს, ბარებს.

0x01 graphic

რუსული პრესის ინფორმაციით, იერარქიულად, ქართველ ქურდებს შორის გავლენით პირველ ადგილზე ქუთაისელები არიან. მათ მოსდევს მეგრელების ჯგუფი, რომელთა გავლენაც აფხაზეთზეც ვრცელდება. მესამე ადგილზე არიან თბილისელი ქურდები, მეოთხეზე კი - სვანები. ეს უკანასკნელები ყველაზე სახიფათო, იარაღის არალეგალურ ბიზნესსა და ადამიანების გატაცებაზე მუშაობენ. ბევრმა ქართველმა კრიმინალმა სხვადასხვა გზით რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო. რუსეთში მოღვაწე კრიმინალებს შორის არიან ქართული წარმოშობის, თუმცა სხვადასხვა ეთნოსის ადამიანები. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდი დედ ჰასანი (რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი წამყვანი მაფიოზური კლანის ლიდერი ასლან უსოიანი). ის თბილისელი ქურთია, ისევე როგორც შაქრო კალაშოვი.

ქართველი კანონიერი ქურდები მეგობრობენრუს ბიზნესმენებთან, კულტურის მოღვაწეებთან, პოლიტიკოსებთან, სამხედროებთან, რომელთაც წილში გაჰყავთ ისინი. მათ პერიოდულად იჭერენ, თუმცა ხსენებული კავშირების წყალობით ხშირად სასამართლო დარბაზიდანაც ათავისუფლებენ. იავას შემდეგ ესპანური მედია იმასაც მიუთითებდა, რომ რუსი სამართალდამცავები თანამშრომლობის ნაცვლად, იმით იყვნენ დაინტერესებული, თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ ევროპაში ამ კრიმინალების შესახებ. გამოძიებისას ესპანელი სამართალდამცავების მოკვლა არაერთხელ სცადეს.

ქართველი ქურდები პერიოდულად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ბოლო პერიოდში მეტოქე ბანაკებში აღმოჩნდა ორი გავლენიანი ქართველი კრიმინალი - ტარიელ ონიანი და ლაშა შუშანაშვილი. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ონიანსა და შაქრო კალაშოვს შორის უთანხმოებისას შუშანაშვილმა კალაშოვის მხარე დაიკავა. მას შემდეგ კი, რაც 2006 წელს კალაშოვი დააკავეს, დავა მისი ქონების მართვაზე დაიწყო. ონიანი თვლიდა, რომ ქონება მას უნდა ემართა. თავის მხრივ, დედ ჰასანმა, რომელიც კალაშოვის მოკავშირე იყო, ქონების მართვა შუშანაშვილს მიანდო. განსაკუთრებით მიმზიდველი ამ ქონებაში იყო სოჭი, სადაც ზამთრის ოლიმპიადა უნდა გაიმართოს. ონიანს დაპირისპირება ჰქონდა ასევე ვიაჩესლავ ივანკოვთან, იაპონჩიკის სახელით ცნობილ გავლენიან რუს ქურდთან, რომელსაც ქონების მართვაში და ფულის გათეთრებაში გამოცდილი შუშანაშვილი ეხმარებოდა. საქართველოდან ესპანეთში, ესპანეთიდან კი რუსეთში გადასულმა ონიანმა თვალი იაპონჩიკის სათამაშო ბიზნესსაც დაადგა. მათი მორიგება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. კალაშოვის ქონებასთან დაკავშირებულ დავაში ივანკოვი დიდი ხნის მეგობარს, დედ ჰასანს მიემხრო, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ერთ მხარეს აღმოჩნდა ონიანი, მეორე მხარეს კი დედ ჰასანი, იაპონჩიკი და შუშანაშვილი.

2009 წელს ცოტა ხნით კრიმინალურ სამყაროში სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა შემდეგ იაპონჩიკი მოკლეს. მისი ლიკვიდაცია ონიანს მიეწერება. თავის მხრივ, 2009 წელს ის დააკავეს და ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხის კედლები მისთვის ხელსაყრელიც შეიძლება იყოს, რადგან იაპონჩიკის გამო განადგურებით ემუქრებოდნენ. თუმცა, მეორე მხრივ, მისმა იმპერიამ რღვევა დაიწყო. ვიაჩესლავ ივანკოვი -„იაპონჩიკი ზოგი საწარმო მეტოქეებმა ჩამოართვეს, მისი ლოიალური თანაშემწეები კი ჩამოიშორეს - 2010 წლის მარტში საფრანგეთში ლადო ჯანაშია მოკლეს, მაისში კი - საბერძნეთში მალხაზ კიტია გამოასალმეს სიცოცხლეს. სავარაუდოდ, საფრანგეთში ამა წლის აგვისტოში დაკავებულ კანონიერ ქურდს (იხილეთ სტატიის დასაწყისი) სწორედ ამ მკვლელობებთან აქვს კავშირი. გამოძიება, ალბათ, უფრო მეტ დეტალს მოჰფენს ნათელს.

2009 წელს შუშანაშვილი პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა უკრაინაში, ვინაიდან პოლიტიკურ ბატალიებში ჩაება იულია ტიმოშენკოს სასარგებლოდ. ამის გამო ის უკრაინიდან საბერძნეთში გადავიდა.

უკრაინაც ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ბოლო პერიოდში ქართველი ქურდებისათვის, და არა მხოლოდ მათთვის, ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა. ამ ქვეყანას ზოგი თავს აფარებს, ზოგისთვის კი ევროპაში გასასვლელი სტრატეგიული ადგილია. კრიმინალებს როლები აქვთ განაწილებული. ერთი ნაწილი უკანონოდ მოიპოვებს ფულს, მეორე ათეთრებს. გათეთრების სქემა ასეთია - ისინი წილებს სხვადასხვა კომპანიასა და ბანკებში ყიდულობენ. 2010 წელს აქ დააკავეს ქართველი კანონიერი ქურდი გოჩა რუსტავსკი. ის უკრაინაში რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამავე წლის აპრილში უკრაინას აფარებდა თავს დედ ჰასანიც, რომელსაც დეპორტაცია გაუკეთეს და 5 წლით აუკრძალეს ქვეყანაში შესვლა. უკრაინის ორგანიზებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში-არალეგალურად 10 კანონიერი ქურდი იმყოფება.

კანონიერი ქურდების ინსტიტუტი მკვეთრად გამოკვეთილი საბჭოთა ფენომენია. მართალია, ორგანიზებული დანაშაული და მაფია მის ფარგლებს გარეთაც არსებობდა, თუმცა, ის თავისი მოწყობითა და წესებით უნიკალურია. მკვლევრები მის წარმოშობას საბჭოთა ბანაკებთან, გულაგების სისტემასთან, აკავშირებენ. არსებობს ვერსია, რომ ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში სტალინს მიუძღვის დიდი წვლილი. ბელადს ეს ადამიანები საპატიმროებში მეამბოხე ადამიანების გასანეიტრალებლად სჭირდებოდა. კრიმინალებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს იმ პირობით, რომ ისინი სახელმწიფოს საქმეებში არ ჩაერეოდნენ და არც სისტემას დაუპირისპირდებოდნენ. პოსტსტალინურ ეპოქაში, ქაოსურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაში, მათ უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება ჩაიგდეს ხელთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათი გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა.

კანონიერი ქურდები აკონტროლებდნენ საბჭოთა კავშირში ბუნებრივად გაჩენილ ჩრდილოვან ეკონომიკას. ეს ფენომენი სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის ტოტალურმა კონტროლმა, კერძო საკუთრების გაუქმებამ და ადამიანებისთვის თავისუფალი საქმიანობის აბსოლუტურმა შეზღუდვამ გამოიწვია. ის, რასაც მთელი ცივილიზებული კაპიტალისტური სამყარო ჩვეულებრივ ეკონომიკურ საქმიანობად აღიქვამდა, საბჭოთა კავშირში კრიმინალად ფასდებოდა. ვინაიდან ჩრდილოვან ეკონომიკას სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა, მისი ნიშა ქურდებმა დაიკავეს. თუ დემოკრატიულ სახელმწიფოში დავების გადაწყვეტისთვის სასამართლოს მიმართავენ, აქ ეს ფუნქცია კრიმინალებმა მოიპოვეს, რომლებიც საკუთარი წესებისა და კანონების მიხედვით მოქმედებდნენ. გადასახადებსაც”, სახელმწიფოს ნაცვლად, ისინი კრებდნენ.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში მათ სწორედ ეს ფუნქციები დაკარგეს, რამაც ქვეყანა კანონიერი ქურდების გავლენისგან გაათავისუფლა. რუსეთში კი კრიმინალები სტაბილურად ინარჩუნებენ ნიშას და, შესაბამისად, გავლენას. ამის მიზეზი ისაა, რომ ეკონომიკის თავდაპირველი გაუბედავი ლიბერალიზაციის შემდეგ, რუსეთში სახელმწიფოს როლი კიდევ გაიზარდა. კორუფციის დონე და ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა კი ისევ უზარმაზარია. ამიტომ, სოციალურ- ეკონომიკური დაკვეთა ქურდულ სამყაროზე, როგორც საკუთრების უფლების დაცვის, კონტრაქტების აღსრულების და დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ სისტემაზე, დღესაც დიდია.

0x01 graphic

ასლან უსოიანი - „დედ ჰასანი

მართალია, კანონიერი ქურდები ძველ, შედარებით ასკეტურ წესებს, აღარ მისდევენ და ბევრ მათგანს ლეგალური ბიზნესიც აქვს, თუმცა რუსულმა მაფიამ ვერ მოახერხა თავისი საქმიანობის სრულად გათეთრება”. თუ იტალიელები პოლიტიკაში ჩაეფლნენ და პრიმიტიულ ქურდობას ერიდებიან, მათ რუს კოლეგებს სრული ტრანსფორმაცია უჭირთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ტიპის მაფიას კორუფციული სისტემა ასაზრდოებს.

საქართველოს რაც შეეხება, აქ ერთი თავისებურებაა თვალშისაცემი. მართალია, კანონიერი ქურდობის ფენომენი საბჭოთა მოვლენა იყო, საქართველოში მათი არაპროპორციულად დიდი რაოდენობა იყო კონცენტრირებული. ერთნი ამას ქართული მენტალობის ქურდულ მენტალობასთან თავსებადობის ბუნდოვანი არგუმენტით ხსნიან, თუმცა უფრო დამაჯერებელი სხვა არგუმენტებია. საქართველო ერთ-ერთი იყო საბჭოთა ქვეყნებს შორის, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკა განსაკუთრებული წარმატებით განვითარდა და საერთო ეკონომიკის დიდ წილს იკავებდა. 1981 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი ერთიანი ეროვნული პროდუქტის 25%25- შეადგენდა. ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. 1983 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ეს კულტურულმა მახასიათებლებმა განაპირობა - შეჯიბრებისკენ მიდრეკილებამ, ურთიერთნდობამ, ადამიანური კავშირების სიძლიერემ და რისკიანობამ. თუმცა, ეს თვალსაზრისი საკმარისი არ არის, რადგან ჩრდილოვანი ეკონომიკა სხვა ქვეყნებშიც ყვაოდა. საქართველოს შემთხვევაში ამას სახელმწიფო კოლაფსის ძალიან მაღალი დონეც დაემატა.

კანონიერმა ქურდებმა საქართველოში გავლენა დაკარგეს. სავარაუდოდ, ისინი, იდეურ თანამოაზრეებთან ერთად, კვლავ შეეცდებიან მის აღდგენას. მაგალითი 2009 წლის ქუჩის აქციების დაფინანსებაა. თუმცა, ამის შანსი მცირეა, რადგან ქვეყანა აზროვნების და ცხოვრების საბჭოურ სტილს თანდათან შორდება.

14 საკეისრო კვეთა - „ადვილი“ მშობიარობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

21 წლისაა. ეს მისთვის უკვე მეორე მშობიარობაა. დღესაც ისეთივე მომზადებული მოვიდა, როგორც მაშინ, სამი წლის წინ - საჭირო ნივთები კოპლებიან პატარა ჩანთაში წინა დღეს ჩააწყო და მოსაცდელში, სკამზე ჩამომჯდარს, ახლა ფეხებთან უდევს. მწვანე ხალათმოცმული ექიმები, წამლების სპეციფიკური, მძაფრი სუნი და ისევ ის ნათურა - დიდი, თეთრი. კარგად ახსოვს როგორ დაჟინებით უყურებდა მაშინ, მერე თითქოს ფოკუსიც აერია, გამოსახულება გაიდღაბნა და სადღაც გაქრა. არ ნერვიულობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს დღეს ეკა კიდევ ერთხელ გაივლის. მართალია, სამედიცინო ჩვენებით ამის საჭიროება არ იყო, მაგრამ გადაწყვიტა - მეორე ბავშვსაც საკეისრო კვეთით აჩენს. ასე ურჩევნია, არ ეშინია და საერთოდ, მისმა ბევრმა მეგობარმა სწორედ ამ გზით, ადვილად გააჩინა და მან რატომ უნდა იწვალოს?!

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის რიცხვი ქვეყანაში 15%25- არ უნდა აღემატებოდეს, უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით საკეისროს რიცხვმა საქართველოში 30%25- მიაღწია. კლინიკა ჯანმრთელობის სახლის ხელმძღვანელის, ამირან ქორიძის განცხადებით, თუ წლების წინ საკეისროს ოპერაცია მხოლოდ სამედიცინო ინტერესებიდან გამომდინარე ტარდებოდა, ბოლო 5-6 წელია, მშობიარეების მოთხოვნით საკეისრო კვეთას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. საკეისრო, რომელიც მაღალი რისკ-ფაქტორის მქონე ოპერაციათა რიცხვში შედის არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, დღითი დღე პოპულარული ხდება. მტანჯველიმშობიარობის ეს ალტერნატივა, რომელსაც შემდგომი გართულებები და ფატალური შემთხვევებიც უფრო ხშირად ახლავს თან, ბატონი ამირანის თქმით, დღეს ფუფუნება გახდა: - როდესაც ორსული ფიზიოლოგიურსა და ქირურგიულ ოპერაციას შორის არჩევანს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს, უმეტესწილად ეს ხანგრძლივი სამშობიარო ტკივილებისგან თავის დაღწევის გამო ხდება. ამ დროს ქალი მარტო იმაზე ფიქრობს, რომ არ ეტკინოს. და ის, თუ როგორ აისახება ეს შემდგომში ბავშვზე ან მოჰყვება თუ არა გართულება ოპერაციის შემდგომ პერიოდს, ნაკლებად აინტერესებს. რა თქმა უნდა, აქ იმ პრობლემასაც ვაწყდებით, რომ მშობიარეთა უმეტესობამ უბრალოდ არ იცის რა, როგორ ხდება, არ ფლობს ინფორმაციას და მომავალი პროცესისადმი შიშის გამო ამ არჩევანს აკეთებს. საჭიროა, რომ ქალები სათანადოდ მოემზადონ მშობიარობისთვის. ბავშვმა უნდა გაიაროს სამშობიარო გზა. ეს, როგორც დედის ორგანიზმს, ისე, პირველ რიგში, სწორედ მას სჭირდება, რათა ამ ახალ გარემოში იოლად შეძლოს ადაპტაცია. სამწუხაროდ, ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორს, არავინ ითვალისწინებს”.

