The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №45


ტაბულა №45


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სტაინბერგი ჯეიმს, უგულავა სალომე, ხორბალაძე თამარ, ავალიანი დიმიტრი, კოკიჩაიშვილი თეონა, ტორონჯაძე მირიან, სკოული მაიკლ, თავხელიძე მიშა, ჩერგოლეიშვილი თამარ, ტურაშვილი თეონა, მიქავა მარიამ, მამალაძე სალომე, კვანჭილაშვილი ელენე, ელერდაშვილი ვახო, ბატაშვილი დავით, თალაკვაძე ზურაბ, გოდუაძე ლაშა, კოვზირიძე დავით, ლორთქიფანიძე მერაბ, კევლიშვილი მაკა, ბოლქვაძე ელისო, მაყაშვილი ანა, ძნელაძე ლევან, კლდიაშვილი თინათინ, ბაქრაძე ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011|28 თებერვალი - 6 მარტი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვებმენეჯერი: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ხათუნა ხუციშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: სეზანი, მის: წერეთლის 140, ტელ: + 995 32 357002/357005, ფაქსი: + 995 32 357004/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. | პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: + 995 32 92 33 47/48/49; ფაქსი: 995 32 92 08 82, e-mail:info@mmservice.ge



1 ონლაინ გამოხმაურება

▲ზევით დაბრუნება


საფოსტო ყუთი|ონლაინ გამოხმაურება

0x01 graphic

სტატია: საკანონმდებლო ამაოება
giorgi.sarukhanishvili 22 თებერვალი 2011 07:45
http://www.tabula.ge/article-3124.html

მანდატურებს იმდენად დიდი უფლებები აქვს მინიჭებული, რომ ლევიათანი სახელმწიფოს მოხელეებს მაგონებს; ეს უფრო ნაკლებადაა წესრიგისთვის შექმნილი ვიდრე კონტროლისთვის, არა მასწავლებლებზე, არამედ მოსწავლეებზე, რადგან ყველა ხელისუფალს (ტოტალიტარულ სახელმწიფოშიც) ეშინია მომავალი თაობის, მათი კონტროლი ეროვნულ ინტერესებამდე აქვთ აყვანილი; საბჭოთა კავშირსაც და ნაცისტურ გერმანიასაც ჰქონდა გეგმა ახალი ადამიანების შექმნისა და ამით მათი რეჟიმების შენარჩუნებისა. მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას თუ ხელისუფლებას ლიბერალურად მოაზროვნე თაობის აღზრდა სურს, როგორც ლიბერალური იდეოლოგიის გუნდს, მაგრამ ნაკლებად ჰგავს ეს ყველაფერი ლიბერალიზმს, უფრო ავტორიტარიზმია, რაც, სამწუხაროდ, ვფიქრობ, სსრკ-ს მემკვიდრეობაა.

სტატია: 200 მილიონი ახალი ხარჯი
Giorgi Sanikidze
http://www.facebook.com/tabula.ge

არ მუშაობს ეს სოფლის მეურნეობა და რას ეჭიდავებიან - სფერო, რომელიც უკვე ხარჯია, კიდევ უფრო მძიმე ხარჯი გახდება. ეგ სფერო თუ ამუშავდება, თავისით ამუშავდება. ხოდა კიდევ ეს: ჰენდაუტები და სოციალური პროგრამები ერთი და იგივე არ არის. სოციალურ პროგრამაზე ფულის დახარჯვა შეიძლება თუ ეს დანახარჯი მომავალ იგივენაირ დანახარჯებს აგაცილებს თავიდან, ან, სულ მცირე, შეგიმცირებს ხარჯებს მომავალში. რაღაც ეჭვი მეპარება, რომ ვაუჩერულმა ჰიპნოზმა ასეთი შედეგი მოიტანოს, შესაბამისად, ეს სოციალური პროგრამა კი არა - წინა საარჩევნო პროგრამაა.

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„ახლა ჩვენზე ზეწოლას ახდენენ, გვაშინებენ ეკონომიკირი სანქციებით. თუ ჩვენს მეზობელთაგან რომელიმეს სურს ბელარუსის სახითჩეჩნეთი ჰყავდეს დასავლეთში, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მგონი, ეს არაცის სჭირდება. თუ ვინმეს უნდა ეკონომიკური ომის გამოცხადება ბელარუსისთვის, ეს მათ ძვირად დაუჯდებათ“.

  • ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციები გააკრიტიკა. 21 თებერვალი

„ეს არის ძვირფასი მომენტი მთელი რეგიონისთვის. ჩვენ ვდგავართ იმ ხალხის და იმ მთავრობის გვერდით, ვინც სამართლიანობის, კანონის უზენაესობის და თვაისუფლების მხარესაა. ძალადობა არასოდეს არის ხალხის კანონიერ მოთხოვნებზე პასუხი“.

0x01 graphic

  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ქუვეითის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 22 თებერვალი

„გასაკვირია როცა ქვეყნის მეთაური საკუთარ ხალხს ტანკებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით კლავს.მე მოვუწოდებ იმ ლიდერებს, რომლებიც თავიანთი ხალხის გამოსვლებს ცხელი ტყვიით პასუხობენ, სისხლის გუბეების დაყენების ნაცვლად სახალხო მოძრაობებს შეუერთდნენ“.

0x01 graphic

  • ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს თავშეკავებისკენ მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან თავად ირანში საპროტესტო აქციები ძალის გამოყენებით დაშალა. 23 თებერვალი

„მზე სწორედ მაშინ ამოვიდა, როცა ის როცა ის ნანგრევებიდან ამოიყვანეს . ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს თავად უფალმა მოგვფინა ნათელი“.

  • ახალ ზელანდიაში მომხდარი მიწისძვის შედეგად თითქმის მთლიანად დანგრეული ქალაქის, ქრაისტჩერჩის მერმა, ბობ პარკერმა ჟურნალისტებს მოუთხრო, თუ როგორ გადაარჩინეს მაშველებმა 24-საათიანი ტყვეობის შემდეგ ერთ-ერთი ქალბატონი. 23 თებერვალი

3 კვირა

▲ზევით დაბრუნება


19 თებერვალი

  • ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით მალაიზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ბაბუცა გორდელაძის მეუღლეს ელდარ დავითიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დავითიანი ქართველ სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. მისი მეუღლე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, დარეჯან კოხტაშვილი ნარკოტიკების უკანონო გადატანის ბრალდებით მალაიზიაში გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. დანაშაულის დეამტკიცების შემთხვევაში, მალაიზიის კანონმდებლობის შესაბამისად, გორდაძეს და კოხტაშვილს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. თუმცა, ელდარ დავითიანი აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ და დარეჯან კოხტაშვილმა არ იცოდნენ, რომ მათ ბარგში ნარკოტიკული ნივთიერებები იდო.

20 თებერვალი

0x01 graphic

  • ეგვიპტის შეიაღაღებული ძალების სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის, ჰუსეინ ტანტავის ბრძანებით, ისრაელის საზღვართან დამატებით სამი ათასი სამხედრო და არტილერია განთავსდა. აქამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც სინას ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ათასი სამხედრო მოსამსახურე იყო გადაყვანილი. დამატებითი სამხედრო კონტიგენტის განთავსება ორი ქვეყნის საზღვარზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუსა და ამერკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეთანხმებით მოხდა.

21 თებერვალი

0x01 graphic

  • ევროკავშირის წევრმა ექვსმა ქვეყანამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ქეთრინ ეშტონს მოუწოდა, კავშირმა შეამციროს ფინანსური დახმარება მეზობელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ და გაზარდოს ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დაფინანსება. საფრანგეთის, ესპანეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, მალტის და სლოვენიის ეს ინიციატივა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მიმდინარე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს უკავშირდება. საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფის აზრით, დაფინანსების არსებული სქემა „ასიმეტრიულია“. „რეგიონში დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე, აუცილებელია ამ ფინანსური პაკეტების გადახედვა“, ნათქვამია წერილში.

0x01 graphic

  • გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქში, ჰამბურგში არჩევნების ხმების მხოლოდ 22 პროცენტი მიიღო. ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კი ამომრჩეველთა 48 პროცენტის მხარდაჭერა დაიმსახურა. ეს იმას ნიშნავს, რომ მერკელის პარტია გერმანიის პარლამენტის ზედა პალატაში სამ ადგილს დაკარგავს, რაც მმართველი კოალიციის ერთიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ექსპერტების აზრით, ასეთი შედეგი იმის ნიშანია, რომ მერკელის პარტიას 2013 წლის ფედერაციულ არჩევნებში პრობლემები ექნება.

22 თებერვალი

0x01 graphic

  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრმა, ლევან ვეფხვაძემ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების ხელახალი გამოძიება მოითხოვა. ვეფხვაძემ ამის შესახებ გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი დროებითი კომისიის დასკვნის პარლამენტში წარდგენის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დასკვნა მოწმობს, რომ თავდაპირველად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება „არასწორად წარიმართა”. „საქმეში არ არსებობდა ნივთმტკიცებები და გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით დამტკიცდა, თუმცა მოგვიანებით, კომისიის მუშაობის დროს გამოჩნდა, რომ ეს ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო”, აღნიშნა ვეფხვაძემ. „ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია პროკურატურამ საგამოძიებო პროცესი თავიდან დაიწყოს”, დასძინა მან.

  • ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი კაპრალი, გიორგი ავალიანი დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავალიანი, რომელიც 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა, სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა. სამინისტრო იუწყება, რომ აფეთქების დროს კიდევ ორი ქართველი კაპრალი - ნიკოლოზ დეისაძე და ედნარ აბულაძე დაიჭრა. კაპრალი გიორგი ავალიანი მეექვსე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, მუხრან შუკვანი 2010 წლის 6 სექტემბერს დაიღუპა. კაპრალი ნუგზარ კალანდაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე და პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი კი - 30 სექტემბერს.

0x01 graphic

  • ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩერჩში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 65 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი შენობების ნანგრევების ქვეშ მოყვა. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 6.3 ბალი შეადგინა. ძლიერი მიწისძვრა ახალ ზელანდიაში 4 სექტემბერსაც მოხდა, თუმცა 7.1-ბალიან მიწისქვეშა ბიძგებს მაშინ მსხვერპლი არ მოჰყოლია. სპეციალისტებმა სამშაბათს მომხდარი მიწისძვრა უკვე შეაფასეს, როგორც „ყველაზე დამანგრეველი” ბოლო 80 წლის მანძილზე.

23 თებერვალი

0x01 graphic

  • რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები ზაფხულში დასრულდება. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსმა, იური უშაკოვმა განაცხადა. თუმცა მან რუსეთის გაწევრიანების საქმეში მთავარ პრობლემად საქართველო დაასახელა. „მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წინააღმდეგობები მოხსნილი არ არის, სასურველია მოლაპარაკებები ზაფხულში დასრულდეს. მთავარ პრობლემად კი კვლავ საქართველო რჩება”, - განაცხადა უშაკოვმა.

0x01 graphic

  • მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ინდოეთშიც დაიწყო. საპროტესტო მარშის გამო, რომელშიც 40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ინდოეთის დედაქალაქის ქუჩები მთლიანად ბლოკირებული იყო. პროტესტის მთავარი მიზეზი საკვებ პროდუქტებზე ფასების მკვეთრი მატებაა. „ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ჩვენ გვინდა მათ მოქმედებისკენ მოვუწოდოთ”, განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

  • საქართველოში გრიპის ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 25-ს მიაღწია. აქედან H1N1 ტიპის ვირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა, B ტიპის გრიპის ვირუსით - 4 ადამიანი, ხოლო 2 - A ტიპის ვირუსით. 23 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში H1N1 ვირუსის სულ 515 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით გამოწვეული გარდაცვალების ყველა შემთხვევა ექიმთან დაგვიანებული კონსულტაციის გამო მოხდა.

25 თებერვალი

  • აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რამ ემანუელი ჩიკაგოს მერი გახდა. 51 წლის პოლიტიკოსი ებრაული წარმოშობის პირველი მერია ჩიკაგოს ისტორიაში. არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თავისი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს გამარჯვება მიულოცა. „როგორც ჩიკაგოელი და როგორც რამ ემანუელის მეგობარი, მე დღეს ძალიან ამაყი ვარ. რამი შესანიშნავი მერი იქნება”, აღნიშნა ობამამ.

4 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯეიმს სტაინბერგი: ახალი დასაწყისის მომსწრენი ვართ

▲ზევით დაბრუნება


არენა

0x01 graphic

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

24 თებერვალს თბილისს, რამდენიმე საათით ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯეიმს სტაინბერგი ეწვია. ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენლის ტურნე, საქართველოს გარდა, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბოსნიასა და ალბანეთს მოიცავს. ვიზიტის მიზნების და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, ჯეიმს სტაინბერგი ჟურნალებს - ტაბულას და ლიბერალს ესაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

  • თქვენი ვიზიტის მიზანი?

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა დავბრუნებულიყავი . ეს უკვე ჩემი მესამე ვიზიტია საქართველოში სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტატუსით . როგორც იცით, შევხვდები პრეზიდენტს და მის გუნდს . უკვე შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. განსახილველ საკითხთა შორისაა ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა, რეფორმები, ახალი კონსტიტუცია. ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რეგიონალურ პრობლემებზე, მოგეხსენებათ სომხეთიდან ჩამოვედი და ამ საღამოს აზერბაიჯანში მივდივარ. ვაპირებ მადლობა გადავუხადო საქართველოს ავღანეთის საკითხზე თანამშრომლობის გამო - მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.?

  • ორმხრივი ურთიერთობის შესახებ, რამდენად განსაზღვრავს საქართველოსთან პარტნიორობას მისი დემოკრატიზაციის ხარისხი? იქნებოდა თუ არა საქართველო მიმზიდველი დემოკრატიის გარეშე?

კითხვაც არ სჭირდება იმას, რომ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულებაა. შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვნია ისეთი პარტნიორები ჰყავდეს, რომლებიც პატივს სცემენ ადამიანებს, მათ უფლებებს. ჩვენ ვაცნობიერებთ რამხელა პროგრესს მიაღწია საქართველომ ამ კუთხით, მაგრამ ვფიქრობთ რჩება საკითხები, სადაც შესაძლოა კიდევ უფრო წინ წავიდეთ და ამაზე ვსაუბრობთ კიდეც. ვაფასებთ იმ ნაბიჯებს, რაც საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით გადაიდგა. ასევე განვიხილავთ გზებს, რაც სამოქალაქო საზოგადოების მეტ გახსნილობასთან და მედია გარემოს გაუმჯობესებასთან მიგვიყვანს. მნიშვნელოვან საკითხთა შორის მოვიაზრებთ უმცირესობათა და შრომითი უფლებების პატივისცემას. ეს სამუშაო პროცესია. პრეზიდენტი ობამა ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ამერიკული დემოკრატიაც სამუშაო პროცესია. რასაკვირველია ორმხრივ ურთიერთობას აძლიერებს საქართველოს დემოკრატიული კურსი და მისი სრულყოფისკენ გადადგმული ნაბიჯები.

  • ახლახან გამოვიდა ამერიკის დაზვერვის ეროვნული დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიო საფრთხეების შეფასების შესახებ. დოკუმენტი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რუსული ჯარების საქართველოში ყოფნა და ამ ფაქტით საქართველოს უკმაყოფილება დაძაბულობის თანაბარი წყაროა. თქვენ რას ფიქრობთ?

ეს ამ ორგანიზაციის დირექტორის - კლაპერის ნააზრევია და სჯობს მას ჰკითხოთ. დაზვერვის ეროვნული დირექტორის ოფისის ანგარიში არ თანხმდება იმ უწყებებთან, რომლებიც პოლიტიკას განსაზღვრავს. მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების პირობას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია პროგრესის მისაღწევად. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჟენევის პროცესმა წინ წაიწიოს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ხელისუფლებებთან ამ საკითხზე პროგრესის და კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ჩვენი პოზიცია ცხადზე ცხადია და ამის შესახებ ვსაუბრობთ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვეძლევა.

  • სომხეთიდან ჩამობრძანდით და აზერბაიჯანში მიემგზავრებით. რას გვეტყოდით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ხელისუფლების სტრატეგიის შესახებ?

მიგვაჩნია, რომ მინსკის ჯგუფი და მინსკის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს, საფრანგეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობამ შესაძლოა პოზიტიური შედეგი მოიტანოს. გვჯერა, რომ საკითხის გადაწყვეტა უნდა დაემყაროს ჰელსინკის პრინციპებს - ძალის გამოუყენებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, თვითგამორკვევის უფლება. სწორედ ეს პრინციპებია ამოსავალი წერტილი მხარეებთან თანამშრომლობისას. ცხადია, რომ ეს ადვილი არ არის. ვფიქრობ, მხარეებს არგებს, თუ პრაგმატულ მიდგომას აირჩევენ. დაძაბულობის შემცირება პოზიტიურად იმოქმედებს პრობლემების გადაწყვეტაზე. ამ ეტაპზე უნდობლობის და ეჭვიანობის ხარისხი ძალიან მაღალია. გვსურს დიალოგი გაგრძელდეს. მიმაჩნია, რომ მცირე პროგრესს მივაღწიეთ კიდეც გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში. პრეზიდენტ სარგსიანთან ეს თემა უკვე განვიხილე, დღეს საღამოს პრეზიდენტ ალიევთან ვისაუბრებ.

  • სომხეთ- თურქეთის დაახლოების პროცესი ამ ეტაპზე გაყინულია. როგორ აფასებთ ამ ინიციატივის მომავალს?

ვფიქრობ [თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის შესახებ] პროტოკოლების მიღება შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება იყო ორივე მთავრობის მხრიდან. ჩვენ ამ პროცესს მივესალმებით, თუმცა ცხადია იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ ის წინ ისე სწრაფად არ მიიწევს, როგორც შეიძლება მიიწევდეს. ეს მხარეებზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებდა. ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ სარგსიანს ამის შესახებ გუშინ და კმაყოფილება გამოვთქვით მისი მონდომების გამო განაგრძოს პროცესში მონაწილეობა. სირთულეებს რასაკვირველია ვაცნობიერებთ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ შედეგი ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. დაახლოება, ნორმალური ურთიერთობა, ხალხების თავისუფალი გადაადგილება სომხეთსაც არგებს და თურქეთსაც. ჩვენ კვლავაც შევეცდებით დავარწმუნოთ ორივე მხარე განაგრძოს პრაგმატული გამოსავლის ძიება.

  • ჩრდილო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. ზოგიერთი ქვეყნების მომავალს იმედის თვალით უყურებს და თვლის, რომ ამ ქვეყნების დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო, სხვები კი შიშობენ, რომ რევოლუციურმა ტალღამ შესაძლოა, რეგიონში ისედაც მყიფე მშვიდობა დააზარალოს. მაგალითისთვის რამდენიმე დღის წინ, ეგვიპტემ, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ პირველად, გაატარა ირანული გემები სუეცის არხში. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? რა სტრატეგია აქვს შეერთებული შტატების ხელისუფლებას მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად?

ვფიქრობ, ახალი დასაწყისის მომსწრენი ვართ. ჩვენ არ ვაპირებთ მაყურებლის სკამიდან ვუცქიროთ მოვლენების განვითარებას და ვიმარჩიელოთ. ჩვენ პროცესის პოზიტიურ განვითარებას დავუჭერთ მხარს. დავეხმარებით რეგიონის მოსახლეობას თავის ლეგიტიმურ მიზანს მიაღწიოს, ისევე როგორც ქართველი ხალხს ვეხმარებით. ადამიანები თავად უნდა ირჩევდნენ ხელისუფლებას, წყვეტდნენ თავიანთ ბედს, ვითარდებოდნენ ეკონომიკურად, თავისუფლად გამოხატავდნენ აზრს, იკრიბებოდნენ და ახორციელებდნენ ყველა სხვა საყოველთაო უფლებას.

ამისთვის ჩვენ ვაპირებთ ამ რეგიონის ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მთავრობასთან მუშაობას. ვფიქრობ, ეს ყველას ინტერესებშია. ჩვენ გვჯერა, რომ გახსნილობის, დემოკრატიზაციის, უფლებების პატივისცემის პირობებში არა მხოლოდ კონკრეტული საზოგადოება, არამედ მთელი რეგიონი იხეირებს - უფრო მყარ სტაბილურობას მიაღწევს. ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას უფრო შესწევს უნარი პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაჭრას, ის უფრო შემწყნარებელი და უფრო გახსნილი იქნება. რასაკვირველია იმის ილუზია არ გვაქვს, რომ დემოკრატიული გარდაქმნა იოლია და ვიცით, რომ მოვლენები შესაძლოა ცუდად განვითარდეს. ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ პროცესზე კონტროლი ექსტრემისტებმა არ დაამყარონ, ან სათავეში კიდევ უფრო ავტორიტარული ძალები არ მოვიდნენ. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ შესაძლებლობის ფარგლებში და დავეხმარებით იმ მოთამაშეებს, ვისაც ამ ქვეყნებისთვის უკეთესი მომავალი სურს.

  • ბოლო სამი წელია დასავლურმა მთავრობებმა, მათ შორის აშშ-ის ხელისუფლებამ, ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობის გადატვირთვა დაიწყო. ისმის კრიტიკა, რომ თავისუფლების თემა ნაკლებად აქტუალურია. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ამ პოლიტიკის გადახედვა ხომ არ იგეგმება?

ვფიქრობ, ჩვენმა ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ნათლად განმარტეს, როგორ უდგებიან ამ საკითხს. მათ ახსნეს რა მნიშვნელობას ვანიჭებთ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ამავდროულად აღნიშნეს, რომ ამ ყველაფრის თავსმოხვევა გარედან შეუძლებელია. აშშ-მ უნდა იმეგობროს მათთან, ვინც ამ საზოგადოებების დემოკრატიზაციას ცდილობს. ვფიქრობ, ეს არაერთხელ ითქვა მკაფიოდ. ტუნისის მოვლენების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სახელმწიფო მდივანი სიტყვით გამოვიდა დოჰაში და აღნიშნა რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ რეფორმას. მან გააფრთხილა რეგიონის მთავრობები უმოქმედობის შემთხვევაში იმ ცვლილებათა შესახებ, რისი მომსწრენიც ახლა ვართ. პრეზიდენტმა იგივე განაცხადა კაიროში და გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან გასულ სექტემბერს. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი პოსაქართველოს ზიცია ცხადია - გვსურს განვაგრძოთ იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც დემოკრატიული ცვლილებების თავიანთ საზოგადოებებში განხორციელება სურთ.

  • როდესაც ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ვსაუბრობთ, ჩვენ, ქართველებს აშშ-რუსეთის ყვითელი ღილაკი გვახსენდება. რამდენად სწორი იქნება ვივარაუდოთ, რომ აშშ-სთვის გარკვეულ რეგიონებში სტაბილურობის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დემოკრატიის მხარდაჭერა?

0x01 graphic

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

ვფიქრობ, ჩვენ ნათლად აღვწერეთ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ხასიათი. გვჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება შესაძლებელია, ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს - იქნება ეს ავღანეთი, თუ ბირთვული იარაღის შემცირება. ამ საკითხებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. თუმცა, ეს იმად არ დაგვჯდომია, რომ უარი გვეთქვა, გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან და სასამართლო პროცედურებთან დაკავშირებით. აზრი გამოვთქვით ბ-ნი ხოდორკოვსკის სასამართლო პროცესის, რუსეთში ჟურნალისტების მდგომარეობის, ბ-ნი ნემცოვის დაკავების ფაქტის შესახებ.

გადატვირთვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი ერთმანეთს არ უნდა დავუკავშიროთ. უარი არ უნდა ვთქვათ საერთო ინტერესებზე იქ, სადაც ეს ინტერესები აშკარაა. ამავდროულად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევალამაზოთ და არ უნდა უგულებელვყოთ განსხვავებები. ამის ყველაზე ცხადი მაგალითი თქვენ ხართ. ჩვენ ძალიან ნათლად გამოვხატავთ რუსეთისგან განსხვავებულ აზრს საქართველოსთან დაკავშირებით. გადატვირთვას არ დავუმუნჯებივართ და ჩვენი დამოკიდებულება არ შეუცვლია არც ამ, და არც სხვა პრინციპულ საკითხზე.

  • თქვენ ამბობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობისას ყველაფერი ერთმანეთს არ უნდა დავუკავშიროთ. ასეთ რეკომენდაციას აძლევთ საქართველოსაც? ანუ, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა აღადგინოს ისე, რომ ყველა საკითხი ოკუპაციას არ დაუკავშიროს?

მე ვფიქრობ, საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა არსებობდეს დიალოგი. მათ უნდა ეძიონ ისეთი სფეროები, სადაც მათ ერთად მუშაობა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, საქართველო შეინარჩუნებს მყარ პოზიციას საკუთარ სუვერენიტეტსა და ტეროტირიულ მთლიანობაზე. მაგრამ, ვფიქრობ, საქართველომ უარი არ უნდა თქვას და პრაგმატულად უნდა მიუდგეს რუსეთთან ურთიერთობებს, ვგულისხმობ ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესებას, ერთობლივ მუშაობას ისეთ თემებზე, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია. მაგალითად, ასეთი საკითხია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობა. ეს საქართველომ ვინმეს ხათრით კი არ უნდა გააკეთოს, არამედ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

  • საქართველოს საგარეო პოლიტიკას რომ დავუბრუნდეთ - მაშინ როდესაც შეერთებული შტატები მსოფლიოს ირანზე ემბარგოსკენ მოუწოდებს, საქართველო ირანის მთავრობას გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე ესაუბრება. როგორ ეგუებით ასეთ განსხვავებას პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკურ კურსებს შორის? არის, ან უნდა იყოს თუ არა, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის კოორდინაცია საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით?

ჩვენ და საქართველოს ხელისუფლებას ირანთან დაკავშირებით ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ირანის ბირთვული პროგრამა რისკს მთელი რეგიონისთვის შეიცავს. ის ხელს უწყობს რეგიონის არასტაბილურობას და აზარალებს როგორც საქართველოს, ისე მის მეზობლებს. საქართველოს, როგორც დემოკრატიისა და უფლებების დამცველ საზოგადოებას, უნდა აწუხებდეს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები ირანში. ჩვენ ამაზე მკაფიოდ უნდა ვისაუბროთ. გვესმის, რომ საქართველო ირანის მეზობელი ქვეყანაა. ბუნებრივია ჩვენი მიზანი არ არის ირანელ ხალხს ზიანი მივაყენოთ, არავითარ შემთხვევაში. პირიქით, ჩვენ სწორედ ის გვაწუხებს, რომ ირანის ხელისუფლება ირანელ ხალხს ასე ცუდად ექცევა. ამდენად, თუ საქართველო ადამიანებს შორის კონტაქტს ხელს შეუწყობს, ეს მისაღებია. მაგრამ ვფიქრობთ, საქართველო ფხიზლად უნდა იყოს, რომ ირანმა არ ისარგებლოს და საქართველო ტრანზიტად არ გამოიყენოს ბირთვული პროგრამისთვის საჭირო მასალის და ტექნოლოგიების უკანონო შესყიდვებისთვის. ირანის ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საფუძველი ჩათვალოს, რომ შეუძლია იმ საქმიანობის გაგრძელება, რასაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის შეერთებული შტატები, გმობს. ირანი გამუდმებით არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს და ევროკავშირის რეზოლუციებს ბირთვულ პროგრამასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებასთან ჯანსაღ დიალოგს, ფხიზლად მოეკიდოს ირანთან ურთიერთობას, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

  • როგორ შეაფასებდით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ერთიანი კავკასიის შესახებ, რაც ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებისთვის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას გულისხმობს?

(პასუხობს ფილიპ გორდონი) ცხადია, რომ რუსეთის ხელისუფლება უკმაყოფილოა. მათ ეს არ დაუმალავთ. მაგრამ არ დასტურდება, რომ რუსეთს ამ გადაწყვეტილებით ზიანი მიადგა. არც ის დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რუსეთის ინტერესების საზიანოდ გააკეთა.

5 საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა პრაქტიკულად არ მცირდება

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ამერიკული დახმარება

სალომე უგულავა

მოუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების შემცირებას გეგმავს, საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა თითქმის უცვლელი დარჩა. მისთვის განკუთვნილი 67 მილიონი დოლარი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის განკუთვნილ დახმარებას აღემატება. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მხარს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისთვის უჭერენ. გარდა ამისა, საქართველო ამავე ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილი საერთო თანხიდან ნახევარზე მეტს - 18 მილიონს - მიიღებს.

ბარაკ ობამამ 3,7-ტრილიონიანი ბიუჯეტის პროექტი კონგრესს 14 თებერვალს გადაუგზავნა. მის მიხედვით, 2012 წლისთვის კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის დასახმარებლად განკუთვნილი საერთო თანხა 232 მილიონ დოლარამდე შემცირდება - ეს 4%25-იანი კლებაა. 8%25-ით შემცირდება სამხედრო სფეროსთვის გათვალისწინებული დახმარება და 34 მილიონი დოლარი გახდება. თავის მხრივ, თანხების განაწილება, ობამას ადმინისტრაციის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე მიგვითითებს.

