![]() |
ბიზნეს - მაცნე №4(10) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბიწაძე კობა, ჯიმშელაძე ეკა, პატარაია ლელა, ქაჯაია ესმა, ღლონტი ირინე, სისვაძე აზიკო, იაშვილი ნინო |
თემატური კატალოგი ბიზნეს-მაცნე (ჟურნალ "ბიზნესი და კანონმდებლობის" დამატება) |
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა მთავარი რედაქტორის მოადგილე: ელგუჯა ლებანიძე მარკეტინგის სამსახურის უფროსი: მაკა არახამია ხელმომწერებთან ურთიერთობის კოორდინატორი: მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ბოჭორიშვილი, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა კორექტურა: ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25; ტელ./ფაქსი: 98-39-30 8(99) 79-00-34. www.inovacia.ge; e-mail: inovacia@caucasus.net საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა №400467916; კოდი 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა 2008წ. |
![]() |
1 ვისთვის როგორია ბიზნეს-გარემო საქართველოში? |
▲ზევით დაბრუნება |
კობა ბიწაძე
ექსპერტი
როგორც ოფიციალური სტრუქტურები აცხადებენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვის სისტემაში. ამ რეფორმების შედეგად თითქმის ორჯერ გაიზარდა ბიზნესმენთა სასარგებლოდ დაკმაყოფილებული საჩივრების ხვედრითი წილი.
2007 წლის იანვარ-აპრილში 74 საჩივრიდან მხოლოდ 23 საჩივარი დაკმაყოფილდა და ბიზნესმენებისთვის დაბრუნებულმა თანხამ 14 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.2008 წლის იმავე პერიოდში კი დავების განხილვის საბჭომ 114 საჩივრიდან 58 დააკმაყოფილა ბიზნესმენთა სასარგებლოდ და მათ 7მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნა.
პროგრესი სახეზეა, მაგრამ საჩივართა რიცხვი რატომღაც 2-ჯერ გაიზარდა, დაბრუნებული თანხების მოცულობა კი 2-ჯერ შემცირდა.
ჯერ ერთი, დავების განხილვის საბჭოს ფუნქციაა არაბიზნესმენთა „მხარდაჭერა“, არამედ ობიექტურობა და სამართლიანობა. მეორე, აღნიშნული დაბრუნებული თანხების თანაფარდობიდან შეიძლება დავასკვნათ,რომ საბჭო ფინანსურად ისევ სახელმწიფოს „უჭერს მხარს“, ბიზნესმენების „მხარდაჭერა“ კი მხოლოდ იურიდიული „წახალისებით“ შემოიფარგლება.
საქართველოს ხელისუფლება ასეთი(?!) ოფიციალური მოქმედებებით ცდილობს დაუმტკიცოს მეგობარ ქვეყნებს, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო ნამდვილად ევროპულია.
ჩვენი ცივილიზებული მეგობრებიც ადვილად გვიჯერებენ დასაქართველოს საპატიო ტიტულებს ანიჭებენ.
ევროამერიკული კვლევის ცენტრების შეფასებებით, საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივით მსოფლიოში მე-18 ადგილზეა.ოფოციალურად მართლაც ბევრიგაკეთდა - შემცირდა მაკონტორლებელ ორგანოთა რაოდენობა,გამარტივდა ფირმების რეგისტრაციის პირობები და ა.შ., მაგრამ უფრო აქტუალურია ბიზნეს-გარემოს არაიურიდიული „განზომილებები“.
შედარებისთვის, ბიზნესის წარმოება ძალიან ადვილია ასევეკენიასა და ტანზანიაში, მაგრამმხოლოდ მასაის ტომის წარმომადგენლებისთვის. პიგმეის ტომის წევრებს კი არათუ ბიზნესის წარმოების, არამედ არსებობის უფლება ძლივსა აქვთ: ამ საცოდავ პიგმეებზე მასაები ისე ნადირობენ, როგორც კურდღლებზე და მათი ხორცისგანაც გემრიელკერძებს აკეთებენ. განსაკუთრებულ დელიკატესად კი პიგმეების გენიტალიებისაგან მომზადებული „ჩახოხბილი“ ითვლება.
ასევე ადვილი იყო ბიზნესის წარმოება ერაყში, მაგრამ მხოლოდ სადამ ჰუსეინის ნათესავებისთვის და პარტიული მეგობრებისათვის.რიგით ერაყელს მხოლოდ პატარა დახლის გამართვის შანსი თუ ეძლეოდა.
როდესაც ჩვენი ევროამერიკელი მეგობრები ბიზნესის წარმოების სიმარტივეზე საუბრობენ, ალბათ გულისხმობენ, რომ ეს სიმარტივე ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისათვის განურჩევლად სქესისა, აღმსარებლობისა და ეროვნებისა.
ეს პრინციპი არამოქალაქე უცხოელების მიმართ ნამდვილად სრულდება. საქართველოში ძალიან ადვილად აწარმოებენ ბიზნესს ე.წ. „იმპერიალისტი“ რუსები, „ვაჰაბიტი“ არაბები, „სუპერდემოკრატი“ ევროპელები, „მასონი“ ებრაელები და „იეღოველი“ ამერიკელები...
მაგრამ ქართველ ბიზნესმენთა „პიგმეურ“ ნაწილს არც რამე აღმსარებლობა უადვილებს საქმიანობას და არც სქესობრივი ორიენტაცია.
ბიზნესმენთა „მასაური“ ნაწილი კი ხელისუფლებასთან ერთად ყველა პრივილეგიებით სარგებლობს.
რაგინდ სრულყოფილი არუნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობა ან სასამართლო სისტემა, ბიზნესმენთა ასეთი „აფრიკული“ დიფერენციაცია სრულიად გამორიცხავს ბიზნესის სიადვილეს ევროპულად.
ამასთანავე,საქართველოს ბიზნეს-კანონმდებლობის ზოგი პუნქტი არანაირად არ შეესაბამება არათუ ცივილიზებულ პრინციპებს, არამედ ელემენტარულ საღ აზროვნებას.
მაგალითად, ფინანსური პოლიცია საწარმოს შემოწმებისას სრულიად აჩერებს საწარმოო პროცესს და ასე დალუქულ მდგომარეობაში ახდენს პარამეტრების აღრიცხვას.ასეთი შემოწმება ერთი თვე მაინც გრძელედება, რომლის განმავლობაშიც საწარმო აბსოლუტურ ზარალს განიცდის. ასევე ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტიც,რომელიც მოგების თუ სხვა სახის გადასახადს კარგავს ამ საწარმოდან.
რატომ აზარალებს ფინანსური პოლიცია სახელმწიფო ბიუჯეტს საწარმოს მრავალთვიანი დალუქვით? - სად არის აქ საღი აზრი და „სახელმწიფო“ ლოგიკა?
საწარმოს შემოწმება უბრალო „დაკვირვების მეთოდითაც“ შეიძლება დალუქვების გარეშე.ფინანსური პოლიცია ისედაც ვალდებულია, რომ თუნდაც ფარულად დააკვირდეს საწარმოში არსებულ საქონელბრუნვას იმმიზნით, რომ დაადგინოს რეალური წარმოების შესაბამისობა ოფიციალურად დეკლარილებულ მონაცემებთან. რატომ არ შეიძლება რომ იგივე შემოწმება მოხდეს ღიად?
ასე რომ, ეს „დალუქვის მეთოდი“ გამოიყენება იმ „პიგმეი“ - ბიზნესმენების გაკოტრების მიზნით, რომელთა საწარმოების მითვისებასაც „მასაი“ - ჩინოვნიკები ცდილობენ.
ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბიზნესმენები რატომღაც ხმას არ იმაღლებენ. არადა, ეს „დალუქვის მეთოდი“ ეწინაღმდეგება კონსტიტუციით დაცულ საკუთრების ხელშეუხებლობისა და შრომის თავისუფლების პრინციპს, რადგან ადამიანის საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდმაშინ, თუ სასამართლო დაამტკიცებს, რომ იგი საშიშია საზოგადოებისათვის.
ფინანსური პოლიცია კი ამ ყბადაღებული დალუქვებით, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე „უფასო შვებულებაში“ უშვებს არამარტო ბიზნესმენებს, არამედ საწარმოში მომუშავე ასობით ადამიანსაც.
ეს „დალუქვის უფლება“ ევროინსტანციებში რომ გასაჩივრდეს, ევროსაბჭო აუცილებლად მოსთხოვს საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონის გაუქმებას, რადგან საღი აზრის მიხედვით, საწარმოს დალუქვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც იქ ხდება ჯანმრთელობისათვის საშიში საკვების წარმოება...
იმის ნაცვლად, რომ თავიანთი უფლებები ევროინსტანციებში მაინც დაიცვან, ქართველი ბიზნესმენები მასობრივად „გარბიან“ პოლიტიკაში.
მათ კარგად დაინახეს, რომ თუ დეპუტატის ან სხვა ჩინოსნის მანტიას მოიპოვებენ, მაშინ ადვილად მიაღწევენ „მასაის“ სტატუსს და პოლიტიკის მიღმა დარჩენილ საცოდავ „პიგმეი“ - ბიზნესმენებს შეახრამუნებენ.და არა მხოლოდ ბიზნესმენებს.პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები ხალხის ფართო მასებსაც ადვილად „ჭამენ“ - ისევ „დალუქვის მეთოდით“: თუ დენის ფულს არ გადაიხდი - დენის მრიცხველს დაგილუქავენ, თუ გაზის გადასახადს არ გადაიხდი - გაზის მრიცხველს დაგილუქავენ ახლა წყლის მრიცხველების დამონტაჟებაც დაიწყეს და მათ დალუქვასაც მალე ისწავლიან...
ამიტომაც აწესებენ დენის თუ გაზის ტარიფებს მაქსიმალურად მაღალ დონემდე - ისეთ დონემდე, რომ კომუნალური გადასახადების გადახდის შემდეგ „ქართველ კაცს“ მხოლოდ პურის ფული დარჩეს, რომ შიმშილით არ მოკვდეს და მომდევნო თვეში ისევ გადაიხადოს გადასახადები.
როგორც ცნობილი გახდა,წყლის მრიცხველების მასობრივი დამონტაჟების შემდეგ, 2009 წლიდან ერთ სულ მოსახლეზე წყლის გადასახადი 4,10 ლარამდე გაიზრდება. ჯერ-ჯერობით წყლის ტარიფს არ ზრდიან, რადგან დალუქვის შესაძლებლობები აქვთ შეზღუდული.
დენზე კი თითქმის ორმაგი ტარიფი დააწესეს და შესაბამისი ლოგიკით დაასაბუთეს: გაზით წარმოებული ელექტროენერგიის ერთი კილოვატი 9,5 თეთრი ჯდებადა როგორ გავუტოლოთ საერთო ალტერნატიული აზრი ტარიფი „ენგურჰესის“ 1,5 თეთრსო? მერე ვინ გადაუხდის კომპენსაციას ყბადაღებულ მე-9 ბლოკს ან „ენერჯი ინვესტსო“? მაგრამ ამ „იდეოლოგიის“ აპოლოგეტებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ არსებობს ასეთი სიდიდე - საშუალო შეწონილი, ამიტომ ტარიფი ზუსტად რომ ელექტროსადგურების ხვედრითი წილის მიხედვით უნდა გაიანგარიშებოდეს. ასეთი გაანგარიშება უკვე ჩაატარეს დამოუკიდებელმა, კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა და დაადგინეს,რომ გაზის და მაზუთის წილი საქართველოს ენერგეტიკაში მაღალი კია, მაგრამ ერთი კილოვატი ელენერგია მთელი საქართველოს მასშტაბით მაქსიმუმ 10 თეთრი უნდა ღირდეს(!)
სატარიფო რეგულირების მიღმა რჩება ისეთი კომუნიკაციები,რომლებიც სასიცოცხლო აუცილებლობას არ წარმოადგენენ, მაგალითად, სულ ახლახანს მოხდაიმ მიწისქვეშა გვირაბების პრივატიზაცია, რომელშიც განთავსებულია ტელეფონის, ინტერნეტის თუ ელქსელების კაბელები.გვირაბის ახალმა მფლობელებმადამატებითი გადასახადები მოითხოვეს ამ კაბელების მფლობელი კომპანიებისგან - რაც გამოიწვევს სატელეფონო თუ ინტერნეტის ტარიფების გაზრდას. ამასთანავე, ამ გვირაბის მფლობელსუფლება აქვს იმდენი გადასახადიმოითხოვოს, რამდენიც მოეპრიანება - „გვირაბების მარეგულირებელი სახელმწიფო კომისია“ ჯერ არ არსებობს.
ასევე „მოპრიანებაზეა“ იმ წილის ოდენობა, რასაც პროკურატურა ითხოვს დანაშაულზე დაჭერილი ბიზნესმენისგან. რამდენიმე ხნის წინ ფართოდ გახმაურდა ერთი ასეთი ფაქტი - რუსეთიდან გადმოხვეწილი ერთი ქართველი ბიზნესმენი 10 ათასი ლარის დამალვაში ამხილეს „სამართალდამცველებმა“.ამ ფაქტის მიჩქმალვაში კი, როგორც ამბობენ, არც მეტი არც ნაკლები 2 მილიონი დოლარი მოითხოვეს.
ისე, დროა შეიქმნას „წილების მარეგულირებელი სახელმწიფო კომისია“. ამ კომისიამ უნდა დაადგინოს, რომ წილი ეკუთვნის არა კონკრეტულად თანამდებობის პირს, არამედ თვითონ ამ თანამდებობას(?!)
ე.ი. თანამდებობის პირი წილს მიიღებს მხოლოდ იმ პერიოდში, სანამ იგი თანამდებობაზეა და იგი ამ წილს თავის ნათესავებზე ვერ გადააფორმებს სამუდამოდ.
ასეთი კომისიის შექმნა მითუფრო აუცილებელია, რომ არავინ არ აპირებს საქართველოში „თამაშის წესების“ შეცვლას.როგორც ოპოზიციის ერთ-ერთ მალიდერმა განაცხადა, რომ: „ძალადობა შობს ძალადობას - თუ ჩვენ ნაციონალებმა წაგვართვეს - ჩვენც უნდა წავართვათ და დავიბრუნოთ, აბა ხომ არ შევარჩენთო“ (ალბათ, გულისხმობდა, თუ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში!)
რა გამოდის? რამდენი ახალი ხელისუფლება მოვა საქართველოში - იმდენჯერვე დაიწყება „წილების“ გადანაწილება კონკრეტულ პიროვნებებზე. ასეთი გადანაწილება კი ძალიან დიდ დისბალანსებს გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკაში, - რაც ქვეყნის განვითარებას ნამდვილად არ წაადგება. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა არც ერთ ქვეყანას არ „აპატიებს“ ხელოვნურ და თან იდიოტური მიზეზებით გამოწვეულ შინაგან დისბალანსებს.
ამიტომ, უმჯობესია თუ მოხდება „წილების“ მიმაგრება კონკრეტულ თანამდებობებზე: თუ გაიმარჯვებს ოპოზიცია და თანამდებობებზე თავიანთ კადრებს დანიშნავს, მაშინ მათ ეცოდინებათ, რომუკვე „წილში არიან“ და ამ წილების გადანაწილების მიზნით მაკროეკონომიკურ კრიზისებს აღარ მოაწყობენ!
ისე კი, უმჯობესია - თუ დამყარდება ევროპული „თამაშის წესები“: ამ წესების მიხედვით, სახელმწიფო მოხელე არის არა წილების შემწერი „წურბელა“, არამედ მმართველი, რომელიც ქმნის შესაბამის გარემოს ბიზნესისათვის.
რა თქმა უნდა, კორუფცია ევროამერიკაშიც ყვავის: ასე მაგალითად, კორუფციაში დაადანაშაულეს გაეროს გენერალური მდივანი - კოფი ანანი, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ვაჟი, ბელგიის თავდაცვის მინისტრი,იტალიის რამდენიმე პრემიერ-მინისტრი და ა.შ. თუმცა, ევროპელები ქონებას კი არ ართმევდნენ ბიზნესმენებს, არამედ „საკომისიოს“ ღებულობდნენ მათგან ტენდერებში გამარჯვებისათვის.
როდესაც ამერიკელი ბიზნესმენი ფულს ურიცხავს რესპუბლიკურ პარტიას, ამას იმისთვის კი არ აკეთებს, რომ თავისი „დემოკრატი“ კონკურენტები გაანადგუროს სახელმწიფო ჩინოვნიკების დახმარებით, არამედ იმისათვის, რომ მას რესპუბლიკელებმა რამე ტენდერი მოაგებინონ.
ტოტალური ურთიერთგანადგურება და წილების „შეწერა“ არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის „თამაშის წესი“ არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, ჟენევის ავტოსალონზე მწარმოებელი ფირმების მმართველები ერთმანეთის შიშით ვერ შეიკრიბებოდნენ, რადგან ისინი ერთმანეთს მოკლავდნენ.
საქართველოს ბიზნესის მთავარი პრობლემაა ის, რომ არ არსებობს ცივილიზებული „თამაშის წესები“, რომლებსაც ყველა დაემორჩილება: - პოზიციაც და ოპოზიციაც, ოლიგარქიც და მცირე ბიზნესმენიც, სახელმწიფო პროკურორიც და დამოუკიდებელი მოსამართლეც.
ცივილიზებულ „თამაშის წესებს“ განვითარებულ ქვეყნებში სამართლიანობა ეწოდება.
საქართველოში კი მთავარი „თამაშის წესი“ ძალადობაა - ვინც ყველაზე მრავალრიცხოვანი ბანდის წევრია - სამართლიანიც ის არის
ბანდებს შორის „კონკურენტულ“ ბრძოლას რა შედეგებიმოაქვს - ამის გამოცდილება საქართველომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში შეიძინა, რომ არაფერი ვთქვათ მე-20 საუკუნის 90-იანიწლების სამოქალაქო ომზე.
ევროპის პრაქტიკულმა გამოცდილებამ კი უკვე დიდი ხანია დაამტკიცა, რომ სოციალური პარტნიორობა უფრო მომგებიანია ყველასათვის, ვიდრე პარტიული მტრობა და ურთიერთგანადგურება.
![]() |
2 როგორ გავაფორმოთ სესხი |
▲ზევით დაბრუნება |
საკრედიტო ურთიერთობაში მონაწილეობა, ეკონომიკურად სტაბილურ და სამართლებრივად დაცულ გარემოში, ძალიან მარტივი ბიზნესმოდელია, როდესაც პიროვნება ფინანსური აქტივის ინვესტირებით იღებს სარგებელს პროცენტის სახით. მინიმალური ფიზიკური თუ გონებრივი რესურსის გამოყენებით.
ფულის ლიცენზირებულ საკრედიტო დაწესებულებებში მიბარებით მიიღებთ ზღვრულ სარგებელს ყოველგვარი რისკის გარეშე, მაგრამ,თუ დამოუკიდებლად წარმართავთ ამ ფინანსურ ოპერაციას, სარგებელი 3 ან მეტჯერ გაიზრდება, სამაგიეროდ, თავად მოგიწევთ ხელშეკრულების შედგენისა და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოსთან ურთიერთობის ორგანიზება.ინვესტიციის ამ ფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ ბიზნესს, თან სდევს გარკვეული რისკ-ფაქტორები. ეს შეიძლება იყოს ვალუტის კურსის ცვალებადობა, უძრავი ნივთის ღირებულების შემცირება, რომლითაც კრედიტორის მოთხოვნაიყო უზრუნველყოფილი და სხვა, მაგრამ დაგროვილი გამოცდილების და შემუშავებული სტრატეგიების გამოყენებით შეგვიძლია რისკების მინიმალიზირება, რომელიც შესაძლებელია კარგად შედგენილი ხელშეკრულებით. ამ სტატიაში ადგილი დაეთმობა სესხის ხელშეკრულებას დააქედან წარმოშობილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას უძრავი ნივთით, კომენტირებული იქნება ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პუნქტები, ანალიზირებული და იურიდიულად შეფასებული იქნება მოცემულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და სხვა რიგი საკითხები:
სესხის ხელშეკრულება
§ 1. ხელშეკრულების მხარეები
1.1. გამსესხებელი (შემგომში: კრედიტორი) დეა ნიკოლაიშვილი, დაბადებული: 13.06.1985, მცხოვრები: გრიბოედოვის №15, პ/მოწმობა №13131313, პირადი №1313131313
1.2. მსესხებელი (შემდგომში: მოვალე) ზურაბ გაბელია, დაბადებული: 15.11.1982, მცხოვრები: დოლიძის №15, პ/მოწმობა № 15151515, პირადი № 1515151515
§ 2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გამსესხებელი (კრედიტორი) ვალდებულია გადასცეს მსესხებელს (მოვალე) შეთანხმებული თანხა საკუთრებაში, ხოლო მსესხებელი (მოვალე) იღებს ვალდებულებას დაუბრუნოს გამსესხებელს (კრედიტორს) საკუთრებაში გადაცემული თანხა შეთანხმებული საპროცენტო სარგებლით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით;
2.2. სესხის თანხის მოცულობა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, საპროცენტო სარგებლის ოდენობა
2.2.1. სესხის თანხა: 40000(ორმოციათასი) ევრო;
2.2.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 12 თვე;
2.2.3. თვიური საპროცენტო სარგებელი: 5%25 (2500 ევრო).
(სსკ 383-ე მუხლით მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაში, თუ კანონით არ არის აკრძალული. კანონით კი არ არის აკრძალული ამ კონკრეტული ხელშეკრულებისთვის მისი გამოყენება. თუ ევროს კურსის დინამიკას გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ ლართან, თუ აშშ დოლართან შედარებით იგი არსებითად მყარი ვალუტაა. თუმცა, თუ თქვენს ინტერესში შედის, ფულად ვალდებულებად შეგიძლიათ იაპონური იენიც კი დაადგინოთ).
2.3. გადახდის წესი
2.3.1. მსესხებელი ყოველთვიურად იხდის საპროცენტო სარგებელს, კერძოდ, მიმდინარე თვის 30 რიცხვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვამდე უნდა გადაიხადოს შეთანხმებული თვის საპროცენტო სარგებელი 12 თვის განმავლობაში.
2.3.2. 12-ე თვის ბოლო საპროცენტო სარგებლის გადახდის შემდგომ 1 თვის ვადაში უნდა დაიფაროს ძირითადი თანხა, რომელიც შეადგენს 40000 ევროს.
(გადახდის პირობები თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ნათელი და ადვილად გასაგები. დავის შემთხვევაში ხელშეკრულების ბუნდოვანმა, ორაზროვანმა შინაარსმა შეიძლება არასასურველი შედეგი მოგიტანოთ, ამიტომ პირობები ჩამოაყალიბეთ მარტივად და არა მარტო ხელშეკრულების მხარეებისთვის გასაგებად, არამედ მესამე პირისთვისაც ცალსახა რომ იყოს, სასამართლო იხელმძღვანელებს ობიექტური მესამე პირის პოზიციიდან).
2.3.3. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ფულადი ვალდებულების შესრულება უნდა მოხდეს მხოლოდ საბანკო გადარიცხვებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაჰენტების მიერ შესრულებულ ვალდებულებას არ ექნება იურიდიული ძალა.
(რადგან ხელშეკრულების არსი მდგომარეობს მომავალზე ორიენტირებულობაში და შესაძლო პრობლემების თუ ხელშეკრულების მხარეების არაკეთილსინდისიერი საქციელის პრევენციას ისახავს მიზნად, ფულადი ვალდებულების საბანკო გადარიცხვებით შესრულება მხოლოდ თვითმიზანი არ არის. ხშირია შემთხვევები, როდესაც კრედიტორი ნებსით, თუ უნებლიეთ მიუწვდომელი ხდება მსესხებლისთვის. ამ შემთხვევაში ვალდებულება დებიტორმა უნდა შეასრულოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე ფულის შეტანით (სსკ §434). ალბათ, იმაშიც დამეთანხმებით, რომ თითქმის ვერ ხერხდება ასეთი ოპერაციების შესრულება. დავუშვათ, კრედიტორმა მიიღო თანხა დებიტორისგან ტრადიციული გზით, ფულის ხელში გადაცემით, მაგრამ კრედიტორი არ აღიარებს ვალის დაბრუნების ფაქტს. სამოქალაქო კანონმდებლობა სასესხო ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საკმარისად არ ცნობს მოწმეთა ჩვენებას. ანალოგიურად წარმოუდგენელია ფულის გადაცემის ფაქტი მოწმეთა ჩვენებით დადგინდეს. ამიტომ მარტივი, მოხერხებული, უსაფრთხო, სოლიდური და მტკიცებულების ძალის მატარებელი გახლავთ საბანკო გადარიცხვა).
2.4. პირგასამტეხლო
2.4.1. 2.3.1-ე პუნქტში შეთანხმებული ყოველთვიური პროცენტის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელი გადაიხდის 10 ევროს ყოველ გადაცილებულ დღეზე მოცემული თვის პროცენტის გადახდამდე.
2.4.2. ძირითადი თანხის გადახდის დროის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, თუ მსესხებელი 2.3.2-ე პუნქტში არსებული წესის მიხედვით არ შეასრულებს ვალდებულებას, მსესხებელს (მოვალეს) დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველი გადაცილებული დღისათვის 100 ევროს ოდენობით ვალდებულების შესრულებამდე, ძირითადი თანხის დაბრუნებამდე.
(პირგასამტეხლოს სანქციას მნიშვნელობა აქვს, იგი რაციონალური უნდა იყოს. უსამართლო იქნებოდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო უზომოდ მაღალი პირგასამტეხლოს დადგენა, მაგ.: ყოველ გადაცილებულ დღეზე 100000 ლარი. ხელშეკრულების პუნქტებს დაეყრდნობით, თუ სამართლიანია, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეამციროს მაღალი პირგასამტეხლო (სსკ §420). ამასთან, მოგიწევთ სასამართლო ხარჯის გადახდაც).
2.5. ვალდებულების შესასრულებლად დადგენილი 3 თვიანი დამატებითი ვადა
2.5.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მსესხებლის (მოვალის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამსესხებელი (კრედიტორი) განუსაზღვრავს მას ვალდებულების შესრულების დამატებით 3 (სამი) თვის ვადას, რომელშიც უნდა დაფაროს მსესხებელმა ძირითადი თანხა 40000 (ორმოციათასი) ევრო. ამ პერიოდში მოვალე აგრძელებს 2.3.1-ე პუნქტით განსაზღვრული პროცენტის და 2.4-ე პუნქტში განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდას.
2.5.2. მოცემული დამატებითი 3(სამი) თვიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ გამსესხებელს (კრედიტორს) ენიჭება იპოთეკით უზრუნველყოფილი ნივთიდან თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება, რომელიც დეტალურადაა აღწერილი მე-3 პარაგრაფში.
§ 3. უზრუნველყოფა
3.1. გამსესხებლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით.
მხარეები:
იპოთეკარი: მედეა ნიკოლაიშვილი, დაბადებული: 13.06.1985, მცხოვრები: გრიბოედოვის 13, პ/მოწმობა №13131313, პირადი № 1313131313
მესაკუთრე: ზურაბ გაბელია, დაბადებული: 15.11.1982, მცხოვრები: დოლიძის 15, პ/მოწმობა № 15151515, პირადი № 1515151515
(ამ შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია თავად მოვალის უძრავი ნივთით, თუმცა შესაძლებელია, რომ მესაკუთრე არ იყოს მოთხოვნის პირადი მოვალე. იმისათვის, რომ ხელშეკრულების მიხედვით შესრულდეს ვალდებულება, უკეთესიც იქნება, თუ მესაკუთრე არ იქნება მოთხოვნის პირადი მოვალე, რადგან ამ შემთხვევაში ორი მხარე, თქვენი პირადი მოვალეც და ვალის უზრუნველსაყოფად დატვირთული ნივთის მესაკუთრეც დაინტერესებულია ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებით).
3.2. საგანი
იპოთეკის საგანია 3.2.1-ე პუნქტში აღწერილი, საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ამონაწერში მითითებული მესაკუთრის უძრავი ქონება.
3.2.1. საგნის აღწერა: ქალაქი თბილისი, დოლიძის ქ. №13. ბინა №13
უძრავი ქონების დეტალური დახასიათება მოცემულია საჯარო რეესტრის ამონაწერში.