0x01 graphic

პირველი საკეისრო კვეთა საუკუნეების წინ ჩაატარეს. ოპერაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდებოდა, თუ ორსული ქალი მოკვდებოდა. ბავშვის გადარჩენის ამ მეთოდს ძველ ინდოეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომსა და ჩინეთში მიმართავდნენ. ძველ რომში, კანონის თანახმად, ყველა ქალი, რომელიც მშობიარობის დროს სიკვდილისთვის იყო განწირული, უნდა გაეკვეთათ. საკეისროს ოპერაცია მხოლოდ ბავშვის გადასარჩენად კეთდებოდა, რადგან ნაოპერაციები დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100%25- აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის ექიმები ცდილობდნენ, ბავშვის სიცოცხლესთან ერთად, დედის სიცოცხლეც შეენარჩუნებინათ, ცდები ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა. კაცობრიობას დიდი გზის გამოვლა მოუწია, ვიდრე მე-20 საუკუნე დადგებოდა. დრო, როდესაც საკეისრო კვეთა არათუ აღარ ნიშნავს მშობიარე ქალის სიკვდილს, არამედ უკვე მათი არჩევანი გახდა.

სურვილის მიხედვით საკეისროების რიცხვის მატებას ორი მთავარი მიზეზი აქვს: შიში (რომელიც ორსულებს აქვთ მშობიარობის წინ) და იმის არცოდნა, თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი მშობიარობა”. - ფსიქოლოგი მანანა მენთეშაშვილი მრავალი წელია, რაც ორსულებს მშობიარობისთვის მოსამზადებელ გაკვეთილებს უტარებს. - „სამწუხაროდ, ქალებმა ნაკლებად იციან საკეისრო კვეთის დადებითი და უარყოფითი მხარეები. საკეისროს დროს გაცილებით დიდია ინფექციური დაავადებების განვითარების რისკი და მშობიარეს რეაბილიტაციაც, ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით, გაცილებით რთულად მიდის. და რაც მთავარია: ახალშობილებში ახალ გარემოში ადაპტაცია არც ისე მარტივად ხდება. ფსიქოლოგიაში ადამიანის დაბადება, პირველ სტრესად განიხილება. ნაყოფი ხომ მისთვის საუკეთესო (მუცლადყოფნის) მდგომარეობიდან სრულიად უცხო გარემოში ინაცვლებს. ეს გარემო აღსავსეა მტრული გამაღიზიანებლებით - უწყლო სივრცე, შუქი, ხმაური... ეს ყველაფერი ახალშობილს ემოციურ დისკომფორტს უქმნის. ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში ნაყოფი დაბადების სტრესს სამშობიარო არხის თანდათანობით გავლისას ეგუება. საკეისროს დროს კი ზუსტად 2 წუთი და... ამ ემოციური დისკომფორტის მოსახსნელად საუკეთესო გზა დედა- ახალშობილის ურთიერთობაა, რაც გაცილებით სრულყოფილია ბიოლოგიური მშობიარობის შემდეგ”.

The University Of New South Wales - ის ბიოტექნოლოგიისა და ბიომოლეკულური მეცნიერებების სკოლის პროფესორის, პატრიცია კონვეის თქმით, ბავშვი სამშობიარო გზის გავლისას დედის ორგანიზმიდან ბევრ ისეთ ბაქტერიას იღებს, რაც მის იმუნიტეტს აძლიერებს. 2008 წელს ევროპელმა მკვლევრებმა გადაამოწმეს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ოცი კვლევა, რომელიც დიაბეტსა და ნაკეისრალ ბავშვებს შორის კორელაციას ადგენდა და აღმოაჩინეს, რომ ქირურგიული გზით დაბადებულ ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკი 20%25-ით მაღალია.

როცა არ იცი რა არის მშობიარობა, არ შეგიძლია მოერგო პროცესის ყოველ ეტაპს და ტკივილი, მიღებული ცოდნის საფუძველზე, ოდნავ მაინც შეიმსუბუქო - ეს ყველაფერი ბადებს ენით აუწერელ შიშს და, რა თქმა უნდა, ამ პროცესის გამარტივებულ გზას ირჩევ. ეკასთვისაც ასეა. 20-30 წუთი და დერეფანში შეკრებილი ახლობლები ვიდეოზე, პატარა მარიამის დაბადებას უყურებენ. საბედნიეროდ, კვეთამ უპრობლემოდ ჩაიარა.

0x01 graphic

15 „სვეცკი” სვეტი

▲ზევით დაბრუნება


ვახო ელერდაშვილი|სვეტი

0x01 graphic

ყველა მწერალს თავისი საყვარელი ციტატების კრებული აქვს. ამ მხრივ უმბერტო ეკოც არ არის გამონაკლისი. მის ესეებში ხშირად ფიგურირებს ლათინური ფრაზა - pictura est laicorum litteratura. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, რაც მე და უმბერტო ეკო წიგნების საშუალებით ვურთიერთობთ, სადაც როლები ცალსახადაა გამიჯნული: ის მწერალია და მე - მკითხველი, ეს ლათინური ფრაზა მრავალ ესეში, თუ სამეცნიერო ნაშრომში შემომხვდა. მისი საშუალებით იტალიელ მაესტროს იმის თქმა სურს ხოლმე, რომ ნახატები და მხოლოდ ნახატებია „სვეცკი” ტიპების ლიტერატურაო.

ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორ იყო გაყოფილი შუა საუკუნეების ევროპული საზოგადოება ორ ნაწილად. პირველ ნაწილს სწავლული ბერები წარმოადგენდნენ, რომელთა უშუალო საქმიანობა წიგნებთან ასოცირდებოდა, მეორეს კი - ჩვეულებრივი ხალხი და დიდებულები, რომლებიც ტაძრების ფასადებს და მისტერიებს მისჩერებოდნენ. უმბერტო ეკოს უყვარს ხოლმე ხაზგასმა, რომ ბერების ადგილი ახლა კომპიუტერთან მჯდომმა ადამიანებმა დაიკავეს, ტაძრების ფასადებსა და მისტერიებს მიჩერებული ხალხი კი ახლა ტელევიზორს მისჩერებიაო, თუმცა რა როლს ასრულებს ამ შედარებაში ის ხალხი, რომელიც ტელევიზორს კომპიუტერში უყურებს, კვლავაც გაურკვეველია.

სიტყვა laicus და, შესაბამისად, მისგან ნაწარმოები ნათესაობითი ბრუნვის მრავლობითი laicorum კლასიკურ ლათინურში არ არსებობდა. ის შუა საუკუნეების ლათინურში ძველი ბერძნულის გავლით მოხვდა, სადაც λαϊκός ხალხთან დაკავშირებულს, ანუ „ხალხურს” ნიშნავდა. ამ სიტყვით საეკლესიო მოღვაწენი საერო პირებს მოიხსენიებდნენ და ამგვარად მიჯნავდნენ მათ საკუთარი მონასტრის კედლებისაგან. ლათინური ენის არ მცოდნე უბრალო ხალხი კი ცხოვრებას ჩვეული რიტმით განაგრძობდა, სადაც ვიზუალური ინფორმაცია ტექსტუალურზე დომინირებდა.

გავიდა მრავალი საუკუნე. მონასტრის კედლებს გარეთ დარჩენილი laicus-ების სრული „ვიზუალიზაცია” მოხდა. შესაბამისად ამ ცნებამაც (laicus) ფეერიული ტონალობა შეიძინა, რომელიც სუპერთანამედროვესთან და ცივილიზაციის უკანასკნელ ნაბიჯთან გაიგივდა, ამიტომაც ლექსიკონები მას ძირითადად ორი მნიშვნელობით განმარტავენ: 1) ის, ვინც არ წარ მოადგენს სასულიერო პირს, 2) „მაღალ” საზოგადოებასთან დაახლოებული პირი. აკი აღვნიშნე საერო პირებმა ლათინური არ იცოდნენ მეთქი. ამიტომაც laicus გადააკეთეს, ან ზოგ ენაში საერთოდ სხვა სიტყვამ შეიძინა „მაღალ” საზოგადოებასთან დაახლოებულობის მნიშვნელობა, მაგალითად ასეთი სიტყვა ფრანგულში არის - monde, რუსულში - свет... მოდით ამ უკანასკნელზე შევჩერდეთ.

მავანნი ამტკიცებენ, რომ სიტყვა „სვეტი” ვაკე-საბურთალოს მკვიდრთ 1970-იან წლებში დაარქვესო და ის ირონიულად ახასიათებდა გარკვეულ სუბკულტურას, რომლის წარმომადგენლებმაც ჩუმჩუმად ინგლისურის სწავლა, როკ მუსიკის მოსმენა და „იმპორტნი” სამოსის ტარება დაიწყეს. არ ვიცი, ვერ მოვესწარი, დოკუმენტური მასალა კი ამის შესახებ ან არ არსებობს, ან ჩემთვის უცნობია, თუმცა ჩემთვის კარგადაა ნაცნობი ზედსართავი სახელი „სვეცკი”, რომელიც ამ სიტყვისგან იშვა და თანამედროვე ვიზუალურ სამყაროსთან ასოცირდება, სადაც ფორმა ბატონობს შინაარსზე და სადაც Christian Diorს „კრისწიან ძიორი” ჰქვია, Cartier წარმოითქმის როგორც „კარწიე” და ა.შ.

ერთ ქართულენოვან რესურსზე, რომელიც PR ტექნოლოგიების პოპულარიზაციას ეძღვნება, ამას წინათ გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „სვეცკი პრეზერვატივები სვეცკი დიზაინერისგან - უსაფრთხო სექსის ახალი როლს როისები”. ეს სტატია ფრანგი დიზაინერის, კრისტიან ოდიჟიეს შემოქმედებას ეძღვნება. სტატიასთან დართული გრაფიკული მასალა ტექსტს ოთხჯერ აღემატება. ეს პრინციპში გასაგებიცაა, აბა სხვანაირად როგორ ავუხსნათ კითხვას გადაჩვეულ ადამიანებს, თუ როგორ გამოიყურება კრისტიან ოდიჟიეს „სვეცკი” პრეზერვატივები. აღსანიშნავია ისიც, რომ დიზაინერის სახელი და გვარი სტატიაში „კრისტიან აუდიგერ ”- ადაა დამახინჯებული და ეს „უნებლიე” შეცდომა ჩემნაირ მოსაწყენ ტექსტუალურ ადამიანებსა და „სვეცკი” თაობას შორის არსებულ განსხვავებაზე მიუთითებს: სულაც არ არის იმის ცოდნა საჭირო, თუ როგორ იკითხება Christian Audigier ფრანგულად, საკმარისია ის ვიცოდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ეს სახელი და გვარი აწერია - „სვეცკია”!

უწინ თუ ნებისმიერი ნახატი თუ სურათი იყო laicus-ების პური არსობისა, დღეს დღეობით ცოტა სხვაგვარადაა საქმე, მხოლოდ გრაფიკული იერსახე არ კმარა „სასვეცკაოდ”. თანამედროვე სამყაროში ბრენდები ზეობენ. ნახატი ბრენდის გარეშე კი „სვეცკი” არ არის, შესაბამისად უინტერესოა. ამას წინათ ფრანგული გაზეთი, Le Monde წერდა, რომ ვენერა მილოსელი და მონა ლიზა ბრენდებად იქცნენო, ლუვრი კი „გალერი ლაფაიეტისაგან” აღარაფრით განსხვავდებაო. ორივეგან ბრენდის ფონზე სურათის გადაღების მოსურნე ადამიანები რიგში დგანან, ორივე ადგილას ისტერიკა სუფევს: ზოგს არ სჯერა, რომ თვით მონა ლიზას ან, თვით პრადას „ბუწიკის” ფონზე იღებს სურათს, ზოგი კი - კმაყოფილებისაგან მეშვიდე ცაზეა. ამ ყველაფრის შედეგი კი კვლავ სურათებია, სოციალურ ქსელებში ატვირთული და „დალაიქებული”.

16 „მფატრავები”

▲ზევით დაბრუნება


ნოდარ ლადარი|სვეტი

0x01 graphic

გინახავთ ფილმი მფატრავები” (რეჟისორი - მიგელ საპოჩნიკი, სცენარი - ერიკ გარსია)? უმჯობესია, ფილმში ნაკლები სისხლი ყოფილიყო... მაგრამ ახლა მხოლოდ იდეას განვიხილავთ.

ეკრანზე მომავალს ვხედავთ. ქირურგია უკვე უბრალო ხელობად იქცა (ფილმში რთულ ოპერაციას ხუთი წლის ბავშვი ატარებს), ხელოვნურ ორგანოთა დამზადება კი საწარმოო პლატფორმაზე დადგა. მაღალტექნოლოგიური გულები, ღვიძლები და პანკრეასები ძვირი ღირს - ეგრეთ წოდებული საშუალო კლასისთვისაც ძალიან ძვირი: მაღალპროცენტიანი კრედიტით თუ შეიძენ. მწარმოებელი ხელშეკრულებას დაგიდებს: სიცოცხლის გადასარჩენად ნებით ვარდები მახეში. ვერ გადაიხდი და ფირმა საკუთრებას უკან იბრუნებს.

ასე ვითარდება მთავარი კონფლიქტი: საკუთრების დასაბრუნებლად ფირმა ქირაობს საგანგებო თანამშრომლებს, მფატრავებს”. როგორც კი გადაუხდელობის ვადა იწურება, ისინი შეიჭრებიან კლიენტის პირად სივრცეში, კლავენ მას, ფატრავენ და პირდაპირ სხეულიდან აცლიან ჩანერგილ ორგანოს.