დახმარება საგრძნობლად შეუმცირდა აზერბაიჯანს - 2010 წელს მიღებულ 22 მილიონ დოლართან შედარებით თითქმის 25%25-ით. ცენტრალურ აზიაში მხოლოდ ყაზახეთი მიიღებს გაზრდილ თანხას, რომელიც შარშან გამოყოფილ 10,4 მილიონს 35%25-ით აღემატება. ამის მიუხედავად, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთისთვის განკუთვნილი დახმარება ცენტრალურ აზიაში კვლავ ყველაზე დიდი იქნება.

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამ ქვეყნებისთვის უცვლელი დარჩა, ან ოდნავ შემცირდა. უზბეკეთისთვის კი, რომელმაც, როგორც სატრანზიტო ქვეყანამ ავღანეთისაკენ, აშშ-ს მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური დახმარება გაუწია - სამხედრო სფეროში 100 ათასი დოლარია გათვალისწინებული. 2005 წლის შემდეგ ეს პირველი პრეცედენტია - მაშინ ქვეყანას დახმარება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ცუდი ვითარების გამო შეუწყდა.

ობამას ადმინისტრაციის შეთავაზება კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. კონგრესს მასში ცვლილებების შეტანა შეუძლია. ეს ბიუჯეტი 2012 წლის ფისკალური წლიდან ამუშავდება, რომელიც, თავის მხრივ, 2011 წლის ოქტომბერში იწყება.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

6 არცთუ ისე ნულოვანი ტოლერანტობა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

თამარ ხორბალაძე

0x01 graphic

2011 წელი საქართველოს სისხლის სამართლის პოლიტიკის რეფორმაში მნიშვნელოვან თარიღად შეიძლება იქცეს. ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარი თქვა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შემდგომ წარმოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის შემცირების მაჩვენებელიც და საზოგადოებრივი განწყობაც ამ პოლიტიკის მხარდამჭერი გახლდათ. ამასთან, მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილების ღიად დეკლარირებას ერიდება და ნულოვან ტოლერანტობაზე საუბარს აგრძელებს, ოღონდ ამორჩევით - მძიმე დანაშაულებების მიმართ. არადა ამ პოლიტიკის არსი, რეალურად, სწორედ მცირე დანაშაულთან შეურიგებლობაშია.

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ოფიციალურად 2006 წლიდან იღებს სათავეს - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წვრილმანი დანაშაულისადმი შეუწყნარებლობის შესახებ 2006 წლის 14 თებერვალს პარლამენტში, წლიური მოხსენებისას განაცხადა.

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგებზე წარმოდგენას შსს-ს სტატისტიკა იძლევა: 2006 წელს სულ დანაშაულის 62 283 ფაქტი იყო რეგისტრირებული, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის წარმოების ხუთი წლის თავზე კი - 34 739 ფაქტი. კრიმინალის ფაქტების რაოდენობა დაახლოებით 49 პროცენტით შემცირდა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მძიმე დანაშაულებების კლების დინამიკა - 2006 წელს 29 249 მძიმე დანაშაული იყო რეგისტრირებული, 2010 წელს - 9 987. ეს სიტუაციის დაახლოებით 70-პროცენტიან გაუმჯობესებაზე გვამცნობს.

კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი იუსტიციის სამინისტროს ინიცირებით და ევროკავშირის დაფინანსებით გორბის მიერ 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ კვლევაში ჩანს. საქართველოს მასშტაბით 3 ათასი რესპონდენტი გამოკითხეს.  შედეგების თანახმად, საზოგადოების 95-97 პროცენტს საქართველოში უსაფრთხოების განცდა აქვს (დღისით 68 პროცენტს მუდმივად, 29 პროცენტს - ჩვეულებრივ, ღამით კი შესაბამისი მაჩვენებლები 64 და 31 პროცენტია). 45 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში მომავალი 5 წლის განმავლობაში დანაშაული შემცირდება.

ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის კორექტირებამ კრიმინალური ვითარების გაჯანსაღების ტენდენცია, შესაძლოა, საწინააღმდეგო მიმართულებით შეცვალოს.

ცხადია, გარდა კრიმინალის შემცირების მონაცემებისა, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას სხვა სტატისტიკური შედეგიც აქვს: მის გამოცხადებამდე 2005 წელს საქართველოში 9573 მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დღეს კი დაახლოებით 23 600 პატიმარია. ამ ციფრებმა 2010 წელს საქართველო მსჯავრდებულთა რაოდენობით (537 პატიმარი - 100 000 მოსახლეზე) მსოფლიოს ქვეყნების პირველ ექვსეულში მოაქცია (ლონდონის სამეფო კოლეჯის World Prison Population List-ის მონაცემები). ამავე მონაცემებით აშშ, სადაც 100 000 მოსახლეზე 743 პატიმარი მოდის, პირველ ადგილს იკავებს, მეორეზე რუსეთია (577), მე-3 - კარიბის ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფო სენტ-კიტსი და ნევისი (551), მე-4 - რუანდა (545) და მე-5 - ვირჯინიის კუნძულები (აშშ)

ადამიანის უფლების დამცველები ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის კრიტიკის დროს რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ტაბულასთან ციხეების გადატვირთულობაზე საუბრობს. ის მიუთითებს ალტერნატიული სასჯელის გამოყენების პრაქტიკის არარსებობაზე, მცირე ზარალის შემთხვევაში სისხლის სამართლის მკაცრი ზომების მიყენებაზე, „სამართლიანი სასამართლოს” არარსებობაზე და სხვა ფაქტორებზე. ჩუგოშვილის აზრით, ზედმეტად მკაცრია სასჯელის შეკრებითობის სისტემა, რაც მსუბუქი დანაშაულებების შემთხვევაში სასჯელის გაუმართლებელ დამძიმებას იწვევს.

ამ განწყობების და ზოგადად პოლიტიკური უკმაყოფილების მუხტის საპასუხოდ, 2007 წლიდან ხელისუფლების მიერ დანაშაულისადმი მიდგომა შემსუბუქდა.

მაგალითად, ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე (ხულიგნობა, ქურდობა შეღწევის გარეშე და ასე შემდეგ) შედარებით მსუბუქი სასჯელის ზომებს გამოიყენებენ. მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ კანონიერი ქურდების, მექრთამეობის, ყაჩაღობის და სხვა მძიმე დანაშაულებების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა შენარჩუნდება.

ეს მიდგომა ნულოვანი ტოლერანტობის არსს არსებითად ეწინააღმდეგება. ნულოვანი ტოლერანტობის მიხედვით, სწორედ მცირე დანაშაულებებისადმი შემწყნარებლობა წარმოშობს დაუსჯელობის განცდას. ეს საზოგადოებას უფრო დიდი და მძიმე დანაშაულის სახით უბრუნდება.

ხელისუფლების მიერ დანაშაულებებისადმი მიდგომის შერბილებამ უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო - 2007 წლიდან ყოველწლიურად დანაშაულებების შემცირების დინამიკა იკლებს: 2010 წელს 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაუმჯობესება სულ 10 პროცენტია. მაშინ, როცა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის დეკლარირებიდან ანუ 2006 წლიდან 2007 წლამდე მძიმე დანაშაულის მაჩვენებელი ერთ წელიწადში დაახლოებით 45 პროცენტით შემცირდა.

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა საქართველოში არ გამოუგონიათ. მისი დანერგვის ყველაზე ცნობილი მაგალითი გასული საუკუნის 90-იან წლებში, ნიუ იორკის მერის რუდოლფ ჯულიანის მიერ წარმოებული დანაშაულთან ტოტალური ომია. მისი მიზანი ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება იყო. ჯულიანის მიაჩნდა, რომ „სამოქალაქო უფლებებში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი უფლებაა - იყო უსაფრთხოდ”. სამართალ დამცველების უფლებები კი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პოლიციელს შეეძლო კრიმინალში ზოგადად შემჩნეული ადამიანი ისეთი უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც კი დაეპატიმრებინა, როგორიც მანქანის მართვის მოწმობის გარეშე ტარება ან ქუჩის კუთხეში ლოტოს თამაშია.

შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო: გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის ნიუ იორკში 100 ათას კაცზე 31 მკვლელობა მოდიოდა. ამ პოლიტიკის შედეგად ქალაქში 3 წლის განმავლობაში მკვლელობათა რაოდენობა 51 პროცენტით, ძირითადი დანაშაული - 38 პროცენტით, საერთოდ დანაშაული კი 32 პროცენტით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკის მერის, ჯულიანის პოლიტიკასაც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, კრიმინალის წინააღმდეგ მის ეფექტიანობაზე თითქმის არავინ დავობს. ამ პოლიტიკამ ნიუ იორკი ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქალაქიდან ამერიკული სტანდარტებით უსაფრთხო ქალაქად აქცია.

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ე.წ. ჩატეხილი ფანჯრის თეორიას ეფუძნება. ამერიკელი სოციოლოგების, ჯეიმს უილსონისა და ჯორჯ კელინგის თეორიის თანახმად, როცა უბანში ერთი ფანჯარა გატეხილია, აქ დასახლებული ადამიანებისთვის ეს იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ ამ უბანში ფანჯრების გატეხვა ჩვეულებრივი მოვლენაა. თეორია არ გულისხმობდა მხოლოდ სისხლის სამართლებრივ რეაგირებას წვრილმან დანაშაულებზე. დაიწყო კონტროლის გამკაცრება იმ უბნებზე, სადაც განსაკუთრებით მაღალი იყო დანაშაულის დონე.

აშშ-ის ქალაქ ლოუელში (მასაჩუ-სეტსის შტატი) ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში პოლიციამ შერჩეულ უბნებში ასოციალური ქცევების - ლოთობის, ნაგვით დაბინძურების, ქუჩის ფანრების გატეხვის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერა. ამ უბნებში მძიმე დანაშაულებების შესახებ შეტყობინებებმა 20 პროცენტით დაიკლო იმ უბნებთან შედარებით, სადაც პოლიცია კრიმინალთან ბრძოლის ძველ მეთოდებს იყენებდა.

ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა თეორია, რომ მცირე დანაშაულებები მძიმე დანაშაულებებისთვის ნაყოფიერ გარემოს ქმნის. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განზრახვა - ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობა მხოლოდ მძიმე დანაშაულისადმი შეინარჩუნოს, რეალურად სხვა არაფერია, თუ არა ამ პოლიტიკაზე უარის თქმა, რამაც მოსალოდნელია მომავალში უფრო მკვეთრი უკუსვლა გამოიწვიოს.

7 საქართველო-ევროკავშირი: ვაჭრობა თავისუფალი ვაჭრობისათვის

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჭიანურდება. პროცესი მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა დაწყებულიყო. ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული ურთიერთობის შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შემადგენელი ნაწილია. მოულოდნელი სირთულეების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ 12 თებერვალს EUobserver.com-თან ინტერვიუში განაცხადა.

გორდაძის თქმით, 2008 წელს საქართველოს წინაშე „საკმაოდ სერიოზული წინაპირობები” დააყენეს, რაც ქართულმა მხარემ შეასრულა. „მაგალითად, ჩვენ ცალმხრივად გავაუქმეთ გადასახადები ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის 86%25-ზე და გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ სურსათის უვნებლობის და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კუთხით”, - განაცხადა გორდაძემ.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე” (DCFTA) მოლაპარაკებების დასაწყებად დროულად და გადაჭარბებითაც შესრულდა. ეს რეკომენდაციები ვაჭრობის ტექნიკურ ბარიერებს, სურსათის უვნებლობას, ინტელექტუალური საკუთრებისა და თავისუფალი კონკურენციის დაცვას ეხებოდა. თბილისმა მოლაპარაკებების დაწყებისათვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ბრიუსელიდან მოულოდნელად ახალი მოთხოვნები მიიღო.

თორნიკე გორდაძის განმარტებით, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მას „შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მათ წინაპირობები შეცვალეს”. ანუ ის პირობები, რაც მოლაპარაკებების დასრულებისთვის უნდა დაკმაყოფილებულიყო, ახლა დაწყების წინაპირობად დასახელდა.

ტაბულას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც მოლაპარაკებების დასაწყებად დამატებითი პირობები იყო ჩამოთვლილი. მათ შორის რამდენიმე ისეთი საკითხი, რომელთა გადაწყვეტა უკვე მოლაპარაკებების პროცესში იყო დაგეგმილი. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ინტელექტუალური საკუთრების დაცვას შეეხება. თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თაობაზე სახელმწიფო ორგანოები მოკვლევას მხოლოდ სასამართლოში მიმართვის საფუძველზე იწყებენ, ევროკავშირის ახალი რეკომენდაციები სახელმწიფოს „პროაქტიური” პოლიტიკის მოთხოვნას შეიცავს. ეს ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის ფაქტების (მაგ. ყალბი აუდიო და ვიდეოდისკების და ა. შ.) გამოვლენის მიზნით ინსპექტირებებისა და რეიდების ჩატარებას.

მოლაპარაკებების წინაპირობად ისეთი საკითხებიც დასახელდა, რაც აქამდე მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა - კერძოდ, სახელმწიფო სექტორის რეფორმირება, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში იმ სტრუქტურებისა და ხარჯების ასახვა, რაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებსა და მის იმპლემეტაციასთან იქნება დაკავშირებული.

მოთხოვნების შეცვლა, „მოძრავი მიზნები” და ორმაგი სტანდარტები ევროკავშირის პოლიტიკისათვის უცხო არც აქამდე ყოფილა. დეკემბერში რუმინეთის პრეზიდენტმა, ტრაიან ბასესკუმ გერმანია და საფრანგეთი დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. იგი ამ ქვეყნებს ბრალს სდებდა, რომ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში გაწევრიანებას, რაც მიმდინარე წლის მარტში იგეგმებოდა, ფაქტობრივად ვეტო დაადეს. ბრიუსელის დადებითი დასკვნის მიუხედავად, პარიზსა და ბერლინში მიიჩნიეს, რომ რუმინეთი ამისთვის ყველა პირობას ვერ აკმაყოფილებს. შენიშვნები კორუფციასთან ბრძოლასა და სასამართლო რეფორმებს ეხებოდა. შესაბამისად, ბრიუსელმა შენგენში გასაწევრიანებლად ქვეყანას ახალი პირობები წაუყენა.

ევროკავშირის ხელმძღვანელობაშიც კი აღიარებენ, რომ ობიექტური შიდა სიძნელეების მიუხედავად, პრობლემას პოლიტიკური მიზეზებიც გააჩნია. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა შეშფოთებულია ევროკავშირის ზოგიერთი წევრის მცდელობებით „თამაშის წესები შეცვალონ” და „მოძრავი მიზნები” დააწესონ, რომელთა მიღწევა გაერთიანების ახალი წევრებისათვის რთულია. ზოგიერთი ანალიტიკოსი რუმინეთის მიმართ დამოკიდებულებას „შურისძიების” მოტივით ხსნის და საფრანგეთიდან რუმინეთის მოქალაქე ბოშების მასობრივი დეპორტაციის კრიტიკის უკავშირებს. საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციის მოულოდნელ შეცვლას ექსპერტები ამ ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებსაც აბრალებენ - წელს გერმანიაში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, საფრანგეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს გაიმართება. მიგრაციის თემა ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ ფაქტორს წარმოადგენს.

საქართველოსგან განსხვავებით, განსაკუთრებული პრობლემები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბოლო დრომდე არ ჰქონია ლიბიას. ლიბიასთან ჩარჩო შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე საუბარი ევროკავშირმა 2008 წელს წამოიწყო. ბრიუსელმა პროცესი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მუამარ კადაფის რეჟიმმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ავიაცია და არტილერია  გამოიყენა.

თბილისში არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირის მიერ ახალი პირობების წაყენება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სურვილს უკავშირდება. ამ ფაქტს საქართველო სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე ლეგიტიმური სასაზღვრო რეჟიმის აღდგენამდე ეწინააღმდეგება. „ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს ცვლილება შესაძლოა, იყოს გარკვეული ირიბი ზეწოლა ევროკავშირის მხრიდან, რათა აღარ გავწიოთ წინააღმდეგობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ასე არ არის”, - აღნიშნა თორნიკე გორდაძემ. ოფიციალურ თბილისს არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას მანამ არ დათანხმდება, სანამ მოსკოვი ამ ორგანიზაციის წესების შესაბამისად არ იმოქმედებს და საქართველოს მოთხოვნებს არ შეასრულებს.

8 90 წლის წინ - 1921 წლის თებერვალი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

დიმიტრი ავალიანი

25 თებერვალს - „საქართველოს გასაბჭოების” დღეს, საქართველოში ტრადიციულად კოჯორსა და ტაბახმელაში დაცემული ქართველი იუნკრების ხსოვნით აღნიშნავენ. მათი თავდადება ამ ომის გამორჩეულად გმირული, თუმცა მხოლოდ ცალკეული ეპიზოდია. 1921 წლის თებერვლის მოვლენები ბევრად მასშტაბური იყო და მხოლოდ იუნკერების ბრძოლასთან მათი გაიგივება სწორ წარმოდგენას არ ქმნის. საზოგადოებისათვის ამ მოვლენების მრავალი დეტალი დღემდე უცნობი რჩება.

0x01 graphic

ბრძოლა კოჯორთან

საქართველოზე შეტევისათვის საბჭოთა რუსეთი 1920 წლის გაზაფხულიდან, აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ ემზადებოდა. სხვადასხვა მიზეზებით განზრახვის განხორციელება რამდენიმეჯერ გადადო.

მე-11 წითელი არმიის ნაწილები ბოლშევიკური აჯანყების მხარდასაჭერად საქართველოში 1921 წლის 11 თებერვალს შემოიჭრნენ. 16 თებერვალს სოფელ შულავერში საქართველოს რევკომმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა და დახმარებისთვის საბჭოთა რუსეთს მიმართა. იმავე დღეს მდინარე ხრამთან წითელი არმია ქართულ ძალებს ზურგში მოექცა და მძიმე დარტყმა მიაყენა. ქართველებმა თბილისისკენ უწესრიგოდ დაიხიეს. ამავე დღეს მე-11 არმის ნაწილებმა საქართველოს საზღვარი ზაქათალის ოლქშიც გადმოლახეს.

0x01 graphic

გენერალი კვინიტაძე

მე-11 არმიის სარდალმა ანატოლი გეკერმა მოსკოვისაგან ბრძანება მიიღო - თბილისი 19 თებერვლამდე აეღო. მისი დაჯგუფება 36 ათასამდე ქვეით მებრძოლს, 4 ათასამდე კავალერისტს, 200-მდე ქვემეხს, 7 ჯავშანმატარებელს, 50-მდე თვითმფრინავს, რამდენიმე ერთეულ ტანკს და ჯავშანმანქანებს ითვლიდა.

ნოე ჟორდანიას მთავრობამ თბილისის თავდაცვა გენერალ გიორგი კვინიტაძეს ჩააბარა. მის განკარგულებაში მცირე ძალები იყო - 10 ათასამდე ქვეითი, 400 ცხენოსანი, 46 ქვემეხი, 4 ჯავშანმატარებელი, რამდენიმე ერთეული ჯავშანმანქანა და თვითმფრინავი. გენერალმა ჯარები სამად დაჰყო: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ორხევის მიმართულება სახალხო გვარდიას ეკავა გენერალ ჯიჯიხიას მეთაურობით. მარჯვენა სანაპიროზე, სოღანლუღის ფრონტზე, გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით ძირითადი ძალები განლაგდა, ტაბახმელა-კოჯრის მონაკვეთზე - სამხედრო სკოლის 160 იუნკერი და 300-მდე კადეტი გენერალ ანდრონიკაშვილის მეთაურობით.

0x01 graphic

წითელი არმიის შემოსვლა თბილისში

მიღწეული წარმატებებით გათამამებულმა წითელმა არმიამ პირველი შეტევა თბილისზე 18 თებერვლის საღამოს სოღანლუღის მიმართულებით მიიტანა. ყველაზე მასშტაბური ბრძოლაც იქ გაიმართა. გენერალ მაზნიაშვილის სამხედრო ნაწილები მტერს მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდნენ, გამთენიისას კონტრშეტევა განახორციელეს და მტერი უკუაგდეს. გაქცეულ წითელარმიელებს ქართული არტილერია და ავიაცია ანადგურებდა. ქართველებმა ათასზე მეტი წითელარმიელი ტყვედ ჩაიგდეს.

19 თებერვალს მოწინააღმდეგემ მთელი ძალებით ტაბახმელას შეუტია, თუმცა, იუნკრებისა და კადეტების მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. წითელმა არმიამ ქართულ პოზიციებს გვერდი აუარა და კოჯორი დაიკავა. ამ ამბავმა კვინიტაძე შეაშფოთა - კოჯრიდან თბილისის თავისუფლად დაბომბვა იყო შესაძლებელი. მან ბრძანება გასცა კოჯრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ. 20 თებერვალს დილით რამდენიმე ათეულმა იუნკერმა კოჯორს შეუტია და დამხმარე ძალის მოსვლამდე მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავა. ეს საბოლოოდ კოჯრის გათავისუფლებით დასრულდა. ამ ბრძოლაში იუნკერთა რაზმის ნახევარზე მეტი დაიღუპა. ქართველებმა წითელი არმიის 4 ქვემეხი და ასამდე ტყვე ჩაიგდეს ხელში და თბილისს საფრთხე ააცილეს.

21 თებერვალს რუსულმა ძალებმა დედაქალაქის ლილოდან შემოვლა სცადეს. სახალხო გვარდიის ნაწილებმა და კავალერიის ბრიგადამ მტერი უკუაგდო და 10 კილომეტრით წინ წაიწია.

24 თებერვალს გამთენიისას საბჭოთა რუსეთის ძალებმა, ხანგრძლივი  საარტილერიო მომზადების შემდეგ ყველა მიმართულებით გადამწყვეტი მანევრები დაიწყეს. ბაქოდან ჩამოყვანილმა წითელ კურსანტთა ბრიგადამ კოჯორ-ტაბახმელაში გამაგრებულ 90 იუნკერს შეუტიეს, მთელი დღის განმავლობაში კურსანტები მტერს ხელჩართული ბრძოლებით იგერიებდნენ და უკან ნაბიჯითაც არ დაუხევიათ.

სოღანლუღის მიმართულებით რუსებმა საღამოსთვის შავნაბადის მთის დაკავება შეძლეს. ქართულმა ძალებმა ბრძოლაში უკანასკნელი რეზერვი ჩართეს და სიმაღლე დაიბრუნეს.

ფოილოს სარკინიგზო ხიდის აღდგენის შემდეგ რუსებს ბრძოლაში მძიმე ტექნიკის ჩართვის საშუალება მიეცათ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ქართულ პოზიციებს რუსებმა ჯავშანმატარებლების, ტანკებისა და ჯავშანმანქანების დახმარებით შეუტიეს, ქართულ პოზიციებს რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ. ქართულ სახალხო გვარდიის ნაწილებს პოზიციების დათმობა მოუხდათ.

მძიმე მდგომარეობა ლილოს მიმართულებითაც შეიქმნა. წითელმა კავალერიამ ქართულ პოზიციებს გვერდი აუარა და დედაქალაქის ალყაში მოქცევას შეეცადა. მცირერიცხოვანი ქართული კავალერიის ძალებით მისი შეჩერების მცდელობა მარცხით დასრულდა. რუსები მამკოდასა და გლდანის გავლით ავჭალაში შევიდნენ. ერთი ჯავშანმატარებლისა და მოხალისეთა რაზმის ძალებით ქართველებმა რუსების ავჭალის სადგურიდან გაძევება შეძლეს. ამით ქალაქი სრულ ალყას დროებით გადარჩა.

დედაქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხის გამო კვინიტაძემ 24 თებერვალს, საღამოს მთავრობას თბილისის დატოვების აუცილებლობის შესახებ მოახსენა. გენერალი მიიჩნევდა, რომ თბილისის დაცემით ომის ბედი არ წყდებოდა. მთავრობამ ქალაქი დატოვა, 25 თებერვალს კი თბილისში წითელი არმია შემოვიდა.

მცხეთასთან თავდაცვის მოწყობის გეგმა არაორგანიზებულობისა და ჯარის დემორალიზების გამო ჩაიშალა. შეიარაღებული წინააღმდეგობა თბილისის დაცემის შემდეგაც გაგრძელდა. ქართული ჯარი ებრძოდა მე-9 არმიას, რომელიც 17 თებერვალს აფხაზეთში შეიჭრა. მათ 28 თებერვალს, ფრანგული ფლოტის დახმარებით, ქალაქი გაგრა დაიბრუნეს. თუმცა, მეორე დღესვე იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. 4 მარტს აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

4 მარტს სურამის უღელტეხილთან ქართულმა ძალებმა რუსების შეტევა მოიგერიეს. თუმცა, მტერი დასავლეთ საქართველოში მამისონის უღელტეხილის მხრიდანაც მოიწევდა და დროებითი მთავრობა იძულებული გახდა ქუთაისიც უბრძოლველად დაეტოვებინა. წითელი არმია ქუთაისში 10 მარტს შევიდა.

იმავდროულად, დროებითი მთავრობა იძულებული გახდა თურქეთის ულტიმატუმი შეესრულებინა და მისთვის ართვინისა და არდაღანის ოლქები გადაეცა. თურქულმა ჯარებმა, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დაცვის საბაბით, ბათუმიც დაიკავეს.

ბათუმის საბოლოოდ დაკარგვის საფრთხემ საქართველოს მთავრობა აიძულა, 17 მარტს ბოლშევიკებთან ზავი დაედო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია და არც უფლებამოსილებაზე უთქვამს უარი. რუსებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, 18 მარტს მაზნიაშვილის მეთაურობით ქართულმა ძალებმა ბათუმის თურქებისგან გაწმენდა დაიწყეს. მთავრობამ ქვეყანა დატოვა, 19 მარტს მაზნიაშვილმა ბათუმი წითელ არმიას ჩააბარა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია ამით დასრულდა.

საბრძოლო მოქმედებები საბჭოთა რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. დანაკარგების შესახებ დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, თუმცა, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, მსხვერპლი ქართული მხრიდან  3 200, რუსეთის მხრიდან -  5 500 ადამიანი იყო. საბჭოთა რეჟიმმა მომდევნო წლებში საქართველოს ათეულ ათასობით მოქალაქე იმსხვერპლა.

1921 წლის მოვლენების შესწავლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის 20 წლის თავზეც, სისტემური ხასიათი არ აქვს, რის გამოც ბევრი ფაქტი და დეტალი დღემდე უცნობი რჩება.

9 ოჯახთან ახლოს

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თეონა კოკიჩაიშვილი

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ - დავითაშვილი

ამ სახლში ექვსი მოზარდი ცხოვრობს. ასაკით ყველაზე პატარა 12 წლის ალეკოა, უფროსი - 17 წლის ნათია. ცხრაზე სკოლაში უნდა იყვნენ. მანამდე თავიც უნდა მოიწესრიგონ და სახლის დალაგებაც მოასწრონ, ამიტომ აქ ფუსფუსი დილის შვიდი საათიდან იწყება. ყველაფერს თავად აკეთებენ, აღმზრდელიც ეხმარება. ეს მცირე საოჯახო ტიპის სახლი გახლავთ. გვერდით შენობაში აღმზრდელთან ერთად კიდევ რვა მცირეწლოვანი ცხოვრობს. ერთი წლის წინ ბავშვები საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის თავშესაფარში ერთად ცხოვრობდნენ, ოცდათორმეტნი იყვნენ და დღის განრიგიც სხვანაირი ჰქონდათ. ახლა ღამით გარეთ ვეღარ გადიან - შაბათ-კვირის გარდა თერთმეტ საათზე იძინებენ. მანამდე კი მეცადინეობენ და სხვადასხვა ხელობის შემსწავლელ წრეზე დადიან. რაც მთავარია, იქაურობა მოსწონთ და ამბობენ, რომ მეგობრულად ცხოვრობენ. კუთხეშიც არავინ აყენებთ.

ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის მიზანი დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულებებიდან ბავშვების გაყვანა და მათი ოჯახურ გარემოში აღზრდაა. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2004 წლიდან დაიწყო. საქართველოს კარიტასის თავშესაფარი ერთ-ერთი პირველი იყო, საიდანაც ზოგიერთი ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა, ზოგიერთი გაშვილდა ან მინდობით აღზრდაში გადავიდა. დარჩენილი მოზარდების ოჯახურ გარემოში აღსაზრდელად კი ორი მცირე საოჯახო ტიპის სახლი შეიქმნა. როგორც რეფორმის მესვეურები ირწმუნებიან, ოჯახის მიერ ინდივიდუალურად ბავშვის აღზრდის შემდეგ ეს მეთოდი საუკეთესოა. ამას საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მშობლიური გარემოს ტოლფასი ალტერნატივა სწორედ მცირე საოჯახო ტიპის სახლები და მინდობითი აღზრდაა. ეს უკანასკნელი მშვილებელი ოჯახისთვის ბავშვის დროებით გადაცემას გულისხმობს. მინდობით აღმზრდელს სახელმწიფო 200 ლარით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის შემთხვევაში კი - 350 ლარით ეხმარება.

