The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №19


ტაბულა №19


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჯაფარიძე ზურა, თავხელიძე მიშა, ბატაშვილი დავით, მაჭავარიანი ლექსო, კეკელიძე გიორგი, სულელი უცხოელი, ოდილავაძე ზურაბ, ბაქრაძე ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 19 ივლისი 2010 მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, თეონა ტურაშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, ნინო ჯანჯღავა, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე/არტ-რედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/ © 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი:99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge გარეკანი: ფოტო - REUTERS ©



1 საფოსტო ყუთი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სამართლიანობის ხაფანგი

ციტატა ზურაბ ჯაფარიძის სტატიიდან - „რით განსხვავდება საზოგადოებრივი სახინკლე საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან“, რომელიც გამოქვეყნდა „ტაბულას” წინა ნომერში:

გამოდის, რომ ბევრმა მოქალაქემ საკუთარი გადასახადით უნდა დააფინანსოს ისეთი გადაცემა, რომელსაც რამდენიმე ადამიანი უყურებს. მაგალითად, რამდენიმე ასეულმა ათასმა უნდა გადაიხადოს გადასახადი იმისათვის, რომ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა უყუროს გოგი გვახარიას „წითელ ზონას“. სამართლიანია ასეთი მიდგომა? ალბათ, ნაკლებად“.

საქმე ისაა, რომ გადაცემები, რომლებსაც უყურებს ყველა, არ არსებობს. საიდან იწყება სამართლიანობის ათვლა? 76 %25 დააკმაყოფილებს ბატონ ზურაბს? ან იქნებ 37 %25-ზე იქნება ყაბულს? მაგრამ რეალურად ესეც უშველებელი რეიტინგია... ისეთი, როგორიც სინამდვილეში იშვიათად ხორციელდება და ძალიან ხანმოკლე დროით.

ამგვარად თუ მივუდგებით საკითხს, გამოვა, რომ ტელევიზიით მხოლოდ ამავე ჟურნალში სასტიკად გაკრიტიკებული „მოდელირებული“ ახალი ამბები უნდა გადიოდეს.

მაგრამ ესეც არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ დემოკრატიის პროცესი გარდაუვლად უკავშირდება შეზღუდვებსა და იძულებას. მაგალითად, ავტორის „მიდგომას“ რომ გავყვეთ, უნდა ვიკითხოთ: რატომ უნდა დავიცვათ მოსახლეობის 3 ან 2 პროცენტის უფლებები, თუ დანარჩენისთვის მათი მსოფლმხედველობა მხოლოდ ერესია?

ამ შეკითხვაში ყველა შენიშნავს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას. მაშ, რატომ არ უნდა შევნიშნოთ ასეთივე დარღვევა ავტორის მიერ დასმულ კითხვაში?

არსებობს ფაქიზი ზღვარი, სადაც „წმინდათაწმინდა“ ბაზარიც უნდა დამორჩილდეს დემოკრატიულ ღირებულებათა უზენაეს ნებას.

ნოდარ ლადარია

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საქართველოს მიმართ პოლონეთის მთავრობის პოლიტიკა არ შეიცვლება”.

  • პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი. 13 ივლისი.

0x01 graphic

ეჭვგარეშეა, რომ ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებზე კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები მოიპოვებენ და კონტროლიც მათ ხელში გადავა”.

  • თეთრი სახლის პრესმდივანი რობერტ გიბსი. 12 ივლისი.

0x01 graphic

სადაც არ უნდა იყვნენ ნეონაცისტები, მათ სძულთ თანამედროვე ხელოვნება”.

  • ანდრეი იეროფეიევი, ტრეტიაკოვის გალერეის ყოფილი კურატორი, რომელიც მოსკოვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო რელიგიური შუღლის გაღვივებაში და 150 000 რუბლის ჯარიმა დააკისრა. 12 ივლისი.

წარმოგიდგენიათ? სტუმრების თვალწინ შემოვდივარ, ვიღებ ფულს და მივდივარ? უაზრო ცილისწამებაა”.

  • საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 13 ივლისი.

0x01 graphic

არ აგერიოთ პუშკინი პუტინში”.

  • ფილოსოფოსი ანდრე გლუკსმანი. 11 ივლისი.

3 კვირა

▲ზევით დაბრუნება


10 ივლისი

  • შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა ეროვნული გვარდიის უფროსმა, ზურაბ არსოშვილმა დაიკავა. თანამდებობა გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც ყოფილი გუბერნატორი, ლადო ვარძელაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გახდა.

11 ივლისი

0x01 graphic

  • ათასობით მუსლიმის დახოცვის მეთხუთმეტე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალს სრებრენიცაში ათიათასობით ადამიანი დაესწრო. სხვა სტუმრებთან ერთად, ბოსნიაში ჩავიდნენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და თურქეთის პრემიერ - მინისტრი რეჯეპ ტაიპერდოღანი.

0x01 graphic

  • კუბის რევოლუციის ლიდერი, ფიდელ კასტრო, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ისევ გამოჩნდა. სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კასტრომ აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული ომის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

12 ივლისი

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

  • შვეიცარიის იუსტიციის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა რეჟისორ რომან პოლანსკის აშშ-ში ექსტრადიციის მოთხოვნა. პოლანსკის ადანაშაულებენ 13 წლის გოგონასთან სქესობრივ კავშირში 1977 წელს.

  • მოლდოვეთის პრეზიდენტის განკარგულება - საბჭოთა ოკუპაციის დღის დაწესებასთან დაკავშირებით - ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. პრეზიდენტ მიხაი გუმპოს განკარგულება საკონსტიტუციო სასამართლოში მოლდოვეთის კომუნისტურმა პარტიამ გაასაჩივრა.

  • ევროკავშირი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად საქართველოს 43.5 მილიონ ევროს გამოუყოფს. შესაბამისი ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის რუსთავში გაფორმდა.

  • პირველმა კავკასიურმა პარიზის სასამართლოში საქმე წააგო. არხის წარმომადგენლის, მერაბ ღლონტის განცხადებით, გათიშვის შემდეგ ეუტელ სატმა მაუწყებლობა შესთავაზა სხვათა ნამგზავრზე, რომლის სიგნალიც რუსულენოვან რეგიონებზე არ ვრცელდებოდა. ღლონტი ფიქრობს, რომ ეუტელსატმა ქართულ არხს მაუწყებლობა რუსეთის ზეწოლით შეუწყვიტა.

0x01 graphic

  • უკრაინამ და ნატომ შავი ზღვის რეგიონში სამხედრო წვრთნები - „Sea Breeze 2010” - დაიწყეს. წვრთნა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მანევრებს მოიცავს და 12 ქვეყნის წარმომადგენელი 3 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობას ითვალისწინებს.

0x01 graphic

  • ჩეხეთის სამი მემერჯვენე-ცენტრისტული პარტია, რომლებმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დააგროვეს, ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. ახალმა პრემიერმა, პიოტრ ნეჩასმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის მთავარ მიზანია კანონის უზენაესობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

13 ივლისი

  • გაუჩინარებული ირანელი მეცნიერი, შაჰრამ ამირი, მოულოდნელად გამოჩნდა, ვაშინგტონში პაკისტანის საელჩოს მიაკითხა და ირანში რეპატრიაცია ითხოვა. ამირის თქმით, იგი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. შეერთებული შტატების განცხადებით, ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ირანელი მეცნიერი, შაჰრამ ამირი, საკუთარი ნებით იმყოფება შეერთებულ შტატებში და, თუ მოისურვებს, ამ ქვეყნიდან გამგზავრებაც შეუძლია.

0x01 graphic

  • საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ყირიმში ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრისას ისაუბრეს ორმხრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. გამოითქვა კმაყოფილება, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი ღრმავდება და ეს პროცესი ვრცელდება არა მარტო პირველ პირებზე, არამედ საზოგადოებრივ ჯგუფებზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობასა და ბიზნესწრეებზე.

  • საფრანგეთის პარლამენტი საჯარო ადგილებში ჩადრის ტარების აკრძალვას მიემხრო. აკრძალვის მომხრეები ამტკიცებენ, რომ თავსაბურავი, რომელიც სახეს ფარავს, საფრანგეთის სეკულარულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება და უსაფრთხოების მუქარას შეიცავს.

0x01 graphic

14 ივლისი

  • ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, პიტერ სემნები, სოხუმში იმყოფებოდა. სემნები სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, სერგეი ბაღაფშსა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას შეხვდა. ბაღაფშის განცხადებით, აფხაზეთი ევროკავშირისგან არ ითხოვს აღიარებას. სემნების თქმით, აფხაზეთის მიმართ ევროკავშირის უმთავრესი პრიორიტეტია „აღიარების გარეშე ჩართულობის” პოლიტიკის განხორციელება.

15 ივლისი

0x01 graphic

  • არგენტინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ქვეყნის პრეზიდენტი, კრისტინა ფერნანდესი, კანონს მხარს უჭერს. პარლამენტში კენჭისყრა მრავალათასიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მანიფესტანტები ერთსქესიანი წყვილების ქორწინების დაკანონებას ეწინააღმდეგებოდნენ.

  • რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა, ფრანგული „მისტრალის” ნაცვლად, შესაძლოა, კორეული „დოკდო” შეიძინოს. გაზეთ კომერსანტში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის პრეზიდენტმა, რომან ტროცენკომ, რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვს გაუგზავნა წერილი, რომლითაც სამხრეთკორეული წარმოების ანალოგიური ხომალდის შეძენას სთავაზობს.

  • ლატვიის სეიმში ფრაქცია „სამოქალაქო კავშირი” გამოდის ინიციატივით, რომ საბჭოთა და ფაშისტური ოკუპაციის უარყოფა კანონით ისჯებოდეს. მსგავსი კანონი უკვე მიიღეს ლიტვაში, ესტონეთსა და პოლონეთში.

16 ივლისი

  • საქართველოში უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ტიგიპკო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურსა და ფინანსთა მინისტრს, კახა ბაინდურაშვილს შეხვდა. პრემიერთან შეხვედრისას, განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.

  • აშშ-ს სენატმა დაამტკიცა ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული ფინანსური რეგულაციების პაკეტი. ობამას თქმით, რეფორმა მსოფლიო ეკონომიკას 2008 წლის მსგავსი კრიზისისგან დაიცავს. კანონპროექტი თვეების განმავლობაში ცხარე დებატების საგანი იყო. სენატმა ის 69 ხმით დაამტკიცა, 39-ის წინააღმდეგ.

ყველა ფოტო: REUTERS ©

4 პრეზიდენტი, ფოტოგრაფი და მდიდარი ქალი

▲ზევით დაბრუნება


არენა

0x01 graphic

სარკოზის კაბინეტი კორუფციულ სკანდალში გაეხვა

ბეტანკურის საქმე, ვიდრე იგი პოლიტიკურ სკანდალში გადაიზრდებოდა, ერთი უბრალო ფრანგული ამბავი იყო. მოგეხსენებათ, ამბებს „ფრანგულად” სამი კომპონენტი აქცევს - ავანტიურა, იდუმალება, სიყვარული. ამ სამს თუ გემოვნებით შევაზავებთ ფულთან, ძალაუფლებასთან, ხელოვნებასთან და პოლიტიკასთან, მივიღებთ საოცარ კოქტეილს, რომელსაც სიამოვნებით დააჭაშნიკებს ყველა - ლამაზი ამბების მოყვარულებით დაწყებული, მედროვე კარიერისტებით დასრულებული. წვეულებას, რა თქმა უნდა, არც ჟურნალისტები დააკლდებიან.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ სამმოქმედებიან პიესას უნგრული წარმომავლობის ორ მამაკაცზე, რომლებმაც ფრანგული ელიტური საზოგადოების ციტადელი დაიპყრეს.

პირველი მათგანი ფრანსუა-მარი ბანიეა, რენოს ქარხანაში დასაქმებული ემიგრანტის შვილი, რომელმაც სკოლა ადრეულ ასაკშივე მიატოვა და ხელოვნებაში თავით გადაეშვა. რა აღარ სცადა - ფოტოგრაფობა, მწერლობა, მსახიობობა, მხატვრობა. განსაკუთრებული ნიჭის პატრონს ვერ ვუწოდებთ, ყოველ შემთხვევაში, ხელოვნების დარგებში. აი, რაც შეეხება ურთიერთობის ხელოვნებას... მდიდრული სასტუმროების ფოიეში გაბმული ნაცნობობის წყალობით, ბანიე პარიზულ ბომონდს ისე ბუნებრივად შეერწყა, თითქოს მთელი ბავშვობა მამის შოლტის ქვეშ კი არა, ამ კარჩაკეტილ საზოგადოებაში გაეტარებინოს. მეგობრობდა პიკასოსთან, დალისთან, მიტერანთან, ივ სენ ლორანთან, ლუი არაგონთან, ფრანსუაზა საგანთან, პიერ კარდენთან. ახლო ურთიერთობა აქვს ჯონი დეპთან და კეიტ მოსთან. ბანიე მსოფლიოს ათასი უმდიდრესი ადამიანის ნუსხაში 917-ე ადგილს იკავებს. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ გზა მწვერვალისკენ მდიდარი ქალბატონების ბუდუარების გავლით გაიკაფა.

0x01 graphic

ლილიან ბეტანკური და მისი ქალიშვილი ფრანსუაზა

მეორე გმირი, არც მეტი არც ნაკლები, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გახლავთ. არც სარკოზის ჰქონია იოლი ბავშვობა. მამა, არისტოკრატი მექალთანე, პატარა ნიკოლას უცხოური გვარის, საშუალო ტანისა და ცუდი ნიშნების გამო, ფრანგულ საზოგადოებაში წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებდა. თუმცა, პროგნოზი არ გამართლდა. უკვე 20 წლის ასაკში, პირველი საჯარო გამოსვლისას, სარკოზი გალური პარტიის ლიდერებმა შენიშნეს. ამ შემთხვევამ მისი კარიერა განსაზღვრა.

რა აქვთ საერთო ამ ორ კაცს? დღეს ისინი წარმატებული ურთიერთობებისა და კავშირების ჩახლართული ქსელის სხვადასხვა მხარეს დგანან. მაგრამ ურთიერთობა, რომელიც ორივესთვის მაღალი საზოგადოებისკენ მიმავალ ბილეთად გამოდგა, შესაძლოა, ბალასტად იქცეს; ერთის საპრეზიდენტო სკამს დაემუქროს და მეორის - გაჭირვებით შეკოწიწებულ ქონებას.

ბეტანკურის საქმის ისტორია

ცნობილმა ფრანგმა ბიზნესმენმა, ეჟენ შულერმა, მეოცე საუკუნის დასაწყისში კოსმეტიკის მწარმოებელი პატარა ფირმა დააარსა. 1930 წელს ფირმას L'Oreal-ი უწოდეს. ამჟამად მსოფლიოში ცნობილი ბრენდი მემკვიდრეობით ერგო ეჟენის ქალიშვილს, ლილიანს. აი, ამბის მესამე, საკვანძო ფიგურა.

ლილიანი მამის ერთგული მეგობარი და დასაყრდენი იყო კოსმეტიკურ ბიზნესში. 28 წლისა იგი ცოლად გაჰყვა ანდრე ბეტანკურს. ანდრე ცნობილი და წარმატებული ფრანგი პოლიტიკოსი გახლდათ. ცოლ-ქმარმა ხუთი ათეული წელი გაატარა ერთად. მათ ერთადერთი შვილი ეყოლათ - ფრანსუაზა.

2004-2007 წლებში ლილიან ბეტანკურის ქონება 22-24 მილიარდ დოლარად შეაფასეს, თუმცა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა იგი „გააღარიბა” და მხოლოდ 17 მილიარდი ევროს ამარა დატოვა. ჟანრის კანონია, რომ ლილიანისა და ფრანსუა-მარი ბანიეს გზები უნდა გადაიკვეთოს. ასეც მოხდა. 1987 წლიდან მოყოლებული, მდიდარი ქალბატონი არც ისე მდიდარ ხელოვანს მფარველობს.

ბეტანკური 2007 წელს დაქვრივდა. ამასობაში ფრანსუაზაც წამოიზარდა. ხმებმა, რომ დედის მემკვიდრეობა შეიძლება ბანიეს ერგოს, ხოლო იგი „ნასუფრალს” უნდა დასჯერდეს, ოლიგარქის ერთადერთი ქალიშვილის რისხვა გამოიწვია. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2009 წლის ბოლოს ფრანსუაზამ საქვეყნოდ განაცხადა, ოცწლიანი ნაცნობობის განმავლობაში ბანიემ დედაჩემს ერთი მილიარდი ევრო დასცინცლა ხელოვნების ნიმუშებში, ბინებში და ისე, უბრალოდო. თან ისიც თქვა, დედაჩემი სრულ ჭკუაზე აღარ არისო, ბანიეს თაღლითი უწოდა და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ოჯახური დრამიდან კრიმინალამდე

ოჯახურ დრამაში პოლიტიკური მოქმედება 3 კვირის წინ შემოვიდა. მემკვიდრეობის მეწილის სამხილებლად, ფრანსუაზამ პოლიციასა და პრესას ერთდროულად გადასცა დედამისის ყოფილი მსახურის მიერ ფარულად წარმოებული ჩანაწერები.

თუმცა, ამ სკანდალურ მასალებს მხოლოდ ბანიესთვის არ მიუყენებია დარტყმა. ჩანაწერებში ფინანსური მრჩევლები და იურისტები მდიდარი ქალბატონის საქმეებს განიხილავენ. მჟღავნდება, რომ ლილიან ბეტანკური თავს არიდებდა გადასახადებს, შვეიცარიასა და სეიშელის კონსულებზე რეგისტრირებულ ბანკებში გახსნილი ჰქონდა არადეკლარირებული ანგარიშები, სადაც, ჯამში, 100 მილიონ ევროზე მეტი ინახება. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მოემზადეთ, ამბის კულმინაციას მივადექით - ირკვევა, რომ სარკოზის მთავრობაში იმ დროს ბიუჯეტის საქმეთა, ამჟამად შრომის მინისტრმა ერიკ ვერტმა, რომელიც ურჩ გადამხდელთა წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებდა, საკუთარი ცოლის დასაქმება სთხოვა ქალბატონი ბეტანკურის მრჩევლებს. მართლაც, ფლორენს ვერტი ქალბატონი ბეტანკურის ინვესტიციებს მართავდა. მოგეხსენებათ, ლამაზი თვალებისთვის სამსახურს არავინ გაგიწევთ. სანაცვლოდ, იცავდა თუ არა ვერტი ლილიან ბეტანკურს ფინანსური გამოძიებისაგან, საგაზეთო განხილვების მთავარ საკითხად იქცა.

თითქოს ეს არ კმაროდა, ბრალდებებს ბეტანკურის ყოფილი ბუღალტერის, კლერ ტიბუს განცხადებაც დაერთო. 5 ივლისს ტიბუმ ინტერნეტგამოცემა მედიაპარტს უთხრა, 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლილიან ბეტანკურმა ერიკ ვერტს საიდუმლო ვითარებაში 150 ათასი ევრო გადასცაო. სამინისტროს ხელმძღვანელობის პარალელურად, ერიკ ვერტი მმართველი პარტიის - კავშირი სახალხო მოძრაობისთვის (UMP) - ხაზინადარიც გახლდათ. ნახსენები შეწირულობის რაოდენობა კი დიდად აღემატებოდა კანონით დაშვებულ ზღვარს. კლერ ტიბუ იმასაც ამტკიცებდა, პრეზიდენტი სარკოზი, როდესაც იგი ნოი-სურ-სენის მერი იყო, ცოლ-ქმარი ბეტანკურებისგან კონვერტებით ღებულობდა შემოწირულობებსო. თუმცა, მოგვიანებით, პოლიციაში დაკითხვისას, ტიბუმ ეს ბრალდება უარყო.

ფრანსუაზას ერთმა ჩანაწერმა საფრანგეთის პროკურატურას სამი საქმე უსახსოვრა გამოსაძიებლად: ერთი იკვლევს წინასაარჩევნო კამპანიის არალეგალური დაფინანსების საკითხს, მეორე - ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ეპიზოდს, მესამე კი, ფარული ჩანაწერების გავრცელების პარალელურად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტს.

11 ივლისს საფრანგეთის გენერალურმა ფინანსურმა ინსპექციამ ერიკ ვერტს ეჭვმიტანილის სტატუსი მოუხსნა. „ბიუჯეტის საქმეთა მინისტრობისას, ვერტი არ ერეოდა საკითხებში, რომლებიც რაიმე ფორმით ეხებოდა ქალბატონი ბეტანკურის საწარმოს შემოწმებას,” - ნათქვამია ფინანსური ინსპექციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პროკურატურა განაგრძობს გამოძიებას ვერტის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდძალი შემოწირულობის მიღების გარშემო. მინისტრმა, ცრუ ბრალდებისგან დაცვის მოთხოვნით, სასამართლოს რამდენიმე დღით ადრე უკვე მიმართა.

0x01 graphic

შრომის მინისტრი ერიკ ვერტი
ფოტო: REUTERS ©

სკანდალის პოლიტიკური შედეგები

2007 წელს ქვეყანამ ახალი ტიპის ლიდერს დაუჭირა მხარი. სარკოზი არ იყო ძველი საფრანგეთი, ძველი ელიტა, ძველი ფული. სხვა მემარჯვენე-ცენტრისტი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, იგი არ შეუმჩნევიათ კორუფციის გზით კარიერის აწყობაში. სარკოზი საფრანგეთს გარდატეხას დაჰპირდა. მას ქვეყანა მოქნილ და სტაბილურად განვითარებად ეკონომიკამდე უნდა მიეყვანა.

ნაცვლად ამისა, სარკოზის გაპრეზიდენტებიდან 3 წლის თავზე, საფრანგეთმა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, „ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა და სკანდალებით დამძიმებული მინისტრთა კაბინეტი მიიღო. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ზედა ჩამონათვალში პირველი ორი მოვლენა საფრანგეთის მთავრობის პოლიტიკის არაეფექტურობას პირდაპირ არ უკავშირდება. მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა სიძლიერით მხოლოდ მეორე ევროპული ეკონომიკის მხრებზე არ გადაიარა. სხვა წამყვანი ქვეყნებიც დაასუსტა.

საზოგადოების ფართო წრეებში არაპოპულარული რეფორმების გატარების აუცილებლობაც დადგა. საპენსიო რეფორმის მოლოდინში, ჯერ კიდევ მარტის რეგიონალურ არჩევნებში, საფრანგეთის მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა მმართველ პარტიას. ქვეყნის 22 რეგიონიდან 21-ში მემარცხენეებმა იმარჯვეს.

ამ მარცხმა ვერ მოთოკა სარკოზის გეგმები საპენსიო ზღვარის 60-დან 62 წლამდე აწევასთან დაკავშირებით. გასულ კვირას მთავრობას პარლამენტისთვის აღნიშნული რეფორმის პაკეტის წარდგენა L'Oreal-ის სკანდალის ფონზე მოუწია. მაშინ, როცა საპენსიო რეფორმის ფლაგმანს, შრომის მინისტრ ერიკ ვერტს უკანასკნელი სამი კვირა თავისმართლება უწევს.

ციტადელი ინგრევა. 4 ივლისს სარკოზიმ თანამდებობა დაატოვებინა ორ მინისტრს, რომლებიც საჯარო თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ამხილეს: ერთმა 12 ათასი ევროს ღირებულების კუბური სიგარები სახელმწიფო ბიუჯეტს მიაწერა, მეორემ კი, ჰაიტის მსხვერპლთა დასახმარებლად გამართულ კონფერენციაზე გასაფრენად, 116 ათასი ევროს ღირებულების კერძო თვითმფრინავი დაიქირავა.

შედეგი? რამდენიმე დღის წინ TNS Sofres-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 26%25 ენდობა ქვეყნის პრეზიდენტს. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2012 წელს საფრანგეთმა პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. მოახერხებს თუ არა სარკოზი ფრანსუაზას რისხვით გამოწვეული პოლიტიკური კატაკლიზმის გადატანას და ხალხის ნდობის დაბრუნებას, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. საერთოდ, ფრანგული კინო, ამერიკულისგან განსხვავებით, ყოველთვის „ჰეფი ენდით” არ სრულდება.

5 ლავროვის ქარაგმა ეთნიკური შუღლის გაღვივების შესახებ საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

ვლადიმირ სოკორი
ჯეიმსტაუნის ფონდი. 10 ივლისი, 2010

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, საქართველოში რეჟიმის შეცვლის შესწორებული და განახლებული სტრატეგიის კონტურები მოხაზა. ტელეკომპანია „მირისთვის” 8 ივლისს მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა დაუშვა შუღლის გაღვივების შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრებ სომეხ და აზერბაიჯანელ ეთნიკურ უმცირესობათა შორის.

ლავროვმა მოუწოდა საქართველოს, „აღადგინოს ნორმალური ურთიერთობები იმ რეგიონში მცხოვრებ ოსებსა და აფხაზებთან და, ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან - სომხებთან, აზერბაიჯანელებთან და სხვებთან”. იგი ადანაშაულებს საქართველოს „ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების საკმაოდ სერიოზულ დარღვევებში” და უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპის საბჭო ამას უგულებელყოფს, ან ხმას არ იღებს ამ დარღვევების შესახებ (იტარ-ტასი, 8 ივლისი).

ამრიგად, ლავროვი პირველი რუსი მაღალჩინოსანია, რომელმაც ღიად მიუთითა, რომ მოსკოვს შეუძლია, გააღვივოს შუღლი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა შორის. მოიხსენია რა საქართველოს ხელისუფლება როგორც არალეგიტიმური, ლავროვმა გაფრთხილება ეთნიკური დაძაბულობის შესახებ აშკარად მოაქცია საქართველოში რეჟიმის შეცვლის რუსული სტრატეგიის კონტექსტში. ამ გზავნილის შემტყობინებლად ლავროვის გამოყენებას ორმაგი დატვირთვა აქვს - ლავროვი წარმოშობით, ნაწილობრივ, თბილისელი სომხების ოჯახიდან არის. მედიასაშუალებაც საგანგებოდ იყო შერჩეული - ტელეკომპანია „მირი” დსთ-ს ქვეყნებში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში მაუწყებლობს.

ამ განცხადებით ჩანს, რომ თბილისში პრორუსული პოლიტიკოსების დამარცხების შემდეგ მოსკოვი საქართველოს რეგიონებში დესტაბილიზაციის ინსტრუმენტებს ეძებს. 30 მაისს ქვეყანაში ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა ხელისუფლებას ხალხის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუტანა, სახელმწიფოსადმი ლოიალურად განწყობილი ოპოზიციური ჯგუფები და კონსტიტუცია სისტემაში მოაქცია და რუსული პოლიტიკის პროტეჟეების მარგინალობას გაუსვა ხაზი.

მოსკოვი ამას საჯაროდ ვერ აღიარებს. ლავროვი ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ „სააკაშვილის რეჟიმი საქართველოს ხალხს არ წარმოადგენს, ეს ანომალიაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებას არ უშვია, იგი გარედან შემოიტანეს” (ეს იყო დარტყმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტიდან სამი დღის შემდეგ).

და მაინც, აშკარაა, რომ იმედგაცრუებულმა მოსკოვმა შეუჩერა ან შეუწყვიტა მხარდაჭერა თავის ქართველ პოლიტიკურ პროტეჟეებს. როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძე, პრაქტიკულად, გავიდა პოლიტიკიდან; ზურაბ ნოღაიდელმა 7 ივლისს განაცხადა, რომ მისი გუნდი წყვეტს მოლაპარაკებებს მოსკოვთან, თითქოსდა იმიტომ, რომ ნახოს, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიალოგის უპირობოდ დაწყებას (იტარ-ტასი, 7 ივლისი).

ბოლო პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, ეს მოსკოვის მესამე წარუმატებელი მცდელობაა საქართველოში პრორუსული პოლიტიკური ბანაკის შექმნისა. 1990-იანი წლების ბოლოს КГБ-ს მემკვიდრე ქსელმა (პერსონიფიცირებული იგორ გიორგაძის სახით), მომდევნო წლებში რადიკალური ფრთის ქუჩის აქციების მონაწილეებმა და, ბოლოს, 2008 წლის ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ გადაბირებულმა პოლიტიკური ისტებლიშმენტის ფიგურებმა ერთიმეორის მიყოლებით განიცადეს წარუმატებლობა, რადგან არ ჰქონდათ სერიოზული მხარდაჭერა ქართველებისგან. სწორედ ამის გამო მოსკოვმა გადაწყვიტა, ახლა მოკავშირეები საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში ეძებოს.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, რუსეთის ხელისუფლება აქამდე არ ცდილობდა საქართველოში ეთნიკური დაძაბულობის სისტემატურად პროვოცირებას. სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი), როგორც წესი, ხმებს ძირითადად ხელისუფლებას აძლევენ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში. ამრიგად, რუსეთის სახელით, ლავროვმა ადრიანად გაკეთა სასტარტო გასროლა საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით, ანუ იმ ვადისთვის, რომელიც რუსეთმა ხელახლა დააწესა საქართველოში რეჟიმის შესაცვლელად.

