The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №14


ტაბულა №14


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ყველაშვილი გიორგი, ჯაფარიძე ზურა, ნოდია გია, ბენდუქიძე კახა, სმიტი დევიდ ჯ, ზედანია გიგა, ლადარია ნოდარ, სულაკაური ბაკურ, ბარათაშვილი ბიძინა, ბაბუნაშვილი ვახო, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010 | 14 - 20 ივნისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხანმოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, ნინო ჯანჯღავა, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მაია ედილაშვილი, ანა ბაქარაია /არტ-რედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge /სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.│რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge ფოტო გარეკანზე: REUTERS ©



1 საფოსტო ყუთი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge

უკვე თითქმის 2 თვეა, რაც თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ. ამ ჟურნალში ბევრი რამ მომწონს. განსაკუთრებით კი ის, რომ ჟურნალი არ იკეტება ქართული სივრცის ნაჭუჭში და ახლო თუ შორეულ სამეზობლოში მიმდინარე პროცესებსაც აშუქებს. საინტერესო იყო სტატიათა ციკლი თურქეთზე, იგრძნობოდა ავტორის მიერ საკითხის ღრმა ცოდნა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ მის ანალიზს მკითხველი ენდობა. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, მე-13 ნომრის „სიძულვილის ფლოტილია“ გამონაკლისი აღმოჩნდა. მართალი გითხრათ, გამიკვირდა ასეთი დაუბალანსებელი და მოუმზადებელი სტატიის ნახვა ამ ჟურნალში.

ავტორი შეგნებულად მალავს ბევრ საინტერსო ფაქტსა თუ დეტალს და, შესაბამისად, რეალობასაც დამახინჯებულად წარმოაჩენს. ავტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გემის მგზავრების უმრავლესობა თურმე ისლამისტური საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი იყო და ამით ცდილობს, მკითხველში უარყოფითი განწყობა შექმნას. ამ დროს კი შეგნებულად არ ახსენებს, რომ გემზე ასევე იყვნენ: ბუნდესტაგის წევრები, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი ასისტენტი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატები, ადამიანის უფლებათა დამცველები მრავალი ქვეყნიდან, შვედი ისტორიკოსები და ა.შ. ავტორი ასევე არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ღაზას სექტორში, რომელიც უკვე 3 წელია ბლოკადაშია, საჭირო ნივთებისა და საქონლის მხოლოდ მეოთხედი აღწევს. გაეროს მონაცემებით, ადამიანების 80%25 დამოკიდებულია გაეროს დახმარებაზე და არასრულფასოვანი კვების შემთხვევათა რიცხვი იზრდება. დარწმუნებული ვარ, ავტორმა არ იცის, რომ ბლოკადა კრძალავს ისეთი საქონლის შეტანას ღაზაში, როგორიცაა, მაგალითად, ქინძის თესლი, ჯინჯერი, თხა, მსხვილფეხა საქონელი, სათევზაო ბადეები, მშრალი ხილი, მუსიკალური ინსტრუმენტები, გაზეთები, სამშენებლო ხის მასალა, ახალი ხორცი და ა.შ. (წარმოუდგენელია, მუსიკალურმა ინსტრუმენტებმა ან სუნელებმა როგორ უნდა ავნოს ისრაელს?

ამ ე.წ. „სიძულვილის გემს“ წინა კვირაში სხვა გემიც მოჰყვა ირლანდიიდან. ამჯერად არანაირი „თურქი ისლამისტები გემზე“. და საერთოდ, ავტორს დაავიწყდა იმის თქმა, რომ გემების ეს ფლოტილია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მცდელობაა, ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე, რათა მან ბლოკადა მოხსნას. ავტორს ასევე დაავიწყდა იმის ხსენებაც, რომ თვით გაეროც კი, ისრაელის მიერ ღაზას ბლოკადას „კოლექტიურ დასჯას“ უწოდებს (collective punishment). გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშები, ამ მხრივ, საინტერესო უნდა ყოფილიყო ავტორისათვის.

კარგი იქნებოდა, ავტორს მოეთხრო, თუ როგორ აღიქმება ევროპასა და მსოფლიოს ქვეყნებში კოლექტიური დასჯის ეს მეთოდი და რა აზრის არიან ამის შესახებ თუნდაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ჰილარი კლინტონი, რომელმაც განაცხადა, რომ ბლოკადა არამდგრადია; დაეწერა იმაზე, თუ როგორ იზრდება ზეწოლა ისრაელზე, რათა მათ უარი თქვან ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლის ამ მეთოდზე (რომელიც არაეფექტური აღმოჩნდა) და როგორ დააზინა ისრაელის იმიჯი ამ ინციდენტმა. კარგი იქნებოდა, წაგვეკითხა ავტორის აზრი ზოგადად ბლოკადების შესახებ. რამდენად ეფექტურია ის და რა მორალური მხარე აქვს მას. აი, ეს ნამდვილად საინტერესო იქნებოდა. რა თქმა უნდა, ავტორმა მკითხველს თავისი მოსაზრება უნდა გააცნოს, მაგრამ მოსაზრების მართებულობა ფაქტებით უნდა დაასაბუთოს. ოღონდ მისი არგუმენტისათვის არასახარბიელო ფაქტები არ უნდა დამალოს, თორემ კაპიკია ასეთი ანალიზის ფასი.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ასეთი ტიპის „მოსრიალე“ (ბენდუქიძეს დავესესხები) სტატია ტაბულას და მის მკითხველებს არ ეკადრება. შეიძლება ცოტა ზედმეტი კრიტიკა გამომივიდა, მაგრამ რომ არ გამომეთქვა ჩემი აზრი, არ შემეძლო. პატივს ვცემ ამ ჟურნალს და მიმაჩნია, რომ ერთადერთი ქართული ჟურნალია, რომლის წაკითხვაც ღირს.

პატივისცემით, ნინო მალაშხია

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მე მხოლოდ ექსპერტებს არ ვესაუბრები. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ადამიანებთანაც (ადგილობრივები, მეთევზეები), რადგან ისინი საუკეთესოდ პასუხობენ ჩემს კითხვას - ვინაა მისატყეპი“.

  • პრეზიდენტი ბარაკ იბამა აღშფოთებულია BP-ის გამო, რომელმაც დააზიანა გარემო ოკეანეში ნავთობის ჩაღვრით. 8 ივნისი

0x01 graphic

ის (მოსკოვი) ცდილობს, აღიარებინოს დასავლურ სახელმწიფოებს თავისი განსაკუთრებული ინტერესების სავარაუდო სფერო, რათა მომავალში ისინი დუმილით შეხვდნენ შეზღუდული სუვერენიტეტისახალ განსაზღვრებებს.“

  • რონალდ ასმუსი. 5 ივნისი

უკვე ვთქვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ შეძლებენ ჯერ რეზოლუციის ქნევას და შემდეგ ჩვენს პირისპირ დაჯდომას მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არ მოხდება“.

  • პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადნეჟადი. 7 ივნისი.

0x01 graphic

ასეთი გეგმები რუსეთს სჭირდება იაპონიასთან სადავო კუნძულების გარშემო პატრულირებისთვის, წყნარ ოკეანეში“.

  • რუსეთის სამხედრო ძალების გენერალი ნიკოლაი მაკაროვი, მისტრალის შესახებ. 8 ივნისი.

ქალაქ სმოლენსკთან 10 აპრილს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ოფიციალური პირის საკრედიტო ბარათიდან ფული მოიპარეს. ანჯეი პშევოზნიკის საბანკო ანგარიშიდან აღებულია 1700 ევრო.

  • ვარშავის პროკურატურის პრესმდივნის მონიკა ლევანდოვსკას განცხადებით, სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილას რამდენიმე რუსი სამხედრო მოროდიორობდა. მოგვიანებით, ეს ცნობა რუსულმა მხარემაც დაადასტურა. 7 ივნისი

3 კვირა

▲ზევით დაბრუნება


5 ივნისი

  • ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში ჩერქეზების საგანგებო ყრილობა გაიმართა. დელეგატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს რუსეთის ფედერაციის ფარგლებში ჩერქეზეთის ავტონომიის აღდგენას რესპუბლიკის სტატუსით.

0x01 graphic

  • ერაყიდან აშს-ს ჯარების გაყვანა გეგმის შესაბამისი განრიგით მიმდინარეობს. აშშ-ს ჯარების სარდლის, გენერალ რეი ოდიერნის თქმით, ერაყში ამერიკელ ჯარისკაცთა რიცხვი (ამჟამად 88 ათასი) აგვისტოში 50 ატასამდე შემცირდება.

6 ივნისი

0x01 graphic

  • სლოვენიაში ხორვატიასთან სასაზღვრო დავის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ მოიწონა ორი ქვეყნის ლიდერს შორის შარშან მიღწეული შეთანხმება, რომ დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო კომისიამ გადაწყვიტოს. საქმე ეხება საზღვაო საზღვარს პირანის ყურეში.

7 ივნისი

  • საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების მოადგილეები მადრიდში იმყოფებოდნენ. ქართველმა სამართალდამცავებმა ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის საქართველოში ექსტრადირება მოითხოვეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსტრადირების საკითხს ამჟამად შესაბამისი სტრუქტურები სწავლობენ.

0x01 graphic

  • 2006 წლის მარტის შემდეგ პირველად, აზიის ბაზარზე ევროს კურსი დოლარის მიმართ 1.19-მდე დაეცა.ამის მიზეზად სახელდება უნგრეთის საფინანსო სისტემის მზარდი რისკები და არასაიმედო ინფორმაცია აშშ-ში დასაქმების შესახებ.

8 ივნისი

  • იაპონიის აალმა პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა თავისი კაბინეტის წევრები წარადგინა. ოთხი წლის მანძილზე კანი იაპონიის მეხუთე მინისტრია.

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია გალის რაიონში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების გამო, რომლის დროსაც გარდაიცვალა სამი ადგილობრივი თანამდებობის პირი, დააკავეს რამდენიმე ადამიანი და გადაწვეს რამდენიმე სახლი.

0x01 graphic

  • უკრაინის ორ სატელევიზიო მაუწყებელს სასამართლომ სიხშირე ჩამოართვა. მეხუთე არხისა და ტივიაის ხელმძღვანელობა მომხდარს უკრაინის ხელისუფლებას უკავშირებს. უკრაინელი მედია- ექსპერტების აზრით, ორივე მაუწყებელი დაბალანსებული და დამოუკიდებელი საინფორმაციო პოლიტიკით გამოირჩეოდა.

9 ივნისი

  • კატასტროფებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველომ საფრანგეთში ორი ვერტმფრენი შეიძინა. საქართველოს მთავრობისა და კომპანია „ევროკოპტერის” წარმომადგენლებმა კონტრაქტი დღეს პარიზში გააფორმეს.

0x01 graphic

  • აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა. შეხვედრისას გადაწყდა, რომ აშშ „პალესტინის ტერიტორიებს“- დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორს - 400 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება.

  • რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთს სადესანტო ხომალდი „მისტრალი” - რომლის შეძენასაც ის საფრანგეთისგან გეგმავს - საქართველოს წინააღმდეგ გამოსაყენებლად არ სჭირდება.

10 ივნისი

  • სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე- სპიკერი იური ძიცოითი აზერბაიჯანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ძოცოითი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 23 მაისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობდა.

  • თურქეთის სასამართლომ ჟურნალისტ ირფან ატკტანს 15 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ატკანი ტერორისტული ორგანიზაცია ქურთების მუშათა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ციტირებისთვის დააკავეს. სასამართლომ სტატიაში მოყვანილი ციტატა ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდად მიიჩნია. ირფან ატკანი, რომელიც ნიუსვიკშიც იბეჭდება, განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

  • მალხაზ გულაშვილსა და მის ვაჟს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის აღიძრა. გასულ თვეს ტელეკომპანია კავკასიის დარბევის შემდეგ, გულაშვილი შვილთან ერთად ცხინვალში მიიმალა, საიდანაც, მოგვიანებით, მოსკოვში გაემგზავრა.

0x01 graphic

  • ორ ბოსნიელ სერბს გაეროს სამხედრო დანაშაულის სასამართლომ სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობა მიუსაჯა. ისინი დამნაშავედ ცნეს 1995 წელს სრებრენიცაში მუსლიმთა მკვლელობის გამო. ეს ყველაზე მკაცრი განაჩენია, რომელიც გაეროს ტრიბუნალს ბალკანეთის ომებთან დაკავშირებით გამოუტანია.

11 ივნისი

  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ავღანეთს ეწვია. ქვეყნის სამხერთში მდებარე სამხედრო ბაზაზე მან ერთი დღე გაატარა ბრიტანელ სამხედროებთან. ბრიტანელი ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, კამერონმა განაცხადა, რომ ისინი ავღანეთში იდეალური საზოგადოების ასაშენებლად არ იმყოფებიან და როგორც კი ავღანელებს საკუთარი თავის დაცვა შეეძლებათ, ბრიტანელი სამხედროები მაშინვე დატოვებენ ქვეყანას.

0x01 graphic

  • ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელმაც აღნიშნა, რომ რეფორმების გასაგრძელებლად და ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის, საქართველოს ნატოს მხარდაჭერა სჭირდება. ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა და, წარმატებული რეფორმების შემთხვევაში, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს.

  • ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ კვლავ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ოშში შეირაღებული ჯგუფები გამოჩნდნენ. მათთან დაპირისპირებისას 14 ადამიანი გარდაიცვალა, 140 კი მძიმედ დაიჭრა.

ყველა ფოტო: REUTERS ©

4 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები: ციფრები, ტენდენციები და ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


არენა

გიორგი ყველაშვილი

ზოგადი მონაცემები

30 მაისს საქართველოში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 49%25. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შედეგები 3694 უბნიდან 5-ში გააუქმა. საარჩევნო სისტემის პროპორციული კომპონენტის მიხედვით, პარტიათა მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგროვებული ხმები ასე გადანაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 65,75%25, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება - 11,94%25, ალიანსი საქართველოსთვის - 9,19%25, ეროვნული საბჭო - 6,77%25, თოფაძე-მრეწველები - 4,19%25. არჩევნებში მონაწილე დანარჩენი 12 პარტიიდან თითოეულმა 1%25-ზე ნაკლები მოაგროვა, ყველამ ერთად კი - 3%25-ზე ნაკლები.

დედაქალაქში პროპორციული წესით მიღებული მხარდაჭერა ასე გადანაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 52,49%25, ალიანსი საქართველოსთვის - 17,98%25, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება - 12,05%25, ეროვნული საბჭო - 8,26%25 და თოფაძე-მრეწველები - 6,23%25. დანარჩენი 12 პარტიიდან თითოეულმა 1%25-ზე ნაკლები მოაგროვა, ხოლო ყველამ ერთად - 3%25-მდე.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, რომლებიც სამ საარჩევნო ოლქში გაიმართა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა პირველივე ტურში სამივეგან დამაჯერებლად გაიმარჯვეს. დედაქალაქის ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ანდრო ალავიძემ 66,52%25 მოაგროვა, გურჯაანში გიორგი ჩივიაშვილმა - 80,37%25, ოზურგეთში გოჩა შანიძემ კი - 78,87%25. ნიშანდობლივია, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატებს ჰყავდათ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ისიც მხოლოდ თბილისის ჩუღურეთის ოლქში. კახა ბასილიამ 16,97%25 დააგროვა, რაც, სხვათა შორის, ამ პარტიის საარჩევნო მოსწრებას რამდენიმე პუნქტით აღემატება.

ოპოზიციური პარტიები ნაციონალურ მოძრაობასთან დამარცხდნენ საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქსა და უბანში. მათ ასევე ვერ შეძლეს მოეპოვებინათ თუნდაც ერთი მაჟორიტარული მანდატი დედაქალაქში.

თბილისის მერობისათვის 9 კანდიდატი იბრძოდა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გიგი უგულავა წარმოადგენდა, ალიანსს საქართველოსთვის - ირაკლი ალასანია, ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას - გიორგი ჭანტურია, ეროვნულ საბჭოს - ზვიად ძიძიგური, თოფაძე-მრეწველებს კი - გოგი თოფაძე. უგულავამ 55,23%25 დააგროვა, ალასანიამ - 19,05%25, ჭანტურიამ - 10,7%25, ძიძიგურმა - 8,31%25, ხოლო თოფაძემ - 5,19%25. მერობის დანარჩენი ოთხი კანდიდატიდან თითოეულმა 1%25-ზე ნაკლები მიიღო, მთლიანობაში კი - 3%25-ზე ნაკლები.

კონტურები და ანალიზი

სულ ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი. არჩევნებში გამარჯვებულმა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზე გასულ ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებასთან შედარებით, 5,5-ჯერ მეტი ხმა მოაგროვა, ხოლო მესამე ადგილზე გასულ პარტიას - ალიანსი საქართველოსთვის - 7-ჯერ მეტი ხმით აჯობა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დედაქალაქში, პროპორციული წესით, საერთო- ეროვნულზე ნაკლები ხმა მიიღო და მეორე ადგილზე გასულ ალიანსს მხოლოდ 2,9-ჯერ აჯობა, მესამე ადგილზე გასულ ქრისტიან-დემოკრატებს კი - 4-ჯერ.

ოპოზიციური პარტიების მიერ თბილისში წარდგენილი ყველა მაჟორიტარი კანდიდატი დამარცხდა. ოპოზიციურმა ძალებმა მარცხი იწვნიეს სამი მაჟორიტარული მანდატისათვის ჩატარებულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებშიც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა თბილისის მერის თანამდებობაზე, გიგი უგულავამ, პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგო. მან მეორე ადგილზე გასულ ირაკლი ალასანიას 2,9-ჯერ აჯობა, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გიორგი ჭანტურიას კი - 5-ჯერ.

პროპორციული სისტემით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაზე მეტი ხმა- 60,13%25 - თბილისის მასშტაბით, მთაწმინდის ოლქში მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები კი - ვაკესა (43,48%25) და საბურთალოში (47,84%25). მმართველი პარტიის დანაკარგები ამ ბოლო ორ რაიონში ალიანსის მიერ მიღებული შედარებით მაღალი მხარდაჭერის შედეგი იყო. ვაკესა და საბურთალოში ალიანსმა, შესაბამისად, 29,81%25 და 24,72%25 მოიპოვა. დედაქალაქის გარეთ მმართველმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა - 85,96%25 - თიანეთის რაიონში მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლები - 56,89%25 - საჩხერეში.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის „დანაკარგის” მიზეზი საჩხერეში ქრისტიან-დემოკრატების მაღალი მხარდაჭერა გახდა. გიორგი თარგამაძის პარტიამ აქ 24,12%25 მიიღო.

ქრისტიან-დემოკრატებმა ქვეყნის მასშტაბით მიღებულ 11,94%25-ზე რამდენიმე პროცენტით მეტი ხმა, გარდა საჩხერისა, შემდეგ ქალაქებსა და რაიონებშიც მიიღეს: ქუთაისში - 21,27%25, ყვარელში - 20,45%25, ჭიათურაში - 18,69%25, ცაგერში - 18,11%25, მესტიაში - 17,69%25, ონში - 17,35%25, ლანჩხუთში - 16,71%25, ოზურგეთში - 16,58%25, წყალტუბოში - 16,58%25, ფოთში - 16,48%25, ბაღდათში - 16,31%25, ხელვაჩაურში - 15,65%25 და ბათუმში - 15,01%25. რაც შეეხება თბილისის რაიონებს, ქრისტიან-დემოკრატებს საუკეთესო შედეგები ჰქონდათ გლდანსა (16,3%25) და სამგორში (15,32%25). ქრისტიან-დემოკრატებმა ყველაზე მცირე მხარდაჭერა მიიღეს ლენტეხში (0%25), ახალქალაქსა (2,42%25) და თიანეთში (3,81%25).

ვაკისა და საბურთალოს გარდა, ალიანსს საქართველოსთვის კარგი შედეგები ჰქონდა დედაქალაქში მთაწმინდის (20,07%25), დიდუბისა (19,14%25) და ჩუღურეთის (17,1%25) რაიონებში, ხოლო თბილისის გარეთ კი - ლენტეხში (13,32%25), ზესტაფონში (12,39%25), წალენჯიხასა (12,15%25) და ხარაგაულში (11,88%25). ალიანსმა ცუდი შედეგი აჩვენა თიანეთში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში (თითოეულში 0%25), ადიგენში (2,33%25), ხობსა (2,98%25) და მარნეულში (3%25).

ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის მასშტაბით მიღებულ 6,77%25-ს რამდენადმე გადააჭარბა - თბილისში: ისნის (9,53%25), სამგორისა (9,09%25) და დიდუბის (9,02%25) რაიონებში, ხოლო დედაქალაქის გარეთ კი - ქობულეთში (16,58%25), ლანჩხუთში (13,77%25), ხელვაჩაურში (13,59%25), ბათუმსა (13,39%25) და ხულოში (11,37%25).

თოფაძე-მრეწველებმა საერთონაციონალურ, პროპორციულ მაჩვენებელზე (4,19%25) რამდენიმე პროცენტით მეტი ხმა მოიპოვეს - დედაქალაქში: ნაძალადევის (7,07%25), ვაკის (6,93%25), საბურთალოსა (6,83%25) და დიდუბის (6,78%25) რაიონებში, ხოლო თბილისს გარეთ კი - ბორჯომში (11,89%25), ნინოწმინდაში (9,6%25), აბაშაში (9,53%25), ახალქალაქში (8,46%25), თეთრიწყაროსა (7,63%25) და მარტვილში (6,29%25).

უგულავას მიერ დაგროვილი ხმები შეესაბამება მისი წარმდგენი მმართველი პარტიის მიერ თბილისში მიღებულ მხარდაჭერას - 55,23%25 : 52,49%25. იგივე ითქმის მერობის სხვა კანდიდატებზე და მათ წარმდგენ პარტიებზეც: ირაკლი ალასანია : ალიანსი საქართველოსთვის - 19,05%25 : 17,98%25; გიორგი ჭანტურია : ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება - 10,7%25 : 12,05%25; ზვიად ძიძიგური : ეროვნული საბჭო - 8,31%25 : 8,26%25 და გოგი თოფაძე : თოფაძე-მრეწველები - 5,19 : 6,23%25. ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ამომრჩეველი ძირითადად მკაფიოდ უკავშირებდა ერთმანეთს პოლიტიკურ პარტიასა და მის კანდიდატს, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ უგულავას თბილისში ცოტათი უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა კი უფრო მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე მათმა მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭანტურიამ.

ოპოზიციური პარტიები ძირითადად ერთმანეთს უყოფდნენ ხმებს, განსაკუთრებით, დედაქალაქის გარეთ. ტიპური მოვლენა იყო, მაგალითად, ალიანსის მიერ მიღებული მაღალი მაჩვენებელი ქრისტიან-დემოკრატების მიერ მიღებული დაბალი პროცენტების ხარჯზე (ან პირიქით) და ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული სტაბილურად მაღალი მხარდაჭერის ფონზე. ოპოზიციურ ფრონტზე ხმების გაყოფის ნიმუშია, მაგალითად, ქუთაისი, სადაც ქრისტიან-დემოკრატებმა მაღალი შედეგი აჩვენეს (21,27%25), მაგრამ ხმები წაართვეს არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებს.

ხმათა რაოდენობა რეგიონების მიხედვით - %25

0x01 graphic

ამ ზოგად ტენდენციაში გამონაკლისებიცაა. კერძოდ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაზე ცოტა ხმა დედაქალაქის გარეთ ლანჩხუთის (56,53%25), საჩხერისა (56,89%25) და ზესტაფონის (58,61%25) რაიონებში მიიღო. აღსანიშნავია, რომ საჩხერის რაიონში ქრისტიან-დემოკრატებმა უჩვეულოდ ბევრი ხმა (24,12%25) მოიპოვეს და არც ალიანსს (9,02%25) ჰქონდა ურიგო შედეგი. რაც შეეხება ზესტაფონსა და ლანჩხუთს, ამ რაიონებში ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული მაღალი პროცენტული მონაცემები უფრო თანაბრად გადანაწილდა. ზესტაფონის რაიონში ქრისტიან-დემოკრატებმა 15,19%25 მიიღეს, ალიანსმა - 12,39%25, ეროვნულმა საბჭომ კი - 10,14%25. ლანჩხუთის რაიონში ქრისტიან-დემოკრატებმა 16,71%25 მოიპოვეს, ეროვნულმა საბჭომ - 13,77%25, ხოლო ალიანსმა კი - 10,51%25. ლანჩხუთი ერთგვარი გამონაკლისია გურიის დანარჩენ ორ რაიონში ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული მაღალი მხარდაჭერის ფონზე.

მთაწმინდის ოლქში ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული 60,13%25 და ვაკეში მიღებული 43,48%25 იმაზე მიუთითებს, რომ ამ პარტიისადმი მხარდაჭერა, დედაქალაქის მასშტაბით, ერთგვაროვანი არ არის, რაც, ალბათ, განპირობებულია არა მარტო ამა თუ იმ რაიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობითა და კულტურული თავისებურებებით, არამედ იმითაც, თუ ბიუჯეტის რა ნაწილი იხარჯება კეთილმოწყობასა და განვითარებაზე.

რაც შეეხება თითქმის 30%25-იან განსხვავებას ნაციონალური მოძრაობის მიერ თიანეთში მიღებულ 85,96%25-იან მხარდაჭერასა და საჩხერეში აღებულ 56,89%25-ს შორის, მიზეზის დადგენა სოციალური კვლევების ჩატარებას მოითხოვს და ჯერჯერობით შეუძლებელია სერიოზული ანალიზის გაკეთება. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული კანონზომიერი მიმართებაა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორსა და საჩხერელების მიერ გიორგი თარგამაძის პარტიის სერიოზულ მხარდაჭერას შორის.

ქრისტიან-დემოკრატების მიერ ყვარელში 20,45%25-ის დაგროვება, როგორც ჩანს, სხვა ოპოზიციური პარტიების დაბალი პროცენტების ხარჯზე მოხდა, თუმცა, ალბათ, გასათვალისწინებელია ის შედარებით მაღალი მხარდაჭერაც, რომლითაც ბადრი პატარკაციშვილი სარგებლობდა ყვარელში - 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხოლო თარგამაძის პარტია კი - 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისას.

ბადრი პატარკაციშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში 7,1%25 მიიღო და, ამ შედეგთან შედარებით, უჩვეულოდ მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა ქობულეთში (19,44%25), ხელვაჩაურში (19,34%25), გურჯაანში (19,79%25), დედოფლისწყაროში (17,95%25), მესტიაში (17,22%25), ოზურგეთში (16,34%25), ბათუმსა (14,21%25) და ყვარელში (12,74%25).

შედარებისათვის, გიორგი თარგამაძის პარტიის მიერ წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებში მიღებული ხმები ამავე რაიონებში ასე გამოიყურება: ქობულეთში - 8,82%25, ხელვაჩაურში -15,65%25, გურჯაანში - 15,02%25, დედოფლისწყაროში- 9,91%25, მესტიაში - 17,69%25, ოზურგეთში - 16,58%25, ბათუმში -15,01%25 და ყვარელში - 20,45%25.

საინტერესოა ამ რაიონებში ეროვნული საბჭოს მიერ წელს მიღებული ხმები: ქობულეთში - 16,58%25, ხელვაჩაურში - 13,59%25, გურჯაანში - 6,85%25, დედოფლისწყაროში - 4,13%25, მესტიაში - 3,19%25, ოზურგეთში - 9,34%25, ბათუმში - 13,42%25 და ყვარელში - 0%25.

აღსანიშნავია შემდეგი დაკვირვება: აჭარაში ოპოზიციურმა ელექტორატმა მხარი დაუჭირა ქრისტიან-დემოკრატებსა და ეროვნულ საბჭოს და, ამასთან, აჭარის ოთხივე რაიონსა და ქალაქ ბათუმში ეროვნულმა საბჭომ, ქვეყნის მასშტაბით, დაჯაბნა ალიანსი საქართველოსთვის. ასეთი რეგიონული შედეგი ეროვნულ საბჭოს სხვა მხარეებში არ ჰქონია.

ხმათა რაოდენობა თბილისში - %25

0x01 graphic

მესტიაში საშუალოზე მნიშვნელოვნად მაღალი შედეგი ჰქონდათ ქრისტიან-დემოკრატებს (17,69%25), ხოლო პოლიტიკურმა მოძრაობამ - „თავისუფლებამ“ კი აქ უჩვეულოდ მაღალი შედეგი (9,23%25) აჩვენა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიღებული 0,32%25-ის ფონზე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ეროვნული საბჭო. ის ოპოზიციურ ფრონტზე ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ღიად პრორუსული პლატფორმა აქვს. აღსანიშნავია, რომ ნოღაიდელის გაერთიანებამ თბილისში უფრო მეტი ხმა მოაგროვა (8,26%25), ვიდრე მთელი ქვეყნის მასშტაბით (6,77%25). ნოღაიდელის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, და რუსული ბაზრის გახსნის დაპირების მიუხედავად, რუსულ ემბარგომდე ამ ბაზარზე ორიენტირებულ რეგიონებში ეროვნულმა საბჭომ არცთუ სახარბიელო შედეგები აჩვენა. ასე, მაგალითად, გორში მან 3,67%25 მიიღო, ხოლო ქარელში კი - 4,82%25. მსგავსი მაჩვენებლებია ღვინის მწარმოებელ კახეთშიც, ყვარლის 0%25-დან დაწყებული და საგარეჯოს 7,69%25-ით დამთავრებული. რაც შეეხება ციტრუსის მწარმოებელ დასავლეთ საქართველოს, ეროვნული საბჭო შედარებით წარმატებული იყო აჭარასა და გურიაში.

აღსანიშნავია, რომ პარტიათა მიერ მიღებული შედეგები, რეგიონულზე მეტად, რაიონული განსხვავებებით ხასიათდება და ერთსა და იმავე მხარეში ხშირად მნიშვნელოვანი ასიმეტრია შეინიშნება, რაც, ალბათ, იმის შედეგიცაა, რომ მხარეებად საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფა ჯერაც დაუმთავრებელი პროცესია. მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა 64%25-დან 70%25-მდე მერყეობს, რაშიც მესტიის რაიონში მიღებული 57,17%25 მნიშვნელოვანი „ჩავარდნაა“. არც ზემო და ქვემო სვანეთი იძლევა უკეთეს კორელაციას, რადგანაც მმართველმა პარტიამ ლენტეხში 81,51%25 მიიღო - 24,34%25-ით მეტი ვიდრე მესტიაში.

ოპოზიციურ პარტიათა მიერ მიღებულ შედეგებსაც მნიშვნელოვანი შიდარეგიონული განსხვავებები ახასიათებს. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის რაიონში ქრისტიან-დემოკრატებმა 17,35%25 მიიღეს, აბროლაურში- 9,55%25, ხოლო ამავე მხარეში შემავალ ლენტეხში კი - 0%25. კიდევ უფრო შთამბეჭდავია განსხვავება ზემო და ქვემო სვანეთში ქრისტიან-დემოკრატების მიერ მიღებულ ხმათა შორის: მესტიაში 17,69%25, ხოლო ლენტეხში კი - 0%25.

სამცხე-ჯავახეთის მხარეშიც თვალშისაცემი განსხვავებაა რაიონების მიხედვით: დიდი კონტრასტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ბორჯომსა (58,23%25) და ახალქალაქში (83,87%25) მოპოვებულ ხმებს შორის და ქრისტიან-დემოკრატების მიერ ახალქალაქსა (2,42%25) და ბორჯომში (15,37%25) მიღებულ პროცენტებს შორის.

