The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №15


ტაბულა №15


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჯანაშია სიმონ, ჯაფარიძე ზურა, კოვზირიძე დავით, ლადარია ნოდარ, თოდუა მაია, ბურჭულაძე ზაზა, ბატაშვილი დავით, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|21 - 27 ივნისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხანმოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, ნინო ჯანჯღავა, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე / არტ-რედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / მენეჯერი: ნათია სოფრომაძე / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge / გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge



1 საფოსტო ყუთი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

როგორც ყოველთვის, დიდი ინტერესით გავეცანი „ტაბულას“ ბოლო ნომერს და მინდა გამოვეხმაურო პუბლიკაციას „სპეკულაციები თემაზე - სააკაშვილი 2013“. სათაურში გამოტანილი სიტყვა „სპეკულაციები“ მართლაც ზედგამოჭრილია იმ დისკურსისათვის, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასა და, რაც მთავარია, თავად კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს ეხება. მე თავად ვარ ამ კომისიის წევრი და კარგად მახსოვს, თუ როგორ პოლიტიკურ ფონზე დაიწყო ეს პროცესი. მთელი პოლიტიკური კლასი (მათ შორის, მმართველი ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელიც), უცებ, საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ოპოზიციურმა ელიტამ საპარლამენტო მოდელი ლამის კაცობრიობის ხსნად გამოაცხადა, არა მხოლოდ საქართველოში. აღარ ვსაუბრობ პოლიტიკოსთა იმ გაუგებარ იდეებზე, რომელიც „თეო-მონარქისტული პარლამენტარიზმის“ გაუგებარ ნაზავს გულისხმობდა და დღეს, საბედნიეროდ, ამაზე აღარავინ საუბრობს.

შექმნიდან თითქმის ერთი წლის თავზე კომისიამ უარი თქვა კონსტიტუციის საპრეზიდენტო მოდელის პროექტზე (სხვათა შორის, არცთუ ურიგო კონცეფციაზე) და საზოგადოებას ე.წ. შერეული მოდელი წარუდგინა. შერეული მოდელი, კონცეპტუალურად, საპარლამენტო მოწყობაა და სწორედ აქ დაიწყო სრულიად უცნაური სპეკულაცია. პირადად მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს (უფრო ლიდერებს ვგულისხმობ) არანაირი ცვლილება კონსტიტუციაში არ უნდა. მეტიც, ისინი დღეს საპრეზიდენტო მოწყობას ამჯობინებენ, რადგან, როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გულწრფელად და დასაბუთებულად აცხადებს: მხოლოდ ამ შემთხვევაში ვერ გახდება მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი და ძალაუფლების სადავეებს ვეღარ ჩაიგდებს ხელშიო.

კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტის ოპონენტებმა აღმოაჩინეს, რომ შერეული მოდელი პრეზიდენტის ძალაუფლებას კი ზღუდავს, მაგრამ, სამაგიეროდ, პრემიერ-მინისტრის როლს აძლიერებს. პრემიერს პარლამენტში უმრავლესობით მოსული პოლიტიკური ძალა დანიშნავს, ხოლო ოპოზიციურ სპექტრს პრლამენტში უმრავლესობით მოსვლის იმედი არ აქვს (თუმცა, რატომ ფიქრობენ ასე, ჩემთვის გაუგებარია. ორი პოლიტიკური წელიწადი ხომ ძალიან დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს). მართალია, პარალელურ რეჟიმში მოქმედი საზოგადოებრივი კომისიის შემოთავაზებული მოდელიც საპარლამენტო მოწყობას ისახავს მიზნად და ვერც ეს მოდელი იძლევა სააკაშვილის კვლავ ძალაუფლებაში არმოსვლის გარანტიას, მაგრამ მთავარი კრიტიკა მაინც სახელმწიფო კომისიის წევრებზე მოდის - თითქოსდა კომისია თავიდანვე სახელისუფლებო თამაშში მონაწილეობდა და „დაკვეთა“ შეასრულა. სხვათა შორის, შერეული მოდელი არც სააკაშვილის გუნდში სარგებლობს ცალსახა სიმპათიით. მაგალითად, თუ პავლე კუბლაშვილი გარკვეული დათქმებით, მაგრამ მაინც მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს საჯაროდ არ დაუმალავს ამ მოდელისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულება. მან კომისია ზედმეტ ამბიციურობაშიც დაადანაშაულა. ოპოზიციის გულისწუხილი ჩემთვის გასაგებია: განსხვავებით გასული წლისაგან, მათ ელექტოლარული უპირატესობის განცდა აღარ აქვთ და შიში იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა მომავალ არჩევნებში ამომრჩევლის უკეთ კონსოლიდირებას შეძლებს, უბიძგებს მათ კომისიის მუშაობის ნიველირებისა და „დიდი შეთქმულების“ ნაწილად გამოცხადებისაკენ.

მერაბ ბასილაია

არ ვიცოდი, რომ პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. მე ის მიკვირდა, ლეიბორისტებს რომ პარლამენტის წევრის ხელფასებს უხდიან. თქვენი ჟურნალის გასულ ნომერში გამოქვეყნებული სტატია „კანონიდან მარაზმამდე” ჩემთვის ბევრი რამის ამხსნელი გამოდგა. მაგალითად, სულ მიკვირდა, რომ გოგი თოფაძე ასე ერთგულად მონაწილეობს ყველა არჩევნებში. ვფიქრობდი, გონიერი კაცია და ნუთუ არ იცის, რომ ის ვერ გახდება პრეზიდენტი ან ქალაქის მერი, პარლამენტში უმრავლესობით ვერ მოვა-მეთქი და, სადღაც, სიმპათიასაც ვგრძნობდი მისი თანმიმდევრულობისა და პრინციპულობის გამო. თურმე, სახელმწიფო ფულს უხდის მინიმალური რეზულტატისათვის, რომელიც არავის არაფერს აძლევს, გარდა მისი ახლო წრისა. ვეთანხმები სტატიის ავტორს და მიმაჩნია, რომ ეს „მარაზმია“.

ელენე ბრეგაძე, პედაგოგი

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


გვინდა, ყველამ იცოდეს, მათ შორის, ტერორისტებმაც, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც უსაფრთხოება გარანტირებულია.

0x01 graphic

აშშს ენერგეტიკის დეპარტამენტში სახელმწიფო ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრატორი ტომას დაგოსტინო თბილისში ვიზიტისას. 14 ივნისი.

იმ შემთხვევაში, თუ გაეროს უსაფრთხოების საბჭო სამხერთკორეული საბრძოლო ხომალდის ჩაძირვაში ჩრდილოეთ კორეას ოფიციალურად დაადანაშაულებს და შესაბამის დოკუმენტს დაამტკიცებს, მე, როგორც დიპლომატს, არაფრის გაკეთება აღარ შემეძლება. შესაბამის ზომებს უკვე ჩემი ქვეყნის სამხედრო ძალები მიმართავენ.

0x01 graphic

ჩრდილოეთ კორეის ელჩი გაეროში, სინ სონ ჰო. 16 ივნისი.

აშშ- სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა ეს მეგობარი ქვეყნების ხარჯზე არ მოხდება. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მილიარდი დოლარი გამოვყავით ქვეყნის დასახმარებლად. აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

აშშს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი. 17 ივნისი.

რუსეთის მიდგომა ირანის მიმართ შიზოფრენიულია. მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს ბირთვული იარაღისგან მომდინარე საფრთხეს, რუსეთი მაინც განაგრძობს კომერციულ თანამშრომლობას ისლამისტ ქვეყანასთან.

0x01 graphic

აშშს თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი. 17 ივნისი.

12 ივნისი

იტალიის სენატმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ჟურნალისტებს უკრძალავს ნებისმიერი საქმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, სასამართლო პროცესის დასრულებამდე. მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერები კანონს მკაცრად აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, ახალი კანონი ბერლუსკონის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება. შაბათს რამდენიმე იტალიური გაზეთი, პროტესტის ნიშნად, ცარიელი ფურცლებით გამოვიდა გასაყიდად.

ჩინეთი და ყაზახეთი შეთანხმდნენ ახალი გაზსადენის დაფინანსების შესახებ. ასევე, ორ ქვეყანას შორის გაიზრდება თანამშრომლობა ატომური ენერგიის სფეროში. პეკინი ცდილობს რეგიონში გავლენის გაძლიერებას და ყაზახეთის ბუნებრივ რესურსებში ინვესტიციების გაზრდას.

13 ივნისი

0x01 graphic

აშშს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოუწოდა ირანს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ამერიკელი მოგზაურები, რომლებიც ერთი წელია გაურკვეველი მიზეზით დაპატიმრებულნი არიან.

14 ივნისი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი საქართველოში იმყოფებოდა. ნალბანდიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საკითხები, როგორიცაა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა, ასევე თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში.

0x01 graphic

გაეროს, ევროკავშირის, აშშსა და რუსეთის მშვიდობის ელჩმა ახლო აღმოსავლეთში, ტონი ბლერმა, ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა და გამოთქვა იმედი, რომ ისრაელი ღაზას სექტორის ბლოკადას შეამსუბუქებს.

პოლონეთში საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ კომუნისტური პროპაგანდა გაიგივებულია ფაშიზმთან და ანტისემიტიზმთან. მოქალაქეს კომუნისტური სიმბოლოების გავრცელებისა და პროპაგანდისთვის, შეიძლება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის 5წლიანი სამოქმედო გეგმა გაფორმდა. გაეროს წარმომადგენლების განცხადებით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ორგანიზაცია მიზნად ისახავს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის აშენებაში.

15 ივნისი • აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს შორის, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა. მსოფლიო მასშტაბით შეფასებული 176 სახელმწიფოდან საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების ე.წ. „პირველ კალათაში“ მოხვდა.

0x01 graphic

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის Le Monde-ის მფლობელებმა და პრესის წარმომადგენლებმა პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრიტიკეს ორგანიზაციის შიდა საქმეებში ჩარევისთვის. Le Monde-ის აქციების გაყიდვებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა გაზეთის გამომცემელი ერიკ ფოტორინო ელისეის სასახლეში მიიწვია.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ იური ბოიკის განცხადებით, კიევი მზადაა შეუერთდეს საქართველო-აზერბაიჯანი- რუმინეთის პროექტს და შეისყიდოს დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. პროექტის მიხედვით, საქართველოში გათხევადებული აზერბაიჯანული გაზი რუმინეთში ტრანსპორტირდება, საიდანაც გადანაწილდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

16 ივნისი

მექსიკის ყურეში ნავთობის ჭაბურღილზე მომხდარი ავარიით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფის აღმოსაფხვრელად სპეციალური ფონდი შეიქმნა. უკვე ცნობილია, რომ ბრითიშ პეტროლეუმი, რომელსაც ეკუთვნოდა ჭაბურღილი, ფონდში 20 მილიარდ დოლარს გადარიცხავს.

ევროსაბჭოს კომისიამ რასიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ქსენოფობიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. თუმცა, კომისიამ დაასკვნა, რომ პრობლემად რჩება რელიგიური დევნა და ძალადობა. ასევე, პოლიციის არასათანადო რეაგირება მსგავს ფაქტებზე.

0x01 graphic

სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ ანტიპუტინური ბროშურის 100 ათასი ასლის კონფისკაცია მოახდინა. ბროშურა „პუტინი. შედეგები. 10 წელიწადი” საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე უნდა დაერიგებინათ, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.

0x01 graphic

რატკო მლადიჩის ოჯახმა სერბეთის სასამართლოს მიმართა თხოვნით, მლადიჩი ოფიციალურად გამოცხადდეს გარდაცვლილად. ბოსნიელი სერბი რატკო მლადიჩი ეჭვმიტანილია ომის დროს ჩადენილ დანაშაულებში. ოჯახის ადვოკატის განცხადებით, 2003 წლის შემდეგ არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ მლადიჩი ცოცხალია.

0x01 graphic

საფრანგეთის სამხერთში წყალდიდობამ 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რეგიონის 200 ათასი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

17 ივნისი

გაიმართა თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, რომელიც უხუცესმა დეპუტატმა ნათელა მაჭავარიანმა გახსნა. დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის კანდიდატურებს უყარეს კენჭი.

პოლონეთის მსგავსად, ლიტვის საკანონმდებლო ორგანომაც ცვლილება შეიტანა კანონში. ლიტვის საბჭოთა და ნაცისტური ოკუპაციის მხარდაჭერისა და ამ რეჟიმების დანაშაულებათა უარყოფის შემთხვევაში, მოქალაქეს ჯარიმის გადახდა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

18 ივნისი

0x01 graphic

იუტას შტატში 49 წლის რონი ლი გარდნერი სიკვდილით დასაჯეს. შტატის კანონმდებლობით, განსასჯელს აქვს უფლება თავად აირჩიოს, რა მეთოდით მოკლავენ. 1977 წლის შემდეგ გარდნერი აშშ-ში მესამე ადამიანია, რომელიც დახვრეტით მოკლეს. იგი დამნაშავედ ცნეს ორი ადამიანის მკვლელობაში.

ესპანეთის მინისტრთა საბჭომ დააკმაყოფილა ქართული მხარის განაცხადი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ შაქრო კალაშოვის საქართველოში ექსტრადირების შესახებ. გადაწყვეტილება ესპანეთის ნაციონალურმა სასამართლო კოლეგიამ უნდა დაამტკიცოს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი კალაშოვის ექსტრადირების ზუსტი თარიღი.

ხობის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, ცოტნე დადიანის საფლავს მიაგნეს. აკლდამა იმ კედლის ძირში მდებარეობს, რომელზეც გამოსახულია ცოტნე დადიანისა და მისი მშობლების ფრესკა.

3 რა მოხდა ყირგიზეთში

▲ზევით დაბრუნება


არენა

0x01 graphic

უზბეკი დევნილები საზღვარზე

პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ ერთი ცხელი წერტილია სამხრეთ ყირგიზეთში მდებარე ფერღანას ველი. წინა კვირიდან მოყოლებული ქალაქებში ოშსა და ჯალალაბადში არ ცხრება შეტაკებები ყირგიზებსა და უზბეკებს შორის. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ორასამდე ადამიანი; წითელ ჯვარში კი აცხადებენ, რომ შვიდასამდე ადამიანია მოკლული, დახვრეტილი ან ცოცხლად დამწვარი.

არეულობა ოშში 10 ივნისს დაიწყო. ახალგაზრდა ყირგიზები და უზბეკები ადგილობრივ კაფებარში შელაპარაკდნენ. დავა ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. დაპი რისპირებას ეთნიკური ნიშნით დევნა, მოროდიორობა დასახლების გადაწვა მოჰყვა. ყირგიზეთის მოქალაქეებმა ასი ათასამდე ეთნიკურად უზბეკმა მეზობელ უზბეკეთს მიაშურეს თავშესაფრის ძიებაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ყირგიზეთიდან სხვადასხვაქვე ყანაში გადახვეწილ უზბეკთა რიცხვი 400 ათასს უტოლდება.

ეთნიკური დაპირისპირება სპონტანურად არასდროს ღვივდება. მას ლოგიკური წინა პირობა აქვს. ფერღანას ველი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ყირგიზებისა და უზბეკების გარდა, იქ სახლობენ თურქი მესხებიც. 80-იანი წლების ბოლოს სწორედ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება გახდა უზბეკებსა და თურქ მესხებს შორის პირველი სერიოზული ეთნიკური დაპირისპირების საბაბი. უზბეკეთის მაშინდელმა კომპარტიის პირველმა მდივანმა რაბიკ ნიშამოვმა მარწყვის კონფლიქტად მონათლა დაპირისპირება. მას შემდეგ ფერღანას ველზე ყველა მარწყვის კვალს ეძებს, თუმცა, ამჯერად, ეთნიკური შუღლის კატალიზატორად განზრახ წაქეზების პოლიტიკა შეიძლება მივიჩნიოთ.

პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოწრთობილ ადამიანს არ გაუჭირდება მესამე ძალის უჩინარი ხელის დანახვა ოშსა და ჯალალაბადში; მით უმეტეს, რომ არსებობს მრავალნაცადი, უტყუარი ხერხი ეთნიკური შუღლის გაღვივების და შემდეგ, ამ საბაბით, სხვის მიწაზე ფეხის მოკიდებისა. ამ ფანდს ერთნაირი წარმატებით იყენებდა ჯერ ცარისტული, მერე საბჭოთა და ბოლოს პუტინის რუსეთი...

ყირგიზეთის დროებითი მთავრობა პანიკაშია. გასულ შაბათ კვირას ხელისუფლებამ ოშსა და ჯალალაბადში რეგულარული არმია და მოხალისეებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები გადაისროლა. თუმცა, ამ ძალებმა ვერ შეძლეს რეგიონის გაკონტროლება. ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ აშშს მიმართა, რეზინის ტყვიებითა და ჯარით დახმარების თხოვნით. მას შემდეგ, რაც თეთრი სახლისგან უარი მიიღო, ქალბატონმა პრეზიდენტმა მოსკოვისკენ იბრუნა პირი და კრემლს სამხედრო ინტერვენცია სთხოვა...

0x01 graphic

რუსი მაღალჩინოსნები არა საჯაროდ, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ მოსკოვს ურჩევნია სამხედრო ძალები შინ, ჩრდილოეთ კავკასიასთან ახლოს ჰყავდეს ისლამისტი ექსტრემისტების დასაოკებლად. „მშვიდობის დასამყარებლად“ ყირგიზეთში სამხედრო ძალების გადასროლის შემთხვევაში, ისლამისტებიც ჩაერთვებიან ბრძოლაში, ჩაგრული მუსლიმი ძმების დასაცავად. უზბეკები გაბნეულნი არიან ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ავღანეთში და ცენტრალური აზიის ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეთნოსი გასამმაგდა. უზბეკეთის პრეზიდენტ კარომოვის რეპრესიების მერე ისლამისტური მოძრაობა იატაკქვეშეთშია განდევნილი. რეპრესიების კვალდაკვალ მოძრაობის რადიკალიზაცია ხდება. ასე რომ, თუკი ფარღანაში ისლამისტური ნაპერწკალი გაღვივდა, მასშტაბურ ხანძარს უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება აშშ-ს, ანალიტიკოსები პრეზიდენტ ობამას უარს „გადატვირთვის ღილაკს“ უკავშირებენ. ობამას ადმინისტრაციამ ყურადღება მოადუნა. ეს ნელთბილი დამოკიდებულება იგრძნობოდა ყოფილი პრეზიდენტის, აპრილში ჩამოგდებული კურმანბეკ ბაკიევის მიმართ, ისევე როგორც ოტუნბაევას ახალი, „რეფორმატორული”, პრორუსული მთავრობისადმი.

0x01 graphic

1991 წლიდან აშშ ეხმარებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთ სარტყლის 8 ქვეყნას ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რათა ისინი რუსეთის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებულიყვნენ. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ დრამატულად შეცვალა რეგიონში თავისი პოლიტიკა. შესუსტდა ინტერესი აღნიშნული ქვეყნების მიმართ და, , შესუსტდა რუსეთზე ზეწოლაც.

ზოგიერთი ყირგიზი მიიჩნევს, რომ არეულობა ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მომხრეების რევანშია. ბაკიევის ოჯახი წარმოშობით კონფლიქტური რეგიონიდანაა და ადგილობრივების მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, განდევნილმა კურმანბეკ ბაკიევმა, რომელიც ამჟამად მინსკს აფარებს თავს, კატეგორიულად უარყო თავისი როლი უკანასკნელ მოვლენებში.

0x01 graphic

საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო სისხლისღვრა, დაგვიანებულია. დღეს მთავარი ამოცანაა, შეჩერდეს სამოქალაქო დაპირისპირება, რომელმაც შესაძლოა ქაოსში ჩაძიროს მთელი ცენტრალური აზია.

რუსეთს არ აწყობს ყირგიზეთში ცალმხრივი ინტერვენცია. საერთაშორისო საზოგადოება გაიხსენებს საქართველოს სცენარს. ორი წლის წინათ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების საბაბით მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. საერთაშორისო არენაზე არასახარბიელო პოზაში გამოჩენის თავიდან ასაცილებლად, დიმიტრი მედვედევმა გასულ ორშაბათს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგანგებო სხდომა მოიწვია.

0x01 graphic

ორგანიზაციაში გაწევრიანებულნი არიან: სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ალიანსმა გადაწყვიტა, „განიხილოს თითოეული შესაძლებლობა“ და „მოამზადოს დანაყოფები“; თუმცა, საერთაშორისო თანხმობის გარეშე ყირგიზეთში ინტერვენციაზე საუბარი არ არის. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შესაძლებლობები შეზღუდულია. რუსეთის მოკავშირეებს არ ჰყავთ მსგავსი ოპერაციებისთვის იოლად გასამეტებელი ძალები. ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს სიფრთხილე მართებს, რომ რუსეთისთვის სამხედრო დახმარებით არ გაანაწყენოს უზბეკეთის პრეზიდენტი, რომელთანაც ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. ჯერჯერობით, რუსეთი ჩრდილოეთ შემოიფარგლა, კანტის სამხედრო ბაზის გასაძლიერებლად.

ანალიტიკოსთა აზრით, თუკი რუსეთის ფედერაცია ინტერვენციისგან თავს ვერ შეიკავებს, ევრაზიის კონტინენტის შუაგულში ძალთა ბალანსი აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაიხრება. რუსეთს ძალადობის ჩასახშობად ჭარბი ძალის გამოყენება დასჭირდება. ფედერაციის სამხედროებს კი დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ რეგიონში შეყოვნება. ამის პრაქტიკა რუს ჯარისკაცებს ნამდვილად აქვთ - 1992 წელს ტაჯიკეთში რუსეთის 201-ე დივიზიამ, ადგილობრივ კლანებთან ერთად, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ჩამოაგდო და დღემდე გავლენიან ძალად რჩება ქვეყანაში... რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.

რუსი სამხედროების გაურკვეველი ვადით დაყოვნება ყირგიზეთში, ქალაქ მანასში აშშ-ს სამხედრო ბაზის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. თუ რუსეთი შეძლებს კონფლიქტის გადაჭრას, მოქმედი დროებითი მთავრობა პოლიტიკურად გადარჩება, კრემლს კი მისით მანიპულირების საშუალება მიეცემა. მოსკოვმა ყირგიზეთის მთავრობას შესაძლოა ამერიკელების გაძევება მოსთხოვოს - ყირგიზეთი იძულებული იქნება, შეასრულოს მოთხოვნა. მანასში ამერიკელების სამხედრო ბაზა მანამდეც იყო რუსეთსა და აშშ-ს შორის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ბაზა მნიშვნელოვანი ლოგისტიკური რგოლია ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედი ძალების დასახმარებლად. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დესპანმა, გენერალმა ვლადიმირ რუშაილომ ყირგიზეთის მთავრობას კრემლის მესიჯი უკვე გადასცა. შედეგმაც არ დააყოვნა: რამდენიმე დღის წინათ ყირგიზეთის საგადასახადო უწყებამ აშშ-ს ბაზის მომმარაგებლებს ბაზაზე შეტანილ საქონელზე 12%25-იანი დღგ-ს გადახდა მოსთხოვა. აშშ-სა და ყირგიზეთის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მომმარაგებლები ასეთი გადასახადისგან თავისუფალნი იყვნენ. მეტიც, 18 მაისს Wall Street Journal-თან ინტერვიუში დიმიტრი მედვედევმა ნათლად გამოხატა ამ საკითხისადმი დამოკიდებულება. მისი თქმით, აშშ-ს ბაზა მანასში „მუდმივად არ უნდა იყოს. მან უნდა შეასრულოს კონკრეტული ამოცანები და შეწყვიტოს საქმიანობა“.

ცენტრალური აზიის შუაგულში განვითარებული სტრატეგიული თამაშის კიდევ ერთი მონაწილე არის ჩინეთი. პეკინი ყირგიზეთს, და ზოგადად ცენტრალურ აზიას, სხვადასხვა წიაღისეულისა და ჰიდროელექტრორესურსების „ოქროს საბადოდ“ მიიჩნევს. გარდა ამისა, ყირგიზეთი ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზაა ცენტრალური აზიისკენ და მის მიღმაც. მიუხედავად ამისა, ჩინეთის ინტერვენცია ყირგიზეთში ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად გამოკვეთილი ეკონომიკური ინტერესისა, ყირგიზეთი ჩინეთის გავლენის სფეროს სცილდება.

ფერღანას ველზე განვითარებულმა მოვლენებმა გამოააშკარავეს ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნიათობა კრიზისული სიტუაციების მართვის საქმეში. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის კატრინ აშტონის „შეშფოთებულმა“ განცხადებებმა ვერ შეაჩერეს ოშსა და ჯალალ-აბადში მოთარეშე მოროდიორები.

ნამდვილი ტრაგედია ის არის, რომ მიმდინარე კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. შედეგს კი მთელი მსოფლიო იმკის-ყირგიზეთი შესაძლოა არშემდგარ სახელმწიფოდ მოგვევლინოს.

4 ევროპაში იაფად და სწრაფად

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

17 ივნისს ბრიუსელში ხელმოწერილი ხელშეკრულება ვიზების გამარტივების შესახებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, გაცილებით იაფად და მარტივად გაემგზავრონ ევროპაში. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელან ხელმორატინოსმა და საშინაო საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა. ევროკავშირის მხრიდან ხელშეკრულებას არ შეერთებია დანია, გაერთიანებული სამეფო და ირლანდია.

ამ ხელშეკრულებით, საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ვიზა გაიაფდება 60-დან 35 ევრომდე, ზოგისთვის მაგალითად, ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, ევროპაში მცხოვრები ქართველების ნათესავებისთვის, სტუდენტებისთვის უფასო იქნება. ვიზის ასაღებად ნაკლები დოკუმენტის წარდგენა დასჭირდებათ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ბიზნესმენებს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს. დიპლომატიური პასპორტების მფლობელები უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ. მათთვის, ვისაც ხშირად უწევს ევროპაში მგზავრობა და ვიზის პირობები არასდროს დაურღვევიათ, გაიცემა გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზები. გარდა ამისა, საკონსულოები ვალდებულნი იქნებიან, 10 დღის ვადაში მიიღონ გადაწყვეტილება ვიზის გაცემა არგაცემის შესახებ.

სესილია მალმსტრომმა ვიზების გამარტივება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მისი თქმით, ეს ერთგვარი გზავნილია საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომ ევროკავშირი მათთვის ღიაა.

ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფიულემ კი განაცხადა: „ჩვენი ვალდებულებაა, საქართველო-ევროკავშირთან არა მხოლოდ ინსტიტუციურად დავაახლოოთ, არამედ ხალხებითაც“.

პარალელურად, დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკება რეადმისიის ხელშეკრულების შესახებ. ეს ხელშეკრულება განსაზღვრავს ვალდებულებებსა და პროცედურებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ხელშეკრულების ხელმომწერი მესამე ქვეყნებისათვის, თუ როგორ და როდის უნდა მოხდეს იმ ადამიანების უკან დაბრუნება, ვინც არალეგალურად ცხოვრობს მხარეთა ტერიტორიებზე. მას უახლოეს კვირებში მოეწერება ხელი. ვიზების გამარტივებისა და რედმისიის ხელშეკრულებები ერთსა და იმავე დღეს შევა ძალაში.

„ეს ხელშეკრულებები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეალური შედეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობას და გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ განაცხადა საშინაო საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა.

5 ოპოზიციური „პაზლი“

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

პოლიტიკური ციკლის მრუდი, რომელიც 2007 წლის ნოემბრიდან ოპოზიციის აღმასვლას აჩვენებდა, ხოლო გასული წლის გაზაფხულიდან დაღმასვლას, 2010 წლის 30 მაისს საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. მმართველმა პარტიამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიცშეს სიტყვების სისწორე რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს. გარეშე მტრებთან და შიდა ოპონენტებთან გადატანილი ბატალიების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე იყო.

ოპოზიციის დიდი გაერთიანების მშენებლობის სტრატეგიამ კრახი განიცადა. ამომრჩეველთან მუშაობის ნაცვლად ოპოზიციის ლიდერები დროს ერთმანეთთან გაუთავებელ მოლაპარაკებასა და მანევრირებაში ატარებდნენ. საკუთარ მომხრეებს, საყოველთაო ოპოზიციური ერთობის მეშვეობით, „სააკაშვილის ანტიხალხური რეჟიმის“ გარდუვალ დამხობას ჰპირდებოდნენ. წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ ოპოზიციას არც საყოველთაო ერთობის და, მით უმეტეს, არც სააკაშვილის და მარცხების უნარი არ შესწევს. ამ მიზნით შექმნილმა ტაქტიკურმა კოალიციებმა საკუთარი თავი რომ ამოწურეს, მათმა წევრებმა დიდი ხნის წინ გააცნობიერეს და ერთგვარად შეეგუენ კიდეც ამას. ამიტომაც, არჩევნების შემდეგ კვანძის გახსნა სწრაფი და უმტკივნეულო იყო.

თავისი პარტიის დაშლის შესახებ ირაკლი ალასანიამ 15 ივნისს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით განაცხადა. მისი თქმით, ოთხი დამოუკიდებელი სუბიექტისგან შემდგარ ალიანსში „ყველა საკითხზე პოლიტიკური დისციპლინის შენარჩუნება იოლი არ იყო“.

ალიანსის კვალდაკვალ დაიშალა ეროვნული საბჭოც. ამ გაერთიანების განმარტებით, ეროვნული საბჭო საარჩევნოდ შექმნილი ბლოკი იყო და ბუნებრივია, რომ არჩევნების შემდეგ დაიშალა.

იდეოლოგიურ, ღირებულებით თუ სხვა ერთობაზე „დაფუძნებული“ ეს გაერთიანებები, რომლებიც არჩევნებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გავიდნენ, ერთჯერადი მოხმარების საარჩევნო ბლოკები აღმოჩნდა.

ყოფილი დისიდენტების, ჩეკისტებისა და კომკავშირლების ალიანსში გაერთიანება თავიდანვე ხელოვნური იყო. სხვა თუ არაფერი, მასში შემავალ პარტიებს რადიკალურად განსხვავებული ხედვა ჰქონდათ ქვეყნის მოწყობის შესახებ ერთი საპრეზიდენტო, მეორე საპარლამენტო, ხოლო მესამე მონარქიულ წყობას ემხრობოდა. ხელოვნური იყო ეროვნული საბჭოს ბლოკიც. მისი სამი ლიდერისგან ორი, ძიძიგური და დავითაშვილი ბოლო წლებში მესამის ნოღაიდელის ლანძღვა-გინებით აგროვებდა პოლიტიკურ კაპიტალს. როცა ეს უკანასკნელი რუსეთში პუტინს ეახლა სამთხვევად, მისმა პარტნიორებმა სულ დაივიწყეს, რომ პოლიტიკური ნათლობა თავის დროზე სამტრედიის სარკინიგზო ლიანდაგზე რუსეთისათვის გამოცხადებული ბლოკადით ჰქონდათ მიღებული და ერთმორწმუნე მტერთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს.