სიტუაცია უმცირესობებთან დაკავშირებით არ არის უპრობლემო - არსებობს უკმაყოფილება უმცირესობებისთვის ქართული ენის არასათანადო სწავლების (და არა ასიმილაციის), ანდა ზოგიერთი სომხური ეკლესიის მრევლისა და შენობის სტატუსის გამო. თუმცა, არ მოიძებნება არც ერთი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაადასტურებდა ლავროვის ბრალდებებს საქართველოში „ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის” შესახებ. ამ სფეროში მოსკოვის მოულოდნელი ჩარევა, სავარაუდოდ, გამიზნულია ეთნიკურ უმცირესობათა საკითხის პოლიტიზებისა და მათ შორის შუღლის გაღვივებისთვის (იტარ-ტასი, 8 ივლისი).

თუ მოსკოვი ასეთ პოლიტიკას გაატარებს, დესტაბილიზაცია შეიძლება მთელ რეგიონს მოედოს და ზეგავლენა იქონიოს სომხეთსა და აზერბაიჯანზე. უკვე მრავალი წელია, რაც ერევანი და ბაქო ხელს უწყობენ საქართველოში სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში სტაბილურობის შენარჩუნებას.

აზერბაიჯანისთვის სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს სტაბილური საქართველო, პროდასავლური მთავრობით. ოფიციალური ბაქო, ისევე, როგორც აზერბაიჯანის მუსლიმური იერარქია, მოუწოდებს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, დარჩნენ ლოიალურ მოქალაქეებად. აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ფორმით სოციალურ დახმარებასაც უწევს აზერბაიჯანულ სოფლებს საქართველოში.

თავის მხრივ, სომხეთს სჭირდება გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი სტაბილური და საიმედო გზა, საქართველოს გავლით. სომხეთის ექსპორტ-იმპორტის უდიდესი ნაწილი საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით მოძრაობს. სომხეთის ყველა მთავრობა თავს იკავებს საქართველოში მცხოვრები სომხების რეალური თუ ხელოვნური უკმაყოფილების წახალისებისგან. ამ უკმაყოფილებაზე საუბრობენ მხოლოდ ნაციონალისტური წრეები ერევანში. სომხეთის მთავრობები კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ინარჩუნებენ საქართველოსთან, მიუხედავად რუსეთის მტრული დამოკიდებულებისა ჩვენი ქვეყნისადმი და უარისა, ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებასთან. მაგრამ თუ მოსკოვი ჩაერია ჯავახეთში მცხოვრები სომხების საკითხებში, სომხეთის მთავრობა, შესაძლოა, ნაციონალური წნეხის ქვეშ მოექცეს და მოსკოვს აჰყვეს.

ამრიგად, ლავროვის გაფრთხილება გამოწვევაა არა მარტო თბილისისთვის, არამედ ერევნისა და ბაქოსთვისაც. თუ მოსკოვი დაიწყებს ეთნიკური შუღლის გაღვივებას საქართველოში, ეს იქნება უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის ექსპორტი, ვიდრე აქამდე გაუკეთებია სამხრეთ კავკასიაში.

6 დიდი სტუმრიანობა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

გასულ კვირას საქართველოს ეწვივნენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი და ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერი ჟან ასელბორნი. მანამდე თბილისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სტუმრობდა. უფრო ადრე კი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ შპინდელეგერი.

0x01 graphic

კეტრინ ეშტონი

საგარეო ფრონტზე თითქმის წელიწადნახევრიანი სიმშვიდე ივნისში, საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ოფიციალური მიწვევით დაირღვა. შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს იუბილეზე ესტუმრა. შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ყირიმში. შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკომ, რომელსაც ბოლო დროს კრემლთან ურთიერთობები დაეძაბა, თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლისაგან.

0x01 graphic

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სიკორსკი და მისი ქართველი კოლეგა ვაშაძე

წინა კვირის ევროპული ვიზიტების ტალღა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ცხოვრების გამოცოცხლების ლოგიკური გაგრძელებაა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი, საქართველოს 14 ივლისს ეწვია და სადღესასწაულო ვახშამზე პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად აღნიშნა ბასტილიის დაცემის დღე. მომდევნო დილით კი ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ისაუზმა. განსხვავებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნისგან, რომელიც მაისის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, კუშნერმა საუზმეზე რადიკალური პრორუსული ძალების წარმომადგენლებსაც უმასპინძლა. ნინო ბურჯანაძისა და პეტრე მამრაძის გარდა, შეხვედრაზე ირაკლი ალასანია და თინა ხიდაშელიც იმყოფებოდნენ. ბოლო არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - საუზმეზე არ მიუწვევიათ.

პრორუსულ ძალებთან საუზმიდან „ევროპის სახლში” დებატებზე მისულმა კუშნერმა განაცხადა, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა რუსეთთან პირდაპირი დიალოგიაო. კითხვას, თუ რა ბაზისზე უნდა აიგოს დიალოგი მაშინ, როცა რუსეთი საქართველოს ე.წ. ახალ რეალობასთან - აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობასთან - შეგუებას სთხოვს, მინისტრმა პირდაპირი პასუხი არ გასცა.

სამაგიეროდ, დებატების მიმდინარეობისას ძალზე გულუბრყვილოდ თქვა: „მესმის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ თქვენთვის ამის გაკეთება ძნელია, თუმცა ეს აუცილებელია. ქართველები რუსებს უნდა ესაუბრონ, თუნდაც იმიტომ, რომ რუსები მიხვდნენ და დატოვონ საქართველოს ტერიტორია. თქვენ უნდა ესაუბროთ თქვენს დიდ მეზობელს, რადგან ისინი თქვენი მეგობრები და ჩვენი პარტნიორები არიან”. დიალოგის დაწყებაში კი ქვეყანას ევროკავშირის დახმარება აღუთქვა.

მეტიც, მან რუსეთთან ურთიერთობათა გადატვირთვის წარმატებულ მაგალითად პოლონეთ-რუსეთის დამთბარი ურთიერთობები მოიტანა. „თქვენ იცით, რომ რუსეთსა და პოლონეთს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, რომელიც ისტორიიდანაც მომდინარეობდა. იქ იყო კატინის ტრაგედია და სხვა მსგავსი მაგალითები. თუმცა, მას შემდეგ, რაც სმოლენსკში ავიაკატასტროფა მოხდა და პოლონეთის ხელისუფლების წევრები დაიღუპნენ, რუსეთსა და პოლონეთს შორის კონსოლიდაცია მოხდა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ტრაგედია გაიზიარა”, - განაცხადა მან. ამ მაგალითის არაკორექტულობა არავის აღუნიშნავს, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ, კუშნერს მიანიშნა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის პარალელის გავლება არასწორია, ვინაიდან პოლონეთი - საქართველოსგან განსხვავებით - ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოა.

კუშნერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი კვლავ ჯიუტად ითხოვს რუსეთისგან აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმების პირობების შესრულებას და ქართველებს მოთმინებისკენ მოუწოდა. ასეთი კონფლიქტების მოგვარებას 2 წელზე მეტი დრო სჭირდებაო - განაცხადა რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ორასწლიანი დაპირისპირების შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან გაიხსენა, რომ ევროპული ქვეყნები საუკუნეების განმავლობაში ეომებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

კუშნერი, პრეზიდენტ სარკოზისთან ერთად, აქტიური შუამავალი იყო 2008 წლის აგვისტოს 6-პუნქტიანი ხელშეკრულების გაფორმებისას. მოგვიანებით, 10 ოქტომბერს, იგი საქართველოში რუსული ჯარების გაყვანის პროცესის შესამოწმებლადაც ჩამოვიდა და აღნიშნა, რომ რუსული მხარე შეთანხმებას მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებდა. 26 აგვისტოს „France 2”-თან სატელევიზიო ინტერვიუში კუშნერმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რუკა აჩვენა, მიანიშნა ქალაქ ახალგორზე და განაცხადა: „ამ ღამით რუსული ჯარები შედიან იქ, ქართველებს იძულებით დევნიან საზღვრებს გარეთ, ეს ეთნიკური წმენდაა”.

თუმცა, ტერმინ „ოკუპაციასთან” დაკავშირებით, კუშნერმა აღნიშნა: მისი გამოყენება პრობლემა არაა, მაგრამ პალესტინის შემთხვევაში, ამ ტერმინის გამოყენებით კონფლიქტი არ მოგვარებულაო. მისი თქმით, საჭიროა სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროცესის - დიალოგის დაწყება.

0x01 graphic

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ბერნარ კუშნერი

კუშნერისგან განსხვავებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ, რომელიც თბილისს 12 ივლისს ეწვია, აღნიშნა, რომ პოლონელები უკვე იყენებენ ტერმინ „ოკუპაციას” საქართველოში რუსეთის ქმედებათა აღწერისას. „გარკვეული ხანია, რაც ამ სიტყვას ვიყენებთ და ეს არ შეიცვლება”, - განაცხადა მან. ასევე, კუშნერისგან განსხვავებით და კლინტონის მსგავსად, სიკორსკი მხოლოდ ბოლო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს - ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძეს შეხვდა

სიკორსკის ვიზიტს დამატებით მნიშვნელობას სძენდა ის, რომ პოლონეთში პოლიტიკური კლიმატი შეიცვალა. საქართველოს ერთგული მოკავშირის, ლეხ კაჩინსკის, ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდა ბრონისლავ კომოროვსკი - იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მომხრეა. სიკორსკიმ საქართველოში დაადასტურა, რომ პოლონეთი, მიუხედავად შეცვლილი შიდა პოლიტიკური ვითარებისა, პრიორიტეტებს არ ცვლის. ისინი კვლავ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ხელს შეუწყობენ მას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაში. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოლონელები რუსეთზე ზეწოლისთვის დიპლომატიურ საშუალებებს გამოიყენებენ, რათა მან შეასრულოს აგვისტოს ომის დროს დადებული ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

0x01 graphic

ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერი
ჟან ასელბორნ

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებაზეც, რომელიც მომავალში დაიდება.

სწორედ ამ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყების ცერემონიისათვის ჩამოვიდა 15 ივლისს საქართველოში კეტრინ ეშტონი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ეს შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას” ჩაანაცვლებს და საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს.

ყველა ფოტო: REUTERS ©

7 ახალი შეთავაზება - ნეიტრალური დოკუმენტები

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს, იზოლაციის ნაცვლად, ჩართულობის პოლიტიკას სთავაზობს. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი „ნეიტრალური პირადობის მოწმობისა“ და „სამოგზაურო დოკუმენტის“ შეთავაზებაა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის მიერ 3 ივლისს დამტკიცებულ „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში“. სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ორი ტიპის „ნეიტრალურ დოკუმენტს“ შეიმუშავებს, რაც ხელმისაწვდომს გახდის სოციალურ მომსახურებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის, ასევე გაუმარტივებს თავისუფალ გადაადგილებას. სიტყვა „ნეიტრალური” ამ შემთხვევაში ნიშნავს „ნეიტრალურს მოქალაქეობის მიმართ”. გეგმის თანახმად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემა-მიღება მხოლოდ პრაქტიკული მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ასეთი პრაქტიკული მიზნები კი, სამოქმედო გეგმის თანახმად, არის ის, რომ: აღნიშნული მოწმობა მიმღებ პირს უფლებამოსილს ხდის, მოითხოვოს ყველა ის სოციალური შეღავათი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქისათვის; ასევე აწარმოოს სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობა, დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში, მიიღოს გრანტები და შეღავათიანი კრედიტები და ასე შემდეგ. ამ საბუთის საფუძველზე კი შესაძლებელი იქნება „სამოგზაურო დო კუ მენ ტის” აღე ბა, რომელიც სა შუ ა ლე ბას მის ცემს მის მიმ ღებ პირს კანონიერად იმოგზაუროს მთელ მსოფლიოში. ასევე ისარგებლოს საქართველოს მოქალაქეების მიმართ არსებული და მომავალში მოსალოდნელი შეღავათიანი სავიზო რეჟიმებით.

საინტერესოა, რომ აფხაზური მხარე საქართველოს ხელისუფლების წინაშე მუდმივად სვამდა აფხაზური პასპორტებისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭების საკითხს, რუსული პასპორტების აღებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარტშიც, როცა თბილისსა და სოხუმს ცნობილი „ბოდენის გეგმის” ავტორი დიტერ ბოდენი ესტუმრა, სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას ეს მოთხოვნაც „დააბარეს” თბილისში.

თბილისი დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს იზოლაციიდან გამოსვლის მსოფლიოში აპრობირებულ მექანიზმს სთავაზობს. სრული ანალოგიით არა, თუმცა მოქალაქეობისადმი ნეიტრალური მიდგომის მექანიზმი გამოყენებულია ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. მაგალითად, ესტონეთში 1996 წლიდან არსებობს ე.წ. ნაცრისფერი ანუ „არამოქალაქის” პასპორტები, რომლითაც ესტონეთში მუდმივად მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთის მთავრობა ბოლო წლებში „არამოქალაქის პასპორტის” მფლობელებს უკვე თავადაც ურჩევს, გააკეთონ არჩევანი ან ესტონეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ დააკმაყოფილონ შესაბამისი პირობები (მათ შორის, ჩააბარონ ესტონური ენის ტესტი) - ან რუსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ. რუსულენოვანი მოსახლეობა კვლავ არ ჩქარობს რუსული პასპორტების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას. ევროკავშირის წევრი ქვეყნის „არამოქალაქის” პასპორტი მათი უმრავლესობისთვის აშკარად უფრო მისაღებია, ვიდრე მათ ენაზე მოსაუბრე რუსეთისა. საინტერესოა, რომ მსგავსი, მოქალაქეობისადმი ნეიტრალური დოკუმენტები, გამოიყენება პალესტინაში, ავტონომიის მოსახლეობის მიმართ - სამგზავრო დოკუმენტის სახით. ეს გამოცდილება ქართულ „ნეიტრალურ პირადობის მოწმობასა” და სამოგზაურო დოკუმენტთან კიდევ უფრო ახლოსაა თავისი შინაარსით, აძლევს რა პალესტინის ავტონომიის მცხოვრებლებს ცივილიზებულ სამყაროში მოგზაურობისა და იზოლაციონიზმისგან გათავისუფლების ლეგალურ უფლებას. მსგავსი მიდგომები ქვეყნის ტერიტორიაზე, ავტონომიის მკვიდრს (მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს და არ იღებს ქვეყნის მოქალაქეობას), აძლევს საშუალებას ამ ქვეყანასთან სოციალური, კულტურული, ეკონომიკური კავშირების დამყარებისა, ცივილიზებულ მსოფლიოსთან თანაზიარობისა, რაც კარჩაკეტილი, შეზღუდული აზროვნებისგან თავის დაღწევის, დასავლურ ღირებულებათა გაცნობისა და გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

სამოქმედო გეგმის თანახმად, „ნეიტრალური მოწმობებისა” და სამოგზაურო დოკუმენტების აღება ოკუპირებული ტერიტორიის მკვიდრთ შეეძლებათ მხოლოდ ოკუპაციის მიღმა არსებულ საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა განაცხადისა და შესაბამისი საბუთების წარდგენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტითაც. თავად მოწმობები იქნება ბიომეტრიული, რამაც ისინი გაყალბებისგან უნდა დაიცვას. ამასთან, ეს დოკუმენტები აფხაზეთის მოსახლეობისთვის იქნება სამ ენაზე - ინგლისურად, ქართულად და აფხაზურად (ანუ ერთ საერთაშორისო და ორ სახელმწიფო ენაზე), სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის კი ორ - ინგლისურ და ქართულ - ენაზე. მოწმობაში პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი ჩაიწერება.

0x01 graphic

ამ დოკუმენტების შეთავაზების ფაქტის კომენტირებისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად განმარტავენ, რომ მოწმობა თავისუფალია პოლიტიკური ქვეტექსტისაგან. ამბობენ იმასაც, რომ ამ მოწმობათა სანაცვლოდ, ხელისუფლება არ ითხოვს რუსული პასპორტების ჩაბარებას, რომელთა გაცემაც ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობისთვის, საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით, ისედაც უკანონოა.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების მმართველ ხელისუფლებათა ოფიციალურ და ღია პოზიციას, კოკოითის წარმომადგენელმა უკვე თქვა, რომ მსგავსი გეგმებისგან ხილვას საერთოდ არ აპირებს და მაშინ, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე რუსული პასპორტები აქვს, ასეთი შეთავაზება აზრს კარგავს. აფხაზეთის ლიდერმა კი საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯერ კი დევ სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, 2 თებერვალს განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ამ თემაზე საუბარს და, პასუხად, ენგურზე საზღვარს გააძლიერებენ. სამოქმედო გეგმის გამოქვეყნების შემდეგ კი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯილიამ განაცხადა, რომ საქართველოსთან უსარგებლო მოლაპარაკებებში ჩართვას აფხაზეთი არ აპირებს. თუმცა, აქვე მაინც დაასახელა მოლაპარაკებათა დაწყების წინაპირობა - კვლავ თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა.

8 რატომ არ არის მიშა ლიბერტარიანელი

▲ზევით დაბრუნება


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

ყველა პოლიტიკური თეორია, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ ადამიანთა უმეტესობა უცოდინარია. თავისუფლებისთვის მებრძოლნი იმით განსხვავდებიან სხვებისგან, რომ უცოდინრებს მიაკუთვნებენ როგორც საკუთარ თავს, ისე ყველაზე ჭკვიანებს.
ფრიდრიხ ოგიუსტ ჰაიეკი

ალბათ მიხვდით, რატომ გადავწყვიტე ამ სვეტის დაწერა. ყოველი შემთხვევისთვის მაინც დავაკონკრეტებ: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ლიბერტარიანელია, მაგრამ... სწორედ ეს „მაგრამ” არის ის, რაც მაძლევს წინადადების დასაწყისში გამოთქმულ მოსაზრებაში დაეჭვების საფუძველს.

დაწერა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ დარწმუნებული ვარ, ასე მხოლოდ პრეზიდენტი არ ფიქრობს. იგივე რწმენა - საკუთარი ლიბერტარიანელობისა - აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების ბევრ სხვა წევრს აქვს. ლიბერტარიანელობა, თავისუფალი ბაზრის რწმენა, ზოგადად თავისუფლების იდეის „განდიდება” კარგ ტონად ითვლებოდა გარკვეულ წრეებში რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დაიწყო. დღეს ამ პროცესისგან მხოლოდ ინერციაღა დარჩა, ხოლო ლიბერტარიანული იდეებისგან - მხოლოდ ილუზია.

ლიბერტარიანიზმის უამრავი გაგება არსებობს, თუმცა მათ განსხვავებებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. დაახლოებით რომელი ტიპის ლიბერტარიანელად მიიჩნევს პრეზიდენტი თავს, ადვილი მისახვედრია, თუ გადავხედავთ მისი ერთ-ერთი საპარლამენტო გამოსვლის ტექსტს, რომელშიც, თავისუფლების აქტის წარდგენისას, რამდენიმე ლიბერტარიანელ მოაზროვნეს იხსენებს, კერძოდ კი: ჰაიეკს, როთბარდს და ფრიდმანს. ამ ადამიანთა შეხედულებებიც განსხვავდებოდა რიგ საკითხებში, მაგრამ ერთი რამ ცალსახად შეიძლება ითქვას სამივეზე - ისინი არ იყვნენ ე.წ. მემარცხენე ლიბერტარიანიზმის არც ერთი ფორმის მიმდევრები. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრეზიდენტს, სულ ცოტა, სჯერა კერძო საკუთრების, ინდივიდუალური და ეკონომიკური თავისუფლების.

„სჯერა” არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი, უბრალოდ, პოზიტიურად უყურებს ამ ფასეულობებს; მას სწამს, რომ სწორედ ამ ფასეულობებზე - და მხოლოდ ამ ფასეულობებზე - დაყრდნობით, შეიძლება აშენდეს თავისუფალი, მდიდარი და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება. მაგრამ სწამს კი?

საეჭვოა.

პრეზიდენტს სჯერა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა განვითარდეს და რეგიონებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, მაგრამ... მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ენდობა ამ პროცესს და ნიშნავს საკუთარ გუბერნატორებს, რათა გაზარდოს აღმშენებლობის პროცესის ეფექტურობა.

პრეზიდენტს სჯერა, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ... მაგრამ სრული თავისუფლება მაინც საშიშია, ამიტომ უნდა არსებობდეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, სადაც რამდენიმე ჩინოვნიკი გადაწყვეტს, ვინ უნდა მიიღოს მაუწყებლის ლიცენზია და ვინ - არა.

პრეზიდენტს სჯერა, რომ გადასახადები უნდა იყოს ცოტა და დაბალი, მაგრამ... მაგრამ რა ვქნათ, რომ ხარჯვა სასიამოვნოა? სხვისი ფულის ხარჯვა კი - ათმაგად სასიამოვნო. ამიტომ ჯერ ქონების გადასახადსა და აქციზს ვათავისუფლებთ არმიღებული თავისუფლების აქტის დამთრგუნველი პირობებისგან (განაკვეთის მომატება მხოლოდ რეფერენდუმის წესით), ხოლო შემდეგ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადების განაკვეთების კლებას გადავავადებთ 2013 წლამდე.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

პრეზიდენტს სჯერა, რომ მთავრობა უნდა იყოს პატარა, რადგან არც ერთი მთავრობის ნდობა არ შეიძლება,მაგრამ... მაგრამ რა ვქნათ, რომ გვჭირდება ახალი სამინისტროები? რა ვქნათ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ჩვეულებრივ ნორმად იქცა? რა ვქნათ, რომ რთულია გაზულუქებული ბიუროკრატების სახელმწიფო უზრუნველყოფის შეწყვეტა?

პრეზიდენტს სჯერა, რომ იაფი და ხარისხიანი განათლება ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციით მიიღწევა, მაგრამ... მაგრამ რა მოვუხერხოთ 80.000 მასწავლებელს, რომლებსაც ჩვენი გადასახადებით ვუხდით ხელფასს? მერე რა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ახერხებს ელემენტარული ცოდნის გადაცემას მოსწავლეებისთვის? გამოსავალი ერთია - ცენტრალური დაგეგმარება.

პრეზიდენტს სჯერა თავისუფალი არჩევანის აუცილებლობის, მაგრამ... მაგრამ თავისუფალმა ბაზარმა ვერ მოიტანა „ხელმისაწვდომი” ჯანდაცვა ყველასთვის. ამიტომ ნებისმიერი მოქალაქე იქ უნდა დაეზღვიოს და იქ უნდა იმკურნალოს, სადაც სახელმწიფო ეტყვის.

პრეზიდენტს სჯერა, რომ კონკურენტული პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ... რა ქნან ოპოზიციურმა პარტიებმა, თუ მათ არ შესწევთ უნარი, მოიპოვონ დაფინანსება? გადაშენდებიან. ეს კი სირცხვილია (რას იტყვის დასავლეთი?). ამიტომ უნდა გამოვართვათ მოსახლეობას ფული და დავურიგოთ გამორჩეულ დემაგოგებს, რათა მათი სახეები დიდხანს შემორჩეს ეროვნულ მეხსიერებას.

პრეზიდენტს სჯერა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს, რომელ ვალუტას გამოიყენებს სავაჭრო ოპერაციებში, მაგრამ... მაგრამ ასე ხომ შეიძლება დავკარგოთ ლარი, ერის სიამაყე, ქართული იდენტობის ნაწილი? თანაც, ხომ შეიძლება დაგვჭირდეს ფულის ბეჭდვა? მერე რა, რომ ამ გზით ყველა მოქალაქე ზარალდება? ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ეროვნული ბანკი და დავამყაროთ საყოველთაო „ლარიზაცია”.

პრეზიდენტს სჯერა, რომ ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ... მაგრამ თუ ბიზნესი ახერხებს დიდი მოცულობით ფულის აკუმულირებას, ხომ შეიძლება ის საშიში გახდეს? რა ვიცით, რაში გამოიყენებს თავისუფალ ფულს ბოროტი კაპიტალისტი? ამიტომ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დროს, საგადასახადო უნდა შევიდეს ტოტალიზატორებში და დათვალოს დაგროვებული ფულის ოდენობა.

პრეზიდენტს სჯერა, რომ...

ალბათ, დიდხანს შევძლებ ასე გაგრძელებას. თუმცა, დასკვნა ერთია - სინამდვილეში პრეზიდენტს სჯერა, რომ ის და/ ან მისი გარემოცვა, უფრო გონიერნი არიან, ვიდრე თავისუფალი ბაზარი; სჯერა, რომ პატარ-პატარა „კორექტირებანი” აუცილებელია ეფექტური წინსვლისთვის; სჯერა, რომ ეკონომიკის ცენტრალური მართვა აუცილებელია.

სოციალისტებსაც იგივე სჯეროდათ და სჯერათ. განსხვავება მხოლოდ „მართვის” დოზაშია. მაგრამ... როგორც პრეზიდენტის მიერ ხსენებული ჰაიეკი წერდა, ეს გზა ყოველთვის „ბატონ-ყმობისკენ” მიდის.

ამიტომ არ არის პრეზიდენტი ლიბერტარიანელი

9 საგადასახადო შეღავათები

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ბევრი ქვეყანა საგადასახადო სტიმულებს იყენებს შიდა მრეწველობის წახალისებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდავად.

შიდა მრეწველობის წახალისების მიზნით, საქართველო სექტორულ შეღავათებს აწესებს. შეღავათების მხარდამჭერები ამბობენ, რომ მართალია, მოკლევადიან პერიოდში ბიუჯეტი კარგავს გარკვეული ტიპის შემოსავლებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში - მას შემდეგ, რაც ეს სფეროები განვითარდება და შეღავათები მოიხსნება - ბიუჯეტში გადასახადების სახით უფრო მეტი თანხა შევა.

საგადასახადო შეღავათები ხშირად ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური (ზოგ შემთხვევაში, პოპულისტური) მოტივითაა განპირობებული.

თავისუფალ უნივერსიტეტში 18 ივნისს გამართულ საჯარო პრეზენტაციაზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა თქვა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში, მთავრობამ საგადასახადო შემოსავლების ალტერნატიული წყაროების მოზიდვის მიზნით, გადასახადის წნეხის გათანაბრება გადაწყვიტა: რადგან ეკონომიკური თავისუფლების აქტი ახალი გადასახადის შემოღებას ან გადასახადის განაკვეთის გაზრდას კრძალავს, ამიტომ შეირჩა გადასახადები, რომლებზეც თავისუფლების აქტი არ ვრცელდება, და სფეროები, რომლებსაც გადასახადების ბაზა არ მოიცავს. მათ შორისაა განათლება და ჯანდაცვა.

საჯარო დისკუსიების შემდეგ მთავრობამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. თუმცა, რისკები, რომლებითაც მთავრობა ამ გადაწყვეტილებას ამართლებდა, კვლავაც რჩება. საქართველოს საბიუჯეტო დეფიციტი 6%25-ია, რაც ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ ნიშნულზე ორჯერ მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანი საგარეო ვალი 8.8 მილიარდი აშშ დოლარია ანუ მშპ-ს 80%25, რაც ეკონომიკური თავისუფლების აქტით დადგენილს აღემატება 1.5-ჯერ. აქედან 2.9 მილიარდი დოლარი, მთლიანი ვალის მესამედზე ცოტა მეტი, სამთავრობო სექტორის ვალია. ერთ სულ მოსახლეზე ვალი 2000 დოლარია. დღეს სახელმწიფო ვალის მომსახურებას სახელმწიფო შემოსავლების 4%25 ხმარდება; 2013 წლისთვის საქართველოს თავის ვალებში სამნახევარჯერ მეტის გადახდა მოუწევს.

0x01 graphic

საშინაო ვალი იზრდება სახაზინო ვალდებულებათა გამოშვებით: ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს რეფინანსირების სესხებს, შემდეგ კი კომერციული ბანკები სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან. შედეგად, იზრდება ფულის მასა და ინფლაცია. წელს ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%25-ია, რაც შარშანდელს 1%25-ით აღემატება. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო ვალდებულებათა გამოშვებით მისაღები საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 100 მილიონ ლარს.