იმერეთის მხარეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა საჩხერეში 56,89%25-ია, ხონში კი - 84,04%25, ქრისტიან-დემოკრატებისა კი ხონში - 6,4%25, ხოლო საჩხერეში - 24,12%25. რაც შეეხება ალიანსს, მის მიერ ქუთაისში მიღებული ხმები (5,25%25) ორჯერ და მეტად ჩამოუვარდება მეზობელ ზესტაფონში მიღებულ ხმებს (12,39%25).

შედარებით ერთგვაროვანი შედეგებია შიდა ქართლის იმ ოთხ რაიონში, სადაც არჩევნები გაიმართა. აქ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა 70%25-დან 78%25-მდე მერყეობს, ქრისტიან-დემოკრატებისა - 9%25-დან 11%25-მდე, ალიანსისა - 5%25-დან 7,5%25-მდე, ეროვნული საბჭოსი კი - 3%25-დან 5%25-მდე. ის, რომ უმნიშვნელო განსხვავებაა შიდა ქართლის რაიონებში პარტიების მიერ მიღებულ ხმებს შორის, ალბათ იმაზეც მეტყველებს, რომ ეს მხარე სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო ერთგვაროვანია. შიდა ქართლს „ერთგვაროვნების ინდექსით“ აჭარა მოსდევს.

თუ შევადარებთ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებსა და 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს, აღმოვაჩენთ როგორც მსგავსებას, ასევე განსხვავებას. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ორივე არჩევნები მოიგო, ამასთან, წლევანდელი არჩევნები - 65,75%25-ით, ხოლო ორი წლის წინანდელი - 59,18%25-ით. ქრისტიან-დემოკრატებმაც გაიუმჯობესეს შედეგი საპარლამენტო არჩევნებში მიღებული 8,66%25- დან წლევანდელ 11,94%25-მდე.

კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება თოფაძე-მრეწველების შედეგების ზრდა 0,93%25- დან 4,19%25-მდე. იგივე ითქმის რესპუბლიკური პარტიის შედეგზეც. მან 2008 წელს მხოლოდ 3,78%25 მიიღო, მაშინ, როცა ალიანსმა, რომლის ბირთვსაც დღეს რესპუბლიკელები შეადგენენ, ადგილობრივ არჩევნებში 9,19%25 მოაგროვა.

ძნელი სათქმელია, თუ ვისზე გადანაწილდა 2008 წელს „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და ლეიბორისტული პარტიის მიერ მიღებული ხმები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ხმები მაშინდელი რადიკალური ოპოზიციისა (რომელმაც 17,73%25 მიიღო, მაგრამ ძირითადად უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე) სხვადასხვა პროპორციით ერგოთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიებს - ნაციონალური მოძრაობით დაწყებული, ეროვნული საბჭოთი დამთავრებული. ლეიბორისტული პარტიის მიერ 2008 წელს მიღებული 7,44%25 კი, ალბათ, 2010 წლის არჩევნებში მემარცხენე ლოზუნგებით გამოსულმა პარტიებმა მიიღეს.

5 კანონიდან მარაზმამდე

▲ზევით დაბრუნება


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

თუ გვსურს, გავიგოთ, როგორ ფუნქციონირებს საზოგადოება, პირველ რიგში უნდა შევეცადოთ განვსაზღვროთ საკუთარი უცოდინრობის შინაარსი და მასშტაბი ამ საკითხის მიმართ.

ფრიდრიხ ჰაიეკი

1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ - რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პარტიათა ფინანსირების წესებს, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნულ კანონში 2008 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილების თანახმად, სახელმწიფო დაფინანსება მიზნად ისახავს პარტიების ფინანსურ მხადაჭერასა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ფინანსირება ხდება ორი გზით: ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი პირდაპირი გზით გადაეცემათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე გადალახეს 4%25-იანი ბარიერი ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გადალახეს 3%25-იანი ბარიერი; ბ) თანხის ნაწილი გადაირიცხება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში, საიდანაც შემდგომში ნაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე „კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებებისა და რეგიონული პროექტების დაფინანსების მიზნით”.

გარდა ზემოთ აღნიშნული, კანონში მითითებული მიზნებისა, პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების მომხრეები სხვა არგუმენტებითაც აპელირებენ. კერძოდ, საბიუჯეტო დაფინანსება ამცირებს პარტიათა დამოკიდებულებას მსხვილი ბიზნესების კერძო ინტერესებზე; სახელმწიფო ფინანსირების თანმხლები რეგულაციები პარტიების ფუნქციონირებას უფრო გამჭვირვალეს ხდის (რაც ისეთი საგარეო საფრთხეების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია); განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფო დაფინანსების გარეშე პოლიტიკურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ ინსტიტუციონალური განვითარება და სხვა.

ნაკლებად მნიშვნელოვანია, რომელმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რა ოდენობის დაფინანსება მიიღო კანონის მიღების შემდეგ, თუმცა ფაქტია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტზე მილიონობით ლარი დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო იმის შეფასება, თუ რამდენად მიღწეულია კანონში მითითებული მიზნები, არასოდეს მომხდარა. მეტიც, წლების განმავლობაში პრაქტიკულად არავინ დაინტერესებულა იმით, თუ რამდენად შესაძლებელია საერთოდ სახელმწიფოს ჩარევით „ჯანსაღი“ და „კონკურენტული“ პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება.

როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, დაფინანსების გამოყოფას მოჰყვა შესაბამისი ინსტიტუციების შექმნა (ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების) და მიუხედავად იმისა, შედეგი დადებითია თუ უარყოფითი, დაძრული პროცესის შეჩერება პოლიტიკურად არამოგებიანი გახდა. შედეგად მივიღეთ სისტემა, სადაც პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთეული ადამიანებისგან შედგებიან, ორიენტირებულნი არიან სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე და ნაკლებად აინტერესებთ პოლიტიკური მიზნების არათუ მიღწევა, არამედ ასეთი მიზნების ქონაც კი. სწორედ აქედან მომდინარეობს ის აღვირახსნილი პოპულიზმი, რომელიც შეინიშნებოდა ამა წლის მაისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში. პარტიები ამომრჩევლებს ჰპირდებოდნენ ყველაფერს, ნებისმიერი სურვილის ასრულებას, პრაქტიკულად უფასო არსებობას, რადგან მათ მხოლოდ ერთი, დაფინანსების მიღების და, შესაბამისად, შემდეგ არჩევნებამდე მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ცხოვრების სურვილი ამოძრავებდათ.

მსგავსი სისტემის არარსებობის შემთხვევაში პოლიტიკურ გაერთიანებებს მოუწევთ მუშაობა, რათა დაფინანსება კერძო სექტორიდან მოიპოვონ. მათ მოუწევთ, დაუმტკიცონ ბიზნესს, რომ ისინი შეძლებენ უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნას; მოუწევთ, დაუმტკიცონ კერძო პირებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათი კეთილდღეობა გაიზრდება; მოუწევთ, დაუმტკიცონ არასამთავრობო სექტორს, რომ ისინი უკეთ შეძლებენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას და სხვა. მოკლედ, მოუწევთ რეალურად მუშაობა, რადგან ასეთ პირობებში პოპულიზმისთვის ბევრად ნაკლები არეალი რჩება. მხოლოდ ასეთი სისტემა უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციასა და თავისუფალ ბაზარს პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რაც, თავის მხრივ, ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც ცალკეული პოლიტიკური პარტიების, ისე ზოგადად პოლიტიკური სისტემის ხარისხის გამუჯობესებისთვის.

ცალკე საკითხია, ეთიკურად რამდენად გამართლებულია პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ფინანსირება. როდესაც სახელმწიფო ართმევს ფულს კერძო სექტორს და შემდეგ თვითონ, გარკვეული პრინციპების მიხედვით, ანაწილებს ამ ფულს პოლიტიკურ გაერთიანებებზე, ამით სახელმწიფო ეუბნება მოქალაქეებს, რომ მათ არ შესწევთ უნარი თვითონ გადაწყვიტონ, ერთი მხრივ, სურთ თუ არა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ხოლო მეორე მხრივ, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს რამდენი ფული მისცენ. ნებისმიერი მსგავსი ქმედება არჩევანის თავისუფლებას ართმევს მოქალაქეებს და, ფაქტობრივად, მათზე ძალადობაა. თუ სახელმწიფომ შეიძლება წაართვას ფული მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად, რატომ არ შეიძლება იგივე მიდგომის გამოყენება, მაგალითად, რომელიმე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა დაფინანსების მიზნით? რით განსხვავდება, მაგალითად, კიტრის ბაზარი პოლიტიკური ბაზრისგან? და თუ ბაზრის თავისუფლებას შეუძლია დაბალი ფასებისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა კიტრის ბაზარზე, რატომ გვჭირდება რეგულირება პოლიტიკური პარტიების ბაზარზე?

გარდა იმისა, რომ არსებულმა სისტემამ პოლიტიკური გაერთიანებები უსაქმური და წარუმატებელი ადამიანების თავშესაფრად აქცია (რომელთაც მხოლოდ ელემენტარული დემაგოგიური უნარჩვევები მოეთხოვებათ წარმატების მისაღწევად), არსებული კანონმდებლობა, გამომდინარე იმ სპეციფიკური მდგომარეობიდან, რომელშიც საქართველო იმყოფება, გარკვეულ წილად მორალური პრობლემის წინაშეც აყენებს რიგით გადასახადის გადამხდელს. საქართველოს ტერიტორიის 20%25-ზე მეტი ოკუპირებულია მტრული სახელმწიფოს მიერ, რომლის ტანკებიც თბილისიდან სულ რაღაც 40-50 კილომეტრში დგანან. ამ დროს ჩვენ გვყავს „პოლიტიკური პარტიები“, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქს ხშირად სტუმრობენ, მუდმივად საუბრობენ ურთიერთობების განახლების აუცილებლობაზე (უცნობია რის ფასად, მაგრამ მაინც ...), მეტიც, ამ ქვეყნის მმართველ პარტიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს აფორმებენ. და რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ჩვენ მათ ვაფინანსებთ. დიდი ალბათობით, თითოეული ჩვენგანის მიერ გადახდილი გადასახადების გარკვეული ნაწილით იფარება ამ ადამიანების ხელფასი, ისევე როგორც მათი მოსკოვში გასამგზავრებელი ბილეთების თუ, საერთოდ, მივლინებების ხარჯები.

მოგწონთ? მე არა. ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხი „რა ვქნათ, კანონი კანონია“ არ მაკმაყოფილებს. წარმოიდგინეთ, საქართველოს პირველ რესპუბლიკას რაღაც კანონის არსებობის გამო რომ დაეფინანსებინა შულავერის კომიტეტი ან ფილიპე მახარაძის რუსეთში მგზავრობის ხარჯები. მოგეწონებოდათ?

6 სპეკულაციები თემაზე სააკაშვილი 2013

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

საკონსტიტუციო რეფორმა

„მომენატრა თავისუფლება, დაცვის გარეშე სიარული. ბევრი რამ მაინტერესებს არქიტექტურა, ეკონომიკა, ბიზნესი. მაგრამ ყველაზე მეტად რეფორმების ბედი მაწუხებს. საქართველოში რეფორმები უნდა გაგრძელდეს. ამ შესაძლებლობაზე (პრემიერმინისტრობაზე) დავფიქრებულვარ, თუმცა წინ იმდენი გაურკვევლობაა, დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ვინ იცის, რა მოუვა ეკონომიკას ორ წელიწადში, როგორი იქნება საკონსტიტუციო რეფორმა, რა განწყობა ან პოლიტიკური მხარდაჭერა მექნება?!“ ეს არის ციტატა საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუდან, რომელიც 7 ივნისს ფრანგულ Le Monde-ში გამოქვეყნდა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რას აპირებს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ; გეგმავს თუ არა, გახდეს პრემიერი, როგორც ეს პუტინმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პუტინი პუტინია და რუსეთს არა პრეზიდენტი ან პრემიერი, არამედ პუტინი და უშიშროების ფედერალური სამსახური მართავს.

მოგვიანებით სააკაშვილმა 20 minutes.fr-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ მან მხოლოდ ის თქვა, საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდგომ მომავალზე მიფიქრიაო. რაც შეეხება ფრჩხილებში მოქცეულ სიტყვა „პრემიერმინისტრობას“, მას ეს არ უთქვამს. ეს ჟურნალისტის ინტერპრეტაციაა.

პრემიერ მინისტრის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2009 წლის გაზაფხულის პოლიტიკური დაძაბულობისას მთავრობამ ოპოზიციას სახელმწიფო კომისიის შექმნა და ახალ კონსტიტუციაზე ერთობლივად მუშაობა შესთავაზა. ოპოზიციის დიდი ნაწილი თავიდანვე საპარლამენტო მოდელის მომხრე იყო. ათთვიანი მუშაობის შემდეგ საბაზისოდ შერეული მოდელი დამტკიცდა. კომისიამ კონსტიტუციის ორი სხვა მოდელიც განიხილა და უარყო. ორივე საპრეზიდენტო მმართველობის პრინციპს ეფუძნებოდა.

შერეული მოდელი პრემიერის როლს საგრძნობლად აძლიერებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის ხარჯზე. მთავრობა ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებს და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს.

კომისიის მუშაობის პარალელურად, არა ერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ მსგავსი მოწყობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის სათავეში მესამედ მოსვლის შანსი ხელმძღეძლეოდა. ამ აზრს არ იზიარებენ ქრისტიან-დემოკრატები. ლევან ვეფხვაძის თქმით, სააკაშვილი ქვეყნის მართვას საპარლამენტო მოდელის გარეშეც შეძლებს. მას შეუძლია გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე ან, ამერიკული მოდელის შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტი და ასე გამოიყენოს თავისი გავლენა ქვეყნის სამართავად, მიუხედავად იმისა, კანონმდებლობით იქნება უფლებამოსილი, თუ არა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პარალელურად ფუნქციონირებს ე.წ. საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ასევე საპარლამენტო წყობილების მომხრეა. მისი წევრი ვახტანგ ხმალაძე სააკაშვილის გაპრემიერებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, არსებობს მხოლოდ ერთი - ამერიკული საპრეზიდენტო მოდელი, რომლითაც სააკაშვილი პრემიერი ვერ გახდება.

რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, ის თავიდანვე საპრეზიდენტო მოდელს ემხრობოდა. ჯერ კიდევ 2009 წლის 11 მაისს, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, მან თქვა, რომ ოპონენტებს სხვადასხვა წინადადება შესთავაზა, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა ძლიერი პრეზიდენტითა და ძლიერი პარლამენტით.

2010 წლის 1 მარტს „კომერსანტ ვლასტთან“ ინტერვიუში კი განაცხადა: „მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა იყოს ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება. ამას გარდა, ყოველ ადამიანს, ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარი რესურსი აქვს. 2013 წლისთვის, როგორც ქვეყნის ლიდერი, ჩემს რესურსს ალბათ მეტ-ნაკლებად ამოვწურავ“.

ახლანდელ ვითარებაში სააკაშვილს გაპრემიერების შანსი აქვს. კონსტიტუციის საბაზისო მოდელის თანახმად, მთავრობას ახლად არჩეულ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია აკომპლექტებს. გამომდინარე იქიდან, რომ 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ქვეყნის მასშტაბით 65,75%25-იანი შედეგი აჩვენა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა თითქმის ყველა მაჟორიტარული მანდატი მოიპოვეს, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარებულიყო და სააკაშვილს პრემიერობის სურვილი გასჩენოდა, ის უპრობლემოდ დაიკავებდა პოსტს.

პრეზიდენტების პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მაგალითები, რუსეთის გარდა, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებშიც მოიძებნება. მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი (1998-2002) 2003 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა. აღმოსავლეთ ტიმორში შანანა გუჟმაო, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ (2002-2007), ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

7 საქართველოს დეოკუპაცია - ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიზანი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

8 ივნისს ჟენევაში საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მე-11 რაუნდმა დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. განსახილველ საკითხთა შორის უსაფრთხოების მექანიზმებისა და ჰუმანიტარული საკითხების გარდა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ახალი შეთანხმების საკითხიც იდგა.

„სიტუაცია კვლავ დაძაბულია, ზოგჯერ სახიფათოც კი, და ეს იმ ტერიტორიებსაც ეხება, რომლებიც ორი წლის წინ არ ითვლებოდა კონფლიქტურ ზონებად“, უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენელმა პიერ მორელმა. „ჩვენ სასწაულებს ვერ მოვახდენთ, ერთი ხელის მოსმით ვერ შევამცირებთ განსხვავებებს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ის ცენტრალური საკითხი, რომელიც უსაფრთხოებას ეხება, მეტ-ნაკლები სიმწვავით ყოველთვის დგას ჩვენი დღის წესრიგში“, - თქვა მორელმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასინის განცხადებით, 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები არ უზრუნველყოფს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოებას: „მიგვაჩნია, რომ ეს ხელშეკრულებები არ არის საკმარისი. ჩვენ მუდმივად ვერ დავეყრდნობით ამ შეთანხმებებს, როგორც რეგიონში მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრების გარანტიას... აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ძალიან უნდათ, რომ საქართველომ ასეთი ვალდებულება იკისროს, ვინაიდან მოსახლეობას კვლავ ძალის გამოყენებისა და ამ ეგრეთ წოდებული ერთიანი საქართველოს სახელმწიფოში დაბრუნების შიში აქვს“.

რუსეთის პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმება ქართული დელეგაცია, რომელმაც ამ მოლაპარაკებათა დროს საკუთარი მოკავშირის, ამერიკის მხრიდან საჯარო და არაორაზროვანი მხარდაჭერა მიიღო.

„ეს ხელშეკრულება ასევე ავალდებულებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ქართული მხარის მიერ გამართულ ბრიფინგზე. „ამრიგად, თუ რამე ახალი შეთანხმება იქნება, რაზეც, თანახმა ვართ, ვიმუშაოთ რუსეთის ფედერაციასთან, იგი უნდა შეესაბამებოდეს ყველა იმ პუნქტს, რომლებიც უკვე დევს 12 აგვისტოს შეთანხმებაში“, - თქვა მან.

აშშ-ს დელეგაციის განცხადებით - რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი ხელმძღვანელობდა - 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში უკვე განსაზღვრულია მხარეთა ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. „ამ ხელშეკრულების სრულად განხორციელების შემთხვევაში - რასაც ჩვენ კვლავ ველით რუსეთის ფედერაციისგან - აღარ იქნება საჭირო დამატებითი შეთანხმების გაფორმება“, - განაცხადა ფილიპ გორდონმა.

ძალის გამოუყენებლობის შესახებ კიდევ ერთი შეთანხმება ვითარებას იმ შემთხვევაში გააუმჯობესებდა, თუ მასში გათვალისწინებული იქნება ყველა მხარის ინტერესი, შეტანილი იქნება „განხორციელების რეალური ზომები“ და თავიდან იქნება აცილებული სტატუსის საკითხის „უსარგებლო პოლიტიზება“.

გორდონის პოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს ობამას სპეციალური თანაშემწის, ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის და ევრაზიის საკითხებში უფროსი დირექტორის მაიკლ მაკფოლის გამოსვლა ვაშინგტონში. მან ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიზნად „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“ და „რუსეთის ოკუპაციის დასრულება“ გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ფონზე საქართველოს მოკავშირეები ტერმინ „ოკუპაციას“ აქამდე თითქმის არ იყენებდნენ.

მაკფოლმა კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ხარჯზე ვაშინგტონმა საქართველო მიატოვა და განაცხადა, რომ ადმინისტრაციის სტრატეგია „არ გულისხმობს, რომ ჩვენ საქართველოს იგნორირებას ვახდენთ... ჩვენ ამ საკითხებს პარალელურად ვაკეთებთ, თუმცა მათ ერთმანეთს არ ვუკავშირებთ“.

მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს არ მოხდეს ისეთი საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ. ობამას ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომის შედეგად ამერიკა თავადვე ამბობს უარს იმ ბერკეტებზე, რომელთა მეშვეობითაც მას რუსეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია მისგან გარკვეული დათმობების მისაღებად.

0x01 graphic

პიერ მორელი

0x01 graphic

გიგა ბოკერია

0x01 graphic

გრიგორი კარასინი

0x01 graphic

ფილიპ გორდონი

8 რას უნდა მიაღწიოს საქართველომ უახლოეს ორ წელიწადში

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია|სვეტი

0x01 graphic

ადგილობრივმა არჩევნებმა წერტილი დაუსვა 2007 წლის შემოდგომაზე დაწყებულ პოლიტიკურ ციკლს, რომლის შინაარსს განსაზღვრავდა ოპოზიციის მცდელობა, ქუჩის აქციებით შეეცვალა ხელისუფლება. არჩევნების ძირითადი შედეგი (გარდა იმისა, რაც ცესკომ დააფიქსირა) იყო ის, რომ ოპოზიციას არც კი უცდია საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება, თუმცა წინასწარ კი გვპირდებოდა. ცხადი გახდა: ეს ოპოზიცია ამ ხელისუფლებას ვერც რევოლუციური მეთოდებით გააძევებს და ვერც არჩევნებით. ის გაიყო ორ ნაწილად, რომელთაგან ერთი მეორეს ეუბნება: „ხომ ხედავთ, რევოლუციის თავი არა გაქვთ“, მეორე კი პასუხობს: „ხომ ხედავთ, არჩევნებით ამათთან არაფერი გამოდის“. ჩიხია.

მაგრამ ოპოზიციამ ის კი მოახერხა, ხელისუფლება თავდაცვის მდგომარეობაში გადაეყვანა. თუ 2007 წლის შემოდგომამდე ამ უკანასკნელს განსაკუთრებული თავდაჯერება ახასიათებდა, მას შემდეგ ძირითადად კონტრშეტევაზე თამაშობს. ნაციონალების ასეთი მეტამორფოზა მის მომხრეებში გაწბილებას იწვევს. „გრეჩიხული“ ტიპის ოპოზიციის მთავრობაში მოსვლის საფრთხე მათთვის იმდენად თავზარდამცემი იყო, რომ ავტომატურად იწვევდა ხელისუფლების გარშემო კონსოლიდაციას. მაგრამ საკმარისია ეს? ოპოზიციის „გაფარჩაკებაა“ ხელისუფლების მთავარი მიზანი?

შეკითხვა რიტორიკული არაა. არის ჟამი რადიკალური რეფორმებისა, არის ჟამი მიღწეულის კონსოლიდაციისა. იქნებ ახლა ეს მეორე ეტაპია? შეიძლება. სამსჯელოა. საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც 2004-07 წლების გამბედავი რეფორმატორები მოენატრა, არ ამბობს, სახელდობრ, რას ელის მისგან.

ისე ჩანს, რომ ქვეყანას შეიძლება ელოდეს შედარებით მშვიდი ორი წელი - არჩევნების, რევოლუციებისა და ომების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს პროგნოზი შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს: მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. მაგრამ მაინც, ახლაა კარგი დრო, ვიკითხოთ: რა რეალისტური მიზნები უნდა დაისახოს ქვეყანამ მომავალი ორი წლისთვის?

კითხვა მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკუთვნის: ის ეხება ოპოზიციასაც, საზოგადოების ყველა მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულ ჯგუფსაც. მაგრამ ქვეყნის სახელით ქმედების მანდატი და რესურსი მხოლოდ ხელისუფლებას აქვს, ამიტომ ნებისმიერი გეგმის განხორციელება პირველ რიგში მასზეა დამოკიდებული.

მოვხაზავ რამდენიმე სფეროს, რომელიც, ჩემი აზრით, გადამწყვეტი იქნება უახლოესი ორი წლის მანძილზე:

ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. ქვეყანაში, რომელმაც ოცი წლის მანძილზე ასეთი რამ ვერ მოახერხა, ამ პრეცედენტის მიღწევა ეპოქალური ამოცანაა. თუმცა, ის სავსებით მიღწევადია.

ჯერ ზუსტად განვსაზღვროთ, რას ვეძახით „ხელისუფლების შეცვლას“: ეს ის ოპერაციაა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველ პირს აღარ ერქმევა მიხეილ სააკაშვილი. ამოცანა შესრულებულად ჩაითვლება მაშინაც, თუ მემკვიდრე იმავე პოლიტიკური გუნდიდან აღმოჩნდა. ამის ხაზგასმა განსაკუთრებით საჭიროა საქართველოში, სადაც პოლიტიკა უკიდურესად პერსონალიზებულია და პირველი პირის შეცვლას გარდუვალად მოაქვს არსებითი სიახლე.

დამარცხებული ოპოზიცია მაინცდამაინც არ მალავს, რომ ახლა მისი მთავარი იმედი ხელისუფლებაში შიდა განხეთქილებაა. სახელდება დაპირისპირებული გუნდებიც. ეს ყველაფერი პირწმინდად სპეკულაციაა და, შესაძლოა, უფრო სურვილს გამოხატავდეს, ვიდრე რეალობას. მაგრამ ვარაუდი თავისთავად ლოგიკურია: სააკაშვილის მემკვიდრის განსაზღვრის ამოცანა იმგვარია, რომ მის გამო შიდაპარტიული დაპირისპირებაც არ უნდა გაგვიკვირდეს. ახლა ამაზე მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს დავრჩებით მარჩიელობის რეჟიმში.

დემოკრატიის განვითარება. საქართველოში რომ დემოკრატიის დეფიციტია, ყველა აღიარებს, თუმცა ყველა არ თვლის, რომ მისი აღმოფხვრა უახლოესი დროის პრიორიტეტია. დეფიციტის ძირითადი მიზეზი ორია: კონსტიტუციური (ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაცია აღმასრულებელ შტოში), და სტრუქტურული (განუვითარებლობა ე.წ. შუალედური ინსტიტუტებისა, როგორიცაა პოლიტიკური პარტიები, საჯარო ასოციაციები, დამოუკიდებელი მედია და ა.შ.). მეორე მიზეზის პრინციპული გადალახვა ორ და სამ წელიწადში, ცხადია, ვერ მოხდება (თუმცა შეზღუდული პროგრესი შესაძლებელია). კონსტიტუცია კი, მმართველი გუნდის პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საკმაოდ სწრაფად შეიძლება შეიცვალოს.

ამ მხრივ პარადოქსული მდგომარეობა გვაქვს: ყველა თანხმდება, რომ კონსტიტუცია არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს და უნდა შეიცვალოს, მაგრამ სახელდობრ როგორ, ამას ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები (არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხრიდან) არ ამბობენ. არც საზოგადოება აქტიურობს. თუ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემოთავაზებული პროექტი მართლა იქნება აღებული საფუძვლად, არსებითად სხვა პოლიტიკურ სისტემას მივიღებთ. მაგრამ ეს შეიძლება არც მოხდეს.

შეიძლება სხვა გზაა უფრო რეალისტური: თვისობრივი ნახტომი (რაც კონსტიტუციის ძირფესვიან გადასინჯვას გულისხმობს) ნაადრევია, ჯერ გავატაროთ პატარ-პატარა ცვლილებები, იმ იმედით, რომ მათი კუმულატური ეფექტი ზოგად გარემოს გააუმჯობესებს. ამაშიც არის ლოგიკა. ესეც სამსჯელოა.

ოპოზიციის განვითარება. არჩევნებმა ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში უკეთესობისაკენ ცვლილების იმედი დაბადა: მეტ წარმატებას უფრო ზომიერმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს, კანდიდატები ცდილობდნენ პოზიტიური დაპირებებით გასულიყვნენ ფონს და არა მხოლოდ ნეგატიური კამპანიით, დამარცხებულებმა არჩევნების შედეგები აღიარეს და გამარჯვებულს მიულოცეს კიდეც (თუნდაც ცალყბად), ამ უკანასკნელმა დამარცხებულებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა (თუნდაც სიმბოლურად). განსაზღვრავს ეს ახალი ტენდენცია ახალი პოლიტიკური ციკლის თავისებურებას? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე და პოზიტიურ გზავნილებზე ორიენტირებულ პარტიებს წარმატების მეტი იმედი ექნებათ, ვიდრე „ჭექა-ქუხილისტებს“. ამის გარანტია არ არსებობს. ცხადია, ყველაზე მეტი დამოკიდებულია პარტიაზე „ალიანსი საქართველოსთვის“ და ქრისტიან-დემოკრატებზე, როგორც სხვასთან შედარებით იმედისმომცემ ოპოზიციურ რაზმებზე: მათ ეს დრო უნდა დახარჯონ თავიანთი გზავნილების გამოკვეთაზე, ორგანიზაციულ განვითარებასა და არა მხოლოდ ტაქტიკურ ამოცანებზე. ინფანტილური წუწუნია, როცა ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების სისუსტე არსებითად ხელისუფლების ბრალია, თუმცა, თუ არსებობს კონკრეტული და აზრიანი წინადადებები, რით შეუძლია ხელისუფლებას ცივილური და ქმედობაუნარიანი პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა, უნდა განვიხილოთ.

კონფლიქტების გადაწყვეტა და რუსეთთან ურთიერთობა. ეს სფერო უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისა და უსაფრთხოებისთვის. მაგრამ პატიოსნად უნდა ვაღიაროთ: ამ ეტაპზე სერიოზულს ვერაფერს მივაღწევთ, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა და მედვედევმა დაიგინეს, სააკაშვილს არ დაველაპარაკებითო, უბრალოდ, ქვეყნის იდენტობის შეცვლის გარეშე რუსეთის დღევანდელ მთავრობას ვერაფერზე შევუთანხმდებით. ამ სფეროში ყველაზე ამბიციური და, ამავე დროს, რეალისტური ამოცანაა, არაფერი გაუარესდეს: არ მოხდეს ახალი ომი, შენარჩუნდეს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების საერთაშორისო პოლიტიკა, რუსეთთან ურთიერთობის გამო ზედმეტად არ გაგვიფუჭდეს ურთიერთობა დასავლეთთან, შევძლოთ რაღაცნაირი კონტაქტის შენარჩუნება ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობასთან და ა.შ.

ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობა სულ არ იყოს: საჭიროა, როგორც კონფიდენციალური სახელისუფლებო კონტაქტები, ისე შეხვედრები ექსპერტებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფების დონეზე. უბრალოდ, არ უნდა გვქონდეს არარეალისტური მოლოდინი, რომ ეს უახლოეს ხანებში რამეს შეცვლის დიდ პოლიტიკაში.

დასავლეთთან ურთიერთობა. ეპოქალური ცვლილებები (მაპის მიღების მსგავსი), სამწუხაროდ, აქაც გამორიცხულია, მაგრამ კონკრეტული მიღწევები შესაძლებელია. ასეთია, მაგალითად, ევროკავშირთან კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა სავიზო და სავაჭრო რეჟიმების გამარტივების დარგში. ზოგადად 2008 წლის ომმა, და მისით შეშინებული დასავლეთის ახალმა კურსმა რუსეთის მოსათაფლავად, საქართველოს ერთგვარად „გვერდზე გაწევის“ სამწუხარო ტენდენცია გამოიწვია. ახლა ჩვენი ამოცანაა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავააქტიუროთ ურთიერთობა წამყვან სახელმწიფოებთან. თუმცა, საერთაშორისო დონეზე გაურკვევლობის დონე მეტისმეტად მაღალია: ძნელია თქმა, კონკრეტულად რისი მიღწევა იქნება შესაძლებელი.

ეკონომიკა. ეს პრობლემა ყველა ხელისუფლებას ყოველთვის უდგას, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პერიოდში. ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ყველაზე მეტს ამაზე ლაპარაკობს და ენერგიულად ცდილობს ინვესტიციების მოზიდვას. ამ სფეროში, ჩემი აზრით, ყველაზე რთული პრობლემაა - როგორ შევინარჩუნოთ ლიბერალური ეკონომიკური გარემო და, ამავე დროს, განვავითაროთ ურთიერთობა ევროკავშირთან? არა მგონია, სწორი იყოს რადიკალური არჩევანი ერთ-ერთი მიმართულების სასარგებლოდ: ორივე გვჭირდება. თუმცა, სხვა მოსაზრებებიც არსებობს.