რეფორმის ფარგლებში დიდი ზომის ბავშვთა სახლების რაოდენობა, სადაც 6-18 წლამდე მოზარდები ცხოვრობენ 46-დან 18-მდე შემცირდა, ხოლო კონტინგენტი - 5000-დან 1000-მდე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის“ ფარგლებში 2010 წელს ბავშვთა სახლების შეფასება ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ამ სახლებში მყოფ აღსაზრდელთა 30-35%25-ის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, 18-10%25-ის მინდობით აღზრდაში გადაყვანა ან გაშვილებაა შესაძლებელი. დარჩენილი ბავშვები (580-მდე) კი ინსტიტუციების ნაცვლად მცირე საოჯახო სახლებში ეტაპობრივად გადანაწილდებიან. ამისთვის წელს ორმოცამდე, ჯამში კი 70-ზე მეტი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ამოქმედებაა დაგეგმილი.

დიდი ზომის ინსტიტუციების გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობენ ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Every Child-შიც. ეს ორგანიზაცია საქართველოში ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმირებაზე 1998 წლიდან მუშაობს.  დირექტორის, ანდრო დადიანის თქმით, რეფორმის განხორციელების სისწრაფის მიხედვით საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილზეა. ეს, მისი თქმით, ბოლო ორი წლის შრომის შედეგია. მართალია დადიანი დიდი ინსტიტუციების დაშლას დადებითად აფასებს, თუმცა თვლის რომ არ არის საჭირო ამ რაოდენობის მცირე საოჯახო ტიპის სახლები. მისი აზრით უკეთესი იქნება თუ აქცენტი გაკეთდება ბავშვების მინდობით აღზრდაზე და არსებული ფინანსებიც ამ მიმართულებით დაიხარჯება. მისი თქმით, აღსაზრდელების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს პრობლემებიც, ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობის ხარისხი დაბლდება, ხოლო რაოდენობის შემცირებას თან დაფინანსების კლება მოჰყვება.

პრობლემები რომ ჯერ კიდევ აქვთ, ამაზე საქართველოს კარიტასის მცირე საოჯახო დაწესებულებებშიც საუბრობენ. ეს კარგად იციან Every Child-შიც.  Every Child-ი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ალტერნატიულ მომსახურების ცენტრს რუსთავში მართავს. ამ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოზარდები სოციალურმა მუშაკებმა რუსთავის ბავშვთა სახლის დაშლის შემდეგ გადმოიყვანეს. ანდრო დადიანი მიიჩნევს, რომ ვაუჩერული დაფინანსების  სისტემა მოუქნელია. თითოეული ბავშვის აღსაზრდელად სახელმწიფო სერვისს არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან შეისყიდის, როგორც ეს უმეტეს განვითარებულ ქვეყანაში ხდება. ჩვენთან დაფინანსების სისტემა მიბმულია ბავშვების რაოდენობაზე.  გათვლილია, რომ თითოეულ სახლში რვა აღსაზრდელმა უნდა იცხოვროს. Every Child-ის დირექტორის თქმით, დაფინანსების ამ სისტემით სახლის ფუნქციონირებას ერთი ბავშვის წასვლაც კი საფრთხის წინაშე აყენებს. კომუნალური გადასახადებისა და აღმზრდელთა ხელფასები ხომ აღსაზრდელთა რაოდენობის ცვლილების მიუხედავად მხოლოდ უმნიშვნელოდ მცირდება.

თანხის სიმწირეზე კარიტასის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ერთ-ერთი აღმზრდელი, ზიზიც საუბრობს, თუმცა რაოდენობის გამო ფინანსური პრობლემა მათ არ შექმნიათ: მათი ერთ-ერთი აღსაზრდელი სულ მალე ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდება, მაგრამ სოციალურმა მუშაკებმა უკვე შეარჩიეს აღსაზრდელი გოგონა, რომელიც ნათიას ჩაენაცვლება.

რესპონდენტთა თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ბავშვებთან კომუნიკაციის სირთულეა. გარდა ამისა, მათი ნაწილი რთულად ეგუება ცხოვრების ახალ წესს. ამ პროცესში  უმნიშვნელოვანესი როლი აღმზრდელს ენიჭება, კვალიფიციური აღმზრდელების მოძიება კი არც ისე მარტივია. დაწყებულია მათი შეფასება-გადამზადების პროცესიც, რომელიც USAID-ის, პოლონური ორგანიზაციის - ჩვენი სახლისა და Every Child-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გადამზადებული აღმზრდელები სხვადასხვა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადანაწილდებიან. თითოეულ ოჯახში ერთი დედობილი და ერთი მამობილი ხუთი დღის განმავლობაში ბავშვებთან ერთად იცხოვრებს, შაბათ-კვირას კი მათ „ბიძა-დეიდა” ჩაანაცვლებს. რუსთავის მცირე საოჯახო ტიპის სახლში დედობილ-მამობილის ინსტიტუტი უკვე დამკვიდრდა, თუმცა, დადიანის თქმით, რამდენიმე თვის წინ აღმზრდელების შეცვლა მოუხდა - ბავშვები ვერ ეწყობოდნენ. კარიტასში აღზრდის სხვა მოდელია. თითოეულ სახლში ორი ძირითადი აღმზრდელია (ერთი გოგო, ერთი ბიჭი). ისინი სამ-სამ დღეს მორიგეობენ. დღის განმავლობაში დამხმარე აღმზრდელი, ზიზი ეხმარება, კვირაში ერთხელ კი ღამით მორიგეობს. თავდაპირველი გეგმით, დედობილ-მამობილს აქაც ხუთი დღე უნდა გაეტარებინა ბავშვებთან, თუმცა ამ პირობებზე არავინ წამოვიდა. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დედობილ-მამობილებს ხელფასი 350 ლარი აქვთ, დამხმარე აღმზრდელს კი 120 ლარი.

რაც შეეხება მზრუნველობამოკლებულ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, ისინი დღესდღეობით კოჯრისა და სენაკის ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ. როგორც ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს უფროსი ეკა სანებლიძე ამბობს, დაგეგმილია მათი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანა, მაგრამ არა წელს. ე.წ. ქუჩის ბავშვებისთვის შექმნილია გლდანის კრიზისული ცენტრი. დღესდღეობით აქ ის 28 ბავშვი ცხოვრობს, ვინც გლდანის ადაპტაციის ცენტრში გამოსაკვებად და დასაძინებლად საკუთარი სურვილით დადიოდა. გლდანის კრიზისული ცენტრი 40-მდე ბავშვზეა გათვლილი. ამჟამად სააგენტოში ე.წ. ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებულ კონცეფციაზე მუშაობენ.

10 ალკოჰოლიზმის მომაკვდინებელი ხიბლი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

მირიან ტორონჯაძე

0x01 graphic

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული მონაცემებით, ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებები ყოველწლიურად 2.5 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. აქედან 300 ათასი შემთხვევა 15-დან 29 წლამდე ასაკის ჯგუფზე მოდის.

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ის ინდივიდებს აყენებს ზიანს, გარშემომყოფებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის არასახარბიელო შედეგები მოაქვს.

მონაცემები არ ადასტურებს საქართველოში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსმელი ერი ვართ. კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველები ყოველწლიურად საშუალოდ 4 ლიტრ სპირტს მოიხმარენ, რაც ოთხჯერ ნაკლებია სიის სათავეში მყოფი მოლდოველების, ჩეხებისა და უნგრელების ანალოგიურ მონაცემზე. ამასთან, საქართველოსთვის ტრადიციულ ღვინოზე სპირტის მოხმარების მხოლოდ მეხუთედი მოდის. 15 წელს ზევით ადამიანების მიერ ალკოჰოლის მოხმარების რაოდენობის მიხედვით, ათეულში რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებს ღირსეული ადგილი უჭირავთ. სპირტს ცენტრალურ ევროპის ქვეყნებშიც ჭარბად მოიხმარენ. აფრიკაში კი, ამავე მონაცემებით, სპირტიან სასმელებს თითქმის არ სვამენ. მუსლიმური ქვეყნები, რომელთა რელიგიაც ალკოჰოლს კრძალავს, ტრადიციულად ყველაზე დაბალი მოხმარების ჯგუფში ერთიანდებიან. თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს - როგორიცაა ჩვენი მეზობელი თურქეთი და აზერბაიჯანი.

კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიკური ფაქტორი მნიშვნელოვნად განაპირობებს ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებებით სიკვდილიანობას. რაც უფრო დაბალია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მით უფრო მაღალია ალკოჰოლისგან მომდინარე ფატალური შედეგები. მაგალითად, თუ რუსეთში ყოველი მეხუთე კაცი და ქალების 6%25 სწორედ ალკოჰოლს ეწირება, მსგავსი მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია საფრანგეთში, სადაც იგივე რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარენ. მკვლევართა დასკვნით, განსაკუთრებით დიდია დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და ნაკლები განათლების მქონე ადამიანების ალკოჰოლიზმით დაავადების რისკი. საქართველოში ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად დიდია დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელზე. ეს მაშინ, როცა ჩვენთან უფრო ნაკლებს სვამენ, ვიდრე ამ ქვეყნების ნაწილში, თუმცა საქართველოში ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული სიკვდილიანობა თითქმის ორჯერ დაბალია, ვიდრე რუსეთში.

კვლევაში აღნიშნული ალკოჰოლის დონის განსაზღვრას ართულებს ის ფაქტი, რომ განვითარებად ქვეყნებში აღურიცხავი ალკოჰოლის დიდი წილია. ამიტომ ხსენებული მონაცემებით თავის დამშვიდება არასწორი იქნება.

არსებობს მოსაზრება, რომ სპირტიანი სასმელის მცირე დოზით მიღება ჯანმრთელი ორგანიზმისთვის მავნე არ არის. მეტიც, თუ კანადელი მედიკოსების მიერ კალგარის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევას დავუჯერებთ, მისი ზომიერი მოხმარება ორგანიზმში ე.წ. კარგი ქოლესტერინის რაოდენობას ზრდის. ეს გულის დაავადებების და გულის შეტევით გარდაცვალების რისკს 25%25-ით ამცირებს. თუმცა ზომიერების დარღვევის შემთხვევაში ალკოდამოკიდებულების, უფრო რთულ შემთხვევებში კი ალკოჰოლიზმის განვითარების საფრთხე არსებობს. მსგავსი შედეგის გამოწვევა ბევრ ფაქტორს შეუძლია, განკურნება კი არც ისე ადვილია.

ალკოჰოლიზმი მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი მასზე დამოკიდებული ხდება. ამ დროს ადამიანი სასმელს უკონტროლოდ და ხშირად გაუაზრებლადაც კი იღებს. დაავადებული ცხადად ხედავს თანმდევ ფინანსურ და ჯანმრთელობის პრობლემებს, მაგრამ სმას თავს მაინც ვერ, ზოგჯერ კი არ ანებებს.

მედიკოსები განარჩევენ დამოკიდებულების სხვადასხვა ხარისხს, ალკოჰოლის ბოროტი მოხმარებიდან ქრონიკულ ალკოჰოლიზმამდე. ყველა ამ შემთხვევას მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. თუ გაქვთ სასმელის მიღების მუდმივი მოთხოვნილება, ვერ აკონტროლებთ მის რაოდენობას, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი გჭირდებათ თრობის მისაღწევად, სიფხიზლეში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, სასმელის არქონის შემთხვევაში კი მთელ ძალებს მის შოვნაზე მიმართავთ, ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს: ალკოჰოლიზმამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

კვლევების მიხედვით, ალკოდამოკიდებულების მიზეზი ხშირად ადრეულ ასაკში დაწყებული სმაც ხდება. ხშირად გადამწყვეტ გავლენას ალკოდამოკიდებული მშობელი, ნათესავი თუ მეგობართა წრე ახდენს. გარკვეულ როლს ფილმებსა და მხატვრულ ნაწარმოებებში სასმელის მიმზიდველად წარმოჩენაც თამაშობს.

ამრიგად, ბავშვისთვის მადის მოსამატებლად მიცემული მცირე რაოდენობით ღვინო, მოზარდების მიერ მეგობრების ან საოჯახო სუფრებზე სასმელის მიღება, შეიძლება სულაც არ იყოს ისე უსაფრთხო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ერთი შეხედვით, ალკოჰოლი ადამიანს ამხიარულებს და პრობლემებს ავიწყებს, რეალურად კი დეპრესანტი გახლავთ. თრობით გამოწვეული ეიფორია ხანმოკლეა, შედეგები კი - არც ისე სახარბიელო. ალკოჰოლი აქვეითებს სუნთქვისა და გულისცემის სიხშირეს, ითრგუნება ტვინის ზოგიერთი უბნის მუშაობა. შესაბამისად - კოორდინაცია ირღვევა, ხანმოკლე მეხსიერება სუსტდება, აზროვნება ნელდება და ყურადღება იფანტება.

ალკოჰოლით თრობა ხშირად დანაშაულებათა ჩადენის მიზეზი ხდება. სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, მაგალითად გადაღლილობისას ან შიმშილის დროს, შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელსაც პათოლოგიური თრობა ეწოდება. ამ ხანმოკლე, მაგრამ მწვავე ფსიქოზური მდგომარეობის დროს ადამიანს ცნობიერება ეშლება. პათოლოგიური თრობა უეცრად იწყება და მისთვის დიდი ოდენობით სპირტის დალევა აუცილებელი არ არის.

განსაკუთრებით საშიში ალკოჰოლის ჯანმრთელობაზე მოქმედების გრძელვადიანი შედეგებია. სპირტიანი სასმელების სისტემატური მიღება აზიანებს ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემას, მხედველობას, გულს. ღვიძლში იწყება გადაგვარებითი პროცესი, რამაც ალკოჰოლური ჰეპატიტი, იგივე ღვიძლის ანთება შეიძლება გამოიწვიოს. რამდენიმეწლიანი სმის შემდეგ ამას ღვიძლის დაშლამდე მივყავართ. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, მოზარდებს შეიძლება შაქრიანი დიაბეტი განუვითარდეთ. იშვიათობას არ წარმოადგენს სქესობრივი ფუნქციის მოშლა. სპირტიანი სასმელების დიდი რაოდენობით და რეგულარული მოხმარებისას იზრდება პირის ღრუს, ყელის, ღვიძლის და მკერდის კიბოს შანსი.

ამ საფრთხეების მიუხედავად, ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანის დარწმუნება, რომ მას მკურნალობა ესაჭიროება, რთულია. საქართველოში ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულების სარეაბილიტაციო ლიცენზირებული კლინიკა სულ ოთხია. ერთ-ერთი მათგანის დირექტორი, ნიკოლოზ ბელიაშვილი ამბობს, რომ ამ კლინიკაში ყოველთვიურად 3-4 ადამიანი გადის სტაციონარულ მკურნალობას. პაციენტთა რიცხვის სიმცირეს, სავარაუდოდ, რეაბილიტაციის კურსის ფასიც განაპირობებს. სამკვირიანი მკურნალობის კურსი დეტოქსიკაციას, ანუ ორგანიზმის ალკოჰოლისგან გაწმენდას და ფსიქოლოგიურ დახმარებას ითვალისწინებს და 1800 ლარი ღირს. ამ დროს ფსიქოლოგი მუშაობს როგორც პაციენტებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. როგორც მოსალოდნელი იყო, პაციენტების 90%25 სწორედ ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების გავლენით ან ზეწოლით თანხმდება მკურნალობას. „ნასვამი კაცი თვითონ ნაკლებად მოვა, ერთხელ რომ დალევს, მერე ნაბახუსევზე კიდევ დალევა უნდა”, - ამბობს ბელიაშვილი.

როგორც ჩანს, ტრადიციული ქართული მკურნალობის მეთოდი „დილით ხაში და ასი გრამი არაყი“ თითქმის პირდაპირი გზაა ალკოჰოლიზმით დაავადებისკენ, რომლისგან განკურნებაც არც მარტივია და არც იაფი.

11 ინტერვიუ მაიკლ სკოულისთან

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

0x01 graphic

ფოტო: დიმიტრი ჩიკვაიძე

კომპანია AES- საქართველოში 1999 წლის იანვარში შემოვიდა. ოპერაციების უფროსი მაიკლ სკოული იხსენებს, რომ პირველი სამუშაო დღე, სანთლის შუქზე, გლდანის მაფიასთან მოლაპარაკებებში გაატარა. მაშინ ცდილობდა, როგორმე ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე კონტროლი მოეპოვებინა. სკოული საქართველოში კიდევ 2 წელიწადს დარჩა და ბევრი რამ შეცვალა. ხუთგზის ემის ჯილდოს მფლობელმა რეჟისორმა პოლ დევლინმა AES-ის საქმიანობაზე ფილმი გადაიღო. ფილმმა - Power Trip - 10 კინოფესტივალის ჯილდო მოიგო და 60 ქვეყანა მოიარა. პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლამ კი თელასის საქმე ბიზნესის სახელმძღვანელოში ქეისად აღწერა. 10 წლის შემდეგ სკოული საქართველოში ისევ ჩამოვიდა. ტაბულა მას თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის სკოლაში ჩატარებული სესიის შემდეგ შეხვდა და ინტერვიუ ჩამოართვა.

  • როგორ მოხვდით პირველად საქართველოში?

მთავარი მიზეზი თქვენი ქვეყნისადმი ჩვენი ინტერესი და პრივატიზაციის თავიდან ბოლომდე გამართული პროცესი იყო. მაშინდელმა მთავრობამ ამისთვის პროფესიონალი მრჩევლები დაიქირავა. ამან თავისი როლი ითამაშა და ჩვენც გაცილებით ნაკლები წონა მივანიჭეთ იმ ფაქტს, რომ მდგომარეობა მართლაც ძალიან რთული იყო. გამოგიტყდებით, მთავრობისგან იმაზე ბევრად მეტ მხარდაჭერას ველოდით, ვიდრე მივიღეთ.

  • რას გულისხმობთ?

იმ დროს ენერგოსექტორის რეფორმირებას არაერთი სპეციალური ინტერესი ეწინააღმდეგებოდა. კორუფცია ყველა დონეს ჭამდა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკური ნება, ისევე, როგორც სექტორში ფუნდამენტური ცვლილებების სურვილი არ არსებობდა. თუმცა გამონაკლისები მაინც იყვნენ. ერთხელ ერთმა პოლიტიკოსმა მითხრა, ნუ ღელავ, მაიკლ, აქ შუქი არ არის მთავარი, თქვენ მთლიანად საზოგადოებას ცვლითო. გაინტერესებთ ვინ იყო ეს პოლიტიკოსი? ვანო მერაბიშვილი - მაშინ პარლამენტის რიგითი წევრი, დღეს - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა.

  • რა იყო მაშინდელი რეფორმის მთავარი არსი?

ეს რეფორმა მენტალიტეტის შეცვლისკენ იყო მიმართული. ყველაზე მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის იმის ჩვენება იყო, რომ რაღაც შეიძლება მართლა შეიცვალოს უკეთესობისკენ. აი, ეს იყო მთავარი.

  • რა იყო ამ გზაზე ყველაზე დიდი გამოწვევა?

გადაჭარბებული მოლოდინი ამერიკული კომპანიის მიმართ. ამ მოლოდინის შექმნაში წვლილი მაშინდელმა მთავრობამაც შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე გამოჩენისთანავე, საჯაროდ განვმარტეთ, რომ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად 3 წელი დაგვჭირდებოდა (და ბოლოს ასეც მოხდა), მთავრობამ მაინც განაცხადა, რომ სისტემა ამერიკელებმა შეისყიდეს და ახლა 24-საათიან ელექტრომომარაგებას უნდა ველოდოთო. იმ მომენტიდან ხალხს ჩვენ მიმართ გადაჭარბებული მოლოდინები გაუჩნდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ იმაზე მეტს გავაკეთებდით, ვიდრე რეალურად შეგვეძლო. არადა, ეს იმ პირობებში ხდებოდა, როდესაც ქვეყანაში წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია იყო. წარმოიდგინეთ, ხალხი ფულს იხდიდა, ჩვენ კი ფიზიკურად არ გვქონდა ელექტროენერგია რომ მათთვის მიგვეწოდებინა. სპეციალური ინტერესების გამო, ელექტროენერგიას სახელმწიფო და მასთან დაახლოებული ბიზნესები იღებდნენ, რომლებიც გადასახადს უბრალოდ არ იხდიდნენ. ჩვენ თუ ელექტროენერგიას ხალხს არ მივაწვდიდით, მაშინ ისინი კიდევ უფრო გაუცხოვდებოდნენ სისტემის მიმართ. ამიტომ ვთქვით, თუ არ გადაიხდით, შუქსაც ვერ მიიღებთ. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ფულს დავკარგავდით, რადგან ამ ფულის ამოღება ძალიან რთული იქნებოდა. მაგრამ ხალხის დარწმუნება გვჭირდებოდა, რომ ახალი მრიცხველების დაყენება, გათიშვების პოლიტიკა და სხვა მტკივნეული ნაბიჯები სისტემის გაჯანსაღების აუცილებელი პირობა იყო. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ჩვენ დანაპირებს შევასრულებდით - ვინც გადაიხდიდა, მას მივაწვდიდით ელექტროენერგიას.

  • ბევრი ფული დაკარგეთ?

ბევრი. ჯამში დაახლოებით 270 მილიონი დოლარი. ბევრია. ნებისმიერი სტანდარტისა თუ საზომის მიხედვით.

  • საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირება მცდარი გადაწყვეტილება იყო?

არა, ასე არ მგონია. ჩვენ დროს ეს სფერო არ იყო მომგებიანი. თუმცა ამერიკა რომ არა, ის მომგებიანი არც დღეს იქნებოდა. ამერიკას 2002 წლიდან აღარაფერი დაუბანდებია ამ სექტორში. საინტერესო ისაა, რომ როცა რუსებმა შეისყიდეს, ინვესტიციები არც მათ განუხორციელებიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ AES-მა ბიზნესის მდგრადობა აბსოლუტურად დამოუკიდებლად უზრუნველყო. შავი სამუშაო ჩვენ შევასრულეთ. იმაზე მეტი შრომა მოგვიხდა, ვიდრე გვეგონა, თუმცა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.

  • რატომ გავიდა AES-ი თამაშიდან - საქართველოს ნათელი მომავლის არ სჯეროდა თუ სხვა მიზეზები იყო?

სხვა მიზეზები იყო. ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს. ენრონის ჩამოშლა, რომელიც ძალიან მძიმედ შეგვეხო. AES-ის უფროსს გადადგომა მოუწია. 11 სექტემბრის ტერაქტი, რომელმაც უსაფრთხოების მოთხოვნები გაამკაცრა. მეწილეებმა დაჟინებით მოითხოვეს, დაგვეტოვებინა ყველა საეჭვო ქვეყანა, სადაც სტაბილურობა გარანტირებული არ იყო. მოკლედ, კომპანიისთვის რთული დრო იდგა. თუმცა საქართველოს დატოვება უფრო პანიკის შედეგი იყო, ვიდრე საღი აზრით მიღებული გადაწყვეტილება.

  • რამეს შეცვლიდით ამ გადასახედიდან?

დიახ. აუცილებლად ავიღებდი დროს ლოჯისტიკური ორგანიზებისთვის. სხვა პროექტებში ასეც ვაკეთებ. ეს გაკვეთილი საქართველოს გამოცდილებამ მასწავლა. თელასი ექსტრემალური შემთხვევა იყო. პრივატიზება ვერ მოვასწარით, რომ უკვე ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობდით - კადრების შერჩევიდან დაწყებული, გამრიცხველიანებით და ჩაჭრებით დამთავრებული და ყველაფერი ეს - პარალელურ რეჟიმში. ძალიან მძიმე დატვირთვა იყო. თან ვგეგმავდით, თან ვასრულებდით. დაგეგმვისთვის დრო თავიდანვე უნდა მოგვეთხოვა. ეს ნამდვილად შეცდომა იყო.

  • ენერგეტიკის სფეროში თუ შეიცვალა რამე?

ახლა გაზიც გაქვთ და შუქიც. მაშინ გაზიც არ იყო, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდიდა მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. დეგრადირებული ქსელი ამ მოთხოვნას ვერ უძლებდა. რამდენიმე დღის წინ ძლიერი წვიმა მოვიდა, თუმცა თქვენ მისთვის ყურადღება არ მიგიქცევიათ. ადრე მოგიწევდათ, რადგან ფიდერი აუცილებლად გაითიშებოდა კაბელების დასველების გამო. ისევე, როგორც ყურადღებას აღარ აქცევთ, ვინ არის თელასის მფლობელი. ეს ასეც უნდა იყოს. არანორმალურია, როცა თელასის შეფი ყველაზე დიდი ტელევარსკვლავია ქვეყანაში. მისი ადგილი სამსახურშია და არა ტელევიზორში. მე მართლა მაქვს იმედი, რომ ხალხს ეს ესმის. იმიტომ, რომ ვინც საქართველოში მუდმივად ცხოვრობს, მას შეიძლება დაავიწყდეს, რამხელა გზა გამოიარეს, სანამ აქამდე მოვიდოდნენ. შეიძლება გაბრაზებული ან იმედგაცრუებული იყოს, რომ სამუშაო არ აქვს და დასაქმება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სულ რაღაც ხუთი წლის წინ დიდი კორუფცია იყო, შუქი კი არა, არც - სამსახური. დღეს 24-საათიანი ელექტრომომარაგებაა, არაკორუმპირებული პოლიცია გყავთ და ქვეყანას მართლა შეუძლია პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს.

  • როგორ აფასებთ ამ მხრივ საქართველოს ენერგოპოტენციალს?

საუკეთესოდ. საქართველო წარმოუდგენლად მიმზიდველი ადგილია განახლებადი ენერგიისთვის. აქ ბევრი წყალია, მთის წყალი. ამ ჰიდროპოტენციალის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია ჯერ ათვისებული. დღეს საქართველოს შეუძლია ამ სფეროდან დიდი მოგება ნახოს. ამისთვის მან ინვესტორები უნდა მოიზიდოს. საქართველო მართლაც გასაოცარი ქვეყანაა. მე ის ძალიან მიყვარს. მაგრამ მეორე მხრივ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ 3 რევოლუცია და სამოქალაქო ომი გამოიარა. რთული მეზობლები ჰყავს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ სტაბილური და ორგანიზებულია. ინვესტორები კონკურენტული უპირატესობებით უნდა მიიზიდოს. ერთ-ერთი ასეთი უპირატესობა ჰიდროენერგო სექტორია.

  • როგორ აისახება ეს საქართველოს ეკონომიკაზე, იგივე დასაქმების პრობლემაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ?

თუ არ გაქვს გამართული ენერგოსექტორი, არ გაქვს ეკონომიკა. ეს მარტივია. როცა პირველად მოვხვდი ამ ქვეყანაში, მთავარი მიზანი, სექტორის რეფორმირება და შემდეგ მისი სტაბილიზება იყო. ახლა სხვა ფაზაა. ახლა ბაზარი სხვა ხალხისთვის უნდა გაიხსნას, ინვესტიციების მოცულობა უნდა გაიზარდოს, დოვლათი უნდა შეიქმნას. ამას მოჰყვება დასაქმება და კეთილდღეობის დონის ამაღლება. აი, რატომ იყო თავის დროზე თელასის რეფორმა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ შუქია.

0x01 graphic

ფოტო: დიმიტრი ჩიკვაიძე

12 მორალური კლიმატი

▲ზევით დაბრუნება


მიშა თავხელიძე|სვეტი

0x01 graphic

გამოგიტყდებით: ან გაუნათლებელი ვარ, ან უნამუსო.

სანამ ავხსნი, თუ რატომ ვარ შტერი და ნაძირალა, მოდით ტერმინოლოგიაში გავერკვეთ. როდესაც გვეუბნებიან კლიმატის ცვლილებაზე და (დაჟინებით!) მოგვიწოდებენ ამასთან დაკავშირებით რამე (ყველაფერი!) გავაკეთოთ, გვატყუებენ.

კლიმატი ყოველთვის იცვლებოდა, იცვლება და მომავალშიც შეიცვლება. კლიმატი (ჰავა, ამინდი) იცვლება ციკლურად. ზოგი ციკლის პერიოდი რამდენიმე ასეული ათასი წელია, ზოგის კი - მხოლოდ რვა. ხომ გაგიგიათ, „ასეთი თბილი ზამთარი ერთი ათი წელი არ ყოფილა”? ეგ არის!

რომის იმპერია დაეცა და მათ შორის, იმიტომ, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ დაიწია. რენესანსი მოხდა, მათ შორის, იმიტომ, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ აიწია და კაცობრიობას (ზოგადად) და ევროპელებს (კერძოდ) მეტი საჭმელი გაუჩნდათ. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობა, რომლის აღორძინებისკენ მოგვიწოდებს მთავრობაც და ოპოზიციაც, შუა საუკუნეების ეკონომიკის ბურჯი იყო. შესაბამისად, მაშინ ცივილიზაციის ბედი კლიმატზე პირდაპირ იყო დამოკიდებული.

სინამდვილეში, ის, ვინც კლიმატის ცვლილებაზე ლაპარაკობს, გულისხმობს გლობალურ დათბობას. გულისხმობს, მაგრამ არ ამბობს. იმიტომ, რომ გლობალური დათბობა ან არის, ან არ არის (მეცნიერები ჯერ არ შეთანხმებულან), ხოლო კლიმატის ცვლილება ნამდვილად არსებობს - ამაზე ვერავინ იდავებს.