ამდენად, სულ მცირე ორი მიზეზი მაინც არსებობს, ვიფიქროთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ზარალდება ყველა.

პირველი, სექტორული საგადასახადო შეღავათების გამო ბიუჯეტს აკლდება შემოსავლები; მთავრობა ვერ ფარავს ვალდებულებებს და, შესაბამისად, უწევს საშინაო და საგარეო ვალის აღება.

და მეორე, რადგან ზოგიერთი სფერო სარგებლობს შეღავათებით, სხვა კი არა, რთულდება ყველა გადასახადის შემცირება. სექტორული შეღავათების გამო - ანუ თუ ვიღაც არ იხდის გადასახადს და მის მაგივრად სხვა იხდის უფრო მეტს - საგადასახადო წნეხი არათანაბრად ნაწილდება. ახალი საგადასახადო კოდექსით, მაგალითად, მცირე ბიზნესი თავისუფლდება გადასახადებისგან. მეორე მხრივ, საგადასახადო წნეხის გათანაბრების მიზნით, ქონებისა და აქციზის გადასახადი, რომელზეც ეკონომიკური თავისუფლების აქტი არ ვრცელდება, გაზრდილია.

არსებობს მოსაზრება, რომ საგადასახადო შეღავათები დასაშვებია მაშინ, როცა ინვესტიციები აუცილებელია და მათი მოზიდვა სხვანაირად შეუძლებელია.

ამის მაგალითია თავისუფალი ეკონომიკური ზონა (თეზ): საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მქონე ორგანიზაციებისთვის, რომელთაც საქართველოში არსებულ წყაროსთან შეხება არ აქვთ, ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური აქტივობა თეზ-ში თავისუფალია გადასახადებისაგან.

თეზ-ი ძირითადად გათვლილია კომპანიებისთვის, რომლებიც სხვაგვარად არ მოვიდოდნენ საქართველოში, რადგან აქაური ბაზარი არ აინტერესებთ: პროდუქციას აწარმოებენ მსოფლიოს ერთ ბოლოში და ყიდიან მეორეში. საქართველო, ამ მხრივ, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხელსაყრელი ადგილია.

საქართველოს ეკონომიკა ამ კომპანიების მოზიდვით მნიშვნელოვან ხეირს ნახულობს: მაგალითად, მსხვილი ფაბრიკის ამუშავება გაზრდის არა მხოლოდ ინვესტიციის მოცულობას, არამედ დასაქმებასაც. განვითარდება ის მომიჯნავე ბიზნესები, რომლებიც ფაბრიკას მიაწვდიან ნედლეულს და მოახდენენ მზა პროდუქტის დისტრიბუციას. ეკონომიკური აქტივობის მატება გაზრდის ქვეყნის მოქალაქეთა მხარჯველობით პოტენციალს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის მოთხოვნას ახალ საქონელსა და მომსახურებაზე. თუ თეზში წარმოებული პროდუქტი საქართველოში იყიდება, მაშინ მწარმოებელი მოგების გადასახადს იხდის. გარდა ამისა, უცხოურმა ინვესტიციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, განვითარებასა და გავრცელებას.

თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისას - მათ შორის, ისეთი ინვესტორებისა, რომელთაც ადგილობრივი ბაზარიც აინტერესებთ და მზად არიან, მოგების გადასახადი იხადონ - პრობლემა საგადასახადო განაკვეთები კი არა, მათი ადმინისტრირების ბუნდოვანი და ორაზროვანი წესებია. ამ პირობებში ინვესტორების დაჯარიმება ადვილია.

მაგალითად შეიძლება გამოდგეს ახალი საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლება, როცა ამბობს, რომ საგადასახადო კონტროლის პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს პირის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა. ახალ კოდექსში ისევ არ არის გაწერილი, რა შემთხვევაში და რა ვადით შეიძლება საწარმოს დალუქვა მის შესამოწმებლად.

ყველა რომ თანაბრად იბეგრებოდეს, მაშინ საგადასახადო განაკვეთის შემცირებაც გამარტივდებოდა: ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მეტი იქნებოდა, მეტი თანხა კი შესაძლებელს გახდიდა გადასახადების ან დეფიციტის შემცირებას, ან თუნდაც ვალის გასტუმრებას. შესაბამისად, წნეხი შემცირდებოდა ყველა გადამხდელზე.

სწორედ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდავად იგეგმებოდა საშემოსავლო გადასახადის შემცირება 20%25-დან 18%25-მდე და დივიდენდების - რომლებიც ახლა 5%25-ით იბეგრება - გათავისუფლება გადასახადისაგან. თუმცა, ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ამ ცვლილებებს 2013 წლამდე არ უნდა ველოდოთ

10 უფასო ყველი

▲ზევით დაბრუნება


მიშა თავხელიძე|სვეტი

0x01 graphic

ეკონომიკის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის არსი, შეიძლება გამოიხატოს ერთი წინადადებით: „ხალხის ქცევას განაპირობებს სტიმულები”. დანარჩენი კომენტარია, - ასე იწყებს თავის წიგნს სათაურით - „სავარძლის ეკონომისტი” - ამერიკელი სტივენ ლანდსბურგი. ამ წიგნში ის განიხილავს სხვადასხვა მოულოდნელ ეფექტს, რომელიც მოჰყვება, ერთი შეხედვით, გონივრულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. წიგნის პირველ თავს ჰქვია „როგორ შეიძლება უსაფრთხოების ღვედი იყოს მომაკვდინებელი”.

რაც თქვენ, ალბათ, უკვე იფიქრეთ, სწორია: უსაფრთხოების ღვედების გამოყენების კანონის ძალით იძულებამ 60-იანი წლების ამერიკაში გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობის მატება. რატომ? იმიტომ, რომ ავტოავარიის შემთხვევაში, სხეულის სერიოზული დაზიანების პერსპექტივა სტიმულს აძლევდა ამერიკელ მძღოლებს, მანქანები უფრო ფრთხილად ეტარებინათ. ღვედის გაკეთებამ კი ეს სტიმული შეამცირა.

მსგავსი რამ მომიყვა ცოტა ხნის წინათ ერთმა ტაქსის მძღოლმაც: იმ წელს, როცა მანქანა დაზღვეული ჰქონდა, ორჯერ მოუვიდა ავარია. შემდეგ წელს აღარ დააზღვია და არავის დაჯახებია: შეკეთების ფულს აღარავინ მომცემს და ამიტომ უფრო ფრთხილად ვატარებო.

ლანდსბურგის სტიმულების „კანონი” უნივერსალურია. იგი მუშაობს ყველგან და ყველასთვის, მათ შორის, ჩვენი მთავრობისთვისაც, რომელიც ასევე ხალხისგან შედგება. ჰოდა, მეც, როგორც ტიპურმა „სავარძლის ეკონომისტმა” - სახლში რომ ზის და მოვლენათა განვითარებას თვალყურს ადევნებს - მინდა შემოგთავაზოთ ჩემი კომენტარი ზოგიერთ სტიმულზე და მათ, ერთი შეხედვით, მოულოდნელ შედეგზე, ისევე, როგორც ღვედების შემთხვევაში.

ლარის მაღალი გაცვლითი კურსი და მისი სტაბილურობა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის - რომელიც დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული - ასევე მთავრობისთვისაც, რადგან მოსახლეობის თვალში ლარის „ჯანმრთელობა” გაიგივებულია ეკონომიკის ჯანმრთელობასთან. ლარის კურსის ვარდნა მთავრობისთვის დიდ პოლიტიკურ პრობლემებს ნიშნავს.

ლარზე ჩვენთან პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი. როცა ბაზარზე მოთხოვნა ლარზეა, იგი ყიდის ლარებს და ყიდულობს დოლარებს და პირიქით, როცა დოლარზეა მოთხოვნა, იგი საკუთარი სავალუტო რეზერვებიდან ყიდის დოლარებს და ყიდულობს ლარებს.

0x01 graphic

2008 წლამდე, სამი წლის განმავლობაში, ლარის კურსის სტაბილურობის პრობლემა თითქმის არ არსებობდა. ქვეყანაში შემოედინებოდა უცხოური ინვესტიციები, ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ფართოვდებოდა, ეროვნული ყიდულობდა „ჭარბ” დოლარებს და მისი სავალუტო რეზერვებიც იზრდებოდა.

ამის შედეგია ის, რომ საქართველოდან წავიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. ფონდი, რომლის კრედიტებით ადრე ეროვნულის სავალუტო რეზერვები ივსებოდა, უბრალოდ, აღარ იყო საჭირო. თან არა მარტო საქართველოში. იმ დროს ფონდს მსოფლიო მასშტაბით იმდენად მოაკლდა საქმე, რომ თანამშრომლების დათხოვნაც კი მოუწია.

2008 წელს აგვისტოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა სიტუაცია შეცვალა. ინვესტიციები შემცირდა და იმპორტის დასაფინანსებლად საჭირო დოლარებზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ეროვნულს თავისი რეზერვებიდან მოუწია. სავალუტო ფონდმაც არ დააყოვნა და გახარებულმა (ისევ საქმე გაუჩნდა!) ეროვნულს „დახმარება” შესთავაზა - ჯერ 700 მილიონი დოლარი კრედიტი, მერე კიდევ 500 მილიონი.

გაგიგიათ, ალბათ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. სავალუტო ფონდის „დახმარებაც” სწორედ ასეთი „ყველია”. დააკვირდით ხელების მოძრაობას: ეროვნულმა ბანკმა რომ კრედიტი მიიღოს, ფონდის ფისკალური პოლიტიკის მოთხოვნები უნდა შეასრულოს... მთავრობამ. ამ მოთხოვნებს ფონდი ერთობ თავმდაბლურად „რეკომენდაციებს” უწოდებს.

რას ითხოვს (გვირჩევს) ფონდი? ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, რაც კარგია, მაგრამ როგორ? გგონიათ, ხარჯების შემცირებით? არა. ფონდს მიაჩნია, რომ გადასახადები უნდა გავზარდოთ და საბანკო სექტორი კიდევ უფრო ვარეგულიროთ! ანუ, თუ უნდა, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდეს ლარის კურსის შენარჩუნებისთვის საკმარისი სავალუტო რეზერვები, მთავრობამ უარი უნდა თქვას წინა წლების ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ეკონომიკაში სახელმწიფოს წილის ზრდას უნდა დათანხმდეს.

ჰოდა, ჩვენი მთავრობაც, ფაქტობრივად, დათანხმდა: ცოტა ხნის წინ სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილემ კმაყოფილებით აღნიშნა: მიღება „თავისუფლების აქტისა”, რომელიც გადასახადების მომატებას მხოლოდ რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს, გადაიდოო.

იკითხავთ, რა შუაშია აქ ლანდსბურგის სტიმულების „კანონი”? იმ შუაშია, რომ ჩვენს მთავრობას, ფონდის „დახმარება” რომ არა, ლარის კურსის (პოლიტიკურად მნიშვნელოვანი) სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სხვა საშუალების მოძებნის სტიმული ექნებოდა. ასეთი სხვა საშუალებაა ხარჯების შემცირება, გადასახადების არაწევა და შემდგომი ლიბერალიზაცია, რომელსაც სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოჰყვებოდა (2008 წლამდე ასე იყო). მაგრამ ფონდის მილიარდიანმა „უსაფრთხოების ღვედმა” ეს სტიმული გააქრო, რითაც, ჩემი აზრით, კი არ დაეხმარა საქართველოს, არმედ ავნო - ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანას, რომლისთვისაც სავალუტო ფონდს აქამდე გაუწევია „დახმარება”.

11 პროტესტი კატალონიაში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

სოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ერთი დღით ადრე მილიონამდე ადამიანმა ბარსელონაში საპროტესტო მარში მოაწყო. კატალონიელებმა საკუთარი დროშით - სენიერათი ხელში გააპროტესტეს ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, შეკვეცოს რეგიონის ავტონომია.

მარტში ესპანეთის პარლამენტმა, მემარცხენე პრემიერის ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს ინიციატივით, მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც კატალონიის ადგილობრივ მთავრობას ენიჭებოდა გადასახადების აკრეფა-გადანაწილების უფლება. კატალონიელებს შეეძლოთ, ჰქონოდათ განსხვავებული საგანმანათლებლო და სასამართლო სისტემა, კატალონიურ ენას კი - აღმატებულება ესპანურზე. ადგილობრივი მთავრობის ხელისუფლების წყაროდ კატალონიის მოსახლეობა ცხადდებოდა. პრემიერ საპატეროს ესპანეთისთვის კატალონიის შენარჩუნების გზად კატალონიისთვის გაფართოებული უფლებების მინიჭება ესახება. კანონპროექტი კატალონიელებმაც მოიწონეს რეფერენდუმზე, მაგრამ ესპანეთის უმსხვილესმა ოპოზიციურმა სახალხო პარტიამ კანონის გასაუქმებლად სარჩელი შეიტანა უზენაეს სასამართლოში.

სასამართლომ კანონის 221 მუხლიდან 113 გააუქმა ან შეცვალა, ეროვნულ კონსტიტუციასთან შეუსაბამობის მიზეზით. დადგინდა, რომ რეგიონში კატალონიურ და ესპანურ ენებს თანაბარი სტატუსი ექნებათ. სასამართლომ მიუღებლად მიიჩნია კატალონიელების „ერად” მოხსენიება - ამ სიტყვას მხოლოდ კულტურული დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს და არა იურიდიულიო.

ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კატალონიაში საკუთარი ენისა და კულტურულ თავისებურებათა მიმართ ინტერესი ფრანკოს რეჟიმის მოშლის შემდეგ გაძლიერდა. 1939-1975 წლებში, დიქტატორ ფრანკოს მმართველობის დროს, აკრძალული იყო კატალონიურ ენაზე საუბარი და წიგნების ბეჭდვა. ვითარებას ამწვავებს ეკონომიკური მდგომარეობა. კატალონია ესპანეთის უმდიდრესი რეგიონია. კატალონიელთა შემოსავალი გაცილებით აღემატება კასტილიურად (ესპანურის მთავარი დიალექტი) მოლაპარაკე მოსახლეობის შემოსავალს. ამ უკანასკნელთ საერთოდ „ემიგრანტებად” მოიხსენიებენ.

კატალონიურ საზოგადოებას არ აქვს ერთიანი პოზიცია რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით. პროტესტის მიუხედავად, კატალონიელთა სამმა მეოთხედმა უყურა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, ხოლო ესპანეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ ესპანეთის დროშებიც გამოფინეს ქუჩებში. რადიკალები უკმაყოფილონი დარჩნენ მოვლენების ამგვარი შემობრუნებით. მათ უკვე დაიწყეს ავტონომიის ახალ პროექტზე მუშაობა.

0x01 graphic

ბარსელონა, საპროტესტო მარში

12 ჯაშუშთა გაცვლა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

ცივ ომამდე ჯეროვანი დაზვერვის სისტემა არც რუსეთსა და არც აშშ-ს არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, საბჭოთა გულაგებში ათასობით ადამიანი იტანჯებოდა ჯაშუშობის ბრალდებით. პირველი „გაცვლა” მეორე მსოფლიო ომის დროს შედგა. 1941 წელს აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა „ცბიერ სომხად” ცნობილი გავკ ოვაკიმიანი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იგი საბჭოთა ჯაშუშების მთელ სისტემას ხელმძღვანელობდა. აშშ-მ ცბიერი სომეხი გაცვალა საბჭოთა კავშირში მცხოვრები ამერიკელი ჟურნალისტების ცოლებზე, რომელთაც სამშობლოში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ. საბჭოთა კავშირში ჩაყვანისთანავე, ოვაკიმიანს გენერლის თანამდებობა უბოძეს. მოგვიანებით, 1962 წელს, ამერიკაში ყალბი საბუთებით მცხოვრები КГБ-ს ოფიცერი, რუდოლფ აბელი, დააკავეს საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის და გაცვალეს სადაზვერვო თვითმფრინავის ამერიკელ პილოტზე, ფრენცის გარი პაუერსზე. ორიოდ წელიწადში, 1964 წელს, ბრიტანეთის სადაზვერვო სამმართველოს მიერ გაწვრთნილი გრევილ უანი, რომელიც ბრიტანელებსა და ამერიკელებს აწვდიდა ინფორმაციას კუბაში განთავსებული საბჭოთა იარაღის შესახებ, გაცვალეს რუს ჯაშუშზე - კონონ მოლოდიზე. 1969 წელს დასავლეთ გერმანიაში მომუშავე საბჭოთა ჯაშუში, ჰაინც ფელფე, გაცვალეს ამერიკის ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ გერმანელ სტუდენტზე. დასავლეთ გერმანიის კანცლერის, ვილი ბრანდტის დამხმარედ მომუშავე გუინტერ გუილაუმი, აღმოსავლეთ გერმანიის სტასის აგენტი, 13-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 1981 წელს, გაცვალეს დასავლეთ გერმანიის აგენტებზე. ამერიკელი ჟურნალისტი ნიკოლას დანილოვი გაცვალეს საბჭოთა ჯაშუშზე, გენადი ზახაროვზე (მოგვიანებით, რუსეთის ერთ-ერთი წარმომადგენელი გაეროში). ცივი ომის პერიოდის ჯაშუშთა გაცვლის ყველაზე მასშტაბური და „სარფიანი” გარიგება 1985 წელს შედგა. 23 ადამიანი დასავლეთის ბლოკიდან - რომლებიც აღმოსავლეთ გერმანიაში და პოლონეთში ჯაშუშობისთვის დააკავეს - გაცვალეს აღმოსავლეთ ბლოკის 4 ჯაშუშში. მათ შორის იყო მარიან ზახარსკი, პოლონეთის ყველაზე ცნობილი შპიონი.

1986 წელს გაათავისუფლეს საბჭოთა დისიდენტი ანატოლი შჩარანსკი (მოგვიანებით, შარანსკი, ისრაელის წარმატებული პოლიტიკოსი) და კიდევ სამი ადამიანი. შჩარანსკის დაზვერვასთან საერთო არაფერი ჰქონია. მაშინ იგი ერთი უბრალო ებრაელი დისიდენტი იყო. სანაცვლოდ, აშშ-მ საბჭოთა კავშირს გადასცა კარლ და ჰანა კოეხერები. კარლ კოეხერი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მუშაობდა თარჯიმან-ანალიტიკოსად და КГБ-ს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა. რაც შეეხება ჰანას, მასთან შედარებით ანა ჩაპმანი ერთი უბიწო გოგონაა. ჰანას სქესობრივი კავშირი ჰქონდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და პენტაგონის რამდენიმე ათეულ თანამშრომელთან, ჟურნალისტებთან და ერთ სენატორთანაც კი. კოეხერები ირიცხებოდნენ მაღალჩინოსან სვინგერთა კლუბში „კაპიტოლიუმის წყვილები”.

ცივი ომის პერიოდში დაკავებულ ჯაშუშთა გაცვლა ორივე მხარისთვის მოგებიანი იყო: საბჭოთა კავშირის შემთხვევაში - ინფორმაციისთვის, რომელსაც ჯაშუშები ფლობდნენ. აშშ-ს შემთხვევაში კი ამ პრეცედენტებს იდეოლოგიური დატვირთვა ენიჭებოდა - ამერიკა ათავისუფლებდა დისიდენტებს.

9 ივლისს ვენის აეროპორტში ორი მნიშვნელოვანი რეისი შესრულდა. ერთი - მოსკოვის მიმართულებით, 10 რუსი ჯაშუშით ბორტზე. ხოლო მეორემ ვაშინგტონისკენ გაამგზავრა ოთხი რუსი, რომლებსაც აშშ-ს სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდათ ბრალად. სულ აშშ-მ თორმეტი რუსი ჯაშუში გამოამჟღავნა (მათგან ერთი მიმალულია, ერთიც გაცვლის შემდეგ რამდენიმე დღეში დააკავეს. ამ უკანასკნელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი).

აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ დაკავებულ რუსთაგან ყველა პროფესიონალი ჯაშუშია. მათ სანაცვლოდ კი კრემლმა რუსეთის ოთხი მოქალაქე, დისიდენტები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლა. მაგალითად, იგორ სიუტაგინი 90-იან წლებში სხვა მეცნიერებთან ერთად დააკავეს. მას ჟურნალისტური გამოცემების ანალიზი და ამ ანალიზის ამერიკელებისთვის მიწოდება ედებოდა ბრალად.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©
ვენის აეროპორტი, ჯაშუშებით სავსე ორი თვითმფრინავი

13 დროული ვიზიტი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ამერიკა -აზერბაიჯანი

მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, აზერბაიჯანს 4 ივლისს ესტუმრა. ბოლო დროს ოფიციალურ ბაქოსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გაცივდა. ვიზიტმა კი დაადასტურა, რომ ორივე ქვეყანა თანამშრომლობის აღდგენისკენ ისწრაფის.

ამერიკა და აზერბაიჯანი თანამშრომლობენ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების საკითხებში. ბაქოს დახმარებით მოხერხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აშენება, საიდანაც წიაღისეული რუსეთის გვერდის ავლით მიემართება დასავლეთისკენ. აზერბაიჯანი ეხმარებოდა ამერიკას ერაყის, და დღეს უკვე ავღანეთის, ოპერაციებში. ნატო სარგებლობს აზერბაიჯანის საჰაერო და სატრანსპორტო კორიდორით.

ბოლო დროს ბაქოში გახშირდა ანტიამერიკული რიტორიკა მაღალი თანამდებობის პირებისგან. საეჭვოდ მიაჩნდათ ამერიკის ნეიტრალურობა მთიანი ყარაბაღის ვითარების დასარეგულირებლად შექმნილ ეუთოს მინსკის ჯგუფში. შეერთებული შტატების კონგრესს ადანაშაულებდნენ სომხური ლობის გავლენით ოფიციალური ერევნის მხარდაჭერაში, რაც გამოიხატა ამერიკის მიერ ყარაბაღისთვის დაახლოებით 8 მილიონამდე დახმარების გამოყოფის ინიციატივაში.

გარდა ამისა, ბარაკ ობამას ერთ-ერთი პრიორიტეტი - თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზება - ბაქოში მათი ინტერესების იგნორირებად აღიქმებოდა. ბაქო კარგავდა მთავარ პარტნიორს - თურქეთს - სომხეთთან პოლიტიკურ ბრძოლაში. იმოქმედა აზერბაიჯანში ამერიკის ელჩის პოსტის ვაკანტურობამაც 10 თვის განმავლობაში, სანამ თანამდებობას მეთიუ ბრაიზა ჩაიბარებდა. გარდა ამისა, ახალი ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებდა ილჰამ ალიევის რეჟიმის დემოკრატიულ ხარვეზებზე.

ფინალური აკორდი ამერიკელებმა 12-13 აპრილს აიღეს. ვაშინგტონში გამართულ ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე არ მიიწვიეს ილჰამ ალიევი. აზერბაიჯანმა ამერიკას მათი საერთო წვრთნების გაუქმებით უპასუხა და ალტერნატიული პარტნიორების ძებნა დაიწყო. იგი რუსეთისკენ და ირანისკენ გადაიხარა.

მეთიუ ბრაიზას აზერბაიჯანში გამწესება შერიგების პირველი სიგნალი იყო. ბრაიზას ახლო კავშირები აქვს ალიევის ოჯახთან და, ასევე, თურქ ლიდერებთან.

გასულ თვეს ამერიკის თავდაცვის მდივნის, რობერტ გეიტსის, ახლა კი ჰილარი კლინტონის ვიზიტით, ვაშინგტონმა აგრძნობინა ბაქოს, რომ მან გააცნობიერა აზერბაიჯანის სტრატეგიული მნიშვნელობა. სახელმწიფო მდივანმა ბაქოსა და ერევანს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა, რადგან რეგიონის სტაბილურობა ამერიკისთვის უმნიშვნელოვანესია. ამერიკა კვლავაც აუცილებლად მიიჩნევს 2009 წლის ოქტომბერს ციურიხში სომხეთისა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი პროტოკოლის მიღებას, თუმცა ვიზიტისას არ მოუთხოვია ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ „უპირობო” რატიფიკაცია. როგორც ჩანს, დაასკვნეს, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობისა და ყარაბაღის კონფლიქტის ცალ-ცალკე განხილვა შეუძლებელია - წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე პროცესი ჩაიშლება. როგორც ცნობილია, თურქეთმა აზერბაიჯანის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და პროტოკოლის რატიფიკაციის წინაპირობად სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაცლა დაასახელა. ამის გამო კლინტონმა პასუხისმგებლობა პროტოკოლის მიღების პროცესის შეჩერებაზე ანკარას დააკისრა, მაგრამ მოლაპარაკების წინ წასაწევად სომხეთსაც მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ოფიციალური პირების შეხვედრა არაფრით გამოირჩეოდა. ილჰამ ალიევის თქმით, ქვეყნის პრიორიტეტი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაა. კლინტონმა კი მას სამშვიდობო ინიციატივებში დახმარება აღუთქვა. მხარეებმა ვიზიტისას საჯაროდ ნაკლები აქცენტები გაკეთეს ენერგეტიკულ და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობაზე. თუმცა, Jamestown Foundation-ის ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი მიიჩნევს, რომ კლინტონის ვიზიტს მოჰყვება ამერიკის გააქტიურება სხვადასხვა სფეროში. მათ შორისაა ენერგეტიკული თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარების ახალი ინიციატივები, რომლებშიც, შესაძლოა, ევროკავშირიც ჩაერთოს. საბოლოოდ, ვიზიტი გახლდათ მინიშნება: ვაშინგტონს რეგიონში მოკავშირეების დაკარგვა არ სურს.

14 მმართველი პარტიის მარცხი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

იაპონია

0x01 graphic

იაპონიის ზედა პალატის არჩევნები მმართველი დემოკრატიული პარტიისთვის ცუდად დასრულდა. საჭირო 60 ადგილის ნაცვლად, მათ, მხოლოდ 44 მანდატი მოიპოვეს და კოალიციის შექმნა მოუწევთ. სასურველი პარტნიორები იქნებოდნენ ეკონომიკური რეფორმების მომხრე “თქვენი პარტია” (10 მანდატი) ან „კომეიტო“ (9 მანდატი), თუმცა ეს პარტიები დემოკრატებთან დაწყვილებას უარობენ. 51 ადგილი ერგო ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას. შესაძლოა, მათ სხვა ოპოზიციური პარტიები შეეკრან დემოკრატების წინააღმდეგ.

არჩევნების შედეგი პოლიტიკური კრიზისის მაუწყებელია. დიეტის უფრო გავლენიან, ქვედა პალატაში, უმრავლესობა დემოკრატიული პარტიის ხელთაა, თუმცა მანდატების რაოდენობა არასაკმარისია. დემოკრატები ვერ ფლობენ ადგილების 2/3-ს, რითაც შეძლებდნენ ზედა პალატის წინააღმდეგობის გადაწონას.

ყოფილმა პრემიერმა, იუკიო ჰატოიამამ, კანს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა: ხარჯების შემცირების სურვილის მიუხედავად, მთავრობამ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ბიუჯეტი მიიღო; იაპონიას ამერიკასთან ურთიერთობები გაუფუჭდა კუნძულ ოკინავას სამხედრო ბაზის გამო, ხოლო ფინანსურმა სკანდალებმა პარტიის ავტორიტეტი შელახა. კანი დემოკრატიული პარტიის ახალ სტარტად მოიაზრებოდა, მაგრამ ვერც მან მოახერხა ელექტორატის ნდობის შენარჩუნება. წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი სამომხმარებლო გადასახადების აწევაა. გამოკითხვების მიხედვით, საზოგადოება მზად იყო გადასახადების გაზრდისთვის, მაგრამ კანმა ვერ მოახერხა კონკრეტული გეგმის წარდგენა. იგი ხალხის თვალში არაპრინციპულ პოლიტიკოსად იქცა.

დემოკრატიულ პარტიას გაუჭირდება ფისკალური რეფორმების გატარება და ეკონომიკური სტაგნაციის დაძლევა. იაპონიის სახელმწიფო ვალი მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 200%25-ს შეადგენს, უმუშევრობა კი 2-დან 5%25-მდე გაიზარდა. ნაოტო კანს შიდაპარტიული დაპირისპირებაც შეუშლის ხელს. დემოკრატების ყოფილი გენერალური მდივანი, იჩირო ოძავა, არჩევნებში წარუმატებლობას სათავისოდ გამოიყენებს და ეცდება სექტემბერში, შიდაპარტიულ არჩევნებზე, ნაოტო კანს ლიდერის პოსტი წაართვას. პრემიერს საგარეო საქმეთა მინისტრი კაცუია ოკადაც ეცილება სავარძელს. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის 50-წლიანი, თითქმის უწყვეტი მმართველობის შემდეგ დემოკრატიულ პარტიას გაუჭირდა შეკრული და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება. როგორც ჩანს, იაპონელმა ამომრჩეველმა მათთვის მეორე შანსი დაიშურა.