9 ნოხი

▲ზევით დაბრუნება


კახა ბენდუქიძე|სვეტი

0x01 graphic

ალბათ, ნოხი გადაგიბრუნებიათ და დაგინახავთ - მის პირუკუ მხარეს ისეთივე სურათი აქვს, როგორც ძირითად მხარეს.

ქვეყნებიც ეგრე არიან.

წარმოიდგინეთ, დიდ ნოხზე გერმანიაა გამოსახული. ხატია პრეზიდენტი, რომელიც არ წყვეტს თითქმის არაფერს - უკანა მხრიდანაც ასეთივე პრეზიდენტია, ოღონდ ისე კარგად არ ჩანს. მერე პარლამენტი - პირზეც და პირუკანაც პარლამენტი იღებს კანონებს, მერე პოლიცია - ის ამ კანონებს იცავს - აქეთაც, იქითაც. მერე ამოქარგულია ბანდიტები და ქურდები - აქედანაც, იქიდანაც. პოლიცია მათ იჭერს, ვინაიდან ისინი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს არღვევენ.

შემიძლია ასე გავაგრძელო, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენი იქნება - გერმანია-ნოხი პირის უკანა მხარესაც იგივეა, რაც პირის მხარეს, ოღონდ ცოტა უფრო ბაცი.

ახლა ვნახოთ საქართველო ოთხმოცდაათიან წლებში: უკვე მიხვდით, რა განსხვავებაა?

წინა მხარეს ქურდები, ბიზნესმენები, მთავრობა, პოლიცია, პარლამენტი ცალ-ცალკე ხატია, და ვითომ გერმანიასავითაა - პარლამენტი იღებს კანონებს, მთავრობა ამ კანონებს ახორციელებს, ქურდები არღვევენ კანონებს, ხოლო პოლიცია მათ იჭერს.

გადავაბრუნოთ ნოხი. ვაი! ვერაფერს ვეღარ ხედავთ? ეს კვანძები არაფერს აღარ ჰგავს? ეს კაცი ვინ არის, პარლამენტს, ქურდებს და პოლიციას ძაფებით გამობმული? პარლამენტაროქურდია? ქურდოპოლიციელია? მინისტრობანდიტია?

და რა გამოდის? თქვენ ცინიკურად იძახით, რომ წინა მხარეს რაც ამოქარგულია, ის უკანა მხარეს არაფერს ნიშნავს?

სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. მოკლედ, არ ჰგავდა მაშინდელი ნოხის ორი მხარე ერთმანეთს.

ამაში ვხედავ მე რეალურ პროგრესს - საქართველოს წინა და უკანა მხარე ნელ-ნელა ერთმანეთს ემსგავსება: უკნიდან რომ ნოხს შეხედავ, უკვე გაარჩევ, რას უნდა მოელოდე წინიდან. პოლიცია აქეთაც და იქითაც დევნის ბანდიტებს; პრეზიდენტი აქეთაც და იქითაც ხელმძღვანელობს. მთლად გერმანია არ ვართ - კიდევ დიდი გზა უნდა გავიაროთ.

საქსოვი კიდევ ბევრი გვაქვს, წინა და უკანა მხარე ერთნაირი რომ იყოს; რომ ყველგან - რასაც ვფიქრობთ, იმას ვამბობდეთ, რასაც ვაკეთებთ - ის გვერქვას.

რადგან უფრო დიდ ნოხზე, თუ შორიდან საქართველოს ორ მხარეს შორის რაღაც მსგავსებაა, ახლოს რომ მივალთ, ისევ ავირევით. მაგალითად, შევხედოთ სკოლებს - განა მათი უმრავლესობა ახერხებს ბავშვების აღზრდას და კარგი განათლების მიცემას? საავადმყოფოები - ჯანმრთელობის დაცვას? მედია - სწორი ინფორმაციის გავრცელებას?

და რაც მთავარია, ჩვენ თვითონ?! რამდენი ადამიანი თვლის, კანონი იმისთვისაა, რომ დაარღვიო? წითელი შუქი ქუჩაში არის იმისათვის, რომ სწრაფად გაიარო? გადასახადები არის არგადასახდელად, და მოპარული დენი უკეთესია, ვიდრე ნაყიდი? რომ არაფრისგამკეთებელი ნათესავის სამსახურში მოწყობა კარგი საქმეა და, ამავე დროს, აღშფოთებულნი ვართ - ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ყველგან ნაცნობობააო?

ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ქართული მენტალიტეტი და ჩვენი ჯიში. ეს სხვების ქვეყანაში ცხოვრების შედეგია. ბოლო ორი საუკუნე ჩვენს თავს არ ვეკუთვნოდით, იქამდეც ეს ბედნიერება ძალიან ცოტ-ცოტა ხნით გვქონდა ხოლმე. გავა დრო, და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, მოვა დრო და ნოხის ორივე მხარეს ერთნაირი სურათი იქნება. შორიდანაც და ახლოდანაც.

10 საგადასახადო ცვლილებები: ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

0x01 graphic

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ფოტო: ბესო დარჩია

მოქმედი საგადასახადო კოდექსი, რომელსაც ადგილობრივი და უცხოელი გადამხდელები თანაბრად აკრიტიკებდნენ, 2011 წლიდან ახლით შეიცვლება. იგეგმებოდა საშემოსავლო გადასახადის 20%25- დან 18%25-მდე შემცირება და დივიდენდების - რომლებიც ახლა 5%25-ით იბეგრებიან - გადასახადისგან განთავისუფლება. ამ ცვლილების ვადამ 2011 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლამდე გადაიწია.

ახალი კოდექსით დაბეგვრის ბაზა იზრდება ანუ დაბეგვრის არეალში ხვდება ისეთი სახის ოპერაციები და საქმიანობები, რომლებიც მოქმედი საგადასახადო კოდექსის პირობებში შეღავათებით სარგებლობდნენ. ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით - ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან.

წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლება ის, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი უფრო თვალსაჩინო დოკუმენტია და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაჰყავს. ამჟამად ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტი ამერიკულ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის დაწყებამდე კარგი იურისტის დაქირავებას ურჩევს, რადგან კანონების ინტერპრეტირება და აღსრულება, განსაკუთრებით საგადასახადო და საბაჟო სფეროებში, ჩინოვნიკების და სასამართლოს მხრიდან არათანაბრად და თვითნებურად ხდება.

ეკონომიკური თავისუფლების აქტის საბოლოო ვერსია აქციზისა და ქონების გადასახადზე აღარ ვრცელდება. ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ორივე ეს გადასახადი გაზრდილია.

უკანგადადგმული ნაბიჯი რამდენიმეა:

დღემდე საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრებოდა ფიზიკური პირი, რომელიც ორ წელზე მეტხანს ფლობდა ქონებას ან აქტივს და მისი გაყიდვით იღებდა შემოსავალს. 3 ივნისს პრეზენტაციაზე გამოტანილი კოდექსის პროექტის მიხედვით, თუ ფიზიკური პირის მიერ ქონების რეალიზაციით მიღებული ნამატი 30 ათას ლარზე მეტია, იგი იბეგრება ფასთა შორის დაბეგვრის 15 %25-ით.

2011 წლამდე გრანტით მიღებული შემოსავლები, 20%25-ის ნაცვლად, 12%25-იანი განაკვეთით იბეგრებოდა. ახალ კოდექსში ეს პირობა ამოღებულია. ამიერიდან დაიბეგრება საქართველოს საავტომობილო გზით საქონლის გადამზიდავი სატვირთო მანქანებიც. ასევე, თვალშისაცემია საგადასახადო ტვირთის ზრდა აქციზურ საქონელზე. გაზრდილი განაკვეთით (1 ტონაზე 120 ლარი) იბეგრება შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტი. გასული წლის შემოდგომაზე აქციზის გადასახადი ადგილობრივ თამბაქოზე 20 თეთრით გაიზარდა, რითაც გაუთანაბრდა იმპორტირებული თამბაქოს 60-თეთრიან აქციზს. ასევე, იგეგმება მოსაკრებლის გაზრდა სათამაშო ბიზნესსა და სპირტიან სასმელებზეც.

ამჟამად აქციზის გადასახადით იბეგრება კიდევ რამდენიმე სახის პროდუქტი - მსუბუქი მანქანები, ნავთობპროდუქტები და ალკოჰოლური სასმელები. თუმცა, ახალი კოდექსით იგეგმება აქციზის გადასახადის დაწესება მობილურ ტელეფონზეც, რაც გაუგებარი ინიციატივაა, რადგან მობილური ტელეფონი არც ფუფუნების საგანია და არც მავნე ზეგავლენის მქონე საქონელი (როგორც წესი, აქციზის გადასახადი ამგვარ პროდუქტებზე ვრცელდება).

განსაკუთრებულად საინტერესოა ერთი ფაქტი: თავისუფლების აქტი, რომლის მიღებაც საეჭვოდ გაჭიანურდა, მიზნად ისახავს ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შეზღუდვას. ამ აქტის თანახმად, გადასახადის გაზრდაზე ან ახალი გადასახადის შემოღებაზე გადაწყვეტილებას იღებს ხალხი, რეფერენდუმის გზით. თუმცა, თავისუფლების აქტის საბოლოო ვერსიაში, ეს წესი აღარ გავრცელდა მხოლოდ ორი ტიპის - აქციზსა და ქონების გადასახადზე. ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ორივე ეს გადასახადი გაზრდილია.

კიდევ ერთი ცვლილება მცირე ბიზნესისა და მიკრობიზნესის სტატუსების გაჩენაა. პირი, რომლის ბიზნესის წლიური ბრუნვა 200 ათას ლარზე ნაკლებია, დაიბეგრება მხოლოდ ტვირთბრუნვის 5%25-იანი ან 3%25-იანი განაკვეთით. თუ ბიზნესმენი გამართულად აწარმოებს ბუღალტერიას, ის 3%25-ს გადაიხდის, სხვა შემთხვევაში კი - 5%25-ს.

რაც შეეხება მიკრობიზნესს, პირობები შემდეგია: პირი არ უნდა იყენებდეს დაქირავებულ ხელქვეითთა შრომას და მისი წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 30.000 ლარს. ამგვარი ბიზნესის მფლობელი თავისუფლდება გადასახადებისა და საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან. თუმცა, მარტივი არითმეტიკული გამოთვლებით ჩანს, რომ კოდექსი გადასახადისგან ათავისუფლებს მხოლოდ იმ ბიზნესმენს, რომლის შემოსავალიც დღეში 83 ლარს უტოლდება. გამოდის, მიკრობიზნესში ძირითადად გარევაჭრობა იგულისხმება, ანუ ის კატეგორია, რომლისგანაც გადასახადის ამოღებას ხელისუფლება ისედაც ვერ ახერხებდა და ახლა, უბრალოდ, ამის დაკანონებას ახდენს. კოდექსის პრეზენტაციის დროს ხელისუფლებამაც აღიარა, რომ მთავარია არა ფისკალური ეფექტი, არამედ მცირე ბიზნესის ლეგალიზაციის უზრუნველყოფა.

ბაზრობებზე დასაქმებულ მცირე მეწარმეთათვის ახალ კოდექსს შემოაქვს სპეციალური სავაჭრო ზონის ცნება. ამ ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად ფიზიკურ პირს უფლება აქვს ისარგებლოს მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსით და შესაბამისი შეღავათებით. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა. ამდენად, ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გადანაწილდება სპეციალური ზონები დედაქალაქში და აიკრძალება თუ არა გარევაჭრობა სპეციალური ზონების გარეთ.

თავის დროზე მთავრობა გადასახადების შემცირების ფართო რეკლამირებას ეწეოდა; შემცირებული განკვეთებით ქვეყანა საინტერესო ხდებოდა უცხოელ ინვესტორთათვის. ბოლო წლებში საშემოსავლო გადასახადი 25%25-დან 20%25-მდე შემცირდა, ხოლო დივიდენდებზე - 10%25-დან 5%25-მდე.

დაგეგმილი ცვლილებების გადავადებით, მთავრობა სიტყვას გატეხს. შემცირდება ინვესტორთა ნდობა და, შესაბამისად, მათი ინვესტიციებიც, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

სანამ ახალი საგადასახადო კოდექსის კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა, ეკონომისტები ხელისუფლებას ურჩევენ, განაკვეთების დაპირებული შემცირება დღის წესრიგში დაბრუნდეს და კოდექსის ახალ ვარიანტშიც აისახოს.

11 ბიუჯეტი 215 მილიონით იზრდება

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

0x01 graphic

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება. ეს იმ პირობებში, როცა 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 8.6 მილიარდი ლარია. ერთ სულ მოსახლეზე ვალი 2000 დოლარს აღწევს, საბიუჯეტო დეფიციტი კი - 6.5%25-ია მაშინ, როცა ეკონომიკური თავისუფლების აქტის თანახმად, არსებულის ნახევარი - 3%25 უნდა იყოს. პარალელურად, საერთაშორისო დონეზე, საბიუჯეტო დეფიციტთან ბრძოლაში, ბრიტანეთი, გერმანია და უნგრეთი სახელმწიფო ხარჯებს მკვეთრად ამცირებს.

ბრიტანეთი საკუთარი 770 მილიარდი ფუნტის ოდენობის ვალის გასაკონტროლებლად პენსიების, საჯარო მოხელეების ხელფასებისა და სოციალური დახმარებების შემცირებას გეგმავს. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, თუ ბრიტანეთი ახლა არ მიიღებს ზომებს, მისი ვალი 5 წლის განმავლობაში, 1.4 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, ანუ ერთ სულ მოსახლეზე ვალი 22.000 ფუნტს მიაღწევს. ამჟამად, ვალის მომსახურების საპროცენტო განაკვეთი აღემატება ყველა სკოლის, მთელი სატრანსპორტო სისტემის მართვისა და კლიმატის ცვლილების კვლევის საერთო ხარჯს. რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადში გადახდილი ყოველი ფუნტიდან, 10 პენსი ვალის მომსახურებას ხმარდება.

გერმანიაში, წინასწარი შეფასებით, წელს საბიუჯეტო დეფიციტი 5%25-ს გადააჭარბებს (რაც საქართველოსთან შედარებით, 1.5%25-ით ნაკლებია). გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სახელმწიფო ხარჯის 80 მილიარდი ევროთი შეკვეცის გეგმა უკვე გაახმაურა. პარალელურად, 15 ათასი საჯარო მოხელის შემცირებაც იგეგმება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 2011 წელს - სახელმწიფო ხარჯი 11 მილიარდი ევროთი, 2012 წელს - 16 მილიარდით, 2013 წელს - 26 მილიარდით, 2014 წელს კი - 32 მილიარდი ევროთი შემცირდება. სახელმწიფო ხარჯის შემცირების გერმანული გეგმა საშემოსავლო გადასახადის ზრდასა და პენსიების შეკვეცას არ ითვალისწინებს. ამის ნაცვლად, გერმანია აქცენტს აკეთებს ბიუჯეტის სოციალური ნაწილისა და უმუშევართათვის შემწეობების შემცირებაზე.

0x01 graphic

უნგრეთი საბიუჯეტო დეფიციტის მშპ-ს 3.8%25-მდე შესამცირებლად, გადასახადებისა და ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცას გეგმავს. უნგრეთის მთავრობის განცხადებით, საშემოსავლო გადასახადი განახევრდება, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადები შემცირდება, ხოლო ბიუჯეტის ხარჯები 15%25-ით შეიკვეცება.

ამ ფონზე, საქართველო ბიუჯეტს ზრდის. პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ მელიქიშვილის თქმით, 215 მილიონი ლარიდან, 150 მილიონი - საგადასახადო შემოსავლების, დანარჩენი 65 მილიონი კი - ძირითადად, გრანტების ზრდაზე მოდის. გაზრდილი ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარი დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფასა და მათი კომუნალური ვალების დაფარვას მოხმარდება. 12.5 მილიონი ლარი - სხვადასხვა რეგიონში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას, ხოლო 9 მილიონი - რაჭაში შარშან სექტემბრის მიწისძვრით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

საპარლამენტო მდივანმა, გიორგი ხუროშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა წელს ეკონომიკის 2-დან 4.5%25-მდე ზრდას უკავშირდება.

ამ არგუმენტს ჩაკეტილ წრემდე მივყავართ: სახელმწიფო ეკონომიკური ზრდით აპირებს საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსებას ანუ წინასწარ იმ ფულის დახარჯვას, რომელიც ჯერ არ აქვს და დანამდვილებით არც იცის, რომ ექნება.

სახელმწიფოს აქვს 2 გზა - ან ვალის აღება, ან გადასახადების გაზრდა.

2013 წელს საქართველოს თავის ვალებში ყველაზე დიდი თანხის - 800.000 დოლარზე მეტის გადახდა უწევს. დღეს ვალების მომსახურებას ბიუჯეტის 4%25 ხმარდება, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 3.5-ჯერ ანუ 14%25-მდე გაიზრდება.

ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯების პირობებში, გამოსავალი იგივე დარჩება - უფრო მეტი ვალის აღება ან გადასახადების გაზრდა.

გადასახადების გაზრდით გართულდება ინვესტიციების მოზიდვა და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის იმ ნიშნულის მიღწევაც, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა საბიუჯეტო ხარჯების ზრდა.

მეორე მხრივ, თუ ეკონომიკური ზრდა ვერ მიიღწევა, საბიუჯეტო შემოსავლები ინფლაციის ხარჯზე გაიზრდება. ინფლაცია კი იგივე გადასახადია, რომელსაც ყველა თავისი ჯიბიდან იხდის.

ამდენად, უმჯობესია, გაზრდილი შემოსავლები ვალის გასტუმრებას ან საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას მოხმარდეს.

12 დაზვერვის ეროვნულ დირექტორად ობამამ გენერალი ჯეიმს კლაპერი წარადგინა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

შაბათს ბარაკ ობამამ აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ოფისის ახალ დირექტორად ჯეიმს კლაპერი წარადგინა. იგი აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალია. ბოლოს კლაპერი ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისთან არსებული სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსად მუშაობდა.

69 წლის გენერალი ჯეიმს კლაპერი ვიეტნამის ომის ვეტერანია, დაზვერვაში მუშაობის 45-წლიანი გამოცდილებით. დაარსებიდან - 2004 წლიდან - ამ ოფისმა უკვე სამი დირექტორი გამოიცვალა. მანამდე ამ თანამდებობაზე მუშაობდნენ: ჯონ ნეგროპონტე, ჯონ მაკკონელი და დენის ბლერი.

ჯეიმს კლაპერის სამხედრო წარსული დემოკრატი სენატორების უკმაყოფილების მიზეზად იქცა. სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი დაიან ფეინშტეინი მიიჩნევს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობა სამოქალაქო პირმა უნდა დაიკავოს. იგივე კომიტეტის რანგით პირველი რესპუბლიკელი სენატორების, კიტ ბონდისა და პიტ ჰოეკსტრას შეფასებით, კლაპერი თეთრი სახლის კონტრტერორიზმის მრჩევლის, ჯონ ბრენანისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, ლეონ პანეტას ჩრდილში მოექცევა. სწორედ ბრენანსა და პანეტასთან დაპირისპირება გახდა ობამას ადმინისტრაციასა და ეროვნული დაზვერვის ყოფილ დირექტორს, დენის ბლერს შორის განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი.

კლაპერის კანდიდატურის მთავარი მხარდამჭერია აშშ-ს თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი, ვისთან ერთადაც კლაპერი პენტაგონში მუშაობდა ბუშის ადმინისტრაციის უკანასკნელ წელს.

სამხედრო და სამოქალაქო დაზვერვის სამსახურებს შორის დაპირისპირება წლების მანძილზე მიმდინარეობს. ამ წინააღმდეგობის გამოძახილია ის, რომ სამხედრო დაზვერვის სააგენტოები დაზვერვის სამსახურების ცენტრალიზაციას ეწინააღმდეგებიან, ხოლო სამოქალაქოები - ეროვნული დაზვერვის დირექტორად სამხედრო პირის დანიშვნას.

კლაპერის კანდიდატურის ოპონენტთა აზრით, სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალის დანიშვნით - ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე - ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა. მათი აზრით, კლაპერი, თავის საქმიანობაში, უპირატესობას მისთვის კარგად ნაცნობ, სამხედრო დაზვერვის სააგენტოებს მიანიჭებს.

0x01 graphic

ბარაკ ობამა და ჯეიმს კლაპერი
ფოტო: REUTERS ©

მემარცხენეები კლაპერს 2004 წელს ერაყის ომის ერთ- ერთ თანაავტორად მიიჩნევენ. 2003 წლის ოქტომბერში, ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობისას, სწორედ კლაპერმა დაადასტურა ინფორმაცია ერაყიდან სირიის მიმართულებით ბირთვული იარაღის უტყუარი გადინების შესახებ. მაშინ კლაპერი გეოსივრცული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. სამსახურს, რუკებსა და სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, სადაზვერვო ინფორმაციის მომზადება ევალებოდა.

2004 წელს კლაპერის სახელს დაუკავშირდა დაპირისპირება მაშინდელ თავდაცვის მდივან დონალდ რამსფელდთან. სამხედრო დაზვერვის მდივნად მუშაობისას კლაპერმა გააჩერა რამსფელდის პროექტი - „ტალონი“, რომელიც 11 სექტემბრის შემდეგ შეიქმნა და ემსახურებოდა ინფორმაციის მოძიებას ომის შეურიგებელ მოწინააღმდეგეთა შესახებ. „ტალონის“ მონაცემთა ბაზაში ხვდებოდნენ ამერიკის მოქალაქეებიც, რომლებიც ომის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდნენ. მალევე კლაპერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

13 ამერიკული ბაზები აზერბაიჯანში?

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

აშშ- დაინტერესება რეგიონისადმი იზრდება

6 ივნისს ბაქოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, რობერტ გეითსი. იგი შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობა და ამ ეგიდით, ავღანეთში მიმავალი ამერიკული ტვირთის ბაქოდან გადამისამართება. თუმცა, გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ დახურულ კარს მიღმა დაისვა სხვა საკითხიც - აზერბაიჯანში ამერიკული სპეციალური ძალების ბაზების შექმნა.

აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიულ გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტად მონიშნული იყო სპეციალური ძალების ბაზების განლაგება მსოფლიოს 75 ქვეყანაში. ამისთვის რობერტ გეითსმა ბრძანა პენტაგონის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 მილიონი დოლარის გამოყოფა ხუთი წლის განმავლობაში. ბაზების მიზანია ბრძოლა ალ-ქაიდასთან და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან. ბაზების მასპინძელ ქვეყანათა ნუსხაში მოხვდნენ სახელმწიფოები, რომელთა ურთიერთობასაც აშშ-სთან მეგობრული არ ეთქმის. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ამგვარი ბაზა უკვე 60 ქვეყანაშია.

The New York Times-ის ცნობით, ჯერ კიდევ 2009 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საიდუმლო ამერიკული ბაზები უნდა აშენებულიყო საქართველოში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და უზბეკეთში. ამ ქვეყნებში სპეციალური ძალების განთავსების აუცილებლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ არ არსებობს არანაირი ზედამხედველობა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ტერორისტულ ჯგუფებზე.

პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველო და თურქეთი ადვილად შეძლებენ ბაზების განლაგებას, რადგან ამ ქვეყნებში უკვე წარმოდგენილნი არიან ამერიკელი სამხედროები. რაც შეეხება უზბეკეთს, იგი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, მაშასადამე, მისი დაყოლიება რთული იქნება. აზერბაიჯანმა კი ბაზების საკითხი შესაძლოა აშშ-სთან გაფუჭებული ურთიერთობის დასათბობად გამოიყენოს. ბოლო დროს ბაქო ვაშინგტონს აკრიტიკებდა სომხეთისადმი ლოიალური პოლიტიკის გატარებისა და თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში აქტიურად ჩართვის გამო. ბირთვულ სამიტზე ალიევის არდაპატიჟებას ოფიციალურმა ბაქომ ამერიკულ ძალებთან საერთო წვრთნების გაუქმებით უპასუხა. თუმცა, არსებობს დაბრკოლებაც. აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია კრძალავს უცხო ქვეყნების ბაზებს ქვეყნის ტერიტორიაზე.

0x01 graphic

რობერტ გეითსი და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საფარ აბიევი
ფოტო: REUTERS ©

აშშ-ს ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია ავღანეთის საკითხის მოგვარება, რაშიც მას მნიშვნელოვნად წაადგებოდა ბაქოს დახმარება, ტვირთის ტრანზიტის სახით, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ყირგიზეთში მთავრობა შეიცვალა. ყირგიზეთის ახალ ხელმძღვანელობამდე მისაღწევი დიპლომატიური გზა რუსეთზე გადის.

გეითსის აზერბაიჯანში ვიზიტისას, განსახილველ საკითხთა შორის იყო გაბალას სარადარო სადგური. ხელშეკრულების მიხედვით, გაბალაში რუსეთის ყოფნის ვადა 2012 წელს იწურება. დღის წესრიგში დგას მეპატრონის შეცვლის საკითხი. ვაშინგტონმა მოსკოვს უარი უთხრა სადგურის ერთობლივ ამოქმედებაზე და სხვა პარტნიორს ეძებს მის შესაძენად.

აღსანიშნავია, რომ გეითსის ვიზიტამდე აზერბაიჯანის პარლამენტში საუბარი დაიწყეს უცხოური სამხედრო ბაზების ამკრძალავი კანონის შესაძლო შერბილებაზე. გამოვიდნენ წინადადებით - წასულიყვნენ კომპრომისზე, „პოლიტიკური და სამხედრო ვითარების ფუნდამენტური ცვლილების“ შემთხვევაში.

14 ეგვიპტე მუბარაკის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში მოქმედმა რეჟიმმა სახელმწიფოს სადავეები ხელთ იგდო. მუბარაკი გზა გასაყარზეა. ჯერჯერობით იგი დუმს. უცნობია, წამოაყენებს თუ არა მუბარაკი საკუთარ კანდიდატურას მომავალი 5 წლიანი ვადისთვის, 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ეგვიპტის პოლიტიკურ სისტემაში თვალსაჩინოა, რომ ძალაუფლების ყველა ბერკეტი პრეზიდენტის ხელში იყრის თავს. გასათვალისწინებელია მუბარაკის ასაკიც. იგი 82 წლისაა, პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან.

ეს გარემოება ბადებს კითხვას ვინ შეცვლის ჰოსნი მუბარაკს? ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, 2011 წელს იგი განზე გადგება და ასპარეზს დაუთმობს თავის უმცროს ვაჟს, გამალ მუბარაკს. არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც მოქმედ პრეზიდენტს ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, აჰმედ ნაზიფი შეცვლის. პრეზიდენტის სავარძელზე ასევე მოიაზრებიან მისი პოლიტიკური ძალის ნაციონალურ დემოკრატიული პარტიის რომელიმე სხვა მაღალი რანგის ჩინოსნები.

ბოლო დროს ეგვიპტე სხვადასხვა რეიტინგებში სახარბიელო პოზიციებით არ გამოირჩევა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით, ქვეყანა 70-ე ადგილზეა, ცხოვრების დონით მე-80-ზე, ხოლო ადამიანის განვითარების დონის მიხედვით 12-ეზე (UNDP Human Development Index). The Economist-ის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, ეგვიპტეს, შესაძლო 10-დან, მხოლოდ 3,89 ქულა ერგება და 119-ე ადგილზეა.

Freedom ჱouse-ის მონაცემებით, პოლიტიკური თავისუფლების მიხედვით, ეგვიპტე 6 ქულას იმსახურებს, როცა ყველაზე უარესი მაჩვენებელი 7 ქულა შეიძლება იყოს. სამოქალაქო თავისუფლებისა და რელიგიური თავისუფლების მაჩვენებლებში ეგვიპტე, იგივე შვიდ ქულიანი შკალით, 5 ქულას აგროვებს, ხოლო პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, 100 სავალალო ქულიდან 60-ს იმსახურებს.

Transparency International-ის კორუფციის ინდექსის მიხედვით, ეგვიპტე 111-ე ადგილს იკავებს. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, ქვეყანამ 100-დან 59 ქულა დააგროვა და 94-ე ადგილს დასჯერდა.

ეგვიპტური ოპოზიცია აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ერთ მოთხოვნას იგი ძალიან სუსტი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეპრესიები გარდაუვალია. უმსხვილესი ოპოზიციური გაერთიანება, ფუნდამენტალისტური მუსლიმური საძმო, 2005 წლის არჩევნების შემდეგ, როცა მათ საკანონმდებლო ორგანოს მეხუთედი შეავსეს, კანონგარეშე გამოცხადდა. მარტში სამართალდამცავებმა მისი 300 წევრი დააპატიმრეს. აპრილში პოლიციამ ქაიროს ცენტრში პოლიტიკური რეფორმის მოთხოვნით გამოსულ დემონსტრანტთაგან ორი მოკლა და ათობით დააპატიმრა.

აქამდე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არ ჩანდა ძლიერი ლიდერი, რომელიც დაქსაქსულ ოპოზიციის გაერთიანებას შეძლებდა და როგორც ეგვიპტის საზოგადოებაში, ისე დასავლეთში, მუბარაკის წასვლით გამოწვეული ქაოსის შიშს გაანეიტრალებდა.

ნობელის პრემიის ლაურეატ და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ყოფილ გენერალურ დირექტორის მუჰამედ ელ ბარადეის სახით სწორედ ასეთი ლიდერი გამოიკვეთა. მისი პოლიტიკური ბაზა ძირითადად ეგვიპტის სამოქალაქო საზოგადოება, მეცნიერები და ლიბერალური წრეებია. რამდენიმე დღის წინ მას მუსლიმურმა საძმომაც მხარდაჭერა გამოუცხადა.

ეგვიპტის კონსტიტუციით, კანდიდატს, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ ლეგალურ პოლიტიკურ პარტიას, არ შეუძლია პრეზიდენტობის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა. ამიტომ, ელ ბარადეი იბრძვის კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად.

მუბარაკის მმართველი პარტიის წევრი, მუსტაფა ელვი საიფი, ელ ბარადეის ურჩევს, ხალხის განწყობა კარგად შეისწავლოს. „კონსტიტუცია ყურანი არ არის. ეს არ არის წმინდა ტექსტი, რომლის შეცვლაც არ შეიძლება. მაგრამ 18 თვე არ არის საკმარისი ასეთი ცვლილებების განსახორციელებლად და საკმარისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად“, - აცხადებს იგი.

აპრილში ელ ბარადეიმ დააფუძნა მოძრაობა - ნაციონალური ასოციაცია ცვლილებებისათვის. მოძრაობამ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ლიბერალური პოლიტიკური რეფორმების შვიდპუნქტიანი გეგმის მხარდასაჭერად, რომელმაც ეგვიპტეს უფრო მეტი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება უნდა მოუტანოს.

ამჟამად ელ ბარადეის გაპრეზიდენტების შანსები მაღალი არაა, თუმცა მისი გამოჩენა საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს რეჟიმისთვის, ვინაიდან ელ ბარადეის საერთაშორისო რეპუტაციის გამო მუბარაკის რეჟიმს გაუჭირდება თავისი თავის ისლამისტების ერთადერთ ალტერნატივად გასაღება და ამ მოტივით მმართველობის ავტორიტარული მეთოდებისათვის კრიტიკის თავიდან აცილება.