3.2.2. უფლებრივი მდგომარეობა:
ა) იპოთეკის რიგითობა: წინამდებარე იპოთეკა არის პირველი რიგის იპოთეკა ყურადღებით: (კრედიტორი უმჯობესია იყოს პირველი რიგის იპოთეკარი, რადგან მხოლოდ პირველი რიგის იპოთეკარს აქვს უფლება პირველ რიგში დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა, ანუ, როდესაც დაკმაყოფილდება პირველი რიგის იპოთეკარი, მხოლოდ ამის შემდგომ რიგითობის მიხედვით მეორე რიგის იპოთეკარია უფლებამოსილი გამოიყენოს იპოთეკის უფლება. პრობლემა წარმოიშობა მაშინ, თუ პირველი რიგის იპოთეკარის დაკმაყოფილების შემდგომ ფიზიკურად არ არსებობს ნივთის რეალიზაციით მიღებული ფულადი სახსრების საკმარისი ოდენობა მეორე რიგის იპოთეკარის დაკმაყოფილებისთვის. ამიტომ, უმჯობესია ნუ იქნებით მეორე რიგის იპოთეკარი. აგრეთვე, თუ საგადასახადო ორგანოს მიერ იპოთეკით დასატვირთ უძრავ ნივთზე უკვე გამოყენებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მეათე თავით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მოცემული უძრავი ნივთი ვერ იქნება თქვენი მოთხოვნის უზრუნ ველყოფის საიმედო გარანტია).
ბ) ყადაღის შესახებ ინფორმაცია: იპოთეკის საგანი არ არის დაყადაღებული, რაც მითითებულია საჯარო რე ესტრის ამონაწერში.
3.2.3. იპოთეკით უზრუნველყოფილი ფარგლები და მოთხოვნა
3.2-ე პუნქტში მითითებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია მეორე პარაგრაფიდან გამომდინარე გამსესხებლის ნებისმიერი მოთხოვნა: მსესხებლის მიერ მიღებული ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო. აგრეთვე არსებობის შემთხვევაში: ზიანის ანაზღაურება, ასევე სასამართლოს, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
3.3. მესაკუთრის განცხადებები და გარანტიები
მესაკუთრე აცხადებს, რომ:
ა) მართლზომიერად ფლობს საკუთრების უფლებას იპოთეკის საგანზე, გააჩნია წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის, დადების და შესრულებისთვის საჭირო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა;
ბ) არ მონაწილეობს სასამართლო პროცესში, რითაც საფრთხე ექმნება მის ქონებას ან/და ამ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
გ) წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია მის მიერ ნებაყოფლობით, იპოთეკარის, ან სხვა მესამე პირის მხრიდან ყოველგვარი ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან სხვა გარემოებების გამოყენების გარეშე.
(ამ განცხადებებით მევალე - მესაკუთრე კიდევ ერთხელ აცნობიერებს ხელშეკრულების შინაარსს).
3.4. მესაკუთრის ვალდებულებები
მესაკუთრე ვალდებულია:
ა) შეინარჩუნოს იპოთეკის საგნის რეალური ღირებულება;
ბ) იპოთეკის საგანი სხვა საგანთან არ გააერთიანოს, გაყოს ან გარდაქმნას, თუ ამით საფრთხე შეექმნება იპოთეკარის მოთხოვნის უზრუნველყოფას ან/და იპოთეკის საგნის ღირებულება შემცირდება;
გ) მიიღოს ზომები იპოთეკის საგნის უვნებლად შესანარჩუნებლად, დაიცვას იგი მესამე პირების ხელყოფისა და მოთხოვნებისაგან;
დ) დაუყოვნებლივ აცნობოს იპოთეკარს იპოთეკის საგნის ღირებულების შემცირების შესახებ;
ე) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის მიმართ მესამე პირის მიერ სარჩელის აღძვრის შესახებ, თუ სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება იპოთეკის საგანს.
(სამოქალაქო კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს მესაკუთრის იმ კანონისმიერ მოთხოვნას, რომლითაც მას ეკისრება იპოთეკის საგნის მოვლა და ღირებულების შენარჩუნების ვალდებულება, მაგრამ ხელშეკრულებაში მსგავსი პუნქტები ამაღლებს მესაკუთრე-მევალის პასუხისმგებლობის შეგრძნებას).
3.5. იპოთეკის უფლების განხორციელების საფუძველი და მოთხოვნის დაკმაყოფილების შეთანხმებული საშუალება
თუ მესაკუთრე (მსესხებელი, მოვალე) წინამდებარე ხელშეკრულების § 2 პარაგრაფში ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს 2.5-ე პუნქტში აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად დადგენილ 3 თვიან დამატებით ვადაშიც, იპოთეკარი (გამსესხებელი, კრედიტორი) უფლებამოსილია თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს იპოთეკის უფლება.
მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ საშუალებაზე: იპოთეკის საგანი გაიყიდოს აუქციონზე და გაყიდული თანხით დაკმაყოფილდეს იპოთეკარი (მევალე, კრედიტორი).
(აუქციონის წესით უძრავი ნივთის შემძენი საჯარო რეესტრში შეიტანება მოცემული უძრავი ქონების მესაკუთრედ. ხშირია შემთხვევები, როცა ყოფილი მესაკუთრე აუქციონზე გაყიდულ ბინაში აგრძელებს ცხოვრებას. სკ-ის 303(2) მუხლი (ადრე მოქმედი რედაქცია) ითვალისწინებდა შემდეგ წესს: თუ იპოთეკის საგანი იყო ნაგებობა, რომელშიც მოვალე ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად, იპოთეკის რეალიზაციის შემდეგ მას რჩებოდა უფლება, დარჩენილიყო ნაგებობაში. სანაცვლოდ მას უნდა ეხადა ქირა საბაზრო პირობებით (კანონისმიერი ქირავნობა). ასეთი ქირავნობა შეიძლება შეწყვეტილიყო მხოლოდ განუსაზღვრელი ვადით დადებული ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (მაგალითად, 3 თვის ქირის გადაუხდელობის მოტივით).
სკ-ის დღეს მოქმედი რედაქცია მსგავს ნორმას აღარ შეიცავს. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 172 (3) მუხლი, ადრე მოქმედი წესებისგან განსხვავებით, ითვალისწინებს უძრავი ქონების უკანონო მფლობელის გამოსახლებას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე - ადმინისტრაციული წესით. ამისთვის საკმარისია პოლიციის შესაბამის ორგანოს წარედგინოს სათანადო განცხადება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
კრედიტორის აუქციონზე იპოთეკის საგნის რეალიზაციით დაკმაყოფილების ტრადიციული მეთოდის გარდა სამოქალაქო სამართლის კოდექსის ახალბედა მე-300 მუხლი დასაშვებად მიიჩნევს იპოთეკის საგნის გადასვლას იპოთეკარის საკუთრებაში, თუ მხარეები ამას პირდაპირ გაითვალისწინებენ ხელშეკრულებაში. ერთი შეხედვით,კრედიტორი ძალიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სამართლებრივი ნორმის განმარტების კულტურა განუვითარებელია. ცნობილი იურისტი, პაატა კიკნაველიძე იპოთეკარის საკუთრებაში იპოთეკის საგნის პირდაპირ გადასვლას კრიტიკულად აფასებს:
რამდენადაც იპოთეკა დაკავშირებულია უძრავ ნივთთან, რომელზეც საკუთრების უფლების წარმოშობა დაკავშირებულია საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან, „ავტომატურ რეჟიმში“ -ე.ი. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, იპოთეკარი მესაკუთრე ვერ გახდება.
სკ-ის მე-300 (2) მუხლის თანახმად, იპოთეკის საგნის იპოთაკარის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვისთვის აუცილებელია, ორივე მხარემ ერთობლივი განცხადებით მიმართოს საჯარო რეესტრს.
თუ მოვალე ამას არ აკეთებს-ე.ი. თუ უდავო წესით საკუთრების რეგისტრაცია არ ხდება, თავისთავად ცხადია, რომ დავა უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.
ცალკე შესწავლას მოითხოვს საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია როგორც ერთობლივი განცხადების, ისე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნით სასამართლო დავის თავიდან აცილება. მაგალითად, რამდენად შესაძლებელია ყოველივე ამის ალტერნატივად გამოდგეს ნოტარიუსის სააღსრულებო წარწერა.
2.2. სკ-ის მე-300 მუხლი არ წყვეტს პირველადი იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული იპოთეკის, ისევე როგორც სხვა სანივთო უფლებების ბედს. კერძოდ, კანონი არ ადგენს გვიანდელი სანივთო უფლებების არც ძალაში დატოვებას და არც მათ გაუქმებას.
ასეთ ვითარებაში, ჩემის აზრით, სკ-ის 3065(5) მუხლით გათვალისწინებული წესი უნდა გავრცელდეს ამავე კოდექსის მე-300 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზეც, რამდენიმე მოსაზრების გამო:
პირველი, იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში, მის შემდგომ რეგისტრირებულ სანივთო უფლებათა ბედი, თავისი შინაარსით სამართლებრივ რეგლამენტაციას მოითხოვს. შესაბამისი ნორმის არარსებობა კი, სკ-ის მე-5 მუხლის შესაბამისად, წარმოშობს ანალოგიით კანონის გამოყენების საჭიროებას. შინაარსობრივად მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა კი სკ-ის 3065(5) მუხლია;
მეორე, ადრე მოქმედი კანონმდებლობა ბათილად აცხადებდა შეთანხმებას, რომლითაც იპოთეკის საგანი პირდაპირ გადადიოდა იპოთეკარის საკუთრებაში. ასეთი განაწესი აიხსნებოდა, მესაკუთრისა და იპოთეკარის ინტერესთა შორის მესაკუთრის ინტერესების პრიმატით.
მოგვიანებით კანონმდებელმა გააუქმა რა ზემოაღნიშნული შეზღუდვა, იგულისხმება, რომ მან მომეტებულად გაითვალისწინა სწორედ იპოთეკარის ინტერესები.
თუ დავუშვებთ, რომ იპოთეკარზე საკუთრების უფლების გადასვლის მიუხედავად, ამ იპოთეკის შემდგომ წარმოშობილი სანივთო უფლებები ძალაში რჩება, მაშინ გამოდის, რომ პოტენციური მესაკუთრე-იპოთეკარი სამართლებრივად უფრო ნაკლებადაა დაცული, ვიდრე „ჩვეულებრივი“ იპოთეკარი, მათ შორის, მომდევნო რიგის იპოთეკარები.
ადვილი შესაძლებელია, მომდევნო რიგის იპოთეკართა მოთხოვნების ღირებულება აღემატებოდეს იპოთეკის საგნის ღირებულებას. ასეთ პირობებში, თუ მომდევნო რიგის იპოთეკები ძალაში დარჩა, მომდევნო რიგის იპოთეკარებს ჩვეულებრივ შეეძლებათ აუქციონზე უძრავი ქონების რეალიზაციის გზით დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნები, მაშინ როცა იპოთეკის საგანზე საკუთრების გადაცემით (პირველი რიგის) იპოთეკარის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება და, შესაბამისად, აუქციონით შემოსულ თანხაზე მას პრეტენზია ვერ ექნება.
ზემოაღნიშნული ვითარება შეუთავსებელია იპოთეკის არსთან, რომელიც სხვა კრედიტორებთან შედარებით
უძრავი ნივთით უპირატესი დაკმაყოფილების უფლებაში მდგომარეობს. გარდა ამისა, აზრი ეკარგება იპოთეკათა რიგითობის ინსტიტუტსაც, რადგან მომდევნო რიგის იპოთეკარებისგან განხვავებით, პირველი რიგის იპოთეკარი რეალურად უძრავი ნივთით ვერანაირი ფორმით ვერ იკმაყოფილებს თავის მოთხოვნას.
შესაბამისად, პირდაპირი საკანონმდებლო დანაწესის არარსებობის პირობებში, არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ პირველი რიგის იპოთეკარზე საკუთრების უფლების გადასვლის მიუხედავად, მის შემდგომ რეგისტრირებული სანივთო უფლებები ძალაში რჩება.
2.3 ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმის რისკი ბუნებრივად რჩება, რომ სასამართლო სხვაგვარად მიუდგება ზემოაღნიშნულ საკითხს, მით უმეტეს, რომ ჩვენში ნორმის განმარტების ტრადიცია მოიკოჭლებს.
§4. გარდამავალი დებულებები
4.1. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილობის შემთხვევაში დანარჩენი პუნქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.
4.2. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცა საჯარო რეესტრს, ერთი იპოთეკარს, ერთი მესაკუთრეს, ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ინახება ნოტარიუსის სანოტარო არქივში.
(ნოტარიუსის მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ დავის წარმოშობის შემთხვევაში კიდევ ერთი გარანტიაა იმისა, რომ ხელშეკრულებას მხარეები დეტალურად გაეცნენ და თანხმობა გამოხატეს მისი ყოველი პუნქტის მიმართ. კერძოდ, ნოტარიუსის მონაწილეობა ხელშეკრულებაში გამორიცხავს მოვალის იმ ხელმოსაჭიდს, რომ ხელშეკრულების მისთვის არახელსაყრელი პუნქტის შინაარსი თითქოს ორაზროვნად ან არასწორად განუმარტეს ხელშეკრულების დადების დროს, რაც შეიძლება საცილო გახდეს).
საგადასახადო საკითხები
ა) თუ მსესხებელი მეწარმეა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე და 196-ე მუხლების მიხედვით, გადახდილი პროცენტები იბეგრება საშემოსავლო გადასახადის ათპროცენტიანი განაკვეთით (10%25), რომელსაც თავად მსესხებელი მეწარმე უკავებს გამსესხებელს მისაცემი საპროცენტო სარგებლიდან (მაგ: საპროცენტო სარგებელი შეადგენს 100 ლარს, მსესხებელი თავად იხდის 10%25 ანუ 10 ლარს ბიუჯეტში და გამსესხებელს აძლევს 90 ლარს) და შემდგომ დაბეგვრას გამსესხებელი ფიზიკური პირის საპროცენტო შემოსავალი არ ექვემდებარება.
ე.ი. თუ მსესხებელი სამეწარმეო იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირია გამსესხებლის საპროცენტო სარგებელი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 10%25-იანი განაკვეთით;
ბ) თუ მსესხებელი ფიზიკური პირია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 23-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საშემოსავლო გადასახადის 12%25-იანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირისათვის განკუთვნილი ის ანაზღაურება, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სოციალური გადასახადით არ იბეგრებოდა. საპროცენტო სარგებელი კი არ იბეგრებოდა. მოგების გადასახადს ფიზიკური პირი არ იხდის. 230-ე მუხლით დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულია ფინანსური მომსახურება. სესხის გაცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ფინანსურ ოპერაციას განეკუთვნება, ე.ი. დღგ-ით არ იბეგრება. ფიზიკურ პირზე თანხის გასესხებით მიღებული საპროცენტო სარგებელი 2011 წლის 1 იანვრამდე იბეგრება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის 12%25-იანი განაკვეთით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებულ მეუღლესთან, იპოთეკარს საფრთხე არ ემუქრება, თუნდაც დამტკიცდეს, რომ დატვირთული ნივთი რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში იყო შეძენილი და სკ-ის 1158-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო საკუთრებას. 2002 წლის 09 დეკემბრის № 3კ/932-02 განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა შემდეგი:
შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ერთად შეძენილ, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე (თანასაკუთრებაზე) მეუღლეთა საერთო უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში ორივე მათგანის რეგისტრაციის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე პირების მიმართ რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად.
რეზიუმე:
მართალია ხელშეკრულება ინტელექტუალური საკუთრების სამართლის დაცვის ობიექტია, მაგრამ ლიტერატურული ნაწარმოებისგან განსხვავებით მისი ხარისხი მხარეთა დაცვისუნარიანობით განისაზღვრება. ამიტომ ბოლო რჩევა იქნება, ნუ იფიქრებთ ლამაზი სიტყვებით და მაღალფარდოვანი ფრაზებით, არამედ ფოკუსირება მოახდინეთ მისი თითოეული პუნქტის სამართლიანობაზე, დეტალურობაზე და გარკვეულობაზე. N4 (10)/2008
![]() |
3 ბიზნეს-პალიტრა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკა ჯიმშელაძე ჟურნალ
„ბიზნესი და კანონმდებლობის“
წამყვანი რედაქტორი
უმჯობესდება მომსახურების ხარისხი
„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებელს დისტანციური საბანკო მომსახურების სახეები-განახლებული ინტერნეტბანკი, განახლებული ტელეფონბანკი და მობილბანკი შესთავაზა. აქედან, მობილბანკის სრული პაკეტი საქართველოს საბანკო სფეროსთვის სრულიად ახალი მომსახურებაა, რომელიც, თავის მხრივ, ოთხ განსხავავებული ტიპის აპლიკაციას: PDAბანკს, WAPბანკს, Javaბანკსა და SMSბანკს აერთიანებს.
„საქართველოს ბანკის“ მიერ განახლებული დისტანციური საბანკო მომსახურების სახეები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ბანკში მიუსვლელად, ინტერნეტის, ტელეფონის ან საკუთარი მობილურის საშუალებით „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებში, განახორციელოს დღეისათვის მომხმარებელთათვის შეთავაზებული საბანკო მომსახურების 75 პროცენტზე მეტი, ამასთან, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებასა და დაცულობას ჰპირდებიან. ნებისმიერი საბანკო ოპერაციის ჩასატარებლად ბანკის კლიენტს შეჰყავს ერთჯერადი კოდი, რომელსაც იგი SMS - ის ან სპეციალური მოწყობილობის , „დიჯიპასის“ მეშვეობით იღებს.
გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი ანგარიშების, ანაბრების, სესხების, საკრედიტო ბარათების თუ ნებისმიერი იმ სხვა მომსახურების შსახებ, რომლითაც იგი ბანკში სარგებლობს.ხელმისაწვდომი იქნება ისეთი მონაცემები, როგორიცაა, ანგარიშზე არსებული ნაშთი, ანაბარზე დარიცხული სარგებელი, ანაბრის ვადა, სესხის დაფარვის გრაფიკი თუ განხორციელებული შენატანების არქივი, მიმდინარე თარიღისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა და სხვა. მომხმარებელი შეძლებს შეასრულოს მრავალი საბანკო ოპერაცია გადარიცხვები საკუთარ ანგარიშებზე, კონვერტაცია, ასევე ისარგებლოს ავტომატური გადარიცხვისა და გადახდის სერვისით, დაფაროს ნაშთი საკრედიტო ბარათზე, შეავსოს განაცხადები არაერთ საბანკო პროდუქტზე.
დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც „საქართველოს ბანკში“ გახსნილი აქვს მიმდინარე ანგარიში, იცის ინტერნეტბანკის მისამართი - www.ibank.ge, ტელეფონბანკის ნომერი 444 444, მობილბანკის შესაბამისი მისამართები-pda.ibank.ge, wap.ibank.ge, java.ibank.ge და გააქტიურებული აქვს SMS-ბანკი.
გამოფენა ფართო ასორტიმენტით
საგამოფენო ცენტრმა „ექსპო ჯორჯიამ“ მშენებლობისა და ინტერიერის მე13 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. Caucasus Build'08 - ს გარდა, აქვე მოეწყო უძრავი ქონების პირველი გამოფენა GeoRealty'08 და სამშენებლო ტექნიკის მე2 საერთაშორისო გამოფენა GeoTech'08. 250მდე კომპანიამ წარმოადგინა. გამოფენის სტუმრებს, სამშენებლო მასალების დათვალიერებასთან ერთად, მეწარმეებთან და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარების საშუალებაც მიეცათ. სამშენებლო მასალები და აქსესუარები კი მართლაც ფართო სპექტრით იყო წარმოდგენილი: ლაქსაღებავები, აბაზანები, ჯაკუზები, სანტექნიკა, გათბობისა და კონდიცირების სისტემები, განათება, ელექტროაღჭურვილობა, კარფანჯრები, ჟალუზები, პარკეტი, მოსაპირკეთებელი ფილები და მრავალი სხვა.
სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის გარდა, გამოფენაზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროექტებიც მრავლად იყო გამოფენილი. სტუმრებმა განსაკუთრებული ინტერესი უძრავი ქონების შერჩევისა და ფასდაკლებით შეძენის საკითხებისადმი გამოიჩინეს.
17 ქვეყნის კომპანიებთან ერთად, გამოფენაში ქართული კომპანიებიც მონაწილეობდნენ.
შემოსავლები გაიზარდა
2008 წლის იანვარ-აპრილში აქციზური მარკების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა 67 125 029,59 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 34,3 პროცენტით აღემატება.
აქციზური მარკების მოთხოვნით ამ პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 964 განაცხადი შევიდა, რომელთა საფუძველზეც რეალიზებულია 161 228 076 ცალი აქციზური მარკა.
ვარაუდობენ ფასების სტაბილიზაციას
„საქართველოს ეროვნული ბანკის“ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ერთ კვირიანი სადეპოზიტო სერტიფიკატების საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვება გადაწყვიტეს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 12 პროცენტს შეადგენს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ბოლო დროს სარეზერვო ფულის ზრდის ტემპი ოდნავ შენელდა, ასევე შემცირდა ფართო ფულის ზრდის მაჩვენებელი, რასაც ხელი შეუწყო ფულის მულტიპლიკატორის კლებამ, თუმცა, აღნიშნული ინდიკატორების ზრდის ტემპები სასურველ დონესთან შედარებით კვლავ მაღალია.
უკანასკნელ პერიოდში კერძო სექტორის დაკრედიტების ზრდის მაღალმა დონემ (მოზიდულ სახსრებთან შედარებით) მინიმუმამდე შეამცირა საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული ჭარბი ლიკვიდობა, რის საპასუხოდაც კომერციულმა ბანკებმა გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, მართალია, ეს ნაბიჯი რამდენადმე დაგვიანებით გადაიდგა, მაგრამ უახლოეს მომავალში იგი ხელს შეუწყობს ფულად ბაზარზე წონასწორობის აღდგენას.
ბანკში იმასაც აღნიშნავენ, რომ ექსპერტული გათვლები ძირითადი სასაქონლო ჯგუფების პროდუქციის მსოფლიო ფასებთან დაკავშირებით ოპტიმისტური რჩება: მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის, რაც შეეხება ხორბლის ფასს, წლის განმავლობაში სავარაუდოა მისი შემცირება. ასევე, ფასები დაიკლებს მეტალებზე.
ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსათვის ინფლაციის დონე 8 პროცენტს არ გადააჭარბებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო შეხვედრა 2008 წლის 25 ივნისს გაიმართება.
ვის ელოდება მილიონი დოლარი
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმს უჩვეულო ექსპონატი შეემატა: ფიროსმანის შედევრებისა და უძველესი საყოფაცხოვრებო თუ საკულტო დანიშნულების ნივთების გვერდით ის მილიონი დოლარი განთავსდა, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ დეკემბერის ბოლოს გაათამაშებს. მანამდე კი, მუზეუმში დამონტაჟებული ულტრათანამედროვე სისტემებით საგულდაგულოდ დაცული, გამჭვირვალე მინის ყუთში მოთავსებული ბენჯამინ ფრანკლინის გამოსახულებიანი კუპიურების ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მილიონი დოლარი 11 კილოგრამს იწონის. მუზეუმისთვის უჩვეულო ექსპონატს თვალს სიღნაღში ჩაუსვლელად, პირდაპირი ეთერის რეჟიმშიც შეავლებთ, თუკი ესტუმრებით ვებგვერდს www.million.ge აქვე გაეცნობით გათამაშების პირობებსაც.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური მიიჩნევს, რომ გათამაშებისათვის განკუთვნილი თანხის მუზეუმში შენახვა ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმესაც წაადგება. სიმბოლურია, რომ სიღნაღის მუზეუმშივე ინახება წნორში აღმოჩენილი, ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული ოქროს ლომი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ლოგოშია გამოყენებული
გათამაშებაში მონაწილეობას „საქართველოს ბანკის“ ის კლიენტები მიიღებენ, რომლებიც მინიმუმ 500 ლარიან ანაბარს 2 აპრილიდან 24 დეკემბრის ჩათვლით 3 თვიანი ვადით მაინც გახსნიან. ყოველ 500 ლარზე კლიენტი დამატებით ბილეთს მიიღებს. ანაბრის ვადიდან გამომდინარე, ბილეთების რაოდენობა შეიძლება გაორმაგდეს, გასამმაგდეს და ა.შ. 4 ივლისსა და 3 ოქტომბერს სამსამი საპრიზო თანხა გათამაშდება: ერთი 50 000 დოლარი და ორი 25 000 დოლარი. მთავარი პრიზის-ამჟამად სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში დაცული მილიონი დოლარის მფლობელი კი 30 დეკემბერს გამოვლინდება.
ღვინო ღვინოა, მაგრამ მისი ისტორიის ცოდნაც აუცილებელია
საქართველოში „თბილისის ღვინის სკოლა“ დაარსდა. სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, რომელიც რესტორან „თუსაიდში“ გაიმართა, პირველი 25 კურსდამთავრებული სერთიფიკატებით დააჯილდოვეს, საღამოზე მიწვეულ სტუმრებს კი „თელიანი ველის“, „თელავის ღვინის მარნის“, „თბილღვინოს“, „ქინძმარაულის მარნის“, „ასკანელი ძმების“, „შუმისა“ და „ტიფლისის მარნის“ წარმოებული ღვინოები დააგემოვნებინეს.
თბილისის ღვინის სკოლის დამფუძნებლები სომელიელთა ასოაციაცია და „მჯგუფი“ არიან. მსმენელები სკოლაში ღვინის კულტურას, ისტორიას, წარმოების ტექნოლოგიას, დეგუსტაციას, მსოფლიო და ქართული ღვინის სახეობების, აპელასიონების, ტერუარების და რეგიონების თავისებურებებს, მაგარი ალკოჰოლური სასმელების, ჩაის, სიგარებისა და გასტრონომიის კულტურას გაეცნობიან და ღვინის დაგემოვნების ხელოვნების ძირითად პრინციპებს ეზიარებიან. სკოლა ქართული ღვინის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს. სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი მიიჩნევს, რომ მომხმარებელი გაცილებით მომთხოვნი უნდა გახდეს ღვინის მწარმოებელთა მიმართ, სკოლაში მიღებული ცოდნა კი მას რესტორანსა თუ მაღაზიაში ღვინის შერჩევისას გამოადგება. სასმელის გემოს ნიუანსების, ღვინის დაავადებების, ამ სასმელის ისტორიისა თუ ფილოსოფიის ცოდნა კი ნამდვილად ურიგო არ იქნებოდა, განსაკუთრებით „ღვინის სამშობლოდ“ წოდებულ საქართველოში მცხოვრებთათვის.
დარეკეთ, გიპასუხებენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საკონსულტაციოსაცნობარო ცენტრი ამოქმედდა. 077-ამ სპეციალურ უფასო სატელეფონო ნომერზე დარეკვით ნებისმიერი მოქალაქე საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე მიიღებს პასუხს. მას იმ შემთხვევაშიც დაეხმარებიან, თუკი მოქალაქე ვერ გაერკვევა პროცედურებში და მას კვალიფიციური, ოპერატიული და კომპეტენტური რჩევა დასჭირდება. ამ ტელეფონის ნომერზე შეუძლია დარეკვა იმ გადამხდელსაც, რომლის უფლებებსაც ფინანსთა სამინისტროს რომელიმე მოხელე დაარღვევს.
პროექტის შექმნისა და ცენტრის მოწყობისათვის ევროკავშირმა ფინანსური დახმარების სახით 290 ათასი ევრო გამოყო და ცენტრის თანამშრომელთა სწავლებაც უზრუნველყო.
საკონსულტაციოსაცნობარო ცენტრის გახსნას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური, შემოსავლების სამსახურის უფროსი გრიგოლ გობეჯიშვილი, საქართველოში ევროკომისიის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ ლიდლი და ევროკავშირის „საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციის მხარდამჭერი“ პროექტის ხელმძღვანელი ბილ ქერნოუ ესწრებოდნენ.
ახალი საკომუნიკაციო სისტემის მიზანია, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო და საბაჟო სფეროში მიმდინარე პროცესებზე მისთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდოს, შესთავაზოს გაუმჯობესებული მომსახურება, გაზარდოს გადასახადების აკრეფის პროცესის მიმართ ნდობა, ხელი შეუწყოს გადამხდელთათვის მარტივი, მოსახერხებელი და კომფორტული გარემოს შექმნას.