0x01 graphic

პრემიერ მინისტრი ნაოტო კანი

15 სამხრეთ აფრიკაში რასიზმი ჯერ კიდევ ცოცხალია

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

დავით ბატაშვილი

0x01 graphic

ჩავლილი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში სამხრეთ აფრიკამ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მაგრამ რა ვიცით ამ ქვეყნის შესახებ, გარდა იმისა, რაც მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება? საქართველოში ძირითადად ცნობილია ის, რომ სამხრეთ აფრიკაში ადრე იყო აპარტეიდის რასისტული რეჟიმი, რომელსაც ებრძოდა ნელსონ მანდელა და რომელიც დასრულდა 1994 წელს, რის შემდეგაც ამ სახელმწიფოში დამკვიდრდა თანასწორობა და დემოკრატია, რომელიც იქ დღესაც სუფევს.

ნაკლებად ცნობილია მანკიერებანი, რომლებიც ახასიათებს პოსტაპარტეიდულ სამხრეთ აფრიკას. ამ ქვეყანაში არსებობს უამრავი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემა. ამის მაგალითია მძიმე დანაშაულების სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. თუმცა, ამჯერად ყურადღება გავამახვილოთ აპარტეიდის რეჟიმის დანაშაულზე - რასიზმზე. დღეს ეს მახინჯი მოვლენა სამხრეთ აფრიკაში კვლავ არსებობს და ამჯერად მისი ძირითადი მსხვერპლი ამ ქვეყნის თეთრკანიანი მოსახლეობაა

0x01 graphic

აფრიკული ეროვნული კონგრესის”
გენერალური მდივანი მანტაშე

სამხრეთ აფრიკის 49-მილიონიანი მოსახლეობიდან თეთრკანიანები 9.1%25-ს შეადგენენ. თეთრკანიანთა 39%25 ბრიტანელების შთამომავალნი არიან, ხოლო 59%25 - აფრიკანერები, რომლებსაც ზოგჯერ „ბურებს“ ეძახიან. აფრიკანერები ერია, რომელიც ჩამოყალიბდა სამხრეთ აფრიკაში, მე-17 საუკუნეში დასახლებული ჰოლანდიელებისა და ფრანგი ჰუგენოტების შთამომავალთაგან.

დღეს თეთრკანიანი მოსახლეობის ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა მოვლენა, რომელსაც აფრიკანერები „ფერმების მკვლელობებს” (plaasmoorde) უწოდებენ. ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმები თეთრკანიანი ოჯახების ფერმებზე. წარმატებული თავდასხმის შემთხვევაში, ფერმერების ოჯახის წევრებს კლავენ, როგორც წესი, უსასტიკესი წამებისა და გაუპატიურების თანხლებით. „სამხრეთ აფრიკის ადამიანის უფლებათა კომისიის” მონაცემებით, 1991 წლის შემდეგ აღინიშნა 9400 თავდასხმა ფერმებზე; შედეგად, 2500 ადამიანი მოკლეს. ფერმერთა ორგანიზაციების მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 3000-ს აღწევს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ტენდენცია არასახარბიელოა: 2006-2009 წლებში ფერმების მკვლელობათა რაოდენობა 25%25-ით გაიზარდა.

ვითარება განსაკუთრებით მძიმდება იმის გამო, რომ სამხრეთ აფრიკის პოლიცია არ (ან ვერ) ებრძვის ფერმების მკვლელობებს, რასაც ადასტურებს დაპატიმრებულთა ნაკლებობა ამ დანაშაულებებთან დაკავშირებით. ამ დროს კი თეთრკანიანი ფერმერებისა და მათი ოჯახის წევრების მკვლელობები უკვე მცოცავი ეთნიკური წმენდის ხასიათს ატარებს.

ქვეყნის მმართველი პარტიის - „აფრიკული ეროვნული კონგრესის“ - მიდგომა, ფერმერთა პრობლემასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანია. წლების განმავლობაში ამ პარტიის ფუნქციონერები სხვადასხვა ღონისძიებაზე მღერიან აპარტეიდის დროინდელ სიმღერას, რომელშიც საკვანძო სიტყვებია: „მოკალი ბური, მოკალი ფერმერი...“ 2010 წლის მარტში სამხრეთაფრიკულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ სიმღერის საჯაროდ შესრულება ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, თუმცა, „აფრიკული ეროვნული კონგრესის” გენერალურმა მდივანმა გვედე მანტაშემ მალევე განაცხადა, რომ ეს სიმღერა არაკონსტიტუციურად ვერ ჩაითვლება და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მას ასეთად აცხადებს „არაპრაქტიკული და შეუსრულებელია“. ამავე დროს,

მმართველი პარტიის აქტივისტთა შეკრებებზე ხშირად არის წარმოდგენილი პლაკატები ისეთი ლოზუნგებით, როგორიცაა: „ერთი ფერმერი, ერთი ტყვია” და „მოკალი თეთრკანიანი“. ამგვარი პოლიტიკით სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტია თავად უწყობს ხელს მოსახლეობაში ისეთ იდეათა სისტემის დამკვიდრებას, რომლის ფარგლებში თეთრკანიანი ფერმერების ხოცვა გამართლებულად მიიჩნევა.

რასისტული რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩევა ჯულიუს მალემა - „აფრიკული ეროვნული კონგრესის“ ახალგაზრდული ლიგის ლიდერი, რომელიც 29 წლის არის და ქვეყანაში ძალზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად იქცა. მან განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, გააგრძელებს საჯაროდ შესრულებას სიმღერისა ბურების მკვლელობის მოწოდებით.

2010 წლის აპრილში მალემა ვიზიტით ჩავიდა ზიმბაბვეში, სადაც განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა გაიზიარებს ზიმბაბვეს მაგალითს, თეთრკანიანი ფერმერებისთვის მიწის კონფისკაციის თვალსაზრისით. ზიმბაბვეში რობერტ მუგაბეს რეჟიმმა შეიარაღებული ჯგუფების მეშვეობით გაყარა თეთრკანიანი ფერმერები მათი კუთვნილი მიწიდან და სახლებიდან. მალემამ მოუწოდა ზიმბაბველებს, რომ არ დაკმაყოფილდნენ მიღწეულით და თეთრკანიანთა კუთვნილი ბიზნესებიც წაართვან ამჟამინდელ მფლობელებს. ვითარებას ამძიმებს ის გარემოება, რომ მალემას სამხრეთ აფრიკის მმართველ პარტიაში ჰყავს თავისი დაჯგუფება, რომელიც ეცდება წამყვანი პარტიული პოსტების დაკავებას 2012 წლის პარტიის გენერალურ კონფერენციაზე.

სამხრეთაფრიკელი თეთრკანიანების პრობლემები არ შემოიფარგლება იმ საფრთხით, რომელიც ფერმერებსა და მათ ოჯახებს ემუქრებათ. თეთრკანიანი მოსახლეობა მძიმე დისკრიმინაციას განიცდის დასაქმების თვალსაზრისით. ე.წ. Affirmative Action-ის სამხრეთაფრიკული ვერსია წარმოადგენს ოფიციალურ სამთავრობო პოლიტიკას და ნიშნავს იმას, რომ დასაქმებისას პრიორიტეტი უნდა ენიჭებოდეს შავკანიან კანდიდატებს, მათი მომზადების დონის მიუხედავად. ეს პოლიტიკა დაიბადა აპარტეიდის დასრულების შემდეგ, თუმცა მას მერე უკვე 16 წელი გავიდა, სახელმწიფო აპარატში მეტწილად შავკანიანი მოხელეები მუშაობენ, ხოლო Affirmative Action-ის სახელს ამოფარებული რასობრივი დისკრიმინაცია თეთრკანიანთა წინააღმდეგ კვლავ გრძელდება.

რასიზმის ერთ-ერთი სკანდალური მაგალითია სამხრეთაფრიკული „ნედბანკის“ პოლიტიკა. 2005 წელს მან გასაყიდად გამოიტანა აქციების სპეციალური სერია (Eyethu Ownership Plan), რომლის შეძენა შესაძლებელია სამხრეთ აფრიკის ყველა რასის მოქალაქისთვის, გარდა თეთრკანიანებისა. ეს არის ბანკის ოფიციალური და საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში უპრეცედენტოა.

რასობრივი დისკრიმინაციისა და მძიმე კრიმინოგენული ვითარების გამო სამხრეთაფრიკელ თეთრკანიანთა დიდი ნაწილი ემიგრაციას ირჩევს. 1990-იანი წლებიდან ქვეყანა დატოვა 900 000-მდე თეთრკანიანმა - მათი საერთო რაოდენობის 20%25-მა.

0x01 graphic

ჯულიუს მალემა - „აფრიკული ეროვნული კონგრესის” ახალგაზრდული ლიგის ლიდერი

ფოტო: REUTERS ©

დისკრიმინაციის მეორე შედეგია სიღარიბის დონის ზრდა თეთრკანიან მოსახლეობაში. სამხრეთაფრიკული „უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის” მონაცემებით, 1995-2005 წლებში თეთრკანიანთა შორის უმუშევრობა თითქმის გაორმაგდა. გაჩნდა „თეთრი” გეტოები, რომელთა ბინადრები (ე.წ. „სკუატერები”) უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. სამხრეთაფრიკული პროფკავშირის - „სოლიდარობის” მონაცემებით, სკუატერების გეტოებში დაახლოებით 430 000 თეთრკანიანი ცხოვრობს.

აფრიკანერები საკუთარ ქვეყანაში დისკრიმინაციას განიცდიან იმ ფონზე, რომ მათი იდენტობა მჭიდროდ უკავშირდება მხოლოდ აფრიკის კონტინენტს და როგორც ერი, ისინი სწორედ სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდნენ. იგივე ითქმის მათ სასაუბრო ენაზეც (Afrikaans). როდესაც 1652 წელს დღევანდელი კეიპტაუნის ადგილას გაჩნდა პირველი ჰოლანდიური დასახლება, ამჟამინდელი სამხრეთ აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც კეიპტაუნი მდებარეობს, მუდმივი მოსახლეობა არ არსებობდა - დასახლებული იყო მხოლოდ ქვეყნის აღმოსავლური და, ნაწილობრივ, ცენტრალური რეგიონები. აფრიკანერები ყველა ნიშნით არიან აფრიკელები ზოგადად და სამხრეთაფრიკელები - კონკრეტულად, გარდა რასობრივი კუთვნილებისა. დღეს მათი დისკრიმინაცია სწორედ ამ ნიშნით მიმდინარეობს.

აპარტეიდის რასისტული რეჟიმი წარსულში დარჩა, მაგრამ რასიზმი სამხრეთ აფრიკაში არ გამქრალა - უბრალოდ, ამჟამად ის მეტწილად თეთრკანიანთა წინააღმდეგ არის მიმართული.

16 კატალონიური კორიდა აფრიკის სამხრეთში

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

0x01 graphic

170-სანტიმეტრიანმა და 65-კილოგრამიანმა ანდრეს ინიესტამ იოჰანესბურგში 11 ივლისის საღამოს 15 კილომეტრი ირბინა. ამ მარათონის დროს უამრავი თავგადასავალი გადახდა, დასდევდნენ, ურტყამდნენ ფეხებში, ეჯაჯგურებოდნენ. ის კი მოგზაურობდა და ზღაპრულ რაღაცებს აკეთებდა. მეთხუთმეტე კილომეტრზე ინიესტამ გოლი გაიტანა. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ესპანეთის ისტორიაში. გაიტანა, მაისური გაიძრო და მეტრო გოლდვინ მეიერის ლომივით დაიღრიალა. შიდა მაისურზე კი ეწერა: დანი ხარკე, შენ მუდამ ჩვენთან ხარ. დანი ინიესტას მეგობარი და ესპანიოლის ფეხბურთელი იყო, შარშან გარდაიცვალა.

ხუთ წუთში სამხრეთ იორკშირის პოლიციის სერჟანტმა ჰოვარდ უებმა დაუსტვინა და დაამთავრა ფინალი, რომლის დროსაც ცამეტჯერ ამოიღო ყვითელი ბარათი. ასეთი რამ მანამდე არ მომხდარა.

ინიესტაზე ბევრი ირბინა აკადემიკოსმა ხავიმ, რომელსაც ერთი ყველასგან გამორჩეული თვისება აქვს - ბურთს აქრობს. ამიტომ აღარავინ ცდილობს, რომ მას წაართვას ის, რაც არ ჩანს. უბრალოდ, ყველა ელოდება ხავისა და ბურთის განშორებას, რათა თამაში გაგრძელდეს. ეს ფოკუსი რამდენიმე თვის წინ ჟოზე მოურინიომ გაშიფრა ლიგის ნახევარფინალში და ამით მოიგო: ხავის თავისუფლად მოძრაობის საშუალება მისცა და დაკეტა ყველა ის ფეხბურთელი, ვისაც გამოჩენილი ბურთი შეიძლებოდა მიეღო.

მოურინიო მარტო ამიტომ არ გვიხსენებია. მართალია, ის საერთოდ არ ყოფილა სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ მისი საქმე ყვაოდა - მსოფლიოს მეცხრამეტე ჩემპიონატზე არავის ჰქონია პორტუგალიელზე დიდი გავლენა. საქმე ისაა, რომ ყოფილი თარჯიმნის დაცვაზე აწყობილი, არცთუ კარგი საყურებელი, მაგრამ შედეგის მომტანი საფეხბურთო ფილოსოფია ბევრმა წარმატებაზე გადასასვლელ მშრალ ხიდად მიიჩნია, კოპი-პეისტი გაუკეთა, ფეხბურთიც კიდევ უფრო დაამახინჯა, ვიდრე მოურინიომ და ვერც ის მიიღო, რისთვისაც მადრიდის რეალის მწვრთნელი ფასობს - რეზულტატი.

ჟოზესგან შორს ნუ წავალთ და იგივე პორტუგალიის ნაკრები ავიღოთ: გუნდი, რომელიც ყოველთვის ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, სამხრეთ აფრიკაში დაცვაში გამაგრდა და ასე გამაგრებული დაბრუნდა სამშობლოში. შვეიცარიამ ამ ხერხით ესპანეთს კი მოუგო, მაგრამ როცა ყველაზე უსახურ ჰონდურასთან გატანა დასჭირდა, ვერ გაიტანა და ჯგუფში ჩარჩა. და, რასაკვირველია, ჰოლანდიის ნაკრები, რომელზეც ყველაზე დიდმა ჰოლანდიელმა იოჰან კრუიფმა ფინალის წინ თქვა, ფეხბურთისთვის აჯობებს, ამ გუნდმა ვერ მოიგოსო. „ეს გუნდი” ყველაზე მეტად ჰგავდა მოურინიოს ინტერს - კარგად ორგანიზებული თავდაცვა ძალიან მებრძოლი ხასიათით, მეტოქის ყველა აქტიურობის ჩანასახშივე ჩაშლა, არანორმალური სიფრთხილე, მოპოვებული ბურთის სნეიდერისთვის ჩაბარება და მილიტოდ გადაქცეული რობენი. მართალია, ბერტ ვან მარვიიკი ამ ძალიან არაჰოლანდიური სტრატეგიით შორს წავიდა და კინაღამ ჩემპიონიც გახდა, მაგრამ „კინაღამ” ფეხბურთში არ ითვლება, მით უმეტეს, მაშინ, როცა თითქმის საუკუნოვან, ყველასთვის საინტერესო სტილს ზურგს აქცევ.

0x01 graphic

თუ ჰოლანდიის ნაკრები ინტერის ასლი იყო, ესპანელები თავისუფლად შეგვიძლია ბარსელონად მოვიხსენიოთ: ხერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, სერხიო ბუსკეტსი, ხავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, პედრო, დავიდ ვილია - ნახევარფინალსა და ფინალში, ორ ყველაზე მაღალ დონეზე ჩატარებულ შეხვედრაში, სწორედ ეს შვიდი ბარსელონელი იდგა მოედანზე. დიდი ტურნირების ისტორიაში სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ნაკრების ბირთვი ერთი კლუბის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული: 1972 და 1974 წლების ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გერმანია ბაიერნზე იყო აწყობილი, 82-ის მსოფლიო ჩემპიონი იტალია იუვენტუსზე იდგა, ხოლო 1988 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირი, პრაქტიკულად, სახელგადარქმეული კიევის დინამო გახლდათ.

ვისენტე დელ ბოსკე უდიადესი მწვრთნელია და, ბუნებრივია, არც უცდია ჰელმუტ შიონის, ენცო ბეარზოტისა და ვალერი ლობანოვსკის წარმატების ფორმულის შეცვლა. მეტიც, ის მუდმივ კონსულტაციებს გადიოდა თავის კატალონიურ საბადოსთან, უსმენდა თანამედროვეობის საუკეთესო კლუბის, მიმდინარეობის, სტილის შემოქმედ გენიოსებს, მათ შეთავაზებულ სქემებს იყენებდა და ეს ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან მშვიდი სახით მიიყვანა მსოფლიო თასამდე. თუ საკლუბო დონეზე ინტერი ბარსაზე ძლიერი იყო, სანაკრებოზე ბარსელონამ მოიგო.

0x01 graphic

ფინალი. კასილიასი, პუიოლი და ვან პერსი

ვერ მოიგეს, მოიგეს კი არა, თავი მოიჭრეს სხვა, არანაკლებ მაღალი დონის მენეჯერებმა და საფეხბურთო ქვეყნებმა. ფლეგმატური რაიმონ დომენეკის საფრანგეთის ნაკრებში ისეთები მოხდა, საქართველოშიც რომ არ მომხდარა ოთხმოცდაათიანების დასაწყისში. წინა ჩემპიონატის ტრიუმფატორი მარჩელო ლიპი ერთ მდინარეში მეორედ შევიდა და იქიდან ძალიან სველი და შერცხვენილი გამოვიდა. გარდა ამისა, უკვე მთელი იტალია ლაპარაკობს იმაზე, რომ ლიპის შვილი დავიდე თითქმის მთელი ნაკრების აგენტია და სწორედ ის ფილტრავდა აფრიკაში წამსვლელებს. თუმცა, აქ მარტო ლიპები არ არიან დამნაშავე - იტალია თაობას ცვლის და არც გაფილტრული ფეხბურთელები უვარგა და არც - გაუფილტრავები.

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

ფეხბურთელები უვარგა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა კიდევ ერთ გრანდ-იტალიელს, ფაბიო კაპელოს, რომელმაც, როგორც ჩანს, თავისი დიქტატორული მარწუხები ზედმეტად მოუჭირა ძნელად მოსათვინიერებელ ინგლისელებს (შეზღუდული მენიუ, არავითარი ლუდი და სექსი) და უკუშედეგიც მიიღო. ამ ნაკრებში იმდენი სუპერ-ფიგურაა, რომ მათ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას ცალკე შტატი ესაჭიროება.

0x01 graphic

ამ ვაკანსიისთვის (გამაერთიანებელ-აღმგზნებელისთვის) იდეალური კანდიდატია დიეგო არმანდო მარადონა, კაცი, რომელმაც ფეხბურთი გაცილებით უკეთ იცის მოედნის შიგნიდან, ვიდრე მოედნის გარედან. მას ეცვა ჰუგო ბოსის კოსტიუმი (რომელიც არ უხდებოდა), ეკეთა ორი ერთნაირი საათი, ვარჯიშებზე ფეხბურთელებთან ერთად ცელქობდა და ზედ მოედანზე ეწეოდა სიგარას, რჩევისთვის ურეკავდა მოურინიოს, არ უსმენდა ბილარდოს, გასახდელში სადღეგრძელოებს ამბობდა... მაგრამ რომანტიკის დრო წავიდა. წავიდა დრო, როცა ოსვალდო არდილესი მარტო ბზრიალებდა შუაში - შეხედეთ ჰოლანდიელებს, დე იონგის მაიგერს (კარატეში დარტყმაა ეგეთი) თუ გადაურჩი, ვან ბომელი ფეხს მოგაჭრის, გადააგდებს და მეორის მოსაჭრელად გამოგეკიდება. მარტო მაშერანო ამდენ საქმეს ვერ გაწვდებოდა და ვერც გაწვდა - არგენტინას ბურთი ვერ აჰქონდა. მარადონამ ეს მესის დაავალა, კლასიკურ გარემარბს. ვერც მესი გაწვდა ამას. ვერც დი მარიამ შეცვალა მესი ფრთაზე და ქაოსიც სანაქებო გამოვიდა. არადა, დავაყენოთ მარჯვენა მცველად ძანეტი, შუაში, მაშერანოს გვერდით, კამბიასო და უკან გადავახვიოთ. დაცვაში სიმშვიდეა, ბურთი ცენტრში კონტროლდება, დი მარია მარცხნიდან უტევს, მესი მარჯვნივ დაფრინავს, ყველაფერი რიგზეა, ცხოვრება მშვენიერია, არგენტინა იგებს და იგებს!

რატომ არ წაიყვანა მარადონამ ეს ორი ფეხბურთელი? იმიტომ, რომ მარადონაა. რატომ ეხვეწება საძულველ გერმანიასთან 0:4 წამგებ კაცს მთელი არგენტინა დარჩენას? იმიტომ, რომ მარადონაა...

ჯგუფური ეტაპის შემდეგ იგივე მარადონა ამბობდა, ევროპული ფეხბურთი გარდაიცვალაო, თუმცა, გავიდა რამდენიმე დღე და ურუგვაი ნახევარფინალში ობლად დარჩა ევროპელების გარემოცვაში. ბრაზილიამ ჩემპიონატის ყველაზე ხარისხიანი ტაიმი ჩაატარა ჰოლანდიასთან, მაგრამ მეორეში არიფივით გაოგნებული დარჩა - როგორ გაგვიბედეს გათანაბრება? როგორ, კიდევ გაგვიტანეს? წავაგეთ? ბრაზილია ბრაზილიაში მიხვდა, რომ აფრიკაში აღარ იყო. პარაგვაიმ, მეორე ნომრად იდეალურად მოთამაშე გუნდმა, რომელიც სხვისი შექმნილის ჩაშლით უფროა ცნობილი, ვიდრე საკუთარის შექმნით, ძალიან აწვალა ესპანეთი და თითქმის მოუგო. ჩილემ ჯგუფში მოგვხიბლა და ბრაზილიასთან აორთქლდა. ურუგვაი კი გაძვრა. ურუგვაი ელიტაში დაბრუნდა და ის ამას იმსახურებდა. იმსახურებდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ფორლანი, იმსახურებდა ლუის სუარესი, რომელმაც განასთან ბოლო წამზე ბურთი ცარიელი კარიდან ხელით გამოიტანა და ურუგვაის მოაგებინა, იმსახურებდა კაპიტანი დიეგო ლუგანო, რომელსაც ლეგენდარულ ობდულიო ვარელას ადარებენ, იმსახურებდა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი, კაცი, ვინც ამ ჩემპიონატს მარილი მოაყარა.

0x01 graphic

მოურინიოს ჯოკერი უესლი სნეიდერი
მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

სამხრეთ ამერიკისგან განსხვავებით, პირველ ოთხეულში საერთოდ ვერ მოხვდა აფრიკული გუნდი. მასპინძელი სამხრეთ აფრიკა ჯგუფში ჩარჩა (მანამდე მასპინძლები ყოველთვის გადიოდნენ), ნიგერიაში ისეთი ბარდაკი იყო, ქართველებსაც რომ გაგვიკვირდება, კამერუნმა, საფრანგეთისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, ქულაც ვერ აიღო, სიკვდილის ჯგუფში მყოფი ვარსკვლავებით სავსე კოტ დ'ივუარს მისმა მწვრთნელმა სვენ გორან ერიქსონმა ზუსტად ის უქნა, რასაც ადრე ინგლისს უშვრებოდა - ხასიათი მოუსპო. შესაბამისად, აფრიკას ორმა გუნდმა შეუნარჩუნა ნამუსი: ძალიან საინტერესო ფეხბურთის მოთამაშე, თუმცა, ჯერ კიდევ დასახვეწმა ალჟირმა, რომელშიც ზიდანის „ხათრით” წამოსული თაობა ჭარბობს და განამ, დაუღლელმა, ფეთქებადმა, ორგანიზებულმა, წმინდა აფრიკული ფეხბურთის მოთამაშე ნაკრებმა, რომელსაც ესიენი რომ ჰყოლოდა, ბევრად წინ წავიდოდა.

0x01 graphic

ანდრეს ინიესტას ესპანეთის ისტორიაში
უმნიშვნელოვანესი გოლი გააქვს
ყველა ფოტო: REUTERS ©

როგორც ყოველთვის, მშვენიერი გუნდი ჰყავდა მექსიკას, მაგრამ როზეტის უხეშმა შეცდომამ ეს ცხელ-ცხელი გუნდი არგენტინასთან წელში გადატეხა. ღირსეულად გამოვიდა აზიური დუეტი - იაპონია და სამხრეთ კორეა, რვა წლის წინანდელი ჩემპიონატის მასპინძლები. ეს ამბავი ფიფას გაფართოების პოლიტიკის სისწორეზე მიუთითებს. ამერიკელები კი კვლავ ბევრს დარბიან, თითქმის წაგებულ თამაშებს ატრიალებენ, ბოლომდე იბრძვიან, მაგრამ ფეხბურთის თამაში, ამ სიტყვის ყველაზე ღრმა გაგებით, ვერ ისწავლეს. ამიტომაც ჩაიფუშა მათი 1994 წელს დაგეგმილი პროექტი, 2010-ში ჩემპიონობას რომ ითვალისწინებდა.

აღმოჩენებს რაც შეეხება: საჯიჯგნად განწირული ახალი ზელანდია საბოლოოდ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი გახდა - სამი ფრე, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონ იტალიასთან. აღმოჩენა იყო გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებიც, რომელმაც იმით კი არ გაგვაკვირვა, რომ ზედიზედ მეორედ მესამე ადგილზე გავიდა, არამედ იმით, თუ როგორ მიაღწია ამ წარმატებას - გერმანელებს ასეთი ლამაზი ფეხბურთი ჯერ არასდროს უთამაშიათ.

0x01 graphic

იოაჰიმ ლიოვი

ფიფამ აღმოაჩინა, რომ ხალხი აღშფოთებულია - ამდენი შეცდომა მსაჯებს წინა 18 ჩემპიონატზე ერთად არ მოსვლიათ. ამიტომ მალე კარდიფში ფიფას ხელმძღვანელები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, თუ რა არის საჭირო, რომ გულშემატკივრები აღარ აღშფოთდნენ. კიდევ ერთი სიახლე იყო ფიზიკური მომზადების გასაოცარი დონე და არნახული დინამიკა, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სამსაჯო კრიზისისა. არცთუ სასიამოვნო, მაგრამ მაინც აღმოჩენა იყო ვუვუზელა, რომელიც უკვე აიკრძალა 2011 წელს ახალ ზელანდიაში გასამართ სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატზე და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე. უკვე ლეგენდად ქცეული რვაფეხა პაული კი, სამწუხაროდ, მხოლოდ სამ წელიწადს ცოცხლობს და უკვე ორწლინახევრისაა. თუმცა, ობერჰაუზენის ოკენარიუმში სათადარიგო, არანაკლებ ნიჭიერი რვაფეხებიც ჰყოლიათ და, წესით, შემცვლელის პოვნა არ უნდა გაუჭირდეთ.

0x01 graphic

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
დიეგო ფორლანი
ყველა ფოტო: REUTERS ©

ბოლოს კი საქართველოში დავბრუნდეთ და ჯერ ობერჰაუზენის მერიას ვთხოვოთ, რომ პაულის შემცვლელს ლელა დაარქვან, ხოლო იმ ტელეკომპანიას, რომელიც ბრაზილიაში დაგეგმილ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გააშუქებს, მოვთხოვოთ: წინ ოთხი წელიწადია და იქნებ ისე ვქნათ, რომ ჩვენც დანარჩენებივით გვიხაროდეს ფეხბურთის ყურება.

