The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №18


ტაბულა №18


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბათაშვილი დავით, ზედანია გიგა, თავხელიძე მიშა, მეგრელიშვილი ვახტანგ, სმიტი დევიდ ჯ, ჯაფარიძე ზურა, ლადარია ნოდარ, ბურჭულაძე ზაზა, ოდილავაძე ზურაბ, ბარათაშვილი ბიძინა, ბაქრაძე ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|12 - 18 ივლისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხანმოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე,სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, ნინო ჯანჯღავა, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე/არტ-რედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge გარეკანი: ტაბულა © 2010



1 საფოსტო ყუთი

▲ზევით დაბრუნება


გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ
შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge

ჩვენი იდენტიფიკაცია

ილია ჭავჭავაძის შესახებ მსჯელობის ძალზე საინტერესო და გაბედული მოდელი შემოგვთავაზა ბატონმა ლექსო მაჭავარიანმა „ტაბულას“ წინა ნომრის პუბლიკაციაში „ილიას იდენტიფიკაცია“. საინტერესო იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძეს ეხებოდა და გაბედულიც იმიტომ, რომ ილიას ეხებოდა. თანამედროვე საქართველოში ილიას სახელი მისივე ხსოვნისათვის შეურაცხმყოფლად ტაბუირებულია და ჩვენ მასზე უკვე არათუ წერას ვერიდებით (უშინაარსო პანეგირიკების გარდა), არამედ მასზე ფიქრიც გვძაბავს. ეს ავტორს კარგად აქვს ჩამოყალიბებული და სრულიად ადეკვატურად აღწერს იმ სპეკულაციებს, რომლებსაც ესა თუ ის პოლიტიკური ეპოქა ილიას სახელით ახორციელებდა. ვფიქრობ, XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დასაწყისში ამ სპეკულაციამ განსაკუთრებით აბსურდული ხასიათი მიიღო. სხვა რა უნდა ვუწოდოთ იმას, რომ თანამედროვე „რუსეთუმეები“ და ფსევდოპატრიოტები დასავლურ ლიბერალიზმს ილიას სახელით უპირისპირდებიან. ეს სასაცილოა, და სატირალი ნამდვილად არ არის იმიტომ, რომ აბსურდია.

როგორც მოგახსენეთ, გავიხარე ავტორის სამოქალაქო გამბედაობითა და პუბლიცისტური ნიჭით, მაგრამ ეს სტატიის პირველ ნაწილთან დაკავშირებით. პუბლიკაციის მეორე ნაწილში ავტორმა შემოგვთავაზა რამდენიმე თეზა. ისინი, ჩემდა გასაკვირად, სწორედ იმ რიტორიკიდან უნდა მომდინარეობდეს, რომელსაც თავად ავტორი, ვფიქრობდი, უპირისპირდებოდა. კერძოდ, ავტორი წერს: „დაკვირვებული იქნებით, როგორი კერპთაყვანისმცემლური დამოკიდებულებაა ჩვენს საზოგადოებაში უცხოეთში ნასწავლი ადამიანების მიმართ. საზღვარგარეთ მიღებული ნებისმიერი მეორეხარისხოვანი სასწავლო დაწესებულების სერთიფიკატი ხომ ყველაზე უფრო რთულ სფეროშიც წარმატებული მუშაობის გარანტიად ითვლება”. პირადად მე დაკვირვებული ვარ, რომ ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებულ ადამიანებს საქართველოში პატივს სცემენ და ეს ძალიან კარგია. ავტორისადმი ჩემი კეთილგანწყობა მაფიქრებინებს, რომ მას იმის თქმა უნდოდა, ოდენ დიპლომი საკმარისი არაა და მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე მხოლოდ ამ კრიტერიუმით დანიშვნა არ არის სწორიო, მაგრამ ავტორი ან სწორად ვერ აყალიბებს სათქმელს ან გაუაზრებლად იმეორებს პირველხარისხოვანი „საბჭოური დიპლომების” პატრონთა რიტორიკას: „დაამთავრებენ ორთვიან საზაფხულო სკოლებს ამერიკაში და მერე ჩამოდიან და ჭკუას გვასწავლიან“. არ ვიცი, გამოიკვლია თუ არა ვინმემ, რომელი და რა ხარისხის დიპლომების მფლობელნი ართმევენ უკეთ თავს დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ უცხოეთში სწავლას რომ „ეროვნულ ფასეულობებზე“ უარის თქმად აფორმებენ მავანნი, ამას ავტორიც უნდა ხედავდეს. მე, სამწუხაროდ, „პირველხარისხოვანი საბჭოური დიპლომის“ პატრონი ვარ, მაგრამ მინდა ჩემმა შვილმა სწორედ იმ „საზაფხულო სკოლების“ დონის განათლება მიიღოს, რომლებსაც პუბლიკაციის ავტორი ასე ერჩის. არა მგონია, მასაც თავისი შვილებისათვის ნაკლები უნდოდეს. თუ ეს იმ დროისთვის საქართველოში მოხერხდება, ხომ კარგი, თუ არა და მოუწევს ჩემს შვილს მისისიპის ან ტემზის წყლის დალევა.

თეზა მეორე, რომელსაც ავტორი თანმედროვე საქართველოში ილიას ცხოვრების მოდელირებულ ქრონიკაში გვთავაზობს. ის წერს: „გასაგებია, რომ ილიას (უცხოური განათლების გამო. მ.ბ.) სამშობლოში ჩამოსვლისთანავე მთავრობაში რომელიმე მინისტრის პორტფელს შესთავაზებენ. ისიც გასაგებია, რომ მისი ნონკონფორმისტული ბუნებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეში თანამდებობიდან ხმაურით წამოვიდოდა”. ასეთი დაშვება რაღაც პრეცედენტს უნდა ემყარებოდეს და დიდხანს ვიხსენებდი, რომელი მინისტრი წამოვიდა თანამდებობიდან ნონკონფორმიზმის გამო და თანაც ხმაურით. მე ვერ გავიხსენე. მაშასადამე, ეს ავტორის ზოგადი შეხედულებაა: ნონკონფორმისტი ადამიანი მთავრობაში ვერ იმუშავებს და თუ ის მართლა ნონკონფორმისტია, იქიდან ხმაურით უნდა წამოვიდეს. რატომ? ნონკონფორმიზმისა და კონფორმიზმის ტესტი ინდივიდის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაზე თუ იდეისადმი ერთგულებაზე გადის? კონფორმიზმის წყარო მარტო ხლისუფლებაა თუ საზოგადოებრივი კონიუნქტურაც შეიძლება იყოს? ავტორი სიტყვათა ლიმიტით შეზღუდულია და ალბათ ამიტომ ამაზე არაფერს გვეუბნება, ის ილიას ხელისუფლებიდან გარდუვალი წასვლის (არა გაშვების ან მოხსნის) დაშვებას გვთავაზობს და არ გვიხსნის, თუ რატომ. მე კი მართლა დავფიქრდი: რა უნდა მომხადრიყო, რომ ილია ჯერ შესულიყო მთავრობაში და მერე იქიდან თავისი ნებით წამოსულიყო, თანაც ხმაურით. ამიტომ გავკადნიერდები და ჩემს მოდელირებას შევთავაზებ მკითხველს, ოღონდ არა იმაზე, რას იზამდა ილია, არამედ იმაზე, თუ რას არ იზამდა. ილია მთავრობიდან უბრძოლველად არ წამოვიდოდა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ მთავრობა თავის მთავარ იდეაზე იტყოდა უარს და ილიას საპირისპიროს მსახურებას მოსთხოვდა. თუ ყველაფერი ამის ჩვენს რეალობაზე პროეცირებას მოვახდენთ, იბადება კითხვა: ნეტავ რა იდეას სთავაზობენ ადამიანებს, როცა მთავრობაში შედიან და რა იდეებზე ამბობს უარს მთვრობა, რის გამოც ისინი მას ტოვებენ? საინტერესოა ავტორის დაშვება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებიდან წამოსული ილია კერძო ბიზნესს მიჰყოფდა ხელს და ბიზნესის შევიწროებით შეწუხებული, საარჩევნოდ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. ავტორი აღწერს ჩვენი ფორმაციის საჯარო მოღვაწის ფსიქოტიპს. ავტორისეული მოდელირება უფრო თანამედროვე სივრცეში მოქმედი პოლიტიკოსის სავარაუდო ქმედებებს აღწერს და ეს აღწერა ჩვენი იდენტიფიკაციისათის გამოდგება, მაგრამ არა მგონია, ილიას მიმართ იყოს სწორი. ილია კერძო ბიზნესში 300 მილიონ თუმანს ვერ იშოვნიდა ორ წელიწადში და, ამ ფულის დაკარგვის შიშით, არც პოლიტიკაში წავიდოდა, არც მოსკოვში ირბენდა და არც იქ მიმომსვლელებს დაუდგებოდა კარისკაცად.

ერთში კი უპირობოდ ვეთანხმები ავტორს - ილიას ნონკონფორმიზმი მას კომფორტსა და უსაფრთხოებას ნამდვილად ვერ მოუტანდა. ის ვერც დღევანდელ საქართველოში იქნებოდა ერისა და ბერის თაყვანისცემის ობიექტი. მართალია, დღეს პოლიტიკოსებს არ კლავენ, მაგრამ ფეისბუქში ნამდვილად მოუწევდა შეძახილი: „ნუ მლანძღავთ, ილია ვარ!“.

მერაბ ბასილაია

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


ცნობები განსაკუთრებული ურთიერთობების გაფუჭების შესახებ არა მხოლოდ ნაადრევი, არამედ, უბრალოდ, მცდარია.

0x01 graphic

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შემდეგ. 6 ივლისი.

თქვენ ჩვენი დროის ღუზა ბრძანდებით ამ მერყევ და ცვალებად სამყაროში. თქვენი მმართველობა ათწლეულებს ითვლის; ცივი ომის გამოწვევებიდან გლობალური დათბობის პრობლემებამდე, ბითლზიდან ბექჰემამდე, ტელევიზიიდან ტვიტერამდე.

0x01 graphic

გაეროს გენერალური მდივანი ბან კიმუნი მიესალმა მის უდიდებულესობას, დედოფალ ელიზაბეტ II-ს, გენერალური ასამბლეის სხდომაზე. 6 ივლისი.

„როდესაც მათ იმ (დამოუკიდებლობის) დეკლარაციას მოაწერეს ხელი, უმეტესობას ერთმანეთი ოდნავაც არ მოსწონდა“.

0x01 graphic

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, პარალელი გაავლო აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერ პირებსა და ერაყის ლიდერებს შორის, რომლებიც უკვე თვეებია, ვერ თანხმდებიან ახალი მთავრობის ფორმირებაზე. 5 ივლისი.

„მე ძალიან ბებერი ვარ თქვენი ღამის ცხოვრებისთვის“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გამოეხმაურა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, ღამის თბილისის ცხოვრება ეგემა მომავალი ვიზიტისას. 6 ივლისი.

3 კვირა

▲ზევით დაბრუნება


3 ივლისი

3 ივლისს საქართველოს პრემიერმინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ვერა ქობალია წარუდგინა. ნიკა გილაურმა ვერა ქობალიას ორი გადაუდებელი პრობლემის მოგვარება დაავალა - ერთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას უკავშირდება, ხოლო მეორე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაბალ ტემპს.

4 ივლისი

0x01 graphic

ლიბანის სულიერი ლიდერი აიათოლა საიედ მოჰამედ ჰუსეინი გარდაიცვალა. ჰუსეინი შიიტი მუსლიმებისთვის ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული სასულიერო პირი და სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლას იდეოლოგიური ლიდერი გახლდათ.

5 ივლისი

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

როზა ოტუნბაევა ყირგიზეთის პრეზიდენტი გახდა. რეფერენდუმით ქვეყანაში ახალი კონსტიტუციაც მიიღეს, რომლის მიხედვითაც ყირგიზეთში საპარლამენტო მმართველობა მყარდება.

ირანში აცხადებენ, რომ გერმანია, ბრიტანეთი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უარს ამბობენ ირანული სამგზავრო თვითმფრინავების საწვავით მომარაგებაზე. ერთერთი ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, ეს აშშს მიერ ირანის წინააღმდეგ ცალმხრივად მიღებული სანქციების შედეგია.

ევრაზიის ენერგეტიკულ საკითხებში აშშს სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, რიჩარდ მორნინგსთარი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს შეხვდა. მორნინგსთარი საქართველოში ჰილარი კლინტონთან ერთად იმყოფებოდა. ხეთაგურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება ენერგეტიკის დარგში და საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ბუნებრივი და თხევადი აირის ტრანსპორტირების საკითხები.

6 ივლისი

ამერიკელი მეცნიერების აზრით, მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობი შესაძლოა ამერიკის ყველა იმ შტატს დაემუქროს, რომლებიც ამ წყლებს ესაზღვრება. კომპანია BP განაგრძობს ნავთობის ამოტუმბვას. 29 აპრილს დაღვრილმა ნავთობმა აშშ-ს რამდენიმე შტატში ეკოლოგიური კატასტროფა განაპირობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ნიკოლოზ მჭედლიშვილის თქმით, საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციებს განათავსებს. რა ვადით განისაზღვრება ობლიგაციები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

0x01 graphic

სენატორი ჯონ მაკკეინი ავღანეთში ჩავიდა. მაკკეინმა განაცხადა, რომ მომავალი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც საერთაშორისო კოალიციის ძალები გეგმავენ ყანდაარის სამხრეთით, გადამწყვეტი იქნება და საბოლოოდ გაარკვევს შეიარაღებულ დაჯგუფებათა ბედს ქვეყანაში.

0x01 graphic

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სჯერა ისრაელის განზრახვის სერიოზულობისა, აღადგინოს პირდაპირი მოლაპარაკებები პალესტინასთან.

0x01 graphic

ბოლო 50 წლის მანძილზე პირველად, დიდი ბრიტანეთის მონარქი გაეროში გამოვიდა. ელიზაბეტ მეორემ გაეროს მოუწოდა, უფრო აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოს გლობალურ საფრთხეებს.

7 ივლისი

უნგრეთი სლოვაკეთს ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოში უჩივის. გასულ წელს უნგრეთის პრეზიდენტს უფლება არ მისცეს, სლოვაკეთის ტერიტორიაზე შესულიყო. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არღვევს ევროკავშირის ძირითადად კანონს ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების შესახებ.

პანამის ყოფილ დიქტატორს მანუელ ნორიეგას საფრანგეთის სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფულის გათეთრების ბრალდებით. 76 წლის გენერალს 2,3 მილიონი ევრო ჩამოართვეს. ეს თანხა მისი სახელით ირიცხებოდა ფრანგული ბანკის ანგარიშებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ალიევის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ ყველა მიმართულებით და გამოთქვა იმედი, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც.

საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ადანაშაულებენ წინასაარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში. ლორეალის ყოფილი ბუღალტრის, ლილიან ბეტენკორტის ჩვენების მიხედვით, 150 ათასი ევრო სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიისთვის უკანონო გზით გადაირიცხა. შუამავალი ახლანდელი ფინანსთა მინისტრი - ერიკ ვოერტი იყო. სკანდალის შემდეგ სარკოზის მთავრობის ორმა მინისტრმა უკვე დატოვა თანამდებობა.

0x01 graphic

8 ივლისი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2010 წელს მსოფლიოს ეკონომიკა 4.6 პროცენტით გაიზრდება. ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონი, მიესალმება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სტრატეგიის სამოქმედო გეგმას. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობისკენ.

9 ივლისი

ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, მათ სამი მძლავრი ანტისხეული აღმოაჩინეს. მათგან უძლიერესი შიდსის ვირუსის 91 %25-ს ანადგურებს. ახალი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, ვენის მსოფლიო აივ შიდსის ვირუსისადმი მიძღვნილ კონფერენციამდე 10 დღით ადრე.

ამერიკულმა მხარემ დეპორტაცია გაუკეთა 10 აგენტს, რომლებიც აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდნენ. რუსეთის განცხადებით, აშშ-ში დაკავებული რუსი აგენტების გათავისუფლება მოხერხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მედვედევმა აშშ-ს ჯაშუშობისთვის დაკავებული ოთხი ადამიანი შეიწყალა.

პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, ირანი მზადაა, განაახლოს მოლაპარაკებები აშშ-სთან თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, მაგრამ ჯერ ვაშინგტონმა უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია ისრაელის ბირთვული სტრატეგიის მიმართ.

4 ტიბეტი დალაი ლამას შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


არენა

ჩინეთი

0x01 graphic

ტიბეტელი ბერები
ფოტო: მაიკლ იამაშიტა

6 ივლისს მეთოთხმეტე დალაი ლამა ტენზინ გიათსოს 75 წელი შეუსრულდა. დევნილი დალაი ლამა დაბადების დღეს ინდოეთში შეხვდა, ჯანმრთელობის მსუბუქი პრობლემებითა და სამშობლოში ილუზორული დაბრუნების იმედით.

დალაი ლამა ტიბეტის სულიერი და პოლიტიკური ლიდერია, ტიბეტი კი - ჩინეთის საშინაო პრობლემა. 1950-იან წლებში ჩინეთის მთავრობამ ტიბეტში ჯარი შეიყვანა და როგორც ადმინისტრაციულ, ისე რელიგიურ თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატები დანიშნა. 1959 წელს ტიბეტელებმა აჯანყება სცადეს, თუმცა დამარცხდნენ. დალაი ლამას სამშობლოს დატოვება მოუწია. ტიბეტში დარჩენილ მის მომხრეებს ციხეში უკრეს თავი, ზოგიერთი კი უკვალოდ გააქრეს. პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფი ტიბეტის მთავრობისა და დალაი ლამას რეზიდენცია მდებარეობს ინდოეთში, ქალაქ დარამსალაში.

დევნილი წმინდანი დღემდე იღვწის ტიბეტის თავისუფლებისთვის, თუმცა არაძალადობრივი პრინციპი მისი ბრძოლის ამოსავალი წერტილია. სულიერი ლიდერის ავტორიტეტი დაბრკოლებაა მათთვის, ვისაც სხვა აზრი აქვს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მეთოდებზე. 1989 წელს დალაი ლამამ ნობელის პრემია დაიმსახურა მშვიდობის დარგში. ამჟამად იგი თანახმაა ტიბეტის შიდაპოლიტიკურ ავტონომიაზე, მაგრამ მიუხედავად ძლიერი საერთაშორისო ლობისა, ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას მოლაპარაკებათა გაგონებაც არ სურს. სახალხო რესპუბლიკას ტიბეტელ ხალხთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები აქვს.

0x01 graphic

დალაი ლამა

ამ გეგმებში საკვანძო ადგილი პანჩენ ლამას უჭირავს. და ლაი ლამა ჩინეთზე დღეგრძელი ვერ იქნება. ადრე თუ გვიან იგი დატოვებს მოხუც სხეულს, თუმცა ვისში ჩასახლდება, ადვილი დასადგენი როდია. დალაი ლამას სიკვდილის შემდეგ საჭირო იქნება მისი ახალი რეინკარნაციის მოძებნა. სწორედ აქ აკისრია განსაკუთრებული როლი პანჩენ ლამას. მან უნდა დაადასტუროს კანდიდატები და რიტუალების შემდეგ გაგვანდოს ახალი დალაი ლამას ვინაობა. ჩინეთის მთავრობას პანჩენ ლამას სათავისოდ გამოყენება სურს. წითლების აზრით, ტიბეტელებს აქვთ რელიგიური თავისუფლება, მაგრამ მმართველების დანიშვნა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ადამიანიდან მეორეში მიმავალი დალაი ლამას ეთერული სხეული მოვალეა, გზაზე ცენტრალურ კომიტეტში შეიაროს, საშვის ასაღებად.

0x01 graphic

ლხასა, ტიბეტი.

1995 წელს დალაი ლამამ პანჩენ ლამად შეარჩია 6 წლის კანდიდატი, მაგრამ ჩინეთის ხელისუფლებამ იგი გააქრო. ხელისუფლებამ მის მაგივრად სხვა ბიჭი შეარჩია. ამ უკანასკნელს არც დალაი ლამა, არც ტიბეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ აღიარებს. რაც შეეხება ჭეშმარიტ პანჩენ ლამას - მისი ასავალ-დასავალი მხოლოდ ღმერთმა (და ჩინეთის უშიშროებამ) თუ იცის. საერთაშორისო ორგანიზაციების თითოეული მცდელობა, ენახათ ყველაზე ნორჩი პოლიტიკური პატიმარი, უშედეგოდ დასრულდა. კანონიერ პანჩენ ლამას აპრილში 21 წელი შეუსრულდა. ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ახალგაზრდა ბიჭი კარგ პირობებში იზრდება, სწავლობს და არ სურს, შეაწუხონ.

მილიარდიანი ჩინეთი, ტიბეტელების გარდა, სხვა ბევრ ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობას აერთიანებს. მათგან თითოეული ცდილობს საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რასაც ხელისუფლება ქვეყნის ერთიანობის საფრთხედ მიიჩნევს და პროტესტის პირველივე ნიშნების ჩასახშობად ძალისხმევას არ იშურებს.

0x01 graphic

პანჩენ ლამა აღმზრდელთან ერთად

2008 წელი ტიბეტისთვის სისხლიანი გამოდგა. ჩინეთის ცენტრალური მთავრობით უკმაყოფილო ადგილობრივების პროტესტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ტიბეტში ჩასახლებულ ეთნიკურ ჩინელებს ძირძველ მკვიდრთა რისხვა დაატყდა თავს. ცენტრალური მთავრობა ახალისებს შინაგან მიგრაციას; ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ტერიტორია ისეა მოჭრილი, რომ იქ 6 მილიონი ტიბეტელის მხოლოდ მესამედი ცხოვრობს. დანარჩენები მოსაზღვრე პროვინციებში არიან გაბნეულნი. ჩინეთში საპროტესტო გამოსვლები არცთუ იშვიათია. არაოფიციალური ინფორმაციით, ყოველწლიურად სხვადასხვა მასშტაბის ასი ათასამდე მანიფესტაცია იმართება - პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. კომუნისტური მთავრობა მგრძნობიარეა ნებისმიერი მოძრაობის მიმართ, რომელსაც აქვს მასების მობილიზაციის უნარი. ტიბეტელების მსგავსად, იდევნებიან სხვა რელიგიის მიმდევრებიც.

ჩინეთში სულ ხუთი რელიგიაა დაშვებული: დაოიზმი, ბუდიზმი, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და ისლამი. რელიგიებს სახელმწიფო არეგისტრირებს - აძლევს სპეციალურ სერთიფიკატს, ავტომატურად აერთიანებს რელიგიურ-პატრიოტულ ასოციაციებში და აკონტროლებს მათ საქმიანობას.

ხელისუფლებას აშფოთებს ის ინსტიტუტებიც, რომელთაც ცენტრი სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა აქვთ და, შესაბამისად, ჭირს მათი მართვა. ასეა, ღმერთებიც კი უნდა დარეგისტრირდნენ, სანამ ჩინეთის საზღვარს გადალახავენ.

კათოლიკურ ასოციაციას დღემდე ეკრძალება რომის პაპთან დაკავშირება. კლერიკალებს, რომლებიც ხელისუფლებას არ დაემორჩილნენ, რეგისტრაცია ჩამოართვეს და განდევნეს. სასულიერო პირები ინიშნებიან პარტკომის მიერ. შესაბამისად, მათ ვატიკანში ღირსეულ იერარქებად არ მიიჩნევენ. თუმცა, მოწყალე პაპმა ბენედიქტემ მათ დიდ ნაწილს მაინც უბოძა მანდატი, მოერიდა რა კათოლიკური სამწყსოსთვის ხელის კვრას.

მმართველი პარტია არც არატრადიციულ და ახლად გამოჩეკილ რელიგიებს სწყალობს. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩინეთში წარმოიშვა სპირიტუალური მოძრაობა - ფალუნ გონგი. ფალუნ გონგის მიმდევრების ერთ-ერთი რიტუალი საჯარო ვარჯიშებია. 1999 წელს დაახლოებით ათი ათასმა ნავარჯიშებმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა ჩინეთის დედაქალაქში. პასუხად, მთავრობამ საერთოდ აკრძალა მოძრაობა და მის წევრებზე ძებნა გამოაცხადა.

როგორც მედია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები, აკრიტიკებენ ჩინეთს პოლიტიკური რეპრესიებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. მათ დასავლეთის ქვეყნებმაც აუბეს მხარი. დალაი ლამა მარქსისტული შეხედულებებით გამოირჩევა, რის გამოც იგი ესიმპათიურებათ მემარცხენე პოლიტიკურ ლიდერებსა თუ ინტელექტუალურ ელიტას. ის უყვართ ჰოლივუდშიც, სადაც უკვე დიდი ხანია, ბუდიზმი მოდაშია. სულიერ ლიდერს ამგვარი პოპულარობა არ ეხამუშება. პირიქით, ეს კიდევ ერთი საშუალებაა ტიბეტისთვის საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად. ნობელის პრემიასაც თითქოს პოლიტიკური ქვეტექსტი გასდევდა. 1989 წლის ივნისში პეკინში ჩინეთის მთავრობამ ძალადობრივი მეთოდებით ჩაახშო სტუდენტების საპროტესტო აქცია. ნობელის კომიტეტის განცხადებით, სწორედ 1989 წელი იყო ყველაზე შესაფერისი დრო, დაეჯილდოვებინათ დალაი ლამა, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება სეპარატისტად მიიჩნევს.

დალაი ლამას შეხვედრები მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებთან ჩინეთის განრისხებას იწვევს. ამას ჩინეთი თავის შინაგან საქმეებში ჩარევად განიხილავს. 2007 წელს დანიის პრემიერ-მინისტრთან დალაი ლამას შეხვედრის გამო ჩინეთმა ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. 2008 წელს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ანალოგიური ქმედების გამო ჩინეთმა ჩაშალა ევროკავშირ-ჩინეთის სამიტი, რომელიც 2009 წლის მაისამდე არ განახლებულა. წელსაც შევესწარით ჩინეთის მკაცრ განცხადებებს თებერვალში, როცა დალაი ლამა მიიღო ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

0x01 graphic

დალაი ლამა

დალაი ლამას შემდეგ ტიბეტელებს აღარ ეყოლებათ ადამიანი, რომელიც მათ ბრძოლას მშვიდობის ფარგლებში წარმართავს. თუკი მდგომარეობა გართულდა, ტიბეტი ჩინეთისთვის მხოლოდ საშინაო პრობლემად არ დარჩება. ტიბეტის რამდენიმე რეგიონი სადავო ტერიტორიაა ინდოეთისთვის. ჩინეთისა და ინდოეთის ურთიერთობაზე კი კარგი ნამდვილად არ ითქმის. არც საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნები შეხვდებიან მშვიდად ტიბეტში განვითარებულ მოვლენებს. საერთაშორისო არენაზე ჩინეთისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება ხომ სწორედ საშინაო პრობლემებია.

0x01 graphic

ავალოკიტეშვარა

დალაი ლამა ანუოკეანე მასწავლებელი ავალოკიტეშვარას რეინკარნაციად ითვლება. გადმოცემის მიხედვით, როცა ავალოკიტეშვარა გასხივოსნდა, ადამიანთა ტკივილის მნახველს თავი 11 ნაწილად გაეპო. ბუდა ამიტაბამ, რომელიც მისი მასწავლებელი გახლდათ, ავალოკიტეშვარას თავის თითოეული ნამსხვრევისგან ახალი თავი შექმნა. ამიტომაც მის ღვთაებას 11 თავითა და ათასი ხელით გამოხატავენ ხოლმე. მას მერე მორწმუნეები მას მწუხარებაში შემწედ მიიჩნევენ. ტიბეტური ბუდიზმის მიხედვით, პირველად ავალოკიტეშვარა 1391 წელს გამოვლინდა ადამიანის სხეულით და საფუძველი ჩაუყარა დალაი ლამას ინკარნაციულ დინასტიას. მისი მისია კაცობრიობისთვის სულიერი გზის ჩვენება და ტკივილის შემსუბუქებაა. უმაღლესი სულიერი ლიდერის სიკვდილის შემდეგ იგი ახალი სხეულით ევლინება ქვეყანას. მომავალი დალაი ლამა ბავშვია, რომელსაც სპეციალური ნიშნებისა და რთული რიტუალების მეშვეობით ამოიცნობს პანჩენ ლამა, ანუ მისი მკურნალი ბუდა ამიტაბას რეინკარნაცია. იერარქიულად, დალაილამას შემდეგ პანჩენ ლამა მოდის. მეთოთხმეტე საუკუნიდან დღემდე ტიბეტს 14 დალაი ლამა და 11 პანჩენ ლამა ჰყავდა. დალაი ლამების პოლიტიკური ისტორია 1578 წელს იწყება. მაშინ მონღოლთა ყაენმა ალტან ხანმა ტიბეტური ბუდიზმის ყველაზე დიდი სექტის - გელუგპას (ყვითელი ქუდი) ლიდერს დალაი ლამას წოდება უბოძა და, ამგვარად, ტიბეტის მმართველად აღიარა. 1720-1911 წლებში ტიბეტი, ნომინალურად, ჩინეთის იმპერატორის ვასალად ითვლებოდა, თუმცა ჩინეთი ტიბეტს სრულად ვერასდროს აკონტროლებდა.