ალიანსში ყოფნის ერთმა წელმა ირაკლი ალასანიას დაანახა, რომ ეს პარტნიორობა ბალასტი იყო. ამ ადამიანებს ბევრად მეტი ამბიცია ჰქონდათ, ვიდრე ხმების მოტანა შეეძლოთ საერთო ყულაბაში. ახლა ალასანიასთვის პრიორიტეტულია საკუთარი პოლიტიკური პარტიის გაძლიერება რეგიონული სტრუქტურების ჩამოყალიბება, ახალი სახეების, ფინანსების მოზიდვა, „იდენტურობის ნათლად გამოხატვა“. შემდგომი საარჩევნო ბატალიების მოსაგებად მას პოლიტიკაში მეტრები და ბუმბერაზი სტრატეგოსები კი არა, ენერგიული უმცროსი ოფიცრები და რიგითი ჯარისკაცები სჭირდება, რომელთათვისაც საპარლამენტო მანდატებიის ბონუსია, რისთვისაც თავდაუზოგავად იმუშავებენ.

თუმცა, ბონუსების მიღება ალასანიას ყოფილმა პარტნიორებმაც მოახერხეს. ალიანსის პროპორციული სიით თბილისის საკრებულოში ერთი რესპუბლიკელი და ერთიც ახალი მემარჯვენე მოხვდა. პირველმა პარტიამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერიც კი ვერ გადალახა. მეორემ კი მოახერხა პარლამენტში გასვლა, მაგრამ არა როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა სუბიექტმა. პროპორციული სიით მოხვდა ერთი წევრი სალომე ზურაბიშვილის პარტიიდანაც, რომელსაც დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, ბარიერის გადალახვის მინიმალური შანსიც კი არ ჰქონდა.

ამიტომ იყო, რომ რესპუბლიკელებიც და ახალი მემარჯვენეებიც ალიანსში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთ პარტიად საქმიანობის გაგრძელების მომხრენი იყვნენ. მათთვის ალიანსის დაშლა საპარლამენტო პანსიონატში უფასო საგზურის დაკარგვის ტოლფასია. საეჭვოა, რომელიმე სხვა პოლიტიკური ბანაკი მათ ხელგაშლილი ელოდეს.

ალასანია არ ფიქრობს სხვებთან გაერთიანებას. მან დიპლომატიურად განაცხადა, რომ ყოფილ პარტნიორებთან კოორდინაციას შეინარჩუნებს სტრატეგიულ საკითხებზე მუშაობისას, ხოლო სხვა პარტიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მხოლოდ „თემატურ საკითხებში“ დაუშვა.

არც ეროვნული საბჭოს ყოფილი წევრები, კონსერვატიული და ხალხის პარტიების ლიდერები აპირებენ ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას. მათთვის, როგორც თავისუფლად კონვერტირებადი სუბიექტებისთვის, ახლა უფრო ხელსაყრელია ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვაჭრობა.

საინტერესო პაზლი შეიძლება აეწყოს რუსეთში მოსიარულე ტურისტების (ბურჯანაძე-ნოღაიდელი), რუსულ თანამგზავრზე გასული ტელეკომპანიის მესვეურის (კიწმარიშვილი), უცხოეთში მცხოვრები „პოლიტიკური დევნილის” (ოქრუაშვილი) და ქუჩის პოლიტიკის აკადემიკოსის (გაჩეჩილაძე), ასევე პოლიტიკაში დაკარგულებისა (სუბარი-გუნცაძე) და უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელების (ირაკლი ბათიაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი) ფრაგმენტებისგან. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, წინა კვირას ნოღაიდელი-გაჩეჩილაძე-კიწმარიშვილი მიუნხენში ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდნენ და, ალბათ, ახალ პაქტზე მუშაობდნენ.

ჯერ უცნობია, ყველა ალიანსელი გაერთიანდება თუ არა ერთ ფრაქციაში. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის შექმნის სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ქრისტიან-დემოკრატებს გადაწყვეტილი აქვთ, დამოუკიდებლად შექმნან პარტიული ფრაქცია. სამი ალიანსელიც ქმნის ფრაქციას, რომელსაც დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს. დარჩენილ ორ ალიანსელს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ოპოზიცია პრორუსულ და პროდასავლურ ფრთებად ლაგდება. კონტურებიც იკვეთება, ვინ ვისკენ იხრება. საკონსტიტუციო რეფორმის შედეგზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პარტიების შესაძლო გამსხვილებაცა და ბლოკების კონფიგურაციაც. თუ ახალი კონსტიტუცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე არ მიიღეს, დაწეული საარჩევნო ბარიერის პირობებში პარტიებს არჩევნებამდე გაერთიანების სტიმული ნაკლებად ექნებათ. მათთვის უფრო ხელსაყრელია, ცალ-ცალკე გავიდნენ და შემდეგ ივაჭრონ, ვისთან და რა პირობებზე გაერთიანდნენ პარლამენტში.

პაზლი - ერთგვარი თავსატეხი თამაში. შედგება მრავალი სხვადასხვა ფორმის მცირე ფრაგმენტისგან - პაზლის ნაწილებისგან, რომლებიც ლოგიკურად ისე უნდა მოარგო ერთმანეთს, რომ სასურველი ფორმა, სურათი ან შედეგი მიიღო.

6 რას აპირებს უმცირესობა თბილისის საკრებულოში

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

30 მაისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, თბილისის საკრებულოში ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ 11 მანდატი მოიპოვა: არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების დღეს დაშლილმა პარტიამ - ალიანსი საქართველოსთვის - 5, ქრისტიან-დემოკრატებმა - 3, ეროვნულმა საბჭომ - 2, ხოლო მრეწველებმა - 1. საკრებულოში შესული ყველა ოპოზიციური ლიდერი მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია შეძლებს კრიტიკული ამომრჩევლის ხმის მიწოდებას მმართველი გუნდისთვის და პოლიტიკური პროექტების სწორად კაპიტალიზაციას, ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს.

ახალ საკრებულოში ოპოზიციური და მმართველი პარტიების თანამშრომლობამ შედეგი პირველივე სხდომაზე აჩვენა. „თბილისის შესახებ კანონში” ცვლილებები დაიგეგმა. მოქმედი კანონით, საკრებულოს უნდა შეექმნა სარევიზიო კომისია და, სურვილისამებრ, ხუთი მუდმივმოქმედი კომისია. ცვლილებების შედეგად, საკრებულოს 11 კომისიის შექმნა შეუძლია. ახალი კანონპროქტის მიხედვით, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში პირველი მოსმენით უკვე გატანილია. კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ საკრებულოს წევრები შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ. ცვლილებები მხოლოდ თბილისის საკრებულოს ეხება. ქრისტიან-დემოკრატების მოსაზრებით შემუშავებული ვარიანტი ოპოზიციურ პარტიებს საკრებულოში მიმდინარე პროცესების კონტროლის საშუალებას მისცემს.

მრეწველებისთვის პრიორიტეტულია დასაქმება და წარმოების ამუშავება. გოგი თოფაძე წარმოების ამუშავებას გადასახადების შემცირებასთან ერთად, კომპლექსურად განიხილავს. მრეწველების ლიდერს წარსული სოციალისტური ეპოქის გავლენა ეტყობა - ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფო რეგულაციებს ეკონომიკაში. თოფაძის მოსაზრებით, უნდა არსებობდეს პროდუქციის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო და სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ფასები, ყველაფერთან ერთად, საწვავზეც.

სატარიფო პოლიტიკა ქრისტიან-დემოკრატების „სავიზიტო ბარათად“ რჩება. ლევან ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ ზედმეტია მსხვილ ინვესტიციებზე ფიქრი მაშინ, როდესაც თბილისიდან 40 კილომეტრში უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალები დგანან. ამიტომ, ტარიფების დაწევა სამუშაო ადგილების შექმნის ერთადერთი საშუალებაა. ამასთან, პარტია ჯანდაცვასა და განათლებაზე აკეთებს აქცენტს. პარტიის ლიდერის მოსაზრებით, მუნიციპალიტეტმა თვითონ უნდა იტვირთოს მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების არასასკოლო განათლების დაფინანსება და მუნიციპალური საავადმყოფოს შექმნა.

კონსერვატორები საკუთარ სამომავლო მოღვაწეობას უფრო პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. სოციალური საკითხები ამ პარტიისთვისაც პრიორიტეტია. პარტიას სკოლების უფასო სახელმძღვანელოების ექვსმილიონიანი და უფასო დაზღვევის 120-მილიონიანი პროექტები აქვს. წყლის ოცდაოთხსაათიანი მომარაგება, შენობების გამაგრება, გადაუდებელი ოპერაციების ბიუჯეტიდან დაფინანსება პარტიის განსახილველ საკითხთა ნუსხაშია.

ალასანიას აწ დაშლილი ალიანსის ჯანდაცვის პროგრამა გულისხმობს უფასო ოჯახის ექიმს, უფასო დაზღვევას, უფასო მშობიარობას, უფასო წამლებს სამ წლამდე ბავშვებისა და 65 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისათვის, და მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის შექმნას. ალიანსის დასაქმების პროგრამის დამტკიცების შემთხვევაში კი პარტია პირველ წელს 50 ათასი თბილისელის დასაქმებას გვპირდება. ვიქტორ დოლიძე აუცილებლად წამოაყენებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის ტრანსპორტში მგზავრობის შეღავათებისა და ორსულების პატრონაჟის საკითხებს.

0x01 graphic

თბილისის საკრებულო

ყველა ოპოზიციური პარტიის უპირველესი ამოცანაა, უფრო გამჭვირვალე გახადოს საკრებულოს მუშაობა, მოახდინოს დაგეგმილი ფინანსებისა და პროექტების მონიტორინგი.

0x01 graphic

კახა კუკავა

0x01 graphic

ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე და კახა კუკავა საკრებულოსა და მოსახლეობის კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობენ. ოპოზიციური ლიდერები ხელისუფლებასთან აქტიურ ოპონირებასა და პარტიების ერთიანობას დიდ მნიშვნელობას კახა კიკავა ლევან ვეფხვაძე ანიჭებენ.

7 სკოლა და დემოკრატია

▲ზევით დაბრუნება


სიმონ ჯანაშია|სვეტი

0x01 graphic

სკოლაში ყოფნისას ჩემი ყურადღება მიიქცია აბრამ, რომელიც შემდეგი შინაარსის იყომითხარი და მე დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, მომეცი საშუალება, ვიმოქმედო და მე ვისწავლი.“ - ჩანაწერი სტუდენტის პედაგოგიური პრაქტიკის დღიურიდან.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა დიმიტრი შაშკინმა ორი კვირის წინ გვამცნო, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორები აღარ უნდა აირჩიონ სამეურვეო საბჭოებმა - მათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დანიშნავს. მინისტრს ორი ძირითადი არგუმენტი ჰქონდა:

ა) დანიშნული დირქტორი უფრო ძლიერია და, შესაბამისად, უფრო ეფექტურიც;

ბ) სამინისტრომ კონსულტაცია გაიარა დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებსა და მასწავლებლებთან და მათაც დანიშვნის სისტემა ურჩევნიათ.

თქვენი აზრით, უმეტესად რა პასუხს მივიღებთ, თუ მოვალეობის შემსრულებელს ვკითხავთ, რომელი გზით ურჩევნია სკოლის დირექტორი გახდეს? რა ურჩევნია, ჯერ ტესტი ჩააბაროს, შემდეგ გასაუბრება და ბოლოს, წარმატებით დაძლიოს საარჩევნო კამპანია კონკურენტების, მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე, თუ პირდაპირ დანიშნონ თანამდებობაზე? აქვე გავითვალისწინოთ ის, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები იმ სკოლებს ჰყავს, რომლის სამეურვეო საბჭოები და თვით მოვალეობის შემსრულებელიც დირექტორების არჩევნების განმეორებით ეტაპს მესამე წელია ელოდებიან. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთა უმრავლესობა ის ადამიანები არიან, რომლებიც ან წარუმატებელნი იყვნენ წინა არჩევნებზე, ან სამინისტროს მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში კონკურსის გარეშე არიან დანიშნულნი. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, უცნაურიც იქნებოდა, მინისტრს სხვა პასუხი მიეღო. საინტერესო კი ისაა, რას ფიქრობენ მშობლები. მათაც არ უნდათ, რომ საკუთარი შვილების სკოლის დირექტორის არჩევაში მონაწილეობდნენ? მე, როგორც მშობელს, რომლის შვილიც მოსწავლეა, მირჩევნია თვითონ მივიღო გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება ჩემი შვილის სკოლის დირექტორი, ვის მიუვა ჩემ მიერ გადახდილი გადასახადები.

დანიშნული დირექტორი უფრო ძლიერია, ვიდრე არჩეული. მას აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, რეფორმები გაატაროს სკოლაში, - გვიხსნიდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. საინტერესოა, რომელ დაკვირვებას ან კვლევას ეფუძნება მისი ეს განცხადება. განათლების ადმინისტრირებისა და პოლიტიკის სფეროში კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი გვაჩვენებს, რომ დირექტორი განსაკუთრებით ეფექტურია, თუ მას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს საკუთარი სკოლის შიგნით. სკოლის გარეთ მხარდაჭერა შეიძლება მას დაეხმაროს რესურსების მოზიდვაში, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, მაგრამ განათლების ხარისხის ამაღლების ან სკოლის კულტურის ჩამოყალიბების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სკოლის თემის მხარდაჭერას. სკოლის დირექტორი, რომელსაც სკოლა ირჩევს, სწორედ ასეთი მხარდაჭერით სარგებლობს. მას ენდობიან როგორც მშობლები, - ისე მასწავლებლები. დირექტორიც მათ წინაშეა ანგარიშვალდებული. ასეთი დირექტორი ცდილობს, ახალი ინციატივები შეათანხმოს სკოლის საზოგადოებასთან. დანიშნული დირექტორი კი პირით სამინისტროსკენ არის მიმართული, ზურგით კი სკოლისკენ. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამინისტროს კეთილგანწყობა მოიპოვოს. სკოლის საზოგადოების ინტერესები მისთვის ნაკლებად საინტერესოა. მისი ძალაუფლების წყაროა არა პროფესიონალიზმი, კონკრეტული სკოლის მომავლის სხვებთან გაზიარებული ხედვა, არამედ სიახლოვე სამინისტროსთან, რომელსაც თანამდებობრივად დაწინაურება და/ ან ჩამოქვეითება შეუძლია.

0x01 graphic

საბჭოთა კავშირმა თვითმმართველობა შეზღუდა, არა მხოლოდ ცენტრალურ დონეზე. კომუნისტურმა პარტიამ გააუქმა ადამიანთა თავისუფალი ასოციაციები, პროფესიული გაერთიანებები, სასწავლო დაწესებულებათა და ბიზნესის სფეროში გადაწყვეტილებების ადგილზე მიღების პრაქტიკა. შედეგად, დაამყარდა სისტემა, სადაც ადამიანების კონტროლი გაცილებით უფრო მარტივი იყო; სადაც ინიციატივა ყოველთვის ზევიდან მოდიოდა; სადაც მოქალაქეების უმეტეს ნაწილს გააზრებული არ ჰქონდა ის მიზნები, რომლის სასარგებლოდაც მოქმედებდა; და სადაც სისტემის ეფექტურობა ადმინისტრაციული ხერხებით წახალისებასა და დასჯას ეფუძნებოდა. სამაგიეროდ, სისტემა მშვენივრად მუშაობდა პარტიული მუშაკების სასარგებლოდ. სამინისტრო დირექტორებად ნიშნავდა ცენტრალური აპარატიდან დათხოვნილ ადამიანებს, ადგილობრივი ხელისუფლების ნათესავებს, პარტიის ახალგაზრდა აქტივისტებს და სხვ. დემოკრატიული ქვეყნების სკოლების დირექტორებისგან განსხვავებით, ისინი არასოდეს აკრიტიკებდნენ სამინისტროს ინიციატივას და მორჩილად ასრულებდნენ მათ მითითებებს. მინისტრები ხშირად პირადად იცნობდნენ თბილისის სკოლების დირექტორებს. რეგიონების სკოლების დირექტორები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი, სხვადასხვა ხარისხით, დავალდებულებულნი იყვნენ მინისტრისგან. სხვათა შორის, ბოლო წლებში მსგავსი სისტემა ჯერ კიდევ მუშაობდა ჩვენს ქვეყანაში. პრობლემის ერთი ასპექტის საილუსტრაციოდ გეტყვით, რომ გორსა და ქუთაისში, მაგალითად, 2004-07 წლებში, დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებად ბ-ნ მიხეილ ქარელისა და ქ-ნ ნინო ბურჯანაძის პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობების რეკომენდაციით ინიშნებოდნენ. მაშინაც და დღესაც, მათი სკოლებში საქმიანობის შეფასებისას, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანთა რეკომენდატორების ვინაობა და ამას შესაძლოა მეორეხარისხოვნად ექცია საგანმანათლებლო მიღწევები ან წარუმატებლობები.

დირექტორების არჩევითობის გაუქმება, ანუ თვითმართველობის შეზღუდვა 70,000 მასწავლებლისთვის, 650,000 მოწავლისა და მათი მშობლებისთვის, სწორედ თვისებრივად კორუფციული და არადემოკრატიული სისტემისკენ დაბრუნებას ნიშნავს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივის განხილვისას, დაგვიტოვებს და დაიცავს ჩვენს უფლებას, თვითონ გადავწყვიტოთ, ვინ იქნება ჩვენს შვილებზე ყოველდღიურად მზრუნველი, რათა პასუხი მის შეცდომებსა და გეგმებზე არა მინისტრს, რეკომენდატორებს ან რომელიმე პარტიას, არამედ სწორედ მას და საკუთარ თავს მოვთხოვოთ. მოგვეცით მოქმედების შესაძლებლობა, რომ დემოკრატიულად ცხოვრება ყველამ ვისწავლოთ.

8 2 ახალი პრინციპი საგადასახადო კოდექსში

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ახალი საგადასახადო კოდექსის უმთავრესი მიზანი საგადასახადო სისტემისადმი ნდობის ამაღლებაა. ამის მიღწევას მთავრობა თამაშის წესების მკაფიოდ ჩამოყალიბებით, საგადასახადო დებულებათა გამარტივებითა და ორმაგი ინტერპრეტაციების მინიმუმამდე დაყვანით აპირებს.

თუმცა, ახალ კოდექსში რჩება ორმაგი ინტერპრეტაციების საფრთხე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა, 3 ივნისს სასტუმრო თბილისი-მერიოტში, ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით დაინერგება ახალი სისტემა, ე.წ. Advance Tax Ruling (ATR): გადამხდელს შეეძლება მიმართოს საგადასახადო ადმინისტრაციას და მოითხოვოს განმარტება საგადასახადო კანონმდებლობის ამა თუ იმ ნორმის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იქნება, განუმარტოს მას ნორმა. ეს ნიშნავს, რომ პირს, რომელიც იხდის გადასახადს ორგანოს მითითების შესაბამისად, ვეღარ დაერიცხება განსხვავებული საურავი (ძირი, სანქცია).

თუმცა, საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვერსიაში ეს დებულება შერბილებული ფორმით მოხვდა: 47-ე მუხლში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახური გადამხდელის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია (და არა ვალდებული) გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება.

კოდექსის თანახმად, წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ გადამხდელზე, რომლისთვისაც ის გაიცა. თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა. ამ მუხლის თანახმად, წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები არასრულია ან არასწორი, და თუ წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე განმარტებული ნორმა შეიცვალა. წინასწარი გადაწყვეტილება უნდა გამოიცეს მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 60 დღისა.

ამ მუხლში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი პროცედურა, რა ხდება, თუკი შემოსავლების სამსახური აგვიანებს პასუხს, რადგან პრინციპმა - „დუმილი თანხმობის ნიშანია“ - შეიძლება გადამხდელს გაუთვალისწინებელი პრობლემები შეუქმნას. ასევე, ეს მუხლი არ აკონკრეტებს, რა ვადაში უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურმა გადამხდელს, რომ მისთვის განკუთვნილი წინასწარი გადაწყვეტილება გაუქმებულია - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა იცვლება წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე განმარტებული ეკონომიკა ნორმა. მეორე მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ორი ადამიანი ერთსა და იმავე პროდუქტს აწარმოებს, ერთნაირად უნდა დაიბეგროს. ამ კოდექსის თანახმად კი ნათელი არ არის, როგორ ექნება ერთი გადამხდელის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას სხვის მიმართ პრეცედენტული მნიშვნელობა.

0x01 graphic

მეორე ახალი პრინციპი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში დააანონსა, არის ე.წ. Good Faith ანუ პატიოსნება - დავების საბჭომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს სამართალდარღვევის შინაარსს და თუ დადასტურდება, რომ გადამხდელის ქმედება გამოიწვია შეცდომამ და მისი მიზანი არ იყო გადასახადების დამალვა (ან თუ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელსაც ის ეყრდნობოდა, ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებდა), დავების საბჭომ გადამხდელს სანქციები უნდა მოუხსნას.

ახალ საგადასახადო კოდექსში არც ეს პრინციპია მკაფიოდ გამოკვეთილი: 269-ე მუხლი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევებში დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია (და არა ვალდებული) გაათავისუფლოს გადამხდელი დაკისრებული სანქციისაგან.

ახალი საგადასახადო კოდექსი პოზიტიურ სიახლეებსაც შეიცავს. მაგალითად, გაუქმდება ყოველთვიური დღგ და მის ნაცვლად ამოქმედდება კვარტალური გადახდა. ამდენად, მეწარმეებს რეინვესტირებისთვის მეტი კაპიტალი ექნებათ. ასევე, თუ გადამხდელს აღმოაჩნდება დღგ-ს ან სხვა გადასახადის ნაწილში ზედმეტად გადახდილი თანხა, მას უფლება ექნება მიმართოს საგადასახადო ორგანოს და ამ თანხას სხვა გადასახადის ან ჯარიმების ნაწილში ჩაუთვლიან, ან 3 თვის ვადაში უკან დაუბრუნებენ. ძველ კოდექსთან შედარებით, წესი გამარტივდა და თანხის გამოთხოვის ერთთვიანი ვადა 3 თვემდე გაიზარდა. პოზიტიურ სიახლედ ითვლება ისიც, რომ გადამხდელებს პირველად ეძლევათ უფლება, გაფუჭებული საქონელი ჩამოწერონ.

9 გადამხდელის უფლებებს აუდიტორთა საბჭო და საგადასახადო ომბუდსმენი დაიცავენ

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადამხდელების უფლებებს ორი ახალი ინსტიტუტი დაიცავს:

ფინანსთა მინისტრის თავმჯდომარეობით შეიქმნება ხუთი წევრისგან შემდგარი აუდიტორთა საბჭო. პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ თუკი დაჯარიმება დაემუქრება კომპანიას, რომელიც მანამდე საგადასახადო გადაცდომების გარეშე საქმიანობდა, საგადასახადოს მოუწევს ამ საბჭოსგან მოიპოვოს კომპანიის დაჯარიმების უფლება.

საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვერსიაში 240- ე მუხლი ამბობს, რომ თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადაწყვეტილების მიღება აყალიბებს არსებულისაგან განსხვავებულ დაბეგვრის ან სანქციის გამოყენების პრინციპს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიმართოს აუდიტორთა საბჭოს, რომელიც თავის მხრივ, უფლებამოსილია მიმართვიდან არაუგვიანეს 20 დღისა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პრინციპის/ მეთოდის გამოყენების ან არგამოყენების შესახებ. აუდიტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის.

ამ მუხლთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა არსებობს. პირველი - თუ საგადასახადო ორგანო არ იქნება ვალდებული, მიმართოს აუდიტორთა საბჭოს და, მეორე მხრივ, თუ თვითონ აუდიტორთა საბჭო არ იქნება ვალდებული, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, მაშინ სრულიად გაუგებარია, საერთოდ რატომ უნდა არსებობდეს ეს დამატებითი რგოლი. მეორე - უკვე არსებობს დავების საბჭო, რომელიც იღებს საგადასახადო დავასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. მესამე - ამავე კოდექსის 46-ე მუხლი არეგულირებს სწორედ იმას, რასაც ემსახურება აუდიტორთა საბჭო - აყალიბებს ადმინისტრირების ერთიან პრაქტიკას. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ დავების საბჭოს გადაწყვეტილება დაბეგვრის ან სანქციის დაწესების განსხვავებულ პრინციპს ან მეთოდს ნერგავს, ან თუ იგი მნიშვნელოვანია ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს საჯარო გადაწყვეტილებას. ამდენად, საჯარო გადაწყვეტილება უკვე ასრულებს იმ საქმეს, რაც აუდიტორთა საბჭოს ევალება.

მეორე ახალი ინსტიტუტია საგადასახადო ომბუდსმენი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, გამოავლენს მათი დარღვევის ფაქტებს და ხელს შეუწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. „გვინდა ბიზნესს საგადასახადო ცხოვრება გავუმარტივოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც მეწარმეებს განსაკუთრებით აწუხებთ, არის მათი საწარმოების დალუქვა საგადასახადო შემოწმებების დროს; კომპანიები მნიშვნელოვნად ზარალდებიან, დამწყები ბიზნესისთვის კი, ხანგრძლივი შემოწმების პირობებში, შეიძლება გაკოტრების საფრთხეც გაჩნდეს. ახალი საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 პუნქტი მხოლოდ ზოგადად ამბობს, რომ საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა, გონივრულ ფარგლებში, არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა. ახალ კოდექსში ისევ არ არის გაწერილი, რა შემთხვევაში და რა ვადით შეიძლება საწარმოს დალუქვა მისი შემოწმების მიზნით.

ამდენად, საგადასახადო სისტემის მიმართ სანდოობის ამაღლება და ბიზნესისთვის საგადასახადო ცხოვრების გამარტივება დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ საბოლოოდ რა ფორმით დამტკიცდება კოდექსი.

10 საბიუჯეტო დეფიციტი, როგორც დამოკლეს მახვილი

▲ზევით დაბრუნება


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

ანუ წინ, წარსულისკენ

0x01 graphic

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში - რომლის სახელწოდებაა „ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2009-2012 წლებისათვის“ - ეროვნული კეთილდღეობის მისაღწევად, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, მითითებულია „პროფიციტული ბიუჯეტები - მომდევნო წლებში ბიუჯეტის პროფიციტულობის შენარჩუნება“.

სიტყვა „პროფიციტული“ საერთოდ აღარ გვხვდება მთავრობის ანალოგიური დასახელების დოკუმენტში, რომელიც შემუშავებულია 2010-2013 წლებისთვის. პირველ და მეორე დოკუმენტს ერთმანეთს აშორებს ინტერვალი, რომლის დროსაც გლობალური ფინანსური კრიზისი აქტიურ ფაზაში შევიდა, ხოლო საქართველოს დამატებით მოუწია მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო ინტერვენციისთვის გაეძლო. ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, შეეძლო გარკვეული ცვლილებები გამოეწვია მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკაში. მაგრამ შეიძლება ის, რაც „კარგი“ იყო კეთილდღეობისთვის კრიზისამდე (პროფიციტული ბიუჯეტი), გახდეს „ცუდი“ კრიზისის შემდეგ? ან პირიქით, ის რაც ნეგატიურად მოიაზრებოდა სანამ გაგვიჭირდებოდა (დეფიციტური ბიუჯეტი), გახდეს სასურველი, როცა ძალიან გვიჭირს?

და მაინც, 2010 წლის გეგმით, საქართველოს ბიუჯეტი დეფიციტურია.

ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რამდენად „უკეთესად“ გადაიტანეს კრიზისი ქვეყნებმა, რომელთაც მკაცრი საბიუჯეტო ზომები გაატარეს, იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც დაუდევრად ხარჯავდნენ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რას ნიშნავს და რას იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი - ანუ მდგომარეობა, როდესაც მთავრობა უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე შემოსავლებით ღებულობს.

იმისათვის, რომ დახარჯო, ფული რაღაც გზით უნდა მოიპოვო. მთავრობები დეფიციტის დასაფინანსებლად რამდენიმე გზას მიმართავენ და, ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვერ იქნება გამონაკლისი:

I - ფულის ბეჭდვა

მთავრობას შეუძლია ახალი ფული შემოუშვას მიმოქცევაში და ამ გზით გაწიოს ხარჯები, რომელთა დასაფინანსებლად შემოსავლები არ ყოფნის. ერთი შეხედვით, უწყინარი ქმედებაა, რომელსაც ახლავს რამდენიმე ცალსახად უარყოფითი შედეგი. მიმოქცევაში არსებული ფულის მასის გაზრდა იწვევს ინფლაციას ანუ ფასების ზრდას. შედეგად, ზარალდება ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე (მათ შორის ისინიც, ვინც გამუდმებით ითხოვენ მთავრობისგან სხვადასხვა სოციალური პროგრამის დაფინანსებას), რადგან ჯიბეში არსებული ფულით ნაკლები პროდუქტის შეძენას შეძლებენ. გარდა ამისა, ახალი ფული მიმოქცევაში შემოსვლისას არასოდეს ნაწილდება „თანაბრად“. ის ყოველთვის ხვდება ვიღაცის ხელში და შემდეგ შედის ბაზარზე. და ის ვიღაც (ხშირ შემთხვევაში ეს კომერციული ბანკებია) რჩება მოგებული, რადგან მას აქვს „პირველი მხარჯველის“ პრივილეგია.

II - ვალი საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 2010 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 9 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 2013 წელს მოგვიწევს დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარის (ძირი თანხა) გასტუმრება.

ვალის აღებაც ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად, მაგრამ...

ერთია, როცა რომელიმე კერძო პირი ან კერძო კომპანია იღებს ვალს, რათა დააფინანსოს რამე წამოწყება. ამ შემთხვევაში ის სრულად აგებს პასუხს საკუთარი ქონებით და, შესაბამისად, მას აქვს მორალური უფლება, გაწიოს ასეთი რისკი. მაგრამ სურათი იცვლება, როდესაც იგივე ტიპის ქმედებას სჩადის რომელიმე მთავრობა, რადგან ამ შემთხვევაში ვალის გასტუმრების გარანტორი ყოველთვის არის მოსახლეობა, რიგითი მოქალაქეები. რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ არჩევნების მოგება და ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს ამ პოლიტიკური ძალისთვის ვალის აღების უფლების მინიჭებას, რადგან: 1. ყველა მოქალაქე არ არის ამ მთავრობის ამომრჩეველი, მაშინ, როცა ვალის გადახდა მათაც უწევთ, ვისაც ამ პოლიტიკური ძალისთვის ხმა არ მიუცია (გადასახადების სახით); 2. სახელმწიფო ვალი ხშირად მრავალწლიანია და ერთი მთავრობის მიერ აღებული ვალის გასტუმრება შეიძლება მოუწიოს სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ ვალის აღებას არ დათანხმებია; 3. თუ რისკმა არ გაამართლა (ანუ არ მოხდა ეკონომიკური ზრდა), ვალის გასასტუმრებლად, როგორც წესი, საჭირო ხდება გადასახადების გაზრდა, რაც აზარალებს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მათაც, ვისაც ვალის აღების სურვილი არ ჰქონდა.

III - გადასახადების ზრდა

გადასახადების გაზრდა კიდევ ერთი გზაა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ მიუხედავად, საქართველოს მთავრობას შესაძლოა მოუწიოს ამ გზის არჩევა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გადასახადების ხარჯზე მოხდება ეს („ეკონომიკური თავისუფლების აქტში“ გაჟღერებული შეზღუდვა გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდაზე, ყველა გადასახადზე არ ვრცელდება). მთავარია, რომ მოხდება მეტი ფულის ამოღება კერძო სექტორიდან, რაც, თავის მხრივ, დააზიანებს ეკონომიკას.