სამხრეთ აფრიკა 2010:
ტაბულას სიმბოლური ნაკრები 4-4-2

0x01 graphic

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

ვისენტე დელ ბოსკე
(ესპანეთი)

იოახიმ ლიოვი
(გერმანია)

საუკეთესო ფეხბურთელი
ანდრეს ინიესტა
(ესპანეთი)

საუკეთესო ახალგაზრდა
ფეხბურთელი
თომას მიულერი
(გერმანია)

3 საუკეთესო გოლი
დიეგო ფორლანი
(ურუგვაი):

გერმანიასთან, 2:1
ლუიშ ფაბიანო
(ბრაზილია):

ჩილესთან, 2:0
ფაბიო კუალიარელა
(იტალია):

სლოვაკეთთან, 2:3
გმირები და ანტიგმირები
+ რვაფეხა პაული,
ლუის სუარესი
(ურუგვაი),

ახალი ზელანდიის ნაკრები|
- 1 არხი,
მსაჯები,
ვუვუზელა

17 სამხრეთ აფრიკა 2010 ჰოლანდია - ესპანეთი ფინალური მატჩი

▲ზევით დაბრუნება


ფოტოესსე

0x01 graphic

18 ვინ გადაცურავს ზღვას?

▲ზევით დაბრუნება


ლექსო მაჭავარიანი|სვეტი

0x01 graphic

ერთ დროს ქვეყნის ყველაზე უფრო ალტერნატიული სატელევიზიო სიხშირე პოლიტიკოსებს გადაულოცეს. არხი, რომლის საშუალებითაც 90-იან წლებში სერგი გვარჯალაძემ, დადა დადიანმა, ირაკლი ჩარკვიანმა და კოტე ყუბანეიშვილმა კულტურული რევოლუციის მოწყობა სცადეს, ვადაგასული საჯარო პირების ასპარეზად გადაიქცა. „შოუბიზ-დაიჯესტი” პარლამენტის პლენარულმა სხდომებმა ჩაანაცვლა, რეაქტიული პოეზია - პარტიული ტრიბუნიდან ნასროლმა ობმოკიდებულმა ლოზუნგებმა. რევოლუცია არ შედგა. დისნეის მულტფილმების ჩვენებისას შეცდომით ჩართული ჰენტაი ანიმე წინასწარმეტყველება აღმოჩნდა - ოცი წლის შემდეგ მეორე არხი ვერბალურ პორნოგრაფიას დაეთმო.

ირაკლი ჩარკვიანი ერთადერთი ქართველი მეფე იყო, რომელსაც ზღვის გადაცურვის სურვილი გაუჩნდა. ზღვის პირას მცხოვრებ ხალხს, არგონავტებს დადევნებულ აიეტის მითიურ ხომალდებს თუ არ ჩავთვლით, არასდროს გვყოლია ფლოტი. შავი ზღვა არ გვიჩენდა მასში შეცურვის სურვილს. ამიტომაც დავარქვით ზღვა - ზღვარი. მის იქით ჩვენი წინაპრებისთვის არაფერი იყო, შეუცნობელის შიშის გარდა. ვიკინგებს სიცივე, შიმშილი და სიახლისკენ სწრაფვა აიძულებდა, ფარატინა გემებით ოკეანე გადაელახათ. ჩვენ, კავკასიის მთების ჩრდილში, თბილ ადგილზე მოკალათებულებს, როგორც ჩანს, არ გვშიოდა, არც სიახლე გვიზიდავდა მაინცდამაინც და არც იმის მიზეზი გვქონია ოდესმე, ზღვების გადაცურვაზე გვეფიქრა. ის კი ქაღალდის ნავით შეეცადა გადაცურვას.

90-იანი წლები ისტორიას ჩაბარდა. მოვიდა ახალი საუკუნე, ახალი გამოწვევებით და ახალი გმირებით. თბილისის კინოთეატრებში ანშლაგებით გასულმა „ოცნების ქალაქმა” ყველაზე კარგად ჩამოაყალიბა თანამედროვე ქართული ოცნება: ცოლად - ნანკა, სიმამრად - დუტა, საყვარლად - შორენა, მოსასმენად - „მგზავრები”, საყურებლად - მაია ასათიანი, გასართობად - „ნაით ოფისი”, თმის შესაჭრელად - სალონი „ნატალი“...

ხელისუფლების სათავეში რევოლუციური ლოზუნგებით მოსული მთავრობაც მალე კარგად გაერკვა, თუ რატომ აღაგზნებს ჩვენს დიასახლისებს რესტორნიდან ახლად გამოსული თვალცრემლიანი მამაკაცის ჩივილი 800 წლის წინ გარდაცვლილი მეფისადმი - „სულში გვაფურთხებენ, დედას გვაგინებენ, დავიიით“, ისე რომ, გადაცემა „ნიჭიერის“ ფინალში შესაშური ერთსულოვნებით მის მორიგ რეინკარნაციას აძლევენ ხმას და რატომ აქვს თავბრუდამხვევი რეიტინგი მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუებს. იმდენად კარგად, რომ „შავ ღვინოში მობანავე ალუბლებსა” და „ახალგაზრდობადავიწყებული მოხუცის თვალებზე” სინქრონულად მომღერალი ბიჭუნების მიმართ არსებუარსებული საერთო-სახალხო სიყვარული ქართული პოლიციის შემდგომი პოპულარიზაციისთვისაც კი გამოიყენა.

0x01 graphic

ილუსტრაცია: თემურ მაჭავარიანი

ხელისუფლების კარგად მესმის. ეს სამარხვო კულტურა ხომ არასდროს შეუქმნის პრობლემებს სრული დეოკუპაციის მოლოდინში დროსა და სივრცეში გაყინული ქვეყნის მართვაში. რა საჭიროა ზედმეტი თავის ტკივილი. „შუა ქალაქით” ზომბირებული მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უფრო ადვილია. თან, ვინ იცის, პოტენციურ ამომრჩეველთა ინტელექტუალური დონის მატებასთან ერთად, უფრო მეტად გამოჩნდეს საკუთარი ნაკლოვანებები. ამათთვის კი წელიწადში ერთხელ ჩამოიყვან რომელიმე გადაბერებულ პოპვარსკვლავს, ახალგაზრდობის სწორი იდეოლოგიური აღზრდის საკითხებს კი სტალინის ძეგლის დემონტაჟის მეორე დღეს შექმნილი სამინისტრო მიხედავს.

ნუ აძლევთ ფულს კარის ხელოვანებს, მიეცით მეამბოხეებს...

სწორედ ასე დავწერდი, რომელიმე მემარცხენე მიმართულების ჟურნალში რომ მქონდეს ჩემი სვეტი, მაგრამ რაკი ეს სტატია „ტაბულაში” უნდა გამოქვეყნდეს, სხვა მხრიდან მივუდგები საკითხს.

„რედიოჰედის“ მიმართ სიმპათიის მიუხედავად, არავითარი სურვილი არ მაქვს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საახალწლო კონცერტზე ტოტო კუტუნიოს ნაცვლად ტომ იორკი ვნახო, თუ ეს ღირსშესანიშნავი და ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩასაწერი მოვლენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდება. ასევე არ ვთვლი მართებულად სახელმწიფოს მიერ კინოს, თეატრების, გალერეების და ტრაიბალური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების სუბსიდირებას. ახსნაც საკმაოდ პრაგმატული მაქვს: რატომ უნდა დაიხარჯოს ჩემს მიერ გადახდილი გადასახადები იმ ხელოვანის დასაფინანსებლად, რომელიც შეიძლება სულაც არ მომწონდეს და რომელსაც ჩემივე გადახდილი ფულით დაფინანსებული რომელიმე ჩინოვნიკი, ჩემგან განსხვავებით, ქვეყნის სახედ მიიჩნევს.

გაცილებით უფრო სწორი მგონია, რომ სახელმწიფო ენდოს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებს და არ წამართვას გადაწყვეტილების მიღების უფლება. დამიტოვოს ჩემი ფული და მომცეს საშუალება, თავად გადავწყვიტო, „ბაკულას ღორებზე” შევიძინო ბილეთი თუ რომელიმე ექსპერიმენტული თეატრალური დასის პერფორმანსზე დასასწრებად.

დავუშვათ, ხელფასი მაქვს 1000 ლარი. აქედან 200 ლარს ვიხდი გადასახადების სახით. სახელმწიფო ბიუჯეტში შესული ხსენებული თანხის უდიდესი ნაწილი ხმარდება იმ ჩინოვნიკების ხელფასებს, რომლებიც, ჩემთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე წყვეტენ რომელი ხელოვანი დააფინანსონ ჩემივე ფულით. ზემოხსენებული ჩინოვნიკების მიერ საკუთარი გემოვნებისა თუ პრაგმატული მოსაზრებების საფუძველზე შერჩეულ ხელოვანს კი ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი ხმარდება. არ ფიქრობთ, რომ ეს არა მარტო ალოგიკური, არამედ შეურაცხმყოფელიცაა? თქვენი არ ვიცი და მე ვფიქრობ, რომ შემიძლია თავად ვიკისრო პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე.

რედაქციაში გაგზავნამდე, ეს წერილი ჩემს ერთ მეგობარს წავაკითხე. მეგობარმა, რომელიც საავტორო კინემატოგრაფის დიდი მოყვარულია, შეშფოთება გამოთქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების გარეშე ქართული კინო განწირულია მასაზე გათვლილ „ოცნების ქალაქებზე”. არის გამოსავალი: შენ თავადვე დააფინანსე შენთვის სასურველი რეჟისორები- მეთქი, ვუპასუხე, რაზეც მომიგო, რომ ამისთვის საკმარისი ფული არ აქვს.

როგორც ამბობენ, ფული არასდროს არ არის საკმარისი, მაგრამ, გადასახადების შემცირების შემთხვევაში, ჩემს მეგობარს და მის თანამოაზრეებს, თუ მართლა შესტკივათ გული ქართულ კინოზე, შეეძლებათ შექმნან ფონდი, შეიტანონ იქ სახელმწიფოს მიერ მათთვის დატოვებული 200-200 ლარი და, ჩინოვნიკების მხრიდან ჩარევის გარეშე, თავადვე დააფინანსონ ის ხელოვანი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევენ. ასე დასრულდება დავა ხელისუფლებაში მყოფი პირველი პირების გემოვნებასა და მათ მიერ კულტურის სასურველი იდეოლოგიის დასანერგად გამოყენებაზე.

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ 200 ლარს, ქართული კინოს დაფინანსების ნაცვლად, რესტორანში დახარჯავენ, იმედია, რესტორნის მეპატრონე მაინც აღმოჩნდება კინომანი და საღამოს მეუღლეს რომელიმე ჰოლივუდური ბლოკბასტერის პრემიერაზე დაპატიჟებს.

19 მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

რელიგია

მართლმადიდებლები ათასწლეულის შემდეგ დიდ კრებას მოიწვევენ

თითქმის 1123 წლის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიები რიგით მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევისთვის ემზადებიან. „მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა და დიდი კრების ჩატარება არ ითმენს და მისი შეფერხება ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტსა და სიმტკიცეს ღრმა ჭრილობას მიაყენებს,” - ეს სიტყვები მიტროპოლიტმა იოანე ზიზიულასმა 2009 წელს წარმოთქვა შამბეზეში. მერვე კრების მოწვევის მიზეზთა შორის, საეკლესიო კალენდრის საკითხის, საეკლესიო დიასპორების იურისდიქციის, მარხვისა და სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ურთიერთობის დარეგულირება დასახელდა.

იცხოვრო მთელი ათასწლეული მის გარეშე, ადვილი არ არის. მართლმადიდებლებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი უუნარონი არიან, მოიწვიონ მსოფლიო კრება და უპასუხონ ახალი დროის გამოწვევებს. „გაქრა იმპერატორი - გაქრა კრება!“ ეს ბრალდება პროტესტანტულია, ხოლო „გაქრა პაპი - გაქრა კრება“ - კათოლიკეთა საყვედური. 1054 წელს „დიდი სქიზმის“ შემდეგ დასავლელმა კათოლიკეებმა კიდევ თოთხმეტი მსოფლიო კრების მოწვევა მოასწრეს, ხოლო აღმოსავლელმა მართლმადიდებლებმა - არც ერთის.

კრებას, როგორც წესი, იმპერატორი იწვევდა, მიღებულ გადაწყვეტილებებს კი სახელმწიფო კანონის ძალა ენიჭებოდა. იმპერატორი სახელმწიფოს ერესისგან იცავდა. თუ მართლმადიდებელი ეკლესიები მერვე კრების მოწვევას შეძლებენ, ის იქნება პირველი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორისა და რომის ეპისკოპოსის გარეშე ჩატარდება.

იმის გამო, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ჰყავს ერთი საჭეთმპყრობელი და ბევრ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, სავარაუდოდ, კრებას დაძაბულ რეჟიმში მოუწევს მუშაობა. „ავტოკეფალური ეკლესიების შექმნის შემდეგ ჩვენ ხშირად გვთვლიან ეკლეეკლესიების გროვად და არა ერთიან ეკლესიად... ავტოკეფალია არ უნდა იქცეს ავტოკეფალიზმად!” მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ამ სიტყვებით თანასწორთა შორის საკუთარ უპირატესობას გაუსვა ხაზი. უპაპო ეკლესიაში სწორედ კონსტანტინოპოლის საყდარს აქვს პრივილეგია, მოიწვიოს მსოფლიო კრება. თუმცა, რაში მდგომარეობს მისი სხვა უპირატესობანი დანარჩენ ავტოკეფალიებთან მიმართებაში, სადავო საკითხია. თუ რუსეთში თვლიან, რომ მათი ავტოკეფალიის მიღმა მცხოვრები რუსი მართლმადიდებლები სწორედ მათ უნდა ემორჩილებოდნენ, მსოფლიო საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ყველა მართლმადიდებელი, რომელიც საკუთარი ავტოკეფალიის მიღმა ცხოვრობს, მსოფლიო საპატრიარქომ უნდა დამწყემსოს. ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა კარგად იცის რუსული მადის შესახებ და მსოფლიო კრების ავტორიტეტით ამ საკითხის გადაწყვეტას შეეცდება.

0x01 graphic

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი

მომავალი კრების წინააღმდეგ არაერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მრევლის კონსერვატიულმა ნაწილმა გაილაშქრა. საქართველოში სკანდალურად ცნობილმა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმაც არ დააყოვნა და მოსალოდნელ კრებას „ავაზაკთა” და „განდგომილთა” უწოდა. მათი აზრით, კრების მოწვევა აუცილებელი არ არის და ის რეფორმატული ხასიათის იქნება. კავშირისთვის საკმარისი არ არის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობა კრებაზე. ის აუცილებლად მიიჩნევს, კრებამ უერთგულოს წინა საეკლესიო კრებების კანონებს, რომლებიც, მაგალითად, თეატრში წასვლასაც კი კრძალავს.

0x01 graphic

ჩატარებული კრებები:

1. 325 ნიკეა - მიიღო სარწმუნოების სიმბოლო, ანათემას გადასცა არიანელთა (არიოზის) სწავლება, განსაზღვრა აღდგომის გამოთვლის წესი (ალექსანდრიელი მღვდელი არიოზი ასწავლიდა, რომ ძე ღმერთი ანუ ქრისტე არის მამის პირველი ქმნილება, რომელიც მას სრულიად ემორჩილება. არიოზის სწავლების მიხედვით, იესო ღმერთსა და ქმნილებას შორის ერთგვარ საშუალო რგოლს წარმოადგენდა).

2. 381 კონსანტინეპოლის I - გაიმეორა არიანელთა ანათემა, მოახდინა წმინდა სამების შესახებ სწავლების ფორმულირება.

3. 431 ეფესო - გადასცა ანათემას ნესტორიანელობა (კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნესტორის სწავლებით, ქრისტეს ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებას ერთი ნება ჰქონდა).

4. 451 ქალკედონი - გადასცა ანათემას მონოფიზიტობა და მიიღო დოგმატი ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შესახებ (მონოფიზიტური სწავლების მიხედვით, ქრისტეს აქვს მხოლოდ ერთი, ღვთაებრივი ბუნება).

5. 553 კონსტანტინოპოლის II - შეაჩვენა ორიგენეს სწავლება (ორიგენე ასწავლიდა, რომ საბოლოოდ ღვთის მოწყალება ყველას აცხოვნებს. ის ასევე ქადაგებდა სულთა გადასახლებას, რომელიც, განსხვავებით ბუდისტური და იუდაისტური რეინკარნაციისგან, არ უშვებდა ადამიანის სულის ცხოველის სხეულში ჩასახლების შესაძლებლობას).

6. 680-681 კონსტანტინოპოლის III - ანათემას გადასცა მონოთელიტობა.

7. 787 ნიკეის II - ანათემას გადასცა ხატმებრძოლობა და დააკანონა ხატთაყვანისცემა. (ხატმებრძოლობა მერვე საუკუნის ბიზანტიაში პოლიტიკურ-რელიგიური მოძრაობა იყო, რომელიც ხატების თაყვანისცემას კერპთაყვანისმცემლობად აცხადებდა).

კანონიკა შეიძლება შერბილდეს - ეს უკვე პრაქტიკაა. საუკუნეების წინ მიღებული კანონები ახალ დროში იშვიათად სრულდება. მაგალითად, თუ ადრე მრუშობისთვის მრევლს 7-დან 14 წლამდე ზიარებისგან განყენება ელოდა, დღეს მხოლოდ რამდენიმეთვიანი სასჯელით იფარგლებიან. კანონიკის ინტერპრეტაცია კი დღეს ყველას შეუძლია, ვისაც ეს არ ეზარება.

საუკუნეთა მანძილზე მსოფლიო საეკლესიო კრება საკუთარ გადაწყვეტილებებს რომელიმე ჯგუფის აზრს კი არ უთანხმებდა, არამედ თავად იყო ჭეშმარიტების განმსაზღვრელი. სწორედ ამიტომ მმკ-ს ეკლესიის დატოვება მოუწევს, თუ იქ მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებები მიიღეს.

მსოფლიო კრება მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესი მმართველი ორგანოა. აქამდე ჩატარებულმა შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრებამ სულიწმიდის სახელით გამოიტანა დადგენილებები და, წმინდა წერილზე დაყრდნობით, დოგმატიკა და საეკლესიო სამართალი შექმნა.

პირველი კრება 325 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინემ მოიწვია ნიკეაში, ალექსანდრიის ეპისკოპოს კირილესა და არიოზს შორის შიდასაეკლესიო განხეთქილების აღმოსაფხვრელად. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო შეკრული სახარების კანონიკური წიგნები. არიოზი ქრისტეს ღვთაებრიობას უარყოფდა და მიიჩნევდა, რომ იესო მხოლოდ ღმერთის უმაღლესი ქმნილება იყო და არა განკაცებული ღმერთი. მისი შეხედულებები იმ დროისთვის მთელ იმპერიაში იყო გავრცელებული და არაერთი მხარდამჭერი ჰყავდა. 318 ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი შეიკრიბა ნიკეის სასახლეში, იმპერატორის მეთვალყურეობის ქვეშ. მრავალი მათგანი სულ ახალი დაბრუნებული იყო საკნიდან, სადაც მათ არაქრისტიანი იმპერატორები ამწესებდნენ - ახლა კი დრო შეიცვალა! რამდენიმე დღის მანძილზე კრებამ ვერ შეძლო, ლოგიკურად დაემტკიცებინა არიოზის შეხედულებათა ცდომილება, რის გამოც მირონლუკიის მთავარეპისკოპოსმა, ნიკოლოზმა, გადმოცემის მიხედვით, არიოზს სახეში ჩაარტყა. ამის გამო მას დროებით შეუჩერდა მღვდელმოქმედება. ნიკეის კრებამ არიოზის სწავლება ერესად გამოაცხადა და პირველი სარწმუნოების სიმბოლო „მრწამსი” ჩამოაყალიბა. ენობრივი თვალსაზრისით ის შემდგომმა კრებამ სრულყო.

20 როცა ბურთი გორავდა

▲ზევით დაბრუნება


გიორგი კეკელიძე|სვეტი

0x01 graphic

ანუ მივიწყებული და მისავიწყებელი ამბები რკინის კარს შიგნით და შიგნიდან

რაც თავი მახსოვს, ანუ თავი ტელეეკრანისკენ მიბრუნებული - საფეხბურთო ჩემპიონატისას ერთი შეხედვით სხვა არც არაფერი ხდება. არადა, გამოგიტყდებით - მსოფლიო ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს - პრეზიდენტები და შეყვარებულები ერთმანეთს ხვდებიან. იგივე შეიძლება ითქვას ამ შეხვედრებს მოყოლებულ ტერორისტულ და სხვა რიგის უფრო ინტიმურ აქტებზე - ანუ სამყარო ისევ დუღს, მაგრამ სხვა ქვაბში. მართალია, ფეხბურთი იმ დროს, რომელზეც უნდა გიამბოთ, ასეთი მასშტაბური საქმე არ იყო და ირგვლივ გველეშაპობამოწყურებული ფაშისტურ-კომუნისტური ჭიები დაძვრებოდნენ, მაგრამ მუნდიალი მაინც მუნდიალია. აგერ, ცხელმა სამხრეთ აფრიკამაც ჩაიარა, მეც ნელთბილ არქივში ჩავყვინთე და 1930 წლის ივლისის საბჭოურ-ქართული პრესა გადავშალე.

მაშ ასე: ერთ დიდებულ დღესაც ფიფას მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟიულ რიმემ ოლიმპიური თამაშებისგან დამოუკიდებელი ღონისძიების გამართვა განიზრახა და აჰა, 1930 წლის 12 ივლისს ურუგვაიში მსოფლიოს პირველი საფეხბურთო ჩემპიონატიც გაიხსნა - არც ამ და არც მომდევნო მუნდიალებზე, ვიდრე 1958 წლამდე, საბჭოთა კავშირის ნაკრებს პრინციპული მიზეზების გამო მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, ქართულ კომუნისტურ პრესასაც საზღვარგაღმა საფეხბურთო თემაზე პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული, ხოლო 12 ივლისის უმთავრესი მოვლენა, ბუნებრივია, საკავშირო კომპარტიის XVI ყრილობა გახლდათ, გამომსვლელი იაკოვლევი კი კარგ სპორტულ ფორმას ინარჩუნებდა - „მიწათმოქმედებაში მსხვილი სოფლის მეურნეობის შექმნის ამერიკულ გზას” აკრიტიკებდა. ოკეანისგაღმელებს მილიონი ახალი ტრაქტორი შეეყვანათ სათესებზე. მომხსნებელი მიუთითებდა: „კაპიტალისტური ქვეყნების სოფლის მეურნეობამეურნეობაში გაშლილი ტექნიკური რევოლუციის სიმბოლოს წარმოადგენს მძიმე ტრაქტორის მიერ გაქელილი ფერმერი”, (ხმები - „მართალია“. ტაში).

ამ დროის მანძილზე თბილისის აღმასკომმა ორმილიონ-ნახევარი მანეთი გადადო ქალაქის კეთილმოწყობისთვის, ხოლო ავტომობილი №504 სამხედრო ქუჩაზე ვინმე გიორგი თომას ძე ზუბაევს დაეჯახა და მსუბუქად დააშავა (ეს ცნობა ცალკე და მუქი შრიფტითაა გამოყოფილი). იმ პერიოდის „კომუნისტის” თითქმის ყოველ ნომერში გადააწყდებით განცხადებას საბუღალტრო კურსებზე, სადაც ლამაზსა და სწრაფ წერას ასწავლიდნენ. ასევე ნახავთ მუშათა გახალისებისთვის დაწერილ ერთსტროფიან ლექსებს (მაგალითად: სტალინის თვალი ტრიალებს, ძალა მან მოგვცა ჩვენაო, ქალი, კაცი და პატარა, მასზე ვიმღერით ყველაო), ავიაქიმიის საბრძოლო სექციის წარმომადგენელთა შეჯიბრების შედეგებს სიმღერაში და რას აღარა.

სადღაც ბურთი გორავს, არასაფეხბურთო მსოფლიოში კი დიდი ცვლილებები მზადდება. ჩვენთან წერენ: ინდოეთის ბურჟუაზია ეძიებს ინგლისელ იმპერიალისტებთან შერიგების გზებს, იქაური მეფისნაცვალი ლორდი ირვინიც ამ აზრზეა. ვარშავა მზადაა შეუერთდეს ბრაიანის იდეას ევროპის ფედერაციის შექმნაზე, ფინელი ფაშისტი კოსოლო მოითხოვს კომუნისტთა განადგურების დადგენილების სასწრაფოდ ამოქმედებას. საბჭოთა კავშირის საკონსულოს ციციკარში მზაკვრულად ხუნხუზები (მანჯურიასა და ჩრდილოეთ ჩინეთში მოქმედი შეიარაღებული ბანდები) დაესხნენ თავს და გაძარცვეს. ციციკარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის ადგილას მიემგზავრება დიდი ჯარი ბანდიტების დასაჭერად. საბჭოთა მთავრობა კმაყოფილია. ამერიკაში კი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს - ბამბისა და გაზოლონის ფასებმა აიწია. საბჭოთა მთავრობა ალბათ ამითაც კმაყოფილია. განდისთან მოლაპარაკებები იწყება. გმობენ ჩერჩილს, რომელმაც განაცხადა: ინდოეთისთვის დომინიონის უფლების მინიჭება შეუძლებელია მიმდინარე საუკუნის განმავლობაშიც კიო. ამასობაში კი პანევროპულ გეგმას რამდენიმე სახელმწიფო უერთდება, ოღონდ შვედეთი ერთა ლიგის ფორმატის შენარჩუნების მომხრეა. გერმანელი ფაშისტები სოციალ-ფაშისტებთან კავშირს ლამობენ.

0x01 graphic

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

ამ პერიოდის პრესაში უსათუოდ თვალში მოგხვდებათ რუბრიკა „სილოსი - ყურადღების ცენტრში“. 20 ივლისიდან სულაც სილოსის საკავშირო კვირეული ცხადდება. სილოსი - სპეციალური ნაგებობაა საქონლის წვნიანი, დამჟავებული საკვების დასამზადებლად, კოშკს მიაგავს. ასეთი კოშკები, გაგვიკვირდებათ და, ამერიკული სტანდარტის მიხედვით ააგეს, თუმცა, იქვე სამამულო საჭრელი მანქანა „ინტერნაციონალიც“ მიაყოლეს. სილოსის კოშკურა ახალი კერპივით აღიმართა. მომდევნო უმთავრესი შიდათემა რიონჰესია - „განახლებულ საქართველოში აფეთქებული მეორე გული“. ლევან მეტრეველის სტატიები ამ სადგურის მშენებლობას ეძღვნება (დღევანდელი სტანდარტით სვეტებს დაარქმევთ) და ასეთი სათაურები აქვს: „მდევურ შებრძოლებათა სურათი“, „ქვესკნელის კვნესა“, „ზურმუხტის კასრი“.

სპორტი ძირითადად მსროლელთა ბრიგადების ამბებს განიხილავს. კულტურაში ცხელა და ოპერის ბაღში საზაფხულო კინოჩვენებები იმართება. მაგალითად, „განსაკუთრებული გმირული ეპოპეა“-ს.ტიმშჩენკოს „მკვდრების შეთქმულება“. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ფილმების ჩამონათვალს, „რომელთა ჩვენება სასურველად არის ცნობილი მოსავლის კრეფის, პურის დამზადებისა და შემოდგომის თესვის კამპანიების ჩატარების დროს“.

ასეა, ჰინდერბერგმა რაიხსტაგი დაითხოვა, გერმანიამ პანევროპულ გეგმას პანღური ამოჰკრა, ამერიკაში კრიზისი ღრმავდება, საბჭოთა კავშირში მეცხვარეობა ვითარდება, ურუგვაი კი საკუთარ მოედანზე, მონტევიდეოში, ფეხბურთში პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს იგებს. ფინალში არგენტინა მარცხდება. ხოლო ამ დღეს „სპორტისა და ფიზკულტურის“ განყოფილებაში მხოლოდ ერთი ცნობაა: „ფეხბურთში გამარჯვებული გამოვიდა კომუნალურ მუშათა ჯგუფი, რომელმაც მოუგო რკინის გზის მუშათა გუნდს - 1:0“.

21 ჭორი

▲ზევით დაბრუნება


სულელი უცხოელი|სვეტი

0x01 graphic

იცოდი, რომ აშშ საიდუმლო სამხედრო დარტყმას გეგმავს ირანზე და რუსეთის ყურადღების გასაფანტავად ქართული სანაპირო დაცვის გამოყენებას აპირებს აფხაზეთთან პროვოკაციის მოწყობისთვის? არა? ის მაინც უნდა გსმენოდა, ჰილარი კლინტონი მხოლოდ პირობების შესათანხმებლად რომ ჩამოვიდა, მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურას პოლიტიკური თავშესაფარი და რამე... ან ის, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეზე, რუსეთის პრემიერი „ჩვენ ერთი გუნდი ვართ” - ის სიმღერით რომ შეუძღვა სტუმრებს, ქართული საფეხბურთო ნაკრების ფორმაში გამოწყობილი.