5 ოკუპაციის ცნების მნიშვნელობა საქართველოსთვის

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დავით ბათაშვილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველომ იმას, რაც ხდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ოფიციალურ დონეზე უწოდა ადეკვატური სახელი ოკუპაცია. 2010 წელს ეს ტერმინოლოგია ოფიციალურად გამოიყენეს უცხოეთშიც. მაისში ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ორი ქართული რეგიონი მოხსენიებული იყო, როგორც „რუსეთის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი ოკუპირებული ტერიტორიები“, „თუმცა ევროპარლამენტის საბოლოო რეზოლუციაში ეს სიტყვები აღარ მოხვდა.

სამაგიეროდ, ლიტვის სეიმის 1 ივნისის რეზოლუციაში რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია ბევრჯერ არის ნახსენები, ხოლო სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმები მარიონეტებად (puppet) არიან წოდებულნი. არანაკლებ საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების, კერძოდ, თეთრი სახლის პრესსამ-სახურის მიერ 24 ივნისს გავრცელებული განცხადება. ამ განცხადებაში აშშ მოუწოდებს რუსეთს, „დაასრულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქართული ტერიტორიების ოკუპაცია“.

საქართველოს მიზანი უნდა იყოს ამ ტერმინების შემდგომი დამკვიდრება საერთაშორისო პრაქტიკაში. ამავე დროს, იმის მიუხედავად, თუ რამდენად ფართოდ გაიზიარებენ ამ ტერმინოლოგიას უცხოეთში, თავად საქართველომ ამგვარი პრინციპული მიდგომა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. ეს გამართლებულია თუნდაც იმიტომ, რომ უფრო კორექტულია, ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი ერ ქვას. ოკუპანტს ვუწოდოთ ოკუპანტი. ამ ოკუპანტის მიერ დასმულ მარიონეტულ რეჟიმს ვუწოდოთ სწორედ მარიონეტული რეჟიმი და არა „დე ფაქტო“ თუ „სეპარატისტული ხელისუფლება“. შავზე შავისა და თეთრზე თეთრის თქმა უფრო სწორია, ვიდრე იმ გაუგებარი ტერმინების გამოყენება, რომლებიც სწორედ რუსებმა შემოიღეს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება იმ ფაქტის დაფიქსირება, რომ არსებული რეალობა რუსულ ქართული კონფლიქტია, არ აძლევს რუსეთს საშუალებას, პრობლემის არსი წარმოაჩინოს როგორც ეთნიკური დაპირისპირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუკი ჩვენს ტერიტორიაზე არსებული პრობლემა გასაღდება როგორც „ეთნიკური კონფლიქტები“, რუსეთი უკეთეს საშუალებას მიიღებს, მიინიჭოს თუნდაც არა ფორმალური მშვიდობის მყოფლის როლი, იმის მიუხედავად, რომ მისი ქმედებები საქართველოს ნებას ეწინააღმდეგება.

სწორედ ამიტომ, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთს სურს, საქართველოს ხელი მოაწერინოს ძალის არგამოყენებაზე მარიონეტულ რეჟიმებთან და კატეგორიულ უარს ამბობს თავად დადოს საქართველოსთან ასეთი შეთანხმება. ეს ხომ იქნებოდა დამატებითი და ფიქსირება იმისა, რომ საქმე გვაქვს არა „კონფლიქტებთან“ საქართველოსა და მის პროვინციებს შორის, არამედ ერთ რუსულ ქართულ კონფლიქტთან. ამას კი რუსეთი მიზანმიმართულად გაურბის, რადგან ამ შემთხვევაში გამოდის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მართლაც ოკუპირებულია. ოკუპაცია კი, როგორც წესი, ადრე თუ გვიან მთავრდება ხოლმე.

საქართველოში არსებობს ის მოსაზრებაც, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მარიონეტული რეჟიმების მიერ კავშირის დამყარებას სხვადასხვა სახელმწიფოსთან, რადგან ეს თითქოს და შეამცირებს მათ დამოკიდებულებას რუსეთზე. ამ მოსაზრების მიხედვით, ჩვენ თა ვადაც უნდა დავამყაროთ ამ რეჟიმებთან ოფიციალური ურთიერთობები. ასეთი მოსაზრების გაჟღერების მაგალითია 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული სტატია „თურქეთი როგორც აფხაზეთის კონფლიქტის გასაღები“. მისი ავტორის, ირაკლი ალასანიას აზრით, „თურქეთს უნდა მივცეთ აფხაზებთან ეტაპობრივი, მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა“ და „სპეციალური სამმხრივი ქართულ-აფხაზურ-თურქული მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს საზღვაო მიმოსვლის პირობებზე შეთანხმება“.

ეს მოსაზრება მცდარია. რუსები სრულად აკონტროლებენ ოკუპირებულ რეგიონებს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. შემოთავაზებული ხერხით იქ მათი გავლენის შემცირება შეუძლებელია. სამაგიეროდ, ამდაგვარი ქმედებები საქართველოს მხრიდან იქნებოდა საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაცია. საქართველოს თანხმობა მარიონეტული რეჟიმების მიერ საგარეო ურთიერთობების დამყარებაზე იქნებოდა იმის ნიშანი, რომ საქართველო რეალურად აღარ უპირისპირდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას და, შესაბამისად, რუსეთის ქმედებების „ოკუპაციად“ შეფასება არააქტუალური გახდებოდა.

არანაკლებად მძიმე შედეგები ექნებოდა ზემოთ ნახსენები „სამმხრივი მოლაპარაკების“ იდეის რეალიზებას, ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ქმედებას, რომლის შედეგად მარიონეტული რეჟიმი საქართველოს თანხმობით ისარგებლებს იგივე სტატუსით, როგორითაც საქართველოს ან სხვა სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლება. ამით ხელს მოვაწერდით ჩვენი რეგიონების დაფიქსირებას დამოუკიდებელ საერთაშორისო აქტორებად, და არა ოკუპირებულ ტერიტორიებად. რუსულ ოკუპაციას ეს ვერ დაასრულებდა. პირიქით, ეს განაპირობებდა მის ლეგიტიმაციას. ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის მხარდასაჭერად, მაგრამ არ უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთის მიერ დასმულ და ეთნიკურ წმენდაზე დაფუძნებულ რეჟიმებს.

მხოლოდ პრინციპული პოზიციის შენარჩუნება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით იძლევა მომავალში ოკუპაციისგან გათავისუფლების შანსს. ამას დასჭირდება დიდი დრო და მნიშვნელოვანი ცვლილებები რუსეთში, მაგრამ ამ პოზიციის რაციონალური ალტერნატივა საქართველოსთვის არ არსებობს. ოკუპაციის ლეგიტიმაცია რაციონალურ ალტერნატივად ვერ ჩაითვლება, რადგან იგი სრულიად მოსპობდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კანონისა და წესრიგის აღდგენის შანსს, გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი. საქართველოს ნაწილში კანონისა და წესრიგის ვერაღდგენასთან შეგუება კი იგივეა, რაც უარის თქმა სუვერენული და განვითარებული ქვეყნის მშენებლობაზე.

6 პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ფრედერიკ კემპი და დეიმონ უილსონი

საქართველო დასვლეთის „უხერხული სიმართლეა“. რონალდ ასმუსი, ამას მართალია ასე პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ სწორედ ეს არის მისი შესანიშნავი წიგნის გზავნილი. „პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“ 2008 წლის საქართველო- რუსეთის ომის ისტორიის პირველი ვერსიაა.

ასმუსი მოგვითხრობს რუსეთის ქმედებებზე სამხრეთელი მეზობლის მიმართ, რაც დისონანსშია ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკასთან. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მოსკოვთან მჭიდრო თანამშრომლობა სურს, ოღონდ არა ამერიკის ისეთი მეგობრების ხარჯზე, როგორიც საქართველოა. ასმუსის წიგნში ნათლად ჩანს, რის გასაკეთებლად არის მზად მოსკოვი, რათა შეაჩეროს მის, ეგრეთ წოდებულ „გავლენის პრივილეგირებულ სფეროში სფეროში“ შემავალი ქვეყნების ლტოლვა დასავლეთისაკენ. აგრესიული პოზიცია მოსკოვს ძვირი უჯდება - დასავლეთთან ახლო ურთიერთობები უფუჭდება, მაგრამ, როგორც საქართველოში განხორციელებული ქმედებებიდან ჩანს, კრემლს ეს უღირს. მან ისიც გაიგო, რომ შეუძლია დაარღვიოს საყოველთაოდ აღიარებული ნორმები და მეზობლბს, რომლებიც ნატოს წევრები რ არიან, ისე მოექცეს, როგორც მოესურვება. ამაზე პასუხს არც არავინ მოსთხოვს.

0x01 graphic

რონალდ ასმუსი

ასმუსის წიგნის მთავარი იდეა ის არის, რომ ომი 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა. ომი წინა თვეებში მზადდებოდა თანმიმდევრულად სკუპრულოზურად - საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ. წიგნში დოკუმენტურად არის აღწერილი, რომ რუსეთს - კერძოდ ვლადიმირ პუტინის კრემლს - კარგა ხანია, მიზანში ჰყავდა ამოღებული მიხეილ („მიშა“) სააკაშვილი და რუსეთის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებდა, რათა შეეჩერებინა საქართველოს ინტეგრირება ევროპულ სტუქტურებში, განსაკუთრებით, ნატოში.

0x01 graphic

ასმუსის წიგნი, რომელიც უამრავ ინტერვიუს ეფუძნება, მნიშვნელოვანი საპირწონეა მოსკოვის ვერსიისა, რომ საქართველოს ირაციონალურმა, ამბიციურმა და უპასუხისმგებლო ლიდერმა, სამხრეთ ოსეთში ქართული ჯარის შეყვანის ბრძანებით, საქართველოში რუსეთის შემოჭრის პროვოცირება მოახდინა. მართლაც, დასავლეთში ბევრმა ძალიან იჩქარა, მსხვერპლი დაედანაშაულებინა. თუმცა დამნაშავე რუსეთი იყო - იგი წლების მანძილზე ბლოკავდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „გაყინული კონფლიქტების“ მოგვარებას, ომის წინა თვეებში კი საქართველოს წინააღმდეგ გმომწვევი ნაბიჯები გადადგა, რითაც საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას ამოწმებდა. რუსეთის დაუფრავი თავხედობა ნორმად იქცა. გამყარდა მოლოდინი, რომ სერიოზული კონფლიქტი მწიფდებოდა. ამის შესახებ სააკაშვილი განუწყვეტლივ აფრთხილებდა დასავლეთს, რომელსაც ყურადღება მოედუნებინა.

როგორც მაშინდელმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტივენ ჰედლიმ თქვა: „პუტინს წყენა დაუგროვდა. მას მიაჩნდა, რომ დასავლეთმა რუსეთის სისუსტით ისარგებლა და ამ ქვეყნის ხარჯზე საკუთარი ინტერესები გააძლიერა. პუტინი ეძებდა შესაძლებლობას, ანგარიში გაესწორებინა დასავლეთთან და აღედგინა რუსეთის, როგორც ძლიერი სახელმწიფოს სტატუსი, რომლის ინტერესებსაც ანგარიშს გაუწევდნენ“.

ასმუსი კრიტიკას არ იშურებს დასავლეთის, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების მისამართით იმის გამო, რომ ვერ განჭვრიტეს და ვერ შეძლეს სამხედრო დაპირისპირების პრევენცია; ამ კონფლიქტისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნეს კოსოვოსთან დაკავშირებით და ბუქარესტის ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებით. ბალკანეთის კონფლიქტის მოგვარებაში ჩადებულ რესურსთან შედარებით, დასავლეთის სტრატეგია კავკასიის მიმართ ამ კონფლიქტების ნაკლებ პრიორიტეტულობის ან რუსეთისადმი მეტი მოწიწების მაჩვენებელი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახლომხედველმა დასავლეთმა რუსეთს შუამავლის როლი დააკისრა იმ კონფლიქტებში, რომლებშიც მას უზარმაზარი ინტერესი ჰქონდა. ამ სტატუსით რუსეთმა მოახერხა, გვერდზე გაეწია დიპლომატიური საშუალებები და კონფლიქტი დააკონსერვა. დასავლეთი ამის მოწმე იყო, მაგრამ სერიოზული არაფერი მოუმოქმედებია უიმედო ვითარების შესაცვლელად. ამრიგად, 2008 წელს რუსეთი საქართველოს მიმართ თავის სტრატეგიას ახორციელებდა.

მიგვაჩნია, რომ ასმუსი აზვიადებს კოსოვოს დამოუკიდებლობის გავლენას რუსეთის გათვლებზე საქართველოს მიმართ. მართალია, რუსეთმა სცადა კოსოვოს გათანაბრება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, მაგრამ რეალურად, მათ შორის მსგავსება არ არსებობს. კოსოვომ დამოუკიდებლობა მიიღო ათწლიანი დიპლომატიური მოლაპარაკების შემდეგ. ეს პროცესი ემყარებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას კოსოვოს საბოლოო სტატუსის დადგენის შესახებ. საქართველოსთან დაკავშირებით საქმე სულ სხვაგვარად იყო - წლების მანძილზე უშიშროების საბჭო იღებდა რეზოლუციებს, რომლებშიც რუსეთი მხარს უჭერდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, საქართველოსთან ომის შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის დამოუკიდებლობის მინიჭება იყო ნაჩქარევი, ცალმხრივი და ძალადობრივი ნაბიჯი. მოლაპარაკების მცდელობაც კი არ ყოფილა. ეს მისია რომ შეასრულა, რუსეთმა ამ ორი კონფლიქტური რეგიონიდან (რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ნაწილებად მიიჩნევს) გაერო და ეუთო გამოაძევა, ევროკავშირი კი არ დაუშვა.

ასმუსის კრიტიკა დასავლეთის მიმართ გამართლებულია, ვინაიდან ეს კონფლიქტი ეხებოდა არა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიის ნაწილებს, არამედ ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო ფართო სტრატეგიას. ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-ს ყველა ადმინისტრაცია ამ მიმართულების მომხრე იყო, თუმცა ზოგიერთი ევროპელი მოკავშირის მხრიდან ყოველთვის არ გრძნობდა ამის დიდ მხარდაჭერას.

უდავოა, რომ ომმა დიდი დანაკარგები მოუტანა საქართველოს. თუმცა, ევროპამაც დიდი წარუმატებლობა იგემა, ვინაიდან მას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაფართოების ამბიცია ჰქონდა. ძნელია, გამიჯნო რუსეთის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული სარგებელი იმ დამაჯერებელი ქმედებებისგან, რომლებსაც მოსკოვი მისი მეზობლების, მათ შორის, უკრაინისა და ყირგიზეთის მიმართ ახორციელებს.

საქართველოში შეჭრით რუსეთმა დაარღვია ევროპული უსაფრთხოების სისტემის ფუძემდებლური პრინციპები - საზღვრების შეცვლის დაუშვებლობა; ყველა ქვეყნის თანაბარი უსაფრთხოება; ნებისმიერი ქვეყნის უფლება, აირჩიოს, რომელ გაერთიანებას შეუერთდეს; სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის განთავსების დაუშვებლობა მასპინძელი ქვეყნის თანხმობის გარეშე. ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა იმის უზრუნველყოფაა, რომ ამ პრინციპებს მსგავსი საფრთხე აღარ დაემუქროს.

ამ ომის მთავარი გაკვეთილი დასავლეთისთვის არის ის, რომ არ დაივიწყოს საქართველო. საერთაშორისო წარმომადგენლობის გარეშე დარჩენილ კონფლიქტის ზონაში სიტუაცია ცვალებადი და დაძაბული რჩება; დასავლეთი ვერ ჩათვლის, რომ კონფლიქტი არ განახლდება. საქართველო - ისევე, როგორც რუსეთის სხვა მეზობლები - განიცდის ზეწოლას, რომელიც უფრო დახვეწილი და დაფარულია, ვიდრე სამხედრო ქმედება.

ასმუსის წიგნი სასარგებლოა იმით, რომ გვახსენებს - კონფლიქტები სპონტანურად არ იწყება. არც წარმატების მაგალითები ჩნდება შემთხვევით მსოფლიოს ამ ნაწილში. საქართველომ დაუღალავად უნდა იშრომოს, რომ მდგრადი დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნად იქცეს. თავის მხრივ, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა უნდა გააგრძელონ ამ პროცესის მხარდაჭერა და რუსეთის დარწმუნება, მოიშოროს თავისი ყველაზე ცუდი ინსტინქტები.

ფრედერიკ კემპი არის ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი, ხოლო დეიმონ უილსონი ამ საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი.

ტაბულა მადლობას უხდის ევროპულ ინსტიტუტს (The European Institute)

7 საფრთხე: პოპულიზმი

▲ზევით დაბრუნება


გიგა ზედანია|სვეტი

0x01 graphic

ერთი შეხედვით, „დემოკრატიაც“ და „პოპულიზმიც“ ერთი რამის აღმნიშვნელი უნდა იყოს: რაც „დემოსია“ ბერძნულად, იგივეა „პოპულუსი“ ლათინურად ხალხი. მართლაც, პოპულიზმი დემოკრატიის ორეულია. ის ხალხის, ერის, თვითონ დემოკრატიის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ არის სერიოზული განსხვავებაც: პოპულიზმი ამ ხალხის ბრბოდ გადაქცევას ლამობს.

პოპულიზმისგან განსხვავებით, თანამედროვე დემოკრატია შეზღუდულია. ამიტომაც, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მას ხშირად ლიბერალურ დემოკრატიას უწოდებენ ლიბერალური იმიტომ, რომ კანონით დაცული ინდივიდის თავისუფლება უზენაესი ღირებულება ხდება. რაც დემოკრატიას ზღუდავს, სწორედ ღირებულებათა სისტემა და მისი უზრუნველმყოფი ინსტიტუტებია.

იმისათვის, რომ პოპულიზმს ჩავუღრმავდეთ, ჯერ მისი ანარეკლიდან დავიწყოთ. პოპულიზმის სარკისებური ანარეკლი ელიტიზმია. როგორც პოპულიზმი, ისე ელიტიზმი ამოდიან ერთი და იმავე დაშვებიდან საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად: ელიტად და მასად. ელიტიზმის მიზანია, არ დაუშვას მასის შემოსვლა და მონაწილეობა პოლიტიკაში. პოპულიზმის მიზანია, „თავზე გადაახტეს“ არსებულ ელიტას, ბრბოდ ქცეული მასის საშუალებით.

საქართველოში ელიტიზმი 2003 წლამდე არსებობდა პოლიტიკური სისტემა, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა, რაც შეიძლება შორს გყოლოდა მასა პოლიტიკური პროცესისაგან. რუსეთში დღესაც ელიტიზმი ბატონობს და სწორედ ამიტომ ეშინიათ ასე პანიკურად რუსეთის მმართველებს თუნდაც რამდენიმე ასეული დემონსტრანტის მიტინგისა მასის აზვირთება ელიტიზმისთვის დამანგრეველია.

2003 წლის ნოემბრის რევოლუცია არ ყოფილა თავისუფალი პოპულიზმისაგან, მაგრამ ახალი მთავრობა მალევე იქცა გამტარებლად რეფორმებისა, რომლებიც ხშირად არა უბრალოდ არაპოპულისტური, არამედ არაპოპულარულიც იყო. ოღონდ ეს ვერ გახდა პოპულიზმის დასასრული საქართველოში წარმატებულმა ნოემბრის რევოლუციამ გამოიწვია პოპულიზმის ტალღა, რომლის გაკონტროლებაც შეუძლებელი გახდა. 2004 წლიდან 2010 წლამდე ოპოზიციის მთავარი სტრატეგია იყო ახალი რევოლუცია, რაც სწორედ პოპულისტური რიტორიკის გამოყენებით უნდა მიღწეულიყო. პოპულიზმის ამ ტალღას მმართველმა პარტიამაც იმავე პოპულისტური რიტორიკის გაძლიერებით უპასუხა.

დღეს პოპულიზმი მოდის როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან. მარჯვნიდან ეს არის რელიგიური და ეროვნული იდენტობის თემაზე აგებული პოპულიზმი, რომელიც ლიბერალური ღირებულებების დამანგრეველი ბუნების შესახებ გველაპარაკება და „გენეტიკური მართლმადიდებლობის“ დაცვას ითხოვს.

მარცხნიდან ეს არის პოპულიზმი, რომელიც ხან ანაბრების დაბრუნებაზე საუბრობს, ხანაც უფასო წამლებზე. ეს ყველაზე აბსურდული მაგალითებია, მაგრამ სოციალური რედისტრიბუციის სრულიად არარეალისტური მოთხოვნები ფართოდაა გავრცელე ბული; თითქოს პოპულისტებმა არ იცოდნენ, რომ ჩვენ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და სანამ რაღაცის განაწილებას დავიწყებთ, კარგი იქნებოდა, ეს რაღაც დაგვეგროვებინა.

პოპულიზმი ყოველთვის ცუდი არაა. შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ბიუროკრატია ზედმეტად ძლიერია, პოპულიზმმა ხელი შეუწყოს იმ ფენების ჩართვას პოლიტიკაში, რომლებიც მანამდე გარიყულნი იყვნენ და ამით პოზიტიური როლიც შეასრულოს. თუმცა, თვით დასავლურ დემოკრატიებშიც პოპულიზმს უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

ხოლო ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული ინსტიტუტები და სადაც კონსენსუსი ღირებულებათა სისტემის შესახებ ჯერ არ არსებობს, პოპულიზმი, უბრალოდ, დამანგრეველია. პოპულიზმი ხომ მხოლოდ ელიტებს არ „ახტება თავზე“. ის ცდილობს, მოშალოს არსებული ინსტიტუციური სტრუქტურა. იმ ქვეყნებში, სადაც ეს სტრუქტურა ახალია და სუსტი, პოპულიზმი არაფერს ტოვებს, გარდა მასისა, რომელიც აუცილებლობით მოითხოვს ქარიზმატულ ლიდერს.

პოპულიზმისა და ელიტიზმის ერთადერთი გამანეიტრალებელი საშუალება პლურალიზმია. ამ პლურალიზმს ძალით ვერავინ დანერგავს, მისთვის საჭიროა ძალთა სხვადასხვა ცენტრის გაჩენა, რომლებიც არ იქნება ერთმანეთზე დამოკიდებული და რომელთაგან არც ერთს არ ექნება მეორის განადგურების ძალა. სწორედ ამ პლურალიზმის დასაკანონებლად ხდება საჭირო ძლიერი ინსტიტუტები და ღირებულებათა სისტემა, რომლებიც განსხვავებულ ჯგუფებს შორის არაძალადობრივ თუმცა არა უკონფლიქტო ურთიერთობას უზრუნველყოფენ.

0x01 graphic

და ბოლოს: პლურალიზმის ძალით დანერგვა არა, მაგრამ მისი ხელშეწყობა ნამდვილად შეიძლება.

8 ТАСС уполномочен заявить… ევროპროფკავშირი ამას ჰქვია „ხომ გითხარით!“

▲ზევით დაბრუნება


მიშა თავხელიძე|სვეტი

0x01 graphic

„ტაბულას“ ერთ-ერთ წინა ნომერში დავწერე, რომ რუსეთს არაფერი უნდა, გარდა საქართველოში სოციალიზმისა-მეთქი და აი, თვით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამიდასტურა, კი, მიშა, მართალი ხარო!

სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ (მადლობა მას!) მოსკოვში განაცხადა, რომ საქართველოში, თურმე, პროფკავშირების უფლებები და „შრომის საერთაშორისო ნორმები“ ირღვევაო.

ნესტერენკოს თქმით (და ეტყობა, მან ამ საკითხს თავისი ბრიფინგის დიდი დრო დაუთმო), საქართველოს შრომის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (გაეროს ფილიალი) მოთხოვნებს და შეიცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ამ ორგანიზაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე შრომის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის გამოსვლიდან ნათელი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ცვლილებებს არც კი აპირებსო.

ჰოდა, მადლობა ღმერთს, რომ არ აპირებს!

დღეს საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი ერთ- ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში. ის დაფუძნებულია მარტივ მოსაზრებაზე: დამქირავებელმა და დაქირავებულმა ყველა დანარჩენზე უკეთ იციან, რა შედის მათ ინტერესებში და რა არა, და რომ მათ მესამე (თუნდაც იურიდიული) პირის ჩარევის გარეშე შეუძლიათ, როგორც შრომის ბაზრის რაციონალურ მონაწილეებს, განსაზღვრონ, თუ ვინ რამდენი და როგორ უნდა იშრომოს და ეს შრომა რა უნდა ღირდეს.

საქართველოში კონტრაქტი კანონზე მაღლაა. თუ კონტრაქტში რამე არ არის გათვალისწინებული, მაშინ მოქმედებს კანონი, რომელიც განსაზღვრავს რამდენიმე ძირითად პარამეტრს (მაგალითად, სამუშაო დღეების რაოდენობას, შვებულებასა და ა.შ.). ანუ, თუ კონტრაქტი არ ითვალისწინებს 6-დღიან სამუშაო კვირას, მაშინ შაბათი-კვირა დასვენებაა. თუ კონტრაქტში, რომელზეც ხელი მოვაწერე, წერია, რომ ეს ტექსტი ჟურნალს საღამოს 9 საათამდე უნდა ჩავაბარო, ესე იგი, ჩემი სამუშაო დღე 6-ზე ავტომატურად აღარ მთავრდება.

პროფკავშირებზე კანონში არაფერი წერია, იმის გარდა, რომ ნებისმიერს მისი შექმნის ან მასში გაწევრიანების უფლება აქვს. შექმნა მარტივია - ამისთვის ორი ადამიანიც საკმარისია, გაწევრიანება - მით უმეტეს. სამაგიეროდ, არსად წერია, რომ დამქირავებელი ვალდებულია, ამ პროფკავშირების აზრი გაითვალისწინოს. სწორედ ეს არის, რაც გაეროს ფილიალსა და რუსეთს აღიზიანებს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უკმაყოფილება გასაგებია, საერთაშორისო ბიუროკრატიას, რომელიც თავის ერთ- ერთ მიზნად პროფკავშირების უფლებათა დაცვასა და გაფართოებას აცხადებს, საქართველოს ლიბერალური კანონმდებლობა არ მოეწონება by definition (განმარტების თანახმადვე).

რუსეთს კი სულ სხვა მოტივები უნდა ჰქონდეს.

1791 წლის 3 მაისს პოლონეთმა (ამერიკის შემდეგ მსოფლიოში მეორემ!) მიიღო ეროვნული კონსტიტუცია. იმდროინდელი პოლონურ-ლიტვური ფედერალური სახელმწიფოს ამ ძირითადმა კანონმა მოქალაქეები პოლიტიკურ უფლებებში გაათანაბრა და, სხვათა შორის, გააუქმა liberum veto-ს (ვკრძალავ!) წესი, რომლის მიხედვითაც პოლონეთის პარლამენტის ნებისმიერ წევრს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება ჰქონდა. ვეტოსთვის საკმარისი იყო, რომ ვინმე თავადს მხოლოდ დაეყვირა პარლამენტში Nie pozwalam (არ დავუშვებ).

ამ წესს ყველაზე კარგად იყენებდა რუსეთი, რომელიც, ლოიალური თავადების ხელით (ან, თუ გნებავთ, ყვირილით), ფედერაცია ნამდვილ ანარქიამდე მიიყვანა, რადგან ვერც ერთი გადაწყვეტილების მიღება ვეღარ ხერხდებოდა. ჰოდა, მას შემდეგ, რაც პოლონეთმა 3 მაისის კონსტიტუცია მიიღო, რუსული ჯარი პოლონეთში შეიჭრა. საბაბი? ზოგადად, პოლონეთის მოქალაქეთა უფლებებისა და კერძოდ, ხსენებული უფლების დაცვა!

რა თქმა უნდა, პუტინი ეკატერინე მე-2 (დიდი) არ არის და მშრომელთა უფლებების დაცვის საბაბით, ჯარებს საქართველოში ალბათ არ შემოიყვანს. სამაგიეროდ, უფლებების დაცვის საბაბით, სოციალური დაძაბულობის გაღვივების იდეა სავსებით შეიძლება მის პატარა ჩეკისტურ ტვინში ჩაეტიოს. ჰოდა, მეც ამიტომ მივაქციე ყურადღება ნესტერენკოს ამ განცხადებას.

9 დიდი რეცესია გრძელდება

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ამერიკა

0x01 graphic

ივნისში ამერიკის უმუშევრობის დონის შეფასებითმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ეკონომიკური აღმავლობა შეფერხებულია.

ოქტომბრის მერე დამქირავებლებმა 125 ათასი სამუშაო ადგილი შეამცირეს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კერძო კომპანიებმა 83 ათასი ადამიანი დაასაქმეს. უმუშევრობა 9.7%25-დან 9.5%25-მდე შემცირდა. თუმცა, ამ შემცირების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ 650 ათასმა ადამიანმა, უიმედობის გამო, უბრალოდ თავი დაანება სამუშაოს ძიებას. სტატისტიკურად, ის ადამიანები, რომლებიც სამუშაოს არ ეძებენ, უმუშევრებად არ ითვლებიან.

ვაჭრობის დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ფაბრიკების შეკვეთები მაისში 1.4%25-ით დაეცა. ეს მაჩვენებელი, 2009 წლის მარტის შემდეგ, პირველი ყველაზე დიდი შემცირებაა.

მომხმარებლებმა მაისში ბინების შესყიდვა შეამცირეს, მას შემდეგ, რაც 30 აპრილს ბინის შეძენაზე საგადასახადო კრედიტი მოიხსნა. მშენებლობამ მკვეთრად დაიკლო. პარალელურად, მოსახლეობაში სტაბილურობის განცდაც შემცირდა.

კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით, ამერიკაში 7.9 მილიონით ნაკლები ანაზღაურებადი კერძო სამსახურია. წლის დასაწყისიდან კერძო სექტორი ყოველთვიურად, საშუალოდ, 98 ათას სამუშაო ადგილს ამატებს. ამ ტემპით, კრიზისამდელი ნიშნულის მისაღწევად ამერიკას თითქმის 7 წელი დასჭირდება.

დასაქმება მოსახლეობის ზრდის ტემპს რომ მიჰყვეს, ყოველთვიურად სულ მცირე 100 ათასი სამუშაო ადგილია საჭირო. უმუშევრობის დონის დასაწევად კი ეკონომიკას ორჯერ მეტი სამუშაო ადგილი სჭირდება.

მწარმოებლებმა, რომლებიც კრიზისის შემდეგ ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნიდნენ, დასაქმებულთა რაოდენობა მაისში 32 ათასიდან ივნისში 9 ათასამდე შეამცირეს. მაისში წარმოება 1.4%25-ით დაეცა, რაც 2009 წლის მარტის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.

სახელმწიფოს წინასწარი შეფასება არ გამართლდა და კერძო დამქირავებლებმა მაისში 11 ათასი სამუშაო ადგილით ნაკლები გაიღეს. სახელმწიფომ ამ შედეგის კორექტირება იმით სცადა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტმა, 2010 წლის უმუშევრობის დონის გამოთვლების დახმარების მიზნით, 400 ათასი ადამიანი დაიქირავა, თუმცა ამ სამსახურების უმეტესობა მხოლოდ 6-8 კვირა გაგრძელდა.

საათობრივი ანაზღაურებაც შემცირდა და 22.5 დოლარს გაუტოლდა. შედეგად, შემცირდა სამუშაო კვირაც, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულებმა ბოლო თვის განმავლობაში ნაკლები ფული აიღეს. ორგანიზაცია The Free Enterprise Nation-ის ანალიზის თანახმად, 2007 წლიდან ამერიკის კერძო სექტორმა დაკარგა 10.5 მილიონი სამუშაო ადგილი მაშინ, როცა საჯარო სექტორში სამუშაო ადგილები 720 ათასით გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, დასაქმებულთა ამგვარი გადანაწილების შედეგად, კერძო სექტორში დასაქმებულებზე მნიშვნელოვნად იზრდება საგადასახადო წნეხი: შედარებით მცირე კერძო სექტორს უწევს, ფინანსურად შეინახოს გამუდმებით მზარდი საჯარო სექტორი. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა შენახვა თვითონ მთავრობასაც ძვირი უჯდება - დიდი პენსიები, ახალგაზრდა საპენსიო ასაკი და სამედიცინო დაზღვევა.

2007 წლის ბოლოდან ფედერალურმა მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის 3.6 ტრილიონ დოლარამდე დახარჯა. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის უმუშევართა დახმარების ფედერალური პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით დებატები არ წყდება.

ობამას ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ამ ტიპის დახმარებები საუკეთესო საშუალებაა მოთხოვნის სტიმულირებისთვის: ადმინისტრირება ადვილია და მიმღებიც ხარჯვას იწყებს.

სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ადრე გაცემული დახმარებები, რომლებიც ღარიბი და უმუშევარი ადამიანების ეკონომიკური სტიმულირებისკენ იყო მიმართული, უმეტესწილად დაზოგვას (და არა ხარჯვას) დაექვემდებარა.

საქმე ისაა, რომ მთავრობა არ ქმნის რესურსებს. ის მათ მხოლოდ ანაწილებს. შესაბამისად, უმუშევრებზე რესურსის გაცემით, მთავრობა ამ რესურსს ვიღაცას ართმევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უმუშევართა დახმარება იმდენად მაღალი იქნება, რომ ამ ადამიანების მსყიდველუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის, იმათი მსყიდველუნარიანობა, ვის ხარჯზეც გაიზარდა დახმარება, ასევე მნიშვნელოვნად დაეცემა. შესაბამისად, ეკონომიკის სტიმულირება არ მოხდება.

მეტიც, ადამიანს, რომლისგანაც ამოიღეს თანხა, მუშაობის მოტივაცია შეუმცირდება და ნაკლებს იმუშავებს. მეორე მხრივ, მას, ვისაც დაუმატეს თანხა მუშაობის მოტივაცია შეუმცირდება და, შესაბამისად, ისიც ნაკლებს იმუშავებს.

ამდენად, ეკონომიკის სტიმულირების ნაცვლად, მცირდება მუშაობის სტიმული ადამიანებისთვის, რადგან ვინც ნაკლებს მუშაობს, ის მეტს მიიღებს და პირიქით. იმ შემთხვევაში კი, თუ თანამშრომლები უმუშევართათვის გაზრდილი დახმარებების გამო მეტ ხელფასს მოითხოვენ, პასუხად, დამსაქმებლები თანამშრომლებს შეამცირებენ.

ობამას ადმინისტრაციის მიდგომა, რომ უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა საჯარო სამსახურის „გაბერვის“ ხარჯზე შეიძლება, მცდართან ერთად, საზიანოცაა. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მიერ 40 წლის მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ფედერალური მთავრობის ხარჯის ზრდა ადგილობრივი ბიზნესაქტივობის სტიმულირებას არ ახდენს. პირიქით, რაც მეტია ფედერალური ხარჯი, მით ნაკლებია კორპორატიული.

10 ღარიბს ართმევს მდიდარს აძლევს

▲ზევით დაბრუნება


ვახტანგ მეგრელიშვილი|სვეტი

სოციალური სახელმწიფო

0x01 graphic

საქართველოს კონსტიტუციის პირველ აბზაცში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, სხვა ბევრ რამესთან ერთად, „დაამკვიდრონ სოციალური სახელმწიფო“. ამბობენ, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, რადგან მოსახლეობის ნახევარი „სიღარიბის ზღვარს“ ქვემოთაა. მუდმივად ისმის მოწოდებები ერთი ან მეორე სოციალური ჯგუფის დახმარების აუცილებლობის შესახებ. ოპოზიცია პერმანენტულად ითხოვს პენსიის გაზრდას. ხელისუფლება, ერთი მხრივ, ამაყობს მიღწეულით, მეორე მხრივ წუხს, რომ ამ ეტაპზე შესაძლებლობა არ აქვს, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს პენსია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ღარიბებისათვის ფულისა და სამედიცინო დაზღვევის მიცემით ებრძვის სიღარიბეს, ოპოზიცია ამუნათებს, რომ მთავრობა ღარიბების პოვნას სწორად ვერ ახერხებს.

სტატისტიკურად, 100.000 ყველაზე ღარიბი ქართველი ოჯახის თვიური შემოსავალი დაახლოებით 100 ლარია. ამ თანხის ნახევარს (50 ლარს) ისინი სახელმწიფოსაგან იღებენ. ყველაზე შეძლებულ 100.000 ოჯახს შემოსავალი 2200 ლარი აქვს. სახელმწიფო მათაც აძლევს ფულს. მათ შემოსავალში ამ ფულის წილი მხოლოდ 3%25-ია, მაგრამ საინტერესოა ის, რომ შეძლებულ ოჯახებს სახელმწიფო უფრო მეტს აძლევს, ვიდრე ღარიბებს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 5 წლის წინ განსხვავება ბევრად უფრო დიდი იყო.

ამ, ერთი შეხედვით, უცნაური შედეგის მთავარი შემოქმედი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. ამ სამინისტროს თითოეული ქართველი ყოველი 100 ლარიდან დაახლოებით 9 ლარს აძლევს რაღაც საქმის გასაკეთებლად. ამ საქმეს შემოსავლის გადანაწილება ჰქვია და ნიშნავს შეძლებულების მიერ ღარიბებისათვის ფულის მიცემას. საქართველოს მოქალაქეების მიერ სამინისტროსათვის გადანაწილების მიზნით მიცემულმა თანხამ 2010 წელს 1,6 მილიარდი ლარი შეადგინა. როგორ ანაწილებს შემოსავალს ორგანიზაცია, რომელსაც ხალხმა ყველაზე ბევრი ფული მიაბარა?

სამინისტროს 1,6 მილიარდი ძირითადად სამნაირი ფულისაგან შედგება. მილიარდ 161 მილიონი დასარიგებელი ფულია და 348 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ან ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად უნდა დახარჯოს, დანარჩენი 100 მილიონამდე უფრო ადმინისტრაციული, ან შემოსავლის გადანაწილებასთან მხოლოდ ირიბად დაკავშირებული ხარჯია.

დასარიგებელი ფული და ჯანმრთელობის ხარჯები თვისებრივად ორ ნაწილად იყოფა. 1,161 მილიარდი დასარიგებელი ფულიდან 161 მილიონით (14%25) ღარიბებს უნდა დაეხმაროს, მილიარდი ლარი (86%25) შეძლების მიუხედავად უნდა გაანაწილოს. განსხვავებული პროპორციაა სამედიცინო მომსახურებისათვის განკუთვნილი 348 მილიონის განაწილებაში. 45%25 (159 მლნ) ღარიბებისთვისაა, დანარჩენი 55%25 (188 მლნ) ყველასთვის. უკანასკნელის არსი ძირითადად სამკურნალო დაწესებულებათა კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაა.

0x01 graphic

ჯამში გამოდის, რომ ფულის 21%25 ექსკლუზიურად ღარიბებისთვისაა და 79%25 მთელი მოსახლეობისათვის. რატომ იღებენ სახელმწიფო ფულის უფრო მცირე ნაწილს ღარიბები და მეტს მდიდრები? წესით ხომ საგანგებოდ ღარიბებისათვის განკუთვნილი 21%25ის არარსებობის შემთხვევაშიც ყველას თანაბრად უნდა მიეღო? ცნობილია, რომ სახელმწიფო ფულზე შედარებით მარტივად მიუწვდებათ ხელი აქტიურ ადამიანებს. ღარიბები კი აქტიურობით არ გამოირჩევიან. კარგი მაგალითია 2005 წელს საპენსიო კანონების ცვლილება. დღეს არსებობენ პენსიონერები, ვისი პენსიაც 560 ლარია და ესეც იმიტომ, რომ კანონმა პენსიის ზედა ზღვარი 560 ლარით განსაზღვრა. განსაკუთრებული მდგომარეობა ამ მხრივ იყო 2005 წლამდე. იმდროინდელი კანონმდებლობის თანახმად, ძირითადად საბჭოთა КГБ-სა და მილიციის მაღალჩინოსნებს 2005 წლიდან, გადანაწილების მიზნით, ბიუჯეტში არსებული ფულის ნახევარი უნდა მიეღოთ. ამ პროცესის პირველი ნიშნები გამომჟღავნდა 2004 წლის ბოლოს, როდესაც მოქმედი კანონების შესაბამისად, 14-ლარიანი მინიმალური პენსიის ფონზე 6000 ლარამდე პენსიის დანიშვნა დაიწყო.

სამინისტროს ფუნქცია ფულის თანაბრად გადანაწილება რომ იყოს, 100-მილიონიან ადმინისტრაციულ ხარჯზე იაფი დაუჯდებოდა ვერტმფრენის შეძენა, რომელიც ყოველ თვე ფულით გაივსებოდა, შემოიფრენდა საქართველოს, გადმოყრიდა ფულს და სტატისტიკურად ყველას თანაბარი ოდენობის ფული შეხვდებოდა. გამოდის, რომ ათეულობით მილიონის ხარჯვისა და ათასობით ადამიანის ფულის გადასანაწილებლად მუშაობის მიზანი შეძლებულებისათვის მეტი ფულის მიცემა ყოფილა.

სიღარიბე სუბიექტური ფენომენია და მას ადამიანის სურვილებისა და შესაძლებლობის შეფარდებით გამოწვეული განცდა ქმნის. ვაკის რომელიმე უბნის ყველაზე ღარიბი ოჯახი გლდანში რომ გადასახლდეს, შეიძლება ყველაზე მდიდარი აღმოჩნდეს. ამ განცდის საფუძველზე 2010 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 42%25მა ჩათვალა თავი იმდენად ღარიბად, რომ გადაწყვიტა, სახელმწიფოსთვის მიემართა დახმარების თხოვნით. შედარებისათვის, 2008 წელს 33%25 თვლი და თავს ღარიბად. ბუნებრივია, ადამიანები სტიმულს ემორჩილებიან, და რაც უფრო მეტია სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მით მეტი ადამიანი გადაწყვეტს დახმარების თხოვნას. სახელმწიფომ ახალშობილზე 1000 ლარით დახმარება გადაწყვიტა და უცბად მოიმატა დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობამ. დახმარების სახით ფერარის რომ არიგებდნენ, შეიძლება მთელი საქართველო და ფიქრებულიყო. რეალურად, დახმარებისათვის მიმართვათა რაოდენობის გაზრდას ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევამ შეუწყო ხელი, ვინაიდან სარგებელი ნამდვი ლად ღირებული აღმოჩნდა, კერძო ბაზარზე ანალოგიური პროდუქტის შეძენა მნიშვნელოვნად ძვირი ღირს, ასაკოვანი ადამიანებისათვის კი ფიზიკურადაც ხელმიუწ ვდომელია.

სიმარტივისათვის წარმოვიდგინოთ, რომ 1,8 მილიონი ადამიანი ვინც თავი ღარიბად ჩათვალა ნამდვილად ღარიბია და მათ გადავუნაწილოთ სამინისტროს ხელთ არსებული 1,5 მილიარდი ლარი, თითოეული ოჯახისათვის წელიწადში 3000 ლარის მიცემას შევძლებდით. ყველა ერთნაირად ღარიბი ვერ იქნება, ამიტომ, მაგალითისათვის, უფრო ღარიბი ნახევრისათვის შეგვეძლო მიგვეცა 4000 ლარი და უფრო შეძლებულებისათვის 2000. შედეგად, სიღარიბე, რომელიც უკავშირდება კვებას ან ავადმყოფობას, საქართველო ში საერთოდ არ იარსებებდა.

რატომ აღმოჩნდა სახელმწიფოსათვის და რიგითი ადამიანებისათვის თითქოს მარტივი და ბუნებრივი გადაწყვეტილება ვის დაეხმაროს და ვის არა განსხვავებული?

სახელმწიფოს გადმოსახედიდან ხალხი უცნაურად იქცევა. რატომღაც ეხმარებიან ღარიბ მეზობლებს ან ნათესავებს და არ ითვალისწინებენ, რომ მათზე უფრო შეძლებულებისათვის ფულის მიცემაა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტი.

11 კომოროვსკის გამარჯვება

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

პოლონეთი

ბრონისლავ კომოროვსკი პოლონეთის პრეზიდენტია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მან მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. გამარჯვების შემდეგ პარტია - სამოქალაქო პლატფორმა - ფლობს საპარლამენტო უმრავლესობას, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის პოსტებს. პარლამენტის სპიკერიც სეიმში სამოქალაქო პლატფორმის ლიდერი - გრჟეგორჟ შჩეტინა გახდება.

არჩევნებზე ამომრჩეველთა 55%25 გამოცხადდა. კომოროვსკიმ ხმათა 53%25 მოაგროვა, იაროსლავ კაჩინსკიმ - 47%25. კომოროვსკის ძირითადად მხარი დაუჭირეს ახალგაზრდებმა და ქალაქის მცხოვრებლებმა, რომლებიც ემხრობიან საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და სურთ მეტი პოლიტიკური/ ეკონომიკური თავისუფლება. კაჩინსკის, უმთავრესად, პატარა ქალაქებისა და სოფლების რელიგიურმა მოსახლეობამ მისცა ხმა. სწორედ ამიტომ რეჟისორმა ანჟეი ვაიდამ მისი დამარცხება პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის მარცხად მიიჩნია.

საინტერესო სურათი იხატება არჩევნების შედეგების ისტორიულ-გეოგრაფიულ ჭრილში განხილვისას. ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებიდან ხმების უმრავლესობა კომოროვსკის ერგო, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ნაწილი კი კაჩინსკის თანაუგრძნობს. თუ დავხედავთ მე-19 საუკუნის პოლიტიკურ რუკას, ვნახავთ, რომ კომოროვსკის მხარდამჭერი ნაწილი პრუსიის/ გერმანიის მმართველობის ქვეშ იყო, ავსტრო- უნგრეთისა და რუსეთის იმპერიის ფარგლებში მყოფი ტერიტორიების მოსახლეობა კი რუსეთისთვის ყველაზე მიუღებელ კანდიდატს - კაჩინსკის მიემხრო.

კომოროვსკის გამარჯვების მიუხედავად, იაროსლავ კაჩინსკის პარტიისათვის - კანონი და სამართლიანობა - არჩევნები წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. კაჩინსკიმ მოახერხა არაპოპულარული პოლიტიკოსიდან საზოგადოებისათვის მისაღებ ფიგურად გარდაქმნილიყო. ორიოდ თვეში მისი რეიტინგი გაორმაგდა. საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი შედეგი კაჩინსკისა და მისი პარტიისათვის, შესაძლოა, შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების წინაპირობა იყოს.

პოლონეთის პრეზიდენტს უფლება აქვს, ვეტო დაადოს პარლამენტის გადაწყვეტილებებს. ნაკლებად სავარაუდოა, კომოროვსკიმ საპრეზიდენტო პრივილეგიები გამოიყენოს. მისი გამარჯვებით გაქრა წინააღმდეგობა საპრეზიდენტო და საპარლამენტო ხელისუფლების შტოებს შორის. პრემიერი დონალდ ტუსკი შეძლებს, მტკივნეული ეკონომიკური რეფორმები გაატაროს. თუმცა, ტუსკი ალბათ ფრთხილად იმოქმედებს, რადგან კაჩინსკი მზადაა, მთავრობის ნებისმიერი წარუმატებლობა სათავისოდ გამოიყენოს.

12 პრეზიდენტის ვინაობა სამი რაუნდის შემდეგ გაირკვა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

გერმანია

სამტურიანი კენჭისყრა ქრისტიან ვულფის გამარჯვებით დასრულდა. გერმანიის პრეზიდენტად, როგორც მოსალოდნელი იყო, ანგელა მერკელის კონსერვატორი კანდიდატი აირჩიეს. თუმცა, ბრძოლის დაძაბულობამ ცხადყო, რომ მმართველი კოალიცია არც ისე მჭიდროდაა შეკრული, როგორც გარედან ჩანს.

გერმანიაში ფედერალურ პრეზიდენტს უშუალოდ ხალხი არ ირჩევს. გერმანული პარლამენტის - ბუნდესტაგის - წევრებისა და შტატების საკანონმდებლო დელეგატებისგან შემდგარი ფედერალური კრება, ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დებატების გარეშე გამოავლენს შემდეგ პრეზიდენტს. კრებამ პრეზიდენტის კანდიდატურა აბსოლუტური უმრავლესობით უნდა აირჩიოს. თუ ორ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ხმების საჭირო რაოდენობის დაგროვებას, მესამე ტურში გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს.

აღნიშნულ არჩევნებში 1244 არჩეული წარმომადგენელი მონაწილეობდა. პირველ ტურში ვულფს 23 ხმა დააკლდა აბსოლუტური უმრავლესობის - 623 ხმის მისაღებად, მეორე ტურში - 8. საბოლოოდ, მმართველმა კოალიციამ 625 ხმა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ფედერალური რესპუბლიკის ისტორიაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა ქვეყნის პირველი პირის დასანიშნად არჩევნების სამი რაუნდი ჩატარდა. 1949 წლიდან გერმანიამ ცხრა პრეზიდენტი გამოიცვალა. ვულფი მეათეა.

გერმანიაში პრეზიდენტს მხოლოდ ცერემონიალური ძალაუფლება აქვს, თუმცა ამ არჩევნებს დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. კენჭისყრა ერთგვარი გამოცდა იყო მერკელის ავტორიტეტისთვის. ბოლო დროს იკლო ქრისტიან-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატებისა და ბავარიის ქრისტიან-სოციალისტების კავშირისგან შემდგარი სამთავრობო კოალიციის რეიტინგმა. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შტატის არჩევნების შედეგმა კოალიციას უმრავლესობა დააკარგვინა პარლამენტის ზედა პალატაში. ხელისუფლებას ავნო პრეზიდენტ ჰორისტ კიოლერის გადადგომამაც. ყოფილი პრეზიდენტი გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობდა საერთაშორისო დონეზე.

თუმცა, არც ახალი პრეზიდენტია ახალბედა პოლიტიკოსი - 1994 წლის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნებისას იგი ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი გახლდათ პრემიერის პოსტზე. მაშინ გერჰარდ შროდერმა მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა ქვემო საქსონიის საკანონმდებლო ორგანოში. ვულფი კი მოგვიანებით, 2003-2010 წლებში გახლდათ ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრი. 2005 წლის ფედერალურ არჩევნებამდე იგი დაასახელეს გერმანიის კანცლერობის პოტენციურ კანდიდატად. სწორედ მისი წარმატებული პოლიტიკური კარიერის გამო მიაჩნიათ, რომ ანგელა მერკელმა, საპრეზიდენტო კანდიდატად ვულფის შერჩევით, საქმე გაირთულა.

აღსანიშნავია, რომ ვულფის კონკურენტი, აღმოსავლეთ გერმანიის 1989 წლის მშვიდობიანი რევოლუციის ქარიზმატული ლიდერი, იოაკიმ გაუკი, იდეოლოგიურად უფრო ახლოს დგას ანგელა მერკელის ქრისტიან-ლიბერალურ კოალიციასთან, ვიდრე მემარცხენე პარტიებთან. ვულფის მხარდაჭერით კი კანცლერი თითქოს დაუპირისპირდა დემოკრატიული აღორძინების სიმბოლოს.

იოაკიმ გაუკი ძალიან სახასიათო პერსონაჟია გერმანულ პოლიტიკაში. იგი პროტესტანტი მღვდელი და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ადამიანების უფლებების ყოფილი აქტივისტია. სოციალისტური საიდუმლო პოლიციის ე.წ Stasi-ს დოკუმენტებში გაუკი „გამოუსწორებელ ანტიკომუნისტად“ არის მოხსენიებული. გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა გულაგგამოვლილის შვილმა თავისი კარიერა კომუნისტურ ტირანიასთან ბრძოლას მიუძღვნა.

0x01 graphic

იოახიმ გაუკი გამარჯვებას ულოცავს ქრისტიან ვულფს

გაუკი ხელმძღვანელობდა ლუსტრაციის პროცესს, გახლდათ არქივების პირველი ფედერალური კომისიონერი 1999-2000 წლებში. მისი დირექტორობისას გაიხსნა კომუნისტური პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რის გამოც „Stasi-ზე მონადირეც“ კი შეარქვეს. კომუნიზმთან ბრძოლაში იგი მხოლოდ გერმანიით არ შემოფარგლულა - ვაცლავ ჰაველთან ერთად მან ხელი მოაწერა ევროპული სინდისისა და კომუნიზმის პრაღის დეკლარაციას (Prague Declaration on European Conscience and Communism); ითხოვდა საბჭოთა დროს ჩადენილ უსამართლობათა გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას, რაშიც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

ყოველკვირეულმა გამოცემა შპიგელმა კენჭისყრას „მერკელის უდიდესი წარუმატებლობა“ უწოდა. ამ ფონზე, 2011 წელს კანცლერს კიდევ 5 არჩევნები ელის. ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ ვადის დასრულებამდე (2013 წელი) მმართველ კოალიციას გაუჭირდება გამოწვევებთან გამკლავება შემცირებული ავტორიტეტის პირობებში. თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, კოალიციის წევრი თავისუფალ დემოკრატთა პარტია ბუნდესტაგში შესვლას ვერ შეძლებს - მისი რეიტინგი 5%25-იან ბარიერზე დაბალია. იზრდება ოპონენტების პოპულარობაც. მაგალითად, ივლისის მონაცემებით ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რეიტინგმა 30%25 შეადგინა და მაისთან შედარებით, 2 %25-იანი ზრდა აჩვენა.

მმართველი კოალიციის უმთავრესი პრობლემა შიდა განხეთქილებაა. გაერთიანების წევრები გასული სექტემბრის ფედერალური არჩევნებისას ვერ თანხმდებოდნენ რამდენიმე საკვანძო საკითხზე: შეემცირებინათ თუ არა გადასახადები; როგორი რეფორმა გაეტარებინათ ჯანდაცვაში; რამდენი ბირთვული ქარხანა აემოქმედებინათ. როგორც ჩანს, უთანხმოებას უკვალოდ არ ჩაუვლია. კენჭისყრაზე კოალიციის წევრების საკმაოდ დიდმა ნაწილმა (პირველ ტურში 44-მა) მოწინააღმდეგე ბანაკის საპრეზიდენტო კანდიდატს - იოაკიმ გაუკს მისცა ხმა.

სამთავრობო კოალიციაში ალბათ უკვე გააცნობიერეს შეთანხმებული მოქმედებისა და კომპრომისების აუცილებლობა. ამ კუთხით პირველ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ დემოკრატთა პარტიის თავმჯდომარისა და, ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრის, გვიდო ვეტერველეს, არჩევანი დეფიციტის შემცირების სასარგებლოდ. მანამდე მისი პარტია და ქრისტიან-დემოკრატები მხარს უჭერდნენ გადასახადების შემცირებას, რასაც დეფიციტის გაზრდა მოჰყვებოდა. თუ კომპრომისები გაგრძელდება და შეჯერდებიან სხვა საკითხებზეც - ჯანდაცვის რეფორმა, ბირთვული საწვავი და დაგეგმილი 80 მილიარდევროიანი დეფიციტის შემცირების პაკეტის დეტალები - მაშინ კოალიცია თავიდან აიცილებს კიდევ ერთ უთანხმოებას. შესაძლოა ბუნდესტაგის საზაფხულო შესვენება, რომელიც ამ თვის ბოლოს იწყება, „შერიგების“ პროცესისთვის სასარგებლო გამოდგეს. თანაც, როგორც ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერი რიჩარდ შტოსი აღნიშნავს, პრეზიდენტის არჩევის გაჭიანურებულმა პროცესმა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერ მერკელს ავნო და არა მთავრობის თავმჯდომარე მერკელს.

13 მეზობელი ქვეყნების რეგიონებს შვეიცარულ კონფედერაციაში ახალ კანტონებად იწვევენ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

შვეიცარია

გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის და ლიხტენშტეინის მოსაზღვრე შვეიცარია მეზობლებს მასთან ინტეგრაციისკენ მოუწოდებს. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა თავად იკავებს თავს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისგან, ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და გაეროსაც მხოლოდ 2002 წელს შეუერთდა. ფაქტია, რომ საკანონმდებლო შეთავაზება, რომლითაც მეზობელი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონებს უფლება მიეცემათ, შვეიცარიის შემადგენლობაში ახალი კანტონის ფორმით შევიდნენ, ქვეყნის კონსერვატიულ პარტიას ეკუთვნის. დომინიკ ბეტიგა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანის წინადადებით გამოდის.

26 კანტონისგან შემდგარი კონფედერაციის მთლიანი მოსახლეობა 7,8 მილიონი ადამიანია. მათი 70%25 გერმანულ ენაზე საუბრობს, 20%25 ფრანგულენოვანია, დანარჩენი კი იტალიურ და რომანულ ენებზე მეტყველებს. ქვეყნის პოლიტიკური სისტემა პირდაპირი დემოკრატიაა. ცვლილებათა მიღების შემთხვევაში ელიან ახალი კანტონების ანუ ოლქების შექმნას. გერმანიაში პოტენციურ კანტონად განიხილავენ ბადენ-ვუტენბერგს, 10 მილიონზე მეტი მოსახლით, რომლებიც ძირითადად ორ გერმანულ დიალექტზე, ფრანკონიულად და ალემანიკურად საუბრობენ. ავსტრიიდან პოტენციურ ოლქად მიიჩნევენ ფორარლბერგს, ალემანიკური დიალექტის ერთ-ერთ განსხვავებულ სახეობაზე მოსაუბრე 360 ათასი მოსახლით. პოტენციურ კანტონებად განიხილება 2 მილიონი ადამიანით დასახლებული ელზასი და კიდევ ფრანგული რონა- ალპების რამდენიმე დეპარტამენტი. აგრეთვე, იტალიის რამდენიმე პროვინცია, სადაც ფრანგულიც ოფიციალური ენაა.

0x01 graphic

ინიციატივას განსხვავებულად შეხვდნენ. შვეიცარიის ულტრა- კონსერვატორული სახალხო პარტიის თავმჯდომარე ბრუნერ ტონი, მისი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი და კიდევ 26 პარლამენტარი საკანონმდებლო ცვლილების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი, რასაც ვერ ვიტყვით მთავრობაზე. ის პარლამენტს მოუწოდებს, უარყოს კანონპროექტი. მთავრობა ფიქრობს, რომ მეზობელი ქვეყნები საკონსტიტუციო ცვლილებას არამეგობრულ ქმედებად მიიჩნევენ.

საპირისპიროდ, ბეტიგა ინიციატივას რეგიონების ინტერესების დაცვის სურვილით ხსნის. მისი მტკიცებით, შვეიცარიის მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ელიტები რეგიონების მცხოვრებთა პრობლემებს ყურადღებას არ აქცევენ.

ქვეყანა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით, ევროპაში მეორე, მსოფლიოში კი მეექვსე ადგილზეა, ჰონგ-კონგის, სინგაპურის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ირლანდიის შემდეგ. ამ ნუსხის პირველ ათეულში ევროკავშირიდან მხოლოდ ორი ქვეყანა მოხვდა. 27 წევრი ქვეყნის ნახევარზე მეტი 30-დან 75-მდე ადგილებს ინაწილებს. ევროპელებს, ტრადიციული შრომითი სექტორის დაცვის მიზნით, მძიმე რეგულაციები აქვთ დაწესებული, რაც აფერხებს პროდუქტიულობის ზრდას. შვეიცარია კი პირიქით, მაღალი თავისუფლებით გამოირჩევა. ქვეყანაში ბიზნესი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამას ემატება უზარმაზარი კერძო სექტორი.

შვეიცარია ევროპას არც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით ჩამოუვარდება. მსოფლიო მასშტაბით ის ჩამორჩება მხოლოდ 5 ქვეყანას - ლუქსემბურგს, ნორვეგიას, კატარს, ისლანდიასა და ირლანდიას.

აგრეთვე, ქვეყანა გამოირჩევა დაბალი საგადასახადო ტარიფებით - გადასახადები მშპ-ს 30,1%25-ს შეადგენს, მაშინ, როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 37,5%25-ს უტოლდება, ზოგან აჭარბებს კიდეც. მაგალითად, გერმანიაში - 40,6%25, საფრანგეთში - 46,1%25 და ავსტრიაში - 43,4%25. შვემსოფლიო იცარია უმუშევრობის დონით მკვეთრად ჩამორჩება ევროპელ მეზობლებს, რასაც მისი მოქნილი შრომითი ბაზარი განაპირობებს.

საკვირველია, მაგრამ ფაქტია, რომ კონსერვატორთა შემოთავაზებამ, ამომრჩეველთა გარდა, ზოგიერთი მეზობლის მხარდაჭერაც დაიმსახურა. ამ უკანასკნელთ შვეიცარიის კონფედერაციასთან გაერთიანება სწორედ მისი ეკონომიკური მიღწევების გამო იზიდავთ. დღეს შვეიცარია მსოფლიოში ერთ- ერთი უმდიდრესი ქვეყანაა - ერთ სულ მოსახლეზე 67 ათას დოლარზე მეტი ოდენობის მთლიანი შიდა პროდუქტით.

0x01 graphic

რუკა - GEOLAND

14 როცა რუსეთი იღიმის

▲ზევით დაბრუნება


დევიდ . სმიტი|სვეტი

0x01 graphic

მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატში ამერიკამ ალჟირი დაამარცხა, რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი კალიფორნიაში ჩავიდა ინტენსიური დიპლომატიური ტურის დასაწყებად. ფულისა და ტექნოლოგიების ძიებაში „სილიკონის ველი“ გაღიმებულმა მოიარა. ვაშინგტონშიც გაღიმებულმა მოისმინა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას დაპირება, რომ მხარს დაუჭერდა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. თუმცა, შემდეგ მატჩის მიმდინარეობა მოულოდნელად შეიცვალა - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისში ჩავიდა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ამერიკის ინტერესი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. კლინტონმა მაგარი გოლი გაიტანა, მაგრამ ესმის კი კარგად ვაშინგტონს, რა თამაშს თამაშობს?

მედვედევის ამერიკული მოგზაურობის დაწყების წინ ზოგი მკვლევარი მიიჩნევდა, რომ რუსეთი, რომელმაც მოახერხა თავისი ყოფილი იმპერიის ჩაყენება წამყვანი სახელმწიფოების რიგში, თავს გაღიმების უფლებას აძლევდა იმ იმედით, რომ დახმარებას მიიღებდა თავისი მესამე სამყაროს დონის ეკონომიკისთვის. დასავლეთს ნერწყვი ადგება რუსეთთან კომერციული გარიგებების პერსპექტივაზე და ხელიდან არ უშვებს არაფერს, რაც აღმოსავლეთ ფრონტზე სიმშვიდეს შეუნარჩუნებს. ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკით ამერიკა მოსკოვთან დიდ დათმობებზე მიდის, ეფემერული დიპლომატიის სანაცვლოდ.

მოსკოვს, რამდენიმე გაღიმებით, მეტი ჯილდოს მიღება შეეძლო, მაგრამ მისი საგარეო პოლიტიკა არ იცვლება.

ყირგიზეთში აშშ-ს მანასის ბაზაზე საუბრისას - რომელიც უმნიშვნელოვანესია ნატოს სამშვიდობო ოპერაციისათვის ავღანეთში - მედვედევმა „უოლ სტრიტ ჯურნალს“ უთხრა, „ეს ბაზა - და ეს ჩემი პოზიციაა და ამას ღიად ვამბობ - სამუდამოდ ვერ იარსებებს“.

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით რუსეთმა მხარი დაუჭირა გაეროს სანქციების ახალ რაუნდს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, რათა შეერბილებინა ზომები და დათმობები მიეღო ვაშინგტონისაგან. მას მერე მოსკოვი დასავლეთის მიერ სანქციების გამკაცრების ყოველ მცდელობაზე ბუზღუნებს.

საქართველოსთან დაკავშირებით კი რუსული დათვი კბილებს კვლავ აღრჭიალებს. მედვედევის ამერიკაში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფს“ მისცა ინტერვიუ, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ობამას თავი შეეკავებინა ძლიერი პოზიციის გამოხატვისაგან - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

„საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია და არ შეიცვლება, - აღნიშნა ლავროვმა, - არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ჩვენი არჩევანი არ იყო და ნებისმიერი პრეტენზია მიმართული უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილისკენ, რომელმაც გათელა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა... რუსული სამხედრო ნაწილები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ახლა ლეგალურად იმყოფებიან... რუსეთმა შეასრულა მედვედევ-სარკოზის გეგმის ის ნაწილი“.

სამწუხაროდ, ასეთ გამოწვევებზე ვაშინგტონი აუღელვებლად რეაგირებს - და ეს ობამას ადმინისტრაციამდეც ასე იყო - თითქოს გულახდილობა და კეთილგანწყობა მოსკოვს პოზიციას შეაცვლევინებს. ეს ააშკარავებს ამერიკის გულუბრყვილობას იმ რუსულ პოლიტიკასთან შედარებით, რომელიც მოსკოვმა გეოპოლიტიკური რეალობის მისეული აღქმის მიხედვით ჩამოაყალიბა - მიუხედავად იმისა, სწორია ეს აღქმა, თუ არა.

24 ივნისს მედვედევთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ თქვა: „ჩვენ, ორ ქვეყანას, უთანხმოება გვაქვს ზოგიერთ საკითხზე - როგორიც საქართველოა - და ამ უთანხმოებებზე გულწრფელად ვისაუბრეთ. მაგრამ ურთიერთობის გადატვირთვა წარმატებული აღმოჩნდა იმ საკითხთა მიმართ, რომლებზეც ვთანხმდებით“.

ათი დღის შემდეგ კლინტონი თბილისში ჩამოვიდა. „აშშ-ს ერთგულება - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია“, თქვა მან, როდესაც რუსეთის საქართველოში შემოჭრასა და მისი ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბრობდა. „აშშ არ ცნობს გავლენის სფეროებს“. თეთრ სახლში ობამას უმარილო განცხადებისგან განსხვავებით, მკაცრი იყო კლინტონის გზავნილი გავლენის იმ სფეროს შუაგულიდან, რომელზეც რუსეთს პრეტენზია აქვს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა პასუხი არ დაახანა. „არ არის საჭირო პრობლემის მოგვარების გზების გვერდზე ძიება. ზოგს მიაჩნია, რომ (საქართველოს ტერიტორია) ოკუპირებულია, სხვები კი ფიქრობენ, რომ გათავისუფლებულია. ეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს შორის მოლაპარაკებების საგანია და მათ უნდა დაიწყონ ეს დიალოგი მესამე მხარეებისადმი მიმართვის გარეშე“. კლინტონის სიტყვებმა კრემლის სახეზე ღიმილი წამიერად მაინც გააქრო.

ახლა გამოჩნდება, ბოლომდე ესმის თუ არა ვაშინგტონს საკუთარი სიტყვების წონა. ამავდროულად, კლინტონმა თბილისის აუდიტორიას მიმართა: „დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს, არ წამოეგოს ანკესზე, არ აჰყვეს პროვოკაციას და არ ჩაერთოს ისეთ ქმედებაში, რომელიც რუსებს შემდგომი აგრესიული სვლების საბაბს მისცემს“.

მარტო ეს განცხადებაა გარღვევა, ვინაიდან იმის აღიარებაა, რომ „გადატვირთვის“ მიუხედავად, რუსეთი ადვილად პროვოცირებად აგრესორად რჩება. ვაშინგტონი ნამდვილ ტესტს მაშინ გაივლის, როდესაც მიხვდება, რომ ის, რაც მართლაც და რუსეთის პროვოცირებას ახდენს,

სიცოცხლისუნარიანი, ეფექტიანი ქართული დემოკრატია და ეკონომიკაა, რომელსაც კლინტონი, ეჭვგარეშეა, გულწრფელად უჭერს მხარს.

დევიდ . სმიტი - საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი და პოტომაკის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი.

15 დიპლომატიური თერაპია

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

ამერიკა მოკავშირეთა ინტერესებს დაიცავს

0x01 graphic

ჰილარი კლინტონი
ფოტო: REUTERS ©

ჩვენ სიარული და კევის ღეჭვა ერთდროულად შეგვიძლია. ეს ძველი გამოთქმაა. ხომ ხვდებით, რასაც ნიშნავს?“ მოუჭრა ჰილარი როდჰემ კლინტონმა საჯარო ბიბლიოთეკაში მასთან შესახვედრად შეკრებილ ქართველ ქალებს 5 ივლისს. ეს სიტყვები საერთაშორისო მედიამ სახელმწიფო მდივნის 5-დღიანი მოგზაურობის მთავარ გზავნილად აღიქვა. ჰილარი კლინტონმა ყოფილი საბჭოთა ბლოკის 5 ქვეყანა - პოლონეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო მოიარა იმის სათქმელად, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობასა და მოკავშირეთა ინტერესების დაცვას ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთდროულად შეძლებს.

სახელმწიფო მდივანმა ამერიკის 36-ე პრეზიდენტის ლინდონ ჯონსონის სიტყვები გაათამაშა „ჯერი ისეთი რეგვენია, რომ ერთდროულად სიარული და კევის ღეჭვაც არ შეუძლია... კეთილი გული აქვს, მაგრამ ამერიკული ფეხბურთის უჩაფხუტოდ თამაშმა თავისი შედეგი გამოიღო“, ასე შეამკო დემოკრატმა ლინდონ ჯონსონმა ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი ჯერალდ ფორდი.

აღსანიშნავია, რომ უელსლის კოლეჯში სწავლისას, კონგრესში ინტერნად მივლინებული ჰილარი როდჰემი სწორედ ჯერალდ ფორდთან მუშაობდა. ის იმ დროს კონგრესის უმცირესობის ლიდერი იყო.

ასევე საყურადღებოა, რომ უფრო ადრე, 1964 წელს, როდესაც ლინდონ ჯონსონმა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰილარი კლინტონი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, რესპუბლიკელი ბარი გოლდვოტერის წინასაარ ჩევნო კამპანიაზე მუშაობდა.

დიახ, ორი წლის წინათ დემოკრატების საპრეზიდენტო ნომინაციისთვის მებრძოლი ჰილარი როდჰემი ახალგაზრდობაში რესპუბლიკელი გახლდათ.

სახელმწიფო მდივნის პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბებაზე ბავშვობიდანვე იზრუნეს მამამ და ისტორიის მასწავლებელმა. ისინი კონსერვატორი რესპუბლიკელები იყვნენ და სასტიკად გმობდნენ კომუნიზმს. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ცოცხალი ისტორია“ (Living History) ჰილარი იხსენებს: „მამაჩემი ხშირად საუბრობდა იმის შესახებ, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა კომუნიზმის გავრცელება ჩვენი ცხოვრების წესისთვის; რომ რუსებს ბომბი ჰქონდათ და სპუტნიკის გამო კოსმოსურ შეჯიბრს ვაგებდით”. ისტორიის მასწავლებელი კი არიგებდა: „სჯობს მოკვდე, ვიდრე გაწითლდე“. მანვე აზიარა სკოლის მოსწავლე ჰილარი ლიბერტარიანული მოძრაობის ერთ- ერთი ლიდერის, არიზონას სენატორისა და მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატის, ბარი გოლდვოტერის ნაშრომს „კონსერვატორის სინდისი“.

0x01 graphic

ჰილარი კლინტონი

„მე მომწონდა სენატორი გოლდვოტერი იმიტომ, რომ ის შეუდრეკელი ინდივიდუალისტი იყო და პოლიტიკური დინების წინააღმდეგ ცურვას არ ერიდებოდა“, - იხსენებს თავის მემუარებში ლინდონ ჯონსონთან დამარცხებული პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ უკვე თავადაც სენატორი კლინტონი.

ჰილარი აღნიშნავს, რომ მის პოლიტიკურ ხედვაზე გარდამტეხი გავლენა იქონია ვიეტნამის ომმა. მაშინ ის უელსლის ქალთა კოლეჯის ახალგაზრდა რესპუბლიკელთა პრეზიდენტი იყო - „ვიეტნამმა ამერიკა სამუდამოდ შეცვალა... მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვიყავი და ჯარში ვერ გამიწვევდნენ, ურთიერთგამომრიცხავი აზრები მტანჯავდა... რესპუბლიკური პარტია კიდევ უფრო მარჯვნივ იხრებოდა. ზომიერი რესპუბლიკელები მხარდაჭერას კარგავდნენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ მე კი არ დავტოვე რესპუბლიკური პარტია, თავად დამტოვა“. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც ნიუ იორკის სენატორად აირჩიეს 2000 წელს, ჰილარი წარმატებით თანამშრომლობდა რესპუბლიკელების მნიშვნელოვან ნაწილთან. მეტიც, ისეთი კონსერვატორებიც კი იყვნენ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ჰილარი კლინტონის პრეზიდენტად არჩევა სულაც არ იქნებოდა ურიგო. დღესაც, რესპუბლიკელთა უმეტესობისთვის, ის ყველაზე მისაღები ფიგურაა ობამას ადმინისტრაციაში.

ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას, ჰილარის ხშირად აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს მართვაში აქტიური მონაწილეობის გამო. მიუთითებდნენ ინტერესთა კონფლიქტზე ჰილარისა და მისი ქმრის საქმიანობებს შორის საპრეზიდენტო წყვილს მეტსახელიც შეარქვეს - „ბილარი“. ჰილარი კლინტონი პირველია - ამერიკის პრეზიდენტების მეუღლეთა შორის - ვისაც თავისი ოთახი ჰქონდა თეთრი სახლის სამუშაო (ანუ დასავლეთის) ფლიგელში (West Wing), მაშინ, როდესაც მისი წინამორბედები თეთრი სახლის საცხოვრებელ (ანუ აღმოსავლეთის) ფლიგელს (East Wing) არ სცდებოდნენ. მან მანამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა და, პირველი ლედის სტატუსით, 79 ქვეყანა მოიარა. თუმცა, მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა, თავად ბილ კლინტონი წინასაარჩევნო კამპანიისას ხშირად იმეორებდა: თუ ხმას მე მომცემთ, ერთს აირჩევთ და ორს მიიღებთო. ჰილარი კლინტონმა საყვედურებს ასე უპასუხა: „შემეძლო, სახლში ვმჯდარიყავი, ნამცხვრები დამეცხო და ჩაი დამელია, მაგრამ მე ვამჯობინე ჩემი პროფესია, რომელიც მანამდე მქონდა, ვიდრე ჩემი ქმარი საჯარო პირი გახდებოდა“.

ჰილარი კლინტონის პოლიტიკური კარიერა უელსლის კოლეჯში პოლიტიკური მეცნიერების სწავლისას დაიწყო და იელის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაგრძელდა, სადაც თავისი მომავალი ქმარი, ბილ კლინტონი გაიცნო. ჰილარიმ ბილთან დაქორწინებაზე რამდენჯერმე თქვა უარი, დროს ითხოვდა - „ვიცოდი, რომ თუ დაოჯახებას გადავწყვეტდი, ვისურვებდი, ქორწინება მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო... ახლა ვხვდები, როგორ მეშინოდა პასუხისმგებლობის“, - იგონებს ის თავის მემუარებში. ჰილარი ქორწინებიდან კარგა ხნის განმავლობაში ქალიშვილობის გვარს - როდჰემს ინარჩუნებდა და მხოლოდ მაშინ გადავიდა კლინტონზე, როდესაც ჩათვალა, რომ მისი ეს ჟესტი, ბილს არკანზასის გუბერნატორად არჩევაში შეუწყობდა ხელს. კლინტონების ქორწინებამ ბევრ გამოცდას გაუძლო, მათ შორის, მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებულ მსოფლიო მასშტაბის სკანდალს.

„ძლივს ვსუნთქავდი. უჰაერობა მახრჩობდა და თან ვუყვიროდი: რას გულისხმობ? რას მეუბნები? რატომ მომატყუე?“ - ასე იხსენებს ჰილარი კლინტონი მისი ცხოვრების იმ ეპიზოდს, როდესაც ქმარი ღალატში გამოუტყდა. კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაძრა, თუმცა ინიციატივა სენატმა ჩააგდო. ბილ კლინტონს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ამერიკელი ხალხის მოტყუებაში სდებდნენ ბრალს - მან დაიფიცა, რომ ლევინსკისთან „სექსუალური კავშირი“ არ ჰქონია. „გულგატეხილი ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ბილი კვლავინდებურად მიყვარდა... როგორც ცოლს, მინდოდა, მისთვის კისერი მომეგრიხა, მაგრამ ის არა მხოლოდ ჩემი ქმარი, არამედ ჩემი პრეზიდენტიც იყო“ - წერს ჰილარი.

საყურადღებოა, რომ ლევინსკის სკანდალის განმავლობაში პირველი ლედის რეიტინგმა არნახულ სიმაღლეს მიაღწია. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, საზოგადოება ჰილარის მსხვერპლად აღიქვამდა, რამაც მას მოსახლეობის 70%25 -ის სიმპათია მოუტანა, განსხვავებით 1994 წლისგან, როდესაც პირველი ლედის რეიტინგი 35%25-ს ძლივს აღწევდა. ამ დროს ჰილარი მისმა პრეზიდენტმა ქმარმა ეროვნული ჯანდაცვის რეფორმის სამუშაო ჯგუფის უფროსად დანიშნა. ჰილარის ხელმძღვანელობით მომზადებულმა პროექტმა, რომელიც სწრაფად მონათლეს „ჰილარიქეად“, ამომრჩევლის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ პროექტის მხარდასაჭერი კამპანიისას ჰილარი იძულებული გახდა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ჩაეცვა.

მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის ორივე პალატას დემოკრატები აკონტროლებდნენ, კლინტონის ჯანდაცვის რეფორმამ ვერ მოიპოვა საკმარისი მხარდაჭერა და ჩავარდა. მეტიც, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სწორედ „ჰილარიქეა“ გახდა 1994 წელს კონგრესის არჩევნებში დემოკრატების უპრეცედენტო მარცხის მიზეზი.

ჰილარი კლინტონი პირველია ამერიკის პირველ ქალბატონთა შორის, რომელმაც კენჭი არჩევით თანამდებობაზე იყარა. 2000 წელს ის ნიუ- იორკის სენატორი გახდა. 2003 წელს კი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.

„მედგრად ვიბრძოლე პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ. ყველა ღონე ვიხმარე, რომ ის დამემარცხებინა, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიე და გადავწყვიტე, ობამას წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, მის მხარდასაჭერად მებრძოლა, რადგან მივიჩნიე, რომ ჩემი ქვეყნისთვის ასე სჯობდა... როდესაც პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნის პოსტი შემომთავაზა, ბევრმა მკითხა: როგორ შეგიძლია ყოფილ პოლიტიკურ მეტოქესთან იმუშაო? პასუხი მარტივია: ორივეს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, დგება დრო, როდესაც პოლიტიკა მთავრდება და ქვეყნის მართვა იწყება“, - უთხრა ჰილარი კლინტონმა ქართველ ქალებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მისი პირველი ვიზიტის პირველი შეხვედრა სწორედ ქალებთან შედგა, რომლებსაც თამარ მეფე შეახსენა და 21-ე საუკუნის ოქროს ხანის შენებისკენ მოუწოდა. თუმცა ვინც კლინტონის საქმიანობას იცნობს, ეს არც გაჰკვირვებია, რადგან ქალის უფლებები და გენდერული თანასწორობა, როგორც პრიორიტეტი, ჰილარი კლინტონის დღის წესრიგში ათეული წლებია ფიგურირებს. „ადამიანის უფლებები ქალის უფლებებია და ქალის უფლებები - ადამიანის უფლებები, ყველგან, ყოველთვის და ყველასთვის“, -ამ ლოზუნგად ქცეული ფრაზის ავტორი ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი გახლავთ.

„მჯერა, რომ ამ ქვეყანას აქვს არაჩვეულებრივი პოტენციალი - იყოს დემოკრატიის შუქურა და პროგრესის მაგალითი... ვიცი, რომ რთული გამოწვევები გაქვთ. თქვენ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში გიწევთ ცხოვრება“ - „უთხრა მან საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში შეკრებილ ასზე მეტ ქალს.

0x01 graphic

ჰილარი კლინტონი და ბილ კლინტონი ინაუგურაციის მეჯლისზე

ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჰილარის აუდიტორია, რეალურად, არა საქართველო ან რუსეთი, არამედ ამერიკელი ამომრჩეველი იყო, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის დათბობის ხარჯზე მოკავშირეების მიტოვებაში ადანაშაულებს. ვარაუდობენ, რომ ამას რუსეთის ხელმძღვანელობაც ხვდება - შემოდგომა ახლოვდება, ამერიკაში კონგრესის არჩევნები მოდის, აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობის საკითხმა, რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის ფონზე, ელექტორალური მნიშვნელობა შეიძინა.

მანამდე, სანამ ამერიკა რუსეთთან ურთიერთობას ათბობდა, უკრაინაში პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს და გადაწყვიტეს რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარი ეთქვათ; ლეხ კაჩინსკი დაიღუპა, პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კი უპრეცედენტოდ დათბა; ყირგიზეთში ფერადი რევოლუციის შედეგად მოსული მთავრობა გააძევეს და ქვეყანა ეთნიკურმა კონფლიქტმა მოიცვა; აზერბაიჯანმაც რუსეთისკენ დაიწყო ყურება - ობამას ადმინისტრაციამ ბაქოში აშშ-ს ელჩის დანიშვნა ერთ წელიწადზე მეტხანს გააჭიანურა, არც ილჰამ ალიევი მიიჩნია ღირსად იმისა, რომ მსოფლიოს 47 ქვეყნის ლიდერთან ერთად ვაშინგტონის ბირთვულ სამიტზე მიეწვია. ეს საკითხები შეერთებულ შტატებში, ევროპისგან განსხვავებით, ყოველდღიური შიდა დისკუსიის საგნად იქცა. როგორც ამბობენ, სწორედ ამ დისკუსიაში პოზიციების გამაგრებას ემსახურება სახელმწიფო მდივნის სტუმრობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ვიზიტის ფარგლებში შეერთებულ შტატებსა და პოლონეთს შორის გაფორმდა პაქტი რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შესახებ. ობამას ადმინისტრაცია ამ გზით შეეცადა აენაზღაურებინა ის პოლიტიკური ზარალი, რაც მაშინ მიადგა, როდესაც ჩეხეთან და პოლონეთთან იგივე საკითხზე უფრო ამბიციური შეთანხმება გააუქმა და სანაცვლოდ რუსეთისგან ხელმოსაჭიდი ვერაფერი მიიღო. პოლონეთში ჩასულმა სახელმწიფო მდივანმა პოლონური ფიქლის გაზის მოპოვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რაც პირდაპირ უკავშირდება ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას. თუმცა უნდა ითქვას, რომ კაჩინსკისგან განსხვავებით, ტუსკის მთავრობა ამ საკითხს დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდება.

0x01 graphic

აშშ - ს სახელმწიფო მდივანი კლინტონი და პრეზიდენტი სააკაშვილი

მიუხედავად უკრაინის ახალი კურსისა, ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომელმაც სახელმწიფო მდივანი რამდენჯერმე „გენერალურ მდივნად“ მოიხსენია, მაინც შეახსენა რომ ნატოს კარი მათთვის კვლავინდებურად ღიაა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციები შესთავაზა. საგულისხმოა, რომ უკრაინა, ამერიკა და საქართველო მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო წვრთნებში Sea Breaze-2010, რომელიც შავ ზღვაში დაიწყება 12 ივლისიდან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამერიკელ მაღალჩინოსანთა ბოლო დროს გახშირებული ვიზიტები აზერბაიჯანში. სულ რაღაც 1 თვის წინ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ჩავიდა და პრეზიდენტ ობამას წერილი ჩაიტანა, ახლა კი სახელმწიფო მდივანი. აღსანიშნავია, რომ 18 წლის წინ ბეიკერის სტუმრობის შემდეგ, ეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე ვიზიტია ბაქოში. ანალიტიკოსები ამ უჩვეულო ყურადღებას ყირგიზეთში არეულობასაც უკავშირებენ, რომლის ფონზეც აზერბაიჯანის სტრატეგიული მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა ავღანეთში წარმატების მისაღწევად.

„ეს ჩემი პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი ვიზიტია საქართველოში - განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის გვერდით მდგომმა სახელმწიფო მდივანმა - მე საჯაროდაც იმას ვიტყვი, რაც კერძო საუბარში ვთქვი. პრეზიდენტი ობამას და ჩემი სახელით მსურს დავადასტურო შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეერთებული შტატები არ სცნობს გავლენის სფეროებს. პრეზიდენტმა ობამამ და მე ეს პირდაპირ ვუთხარით ჩვენს რუს კოლეგებს ვაშინგტონში 24 ივნისს გამართული შეხვედრისას... მოვუწოდებთ რუსებს შეწყვიტონ საქართველოს ოკუპაცია და სამხედრო შენაერთები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ომამდელ პოზიციებზე დააბრუნონ“.

სახელმწიფო მდივანმა აღფრთოვანებით ისაუბრა მოკლე დროსა და რთულ გარემოებებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ დემოკრატიისა და ეკონომიკის შემდგომი განვითარება, მოდერნიზაცია - გადარჩენის ერთადერთი გზაა.

0x01 graphic

პრეზიდენტ ობამასთან ერთად

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში კრიტიკოსებმაც კი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდეს. თუმცა გამოითქვა ეჭვი, რომ კლინტონის სამართლიანი განცხადებები სიმბოლურ მნიშვნელობას ვერ გასცდება, თუ შეერთებულმა შტატებმა რეგიონთან დაკავშირებით თანმიმდევრული სტრატეგია არ შეიმუშავა. საბედნიეროდ ეს თეთრი სახლის ადმინისტრაციაშიც კარგად ესმით. უშიშროების საბჭოს დირექტორმა რუსეთის საკითხებში, მაიკლ მაკფოლმა ამაზე ღიად ისაუბრა პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე.

თუმცა დიპლომატიურმა თერაპიამ შედეგი გამოიღო: მედიამ ადვილად შენიშნა სახელმწიფო მდივნის რიტორიკაში სიტყვა „ოკუპაციის“ გაჩენა. ამ ტერმინის დამკვიდრებას ქართული მხარე უკვე დიდი ხანია ცდილობს, როგორც მინიმუმ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფოებად აღიარება თავზეხელაღებულ ქვეყნებსაც გაუჭირდეთ

16 ფოტოესსე

▲ზევით დაბრუნება


ბუდისტი ბერები დალაი ლამას ღვთისმსახურებაზე,
ტაივანი

0x01 graphic

17 რით განსხვავდება საზოგადოებრივი სახინკლე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან

▲ზევით დაბრუნება


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო.
ხალხური გამონათქვამი

პირველ არხს უყურებთ? თქვენ გარშემო ვინმე უყურებს? მეორე არხს? პირველ რადიოს უსმენთ? მეორეს? მესამეს? სულ რამდენია, იცით? ვინმემ იცის, იქ მომუშავეთა გარდა? ალბათ, არა. რატომ? იმიტომ, რომ არ ვარგა საყურებლად და მოსასმენად.

რამდენი წელია დიდი მონდომებით ვცდილობთ ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი მაუწყებლის „გაჯანსაღებას“? რამდენჯერ შევცვალეთ ცალკე სამეთვალყურეო საბჭო, ცალკე მისი დაკომპლექტების წესი? ბევრჯერ. ნაწილს „ობიექტური“ მაუწყებლის შექმნა სურს, ცდილობს, „დაბალანსებული“ ტელევიზია დაუტოვოს შთამომავლობას და ვერ ხვდება, რომ „ობიექტურობა“, ობიექტურად, ბუნებაში არ არსებობს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის მიზანი მაღალი რეიტინგი უნდა იყოს (ეს განსაკუთრებით ახლად არჩეულ მენეჯმენტს ახასიათებს ხოლმე, უპირატესად, მმართველობის პირველ წლებში); თუმცა, ეს მიზანიც მიუღწეველი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირთან ერთად ისტორიას ჩაბარდა მოამბის მონოპოლია ახალ ამბებზე.

ტელევიზიისა თუ რადიოს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა პრობლემა არ იქნებოდა, ის რომ ვიღაცის კერძო საკუთრება იყოს, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ვყრიდეთ მილიონებს მაუწყებელში, რომელსაც არავინ უყურებს და უსმენს? მილიონებს! ყოველ წელს! საერთოდ, რისთვის არის საჭირო საზოგადოებრივი მაუწყებელი? თუ ტელევიზია ბიზნესია, მაშინ ეს არ არის სახელმწიფოს საქმე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რატომ უნდა ვიხადოთ გადასახადი ისეთი ბიზნესის შესანახავად, რომელიც თავისთავად არ არის რენტაბელური? თუ ასეთი ტელევიზიის ჩვენს კმაყოფაზე ყოფნა ნორმალურია, რატომ არ შევინახოთ იგივე პრინციპით ერთი სახინკლე? რით განსხვავდება საზოგადოებრივი სახინკლე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან?

არა, ეს არ არის ბიზნესი. სახელმწიფო დოტაციის გარეშე (ჩვენი ფულის გარეშე, რომელიც სახელმწიფომ გადასახადების სახით ჩამოგვართვა) ის ვერ გადარჩება. ერთ წელსაც ვერ გაძლებს თავისუფალი კონკურენციის პირობებში. ამის მიზეზი მარტივია - ეს „საზოგადოებრივი“ საკუთრებაა, ანუ არავის ეკუთვნის. ამ მაუწყებლის არაეფექტური მუშაობის გამო მისი მენეჯმენტი პასუხს არ აგებს საკუთარი ქონებით. ყურებადი იქნება თუ არა ტელევიზია, გარკვეული ადამიანების ჯგუფი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც მიიღებს ხელფასს. შემდეგ კი... შემდეგ მოვა ახალი მენეჯმენტი და ყველაფერი თავიდან დაიწყება.

და თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ბიზნესი, მაშინ ის ყველა შემთხვევაში წარმოადგენს მედიასაშუალებას სახელმწიფოს ხელში. მიუხედავად იმისა, რამდენად იზოლირებულია კანონმდებლობით მაუწყებელი ხელისუფლებისგან, ის ვერ გაექცევა პოლიტიკურ გავლენას. თეორიულად შეიძლება, პრაქტიკულად - არა. მაუწყებლის „დამოუკიდებლობის“ უზრუნველყოფის არსებული სისტემა რომ მუშაობდეს კიდეც, რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ „ცუდი“ ხელისუფლება არ გვეყოლება და ამ რესურსს ბოროტად არ გამოიყენებს?

მსგავსი მაუწყებლის არსებობას ხშირად ამართლებენ კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნებით. თითქოს არსებობს ისეთი სფეროები /გადაცემები, რომლებიც ვერ მოხვდება რიგითი კომერციული მაუწყებლის სატელევიზიო ბადეში, რადგან არ წარმოადგენს ფართო მასების ინტერესს (და, შესაბამისად, ვერ მოიზიდავს რეკლამას, რაც კომერციული არხის ფინანსირების წყაროა). და რატომ უნდა არსებობდეს ისეთი გადაცემები, რომლებსაც „ბევრი“ არ უყურებს? გამოდის, რომ „ბევრმა“ მოქალაქემ საკუთარი გადასახადით უნდა დააფინანსოს ისეთი გადაცემა, რომელსაც რამდენიმე ადამიანი უყურებს. მაგალითად, რამდენიმე ასეულმა ათასმა უნდა გადაიხადოს გადასახადი იმისათვის, რომ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა უყუროს გოგი გვახარიას „წითელ ზონას“. სამართლიანია ასეთი მიდგომა? ალბათ, ნაკლებად.

აქ სხვა ტიპის პრობლემასაც ვაწყდებით. როდესაც სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მაუწყებელი ცდილობს საგანმანათლებლო/ კულტურული ნიშის დაკავებას, ჩნდება რამდენიმე კითხვა: ა) ვინ განსაზღვრავს, რა ტიპის განათლება უნდა მიეწოდოს მაყურებელს? ბ) ვინ ადგენს, ხელოვნების რომელი დარგი ან რომელი ხელოვანი მოხვდება ტელევიზიის ინტერესის არეალში? გ) ვინ წყვეტს, ერთი საგანმანათლებლო მაუწყებელია საკმარისი თუ შვიდი? „საზოგადოება“ ვერ მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებებს, რადგან ის აბსტრაქტული ცნებაა. გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, ყოველთვის კონკრეტული პირები იღებენ, რომლებიც საკუთარი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე „ანათლებენ“ მაყურებელს და „ზრდიან“ მის კულტურულ დონეს. დღეს „მათ“ იმდენად მოსწონთ გვახარია, რომ მზად არიან მისი გადაცემა კვირაში ერთხელ, 00.00 საათზე გაუშვან ეთერში, მაგრამ ხვალ?

0x01 graphic

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

„უპატრონო“ მაუწყებლის არსებობის კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი კომერციული მაუწყებლების არათანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩაყენებაა. სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ტელევიზია იჭრება ისედაც შეზღუდულ სარეკლამო ბაზარზე და შემოსავლის ნაწილს ართმევს კერძო მაუწყებლებს, რომელთაც შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ.

მოკლედ, მილიონებს ვხარჯავთ, შედეგი კი სტაბილურად ნეგატიურია. ამის მიზეზი არ არის არც კანონმდებლობა, არც სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესი და არც მენეჯმენტის კომპეტენციის ნაკლებობა. პრობლემა სისტემურია - მაუწყებელი არ არის კერძო საკუთრება. შესაბამისად, საზოგადოებრივი სიკეთის მოტანის თვალსაზრისით, მისი ბალანსი ყოველთვის ნეგატიური იქნება. ეს ტელევიზია უნდა გაიყიდოს - რაც მალე, მით უკეთესი (ნაკლებს დავხარჯავთ უმიზნოდ). საერთოდ, ყველაფერი „საზოგადოებრივი“ უნდა გაიყიდოს, იქნება ეს ტელევიზია თუ აბანო.

P.S. „წითელ ზონას“ კი ეშველება და შეიძლება უფრო წარმატებული პროექტიც გახდეს.

18 საბჭოეთის აჩრდილები

▲ზევით დაბრუნება


ნოდარ ლადარია|სვეტი

0x01 graphic

ვისაც ოდესმე სავალდებულო საგანი, ეგრეთ წოდებული „დიამატი“ უსწავლია, შეიძლება არც ახსოვს ლენინის ფუნდამენტური აზრი იმის შესახებ, რომ სამყაროში არაფერია, გარდა მუდმივად მოძრავი მატერიისა. იტალიელმა მწერალმა უმბერტო ეკომ ერთი თავისი რომანის გმირს ათქმევინა, რომ თუ იძულებული ხარ, ყოველღამ კრუპსკაიასთან დაწვე, ნამდვილად დაწერ ისეთ ბუნდოვან და იდიოტურ წიგნს, როგორიც „მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმია“. ეს ფრაზა 1968 წელს ითქვა მილანის უნივერსიტეტში. ამიტომ პერსონაჟი ძლივს გადაურჩა ცემას კომუნისტურად განწყობილი მემარცხენე სტუდენტებისგან.

საბჭოთა კავშირში ცემაზე უფრო უარესი რამ ემუქრებოდა. მაგრამ დავუბრუნდეთ მუდმივად მოძრავ მატერიას. მოგეხსენებათ, მეცნიერება სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ამ მოძრაობის წინასწარი განსაზღვრა შეძლოს. მექანიკა გვეუბნება, სად იქნება რამდენიმე წამში მოცემული სიჩქარითა და მიმართულებით მოძრავი სხეული, ქიმია გვასწავლის, რა მოხდება, თუ ორ ნივთიერებას ავურევთ ერთმანეთში და ა. შ. მაგრამ ისტორია?

ისტორია განუმეორებელ მოვლენებს სწავლობს. მაგრამ ხომ ითქვა, სამყაროში არაფერია, მატერიის გარდაო! გამოდის, რომ აქაც შეიძლება წინასწარმეტყველება, აქაც არის რაღაც მიზანი. და თუმცა ამ პროცესებისა და მიზნების განსაზღვრისთვის „დიამატი“ არ იყო საკმარისი და მას „ისტმატიც“ დაერთო, ზოგადი აზრი მაინც იგივეა: ისტორიული პროცესები ურყევი კანონზომიერების თანახმად მიმდინარეობს.

უმთავრესი კანონზომიერება კი კომუნიზმისკენ სწრაფვაა.

საბჭოთა დისიდენტი აბრამ ტერცი (სინიავსკი) ერთგან შენიშნავს, რომ თუ ფრანგებს ჰკითხავ, რა საჭირო იყო საფრანგეთის რევოლუცია, სხვადასხვა პასუხს მიიღებ: ვინმე იტყვის, ზნეობრივი გამოცდა იყოო; სხვა ივარაუდებს, რომ ახალი იდეალები სხვანაირად ვერ დამკვიდრდებოდა; ისეთებიც იქნებიან, ვინც გადაჭრით უარყოფს

მის საჭიროებას. აი, საბჭოთა ადამიანები კი ერთხმად მოჰყვებიან იმის მტკიცებას, რომ ამ რევოლუციის ერთადერთი აზრი იყო კომუნიზმის გამარჯვების მოახლოება.

ამგვარ ერთსულოვნებას ორი შედეგი მოჰყვება.

ჯერ ერთი, გამორიცხავს პასუხისმგებლობას. ისტორიული კანონზომიერებით ძალიან ადვილია ყველაფრის გამართლება. ჰოდა, ამართლებდნენ კიდეც მილიონობით ადამიანის ფიზიკურ განადგურებას, თავისუფლების ხელყოფას, შემოქმედების ჩახშობას, ეკონომიკური გათანასწორების საშუალებით საყოველთაო გაღატაკებას და სხვა საშინელებებს. მართლაც, რა მოსატანია ეს მცირედი უსიამოვნებები, როცა ყველაფერი ერთი მიზნისკენ მიისწრაფის — „მიზანი ერთია, დიადი, ნათელი“.

მაგრამ არის მეორე შედეგიც, რომელიც მაშინაც მოქმედებს, როცა თვით კომუნიზმის იდეა უკვე დისკრედიტირებულია. ეს არის წარსულის, ასე ვთქვათ, წრფივი გაგება. ამ გაგების თანახმად, ყოველგვარი ისტორია ერთიანი იერარქიული პროცესია, რომელიც ერთი მიზნისკენ ისწრაფის და ამ სწრაფვაში მცირე ემორჩილება დიდს, უმნიშვნელო ექვემდებარება მნიშვნელოვანს. კომუნიზმი უკვე აღარ არის, სამაგიეროდ არის „გაბრწყინება“, „გადარჩენა“ და ა. შ.

სწორედ ამგვარი გაგების მაჩვენებელია, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი, რომელიც აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის „განსაკუთრებულ როლს“ ჩვენს ისტორიაში. განა შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებული როლი?

არა, რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში არაფერი ესაქმება მეცნიერულ თეორიებს, მაგრამ ისტორიისადმი მიდგომა თავისუფალ სამყაროში და საბჭოთა ნამოსახლარზე იმდენად განსხვავებულია, რომ იქ ასეთი დებულება, უბრალოდ, არავის მოუვიდოდა აზრად.

იმავე საბჭოური მიდგომის პირდაპირი შედეგია წინადადება, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ბაგრატიონთა საგვარეულოს წევრები, რადგან მათ ქვეყნის მართვის გენეტიკური უნარი ჰქონიათ. სხვათა შორის, საკონსტიტუციო კომისიაში ამ ნამდვილად გამოთქმულ იდეას არა მარტო „ისტმატის“, არამედ ვულგარული დარვინიზმის სუნიც ასდის. თავის დროზე გენეტიკის წინააღმდეგ მებრძოლი საბჭოთა მეცნიერი ტროფიმ ლისენკო სწორედ „დიამატზე“ დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ შეძენილი თვისებები დროთა განმავლობაში მემკვიდრეობით თვისებებს იღებს. ამას ასახავს დიალოგი, რომელიც მასსა და ფიზიკოს პეტრე კაპიცას შორის გაიმართა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ერთ- ერთ სხდომაზე:

კაპიცა: „ტროფიმ დენისოვიჩ, თქვენ მართლა ამტკიცებთ, რომ თუ ათასი წლის განმავლობაში ლეკვებს კუდებს დავაჭრით, ისინი საბოლოოდ უკუდონი დაიბადებიან?“

ლისენკო: „დიახ“.

კაპიცა: „ტროფიმ დენისოვიჩ, ქალიშვილებს კი რა ვუყოთ?“

საკვირველია, რაოდენ დააბრმავა „დიამატმა“ და „ისტმატმა“ ტრადიციულ ქართველთა გონება, რომ იმასაც ვერ ამჩნევენ, რომ ასეულობით თაობის განმავლობაში გოგონები ქალწულებად იბადებიან და შეძენილი თვისებები მემკვიდრეობითში არ გადასდით. ბაგრატიონები როგორღა შეიძენდნენ მართვის გენეტიკურ უნარს?

სხვა თუ არაფერი, მონარქიის უუნარობა პირველმა მსოფლიო ომმა დაამტკიცა. ეს მანქანებისა და ტექნიკის ომი იყო: ამას ვერ მიხვდნენ მისი გამჩაღებელი იმპერატორები და, შედეგად, ქათმისა არ იყოს, მხოლოდ თავიანთი დასაკლავი დანა გამოთხარეს.

ისტორიას კი მაინც აქვს კანონზომიერება და ის ჟამთა სვლაში კი არა, ერთდროულობაში გამოიხატება: თუ “ტრადიციული” მმართველობა გინდა, უარი უნდა თქვა ასფალტსა და შამპუნზე, მაცივარსა და ავტომობილზე. რადგან ორივე ერთად არ გამოვა.

19 M

▲ზევით დაბრუნება


ზაზა ბურჭულაძე|სვეტი

0x01 graphic

ცოტა ხნის წინ გორში სტალინის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით თბილისის მეტროს ამბავი გამახსენდა. იცოდით თუ არა, რომ თბლისის მეტრო უნიკალურია მსოფლიოში? საქმე ისაა, რომ 1953 წლის 5 მარტს, სტალინის სიკვდილიდან რამდენიმე წუთში, თბილისის ქვეშ მფრინავმა სხეულმა გაიარა სამხრეთ აღმოსავლეთიდან ჩრდილოდასავლეთისკენ. სხეულს სფეროს ან ცილინდრის ფორმა ჰქონდა და თან ახლდა ხმოვანი ეფექტები: ტკრციალი, წრიპინი, გუგუნი. ჰქონ და თუ არა მფრინავ სხეულს სტალინთან რამე კავშირი ან რამიზანი ამოძრავებდა მას კეთილი თუ ბოროტი, დღემდე უცნობია. მხოლოდ ცნობილია, რომ ასეთი მოვლენა ნამდვილად მოხდა, რაც, თავის მხრივ, საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს სსრ უშიშროების სამსახურის არქივების გახსნის შემდეგ გაირკვა.

ამასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია. ზოგიერთის მიხედვით, მანათობელი ბურთის მსგავსი მფრინავი სხეული მეხისებურ ხმებს გამოსცემდა და დაახლოებით 10000 ვატის ძალით ერთდროულად ანათებდა წითლად, ყვითლად და თეთრად, უკან კი მიბმული ჰქონდა ცისარტყელა მეტეორის კუდივით.

მეცნიერებისთვის დღემდე აუხსნელია, მაშინ რა როგორ მოხდა. ამ ამბავთან დაკავშირებით მეორე დღეს „პრავდა“ წერდა: „გუშინ, ადგილობრივი დროით 06 საათსა და 11 წუთზე, ქ. თბილისში, ავლაბრის ტერიტორიაზე, რამდენიმე მოქალაქემ დაინახა სფერული ელვა. თბილისის ავლაბრის რაიონის მილიციის განყოფილების მაიორის ვ. შეროზიას ჩვენებით: „დილის შემოვლაზე ვიყავი. შვიდი იყო დაწყებული, ცაში რომ დაიგრუხუნა და გაიელვა. #1 კლინიკურ საავადმყოფოსთან (ყოფილ „არამიანცთან“) ციდან მანათობელი სხეული დაეშვა და ავლაბრის მოედნისკენ ნელა გაფრინდა. ჰორიზონტალურად და ქაოტურად მოძრაობდა მიწიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე. ცეცხლოვან ბურთს ჰგავდა. თან მდუღარე რკინასავით სითბოს ასხივებდა. ბოლოს „ბურთი“ შუა მოედანზე და ვარ და და აფეთქდა“.

მეტი არაფერი. სიტყვაც არ იყო ნათქვამი „ბურთის“ მიერ გამოცემულ ხმებზე, მის საბოლოო ტრაექტორიაზე და ა.შ. მთელი ეს ამბავი სსრკ ხელისუფლებამ მაშინ რატომღაც ისე გაასაიდუმლოა, ერთხანს ამერიკის ცენტრალურ დაზვერვაში ეგონათ, რომ იმ ღამით თბილისში საბჭოთა მეცნიერებმა დისტანციურად მართვადი ელექტრული ბომბი გამოცადეს.

გაზეთის ცნობაში „ბურთის“ დავარდნის მხოლოდ დრო იყო ზუსტად მითითებული. სინამდვილეში იგი არ აფეთქებულა მიწაში ჩავარდა. ადვილად, როგორც ქვა წყალში. ამ დროს მიწიდან შავი ჭვარტლი ამოიფრქვა, თან დამწვრის სუნიც ამოაყოლა. „ბურთი“ თითქოს ქალაქს ძირს უთხრიდა, რამდენიმე წამში თბილისს მიწის ქვეშ მთელ სიგრძეზე გაუარა. კერძოდ, ავლაბრიდან მაშინდელ ლენინის მოედნამდე გაუყვა, სადაც დაახლოებით სამოცგრადუსიანი კუთხე გააკეთა, იქიდან რუსთაველის ძეგლამდე გააგრძელა გზა, იქ კი დევ ერთხელ მოუხვია, შემდეგ სულ პირდაპირ იარა დღევანდელ სანზონამდე, სადაც უკვე მიწიდან ამოვიდა და ისევ ცაში აფრინდა.

0x01 graphic

ამის შემდეგ დაიწყო მაგნიტური ქარიშხალი, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა. თვითმხილველთა ცნობით, ამ დროს თბილისის თავზე მომრგვალებული და სარკესავით პრიალა ღრუბლები კი არ ეკიდა, თითქოს ტივტივებდა უწონადობაში დაღვრილი ვერცხლისწყალივით.

რამდენიმე წამით, სანამ „ბურთი“ მიწაში „მოძრაობდა“, თბილისი შეყანყალდა. სეისმური ტალღები ბაქოს და სტამბულის სეისმოგრაფულმა სადგურებმაც ჩაიწერეს, თუმცა, მიწისქვეშა ბიძგები ეპიცენტრში მაშინ რიხტერის შკალით სულ 56 ბალი იყო. თბილისი გადარჩა. მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრებს მინები ჩაემსხვრა, იპოდრომთან მთა გაიპო (დღეს აქ ვაკე-საბურთალოს გზა გადის) და ლენინის მოედანზე მდგარი ლენინი შუაში ჩაიხა. ძეგლი არ დამსხვრეულა, მხოლოდ გაიბზარა, რო გორც საზამთრო.

ზუსტადაა ცნობილი „ბურთის“ მიწაში „მოძრაობის“ ტრაექტორიაც. რამდენადაც სწორედ ამ „მოძრაობისას“ გაიჭრა თბილისის ქვეშ ხვრელი, რომელიც შემდეგ მეტროდ გადაკეთდა. ძნელი სათქმელია, რა ამოძრავებდა „ბურთს თბილისის სიყვარული თუ სიძულვილი. იქნებ უნდოდა, რომ თბილისის მიწაში ჩამარხულიყო, მაგრამ მიწამ არ მიიღო და უკან ამოაფურთხა? მხოლოდ ცნობილია, რომ 10 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებულ გვირაბში საბჭოთა მეცნიერებმა უცხო ცივილიზაციის კვალი ვერსად ნახეს. პარანორმალური და არამიწიერი წარმომავლობის მიწაში არაფერი აღმოჩნდა. თვითონ 20 კილომეტრი სიგრძის და ათმეტრიანი დიამეტრის ხვრელის გარდა, რომელიც მიწაში სულ რამდენიმე წამში გაიჭრა. თბილისის მეტრო 1966 წლის 11 იანვარს შევიდა ექსპლუატაციაში. გვირაბი მხოლოდ გაიტიხრა, ლიანდაგები და ესკალატორები დაემატა, სადგურებიც ქვითა და პლაფონებით მოპირკეთდა. 1985 წელს მთავარ ღერძს საბურთალოს ხაზი მიება.

20 ბრძოლა სიცოცხლისათვის

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

მსოფლიოში, სკრინინგში მონაწილე ქალებს შორის ძუძუს კიბოთი გარდაცვლილთა რიცხვი 35%25 -ით შემცირდა

ნატო აგლაძის დას თხუთმეტი წლის წინ ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების თქმით, ქირურგიული ჩარევა და ქიმიოთერაპიის ჩატარება უკვე დაგვიანებული იყო. სხივური თერაპიის გასაკეთებლად რუსეთში წავიდნენ. სამწუხაროდ, კიბოს ბოლო სტადიას ვერც იქ უშველეს. ერთი წლის წინ თავად ნატომ სკრინინგ ცენტრში გამოკვლევა ჩაიტარა. დის მსგავსად, მასაც ძუძუს კიბო აღმოაჩნდა, საწყისი სტადია. დაავადების დროულად აღმოჩენამ მას სიცოცხლისთვის ბრძოლის საშუალება მისცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა მიხედვით, კიბოთი ყოველწლიურად მსოფლიოში საშუალოდ 10 000 000 ადამიანი ავადდება. აქედან 6 000 000 შემთხვევა ლეტალურად მთავრდება. საქართველოში ამ დაავადებას სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილი უკავია (გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემდეგ). ავთვისებიანი სიმსივნით საქართველოში ყოველწლიურად 4600-ზე მეტი ადამიანი იღუპება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სათანადო პროფილაქტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარების ნაკლებობაა. ავადობის მაჩვენებლით საქართველოს უსწრებს შვეიცარია, შვედეთი, გერმანია, იტალია. ავადობის მაჩვენებელი საქართველოზე დაბალია აზერბაიჯანში, თურქეთსა და ყირგიზეთში. სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიხედვით, საქართველოში გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებულია სარძევე ჯირკვლის, ფილტვისა და საშვილოსნოს ყელის კიბო.

ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას რამდენიმე რისკ ფაქტორი უწყობს ხელს: ასაკის მატება, თამბაქოს მოხმარება, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, მემკვიდრეობაში არსებული ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები, ალკოჰოლის ჭარბი მიღება. კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია კანცეროგენები. ბიოლოგიური კანცეროგენები - ესენია სხვადასხვა ვირუსი, რომელიც ორგანიზმში ანთებით პროცესს იწვევს (მაგ. პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოსა და მამაკაცის სასქესო ორგანოს კიბოს განვითარების ერთ-ერთი რისკ ფაქტორია); ქიმიური კანცეროგენები - შესაძლოა შეიცავდეს საკვები პროდუქტი (მრავალჯერადად ადუღებულ ზეთში მომზადებული საჭმელი ან ის საკვები, რომელსაც ქიმიური ნივთიერებები ემატება ხანგრძლივად მოხმარების მიზნით ან პროდუქტის შეფერილობისთვის); ორგანიზმის ენდოგენური ფაქტორები - ხანგრძლივად არსებული ანთებითი პროცესები. კანცეროგენულ ნივთიერებებს შორის ერთ- ერთი მოწინავე ადგილი უკავია თამბაქოს. სიგარეტის კვამლში შედის 4000-ზე მეტი ნივთიერება, მათ შორის, 100-ზე მეტი კანცეროგენი აზიანებს უჯრედის დნმ-ს და მის გადაგვარებას იწვევს. დაზიანებული ბრონქული უჯრედები საუკეთესო „მასალაა“ ავთვისებიანი დაავადების განვითარებისთვის.

საქართველოში ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად დაახლოებით 1200 ქალი ავადდება, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოთი - 350. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის მეთოდები წლიდან წლამდე იხვეწება, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაცვალების შემთხვევები მაინც იმატებს. დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა კი მნიშვნელოვნად ზრდის სრულად განკურნების შანსს. საქართველოში აღმოჩენილ პაციენტთა ნახევარზე მეტს კიბოს მესამე და მეოთხე სტადია უდგინდება, რაც მკურნალობის პროცესს ართულებს, ახანგრძლივებს, უფრო ძვირად ღირებულს ხდის. რაც მთავარია, დადებითი შედეგის მიღება ნაკლებად შესაძლებელია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი რისკ ფაქტორის პაპილომა ვირუსისგან თავის დაღწევა უკვე შესაძლებელია - ამაზე ხმამაღლა საუბრობენ ამერიკის და ევროპის მედიკოსები. ეს არის ვირუსის წინააღმდეგ ჩატარებული ნებაყოფლობითი აცრა, რომელიც გოგონებს უკეთდებათ 9-13 წლის ასაკში. მართალია, მის ეფექტურობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს 24 ქვეყანაში (ბრიტანეთი, ამერიკა, ავსტრია და სხვ.) პაპილომა ვირუსის ნებაყოფლობითი აცრა აქტიურად მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ ეს სიახლე საქართველოსაც შეეხო. ამერიკის მთავრობისგან ჩამოვიდა 4 მლნ ღირებულების ვაქცინა, რომელიც მსურველებს თბილისის სკრინინგ ცენტრებში 15 ივლისიდან ჩაუტარდებათ. როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, სულ მალე ამუშავდება სპეციალური ცხელი ხაზიც, რომელიც მოსახლეობას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საუკეთესო გზა სკრინინგია. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სკრინინგში მონაწილე ქალებს შორის სარძევე ჯირკვლის კიბოთი გარდაცვლილთა რიცხვი 35%25- ით შემცირდა.

სწორედ ამიტომ თბილისის მუნიციპალიტეტის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFA) თანადაფინანსებით და პირველი ლედის სანდრა რულოვსის პატრონაჟით, საქართველოში 2008 წლიდან ფუნქციონირებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა. დღეს თბილისში ხუთი სკრინინგ ცენტრია. 2009 წლიდან პროგრამა მუშაობს კახეთში, აჭარაში, იმერეთში, 2010 წლიდან - ქვემო ქართლსა და რუსთავში. თუმცა, რეგიონებში ჯერჯერობით მხოლოდ ძუძუს სკრინინგი ხდება. სკრინინგ ცენტრში ამბობენ, რომ თავდაპირველად ქალები ნაკლებად მიდიოდნენ და ახლა დღეში 40-50 ქალი იტარებს გამოკვლევას. დროული სამედიცინო ჩარევის გამო გამოვლენილი შემთხვევების 83%25 საწყის ეტაპზე იქნა აღმოჩენილი, რაც განკურნების საშუალებას იძლევა. ერთი თვის წინ, ამავე პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე ოპერაცია უფასოდ ჩატარდა.

სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამ სფეროში მოქმედებს, ძალიან მწირია. სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პაკეტით, ონკოლოგიური მკურნალობის მხოლოდ ნაწილი უნაზღაურდება, დაახლოებით 8 000 ლარამდე, მაშინ როდესაც ამ დაავადების მკურნალობა ერთ- ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიგი წერეთლის თქმით, გამოდის, რომ ონკოლოგია, თავისი სიძვირის გამო, ისევ სუსტ წერტილად რჩება ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში. მისი განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებებისა და პროგრამების ხელშეწყობაა საჭირო, რადგან პირველ ეტაპზე მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადებული პაციენტებისთვის. დღეს, მცირე ბიუჯეტის პირობებში, სახელმწიფო სრულად აფინანსებს 0-18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკას და მკურნალობას; სტაციონარული პალიატიური მკურნალობის 70%25-ს. ასევე პრიორიტეტულია ყველაზე დაუცველი ფენებისა და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დაყოფილი პაციენტების მკურნალობა.

მკურნალობა უმეტესად კომბინირებული მეთოდით სრულდება. ქირურგიული ჩარევით სიმსივნე მთლიანად ამოიკვეთება, შემდეგ კი ორგანიზმზე მოქმედება ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის (ლოკალურად) საშუალებით მიმდინარეობს, რაც რეციდივისა და მეტასტაზების განვითარებას უშლის ხელს. მხოლოდ ოპერაცია 1000-5000 ლარამდე ჯდება, ხოლო სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის კურსი, რომელიც, შესაძლოა, ექვსჯერ დასჭირდეს პაციენტს, 30 000 ლარამდე ღირს.

გარდა ამისა, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში ძუძუს მოკვეთის შემთხვევაში სახელმწიფო პაციენტს მაშინვე პროთეზით უზრუნველყოფს, რადგან, ესთეტიკურობას რომ თავი დავანებოთ, იწყება სხეულის დეფორმირება, რაც ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც დღემდე მოუგვარებელია საქართველოში. ერთი წლის წინ პოლონეთის სახელმწიფომ ნაოპერაციევ ქართველ ქალებს 40 პროთეზი გამოუგზავნა. რა თქმა უნდა, პროთეზის მსურველი ქალების რიცხვი გაცილებით მეტი იყო, თუმცა, ეს ერთჯერადი „საჩუქარი“ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბევრი მათგანისთვის.

და ბოლოს:

2009 წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სკრინინგ ცენტრისა და ამერიკელ ებრაელთა გაერთიანებული კომიტეტის „ჯოინთის“ თანამშრომლობით, დაარსდა „გამარჯვებულ ქალთა“ კლუბი, რომელშიც ნაოპერაციევ ქალბატონებს ფსიქოლოგიურ დახმარებას და ფიზიკურ ვარჯიშს უტარებენ. ნატო აგლაძე ასზე მეტ გამარჯვებულ ქალს შორის აღმოჩნდა. ამ კლუბში კვირაში ორჯერ მიდის. სხვებთან ერთად ჯდება და საუბრობს ყველაფერზე: სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, მომავალზე. 46 წლის ნატო ერთ-ერთი გამარჯვებულია.

0x01 graphic

მასტექტომია (სარძევე ჯირკვლის მოკვეთა) ამერიკის შეერთებულ შტატებში, რვა წლის წინ, ქალები ძუძუს საკუთარი სურვილით იკვეთდნენ. ამ გზით ისინი ძუძუს კიბოს განვითარებისაგან თავის დაცვას ცდილობდნენ. ამ ხერხს განსაკუთრებით ხშირად მიმართავდნენ ისინი, ვისაც ავთვისებიანი სიმსივნით დატვირთული მემკვიდრეობა ჰქონდათ. მართალია, პრევენციის მიზნით მოკვეთას ბევრი მედიკოსი არ ეთანხმება, მაგრამ, ის დღესაც, პაციენტის მოთხოვნით შეიძლება ჩატარდეს.

21 ამბები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

მძინარა მკვლელი

0x01 graphic

კალიფორნიის სამართალდამცველებმა სერიული მკვლელი დააკავეს. „მძინარა მკვლელის“ მეტსახელით ცნობილ 57 წლის ლონი დევიდ ფრანკლინ უმცროსს ბრალად ედება 10 მკვლელობა, რომელთაგან პირველი 1985 წელსაა ჩადენილი. მძინარა მკვლელს ეს მეტსახელი მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს შორის დიდი შუალედის გამო შეარქვეს. შავკანიანი მამაკაცი ლოს ანჯელესის სამხრეთში მოქმედებდა და იქ მომუშავე შავკანიან მეძავ ქალებს ხოცავდა. ყველა მკვლელობა ერთი და იგივე, მცირეკალიბრიანი იარაღითაა ჩადენილი. აღსანიშნავია, რომ „მძინარა მკვლელის“ დანაშაულებებისთვის ერთი ადამიანი შეცდომით უკვე დააპატიმრეს, თუმცა, სამართალდამცველების თქმით, „ამ შემთხვევაში ეს სწორედ ისაა, ვისაც ეძებდნენ“. ამის დასადასტურებლად მათ დნმ-ის ანალიზი გამოიყენეს, რათა არ გაიმეორონ წლების წინ დაშვებული შეცდომა, როდესაც არასწორად ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის გამო უდანაშაულო ადამიანი გაუშვეს ციხეში.

მუსიკიდან პორნო ინდუსტრიამდე

0x01 graphic

7 ივლისს ტაილანდში დააკავეს რუსი პიანისტი, რომელიც პედოფილიაშია ბრალდებული. რუსეთის სახალხო არტისტს მიხეილ პლეტნევს, რომელიც, ამავე დროს, რუსეთის ეროვნული ორკესტრის დამაარსებელი და გრემის ორგზის მფლობელია, 14 წლის ტაილანდელი ბიჭის გაუპატიურება და პორნომასალის გავრცელება ედება ბრალად. მართალია, პლეტნევმა ბრალდება უარყო, მაგრამ მის წინააღმდეგ ბევრი ფაქტი მეტყველებს. ამჟამად ის 7 ათასი დოლარის გირაოს საფასურადაა გამოშვებული, თუმცა, ტაილანდის დატოვება ეკრძალება და თუ ბრალდება დაუმტკიცდა, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შემოქმედებითი საქმიანობის გარდა, პლეტნევი მცირე ბიზნესსაც ეწევა. მას ეკუთვნის რამდენიმე „საჯარო სახლი“ ტაილანდის ქალაქ პატაიაში, რომელიც ჯერ კიდევ ვიეტნამის ომის დროიდანაა ცნობილი, როგორც სექსით ვაჭრობისა და „ღამის პეპლების“ ცენტრი.

გაძვირებული პატარძლები

0x01 graphic

ინგუშეთის რესპუბლიკაში პატარძლების ფასი გასამმაგდა. ინგუშეთის რეგიონული მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ ადრე სიძეს პატარძლის მშობლებისთვის 12.500 რუბლი (400 დოლარი) უნდა გადაეხადა მათი შვილის ხელის სათხოვნელად, ახლა ეს ფასი 40.000 რუბლამდე გაიზარდა. „ეს თავად ხალხმა მოითხოვა,“ - ასე იმართლებს თავს ინგუშეთის ლიდერი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან. ეს ალბათ მართლაც ასეა, რადგან ჯერჯერობით ინგუშეთიდან არ წამოსულა ამ ტიპის პროტესტი: „ბარემ პატარძლებზეც მრიცხველი დაგვიყენეთ“. აღსანიშნავია, რომ ეს წესი ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას, თუმცა, შარიათის კანონების მიხედვით, სავსებით დასაშვებია.

მილოცვა წინადაცვეთით

0x01 graphic

მას შეეძლო, მისალოცი ბარათი გაეგზავნა საყვარელი პრეზიდენტისათვის, ან შეექმნა სიმღერა ყაზახეთის დიადი მომავლის შესახებ, მაგრამ ყაზახმა მსახიობმა კანატ იბრაგიმოვმა ნურსულთან ნაზარბაევს დაბადებიდან 70 წელი საკუთარი წინადაცვეთით მიულოცა.

ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე მსახიობმა ტელევიზიით უმღერა „ყაზახთა მამას“ HAPPY BIRTHDAY ამის გამო ყაზახურმა პრესამ მას მერლინ მონროსა და ყაზახური ბულბულის ნაჯვარი უწოდა.

იბრაგიმოვის თქმით, მან ეს მსხვერპლი ერის ლიდერს მიუძღვნა და მოუწოდა ყაზახებს, იგივე გააკეთონ.

ნურსულთან ნაზარბაევის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ყაზახეთის პარლამენტმა მას ერის მამის წოდება მიანიჭა.

22 ერთმორწმუნე რუსეთი

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რაზა

ზურა ოდილავაძე

ნაწილი II. ავტოკეფალიის აღდგენა

„ყველა, ვინც ახლოს გაიცნობს მეფის რუსეთს, მოხარული იქნება იცხოვროს სხვა მხარეში, სადაც არ უნდა იყოს იგი. მუდამ სასარგებლოა იცოდე, რომ არსებობს ქვეყნად სახელმწიფო, სადაც შეუძლებელია ბედნიერება“, წერდა ფრანგი პუბლიცისტი და მწერალი მარკიზ დე კიუსტენი ნიკოლოზ I-ის დროინდელ რუსეთზე. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, ცივილიზებული სამყაროს შეფასებით, „რუსეთი იყო და რჩება ბოროტების იმპერიად“.

წინა ნაწილში აღწერილია, თუ როგორ აძაგებდნენ ქართულ ღვთისმსახურებას, ზნეჩვეულებებს, დასცინოდნენ ქართულ გალობას და ძარცვავდნენ ეკლესია მონასტრებს რუსი ეგზარქოსები. ისინი დევნიდნენ ყველას, ვინც გაბედავდა მათი პოლიტიკისადმი წინააღმდეგობას. შედეგად, XIX-სის ბოლოს ქართველების დიდ ნაწილში შეიმჩნეოდა გულგრილი დამოკიდებულება ეკლესიისადმი და თვით ქრისტიანული სარწმუნოებისადმი. მორწმუნეებში ეკლესიის ავტორიტეტის დაცემას ხელი შეუწყო სასულიერო პირების სახელის გატეხვამ. „დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენი უწინდელი სამღვდელოების ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე; დღეს ყოველი თავისი სტომაქისთვის იღვწის და საკუთარი სარგებლის დევნაშია გართული“, გულისტკივილით აღნიშნავ და წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე).

ჩვენი ეკლესიის პროგრესულად მოაზროვნე სასულიერო პირნი ყოველთვის იდგნენ ხალხის გვერდით, მათი ერთი ნაწილი აქტიურად ჩაება 1900-1906 წლების ეროვნულ -განმათავისუფლებელ მოძრაობაში. რუსეთის ცარიზმის მიერ იდევნებოდნენ ეპისკოპოსები კირიონი და დავითი, არქიმანდრიტი ამბროსი, მღვდელი ვასილ კარბელაშვილი და მრავალი სხვა.

რევოლუციის წლებში პროგრესულმა ქართველმა სამღვდელოებამ დააყენა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. თვითმპყრობელმა მთავრობამ დაარბია ავტოკეფალისტთა ყრილობა და დელეგატების ნაწილი პასუხისგებაში მისცა. დევნის მიუხედავად, 1905 წლის მეორე ნახევარში ქართველმა სამღვდელოებამ რუსეთის მთავრობას წარუდგინა მოხსენება, რომელშიც საქართველოს ეკლესიის დაცემის ერთ -ერთ მთავარ მიზეზად ავტოკეფალიის გაუქმებას ასახელებდნენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ მის აღდგენას. ამასთან დაკავშირებით 1906-1907 წლებში პეტერბურგში გაიმართა სათათბირო სხდომები. საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ ეპისკოპოსები: ლეონიდე, კირიონი, ექვთიმე, პროფესორები: ა. ცაგარელი, ა. ხახანაშვილი, ნ. მარი. თათბირის მონაწილეთა უმეტესობამ, რომელშიც შედიოდნენ ქართველების ცნობილი მტრები: პროფ. გოლუბოვსკი, ოსტროუმოვი, ეპისკოპოსი სტეფანე, დეკანოზი ვოსტორგოვი, ბუტკევიჩი და სხვები, საკითხი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნია. 1915 წელს კი საქართველო ში დაინიშნა უკანასკნელი ეგზარქოსი პლატონ როჟდესტვენსკი.

პირველმა მსოფლიო ომმა და მომდევნო რევოლუციებმა ბიძგი მისცეს საქართველოში პოლიტიკური და ეკლესიური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. 1917 წლის 27 თებერვალს რუსეთში გაიმარჯვა რევოლუციამ, დაიწყო იმპერიის რღვევა. ამავე წლის 12 მარტს მცხეთას ათასობით ადამიანი მიაწყდა. წირვის შემდეგ წაიკითხეს „ოქმი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ ცხოვრების აღდგენისა“. მეორე დღეს, 13 მარტს, ეპისკოპოსმა ლეონიდემ გადასცა პლატონს განცხადება სა ქართველოს ეგზარქოსობიდან მისი გადაყენების შესახებ. მცხეთის კრებამ საქართველოს ეკლესიის დროებით გამგედ დანიშნა ეპისკოპოსი ლეონიდე. შესაბამისი რეაგირება მოახდინა რუსეთის დროებითმა მთავრობამ, რომელმაც თავისი დებულებით მოუწოდა რუს მორწმუნეებს, ქართველი „ავტოკეფალისტი“ მღვდლები არავითარ ღვთის მსახურებაში არ მოეწვიათ, არ შესულიყვნენ ქართულ ეკლესიებში, თორემ უსათუოდ მოხვდებოდნენ ჯოჯოხეთში.

0x01 graphic

საეკლესიო კრება, რომელზეც ეპისკოპოსი კირიონი აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქად.1917

ავტოკეფალიის განსამტკიცებლად და კათოლიკოს პატრიარქის ასარჩევად საჭირო იყო საეკლესიო კრების მოწვევა. 1917 წლის 8 სექტემბერს 600-მდე დელეგატი შეგროვდა თბილისის სიონის ტაძარში. 17 სექტემბერს კრებამ დაასახელა ორი კანდიდატი: ეპისკოპოსი კირიონი და მიტროპოლიტი ლეონიდე. არჩევნები ჩატარდა ფარული ხმის მიცემით და მასში მონაწილეობა მიიღო 440 დელეგატმა. კირიონმა ლეო ნიდესთან შედარებით მიიღო 11 ხმით მეტი. კრებამ კირიონი არჩეულ კათოლიკოსად გამოაცხადა და უგალობა მას „აქსიოს“. ასე დასრულდა ეს ისტორიული კრება და საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 107 წლის შემდეგ კვლავ მოიპოვა ავტოკეფალია.

საეკლესიო კრება, რომელზეც ეპისკოპოსი კირიონი აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქად. 1917 ახლად დადგენილმა მწყემსმთავარმა, ძველი ტრადიციის მიხედვით, მოკითხვის ბარათები გაუგზავნა აღმოსავლეთის პატრიარქებს, რომის პაპს და სომხეთის კათოლიკოს პატრიარქს, რომელთაც ანგარიში გაუწიეს რუსეთის აზრს და ამიტომ კირიონის „მოკითხვის ბარათებმა“, რომის პაპის გარდა, გამოხმაურება ვერ ჰპოვა.

1917 წლის 25 ოქტომბერს რუსეთის იმპერიაში ძალაუფლება ხელთ იგდეს ბოლშევიკებმა. დაიწყო ეკლესიისა და სარწმუნოების ტოტალური რბევა-აწიოკება.

1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ხოლო 1919 წლის თებერვალში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელზეც გაიმარჯვეს ათეისტურ პოზიციაზე მდგომმა „მენშევიკებმა“. ამავე დროს თავი იჩინა უთანხმოებამ კირიონსა და ლეონიდეს შორის. 1918 წლის 27 ივნისს, დილით, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კირიონ მეორე თავის საზაფხულო რეზიდენციაში, მარტყოფში, საძინებელ ოთახში, განგმირული იპოვეს. სასთუმალთან დაკეტილი რევოლვერი იდო. პატრიარქი დაკრძალეს 7 ივლისს სიონის ტაძარში. გამოძიებამ დასკვნა ვერ გამოიტანა. მარტყოფის ტრაგედია დღემდე ბურუსითაა მოცული.

0x01 graphic

უწმიდესი ლეონიდე (ოქროპირიძე)

1920 წლის 27 ივნისს სრულიად საქართველოს II საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე) კათოლიკოს პატრიარქად დაამტკიცა და მას ეწოდა „მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი“. 1921 წლის 11 ივნისს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე აღესრულა. 1921 წლის 15 სექტემბერს გელათში შედგა მესამე საეკლესიო კრება, რომელმაც მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად და საქართველოს პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპილიტი ამბროსი (ხელაია).

0x01 graphic

უწმიდესი ეპისკოპოსი კირიონ II და არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია (1910)

23 ბიზნესი - ამბები

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ბიზნესმენები ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიღებას მოითხოვენ

0x01 graphic

ბიზნესი პარლამენტისაგან, საგადასახადო კოდექსთან ერთად, ეკონომიკური თავისუფ ლების აქტის დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს. ამის შესახებ ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ისაკაძე, რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში აცხადებს. მისი თქმით, ბიუჯეში არსებული დეფიციტის გამო, საშემოსავლო გადასახადის შემცირებამ ერთი წლით გადაიწია. ეს კი ქვეყანაში გადასახადების მიმართ არაპროგნოზირებად გარემოს ქმნის. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ისაკაძის აზრით, აუცილებელია, საგადასახადო კოდექსთან ერთად, ეკონომიკური თავისუფლების აქტიც დამტკიცდეს.

ახალი პროექტი ლისის ტბის მიმდებარედ

0x01 graphic

კომპანია ლისი ლეიკდე ვე ლოპმენტი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური საცხოვრებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსების მშენებლობას იწყებს. ამ ტერიტორიაზე 6 წლის განმავლობაში 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. პირველ ეტაპზე 40 ჰექტარი განაშენიანდება. ამერიკის ინვესტიციების მხარდამჭერმა სახელმწიფო ფონდმა და ჰოლანდიის განვითარების ფონდმა პროექტისთვის 25 მილიონი დოლარი გამოყვეს. პროექტის დაგეგმვა 2010 წელს დას რულდება.

აგროკულტურების დაზღვევა

0x01 graphic

სადაზღვევო ბიზნესი აგროკულტურების მოსავლის დაზღვევით ინტერესდება. მარცვლეული კულტურების დაზღვევა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მღრღნელებმა მათი განსაკუთრებით ხორბლის მასობრივი განადგურება დაიწყეს. გასულ წელს ხორბლის მოსავალი მინდვრის მავნებელმა „პურის ბზუალამ“ მასობრივად გაანადგურა, რამაც მხოლოდ დედოფლის წყაროს ფერმერებს 29 მლნ. ლარის ზარალი მიაყენა. რაიონის მასშტაბით, ხორბალი დათესილი იყო 35 ათას ჰექტარზე, რომლის 37%25-იც მავნებელმა გაანადგურა. სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანა წლის განმავლობაში 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, რომლის 15%25-საც ადგილზე აწარმოებენ. იმპორტირებუ ლი ხორ ბ ლის 85%25 რუსეთზე, ხოლო დანარჩენი 15%25 ყაზახეთსა და უკრაინაზე მოდის. დაზღვევის პირობები ჯერჯერობით უცნობია.

0x01 graphic

Google-სა და Facebook-ს შორის კონკურენცია მწვავდება. წელს Google-მა უკვე აამუშავა სოციალური სერვისი Google Buzz, რომელმაც, უსაფრთხოების სისტემაში დაშვებული ხარვეზების გამო, მომხმარებელთა და ექსპერტთა კრიტიკა დაიმსახურა. Google-სვე ეკუთვნის კიდევ ერთი სოციალური სისტემა - Orkut, რომელიც ლიდერის პოზიციებს მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებში (ბრაზილია, ინდოეთი) იკავებს. პარალელურად, გასულ კვირას სტარტი აიღო Facebook-ის საძიებო სისტემამ, რომელიც სხვადასხვა ვებსაიტის ამ სოციალურ ქსელში ინტეგრირების საშუალებას იძლევა. რამდენიმე დღის წინათ კი Twitter-ში, საკუთარ მიკრობლოგზე „სოციალური სიახლეების“ სერვისის შემქმნელმა კევინ როუზმა, „ძალიან სანდო წყაროზე” დაყრდნობით, დააანონსა, რომ Google-მა ახლო მომავალში შესაძლოა სოციალური ქსელი Google Me შექმნას. თავად კომპანიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

0x01 graphic

კომპანია ჯეოსელი და ოუფენ რევოლუშენი მობილური გადახდის ინოვატორულ მეთოდს - მობიფეის ნერგავენ: მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ყველა ფინანსური ოპერაცია - მაგალითად, კომუნალური გადასახადის ან ნებისმიერი ნივთის ღირებულების დაფარვა - უფრო სწრაფად, საიმედოდ და იოლად განახორციელოს მობილური ტელეფონის საშუალებით. მობიფეი პირველი მულტინაციონალური ქსელია, რომელიც მობილურ ტელეფონს ფინანსური სერვისებისთვის იყენებს და ოუფენ რევოლუშენის სავაჭრო ნიშანია.

Duty Free ზემო ლარსზე

0x01 graphic

ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე უბაჟო საცალო ვაჭრობის (duty free) მოწყობა იგეგმება. პრეზიდენტის განკარგულების პროექტის თანახმად, უბაჟო საცალო ვაჭრობა საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიის 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში დაიშვება. პუნქტი 2010 წლის 1 მარტს გაიხსნა.

24 ერთი დიდი ოქროს ბურთი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|სამხრეთ აფრიკა

2011 წლის 10 იანვარს ფიფა და ფრანს ფუტბოლი ერთობლივად დაასახელებენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს და მას ოქროს ბურთით დაა ჯილდოებენ.

ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი ფრანს ფუტბოლი 1956 წლიდან ავლენდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს და გამარჯვებულს ოქროს ბურთს გადასცემდა.

ფიფა 1991 წლიდან ბრილიანტის ბურთით აჯილდოებდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს. ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა და ფრანს ფუტბოლის მფლობელი საგამომცემლო სახლის, ომორი სპორტს ორგანიზეიშენის პრეზიდენტმამა რიოდილ ომორიმ სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ რჩეულთათვის ამიერიდან ერთი პრიზი დაწესდება.

დღეს ფეხბურთია გამარჯვებული! ძალიან კარგია, რომ საუკეთესო მოთამაშისთვის ერთი, ძალიან პრესტიჟული ჯილდო იქნება, განაცხადა ზეპ ბლატერმა.

ფიფა ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმის გამარჯვებულს 10 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დააჯილდოებენ. ფიფას სათავო ოფისი სწორედ ციურიხშია. გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებენ მწვრთნელები, ნაკრები გუნდების კაპიტნები და ჟურნალისტები.

ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმი სამჯერ მხოლოდ სამმა მოთამაშემ მოიგო: ჰოლანდიელებმა იოჰან კრუიფმა (1971, 1973, 1974) და მარკო ვან ბასტენმა (1988, 1989, 1992), ასევე ფრანგმა მიშელ პლატინიმ (1983, 1984, 1985). ფიფას ბრილიანტის ბურთი სამ-სამჯერ ბრაზილიელმა რონალდომ (1996, 1997, 2002) და ფრანგმა ზინედინ ზიდანმა (1998, 2000, 2003) აღმართეს.

ფიფა-ს და ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმის შედეგები 12-ჯერ დაემთხვა ერთმანეთს: 1992 მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია), 1993 რობერტო ბაჯო (იტალია), 1995 ჟორჟვეა (ლიბერია), 1997 რონალდო (ბრაზილია), 1998 ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), 1999 რივალდო (ბრაზილია), 2002 რონალდო (ბრაზილია), 2005 რონალდინიო (ბრაზილია), 2006 ფაბიო კანავარო (იტალია), 2007 კაკა (ბრაზილია), 2008 კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), 2009 ლეო მესი (არგენტინა).

0x01 graphic

ახალი ამბები

  • ნიგერიის პრეზიდენტმა ქვეყნის პირველ გუნდს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნა. ფიფა ნიგერიას თავისი რიგებიდან გარიცხვით დაემუქრა და პრეზიდენტმაც უკან დაიხია. გარდა ამისა, უარყოფილია ხმები, რომლის თანახმად, საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩაერია და რამდენიმე ფეხბურთელის ნაკრებიდან გაგდება მოითხოვა.

  • ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატო ა დუნგამ. მან გუნდი 2006 წელს ჩაიბარა, 2007 წელს კოპა ამერიკა, შარშან კი ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშება მოიგო, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში მარცხის შემდეგ წასვლა არჩია.

  • საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი სიდნეი გოვუ საბერძნეთის პანათინაიკოსში გადავიდა. 31 წლის ფეხბურთელმა ბერძნულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

  • პარაგვაის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ და თავდამსხმელმა როკე სანტა კრუზმა დატოვეს. ორივე მათგანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.

საინტერესო ფაქტები

...ესპანეთის ნაკრები მეოთხე გუნდია, რომელმაც ევროპირველობის მოგების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეძლო. პირველი იტალია იყო (1968 და 1970 წლები), შემდეგ კი გფრ (19721974 და 19801982).

...ურუგვაის, არგენტინის, იტალიის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის, ბრაზილიის, გფრის, შვედეთის, ინგლისის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის შემდეგ ესპანეთის ნაკრები მე12 გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.

...ესპანეთის ნაკრებმა ნახევარფინალი ერთი კლუბის ბარსელონა შვიდი ფეხბურთელით დაიწყო და ამით ჩეხოსლოვაკიის (1934) და ურუგვაის (1970) რეკორდი გაიმეორა.

ჰოლანდიელთა ლიდერმა არიენ რობენმა ურუგვაისთან ნახევარფინალში თავისი გუნდის მესამე გოლი გაიტანა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში რიგით 2200 გამოდგა.

...ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 11 შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს და ხუან ლოპესის მიერ 19501954 წლებში დამყარებული რეკორდი 9 მატჩი გააუმჯობესა. ტაბარესი ურუგვაელებს ჯერ კიდევ 1990 წელს წვრთნიდა.

25 მარადონა სამხრეთ აფრიკაში: დიეგოს ხუთი პასუხი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|სამხრეთ აფრიკა

0x01 graphic

გუნდში 23 მებრძოლი მყავს! სამხრეთ აფრიკაში ჩასულმა მარადონამ პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას 23 მებრძოლი ჰყავს, 23 ჩინებული მოთამაშე. არადა, ნაკრებში მისვლის პირველ დღეებში მარადონა ამბობდა, რომ არგენტინის ნაკრები - ესაა მაშერანო და კიდევ ათი, ორი თვის შემდეგ კი გუნდს მაშერანო, მესი და კიდევ ცხრა უწოდა.

როგორ ფიქრობთ, ბეისბოლის ბიტას ვაჩუქებთ?

დიეგოს ჰკითხეს, თავისუფალ დროს რას საქმიანობთო. მან უპასუხა: შვილიშვილს - ბენხამინს ვეთამაშები. გაყვება თუ არა ფეხბურთს? აბა, რა გითხრათ, ამას თვითონ გადაწყვეტს. მე ის ვიცი, რომ არც მამამისი (სერხიო აგერო) და არც მე მას ბეისბოლის ბიტას არ ვაჩუქებთ. სჯობს, ჩემს მეგობარ ქალს ჰკითხოთ.

მატჩიდან მატჩამდე როგორ გძინავთო, ჰკითხეს ჟურნალისტებმა. დიეგომ მიუგო: სჯობს, ჩემს მეგობარ ქალს ჰკითხოთ - შუაღამისას რომ ეღვიძება, ფურცლებში ვარ ჩაფლული და ვფიქრობ, მომავალი მატჩისთვის ვინ უკეთაა მზად, ვისი თამაში აჯობებს, დაცვა როგორ დავაკომპლექტო, თავდასხმაში ვინ ვათამაშო. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა - ვერონიკა 31 წლისაა, ქერაა და ძალიან ლამაზი!

მწვრთნელები? მთავარი ფეხბურთელებია!

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე დიეგომ ჟურნალისტებს უთხრა: კარგად დაიმახსოვრეთ, მწვრთნელები, როგორებიც არიან მენოტი, ბილარდო და მარადონა, მოდიან და მიდიან, დიდ გამარჯვებებს კი მხოლოდ ფეხბურთელები აღწევენ. მწვრთნელის როლი ყველა წარმატებაში გაბუქულია. მთავარი ყოველთვის მოთამაშეა!