ჯერჯერობით ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლები თავს არ დასხმიან ელ ბარადეისა და მისი მოძრაობის ლიდერებს, მაგრამ თებერვალში დააპატიმრეს ორი ახალგაზრდა აქტივისტი, რომლებიც ელ ბარადეის მხარდამჭერ სლოგანებს წერდნენ შენობებზე. პრობლემები შეექმნა პიროვნებას, რომელმაც დაწერა ელ ბარადეის მხარდამჭერი წიგნი. პოლიციამ მას კომპიუტერი ჩამოართვა და რამდენიმე დღე ციხეში გაატარებინა.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ელ ბარადეი უნდა გაწევრიანდეს ლეგალურ პოლიტიკურ პარტიაში. ამას ეწინააღმდეგება ელ ბარადეის საარჩევნო კამპანიის შტაბის უფროსი აბდელ რაჰმან იუსუფი. ამ უკანასკნელის განცხადებით, ლიცენზირებულ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება რეჟიმის წისქვილზე დაასხამს წყალს.

ცვლილებების განხორციელებაში მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ს როლი. ობამას ადმინისტრაციის წინაშე რთული ამოცანაა - მხარი დაუჭიროს ეგვიპტის დემოკრატიულ ძალებს, ისე რომ არ გაიფუჭოს ურთიერთობა თავის ძველ მოკავშირე მუბარაკთანაც.

0x01 graphic

მოჰამედ ელ ბარადეის კარიერა:

▪ 1942: დაიბადა ქაიროში;
▪ 1962: დაამთავრა ქაიროს უნივერსიტეტი, სამართლის განხრით. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მონაწილეობდა გაეროს მისიებში.
▪ 1974: გახდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორანტი. მონაწილეობდა ეგვიპტე-ისრაელის კონფლიქტის შემდგომ მოლაპარაკებებში.
▪ 1984: მუშაობა დაიწყო საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში

(საეს).
▪ 1997: დასახელდა საეს- ის გენერალურ დირექტორად.
▪ 2005: მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
▪ 2009: დატოვა საეს-ი, დაბრუნდა ეგვიპტეში და ჩაება ბრძოლაში ეგვიპტის დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის.

15 როიტერის ფოტოები ჯიჰადისტების სასარგებლოდ გაყალბდა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

ახალი ამბების სააგენტო როიტერს, მავი მარმარას გემზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მიკერძოებული რეპორტაჟის გაკეთებაში ადანაშაულებენ. სააგენტოს ბრალად სდებენ ფაქტის ამსახველი სურათებიდან იმ ადგილების ამოჭრას, სადაც ჩანდნენ ცივი იარაღით შეიარაღებული აქტივისტები და მათ მიერ დაჭრილი და დასისხლიანებული ებრაელი ჯარისკაცები.

სააგენტოს სპიკერის განცხადებით, სადავო სურათები ხელმისაწვდომი იყო სტამბულისთვისაც. სარედაქციო შემოწმების შემდეგ გასავრცელებლად გამზადებულ ფოტოებს შორის იყო გვერდებჩამოჭრილი სურათებიც. მომხსენებლის მტკიცებით, როგორც კი გააცნობიერეს უყურადღებობით გამოწვეული შეცდომა, მაშინვე გაავრცელეს ორიგინალები.

სპიკერი ირწმუნება, რომ როიტერის ახალი ამბები ზუსტი და მიუკერძოებელია. ყველა სურათი გავრცელებამდე გულისყურით შეირჩევა და ფასდება რედაქციის მიერ.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სააგენტო 2006 წელს, ლიბანის მეორე ომის დროსაც გააკრიტიკეს იმავე მიზეზით - ისრაელის საწინააღმდეგო, მიკერძოებული სურათების გავრცელების გამო. ფოტოგრაფმა ანმან ჰაჯმა ებრაელთა ჭურვებით ბეირუთისთვის მიყენებული ზარალის ამსახველი სურათები გრაფიკული პროგრამით დაამონტაჟა.

16 ისრაელის დადანაშაულება თავიდან ბოლომდე მიუღებელია

▲ზევით დაბრუნება


დევიდ . სმიტი|სვეტი

0x01 graphic

31 მაისის დილას თურქულ გემ მავი მარმარას გემბანზე ვერტმფრენიდან ისრაელის კომანდოები გადმოსხდნენ. მათ ხელი შეუშალეს ეგრეთ წოდებულ მშვიდობის აქტივისტებს ღაზას სახმელეთო ზოლამდე მიღწევაში. ამ ნაპირს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი აკონტროლებს. გემბანზე მომხდარი შეტაკება გადაიზარდა საერთაშორისო თამაშში - „დააბრალე მსხვერპლს“. ჩვენ, საქართველოში, კარგად ვიცნობთ ამ თამაშს. თუმცა, ისრაელის დადანაშაულება იმაში, რომ მან თავი დაიცვა, უგულებელყოფს ფაქტებს და იმ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელიც სარჩულად ედო მომხდარს.

მავი მარმარა უდიდესი იყო 6 ხომალდისგან შემდგარ ფლოტილიაში. თურქეთიდან მომავალი გემები ცდილობდნენ, „გაეხსნათ საზღვაო ბილიკი ღაზასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის,“ - თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა თავისუფალი ღაზას წევრმა გრეტა ბერლინმა. მეორე უმთავრესი ორგანიზატორი იყო თურქული Insani Yardim Vakfi - ფონდი ადამიანთა უფლებებისთვის, თავისუფლებებისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისათვის. ბევრის მტკიცებით, ამ ორგანიზაციას კავშირი აქვს ტერორისტებთან.

თურქეთიდან, დასავლეთ ევროპიდან და ამერიკიდან ასობით გულუბრყვილო, მაგრამ ეჭვი არ არის, გულწრფელ მშვიდობიან აქტივისტს შორის იყვნენ ჯიჰადისტებიც. მილებით, დანებით, შურდულებით და მცირე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი, შეძახილებით - „ხაიბარ, ხაიბარ“ (სახელწოდება ებრაული დასახლებისა, რომელიც მუჰამედმა დაამარცხა 629 წელს) ისინი თავს დაესხნენ ებრაელ ჯარისკაცებს. ცხრა ე.წ. აქტივისტი დაიღუპა.

ექვსივე ხომალდი ისრაელის ახლომდებარე პორტ აშდოდში გადაიყვანეს, საიდანაც მოხდა მგზავრების დეპორტაცია. ისრაელის ძალოვნები შეამოწმებენ ბარგს - სავარაუდოდ, სახიფათო კონტრაბანდა არ იქნება - და გადაგზავნიან მას ღაზაში. ამგვარად, ასრულდება გულწრფელი აქტივისტების წადილი. თუმცა, ფლოტილიის ორგანიზატორთა უპირველესი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა დახმარების აღმოჩენა გაჭირვებულებისათვის.

მათი ამოცანა იყო ღაზამდე საზღვაო ბილიკის გახსნა, ან ისრაელის მოთოკვის პრეცედენტის შექმნით, ან საერთაშორისო გამოძახილის გამოწვევით, თუკი ისრაელი გზას გადაუჭრიდა ექვს გემს.

„სისხლიანი ჟლეტა... სახელმწიფო ტერორიზმი,“ - გაიძახოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი. „არათანაზომიერი ძალის გამოყენება“, - აზრს გამოთქვამდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. „თავიდან ბოლომდე მიუღებელი“, - ამბობდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი. გერმანიის ხელისუფლება „შეშფოთდა“, ისევე როგორც გაერთიანებული ერების მდივანი, გენერალი ბან კი მუნი. შემდეგ კი, როგორც დღეს ღამე მოჰყვება, დაიწყო რეკვები, რათა ბოლო მოჰღებოდა ისრაელის ბლოკადას ღაზას სექტორზე.

საერთაშორისო აღშფოთება წაადგება ერდოღანის გეოპოლიტიკურ მიზნებს. იგი ცდილობს თურქეთის დისტანცირებას დასავლეთისგან და მსოფლიო პოლიტიკაში დიდ ძალად დამკვიდრებას - ირანთან პაექრობით და, ამავდროულად, შეხმატკბილებით. დასავლელმა ლიდერებმაც შეიძლება თავს სასარგებლო ხმაურის ნება დართონ, როცა მათი გულუბრყვილო თანამემამულეები სახლში დაბრუნდებიან ფლოტილიის დღესასწაულებიდან. მაგრამ მსხვერპლის დადანაშაულება, კამერონსვე რომ დავესესხოთ, „თავიდან ბოლომდე მიუღებელია“.

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს, საერთაშორისო ზეწოლით, ისრაელმა გაიყვანა ჯარი ღაზას სექტორიდან და იძულებით აყარა ებრაული დასახლებები. ოთხი თვის შემდეგ ჰამასმა გაიმარჯვა არჩევნებში და ხელში აიღო სახელმწიფოს სადავეები. აშშ-მ და ევროკავშირმა შეუწყვიტეს ღაზას დახმარება. ჰამასმა მოწინააღმდეგეებს სამოქალაქო ომი გამოუცხადა და 360-კვადრატულ კილომეტრიანი ტერიტორია ერთ დიდ ტერორისტულ ბანაკად აქცია. 2007 წლიდან ისრაელის ქალაქებსა და სოფლებს ათობით ათასმა ჭურვმა დააწვიმა ღაზადან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არ ცდება, როცა ამბობს, რომ „ვითარება ღაზაში არამდგრადი და მიუღებელია“. თუმცა, დასავლელ დიპლომატთა უმეტესობის ახლომხედველური რეაქცია იქნება ისრაელის დადანაშაულება, ღაზამდე გზების გახსნის ახალი სქემის შექმნა და სამშვიდობო პროცესში განახლებული მხნეობით ჩართვა.

მაგრამ, ერთმანეთთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური საკითხების დანაწევრება ისე, როგორც დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს აწყობთ, განუხორციელებადია. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში გრძელვადიანი დადებითი შედეგი მიუღწეველი იქნება მანამ, სანამ თვალს არ გავუსწორებთ მწარე სიმართლეს, რომ როცა ვამბობთ მშვიდობას, იგულისხმება მშვიდობა ღაზაშიც. ღაზას ახლა ჰამასი მართავს, რომელიც ირანს ექვემდებარება და რომლის უმთავრეს მისწრაფებათა ნუსხას სათავეში უდგას ბირთვული იარაღის დამზადება და ისრაელის განადგურება. აი, რა უნდა იყოს „თავიდან ბოლომდე მიუღებელი“.

17 დიდი გასეირნება

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

ფრანგული პოლიტიკა და საქართველო

0x01 graphic

ნიკოლა სარკოზი, მიხეილ სააკაშვილი, კარლა ბრუნი და სანდრა რულოვსი. ელისეს სასახლე, პარიზი
ფოტო: REUTERS ©

პარიზსა და თბილისს შორის ურთიერთობა თბება - ასეთი შეფასება მისცა ფრანგულმა პრესამ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს საფრანგეთში. ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა. სააკაშვილი შეხვდა ფრანგული პოლიტიკის ყველა წამყვან ფიგურას - პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პოლიტიკურ პარტიათა ხელმძღვანელებს. იგი ესაუბრა სამეცნიერო საზოგადოებასაც. ხელი მოეწერა მწვანე ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობას ენერგეტიკის, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგში. ასევე, გაფორმდა ხელშეკრულება „ევროკოპტერთან“, რომლისგანაც საქართველომ ორი ვერტმფრენი იყიდა.

ნიკოლა სარკოზის მიერ, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვიზიტად მიწვევა იმის ნიშანი იყო, რომ რუსეთთან დაახლოება არ იმოქმედებს საფრანგეთის მხარდაჭერაზე საქართველოს მიმართ. ამასვე ემსახურებოდა რამდენიმე დღით ადრე, საფრანგეთის სენატის მიერ დამტკიცებული ანგარიში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. სენატმა მოუწოდა ევროკავშირს მეტი აქტიურობა გამოიჩინოს, ხოლო რუსეთს - შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

0x01 graphic

ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს პრეზიდენტ სარკოზის წამყვანი და უდავოდ პოზიტიური როლი როგორც რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის, ისე ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის შემოყვანის საქმეში. მას არც საფრანგეთის პრეზიდენტის ხმამაღალი განცხადება დავიწყნია - თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სარკოზიმ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფა „რუსეთისთვის უშედეგოდ არ ჩაივლის“. სარკოზის სიტყვები ფრანგულ საზოგადოებასაც შეახსენა ნინო კირთაძის ფილმმა „ცოტა რამ საქართველოს შესახებ“, რომლის ჩვენებაც პარიზში, ოპერა გომონის ხალხით გადაჭედილ კინოთეატრში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად.

სამწუხაროდ, სარკოზის მუქარა ფუჭი აღმოჩნდა. „6-პუნქტიან შეთანხმებას რუსეთი არ ასრულებს და არანაირი შედეგი ამ ფაქტს მისთვის არ მოჰყოლია. ჩვენ გადავშალეთ ეს ფურცელი, - უთხრა აკადემიკოსმა, ისტორისკოსმა და სოვიეტოლოგმა ალან ბეზანსონმა ტაბულას, - რუსებმა წარმატებით მოახერხეს საყრდენის შექმნა ევროპის წამყვან ქვეყნებში: გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში. გერმანიაში პრორუსული ძალების მთავარი მამოძრავებელი უპირველესად ბიზნესინტერესებია, იქნება ეს გაზპრომი, ნორდსტრიმი, სიმენსი თუ სხვა რამ. ამას გარდა, გერმანიის განსაკუთრებული სიყვარული რუსების მიმართ უკვე საუკუნეებს ითვლის. იტალიაში საქმე სხვაგვარადაა, აქ პრორუსულ განწყობას ზურგს იტალიური მაფია უმაგრებს, რომელიც რუს ოლიგარქებთან შავ ბიზნესშია ჩართული“.

ბევრი ანალიტიკოსი საფრანგეთის მთავრობის მხრიდან რუსეთთან ბიზნესურთიერთობის გამყარების მცდელობას გერმანიასთან კონკურენციით ხსნის. საფრანგეთს არ სურს, გერმანიისა და რუსეთის ბიზნესინტეგრაციას მაყურებლის სკამიდან უმზიროს. „ამას ემატება გოლისტურ-მითოლოგიური განწყობები და ანტიამერიკანიზმი, რომელსაც ფრანგულ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ცხოვრებაში გვერდს ვერ აუვლი“, - ამბობს ბეზანსონი.

ასე მაგალითად, 1966 წელს, შარლ დე გოლმა, საფრანგეთის ნატოდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ამერიკელ ჯარისკაცებს მისი ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. მაშინ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, დონალდ რასკმა საფრანგეთის პრეზიდენტს ჰკითხა მისი ქვეყნის თავისუფლებას შეწირული ამერიკელი ჯარისკაცების გადასვენებასაც ხომ არ ისურვებდა ფრანგული მიწიდან.

თუმცა, სოვიეტოლოგის აზრით, საფრანგეთში რუსეთს გაცილებით ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე გერმანიასა და იტალიაში.

საფრანგეთი ბევრად უფრო ნაკლებადაა ენერგოდამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე გერმანია. ალბათ ამითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ ნიკოლა სარკოზისგან განსხვავებით, გერმანიის კანცლერმა, რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან ბოლო შეხვედრისას მხოლოდ დნესტრისპირეთის კონფლიქტზე ისაუბრა და საქართველო არც უხსენებია.

0x01 graphic

ნიკოლა სარკოზი ესალმება სანდრა რულოვსს
ფოტო: REUTERS ©

გარდა ამისა პრორუსულ ძალებს საფრანგეთში ასევე ძლიერი, ანტირუსული განწყობები აკავებს. ფრანგებს უყვართ ჩეხოვი და ჩაიკოვსკი, მაგრამ ვერ ეგუებიან იმ რუსებს, რომელთაც საფრანგეთში ცხოვრებაზე მიუწვდებათ ხელი. ძვირადღირებულ ფრანგულ კურორტებზე გადააწყდებით სასტუმროებს, რომლებიც რუსებს არ იღებენ. ე.წ. „ახალი რუსების“ ცხოვრების წესს - ბრენდების გაფეტიშებას, სიხარბეს, ფულის ფლანგვას, მდარე გემოვნებას - ანუ ყველაფერ იმას, რასაც ეროვნულ ღირებულებად ქცეულ ფრანგულ ეტიკეტს ეწინააღმდეგება - ხშირად დასცინიან ფრანგულ ტელეარხებზეც. თუ ადრე საფრანგეთის სამხრეთს ინტელექტუალურ-ბოჰემური ელიტა სტუმრობდა, ახლა იქაურობა სავსეა ცუდი მანერებით სახელგანთქმული „ახალი რუსებითა“ და მათი თანმხლები ქალბატონებით. ეს ფრანგების დიდ ნაწილს ძალიან აღიზიანებს.

0x01 graphic

ის, რომ საფრანგეთი საცხოვრებლად მეტისმეტად მიმზიდველი ადგილია, არავისთვის არის საიდუმლო. ეს ქვეყანა უკვე ზედიზედ მეხუთე წელია პირველ ადგილს ინარჩუნებს, International Living Magazine-ის ცხოვრების ხარისხის ინდექსში.

საფრანგეთს ყველაფერი აქვს, ლაჟვარდოვანი სანაპიროდან დაწყებული, ალპების სათხილამურო კურორტებით დამთავრებული. ზოგიერთი ამ სიკეთეებს საუცხოო ღვინოს, გემრიელ პურსა და ასობით სახეობის ყველსაც მიათვლის და ვერც შეედავებით.

უნდა აღინიშნოს, რომ მდიდარი რუსების გარდა, საფრანგეთი არაფრის მქონე იმიგრანტებსაც მაგნიტივით იზიდავს. ამის მიზეზი კეთილდღეობის, ანუ სოციალური პროგრამების სახელმწიფო მანქანაა, რომელიც უცხო ქვეყნიდან ჩასულებს, მრავალი სოციალური სტატუსიდან ერთ-ერთის მოპოვების შემთხვევაში, ისე არჩენს, ამ უკანასკნელთ ხელის განძრევაც არ დასჭირდებათ. ერთი შეხედვით, მიმზიდველია ფრანგული სამედიცინო დაზღვევის სისტემაც.

თუმცა, სახელმწიფო მსგავსი სოციალური პროგრამების განხორციელებას ახერხებს დიდი გადასახადების, უსაშველოდ რეგულირებული ეკონომიკის, დამღლელი ბიუროკრატიისა და უზარმაზარი სახელმწიფო აპარატის სანაცვლოდ. შედეგად, საფრანგეთის ეკონომიკური ზრდა წლიდან წლამდე მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება. „სახელმწიფოს მიერ მოქალაქის ფუნქციების საკუთარ თავზე აღებას ორი ნეგატიური ეფექტი აქვს, - უთხრა ტაბულას ფრანგმა ლიბერტარიანელმა ეკონომისტმა, მონტ პელერინის საზოგადოების ყოფილმა პრეზიდენტმა, პასკალ სალინმა, - ერთი ის, რომ ადამიანი, გადასახადების ზრდასთან ერთად, ბიზნესის კეთების მოტივაციას კარგავს. ვისაც ამის სურვილი აქვს, ის ქვეყნიდან მიდის. შესაბამისად, კაპიტალი საფრანგეთში არ გროვდება. ამას გარდა, სოციალური დახმარებებით ადამიანებს ვეუბნებით, რომ ისინი უშრომლადაც შეიძლება გადარჩნენ და შრომას ვავიწყებთ“.

ეს მართლაც ასეა. ალბათ, არც ერთ ქვეყანაში არ უთმობენ სადილსა და ვახშამს იმდენ დროს, რამდენსაც საფრანგეთში. აღსანიშნავია 35-საათიანი სამუშაო კვირა და 7-კვირიანი ანაზღაურებადი შვებულებაც. საფრანგეთში ძალიან ძნელია კვირას მომუშავე აფთიაქის ან მაღაზიის პოვნა. მაღაზიების დიდი ნაწილი იკეტება შესვენების დროს, სწორედ მაშინ, როდესაც პოტენციური კლიენტები ქუჩაში გამოდიან.

„ჩვენ ცუდი ხარისხის იმიგრაციას ვიზიდავთ. აქ ხალხი სამუშაოდ კი არა, იმისთვის ჩამოდის, რომ სახელმწიფომ არჩინოს. მე არ ვამტკიცებ, რომ ყველა ასეთია, მაგრამ დიდი ნაწილი - ნამდვილად“, - ამბობს პასკალ სალინი.

ბოლო 30 წლის განმავლობაში საფრანგეთში დაახლოებით 6 მილიონი იმიგრანტი ჩავიდა. მათი 90%25 მუსლიმური კულტურის წარმომადგენელია. როგორც ლეგალური, ისე არალეგალური იმიგრაციის ტემპი ყოველწლიურად მატულობს. უმცირესობათა ინტეგრაციის თემა დიდი ხანია დამოკლეს მახვილივით კიდია საფრანგეთის თავზე. ფრანგებმა თავის დროზე უარი თქვეს უმცირესობათა ჩართულობის ანგლო-ამერიკულ მოდელზე, რომელიც გულისხმობს მეტ პატივისცემას კულტურული განსხვავებების მიმართ. ყოფილმა პრეზიდენტმა შირაკმა ისიც კი განაცხადა, რომ ამ მოდელის არჩევის შემთხვევაში, „საფრანგეთი თავის სულს დაკარგავს“. მსგავსი დამოკიდებულება საფრანგეთს სირაქლემას მდგომარეობაში აყენებს. ფაქტია, რომ ექვსმა მილიონმა ადამიანმა ფრანგულ საზოგადოებაში თავისი ადგილი უნდა იპოვოს. თუ როგორ, ჯერ კიდევ არ გარკვეულა.

იმიგრანტები ძირითადად დიდი ქალაქების გარეუბნებში, ე.წ. ბანლიოებში ცხოვრობენ. გარეუბნები ხშირად გამხდარა საზოგადოებრივი წესრიგის აშლის მიზეზი - ყველას გვახსოვს 2005 წელს ცეცხლის ალში გახვეული მანქანებით სავსე საფრანგეთის ქუჩები. მაშინ პრეზიდენტ შირაკს საგანგებო მდგომარეობის შემოღებაც კი მოუხდა. ისეთი გარეუბნებიც არსებობს, სადაც შესვლა პოლიციასაც კი უჭირს, თუ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები არ მიიღო. გარეუბნებში მკვეთრად დაბალია ცხოვრებისა და განათლების დონე. იქ მცხოვრებნი გაუცხოებულნი არიან ფრანგული საზოგადოებისგან და უჭირთ წარმატებულ მოქალაქეებად ქცევა.

0x01 graphic

ცეცხლმოკიდებული ავტომობილები საპროტესტო აქციაზე, პარიზი
ფოტო: REUTERS ©

უმცირესობათა უფლებადამცველი ორგანიზაცია SOS Racism-ის პრეზიდენტი, მემარცხენე აქტივისტი დომინიკ სოპო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების უმოქმედობას უმცირესობებთან დაკავშირებით, ფრანგული ელიტის განწყობაც განსაზღვრავს: „ძლიერია შიში იმისა, რომ იმიგრანტი მოსახლეობის ინტეგრაციის შემთხვევაში, ისინი „თეთრი ფრანგების“ ადგილს დაიკავებენ ელიტაში, ავიწყდებათ რა, რომ უკვე დიდი ხანია, იყო ფრანგი არ ნიშნავს იყო თეთრი და კათოლიკე, იყო ფრანგი ნიშნავს უერთგულო რესპუბლიკის პრინციპებს, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობასა და ძმობას ემყარება“.

0x01 graphic

საპროტესტო აქციის
მონაწილე, მარსელი

უმცირესობების გარდა, საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ეს პრობლემა განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხება. ხშირად ხუმრობენ, რომ საფრანგეთში ახალგაზრდა ნიშნავს უნარშეზღუდულს. მიზეზი აქაც შრომის ბაზრის მძიმე რეგულირებაში უნდა ვეძებოთ. ფრანგული კანონმდებლობა იმდენად ართულებს სამსახურიდან ადამიანის დათხოვნას, რომ დამქირავებელი ერიდება ახალგაზრდა, გამოუცდელი მოქალაქის დაქირავებას და არჩევანს გამოცდილი, ასაკიანი ხალხის სასარგებლოდ აკეთებს.

შეუძლებელია საფრანგეთში რამდენიმე დღით მოხვდე და რკინიგზელების, პილოტების, მასწავლებლების, ფოსტის ან მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლების გაფიცვის მოწმე არ გახდე. ინგლისელმა მწერალმა, სტივენ კლარკმა, ფრანგებისადმი მიძღვნილ ერთ- ერთ წიგნში „წელიწადი Merde-ში“ კარგად აღნიშნა, რომ გაფიცვა, პეტანგის შემდეგ, ფრანგების უსაყვარლესი სპორტია.

პასკალ სალინი გაფიცვების სიხშირესაც არასწორი პოლიტიკით ხსნის: „სოციალური დემოკრატიის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ სისტემაში ადამიანები თავის გადასარჩენად კი არა, რომელიმე სოციალურ კატეგორიაში მოსახვედრად იბრძვიან. კატეგორიები კი, თავის მხრივ, ერთმანეთს ექიშპებიან სახელმწიფო სიკეთეების გადანაწილებაში. ხალხმა იცის, რომ დემონსტრაციების გზით შეგიძლია ხელისუფლებას ბევრი რამ დასტყუო და შესაბამისად იქცევა. საფრანგეთს მართავს პროფკავშირები, და არა ხელისუფლება. სწორედ ამიტომაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლების სათავეში მემარცხენე მიტერანია თუ მემარჯვენე შირაკი. ხელისუფლება ყოველთვის სოციალისტურია”.

აღსანიშნავია, რომ სარკოზის პრეზიდენტად არჩევა ბევრმა ანალიტიკოსმა რადიკალური ცვლილებების მომასწავებლად ჩათვალა. როგორც საგარეო პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში. ის მართალია ფრთხილად, მაგრამ მაინც აკრიტიკებდა „კეთილდღეობაზე“ დამყარებულ პოლიტიკას, საუბრობდა საკონსტიტუციო რეფორმის საჭიროებაზე, სახელმწიფო აპარატის შემცირებაზე. ახლად არჩეულმა საკროზიმ, მართლაც გადადგა რამდენიმე პოზიტიური ნაბიჯი რეფორმების კუთხით, თუმცა როგორც პასკალ სალინი აღნიშნავს, - წინააღმდეგობას გადააწყდა თუ არა - პოზიციები დათმო. ასე გაეჭედა საუნივერსიტეტო და საპენსიო რეფორმები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც სარკოზის წინამორბედებისგან გამოარჩევდა, იყო მისი პროამერიკული განწყობა და სურვილი საფრანგეთის, როგორც აქტიური საერთაშორისო მოთამაშის როლის გაზრდისა. მას პრესამ „ფრანგული პასპორტის მატარებელი ამერიკელი ნეოკონი“ უწოდა. იგივე შეიძლება ითქვას საგარეო საქმეთა მინისტრზეც. სოციალისტი ბერნარ კუშნერი, თავისი პრეზიდენტისგან განსხვავებით, ერაყის ინტერვენციასაც კი უჭერდა მხარს. ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ 2004 წელს განაცხადა, რომ „როდესაც საქმე ბოროტი დიქტატორის დამხობას ეხება, ინტერვენცია გამართლებულია“.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საფრანგეთის პრეზიდენტის იმედგაცრუება ბარაკ ობამას მიმართ სწორედ მისი პროამერიკულობით აიხსნება. „პრეზიდენტო ობამა, მე მხიბლავს ამერიკის გაწვდილი ხელი, მაგრამ რა მოიგო დიალოგის შეთავაზებით საერთაშორისო საზოგადოებამ? არაფერი“, - განაცხადა მან 2009 წლის სექტემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მან ისიც საჭიროდ ჩათვალა, ობამასთვის შეეხსენებინა, რომ „რეალურ მსოფლიოში ვცხოვრობთ და არა ვირტუალურში“.

0x01 graphic

მართლაც, ნიკოლა სარკოზის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ის პრაგმატული პოლიტიკოსია. ამ თვისებას საფრანგეთის პრეზიდენტს კრიტიკოსები ნაკლად უთვლიან, გამომდინარე იქიდან, რომ პრაგმატული პოლიტიკოსებს თანმიმდევრულობა აკლიათ და მიმდინარე პროცესებზე რეაგირებით შემოიფარგლებიან.

სარკოზის რუსული პოლიტიკაც ამ ჭრილში შეგვიძლია მოვაქციოთ. ერთი მხრივ, გერმანიისა და რუსეთის დაახლოება, მეორე მხრივ კი - ამერიკული „გადატვირთვის“ პოლიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტს უბიძგებს, კონიუნქტურას მოერგოს, რათა „თეთრ ყვავად” არ იქცეს.

„თუ რუსეთს პარტნიორივით მოქცევას ვთხოვთ ყველა სფეროში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ჩათვლით, მაშინ მას როგორც პარტნიორს ისე უნდა მოვექცეთ, ასევე ყველა სფეროში“, - უთხრა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს პრეზიდენტს.

სწორედ პარტნიორობაზე სასაუბროდ ესტუმრა პუტინი პარიზს სააკაშვილის წამოსვლიდან მეორე დღეს. თუმცა, რუსეთის პრემიერ-მინიტრის ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად გრანდ პალეში რუსეთის ეროვნული გამოფენის ინაუგურაცია დასახელდა. აღსანიშნავია, რომ გამოფენას ქართული წარმოშობის რუსი ხელოვანი, ზურაბ წერეთელი ხელმძღვანელობს, რუსეთის ნატიფი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტის სტატუსით.

როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინისა და მისი მასპინძლების საუბრის ძირითადი თემა 4 სამხედრო ვერტმფრენმზიდი - სახელად მისტრალი - და ენერგეტიკის დარგში ორმხრივი ბიზნესთანამშრომლობა, კერძოდ კი ფრანგული ნავთობკომპანია ტოტალის სამომავლო ინვესტიციები გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ტოტალი ბირმის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორიცაა. ბირმას კი უკვე მერამდენედ ასახელებენ სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა ყველაზე უხეშ დამრღვევად.

მისტრალთან დაკავშირებით ახალი არაფერი თქმულა: რამდენი გემი აიგება საფრანგეთში, რამდენი რუსეთში და გადასცემს თუ არა საფრანგეთი რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიას, ისევ მოლაპარაკების საგნად რჩება. მოლაპარაკების პროცესის მთავარი დამბრკოლებელი გარემოება სარკოზის განცხადებაა იმის შესახებ, რომ ვერტმფრენმზიდებს მაღალტექნოლოგიური სამხედრო აღჭურვილობის გარეშე გაყიდის, რაც გარიგებას უინტერესოს ხდის პუტინისთვის. ყველასათვის ცნობილია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი მისტრალის ყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ საფრანგეთი მას ტექნოლოგიასაც გადასცემს.

„საფრანგეთს აქვს ასეთი ვერტმფრენმზიდები. განა ის ესხმის ვინმეს თავს? - ცინიკურად აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა ფრანგულ პრესასთან საუბარში, - რატომ ასკვნის ხალხი ავტომატურად, რომ რუსეთი ამ იარაღს თავდასხმისთვის გამოიყენებს?”

მართლაც, ნეტავ რატომ?