საკონსულტაციოსაცნობარო ცენტრის ამოქმედებით გადამხდელი საგადასახდო და საბაჟო მომსახურების ცენტრებში მისვლის გარეშე გაეცნობა ინფორმაციას საგადასახადო ვალდებულებების შესახებ, ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით მიიღებს დეკლარაციის ან სხვა ფორმის ასლს. ნებისმიერი შეკითხვის ან ინფორმაციის გაგზავნა მოქალაქეს ინტერნეტის საშუალებითაც შეუძლია მისამართზე callcentre@mof.ge.
ლოგისტიკური ქარხანაც გვექნება
სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ოპერირებაში არსებულ აეროდრომ „ველის“ ტერიტორიაზე სულ მალე თბილისის ლოგისტიკური ქალაქი გაშენდება. პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პირველ საერთაშორისო ლოგისტიკურ კონფერენციაზე შედგა. ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და „თბილავიამშენის“ ინიციატივით მოეწყო, 30მდე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, საერთაშორისო თუ რეგიონული სატრანსპორტო კომპანია და ბიზნესის სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ გახსნა და უცხოელ სტუმრებს ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში განვითარებული მოვლენების შესახებ ესაუბრა.
ამიერკავკასიაში პირველ ტრიმოდალურ ლოგისტიკურ პარკს - „თბილისის ლოგისტიკურ ქალაქს“ 217 ჰექტარი ფართობი დაეთმობა. ტერიტორია ფოთითბილისიბაქოს სარკინიგზო მაგისტრალს პირდაპირ უკავშირდება. გეგმის მიხედვით, 100 ჰექტარზე სასაწყობო მეურნეობები განთავსდება, 11 ჰექტარზე კი სარკინიგზო საკონტეინერო ტერმინალი შეიქმნება, რომელიც ფოთს რეგულარული ლოგისტიკური მატარებლით დაუკავშირდება. გადაზიდვების ქსელში ჩაერთვება ავიაციაც. აეროდრომის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და თანამედროვე აეროტვირთების ტერმინალის მშენებლობა „თბილავიამშენის“ გეგმით განხორციელდება. პროექტის ლოგისტიკური ნაწილის მთლიანი ღირებულება 150 მილიონ დოლარს შეადგენს. თბილისის ლოგისტიკურ ქალაქში 10 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.
პროექტის მეორე ეტაპზე ლოგისტიკური ქალაქის გარშემო მდებარე 89 ჰექტარი ფართობის მიწას აითვისებენ და ბიზნესქალაქსა და საწარმოებისათვის ინდუსტრიულ ზონას გააშენებენ. მთლიან ტერიტორიაზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაა ჩაფიქრებული, რაც, პროექტის ავტორების მოსაზრებით, ლოგისტიკის ბიზნესის, ასევე, მასთან ახლოს მდგომი დარგებისა და მსუბუქი მრეწველობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„რომპეტროლს“ სერიოზული გეგმები აქვს
„რომპეტროლი“ საქართველოში ახალ საინვესტიციო პროგრამას იწყებს. საინვესტიციო გეგმის დეტალები კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა დან ვოიკუმ ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ კონფერენციაზე გააცნო.
გეგმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ქსელის გაფართოვება, არსებული ბენზინგასამართი სადგურების სრული მოდერნიზაცია და კეთილმოწყობა, ახალი სერვისების დანერგვა და სპეციალური მოძრავი ლაბორატორიით ბენზინის ხარისხის შემოწმება. შეიცვლება სადგურების იერსახე, შიდა ქსელი კი განახლდება, გამოიცვლება მილები და საქაჩები, ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებლებისათვის კომფორტული მაღაზიები მოეწყობა.
ივნისში კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს ახალ კორპორატიულ პროდუქტს, რომლის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
რუმინული კომპანია საქართველოში საქმიანობას ორი წლის წინათ შეუდგა, გასული წლისთვის კი მისმა წილმა ბაზარზე 10 პროცენტი შეადგინა. წელს კომპანია ამ მაჩვენებლის 15 პროცენტამდე გაზრდას გეგმავს. გაიზრდება კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვიც. საგულისხმოა, რომ 30 პროცენტით იმატებს ადგილობრივი კადრების დასაქმების მაჩვენებელი.
ამ დროისათვის „რომპეტროლისაქართველოს“ ქსელი 25 ბენზინგასამართ სადგურს ითვლის, რომელთაგან 10 თბილისშია განთავსებული. წლის ბოლომდე სადგურების რიცხვი 30ს მიაღწევს. შარშან „რომპეტროლმა“ საქართველოში 70 ათასი ტონა საწვავის ექსპორტი განახორციელა. აქედან 15 პროცენტი დიზელის საწვავზე მოდის. „რომპეტროლი“ 13 ქვეყანაში 9 ათას თანამშრომელს აერთიანებს. მისი ბრუნვა 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მიზანი - დაზოგვის კულტურის დანერგვა
„პროკრედიტბანკმა“ 2007 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ბანკის გენერალური დირექტორი ფილიპ პოტი გასულ წელს ბანკისთვის წარმატებულ წლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ „პროკრედიტბანკის“ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ფილიალების ქსელის გაფართოებამ ითამაშა. 2007 წელს თბილისსა და რეგიონებში 9 ფილიალი გაიხსნა, რითაც ფილიალების რიცხვმა 41ს მიაღწია, თანამშრომლების რაოდენობა კი 1 200დან 1 500მდე გაიზარდა.
31 პროცენტით გაიზარდა ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი და 240 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ, ისევე, როგორც წინა წლებში, ბიზნესსესხების პორტფელში კრედიტების 90 პროცენტზე მეტი 10 ათას დოლარზე ნაკლები ოდენობის იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბანკს ორიენტაცია მცირე მეწარმეების მომსახურებაზე აქვს აღებული.
გასულ წელს ბანკის კლიენტთა მთლიანი სახსრები 34 პროცენტით გაიზარდა და 173 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო კლიენტთა ანგარიშების მთლიანმა რაოდენობამ 538 ათასს მიაღწია.
რაც შეეხება წმინდა მოგებას, 2007 წელს ამ მაჩვენებელმა 6,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებს 57 პროცენტით აღემატება.
2008 წელი კი „პროკრედიტბანკისაქართველოს“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებებით დაიწყო. „პროკრედიტ-ჰოლდინგმა“ მთლიანად შეისყიდა „კომერციბანკის“ აქციები, რომელიც ბანკის აქციათა 12-პროცენტიან პაკეტს ფლობდა, რითაც „პროკრედიტ-ჰოლდინგი“ ყველა „პროკრედიტბანკის“ ძირითადი აქციონერი გახდა.
ბანკის ხელმძღვანელები პრიორიტეტად კვლავაც ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტებას ასახელებენ და აცხადებენ, რომ სწორედ ეს საწარმოები ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში.
ფილიპ პოტი ამბობს, რომ ბანკი საქართველოში დაზოგვის კულტურის დამკვიდრებას ცდილობს, რადგან მიიჩნევს, რომ დანაზოგი ოჯახებს სტაბილურობას შესძენს. „დღეისათვის ოჯახები სულ უფრო მეტ სამომხმარებლო სესხს იღებენ, რომლის მიღებაც, სულ რაღაც 2-3 წლის წინათ არც თუ ისე ადვილი იყო. ვფიქრობ, ეს ტენდენცია, შესაძლოა სახიფათოც კი აღმოჩნდეს და ოჯახების ნაწილი დიდ ვალებში გადააგდოს. სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ყურადღებას დანაზოგებზე“, - დასძინა ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით ბანკის 70-მდე ბანკომატი .მოქმედებს. „პროკრედიტ ბანკის“ POS-ტერმინალების ქსელი გაფართოვდება და 2010 წლისათვის მათი რაოდენობა 1500-მდე გაიზრდება.
2008 წლის ბოლომდე ბანკი 15-მდე ფილიალს გახსნის.
როგორც „პროკრედიტ ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა ანია ლეპმა მედიის წარმომადგენლებს აცნობა, „პროკრედიტბანკი - საქართველო”-ს საწესდებო კაპიტალი 2008 წლისათვის 11 მილიონი ლარით გაიზარდა.
„ქორთიარდ მარიოტი“ - ბრილიანტის სასტუმრო
„მარიოტ ინტერნეშნლის“ მიერ 2007 წელს ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით, სასტუმროებმა „თბილისი მარიოტმა“ და „ქორთიარდ მარიოტმა“ სხვადასხვა კატეგორიებში 55 საუკეთესო შეფასება მიიღეს. „მარიოტ ინტერნეშნლს“ სპეციალური ფორმა აქვს შემუშავებული, რომელსაც „მარიოტის“ სისტემის მსოფლიოს ყველა სასტუმროს სტუმრები ავსებენ. შევსებული კითხვარები თავს იყრის ცალკეულ ორგანიზაციაში, რომელიც მიღებულ ინფორმაციას მთელი წლის განმავლობაში ამუშავებს, წლის ბოლოს კი სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულებს გამოავლენს.
სასტუმრო „თბილისი მარიოტმა“ უმაღლესი შეფასებები ერთგული სტუმრების გამოკითხვის სფეროში, სტუმართმოყვარეობის სფეროში და სასტუმროს რეალიზაციის სფეროში მიიღო, მის ხელმძღვანელს, იგაელ პორეცკის 2007 წლის გე ნერალური მენეჯერის ტიტული მიენიჭა, ხოლო თანამშრომლებს საუკეთესო რეალიზაციისა და მარკეტინგის გუნდის წოდება ხვდათ წილად.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტმა“ სტუმრის კმაყოფილების მიხედვით უმაღლესი შეფასება ერთგული სტუმრების გამოკითხვის სფეროში, მომსახურების სფეროში და ნომრის სისუფთავის სფეროში დაიმსახურა. გარდა ამისა, იგი მომსახურების სფეროში 2007 წლის საუკეთესო სასტუმროდ აღიარეს და გასული წლის ბრილიანტის სასტუმროს ტიტულიც მიანიჭეს.
შარშან „თბილისი მარიოტი“ და „ქორთიარდ მარიოტი“ 80 პროცენტით იყო დატვირთული. იგაელ პორეცკის თქმით, სასტუმროების მთელი პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს, სტუმრებს საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს, მათთან გატარებული დრო დაუვიწყარ მოგონებად უქციოს და კვლავ დაბრუნების სურვილი გაუღვიძოს.
ქართულ ცემენტზე მოთხოვნილება იზრდება
კომპანია „ჰაიდელბერგ-ცემენტმა“ წარმოება გააფართოვა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების ახალი ქარხანა გახსნა.
დღეისათვის კომპანია „ჰაიდელბერგ-ცემენტი“ ცემენტის წარმოების სფეროში საქართველოს ბაზრის 60 პროცენტიანი წილის მფლობელია. 2007 წლის მონაცემებით, კომპანიამ 1.2 მილიონი ტონა პროდუქცია გამოუშვა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე გაიყიდა. წარმოებული პროდუქციის რაოდენობა წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 1,6 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
კომპანიის კუთვნილ კასპის ცემენტის ქარხანაში ამჟამად დამატებით თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, 12 მილიონი ევროს ღირებულების ფილტრი მონტაჟდება, რაც ეკოლოგიური სტანდარტების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.
„ჰაიდელბერგ-ცემენტში“ წარმოება ბუნებრივი აირიდან, ნაწილობრივ, ქვანახშირზეა გადაყვანილი, რამაც წარმოების დანახარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა. ბუნებრივი აირის გამოყენება პროდუქციის ღირებულების თითქმის ნახევარს შეადგენდა
როგორ დავარეგულიროთ ბაზრის მოთხოვნილება?
„თბილისის უძრავი ქონების ბაზრის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები“ - უწოდეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ თბილისის მეორე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. ღონისძიება დედაქალაქის მერიის ინიციატივითა და გერმანიის ტექნიკური განვითარების ფონდის „GTZ“-ის, საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის, მედიაჰოლდინგ „GBC“-სა და USAID-ის მხარდაჭერით მოეწყო.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ლეჟავამ ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრის რეგულირების მეთოდებზე და სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებულ და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, თბილისის მთავარმა არქიტექტორმა მანუჩარ მახათაძემ კი კონფერენციის მონაწილეებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გეგმის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა.
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო მრგვალ მაგიდას, რომლის მთავარი თემა თბილისის საერთაშორისო ბაზრობებსა და გამოფენებზე მონაწილეობა იყო. „ჩვენი კურსია, არ ველოდოთ, როდის ჩამოვლენ ინვესტორები თბილისში, ჩვენ თვითონ გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე და ჩვენი პროექტები კანის, მიუნჰენის თუ სხვა გამოფენებზე წარვადგინოთ,“ - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა.
კონფერენციაზე დეველოპერული კომპანიების კონკრეტული გეგმებიც იყო წარმოდგენილი და რამდენიმე ბიზნეს-გარიგებაც შედგა. მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტის, ირაკლი კილაურიძის შეფასებით, კონფერენციის შედეგებმა კერძო სექტორის მოლოდინს გადააჭარბა.
დამსაქმებელთა ასოციაცია ბოლოკურსელებს დაეხმარება
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და თბილისის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ხელშეკრულების მიზანი საქართველოში კვალიფიციურ სპეციალისტებზე შრომის მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის მოწესრიგება და დასაქმების პრობლემების ერთობლივად მოგვარებაა. როგორც მხარეებმა მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის დროს განაცხადეს, დღეს ბიზნესი და სასწავლო დაწესებულებები თითქოს დაშორდნენ ერთმანეთს: სასწავლებლები ვერ ითვალისწინებენ კომპანიების მოთხოვნებს ამა თუ იმ სპეციალობებზე. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, კონსტანტინე ნანობაშვილის განმარტებით, კერძო სექტორის განვითარებასთან ერთად, მეწარმეს აღარ სურს იმ დამატებითი ხარჯის გაღება, რომელიც ახლადმისული სპეციალისტის ადაპტაციის პროცესს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, მეწარმისთვის გაცილებით სარფიანია პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტის აყვანა. თავის მხრივ, ახლად სასწავლებელდამთავრებულებსაც უჭირთ შესაფერისი სამუშაოს მოძიება. მემორანდუმის თანახმად, დამსაქმებელთა ასოციაცია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სხვადასხვა კომპანიაში სტაჟირების გავლაში და პრაქტიკული გამოცდილების შეძენაში დაეხმარება.
განათლების სფეროს ბიზნეს-სექტორთან მჭიდრო კონტაქტის გაღრმავებას მიესალმება თბილისის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ავთანდილ ჩუთლაშვილი და ამბობს, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებენ ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს დასაქმების შესაძლებლობების გამონახვაში დაეხმარება.
საუკეთესოთა შორის საუკეთესო
სიღნაღის ეროვნულმა მუზეუმმა ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს - „საქართველო - ღვინის სამშობლო“ უმასპინძლა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და ღვინის ისტორიის ფონდმა კონკურსი უკვე მეორედ მოაწყო. ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანიის ღვინოებს საერთაშორისო ჟიური ბრმა მეთოდის საშუალებით აგემოვნებდა. კონკურსში გამარჯვებული ღვინოები საგანგებოდ შექმნილი პრიზებითა და მედლებით, დანარჩენი წარმატებული ღვინოები კი - სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვეს.
საუკეთესო ნახევრადტკბილ თეთრ ღვინოდ ჟიურიმ „თელიანი ველის“ „ტვიში“ აღიარა, დურდოზე დადუღებულ ტრადიციულ თეთრ მშრალ ღვინოებს შორის „ქინძმარაულის მარნის“ „კახურმა სამეფომ“ გაიმარჯვა, საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო „ბადაგონის“ „კახური წარჩინებული“ აღმოჩნდა, ხოლო თეთრ მშრალ დავარგებულ ღვინოებს შორის პირველობა ორ ღვინოს - „თელავის ღვინის მარნის“ ღვინოს „მარან კონდოლს“ და „თბილღვინოს“ „წინანდალი, განსაკუთრებულ მარაგს“ არგუნეს.
წითელ ნახევრად ტკბილ ღვინოებს შორის ჟიურიმ საუკეთესოდ „ვაზი+“-ს „ალაზნის ველი“ და „ალექსანდრეულის“ „ხვანჭკარა“ აღიარა. დავარგების გარეშე წითელ მშრალ ღვინოებს შორის ოქროს მედლები „ტფილისის მარნის“ საფერავს, „კახეთის“ „საფერავსა“ და „ალექსანდრეულის“ „ალექსანდრეულს“ ხვდათ წილად, წითელ მშრალ დავარგებულ ღვინოებს შორის კი - „კონჭო და კომპანის“ „მუკუზანსა“ და „კახეთის“ „ყვარელს“.
საუკეთესო ჭაჭად ექსპერტებმა „ვაზი+“-ს „ჭაჭა გოლდი“ მიიჩნიეს.
„IBG“ წარმომადგენლობებს აფართოებს
ბათუმში კომპანია „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ წარმომადგენლობა გაიხსნა. პრეზენტაციაზე კომპანიამ ექვსი ცნობილი ბრენდის - „პეჟოს“, „რენოს“, „აუდის“, „ფოლკსვაგენის“, „შკოდას“, „მიცუბიშისა“ და „კიას“ ორ-ორი მოდელი წარმოადგინა. საღამო „IBG“-ს დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ გახსნეს.
საგანგებოდ შერჩეულმა გოგონებმა თითოეული მოდელისა და აღნიშნული ბრენდების შესახებ დასმულ ათასგვარ შეკითხვებს კომპეტენტური პასუხები გასცეს, პრეზენტაციის დასასრულს კი ბათუმის ქუჩებში გამართულ „ტესტ-დრაივს“ უხელმძღვანელეს. საღამო მუსიკალურად დავით ილურიძის ბენდმა გააფორმა და სტუმრებს სასიამოვნო განწყობილება შეუქმნა.
1999 წელს შექმნილი „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ დღეისათვის უკვე ათამდე ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთა საქმიანობის სფერო საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთების, ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, საბურავებისა და საწვავის იმპორტია.
„იაფი კრედიტი“ დაგვასაქმებს?!
პროგრამა „იაფი კრედიტის“ პირველ ეტაპზე აჭარაში 761 კაცი დასაქმდება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან 118 ბიზნეს-პროექტის განაცხადი შევიდა, მოთხოვნილმა თანხამ კი 25 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და იმ კომპანიებზე ისაუბრეს, რომლებმაც ამ ეტაპზე სესხი მიიღეს. ესენი არიან: შპს „DORUK NUT and FOOD COMPANY“, შპს „ანგო-XXI“, შპს „დიადემა“, შპს „იაგო“ და ინდმეწარმე „ბეგლარ მიქელაძე“. ხუთივე პროექტის საერთო ღირებულება 2 770 000 ლარია. ეკატერინე შარაშიძის განმარტებით, ამ ეტაპზე სამინისტროს მიერ გაცემული სესხი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
შპს „DORUK NUT and FOOD COMPANY“ ციტრუსებისა და ხილის ნახევარკონსერვების წარმოებითა და რეალიზაციითაა დაკავებული. მიღებულ სესხს ფირმის ხელმძღვანელები ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული საწარმოს თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზით აღჭურვასა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას მოახმარენ და 125-ზე მეტ ადამიანსაც დაასაქმებენ.
შპს „ანგო-XXI“-ს მეცხოველეობის ფერმა შუახევის მუნიციპალიტეტში აქვს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მეფუტკრეობა და კენკროვანი კულტურების მოყვანა და რეალიზაციაა. სესხით ხილის ახალი საშრობები მოეწყობა და დამფასოებელი საამქრო აშენდება. პროექტი 200 ადამიანს დაასაქმებს.
შპს „დიადემა“ კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აგროსამრეწველო კომპლექსს ააგებს, რომელშიც მეფრინველეობის ფაბრიკა, ფრინველის გადამამუშავებელი და საინკუბატორო საამქროები და ლაბორატორია შევა. მიღებული სესხით „დიადემა“ უკვე არსებულ ქარხანას კაპიტალურად გაარემონტებს და ქარხნისა და ლაბორატორიისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებს შეიძენს. პროექტის ფარგლებში 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
შპს „იაგო“ მწვანე აგურას ჩაის უშვებს, რომელიც საექსპორტოდ მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში გადის. სესხის საშუალებით ტექნოლოგიურად გადაიარაღდება ქობულეთში არსებული საწარმო, „იაგო“ კი ნედლეულს შეიძენს და 200 ადამიანს დაასაქმებს.
ინდმეწარმე „ბეგლარ მიქელაძე“ ჟოლოსა და მოცვის ნაყოფის მოყვანა-გადამუშავებასა და რეალიზაციას ეწევა, სესხს კი ჟოლოსა და მისი პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიური გადაიარაღებისთვის გამოიყენებს, ასევე შეიძენს ახალ სარწყავ სისტემებსა და დანადგარებს. საწარმოში 16 ადამიანი დასაქმდება, პლანტაციებში კი - 90.
სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 21 მილიონი ლარის სესხი გაიცა. აჭარაში დამტკიცებულ პროექტებზე გაცემული სესხის 12 პროცენტი მოდის.
„კაპაროლი“ თბილისში
გერმანულმა კომპანია „კაპაროლმა“ სამგორში, აეროპორტისკენ მიმავალ გზატკეცილზე სამშენებლო მასალების მწარმოებელი ქარხანა გახსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ასეთი სერიოზული რეპუტაციის მქონე ინვესტორის საქართველოში შემოსვლა ქვეყანაში არსებული ბიზნეს-კლიმატის ლიბერალურობით ახსნა. გიგი უგულავამ გაიხსენა, რომ თბილისში კომუნისტების დროს 150-მდე საწარმო მუშაობდა და დედაქალაქში სწორედ ამდენივე ქარხნის ამუშავება რეალურად მიიჩნია.
„კაპაროლი“ მსოფლიო ბაზარზე 114 წლის წინათ გამოჩნდა. დღეისათვის სამშენებლო მასალების მწარმოებლებს შორის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას სხვადასხვა ქვეყანაში 20 ქარხანა აქვს გახსნილი.
პროექტის განხორციელებისთვის „კაპაროლ-ჯორჯიას“ 6 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია გამოეყო. ქარხანაში, რომელიც 1,5 ჰექტარზეა გაშენებული, 200 ადამიანი დასაქმდა. წლის ბოლომდე ქარხანა 4 ათასი ტონა საღებავის წარმოებას გეგმავს, ისე კი, თანამედროვე დანადგარები წელიწადში 10 ათასი ტონა მასალის წარმოებაზეა გათვლილი.
თბილისში გახსნილი ქარხანა ადგილობრივის გარდა, რეგიონალურ მნიშვნელობასაც იძენს, საექსპორტო მასალების წარმოებაზეა გათვლილი და პროდუქციას აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებს მიაწვდის. „კაპაროლ-ჯორჯია“ გერმანული კომპანიის პირველი ფილიალია ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.
მალე „ნოვოტელსაც“ ავაშენებთ!
ფრანგული კომპანია „აკკორ ჯგუფი“ თბილისში, ფილარმონიის უკან ოთხვარსკვლავიან სასტუმრო „ნოვოტელს“ ააშენებს. ხელშეკრულება ფრანგულ მხარესა და კომპანია „ქეფითალ ვოსტოკს“ შორის თბილისის საკრებულოს შენობაში გაფორმდა. „ნოვოტელი“ „აკკორ ჯგუფის“ ერთ-ერთი ბრენდია. პროექტში ჩადებული ინვესტიციების ოდენობა 30 მილიონ დოლარს აღწევს. როგორც თბილისის მერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, პროექტის მთავარი მიმზიდველობა ისაა, რომ სასტუმრო საშუალო დონის იქნება: თბილისში ბოლო ორი წლის მანძილზე გახსნილი სასტუმროები ძალიან მაღალი დონით გამოირჩეოდნენ, ეს ნიშა კი თავისუფალი იყო. სასტუმრო ფილარმონიასთან იქნება ინტეგრირებული და საერთაშორისო კონფერენციების მოსაწყობ საუკეთესო ადგილად იქცევა.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში „აკკორ ჯგუფის“ მეორე ბრენდი - „იბისიც“ შემოვა. მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმიც გააფორმეს, რომელიც ამიერკავკასიაში „იბისის“ სამვარსკვლავიან სასტუმროთა ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს.
„ნოვოტელის“ არქიტექტურული კონცეფციის პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება. სასტუმრო კომპლექსში 200-მდე სასტუმრო ოთახი, რამდენიმე რესტორანი და სავაჭრო ოფისები განთავსდება. სასტუმროს მშენებლობა 2011 წლისთვის დასრულდება.
ალბათ ჰოლანდიელებსაც გავუგებთ
საქართველოსა და ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა და მისმა ჰოლანდიელმა კოლეგამ და, ამავე დროს, ჰოლანდიის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ვაუტერ ბოსმა მოაწერეს. მემორანდუმი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ორი უწყების თანამშრომლობისთვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
დოკუმენტის თანახმად, ორივე ქვეყნის ფინანსთა მინისტრები ყოველი წლის დასაწყისში ქართული მხარისათვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდებიან. საუბარია როგორც საქართველოში ჰოლანდიელი ექსპერტებისა და ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა საკონსულტაციო ვიზიტებზე, ისე, ჰოლანდიაში ქართველი სპეციალისტების სწავლებაზე.
ნიკოლოზ გილაური განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორი უწყების თანამშრომლობას საბაჟო და საგადასახადო მიმართულებების კუთხით.
ჰოლანდიის ფინანსთა სამინისტროსთან პარტნიორობის ფარგლებში სამინისტროს თანამშრომლებმა სპეციალური ტრეინინგები გაიარეს და საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ჰოლანდიელთა გამოცდილებაც გაიზიარეს.
ვაუტერ ბოსმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და ჰოლანდია კვლავაც გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობას რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.
თანამშრომლობის ხელშეკრულება ლიტვასთან
საინვესტიციო გარემოს უკეთ გასაცნობად და ქართველ კოლეგებთან ახლო ურთიერთობის დასამყარებლად თბილისს ლიტვის მთავრობის წევრებისა და ბიზნესმენთა 25-კაციანი დელეგაცია სტუმრობდა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, ლიტვის საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოში ბალტიის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და „DLA PIPER“-ის ინიციატივით მოწყობილი ბიზნეს-ფორუმი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. ლიტვის სამშენებლო, სატრანსპორტო და საგანმანათლებლო სფეროების წამყვან ბიზნესმენთა ჯგუფს ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვიტაუტას ნაუდუზასი ხელმძღვანელობდა - საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას ლიტველები, უმთავრესად, სწორედ ამ სფეროებში აპირებენ.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე ლიტველ სტუმრებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ ესაუბრა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ დელეგაციის წევრები ქართველ ბიზნესმენებს მეგობრულ და უშუალო ვითარებაში, პირისპირ გაესაუბრნენ, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ექსპორტის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს და თან ქართული ღვინოც დააგემოვნეს.
„ასეთი დელეგაციის სტუმრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება მსოფლიოსათვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი კონფერენციის შედეგად სულ მალე ვიხილავთ ახალ საწარმოებს, შეიქმნება სამუშაო ადგილები და გაიზრდება ექსპორტის პოტენციალი ქართული პროდუქციისათვის,“ - განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ.
ვიზიტის ფარგლებში ლიტვის საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოში ბალტიის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაფორმდა.
თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, 2007 წელს ლიტვიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 1,875 მილიონი დოლარი შეადგინა.
უმუშევრობა კვლავ გვიტევს
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართა პუბლიკაციის - „დასაქმების პროგრამები საქართველოში“ პრეზენტაცია. „მომავალი - სიღარიბის გარეშე“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში განხორციელებულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობითაც მომზადდა აღნიშნული ანგარიში. კვლევაში ქვეყნის მასშტაბით 1 000-მა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.
პუბლიკაციაში დეტალურად არის განხილული სახელმწიფო დასაქმების უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები. როგორც ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ანი ქათამიძემ განმარტა, კვლევების თანახმად საქართველოში კერძო ბიზნესი ვითარდება და პროფესიულ კადრებზე შრომის ბაზრის მოთხოვნილებებიც შესაბამისად იზრდება, თუმცა, უმუშევრობა კვლავინდებურად მწვავე პრობლემად რჩება. ძირითადი ბარიერი, რომლის წინაშეც დგანან დამქირავებლები, პოტენციური კადრების კვალიფიკაციის შეფასებაა: მათ სერიოზული პრობლემები ექმნებათ საჭირო კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კადრების მოძიებისას, გარდა ამისა, საკმაოდ გართულებულია დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის ერთმანეთთან დაკავშირებაც.