გლობალური დათბობა, როგორც ვითომ სამეცნიერო ფაქტი, პირველად აღმოაჩინა... გაერომ. უფრო სწორად მისმა ერთმა ფილიალმა, რომელსაც კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი ჰქვია. ამ პანელმა, რომელშიც გაეროს ბიუროკრატები და მათთან დაახლოებული მეცნიერები შედიან, პირველმა „დაადგინა”, რომ დედამიწის ატმოსფერო თბება იმის გამო, რომ ადამიანების საქმიანობის შედეგად მასში ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ მოიმატა. ნახშირორჟანგს უწოდეს სასათბურე გაზი, რადგან ის ხელს უწყობს ატმოსფეროში სითბოს შეკავებას.

როგორც კი პანელმა ეს „აღმოჩენა” გააკეთა, გაეროს ბიუროკრატია გასაოცებელი სისწრაფით ამოძრავდა. გლობალური დათბობა გამოცხადდა კაცობრიობის მთავარ პრობლემად: თუ კაცობრიობა ნახშირორჟანგის გამოყოფის კონტროლისთვის სასწრაფოდ რაიმეს არ მოიმოქმედებს, ნახევარ პლანეტას ადიდებული ოკეანეები დაახრჩობს, ხოლო მეორე ნახევარს მზე დაწვავს, მანამდე კი, გვალვების გამო, ხალხი შიმშილით დაიხოცება. ნახშირორჟანგს კაცობრიობა გამოყოფს ნავთობპროდუქტების დაწვით, შესაბამისად, ნავთობის მოხმარება უნდა შემცირდეს.

გაეროს გლობალური ბიუროკრატებისთვის გლობალური დათბობა გენიალური მიგნება იყო. ბიუროკრატის ნატურალური ამოცანაა რაიმეს რეგულირება და რაიმეს წინააღმდეგ ბრძოლა. რეგულირებისა და ბრძოლის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, რამე ეპიდემია (ქათმის გრიპი, ღორის გრიპი, ძროხის ცოფი...). მაგრამ ეპიდემიებს ერთი ცუდი თვისება აქვთ - ისინი ადრე თუ გვიან ჩერდებიან და ქრებიან. სამაგიეროდ ასეთი ნაკლი არა აქვს ჰაერს. ჰაერი რეგულირებისთვის იდეალური რამეა და ტემპერატურის მომატება იდეალურია მასთან ბრძოლისთვის. თუ ბიუროკრატი ხარ, რაც უფრო მეტს არეგულირებ და მეტს იბრძვი, მით უფრო ბევრ ფულს შოულობ. ნახშირორჟანგის ემისიის კონტროლი და გლობალურ დათბობასთან ბრძოლა ფულის ჰაერიდან შოვნის აბსოლუტურად ლეგალური საშუალებაა!

კლიმატურმა პანელმა თავისი პირველი მოხსენება 1990 წელს გამოაქვეყნა. მას მერე ბევრმა მეცნიერმა ამ მოხსენებაში მოყვანილი მონაცემები გადაამოწმა და გაირკვა, რომ გლობალურ დათბობაზე ცალსახად ლაპარაკი არ შეიძლება. ამიტომ რიტორიკა ოდნავ, მაგრამ მზაკვრულად შეიცვალა: აღმოჩნდა, რომ თურმე დედამიწაზე კლიმატი იცვლება! მაგრამ ამაზე ხომ არავინ დავობს, ეს ხომ ისედაც ვიცოდით?

ჰაერიდან ფულის შოვნის შესაძლებლობა (5 მილიარდი დოლარი წელიწადში კვლევებზე და ბრძოლაზე და კონფერენციებზე მოგზაურობაზე) დაცვის ექსტრაორდინარულ ზომებს მოითხოვს. მთავარი იარაღი აქ ყბადაღებული „მეცნიერთა კონსენსუსია”.

ნებისმიერი კლიმატური ალარმისტი ამაყად გეტყვით, რომ არსებობს მეცნიერთა კონსენსუსი, რომ გლობალურ დათბობას ადამიანი იწვევს.

ეს თავისთავად უცნაური პოსტულატია: მეცნიერული ფაქტი ან არის, ან არ არის. თუ რამეზე ყველა მეცნიერი არ თანხმდება (უკიდურესი მარგინალების გარდა), ეს რამე მეცნიერული ფაქტი არ არის. ხომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ სკოლის ფიზიკის სახელმძღვანელოში მაგალითად ასეთი რამ ეწეროს: „მეცნიერთა კონსენსუსია, რომ მანძილი უდრის სიჩქარეს გამრავლებულს დროზე”? საყოველთაოდ მიღებული მოსაზრების არგუმენტით მეცნიერება არ ოპერირებს. ამით ოპერირებს ან რელიგია, ან ცრურწმენა, ან მორალი.

კლიმატური ალარმისტები სწორედ რომ მორალს გვიკითხავენ. ადრე პოლ მაკარტნიმ თქვა, რომ გლობალური დათბობის არსებობის უარყოფა ჰოლოკოსტის უარყოფის ტოლფასია. ამას წინათ კი ერთ ჟურნალში წავიკითხე, რომ, თურმე, „ამჟამად არ არსებობს განათლებული, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც კლიმატის ცვლილების არ სჯერა”.

ჰოდა, ჩემს განათლებასა და პატიოსნებას რომ დავუბრუნდეთ - მე ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების არ მჯერა, გამოდის, რომ ან გაუნათლებელი ვარ ან უნამუსო? სინამდვილეში, პირიქით, ან ერთი რომ ვიყო ან მეორე ან ორივე ერთად, კლიმატური ალარმისტი ვიქნებოდი.

13 რევოლუცია მოდის

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

თამარ ჩერგოლეიშვილი

0x01 graphic

ჯერ ტუნისი, შემდეგ ეგვიპტე, ახლა ლიბია, ვინ იქნება შემდეგი? - ეს ის კითხვაა, რომელსაც ყველაზე ხშირად მოისმენთ ისლამურ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობისას.

0x01 graphic

ტუნისის ლიდერი ზინ ელ-აბიდინ ბენ ალი; დაიბადა 1937 წელს, ტუნისს მართავდა 1987 წლიდან, 24 წლის განმავლობაში

ვინ და, საქართველო - ამტკიცებს ზოგიერთი ოპოზიციონერი თუ ექსპერტი.

„ამაზე საუბარი ნაადრევია” - ასე უპასუხა ჩინეთის პრემიერმა ჯო ენლაიმ, როდესაც მას ორი საუკუნით ადრე მომხდარი საფრანგეთის დიდი რევოლუციის შეფასება სთხოვეს. მერე რა, რომ მუბარაქის გადადგომიდან ჯერ ორი კვირაც არ გასულა და ისიც კი არ შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რამდენადაა რევოლუცია ის, რაც ეგვიპტეში მოხდა - რიგი ქართველი პოლიტიკოსებისა, უკვე შორსმიმავალ დასკვნებს აცხობს, „ნატვრის ხის” იორამივით ყური მიწაზე დაუდია და რევოლუციის სანატრელი ხმის გაგონებას საქართველოში გაზაფხულზე მოელის.

0x01 graphic

ეგვიპტის ლიდერი ჰოსნი მუბარაქი; დაიბადა 1928 წელს, ეგვიპტეს მართავდა 1981 წლიდან, 30 წლის განმავლობაში.

წვანან და ელიან - უსაზღვროა მათი მოლოდინი.

აფრიკაში აგორებული საპროტესტო ტალღის შედეგად ხელისუფლების დასრულების მუქარით, ეს ხალხი მისდაუნებურად თავადვე აღიარებს საკუთარ უსუსურობას - აბა რა, სხვა კონტინენტზე დაწყებული პროცესი თუ მოახერხებს იმას, რაც თვითონ ვერ შეძლეს. ის კი არა, სააკაშვილის ზოგიერთი ოპონენტი უფრო შორს მიდის და საკუთარი უუნარობის პროეცირებას საზოგადოებაზე ახდენს - მათი თქმით, რევოლუციური პროცესის საქართველოში იმპორტირება შეუძლებელი იმიტომაა, რომ „ხალხი არ ვარგა”. არცთუ დიდი ხნის წინ, იგივე ადამიანები, უკრაინაში იუშჩენკოსა და ყირგიზეთში ბაკიევის მარცხის გამო ხარობდნენ - ფერადი რევოლუციების ოპონენტთა გამარჯვებას დემოკრატიის ტრიუმფად ასაღებდნენ.

0x01 graphic

მუამარ კადაფი; დაიბადა 1942 წელს, ლიბიას მართავს 1969 წლიდან, 42 წლის განმავლობაში.

არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები ტუნისში, ეგვიპტესა და ისლამური სამყაროს სხვა ქვეყნებში. უფრო მეტიც - ვინც გეტყვით, რომ იცის - გატყუებთ. ნათელი მხოლოდ ისაა, რომ ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის „პატრიარქებს” ისეთივე „შემოდგომა” დაუდგათ, როგორიც ედუარდ შევარდნაძეს 2003 წლის ნოემბერში.

0x01 graphic

ედუარდ შევარდნაძე; დაიბადა 1928 წელს, საქართველოს მართავდა 1972 წლიდან, 24 წლის განმავლობაში.

მრავალი სპეკულაცია მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება - როდის და როგორ დამთავრდება ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლება. მერე რა, მომავლის წინასწარმეტყველება და შემდეგ იმის დასაბუთება, თუ რატომ არ ახდა წინასწარმეტყველება, როგორც ჩერჩილმა ბრძანა, პოლიტიკოსების საყვარელი სპორტია. მაგრამ, თუ სოროსთან, ამერიკელებთან და უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ შეთქმულების თეორიებს არ შევიმჩნევთ, უკვე მომხდარის - ვგულისხმობ 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს - ასახსნელად, ხელში ერთადერთი ყურადსაღები ნარატივი გვრჩება. კერძოდ ის, რომ ვარდების რევოლუცია აღმოსავლეთ ევროპული ხავერდოვანი რევოლუციების დაგვიანებული გაგრძელებაა.

არ ვეთანხმები და ავხსნი რატომ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, სემუელ ჰანტინგტონის განმარტებას თუ დავეყრდნობით, რევოლუცია არის დომინანტი საზოგადოებრივი ღირებულებების, პოლიტიკური ინსტიტუტების და პოლიტიკური კურსის სწრაფი, ძირეული და რადიკალური ცვლილება.

იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მხოლოდ პოლიტიკური სისტემის შეცვლა არ არის საკმარისი, საჭიროა სოციალური ტრანსფორმაცია ანუ საზოგადოების მოდერნიზაცია. ამის გარეშე რევოლუცია არ შედგება - სამხედრო გადატრიალება, აჯანყება, განმათავისუფლებელი ბრძოლა - კი, მაგრამ არა რევოლუცია. სწორედ ამიტომ არის ნაადრევი ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შეფასება - ჩვენ ჯერ არ ვიცით მოხდება თუ არა იქ სოციალური ტრანსფორმაცია ანუ ტრადიციულიდან, თანამედროვე საზოგადოებად გარდაქმნა.

იმის მიხედვით, რამდენად მოდერნიზებულია საზოგადოება, სადაც რევოლუცია ხდება, შეიძლება გამოვყოთ რევოლუციის ორი ტიპი - პოლიტიკური და სოციალური. პოლიტიკური რევოლუციის შედეგად ვიღებთ მეტად მოდერნიზებული საზოგადოების დემოკრატიზაციას. სოციალური  კი დემოკრატიზაციასთან ერთად ჩამორჩენილი საზოგადოების ტრანსფორმაციას გულისხმობს.

0x01 graphic

სამოქალაქო ომი. თბილისი
ფოტო: გოგი ცაგარელი

ის, რაც 80-იანი წლების ბოლოს ცენტრალურ ევროპაში მოხდა, პოლიტიკური რევოლუციის მაგალითს წარმოადგენს. ამას ცივი ომის დროინდელი ცენტრალური ევროპის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადასტურებს. აქ თანამედროვე ტიპის ურბანულ საზოგადოებას გარედან თავსმოხვეული ძალადობრივი სისტემა მართავდა. საზოგადოება საკმარისად მოდერნიზებული იყო იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური წყობის - ლიბერალური დემოკრატიის სწრაფი კონსოლიდირება მოეხდინა.

ცენტრალური ევროპის ქვეყნების საზოგადოებათა განვითარების დონეზე ურბანიზაციის მაჩვენებელიც მეტყველებს. მაგალითისთვის, ჩეხეთში საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, სოფლად მცხოვრებთა ხვედრითი წილი მოსახლეობის მხოლოდ 25%25-ს შეადგენდა (საქართველოში იგივე მაჩვენებელი ორჯერ მეტი იყო).

საბჭოთა ოკუპაციამდე ბალტიისპირეთის ქვეყნების ცხოვრების სტანდარტი სკანდინავიის ქვეყნების მსგავსი იყო. თაობა, რომელიც ბალტიისპირეთში რუსულ ინტერვენციამდე ცხოვრობდა, სოციალისტური ბლოკის ნგრევისას, ჯერ კიდევ ცოცხალი გახლდათ. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებმა საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგად გამოწვეული პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება, გაცილებით უმტკივნეულოდ გადაიტანეს.

სოციალური რევოლუცია ბევრად უფრო რთული პროცესია. აქ საქმე გვაქვს ჩამორჩენილ საზოგადოებასთან, რომელიც პოლიტიკურთან ერთად სოციალურ ტრანსფორმაციასაც გადის. ამ პროცესში ერთმანეთს უპირისპირდებიან არა მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, არამედ სხვადასხვა სოციალური ჯგუფებიც.

წინააღმდეგობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქალაქსა და სოფელს შორის. ალბათ ბევრს ახსოვს, რომ მაშინდელი ელიტის უკმაყოფილებას, ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად პარლამენტთან შეკრებილი ე.წ. კარვის ქალების კლასობორივი ზიზღი უფრო კვებავდა, ვიდრე მაგალითად ის, რომ პრეზიდენტი პრივატიზაციის პროცესს ან მიწის რეფორმას აგვიანებდა. იგივე ხდება ახლაც, ე.წ. ელიტას - ანუ თბილისის ცენტრს, “სოფლელების” ხელისუფლებაში მოსვლა აღიზიანებს. ყველაზე ხატოვნად ეს დამოკიდებულება ყოფილმა საგარეო მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა უკვე ფრთაშესხმული ფრაზით - „ქაჯები მოდიან”.

0x01 graphic

სამოქალაქო ომი. თბილისი
ფოტო: გოგი ცაგარელი

სინამდვილეში, რევოლუციის წარმატებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად იზრდება ახალი სოციალური ჯგუფების (პირობითად „სოფლელების”) ჩართულობა ქვეყნის მართვაში და აქვს თუ არა მმართველ ძალას იმის უნარი, რომ ახალი სოციალური ჯგუფების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ამ უკანასკნელთა ინტერესებზე დაფუძნებული, ინსტიტუციური გარემო შექმნას.

გამსახურდიამ ეს ვერ შეძლო. ბევრი რამ მას, უბრალოდ, არც დასცალდა. პირველმა პრეზიდენტმა ვერ მოახერხა ინკლუზიური სამოქალაქო ნაციონალური იდეით ვიწრო ეთნიკური ნაციონალიზმის ჩანაცვლება. ნაცვლად ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებისა, იგი საკუთარ წვენში იხარშებოდა და თავისივე სოციალური წრის წარმომადგენლებს - ნომენკლატურულ ინტელიგენციას დაუპირისპირდა.

გამსახურდიას დროს არ დაწყებულა მიწის რეფორმა, კოლმეურნეობებს დაშლის ნაცვლად, სახელი შეეცვალათ და ეროვნული მეურნეობები დაერქვათ. ამას გარდა, არ გაუქმებულა ფასებზე კონტროლი, არ გადაიდგა ნაბიჯები პრივატიზაციისკენ. პირველი პრეზიდენტი თავის გამოსვლებში საუბრობდა სახელმწიფო კაპიტალიზმზე, ეჭვქვეშ აყენებდა კერძო საკუთრების იდეას.

რეფორმებისადმი პრეზიდენტის დამოკიდებულების გამო, მოხდა ისე, რომ ქალაქის საშუალო კლასმა და სოფლის მოსახლეობამ, ანუ მათ ვინც გამსახურდიას კომუნისტური ნომენკლატურის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დაუჭირა, მისი მმართველობის წლებში ვერაფერი მიიღო და იმედგაცრუებული დარჩა.

გამსახურდიას მოწინააღმდეგეებს აძლიერებდა ისიც, რომ ქვეყნის პირველმა პირმა საჯარო სამსახური ძირეულად არ შეცვალა. სასიცოცხლო ინსტიტუტებს მნიშვნელოვანწილად საბჭოთა ნომენკლატურა აკონტროლებდა. პირველ რიგში სწორედ მათ დაეყრდნო რუსეთის სპეცსამსახურები და ყველაფერი სამოქალაქო ომით, პარამილიტარული დაჯგუფებების ტერორით და ორგანიზებული კრიმინალის თარეშით დამთავრდა.

გამსახურდიასგან განსხვავებით, სახელმწიფო გადატრიალების გზით დაბრუნებულმა შევარდნაძემ, საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის დეფიციტის პირობებში - იმდენად, რამდენადაც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები მას არ ცნობდნენ - ათ წელიწადზე მეტი გაძლო. ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა შეძლო სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მინიმალური ინტერესი დაეკმაყოფილებინა.

დაიწყო პრივატიზაცია - ზოგმა მიწა მიიღო, ზოგმა ბინა, ზოგმა ქარხანა მიითვისა, ზოგმა კოოპერატივი გახსნა. ზოგს ქურდობით და მექრთამეობით გაჰქონდა თავი. ინტრიგების დიდოსტატმა მოახერხა მხედრიონის და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების განადგურება, რამაც მას სტაბილურობის გარანტის იმიჯი შეუქმნა.

მდგომარეობის სტაბილიზაციამ თავისი შედეგი გამოიღო - მოსახლეობის პოლიტიკური ცნობიერება გაიზარდა. მოქალაქეს მხედრიონის აღარ ეშინოდა, სამაგიეროდ ქუჩაში სამათხოვროდ გამოსული საგზაო პოლიციის თანამშრომელი უშლიდა ნერვებს. ხალხს საკუთრების უფლება ჰქონდა, სამაგიეროდ ამ საკუთრების გასაფორმებლად ქრთამის გადახდა აღიზიანებდა.

შევარდნაძემ მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ვერ შეძლო. მან ვერ ჩამოაყალიბა იმგვარი პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციას გაუძღვებოდნენ და პოლიტიკურ პროცესში სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობას უზრუნველყოფდნენ. საქართველოს მეორე პრეზიდენტს არც იმის ძალა გააჩნდა, რომ პროცესი ხელოვნურად ჩაეხშო და „სტაბილურობიდან კეთილდღეობისკენ” მიმავალი - ჩიხში მოექცა.

სწორედ ამან შექმნა რევოლუციის ნიადაგი.

ეშლება, ვინც ფიქრობს, რომ ვარდების რევოლუცია 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა. რეალურად, რევოლუცია ამ დღეს მხოლოდ დაიწყო. სააკაშვილი მისაბაძ მაგალითებად ჯორჯ ვაშინგტონს, მუსტაფა ქემალ ათათურქს და დევიდ ბენ-გურიონს ასახელებს. ამ რადიკალურად განსხვავებულ სახელმწიფო მოღვაწეებს აერთიანებთ ის, რაც დღევანდელი საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევაცაა - ნახევრად აგრარული ქვეყნის მოდერნიზება და ორასწლიანი წყვეტის შემდეგ ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული ეროვნული სახელმწიფოს შექმნა. ცენტრალური ევროპის ხავერდოვან რევოლუციათა ლიდერების - ვაცლავ ჰაველის და ლეხ ვალენსას წინაშე მსგავსი ამოცანა არ მდგარა.

პასუხი კითხვაზე, რამდენად რევოლუციურია ვარდების რევოლუცია, ჯერჯერობით არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მტკივნეული და საჭირო რეფორმა განხორციელდა, საზოგადოების სოციალური ტრანსფორმაცია ჯერ არ დასრულებულა. რამდენად მოახერხებს სააკაშვილი მისთვის სამაგალითო სახელმწიფო მოღვაწეებს არა რიტორიკულად, არამედ შედეგების მიხედვით შეედაროს, მომავალი გვიჩვენებს.

მართალია, ვარდების რევოლუციის მიზნები ჯერ კიდევ მიუღწეველია, მაგრამ ის შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, ამ მიზნებისკენ სვლა შეუქცევადი გახდა - ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია და უკან ვერავინ შეაბრუნებს. ახალი სოციალური ჯგუფების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა გაფართოებულია.

დღეს ყველა სოციალური ჯგუფი, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ხელისუფლება, რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებული სისტემის შიგნით ცდილობს საკუთარი ინტერესების განხორციელებას. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ოპოზიციის ანტისისტემურ ნაწილს სოციალური დასაყრდენი არ აქვს.

იმისთვის, რომ ახალი რევოლუცია მოხდეს, მხოლოდ ხელისუფლების დამხობის მოსურნე პოლიტიკოსთა ძალისხმევა საკმარისი არ არის. უნდა არსებობდეს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი სოციალური ფენა. დღეს, ამ მდგომარეობაში თავს მხოლოდ ყოფილი ელიტა გრძნობს - ისინი წუხან, რომ „ღირსება” წაართვეს. ღირსებაში კი იმ პრივილეგიებს გულისხმობენ, რაც შევარდნაძის “სახლში წასვლასთან” ერთად დაკარგეს.

ეს ადამიანები საკუთარი მონაწილეობისთვის კი არ იბრძვიან, ექსკლუზიურ სტატუსს მისტირიან - როგორც თავად უწოდებენ „სოფლელების” და „ქაჯების” პროცესებში ჩართულობა აღიზიანებთ და მათთვის „საკუთარი ადგილის” მიჩენა სურთ.

0x01 graphic

ეკონომიკური კრიზისი . თბილისი
ფოტო: გოგი ცაგარელი

სოციალური ფენების მონაწილეობის შემცირების მცდელობა, თავისი არსით არა რევოლუცია, არამედ კონტრრევოლუციაა. ამის რესურსი ქვეყნის შიგნით არ არსებობს. ერთადერთი იმედი - მოსკოვია. ერთადერთი შესაძლო სცენარი კი - არა კაირო 2011, არამედ პრაღა 1968.

0x01 graphic

სემუელ ჰანტინგტონი( 1927-2008) - გავლენიანი ამერიკელი პოლიტოლოგი. 58 წლის განმავლობაში ასწავლიდა ჰარვარდის უნივერსიტეტში. არის 17 წიგნის ავტორი, თანაავტორი, ან რედაქტორი. ჰანტინგტონი იყო ჟურნალ Foreign Policy-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი. 1977-78 წლებში, კარტერის პრეზიდენტობისას, მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე თეთრ სახლში. ჰანტინგტონი უმთავრესად ცნობილია წიგნით, რომლითაც დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის კონფლიქტი იწინასწარმეტყველა. ეს წიგნი - „ცივილიზაციების შეჯახება და მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა” - 1996 წელს გამოიცა და არის 1993 წელს ამავე თემაზე გამოქვეყნებული სტატიის განვრცობილი ვერსია. ჰანტინგტონს სწამდა, რომ ცივი ომის შემდგომ მსოფლიოში კონფლიქტის წყარო კულტურული და რელიგიური განსხვავებები იყო და არა იდეოლოგიური. ის ასევე არის ავტორი ცნობილი წიგნებისა: „პოლიტიკური წესრიგი ცვალებად საზოგადოებებში”; „მესამე ტალღა - დემოკრატიზაცია გვიან მეოცე საუკუნეში”; „ჯარისკაცი და სახელმწიფო: სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების თეორია და პოლიტიკა”.

14 ხალხი ჯამაჰირიის წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ლიბია

თეონა ტურაშვილი

ლიბიის არაბული ჯამაჰირიის დიდი სოციალისტური სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 42 წლის თავზე ქვეყნის „ბებერ პატრიარქს” მოსახლეობა აუჯანყდა. ექსცენტრული ლიდერი, რომელმაც ერთი წლის წინ არაბული სამყაროს მესიად და წინასწარმეტყველთა (მუჰამედი, იესო და მოსე) მემკვიდრედ შეირაცხა თავი; პოლკოვნიკი, რომლის პირადი დაცვა მთლიანად ქალებითაა დაკომპლექტებული და პოლიტიკოსი, რომელიც საგარეო ვიზიტებისას ბანაკებსა და გარეუბნებში ყოფნას ამჯობინებს სასტუმროში გაჩერებას - სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომშია ჩათრეული.

0x01 graphic

მასშტაბული საპროტესტო გამოსვლები, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბენგაზიში, 14 თებერვლიდან დაიწყო. ლიბიელები საკონსტიტუციო ცვლილებებს, კორუფციის აღმოფხვრას, რეფორმების გატარებას, კადაფის გადადგომას და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

ქვეყნის ლიდერმა დემოკრატიის მცირე დოზით უზრუნველყოფაც კი სახელმწიფოს მოშლის საფრთხედ აღიქვა. მან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ავიაცია და არტილერია გამოიყენა. შედეგად, დაპირისპირებებს დაახლოებით ათასი დემონსტრანტი ემსხვერპლა. ამ ყველაფერზე პასუხად საერთაშორისო საზოგადოებამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის მოიმოქმედა, რომ ლიბია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხა.

მოვლენების ამგვარმა განვითარებამ ცხადყო, რომ ლიბიის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტაში ბზარია გაჩენილი. სამხედრო დაჯგუფებების ნაწილი მოსახლეობას დანებდა, რის გამოც ლიბიის აღმოსავლეთ რეგიონებს დემონსტრანტები აკონტროლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობამ დასახმარებლად მეზობელი ქვეყნების (ჩადი, ზიმბაბვე) ძალებიც კი იხმო.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ერთ-ერთი ყოფილი ოფიცრის მტკიცებით, კადაფს 45-ათასიანი რეგულარული არმიიდან მხოლოდ 5 ათასი ჯარისკაცი უჭერს მხარს. პოლიტიკურ ელიტაში არსებულ განხეთქილებაზე კი რამდენიმე ელჩისა (ლიბიის ელჩები აშშ-სა და ჩინეთში) და მაღალი თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დატოვება მიანიშნებს.

მოვლენების ამგვარი განვითარების მიუხედავად, პოლკოვნიკი კადაფი გაქცევას არსად აპირებს. ლიბია, არც ბენ ალის ტუნისია და არც ჰოსნი მუბარაქის ეგვიპტე. ჯამაჰირიის დიდი სოციალისტური სახალხო რესპუბლიკისგან განსხვავებით, ამ ორ ქვეყანაში წლების მანძილზე უფრო ღია პოლიტიკური სისტემა ყალიბდებოდა. მაშინ როცა მუბარაქს პრაგმატულ და სტანდარტული ავტორიტარული ტიპის ლიდერად ახასიათებდნენ, კადაფს - არასტაბილურ, ემოციებით მართულ, იდეოლოგიურ მანიაკად მიიჩნევდნენ.

მუამარ კადაფი ლიბიის ხელისუფლებაში 1969 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა. ოფიციალურად მას არავითარი თანამდებობა არ უკავია. კადაფამდე ქვეყანას პროდასავლური მეფე, იდრის I მართავდა. ახალმა ლიდერმა რადიკალური ცვლილებების განხორციელება დაიწყო. მისი მიზანი მკაცრად კონტროლირებული და ავტორიტარული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება იყო.

პოლკოვნიკმა სახელმწიფო ინსტიტუტები გააუქმა. სანაცვლოდ, ახალი სისტემა - ჯამაჰირია შექმნა, რომელიც „ხალხის პირდაპირი მმართველობის” პრინციპზე უნდა ყოფილიყო აგებული. დეკლარირებულად ძალაუფლება რამდენიმე სახალხო კომიტეტის ხელში უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალურად კადაფმა ტომობრივ-ნათესაობრივ კავშირებზე დაფუძნებული საპოლიციო რეჟიმი ჩამოაყალიბა.

ახალ სისტემას ქვეყნის ლიდერი ისლამურ სოციალიზმად ასაღებდა. საკუთარი მოძღვრება კადაფმა „მწვანე წიგნში” ჩამოაყალიბა, სადაც სოციალისტურ-ისლამისტური სახელმწიფოს მოდელზე საუბრობდა და საკუთარ იდეოლოგიას „მესამე უნივერსალურ თეორიას'' უწოდებდა.

სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლით კადაფს სეკულარული და რელიგიური ოპონენტების შეზღუდვა გაუადვილდა. ტრადიციულად, ქვეყნის აღმოსავლეთი რეგიონი რეჟიმისადმი წინააღმდეგობითა და გადატრიალებების მცდელობებით გამოირჩეოდა. 1996 წელს, კადაფის მთავარმა ოპონენტმა, ლიბიურმა ისლამისტ მებრძოლთა დაჯგუფებამ მისი მოკვლაც კი სცადა. ამჟამინდელი ამბოხის ფესვები 1990-იან წლებში ისლამისტი სტუდენტების მიერ გამართულ გამოსვლებში უნდა ვეძიოთ. თავის დროზე კადაფმა ეს დემონსტრაციები სასტიკი მეთოდებით ჩაახშო: ახალგაზრდების დასაშლელად არმიის მეორე ბრიგადა გაგზავნა, რომელსაც მისი ერთ-ერთი ვაჟი, ხამისი მეთაურობდა. სიკვდილს გადარჩენილი აქციის მონაწილეები დააპატიმრეს. ერთი წლის შემდეგ ტრიპოლის აბუ სალიმის ციხეში განაწილებულმა ბენგაზიელმა პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. ხელისუფლებამ ციხეზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 200 ადამიანი დაიღუპა. ეს ფაქტი კადაფის რეჟიმის ერთ-ერთი შავი ლაქაა. დემონსტრანტები ამიტომ ითხოვდნენ 17 თებერვლის „მრისხანების დღედ” გამოცხადებას - თარიღი სწორედ ამ მოვლენებთანაა დაკავშირებული.