0x01 graphic

გაზრდილი გადასახადები კლავს სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში (რაც მეტი ფული დარჩებათ მეწარმეებს, მით მეტ ადამიანს დაასაქმებენ); კლავს მოტივაციას მეწარმეებში, რომლებიც ქმნიან რეალურ დოვლათს (რატომ უნდა გაწიონ რისკი, თუ მოგების დიდ ნაწილს მთავრობა წაიღებს?); ანელებს (საქართველოში არსებული სხვა რისკების გამო კი, პრაქტიკულად შეაჩერებს) კაპიტალის შემოდინების პროცესს (რატომ უნდა ჩადოს ვინმემ ფული საქართველოში, თუ სხვაგან უფრო ნაკლებს რისკავს და მეტი მოგება დარჩება?); ამცირებს თავისუფალი კაპიტალის რაოდენობას, რომელიც შეიძლება ჩაიდოს ბიზნესში (გადასახადების შემდეგ მეწარმეებს ნაკლები ფული რჩებათ ბიზნესის გასაფართოებლად ან ახალი ბიზნესის დასაწყებად). შედეგად ზარალდება ყველა - როგორც მეწარმეები, ისე ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, რადგან ისინი კარგავენ ხარისხიანი და იაფი პროდუქტების შეძენის საშუალებას.

ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების სხვა გზა ბუნებაში არ არსებობს. და ყველა გზა, როგორც ცალკე აღებული, ისე ერთმანეთთან კომბინაციაში, აზარალებს მოსახლეობას. დეფიციტი ცუდია და მისი გამართლების ნებისმიერი მცდელობა დემაგოგიაა.

11 სამთავრობო კოალიციას ლიბერალები შექმნიან, თუმცა ვისთან ნათელი არაა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ჰოლანდია

ჰოლანდიის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარჯვენე, თავისუფალი ბაზრის მომხრე ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა და მისი ლიდერი მარკ რათე პრემიერ-მინისტრი გახდება. ლიბერალები ხელისუფლების სათავეში 1918 წლის შემდეგ პირველად მოვიდნენ, მაგრამ მათ გამარჯვებაზე უფრო აღსანიშნავია ანტიისლამური თავისუფლების პარტიის წარმატება. პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა და, სავარაუდოდ, სამთავრობო კოალიციას შექმნის ლიბერალებთან ერთად.

გეერტ უილდერსის თავისუფლების პარტიის წარმატების მიზეზები შესაძლოა მულტიკულტურალიზმში ვიპოვოთ. მულტიკულტურალიზმი ნიშნავს სხვადასხვა რელიგიური/ეთნიკური/ კულტურული ჯგუფის მიერ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით სარგებლობას საზოგადოებაში. ჰოლანდია მულტიკულტურალიზმით გამორჩეული ქვეყანაა. საუკუნეების განმავლობაში მან მიიღო საფრანგეთიდან ჰუგენოტები, ესპანეთიდან ებრაელები, ინგლისიდან დისენტერები (რელიგიური ნიშნით დევნილები). თითოეულმა ჯგუფმა შექმნა საკუთარი, როგორც ჰოლანდიელი ისტორიკოსები უწოდებენ, საზოგადოებრივი სვეტი. რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავების მიუხედავად, ისინი ახერხებდნენ თანაცხოვრებასა და განვითარებას, რადგანაც თითოეულ მათგანს საკუთარი ადგილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში.

ვითარება შეიცვალა 1960-იანი წლებიდან, როდესაც ჰოლანდია ჩამოყალიბდა ე.წ. კეთილდღეობის სახელმწიფოდ, რაც ნიშნავს მთავრობის მიერ მეტი პასუხისმგებლობის აღებას მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. სოციალური პროგრამები უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივებს, ისე იმიგრანტებს. სოციალიზმმა ჰოლანდია იმიგრანტებისათვის აღთქმულ მიწად აქცია. მარტივი კანონების გამო ქვეყანას ორ მილიონამდე ადამიანმა მიაშურა, რომელთა ნახევარი მუსლიმია (მოსახლეობის 6%25). მუსლიმები კონცენტრირებულნი არიან დიდ ქალაქებში და ცხოვრობენ ცალკე უბნებში. გაიზარდა მოქალაქეობის მიღებისათვის საჭირო ფიქტიური ქორწინებების რიცხვი. არაკვალიფიციური იმიგრანტები იღებენ სახელმწიფო დახმარებას. მათ არ აქვთ სამუშაოს პოვნის მოტივაცია, რადგანაც ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, არ აქვთ შანსი იპოვონ სამსახური, რომელშიც დახმარებაზე მეტს გადაუხდიან (40 წელს გადაცილებული მაროკოელებისა და თურქების 60%25 უმუშევარი იყო 2004 წლის მონაცემებით). მეორე მხრივ, ადგილობრივი შრომის კოდექსიც ხელს უშლის მათ დასაქმებას. მომუშავეთა დათხოვნის სირთულის გამო, ადგილობრივი კომპანიები ერიდებიან არაკვალიფიციური იმიგრანტების დაქირავებას. კიდევ ერთი დაბრკოლება მინიმალური სახელფასო ლიმიტია. კომპანიები თავს იკავებენ იმათი დასაქმებისგან, ვისთვისაც მეტის გადახდა მოუწევთ. შედეგად, ამ ადამიანებს არ სჭირდებათ ჰოლანდიური ენის სწავლა და ადგილობრივებთან ურთიერთობა. მუსლიმთა კულტურული თავისებურებების გამო ქალებს ამ მიზეზთა გარეშეც უჭირთ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნა. ეს ყველაფერი აფერხებს იმიგრანტთა ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში. გაუცხოების გამო ისინი კიდევ უფრო იკეტებიან საკუთარ კულტურულ წრეში და მკვეთრად რეაგირებენ რელიგიურ/ეთნიკურ საკითხებზე, რაც მულტიკულტურალიზმის კრიზისის მიზეზია.

0x01 graphic

მარკ რუთე, სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, 43 წლის. რუთე ლიბერალური პარტიის ლიდერი 2006 წელს გახდა. ბალკენენდეს მთავრობაში მინისტრის პოსტი ეკავა 2002-2006 წლებში. ხშირად უწოდებენ ჰოლანდიის პოლიტიკის ყველაზე მისაღებ ბაკალავრს. სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა, მულტინაციონალურ კორპორაცია უნილევერში მაღალ პოსტს იკავებდა. ხანდახან მასუილდერსის მსუბუქ ვერსიადმოიხსენიებენ, რადგანაც იმიგრაციის შეზღუდვას ემხრობა, თუმცა ისლამზე არასოდეს მიუტანია იერიში. ისევე, როგორც დევიდ კამერონი, რუთეც 43 წლისაა და როგორც თვითონ ამბობს, პოლიტიკური შეხედულებებითაც ჰგავს ბრიტანელ კოლეგას.

0x01 graphic

ჯობ კოენი, ლეიბორისტული პარტია, 62 წლის. 2001 წლიდან იყო ამსტერდამის მერი. 2010 წლის მარტში დატოვა თანამდებობა, რათა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გამხდარიყო და ასამბლეის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. რუთესგან განსხვავებით, დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი. იყო მაასტრიხტის უნივერსიტეტის აკადემიურ შტატში. მისი წინაპრები ჰოლოკოსტის მსხვერპლნი იყვნენ. საკუთარ თავსსრულიად სეკულარულადმიიჩნევს. მან პირველად ჩაატარა ჰომოსექსუალური ქორწინება ამსტერდამში, წითელი ფარნების უბანს კი მკაცრად აკონტროლებდა

0x01 graphic

გეერტ უილდერსი, თავისუფლების პარტია, 46 წლის. პოლიტიკური შეხედულებების გარდა, გამოირჩევა ექსტრავაგანტური გარეგნობით. ცხოვრობს შეიარაღებული დაცვის მუდმივი მეთვალყურეობით, რადგანაც მას და მის მეუღლეს ბევრჯერ დაემუქრნენ. უილდერსმა ყურანი ჰიტლერის მაინ კამპფს შეადარა. მან გამოუშვა ფილმი სახელად ფიტნა (ბრძოლა), რომელშიც პარალელი გავლებულია ყურანსა და 11 სექტემბრის ტერაქტს შორის. ამის გამო ამსტერდამის სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელია შეტანილი

ანტიისლამურ პარტიას ხმა დაახლოებით მილიონნახევარმა ამომრჩეველმა მისცა. მათი უმრავლესობა ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს. ისინი ძირითადად ადგილობრივ, მუშათა კლასის მოსახლეობას მიეკუთვნებიან. მათ ყველაზე მეტად აწუხებთ კრიმინალი და იმიგრაცია. ჰოლანდიური საზოგადოების შემწყნარებლობის მიუხედავად, იმიგრანტთა მხრიდან იგივე დამოკიდებულება არ იგრძნობა. სხვადასხვა დროს გამოკითხულ ჰოლანდიელთა უმრავლესობა საკუთარ ქვეყანას „ზედმეტად ტოლერანტულს“ უწოდებდა. ხოლო ლეიბორისტების ყოფილმა ლიდერმა ვუტერ ბოსმა ადრე აღნიშნა, რომ ტოლერანტობა გახდა პრობლემების მოგვარებისგან თავის არიდების საბაბი.

1994 წლიდან გამოკითხულთა 90%25 მკაცრ ასიმილაციურ პოლიტიკას მოითხოვდა. 1999-2007 წლებში აღინიშნა სკოლებში თავდასხმების რამდენიმე შემთხვევა მუსლიმი ახალგაზრდების მონაწილეობით. 11 სექტემბერის ტერაქტებს ჰოლანდიაში მცხოვრები მუსლიმები სიხარულით შეხვდნენ. 2004 წელს მაროკოელმა მოჰამედ ბოუერიმ მოკლა კინორეჟისორი თეო ვან გოგი, რომელმაც სკანდალური ფილმი გადაიღო ისლამზე. აღმოჩნდა, რომ ბოუერი დაკავშირებული იყო როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ტერორისტულ ჯგუფებთან. ბევრი ვებსაიტიდან მუსლიმებს მოუწოდებენ სიკვდილით დასაჯონ ყველა, ვინც შეურაცხყოფს ისლამს. ისლამი დახურულ თემად იქცა, რადგანაც მრავალი ადამიანი იღებს სასიკვდილო მუქარას. ისინი იძულებულნი არიან შეიარაღებული დაცვით იარონ და მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივ ადგილებში გამოჩენას. ასე ცხოვრობენ გეერტ უილდერსი და მისი მეუღლე, აგრეთვე სომალური წარმოშობის საზოგადო მოღვაწე აიაან ჰირსი ალი.

უილდერსმა არჩევნების შემდეგ აღნიშნა, რომ ჰოლანდიამ აირჩია მეტი უსაფრთხოება, ნაკლები კრიმინალი, ნაკლები იმიგრაცია და ნაკლები ისლამი. თავისუფლების პარტიის პრიორიტეტებია: ქვეყანაში ისლამური ტანსაცმლის აკრძალვა, მეჩეთების მშენებლობის შეჩერება და იმიგრაციის შეზღუდვა. პარტიის პროგრამაში აგრეთვე მოხსენიებულია ისლამური სკოლების დახურვა, თავსაბურავებზე გადასახადის დაწესება, უმუშევარი უცხოელების დეპორტაცია. პროგრამაში აღნიშნულია, რომ თურქეთის გაწევრიანების შემთხვევაში, ჰოლანდიამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ევროკავშირი.

რადიკალურმა მიდგომამ თავისუფლების პარტიას 150-ადგილიან ასამბლეაში 24 მანდატი მოუტანა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით მთელი 15 ადგილით მეტია. გამარჯვებულმა ლიბერალურმა პარტიამ 31 ადგილი მოიპოვა და ერთით გაასწრო ლეიბორისტებს. ქრისტიან-დემოკრატებმა მძიმე მარცხი განიცადეს - წინა ასამბლეაში მიღებულ 41 მანდატთან შედარებით ახლა მხოლოდ 21 ადგილს დასჯერდნენ. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, იან პეტერ ბალკენენდე, პარტიის ლიდერობიდან გადადგა. უკვე დაიწყო სამთავრობო კოალიციის შექმნის გრძელი და დამღლელი პროცესი.

არჩევნებზე საბერძნეთის ეკონომიკურმა კრიზისმაც მოახდინა გავლენა. ევროპის მასშტაბით შეინიშნება მემარჯვენე პარტიების გაძლიერების ტენდენცია, რომლებიც ამომრჩევლებს სამთავრობო ხარჯების შემცირებას ჰპირდებიან. გამონაკლისი არც ჰოლანდიაა, სადაც მარკ რათე უახლოესი 4 წლის განმავლობაში ხარჯების 20 მილიარდი ევროთი შემცირებას აპირებს. ლიბერალური პარტია ასევე გეგმავს ევროკავშირში ჰოლანდიის საწევრო შენატანი ერთი მილიარდი ევროთი შეამციროს. პარტიის ეკონომიკურ გეგმებთან ახლოს დგას ქრისტიან-დემოკრატიული პარტია. თავდაპირველად ყველაზე მეტად სავარაუდოდ სწორედ ლიბერალების, ქრისტიან-დემოკრატებისა და თავისუფლების პარტიის ალიანსი გამოიყურებოდა. სოციოლოგიურ გამოკითხვებშიც ეს ვარიანტი ლიდერობს - მას გამოკითხულთა 35%25 იწონებს. თუმცა, ქრისტიან-დემოკრატებმა თავისუფლების პარტიასთან კოალიციაკატეგორიულად უარყვეს. მათ შეუძლიათ გადავიდნენ ოპოზიციაში და შემდეგ არჩევნებში გამარჯვებაზე გააკეთონ აქცენტი. ამას გარდა, ექსპერტების ვარაუდით, რთული იქნება კოალიციის ერთიანობის შენარჩუნება, რადგანაც ეკლექტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს. იმიგრაციისა და მართლწესრიგის საკითხებში მისი პოზიცია ლიბერალების და ქრისტიან- დემოკრატებისას ემთხვევა, ეკონომიკაში კი - მემარცხენე სოციალისტებისას. უილდერსი 2004 წლამდე ლიბერალურ პარტიაში იყო, შემდეგ კი წამოვიდა, რადგანაც არ ეთანხმებოდა პარტიის კურსს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. თავისუფლების პარტია რამდენიმე ხნით ადრე ორ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდა. ამსტერდამში ის მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ალმერეში - პირველზე, თუმცა ორივე შემთხვევაში გადაწყვიტა, არ წასულიყო კოალიციის შექმნის მოლაპარაკებაზე და ოპოზიციაში დარჩენილიყო.

კოალიციის ცენტრისტული ვარიანტია ლიბერალების, ლეიბორისტებისა და ქრისტიან- დემოკრატების ალიანსი. თუმცა, გამოკითხვების თანახმად, ეს კომბინაცია ყველაზე ნაკლებპოპულარულია - 10%25.

ახალი მთავრობის ჩამოყალიბების კიდევ ერთი ვარიანტია ე.წ. მეწამული კოალიცია, სადაც, ლიბერალებთან ერთად, ლეიბორისტები, ცენტრისტული D66 (10 ადგილი) და მწვანეები (10 ადგილი) იქნებიან. ამ ვარიანტს გამოკითხულთა 33%25 უჭერს მხარს. თუმცა, ლიბერალებს არ უნდა აწყობდეთ კოალიციაში ბევრი პოლიტიკური სუბიექტის ჩართვა - ეს მთავრობას არასტაბილურს გახდის.

ლეიბორისტებმა იუარეს ყოველგვარი თანამშრომლობა თავისუფლების პარტიასთან. მათმა ლიდერმა, ამსტერდამის ყოფილმა მერმა ჯობ კოენმა განაცხადა, რომ მორალური მოსაზრებების გამო მიუღებლად მიაჩნია უილდერსთან ერთად კოალიციაში ყოფნა. მარკ რათე კი უილდერსის პოლიტიკურ შეხედულებებს დაბრკოლებად არ თვლის თავისუფლების პარტიასთან თანამშრომლობაში და მას „ერთ რიგით პარტიად“ მიიჩნევს. რათე არც იმ აზრს იზიარებს, რომ უილდერსის მთავრობაში შეყვანა ჰოლანდიის საერთაშორისო იმიჯს დააზარალებს. სამთავრობო კოალიციის შექმნისათვის დაწყებულ პოლიტიკურ ვაჭრობაში შესაძლოა მხარეებმა აზრი შეიცვალონ. საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი მორის დე ჰონდი აღნიშნავს, რომ ჰოლანდიის პოლიტიკურ სისტემას აქვს განსაკუთრებული დამახასიათებელი თვისება: არჩევნების შემდეგ ხალხი იღებს იმ მთავრობას, რომელიც ყველაზე ნაკლებად უნდა.

12 ბელგიური არჩევნები - დასაარულის დასაწყისი?

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

13 ივნისის არჩევნები ბელგიაში გასაკვირი შედეგით არ დასრულებულა. გაიმარჯვა ახალმა ფლამანდიურ კავშირმა. 150 ადგილიდან 27 სწორედ ამ სეპარატისტულ პარტიას ერგო, რაც მას ყველაზე დიდ პარტიად აქცევს ბელგიაში. მეორე ადგილზეა სოციალისტური პარტია ფრანგულენოვანი ვალონიიდან 26 ადგილით. ბრიუსელში გამარჯვება რეფორმის პარტიას დარჩა. ჰოლანდიურენოვან და ფრანგულენოვან თემებს თავიანთი პარტიები ჰყავთ და სწორედ მათ მოუწევთ მოლაპარაკება კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ.

მეფე ალბერტ მეორემ მიიღო ოფიციალური განცხადება ამჟამინდელი პრემიერის ივ ლეტერმისა და მთავრობის გადადგომის შესახებ. თუმცა, შემდეგი პრემიერმინისტრის დამტკიცებამდე ივ ლეტერმი გააგრძელებს პრემიერმინისტრის მოვალეობის შესრულებას.

ბელგიის მეფე შეხვდა არჩევნებში გამარჯვებული ახალი ფლამანდიური კავშირის ლიდერ ბარტ დე ვევერსა და სოციალისტური პარტიის ლიდერ ელიო დი რუპოს. პარტიის ლიდერები მეფესთან შესაძლო კოალიციების შესახებ კონსულტაციას გადიან.

2007 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის ჩამოყალიბებას 282 დღე დასჭირდა. ევროპის ქვეყნები ხშირად განიცდიან ამ პრობლემას, თუმცა ბელგია მაინც განსაკუთრებით რთული შემთხვევაა. მაშინ, როცა არსებობდა ქრისტიანულ პარტიებსა (40 ადგილით) და ლიბერალურ პარტიებს (41 ადგილით) შორის კოალიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, შეთანხმება ვერ შედგა და მეფე ალბერტი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით გამოვი და. წლევანდელ არჩევნებში, ისევე როგორც წარსულში, სამთავრობო კოალიციის შექმნა არ შექმნა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არიან პარტიები მზად კომპრომისისთვის. სეპარატისტულ ფლამანდიურ კავშირთან მოლაპარაკება, ალბათ, გართულდება. მთავრობის ჩამოყალიბების გაჭიანურება კი უარყოფითად იმოქმედებს ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკაზე.

კოალიციაში, სავარაუდოდ, 8 პარტია მაინც იქნება, მათ შორის შეიძლება იყოს სოციალისტური პარტიაც. ეს პარტიები სხვადასხვა რეგიონიდან არიან, რაც მოლაპარაკებას კიდევ უფრო ართულებს. პრემიერმინისტრობის კანდიდატიც რამდენიმე არსებობს, მათ შორის არის ბარტ დე ვევერი. თუმცა, მისი განცხადებით, იგი უარს იტყვის პრემიერის პოსტზე, თუ მომავალი პრემიერი (ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, დი რუპო) მზად არის დიდი რეფორმების განსახორციელებლად. წინასაარჩევნო პერიოდშიც ფლამანდიელი დე ვევერი ხშირად საუბრობდა „რეფორმებზე“. რეფორმებში იგი ფლანდრიის „ბუნებრივ და ევოლუციურ“ დამოუკიდებლობას გულისხმობს. ბელგიას 1970 წლის შემდეგ არ ჰყოლია ფრან გულენოვანი პრემიერმინისტრი და თუ წელს პრემიერი ფრანგულენო ვანი სოციალისტი დი რუპო გახდება, ის ჩრდილოელებისთვის მტრის ხატის ფუნქციას შეასრულებს. დი რუპო სწორედ იმ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ფლამანდიელი საშუალო კლასის ანტაგონიზებას ახდენს და რომელთათვისაც სამხრეთის ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა ჩრდილოელების ხარჯზე მთავარი გამოსავალია. სავარაუდოდ, ის არც დე ვევერის შემოთავაზებულ „რეფორმებს“ გაატარებს. ეს კი ჩრდილოელებში სეპარატიზმის გრძნობას კიდევ უფრო გაზრდის.

სეპარატიზმის აჩრდილი ბელგიას გაჩენის დღიდან, 180 წელია თან სდევს. თვით ბელგია თავის არსებო ბას ლორდ პალმერსტონს უნდა უმადლოდეს, რომელსაც ჰოლანდიელებსა და ფრანგებს შორის საერთო ქვეყნის შექმნა სურდა. ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი დასახლებულია ჰოლანდიურენოვანი მოსახლეობით, სამხრეთი კი ფრანგულენოვანით. ბრიუსელი უმთავრესად ფრანგულენოვანია და მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ფლანდრიაშია, 1963 წლის შეთანხმების მიხედვით, ცალკე საარჩევნო ოლქს წარმოადგენს. თუმცა, პრობლემა სასაუბრო ენით არ შემოიფარგლება.

ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში ბელგიის სამხრეთმა განვითარებით გაუსწრო ჩრდილოეთს და სამხრეთელების მიერ ჩრდილოელების, როგორც კულტურულად ჩამორჩენილების მოპყრობამ, ფლამანდიელებში ნაციონალიზმის გრძნობა გააჩინა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩრდილოეთი ნაწილი ეკონომიკურად დაწინაურდა, ახლა ის ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე სამხრეთი; უფრო კონსერვატიულია და თავისუფალი ვაჭრობის მომხრე, სამხრეთში კი სოციალისტური მიდრეკილებები ჭარბობს, რასაც თან ახლავს კორუფცია. ამის გამო სამხრეთი თანხის ძირითად ნაწილს ჩრდილოელი გადამხდელებისაგან იღებს. ეს ფაქტი კარგა ხანია უკმაყოფილებას იწვევს ჰოლანდიურენოვან მოსახლეობაში. ფლანდრია დამოუკიდებლობას მოითხოვს. თუმცა, ქვეყანა ერთიანი არც აქამდე ყოფილა. ყოველ დარგში რეგიონებს ცალკე მინისტრები ჰყავთ. მწვანეთა პარტიასაც კი, რომლისთვისაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ბუნება ერთნაირად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ორი ფრაქცია აქვს - ერთი ჩრდილოეთში, მეორე სამხრეთში. ჩრდილოელები სამხრეთელებს სიზარმაცეში ადანაშაულებენ, სამხრეთელები ჩრდილოელებს - არასახელმწიფოებრიობაში. აღსანიშნავია, რომ ვალონია, ბელგიის სამხრეთი ნაწილი, დამოუკიდებლობისაკენ უფრო ნაკლებად ისწრაფის. სეპარატიზმის გამძაფრება გასაკვირი არ არის. ეკონომიკური კრიზისის პირობებში მდიდარ ჩრდილოეთს აღარ სურს სამხრეთის რჩენა. ქვეყნის სოციალისტური პოლიტიკის გამო ჩრდილოეთი ვეღარ ახერხებს მაღალი ტემპით განვითარებას. წარსულში მსგავსი კრიზისების „გადაწყვეტა“ ხარჯვითი პოლიტიკის გაზრდით ხდებოდა. სახელმწიფო ყველა ჯგუფის დაკმაყოფილებას სწორედ სოციალისტური პოლიტიკით ცდილობდა. ხარჯვითმა პოლიტიკამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, 2010 წელს ვალმა უკვე მშპ-ს გადააჭარბა. ეკონომიკური კრიზისის პირობებში ქვეყნის ძირეული პრობლემები კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. თუ წარსულში სახელმწიფო აპარატი საჭირო გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა - რომელიმე ჯგუფის უკმაყოფილების შიშით, წელს ამომრჩეველმა წარსულის გამოცდილება გაითვალისწინა და გადაწყვიტა ხმა უფრო რადიკალური პარტიებისთვის მიეცა. ქვეყნის ფედერაციულმა მოწყობამ და სოციალისტურმა პოლიტიკამ ბელგია დაშლამდე მიიყვანა.

0x01 graphic

ელიო დი რუპო

0x01 graphic

დიდიე რეინდერი

0x01 graphic

ბარტ დე ვევერი

მიუხედავად დამოუკიდებლობის დიდი სურვილისა, ფლამანდიელი ნაციონალისტები იაზრებენ რომ ზოგიერთი პოლიტიკური ასპექტი, როგორიცაა თავდაცვა ან სასამართლო სტრუქტურების სრული დამოუკიდებლობა, ჯერ ვერ მოხდება. შესაბამისად, ფლამანდიელები მზად არიან, სამხრეთელებთან საერთო ინსტიტუტები . ახალი ფლამანდიური კავშირის ლიდერი, ახალგაზრდა პოპულისტი, მზად არის კომპრომისზე წასასვლელად და პირდაპირ დამოუკიდებლობას არ ითხოვს. მისი ვარიანტია, შეიქმნას ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან შემდგარი კონფედერაცია. ბელგიის სამეფო და მეფე განაგრძობენ არსებობას.

ბელგიას უკვე დიდი ხანია სურს, იყოს მაგალითი ევროკავშირისათვის. ის ასახავს კიდეც ევროკავშირს: არსებობს მდიდარი ნაწილი (ბელგიაში - ჩრდილოეთი, ევროკავშირში - დასავლეთ ევროპა), რომლის ხარჯზეც დანარჩენებს (ბელგიაში - სამხრეთს, ევროკავშირში - აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპას) სურთ თავის გატანა. როგორც ევროკავშირს არ უწერია ახლო მომავალში ფედერალისტურ სუპერსახელმწიფოდ ქცევა, ისე ბელგიის ერთიანობასაც საფრთხე ემუქრება. ვოლ სტრიტ ჯურნალი ბელგიას უბედურ ქორწინებას ადარებს. ახალგაზრდა წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა და უცაბედად დაქორწინდნენ, ახლა კი მათი გრძნობები გაცივდა, თუმცა საერთო ბავშვის (ბრიუსელი) გამო დაშორება უჭირთ.

ბელგიის ვალი ბევრად არ ჩამოუვარდება საბერძნეთისას. 2009 წლის მონაცემებით, ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 96%25 იყო, წელს კი 100%25-ს მიაღწია. ვალის სიდიდით ბელგია საბერძნეთს მხოლოდ 2 ადგილით ჩამორჩება. იმედია, ბელგიელი პოლიტიკოსები ქვეყნის სოციალისტური პოლიტიკის შეზღუდვაზე კონცენტრირდებიან და არა სახელმწიფოს დაშლაზე. ეკონომიკური პრობლემების დაძლევა და ჩრდილოეთისათვის თავისუფლად განვითარების საშუალების მიცემა ქვეყანას დაშლისგან დაიცავს. სოციალისტური პოლიტიკის გაგრძელება ბრიუსელს კიდევ უფრო დაასუსტებს (ბელგიას კი, ალბათ, საბოლოოდ დაშლის). ბელგია თვის ბოლოს ევროკავშირის პრეზიდენტობას გადაიბარებს, შიდა პრობლემებით დასუსტებული ბრუსელი კი კიდევ უფრო სუსტ ევროკავშირს გვპირდება.

13 ავღანეთი - დიდი თამაში წესების გარეშე

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

0x01 graphic

მისმა თვალებმა მსოფლიო დაატყვევა“, - წერს ცნობილი ჟურნალი, National Geographic ერთი ავღანელი ქალის, შარბათ გულას შესახებ, რომელსაც ფოტოგრაფი სტივ მაკგარი შემთხვევით გადააწყდა პაკისტანში, საბჭოთა არმიის მიერ დევნილთა ბანაკში. მწვანეთვალება გოგონა, რომლის სახელიც არავინ - მათ შორის, არც თავად ფოტოგრაფმა - იცოდა, 1985 წელს National Geograhic-ის გარეკანზე აღმოჩნდა.

0x01 graphic

სტივ მაკგარიმ და შარბათ გულამ ერთმანეთი 17 წლის შემდეგ ნახეს. National Georgaphic-მა, ავღანელი გოგონას ბედის გასარკვევად, პაკისტანში სატელევიზიო ჯგუფი გაგზავნა, ფოტოგრაფთან ერთად. თუმცა, როგორც გაირკვა, ქალი საბჭოთა კავშირის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ სამშობლოში, ტორა ბორას მთებში დაბრუნებულიყო. „ყველგან რუსები იყვნენ. ისინი ხალხს ხოცავდნენ. სხვა გამოსავალი არ გვქონდა, უნდა გავქცეულიყავით... რუსულმა აგრესიამ ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია“, - უთხრა შარბათ გულას ძმამ შეხვედრისას ცნობილ გამოცემას. 17-წლიანი ჯოჯოხეთი სულ რაღაც 30 წლის შარბათის სახეზე წიგნივით იკითხება.

0x01 graphic

ხაშხაშის პლანტაცია. მუსა ქალა. ავღანეთი

საბჭოთა ოკუპაციამ დაახლოებით მილიონი ავღანელი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, ხუთ მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად აქცია პაკისტანსა და ირანში. მაგალითისთვის, ყანდაღარის მოსახლეობა 200.000-დან 25.000-მდე შემცირდა. რუსეთს ტრადიციისთვის არ უღალატია და ავღანეთშიც, საქართველოსა და სხვა ყოფილი რესპუბლიკების მსგავსად, ცდილობდა, ადგილობრივთა ეთნიკური სიჭრელით ესარგებლა, ისინი ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა და მოახერხა კიდეც - ავღანეთი, საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ, ეთნიკურ ნიადაგზე წამოწყებულ სამოქალაქო ომში გაეხვია და მას მერე აღარც დამშვიდებულა.

მსოფლიოს ერთ- ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანას ძრითადად ოპიუმის წარმოებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობით, ან შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეებისგან მიღებული დახმარებით გააქვს თავი. ოპიუმის მსოფლიო ექსპორტის 90%25 ავღანეთზე მოდის. ბოლო ხანებში პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთს ტრილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი რესურსების მარაგი აქვს. როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, აუთვისებელი რკინის, სპილენძის, კობალტის, ოქროსა და ლითიუმის მარაგით, ავღანეთს შეუძლია მსოფლიოს წამყვანი მიმწოდებელი გახდეს. თუმცა, იმის გამო, რომ ბუნებრივი რესურსების მოპოვების გამოცდილება ავღანეთს არ აქვს, მაღაროების გამართვას შეიძლება ბევრი წელი დასჭირდეს.

შარბათ გულა ეთნიკურად პუშტუნია. პუშტუნებზე ამბობენ, მშვიდად მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც ომობენო. პუშტუნები ავღანეთის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია, გაეროს 2009 წლის კვლევის მიხედვით, ისინი ავღანეთის მოსახლეობის 42%25-ს შეადგენენ. პუშტუნები თანამედროვე ავღანეთის ფუძემდებლები არიან. ავღანი სპარსულად სწორედ პუშტუნს ნიშნავს. სიდიდით მეორე ეთნიკურ ჯგუფს ტაჯიკები შეადგენენ (27%25). პუშტუნებისა და ტაჯიკების გარდა, ავღანეთში ცხოვრობენ თურქმენები, უზბეკები, ხაზარები და ა.შ.