0x01 graphic

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

აქ სუსტი წერტილია: რა საჭიროა სისხლიანი ნატურალიზმი, როცა საკმარისია ორგანოს ავტომატური გათიშვა? ვის არ გადმოუტვირთავს პროგრამა ინტერნეტიდან: თუ არ გადაიხდი, 30 დღის შემდეგ თვითონ ჩერდება... როცა საქმე ხელოვნურ ორგანოებს ეხება, ასეთი არჩევანი არ არის ნაკლებად სასტიკი, მაგრამ უფრო რაციონალურია: სხვა თუ არაფერი, ზედმეტ ადამიანურ რესურსებს არ მოითხოვს.

მაშ რატომ მიჰყვნენ ავტორები ასეთ აშკარად არადამაჯერებელ გზას?

ამ კითხვაზე პასუხს შეიცავს საუბარი ორ მფატრავს შორის. ერთი დაეჭვებულია და ვერ პოულობს ეთიკურ გამართლებას, მარტივად, მსხვერპლი ეცოდება. მეორე კი უხსნის, რომ საზოგადოების წარმატებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ხელშეკრულებათა შესრულება და ამ გზაზე სიბრალული არ გვარგებს.

ერთი სიტყვით, ფილმი ძირს უთხრის საზოგადოების საძირკველს: კერძო საკუთრების უფლებასა და ხელშეკრულების ურყეობას. ავტორები ქმნიან იმგვარ მდგომარეობას, როცა ეს ორი საფუძველი პარადოქსულად უპირისპირდება მესამეს... თუმცა მესამეს რატომ? - იქნებ სულაც პირველს?

მართლაც, სიცოცხლის უფლება თითქოს პირველადია ყველა დანარჩენთან შედარებით... ყოველ შემთხვევაში, სხვა უფლებებზე მეტად დამაჯერებელია, თითქმის აქსიომატური. თუ რაიმეს ებრძვი და ძირს უთხრი, უნდა აჩვენო სიტუაცია, რომელშიც ეს რაიმე უხეშად შეურაცხყოფს სიცოცხლის უფლებას.

ფილმის მეთოდი სკოლის მერხიდანვე ცნობილია. გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძელი” - აქაც იგივე ხდება; ერთმანეთს უპირისპირდება ერთი ეთიკური სისტემის ორი სხვადასხვა პუნქტი: სისხლის აღება და სტუმარ-მასპინძლობა. რომელია აქ მთავარი? - შეკითხვა აბსურდული იქნებოდა, რომ არა ისევ და ისევ სიცოცხლის უფლება: სტუმარ-მასპინძლობა სიცოცხლეს იცავს, სისხლის აღება კი სპობს.

მაგრამ იზოლირებული ჯგუფის გადასარჩენად სისხლის აღება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტუმარ-მასპინძლობა. მაშ რა განაპირობებს ავტორისა და მკითხველის ერთსულოვნებას? - ის, რომ არც ავტორი და არც მკითხველი არ მიეკუთვნებიან იზოლირებულ თემს, ორივენი სხვა, ბევრად უფრო ფართო საზოგადოების წევრები არიან და ამ საზოგადოებაში სტუმარ-მასპინძლობა ფორმალური თავაზიანობის ჩვეული ნორმაა, სისხლის აღება კი საერთოდ ბარბაროსობად ჩანს. ეს არსებითი გარემოება შესაძლებელს ხდის ვაჟა-ფშაველას მიერ დასმული პრობლემის ისეთ მხატვრულ ამოხსნას, რომელიც პოემამ შემოგვთავაზა.

დაახლოებით იგივე ხდება მფატრავებში”, მაგრამ არსებობს ერთი ფაქიზი განსხვავება.

უკვე ვთქვით, რომ ვაჟა-ფშაველა ერთმანეთს უპირისპირებს იმ ეთიკური სისტემის პუნქტებს, რომლისშიგნით ყოფნა არც მისთვის და არც მკითხველისათვის არ არის გარდაუვალი და აუცილებელი. ავტორი და მკითხველი არსებითად დავალებულნი არ არიან ამ სისტემისაგან და არ ემორჩილებიან მის წესებს. მფატრავებისავტორები კი ყველაფერს უნდა უმადლოდნენ იმ სისტემას, რომლის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების შექმნას ცდილობენ.

ნუ ვიფიქრებთ, რომმადლიერების გრძნობას მოვითხოვ - მე მხოლოდ მოვლენის ახსნა მინდა. რა უდევს საფუძვლად თანამედროვე დასავლური საზოგადოების ამგვარ კრიტიკას”?

ხშირად გვესმის: ერაყის ომი აშშ- სისხლიანი ავანტიურა იყო; ირანი თავისუფალი ქვეყანაა, თურქეთი კი - არა, რადგან ირანში ხელისუფლება ხალხის ნებით აირჩა, თურქეთში კი ზოგი ტენდენცია ავტორიტარულად ითრგუნება. გაგრძელება კიდევ შეიძლება. მაგალითების სიაში ჩვენი ფილმის ავტორებიც მოხვდებიან: მათაც ჰგონიათ, რომ საზოგადოება უნდა იდგეს წესების ცხად და მწყობრ სისტემაზე, მოვლენები კი ცალსახა შეფასებებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

მაგრამ ასე ვერასოდეს იქნება. წინააღმდეგობებს კი არა, სწორედ სიცხადესა და ლოგიკას მივყავართ დაღუპვისაკენ. რა აქვს საერთო ორ ადამიანს, რომელთაგან ერთი მოითხოვს აბორტის აკრძალვას და მხარს უჭერს სიკვდილით დასჯას, მეორე კი აპროტესტებს სასიკვდილო განაჩენს და სწამს, რომ ორსულობის შეწყვეტა ქალის უპირობო უფლებაა. ლოგიკა ვერ არიგებს მათ, მაგრამ რეალობა ერთიანი თავისუფალი საზოგადოების წევრებად აქცევს. ეს საზოგადოება თავისუფალი იმიტომ კი არ არის, რომ წინასწარ განსაზღვრული სამართლიანიწესებით იმართება, არამედ იმიტომ, რომ მის წიაღში ერთნაირ შესაძლებლობებს პოულობენ და ერთნაირ შეზღუდვებს აწყდებიან შეუთავსებელი მისწრაფებების ადამიანები.

თავისუფლება ყოველწამიერი არჩევანის წინაშე დგომაა.

17 საზოგადოება - ამბები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

მამაშვილობა

ოჰაიოს პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად საკუთარი ოჯახის დატყვევება და შვილის გაუპატიურება ედება. ჯეფრი იორკმა უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ცოლი და შვიდი შვილი სახლში გამოკეტა და ნამდვილი სამხედრო ტყვეებივით ექცეოდა. სამართალდამცველებმა ეს საოცარი ამბავი მისი მეუღლისგან შეიტყვეს, როცა ქმრის ტყვემ მოახერხა და 911-ში დარეკა. იორკი ოჯახის წევრებს არა მხოლოდ სახლიდან გარეთ გასვლას უკრძალავდა, არამედ სახლში გადაადგილებასაც კი. ამის გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ, შინ სწავლობდნენ და მეგობრები არ ჰყავდათ”, - ამბობს ჯეფრის აწ უკვე გათავისუფლებული მეუღლე. როგორც ამ საქმის გამომძიებელი აცხადებს, ყველაფერი ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა და სავარაუდოა, რომ გამოძიების მსვლელობისას უფრო მეტი საზარელი დეტალი გამოიკვეთოს. იმაზე უარესიც კი, ვიდრე საკუთარი 13 წლის გოგონას გაუპატიურებაა.

0x01 graphic

Radio Ga Ga

BBC მოლაპარაკებებს აწარმოებს მთავრობასთან ბიუჯეტის შემცირების თემაზე, რის გამოც შეიძლება ბირმასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტოს. იმ ქვეყნების სიაში, სადაც BBC- ვეღარ ნახავენ, შეიძლება რუსეთიც შევიდეს. ზუსტად ამის შესახებ ცნობილი 20 ოქტომბერს გახდება. ეს უკავშირდება მხოლოდ ფინანსურ პრობლემებს და ამ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დარღვევასთან არავითარი საერთო არ აქვს”, აცხადებენ კომპანიაში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა შეზღუდვით ბირმა ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში.

0x01 graphic

ხელნაწერები არ იწვის

0x01 graphic

ფლორიდის პატარა ეკლესიის გარშემო საერთაშორისო სკანდალი აგორდა. ამის მიზეზი პასტორ ტერი ჯოუნსის გადაწყვეტილებაა. მან გადაწყვიტა, რომ 11 სექტემბერს ყურანის ეგზემპლარები საჯაროდ ცეცხლს მისცეს. ჯოუნსის თქმით, მას აქვს კონსტიტუციური უფლება გაანადგუროს ნებისმიერი წიგნი, თუნდაც ის ვინმესთვის განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენდეს. ამ გადაწყვეტილებას იდიოტური და საშიში უწოდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსმა, ერიკ ჰოლდერმა. იგი იმედოვნებს, რომ ამერიკელები დაგმობენ და წინ აღუდგებიან ყურანის საჯაროდ დაწვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროვოკაციული ქმედება შეიძლება ისლამისტმა რადიკალებმა ჩვენსავე წინააღმდეგ გამოიყენონ”, - ამბობს ჰოლდერი. თუმცა პასტორი ტერი ჯოუნსი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

18 არის კოსოვო!.. შემდეგი?..

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რაზა

ნაწილი I

ირაკლი შენგელაია

მცირე ისტორია

2009 წლის 1 დეკემბერს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში - ICJ International Court of Justice - დაიწყო საკონსულტაციო მოსმენა: კოსოვოს თვითმმართველობის დროებითი ორგანოების მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადების შესაბამისობის შესახებ საერთაშორისო სამართალთან (როგორც ცნობილია, კოსოვოს მხარემ სერბეთის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა 2008 წლის 17 თებერვალს ცალმხრივად გამოაცხადა).

2008 წლის 17 ოქტომბერს ICJ-მ დაადგინა გაეროს დაინტერესებული წევრი-სახელმწიფოების წერილობითი განცხადებებისა და შენიშვნების წარდგენის ბოლო ვადა - 2009 წლის 17 აპრილი. ამის შესახებ ცნობა საერთაშორისო სასამართლომ 2009 წლის 21 აპრილს ოფიციალური განცხადებით გაავრცელა (პრეს-რელიზი, №2009/17)

აქვე უპრიანია გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიის 22-ე სხდომაზე გამართული დებატების მოკლე მიმოხილვა. ეს სხდომა გაიმართა 2008 წლის 8 ოქტომბერს (A/63/PV.22), რომელზედაც განიხილეს სერბეთის ინიცირებით გენერალური ასამბლეის სხდომაზე შეტანილი რეზოლუცია (A/63/L.2).

ორსაათნახევრიანი კამათის შემდეგ დადგინდა აღნიშნულ რეზოლუციაში დასმული პრობლემის - კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესაბამისობის თაობაზე საერთაშორისო სამართლის ნორმებთან - სარეკომენდაციო მოსმენისთვის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში გადატანა. ჰააგაში პრობლემის განხილვას მხარი დაუჭირა გაეროს წევრ-სახელმწიფოთაგან 77-მა, წინააღმდეგი წავიდა 6 (მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები), კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 74-მა სახელმწიფომ (მათ შორის იყო საქართველო, რაც სავსებით ბუნებრივია იმავე წლის აგვისტოს ომისშემდგომი მოკლე პერიოდისთვის; ქართულმა დელეგაციამ არც ჰააგის პროცესში მიიღო აქტიური მონაწილეობა, თუმცა, წერილობით განხილვაში არმონაწილე გაეროს წევრ-სახელმწიფოებს გენერალური ასამბლეის სამდივნომ 2009 წლის 30 ივლისს გაუგზავნა სრული ინფორმაცია ყველა დოკუმენტაციის შესახებ).

მოკლე მიმოხილვა

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით მიმართეს გაეროს წევრმა-სახელმწიფოებმა, ასევე გაეროს წევრი-სახელმწიფოს - სერბეთის - მოთხოვნით. ასე რომ, ICJ-ს მიერ მიმართვაზე ვერდიქტის გამოტანისთანავე ქართულ მასმედიაში გავრცელებული ცნობა, თითქოს აფხაზეთის (იგულისხმეთ ასევე სამხრეთ ოსეთად წოდებული ირონ-ქართლი) მიმართვის შემთხვევაში საქართველოს ამ ორ სეცესიურ რეგიონს წარმატების შანსი ექნება, არის სრულ უცოდინრობა-უვიცობაზე დაფუძნებული - ვერც ერთი და ვერც მეორე რეგიონის წარმომადგენელი ვერ მიმართავს ICJ-ს მათი დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით; ასეთი წინადადების წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საჯარო სამართლის სუბიექტებს და სეცესიურ რეგიონებს პროცედურის დარღვევის საშუალებას არავინ მისცემს.

გაეროს წესდების ერთ-ერთი მუხლი უფლებას აძლევს ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოს (!) ICJ-ს მუშაობაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ (მუხლი 93).

არის ერთი საკმაოდ ბუნდოვანი და წარმატების ნაკლები შანსის მქონე გზა - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხის სამართლებრივი შეფასებისთვის ICJ-ს მიმართოს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ან უშიშროების საბჭომ რომელიმე წევრი-სახელმწიფოს მოთხოვნით. მათ რიგს (ამ ეტაპზე მაინც) შეიძლება მივაკუთვნოთ: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ. დანარჩენი წევრი-სახელმწიფოები რამდენად დაუჭერენ მხარს ჰააგის საკონსტიტუციო სასამართლოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აქტის ლეგიტიმურობის თაობაზე გასაგზავნ რეზოლუციას (თუკი ასეთი დოკუმენტი საერთოდ შედგა), საეჭვო გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან საერთაშორისო დამოკიდებულების გათვალისწინებით.

სუვერენობის იდეა და საერთაშორისო სამართალ-სუბიექტობა

XIX საუკუნეში ჩამოყალიბებულმა სამართლებრივ-პოლიტიკურმა კონცეფციამ საერთაშორისო სამართალში დასამკვიდრებლად სამართლებრივი სიახლე შემოიტანა: საერთაშორისო სამართალი წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოწესრიგების ერთადერთ საშუალებას; ევროპელ და ამერიკელ ცივილიზებულ ერებს აკისრიათ საერთაშორისო სამართლის დაცვის ვალდებულება; ამავდროულად, საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს მთელ დედამიწაზე მცხოვრები სხვადასხვა ხალხები წარმოადგენენ, უკლებლივ ყველანი… (იოჰან კასპარ ბლუნჩლი, შვეიცარიელი იურისტი, 1808-1881).