წლების განმავლობაში კადაფი ტერორისტულ დაჯგუფებებს (ირლანდიის რესპუბლიკური არმია, პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია) აფინანსებდა. ამერიკის პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა პალესტინელი ტერორისტების მხარდაჭერის გამო შეარქვა მას „ახლო აღმოსავლეთის ცოფიანი ძაღლი”. ის საიდუმლო ბირთვულ პროგრამას აწარმოებდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლიბერიაში, სიერა ლეონესა და სხვა აფრიკულ ქვეყნებში ომის გაჩაღებაში. ქვეყანა დასავლეთთან გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კადაფის რეჟიმს ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციებით უპასუხა, რის გამოც ლიბია იზოლაციაში აღმოჩნდა.

ერაყის ომის შემდეგ ქვეყნის ლიდერმა რადიკალურად შეცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი. პირველ რიგში პოლკოვნიკმა ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამა შეაჩერა, აიღო პასუხისმგებლობა გახმაურებულ თავდასხმებზე  და დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პირობაც დადო. კადაფის ქმედებამ მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება განაპირობა. დაიწყო ლიბიისა და დასავლური ქვეყნების დათბობის პერიოდი. წარსულში ტერორიზმისა და კრიმინალთან აშკარა კავშირების მიუხედავად, 2010 წელს ლიბია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს. ქვეყანამ 192-დან 155 მხარდამჭერი ხმა მიიღო, სულ კი 97 სახელმწიფოს თანხმობა სჭირდებოდა. ტრიპოლზე სანქციების მოხსნის შემდეგ კი ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს ქვეყნის ენერგოსექტორში ინვესტიციების ჩასადებად ხელ-ფეხი გაეხსნა. ლიბია ხომ ნავთობის მსოფლიო მარაგების 3%25-ს ფლობს.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ნავთობრესურსებზე კონტროლი მთლიანად მმართველი ელიტის (განსაკუთრებით სამხედროების) ხელშია. გაზისა და ნავთობის ექსპორტიდან მიღებული თანხები არათანაბრად ნაწილდება, რის გამოც ღარიბ და მდიდარ მოსახლეობას შორის დიდი ნაპრალია. ინფრასტრუქტურა მხოლოდ ტრიპოლსა და მის მიმდებარე რეგიონშია განვითარებული. ქვეყნის აღმოსავლეთით სიღარიბის დონე მაღალია, ცხოვრების პირობები კი გაცილებით დაბალი. მოსახლეობის 30%25 უმუშევარია, კორუფცია კი ყვავის. სახელმწიფო აქტიურად ერევა ქვეყნის ეკონომიკაში. Heritage Foundation-ის მონაცემებით, მისი 2011 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 38,6 ქულაა, რითაც 179 სახელმწიფოს შორის 173-ე ადგილი დაიკავა. მან რეგიონში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა - საერთო ჯამში, მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ საშუალო კოეფიციენტს მკვეთრად ჩამორჩება. წინა წელთან შედარებით მისი მაჩვენებელი 1,6-ით დაეცა.

საბანკო სექტორში გარკვეული რეფორმების, ეკონომიკის შედარებითი დივერსიფიკაციის, ფინანსური ლიბერალიზაციისა და პრივატიზაციის მიუხედავად, ეკონომიკა კვლავაც სახელმწიფოს კონტროლქვეშ რჩება. საბაზრო პრინციპების დანერგვას ყველაზე მეტად პოლიტიკური ნების ნაკლებობა უშლის ხელს. გარდა ამისა, ხშირია გაურკვეველი და ბუნდოვანი რეგულაციების დაწესების ფაქტები. ირღვევა საკუთრების უფლება, ფასების არასტაბილურობა კი ბიზნესის წარმართვას სარისკოს ხდის. მთავრობა, კონკურენტული გარემოს შექმნის ნაცვლად, სამოქალაქო უკმაყოფილების შეჩერებას მხოლოდ ერთჯერადი სოციალური დახმარებებით ცდილობს. არსებულ ვითარებაზე კიდევ უფრო უარყოფითი გავლენა მზარდ ინფლაციას ჰქონდა. ფასების ზრდა ყველაზე მწვავედ ღარიბმა მოსახლეობამ განიცადა.

კადაფი განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის დასავლეთ რეგიონების განვითარებას აქცევდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან დედაქალაქიც კი შეცვალა - მანამდე მონარქიის მთავარი რეზიდენცია ბენგაზი იყო. მნიშვნელოვანი ნავთობჭაბურღილები და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთში მდებარეობდა, მაგრამ კადაფმა მთელი ძალისხმევა და ქვეყნის სიმდიდრე დასავლეთში არსებული საბადოების განვითარებაზე მიმართა. დღეს უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი ამ რეგიონებში იყრის თავს.

ლიბიაში შექმნილმა სამოქალაქო დაპირისპირებამ ნავთობის ფასებზე დიდი გავლენა იქონია. მან ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია - ერთი ბარელი - 105 დოლარი. მართალია, მთავარი დაპირისპირებების ადგილი, ნავთობსაბადოებისგან საკმაოდ მოშორებითაა, მაგრამ დასავლურმა კომპანიებმა თანამშრომელთა გამოყვანა და ბურღვითი სამუშაოების შეჩერება დაიწყეს. ეს ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე ბუნებრივი რესურსების ფასს კიდევ უფრო გაზრდის. ამის თავიდან ასაცილებლად ძალადობის შეჩერება და კომპრომისის მოძებნაა საჭირო.

დასავლეთის ლიდერები ლიბიაში რეფორმების ქომაგად კადაფის ვაჟს, საიფ ალ-ისლამის მიიჩნევდნენ. მან  დაარწმუნა კადაფი, ტერორიზმის დაფინანსება და დასავლეთთან ღია დაპირისპირება შეეწყვიტა. ის მხარს უჭერდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებს, რის გამოც ქვეყანაში ზომიერი პოლიტიკოსის სახელი ჰქონდა. ამგვარი იმიჯის გამო ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსნების პრეტენზიებს უფროსი კადაფისადმი უსაფუძვლოდ მიიჩნევდნენ - ისინი საიფს ჩრდილოეთ ერაყში ტერორიზმის დაფინანსების გამო სდებდნენ ბრალს. თუმცა, მისმა ბოლოდროინდელმა სატელევიზიო მიმართვამ მსოფლიო ლიდერები გააკვირვა. მართალია, საიფმა აღიარა სამხედროთა მხრიდან დაშვებული შეცდომები, თუმცა დემონსტრანტებს „ისლამისტები'' და „ბანდიტები” უწოდა, რომლებიც გარეშე ქვეყნების დირექტივებით მოქმედებდნენ. უცხოური მედია კი ვითარების არასწორად გაშუქებასა და ფაქტების გაზვიადებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, უფროსმა კადაფმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს სულაც „ძაღლები” უწოდა.

არსებული ვითარება დასავლეთს ოფიციალური ტრიპოლის მიმართ სტრატეგიის გარკვეულწილად შეცვლისკენ უბიძგებს. მანამდე ევროპელი და ამერიკელი ლიდერები ლიბიაში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევაზე და კორუფციაზე ხშირად თვალს ხუჭავდნენ. ვაშინგტონს ხშირად აკრიტიკებდნენ ლიბიაში პოტენციურ ოპოზიციურ ძალებთან კავშირების დამყარების ნაცვლად კადაფის რეჟიმის დახმარების გამო. დღეს კი, პირველ რიგში, სამხედროებზე ზეწოლა და ძალადობის შეწყვეტაა აუცილებელი. ასევე საუბრობენ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, მაღალჩინოსნებისთვის გადაადგილების აკრძალვასა და აქციების გაყინვაზე. გაისმა ინიციატივა არასაფრენი ზონის შემოღების შესახებ. დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების მიწოდებასა და საკომუნიკაციო ბლოკადის მოხსნას. ხელისუფლებამ დემონსტრაციების დასაშლელად რეპრესიულ მეთოდებთან ერთად კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და მედიის საშუალებებიც შეზღუდა. უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ, რის გამოც სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება. შედეგად, ინფორმაციული ვაკუუმი შეიქმნა. შეიზღუდა ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, მთლიანად დაიბლოკა Facebook-ი, Youtube-ი, რადგან ახალგაზრდები ინფორმაციის გასავრცელებლად სწორედ ამ ვებგვერდებს იყენებდნენ.

15 ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

მარიამ მიქავა

0x01 graphic

შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირება პანარაბული დომინოს ფონზე

ანტისახელისუფლებო გამოსვლები სპარსეთის ყურეში მდებარე პატარა კუნძულოვან სამეფოსაც გადაედო. ბაჰრეინში, რომლის სათავეშიც უკვე ორასი წელია, ალ ხალიფას სუნიტური დინასტიაა, შიიტი მომიტინგეები პოლიტიკურ რეფორმებს, ხელისუფლების გადადგომას და დიდი ბრიტანეთის მსგავსად „ნამდვილი კონსტიტუციური მონარქიის დამყარებას” ითხოვენ. ქვეყანაში, რომლის სახელიც სიტყვასიტყვით ორ ზღვას ნიშნავს, სუნიტურ მთავრობასა და მოსახლეობის შიიტურ უმრავლესობას (70%25) შორის დაპირისპირება უცხო ხილი არ არის. მსგავსი გამოსვლები 90-იან წლებშიც მიმდინარეობდა. განსხვავება ისაა, რომ ამჯერად საპროტესტო აქციები რეგიონში საერთო მღელვარების ფონზე იმართება.

პროტესტის აღსაკვეთად მთავრობამ ძალა გამოიყენა: ასობით ადამიანი დაიჭრა, შვიდი კი გარდაიცვალა.

ექსპერტები უკვე კარგა ხანია ღიად საუბრობენ სამეფო ოჯახში არსებულ დაჯგუფებებზე. მათი თქმით, მეფემ კი არა, მტკიცე კონტროლის მოყვარულებმა უბრძანეს ჯარისკაცებს ცეცხლის გახსნა. მონარქმა დემონსტრანტებთან მოლაპარაკებების ხელმძღვანელად პრინცი სალმან იბნ ჰამად იბნ ისა ალ ხალიფა დანიშნა.

თავად მონარქმა 1999 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ რეფორმების გატარება დაიწყო. მან 1975 წელს გაუქმებული პარლამენტი აღადგინა, ქვეყნიდან გაქცეულებს დაბრუნების ნება მისცა და შიშის მთესველი სახელმწიფო უსაფრთხოების სასამართლოები გაანადგურა.

პრინცმა ბაჰრეინში არსებული აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სკოლა, შემდგომ კი ვაშინგტონში ამერიკული უნივერსიტეტი დაამთავრა. ის Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ დიპლომატიურ მიმოწერაში დახასიათებულია, როგორც „ძალიან დასავლური თავის მიდგომებში”. მმართველ ოჯახში პრინცი რეფორმატორთა ბანაკთან ასოცირდება.

გაურკვეველია, თუ როგორ შეძლებს პრინცი დემონსტრანტებთან მოლაპარაკებას. შიიტების უმრავლესობას პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა სურს, სადაც პარლამენტს საკმარისი უფლებები არ აქვს და ქვეყნის პოლიტიკის წარმართვა ელიტის პრეროგატივაა.

ქუჩაში გამოსულები პრემიერ-მინისტრ ხალიფა იბნ სალმან ალ ხალიფას გადადგომას ითხოვენ. იგი მოქმედი მონარქის ბიძაა. მას თანამდებობა ბოლო 40 წლის განმავლობაში უკავია.

Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული 2009 წლის დიპლომატიური მიმოწერებიდან ირკვევა, რომ მეფე ჰამად იბნ ისა ალ ხალიფა პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებას ნელ-ნელა თავის შვილს აბარებს. შექსპირის არ იყოს, პრემიერ-მინისტრი მეფის ბიძა, პრინცი კი - დიდი ბიძაა.

ბაჰრეინის ქალაქებში გაჩაღებულმა სისხლისღვრამ ქვეყნის ეკონომიკა საფრთხის ქვეშ დააყენა, ხოლო რეპუტაცია შელახა. მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინს მცირე ნავთობმარაგი გააჩნია, აქ რეგიონალური საბანკო და ფინანსური მომსახურების სექტორი ყვავის. 2011 წლის Economic Freedom Index-ის მიხედვით ბაჰრეინი მე-10 ადგილზეა, ხოლო მსოფლიო ბანკის Doing Business რეიტინგში 28-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად ეკონომიკური პროგრესისა, 2010 წელს Freedom House-მა ბაჰრეინი ნაწილობრივ თავისუფალიდან არათავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

ბაჰრეინში დაძაბულობას რელიგიური ფონის გარდა, უფრო მასშტაბური გეოპოლიტიკური წინააღმდეგობა უწყობს ხელს, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია გრძელდება. აქ ერთდროულად იკვეთება საუდის არაბეთის, ირანისა და აშშ-ის ინტერესები.

საუდის არაბეთი შეშფოთებულია ირანის მცდელობით, საკუთარი გავლენა გაავრცელოს მთელ რეგიონში. შიიტური ირანი ბაჰრეინში მოვლენების ეგვიპტისა და ტუნისის მსგავსად განვითარებითაა დაინტერესებული. დიდია ალბათობა, რომ მსგავსი მღელვარება საუდის არაბეთის შიიტი მოსახლეობის 20 პროცენტსაც გადაედება. ამის შედეგად ირანსა და სუნიტურ არაბულ სამყაროს შორის სასწორი შიიტური ირანის სასარგებლოდ გადაიხრება. ჯერ გაურკვეველია, რა დოზითაა ირანი ბაჰრეინში მიმდინარე მოვლენებში გარეული. არსებობს კავშირები, მაგრამ იყენებს თუ არა მათ თეირანი, ბოლომდე ცხადი არაა.

ბაჰრეინს დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატებისათვისაც, რადგან იქ ამერიკის საზღვაო ძალების მე-5 ფლოტია განლაგებული. ეს ფაქტორი ირანის საპირწონედ ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ბაზა სპარსეთის ყურეში, წითელი და არაბეთის ზღვებისა და აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროებთან განლაგებული აშშ-ის საზღვაო ძალებზეა პასუხისმგებელი. ბაჰრეინი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის თავდაცვის არქიტექტურაში კიდევ ერთი ბოძია. სუნიტი მეფე, ჰამად იბნ ისა ალ ხალიფა, ირანის შიიტური თეოკრატიის წინააღმდეგ ვაშინგტონის ერთგული მოკავშირეა. Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ დიპლომატიურ მიმოწერაში, ის ამერიკას მოუწოდებდა ირანის ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად ომი დაეწყო.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთს შეერთებული შტატებისათვის უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, როგორ მოახერხებს ამერიკა ერთდროულად სტრატეგიული ინტერესებისა და დემოკრატიის ხელშეწყობას.

ობამას ჯერ არ გამოუთქვამს საჯარო კრიტიკა ბაჰრეინის მმართველის მიმართ, როგორც ამას ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის შემთხვევაში აკეთებდა. მსგავსი ნაბიჯი შეერთებული შტატებისათვის უფრო დამანგრეველი იქნება, რადგან ჯერ კიდევ ორი თვის წინ, ის ბაჰრეინს ამ რეგიონში რეფორმატორის მოდელად განიხილავდა.

16 საპროტესტო ტალღამ ალჟირსაც მიაღწია

▲ზევით დაბრუნება


სალომე მამალაძე

0x01 graphic

12 თებერვალს დედაქალაქის მთავარი მოედანი ათასობით უკმაყოფილო მოქალაქით გაივსო. „ჩვენი ხელისუფლება „დემოკრატიულობას” იჩემებს, არადა ხალხი მას რეპრესიულობისა და არალეგალურობისთვის დევნის”, - აცხადებდნენ არსებული რეჟიმის ათწლოვანი დიქტატურით, ცხოვრების დაბალი დონითა და კატასტროფულად მზარდი ფასებით შეწუხებული დემონსტრანტები.

ალჟირი მსოფლიოსთვის გაზისა და ნავთობის მიწოდების მხრივ ერთ- ერთი პირველი ქვეყანაა. ბუნებრივი რესურსების ექსპორტი ქვეყნის ეკონომიკის 95%25-ს შეადგენს. ნავთობით ბიუჯეტში ყოველწლიურად 155 მილიარდი დოლარი შედის, მაგრამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას ქვეყნის ხელისუფლება ვერ ახერხებს. მოქალაქეები აუტანელ სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ქვეყნის მოსახლეობის 23%25 სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.

ალჟირელი ახალგაზრდებისთვის ყველაზე მტკივნეული თემა უმუშევრობაა, ამ მაჩვენებლით იგი 110-ე ქვეყანაა მსოფლიო რეიტინგში. ქვეყნის ეკონომიკას ძირითადად სახელმწიფო აკონტროლებს და შედეგად, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 132 ადგილს იკავებს.

ქვეყანაში ინვესტიციების ნაკლებობის მთავარი მიზეზი სწორედ კორუფცია და სუსტი სასამართლო სისტემაა. ინვესტორთათვის თავისუფლების დონე აქ 20 ქულითაა შეფასებული, როცა საშუალოდ ეს მაჩვენებელი 50-ს მაინც უნდა უდრიდეს. ბიზნესის კეთების სიადვილითაც ალჟირი არამიმზიდველი ქვეყანაა - მსოფლიო რეიტინგში 136-ე ადგილზეა.

არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ქვეყნის საერთო მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. Freedom House-ის შეფასებით, ალჟირი პოლიტიკურად არათავისუფალ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება.

1962 წელს საფრანგეთისგან გათავისუფლების შემდეგ, ქვეყნის მმართველობა სამხედრო გაერთიანება ეროვნულ განმათავისუფლებელმა ფრონტმა ჩაიბარა. ოცი წლის განმავლობაში ისინი ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკას იმდროისათვის პოპულარული სოციალიზმის საფუძველზე აშენებდნენ. ამან 1980-იან წლებში ქვეყანა კრიზისულ ზღვარს მიუახლოვა.

ამით ისლამისტურმა დაჯგუფებებმა ისარგებლეს და საკუთარი იდეოლოგიის პოპულარიზაცია ეთნიკურად ჭრელ ალჟირში მალე მოახერხეს. შედეგად, 1991 წელს დანიშნული მრავალპარტიული არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვეს. შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა არჩევნების მეორე ტური უბრალოდ ჩაშალეს და ძალის გამოყენებით კვლავ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ.

გადარჩენის ისლამისტურ ფრონტს ქვეყანაში მოღვაწეობა საერთოდ აეკრძალა. ამან რელიგიურ ალიანსს ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისაკენ უბიძგა. მათ ტაქტიკა ხელისუფლებისა და საზოგადოების დაშინებაზე დააფუძნეს. დაპირისპირება მსხვილმასშტაბიან სამოქალაქო ომად იქცა და დაახლოებით 10 წელი გაგრძელდა.

შედარებითი სიმშვიდე 1999 წელს, ხელისუფლებაში ნაციონალური თავისუფლების ფრონტის ლიდერის, აბდულაზიზ ბუტეფლიკას მოსვლით დამყარდა. თუმცა 11-წლიანი მმართველობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო ქვეყნის შიდა კონფლიქტის აღმოფხვრა. ამას დაემატა სოციალური პრობლემებიც და აბდულაზიზის მმართველობის დამხობა თითოეული ალჟირელის თვითმიზნად იქცა.

მეზობელი სახელმწიფოების მაგალითით შეშინებულმა ალჟირის ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად ყველა რესურსი გამოიყენა. მოწმეების მტკიცებით, სამართალდამცავები დემონსტრანტებზე რაოდენობრივად გაცილებით მეტნი იყვნენ. ისინი წინ გადაუდგნენ მანიფესტანტთა მარშს და მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. „უკვე დიდი ხანია, ასე განსაზღვრავს ძალა ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში”, - განუცხადა Reuters-ს აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს 14 დემონსტრანტი და მალევე გაათავისუფლეს. სხვა წყაროების მიხედვით კი, 1000-მდე ადამიანია დაკავებული და მათგან დაახლოებით 100 - ქალია.

ალჟირის ხელისუფლება ძალებს არ იშურებს, მაგრამ ტუნისელი და ეგვიპტელი ხალხის გამარჯვების შემდეგ ალჟირელების შეჩერება ადვილი საქმე ნამდვილად აღარ იქნება. საზოგადოება ახალი საპროტესტო აქციების სერიით იმუქრება.

0x01 graphic

17 კომუნიკაციების სისტემის რეფორმა

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ელენე კვანჭილაშვილი

კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ფიჭური კავშირის ბაზარზე ნომრის პორტაბელურობა დაუშვა. ამ სისტემით მსოფლიოს 57 ქვეყანა უკვე სარგებლობს. მათგან ყველაზე ადრე - 1997 წლიდან - სისტემა ნიდერლანდებში დაინერგა. მისი მიხედვით, 15 თებერვლიდან, საქართველოს ფიჭური კავშირის მომხმარებელს, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე ისე შეუძლია გახდეს ახალი ქსელის აბონენტი, რომ არც ნომერი შეიცვალოს და არც ინდექსი. ბაზრის ყველა მოთამაშე თანხმდება, რომ ამით კონკურენცია გაიზრდება, რაც შეამცირებს ტარიფებს, გააუმჯობესებს სერვისს და აქციებსაც უფრო მრავალფეროვანს გახდის. თუმცა ეს მხოლოდ ბაზრის თავისუფლად განვითარების შემთხვევაში მოხდება.

საქართველოში მობილურ კავშირს სამ მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მათგან, ყველაზე მეტი აბონენტი სარგებლობს ჯეოსელის მომსახურებით - ბაზრის 45%25, 41%25 - მაგთის აბონენტია, ხოლო 13%25 - ბილაინის. 2010 წელს ჯეოსელმა მიიღო 282 მილიონი ლარის შემოსავალი, მაგთიკომმა - 272 მილიონი, ხოლო ბილაინმა - 70 მილიონი ლარი. სულ - 600 მილიონ ლარზე მეტი. აქედან 4 მილიონ ლარზე მეტი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულირების საფასურია.

0x01 graphic

ჯეოსელის ძირითადი ტარიფი 28.8 თეთრია. მაგთის და ბილაინს დადგენილი ტარიფები არ აქვთ. მაგთის მაქსიმალური ტარიფი შედგება ზარის წამოწყების 10 თეთრისა და ყოველ მომდევნო წუთზე - თუ აბონენტი მაგთის ქსელში საუბრობს - 5 თეთრისგან, ხოლო 18 თეთრისგან, თუ სხვა ქსელს უკავშირდება. ბილაინის ტარიფებს შორის, ყველაზე მაღალ ფასს სხვა ოპერატორებთან საუბრისთვის აწესებს ტარიფი ნული - სერვისი წუთში 28 თეთრი ღირს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად ცდილობს დაწიოს ტარიფები ანუ ხელოვნურად შეამციროს მოგება. მისი ნებისმიერი ინიციატივის მიუხედავად, რეგულირების საფასური - კომპანიის შემოსავლების 0.75%25 - უცვლელი რჩება.

თავისუფალ ბაზარზე ფასს მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. „კარგი” ან „ობიექტური” ფასი არ არსებობს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საკომუნიკაციო სერვისების კალათის მიხედვით, დაბალ გადახდისუნარიანად ითვლება ის აბონენტი, რომელიც წელიწადში 360 ზარს, 396 მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და 8 მულტიმედიურ შეტყობინებას იყენებს. საშუალო გადახდისუნარიანი - 780 ზარს, 600 მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და 8 მულტიმედიურ შეტყობინებას, ხოლო მაღალ გადახდისუნარიანი - 1, 680 ზარს, 660 მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და 12 მულტიმედიურ შეტყობინებას.

მაგალითად ავიღოთ საქართველოს ბაზრის ყველაზე დიდი წილის მფლობელი კომპანიის - ჯეოსელის ტარიფები. ამ კომპანიის მცირე გადამხდელი აბონენტი წელიწადში ხარჯავს 129 ლარს (ანუ დაახლოებით 75 აშშ დოლარს), საშუალო გადამხდელი - 262 ლარს (154 დოლარი), მსხვილი გადამხდელი - 526 ლარს (309 დოლარს). კომპანია ჯეოსელის ძირითადი ტარიფები მაგთის სტანდარტულ მომსახურებასა და ბალის ტარიფებზე უფრო მაღალია.

თუ საშუალო გადამხდელის მონაცემებს შევადარებთ იგივე OECD წევრი ქვეყნების მონაცემებს, სადაც ფიჭური კავშირის ბაზარი უკეთ განვითარებულია და თვითონ იძლევა ხარჯების დაზოგვის საშუალებას, გამოვა, რომ მობილური კავშირის ტარიფი საქართველოში OECD საშუალო ტარიფზე და 16 წევრი ქვეყნის ტარიფებზე დაბალია. მათ შორის საქართველოს უშუალო მეზობელი - თურქეთიცაა.

ამ ყველაზე პოპულარულ გაანგარიშებას ერთი დიდი ნაკლი აქვს - ის არ ითვალისწინებს ფასდაკლებების სპეციალურ პაკეტებს, აქციებს და სხვადასხვა ბრენდებს, რომლებიც კომპანიის ქოლგის ქვეშ ერთიანდება. თუ ამ ყველაფერს საქართველოს მაგალითზე განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ქვეყანაში მობილური ოპერატორების არსებობის 14 წლის განმავლობაში (პირველად, 1997 წლის მარტში, ჯეოსელი გამოჩნდა), ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენასა და კონკურენციის ზრდასთან ერთად, სერვისპაკეტები სულ უფრო მეტად მრავალფეროვანი და იაფი ხდებოდა. 2000 წელს კომპანია ჯეოსელმა დანერგა ახალი ბრენდი - ლაი-ლაი, სადაც აბონენტს ნაკლებ ფასად საუბარი შეეძლო. 5 წლის შემდეგ, ბაზარზე მაგთის ახალი ბრენდი - ბალი - გამოჩნდა, რომელიც ლაი-ლაის კონკურენტად მოიაზრებოდა. 2006 წელს ბაზარზე კიდევ ერთი დამოუკიდებელი მოთამაშე - ბილაინი შემოვიდა. კომპანიამ ბაზრის გათვალისწინებით თავიდანვე ტარიფის დივერსიფიცირების სტრატეგია აირჩია. მან მომხმარებელს ყველაზე იაფი ტარიფი შესთავაზა და ამით საკუთარი ნაკლი - შეზღუდული დაფარვის ზონა დააბალანსა. ბილაინის დაფარვის ზონის გაფართოებასთან ერთად, ბაზარზე კიდევ ერთი ახალი დაბალფასიანი ბრენდი - მაგთის ბანი - გამოჩნდა.

ნომრის პორტაბელურობის სისტემა ადრე რომ დანერგილიყო, მომხმარებელი უფრო ეფექტიანად შეძლებდა სერვისების ფართო არჩევანის გამოყენებას. თუმცა, საბაზრო მექანიზმების გააქტიურებამდე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბაზრის რეგულირების ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო. კომისიამ ურთიერთჩართვის ტარიფი ანუ ერთი ქსელიდან მეორესთან დაკავშირების ფასი 14.8 თეთრიდან 8 თეთრამდე შეამცირა.

0x01 graphic

კომისიის ლოგიკით, ამ ნაბიჯს კომპანიებისთვის ხარჯები უნდა შეემცირებინა, რასაც აბონენტებისთვის წუთობრივი ტარიფის კლება უნდა მოჰყოლოდა. სინამდვილეში ეს არასწორი გათვლა იყო: მობილური კავშირგაბმულობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა. მოკლე დროში მრავალი ინოვაციური ტექნოლოგია ინერგება. ამიტომ სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ თუ ამ გადაწყვეტილებით კომპანიების შემოსავლები გაიზრდებოდა, ნამატი თანხის დიდ ნაწილს ისინი წუთობრივი ტარიფის შემცირების ნაცვლად, რეინვესტირებისკენ მიმართავდნენ.

ახლა, როცა ნომრის პორტაბელურობა ხელმისაწვდომი გახდა, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, როგორც ჩანს, თავისივე ინიციატივის შედეგებს არ ელოდება და ბაზრის რეგულირების ახალი ინიციატივით გამოდის: პირველი აპრილიდან ყველა მობილურ ოპერატორს ერთნაირი, ზღვრული ტარიფი - წუთზე 24 თეთრი დაუდგინა. გადაწყვეტილება მცდარია: თუ ზღვრული ტარიფი საბაზრო ღირებულებაზე მაღალი აღმოჩნდება, მას ეფექტი არ ექნება. თუ საბაზროზე დაბალი იქნება (რაც მოსალოდნელია), მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოიტანს.