აბრეშუმის გზაზე მდებარე ავღანეთის თანამედროვე ტერიტორიას ოდითგანვე დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მის დამპყრობლებს შორის არიან ალექსანდრე მაკედონელი და ჩინგიზ ხანი. აღსანიშნავია, რომ ავღანეთში განსაკუთრებული სისასტიკით გაითქვეს სახელი ქართველებმა, როდესაც შაჰ აბას პირველმა ქართლის მეფე გიორგი XI და მისი რაზმი, რომელშიც 4000 ქართველი იყო, ავღანელთა აჯანყების ჩასახშობად გაგზავნა. ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ გიორგიმ, წარმატებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, თავის ჯარისკაცებს უფლება მისცა, სურვილისამებრ დაემცირებინათ ყანდაღარის მოსახლეობა.

მე-19 საუკუნეში ავღანეთი დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის დაპირისპირების საგანი გახდა. ეს ქიშპობა ისტორიაში ცნობილია „დიდი თამაშის” სახელით. გაერთიანებული სამეფო ცენტრალურ აზიაში რუსეთის ექსპანსიას ეწინააღმდეგებოდა, ინდოეთში პოზიციების დაკარგვის შიშით. ბრიტანეთმა ავღანეთში ფეხი ვერ მოიკიდა, თუმცა 40 წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო საკითხებს ის განაგებდა. სრულ დამოუკიდებლობას ავღანელებმა მხოლოდ ინგლისთან მესამე ომის შედეგად მიაღწიეს 1919 წელს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ავღანეთმა დიპლომატიური მისიები გაგზავნა ევროპასა და საბჭოთა კავშირში. ჯერ კიდევ ბრიტანეთის პროტექტორატის დროს დაწყებულმა რეფორმებმა სახე იცვალა და უფრო ინტენსიური გახდა. ქაბულში გაიხსნა გერმანული და ფრანგული სკოლები. ხელი მოეწერა ორმხრივ ხელშეკრულებებს თურქეთთან, სპარსეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საბჭოთა კავშირთან. დაიწერა ავღანეთის კონსტიტუცია. თურქი და ფრანგი ექსპერტების დახმარებით მოხდა რევოლუცია ადმინისტრაციულ, სასამართლო, სამხედრო და საფინანსო სფეროებში. პირველად ავღანეთის ისტორიაში წაახალისეს კერძო ინიციატივები ბიზნესში. ოღონდ, უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმები მხოლოდ ქაბულს დაეტყო. რაც შეეხება პროვინციებს, ისინი ამ პროცესს ეჭვის თვალით უყურებდნენ და არ სწყალობდნენ. ამის გამო ავღანეთის მმართველს, ამანულა ხანს, დროებით ქვეყნის დატოვებაც კი მოუწია. თუმცა, შვიდთვიანი მოგზაურობიდან დაბრუნებულმა, ათათურქისა და რეზა შაჰის პოლიტიკით შთაგონებულმა, რეფორმების ახალი ეტაპი წამოიწყო, რითაც ქვეყნის ტრადიციებსა და ფასეულობებს დაუპირისპირდა. რეფორმები გულისხმობდა პოლიგამიის აკრძალვას, ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნეპოტიზმისა და კორუფციის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, სეკულარული საჯარო სფეროს შექმნას. მაგრამ მას არ დასცალდა. ამანულა ხანს ისლამის მტრობა დააბრალეს და მალე დაამხეს. ის ჯერ ინდოეთში, ხოლო შემდეგ იტალიაში გადავიდა და სიკვდილამდე აღარავის გახსენებია.

0x01 graphic

თალიბები

ამის შემდეგ ავღანეთში მეტ-ნაკლებად მშვიდი პერიოდი დაიწყო. რეფორმების ტემპი დავარდა, შესაბამისად, წინააღმდეგობამაც იკლო. დასავლეთის ინტერესების დაცვა ცენტრალურ აზიაში დიდი ბრიტანეთისგან მემკვიდრეობით ერგო ამერიკის შეერთებულ შტატებს. წლიდან წლამდე იზრდებოდა საბჭოთა გავლენაც. მთელი ამ ხნის განმავლობაში ავღანეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ის არც ერთ ბლოკში არ ერთიანდებოდა. თუმცა, 1978 წელს საბჭოთა კავშირისგან შეგულიანებულმა ავღანეთის კომუნისტურმა პარტიამ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და ავღანურ მონარქიას ბოლო მოუღო. შეიქმნა ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც კომუნისტური ძალები მართავდნენ. სწორედ მათ მხარდასაჭერად შეიჭრა საბჭოთა კავშირი 1979 წელს ავღანეთის ტერიტორიაზე, იმ საბაბით, რომ ანტიკომუნისტურ ძალებს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდა. ავღანეთი ცივი ომის ცხელ წერტილად გადაიქცა.

ის, ვინც ისლამის მტერს ჯიჰადს ანუ „წმინდა ომს“ უცხადებს, თავს მოჯაჰედად ანუ „თავისუფლებისთვის მებრძოლად“ მოიხსენიებს. მოჯაჰედებმა აქტიური წინააღმდეგობა დაუწყეს საბჭოთა ძალებს, რისთვისაც ისინი დახმარებას იღებდნენ აშშ-სგან, პაკისტანისა და საუდის არაბეთისგან. აშშ-ს მხარდაჭერა კარტერის დროს დაიწყო, მაგრამ რეიგანის დროს ბევრად გაიზარდა. იმაზე, თუ როგორ გადაიქცა ავღანეთი რეიგანის დოქტრინის ცენტრალურ ნაწილად, მშვენივრად მოგითხრობთ ფილმი - ჩარლი უილსონის ომი - რომელიც ნამდვილ ამბავს ეფუძნება. კონგრესმენი ჩარლი უილსონის როლს ტომ ჰენკსი ასრულებს. მის სახელს უკავშირდება რეიგანის გადაწყვეტილება, ავღანელი მოჯაჰედები საბჭოთა არმიის წინააღმდეგ სტინგერებით მოემარაგებინა.

ოფიციალური ვერსიით, ამერიკელებმა მოჯაჰედების დახმარება საბჭოთა ინტერვენციის შემდეგ დაიწყეს. თუმცა, 1998 წელს ფრანგულ გამოცემა Nouvelle Observateur-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ ზბიგნევ ბრზეჟინსკისთან, რომელიც საბჭოთა ინტერვენციის დროს პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი გახლდათ უსაფრთხოების საკითხებში. ინტერვიუს მიხედვით, ბზეჟინსკი ამბობდა, რომ ამერიკელებმა ანტიკომუნისტური ძალების დახმარება საბჭოთა ინტერვენციამდე ექვსი თვით ადრე დაიწყეს, ვარაუდობდნენ რა, რომ ინფორმაცია ამერიკული დახმარების შესახებ გაჟონავდა და პასუხად რუსები ავღანეთში შეიჭრებოდნენ. ჟურნალისტის კითხვაზე: ნანობს თუ არა ბზეჟინსკი გადაწყვეტილებას მოჯაჰედების დახმარების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ მათ წინააღმდეგ უწევს ბრძოლა ახლა ამერიკას და მის მოკავშირეებს, ყოფილი მრჩეველი ასე პასუხობს: „რას უნდა ვნანობდე? საიდუმლო ოპერაცია საუცხოო იდეა გახლდათ. ჩვენ შევძელით და რუსული ჯარები ავღანურ ხაფანგში გავაბით. ამ დღეს რუსებმა ყველანაირი საზღვარი გადაკვეთეს. მე მივწერე პრეზიდენტ კარტერს: ახლა შეგვიძლია, საბჭოთა კავშირს სამაგიერო გადავუხადოთ ვიეტნამის ომისთვის. მართლაც, მოსკოვი იძულებული გახდა ეწარმოებინა 10-წლიანი ომი, რომლის შესაძლებლობა მას არ გააჩნდა, ომმა ხელისუფლების დემორალიზება, საბოლოოდ კი, საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია.” მოგვიანებით, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ინტერვიუს ნამდვილობა უარყო. ინტერვიუს ჩანაწერი კი ფრანგულმა ჟურნალმა ვერ წარმოადგინა.

თუმცა, ზემოაღნიშნული საიდუმლო ოპერაციის შესახებ თავის მემუარებში - From the Shadow - შეერთებული შტატების ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, მაშინ კი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ანალიტიკოსი რობერტ გეითსიც საუბრობს.

საბჭოთა არმიის გასვლის შემდეგ ამერიკამ ავღანეთის მიმართ ინტერესი დაკარგა. საბჭოთა კავშირის მიერ დათესილი ეთნიკური შუღლის ნიადაგზე დაწყებული სამოქალაქო ომი ამერიკის ყურადღების მიღმა დარჩა. ავღანური სახელმწიფოს შენებას აშშ-მ დრო და ენერგია აღარ დაუთმო, რამაც შედეგი მალევე გამოიღო - სამოქალაქო ომმა ხელი შეუწყო პუშტუნებისგან შემდგარი, ექსტრემისტული ისლამური პოლიტიკური ძალის - თალიბების აღმოცენებას, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ მოჯაჰედები, ნაწილი კი პაკისტანის ლტოლვილთა მადრასების (სკოლების) მოსწავლეები ან მასწავლებლები იყვნენ.

თალიბები სუნიტი მუსლიმები არიან და ყურანის განსაკუთრებულად მკაცრი ინტერპრეტაციით გამოირჩევიან. 1996 წელს მათ ხელისუფლებაში მოსვლაც მოახერხეს, თუმცა, ლეგიტიმურ მმართველ ძალად მხოლოდ სამმა ქვეყანამ - პაკისტანმა, საუდის არაბეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა - ცნო. თალიბები კრძალავენ ტელევიზორისა და კომპიუტერის გამოყენებას, ქალებს არ შეუძლიათ ტაშის დაკვრა სპორტულ ღონისძიებებზე, იკრძალება მუსიკა, რომ აღარაფერი ვთქვათ ალკოჰოლზე, მამაკაცებს ევალებათ ატარონ განსაზღვრული სიგრძის წვერი და თავსაბურავი. ქალები თავიდან ფეხებამდე ჩადრში გახვეულნი დადიან. 2001 წლის 12 მარტს, მათ ბამიანში ააფეთქეს ბუდას კოლოსალური ქანდაკებები, იმ მოტივით რომ ისინი ყალბ კერპებს წარმოადგენდნენ.

თალიბებს აფარებდა თავს 11 სექტემბრის შემოქმედი, ოსამა ბინ ლადენი და ალ-ქაიდას წევრთა დიდი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ 11 სექტემბერსვე, ავღანეთში მოკლეს თალიბების პოლიტიკური მოწინააღმდეგე, აჰმად შაჰ მასუდი, იგივე პანშერის ლომი, ტაჯიკური თემის ლიდერი. 2001 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც თალიბებმა უარი თქვეს ამერიკისთვის ბინ ლადენისა და ალ-ქაიდას სხვა წევრების გადაცემაზე, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთზე შეტევა დაიწყო მოკავშირეებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში მე-5 მუხლის ამოქმედების პირველი შემთხვევაა. მე-5 მუხლის მიხედვით, ალიანსი, მის რომელიმე წევრზე თავდასხმას, ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად განიხილავს. ნატოს შეტევამ თალიბებს ქვეყანაზე ფორმალური კონტროლი დააკარგვინა. ისინი იძულებულნი გახდნენ, ქალაქები დაეტოვებინათ. სხვაგვარად ვერც მოიქცეოდნენ. ამერიკულ B-52 ტიპის ბომბდამშენს იოლად შეუძლია ძალის ნებისმიერი კონცენტრაცია გაანადგუროს ჰაერიდან. მაგრამ თალიბებმა კარგად ისარგებლეს ამერიკის გარღვევით დაზვერვის ნაწილში, გადაჯგუფდნენ და პარტიზანული ბრძოლა გააჩაღეს. რაც შეეხება ალ-ქაიდას, მისმა წევრებმა პაკისტანს შეაფარეს თავი. ავღანეთის პრეზიდენტი, ამერიკელების ხელშეწყობით, მათივე მოკავშირე ჰამიდ ყარზაი გახდა.

0x01 graphic

სოფელი ჩარქჰი, ლოგარის პროვინცია

2009 წლის აგვისტოში ამერიკელმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა, რომელიც ნატოს ჯარებს ხელმძღვანელობს ავღანეთში, განაცხადა, რომ კოალიციის ავღანურმა მისიამ შესაძლოა მარცხი იწვნიოს, თუ შეერთებული შტატები და ნატო არ განახორციელებენ ახალ ანტიპარტიზანულ სტრატეგიას, რომელსაც ზურგს დამატებით 80 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაუმაგრებს. დასაწყისისთვის გენერალმა 40 000 ჯარისკაცი მოითხოვა. მანვე აღნიშნა, რომ სწორი სტრატეგიის შემთხვევაში ამერიკას და მის მოკავშირეები შეძლებენ თალიბებთან და ალ-ქაიდასთან სოფელი ჩარქჰი, ლოგარის პროვინცია ბრძოლაში გამარჯვებას.

ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ავღანეთში წარუმატებლობა პირდაპირ ნიშნავს ამერიკის მოკავშირე პაკისტანის დესტაბილიზაციას. პაკისტანი კი ბირთვული ქვეყანაა და იქ 180 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. საყურადღებოა 2008 წლის ინციდენტი, როდესაც თალიბებმა სუატის დაბლობი დაიკავეს. პაკისტანის არმიას მათთან შეტაკება მოუხდა. მართალია, ამჟამად ტერიტორია გაწმენდილია, მაგრამ თალიბების გავლენის გაფართოების საფრთხე მუდმივად არსებობს. ობამას ახალი სტრატეგია ავღანეთსა და პაკისტანს სწორედ ამ ჭრილში განიხილავს: „მაშინ, როდესაც ჩვენ ვებრძვით თალიბებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი მუქარა დასავლეთ პაკისტანში მყოფი ხალხისგან მოდის, - მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში, რიჩარდ ჰოლბრუკი, - საკმარისია, სუატის დაბლობი აიღონ, ისლამაბადამდე (პაკისტანის დედაქალაქი) 100 მილი დარჩებათ. ახალი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ პაკისტანი და ავღანეთი ერთად უნდა განიხილებოდეს, როგორც ომის ერთი სცენა, მკვეთრად განსხვავებული წესებით საზღვრის იქით და აქეთ.“

0x01 graphic

ამერიკელი ჯარისკაცი ყანდაღარის პროვინციაში

ბევრი მიიჩნევს, რომ მაკკრისტალის ანტიპარტიზანული სტრატეგია ამ ეტაპისთვის უალტერნატივოა. ის გულისხმობს მოსახლეობის დაცვას, მათ გადმობირებას, კარგი მართვის ხელშეწყობას, თალიბების ტრადიციული საყრდენების მოშლას.

გენერალი მაკკრისტალის განცხადებიდან სამი თვის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ დამატებით 30000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო და თან ისიც განაცხადა, რომ 18 თვეში ჯარის უკან გამოყვანას დაიწყებს: „ჩვენ ვიბრძოლებთ ჰაერში, ბარში, მთაში - 18 თვის განმავლობაში. შემდეგ ჩვენ სახლში დავბრუნდებით... იმიტომ, რომ მე საკუთარი ქვეყნის შენება მაინტერესებს“.

ამ სიტყვების გამო პრეზიდენტი ორმაგი კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა. ერთნი მშვიდობის დარგში მიღებულ ნობელის პრემიას აყვედრიდნენ და მიიჩნევდნენ, რომ შეერთებულ შტატებს ავღანეთში არაფერი ესაქმება, ის ვერაფერს გახდება და ტყუილად იხარჯება. მაგალითად კი დიდი ბრიტანეთის გამოცდილება მოჰყავდათ - „დიდი თამაშის“ დროს. სხვანი კი ვადის დაწესებისა და არასაკმარისი ძალისხმევის გამო აკრიტიკებდნენ. „ეს იყო არა მთავარსარდლის, არამედ პოლიტიკოსის სიტყვა, - წერს ვაშინგტონ პოსტში პოლიტიკური კომენტატორი ჩარლზ ქრაუთჰამერი, - შესანიშნავია. წადით, იბრძოლეთ, ეუბნება ის თავის კადეტებს, ზოგიერთი თქვენგანი ალბათ ცოცხალი არ დაბრუნდება, მაგრამ მე თქვენს მისიას შევამოკლებ, იმიტომ, რომ ჩემი პრიორიტეტი ადგილობრივი თემებია“.

ბევრი შიშობს, რომ ჯარის გაყვანის ვადის დათქმით ობამამ ცხადყო - მისი პრიორიტეტი ავღანეთში წარმატების მიღწევა არ არის და ამით ალ-ქაიდას და თალიბებს გამარჯვების იმედი გაუძლიერა. ანტიპარტიზანული სტრატეგია მოკლე დროში ვერ განხორციელდება. ქსენოფობი პუშტუნების გადმობირებას დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ ფერხდება მოკავშირეთა კონტროლის დამყარება პუშტუნისტანის ცენტრზე - ყანდაჰარზე. როგორც ამბობენ, ამერიკის მოკავშირე ჰამიდ ყარზაი ეჭვობს, რომ ობამას მიერ დათქმულ მცირე დროში დასავლეთი თალიბების დამარცხებას ვერ შეძლებს და ამიტომ თალიბებთან მოლაპარაკებას ცდილობს.

იმასაც ამბობენ, რომ 2011 წლისთვის ავღანეთის ხელისუფლება და ჯარი ვერ გადაიბარებს სრულ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე. როგორც ცნობილი გამოცემა თაიმი მიუთითებს, ამ ეტაპზე „ათიდან ცხრა ავღანელ ჯარისკაცს არც ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქციის წაკითხვა შეუძლია, არც მანქანის მართვა. ჯარში წინააღმდეგობებია: ყოფილი საბჭოთა ვეტერანები ყოფილ მოჯაჰედების უპირისპირდებიან, ტაჯიკები - უზბეკებს, ხაზარებსა და პუშტუნებს. მაღალჩინოსნები რუტინულად პარავენ რიგით ჯარისკაცებს ხელფასს.“

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ევროპელები, განსაკუთრებით საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი, ფეხს ითრევენ თავიანთი საჯარისო ნაწილების რაოდენობის გაზრდაზე გაეროს მანდატით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ჯგუფში (ISAF - International Security Assistance Force) სადაც ამ დროისთვის 46 ქვეყანა მონაწილეობს. თავიდან, ევროპელების ამ დამოკიდებულებას ჯორჯ ბუშს და მის „უნილატერალიზმს“ აბრალებდნენ. მაგრამ განსაკუთრებულ პროგრესს ვერც პრეზიდენტმა ობამამ მიაღწია. მიუხედავად ობამას იმ დროისთვის მაღალი პერსონალური მხარდაჭერისა ევროპაში, აშშ-ს ავღანური კონტიგენტის 30 000 ჯარისკაცით გაზრდის პასუხად, 2009 წლის დეკემბერში ბრიუსელში ჩასულმა ჰილარი კლინტონმა ევროპელებისგან მხოლოდ 7000 ჯარისკაცის დამატების პირობა წამოიღო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელი ჯარისკაცების ნაწილს თავისი ქვეყნის კანონმდებლობა უკრძალავს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას, ასე რომ, მათ მოქმედების არეალი მკვეთრად შეზღუდული აქვთ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავღანეთში ომის დაწყებისას, პირველად და ერთადერთხელ ამოქმედდა ნატოს ქარტიის მე-5 მუხლი. ავღანეთში მიღწეული შედეგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალს გადაწყვეტს. თუ ევროპამ არ იაქტიურა ალ-ქაიდასთან და მათ მოკავშირე თალიბებთან ბრძოლაში, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ეჭვი შეიტანოს ტრანსატლანტიკური კავშირის ურყევობაში და, ერთ მშვენიერ დღეს, ევროპამ ვეღარ ისარგებლოს ამერიკის მიერ 60 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიებით. მსოფლიო მასშტაბის ბოროტებასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის საქმე. ვისაც მშვიდობა სურს საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს მშვიდობისთვის ბრძოლაში.

14 24 საათი ავღანეთში

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

დავით კოვზირიძის რეპორტაჟი

0x01 graphic

ქართველი ჯარისკაცები. დელერამი. ავღანეთი

წარმოიდგინეთ, რომ გაცვიათ სამხედრო ფორმა, ბათინკები, ძალიან მძიმე ჯავშან-ჟილეტი, გახურავთ ჩაჩქანი და ენერგიული ნაბიჯებით დადიხართ საუნაში, სადაც ჯოჯოხეთურად ცხელა. თან ეს სიცხე კი არ დგას, არამედ სახეში გიბერავთ. ყოველივე ამას ემატება საფრთხე, რომ უცბად ვიღაც წვერიანი შეშლილი მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ცეცხლს გაგიხსნით. წარმოიდგინეთ? მაშინ დაახლოებით მაინც მიხვდებით, რა ხდება ლეზერნეკში. ლეზერნეკი რა არის? ამაზე ქვემოთ.

თბილისი-ქაბული

14 ივნისი ყველაზე უცნაური, ემოციური და საინტერესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ამ დღეს პირველად ჩავიცვი სამხედრო ფორმა, ძალიან ლამაზი და მოხერხებული, რომლითაც მალე ქართული ჯარი შეიმოსება. ეს არაა უბრალოდ ტანსაცმლის ჩაცმის პროცესი, ეს სხვა გრძნობა და რიტუალია - როცა მკერდზე ერთ მხარეს შენს გვარს იწებებ, მეორეზე - GEORGIA-ს და მხარზე საქართველოს ულამაზეს დროშას, ხდები ამაყი, უშიშარი და ბევრად მაგარი, ვიდრე სინამდვილეში ხარ.

ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩარტერით გამთენიისას გავფრინდი ქაბულში. ფრენა - ორსაათნახევარი, თავდაცვის სამინისტრო დელეგაციაში: თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, ვიცე-პრემიერი გია ბარამიძე, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ნატო-ში გეგა მგალობლიშვილი და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები. ვიზიტის მიზანი იყო ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ჩვენი ჯარისკაცების მონახულება და შეხვედრები ბატალიონისა და გარნიზონის მეთაურებთან.

ილუმინატორიდან ავღანეთი აღელვებულ, ტალახისფერ ზღვას ჰგავს - მთები, მთები, უდაბნოები და არანაირი მწვანე. მერე ეს „ზღვა“ უცებ წყნარდება და იშლება უზარმაზარი დაბლობი. ეს არის ქაბული.

დედაქალაქში, სადაც წლეულს პირველადაა შუქი, არც გავსულვართ, აეროპორტით შემოვიფარგლეთ. სხვათა შორის, საერთოდ არ ცხელოდა - ქაბული ზღვის დონიდან 1800 მეტრზეა. რაღაც პროცედურების გავლას რამდენიმე ქართველთან ერთად ველოდებოდი ოთახში, რომელიც ძალიან ჰგავდა ძველი სახლმმართველობის ოთახს, სადაც თავის დროზე ერთმანეთზე კაპასი რამდენიმე ქალი იჯდა ქრთამის მოლოდინში.

ერთ მხარეს ეკიდა პლაზმური ტელევიზორი, რომელიც ძალიან ცუდად აჩვენებდა რაღაც უცნაურ მულტფილმს. იქვე ხელმოტეხილი ავღანელი ლოცულობდა იატაკზე გაფენილ პატარა ხალიჩაზე, მეორე კედელზე კი რამდენიმე წარჩინებული წვეროსანის ფოტო ეკიდა. ერთ- ერთს ძალიან წააგავდა ოთახში მორბენალი ჩაის ჩამომტარებელი. რა თქმა უნდა, ყველა იარაღით იყო. იმ 24 საათში, რაც ავღანეთის მიწაზე თუ ჰაერში გავატარე, უიარაღოდ თითქმის არავინ ყოფილა.

მერე, რაღაც მომენტში, აღმოვჩნდით ვიაიპი ლაუნჯში, სადაც დაახლოებით ისეთი ავეჯი იდგა, როგორიც სამოცდაათიანებში ჰქონდათ გადამალული ხორცკომბინატის დირექტორებს. იქ დავლიე პირველი ბოთლი წყალი ავღანეთში და ბარემ აქვე გეტყვით, რომ ამ ქვეყანაში წყალი ზუსტად ისეთივე აუცილებელი ატრიბუტია, როგორც ჯავშან-ჟილეტი და იარაღი - ერთ დღე-ღამეში დაახლოებით 20 ლიტრი სითხე მივიღე! თუმცა სხვანაირად არც გამოვა, შეიძლება ცუდად გახდე და გადასხმა დაგჭირდეს. მით უმეტეს, ლეზერნეკში...

ლეზერნეკი

ეს არის საზღვაო ქვეითების ძირითადი ბაზა, რომელიც ქაბულის სამხრეთით, 800 კილომეტრშია და რომელშიც ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით გავფრინდით. ამ ურჩხულივით თვითმფრინავს არ აქვს ფანჯარა, შიგნით კი ისეთი ხმაურია, რომ საგანგებო ყურის საცობებს გირიგებენ და რომ არ გაიკეთო, შეიძლება თავი გაგისკდეს. იქ სავალდებულოა ჯავშან-ჯილეტი და ჩაჩქანი მთელი მგზავრობის განმავლობაში, სკამები შუაშია ერთ მწკრივად და კარგად უნდა მიება, რადგან არავინ იცის, როგორ დასვამს პილოტი - შეიძლება სტანდარტულად გააკეთოს ეს, შეიძლება მიწასთან მიახლოებისას უცებ მოწყდეს და დაენარცხოს, შეიძლება რამდენჯერმე აიწიოს და დაიწიოს. მიზეზი ავღანურ-ბანალურია: არავინ იცის, როდის გაიხსნება ცეცხლი ქვევიდან.

საათ-ნახევარში ჩავედით და როცა უკანა გასასვლელიდან პირველი ნაბიჯი ჩავდგი, აღმოვჩნდი იმ საუნაში, რომელზეც ზევით მოგიყევით: ტემპერატურა 55 გრადუსი, საშინელი ქვიშანარევი ქარი, ირგვლივ სხვადასხვა ზომის ქარბორბალები ბზრიალებს, დაფრინავენ ვერტმფრენები, დარბიან კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები, დადიან ჯავშან-მანქანები, ისმის სირენების ხმა, შენ ვეღარ სუნთქავ, გგონია, რომ ოფლად დაიღვრები, მაგრამ ოფლი დაღვრას ვერ ასწრებს, წამში ორთქლდება, მზე ტვინში გაჭერს, გაყინული წყალი ერთ წუთში დუღდება...

რამდენიმე მანქანაში გავნაწილდით და წავედით ერთ-ერთ ბაზასთან, საიდანაც ვერტმფრენებით უნდა წავსულიყავით ქართული ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე, დელერამში. დაახლოებით ათი წუთი ვიარეთ და დამხვდურმა ქართველმა მაიორმა გვიამბო, რომ ყოველ მონაკვეთს ქართველებმა თბილისის ქუჩების სახელები დაარქვეს - ასე ჩავიარეთ რუსთაველის გავლით კოსტავა, გავედით ჭავჭავაძეზე და ასაფრენ წერტილსაც მივადექით. ეს იყო არა ჩვეულებრივი ვერტმფრენები, არამედ ბოინგის მიერ შექმნილი უახლესი მოიერიშე მოდელი, ძალიან სწრაფი და ტევადი V-22 ოს_პრისი, რომელიც ვერტიკალურად ფრენისას არის ვერტმფრენი და როცა გარკვეულ სიმაღლეს აღწევს, გარდაიქმნება თვითმფრინავად. ფრენისას უკანა სივრცე მთლიანად ღიაა, იქ დამონტაჟებულ ვეებერთელა ტყვიამფრქვევთან კი ამერიკელი მეტყვიამფრქვევე ისე უდარდელად დაიარებოდა, რამდენჯერმე დარწმუნებული ვიყავი, რომ უკვე გადავარდნილი იყო. არ გადავარდა...

0x01 graphic

დელერამი

ოც წუთში საბოლოო დანიშნულების ადგილზე ვიყავით. ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრამდე დაჯავშნილი მანქანებით MRAP (რომლებმაც ჰამერი ჩაანაცვლა, თითოეული მილიონ დოლარზე მეტი ღირს, შეუძლია განაღმვა და ვერც ერთი იარაღი ვერ „იღებს”) წაგვიყვანეს სასადილოში, სადაც ყველაზე კარგად ხვდები, თუ რამდენად ძლიერი სახელმწიფოა ამერიკის შეერთებული შტატები - ცალკეა თევზეულის განყოფილება, ცალკე - ხორციანი კერძები, იქვეა სალათები, ხილი, ნამცხვრები, ნაყინი და ყველანაირი უალკოჰოლო სასმელი, რაც გაგვიგია და არ გაგვიგია. ყველაფერი შეუზღუდავადაა, შეგიძლია მიირთვა რაც გინდა და რამდენიც გინდა. თან ყველგან გრილა.

ამის შემდეგ დელეგაცია ჩვენს ჯარისკაცებს შეხვდა. ძალიან ემოციური და თბილი შეხვედრა იყო, ბიჭები გახარებულები ჩანდნენ იმით, რომ პირადად მოუხდათ შეხვედრა თავიანთ მინისტრთან და დელეგაციის სხვა წევრებთან. იქ ვნახე ჩემი ახლო მეგობარი თორნიკე ასათიანი, რომლის ნახვის იმედიც აღარ მქონდა (სხვა ბაზაზე მეგონა) და რომელმაც ბევრი საინტერესო რამ მიამბო: „ჩვენი მთავარი მიზანი მოსახლეობის მშვიდობიანად გადმობირება, ადგილობრივებთან ურთიერთობის დარეგულირებაა. იცი, როგორ ხდება? სოფელში შევდივართ სამშვიდობოები, მიგვაქვს საჩუქრები, საჭმელი, რაღაცების მშენებლობაში ვეხმარებით და ვაჩვენებთ, რომ ცივილიზებულად ცხოვრება კარგია. მერე თალიბები შედიან, მათ თავიანთი ენა აქვთ, სასამართლოებს აწყობენ, მოღალატეობას არავის პატიობენ. ერთი სიტყვით, კალვერას და კრისის სიტუაციაა. გარდა ამისა, ვიცავთ არსებულ ბაზებს, ვახდენთ პატრულირებას, ვამუშავებთ ინფორმაციას. ძირითადად ამერიკელებთან ერთად ვმუშაობთ და ეს 24-საათიან რეჟიმში ხდება.“

საუბარში სხვა ჯარისკაცებიც ერთვებიან: „თავიდან აქაურებს რუსები ვეგონეთ და ცოტა დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, იმიტომ რომ ავღანელებს რუსები ყველაზე მეტად ეზიზღებათ დედამიწის ზურგზე. დღეს უკვე ყველაფერი წესრიგშია, ქართველები ყველამ გაგვიცნო და დაგვაფასა. აქ იშვიათადაა ექსტრემალური სიტუაციები, თუმცა რამდენიმე ყველაზე ცხელ წერტილში არიან ჩვენები და საოცრად იბრძვიან. ერთხელ სამი ქართველი რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდა ათეულობით თალიბს და ბოლომდე გაუძლეს. თალიბები ძირითადად ავღანელები, პაკისტანელები და ირანელები არიან. აგრესიულობით ავღანელები გამოირჩევიან. ისინი ძირითადად დღისით იბრძვიან, რადგან უმეტესობას ქათმის სიბრმავე სჭირს.“

„აქაურების შემოსავლის მთავარი წყარო, რა თქმა უნდა, ყაყაჩოს მოყვანა და ჩაბარებაა. გლეხებს ამაში ხელს არავინ უშლის, თუმცა მთავარი ბრძოლა იმათთანაა, ვინც ყაყაჩოს იბარებს, ოპიუმად ამუშავებს და ყიდის. ყაყაჩო მდინარის ნაპირებზე ხარობს. კიდევ მოჰყავთ ხორბალი და, სხვათა შორის, უგემრიელეს ლავაშს აცხობენ. არის თუთა, ლეღვი, თევზის დაჭერაც შეიძლება. ჩვენ კარგად ვართ, არაფერი გვაკლია, ინტერნეტზეც მიგვიწვდება ხელი, ტელეფონზეც. გაგიკვირდება და, ყველაზე მკაცრი აკრძალვა სექსზე და დალევაზეა.“

„გარდა იმისა, რომ აქ ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ, ვიღებთ დიდ გამოცდილებასაც, ვიხვეწებით, როგორც სამხედროები. ჩვენ სხვებთან ერთად ვიბრძვით მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენი მთავარი მისია სწორედ ესაა.“

„აქ ერთი სოფელია, მთაში, სადაც გიორგი მეთერთმეტეს თანმხლები ჯარის ნაწილები დასახლდნენ და შემორჩნენ. ეს ერთადერთი სოფელია, რომელიც არც სამშვიდობოებს იკარებს და არც თალიბებს. არავის ელაპარაკებიან.“

„რა გვენატრება? ოჯახები. საქართველო. სიმწვანე. სუფთა ჰაერი. ღვინო. ხაჭაპური. თბილისში სეირნობა. 26 მაისს მწვადი შევწვით, ყველას ძალიან მოეწონა. ტორტიც გვქონდა.“

ამერიკელმა ჯარისკაცმაც ილაპარაკა: „ქართველები ძალიან თბილი, მეგობრული და ვაჟკაცი ხალხი ყოფილხართ. გვერდში დგომა იცით, მხიარულები ხართ. თქვენს ჯარისკაცებს ავღანეთში ყველა იცნობს და აფასებს. მაგარი ბიჭები არიან“.