ფორმულა მისაღებია მხოლოდ ერთი დაზუსტებით. ცნობილია, რომ იურისპრუდენცია იცნობს საერთაშორისო - საჯარო და კერძო - სამართლის სუბიექტებს. ნებისმიერი სახელმწიფო საჯარო სამართლის სუბიექტია, სახელმწიფოს პოლიტიკურ სისტემაში არსებული ტერიტორიული წევრი - კერძო სამართლისა. აშშ, კანადა, ესპანეთი საერთაშორისო საჯარო სამართლის სუბიექტები არიან, ხოლო ამ სახელმწიფოთა პოლიტიკური წევრები (შტატი, პროვინცია), საერთაშორისო კერძო სამართლის სუბიექტებს წარმოადგენენ.

თუმცა ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ სეპარატიზმისთვის ეს ფორმულა დამაკმაყოფილებელი არ არის.

საერთალიგო პრინციპები

სუვერენობის იდეის პრინციპის დამკვიდრების პირველი პრაქტიკული მცდელობა ჯერ კიდევ 1914-1918 წლების მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის საერთაშორისო პოლიტიკაში განხორციელდა. იგი აისახა აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ვუდრო ვილსონის 14-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტში (ეს უკანასკნელი ვილსონმა 1918 წლის 8 იანვარს წარუდგინა შეერთებული შტატების კონგრესს და, საბოლოოდ, იგი ჯერ ვერსალის ზავის, ხოლო შემდეგ ერთა ლიგის დაარსების საფუძველი გახდა). თუმცა თავიდანვე იყო ცნობილი, რომ აღნიშნული 14 პუნქტი აწესრიგებდა მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ ვითარებას (I ომის შემდგომ პერიოდში ახალ სახელმწიფოთა ჩამოყალიბების პროცესს ევროპული იმპერიების ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპზე დაყრდნობით) და, ამდენად, არ ატარებდა უნივერსალურ ხასიათს…

ერების ერთიანობა თვითგამორკვევის თანხლებით

ერთა თვითგამორკვევის უნივერსალიზაცია ერთა ლიგის დროში მემკვიდრემ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, სცადა თავის წესდებაში. თავისი მიზნების გაცხადებისას გაერომ აღნიშნა: „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა”, „მშვიდობისთვის საფრთხის კოლექტიური ღონისძიებებით აღკვეთა”, „აგრესიის ნებისმიერი აქტის ჩახშობა”, მშვიდობის დაცვა „სამართლიანობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან თანხმობით” (მუხლი 1, პუნქტი 1). გაცხადებულ იქნა აგრეთვე „ხალხების თანასწორობისა და თვითგამორკვევის უფლების პრინციპების პატივისცემა” (იქვე, პუნქტი 2). ბოლო თეზისი თვითგამორკვევის თაობაზე ისევ გამეორდა წესდების 55-ე მუხლში.

შემდგომში გაეროს მიერ ერთა თვითგამორკვევის თაობაზე მიღებულ მრავალ რეზოლუციასა თუ კონვენციას შორის მოვიხმობ მხოლოდ ორს.

.1514 (XV)

გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაციამ გამოაცხადა „კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების” აუცილებლობის შესახებ, რომლის პრინციპულ საფუძვლად, სხვა პრინციპებთან ერთად, აღიარეს „დიდი და მცირე ერების თანასწორობა” (პრეამბულა). დეკლარაციის შვიდივე პუნქტში ამ პრინციპების დაცვის იმპერატიული ნორმები იყო მითითებული (გაეროს გენერალური ასამბლეის 947-ე პლენარული სხდომა, 14.12.1960).

ჰააგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აღნიშნულ დეკლარაციაში მოცემული პრინციპების ურყეობა და განმარტა, რომ „დამოუკიდებლობის ხელშეუხებელი უფლება გააჩნია თვითმმართველი ტერიტორიების არმქონე ხალხებს, და ასევე, ხალხებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოტომელთა ბატონობის უღლის ქვეშ და განიცდიან ჩაგვრას” (პუნქტი 79).

.2200 A (XXI)

გაეროს გენერალური ასამბლეის (1966 წლის 16 დეკემბრის რეზოლუცია) მიერ მიღებულმა „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტმა”, რომელიც ძალაში შევიდა 1976 წლის 23 მარტს ანუ ჰელსინკის დასკვნითი აქტის მიღებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, საბოლოო ფორმულირება მისცა თვითგამორკვევის უფლებას: „ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების ძალით ისინი თავისუფლად ამყარებენ საკუთარ პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად უზრუნველყოფენ საკუთარ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას” (რეზოლუციის მუხლი 1).

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ „დამოუკიდებლობის აქტის არამართლზომიერებას განსაზღვრავს არა მისი ცალმხრივი გამოცხადება, არამედ ის ფაქტი, როცა გამოცხადებას თან ახლავს, როგორც თანმდევი პირობა, ძალის უკანონო გამოყენება და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების უხეში დარღვევა” (პუნქტი 81).

ჰელსინკი

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის თათბირის დასკვნითი აქტის (1975 წლის 1 აგვისტო) მიღებამ მსოფლიო განვითარების მიმართულებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია: დააჩქარა სსრ კავშირის რღვევა; ხელი შეუწყო „ცივი ომის” დასრულებას; სხვა დადებით მოვლენებზე არაფერს ვამბობ.

ჰელსინკის აქტის მიღებით დიდი და მცირე სახელმწიფოები შეთანხმდნენ: სუვერენულ თანასწორობაზე, სუვერენიტეტისათვის დამახასიათებელ უფლებათა პატივისცემაზე (პრინციპების დეკლარაცია, I); ძალის ან ძალით დამუქრების გამოუყენებლობაზე (იქვე, II); საზღვრების ურღვეობაზე (იქვე, III); სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობაზე (იქვე, IV); დავის მშვიდობიან მოწესრიგებაზე (იქვე, V); საშინაო საქმეებში ჩაურევლობაზე (იქვე, VI); ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, აზრის, სინდისის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პატივისცემაზე (იქვე, VII); ხალხთა თანასწორობასა და საკუთარი ბედის გამგებლობის უფლებაზე (იქვე, VIII).

19 ბიზნესი - ამბები

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ახალი პროექტი

0x01 graphic

რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიანა ბასესკუს განცხადებით, უნგრეთი აპირებს შეუერთდეს აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის პროექტს - AGRI. პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანული თხევადი გაზის რუმინეთში მიწოდებისთვის, საქართველოსა და რუმინეთში ორი ტერმინალი აშენდება. აზერბაიჯანული გაზი, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სადენების გავლით, გათხევადდება სპეციალურ ტერმინალზე, რის შემდეგაც ტანკერებით რუმინულ პორტ კონსტანტაში მეორე ტერმინალს გადაეცემა. ბასესკუს განცხადებით, 2010 წლის ბოლომდე დასრულდება სატრანსპორტო სისტემაზე მუშაობა, რომელიც რუმინეთის გაზის ქსელს უნგრეთთან დააკავშირებს. უნგრული სისტემა, თავის მხრივ, დაუკავშირდება ავსტრიულს და ამ გზით გაზი კასპიის რეგიონიდან ევროკავშირის ქვეყნებს მიეწოდება. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულება 4-6 მილიარდ ევროს შეადგენს.

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არაყი

0x01 graphic

შოტლანდიურმა კომპანია პინკერმა მსოფლიოში ყველაზე მაღალალკოჰოლური არაყი ჩამოასხა. სასმელში ალკოჰოლის შემცველობა 88.8%25-ია. არაყი ჩინური ბაზრისთვის დამზადდა, რადგან ამ ქვეყნის მცხოვრებები რვიანს ბედნიერ ციფრად თვლიან. შოტლანდია უკვე არის მსოფლიოში ყველაზე მაღალალკოჰოლური ლუდის სამშობლო. ამ მაჩვენებლით კი პინკერმა მოქმედი რეკორდსმენი, ინგლისური ბალკან 176 უკან ჩამოიტოვა. არაყი ელიტურ, მოოქროვილ ბოთლშია ჩამოსხმული და 140 დოლარი ღირს.

ძვირი ხორცი

0x01 graphic

მსოფლიოში ხორცის ფასმა უკვე 20-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. მთავარი ექსპორტიორების - აშშ-, ავსტრალიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ წარმოების შემცირების შესახებ, ხორცზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO- მონაცემებით, ხორცის ღირებულება აგვისტოში გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 16%25-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ფასები მსოფლიოს 1990 წლის შემდეგ არ ახსოვს.

ბადაგონი გამარჯვებულია

0x01 graphic

ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში, კოვენტ გარდენზე, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსი - დეკანტერი - გაიმართა. ჟიურის უმაღლესი ჯილდო, გრან-პრი ერგო ბადაგონის ღვინოს - ალავერდის ტრადიციები. ქართული პროდუქცია ევროპის საუკეთესო წითელი ღვინოების ასეულშიც შევიდა: 11 ათასზე მეტი კონკურსანტიდან ჯილდო მხოლოდ ასმა მიიღო. ასეთი მაღალი ჯილდო ქართული ღვინის კომპანიას პირველად მიანიჭეს. მოწვეულმა სტუმრებმა კონკურსში გამარჯვებული ბადაგონი სიამოვნებით დააგემოვნეს.

32 მილიარდდოლარიანი თვითმკვლელობები

0x01 graphic

დეპრესიამ და მომატებულმა თვითმკვლელობებმა იაპონიას 32 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. შარშან იაპონიაში სუიციდის 32.8 ათასი შემთხვევა მოხდა. ამათგან, 26.5 ათასი შრომისუნარიანი იაპონელი იყო. მათ პოტენციურ შემოსავლებს შარშან 22.5 მილიარდი დოლარი უნდა შეედგინა. თვითმკვლელობების რაოდენობის მიხედვით, განვითარებად ქვეყნებს შორის ლიდერი სწორედ იაპონიაა. ქვეყნის მთავრობამ ეკონომიკაზე ამ ფაქტის გავლენა წელს პირველად შეაფასა: დაითვალეს ის ხარჯები, რომლებიც დეპრესიაში მყოფმა ადამიანებმა და გარდაცვლილთა ოჯახებმა მიიღეს. იაპონიის მთავრობა ამას ეკონომიკაში არსებულ დეპრესიას უკავშირებს. ექსპერტების ვარაუდით, მიმდინარე წლის შედეგებით, იაპონია მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლებს. პოზიციებს ის ჩინეთის სასარგებლოდ დათმობს, სადაც წელს, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 100 მილიარდ დოლარს ანუ ისტორიულმაქსიმუმს გადააჭარბებს.

ინფლაცია საქართველოში

0x01 graphic

აგვისტოში ინფლაციამ 9.5%25 შეადგინა. ეს ბოლო 24 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატისა და ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში წლიური ინფლაცია 7%25 იყო. მთავრობა ამას, ძირითადად, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებით ხსნის.

20 სამარხვო ფეხბურთი

▲ზევით დაბრუნება


დავით კოვზირიძე|სვეტი

0x01 graphic

კლაუს ტოპმიოლერი გეხსომებათ. ეს ის კაცია, ნახევარი საქართველო ორი წლის განმავლობაში მიულერს რომ ეძახდა. ფეხბურთში „ღრმად“ ჩახედულ ქართველებს ეგონათ, რომ ის კლაუს ტოპ მიულერი იყო. როგორც მარკო ვან ბასტენი. გაგონილი გექნებათ: მიულერმა საქართველოში ნაშოვნი მილიონებით ვენახები იყიდაო. ეგ კიდევ არაფერი, თუ ხალხი მიულერს ეძახდა, ფეხბურთელებმა „მალიარი” დაარქვეს იმის აღსანიშნავად, რომ გერმანელი ფეხბურთის აზრზე არ იყო. თვითონ იყვნენ, მიულერი - არა. ბოლოს ჩვენი ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას წამოუწვა და მალიარიც გაუშვეს. ნაცადი ხერხია.

ჰოდა, ამ ჩვენი მალიარის პირველი შეკრებაა საქართველოში. ბაზაზე სადილია. სასადილოში გუნდი შემოდის. განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ნახევარი ნაკრები პირს არ აკარებს ადამიანის, მით უმეტეს სპორტსმენის და კიდევ უფრო უმეტეს ფეხბურთელის ორგანიზმისთვის აუცილებელ პროდუქტს: ხორცს, თევზეულს და ყველს. გაკვირვებულმა მალიარმა თარჯიმანს ჰკითხა, რა ხდება, საჭმელი არ მოსწონთო? თარჯიმანმა კითხვა ფეხბურთელებზე გადაამისამართა. ფეხბურთელებმა კი თქვეს, რომ მარხვაზე არიან.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი საღამო უხსნიდნენ, მალიარმა ვერ გაიგო, თუ რატომ არ ჭამდნენ საქართველოს ნაკრების პროფესიონალი წევრები ხორცს.

ამ დროს კი არსენ ვენგერი ირწმუნება, რომ ფეხბურთელმა 200 კი არა, 230 გრამი ბრინჯი უნდა მიაყოლოს დაბალ ცეცხლზე შემწვარ ორაგულს, დაჭერილს საფრანგეთის ყურეებში და არსად სხვაგან. ხოსეპ გვარდიოლას მოცარელა საუზმიდან ვახშამზე გადააქვს და მენიუდან მაკარონს იღებს. ვიღაც ამტკიცებს, რომ თამაშის წინა დღეს, დაისის მოახლოებისას, ორალური სექსი აუმჯობესებს მეორე დღეს კუჭის მუშაობას, ამიტომ ფეხბურთელს შეუძლია ჯერ გაერთოს და მერე ზომაზე მეტად ნოყიერი საუზმე მიირთვას.

ამ ვერსიებს საფეხბურთო სკოლებსა თუ აკადემიებში ძალიან ყურადღებით უსმენენ, ვინაიდან სწორი კვება სპორტსმენის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. უსმენენ სხვაგან. აქ კი მწვრთნელთა უმეტესობამ ამ თემაზე არაფერი იცის. შედეგად ბავშვები არასწორად იკვებებიან. არასწორი კვება იწვევს ორგანიზმის (კუნთების, ძვლების) დისტროფიულ განვითარებას და მდგომარეობა მით უფრო მძიმდება, თუ ამ ყოველივეს ემატება ცუდ პირობებში მიმდინარე არასწორი სავარჯიშო პროცესი. არადა, ემატება.