მომსახურების ხელოვნურად გაიაფების გამო, შესაძლოა, გაიზარდოს მობილური კავშირგაბმულობის სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა. ეს გაზრდის დატვირთვას კომპანიების გადამცემ დანადგარებზე. თუ დანადგარები მზად არ არიან ასეთი დატვირთვის მისაღებად, ეს ფიჭური კავშირის დროს შეფერხებებს გამოიწვევს.

ხარისხის შესანარჩუნებლად ორი ალტერნატივა არსებობს: კომპანიებმა ან უნდა დაზოგონ ხარჯები, რასაც, სავარაუდოდ, მოჰყვება ამ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის კლება, ან გააძვირონ სხვა სერვისის - მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ან როუმინგის საფასური.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რეინვესტირებისთვის განსაზღვრული შემოსავლების შემცირების გამო, კომპანიები ან საერთოდ ვერ შეძლებენ ახალი ინოვაციური სერვისების შეთავაზებას მოსახლეობისთვის ან ეს სერვისები მათთან დაგვიანებით მიაღწევს.

სახელმწიფოს ჩარევას ბაზარზე ყოველთვის მოსდევს ე.წ. გაუთვალისწინებელი შედეგები. ზღვრული ტარიფის დაწესებამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ეკონომიკურ ზრდაზეც იქონიოს გავლენა. მობილური ოპერატორები უცხოური ინვესტიციებით შექმნილი ბიზნესია. ზღვრული ტარიფის მოულოდნელი დაწესებით, სახელმწიფო მსგავს კომპანიებს ეუბნება, რომ საქართველოს ბაზარი არაპროგნოზირებადია და სახელმწიფომ შეიძლება ნებისმიერ დროს შეცვალოს თამაშის წესები. ამით სახელმწიფო უცხოურ კაპიტალს არა მხოლოდ ამ სფეროდან, არამედ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკიდაც დევნის.

18 რობოტი უოტსონი ადამიანებს ამარცხებს

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

0x01 graphic

1964 წელს მერვ გრიფინმა ახალი ტელეთამაში, Jeopardy! წარუდგინა ამერიკელებს, რომელშიც უბრალო მოსახლეობა მონაწილეობდა. დღესდღეობით ამ თამაშის ანალოგიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ათეულ ქვეყანაში არსებობს. ის ვიქტორინის პრინციპზეა აგებული. სამი მონაწილე კონკურსანტი ერთმანეთს მეცნიერების, ლიტერატურის, ისტორიის, პოპ-კულტურის, სპორტის, გეოგრაფიის და ა.შ. გარშემო ფაქტების ცოდნაში ეჯიბრება. ზოგიერთი შეკითხვა ხანდახან ისეა ხოლმე ჩახუჭუჭებული და ჩახლართული, რომ შეიძლება ფაქტი იცოდე და ვერ მიხვდე რას გეკითხებიან.

Jeopardy! კულტურული ფენომენია და ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღება ყველას ეამაყება. აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, ამერიკელები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ჩემპიონებს ავლენენ, თქვენ წარმოიდგინეთ აბსოლუტური ჩემპიონებიც კი ჰყავთ და ვინ წარმოიდგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანების ზეობის ხანა დასრულდებოდა! უკანასკნელი ორი კვირაა ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის თაყვანისმცემლებს სალაპარაკო თემა მიეცათ: IBM-ის კვლევითმა ჯგუფმა ახალი Deep Blue წარუდგინა მსოფლიოს, რომელმაც ჭადრაკის თამაში არ იცის, თუმცა კითხვებზე პასუხების გაცემაში მას, როგორც აღმოჩნდა, ბადალი არ ჰყავს.

750 სერვერისაგან შემდგარ ინფორმაციულ მონსტრს „უოტსონი” ჰქვია. მისი ოპერატიული მეხსიერება 16 ტერაბაიტია, გარე მეხსიერებაში კი 200 მილიონი წიგნის ნაბეჭდი გვერდია ჩატვირთული და ბონუსად ვიკიპედიის მთელი ენციკლოპედია აქვს დამატებული. უოტსონი მისმა შემქმნელებმა ინგლისური ენის სინტაქსის გარჩევის უნარით აღჭურვეს და სპეციალურად ამისათვის ხელოვნური ინტელექტის უახლესი მეთოდები გამოიყენეს.

ოთხწლიანი დაძაბული შრომის შემდეგ საუკუნის მატჩი დაინიშნა. უოტსონი Jeopardy!-ის ყველა დროის ორ აბსოლუტურ ჩემპიონს, ბრედ რატერს და კენ ჯენინგს უნდა შერკინებოდა. თამაში შეძლებისდაგვარად სამართლიანი რომ ყოფილიყო, უოტსონი ინტერნეტს ჩამოაშორეს და მხოლოდ იმის ამარა დატოვეს, რაც მასში იყო ჩატვირთული (წიგნებს დამატებული ვიკიპედია). შეკითხვა როგორც კი ჩნდებოდა ეკრანზე, უოტსონს ის კონსოლზე ტექსტის სახით მისდიოდა. შემდეგ უკვე პასუხი დასწრებაზე იყო.

თამაში ძალიან საინტერესოდ დაიწყო. უოტსონი პანტა-პუნტით პასუხობდა ინფორმატიულ შეკითხვებს, ლოგიკურ და სიტყვების თამაშზე აგებულ კითხვებზე კი „ჭედავდა” და კონკურენტები ასწრებდნენ. ტელემაყურებლებს უოტსონის „ტვინში” ჩახედვა და იმის ხილვა შეეძლოთ, თუ რა ვარიანტებს განიხილავდა ის თითოეული შეკითხვის დროს. უოტსონი კითხვებს იმდენად დამაჯერებლად პასუხობდა, რომ მაყურებლების სიმპათია უმალვე მის მხარეზე აღმოჩნდა და როდესაც ერთ-ერთ შეკითხვაზე ბრედ რატერს შეეშალა და უოტსონმა იგივე არასწორი პასუხი გაიმეორა, რასაც ადამიანი მოთამაშე არასოდეს გააკეთებს, მისთვის არავის დაუცინია. ინფორმაციული მონსტრი თანაბარი სიზუსტით პასუხობდა შეკითხვებს ბითლზის სიმღერებიდან, მსოფლიო ისტორიიდან და სამეცნიერო მიღწევებიდან და საბოლოოდ 77147$ მოაგროვა. მან თითქმის სამჯერ გაასწრო მეორე ადგილზე მყოფ კენ ჯენინგსს.

IBM-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ უოტსონი მხოლოდ კითხვებზე მოპასუხე „კალკულატორი” არ არის და ის დიდ დახმარებას გაუწევს კაცობრიობას იმ სფეროებში, სადაც ინფორმაციის დიდი რაოდენობით ათვისება და ფაქტების შედარებითი ანალიზია საჭირო. უკვე ცნობილია, რომ ექიმები უოტსონს დიაგნოზის დასმის დროს დაიხმარენ. ის საუკეთესო სეილ-კონსულტანტიც იქნება. უფრო შორეულ მომავალში კი Google-ის საძიებო სისტემას მისი მსგავსი სუპერკომპიუტერები ჩაანაცვლებენ.

19 ქართულ-სომხური ურთიერთობების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რაზა

დავით ბატაშვილი

2011 წლის 22-23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი და სამთავრობო დელეგაცია სომხეთში იმყოფებოდნენ. ხოლო 15 თებერვალს ერევანს უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვია. ეს გახდა ოფიციალური ვიზიტების იმ სერიის გაგრძელება, რომელიც საქართველო-სომხეთს შორის ბოლო პერიოდში მიმდინარეობს. უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ამ ქვეყნების პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს.

ამგვარად აქტიური პოლიტიკური კონტაქტები გასაკვირი არაა, რადგანაც ქართულ-სომხური ურთიერთობების მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს ორივე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. კონსტრუქციული კავშირები ორივესთვის მომგებიანია. ურთიერთობების დაძაბვა კი პირიქით - არც ერთი მხრისთვის არ იქნებოდა სასურველი. ორივეს უკვე აქვს მძიმე სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტები მეზობელ სახელმწიფოებთან და ერთმანეთთან ურთიერთობების გამწვავება ვითარებას ძალიან გააუარესებდა, როგორც საქართველოსთვის, ისევე სომხეთისთვის.

ქართულ-სომხური ურთიერთობების ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც ოფიციალურ დონეზე ვერავინ ისაუბრებს, არის რთული დამოკიდებულება, რომელიც ქართული და სომხური საზოგადოებების ნაწილებს აქვთ ერთმანეთის მიმართ. ეს „რთული დამოკიდებულება” წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის პრეტენზიების, უარყოფითი სტერეოტიპების და უნდობლობის ნაზავს. ამ ფენომენს ადგილი აქვს ორივე მხრიდან, მაგრამ ამჟამად ყურადღება ქართულ მხარეზე შევაჩეროთ.

სომხების მიმართ რთულ დამოკიდებულებას საქართველოში თავისი ისტორია აქვს. საერთოდ, მეზობლებს ძალიან ხშირად აქვთ პრობლემური ურთიერთობა. ეს ასეა ევროპაშიც, აზიაშიც, ლათინურ ამერიკაშიც და სხვაგანაც. ბუნებრივია, რომ საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა დროს, ქართველებს და სომხებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები გაუჩნდებოდათ ხოლმე - ხან ეკლესიურ საკითხებზე, ხან კიდევ რაზე. მაგრამ თანამედროვე პრობლემები ქართულ-სომხურ ურთიერთობებში სათავეს იღებენ მე-19 საუკუნეში.

სწორედ მე-19 საუკუნეში ეკონომიკური წყობა საქართველოში ფეოდალური მოდელიდან კაპიტალისტურზე გადავიდა. მსოფლიოს ყველა საზოგადოებაში, სადაც კი ამ პროცესს ადგილი ჰქონია, მას თან ახლდა სოციალური კონფლიქტები. ბურჟუაზია იმკვიდრებდა თავის პოზიციებს და ხშირად ამას სხვა სოციალური ფენების ხარჯზე აკეთებდა, რაც, ცხადია, ამ უკანასკნელთა უკმაყოფილებას იწვევდა.

ქვეყნების უმეტესობაში ბურჟუაზია დიდწილად მკვიდრი ეთნოსების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა. საქართველოში ასე არ მომხდარა. აქ ახლად დამკვიდრებულ ბურჟუაზიაში ქართველები მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდნენ. ძირითადად ის სხვა ეთნოსების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა, დიდწილად კი სომხებისაგან. ამის შედეგად, სოციალურ კონფლიქტებს, რომელიც ამა თუ იმ პერიოდში ევროპის ყველა ქვეყანას ახასიათებდა და ბუნებრივიც იყო, საქართველოს შემთხვევაში სოციალურის გარდა ეთნიკური ელფერიც ეძლეოდა. კომერსანტი, რომელიც სხვების სიღარიბის ფონზე მდიდრდებოდა, ვალების დაბრუნებას მოითხოვდა, მიწის ნაკვეთებს ეპატრონებოდა და ამ ყველაფრით გარშემომყოფთა უკმაყოფილებას იწვევდა, სხვების თვალში იყო არა მხოლოდ ბურჟუა, არამედ ასევე უცხოტომელიც. ამიტომ, უარყოფითი დამოკიდებულება სოციალური ნიშნით გადადიოდა უარყოფით დამოკიდებულებაში ეთნიკური ნიშნითაც. ამას ადგილი ჰქონდა როგორც არისტოკრატიის, ისევე „დაბალი“ სოციალური ფენების მხრიდან.

მე-19 საუკუნეში სომხების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დამატებითი მიზეზი იყო სომხური ინტელექტუალური ელიტის პრეტენზიები ქართულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე. ასეთი პრეტენზიები თავისთავად იწვევდა ქართული ინტელექტუალური ელიტის გაღიზიანებას. ფაქტორების ამ ერთობლიობის შედეგად მე-19 საუკუნის ქართველების დიდი ნაწილის აღქმაში სომხების საკმაოდ უარყოფითი კოლექტიური სურათი ჩამოყალიბდა.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ დიდწილად გაქრა პოლიტიკური ან სოციალური საფუძვლები ქართულ-სომხური დაპირისპირებისთვის. შესაბამისად, სომხების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას სიმწვავე დააკლდა. მაგრამ სრულიად ის არ გამქრალა. კვალი, რომელიც ქართულ საზოგადოებაში მე-19 საუკუნეში მიმდინარე პროცესებმა დატოვეს, საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა. გარკვეული გავლენა მას დღემდე არ დაუკარგავს. ცხადია, დღევანდელ ქართულ-სომხურ ურთიერთობებში ობიექტურად არსებობს გამაღიზიანებელი ფაქტორები. მაგალითად, ისევ არსებული პრეტენზიები ქართულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე სომხური საზოგადოების ნაწილის მხრიდან. მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი, სომხებზე უარყოფითი შეხედულება საქართველოში ზოგჯერ სცილდება რაციონალობის ფარგლებს. აუცილებელია ჩვენი კანონიერი ინტერესების დაცვა, მათ შორის სომხეთთან ურთიერთობისას, მაგრამ არ არის საჭირო ამას თან სდევდეს ზედმეტად ემოციური ფონი.

არარაციონალობა არის სისუსტე. სისუსტეებით კი მოწინააღმდეგე სარგებლობს ხოლმე. ჯერ კიდევ იმპერიული რუსეთის შიდა უშიშროების სამსახურები იყენებდნენ ეთნიკური დაპირისპირების გაღვივებას თავისი მიზნების მისაღწევად. ხოლო ჭეშმარიტად მაღალ დონეზე ეს ხელობა საბჭოთა სპეცსამსახურებმა აიყვანეს. 1988 წლიდან მათ ამის დემონსტრირება აქტიურად დაიწყეს კავკასიაში, შუა აზიაში, მოლდოვაში. რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებში ამ ტრადიციამ, ან თუ გნებავთ სკოლამ, გაგრძელება ჰპოვა.

რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი მიზანი კვლავ არის საქართველოს დესტაბილიზაცია და/ან მისი მმართველი რეჟიმის განადგურება. მორიგი სამხედრო თავდასხმისგან რუსეთს ამ ეტაპზე საგარეო პოლიტიკური ფაქტორები აკავებენ, ხოლო შიგნიდან გადატრიალების მოწყობა საქართველოში ჯერჯერობით ვერ გამოდის და ვერც ახლო მომავალში გამოვა. აქედან გამომდინარე, რუსეთი ცდილობს საქართველოს და მისი ხელისუფლების მდგომარეობის თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ გაუარესებას. ამ თვალსაზრისით საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობის გამწვავება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იქნებოდა.

რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ინტერესებს ასეთი გამწვავება საშინლად დააზიანებდა. სტრატეგიულად სომხეთი ძალიან არის დამოკიდებული საქართველოზე. საერთაშორისო ვაჭრობის და ზოგადად გარე სამყაროსთან სახმელეთო და საზღვაო კონტაქტის შესაძლებლობა სომხეთს ძირითადად საქართველოს მეშვეობით აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხეთისთვის დღეს მიუღებელია როგორც გადამტერებული საქართველო, ისევე ქაოსში ჩაფლული საქართველო. სომხეთის სტრატეგიულ აუცილებლობას, რომელიც გარე სამყაროსთან საიმედო სატრანსპორტო კავშირის არსებობაში მდგომარეობს, აკმაყოფილებს მხოლოდ ისეთი საქართველო, რომელიც ერთდროულად მეგობრულიც და სტაბილურიც არის. ამის გარდა, საქართველო-სომხეთის ურთიერთობების გაუარესება ძალიან დაასუსტებდა სომხეთის პოზიციებს აზერბაიჯანთან. ამ ქვეყანასთან კი სომხეთს საკმაოდ რთული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება აქვს.

ამ ყველაფრის გამო, სომხეთის სახელმწიფოს აზრი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქართულ-სომხური ურთიერთობები, რუსეთის აზრს არანაირად არ ემთხვევა. სწორედ ამის სადემონსტრაციოდ გადასცა 2009 წლის 26 ივნისს სომხეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ღირსების ორდენი - სომხეთის უმაღლესი ჯილდო. საინტერესოა, რომ სწორედ 2009 წლის ზაფხულში რუსეთის რიტორიკა საქართველოს მიმართ იყო უფრო აგრესიული, ვიდრე როდესმე 2008 წლის აგვისტო-სექტემბრის შემდეგ.

ცხადია, არც საქართველოს აძლევს ხელს სომხეთთან ურთიერთობების დაძაბვა. რუსეთიდან მომდინარე მუდმივი ზეწოლის გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვნად გააუარესებდა ჩვენს მდგომარეობას. რუსეთი კი მიიღებდა დამატებით საშუალებებს ჩვენ წინააღმდეგ სამოქმედოდ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამოდის, რომ ქართულ და სომხურ საზოგადოებებში გავრცელებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, საქართველოს და სომხეთის სტრატეგიული ინტერესი არის ორ ქვეყანას შორის შეძლებისდაგვარად კარგი ურთიერთობების არსებობა. ორივე სახელმწიფოს ეს გარემოება, როგორც ჩანს, გააზრებული აქვს. თუმცა, ქართულ და სომხურ საზოგადოებებზე იმავეს თქმა ზოგჯერ უფრო ძნელია.

20 გოთემ სითის Meloდრამა

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კალათბურთი

ზურაბ თალაკვაძე

მელოდრამა მორჩა, სერიალი დასრულდა, ბლოკბასტერი იწყება! ჰაივეიზე რიდლი სკოტის და ოლივერ სთოუნის ტრეილერებს მიაყენებენ. დენზელ ვაშინგტონი თავის საყვარელ, მაკის ფუნთუშებს მიიღებს და კასტინგის ბოსები ევა მენდესს დაიწუნებენ. კიდევ ბევრი გაუგებარი მსხვილმანი მოხდება და სათაურებში მაინც ეს ხუთი სიტყვა ისეირნებს - კარმელო ენტონი ნიუ იორკ ნიქსშია!

0x01 graphic

კარმელო ენტონი

ნიუ იორკში სულ ვიღაც ღელავს, შფოთავს, უმიზეზოდ ვერ ისვენებს. ბოლო სამ თვეში ნიქსის ამბები ამერიკული ფოლკლორის პირველ პერსონაჟს, ბეისბოლისტ იანკისაც კი უჯოკრავდა. შეიცვალა ჰედლაინები.

ნიქსიც შეიცვალა. ერთი ტრანსფერით გუნდი ზედა ეშელონში შევიდა. ოღონდ, კალათბურთით არ შესულა. აღმოსავლეთში კარგ გუნდებს მინიმუმ, ორი მაგარი ბიჭი ჰყავთ და ნიქსში მხოლოდ ამარე სტაუდმაიერი იყო. კარმელოსთან ერთად ამარე და ნიქსი ბევრად მეტ ნიქსურ აქსესუარს გაყიდიან.

სამგუნდიანი ტრეიდით, ნიქსმა მიიღო კარმელო ენტონი, ჩონსი ბილაფსი და ორი მობალასტო ელემენტი.

დენვერში გადააგზავნა უილსონ ჩენდლერი, დანილო გალინარი, ტიმოფეი მოზგოვი, რეიმონდ ფელტონი, ნიქსის 2014 წლის დრაფტის პირველი ნომერი, ნიქსის 2015 წლის დრაფტის მეორე ნომერი. ნაგეთსის საბანკო ანგარიშზე 3 მილიონი დოლარიც დასვეს. ან ძალიან მალე დარიცხავენ.

მინესოტაში გაუშვა ნიქსის ცენტრი ედი კარი და ენტონი რენდოლფი, ნიქსში კი იმპოტენტი (კალათბურთში) კორი ბრიუერი ჩასვეს.

ამ სავაჭრო სამკუთხედმა არასასიამოვნოდ დაამშვიდა ისტ რუზერფორდის ძველი ბიჭები, მიხაილ პროხოროვი და ჯეი ზი. 2012-ში ნიუჯერსი ნეთსის ბოსები ახალ დარბაზს გახსნიან და პრეზენტაციაზე მეხუთე ელემენტით მისვლა უნდოდათ. მილაზე სექსუალური ელემენტით, კარმელოთი. არ გამოვიდა.

ახალი გუნდით, ამარეს და მელოს საინტერესო წყვილით, ნიქსი აღმოსავლეთის პირველ წრეს მაინც ვერ გაივლის.

აქ ყველაფერი აუხსნელად გასაგებია.

ნიქსი ვერ მიუახლოვდება სელტიქსს. ნიუ იორკში სურვილი და მილიონებია. ბოსტონში გარნეტი და ტრადიციები.

ნიქსი ვერ მიუახლოვდება მაიამის. რთულია ჩიკაგოსთან არმრესტლინგში ხელის გადაწევაც. სლაივით კეპი რომც შემოიტრიალო, მაინც რთულია.

ნიქსთან შედარებით, დაულაგებელი მეჯიქი დალაგებული სან ანტონიოა. ატლანტამდეც შორია.

ენტონი ნიქსშიც ბლომად ჩაყრის. არ ჩავა დაცვაში, დაეზარება ზონაში ჩადგომა, მოსახსნელს არ მოხსნის და საკუთარ სამწამიანში მეორადში შეძენილ ვიგვამს დააყენებს. წარწერით, „ჩვენთან ყველა სტუმარი მასპინძელია”.

ნიქსმა დაშალა გუნდი, რომელიც მაიკ დ'ანტონიმ ფინიქსის მოდელზე ააგო. სწრაფი, უკომპლექსო კალათბურთი, ცუდი სტივ ნეშით (რეი ფელტონით) და რეალური სტაუდმაიერით (ამარე), მიზერული ცენტრით (რონი ტურიაფი) და საუკეთესო მოზგოვით (მოზგოვებში). დ'ანტონიმ დირკზე ცუდი ნოვიცკიც აიყვანა (დანილო გალინარი) და კალათბურთის ვენსან კასელიც მელოს ტრეიდში ჩართო.

0x01 graphic

ამარე სტაუდმაიერი
ფოტო: REUTERS ©

ნიქსი ოფიციალურად ისევ საკალათბურთო რუკაზეა. ფლორიდა ამ რუკაზე პატ რაილიმ და დუეინ უეიდმა დააბრუნეს და შაკმა გუნდს ლარი ო'ბრაიენის თასი აჩუქა.

მასაჩუსეტსი რუკაზე გარნეტის და რეი ალენის ტრეიდმა დააბრუნა. რაჟონ რონდოს ცელქობაც აუცილებელი იყო.

ილინოისი რუკაზე დერიკ როუზით დაბრუნდა. მოუსვენარ ახალგაზრდას იქ ლუოლ დენგი და იანიკ ნოას შვილი დახვდნენ. მოგვიანებით, ბულზმა კარლოს ბუზერიც მიიღო.

ნიქსი შეიცვალა და ვერ გახდა უკეთესი. ჩონსი ფელტონზე ბევრად საჭირო და წონადი ფიგურაა და პირველ ნომერზე დ'ანტონის გუნდს პრობლემა არ ექნება. დასვენებული ბილაფსი ნებისმიერ გუნდს დაალაგებს. დასვენებულმა ბილაფსმა დენვერი დასავლეთის ფინალში გაიყვანა და იქ კინაღამ ჯეკ ნიკოლსონის ფავორიტები წააქცია.

ჩონსი ბონუსია, მაგრამ ნიქსს მისი შემცვლელი არ ჰყავს.

ამარე დაკომპლექსებული მილიონერების კლასიდან გარიცხეს და მაღალი კაცი იმ წელსვე ჩემპიონების კურსზე ჩაირიცხა. უბრალოდ, გუნდს მისი შემცვლელიც არ ჰყავს. პროგრესირებდა მოზგოვი და რუსი უკვე დენვერშია. იქ მონდომებული ნენეს და კრიმინალი ანდერსენის გამო თითქმის ვერ ითამაშებს.

კარმელო უპრობლემოდ აიღებს 25 ან მეტ ქულას, მშვიდად ჩააგდებს საჯარიმოების 82 პროცენტს და 8 მოხსნასაც დისქაუნთით შეიძენს. კარმელომ იქნებ რამდენიმე ელეგანტური დაიმიც გააკეთოს და ბრიფინგებზეც არ იძველბიჭებს. დ'ანტონის გუნდში ძველბიჭობა არ მოსულა.

მერე დაიწყება ფლეი-ოფი და მორჩება ნიქსის ილუზია. სტაუდმაიერი დაიკარგება. კარმელო დაიკარგება. ბილაფსი დაიღლება. დ'ანტონი დაიბნევა. გუნდი დადგება და პირველივე წრეში გავარდება.

ფანებს გაახსენდებათ მონდომებული ფელტონი, უნივერსალი გალინარი, იმედისმომცემი მოზგოვი, მოურიდებელი ჩენდლერი და ორი წლის შემდეგ, დრაფტზე ასაყვანი პოტენციური ლიდერი. ყველაფერი ეს ნიქსმა კარმელო ენტონიში და ასაკში შესულ ბილაფსში გაცვალა.

ნიუ იორკში მაინც ყველაფერი შეიცვალა და კიდევ უფრო შეიცვლება. Medison Avenue ისევ ნიქსის კარვებით აჭრელდება და კარმელო ფანების ფავორიტებში შევა. ოფიციალურად, ნიქსი ნიუ იორკის და ისტ რუზერფორდის ფავორიტია.

ოფიციალურად, ნიქსი ამარეს და კარმელოს გუნდია.

არაოფიციალურად, ნიქსი დაულაგებელი და უაზრობამდე გაპიარებული ბანდაა.

არაოფიციალურად, ნიქსი მაინც აიზია ტომასის წახდენილი ბარია. წლების წინ ტომასმა, გუნდის საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტის რანგში, ნიქსის ნგრევა დაიწყო და ეს პროცესი დღემდე არ დასრულებულა.

0x01 graphic

ჩონსი ბილაფსი

ნიქსი დიდ ფინალში ბოლოს, 1999-ში, ლატრელ სპრიუელის, ალან ჰიუსტონის და პატ იუინგის დროს გავიდა.

ადრე ძველი ბიჭები მართლა კალათბურთს თამაშობდნენ და დღეს, ძველი ბიჭები ძველბიჭობენ. კარმელო ენტონის ტრანსფერით, ნიქსში პროგრესი გარდაიცვალა.

ფანები ერთჯერადად დაკმაყოფილდებიან. შემდეგ, ჰიტთან სერიის 0:4 წაგების შემდეგ გაეღვიძებათ და გუნდის ოფისის ფანჯრებთან ფელტონის და გალინარის დაბრუნებას მოითხოვენ.

კარმელოს ტრეიდმა გოთემ სითი მოკლა.

21 რიხარდ II და Training Day

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ჩოგბურთი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

19 წლის მილოშ რაონიჩი ყველაფერს სწრაფად ითვისებს.

არ უნდა აირიდო ჟურნალისტებთან აუცილებელი საუბარი და სულელურ კითხვებზეც, ყველას მშვიდი ფიზიონომიით უნდა უპასუხო.

არ უნდა გააფორმო სასპონსორო ხელშეკრულება რომელიმე მსუნაგ კომპანიასთან და ერთჯერად საგნად არ იქცე. ბოლო დროს თითქმის სულ ასე ხდება. მილოში ამას აიცილებს.

არ უნდა დაიქირავო მწვრთნელად მარკ ფილიპუსისი. მერე, როდ ლეივერზე მაგარიც რომ გახდე, სულ „მეორე ფილიპუსისი“ იქნები. თან, მარკი მალე ისედაც დაბრუნდება და ამ შედარებას თავისი შარმი ეკარგება.

არ უნდა მოეშვა ფინალში ენდი როდიკთან. სეზონში ერთხელ, ეს ბიჭიც იღებს კრედიტში მოტივაციას და ჩოგბურთის თამაშს იწყებს.

არ უნდა იწვალო იქ, სადაც სხვები რელაქსაციის კურსებს გადიან. რაონიჩი სულ დაძაბული, სტალონეს მეორე ცოლივით ზედმეტად მოტივირებულია. ბრიჯიტ ნილსენს სლაის მილიონები უნდოდა. და მილოშს… რა უნდა მილოშს? ყველაფერი. თუ ტრავმატოლოგებთან არ იძმაკაცებს, მილოშ რაონიჩი მსოფლიოს პირველი ჩოგბურთელი გახდება.

ესპანელი პიტბული ჯერ დალეწილია, როჯერი მირკას წითელ წინდაზე გასულ თვლებს ეძებს, ჯოკოვიჩი შეივინგის კურსებზე დადის, დავიდენკოს იუჟნის კეფიდან თმა გადაუნერგეს და ნიკოლაი მელოტების ლიგაში საწევროს აღარ გადაიხდის. ჯონ მაკინროიმ კიდევ ერთი ნახატი გაყიდა. ენდი მარეი სულ ენდი მარეი იქნება. პრო ტურის ახალი ჰიტი ორმეტრიანი, ბუნჩულა ბავშვი, მილოშ რაონიჩია.