0x01 graphic

მიუხედავად იმისა მისტრალზე მოლაპარაკება შედგება თუ ჩაიშლება, მოსახდენი უკვე მოხდა: საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების გარანტი უნდა ყოფილიყო, შეთანხმების დამრღვევ მხარესთან მოლაპარაკებები წამოიწყო იარაღით ვაჭრობაზე. თუმცა ეს გარიგება საფრანგეთსა და საქართველოს შორის განხეთქილების ვაშლად არ უნდა იქცეს. ამის ფუფუნება საქართველოს არ აქვს. “მოკავშირეებს შორის უთანხმოება კრიზისში არ უნდა გადაიზარდოს“ - ამ სიტყვებით გააკრიტიკა ნიკოლა სარკოზიმ ერაყში ამერიკის ინტერვენციით აღშფოთებული პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. ეს სიტყვები, დღესაც შეგვიძლია გავიმეოროთ: მიუხედავად ყველაფრისა, ნიკოლა სარკოზი მართალია, წამყვან ქვეყნებს შორის, „საფრანგეთი, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია ევროკავშირში.“

მისტრალის გარიგება საფრანგეთსა და საქართველოს შორის განხეთქილების ვაშლად არ უნდა იქცეს. ამის ფუფუნება საქართველოს არ აქვს.

0x01 graphic

პეტანგი ფრანგული თამაშია. მოთამაშეები ისვრიან ლითონის ბურთებს და ცდილობენ რაც შეიძლება ახლოს მიუგორონ ისინი ხის პატარა ბურთს სახელად „კოშონ“ (ფრ. - გოჭი). მეთოთხმეტე საუკუნეში თამაში ისეთი პოპულარული გახდა, რომ ის აკრძალეს, რათა ხელქვეითები უფრო სასარგებლო საქმიანობით დაკავებულიყვნენ, მაგალითად ფარიკაობით ან მშვილდის სროლით.

0x01 graphic

ნიკოლა სარკოზი და ვლადიმირ პუტინი
ფოტო: REUTERS ©

18 კასტინგი

▲ზევით დაბრუნება


ფოტოესსე

0x01 graphic

კინოსტუდია სანგუკოს ახალი პროექტისთვის - „5“ - გამოცხადებულ კასტინგზე ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. რეჟისორმა ნიკა მაჩაიძემ მსურველებიდან 20 მსახიობი შეარჩია, მათ შორის, სამი მთავარი როლის შემსრულებელი. „საქართველოში დაბადებულებისთვის“ რეჟისორმა თაკო შავგულიძემ რუსი ოკუპანტების როლის შესასრულებლად 7 მამაკაცი შეარჩია. ფილმების გადაღება ივნისის ბოლოს დაიწყება.

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი

19 პატივი თუ ღირსება?

▲ზევით დაბრუნება


გიგა ზედანია|სვეტი

0x01 graphic

წარმოიდგინეთ გერმანიაში მცხოვრები თურქული ოჯახი. გაუთხოვარ გოგონას უცხოელი ბიჭი მოეწონება, რამდენჯერმე შეხვდება კიდეც, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკულად მთავრდება - გოგონას კლავენ. მკვლელი ვიღაც სერიული მანიაკი კი არაა, არამედ გოგონას მამა ან ძმა. მიზეზი - ოჯახის შელახული პატივი. ასეთ მკვლელობებს, რომლებმაც უკანასკნელ პერიოდში ევროპა ააფორიაქა, „პატივის მკვლელობებს” უწოდებენ.

„პატივი“ (honor) - ეს იერარქიული კატეგორიაა. ის აუცილებლობით გულისხმობს უთანასწორობას. ზოგს პატივი აქვს, ზოგსაც - არა. ზოგი მაღალი სტატუსის მატარებელია, ზოგიც - არა. პატივი მამაკაცებს მასკულინობის დემონსტრირებას სთხოვს, ხოლო ქალებს - მორიდებისა. თუ ეს როლი ვინმემ ვერ შეასრულა, მაშინ არა მხოლოდ მისი პატივი ილახება, არამედ მისი ოჯახისა და, შესაძლოა, მთელი კოლექტივისაც.

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს - კი, ცუდია „პატივის მკვლელობები“, მაგრამ პატივის ქონა მაინც კარგიაო. თორემ აბა „პატივაყრილობა“ და „უპატივცემულობა“ როგორ ავიტანოთო?

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს - კი, ცუდია „პატივის მკვლელობები”, მაგრამ პატივის ქონა მაინც კარგიაო. თორემ აბა „პატივაყრილობა“ და „უპატივცემულობა“ როგორ ავიტანოთო?

მაგრამ ეს მცდარი მოსაზრება იქნებოდა. თანამედროვე საზოგადოება გვთავაზობს ცნებას, რომელიც პატივის კატეგორიას ანაცვლებს. ესაა ღირსების ცნება.

ღირსება (dignity) ინდივიდუალურია. მე ის მაქვს არა იმიტომ, რომ რომელიმე სოციალურ ჯგუფს, მაგალითად, ოჯახს ვეკუთვნი, არამედ იმიტომ, რომ ვარ ადამიანი, რომელიც აღიარებას იმსახურებს იმის მიუხედავად, რომელ ჯგუფს ეკუთვნის რასობრივი, სქესობრივი, ეროვნული თუ რელიგიური თვალსაზრისით. მეტიც, მე ღირსება მაქვს იმის მიუხედავად, თუ როგორია ჩემი სოციალური პოზიცია - მდიდარი ვარ თუ ღარიბი, ცნობილი თუ მარგინალი და ა.შ. ღირსების იდეა თანასწორობის იდეას გულისხმობს, რადგან ყველა ადამიანი თანაბრად ღირსეულია.

ხომ არ გგონიათ, რომ ეს განსხვავება პატივსა და ღირსებას შორის დღევანდელი საქართველოსთვის არარელევანტურია?

ნამდვილად არა. როდესაც სასულიერო პირები მოითხოვენ, რომ გარკვეული თემები, ინსტიტუტები და პიროვნებები კრიტიკაზე მაღლა დავაყენოთ, განა ეს ახალი იერარქიის შექმნას არ იწვევს? დიახ, სწორედ იერარქიისა საკუთარი პატივის კოდექსით, რომლის შელახვაც თურმე დასჯადი უნდა გახდეს.

თანაც, პატივი ხომ ისეთი რამაა, რაც ზოგს აქვს, ზოგსაც - არა. ამიტომ ფუნდამენტალისტი მართლმადიდებლები რეგულარულად და უშვერი სიტყვებით გალანძღავენ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს ან, უბრალოდ, სხვაგვარად მოაზროვნეებს (რასაც რეგულარულად აკეთებენ კიდეც), ოღონდ, როგორც კი თავად მათზე ამოიღებ ხმას, ეს უკვე პატივის შელახვა გახდება.

სად არის პატივის შესახებ წარმოდგენის წყარო საქართველოში? ქუჩაში. მართალი გითხრათ, არ ვიცი, ახლა როგორაა ეს ამბავი, მაგრამ თხუთმეტიოდე წლის წინ ყველაფერი ტრიალებდა იმ საკითხის გარშემო, ვინ ვის შეაგინა დედა. წარმოდგენა ასეთი იყო: ბიჭი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ აგინებდა საკუთარ დედას (როგორც ჩანს, საკუთარი მასკულინობა რომ დაემტკიცებინა), მაგრამ თუ ვინმე სხვა იგივეს გაბედავდა, ეს პატივის კოდექსის უმძიმეს დარღვევად ითვლებოდა, რომელზე პასუხი ხშირად სისხლითაც მოითხოვებოდა. მთავარი იყო, არაფერი „შეგწეროდა”, თორემ მერე როგორ შემოგხედავენ სკოლაში?

0x01 graphic

ილუსტრაცია: თაკო ბაქრაძე

გგონიათ, რომ ეს წარმოდგენები ინფანტილურია და სკოლის მერხთან ერთად დავტოვეთ? მეც ასე მეგონა, სანამ ფუნდამენტალისტ მართლმადიდებლებს მოვუსმენდი. მთავარი არგუმენტი, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა „დეისაძის სკანდალის“ ამგორებელთა პრეტენზიას, ასეთი იყო: „ჩვენ დედაზე რა დაწერა, ჩემი დედა!..“ ოღონდ ადამიანებს, რომლებიც ამას ამბობდნენ, ეგონათ, რომ თეოლოგიური დისპუტით იყვნენ დაკავებულნი.

ახლა შევხედოთ: ჩვენ პატივის საზოგადოება ვართ თუ ღირსებისა? ჩემი აზრით, არც ერთი და არც მეორე. გადასვლის პროცესში ვართ, ტრანზიციაში, როგორც იტყოდნენ პოლიტიკის მეცნიერები. არის ნაწილი ადამიანებისა („ლიბერალები“), რომელსაც სურს, საქართველო ღირსების ქვეყნად იხილოს - ისეთად, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, შვედეთი და ა.შ. ღირსების საზოგადოებაში მთავარი ღირებულება ინდივიდუალური ადამიანია. ინდივიდის ღირებულების აღიარებაზეა დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც ინდივიდუალური ადამიანის უფლებებს იცავს.

არის მეორე ნაწილი ადამიანებისა („ფუნდამენტალისტები“), რომლებსაც უნდათ, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ცხოვრობენ თურქეთის ყველაზე განუვითარებელ სოფელში ან ირანის პროვინციაში. ამისთვის ისინი იყენებენ შემორჩენილ კულტურულ პრაქტიკებსა და წარმოდგენებს (მაგ. ძველბიჭობა). აქ მთავარი ღირებულება კოლექტიური პატივია, რომლის სადარაჯოზე დადგომა ზოგიერთ სასულიერო პირს და მათსაზოგადოება თან დაახლოებულ ფუნდამენტალისტებს სურთ.

ოღონდ არ უნდა გვეგონოს, რომ ეს არის ბრძოლა ტრადიციასა და ინოვაციას შორის. ამ ტრადიციას ახლა, ჩვენს თვალწინ, ზოგჯერ ძალზე უტიფრად იგონებენ და ქმნიან. თორემ საქართველო არასოდეს ყოფილა პატივის ცნებაზე აგებული საზოგადოება, სადაც იერარქიის წვეროზე იქნებოდნენ სასულიერო პირები, რომლებიც თავიანთი პატივის ყოველგვარ შელახვას ფიზიკური ძალადობით უპასუხებდნენ. ასეთი საზოგადოების მოდელი ტრადიციული საქართველო კი არა, თანამედროვე და მეზობელი მუსლიმური ქვეყნების ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონებია.

დღეს ალტერნატივა ასეთია: პატივი თუ ღირსება? ჯგუფი თუ ინდივიდი? უკუსვლა თუ განვითარება? ორივე ამ ალტერნატივის უკან აქტიური უმცირესობა დგას: „ფუნდამენტალისტები” და „ლიბერალები”. ხოლო უმრავლესობა ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.

20 ძველი ქალაქი ახალი სიცოცხლის მოლოდინში

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

ფიროსმანის ქ. 36-ის ეზო
ფოტო: „არსი“

ერთი შეხედვით, სქემა მარტივია: მერია სამშენებლო კომპანიებს კრედიტის ასაღებად და დაწყებული მშენებლობების დასამთავრებლად თავდებად უდგება; მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კომპანია ტენდერში იღებს მონაწილეობას, გამარჯვების შემთხვევაში მესაკუთრეები ახალ ბინებს იღებენ, მშენებლები - კრედიტს, ხოლო სახელმწიფო - გამოთავისუფლებულ მიწის ნაკვეთს.

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ფიროსმანის ქუჩაზე პირველად მას შემდეგ შენიშნეს, რაც მერიამ ზემოთ ხსენებული პროექტი წამოიწყო - ძველი თბილისისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება.

- რაც თავი მახსოვს, გვანგრევენ, წითელ ზონაში ხართო, გვეუბნებოდნენ. შედეგი კი არასდროს გვინახავს! - მეუბნება ნონა. ის ფიროსმანის ქუჩაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში ცხოვრობს. ნონა დღეს ჩემი გიდია. მეზობლები უნდა გამაცნოს. ამ ქუჩის მცხოვრებლებს შედეგი მართლაც არასდროს უნახავთ. ამის მიზეზი ხან არარეალისტური მოთხოვნების მქონე მესაკუთრე იყო და ხან ის ინვესტორი, რომელსაც დაწყებულ საქმეში ფინანსური პრობლემები ექმნებოდა.

ფიროსმანის 36-ში მცხოვრები თინა კიკოლაშვილი მეზობლებთან ერთად უკვე დათანხმდა კომპანია „არსის“ შეთავაზებას. ახლა ის რიგით მეორე ტენდერს სულმოუთქმელად ელის. პირველში ვერ გაიმარჯვეს, მეორის შედეგები კი 21 ივნისს გახდება ცნობილი. უნდა დაელოდოს, სხვა რა გზაა? „ადამიანი იმედით ცოცხლობს!“ - მეუბნება სამოცდათვრამეტი წლის ბებია და სახლში შევყავარ. ინტერიერის მთავარი „ღირსშესანიშნაობის“ - კედელსა და ჭერზე გაჩენილი ბზარების, დამსკდარი კედლების და აქა- იქ დადგმული ტაშტების შემხედვარე ვხვდები, რომ ამ სახლში იმედი ყველაზე მეტადაა საჭირო! როგორც თავად მეუბნება, უფულობაზე მეტად წვიმის ეშინია. ორმოცდამეათე წელი ილევა, რაც ამ ეზოში ცხოვრობს. სახლი კაპიტალურად თითქმის არასდროს არ შეუკეთებიათ. ამიტომ ოთახებში, გუბეებთან ბრძოლისას, ტაშტების „მძიმე არტილერიას“ იყენებს. ბათქაშის ცვენა კი უკვე ყოველდღიურობის უცვლელი ნაწილია... „არადა, რა დიდებული მეუღლე მყავდა!“ - ამატებს უეცრად და, ძველი დიდების დასტურად, ქმრის ფოტოებსა და მის მიერ შექმნილ ნაკეთობებს მიჩვენებს. „სერგო რომ ცოცხალი იყოს, ასე ხომ არ ვიქნებოდი?“ - ახლაღა ვამჩნევ აცრემლებულ თვალებს. სერგომ სულ რამდენიმე წლის წინ დატოვა.

„არსის“ პიარმენეჯერს უთქვამს, თუ ტენდერში გავიმარჯვებთ, ორ წელიწადში ახალ ბინებს მიიღებთო. ამ ასაკში დრო წლებით აღარ იზომება, ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს! „ამაყი ქალი ვარ, მთელი ცხოვრება პატიოსნად და წესიერად ვიცხოვრე. ნამდვილად არ ველოდი, თუ ასეთი სიბერე მექნებოდა“. ახლა უნდა ბებია თინას სიცოცხლე, ამიტომ ორი წელიც ბევრი ეჩვენება და მთავრობასთან მაბარებს, უფრო მალე გამიყვანეთ, აქ რომ მოვკვდე, სირცხვილიაო! - „23 წლისა გავთხოვდი. ჩემი და სერგოს მშობლები ერთმანეთს იცნობდნენ და მალევე გავყევი. რატომ არ წამიყვანდა რა?“. შემდეგ ჩაფიქრებული უყურებს კედელს და აგრძელებს: „ბიჭი შემეძინა. მასაც ჩემსავით დიაბეტი აქვს. აქ ვერ ააწყო ვერაფერი. სომხეთში წავიდა სამუშაოდ. თუმცა, იქაც ვერაფერი გამონახა, ხელმოკლედ ვცხოვრობთ“. შვილი ზრდასრული მამაკაცია, რომელსაც ჩემი სტუმრობის დღეს ელის დედა. ამაყ ქალბატონს კვლავ ცრემლი ადგება, სახე სათქმელს წინასწარ მკარნახობს, ემოციები სწრაფად იცვლება და საუბარში გითრევს. ნათესავები ეხმარებიან. მათ ყოველთვის კეთილად მოიხსენიებს! ხელმოკლეობამ საჭიროებებზე ხელი ვერ ააღებინა. მეუღლის საფლავის მოვლაში ყოველთვიურად ხუთ ლარს იხდის. ადრე თურმე ათს იხდიდა, მაგრამ მერე სასაფლაოს უფროსს უთქვამს, თანხას მოუკელითო! მათაც ორჯერ შეუმცირებიათ. მოქანდაკე იყო მისი ქმარი. ახალგაზრდობაში ქეიფი და ხელოვნება ჰყვარებია. ხან ვისთან დადიოდნენ სტუმრად, ხან - ვისთან. მაგრამ დრომ თავისი ქნა. წარსული ოცნებად იქცა. ახალ სახლში რომ გადავალ, ერთი მაგრად უნდა ვიქეიფოო, - სიცილით ამბობს თინა ბებო. ოცნება ბევრი აქვს, განსაკუთრებით დილაობით, ექვს საათზე რომ ადგება და ფოთლებს გადახედავს აივანზე. აბა, დიასახლისი რის დიასახლისია, თუ ყველაფერი არ მოაწესრიგა? ბუნაგში რომ იცხოვრო, მაინც სუფთად უნდა გამოიყურებოდეო! ოთახში პრეზიდენტის პოსტერი ჰქონდა გაკრული. ერთხელ მიშამ გააბრაზა და, დროშასთან ერთად, კედლიდან მაცივარზე მიუჩინა ადგილი! დროშაზე რომ ვკითხე, მიპასუხა: „აბა, მე რა ვიცი, რას ვერჩოდი!“ კიდევ ერთ რამეზე ოცნებობს - ფართი ფართში გაცვალოს. ტენდერი მოიგონ. მაშინ ხომ იქ, სადღაც, ახალი სიცოცხლე დაიწყება. ოღონდ აქედან დროზე გაიყვანონ!

0x01 graphic

ფოტო: „არსი“

თუმცა ყველას იგივე განწყობა არ აქვს. სულ რამოდენიმე ქუჩის იქით, კიდევ ერთ იტალიურ ეზოში შევედი. ოჰ, ეს იტალიური ეზო - როგორ უყვარს საკუთარი ხანდაზმულობის დემონსტრირება! ბებია აივანზე გადმომდგარიყო და ალმაცერად მიყურებდა. „შენს მეტი ვერავინ გამოგზავნეს?“ - დამიძახა თუ არა, უცბად მისვლის მიზეზის ახსნა-განმარტებას შევუდექი. ამ დროს მეორე ფანჯრიდან ქალბატონმა დალიმ გამოიხედა, ამხედ-დამხედა, საშუალო ასაკის, მკვეთრი გამოხედვის ქალბატონი აშკარად ჩემთან საუბარს აპირებდა. ქალბატონი დალი ფიქრობს, რომ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე მხოლოდ სამშენებლო კომპანიების დასახმარებლად შეიქმნა და მოსახლეობის ინტერესები მასში გათვალისწინებული არ არის. ამას მეუბნება მკაცრად და თან მეზობლის ფანჯრებს უყურებს... ვინ იცის, იქნებ იმ მეზობლების ერიდება, რომლებსაც მისი უარყოფითი პოზიციის გამო კვლავ დაზიანებულ ეზოში მოუწევთ ცხოვრება. ქალბატონ დალი ჟველიას ინტერესებს მისი ხმა ყველაზე უკეთ გამოხატავს, „ფართი ფართში?! ირონიულად მეუბნება, - უნდა დამიმატონ! სარდაფის ფართის ნაწილიც უნდა მომცენ და ეზოს 30 კვადრატიც - განა ასე არ არის?! თან სად გადავიდე, გენაცვალე, ფურცელზე არსებულ შენობაში?“ მართალია, 12 ოჯახი ამ პროექტის ფარგლებში უკვე ახალ ბინაში ცხოვრობს, მაგრამ ქალბატონ დალის ამის არ სჯერა! როცა პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს, მხოლოდ მან განაცხადა უარი - ამიტომ ეზოს ეს პროექტი არ შეეხო. აქ სახლები ნგრევას განაგრძობენ, მერია კი სანაცვლოდ მოსახლეობას ვერაფერს ჰპირდება - გარდა ყოველთვიურად გაცემული 200-ლარიანი ქირის გადასახადისა, რომელიც შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს

0x01 graphic

თინა კიკოლაშვილი
ფოტო: ბესო დარჩია

ფაქტია, რაც უფრო ბევრი იქნება ასეთი „გაურკვეველი“ სიტუაცია, მით უფრო გაჭიანურდება ნგრევის პირას მყოფი სახლების „გადარჩენა“. ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე თვის წინ არ იყო, როდესაც მოლაპარაკებაზე მისულ „არსის“ ხალხს აღარც კიბე დახვდა და აღარც ორსართულიანი სახლის ნახევარი. ჩამონგრეულიყო.

21 საბჭოთა მართლმადიდებლობა

▲ზევით დაბრუნება


ნოდარ ლადარია|სვეტი

0x01 graphic

ღმერთს ღვთისა, სუკს კი სუკისა

1993 წელს იტალიაში გამოქვეყნდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა ანგარიშები, რომლებსაც ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები საბჭოთა უშიშროებას აბარებდნენ საზღვარგარეთიდან ყოველი ჩამოსვლის შემდეგ. განგებ დავწერე ეს გრძელი სიტყვა - „საზღვარგარეთი“ - დღეს ის სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოიყენება, სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მის მაგიერ კონკრეტული ქვეყნის ან კონტინენტის სახელი. მივეჩვიეთ იმას, რომ ქვეყნიერება ჭრელია და დუბაიში მოგზაურობას ძალზე ცოტა რამ აქვს საერთო ლონდონში ვიზიტთან. მაშინ კი ასე არ იყო: სიტყვა „საზღვარგარეთი“ უნდობლობისა და მიმზიდველობის უცნაურნარევს აღნიშნავდა.

პირდაპირ ვიტყვი, არაფერი წამიკითხავს ამ ანგარიშებზე უფრო მოსაწყენი: მივედით, დაგვხვდნენ, ვილაპარაკეთ, ვივახშმეთ, შეიჭამა, დაილია, განვიხილეთ თემები...

კონან დოილის ერთ მოთხრობაში, „ჟღალთმიანთა კავშირი“, დანაშაულებრივი ჯგუფი ფიქტიური კონკურსის საშუალებით ქირაობს ერთ კაცს თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი და კარგად ანაზღაურებადი საქმის გასაკეთებლად. კაცს დასვამენ და ბრიტანეთის ენციკლოპედიის გადაწერას დაავალებენ. სინამდვილეში, სჭირდებათ, რომ ეს კაცი შინიდან დიდი ხნით გამოიტყუონ, რადგან ბანკის გასაძარცვავად გვირაბს თხრიან. საქმის არსი აქაც სწორედ ისეთი იყო: სუკი რაღაც ფორმალურ და უინტერესო სისულელეებს აწერინებდა მაღალ იერარქებს, რითაც ორ კურდღელს იჭერდა.

კურდღლები სხვადასხვა ზომისანი იყვნენ. ერთი, უფრო პატარა ბაჭია, წმინდა სინოდს აგრძნობინებდა, ვინ არის უფროსი. როცა იძულებული ხარ, წამდაუწუმ იმაზე იფიქრო, რისი ჩაწერა მოგიწევს ანგარიშში, ბუნებრივად ეჩვევი მონობას. ჰოდა, ქრისტეს მხედრობასაც შესაბამისი კორექტივი შეჰქონდა ახალ აღთქმაში: ღმერთს ღვთისა, სუკს კი სუკისაო.

0x08 graphic

მეორე კურდღელი გაცილებით უფრო დიდი იყო და ამ თამაშში მართლმადიდებელ სამღვდელოებას სრულიად პასიური როლი ენიჭებოდა. უფრო სწორად, ის მხოლოდ გადაადგილდებოდა.

დანიშნულების ადგილი კი მსოფლიო საეკლესიო საბჭო იყო: ქრისტიანთა ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. ის აგებულია პრინციპით „ყველა მინუს კათოლიკეები“ და 400 მილიონ ზემეტ ქრისტიანს აერთიანებს. ამ ორგანიზაციის სათავეში დგას აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც ძალიან ხშირად განიცდის მემარცხენე ხასიათის გავლენებს, ხოლო საბჭოთა პერიოდში ასევე ხშირად იყო მოსკოვის პოლიტიკური ხაზის მომხრე. სწორედ ამ ტრიბუნის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება იყო საბჭოთა მთავრობის მთავარი მიზანი და არა საკუთარი ეპისკოპოსების კონტროლი, რომელიც ყოველგვარი გადაბირების გარეშეც მოხერხდებოდა.

მაგალითად, 1983 წელს, როცა მსოფლიო საეკლესიო საბჭოს გენერალური ასამბლეა კანადაში, კერძოდ, ვანკუვერში ტარდებოდა. ცოტა ხნით ადრე კიევში მოიწვიეს ქრისტიან ქალთა კონგრესი. აქ წაკითხული მოხსენებები და სიტყვები, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსაწყენ და უსარგებლო „ბლაბლას“ მიეკუთვნებოდა, მთავარი კი ის იყო, რომ რუსული ეკლესიის ინსტრუქტირებულმა დელეგატებმა დაარწმუნეს დანარჩენები, არ ეყარათ კენჭი ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის მოთხოვნაზე. არგუმენტი მარტივი იყო: თუ ამგვარ მოწოდებას მოეწერება ხელი, საბჭოთა კავშირის მკვიდრ ქრისტიან ქალებს ვან კუვერში არ გა უშვებენ.

ამავე მიზეზით ამავე წელს მსოფლიო საეკლესიო საბჭომ უარი თქვა, ეღიარებინა სარწმუნოებრივი ნიშნით დევნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირის „მშვიდობის ფონდთან“ - უმსხვილეს ორგანიზაციასთან, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა საბჭოთა საგარეო პოლიტიკის ხელშესაწყობად. უფრო მეტიც, მსოფლიო საეკლესიო საბჭო აქტიურად ეხმარებოდა მთელ მსოფლიოში მემარცხენე ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, რაც ალბათ ვერ მოხდებოდა საბჭოთა საგარეო დაზვერვის მონაწილეობის გარეშე.

უფრო ადრე, 1950-იან წლებში, როცა მსოფლიო საეკლესიო საბჭოს ძირითადი თემა იყო ეკუმენიზმი ანუ სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდინარეობათა შორის თანაარსებობისა და ურთიერთობის პოლიტიკა, მაშინ საბჭოთა ათეისტური პრესა სავსე იყო ეკუმენიზმის კრიტიკით. ეკუმენიზმი აღქმული იყო როგორც ბურჟუაზიული იდეოლოგიის გავრცელების საშუალება. მე წამიკითხავს იმდროინდელი საბჭოთა ჟურნალები და გამკვირვებია, როგორ ჰგავდა მათი რიტორიკა იმ „ფუნდამენტალისტი“ სამღვდელოების ენას, რომლებიც 1980-იანი წლების ბოლოდან დღემდე საქართველოს ეკლესიაში გმობენ ეკუმენიზმს. გასაგებია, რომ ჩვენში ამგვარი დამოკიდებულების კულტივირება სსრკ-ს სამართალმემკვიდრეს, რუსეთს აძლევდა ხელს.

მაგრამ 1960 წლიდან ყველაფერი შეიცვალა. სუკმა ღრმად შეაღწია მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წიაღში და „მშვიდობისთვის ბრძოლა“ გახდა ამ ორგანიზაციის ერთ- ერთი მთავარი მიმართულება. ამ დროიდან საბჭოთა პრესაშიც ქრება ეკუმენიზმის კრიტიკა. სწორედ ამ წლებში ააქტიურებენ სუკის თანამშრომელ სამღვდელოებას: ერთი მხრივ, მას საბჭოთა საგარეო პოლიტიკისთვის უნდა დაეჭირა მხარი საერთაშორისო არენაზე, მეორე მხრივ, სსრკ-ს რეაბილიტაცია მოეხდინა რწმენის თავისუფლების საკითხში.

გასაგებია, რომ 1997 წელს საქართველოს ეკლესიის გამოსვლა მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან იმავე პოლიტიკის ნაწილი იყო: რუსეთი ჩვენმა თავისუფლებამ შეაშინა, ამიტომაც მიაღწია ჩვენს გამოსვლას. მართალია, ჩვენს ეკლესიაში აზრის თავისუფლებამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ მაინც...

22 მცენარე და ადამიანი

▲ზევით დაბრუნება


ჯანმრთელობა|საზოგადოება

როდესაც სახლისთვის დეკორატიული მცენარის ყიდვას გადაწყვეტ, პირველ რიგში, მას ვიზუალურად აფასებ. ირჩევ ყვავილოვან ან ფოთლოვან მცენარეს სიმაღლისა და მოცულობის მიხედვით. თუ წინასწარ არ იცი, რომელ ოთახში დადგამ, უყურებ სასურველ მცენარეს და ცდილობ, წარმოსახვით მიუჩინო ადგილი. თუ სად განთავსდება ლამაზ ქოთანში ჩარგული მცენარე, დამოკიდებულია ოთახის კედლების ფერსა და ინტერიერზე. მცენარისა და მისთვის განკუთვნილი ადგილის სრული შესაბამისობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალი სიცოცხლე სახლში იდილიას შემოიტანს. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველა მცენარე ოჯახში შემოსვლისთანავე აკონტროლებს აურას. მცენარეები გავლენას ახდენენ ოჯახის წევრთა ხასიათზე, მათ ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე. არ გჯერათ?

ალოკაზია - ამ მცენარეს უცნაური თვისება აქვს: გაწვიმებამდე „ტირილს იწყებს“ - მისი ფოთლის წვერზე ჩნდება გამჭვირვალე წვეთები, რის გამოც „მტირალას“ ეძახიან. ლათინოამერიკული წარმოშობის „მტირალას“ უმეტესწილად ქალაქში, სამთავრობო დაწესებულებებში წააწყდებით, რადგან ეს მცენარე ადამიანის ფსიქიკას აწონასწორებს და დაძაბულობას ხსნის. თუ ერთ ოთახში ალოკაზიის რამდენიმე ქოთანს დადგამთ, ეს ბიოველის უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. ალოკაზია ცნობილია, როგორც ნერვული სისტემისა და ძილის მარეგულირებელი მცენარე.

კაქტუსის ფორმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის თვისებებსა და დანიშნულებაზე. ეს მცენარე განსაკუთრებით ესაჭიროება ოჯახებს, რომლის წევრებიც ფეთქებადი ხასიათით ან, პირიქით, ზედმეტი უემოციობით გამოირჩევიან. მაღალი კოლონისებრი კაქტუსები უარყოფით ენერგიას გარეგნულად მშვიდი და აუღელვებელი ადამიანებისგან იღებენ; მრგვალი ფორმის კაქტუსები ბიოველს მსუნაგი ადამიანებისგან იცავენ. ამიტომ ასეთი ტიპის კაქტუსი ჭარბ წონიანი ადამიანებისთვის არის რეკომენდებული; თითისებრი კაქტუსები გარშემომყოფთ ადამიანის უხეშობისგან იცავს. მხოლოდ „უნივერსალურს” შეუძლია სამმაგი ეფექტის მოხდენა. ასეთი ტიპის კაქტუსს ოვალური ფორმა აქვს. მაგალითად, მექსიკის სოფლებში კაქტუსს მოტეხილობის დროს იყენებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ამ მცენარისგან დამზადებული წამალი შეხორცების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. სხვათა შორის, „ლოფოფორა უილიამსად“ წოდებული კაქტუსის სახეობა იწვევს მხედველობით და სმენით ჰალუცინაციას, რომელსაც აცტეკებისა და მაიას ტომები იყენებდნენ სხვადასხვა რიტუალის დროს, მათ შორის, მსხვერპლშეწირვისას, რის გამოც კაქტუსის ამ სახეობით ვაჭრობა და მისი გამრავლება ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეულ პერიოდში კანონითაც კი ისჯებოდა.