რამდენიმე საათის შემდეგ იყო ემოციური დამშვიდობება და სამტყვიამფრქვევიანი (უკან და გვერდებში, ერთ-ერთთან გოგო იდგა) სადესანტო ვერტმფრენით დაბრუნება ლეზერნეკში, სადაც ქართული დელეგაციის ბოლო შეხვედრა გაიმართა გარნიზონის მეთაურთან, გენერალ-მაიორ რიჩარდ მილსთან (მანამდე დელეგაცია შეხვდა კოალიციური ძალების სარდალს, სახელოვან გენერალ სტენლი მაკკრისტალს), რის შემდეგაც ოფიციალური კომენტარებიც გაკეთდა.

ბაჩო ახალაია: „ჩვენი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო, გვენახა ავღანეთში განლაგებული ქართული საჯარისო ნაწილები. შევხვდით ამერიკელ კოლეგებს, რომლებიც კმაყოფილებას ვერ მალავენ ჩვენი ბიჭების მუშაობით და მადლობაც გამოგვიცხადეს. რაც მთავარია, თავად ქართველი ჯარისკაცები არიან კმაყოფილი აქ მიღებული გამოცდილებით და ყველაფერს აკეთებენ, რათა მოვალეობა კარგად შეასრულონ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაზარდონ და სამშობლო ასახელონ. ვიზიტმა მშვენივრად ჩაიარა.“

გია ბარამიძე: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წევრებს და სამხედრო მაღალჩინოსნებს უშუალოდ ჯარისკაცებთან შეხვედრის საშუალება გვქონდა, რადგან ხშირად პატარა პრობლემის მოგვარებაც კი დადებითად მოქმედებს მათ მორალურ მდგომარეობაზე. ბიჭები მხნედ და ვაჟკაცურად არიან. ჩვენ პირველწყაროდან მივიღეთ ინფორმაცია, როგორი შეიარაღება აქვთ, როგორ იკვებებიან და როგორ ისვენებენ. ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა იმდენად, რამდენადაც ეს ომშია შესაძლებელი. მომავალში კიდევ ვაპირებთ ჩამოსვლას და რამდენიმე დღით დარჩენას. ამ მისიის მაღალ დონეზე შესრულება ძალიან წაადგება ჩვენს ინტეგრაციას ნატო-ში. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ყველა ერთად ვიამაყებთ ქართველი ჯარისკაცებით.“

გია ბარამიძეს ერთი სასაცილო ამბავიც შეემთხვა - უკანა გზაზე, ქაბულში გაფრენამდე, სამხედრო თვითმფრინავში, რომელიც სავსე იყო შეიარაღებული ადამიანებით, არ შეატანინეს პატარა დანა - ჩაგვაბარე და დედაქალაქში დაგიბრუნებთო.

ამავე აეროპორტში ვნახე 22 წლის ბიჭი, რომელიც ავღანეთში სტაჟიორ ექიმად მუშაობს და რომლის მშობლები ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა შორის არიან. და იქვე კიდევ ერთი საინტერესო სცენა - მიწიდან დაახლოებით თხუთმეტ მეტრში ცხვირით ერთმანეთისკენ ეკიდა ორი ვერტმფრენი აპაჩი. ზუსტად ისე, როგორც ბარნოვზე კრეისერივით ჯიპები. ჩვენმა თანმხლებმა ჯარისკაცმა მითხრა, რომ ეს ვერტმფრენები ჰაერში ტყუილად არ იწევიან და როცა იწევიან, თალიბებს ძალიან ცუდი ამბავი ელით.

უკანა გზის თითქმის ნახევარი კი სალონში შუქჩამქრალი თვითმფრინავით ვიმგზავრეთ. ასეთია უსაფრთხოების წესები ავღანეთის ტერიტორიაზე...

ასე ჩაიარა ამ უცნაურმა, სიზმარივით მოგზაურობამ. თბილისიდან წასვლისას მთხოვეს, ჯარისკაცებისთვის გადამეცა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჯარისკაცებმაც იგივე დამაბარეს: ჩვენებს, თითოეულ ქართველს უთხარი, ყველაფერი გადასარევად იქნებაო. და მე მჯერა ამ ძალიან მაგარი, კეთილშობილი, ვაჟკაცი, მთასავით ბიჭების, რომლებსაც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში უზარმაზარ პატივს სცემენ.

0x01 graphic

სამხედრო ვერტმფრენი V22. ჰელმანდის პროვინცია. ავღანეთი

15 ლეგალური სექსი კიდევ ერთხელ ნაადრევი ქორწინების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x08 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი

ცდა ძვირად ფასობს - წერდა სოციოლოგი ლაშა კიკალეიშვილი 1986 წელს გაზეთ „დვრიტაში“. ნაადრევ ქორწინებაზე, ნაადრევ ტვირთზე და დაშლილ ოჯახებზე იყო საუბარი. იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით ირჩევდნენ 16 წლის ახალგაზრდები ერთმანეთს, რატომ ქორწინდებოდნენ ასე ადრე, რას ეძებდნენ.

ეძებდნენ იმას, რასაც დღეს. პარადოქსია, მაგრამ 26 წლის წინ დაწერილი წერილი დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ, შორეულ 80-იანებში. მასში აღწერილი პრობლემები თუ დასმული კითხვები, სამწუხაროდ, დღესაც იგივე სიმწვავით იგრძნობა ჩვენს საზოგადოებაში.

ამაოდ ვცილობდით მოგვეპოვებინა ოფიციალური სტატისტიკა, რაც 26 წლის წინანდელ მონაცემებთან შესადარებლად გამოგვადგებოდა, რაც დაგვეხმარებოდა იმის გაგებაში, თუ რამდენად განვსხვავდებით ათწლეულების წინანდელი საზოგადოებისგან.

პირველი

მაშინ, დაახლოებით 100 წლის წინ, ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თუმცა, იმის მიზეზი, რომ მაშინდელი მოზარდი მეტ- ნაკლებად მზად იყო ასეთი ნაბიჯისთვის, განპირობებული იყო იმ დროის სოციალურ- ეკონომიკური პირობებით, დროით, როდესაც ცხოვრება გაცილებით მწირ გამოწვევებს სთავაზობდა ახალგაზრდას, ის ფიზიოლოგიურად და სოციალურად მზად იყო ქორწინებისთვის. მაგრამ ეს იყო მაშინ.

დღეს ყველა სოციოლოგი აღიარებს, რომ ეს თანხვედრა გარეშე ფაქტორების ჩარევით შეიცვალა. სოციალური მომწიფება გაცილებით ჩამორჩა ფიზიოლოგიურს, რასაც ემატება მოზარდის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქოლოგია. სულიერ ღირებულებათა ერთიანობა, რაც, ჩვეულებრივად, ქორწინებისთვის აუცილებელი წინაპირობა უნდა იყოს, მოზარდისთვის ერთობ ბუნდოვანი ცნებაა. „ეს არ არის გასაკვირი, რადგან 16 წლისამ არ შეიძლება ბოლომდე გააცნობიეროს, თუ რას მიაღწევს იგი ცხოვრებაში 30 წლის ასაკში, როგორ შეიცვლება მისი პიროვნების მოდელი, შეძლებენ თუ არა ის და მისი რჩეული ინტერესთა და მოთხოვნილებათა სწრაფ და ცვალებად მდინარეში ცურვას. მისთვის ხომ ხშირ შემთხვევაში ბევრი რამ იდეალურიცაა. თუნდაც, ეს ახალი გარემო - ცოლქმრობა ხვალინდელი დღის სასიამოვნო იდუმალებით არის მოცული. სწორედ აქ იჩენს ხოლმე თავს არასწორი სქესობრივი აღზრდის შედეგი და ძნელი ხდება, ერთმანეთს დაუკავშირო პაემანზე წასასვლელად მორთვა და ის, რასაც ოჯახი ჰქვია. მოზარდისთვის ქორწინო მილოცვები ხშირ შემთხვევაში რაღაც მუდმივ, უსასრულო განცდად აღიქმება. ყოველდღე ივლიან მეგობრები, იქნება მილოცვები... მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თაფლობის თვესთან ერთად თავდება და იწყება ცოლქმრობა, ოჯახი. ეს კი, პირველ რიგში, არის ინტერესების, სურვილების, შრომის ყოველდღიურობის გადანაწილება,“ - წერდა ლაშა კიკალეიშვილი.

აი, აქ ჩვენი საზოგადოების კიდევ პრობლემა გამოჩნდა - სქესობრივი აღზრდა. ის, რაც, სამწუხაროდ, „ჩვენში” სექსუალურ აღზრდად აღიქმება და რაც, საბჭოთა პერიოდის 80-იანების მსგავსად, დღესაც ტაბუირებულია.

„პირველ რიგში, ნაადრევი ქორწინება ეს არის ლეგალური სექსი. მაშინ, როდესაც წყვილთა თავისუფალი თანაცხოვრების ტრადიცია არ არსებობს, შეყვარებული წყვილისთვის ეს ურთიერთობის „გაპრავების“ ერთადერთი ლოგიკური გამოსავალია,“ - ამბობს ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე. სწორედ ეს მიზეზი ალბათ ყველაზე ზუსტად ხსნის დღევანდელ საქართველოში არსებული ნაადრევი ქორწინებების პოპულარობას.

მაგრამ ამ „გაპრავების“ დროს ყველას გვავიწყდება, რომ სექსუალური პარტნიორობა (ის, რასაც ფიზიოლოგიურ მომწიფებას ვეძახით) და ოჯახის მამობა (სოციალური მზაობა) ორი სხვადასხვა რამაა. უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მძიმე და გრძელვადიანი სტატუსი ყოფილა. სწორედ ამ დროს იწყება მეორე ნახევრის შესაძლებლობების გადაფასება, ხშირად - იმედგაცრუება. განქორწინება. არაერთმა სოციოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ განქორწინებულთა მხოლოდ მესამედი ქორწინდება ხელმეორედ.

მეორე და მთავარი. სოციოლოგები ამაზე უკვე შეთანხმდნენ - საქართველოში ბავშვობა ყველაზე დიდხანს გრძელდება. ეს კი ნაადრევი ქორწინების კიდევ ერთი მიზეზია. მშობლების კალთას ამოფარებული ახალგაზრდები ქორწინებით ცდილობენ თავი გაითავისუფლონ. ჩვენს საზოგადოებაში, სადაც დედ- მამის კონტროლი დიდხანს მიჰყვება ახალგაზრდას და ეს აბსოლუტურად ჩვეული რამაა, გათხოვება- ცოლის მოყვანა მშობლის თვალში ერთგვარი სტატუსის მოპოვებას ნიშნავს. ესე იგი, მე უკვე დიდი ვარ!

სექსოლოგ პაატა სოფრომაძის თქმით, არსებობს ურთიერთობის ორი ფორმა - ვერტიკალური და ჰორიზონტალური. მშობლისა და შვილის ურთიერთობა არის ვერტიკალური, ხოლო როცა შვილი მიაღწევს სოციალურ მომწიფებას, ეს ურთიერთობა უნდა გადავიდეს ჰორიზონტალურში. მაგრამ ეს საქართველოში არასდროს არ ხდება. - „აბა რა ქნას, ჯერ ვერ ნახა შესაფერისი სამუშაო და...” - ასეთ რამეს ხშირად გაიგებთ. ზრდასრული შვილის ჯიბეზე ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ზრუნვის გაგრძელება დედ- მამას უსასრულოდ შეუძლია. ახლად დაოჯახებულებს, თავისი ნუკლეალური (მცირე) ოჯახი „დიდი” ოჯახის ხარჯზე ჰყავთ. სხვა გზა არც აქვთ - მათი უმეტესობა ხომ სოციალურად მოუმწიფებელია. - „და რას ვიღებთ ამ დროს? - აგრძელებს სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია, - რეალურად მან მოიპოვა სტატუსი მშობლის თვალში, მაგრამ ადრეულ ასაკში ქორწინება მშობელს აძლევს საშუალებას, კონტროლის ერთი ფორმა მეორით შეცვალოს და უფრო გააძლიეროს გავლენა. ასე რომ, ამ შემთხვევაში მოზარდს ერთდროულად უწევს შვილის, ქმრისა და მშობლის როლის შესრულება.“

გამოდის, რომ საკუთარი თავის ძიებაში, სრულიად ბუნებრივი სექსუალური ურთიერთობების გასაცნობად, დამოუკიდებლობისა და მშობლისგან „აღიარების“ მოპოვების მიზნით ახალგაზრდა (რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენივე წყალობით „აგვიანდება“ სოციალური მოწიფულობა) იძულებულია გადადგას ეს ნაბიჯი. ჩვენ კი ამას მის შეცდომას ვარქმევთ.

„ნაადრევი სექსუალური კავშირები სოციალურ- ეკონომიკური სახის მოვლენაა და არა გარყვნილების. ამ ბოლო დროს ოჯახის მკვლევარები სულ უფრო ხშირად უწოდებენ ნაადრევ ქორწინებას „საცდელ ქორწინებას“.

„სამწუხაროდ, ცდა ძვირად ფასობს“. - ლაშა კიკალეიშვილი. ამონარიდი 1986 წლის სტატიიდან „ცდა ძვირად ფასობს“.

16 სამოთხის მაშხალები

▲ზევით დაბრუნება


ნოდარ ლადარია|სვეტი

0x01 graphic

აჰა, მეც მოვხვდი ეკა ხოფერიას გადაცემაში „აუდიტორია“... ქართული მუსაიფ- შოუების თემა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ახლა სხვა რამე უნდა გავიხსენო. სახელდობრ, ერთი ფრაზა, რომელიც ტელეწამყვანმა სალომე დადუნაშვილმა წარმოთქვა: „ტელევიზია განათლებას ვერავის მისცემს“. მარტო ერთი ფრაზა არ ყოფილა - მთელი იდეა განავითარა და ამით გაამართლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „სამოთხის ვაშლების“ არსებობა.

იდეა მრავალგვარი კრიტიკისთვისაა გახსნილი. მაგალითად, შეიძლება ვიკითხოთ, რას გულისხმობს ამ შემთხვევაში სიტყვა „განათლება“. ცხადია, ტელევიზია დიპლომს ვერავის მისცემს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ცოდნის გავრცელებაში მისი შანსები ნულოვანია, ერთობ საეჭვო იქნებოდა. ერთი სიტყვით, იდეის პირდაპირი კრიტიკა ღია კარის მტვრევაა. უფრო საინტერესოა იმ სოციალური ტენდენციის აღწერა, რომელსაც ეყრდნობა ზემოთ მოყვანილი ფრაზა.

ამისთვის კი გავიხსენოთ კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული აზრი, რომლის თანახმად, ის ადგილი, სადაც ბავშვი წიგნის კითხვას ეჩვევა, არის ოჯახი. ხანდახან ამავე აზრს ნეგატიურადაც გამოხატავენ: თუ ბავშვმა წიგნის სიყვარული ოჯახიდანვე არ შეითვისა, ვერასოდეს შეიყვარებს. რა კავშირია ამ და ქ-ნ დადუნაშვილის იდეას შორის?

ძველი ბერძენი ავტორები ძველეგვიპტური საზოგადოების აღწერისას აღნიშნავდნენ, რომ ეგვიპტეში სალამურის დამკვრელის შვილი აუცილებლად მუსიკოსი უნდა გამოსულიყო, მეთუნის ვაჟს კი მთელი ცხოვრება თიხაში უნდა ჰქონოდა ხელები. რატომ აღნიშნავდნენ ამ დეტალს? - იმიტომ რომ ბერძნებისთვის უცხო და ეგზოტიკური იყო ამგვარი წესი. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ყველა პროფესიის ბერძნებს ერთი რამ, სახელდობრ, მოქალაქეობა აერთიანებდა; მეორეც, ყოველ მათგანს შეეძლო პროფესიის თავისუფალი არჩევა.

ტექნიკურ საშუალებებს მნიშვნელობა არა აქვს: მაგალითად, ინდოეთის ქალაქებში ჩამოყალიბდა ტაქსის მძღოლთა კასტა, რომლის შიგნით „ფორდების” პატრონები „მერსედესის“ პატრონებთან ერთად არ ჭამენ. და ეს მაშინ, როცა ინდოეთი სრულიად თანამედროვე რესპუბლიკაა, დასავლური ტიპის მმართველობასთან ერთად იქ არსებობს უნივერსიტეტები, იქაური სტუდენტები კი საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოშიც მიემგზავრებიან სასწავლებლად.

მერედა რა? - ის, რომ ზემოთ მოტანილი ქართული მაგალითებიც ამ ეგვიპტურ თუ ინდურ ტენდენციას გამოხატავენ. მაშ ასე: ჩვენშიც არსებობს სკოლები და უნივერსიტეტები (აბა, სხვებს ხომ არ ჩამოვრჩებით!), მაგრამ, ზემოხსენებული ტენდენციის თანახმად, მათ შორის არჩევანს არ უნდა განაპირობებდეს არც გეოგრაფია (ახლოსაა თუ შორს), არც მიდრეკილება და უნარი (მომწონს - არ მომწონს, შემიძლია - არ შემიძლია), არამედ ოჯახი. სხვა სიტყვებით, ამა თუ იმ ოჯახის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა მთლიანად უნდა განსაზღვრავდეს მისი წევრების სასტარტო პირობებს - ოჯახი მოჯადოებულ წრედ უნდა იქცეს, რათა ვერავინ შეძლოს მისი საზღვრების გადალახვა.

0x01 graphic

ილუსტრაცია: სოფო კირთაძე

იტალიასა და გერმანიაში ბევრი ადამიანი გავიცანი, რომლებიც პირველნი იყვნენ თავიანთ გვარში, ვინც საუნივერსიტეტო განათლება მიიღო. სწორედ ასეთი ხალხია ყველაზე დიდი კოშმარი ქართული ელიტისთვის, უფრო ზუსტად კი მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ რბილი „ლ“ კლავს, უმარცვლო „უ“ კი აცოცხლებს. ისინი ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ „პიისიატ ტრეწის“ კურსდამთავრებულს არასოდეს შეასწროს უნივერსიტეტის კარში ონის ან მარნეულის კი არა, თუნდაც გლდანის რომელიმე მიკრორაიონის მკვიდრმა.

ამიტომაც საჯარო გამოსვლისას სიამოვნებით იხსენებენ პაგანინის მამას, რომელიც ძალით ასწავლიდა პატარა ნიკოლოს ვიოლინოზე დაკვრას, მაგრამ არასოდეს გაიხსენებენ კაცობრიობის ისტორიაში დარჩენილ იმ ათობით გენიოსს, რომლებიც მშობლებისგან მალულად ეწაფებოდნენ საკითხავს, მამის ნების საწინააღმდეგოდ იცვლიდნენ პროფესიას.

ამიტომაც არის საჭირო, მინიმუმამდე შემცირდეს ცოდნის ნაკადი, რომ არათუ რეალური საშუალება არ აღმოჩნდეს ვინმეს ხელში, არამედ სტიმულიც კი არსაიდან მოვიდეს და თვით აზრიც კი არ გაჩნდეს, რომ შესაძლებელია ყოველდღიურობის გარღვევა, რომ სადღაც სულ ახლოს არსებობს უსასრულოდ დიდი შესაძლებლობების სივრცე.

ოდესღაც ამ დამცველ ფუნქციას კორუმპირებული რექტორები ასრულებდნენ: სოციალური ცენზი კვლავ იმათ ხელში რჩებოდა, ვინც სისტემის შიგნით შოულობდა ფულს. დღეს ამ დანიშნულებას მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზია ასრულებს. არაფერს ვამბობ ტელეთამაშებზე - ალბათ ღარიბ საზოგადოებას სჭირდება სოციალური შეკავების ეს მექანიზმი, როცა დღეში ნახევარი საათით მაინც ახდენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას სხვა, უფრო იღბლიან ადამიანთან. არაფერს ვამბობ სხვა გასართობ ტელეპროექტებზე, რადგან მათი ავკარგიანობა სულ სხვა საუბრის თემაა.

აქ ყველაზე საშიში ის არის, რომ ზემოთ ნახსენებს არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი ისეთი პოზიცია უჭირავს, თითქოს ისიც კერძო ტელევიზია იყოს და კონკურენტებს ებრძოდეს. არა, არავინ აწყობს შეთქმულებებს, არავინ გეგმავს ვერაგ სტრატეგიას - ყველა ისე იქცევა, როგორც გონება და აღზრდა ჰკარნახობს. ამიტომაც ჰგონიათ, რომ ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, ეკრანზეც ის ვნახოთ, რასაც ცხოვრებაში ვხედავთ - სახლში ყავაზე შემოსული კარის მეზობელი, გაქექილი და ათას ოხერზე გადამხტარი კულტურული ქალი, ციური. ამათი გაგებით, ამაზე მეტი არ დაგვიმსახურებია.

17 პლუტონი ჯუჯა პლანეტა

▲ზევით დაბრუნება


მაია თოდუა|სვეტი

0x01 graphic

1930-დან 2006 წლამდე ითვლებოდა, რომ მზის სისტემა შედგებოდა 9 პლანეტისგან. თუმცა, 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (შემოკლებით IAU - შემდგომში ასე მოვიხსენიებ), მსოფლიოს ასტრონომთა ყველაზე დიდმა და ავტორიტეტულმა გაერთიანებამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბოლო ცთომილი - პლუტონი - ამიერიდან აღარ ჩაითვალოს პლანეტად. ის გადაიყვანეს მცირე (ჯუჯა) პლანეტების კატეგორიაში. ასე რომ, სახელმძღვანელოებსა და ცნობარებში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. ბუნებრივია, IAU-ს ჰქონდა სერიოზული საფუძველი, მიეღო ასეთი გადაწყვეტილება.

პლუტონის აღმოჩენა

მე-19 საუკუნის მიწურულს, ურანისა და ნეპტუნის მოძრაობებზე დაკვირვებით, ამერიკელი ბიზნესმენი და ასტრონომი პერსივალ ლოველი მივიდა დასკვნამდე, რომ მათ მიღმა უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი ციური სხეული, დაახლოებით დედამიწის მასის. ლოველმა მას პირობითად „პლანეტა X” უწოდა და სიცოცხლის ბოლომდე ეძებდა. 1929 წელს ძიება განაგრძო მისმა თანამემამულემ კლაიდ ტომბომ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მითითებული ადგილის მახლობლად, ტომბომ მართლაც შენიშნა შორეული ვარსკვლავების მიმართ მოძრავი მნათი წერტილი. ასტრონომებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო ლოველის მიერ ნაწინასწარმეტყველები „პლანეტა X“ და მას, ტრადიციისამებრ, ანტიკური მითოლოგიის ერთ- ერთი ღვთაების სახელი დაარქვეს.

თავდაპირველად პლუტონი დედამიწისხელა ეგონათ. დროთა განმავლობაში დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მისი მასა გაცილებით მცირე იყო. 1978 წელს აღმოაჩინეს პლუტონის თანამგზავრი ქარონი. მისი არსებობა იწინასწარმეტყველა ქართველმა მეცნიერმა, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარმა როლან კილაძემ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა პლუტონს. ქარონი ასტრონომებს დაეხმარა, დაეზუსტებინათ პლუტონის მასა. ის აღმოჩნდა დედამიწის მასის მხოლოდ 0.2%25. ასეთი მცირე მასის სხეულს კი არ შეეძლო ნეპტუნსა და ურანზე ისეთი ზემოქმედების მოხდენა, როგორსაც ლოველი ვარაუდობდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ პლანეტების მოძრაობაც არ იყო სწორად გაანგარიშებული. ეს იმას ნიშნავს, რომ „პლანეტა X“ სინამდვილეში არ არსებობდა. ლოველი შეცდა, პლუტონი კი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს.

პლუტონისა და ქარონის მასები თანაზომადია, განსხვავებით სხვა პლანეტებისა და მათი თანამგზავრებისგან. ამიტომ ზოგიერთი თვლის, რომ ეს ორმაგი პლანეტური სისტემაა. მოგვიანებით პლუტონს აღმოაჩნდა კიდევ ორი მცირე ზომის თანამგზავრი - ნიქსი და ჰიდრა.

პლუტონისპორტრეტი

პლუტონიდან მზემდე 5.8 მილიარდი კილომეტრია, ესე იგი, ის 39-ჯერ უფრო შორსაა მზისგან, ვიდრე დედამიწა. პლუტონი ერთ წრეს მზის გარშემო 248 წელს ანდომებს. ასე რომ, აღმოჩენიდან დღემდე მას თავისი ორბიტის მეოთხედიც არა აქვს გავლილი. პლუტონი მოძრაობს გაწელილ ელიფსურ ორბიტაზე, განსხვავებით პლანეტებისგან, რომელთა ორბიტები თითქმის წრიულია. ამ გაწელილობის გამო 20 წელი ის მზესთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ნეპტუნი. ასე იყო 1979-1999 წლებში.

პლუტონი ზომით და მასით მთვარეზე მცირეა. მისი დიამეტრი დაახლოებით 2300 კილომეტრია (დედამიწისაზე თითქმის ხუთჯერ ნაკლები). პლუტონი ერთ- ერთი ყველაზე ცივი ციური სხეულია მზის სისტემაში: მისი ზედაპირის ტემპერატურაა დაახლოებით -225°C. პლუტონი შედგება ძირითადად ქვისა და გაყინული მეთანისგან. აქვს ძალზე თხელი ატმოსფერო, რომელიც აზოტის, მეთანისა და ნახშირორჟანგისგან შედგება. ამიტომ საეჭვოა, იქ რაიმე სახის სიცოცხლე არსებობდეს.

პლუტონი იმდენად შორსაა და იმდენად მკრთალია, რომ მისი ზედაპირი ყველაზე მძლავრ ტელესკოპშიც კი ბუნდოვნად ჩანს. ჰაბლის ტელესკოპით კოსმოსიდან გადაღებულმა სურათებმა აჩვენა მხოლოდ რამდენიმე ღია და ბნელი არე. ღია არეები, სავარაუდოდ, შედგება მყარ მდგომარეობაში მყოფი აზოტისგან, ხოლო ბნელი - გაყინული მეთანისგან. ამჟამად პლუტონისკენ მიემართება NASA-ს თანამგზავრი New Horizon, რომელიც 2015 წელს მიაღწევს მას და პირველად გადაიღებს მისი ზედაპირის სურათს ახლოდან.

0x01 graphic

ახალი კლასიფიკაციის აუცილებლობა

დროთა განმავლობაში, ტელესკოპებისა დადაკვირვებითი ტექნიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ხელოვნური თანამგზავრების საშუალებით, სულ უფრო მეტი სიახლე ჩნდებოდა მზის სისტემაში. მის შორეულ რეგიონში აღმოაჩინეს პლუტონის მსგავსი კიდევ რამ დენიმე ციური სხეული. მათ პლუტონოიდებს ეძახიან. ერთ-ერთი მათგანი - სახელად ირისი - მასით პლუტონზე დიდიც კია. მზის სისტემის იმ უბანს, რომელშიც პლუტონი იმყოფება, კოიპერის სარტყელი ჰქვია. ეს ცნება შემოიღეს 1990-იან წლებში. ამ რეგიონში ასტრონომები კიდევ მრავალი ცთომილის არსებობას ვარაუდობენ. ზოგიერთი შეფასებით, მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს უნდა აღწევდეს.

ამ აღმოჩენებმა ასტრონომები არჩევანის წინაშე დააყენა: ან ყველა ეს ტრანსნეპტუნური (ანუ ნეპტუნს მიღმა) სხეული პლანეტად უნდა გამოეცხადებინათ (ამ შემთხვევაში მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა), ან ცვლილება უნდა შეეტანათ ციური სხეულების კლასიფიკაციაში. IAU-ს წევრთა უმრავლესობამ უკანასკნელს დაუჭირა მხარი. შეიმუშავეს კლასიკური და ჯუჯა პლანეტების კრიტერიუმები, რომლის მიხედვით პლუტონი ჯუჯების ნუსხაში აღმოჩნდა.

ვნებათა ღელვა პლუტონის სტატუსის შეცვლის გამო

საინტერესოა, რომ IAU-ს გადაწყვეტილებამ, მოეხსნა პლუტონისთვის პლანეტის სტატუსი, დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ამერიკელები აპროტესტებდნენ კლაიდ ტომბოს დამსახურების ერთგვარ დაკნინებას: ერთია, როცა შენი თანამემამულე დიდი პლანეტის აღმომჩენია, მეორე - ჯუჯა სხეულის. იყვნენ კმაყოფილებიც, რომელთათვისაც რვა პლანეტის სახელწოდების დამახსოვრება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ცხრის და რომ IAU-მ თავიდან აგვაცილა შემდგომში ასობით სახელის გაზეპირების აუცილებლობა. პლუტონის ისტორიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მეცნიერებაში არაფერია უცვლელი, არ არსებობს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ჭეშმარიტება. მეცნიერული წარმოდგენები იცვლება დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების შედეგად მიღებული ახალი ფაქტებისა და თეორიების შესაბამისად.

მზის სისტემაში კიდევ ბევრი აღმოჩენაა მოსალოდნელი მომავალში. ასე რომ, როგორც ინგლისურად იტყვიან, stay tuned - დარჩით მომართული ასტრონომიის ტალღაზე.

როლან კილაძე (1931-2010) იყო გამოჩენილი ქართველი ასტრონომი. მან იწინასწარმეტყველა პლუტონის თანამგზავრის ქარონის არსებობა, შეიმუშავა გეოსტაციონარული თანამგზავრების მოძრაობის თეორია, ივარაუდა პლანეტა მერკურზე ატმოსფეროს არსებობა, გამოითვალა პლანეტა სატურნის რგოლების სისქე, შეიმუშავა დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების წინასწარმეტყველების კრიტერიუმი. სახელიკილაძემინიჭებული აქვს მცირე პლანეტას. 2001-2006 წწ. როლან კილაძე იყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი.