კორტზე გადაადგილებით, მოწოდებით, ხვნეშით, გარეგნობით რაონიჩი კიდევ ერთი საყვარელი გიგანტის, ჰოლანდიელი რიხარდ კრაიჩეკის კლონია. რიხარდმა კარიერის განმავლობაში ყველაფერი მოიტეხა, ერთხელ მოიგო უიმბლდონი და დადებითი ტიპი იყო. არავისთან არ მეგობრობდა და მაინც ყველა ემეგობრებოდა. შემდეგ, ულამაზესი გოგონა მოიყვანა ცოლად და სახლში პრივატული სამოთხე აქვს. კრაიჩეკი და როჯერ ფედერერი რაონიჩის კერპები არიან. მილოში ამ ორის ჩოგბურთზე იზრდებოდა. როჯერი და რიხარდი რაონიჩისთვის შედევრალური Training Day-ს კორუმპირებული მასწავლებლები იყვნენ. ოღონდ, თავიდან კორუმპირებული და შემდეგ, გამოსწორებულები. მგელივით ყმუილიც აათვისებინეს და უცხო, მტრულ გარემოცვაში აზრზე მოსვლის გზებიც გაუნათეს.

რაონიჩი ეისმენია. ერთ VS-ში საშუალოდ 20 ბაზუკაზე მეტს უშვებს და იგებს. წელს თითქმის სულ იგებს.

მოიგო სან ხოსეში. ფინალში სამ სეტში პირველი ათეულის წევრს, ფერნანდო ვერდასკოს მოუშალა ნერვები.

ავსტრალიის ღია პირველობაზე კოალების სანატორიუმში შეიარა, იქ დადებითი ენერგიით დაიტვირთა და მესამე წრეში იუჟნი მიტყიპა. აქეთ-იქიდან სულ ფორჰენდ-ბექჰენდები ურტყა. თან, კრაიჩეკივით ეღიმებოდა. მეიჯორზე რაონიჩი მეოთხე წრეში გავიდა.

მემფისში ჩავიდნენ უხასიათო როდიკი, სექსუალური ხუან მარტინ დელ პოტრო, მადამ ტიუსოს მუზეუმის პერსონაჟი ლეიტონ ჰიუიტი, „ტიტანიკის“ გადასაღები მოედნიდან წამოღებული მარდი ფიში და მოქმედი ჩემპიონი სემ ქუერი. რაონიჩიც ამ გაუგებრობაში მოხვდა და ეგრევე მოუგო ვერდასკოს. მეორედ სამ დღეში.

ფინალში მილოშს როდიკმა 7:6, 6:7, 7:5 აჯობა.

ფინალში მილოშმა 32 ეისი დასვა.

ფინალით რაონიჩი უფრო მიუახლოვდა კრაიჩეკს. რაონიჩი უკვე 37-ეა რეიტინგში. ძალიან მალე პირველ ოცეულში შევა.

Training Day მორჩა. სეზონის ბოლოს პრო ტურზე ოსკარებს დაარიგებენ. ნომინანტებში რაონიჩიც იქნება.

22 ბაჰრეინის დიდი პრიზი: მშვიდობით თუ დროებით?

▲ზევით დაბრუნება


ფორმულა 1|სპორტი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

0x01 graphic

ბაჰრეინის სარბოლო ტრასა
ყველა ფოტო: REUTERS ©

ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი 13 მარტის ნაცვლად 27 მარტს ავსტრალიის დიდი პრიზის გათამაშებით დაიწყება.

პირვანდელი განრიგით, 2011 წლის ჩემპიონატი ბაჰრეინის რბოლით უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელმა ბერნი ეკლსტოუნმა დიდი პრიზის გათამაშება დროებით გააუქმა.

„ამ გადაწყვეტილების მიღება, ცხადია, ადვილი არ იყო, მაგრამ შექმნილი მდგომარეობით ვიხელმძღვანელეთ და ჩავთვალეთ, რომ რბოლის გაუქმება საუკეთესო გამოსავალი იყო. ვესაუბრე ბაჰრეინის დიდი პრიზის ორგანიზატორებს, მათ კი მონაწილეთა უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტია ვერ მომცეს. ასეთ დროს რისკზე წასვლა არ ღირს”, - განუცხადა ეკლსტოუნმა გაზეთ დეილი ტელეგრაფს.

მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის სეზონი ბაჰრეინის ნაცვლად ავსტრალიაში გაიხსნება, შესაძლოა, სპარსეთის ყურეში მდებარე ამ პატარა ქვეყანა-კუნძულმა დიდი პრიზის გათამაშებას მაინც უმასპინძლოს. ეკლსტოუნის თქმით, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ერთ-ერთის მიხედვით, ჯერ საბოლოოდ არაა დამტკიცებული 30 ოქტომბერს ინდოეთის დიდი პრიზის გათამაშება და ბაჰრეინმაც, შესაძლოა, სწორედ მაშინ უმასპინძლოს რბოლას.

გრან-პრის გაუქმება უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული, ერთ- ერთი პირველი კი, ცხადია, ფინანსური მხარეა: ფორმულა 1-ის მესვეურების გადაწყვეტილებით ძალიან იზარალეს ბაჰრეინის დიდი პრიზის სპონსორებმა, ქვეყნის საავტომობილო ფედერაციამ და ა.შ.

ბერნი ეკლსტოუნი: „რაც მოხდა, გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო, ჩვენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ეს იგივეა, ვთქვათ, მიწისძვრა მომხდარიყო და ტრასა დაენგრია. რაც შეეხება ფინანსურ ზარალს, ვხვდები, რომ ორგანიზატორები არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ხომ არსებობენ სადაზღვევო კომპანიები? ნუ დაგავიწყდებათ, რომ მომხდარით მხოლოდ ბაჰრეინში არ იზარალეს, ეს მთლიანად ფორმულა 1-ის სამყაროზეც უარყოფითად აისახა”.

2010 წლის 8 სექტემბერს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ 2011 წლის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც 20 რბოლა შევიდა. ფორმულა 1-ის ისტორიაში ეს რეკორდისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო - აქამდე ერთ სეზონში ამდენი დიდი პრიზი არასდროს გათამაშებულა. თუმცა, თუ წლეულს ბაჰრეინმა შეჯიბრებას ვერ უმასპინძლა, რეკორდი არ დაფიქსირდება.

27 მარტს, ავსტრალიის დიდი პრიზის შემდეგ, წლევანდელი ჩემპიონატის ეტაპებს ქვეყნები შემდეგი განრიგით უმასპინძლებენ: მალაიზია - 10 აპრილი, ჩინეთი - 17 აპრილი, თურქეთი - 8 მაისი, ესპანეთი - 22 მაისი, მონაკო - 29 მაისი, კანადა - 12 ივნისი, ესპანეთი (ევროპის დიდი პრიზი) - 26 ივნისი, დიდი ბრიტანეთი - 10 ივლისი, გერმანია - 24 ივლისი, უნგრეთი - 31 ივლისი, ბელგია - 28 აგვისტო, იტალია - 11 სექტემბერი, სინგაპური - 25 სექტემბერი, იაპონია - 9 ოქტომბერი, კორეა - 16 ოქტომბერი, ინდოეთი - 30 ოქტომბერი, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 13 ნოემბერი, ბრაზილია - 27 ნოემბერი.

2011 წლის ჩემპიონატში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ბოლოსთვის კი შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული გერმანელმა სებასტიან ფეტელმა მოიგო, კონსტრუქტორთა თასი კი მისმა გუნდმა, ავსტრიის რედ ბულ რეისინგმა.

23 პიტნიანი ჩაილურის წყალი

▲ზევით დაბრუნება


დავით კოვზირიძე|სვეტი

0x01 graphic

იმ დღეს ასეთ სათაურს წავაწყდი - ლიონელ მესი: უწინ ფეხი გამიხმეს, ვიდრე რეალის მაისურა მოვირგო!

მერე საფეხბურთო მატჩის რეპორტაჟისას თქვა კომენტატორმა, ამ ფეხბურთელს ვერტიკალურად სირბილი სულაც არ ეპიტნავებაო.

პრესკონფერენციაზეც მომისმენია ასეთი კითხვა: ბატონო ჰექტორ (კუპერს ჰკითხა ერთ-ერთი წამყვანი გაზეთის წამყვანმა რეპორტიორმა), არ ფიქრობთ, რომ თქვენმა გადაწყვეტილებამ ჩაილურის წყალი დალია?

0x01 graphic

სასაცილოა ეს ყველაფერი? რასაკვირველია, ეს ძალიან სასაცილოა. მაგრამ რა ვქნა, ქართული სპორტული ჟურნალისტიკა რომ ჩაილურის წყალს სვამს, ეს სულაც არ მეპიტნავება. ამიტომ, გავიცინოთ და გავარკვიოთ, რისი ინდიკატორია ეს ხარისხი, რა იწვევს მას და რას იწვევს ის.

ამ დონის გამომწვევი მიზეზები და ნახსენები ინდიკატორი ერთმანეთზეა გადაბმული და მათზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორი იკვეთება. ესენია: გაუნათლებლობა (როგორც ზოგადი, ისე ვიწროპროფესიული), უინტელექტობა, უპასუხისმგებლობა, უინტერესობა, უდარდელობა, უკონკურენტობა და უგემოვნება. უფრო მოკლედაც შეგვეძლო - არაპროფესიონალიზმი. ანუ, ამ სასაცილო ამბების გამომწვევი მიზეზი არაპროფესიონალიზმია და ეს სასაცილო ამბები სწორედ ამ უმეცრების მაჩვენებელი გახლავთ. მიზეზი უდრის შედეგს. მარტივია.

ეს კია მარტივი, მაგრამ როდესაც გადავდივართ იმაზე, თუ რას იწვევს სასაცილო არაპროფესიონალიზმი, საქმე რთულდება. ჩართეთ ტელევიზორი, უყურეთ (უსმინეთ) რეპორტაჟებს, სპორტულ თოქ-შოუებს, კარგად დააკვირდით, რას ეკითხებიან მათი წამყვანები სტუმრებს, რას პასუხობენ სტუმრები და რას ლაპარაკობენ მაყურებლები, რომლებიც სტუდიაში რეკავენ. და თუ რამეს გაიგებთ, მიხვდებით, რა და როგორ რთულდება, რას იწვევს ზემოხსენებული ბევრი „უ”.

საშუალოსტატისტიკური ქართველი გულშემატკივარი პირდაპირ ეთერში რეკავს და უმარტივესი ფორმა-შინაარსის კითხვის ჩამოყალიბებას ხუთ წუთს ანდომებს, თუმცა შენ ვერ იგებ, რაზეა ლაპარაკი. მერე მედიდური წამყვანი ცდილობს კითხვის ტრანსფორმირებას. ისევ ბურუსი. ბოლო დარტყმას კი სტუმარი, სავარაუდოდ, ექსპერტი გაყენებს. გადის თხუთმეტი წუთი და არც არაფერი, თავის ტკივილის გარდა. და საინტერესოა, ამ ტელევიზიების ხელმძღვანელებს არ ადარდებთ, რომ გადაცემა თავის ტკივილს იწვევს? საერთოდ, უყურებენ თავიანთ პროდუქციას? შეიძლება, ერთმა და იმავე ადამიანებმა ათწლეულები იმუშაონ ერთ საქმეზე, დღითი დღე დეგრადირდნენ და ამას არავინ აქცევდეს ყურადღებას? როგორც ჩანს, შეიძლება. და რადგან ეს შეიძლება, რადგან ეს ადამიანები მოურიდებლად გვაყენებენ შეურაცხყოფას (ჩემთვის ეს შეურაცხყოფაა), მაშინ ჩვენც მივცეთ საკუთარ თავს უფლება და ვთქვათ: ის, რაც დღეს ქართულ ტელესივრცეში ხდება სპორტული თოქ-შოუების და რეპორტაჟებისას, არის ძალიან სამარცხვინო, მარაზმამდე მისული პროვინციალიზმი და ამას ბოლო უნდა მოეღოს!

ამ ფონზე სასიამოვნოა GMG-ის სპორტული არხების გამოჩენა. პროექტს ვგულშემატკივრობ როგორც სუბიექტურად (ჩემი მეგობრებიც მუშაობენ), ისე ობიექტურად: წესით, ამ ნოვაციამ სპორტული ტელეჟურნალისტიკა უნდა განავითაროს. თუმცა ეს მხოლოდ სწორად მუშაობით, კონკურენციის შექმნით და ახალგაზრდების ჩართვით იქნება შესაძლებელი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კვლავ მოგვიწევს ამის მოსმენა: პატივცემულო მაყურებლებო, ამ სპორტის წესებში კარგად ვერ ვერკვევი და შეცდომები უნდა მაპატიოთ...

24 მეცხრე თაობის ჰონდა სივიკი

▲ზევით დაბრუნება


ავტო

მერაბ ლორთქიფანიძე

0x01 graphic

ჰონდამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, სივიკის მეცხრე თაობის მოდელის ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი ორი ძარით (სედანი და კუპე) და ხუთი ვერსიის სახით გაიყიდება. კომპანიის განცხადებით, ახალი სივიკის შემუშავებისას, ინჟინრებს მთავარი ყურადღება საწვავის ეკონომიურობაზე ჰქონდათ გადატანილი.

0x01 graphic

პირველი ვერსია ჩვეულებრივი ძრავებით აღჭურვილ სედანებს და კუპეებს მოიცავს. მეორე ეკონომიური ვერსია HF-ია, მესამე - სპორტული Si, მეოთხე ჰიბრიდული, მეხუთე კი გაზზე მომუშავე აგრეგატითაა აღჭურვილი. ამ ხუთიდან ყველაზე ეკონომიური HF და ჰიბრიდული ვერსიებია, რომელთა ხარჯიც 100 კილომეტრზე (ქალაქგარეთ მოძრაობისას) შესაბამისად, 5.7 და 5.2 ლიტრია.

სივიკ HF ბენზინის 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი i-VTEC ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 140 ცხენის ძალას ავითარებს და რომელთანაც 5-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. სხვათა შორის, ეს ძრავა ახალი არაა და მას წინა თაობის სივიკზეც იყენებდნენ. გაზრდილი ეკონომიურობა კი იმის შედეგია, რომ ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებით და სისტემა „ეკო ესისტით” აღიჭურვა. სხვათა შორის, ამ სისტემას ჰონდა ადრე მხოლოდ ჰიბრიდულ მოდელებზე - CR-Z-სა და ინსაითზე იყენებდა. ყოველივეს შედეგად, წინა თაობის სივიკთან შედარებით, ახალი დაახლოებით 0.5 ლიტრით ნაკლებ ბენზინს წვავს.

რაც შეეხება ჰიბრიდულ სივიკს, მის ძალურ დანადგარში, 1.5-ლიტრიანი ბენზინის აგრეგატი, პატარა ელექტროძრავი, უსაფეხურო ვარიატორი და ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი შედის. ცნობისთვის, ელექტროენერგიის დაგროვების საშუალებად, ჰონდა ასეთ აკუმულატორებს პირველად იყენებს.

სპორტული სივიკი კი 2.4-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 200 ცხენის ძალას ავითარებს. ამ აგრეგატმა 2.0-ლიტრიანი ძრავა შეცვალა, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 197ცხენის ძალა იყო. ძრავის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს (230 ნმ, რაც წინამორბედის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 22%25-ით მეტია) 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი გადაამუშავებს და წინა წამყვან ბორბლებს აწვდის. სპორტული სივიკის დინამიკური მახასიათებლების გამოქვეყნებისგან, ჰონდა ჯერჯერობით თავს იკავებს.

„დღეისათვის ავტობაზარზე სივიკი ერთადერთი მოდელია, რომელიც მყიდველის ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებს - არის ეკონომიური, სპორტული, ოპტიმალურად აღჭურვილი, ალტერნატიულ საწვავზე მომუშავეც და, რაც მთავარია, დიდხანს ინარჩუნებს თავის ღირებულებას”, - ამბობს ჰონდას ამერიკული შტოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჯონ მენდელი.

მეცხრე თაობის სივიკის გაყიდვას ჰონდა პირველ რიგში ამერიკაში დაიწყებს, შემდეგ კი მას ევროპასა და სხვა ბაზრებზეც შეიტანს.

25 სუპერეკონომიური ნისან მიკრა

▲ზევით დაბრუნება


ავტო

მერაბ ლორთქიფანიძე

0x01 graphic

0x01 graphic

ნისანმა თავის პოპულარულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ მიკრას ახალი, სუპერ ეკონომიური ვერსია DIG-S (დირექტ ინჯექშენ გაზოლინ-სუპერჩერჯერ) შექმნა, რომელიც გარემოს ნახშირორჟანგით მინიმალურად აბინძურებს.

ავტომობილი ბენზინის სამცილინდრიანი 1.2-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა და მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. გარდა ამისა, ავტომობილის ეკონომიურობის გაუმჯობესებას სისტემა სტოპ-სტარტიც უზრუნველყოფს.

ძრავი 98 ცხენის ძალას და 142 ნიუტონმეტრს ავითარებს და, რაც მთავარია, ავტომობილის მიერ ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 95 გრამ CO2-ს გამოჰყოფს. ეს მაჩვენებელი მაშინ მიიღწევა, როდესაც ძრავთან მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ავტომატური კოლოფის შემთხვევაში კი გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 115 გრამია.

ზემოხსენებული სისტემების გარდა, ძრავის ეკონომიურობას ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ის ეგრეთ წოდებული მილერის ციკლით მუშაობს. ასეთი ძრავების თავისებურება ისაა, რომ შეშვების და გამოშვების ტაქტები სხვადასხვა ხანგრძლივობისაა. კერძოდ, შემშვები სარქველი ჩვეულებრივზე გვიან იხურება. ის შეკუმშვის ტაქტის დასაწყისშიც კი ღიად რჩება. სხვათა შორის, ფაზების ასეთ გადაფარვას ძრავების ფორსირებისას იყენებენ. 13:1-მდე გაიზარდა ძრავის კუმშვის ხარისხი, რამაც ასევე ძრავის ეფექტიანობის გაუმჯობესება განაპირობა. საბოლოოდ, აგრეგატის მახასიათებლები 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატისას გაუთანაბრდა.

მექანიკურ კოლოფთან შეწყვილებული ასეთი ძრავით აღჭურვილი მიკრას მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ია, 100 კილომეტრის გასავლელად კი, შერეული ციკლით მოძრაობისას, მას სულ რაღაც, 4.1 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. მიკრას ეკონომიურობა ოდნავ უარესდება, როცა ძრავი ავტომატურ კოლოფთან ერთად მუშაობს.

გარდა იმისა, რომ ტემპერატურული რეჟიმის შემსუბუქებით (მილერის ციკლის გამოყენების წყალობით), ხახუნის შემცირებითა (მოძრავი დეტალების რაოდენობის შემცირების წყალობით) და საწვავის შეფრქვევის სისტემის დახვეწით, ძრავის ეფექტიანობა გაზარდეს, ნისანის ინჟინრებმა მიკრას ეკონომიურობის გაუმჯობესებას იმითაც მიაღწიეს, რომ სამცილინდრიანი ძრავი, ოთხცილინდრიანთან შედარებით, ნაკლებს იწონის. ასევე შეცვლილია ძრავის მართვის სისტემაც.

სუპერეკონომიური ნისან მიკრას პრემიერა მარტში, ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება, მისი გაყიდვები კი ევროპის ბაზარზე ზაფხულში დაიწყება.

26 გარიყულა ევროპის სახლში

▲ზევით დაბრუნება


გამოფენ|კულტურა

მაკა კევლიშვილი

0x01 graphic

0x01 graphic

ყველა ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

23 თებერვალს ევროპის სახლში მასშტაბური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო: ფერწერა, კონცეპტუალური და ხმოვანი ხელოვნება, გრაფიკა, ქანდაკება, არტ-ობიექტი, ინსტალაცია, ვიდეოარტი და ფოტოკოლაჟი. სწორედ ამ მრავალფეროვნების გამო, პირველი რასაც საგამოფენო დარბაზში შესვლისას იგრძნობოდით, სიმჭიდროვე იყო, ხალხმრავლობა, რაც თბილისის საგამოფენო დარბაზებს ხშირად აკლია.

„აქეთ, ევროპელი ხელოვანები გარიყულაში, გარიყულა კი ევროპის სახლში”, - ასეთი სახელწოდებით ორგანიზატორებმა გამოფენის ძირითადი მიზანი და კონცეფცია გამოხატეს. ეს არის არტ ვილა გარიყულას - ქართველ და უცხოელ შემოქმედთა თანამშრომლობის შედეგი, რამაც გარიყულას სარეზიდენციო პროგრამისა და საერთაშორისო პროექტების მონაწილე ევროპელი ხელოვანები გააერთიანა. აქ თავი მოიყარა გარიყულას საინტერესო კოლექციამ, რომელიც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, პოსტსაბჭოთა კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების პირველ ცენტრში იქმნებოდა. გამოფენის მონაწილეთა შორის არიან: ბათუმის ბულვარში ახლად გახსნილი ქანდაკების WHERE ავტორი, ფრანგი მხატვარი ჟან დეპუი და ემილ ლოჟიე, ნიკოლას პერეტი, გილბერტ ბრეტერბაუერი, ანიტა კალმილა. გამოფენაში უცხოეთში მოღვაწე ქართველი არტისტებიც იღებენ მონაწილეობას: გელა წულაძე (საფრანგეთი) და გოგა ოქროპირიძე (ავსტრია). ექსპოზიციამ, რომელმაც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა (ავსტრია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, ლატვია, პოლონეთი და სხვა) თბილისის ევროპის სახლი 13 მარტამდე პატარა „ევროპად” გადააქცია.

გამოფენაზე მისულს თვალში აუცილებლად მოგხვდებათ ელიზა ფანტოზის მცირე სკულპტურა „კედები კვერცხებზე”, ავტორის მარადიული თემა წონასწორობის შესაძლო შენარჩუნებაზე. აქვეა გელა წულაძის ყირამალაზე მდგომი კაცი გულით ხელში და ჟან დეპუის  WHERE-ს მცირე მაკეტი, ლითონისა და შუშის კონსტრუქციები, ქაღალდითა და ფირით შექმნილი ინსტალაციები, კონტურული მონუმენტები, ფოტოებით აწყობილი კოლაჟები. უჩვეულო ვორქშოფიც კი, რომელიც 24 თებერვალს გამოფენის ფარგლებში ჩატარდა, თემის „განსაკუთრებულობით” გამოირჩეოდა. ვორქშოფი ნორვეგიაში მოღვაწე ბრიტანელმა ხელოვანმა, ამანდა შტეგელმა შემოგვთავაზა - “ქალბატონები და ბატონები - თბილისის საპირფარეშოები”. “რამდენად ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, - ამბობს შტეგელი, - საჯარო ტუალეტები ის ადგილებია, რომელიც მასიური მოთხოვნით სარგებლობს და ასოცირდება ცივილიზაციასთან, ჰიგიენასა და გენდერულ სხვაობასთან. საჯარო ტუალეტები იმ ადგილების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც გენდერული გამიჯვნა ღიად იჩენს თავს თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში”. ამიტომაც ეს საჯარო ადგილები, მისი ყურადღების ქვეშ ხვდება.

0x01 graphic

პროექტის კურატორი, ევროპის სახლის პროგრამის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარი: „ეს გამოფენა ხანგრძლივი გეგმის ერთი მცირედი ნაწილია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ევროპის სახლის მიზანიც ამ შემთხვევაში არის ის, რომ ხელი შეუწყოს კულტურათა შორის ურთიერთობების გაღრმავებას. უკვე 10 წელია, არტ ვილა გარიყულას პროექტების ფარგლებში უცხოელი და ქართველი ხელოვანები თანამშრომლობენ. სწორედ ამან გაუხსნა გზა ქართველ ხელოვანთა ნაწილს ევროპისაკენ და პირიქით - ევროპელები საქართველოს დააკავშირა. ფაქტობრივად, ეს არის სახალხო დიპლომატია კულტურის მეშვეობით”.

27 ელისო ბოლქვაძე და მეგობრები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|მუსიკა

0x01 graphic

ელისო ბოლქვაძე და მეგობრები” - ასე ერქვა 2-დღიან ღონისძიებას, რომელიც გასულ კვირას, ინსბრუკის კაზინოში ჩატარდა.

პარიზში მცხოვრები ქართველი პიანისტი, რომელმაც პირველი კონცერტი ორკესტრთან ერთად 7 წლის ასაკში ჩაატარა, ინსბრუკს გიტარისტ ემანუელ როსფელდერთან, 14 წლის ჯაზპიანისტთან - ბექა გოჩიაშვილთან, პრინცესა კაროლინ მიურატ-ჰაფნერთან, პროფესორ მიშელ სონისა დასედაგისკვარტეტთან ერთად ეწვია.

18 თებერვლის საღამო ელისო ბოლქვაძემ გახსნა, რასაც როსფელდერისა და გოჩიაშვილის შესრულება მოჰყვა - კონცერტი მათი ბრწყინვალე დუეტით დასრულდა.

19 თებერვლის საკონცერტო პროგრამის მთავარი მოვლენა კი, მიშელ სონისა და ბოლქვაძის მიერ ოთხ ხელში შესრულებული ლისტის ნაწარმოები იყო. საღამო პიანისტ კაროლინ მიურატ-ჰეფნერისა დასედაგისკვარტეტის პერფორმანსით გაიხსნა.

ღონისძიება ავსტრიის ყველა რეიტინგული მედიასაშუალების აფიშის ჩამონათვალში მოხვდა: „კლასიკური მუსიკის პერფორმანსი უმაღლეს დონეზე - ელისო ბოლქვაძე ტიროლში”, - წერდა გაზეთი Der Standart. მოვლენა ისეთ მსხვილ ავსტრიულ გაზეთებში გაშუქდა, როგორიცაა Kronen Zeitung, Der Standart, Kurier და სხვა.

  • საიდან გაჩნდა კონცერტის იდეა და საინტერესოა, როგორ მოხვდა პატარა ქართველი ჯაზპიანისტი, ბექა გოჩიაშვილი თქვენს საკონცერტო პროგრამაში?

პარიზში გადასვლამდე, ინსბრუკში ვცხოვრობდი. იქ ბევრი გულშემატკივარი მყავს და ამ კონცერტის ორგანიზების ინიციატივაც, სწორედ მათგან წამოვიდა.

ბექას გარდა, ძალიან მინდოდა ახალგაზრდა უნიჭიერესი ქართველი მომღერლის, ქეთევან ქემოკლიძის დაპატიჟებაც, მაგრამ ვეღარ მოხერხდა. ბექას თვალს საერთაშორისო არენაზე გამოჩენის დღიდან ვადევნებ. ჩემმა მენეჯერმა იგი მონტროში შეამჩნია, სადაც ბექამ პირველი ადგილი აიღო. წარმოიდგინეთ, ჩიკ კორეასთან ერთადაც კი დაუკრავს. ეს იყო მცდელობა, შეგვეთავსებინა ჯაზი და კლასიკური მუსიკა და მცდელობამ ნამდვილად გაამართლა. ამაყი ვარ, რომ ბექამ ასეთი მოწონება დაიმსახურა. მართალია, ამჯერად მხოლოდ 15 წუთი დაუკრა, მაგრამ უფრო მასშტაბურად მსურს მისი დიდ საკონცერტო პროგრამაში ჩართვა. ამას მომავალში მოვახერხებ.

  • ამ ორდღიანი ღონისძიების მთავარ მოვლენად მედია თქვენსა და მიშელ სონის დუეტს განიხილავდა. მოგვიყევით ამის შესახებ.

2011 წელი ლისტის წელიწადია და ამასთან დაკავშირებით, ძალიან ექსტრაორდინარული პროგრამა შევიმუშავეთ: ლისტმა თავისი რაფსოდიები ოთხი ხელისთვის გადააკეთა, სწორედ ამ უნიკალური ნაწარმოებით დავხურეთ კონცერტი.

სტუმრებს შორის იყო შვეიცარიაში მცხოვრები კაროლინ მიურატიც, რომელიც ნამდვილი პრინცესაა - ნაპოლეონის შთამომავალი. მან შოპენის პროგრამა შეასრულა.

  • თქვენი სამომავლო გეგმები?

ამ ღონისძიებამ იმხელა მოწონება დაიმსახურა, რომ იქაურმა კულტურის დეპარტამენტმა მუშაობის გაგრძელება ისურვა: მომავალი წლიდან ზამთრის ფესტივალის დაფუძნებას ვგეგმავთ. ეს მე საშუალებას მომცემს, კიდევ უფრო მეტ ქართველ ხელოვანს დავეხმარო საერთაშორისო არენაზე გამოსვლაში.

ინსბრუკი და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია, ასე რომ, ამ პროექტში სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერის იმედიც მაქვს.

სხვათა შორის, გასული წლის 18 და 19 ოქტომბერს, ინსბრუკში სიმფონიური ორკესტრის სეზონი გავხსენი. ამ ქალაქთან საკმაოდ ინტენსიურად ვთანამშრომლობ.

  • საქართველოში თუ გეგმავთ რაიმეს?

ეს იდეა ჯერ კიდევ 3 წლის წინ გამიჩნდა, მაგრამ განხორციელებაში 2008 წლის აგვისტოს ომმა შემიშალა ხელი. 1 მაისს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის დარბაზში, კონცერტი გაიმართება. მონაწილეობას ახალი ქართული ორკესტრი - სიმფონიეტა მიიღებს და ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებს დაუკრავენ. ასევე იქნება სამი თაობის პიანისტი: მე, ნინო გვეტაძე და ანა ყიფიანი. კონცერტს ჩაიწერს ტელეკომპანია Mezzo, რომელზეც ჩანაწერი დიდი სიხშირით იტრიალებს. წარმოიდგინეთ, რამდენ ქვეყანაში მაუწყებლობს Mezzo! ასეთი რაღაც, მგონი, საქართველოში არ მომხდარა.