ჭორები და მითქმა-მოთქმა საექსპორტო საქონელი რომ ყოფილიყო, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იქნებოდა. მგონი ამ ქვეყანაში აბსურდული მონაჩმახების დამტკიცება/ უარყოფას უფრო მეტ ღონეს ახმარენ, ვიდრე ნებისმიერ ბიზნესს ან მრეწველობას. შესაძლოა, ამერიკამ მისცა დასაბამი შეთქმულების თეორიებს, მაგრამ მისი სულიერი მამა უთუოდ საქართველოა.

მე მედიას ვადანაშაულებ, რომ არსებობს რისკი, საქართველოს განადგურების სატანური მისიით ჩამოთრეულ ებრაელ-მასონ- იეღოველობაში (ხომ გეცნობათ?) დამდონ ბრალი. ქართული პრესა პირთამდე სავსეა გიჟური მოსაზრებებით, რასაც ახალ ამბებად ასაღებენ. ძლივძლივობით გადააწყდები სტატიას, რომელიც არ არის დახუნძლული ფრაზებით - „ექსპერტების თქმით”, „როგორც მოგეხსენებათ”, „კულუარებში ამბობენ”. საბოლოო ჯამში, რეპორტიორები და ფელეტონისტები (საქართველოში ამ ორ ცნებას შორის განსხვავება თითქმის არ არსებობს) უბრალოდ იგონებენ რაღაცებს. მაგალითად, ამას წინათ პრესა დაიტბორა ახალი ზღაპრით: ოქრუაშვილი, ნოღაიდელი და გაჩეჩილაძე ჯგუფს აარსებენ - მეგონა, ოქრუაშვილი მთავარი ვოკალისტია, გაჩეჩილაძე კლავიშებზე უკრავს, ნოღაიდელი კი - დასარტყამზე. ჰო, ისიც გავიგე, რომ მათი მენეჯერი ეროსი კიწმარიშვილი იქნება.

0x01 graphic

თუ აქამდე არსებობდა რაიმე ეჭვი, რომ საქართველოს არ აქვს ჭორაობისკენ მიდრეკილება, „იმედის“ საყოველთაოდ ცნობილმა ტყუილმა ეს ეჭვი საბოლოოდ გაფანტა. ნებისმიერი შეფასებით, ცუდად დაგეგმილი გადაცემა ჭკვიანურ გაიძვერობამდეც ვერ ქაჩავდა, არ გახლდათ ოუშენის 11 მეგობრის სტილის ეშმაკობა:

გარდა იმისა, რომ სიუჟეტში „იმედი“ გამუდმებით „იხსენებდა“ მოვლენებს, რომლებიც ჯერ არ მომხდარიყო (მაგალითად, ადგილობრივი არჩევნები), ისიც თვალსაჩინო გახლდათ, რომ კადრები ზაფხულისა იყო. მაგრამ აბა ქართველები ასეთ ამბავს როგორ გააფუჭებდნენ. გადაცემის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში ყველა ყველას ურეკავდა და საზეიმოდ აუწყებდა, რუსები გვიპყრობენო. აი, ამ ჭორის ექსპორტი კი საქართველომ ნამდვილად მოახერხა. მომდევნო დღეს ამბავი უცნაურ გადაცემაზე ყველა საინფორმაციო გამოშვებამ დაიტაცა მსოფლიო მასშტაბით.

მსოფლიოს მოვლის შემდეგ „იმედის“ ტყუილმა მეორე თაობის ჭორებიც დაყარა. ათასი მეტა-ჭორი გაჩნდა იმის შესახებ, თუ რა მოხდა - ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლებით დაწყებული, დაპყრობის შესახებ თავდაცვის სამსახურების ინფორმაციით დამთავრებული. იმასაც ამბობდნენ, ეს „იმედის” ერთხელ და საბოლოოდ თავიდან მოსაცილებლად მოაწყვესო. რა თქმა უნდა, ბოლოს აღმოჩნდა, რომ არც ერთი „ვარაუდი” არ შეიცავდა სიმართლის მარცვალსაც კი. თუმცა, ქართველები ხომ არასდროს დაუშვებენ, რომ სიმართლე გზაზე გადაეღობოს კარგ ამბავს.

ისა და, იცი, სინამდვილეში რა უნდოდა ჰილარის?...

22 მუსლიმები მესხეთიდან

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

50 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ მესხეთში მცხოვრებ მუსლიმებს იძულებით დაატოვებინა სახლ-კარი. „იერლი“ (ადგილობრივი) - ასე უწოდებდნენ თავს მუსლიმი მესხები. „კავკასიელი“, „თურქი“ - ამგვარად მოიხსენიებენ გადასახლებულებს შუა აზიაში. „თურქი მესხები“ - ასე მონათლეს ისინი წითლებმა. „უსამართლობა“ - ამბობენ მესხები, როდესაც საკუთარ ყოფას აღწერენ და ცდილობენ ქართულ საზოგადოებას თავი შეახსენონ.

0x01 graphic

მესხური ოჯახი, მე-20 საუკუნის
40-იანი წლები, მესხეთი (დეპორტაციამდე)

ისლამიზაციის პოლიტიკა და მუსლიმები მესხეთში

ოსმანთა ბატონობამ მესხეთს თავისი კვალი დაატყო. მესხების დიდი ნაწილი თურქულ კულტურულ სივრცეში მოექცა და ისლამი მიიღო. ვახუშტის ჩანაწერების მიხედვით, მოსახლეობა მხოლოდ ოფიციალურ შეკრებებზე საუბრობდა „თათრულად”, ოჯახებში კი კვლავაც ქართული ენა ჟღერდა. ოსმანების მიერ ოკუპაციის დროს მესხეთში შევიდნენ მომთაბარე თურქები, ქურთები, ხიმშილები (მუსლიმი სომხები) და დროთა განმავლობაში გაითქვიფნენ ადგილობრივებში. თუმცა, მოსახლეობა იდენტობის შენარჩუნებას ცდილობდა. ამის დასტურად ოსმალების მიერ ჩატარებული აღწერაც გამოდგება.

გურჯისტანის ვილაიეთის „ბუიუკ დეფტერი” (მოსახლეობის აღწერა) ოსმალებმა გადასახადების აკრეფის მიზნით წამოიწყეს. თურქები ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთი წესით - სახელისა და მამის სახელის მითითებით აღწერდნენ. ბერიძეები, კახიძეები, გიორგისძეები ოსმანი ალი ოღლის, ისმაილ აჰმედ ოღლის სახელებით მოხვდნენ რეესტრში. თუმცა, დიდმა ნაწილმა, ფესვები რომ არ დაეკარგა, მამის სახელის ნაცვლად გვარის მითითება დაიწყო. ასე გაჩნდა ოქროპიროღლი, ბლიაძე ოღლი, სულეიმან აჰმედ ოღლი თეთრო და მრავალი სხვა.

რუსული ოკუპაცია - პასკევიჩის კვალი

რუსულ-ქრისტიანული ოკუპაცია მესხებისთვის ახალ ტრაგედიად იქცა. მესხების მიმართვა რუსული იმპერიისადმი, მიეღოთ ქრისტიანულ ერთობაში, უპასუხოდ დარჩა. მე-19 საუკუნის 20-იან წლებში მათი დიდი ნაწილი, განსაკუთრებით არისტოკრატია, გაასახლეს. მათ ნაცვლად თურქეთის პროვინციებიდან (ერზერუმი, ყარსი) შემოიყვანეს ქრისტიანული მოსახლეობა. დარჩენილ მუსლიმებს სამუდამოდ მიაკერეს „თურქის” სახელი.

I რესპუბლიკა

რუსეთში მეფის ჩამოგდება, პირველი მსოფლიო ომის დასრულება, პირველი ქართული რესპუბლიკის შექმნა, ზოგადად, არასტაბილური ვითარება კავკასიაში ამ მხარეზეც აისახა. ამ დროს მესხეთში სარწმუნოების ნიადაგზე დიდი არეულობა დაიწყო. უდეში შევიდა ფუნდამენტალისტი მუსლიმების მრავალრიცხოვანი ბანდა.

„არ ვიცი, რა მოხდა იმ ადამიანთა გულ-გონებაში, მაგრამ ქრისტიანებმა, ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს, გუშინდელი მტრების ოჯახებში ნახეს თავშესაფარი. 1919 წლის იანვრიდან მარტამდე უდეს მუსლიმთა ოჯახებს 180-მა კათოლიკემ შეაფარა თავი. ჩემმა მშობლებმა ამ დროს თორმეტი სული დაუმალეს რელიგიურ ფანატიკოსების. იმ დროს იმ მიდამოებში ბევრი ბანდა მოქმედებდა: ხონელი ყურბანას ბანდა, სამგურეელი მურსალას ბანდა, იუხარი წისელი მევლუდას ბანდა...” - ამბობს ლატიფშა ბარათაშვილი.

მოგვიანებით საბჭოთა რეჟიმმა ჩვეულებრივი ყაჩაღობა რელიგიურ შუღლად და ეთნიკურ დაპირისპირებად მონათლა.

საბჭოთა ანექსია - ახალი აზერბაიჯანელები

ქვეყნის ანექსიის შემდეგ კომუნისტებმა რეგიონში მუსლიმი მოსახლეობა ქრისტიანებისგან გამოყვეს და აზერბაიჯანული კულტურული ავტონომია უწოდეს. დააარსეს აზერბაიჯანული სკოლები. მესხების გარდა, აზერბაიჯანულ კულტურულ ავტონომიაში ჩაწერეს ქურთები, ხიმშილები და თურქული თემები (ტარაკამები, კარაპაპახები და სხვ.).

ღამის მატარებელი

1944 წლის 15 ნოემბერი: „დაახლოებით დილის ხუთ საათზე კარზე კაკუნი გაისმა. შემდეგ ფანჯარაც არახუნდა. წამოვხტი, სიბნელეში დაძაბულად დავიწყე ყურება. გული მჩხვლეტდა. ყელში რაღაც მქონდა გაჩხერილი. გავიფიქრე: აჰა, დაიწყო!

ოღონდ მშვიდად! მშვიდად!” - იხსენებს ლატიფშა ბარათაშვილი.

იმ დღეს სამცხის 220 სოფლიდან მუსლიმანი მოსახლეობა მასობრივად გამოასახლეს. ერთ დღეში 120 ათასამდე ადამიანი შეკრიბეს და სასაქონლე ვაგონებით ცენტრალური აზიისკენ - ძირითადად ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში გაამგზავრეს. 14 საათში ყველაფერი დამთავრდა.

მატარებლები სხვადასხვა გაჩერებაზე, ნაწილ-ნაწილ ცლიდა ხალხს. შემდეგ ნათესავები წლობით ეძებდნენ ერთმანეთს.

მესხებს კიდევ ერთხელ შეუცვალეს იდენტობა. პირად დოკუმენტებში გაჩნდა ახალი ჩანაწერები - „თურქი”, „აზერბაიჯანელი”, „მუსლიმი”, „კავკასიელი”, „უზბეკი”. იყო შემთხვევები, როცა ერთი ოჯახის წევრები სხვადასხვა ეთნოსს მიაკუთვნეს. ზოგი „თურქად” ჩაწერეს, ზოგიც - „უზბეკად”.

იზოლაცია წლობით გაგრძელდა. 1956 წელს გადასახლებულთა მცირე ჯგუფმა ჩამოაყალიბა პირველი ორგანიზაცია, რომელიც სამშობლოში დასაბრუნებლად იღვწოდა. მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. არც ხელისუფლება, არც საზოგადოებრივი აზრი მზად არ იყო მათ მისაღებად.

პირველად 1969 წელს დაბრუნდნენ. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში არ გააჩერეს. რამდენიმე ჯგუფი მოგვიანებით, 1982-89 წლებში შემოვიდა საქართველოში, მაგრამ საერთო რიცხვი ძალიან მცირეა - 1000 კაცზე ნაკლები.

ფერგანის ქრონიკები

1989 წლის ივნისში დარბევები ფერგანის ველზე ეთნიკურ წმენდაში გადაიზარდა.

უზბეკების სახლები წინასწარ მოენიშნათ. მათ არ ერჩოდნენ. ყველა სხვა სახლს წვავდნენ. თუ შერეული ოჯახი იყო, მაშინ - სახლის ნახევარს (იუსუპოვი, „ცეკას პირადი ფოტოგრაფი”). ცენტრალური კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 1989 წლის ივნისში 103 ადამიანი დაიღუპა, ათასზე მეტი დაშავდა, გადაწვეს 757 სახლი...

ძალადობამ ორ წელიწადს გასტანა. 1991 წლისთვის 90 ათასამდე მესხმა დატოვა საცხოვრებელი. საბჭოთა ხელისუფლებას ისინი დაჩქარებულად გაჰყავდა რეგიონიდან.

და კიდევ ერთხელ ლტოლვილნი, მესხები აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში გადაიყვანეს. ისინი დღემდე იქ რჩებიან. 2000 წლიდან მესხების ნაწილი ამერიკაში გადავიდა. უზბეკეთში დარჩენილებს „საჭირო ხალხად” თვლიან შრომისმოყვარეობის გამო.

0x01 graphic

მესხური ოჯახი, მე-20 საუკუნის 50-იანი წლები,
უზბეკეთი (დეპორტაციის შემდეგ)
ყველა ფოტო: კლარა ბარათაშვილის არქივიდან

დაბრუნება

ქართულ საზოგადოებას გადასახლებული მესხების დაბრუნების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. ნაწილი თვლის, რომ საქართველო არ არის ვალდებული, პასუხი აგოს საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და რაიმე აუნაზღაუროს გადასახლებულ პირებს. მუსლიმ მესხებთან ურთიერთობა წარმოუდგენლად მიაჩნია სომეხი ეროვნების ადგილობრივ მოსახლეობას და, შესაბამისად, დაპირისპირების რისკი დიდია. პოპულისტური განცხადებების ავტორთათვის მესხების თემა არაერთხელ გამხდარა სპეკულაციის საგანი. „არც ერთი თურქი ქართულ მიწაზე“ - ამ შინაარსის განცხადებები ხშირად ისმოდა პოპულისტი პოლიტიკოსებისგან.

1999 წელს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების ერთ- ერთ პირობად ჩაიდო შემუშავება კანონისა რეპატრიაციის შესახებ. ეს კანონი 2007 წელს მიიღეს. დეპორტირებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, მოეთხოვათ საქართველოს მოქალაქეობა. განცხადებების მიღების ვადა, ორჯერ გადაიწია. ამ ხნის განმავლობაში 5800-ზე მეტი მიმართვა იქნა მიღებული.

ვინ უნდა მოუხადოს ბოდიში დაზარალებულ მოქალაქეებს: საქართველომ თუ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთმა? საჭიროა თუ არა მოქალაქეობის აღდგენის გზაზე დაბრკოლებების შექმნა პირველი რესპუბლიკის მოქალაქეთა შთამომავლებისთვის, რომელთაც ძალით დააკარგვინეს მოქალაქეობა?

ეს ის კითხვებია, რომლებზეც, პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი... თუმცა, ხელისუფლება ვალდებულია, კონკრეტული პოლიტიკა შეიმუშაოს, რათა დაბრუნებულმა მესხებმა, უკვე მერამდენედ, ახალ იზოლაციაში არ ამოყონ თავი.

23 ამბები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

რვაფეხა პაული წინასწარმეტყველებას თავს ანებებს

აკვარიუმ Sea Life-ის ბინადარმა, რვაფეხა წინასწარმეტყველმა - პაულმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში უშეცდომო პროგნოზებისთვის 12 ივლისს ჯილდოდ მსოფლიო თასის ასლი მიიღო. ორი წლის მოლუსკმა უშეცდომოდ გამოიცნო გერმანიის ნაკრების თამაშის ყველა შედეგი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. პაულს საჭმლის ორ კონტეინერს უდგამდნენ, თითოეულზე ამა თუ იმ ნაკრების დროშა იყო დამაგრებული. გამარჯვებულად იმ ქვეყნის ნაკრები მიიჩნეოდა, რომელ კონტეინერსაც რვაფეხა პირველად გახსნიდა. როგორც ჩანს, ჩემპიონატთან ერთად, პაულის წინასწარმეტყველური კარიერაც დასრულდა. „ჩვენ პაულისთვის ბევრი წინადადება მივიღეთ, მაგრამ ის, რა თქმა უნდა, ჩვენთან დარჩება და თავის ძველ სამუშაოს დაუბრუნდება - გაართობს ბავშვებს”, - განაცხადა Sea Life-ის წარმომადგენელმა ტანია მუნზიგმა. აკვარიუმის ადმინისტრატორმა დანიელ ფეიმ დასძინა, რომ საჭიროა მოლუსკის სოლიდური ასაკის გათვალისწინებაც - „ახლა პაულს სურს, მთელ მსოფლიოს უთხრას „მშვიდობით”. ის 2,5 წლისაა, რაც რვაფეხასთვის ბევრია”. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ხომ 1-2 წელია.

0x01 graphic

ფეხშიშველი ბანდიტი

0x01 graphic

11ივლისს ბაჰამებზე 19 წლის კოლტონ ჰარის-მური ქურდობისთვის დააკავეს. ჰარის-მური უამრავ ქურდობაშია ეჭვმიტანილი, მათ შორის, შვიდზე მეტი დანაშაული ჩაიდინა კუნძულ Abaco-ზე. ის იპარავდა ავტომანქანებს, ნავებს, ერთმოტორიან თვითმფრინავებს (მიუხედავად იმისა, რომ ფრენის სპეციალური კურსი არ აქვს გავლილი). დანაშაულის ადგილას შიშველი ფეხის ანაბეჭდს ტოვებდა, რის გამოც მას „ფეხშიშველი ბანდიტი“ უწოდეს.

„ფეხშიშველი ბანდიტი“ პირველად 12 წლის ასაკში გაასამართლეს ქურდობისთვის და ოთხი წელი მიუსაჯეს. თუმცა მაშინ კოლტონმა სარკმლის საშუალებით მოახერხა ოთხი კედლისგან თავის დაღწევა.

ამჟამად კი Facebook-ზე მას 24 ათასზე მეტი ფანი ჰყავს. კოლტონ ჰარის-მურის ფანკლუბის წევრები ყიდიან მაისურებს წარწერით: „გაიქეცი, კოლტონ, გაიქეცი” და სიმღერებს უძღვნიან მას.

ნეონაცისტების ნახევარი რუსეთში ცხოვრობს

გერმანულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნაციონალ-სოციალიზმის მიმდევრების ნახევარზე მეტი რუსეთში ცხოვრობს. აქტიური ნეონაცისტების უმეტესობა ცხოვრობს სანკტ-პეტერბურგში, სადაც მათი რიცხვი დაახლოებით 15 ათასია, მოსკოვში კი - საგრძნობლად ნაკლები (2,5 ათასი). ისეთ ლოზუნგებს, როგორიცაა „რუსეთი რუსებისთვის”, გამოკითხვების თანახმად, რუსების 53%25 ემხრობა.

ნეონაცისტებისთვის კავკასიელი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასული სტუდენტების დევნა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეთნოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორის, ემილ პაინის აზრით, ნაციონალისტური იდეები განსაკუთრებით პოპულარულია 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში. ექსპერტთა აზრით, ნეონაცისტების რიცხვის ზრდა მკვეთრად მემარჯვენე იდეების მომხრეთა რიცხვის ზრდის, სოციალურ ფენებად დაყოფისა და განათლების დონის მკვეთრად ვარდნის შედეგია.

0x01 graphic

24 ერთმორწმუნე რუსეთი

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რაზა

ნაწილი III ჟამი ნგრევისა, ძარცვისა, სისხლისა

ზურა ოდილავაძე

დავიწყოთ საეკლესიო განძეულობათა ამოღება ყველაზე გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით, უკან არ დავიხიოთ ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად. განძეულობათა ამოღება ყველაზე მდიდარი ლავრებიდან, მონასტრებიდან და ეკლესიებიდან ჩატარდეს დაუნდობელი მოქმედებით. ასე რომ, არაფერს მოვერიდოთ და ავასრულოთ კიდევ უმოკლეს ვადაში. ამ საბაბით, რაც უფრო მეტ ბურჟუაზიისა და რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელს დავხვრეტთ, მით უკეთესი”, - წერდა ლენინი 1922 წლის 10 ნოემბერს ვ.მოლოტოვს. ადვილი წარმოსადგენია, რა მონდომებით აიტაცებდნენ ამ წერილს, თავის გამოჩენის მიზნით, ქართველი კომუნისტები და შეუდგებოდნენ უკვე დადგენილების სახით მის შესრულებას. ასე დაიწყო ხელთუქმნელი ძეგლების განუკითხავი, მასობრივი, ბარბაროსული ნგრევა, ხატებისა და ძვირფასი ფრესკების განადგურება, საეკლესიო განძეულობის დატაცება, ჯვრების ჩამოყრა ეკლესიის გუმბათებიდან. გადარჩენილ ტაძრებს იყენებდნენ აბანოდ, პურის საცხობად, თავლად, სამეურნეო საწყობად.

1922 წელს ქალაქ გენუაში ტარდებოდა დიდი საერთაშორისო კონფერენცია. მასში მონაწილეობდა 29 სახელმწიფოს წარმომადგენელი. კონფერენციის მუშაობის დაწყებამდე კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ მიმართვა გაუგზავნა დელეგატებს, რომელშიც გამოდიოდა ათეისტური საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, მოითხოვდა საქართველოს ფარგლებიდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანას და საქართველოში მონარქიული წყობილების აღდგენას.

ამბროსი ხელაია დააპატიმრეს. მისი ბედი გაიზიარა ეკლესიის ბევრმა მსახურმა. საბოლოო სიტყვაში სასამართლოს სხდომაზე ქართველი ერის სულიერმა მამამ, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ აღნიშნა: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული - საქართველოს, ხოლო ლეშს, რაც გსურთ, ის უყავით”. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა: მიესაჯოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. დანარჩენებს კი 3-4 წლით პატიმრობა განუწესეს. 1925 წლის 8 მარტს, საკავშირო მთავრობის დადგენილებით, ისინი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 1927 წელს, 66 წლის ასაკში, ამბროსი ხელაია გარდაიცვალა.

XX საუკუნის 20-30-იან წლებში ჩატარებულმა რეპრესიებმა ეკლესიის მრავალი ღირსეული მსახურის სიცოცხლე შეიწირა. მათი სახელები დღესაც უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო კავთისხეველი მოძღვარი, დეკანოზი პანტელეიმონ გედევანიშვილი. 1924 წლის სახალხო ამბოხის საპასუხო წითელმა ტერორმა კავთისხევამდეც ჩააღწია და განურჩევლად დაერია უდანაშაულო გლეხობას. ოქტომბრის ერთ წვიმიან დღეს სოფლის გლეხობის რჩეული ნაწილი ჩეკისტებმა გორში, ვითომდა მტყუან-მართლის გასარჩევად, წინ გაირეკეს. სინამდვილეში განზრახული იყო მათი ფიზიკური ლიკვიდაცია სოფლიდან მოშორებით. მამა პანტელეიმონს ციება სტანჯავდა და ლოგინად იყო ჩავარდნილი. ეს ამბავი რომ შეიტყო, ტანსაცმლით შეიმოსა და გადაწყვიტა, თანასოფლელთა კვალს ასდევნებოდა. რამდენს არ ევედრნენ, - „იმათ არაფერი ეშველებათ, შენ კი ხიფათს გადაეყრებიო“, - დეკანოზმა არ დაიშალა და დატყვევებულ თანასოფლელებს სოფლიდან მოშორებით წამოეწია. მოძღვარი მიხვდა, რასაც უპირებდნენ ხალხს. ჯალათებს ტალახში დაუჩოქა და შეევედრა: „მაგათ თუ რამე ცოდვა აქვთ ჩადენილი, მე მაზღვევინეთ და, როგორც ამათი მოძღვარი, მე დამსაჯეთ”. დაღამებისთანავე გლეხები ჩაამწკრივეს და მათ დასახვრეტად მოემზადნენ. გაოგნებული მამა პანტელეიმონი წინ გამოიჭრა და პატიმრებს ანაფორის კალთა გადააფარა. ბადრაგის მეთაურმა სერგო ორჯონიკიძის ნაჩუქარი მაუზერით პირველად სწორედ მამა პანტელეიმონი ჩაცხრილა.

0x01 graphic

დაუნდობელ რეპრესიებს შეეწირა ათასობით მამულიშვილი. ზესტაფონში მატარებლის ვაგონებში ჩახოცეს ადამიანები, რომელნიც ხელისუფლებას არასაიმედოდ მიაჩნდა. მათმა სისხლმა წითლად შეღება მდინარე ყვირილა. „კონტრრევოლუციური საქმიანობის“ ბრალდებით დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), მღვდლები: გერმანე ჯაჯანიძე, სიმონ მჭედლიძე, იეროთეოს ნიკოლაძე, დიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე საქართველოში არსებობდა 1350 მართლმადიდებლური ეკლესია, 26000 კულტის მსახური, 1706 მონასტერი 1388 ბერით, 6 ქალთა მონასტერი 280 მონაზვნით. 20-30-იან წლებში კომუნისტური პარტიის მიერ ჩატარებული ეკლესია-მონასტრების ნგრევის, ძარცვისა და მღვდელმსახურთა ტერორის შედეგად, 1300 ტაძარი დაიხურა თუ დაინგრა. მოქმედ ეკლესიად დარჩა მხოლოდ 50. მღვდლებისა და ბერების საერთო რაოდენობა 100-მდე შემცირდა.

კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას შემდეგ, საქართველოს ეკლესიის იერარქიაში პროსაბჭოურმა ფრაქციამ გაიმარჯვა. კომუნისტური პარტიისადმი ლოიალურად განწყობილმა სამღვდელოებამ გამოაცხადა: სოციალიზმი ქრისტიანობისთვის სანატრელი ფორმაციაა. ამგვარი სავალალო შედეგი გამოიღო ბოლშევიკურმა მმართველობამ, რომელიც ქართველ ხალხს ძალად მოახვიეს თავს.

არსებობს თითქოსდა საფუძვლიანი რელიგიური არგუმენტი, რომლითაც საბუთდება მოსაზრება: ჩვენ, ქართველები, მოვალენი ვართ, განწირულნიც კი, ვიმყოფებოდეთ იდილიურად ძმურ კავშირში ერთმორწმუნე რუსეთთან. ამასთან დაკავშირებით ზოგადად ყურადსაღებია შემდეგი: არასასურველი მოვალეობის შესრულებას, თუ ის ნაკარნახევი არ არის სიყვარულით, მონობა ეწოდება, ხოლო განწირულობას, თუ ის შენთვის მიუღებელია, სასოწარკვეთა ჰქვია და მას მთელი ძალით უნდა შეებრძოლო. ახლა კერძოდ იმ არგუმენტის შესახებ, რომელიც გვიბრძანებს, შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე. რუსეთი არის მართლმადიდებლური სახელმწიფო, რომელიც ზოგიერთის მიერ მესამე რომად და მსოფლიოში ჭეშმარიტი ქრისტიანობის მთავარ დამცველად მოიაზრება. ამიტომ, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მართლმადიდებლური რწმენა და ნაციონალური იდენტობა, საქართველო უნდა იყოს რუსეთთან სარწმუნოებრივ და ეკლესიურ ერთობაში. ცხადია, დასაბუთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს მისაღები, თუ მას აქვს რაიმე ობიექტური და არა ემოციური საფუძველი ორი ერის თანაცხოვრების ისტორიიდან. ჩვენ ერთად გადავხედეთ რუსეთთან ორსაუკუნოვანი „ძმობის” მატიანის მხოლოდ რამდენიმე ფურცელს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება ქართველი სამღვდელოების ჩასვლა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ან მეცნიერთა ვიზიტი ათონის ლავრაში, რათა ეს უკანასკნელი სათანადოდ განახლდეს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი: გვაძლევს კი რაიმე ოპტიმიზმის საფუძველს იმპერიასთან თუნდაც მხოლოდ სარწმუნოებრივი თანაცხოვრების ამგვარი გამოცდილება?

25 ბიზნესი - ამბები

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ბულგარეთის გადაწყვეტილება

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

ბულგარეთი ბურგას-ალექსანდრუპოლისის ნავთობსადენის მშენებლობის პროექტში მონაწილეობას აღარ აპირებს.

ნავთობსადენით რუსული და შუააზიური ნავთობი, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გვერდის ავლით, ევროპამდე უნდა მისულიყო. ბრიტანული გამოცემის - The Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბულგარეთის პრემიერმა ბოიკო ბორისოვმა ნათლად მიანიშნა, რომ ბულგარეთი აპირებს, დაარღვიოს რუსეთსა და თურქეთთან დადებული სამმხრივი შეთანხმება და, ეკოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უარი თქვას ნავთობსადენის მშენებლობაზე.