ეს დეტალებია, რომელთა მხოლოდ ჯამი ჩანს - საქართველოში ათლეტი ფეხბურთელები იმდენად ცოტაა, პირველი გუნდის პირველ შემადგენლობასაც კი არ ყოფნის. გავიხსენოთ თუნდაც უახლესი ისტორია - რამდენი უნიჭიერესი ქართველი ბიჭი დაიწუნეს სახელოვანმა კლუბებმა სწორედ არასწორი ფიზიკური განვითარების გამო? იმიტომ, რომ 230 გრამ ბრინჯს კი არა, პურზე წასმულ აჯიკას მიირთმევდნენ უზმოზე? ბიჭები კი არა, აგერ, ნახევარი ნაკრები იკვებება არასწორად რელიგიური მიზეზით. ეს კი ნიშნავს, რომ საჭირო მომენტში ის საჭირო ილეთს ვერ გააკეთებს, ჩქარა ვერ გაიქცევა, მალე დაიღლება, ტრავმას ადვილად მიიღებს.

ამ პრობლემას ყურადღებას არავინ აქცევს. ვერც მიაქცევს იმიტომ, რომ, როგორც ზევით ვთქვით, ბევრმა მწვრთნელმა არც იცის მისი არსებობა. და ასე იღუპებიან თაობები ჩანასახშივე. არადა, 2010 წელია.

რაც შეეხება ბოლო თამაშებს. მთელი წელი ველოდი საქართველოსა და სომხეთის ახალგაზრდული ნაკრებების თბილისში შეხვედრას. ვერ წავედი. ვერ წავედი იმიტომ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უცოდინარი ხალხი მუშაობს. მათ იციან ოფისის გარემონტება, მაგრამ არ იციან, რომ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩის 7 და 9 საათებზე დანიშვნა, ანუ გულშემატკივრისთვის ბაგებიდან დიდუბეში (თან როცა ორივეგან მძიმე საცობია) წასასვლელად 5 წუთის დატოვება, ცინიზმია. არც ისე უსაფრთხო ცინიზმი. ისევე, როგორც საკუთარი გუნდების ისეთ მოედანზე გაყვანა, როგორზეც გაიყვანეს. გინდა ლოკომოტივზე და გინდა ეროვნულზე.

ფეხბურთელი ხორცს არ ჭამს, ორგანიზატორი მინდორს არ რწყავს, ხალხი ჰიმნს არ მღერის...

ჩვენ მზად არ ვართ ნამდვილი ფეხბურთისთვის. სამარხვო - კი ბატონო.

21 სკოლა დაიწყო

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კალათბურთი

ზურაბ თალაკვაძე სტამბოლიდან

დარბაზში რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში მივდივართ. რვა მერვედფინალიდან შვიდი მორჩა და მარტო სერბეთი-ხორვატია მახსოვს. ანუ, ფლეი ოფის მუღამი მარტო იმ 40 წუთს ჰქონდა. ჰიმნების დროს დაძაბული, ბედნიერი და ამაყი სახეები, სრული კონცენტრაცია სასტარტო ხუთეულების წარდგენამდე მთავარ მწვრთნელთან საუბრის დროს და მერე ყველაფერი ის, რის გამოც კალათბურთი გვიყვარს. ხორვატებმა წააგეს, ზორან პლანინიჩმა ბევრი იტირა, მარკო პოპოვიჩმა თავისი ქვეყნის დროშას აკოცა და ფანებს მადლობა გადაუხადა. პოპოვიჩიც ტიროდა. და ტიროდნენ სერბებიც, რომლებსაც წინა დღეს ვარჯიში უშუქობის (!) გამო ჩაეშალათ და მაინც მოიგეს 73:72.

0x01 graphic

ლუის სკოლა

სხვაც ბევრი იყო და თან არ ყოფილა. ამერიკა ანგოლასთან გაერთო (121:66), თურქებმა 14 ათასი ფანით და ჰედო თურქოღლუს გენიალური კალათბურთით საფრანგეთი გადათელეს, ესპანეთმა იცელქა საბერძნეთთან და მაინც მოიგო. ლიტვამ ჯერ იწვალა ჩინეთთან და მერე ლინას კლეიზასთან ერთად, მეორე ტაიმში თამაშიც მოუნდა. იდენტური იყო რუსეთ-ზელანდიის სცენარიც. უბრალოდ, კივების კაპიტანი პერო კამერონი დიდი კალათბურთიდან უკეთეს გაცილებას იმსახურებდა. არა იმ ანგარიშით, რომლითაც მისი და კირკ პენის გუნდმა რუსეთთან წააგო (56:78). და ვორონცევიჩისგან კეფაშიც არ უნდა მოხვედროდა. რუსი იმ მომენტში რუსულად, „ხამურად” მოიქცა და ბებერი კამერონისთვის ბოდიშის მოხდაც დაეზარა. სლოვენიამ 33 სამიანი ისროლა ავსტრალიასთან, ოზებს თითქმის ნახევარი ჩაუგდო და მშვიდად უნდა მომზადებულიყო სათურქეთოდ.

0x01 graphic

ნენად კრსტიჩი. სერბეთის ნაკრები
ფოტო: REUTERS ©

გამოჩნდა ტონი პარკერი. ადრე სპურსის ვარსკვლავის მეუღლეს ვხედავდით ტონის გარეშე და მასტერკლასზე ტონი უკვე ევა ლონგორიას გარეშე მოდის. თან უსიამოვნო ფიზიონომიის მქონე პირადი მცველების გარეშე. ესეც პროგრესია, მაგრამ ჩემპიონატი უკვე ფრანგების გარეშე გაგრძელდება და ჩვენც ბოლო გაპიარებულ ლე ბლეს ვესალმებით. ისიც ცოტა ცინიკურად, ანუ პარკერულად გვიქნევს თავს და პატარებს ქროსოვერების გაკეთების ტექნიკას ახვეწინებს.

…თითქმის დარბაზთან ვართ. ქალაქის ცენტრში გავისეირნეთ და მედიატრანსპორტს ვერ ვუსწრებდით. ცივილური ავტობუსით წამოვედით და რამდენიმე არაცივილური ქართველიც გავიცანით. მერე, ჩვენ, თურქი კოლეგა (ისიც ჩვენთან ერთად იყო) ბოდიშის მოხდით გვეტყვის, აქ გურჯები ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ. ბევრგან არც უშვებენ, პოლიციის კონტროლზე 1 500-ზე მეტი ქართველია აყვანილი და რამდენიმე დღის წინაც ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში უსიამოვნო ინციდენტი ქართველის მონაწილეობით დაფიქსირდა. ორი კეპის გამოტანის პროცესში დაკავებულ ჩვენს თანამემამულეს ჩანთაში კიდევ რამდენიმე სუვენირი უპოვეს. სხვა ნივთებთან ერთად პოლისმენებმა დაახლოებით 200 სანთელი აღმოაჩინეს. ამ ახალგაზრდას ეს სანთლები მსოფლიო საპატრიარქოდან წამოუღია (სანთლები იქ უფასოა) და სტამბოლი-თბილისის ავტოსადგომზე 4 ცალი 1 ლირად (დოლარზე ნაკლები) უნდა გაეყიდა. ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველდღე აკავებენ მინიმუმ ორ ქართველს, კვირაში რამდენიმე ქართველი ნარკოტიკის ზედმეტი დოზისგან იღუპება და ღამის კლუბებშიც შოთის და აჩის ქვეყნის წარმომადგენლებს თითქმის ყველგან აკრძალული აქვთ შესვლა. და საღამოს რვა საათის მერე თუ ქართული ენის გაგება გსურთ, თუ ქართული ენა გენატრებათ, შეგიძლიათ მიხვიდეთ აქსარაიში და თითქმის ყველა კაფეში ქართველი მეძავი გაგიღიმებთ. ასაკობრივი ჯგუფი 17-დან ლამის 70-მდე. ასაკი გადაკეთებული არ აქვთ და ამ მხრივ ყველა მშვიდადაა. თურქმა ბოდიში ერთხელაც მომიხადა და ავტობუსმაც დარბაზთან გააჩერა. რამდენიმე წუთში ბრაზილია არგენტინას უნდა შეხვდეს.

0x01 graphic

ჰედო თურქოღლუ

მახსოვს სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი გუნდი, 1992 წლის ამერიკის ნაკრები. მახსოვს 1987 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი და ნიკოს გალისი, რომელმაც საბჭოთა კავშირს მარტომ შეუსრულა და ბერძნები ჩემპიონები გახდნენ. მახსოვს პრედრაგ დანილოვიჩის რამდენიმე სუპერსროლა 1996 წლის ოლიმპიადის ნახევარფინალში ლიტვასთან და იუგოსლავიის დაღლილი ტრიუმფი საბონისის, კარნიშოვასის და მარჩიულიონისის ნაკრებთან. მახსოვს ადმირალ რობინსონის მეორე ტაიმი იმავე ოლიმპიადის ფინალში იუგებთან და ჯორჯევიჩის 40 ქულა ფინალში ლიტვასთან. და მართლა რთული დასავიწყებელი იქნება ლუის სკოლა. ბრაზილიას მან პირადად მოუგო და არგენტინის დროშაში რომ გაეხვია და თავის ფანებთან ღრიალით მივარდა, მართლა გული დამწყდა, რომ არგენტინელი არ ვიყავი.

სკოლას არ უთამაშია, სკოლა მოედანზე იყო მელ გიბსონის უოლასი, გერარდ ბატლერის ლეონიდე და მიკი რურკის მავრი. სკოლამ ვარსკვლავებით გადაჭედილ და ცოტა ზედმეტად თავდაჯერებულ ბრაზილიას 37 ქულა გაუკეთა და არგენტინა უკვე ლიტვისთვის მოემზადება და ბრაზილია - სტამბოლის აეროპორტისთვის. ლუისი იმ დღეს, იმ საათ-ნახევრის განმავლობაში იყო ყველაფერი, რაც უნდა ყოფილიყო და იმაზე მეტიც. არგენტინამ 6-დან 5 მოიგო და ეს მანუ ჯინობილის, ანდრეს ნოჩიონის, ვალტერ ერმანის გარეშე გააკეთა. მანუსთან ერთად არგენტინა ოქროს აღების ფავორიტებში იქნებოდა და მანუს გარეშე არგენტინა მაინც ოქროსთვის იომებს. შეიძლება წააგოს, ალბათ, ლიტვას თუ მოუგებს, მერე ამერიკელ უსეინ ბოლტთან უშანსოდ დარჩება, მაგრამ ლუისის გუნდმა მთავარი 40 წუთი მოიგო. ბრაზილიასთან 93:89 მოგება უფრო დიდია, ვიდრე ამერიკის დამარცხება.

მერე ლუისმა ინტერვიუს დროს, იქვე, მოედანზე იტირა. თურქეთში სულ ასე ხდება, ვინც მაგარია და იგებს, ემოციისგან იქვე იცლება. და ჩვენც უემოციოდ გვტოვებს.

ბრავო, ლუის. მართლა მინდოდა, რომ იმ მომენტში არგენტინელი ვყოფილიყავი.

22 თამაში ყანაში

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ტურნირში პირველი ორი შეხვედრა საბერძნეთში და შინ, ისრაელის ნაკრებთან ფრედ დაასრულა - 1:1 და 0:0. ჩვენი გუნდი მე-6 შესარჩევ ჯგუფში 2 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს საბერძნეთთან, ოქტომბერში კი ნაკრებს კიდევ ორი ოფიციალური მატჩი ელის: მალტასთან შინ და ლატვიასთან სტუმრად.

0x01 graphic

საქართველო-ისრაელის მატჩი
ფოტო: ბესო დარჩია

ჩვენი მომავალი მეტოქეების შესაძლებლობების გათვალისწინებით, ძალიან დიდი შანსია, რომ თემურ ქეცბაიას გუნდის დაუმარცხებელი სვლა გაგრძელდეს. მას შემდეგ, რაც ის დაინიშნა ეროვნულის თავკაცად (2009 წლის ნოემბერში), ნაკრებმა უკვე ხუთი მატჩია, წაგება დაივიწყა, მაგრამ გვინდა, რომ სტატისტიკა ერთადერთ სიამოვნებად არ გვექცეს. გვწადია ისიც, რომ დადებით შედეგად გამარჯვება ჩაითვალოს და არა ფრე. საამისოდ კი, თუ ნაკრების თავკაცს დავესესხებით, შრომაა საჭირო, რომელიც ჩვენს გუნდს კვლავ ძალიან სჭირდება.

რა დაგვანახა საბერძნეთის და ისრაელის პირველ გუნდებთან თამაშმა? მთავარი და არცთუ სასიამოვნო რამ: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უამრავი ნაკლი აქვს, მათ გამოსასწორებლად კი - ძალიან ცოტა დრო. რომ არა რამდენიმე ობიექტური და უამრავი სულელური პრობლემა, ჩვენს გუნდს ამ მატჩებში ორის ნაცვლად, ექვსი ქულის აღებაც შეეძლო...

ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე ქეცბაიამ ამხანაგურ მატჩებში უამრავი ფეხბურთელი გამოსცადა და, ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ უდავოდ საუკეთესოებს მოუყარა თავი. მინიმუმ ბოლო ორი საკვალიფიკაციო ტურნირის მანძილზე, ეს პირველად მოხდა და მიუხედავად ამისა, უამრავი პრობლემაა.

რატომ?

როცა რამდენიმე მოთამაშე სეზონის მანძილზე ნაკრებში უფრო ხშირად ასპარეზობს, ვიდრე კლუბში, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ შეცდომა ხშირად მოსდის.

როცა თვალშისაცემია შეუთამაშებლობა, ადვილად ახსნი, თუ რატომ ვერ უგებენ მცველები ნახევარმცველებს, შუახაზელები კი ფორვარდებს.

პირველი პრობლემა თავად ფეხბურთელების გადასაჭრელია და ვიმედოვნებთ, რომ ვეტერანები, თუნდაც იგივე კახი კალაძე და ზურაბ ხიზანიშვილი, ოქტომბრის მატჩებისთვის უკეთეს ფორმაში იქნებიან - მათ ხომ ახლახან შეიცვალეს გუნდები. რაც შეეხება მეორე საკითხს, შეთამაშება მხოლოდ ხშირი ასპარეზობით ხდება, საამისოდ კი, ოფიციალურ მატჩებზე მეტად ამხანაგური თამაშები ფასობს. ეს უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა, რომელმაც გაზაფხულ-ზაფხულის შესაყარი, რატომღაც, ძალიან ცუდად გამოიყენა: სხვა გუნდებმა 3-4 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს, ქეცბაიას გუნდმა კი ერთადერთხელ ითამაშა. სამწუხაროა ისიც, რომ კვლავ არაფერია გარკვეული 17 ნოემბრის თაობაზე: ფიფას კალენდარში ეს დღე ამხანაგური თამაშებისთვისაა გამოყოფილი და ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის ნაკრებმა რამდენიმე თვით ადრე დაგეგმა მატჩი. სამწუხაროდ, სფფ და ჩვენი გუნდი უმცირესობაშია...