კვლევის შედეგების თანახმად, დასაქმების პროგრამიდან სამსახურის მაძიებლების მხოლოდ 10 პროცენტი საქმდება გრძელვადიან პერიოდში.
მობრძანდით ფრანგულ მაღაზიაში
ფრანგულმა ბრენდმა „Cop. Copine“-მა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის №30-ში ახალი მაღაზია გახსნა. „Cop. Copine“-ი ქართულ ბაზარზე პირველად 2007 წლის სექტემბერში შემოვიდა, როდესაც ამ ბრენდის პირველმა მაღაზიამ სავაჭრო ცენტრ „GTC“-ში დაიდო ბინა.
„სურვილი - პიროვნული ამბიცია, იყო ერთადერთი“ - ასეთია ამ ფრანგული ბრენდის სლოგანი. „Cop. Copine“-ის მარკის ტანსაცმელი ორიგინალური სტილით გამოირჩევა. როგორც ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში მაია ბიჭიაშვილი აცხადებს, „Cop. Copine“-ი არ მისდევს მოდას - ის თვითონ ქმნის ახალ ტენდენციებს. ამ ფრანგული მარკის ტანსაცმელი 14 წლის ასაკს გადაცილებული ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი, ზედა ზღვარი კი განსაზღვრული არ არის...
კომპანია ქართველ მომხმარებელს ბევრ სიურპრიზს, მათ შორის, ფასდაკლების აქციებს ჰპირდება.
კონკურენტიანი გარემოს ძიებაში
„სტანდარტ ბანკი“ საბანკო ინდუსტრიაში სიახლეების დანერგვას აპირებს. ბანკის გენერალურმა დირექტორმა იმრან ჰიზარ ჰაიატმა და ბანკის დირექტორმა ოპერაციების დარგში ლევან თხელიძემ „სტანდარტ ბანკის“ სამომავლო გეგმებზე დიდ დიღომში, ივანე პეტრიწის №6-ში ახადგახსნილი განყოფილების პრეზენტაციაზე ისაუბრეს. ეს ფილიალი თბილისში უკვე რიგით ოცდამეერთეა.
როგორც ბანკის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, „სტანდარტ ბანკი“, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, განახლებული ენერგიითა და რესურსებით განაგრძობს წინსვლას. იმრან ჰიზარ ჰაიატი ამბობს, რომ კლიენტის მომსახურების სფეროში ინოვაციური პროდუქტების განვითარება წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა. „თუ შევაფასებთ ჩვენს ჯგუფში შემავალი თითოეული ბანკის ხედვას, თვალნათლივ დავინახავთ, რომ კლიენტის დაკმაყოფილების მაღალ ხარისხზე ორიენტაცია ჩვენი საქმიანობის სრულყოფის განმსაზღვრელია,“ - აღნიშნა მან.
„სტანდარტ ბანკის“ გენერალური დირექტორი დღეისათვის ბანკის მდგომარეობას „საკმაოდ სტაბილურს“ უწოდებს. ამბობს, რომ ბანკს კორპორატიული სესხების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ლიკვიდურობა გააჩნია, სამომახმარებლო სექტორში სესხებისა და საკრედიტო ბარათების გაცემაც უკვე მიმდინარეობს, მსხვილი სესხების ლიმიტების დამტკიცება კი უახლოეს მომავალში დაიწყება. „სტანდარტ ბანკი“ უკვე არსებული საბანკო პროდუქტების დახვეწას და
მომხმარებლისათვის მათი განახლებული სახით შეთავაზებას აპირებს. იმრან ჰიზარ ჰაიატი სამომავლო ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც ამჟამად შემუშავების პროცესშია, საბანკო სექტორში უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისათვის ხელსაყრელად მიიჩნევს.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულმა „დაბი ჯგუფმა“ „სტანდარტ ბანკი“ 2008 წლის 17 მარტს შეისყიდა.
მოიჭრება სამახსოვრო მონეტები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არანაკლებ 10 ლარის ნომინალის სამი ახალი სამახსოვრო მონეტის დიზაინის ესკიზების დასამზადებლად კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თემებია: საქართველო UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში -„სვეტიცხოველი“, ქართული საშემსრულებლო ხელოვნება სერიიდან „ცეკვა ქართული“ და ქართული ვაზი და ღვინო „თავისუფალი თემა“.
სამახსოვრო მონეტები საქართველოშიც გავრცელდება და მის ფარგლებს გარეთაც, რაც ქართული თემატიკის ნუმიზმატიკის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.
საქართველოს ეროვნულ ბანკში ესკიზების წარდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისი. გამარჯვებული ავტორები 3-3 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან.
კრედიტების მოცულობა იზრდება
კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობამ 4,9 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 67 პროცენტით მეტია.
2008 წლის მარტის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება 2 მილიარდი ლარით გაიზარდა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 2,2-ჯერ მოიმატა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდა 47,6 პროცენტით განისაზღვრა.
უკანასკნელ ერთ წელიწადში წინმსწრები ტემპით იზრდებოდა გრძელვადიანი სესხები და ამ მაჩვენებელმა ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების საერთო მოცულობაში 68,8 პროცენტი შეადგინა.
იურიდიული პირებისათვის 2008 წლის მარტის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,1-ჯერ მეტი, ხოლო უცხოური ვალუტით 30,2 პროცენტით მეტი მოცულობის სესხი. საანგარიშო პერიოდში დაკრედიტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორში, სადაც ამ მაჩვენებელმა 2,6-ჯერ მოიმატა. 1,6-ჯერ გაიზარდა განათლების სექტორისათვის გაცემული სესხები.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 47,4 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. უკანასკნელ ერთ წელიწადში ამ სექტორზე გაცემული სასესხო რესურსი 52,1 პროცენტით გაიზარდა.
მრეწველობისათვის გაცემული სესხების წილი იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობაში 18,4 პროცენტს შეადგენს. 2008 წლის 1 აპრილისათვის მათი მოცულობა 34,6პროცენტით აღემატებოდა 2007 წლის ანალოგიურ მონაცემებს.
სესხების 13,8 პროცენტი გაცემულია მშენებლობის სექტორზე, რაც 85,1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79,6 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად - 2,1-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა, რაც ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურებაზე მიუთითებს.
ხარისხიანი ბიტუმი ხარისხიანი ასფალტია
ხარისხიანი ასფალტის მისაღებად საგზაო ბიტუმის ხარისხზე კონტროლის დაწესებაა საჭირო, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირში. როგორც კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს გრანდიოზული საგზაო სამუშაოები, რომელზეც ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება. დაგებული ასფალტის ხარისხი გამოყენებული ბითუმის - ასფალტის წარმოების მთავარი კომპონენტის ხარისხზეა დამოკიდებული. ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ უხარისხო ბიტუმის იმპორტი აზარალებს როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების, ასევე კეთილსინდისიერი მეწარმის ინტერესებსაც. მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა თუ სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ირანში, ისპაჰანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში წარმოებული ბიტუმი შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს. სამაგიეროდ, ირანის სხვა, ე.წ. მცირე საწარმოებში წარმოებული ბიტუმის ხარისხი არ არის მაღალი, რაც დაგებული ასფალტის ხარისხზეც მოქმედებს. ამ საეჭვო საწარმოებში ბიტუმის შეძენის უმთავრესი მიზეზი მისი დაბალი ფასია.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი ბიტუმის სავალდებულო სერტიფიცირებისა და ასფალტის გადამამუშავებელ საწარმოებში მხოლოდ საქართველოს შესაბამის კომპეტენტურ ლაბორატორიაში შემოწმებული, შესაბამისობის სერტიფიკატის მქონე ბიტუმის მიღების ინიციატივით გამოდის. ბიტუმის შემოწმება და შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა კი, მისი მოსაზრებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობპროდუქტების ლაბორატორიამ და საქართველოში აკრედიტებულმა სხვა ლაბორატორიებმა უნდა ითავონ.
ისრაელის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა
„ჩვენ ერთად ვაშენებთ“ - ასე ერქვა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ბიზნეს-ფორუმს, რომელზეც ისრაელის კომპანიებმა 60 საინვესტიციო პროექტი წარმოადგინეს.
ისრაელის კომპანიები საქართველოში, უმთავრესად, უძრავი ქონების განვითარების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციებისა და ავიაციის სფეროებით არიან დაინტერესებული. მათ საქართველოში ახალი ტექნოლოგიების, კომუნიკაციისა და მედიის სფეროებში ახალი ბიზნეს-ინიციატივების დაწყების შესახებაც განაცხადეს.
ფორუმი „საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის“ ორგანიზებით მოეწყო და ისრაელის სახელმწიფოს 60 წლისთავს მიეძღვნა.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, ებრაელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტირებით ეძლევათ უნიკალური შანსი, განახორციელონ წარმატებული ბიზნეს-პროექტი მსოფლიოში ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ გარემოში, და, ამასთანავე, წვლილი შეიტანონ ისრაელის მეგობარი ქვეყნის - საქართველოს, ეკონომიკურ განვითარებასა და აღმასვლაში.
მიზანი - ინვესტიციების წახალისება
მსოფლიო ბანკის ჯგუფმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში ბიზნეს გარემოს კვლევის მეოთხე რაუნდი დაიწყეს. ამ ინიციატივას წლეულს პირველად შეუერთდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, რეგიონის მასშტაბით მიღებული მონაცემები კორპორაციას ხელს შეუწყობს ბიზნეს გარემოში მომხდარი ცვლილებების მონიტორინგსა და ბიზნესის რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში.
კვლევის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის კერძო სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ მეწარმეთა მოსაზრებების შეგროვება. კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებს ექსპერტები წარმოებისა და მომსახურების სექტორებში მოქმედი 360 კომპანიის გამოკითხვის შედეგად შეაფასებენ.
კვლევას მსოფლიო ბანკი სტანდარტული კითხვარის გამოყენებით ატარებს. იგი თითოეული კონკრეტული ქვეყნის კონტექსტს არის მორგებული. კითხვარი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტექნოლოგიებისა და სიახლეების დანერგვა, კონკურენცია, დასაქმებულთა კვალიფიკაცია, არაფორმალური მხარეები, ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურა და სახელმწიფო რეგულირების ზეგავლენა.
კვლევის მეშვეობით გაგრძელდება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ბიზნეს გარემოს მდგომარეობის ამსახველი ყოველწლიური მონაცემების შეგროვება. სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვების მიზნით უკვე გამოკითხულ საწარმოებს ხელახლა გამოკითხავენ, რაც ექსპერტებს დროის გარკვეულ პერიოდში ბიზნეს გარემოში მომხდარი ცვლილებების, რეფორმების შედეგებისა და საწარმოთა საქმიანობაზე ამ ცვლილებების ზეგავლენის შეფასების საშუალებას მისცემს.
გამოკითხვა 2008 წლის აპრილში დაიწყო, წინასწარი მონაცემები კი 2008 წლის სექტემბერში გახდება ცნობილი. კვლევის მონაცემები, სხვა სახის კვლევების შედეგად მიღებულ დამატებით ინფორმაციასთან ერთად, საფუძვლად დაედება მთავრობისათვის გამიზნულ რეკომენდაციებს, რომელთა მიზანი ინვესტიციების წახალისება, პროდუქტიულობის ამაღლება და ეკონომიკური ზრდა იქნება.
ახალი პროდუქცია მყიდველს ელოდება
„ელიტელის“ ქსელის მაღაზიებში კომპიუტერული ტექნიკის ახალი ბრენდის - MSI-ს პროდუქცია გამოჩნდა. მომხმარებელს უკვე შეუძლია ამ მარკის ლეპტოპებისა და კომპიუტერული აქსესუარების შეძენა. აღსანიშნავია, რომ MSI-ს ნოუთბუქები „ელიტელის“ მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი. როგორც „ელიტელში“ აცხადებენ, უახლოეს მომავალში ახლადშემოსული ბრენდის ლეპტოპების სხვა მოდელებიც შემოვა.
მომავალზე დღესვე უნდა ვიფიქროთ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს კომპანიებისა და ოჯახების საინვესტიციო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად 35 მილიონი დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოყო. ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ეკონომიკა წარმოების პროცესში სამჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე მოწინავე ქვეყნები, რაც ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებლისათვის ფასების გაძვირებას, ხოლო საექსპორტო ბაზრებზე გართულებულ კონკურენციას იწვევს. მსოფლიოში ენერგომატარებლებზე ფასები მომავალშიც, სავარაუდოდ, მაღალ დონეზე შენარჩუნდება, ამიტომ დროა, საქართველოს ბიზნესწრეებმა ენერგომოხმარების საჭიროებათა გადასინჯვასა და საწარმოების ეფექტურობის გაუმჯობესებაში ინვესტიციის განხორციელებაზე იფიქრონ. ბანკის წარმომადგენელთა მოსაზრებით, ჩვენი საწარმოების მოძველებული პროცესი და მანქანა-დანადგარები არაპროპორციულად დიდი მოცულობის ენერგიას მოიხმარენ.
ევრობანკის ენერგოკრედიტი საკრედიტო ხაზია, რომლის მაქსიმალური მოცულობა კომპანიებისათვის 2,5 მილიონი დოლარია, ხოლო შინამეურნეობებისთვის, ადგილობრივი ბანკების საშუალებით, 5 ათასი დოლარი. კრედიტის დაფარვა 5 წელიწადზე ნაკლებ დროშიც არის შესაძლებელი.
საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამა ბიზნესწრეების წარმომადგენლების უფასო კონსულტირებასაც გულისხმობს საკრედიტო რესურსის გამოყენებით შესაფერისი საინვესტიციო პროექტების დაფინანსების საკითხებში. ამ პროგრამას „თიბისი ბანკი“ და ბანკი „ქართუ“ უკვე შეუერთდნენ. ამჟამად ისინი კლიენტთა რამდენიმე წინადადებასაც განიხილავენ. პროექტები პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. მაგალითად, „ქართუმ“ 17 ასეთი პროექტი გამოავლინა. ერთ-ერთის თანახმად, ბათუმის სავაჭრო ცენტრი „ბათუმი-პლაზა“ სპეციალური მინაპაკეტებით შეიმინება, რასაც შენობის გათბობაზე დახარჯული ენერგიის შემცირება მოყვება. საქართველოს ენერგოეფექტურობის პროექტის საკონსულტაციო ჯგუფი, რომელსაც დოქტორი ჰელენ რაიდინგი ხელმძღვანელობს, ადგილობრივ ბანკებსა და კლიენტებს პროექტების შემუშავებაში, დაკრედიტების რისკის შემცირებაში, ყველაზე ეფექტური აპარატურისა და გადაწყვეტილებების გამოვლენაში ეხმარება.
![]() |
4 კვლევებსა და განვითარებაზე გაწეული დანახარჯების აღრიცხვა |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე ეტაპზე ბიზნესის ნებისმიერი სფერო კონკურენტების მრავალფეროვნებით ხასიათდება. კონკურენციის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საწარმოები მუდმივად ცდილობენ თავიანთი საქმიანობის სფეროში გარკვეული შედეგების მიღწევას, არსებული პროდუქციის გაუმჯობესებას, ინოვაციების შემოტანას და ა.შ. სწორედ ამიტომაა, რომ ისინი მნიშვნელოვან სახსრებს გამოყოფენ ისეთი საქმიანობების დასაფინანსებლად, როგორებიცაა: კვლევები და განვითარება. ასე მაგალითად, ფარმაცევტული საწარმო შეიძლება უზარმაზარ თანხებს ხარჯავდეს ისეთი წამლის გამოსაგონებლად, რომელიც, შემდგომში, განსაკუთრებულად მძიმე დაავადების სამკურნალოდ იქნება გამოყენებული.
საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, განასხვავებენ ფუნდამენტურ კვლევებს, გამოყენებით კვლევებს და განვითარებას (ექსპერიმენტულ დანერგვას).
ფუნდამენტური კვლევები - ექსპერიმენტული ან თეორიული სახით შესრულებული სამუშაოებია (კვლევებს), რომლებიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ფაქტების შესახებ ახალი ცოდნისა და ინფორმაციის მიღებას (მოპოვებას) და არ გულისხმობს მათი პრაქტიკული სახით განხორციელებას;
გამოყენებითი კვლევები - ესაა ორიგინალური კვლევითი ღონისძიებები, რომელთა მიზანია ისეთი სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნის მიღება, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მიზნებისათვის ან გამოყენებისათვის;
განვითარება (ექსპერიმენტული დანერგვა) - წარმოადგენს სისტემატურ სამუშაოებს, რომლებიც პრაქტიკული და კვლევითი გამოცდილებით მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის საფუძველზე სრულდება და მიზნად ისახავს ახალი მასალების, პროდუქციისა და მოწყობილობების წარმოებას ან უკვე არსებულისა და დამონტაჟებულის მნიშნვნელოვნად განახლებასა და გაუმჯობესებას (განვითარებას).
ბუღალტრული აღრიცხვის თვალსაზრისით, კვლევებთან დაკავშირებული სამუშაოები ორ კატეგორიად იყოფა. ესენია: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები. პირველი წარმოადგენს ახალი სამეცნიერო ან ტექნიკური ცოდნის მიღების მიზნით გაწეულ კვლევით და სამეცნიერო ხასიათის სამუშაოებს, რომლებიც ბუღალტრულად აისახება როგორც შესაბამისი პერიოდის დანახარჯები, შემდეგი გატარებით:
დ - ხარჯები
კ - ვალდებულებები/ფულადი საშუალებები
ქვემოთ ჩამოთვლილია სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მაგალითები:
ახალი ან გაუმჯობესებული მასალების, მოწყობილობების, საქონლის, პროცესების, სისტემის ან მომსახურების შესაძლო ალტერნატივების მოფიქრება, დიზაინი, შეფასება და საბოლოო შერჩევა;
სამეცნიერო აღმოჩენების ან სხვა ცოდნის გამოყენების საშუალების ძიება, შეფასება და საბოლოო შერჩევა;
ახალი ცოდნის მიღებისთვის წარმართული საქმიანობა;
მასალების, მოწყობილობების, საქონლის, პროცესების, სისტემის ან მომსახურების ალტერნატივების ძიება.
რაც შეეხება საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებს, რომლებიც ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევის შედეგად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას, იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია, რომ ასეთ საქმიანობაზე გაწეული დანახარჯები მომავალში მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს და შესაძლებელია ამ დანახარჯების საიმედოდ შეფასება, უნდა მოხდეს მისი კაპიტალიზაცია - აღირიცხოს როგორც არამატერიალური აქტივის შეძენა და ამორტიზირდეს ხარჯების გაწევის ან სამუშაოებთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაბამისად, შემდეგი გატარებით:
დ - არამატერიალური აქტივები
კ - ფულადი საშუალებები
არამატერიალური აქტივების საკუთარი ძალებით წარმოებაზე გაწეული ხარჯების ამორტიზაცია აისახება შემდეგნაირად:
დ - არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია
კ - არამატერიალური აქტივები
საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების მაგალითებია შემდეგი:
ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ინსტრუმენტების, შაბლონებისა და შტამპების დაპროექტება;
პროტოტიპებისა და მოდელების დაპროექტება, შექმნა და ტესტირება მათი წარმოებისა და გამოყენების დაწყებამდე;
საცდელი მოწყობილობის დაპროექტება, შექმნა და მართვა;
ახალი ან გაუმჯობესებული მასალების, მოწყობილობების, საქონლის, პროცესების, სისტემის ან მომსახურების შერჩეული ალტერნატივის დაპროექტება, შექმნა და ტესტირება.
ამასთან, საწარმოში წარმოქმნილ სასაქონლო ნიშნებზე, ჟურნალ-გაზეთების სახელწოდებებზე, პუბლიკაციების დასახელებებზე, კლიენტების ჩამონათვალსა და სხვ. გაწეული დანახარჯები წარმოადგენს პერიოდის დანახარჯებს და შესაბამისად, არამატერიალურ აქტივებად არ აღიარდება.
და ბოლოს, დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს შემდეგი: კვლევები და განვითარება ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ნებისმიერი საწარმოსთვის და მათზე გაწეული დანახარჯების სწორად აღრიცხვას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია საწარმოს წარმატებაში.
ლელა პატარაია
![]() |
5 რა ცვლილებებია საგადასახადო კოდექსში |
▲ზევით დაბრუნება |
2008 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც, კოდექსში შევიდა შემდეგი დამატებები: მუხლი 261 (საერთაშორისო ფინანსური კომპანია), მუხლი 262 (თავისუფალი საწყობის საწარმო), მუხლი 263 (საერთაშორისო საწარმო), მუხლი 1421 (საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის ნებადართული ნორმის გადამეტება), მუხლი 1921 (უცხოეთში გადახდილი გადასახადის ჩათვლა) დამატებები შევიდა აგრეთვე 168-ე მუხლში (საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლება), 172-ე მუხლში (მოგების გადასახადისაგან განთავისუფლება), 192-ე მუხლში (ზარალის გადატანა); 195-ე მუხლში (დივიდენდების დაბეგვრა გადასახადის წყაროსთან); 196-ე მუხლში (პროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან); 2705-ე მუხლში (საბაჟო გადასახადისაგან განთავისუფლება); 276-ე მუხლში (გადასახადისაგან განთავისუფლება), 281-ე მუხლში (გარდამავალი დებულებანი).
ცვლილებები შეეხო კოდექსის შემდეგ მუხლებს 197-ე მუხლს (არარეზიდენტთა შემოსავლების დაბეგვრა გადასახადის წყაროსთან); 213-ე მუხლს (ლიკვიდაცია); 218-ე მუხლს (გადასახადის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი); 230-ე მუხლს (დღგ-ის გადასახადისაგან განთავისუფლება); კოდექსიდან ამოღებულ იქნა XXVI თავი (საერთაშორისო დაბეგვრა); 213-ე მუხლის (ლიკვიდაცია) პირველი ნაწილი და 216-ე მუხლი (ზარალის, გამოქვითვისა და კრედიტების გადატანის შეზღუდვა იურიდიულ პირში წილის (აქციების) მფლობელის ცვლილებისას).
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 და 262 მუხლები:
„მუხლი 261. საერთაშორისო ფინანსური კომპანია
1. საერთაშორისო ფინანსური კომპანია არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამასთანავე, საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტის უფლებამოსილი წარმომადგენელი განცხადებაში მიუთითებს საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე.
2. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს ერთობლივი შემოსავლის 10%25-ს.
3. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭება და რეგისტრაცია ხორციელდება ამ კოდექსის 49-ე მუხლში აღნიშნული განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ, რომლის წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 262. თავისუფალი საწყობის საწარმო
1. თავისუფალი საწყობის საწარმო არის თავისუფალ საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმო, რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი.
2. უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე საქართველოს საწარმოს მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას.
3. საწარმოს თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსი უქმდება იმ საანგარიშო წლისათვის, როდესაც:
ა) ამ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე (საანგარიშო წლის მითითებით);
ბ) ამ საწარმოს მიერ თავისუფალ საწყობში შეტანილ უცხოურ საქონელზე განისაზღვრა სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია, გარდა საქონლის განადგურებისა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, საქონლის გადაცემისა სახელმწიფო საკუთრებაში და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტისა;
გ) ამ საწარმოს მიერ განხორციელდა სხვა სამეწარმეო საქმიანობა, გარდა თავისუფალ საწყობში ნებადართული საქმიანობისა.
4. თავისუფალი საწყობის საწარმო თავისუფალ საწყობში რეალიზებულ და რეექსპორტირებულ საქონელზე მიღებულ შემოსავალზე ხარჯებს გამოქვითავს ერთობლივ შემოსავალში რეექსპორტირებული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.
5. თავისუფალი საწყობის საწარმოს სტატუსის მინიჭების წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 263 მუხლი:
„მუხლი 263. საერთაშორისო საწარმო
1. საერთაშორისო საწარმო არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო, რომელსაც ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი.
2. უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო საწარმოს სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საერთაშორისო საწარმოს სტატუსი ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება გაუქმებას.
3. საწარმოს საერთაშორისო საწარმოს სტატუსი უქმდება იმ საანგარიშო წლისათვის, როდესაც:
ა) ამ საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი წარადგენს განცხადებას საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე (საანგარიშო წლის მითითებით);
ბ) ამ საწარმოს მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის/მომსახურების მიწოდება განხორციელდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ საქართველოს ტერიტორიაზე;
გ) ამ საწარმოს მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება განხორციელდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე პირზე;
დ) ამ საწარმოზე საქონლის/მომსახურების მიწოდებას განახორციელებს საერთაშორისო საწარმოს სტატუსის არმქონე და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, გარდა:
დ.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა;
დ.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური მომსახურებისა, საწვავის, საპოხის, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდებისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა მიწოდებისა, მშენებლობისა, მონტაჟისა ან/და დადგმის მომსახურების გაწევისა;
დ.გ) იმ საქონლის მიწოდებისა, რომლის ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება საერთაშორისო საწარმოს (მისი არჩევით) წლიური ბრუნვის ან ხარჯის 2%25-ს.
4. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს გადამხდელად რეგისტრაციისა და სტატუსის მინიჭების წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1421 მუხლი:
„მუხლი 1421. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის ნებადართული ნორმის გადამეტება
საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის გადამეტება ერთობლივი შემოსავლის 10%25-ზე, -
იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 100%25-ის ოდენობით“.
4. 168-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“-„ფ“ ქვეპუნქტები:
„ჟ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
რ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი, რომელიც სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე და, საფონდო ბირჟის ინფორმაციით, თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25%25-ს;
ს) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე, აგრეთვე არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში;
ტ) სახელმწიფო (მათ შორის, ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;
უ) სახელმწიფო (მათ შორის, ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს.». საკანონმდებლო სიახლენი კომენტარით
5. 172-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“-„პ“ ქვეპუნქტები:
„ი) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება;
კ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;
ლ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული მოგება, რომელიც სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე და, საფონდო ბირჟის ინფორმაციით, თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25%25-ს;
მ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე, აგრეთვე არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში;
ნ) სახელმწიფო (მათ შორის, ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება;
ო) სახელმწიფო (მათ შორის, ეროვნული ბანკის) სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;
პ) თავისუფალი საწყობის საწარმოს მიერ თავისუფალი საწყობიდან საქონლის რეექსპორტით მიღებული მოგება“.
6. 172-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:
„ჟ) საერთაშორისო საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება“
7. 192-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადატანას არ ექვემდებარება, თუ იგი წარმოშობილია:
ა) ფინანსური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსით სარგებლობის პერიოდში;
ბ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საერთაშორისო საწარმოს სტატუსით სარგებლობის პერიოდში;
გ) საქართველოს საწარმოს მიერ თავისუფალი საწყობის სტატუსით სარგებლობის პერიოდში“.
8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1921 მუხლი:
„მუხლი 1921. უცხოეთში გადახდილი გადასახადის ჩათვლა
1. შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდილი მოგების გადასახადის თანხები ჩაითვლება საქართველოში გადასახადის გადახდისას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ჩათვლილი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების იმ თანხებს, რომლებიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ შემოსავალზე ან მოგებაზე საქართველოში მოქმედი წესითა და განაკვეთებით“.
9. XXVI თავი ამოღებულ იქნეს.
10. 195-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:
„4. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის აქციებიდან/წილიდან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
5. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული დივიდენდები, რომელიც სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე და, საფონდო ბირჟის ინფორმაციით, თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25%25-ს, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება“.
11. 196-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:
„5. ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და პროცენტის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
6. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იმ საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული პროცენტები, რომელიც სავაჭროდ არის დაშვებული საფონდო ბირჟაზე და, საფონდო ბირჟის ინფორმაციით, თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25%25-ს, გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და პროცენტის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება“.
12. 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები - 4%25-ით. აღნიშნული განაკვეთით იბეგრება აგრეთვე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი;“
13. 213-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო დაამტკიცებს, რომ ლიკვიდაციის მიზანი გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებაა“.
14. 216-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
15. 217-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 ნაწილი:
„13. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა“.
16. 218-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირი (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი), რომელიც ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასს უხდის დაქირავებულს;“.