18 პირველი ქართული კომპიუტერული თამაში

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ბაზარზე ქართული 3D თამაში გამოვა

კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია წამყვან ადგილს იკავებს მსოფლიოში, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული. ჩვენი მრავალწლიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა არ არის ადვილი, თუმცა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შსს-ს დაკვეთით პირველ ქართულ კომპიუტერულ თამაშზე იწყებოდა მუ შაობა.

3D თამაშის სადემონსტრაციო ვარიანტი, რომლის შექმნაზე 14 დიზაინერი, სამი პროგრამისტი და ორი გეიმდიზაინერი მუშაობს, შემოდგომაზე გამოჩნდება, წლის ბოლოს კი თამაშის სრული ვერსია გამოვა. როგორც პროექტის მენეჯერმა კარლო მათითაშვილმა უთხრა ტაბულას, პირველი ქართული კომპიუტერული თამაში უფასოდ გავრცელდება!

მაშ ასე, როგორი იქნება პირველი ქართული კომპიუტერული თამაში და რა წინაღობების გადალახვა მოუწევს მოთამაშეს:

თამაში სათავგადასავლო ჟანრისაა. მოგიწევთ ქართველი პოლიციის რეკრუტის როლის შესრულება და, შესაბამისად, მისი კარიერული გზის გავლაც. რა თქმა უნდა, გარემოც ქართულია. ასე რომ, სხვადასხვა მისი ის შესრულებისას ხან თბილისში აღმოჩნდებით და ხან - საქართველოს სხვა რეგიონებში. მისიების ხასიათით და გრაფიკის ელემენტებით შეიძლება გაგახსენდეთ ცნობილი ინტერაქტიული თამაში Heavy Rain, თუმცა, აქ სისხლი და ძალადობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ასე რომ, ყველაფერი ზედმეტი ხოცვა- ჟლეტის, მტვრევისა და განადგურების გარეშე ჩაივლის, წესრიგისა და კანონის დამცველი იქნებით, თუმცა... სიმართლე უნდა ითქვას, აუცილებლობის შემთხვევაში, თქვენი გმირი არც ძალის გამოყენებაზე იტყვის უარს.

ძირითადი ენა და გახმოვანება ქართული იქნება, თუმცა, იგეგმება მისი ინგლისური ვერსიის შექმნაც. თამაში ოპტიმიზებულია საშუალო სიმძლავრის კომპიუტერებზე. ასე რომ, ქართველიპოლიციელის როლში ყოფნა შეეძლებათ არა მხოლოდ მაღალი კლასის მოთამაშეებს.

კომპიუტერული თამაშის წარმოება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თუ გადავხედავთ პირველი კლასის თამაშებს, მათი ბიუჯეტები 20 მილიონი ევროდან იწყება და კოლოსალურ თანხებს აღწევს. სხვათაშორის, ამ მხრივ რეკორდი მოხსნა კომპანია ბლიზარდმა, რომელსაც ცნობილი თამაში World of Warcraft 200 მილიონი დაუჯდა. რა თქმა უნდა, ჩვენი თამაშის შემქმნელებს პრეტენზია არ ჰქონიათ, მსგავს თანხებს მიახლოებოდნენ, თუმცა, როგორც მათითაშვილი ამბობს, „თამაშის ბიუჯეტი სავსებით ადეკვატურია“.

რომ არაფერი ვთქვათ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაზე, საქართველო უკრაინასა და ბელორუსსაც ბევრად ჩამორჩება თამაშების წარმოების მხრივ. მაშინ როდესაც კიეველი დეველოპერების მიერ შექმნილი „სტალკერი“ მსოფლიოს საუკეთესო თამაშების რიცხვშია შესული, ქართველ მწარმოებლებს მხოლოდ სტუდია ვერტექსის მიერ შექმნილი რამდენიმე პრიმიტიული თამაშით შეუძიათ „იამაყონ“. გარდა ტრადიციული პრობლემისა, რომელსაც ქმნის უფულობა, ამ სფეროსგან ვითარებას ისიც უშლის ხელს, რომ სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტი საქართველოში ძალიან ცოტაა. ის ერთეულები კი, რომლებიც ფლობენ ამ ცოდნას, ტრივიალურ სამუშაოს არჩევენ. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ასეთი ხალხის ერთად შეკრება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა. მათითაშვილის თქმით, პროექტი წარმატებულად ჩაითვლება, თუ გამოჩნდებიან ორგანიზაციები და კომპანიები, რომლებიც დააფინანსებენ სხვა თამაშს და გამოიყენებენ ამ ხალხს.

P.S. მთავრობის მიერ თამაშის წარმოების შემთხვევები მსოფლიოში არც ისე ხშირია. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევაა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დაკვეთით შექმნილი სამხედრო თამაში America's Army.

Heavy Rain - ინტერაქტიული დრამატული ვიდეოთამაში. წარმოებულია ფირმა Quantic Dream-ის მიერ, სპეციალურად მხოლოდ პლეისთეიშენ 3-ისთვის. სიუჟეტში მოთხრობილია დრამატული ამბავი სერიულ მკვლელზე, რომელიც თავის მსხვერპლს წვიმის დროს კლავს. თამაშის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ეტან მარსმა იცის, რომ შემდეგი მსხვერპლი მისი შვილია და ცდილობს მის გადარჩენას. მოთამაშის მოქმედების მიხედვით, ამბავი, შესაძლოა, სხვადასხვანაირად დასრულდეს. თამაში გამოვიდა 2010 წლის 11 თებერვალს.

America's Army (AA) ასევე ცნობილია როგორც Army Game Project - ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული თამაში, რომლის პირველი ვერსია გამოვიდა 2002 წლის 4 ივლისს. დღეისთვის მისი 26 ვერსია არსებობს, რომელთაგან ყველაზე ბოლოა AA 3. თამაშის შემქმნელები გვთავაზობენ ამერიკის ჯარისკაცის ცხოვრებას და ამ ხერხით ეწევიან არმიის პოპულარიზაციას. გარდა იმისა, რომ მისი გადმოწერა შესაძლებელია სრულიად უფასოდ, არსებობს თამაშის Xbox და მობილური ვერსიებიც.

19 ფოკუსი

▲ზევით დაბრუნება


ზაზა ბურჭულაძე|სვეტი

0x01 graphic

ერთი სუბუტექსი ცხრა ძმამ გაიყო.

თბილისური სინამდვილე

მინიმუმ, ერთ ნარკომანს ყველა ვიცნობთ. შეიძლება ახლობელიც კი იყოს იგი ჩვენი, ნათესავი, მეზობელი, ოჯახის წევრი და ა.შ. კერძოდ, წამალდამოკიდებულებს ვგულისხობ და არა უწყინარ ქეშებს ან საძაგელი ვინტის თუ ჯეფის მომხმარებლებს. ისე, ვინ იცის, შეიძლება ჩვენც ნარკომანები ვართ? ლატენტური მაინც.

რაც შემეხება მე, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, სხვაზე ოდნავ უკეთ ვიცნობ ნარკომანთა ცხოვრების სტილს, სურვილებს, ოცნებებს, შესაძლებლობებს, მუღამებსაც კი. იყვნენ თბილისში ნარკომანები, რომლებზეც მთელი ლეგენდები დადიოდა. ქალაქის თითქმის ყველა უბანს ჰყავდა თითო კოლორიტული ნარკომანი მაინც, რომლის სახელი ანეკდოტებში და კურიოზულ ისტორიებში ხვდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ არც ნარკომანთა რომანტიზებას ვაპირებ და არც მათ ადვოკატობას. სულ სხვა რამ მინდა მოგითხროთ.

მე მინახავს, როგორ ხარშავენ (ზოგ შემთხვევაში „ხსნიან”) ნარკომანები ნარკოტიკს. თვითონ პროცესს აქ არ აღვწერ. მით უფრო, რომ მოსაყოლად და სანახავად დიდი არაფერია. მხოლოდ გეტყვით, რომ ამ პროცესის ყოველი მონაწილე იდეალური დამკვირვებელია. თითოეული მათგანი ისე გაფაციცებით აკვირდება მეორის ყოველ მიმოხვრას და ხელის მოძრაობას, ეს მეორე ჯადოქარიც რომ იყოს, პირველს ვერაფერს გამოაპარებს. არადა, ნარკოტიკის ხარშვის (გახსნის) პროცესი ესაა ქრონოტოპოსი - დრო და სივრცე, სადაც პროფესიონალი ცხვირწინ ისე აუორთქლებს არიფს მთელ წამალს (ფაქტს), თითქოს არც ყოფილა. ფაფუ. ამაზეა ნათქვამი, წყაროზე წაიყვანეს და მწყურვალი დატოვესო.

0x01 graphic

არიან საქმის ისეთი ვირტუოზები, ვისაც ამ დარგის პროფესორებისთვისაც კი თვალწინ აუცლიათ ასაცლელი. ხან საკუთარ ფრჩხილში შეუმალავთ, ხან ცხვირის ნესტოში, ხან ყურის ნიჟარაში... ერთმა, ზუსტად ვიცი, საკუთარ თვალშიც კი დამალა! მართალია, იმ ტიპს ერთი თვალი შუშის ჰქონდა და სწორედ იმ შუშის თვალის უკან შემალა შესამალი, მაგრამ ეს არაა მთავარი. ასეთ დროს მთავარია, ხელის სწრაფი მოძრაობა და არავითარი ჯადოქრობა. აი, ესაა უმაღლესი ლიგა - როცა ყველამ იცის, რომ მამაძაღლობ, მაგრამ ფაქტზე ვერ გიჭერენ. ფოკუსის კეთებისას მეფოკუსესაც ხომ სრულიად უშედეგოდ აკვირდება პუბლიკა ხელებში. მაგრამ მე აქ საქმის არსზე გიყვებით, ნარკოტიკის „მოტეხვის“ რეცეპტს კი არ გთავაზობთ. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, რასაც მოტეხავ, შენია, რაც არა - დაკარგულია.

ყოველი არჩევნების შემდეგ საქართველოში იმართება საგანგებო ბრიფინგები, ისმის პიკეტირების, გაფიცვის, დაუმორჩილებლობის მოწოდებები, იწერება მამხილებელი სტატიები... ერთხელ და სამუდამოდ რომ მორჩეს ეს გაუგებრობა, შემომაქვს წინადადება, არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩვენი თანამემამულე ნარკომანები მოვიწვიოთ. არა მგონია, მცირედი ანაზღაურების სანაცვლოდ და ძმურ ამბავში უარი თქვან. მით უფრო, რომ საქმე ქვეყნის პრესტიჟს ეხება. ოღონდ იმ პირობით, რომ 20.00 საათამდე დოზას არ მიიღებენ. როგორ ფიქრობთ, შეაპარებს მათ ვინმე ზედმეტ ბიულეტენს, მკვდარ სულს ან სხვის დოკუმენტს? ეს ხომ სრულიად გამორიცხულია! თან რომელი სათვალთვალო კამერა, სკანერი და რენტგენი შეედრება მათ. ნარკომანი თვალით თუ ვერ დაინახავს, ბოლოს და ბოლოს, ყნოსვით მიაგნებს მისაგნებს. და თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ რომელიღაც ლიტველს, ფინელს ან დანიელს უკეთ შეუძლია დაკვირვება, ვიდრე ქართველ ნარკომანს, მაშინ ბოდიშს მოვიხდი და ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ. არადა, გვყავს კადრები. კადრები კი ყველაფერს წყვეტენ.

20 ამბები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

მატადორი ხარმა გააქცია

0x01 graphic

22 წლის მექსიკელი მატადორი ქრისტიან ჰერნანდესი თავის მორიგ ბრძოლას ატარებდა კორიდაზე, როდესაც უეცრად გადაწყვიტა, რომ „ეს მისი საქმე არ იყო”. მამაც მექსიკელს სენტიმენტალიზმისა და შიშის შემოტევა უდროო დროს ეწვია, რადგან ამ დროს მის წინ უკვე თვალებანთებული ხარი იყო. გამოსავალიც ერთადერთი დარჩა - ქრისტიანმა მოიშორა ყველა ზედმეტი ნივთი, რაც მას ფეხცქვიტობაში ხელს უშლიდა და დამცავ კედელს გადაევლო. მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი მოქმედება სამუშაოს დაკარგვად დაუჯდა და კონტრაქტის დარღვევისთვის დააპატიმრეს კიდეც, ჰერნანდესი თვლის, რომ სწორად მოიქცა. „ყველას თავისი საქმე აქვს და რაზეც კვერცხები ხელს არ გიწყობენ, იმას ხელი არ უნდა მოკიდო,“ - ამბობს გადარჩენილი მატადორი. რამდენიმე თვის წინ მას ურქინა ხარმა, მაგრამ ეს, ეტყობა, საკმარისი არ აღმოჩნდა „კვერცხიანობის” დონის დასადგენად. ჰერნანდესმა უკვე განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს მატადორობას თავი დაანებოს.

ელვამ იესოს ქანდაკება გაანადგურა

0x08 graphic

ოჰაიოს შტატის ქალაქ მონროში ელვამ იესო ქრისტეს 19-მეტრიანი ქანდაკება ფერფლად აქცია. იგი 2004 წელს დაიდგა და მასზე გამოსახული იყო ცისკენ ხელებაღმართული მაცხოვარი, რომლის პოზა ამერიკელებს მოაგონებდათ ამერიკული ფეხბურთის მსაჯს, თაჩდაუნისას. ეტყობა, ზეცამ არ მოიწონა ეს პოზა და გასულ კვირაში თავისი რისხვა თავს დაატეხა ქანდაკებას. მეხის ერთი დარტყმა და ქალაქის მთავარი რელიგიური და სკულპტურული ღირსშესანიშნაობა ერთი ღამით აალებულ ღირსშესანიშნაობად იქცა. იგი მონროს ევანგელისტური ტაძრის გვერდით იდგა, რომელიც გაჩენილ ხანძარს ძლივს გადაურჩა. დამწვარი ქანდაკების ნაწილები, რომელიც გარეგნულად დამწვარ პლასტიკურ ქაფსა და ბოჭკოვან მინას ჰგავდა, ტაძრის მრევლმა სახლში წაიღო. ეკლესიის პასტორის, დარლინ ბიშოპის თქმით, ქანდაკებას მალე აღადგენენ და რაიმე სხვა, ცეცხლგამძლე მასალისგან დაამზადებენ.

რობოტი ბავშვი

0x08 graphic

ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა რობოტოტექნოლოგიაში ახალი მიღწევა - რობოტი ბავშვი წარმოადგინეს.

ახალ გამოგონებას შემქმნელებმა ნობი დაარქვეს. კიბერ ბავშვი თვალების ადგილას ორი კამერით არის აღჭურვილი, ასე ის უკეთ ახერხებს დანახვას. ყურების ადგილას განლაგებული ორი მიკროფონი სმენაში ეხმარება, 600 მგრძნობიარე სენსორი სხეულზე კი შეგრძნებისუნარიანს ხდის.

რობოტი 71 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 7,9 კილოგრამს იწონის. ფიზიკური განვითარებით მას საშუალოსტატისტიკურ 9 თვის ბავშვს ადარებენ. ნობის რბილი კანი აქვს, რომელიც ნამდვილს მოგვაგონებს და რობოტს შეხების გზით საგნების აღქმის უნარს აძლევს.

რობოტი იძლევა საშუალებას, დავაკვირდეთ, როგორ უვითარდება 9 თვის ბავშვს მოქმედებისა და გარესამყაროს შემეცნების უნარი და ასევე ის, თუ რის მიმართ ავლენს ინტერესს.

„ჩვენ შევქმენით ეს რობოტი, რათა დავეხმაროთ ადამიანებს, უკეთ გაიგონ ადამიანური ბუნება და მეტი შეიტყონ მისი განვითარების შესახებ,“ - განაცხადეს გამომგონებლებმა.

21 თურქეთის ახალი საგარეო სტრატეგია

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რაზა

დავით ბატაშვილი

„თავისუფლების ფლოტილიასთან“ დაკავშირებული ინციდენტი ისრაელსა და თურქეთს შორის არის თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილების მხოლოდ ერთი სიმპტომი. ბევრი დღესაც უწოდებს თურქეთს „ისრაელის მოკავშირეს“. კიდევ უფრო მეტი ადამიანი აღიქვამს თურქეთს, როგორც უპირველეს ყოვლისა ნატოს წევრ სახელმწიფოს და ატლანტიკური პოლიტიკური სივრცის ნაწილს. ჯერ კიდევ სამიოდე წლის წინათ ეს ყველაფერი ზუსტი შეფასებები იყო. დღეს უკვე აღარ.

1946 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კლემენტ ეტლიმ თქვა, რომ „ბრიტანეთი უნდა განვიხილოთ ამერიკის კონტინენტზე განლაგებული სტრატეგიული ცენტრის აღმოსავლურ შტოდ და არა აღმოსავლეთის მიმართულებით ორიენტირებულ ძალად“. ეს სიტყვები ნიშნავდა ბრიტანეთის, როგორც დამოუკიდებელი გეოსტრატეგიული ძალის, „კარიერის“ დასრულებას. მოცემულ პერიოდში თურქეთმა გააკეთა ზუსტად საპირისპირო არჩევანი. მან უარი თქვა ატლანტიკური გეოპოლიტიკური ცენტრის აღმოსავლური პლაცდარმის როლზე და აირჩია ცალკე, დამოუკიდებლად მოქმედი ძალის სტატუსი.

თურქეთის ამ არჩევანის აკადემიური დასაბუთება ეკუთვნის აჰმეტ დავით ოღლუს, რომელიც 2009 წლის 2 მაისს გახდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. საინტერესოა, რომ თავისი კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში დავითოღლუ იყო არა დიპლომატი, არამედ აკადემიური სფეროს წარმომადგენელი. მას ეკუთვნის რამდენიმე წიგნი პოლიტიკური მეცნიერებისა და გეოპოლიტიკის თემაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია 2001 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი „სტრატეგიული სიღრმე“ (Stratejik derinlik). აღსანიშნავია, რომ ამ ნაშრომის გამოქვეყნებიდან მალევე, უკვე 2002 წელს, დავითოღლუ გახდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

დავითოღლუს სტრატეგიის მიხედვით, თურქეთი ვერ იქნება რომელიმე გეოპოლიტიკური სივრცის - მაგალითად, ნატოს ან ევროკავშირის - პერიფერიული ნაწილი. ამის მაგივრად თურქეთმა უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცე, რომლის ცენტრიც თავად იქნება. დავითოღლუს მტკიცებით, თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად აუცილებელია მნიშვნელოვანი გავლენის მოპოვება მეზობელ რეგიონებში - ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთსა და კავკასიაში. გარდა ამისა, მისი სტრატეგია ითვალისწინებს თურქეთის გავლენის გაზრდას ისლამურ სამყაროში, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

ამ მიზნების მისაღწევად დავითოღლუ და მთლიანად თურქეთის ხელისუფლება, რომელმაც მისი იდეები თურქეთის სახელმწიფო სტრატეგიის საფუძვლად მიიღო, საჭიროდ მიიჩნევენ თურქეთთან მოსაზღვრე რეგიონებში პოლიტიკური და ეკონომიკური ალიანსების სისტემის შექმნას. ამ ალიანსთა სისტემამ უნდა გაზარდოს თურქეთის გავლენა, პრესტიჟი და უსაფრთხოება.

დღეს თურქეთი ცდილობს, ეს სტრატეგიული იდეები პრაქტიკაში გაატროს. ისრაელთან დაპირისპირება ამისთვის აუცილებელი პირობაა. უკვე 30 წელია, რაც ირანი თანმიმდევრულად ზრდის საკუთარ გავლენას ახლო აღმოსავლეთში, ისრაელთან დაპირისპირების ხარჯზე. თურქეთის ქმედებები მიზნად ისახავს ისრაელის ოპონენტთა მხარდაჭერაზე ირანული მონოპოლიის დასრულებას. ცივი ომის დროს ისრაელთან მოკავშირეობა თურქეთისთვის მომგებიანი იყო. დღევანდელ ვითარებაში კი უკვე აღარ არის. ამიტომ თურქებმა მოახდინეს ამ სამოკავშირეო ურთიერთობის ლიკვიდაცია. ეს პროცესი ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და „თავისუფლების ფლოტილიის“ ღაზაში გაგზავნა მისი ბოლო აკორდი გახდა.

0x01 graphic

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავითოღლუ

პოპულის ტური პოლიტიკური ნაბიჯების გარდა, თურქეთი აქტიურობს რეგიონული ინტეგრაციის მიმართულებითაც. 2010 წლის 10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი, სირია, ლიბანი და იორდანია თავიანთი მოქალაქეებისთვის შექმნიან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო გადაადგილების ზონას. გარდა ამისა, ეს ოთხი სახელმწიფო ჩამოაყალიბებს თანამშრომლობის საბჭოს, გრძელ ვადიანი სტრატეგიული თანამშროლობის განვითარების მიზნით. მეზობლებთან ერთად ამ ტიპის მუდმივ მოქმედი საერთაშორისო მექანიზმების შექმნა თურქეთს ხელს უწყობს რეგიონული ლიდერის როლის მოპოვებაში.

თურქეთის აქტიური საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითი იყო აპრილში დავითოღლუს განცხადება, რომ თურქეთი ერთგულია ყარსის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, რომლის მიხედვითაც იგი ნახიჩევანის ავტონომიის უსაფრთხოების გარანტია. „ნახიჩევანის უსაფრთხოება და კეთილდღეობა არის ჩვენი უსაფრთხოება და კეთილდღეობა“, - თქვა დავითოღლუმ. ერთი დღით ადრე კი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ დანარჩენ აზერბაიჯანთან სახმელეთო კავშირის არ მქონე ნახიჩევანს ემუქრება საფრთხე სომხეთის მხრიდან. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამხედრო თანამშრომლობა თუქეთს, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიას შორის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მისი უსაფრთხოებისთვის“.

ამ სტატიაში ნახსენები თუ მრავალი სხვა აქტიური ნაბიჯი, რომელსაც თურქეთი დგამს ბოლო პერიოდში, ქაოსურ ქმედებებს არ წარმოადგენს. ეს ნაბიჯები ერთიანი სტრატეგიული ხედვის რეალიზების ნაწილია. ამ ხედვის მიხედვით, თურქეთი არის დამოუკიდებელი ძალა, რომელიც მეზობელ რეგიონებში ხელს უწყობს მისი ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებას. თურქეთის ახალი სტრატეგიის განხორციელება ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს და მომავალში მისი მხრიდან უნდა ველოდოთ კიდევ ბევრ აქტიურ ნაბიჯს, მათ შორის, კავკასიაშიც.

ბუნებრივია, თურქეთის ახლებური ქცევა საქართველომაც უნდა გაითვალისწინოს. თურქეთის ჩამოყალიბება დამოუკიდებელ და მნიშვნელოვან რეგიონულ ძალად ობიექტური რეალობაა.

22 სამპრასამდე ერთი დარჩა

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ჩოგბურთი

0x01 graphic

სეზონის მთავარი მეიჯორი თავისი აუცილებელი კომპონენტებით დაიწყო. ყველგან მარწყვი, ცენტრალური კორტის შესასვლელში უკანასკნელი ბრიტანელი ჩემპიონის, ფრედ პერის ძეგლი, როლექსის ელექტროტაბლოები და თეთრი ფორმა. უიმბლდონზე სხვანაირად არ შეიძლება.

ტურნირის ისტორიაში სამჯერ შეიცვალა ბალახი და წლეულს მეოთხედ შეიცვლება. გორან ივანიშევიჩის თქმით, ბალახი ისეთივე სწრაფი გახდა, როგორც მისი ჩემპიონობის დროს, 2001-ში იყო. ესეც და მატებითი ბონუსი ძლიერი მომწოდებლებისა და ბადესთან თამაშის მოყვარულებისთვის.

კაცებში ტურნირი ყველაზე მეტჯერ ბრიტანელმა უილიამ რენშოუმ და პიტსამპრასმა მოიგეს. ორივე შვიდჯერ გახდა ერთეულებში ჩემპიონი და თუ როჯერ ფედერერი წელსაც დაეუფლება ულამაზეს თასს, ბილს და პიტს დაეწევა.

ფედერერი უნიკალური სპორტსმენია. 2003-2007 წლებში მან ზედიზედ ხუთჯერ მოიგო უიმბლდონი და ბიორნბორგის რეკორდიც გაიმეორა, ერთი წლის მერე კი ხუთ სეტში რაფაელ ნადალთან დამარცხდა. შარშან ნადალი ტრავმის გამო ინგლისში საერთოდ არ ჩასულა, ფედერერმა კი მეექვსედ მიიღო საჩემპიონო მილოცვა ტურნირის ორგანიზატორებისგან. ფინალში მშვიდმა და თავაზიანმა შვეიცარიელმა 5:7, 7:6, 7:6, 3:6, 16:14 ენდი როდიკი დაამარცხა. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ფინალი ტურნირის ისტორიაში.

როჯერი წელსაც მთავარი ფავორიტია. ჰალეს ტურნირზე მოთელვა მან ფინალში გასვლით და ლეიტონ ჰიუიტისთვის საპენსიო საჩუქრის გადაცემით და ასრულადა, წაგების მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ჩანდა.

ფედერერი დაბერდა, ისევე ღარ იგებს, როგორც ადრე, მაგრამ როდესაც უნდა მოგება, ოპონენტს, წრეს და საფარს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ, წელსაც უნდა მოიგოს. ბალახზე 28 წლის ფენომენი ისეთივე მაგარია, როგორც ნადალი - ნელ საფარზე.

ესპანელი როლან გაროს შემდეგ ქვინზში ჩავიდა, პირველ წრეში 3 საათი იწვალა დენის ისტომინთან, მერე ფელიცია ნოლოპესთან წააგო და მარჯვენა საჩვენებელი თითიც იტკინა. ნადალი გადაღლილია და თუ ბადის მხრივ არ გაუმართლებს, გაუჭირდება თუნდაც მეორე კვირამდე მიღწევა.

პირველი ათეულიდან ფედერერს თუ ვინმე მოუგებს, ეს ენდი როდიკია. სხვები ალბათ უფრო სარეიტინგო ქულებს შეაგროვებენ. უშანსოდ არიან ნოვაკ ჯოკოვიჩი, ნიკოლაი დავიდენკო, ფერნანდო ვერდასკო და ბრიტანეთის მთავარი იმედი ენდი მარეი. ხუან მარტინ დელ პოტრო ტრავმირებულია - არგენტინელი წელს საერთოდ ვერსად ვერ ითამაშებს.

რეიტინგში ოდნავ ქვემოთ მოკალათდნენ, მაგრამ ბალახზე სახიფათოები იქნებიან ამერიკელები მარდი ფიში და სემ ქუერი. ქვინზის ფინალში ქუერიმ 17 ეისით მოუგო ფიშს და, ხორვატივო კარლოვიჩთან ერთად, უძლიერეს მოწოდებაზე ყველაზე მეტად იქნება დამოკიდებული.

ქალებში ყველაფერი გაცილებით მარტი ვადაა. 2000 წლიდან დღემდე რვაჯერ გავიდა ფინალში ვენუს იუილიამსი, ხუთჯერ ჩემპიონი გახდა და სამჯერ უმცროს დასთან, სერენასთან წააგო. შარშანაც ოჯახური ფინალი იყო - სერენამ 7:6, 6:2 მოიგო.

დები პირველ-მეორე ნომრებად იქნებიან განთესილები, ფინალამდე ერთმანეთს აერიდებიან და ძნელი წარმოსადგენია, ბალახზე, უფრო სწრაფ საფარზე რომელიმე უილიამსი ვინმესთან დამარცხდეს.

ვენუ სი ფორმაში არ არის, მაგრამ რუსების გადაღლილი არმიისა და ბელგიური ტრიოს (ანენიკლაისტერსი-ვიკმაიერი) წინააღმდეგ მაინც ფავორიტია. სერენას შანსებზე საუბარი კი ცოტა უხერხულია.

კაცებში ერთადერთი, ვისაც მთელი ტურნირი სეტის წაუგებლად აქვს მოგებული, ბორგია. ლორედანა ბერტეს ყოფილმა ქმარმა ეს 1976 წელს გააკეთა.

ბორგი წელს ვეტერანების ტურნირშიც ითამაშებს და ტურნირის მთავარი ექსპერტ-ანალიტიკოსიც იქნება. ბიორნის ფავორიტები? სოდერლინგი, ფედერერი, როდიკი და ქუერი. ქალებში ბიორნმა ერთ-ერთი უილიამსი (ვერ თქვა, რომელი) ფინალამდე გამოაგდო, მაგრამ ჩემპიონი მაინც უილიამსი გახდებაო. ვენუსმა რომ მოიგოს, მეექვსედ გახდება ჩემპიონი და სიუზან ლენგლენს და ბილი ჯინ კინგს დაეწევა. ქალებში აბსოლუტური რეკორდსმენია მარტინა ნავრატილოვა თავისი 9 საერთეულო ტიტულით.

23 სამხრეთ აფრიკა 2010

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|სამხრეთ აფრიკა 2010

როცა ფიცი არ გწამს

ფიფა-მ ოფიციალურად უარყო დანიის ნაკრებთან მატჩის დროს ჰოლანდიელი გულშემატკივრების სტადიონიდან გაძევება, თუმცა... გავრცელებული ინფორმაციით, ნარინჯისფერთა 36 ქომაგი გოგონა ჰოლანდიაში პოპულარულ ლუდს - ბავარია - სტადიონზე უწევდა რეკლამას, ფიფა-მ კი მათ ამის უფლება არ მისცა და ტრიბუნა დაატოვებინა.

გოგონათაგან ერთ-ერთმა, ბარბარა კასტეინმა განაცხადა: სტადიონზე ნარინჯისფერ მაისურებითა და მინიკაბებით მივედით. ყველანი ერთად დავსხედით და ჩვენი გუნდის გულშემატკივრობა დავიწყეთ. მეორე ტაიმის შუაში სტიუარდებმა ალყაში მოგვაქციეს და სტადიონის დატოვება გვიბრძანეს. ტრიბუნიდან გასვლისას ჩემს მეგობარს ხელიც ჰკრეს და წააქციეს, მერე კი ყველანი დასაკითხად წაგვიყვანეს. სასტუმროში პოლიციის თანხლებით მიგვიყვანეს და ჩვენი პასპორტების ასლები გადაიღეს, და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას ერთი ფერის მაისურები და კაბები გვეცვა! ეს საშინელება იყო. ასეთი რამ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უნდა ხდებოდეს!

კომპანია ბავარიას ერთ- ერთი მაღალჩინოსნის პეერ სვინკელსის თქმით, ფიფა-ს არ აქვს სტადიონიდან გულშემატკივართა უსაფუძვლოდ გაყვანის უფლება, მითუმეტეს, რომ რაიმე პროდუქტის რეკლამირებას სტადიონზე არავინ ეწეოდა.

გოგონებს მინიკაბები ძალიან უხდებოდათ, ნარინჯისფერზე კი ფიფა-ს მონოპოლია ნამდვილად არ აქვს, - განაცხადა სვინკელსმა.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ოთხი წლით ადრე, გერმანიაში, კომპანიამ თითქმის მსგავსი სარეკლამო აქცია მოაწყო, თუმცა მაშინ გულშემატკივრებს მაისურებზე ბავარია ეწერათ, ამჯერად კი მხოლოდ ნარინჯისფერი მაისურები და კაბები ეცვათ.

ახალი ამბები

...იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე გამოეთხოვება სკუადრა აძურას. მილანის 32 წლის კაპიტანმა ნაკრებში პირველად 2000 წელს ითამაშა, 2006 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

...ბრაზილიის ნაკრების მცველი მაიკონი, სავარაუდოდ, მილანის ინტერიდან მადრიდის რეალში გადაინაცვლებს. 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ესპანელები 25 მილიონ ევროს იხდიან, იტალიელებს კი 35 მილიონი სურთ.

...გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს მესუტ ოზილს მილანის ინტერი იწვევს. ბრემენის ვერდერის 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიელები 4,3 მილიონ ევროს იხდიან. წარმოშობით თურქი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ასევე სურს ლონდონის ჩელსის.

...არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ხავიერ მაშერანომ, შესაძლოა, ინგლისის ლივერპულიდან მილანის ინტერში გადაინაცვლოს. სამხრეთამერიკელის იტალიაში გადასვლას ლივერპულის ყოფილი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის ინტერში გადასვლას უკავშირებენ. ტრანსფერის სავარაუდო ფასი 30 მილიონი ევროა.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ხარებმა რქები ბოქლომს შეალეწეს: მსოფლიო ჩემპიონატის ერთ- ერთი ფავორიტი ესპანეთი პირველ ტურში შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ჟელსონ ფერნანდესმა 52-ე წუთზე დიდი წვალებით შეაგდო. ევროპის ჩემპიონები ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ ამაოდ - სამი ქულა ოტმარ ჰიცფელდის გუნდს ერგო.

საინტერესო კი ისაა, რომ ესპანეთი შვეიცარიასთან პირველად დამარცხდა: მანამდე გამართული 18 მატჩიდან მხოლოდ სამი დასრულდა ფრედ, სხვა შემთხვევებში კი პირენეელები იმარჯვებდნენ.

ფოტოისტორია

0x01 graphic

ეს ფოტო 1958 წელს, შვედეთში, მსოფლიო ჩემპიონატის მომავალი გამარჯვებულის ბრაზილიის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზეა გადაღებული: სელესაოს ერთ- ერთი ლიდერი დიდი, ევროპაში პოპულარულ სამაგიდო საფეხბურთო თამაშს, სუბუტეოს ასწავლის 17 წლის პელეს. იმ ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ მატჩში ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე ფეოლამ პელე სწორედ დიდის და სხვა გამოცდილი ფეხბურთელების მოთხოვნით ათამაშა ძირითად შემადგენლობაში. პელე მალევე იქცა ბრაზილიის ნაკრების ლიდერად და 17 წლის ბაურუელი ბიჭიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო, რამდენიმე წელიწადში კი ფეხბურთის მეფედ აღიარა!

საინტერესო ფაქტები

...სამხრეთ აფრიკასთან ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი მექსიკელთათვის 46- იყო მსოფლიო ჩემპიონატზე და გუნდმა 46- ქულაც მოიპოვა! მექსიკელებმა 11 შეხვედრა მოიგეს, 13 კი ფრედ დაასრულეს.

...საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ტიერი ანრი პირველი ფრანგია, რომელმაც მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე იასპარეზა! ტურნირის ისტორიაში კი ის მეჩვიდმეტეა, ვინც ასეთი რამ შეძლო.

...არგენტინის ნაკრებმა ნიგერიას 1:0 სძლია. სამხრეთამერიკელებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მეთოთხმეტედ მოიგეს ტაიმი 1:0 და საბოლოოდ, ამდენჯერვე იმარჯვეს 1:0.

...სამხრეთ კორეის კაპიტანი პარკ ჯი სუნგი, რომელმაც ბერძნებს მეორე გოლი გაუტანა, მხოლოდ და მხოლოდ მეორე აზიელია, მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე რომ შეძლო გოლის გატანა: 2002 წელს მან პორტუგალიელთა კარი დალაშქრა, 2006 წელს კი - ფრანგებისა. პირველი აზიელი, ვინც ასეთი რამ შეძლო, საუდის არაბეთის ფორვარდი სამი ალ ჯაბერი გახლდათ: მან 1994, 1998 და 2006 წლებში მოახერხა გოლის გატანა.

...გერმანიის ნაკრების ბომბარდირ მიროსლავ კლოზეს ტურნირის ისტორიაში ყველაზე ხშირად ცვლიან: ფინალურ ეტაპზე ჩატარებულ 15 მატჩში ის 12-ჯერ შეცვალეს.

...იტალიისთვის პარაგვაისთან მატჩი 78- იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. სკუადრა აძურამ სამხრეთამერიკელებთან პირველ ტაიმი წააგო. ასეთი რამ კი ხსენებულ 78 მატჩში მხოლოდ მეცხრედ მოხდა.

...დანიასთან 2:0 გამარჯვებით ჰოლანდიელთა დაუმარცხებელი სერია გაგრძელდა: ბერტ ვან მაარვიკის გუნდს უკვე 20 მატჩია არ წაუგია (15 მოგება, 5 ფრე). ნარინჯისფერები ბოლოს 2008 წლის სექტემბერში დამარცხდნენ ავსტრალიასთან.

...იტალიის ნაკრების კაპიტანმა ფაბიო კანავარომ მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედ იასპარეზა და თანამემამულეების ლუიჯი რივას, ჯუზეპე ბერგომის და პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა.

...ბრაზილიის ნაკრებმა მერვედ ითამაშა სამხრეთ აფრიკაში და ამდენჯერვე გაიმარჯვა. 1996 და 1997 წლებში სელესაომ ორჯერ იმარჯვა ამხანაგურ მატჩში, შარშან კი ფიფა- კონფედერაციათა თასის გათმაშებაში ყველა, ხუთივე თამაში მოიგო.

...ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მხოლოდ და მხოლოდ სამი გოლი გაიტანა და სამივე 15 ივნისს! სლოვაკებთან ფრედ-1:1 დასრულებულ მატჩამდე კუნძულელებმა 1982 წლის 15 ივნისს, შოტლანდიელებთან 2:5 წააგეს.

24 აუდიო ვიზუალური შაში

▲ზევით დაბრუნება


დავით კოვზირიძე|სვეტი

0x01 graphic

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველმა წრემ ძალიან უინტერესოდ ჩაიარა: ფრანგებმა ისე სწორხაზოვნად და უმსგავსოდ ითამაშეს, რომ ზინედინ ზიდანმა აღშფოთება ვერ დამალა - ეს ნაკრები კი არა, ჯოგია და ყველაფერი დომენეკის ბრალია, ეგ კაცი მწვრთნელობის აზრზე არააო. ამით მან ირიბად დაადასტურა ჭორები, რომ ოთხი წლის წინ გუნდს მართავდა არა ასტროლოგი რაიმონდო მენეკი, არამედ ზიდანი, ვიეირა და მაკელელე.

ინგლისი ზედმეტად მშრალია, რაც ძალიან არუხდება. როგორც ჩანს, ფაბიო კაპე ლოს ფეხბურთელებზე იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე უნდა ჰქონდეს. დიდი მინუსიც მკვეთრად გამოჩნდა - ინგლისის კარი რეალურად ცარიელია.

არგენტინა. ბრწყინვალე შეტევა. ესაა და ეს. თუმცა სწორედ ეს შეიძლება საკმარისი იყოს ტრიუმფისთვის. დიეგო მარადონა კი, რომელსაც კოსტიუმი ძალიან არ უხდება, ფორმალურად დგას აუტის ხაზთან და იქ გადავარდნილი ბურთის კენწვლით ერთობა.

გერმანიამ ყველა გაგვაკვირვა არა გერმანულად თავქარიანი, ტემპიანი, უშეცდომო და ლამაზი ფეხბურთით. ევროპის ვიცე-ჩემპიონებს აშკარად მოუხდათ მიხაელ ბალაკის არ ყოფნა. ლიოვის გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია.

ჰოლანდიამ ცოტა მძიმედ, მაგრამ უმძიმეს მოწინააღმდეგესთან გამარჯვებით დაიწყო. იქნებ ეს სჯობს იმას, რაც ევროპის ჩემპიონატზე მოხდა, როცა ამ გუნდმა ჯგუფში ყველაფერი მიწასთან გაასწორა და მერე სამარცხვინოდ წააგო რუსებთან?

სხვას რამეს ელოდით იტალიისგან? ალბათ არა. ტრადიციულად მძიმე, დაცვაზე აქცენტირებული და მომენტების იდეალურად გამომყენებელი გუნდია ძალიან ჭკვიანი მწვრთნელით. იტალია ჯერ ყველაზე გასაიდუმლოებულია.

ბრაზილია - ჩრდილოეთ კორეა. რატომღაც მგონია, რომ ამ შეხვედრას კვენტინ ტარანტინო ესწ რებოდა და ახალი ფილმის სცენარისთვის რაღაცებს ინიშნავდა. კაკა საზიზღარ ფორმაშია და თუ ასე გააგრძელა, ბრაზილიელებს ძალიან გაუჭირდებათ წარმატების მიღწევა.

ესპანეთმა შვეიცარიასთან, უფრო სწორად, საკუთარ თავთან წააგო და ყველამ ჩამოწერა. არა და, მგონი ა, რომ ევროპის ჩემპიონისთვის ძალიან კარგი რამ მოხდა და ის ყველაზე საშიში გუნდი იქნება მომავალში. სარკეში ჩახედვა ამ ცოტა თავში ავარდნილ ნაკრებს იდეალურ სამსახურს გაუწევს.

ერთი ძალიან საინტერესო დეტალი - სამხრეთ აფრიკაში ჯერ არც ერთ ვარსკვლავს არ გამოუჩენია თავი: რიბერი, რუნი, მესი, რობინიო, ტევესი, კაკა, კრიშტიანუ რონალდო, დავიდ ვილია, ფერნანდო ტორესი და ბევრი სხვა უგოლოდ და ჩრდილში შეხვდა მეორე ტურს, რაც ძალიან არასასიამოვნო ამბავია. ცუდია ისიც, რომ საშუალო გაქანების და გაქანების საერთოდ არმქონე გუნდებმა დიდი ზარ-ზეიმით დააკოპირეს ჟოზე მოურინიოს მახინჯი საფეხბურთო მსოფლმხედველობა და უკვე რამდენიმე ნაკრები ვნახეთ, მთელი გუნდით რომაა გამაგრებული საკუთარ ნახევარზე. ესაა ფეხბურთი? არა! ეს არის შაში!

და შაშზე გაცილებით უარესია ის, რასაც პირველ არხზე ვუყურებთ და ვისმენთ ყოველდღე. ვის რაში აინტერესებს, რამდენმა პროცენტმა დადო ტოტალიზატორში ახალი ზელანდიის ნაკლებ ყვითელზე? რამდენი კუშია იმაზე, გააღებს თუ არა პირს ჰიმნის დროს ჩაბალალა? საერთოდ, რა საჭიროა ეს ზერელე, უდარდელი, ნაძალადევი, არაფრის მთქმელი ვითომ გარჩევები? როგორ შეიძლება ფეხბურთი ისე წაიყვანო, რომ ხალხს შენი კომენტირების მოსმენას ვუვუზელას ზმუილი ერ ჩივნოს? როგორ შეიძლება, ფეხბურთზე ილაპარაკონ ადამიანებმა, რომლებიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერ კვევიან? ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ზოგადად ასეთი სურათი იქმნება. ის, რაც პირველ არხზე ხდება, არის არაპროფესიონალიზმი, ყველაზე დიდი პრობლემა კი ისაა, რომ ეს თავად ტელევიზიის მესვეურებს არ ადარდებთ. მათთვის ფეხბურთი მეორეხარისხოვანი ა? კი ბატონო, იყოს, მაგრამ მაშინ სხვისთვის ეცლიათ მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქება. რატომ უნდა გვეშლებოდეს ნერვები იმაზე, რაშიც ფულს ვიხდით?

0x01 graphic

რამდენიმე წლის წინ შაშის ყველა შესაძლო კომბინაცია გაიშიფრა და ის, როგორც სპორტის სახეობა, დამთავრდა. ქართულ ტელევიზიებში არსებული სპორტული (და არა მარტო სპორტული) პორნოგრაფიის დამთავრებას კი არა და არ დაადგა საშველი.

p.s. ანრის ხელი ფრანგებს აღმართში წამოეწია.

25 ამბები

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ბიზნესი შემცირებული უცხოური ინვესტიციები

საქართველოში, ბოლო ხუთ კვარტალთან შედარებით, 2010 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მცირე მოცულობის უცხოური ინვესტიციები განხორციელდა. საქსტატის ინფორმაციით, ინვესტიციები ამ პერიოდში, შარშანდელთან შედარებით, თითქმის 42%25-ით შემცირდა და 76 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შარშან, პირველ კვარტალში, ეს მაჩვენებელი 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევდა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა თურქეთია, რომელზეც განხორციელებული ინვესტიციების 26.8%25 მოდის - თურქმა ინვესტორებმა საქართველოში 20.3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. მეორე ადგილზეა ჩეხეთი (26.1%25) - 19.8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციებით. მას მოსდევს ეგვიპტე - 18 მილიონი აშშ დოლარით (23,8%25) და იაპონია - 15,7 მილიონი აშშ დოლარით (20.7%25). დანარჩენი ქვეყნებიდან შემოსული უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობა 2 მილიონი აშშ დოლარია (2.6%25). სტატისტიკური მაჩვენებლებით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ძირითადი წილი - 97%25 - მსხვილ ინვესტორ ქვეყნებზე მოდის. განხორციელებული ინვესტიციების მაჩვენებლით, სექტორებს შორის 31.9%25-იანი წილით ლიდერობს მრეწველობა: ამ სფეროში 24.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მეორე ადგილზეა ენერგეტიკა - 19.4 მილიონი აშშ დოლარი (25.6%25), დანარჩენი სექტორები - 0.9 მილიონი აშშ დოლარი (1.1%25). საქართველოში 2009 წელს 760 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

საქართველოს რკინიგზა და ევროობლიგაციები

ბლუმბერგის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზამ, ევროობლიგაციების გაყიდვის მიზნით, დაიქირავა JPMorgan Chase & Co და Merrill Lynch, რომელიც ამერიკის ბანკის შემადგენლობაში შედის. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 24 ივნისს საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ რკინიგზამ შეიძლება 200 მილიონ აშშ დოლარამდე ევროობლიგაცია გაყიდოს. კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია ამბობს, რომ ბაზარზე შეთავაზება გაკეთებულია, თუმცა თანხისა და ვადების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, რადგან „დეტალები ბაზარზე მოლოდინს გააჩენს.“ კომპანია ერთადერთი არასაბანკო დაწესებულებაა საქართველოში და ერთადერთი რკინიგზა რეგიონში. მას ივნისში სარეიტინგო სააგენტომ Standard and Poor's, ხოლო მაისში სააგენტომ Fitch, შეფასება B+/B მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის საკრედიტო პოტენციალი მაღალია. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეფასება მაქსიმალურია, რაც კი შეიძლება მიიღოს 100%25-ით ადგილობრივ კაპიტალზე დაფუძნებულმა კომპანიამ.

მსოფლიოს უძვირესი სავაჭრო ქუჩები

0x01 graphic

უკვე მეორე წელია მსოფლიოს უმთავრეს სავაჭრო ქუჩებზე იჯარის ღირებულება იკლებს - ასეთია უძრავი ქონების მომსახურების საერთაშორისო ორგანიზაციის, Colliers International-ის კვლევის მთავარი დასკვნა. ნიუ- იორკის მეხუთე ავენიუზე, მაგალითად, იჯარის ღირებულება, შარშანდელთან შედარებით, 10%25-ით დაეცა და წელს კვადრატულ მეტრზე 13.500 აშშ დოლარი შეადგინა. იგივე მაჩვენებელია პარიზში, ელისეს ქუჩაზეც. მესამე ადგილზე გავიდა ჰონკონგის რასელ სთრითი, კვადრატულ მეტრზე 12.970 აშშ დოლარით. მოსკოვის ტვერსკაია ორგანიზაციის რეიტინგში 22-ე ადგილზეა და ჩამორჩება ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა: ლონდონი, მილანი, სიდნეი, ციურიხი, ვენა, ბერლინი, ტოკიო და სხვა. Colliers International-ის კვლევის თანახმად, ფასების ვარდნის მიზეზია მსოფლიოში მაღალი კლასის ობიექტებზე მოთხოვნის შემცირება. ეს ტენდენცია მსოფლიო კრიზისმა განაპირობა. მეორე მხრივ, კვლევა აჩვენებს, რომ 2009 წლის შუა პერიოდიდან ინვესტორები უკვე გრძნობენ, რომ პრემიუმ კატეგორიის მომხმარებელი კვლავ მზადაა ფულის დასახარჯავად: საერთაშორისო ორგანიზაციის ანალიტიკოსების თქმით, გამოცოცხლება განსაკუთრებით ფინანსურ ცენტრებსა და ტურიზმზე ორიენტირებულ ქალაქებს ეტყობათ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკა წელს 4.2%25-ით გაიზრდება.

მთაწმინდის პარკი

თბილისური ზაფხულის სიცხისა და უჟანგბადობისგან თავდასაღწევად ერთ-ერთი და საუკეთესო ადგილი - განახლებული მთაწმინდის პარკი - უკვე ერთი წელია სტუმრებს მასპინძლობს. დედაქალაქის ყველაზე კოლორიტულ ადგილას დღეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი და გასართობი პარკია, რომლის მენეჯმენტი 50-წლიანი მმართველობის უფლებით კომპანია „ინთერნეშნალ ემიუზმენთ პარკს“ ეკუთვნის. პარკი „საერთაშორისო გასართობი პარკებისა და ატრაქციონების ასოციაციის“ წევრია.

0x01 graphic

აქ მთავარი მასპინძელია პატარა დევი „ბომბორა“. მას მალე ახალი მეგობრებიც შეემატებიან; მთაწმინდის პარკი იწყებს პროექტს, რომელიც ქართულ, მივიწყებულ ზღაპრის გმირებს გააცოცხლებს. სალამურას თავგადასავალი და სალამურას მეგობრები მთაწმინდის პარკის სტუმრებისთვის სულ მალე კი დევ უფრო მხიარულ გარემოს შექმნიან.

50-ზე მეტი ატრაქციონი და სათამაშო დანადგარი ნებისმიერი ასაკის სტუმარს მასპინძლობს. მთაწმინდის პარკში ატრაქციონები დაყოფილია საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალურად. სულ მალე დედაქალაქის დათვალიერება შესაძლებელი იქნება ყველაზე მაღალი წერტილიდან. მთაწმინდის პარკში გიგანტური ბორბალი გაიხსნება. ბორბალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონდიცირებისა და გათბობის სისტემებით აღჭურვილი 44 კაბინისაგან შედგება. კიდევ ერთი ახალი ექსტრემალური ატრაქციონისთვის - როლერ კოსტერი ანუ ამერიკული მთები - მუშაობა უკვე დაწყებულია.

ულამაზესი ლანდშაფტის მქონე პარკში წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება გართობა და დასვენება. მთაწმინდის პარკში განვითარებისა და განახლების მუდმივი პროცესია: რამდენიმე დღის წინათ საბავშვო სადღესასწაულო ცენტრი გაიხსნა, ყოველ შაბათ-კვირას ცირკი შაპიტო „ანტრე“ წარმოდგენებს მართავს, პარკში ასევე ფუნქციონირებს პეპლებისა და მწერების მუდმივმოქმედი გამოფენა. უახლოეს მომა ვალში კი პატარებისთვის გასართობი ცენტრი გაიხსნება. მრავალფეროვანია მთაწმინდის პარკში მოქმედი კვების ობიექტების არჩევანიც, ამ დროისთვის პარკში რესტორნების ქსელის არაერთი ცნობილი ბრენდი ფუნქციონირებს.

პარკში შესვლა უფასოა. მალე სამუშაო დღეებში ატრაქციონებზე 15-25%25-იანი ფასდაკლების აქცია დაიწყება; ამ დროისთვის კი ატრაქციონების ფასები 0.50-დან 3.90 ლარამდე მერყეობს. გადახდა შესაძლებელია სპეციალური პლასტიკური ბარათით.

მთაწმინდის პარკში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას. თითოეული ატრაქციონი ყოველ დილით, გახსნამდე და ყოველ საღამოს, დახურვის შემდეგ, მოწმდება. ატრაქციონების ტექნიკურ გამართულობასა და უსაფრთხოებას ამოწმებენ, შესაბამის ლიცენზიებსა და სერთიფიკატებს გასცემენ საერთაშორისო კომპანიები: 2009 წლამდე - ბრიტანული კომპანია LTC , 2010 წლიდან კი - გერმანული კომპანია TUV-NORD-ი.

ასე რომ, დააღწიეთ თავი თბილისურ სიცხეს და ეწვიეთ მთაწმინდის პარკს!

სტატია დაკვეთილია კომპანია
ინთერნეშნალ ემიუზმენთ პარკისმიერ.

26 მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|მიმოხილვა

ქართული კინოს სადავეებთან

თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. 14 ივნისი

მუზეუმში ცნობილი ქართველი მსახიობისა და კინოს ვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.

0x01 graphic

დავით არსენიშვილის საგამოფენო დარბაზი, სპეციალურად ამ გამოფენისთვის, მთლიანად კინოს მანტიით შეიმოსა. გამოფენაზე, მსახიობის გარდაცვალებიდან 57 წლის შემდეგ, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ექსპონატები, მსახიობის პირადი წერილები და ფოტომასალა იქნა წარმოდგენილი. ეს იყო შავ-თეთრი ფოტოები გადასაღები მოედნებიდან, ნატო ვაჩნაძე როლზე მუშაობისას, ფილმების პოსტერები და ესკიზები, პირადი სურათები, ჩანახატები. მისი მოგონებები მეუღლეზე - ნიკოლოზ შენგელაიაზე, ბორის პასტერნაკის, მაიაკოვსკის მიერ დაწერილი წერილები...

შეუძლებელია ისაუბრო ქართული კინოს საწყისებზე და არ ახსენო ვაჩნაძე- შენგელაიას ოჯახური ტანდემი, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქართულ კინემატოგრაფში.

ქართული ანიმაციის ოცნებებში

გოეთეს ინსტიტუტი. 16 ივნისი

16 ივნისს გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა ქართული ანიმაციის გადარჩენისა და განვითარების გზების საძიებო შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, 15 (?!) ადამიანი დაესწრო. პრეზენტაციას ანიმაციური სტუდია Lira production-ის წარმომადგენელი დალი კიკნაველიძე უძღვებოდა. მართალია, დასაწყისში გულდაწყვეტით ვიფიქრე - რა სევდიანი ამბავია, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ ორი-სამი ანიმატორი, ერთი ამდენი ჟურნალისტი და თითზე ჩამოსათვლელი კინომცოდნე რომ მოდის-მეთქი.

0x01 graphic

მაგრამ ცოტა ხანში ეს სევდა გამიქრა. აღმოჩნდა, რომ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ქართული ანიმაციის გადარჩენის გეგმა ტკბილ სიზმარს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურ გეგმას. აქაც ის ითქვა, რაც ბევრჯერ თქმულა, რომ „გაკეთდება“, „ჯერ არ არის, მაგრამ იქნება“ და ა.შ.

რა თქმა უნდა, მსგავსი შეხვედრები მისასალმებელია, მაგრამ სანამ არ იქნება კონკრეტული, კარგად ჩამოყალიბებულ- გააზრებული გეგმა, სანამ არ იქნება უკვე რეალური ფინანსები, მსგავს პრეზენტაციებზე ოცნებით კვება და დეკადის წინ გადაღებული ასფურცელას და კაცუნების ყურება არაფერს არ მოგვიტანს.

ვიმეგობროთ ბრაილთან აქცია
რუსთაველის მეტროსთან. 17 ივნისი

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

შემოქმედებითი სტუდია IGEO-ს ინციატივით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირებისათვის ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა და გამოიცა თანამედროვე ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებების ორი ლიტერატურული კრებული. ხუთშაბათს კი გაიმართამათი მხარდასაჭერი აქცია, რომელშიც ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა მიიღეს მონაწილეობა. დავით (დეფი) გოგიბედაშვილი, გიორგი კეკელიძე, თამრი ფხაკაძე და თეონა დოლენჯაშვილი შეეცადნენ, სიმბოლურად, საკუთარ თავზე გამოეცადათ სიბრმავე და თვალებახვეულები ქუჩაში დადიოდნენ. „ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ სათანადო ყურადღებას არავინ გვაქცევს. ხანდახან აგრესიასაც კი ვგრძნობ ხალხისგან. ამ წიგნების გამოსვლა კი ძალიან გამიხარდა,” - მითხრა აქციაზე მოსულმა დათო ყვირლიანმა.

ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა გამომცემელს უსასყიდლოდ დაუთმეს ნაწარმოებების გამოყენების უფლება.

დაბოლილი მთვარე

რუსთაველის თეატრი. 16 ივნისი

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, გოგა თავაძის კომედიური ჟანრის სპექტაკლის დაბოლილი მთვარის პრემიერა შედგა.

ლიანა (ნანუკა ხუსკივაძე) ოჯახთან ერთად საქმროს, ფსიქიატრ პანტელეიმონს( ზაალ ჩიქობავა) ელოდება. მისი ქალიშვილი ფეხმძიმედაა, რომლის მოღალატე მეუღლეც, კულინარ ექსპერიმენტატორი ანრი კუკუა (დავით დარჩია) ნოსტრადამუსის სანელებლის ძიებაშია. აუცილებლად უნდა მოიპოვოს, ეს სანელებელი ხომ უკვდავების საშუალებაა.

სიუჟეტი ლიანას სახლში ერთ საღამოს დატრიალებულ ამბებზე მოგვითხრობს. სპექტაკლის დასაწყისი საკმაოდ მდორედ მიედინება, პირველი 30 წუთი საინტერესო არც არაფერი ხდება. შეიძლება ითქვას, რომ მაყურებლისთვის, ოჯახის წევრებთან გაცნობაც კი უინტერესოა. თუმცა ვითრება იცვლება მას შემდეგ, რაც პანტელეიმონი და მისი ექსცენტრიული და, სცენაზე გამოჩნდებიან. დაბნეული მოსიყვარულე ადამიანიდან, პანტელეიმონი ნელ- ნელა ეჭვიან და შეშლილ პიროვნებად გადაიქცევა, რაშიც „დამნაშავე“ ალკოჰოლია. სწორედ აქედან სპექტაკლი კარგ კომედიას ემსგავსება. პანტელეიმონი ლიანას ბრალს სდებს ღალატში და იწყებს ომს. სცენაზე სრული ქაოსი იკავებს ადგილს. აფეთქებები, ვერტმფრენები, ტანკები, სანგრების გათხრა.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის რიტმი ხან „გიჭერს“ მაყურებელს და ხან - მდორედ, ნელ-ნელა მიიზლაზნება, გოგა თავაძის აურზაური ძალიან სასაცილო და კარგი საყურებელია. რაც დიდწილად, მსახიობების მშვენიერი თამაშითაა განპირობებული.

27 ახალი ჯაზფესტივალის მოლოდინში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|მუსიკა

15-18 ივლისს ბათუმი შავი ზღვის მორიგ ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. შემადგენლობა ტრადიციულად წარმომადგენლობითია - THE BRAND NEW HEAVIES, MIKE STERN-ის ბენდი, RH FACTOR, ROY HARGROVE-ს კვინტეტი, HUGH MASEKELA-ს ბენდი, გიო მიქაძისა და ბექა გოჩიაშვილის ტრიოები და ასტროჯორჯია. სამივე შოუს შემდეგ afterparty-ც იქნება. მართალია, ჯაზფესტივალი ჰქვია, მაგრამ სიამოვნებას მიიღებენ ჰიპ-ჰოპის მსმენელებიც, რადგან THE BRAND NEW HEAVIES და როი ჰარგროუ RH FACTOR-თან ერთად ის ხალხია, 90-იანების ჯაზ ჰოპი ახალ სიმაღლეზე რომ აიყვანეს. ამ მუსიკას დღეს კლასიკას უწოდებენ.

გადავწყვიტეთ, ამ ორ შემსრულებელს - არა მარტო ლეგენდებს, არამედ პიონერებს - მეტი დრო დავუთმოთ.

0x01 graphic

ჯგუფი ბრენდ ნიუ ჰევისი

ბრენდ ნიუ ჰევისი

გასული საუკუნის 80-იან წლებში ლონდონში ჩამოყალიბდა. თავიდან იყო ტრიო და ჯეიმს ბრაუნის ქავერები, შემდეგ - საკუთარი კომპოზიციები და დამსახურებული პოპულარობა. მალევე ჯგუფმა გაფართოებული შემადგენლობით ხელი მოაწერა

პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს ლეიბლთან Cooltempo. თანამშრომლობა ხანმოკლე გამოდგა. პირველი სინგლის (Got to Give) გამოსვლის შემდეგ ჯგუფმა Acid Jazz Records-ში გადაინაცვლა და ჩაწერა ალბომი The Brand New Heavies.

ორი წლის შემდეგ, ლეიბლის მოთხოვნით, ჯგუფმა ალბომი თავიდან ჩაწერა ახალი ვოკალისტის ენდი დევენპორტის თანხლებით. იმ დროს დევენპორტი, ახალგაზრდა შემსრულებელი, პირველ სოლო ალბომზე მუშაობდა, თუმცა, ლეიბლმა ის იძულებული გახადა, სოლო კარიერა გვერდზე გადაედო და ჯგუფს შეერთებოდა. ჯგუფის პროდიუსერი, ბასისტი ენდრიუ ლევი იხსენებს, როგორ ცივად მიიღეს ენდი ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა. მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ დევენპორტის სახით ჯგუფის წარმატების საგზური შეიძინეს.

ხელახლა გამოცემული ალბომის პოპულარობა ოკეანის ორივე ნაპირს გადასწვდა. ერთ- ერთი სინგლის ვიდეო MTV-ის საეთერო ბადეშიც კი მოხვდა. ასევე წარმატებული გამოდგა დევენპორტთან ჩაწერილი შემდეგი ალბომი Brother Sister. შუალედში იყო თამამი ჰიპ-ჰოპ ექსპერიმენტი Heavy Rhyme Experience, Vol.1. ბრენდ ნიუ ჰევისის ბრიტანული ეისიდ ჯაზი და ამერიკელი ჰიპ-ჰოპერების რითმები დღემდე რჩება ჯაზ ჰოპის შემსრულებელთათვის ქრესტომათიულ ნიმუშად.

ალბომი Brother Sister ჯგუფსა და დევენპორტს შორის განხეთქილების ვაშლად იქცა. ენდი სოლო კარიერას დაუბრუნდა, ჯგუფმა რამდენიმე ვოკალისტი გამოიცვალა, თუმცა, არც ენდის და არც ბრენდ ნიუ ჰევისის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა.

2006 წელს ისინი კვლავ გაერთიანდნენ და ჩაწერეს Get Used to It, ჯერჯერობით, უკანასკნელი სტუდიური ალბომი. წელს ჯგუფი ერთბაშად ორი ალბომის გამოშვებას აპირებს. პირველი Heavy Rhyme Experience, Vol.2 იქნება, მეორე ალბომით კი უერთგულებენ კლასიკური ეისიდ ჯაზის ტრადიციებს, რომელმაც ჯგუფს ძველი დიდება უნდა დაუბრუნოს.

როი ჰარგროუ / RH Factor

ჰარგროუ მამამ და სკოლის დირექტორმა აზიარესმუსიკას. მამა პირველი მასწავლებელი იყო. მომავალი ლეგენდა ხუთი წლის ასაკში უკვე გრძნობდა, რომ მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეოდა. სკოლის დირექტორი - ყოფილი დრამერი - ყველანაირად ცდილობდა, მოსწავლეებში მუსიკისადმი სიყვარული გაეღვიძებინა. სწორედ სკოლის ბენდში დაუკრა ჰარგროუმ პირველი იმპროვიზებული სოლო. შემდეგ დირექტორი ჰარგროუს კაბინეტში იბარებდა და პიანინოზე მარტივი ბლუზ-რითმების დაკვრას ასწავლიდა. მუსიკის სირთულე ან დაკვრის ტექნიკა მთავარი სულაც არ იყო. დირექტორი ჩემგან შესრულების ემოციურ მანერას ითხოვდა, - ამბობს როი.