28 კულტურა - ამბები

▲ზევით დაბრუნება


ამბები|კულტურა

Facebook-მა რა ჰქმნა?!

0x01 graphic

18 თებერვალს, თიბისი ბანკის ინიციატივით, კლუბ-რესტორანში Two Side ბლოგერების პირველი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული „Facebook-მა რა ჰქმნა” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 1000-იანი ტირაჟით დაბეჭდა. მასში 37 ავტორის ნაწარმოებია შესული, რომლებიც ინტერნეტკონკურსით აირჩა.

თიბისი სმარტ კლუბის Facebook-ის გვერდზე რამდენიმე თვის წინ ბლოგპოსტების კონკურსი გამოცხადდა. მასში მონაწილეობა 118-მა ბლოგერმა მიიღო. კონკურსის გამარჯვებული, ტრადიციულად „ლაიქების” საშუალებით გამოვლინდა. გარდა ამისა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის რედაქტორებმა, წარმოდგენილი ნამუშევრებიდან 37 საუკეთესო ამოირჩიეს და ბლოგერების პირველი, ბეჭდური კრებული გამოსცეს. ზოგიერთი ნაწარმოები ავტორებმა სპეციალურად ამ წიგნისთვის გამოაგზავნეს. კრებულის სახელი, „Facebook-მა რა ჰქმნა”, მასში შესული ერთ-ერთი ნაწარმოების სათაურია.

Two Side-ში პრეზენტაციამ პომპეზურად, საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. გარდა წიგნის პრეზენტაციისა, იქ შეკრებილ ინტერნეტმომხმარებლებს ერთმანეთის და ავტორების გაცნობის საშუალება მიეცათ. სადღესასწაულო განწყობას უფასო კოქტეილ-ბარი და თიბისი სმარტ კლუბის ფერებში გადაწყვეტილი ტორტი აძლიერებდა, რომელსაც ასეთივე მაისურებში გამოწყობილი ბლოგერები ფერადი კრემით „რთავდნენ”.

სოციალური მედია საქართველოში ჯერ კიდევ ახალი ხილია, ამიტომაც გასაოცარი არაა, რომ ბლოგერების ბეჭდური კრებული პირველად გამოიცა. თუკი წამოწყება გაამართლებს, შესაძლოა, ამან ტრადიციული სახეც მიიღოს.

როგორ ჩამოვიდა ოქროს საწმისის ორდენი ქალაქ ცვეტლში

ბრუნო ბაუმგარტნერი ცვეტლში (ქალაქი ქვემო ავსტრიაში) მნიშვნელოვანი ფიგურაა: სულ რაღაც ორი თვის წინ, მან ქალაქს საქართველოს უმაღლესი „ოქროს საწმისის” სახელობის სახელმწიფო ორდენი მოუტანა.

0x01 graphic

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლესა და ქალიშვილებს, რომლებსაც 25 წლის წინ ცვეტლიდან აბარგება და ჩემთან ერთად თურქეთის ყველაზე მიყრუებულ მხარეში სახეტიალოდ წამოსვლა მოუწიათ”, - განაცხადა დოქტორმა ბაუმგარტნერმა 15 თებერვალს, შპარკასენზაალში - ავსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის საკონფერენციო დარბაზში, სადაც დამსწრე საზოგადოებას ტაო-კლარჯეთში ჩატარებულ მრავალწლიან კვლევაზე მოხსენება წარუდგინა.

ცვეტლის გიმნაზიის ლათინურის, ისტორიისა და ფილოსოფიის პროფესორი, ფაქტობრივად, ერთადერთი სპეციალისტია, რომელმაც ტაო-კლარჯეთი საბჭოთა პერიოდში გამოიკვლია. უნიკალურია 25 წლის მანძილზე დაგროვილი ის ფოტომასალაც, რომელიც ტაო-კლარჯეთის მე-9-მე-11 საუკუნეების ტაძრების ნგრევის პროცესს ასახავს.

მოხსენება სახელწოდებით „როგორ ჩამოვიდა „ოქროს საწმისის” ორდენი ცვეტლში” ტაო-კლარჯეთში ბაუმგარტნერების ოჯახური ექსპედიციების ერთგვარი რეტროსპექტივა იყო - დოკუმენტური ფოტოკოლაჟი პროფესორის კომენტარებით, ანატოლიაში არსებული თითოეული ქართული ძეგლის ისტორიას, დღევანდელ მდგომარეობასა და მსოფლიო კონტექსტში მნიშვნელობას წარმოაჩენდა.

ბაუმგარტნერმა ტაო-კლარჯეთი 1982 წელს, ანატოლიაში მოგზაურობისას, შემთხვევით აღმოაჩინა. ამ ადგილის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო, თუმცა, 1917 წლით დათარიღებული რუსულენოვანი ლიტერატურისა და თანამედროვე მკვლევართა მიმოფანტული ნაშრომების გარდა, ვერაფერს მიაგნო. სწორედ ამ ინფორმაციულმა დეფიციტმა უბიძგა პროფესორს ტაო-კლარჯეთის ძირეულად გამოკვლევისკენ. მეცნიერის თქმით, ანატოლიაში არსებულ ქართულ ტაძრებს მსოფლიო კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ, რომელსაც ევროპა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ იცნობს. ამის მიზეზად თანამედროვე დასავლურ ენებზე გამოცემული სამეცნიერო მონოგრაფიებისა და სხვა სახის ინფორმაციული მასალის არარსებობას ასახელებს.

როგორც ცნობილია, ტაო-კლარჯეთის შესახებ შემდეგ მოხსენებას პროფესორი ბაუმგარტნერი 14 აპრილს, ჰამერ-პურგშტალ-ორიენტის საზოგადოებაში (ავსტრიის აღმოსავლური საზოგადოება) წაიკითხავს. სავარაუდოდ, ამას ბოსტონში, Tufts Education-ში ლექცია მოჰყვება.

29 პოპერა ანუ საოპერო წარმოდგენა „ანა ნიკოლი”

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ანა მაყაშვილი

დიახ, სწორედ იმ ანა ნიკოლზეა საუბარი - ანა ნიკოლ სმითზე, რომელმაც 90-იანებში ფლეიბოით მოიხვეჭა პოპულარობა. ის ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც სილიკონის ბურთებთან ასოცირდებოდა. 26 წლის ანა 89 წლის მილიარდერზე გათხოვდა, ტრაგი-ტუტუცური სკანდალების  წყალობით ყვითელი პრესის პრინცესა გახდა და ბოლოს, 2007 წელს, 39 წლისამ, კლასიკურ ტრადიციებში, სასტუმროს ოთახში ნარკოტიკების ჭარბი დოზირებით სიცოცხლე დაასრულა.

ოპერის სახლი კი, რომელიც 17 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით მის შესახებ დადგმულ წარმოდგენას გვთავაზობს, თვით ლონდონის Royal Opera House-ია. ეს ის შემთხვევაა, როცა სრულიად ტაბლოიდურმა ისტორიამ მაღალ ხელოვნებაში გადაინაცვლა და მასზე ალბათ პრეტენზიული აუდიტორიაც ალაპარაკდება.

მაგრამ სპექტაკლში თემის გარდა, პრინციპში, სხვა ყველაფერი კონვენციურია: ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე „კულტურულ” უბანში, Covent Garden-ში მდებარე, ლამის სამსაუკუნოვანი ტრადიციების ბრიტანული სამეფო ოპერის სახლი, 50 წლის კომპოზიტორი მარკ-ანტონი ტერნიჯი, ლიბრეტისტი რიჩარდ თომასი, რეჟისორი რიჩარდ ჯოუნსი, დირიჟორი ანტონიო პაპანო და ანა ნიკოლის შემსრულებელი 39 წლის ევა-მარია უესტბრუკი - დრამატული სოპრანო. ამ უკანასკნელს, სხვათა შორის, „ანა ნიკოლში” მკერდში საგანგებოდ რაღაც „ნივთის”  ჩამაგრება მოუხდა.  ის ფაქტი, რომ ამერიკელ სილიკონ-სექს-სიმბოლოზე Royal Opera House-ში საოპერო წარმოდგენა იდგმება, უკვე ღიმილს იწვევს. ადვილი წარმოსადგენია ის სარკაზმი, რომელსაც სავარაუდოდ მისი შემქმნელები განიცდიდნენ - მათ ავანსცენა ისევე ხელოვნურად მოაწყვეს, როგორიც ანა ნიკოლის გიგანტური ძუძუები იყო. თუმცა, ჟურნალისტები ამბობენ, რომ სპექტაკლი ტაბლოიდური კულტურის იდიოტიზმზე მორალური ზღაპარი იყო და მასში ანა ნიკოლისადმი დიდი თანაგრძნობა ჩანდა.

ბუნებრივია, გარდაცვლილ ვარსკვლავზე ოპერის დადგმა ავტორებისთვის ცოტა საჩოთირო იქნებოდა; ამას დაუმატეთ ანა ნიკოლის ახლობლები, მისი სასამართლოს ამბები (თანაცხოვრებიდან ერთი წლის თავზე გარდაცვლილი ქმრის ქონებაზე გამალებით დავობდა), ჯარი მამაკაცებისა, რომლებიც ანას ახალშობილი ქალიშვილის (მისი დაბადება ტელეეთერით აჩვენეს) მამობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას და მისი უფროსი შვილის ტრაგიკული ისტორია (რომელიც, ასევე ნარკოტიკებით, 20 წლის ასაკში ზუსტად იმ პალატაში გარდაიცვალა, სადაც სამი დღით ადრე ანა ნიკოლმა მეორე გოგონა გააჩინა). მოკლედ, საკმაოდ რთული საქმე გამოდის. მაგრამ ოპერის ავტორებმა სითამამე გამოიჩინეს, რეალურ ფაქტებს ფანტაზიაც დაურთეს და მშვენიერი სანახაობა გამოვიდა.

წარმოდგენის ნახვა მხოლოდ 16 წელს გადაცილებულ მაყურებელს შეუძლია: სპექტაკლში უხვადაა თამამი ენა, სექსუალური შინაარსი და ნარკოტიკები. ერთმა დამსწრემ აღნიშნა კიდეც, არ წარმომედგინა, ოპერაში გინების მოსმენა ასეთი თავშესაქცევი თუ იქნებოდაო. ანა ნიკოლის აწ გარდაცვლილი ვაჟის შემსრულებელი კი ერთი ეპიზოდისას თურმე, სულაც მხოლოდ ნარკოტიკების სახელწოდებებს მღერის. ერთი სიტყვით, წარმოდგენა მეტად პროვოკაცილია. თუმცა, მუსიკის ექსპერტები მხოლოდ თემატიკით  არ ტყვევდებიან და მუსიკალურ ღირსებებზეც ბევრს საუბრობენ.

ისე კი, თუ „ანა ნიკოლის” ნაცვლად, წარმოდგენას, ვთქვათ, „ზღაპარი ანა ნიკოლისა”-ს დავარქმევთ, გამოვა, რომ ეს უბრალოდ თანამედროვე ოპერაა იმავე თემებზე, რაც ამ ჟანრს სულ იტაცებდა: ვუაიერიზმი თავაშვებული ცხოვრებისადმი. ჰოდა, რა უნდა მეტი ოპერას, თუ არა ქალები, სექსი, სიხარბე, ტრაგედია, გროტესკი?!

ასეა თუ ისე, ანა ნიკოლ სმითის ცხოვრება ერთ დროს ჰიტი იყო. ახლა საინტერესოა, ოპერაც თუ შეძლებს იმავეს.

0x01 graphic

30 მუსიკალური ალბომები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ლევან ძნელაძე

0x01 graphic

სამწლიანი ლოდინის შემდეგ, Youtube-ზე Radiohead-ის ახალი ვიდეო, სახელად Lotus Flower გამოჩნდა. ვიდეოში ტომ იორკი დამახასიათებლად ირონიული სახით, თუმცაღა დიდი მონდომებით ცეკვავს. სიახლე იმის მაუწყებელი გახდა, რომ ბრიტანულმა გრანდმა დაანონსებულ თარიღზე ერთი დღით ადრე გამოსცა ახალი, რიგით მერვე ალბომი - The King Of Limbs.

მელომანების და კრიტიკოსების აზრი ორად გაიყო: ერთნი მიიჩნევენ, რომ ახალი ჩანაწერი სერიოზული ჩავარდნაა. ამბობენ, რომ Radiohead-ისგან ასეთ უსახურ ალბომს არ ელოდნენ. მეორე მხარე კი სწორედ ჯგუფის ასაკსა და გამოცდილებაზე მიუთითებს - მათი მტკიცებით, მართებული არ არის, კონკრეტული ბენდისგან მუდმივ აფეთქებებს, მუდმივ გარდაქმნებს ველოდოთ. ამ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი უფრო ადეკვატური პოზიცია მგონია.

გასაოცარი არ არის ნეგატიური დამოკიდებულება იმ ჯგუფის ალბომისადმი, რომელიც სხვა დროს არაერთი ექსპერიმენტით გვანებივრებდა. თუმცა საქმე არც ისე მძიმედაა, როგორც დაუნდობელი კრიტიკოსები წარმოაჩენენ.

ალბომი საკმაოდ მოკლეა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მეორე დისკიც უნდა მოჰყვებოდეს - გამორიცხული არაა,  მართლაც ასე მოხდეს.

საბოლოო ჯამში, The King Of Limbs ძალიან კარგი კომპოზიციების კრებულია, რომელშიც წამყვანი ადგილი ელექტრონულ მიმართულებას უჭირავს. გამორჩეულად კარგი კომპოზიციებია Feral, Bloom და Give Up The Ghost, ხოლო შედარებით „კომერციული” - Lotus Flower. ჩემი აზრით, ალბომში არ არის არც ერთი ცუდი თრექი. ჯგუფის „დანაშაული” მხოლოდ ისაა, რომ 2011 წელს ახალი Ok Computer ან Kid A ვერ შექმნა.

0x01 graphic

ალტერნატიული სცენის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ქალბატონმა PJ Harvey-მ წელს მელომანები გაახარა. მუსიკალური პრესის შეფასებებს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ მუსიკოსის ახალი, რიგით მერვე ალბომი ამ წლის ფავორიტთა შორის უსათუოდ აღმოჩნდება.

Let England Shake ორნახევარწლიანი მუშაობის შედეგია. დისკზე სულ 12 კომპოზიციაა და მათი მოსმენისას სუსტ ადგილებს თითქმის ვერ შეხვდებით. ჟღერადობა რბილია, თრექები - მრავალფეროვანი. სიმღერა The Words That Maketh Murder კი დამოუკიდებელი ინტერნეტგამოცემის, Pitchfork-ის საუკეთესო თრექებში მოხვდა.

ალბომის სახელი გვამცნობს, რომ მისი ძირითადი თემა ინგლისია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალური ქვეყნის სიყვარულს მუსიკოსი ჩანაწერის მიმდინარეობისას გვიმტკიცებს. თანაც ისე, რომ ნისლიანი ალბიონის ყველაზე დიდ მოძულესაც მოულბობს გულს.

რაც შეეხება მუსიკის ტექსტებს, ავტორის თქმით, თომას ელიოტისა და ჰაროლდ პინტერის პოეზიით არის შთაგონებული.

არ ვიცი რამდენად „შეაქანებს” ინგლისს ეს ჩანაწერი, მაგრამ PJ Harvey-ს საუკეთესო ალბომთა სიას თამამად შეგვიძლია მივათვალოთ.

გამორჩეულად კარგი სიმღერებია: The Glorious Land, In the Dark Places, The Words That Maketh Murder.

31 მომავალ შემოდგომა-ზამთარში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

თინათინ კლდიაშვილი

0x01 graphic

დასრულდა ლონდონის 2011/12 მოდის (შემოდგომა-ზამთარი) კვირეული, რომელსაც წინ ნიუ იორკის ჩვენებები უძღოდა. ნიუ იორკში გამართულ კვირეულზე მთავარი ტენდენცია, ალბათ, ამერიკული კულტურით შთაგონებული კოლექციები და ახალგაზრდა დიზაინერების სიმრავლე იყო. სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის შემდეგ მოდელიორები თავიანთ ბრენდებს ამკვიდრებენ. მათ შორის საინტერესო ჯასონ ვუს და ტაჰუნ პანიგულის ჩვენებები გახლდათ. ჯასონ ვუს ასეთი წარმატება ნაწილობრივ მიშელ ობამას დამსახურებაა, რადგან სწორედ მის მიერ შექმნილი თეთრი კაბა ეცვა პირველ ლედის პრეზიდენტ ობამას ინაუგურაციაზე.

ლეგენდარულმა დაიან ფონ ფურსტენბერგმა ამერიკის სხვა ლეგენდარული ქალები - მილისენტ როჯერსი, გლორია ვანდერბილტი და დაიანა ვრილანდი კოლექციის ინსპირაციად დაასახელა. დიზაინერის ასისტენტმა იუვენ მისპელარემ  ფურსტენბერგის 70-იან  წლებში გადაღებული  ესპანურ თავსაბურავიანი ფოტო იპოვა. მან ეს ქუდი ჩვენებაზე გააცოცხლა და ყველაფერ ამას კონტრასტული გრაფიკა, ფერები და ქალური სილუეტი დაუმატა. მომავალი შემოდგომა-ზამთრისათვის ფურსტენბერგი ჭრელ ტანსაცმელს, ინტენსიურ ფერებს და ტყავის მაღალ ჩექმებს გვირჩევს.

Proenza Schuler-მა (ჯეკ მაკულიქი და ლაზარო ჰერნანდესი) ამერიკელი ინდიელების  ხელოვნებით შთაგონებული კოლექცია წარმოადგინა - სხვადასხვა ტომის საბნებით მათი გეომეტრიული ორნამენტი ნარინჯისფერი, ყავისფერი და ყვითელი ტონალობის გრაფიკულ ზედაპირებად აქციეს. გამოიყენეს ტყავი, ჟაკარდი, ნაქსოვი ტექსტილი და შექმნეს ურბანული კოლექცია ძლიერი, მკაცრი სილუეტით.

მაღალი კლასის კოლექციები აჩვენეს  Rodarte-მ, მარკ ჯაკობსმა, ტომ ბრაუნმა და დონა კარანმა.

ლონდონის კვირეულის ფარგლებში სასტუმრო Ritz-ში პრესკონფერენცია გაიმართა. ანა ვინტურმა და სტელა მაკარტნიმ მეტროპოლიტენ მუზეუმში ალექსანდრ მაქქუინის  შემოქმედების ამსახველი გამოფენის, Savage Beauty-ს შესახებ ისაუბრეს. გამოფენაზე ნამუშევრებს მისი ყველა კოლექციიდან წარმოადგენენ. დამთვალიერებელი დიზაინერის არქივიდან უცნობ არტეფაქტებსაც იხილავს. გამოფენა 2 მაისს გაიხსნება და ორ თვეს გასტანს.

ლონდონს დაუკავშირა თავისი ახალი მარკეტინგული სვლა ცნობილმა დიზაინერმა და ახლა უკვე რეჟისორმა ტომ ფორდმა. მისი ახალი კოლექცია მედიისთვის მიუწვდომელი იყო, დახურულ ჩვენებაზე მხოლოდ 100 რჩეული სტუმარი მიიწვიეს - არავითარი ბლოგერები, ჟურნალისტები და ინტერნეტლაივი. სტუმრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებაზე, რომელიც ორი თვის მანძილზე ნანახის მკაცრ საიდუმლოდ შენახვას ითვალისწინებს. ამ იდუმალებით მან უფრო დიდი მოლოდინი და სავარაუდო გაყიდვების ზრდა გამოიწვია. ტომ ფორდმა აღნიშნა:

„მე მინდა მოდა იყოს ისეთი, როგორც ეს 60-იან წლებში გვახსოვს. ლამაზი ტანსაცმელი ლამაზ ქალს ქმნის, მაგრამ ყოველთვის ვერ ქმნის მოდის სიახლეს. ამჯერად  არ მსურს გამაკრიტიკონ”.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

ლონდონის კვირეულზე ცნობილი  მოდის სახლები გამოვიდნენ - Paul Smith, Viviene Westwood Red Label, Burbery Prorsum, Aquascutum. თითოეულმა მათი ბრენდებისათვის დამახასიათებელი კოლექციები წარადგინა - მაღალი ხარისხის ქსოვილებით და, რა თქმა უნდა, კონკრეტულ მომხმარებელზე გათვლილი. ბრიტანეთი ჩვეული რევოლუციური მუხტით და ავანგარდული იდეებისადმი გახსნილი დამოკიდებულებით გამოირჩევა, მით უმეტეს, როცა საქმე ჩაცმას და ტანისამოსს ეხება. ამის დასტურია ლონდონის მოდის კვირეულიც, რომლის დიდ ნაწილს ახალი სახეები და შედარებით მოკლე ისტორიის მქონე ბრენდები წარმოადგენენ. Acne მესამე სეზონია ქმნის კოლექციებს და ლონდონში აჩვენებს. მათი ანდროგინული სტილი მინიმალური გამომსახველობით მაქსიმალურ ეფექტს გულისხმობს. მერი კატრანცუმ წელს მეოთხე დამოუკიდებელი კოლექცია შექმნა. ამჯერად მან ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხები და მინგის პერიოდის ფაიფური მისთვის ჩვეულ სკულპტურულ კაბებზე ციფრული ბეჭდვით გადაიტანა.  სიახლე მის კოლექციაში უფრო ჰაეროვანი, განიერი კაბების გამოჩენა იყო.

ლონდონის შემდეგ კომერციული მოდის მექა - მილანი გველის.

32 კაბერნე

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რესტო

ყაზბეგის ქუჩა 8. თბილისი 0179
უბანი: ვერა
ტელ: 22 78 65
სამზარეულო: ფრანგული, ევროპული
საათები: ყოველდღე 12 - 24ფა
ბარათები: არ მიიღება
ფასი: 90ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინისა და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: ყაზბეგის ქუჩაზე

0x01 graphic

ყველა ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

ვერისუბანი. ყაზბეგის ქუჩა. ხელმარცხნივ, ქუჩა-აღმართს ამ უბნისთვის ერთ დროს დამახასიათებელი, ორ და სამსართულიანი მოკრძალებული სახლების რიგი მიუყვება. ზოგი ტიპური - აგურის,ზოგიც არაფრით გამორჩეული, უბრალოდ შელესილი და გახუნებული, დაბალი, პირდაპირ ტროტუარზე გამომავალი „ბელეტაჟით”. ჩემს ბავშვობაში ასეთ ფანჯრებს მხოლოდ მზესუმზირის გამყიდველი თუ იკადრებდა. დღეს ბელეტაჟებია ყველაზე მოთხოვნადი. დიდი ხანია, რაც მზესუმზირას გამყიდველმა ქალებმა 1990-იანების ნაგვით გამოვსებული სარდაფები გაწმინდეს და გაასხვისეს, შემდეგ თავადაც აიბარგნენ და გადაშენდნენ. ერთხანს, ზედა სართულებშიც გვარიანი შფოთი იყო სავარაუდო ინვესტორის მოლოდინში, თუმცა ბოლოს არაფერი გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ, ყველაზე სწრაფად ისევ მემზესუმზირეებმა აუღეს ალღო ფანჯრებზე მოკაკუნე ცვლილებათა ჟამს.

ზედა სართულების ნაკლებად კომერციული სივრცეებიდან ყვითელი შუქი ისევ ძველებურად იღვრება. თუ ამ ფანჯრების წინ ცოტა ხნით შეჩერდები და დააკვირდები, უსათოდ დაინახავ გაქონილი ჩეხური ბროლის  ჭაღქვეშ მოფუსფუსე  ხანდაზმულ მობინადრეს, საღამოს კერძს რომ ჩაატარებს ქვაბით და ბინის სიღრმეში გაუჩინარდება. ზაფხული რომ იყოს, დაელოდებოდი კიდეც, სანამ იმ კერძის სურნელი ფართოდ გაღებულ ფანჯრებს გამოსცდებოდა და ქუჩაში მდგარ სიცხის ოხშივარს  შეერეეოდა, ღრმად ჩაისუნთქავდი და ძველებურად გაიფიქრებდი კაცი-ადამიანი: „ნეტავ რასა სჭამენ? ჰმმმმ...  ჩახოხბილი იქნება”. მაგრამ ზამთარია. სიცივის შიშით ფანჯრები მჭიდროდაა მიკეტილი და ცოტა არ იყოს დაორთქლილიც. თბილისში  უსასრულოდ გრძელი საღამოების სეზონი დგას.

ყვითელი კედლები, რობერტ დუასნოს პარიზული ფოტოჩანახატები, გადაჯეგილი იატაკი; კაბერნე ისევ ისეთი დაგვხვდა, როგორც ყოველთვის: მრავალგზის გახუნებული თეთრი სუფრა და ასევე მრავლისმნახველი მელხიორის დანა-ჩანგალი. დაფაზე წერია, მაგრამ ლოკოკინები არ აქვთ, როგორც გვითხრეს „გაუთავდათ”. რა გაეწყობა, ღვიძლის სალათს (12 ლ) ვუკვეთავთ და 45 წუთი ველოდებით. რამდენი წუთი უნდა ღვიძლის შეწვას? სამი? ოთხი? როდესაც მოლოდინი სასოწარკვეთილებად იქცა, პურის კალათა მოვითხოვეთ და თქვენ წარმოიდგინეთ, მოიტანეს, ოღონდ ისეთი შავი პური იყო, იმის გამოტანას ჯობდა, თეთრიც არ გამოეტანათ. 45-წუთიანი სალათი ლიმონის წვენითაა გადამჟავებული, ღვიძლი, როგორც მოსალოდნელი იყო -  ზედმეტად შემწვარი.

მეზობელ მაგიდასთან ბელგიელი მუშტარი ამაოდ ცდილობს მშობლიურ ენაზე შეკვეთას, თუმცა უშედეგოდ და ინგლისურზე გადადის, თუმცა ვერც ეს ენა ეხმარება მაინცდამაინც. ბოლოს ინიციატივას ისევ თანმხლები ქალბატონი იღებს და რუსულად უკვეთავს. რუსული ჭრის. მოკლედ, რაღაც ვერ მიდის ამათი საქმე; ერთადერთი ოფიციანტი გაწამებულია; სამზარეულოს, მაგიდებსა და ბარს შორის ნერვიულად დარბის.

როდესაც ჩეკის გამოწერის დრო დგება (ხალხი გასწრებაზეა), ერთი ხელით ჩეკი იწერება, მეორეთი სიგარეტს ეწევიან, ცოტა არ იყოს ნერვიულად. თამბაქოს ბუღს დამწვარი ხორცის ოხშივარი და სუნი ერევა, მაგრამ რას იზამ -შეუკვეთე? ელოდე! ვერსად გაიქცევი. ერთხანს, ერთი მაგიდა ინგლისურად აბობოქრდა: აღმოჩნდა, რომ ჯერ მთავარი კერძი უტიფრად მიართვეს და ახლა მადისაღმძვრელებსაც უკავებენ. გადატვირთული ოფიციანტი წუხს რამდენადაც შეუძლია, მაგრამ გამკითხველი და პატრონი არსად ჩანს, არადა დიდი ცოდვა ტრიალებს აქ, ერთ დროს მყუდრო და აწყობილ რესტორანში. 

შემოდის სტეიკი ბეარნული სოუსით (22 ლ). რბილი და არომატული ბეარნული სოუსი ამათ ხელში უშნოდ შედედებულ თურქულ ერბო-მასად გადაქცეულა, ტარხუნის შიგთავსის მაგივრად ტარხუნის თუ რაღაც მწვანილის თივა აქვს გამორეული. ორაგული არაჟნის სოუსით (22 ლ) ძველია და მძაღე. არ იჭმევა. ისევ მოუთმენლად ველით, ოღონდ ანგარიშს. კიდევ ერთი ჩეკის გამოწერაში გამორეული სიგარეტ-პაუზა - ხარბად მოქაჩული ნიკოტინი. გამოვდივართ. უცხოელები კი სხედან და ელიან. ჩვეული ზრდილობით იტანენ ამაო ლოდინს.  იქნებ, ასეთ ჭამას ისევ ლოდინი ჯობდეს. კაბერნე უგემურია და არეული. Nevermore.

33 ქათამი ბასკურად

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე

4 ულუფა

მასალა:
1 საშუალო ზომის ქათამი
150 გრ. ლორი
1 წითელი, 1 ყვითელი და 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
250 გრ. მწვანე ზეთისხილი
250 გრ. შავი ზეთისხილი
300 გრ. თეთრი ღვინო
მარილი
პილპილი
ჯამში 25 ლარი

მომზადების წესი:

დაჭერით ლორი წვრილ ნაჭრებად და შეწვით ტაფაზე ხუთი წუთი. გამზადებული ლორი გადაიღეთ ჭურჭელში, ხოლო ცხიმი შეინახეთ.

ქათამი მოათავსეთ ღუმელში (შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზეც), მოასხით ლორის ცხიმი და კარგად დაბრაწეთ.

დაბრაწული ქათამი მოათავსეთ ღრმა, ცეცხლგამძლე ჭურჭელში. მოაყარეთ გამზადებული ლორი, წვრილად დაჭრილი სამივე ფერის ბულგარული წიწაკა, მწვანე და შავი ზეთისხილი, მოასხით თეთრი ღვინო, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

შედგით ღუმელში 200 გრადუსზე 15 წუთი.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ.: 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02/03 )