17. 230-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „თ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან ან თავისუფალი საწყობიდან საქონლის იმპორტისა;“
ბ) ჰ2 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ3 ქვეპუნქტი:
„ჰ3) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის საქონლის/მომსახურების მიწოდება, აგრეთვე თავისუფალ საწყობში დღგ-ის გადამხდელზე საქონლის მიწოდება“.
18. 270'5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი“.
19. 276-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ1 ქვეპუნქტი:
„ჰ1) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება“.
20. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე ნაწილი:
„33. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 15 მაისამდე წარადგინოს საკანონმდებლო წინადადებები 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 25%25-იდან 15%25-მდე შემცირების, აგრეთვე დივიდენდებსა და პროცენტებზე განსაზღვრული განაკვეთის განულების თაობაზე“.
კანონი, გარდა ან კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-7, მე-10 და მე-12 ნაწილებისა, ძალაშია 2008 წლის 10 აპრილიდან, ხოლო აღნიშნული ნაწილები ძალაში შევა 2009 წლის 1 იანვრიდან.
როგორ ავიღოთ იაფი კრედიტი
2008 წლის 26 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებისა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“, რომლის თანახმადაც;
„რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამა
მუხლი №1 - ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია კერძო მეწარმეებისათვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდით რეგიონალური ტურისტული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.
მუხლი №2 - ქვეპროგრამის ბენეფიციარები
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან: ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის სექტორებში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული, აგრეთვე აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის დაწყების მსურველი მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირები.
მუხლი №3 - ქვეპროგრამის ძირითადი მიმართულებები, განხორციელების პრინციპები და სესხის პირობები
„რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის (შემდგომში - ქვეპროგრამა) ძირითადი მიმართულებები და განხორციელების პრინციპებია:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამზადებს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგენს ქვეპროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ბიზნესგეგმების საფუძველზე შერჩეულ პროექტებს.
2. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის სესხად გამოყოფის მეშვეობით.
3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემას ახორციელებს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
4. ბენეფიციარ საწარმოებს სესხი გამოეყოფათ შეღავათიან პირობებში, კერძოდ: წლიური საპროცენტო განაკვეთი - არა უმეტეს 12 პროცენტი, საშეღავათო პერიოდი - არა უმეტეს 3 წელი, სესხის ვადა - არა უმეტეს 10 წელი. ბენეფიციარი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოსაყოფი სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 ათას ლარს.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით ბენეფიციარი საწარმოებისათვის გასცემს სესხებს მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
6. კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ წარადგინონ მათ მიერ შერჩეული პროექტები. ასეთ შემთხვევაში კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება. საქართველოს მთავრობა იხილავს კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი დაფინანსების შესახებ.
7. ბენეფიციარ საწარმოებს მოეთხოვებათ სესხების უზრუნველყოფა, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე სესხის (ტრანშის) მოცულობის ტოლი. უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) ან პირველადი გირავნობით. ბენეფიციარ საწარმოებს საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა).
მუხლი №4 - ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამა ფინანსდება „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 02).
2. ქვეპროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება შეადგენს 10 მილიონ ლარს.
მუხლი №5 - ქვეპროგრამის მონიტორინგი
1. ქვეპროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
2. ბენეფიციარი საწარმოები კვარტალურად ამზადებენ და წარუდგენენ ინფორმაციას ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც თავის მხრივ წარუდგენს მათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
„ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამა
მუხლი №1 - ქვეპროგრამის მიზანი
ქვეპროგრამის მიზანია კერძო მეწარმეებისათვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდით ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.
მუხლი №2 - ქვეპროგრამის ბენეფიციარები
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირები, აგრეთვე აღნიშნულ სექტორში ბიზნესის დაწყების მსურველი მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირები.
მუხლი №3 - ქვეპროგრამის ძირითადი მიმართულებები, განხორციელების პრინციპები და სესხის პირობები
„ექსპორტის წახალისების“ ქვეპროგრამის (შემდგომში - ქვეპროგრამა) ძირითადი მიმართულებები და განხორციელების პრინციპებია:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ამზადებს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგენს ქვეპროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ბიზნესგეგმების საფუძველზე შერჩეულ პროექტებს.
2. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის სესხად გამოყოფის მეშვეობით.
3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემას ახორციელებს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
4. ბენეფიციარი საწარმოებისათვის სესხი გაიცემა საბაზრო პირობებთან შედარებით შეღავათიანი პირობებით, რომლებსაც ადგენს საქართველოს მთავრობა „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის 3.1 ქვეპუნქტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
5. ბენეფიციარი საწარმოსათვის გასაცემი კრედიტის მოცულობა არ უნდა იყოს 100 ათას ლარზე ნაკლები.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობებით ბენეფიციარი საწარმოებისათვის გასცემს სესხებს მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.
7. კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ წარადგინონ მათ მიერ შერჩეული პროექტები. ასეთ შემთხვევაში კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება. საქართველოს მთავრობა იხილავს კომერციული ბანკების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი დაფინანსების შესახებ.
8. ბენეფიციარ საწარმოებს მოეთხოვებათ სესხების უზრუნველყოფა, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე სესხის (ტრანშის) მოცულობის ტოლი. სესხების უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) ან პირველადი გირავნობით. ბენეფიციარ საწარმოებს საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვებათ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა).
მუხლი № 4 - ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის დაფინანსება ხდება „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი 26 20 01).
2. ქვეპროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება შეადგენს 25 მილიონ ლარს.
მუხლი №5 - ქვეპროგრამის მონიტორინგი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ქვეპროგრამის ბენეფიციარებისათვის გაცემული სესხების დოკუმენტურ მონიტორინგს.
2. ბენეფიციარი საწარმოები კვარტალურად ამზადებენ და წარუდგენენ ინფორმაციას ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც თავის მხრივ წარუდგენს მათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
სესხის ხელშეკრულების ძირითადი დებულებები
ერთი მხრივ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში - სესხის გამცემი), წარმოდგენილი აღმასრულებელი დირექტორის სახით და მეორე მხრივ, ---- (სესხის მიმღების სახელწოდება) (შემდგომში - სესხის მიმღები), წარმოდგენილი -------- (ვის მიერაა წარმოდგენილი) სახით, ორივე ერთად „მხარეებად“ წოდებულნი, დებენ ამ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად სესხის გამცემი იღებს ვალდებულებას, საქართველოს მთავრობის 2008 წლის N განკარგულების საფუძველზე „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაფინანსებიდან სესხის მიმღებს მიზნობრივი სესხის სახით გამოუყოს ------ (თანხა ციფრობრივად) - (-------------) (თანხა სიტყვიერად) ლარი ----------------------- მიზნით (სესხის მიზნობრიობა), ხოლო სესხის მიმღები იღებს ვალდებულებას, სრულად შეასრულოს ამ სესხის ხელშეკრულების პირობები.
1.2. სესხი გაიცემა შემდეგი მიზნებისათვის --------------- (ღონისძიებების ჩამონათვალი).
2. ხელშეკრულების პირობები
2.1. სესხის ხანგრძლივობა განისაზღვრება ------- (ვადა რიცხობრივად, სიტყვიერად) წლის ვადით.
2.2. სესხი გაიცემა (ტრანშებად, ერთჯერადად) სესხის მიმღების წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ამ ხელშეკრულების 2.5, 3.5 და 4.3.3. პუნქტების შესრულების შემდეგ.
2.3. სესხის ვადის ათვლა დაიწყება პირველი ტრანშის (ერთჯერადი თანხის) გაცემისთანავე.
2.4. სესხის მიმღებს სესხი მიღებულად ეთვლება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სესხის მიმღების მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დღიდან.
2.5. სესხის შემდგომი ტრანში გაიცემა წინა ტრანშის სრულად ათვისების შემთხვევაში 4.3.3. პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ.
2.6. სესხის თანხის ათვისების ბოლო ვადაა 2008 წლის 1 დეკემბერი.
2.7. სესხის სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი არის -------- (რიცხობრივად, სიტყვიერად) პროცენტი.
2.8. სესხზე (ტრანშზე) პროცენტი დაირიცხება სესხის (ტრანშის) გაცემისთანავე, ხოლო სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა დაიწყება მეთორმეტე თვის ბოლოს თანდართული გრაფიკის მიხედვით. პირველ წელს ათვისებულ თანხაზე დარიცხული პროცენტის გადახდა განხორციელდება -------- (რიცხობრივად, სიტყვიერად) თვეზე განაწილებით. სესხისა და პროცენტის დაფარვა განხორციელდება ყოველთვიურად.
2.9. სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო გამოითვლება 360-დღიანი წლის, თორმეტი 30-დღიანი თვის საფუძველზე.
2.10. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხდება სესხის (ტრანშის) გაცემის შემდეგ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შედგენილი სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით (შემდგომში - გრაფიკი), რომელიც არის ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.
2.11. გადახდა განხორციელებულად ითვლება სესხის მიმღების მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან.
2.12. გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხისა და პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხას ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0,07 პროცენტის ოდენობით.
3. სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფა
3.1. ამ ხელშეკრულების შესაბამისად სესხის მიმღების მიერ ნაკისრ ვალდებულებას (შემოდგომში - მოთხოვნის უზრუნველყოფას) წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული ქონება/საბანკო გარანტია/სადაზღვევო პოლისი/დაგირავებული ქონება, რომლის ღირებულება ტოლი უნდა იყოს სულ მცირე სესხის (ტრანშის) მოცულობისა.
3.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უნდა მოქმედებდეს სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულების დამთავრებიდან 12 თვის განმავლობაში. სესხის მიმღებს უფლება აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება წარმოადგინოს ეტაპობრივად, ტრანშების მიხედვით.
3.3. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.
3.4. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების თანხის ოდენობა (ქონების ღირებულება) უნდა იყოს სესხის (ტრანშის) ეკვივალენტი.
3.5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (საბანკო გარანტია, სადაზღვევო პოლისი, სესხის გამცემის სასარგებლოდ იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთული ქონება) სესხის გამცემს წარედგინება სესხის გაცემამდე. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე სესხი არ გაიცემა, სესხის გამცემს უფლება აქვს, უარი თქვას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიღებაზე, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს სესხის ხელშეკრულებით ან/და კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას.
3.6. თუ სესხის გამცემი დაადგენს, რომ წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ვეღარ უზრუნველყოფს სესხის დაფარვას, სესხის მიმღები ვალდებულია, სესხის გამცემის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე მოქმედი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეცვალოს ახლით.
3.7. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არ შეიძლება გამოითხოვოს უკან მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემმა, თუ მთლიანად არ არის დაფარული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები ან არ არსებობს სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.
3.8. თუ სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი ნაწილობრივ დაიფარა, სესხის მიმღებს სესხის გამცემის წერილობითი თანხმობით უფლება აქვს, დარჩენილი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს ახალი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და შეამციროს უკვე არსებული ამავე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით და, შესაბამისად, გამოითხოვოს თავდაპირველად წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.
3.9. სესხის მიმღების მიერ სასესხო ვალდებულებების დარღვევა, ანუ სესხისა და დარიცხული პროცენტის გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში დაუფარავობა, ან სხვა საფუძვლით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, სესხის გამცემს აძლევს საფუძველს, გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები სესხის მიმღების ქონებაზე გადახდევინების მისაქცევად და სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად არსებული აქტივების (იპოთეკა, გირავნობა) სარეალიზაციოდ.
4. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
4.1. სესხის გამცემი ვალდებულია:
4.1.1. არ გასცეს სესხი სესხის მიმღების მიერ ამ ხელშეკრულების 3.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე;
4.1.2. სესხის სახით კუთვნილი თანხის გადარიცხვის შესახებ სესხის მიმღების წერილისა და სესხის გასაცემად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შესაბამისი ოდენობის თანხის სესხის მიმღებისათვის გადარიცხვის თაობაზე და წარუდგინოს თანხის გადარიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტები;
4.1.3. სესხის მიმღებისათვის თანხის გადარიცხვიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, სესხის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მოამზადოს და შემდგომი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მხარეების მიერ გრაფიკზე ხელმოწერა;
4.1.4. კონტროლი გაუწიოს სესხის მიმღების მიერ გრაფიკის შესრულებას და დარღვევის შემთხვევაში სესხის მიმღებს დაარიცხოს პირგასამტეხლო 0,07 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.1.5. სესხის მიმღების მიზეზით გრაფიკზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში:
ა) აღარ გასცეს სესხის დარჩენილი ნაწილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) სესხის მიმღებს წერილობით მოსთხოვოს მიღებული სესხის (ტრანშის) თანხის, რომელზეც არ არის შედგენილი გრაფიკი, და მის სრულ დაფარვამდე მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა. ამ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაბრუნებელ ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტს მათ სრულ დაფარვამდე დაარიცხოს პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0,07 პროცენტის ოდენობით;
4.1.6. სასესხო ვალდებულების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოსაღებად გამოიყენოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება;
4.1.7. განახორციელოს სესხის მონიტორინგი.
4.2. სესხის გამცემს უფლება აქვს სესხის მიმღებისაგან მოითხოვოს მონიტორინგის განსახორციელებლად ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტები და კომენტარები.
4.3. სესხის მიმღები ვალდებულია:
4.3.1. შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები სესხის გამცემს წარუდგინოს მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.
4.3.2. სესხის სახით გამოყოფილი თანხა გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის;
4.3.3. საანგარიშო თვის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში სესხის გამცემს წარუდგინოს სრული ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული (შესრულებული) სამუშაოების შესახებ (როგორც სესხის, ისე საკუთარი დაფინანსების ფარგლებში);
4.3.4. ყოველი ტრანშის ათვისების შემდეგ სესხის გამცემს წარუდგინოს სრული ინფორმაცია განხორციელებული (შესრულებული) სამუშაოების შესახებ და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები;
4.3.5. სესხის სრული ათვისების შემდეგ სესხის გამცემს:
ა) წარუდგინოს სრული ანგარიში სესხის ათვისების შესახებ;
ბ) სესხის სრულად ათვისების შემდეგ მის სრულ დაფარვამდე ყოველკვარტალურად წარუდგინოს ინფორმაცია პროექტის განხორციელების შესახებ;
4.3.6. გრაფიკის მიხედვით დაფაროს სესხის ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი ვალდებულებები;
4.3.7. მისი მიზეზით გრაფიკზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს მიღებული სესხი (ტრანში), რომელზედაც არ არის შედგენილი გრაფიკი და დაფაროს სესხის (ტრანშის) დაბრუნების დღისათვის წარმოქმნილი ვალდებულებები;
4.3.8. წარუდგინოს და მისცეს სესხის გამცემის წარმომადგენლებს საშუალება, გაეცნონ მის საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების ამსახველ ანგარიშებს, დებულებებს და სხვა დოკუმენტაციას. ასევე, დაუშვას თავის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე;
4.3.9. სესხის მიმღები სესხის გამცემს აძლევს თავისი ანგარიშების თანაგანკარგვის უფლებას;
4.3.10. წინასწარ აცნობოს სესხის გამცემს:
ა) ადგილსამყოფელის შეცვლის, ახალი იურიდული მისამართისა და იქ გადასვლის თარიღის შესახებ;
ბ) ფინანსური ან/და ქონებრივი მდგომარეობის მოსალოდნელი არსებითი ცვლილებებისა და, ასევე, იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება განაპირობონ ასეთი ცვლილებები;
გ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში და პარტნიორთა შორის, აგრეთვე წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
4.4. სესხის მიმღებს უფლება აქვს:
4.4.1. სესხის გამცემთან შეთანხმებით ვადაზე ადრე დაფაროს სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებები;
4.4.2. სესხის ან მისი ნაწილის ვადამდე ადრე დაფარვის შემთხვევაში მოითხოვოს გრაფიკში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
4.4.3. სესხის ან მისი ნაწილის ვადაზე ადრე დაფარვა არ გამოიწვევს სესხის მიმღების დაჯარიმებას ან პრემირებას.
5. მხარეთა ურთიერთპასუხისმგებლობა, ხელშეკრულების დარღვევა
5.1. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება.
5.2. სესხის გამცემი უფლებამოსილია, 5.4. პუნქტში აღწერილი რომელიმე გარემოების დადგომის შემთხვევაში ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს სესხის მიმღებს სესხის, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს სრული გადახდა.
5.3. სესხის მიმღები ვალდებულია, ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ და მასში მითითებულ ვადაში დააბრუნოს სესხი, მასზე დარიცხული პროცენტი და ხელშეკრულების თანახმად გადასახდელი ყველა თანხა.
5.4. სესხის გამცემის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა, კერძოდ, თუ:
ა) სამჯერ ზედიზედ არ შეასრულა გრაფიკით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილება სესხის მიმღების ფინანსურ ან/და ქონებრივ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს სასესხო ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;
გ) ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა სესხის მიმღები ან რაც მოცემულია ამ ხელშეკრულებასთან კავშირში, აღმოჩნდება არასწორი.
6. დამატებითი პირობები
6.1. მხარეთა ურთიერთობები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
6.2. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ამ ხელშეკრულებასა და მასზე თანდართულ გრაფიკებში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც განიხილება ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება შეტანილ უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით.
6.3. მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო ხელშეკრულების შესრულებისას - წარმოშობილ უთანხმოებათა ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვეტას. 30 დღის ვადაში კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოქმნილი დავა წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
6.4. მხარეთა სამართლებრივი ფორმის, სტრუქტურის შეცვლის ან/და ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და უფლებების გამოყენება დაეკისრება მათ უფლებამონაცვლეს.
6.5. ეს ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.
6.6. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ოთხ ეგზემპლარად ქართულ ენაზე.
ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეების მიერ
200 --- წლის ----- ---------- ქ. თბილისში.
მხარეთა რეკვიზიტები
სესხის გამცემი
მისამართი: (სრული რეკვიზიტები)
---------------------------------
სახელი და გვარი
სესხის მიმღები
მისამართი: (სრული რეკვიზიტები)
-------------------------------------
სახელი და გვარი
დადგენილება ძალაშია 2008 წლის 28 მარტიდან.
როგორ განვახორციელოთ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია
2008 წლის 11 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“, რომლის თანახმადაც, საქართველოს საბაჟო კონტროლის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი, 2000 წლის ჩათვლით გამოშვებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის სააგენტოში განხილვის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადება.
კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
- განცხადება (იგი უნდა შეიცავდეს სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის ამსახველ ფაქტობრივ გარემოებებს);
- დაინტერესებული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამ მოწმობის ასლი, რომელიც ერთვის განცხადებას;
- სარეგისტრაციოდ განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;
- კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს ან არასრულყოფილად უზრუნველყოფს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების წარდგენას, სააგენტო უფლებამოსილია, სატრანსპორტო საშუალების კეთილსინდისიერად შეძენის ან საკუთრების შეძენის ხანდაზმულობის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნიოს არანაკლებ 2 მოწმის მიერ მიცემული ახსნა - განმარტების საფუძველზე.
სააგენტომ განცხადება უნდა განიხილოს 10 დღის ვადაში. თუ საჭირო იქნა 10 სამუშაო დღეზე მეტი ვადა, სააგენტოს უფლება აქვს გაზარდოს იგი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.
თუ სააგენტო განცხადების განხილვის ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, ეს ჩაითვლება რეგისტრაციაზე უარის თქმად. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებულ პირს 5 სამუშაო დღის ვადაში გადასცეს წერილობითი გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება:
- თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია სამართლებრივი შეზღუდვა;
- თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან მისი რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- თუ დაინტერესებულ პირს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეძენილი აქვს არაკეთილსინდისიერად;
- თუ დაინტერესებულ პირს სატრანსპორტო საშუალებაზე მფლობელობის ან საკუთრების უფლება წარმოეშვა 2006 წლის 1 ივლისის შემდეგ;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
დაინტერესებული პირი ვალდებულია 2000 წლის შემდეგ გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება საბაჟო დეკლარირებისა და საბაჟო ოპერაციების განხორციელების მიზნით წარადგინოს საბაჟო ორგანოში. საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებისა და საბაჟო დეკლარაციის მიღების შემდეგ დაინტერესებული პირი ვალდებულია განახორციელოს კუთვნილი ავტომანქანის სააგენტოში რეგისტრაცია.
კანონი ძალაშია 2008 წლის 25 მარტიდან და მოქმედებს 4 თვის განმავლობაში.
საკანონმდებლო სიახლენი კომენტარით რა ცვლილებებია დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით
2008 წლის 1 მაისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორცილებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე”. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ აკრძალულია დეკლარაციის შევსება ან დეკლარაციაში მონაცემების დამატება ან მასში მონაცემების შეცვლა, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა შეტანა ან/და შეცვლა განეკუთვნება საბაჟო ორგანოს კომ- პეტენციას, აგრეთვე ელექტრონული დამუშავების დროს გამოყენებული კოდირებული მონაცემების შეცვლის ან დამატების გარდა, თუ ისინი დეკლარა- ციაში შეტანილია არაკოდირებული სახით.
თუ დეკლარაციის გრაფები-2 (მხოლოდ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებული საბაჟო დამუშავების ოპერაციების შემთხვევაში), 3, 8 (მხოლოდ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული საბაჟო დამუშავების ოპერაციების შემთხვევაში, 10, 11, 12, 15, 15ა, 17, 17ა, 18, 19, 21, 22, 23, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 37, 40, 42, 43, 44, 45, 47, 49 არასწორად არის შევსებული და აღნიშნული შეცდომა არ იწვევს საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობას, საბაჟო მოხელეს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს დეკლარაციის აღნიშნულ გრაფებში.
ბრძანება ძალაშია 2008 წლის 21 მაისიდან.
ვისთან შეიძლება დაზღვევის ხელშეკრულებების დადება
2008 წლის 14 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირებმა და საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საქმიანობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებასთან დაკავშირებული დაზღვევების ხელშეკრულებები, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებებისა, შეუძლიათ დადონ მხოლოდ სააგენტოს მიერ ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციებთან.
მზღვეველი ვალდებულია დაიცვას სააგენტოს მიერ დაწესებული შემდეგი ეკონომიკური ლიმიტები:
- სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა (მათ შორის, ფულადი ფორმით);
- სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების შექმნის წესი;
- სადაზღვევო რეზერვებისა და ფონდების განთავსების და ინვესტირების წესი;
- აქტივებისა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;
- მოზიდულ ფინანსურ საშუალებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობა.
მზღვეველმა აღებული სადაზღვევო ვალდებულებების შესასრულებლად სადაზღვევო შენატანების საფუძველზე უნდა შექმნას მოსალოდნელი სადაზღვევო ანაზღაურებისათვის აუცილებელი რეზერვები. ამ უკანასკნელის ნუსხასა და შექმნის წესს ადგენს სააგენტო. მზღვეველი ვალდებულია გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად დაიცვას აქტივებისა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ნორმატიული თანაფარდობა. რეზერვების განთავსება უნდა განახორციელოს დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობის და ლიკვიდურობის პირობებით.
მზღვეველი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნისას წარუდგინოს ინფორმაცია უცხოეთის იმ სადაზღვევო ორგანიზაციების შესახებ, რომელთანაც გაფორმებული აქვს გადაზღვევის ხელშეკრულებები. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს გადამზღვეველი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
კანონის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებია: დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, საკანონმდებლო სიახლენი კომენტარით მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედუნარიანობის უზრუნველყოფა. იგი უფლებამოსილია, შეამოწმოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის დაცვა და მის მიერ განხორციელებული ანგარიშების უტყუარობა, რისთვისაც მზღვეველისაგან შეუძლია გამოითხოვოს და მიიღოს დადგენილი ანგარიშგება ნორმატივების დაცვის კონტროლის მიზნით. სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვს, ამა თუ იმ ფორმით გასცეს მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებას, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, მიმდინარე პერიოდში უკავია თუ არა ამ პირს ზემოთ აღნიშნული თანამდებობა.
მზღვეველი ვალდებულია, საფირმო სახელწოდების, განიზაციულ - სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფელის შეცვლის, რეორგანიზაციისა და სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ამის შესახებ წერილობით აცნობოს სააგენტოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელება 7 სამუშაო დღეში.
სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში.
კანონი ძალაშია 2008 წლის 10 აპრილიდან.
რა შემთხვევაში შეუძლია სააგენტოს გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია
საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 14 მარტს მიიღო კანონი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას სააგენტოს ზედამხედველობით. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს თავისი საქმიანობა მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის შემდეგ. თუ სააგენტო შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, სააგენტო უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
იმ შემთხვევაში, კი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ 2-ჯერ არ წარუდგენს სააგენტოს მის მიერვე დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით, სააგენტო უფლებამოსილია, გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია. ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია მსესხებლის შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს, მის წარმომადგენლებს, სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში-საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს აღნიშნული ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
კანონი ძალაშია 2008 წლის 18 აპრილიდან.
იურიდიული პირის პასუხისმგებლობის შემთხვევები
2008 წლის 19 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც, წინასწარი შეცნობითი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთით სარგებლობა, ნივთის შეძენა, ფლობა ან გასაღება, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, - ისჯება ჯარიმით თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის, რასაც თან ახლავს დიდ ოდენობით შემოსავლის მიღება, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდ ოდენობით შემოსავლის მიღება, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
კანონის თანახმად, წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ნივთით სარგებლობა, ნივთის შეძენა, ფლობა ან გასაღება, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან განსაკუთრებით დიდ ოდენობით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. აღსანიშნავია, რომ დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი 30 000 ლარიდან 50 000 ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 50 000-დან ზევით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და მონიტორინგის განმახორციელებული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდების ფაქტის გახმაურება ისჯება ჯარიმით ანდა თანამდებობების დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
იგივე ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
ტერორიზმის დაფინანსება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე.
კანონი ძალაშია 2008 წლის 12 აპრილიდან.
ცვლილებები საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან
დროებითი გასვლისა და შემოსვლის წესში
2008 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისა და საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ:
- მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
- მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;
- მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შესაძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
- არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
- არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია.
კანონი ძალაშია 2008 წლის 4 აპრილიდან.
ცვლილებები სარეგისტრაციო მოსაკრებლებთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 7 მარტს მიიღო კანონი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას:
- პესტიციდების ახალი პრეპარატული სახის რეგისტრაცია - 600 ლარი;
- პესტიციდების ახალი პრეპარატული სახის რეგისტრაცია ექსპერტიზის საფუძველზე - 350 ლარი;
- რეგისტრირებული პესტიციდების გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაჯგუფების რეგისტრაცია - 450;
- პესტიციდების შემოკლებული ვადით (დროებითი) რეგისტრაცია - 500 ლარი;
- პესტიციდების ხელახალი რეგისტარაცია - 300 ლარი;
- აგროქიმიკატების რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია - 150 ლარი.
კანონი ძალაშია 2008 წლის 9 აპრილიდან.
რა ცვლილებებია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონში
2008 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სარეგისტრაციო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი გადასახადების ოდენობა დგინდება საკანონმდებლო აქტებით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სააგენტო უფლებამოსილია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული საქმიანობისა და მომსახურების სახეობებისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემასა და სააგენტოში დაცული მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევა. ასეთი მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
კანონი ძალაშია 2008 წლის 4 აპრილიდან.
რა დაგიჯდებათ სამოქალაქო რეესტრის მომსახურება
2008 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმად:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები
1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-10 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდი - ან პასპორტზე - 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48 - გვერდი - ან პასპორტზე - 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 25 ლარი;
გ) მე-3 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48 - გვერდი - ან პასპორტზე - 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 55 ლარი;
დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48 - გვერდიან პასპორტზე - 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 125 ლარი;
ე) იმავე დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48 - გვერდიან პასპორტზე - 40 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 170 ლარი.
2. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-10 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 25 ლარი;
გ) მე-3 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 55 ლარი;
დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 125 ლარი;
ე) იმავე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 170 ლარი.
3. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ წარმომადგენლის მეშვეობით პასპორტის განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-10 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური - 70 ლარი;
ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური - 120 ლარი.
4. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობების განაცხადების შეტანიდან:
ა) მე-10 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 5 ლარი;
გ) მე-3 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 10 ლარი;
დ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი;
ე) იმავე დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.
5. სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო განყოფილების მიერ საინფორმაციო ბარათის განაცხადის:
ა) შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 2 ლარი;
გ) შეტანისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 5 ლარი.
6. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 20 ლარი;
გ) იმავე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 40 ლარი.
7. ქორწინების რეგისტრაციისათვის, მოწმობის გაცემის ჩათვლით, დადგენილია სახელმწიფო ბაჟი 9 ლარის ოდენობით, ხოლო მომსახურების განაკვეთი:
ა) ქორწინების სახლში ქორწინების რეგისტრაციისათვის - 120 ლარი;
ბ) სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ქორწინების რეგისტრაციისათვის სპეციალური სარიტუალო მომსახურებით - 50 ლარი;
გ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ ქორწინების რეგისტრაციისათვის - 170 ლარი.
8. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობის ან ცნობის განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-3 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკ- ვეთი - 5 ლარი;
გ) 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 15 ლარი;
დ) იმავე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 25 ლარი.
9. მოქალაქის განაცხადის საფუძველზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობის ან ცნობის 10 დღის ვადაში გაცემისათვის, თუ შესაბამისი აქტის ჩანაწერი არ ინახება მოწმობის ან ცნობის გამცემ სამსახურში და საჭიროა მისი გამოთხოვა სხვა ტერიტორიული სამსახურიდან, სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 20 ლარი.
10. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობის განაცხადის შეტანიდან:
ა) 45-ე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) 30-ე დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 100 ლარი;
გ) მე-15 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 170 ლარი.
11. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების, დამატებისა და ცვლილების შეტანისათვის განაცხადის შეტანიდან:
ა) მე-15 დღეს სახელმწიფო ბაჟია 10 ლარი, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;
ბ) მე-5 დღეს სახელმწიფო ბაჟია 10 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი - 50 ლარი.
12. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.”
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6' მუხლი:
„მუხლი 6'. კანონით გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის დადგენილი საფასური
ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.”
კანონი ძალაშია 2008 წლის 19 აპრილიდან.
რა დაგიჯდებათ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება
საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 21 მარტს მიიღო კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, რომლის თანხმადაც, სახელმწიფო ბაჟი საქართველოს მოქალაქის 32 - გვერდიანი პას- პორტის გაცემისათვის ან შეცვლისათვის შეადგენს 35 ლარს, ხოლო 48 - გვერდიანი პასპორტისა - 40 ლარს.
საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არ მქონე პირის სამგზავრო პასპორტის გაცემისათვის ან შეცვლისათვის სახელმწიფო ბაჟი შედაგენს 35 ლარს.
კანონი ძალაშია 19 აპრილიდან.
როდის დასრულდება გაკოტრების პროცესი
გადახდისუუნარობის საქმეების მიმართ
2008 წლის 19 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, იმ გადახდისუუნარობის საქმეების მიმართ, რომლებზედაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება შეტანილია „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის შესაბამისად, გაკოტრების და რეაბილიტაციის პროცესი უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში და გაკოტრების რეჟიმში მყოფი სუბიექტების მიმართ შეწყდება „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონის მოქმედების გავრცელება და ისინი ვალდებულნი იქნებიან დაიწყონ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ამ კანონის შესაბამისად.
კანონი ძალაშია 2008 წლის 28 მარტიდან.
ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი
დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯების წესი
2008 წლის 13 მაისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გამოსცა „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების თაობაზე“.
სამინისტროების და უწყებების მიერ
მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის
და ხარჯვის წესი
მუხლი № 1 - ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის და ხარჯვის მექანიზმს. ეს წესი აგრეთვე ვრცელდება სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებულ მონეტიზებულ გრანტებზე.
2. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიზნობრივი დაფინანსება - საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული მიზნებისათვის მიღებული დაფინანსება;
ბ) მონეტიზებული გრანტი - სამინისტროების და უწყებების მიერ სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებული გრანტის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა.
მუხლი № 2 - გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვა
1. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება აღირიცხება სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში - აღრიცხვის ჟურნალი).
2. აღრიცხვის ჟურნალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები და/ან განმკარგავი ორგანიზაციის დასახელება;
ბ) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები და/ან განმკარგავი ორგანიზაციის მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები;
გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი;
დ) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების თარიღი (ნომერი);
ე) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოცულობა;
ვ) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემის (დონორის) დასახელება.
3. აღრიცხვის ჟურნალში ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება შეიძლება არ იქნეს შეტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
4. „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობა” (დანართი N1) (შემდგომში - ცნობა) დასტურდება აღრიცხვის ჟურნალში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების შეტანის შემდეგ.
5. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტში სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შემოსულობებში და გადასახდელებში აღირიცხება გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემსა (დონორსა) და გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღებს შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში
წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე.
6. სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ჩაირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის 302007000 სახაზინო კოდზე - გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრები. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახსრებით გაწეული ხარჯების დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანაგარიშის სახაზინო კოდზე 302009941.
7. წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების სახაზინო კოდზე ფაქტიურად ჩარიცხული გრანტის/მიზნობრივი დაფინასების მოცულობის მიხედვით ან საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ზუსტდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები.
8. ყოველი წლის 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები რჩება გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის განკარგულებაში და ახალ საბიუჯეტო კანონში იგი აისახება ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ნაწილში.
9. წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტების შემდგომ, აისახება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში.
10. სახაზინო სამსახური გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროსა და უწყების მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების თანხებით გაწეულ საკასო ოპერაციებზე ხაზინაში არსებული ინფორმაციის და ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კვარტალური განწერის დაზუსტების შემდგომ უზრუნველყოფს შესაბამისი ოპერაციების განხორციელებას თანხების ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახვის მიზნით.
მუხლი № 3 - გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განკარგვა
1. სახაზინო სამსახურისათვის გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გაცემის საფუძველს წარმოადგენს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, წლიური საბიუჯეტო კანონის ან/და საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად დადასტურებული ცნობა.
2. ცნობაში გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით გაიწერება გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე.
3. წლის განმავლობაში საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების ცვლილების და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წინადადებების წარმოდგენის შესაბამისად, დადგენილი წესის მიხედვით, შესაძლებელია ცნობით დადასტურებული კლასიფიკაციის მუხლებს შორის ნაწილობრივი ურთიერთგადანაწილება.
4. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გაცემა ხორციელდება საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წლიური საბიუჯეტო კანონის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების გაცემა ხორციელდება საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების პირობებისა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ახალი საბიუჯეტო წლიდან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გაცემა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ცნობის საფუძველზე.
დანართი № 1 - ხარჯთაღრიცხვის ცნობა
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი
გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ
ვალუტის დასახელება
|
|
უცხოურ |
ეროვნულ |
1 |
გრანტის/მიზნობრივი |
|
|
2 |
მ.შ. მიღებული თანხა |
***** |
|
3 |
მ.შ. სულ დამტკიცებული |
***** |
|
4 |
მ.შ. უკანასკნელი ჩარიცხვა |
|
|
ლარებში
1 |
ნაშთი პერიოდის დასაწყისში |
|
2 |
მიმდინარე წლის მოცულობა |
|
3 |
სულ მიმდინარე წლის შშემოსულობა (1+2) |
|
4 |
შრომის ანაზღაურება |
|
5 |
საქონელი და მომსახურება |
|
6 |
პროცენტი |
|
7 |
სუბსიდიები |
|
8 |
გრანტები |
|
9 |
სოციალური უზრუნველყოფა |
|
10 |
სხვა ხარჯები |
|
11 |
არაფინანსური აქტივები |
|
12 |
ფინანსური აქტივები |
|
13 |
ვალდებულებები |
|
14 |
სულ მიმდინარე წლის დამტკიცებული |
|
_____________________
საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი
* აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს ვალუტის ერთეულში
ბრძანება ძალაშია 2008 წლის 14 მაისიდან.
ვინ იბეგრება სალიცენზიო-სანებართვო მოსაკრებლით
2008 წლის 14 მარტს საქრთველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, სალიცენზიო/სანებრთვო მოსაკრებლით იბეგრება „ლიცენზიებისა და ნებრთვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საქამიანობა. მოსაკრებლის გადამხდელები არიან „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობაზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი იურიდიული და ფიზიკური პირები.
კანონი ძალაშია 2008 წლის 9 აპრილიდან.
რა შემთხვევაში ჩაეთვლება მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში გაცდენილი საათები საპატიოდ
2008 წლის 19 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც, მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ჩაეთვლება საპატიოდ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში და შეუნარჩუნდება ხელფასი.
კანონი ძალაშია 2008 წლის 28 მარტიდან.
რა ცვლილებებია საგადასახადო კოდექსში
2008 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც.
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-13 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას უთანაბრდება ფასიანი ქაღალდების ან საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის შეძენა, რეალიზაცია, სავალო ვალდებულებათა შეძენა, რეალიზაცია, საპაიო საინვესტიციო ფონდში პაის შეძენა, რეალიზაცია, აგრეთვე გამყიდველის საკუთრებაში არსებული საავტორო ან სხვა ანალოგიური უფლებების რეალიზაცია, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საწარმოს მიერ განხორციელებული ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობისა“.
2. მე-100 მუხლის პირველი-მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირი ან პირთა ჯგუფი ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-6 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით ან/და მე-7 ნაწილით განსაზღვრული საქმიანობისა) დაწყებამდე ინდივიდუალური მეწარმის/საწარმოს/ორგანიზაციის სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის (აღრიცხვის) შესახებ განცხადებით მიმართოს ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური მეწარმის/საწარმოს/ორგანიზაციის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - საცხოვრებელი ადგილის) მიხედვით.
2. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, გარდა ამ კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირისა, უფლებამოსილია საგადასახადო რეგისტრაციის (აღრიცხვის) შესახებ განცხადებით მიმართოს ტერიტორიულ საგადასახადო ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში.
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მისი ფილიალებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კოდექსით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადებში.
5. ფიზიკურმა პირმა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირისა) ან საწარმომ (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საწარმოსი და უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისა) ან ორგანიზაციამ (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით“.
3. 113-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ეს ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 1 თვით. საჭიროების შემთხვევაში შემოწმების 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ზემდგომ საგადასახადო ორგანოს უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვით იმ საწარმოში, რომლის ერთობლივი შემოსავალი წინა 3 კალენდარული წლიდან ერთი წლის განმავლობაში მაინც აღემატებოდა 20 მილიონ ლარს“.
4. 127-ე მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენების თაობაზე საგადასახადო ორგანო აქტის შედგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს ერთიან გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით“.
5. 158-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭო დავას თავის სხდომაზე იხილავს საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულ ვადაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი სხდომა/სხდომები. თუ საბჭო დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ საგადასახადო ორგანოს დაავალოს, განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი საბჭოს მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 სამუშაო დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება სამჯერ, ვადის თითოეული გაგრძელებისას - არა უმეტეს 15 სამუშაო დღით“.
ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6' ნაწილი:
„6'. საბჭოს არჩატარების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეს ან მოადგილეს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში - საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრებს (წევრს) უფლება აქვთ (აქვს) მიიღონ (მიიღოს) გადაწყვეტილება აღნიშნულ საბჭოს სხდომაზე განსახილველი დავის/დავების (საჩივრების) განხილვის არა უმეტეს 30 კალენდარული დღით შეჩერების თაობაზე, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მომჩივანს“.
6. 159-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭო ვალდებულია ამ კოდექსის 158-ე მუხლით დადგენილ ვადებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“.
7. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ფიზიკური პირის მიერ 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით ან/და საწარმოს ლიკვიდაციის ან საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ (იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი) უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, გარდა მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტისა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული 2-წლიანი ვადა უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში იანგარიშება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უძრავი ქონება მიღებულია ფიზიკური პირის მიერ საწარმოდან წილის სანაცვლოდ ამ საწარმოს ლიკვიდაციისას ან საწესდებო კაპიტალის შემცირებისას. ამ შემთხვევაში უძრავ ქონებაზე საკუთრების 2-წლიანი ვადა იანგარიშება ფიზიკური პირის მიერ ამ საწარმოში შესაბამისი წილის შეძენის დღიდან. წილის სხვადასხვა დროს შეძენის შემთხვევაში 2-წლიანი ვადა იანგარიშება შესაბამისი წილის შეძენის თარიღიდან), ხოლო „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა ქონების რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ (სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში) წარმოშობისას, როდესაც ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა უსასყიდლოდ მიღებული ქონების რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის“;
8. 217-ე მუხლის მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
9. 218-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანია, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის შემთხვევაში, ასეთი რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის გაცემისას“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-9 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-9 ნაწილები ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
რა ცვლილებებია კომერციული ბანკების საქმიანობაში
2008 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც, ბანკს უფლება აქვს პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიიღოს ამ პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან. ბანკი ვალდებულია არ დაუშვას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან მიღებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გადაცემა მესამე პირისათვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
კანონი ძალაშია 2008 წლის 19 აპრილიდან
მოამზადა ესმა ქაჯაიამ
![]() |
6 გვეკითხებიან, ვპასუხობთ |
▲ზევით დაბრუნება |
იურიდიული კონსულტაცია
შემოსულ კითხვებს პასუხობს ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ ექსპერტი შრომისა და სოციალური დაცვის საკითხებში, ქალბატონი ირინე ღლონტი.
კითხვა:
- ჩვენი დაწესებულების ბუღალტერიას რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემთვის უფრო მაღალი ანაზღაურება მოუცია, ვიდრე გამოშვებული პროდუქციის ოდენობის მიხედვით მიეკუთვნოდა, რის გამოც ერთბაშად მიკავებენ მთელი ორი თვის ხელფასს. აქვთ თუ არა ამის უფლება?
პასუხი:
- ასეთი დაკავება კანონსაწინააღმდეგოა: შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.
კითხვა:
- მყავს ერთი წლის ბავშვი, მეგონა, შვებულება მეკუთვნოდა მისი 3 წლის ასაკის შესრულებამდე, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, თუ ვერ შეძლებ სამსახურში გამოსვლას, გაგათავისუფლებენო, რამდენად სწორია ადმინისტრაციის მოქმედება?
პასუხი:
- ადმინისტრაციის მოქმედება-შეტყობინება, კანონიდან გამომდინარეა: დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ეძლევა მხოლოდ 477 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე.
კითხვა:
- მყავს ორი მცირე წლოვანი შვილი. მინდა ვისარგებლო ანაზღაურებადი შვებულებით და ბავშვები გავიყვანო ქალაქგარეთ. შემიძლია თუ არა უხელფასო შვებულებაც მოვითხოვო?
პასუხი:
- უფლება გაქვთ ისარგებლოთ უხელფასო შვებულებით, წელიწადში არანაკლებ 15 კალენდარული დღით, მაგრამ მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ კანონის თანახმად, ვალდებულნი ხართ, ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობის შესახებ 2 კვირით ადრე გააფრთხილოთ დამსაქმებელი, თუ გაფრთხილება შეუძლებელი არ არის გადადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
კითხვა:
- დანიშნული მქონდა სახელმწიფო კომპენსაცია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირს. სტატუსი განისაზღვრება 1 წლის ვადით. სტატუსის გასაგრძელებლად, 1 მარტს კომისიაში ვერ გავტარდი, რის გამოც შემიწყვიტეს პროკურატურაში მუშაობის სტაჟით კუთვნილი კომპენსაციის გაცემა. სწორია ასეთი გადაწყვეტილება?
პასუხი:
- მოქმედი კანონის თანახმად, შეკითხვაში აღნიშნული პირობების მიხედვით, 1 მარტიდან უნდა მომხდარიყო არა დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტა, არამედ შეჩერება. მისი გაცემა განგიახლდებათ, როცა გატარდებით კომისიაში და კვლავ მოგენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების შესაბამისი სტატუსი. აქვე გაცნობებთ, რომ თუ კომისიაში დროულად საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოგეცეთ ამა მიმდინარე წლის 1 მარტიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის განსაზღვრამდე კუთვნილი კომპენსაციის თანხები.
კითხვა:
- ვინაიდან ბანკში მისვლა ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო ხშირად მიჭირს, შეიძლება მოვითხოვო ჩემი კუთვნილი კომპენსაციის ბინაზე მოტანა?
პასუხი:
- რა თქმა უნდა, შეიძლება. კანონის თანახმად, კომპენსაციის ბინაზე მიტანა ხორციელდება მიმღები პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
კითხვა:
- ვარ 37 წლის. დანიშნული მქონდა სახელმწიფო კომპენსაცია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირს. ამჟამად მიწევს კომისიის გავლა, ვინაიდან სტატუსი მინჭებული მქონდა ერთი წლით. რომ არ მომანიჭონ ინვალიდობის III ჯგუფი, შემიწყდება კომპენსაცია?
პასუხი:
- მოქმედი კანონის თანახმად, დანიშნული კომპენსაცია შეგიწყდებათ. საფუძველი შეიძლება გახდეს კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო, შესაბამისი შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის დაკარგვა.
კითხვა:
- როგორც თქვენი ჟურნალიდან შევიტყვეთ, მოქმედი შრომის კოდექსი ითვალისწინებს ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით დადებას. იქნებ ისიც გვაცნობოთ, შეიძლება თუ არა კოლექტიური ხელშეკრულება დაიდოს ზეპირი ფორმით?
პასუხი:
- საქართველოს შრომის კოდექსის 43ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კოლექტიური ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით.
კითხვა:
- ერთი თვის წინ საავტომობილო კატასტროფაში დამეღუპნენ ძმა და რძალი, რომელთაც დარჩათ 7 წლის გოგონა. ბავშვის აღზრდა მე ვიკისრე, მეურვეობაც გავიფორმე. გთხოვთ, გამარკვიოთ, რა საბუთები მჭირდება, რომ გოგონას დაენიშნოს პენსია მშობლების დაღუპვის გამო და სად წარვადგინო?
პასუხი:
- თქვენს მეურვეობაში მყოფი მცირეწლოვანი გოგონასათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე უნდა მიმართოთ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ფილიალს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საჭიროა განცხადებასთან ერთად წარადგინოთ თქვენი (როგორც მეურვის) პირადობის მოწმობა, მარჩენალდაკარგული ბავშვის დაბადების მოწმობა და მშობლების გარდაცვალების მოწმობა. თუ ძმისა და რძლის დაღუპვიდან 3 თვის განმავლობაში ზემოაღნიშნულ განცხადებასა და საბუთებს შესაბამის ორგანოში წარადგენთ, ბავშვს პენსია მშობლების გარდაცვალების დღიდან დაენიშნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კიმიმართვის დღიდან.
კითხვა:
- მაქვს 35 წლის შრომის სტაჟი, ვცხოვრობ თბილისში. სამუშაოდან გავთავისუფლდი 18 მარტს (ვმუშაობდი სახელმწიფო დაწესებულებაში). გთხოვთ განმიმარტოთ, კერძო სტრუქტურაში რომ დავიწყო მუშაობა მცირე ხელფასზე, მექნება პენსიის მიღების უფლება და რა ოდენობით დამენიშნება?
პასუხი:
- შეკითხვაში არსებული პირობების მიხედვით, თქვენ გაქვთ პენსიის მიღების უფლება, თვეში 80 ლარის ოდენობით. დაუყონებლივ მიმართეთ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს. ასაკის პენსია მიმართვისა და საჭირო საბუთების წარდგენის დღიდან ინიშნება და გაიცემა კერძო სექტორში მუშაობის შემთხვევაშიც.
კითხვა:
- ვმუშაობ დაწესებულებაში, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ხელფასს შემნახველ ბანკში გვირიცხავენ, რაც გარკვეული დროის დაკარგვასთან და დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, გვინდა, რომ ხელფასი სამსახურში მივიღოთ. როგორ არის ეს საკითხი მოწესრიგებული ახალი შრომის კოდექსით, მართლა აუცილებელია ხელფასის ბანკის მეშვეობით გაცემა?
პასუხი:
- 2006 წლის 4 ივლისიდან მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 31ე მუხლის მე2 პუნქტის შესაბამისად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ სამუშაო ადგილზე.
კითხვა:
- ვმუშაობ ერთერთ დაწესებულებაში, ადამიანური რესურსების განყოფილების გამგედ. გთხოვთ განმიმარტოთ, რომელი კოდექსით რეგულირდება შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელსაც შრომის კოდექსი არ აწესრიგებს?
პასუხი:
- შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც შრომის კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი არ აწესრიგებს, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
კითხვა:
- მუშაობას ვიწყებ კერძო ფირმაში. დამსაქმებელი მავალდებულებს, რომ ხელი მოვაწერო ხელშეკრულებას, რომ მათთან მიღებული ცოდნა შემდგომში არ გამოვიყენო ამ ფირმის კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. აქვს თუ არა ამის უფლება?
პასუხი:
- საქართველოს შრომის კოდექსის 46ე მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გაგრძელდეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც, მაგრამ მისი შეწყვეტიდან არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში.
კითხვა:
- გთხოვთ გვაცნობოთ, ყველაზე დიდი ხანგრძლივობით რამდენი დღე შეიძლება გაგრძელდეს გაფიცვა?
პასუხი:
- გაფიცვა არ შეიძლება გაგრძელდეს 90 კალენდარული დღეზე მეტ ხანს.
კითხვა:
- დაწესებულებაში, სადაც ვმუშაობდი, ხშირად ირღვევა უსაფრთხოების პირობები, რითაც ადგილი აქვს დამსაქმებლის მხრიდან შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას. არის თუ არა აუცილებელი დასაქმებულის მხრიდან გამაფრთხილებელი გაფიცვის მოწყობა გაფიცვის უფლების წარმოსაშობად?
პასუხი:
- კანონის თანახმად, გაფიცვის უფლება წარმოშობა მხოლოდ გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდეგ არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
კითხვა:
- ჩემი მეზობელი მძიმედ დაშავდა, პატრონი არავინ ჰყავს, რის გამოც ძირითადად ჩვენი (მეზობლების) მისახედია. აქვს მცირე შრომის სტაჟი, არის 42 წლის, მიცემა თუ არა ინვალიდობის პენსია?
პასუხი:
- ინვალიდობის პენსიის დასანიშნად ავადმყოფს სამედიცინო კომისიამ უნდა განსაზღვროს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი. თუ ავადმყოფი მეზობლის დახმარება გინდათ, გირჩევთ, უბნის პოლიკლინიკას მიმართოთ.
კითხვა:
- მყავს ბავშვობიდან ინვალიდი დისშვილი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი ბავშვობიდან აქვს განსაზღვრული. ამ რამდენიმე დღის წინ იგი გახდა 18 წლის, გავატარეთ კომისიაში, სადაც კვლავ სცნეს ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად. გთხოვთ განმიმარტოთ, ხომ არ შეუწყდება პენსიის გაცემა?
პასუხი:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის 249/ნ ბრძანების მე-80 მუხლის, მე-7 პუნქტის შესაბამისად, იმ პირებს, რომელთაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მინიჭებული აქვთ ბავშვობიდან და 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ, დაუდგინდებათ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი, უგრძელდებათ პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით.
კითხვა:
- მე და ჩემი სამი მეგობარი ვაპირებთ მუშაობის დაწყებას კოლექტიური ხელშეკრულებით. როგორც გავიგეთ, ამ შემთხვევაში, დასაქმებულთა გაერთიანება მოქმედებს წარმომადგენლობის მეშვეობით, მაგრამ სრულყოფილად არ ვართ გარკვეული ჩვენი უფლების არსში და არც იმაში - ვინ შეიძლება იყოს წარმომადგენელი?
პასუხი:
- კანონიდან გამომდინარე, კოლექტიური ხელშეკრულების დადების, პირობების შეცვლის ან მოშლის ან დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით, დასაქმებულთა გაერთიანება მოქმედებს წარმომადგენლობის მეშვეობით. წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი.
კითხვა:
- კოლექტიური ხელშეკრულების დადების დროს აუცილებელია თუ არა წარმომადგენლობის დადასტურება წერილობითი მინდობილობით?
პასუხი:
- საქართველოს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმომადგენლობის დადასტურება ხდება წერილობით მინდობილობით, რომელსაც ხელს აწერენ დაინტერესებული დასაქმებულები და პირი, რომელსაც ენიჭება წარმომადგენლობის უფლება.
კითხვა:
- ვარ 67 წლის. შრომის სტაჟით ვიღებ ასაკის პენსიას. ვცხოვრობ თბილისში, მაგრამ სოციალური დაზღვევის სუბსიდიების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა პენსიაზე 10 ლარი დანამატი დამირიცხა არა 2006 წლის 1 სექტემბრიდან, არამედ 2007 წლის 1 იანვრიდან. სად შემიძლია გავასაჩივრო მათი ასეთი მოქმედება?
პასუხი:
- შეკითხვიდან გაუგებარია, გქონდეთ თუ არა წარდგენილი სოციალური სუბსიდიების სააგენტოში 25 წლის შრომის სტაჟის დამადასტურებელი საბუთი 2006 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით. თუ გქონდათ, მაგრამ არ მოგეცათ დანამატი, რატომ არ დააყენეთ ეს საკითხი აქამდე? შეკითხვაში არ აღნიშნავთ ზუსტ მისამართს, ამიტომ გირჩევთ, მოტივირებული განცხადებით დაუყონებლივ მიმართოთ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს (თბილისი, ჯავახიშვილის 51), რომლის კომპეტენციაშიც შედის მსგავსი ხასიათის საჩივრების შესწავლა, განხილვა და გადაწყვეტა.
კითხვა:
- ვმუშაობდი პოლიციაში. 2008 წლის 3 იანვრიდან დამენიშნა კომპენსაცია, მაგრამ ვფიქრობ, არასწორად არის გაანგარიშებული ჩემი ხელფასის ოდენობა, საიდანაც კომპენსაციის განსაზღვრა მოხდა. გთხოვთ განმიმარტოთ, მოქმედი კანონის თანახმად, რას შეადგენს ჩემი კატეგორიის პირებისათვის კომპენსაციის გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა?
პასუხი:
- „პოლიციის შესახებ“ და „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და ფინანსური პოლიციის რიგებიდან დათხოვნილ პირთათვის კომპენსაციის გაანგარიშებისათვის საჭირო ხელფასის ოდენობა შეადგენს თანამდებობრივ სარგოსა და სამხედრო ან სპეციალური წოდებისათვის დადგენილი სარგოების ჯამს.
კითხვა:
- გთხოვთ გვაცნობოთ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ვის შეუძლია დავის განხილვა და იწვევს თუ არა ეს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას?
პასუხი:
- შრომის კოდექსის 47-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, დავის განხილვა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს და მათ წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს დავა. ინდივიდუალური დავის განხილვა შესაძლებელია შემათანხმებელი პროცედურებით. ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით ან სამართლის მეშვეობით. აქვე გაცნობებთ, რომ დავის განხილვა არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.
კითხვა:
- თუ შეიძლება განმიმარტეთ, შეტანილია თუ არა აკადემიურ, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობათა ჩამონათვალში სტაჟიორ-მკლევარი?
პასუხი:
- სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესის №1 დანართში 2006 წლის 15 სექტემბერს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, სტაჟიორი - მკლევარი შედის აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობის ჩამონათვალში.
კითხვა:
- ვიმყოფები საავადმყოფო ფურცელზე - გთხოვთ განმიმარტოთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შრომისუუნარობის დახმარების დანიშვნის და გაცემის სისწორეზე?
პასუხი:
- დროებით შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის დამსაქმებელს (დაწესებულებას).
კითხვა:
- ეკონომიკურად უკიდურესად გვიჭირს, არადა შრომის გაუსაძლისი პირობები გვაიძულებს ხმა ავიმაღლოთ დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოვაწყოთ გაფიცვა. არის თუ არა ვალდებული დამსაქმებელი, გაფიცვის პერიოდში მოგვცეს ანაზღაურება?
პასუხი:
- კანონის თანახმად, გაფიცვის დროს დამსაქმებელი ვალდებული არ არის დასაქმებულს მისცეს შრტომის ანაზღაურება, მაგრამ არც იმის უფლება აქვს, რომ შრომის ხელშეკრულება შეუწყვიტოს.