სკოლაში სწავლის წლები მიილია და ჰარგროუმ ბოსტონს, ბერკლის მუსიკალურ სკოლას მიაშურა, თუმცა დროის უდიდეს ნაწილს უთმობდა ნიუიორკის სხვადასხვა კლუბში გამართულ ჯაზსესიებს.

მორიგი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჰარგროუმ მესაყვირე კლიფორდ ბრაუნისგან მიიღო. კლიფორდთან როიმ აღმოაჩინა, რომ საყვირიდან თბილი მელოდიების გამოდნობაც შეიძლება. ეს უნიკალური უნარი მუსიკოსის მრავალფეროვანი არსენალის განუყოფელ ნაწილად იქცა.

დღეს როი ჰარგროუს შემოქმედება მთელი ბიბლიოთეკაა დამწყები მუსიკოსებისთვის. თავად მუსიკოსმა იგივე სიტყვები ანტონიო ჰარტის მისამართით თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჰარგროუს ხშირად ეკითხებიან ფორმალური მუსიკალური განათლების აუცილებლობის შესახებ. მუსიკოსი პირდაპირ პასუხს ყოველთვის თავს არიდებს, თუმცა „განათლებულ“ კოლეგებს ურჩევს, არ შეიზღუდონ დაკვრის ერთი მანერით, რასაც დაჟინებით უქადაგებენ მუსიკალურ სკოლებში.

ჰარგროუ ბოლო დროს ჰიპ- ჰოპით დაინტერესდა. მესაყვირემ ერთგვარ „ოლ სტარ“ შემადგენლობას მოუყარა თავი და შექმნა ჯგუფი RH Factor, რომელიც წელს ბათუმის ჯაზფესტივალს დაამშვენებს.

0x01 graphic

როი ჰარგროუ

28 საქსოვი ძაფისიტყვის ჩხირზე ანუ „თეთრი,წითელი, ლურჯი“

▲ზევით დაბრუნება


რუსუდან ქევანიშვილი ზეთით ხატავდა. მერე, როგორც თვითონ გვითხრა, ჯანმრთელობა გაუუარესდა და ექიმებმა აუკრძალეს ქიმიური მინარევების გამო. შემოქმედებითმა შიმშილმა 20 წელიწადს გასტანა. ამასობაში თბილისიდან რაჭაში მოუხდა გადასვლა და ერთ დღესაც იქ საოცარ გამოსავალს მიაგნო. ძაფის რამდენიმე

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

გორგალი აიღო და დაანაწევრა, მერე მოზილა ცომი და ძაფები ცომით და კიდევ რაღაც მასალით, რომლის გამხელასაც არ აპირებს, მოლბერტს მიაწება, უფრო სწორად, მიახატა. ამ მეთოდს თითო- ოროლა ანალოგი თუ მოეძებნება მსოფლიოში. ეს არ არის გობელენი ან რამე სხვა ტიპის ქსოვილით მხატვრობა. ნამდვილი ალქიმიაა. რუსუდანს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთი შეკვეთა აქვს.

17 ივნისს რუსუდანმა ლიტერატურის მუზეუმისა და lib.ge-ს უკვე ტრადიციად ქცეულ არტაქციაში მიიღო მონაწილეობა. ათი ქალი - თანამედროვე პოეტები და მთარგმნელები - ნატო ინგოროყვა, ნინო ქევხიშვილი, დიანა ანფიმიადი, ეკა ქევანიშვილი, თეა თოფურია, ანი კოპალიანი, თამთა დოლიძე, ქეთი თუთბერიძე, სალომე ბენიძე, ნათია ნაცვლიშვილი ლექსებს კითხულობდნენ, რუსუდანი კი შუა სცენაზე ძაფებით ხატავდა.

ავტორებმა ტანისამოსი იმ სამი ფერის მიხედვით შეარჩიეს, რომელსაც რუსუდანი საკუთარ ნამუშევრებში იყენებს. ნაწარმოებებიც ამ ფერების განწყობით შეირჩა. მითოლოგიური, ეროტიკული, სოციალური საკითხავის მონაცვლეობამ უცნაური და ეფექტური შედეგი გამოიღო. რუსუდანმა ექსპრომტად შექმნილი ტილო წარუდგინა, სათაურით - „დასასრულის დასაწყისი ანუ სულის ამოსვლა სხეულიდან“.

ახალი პორტალის პრეზენტაცია

16 ივნისს საქართველოს კულტურის სამინიტროში ქართველი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები ახალი პორტალის პრეზენტაციაზე მიიწვიეს. საიტი - http://www.book.gov.ge/ ქართული წიგნისა და ლიტერატურის განვითარების პროგრამის ერთგვარი გზამკვლევია. როგორც კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ საზოგადოებას უთხრა, პროექტი მიზნად ისახავს ქართველი ავტორების წიგნების თარგმნას და უცხოელი გამომცემლობისთვის მიწოდებას, ასევე ქართველი მთარგმნელების სტიპენდირებას. ამავე პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა მთარგმნელობითი კონკურსი.

29 ძველი სახლი

▲ზევით დაბრუნება


ერთი სახლის ისტორია

0x01 graphic

აღმაშენებლის 147 ნომერთან დაახლოებით ერთი თვის წინ თუ გაივლიდით, ვერც იფიქრებდით, რომ გაბარდღული ბუჩქების უკან თბილისის ერთ- ერთი ყველაზე ლამაზი სახლი დგას. სახლი მხოლოდ ეზოს გასუფთავების შემდეგ გამოჩნდა. ახლა ამ ადგილას თითქმის ყველა მანქანა სვლას ანელებს, ფეხით მოსიარულეები კი ჩერდებიან და მენავთობე გუკასოვის ყოფილი საცხოვრებლის ცქერით ტკბებიან.

სახლის პირველი პატრონი იყო ბაქოელი მენავთობე, ეროვნებით სომეხი გუკასოვი, რომელსაც ბაქოდან ნავთობი ჩამოჰქონდა და საქართველოში ან, ფოთის პორტის გავლით, სხვადასხვა ქვეყანაში ყიდდა. სახლის პროექტის ავტორი რუსეთის იმპერიაში ცნობილი გერმანელი არქიტექტორი შტერნია. სახლის მშენებლობა შტერნმა და გუკასოვმა 1890 წელს დაასრულეს. მაშინ მეზობლად გერმანელი ადოლფ ფრიდრიხის ძე მადერა და სომეხი დიდვაჭარი დენისოვი ცხოვრობდნენ. რევოლუციის შემდეგ ყველა ხსენებულ პიროვნებას სახლები ჩამოართვეს. ოციანი წლებიდან კი მათ საცხოვრებლებში უამრავი ოჯახი შესახლდა. სახლები გადაკეთდა, გადაიტიხრა, რაღაცა მოენგრა, დაემატა... ერთ- ერთის ადგილას თბილისის დინამოს პირველი სტადიონი ააშენეს, რომელიც შემდეგ ასევე დაანგრიეს. დროთა განმავლობაში მეტ-ნაკლებად უცვლელი სახე მხოლოდ გუკასოვის სახლმა შეინარჩუნა.

0x01 graphic

ყველა ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი

ალაყაფი თითქმის ისეთივეა, როგორიც მე-19 საუკუნის ბოლოს იყო. ორ სვეტზე ჩამოკიდებულ კარს ბრინჯაოს ლომები იცავენ. შესასვლელში, ორივე მხარეს,

ერთსართულიანი ფლიგელები დგას, რომლებსაც პირველი მეპატრონის დროს, სავარაუდოდ, საკუჭნაოდ და სხვა ტექნიკური დანიშნულებით იყენებდნენ. სადარბაზოს კარის ზემოთ რიკულებიანი აივანია. მზიან ამინდში აივანზე სამი შავი კატა ნებივრობს. ოდესღაც პირველი სართულიდან მეორეზე კიბეც ადიოდა.

როგორც წესი, პირველ სართულზე პერსონალი, მეორეზე კი ბატონი ცხოვრობდა. აივნის მოაჯირი და ლითონის დეკორატიული ფირფიტები დღესაც უცვლელადაა შემორჩენილი. თუმცა დღეს აქ ათი ოჯახი ცხოვრობს და სახლიც თავის ნებაზე აქვთ გაყოფილი. ოდესღაც უზარმაზარი სასტუმრო ოთახი ათასგანაა გადატიხრული, სახლის უკანა მხარეს ხის კიბე და გაურკვეველი ფორმის ფლიგელები აქვს მიდგმული; იმ აივანზე, სადაც ნაძვების ჩრდილს შეფარებული სახლის პატრონი სტუმრებთან ერთად ჩაის მიირთმევდა, ახლა მონგრეული შუშაბანდი აფუჭებს ხედს. თოკებზე ჭრელაჭრულა სარეცხი ფრიალებს. როგორც სახლის გენერალურ გეგმაზეა ნაჩვენები, უკანა ეზო ძალიან დიდი იყო და უამრავი მარადმწვანე ხე ხარობდა. ახლა აქ მსგავსს ვერაფერს ნახავთ. ეზო-პარკი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს გაუყვიათ და მეორე ნაწილში სხვა სახლის აშენებაც მოუსწრიათ. სახლის წინა ეზოს ოდესღაც ინგლისური ბაღი და შადრევანი ამშვენებდა. მართალია, შადრევანი ახლაც არის, თუმცა, ბაღის ადგილას მცირე გაზონი და ქვაფენილია. რესტავრაციას 22 მარადმწვანე ხე შეეწირა. სამაგიეროდ აღდგა კომუნისტების მიერ დანგრეული მეორე ფლიგელი, სახლს კი თეთრი ჟალუზები შეემატა. ეს ჟალუზები ფასადის სტილიდან სრულიად ამოვარდნილია. სახლი შიგნიდან არაა აღდგენილი. რესტავრაცია მხოლოდ ფასადს ჩაუტარდა. აქ მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახს სახლის გაყიდვა და სხვაგან გადასვლა უნდა. მიზეზი სივიწროვე და საცხოვრებლის არაკომფორტულობაა...

არავინ იცის, რა ბედი ეწევა სახლს გაყიდვის შემდეგ...

p.s. გუკასოვი თავისი სახლით ამაყობდა და ყოველდღიურად უამრავ სტუმარსაც იღებდა. სტუმრები აივანზე ჩაის მიირთმევდნენ, ბაღში სეირნობდნენ, მერე მუშტაიდშიც გაივლიდნენ... უკლებლივ ყველა აღნიშნავდა, რომ მეორე ასეთი ლამაზი სახლი თბილისში არ იდგა. გუკასოვი ძალიან ბედნიერი იყო...

ნატახტარის ზეიმი

თბილისში ლუდის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი უნიკალური გამოდგა იმით, რომ მხოლოდ ერთი კომპანიის პროდუქტი იყო წარმოდგენილი. 12-13 ივნისს ვარდების რევოლუციის, ყოფილ რესპუბლიკის მოედანზე მისული ადამიანები გაწბილებული დარჩნენ, რადგან ჰოლანდიისა და გერმანიის დროშებით გაფორმებულ, სახელდახელოდ მოწყობილ ღია კაფეებში მხოლოდ ნატახტარის ლუდი დახვდათ. ადვილი მისახვედრია, რომ ფესტივალის ორგანიზატორი ლუდსახარში ნატახტარი იყო.

0x01 graphic

ვინც ლუდის ასორტიმენტის სიმცირეს არ უჩიოდა, ესე იგი, ფესტივალზე უბრალოდ დროის გასატარებლად მისული ხალხი, მეტ-ნაკლებად გაერთო. მოედანზე ბევრი თივა ეყარა, რომელზეც დაჯდომა და ლუდის დალევა გერმანული პროვინციის ასოციაციას ბადებდა. სცენაზე ქართული ჯგუფები მღეროდნენ. ლუდი ლარ- ნახევარი ღირდა. ორგანიზატორები შიგადაშიგ სხვადასხვა თამაშს გვთავაზობდნენ: ღიპების გარშემოწერილობის გაზომვა, ხელის გადაწევა და მსგავსი კაცური გასართობები... ფესტივალის ბოლოს ჯგუფმამგზავრებმა კიდევ ერთხელ გადაუშვა გოგონები სუფრული რეგეის ეროვნულ მუსიკალურ ექსტაზში.

სიტყვაფესტივალითავის თავში მასობრიობას, სიმრავლეს და მრავალფეროვნებას გულისხმობს. კარგი იქნება, თუ მომავალში ნატახტარი სხვა ლუდსახარშებს, უცხოური ლუდის დისტრიბუტორ კომპანიებსაც მიიპატიჟებს ფესტივალებზე და შეეცდება დაგვიმტკიცოს, რომ ქართული ლუდი უცხოურთან არც ისე მკვეთრ კონტრასტს ქმნის.

30 როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|სერვისი

როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი? ამ თემაზე უამრავი სტატია და წერილა. უდავოდ, ძირითადი პრინციპები ერთნაირია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ტექნიკურ დეტალებს აქცევენ ყურადღებას. ჩვენ კი ვისაუბრებთ ველოსიპედის შერჩევისას მყიდველთა მიერ დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე.

მაშ ასე, გადაწყვიტეთ იყიდოთ ველოსიპედი.

პირველ ყოვლისა, განსაზღვრეთ, რა მიზნებისთვის უნდა გამოიყენოთ იგი. მწარმოებლები მოდელებს კლასებად ყოფენ, რათა მომხმარებელს გაუადვილდეს მოდელის მისადაგება თავის მოთხოვნებსა თუ შესაძლებლობებთან.

შეცდომაა ველოსიპედზე დასახარჯი თანხის წინასწარ განსაზღვრა. ასეთი მიდგომა ვიწრო ჩარჩოში მოგაქცევთ.

რა თქმა უნდა, ფინანსური ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომ უნდა გადავიხადოთ მეტი, თუ ვერ ვიგრძნობთ განსხვავებას? ან გადავიხადოთ ნაკლები და ამ „ნაკლებისთვის“ საბოლოო ჯამში მეტი დავხარჯოთ? დავიწყოთ პირველი კითხვით.

ვიყიდოთ თუ არა ძვირფასი ველოსიპედი?

0x01 graphic

ჯერ უნდა დაფიქრდე, შეძლებ თუ არა შეაფასო ყველა უპირა ტესობა, რაც ძვირფას ველოსიპედს აქვს იაფფასიანთან შედარებით. რა თქმა უნდა, რაც უფრო ძვირია ველოსიპედი, მით უფრო ძვირად ღირებული კომპონენტები აქვს. ველოინდუსტრიაში დეტალების უმრავლესობა საგანგებოდ არის გათვლილი ექსტრემალური პირობებისთვის. თუ თქვენ ყოველდღე მაინცდამაინც კუს ტბის აღმართის ავლას, ხრიოკი გორიდან დაშვებას ან ჰაერში პირუეტების გაკეთებას არ აპირებთ, მაშინ ძვირფასი ველოსიპედის ყიდვა ფულის გადაყრაა. ჯობია, განსაზღვროთ უფრო ეკონომიური პაკეტი, ხოლო და ზოგილი თანხა მოახმაროთ აქსესუარებს და ტანსაცმელს (ჩაფხუტი, მაისური, სათვალე, ფეხსაცმელი და სხვა).

ვიყიდოთ თუ არა იაფფასიანი ველოსიპედი?

თუ თანხაში შეზღუდული ხართ, დიდი შანსია, რომ შეცდეთ და იყიდოთ იმ ველოსიპედის იმიტაცია, რომელიც გჭირდებათ. ასეთი ეკონომია აუცილებლად მიგიყვანთ დამატებით ხარჯებამდე, რადგან ნებისმიერ მახასიათებელს ან კომპონენტს თავისი ღირებულება აქვს. არსებობს ფასის ქვედა ზღვარი. მაგალითად, შეუძლებელია იყიდოთ ორ ამორტიზატორიანი და ორკომპონენტიანი ჩარჩოს მქონე ველოსიპედი 200 დოლარად. მალევე დაიღლებით რემონტით, იგრძნობთ, რომ თურმე ველოსიპედი მძიმეა, არ აქვს ხარისხიანი ნაწილები... ან, უარეს შემთხვევაში, დაინახავთ უკანა ბორბალს, რომელიც ეს-ესაა გადაგისწრებთ.

ველოსიპედის თითოეული ნაწილი მუშაობს თავისი ღირებულებით - ხარისხობრივი დონის მიხედვით. თუ ველოსიპედის ფასი დაბალია, ხოლო ფუნქციური პარამეტრები - მაღალი (მაგალითად, ამორტიზატორიანი წინა ჩანგალი, ჩარჩო უკანა ამორტიზატორით, დისკური სამუხრუჭე სისტემა და ალუმინის ჩარჩო), დიდი შანსია, რომ მექანიზმების უმეტესობამ საერთოდ არ იმუშაოს ან ყიდვისთანავე გამოვიდეს მწყობრიდან.

მოკლედ, შეგვიძლია დავასკვნათ - რისკავს ის, ვინც გათვლას აკეთებს ან ძალიან იაფ ან ძალიან ძვირ პროდუქტზე. თუ დაგეგმავთ საშუალო ფასის პროდუქტის შეძენას, ასე, 300-1000 დოლარის ფარგლებში, გექნებათ მრავალფეროვანი არჩევანი და თავს აარიდებთ უკიდურესობებს.

მეორე მცდარი აზრი - აუცილებელია ვინმე „ველოპროფესიონალი“, რომელიც გაყიდინებს ველოსიპედს.

გაითვალისწინე: უნებლიეთ, „პროფი“ და იწყებს ველოსიპედის შერჩევას არა შენთვის, არამედ თავისთვის. მაგალითად, გირჩევს ველოსიპედს რთული მარშრუტების ან დატვირთვებისთვის, რასაც თვითონაა მიჩვეული. თუ იგივეს აპირებ, პრობლემა არ არსებობს, მაგრამ თუ მხოლოდ დილაობით პარკში სეირნობა გინდა, მისი რჩევები არ გამოგადგება. ჯობია ისევ გამყიდველს ენდო.

ველოსიპედის ღირებულება

შოსეს ანუ ქალაქის კარგი ველოსიპედის შეძენა შესაძლებელია 400 დოლარის ფარგლებში. რაც შეეხება სამთო ველოსიპედებს, რომლებიც უფრო უნივერსალურად ითვლება, აქ უფრო ფართო არჩე ვანია. ნორმალური სამთო ველოსიპედის ყიდვა შეიძლება 300 დოლარად, მისაღები კომპლექტაციით და ხარისხიანი კომპონენტებით. მაგალითად, ამერიკული ბრენდი Jamis-ის ველოსიპედის ფასები იწყება 470 ლარიდან. კომპლექტაცია მთლიანად Sram და Shimano. არის უფრო ძვირად ღირებული სეგმენტიც - ველოსიპედები 8 000 ან 10 000 დოლარის სანაცვლოდ.

როგორ შევარჩიოთ არც თუ ისე ძვირი ველოსიპედი?

არსებობს ველოსიპედის შერჩევის რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი:

▪ რაც უფრო ნაკლებია პლასტმასა, მით უკეთესი;

▪ არ იყიდო ველოსიპედი, რომლის ძირითად კომპონენტებზე (სიჩქარეების გადამრთველები, წინა ჩანგალი, „შატუნები“ ანუ ბარბაცა მექანიზმები, სამუხრუჭე სისტემები) არ არის მითითებული მწარმოებელი კომპანია, როგორიცაა, მაგალითად, Shimano ან Sram.

▪ ძალიან მნიშვნელოვანია Shimano-ს ნაწილების კატეგორიებიც. გადამრთველები, სულ მცირე, უნდა იყოს Shimano- ALTUS ან ACERA. რაც უფრო მაღალ კატეგორიაში გადავალთ, მით უკეთესი. კერძოდ, DEORE, DEORE XT , DEORE SAINT.

▪ ბარბაცა მექანიზმები უნდა იყოს ალუმინის;

▪ სკამი უნდა იყოს ვიწრო;

▪ უმჯობესია, შეარჩიო შენთვის უცნობი ფირმის, მაგრამ კარგი ნაწილებით დაკომპლექტებული ველოსიპედი, ვიდრე განთქმული ბრენდის - უვარგისი ნაწილებით, რაც არც ისე იშვიათია.

აუცილებლად მიაქციე ყურადღება წინა საამორტიზაციო ჩანგალს. იაფფასიანი ჩანგალი არასოდეს არ არის ხარისხიანი. სჯობს შეიძინო მყარ ჩანგლიანი (უამორტიზატორო) ველოსიპედი, ვიდრე გაურკვე ველი მწარმოებლის მიერ გამოშვებული ამორტიზატორიანი ჩანგალი.

გასათვალისწინებელია წონაც. კარგი ველოსიპედი უნდა იყოს 10-13 კგ-ის ფარგლებში. ცუდი ველოსიპედი შეიძლება იყოს 20 კგ და მეტიც.

როგორც წესი, 200 დოლარიანი ველოსიპედი ინტენსიური ხმარებისას ერთ წელიწადს ძლებს. მეორე წელს სერიოზული დაზიანებები იჩენს თავს (ჯაჭვი, ბარბაცა მექანიზმები), ხოლო მესამე წელს მთლიანად დაიშლება.

ცხოვრებისეული რჩევები ველოსიპედის გარდა, სასურველია იყიდო რამდენიმე სასარგებლო ნივთი - ტუმბო, მათარა, უნივერსალური ინსტრუმენტების ნაკრები, კამერები, ფარნები და, რა თქმა უნდა, ჩაფხუტი. გახსოვდეს, ჯანმრთელობა ყველანაირ ველოსიპედზე ძვირფასია.

ველოსიპედის ტიპები:

საგზაო: კატეგორია, რომელსაც ტრადიციულსაც უწოდებენ. ეს არის ყველაზე იაფფასიანი სეგმენტი. გათვლილია ყოველდღიური მგზავრობისა და მრავალწლიანი ექსპლუატაციის თვის. არ არის გათვლილი სპორტულ დატვირთვებზე. ძირითადად, კორპუსი ფოლადი საადა სიჩქარეების რაოდენობაც შეზღუდული აქვს. მაღალია მისი წონაც - 15-18 კგ.

სამთო ველოსიპედი:

იმისთვის, რომ სწორად შეარჩიო ამ კატეგორიის ველოსიპედი, აუცილებელია განსაზღვრო, რისთვის გამოიყენებ მას. ქალაქ გარეთ სწრაფი სიარულისთვის გამოგად გება მსუბუქი ველოსიპედი წინა ამორტიზატორებით. ხტუნაობისთვის საჭიროა უფრო ხისტი ველოსიპედი საიმედო მუხრუჭებით. სწრაფი დაშვებისთვის კი გამოიყენება ზემყარი კორპუსი და ორ კომპონენტიანი ჩარჩო (წინა და უკანა ამორტიზატორები). ნამდვილ სამთო ველოსიპედს აქვს 21-27 სიჩ ქარე, რომელიც იცვლება დაბრკოლებების მიხედვით. დიდ კბილანას უნდა ჰქონდეს 50-53 კბილი, პატარას კი - 24-28. განმასხვავებელი მახასიათებელია ბორბლების ზომა, ჩარჩოს უფრო მსხვილი მილები, მათი გამძლე შედუღება და სწორი საჭე.

ჰიბრიდული ველოსიპედები: გამოსადეგია თითქმის ყველგან, გარდა მძიმე უგზოობისა. ის სამთო და ტურისტული ველოსიპედის მრავალი კომპონენტის კომბინაციაა.

0x01 graphic

31 სპორტ კაფე

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რესტო

მისამართი: მაიაკოვსკის 5
უბანი: დიდუბე, მუშტაიდთან
ტელ: 95 02 36 / 95 80 62 სამზარეულო: ევროპული, ამერიკული საათები: ყოველდღე 12-დან ბოლო სტუმრის გასვლამდე
ბარათები: VISA
ფასი: 70 ლ (სადილი ორ ადამიანზე, ლუდით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: საკუთარი ან ყიფიანის ქუჩაზე
www.sportcafe.info-tbilisi.com

0x01 graphic

სპორტ კაფეს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვეწვიეთ. უზარმაზარ შენობას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ერთხანს ისიც ვიფიქრე, ალბათ დაკეტეს-მეთქი. ასე რომ, მინის კარი რომ გაიღო, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა კიდეც.

სპორტ კაფე მკრთალად განათებული, ნახევარი სტადიონისხელა სივრცეში გაშლილი სპორტული ატრიბუტებით სავსე რესტორანია წითელსუფრიანი მაგიდებითა და ტელევიზორებით. როგორიც წლების წინ იყო, ისევ ისეთი, ათასობით მოწეული სიგარეტით დამძიმებული ჰაერით. საითაც გაიხედავ, სპორტული მემორაბილიის სტენდებია: თბილისის დინამოთი დაწყებული, მარადონას ათნომრიანი მაისურით დამთავრებული. სტენდებზე, ფეხბურთის გარდა, სპორტის სხვა სახეობებიც არის წარმოდგენილი. მაგალითად, ერთ- ერთი ჭადრაკს ეძღვნება; გაწყობილი ჭადრაკის დაფის უკან 70-იანი წლების მსოფლიო ჩემპიონი ქალბატონების ფოტოები გიღიმის. თუ მზერას ცისკენ აღაპყრობ, არც მაშინ გავიწყდება, სად ხარ: ჭერში უზარმაზარი ფორმულა ერთია ჩაპარკინგებული.

გვერდით მაგიდასთან არგენტინისა და ესპანეთის გულშემატკივართა კლუბის საორგანიზაციო კომიტეტი ბჭობს. სხვა მხრივ, აქაურობა ცარიელია და, ცოტა არ იყოს, პირქუშიც. თუ თქვენც რომელიმე ფანკლუბის წევრი ხართ, თქვენი ადგილი აქ არის; უზარმაზარი ეკრანი უკვე დამონტაჟებულია და გულშემატკივარს ელის. ნამდვილად სჭირდება აქაურობას ხალხი და ხალისი.

მენიუ კარგად არის შედგენილი. ერთი შეხედვით, მრავალფეროვანიცაა: მადის აღმძვრელი სალათები, ხორციანი კერძები, თევზეული, პიცა... „შეფის სალათა სპორტ კაფეს“ აღწერა ასე იწყება: „ვიჩინა“!.. დამეთანხმებით, ასე უხეშად აღწერილი სალათა უმალ მადას დაგაკარგვინებს. დანარსპორტ კაფე ჩენი ინგრედიენტები არც კი წამიკითხავს... მეტიც, „ვიჩინამ” სალათის გვერდი ცივად გადამაშლევინა და მთავართა გვერდს მივადექი.

ადრეც ასე იყო და დღესაც ასეა: აქ ყველა ნეკნების საჭმელად დადის (ბურვაკის ნეკნები ბარბექიუს სოუსში, 20.90ლ). მართლა კარგია - ხორციც, სოუსიც და მომზადებულიც. დანარჩენისა რა მოგახსენოთ? რაც გავსინჯეთ, ქათმის ხორცი ჩინურად 12.00ლ, ან სტეიკი (ნიუ-იორკ სტეიკი, 16.00ლ) ან ორაგული (ორაგულის „ფილე“ - 18.00ლ) ამათგან მხოლოდ სინანული და წარმავალი სიცარიელის გრძნობა დარჩა. ნივრიანი კარაქიც ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა.

ლუდის დიდი არჩევანი არ არის - მხოლოდ ორგვარია: ექვსლარიანი ლოვენბროი და ნატახტარი. იმედია, ჩემპიონატის დროს რამეს დაამატებენ, თორემ არ ეკადრება ორასკაციან რესტორანს ამგვარი ორფეროვნება.

მთავარი კერძებით განხიბლული ტკბილეულს ეძალება და ჩვენც ასე დაგვემართა. ვაშლის ტარტს (6.00ლ) ცომი სქელი და უხეში ჰქონდა. ისე, არა უშავდა რა, ისიც გამომშრალ ბრაუნისთან (8.00ლ) შედარებით, რომელიც ჭირვეული ბავშვის მიერ ამოჩემებულ არც ერთ ცუდ „პეჩენიას“ არ ჩამოუვარდება არც სიმშრალით, არც სიხისტით. ისიც ვიცოდი, რომ ტირამისუ (6.00ლ) არ უნდა შეგვეკვეთა, მაგრამ ჩემი მხლებელი მეტად მონდომებული აღმოჩნდა და ხათრი ვერ გავუტეხე: ან კი სად ვარგა, რომ აქ ივარგოს? მკვდარი ყავის გემო იცით? აი, რაღაც ეგეთი იყო.

მოკლედ, ბურვაკისთვის კი ღირს აქ ჩამოსვლა; ჭამ, გემრიელია და, ჯანდაბას, ცივ ნატახტარს აყოლებ. თანაც, თუ უზარმაზარ ეკრანზე შენთვის სასიცოცხლოდ საინტერესო მატჩის ბედი წყდება, აქაურობა არც ისე ცუდია. მაგრამ თუ სადილად რამე განსაკუთრებულის ელი, მაშინ, იქნებ გზის გაგრძელება ჯობდეს. დიდუბის სიღრმეში ერთი რესტორანი მეგულება - სარეწკელა, თუმცა, ამაზე უკვე მოგიყევით.

32 ავგალემონო ანუ ჩიხირთმა ბერძნულად

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

თეკუნა გაჩეჩილაძე
შეფ-მზარეული

4 ულუფა

მასალა:

  • 250 გრ. ბრინჯი

  • 1 ლ. ქათმის ბულიონი

  • 2 დიდი კვერცხის გული

  • 120 გრ. ლიმონის წვენი

  • 300 გრ. ქათმის ფარში 100 გრ. თეთრი ხახვი

  • 3 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი პიტნა

  • 3 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა

  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა ფქვილი

მომზადების წესი:

მოხარშეთ ბრინჯი

სუპისთვის:

წამოადუღეთ ქათმის ბულიონი. დააბლენდერეთ 120 გრ. ბრინჯი და ბულიონის მეოთხედი. დაუმატეთ ორი კვერცხის გული და ლიმონის წვენი. მიღებული მასა ჩაამატეთ დანარჩენ ცხელ ბულიონში და დადგით დაბალ ცეცხლზე (დიდხანს არ ადუღოთ, რომ კვერცხი არ აიჭრას). დარჩენილი ბრინჯი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა შეურიეთ სუპს. მოაყარეთ მარილი და შერეული ხმელი წიწაკა გემოვნებით.

ქათმის ბურთულებისთვის: ქათმის ფარშს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 ჩაის კოვზი პიტნა, 2 ჩაის კოვზი კამა, ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა და მიეცით პატარა ბურთულების ფორმა. მოაყარეთ ფქვილი და ჩაყარეთ მდუღარე მარილიან წყალში. ადუღეთ 8-10 წუთი, სანამ ბურთულები არ მოიხარშება.

გაანაწილეთ მოხარშული ქათმის ბურთულები ოთხ თეფშზე, დაასხით ცხელი სუპი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და პიტნა.

ქათმის ბურთულები შეგიძლიათ შეცვალოთ მოხარშული ქათმის ნაჭრებით. მოხარშული ქათმის ხორცი განაცალკევეთ ძვლებისგან, ხორცი დაძენძეთ და ერთი საათის მანძილზე ჩადეთ მარინადში: 1 ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი პიტნა, 1 ჩაის კოვზი კამა, მარილი და შერეული ხმელი წიწაკა გემოვნებით.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ
სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73) ,
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02 / 03)