0x01 graphic

კაქტუსები, ალოკაზია ალოე კაქტუსები

ალოეს, როგორც სამკურნალო მცენარეს, ეგვიპტურ მედიცინაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ არაბებმაც შეიტყვეს და ალოეს ევროპაში სახელი გაუთქვეს. დღეს ალოეს მთელ მსოფლიოში იყენებენ. მისგან ამზადებენ კოსმეტიკურ საშუალებებს, გამოიყენება თერაპიაში, სტომატოლოგიასა და ოფთალმოლოგიაში. ალოე კარგია ოჯახებში, რომლის წევრები ხშირად ავადმყოფობენ; განსაკუთრებით იქ, სადაც ავადმყოფებს წოლითი რეჟიმი აქვთ; დადებითად მოქმედებს ჯანმრთელ, მაგრამ სუსტი ბიოველის მქონე ადამიანებზე. ეს დეკორატიული მცენარე იმუნიტეტს აძლიერებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, კარგია გაციების დროს და ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. დადებითად მოქმედებს სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებზე და გამოიყენება პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ. სტომატიტისგან განკურნებისთვის ალოეს ფოთოლი უნდა დაღეჭოთ ან ალოეს წვენი გამოიყენოთ სავლებად. თმის ძირების გასამაგრებლად კი 100 მლ ალოეს წვენი 0.5 ლ მშრალ ღვინოს უნდა შეურიოთ, 23 დღეს დააყენოთ და პერიოდულად შეანჯღრიოთ. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია თმის ცვენის საწყის ეტაპზე.

0x01 graphic

ფიკუსი

ფიკუსი მეოცე საუკუნეში თავისი სამკურნალო თვისებებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეკორატიული მცენარე იყო. დღეს მას სახლებში ნაკლებად შეხვდებით. ფიკუსის წვენი გამოიყენება რადიკულიტის სამკურნალოდ, ამსუბუქებს ნევრალგიას. ფიკუსისა და კომბოსტოს ფოთლები კარგია გაციების დროს. ფიკუსის გარემოში ადამიანების ენთუზიაზმის დონე იზრდება. სახლში, სადაც ფიკუსია, ოჯახის წევრები და სტუმრებიც თავისუფლად და კომფორტულად გრძნობენ თავს. ფიკუსი ადამიანებს კონცენტრაციასა და დროის რაციონალურად განაწილებაში ეხმარება. ღვიძლის მდგომარეობას აუმჯობესებს. ამ მცენარესთან ერთად თანაარსებობა კარგია მისთვის, ვისაც მეტყველების პრობლემა აქვს. თუ სახლში ფიკუსი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ კანისა და ძვლის ნებისმიერი დაავადება ან მოტეხილობა სწრაფად შეგიხორცდებათ. ფიკუსს მატონიზირებელი ზემოქმედება აქვს და ებრძვის შეშუპებასა და ტკივილს. ფიკუსის წვენით მრავალ დაავადებას მკურნალობენ. მას ხველისგან განკურნებაც შეუძლია. თუ ფიკუსის ფოთლებს სამი წუთის განმავლობაში მდუღარე წყალში მოხარშავთ, შემდეგ დარბილებულ ფოთოლს თაფლს წაუსვამთ და კომპრესს გულმკერდისა და ზურგის მიდამოებში დილამდე დაიფენთ, შედეგი არ დააყოვნებს. ასე მომზადებული ფიკუსის ფოთლების კომპრესი კომბოსტოს ფურცლებზე ეფექტურია. იმის გამო, რომ ფიკუსი შეშუპებას კარგად ებრძვის, ის მასტოპათიების სამკურნალოდ გამოიყენება. მაგრამ თუ ხშირად გაქვთ სტომატოლოგიური პრობლემები და წამლების უაზრო ყლაპვაც მოგბეზრდათ, მაშინ ფიკუსი თქვენთვის აუცილებელიცაა. ამ დეკორატიულ მცენარეს ხომ ყველაზე ძლიერი კბილის ტკივილის გაყუჩება შეუძლია. ამისთვის საჭიროა, 10 გრ ახალგამოწურულ ფიკუსის წვენს შეურიოთ 50მლ 70%25-იანი სპირტი, ორი დღეღამის განმავლობაში მაცივარში შეინახოთ და ძლიერი ტკივილის შემთხვევაში ხსნარი პიპეტით ჩაიწვეთოთ.

23 რატომ არ უნდა ისწავლებოდეს ინგლისური პირველივე კლასიდან

▲ზევით დაბრუნება


ბაკურ სულაკაური|სვეტი

0x01 graphic

ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სასურველია ინგლისური ენის შესწავლა სკოლებში პირველივე კლასიდან იწყებოდეს. არგუმენტად ის მოიყვანა, რომ ინგლისურის ცოდნა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ადამიანისთვის (შეუძლებელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო).

დღეს საქართველოს სკოლებში ინგლისური ენა საერთოდ არ არის სავალდებულო საგანი. სავალდებულოა რომელიმე სამი უცხო ენის სწავლება სკოლაში 12 წლის მანძილზე, თუმცა, რომელ ენებს ისწავლიან ბავშვები, ეს სკოლის გადასაწყვეტია. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პირველი უცხო ენა იწყება მე-3 კლასიდან, მეორე უცხო ენა - მე-7 კლასიდან, ხოლო მესამე უცხო ენა - მე-10 კლასიდან.

მაშასადამე, პრეზიდენტის ინიციატივაა, განხორციელდეს ორი არსებითი ცვლილება: ა) ინგლისური გახდეს სავალდებულო საგანი ყველა სკოლაში; და ბ) მისი სწავლება დაიწყოს პირველივე კლასიდან. პირველი ცვლილება საკმაოდ ლოგიკურია: უცნაურია, ასწავლიდე სამ უცხო ენას და მათ შორის არ იყოს ინგლისური. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, ის ალოგიკური მგონია და აი, რატომ:

რისი ბრალია, რომ ჩვენი სკოლების მოსწავლეებმა ინგლისური ხეირიანად არ იციან - იმის, რომ გვიან იწყებენ ინგლისურის სწავლას თუ იმის, რომ მათ პედაგოგებს აქვთ ცუდი შედეგები? თუ ყველაფერი მასწავლებლის ბრალია, რა მნიშვნელობა აქვს, როდის დაიწყებს ასეთი მასწავლებელი სწავლებას?

არსებობს მოსაზრება, რომ უნდა ჩამოვიყვანოთ 1000 უცხოელი ინგლისურის მასწავლებლად. დავანებოთ თავი ფინანსური დანახარჯების დათვლას და იმასაც, რომ 2500-ზე მეტ სკოლას არ ეყოფა ასე ცოტა მასწავლებელი (მით უმეტეს, რომ ბევრ სკოლაში ორი მასწავლებელიც კი ვერ იქნება საკმარისი). საინტერესოა, ამ უცხოელებს შორის რამდენი იქნება მეტ-ნაკლები პედაგოგიური გამოცდილების მქონე, რომ თუნდაც მცირე შედეგი მივიღოთ? ვისაც შეხება ჰქონია სასკოლო პრაქტიკასთან, დამეთანხმება, რომ უცხოეთის სკოლებში ასე თუ ისე ხელშესახები შედეგები აქვთ მხოლოდ მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს. მაგრამ შედეგები მაღალკვალიფიციურ ქართველ პედაგოგებსაც აქვთ.

ნებისმიერ ასეთ ინიციატივას, თუ მის განხორციელებას დაიწყებენ, მოჰყვება ხოლმე ცვლილებები დანახარჯებში (როგორც ფინანსური, ისე სხვა სახის). მაგალითად, საჯარო სკოლებში ინგლისურის დაწყება პირველ კლასში ჯერ იწვევს ცვლილებებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში; სანამ გეგმა დაინერგება, ჯერ ისაა შესამოწმებელი, არსებობს თუ არა ადამიანური რესურსი მის განსახორციელებლად (დამატებით რამდენიმე ათასი ინგლისური ენის პედაგოგი) და თუ არსებობს, რა დაჯდება ეს სიამოვნება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რესურსები არსებობს, კითხვა ასე ისმის: რას მივიღებთ ამ ყველაფრის შედეგად, რამდენად ეფექტიანი იქნება ზემოხსენებული დანახარჯები?

გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს (განსაკუთრებით მათ, ვინც თავად არ იცის ინგლისური), ჰგონიათ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებ ინგლისურის (ან სხვა უცხო ენის) შესწავლას, მით უფრო უკეთესი შედეგი გექნება საბოლოოდ.

ევროსაბჭოს განათლების კომიტეტმა წევრი ქვეყნებისთვის შექმნა საერთო ბაზა, რომელიც განსაზღვრავს ენის ცოდნის კვალიფიკაციას და ხელს უწყობს მასწავლებლების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემდგენლების, აგრეთვე სერთიფიკატის გამცემი ორგანიზაციებისა და უცხო ენების სწავლების ადმინისტრატორთა შეთანხმებულ მოქმედებას. ენების სწავლის, სწავლებისა და შეფასების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით განისაზღვრა ენის ცოდნის ექვსი ძირითადი დონე: A1, A2, B1, B2, C1, C2.

A დონე ნიშნავს ენის ელემენტარულ დონეზე გამოყენებას, B დონე - ენის დამოუკიდებლად გამოყენებას, ხოლო c დონე - ენის კომპეტენტურად გამოყენებას. თითოეული დონე ორ ქვედონედ იყოფა.

რომელიმე დონე რომ დაიძლიოს, არსებობს რეკომენდაცია, დაახლოებით რამდენი სასწავლო საათია საჭირო. მაგალითად, თუ ჩვენი მიზანია B1 დონის დაძლევა, ეს შეესაბამება გარკვეული რაოდენობის სასწავლო საათებს, რომელიც ნაწილდება წელიწადების გარკვეულ რაოდენობაზე.

ჯერჯერობით ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს B დონის დაუფლებას. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიზნად დავისახავთ C1 დონის მიღწევას, ამის გაკეთებას დასჭირდება არა სწავლების დაწყება პირველივე კლასიდან, არამედ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე სასწავლო საათების დამატება, აგრეთვე ინგლისურის მასწავლებელთა კვალიფიკაციის საგრძნობი ზრდა (ამჟამად არსებული მასწავლებლების აბსოლუტურ უმრავლესობას თავად არა აქვს C1 დონე).

ერთი სიტყვით, მთავარია არა რომელი კლასიდან ვიწყებთ, არამედ რა ინტენსივობით ვასწავლით (თუ პედაგოგი მოწოდების სიმაღლეზეა).

ალბათ საინტერესოა, როგორ ხდება სხვა ქვეყნებში, რომელი ასაკიდან იწყება უცხო ენის სწავლება. შედარებისთვის გავიხსენოთ, რომ საქართველოში უცხო ენას იწყებენ რვა წლის ასაკიდან (ოფიციალურად, საჯარო სკოლებში).

ქვეყანა

რომელი ასაკიდან იწყება უცხო ენის სწავლება

დანია
გერმანია
ლატვია
ლიტვა
ჰოლანდია
პოლონეთი
საფრანგეთი
იტალია
ისლანდია

9
8
9
10
10
10
7
6
10

მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც უცხო ენა პირველივე კლასიდან იწყება. თუ ცხრილს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ყველაზე ადრე იტალიასა და საფრანგეთში იწყება უცხო ენა, გაცილებით ადრე, ვიდრე ჰოლანდიაში, თუმცა, საბოლოო შედეგები ამ ქვეყნებს უარესი აქვთ.

ბავშვი ძალიან ადვილად სწავლობს ნებისმიერ ენას, თუ ბუნებრივ გარემოში მოხვდება. სამწუხაროდ, ასეთი ბუნებრივი გარემოს შექმნა, როგორც წესი, სკოლაში ვერ ხერხდება ხოლმე (მასწავლებელმა, ინგლისურის გარდა, სხვა ენა არ უნდა იცოდეს და საკმარისი პედაგოგიური უნარიც უნდა ჰქონდეს, რომ, მიუხედავად ამისა, ბავშვებს მაინც გააგებინოს რაღაც). ამიტომ, სკოლებში (და რეპეტიტორებთანაც) ბავშვები საუკეთესო შემთხვევაში სწავლობენ ცალკეული სიტყვების და ზოგჯერ ფრაზების მნიშვნელობებს. სიტყვებს კი იზეპირებენ, მაგრამ ენის ფლობა არ არის უბრალოდ სიტყვების ცოდნა, ენა კომუნიკაციის საშუალებაა და, შესაბამისად, თუ ბავშვს არ შეუძლია მეტყველება, მოსმენილის გაგება და წერა-კითხვა, მან ენა არ იცის.

მე მისაუბრია სხვადასხვა სასწავლო ცენტრის ინგლისურის პედაგოგებთან და ყველა აღნიშნავს, რომ ადრეულ ასაკში ინგლისურის სწავლის დაწყება არაფერს აძლევს მოსწავლეს. გარკვეული ასაკიდან (10-11 წელი) ის ბავშვი, რომელიც მანამდე საერთოდ არ სწავლობდა ენას, მცირე ძალისხმევის ფასად სულ რამდენიმე თვეში დაეწევა ბავშვს, რომელიც მანამდე ხუთი წელი ემზადებოდა რეპეტიტორთან.

შესაბამისად, ყველა ის ფინანსური თუ ადამიანური რესურსი, რაც ქართველი მშობლის გაუთვითცნობიერებლობის შედეგად იხარჯება რეპეტიტორებზე ადრეული ასაკიდანვე, წყალშია გადაყრილი.

ერთი სიტყვით, მოსაზრება, რომ ინგლისური სავალდებულო საგანი (თანაც, პირველი უცხო ენა) გახდეს, ნამდვილად მისასალმებელია. მაგრამ, იმისთვის, რომ ინგლისური ვასწავლოთ, სულაც არ არის საჭირო ამის გაკეთება პირველივე კლასიდან. უბრალოდ, მასწავლებლების კვალიფიკაცია უნდა ამაღლდეს. ეს კვალიფიკაცია კი ორი კომპონენტისგან შედგება: მასწავლებელმა თავად უნდა იცოდეს ენა და სათანადო პროფესიულ უნარებს ფლობდეს.

24 ამბები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

რუსულ ჯარში ახალწვეულებს ორგანოების გასაყიდად კლავენ

ტატიანა სუსლოვას შვილის „თვითმკვლელობის“ ამბავი ჯარიდან 23 მაისს შეატყობინეს. მისი შვილი რომანი ომსკიდან ხაბაროვსკში მიმავალ მატარებელში გამოესალმა სიცოცხლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის მეშვიდე ომსკელი ახალწვეულია, რომელიც მსგავს ვითარებაში გარდაიცვალა. ისევე როგორც წინა შემთხვევებში, ჯარიდან იუწყებოდნენ, რომ ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. თუმცა, ახლობლებთან გაგზავნილ კუბოებში, რომლებსაც ზოგჯერ კატეგორიული გაფრთხილებაც ახლდა, არ გახსნათო, ყოველთვის საეჭვოდ დასახიჩრებული სხეულები იყო. სხეულებს არ ჰქონდათ ჩამოხრჩობის კვალი კისერზე, სამაგიეროდ ჰქონდათ ჰემატომები, ემჩნეოდათ მძიმე დარტყმებისა და ინექციების კვალი. რაც მთავარია, ყველა დაღუპულს აერთიანებდა ერთი ნიშანი - გაკერილი ჭრილობა მთელი ტანის გასწვრივ, რომლის გახსნის შემდეგ აშკარავდებოდა, რომ გვამს შინაგანი ორგანოები არ ჰქონდა.

შეკითხვაზე, თუ რატომ გამოაცალეს მის შვილს ორგანოები, ერთ-ერთი დაღუპულის დედას ხაბაროვსკელმა ექსპერტმა სასამართლოს შენობაშივე მიუგო: „რა, არ იცი, რომ შავ ბაზარზე თირკმელი 50 ათასი დოლარი ღირს?“ ამ ფაქტს მოსამართლე, პროკურორი და პროცესის სხვა მონაწილეებიც შეესწრნენ, თუმცა სასამართლოში ვერაფრის დამტკიცება მაინც ვერ მოხერხდა. იმავე პერიოდში ხაბაროვსკში მხოლოდ თირკმლის უკანონო ამოჭრის 100-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. ჟურნალისტების ვარაუდით, ორგანოები მეზობელ ჩინეთში იყიდება, სადაც ამგვარი ვაჭრობა შედარებით თავისუფალია.

0x01 graphic

ღაზას ფლოტილიაზე თავდასხმის გამო ებრაელები გეიპარადზე არ დაუშვეს

0x01 graphic

თელავიველი გეების დელეგაციას უარი უთხრეს მადრიდში გასამართ გეების „სიამაყის მსვლელობაში” მონაწილეობაზე. მიზეზად ორგანიზატორებმა ის დაასახელეს, რომ თელ ავივის მთავრობას არ დაუგმია ისრაელის რეიდი ღაზას ფლოტილიაზე, რომელსაც ცხრა ადამიანი შეეწირა. „მომხდარის შემდეგ მათთვის მონაწილეობის უფლების მიცემა ბარბაროსობა იქნებოდა ჩვენი, როგორც ადამიანის უფლებების დამცველთა მხრიდან,“ - განაცხადა ესპანეთის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელმა ანტონიო პოვედამ.

საპასუხოდ თელ ავივის მუნიციპალიტეტის სპიკერმა ეითან შვარცმა ესპანელ გეებს შეახსენა, რომ ისლამისტ ფუნდამენტალისტებს ისრაელის განადგურებასთან ერთად გეების დახოცვაც სურთ. მან ევროპელები ისრაელში დაპატიჟა და ღაზას სექტორში გასეირნებაც შესთავაზა, რომ ჰამასის მმართველობას გაეცნონ. შვარცი ესპანელებს არაბ გეებთან შეხვედრასაც დაჰპირდა, რომლებიც ისრაელში იმიტომ ჩადიან, რომ შინ, ორიენტაციის გამჟღავნების შემთხვევაში, სიკვდილი ემუქრებათ. მისივე თქმით, სამხედრო ოპერაციების შეფასება თელ ავივის მთავრობის საქმე არ არის და ვერც იმას იხსენებს, მადრიდელ გეებს ოდესმე დაეგმოთ პალესტინელთა ტერორისტული თავდასხმები ებრაულ კაფეებსა თუ ავტობუსებზე.

მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად ჩასული ჟურნალისტები გაძარცვეს

სამხრეთ აფრიკის უდიდეს ქალაქ იოჰანესბურგიდან 75 კილომეტრში, პორტუგალიის ნაკრების მახლობლად გაჩერებულ ჟურნალისტებს თავს დაესხა ორი შეიარაღებული კაცი. ქურდები ჟურნალისტებთან სასტუმროში შეიჭრნენ. სანამ ერთი მძარცველი მსხვერპლს იარაღს უმიზნებდა, მეორე ნივთებში იქექებოდა. სამი ჟურნალისტიდან ორს - ესპანელ მიგუელ სერანოსა და პორტუგალიელ რუი გუსტავო მორაისს ძარცვის დროს არ გაღვიძებია. თვითმხილველი მხოლოდ პორტუგალიელი ანტონიო ფიმოესია. ქურდებმა ჟურნალისტების კუთვნილი ფული, საბუთები, ფოტომასალა და ტანსაცმელი წაიღეს.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

25 რეფორმა, რეფორმა და კვლავ რეფორმა...

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რაზა

ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ

ალექსანდრე დოლიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა კვლავაც აქტუალურია და ხშირად ხდება სპეკულაციების საგანი. წარმატებების პარალელურად ნაკლოვანებებიც არ მალავენ თავს და აშკარაა, რომ, საარჩევნო კამპანიის წარმატებული გაშუქების ფონზე, მაუწყებლის მიმართ ინტერესი გაიზრდება და მოთხოვნის სტანდარტებიც აიწევს.

ახალგამოწვევებზე პასუხის გაცემა არა მხოლოდ ახალი, კრეატიული პროგრამების შექმნას, ინსტიტუციური რეფორმების გატარებასაც უნდა გულისხმობდეს. ძველი გამოწვევები კვლავ ძალაშია: მოძველებული ტექნიკა, უზომოდ დიდი ადმინისტრაციული ხარჯები, სიგნალის გავრცელების პრობლემა, როცა მოსახლეობის მხოლოდ 70%25 ახერხებს სიგნალის მიღებას და გავრცელება კვლავაც კერძო მაუწყებლების დახმარებით ხდება, რესურსების სიმწირე და ა.შ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღემდე ვერ განსაზღვრა განვითარების პრიორიტეტები და სტრატეგია. გაურკვეველია, რატომ იხარჯება 25-მილიონიანი ბიუჯეტის თითქმის 30%25 საინფორმაციო გამოშვების მომზადებაზე და თითქმის ნახევარი ამორტიზებული ინფრასტრუქტურისა და არაეფექტურად მოწყობილი ადმინისტრაციის შენახვაზე. ამ უკანასკნელი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს მაუწყებლის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული წლიური ანგარიშიც. ხუთგვერდიან დოკუმენტში, პირველ რიგში, „არაკვალიფიციური ადმინისტრაციული რესურსი“ იკითხება და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი.

არც ძველი საქმეებია დასავიწყებელი. წლების განმავლობაში, სახელმწიფო ტელევიზიად არსებობის დროს, პირველი არხის ფინანსურ ანგარიშებში გაურკვეველი დავალიანებები გროვდებოდა, რომლის გადახდა ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს უწევს. საინტერესოა, რომ დღემდე არ გამოკვლეულა, თუ რატომ და როგორ წარმოიშვა ეს დავალიანებები. არც წინა დირექტორის მიერ ჩატარებული ტენდერები უნდა დავივიწყოთ, როცასხვადასხვა კონკურსში იმარჯვებდნენ მხოლოდ გარკვეული კომპანიები და მაუწყებელს ასტრონომიული თანხები უჯდებოდა, მაგალითად, ქალბატონ ინგა გრიგოლიას გადაცემების მოწყობა. დღემდე გაურკვეველია, რატომ იღებდა ასეთ დიდ ხელფასს ქალბატონი ინგა და ეს თემა არა მარტო სამოქალაქო დებატების, არამედ შეიძლება სამართალდამცველთა ინტერესის საგანიც გახდეს.

მანამდე კი ცხელი საფეხბურთო ივნისი დადგა და მაუწყებლის მიმართ ახალი კითხვები გაჩნდა. რატომ უნდა გადასცემდეს პირველი არხი ფეხბურთის ჩემპიონატს ექსკლუზიურად და უნდა უთმობდეს თუ არა მთლი ან საეთერო დროს ფეხბურთის მატჩებს? ივნისიდან პროგრამების დიდი ნაწილი შეწყდა და ეს თემაც სპეკულაციის საგნად იქცა. ამიტომ სიტუაციის განმარტებისთვის რამდენიმე ფაქტს მოვიტანთ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი შექმნიდან მოკლე ხანში ევროპის მაუწყებლების კავშირის ნამდვილი წევრი გახდა. საქართველოში მოქმედი სხვა მაუწყებლები დამსწრის სტატუსით სარგებლობენ. ევროპის მაუწყებელთა კავშირი საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებების გავრცელებაზე შეღავათიან პირობებს სთავაზობს საკუთარ წევრებს. ასე მოიპოვა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს ტერიტორიაზე მსოფლიო ჩემპიონატის ექსკლუზიური ტრანსლირების უფლება. 2006 და 2008 წლებში კერძო მაუწყებლებმაც გამოთქვეს სურვილი, სხვადასხვა თამაში ეჩვენებინათ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათთან კონტრაქტები გააფორმა და გაიყო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების თამაშების ტრანსლაცია, იმ პირობით, რომ კერძო მაუწყებლები საკუთარ წილს თვითონ დაფარავდნენ სარეკლამო შემოსავლებიდან. კონტრაქტი კონტრაქტად დარჩა და უკვე ოთხი წელია საზოგადოებრივი მაუწყებელი ამაოდ ელის ანაზღაურებას. ამიტომაა, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ყურება მხოლოდ პირველ არხზე იქნება შესაძლებელი და მეტ საეთერო დროსაც დაიკავებს.

ცხადია, ზედმეტია იმაზე საუბარი, არის თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირება საზოგადოებისთვის აქტუალური და საინტერესო. ამ სა ზოგადოებისთვის ძნელი იქნება იმის ახსნა, თუ რატომ უნდა დაიხარჯოს ხალხის ფული იმაში, რასაც კერძო მაუწყებლები საკუთარი ხარჯებით ისედაც გააკეთებდნენ.

სკანდალის თემაა მიმდინარე პროგრამების შეჩერება პირველ არხზე. უკმაყოფილო ჟურნალისტების თქმით, გადაცემების შეწყვეტის შესახებ მათ ბანკისგან შეიტყვეს, როცა ხელფასის ასაღებად მივიდნენ. თუმცა, როგორც გაირკვა, კონტრაქტის ვადა სხვადასხვა პროექტში დასაქმებულ ჟურნალისტებს წინასწარ ჰქონდათ დადგენილი და ვადის ამოწურვასთან ერთად შეუწყდათ ხელშეკრულება. ძველი პროგრამები აღარ განახლდება იმ მარტივი მიზეზით, რომ ახალი სამაუწყებლო სეზონისთვის პროგრამული ბადის სრული განახლება დაიგეგმა.

0x01 graphic

ილუსტრაცია: სოფო კირთაძე

ახალი პროექტის მომზადება ორ თვეს მაინც მოითხოვს და პირველი შედეგების ნახვისა და შეფასების საშუალება საზოგადოებას ოქტომბრის დასაწყისისთვის ექნება. მანამდე კი ივნისი ძირითადად ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებას დაეთმობა, ხოლო მომდევნო ორი თვე ძველი პროგრამების გამეორებას. მხოლოდ საინფორმაციო სამსახური, დილის გამოშვებები და რამდენიმე ტოქ შოუ შენარჩუნდება განახლებად რეჟიმში.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ, თუ მოცდა იყო, ბარემ ბოლომდე მოეცადათ და ახალი ტოქ შოუები უკეთესად გაეაზრებინათ, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი ახალი ტოქ-შოუს წამყვანმა (ვგულისხმობ ეკა ხოფერიას) ყველა რეკორდი მოხსნა და ერთ საათიანი გადაცემა მხოლოდ ექვსი სიტყვით, მათ შორის „ნუ“, „ანუ“-ს გამოყენებით წაიყვანა.

პრობლემები შეექმნება მეორე არხსაც. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს არხი პოლიტიკური შინაარსის პროგრამებს დაუთმო და, პარტიებთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს თვითონ უნდა დაეგეგმათ მათთვის გამოყოფილი დრო. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთმა წინასაარჩევნო პერიოდშიც კი ვერ შეძლო გამოყოფილი დრო ის სრულად ათვისება. აღარაფერს ვამბობთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე. არ გაგიკვირდეთ, თუ მეორე არხზე გადართავთ და იხილავთ წარწერას: „პარტია... უარს ამბობს მისთვის გამოყოფილი საეთერო დროით სარგებლობაზე“. ასეთი წარწერა არჩევნების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი რამაა.

მოლოდინის დრო იწურება. როგორც ევროპის საბჭოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ან უნდა გაუქმდეს, ან შეიცვალოს. საკითხის სიმწვავე აშკარაა საქართველოს მაგალითზეც. თუ არა რადიკალური ცვლილებები, სხვაგვარად საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ახერხებს თავის დამკვიდრებას და მისი ავტორიტეტიც დაბალი რჩება.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პროგრამული პრიორიტეტების შემუშავების პროცესშია. სავარაუდოდ, პირველი სამუშაო ვარიანტი ივნისის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება საზოგადოებრივი განხილვისთვის. საბჭო პრიორიტეტების შესახებ საჯარო მოსმენების მოწყობას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საზოგადოებასთან შეხვედრებს გეგმავს. თუმცა, განვითარების ერთიანი ხედვა ჯერ კიდევ არ არსებობს და დიდია რისკი, ნებისმიერი ჩარევა ცალკეულ ექსპერიმენტად დარჩეს და საერთო ფონზე გავლენა ვერ მოახდინოს.

26 ახალი ამბები

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

0x01 graphic

  • ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ხავიმ და პედრო როდრიგესმა ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს: ხავიმ ორი წლით და 2016 წლის 1 ივლისამდე დარჩება კლუბში, პედრომ კი - ერთი სეზონით, 2015 წლის 1 ივლისამდე.

  • მექსიკის პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა უცხოელთათვის განკუთვნილი ქვეყნის ყველაზე მაღალი ორდენით - აცტეკთა არწივით დააჯილდოვა სამხრეთ აფრიკის ექსპრეზიდენტი ნელსონ მანდელა.

  • იტალიის ნაკრების გარემარბმა სიმონე პეპემ კლუბი გამოიცვალა: მომავალ სეზონში, უდინეზეს ნაცვლად, ტურინის იუვენტუსში ითამაშებს. პეპეს დებიუტი სკუადრა აძურაში 2008 წლის შემოდგომაზე შედგა.

  • ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ იოჰან კრუიფმა ინგლისის ნაკრები დაიწუნა და განაცხადა, ფაბიო კაპელოს ხელში მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებსო. კრუიფის აზრით, კაპელოს ინგლისი ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, ეს კი გუნდზე უარყოფითად იმოქმედებს.

  • სამხრეთაფრიკელმა სამართალდამცავებმა შავ სიაში შეტანილი ათი არგენტინელი ქომაგი იოჰანესბურგის აეროპორტიდან შინ გააბრუნეს.

  • ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ გამართულ ბოლო ამხანაგურ მატჩში სამხრეთ აფრიკის კლუბი პლატინუმ სთარზი 3:0 დაამარცხა.

  • პარაგვაის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი როკე სანტა კრუზი, შესაძლოა, ინგლისის მანჩესტერ სიტიდან მარსელის ოლიმპიკში გადავიდეს.

  • არგენტინის ნაკრების ფორვარდმა გონსალო იგუანმა, რომელმაც გასულ სეზონში 27 გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში, მადრიდის რეალთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა - ბომბარდირი სამეფო კლუბში 2016 წლის 1 ივლისამდე დარჩება.

  • ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა ლუსიომ განაცხადა, რომ მსოფლიო თასის აღმართვაზე ოცნებობს. მილანის ინტერის მცველის თქმით, ფიფა-ს თასის მოგება წლევანდელი, ძალიან წარმატებული სეზონის იდეალური დასასრული იქნება.

  • ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის არსენალმა ბარსელონას 72 მილიონი ევრო მოსთხოვა სესკ ფაბრეგასის სანაცვლოდ.

  • ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა კლაას-იან ჰუნტელაარმა მილანის დატოვება უარყო. იტალიური პრესის ცნობით, ჰუნტელაარს ტურინის იუვენტუსი ეპატიჟებოდა.

პელეს ხუთი შეცდომა

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

როცა ჩუმადაა, ნამდვილი პოეტია - ასე დასცინა ბრაზილიელმა რომარიომ ლეგენდარულ თანამემამულეს, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს პელეს.

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ ერთადერთი სამგზის მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ რამდენადაც ძლიერი იყო მოედანზე, იმდენად სუსტია პროგნოზებში.

ერთხელ ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ თქვა: თუ გსურთ ფიფა-ს ოქროს თასის მოგება, მოუსმინეთ პელეს და შემდეგ ყველაფერი პირიქით გააკეთეთ...

ფეხბურთის მეფის ყველაზე ცნობილი ხუთი პროგნოზი:

5 2002 წელი, პელე: ჩინეთი ჯგუფურ ეტაპს გადალახავს
რეალობა: ჩინეთი ჯგუფში ჩარჩა, ქულაც ვერ მოიპოვა და ერთი გოლიც ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, ცხრა ბურთი გაუშვა.

4 1998 წელი, პელე: ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტია
რეალობა: გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა - ნიგერიასთან წააგო, პარაგვაისთან ფრედ ითამაშა.

3 1994 წელი, პელე: კოლუმბია მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს
რეალობა: ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდა ჯგუფში.

2 2002 წელი, პელე: ფინალში არგენტინა და საფრანგეთი ითამაშებენ
რეალობა: ორივე ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდა ჯგუფში. ფრანგებმა გოლიც ვერ გაიტანეს.