ახლა განგებ არაფერს ვამბობთ საბერძნეთსა და შინ, ისრაელთან არჩეულ ტაქტიკაზე და მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე: რამდენად სწორი იყო ამ ორ მატჩში ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაში, გნებავთ, ათენური მატჩის შემდეგ, დავით კვირკველიას ჯანო ანანიძით ჩანაცვლება ან მალხაზ ასათიანის ჯიუტად დაცვაში გამწესება, როცა არანაკლებ ძლიერი ცენტრალური მცველი ლაშა სალუქვაძეა შენს განკარგულებაში - ამაზე პასუხს მალტასთან და ლატვიასთან ჩასატარებელი მატჩები გაგვცემს.

0x01 graphic

თემურ ქეცბაია

იქამდე თემურ ქეცბაია ნანახის ცივი გონებით განსჯასაც მოასწრებს და ალბათ, სათანადო გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

საერთო ჯამში კი, ჩვენი ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა ყველაზე სამართლიანად ისევ ნაკრების თავკაცმა შეაფასა, როცა მინდორს ყანა უწოდა - ქართული ფეხბურთის დღევანდელი სახე.

თამაშგარეში

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი 0:2 წაგებით დაასრულა - ზუსტად ისე, როგორც დაიწყო.

თუ შარშან, 5 სექტემბერს, ოთარ გაბელიას გუნდი ესტონეთში დამარცხდა, ამჯერად შინ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთთან წააგო.

ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ რომ მოეგო, მეორე იქნებოდა. სხვა ჯგუფებში მოვლენები ისე წარიმართა, ფლეი ოფში მაინც ვერ გავიდოდით, ეგაა მხოლოდ, რომ მეორე ადგილი ნუგეშად დაგვრჩებოდა - ქართველი 21-წლამდელები ევროშესარჩევში მეორეზე მხოლოდ ერთხელ გავიდნენ, 12 წლის წინ, ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით...

სომხეთთან მატჩს ჩვენი გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ როგორც ხშირად მომხდარა, ნაკრებმა გადამწყვეტი ნაბიჯი ვერ გადადგა. ასეთი რამ არათუ ახალგაზრდულს, ეროვნულსაც არაერთხელ მოსვლია...

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ...

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ...

უკან დასახევი გზა არ გვაქვს...

მსგავსი ფრაზები ისმოდა მატჩის წინ ქართველთა მხრიდან.

ნაცნობი სიტყვებია - არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი ფეხბურთელებისგან. სანაკრებო, გნებავთ, საკლუბო თამაშების წინ.

სამწუხაროა, რომ დრო გადის, ფეხბურთისადმი ჩვენი მიდგომა კი არ იცვლება: პრინციპული დაპირისპირება ლამისაა დიდგორის ბრძოლას გავუტოლოთ, არადა, ესაა მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი საფეხბურთო ორთაბრძოლა, რომლის მოგებას ამღვრეული თვალები და მეტოქის დასისხლიანება კი არა, ცივი გონებით და ცხელი გულით თამაში სჭირდება.

თამაში - მეტი არაფერი. ფეხბურთი ხომ თამაშია?

ჩანს, კიდევ ვერ ვისწავლეთ თამაში.

სამაგიეროდ, ჩხუბი ვიცით.

ფეხბურთი და ჩხუბი კი შორს დგას ერთმანეთისგან. ისევე, როგორც ფეხბურთელი და მოჩხუბარი.

ამიტომაც, ჩვენი ადგილი დანიაში, ევროპირველობაზე, სადაც გაისად ბურთს გააგორებენ, კვლავ არაა.

0x01 graphic

საქართველოსა და სომხეთის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა

ყველა ფოტო: ბესო დარჩია

23 ელექტრომობილების სიჩქარის რეკორდი სტუდენტებმა დაამყარეს

▲ზევით დაბრუნება


ავტო

0x01 graphic

0x01 graphic

ავტოინდუსტრიის ისტორიის დასაწყისში, ელექტრომობილები ტრანსპორტის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საშუალებად იყო მიჩნეული, თუმცა საჭირო ტექნოლოგიების განუვითარებლობამ, ასეთ მანქანებს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩაუკეტა ბაზრის კარი.

მაგრამ ვითარება იცვლება - გვინდა თუ არა, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ არცთუ შორეულ მომავალში, ჩვენი ავტომობილი უხმაურო იქნება და მას მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი მიანიჭებს. სამაგიეროდ, ის დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მაცივარი.

თქმა ადვილია, მაგრამ თანამედროვე ავტომოყვარულის გონება ასეთ რადიკალურ ცვლილებას ადვილად ვერ შეეგუება. მყიდველი თუ დარწმუნებული არ იქნა, რომ ელექტრომობილი ისეთივე დინამიკური და მძლავრი შეიძლება იყოს, როგორებიც თანამედროვე შიდაწვისძრავიანი ავტომობილებია, მისკენ არც გაიხედავს. მოკლედ, ელექტრომობილებს შესაბამისი პროპაგანდა ესაჭიროება და ამ მხრივ, რა უნდა იყოს ყურადღების მიქცევის იმაზე უკეთესი საშუალება, ვიდრე სიჩქარის მსოფლიო რეკორდის დამყარებაა.

რეკორდების დამყარებაზე კი ამერიკაში, სხვადასხვა უნივერსიტეტები და მათი სტუდენტები ზრუნავენ. ისინი მიზნის მისაღწევად ნამდვილ მონსტრებს ქმნიან, ისეთებს, რომლებზეც უფრო ხმელეთზე მქროლავ რაკეტას იტყვი და არა ავტომობილს. თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს ავტომობილი-რაკეტები ფენომენურ სიჩქარეს ავითარებენ და მსოფლიო მედიის (მათთან ერთად კი მომავალი მყიდველისაც) ყურადღებასაც იქცევენ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ასეთი უნივერსიტეტების საქმიანობას დიდი საავტომობილო კომპანიები აფინანსებენ.

ერთ-ერთი ასეთია შტატ ოჰაიოს უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტების მიერ შექმნილმა ელექტრომობილმაც (სტრიმლაინერის კლასის), სახელად ბაქაიდ ბულეტ, ბონვილის გამშრალი ტბის ფსკერზე, წარმოუდგენელი სიჩქარე - 495 კმ/სთ განავითარა. ეს კი 100 კმ/სთ-ით მეტია მსოფლიოს წინა რეკორდზე, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს (1999 წელს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პილოტმა პეტ რამერფილდმა თავისი უაით კაითნინგით დაამყარა.

ოჰაიოელი სტუდენტების ელექტრომობილის სიჩქარის რეკორდი ჯერ ოფიციალური არაა, რადგან გარბენის შესრულებისას, სიჩქარეს მხოლოდ ტრასაზე დამონტაჟებული სენსორები ზომავდა. რეკორდის ოფიციალურად დამტკიცებისთვის კი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ოფიციალური დამკვირვებელია საჭირო. თუმცა, მთავარი ისაა, რომ სტუდენტებს ეს მიღწევა თავად რამერფილდმა მიულოცა და აღიარა, რომ მისი რეკორდი გაუმჯობესებულია.

მალე, რეკორდისთვის ოფიციალური სტატუსის მისანიჭებლად, ოჰაიოელები გარბენს ოფიციალური დამკვირვებლების წინაშე შეასრულებენ. ამისათვის კი საჭიროა, რომ საპირისპირო მიმართულებით შესრულდეს ორი გარბენი, რომელთა სტარტს შორისაც ერთ საათზე მეტი არ გავა. სტუდენტების თქმით, ერთ-ერთი საცდელი გარბენისას, მათმა რეკორდსმენმა 514 კმ/სთ-იც კი განავითარა, მაგრამ ეს შედეგი ოფიციალურად არ დაფიქსირებულა.

ბაქაი ბულეტი 600-კილოვატიანი ლითიუმ- იონური აკუმულატორების ბლოკითაა აღჭურვილი, რომელიც სტუდენტებს კომპანია A123 სისტემზმა მიაწოდა. ბლოკში სულ 1600 ელემენტია თავმოყრილი, დაახლოებით ისეთები, როგორებსაც ლეპტოპებში იყენებენ. რა სიმძლავრის ძრავი ამოძრავებს რეკორდსმენს, ამაზე ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

24 ლონდონური საავტომობილო აუქციონის

▲ზევით დაბრუნება


ავტო

0x01 graphic

ლეგენდარული ავტომობილების მოყვარულებისა და დამფასებლებისთვის, 27 ოქტომბერი განსაკუთრებული დღე იქნება - ამ დღეს, ლონდონში გაიმართება საავტომობილო რარიტეტების აუქციონი, რომელზეც რამდენიმე ლეგენდარული ავტომობილის შეძენა იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, სასურველი ავტოს საკუთარ ფარეხში დაყენებას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვისაც ამისათვის მილიონები არ ენანება.

გასაყიდ ავტომობილებს შორისაა ლამბორგინი მიურა SV ჯოტა. ცნობისთვის, ასეთი ავტომობილი იტალიურმა კომპანიამ სულ ხუთი ცალი დაამზადა. ის ლამბორგინის ტესტ პილოტ ბობ უოლესის მიერ მოდიფიცირებულ ვერსია მიურა პრივატას სპეციალურად მიეძღვნა. ეს ძალიან იშვიათი ავტომობილია ანტიკვარული მანქანების ბაზარზე და ამდენად, ძალიან ძვირიც.

ავტომობილს სპეციალური რესტავრაცია ამ საქმის სპეციალისტმა გარი ბობილეფმა ჩაუტარა. როგორც ავტომობილის პატრონი ამბობს, რესტავრაცია ძვირი არ დაჯდა, რადგან მისი მიურა ისედაც შესანიშნავ მდგომარეობაში იყო. ასეა თუ ისე, აუქციონის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ლამბორგინი მიურა SV ჯოტა 1.25-1.7 მილიონ დოლარად გაიყიდება.

კიდევ უფრო ძვირად უნდა გაიყიდოს აუქციონის მორიგი ექსპონატი - ასტონ მარტინ DB5, რომელიც კინოსამყაროში ბონდმობილის სახელითაა ცნობილი (ის ჯეიმს ბონდის ორ ფილმში - „გოლდფინგერსა” და „თანდერბოლშია” გადაღებული). ეს მანქანა ოდესღაც ფილადელფიელ ბიზნესმენ ჯერი ლის სულ რაღაც 12 ათას დოლარად, უშუალოდ ასტონ მარტინისგან შეუძენია, რომლის ფაბრიკაშიც, კინოსა და ავტოსამყაროს ვარსკვლავს მტვერი ედებოდა.

ლი აღიარებს, რომ თავისი ბონდმობილის საჭეს არასდროს მისჯდომია, თუმცა ის ყოველთვის მოვლილი და გაკრიალებული იდგა პატრონის ფარეხში. ასე გასულა 40 წელი. მერე კი ბონდის პარტნიორი ლის ერთ-ერთ ნაცნობს აღმოუჩენია და უთქვამს, რომ შესაძლოა, ეს ავტომობილი დღეს მილიონები ღირდეს. ასე მიაღწია ლონდონის აუქციონამდე შონ კონერის ოთხბორბალა პარტნიორმა.

სხვათა შორის, ეს ავტომობილი აღჭურვილია ყველა იმ საოცრებით, რომლებიც მოუხელთებელ სუპერ აგენტს, მისი საქმიანობის დროს ეხმარებოდა. თანაც, ყველა მოწყობილობა დღესაც მწყობრშია და თუ ბონდს დასჭირდა, მათ გამოყენებას შეძლებს.

0x01 graphic

საინტერესოა, რომ ბონდის ფილმებისთვის სულ ორი ასტონ მარტინ DB5 გამოიყენეს, მაგრამ მეორე ეგზემპლარის ბედი, დიდი ხანია, უცნობია. ის ფლორიდელ ბიზნესმენ ენტონი პულიეზეს ეკუთვნოდა, მაგრამ ამ მანქანის შესახებ, 1997 წლის შემდეგ, არაფერია ცნობილი. ამ კაცს მეორე ბონდმობილი 1986 წელს, 275 ათას დოლარად შეუძენია და პატარა ქალაქ ბოკა რატონის აეროპორტის ერთ-ერთ კერძო ანგარში დაუყენებია, საიდანაც 11 წლის შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

ლონდონური აუქციონის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შემორჩენილი ბონდმობილი დაახლოებით 5 მილიონ დოლარად გაიყიდება.

25 მსოფლიოს უიაფესი ავტომობილი ძვირდება

▲ზევით დაბრუნება


ავტო

0x01 graphic

შარშან, როდესაც თავისი ციცქნა ავტომობილის - ნანოს პრეზენტაცია ჩაატარა, ინდურმა საავტომობილო კომპანია ტატამ მას მსოფლიოს უიაფესი ავტომობილი უწოდა. რა თქმა უნდა, მას აქეთ, ამ ავტომობილის რეკლამირებისას, ტატა ამ თიკუნს უშურველად იყენებს. მაგრამ შესაძლოა, მალე ამის მორალური უფლება აღარ ჰქონდეს.

საქმე ისაა, რომ, ჯერ ერთი, ინტერნეტით გავრცელდა ტატას ინკოგნიტო წარმომადგენლის მიერ სააგენტო ფრანს პრესისთვის მიცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ტატა მალე ნანოს გააძვირებს. მეორეც, ჩინურმა კომპანია ჯილიმ გამოაცხადა, რომ მალე ბაზარზე მსოფლიოს უიაფეს ავტომობილს გამოუშვებს, რომლის ფასიც დაახლოებით 2 300 დოლარი იქნება (ნანოს ფასი 2 500 დოლარია).

ნანოს შესაძლო გაძვირებაზე ინდური კომპანია ჯერ კიდევ მარტში ალაპარაკდა, თუმცა აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. ტატა წუხს, რომ მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის წარმოება სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება, თუმცა ესეც რომ არა, ნანოს გაძვირება მაინც მოსალოდნელი იყო - მის პრეზენტაციაზე კომპანიის შეფმა რატან ტატამ კი განაცხადა, ჩემი მიზანი, ინდოელი მოსახლეობის სკუტერებიდან ოთხ ბორბალზე გადასხმაა და მერე მოგებაო, მაგრამ ბიზნესმენი რისი ბიზნესმენია, თუ საკუთარ მოგებაზეც არ იზრუნა. მოგების საშუალებას კი გაძვირებული ნანოც მისცემს, რადგან ამ ავტომობილზე ინდოეთში დიდი მოთხოვნაა, მალე კი ის ევროპაშიც (რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირი, რადგან ის ევროპულ მკაცრ სტანდარტებზე იქნება მორგებული) გამოჩნდება.