კითხვა:
- ვარ ასაკით პენსიონერი. ამავე დროს დღეისათვის ყველა პირობა მაქვს მივიღო სახელმწიფო კომპენსაცია. მაქვს თუ არა ორივეს ერთდროულად მიღების უფლება?
პასუხი:
- ერთი და იმავე პირმა, სათანადო პირობების შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს ან სახელმწიფო კომპენსაცია, ან პენსია. ერთდროულად ორივეს მიღებას კანონი არ ითვალისწინებს.
კითხვა:
- ერთ-ერთი დაწესებულების ხელმძღვანელი მპირდებოდა სამუშაოზე მოწყობას. მივუტანე შესაბამისი საბუთები, თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ მოულოდნელად სამუშაოზე მიღებაზე უარი მითხრა. არის თუ არა ვალდებული წერილობით დაასაბუთოს უარი?
პასუხი:
- ახალი შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებელი, სამწუხაროდ, ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ.
კითხვა:
- მაქვს სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად საჭირო ყველა პირობა. ჩემი საბუთები ამ რამდენიმე დღეში გაეგზავნება სოციალური სუბსიდიების სააგენტოში. თუ შეიძლება მაცნობეთ, რამდენ დღეში დაინიშნება ჩემი კომპენსაცია?
პასუხი:
- კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე საკითხს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს განხილვის განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.
კითხვა:
- შვილად ავიყვანე 9 თვის ბავშვი. მეკუთვნის თუ არა ანაზღაურებადი შვებულება, თუ მეკუთვნის რამდენი დღის ხანგრძლივობით და რამდენ თვეშია აუცილებელი შესაბამისი ორგანოსადმი საავადმყოფო ფურცლის წარდგენა?
პასუხი:
- ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან გასულია 6 თვე. თუ ამ ვადაში მიმართეთ ანაზღაურებადი შვებულება გეკუთვნით 70 დღის ხანგრძლივობით.
კითხვა:
- აფხაზეთის ფრონტზე მიღებული ჭრილობის შედეგად რამდენიმე თვის წინ გარდამაცვალა ერთადერთი ვაჟიშვილი. სამედიცინო კომისიამ მცნო II ჯგუფის ინვალიდად. რა საბუთები უნდა წარვადგინო, რომ მივიღო პენსია მარჩენალის დაღუპვის გამო?
პასუხი:
- მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის დასანიშნად სოციალური სუბსიდების სააგენტოს ადგილობრივ სამსახურს უნდა წარუდგინოთ განცხადება, თქვენი პირადობის მოწმობა, საბუთი, რომ II ჯგუფის ინვალიდი ხართ, შვილის დაბადების და გარდაცვალების მოწმობები და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული შვილის ომის ვეტერანობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
![]() |
7 ეფექტიანობა - ბიზნესის მარადიული, ფუნდამენტური პრობლემა |
▲ზევით დაბრუნება |
აზიკო სისვაძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
ეფექტიანობის კატეგორია განსაკუთრებულ როლს ასრულებს როგორც ბიზნესის პრაქტიკაში, ისე მასში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების კვლევაში. ამასთან, პასუხს სცემს ეკონომიკის ზოგადი თეორიის მეორე ფუნდამენტურ პრობლემას: როგორ ვაწარმოოთ?
პასუხი მოცემულ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანია: უნდა ვაწარმოოთ ისე, რომ წარმოების ფაქტორთა მინიმალური დანახარჯებით მიღწეულ იქნას მაქსიმალური სამეურნეო შედეგები. შესაბამისად, ეფექტიანობა ბიზნესის ერთ-ერთი რიგითი საკითხი კი არაა, არამედ მისი გლობალური, ფუნდამენტური და მარადიული პრობლემაა, რომელიც ამ დარგს როგორც დროში, ისე სივრცეში თავიდან ბოლომდე განმსჭვალავს. უფრო კონკრეტულად - ეფექტიანობა ბიზნესის არსებობის წესია, ხოლო არაეფექტიანი ბიზნესი, მისი კვდომის წინაპირობაა.
ეფექტიანობის პრობლემა მხოლოდ ეკონომიკის, მათ შორის ბიზნესის „საკუთრება” კი არაა, არამედ იგი ზოგადი პრობლემაა და მას სხვადასხვა დარგი თავისი სპეციფიკის შესაბამისად ამა თუ იმ ზომით განიხილავს. ამასთან, ეფექტიანობის ცნება ფართოდ იხმარება ყოველდღიური ცხოვრების სულ სხვადასხვა სფეროშიც.
როგორც ცნობილია, სამყაროში არსებული ყოველი საგანი და მოვლენა, მათ შორის ეკონომიკური, თვისებრივი და რაოდენობრივი მხარის განუყოფელი ერთიანობაა. ბიზნესის რაოდენობრივი მახასიათებლებია: მთლიანი შემოსავალი, სასაქონლო პროდუქცია, კაპიტალი, ხარჯები, მოგება და სხვა აბსოლუტური სიდიდეები, ხოლო ბიზნესის თვისებრივი მდგომარეობა ხარისხისა და ეფექტიანობის კატეგორიით და შესაბამისი მაჩვენებლებით ხასიათდება. ყოველდღიური სამეურნეო საქმიანობის პროცესში ეფექტიანობის ცნებაში იგულისხმება რაიმეს დაზოგვა, ეკონომია, ყაირათიანობა თუ რესურსების რაციონალური გამოყენება. რეალურად კი ეფექტიანობის კატეგორია გაცილებით რთული და მრავალწახნაგოვანია.
ეფექტიანობა შეიძლება განვმარტოთ, როგორც რაიმე სამეურნეო საქმიანობის შედეგიანობა.
ეკონომიკური ეფექტი და ეფექტიანობა ეკონომიკის, ხოლო შედეგი და შედეგიანობა ფილოსოფიის კატეგორიებია. შედეგი ეს არის მოვლენა, რომელიც რაიმე აუცილებელი მიზეზითაა გამოწვეული, ხოლო შედეგიანობა ახასიათებს მოცემული მიზეზობრივი მოვლენის უნარს ამა თუ იმ ზომითა და ინტენსივობით უზრუნველყოს შესაბამისი შედეგის მიღება. შედეგიანობა გარემომცველი სამყაროს უზოგადესი თვისებაა, ხოლო ეკონომიკური ეფექტიანობა მისი სპეციფიკური სფეროს -ეკონომიკური პროცესების დამახასიათებელი კატეგორიაა.
ეკონომიკის კატეგორიათა სისტემის და მასში ეფექტიანობის კატეგორიის ადგილისა და ფუნქციონალური დანიშნულების შესწავლა გვიჩვენებს, რომ იგი მთლიანად ეკონომიკის სისტემის, მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირებისა და განვითარების თვისებრივ მდგომარეობას ახასიათებს, რაც ამ კატეგორიის არსს განსაზღვრავს.
მოვლენის თვალსაზრისით, განიხილება ეფექტიანობის ცალკეულ ფორმები და რაოდენობრივი მაჩვენებლები, თუმცა, ამჟამად მოცემულ საკითხზე ორი განსხვავებული თვალსაზრისი ჩამოყალიბდა, რაც ეფექტიანობის კატეგორიის შესწავლას სერიოზულად ართულებს.
პირველი, პოსტსაბჭოურ პერიოდში ტრადიციულად დამკვიდრებული შეხედულებით ეფექტიანობა განისაზღვრება როგორც წარმოების მიზნის შესაბამისად წარმოების ფაქტორთა დანახარჯების ერთეულზე მიღებული სასარგებლო შედეგი ან ამ შედეგის ერთეულზე გაწეული დანახარჯები. ასეთი თვალსაზრისის გამომხატველ ეფექტიანობის ზოგად ფორმულას შემდეგი სახე აქვს:
ეფექტიანობა= შედეგი /დანახარჯები ან ეფექტიანობა =შედეგი/დანახარჯები
აქ იგულისხმება, რომ წარმოება ეფექტიანად ფუნქციონირებს, როდესაც წარმოების ფაქტორთა დანახარჯების ერთეულზე მიღებული შედეგების ოდენობა იზრდება ან შედეგების ერთეულზე გაწეული დანახარჯები შემცირების ტენდენციით ხასიათდება.
მეორე, საყოველთაოდ აღიარებული მიდგომის მიხედვით, ეროვნული მეურნეობის ეკონომიკური ეფექტიანობა ასახავს ეკონომიკის სისტემის ისეთ იდეალურ ფუნქციონირებას, რომლის პირობებშიც შეუძლებელია ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც უფრო სრულად დააკმაყოფილებდა თუნდაც ერთი ადამიანის მოთხოვნილებებს სხვა ადამიანის ინტერესების შელახვის გარეშე. რაც შეეხება ფირმის წარმოების ეფექტიანობას, იგი ისეთ სიტუაციას შეესაბამება, როდესაც შემოსაზღვრული წარმოების ფაქტორების, ტექნიკური დონის და ცოდნის პირობებში შეუძლებელია საქონლის თუნდაც ერთი დამატებითი ერთეულის გამოშვება განსაზღვრული რაოდენობის სხვა საქონლის წარმოების შემცირების გარეშე. ეფექტიანობის ასეთ განმარტებას „პარეტო-ეფექტიანობას“ უწოდებენ.
პარეტო-ეფექტიანობაში იგულისხმება:
- ეფექტიანობა თავის შესაძლებლობათა ზღვარზე ფუნქციონირებადი წარმოების მაქსიმალურად შესაძლო შედეგიანობით, როდესაც ყველა ფაქტორი სრულადაა დატვირთული;
- ეროვნული წარმოების მასშტაბით პარეტო-ეფექტიანობის შესაბამისად წარმოების ფაქტორები დარგთა შორის ოპტიმალურადაა განაწილებული, სადაც ისინი მაქსიმალურად შესაძლო შედეგებს იძლევიან;
- დამატებითი შედეგები შეიძლება მიღწეული იქნას მხოლოდ სხვა სამეურნეო სუბიექტების ინტერესების შელახვის ხარჯზე, ხოლო ფირმის მასშტაბით რომელიმე სხვა საქონლის წარმოების შეკვეცის პირობებში.
პარეტო-ეფექტიანობა ფაქტობრივად ეკონომიკის ოპტიმალური ფუნქციონირების მდგომარეობას შეესაბამება და ეკონომიკური ოპტიმუმის ცნების სახითაც მოიხსენიება. თუმცა, შეიძლება დავინახოთ ეფექტიანობასა და ეკონომიკურ ოპტიმუმს შორის კავშირიც და განსხვავებაც.
ოპტიმუმის ცნება სამყაროში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ერთ-ერთ არსებით საყოველთაო თვისებას ასახავს, რამდენადაც სრულყოფისა და ორგანიზაციის ოპტიმალური, იდეალური ფორმებისაკენ მისწრაფება როგორც ცოცხალი ორგანიზმების, ისე არაცოცხალ ბუნებაში მიმდინარე მოვლენების არსებით თავისებურებას წარმოადგენს. საზოგადოებაში ეს ტენდენცია ვლინდება წარმოების ფაქტორების სისტემატურ, შეუქცევად თვისებრივ სრულყოფაში და საბაზრო მექანიზმის პროგრესულ ცვლილებებში ეკონომიკის სისტემის განვითარების მიღწეული დონის შესაბამისად.
ოპტიმალობის ცნება ფართოდ გამოიყენება მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ამდენად, იგი შეიძლება ზოგად ფილოსოფიურ კატეგორიათა რიცხვს მივაკუთვნოთ. რაც შეეხება ეკონომიკურ ოპტიმუმს, იგი ეკონომიკური ეფექტიანობის კატეგორიის მსგავსად წარმოების ფაქტორების შეერთების განსაზღვრულ შედეგიანობას ასახავს.
წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეკონომიკური ოპტიმუმი წარმოების დანახარჯების მაქსიმალურად შესაძლებელ ზღვრულ შედეგიანობას გვიჩვენებს. აქედან გამომდინარე, ის რაც ოპტიმალურია, აუცილებლად ეფექტიანიცაა, მაგრამ ის რაც ეფექტიანია შეიძლება ოპტიმალური არ იყოს. კერძოდ, თუ დავუშვებთ, რომ მოცემულ წელს, წინა წელთან შედარებით, წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობა გაიზარდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ოპტიმალურად ფუნქციონირებს და შესაძლებელი არ იყო უფრო მაღალი სამეურნეო შედეგების მიღწევა. ოპტიმალობა ახასიათებს ეკონომიკის იდეალურ მდგომარეობას, ხოლო ეფექტიანობა ეკონომიკის ნებისმიერი ოპტიმალურთან მიახლოვებული მდგომარეობის ან ოპტიმუმისაკენ მოძრაობის პროცესის დასახასიათებლად გამოდგება. ეკონომიკა ეფექტიანად ფუნქციონირებს, თუ წარმოების ფაქტორთა დანახარჯების ერთეულზე მიღებული სამეურნეო შედეგის სიდიდე სისტემატურად იზრდება. ეკონომიკის ოპტიმალური ფუნქციონირება კი ეკონომიკის ზღვრულ, მაქსიმალურად შესაძლო ეფექტიანობას გულისხმობს, რომლის გადაჭარბება დროის მოკლევადიან მონაკვეთში დამატებითი ინვესტიციების გარეშე, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად შეუძლებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ტრადიციულად გაგებულ ეფექტიანობასა და ოპტიმუმს შორის ის განსხვავებაა, რომ ეფექტიანობა წარმოების შედეგიანობის ნებისმიერ განსაზღვრულ დონეს ან ოპტიმუმისკენ მოძრაობას ახასიათებს, ხოლო ეკონომიკური ოპტიმუმი საზოგადოების განკარგულებაში არსებული შეზღუდული წარმოების ფაქტორების მაქსიმალურ შედეგიანობას ასახავს. ოპტიმუმი ეფექტიანობს ზედა საზღვარს, მის მაქსიმალურ დონეს წარმოადგენს.
ამრიგად, ეკონომიკური ეფექტიანობა უფრო ფართო შინაარსის მომცველი კატეგორიაა, ვიდრე ეკონომიკური ოპტიმუმი, რამდენადაც ოპტიმუმი ეფექტიანობის განსაზღვრულ მაქსიმალურად შესაძლო მნიშვნელობას წარმოადგენს. ამასთან, ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლება ეკონომიკური ოპტიმუმის მიღწევის საშუალებად გვევლინება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკური ოპტიმუმი ეკონომიკის დამოუკიდებელი კატეგორია კი არაა, არამედ ეკონომიკური ეფექტიანობის გამოვლენის ერთ-ერთი სპეციფიკური ფორმაა. ეკონომიკური ოპტიმუმი ახასიათებს ეკონომიკის ფუნქციონირების განსაკუთრებულ თვისებრივ, იდეალურ მდგომარეობას და იმ ორიენტირს წარმოადგენს, რომლისკენაც ეკონომიკის სისტემა თავისი განვითარების პროცესში მოძრაობს. იგი მხოლოდ სრულყოფილი კონკურენციის, გამართული საბაზრო მექანიზმის, დარგთა შორის წარმოების ფაქტორების რაციონალური განაწილების და ბაზრის უარყოფითი თანამდევი ეფექტების უქონლობის პირობებში მიიღწევა.
წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ზღვრული დონე ანუ ეკონომიკური ოპტიმუმი მუდმივი არაა. იგი სისტემატურად იცვლება ეკონომიკური, ტექნიკური და ბუნებრივი პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით. ამიტომ ეკონომიკური ოპტიმუმი მხოლოდ მოცემულ კონკრეტულ პირობებშია განსაზღვრული, რომელთა შეცვლასთან ერთად ეკონომიკური ოპტიმუმი, როგორც ეკონომიკური ეფექტიანობის საზღვარი, თვითონაც იცვლება. ამიტომ ეკონომიკის პროგრესული განვითარების პირობებში ის დონე, რაც ოპტიმალურადაა მიჩნეული დღეს, მომავალში უკვე განვლილ ეტაპად იქცევა.
როგორც ეფექტიანობა, ისე ეკონომიკური ოპტიმუმი ყალიბდება წარმოების ფაქტორების დანახარჯებსა და მათ სამეურნეო შედეგებს შორის განსაზღვრული ფუნქციონალური დამოკიდებულების პირობებში. ეს შედეგები ცალკეული სახის დანახარჯებთან შეიძლება იყოს წრფივ ან არაწრფივ, დეტერმინისტულ ან ალბათურ დამოკიდებულებაში, რომელიც შესაბამისი ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელით აღიწერება. ოპტიმიზაციის ნებისმიერ ეკონომიკურ ამოცანაში საკითხი ისმის შემოსაზღვრული წარმოების ფაქტორების მაქსიმალური ეფექტით გამოყენების შესახებ ოპტიმალობის რაიმე კრიტერიუმის შესაბამისად. ეს უკანასკნელი ეფექტიანობის კრიტერიუმის რაოდენობრივ ასახვას წარმოადგენს, რომელშიც მკაცრი მათემატიკური ფორმითაა მოცემული წარმოების დანახარჯებსა და შედეგებს შორის არსებული რაოდენობრივი ფუნქციონალური კავშირი.
ამრიგად, ეფექტიანობის კატეგორიის შესახებ განხილული ორი კონცეფციის გარეგნული დაპირისპირების მიუხედავად, მათ შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს. ისინი ერთი და იგივე მოვლენის ორ სხვადასხვა მდგომარეობას ახასიათებენ. ტრადიციული განმარტებით, წარმოების ეფექტიანი ფუნქციონირება გულისხმობს წარმოების ფაქტორების დანახარჯების ერთეულზე მიღებული შედეგების სისტემატურ ზრდას, ხოლო ოპტიმალურობა ამ დანახარჯების მაქსიმალურად შესაძლებელ ზღვრულ შედეგიანობას ასახავს, რომელიც საუკეთესოა შეზღუდული რესურსებისა და მიღწეული ტექნიკური დონის პირობებში. ეკონომიკური ოპტიმუმი ახასიათებს წარმოების განსაკუთრებულ თვისებრივ, იდეალურ მდგომარეობას, ხოლო ეფექტიანობის ზრდა ამ იდეალური მდგომარეობისკენ მოძრაობის პროცესია. ოპტიმუმი ეფექტიანობის ზედა საზღვარს, მის მაქსიმალურ დონეს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ეფექტიანობის ტრადიციული და პარეტო-ეფექტიანობის კონცეფციები ეფექტიანობის ორ სხვადასხვა მდგომარეობას ასახავენ: ტრადიციული შეხედულება - დინამიკურ ეფექტიანობას, ხოლო პარეტო-ეფექტიანობა სტატიკურ ექსტრემალურ ეფექტიანობას ახასიათებს.
![]() |
8 საქორწინო ხელშეკრულება როგორ გავაფორმით, რომ არ ვინანოთ? |
▲ზევით დაბრუნება |
ქორწინებასთან დაკავშირებით ხშირად ისმის საკითხი საქორწინო ხელშეკრულების შესახებ. ბევრი ადამიანი გვთხოვს სათანადო განმარტებას. ამ წერილის მიზანიც ეს გახლავთ.
საქორწინო ხელშეკრულება კანონიერი გარიგებაა და რეგულირდება საქართველოს სამოქლაქო კოდექსით, კერძოდ, მისი 1172-1181 მუხლებით.
დღემდე მიიჩნევა, რომ ქორწინების საკითხი ცაში წყდება. შესაძლოა, საქორწინო ხელშეკრულება მართლაც ეწინააღმდეგება ქორწინების რელიგიურ კონცეფციებს, რომლის თანახმად, ქორწინება განიხილება როგორც მეუღლეთა ნებაყოფლობითი და მუდმივი კავშირი, დაფუძნებული სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე და თეორიულად გამორიცხავს არათუ განქორწინებასა და ამ პროცედურასთან დაკავშირებულ პრობლემებს, არამედ რამდენადმე არსებით უთანხმოებასაც კი მეუღლეთა შორის მათი მთელი ცხოვრების მანძილზე.
ამავე დროს, დღემდე დიდია წარუმატებელი ქორწინებებისა და განქორწინებათა რიცხვი. მასმედიის მონაცემებით, რუსეთში 12 მილიონი მამა ემალება ალიმენტს. 6 მილიონ ოჯახში ორივე, 8 მილიონ ოჯახში კი ერთი მშობელი მაინც გადაჭარბებულად ეტანება ალკოჰოლს. მრავალრიცხოვანი და რთულია განქორწინებასთან დაკავშირებული დავები, რომელთა უდიდესი ნაწილი, როგორც წესი, ქონებასა და ქონებრივ უფლებებთან არის დაკავშირებული.
კანონისა და ქონებრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, დაოჯახებულ და დაუოჯახებელ ადამიანებს შორის განსხვავება ასე შეიძლება განისაზღვროს: ყველაფერი რაც აქვს დაუოჯახებელს მისი საკუთრებაა. ყველაფერი რაც აქვს დაოჯახებულს, ამა თუ იმ ზომით ეკუთვნის მის მეუღლესაც.
როდესაც ყვავილებითა და ახლობლებით გარშემორტყმული, სიხარულით, ბედნიერებით, ცისფერი და ვარდისფერი ოცნებებით აღსავსე მომავალი მეუღლეები, მენდელსონის მარშის აკორდების ფონზე, სიყვარულსა და ერთგულებას ეფიცებიან ერთმანეთს, შესაძლოა მართლაც უხერხულად (თუ არა მკრეხელობად) გამოიყურებოდეს მეუღლეთა და მათი ადვოკატების ძალისხმევა იმ შეთანხმებათა ირგვლივ, რომლებსაც მხარეები დაიცავენ მომავალი ერთობლივი ცხოვრების პროცესში და შესაძლო განქორწინების შემთხვევაში.
ტყუილად არ არის ნათქვამი. კაცი ბჭობდა, ეშმაკი კი იცინოდაო. მეუღლენი დღეს მიდიან ერთი გზით, ხვალ კი შესაძლოა მათმა გზებმა მიმართულება იცვალონ. როგორ შეიძლება ასეთ შემთხვევაში მხარეთა დაშორება ტრადიციული სირთულეების გარეშე? როგორ შეიძლება თავიდან ავიშოროთ ასეთ პროცედურებთან დაკავშირებული, არც თუ იშვიათად ადამიანური ღირსების შემლახავი დაპირისპირებები? ასეთი კონფლიქტების გადაწყვეტის პრაქტიკულად ერთადერთი ცივილიზებული გზა სწორად შედგენილი საქორწინო ხელშეკრულებაა.
ვეთანხმები იმ პრაქტიკოს და მეცნიერ სამართალმცოდნეებს, რომლებიც საქორწინო ხელშეკრულებას ქართული სამართლებრივი რეფორმების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სიახლედ მიიჩნევენ. არც სამართლებრივი, სოციალური თუ ეთიკური გამართლება მოუძებნო სოციალისტური თუ კომუნისტური სამართლის ნორმას, რომლის თანხმად, მეუღლე ქორწინების რეგისტრაციისთანავე ხდებოდა მეორე მეუღლის ქონების პრაქტიკულად სრულუფლებიანი თანამესაკუთრე და რომელიც ქმნიდა ანგარებით ქორწი- ნების ძალზე მყარ სამართლებრივ საფუძველს.
ჩვენი ქვეყნისა და სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნებისაგან განსხვავებით სხვა ქვეყნებში, საქორწინო ხელშეკრულება დიდი ხანია იქცა ნორმად, რომელიც უზრუნველყოფს ცივილიზებულ ურთიერთობებს მეუღლეებს შორის.
რატომ იკიდებს ძნელად ფეხს საქორწინო ხელშეკრულება ქართულ საოჯახო ურთიერთობების პრაქტიკაში. რითი აიხსნება გარკვეული სიფრთხილე თუ უნდობლობა ამ ზედმიწევნით ცივილური ინსტიტუტისადმი? მიზეზი მრავალია. მათ შორის:
საქორწინო ხელშეკრულება, რატომღაც დღემდე განიხილება ანგარებითი ქორწინების სინონიმად და არც მთლად ღირსეულ ნაბიჯად. (თუმცა საღი წინდახედულობა სულაც არ უნდა იყოს ზედმეტი შეყვარებულებისთვისაც). ფული გარკვეულ ფენებში, დღემდე მიიჩნევა „ხელის ჭუჭყად“ და მის შესახებ საუბარი ვერ ეტევა შემორჩენილი სოციალისტური ეთიკის ფარგლებში. თუმცა, ყოველივე ეს, ადვილად და სრულად ეძლევა დავიწყებას, როგორც კი გამოირკვევა, რომ თურმე „სიყვარული” არც ისე ძლიერი ყოფილა და იწყება დაუსრულებელი დავა ქონების გაყოფაზე.
პრაქტიკულად საფუძველი არ ჰქონდა საქორწინო ხელშეკრულებას ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ გააჩნდა რაიმე ქონება. მათ კი, ვისაც ასეთი ქონება გააჩნდა, ყველა ხერხით ცდილობდა მის დამალვას. ასეთ პირობებში განქორწინებისას, მეუღლეებს თითქმის არაფერი ჰქონდათ გასაყოფი შვილების გარდა. დავის ერთადერთ საგნად რჩებოდა ბინა, რომელიც სახელმწიფოსი იყო.
მიუხედავად ყოველივე ამისა, საქორწინო ხელშეკრულების გავრცელებას ალტერნატივა არა აქვს. ასეთი ხელშეკრულება ერთადერთი კანონიერი და ეფექტური საშუალებაა, რათა თავიდან ავიცილოთ ანგარებითი ქორწინება და ასეთ ქორწინებებთან დაკავშირებული მთელი რიგი უსიამოვნებები და გაუგებრობები. როდესაც თქვენს მომავალ მეუღლეს ეცოდინება, რომ იგი ვერაფერს მიიღებს განქორწინების შემთხვევაში თქვენი ბინიდან და მთლიანად თქვენი ქონებიდან, ადვილი შესაძლებელია, უარი თქვას ასეთ „უთანასწორო” ქორწინებაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქორწინო ხელშეკრულების სამართლებრივი მხარეები საკმაოდ სრულად რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. მოკლედ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას საქორწინო ხელშეკრულების არასამართლებრივ თავისებურებებზე.
საქორწინო ხელშეკრულების სოციალური ასპექტები. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საქორწინო ხელშეკრულება ამცირებს განქორწინებებს. სულ ცოტა ხნის წინ, მეუღლეს ადვილად შეეძლო ეთქვა „თუ არ მოგწონს წადი“ და როდესაც გაბრაზება გაუვლიდა, ხელში უკვე ეკავა მოწმობა განქორწინების თაობაზე. დღეს კი, მეუღლეთა შორის დადებული საქორწინო ხელშეკრულების არსებობისას, განაწყენებული მეუღლე უფრო სერიოზულად დაფიქრდება ასეთი განცხადების გაკეთებამდე.
საქორწინო ხელშეკრულება არის ხელშეკრულების სახეობა რომელიც იდება (როგორც წესი) იმ ორ პირს შორის, რომლებიც აპირებენ დაქორწინებას. საქორწინო ხელშეკრულებას სამართალი განიხილავს როგორც მომავალი მეუღლეების შეთანხმებას იმ უფლებების შესახებ, რომლებიც მათ ექნებათ ერთი მეორის ქონების მიმართ დაქორწინების შემდეგ. საქორწინო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს განსაზღვრულ ქონებრივ უფლებებს მეუღლეებს შორის. თუ მომავალ მეუღლეებს სურთ, რომ ქონდეთ განსხვავებული და უფრო სრულყოფილი უფლებები, ვიდრე ამას ზოგადად კანონმდებლობა ითვალისწინებს, ისინი დებენ საქორწინო ხელშეკრულებას.
ასეთი ხელშეკრულება არეგულირებს მეუღლეების ქონებრივ უფლებებს ქორწინების განმავლობაში, ასევე განსაზღვრავენ თითოეული მეუღლის მდგომარეობას მეორე მეუღლის გარდაცვალებისა და განქორწინების შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, საქორწინო ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ მომავალი უფლებები მომავალ მეუღლეებს შორის.
საქორწინო ხელშეკრულება იურიდიული ძალის მქონე იქნება, თუ ის შეესაბამება არსებულ და აღიარებულ ქონებრივ უფლებებს. სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს მხედველობაში ისეთი ხელშეკრულება, რომელიც უსამართლოა ერთ-ერთი მეუღლის მიმართ.