1 2002 წელი, პელე: ბრაზილია ჯგუფიდან ვერ გავა
რეალობა: ბრაზილიამ მეხუთედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

სამხრეთ აფრიკა 2010

ფოტოისტორია

0x01 graphic

ფოტო: ლაშა გოდუაძის არქივიდან

1954 წლის 4 ივლისი, შვეიცარიის ქალაქ ბერნის ვანკდორფშტადიონი.

მსოფლიოს რიგით მეხუთე ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩება, ფინალისტთა კაპიტნები კი მსაჯებთან ერთად ფოტოგრაფების წინ პოზიორობენ.

ფავორიტად მიიჩნეოდა ფენერც პუშკაშის (№10) უნგრეთის ნაკრები, რომელმაც ჯგუფში 8:3 გაანადგურა ფრიც ვალტერის (№16) გერმანია, თუმცა, გადამწყვეტი თამაში ბუნდესგუნდმა 3:2 მოიგო.

ის ფინალი ბერნის სასწაულის სახელით შემორჩა ისტორიას: გუნდი, რომელიც 1950 წლიდან დაუმარცხებელი იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხივე თამაში მოიგო და ფინალს მე-8 წუთისთვის ორი ბურთით იგებდა, 2:3 დამარცხდა!

მას მერე უნგრელთა კრახის შესახებ არაერთი ვერსია გავრცელდა. ითქვა ისიც, თითქოს გერმანელებმა მეტოქე მოისყიდეს, თუმცა, ამან გერმანიის ნაკრების ისტორიული გამარჯვება ვერ დაჩრდილა: ფრიც ვალტერი გახდა ბუნდესნაკრების პირველი კაპიტანი, რომელმაც ფიფა- ოქროს თასი აღმართა!

ადიდასის ომები

ადიდასის დაკვეთით სარეკლამო სააგენტომ Sid Lee გადაიღო სარეკლამო კლიპი, რომელშიც მონაწილეობენ სახელოვანი მუსიკოსები და სპორტსმენები და რომლის პრემიერა 12 ივნისს, ინგლისი- ამერიკის საფეხბურთო მატჩის დღეს ITV-ს ეთერში გაიმართა. კლიპის სიუჟეტი ლეგენდარული ფილმის ვარსკვლავური ომების ერთ- ერთი სცენის რიმეიქია.

0x01 graphic

0x01 graphic

კლიპისთვის ლუკასფილმის წარმომადგენლებმა სრულად აღადგინეს ფილმში გამოყენებული ბარი. ასევე გულდასმით შეირჩა ფერთა გამა და განათება, რათა ბოლომდე შეენარჩუნებინათ კლასიკური ფილმის ხასიათი და განწყობა.

ორწუთიან სარეკლამო რგოლში მუსიკოსების მხრიდან მონაწილეობენ სნუპ დოგი, იან ბრაუნი, ნოელ გალაჰერი, კიარა და დაფთ პანკი, ხოლო სპორტულ სამყაროს მხოლოდ დევიდ ბექჰემი და ფრანც ბეკენბაუერი წარმოადგენენ.

ისტორიული ფაქტები

...1954 წელს, შვეიცარიაში, უნგრეთის ნაკრებმა 27 გოლი გაიტანა. არც მანამდე და არც მას შემდეგ მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე ამდენი გოლი ერთ მონაწილეს არ გაუტანია. უნგრელებმა ჯგუფურ ეტაპზე კორეას 9:0, გფრ-ს 8:3 სძლიეს, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში კი ბრაზილიას და ურუგვაის 4:2 მოუგეს. ფინალში უნგრელები გფრ-სთან 2:3 დამარცხდნენ.

...1954 წელს კორეის ნაკრებმა 16 გოლი გაუშვა. ეს უდიდესი საფეხბურთო ტურნირების ანტირეკორდია! ყველა გოლი ჰონგ დუკ-იანგმა გაუშვა და, თავის მხრივ, ისიც ანტირეკორდის თანაავტორი გახდა.

...1958 წელს შვედეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, ითამაშა დიდ ბრიტანეთში შემავალმა ოთხივე ქვეყანამ: ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ.

...1966 წელს, ინგლისში, მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა მეკარე ანტონიო კარბახალი, რომელიც ჯერ კიდევ 1950 წელს ბრაზილიაში იცავდა გუნდის ღირსებას. ის გახდა პირველი, რომელმაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე ითამაშა. მოგვიანებით მისი რეკორდი გერმანელმა ლოთარ მათეუსმა გაიმეორა.

27 უცნაური როლან გარო

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

საფრანგეთის ღია პირველობა ერთადერთი მეიჯორია, სადაც ფიზიკური კონდიციები, მოწოდება და ბადესთან ხშირი გასვლა (იქ სტაბილური თამაშიც) წარმატების ასპროცენტიანი გარანტია არ არის. ნელ საფარზე იგებს ის, ვინც ხანგრძლივი გათამაშებების დროს ნაკლებ შეცდომას უშვებს. ყოველთვის ასე იყო და გამონაკლისი არც წლევანდელი როლან გარო ყოფილა.

თავიდანვე უცნაურად დაიწყო წლევანდელი ტურნირი და, რაფაელ ნადალის პროგნოზირებად ჩემპიონობას თუ არ ჩავთვლით, თითქმის ყველაფერი უკუღმა იყო.

მეიჯორამდე ნადალის შემდეგ ყველაზე სტაბილურად დავიდ ფერერი და ფერნანდო ვერდასკო თამაშობდნენ. ორივე თუ აგებდა, მხოლოდ ნადალთან და ისიც ნახევარფინალში ან ფინალში.

ფერერმა წააგო ავსტრიელ იურგენ მელცერთან, რომელიც რამდენიმე სეზონი იხსნებოდა და წელს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. მელცერმა, ფერერის გარდა, მოუგო ნოვაკ ჯოკოვიჩსაც, ვისაც აშკარად დაეზარა ნახევარფინალში გასვლა. სერბი უგულოდ იქნევდა ჩოგანს და მსაჯისგან რუტინული გაფრთხილებაც მიიღო. მელცერმა კი ავსტრიაში ფანებს ტომას მუსტერი გაახსენა. ტომასმა როლან გარო 15 წლის წინ მოიგო.

როჯერ ფედერერი აღარ არის პირველი ჩოგანი და კარიერაში პირველად დამარცხდა ტომას სოდერლინგთან. შვედმა კი საფრანგეთში ერთი ტრადიცია დაამკვიდრა - უგებს წინა წლის ჩემპიონს, აგებს მომავალ პირველ ჩოგანთან და ვისაც უგებს, ის პირველიდან მეორე ადგილზე ჩამოდის.

ტრადიციაა ისიც, რომ სოდერლინგს ფინალში თამაში ავიწყდება. ვეღარ აწვდის, ფორჰენდზე ბევრი შეცდომა მოსდის, ბადესთან გასვლა ერიდება და მორიდებულად ეღიმება მთელი თამაშის დროს.

ჩეხებს ივან ლენდლის შემდეგ არ ჰყოლიათ დიდი სლემის პოტენციური ჩემპიონი და ტომაშ ბერდიხის დიდი იმედი უნდა ჰქონდეთ. გაშლილი, სწრაფი, ავანტიურული და ეფექტური ჩოგბურთით ბერდიხი ნახევარფინალში გავიდა, სადაც სოდერლინგსაც უგებდა. ჩეხმა ვერ დაიჯერა, რომ უნდა მოეგო და მეხუთე სეტში წააგო. მანამდე გახუნებული, დამძიმებული ენდი მარეი დააეისა, 6 ბრეიკი გაუკეთა და სქოთი პირველი კვირის ბოლო დღეს გამოაგდო.

მეოთხედფინალამდე მივიდა მიხაილ იუჟნიც და იქ ბერდიხთან ისე სამარცხვინოდ წააგო, რომ არ ეთამაშა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა. ისევე როგორც მელცერს, ბერდიხს და სოდერლინგს, რუსსაც კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს.

30 წლის ასაკში ქალი ჩოგბურთელები უფრო საჩოგბურთო აკადემიებს ხსნიან ან ჩოგბურთს თავს ანებებენ, წონაში იმატებენ და ახალგაზრდა მეგობართან ერთად სადმე ერთობიან. ფრანჩესკა სკიავონემ კი ამ ასაკში მეიჯორი მოიგო და კარიერაში უმაღლეს, მეექვსე ადგილამდე ავიდა.

იტალიელი ქალი პირველად გავიდა მეიჯორის ფინალში, პირველად გახდა ჩემპიონი და პირველად აქვს იდეალური შანსი, სეზონი საუკეთესო ხუთეულში დაასრულოს. ივლისიდან სკიავონეს, კონკურენტებთან შედარებით, ცოტა სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი და, სულ მცირე, ელენა დემენტიევას და კაროლინ ვოზნიაცკის უნდა გადაასწროს. როლან გაროზე იტალიელმა ვოზნიაცკის 59 წუთში მოუგო.

ერთადერთხელ გავიდნენ როლან გაროს ფინალში დები უილიამსები. რვა წლის წინ სერენამ მოიგო და წელს ფინალში არც ერთი არ ყოფილა. არ უნდა გასულიყო და ვერც გავიდა. ვენუსმა მიკროტრავმით ითამაშა და ნადია პეტროვას „შემოელახა”, სერენას კი მომავალმა ფინალისტმა სემი სტოსურმა აჯობა.

დიდი სლემის რომელიმე ტურნირის გარეშე დაასრულებს კარიერას ელენა დემენტიევა და, ალბათ, მეტს იმსახურებდა. ყოველთვის ძალიან ცოტა აკლდა ჩემპიონობამდე, ერთხელ ფინალიც წააგო და სკიავონესთან ნახევარფინალში ისეთი ტრავმა მიიღო, სულ ცოტა, ორ თვეს ვერ ითამაშებს.

28 ხალხი, რომელიც დააკლდა... მუნდიალს

▲ზევით დაბრუნება


ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი

0x01 graphic

დღეს მთელი საფეხბურთო სამყარო იმაზე მსჯელობს, რომელი ფეხბურთელი მოახერხებს მუნდიალის უპირველეს ვარსკვლავობას. კანდიდატი ბევრია - მესი, კრიშტიანო რონალდუ, რუნი, კაკა... არანაკლები მსჯელობაა იმაზე, თუ ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა ან საუკეთესო ბომბარდირი...

ეს წერილი კი იმათ ეძღვნება, ვინც ვერაფრით ვერ მოხვდება გმირების რიცხვში და, უფრო მეტიც, საერთოდ ვერ გავა მინდორზე - ზოგი ტრავმის, ზოგი მწვრთნელის ახირების, ზოგიც სხვა საფეხბურთო თუ პირადი მიზეზით...

მოგეხსენებათ, ყველა ნაკრების განაცხადში 23 ფეხბურთელი ირიცხება. მოდი, ჩვენც ანალოგიური პრინციპით შევადგინოთ „ინტერნაციონალური“ ნაკრები და პოპულარული ქართული ლექსის პერიფრაზად მას პირობითად დავარქვათ - ხალხი, რომელიც დააკლდა მუნდიალს.

თავიდანვე შევთანხმდეთ - ეს „ჩვენი“ ნაკრებია და არავითარ გაპროტესტებას არ ექვემდებარება! თუ არ მოგწონთ ან არგენტინელთა რაოდენობა გაღიზიანებთ, შეადგინეთ თქვენი ვარიანტი (ბევრი ბრაზილიელით) და რედაქციას მიაწოდეთ...

ჩრდილოეთ კორეის გარდა, რომელმაც აფრიკაში მეკარის ნაცვლად ფორვარდი წაიყვანა, სამი გოლკიპერის შერჩევა ყველამ მოახერხა. კიმ ირ სენისა და მისი მემკვიდრეებისადმი ჩემი გულწრფელი და ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი გუნდისთვის მეც სამი მეკარე შევარჩიე: ტრავმირებული რენე ადლერი (გერმანია), საკვალიფიკაციოში ჩარჩენილები პეტრ ჩეხი (ჩეხეთი) და შეი გივენი (ირლანდია). ვფიქრობ, ამათი კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს - ადლერი ლიოვის უპირობო ფავორიტი გახლდათ, ჩეხმა „ჩელსიში“ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, გივენი კი “მანჩესტერ სიტის” წარმატების მთავარი შემოქმედია.

0x01 graphic

დაცვაში ორი პოზიცია უეჭველია - რიო ფერდინადს ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური უაზრო ტრავმამ დააკარგვინა, უბერებელი არგენტინელი უნივერსალი ხავიერ ძანეტი კი მარადონამ ალბათ სეზონში „მეტისმეტად ბევრი“ ტიტულის მოგებისთვის დაიწუნა. დანარჩენი ხუთი ადგილი ასე გავანაწილეთ: დაშავებული გერმანელი ჰაიკო ვესტერმანი, საკუთარი ნებით შინ დარჩენილი იტალიელი ალესანდრო ნესტა, საკვალიფიკაციოს შეწირული ბელგიელი დანიელ ვან ბუიტენი და ანრის ხელით გამოგდებული ირლანდიელი ჯონ ო'ში. სენტიმენტალური მიზეზებით აქ ინგლისელი უეინ ბრიჯის ადგილიც მოვძებნეთ, რომელმაც იუარა ცოლის საყვარელთან (ჯონ ტერი) ერთად თამაში.

თუ ნახევარდაცვაში ორი საყრდენით „ვითამაშებთ“, ესტებან კამბიასოსა და მიკაელ ესიენის წყვილს, ალბათ, არავინ გაგვიპროტესტებს. ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმაც, რომელიც, დიეგოს გარდა, ყველამ დააფასა და ტრავმირებულმა განელმაც, უკანასკნელ სეზონში მნიშვნელოვნად შეივსეს ტიტულების რიცხვი. შეტევების ორგანიზება კი გერმანელთა დაშავებულ კაპიტან მიხაელ ბალაკსა და ფორმადაბრუნებულ, მაგრამ დუნგასთვის მიუღებელ რონალდინიოს დავავალოთ.

თადარიგში დაგვრჩებიან ფეხმოტეხილი დევიდ ბექჰემი და მწვრთნელებთან ნაჩხუბრები: ტორსტენ ფრინგსი (გერმანია) და რომან რიკელმე (არგენტინა).

ახლა ფორვარდები ვნახოთ. აქ ტურნირის უმთავრეს დანაკლისად დიდიე დროგბა გვესახება, არა მხოლოდ თავისი უმაღლესი კლასის გამო, არამედ იმიტომ, რომ ტრავმა უკანასკნელ სავარჯიშო მატჩში მიიღო. თუმცა არაა გამორიცხული, აფრიკის საუკეთესო ფორვარდი მოედანს რაღაც მომენტში დაუბრუნდეს. ჩვენს ძირითადში მისმა პარტნიორმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარგა ხანია გადახარშა უმუნდიალოდ დარჩენა, რადგან ვერაფრით დაეხმარა საკვალიფიკაციოში მშობლიურ შვედეთს. იგივე ითქმის გერმანიის ჩემპიონატის ბოსნიელ ბომბარდირ ედინ ჯეკოზეც. მისი უხასიათო გერმანელი მდევარი კევინ კურანი კი, იტალიელთა „უძღები შვილი“ ანტონიო კასანოსა, რეალში გასათადარიგოებული ფრანგ ქარიმ ბენზემასა და საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ არგენტინელი ლისანდრო ლოპესის მსგავსად, მწვრთნელთა გემოვნებაში ვერ ჩაჯდნენ.

სამწუხაროდ, ტრავმირებულთა სია ყოველდღიურად იზრდება. ჯერაც უცნობია, მოახერხებენ თუ არა ფორმის აღდგენას ესპანელთა ლიდერები ფერნანდო ტორესი, სესკ ფაბრეგასი და ანდრეს ინიესტა, საერთოდ ჩავა თუ არა აფრიკაში ჰოლანდიელი არიენ რობენი...

ფაქტია, რომ ამ ხალხის არყოფნით მუნდიალი და, პირველ რიგში, მაყურებელი დაზარალდება.

29 ბიზნესს საკუთარი უფლებების დამცველი გაუჩნდა

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

0x01 graphic

გიორგი პერტაია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბიზნესომბუდსმენის პოსტი შეიქმნა. ამ თანამდებობაზე მთავრობის ხელმძღვანელმა სამთავრობო და ბიზნესწრეებში კარგად ცნობილი ახალგაზრდა და გამოცდილი გიორგი პერტაია დანიშნა.

გიორგი პერტაია - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ვაჭრობისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა და მისი მთავარი ფუნქცია სწორედ ბიზნესის ინტერესების დაცვა და ლობირება იყო. საქართველოში ახლახან დაბრუნდა აშშ-დან, სადაც ილინოისის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლა დაამთავრა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ბოლო წლებში საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ბიზნესის კეთების სიადვილის კუთხით - ის მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზეა - როგორც ჩანს, პრობლემები მაინც არსებობს.

ეკონომისტები და ბიზნესასოციაცია ერთხმად აღიარებენ, რომ მთავარი პრობლემა საგადასახადო კოდექსის სირთულეა. კანონი ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რასაც ადმინისტრაციული ორგანოები „წარმატებით“ იყენებენ. თუმცა, ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევა: შემცირდება გადასახადების განაკვეთები, 30 ათასამდე მცირე მეწარმე კი საერთოდ გათავისუფლდება გადასახადისაგან.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ მიუხედავად ამ ცვლილებებისა, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტს საკმაოდ სერიოზული პროფესიონალთა აპარატი დასჭირდება, რადგან პრობლემები სხვა მიმართულებითაც არსებობს, მათ შორის, ახალი ბაზრების ათვისების, კადრებისა და ტექნიკური „ნოუ ჰაუ“- ს მხრივაც.

მსხვილ ბიზნესს არ უჭირს საკუთარი პრობლემების მიტანა მთავრობამდე, საშუალო და მცირე ბიზნესი კი ამას გაცილებით ძნელად ახერხებს.

პერტაიას განცხადებით, მისი მთავარი ფუნქცია და მიზანია ყველა იმ პრობლემის იდენტიფიცირება, შესწავლა და შემდგომ პრემიერ-მინისტრამდე მიტანა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს აწუხებს.

ბიზნესის დაცვისა და ხელშეწყობის ფუნქცია ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოში არსებულ ბიზნესასოციაციებს აქამდეც ჰქონდათ, თუმცა, ჯგერენაიას აზრით, ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემების თავმოყრას და მათი გადაწყვეტის გზების მოძებნას: „ბიზნესომბუდსმენმა თავისი ფუნქციები ასევე თუ ვერ შეასრულა, მისი არსებობა მორიგი პიარაქცია იქნება“.

ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ომბუდსმენი ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, გამოავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს შეუწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.

აქამდე ამ ფუნქციებს ბიზნესასოციაცია ითავსებდა. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის შემოღება და საგადასახადო კოდექსში ასახვა იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა აღიარებს ბიზნესთან არსებულ პრობლემებს და ცდილობს, ურთიერთობები მაქსიმალურად ახალთვისებრივ, ურთიერთნდობისა და პარტნიორობის ეტაპზე გადაიყვანოს.

აქამდე ამ ფუნქციებს ბიზნესასოციაცია ითავსებდა. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობის შემოღება და საგადასახადო კოდექსში ასახვა იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობა აღიარებს ბიზნესთან არსებულ პრობლემებს და ცდილობს, ურთიერთობები მაქსიმალურად ახალთვისებრივ, ურთიერთნდობისა და პარტნიორობის ეტაპზე გადაიყვანოს.

30 გურიელი ექსპორტი - დაბადებული საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ბაზარზე ჩაის ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა კომპანია გეოპლანტის პროდუქტი, გურიელი ექსპორტი. კომპანია ბაზარზე ქართული ჩაის დაბრუნებას აპირებს მათთვის, ვისაც ჯერაც ახსოვს მისი ნამდვილი გემო და არომატი.

ჩაის ბაზარი საქართველოში, ხარისხის მიხედვით, ოთხ ძირითად სეგმენტად იყოფა: პრემიუმი ანუ უმაღლესი ხარისხის, ეკონომიური, პოპულარული და დაბალი ხარისხის. უმაღლესი, ეკონომიური და პოპულარული ხარისხის პროდუქციის უმეტესობა მთლიანი ბაზრის 90%25 შემოტანილია საზღვარგარეთიდან. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მომხმარებელი ადგილობრივ მწარმოებლებს არ ენდობა.

კომპანია გეოპლანტი ადგილობრივი ჩაის მიმართ ქართველი მომხმარებლის სკეპტიციზმის შეცვლას გეგმავს

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოწეული ჩაი ახალი და ეკოლოგიურად სუფთაა. ადგილობრივი გარემო პირობები საშუალებას იძლევა გამოირიცხოს პესტიციდებისა და ჰერბიციდების გამოყენება პლანტაციებში, განსხვავებით ტროპიკულ ზონაში მოყვანილი იმპორტირებული ჩაისაგან.

ხელით კრეფა, უახლესი მანქანა-დანადგარებითა და ტექნოლოგიური მოთხოვნების სრული დაცვით გადამუშავება, დანამატებისა და ემულგატორების გარეშე, განაპირობებს ქართული ჩაის უპირატესობას.

გეოპლანტს მრავალი წელია მსოფლიოს ყველა კუთხეში ექსპორტზე გააქვს საკუთარი პროდუქცია. მისი კლიენტები ისეთი კომპანიები არიან, როგორებიცაა: ლიპტონი, პლანტექსტრაქტი, დობრინია, მაისის ჩაი და სხვა. სიახლე, ხარისხი, გამორჩეული და ბუნებრივი არომატი მნიშვნელოვანია ყველასათვის.

გურიელი ექსპორტის მაღალ ხარისხიანი პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. საკუთარ პლანტაციებში მოწეული ჩაი კომპანიის მიერ უახლესი ტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით მუშავდება და დაფასოვდება.

გურიელი ექსპორტის დაფასოების დიზაინმა 2010 წლის მაისში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მიიღო რუსეთის ფედერაციაში ჩატარებულ რეკლამის ფესტივალზე „იდეა”.

გეოპლანტის მთავარი პრიორიტეტია, აღდგეს ხარისხიანი, გემრიელი და სურნელოვანი ქართული ჩაის წარმოება და ის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს. საქართველოს ბაზრის ათვისების შემდეგ კომპანია გეგმავს, ქართული ჩაი მთელ რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში გაიტანოს.

0x01 graphic

31 მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


სტატია დაკვეთილია კომპანია გეოპლანტის მიერ

კულტურა

ანიმაციური ვაკუუმი

კინოს სახლი. 8 ივნისი

ქართული ანიმაციური კინო კრიზისშია! ვიცი, ახალი არაფერი მითქვამს, მაგრამ თუ ბოლო წლებში ქართულმა კინემატოგრაფმა, ავად თუ კარგად, გამოღვიძება დაიწყო, კინოს ანიმაციურ სამყაროში რეჟისორებს ჯერ კიდევ ღრმა ძილით სძინავთ.

ვაკუუმი დათო კიკნაველიძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია. მულტფილმის სიუჟეტი პატარა ოჯახში ვითარდება. პირველი კადრებიდან რეჟისორი ცდილობს, დამთრგუნველი ატმოსფერო შექმნას: ღარიბული სუფრა, მაგიდის გარშემო შეკრებილი ოჯახი და სევდიანი სახეები. ღამით მთავარი პერსონაჟი (კაცი) სამალავში ჩადის და იქ, სკივრში, რომელიც სავსეა ფულით, მონეტებს ამატებს. არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია ეს სულხან-საბა ორბელიანის სიტყვებია. რეჟისორს ეს მულტფილმი XVII საუკუნეში რომ გადაეღო, რაღაც ახალი და საინტერესო იქნებო და. დღეს კი ამ მარადიული თემის ასეთი ფორმით გადმოცემა, სულ მცირე, ბანალურია. ისევე როგორც ტრაგიკული ფინალი „ღარიბი მდიდრის“ ავარიაში დაღუპვა.

0x01 graphic

არ ვიცი, ალაფურშეტის ბრალი იყო თუ ქართული ანიმაციური პროდუქციისა, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზი სავსე შეხვდა „ვაკუუმს“. ხუთ წუთიანი მულტფილმის დასასრულს იგივე ქრონომეტრაჟის ტაში მოჰყვა. ამასობაში რეჟისორი კითხვებზე საპასუხოდ სცენაზეც კი ავიდა, თუმცა, საპასუხო არაფერი იყო, რადგან მთელი დარბაზი ალაფურშეტისკენ მიილტვოდა. ბოლოს ყველაფერი ძალიან მხიარულად დამთავრდა. მულტფილმის დასრულების შემდეგ კინოს სახლში ვიღაცის ხმა გაისმა: დავაგვიანე, არ მინახავს და იქნებ ანიმაცია თავიდან გაუშვათო.

თუ გავითვალისწინებთ, რა რაოდენობის ფული იხარჯება დღეს ქართული ანიმაციის წინსვლისთვის, ეს პროექტი ალბათ მაინც შეიძლება დადებითად შეფასდეს. ვაკუუმიდან გამოსასვლელად ხომ, რაც შეიძლება, ბევრი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმის გადაღება და ალაფურშეტის ნაკლები სიყვარულია საჭირო.

პოსტმოდერნული მობილები

საგამოფენო ცენტრი ექსპო- ჯორჯია. 9 ივნისი

თენგიზ სეფიაშვილმა მხატვრობა 1970-იან წლებში დაიწყო. მის ადრეულ ნამუშევრებში მძფრად იგრძნობოდა სურრეალიზმის, პოპარტისა და სიმბოლიზმის ელემენტების სიუხვე. თუმცა, პროფესიით არქიტექტორს დიდი ხნით მოუხდა პაუზის აღება და სულ რამდენიმე დღის წინ, ოცწლიანი შესვენების შემდეგ, კიდევ ერტხელ წარდგა პუბლიკის წინაშე.

მხატვრის კინეტიკური კონსტრუქციები, მობილები, პოსტმოდერნისტული ქმნილებები - ყველაფერი ეს ართად იყო თავმოყრილი ექსპო-ჯორჯიაში. სეფიაშვილის ნამუშევრებში ყველა დეტალი ავტორს თავისი ხელით, ძირითადად, ესკიზების გარეშე აქვს შესრულებული. მექანიკური ობიექტების შესაქმნელად მრავალფეროვანი მასალაა გამოყენებული და ნამუშევრები ერთბაშად რამდენიმე დარგს - მხატვრობის, დიზაინისა და ქანდაკების ეკლექტიკაა.

სურრეალიზმის ბურუსში გახვეულ მობილებს ავტორი ხუთი თვის განმავლობაში ქმნიდა. კონსტრუქციები კონკრეტულად არაფერს მოგვითხრობს. ისინი მნახველს საშუალებას აზლევს დაფიქრდნენ, თავად განავითარონ სიუჟეტი და „დაინახონ“ საკუთარი ფიქტების ანარეკლი, რასიც ობიექტებზე დაყოლებული სარკეები დაეხმარებათ.

0x01 graphic

ფალიაშვილის უცნობი ნაწარმოები ვაშინგტონში

0x01 graphic

5 და 6 ივნისს ვაშინგტონის პრესბიტერიანულ ტაძარში ზაქარია ფალიაშვილის დღემდე უცნობი ნაწარმოები შესრულდა. როგორც ცნობილია, ნაწარმოები კომპოზიტორმა გასული საუკუნის დასაწყისში შექმნა. მისი მიზანი იყო აეღორძინებინა ტრადიციული ქართული სამ ნაწილიანი საგალობელი, რომელიც ძლიერ რუსულ გავლენას განიცდიდა. პროექტის ინიციატორმა და კაპიტალ ჰილის ქოროს დამფუძნებელმა პარკერ ჯეინმა ნაწარმოები კალიფორნიელი მკვლევარის ვლადიმირ მოროსანის პირად არქივში იპოვა. აღმოსავლეთ ევროპის საეკლესიო მუსიკის მკვლევარმა ლიტურგიას რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში მიაგნო და ასლი დაამზადა. ასლში ნაწარმოებს უცნობი რუსულენოვანი ქორო ასრულებს. ნაწარმოებზე მუშაობისას ამერიკული ჯგუფი უამრავ პრობლემას წააწყდა. მთავარი სირთულე ენობრივი ბარიერის გადალახვა აღმოჩნდა მათ განსაკუთრებით უჭირდათ ზოგიერთი ქართული თანხმოვნის წარმოთქმა. 5 ივნისის კონცერტს ესწრებოდა საქართველოს ელჩი ამერიკაში ბათუ ქუთელია. მისი თქმით, ეს იყო ნათელი დასტური, რომ დიდი მუსიკა უნივერსალურია და სახელმწიფო საზღვრებით არ არის შებოჭილი. ბათუ ქუთელიამ ამერიკული ქორო თბილისში დაპატიჟა და შესთავაზა, საგალობელი ოპერისა და ბალეტის თეატრში შეასრულოს. როგორც პრესამ აღნიშნა, შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა. 80-კაციანი ჯგუფის მიერ შესრულებულმა საგალობელმა ტაძარში მისული არც ერთი მსმენელი არ დატოვა გულგრილი.

შევიძულოთ ჩვენი შედევრები

რუსთაველის თეატრი. 9 ივნისი

0x01 graphic

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თეატრის სიყვარულით გაწამებულნო, ხანდაზმული კოლეგა მუხლმოდრეკილი გევედრებით, თუ გვინდა ახალგაზრდებად დავრჩეთ, დავივიწყოთ ჩვენი საუკეთესო სპექტაკლები (რაღა თქმა უნდა, თუ კიდევ შეგვრჩა მათი შეფასების უნარი) და უფრო მეტიც კი არ დავივიწყოთ, შევიძულოთ ჩვენი შედევრები. ნუ დავტკბებით ჩვენი მიღწევებით! რაც არ გამოგვივიდა, რაშიც კრახი განვიცადეთ, სამუდამოდ ჩავიბეჭდოთ ტვინში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, სულ ახალს უნდა ვეძებდეთ, არ უნდა გავჩერდეთ… ღმერთო ჩემო, რეებს ვბოდავ, მა რამ რა ვქნა, ასაკი მაინც თავისას შვრება სიბერეში ერთობ სენტიმენტალური გავხდი. P.S. ძალიან გთხოვთ, არც ოფიციალურდა არც კერძო საუბრებში სიტყვა არ დაძრათ ჩემთან „კავკასიურ ცარცის წრეზე“ წერს თავის წერილში „სენტიმენტალური მიმართვა რეჟისორებს“ რობერტსტურუა. სწორედ ეს წერილი და კიდევ უამრავი საინტერესო რეცენზია, ამონარიდი თუ სხვადასხვა დროს დაბეჭდილი ინტერვიუ შევიდა ახალ ორ ტომეულში, რომელიც ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუას ცხოვრებასა თუ შემოქმედებაზე გვიყვება. მდიდარი ფოტო მასალით გაფორმებულ სამენოვან გამოცემაში რეჟისორი თავისი ბიოგრაფიის დეტალებზეც გულღიად საუბრობს და იმ დროსაც ნოსტალგიით იხსენებს, როდესაც „დაიღუპა“! აი, მაშინ, როცა ელენე ახვლედიანის წყალობით პირველად შეაღო თეატრის კარი. რეჟისორის მოგონებების გარდა, აქვე წაიკითხავთ მსოფლიო მნიშვნელობის თეატრალების რეცენზიებს მის სპექტაკლებზე, ისეთების, როგორებიც არიან: არტურ მილერი, ჰერმან ვედეკინდი, ანდრეი კონჩალოვსკი, პიტერ ბრუკი და სხვები.