რაც შეეხება ჯილის უიაფეს ავტომობილს, ნანოს ჩინელი მეტოქის სახელია IG, ანუ ინტელიჯენტ ჯილი (საზრიანი ჯილი). მართალია, ჩინურმა კომპანიამ მას უკვე მსოფლიოს უიაფესი უწოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი წარმოება ჯერ არ დაწყებულა. ამდენად, გაძვირებულიც კი, ტატა ნანო თავის საპატიო წოდებას ჯერჯერობით მაინც შეინარჩუნებს. თუმცა, ჩინელებს რომ საქმის სწრაფად (რამდენად ხარისხიანად, ეს სხვა, გამოსწორებადი საქმეა) კეთება ეხერხებათ, ეს უკვე ყველამ იცის და შორს არც ის დროა, როდესაც „საზრიანი ჯილი” მართლაც მსოფლიოს უიაფესი ავტომობილი გახდება.

სხვათა შორის, მალე ჩინეთში კიდევ ერთი იაფფასიანი ავტომობილის გაყიდვა დაიწყება, რომელიც, ნანოს მნიშვნელოვნად გაძვირების შემთხვევაში, ბაზარზე „საზრიანი ჯილის” გამოჩენამდე, ყველაზე იაფი ავტოს სახელს დაეუფლება. ესაა ნაკლებად ცნობილ კომპანია ზოტი ჰოლდინგის ციცქნა ალტო, რომელსაც ადრე კომპანია ძიანნანი უშვებდა. მაგრამ ეს უკანასკნელი სწორედ ზოტიმ შეიძინა და ახლა ალტოს ბაზაზე, კიდევ უფრო იაფი მოდელის წარმოებას გეგმავს, რომლის ფასიც 2 900 დოლარი იქნება.

ახლახან ზოტი გახდა პირველი ჩინური ავტომწარმოებელი, რომელმაც საკუთარი წარმოების ელექტრომობილი კერძო პირს მიჰყიდა...

26 ოპელ მერივა საქართველოშია

▲ზევით დაბრუნება


ავტო

0x01 graphic

ინსინიასა და უახლესი ასტრას შემდეგ, ჯენერალ მოტორსის ქართველმა პარტნიორმა, კომპანია აუტოჰაუზმა ჩვენს ბაზარზე უახლესი ოპელ მერივაც შემოიყვანა. ეს ავტომობილი ევროპული სტანდარტით, B-სეგმენტის მინივენებს განეკუთვნება, როგორებსაც საქართველოში არ სწყალობენ, თუმცა აუტოჰაუზის შოურუმში მან ერთი კვირაც ვერ „გაძლო” - ორი ცალი რამდენიმე დღეში გაიყიდა.

მერივა მესამე მოდელია, რომელიც ოპელმა თავის ახალ კორპორატიულ სტილში შეასრულა და მასზე გერმანული კომპანია დიდ იმედებს ამყარებს. მართალია, საქართველოში ასეთი საოჯახო ავტომობილები პოპულარობით არ გამოირჩევა, თუმცა ორი ეგზემპლარი, რომლის შემოყვანასაც აუტოჰაუზი წელს აპირებდა, უკვე გაყიდულია. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ოთარ ჩიტეიშვილი ამბობს, ახალ წლამდე მერივას ჩამოყვანა კიდევ იგეგმება, მომავალი წლიდან კი შეზღუდვები აღარ იქნება.

მერივა ოჯახთან ერთად, კომფორტული მგზავრობისთვისაა შექმნილი. მასში ოპელის საფირმო „ფლექს” სისტემების მთელი სერიაა გამოყენებული, რომლებიც სწორედ კომფორტის გაუმჯობესებას ემსახურება. მათი დახმარებით, მერივა თავის მფლობელსა და მგზავრებს ისეთ კომფორტს სთავაზობს, როგორიც უფრო მაღალი კლასის ავტომობილებისთვისაც კი მისწრება იქნებოდა.

ასეთი სისტემაა „ფლექს დორზ”, რომლის წყალობითაც, წინა და უკანა კარები ერთმანეთის საპირისპიროდ იღება (როლს-როის ფანტომის სტილში), ეს კი უკანა სავარძელზე დაჯდომას და იქიდან გადმოსვლას აადვილებს. „ფლექს სპეისი” უკანა სავარძლებს ემსახურება და სალონის კონფიგურაციის სწრაფად ცვლას უზრუნველყოფს. ამის წყალობით, საბარგულის მოცულობა იზრდება და ავტომობილით დიდგაბარიტიანი ბარგის გადატანაც შესაძლებელი ხდება. სალონში სივრცის გაზრდა სისტემა „ფლექს რეილითაა” შესაძლებელი. ამ სისტემით, სავარძლების წინ და უკან გაწევა შეიძლება. სისტემა „ფლექს ფიქსი” კი მათთვისაა, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს და ავტომობილით ველოსიპედის გადატანა ხშირად უწევს - ამ სისტემაში სწორედ ველოსიპედის სამაგრი/ საბარგული შედის.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს კიდევ ერთი „ფლექს” სისტემა - „ეკო ფლექსი”, რომელიც სპეციალურად, გამონაბოლქვში მავნე მინარევების შესამცირებლად შეიქმნა. ამ სისტემის ფარგლებში, მომზადდა ახალი ტურბოდიზელი 1.3 CDTI ეკო ფლექსი, რომელიც ამ სერიის წინამორბედთან შედარებით, 21%25-ით მძლავრია და ატმოსფეროში დაახლოებით 11.2%25-ით ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. სულ კი მერივას ძრავების გამაში ბენზინის სამი და დიზელის ხუთი აგრეგატი შედის, რომელთა სიმძლავრეც 75-140 ცხენის ძალის ფარგლებშია.

მერივა მსოფლიოში პირველი ავტომობილია, რომელმაც ხერხემლის პრობლემებზე მომუშავე ექიმების მსოფლიო ასოციაციის მოწონება დაიმსახურა. მათი მოწონება კი სწორედ „ფლექს” სისტემებმა გამოიწვია. ექიმების კომპეტენტური აზრით, ეს სისტემები, მძღოლის და მგზავრების ხერხემალზე დატვირთვებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

საქართველოს ბაზარზე, მთელი ამ „ფლექს” ავლადიდებით აღჭურვილი ოპელ მერივას საბაზო ღირებულება 12 900 ევროა.

27 შეხვედრა მთაში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|კინო

მოამზადა ანანო სხირტლაძემ

0x01 graphic

გაელ გარსია ბერნალი

სრული სახელი: გაელ გარსია ბერნალი

დაბადების თარიღი: 1978 წლის 30 ნოემბერი

დაბადების ადგილი: მექსიკა, გვადალახარა

საუბრობს: ესპანურად, ინგლისურად, პორტუგალიურად, ფრანგულად და იტალიურად.

ფილმები, რომლებმაც წარმატება მოუტანა:

ძუკნა სიყვარული (Amores Perros), რეჟისორი -ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ; დედაშენიც აგრეთვე (Y tu mama tambien), რეჟისორი - ალფონსო კუარონი; ცუდი აღზრდა (Bad Education), რეჟისორი - პედრო ალმოდოვარი; მოტოციკლეტისტის დღიურები (The Motorcycle Diaries), რეჟისორი - ვალტერ სალესი; სიბრმავე (Blindness), რეჟისორი - ფერნანდო მეირლეში; ძილის მეცნიერება (The Science of Sleep), რეჟისორი - მიშელ გონდრი.

მოპოვებული ჯილდოები:

2000 წელი

ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი - საუკეთესო მსახიობი (ძუკნა სიყვარული)

2001 წელი

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი - მარჩელო მასტროიანის სახელობის ჯილდო

(დედაშენიც აგრეთვე)

2003 წელი

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი - Chopard Trophy

0x01 graphic

„ყაზბეგში ამერიკელი რეჟისორი ჯულია ლოკტევი ახალ ფილმზე მუშაობს, მთავარ როლს კი გაელ გარსია ბერნალი ასრულებს. ჰოლივუდის ვარსკვლავი საქართველოში აგვისტოს ბოლომდე დარჩება” - ერთ-ერთ არხზე მოსმენილი ეს სიტყვები სექტემბრის დასაწყისში, ყაზბეგში ჩასულს გამახსენდა მაშინ, როცა მე და ჩემი მეგობრები ვიდექით კაფესთან, რომლის შესასვლელშიც დიდი ასოებით ეწერა „ძინკალი”. ძინკალმა არ მოგვხიბლა და სხვაგან წავედით. მეორე დილით გერგეთის მთა ფეხით უნდა აგვევლო და სამება გვენახა.

მაღვიძარამ 10 საათზე დარეკა. იმედი მქონდა, რომ მცხუნვარე მზე ჩემს მეგობრებს აზრს შეაცვლევინებდა და მთაზე ასვლის ნაცვლად, უბრალოდ სტეფანწმინდის ქუჩებში ხეტიალს დასჯერდებოდნენ. არ გამიმართლა და დავადექით გზას. სახლიდან ცენტრამდე დაღმართი უნდა ჩაგვევლო, წინ ჩემი ორი მეგობარი მიგვიძღოდა და მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი დაღმართის ჩავლის შემდეგ სირბილით და გაღიმებული სახით ჩემკენ გამოიქცა: „იცი, ქვემოთ ვინ ზის”? ვერ მივხვდი რა უნდოდა, ან ვის შეიძლებოდა ყაზბეგში, დილის 11 საათზე გამოეწვია მისი გაოცება და უემოციოდ ვკითხე: „ვინ”? და პასუხმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ბერნალი!

მეც მის გზას გავყევი, მივუახლოვდი და დავუძახე: „უკაცრავად, უკაცრავად”... - ღიმილით გამომხედა, - „თქვენთან სურათის გადაღება შეიძლება”? პასუხმაც არ დააყოვნა: „კი, როგორ არა, უბრალოდ გავალ და სულ მალე დავბრუნდები”. ხის კიბეები ჩაიარა და მაგიდასთან ჩამოჯდა, ვერ დავინახეთ რა შეუკვეთა, მაგრამ დანაყრების შემდეგ მიმტანს მაგიდის ალაგებაში დაეხმარა. კიბეები ისევ სწრაფად ამოიარა: „მადლობა რომ დამელოდეთ და უკაცრავად რომ გალოდინეთ, გადავიღოთ ფოტოები”? ფოტოების გადაღებაც დასრულდა და აი, ახლა წავა, გავიფიქრე ჩემთვის, რომ:

გაელ გარსია ბერნალი: თბილისიდან ჩამოხვედით?

ჩვენ: დიახ, ორი დღით.

გაელ გარსია ბერნალი: იყავით სამებაზე?

მე: არა, ახლა ვაპირებდით ასვლას, მაგრამ თქვენ რომ დაგინახეთ გადავიფიქრეთ.

გაელ გარსია ბერნალი: გადაიფიქრეთ? რატომ?

ჩვენ: დღეს ვბრუნდებით თბილისში და ვეღარ მოვასწრებთ.

გაელ გარსია ბერნალი: როგორ ვერ მოასწრებთ, მე 45 წუთში ავედი ფეხით. იქიდან უფრო მალე ჩამოხვალთ, ადით აუცილებლად, ნამდვილად ულამაზესია.

ჩვენ: ყაზბეგის გარდა სადმე იყავით?

გაელ გარსია ბერნალი: არა, მაგრამ ყაზბეგი და ჯუთა მოვიარე, ულამაზესია. Georgia is very TBILI, TBILI.

მე: მე მეგონა გადაღებები უკვე დამთავდა და აქ აღარ იყავით.

გაელ გარსია ბერნალი: დღეს გადაღების ბოლო დღე გვაქვს.

მე: და როდის მიდიხართ?

გაელ გარსია ბერნალი: ზეგ მივფრინავ არგენტინაში.

მე: თბილისში იყავით?

გაელ გარსია ბერნალი: თბილისში მხოლოდ 6 საათი ვიყავი, მერე პირდაპირ აქ წამოვედი.

მე: რომ ამბობდნენ გაელ გარსია ბერნალი თბილისში დაინახესო, ხუმრობა მეგონა. მხოლოდ ერთ არხზე გავიდა მოკლე სიუჟეტი თქვენი აქ ყოფნის და ფილმის გადაღებების შესახებ. ასე რომ, ფართო საზოგადოებისათვის არ გახმაურებულა თქვენი აქ ყოფნა.

ამაზე გაეცინა და მიპასუხა: მერე მაგას რა ჯობია, ძალიან კარგი!

ჩვენ: დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!

გაელ გარსია ბერნალი: მადლობა თქვენ და აუცილებლად ადით სამებაზე.

0x01 graphic

ჰანი ფურსტენბერგი და გაელ გარსია ბერნალი
ფოტო: ანია ეპკესი

ბერნალი ვნახე, ვესაუბრე, მასთან ფოტოები გადავიღე, აღარ მახსოვდა ჩემი წუწუნი და როგორ არ უნდა გამეთვალისწინებინა მისი რჩევა? სიამაყის გრძნობით და მოზღვავებული ემოციებით დავადექი სამების გზას, 45 წუთის მაგივრად საათსა და 45 წუთში მივაღწიე დანიშნულების პუნქტამდე და წყაროსთან ამაყად, ბედნიერი დავეცი.

0x01 graphic

0x01 graphic

ჯულია ლოკტევი

ცოტა რამ ბერნალის საქართველოში სტუმრობის დამარტოსული პლანეტისშესახებ

„მარტოსული პლანეტა” (The Loneliest Planet) - ასე ეწოდება ფილმს, რომლის გადაღებაც რეჟისორმა ჯულია ლოკტევმა ყაზბეგში 5 სექტემბერს დაასრულა. ფილმი საქართველოში ჩამოსულ შეყვარებულ წყვილზეა. ადგილობრივი გიდის დაქირავების შემდეგ წყვილი იწყებს მოგზაურობას და ამ დროს მათ შორის დრამა ვითარდება: სამივე რჩება მარტო, მთაში. სრულ იზოლაციაში. 33 სამუშაო დღის მანძილზე ფილმს ყაზბეგსა და ჯუთაში იღებდნენ. როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, ფილმის პრემიერა გაზაფხულის ბოლოს არის დაგეგმილი.

თქვენ სანქტ-პეტერბურგში დაიბადეთ და შემდეგ ოჯახთან ერთად კალიფორნიაში გადახვედით საცხოვრებლად. მოდით დავიწყოთ და პირველი კითხვა: როგორ მოგმართოთ - ჯულია თუ იულია?

სულერთია, როგორც გაგიხარდებათ.

ლენინგრადში დავიბადე, მაშინ ასე ერქვა. მაგრამ იქ არასდროს მიცხოვრია. 9 წლის ვიყავი, როდესაც კოლორადოში გადავედი საცხოვრებლად. ჯერ რადიოში ვიყავი DJ და შემდეგ, კინოში აღმოვჩნდი. არადა, მართალი რომ გითხრათ, გამოსახულებასთან შეხებაც კი არ მქონია არასდროს. კინო, პირველ რიგში, ჩემთვის აუდიოსა და ვიზუალის შერწყმაა და სწორედ ამან მიმიზიდა, ამიტომ დავინტერესდი.

პირველმა დამოუკიდებელმა ნამუშევარმა დიდი წარმატება და აღიარება მოგიტანათ სანდენსის კინოფესტივალზე და პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის.

პირველი ნამუშევრები, რომლებიც საზოგადოებას წარვუდგინე, აუდიომასალები იყო, რადიოსთვის ვაკეთებდი. თუმცა დიდი აღიარება ჩემმა სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა მოიტანა - „გავლენის მომენტი” (Moment of Impact).

მარტოსული პლანეტა”, როგორ გაჩნდა ამ ფილმის საქართველოში გადაღების იდეა?

ეს ნამდვილად გარემოებათა უცნაური დამთხვევა იყო. ჩემი მეგობარი აპირებდა საქართველოში წამოსვლას და ველოსიპედით მოგზაურობას. სწორედ ამ დროს მივიღე მოწვევა ბათუმის კინოფესტივალიდან. ამას ისიც დაემთხვა, რომ ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, ჩემი მშობლები აქ ხშირად ისვენებდნენ ხოლმე ახალგაზრდობაში და ფოტოები მქონდა ნანახი. როდესაც სამი წლის წინ შემოთავაზება მივიღე, მაშინვე დავთანხმდი.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩემი მეგობარი გაუყვა გზას, მეც ცოტა ვიმოგზაურე. ბათუმიდან თბილისში „მარშრუტკით” ვბრუნდებოდი და გზად ტომ ბისელის მოთხრობა გამახსენდა, სადაც მოქმედება ყაზახეთში ვითარდება და მომინდა ფილმის აქ გადაღება, ვინაიდან საქართველო ამისთვის სრულყოფილი ადგილი იყო.

მთავარ როლებს გაელ გარსია ბერნალი და ჰანი ფურსტენბერგი ასრულებენ, რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ ორ მსახიობზე?

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შეეწყობა ორი ადამიანი ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული სტილის მსახიობები არიან, ძალიან დამაჯერებელი და ძლიერი წყვილი შექმნეს.

როგორ მიიღეს თქვენი შეთავაზება ფილმში მონაწილეობის შესახებ?

როდესაც სცენარი წაიკითხეს, დიდი სიხარულით დამთანხმდნენ. მოლაპარაკებები ომამდე რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ. 2008 წლის ომის გამო გადაღებები დროებით გადაიდო, მაგრამ ამას არანაირი დაბრკოლება არ შეუქმნია მსახიობებისთვის. საქართველოში ორივე დიდი სიხარულით ჩამოვიდა და ნამდვილად დაუვიწყარი დრო გაატარეს.

28 ლიტერა ტურის ნამზეური

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურა|კულტურა

ვერ გეტყვით, რამდენად გაითვალისწინეთ ტაბულას რჩევები ზაფხულში წასაკითხი წიგნების შესახებ. თუ კი - ხომ შესანიშნავი, თუ არა და, რა ვუყოთ - სამწუხაროდ, დღეს ამ საქმისთვის ბევრს არ ცხელა, მით უფრო აგვისტოს ხვატში.

0x01 graphic

აი, არდადეგებიც მიილია. სანამ დაიწყებოდა, ქართულ ინტერნეტ-ფორუმებზე დაახლოებით ასეთი შინაარსის და ინტონაციის შეკითხვებს გადააწყდებოდით: „ზაფხულისთვის მინდა წიგნი და მითხარით რაააა, ოღონდ სიყვარულზე მინდა... :)”. როგორც წესი, რჩევების უმეტესი ნაწილი კოელიო-დოჩანაშვილის სიახლოვეს ტრიალებდა, თუმცა ზოგიერთი საკუთარი ახლობლის ნაღვაწის შემოპარებასაც ცდილობდა. მაგალითად - „წაიკითხეთ გივი გუნცაძის „ბნელი კვადრატი”, ცხოვრებისეულია, არ ინანებთ”. ეგ კი არა და, ერთხელ ზოია ვოსკრესენსკაიას „გოგონა ბობოქარ ზღვაში”-ს შეთავაზებასაც გადავაწყდით. ზაფხულის მიწურულს კი აღმოჩნდა, რომ უმეტეს ნაწილს „სამოსელი პირველი” და „მარტოობის ასი წელი” წაეკითხა. ზოგმა სელინჯერი და ბერჯესი დააგემოვნა - პირველის წიგნი აქეს, მეორეზე - ფილმი ჯობსო. ვოსკრესენსკაია არ წაუკითხავთ - ალბათ ვერ იპოვეს.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ბესტსელერებს შორის კლასიკური ლიტერატურა ჭარბობს. თუ მსოფლიოს პოპულარული გამოცემის საზაფხულო ათეულებს გადახედავთ, ბოლო სამი წელია წამყვან პოზიციებს არ თმობენ - უოლტერ სკოტის „აივენჰო”, ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი”, ტოლკიენის „ბეჭდების მბრძანებელი” და ასე შემდეგ. საქართველოში სამწუხაროდ ამგვარი სტატისტიკა იშვიათად ქვეყნდება, ისევ სოციალურ ქსელებზე გამართულ საუბრებს თუ დასტყუებთ რამეს.

0x01 graphic

ზაფხულში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო პენ-ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, იუჯინ შულგინის ვიზიტს საქართველოში. ამ ამბავს ყველასგან მივიწყებული ქართული პენ-კლუბის ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევა და მოგვიანებით დავით მაღრაძის გადადგომა მოჰყვა. მაღრაძის დროინდელი ქართული პენის შესახებ ბევრი არაფერი გეცოდინებათ, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში სრულიად უფუნქციო ორგანიზიცია გახლდათ და საქართველოს ჰიმნის ავტორსაც პრეზიდენტობის ვადა კარგა ხნის ამოწურული ჰქონდა. რას იზამს განახლებული ქართული პენ-კლუბი - სამომავლოდ გამოჩნდება. პრეზიდენტი (პროზაიკოსი დავით ქართველიშვილი) და საბჭო ერთი წლით აირჩა - ეს პერიოდი ახალი წევრების მიღებას და მსოფლიო ლიტერატურის ფესტივალისთვის მზადებას უნდა დაეთმოს.

გამოვიდა რამდენიმე საინტერესო წიგნი. მათ შორის ტრადიციულად პოეტური კრებულები ჭარბობს, ორიოდ რომანით და მოთხრობების რჩეულითაც შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი თარო. არათუ საზაფხულო ტაიმაუტში, სხვა დროსაც ძნელად გადააწყდებით ხარისხიან დოკუმენტალისტიკას, არადა ეს ჟანრი მსოფლიო ლიტერატურაში დღეს ისე ყვავის, როგორც არასდროს.

მოკლედ, ასეა თუ ისე - ახალი სეზონი იწყება. თუ რამე ყურადსაღები მოხდა, ტაბულა გადაშალეთ და შეიტყობთ.

29 პირველი რესტორანი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რესტო

ბუნებრივია, სხვადასხვა კულტურებში, განსაკუთრებით აზიაში, დანამდვილებით კი ჩინეთში შუა საუკუნეებამდე გაცილებით ადრე არსებობდა ისეთი ტიპის დაწესებულება, რასაც ჩვენ დღეს რესტორანს ვუწოდებთ. დასავლეთ ევროპაში კი რესტორანი, როგორც ასეთი და ამ სახელწოდებით, პირველად 1765 წელს პარიზში გახსნა ვინმე მ. თუ ა. ბულანჟემ (სახელი დანამდვილებით არ არის ცნობილი), რომელიც სავარაუდოდ მედუქნე ან წვნიანის მზარეული იყო. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მის შესახებ დაზუსტებით არაფერია ცნობილი. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ბულანჟე არა მისი გვარი, არამედ პროფესია იყო (ფრანგულად Boulanger - ბულანჟე ხაბაზს, მცხობელს ნიშნავს).

0x01 graphic

როგორც ყველაფრის დასაბამში, აქაც ბევრია ლეგენდა, ფერადოვნებისა თუ შელამაზებისთვის მოგვიანებით დამატებული ამბავი, თუმცა, დღეს ტყუილ-მართლის გარჩევა ძნელია, მხოლოდ ის გვაქვს, რაც ისტორიას შემორჩა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბულანჟემ პირველმა შესთავაზა მუშტარს კერძების არჩევანი - ანუ მენიუ, რაც სხვადასხვა წვნიანისგან შედგებოდა. პირველ რესტორანში ერთ-ერთი ძირითადი, საფირმო კერძი გახლდათ არა ცეზარ-სალათი, როგორც ეს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ჰგონიათ - არამედ ცხვრის მუჟუჟი (ცხვრის ფეხებისგან დამზადებული კერძი). მუსიე ბულანჟემ ეს კერძი დაახასიათა როგორც რესტორატიული ანუ აღმადგენელი ბუნების მქონე (ასევე ფრანგული ზმნიდან - restaurer - აღდგენა, რესტავრაცია).

ამგვარად, ბულანჟეს დაწესებულებაზე გაჩნდა წარწერა - რესტორანი - ადგილი, სადაც ძალებს აღიდგენ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, შემაგრდები. ბულანჟეს მოღვაწეობის დროს, ანუ რევოლუციამდელ საფრანგეთში, დუქნის ან მაღაზიის მეპატრონე გილდიის წევრი უნდა ყოფილიყო და ამქრისათვის გადასახადი ეხადა. ბულანჟეს ან გადასახადის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, ან შეგნებულად აარიდა თავი და ასე ვთქვათ, გილდიებს დაარტყა. იმ დროისთვის არსებობდა მეღვინეების, ხაბაზების, ყასბების და სხვათა ამქრები, მაგრამ არ არსებობდა წვნიანის მზარეულთა ამქარი. როდესაც პირველი რესტორნის მეპატრონეს გილდიებმა სასამართლოში უჩივლეს და ამქრის მონოპოლიის მითვისებაში დასდეს ბრალი, ბულანჟემ საკუთარი პროფილის ამქრის არარსებობით იმართლა თავი და პროცესი მოიგო. რესტორანმა საქმიანობა გააგრძელა, მაგრამ ბულანჟე მარტო დიდხანს არ დარჩენილა, მის მაგალითს სხვებმაც მიმართეს. გაჩნდა რესტორნები.

საფრანგეთის რევოლუციამ (1789-99) მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სარესტორნო საქმიანობის, როგორც საკუთარი და ინდივიდუალური ბიზნესის განვითარებაში. მონარქიულ საფრანგეთში მზარეული, ძირითადად მეფეთა და მთავართა, არისტოკრატიის სამსახურში იდგა. რევოლუციის შედეგად ხელმოცარული მზარეულების ნაწილმა უცხოეთში წასვლა და ახალი პატრონების ძებნა ამჯობინა, ნაწილი კი სამშობლოში დარჩა და საკუთარი პროფესიით თავის გატანის გარდა, სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა.

უკვე დამკვიდრებული ტრადიციის კვალზე, ბევრმა მზარეულმა საკუთარი რესტორანი გახსნა. ახალი, სულ უფრო და უფრო დახვეწილი გემოვნებისა და მრავალფეროვანი ხასიათის რესტორნების გამოჩენამ უზრუნველყო რესტორნის, როგორც პრესტიჟული დაწესებულების რეპუტაცია, თუმცა ამ რეპუტაციის შეფასება და დაგემოვნება დიდხანს მხოლოდ ძლიერი სქესის პრივილეგიად რჩებოდა. ქალბატონის რესტორანში სტუმრობა, სულ მცირე, უხერხული და საეჭვო ამბავი იყო.

30 პენე პომიდვრის, ორაგულისა და არყის სოუსით

▲ზევით დაბრუნება


(Penne à la vodka)

0x01 graphic

შეფ-მზარეული
თეკუნა გაჩეჩილაძე

მასალა

4 ულუფა
მასალა:
300 გრამი პენე
(სასურველია Barilla)
5 მოზრდილი პომიდორი (ან 500 გრ. პომიდვრის კონსერვი)
250 გრ. ორაგულის ფილე
300 გრ. ხახვი
2 საშუალო სტაფილო
200 გრ. ბოსტნეულის ბულიონი
50 გრ. ზეითუნის ზეთი
100 გრ. არაყი
100 გრ. 35%25-იანი ნაღები
მარილი
შერეული წიწაკა
200 გრ. გახეხილი
ყველი პარმეზანი
ჯამში 15 ლარი

მომზადების წესი:

პასტის მომზადება - ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, ჩაუშვით პასტა და ხარშეთ 5-6 წუთი. გადაწურეთ, მოასხით ცოტაოდენი ზეთი და შეინახეთ მოხმარებამდე.

(ხშირ შემთხვევაში დიასახლისებს მოსდით შეცდომა და პასტას ავლებენ ცივ წყალს, რაც იწვევს სახამებლის გამოცლას, რის შედეგადაც პასტა ვეღარ ითვისებს სოუსს).

სოუსის მომზადება - ხახვი და სტაფილო დაჭერით წვრილ კუბებად. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ თუჯის ქვაბში ისე, რომ არ დაიბრაწოს. გაფცქვენით პომიდორი, დაჭერით და დაამატეთ მოთუშულ ბოსტნეულს და დაამატეთ ბულიონი. მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი.

(ეს არის მარტივი პომიდვრის სოუსი, რომელიც ბევრი იტალიური პასტის სოუსის ბაზაა).

დაჭერით ორაგულის ფილე კუბებად და შეწვით ტაფაზე. მოასხით არაყი და მოერიდეთ, არაყი აალდება, და რამდენიმე წამში ალკოჰოლი აორთქლდება. შემწვარი თევზის ნაჭრებს მოასხით პომიდვრის სოუსი და დაელოდეთ სოუსის ადუღებას. დაუმატეთ ნაღები და შეკაზმეთ მარილითა და შერეული წიწაკით.

სოუსი გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ მოხარშული პენე, ცოტაოდენი პარმეზანი და გადაურიეთ.

გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, მოაყარეთ დარჩენილი პარმეზანი და მიირთვით გემრიელად.

0x01 graphic