საქორწინო ხელშეკრულება საიმედო საშუალებაა სერიოზული პრობლემების ასაცილებლად და მათი მეტნაკლებად მშვიდობით მოგვარებისათვის. რა თქმა უნდა, ამაზე ფიქრი სასურველია ქორწინებამდე, მანამ პრობლემები წარმოიქმნება. ასეთი მიდგომა ხშირად ხდება სერიოზული კრიტიკის საგანი, საქორწინო ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა მხრიდან. ისინი რატომღაც მიიჩნევენ, რომ ასეთი ხელშეკრულება ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მეუღლეებმა.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სულაც არ არის ასე. საქორწინო ხელშეკრულება ძირითადად განსაზღვრავს იმ პირობებს თუ როგორ უნდა დაშორდნენ მეუღლეები, ვის რა და რამდენი შეხვდება ასეთი აუცილებლობის წარმოქმნის შემთხვევაში.
ქორწინების ხელშეკრულების დადება შეუძლია ნებისმიერ საქორწინო წყვილს. როგორც წესი, იმათი დიდი ნაწილი, რომლებიც დებენ საქორწინო სახელშეკრულებო ურთიერთობებიბას, მიეკუთვნებიან მსხვილ მესაკუთრეთა კლასს. საქორწინო ხელშეკრულების დადებას ცდილობენ ისეთი პირებიც, რომლებმაც წარუმატებლობა განიცადეს პირველ ქორწინებაში. საქორწინო ხელშეკრულება ასევე საინტერესოა მეწარმეთათვის, რადგან წინდაუხედავმა ქორწინებამ, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ბიზნესის განვითრება და არსებობა მთლიანად.
როდესაც მდიდარი ადამიანები დებენ საქორწინო ხელშეკრულბას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ. ხელშეკრულება იმიტომ ფორმდება, რომ ქონება სამართლიანად განაწილდეს მხარეთა შორის, მდიდარი ოჯახის მთელი ქონება, ისტორიული გვარის რელიქვიები, დარჩეს ოჯახში და არ გადავიდეს სხვა ადამიანის საკუთრებაში.
საქორწინო ხელშეკრულების ფსიქოლოგიური ასპექტები. საქორწინო ხელშეკრულების ინსტიტუტის ფსიქოლოგიური ასპექტი განპირობებულია პროგნოზირების ეფექტით. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ პროგნოზის ნებისმიერ სახესხვაობას, მკითხაობიდან დაწყებული, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ მომზადებული ანალიტიკურ პროგნოზებამდე, მიუხედავად საწყისი ინფორმაციის საიმედობისა, შეუძლია გავლენა მოახდინოს მოვლენათა შემდგომ განვითრებაზე, რადგან პროგნოზირებული შედეგების ქვეშეცნეული მოლოდინი, ზრდის მათ შესაძლებლობას, ზოგჯერ კი აჩქარებს კიდევაც მათ.
საქორწინო ხელშეკრულების ეთიკური ასპექტები მოიცავს იმის დაუშვებლობას, რომ ხელშეკრულება არ უნდა შეიცავდეს მოთხოვნას, რომელიც არახელსაყრელ პირობებში ჩააყენებს ხელშეკრულების რომელიმე მხარეს. ყოველი მეუღლისათვის უნდა არსებობდეს შინაგანი აკრძალვა ხელშეკრულებიდან რაიმე გამონაკლისი უპირატესობების მიღებაზე მეორე მხარის ინტერსების შელახვის ხარჯზე. საქორწინო ხელშეკრულება გულისხმობს პარიტეტს მხარეების მიერ ერთმანეთის უფლებებისა და ინტერესების დაცვაში. როდესაც საქორწინო ხელშეკრულებით, მხარე ცდილობს მეორე მხარის ქონების, ან ქონების ნაწილის დაუფლებასა და არა მისი საკუთარი ქონების შენარჩუნებას მართლზომიერი და სამართლიანი ხელშეკრულების საფუძველზე, ეს აშკარად ეწინააღმდეგება მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობების დარეგულირების ცივილიზებული საშუალების ინტერესებს.
როდესაც საქორწინო ხელშეკრულების ინიციატორად გვევლინება ერთი მეუღლე, ასეთ ხელშეკრულებაზე საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, საქორწინო ხელშეკრულება უნდა იყოს სამართლიანი მის ყველა არსებით ასპექტში, სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს ხელშეკრულება მხედველობაში, თუ იგი უსამართლოა ერთ-ერთი მეუღლის მიმართ.
თუ ზემოთ მოყვანილს განვაზოგადებთ შეიძლება ვიკითხოთ:
რა არის საქორწინო ხელშეკრულება?
- საქორწინო ხელშეკრულება არის შეთანხმება პირთა შორის, რომლებიც აპირებენ დაქორწინებას კანონით განსაზღვრული წესით, იგი განსაზღვრავს მეუღლეთა ქონებრივ უფლებებსა და ვალდებულებებს ქორწინების პროცესში და ქორწინების შეწყვეტისას. უფრო მოკლედ - საქორწინო ხელშეკრულება არის მომავალი მეუღლეების შეთანხმება იმ უფლებების შესახებ, რომლებიც მათ ექნებათ ერთი მეორის ქონების მიმართ დაქორწინების შემდეგ.
რატომ იდება საქორწინო ხელშეკრულება?
- ხელშეკრულება საშუალებას აძლევს მეუღლეებს:
დაიცვან თავისი ქონებრივი უფლებები;
შეინარჩუნონ ნორმალური ადამიანური ურთიერთობები, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც.
რა პირობები შეიძლება ჩაიდოს და რა არა საქორწინო ხელშეკრულებაში
ხელშეკრულებაში შეიძლება ჩაიდოს:
- მხარეების ურთიერთვალდებულებები ერთმანეთის რჩენის შესახებ როგორც ქორწინების პერიოდში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ;
- მონაწილეობის წესი ერთმა- ნეთის შემოსავლებში;
- მონაწილეობა ოჯახის ხარჯებში;
- ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მათგანს განქორწინების შემთხვევაში;
- კომპენსაცია, რომელსაც მიი- ღებს ერთ-ერთი მეუღლე განქორწინების შემთხვევაში;
- ნებისმიერი სხვა დებულება დაკავშირებული მხარეთა ქონებრივ უფლებებთან.
ხელშეკრულებაში არ შეიძლება ჩაიდოს:
- მოთხოვნები, რომლებიც შეზღუდავს რომელიმე მხარის უფლებას: შრომაზე, განათლებაზე, პროფესიის არჩევაზე, გადაადგილების თავისუფლებაზე (მაგალითად მეუღლეს არა აქვს უფლება აიძულოს მეორე ნახევარი, მიატოვოს სამუშაო და გაუძღვეს საოჯახო მეურნეობას შეთავაზებული უზრუნველყოფის სანაცვლოდ).
საქორწინო ხელშეკრულება მოიცავს მხოლოდ მეუღლეთა ქონებასა და ქონებრივ უფლებათა მარეგულირებელ დებულებებს. ეს ნიშნავს, რომ არ შეიძლება ხელშეკრულებაში ისეთი მოთხოვნების შეტანა, რომლებიც მეუღლეს დაავალდებულებს სიყვარულს, ოჯახურ ერთგულებას, ზომიერებას ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაში და სხვა. ამავე დროს, საქორწინო ხელშეკრულებით შესაძლოა განისაზღვროს ქონებრივი უფლებების დამოკიდებულება არაქონებრივ უფლებებზე. (მაგალითად, მორალური კომპენსაციის უფლება მეუღლის უღირსი ქცევისაგან მიყენებული ზიანისათვის და სხვა).
საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს მშობელთა უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ. მაგალითად, ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს თუ ვისთან დარჩებიან შვილები განქორწინების შემთხვევაში, და ასეთ შემთხვევაში მშობლების შვილებთან ურთიერთობის წესი.
საქორწინო ხელშეკრულება არ შეიძლება შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც ერთ მეუღლეს აყენებს არახელსაყრელ პირობებში (მაგალითად, დაუშვებელია, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდეს, პირობას, რომლის თანახმად, მეუღლეთა ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი მთელი ქონება დარჩება მხოლოდ ერთ მეუღლეს).
როდის სჯობს საქორწინო ხელშეკრულების დადება
- საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინებამდე, ისე ქორწინების პროცესში. თუ ქორწინებამდე მომავალ მეუღლეებს აქვთ რამდენადმე არსებითი ქონება, სასურველია ხელშეკრულება დაიდოს ქორწინებამდე.
საქორწინო ხელშეკრულების მოქმედების ვადები და შეცვლა
საქორწინო ხელშეკრულება ძალაში შედის ქორწინების კანონიერი რეგისტრაციის მომენტში. საქორწინო ხელშეკრულება დასტურდება სანოტარო წესით. ის შეიძლება შეიცვალოს და შეწყდეს ნებისმიერ დროს მხარეთა შეთანხმებით. ხელშეკრულება ავტომატურად წყდება განქორწინებისას. ცალმხრივად საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელია.
დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, სასამართლომ შესაძლოა შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომელიც უკიდურესად არახელსაყრელ პირობებში აყენებს ერთ-ერთ მეუღლეს.
დასასრულ, დავამშვიდებ მათ, ვისაც არ მოსწონთ საქორწინო ხელშეკრულება და ეჭვი ეპარებათ ასეთი ხელშეკრულების სამართლებრივ და ეთიკურ ღირებულებებში. საქორწინო ხელშეკრულება, როგორც ნებისმიერი კანონიერი გარიგება, წარმოადგენს ორმხრივი ნების გამოვლენას და შეიძლება დაიდოს მხოლოდ ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში.
უფრო მეტიც, საქორწინო ხელშეკრულება არ წარმოადგენს ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ პირობას. საქორწინო ხელშეკრულების დადების, ან მის დადებაზე უარის თქმის საკითხს მხარეები წყვეტენ თავისუფლად და დამოუკიდებლად. თუ საქორწინო ხელშეკრულება უნდა ასახავდეს მხარეთა ერთიან, შეთანხმებულ ნებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქორწინო ხელშეკრულება თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი გარეშე ზემოქმედებისაგან. ნებისმიერი მეუღლის იძულება მეორე მეუღლის, ან მესამე პირის (მაგალითად, მშობლის, მშობლების) მხრიდან საქორწინო ხელშეკრულების დადებაზე, წარმოადგენს კანონის დარღვევას.
ვინ უნდა მოამზადოს საქორწინო ხელშეკრულების პროექტი?
ინგლისელები ამბობენ, თუ გინდა რამე კარგად გააკეთო, შენ თვითონ გააკეთეო. დღეს, როდესაც ძნელი მოსაძებნია ქართული ოჯახი, დიპლომირებული იურისტის გარეშე, შესაძლოა სულაც არ იყოს ძნელი საქორწინო ხელშეკრულების მომზადება. თუმცა, უპრიანია, ქართული ანდაზაც - პური მეპურეს გამოაცხობინე და ერთი პური ნუ დაგენანებაო.
ნინო იაშვილი
![]() |
9 გარდაუვალი აუცილებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
„ქანცგაწყვეტამდეც რომ ვიშრომო, ჯამაგირის დიდ ნაწილს მაინც ხელიდან ამაცლიან“.
ბაბილონური ანდაზა
მოგვწონს ეს თუ არა, გადასახადები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მწერალი ჩარლზს ადამსი ამბობს: „დღიდან ცივილიზებული საზოგადოების არსებობისა, მთავრობები მუდამ ბეგრავდნენ შემოსავალს“.
გადასახადები ხშირად ხალხის უკმაყოფილებას იწვევდა, ზოგჯერ კი აჯანყების მიზეზიც გამხდარა. ძველი ბრიტები, რომლებიც რომაელებს ებრძოდნენ, ამბობდნენ: „ხარკის გადახდას სიკვდილი გვირჩევნია!“ საფრანგეთში ხალხისთვის საძულველი „გაბელი“, ანუ მარილზე დაწესებული გადასახადი, გახდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის წამოწყების მიზეზი, რომლის დროსაც გადასახადების ამკრეფებს თავები მოჰკვეთეს. ჩრდილოეთ ამერიკაში გადასახადებით უკმაყოფილო მოსახლეობის მიერ წამოწყებულმა აჯანყებებმაც თავისი წვლილი შეიტანა ინგლისის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მიმართული ომის დაწყებაში.
გადასახადების გამო უკმაყოფილება დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება. ექსპერტები ამბობენ, რომ განვითარებად ქვეყნებში საგადასახადო სისტემები ხშირად „არაეფექტიანი“ და „არასამართლიანია“. ბი-ბი-სი იუწყება, რომ აზიის ერთ ქვეყანაში „ადგილობრივი ბიუჯეტის შესავსებად, თუ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად მთავრობამ მოსახლეობას უამრავი უკანონო გადასახადი დააკისრა.- დაბეგრილია ყველაფერი, ხილის მოყვანით დაწყებული და ღორების დაკვლით დამთავრებული“.
მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უთანასწორობაც ზრდის უკმაყოფილებას. გაეროს მიერ გამოცემულ პუბლიკაციაში „აზიის აღორძინება“ განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში არსებულ მრავალ განსხვავებებს შორის ერთ- ერთი იმაში მდგომარეობს, რომ განვითარებული ქვეყნები ფერმერებს სუბსიდიებს აძლევენ, განვითარებადი ქვეყნები კი გადასახადებს აკისრებენ. ამიტომ განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ფერმერები შეიძლება უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მთავრობას მათ ისედაც მწირ შემოსავალს ბეგრავს.
უკმაყოფილებას გადასახადების გამო მხოლოდ ღარიბები არ გამოთქვამენ. ბევრ შეძლებულ გადამხდელს არ სურს დამატებითი გადასახადების გადახდა, მაშინაც კი, თუ ამის გამო მთავრობა ვერ შეძლებს მათთვის მნიშვნელოვანი მომსახურების გაუმჯობესებას. მსოფლიოში სახელგანთქმული კინოს, მუსიკის და სპორტის ვარსკვლავები, ასევე ცნობილი პოლიტიკოსები თავს არიდებენ გადასახადების გადახდას. სამწუხაროდ, არც ჩვენი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები აძლევენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს საგადასახადო კანონმდებლობისადმი მორჩილების მაგალითს.
შეიძლება თქვენც ფიქრობთ რომ გადასახადები უზომოდ დიდი და არასამართლიანია. როგორ უნდა მივუდგეთ გადასახადების გადახდას? ემსახურება ის რაიმე პრაქტიკულ მიზანს? რატომაა, რომ საგადასახადო სისტემები ხშირად ძალიან რთულია და ერთი შეხედვით არასამართლიანი? ამ კითხვებს მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.
„გადასახადებს იმიტომ ვიხდით, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში ვიცხოვროთ“.
(წარწერა საგადასახადო
სამმართველოს შენობაზე ვაშინგტონში)
მთავრობა ჩვეულებრივ აცხადებს, რომ გადასახადები „ცივილიზებული საზოგადოების“ არსებობისთვის აუცილებელი საფასურია. რასაც გინდა თუ არ გინდა, უნდა შეეგუო. ეთანხმებით ამ აზრს თუ არა, ერთი რამ ცხადია-გადასახადები როგორც წესი მაღალია.
გადასახადები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: პირდაპირ და არაპირდაპირ გადასახადებად. მაგალითად, ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი, კორპორაციისსაშემოსავლო გადასახადი და ქონებრივი გადასახადი, პირდაპირ გადასახადთა კატეგორიას მიეკუთვნება. აქედან, ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი, ალბათ, ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც საშემოსავლო გადასახადი პროგრესულია - რაც უფრო მეტი შემოსავალი გაქვს, მით უფრო მეტ პროცენტს იხდი. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პროგრესული გადასახადები გასაქანს არ აძლევს ხალხს, რადგან ახშობს მათში შრომისა და წარმატების მიღწევის სურვილს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოცემულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ გარდა იმ გადასახადებისა, რომლებსაც მოსახლეობა ცენტრალურ მთავრობას უხდის და რომელთა რიცხვში საშემოსავლო გადასახადიც შედის, ხელფასის მიმღები პირები შეიძლება იხდიდნენ ადგილობრივი რეგიონის, პროვინციის და შტატის ხელისუფლების მიერ დაწესებულ საშემოსავლო გადასახადებს. ასეთი ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელგიაში, ესპანეთში, იაპონიაში, ისლანდიაში, კანადაში, კორეაში, სკანდინავიის ქვყენებსა და შვეიცარიაში (OECD Observer).
არაპირდაპირ გადასახადთა რიცხვს მიეკუთვნება ბრუნვის გადასახადი, აქციზისა სპირტიან სასმელებსა და სიგარეტზე და საბაჟო გადასახადები. პირდაპირ გადასახადებთან შედარებით, ეს გადასახადები ნაკლებად თვალში საცემია, მაგრამ ისინი მძიმე ტვირთად აწვება გადამხდელებს, განსაკუთრებით-ღარიბებს. „არაპირდაპირი გადასახადების სახით შტატების მთავრობები გადასახადებით ამოღებულის საერთო თანხის 95%25-ზე მეტს იღებენ... ეტყობა რომ სინამდვილეში ღარიბი ხალხი უფრო დიდ ნაწილს იხდის, ვიდრე მდიდრები“. როგორც ჩანს, თანასწორობას ქმნის ფართო მოხმარების ისეთ საქონელზე დაწესებული მაღალი გადასახადები, როგორიცაა საკვები პროდუქტები და ა.შ.
რაში იყენებს მთავრობა ამ ფულს? მას უზარმაზარი თანხები ეხარჯება მოსახლეობის უზრუნველყოფაზე აუცილებელი მომსახურებით, საფრანგეთში, მაგალითად, ყოველი მეოთხე ადამიანი სახელმწიფო სექტორში მუშაობს. გადასახადებიაუცილებელია მათთვის ხელფასების მისაცემად. გადასახადების ხარჯზე ხდება აგრეთვე გზების გაყვანა, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობა და ისეთი მომსახურებებით უზრუნველყოფა,როგორიცაა: ნაგვის გატანა და ფოსტის დატარება.
გადასახადების არსებობის კიდევ ერთი მიზეზია შეიარაღებული ძალების დაფინანსება. საშემოსავლო გადასახადი პირველად დაეკისრათ შეძლებულ ბრიტანელებს საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ომის მხარდასაჭერად. ეს იყო 1799 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მუშათა კლასსაც მოსთხოვა საშემოსავლო გადასახადის გადახდა, დღესაც შეიარაღებული ძალების დაფინანსება თუნდაც მშვიდობიან დროს ძალიან ძვირი ჯდება. სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასებით, 2006 წელს მსოფლიო მასშტაბით გაწეულმა სამხედრო ხარჯებმა თითქმის 798 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გადასახადი „სოციალური ინჟინერიის“ როლსაც ასრულებს - ადამიანებმა გარკვეული ჩვევები უნდა განავითარონ ან რაღაცაზე უარი თქვან. მაგალითად: მიიჩნევა, რომ სპირტიანი სასმელების დაბეგვრა ხელს უშლის დიდი რაოდენობით მათ მოხმარებას. ამით აიხსნება, რომ ბევრ ქვეყანაში გადასახადები ლუდის საცალო ფასის თითქმის 35%25 შეადგენს. მაღალი გადასახადებითაა დაბეგრილი აგრეთვე თამბაქოს ნაწარმი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სიგარეტის ერთი კოლოფის ფასის 45-50%25 გადასახადია, მაგრამ ასეთი გადასახადების დაწესებისას შეიძლება მთავრობა ყოველთვის უანგარო მიზნებით არ ხელმძღვანელობდეს. როგორც პროფესორი კენედ უორნერი შენიშნავს, ჟურნალ „ფორინ პოლის”-ში, თამბაქო უძლიერესი ეკონომიკური ძალაა და მის გაყიდვას ყოველწლიურად ასობით მილიარდი დოლარის მოგება მოაქვს, იმ დამატებით მილიარდებთან ერთად, რომლის ამოღებაც ხდება საგადასახადო შემოსავლების საშუალებით.
გადასახადებს აწესებენ სხვადასხვა სოციალური პროგრამის გასატარებლადაც. მაგალითად, გარემოს დაცვისთვის. ჟურნალ „ინვაირონმენტლ მეგეზინში“ ნათქვამია:-„ბოლო ხანებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შემოიღეს სპეციალური გადასახადი გარემოს დაცვისთვის. ეს გადასახადი ძირითადად ჰაერის დაბინძურების შესამცირებლადაა გამიზნული“. პროგრესული საშემოსავლო გადასახადები რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, სოციალური ინჟინერიის ხელშემწყობი კიდევ ერთი მცდელობაა, იგი იმაზეა გათვლილი, რომ შემცირდეს მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრული, ზოგი მთავრობა შეღავათს უწევს ბავშვიან ოჯახებს ან მათ, ვინც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.
გადასახადებთან დაკავშირებული ყოველი ახალი კანონის შემოღებისთანავე კანონმდებლები ყველა შესაძლო საგადასახადო ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ. ამაში არაფერია გასაკვირი - საქმე ხომ უზარმაზარი თანხების დაკარგვას ეხება! რა არის ამის შედეგი? იქმნება საგასადასახადო კანონები, რომლებიც უაღრესად რთული და სპეციფიკურია. ჟურნალ „თაიმში“ გამოქვეყნებულ ერთ სტატია აღიარებდა, რომ აშშ-ს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ბევრი სირთულე იწვევს შემოსავლის განსაზღვრას, ანუ იმის ზუსტ დაკონკრეტებას, თუ რა არის დასაბეგრი. სხვა სირთულეების წყაროა ურიცხვი წესები, რომლებიც გადასახადების გადახდისას „ითვალისწინებს სხვადასხვა შეღავათებს“. ასეთი რთული საგადასახადო კანონები არა მხოლოდ შეერთებულ შტატებშია. დიდი ბრიტანეთის საგადასახადო კანონმდებლობის განახლებული გამოცემის ტექსტი 9 521 გვერდისგან შედგება და 10 ტომადაა წარმოდგენილი. არავის სიამოვნებს საშემოსავლო გადასახადების გადახდა, მაგრამ ცოტა თუ იტყოდა იმას, რომ მათ გარეშე უკეთესად ვიცხოვრებდით. საგადასახადო კანონების ექსპერტები ამბობენ, რომ კანონის არდაცვა უმეტეს წილად ხდება თვით კანონებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების სირთულის გამო და არა იმიტომ, რომ ვიღაცას არ სურს დაემორჩილოს მოქმედ კანონმდებლობას.
არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ გარკვეული გადასახადებისგან თავის დაღწევას, ჟურნალ „იუნაიტედ სტეიტს ნიუზ ენდ უორლდ რიპორტში“ კორპორაციის საშემოსავლო გადასახადების შესახებ ნათქვამია: „ბევრი ფირმა კანონიერი გზებით არიდებს თავს გადასახადების დიდი ნაწილს. ზოგჯერ კი მთლიანი გადასახადების გადახდასაც. ამას ისინი ახერხებენ საგადასახადო კოდექსში არსებული ხვრელებისა და ჭკვიანურად გათვლილი მანიპულაციების წყალობით“. ერთ-ერთი ასეთი საზრიანი გეგმის შესახებ სტატიაში ნათქვამია: „აშშ“-ში არსებული კორპორაცია აფუძნებს ფირმას საზღვარგარეთ - იმ ქვეყანაში, სადაც უფრო დაბალი გადასახადებია, შემდეგ ის საზღვარგარეთ არსებული კომპანიის ფილიალი ხდება, ამგვარად, კომპანია არაა ვალდებული იხადოს აშშ-ს მიერ დაწესებული გადასახადები (რომლებიც შეიძლება შემოსავლის 35%25 კი შეადგენდეს). თუნდაც უცხო ქვეყანაში დაფუძნებული მისი მთავარი სამმართველო ოდნავ აღემატებოდეს უბრალო კართოტეკას და საფოსტო ყუთს.
არსებობს ისეთი ფაქტები, როდესაც ბიზნესმენი თავის ბიზნესს არეგისტრირებსთავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რითაც სარგებლობს თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრივილეგიებით.
ასეა თუ ისე, ხალხი ჩვეულებრივ აცნობიერებს გადასახადების აუცილებლობას და სავალდებულო გადასახადების გადახდაზე უარს არ ამბობს. მაგრამ ისიც ჩანს, რომ სიმართლეს შეეფერება აგრეთვე ტიბერიუს კეისარის მიერ წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: „კარგმა მწყემსმა ცხვარს ტყავი კი არ უნდა გააძროს, მხოლოდ უნდა გაკრიჭოს“.
თუ გრძნობთ, რომ ისეთი სისტემის მსხვერპლად იქეცით, რომელიც თქვენი აზრით, დამამძიმებელი, უსამართლო და ზედმეტად გართულებულია, რა დაგეხმარებათ გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით სწორი თვალსაზ- რისის განვითარებაში?
ამ საკითხს მომდევნო იქნება განვიხილავთ.
გიორგი სადღობელაშვილი
გამდიდრების „რეცეპტები“
1. იყავით შორსმჭვრეტელი. საქმის დაწყებამდე წარმოიდგინეთ საბოლოო შედეგები, რისი მიღწევა გსურთ, რამდენ ფულს, საჭირო კავშირებს და საშუალებებს შეიძენთ ამით. შეაფასეთ თქვენი გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგებიც და რისკი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ.
2. შეიმუშავეთ ფინანსური გეგმა. ბიზნესი - უპირველეს ყოვლისა, ფინანსების ცოდნაა, ისწავლეთ აქტიური და პასიური შემოსავლების გარჩევა. ძირითადი ეტაპებია: რეზერვის უზრუნველყოფა (ფორს-მაჟორის შემთხვევაში), უსაფრთხოების გეგმა (როცა გასავალი შემოსავალს აჭარბებს), კომფორტისა და სიმდიდრის გეგმები.
3. შექმენით საწყისი კაპიტალი. ვარიანტები: კრედიტის აღება, შემოსავალი ლიკვიდური საქონლის ყიდვა-გაყიდვიდან (მაგალითად: უძრავი ქონების ან ფასიანი ქაღალდების); გამოძებნეთ მფარველი და სტრატეგიული ინვესტორის, საერთო ინტერესების მქონე ადამიანები. ინვესტიცია დააბანდეთ იმაში, რაც პასიურ მოგებას მოგიტანთ.
4. წარმატება შედგება 10 პროცენტი იღბალისა და 90 პროცენტი მოთმინებისაგან. ზოგიერთები მოგებას იმიტომ არ იღებენ, რომ საკუთარი ძალების არ სჯერათ. გაბედულად მოზაიკა მიიღეთ გადაწყვეტილებები. თუ ინვესტიციას წაგება მოაქვს, შინაგან ძალას მოუხმეთ და უარი თქვით საქმეზე.
5. ბიზნესში მხოლოდ ის აკეთეთ, რაც შემოსავალს მოგიტანთ. თუ ამ პრინციპს წესად აქცევთ, მუდამ გექნებათ ფული. გადაწყვეტილების მიღებამდე მოგება დაითვალეთ.
6. იარეთ გამარჯვებამდე. ბიზნესში წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ურთიერთობების უნარია. თუ საუკეთესო სპეციალისტთა მოზიდვა გსურთ, თქვენი ოცნება იმგვარად აღუწერეთ, თითქოს ეს უკვე რეალობაა. როცა სხვები დაგიჯერებენ და მოგენდობიან, სხვა გზა არ დაგრჩებათ, დასახულ მიზანს უნდა მიაღწიოთ.
7. ფული თქვენზე მუშაობს. რაც უფრო სწრაფად აბრუნებთ ფულს, მით ინტენსიური გახდება ფულის ნაკადი. შექმენით ისეთი სისტემა და შეკრიბეთ ისეთი ჯგუფი, რომ ბიზნესი უთქვენოდაც მუშაობდეს.
8. გახსოვდეთ! ბიზნესში ნებადართულია ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის. ნამდვილად დიდი ფული იქ კი არ არის, სადაც უკვე გაკვალული ბილიკია, არამედ იქ, სადაც ჯერ ფეხი არავის დაუდგამს. ამიტომ ეძებეთ პერსპექტიული ბაზარი და მიმართულებები. შეიმუშავეთ ახალ სქემები, მარკეტინგისა და გაყიდვების ახალი მეთოდები.
9. აიძულეთ ფული, თქვენზე იმუშაოს. ღარიბი ადამიანები ფულისათვის მუშაობენ, მდიდრები კი ფულს აიძულებენ მათთვის იმუშაოს. ისინი იძენენ აქტივებს: უძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს, სხვადასხვა კომპანიასა და საწარმოს.