კრის ბრაუნს დიდ ბრიტანეთში არ უშვებენ

0x01 graphic

რიანა და კრის ბრაუნი

ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი, საკუთარი მუსიკალური კარიერის გარდა, მომღერალ რიანასთან სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობით არის ცნობილი. 21 წლის ბრაუნს მუსიკალური ტურნე ჰქონდა დაგეგმილი დიდ ბრიტანეთში - კონცერტები უნდა გამართულიყო მანჩესტერში, გლაზგოსა და ლონდონში, მაგრამ შემსრულებელმა ქვეყანაში შესვლაზე უარი მიიღო.

შარშან რიანამ ბრაუნს სასამართლოში უჩივლა. მიზეზი კრის ბრაუნის მიერ მეგობარი გოგონას სასტიკი ცემა იყო. სასამართლომ განაჩენი რიანას სასარგებლოდ გამოიტანა და ბრაუნს ყოფილ მეგობარ გოგონასთან მიახლოებაც კი აეკრძალა. სწორედ ეს გახდა დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ტურნეს ჩაშლის მიზეზი. ბრიტანული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „ჩვენ ვიყენებთ უფლებას, რომ დავიცვათ საკუთარი საზოგადოება დამნაშავეებისგან. ჩვენთვის, პირველ ყოვლისა, მოსახლეობის უსაფრთხოებაა მთავარი“.

32 Imagine

▲ზევით დაბრუნება


ვახო ბაბუნაშვილი|ვეტი

0x01 graphic

ვაშა, მეგობრებო!!! უნიკალური ნიჭი აღმოვაჩინე ჩემში - ჩაფიქრებული სურვილების ახდენა შემიძლია, უფრო სწორად, ჯერ ბოლომდე ვერ ვაკონტროლებ, მაგრამ შემიძლია ნატვრა და რაღაც დროის შემდეგ ახდენა.

ასე ამიხდეს ყველაფერი მომავალშიც. არჩევნების წინ ვინატრე: ნეტა იმ დროს მომასწრო, არჩევნებში დამარცხებული გამარჯვებულს ულოცავდეს-მეთქი და აჰა, ასრულდა ოცნება! ალასანია ულოცავს და თანამშრომლობას არ გამორიცხავს. ჭანტურია მხოლოდ თანამშრომლობაში ხედავს მომავალს, თოფაძესაც კარგი იდეებია ჰქონია. კარგია, ბატონებო, კარგი.

კიდევ ვინატრე, რომ ცოტა ხანი არჩევნები და მის გარშემო ორომტრიალი აღარ იყოს-მეთქი და აჰა, ესეც: ორი წელი არჩევნები აღარ იქნებაო, თქვა პრეზიდენტმა ტელევიზორში. ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი - პრეზიდენტმა თქვა და თანაც ტელევიზორში, იმედს მაძლევს, რომ მართლაც ასე იქნება.

ვინატრე ქუთაისი მეორე დედაქალაქად და აი, ისიც. პარლამენტის ახალი შენობის პროექტი ვნახე. არ ვიკეკლუცებ და რადიკალურ მემარცხენედ არ მოგაჩვენებ თავს, გეტყვი, რომ მომეწონა.

როგორც ჩანს, პოლიტიკური ოცნებების ახდენის ნიჭი მაქვს ეს და სარფიანად უნდა გამოვიყენო.

ამიტომ ვიწყებ ნატვრას:

ორი წელი მშვიდობიანი განვითარება. ორი წელი სიმშვიდე! აურზაურის გარეშე. ცა - რუსული ურჩხულების გარეშე, ქუჩები - საკნებისა და უნიტაზების გარეშე, ტელევიზიები - ღვარძლის, ტყუილისა და დებილობების გარეშე, ნებისმიერი პოლუსის რადიკალების გარეშე, ფაშისტებისა და კომუნისტების გარეშე, ოპოზიციაში გამყიდველებისა და ხელისუფლებაში უზნეოების გარეშე. 2012-მდე. დაბეჯითებით ვნატრობ... მერე პარლამენტის ახალ შენობაში ახალი პარლამენტის ახალი შემადგენლობა. ახალი სახეები, ახალგაზრდა სულით, საქმიანი და შემართული ხალხი. რაოდენობაც უნდა შემცირდეს. არ არის ამდენი ხალხი საკანონმდებლო ორგანოში საჭირო. „სადღეგრძელო“ ტიპები უნდა გაქრნენ პოლიტიკური სცენიდან. როგორც კახა ბენდუქიძე ამბობს: კალკულატორიანი ტიპები გვინდა. კალკულატორმა ყანწი უნდა შეცვალოს. ვოცნებობ... საპარლამენტო არჩევნები „კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი” უნდა იყოს. პოლიტიკოსები თავისთვის უნდა მუშაობდნენ, როგორც ჩემი მეწაღე მეზობელი, ჩუმად, წყნარად....

ამას რომ ვოცნებობდი, ყურში დროდადრო ხმა ჩამესმოდა სკეპტიკური ინტონაციით, როგორც მერობის ერთ- ერთი კანდიდატი ამბობდა: „სი'დან, ბატონო? სი'დან მოგიყვანო ეგ ახალი ხალხი?“

მაგრამ მე ხომ ნიჭი მაქვს? განვაგრძობ ოცნებას:

...რუსები გადიან. აფხაზეთი და ოსეთი ურიგდება და უბრუნდება საქართველოს. დევნილები უბრუნდებიან თავიანთ სახლებს, ყველა სიამტკბილობაში ცხოვრობს. სოხუმი საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდეს. თბილისი კულტურული დედაქალაქი იყოს, სოხუმი - პოლიტიკური. ქვეყანა საქართველო, დედაქალაქი სოხუმი! ვა, ასწორებს! ჩვენ „ნატოს“ წევრები ვართ! ამ დროს „ნატო“, მსოფლიოში გავლენით, „გაეროს“ ანაცვლებს. თურქეთი ევროპის წევრია და ჩვენ ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ ღია, გამარტივებული სავიზო-სასაზღვრო რეჟიმით. ვოცნებობ... საქართველო „მწვანე ენერგიის“ ქვეყანა უნდა იყოს. ჩვენ ვაცხადებთ მთელ ტერიტორიას ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროებისა და საშუალებების ძებნისთვის საუკეთესო ადგილად. ჩვენ უნდა მივცეთ მსოფლიოს მაგალითი ბუნების, ეკოლოგიის რაციონალურად და ჰარმონიულად გამოყენების თვალსაზრისით. ეს უნდა იყოს ტურიზმისა და ფესტივალების ქვეყანა. კინოინდუსტრია და საფესტივალო ბიზნესი უნდა გათავისუფლდნენ გადასახადებისგან. ფესტივალებს ტურისტები მოყვებიან, მუსიკა ხალხს იზიდავს, მუსიკა ათავისუფლებს...

ისევ ეს: „სი'დან, ბატონო, სი'დან?“

...2012-ში კანონი უფრო ძლიერი და სამართლიანი უნდა იყოს, უდანაშაულო ხალხი აღარ უნდა იჯდეს ციხეში, თავხედი პოლიციელები და ჩინოვნიკები აღარ უნდა გეჩხირებოდნენ თვალში. ირმები და მგლები ერთად უნდა სვამდნენ წყალს... ვოცნებობ კონცენტრირებულად...

ვოცნებობ, ვოცნებობ და თუ ეს ამიხდა, მაშინ პოლიტიკაზე აღარ ვიფიქრებ, მოვისმენ მუსიკას, ვიმუშავებ სტუდიაში, მოვემზადები „ლაივისთვის“, შვილებს მეტ დროს დავუთმობ, მოვიფიქრებ ახალ კერძებს და ზოგჯერ გავაკეთებ კიდეც. მოკლედ, ვიცხოვრებ.

P.S. You may say that I'm a dreamer, but I'm not the only one, I hope someday you'll join us and the world will live as one.

33 მე შენ მიყვარხარ, საყვარელო

▲ზევით დაბრუნება


ისტორია|კულტურა

0x01 graphic

50-იანი წლების დასაწყისი... 14 წლის როზმარიმ დღიურს გაუმჟღავნა - „ჩემზე რომ იყოს, დღესვე დედასავით მსახიობი გავხდებოდი“. დედას მაგდა შნაიდერი ერქვა.

ასეც მოხდა. თავის პირველ ფილმში როზმარი მაგდალენა ალბახმა დედასთან ერთად ითამაშა. შემდეგ სკოლა მიატოვა; უკვე იცოდა, რისთვის მიეძღვნა ცხოვრება. 1954-57 წლები მისი შემოქმედების განმსაზღვრელი გამოდგა - ოთხი ფილმი ავსტრიის იმპერატორ ფრანც იოზეფის მეუღლის, ზისის როლში. სენტიმენტალური დედოფლის განსახიერებამ რომი შნაიდერი თავად აქცია დედოფლად. მის კარიერას მოხერხებულად მართავდა მამინაცვალი, რესტორნების მეპატრონე ჰანც-ჰერბერტ ბალცჰაიმი. ცნობილი და, შესაბამისად, გამოცდილი დედა კი ყველა საჯარო გამოსვლისას გოგონას ზურგს უმაგრებდა და ჩასჩურჩულებდა: „გაიღიმე, რომი, გაიღიმე...“

დაახლოებით იმავე დროს საფრანგეთის საზღვაო ძალები დაატოვებინეს „უდისციპლინო” ახალგაზრდა მეზღვაურს. ის ოფიციანტად, პორტიედ, მდივნად მუშაობით ირჩენდა თავს, თუმცა, ზედმეტად სიმპათიური იყო იმისთვის, რომ მის ცხოვრებას ასე უნიათოდ ჩაევლო; 1957 წლის გაზაფხულზე მეგობარ მსახიობ ქალბატონს, ბრიჯიტ ობერს გაჰყვა კანის კინოფესტივალზე - ასე დაიწყო ალენ დელონის თავბრუდამხვევი სამსახიობო კარიერა.

შნაიდერი და დელონი 1958 წელს შეხვდნენ ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე. „ქრისტინას“ გადაღება უკვე მთავრდებოდა, როდესაც რომი ალენს სიყვარულში გამოუტყდა. მალე ის პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. „მე სრულიად ფრანგი მინდა გავხდე იმით, თუ როგორ ვცხოვრობ, მიყვარს, მძინავს და ვიცმევ“, - წერდა შნაიდერი. აღელვებული დედა ქალიშვილს ურჩევდა, გაეოფიციალურებინა ურთიერთობა ალენთან. 1959 წლის 22 მარტს დელონი და შნაიდერი დაინიშნენ, თუმცა, მხოლოდ დაინიშნენ...

აღიარებისა და მისი თანმდევი სიმდიდრის მიუხედავად, ელიტურ პარიზში რომი მაინც „პროვინციელად“ გრძნობდა თავს. „სამმა პიროვნებამ განსაზღვრა მთელი ჩემი ცხოვრება: ალენმა, ვისკონტიმ და კოკო შანელმა“, - გაიხსენებს მოგვიანებით. მართლაც, შანელმა „პატარა ფუმფულა გოგონა“ (ასე მოიხსენიებდნენ პარიზული გაზეთები რომის) ნამდვილ პარიზელ ქალბატონად აქცია. მაგრამ „შემდეგ არაფერი... მე უკვე ჩამომწერეს გერმანიაში, საფრანგეთი კი სერიოზულად არ აღმიქვამდა - მიცნობდნენ ამომავალი სუპერვარსკვლავის, ალენ დელონის მხიარულ კომპანიონად. ჩემთვის ვფიქრობდი: ერთ დღეს ვისკონტისთან ვიმუშავებ, ერთხელაც - რენე კლემენთან... მაგრამ როდის?“

1961 წელს ვისკონტიმ პარიზის სცენაზე დადგა მე-17 საუკუნის ინგლისელი დრამატურგის ჯონ ფორდის პიესა Tis Pity She's a Whore (საცოდაობაა, რომ ის მეძავია). მთავარ როლებს რომი შნაიდერი და ალენ დელონი ასრულებდნენ. იმავე წელს რომიმ ვისკონტის Boccaccio 70-ში ითამაშა. რეჟისორი შნაიდერს ევროპის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად თვლიდა. რომი actice francaise გახდა. ორსონ უელსის ფილმით „პროცესი“ (ფრანც კაფკას მოტივებზე) მან მშობლიურ გერმანიაშიც მოიპოვა აღიარება.

0x01 graphic

იზრდებოდა ალენ დელონიც. 1959-61 წლების ფილმებმა - კლემენის „თაკარა მზის ქვეშ“ (on the bright sun), ვისკონტის „როკო და მისი ძმები“, ანტონიონის „დაბნელება“ (eclipse) მას მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი.

1962 წელს რომი შნაიდერი ჰოლივუდში მიიწვიეს. ალენი საფრანგეთში დარჩა. ყოველ ხელსაყრელ მომენტში რომი ევროპაში ბრუნდებოდა ალენთან. ერთ დღესაც, ჰოლივუდის სტუდიიდან შინ დაბრუნებულს, ალენის ბარათი დახვდა - მშვიდობით! გიბრუნებ თავისუფლებას და ვიტოვებ შენს გულს”.

წლები გადიოდა. შნაიდერი ცოლად გაჰყვა მსახიობ გარი მეინსს, რომლისგანაც შეეძინა შვილი - დევიდი. დაშორების შემდეგ გარიმ თავი ჩამოიხრჩო. მოგვიანებით რომის ცხოვრებაში გამოჩნდა მისი პირადი მდივანი დანიელ ბიასინი და ის მეორედ გახდა დედა. ორივე ქორწინება უიღბლო გამოდგა. „მე არაფერი ვარ ცხოვრებაში და ყველაფერი - ეკრანზე“, - ამბობდა შნაიდერი.

0x01 graphic

მრავალფეროვანი იყო ალენ დელონის ცხოვრებაც: გამუდმებით იცვლიდა საყვარლებს, ცოლებს, დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, მზად იყო, რომის პირველივე დაძახებაზე მასთან გაქცეულიყო. ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ფილმში „აუზი“. „ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი არის და ყოველთვის იქნება ალენ დელონი... დღესაც ალენი ერთადერთი მამაკაცია, რომელსაც ვენდობი. ის ყოველთვის მეხმარება. ალენმა მე ქალად მაქცია. ტკივილმა, რომელმაც არ მომკლა, მხოლოდ გამაძლიერა“.

0x01 graphic

რომი შნაიდერის ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა, როცა 1981 წელს, საბედისწერო შემთხვევამ მას ვაჟი წაართვა. ჯერ ალენის დაკარგვამ, მერე კი ქმრისა და შვილის სიკვდილმა საშინელ დეპრესიაში ჩააგდო მსახიობი. მიეძალა ალკოჰოლსა და ნარკოტიკს... „მე სრულიად წაშლილი ვარ... მძულს ზისის იმიჯი. სხვას რას ვთავაზობ ხალხს, გარდა ზისისა? უკვე დიდი ხანია, აღარ ვარ ზისი. მე ვარ 42 წლის უბედური ქალი და მქვია რომი შნაიდერი“.

1982 წლის 29 მაისს რომი პარიზში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ალენ დელონმა რომის საფლავზე დატოვა ბარათი: Tu n'as jamais йtй aussi belle, tu vois j'ai appris quelques mots allemands pour toi: Ich liebe dich meine Liebe - შენ არასდროს ყოფილხარ უფრო მშვენიერი. ხედავ, შენთვის რამდენიმე გერმანული სიტყვა ვისწავლე: მე შენ მიყვარხარ, საყვარელო.

0x01 graphic

34 სამყარო გისოსებს მიღმა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

(პატიმართა შემოქმედება)

გამომცემლობა „მერიდიანი 2010 წელი

0x01 graphic

იოსიფ ბროდსკი, რომლისთვისაც სატუსაღოს საკანი უცხო არ ყოფილა, წერდა: „ციხე - არსებითად, უკმარისობაა სივრცისა, ანაზღაურებული დროის სიჭარბით“.

ციხესა და ლიტერატურაზე საუბრისას წიგნის მოყვარულ კაცს, რუსი დისიდენტი პოეტის გარდა, მარკიზ დე სადი, ოსკარ უაილდი ან ო' ჰენრი გაახსენდება. ვინმეს შეიძლება ჭოლა ლომთათიძეც კი მოაგონდეს, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ ისეთ ადამიანებზე, იქ მოხვედრილები ამ დროის სიჭარბეს ფურცელზე გადატანილი (კეთილხმოვანი იდიომი არ გეგონოთ - პერსონალურ კომპიუტერს ჯერ გისოსებში ფეხი არ მოუკიდებია) წუხილით რომ ავსებენ და მერე ამ ფურცლებს, უკეთეს შემთხვევაში, საოჯახო არქივი თუ ინახავს.

დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრმა, კერძოდ, ნიკა ჩხარტიშვილმა გადაწყვიტა, ქართველი პატიმრების შემოქმედება, ლექსი იქნებოდა ეს, ნოველა თუ ესკიზი, ერთ წიგნში მოექცია. ბესო ხვედელიძე, გიორგი ზანგური, ზურაბ ნიჟარაძე პროექტის ინიციატორთან ერთად თვეების განმავლობაში აგროვებდნენ მასალას. პროექტი განხორციელდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდულ საკითხთა სამინისტროს მხარდაჭერით.

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

კრებულს „სამყარო გისოსებს მიღმა“ უწოდეს და ათონელის თეატრში მისი პრეზენტაცია გაიმართა. ფორმატი მარტივი იყო, დეკორაციაც სადა - დაახლოებით ისეთი, როგორც ციხის კედლებს შეესაბამება. ორი მსახიობი მონაცვლეობით გადმოსცემდა ათასგვარ გულის შემძვრელ ამბავს.

ბუნებრივია, მსჯავრდებულთა ტექსტების გაცნობისას არავინ დაიწყებს კრიტიკოსის სათვალით კირკიტს (თუმცა, არაერთი დასამახსოვრებელი ფრაზა შეგხვდებათ). აქ უმთავრესი, რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ის დიდი და უცნაური ტკივილია, რაც გისოსებს აქეთ მცხოვრებთათვის ხშირად მიუწვდომელი და გაუგებარი რჩება.

წიგნი ერთგვარი სტენოგრამაა ჩვენთვის შეუმჩნეველი მაჯისცემისა. თუ სადმე გადააწყდებით, აუცილებლად წაიკითხეთ. ამ ადამიანების მონათხრობი მართლაც რომ ახალ სამყაროს აღმოგაჩენინებთ.

35 ამბები

▲ზევით დაბრუნება


Movie Awards

0x01 graphic

MTV Movie Awards 1992 წლიდან ყოველ წლიურად ტარდება. მთავარი პრიზია ოქროს პოპკორნი, რომელიც ყველა გამარჯვებულს გადაეცემა. წლების მანძილზე იცვლება როგორც ნომინაციები, ისე შოუს წამყვანები. 1992 წელს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს დენის მილერი უძღვებოდა. ნომინაციაში წლის საუკეთესო ფილმი ტერმინატორი 2 გახდა, ხოლო წლის საუკეთესო მსახიობები ამავე ფილმის მონაწილეები. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლინდა ჰამილტონი დაჯილდოვდა, ხოლო წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი იყო არნოლდ შვარცნეგერი.

0x01 graphic

ქრისტინ სტუარტი და რობერტ პეტინსონი

2010 წელს შოუს მასპინძლობა წილად ხვდა აზიზან სარს. კალიფორნიაშ გამართული შოუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და, პირველად მის ისტორიაში, უხამს სიტყვებს არ ედო ცენზურა, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულების წარსადგენად სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები. 2009 წლის ლიდერმა Twilightმა წლეულსაც ყველაზე მეტი პოპკორნი მოიპოვა. შარშან ბინდმა ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა, წელს კი ფილმის მეორე ნაწილმა New Moon ოთხი გამარჯვება მოიპოვა. სწორედ ახალმა მთვარემ დაიმსახურა წლის ფილმისთვის განკუთვნილი ოქროს პოპკორნი. საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ქრისტინ სტუარტი, მისმა პარტნიორმა რობერტ პეტინსონმა კი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის აღიარება დაიმსახურა. ნომინაციაში სა უკეთესო კოცნა სწორედ სტუარტი და პეტინსონი დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, ოქროს პოპკორნი, რომელიც გლობალური სუპერ ვარსკვლავისთვის იყო განკუთვნილი, 23 წლის რობერტ პეტინსონს ერგო. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა სანდრა ბულოკი. მას სპეციალური ჯილდო MTV Generation Awardი ბეტი უაითმა, სკარლეტ იოჰანსონმა და ბრედლი კუპერმა გადასცეს. სცენაზე ასულმა ბულოკმა ემოცია ვერ დამალა და სკარლეტ იოჰანსონს ტუჩებში აკოცა. მაყურებლის განწყობაზე მუსიკალური ნომრებით იზრუნეს კრისტინა აგილერამ, კეტი პერიმ და სნუპ დოგმა.

0x01 graphic

ფილმ ბინდის შემოქმედებითი ჯგუფი
ყველა ფოტო: REUTERS ©

0x01 graphic

ქრისტინა აგილერა ცერემონიაზე

0x01 graphic

ბეტი კუპერი და სანდრა ბულოკი

2010 წლის MTV Movie Awards-ის გამარჯვებულები:

გამარჯვებულები:

  • საუკეთესო ფილმი:
    ბინდი ახალი მთვარე

  • მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი:
    რობერტ პეტინსონი, ბინდი ახალი მთვარე

  • ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი:
    ქრისტიან სტუარტი, ბინდი ახალი მთვარე

  • სამსახიობო კარიერაში მნიშვნელოვანი მიღწევა:
    ანა კენდრიკი, მაღლა ცაში

  • საუკეთესო არამზადა:
    ტომ ფელტონი ჰარი პოტერი და ნახევარსისხლა პრინცი

  • კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი:
    ზაკ გალიფიანაკისი, ნაბახუსევი

  • საუკეთესო კოცნა:
    რობერტ პეტინსონი და ქრისტინ სტუარტი, ბინდი ახალი მთვარე

  • ბრძოლის საუკეთესო სცენა:
    ბიონსე ნოულზი და ალი ლატნერი, შეპყრობილი

  • საშიში როლის საუკეთესო შემსრულებელი:
    ამანდა სეიფრიდი, ამანდას სხეული

  • ბოროტი გმირი:
    რაინ, ნინძის მკვლელი

  • Best WTF! moments:
    კენ ჯონგი, ნაბახუსევი

  • გლობალური სუპერვარსკვლავი:
    რობერტ პეტინსონი

  • MTV Generation:
    სანდრა ბულოკი

რობი უილიამსის ორი ბედნიერება

0x01 graphic

ბრიტანელ მომღერალ რობი უილიამსს შთაგონება ეწვია, ოღონდ არა მუსიკალური. როგორც ბრიტანული გაზეთები იუწყებიან, მომღერალი აღფრთოვანებულია ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის საქციელით და გადაწყვიტა, თვითონაც რამდენიმე მიუსაფარი ბავშვი იშვილოს. მუსიკოსი ექვსი ბავშვის აყვანას აპირებს.

მომღერალს სხვა მასშტაბური გეგმებიც აქვს. უახლოეს მომავალში ის აპირებს დაქორწინდეს ამერიკელ მსახიობ აიდა ფილდზე. როგორც ჩანს, ბრიტანულ-ამერიკულ ოჯახში სრული ჰარმონია დაისადგურებს, რადგან წყვილმა წარმატებით გადაჭრა ფეხბურთის ურთულესი პრობლემა.

„აიდა ნებას მომცემს, ფეხბურთს იმდენ ხანს ვუყურო, რამდენ ხანსაც გამიხარდება. ასევე ვაპირებთ, მუნდიალის მსვლელობისას სახლში საფეხბურთო წვეულებები გავმართოთ. აიდა დამპირდა, რომ ინგლისის ნაკრებს უგულშემატკივრებს,“ - ამბობს უილიამსი.

ინტერპოლის 12 ახალი ალბომი და წევრი

0x01 graphic

ამერიკულმა ინდი როკ ჯგუფმა ინტერპოლმა ახალი ალბომის დასახელება და გამოსვლის თარიღი გამოაცხადა. ალბომი, სახელად „ინტერპოლი“, სექტემბრის შუა რიცხვებში გამოვა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ახალი ბასისტის სახელი. კარლოს დენგლერის ნაცვლად, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ჯგუფი, ჯგუფს დეივ პაიო შეუერთდება. ამ უკანასკნელს უამრავ ჯგუფთან და შემსრულებელთან უმუშავია, ასე რომ, გამოცდილებით წინამორბედ კარლოს დენგლერს არაფრით ჩამოუვარდება.

ჯგუფი ამერიკული ტურის ახალ კალენდარს ადგენს, რადგან თავდაპირველი გეგმები ჯერ ბასისტის წასვლამ, შემდეგ კი U2-ს ვოკალისტის, ბონოს მოულოდნელმა ტრავმამ შეცვალა. შეგახსენებთ, ინტერპოლს და U2-ს ერთობლივი ამერიკული ტურნე უნდა ჰქონოდათ.

ოზი ოზბორნი საკუთარ სხეულს მუზეუმს უტოვებს

61 წლის ოზი ოზბორნმა განაცხადა, რომ სიკვდილის შემდეგ საკუთარ სხეულს ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმს უსახსოვრებს. ამის მიზეზს როკმომღერალი ძალიან მარტივად ხსნის: „ყველამ კარგად იცის, თუ როგორი დამოკიდებულება მქონდა ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან. წლების მანძილზე დამოკიდებული ვიყავი უამრავ ნივთიერებაზე, დღის მანძილზე ოთხ ბოთლ კონიაკს ვსვამდი, სიგარას ისე ვეწეოდი, როგორც სიგარეტს და ექიმის მიერ დანიშნულ 42 სახეობის წამალს ვიღებდი. ამის მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ორგანიზმი „სამედიცინო სასწაულია“. სწორედ ამის გამო მინდა, ჩემი ძვლების მდგომარეობა საზოგადოებამ შეაფასოს“. ოზბორნს თავად უკვირს, თუ როგორ გაუძლო მისმა ორგანიზმმა ამდენ მავნე ნივთიერებას.

0x01 graphic

36 ლუდი, ლუდი!

▲ზევით დაბრუნება


გურმანი

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

კრომბახერი
ლუდის მაღაზია
დავით გამრეკელის 3, საბურთალო
ტელ: 37 80 63
საათები: ყოველდღე 09 : 00 - 23 : 00
ბარათები: მიიღება
პარკინგი: საბურთალოს ან გამრეკლის ქუჩებზე

0x01 graphic

ახლახან თბილისში, საბურთალოზე, გაიხსნა ლუდის მაღაზია კრომბახერი სუფთა, კოხტა და მოწესრიგებული. ლუდის გარდა, კრომბახერში იპოვით მაგარალკო ჰოლურ სასმელებს, გასტრონომიულ განყოფილებას, რომელშიც ლუდის ატრიბუტების სოსისისა და ძეხვეულის გარდა, მზა კერძების დიდი არჩევანია. იყიდება ჩამოსასხმელი ღვინოც მაგალითად, მანავის მწვანე ხუთწლიანი დაძველებით. მთავარი, რა თქმა უნდა, ლუდის უჩვეულოდ ფართო არჩევანია: ჩვიდმეტამდე დასახელების ლუდს თქვენთვის სასურველი ფორმით შეიძენთ: ბოთლით, თუნუქის ქილით ან ჩამოსასხმელს პოლიეთილენის ერთჯერად ბოთლებში, საკუთარი ეტიკეტით. შთამბეჭდავია ჩამოსასხმელი ლუდის ბარი სპილენძის ონკანებით. აქ თეთრხალათში გამოწყობილი ბარმენი ტრიალებს. რამდენიმე დასახელების გერმანულ, ჩეხურ და ირლანდიურ ლუდს შორის არჩევანის გაკეთება ძნელია. ამიტომ გასულ კვირას კრომბახერს ვეწვიეთ და ლუდის უმეტესობა გავსინჯეთ. გთავაზობთ ჩვენი აზრით საუკეთესო ხუთეულის მოკლე მიმოხილვას:

Hofbräu Műnchener Weisse - ბავარიული, 5.1%25 გაუფილტრავი. ხორბლის ლუდისთვის დამახასიათებელი მღვრიე ქარვისფერით, რბილი საფუარის მოტკბო გემოთი, თაფლის არომატითა და სასიამოვნო დაბოლოებით. ჰიტლერის საყვარელი ლუდი. (500 მლ 3.50)

Paulaner Hefe Weiβbier Naturtrűb - პაულანერის ყველაზე პოპულარული ჩამოსხმა. გერმანული, გაუფილტრავი ლუდისთვის დამახასიათებელი მღვრიე ქარვისფერი ლუდი. ხასიათდება მდიდარი ყვავილების ბუკეტით (1ლ ჩამოსასხმელი 6.90)

Staropramen Premium Prague - ღია ქარვისფერი ჩეხური ლაგერი. ალკ. 4%25. სავსე სხეულიანი ლუდი, სვიის ბუნებრივად მწარე გემოთი, მცენარეული ტონებით და არახისის დაბოლოებით. (1ლ ჩამოსასხმელი 4.80ლ)

Bűrgerbrau Bämberg - ღია ქარვისფერი გერმანული ლაგერი ალკ. 4.7%25 დახვეწილი და რბილი, ღვინისთვის დამახასიათებელი ობერტონებით, წარაფის გემოთი. ხანგრძლივი და სასიამოვნო დაბოლოებით. (500მლ 2.50ლ)

Veltins Pilsner - ღია ოქროსფერი გერმანული ლაგერი, ალკ. 4.8 ხანგრძლივი სასიამოვნო დაბოლოებით. (500მლ 2.40ლ)

მუქი სახეობებიდან კარგია შავი ჩამოსასხმელი კრომბახერი (1ლ 6.00ლ). ნაკლებად შთამბეჭდავია ირლანდიური ლუდის არჩევანი: კილკენი, ჰარპი და გინესი (საშუალოდ, ლიტრის ფასი 89 ლარი). საერთოდ, ითვლება, რომ გინესი ცუდად მოგზაურობს და თუ გინდათ, ნამდვილი გინესის გემო გასინჯოთ მხოლოდ ირლანდიაში. ჰარპი (1ლ ჩამოსასხმელი 8.50ლ) ნეიტრალური არა სასიამოვნო არომატით, დაჟანგული გემოთი. შესაძლოა, ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები დარღვეულია, ამიტომ, ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით, ჩეხური და გერმანული ლუდის ყიდვა უფრო მიზანშეწონილია. კარგი იქნება, თუ მომავალში კრომბახერი რამდენიმე ბელგიურ ჩამოსხმასაც შემოგვთავაზებს.

37 ქათამი ბოსტნეულით

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

თეკუნა გაჩეჩილაძე
შეფ-მზარეული

4 ულუფა

800 გრ. ქათმის მკერდი
300 გრ. ბულგარული
წიწაკა (წითელი)
300 გრ. პრასი
300 გრ. სტაფილო
1 ქილა ბამბუკის მარინადი
2 კბილი ნიორი
200 გრ. ქამა სოკო
60 გრ. სოიოს სოუსი
60 გრ. ჩილის სოუსი
20 გრ. მწვანე ხახვი
20 გრ. რეჰანი
50 გრ. ზეთი+

ჯამში 20 ლარი

წვრილ ზოლებად დაჭერით ბულგარული წიწაკა, სტაფილო და პრასი. დაუმატეთ ბამბუკის მარინადი, ნიორი, ქამა სოკო და მოთუშეთ.

ზეთი გააცხელეთ ცალკე ტაფაზე და შეწვით სიგრძეზე დაჭრილი ქათმის მკერდი. დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეულის მიქსი, სოიოს და ჩილის სოუსები, ამის შემდეგ გაანაწილეთ 4 თეფშზე.

კერძი გააფორმეთ მწვანე ხახვითა და რეჰანით. მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად. (ქათამი შეგიძლიათ შეცვალოთ საქონლის სუკით ან კრევეტით)

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03 ).

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი