![]() |
ტაბულა №37 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გილაური ნიკა, ჯანაშია სიმონ, ელერდაშვილი ვახო, ბაქრაძე ქეთი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2010|20 - 26 დეკემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ნინო მაჭარაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მაკა კევლიშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა-ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.│პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ჩვენთან აღმოსავლური ქრისტიანობაა - მართლმადიდებლობა. ზოგიერთი თეორეტიკოსი აცხადებს კიდეც, რომ იგი კათოლიკობაზე უფრო, ისლამთანაა ახლოს“.
ფოტო: REUTERS ©
განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ პროგრამაში - საუბარი ვლადიმირ პუტინთან. პირდაპირი ეთერით, ტელეარხებზე Россия და Россия 24, პუტინის გამოსვლას 1.5 მილიონმა ადამიანმა ადევნა თვალი. ამასთან, მოსახლეობა პრემიერს რადიოსადგურების Маяк, Вести FM და Радио России საშუალებითაც უსმენდნენ. 16 დეკემბერი
„საღამო მშვიდობისა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლარი კინგის უკანასკნელ შოუში. ვიცოდი, რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა, მაგრამ მაინც რთულია ამ სიტყვების წარმოთქმა“.
ამ სიტყვებით დაიწყო გადაცემა 1985 წლიდან CNN-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტელეწამყვანმა თავისი უკანასკნელი გადაცემა. ლარი კინგის ბოლო სტუმარი არნოლდ შვარცნეგერი იყო. 16 დეკემბერი
„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანაში, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საკმარისი საკვები სწავლისა და განვითარებისთვის“.
მიშელ ობამა, აშშ-ის პირველი ლედი, ბავშვთა კვების კანონის შესახებ, რომელსაც პრეზიდენტმა ობამამ უკვე მოაწერა ხელი. 13 დეკემბერი
„მსოფლიოს სჭირდება ახალი რეიგანი, რომელიც რუსეთს პირდაპირ ყელში სწვდება“.
ამონარიდი პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ძმის, იაროსლავ კაჩინსკის ინტერვიუდან. 14 დეკემბერი
![]() |
2 კვირა |
▲ზევით დაბრუნება |
11 დეკემბერი
აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი შევიდა. დოკუმენტში ამერიკელი სენატორები მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციის პროექტში სენატორები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვეობას აღიარებენ. აშშ-ის სენატის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად აღიარებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. ლავროვმა მას „არაკორექტული და არალოგიკური“ უწოდა.
12 დეკემბერი
2011 წლიდან საქართველო ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის. ახალი კურსი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას, მომსახურების სანდოობის ამაღლებას, ადმინისტრირების სამართლიანი პრინციპების დანერგვას და საჯაროობის გაზრდას ითვალისწინებს.
13 დეკემბერი
საქართველოს ოფიციალურმა დელეგაცი ამ, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. სესიაზე პარტნიორობის პროგრამის მიმდინარეობაზე, მის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ - მინისტრ ჰაშიმ ტაჩის კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა. პირველადი მონაცემებით პარტიამ ხმათა 34%25 მოიპოვა.
14 დეკემბერი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2006 წელს მოწამლული ალექსანდრ ლიტვინენკოს ქვრივის, მარინა ლიტვინენკოს სარჩელის განხილვას დათანხმდა და რუსეთის ხელისუფლებას ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები გაუგზავნა. სტრასბურგის სასამართლოს აინტერესებს, დაკითხეს თუ არა რუსმა გამომძიებლებმა ანდრეი ლუგოვოი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ლიტვინენკოს მოწამვლაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ სასამართლოს უნდა შეატყობინოს, გაჩხრიკეს თუ არა პოლონიუმთან დაკავშირებით ლუგოვოის ავტომობილი, სახლი და ოფისი, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა უპასუხონ, თუ როგორ აღმოჩნდა ლუგოვოის ხელში პოლონიუმი.
ევროპარლამენტმა დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებები დაამტკიცა. სავიზო პროცედურა იმ ადამიანებისთვის გამარტივდება, ვისაც მოკლევადიანი ვიზების აღება სურთ. ხელშეკრულების თანახმად, საკონსულო მოსაკრებელი 35 ევრომდე შემცირდება. სტუდენტების, ჟურნალისტების, პენსიონერების, 12 წლამდე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ვიზები უფასოდ გაიცემა.
15 დეკემბერი
თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოალიცია ევროპული საქართველოსთვის შექმნეს. კოალიციის მიზანია საქართველოში ფუნდამენტური ევროპული ფასეულობების დამკვიდრება და ევროკავშირისა და საქართველოს მოლაპარაკებებში არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერა. ევროპის სახლში ხელი მოაწერეს კოალიციის მანიფესტს, რომელშიც საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერაა გამოხატული. კოალიციაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური თავისუფლების სფეროებში საქართველოში მოქმედი ორმოცდაათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა.
16 დეკემბერი
უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ, ძალაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში საქმე აღძრეს. მას იმ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან, რომელიც უკრაინამ იაპონიისგან კიოტოს ოქმის ფარგლებში განხორციელებული გარიგებით მიიღო.
თბილისი „იმედგაცრუებული და შეშფოთებულია“ ჟენევის მოლაპარაკებების მე-14 რაუნდზე რუსეთის „არაკონსტრუქციული“ და „ცინიკური“ განცხადებებით და ასევე თანათავმჯდომარეების მხრიდან „მყარი და მკაფიო“ პოზიციის არარსებოარარსებობით, - განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგა ბოკერიამ მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ამ შეხვედრაზე მონაწილეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო, მე-15 რაუნდი 4 მარტს გაიმართება. ჟენევაში ქართულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივა კიდევ ერთხელ დააყენა. საქართველო დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან, რომ ძალის არგამოყენების პირობა დადოს მას შემდეგ, რაც ანალოგიური ცალმხრივი დეკლარაცია პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკვე გააკეთა.
ათენის ქუჩებში რამდენიმე ათასი ახალგაზრდა მთავრობის მიერ გატარებული ახალი ანტიკრიზისული გეგმების გასაპროტესტებლად გამოვიდა. რეფორმების მოწინააღმდეგეთა გამოსვლები მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ანალოგიური საპროტესტო გამოსვლები სალონიკშიც გაიმართა. დემონსტრანტებმა სახელმწიფო ორგანოების შენობას თვითნაკეთი ბომბები ესროლეს და რამდენიმე ბანკისა და მაღაზიის ვიტრინები ჩალეწეს. დააკავეს 20 ადამიანი, ხოლო 3 დაშავებულია.
ჩინეთი შეერთებულ შტატებთან რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე ორმხრივი დიალოგის გააქტიურების იმედს გამოთქვამს. მოლაპარაკების წარმოების მიზნით, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები დღეს პეკინში ჩავიდნენ. განხილვების ერთ-ერთი თემა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული კრიზისიც იქნება. ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯეიმს სტეინბერგი ხელმძღვანელობს. სტეინბერგი პეკინიდან ვაშინგტონში ხვალ დაბრუნდება.
17 დეკემბერი
ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ჯულიან ასანჟი, გირაოს - 200 ათასი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეს თანხა Wikileaks- ის მხარდამჭერებმა გაიღეს. პოლიციამ ასანჟს მკაცრი პირობები დაუწესა. იგი ყოველდღე უნდა გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში და თან უნდა ატაროს სამაჯური, რომელიც მისი გადაადგილების კონტროლის საშუალებას იძლევა.
![]() |
3 სიძულვილით რუსეთიდან |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ფოტო: REUTERS ©
1932 წელს, მოსკოვში მომუშავე ჟურნალისტმა უოლტერ დიურანტიმ პულიცერის პრემია მიიღო. დიურანტი New York Times-ის რეპორტაჟებში საბჭოთა ყოფას აღწერდა. წლების შემდეგ გაირკვა, რომ მისი მთავარი დამსახურება სტალინის ეპოქის საშინელებათა ოსტატურად მიჩუმათება იყო. განსაკუთრებულ წარმატებას ჟურნალისტმა „გოლოდომორის“ უარყოფის საქმეში მიაღწია - შიმშილისა, რომელმაც მრავალი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
დიურანტის დაჯილდოებიდან რვა ათწლეულმა განვლო. რუსეთის გავლენის არეალი თითქმის ორჯერ შემცირდა და მოსახლეობამაც ამდენადვე იკლო. დასამალი კი მოსკოვს დღესაც ბევრი აქვს.
შაბათს, 11 დეკემბერს, კრემლისპირა მანეჟის მოედანზე რამდენიმე ათასი ნაციონალისტი შეიკრიბა. მიტინგის საბაბი მკვლელობაში ეჭვმიტანილ დაღესტნელთა ქრთამის სანაცვლოდ გაშვების ჭორი გახდა. თუმცა, მანიფესტანტებს „ძირს კორუფციული რეჟიმი“ არ უყვირიათ და არც მსგავსი შინაარსის პლაკატები სჭერიათ. შეკრების ლაიტმოტივი თავიდანვე კავკასიელებისადმი სიძულვილი იყო. გაისმოდა ნაცისტური ლოზუნგები. მომიტინგეები არც ჰიტლერის ცნობილი ჟესტის გამეორებას ერიდებოდნენ. ძალოვანთა თვალწინ დაასახიჩრეს „არასლავური გარეგნობის“ შემთხვევითი გამვლელები
რუსმა ძალოვანებმა კი მაინცდამაინც შაბათს გადაწყვიტეს „თავშეკავების“ დემონსტრირება. ჩვეულებრივ, მილიციისთვის მომიტინგეთა კეთილ ზრახვებში დაეჭვებაც საკმარისია დარბევის გასამართლებლად. ნაცისტების მიტინგი, ყველაფერთან ერთად, არასანქცირებულიც იყო, მაგრამ მათ ლიდერთან მოსკოვური მილიციის შეფი ერთი ერთზე სალაპარაკოდ გავიდა და სახიდან შავი ნიღბის მოხსნაც „ვერ აიძულა“
შინ მიმავალ ექსტრემისტთა ჯგუფები ქუჩებსა და მეტროში ცდილობდნენ კავკასიელების გამოჭერას და იქ უსწორდებოდნენ. მეორე დღეს, უმიზეზო თავდასხმას 37 წლის ყირგიზის სიცოცხლე შეეწირა.
ერთი შეხედვით, კრემლმა მოვლენების განვითარებას წერტილი 15 დეკემბერს დაუსვა. მოსკოვის ცენტრში შეკრებილ ულტრანაციონალისტებსა და კავკასიელებს მასშტაბური შეტაკება არ დასცალდათ. მილიციის სპეცდანიშნულების რაზმი (ომონი) ორივე მხარეს „უცერემონიოდ“ მოეპყრო და ათასამდე ადამიანი დააკავა. თვითმხილველთა ცნობებით, ოთხშაბათს მომიტინგეთა შორის უფროსკლასელები ჭარბობდნენ, რომლებიც შაბათის „გმირებს“ ნაკლებად ჰგავდნენ. მოსკოველი უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ დაუსჯელი ნაცისტები რასობრივი ბრძოლის ფრონტს ნელ-ნელა პერიფერიაზე გადაიტანენ. შესაძლოა, ვითარება დროებით ჩაწყნარდეს, მაგრამ მათი გრძნობები და აქტივი არ შესუსტებულა.
შეტაკებები მოსკოვში
ყველა ფოტო: REUTERS ©
კრემლი თამაშობს შავებით
ნეონაცისტური ორგანიზაციები დღევანდელ რუსეთში შავი ასეულების მოდერნიზებულ ვარიანტად გვევლინება. თუკი მე-19 საუკუნეში შავრაზმელებისთვის ცარიზმის ღიად მხარდაჭერა დასაშვები იყო, დღესდღეობით ნაცისტებისა და ხელისუფლების აშკარა ალიანსი წამგებიანია. თუმცა, მიზნები და მეთოდები უცვლელია.
ისევე, როგორც შავრაზმელები, რუსი ნეონაცისტებიც ყველა უბედურების უკან უცხოტომელთა, მათ შორის ებრაელთა ინტერესებს ხედავენ. „ჟიდების“ მარწუხებისგან მამულის დახსნის მოწოდებები შაბათს მანეჟის მოედანზეც გაისმა. ნეონაცისტების ინტერპრეტაციით, კავკასიელები და აზიელები გლობალური ებრაული შეთქმულების ხელში ინსტრუმენტები არიან.
რადიკალური დაჯგუფებების აქტივობის შედეგად, საზოგადოების ერთი ნაწილი ქსენოფობიურია, მეორე კი ქსენოფობიით შეშინებული. ორივე ნაწილი მოვლენების „უკონტროლოდ“ განვითარებას უფრთხის, უკონტროლობა კი გამიზნულად ასოცირდება დემოკრატიასთან და ლიბერალიზმთან. შედეგად, ყველა მკაცრი ცენტრალიზებული მმართველობის საჭიროებაში რწმუნდება.
ექსტრემიზმისა და რუსეთის ხელისუფლების კავშირზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ პუტინ-მედვედევის მთავრობის „კაგებეშნიკური“ ფესვები. КГБ-ს სკოლა გავლილი აქვს როგორც პუტინს, ისე კრემლის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგს, მოძრაობა Наши-ს სულისჩამდგმელ ვიაჩესლავ სურკოვს. მათთვის ქსენოფობთა გამოყენება მეფის რუსეთიდან გადმოყოლილი ლამაზი ტრადიციაა.
ქსენოფობიურობითა და დასავლური სამყაროს სიძულვილით გამოირჩევიან „დერჟავის“ გარეთ მოქმედი პრორუსული ძალებიც. საკმარისია გავიხსენოთ ქართველი რელიგიური ექსტრემისტები და მათ შორის ყველაზე გავლენიანი მეუფე იობი. საკუთრივ რუსეთში, კრემლის მიერ კონტროლირებადი საზოგადოებრივი ავტორიტეტები იზოლაციონისტური რიტორიკით ნეონაცისტებს იდეოლოგიურ ფონს უქმნიან.
ჰიტლერის რეჟიმი ოცი წლის დამარცხებული იყო, როდესაც მსოფლიო ებრაულ-კაპიტალისტურ შეთქმულებასთან ბრძოლა გერმანელი მემარცხენე ტერორისტების ცენტრალური იდეა გახდა. ისევე, როგორც კრემლი, ისინი უპირისპირდებოდნენ გლობალური მჩაგვრელის ხატებას - აშშ-სა და მისი მოკავშირეების უკან მდგომ მისტიკურ ძალებს. დასავლელი ინტელექტუალების ნაწილის (ლენინის ტერმინოლოგიით, „სასარგებლო იდიოტების“) თვალში ეს მათ ინდულგენციას ანიჭებდა. აშშ-სთან დაპირისპირების იდეისთვის, დაშვებული გახდა მემარცხენე ტერორისტების ნებისმიერი დანაშაულის „ვერშემჩნევა“, მიჩქმალვა ან გამართლება. კრემლიც იმავე პრივილეგიით სარგებლობს.
ცალკარა საინფორმაციო ომი და მისი შედეგები
ადამიანთა უფლებების შელახვა და ეთნიკური დაპირისპირება არ წყდება, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე პუტინი ახალ-ახალ ძღვენს იღებს. რუსეთს უკვე აქვს 2014 წლის ოლიმპიადა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ორივე ჩრდილოეთ კავკასიაში ეწყობა, რაც მოსკოვს, რეგიონში სასურველი ცვლილებების განხორციელებისთვის, დამატებით შესაძლებლობებს აძლევს.
ნაცემი ჩრდილოკავკასიელები
ყველა ფოტო: REUTERS ©
რა გასაკვირია - ძლიერი ბიჭები ხომ ყველაფერს იღებენ, ასეთი კი დღეს პუტინია. მის მეტყველებასა და ჟესტიკულაციაში შერწყმულია მაჩოს, კანონიერი ქურდისა და თავდადებული სამხედრო მეთაურის იმიჯი. ის მკაცრი და სამართლიანია; ძიუდოისტია - აქვს დაკუნთული სხეული, რომლის ჩვენებასაც არასოდეს ერიდება. და ეს არ არის ყველაფერი: პუტინი მღერის Blueberry Hill-ს საქველმოქმედო საღამოზე, რასაც (ფეხზე წამომდგარნი) ტაშს უკრავენ ჟერარ დეპარდიე, შერონ სტოუნი და მიკი რურკი. პუტინი CNN-ზე ლარი კინგის ბოლო სტუმრად გამოცხადდა. და მან წარმატებულად ჩაიბარა საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი. როგორც ერთ-ერთმა აღფრთოვანებულმა ინტერნეტმომხმარებელმა აღნიშნა, რუსეთის პრემიერი ცხოვრებაში ახერხებს იმას, რასაც ჯეიმს ბონდი ეკრანზე ვერ ახერხებდა.
პიარზე რუსეთი რესურსებს არ იშურებს. სწრაფი ტემპებით ვითარდება ინგლისურენოვანი პროპაგანდისტული არხი Russia Today (რუსეთი დღეს). მისი მეშვეობით, მსოფლიო უკვე არა მხოლოდ „დერჟავის“ წინსვლის ამბებსა და კრემლის ბინადართა სამაგალითო ბუნებას, არამედ გახრწნილი დასავლეთის მამხილებელ თეორიებსაც ეცნობა.
ამ ფონზე, დამაფიქრებელია მსხვილი დასავლური მედიის პასიურობა რუსეთში არსებული პრობლემების გაშუქებისას. გამონაკლისი არც ნაცისტების ბოლოდროინდელი მოქმედებები იყო, რომლებიც, უკეთეს შემთხვევაში, ზედაპირულად გაშუქდა. სტატიებში დიდი ადგილი მედვედევის „კატეგორიულ“ განცხადებებსა და ინტერნეტით გავრცელებულ შეტყობინებებს - ტვიტებს დაეთმო, სადაც ის ხაზს უსვამს ეთნიკური დაპირისპირების მიუღებლობას. თუმცა, შეუმჩნეველი დარჩა სხვა, შიდა მომხმარებელზე გათვლილი გზავნილები.
„მათ, ვინც ეთნიკური დანაშაულებრივი დაჯგუფებების რიგებს ავსებს და შემდეგ ჩვენს ბიჭებს ესვრის, ამოვძირკვავთ. ჩვენს ქალაქს ვიღაც ახალგამომცხვარ დედჰასანებსა და მათ მიმდევრებს არ დავუთმობთ... იგორ სვირიდოვის მკვლელები ციხეში იმდენად დიდხანს უნდა ისხდნენ, რომ ჩვენს ქალაქში აღარასოდეს ვიხილოთ“, - განუცხადა სურკოვმა გაზეთ Известия-ს. ადვილი წარმოსადგენია, როგორ აღიქვამს ისედაც ნაცისტურად განწყობილი ახალგაზრდობა მსგავს ფრაზებს, რომლებშიც საზოგადოება „ჩვენებად“ და „ეთნიკურ ჯგუფებად“ იყოფა და კრიმინალი ეთნიკურ უმცირესობებს უკავშირდება, დასჯის გზები კი ფრივოლურად არის წარმოდგენილი.
რუს მაღალჩინოსანთა ნაკლებად ფრთხილი გამონათქვამების შეუმჩნევლობა პრობლემის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. ზოგიერთმა დასავლურმა გამოცემამ და ტელევიზიამ შაბათის მოვლენების გაშუქებისას საერთოდ არ მოინდომა ნაცისტურ ლოზუნგებსა და ჟესტებზე აქცენტირება და ვერც დასახიჩრებული კავკასიელები შეამჩნია.
„მანეჟის მოედანზე დროითი სარტყელების გაუქმებას 3 ათასი ადამიანი აპროტესტებდა“, - ასე დაიწყო CNN-ის ნახევარწუთიანი რეპორტაჟი 12 დეკემბრის მოსკოვიდან. ლეგენდარული ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა არათუ აქციის მიმდინარეობის ნიუანსები, მისი მიზეზი და მიზანიც ვერ დაადგინეს.
ამასობაში, ერთთვიანი Wikileaks-ი (ქართულად ვიკი-ჟონვა) ვიკი-წარღვნად იქცა. შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებში სიმძაფრის დანახვის მოთხოვნილება ჟურნალისტთა ცნობიერებიდან სწორედ მუქთა კაბინეტური სენსაციების ნაკადმა წალეკა - ფარული ცნობების ბუმით მოცული მსოფლიოსთვის „დღისით, მზისით“ მომხდარი ამბის არსში გარკვევა უინტერესო აღმოჩნდა. შესაძლოა, ჟურნალისტების ნაწილი ობამასა და მისი „გადატვირთვის პოლიტიკის“ ხათრითაც ერიდება რუსეთში მიმდინარე „უშნო“ პროცესების გაშუქებას.
ორივე შემთხვევაში, ბუნებრივია, დიურანტის ისტორია გაგვახსენდეს.
მედიის მართვის ავტორიტარული მეთოდებითა და აგენტურის აქტიური გამოყენებით, რუსეთი საინფორმაციო ომში დღემდე წაუგებელია. დამაიმედებელია, რომ სახელმწიფო საზღვრები ინფორმაციის გავრცელებას ვეღარ ზღუდავს. ეს თუ აიძულებდა CNN-ს ხუთი დღის დაგვიანებით შეცდომის აღიარებას, სხვებს კი შედარებით სერიოზული რეპორტაჟების მომზადებას.
![]() |
4 სამხრეთკავკასიური დილემა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულმა საიდუმლო მიმოწერამ ცხადყო, თუ რამდენად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა, რომლებიც ერთდროულად აშშ-სთან და ირანთან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობენ. ვაშინგტონი თეირანის იზოლირებას სამხრეთ კავკასიის მიმართულებიდანაც ცდილობს, თუმცა, ამერიკელი დიპლომატები აღიარებენ, რომ ირანთან დაძაბულობას, როგორც საქართველო, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების გამო ერიდებიან. ირანთან დაახლოებით თბილისმა დღესდღეობით თეირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საჯაროდ აღიარებას მიაღწია.
თბილისში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ გზავნილში აღნიშნულია, რომ ორი წლის წინ საქართველო-ირანის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა საქართველოს მიერ აშშ-სთვის ირანის მოქალაქის გადაცემის გამო, რომელსაც კონტრაბანდაში და ფულის გათეთრებაში ედებოდა ბრალი.
თუმცა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში წინსვლა 2010 წლის დასაწყისიდან შეინიშნება - გაუქმდა სავიზო რეჟიმი, დაინიშნა პირდაპირი ავიამიმოსვლა, მხარეებმა განაცხადეს, რომ ვაჭრობისა და ტურიზმის დარგში პარტნიორობას განავითარებენ. ამ მოლაპარაკებებმა ამერიკელი დიპლომატების ყურადღება მიიპყრო. Wikileaks-ის მასალების თანახმად, აშშ- ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი თავის წერილში აღნიშნავს, რომ საქართველო „ირანთან ურთიერთობის მართვას ცდილობს“, რადგან ამ ქვეყანასთან კავშირის სრულ გაწყვეტას სახიფათოდ მიიჩნევს. პირველ რიგში იმის გამო, რომ შიშობს, ამან ირანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ არ უბიძგოს.
როგორც ჩანს, თბილისის ამ პოლიტიკამ ამ ეტაპზე შედეგი გამოიღო - 2010 წლის იანვარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირანში ვიზიტის შემდეგ, ამ ქვეყნის ელჩმა რუსეთში განაცხადა, რომ თეირანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას არ აპირებს. ნოემბერში, თბილისში ვიზიტის დროს კი, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მანუჩერ მოთაქიმ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი ღიად დაუჭირა.
„საქართველოს არ შეუძლია დაკარგოს გავლენიანი მეზობლები და კომერციული პარტნიორები რეგიონში“, - აღნიშნავს მიმოწერაში აშშ-ის ელჩი საქართველოში.
ამ გზავნილის ადრესატი პაკისტანსა და ავღანეთში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი იყო, რომელიც გასულ კვირაში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ირანთან ურთიერთობის აწყობის საკითხი აქტუალურია სომხეთისთვისაც, რომელიც აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან იზოლაციაში იმყოფება და რუსეთის, ირანისა და აშშ-ის ინტერესებს შორის ბალანსირებას ცდილობს.
სახელმწიფო დეპარტამენტის 2008 წლის დეკემბრით დათარიღებული მიმოწერიდან ირკვევა, რომ ერევანმა თეირანს ბულგარული წარმოების რაკეტები მიჰყიდა. ეს შეიარაღება ერაყში შიიტური დაჯგუფებების ორ თავდასხმაში გამოიყენეს, რომელთა შედეგად ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
ვაშინგტონმა ერევანს განმარტებები მოსთხოვა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯონ ნეგროპონტემ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს კონფიდენციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც სომხეთს ამერიკელი ინსპექტორების დაშვება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი ერევანს დახმარების შეკვეცითა და ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებით დაემუქრა. სომხეთის ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ სწორედ ამ მუქარას დაუკავშირა სომხეთისთვის Millennium Challenge-ს 67 მილიონ დოლარიანი გრანტის შეჩერება, რის ოფიციალურ მიზეზადაც სომხეთში დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის ამ პროგრამის კრიტერიუმებისადმი შეუსაბამობა დასახელდა.
2010 წლის მიმოწერის თანახმად, ამ მოთხოვნის საპასუხოდ სომხეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა გარიკ აკოპიანმა, აშშ-ის ელჩს განუცხადა, რომ ვაშინგტონის მოთხოვნები შესრულებული იქნება.
რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა აზერბაიჯანიც. ბაქოში აშშ-ის საელჩოს დეპეშების თანახმად, ეს ქვეყანა მზად იყო მხარი დაეჭირა აშშ-ის პოლიტიკისთვის ირანის იზოლაციის მიზნით. თუმცა, სამხრეთელი მეზობლისგან სერიოზული პროვოკაციების საფრთხით იყო შეშფოთებული. ილჰამ ალიევმა ამერიკელ დიპლომატებთან საუბრისას აზერბაიჯანში „ირანული პროვოკაციების“ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. პოლიტიკა ამის მაგალითებად პრეზიდენტმა რადიკალური რელიგიური დაჯგუფებების მხარდაჭერა და იზოლირებულ ნახიჩევანის ოლქში რელიგიური შუღლის გაღვივება, ასევე ირანულ მედიაში ალიევის დისკრედიტაციის კამპანია მოიყვანა. ირანთან ურთიერთობების გაუარესება აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე სასაზღვრო პრობლემების გამწვავებითაც ემუქრება.
ალიევმა დიპლომატებთან საუბრებში დმიტრი მედვედევიც „გასცა“ - თითქოს რუსეთის პრეზიდენტმა ალიევს განუცხადა, რომ მას არ სურს ამერიკელები ირანს „მოერიონ“, თუმცა არც ირანის ატომური პერსპექტივები ხიბლავს.
![]() |
5 ფასიანი სწავლება საჯარო სკოლაში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
საჯარო სკოლებს უფლება მიეცე მათ, მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შესთავაზონ. ამას ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს. სკოლებმა შემდეგი პირობები უნდა დაიცვან - მშობლებთან უნდა შეთანხმდნენ; მომსახურებას ამავე სკოლის მასწავლებელი არ უნდა ეწეოდეს - მას არ უნდა ჰქონდეს გაკვეთილის სახე. ამას თან, დამატებითი მეცადინეობა არ უნდა ხდებოდეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი დატვირთვის ფარგლებში.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხათუნა ოჩიაური ამბობს, რომ ამგვარ ფასიან მომსახურებას მასწავლებლები მაინც უწევენ მოსწავლეებს და ცვლილებაც რეალობითაა ნაკარნახევი. კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი კი მედიასთან საუბარში აღნიშნავდა, სკოლებს ამით შემოსავლის დამატებითი წყარო გაუჩნდებოდათო.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებს შეეხება. ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, საზოგადოებრივი მეცნიერებები - ისტორია და გეოგრაფია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სხვა.
ამათგან რომელიმე კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეებისთვის დამატებითი სერვისის შეთავაზება სკოლებს აქამდეც შეეძლოთ. თუმცა, პროცესი განსხვავებულად რეგულირდებოდა. დამატებითი მეცადინეობა მოსწავლისთვის უფასო უნდა ყოფილიყო. მასწავლებელს კი ამაში მეტი ანაზღაურება არ უნდა აეღო. ამ სერვისის მიწოდება-მიუწოდებლობა, მის კეთილ ნებასა და ენთუზიაზმზე იყო დამოკიდებული.
რისთვის იყო ამგვარი დეტალური რეგულირება საჭირო, ამ კითხვის დასმა აღარ დაგვჭირდება, თუ უახლოეს წარსულს გადავხედავთ. მას, ვინც თავად, ან ვისი ოჯახის წევრიც, რამდენიმე წლის წინ სკოლაში სწავლობდა, უთუოდ ემახსოვრება ე.წ. წრეები. ფიზიკის წრე, ქიმიის წრე, გეოგრაფიის წრე - დამატებითი მეცადინეობები, რომლებსაც მასწავლებლები საკუთარ მოსწავლეებს ამა თუ იმ საგანში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობდნენ. მასწავლებლებს ხელთ ჰქონდათ იძულების ბერკეტი: შეეძლოთ მოსწავლეებისთვის სასურველი ნიშანი არ დაეწერათ და ამგვარად ეიძულებინათ მათი მშობლები, რომ მათ შვილების დამატებით მომზადებაზე ეზრუნათ. სასწავლო პროცესი კი უმეტესად უშედეგო ხდებოდა და მოსწავლეებს ღირებულ ცოდნას არ აძლევდა.
ხანდახან მოსწავლეს მეტ ცოდნას არც ეს დამატებითი გაკვეთილები აძლევდა. ხდებოდა ისეც, რომ მასწავლებლები პრივილეგირებულ მოსწავლეებს წინასწარ აცნობდნენ, მაგალითად, იმ საკითხებს, რომლებიც მათი ცოდნის შესამოწმებელ ე.წ. საკონტროლო წერებზე მოვიდოდა და ამგვარად უზრუნველყოფდნენ მათთვის სასურველი ნიშნის მიღებას.
ბუნებრივია, სერვისი ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ასეთი მოსწავლეები, ან ისინი, ვისაც არ სურდა „წრეზე“ სიარული, არათანაბარ მდგომარეობაში იყვნენ იმათთან შედარებით, ვინც ამ დამატებით მეცადინეობაში მასწავლებელს ფული გადაუხადა. ახალი საკანონმდებლო ცვლილებით დამატებითი სერვისი კვლავ ფასიანი ხდება. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ამ მომსახურებას იმავე სკოლის მასწავლებელი არ უნდა ეწეოდეს. ეს პირობა იმისთვისაა ჩადებული, რომ მასწავლებელსა და მის მოსწავლეებს შორის კო რუფციული გარიგების გამოსარიცხად გარანტია შეიქმნას.
სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ექსპერტი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მასწავლებლებისთვის უფლების არ მიცემა, საკუთარ სკოლებში შესთავაზონ მოსწავლეებს მსგავსი მომსახურება, ბევრს არაფერს ცვლის. მისი თქმით, მათ მაინც ექნებათ მოტივაცია, საკუთარი დრო, რესურსები და ენერგია დაახარჯონ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ამაში დამატებით ანაზღაურებას გადაუხდიან, თავისსავე სკოლაში, თუ სხვა სკოლაში, ნაკლები დრო და ენერგია კი - საკუთარი გაკვეთილების ჩატარებას. „ეს საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად გადაუხდიან მას მეტს. თუმცა, დიდი ალბათობით ეს, ასე ვთქვათ, კერძო შემოსავალი უფრო დიდი იქნება“, - ამბობს ის.
იმ პირობებში კი, როდესაც მომსახურება ფასიანი ხდება, რამდენიმე პრობლემას ვაწყდებით: ამით, ფაქტობრივად, სკოლებში რეპეტიტორების ინსტიტუტი დაკანონდება. თანმაშინ, როდესაც მოსწავლეებისთვის 8 საატესტატო გამოცდის ჩაბარება ხდება სავალდებულო და ისედაც არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ ეს რეპეტიტორების ინსტიტუტს გააძლიერებდა. ამ გამოცდების დაწესების ოფიციალური მოტივი კი სკოლაში სწავლების დონის ამაღლებაა.
თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევის ცენტრის დირექტორი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ სკოლებისთვის დამატებით ფასიანი მეცადინეობების ჩატარების უფლების მიცემა მხოლოდ ერთი კომპონენტია იმ მიდგომისა, რაც სამინისტროსა და მთავრობას განათლების მიმართ აქვს. მისი აზრით, ამ რვა საატესტატო გამოცდის ასე სავალდებულოდ და ერთბაშად დაწესებამ გააჩინა საჭიროება შექმნილიყო მათი ჩაბარების რეგულირებული შესაძლებლობა და კიდევ ერთი ბიუროკრატიული მექანიზმი ჩაირთო. მეგრელიშვილი ამბობს, რომ ვინაიდან გაჩნდა შიშები ამ გამოცდების გამო, სახელმწიფო მოსწავლეებს სთავაზობს მექანიზმს თავისივე შექმნილი ბარიერის დასაძლევად.
ის, რომ ყველა მშობელს აქვს უფლება შვილს დამატებითი ცოდნა მიაწოდოს, საკამათო არაა. ეს მასსა და რეპეტიტორს შორის კერძო კონტრაქტით დარეგულირდება. ამგვარი ფასიანი სერვისის შეთავაზება კი სკოლისა და სახელმწიფოს საქმე ნაკლებადაა. მეტიც, სკოლის მიზანი სასწავლო პროცესში განათლების დონის მაქსიმალურად ამაღლებაზე ზრუნვა უნდა იყოს. სწორი მენეჯმენტისა და სწავლების დონის ამაღლების შემდეგ სკოლაში რეპეტიტორი გაცილებით ნაკლებ მოსწავლეს დასჭირდება. ახლა კი, თუ სასწავლო პროცესისას ბავშვი საკმარის ცოდნას ვერ იღებს და დამატებით მეცადინეობა სჭირდება, გამოდის, რომ პრობლემა ცუდ მასწავლებელსა და თვითონ ამ სკოლაშია და ამას მოწვეული პედაგოგი ვერ უშველის. მით უმეტეს, რომ ეს დამატებითი სერვისი მოსწავლეების მხოლოდ ნაწილისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
![]() |
6 ექიმებს ფარმაცევტებთან გარიგება აეკრძალებათ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
რა კრიტერიუმით უნდა დაუნიშნოს ექიმმა პაციენტს სამკურნალოდ ესა თუ ის პრეპარატი? როგორ უნდა იყოს დაზღვეული პაციენტი არაკეთილსინდისიერი ექიმებისაგან, რომლებიც ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებით მას ზედმეტად ძვირადღირებულ, არაეფექტურ თუ სულაც არასაჭირო პრეპარატებს უნიშნავენ? სახელმწიფოს მიერ ამ საკითხების დარეგულირებას ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ემსახურება, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მეორე მოსმენით დაამტკიცეს. ამავე დროს, ამ ზომების ეფექტურობაში ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ.
დოკუმენტის თანახმად, ექიმებს ფარმაცევტულ კომპანიებთან კომერციული დაინტერესების მიზნით გარიგება აეკრძალებათ. შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის ექიმი ან სამედიცინო დაწესებულება ათასი ლარით დაჯარიმდება, ქმედების განმეორების შემთხვევაში კი - 2 ათასი ლარით. ექიმებისა თუ სამკურნალო დაწესებულებების შემოწმება ჯანდაცვის უწყების შესაბამისი სტრუქტურების მიერ შერჩევით ან საჩივრების საფუძველზე მოხდება.
კანონპროექტი ავალდებულებს ექიმებს პაციენტს არა ერთი კონკრეტული მედიკამენტი, არამედ პრეპარატების ფართო არჩევანი შესთავაზონ. უპირატესობა გენერიკულ (უპატენტო) პრეპარატებს უნდა მიენიჭოს, რომლებიც დაპატენტებულ ბრენდებთან შედარებით იაფია.
„კომპანიებსა და ექიმებს შორის გარკვეული გარიგებები არსებობს და ამის საფუძველზე ხდება ძვირადღირებული პრეპარატების გამოწერა და შემდეგ მათი დაბრუნება ან რაიმე სხვა გზით სარგებლის მიღება სამედიცინო პერსონალის მიერ“, - აღნიშნა ტაბულასთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა. მისი თქმით, საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის მიმართ ლიბერალური მიდგომები მოქმედებს და „ფარმაცევტებს არავინ ებრძვის“, თუმცა, პაციენტის უფლებები დაცული უნდა იყოს, მკურნალობის ხარჯი კი შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომი.
ამავე დროს, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, პრობლემების მოგვარება ამგვარი ადმინისტრირების გზით ზედმეტად რთული და ძვირადღირებული იქნება. მათი აზრით, თავად კლინიკების ხელმძღვანელობა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მათმა თანამშრომლებმა მატერიალური ანაზღაურება სხვა კომპანიისგან არ მიიღონ.
როგორც, თავის მხრივ, ტაბულას სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრის დირექტორმა ნათელა სახოკიამ განუცხადა, „სანამ ფარმაცევტულ კომპანიებს უფლება ენიჭებათ კლინიკების მესაკუთრეები იყვნენ, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში დაუშვებელია, ეს ცვლილებებიც მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის იქნება და პრობლემას ვერ მოაგვარებს“. რაც შეეხება პრეპარატების დანიშვნის წესს, სახოკიას თქმით, „ამ საკითხს მხოლოდ კანონმდებლობით ვერ დაარეგულირებ. ეს მორალურ-ეთიკური სფეროს საკითხიცაა, რომლის გაკონტროლება ძნელია“.
![]() |
7 რაღა დროს მარქსია |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
„უნდათ, რომ ჩატეხონ ხიდი ჩვენსა და რუსეთის ეკლესიას შორის. ჩვენ ვინ გვეკითხება იმას, რუსეთის ეკლესია გამტარებელია თუ არა სახელმწიფოს პოლიტიკის. ჩვენ ჩვენს თავს მოვუაროთ და ჩვენი პრობლემები გადავწყვიტოთ“, განაცხადა პარასკევს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ გადაცემას „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ კათალიკოსმა 18 წუთი და რვაასზე მეტი სიტყვა მიუძღვნა. პირველმა იერარქმა რამდენჯერმე განმარტა, რომ არ აპირებდა დისკუსიის მონაწილეებთან პოლემიკაში შესვლას. ამის მიუხედავად, მან გადაცემის სტუმარი რელიგიათმცოდნე ბექა მინდიაშვილი სამჯერ, ხოლო ფილოსოფოსი გიგა ზედანია ორჯერ ახსენა.
ილია II
ფოტო: REUTERS ©
„ისინი ცდილობენ, რომ განხეთქილება შეიტანონ სინოდში... ერთი ამბობს, რომ ამდენი მღვდელმთავარი რად უნდა?! რად იყოფა ეპარქიები? ეს პატრიარქისა და სინოდის გადასაწყვეტია და არა მათი“. დიალოგის მონაწილეები ინტერნეტით გავრცელებულ წერილზე მსჯელობდნენ, სადაც ნათქვამია, რომ წმინდა სინოდის მომავალ სხდომაზე 21-25 დეკემბერს ბათუმისა და სხალთის გავლენიან მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის სასარგებლოდ რვამდე ეპარქიის გაყოფა იგეგმება. „პატრიარქი ძმისშვილს უმზადებს საყდარს, რომელიც ფარულად, მიზანდასახულად და მისთვის ჩვეული მოხერხებულობით, შთააგონებს ბიძას სინოდში ახალი მღვდელმთავრებით გაიძლიეროს პოზიციები“, ვარაუდობენ წერილის ავტორები. კათალიკოს-პატრიარქს არ უარუყვია მომავალი სინოდის სხდომაზე ეპარქიების გაყოფისა და ახალი მღვდელმთავრების გამორჩევის შესაძლებლობა.
უწმინდესისა და უნეტარესის ყურადღება სხვა საკითხებმა მიიპყრო: „ეს გადაცემა იყო პირველი არხით, ე.ი. სახელმწიფო, ხელისუფლების ტელევიზიით. თუ ეს ხელისუფლების დავალებითაა, მთლად უარესი. მინდა ვთქვა, რომ ეს არის უდიდესი ცოდვა და ცოდვა დაუსჯელი არ რჩება“. მან ქვეყანაში მართლმადიდებელთა სიმრავლესა და ხელისუფლების წინაშე ეკლესიის ძლიერებასაც გაუსვა ხაზი: „მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს ძალიან საშიშია ხელისუფლებისათვის, ამით ისინი აკეთებენ მზაკვრობას, რომ ეს მორწმუნე ხალხი აღდგეს ხელისუფლების წინააღმდეგ“.
ბექა მინდიაშვილისა და გიგა ზედანიას მოქმედების აღსაწერად პატრიარქმა ისტორიაც გაიხსენა - „კომკავშირის მდივანმა მოიწვია ხალხი, ერთი სოფლის მოსახლეობა და შესთავაზა მათ, რომ ვინმე ასულიყო ტაძარზე და მოეჭრა ჯვარი. ვერავინ ბედავდა ამას და, მერე ვიღაცამ თქვა თუ ასე ადვილიაო, შენ თვითონ ადი და მოსჭერიო. ავიდა და მოჭრა ჯვარი. ზოგი ტიროდა, ზოგს უხაროდა. მორწმუნეები ტიროდნენ, რომ ხედავდნენ ასეთ უბედურებას და დაიწყო ჩამოსვლა ტაძრიდან ამ ადამიანმა. მოიღრუბლა. წამოვიდა წვიმა. ჩამოვიდა და შეეფარა ერთ-ერთ ხეს. ატყდა ჭექა-ქუხილი და დაარტყა პირდაპირ იმ ხეს და იმ ადამიანს, რომელმაც მოჭრა ეს ჯვარი. იქვე მოკლა“. კომკავშირელის შემდეგ მისმა უწმინდესობამ შორეული ისტორიაც გაიხსენა - „იულიანე განდგომილი იყო ნათესავი კონსტანტინე დიდისა. იზრდებოდა ქრისტიანულ გარემოცვაში და როცა გამეფდა, გამოაცხადა თავისი თავი წარმართად. და დაუწყო ბრძოლა ეკლესიას. და ერთ-ერთი ომის დროს იგი იყო სასიკვდილოდ დაჭრილი და რომ კვდებოდა იულიანე განდგომილი - განდგომილი ამიტომ ეწოდება, რომ განუდგა ეკლესიას - გამოეცხადა მას მაცხოვარი და ხელი ასწია იულიანემ და თქვა: „შენ დამამარცხე გალილეველოო“.
გარდა ამისა, პატრიარქი გიგა ზედანიას გამოთქმულმა მოსაზრებამ გააოცა - „მან მოიყვანა ციტირება მარქსისა, რომ ყოველი რელიგია ოპიუმიაო. რაღა დროს მარქსია? რაღა დროს მისი ციტირებაა?.. ადამიანი, რომელიც დღეს სთვლის, რომ სარწმუნოება არის ერის ოპიუმი და მოჰყავს მარქსი ... ეს საოცრებაა!! ეს სამწუხარო მოვლენაა“, განაცხადა პატრიარქმა.
ზედანიას თქმით, „მარქსი, დიურკჰაიმი და ვებერი არიან რელიგიის სოციოლოგიის ფუძემდებლები და მათი ციტირება ამ დროს აუცილებელიც არის“.
კათალიკოს-პატრიარქის განცხადებაზე „ეს იყო, მე ვერ ვიტყვი რომ ცუდი, ცუდი კი არა - ცუდზე უარესი გადაცემა“, გადაცემის წამყვანმა დავით პაიჭაძემ განაცხადა: „ჩემი აზრით, შევასრულე ის ფუნქცია, რაც ჟურნალისტს აკისრია. არათუ პატრიარქი, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თავისუფალია თავისი აზრის გამოთქმისას, მათ შორის ჩემს გადაცემაზეც. არასოდეს ვაკეთებ გადაცემას იმ გათვლით, რომ ის მოეწონოს ყველას, ეს შეუძლებელია. ვიღაცას მოეწონა, ვიღაცა კრიტიკულად შეხვდა, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“.
პატრიარქის მიერ გადაცემის დაგმობასთან დაკავშირებით ტაბულა საპატრიარქოს რამდენიმე იერარქს დაუკავშირდა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს. ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც საპატრიარქოს მაღალიერარქია, აცხადებს, რომ „პატრიარქის რეაქცია ამ თემის განსაჯაროებამ გამოიწვია, მან ისაუბრა სინოდში აზრთა სხვადასხვაობაზე და თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი რამ არის, თუმცა სხვა ენაზე ამ სხვადასხვაობებს საეპისკოპოსო ბანაკები ჰქვიათ, სადაც მიტროპოლიტი დიმიტრი მნიშვნელოვანი ფიგურაა“. მაღალიერარქი ვერ ამბობს, მართლაც იგეგმება თუ არა რვა ეპარქიის გაყოფის საკითხის განხილვა სინოდზე და ეჭვს გამოთქვამს, რომ გადაცემაში ნახსენები წერილი დიმიტრის კონკურენტების მიერ არის გავრცელებული: „ეპისკოპოსი დიმიტრი არ არის ერთადერთი, ვისაც პატრიარქობა სურს, არსებობენ სხვა გამორჩეული კანდიდატებიც, მე არარეალისტურად მეჩვენება ამდენი ეპარქიის გაყოფა - ეს პროტესტს გამოიწვევს გასაყოფი ეპარქიების ეპისკოპოსებში“.
დავით პაიჭაძე
ბექა მინდიაშვილი
გიგა ზედანია
მიტროპოლიტი დიმიტრი
მისივე თქმით, ახალი ეპარქიების შექმნა საპატრიარქო მიტრისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო და რჩება. ეს სინოდში საპატრიარქო კანდიდატების მხარდამჭერების გაზრდას ემსახურება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემის უფლება.
თუ პატრიარქის არჩევის დროს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხუთი ეპისკოპოსი ჰყავდა, დღეს მათი რიცხვი 37-ია. ამ რაოდენობის მღვდელმთავარი საქართველოში 1811 წელს, ავტოკეფალიის გაუქმების დროსაც კი არ ყოფილა. ეკლესიას მაშინ ათამდე მღვდელმთავარიც ყოფნიდა. შედარებისთვის, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც 6 მილიონამდე, ანუ საქართველოს საპატრიარქოზე თითქმის ორჯერ მეტი მრევლი ჰყავს - 15 მღვდელმთავრით კმაყოფილდება. მსოფლიო საპატრიარქოს 1 მღვდელმთავარი საშუალოდ 2 მილიონ მრევლს მწყემსავს, ხოლო რუმინეთში 1 ეპისკოპოსზე 36 ათასი საერო მოდის.
ახალი ეპარქიის დაარსება ბუნებრივად აჩენს ახალი რეზიდენციის, ტრანსპორტისა და ფინანსების საჭიროებასაც. ამრიგად, ეკლესიას შესაძლებლობა ეძლევა სახელმწიფოს მატერიალური დახმარება სთხოვოს, რომელსაც ის, როგორც წესი, ეკლესიისთვის არ იშურებს.
![]() |
8 ტარიფების მატების ანატომია |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
დეკემბერში წყალზე და ტრანსპორტზე ფასებმა მოიმატა. წყალი, 75 თეთრით - 2.40 ლარიდან 3.15 ლარამდე. ტრანსპორტი, 10 თეთრით - 40 თეთრიდან 50 თეთრამდე. 2011 წლის თბილისის ბიუჯეტში თითქმის ორჯერ, 14.8 მილიონი ლარით მცირდება ტრანსპორტის სუბსიდირება, ხოლოკომუნალურ და საკომუნიკაციო ხარჯებზე მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება.
თბილისის მერია ამბობს, რომ სუბსიდიების შემცირება, ერთი მხრივ, აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის რეცესიიდან ბოლომდე გამოსასვლელად, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ქამრების მოჭერის პოლიტიკის ნაწილია. მეორე მხრივ კი - თბილისელებისთვის სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. თუმცა ამ მიზნების მიღწევას სუბსიდიების სისტემის ძირეული ცვლილება სჭირდება.
სუბსიდიები პოლიტიკურად მგრძნობიარე თემაა. სუბსიდიის შემთხვევაში, მომხმარებელს უჩნდება განცდა, რომ სერვისი იაფია, რადგან საფასურის ნაწილს მას სახელმწიფო უფარავს. მეორე მხრივ, სერვისის მიმწოდებელ კომპანიასაც უჩნდება განცდა, რომ მისთვის ფასი იზრდება, რადგან ის იღებს თანხას როგორც მომხმარებლისგან, ისე სახელმწიფოსგანაც. ყველა კმაყოფილია. მაგრამ შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ სუბსიდია ეკონომიკისთვის კარგია? არა.
ეს მაშინვე ცხადი ხდება, როგორც კი გაგვახსენდება, რომ ბიუჯეტს განსაზღვრული რაოდენობის ფული აქვს, რომელიც ყველაფერს ვერ გასწვდება. მეორე მხრივ, დაბალი ფასი სერვისზე მოთხოვნას ზრდის. ამ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბიუჯეტს მეტი ხარჯის გაწევა მოუწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ ფული სხვა სფეროებს უნდა მოაკლდეს.
თბილისში სულ რეგისტრირებულია 103 ათასი გაჭირვებული ადამიანი, რომელიც თბილისის მერიისგან სუბსიდიას იღებს როგორც ტრანსპორტზე, ისე წყალზე.
გაჭირვებულ ადამიანებს მერია წყლის ტარიფის ნახევარს უფარავს. თითოეულ მათგანს გადასახადი 37 თეთრით გაეზრდება და 1.57 ლარს გადაიხდის. თუმცა შეღავათები არა მხოლოდ მათზე ვრცელდება. თბილისის მერის ინიციატივით, მათი სუბსიდირებაც მოხდება, ვისაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. ისინი წყლის საფასურს ისევ ძველი ტარიფით - 2.40 ლარს გადაიხდიან. ანუ მერია მათ სუბსიდირებას - 75 თეთრით - სოციალურად დაუცველ ადამიანებთან შედარებით, ორჯერ მეტს მოახმარს. ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, წყლის მიმწოდებელი კომპანიების სტიმულირება, რომ 2012 წლის ბოლომდე თბილისის ყველა უბანში მოაგვარონ წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების პრობლემა. გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც, გაჭირვებული ადამიანი იხდის მეტს იმისთვის, რომ სერვისი სხვებისთვის, მათ შორის, მასზე შეძლებული ადამიანებისთვის გაუმჯობესდეს. სუბსიდირებული სისტემის არასამართლიანობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა ტრანსპორტის შემთხვევაში.
თბილისის მერიისგან პირდაპირ დახმარებას ტრანსპორტზე გაჭირვებული 103 ათასი ადამიანის გარდა, კიდევ 497 ათასი ანუ სულ 600 ათასი ადამიანი იღებს. ეს ქალაქის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. გაჭირვებული ადამიანების წილი მთელ ამ სუბსიდიაში 17.5%25-ია. მათ ტარიფის გაძვირება საერთოდ არ ეხება: ტარიფის ზრდასთან ერთად, იზრდება სუბსიდიაც. ამიტომ ნაწილი ისევ არაფერს გადაიხდის, ნაწილისთვის კი მაქსიმალური ტარიფი ისევ 20 თეთრი იქნება.
ქალაქის მოსახლეობის 44%25 ელექტრონულ სამგზავრო ბარათს იყენებს. ელექტრონული სამგზავრო ბარათები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის პოპულარული. მაგალითად, ლონდონში სისტემა ბევრად მოსახერხებელია. მომხმარებელს აქვს არჩევანი, ისარგებლოს მუდმივი ბარათით, სეზონურით, თუ უფრო მოკლევადიანით, თუნდაც, მხოლოდ ერთი დღით. ბარათი ვრცელდება ყველა ტიპის ტრანსპორტზე და ისევე, როგორც საქართველოში, ითვალისწინებს ფასდაკლების სისტემას.
საქართველოში ბარათით გადახდის შემთხვევაში, მგზავრი პირველ მგზავრობაზე იხდის გაზრდილი ტარიფით - 50 თეთრს, თუმცა მეორე და მესამე მგზავრობაზე - შესაბამისად, 30 და 20 თეთრს. თუ ჩავთვლით, რომ რეგულარული მგზავრი, როგორც წესი, მინიმუმ ორჯერ მაინც იმგზავრებს, მას ერთი მგზავრობა 5 თეთრით უძვირდება.
თბილისის მოსახლეობის 6%25 საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარეგულარული მგზავრია. ის არ იყენებს ელექტრონულ სამგზავრო ბარათს და იხდის ხურდით. მისთვის ყოველი მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება.
ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის განმარტებით, 2010 წელს საშუალო ხარჯი 70 თეთრია. გამოდის, რომ რეალურ ტარიფს არავინ იხდის: თბილისის მერია მინიმუმ 20 თეთრით განურჩევლად ყველას სუბსიდირებას ახდენს. შესაბამისად, გაჭირვებული ადამიანის დახმარების წილიც ნახევრდება. ანუ გამოდის, რომ 2011 წლის თბილისის ბიუჯეტის მთავარი მიზნის - გაუმჯობესებული სერვისის რეალურად შესასრულებლად, უფრო მეტს იხდის სოციალურად დაუცველი და სხვა მიზნობრივი ჯგუფი, ვიდრე შეძლებული.
აქედანაც ჩანს, რომ სუბსიდირებული სისტემა თავშივე კორუმპირებულია: მას ყველა ის ნაკლი აქვს, რაც ზოგადად გადანაწილების პროცესს ახასიათებს, მათ შორის, ბიუროკრატია, სუბიექტურობა, შერჩევითობა. ამასთან, არც სოციალურად ეფექტიანია. არასამართლიანია. ვიღაც მეტ შეღავათს იღებს, ვიღაც - ნაკლებს. შეღავათს იღებს ის, ვინც გადახდისუნარიანია და მისი წვლილი ეკონომიკაში იკარგება. შესაბამისად, ღარიბი ადამიანი იმისთვის იბეგრება, რომ შეძლებულისთვის სერვისი გაუმჯობესდეს. ზოგს კი, შეღავათი საერთოდ არ ერგება.
შეღავათების სისტემა საბჭოთა პერიოდში გაჩნდა. ასეთი სისტემა, როგორც წესი, სახელმწიფოს მიერ რეგულირებული ეკონომიკისთვისაა დამახასიათებელი.
თავიდან შეღავათები მიზნად ისახავდა კონკრეტული (შედარებით არამრავალრიცხოვანი) კატეგორიის მოქალაქეების წახალისებას - მათი, „ვისაც ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებები ჰქონდათ“ . 1980-90-იან წლებში შეღავათების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, უახლესი, 2010 წლის ნოემბრის მონაცემებით, დამსახურების მიხედვით, თბილისში სუბსიდიას 16 ათასი ადამიანი იღებს. საქართველოს რეგიონებთან შედარებით, ეს რიცხვი საშუალოდ 6.5-ჯერ მეტია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციითვე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 1.8 მილიონი ადამიანი. მათგან თბილისში საარსებო შემწეობას იღებს რეგისტრირებულთა 14.5%25. მთელი გურიის რეგიონში - 22.7%25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 45.1%25, კახეთში - 24.9%25, იმერეთში - 25.8%25, მცხეთა-მთიანეთში - 30%25, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 20.6%25, სამცხე-ჯავახეთში - 12.1%25, ქვემო ქართლში - 15.8%25, შიდა ქართლში - 26.7%25, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 18.6%25, ზემო აფხაზეთში - 39.3%25.
ამავე პერიოდში საარსებო შემწეობის სახით, თბილისში დარეგისტრირებულმა სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ 1.1 მილიონი ლარი მიიღო. მთელი გურიის რაიონის ღარიბ მოსახლეობაზე გაცემულმა საშეღავათო თანხამ შეადგინა 516 ათასი ლარი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 475 ათასი, კახეთში - 1.5 მილიონი, იმერეთში - 2.5 მილიონი, მცხეთა-მთიანეთში - 475 ათასი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1.2 მილიონი, სამცხე-ჯავახეთში - 343 ათასი, ქვემო ქართლში - 877 ათასი, შიდა ქართლში - 1.3 მილიონი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 985 ათასი, ზემო აფხაზეთში კი - 9 ათასი ლარი.
მონაცემები იმის შესახებ, თუ რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რამდენი პროცენტი იღებს სუბსიდიას წყალსა და ტრანსპორტზე რეგიონებში, არც სოციალური მომსახურების სააგენტოს და არც საქსტატს არ აქვს.
სისტემა გაცილებით ეფექტიანი იქნება თუ არ იარსებებს დაყოფა შეღავათებს შორის. არამედ, ერთიანად დაითვლება, რა უჯდებათ ამ ადამიანებს ყველა ის სერვისი და პროდუქტი, რაზეც შეღავათი არსებობს, მოიხსნება ცალკეული შეღავათები და ჩანაცვლდება ერთიანად დათვლილი თანხით. ანუ ყველა ღარიბი ადამიანი პირდაპირ მიიღებს ერთიან ფულს სახელმწიფოსგან და შემდეგ, თავად გადაწყვეტს, რაში და როგორ დახარჯავს მას.
რეფორმირების პროცესი შეიძლება სწორედ თბილისიდან დაიწყოს. მით უმეტეს, რომ თბილისის მერიას მთავარი საქმე - სოციალურად დაუცველი ადამიანების აღრიცხვა - უკვე შესრულებული აქვს. ამისთვის, 2008 წლის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი დაიხარჯა. გასაცემი თანხის ოდენობის დადგენა კი მას შემდეგ, რაც შეღავათების მიმღებთა სტრუქტურა და ბიუჯეტში ამ მიზნით გათვლილი პროგნოზირებული თანხა ცნობილია, პრობლემას აღარ წარმოადგენს.
წინააღმდეგ შემთხვევაში შეღავათები, წახალისების სისტემიდან მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის სისტემად სულ უფრო მეტად დაიმკვიდრებს თავს. შეღავათების სისტემის პირველად გაჩენიდან მოყოლებული, სახელმწიფო ყოველთვის სულ უფრო აქტიურად ცდილობდა შეღავათების გაცემით გაენეიტრალებინა ინფლაციისა და დეფიციტის დარტყმა მოსახლეობაზე და ამით დროში გაეჭიმა სოციალური უკმაყოფილება.
ტრანსპორტზე და წყალზე ტარიფების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, პირდაპირ თუ ირიბად, ინფლაციაცაა.
დღეს ერთი კუბური მეტრი წყალი 13 თეთრი ღირს. წყლით მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი ფარავს წყლის ხარისხთან, მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევასა და სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკურ და გადაუდებელ სამუშაოთა ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. რადგან მოხმარებული წყლის რაოდენობის დათვლისთვის ინდივიდუალური მრიცხველების სისტემა არ არსებობს, რთულია იმის გარკვევა, კონკრეტულად ვინ რამდენს ხარჯავს. გადახდის დღევანდელი სისტემა ადმინისტრირებასაც ართულებს - ბინაში, სადაც ერთი ადამიანია ჩაწერილი, შეიძლება ბევრად მეტი ცხოვრობდეს, თუმცა გადასახადს მაინც ერთ სულზე გადაიხდის.
მრიცხველების არარსებობა წყლის დანაკარგებსაც ზრდის. როცა მომხმარებელმა იცის, რომ მის მიერ მოხმარებული წყალი არ აღირიცხება, იმაზე ხელგაშლილად ხარჯავს წყალს, ვიდრე ეს მას რეალურად სჭირდება. თბილისში ერთი ადამიანი დღე-ღამეში საშუალოდ 800 ლიტრ წყალს მოიხმარს. ლონდონში ეს მაჩვენებელი თითქმის 6-ჯერ ნაკლები - 136 ლიტრია, პარიზში 5-ჯერ ნაკლები - 159 ლიტრი, მოსკოვში 2-ჯერ ნაკლები - 400 ლიტრი.
წყალზე ტარიფის გაძვირების მოტივაცია, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა იორგ მათისმა, წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დახარჯული მსხვილი ინვესტიციების ამოღების აუცილებლობით ახსნა. ამ ლოგიკით კომპანიამ ტარიფის გაზრდა სულზე 6 ლარამდე მოითხოვა. თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) გაითვალისწინა მხოლოდ მინიმალური ხარჯები და მოთხოვნილი თანხა გაანახევრა.
წყალზე ტარიფის გაზრდის უფლება კომპანიას კონტრაქტითაც ჰქონდა. „როდესაც სახელმწიფო აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, იმ ქვეყანაში ინვესტორი აღარ შემოვა არასდროს, - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, - აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, რომელიც აღებული გვაქვს, როგორც ვალდებულება ნებისმიერი კერძო ინვესტორის, ნებისმიერი კერძო კომპანიის წინაშე, ჩვენ ყოველთვის შევასრულებთ“.
თუმცა წყლის ტარიფის კორექტირებას დამოუკიდებელი საფუძველი - წყლის ტარიფის ინფლაციის დონეც ჰქონდა: სემეკის დადგენილება №18-ის მიხედვით, სასმელი წყლის ტარიფის კორექტირების საფუძველი შეიძლება გახდეს საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილება, ტარიფების ცვლილება ელექტროენერგიაზე და სახელმწიფოს მიერ წყალმომარაგებაზე არსებულ მოსაკრებელზე და ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესები. ამასთან, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია 10%25-თან ახლოს და უფრო მეტი უნდა იყოს.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი 10.6%25-მდე გაიზრდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში ინფლაციამ 9.6%25-ს მიაღწია. ნოემბრის მონაცემებით - 10.5%25-ს. საქსტატის განმარტებით, ინფლაციის ზრდაში წვლილი შეიტანა ინფლაციაში მონაწილე ტრანსპორტის ჯგუფმაც. 2010 წლის ნოემბერში 2008 წლის ნოემბერთან შედარებით, ფასები 4%25-ით, ხოლო 2009 წლის ნოემბერში - 9.7%25-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში წყალზე ფასები უცვლელი რჩებოდა. ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 10.5%25-იან ნიშნულზე 2008 წლის სექტემბერში იყო - რუსეთთან 5-დღიანი ომის შემდეგ.
ინფლაციის შედეგად, ფასებმა სასაქონლო ჯგუფზე - საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 1.8%25-ით მოიმატა.
წინა წელთან შედარებით 11.8%25-ით გაიზარდა ფასები ტრანსპორტზეც. ინფლაცია განსაკუთრებით შეეხო იმპორტირებულ საქონელს. 2009 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 15%25-ით მეტია. ზრდის დიდი წილი ნავთობპროდუქტებზე მოდის. 2009 წლის ივლისიდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასი განუწყვეტლივ იზრდებოდა: ერთი წლის მანძილზე, ნედლი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე დაახლოებით 14%25-ით გაიზარდა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასის ზრდაც პირველ რიგში სწორედ საწვავზე ფასების მატებამ განაპირობა. საქსტატის ცნობით, 2010 წლის ნოემბერში, შარშან დეკემბერთან შედარებით, საქართველოში დიზელზე ფასმა 16.8%25-ით მოიმატა. ავტობუსების მიერ მოხმარებული დიზელის ხარჯი ყოველწლიურად საშუალოდ 30 მილიონ ლარს შეადგენს. ისედაც გაძვირებული საწვავის ფასზე უარყოფითად აისახა ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებაც აშშ დოლარის მიმართ. ლარის გამყარების მიუხედავად, საწვავზე ფასი მაინც მაღალი რჩება, რასაც ინფლაციის მაღალი დონე იწვევს.
ინფლაცია საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზოგად და უწყვეტ ზრდას ნიშნავს. ამ ზრდას, როგორც წესი, სახელმწიფოს მხრიდან ფულის ბეჭდვის პოლიტიკა იწვევს. 2005 წლიდან ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ფულის სესხება აეკრძალა. თუმცა მან ფულის გასესხების ახალ სქემას მაინც მიაგნო: კომერციულ ბანკებზე დაბალ პროცენტში გასცემს რეფინანსირების სესხებს. ბანკები კი, უფრო სარფიანად, მთავრობაზე ასაღებენ. ეს პრაქტიკულად სწორედ ფულის ბეჭდვის პროცესია: ხაზინაში გროვდება ახალი ფული, რომელიც კერძო სექტორიდან არ გამოთავისუფლებულა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზრის ყველა მოთამაშეს აქვს იმდენივე ფული, რამდენიც ადრე ჰქონდა, ხოლო ხაზინას - მეტი. რადგან ხაზინის ამ ახალ ფულზე მოთხოვნა არ არსებობს, ბრუნვაში არსებული ფულის მსყიდველუნარიანობა იკლებს: მომხმარებელი ლარით იმდენს ვეღარ ყიდულობს, როგორც ადრე ყიდულობდა. შესაბამისად, საქონელი და სერვისი ძვირდება.
ამდენად, მონეტარული ინფლაცია რეალურად ჩვეულებრივი გადასახადია, რომელსაც მთავრობა არაპირდაპირი გზით აწესებს. იგივე შეიძლება ითქვას არამიზნობრივ სუბსიდიაზეც.
![]() |
9 ახალი მეგობრების ძიებაში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
კოლუმბია
კოლუმბიის სათავეში ხუან მანუელ სანტოსის მოსვლის შემდეგ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად შეიცვალა.
სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოთა სამიტზე კოლუმბიისა და ეკვადორის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა. ეს კავშირი ქვეყნებს შორის 2008 წლის მარტიდან იყო შეწყვეტილი. მაშინ კოლუმბიის სამხედრო ძალებმა ეკვადორის ტერიტორიაზე პარტიზანული ორგანიზაცია „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები“ (FARC) დაბომბეს.
ურთიერთობათა დარეგულირება შეიმჩნევა ვენესუელასა და კოლუმბიას შორისაც. მას შემდეგ, რაც კოლუმბიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალვარო ურიბემ, უგო ჩავესი კოლუმბიელი პარტიზანების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, ამ უკანასკნელმა კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. სამხედრო ოპერაციაში, რომელიც თითქმის სერიოზულ საომარ მოქმედებებში გადაიზარდა, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ხუან მანუელ სანტოსი მონაწილეობდა. თუმცა სანტოსის გაპრეზიდენტების შემდეგ მხარეებს შორის თანამშრომლობის კუთხით დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა: მეზობლებმა აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები; სატელეფონო საუბრისას კი სანტოსმა ჩავესი „ახალ საუკეთესო მეგობრად“ მოიხსენია.
მეტიც, ბატონმა სანტოსმა გასულ თვეს ცნობილი ვენესუელელი ნარკომოვაჭრე, ვალიდ მაკლედი, ვენესუელას გადასცა. თავის მხრივ, ჩავესმა სამი კოლუმბიელი პარტიზანის დეპორტაცია მოახდინა. ისინი მკვლელობისა და სხვა დანაშაულებათა გამო იძებნებოდნენ. ვენესუელამ კოლუმბიის სასარგებლოდ მისცა ხმა, რათა ამ ქვეყანამ მომავალ თვეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში როტაციული ადგილი დაიკავოს. მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის აღდგენაც იგეგმება, რომელიც ჩავესის მიერ სავაჭრო სანქციების დაწესების შემდეგ შეწყდა.
კოლუმბია ცდილობს კონტინენტის წყნარი ოკეანის სანაპიროზე ჩილესთან და პერუსთან ერთად ეკონომიკურად მზარდ ქვეყანათა ჯგუფი ჩამოაყალიბოს. სანტოსი ეყრდნობა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ამერიკაში მას დადებითად აფასებენ. მაგრამ ბრაზილიელი ოფიციალური პირები კოლუმბიას მაინც ამერიკის „ტროას ცხენად“ მოიხსენიებენ.
ხუან მანუელ სანტოსი და უგო ჩავესი
ფოტო: REUTERS ©
2000 წლიდან მოყოლებული კოლუმბიამ აშშ-დან პარტიზანებისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ საბრძოლველად 8 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. საპასუხოდ კი ქვეყანა ამერიკის ერთგულ მოკავშირედ იქცა. მიუხედავად ამისა, კოლუმბიელი მაღალჩინოსნების გაღიზიანებას იწვევდა ის ფაქტი, რომ 2006 წელს აშშ-მ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე რატიფიცირება არ მოახდინა. ახლა კი ახალი პრეზიდენტი უარს ამბობს იმ შეთანხმების აღდგენაზე, რომელიც ალვარო ურიბეს პრეზიდენტობისას გაფორმდა. შეთანხმება კოლუმბიის ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ძალების განლაგებას გულისხმობდა. ეს ხელშეკრულება კოლუმბიის საკონსტიტუციო სასამართლომ არალეგიტიმურად ცნო, რადგან ქვეყნის პარლამენტის მიერ ნებადართული არ ყოფილა. ამგვარად, აშშ იძულებული იქნება კოლუმბიიდან თავისი სამხედრო ძალები გაიყვანოს. ნარკომოვაჭრეებთან და პარტიზანებთან ხუან მანუელ სანტოსის ბრძოლა, ბრაზილიისა და სხვა ქვეყნების აქტიურ მხარდაჭერას იმსახურებს. ვნახოთ, ეყოფა თუ არა კოლუმბიის პრეზიდენტს გამბედაობა არჩეული პოლიტიკური კურსის შესანარჩუნებლად
![]() |
10 განათლების ამბიციური რეფორმა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ჩილე
ეკონომიკური განვითარებისათვის ბრძოლის ბედი საკლასო ოთახებში წყდება, - აცხადებს ჩილეს კონსერვატიული პრეზიდენტი სებასტიან პინერა. ამ მიზნით მან 1960-იანი წლების შემდეგ ყველაზე ამბიციური განათლების რეფორმა დაიწყო.
მემარცხენე-ცენტრისტული ძალის მმართველობის ორი დეკადის შემდეგ, მარტში მართვის სადავეები პინერამ ჩაიბარა. მისი მთავრობა მიიჩნევს, რომ მიუხედავად 1990-იანი წლებიდან ახალგაზრდებში განათლების მაჩვენებლის ზრდისა, საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სტანდარტები მაინც არადამაკმაყოფილებელია.
მოსწავლეთა განათლების შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევები ცხადყოფს, რომ 2000 წლიდან მოყოლებული ჩილელი ახალგაზრდების განათლების დონის საშუალო მაჩვენებელი მუდმივად მზარდია. PISA-ს კვლევაში ლათინური ამერიკის რეგიონის 8 ქვეყანა მონაწილეობდა. ჩილემ საუკეთესო, ხოლო ბრაზილიამ ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა. ჩილე საკუთარი განათლების სისტემის გაუმჯობესებას განაგრძობს. თუმცა მთლიანად რეგიონის განათლების სისტემა გლობალური თვალსაზრისით ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს.
ჩილესა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების სკოლებში სოციალურ- ეკონომიკური უთანასწორობა მაღალია. მაგალითად, მე-4 კლასელ მოსწავლეთა შორის, მათემატიკაში, მდიდრების მეხუთედმა ღარიბთა მეხუთედზე 35%25-ით უკეთესი შედეგი აჩვენა.
ფული კიდევ ერთი პრობლემაა. ჩილეში ვაუჩერების სისტემა მოქმედებს. მთავრობა მშობლების მიერ არჩეულ სკოლებს ფულს უხდის, თითო მოსწავლეზე თვეში 100$-ს, მაშინ როცა კერძო სკოლაში სწავლა ათჯერ ძვირია. პინერას მთავრობა ვაუჩერის ღირებულების გაზრდას გეგმავს. ვაუჩერის ოდენობა ოჯახის შემოსავალზე იქნება მიბმული. 2018 წლისთვის კი მთლიანი ვაუჩერული პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და 10 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
სხვა მასტიმულირებელი ღონისძიებები ითვალისწინებს სტიპენდიების დანიშვნას იმ დამწყები მასწავლებლებისათვის, რომლებმაც საუნივერსიტეტო გამოცდებში უმაღლესი ქულები აიღეს. გაიზრდება ახალგაზრდა პედაგოგის საწყისი ხელფასი. სკოლის დირექტორებს ამიერიდან დამოუკიდებელი სასკოლო საბჭოები აირჩევენ. იგეგმება დამატებით 60 ახალი Schools of Excellence-ის გახსნა, რომელთა მიზანი ღარიბი ბავშვების განათლება იქნება.
რეფორმის ყველაზე მტკივნეული ნაწილი სახელმწიფო სკოლებში მასწავლებელთა დასაქმების უსაფრთხოების გარანტიების გაუქმებაა, რომელიც 1990- იან წლებში შემოიღეს და დაკარგული ღონისძიებეპრესტიჟისა და მცირე ხელფასის ფონზე, პედაგოგის პროფესიის მიმზიდველობის გაზრდას ისახავდა მიზნად. სკოლის დირექტორებმა პედაგოგთა 5%25 უნდა შეამცირონ. მოხუცი მასწავლებლების პენსიაში გასვლისათვის კი ფინანსური სტიმულებია გათვალისწინებული.
მთავრობა იმედოვნებს, რომ კონგრესი რეფორმების პაკეტს 2011 წლის მარტში დაამტკიცებს. თუმცა განხილვა სერიოზული ბატალიების გარეშე არ ჩაივლის. რეფორმის დამტკიცების შემთხვევაში მოელიან, რომ პირველი დადებითი შედეგები PISA-ს შემდეგ კვლევაში გამოჩნდება, რომლის ჩატარება 3 წლის შემდეგაა დაგეგმილი.
ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინერა
ფოტო: REUTERS ©
![]() |
11 ვენეციის კომისია რუსეთის თავდაცვის კანონს აკრიტიკებს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
10 დეკემბერს ვენეციის კომისიამ რუსეთის თავდაცვით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. კომისიამ კრემლს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით უპირატესი საერთაშორისო სამართალია და არა რომელიმე ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა.
2009 წლის ოქტომბერში რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ ფედერაციის პრეზიდენტს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჯარების გაგზავნის ერთპიროვნული უფლება მისცა, ამასთან, გააფართოვა სამხედრო ინტერვენციის გამამართლებელი შემთხვევების ნუსხაც. ოქტომბრამდე რუსეთის ჯარების საზღვარგარეთ გაგზავნა მხოლოდ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ეგიდით იყო შესაძლებელი. ახალი კანონი კი საშუალებას აძლევს მოსკოვს, სამხედრო ძალა გამოიყენოს სხვა ქვეყანაში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ძალებზე თავდასხმის, სხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ჯარის მიწვევის, სხვა ქვეყანაში ფედერაციის მოქალაქეების დაცვისა და/ან მეკობრეობასთან ბრძოლის შემთხვევებში.
ვენეციის კომისიამ ცალ-ცალკე განიხილა კანონში მოცემული ოთხივე ახალი შემთხვევა და დაასკვნა, რომ სამხედრო ძალის გამოყენების გამართლების მიზნით კრემლის მიერ მიღებულ ამ კანონს ძალა არ აქვს, თუ გაეროს ქარტია ასეთი ოპერაციის ჩატარების უფლებას არ იძლევა.
განსაკუთრებული ყურადღება კომისიამ ახალი კანონის იმ პუნქტს დაუთმო, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო ინტერვენციის უფლება ენიჭება. ვენეციის კომისია ამ შემთხვევას პრობლემატურს უწოდებს. სახელმწიფოს მოქალაქეების დაცვა მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როგორც წესი, ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობაა. ასევე, სახელმწიფოს, თავისი მოქალაქეების დასახმარებლად, დიპლომატიური ან საკონსულო არხების გამოყენებაც შეუძლია. თუ სახელმწიფო თავიდან ვერ იცილებს გენოციდს, ომის დანაშაულს, ეთნიკურ წმენდასა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაცვა საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობის საგანი ხდება.
საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით სამხედრო ინტერვენციას საერთაშორისო დონეზე მკაფიო იურიდიული საფუძველი არ აქვს. ჯერჯერობით, არც ერთ საერთაშორისო სასამართლოს ან ტრიბუნალს ეს დოქტრინა ინტერვენციის გამამართლებელ გარემოებად არ გამოუყენებია. ძალის გამოყენების აკრძალვის პრინციპიდან ერთადერთ გამონაკლისს ჰუმანიტარული ინტერვენცია წარმოადგენს, რომელიც ძალის გამოყენებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოტივით ამართლებს. რუსეთი აგვისტოს ომის დროს ხშირად საუბრობდა ჰუმანიტარული ინტერვენციის შესახებ და ამით ამართლებდა საქართველოში შემოჭრას. თავი რომ დავანებოთ ამ არგუმენტის აბსურდულობას, ჰუმანიტარული ინტერვენციის უფლება საერთაშორისო საზოგადოების, კონკრეტულად კი გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი მანდატის გარეშე უკანონოდ მიიჩნევა.
ვენეციის კომისია ასევე განმარტავს, რომ რამდენიმე ადამიანზე შეიარაღებული თავდასხმა ვერ იქნება აღქმული სახელმწიფოზე თავდასხმად. ამდენად, „თავდაცვის უფლების“ არგუმენტის მოშველიებაც ინტერვენციის გამამართლებელ გარემოებად ვერ გამოდგება.
ვენეციის კომისია აცხადებს, რომ საკუთარი მოქალაქეების დაცვა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება გულისხმობდეს მხოლოდ და მხოლოდ სახიფათო ზონიდან მოქალაქეების გარიდებას და არავითარ შემთხვევაში - ამ ტერიტორიაზე ჯარების შეყვანას.
![]() |
12 საპოლიციო რეფორმა — ნაბიჯი ამერიკანიზაციისაკენ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი
ფოტო: REUTERS ©
დეკემბრის დასაწყისში ბრიტანეთის მთავრობამ პოლიციის რეფორმის გეგმა გაახმაურა. ეს ცვლილებები აშშ-ში არსებული არჩევითი შერიფის მსგავსი ინსტიტუტის შემოღებას გულისხმობს, რაც პურიტანული პოლიციის ამერიკანიზაციაზე მიუთითებს. გაერთიანებული სამეფოს ძალოვან სტრუქტურაში 1960-იან წლებში გატარებული ცვლილებების შემდეგ შემოთავაზებული რეფორმა ყველაზე მასშტაბური იქნება. მაღალჩინოსნების განცხადებით, მისი ძირითადი მიზანი საზოგადოებასა და პოლიციას შორის „ჩატეხილი ხიდის“ აღდგენაა.
ინიციატივის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა თავად აირჩევს ახალი თანამდებობის პირებს - საპოლიციო და დანაშაულის კომისრებს. ეს კომისრები დღეს არსებულ ე.წ. საპოლიციო ხელმძღვანელობას სრულიად ჩაანაცვლებენ. მათ დაქვემდებარებაში იქნება ინგლისსა და უელსში არსებული 41 საპოლიციო ძალა (ზედამხედველობა არ გავრცელდება შოტლანდიის და ლონდონის ორ ფორმირებაზე). სწორედ კომისრების კომპეტენციაში შევა პოლიციის უფროსების დანიშვნა და გათავისუფლება. პოლიციის უფროსები კი თავის მხრივ დანარჩენ ოფიცრებს დანიშნავენ.
ახალი რეფორმა კომისრებს მნიშვნელოვან საბიუჯეტო ძალაუფლებასაც მიანიჭებს: ისინი დაგეგმავენ საფინანსო წელს და განაგებენ უწყების დანახარჯებს. როგორც ცნობილია, პოლიცია დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს (22%25) ადგილობრივი საბჭოს გადასახადებიდან იღებს. თავად კომისრების საქმიანობას გააკონტროლებენ რეფორმირებული საბჭოები, რომლებიც ადგილობრივი საბჭოს წევრებით, სასამართლოს მაგისტრებითა და სხვადასხვა დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტდება. საგულისხმოა, რომ არსებული საპოლიციო სისტემა მნიშვნელოვნად დეცენტრალიზებული და თვითმმართველობის შემცველია. დღეს საპოლიციო საბჭოების წევრების ნაწილს ადგილობრივი ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს. მასში მაგისტრებიც შედიან.
პარალელურად, შეიქმნება ეროვნულ დანაშაულებათა სააგენტო, რომლის ძირითადი დანიშნულება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და საზღვრების კონტროლი იქნება. ეს ამერიკული საპოლიციო სისტემის კიდევ ერთი ანალოგია. აღსანიშნავია, რომ ტონი ბლერის დროს დაფუძნდა სერიოზულ დანაშაულებათა სააგენტო (გამოძიების ფედერალური სააგენტოს მსგავსი უწყება). სწორედ ამ სტრუქტურის რეფორმის შედეგი იქნება ეროვნულ დანაშაულებათა სააგენტოს დაარსებაც.
რეფორმის მთავარი დადებითი მხარე მოსახლეობისადმი პოლიციის ანგარიშვალდებულების გაზრდაა. თუმცა ოპონენტები მის განსახორციელებლად საჭირო დანახარჯების სიდიდეზე მიუთითებენ: საპოლიციო კომისრების შემოღება ოფიციალური მონაცემებით 136 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება. ასევე აღსანიშნავია, მათ ასარჩევად ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარებული არჩევნებისთვის საჭირო თანხა (50 მლნ ევრო). ცენტრალური მთავრობა კი ძალოვანი სტრუქტურებისთვის გამოყოფილი ფონდების 20%25-ით შემცირებას აპირებს. არსებობს შიშები, რომ რეფორმა კანონის აღმსრულებელი სტრუქტურის პოლიტიზირებას გამოიწვევს. პოლიტიკოსებმა, შესაძლოა, პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩარევა კონსულტანტების დახმარებით სცადონ. ასევე, მოსალოდნელია გართულდეს ადგილობრივი და ეროვნული პასუხისმგებლობების გამიჯვნა.
რეფორმა მართლაც საკამათოა, თუმცა კოალიციურ მთავრობაში მასთან დაკავშირებით კომპრომისი უკვე მიღწეულია. საყოველთაო არჩევნებზე ორივე პარტია (კონსერვატორები და ლიბერალ-დემოკრატები) ხაზს უსვამდა საპოლიციო რეფორმის აუცილებლობას. სწორედ კონსერვატორებს ეკუთვნით არჩევითი კომისრების იდეა. მთავარი წინააღმდეგობა პოლიციის უფროსების ასოციაციისგან მოდის. მას კომისრების მიერ მისი წევრებისთვის თავისუფლად მოქმედების შესაძლო შეზღუდვა აშფოთებს. იგი ინგლისში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საპოლიციო პოლიტიკის განვითარებისთვის 1948 წელს შექმნილი კომპანიაა. ის მთავრობას არა მარტო გამოძიების წარმოებისას, არამედ სხვადასხვა ტიპის ოპერაციების განხორციელებისას ეხმარება.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მისი განხორციელება 2012 წლიდან დაიწყება. კომისრებსაც პირველად ამ წელს აირჩევენ. აღსანიშნავია, რომ 1990-იან წლებში, ნიუ იორკში სწორედ ამგვარი რეფორმით მკვეთრად შემცირდა დანაშაულთა რიცხვი.
![]() |
13 ფრანკო - გერმანული ურთიერთობები გამოცდის წინაშე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ბზარი
ფოტო: REUTERS ©
ევროპაში საფრანგეთ-გერმანიის დაპირისპირებისა და ამ ქვეყნებს შორის ძალთა ბალანსის ცვლილების შესახებ უკვე ბევრს საუბრობენ. დაპირისპირება, რომელიც სათავეს 2008 წლიდან იღებს, ფინანსურ კრიზისს უკავშირდება. ამ პერიოდში სარკოზიმ ევროპის წინამძღოლის როლი შეითავსა. ის ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს მოლაპარაკებების გასამართად პარიზში იწვევდა, სადაც კოლეგებს საკუთარ ხედვებს და გეგმებს აცნობდა. მაშინ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობისაგან ანგელა მერკელმა თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გერმანიამ სარკოზის მიერ შემუშავებულ გეგმებზე კიდევ უნდა იფიქროს. ამ დამოკიდებულებამ სარკოზი ძალიან გააღიზიანა და გერმანიასთან პარტნიორული ურთიერთობების შესუსტებაზე საუბარი დაიწყო. შედეგად, დღეს, ობლიგაციების ბაზარზე საფრანგეთი საბერძნეთს გერმანიაზე უფრო ახლობელ პოტენციურ პარტნიორად მიიჩნევს. ფრანგებს მიაჩნიათ, რომ გერმანია საკმაოდ რთული ქვეყანაა, რომელიც კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში ნაკლებად იზიარებს ამ პრობლემის გადაჭრის ვალდებულებას.
რაც შეეხება ძალთა ბალანსის ცვლილებას, ამის უკან ეკონომიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჯერ კიდევ წინა წელს საფრანგეთი გერმანიაზე უკეთ უმკლავდებოდა ეკონომიკურ რეცესიას. ძლიერი, ცენტრალიზებული ხელისუფლების წყალობით, ეკონომიკის სტიმულირება სწრაფად იყო შესაძლებელი. ამ ყველაფერმა საფრანგეთს ილუზია გაუჩინა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა.
წელს ექსპორტზე დამყარებულმა ეკონომიკამ გერმანიაში მშპ 3,7%25-მდე აწია, ეს მაჩვენებელი საფრანგეთისათვის 1.6%25-ს უდრის, ევროპის საშუალო - 1,7%25-ს. მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას გერმანიამ ზომიერი ხელფასებითა და მუშათა ბაზრის რეფორმირებითაც მიაღწია. მიუხედავად სარკოზის აშკარა რეფორმისტული გულმოდგინებისა, საპენსიო ასაკის ორი წლით მოსამატებლად, საფრანგეთს მთელი ბრძოლების გადატანა მოუწია. ამას გარდა, 2005 წლიდან 2009 წლამდე გერმანიის წილი მსოფლიო ექსპორტში გაიზარდა, საფრანგეთის კი შემცირდა.
საფრანგეთის სამთავრობო ფინანსური სისტემების მდგომარეობა ქვეყანაში ეკონომიკურ ფონს კიდევ უფრო ართულებს. უკვე 27 წელია, რაც საფრანგეთის არც ერთ მთავრობას არ მოუხდენია ბიუჯეტის ბალანსირება. ვარაუდობენ, რომ 2011 წლისთვის, საფრანგეთში, ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი მშპ-ს 6%25, ხოლო გერმანიის დაახლოებით 3%25-ზე ნაკლები იქნება.
ბევრის აზრით, ურთიერთობების გაუარესება იმანაც გამოიწვია, რომ საფრანგეთი გერმანიას კვლავ პოსტსაომარი ხანის ქვეყნად მიიჩნევს და საკუთარი პოზიციის გატარებას უხეშად ცდილობს. ამას თვითონ ფრანგებიც აღიარებენ. ერთ-ერთი მინისტრის განცხადებით: „გერმანიას ხანდახან დღესაც ისე ვექცევით, თითქოს, მან ჩვენი იდეები უბრალოდ და მარტივად უნდა გაიზიაროს, მაგრამ ეს დრო დასრულდა!“ უკვე ცხადია, რომ გერმანიისთვის საფრანგეთი ისეთივე საჭირო და მნიშვნელოვანი აღარ არის, როგორც მაშინ, როცა ევროპული გარიგების მსხვერპლ ქვეყანას ლეგიტიმაციას სწორედ პარიზი აძლევდა. დღეს უკვე ფაქტია, რომ გერმანია მოწინავეა და ფრანგებს უწევთ მტკიცება, რომ „არ არის მართალი, თითქოს გერმანია თავს საკუთარ ინიციატივებს გვახვევს“. ამ სიტყვების ავტორი ევროპის საქმეთა მინისტრი, ლორან ვოკინეზია. მისივე განცხადებით, „ურთიერთობები შეიცვალა, მაგრამ მხოლოდ იმ გაგებით, რომ დიდი ყურადღება პირად ინტერესებს ეთმობა“. „ხალხი ამბობს, რომ ევროპას მერკელი და სარკოზი მართავს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ამ ურთიერთობებში, ქალი უფრო ძლიერია, ვიდრე კაცი“, - ამას უკვე მეორე ფრანგი ოფიციალური პირი აცხადებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორ ლიდერს შორის პიროვნული შეუთანხმებლობის მიუხედავად, საფრანგეთი და გერმანია ჯერ კიდევ ცდილობენ განიხილონ და შეაჯერონ საერთო პოზიციები ევროკავშირის სამიტებზე. ორივე მხარეს აძლევს ხელს, ყველაფერი ამ გზით წავიდეს, რადგან მითი თანაბარი პარტნიორობის შესახებ საფრანგეთს იმ სტატუსს ჯერ კიდევ უნარჩუნებს, რომელიც ნაწილობრივ უკვე დაკარგა, გერმანიას კი აშკარა პირველობაში „დადანაშაულებისგან“ იცავს. ასეთი ნიღბის ნათელი მაგალითი იყო მერკელისა და სარკოზის შეხვედრა დოვილში, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში შედგა. აქ მიაღწიეს შეთანხმებას ევროს საკითხზე. მაშინ ევროკავშირის სხვა წევრები უკმაყოფილოები იყვნენ საფრანგეთ-გერმანიის მჭიდრო კავშირისა და მათი ერთიანი დიქტატურის გამო.
ამას გარდა ფაქტია ისიც, რომ ვაჭრობაში საფრანგეთი გერმანიის უდიდეს პარტნიორად რჩება. საფრანგეთს აქვს გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი და თავდაცვის კარგი შესაძლებლობები, ასევე, კავშირები აფრიკასთან და არაბულ სამყაროსთან. ბრიუსელში მას ჯერ კიდევ ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს. ამდენად, ნებისმიერი დიდი ინიციატივის განსახორციელებლად ანგელა მერკელს სარკოზის მხარდაჭერა ჯერ კიდევ სჭირდება.
მიუხედავად ამისა, საფრანგეთის გავლენები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც საკმაო მიზეზია იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროპაში პოზიციების გასამყარებლად ახალი გზების ძიება დაიწყოს. ამ მდგომარეობიდან ერთ-ერთი და აუცილებელი გამოსავალი გერმანიასთან ურთიერთობების დათბობაცაა. ამისთვის ევროპულ პრობლემებთან დაკავშირებით მათი ინტერესების თანხვედრაა საჭირო.
![]() |
14 ნიკა გილაური: მთავარია დიდხანს შევინარჩუნოთ ლიბერალური გარემო |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
2010 წელი ეკონომიკური გამოწვევების წელი იყო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41%25-ით შემცირდა. ინფლაციამ 10.5%25-ს მიაღწია. თუმცა, საბოლოოდ ეკონომიკა მოსალოდნელი 2%25-დან, სულ მცირე, 6%25-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის მიზეზებს, საბიუჯეტო დეფიციტისა და ვალის დინამიკას, წლის მთავარ წარმატებასა და მარცხს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ტაბულასთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აჯამებს.
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგის მიხედვით, ბოლო 5 წლის მანძილზე მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვართ, ხოლო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევის მიხედვით, კორუფციის დაბალი დონით, მსოფლიო ათეულში შევდივართ. როგორ შეაფასებდით ამ კვლევათა შედეგებს?
პირველი კვლევა ძალიან კარგი სტიმულია, რომ მაქსიმალურად გავამარტივოთ რეგულაციები და უფრო მიმზიდველები გავხდეთ კერძო სექტორისთვის. გარდა ამისა, ეს არის ქვეყნის რეკლამა. ისეთი ქვეყნების გვერდით ვართ, როგორებიცაა ახალი ზელანდია, სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი. რა თქმა უნდა, რეიტინგში გერმანიას ან იაპონიას თუ ვუსწრებთ, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ ქვეყნების ეკონომიკაზე უფრო ჯანსაღია. თუმცა იმას კი ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოში, ბიზნესმენს ისეთივე პირობები აქვს შექმნილი ან უფრო უკეთესი, ბიზნესის დასაწყებად და მის გასავითარებლად, როგორც გერმანიასა და იაპონიაში. უბრალოდ, ეს პირობები უფრო დიდი ხანია, აქვს გერმანელ და იაპონელ ბიზნესმენს. შესაბამისად, გერმანელმა და იაპონელმა ისინი უკეთესად გამოიყენა. ახლა მთავარია, დიდხანს შევინარჩუნოთ ლიბერალური გარემო, რომ ქართველმა ბიზნესმენმაც ნახოს სარგებელი.
რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევას, აქ ერთ-ერთი, ჩემი აზრით, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა იყო - 12 თვის განმავლობაში თქვენ და თქვენი ოჯახის წევრს გადაგიხდიათ თუ არა ქრთამი. საქართველოში ამ კითხვას დადებითი პასუხი მხოლოდ 3%25-მა გასცა. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი არის 5%25. ჩვენზე წინ არიან მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა და ჰოლანდია. ათეულში შევედით - მსოფლიო ათეულში დაბალი კორუფციის მხრივ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა ორ კვლევას ატარებს - კორუფციის აღქმის ინდექსს და გლობალური კორუფციის ბარომეტრს. პირველში ე.წ. ექსპერტები აფასებენ ქვეყანაში კორუფციის დონეს, ხოლო მეორეში რიგით მოქალაქეებს ეკითხებიან, ჰქონდათ თუ არა პირადად მათ კორუფციასთან შეხება. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო 30-ის მიღმა აღმოჩნდა. ამ ორი კვლევის შედარება შემდეგზე მეტყველებს: როდესაც ერთ ან ორ ე.წ. ექსპერტს ეკითხები, სხვა შედეგის იღებ, მაგრამ როდესაც ეკითხები ხალხს, მაშინ საქართველო ათეულში ხვდება.
წარმატებებთან ერთად საერთაშორისო გამჭვირვალობა პრობლემებზეც საუბრობს, მაგალითად ელიტური კორუფციის შესახებ. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?
ამ განცხადების საფუძველს მე ვერ ვხედავ. თუ ექსპერტები ამბობენ ამას, მათ უნდა ვთხოვოთ რაიმე კონკრეტული მაგალითის დასახელება - იმისთვის, რომ ჩვენც მივხვდეთ, რას გულისხმობენ.
ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგში ყველაზე ცუდი შეფასება გაკოტრებისა და საგადასახადო სისტემის კუთხით გვაქვს. რა კეთდება საგადასახადო სფეროს მოსაწესრიგებლად?
ყველა ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
საგადასახადო სისტემის რეფორმა უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. საგადასახადო კოდექსში ჩვენ ერთხელ უკვე შევიტანეთ მასშტაბური ცვლილებები. შევეცადეთ კოდექსის ნორმათა ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა მოგვესპო, მაგრამ სასურველ შედეგამდე ამ გზით ვერ მივედით, რადგანაც ძველი კოდექსი იმ განწყობით იყო შექმნილი, რომ ყველა გადამხდელი და საგადასახადოს ყველა თანამშრომელი კორუმპირებულია.
ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა. კოდექსის შექმნის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო კერძო სექტორმაც.
რეფორმა შეეხო ინფრასტრუქტურასაც. აქამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ კერძო სექტორს სრულყოფილი მომსახურება მიეღო. ვგულისხმობ საბაჟო გამშვებ პუნქტებს, რომელთაგანაც დღეს უკვე ყველა მოწესრიგებულია, გარდა სარფისა. სარფის აღჭურვა მაისში დამთავრდება.
ვმუშაობთ ინტერნეტ სერვისის სრულყოფაზე - ჩვენ უკვე ვართ ქვეყანა, სადაც ბიზნესის დიდი წილი ელექტრონულად აგვარებს საგადასახადოსთან ურთიერთობას, მაგრამ ინტერნეტ სერვისი კიდევ უფრო ფართოვდება.
თუ აქამდე საგადასახადოს თანამშრომელი თავად წყვეტდა რომელ ობიექტზე შესულიყო შესამოწმებლად, ახლა ვამზადებთ ახალ პროგრამას, რომელიც 21 კრიტერიუმის მიხედვით (გასული წლის ბრუნვა, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის მოცულობა, თანამშრომლების რაოდენობა და ა.შ.) შეაფასებს ყოველ ობიექტს, თვითონ დაალაგებს რისკის მიხედვით და შეტყობინებას გაუგზავნის საგადასახადოს თანამშრომელს, თუ რომელ ობიექტში უნდა შევიდეს შესამოწმებლად. ამით საგადასახადოს თანამშრომელს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის საშუალება ეზღუდება და საგადასახადო სისტემა უფრო სამართლიანი და ეფექტიანი ხდება.
თუ ადრე ბიზნესის დალუქვა იყო შემოწმების ერთ-ერთი მექანიზმი, ახალი მექანიზმების ამუშავებით ვცდილობთ, დალუქვათა რაოდენობა საერთოდ გავანულოთ. ბოლო რამდენიმე თვის სტატისტიკას თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ დალუქვის შემთხვევები მკვეთრად შემცირებულია.
დაგეგმილი იყო საშემოსავლო გადასახადის შემცირება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. რატომ?
როდესაც საშემოსავლო გადასახადის შემცირება გადავწყვიტეთ, ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში სხვა ეკონომიკური ვითარება იყო. 2008 წელს დაწყებულმა გლობალურმა კრიზისმა და 2009 წელს ქვეყნის ეკონომიკის შემცირებამ გვაიძულა საშემოსავლო გადასახადის შემცირება გადაგვევადებინა. თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გლობალური კრიზისის ფონზე, გადასახადები გაიზარდა მთელ მსოფლიოში. იქნება ეს ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, საბერძნეთი, თუ თვით შეერთებული შტატები. საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ეკონომიკური კრიზისიდან თავის დასაძვრენად გადასახადები არ გაზარდა.
მაღალ გადასახადებთან ერთად, სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ინფლაციაც უშლის ხელს. კანონი კრძალავს ეროვნული ბანკის მიერ მთავრობის დაფინანსებას, თუმცა მოიძებნა ხვრელი, რომლის საშუალებითაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აძლევს ფულს, ისინი კი თავის მხრივ სახაზინო ვალდებულებებს ყიდულობენ. ხომ არ ეწინააღმდეგება ეს პრაქტიკა ამ კანონის მიზანს, რომელიც ეროვნულ ბანკს ფულის ემისიას უზღუდავს ინფლაციის თავიდან ასაცილებლად?
ეროვნული ბანკი რა ფულსაც დებს ეკონომიკაში, ამ ფულს ეკონომიკიდან ისევ უკან იღებს იმით, რომ კომერციულ ბანკებზე ყიდის მოკლევადიან ფასიან ქაღალდებს, შესაბამისად, ამ პროცესის გავლენა ინფლაციაზე მინიმალურია.
ინფლაციას უფრო ეგზოგენური ფაქტორები განაპირობებს, ვიდრე ენდოგენური. საქართველოში ინფლაციის წყარო არის საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები. ფასი გაიზარდა ხორბალზე, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა და სხვა საკვები პროდუქტებიც გაძვირდა. ამ პროცესმა გავლენა იქონია საქართველოზეც, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტს ვეწევით.
ამ სიტუაციიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს. ერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ბაზრის დივერსიფიკაციაა. ამ რეგიონში ხორბლის მომწოდებლები არიან უკრაინა, ყაზახეთი და რუსეთი. დღეს ქართველ იმპორტიორებს ასევე შეუძლიათ ხორბალი შემოიტანონ ლიტვიდან, უნგრეთიდან და საფრანგეთიდან. მეორე, ადგილობრივი ხორბლის ჯიშები ჩავანაცვლოთ უკეთესი და მეტი მოსავლის მომტანი ახალი ჯიშებით. ამას უკვე ვაკეთებთ.
მაკროეკონომიკური სტაბილურობის კიდევ ერთი საკვანძო ფაქტორი საბიუჯეტო დეფიციტის და სახელმწიფო ვალის მოცულობაა. წლიდან წლამდე საქართველოს დეფიციტური ბიუჯეტი აქვს, ხოლო ვალი - იზრდება. როდის მოევლება ამ პრობლემას?
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ჩვენ საბიუჯეტო დეფიციტი 9.2%25-დან 4.3%25-მდე შევამცირეთ 2 წლის განმავლობაში. 2011 წლის ბიუჯეტში, 4.3%25 დეფიციტია დაგეგმილი. ამავე ბიუჯეტში ბიუროკრატიისთვის განსაზღვრული ხარჯები ყველა მიმართულებით 10%25-ით შევკვეცეთ.
სხვათა შორის, ტაბულაში წავიკითხე კრიტიკა, რომ საბიუჯეტო დეფიციტი ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით 3%25 უნდა იყოს და რეალურად 6%25-აო. ერთი ის, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტი ჯერ არ დაგვიმტკიცებია და ასეც რომ არ იყოს, ეს საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში შედის 2012 წლიდან; მეორე - როცა ვამბობთ, რომ დეფიციტი 6.3%25-ია, იქვე ვახსენოთ დინამიკაც, რომ წინა წელს ეს მაჩვენებელი 9.2%25-ს უდრიდა, მომავალ წელს კი 4.3%25 იქნება. იმის თქმასაც არაფერი უდგას წინ, რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელმაც დეფიციტი 60%25-ით შეამცირა ასე მოკლე დროში, რასაც სხვათა შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებს.
რაც შეეხება სახელმწიფო ვალს - მაშინ, როდესაც მაასტრიხტის კრიტერიუმის მიხედვით მშპ-ს 60%25-მდე საგარეო ვალი ჯანსაღად ითვლება, საქართველოს ვალი მშპ-ს 38%25-ს შეადგენს. ამ სესხის დიდი ნაწილი დაბალპროცენტიანია, გადახდის ვადა კი ხანგრძლივი. ვალის მოცულობა მშპ-ს 39%25-მდე აიწევს და შემდეგ ისევ შემცირდება. სხვა ქვეყნების მდგომარეობას თუ გადავხედავთ, ეს არცთუ ისე ცუდი მაჩვენებელია.
ვალის გადახდა 2013 წელს უნდა დავიწყოთ. გარდა სახაზინო ანგარიშებზე დარჩენილი ნაშთების გამოყენებისა, წამყვანი საერთაშორისო ბანკების დახმარებით, ვგეგმავთ კიდევ ერთხელ 10-წლიანი ევრობონდის გამოშვებას, რითიც არსებული ვალის რეფინანსირებას მოვახდენთ.
საყურადღებოა, რომ ევრობონდის საპროცენტო განაკვეთი საქართველოსთვის შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო საფინანსო ბაზრების ნდობა საქართველოს ეკონომიკისადმი გაზრდილია. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მონაცემებიც.
ბოლო წლებში მკვეთრად იკლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ. რით ახსნით ამ გარემოებას?
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2006-2008 წლებში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი იყო, მაგრამ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ვითარება შეიცვალა. კერძო ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენს შემთხვევაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მოცემული თანხით ჩანაცვლდა. იგულისხმება ის 4,5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ ომის შემდეგ მიიღო. არავინ ელოდა, რომ შევძლებდით ამ თანხის მთლიანად მიღებას. მაგრამ ისე მოხდა, რომ 2012 წლისათვის ეს თანხა სრულად ათვისებული გვექნება. მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს დახმარებაა.
ზოგადად, სულ ცოტა, 850 მილიონი კერძო ინვესტიციაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ნორმალურად განვითარდეს. დღეს ჩვენ ამ ოდენობით ინვესტიციას არ ვიღებთ, მაგრამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შემოსული თანხა ორწლიან ვადას გვაძლევს იმისთვის, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ, რათა 2 წლის შემდეგ კერძო ინვესტიციებმა საჭირო ნიშნულს მიაღწიოს.
ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ სვამს კითხვას: გეოპოლიტიკური პრობლემა ხომ არ შეექმნება ამ რეგიონს. გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო საკმაოდ ბევრი პროექტი შეფერხებულია, შეჩერებული ან საერთოდ არ ხორციელდება. ამ მხრივ პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა ინვესტორების მოზიდვას მხოლოდ ხელს შეუწყობს.
ინვესტიციების მოსაზიდად თავისუფალი ტურისტული ზონები იქმნება. რატომ კეთდება ასეთი აქცენტი ტურიზმზე?
ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტურიზმია. ამ სფეროს განსავითარებლად ყველაზე მარტივი და ალბათ სწორი ვარიანტი თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნაა. რას გულისხმობს თავისუფალი ტურისტული ზონა? მსურველს მიწა ეძლევა უფასოდ, ინფრასტრუქტურით სახელმწიფო უზრუნველყოფს და 15 წლის განმავლობაში არ იხდის მოგების და ქონების გადასახადს. ინიციატივა პოპულარობით სარგებლობს. ქობულეთის ტურისტულ ზონაში 30-ზე მეტმა მსურველმა შემოიტანა განაცხადი და 20 უკვე იწყებს მშენებლობას. ანაკლია სულ ახლახან გამოცხადდა. შედეგებს იანვრამდე უნდა დაველოდოთ.
ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მთავრობა ენერგეტიკასაც მიიჩნევს. რას ეფუძნება ეს მიდგომა?
საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა რეგიონის ენერგოცენტრია. ადრე საქართველოს ენერგეტიკას ყველა თავისი მეზობლის ვალი ჰქონდა, როგორც გაზის, ისე ელექტროენერგიის კუთხით. დღეს, აზერბაიჯანის გარდა, ყველა მეზობელს საქართველოს ვალი აქვს. ჩვენ გაზპრომისგან გაზს აღარ ვყიდულობთ, პირიქით, გაზპრომი აქეთ გვიხდის ფულს იმაში, რომ მის გაზს საქართველოს გავლით სომხეთში ვატარებთ. დღეს გაზპრომს ჩვენი ვალი აქვს. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს გაზპრომი ურჩი გადამხდელი იყოს. არა, უბრალოდ ჩვენ ეს თანხები დარეზერვებული გვაქვს და როცა მოგვინდება, წამოვიღებთ.
მსოფლიო ნავთობის მომარაგების 1%25-ზე მეტი, საქართველოზე გადის. ელექტროენერგიის ექსპორტს ვაკეთებთ რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. მოხმარებული ელექტროენერგიის 88%25 ადგილობრივი ჰიდრორესურსებით გამომუშავდება.
ჩვენ ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყანა ვართ რეგიონში. ამიტომაც, ევროკავშირი ენერგეტიკულ სტრატეგიულ პარტნიორად მიგვიჩნევს. მათი სტრატეგიის მიხედვით, ესპანეთი არის სარეზერვო ელექტროენერგიის მიმწოდებელი სამხრეთ და დასავლეთ ევროპისთვის, ნორვეგია - ჩრდილოეთ ევროპისთვის, შვეიცარია - ცენტრალური ევროპისთვის და საქართველო - აღმოსავლეთ ევროპისთვის. ჰესების და ხაზების ის რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რეალურად საკმარისია იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტიორები გავხდეთ. 2009-2010 წლებში საქართველოში ხუთი ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყო. მომავალ წელს კიდევ ხუთი ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია: ევროკავშირმა რეალურად დაინახა საქართველო, როგორც უზარმაზარი ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ქვეყანა
ჩვენი ჟურნალის წინა ნომრის მთავარი თემა ჯანდაცვის რეფორმა იყო. რას უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით?
გასული წლის ბოლოს დავიწყეთ ახალი რეფორმა, რომელიც ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება - ახალი საავადმყოფოების მშენებლობა და განკერძოება. ცხადია, რომ კერძო მფლობელი უკეთ მოუვლის საავადმყოფოს, ვიდრე სახელმწიფო.
ახალი რეფორმისთვის ახალი მიდგომა შევიმუშავეთ: საქართველო დავყავით სამედიცინო რაიონებად, თითო რაიონს თითო სადაზღვევო კომპანია ემსახურება, სანაცვლოდ სადაზღვევო კომპანიამ ამ რაიონში კლინიკა უნდა ააშენოს. ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოში 46 ახალი კლინიკა შენდება. საავადმყოფოს მინიმალური სტანდარტი უკვე დავაწესეთ - იგი ძალაში 2011 წლის 31 დეკემბერს შევა.
განკერძოებული კლინიკები ბიუჯეტიდან თანხას აღარ მიიღებენ. თანხას მიიღებს გაჭირვებული და თავად აირჩევს, სად იმკურნალოს. თბილისში ნამდვილად ასე იქნება. სახელმწიფოს კუთვნილებაში რეალურად მხოლოდ ოთხი კლინიკა დარჩება: შიდსის ცენტრი, ტუბდისპანსერი, ფსიქიატრიული და ინფექციური საავადმყოფოები. ეს ის საავადმყოფოებია, რომლებიც ინვესტორებისთვის არ არის მიმზიდველი, მაგრამ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
რას მიიჩნევთ გასული წლის მთავარ წარმატებად და მარცხად?
შარშანდელი წელი ძალიან რთული იყო არა მარტო საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ვფიქრობ, წარმატებაა ის, რომ რეცესიიდან გამოვედით და პირველი 3 კვარტლის მშპ 6.5%25-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ზრდა 6%25-ს გადააჭარბებს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცის ფარგლებში, არამედ მის გარეთაც. გაითვალისწინეთ, რომ ევროკავშირის ეკონომიკა შარშან მხოლოდ 0.1%25-ით გაიზარდა.
რა იყო ჩვენი ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზი? ტურიზმი - ვიზიტორთა რაოდენობა 40%25-ით გაიზარდა; ექსპორტი - ასევე 40%25-ით. ექსპორტის გაზრდა გამოწვეულია არა მხოლოდ ფასების მატებით, არამედ ახალი ბაზრების ათვისებით და პროდუქციის ახალი სახეობების გატანით, იქნება ეს ელექტროენერგია, ღვინო, სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ სხვა რამ.
ეკონომიკური ზრდის ერთ- ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იყო საბანკო სექტორიც. დღეს რეკორდულად მაღალი დეპოზიტები გვაქვს. საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელიც უპრეცედენტოდ გაზრდილია.
მარცხი? მსურდა მეტი კერძო ინვესტიცია შემოსულიყო. გასაგები მიზეზების გამო, ეს არ მოხდა.
![]() |
15 ფოტოესსე |
▲ზევით დაბრუნება |
ოპოზიციის მიტინგის დარბევა. მოსკოვი 12.12.2010
ფოტო: REUTERS ©
![]() |
16 სახელმწიფო, სკოლები, საზოგადოება - 2010 წელი |
▲ზევით დაბრუნება |
სიმონ ჯანაშია|სვეტი
ზოგადი განათლების სისტემაში 2010 წელი სიახლეებით დატვირთული იყო. შეიცვალა ხედვა, შინაარსი და მართვის მიდგომები. გაჩნდა ახალი ცოდნა და ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩამოყალიბდა საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ფორმები. ძირითადი ცვლილებების უმეტესობას მრავალი წელი დასჭირდება, რომ სისტემური შედეგი გვაჩვენოს. თუმცა დღესვე შესაძლებელია ითქვას, რომ ცვლილებების ნაწილს სავარაუდოდ დადებითი ეფექტი მეტი ექნება, ვიდრე უარყოფითი. ნაწილს კი, განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აშკარად სიჩქარეში და სათანადო გათვლებისა და შესწავლის გარეშეა მიღებული, გრძელვადიან პერსპექტივაში ან საერთოდ არანაირი პირდაპირი დადებითი ეფექტი არ ექნება, ან სისტემის გაუარესებას გამოიწვევს. შევეცდები მიმოვიხილო ყველა ძირითადი ცვლილება და მოკლედ შევაფასო ისინი.
ინფრასტრუქტურა
მასშტაბური სიახლე მოსწავლეებისთვის ნეტბუკების დარიგების დაწყებაა. თავდაპირველად გამოაცხადდა, რომ წელს ყველა პირველკლასელს დაურიგდებოდა პორტატული კომპიუტერი, სადაც ჩატვირთული იქნებოდა სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამები. მიზნებად დასახელდა სწავლის ხარისხის ამაღლება, ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება და ოჯახებისთვის ახალი სოციალური შესაძლებლობების გაჩენა ინტერნეტში ჩართვის გზით. გადაწყვეტილება შეიცვალა და პილოტირება მხოლოდ რამდენიმე ქალაქის სკოლაში დაიწყო. სავარაუდო პრობლემები დანერგვისას მასწავლებლების და მასალების მომზადების დაბალ ხარისხში უნდა ვეძებოთ.
გაუქმდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყველა პირველკლასელი ჩანთასა და წიგნებს იღებდა პრეზიდენტისგან საჩუქრად. სამაგიეროდ, სოციალურად დაუცველებს ყველა კლასში დაურიგდათ უფასოდ წიგნები. თუმცა ეს მენეჯმენტის საკმაოდ მოძველებული გზით განხორციელდა. სამინისტრომ ცენტრალიზებულად შეისყიდა წიგნები, დაახარისხა და შემდეგ სკოლებს დაავალა მათი წაღება. შედეგად, მომხმარებელს არ ჰქონდა შეფერხებებზე რეაგირების ადეკვატური ბერკეტი და დაიკარგა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს საქართველოში სახელმძღვანელოების დისტრიბუციის ქსელის განვითარების ხელშესაწყობად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა.
დასრულდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში წინა წლებში დაპროექტებული სკოლების მშენებლობა. სკოლები თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს წარმოადგენს და გათვლილია სწავლების ახლებურ ფორმებსა და შინაარსზე.
ქალაქებში ცენტრალიზებული გზით სკოლის ბუფეტების ორგანიზება დაიწყო. თბილისში ბუფეტების მართვა გადაეცა კონკრეტულ ორგანიზაციებს, რომლებიც ვალდებული არიან უნაღდო ანგარიშსწორების საფუძველზე ივაჭრონ. პლასტიკური ბარათების შემოღება სასარგებლოა იქ, სადაც არსებობს ფულის გამოძალვის საშიშროება. მეორე მხრივ, სკოლის მართვისგან ბუფეტის მართვის გამოცალკევება ხელოვნურ და თავსმოხვეულ ტერიტორიულ დაყოფას ქმნის დაწესებულებაში.
გამოცხადდა, რომ დაიწყო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების აღჭურვის პროგრამა „აინშტაინი“. საქართველოს მასშტაბით, 100 ლაბორატორია უკვე ორი წელია, რაც განათლების რესურსცენტრებში ინახება და ნებისმიერ სკოლას შეუძლია მათი დროებით გატანა. „აინშტაინის“ დაწყებისთვის რესურსცენტრებისთვის განკუთვნილი ლაბორატორიები თბილისის კონკრეტულ სკოლებს გადაეცა, ხოლო ახლის შესყიდვა ჯერ რეალურად არც დაწყებულა.
სიახლე იყო ე.წ. „ალუმნაიას“ პროექტი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სხვებს მაგალითი აჩვენა და საკუთარი შემოსავლებით გაარემონტა ის საკლასო ოთახი, სადაც ბავშვობა გაატარა და რომლის გარემონტებისთვისაც ბიუჯეტში ფული ჩადებულია არა მინისტრის ხელფასის, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში. შემდეგ საჯარო მოხელეებსა და სახელმწიფოსგან ნახევრად დამოუკიდებელი სააგენტოების თანამშრომლებს ავტომატურად ჩამოეჭრათ ხელფასები სკოლებისთვის იძულებითი შესაწირის ფორმით. გრძელ ვადიანი თანამშრომლობის ფორმები სკოლებისთვის არ უსწავლებიათ. არც შემომწირველთა აღიარება მომხდარა იმგვარად, რომ ადამიანებს მომავალში ნებით მეცენატობის სურვილი გაუღვივონ.
სწავლა და სწავლება
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ძირითადი ცვლილებების ძირითადი ტენდენციაა მეტი რეგლამენტირება და ნაკლები შემოქმედებითობა. დაწესდა სასწავლო წლის დაწყების, დამთავრებისა და არდადეგების ერთიანი სტანდარტული თარიღები, მიუხედავად სკოლების კლიმატური თუ სამეურნეო პრობლემებისა. წლის ხანგრძლივობა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე იყო, რამდენიმე კვირით შემცირდა. გაიზარდა ზამთრის არდადეგები. წელი დაუბრუნდა სემესტრულ დაყოფას და გაუქმდა ტრიმესტრები. კლასებში მოსწავლეების დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა 30-დან 35-მდე გაიზარდა.
გაუქმდა სკოლების თავისუფლება, აირჩიონ საგნის ფარგლებში შეფასების კომპონენტები. ყველა საგანში, ყველა კლასში დაწესდა სტანდარტული წონის მქონე სამი კომპონენტი: საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებები. ამავდროულად, თითოეული საგნის სასწავლო გეგმაში ჩაიწერა მასწავლებლებისთვის შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა. ამასთან, სტანდარტის ნაწილში, რომელიც სარეკომენდაციო პროგრამის შინაარსს წარმოადგენდა, გაჩნდა ე.წ. სავალდებულო პროგრამის ბირთვი.
თავისთავად საგნობრივი სტანდარტების, როგორც სავალდებულო მინიმუმის პრინციპის საწინააღმდეგოდ შემოვიდა შეზღუდვა საგნების გაძლიერებულ სწავლებასთან დაკავშირებით. ახალი პრინციპის თანახმად, თუ სკოლას რომელიმე საგნის გაძლიერებულად სწავლება სურს, ეს ცვლილება სამინისტროს უნდა შეუთანხმოს. ამის პარალელურად მინისტრმა „დაუბრუნა“ ფიზიკა-მათემატიკური სკოლების სტატუსი იმ სკოლებს, რომლებიც ისედაც გაძლიერებულად ასწავლიდნენ ამ მიმართულებით. ამ დაბრუნებით, რეალურად შეიზღუდა ყველა დანარჩენი სკოლის უფლება, რომ მათაც გააძლიერონ სასწავლო პროცესი რაიმე მიმართულებით და საკუთარი თავი საგანმანათლებლო ბაზარზე უფრო მეტად კონკურენტული გახადონ.
გაჩნდა ახალი სავალდებულო საგნები: სამხედრო პატრიოტული აღზრდა, მსოფლიო კულტურა და ცეკვა. გამოცხადდა, რომ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ნაცვლად სკოლებში სპორტის გაკვეთილები ჩატარდება. სატელევიზიო რეკლამა გვამცნობს, რომ მოსწავლეები რამდენიმე ათეული სახეობიდან მათთვის სასურველს ირჩევენ. რეალურად კი სკოლების დიდ ნაწილს ამის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობა არ აქვს.
გამოცხადდა იმის შესახებ, რომ სკოლის დამამთავრებელ კლასებს ჩაუტარდებათ 2011 წლის გაზაფხულზე საატესტატო გამოსაშვები გამოცდები ცენტრალიზებული ფორმით. გამოცდები რვა საგანში ჩატარდება, კომპიუტერების მეშვეობით. საგამოცდო პროგრამები გამოქვეყნებულია, საგამოცდო საკითხები კი - ჯერ არა. გამოცდებისთვის მოსამზადებლად მეთორმეტე კლასში გამოიყო ე.წ. „აბიტურის“ საათები. ამავდროულად, გამოცდების შემოღებისას გამოცხადდა, რომ გამოცდების რაოდენობა შეუძლებელს გახდის იმას, რომ მოსწავლე რეპეტიტორთან მოემზადოს.
ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური იდეა, რაც წელს გამოცხადდა, ისაა, რომ სახელმწიფო აპირებს სახელმძღვანელოების გამოცემის, დისტრიბუციისა და, ასევე, შეფასების პროცესში უფრო მეტად ჩარევას. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ახალ სისტემაში სახელმძღვანელოების თანამესაკუთრე გახდება, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერ მსურველს, გარკვეული გადასახადის გაღების საფუძველზე, ბეჭდავდეს ნებისმიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოს. მინისტრის აზრით, ეს გააიაფებს სახელმძღვანელოს, კონკურენციის ზრდის გზით. გამომცემლობებისგან ჯერ მხოლოდ კრიტიკული მოსაზრებები ისმის ამის თაობაზე. სისტემის დანერგვის შემთხვევაში, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში მივიღებთ ხარისხის გაუარესების ხარჯზე მოკლევადიან ილუზორულ დადებით ეფექტს.
მასწავლებლები
ილუსტრაცია: სოფო კირთაძე
სისტემისთვის გრძელვადიანი პერსპექტივით მნიშვნელოვანია მასწავლებლების სერტიფიცირების სისტემის ამუშავება. წელს პირველად ჩატარდა გამოცდები ქართულის, მათემატიკისა და უცხო ენის მასწავლებლებისთვის. სერტიფიკატი პროცესში მონაწილე მასწავლებლების მხოლოდ 18%25-მა მიიღო. მასწავლებლებში გაიზარდა მოტივაცია, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ ტრენინგების გზით. სკოლის დირექციისთვის გაჩნდა ახალი ორიენტირი თუ რას შეიძლება ეფუძნებოდეს მასწავლებლის დაქირავების ან წახალისების სისტემა.
მასწავლებლების პროფესიული განვითარების სისტემისთვის პრობლემურია სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ გახსნას სახელმწიფო სატრენინგო ცენტრები: ე.წ. მასწავლებლის სახლები. ამით შესაძლოა ხელი შეეშალოს ბაზარზე არსებულ ახლადგაჩენილ კონკურენციას ამ მიმართულებით.
მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის მასშტაბით 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანა. სავარაუდოა, რომ რაიმე გრძელვადიან ეფექტს ეს მასწავლებლები სისტემის გაუმჯობესებისთვის არ მოიტანენ. კონკრეტულ მოსწავლეებზე კი, შესაძლოა, ამ პროექტმა დადებითად იმოქმედოს.
მართვა
2010 წელს შეიცვალა მართვის მიმართ მიდგომები. მკვლევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის ან საზოგადოების სხვა წევრებისთვის ცენტრალური ბიუროკრატიის ნებართვის გარეშე სისტემის რომელიმე რგოლიდან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამგვარ უფლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ აძლევს, მინისტრმა ღიად დაადასტურა თავის სატელევიზიო გამოსვლაში ამ შეზღუდვის არსებობა.
ნიშანდობლივია, რომ წელს სამინისტროს სააგენტოებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა დაასრულეს, მაგრამ არც ერთის ანგარიში არ გამოქვეყნებულა. სასწავლო გეგმებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა კვლევა მე-9 კლასელებში ქართული ენის ფლობასთან დაკავშირებით. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კი - მათემატიკის მასწავლებლების მომზადების შესახებ. არც ერთის დეტალური ანგარიში არ გამოქვეყნებულა და ინფორმაციის წყა როს მხოლოდ პრეზენტაციის მასალა წარმოადგენს. სამინისტროს ასევე არ გამოუქვეყნებია კვლევის ანგარიში, რომელიც თითქოს მანდატურების სისტემის ეფექტიანობას მიეძღვნა.
სამინისტრო სკოლებს, როგორც საკუთარ სტრუქტურულ ერთეულებს, ისე ექცევა. მინისტრის წლევანდელი განცხადებით, სასურველია, რომ დირექტორები არ იყვნენ არჩეულები და ინიშნებოდნენ მის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება საკანონმდებლო დონეზე არ განხორციელებულა, როგორც მისი მოქმედებიდან ჩანს, მინისტრი სწორედ ამ მოსაზრებას ეყრდნობა, როდესაც დირექტორებს ათავისუფლებს და მოვალეობის შემსრულებლებს ნიშნავს სკოლებში. ამის არაერთი შემთხვევა იყო წლის განმავლობაში. თავდაპირველად მიზეზი სკოლის დირექტორების მასობრივი მოხსნის მცდელობისა, უკავშირდებოდა პროფესიული კავშირების თემას. სამინისტროს ზეპირი მითითებით, სკოლის დირექტორებს აეკრძალათ მასწავლებლების საწევროების გადარიცხვა, პროფესიული კავშირებისთვის გარკვეული პროცედურების შესრულების გარეშე.
შემდგომი მასობრივი გათავისუფლება კი მოჰყვა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობას საატესტატო გამოცდების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში. მინისტრმა ჯერ უარყო თავისი მონაწილეობა ამ პროცესში, მაგრამ ამავდროულად რამდენიმე კვირის შემდეგ თავად უხსნიდა ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს, რომ სწორედ მან მოხსნა მათი დირექტორი მართვის არასათანადო ხარისხის გამო.
სკოლების ავტონომიის შეზღუდვა განხორციელდა უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ე.წ. მანდატურების სისტემის შემოღებით. სკოლებში სამინისტრომ საკუთარი თანამშრომლები მიავლინა, რომლებიც არ ემორჩილებიან სკოლის მიერ არჩეულ თვითმმართველობას და რომლებიც შემდგომში, ზოგ შემთხვევაში თავად იკავებენ სამინისტროს მიერ გათავისუფლებული დირექტორის ადგილს.
ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ წელს შემუშავდა სკოლის დირექტორების პროფესიული სტანდარტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს შემდგომში მათი შერჩევა, კარიერული წინსვლისა და მომზადების სისტემის შემუშავება.
წლის დასაწყისში გამოცხადდა სკოლების ე.წ. ბრენდირების, ანუ რეიტინგების სისტემის 2010 წლის შემოდგომაზე ჩატარების თაობაზე. სისტემის მიზანი უნდა ყოფილიყო სკოლებს შორის შეჯიბრის გაჩენა და მათი წახალისება და დასჯა. ჯერ ამ სისტემის ამუშავების ნიშნები საბედნიეროდ არ ჩანს, რადგან მრავალი თვალსაზრისით, შესაძლოა, პრობლემები უფრო მეტი მოიტანოს, ვიდრე დადებითი რამ.
სამინისტროს ძირითადი მიდგომა კი ძველი და ნაცნობია: სკოლას საზოგადოება ვერ უვლის, ამიტომ მას სახელმწიფო მიხედავს იმისთვის, რომ საზოგადოება უკეთესი გახდეს.
![]() |
17 ბორხესი და ბრიტნი სპირსის პორნო |
▲ზევით დაბრუნება |
სვეტი|ვახო ელერდაშვილი
1941წელს ხორხე ლუის ბორხესმა დაწერა მოთხრობა, „ბაბილონის ბიბლიოთეკა“, სადაც აღწერილი ბიბლიოთეკა შემდგომში საუკუნის გამოგონებასთან, ინტერნეტთან გაიგივდა. ნაწარმოებში ერთი მხრივ ჭეშმარიტი ბიბლიოთეკარის სამოთხეა აღწერილი: უსასრულო რაოდენობის წიგნის თაროები ნებისმიერ მოაზრებად ენაზე დაწერილ ნებისმიერ მოაზრებად წიგნს შეიცავს და სხვა აღარაფერი დარჩენიათ მის მკვიდრ ბიბლიოთეკარებს, გარდა წიგნების კითხვით მიღებული სიამოვნების გახანგრძლივებისა. თუმცა მზაკვარმა არგენტინელმა ერთი დეტალი დააკლო ამ უნივერსალურ ბიბლიოთეკას, რითაც ბაბილონის ბიბლიოთეკის ბინადრებს სამოთხე ჯოჯოხეთად ექცათ: წიგნების კითხვის ნაცვლად ბიბლიოთეკარები ძებნით არიან დაკავებულნი და გათანგულები თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს.
მოთხრობის გამოქვეყნებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ ინტერნეტი შეიქმნა, თითქოს დიდი არგენტინელის წარმოსახვამ ხორცი შეისხაო და ჯოჯოხეთთან ბრძოლაც ოფიციალურად დაიწყო: ინტერნეტში ძებნა-ძიება ყოველწლიურად იხვეწება, ახალ- ახალი ალგორითმები იქმნება. ამას ფეხს ახალი ტექნოლოგიებიც უწყობს და თითქოს არაფერი უნდა გვქონდეს საწუწუნო, მაგრამ ინტერნეტში ძებნა უმრავლესობისთვის კვლავაც შამანურ და გაუგებარ საქმიანობასთან ასოცირდება, თავად ძებნის ხელოვნებას კი კვლავ ერთადერთი გზით - თვითნასწავლობით შეიძლება დავეუფლოთ, ვინაიდან აკადემიურ წრეებს ჯერ საამისოდ არ სცალიათ.
Google-ის სტატისტიკოსები სამი თვის წინ ირწმუნებოდნენ, რომ ინტერნეტში რაიმეს მოსაძებნად ადამიანს საშუალოდ ოცდაოთხი წამი სჭირდებაო. აქედან ცხრა წამი ბროუზერში საძიებო სიტყვების აკრეფაზე იხარჯება, დარჩენილი თხუთმეტი კი - მოძებნილ ინფორმაციაში ყველაზე სასურველის არჩევაზეო, თუმცა სექტემბერში Google instant-ის გაშვების შემდეგ ეს მონაცემები შეიცვალა და ახლა ინტერნავტები (ასე მოიხსენიებენ ინტერნეტის მომხმარებლებს მრავალ ქვეყანაში) ინფორმაციის შეყვანაზე და მოძებნილი ინფორმაციის გაანალიზებაზე უფრო ნაკლებ დროს ხარჯავენ. შესაბამისად, Facebook-ზე ფერმის მოსავლელად და მეზობლის ახალი ატვირთული სურათების დასათვალიერებლად უფრო მეტი დრო რჩებათ.
Google instant-ის მუშაობის პრინციპი მარტივია: ინტერნეტ-მომხმარებლების მილიარდიანი არმიის ყოველდღიურად შეყვანილი საძიებო სიტყვები ითვლება, ანალიზდება, მონაცემთა ბაზაში რეიტინგები დგება და შემდეგ ასოების ნებისმიერ აკრეფილ კომბინაციაზე საძიებო სისტემა ცდილობს გამოიცნოს თუ რას ვეძებთ და ამიტომაც ათ ყველაზე მოთხოვნად კომბინაციას გვთავაზობს. ასე მაგალითად, თუ აკრეფთ ასო „a“-ს, ყველაზე დიდი ინტერნეტ-მაღაზია Amazon.com იქნება შემოთავაზებული სიტყვების სათავეში, „f“-ზე Facebook-ია განთესილი, „y“-ზე - youtube და ა.შ. Google უფრო შორს წავიდა და მომავალში ადგილმდებარეობისა და მომხმარებლის მიხედვით განსხვავებულ რეიტინგებს გვპირდება. ასე მაგალითად, თუ რომში ჩაწერთ „b“-ს, პირველ ათეულში „Berlusconi Bunga Bunga“ მოიძებნება, ნიუ იორკში კი - „Banc of America“.
Google-ის ახალი სერვისი ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამ არის, მაგრამ თუ კარგად ჩავუკვირდებით, შეგვიძლია ფარული სოციალური ტენდენციებიც გამოვავლინოთ. მაგალითისთვის თუ „ki“-ს აკრეფთ, უმალვე შეიძლება იმის დადგენა, რომელი პროდუქტია უფრო პოპულარული - ამაზონის „Kindle“ თუ მაიკროსოფტის „Kinect“?! ასევე იმის დადგენაც შეიძლება რა უფრო აინტერესებთ მსოფლიოში: სააკაშვილის ჰალსტუხი, სააკაშვილის ცოლი თუ სააკაშვილის ინტერვიუ (პირველ ათეულში სწორედ ეს შემოთავაზებები გამოდის „saakashvili“-ს ძებნის დროს).
ეს სიახლე, როგორც ყველა დანარჩენი, ქართულ ენასთან არცთუ ისე კარგად მეგობრობს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყველაფერი ზემოთქმული რომ შეამოწმოთ, google. ge-დან google.com-ზე უნდა გადაერთოთ და მთავარი გასართობი წინ გელოდებათ, თუკი ქართული უნიკოდით დაიწყებთ მსოფლიოში ყველაზე დიდი საძიებო სისტემის წვალებას. მაგალითად, ანტისა ხვიჩავა იმდენჯერ მოძებნეს ქართველმა ინტერნავტებმა, რომ საკმარისია „ა“ ჩაწეროთ საძიებო ველში, რომ წალენჯიხაში ამ უხუცეს ქალბატონს სლოკინი აუვარდება. „ბ“-ზე „ბითლები“ (ლივერპულელი ოთხეულის სახელწოდებაში, რატომღაც ასო „ზ“ აღიზიანებს ქართველ მელომანებს) იწონებენ თავს და „ბრიტნი სპირსის პორნო“, „ი“ - იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილმა დაიკავა და „ს“ კი - რაღა თქმა უნდა, „სექსმა“.
უმთავრესი განსხვავება ბორხესის ბიბლიოთეკასა და ქართულ ინტერნეტს შორის კი ის არის, რომ ბაბილონელი ბიბლიოთეკარები წიგნებში ღმერთს და ჭეშმარიტებას ეძებენ, ქართველი ინტერნავტები - ბრიტნი სპირსის პორნოს და სექსს!
![]() |
18 ლათინოამერიკული რეფორმაცია |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
„კიდევ რამდენ ხანს იქნება ლათინური ამერიკა კათოლიკური კონტინენტი?“ დღეს ეს კითხვა უხერხულობის გარეშე შეიძლება დავსვათ. ვატიკანი შეშფოთებულია კონტინენტზე პროტესტანტული კონფესიების სწრაფი ზრდით, რაც კათოლიკეთა მოქცევის ხარჯზე მიმდინარეობს. ათწლეულების წინ, წმინდა საყდრის უმაღლეს იერარქიას აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ეკლესიის „სამხრეთის გულში“, სადაც მსოფლიოს კათოლიკეთა თით ქმის ნახევარი ცხოვრობს, ასეთ პრობლემას შეეძლო მათი შეწუხება.
საუკუნეების მანძილზე აქ კათოლიკეებად იბადებოდნენ და კათოლიკეებად კვდებოდნენ. ეკლესიას არ ჰყავდა კონკურენტი, შესაბამისად არც მისიონერული მოღვაწეობა სჭირდებოდა. აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით განებივრებული რელიგიური ინსტიტუცია, სასულიერო პირთა რაოდენობასა და კვალიფიკაციაზე ნაკლებს ფიქრობდა. ჯერ ესპანეთის მეფე და შემდეგ ადგილობრივი სახელმწიფოები მას მატერიალურად უზრუნველყოფდნენ, რაც სამისიონერო მოტივაციებს კიდევ უფრო ამცირებდა. გადამწყვეტ მომენტში კი „მოდუნებულ“ ეკლესიას აღარ ეყო არც ძალა და არც კადრები, პროტესტანტული მისიებისთვის - რომლებმაც გააქტიურება 40 წლის წინ დაიწყეს - ეპასუხა.
მიუხედავად იმისა, რომ ლათინური ამერიკა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ მხარედ ითვლება, ღვთისმსახურებაში აქტიური მონაწილეობით აქაური კათოლიკეები არ გამოირჩევიან. ვატიკანის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებამ 1965 წელს ლიტურგიული რეფორმა განახორციელა, მაგრამ ტემპერამენტიან სამხრეთელებს ვერც შემოკლებულმა წირვამ აიძულა საკვირაო მესაზე მისვლა. პროტესტანტულმა კონფესიებმა კი მრევლს ბევრად აქტიური მონაწილეობა და სოციალური დახმარება შესთავაზეს.
უკვე დღეს, ევანგელისტები და ორმოცდაათიანელები, ტელევიზიებისა და რადიოსადგურების სახით, მძლავრ სამისიონერო ინფრასტრუქტურას ფლობენ. პროტესტანტული ღვთისმსახურება სავსეა სამხრეთული ცეკვებითა და სიმღერებით, რაც მას მეტად მიმზიდველს ხდის. კათოლიკური ღვთისმსახურება კი ადგილობრივი კულტურისთვის ნაკლებ მგზნებარეა. კვლევამ აჩვენა, რომ ათასი გაპროტესტანტებული კათოლიკედან უმრავლესობამ ეკლესია იმიტომ გამოიცვალა, რომ მან საეკლესიო განათლებითა და ადგილობრივ კულტურასთან ახლოს მდგომი ღვთისმსახურებით ვერ უზრუნველყო. კათოლიკე ეკლესიის ლათინური ამერიკის ეპისკოპოსთა სინოდალურ დადგენილებაში ნათქვამია, რომ არაკათოლიკეთა წარმატების იგნორირება არ შეიძლება და მისი ფესვები ტრადიციული ეკლესიის სისუსტეში უნდა ვეძებოთ. ამას რთული კანონიკური წესრიგიც კვებავს. კათოლიკე მღვდლის მომზადებას მინიმუმ 6 წელი და სქესობრივ ცხოვრებაზე უარის თქმა სჭირდება, ეს მაშინ, როცა პროტესტანტებთან ნებისმიერს შეუძლია რამდენიმე თვეში სამწყსო ფუნქციების ხელში აღება. 1 კათოლიკე მღვდელზე 7 ათასი მორწმუნე მოდის, რაც ეკლესიას სამისიონერო საქმიანობისთვის უუნაროდ აქცევს.
სწორედ ამ ფაქტორებმა პროტესტანტების რიცხვი 1930 წლიდან დღემდე 1%25-დან 12-15%25-მდე გაზარდა, რაც მილიონობით ახალი პროტესტანტის გაჩენას ნიშნავს. დღეს თითქმის ყოველი მეხუთე მოქალაქე თავს პროტესტანტად მიიჩნევს. რეფორმაციული ქრისტიანობის წარმატებები მათი სერვისების მრავალფეროვნებითაც არის განპირობებული. განსხვავებით ცენტრალიზებული კათოლიკური ორგანიზმისგან, პროტესტანტებს მრავალფეროვნების შეთავაზება გამოსდით. სხვადასხვა კონფესიის სოციალური მსახურების მიმართულებები ერთმანეთისგან განსხვავდება და უამრავ ალტერნატივას აჩენს.
მაგალითად, თუ კათოლიკეები მეორედ ქორწინების უფლებას არ იძლევიან, ზოგიერთი პროტესტანტი ხელახალ შეუღლებას აუცილებლად მიიჩნევს. ამ ქვეყნებში სწორედ ანტინარკოტიკული, ალკოჰოლიზმისა და პროსტიტუციის აღმოფხვრისკენ მიმართული მსახურებების მრავალფეროვნება წარმოადგენს პროტესტანტიზმის მთავარ კოზირს.
კათოლიკე ეკლესია ესპანურენოვან ქვეყნებში მართალია კვლავ დომინანტად რჩება, მაგრამ არავინ იცის პოზიციებს კიდევ რამდენ ხანს შეინარჩუნებს. ბრაზილიის ეპისკოპოსთა კონფერენციამ მათთვის კატასტროფული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ წელიწადში თითქმის ნახევარი მილიონი კათოლიკე ტოვებს ეკლესიას. ამ პროცესის შესაჩერებლად ვატიკანს აქვს შესაძლებლობა გააუქმოს სასულიერო პირთა უქორწინებლობა, ანუ ცელიბატი და საშუალება მისცეს დაქორწინებულ საეროებს მღვდლებად ეკურთხონ. ამ ნაბიჯით ახალი კადრების მოძიება და აღზრდა აღარ გაჭირდება.
თუმცა ვატიკანი საკუთარ იმედებს ე.წ საეროთა მოციქულობაზე უფრო ამყარებს. სპეციალური დეკრეტის მიხედვით ეკლესიამ გააადვილა საერო პირთა სამისიონერო საქმიანობის წარმოება. მრევლის მისიონერობაში ჩართვამ ახლო წარსულში არაერთი კათოლიკური ორგანიზაცია წარმოშვა, რომელსაც პროტესტანტებისთვის კონკურენციის გაწევის უნარი აღმოაჩნდა.
პროტესტანტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მეცნიერების ნაწილს მაქს ვებერის ცნობილი ნაშრომი „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ გაახსენდათ. შეძლებენ თუ არა მზარდი პროტესტანტული კონფესიები, მომავალში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას? ცნობილი თეორიის მიხედვით, კალვინისტურმა რელიგიამ ადამიანები კაპიტალის დაგროვებისკენ მომართა. კალვინისტური რწმენით, ღმერთმა წინასწარ ამოირჩია ადამიანები, რომლებიც სასუფეველს დაიმკვიდრებენ. ღვთიურ რჩეულობაში დასარწმუნებლად კალვინისტებს ამქვეყნიური წარმატებების ხილვაც სჭირდებოდათ. ამ რელიგიურმა ბიძგმა ადამიანებს შრომის კულტურა და ასკეტიზმი განუვითარა, რამაც ეკონომიკური დაზოგვისა და კვლავდაბანდების მეშვეობით ცხოვრების სტანდარტები გააუმჯობესა.
თუმცა კვლევები ცხადყოფს, რომ თანამედროვე პროტესტანტების მიღწევები გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე ამას 1990 წელს ინგლისელი სოციოლოგი დევიდ მარტინი ვარაუდობდა წიგნში „ცეცხლის ენები“. ის წერდა, რომ პროტესტანტიზმის გავრცელებას შეეძლო კაპიტალიზმის განვითარებისთვის ხელი შეეწყო.
მარტინის წიგნის გამოსვლიდან 17 წლის შემდეგ, პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შესთავაზეს აერჩიათ რამდენიმე ცხოვრებისეული დამოკიდებულება.
„ბევრი ვიმუშაო და გავხდე მდიდარი“ ორივე ჯგუფიდან 18%25- მა აირჩია. ხოლო სახელის მოხვეჭას 4%25 კათოლიკე და 3%25 პროტესტანტი შეეცდება.
ვებერის თეორიის მიხედვით სავარაუდო იყო, რომ პროტესტანტებს „სუფთა და მარტივი“ ცხოვრების თითქმის ორჯერ უფრო დიდი (23%25 - 12%25-ის წინააღმდეგ) სურვილი ჰქონოდათ, ვიდრე კათოლიკეებს, მაგრამ შედეგებმა ვერ გაამართლა წინასწარმეტყველებები.
ცხოვრების მიმართ სხვადასხვანაირი დამოკიდებულება არსებობს. რომელია თქვენთან უფრო ახლოს?
წყარო: GALLUP POLL
თუმცა პროტესტანტები ხშირად ამბობენ, რომ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების სურვილი და იდეა აქვთ (57%25 პროტესტანტი - 49%25 კათოლიკე).
გაქვთ თუ არა ამჟამად რაიმე გეგმა ან მოსაზრება თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების დონე?
კათოლიკეები vs. პროტესტანტები პუერტო რიკოს და ლათ. ამერიკის 22 ქვეყნიდან
წყარო: GALLUP POLL
სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ ერთმნიშვნელოვანი პროგნოზების გაკეთება, პროტესტანტული ეთიკის მომგებიანობის შესახებ, დროისა და გეოგრაფიის გაუთვალისწინებლად, შეუძლებელია. მით უმეტეს, თუ ეს „ეთიკა“, ზოგჯერ კომუნისტურ შეხედულებებშიც არის გაზავებული. თანამედროვე პროტესტანტები კალვინისტებისგან განსხვავებით არაჰუმანურად მიიჩნევენ მორწმუნეს უთხრან - ღვთის რჩეულად მაშინ იქცევი, როცა წარმატებას მიაღწევო. ამიტომ „ლუს-ალბერტოს“ სასუფევლის დასამკვიდრებლად ხელის განძრევის დამატებითი მოტივაცია იშვიათად უჩნდება.
თავი რომ დავანებოთ თეოლოგიურ ცვლილებებს, პროტესტანტული კონფესიების წარმატებები ზოგჯერ ავტორიტარულ ხელისუფლებებსაც აძლევს ხელს. მაგალითად, ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა, საკუთარი ქვეყნის კარდინალს, კომუნისტური იდეოლოგიის დაგმობის გამო „მაიმუნი“ უწოდა. პარალელურად კი, მის რელიგიურ კონკურენტებს ღიად დაუჭირა მხარი.
რელიგიურ გეოგრაფიაზე ჩვენს წარმოდგენებთან ერთად, შესაძლოა, ქართველი დიასახლისების საყვარელი გმირებიც შეიცვალონ. ვენესუელური სერიალების კეთილი პადრე - დიდაქტიკოს პასტორად იქცეს, ხოლო ხუანი - მარტინად.
![]() |
19 საზოგადოება - ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება|ამბები
ხანძარი ქარხანაში
რამდენიმე დღის წინ ბანგლადეშის დედაქალაქ დაკასთან მდებარე ქსოვილების ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ქარხანაში დაახლოებით 13 ათასი ადამიანი მუშაობდა, თუმცა საბედნიეროდ, ხანძრის გაჩენის მომენტში მათი უმრავლესობა შესვენებაზე იყო გასული.
როგორც ცნობილი გახდა, ხანძრის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, 100-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა, თუმცა ეს მონაცემები საბოლოო არ არის. ბანგლადეშის მთავრობა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და არც დაღუპულთა ვინაობას ასახელებს. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ეს ინფორმაციაც მხოლოდ ადგილობრივი ჟურნალისტების დახმარებით გახდა ცნობილი. მათ მიერ გადაღებულ ფირზე ნათლად ჩანდა თუ როგორ გამოჰქონდათ ექიმებს დაღუპულთა ცხედრები.
ექიმების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ შეიძლება გაიზარდოს. ბანგლადეშის მთავრობა კი დასმულ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს.
ყველა ფოტო: REUTERS ©
აფეთქება სტოკჰოლმის ქუჩაში
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა სტოკჰოლმში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება ქალაქის ცენტრში მოხდა და საშობაო საყიდლებზე გამოსული სტოკჰოლმელების პანიკა გამოიწვია.
შვედურმა ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღით ადრე მათ ელექტრონულ მისამართზე მიუვიდათ წერილი, სადაც ამ აფეთქების შესახებ აფრთხილებდნენ. წერილში ეწერა, რომ შვედები უნდა დასჯილიყვნენ ავღანეთში ჯარისკაცების გაგზავნის გამო.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთივე შინაარსის ხმის ჩანაწერი, შვედურ და არაბულ ენებზე მივიდა უშიშროების სამსახურში, აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
პოლიციის ცნობით, ეს აფეთქება კამიკაძე ტერორისტმა განახორციელა. მისი გვამი 300 მეტრის დაშორებით იპოვეს. გვამის ამოცნობა შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის აფეთქებას სტოკჰოლმის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე გეგმავდა, მაგრამ ბომბი მოქმედებაში ბევრად ადრე მოვიდა, ამიტომ საბედნიეროდ, მსხვერპლი დიდი არ ყოფილა.
დაკავებული ჟურნალისტები
ირანის მთავრობამ კიდევ ერთხელ მიიქცია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ყურადღება. ერთი კვირის წინ მათ შვიდი ჟურნალისტი დააკავეს. თითოეული მათგანი სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკისათვის რამდენიმე თვე იდევნებოდა. მსოფლიოსათვის უცნობია, თუ სად არიან ახლა ჟურნალისტები ან რა პირობებში ამყოფებთ მათ ირანის მთავრობა. ჟურნალისტები ირანის სხვადასხვა ქალაქებში დააპატიმრეს. დაკავებულთა შორის არიან მეჰრან ფარაჯი და რეიჰანეჰ ტაბატაბეი, ორივე მათგანი ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველია. პრესის წარმომადგენლები გაზეთ შარგჰისთვის წერდნენ. ეს გაზეთი დღეს ირანში აკრძალულია და საზოგადოებაში საიდუმლოდ ვრცელდება.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც აჰმადინეჟადის მთავრობა ჟურნალისტებს აკავებს. ბოლო წლების განმავლობაში, ირანის ციხეებში მსოფლიოში ყველაზე მეტი ჟურნალისტი იხდის სასჯელს.
![]() |
20 დემოკრატიის ხარისხი |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბულა|რაზა
სტივენ ფ. ჯოუნსი ამჰერსტი, მასაჩუსეტსი
2006 წლის თებერვალში, თავისუფლების მოედანზე თავისუფლებისადმი მიძღვნილ მხურვალე ოდაში, პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს „თავისუფლების შუქურა“ უწოდა. ეს შეფასება შეუპოვარი პატარა საქართველოს - რომელიც წინაღუდგა საბჭოთა სახელმწიფოს 70-იან წლებში - დასავლური ქების გამოძახილი იყო. დღეს საქართველო დასავლეთში კვლავ აღიქმება როგორც პოსტსაბჭოური გამოხატულება „დემოკრატიისათვის ჯვაროსნული ლაშქრობისა“, რომელსაც პრეზიდენტმა რეიგანმა 80-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი. თუ თვალყურს მივადევნებთ საქართველოს პარლამენტის სხდომებს (ყოველ შემთხვევაში, 2004 წლამდე), წავიკითხავთ ქართულ გაზეთებს, დავესწრებით არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმებს, შეიძლება დავეთანხმოთ აზრს, რომ საქართველოში დემოკრატია აქტიურ ფაზაშია. პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობამ საჯაროდ აღიარა მისი კურსი ლიბერალური დემოკრატიისაკენ, შექმნა ადრინდელზე სამართლიანი არჩევნები, წამოიწყო რადიკალური ეკონომიკური რეფორმა, დაამარცხა ორგანიზებული დანაშაული და ჩართო სინათლე.
მაგრამ დემოკრატიის გაზომვა არჩევნების სიხშირის, საბაზრო რეფორმის ან სატელევიზიო პოლიტიკური დებატების მიხედვით მარტივ ინსტრუქციებზე დაყრდნობით ხატვას წააგავს. დემოკრატია არ არის ტექნიკური სავარჯიშო, ის ცხოვრებისეული გამოცდილებაა. პოლიციასთან, სასამართლოს მაღალჩინოსნებთან, ბიუროკრატებთან, ადგილობრივ წარმომადგენლებთან ყოველდღიური შეხება - ეს ყველაფერი დემოკრატიის შეფასების არსებითი ელემენტებია. მოქალაქეებისათვის ამგვარი შეხება განსაზღვრავს დემოკრატიის ხარისხს, მათ მიერ დემოკრატიის აღქმას და სურვილს, მიიღონ მასში მონაწილეობა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებს ეს მით, რომ „la carte n'est pas la territoire“ („რუკა და ტერიტორია არ არის ერთი და იგივე“). ძალაუფლების პრაქტიკა და სტილი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ძალაუფლების განაწილება. საქართველო შეიძლება დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ ისმის კითხვა, თუ რა სახის დემოკრატიაა ეს.
თანამედროვე წარმომადგენლობითი დემოკრატიები გარკვეულ პრინციპებს იზიარებენ - მხარეთა კონკურენციას, რეგულარულ არჩევნებს, კანონის უზენაესობას, სიტყვის თავი სუფლებას - თუმცა ამგვარი პრინციპები იშვიათად გამოდგება ზუსტ გზამკვლევებად დემოკრატიის რეალური ფუნქციონირების დასადგენად. როდესაც საქართველოს დემოკრატიას დასავლურ სტანდარტებს და პრაქტიკას ვადარებთ, უნდა გვახსოვდეს ჩვენი საკუთარი დემოკრატიის დეფიციტი ევროპასა და ამერიკაში, მათ შორის პოლიტიკური აპათია, კორუფცა, არათანაბარი კონკურენცია, პრესის მონოპოლია და არარჩეული ინტერესების და ორგანიზაციების ძალაუფლება. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმებზე (მათ შორის საქართველოსთვის არსებულ გეგმაზე), არასათანადოდ აფასებენ დემოკრატიის არსს. უცხოეთიდან შემოსული პროგრამების პირობები ხელს უწყობს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მისდიონ დემოკრატიის „ფორმალურ“ მოთხოვნებს და უგულებელყონ უფრო რთული ამოცანა - ხარისხობრივი ცვლილებების დანერგვა. შედეგად, ისეთი ტერმინი, როგორიცაა „რეფორმა“, კარგავს თავის მნიშვნელობას. რეფორმა ქართველებისთვის ხშირად გულისხმობს პერსონალური თავისუფლების შეზღუდვას და არა მის გავრცობას. საქართველოს 2004 წლის კონსტიტუციური „რეფორმები“, რომლებიც მიზნად ისახავდა კაბინეტური პასუხისმგებლობის გაზრდას, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის შესუსტებით დასრულდა. ეკონომიკური „რეფორმები“, როგორიც არის, მაგალითად, სამშენებლო ნებართვების გამარტივება, მთავარი მიზნის - ეკონომიკური თავისუფლების მიღწევის - ფონზე ამცირებს მოქალაქეთა შესაძლებლობას, აკონტროლონ თავიანთი ფიზიკური გარემო. საქართველოს ღარიბი ფენის მდგომარეობას ასევე არაპროპორციულად ამძიმებს გაბედული „რეფორმა“ - 20%25-იანი ფიქსირებული დაბეგვრა.
სერიოზულ ეკონომიკურ რეფორმას შეუძლია გააძლიეროს დემოკრატია ვიწრო დოგმატიზმისა და სახელმწიფო კონტროლის შემცირების ხარჯზე. თუმცა ის ასევე ახდენს ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაციას. სააკაშვილის ლიბერალიზმმა უტოპიური ბრძოლის ხასიათი მიიღო. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმზე ფოკუსირებით მთავრობამ უკიდურესად შეამცირა სახელმწიფოს საკუთარი ინვესტიციები შრომის ბაზარზე, გარემოს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში, გააუქმა თითქმის ყველა შეზღუდვა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ.
მთავრობის პოლიტიკაში ჩანს დაძაბულობა ლიბერალურ ეკონომიკასა და სამოქალაქო დემოკრატიას შორის. როდესაც ეკონომიკური ლიბერალიზმი სუსტი პოლიტიკური სისტემის მქონე ღარიბ ქვეყანაში ინერგება, იგი ნათელს ჰფენს იმ ნაკლოვანებებს, რასაც კარლ პოპერმა „უტოპიური ინჟინერია“ უწოდა. ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა ზემოდან ზრდის დაპირისპირებას ინდივიდუალურ უფლებებსა და კოლექტიურ უფლებებს, ფორმალურ უფლებებსა და ფაქტობრივ უფლებებს, საბაზრო თავისუფლებასა და პოლიტიკურ თანასწორობას, სახელმწიფოს ჩარევას და კერძო თავისუფლებას შორის. კერძოდ, საქართველოში ინდივიდუალური უფლებები და საბაზრო თავისუფლება ბოლო 20 წლის განმავლობაში უმეტეს შემთხვევაში სუსტად ბალანსდებოდა ეკონომიკური უსაფრთხოებით. ამგვარი დაპირისპირება წარმოადგენს დაუსრულებელ ბრძოლას თანამედროვეობისათვის, და ის, თუ როგორ გადაწყდება ეს ბრძოლა, მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს დემოკრატიის ხარისხს.
ახალი წელი ახლოვდება და ასევე ახლოვდება საქართველოს დემოკრატიული განვითარების 20 წლისთავი, რაზეც ერთი რამის თქმა შეიძლება: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში წარმოადგენენ განსხვავებულ და მნიშვნელოვან მონაწილეებს კანონშემოქმედებით პროცესში, თუმცა მათში არ შედიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. მედია პლურალისტურია, თუმცა ჩრდილოვანი სპონსორები და ძლიერი მფლობელები ჰყავს. მიუხედავად კორუფციის შემცირებისა, საქართველოს მდიდარი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა იზოლირებული რჩება ჩვეულებრივი მოქალაქეებისაგან და, ანგარიშვალდებულების არარსებობის გამო, სარგებლობს დაუსჯელობით. პოლიტიკური პარტიები სოციალურად განცალკევებულები და იდეოლოგიურად სუსტები არიან და ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებრივი აპათია, განსაკუთრებით პროვინციებში. პატრონაჟის ჯგუფები, მართალია დეკრიმინალიზებულნი, მთავრობასაც ემხრობა და ბიზნესსაც; და ეროვნული კონსენსუსი - თვისება, რომელსაც ჯ. ს. მილი დემოკრატიის წინაპირობად მიიჩნევდა - როგორც ყოველთვის, ძალზე შორეულ პერსპექტივაში მოჩანს.
პრეზიდენტი სააკაშვილი ხოტბას ასხამს კარგ ცხოვრებას საქართველოში და მოითხოვს „საქართველოს ხალხთან კონსულტაციის საყოველთაო პროცესს“, თუმცა ეს რიტორიკა ემსგავსება საბჭოურ ფანტაზიას, როდესაც რეალობა შელამაზებული, ხოლო კონსულტაციის პრინციპი იგნორირებული იყო. დემოკრატია უაზროა მასში მოქალაქეთა მონაწილეობის გარეშე. ჯ. კ. გალბრაიტის შენიშვნა, რომ „არაფერი ... ზღუდავს უფრო მეტად ადამიანის თავისუფლებას, ვიდრე ფულის სრული უქონლობა“, შეესაბამება იმ საზოგადოებას, რომლის ერთი მეოთხედი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარზეა თანამედროვე რესპუბლიკის დაარსებიდან 20 წლის შემდეგ.
![]() |
21 ბიზნესი - ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი|ამბები
დექსუსის რეაბილიტაციის გეგმა
კომპანია დექსუსმა სასტუმრო რედისონში რეაბილიტაციის გეგმა წარმოადგინა. გეგმა 3 ნაწილად არის დაყოფილი: პირველ ჯგუფში არის პროექტები, რომელთა რეაბილიტაციაც უკვე დაიწყო. ასეთი 8 პროექტია. მათი მშენებლობის დასრულების შემდეგ, დექსუსის კლიენტთა 39%25 ბინას მიიღებს. მეორე ჯგუფში შედის 15 ობიექტი, რომელთა დასრულების შედეგად კლიენტთა 49%25 დაკმაყოფილდება. ჯერ კიდევ გაურკვეველია 8 ობიექტის ბედი. ამ ობიექტებზე კომპანიის კლიენტთა 11%25 მოდის. თუ კლიენტებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, სულ მცირე, ოთხი პროექტი ჩავარდება. კომპანია დექსუსს სულ 6200 კლიენტი ჰყავს. 2185 კლიენტის ბინის მშენებლობა უკვე დაწყებულია. პროექტების დასრულება იმაზეა დამოკიდებული, თუ კლიენტები დექსუსის პირობებს მიიღებენ: პირველი, კლიენტი თანახმა უნდა იყოს დექსუსთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით გადაიხადოს ობიექტის საფასური. მეორე, ობიექტის ჩაბარების შემდეგ გადაიხადოს თანხის 18%25 დღგ. კომპანია დექსუსის წარმომადგენლები 18-30 დეკემბრის ჩათვლით ცენტრ პოინტის მიერ დაზარალებულ კლიენტებს ინდივიდუალურად, ობიექტებზე შეხვდებიან, სადაც დეტალურად განიხილავენ რეაბილიტაციის გეგმას.
კოკა-კოლა ზერო
სასურსათო მაღაზიებში კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას ახალი პროდუქტი კოკა-კოლა ზერო გამოჩნდა. ახალ პროდუქტში ნულოვანი კალორიაა, თუმცა მისი გემო არაფრით განსხვავდება კლასიკური კოკა-კოლასგან. კოკა-კოლა ზერო, როგორც პლასტმასის ბოთლებში, ისე ალუმინის ქილებშიც გამოვა და კლასიკური კოკა-კოლას მსგავსი ფასი ექნება.
საახალწლო აქციები დაიწყო
წინა საახალწლო პერიოდი ფასდაკლებების და აქციების სიმრავლით გამოირჩევა. ყველა კომპანია ცდილობს საახალწლო ვაჭრობებზე მეტი პროდუქცია გაყიდოს და მეტი მომხმარებელი მიიზიდოს. ფარმაცევტულმა კომპანიებმა, კომპანია სილქნეტმა და ელიტ ელექტრონიქსმა საახალწლო გეგმები უკვე დააანონსეს. ფარმაცევტულმა კომპანიებმა, ავერსმა და PSP-მ საშუალოდ 40%25-მდე ფასდაკლება გამოაცხადეს კოსმეტიკურ პროდუქციაზე. კომპანია სილქნეტისგან მომხმარებლები საახალწლოდ silk internets-ის ნებისმიერი პაკეტის არჩევისას ორი თვის განმავლობაში, ინტერნეტის ორმაგ სიჩქარეს მიიღებენ. ამასთან, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სილქნეტის ახალი თაობის ინტერაქტიული ტელევიზია silk tv უფასოდ დაიმონტაჟონ. ყველაზე ფართომასშტაბიანი საახალწლო შეთავაზება მაღაზიათა ქსელ ელიტ ელექტრონიქსს აქვს. იგი მომხმარებელს 10 ათასი საუკეთესო შეთავაზების აქციას სთავაზობს. აქციაში 50-მდე ბრენდის 1000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მონაწილეობს.
![]() |
22 დინამოს ახალი რომანი |
▲ზევით დაბრუნება |
ფეხბურთი|სპორტი
თბილისის დინამო ახალი მფლობელის მოლოდინშია - საუკეთესო ქართული საფეხბურთო კლუბის შეძენა ბიზნესმენ რომან ფიფიას სურს.
„ძირითად საკითხებზე უკვე შევთანხმდით და მხოლოდ დეტალები დაგვრჩა გასარკვევი. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს ლონდონში შევხვდები და საბოლოოდ სწორედ მაშინ გადაწყდება ყველაფერი. ჩემი მიზანია, რომ დინამომ კუთვნილი ადგილი არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც დაიბრუნოს“, - რომან ფიფიამ ეს სიტყვები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.
9 დეკემბერს ფიფია ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მესვეურს ზვიად სიჭინავას და თბილისის დინამოს დირექტორს გიორგი ტყავაძეს შეხვდა.
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა, რომლის საკუთრებაცაა საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი, დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ გუნდის სიმბოლურ ფასად დათმობას აპირებს. ფიფიაც სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა ასპარეზზე.
რომან ფიფია ბიზნესმენია, რომელმაც მრავალმილიონიანი ქონება (რამდენიმე წყაროთი მისი კაპიტალდაბანდება ნახევარ მილიარდ დოლარს უტოლდება) თავდაპირველად რუსეთში, მოგვიანებით კი დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში დააგროვა. ოჯახთან ერთად ის სწორედ საფრანგეთში ცხოვრობს.
თბილისის დინამოს მომავალი პატრონისთვის ფეხბურთი უცხო არაა: გასული საუკუნის 90-იან წლებში ის სარატოვის სოკოლის პრეზიდენტი გახლდათ, ხოლო ფიფიას ჰოლდინგი - ვოლგისპირეთის ხორბალი - კლუბის მთავარი სპონსორი. რუსული საზომებით საშუალო დონის სოკოლი 2001 წელს უმაღლეს ლიგაში გადავიდა და მერვე ადგილი დაიკავა, 2002 წელს კი უკანასკნელი იყო. 2001 წელს კლუბმა რუსეთის თასის ნახევარფინალშიც იასპარეზა...
ფიფიას თქმით, მისი მთავარი მიზანი გუნდის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ძლიერი ფეხბურთელების შეძენა იქნება.
ეროვნულ ჩემპიონატში ქუთაისის ტორპედოსთან მოგებული მატჩის შემდეგ თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა თამაზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა, მას შემდეგ, რაც რომან ფიფია ფეხბურთელებსა და პერსონალს შეხვდება.
„მოსამზადებელი ეტაპი, ცხადია, დავგეგმეთ, მაგრამ სავარაუდოდ, მასში ცვლილებებს შევიტანთ. შესაძლოა, მეორე წრის დაწყებამდე კლუბი ფეხბურთელებმა დატოვონ და ამავდროულად, ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ. წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, უახლოეს დღეებში ბატონი რომანი შეგვხვდება და ყველაფერი სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა“, - განუცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს 13-გზის ჩემპიონმა ჯერჯერობით ბოლო ტიტული 2009 წლის გაზაფხულზე მოიგო - ქვეყნის თასი აღმართა, 2009-10 წლების სეზონში კი ხელი მოეცარა. დინამომ წარუმატებლად იასპარეზა ევროთასებზეც - ევროპის ლიგის პირველი ორი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, მაგრამ ძირითად ბადეში მაინც ვერ მოხვდა - ავსტრიის შტურმმა აჯობა.
ეროვნულ ჩემპიონატში დინამო პირველი ეტაპის შემდეგ 35 ქულით მესამე ადგილზეა - ზესტაფონსა და ოლიმპს ორ-ორი ქულით ჩამორჩება, საქართველოს თასზე კი ნახევარფინალში გასვლისთვის გაგრას ეთამაშება.
![]() |
23 ლეო მესია და მე სულ იოზილი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ხორხე მესი
ფოტო: REUTERS ©
ხავი, მესი და ინიესტა
ფოტო: REUTERS ©
ბარსელონას ყველაზე ელეგანტურად ჩაცმული მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ბარსელონაში ძმაკაცობენ ანდრეს ინიესტა და რიკი რუბიო. ბარსელონაში მაგრად მუშაობენ პიარის სამსახურის ტიპებიც. რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი ლეო მესის მამასაც მოუწყვეს. ალბათ, ლეოსთან შეთანხმების შემდეგ.
რეალს ყველაზე დაუკმაყოფილებელი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. რეალში ვერ იძმაკაცებენ პორტუგალიელი პიჟონი და ხორხე გარბახოსა. რეალში პიარის მხრივ პრობლემებია.
ლეოს მამა ბრიფინგზე შვილის მაისურით მივიდა. ხორხე მესისაც მშვიდი სახე აქვს, თვალები აქეთ-იქით ონავრულად არ გაურბის და ლაპარაკი უყვარს. ყველაფერზე. ბარსელონაზე, ლეოზე, გვარდიოლაზე, ამინდზე, ისევ ლეოზე, ხრისტო სტოიჩკოვის პრობლემებზე, ისევ ლეოზე და საკუთარ თავზე.
ხორხე მესი: „ბარსელონა საფეხბურთო იდეოლოგიაა. ბარსელონაში არიან საუკეთესო მებაღეები, რომლებიც მცენარეს ისე უვლიან, რომ ასაკს არ ატყობენ. იმ მცენარეს ბოლომდე ეფერებიან და როდესაც ჭკნება, გვერდით გადაიტანენ, მაგრამ არ გადააგდებენ. რეალში მებაღეების შტატი გაუქმებულია. მცენარეს ყიდულობენ და როგორ კი ჭკნება, ეგრევე აგდებენ. ქოთნიანად. აქედან გამომდინარე, ჩემი შვილი ვერასოდეს გახდება იმ გუნდის წევრი, სადაც ბოლომდე არ გენდობიან. რეალში ერთი ტრადიციაა. ეს არის დახარჯული თანხის ამოღებაზე ზრუნვის ტრადიცია. რაული დღეს გერმანიაშია. რაული რეალი იყო“.
ხორხე მესი ლაკონურად, მაგრამ ამომწურავად საუბრობს ოქროს ბურთის ფავორიტებზეც. ფინალში, ანუ სამეულში ხავი, ინიესტა და ლეო გავიდნენ.
ხორხე მესი: „ჩემი ბიჭის გარდა, მშვენიერი სეზონი ჰქონდა ხავის. ალბათ, კარიერაში საუკეთესოც. ყოველთვის სტაბილური და გენიალურია ინიესტა. გამიკვირდა, ფავორიტებში სნეიდერი და ფორლანი რომ ვერ მოხვდნენ. განსაკუთრებით, ფორლანი. მსოფლიო ჩემპიონატზე ვინმეს რომ ეთქვა, ურუგვაის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად შენი სიცოცხლე უნდაო, ამას დაუფიქრებლად გააკეთებდა. შვილს შარშან უფრო მიქებდნენ. წელს ქების ტალღა რომ მოდის, მერე ვიღაცას ეგრევე მსოფლიო ჩემპიონატი ახსენდება. იხსენებენ ლეოს გამოუყენებელ მომენტებს. იხსენებენ არგენტინა-გერმანიას. არ იხსენებენ იმას, ლეოს ბურთი საკუთარი საჯარიმოდან მეორე საჯარიმომდე რომ უნდა აეტანა. ალბათ, საუკეთესო ხავი გახდება. ან ინიესტა. ან ორივე ერთად და ამ შემთხვევაში, კიდევ ერთი პრიზია საჭირო“.
მესის პრიზს არ მისცემენ. წესით, არ უნდა მისცენ. სექტემბრიდან ლეომ აკრიფა, სადაც ითამაშა, თითქმის ყველგან თითო შედევრი შექმნა და დაუღლელად დარბის იმ უბედურის საჯარიმოში, ვისაც ბარსელონა ხვდება.
მესიმ ვერ გახსნა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინტერის კარი, მესიმ გერმანიასთან ერთი მომენტი ვერ გამოიყენა და მესი მარადონას და ზიდანის შემდეგ, ყველაზე სრულყოფილი, თითქმის იდეალური ფეხბურთელია.
ლეოსგან განსხვავებით, უესლი სნეიდერმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა და იქ, მოურინიოს ჯოკერი მილიტო გახდა. სნეიდერზე სტაბილური იყო მაიკონიც, ჟოზეს ფავორიტი მოედანზე და გასახდელში. ფორლანი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო, ყველაზე წონადი ფიგურა გახდა და ბლომად გოლებიც შეყარა. ყველაზე მაღალბიუჯეტიან პორნოგრაფიაში, ატლეტიკოში დიეგო თითქმის მარლონ ბრანდოა, სხვებს (მეორე დიეგოს სიძის გამოკლებით) კი ახალგაზრდა დოლფ ლუნდგრენის შარმი, ქარიზმა და მაგნეტიზმი აქვთ. ანუ, პერსპექტივაში უპერსპექტივოები არიან.
ხორხე ვიზუალურად, პროფილში მაგრად ჰგავს გებრიელ ბირნს. საუბრით, უფრო სემუელ ჯექსონის ტერიტორიაზე აჩერებს სკუტერს. ჟესტების ამბავში, დიეგო მარადონასავით, ან ჯო კოკერივით იმტვრევს კიდურებს. და ბედნიერია, რომ ლეო ჰყავს.
ხორხე მესი: „მე და ლეოს იმდენი პრობლემა გვქონდა, ყველაფერს რომ ვიხსენებ, არ მჯერა, რომ ჩემი ბიჭი დღეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბშია და სულ ცდილობს, გუნდი არ დააღალატოს. ბარსელონამ ჩვენი ოჯახი არ გაიმეტა, ლეოს ყველა პრობლემა მოუგვარა და როგორ გგონიათ, ლეო ოდესმე ამ გუნდიდან სადმე გადავა? რეალში თუ სხვაგან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ლეო ბოლომდე ბარსელონაში დარჩება“.
ოქროს ბურთის ფავორიტებზე მხოლოდ ხორხე მესი არ საუბრობს. რეალის გერმანელი შემქმნელის, მესუთ იოზილის თქმით, ფავორიტი მესია.
იოზილი: „თუ საუბარია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე, ეს გამოკითხვა საერთოდ არ უნდა ტარდებოდეს. მესი საუკეთესოა და ეს თქვენც მშვენივრად იცით. კრიშტიანუ რამდენიმე წლის წინ იყო პირველი, დღეს კი მესი ყველას მაგრად გვისწრებს. კიკერში ლეოს შემადარეს. მესიამოვნა, მერე კი ჩემმა მეგობარმა დამირეკა და დამამშვიდა, თავში ვერ აგივარდება, ის მესია და შენ მესუთიო“.
დიეგო ფორლანი: „თავისთავად, ბედნიერი ვიქნები, თუ ოქროს ბურთს გადმომცემენ, მაგრამ საუკეთესო მესია. ან ხავი. პრიზი ამ ორიდან ერთ- ერთმა უნდა აიღოს. მშვენიერი, დამღლელი, მაგრამ საინტერესო სეზონი იყო და ყველა გულშემატკივარს დიდ მადლობას ვუხდი“.
იოჰან კრუიფი: „ხავი ან ინიესტა. ამ ორიდან ერთ-ერთი მოიგებს. საუკეთესოდ ხავი რომ დაასახელონ, ეს ინიესტას დამსახურება იქნება. თუ ოქროს ბურთს ინიესტას გადასცემენ, გამოვა და მადლობას ხავის გადაუხდის. ერთმანეთის გარეშე დაიკარგებოდნენ“.
ხორხეს ბრიფინგი კი მორჩა. დიდი მესი წამოდგა, საყელო გაისწორა, ყველას დაემშვიდობა, მადლობა გადაიხადა, წარმატება და ყველაფერი საუკეთესო უსურვა.
მერე, სახლში მივიდოდა, შვილის მაისურს სკამზე გადაკიდებდა, დაელოდებოდა ბარსელონას ვარჯიშის დასრულებას და ლეოს გადაურეკავდა. ხორხე ბედნიერია, რომ ლეო ჰყავს. და ბარსელონა ბედნიერია, რომ ლეო მესია.
![]() |
24 სენსაცოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ჩოგბურთი
ჩოგბურთელებმა სეზონი დევისის თასით დახურეს. სერბებმა ფინალში ფრანგებს ტაქტიკურად, უფრო ლტოლვით და მეტი ქარიზმით აჯობეს და ნოვაკ ჯოკოვიჩსაც მაგრად მოუხდა შეივინგი. დეკემბრის ბოლოდან უკვე შეკვეცილი პროგრამით განახლდება საჩოგბურთო პრემიერების სეზონი, მთავარ როლებს კი ისევ ის დიდი ხალხი, გახუნებული ფავორიტები შეასრულებენ. უკვე ხუან მარტინ დელ პოტროსთან ერთად, ვინც ჯანზეა, წონაშიც დაიკლო და ვარჯიშებზეც უფრო ვარჯიშობს, ვიდრე ჩიფსების დიეტას იხანგრძლივებს. დღეს მთელი სეზონის ხუთ ყველაზე დიდ სენსაციას გადავხედოთ. ხუთიდან ოთხში ფედერერი და ნადალი მონაწილეობენ.
5. ტომაშ ბერდიხი VS როჯერ ფედერერი 6:4, 3:6, 6:1, 6:4
ტომაშ ბერდიხი ყოველთვის კარგი, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ახალგაზრდა იყო. ჩეხებს დღემდე ივან ლენდლის მოგონებების სახელმძღვანელოზე ზრდიან და ყველა ნიჭიერ ჩოგბურთელსაც იმ დიდ კაცს ადარებენ.
ლენდლამდე ბერდიხს იმდენივე უკლია, რამდენიც ბატონ ჯამლეტს ფილ ჯექსონამდე, მაგრამ ყველაფერი მაინც შედარებითია. ბერდიხმა უიმბლდონზე როჯერ ფედერერს დაუმთავრა სერია, რომლის დროს შვეიცარიელი ზედიზედ რვაჯერ ამ მეგატურნირის ფინალში გადიოდა. ბერდიხს როჯერი მანამდეც ჰყავდა დაეისებული - მაიამის მასტერსზე ჩეხმა ფედერერს მატჩ პოინტი გამოუღო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
2002 წლის უიმბლდონზე ხორვატ მარიო ანჩიჩთან პირველ წრეში გავარდნის შემდეგ, ეს იყო პირველი ტურნირი ბალახზე, რომელიც როჯერისთვის უფინალოდ დასრულდა. ფედერერმა 18 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ბერდიხი კი როლან გაროს ნახევარფინალის მერე, ზედიზედ მეორე მეიჯორის სენსაციოლოგებში შევიდა.
4. ივან ლუბიჩიჩი VS რაფაელ ნადალი 3:6, 6:4, 7:6
ინდიან უელსის ფინალისწინა ეტაპზე ტოტალიზატორები ნადალის უჰანდიკაპო მოგებაზე ფსონებს აღარ იღებდნენ. თუ რაფაელი ხორვატ ვეტერანს 6 გეიმით აჯობებდა, მაშინ ნადალზე ფსონის გამსვლელი, ნორმალურ თანხას მოხსნიდა. სამი სეტის შემდეგ, ნადალი ლუბიჩიჩმა მოხსნა.
ივან ლუბიჩიჩი მარტში 31 წლის გახდა. მშვენიერი, ერუდირებული მოსაუბრე, წარმატებული მხატვარი ივანი საბოლოოდ, ტურნირის ჩემპიონი გახდება, ნადალთან კი ხორვატების იულ ბრინერმა კარიერის ჰაილაითი დააფიქსირა.
ივანმა მეოთხე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩს გადააცვლევინა ბელგრადის ბილეთი და ფინალში ენდი როდიკს ეისებით და მიღებაზე უკეთესი თამაშით მოუგვარა ყველაფერი. მან ათთვიანი უტიტულო სერია ასე ხმაურიანად დაასრულა და მერე გაიხუმრა, გამელოტებულ იმპოტენტს მასტერსის სერიის ტურნირს აგებინებთ და ჩოგბურთის პოპულარიზაციაზე საუბრობთო?
3. გილერმო გარსია-ლოპესი VS რაფაელ ნადალი 2:6, 7:6, 6:3
ეს გაუგებარი სამი სეტი ბანგკოკის ჰარდზე, მეოთხედფინალში იყო. მსოფლიოს პირველი ჩოგანი კიდევ ერთ ესპანელს ხვდებოდა.
ნადალმა მაგრად მოინდომა. მთელი სამი სეტი ინდომებდა და ბოლოში, კიდევ ერთი ბრეიკ პოინტი რომ ვერ შეირგო, გაეღიმა, ბენდენათი სახიდან ოფლი მოიწმინდა და ბადესთან გილერმო გარსია-ლოპესზე ადრე გაჩნდა.
27 წლის ლოპესი იმ მომენტში, რეიტინგში 53-ე საფეხურზე იყო, მშვიდად გადიოდა თითქმის ყველა ტურნირის მეორე წრეში, მერე აგებდა და მომდევნო ივენთზე გადასაფრენი ფულიც სტაბილურად ჰქონდა ნაშოვნი. უბრალოდ, ცოტა რთული იყო ნადალთან ამ უინიციატივო ჩოგბურთელის მოგების წარმოდგენა.
რაფაელმა მანამდე (უკანასკნელ 52 კვირაში) 68 VS-დან მხოლოდ 4 წააგო, პირველი სეტი გილერმოს 22 წუთში ორი ბრეიკით წაართვა და მერე მაზოხიზმის ბლოკბასტერი წავიდა. ნადალმა ვერ გამოიყენა 24 ბრეიკ პოინტი, მეორე სეტში მან ზედიზედ სამ გეიმში გარსია-ლოპესის მოწოდებაზე 40:0 წაიყვანა და სამივე გეიმი დათმო.
2. ლეიტონ ჰიუიტი VS როჯერ ფედერერი 3:6, 7:6, 6:4
ოზებისთვის ლეიტონ ჰიუიტი თითქმის იგივეა, რაც ინდოელებისთვის - ძროხა. ჭორფლიანი და ქამონებზე ჩაციკლული ლეიტონი საპენსიო ასაკში ჰალეს ტურნირის ფინალში გავიდა. მერე მოუგო თავის ძმაკაცს და ფედერერთან 15-მატჩიანი მოუგებელი სერიაც დაასრულა. ოთხი თვით ადრე ლეიტონმა ფედერერთან (ავსტრალიურ მეიჯორზე) წაგების მერე თქვა, ამ კაცს ალბათ ვეღარასოდეს მოვუგებო.
როჯერს ლეიტონთან მატჩამდე, ბალახზე ბოლო 77 VS-დან 76 ჰქონდა მოგებული და პრინციპში, ეს ფინალიც მშვიდად უნდა მოეგო. უბრალოდ, ჰიუიტს უფრო გაუმართლა და როჯერმა ბოლო სეტში, ლეიტონის მოწოდებაზე სამი 40:0 წააგო. ჰალეს ხუთგზის ჩემპიონმა, ფედერერმა ჰიუიტთან 2003-ის შემდეგ, პირველად ვერ მოიგო. მაშინ შვეიცარია დევისის თასზე ავსტრალიას ხვდებოდა და ლეიტონი იმ რაბერის მთავარი ფიგურა გახდა.
1. იენ-ჰსუნ ლიუ VS ენდი როდიკი 4:6, 7:6, 7:6, 6:7, 9:7
უიმბლდონზე გამომცხადებლები დაიტანჯნენ ამ სახელ-გვარის თუ გვარ-სახელის გამოცხადებით. გერმანელი რეფერი ლარს გრაფი კაცურად, უხეშად და გერმანულად, „იან-ხსუნს“ ამბობდა. ბრიტანელები ისევე აცხადებდნენ, როგორც ჩვენ გვიწერია. ფრანგები ეროტიკულად „იე-ჰსიუ ლიუ“ -ზე შეჩერდნენ და ეს გაუგებრობა მთელი ტურნირი გაგრძელდა. იენ-ჰსუნ ლიუ ფინალში არ გასულა, მაგრამ მეოთხე წრეში ფავორიტის, მაგარი მებალახის გაგდებით მაინც სათავო მასალებში დარჩა.
ლიუს ბალახზე ზედიზედ მოგება მანამდე ერთხელ, 6 წლის წინ ქვინზ ქლაბში ჰქონდა, ენდი როდიკთან კი წინა სამი VS-ი უშანსოდ წააგო.
26 წლის ლიუს არ უნდა მოეგო, მაგრამ მოიგო. როდიკის ოპონენტმა 83 გათამაშება აუღებელი დარტყმით დაასრულა, ბლომად არბენინა როდიკი და სერიოზული თანხაც გამოიმუშავა. იაპონელი შიზო მაცუოკას შემდეგ, ლიუ პირველი აზიელია, რომელიც უიმბლდონის მეოთხედფინალში გაძვრა. მაცუოკამ ეს 1995-ში გააკეთა. ლიუ კი ორ დღეში ნოვაკ ჯოკოვიჩმა გააგდო.
ამბები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2011 წლის 22 იანვარს გაიმართება. სფფ-ს წესდების შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი გენერალურ სამდივნოში 2011 წლის 12 იანვრამდე უნდა წარადგინონ. ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში.
ესპანეთის ნაკრების და ბარსელონას ნახევარმცველი ხავი ერნანდესი ინგლისური ჟურნალის უორლდ სოკერის გამოკითხვით, მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. რეფერენდუმში, რომელშიც გულშემატკივრები მონაწილეობდნენ, ხავიმ ლეო მესის და უესლი სნეიდერს აჯობა. წლის მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დასახელდა (მეორე - ვისენტე დელ ბოსკე, მესამე - ოსკარ ტაბარესი), წლის გუნდად ესპანეთის ნაკრები (ინტერი და ბარსელონა), საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი გერმანელი ტომას მიულერი (მესუთ იოზილი და გარეტ ბეილი).
საქართველო 2011 წლის მაისის მიწურულს და ივნისის პირველ რიცხვებში 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ალაფას უმასპინძლებს. ამავე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეს რანგით მეორე ტურნირია. თამაშები 24 და 28 მაისს, ასევე 1 და 5 ივნისს თბილისის ორ სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ნაკრების გარდა თბილისში ითამაშებენ: კანადა, იაპონია, რუსეთი, აშშ, სამოა, ურუგვაი და ზიმბაბვე. ტურნირის გამარჯვებული 2012 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
![]() |
25 აუდი ოთხცილინდრიან A8-ს გამოუშვებს |
▲ზევით დაბრუნება |
ავტო
ავტომობილების ეკონომიურობაზე ზრუნვის ვირუსი პრემიუმ სეგმენტის მწარმოებლებსაც გადაედო. ბეემვე ახალი, მწვანე ტექნოლოგიების ასათვისებლად 1.2 მილიარდ ევროს გაიღებს, მერსედესმა კი ამავე საქმისთვის გამოყოფილი სახსრები გააორმაგა - მილიარდამდე გაზარდა. ჯერი აუდიზეა, რომელმაც გამოაცხადა, რომ თავის ფლაგმანს, სედან A8-ს ოთხცილინდრიანი ძრავითა და ჰიბრიდული სისტემით აღჭურვავს. ოღონდ, ეს ძრავი ჰიბრიდული აგრეგატის ნაწილი იქნება.
ძრავის მოცულობის და ცილინდრების რიცხვის შემცირების მთავარი მიზანი, ეკონომიურობის გაუმჯობესება და მავნე აირებით ატმოსფეროს მინიმალურად დაბინძურებაა. ევროპაში მალე გამონაბოლქვზე ახალი, მკაცრი ნორმები ამოქმედდება, რომელთა დარღვევის შემთხვევაშიც, მწარმოებლებს საჯარიმო თანხების გადახდა მოუწევთ. და ბუნებრივია, ისინი ცდილობენ, რომ ეს ნორმები დაიცვან, ან მათ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ.
ეკოლოგიურად სუფთა A8-ს შესაქმნელად, ინგოლშტადტელები ჰიბრიდულ პლატფორმას ამზადებენ, რომელშიც პატარა, ოთხცილინდრიან ძრავთან, ელექტროძრავი იქნება შეწყვილებული. ჯერ ამ ჰიბრიდული აგრეგატის ტექნიკური მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა, თუმცა აუდი ირწმუნება, რომ მისი დახმარებით, ევროსტანდარტს დააკმაყოფილებს.
სხვათა შორის, ახლახან ოთხცილინდრიანი S-კლასის სედანის წარმოების გადაწყვეტილება მერსედეს ბენცმა მიიღო. ცნობისათვის, უკვე 60 წელია, რაც შტუტგარტელები S-კლასის სედანს უშვებენ და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ ავტომობილის კაპოტის ქვეშ 4-ცილინდრიანი ძრავი მოეთავსებინოთ.
კონკურენტისგან განსხვავებით, აუდიში ფიქრობენ, რომ მარტო ძრავის მოცულობის და ცილინდრების რიცხვის შემცირებით, მხოლოდ იმას მიიღებენ, რომ ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები გაუარესდება. ამიტომ, საჭიროა დამხმარე ელექტროძრავი, რომელიც შიდაწვის ძრავის დაპატარავებით გამოწვეულ სიმძლავრის დანაკარგებს დააბალანსებს.
სხვათა შორის, მერსედესმა ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე სწორედ ჰიბრიდული კონცეპტუალური ავტომობილი F 800 სტაილი გამოფინა, რომელიც შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა და ძალიან ეკონომიურიცაა.
სანამ ოთხცილინდრიანი ძრავით აღჭურვილ A8-ს წარმოებას დაიწყებს (სავარაუდოდ, ეს 2012 წელს მოხდება), აუდი მერმისს მყიდველს ამ სედანის V6 ტურბოდიზელიან ვერსიას შესთავაზებს, რომელსაც წინა წამყვანი ბორბლები ექნება. გერმანული კომპანია განმარტავს, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ავტომობილების ეკონომიურობაზე ზრუნვა იმ მყიდველის ინტერესების გათვალისწინებით ხდება, რომლებსაც სურთ, რომ პრესტიჟულ ავტომობილსაც ფლობდნენ და იმავდროულად, ზედმეტი გადასახადის გადახდასაც ერიდებიან. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო იზრდება გადასახადი ხარჯიან ავტომობილებზე. ამგვარად, მთავრობები ცდილობენ, რომ ატმოსფეროში გამონაბოლქვის შემცირებას მიაღწიონ და როგორც ჩანს, მათს მცდელობას შედეგი მოაქვს.
დაბოლოს, თავიანთი კონკურენტებისგან განსხვავებით, გამონაბოლქვის შემცირების სხვა გზა აირჩია ბეემვემ, რომელიც ცილინდრების რიცხვის შემცირებას ჯერჯერობით არ გეგმავს. ბავარიელებს ამ საკითხისადმი სხვანაირი მიდგომა აქვთ. მათ ურჩევნიათ, გამონაბოლქვის შემცირებას საწვავის უფრო ეფექტური წვის ხარჯზე მიაღწიონ, რისთვისაც ძრავის კონსტრუქციის გართულება უწევთ...
![]() |
26 ფოლკსვაგენ მილანო ტაქსი |
▲ზევით დაბრუნება |
ავტო
საავტომობილო სამყაროში ახალი - ელექტრომობილების ეპოქა იწყება და ბუნებრივია, ისეთ დიდ კომპანიებს, როგორიც ფოლკსვაგენია, ამ საქმეშიც პირველობა სურთ. ამისთვის ამზადებენ ელექტრომობილების კონცეფციებს, რათა იმ მომენტისთვის, როდესაც ელექტრომობილებზე მოთხოვნა შესამჩნევად გაიზრდება, შესაბამისი ტექნოლოგიები მზად ჰქონდეთ.
ლითიუმ-იონური აკუმულატორების სიძვირე, ელექტრომობილების მაღალ ფასს განაპირობებს, რის გამოც, ასეთი ავტომობილების მასობრივი წარმოება ჯერჯერობით წამგებიანი საქმეა. თუმცა შორს არც ის დროა, როცა აკუმულატორებზე ფასი დაეცემა და ბიზნესის ეს ახალი სფერო მომგებიან საქმედ გადაიქცევა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროისთვის ემზადება ფოლკსვაგენი, რომელიც 2013 წელს ბაზარზე ერთბაშად სამ ელექტრომობილს გამოუშვებს.
ამ სამიდან ერთი კი კონცეპტუალური Up-ის ბაზაზე შექმნილი ტაქსი იქნება, რომელიც ვოლფსბურგელებმა ჰანოვერის წლევანდელ გამოფენზე მილანო ტაქსის სახელით გაგვაცნეს. სახელიდანაც ჩანს, რომ მალე ის მილანის ტაქსის სახით მოგვევლინება, თუმცა უკვე რამდენიმე სხვა ქალაქსაც, მათ შორის, ბერლინს, ნიუ იორკსა და ამსტერდამსაც აქვთ იმის სურვილი, რომ მათ ქუჩებში ასეთმა ტაქსიმ იაროს.
ერთი შეხედვით, ავტომობილი კომპაქტური გაბარიტებით (სიგრძე 3.73 მეტრი, სიგანე 1.66 მეტრი, სიმაღლე 1.60 მეტრი) გამოირჩევა, თუმცა საკმაოდ მოცულობითი და კომფორტული სალონით კი დაიკვეხნის. სხვათა შორის, მილანო ტაქსის ორივე მხარეს მხოლოდ თითო კარი აქვს. და თუ მარცხნივ მძღოლის კარი „ადგილზეა“, მარჯვენა მხარეს ის უკანა სავარძლების გასწვრივ მდებარეობს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ავტომობილის გასწვრივ, წინისკენ იღება. ასე სალონში მოხვედრა და იქიდან გადმოსვლა უფრო მოსახერხებელია. სალონში ვერ ნახავთ მძღოლის გვერდითა სავარძელს. ეს ადგილი მცირე საბარგულისთვისაა გამოყოფილი. მგზავრებს კი უკანა სავარძლები (მხოლოდ ორი ადგილით) ელის. ფოლკსვაგენი ირწმუნება, რომ მგზავრებს მილანო ტაქსი ლუქსის კლასის შესაფერისი კომფორტით დახვდება.
მილანო ტაქსის მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის ნომინალური სიმძლავრე დაახლოებით 70 ცხენის ძალა, პიკური სიმძლავრე კი თითქმის 115 ცხენის ძალაა. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ძრავის ნომინალური სიმძლავრით მუშაობისას, 1500-კილოგრამიანი ავტომობილის მაქსიმალურმა სიჩქარემ 119 კმ/სთ-ს მიაღწიოს. ძრავისთვის საჭირო ენერგია ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკში გროვდება. მათი ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული დამუხტვით, 300 კილომეტრის (ეს მანძილი ელექტრომობილის მართვის სტილზეა დამოკიდებული) გავლა შეძლოს. გერმანული კომპანია ირწმუნება, რომ აკუმულატორების 80 პროცენტით დასამუხტად, დაახლოებით ერთი საათია საკმარისი.
![]() |
27 სოციალური გლობუსის დასაწყისი, მებრძოლი ტურისტებით და მოულოდნელი ნომინანტებით |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|კინო
სოციალური ქსელი
68-ე ოქროს გლობუსის ნომინანტები გამოვლინდნენ. ნომინირებულებში ბევრი მოულოდნელობაა, არის რამდენიმე ისეთი სურათი, რომელიც 2010 წლის საუკეთესო ფილმის წოდებას კი არა, ოქროს ჟოლოს უფრო იმსახურებს ყველაზე ცუდი ნამუშევრის ნომინაციაში.
წლის საუკეთესო დრამის ნომინაციაში სიურპრიზები არ ყოფილა. დარენ არონოფსკის „შავი გედი“ არაერთ კინოფესტივალზე რეჟისორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს, ფილმი ვენეციაში ოქროს ლომზე იყო ნომინირებული და ამერიკის კინოინსტიტუტის მთავარი ჯილდო მოიპოვა. ბალერინას ისტორია ოქროს გლობუსის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. კრისტოფერ ნოლანის „დასაწყისი“ 2010 წლის ყველაზე ორიგინალური ნამუშევარია, მაყურებელი სიზმრიდან სიზმარში მოგზაურობს, იქიდან კიდევ სიზმარში გადადის და საბოლოოდ ნოლანის ფანტაზიის ტყვე ხდება. „სოციალური ქსელი“ კრიტიკოსებმა გააღმერთეს, დევიდ ფინჩერის რეჟისურა დეკადის მშვენებად შერაცხეს და შესაბამისად მისი ფავორიტთა შორის მოხვედრა უცნაური ნამდვილად არ ყოფილა. მარკ ცუკერბერგი და facebook-ის სხვა დამაარსებლები არა მარტო გლობუსის, არამედ ოსკარის მოპოვების სერიოზული პრეტენდენტები არიან. ტომ ჰუპერის ბრიტანული პროექტი „მეფის სიტყვა“ მოგვითხრობს 40-იან წლებზე და მეფეზე, რომელსაც მეტყველების პრობლემები აქვს. მსახიობების ბრწყინვალე თამაშის წყალობით ფილმს კარგი შანსი აქვს არაერთი ჯილდო მოიპოვოს.
მეხუთე რჩეული დევიდ რასელის ფილმია უიღბლო მოკრივესა და მის ექსცენტრიულ ძმაზე. „მებრძოლის“ წარდგენა ცოტა გასაკვირია, მაშინ როდესაც დენი ბოილის „127 საათი“და მაიკლ ლიის „კიდევ ერთი წელი“ ნომინაციის გარეშე დარჩნენ, არადა ორივე ფილმს კარგი შეფასებები აქვს და ოსკარის პრეტენდენტებადაც მოიხსენიებენ.
დასაწყისი
ყველაზე დიდი მოულოდნელობა წლის საუკეთესო კომედია/მიუზიკლის ნომინაცია აღმოჩნდა. საუკეთესოს წოდებისთვის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „ბარლესკი“, „ბავშვები კარგად არიან', „R.E.D“ და „ტურისტი“ იბრძოლებენ. ტიმ ბარტონის „ალისა“ წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. რამდენადაც კომერციულად წარმატებული გამოდგა ფილმი, იმდენად ცუდი იყო ის მხატვრული კუთხით. ლუის კეროლის უკვდავი ნაწარმოების ამაზე ცუდ ეკრანიზაციას ძნელად თუ ნახავთ სადმე. ასევე ძალიან ცუდია „ბარლესკი“, სადაც მთავარ როლებს კრისტინა აგილერა და შერი ასრულებენ. ამ ფილმების ოქროს ჟოლოს ნომინაციაზე წარდგენა უფრო ნაკლებად გასაკვირი იქნებოდა ვიდრე ოქროს გლობუსზე. „ბავშვები კარგად არიან“ საინტერესო ფილმია, ორიგინალური სცენარით და მსახიობების ბრწყინვალე თამაშით, მაგრამ სურათი დრამაა და საუკეთესო კომედია/მიუზიკლის ნომინაციაში რატომ არის წარდგენილი, ძნელი სათქმელია. „R.E.D“ კარგი კომედია იყო, მეტწილად ჯონ მალკოვიჩის დამსახურებით, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა მეორეხარისხოვან როლზე ნომინაციას, ყოველ შემთხვევაში ენდრიუ გარფილზე („სოციალური ქსელი“) მეტად მაინც. „ტურისტის“ ნომინირება უფრო კომერციული სვლა არის, ვიდრე ფილმის მხატვრული ღირებულების დაფასება. ფილმი აშშ-ის კინოგაქირავებაში ჩავარდა და მისი ნომინირებით ჯოლი-დეპის დუეტის სანახავად შეიძლება ხალხი კინოში წავიდეს.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მოულოდნელობები არ ყოფილა. იქ, სადაც საუკეთესო ფილმის ნომინაცია „მებრძოლს“ მისცეს, გასაკვირი არ არის, რომ რეჟისურისთვის დევიდ რასელი წარადგინეს. მაიკლ ლიის, დენი ბოილსა და ძმებ კოენებს (ამათ ფილმს საერთოდ არც ერთი ნომინაცია არ მისცეს) კი „თავაზიანი უარი უთხრეს“.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მოულოდნელობები არ ყოფილა. იქ, სადაც საუკეთესო ფილმის ნომინაცია „მებრძოლს“ მისცეს, გასაკვირი არ არის, რომ რეჟისურისთვის დევიდ რასელი წარადგინეს. მაიკლ ლიის, დენი ბოილსა და ძმებ კოენებს (ამათ ფილმს საერთოდ არც ერთი ნომინაცია არ მისცეს) კი „თავაზიანი უარი უთხრეს“.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო დრამაში შესრულებული როლისათვის თინეიჯერების შედგენილ სიას ჰგავს. ჯესი ეიზენბერგი („სოციალური ქსელი“), ჯეიმს ფრანკო („127 საათი“), მარკ უოლბერგი („მებრძოლი“), რაიან გოსლინგი („ლურჯი ვალენტინი“) და კოლინ ფერტი („მეფის სიტყვა“) - ეს მსახიობები იბრძოლებენ საუკეთესოს წოდებისთვის. მადლობა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას, რომ ნომინანტთა შორის „ბინდის“ ვარსკვლავები რობერტ პატისონი და ტეილორ ლოტნერი არ არიან. წლის უდიდესი მოულოდნელობა იყო ხავიერ ბარდემის ნომინაციის გარეშე დატოვება. არადა ინიარიტუს ფილმში „მშვენიერი“ ბარდემი ბრწყინვალეა და კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდოც მიიღო.
უოლბერგსა და ეიზენბერგის სიაში ჩასმას კი აჯობებდა, რობერტ დიუვალი („უკანდახევა“) და ჯიმ ბროდბენტი („კიდევ ერთი წელი“) დაეფასებინათ. ლეონარდო დი კაპრიო ნომინაციის გარეშე დატოვეს, არადა მსახიობს შესანიშნავი პერიოდი ჰქონდა - ჯერ სკორსეზეს „შეშლილ კუნძულში“ ითამაშა, წელი კი „დასაწყისში“ მთავარი როლით დააგვირგვინა. ალბათ ლეოს მისი მეგობარი სკორსეზესავით გააწვალებენ, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მისცემენ ოსკარს როლისათვის, რომელშიც ნაკლებად იმსახურებს და კინოში მის ღვაწლს ამით დააფასებენ.
კომედიაში ან მიუზიკლში შესრულებული როლისთვის ნომინირებულ მსახიობებს სავარაუდოდ თავადაც გაუკვირდათ სიაში მოხვედრა. პოლ ჯიამატის („ბარნის ვერსია“) გარდა არც ერთი სხვა მამაკაცი მსახიობი არ იმსახურებდა ოქროს გლობუსზე „დასწრებას“. კევინ სპეისის დიდების წლები წარსულს ჩაბარდა და მისი პერსონაჟი „კაზინო ჯეკში“ არაფერ ახალსა და განსაკუთრებულს არ სთავაზობს მაყურებელს, ჯეიკ გილენჰაალი („სიყვარული და სხვა წამლები“) უბრალოდ სიის შესავსებადაა ჩასმული, ჯონი დეპი („ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „ტურისტი“) მერილ სტრიპის შემდეგ ყველაზე მეტად უყვართ გლობუსზე. მნიშვნელობა არ აქვს „ჯეკ ბეღურა“ რა ფილმში თამაშობს, მისი პერფორმანსი მომხიბვლელია თუ გულისამრევი, ამ ბიჭს მუდამ აქვს შანსი მოიგოს გლობუსი. წელს დეპი საერთოდ ორ ნომინაციაზე წარადგინეს.
სუსტი სქესის წარმომადგენლებთან საქმე შედარებით უკეთესადაა. დრამაში საუკეთესოდ თამაშისთვის ერთმანეთის კონკურენტები ნატალი პორტმანი („შავი გედი“), ნიკოლ კიდმანი („კურდღლის სორო“), ჯენიფერ ლოურენსი („ზამთრის მარაგი“), მიშელ უილიამსი („ლურჯი ვალენტინი“) და ჰოლი ბერი („ფრენკი და ელისი“) არიან. ტილდა სუინტონი („მე ვარ სიყვარული“) ნომინაციის გარეშე ცოტა უცნაური იყო, თუმცა სხვა ყველაფრის ფონზე ამაზე წუწუნი უხერხულია.
მიუზიკლსა ან კომედიაში ნომინირებული ქალბატონები მეტ-ნაკლებად საინტერესო სურათს ქმნიან. ანეტ ბენინგი და ჯულიანა მური ფილმში „ბავშვები კარგად არიან“ ნამდვილად იმსახურებდნენ ნომინაციას, ემა სტოუნიც („მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი“ მისაღები კანდიდატურაა. ენ ჰეტუეისაც არა უშავდა „სიყვარული და სხვა წამლებში“. ანჯელინა ჯოლი („ტურისტი“) კი სრულიად ზედმეტია სიაში. მის მაგივრად თავისუფლად შეეძლოთ რიზ უიზერსპუნის („რა იცი“) ნომინირება.
127 საათი
ნომინაციების მიხედვით „მეფის სიტყვა“ ლიდერობს. ბრიტანულ ფილმს 7 ჯილდოს მოპოვების საშუალება აქვს, 6-6 ოქროს გლობუსის დაუფლების შანსი აქვს „სოციალურ ქსელსა“ და „მებრძოლს“. „დასაწყისსა“ და „ბავშვები კარგად არიან“ 4 ნომინაცია აქვთ. დაჯილდოების ცერემონია 16 იანვარს გაიმართება და კარგი იქნება, თუ სიურპრიზები ნომინაციებით დასრულდება და ჯილდოებს მართლა ღირსეული კანდიდატები მიიღებენ.
მეფის სიტყვა
![]() |
28 T. Blues Mob თბილისში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|მუსიკა
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
16 დეკემბერს T. Blues Mob-მა მაგთი კლუბში გამართა სოლო კონცერტი, სადაც 12 ახალი სიმღერით წარდგა მსმენელის წინაშე. კონცერტი ორ საათს გაგრძელდა და ბლუზ ბენდმა ქართველი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. მაგთი კლუბი საღამოს რვა საათისთვის უკვე მთლიანად შევსებული იყო.
T. Blues Mob საქართველოში შეიძლება ბევრისთვის უცნობი იყოს, მაგრამ ამ ჯგუფის შემოქმედებას ევროპაში, განსაკუთრებით კი სკანდინავიაში კარგად იცნობენ. ბლუზ ბენდი 1998 წელს შეიქმნა კოკა ცქიტიშვილის თაოსნობით, რომელიც ბენდის ლიდერი, ვოკალი და ბასისტია, სიმღერებსაც T. Blues Mob-ისთვის სწორედ ის წერს. მათი მუსიკა სოულის, ჯაზის და ლათინოამერიკული რიტმის ელემენტებითაა გაჟღენთილი. ბენდის წევრები არიან: თამაზ თხინვალელი, რომა რცხილაძე და დავით მანიჟაშვილი.
დანია, გერმანია, შვედეთი, ბელგია, რუსეთი, ტაილანდი, ჰოლანდია, ფინეთი და ნორვეგია - ეს იმ ქვეყნების სიაა, სადაც T. Blues Mob-ს უკვე 400-მდე კონცერტი აქვს გამართული და ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ერთგული მსმენელის დიდი არმიაც ჰყავს. გარდა ამისა, ჯგუფის კონცერტები აქტიურად შუქდება ევროპული ელექტრონული თუ ბეჭდური მედიის მიერ.
T. Blues Mob-ს ცნობილ როკ, პოპ და ჯაზფესტივალებში აქვს მონაწილეობა მიღებული: Midtfyns (დანია), Notoden Blues Fest (ნორვეგია), Harley-Davidson Rock Fest (დანია), Lillehammer (ნორვეგია), Aalborg Blues & Jazz Fest (დანია) და მრავალი სხვა.
ბენდი არაერთხელ მდგარა სცენაზე ისეთ ბლუზმენებთან და როკ- მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან: ჯონი ვინტერი, ელვინ ლი, Omar & the Howlers, Magic Slim & the Teardrops, Blaze, დეივ ჰოლი, რობ ტოგნონი.
T. Blues Mob მოღვაწეობის გაგრძელებას საქართველოში აპირებს, დაგეგმილია ახალი ალბომის გამოცემა, რომელიც საქართველოში ჩაიწერება. მარტში ბენდს დაგეგმილი აქვს ტურნე საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუმცა საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც გეგმავს კონცერტის გამართვას, რათა საკუთარი შემოქმედება და ეს მიმდინარეობა სამშობლოშიც უფრო აქტუალური და პოპულარული გახადოს.
![]() |
29 პენ-მარათონელი მგზავრის წერილები… |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ლიტერატურა
„თუ ადამიანის ცხოვრება წიგნია, მისი საწყისი ფურცლები ზღაპრებით უნდა იწყებოდეს. ამბებით, სადაც, რაც არ უნდა მოხდეს, ბოლო მაინც კეთილია. ნაიას ბავშვობა ზღაპარს არ ჰგავდა. მისი სიუჟეტები უფრო კაფკიანური მოთხრობების ან აბსურდის თეატრის წარმოდგენისთვის გამოდგებოდა, მაგრამ მე მაინც მინდა ასე და იწყოს:
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ლოკოკინების მწყემსი ნაია...“
თეონა დოლენჯაშვილი „ლოკოკინების მწყემსი“
ყველა ფოტო: გურამ წიბახაშვილი
პენ-მარათონელი ავტორების ლიტერატურული ცხოვრებაც ზღაპარს ჰგავს. მათთანაც, ისევე როგორც ზღაპარში, მუზები, ფანტაზიები, ოცნებები და პერსონაჟთა ნაირსახეობები ბინადრობენ. მარათონის ისტორიაც ზღაპრების სიუჟეტების მსგავსად, უკვე 5 წელია, მეორდება. ერთი და იგივე შინაარსობრივი დატვირთვით, ერთი და იგივე მიზეზითა და მიზნით, თუმცა სხვადასხვა პერსონაჟებით, განსხვავებული ემოციებით და რაც მთავარია - კეთილი დასასრულით. „პენ-მარათონი უნიკალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსია, რომლის მონაწილეებმა ორიგინალური პროზაული ნაწარმოებები კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროში უნდა შექმნან. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მწერლის ნიჭი და მარათონელის გამძლეობა... და დაუოკებელი სწრაფვა გამარჯვებისაკენ...“ ასეთია ლიტერატურული კონკურსის, პენ-მარათონის დამაარსებელი გამომცემლობის - დიოგენეს - მიმართვა ყველა კონკურსანტისადმი.
2010 წლის 28 დეკემბერს, ახალი წლის სუფთა ფურცლის გადაშლამდე 2 დღით ადრე, 3 გამარჯვებული და 10 საუკეთესო მოთხრობის ავტორი გამოვლინდება. ეს მოხდება კვლავ საგურამოში, კვლავ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, სადაც ახალგაზრდა მწერლების ბედი უნდა გადაწყდეს.
დღე I
დილის 9 სთ და 30 წუთი... მონაწილეთა შორის ზოგი ერთმანეთს კარგად იცნობდა, ზოგიც ვინმესთან დამეგობრებას, აზრების გაზიარებასა და ამგვარად საკუთარი ემოციების განმუხტვას ცდილობდა. სხვა თუ არაფერი, კონკურსანტთა შორის იყვნენ ისეთი სტაჟიანი მწერლები და პენ-მარათონელები, როგორებიც არიან ზურაბ ლეჟავა, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო სოლომანაშვილი, გიგა ნასარიძე, ბესო ხვედელიძე და სხვ. ასე რომ, გარემო განსაკუთრებით მიმზიდველი ახალბედა მონაწილეებისთვის აღმოჩნდა. დანიშნულების ადგილზე 26 კონკურსანტი შეკრებილიყო... ამის შემდეგ კი იყო გზა საგურამოსაკენ, ილიას სახლ-მუზეუმი, პირველი ნახვითა და შთაბეჭდილებებით გამოწვეული ემოცია. ზუსტად დღის 12 სთ-ზე კი მონაწილეები ჟიურის მიერ შერჩეულ თემას („მგზავრის წერილები“) გაეცნენ და 30-საათიანი მწერლომანიაც დაიწყო…
დღე II
ასეთი დაქანცული სახეები თქვენ ჯერ არ გინახავთ. მწერლებს თითქოს მთელი ღამე სიუჟეტებთან, პერსონაჟებთან, მუზებთან ჭიდილში გაეტარებინოთ. მთელი ღამის ნამუსრალ-ნაცმაცუნები სამუშაო დარბაზებში იყო მიმოფანტული, ზოგს საკუთარ სამუშაო მერხზე ფურცლებჩახუტებულს ეძინა, ზოგიც ფანჯრის რაფაზე წამოწოლილიყო. არყის ბოთლსაც მოკრავდით თვალს, ზოგმა ალბათ თრობაში წერა ამჯობინა. ფინალში გასული რამდენიმე მწერალი გიტარის ჰანგებით ირთობდა თავს, ვიღაცებს წერა უკვე დაესრულებინათ და მარათონის დამთავრებას ელოდნენ.
ნინო ტეფნაძეც ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც წერა დაასრულა. ის წლევანდელი პენ-მარათონის ყველაზე პატარა მონაწილეა. ერთი წელიც არ არის რაც წერს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში შეძლო რამდენიმე კონკურსში მიეღო მონაწილეობა. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა 2009 წლის 15 საუკეთესო მოთხრობას შორის მოხვდა. 19 წლისაა და ფიქრობს, რომ მწერლობას საკუთარ თავზე სერიოზული მუშაობა და დიდი გამოცდილება სჭირდება, რომელსაც ასე, ლიტერატურულ კონკურსებზე იძენენ ხოლმე. საქართველოში გამოცხადებულ ყველა ლიტერატურულ კონკურსში არ იღებს მონაწილეობას, რადგანაც მიაჩნია, რომ მათი კრიტერიუმები ხშირად მის ჩანაფიქრებსა და მიმართულებას არ ემთხვევა. პენ-მარათონი მისთვისაც, როგორც მასში მონაწილე ბევრი კონკურსანტისთვის, ყველაზე მისაღები და თანამედროვეობაზე მორგებული კონკურსია, სადაც ყოველ წელს კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა ჟანრში, სხვადასხვა პირობებში, თავიანთი ლიტერატურული პოტენციალი გამოავლინონ - „როგორც წესი, მოთხრობებში ადამიანურ ამბებს ვყვები, ისტორიებს ეროტიკული ელფერით, რომელიც ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. როდესაც კონკურსზე შეკვეთილი თემა მოდის, ძნელია ის შენს სტილს მოარგო. ამიტომაც სწორედ ახლა, როდესაც საკონკურსო თემა „მგზავრის წერილებია“, ისეთი მოთხრობა დავწერე, როგორიც ჯერ არასდროს დამიწერია. დავივიწყე, რომ ილიას უკვე აქვს დაწერილი „მგზავრის წერილები“ და ვეცადე, ეს ჩემთვისაც ექსპერიმენტი ყოფილიყო“. პენ-მარათონი მისთვის თამაშია, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, Time Play-ს უწესებს, სადაც ყველაზე კარგად ვლინდება, ვინ არის ნიჭიერი და ვინ უბრალოდ ნიჭიერობს.
პენ-მარათონი ნიჭიერი მწერლებით ნამდვილად გამოირჩევა. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად (მონაწილეთა მინიმალური ზღვარი 16 წელია), აქ ყველა კონკურსანტი ერთ სიბრტყეზეა და მათი იდენტიფიკაცია ჟიურის არა სახელისა და გვარის, სტატუსის ან ასაკის მიხედვით შეუძლია, არამედ კოდური სიტყვების მეშვეობით, რომლის მფლობელთა ვინაობაც მხოლოდ გამარჯვებული მოთხრობების გამოვლენის შემდეგ მჟღავნდება.
ნიკუშა ანთაძემ 2005 წლის პენ-მარათონში, 16 წლის ასაკში პირველად მიიღო მონაწილეობა. წელს უფრო დიდი გამოცდილებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდა კონკურსს - „პენ-მარათონი საინტერესო და მიმზიდველია. ამდენი მწერლის ერთად შეკრება, ყოველთვის გამორჩეულ, შემოქმედებითად დატვირთულ და მხიარულ სიტუაციას ქმნის, ხოლო ის რეგლამენტი და ჩარჩოები, რომელსაც მარათონი მონაწილეებს უწესებს, მხოლოდ დამატებით სტიმულსა და სიმძაფრეს მატებს მას. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ინსპირაციისთვის ყველაფერია, იმისთვის, რომ მწერალმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. უფრო მეტიც, ყველა კუთხიდან გვიყურებდა ილია და ხანდახან თვალსაც გვიკრავდა. მთავარია, რომ არც წასვლისას და არც უკან დაბრუნებისას, წიწამურთან არანაირი უსიამოვნო ინციდენტი არ მომხდარა“.
პენ-მარათონი 2010, რომელიც მწერალმა, ყველაზე გამოცდილმა კონკურსანტმა ზურაბ ლეჟავამ ჭადრაკის ბლიცტურნირს შეადარა, დასრულდა. 26-ვე მონაწილემ თავისი სვლა გააკეთა, მათი ფიგურები კი ჭადრაკის დაფაზე 28 დეკემბერს დაიკავებენ სათანადო ადგილს
![]() |
30 პიცა გუშინ და დღეს |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი
პიცა დრომ მოიტანა. პიცა ჩვენი თანამედროვეა. თუმცა, პიცა გუშინდელი გამოგონება არ არის, მან თითქმის სამიათასწლიანი ევოლუცია განვლო იმისთვის, რომ ჩვენამდე დღევანდელი ფორმით მოეღწია. ამდენად, ეს ფორმა სრულყოფილი და ამავე დროს თავისუფალია.
პიცის საფუძველი გაბრტყელებული ცომია, რომელიც ყველთან და პომიდორთან (ან პომიდვრის სოუსთან) ერთად ღუმელში ცხვება. ბრტყელ პურს იტალიაში უხსოვარი დროიდან აცხობდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლიდან იტალიურ დამწერლობაში გაჩნდა სიტყვა pizziare ანუ დაჩხვლეტა. ერთ-ერთი ვარაუდით, პიცის სახელწოდება სწორედ დაჩხვლეტილი პურისგან წარმოდგება. მეორე ვარაუდით, პიცა იგივეა რაც პიტა - რაც ბერძნულად სქელსა და ბრტყელ პურს ან ღვეზელს ნიშნავს.
პომიდორი, შედარებით გვიანდელი დამატებაა. 1522 წელს იტალიაში სამხრეთ ამერიკული იმპორტი - პომიდორი გამოჩნდა. სანამ გაირკვეოდა, რომ ამ ახალი ხილის ნაყოფი და არა ფოთლებია საჭმელად ვარგისი, დიდი ხანი გავრცელებული იყო აზრი, რომ პომიდორი შხამიანია (სინამდვილეში პომიდვრის ფოთლებია მომწამვლელი). საბედნიეროდ, მეჩვიდმეტე საუკუნეში, იტალიელმა გლეხებმა ამ მცდარი წარმოდგენის უგულებელყოფით პურის ცომში პომიდვრის გარევა დაიწყეს. ამრიგად, პიცის პირველყოფილი ვერსიები სავარაუდოდ სწორედ ამ დროს, XVII საუკუნის შუა წლებში გაჩნდა.
პომიდვრის გავრცელებასთან ერთად მოცარელას ყველმაც თანდათან მოიკიდა ფეხი. იტალიაში მოცარელა იმის შემდეგ გაჩნდა, რაც მეშვიდე საუკუნეში ინდოეთიდან იტალიაში კამეჩი შემოიყვანეს. პირველი მოცარელა სწორედ კამეჩის რძიდან ამოიყვანეს და დღესაც ტრადიციულად ამ რძისგან მზადდება. მოცარელა დღეს ალბათ ყველაზე სახელოვანი ჭყინტი ყველია. გაუგებარია, რატომ არ გახდა იგი პოპულარული უფრო ადრე, თუმცა ფაქტია, რომ მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე ამ ყველს დიდი გასაქანი არ ჰქონია.
პომიდვრისა და ყველის პირველი შეჯვარება პიცაზე იტალიაში მოხდა. 1889 წელს ნეაპოლელმა მედუქნემ დონ რაფაელო ესპოსიტომ მასალა იტალიური დროშის ფერების შესაბამისად შეარჩია და პიცა წითელი პომიდვრით, თეთრი მოცარელათი და მწვანე რეჰანით გააწყო. ესპოსიტომ ამ პიცას მარგერიტა უწოდა - იტალიელი დედოფლის მარგერიტა ტერეზა ჯოვანის პატივსაცემად, რომელიც იმ დროს ნეაპოლს სტუმრობდა. ასე დაიბადა თანამედროვე პომიდვრიანი და ყველიანი პიცის პირველი ვერსია - პიცა მარგერიტა.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იტალიელმა იმიგრანტებმა პიცა ამერიკაში გაიტანეს. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ნიუ იორკის იტალიურ საცხობებში პურთან ერთად პიცებსაც აცხობენ. ჯენარო ლომბარდიმ პირველი ამერიკული პიცერია 1905 წელს სპრინგ სტრიტზე გახსნა, ნიუ იორკის ერთ- ერთ კოლორიტულ უბანში - „პატარა იტალიაში“. ამერიკაში დაიწყო პიცის სხვადასხვა საკმაზით, ე.წ. თოფინგებით გამდიდრება. დღეს საკმაზების მრავალფეროვნება უსასრულოა. პიცა იწყობა ნებისმიერი ბოსტნეულით, ძეხვეულით ან თევზეულით, ხილითაც კი. ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიცა ჰავაური პიცაა, რომელსაც ანანასისა და ლორის ნაჭრებით აწყობენ.
საბჭოთა საქართველოში რატომღაც ითვლებოდა, რომ პიცა ძეხვით გაწყობილი ომლეტია. მგონი ასეთ „პიცებს“ ძველი კინოსტუდიის გვერდზე მდებარე კაფეში ამზადებდნენ და ომლეტის მცხობელიცა და კლიენტიც ერთნაირად დარწმუნებული იყო, რომ პიცასთან ჰქონდა საქმე. სინამდვილეში, საქართველოში პირველი პიცერია რაინერ კაუფმანმა თბილისში 1999 წელს ბარნოვის 32-ში გახსნა და პიცერიის სახელწოდება საკუთარ სახელს დაუკავშირა: „რაინერის პიცერია და ლუდის ბარი“. ამერიკული პიცერია შედარებით გვიან, ათი წლის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ამერიკელმა ემიგრანტებმა - ერიკ და ემი ბინდერებმა 2009 წელს, გამსახურდიას 36-ში „რონის პიცერია“ გახსნეს. ეს ამერიკული პიცერია სქელი ცომის, ე.წ. „ჩიკაგოს პიცას“ აცხობს.
![]() |
31 ჩინური ატრია ბოსტნეულით |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე
4 ულუფა
მასალა:
1 კოლოფი ჩინური ატრია
შერეული ბოსტნეული (სტაფილო, ხახვი, ბულგარული წიწაკა, ბრიუსელური კომბოსტო, ისპანახის ფოთლები, პრასის ფოთლები და ქამა სოკო) თითოეული სახეობა 100 გრ.
100 გრ. სოიოს სოუსი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
3 კბილი ნიორი
მარილი
პილპილი
ჯამში 15 ლარი
მომზადების წესი:
ქვაბით წამოადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ატრია და 3 წუთში გადაწურეთ (ცივი წყალი არ დაასხათ).
ამასობაში კარგად გააცხელეთ ღრმა ტაფა (უმჯობესია ვოკი), მოასხით ზეითუნის ზეთი და ცოტაოდენი სოიოს სოუსი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ ატრია და კარგად გადაურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან 2 წუთში და მოათავსეთ ღრმა თეფშზე.
დაჭერით ბოსტნეული მოგრძო, წვრილ ნაჭრებად, ქამა სოკო - ოთხად. ცხელ ტაფას ისევ დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი, სოიოს სოუსი და წვრილად დაჭრილი ნიორი. კარგად გაცხელებულ ტაფაში ჩაყარეთ ბოსტნეული და ურიეთ 3 წუთის განმავლობაში.
მოთუშული ბოსტნეული დააყარეთ გამზადებულ ატრიას. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).