სჯობს, პელე მუზეუმში დაბრუნდეს. პლატინი? აბა, რა გითხრათ?

როცა მარადონას უთხრეს, პელემ და პლატინიმ გაგაკრიტიკესო, დიეგომ არც ერთი არ დაინდო: პელეს სიტყვებს დიდი ხანია ყურადღებას აღარ ვაქცევ. მას ურჩევნია, მუზეუმში დაიდოს ბინა. ამის დრო დიდი ხანია დადგა. პლატინი? მითხრეს, რომ გამაკრიტიკა, თუმცა, მისგან მივიღე ოფიციალური წერილი, რომელშიც ეწერა, რომ აუგი არაფერი უთქვამს. აბა, რა გითხრათ. ამ ფრანგებს ვერაფერი გავუგე.

საინტერესო ფაქტები

...ჰოლანდიის ნაკრები გახდა ევროპის პირველი გუნდი 1954 წლის შემდეგ, რომელმაც მუნდიალის ნახევარფინალში სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი დაამარცხა. მაშინ უნგრელებმა ურუგვაელებს აჯობეს - 4:2.

ესპანეთის ნაკრები მეორე გუნდი გახდა კორეის შემდეგ (2002), რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი პენალტი ვერ გაიტანა. დავიდ ვილიამ ჰონდურასთან მატჩში ვერ გაიტანა პენალტი, ხაბი ალონსომ კი - პარაგვაისთან მეოთხედფინალში.

...პარაგვაი-ესპანეთის მეოთხედფინალში ორი პენალტი გაცუდდა. ასეთი რამ ერთადერთხელ მოხდა, 80 წლის წინ, მსოფლიოს პირველ ჩემპიონატზე, არგენტინა-მექსიკის (6:3) მატჩში.

...არგენტინის ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიასთან 0:4 დამარცხდა. ამაზე დიდი ანგარიშით თეთრ-ცისფრებმა მხოლოდ 1958 წელს, ჩეხოსლოვაკიასთან წააგეს - 1:6.

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 99 შეხვედრა ჩაატარა. ეს ტურნირის რეკორდია! მეორე ადგილზე ბრაზილიაა 97 მატჩით, მესამე კი იტალიაა - 80 თამაში.

...გერმანია-არგენტინის მეოთხედფინალში (4:0) ანგარიში ტომას მიულერმა გახსნა. ეს ბუნდესნაკრების საიუბილეო, მე-200 გოლი გამოდგა მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრაზილიის ნაკრები იყო პირველი, რომელმაც მუნდიალებზე 200 გოლი გაიტანა.

26 უილიამსების პრივატ-ტურნირი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

0x01 graphic

უიმბლდონი 124-ედ გაიმართა, წვიმის გამო არც ერთი თამაში არ გადადებულა და, პირველად 33 წლის განმავლობაში, ყველაზე პრესტიჟულ მეიჯორს ინგლისის დედოფალი დაესწრო. ამის გარდა, სეზონის მესამე სასლემოზე კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა.

ზურგის ტრავმის, მარჯვენა მუხლის ტრავმის, ტომაშ ბერდიხის აგრესიისა და უმოტივაციო ჩოგბურთის გამო როჯერ ფედერერი Final Four-ში ვერ გავიდა, რაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ეს, ალბათ, ცოტა ადრეც უნდა მომხდარიყო, წელს კი ბერდიხმა როჯერი გადათელა და გახდა უიმბლდონის პირველი ჩეხი ფინალისტი ლეგენდარული ივან ლენდლის (1987) მერე.

ბერდიხის კარიერაში საუკეთესო სეზონი პირველ ათეულში შესვლით გრძელდება. ტომაში ტურნირზე მე-12 ნომერი იყო და ახალ კლასიფიკაციაში 4 ადგილით ზემოთ ავიდა. კიდევ ავა, რადგან ხუან მარტინ დელ პოტრო 2011 წლის თებერვლამდე ვერ ითამაშებს, ნიკოლაი დავიდენკოს კი უახლოეს მასტერსებზე ბევრი სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.

ჩეხს ფინალში რაფაელ ნადალმა სამ სეტში, საკუთარ მოწოდებაზე უბრეიკოდ და თითქმის იდეალური ჩოგბურთით მოუგო. ბიორნ ბორგის შემდეგ ნადალი მეორეა ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში როლან გარო და ყველაზე სწრაფი მეიჯორი მოიგო. შარშან უნივერსალიზმი ფედერერმაც დაიბრალა, ოღონდ, ერთი სეზონით.

2008-ში ესპანელმა ეპიკურ, 5-საათიან ფინალში როჯერს გაუძლო, შარშან მიკროტრავმებს და ტკივილს ვერ გაუძლო, ტიტულის დაუცველად კი ათასზე მეტი საბონუსო ქულა და პირველი ადგილი დაკარგა. ფინალში რაფაელმა 133 წუთში მოუგო ბერდიხს. 2005 წლის შემდეგ ეს იყო კაცებში ყველაზე სწრაფი ფინალი - 5 წლის წინ ფედერერმა მუდამ პერსპექტიულ როდიკს მოუგო.

უიმბლდონი უილიამსების პრივატული ტურნირი გახსპორტი ყველა ფოტო: REUTERS © უილიამსების პრივატ-ტურნირი და. მამა, პროფესიით ფოტოგრაფი რიჩარდი, ალბათ, განთესვის მერე ერთდოლარიანს აგდებს და თუ მონეტა ჯორჯ ვაშინგტონის გამოსახულებით ჯდება, მაშინ ჩემპიონი ვენუსია. თუ პირიქით, ტურნირს სერენა იგებს. ეს სხვებმაც იციან და, მთელი დეკადაა, ქალების ერთეულებს აზრი დაკარგული აქვს. ტურნირის დირექტორი მთავარ პრიზს მაინც უილიამსს გადასცემს და შესაცვლელი მხოლოდ სახელი რჩება.

სერენამ მშვიდად, სეტის წაუგებლად და 89 ეისით (ქალებში ყველა დროის რეკორდი) გაიარა დისტანცია, ფინალში ვერა ზვონარევას მასტერკლასი ჩაუტარა, 67 წუთში 6:3, 6:2 მიაეისა რუსი და მეოთხედ გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. ბოლო 11 წლის განმავლობაში უილიამსებმა ეს მეიჯორი ცხრაჯერ მოიგეს. სერენას კარიერაში დიდი სლემის ტურნირებზე უკვე 13 მოგებული ფინალია, მაგრამ შტეფი გრაფს ვერ დაეწევა. გერმანელმა 22 მოგებული მეიჯორით დაასრულა კარიერა.

0x01 graphic

სერენა უელიამსი

2001 წლის ტურნირის შემდეგ კაცების ბადეში პირველად გაიარეს სამი წრე 1-6 ნომრებად განთესილებმა. მერე როდიკმა იენ ჰსუნ ლიუსთან წააგო, სხვები ერთმანეთზე გავიდნენ და ენდი მარეი კვლავ უფინალოდ დარჩა. ტიმ ჰენმანის შემდეგ ყველაზე კარგ, მაგრამ უხასიათო და ფლეგმა მასპინძელს ნადალმა სამ სეტში მოუგო, ბერდიხმა ფედერერის მერე ნოვაკ ჯოკოვიჩიც გამოაგდო და... ისნერ-მაიუს რეკორდზე ადრე უკვე ვისაუბრეთ.

1997 წლის შემდეგ კაცების ბადეში ტურნირზე ყველაზე მეტი ხუთსეტიანი მატჩი გაიმართა. ორი დისაიდერის ჩატარება მოუხდა ნადალს, რომელმაც ჯერ ჰოლანდიელ რობინ ჰაასესთან იწვალა, მერე კი - გერმანელ ფილიპ პეცშნერთან, რომელიც ავსტრიელ იურგენ მელცერთან ერთად მამაკაცთა წყვილებში გახდა ჩემპიონი. ქალთა წყვილების ფინალში კი ამერიკელმა ვანია კინგმა და ყაზახმა იაროსლავა შვედოვამ რუსულ დუეტს - ვესნინა-ზვონარევას მოუგეს.

მილიონერთა ბაზრობა

0x01 graphic

ჯო ჯონსონი

NBA-ს სეზონი დასრულდა და სექტემბრის პირველ კვირამდე ლიგის ძირითადი ამბები ტრანსფერებით შემოიფარგლება. რამდენიმე გუნდმა სახე ანუ დიდი ხნის ლიდერი შეინარჩუნა, რამდენიმემ ეს ვერ გააკეთა და დანარჩენებზე უკვე მილიონერები ნადირობენ.

ფინიქსს კარგი სეზონი ჰქონდა და, სტივ ნეშის შემდეგ, ელ ვინ ჯენტრის ახალგაზრდა გუნდში, ყველაზე მეტს ამარე სტაუდმაიერი აკეთებდა. ქულებს აგროვებდა, მოსახსნელს ხსნიდა, მარიხუანას ეწეოდა და ორჯერ არიზონის პოლიციის დეპარტამენტშიც შეიარა. ამარეს მაქსიმალური კონტრაქტი უნდოდა და სადაც ხუთ სეზონში 100 მილიონს გადაუხდიდნენ, კარიერას იქ გააგრძელებდა.

სანზმა ვერ გაქაჩა, ნიუ იორკ ნიქსმა დაჯავშნა სტაუდმაიერი და კონტრაქტი მოლაპარაკების დაწყებიდან მეხუთე დღეს გაუფორმა. 5 სეზონი, 100 მილიონი და, თუ ნიქსი ჩემპიონი გახდება და ამარეიმ პლეიოფის მატჩების 80 პროცენტზე მეტში ითამაშებს, ფორვარდი ბონუსად 7 მილიონს მიიღებს. ანუ ვერ მიიღებს. ნიქსი ჩემპიონი ვერ გახდება. მედისონ სკვერ გარდენში ამარეს დახვდება მთავარი მწვრთნელი მაიკ დენტონი, რომელმაც სანზში რამდენიმე ნაყოფიერი და უტიტულო სეზონი გაატარა.

0x01 graphic

ლებრონ ჯეიმსი

კაპიტანი და ლარი ბერდის შემდეგ გუნდის ყველაზე ქარიზმატული პერსონა შეინარჩუნა ბოსტონ სელტიქსმა. პოლ პირსი დარჩა და სელ ტიქსსაც ჩემპიონობის შანსი დარჩა. ოთხწლიანი ერთგულება გუნდის ბოსებმა 75 მილიონით შეაფასეს და პირსისთვის ეს პირობები მისაღები აღმოჩნდა.

დალასის მფლობელი მარკ კიუბანი უფრო მთელ გუნდს გაყიდის, ვიდრე დირკ ნოვიცკის. გერმანელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო, მაიამისგან 6-წლიანი შეთავაზება (115.75 მილიონთან ერთად) განიხილა და განხილვის პროცესში კი უბანმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც დირკთან გაფორმებულ ახალ კონტრაქტზე ისაუბრა. გერმანულ-ტეხასური თანამშრომლობა ოთხი სეზონით გაგრძელდა. ნოვიცკი 80 მილიონს მიიღებს და, გუნდის ჩემპიონობის შემთხვევაში, პირადი საბანკო ანგარიში კიდევ 18 მილიონით დაუმძიმდება. ასე რომ, ამარეს კონტრაქტის მსგავსად, ბონუსი გადაუხდელი დარჩება.

ატლანტა პერმანენტულად პერსპექტიულია, ჯო ჯონსონი პერსპექტივაში ვარსკვლავია და გუნდის საჩემპიონო პერსპექტივა მიზერულია. ზაზა ფაჩულიას რესტორანში ჯო, სულ მცირე, კიდევ ოთხი სეზონი შეუკვეთავს ქათმის ფილეს, ჯორჯიაში ორ მწვრთნელს გაუშვებენ და ჯონსონს ამაში 82 მილიონს გადაუხდიან. თუ ჰოქსის ბოსები 6-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას არჩევენ, ჯო 120 მილიონს მიიღებს. ოღონდ, ყველანაირი ბონუსების გარეშე.

მთავარი ამბები მაინც აღმოსავლურია. რჩება სამი თავისუფალი აგენტი და დაახლოებით 6 გუნდი, ვისაც ამ სამიდან, სულ მცირე, ერთის დამატება უნდა.

თავისუფალი აგენტები: ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი, კრის ბოში.

მსურველები: ნიუ-იორკი, ჩიკაგო, კლივ ლენდი, დალასი, მაიამი, ნიუჯერსი.

რეალობა: ჯეიმსი კლივ ლენდში დარჩება, უეიდი მაიამისთან მაქსიმალურ კონტრაქტს გააფორმებს და ბოში ჩიკაგოში მიიღებს მილიონებს და ტრავმებს.

რჩება სან ანტონიო. რიჩარდ ჯეფერსონმა გრეგ პოპოვიჩის დესპოტიზმს ვერ გაუძლო და იოლი ფულის შოვნა რომელიმე არაფავორიტში გადაწყვიტა. სეზონში 9 მილიონი უნდა და მესიჯი ევროპიდანაც რომ მიიღოს, უარს ნამდვილად არ იტყვის. ჯეფერსონით ოლიმპია კოსი დაინტერესდა.

ტონი პარკერი კი უფრო ახლო საანიქსთან და სტაუდმაიერთან, ვიდრე სან ანტონიო ამ დეკადაში მეხუთე ჩემპიონობასთან. ევა ლონგორია ამარეს მეგობარ გოგონასთან იდაქალებს და ნიქსიც უაზროდ გაისვრის დაახლოებით 6065 მილიონ დოლარს.

P.S. პარასკევს საღამოს ლებრონ ჯეიმსი კლივლენდ კავალიერიდან მაიამი ჰიტში გადავიდა.

27 ეს უცნაური არგენტინელები!

▲ზევით დაბრუნება


ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი

0x01 graphic

უცნაური ხალხია არგენტინელები - სანამ მათი ნაკრების უცხოელი გულშემატკივრები ცდილობენ, როგორმე „გადახარშონ“ სამხრეთაფრიკული ფიასკო, ადგილობრივი ინჩადა აეროპორტში ისეთ შეხვედრას უმართავს მარადონას და მის კრებულს, გეგონება, მსოფლიო თასი მოეგოთ!

გერმანიასთან განადგურების შემდეგ ჩემმა არგენტინელმა მეგობარმა პატრისიო ტუბალმა სატელეფონო საუბარში ჯერ დეტალურად გამირჩია ალბისელესტეს მარცხის ტაქტიკური მიზეზები, ბოლოს კი, როცა მარადონა ვუხსენე, ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, განმიცხადა - ჩემთვის დიეგო მაინც დიეგოა და, რაც უნდა, ის გააკეთოსო! ასევე ფიქრობს უამრავი სხვა არგენტინელი. როგორც ჩანს, მარადონა მათთვის მართლაც ღმერთკაცია და მას ყველაფერს პატიობენ...

უკვე შეცვალეს მწვრთნელები იტალიამ, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, მექსიკამ, ბრაზილიამ... სავარაუდოდ, დახვრეტენ ჩრდილოკორეელთა თავკაცს. მარადონა კი აცხადებს, გადადგომის თაობაზე ნათესავებს უნდა დავეკითხოო! ამასთან, გულშემატკივრები და ფეხბურთელები მას დარჩენას სთხოვენ...

და მაინც, რა მოხდა აფრიკაში? ჯგუფში არგენტინას არ აღმოაჩნდა ძლიერი მეტოქე, ფეხბურთელებსაც წაუვიდათ თამაში და არც მარადონას დაუშვია ფატალური შეცდომები. მერე იყო მატჩი მექსიკასთან, მსაჯის შეცდომა, მეტოქის დაბნეულობა და ტევესის ბენეფისი... მთლიანობაში, გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით სხვა ფავორიტთა უსახური თამაშის ფონზე. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ არიგო საკიმ მარადონა ფეხბურთის რევოლუციონერად გამოაცხადა და მისი ტაქტიკური ნოუ-ჰაუ 4-1-5 საფეხბურთო ნოვაციად მონათლა!

დიეგოსაც თავში აუვარდა და...

ფაქტია, რომ მარადონამ ვერ გამოიცნო საგერმანიო შემადგენლობა. იმათგანაც კი, ვინც მან აფრიკაში წაიყვანა, შეიძლებოდა გაცილებით უკეთესი ტიტულარების შერჩევა. სრულიად გაუგებარი ჩანდა დაცვის ცენტრში ვალტერ სამუელის იგნორირება. მისი დაყენების შემთხვევაში, დემიკელისს მზღვეველი გაუჩნდებოდა, უნიჭო ოტამენდის პოზიციაზე კი გაცილებით გამოცდილი ბურდისო გადაინაცვლებდა. ან რატომ არ ითამაშა ვერონმა?

0x01 graphic

ცენტრში მასკერანო მარტო დარჩა, ბურთის გამჩერებელი კი გვერდით არ აღმოაჩნდა. დაიჩაგრა ხონას გუტიერესიც, რომელიც პირველ მატჩებში მიუჩვეველ პოზიციაზე - მარჯვენა მცველად ათამაშეს, ხოლო როდესაც მისი მობილურობა ყველაზე საჭირო გახდა, ნახევარდაცვის ფლანგზე დი მარიათი ჩაანაცვლეს. ან რატომ არ ათამაშეს იგუაინის ნაცვლად მილიტო? მან ხომ მარტომ მოუგო ლიგის ფინალი „ბაიერნს“ და გაცილებით ეფექტური იქნებოდა ხისტი გერმანული დაცვის წინააღმდეგ! აღარაფერს ვამბობ სახლში დატოვებულ ხავიერ ძანეტისა და ესტებან კამბიასოს შესახებ, რომელთა პოზიციებიც ამ ნაკრების ყველაზე სუსტ წერტილებად დარჩა!

და, რა თქმა უნდა, მესი. მისი ადგილი მინდორზე ბოლომდე გაუგებარი დარჩა. შეიძლება ბევრი ვისაუბროთ გადაღლილობაზე, რომელიც მუნდიალის ყველა სავარაუდო ვარსკვლავს (რონალდო, რუნი, კაკა, რიბერი) ეტყობოდა, ფატალურ უიღბლობასა და მეკარეთა გამორჩეულად ეფექტურ სეივებზე. ყველა არგუმენტს აქვს თავისი ლოგიკა. თუმცა, ფაქტი ერთია - ლეო არ არის დიეგო და ალბათ ვერც ვერასოდეს გახდება!...

გასარკვევი მხოლოდ ისაა, დასრულდება თუ არა უახლოეს პერიოდში მარადონას ეპოქა?

„არხენტინოს ხუნიორსის“ პრეზიდენტმა ლუის სეგურამ, რომელიც არგენტინული ფეხბურთის თავკაცის, ხულიო გრონდონას უახლოესი გარემოცვის წევრია, პირდაპირ განაცხადა - მარადონას დარჩენის საკითხი თვითონ დიეგოს გადასაწყვეტია, ფედერაცია კონტრაქტს არ გაუწყვეტსო.

მუნდიალის ასეთ სამარცხვინო დასასრულს მხოლოდ ერთი პლუსი აქვს - ბუენოს- აირესის მოსახლეობა გადარჩა ტიტველი მარადონას სირბილს ქალაქის ცენტრალური ობელისკის გარშემო!

მომავალ წელს არგენტინა კოპა ამერიკას მორიგ გათამაშებას მასპინძლობს. იქამდე მარადონა კიდევ მოასწრებს ნაკრებში მორიგი ასეულის გამოცდას, მერე ისევ წააგებს გადამწყვეტ მატჩს და სათათბიროდ კვლავ ნათესავებს და მეზობლებს მოუხმობს... და ისევ დარჩება... ხალხის თხოვნით... სამუდამოდ!

მართლა ძალიან უცნაური ხალხია ეს არგენტინელები...

28 მოქეიფე ქართველები, ირანის შაჰი და ფრანგი ფოტოგრაფი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|გამოფენა

10 ივლისს, გალერეა ვერნისაჟში, მე-19 საუკუნის
ფოტოგრაფის - ჟან რაულის ფოტოგამოფენა გაიხსნა.

საიდან აღმოჩნდა ლაღი ქართველების ულამაზესი ფოტოები ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკაში ან თეირანის „გოლესთანის“ სასახლის საცავში და კონკრეტულად როდის იმოგზაურა ფრანგმა ფოტოგრაფმა ჟან რაულმა საქართველოში, ამას გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში იკვლევენ.

0x01 graphic

ფოტოები ეთნოგრაფიული ხასიათისაა, ჩოხიანი ქართველებისა და ჩიხტიკოპიანი მანდილოსნების ნადიმები, ჟანდარმთა შეიარაღებული რაზმები თუ საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა უნიკალური პორტრეტები სოფლის პეიზაჟების ფონზეა გადაღებული.

ჟან რაულის ამ უნიკალური ფოტოებისგან შექმნილი ფოტოალბომის ერთადერთი ეგზემპლარი საგანგებოდ ირანის შაჰის ნასერ ედ-დინისთვის დამზადებულა მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, როგორც დიპლომატიური ჟესტი რუსეთის იმპერატორის მხრიდან.

„ამ კაცის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში საფრანგეთიდან ჩასულა რუსეთში და ცნობილი ფოტოსტუდია გაუხსნია, - ყვება ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე, - ბევრს მოგზაურობდა. მისი ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყოფილა სინას მთაზე, რუსეთ- ოსმალეთის ომის დროს ბულგარეთში მოხვედრილა, ეთნოგრაფიული სურათების დიდი ნაწილი გადაღებული აქვს რუსეთის იმპერიის აღმოსავლეთში და აღმოსავლეთ ევროპაში. ცხოვრების ბოლოს სამშობლოში - საფრანგეთში დაბრუნებულა და მე-19 საუკუნის ყველა პრესტიჟულ ფოტოენციკლოპედიაშია შესული. ცნობილია, რომ მისი ალბომის შემდეგ, რომელიც საქართველოს ეძღვნება, გამოსულა ჟან რაულის ფოტოების ორტომეული, რომელშიც ქართველთა ამ პორტრეტების ნაწილია შესული და ეს ორტომეული ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული. ასე რომ, ფრანგი ფოტოგრაფის კვალს მივყვებით და კვლევა გრძელდება“.

0x01 graphic

რაც შეეხება თავად შაჰს. ნასერ ედ-დინი ყაჯართა სამეფო დინასტიის მეოთხე და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შაჰია, რომელიც გამოირჩეოდა ირანში ევროპულ კულტურასთან ინტეგრაციის მცდელობით. ის შესანიშნავად ფლობდა ფრანგულს, ევროპაში საკუთარი ვოიაჟიც კი აღწერა და 1874 წელს ლონდონში გამოსცა. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების London News-ში კი შემორჩენილია დიდ ბრიტანეთში მისი ვიზიტის უნიკალური ილუსტრაციები - მაგალითად, შაჰისა და დედოფალ ვიქტორიას შეხვედრა, ლონდონში მის პატივსაცემად გამართული წვეულება და ა.შ.

მისი მოღვაწეობის დროს ირანში შეიყვანეს ტელეგრაფი, გაიხსნა კლასიკური ფრანგული სკოლა და, რაც მთავარია, ევროპიდან ნასერ ედ-დინს ჩამოაქვს მუსულმანური კულტურისთვის უცხო იდეა - გოლესთანის სასახლეში შექმნას სურათების გალერეა და მუზეუმი. შაჰის ევროპულმა მისწრაფებებმა, რა თქმა უნდა, გააღიზიანა ირანელი ფუნდამენტალისტები და მას რამდენჯერმე თავს დაესხნენ ბაბისტების სექტიდან. ბოლოს ის ასეთი თავდასხმის მსხვერპლი გახდა კიდეც და 1896 წელს გოლესთანის სასახლის კომპლექსში დაკრძალეს.

„უკვე გაფორმდა ხელშეკრულება გოლესთანის სასახლის მუზეუმსა და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს შორის. იმედია, ჩვენ იქ მუშაობის საშუალება მოგვეცემა და კიდევ ბევრი აღმოჩენის მომსწრე გავხდებით საქართველოს ისტორიიდან,“ - ამბობს გიორგი სანიკიძე.

მე-19 საუკუნის ქართველების ამ ფოტოებს მიღმა ბევრი რამ იმალება. იქნებ ამ დღეებში თქვენც შეიაროთ ვერნისაჟის საგამოფენო სივრცეში. რა იცით, რას აღმოაჩენთ ძველ, დროისგან გაცრეცილ ფოტოებში...

29 ვის ეშინია ქართული გახმოვანების?

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში რუსულ ენაზე ფილმების ჩვენება კანონით აიკრძალება. საზღვრებს გარეთ შექმნილ ყველა ფილმს ან ქართულად გადათარგმნიან, ან ორიგინალურ ვერსიას სუბტიტრებით შესთავაზებენ მაყურებელს. ქართული გახმოვანება რა ხილიცაა, ყველა კინომოყვარულს საკუთარ ტყავზე გამოუცდია „ზვიოს ნიღაბი“, „ფორმულა 51“, „ევროტური“ ზვიოს, შონზოს, დრუპისა და „ძმათა მათთა“ უგემოვნებოდ, არასწორად გახმოვანებული ფილმებით და იწყო ის მარაზმი, რომელსაც სხვანაირად კინოთეატრებში ფილმის ქართულად დუბლირება ეწოდება.

0x01 graphic

ის, რომ საქართველოს კინოთეატრებში ფილმები რუსულ ენაზე არ უნდა გადიოდეს, სადავო არ არის. ქვეყანა, რო მე ლიც, სულ ცოტა, პატივს სცემს თავის სუვერენიტეტს, ან ახმოვანებს ფილმს, ან ორიგინალ ენაზე სუბტიტრებით უშვებს. საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ორივე სახის სეანსი არსებობს და მაყურებელი თვითონ ირჩევს სასურველ ვარიანტს. „რუსული ყველას ესმის“, „რუსები კარგად ახმოვანებენ“ არგუმენტები არ არის. რუსული ენის ცოდნის მაღა ლი დონეც არაფერ შუაშია.

2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ თბილისის კინოთეატრებმა გადაწყვიტეს, რუსულ გახმოვანებაზე უარი ეთქვათ და ქართულად ეთარგმნათ ყველა ფილმი. მაშინდელ სპონტანურ გადაწყვეტილებას საშინელი შედეგი მოჰყვა. მაყურებელმა არ მიიღო ქართული „ჯეიმს ბონდი“, „ვალკირია“ და სხვა ფილმები. მართალია, დუბლირება ტექნიკურად (ხმა, მუსიკა) ნორმალურად იყო შესრულებული, მაგრამ მსახიობების გახმოვანება ისეთი მდარე ხარისხის იყო, რომ ერთხელ მოსმენილი სამუდამო კოშმარად რჩებოდა მეხსიერებაში: უემოციო, უსიცოცხლო დიალოგები, რომელიც ორიგინალს საერთოდ არ შეესაბამებოდა. სწორედ მაშინ კინოთეატრების მფლობელებმა „პატრიოტიზმზე“ უარი თქვეს და კინოში კვლავ რუსულად დუბლირებული ფილმები გაუშვეს. ახალი კანონის მიღების შემდეგ ფილმები იმავე გზით რუსეთის გავლით შემოვა ჩვენთან, უბრალოდ, რუსული ხმის ბილიკი მოიხსნება და ქართული დუბლირებით შეიცვლება.

კინოთეატრების რუსთაველისა და ამირანის მარკეტინგის მენეჯერის ნიკა აფრიაშვილის განცხადებით, სხვადასხვა ჟანრის ფილმების დუბლირებაზე სხვადასხვა ხმის რეჟისორი და მსახიობები იმუშავებენ, ყველა ფილმი გახმოვანდება და, სავარაუდოდ, ნებისმიერი ნამუშევრის ნახვა მაყურებელს ორიგინალში სუბტიტრებითაც შეეძლება.

კინოთეატრებს ექვსი თვე აქვთ, რათა ფილმების სუბტიტრებით გასაშვებად ან ფილმების მაღალი ხარისხით გასახმოვანებლად მოემზადონ. ეს მათ ინტერესში შედის, რათა მაყურებელი არ დაკარგონ და კინო მოყვარულებისაც, რომლებსაც ფილმის დიდ ეკრანზე ნახვა სურთ. სუბტიტრების სისტემა ბევრისთვის მიუღებე ლია, რადგან დიალოგების კითხვა და თან ვიზუალით ტკბობა მათთვის შეუძლებელი ან ნაკლებად სასურველია. კარგ გახმოვანებას კი კარგი დუბლირების რეჟისორი სჭირდება და არა 105-ელების „ღადაობა“. მსგავსი ვანდალიზმის შედეგად ორიგინალის მაგიური, მხიარული, ლამაზი სანახაობა სრულიად უძრავი, უმოქმედო, ემოციისგან დაცლილი ხდება. გამხმოვანებელმა უნდა გაიაზროს, რომ ის დენიელ დეი ლუისის დენიელ პლეინვიუს ახმოვანებს, უნდა იგრძნოს ხავიერ ბარდემის ანტონ ჩიგური, თუნდაც თაგვი რემი რატატუიდან ისე უნდა წარუდგინოს მაყურებელს, როგორც ეს ორიგინალშია.

წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა წაგებული დარჩება კინოინდუსტრიაც და მაყურებელიც.

30 საბა 2010 გამოცხადებული გამარჯვების ქრონიკა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|ლიტერატურა

0x01 graphic

წინა ნომერში ტაბულას მიერ შემოთავაზებულ პროგნოზთაგან თითქმის ყველა ახდა - ეტყობა, ქართველი მკითხველი ზურგის ტვინით გრძნობს საბას შედეგს. 4 ივლისს TBC ბანკის ეზოში ჩატარებულ ცერემონიალზე ხუთკაციანმა ჟიურიმ - რისმაგ გორდეზიანი, თეონა დოლენჯაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ირაკლი ჯავახაძე, გურამ ოდიშარია - გამარჯვებულები გამოავლინა. ყველაზე მეტი პრემია გამომცემლობა დიოგენემ დაიმსაუხრა. როგორც ერთმა დამსწრე ლიტერატორმა აღნიშნა, წელს საბა ფილოსოფიის კასრში გამოიზამთრებს.

წლის საუკეთესო დებიუტი
მაკა ლდოკონენი, „ქიშმიშიანი ამბები (გამომცემლობა დიოგენე)

სამიოდე წელია, რაც მკითხველისთვის ცნობილი გახდა მაკა ლდოკონენის სახელი. ლიტერატურულ პორტალებზე გამოქვეყნებული მისი მშვენიერი მოთხრობები - „ქიშმიშიანი ამბები“ ინტერნეტ მკითხველმა ცოტა ხნის წინ ერთ კრებულად შეკრული იხილა, ავტორისეული ნახატებით გაფორმებული. „ვთვლი, რომ პირველი წიგნის გამოცემა გარკვეულწილად ამბიციური ნაბიჯია. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მკითხველს „ქიშმიშიან ამბებში“ მხოლოდ დადებითი ემოციები დახვდება“, - ამბობდა მაკა კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე - ჟიურიმ კი გადაწყვიტა, რომ წიგნი წლევანდელ დებიუტანტთაგან საუკეთესო იყო.

წლის საუკეთესო პიესა
თამარ ბართაია, „მთავარი როლი (გამომცემლობა დიოგენე)

ქართული დრამატურგია, განსაკუთრებით წიგნად გამოცემული, მისი ნაკლებად კომერციულობის გამო, ალბათ ყველაზე მეტად საჭიროებს ამგვარ წახალისებას. მის მდგომარეობას ქართული წიგნის ბაზარზე წლევანდელი ნომინანტების „სიუხვეც” მოწმობდა - ირაკლი სამსონაძე და თამარ ბართაია. ჟიურიმ არჩევანი შეაჩერა ქალ დრამატურგზე, რომელმაც, როგორც თეატრმცოდნეებმა აღნიშნეს, ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო.

0x01 graphic

ცერემონიის წამყვანი რატი ამაღლობელი

წლის საუკეთესო რომანი
ნაირა გელაშვილი, „პირველი ორი წრე (გამომცემლობა კავკასიური სახლი)

წლეულს ბევრი ლიტერატურისმცოდნე ფიქრობდა, რომ ზაზა ბურჭულაძის ADIBAS საუკეთესო რომანი იყო და სხვათაგან გამორჩევას იმსახურებდა, თუმცა, არანაკლები მხარდამჭერი აღმოაჩნდა ნაირა გელაშვილის ნაწარმოებს „პირველი ორი წრე“, მათ შორის, ჟიურის წევრები და წლევანდელი საბა მწერალ ქალბატონს ერგო. ნაწარმოები საქართველოს ისტორიის უახლეს რეალიებს ასახავს. ის ავტორმა 1994 წელს დაწერა (გამოაქვეყნა 2009 წელს) და, როგორც თვითონ ადრე აღნიშნა, გალაკტიონის სიტყვების - „დრო, დრო აღნიშნე“ - ერთგვარი შთაგონებით. წიგნში მოვლენები „მთარგმნელობითი კოლეგიის“ ირგვლივ ვითარდება, თხრობისას დოკუმენტური ფაქტები მხატვრული გამონაგონითაა გადმოცემული და პროზაიკოსი ამ ხერხით ცდილობს ბევრი საჭირბოროტო ამბის მკითხველთან მიტანას.

წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
ზურაბ ქარუმიძე, „ჯაზის ცხოვრება (გამომცემლობა სიესტა)

გაინტერესებთ, როგორ ჩაისახა ჯაზი, „რომლის დედა ბლუზი იყო, მამა კიდევ - რეგტაიმი“? ვინ იყო ნათლია ჯელი როლ მორტონი, როგორ გადაასწრო ჩარტებში თვით ზეპოპულარულ ბიტლზს ლუი არმსტრონგმა, სად დაძვრებოდა ნარკოტიკებით გაბრუებული ჩარლი პარკერი შუაღამისას, რომელ ბორდელში დაიბადა მაილს დევისის რევოლუციური ძუკნას ნახარში? - მუსიკის ამ ჟანრის ისტორია დოკუმენტურ ნოველებად - „ჯაზის ცხოვრება“. ის წლევანდელი საბას ლაურეატია, ხოლო ავტორმა, ზურაბ ქარუმიძემ, დაჯილდოების შემდეგ განაცხადა - „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ჯაზია“.

0x01 graphic

საბა 2010-ის ლაურეატები

წლის საუკეთესო პოეტური კრებული
ზვიად რატიანი, „ნეგატივი (გამომცემლობა დიოგენე)

ზვიად რატიანი ქართულ ლიტერატურაში ოთხმოცდაათიანების დასაწყიში გამოჩნდა და დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად ითვლება. მისი შემოქმედების განხილვისას კრიტიკოსები შენიშნავენ საოცრად დახვეწილი ვერლიბრის ტექნიკას, რომელიც, ნიჭიერების გარდა, ავტორმა მდიდარი მთარგმნელობითი გამოცდილებით შეიძინა. ზვიად რატიანმა დაჯილდოებისას თქვა, რომ თავს უხერხულად გრძნობს, რადგან ნომინანტთა შორის იყო დიდი ქართველი პოეტი ლია სტურუა. საბას წლევანდელ ცერემონიალზე დამსწრეთა ყველაზე დიდი სიხარული სწორედ მისმა გამარჯვებამ გამოიწვა.

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
კოტე ჯანდიერი, „კონკიას ღამე (გამომცემლობა დიოგენე)
კოტე ჯანდიერისგლობალიზაცია

ბოლო პერიოდის მცირე ჟანრის პროზის შედევრად ითვლება. ეს და სხვა მოთხრობები ავტორმა ერთ კრებულად შეკრა და შარშან წარუდგინა მკითხველს. ჯანდიერის ნაწარმოებები იშვიათად იბეჭედება ხოლმე - „კონკიას ღამემდე“ მან წიგნი შორეულ 1995 წელს გამოსცა, პერიოდიკაშიც იშვიათად იბეჭდება. ასე რომ, ავტორის სახელი ფართო საზოგადოებისთვის შედარებით უცნობია. გამომცემლები იმედოვნებენ, რომ „საბას“ ლაურეატობა ხელს შეუწყობს ავტორის სახელის პოპულარობას. შეკრებილი საზოგადოება გამარჯვებულის გამჟღავნებამდე ფსონს ზურაბ ლეჟავაზე დებდა, მაგრამ ამ შესანიშნავ ავტორს, ისევე როგორც დანარჩენ ორ ნომანინატს, ამჯერად არ გაუმართლა.

წლის საუკეთესო თარგმანი
მანანა ღარიბაშვილი, გაიუს ვალერიუს კატულუსის ლექსების თარგმანი
(გამომცემლობა ლოგოსი)

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ირმა ტაველიძის მიერ თარგმნილ უელბეკს ანიჭებდა უპირატესობას, საბა წელს კატულუსისაა, უფრო სწორად, მისი შესანიშნავად მთარგმნელის - მანანა ღარიბაშვილის. იულიუს კეისარზე ეპიგრამებისა და ლესბიაზე შესანიშნავი ლექსების ავტორის ასე კარგად გადმოქართულებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა - კლასიკური ლიტერატურის მთარგმნელობითი სკოლა ჯერაც ცოცხალია, ხოლო მისი დაჯილდოება მოწმობს, რომ ყურადღება არც მკითხველისგან აკლია.

პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
გურამ დოჩანაშვილი

კაცი, რომელმაც ლიტერატურა ბევრს შეაყვარა, სამი ძმა კეჟერაძის და ლეგენდურ წიგნად ქცეული „სამოსელი პირველის“ ავტორი წლეულს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაფასდა. აცრემლებულმა მწერალმა აღნიშნა, რომ ასეთი ბედნიერი წუთები იშვიათად ყოფილა მის ცხოვრებაში, რისთვისაც პრემიის მესვეურთ დიდი მადლობა ეკუთვნით.

31 100%25

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ზაზა ბურჭულაძე

წიგნს, რომელზეც აქ მინდა მო გითხროთ, ერთი კვირის წინ „საბა“ არ მიენიჭა. ერთი შეხედვით, ეს წიგნი არაფრით გამოირჩევა სხვა ქართული გამოცემებისგან: რბილ ყდიანი, ზომიერად უგემოვნო დიზაინით, უჩვეულოდ გრძელი და ამავდროულად ბაზრისთვის „არაეფექტური“ სათაურით და ა.შ. მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, მხოლოდ გარეგნული მხარეა. რომ ვთქვათ, რომ ესაა კარგი წიგნი და შემდეგ მისი სიკარგეც დავამტკიცოთ, ნიშნავს, არაფერი ვთქვათ და არაფერი დავამტკიცოთ. ზურაბ ლეჟავას წიგნისთვის არა მარტო არ მენანება საქებარი სიტყვები, არამედ ვშიშობ, ვერ მოვძებნი იმ საჭირო სიტყვებს, რომელთაც ეს წიგნი იმსახურებს.

0x01 graphic

ეს წიგნი უფრო ნოტების რვეულს მაგონებს. თუ ნოტების კითხვა არ იცი, მაშინ შენთვის ფურცლებზე მხოლოდ რაღაც ნიშნები წერია. ხოლო თუ იცი და წაიკითხე კიდეც ეს ნოტები, მაშინ შენს ტვინში ნაღდი მუსიკა აჟღერდება. მუსიკა და სინაღდე შემთხვევით არ მიხსენებია, მაგრამ ამაზე ქვევით.

კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი: „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“ სქელტანიანი წიგნია, რომელშიც შესულია მოთხრობები და ერთიც პატარა რომანი. მოცემულ შემთხვევაში წიგნის მოცულობამ არ უნდა შეგვაშინოს. მესმის, რომ დღეს ცხოვრების სხვა რიტმია, ყველას ძალიან გვეჩქარება და დიდი ფორმების საკითხავად არ გვცალია. რა ვქნა, რომ ორჰან ფამუქის და უმბერტო ეკოს თბილისური პოპულარობა სულ მითი მგონია. იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ, რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა, დღეს ვინმე რამეს კითხულობს თბილისში. მათ კი, ვინც მაინც კითხულობს, მინდა ვურჩიო ზურაბ ლეჟავას წიგნი „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ ლეჟავას არა მარტო არ ვიცნობ, თვალითაც არ მინახავს იგი, არც კი ვიცი, როგორ გამოიყურება. მხოლოდ ის ვიცი, რომ მაგარი წიგნის ავტორია, რომლის კითხვისასაც ბევრი, ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული ავ ტორი შეიძლება გაგახსენდეთ. ეს წიგნი ერთგვარი და ძალიან პრეტენზიული კოქტეილია, რომელშიც არა მარტო ჩაყრილია, არამედ, მიაქციეთ ყურადღება, შეზავებულიცაა ჩარლზ ბუკოვსკის (ვისკი), ვუდი ალენის (ნაღები) და პოლ ოსტერის (ლიქიორი) პროზაც. ცოტა ვენიჩკა ეროფეევს (აცეტონი), სერგეი დოვლატოვს (ჭაჭა) და გვიანდელ დანიილ ხარმსსაც (ლიმონი) თუ ჩააწურავთ, გემოვნების მიხედვით, ეგ იქნება. აქ შეიძლება ალკოჰოლიკები და ლიტერატურის მცოდნეები შემომედავონ ცოტა უხეში ასოციაციებისთვის, მაგრამ არა უშავს, მათ შემოდავებას როგორმე გავუძლებ. კოქტეილ „კარალიოკის“ რეცეპტი კი მაინც ასეთია: ვისკი + ნაღები + ლიქიორი + აცეტო ნი + ჭაჭა + ლიმონი. ერთდროულად უხამსი და შავი იუმორით სავსე და ამავდროულად აუტანლად ტკბილი და სენტიმენტალური. მაგრამ ძალიან ნაღდი. ეს არაა ფურთხით დაწერილი წიგნი. ეს წიგნი დაწერილია სისხლით, ოფლით და ცრემლებით.

ცხადია, ყველა მოთხრობა ერთი წონის და დონის არაა. ზოგჯერ მთელი აბზაცებია დაუდევრად დაწერილი, ბევრი რამ ბრტყელი და პლაკატურია, ზოგჯერ მონტაჟია უხეში, აქეთ რაღაცაა ზედმეტი, იქით არქიტექტონიკაა არც ისე მყარი და ა.შ. სამაგიეროდ ყველაფერი ნაღდია, ალალი და გულუბრყვილო, როგორც ფიროსმანის ნახატები. დიახ, არაფერი წამომცდენია, ჩემთვის ზურაბ ლეჟავა პროზის ფიროსმანია. მასზე კი, როგორც ავტორზე, ყველაზე უკეთ მისივე ერთ-ერთი მოთხრობიდან აღებული ეს ციტატა იქნებოდა ზედგამოჭრილი: „არიან ადამიანები, რომლებიც არ ჩანან ხოლმე დიდ არენაზე; მათ არიცნობენ და მათზე არ ლაპარაკობენ ან კარგად არ იცნობენ და კი ლაპარაკობენ, მაგრამ ბევრს არა”.

რაც შეეხება მუსიკას. ძნელია, ამ წიგნის კითხვისას ტომ ვეიტსის სიმღერები არ გაგახსენდეს. უფრო სწორად, ვეიტსის ხმის ტემბრი. თორემ, აქვს ვეიტსს სიმღერები, რომლებშიც იგი ძალიან მომაბეზრებელია, გაპრანჭულიც და პოზიორიც. მაგრამ ამ მომაბეზრებლობაშიც და პოზიორობაშიც ძალიან მაგარია. ნაღდია და იმიტომ, ასპროცენტიანი. ლეჟავას წიგნიც დაახლოებით ამავე კატეგორიიდანაა. წარმოიდგინეთ კლიპი, რომელშიც ვეიტსი „ბონა სერა სინიორიტას“ მღერის ბოლო ხმაზე, ყელის ჩახევამდე, ბექ ვოკალზე გიჟი მარინა დგას, ბენდი კი ციხის პატიმრებისგან შედგება, რომელიც, მუსიკალური ინსტრუმენტების ნაცვლად, რკინის ჯამებით, თეფშებით, ქვაბებით და კოვზებით აკომპანირებს, ხოლო კლიპის რეჟისორები ერთდროულად კუსტურიცა და ძველი ჯარმუში არიან.

ამ წიგნში ბევრ უცნაურ, ტრაგიკულ და კომიკურ პერსონაჟს გაიცნობთ: გაცოცხლებულ ძეგლებს, რომლებიც თბილისელებს დაერევიან, ძველ მაცივარ „აფშერონს“, რომელიც დროდადრო ავადმყოფი დევივით დახტუნავს ბინაში, გერმანულ ნაგაზს, რომელიც ბრიჯიტ ბარდოსთან მოხვედრაზე ოცნებობს, თოჯინა ბარბის, რომელიც შესანიშნავ მაზურკას აცხობს და ცნობილ თბილისელ ქურდს, მეტსახელად „სემიჩკას“, გამოსწორების გზაზე დააყენებს, მამა ოლომპიოზს, რომელიც იეღოველთა სექტაში თავის აგენტს ნერგავს, ბარბაროსებს და რომაელ ლეგიონერებს, მშრალ ხიდთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ რომ შებმიან ერთმანეთს, თბილისელ ქურთს ზაკოშა როევს, რომელიც რუსულ ტანკებს როკის გვირაბთან დაუხვდება განავლიანი ჯოხით ხელში, ჰერმაფროდიტ ბანჯგვლა ეთეროს, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ აგროვებს პლასტმასის ბოთლებს და ა.შ. და ა.შ.

მოკლედ, ჩემი ვერდიქტი ასეთია: თვალები ტრაკში უნდა გქონდეს ან არ უნდა გქონდეს თვალები საერთოდ, რომ ვერ დაინახო „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“.

32 ოცნება უჩინარ რეკლამაზე

▲ზევით დაბრუნება


კინო|კულტურა

0x01 graphic

ვიკი ანტონოპულო

ძეხვი, რომელიც ფილმში იმდენ ხანს ჩანს, რომ მეორეხარისხოვან პერსონაჟობაზე შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია. აფთიაქების ქსელის, სილამაზის სალონის, ბენზინგასამართი სადგურის, შამპანურის, ღვინის, ტელეგადაცემის და კიდევ ოცამდე სხვა პროდუქციის რეკლამა, რომელიც უფრო დიდხანს ჩანს ეკრანზე, ვიდრე მსახიობები. საუბარია დავით იმედაშვილის „ოცნების ქალაქზე“, ნამუშევარზე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა კარგი მაგალითი, როგორ არ უნდა ჩასვა რეკლამა მხატვრულ ფილმში. ოცნების ქალაქმა უამრავი რეკლამით მთლიანად დაკარგა ფილმის სახე.

8 ივლისს სასტუმრო რედისონში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიმართა პრეზენტაცია და ვორქშოფი Product Placement-ზე კინოში, ანუ ფილმებში რეკლამის ისე განთავსებაზე, რომ ამით ფილმმაც იხეიროს, რეკლამის საგანმაც და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩეს - სწორედ იმაზე, რაც „ოცნების ქალაქს“ და სხვა ქართულ ფილმებს ასე ძალიან აკლია. ღონისძიებას პროდიუსერები, რეჟისორები და ბიზნესსექტორის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ესწრებოდა. კინოცენტრის მოწვევით პრეზენტაცია ჩაატარა კინოკომპანია უორნერ ბრაზერსის გაყიდვების ანალიტიკოსმა ვიკი ანტონოპულომ, რომელმაც ისაუბრა ჰოლივუდში Product Placement-ის ისტორიაზე და შედარებით პატარა საბერძნეთის მაგალითზე, სადაც Placement-ი იმავე სახით ხდება, უბრალოდ, პატარა ბაზრის არსებობის გამო ნაკლები ფული იდება.

რეკლამა ფილმებში კინოს გაჩენის დღიდან არსებობს, თუმცა, ეს ყველაფერი 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში გახდა მეინსტრიმული. ერთ-ერთ პიონერად, კომერციულად წარმატებულ Product Placement-ად ითვლება სტივენ სპილბერგის „უცხოპლანეტელში“

0x01 graphic

ტკბილეულ Reese's Pieces-ის რეკლამა, რომელმაც კომპანიის პროდუქციის გაყიდვები 80%25-ით გაზარდა. „ადამიანები შავებში“ ყველა პერსონაჟს რეიბანის სათვალე უკეთია. ამან მწარმოებელს 5 მილიონი დოლარის გაყიდვები მოუტანა. „მე რობოტში“ კონვერსის დააუდის გამოჩენამ ორივე კომპანია ახეირა. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ფილმებში რეკლამა კარგადაა ჩასმული და არ იწვევს მაყურებლის გაღიზიანებას. ჰოლივუდში ბოლო წლებში სულ უფრო მეტ ფულს დებს ბიზნეს სექტორი ფილმებში. 2003 წელს თუ 2,4 მილი არდის ღირებულების ინვესტირება მოხდა, 2010 წელს Product Placement-ისთვის უკვე 10 მილიარდია დახარჯული. წლის ბოლომდე ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

„სასურველია ფილმში ერთი-ორი დიდი კომპანიის პროდუქციის Placement, რომელიც არ იქნება აგრესიული რეკლამა და მაყურებელს არ გააღიზიანებს.“ სწორედ ეს რჩევა მისცა ქართველ კინემატოგრაფისტებს ტაბულასთან ინტერვიუში ვიკიანტო ნოპულომ. სამწუხაროდ, მას არც ერთი ქართული ფილმი არ ჰქონდა ნანახი და არ „დამტკბარა“ 90 წუთი ათეულობით რეკლამის ცქერით, რომელიც ძალიან უნიჭოდ და ცუდად არის ჩასმული ფილმში. საუბარია არა მხოლოდ „ოცნების ქალაქზე“. იგივეს თქმა შეიძლება გიგა აგლაძის ფილმზე „გოგონა სლაიდიდან“ და სოსო ჯაჭვლიანის „მაიტა ნასოსზე“.

პრეზენტაციის შემდეგ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და კინოს წარმომადგენლები ჯგუფებში გადანაწილდნენ და განხილვაში მიიღეს მონაწილეობა. განხილვის მიზანი იყო ძირითადი მიგნებების პოვნა, რომელიც საჭიროა რეკლამისა და კინოს ჰარმონიული შერწყმისთვის. ძნელი სათქმელია, რა შედეგებს მოუტანს ეს განხილვა ქართულ კინოს, სიტყვების რახარუხიდან რამდენად გადავა საქმეზე ორივე მხარე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ ფულს ქართულ კინოში სხვადასხვა კომპანია ჩადებს, მაგრამ მთავარია ფილმმა ფილმის სახე არ დაკარგოს. ისეთი უხეში რეკლამა, როგორიც ივან რაიტმანის „ევოლუციაშია“, როდესაც ფილმის ბოლოს ყველა პერსონაჟი ჰედ ენდ შოლდერსის სიდიადეზე საუბრობს, მაყურებელზე უარყოფითად მოქმედებს.

2010 წლის ოსკარი მიიღო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა „ლოგორამამ“, 15-წუთიანმა მულტფილმმა, რომელშიც ყველა პერსონაჟი და ობიექტი რომელიმე ბრენდის ლოგოა. სასურველია მას ქართული ფილმები არ დაემსგავსონ. ამისთვის კი „ოცნების ქალაქის“ ტენდენციებზე უარის თქმაა საჭირო. მსგავსი რეკლამა, ფილმმთან ერთად, პროდუქტსაც ვნებს.

33 Marseille, Port Batumi,

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რესტო

მარსელი
მისამართი: გოგებაშვილის 56, ბათუმი
უბანი: პორტი ტელ: (+995 222) 7 28 49
სამზარეულო: ქართული საათები: 11:00 - 23:00
ბარათები: არ მიიღება
ფასი: 80 ლ (სადილი ორ კაცზე, ღვინით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: გოგებაშვილის ქუჩასა და პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერება აკრძალულია

www.marseille.ge

მარსელში ვარ. რესტორანია, ბათუმის პორტს გადაჰყურებს, თუმცა, ხედი არ აქვს. ჰაერი ნესტიანი ღრუბლებითაა დანისლული. პორტიდან მაზუთის სუნი მოდის, შემწვარი თევზის სუნს ერევა და საოცრად სავსე შეგრძნებას იწვევს: შეგიძლია თვალი დახუჭო და შეისუნთქო ბათუმი. ასეთი სუნი მარტო აქ იცის, ბათუმში. მარსელის ეზოში ვსხედვართ, უსახური ეზოა, არაფრით გამორჩეული, ოთხი ქოლგის ქვეშ თეთრად გაწყობილი შვიდი მაგიდა და მწვანე ელექტროგენერატორი. არც ხედი, არც არაფერი, მაგრამ აქაურობას რაღაც ნაღდი სუნი უდის. მომკალი და, მომწონს.

ბათუმურმა სერვისმა იცის რუსი ოფიციანტების კარგად გამოყენება, მაგრამ აქაც ბედი უნდა: თუ გაგიმართლა, სერვისი თავაზიანია და სასარგებლო, თუ არა და, ოფიციანტი მიმწოლია, თუ გაუვიდა, მოძალადეც. როგორც ჩანს, უფრო გაგვიმართლა: ორ კაცზე ორი მენიუ მოაქვთ - თითქმის დაუჯერე ბელია, რომ ორივეს ადამიანად გვთვლიან და საკუთარი არჩევანის საშუალებას გვაძლევენ. ორგზის გმადლობთ. ჩვენი არჩევანი ასეთია: მხოლოდ ადგილობრივი, შავი ზღვის თევზეული. ვიწყებთ მიდიებით, რაც მოულოდნელად იაფი - ნახევარი კილოგრამი 4 ლარი ღირს. არჩევანი ორგვარია: ღვინის ან ნივრის სოუსში. ღვინოც რომ იყოს და ნიორიც, არა? პასუხად მტკიცე Нет. კარგი, კარგი, იყოს მხოლოდ ღვინის. რამდენიმე წლის წინ მიდია მხოლოდ ხანდაზმული ბებიების ბავშვობის მოგონებებში არსებობდა, დღეს კი მელკიმორია - ბათუმის თევზის ბაზარი ორლარნახევრიან მიდიებს მიაქვს. მარტო მარსელში ამ მიდიებს ორნაირი სოუსით და მესამენაირადაც ამზადებენ: მიდიების ფლავიც კი აქვთ (5ლ). მეტი რაშეიძლება ინატროს კაცმა?

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

ღვინოდ - თელიანი ველი და თელავის ღვინის მარანი. ამ უკანასკნელის ტვიში (2005, 30ლ) პირის გასასველებლად კარგია, მაგრამ თევზთან და მიდიებთან ისევ მშრალს გირჩევთ: წინანდალი, მწვანე, კონდოლი. მიდიები სველ ხელსახოცთად ერთად მოაქვთ. მართალია, ღვინის სოუსის გემო სრულებით არ დაჰკრავს და ჩემთვის ზედმეტად გადათუთქულია - მაინც კარგია. თევზის ამბავი ასე გამოიყურება: აქაური რესტორნისთვის აუცილებელი ბარაბულკა (100გრ - 3ლ), სიმინდის ფქვილში შემწვარი, მაგრამ თუ ახალია, ბევრი ლიმონის წვენთან ერთად კარგად მუშაობს. სამწუხაროდ, ასეთივე მჭადის საფანლის გარსში შემწვარი გარბული - აქაურებიდან უდავოდ ყველაზე საინტერესო თევზი (100 გრ - 8 ლ). ქინძმრის სოუსი, რომელიც დამატებით შემოგვთავაზეს, უფრო მეგრულ ყაიდაზეა, ნიგვზით. თუ ამის მუშტარი ხარ, ყველა თევზს უხდება. კიდევ რა? სულუგუნიც არაჩვეულებრივი აქვთ, მაგრამ თევზთან ასეთი ყველი - ნაკლებად. რატომ მარსელი? როგორც აღმოჩნდა, რესტორანს საინტერესო ისტორია და არანაკლებ საინტერესო მულტიმედია საიტიც აქვს. თუ დაგაინტერესათ, ეწვიეთ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. ან პირდაპირ მარსელს, ბათუმში.

34 ხბოს ანტრეკოტი რეჰანის სოუსით

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული ქეთი ბაქრაძე

2 ულუფა

მასალა:

6 ნაჭერი ხბოს ანტრეკოტი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
100 გრ. ვუსტერის (Worcestershire) სოუსი
150 გრ. თეთრი ღვინო

სოუსისთვის:

1 კონა რეჰანი
1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი
100. გრ ზეითუნის ზეთი
50 გრ. პარმეზანი
მარილი
პილპილი

ჯამში: 25 ლარი

მომზადების წესი:

ჭურჭელში მოათავსეთ 6 ნაჭერი ანტრეკოტი. დაასხით 100 გრ. ზეითუნის ზეთი და 100 გრ. ვუსტერის სოუსი. დააბასტურმეთ 15 წუთი.

გააცხელეთ ტაფა და მოათავსეთ უცხიმო ანტრეკოტები, დაბრაწეთ თითო მხარეს სამ-სამი წუთი. გადადეთ დაბრაწული ნაჭრები ცეცხლგამძლე ჭურჭელში და მოასხით 150 გრ. თეთრი ღვინო. შედგით 180 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, 10 წუთი.

ანტრეკოტის ნაჭრები გაანაწილეთ თეფშებზე და დაგემოვნებამდე მოასხით რეჰანის სოუსი.

რეჰანის სოუსი: 1 კონა რეჰანი მოათავსეთ ბლენდერში, დაასხით 100 გრ. ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი და მოაყარეთ 50 გრ. გახეხილი პარმეზანი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ეს ყველაფერი დააბლენდერეთ.

0x01 graphic

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტში: პოპული (ვეკუას . 3 ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის . 116 ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02/03).