ხელშეკრულების დარღვევისთვის ბულგარეთს ჯარიმა არ დაეკისრება, რადგან ტრანსბალკანური პარტნიორობის ფარგლებში, უარყოფითი ეკოლოგიური დასკვნისას შეთანხმებაზე უარის თქმა დაშვებულია.

285 კმ სიგრძის ნავთობსადენს შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ბურგასი ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ალექსანდრუპოლისთან უნდა დაეკავშირებინა და ამით განეტვირთა ტანკერების მოძრაობა ბოსფორის სრუტეში.

ნავთობსადენის მშენებლობის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი გარემოს დამცველთა ჯგუფების პროტესტიც იყო. ბიპი-ს შემთხვევის შემდეგ, როცა ოკეანეში დიდ რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა, გარემოს დამცველები კიდევ უფრო გააქტიურდნენ.

ანალიტიკოსების აზრით, ბულგარეთის მხრიდან პროექტზე უარის თქმა რუსეთის მიერ ამ ქვეყნისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდამაც გამოიწვია. აშშ-ს საკონსულტაციო ცენტრის - East European Gas Analysis - კვლევის თანახმად, ბულგარეთი 1000 კუბური მეტრი გაზისთვის 295 დოლარს იხდის მაშინ, როცა ბულგარეთზე ტრანზიტის შედეგად, იგივე გაზს გერმანია და თურქეთი თითქმის ნახევარ ფასად - 150 და 155 დოლარად ყიდულობენ.

ბულგარეთმა რუსეთის გაზზე დამოკიდებულობის შესამცირებლად საბერძნეთსა და თურქეთს მიმართა: ორივე ქვეყანასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულებანი ახალი მილსადენის ასაშენებლად, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს საბერძნეთიდან თურქეთამდე მიიტანს და გადაზიდვისთვის გამოიყენებს იქ არსებულ თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალს.

უცხოელი ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ბულგარეთისთვის ნავთობსადენის პროექტი თავიდანვე არამოგებიანი იყო, რადგან საკონტროლო პაკეტის (51%25) მფლობელი იქნებოდა 3 რუსული სახელმწიფო კომპანიისგან - ტრანსნეფტი, გაზპრომ ნეფტი და როსნეფტი - შემდგარი ალიანსი.

რუსი ანალიტიკოსების მტკიცებით, ბულგარეთის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან გაზისგან განსხვავებით, ნავთობის მიმართ რუსეთს ალტერნატიული მარშრუტი აქვს და ამიტომ გაზის ფასისგან განსხვავებით, ნავთობის ფასზე ვაჭრობას აზრი არ აქვს.

რუსი ანალიტიკოსები აპელირებენ რუსულ-თურქული პროექტით - სამსუნ-ჯეიჰანის ნავთობსადენით, რომელიც, მათივე მტკიცებით, გაცილებით იაფი ჯდება.

სამსუნ-ჯეიჰანის პროექტით, მილსადენი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კორიდორს გაჰყვება, თურქეთიდან შავი ზღვის გავლით დაუკავშირდება ჯეიჰანში არსებულ ხმელთაშუაზღვისპირეთის ნავთობტერმინალს. ამ პროექტის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტრანსანატოლიის მილსადენის კომპანია (TAPCO) იქნება.

ბურგას- ალექსანდრუპოლისის ნავთობსადენის პროექტზე ოფიციალური უარის თქმამდე, ბულგარეთი ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს ელოდება.

ბიპი შთანთქმის ზღვარზე

აშშ-ს უმსხვილესი ნავთობკორპორაცია - ExxonMobil - ბიპი-ს შთანთქმისთვის ემზადება. გაზეთ Sunday Times-ის ცნობით, ამერიკის ნავთობგიგანტმა შეიძლება 150 მილიარდი დოლარი შესთავაზოს მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი ამის ნებას დართავს. როგორც გამოცემა აღნიშნავს - ნავთობის სფეროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით - ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ExxonMobil-სა და კიდევ ერთ ამერიკულ კორპორაციას - Chevron - მიანიშნა, რომ ამგვარ გარიგებას არ შეეწინააღმდეგება. შედეგად, შეიძლება შეიქმნას 400 მილიარდი დოლარის საბაზრო ღირებულების უდიდესი ნავთობკორპორაცია. დიდი ბრიტანეთის მთავრობა კომპანია ბიპი-ს გადარჩენის საგანგებო გეგმაზე მუშაობს. ბიპი თავად აპირებს 40 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვის სტრატეგიის გამოცხადებას. პარალელურად, ჩინეთის ნავთობგიგანტი PetroChina „მიესალმება” ბიპი-სთან მჭიდრო კავშირს. ბრიტანულმა კომპანია ბიპი- მ, Deepwater Horizon-ის პლატფორმაზე აპრილში მომხდარი ავარიის გამო, საბაზრო კაპიტალიზაციიდან 100 მილიარდი დოლარი ანუ საბაზრო ღირებულების 20%25 დაკარგა. კომპანიის აქციების ფასები კი განახევრდა. ყოველივე ამან ფინანსურ ბაზრებზე გააჩინა ეჭვები, რომ კომპანია მისი კონკურენტების ხელში აღმოჩნდება. ამ დროისთვის ბიპი- მ ყურეში ნავთობის ჩაღვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე გადაიხადა 2 მილიარდი დოლარი.

ყველაზე მდიდარი გვირგვინოსნები

0x01 graphic

ჟურნალმა Forbes-მა მდიდარი მონარქების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის ლიდერია ტაილანდის 82 წლის მეფე, რომელსაც 30 მილიარდი დოლარი აქვს. მეორე ადგილზე ბრუნეის სულთანია - 20მილიარდიანი ქონებით. ყველაზე მდიდარი მონარქების სამეულს კრავს საუდის არაბეთის მეფე, რომლის ქონებაც ერთი წლის განმავლობაში 17-დან 18 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მსოფლიოს დანარჩენი მეფეები ამდენად იღბლიანები არ არიან და უკვე მეორე წელია ღარიბდებიან. 15 ყველაზე მდიდარი მონარქის ქონება ბოლო 12 თვის განმავლობაში 9%25-ით ანუ 10 მილიარდი დოლარით შემცირდა და 99 მილიარდს მიაღწია. ორი წლის წინ კი ისინი 32 მილიარდი დოლარით მდიდრები იყვნენ. ბრიტანეთის დედოფალი რეიტინგში მე-12 ადგილზეა, 450 მილიონი დოლარის ქონებით, რაც, რეიტინგის პირველ ნომერთან შედარებით, 67-ჯერ ნაკლებია.

ტრამპი საქართველოში მოგებას ეძებს

T rump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ კოენი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპი აპირებს საქართველოში ინვესტირებას უძრავი ქონების, მათ შორის, კაზინოებისა და გოლფის მოედნების კუთხით. ინვესტიციები ძირითადად თბილისსა და ბათუმში იგეგმება. კოენი საქართველოში 13 ივლისს, სამდღიან „დასაზვერ” ტურზე ჩამოვიდა და ინვესტირებისთვის პოტენციურად საინტერესო 13 ადგილი მოინახულა. EurasiaNet.org-თან საუბრისას კოენმა აღნიშნა, რომ უკვე შეარჩია პოტენციური ადგილი 40-სართულიანი საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსის, ტრამპ თაუერისთვისაც. ბათუმის მონახულების შემდეგ კოენმა აღფრთოვანება ვერ დამალა, საქართველოს პრეზიდენტს ქალაქის განვითარების ხედვა მოუწონა და აღნიშნა, რომ სააკაშვილ-ტრამპის ტანდემს შეუძლია, ბევრი კარგი რამ გააკეთოს საქართველოში. მართალია, კოენი ტრამპის ინვესტიციების მოცულობას არ აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მილიარდერი ამერიკელი დაინტერესდება ყველა სფეროთი, რომელიც მას მოგებას მოუტანს; საინვესტიციო თანხა კი აუცილებლად ბევრი ნულით დაბოლოვდება. ამ გადაწყვეტილებამდე, კოენის განცხადებით, ტრამპის ორგანიზაცია უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს სოციალურ- ეკონომიკური კლასი დაინტერესებულია, ტრამპის ქონებას ფლობდეს. კოენი საქართველოში ჩამოსვლას კიდევ გეგმავს.

0x01 graphic

26 სამხრეთ აფრიკა 2010

▲ზევით დაბრუნება


სამხრეთ აფრიკა 2010||სპორტი

ყოფნა, არყოფნა, საკითხავი აი, ეს არის

გასაკვირი არაა, წასვლა რომ გადაწყვიტა: ორ წელიწადში ჯერ ევროპის, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და კონკურენტებსაც ადვილად დაუთმო გზა.

ესპანეთის ნაკრების ვიცე-კაპიტანმა კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ ქვეყნის პირველ გუნდში ასპარეზობას აღარ აპირებს. სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნებულმა მსოფლიო ჩემპიონმა ნაკრების თავკაცს ვისენტე დელ ბოსკეს და ფედერაციის ტექნიკურ დირექტორს ფერნანდო იეროს გააცნო გადაწყვეტილება.

0x01 graphic

იკერ კასილიასი და კარლეს პუიოლი
ფოტო: REUTERS ©

ის სამაგალითო ფეხბურთელია და მსურს, აზრი შეიცვალოს. 32 წლისაა, მაგრამ ჩინებულ ფორმაშია და გუნდისთვის კვლავ საჭიროა. ვიმედოვნებ, იერო მას დაიყოლიებს, - დელ ბოსკემ პუიოლთან მოლაპარაკება ნაკრების ექს-კაპიტანს დაავალა.

ჰოლანდიასთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი კარლესისთვის რიგით 90-ე მატჩი იყო ნაკრებში, პირველად კი ესპანელთათვის საოცნებო მაისური 2000 წლის 15 ნოემბერს, ისევ და ისევ ნარინჯისფერებთან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო. მას შემდეგ დაცვის უცვლელი წევრი იყო. 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, შარშან ფიფა-ს კონფედერაციათა თასის გათამაშების საუკეთესო 11 მოთამაშეთა შორის, უეფა-მ კი ხუთჯერ შეიყვანა წლის ნაკრებში.

სამხრეთ აფრიკაში პუიოლმა ნაკრები ფინალში გაიყვანა: ნახევარფინალში ესპანელებმა გერმანელები სწორედ მისი გოლით დაამარცხეს.

ცხადია, ბარსელონელი მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდშიც დაასახელეს

მეკარე, კაპიტანი, რეკორდსმენი

ბავშვობაში ამაზე მხოლოდ ვოცნებობდი: ტელევიზორში ვხედავდი, როგორ ხარობდნენ გერმანელები, ბრაზილიელები, ფრანგები და მინდოდა, ეს ოქროს თასი ერთხელ მეც მომეგო. დღეს, როცა ეს ჯილდო უკვე ავწიე, არც კი ვიცი, რა ვთქვა. ახლა მესმის, რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც სიხარულის გადმოსაცემად სიტყვებს ვერ პოულობენ, - მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იკერ კასილიასი სამხრეთ აფრიკა 2010-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელა და ლევ იაშინის პრიზით - ოქროს ხელთათმანებით დააჯილდოვა

29 წლის ფეხბურთელი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია. საკლუბო ტიტულებზე არაფერს ვიტყვით: მადრიდის რეალში, სადაც ის 1999-2000 წლების სეზონიდან თამაშობს, ყველაფერი მოიგო.

კასილიასი, რომელსაც სამეფო კლუბთან აკავშირებს უნიკალური ხელშეკრულება - კონტრაქტი კარიერის ბოლომდე, მხოლოდ და მხოლოდ მეორეა, რომელმაც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონთათვის განკუთვნილი თასები კაპიტნის რანგში აღმართა. პირველი ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი იყო.

კასილიასი პირველი მეკარეა, რომელმაც მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე მოიგერია პენალტი: 2002 წელს ირლანდიელი იან ჰარტე გააწბილა, სამხრეთ აფრიკაში კი - პარაგვაელი ოსკარ კარდოსო.

და სანამ ფეხბურთიდან წავა, უეჭველია, კიდევ არაერთ რეკორდს დაამყარებს. მანამდე კი მხოლოდ ის ვთქვათ, რომ იკერი უკვე ძალიან დიდია.

518 მატჩი რეალში, 111 - ნაკრებში და ტიტულები, ტიტულები, ტიტულები...

29 წლის ბიჭისთვის საკმარისზე მეტიცაა

საინტერესო ფაქტები

…ესპანეთი მეხუთე ევროპული გუნდია, რომელმაც ფიფა-ს ოქროს თასი აღმართა. საინტერესოა, რომ ხუთივე ნაკრებმა თასი ფინალში პირველი გასვლისთანავე მოიგო: იტალიამ 1934 წელს, გერმანიამ 1954 წელს, ინგლისმა 1966 წელს, საფრანგეთმა 1998 წელს და ესპანეთმა ახლახან.

...ესპანეთის ნაკრები პირველი გუნდია ტურნირის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფის ოთხივე მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო: პორტუგალიას, პარაგვაის, გერმანიას და ჰოლანდიას პირენეელებმა 1:0 სძლიეს.

...ესპანეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა (შვეიცარიასთან 0:1, ჩილესთან 2:1) და საფრანგეთისა (1998) და იტალიის (2006) ნაკრებთა მიერ დამყარებული მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი გაიმეორა.

...ესპანეთი მეორეა გფრ-ის შემდეგ, რომელმაც ევროპირველობაზე ტრიუმფს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება დაურთო. გერმანელებმა 1972 წელს კონტინენტის პირველობა მოიგეს, 1974 წელს კი - ფიფა-ს ოქროს თასი.

...ბრაზილია, იტალია, არგენტინა, გერმანია: წინა 18 ფინალში ხსენებული ოთხი გუნდიდან ერთ-ერთი უცილობლად მონაწილეობდა. წლეულს დიდი ოთხეულის სერია შეწყდა.

...ესპანეთი პირველი გუნდია არგენტინის (1978) შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დამატებით დროში გაიტანა გოლი. წლევანდელი ფინალის დარად, მაშინაც ჰოლანდიის ნაკრები დამარცხდა.

...ესპანეთის ნაკრები პირველია, რომელმაც საწყის თამაშში წაგების შემდეგ მაინც შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. ესპანეთი მეოთხე გუნდია გფრ-ის (1982), არგენტინისა (1990) და იტალიის (1994) შემდეგ, რომელმაც პირველი თამაშის წაგების შემდეგ ფინალს უწია

...ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ბერტ ვან მარვიკისთვის ესპანეთთან 0:1 წაგებული ფინალი რიგით 28-ე შეხვედრა იყო ამ თანამდებობაზე. ვან მარვიკმა 28-ვე მატჩში ათამაშა ლივერპულის ნახევარმცველი დირკ კუიტი.

...საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებთა შემდეგ ჰოლანდია გახდა მესამე გუნდი, რომელმაც ბრაზილიას ორჯერ სძლია მსოფლიო ჩემპიონატზე. ფრანგებმა ასეთი რამ სამჯერ შეძლეს, იტალიელება - ორჯერ. ჰოლანდიამ სელესაოს პირველად 1974 წელს მოუგო.

...გერმანიის ნაკრებმა მეხუთედ ითამაშა მესამე ადგილისთვის მატჩში და მეოთხედ მოიგო მცირე ფინალი. ეს ტურნირის რეკორდია. ურუგვაელები მესამე ცდაზე მესამედ დამარცხდნენ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში.

და თომასს გამოეღვიძა

0x01 graphic

თომას მიულერი და მესუტ იოზილი
ფოტო: REUTERS ©

ვინ იყო ის, სამხრეთ აფრიკაში ხუთი გოლი რომ გაიტანა? - ამაყად გადასძახა იოახიმ ლიოვმა ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ფანს და ხალხმაც იხუვლა: თომაააააას მიულერიიიიიიიიიი!

ვინ იყო ის, რომელსაც შარშან არავინ იცნობდა, დღეს კი მისი სახელი ყველას პირზე აკერია? - მთავარი მწვრთნელის მორიგ კითხვას ფანებმა იგივე პასუხი შეაგებეს: თომაააააას მიულერიიიიიიიიიი!

და როცა ბუნდესნაკრების თავკაცი კიდევ ერთხელ დაეკითხა შავ-წითელ-ყვითელი ფერებით სახემოხატულ გულშემატკივართა არმიას, ოქროს ბუცი ვინ აღმართაო, თომას მიულერს გამოეღვიძა და იქვე, საწოლთან დადებულ პრიზებს ხელი გადაუსვა.

თომას მიულერი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ერთი წლის წინ მიულერი ამაზე ვერც იოცნებებდა: როცა ლუის ვან გაალი მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ის სათადარიგო გუნდში ვარჯიშობდა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა შარშან ამ დროს მიულერში დაინახა ის, ვინც ჩვენ სამხრეთ აფრიკაში ახლახან ვიხილეთ და პირველ გუნდში უხმო. ამას 2009- 10 წლების სეზონში ბაიერნსა და ნაკრებში ჩატარებული 66 ოფიციალური მატჩი, არაერთი ტიტული და უდიდესი აღიარება მოჰყვა.

და ეს ყველაფერი - 20 წლის ასაკში.

სიზმარია, აბა რა არის?

ფიფას ლაურეატები

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი

ადიდასის ოქროს ბურთი: დიეგო ფორლანი (ურუგვაი)
ადიდასის ვერცხლის ბურთი: უესლი სნეიდერი (ჰოლანდია)
ადიდასის ბრინჯაოს ბურთი: დავიდ ვილია (ესპანეთი)

ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

ჰიუნდაის პრიზი: თომას მიულერი (გერმანია)

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი

ადიდასის ოქროს ბურთი: თომას მიულერი (გერმანია) - 5 გოლი, 3 პასი
ადიდასის ვერცხლის ბურთი: დავიდ ვილია (ესპანეთი) - 5 გოლი, 1 პასი
ადიდასის ბრინჯაოს ბურთი: უესლი სნეიდერი (ჰოლანდია) - 5 გოლი, 1 პასი

ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე - ადიდასის ოქროს ხელთათმანი: იკერ კასილიასი (ესპანეთი)

სამართლიანი თამაშის პრიზი - ფეარ-ფლეი: ესპანეთის ნაკრები.

27 სანტისტებანის ბიჭები და ჩვენ

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|სამხრეთ აფრიკა 2010

ფეხბურთი ლოგიკური თამაშია: მთავარ პრიზს ყოველთვის უძლიერესი ეუფლება.

მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატიც ლოგიკურად დასრულდა: ესპანეთის ნაკრები საუკეთესო იყო 32 მონაწილეს შორის.

ესპანეთის ნაკრები პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ანუ აქამდე მას არ ჰყოლია ისეთი ძლიერი გუნდი, ფიფა-ს ოქროს თასი რომ აღემართა.

მხოლოდ ფავორიტის სტატუსი მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად არ კმარა. ადრე წითელი ხარები ყოველთვის თასის პრეტენდენტთა შორის სახელდებოდნენ, მაგრამ ეს იყო და ეს.

წლეულს ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი კიდევ ერთხელ დასახელდა უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ფავორიტად, თუმცა, ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად გაცემული ავანსი გაამართლა.

ესპანეთი ღირსეული ჩემპიონია. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ორი წლით ადრე გუნდმა სხვა მწვრთნელის ხელში ევროპირველობაც მოიგო, აღარ გაგვიკვირდება, რომ სამხრეთაფრიკული ტრიუმფი წლების წინ დაწყებული საქმის ლოგიკური დაგვირგვინებაა.

პირენეელები ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ წლევანდელი ტრიუმფისკენ. ჩვენი ღრმა რწმენით კი, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მაშინ მიიღო, როცა ასაკობრივი ნაკრებები ერთ და, რაც მთავარია, კარგ მწვრთნელს ჩააბარა.

ხუან სანტისტებანზე ვამბობთ, რომელიც დღეს უკვე კუთვნილ პენსიაზეა. და, თქმა არ უნდა, თავისი გაზრდილი ბიჭების არნახული გამარჯვებებით ტკბება.

გასული საუკუნის 50-იანი წლების მადრიდის რეალის ერთ- ერთმა საუკეთესო მოთამაშემ 1988 წელს ჩაიბარა ქვეყნის იუნიორთა და ჭაბუკთა (19, 18, 17, 16 და 15 წლამდელთა) ნაკრებები და 2008 წლამდე არნახულ წარმატებებს მიაღწია: სხვადასხვა ასაკში 12-ჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატები (ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებზე არაფერს ვამბობთ), თუმცა, მის მთავარ გამარჯვებად ის მიგვაჩნია, რომ ესპანეთის მთავარ გუნდს იკერ კასილიასი, ვიქტორ ვალდესი, პეპე რეინა, კარლეს პუიოლი, ხერარდ პიკე, სერხიო რამოსი, ხავი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი, სერხიო ბუსკეტსი, ხესუს ნავასი, პედრო როდრიგესი, დავიდ სილვა, ხუან მატა, დავიდ ვილია, ფერნანდო ტორესი, რაულ ალბიოლი, ფერნანდო ლიორენტე, ანუ მსოფლიოს თითქმის ყველა ჩემპიონი გაუზარდა.

ამ ბიჭებმა ესპანეთის ნაკრები 2008 და 2010 წლებში მთავარ საფეხბურთო მწვერვალებზე აიყვანეს.

0x01 graphic

ხუან სანტისტებანი

დაიბადა 1936 წლის 12 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ სევილიაში

მოთამაშის კარიერა: რეალი (მადრიდი, ესპანეთი; 1955-1960, 1962-1965); ვენეცია (ვენეცია, იტალია; 1960-1962)

ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი - 1957, 1958, 1963, 1964, 1965; ჩემპიონთა თასი - 1956, 1957, 1958, 1959, 1960

სამწვრთნელო კარიერა: მადრიდის რეალის იუნიორთა გუნდი (1986- 88); კასტილია (მადრიდი; 1988- 1996); ესპანეთის 15-, 16-, 17-, 18- და 19-წლამდელთა ნაკრებები (1988-2008)

ტიტულები: ევროპის ჩემპიონი 16-წლამდელთა შორის - 1991, 1997, 1999, 2001; ევროპის ვიცე-ჩემპიონი 16-წლამდელთა შორის - 1992, 1995, 2006; ევროპის ჩემპიონი 17-წლამდელთა შორის - 2007, 2008; ევროპის ვიცე-ჩემპიონი 17-წლამდელთა შორის - 2003, 2004; ევროპის ჩემპიონი 18-წლამდელთა შორის - 1999, 20001, 2003, 2005, 2007; ევროპის ჩემპიონი 19-წლამდელთა შორის - 2007; მსოფლიოს ვიცე- ჩემპიონი 17-წლამდელთა შორის - 1991, 2003, 2007

ხუან სანტისტებანი წლიდან წლამდე იმ ფეხბურთს ასწავლიდა მათ, რომელსაც იუნიორთა შორისაც მოჰქონდა წარმატება და რომელმაც ყველაზე მთავარ საფეხბურთო ტურნირზეც გაამართლა.

იმას კი არ ვამბობთ, რომ ლუის არაგონესს და ვისენტე დელ ბოსკეს ნაკლები წვლილი მიუძღვით ამ ორ ტრიუმფში. არა, უბრალოდ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ჭეშმარიტებას, რომ კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია.

ესპანელებმაც თავის დროზე კარგად დაიწყეს და აი, შედეგიც.

და როცა დელ ბოსკეს გუნდის ტრიუმფს უყურებ და ხვდები, როგორ მივიდნენ ესპანელები ამ წარმატებამდე, გული გწყდება, რომ აქ, საქართველოში, ექვს ასაკობრივ ნაკრებში ექვსი მწვრთნელია დასაქმებული. ექვსი ქართველი მწვრთნელი განსხვავებული ცოდნით, საქმისადმი სხვადასხვანაირი მიდგომით, გამოცდილებით, საფეხბურთო გემოვნებით...

ამის მერე არც გიკვირს, რომ ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც ერთი მწვრთნელი ერთს სთხოვს, მეორე კი - საპირისპიროს, საბოლოო ჯამში ბევრი არაფერი ეხერხება.

28 ყველა გოლი - ალეხანდრას

▲ზევით დაბრუნება


სამხრეთ აფრიკა 2010|სპორტი

ძალიან უცნაური ტურნირი ლამაზად, ესპანურად და მშვიდად დასრულდა. რამდენიმე შემდგარი და უფრო მეტი არშემდგარი ვარსკვლავის ფონზე, ნელსონ მანდელას ქვეყანაში სამხრეთ ამერიკის პრესტიჟი ურუგვაიმ დაიცვა. არგენტინაში არ იცოდნენ, რა უნდოდათ, ბრაზილიაში ვერ გაიგეს, რატომ წააგეს და ურუგვაიში დიეგო ფორლანი იყო. ფინალის შემდეგ ჟურნალისტებმა MVP დაასახელეს და ოქროს ბურთი 31 წლის ფორლანმა მიიღო.

ურუგვაი ცოტა უსისტემო, არეულ და მომენტებში მძიმე ფეხბურთს თამაშობდა. მერე შორიდან ურტყამდა ფორლანი. ძირითადად კარში და ზუსტად. ტაბარესის ბრიგადაც 10-15 წუთით ინერციით ფეხბურთის ინსცენირებას ახდენდა და დიეგოს მომდევნო დარტყმამდე ისევ უსისტემოდ დარბოდა. გაპიარებული სუარესის, პერსპექტიული კავანის და ოპტიმისტი ტაბარესის უკან, მთელი ტურნირი ფონს ფორლანი ქმნიდა. იდგა იქ, სადაც ურუგვაის ყველაზე მეტი შეცდომა მოსდიოდა ან იქ, სადაც მისი ნაკრები დაბნეული იყო და არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. დაიწყო საყრდესაყრდენად საფრანგეთთან და 90 წუთის საუკეთესოდ დასახელდა, სამხრეთ აფრიკას ორჯერ დაუბაფანა და იმ მატჩის MVP-ც გახდა. მექსიკასთან პლეიმეიკერობდა და სუარესის გოლიც უფრო ფორლანმა შეასრულა, ვიდრე აიაქსის ცელქმა სუბიექტმა.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

პლეი-ოფში ურუგვაი მთლიანად ფორლანი იყო. ჯაბულანის ბურთთან დაძმაკაცდა და სტეკელენბურგს მონტევიდეოდან გაუტანა. დაახლოებით იგივე, ანუ ძალიან ეფექტური გოლი შეუგდო განასაც. ბოლო აკორდი გერმანიასთან იყო.

ურუგვაიში დიეგო ფორლანი თითქმის ის არის, რაც არგენტინაში კიდევ ერთი დიეგო. ორი საქველმოქმედო ფონდი, ყოველწლიური აქციები ალვარო რეკობასთან ერთად, შემოსული თანხა კი მთლიანად უსახლკარო ბავშვებს ერიცხება.

სამხრეთ აფრიკაში ფორლანმა ორი საინტერესო მესიჯი მიიღო. პირველ ტექსტურ შეტყობინებაში იყო ოთხი სიტყვა - Balls bigger than heart (გულზე დიდი კვერცხები გაქვსო) და მეორეში - დროზე ჩამოდი, მოგვენატრე.

პირველი შეტყობინება ფორლანმა ალექს ფერგიუსონისგან მიიღო. მეორე მესიჯი დიეგოს მისმა დამ, ალეხანდრამ გაუგზავნა. წლების წინ, როდესაც ფორლანი ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ალეხანდრას მანქანა ხეს შეასკდა. ინციდენტი აველანედას სტადიონთან მოხდა. ალეხანდრა უმცროსი ძმის თამაშის სანახავად მიდიოდა. დიეგოს და დღემდე პარალიზებულია. ატლეტიკოში გატანილი ყოველი გოლის შემდეგ ფონდში Fundacion Alejandra Forlan 250 ევრო ირიცხება. საგზაო ინციდენტების შედეგად დაზარალებულებს დიეგო დაზღვევის ნაწილს უხდის და სხვა ფინანსურ დახმარებასაც უწევს.

2002-ში ფორლანმა სენეგალთან ბოლო წუთზე 10 მეტრიდან ვერ გაიტანა. რომ გაეტანა, ურუგვაი შემდეგ ეტაპზე გადიოდა. 2006-ში დიეგომ ავსტრალიასთან პლეიოფში ფეხი მოიტეხა და ურუგვაი ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა. 2007-ში, კოპა ამერიკაზე, ბრაზილიას ძირითად დროში შეუსრულა და პენალტების სერიაში ბოლო დარტყმა ვერ გამოიყენა.

სამხრეთ აფრიკაში ფორლანმა ვალების დიდი ნაწილი გაისტუმრა. ურუგვაიმ, პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში, მოიგო მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე. პირველად 1954 წლის შემდეგ, ურუგვაელმა ფინალურ სტადიაზე ერთ მატჩში ორი გოლი გაიტანა. პირველად 1970 წლის შემდეგ, ურუგვაი ფინალისწინა 90 წუთის მონაწილე იყო. პირველად 1930 წლიდან, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ურუგვაელი გახდა.

ჰოლანდიასთან ურუგვაიმ წააგო. შემდეგ იყო ბრიფინგი, ფორლანის ბოდიში მთელ ურუგვაის და ტაბარესის გაკვირვებული სახე. მწვრთნელი ვერ მიხვდა, რატომ იხდიდა ბოდიშს ფორლანი.

ურუგვაიმ ვერც გერმანიას მოუგო. ბრიფინგზე ფორლანს ბოდიში აღარ მოუხდია. მთელ ურუგვაის მადლობა გადაუხადა, ნაკრების გაოფლილ მაისურს აკოცა და პირჯვარი გადაიწერა.

0x01 graphic

როდესაც მოვიგეთ, პატარა ბავშვივით ვბღაოდი. ჩვენ მთელი წელი უნდა ვიზეიმოთ, იმიტომ რომ ესპანეთი ასეთი გახარებული არასდროს ყოფილა რაფაელ ნადალი, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი.

0x01 graphic

ესპანეთი ბარსელონას ზუსტი ასლი და ფეხბურთის საუკეთესო რეკლამაა. ვისკენ ვიქნები ფინალში? ჰოლანდიელი ვარ, მაგრამ ესპანურ ფეხბურთს ვუგულშემატკივრებ - იოჰან კრუიფი.

0x01 graphic

განასთან ყოველ პენალტზე მეგონა, რომ გული წამივიდოდა დიეგო ფორლანი, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.

0x01 graphic

ინგლისის ნაკრებში ძალიან ბევრი ვარსკვლავია. ამიტომ იქ სულ იქნება განხეთქილება და დაჯგუფებები - ტომას მიულერი, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი.

0x01 graphic

რა მოხდა იმ ეპიზოდში, როცა მიგელ რიკარდუ კოშტა გააგდეს? არაფერი, უბრალოდ, ერთმანეთს შობა მივულოცეთ -ხოან კაპდევილა, ესპანელთა მარცხენა მცველი.

0x01 graphic

თუ ესპანეთი ჩემპიონი გახდება, მაგრად დავთვრები და ფლორიდაში ტიტველი ვისრიალებ წყლის თხილამურებზე - ენრიკე იგლესიასი.

0x01 graphic

კარგი იქნება, თუ ფელიპე მელო შვებულებას ბრაზილიაში არ გაატარებს - რო ნალდო, მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი.

0x01 graphic

იმედი მაქვს, ბაიერნის ფეხბურთელები აფრიკაში წარმატებით გამოვლენ, თუმცა, ბაიერნისთვის უკეთესი იქნება, თუ ისინი ჩემპიონატიდან მაქსიმალურად მალე გამოვარდებიან - ლუი ვან გაალი, ბაიერნის მწვრთნელი.

0x01 graphic

არგენტინისთვის დიეგოზე დიდი სიხარული არასდროს არავის მოუტანია. გერმანიასთან წაგების შემდეგ დავურეკე, მაგრამ ისე ტიროდა, რომ ვერ მელაპარაკა კრისტინა კირხნერი, არგენტინის პრეზიდენტი.

0x01 graphic

მე არ მინდა მესამე ადგილისთვის მატჩში მონაწილეობა. ამის არავითარი სურვილი არ მაქვს ფილიპ ლამი, გერმანიის ნაკრების კაპიტანი.

29 ტრიბუნებზე დადგმული მელოდრამა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

გერმანიის ნაკრების ფანები

მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონზე ორი წარმოდგენა იმართება - მოედანზე და ტრიბუნებზე. მოედანზე გამართული წარმოდგენა თუ დრამაა, ტრიბუნებზე გამართული ფორმით შეიძლება მელოდრამად ჩავთვალოთ, რადგან მისი განუყოფელი ნაწილია სიმღერა.

წლევანდელ მუნდიალზე დრამა ნაკლები იყო, „მელოდრამა” კი, ვუვუზელას წყალობით, რომელიღაც აფრიკული ტომის ტრადიციებში მოწყობილ დაკრძალვის ცერემონიალს დაემსგავსა. არადა, ფიფამ სამუნდიალოდ ერთბაშად ორი სიმღერა გაამზადა. შაკირას Waka Waka-ს ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერა დაარქვეს, R. Kelly-ის სოულ(?!) კომპოზიციას Sign of Victory კი ჰიმნის სტატუსი მიანიჭეს.

რაკი ფანებმა ვუვუზელა არჩიეს და მელოდრამა გასვენებად აქციეს, სხვა რაღა დაგვრჩენია, თუ არა ძველი ჰიმნების გახსენება, რომლებსაც ხმის ჩახლეჩამდე ღრიალებდნენ ტრიბუნებზე.

საფეხბურთო ჰიმნი ორნაირია. ჰიმნი, რომელიც დრომ და ფანებმა აქციეს ჰიმნად და უშუალოდ კონკრეტული საფეხბურთო ღონისძიების ან კლუბის/ნაკრების მხარდასაჭერად დაწერილი სიმღერა.

სიდან 90 ფანი არაოფიციალურ საფეხბურთო ჰიმნზე საუბრისას შემდეგ სიმღერებს გაიხსენებს: Queen - we are the champions და we will rock you, Gerry and the Pacemakers - You'll Never Walk Alone.

ჩამოთვლილთაგან ყველაზე საინტერესო ისტორია კლუბ ლივერპულის არაოფიციალურ ჰიმნს You'll Never Walk Alone-ს აქვს. 60-იან წლებში ამ სიმღერას მუსიკალური ატრაქციონების, სკოლის გამოსაშვები საღამოებისა და საცირკო წარმოდგენების გასაფორმებლად იყენებდნენ. არავინ იცის, ვინ იყო პირველი სკუზერი (ასე ეძახიან ლივერპულის ფანებს), ვინც You'll Never Walk Alone ენფილდის ტრიბუნაზე შეასრულა, თუმცა, ფაქტია, რომ დღეს ენფილდზე ამ სიმღერის შესრულება რელიგიური რიტუალის ტოლფასია. ლივერპულის ყველა მატჩის დაწყებამდე, მსვლელობისას და დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ყველა სკუზერი ერთ ხმაში ღრიალებს ამ მარტივ მელოდიას. სხვათა შორის, მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, კლუბი ნებისმიერ შემთხვევაში იმსახურებს სიმღერას.

რაც შეეხება კონკრეტულად „სპორტული მიზნით” დაწერილ სიმღერებს - ბევრია, თუმცა, რამდენიმე მათგანი გასცდა კონკრეტული ღონისძიების ჩარჩოებს და დღესაც აქტიურად იყენებენ სატრიბუნო მელოდრამის გასაფორმებლად.

სახალისო ისტორიის მიზეზი გახდა ჯგუფის Lighting Seeds სიმღერა Three Lions, რომელიც ევრო 96-ს და ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ეძღვნებოდა. ინგლისმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც გერმანიის ნაკრები დახვდა. ამბობენ, სტადიონისკენ მიმავალი გერმანელი ფეხბურთელები ავტობუსში გაუცნობიერებლად ღიღინებდნენ უკვე საკმაოდ პოპულარულ Three Lions-ს. ინგლისმა პენალტების სერიაში წააგო, გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდა, Three Lions კი ჰიმნად აღიარეს.

1998 წელს შოტლანდიელები დიდი იმედებით ეწვივნენ საფრანგეთს. საგზლად Del Amitri-ს სიმღერა Don't Come Home Too Soon წაიყოლეს. სამწუხაროდ, სკოტები მალევე დაბრუნდნენ შინ, გაცოფებულმა ფანებმა კი ყველაფერი ჯგუფ Del Amitri-ს გადააბრალეს. მათი აზრით, სიმღერა ძალიან სევდიანი იყო და ნაკრები დათარსა.

ფეხბურთი, მელოდრამა და სიმღერა ერთად კონკიას ისტორიის გარეშე ვერ ჩაივლის. კონკია ამ შემთხვევაში გერმანელი აღმოჩნდა, უფრო სწორად, რამდენიმე კონკია ერთად შეიკრიბა, Sportfreunde Stiller დაირქვა და ინდი როკის დაკვრას მიჰყო ხელი. 2006 წელს გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა, ჯგუფმა კი რამდენიმე დღით ადრე გამოუშვა სიმღერა - 54, 74, 90, 2006 (პირველი სამი რიცხვი იმ წლებს აღნიშნავს, როცა გერმანია ჩემპიონი გახდა, 2006 კი ტკბილი ოცნება იყო მომავალ ტრიუმფზე). ვიღას ახსოვდა იმწლევანდელი მუნდიალის ოფიციალური ჰიმნი. მთელი გერმანია ამ მარტივ მელოდიას და ენერგიულ ტექსტს ჰყავდა დატყვევებული

0x01 graphic

ჰოლანდიის ნაკრების ფანები

ოდესღაც ქართველ გულშემატკივრებსაც ემღერებოდათ. 1976 წელს თბილისის დინამომ საბჭოთა კავშირის თასი რომ აიღო, მთელი საქართველო მღეროდა ვაჟა აზარაშვილის დინამო, დინამოს, 80-იანების მიწურულს ლანჩხუთის გურია უმაღლეს ლიგაში გადავიდა და ივერიამ გურულ ფეხბურთელებს მიუძღვნა დღემდე პოპულარული სიმღერა - გურია.

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა არაოფიციალურ თუ ნახევრად ოფიციალურ ჰიმნს აქვს რამდენიმე საერთო თვისება. დაწერილია 4/4 ან 6/8 თვლაში, რაც მარტივ და ენერგიულ რიტმსექციას ნიშნავს, გაფორმებულია ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიით და ახლავს პათოსითა და მოწოდებებით გაჟღენთილი ტექსტი.

P.S. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც დაუწერა ჯგუფმა სტრინგმა ყველა წესის დაცვით შექმნილი ჰიმნი ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მაგრამ სატრიბუნო მელოდრამა არაფერია, თუ მოედანზე მოსაწყენი ტრაგიკომედია მიმდინარეობს.

30 „ხსნადი კაფკა” (მიირთვით ცივი და დოზირებულად)

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|ლიტერატურა

ოდესმე გიჭამიათ წამწამი? კარგი, უფრო შორიდან დავიწყოთ - „სიმფსონები” და „წერილი დედას” წაგიკითხავთ? თუ არა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ქართული ეპატაჟური პროზის გარიჟრაჟი გამოტოვეთ და აუცილებლად მიუბრუნდით, თორემ თუ ისე მოხდა და შუადღეც დადგა, დილაგანუცდელს სიარული გაგიჭირდებათ. დიახ, ეპატაჟური პროზა პოსტმოდერნული ხერხებით, რომელიც მოგვიანებით ანტინარატიულ, გახმაურებულ „მინერალურ ჯაზში” გადაიზარდა. ეს უკანასკნელი - რომანია და, შესაბამისად, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ სულ ახლახან დასტამბულ ზაზა ბურჭულაძის მოთხრობების კრებულში ვერ მოხვდა. კრებულს სათაურად ერთ-ერთი ნაწარმოების სახელწოდება - „ხსნადი კაფკა” აქვს გამოტანილი. გარდა ამისა, შესულია: „სიმფსონები”, „წერილი დედას”, „passive attak”, „ფონოგრამა” და „შვიდი ბრძენი”. სამამულო მასშტაბებით უკვე ლიტერატურულ ბრენდად ქცეული ზაზა ბურჭულაძე ამ წიგნით მცირე ჟანრის პროზაში საკუთარ მოღვაწეობას ერთგვარად აჯამებს და დაკვირვებული თვალისთვის სამომავლო კონტურებსაც ხაზავს - სიაში მოტანილი ბოლო სამი მოთხრობა უკვე განსხვავდება ადრეული ტექსტებისგან - მათი უმეტესი ნაწილი თხრობის უმაღლესი პილოტაჟით დაიკვეხნის.

ზაზა ბურჭულაძეს, სკანდალის მოყვარულთათვის საკბილოს შერჩევის თვისების გარდა, თავიდანვე გამოარჩევდა ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელი ნიუანსი - ქართულის ცოდნა. დღეს ქართველი პროზაიკოსების უმეტესობა აგდებით ეკიდება ამ საქმეს და, შესაბამისად, ჯერ მკითხველი წაიტეხს ხოლმე თვალს მათ ტექსტებზე და მერე ავტორი - წიგნის მოყვარულთა თაროზე. ზაზა ქართულ ენაზე მუშაობს, ნეოლოგიზმებით თუ არქაიზმებით ახალ ფორმებს აწარმოებს - თხრობის მსუბუქი მანერა, იუმორი, დაფარული კოდების თანამდევი ინტრიგა ბურჭულაძეს, ერთი მხრივ, მკითხველისთვის, მეორე მხრივ, კრიტიკოსთათვის საყვარელ, ან, საყვარელ თუ არა, მიმზიდველ ავტორად აქცევს.

„წერილი დედას” ფინალური „წყევლა” თქვენთვის კარგად ცნობილი ორთოდოქსების კოჰორტისთვის დიდი აურზაურის საბაბად იქცა. ან კი როგორ მოისმენდნენ ლაგმიანი ლიტერატურის მოსურნე ადამიანები დედისადმი მიმართულ ამგვარ სიტყვებს, თუნდაც მხატვრულ გამონაგონში: „წყეულიმც იყოს წელი და საზარდული შენი, ბარკლები, სასქესო ორგანო, ბარძაყნი, თეძონი, მუხლნი” და ა.შ. „სიმფსონები” ინტერტექსტუალობის ანუ სხვადასხვა დროის პერსონაჟების საერთო სხეულში მოქცევის ერთ-ერთი პირველი წარმატებული ნიმუშია. ძირძველ მკითხველებს დღემდე ახსოვთ ეს გამორჩეული მოთხრობა.

ზაზა ბურჭულაძემ ზუსტად შენიშნა, რომ ტექნოლოგიების საუკუნეში ადამიანს გული სიმარტივისკენ მიუწევს. ამიტომ შეიძლება კაფკა ისე „გაიხსნას”, რომ ნელთბილ თბილისურ, სულაც ვაკე-ვერულ ამბად წარმოგვიდგეს. ჩვენებური გლამურის ანეკდოტურობა - კუკლა-ლევანიკოებით, სექსით თუ ფსევდოსექსით, ჭარბი სკაბრეზით და ბევრი უცხო სიტყვით - ამ ყველაფერს ავტორი ქალი პერსონაჟის პირით ყვება.

0x01 graphic

შემდეგი ეტაპის ტექსტების კარიბჭეა „passive atack”, არაერთი ლიტერატურისმცოდნის მიერ შედევრად შეფასებულ-დაფასებული. ეს ნახევრად ფხიზელი ტექსტია, ანუ მკითხველი ძნელად ავლებს ზღვარს რელობასა და სიმუალაციას შორის. საინტერესო კულტურული „ნასესხობებია” - სათაური ცნობილი მუსიკალური ჯგუფის massive atack-ის ოპოზიცია, გმირის დაჩემებული სახელი - ბინძური ჰარი - კლინტ ისტვუდის ჰოლივუდური პირმშო ჰარი, რომელსაც ანამ მთა დაანახა (გნებავთ, მუჰამედი მიიყვანა მთასთან, ოღონდ აქ მთა უფროა მუჰამედი - მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც ცხვირწინაა და ვერ ხედავ). სიუჟეტი ისეთია, მსურველი და მცოდნე მცირე ირონიულ ანიმაციურ თრილერსაც გადაიღებდა.

ფილმის გადაღება და ჰეროინის მოტრფიალე მსახიობი დასავლეთისთვის კი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ წარმოიდგინეთ თელავი, სადაც, ავტორისა არ იყოს: „იშოვი ავტომატს, ყალბ პასპორტს, ტროტილს და რუმინელ მონასაც, მაგრამ ჰეროინს - ვერა”. მოთხრობა „ფონოგრამა” სწორედ ასე იწყება. აქ თქვენ უფლის ძიების სრულიად სხვა, მხოლოდ კვამლით დაბინდული გონებისთვის მისაწვდომ გზას დაადგებით და თუ იპოვით - ის ღმერთი მხოლოდ თქვენი იქნება. ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს არის ჭეშმარიტების გზა? როგორც დღეს იტყვიან, სხვა დანარჩენისთვის, მათ შორის, პასუხის მისაღებად, მოთხრობას გაეცანით.

და ბოლოს, ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები „შვიდი ბრძენი” - უხვი რემინისცენციები, პარანოიისა და ირონიის ოსტატური ნაზავი - მთავარი გმირის მოქმედების არეალი ჰესეს ჯადოსნურ სპექტაკლს გაგონებს, ადამიანის კრებით სახეს კი უფრო აქეთ, ტექსტების ჯამად სახელდებულ ცნობიერებასთან მიყავხარ. ბურჭულაძისეული რეფლექსი გამორჩეულია - სხვა პერსონაჟები იქ, ჩვენთვის რჩება და მთხრობელი კვდება თუ ქრება, უფრო სწორად, დანარჩენი გმირები აქრობენ. მკითხველი კი ზის და თავს იმტვრევს - იქნებ ავტორი მერვე ბრძენია (ოღონდ ანტიკური კი არა, ქართველი მოდერნბრძენი), იქნებ დანარჩენი შვიდიც მასშია მომწყვდეული, იქნებ მოქმედებაც გონებაში ხდება და ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, როგორც „ბჰაგავდგიტაში”, ბრძოლის ველზე, იქნებ ახლა, უცებ, როცა ამ ლიტერატურულ მიმოხილვას კითხულობთ, რომელიმე ბრძენი მოგიახლოვდეთ და ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც მოთხრობისა და, საერთოდ, კრებულის ფინალშია.

„გააჯვი!

პულტის ღილაკს საჩვენებელ თითს აჭერს და მაშინვე ყველაფერი ქრება” („შვიდი ბრძენი”).

31 თბილისი უხმობს

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

10 ივლისს ვაკის პარკში გაიმართა მასშტაბური დიჯეი ფესტივალი - Tbilisi Calling.

დღის ორი საათიდან გვიან ღამემდე თბილისი უხმობდა ყველას, ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარს ან აპირებს შეიყვაროს. შესანიშნავი ხმა, განათება და ასატანად ძვირი ბარი კარგ გარემოს ქმნიდა მუსიკის მოსასმენად, მაგრამ ცოტა იყო ისეთი, ვინც მუსიკის მოსასმენად მოვიდა. თბილისის ურბანული მითოსის მიხედვით ხომ სადაც ელექტრონულ მუსიკას უკრავენ, იქ გოგოების „შებმა” ადვილია. ამ მითით გაბრუებული და ლუდით შემთვრალი სტუმრები ცოტათი ძაბავდნენ სიტუაციას, მაგრამ დაცვა ფხიზლობდა, ზოგჯერ ზედმეტადაც. მაგალითად, ვისაც გზა აერეოდა და ბარში მეორე მხრიდან შევიდოდა, დაცვის ოთხი-ხუთი წევრი ყოველთვის მზად იყო, გზააბნეული სტუმარი ნეიტრალურ ტერიტორიაზე ქეჩოთი გაეთრია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ცოტა უაზრო გადაწყვეტილება იყო ფესტივალის დღის ორ საათზე დაწყება. პირველი გამომსვლელები სეტებით მხოლოდ პენსიონერებს, შადრევანში მოდგაფუნე ბავშვებს და მყუდროებადარღვეულ შეყვარებულებს აწუხებდნენ. პრინციპში, ჯობდა, თავიდანვე დაეკრათ, რადგან უმეტესობას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო დიჯეინგის ტექნიკის დასახვეწად.

ფესტივალი დაბინდების შემდეგ დაემსგავსა ფესტივალს. ამ დროისთვის ხალხმაც იმატა. შილიფად ჩაცმული გოგონები და ლუდით შემთვრალი ბიჭები ცეკვავდნენ. სხვები ვაკის პარკის ბილიკებს ტკეპნიდნენ შეძახილებით: „მინამილი მაგარია”, „ჰაუსი ასწორებს”. სიტუაციაში გაურკვეველი რამდენიმე ახალგაზრდა როკის გინებით ცდილობდა ყურადღების მიქცევას. მოკლედ, მემორიალს იქით არ გაისვლებოდა.

ლაინაფის მძიმე არტილერია - ნიკა მაჩაიძე, ლადო, ტუსია ბერიძე - მოგვიანებით ჩაერთო საქმეში და ადრენალინის საერთო დონემაც საგრძნობლად აიწია. მართალია, განსაკუთრებული არაფერი დაუკრავთ, მაგრამ ბევრისთვის მათი სახელის გაგონებაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ კომპლექსები მოხსნოდათ და ბიტს აჰყოლოდნენ.

მთლიანობაში ფესტივალი ნორმალური გამოდგა. შეიძლება ითქვას, საჭიროც იყო მსგავსი ფესტივალი. ბევრი აღიარებული დიჯეი ხომ, სანამ წამყვანი კლუბების რეზიდენტობას მიაღწევდა, მასობრივ ოუფენ ეარ ფესტივალებზე გამოსვლით იწყებდა კარიერას.

32 ჯაზში ქართველებიც არიან

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

შავი ზღვის მეოთხე საერთაშორისო ჯაზფესტივალი ბექა გოჩიაშვილის ქართულ- ამერიკულმა ტრიომ გახსნა და ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Brand New Heavies განაგრძო.

0x01 graphic

ბექა გოჩიაშვილის ტრიო

პირველი საფესტივალო დღე დაიხურა After Party - ით, რომელიც პრეზიდენტის სტუმრობის გამო პრესის ჟურნალისტებისთვის დახურული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ჩვენში არის რაღაც ტერორისტული, რომლის ამოცნობა მხოლოდ ორგანიზატორებმა შეძლეს.

ამ მცირე გაუგებრობას და კიდევ რამდენიმე მცირე ხარვეზს თუ არ ჩავთვლით, გახსნა შთამბეჭდავი გამოდგა. ბექა გოჩიაშვილის ვირტუოზულმა შესრულებამ ფესტივალზე მხოლოდ ახალი ტანსაცმლის გამოსაფენად მოსული საზოგადოებაც მოხიბლა, სტაჟიანი მსმენელი კი, უბრალოდ, იძულებული იყო, ხშირ-ხშირად მოეწყო ოვაცია.

მისი გამოსვლა ფანკის და სტანდარტჯაზის გემოვნებიანი ნაზავი იყო. ტრიომ შეასრულა რამდენიმე ცნობილი კომპოზიციის თავისებური ინტერპრეტაცია და გოჩიაშვილის საავტორო ნაწარმოებები. ჟანრებისა და, შესაბამისად, ტემპის ხშირი ცვლა პირველი ორი წუთი ცოტა დამღლელი იყო, მაგრამ მალევე გვავიწყდებოდა, რომ რამდენიმე წუთის წინ ენერგიულ ფანკს ვუსმენდით და ბოლომდე მივყვებოდით შედარებით მდორე სტანდარტის რიტმს.

0x01 graphic

Brand New Heavies

ფესტივალის დასრულების შემდეგ ბექა ჯულიანის სასწავლებელს უბრუნდება და სწავლას განაგრძობს. ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება. მალე თამამად ვიტყვით, რომ ჯაზში, ქალიშვილებთან ერთად, ქართველებიც არიან.

ბრიტანული ეისიდ ჯაზის პიონერებმა, ბრენდ ნიუ ჰევისის წევრებმა, მსმენელი სცენაზე გამოჩენისთანავე დაიჭირეს. პირველივე კოპოზიციაზე ყველა სცენას მიაწყდა და საცეკვაოდ მოემზადა.

0x01 graphic

Brand New Heavies
ყველა ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

ჯგუფის გამოსვლა უწყვეტი ენერგიული სეტი იყო. ალბათ ამიტომაც ბევრი მსმენელი მალე დაიღალა და უკანა რიგებისკენ გადაინაცვლა. უკანა რიგებში - სცენის სინათლეებისგან მოშორებით - არანაკლებ საინტერესო და ჯაზური ამბები ხდებოდა, რაც უფრო ვრცელი სტატიის თემაა. მომდევნო ნომერში ასევე გაიგებთ პასუხს კითხვაზე, იკბინებიან თუ არა ჟურნალისტები

33 დანაშაულის ადგილი - თქვენი სიზმარი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

„ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „რობინ ჰუდი“, „რკინის კაცი 2“, „სექსი დიდ ქალაქში 2”, „სათამაშოების ამბავი 3“, „შრეკი 4“, „სპარსეთის პრინცი“, „პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები”, „ტიტანთა ჯახი”, „ბინდი 3” - ეს ფილმები 2010 წლის განვლილი ნაწილის უმთავრესი კინომოვლენებია. ჰოლივუდი იდეების კრიზისშია. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფილმი რიმეიკი, სიქველი, პრიქველი, წიგნის ან თამაშის ეკრანიზაციაა. კინოს ახალი სისხლი სჭირდება და, როგორც ჩანს, დონორი კრისტოფერ ნოლანი იქნება. ბრიტანელი რეჟისორის ახალი ფილმი „დასაწყისი” (Inception) თბილისის კინოთეატრებში 22 ივლისიდან გამოვა. ფილმს, რომელსაც კრიტიკოსები რევოლუციურს უწოდებენ, ნოლანის საუკეთესო ნამუშევრად აღიარებენ, „მატრიცასა” და „კოსმოსურ ოდისეას” ადარებენ. კუბრიკთან შედარების პატივი კი ერთეულებს რგებიათ.

„დასაწყისი” სამეცნიერო ფანტასტიკაა. მოვლენები მომავალში ვითარდება, სადაც ტექნოლოგიების დახმარებით ადამიანს სხვის სიზმრებში შესვლა შეუძლია. ფილმის მთავარი პერსონაჟია დომ კობი (ლეონარდო დი კაპრიო), ის, ვინც თავის საქმეში საუკეთესოა. ეს საქმე კი სიზმრების „ქურდობაა”. ძილის დროს ადამიანის ტვინი ყველაზე დაუცველია, ამიტომ იქიდან ინფორმაციის „მოპარვა” ყველაზე ადვილია. დი კაპრიოს პერსონაჟს საუკეთესოს სახელი ძვირად დაუჯდა - „პროფესიის” გამო ის დევნილია. კობმა ყველაფერზე უარი თქვა, რაც მისთვის ძვირფასი იყო ცხოვრებაში. ეს ყველაფერი კი მისი შვილებია.

საიტო (კენ ვატანაბე) - ასე ჰქვია გავლენიან ბიზნესმენს, რომელიც კობს შანსს აძლევს, თავისი ცხოვრება დაიბრუნოს. ამისათვის მან ერთი, უკანასკნელი დავალება უნდა შეასრულოს. ეს დავალება კი ყველა წინასგან განსხვავდება და თითქმის წარმოუდგენელი შესასრულებელია. საიტო სიზმრიდან რაიმეს მოპარვას კი არა, სიზმარში ახალი იდეის შექმნას ითხოვს. დი კაპრიოს პერსონაჟი შეადგენს გუნდს, რომელმაც ეს შეუსრულებელი მისია უნდა შეასრულოს: არტური (ჯოზეფ გორდონ-ლევიტი) კობის დიდი ხნის მეგობარი და თანაშემწე, არიადნე (ელენ პეიჯი) სიზმრის არქიტექტორი, იმსი (ტომ ჰარდი) გამყალბებელი და იუსუფი (დილიპ რაო) მედიკოსი. ეს არის ის მცირე ინფორმაცია, რაც ფილმზეა ცნობილი.

ნოლანმა თავისი ოცნების პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. სიუჟეტი თავიდანვე გასაიდუმლოებული იყო. ნოლანს სურს, მისი „სიზმრები” ყველამ თვითონ „ახსნას”. ბრიტანელ რეჟისორს მთავარ როლზე თავიდანვე ერთადერთი არჩევანი ჰქონდა და ეს ლეონარდო დი კაპრიო იყო. მსახიობი, რომელიც, წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო სერიოზულ მსახიობად ყალიბდება.

იდეა იმდენად შთამბეჭდავი, ორიგინალური და მიმზიდველია, რომ „დასაწყისი” ნამდვილად იმსახურებს მაყურებლის ყურადღებას. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფილმი კრისტოფერ ნოლანისაა, რეჟისორის, რომელმაც გადაიღო „მემენტო”, ბოლო 10-15 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი. ნოლანმა „გააცოცხლა” ბეტმენი, რომელიც 90-იან წლებში ჯოელ შუმახერმა „გააუპატიურა” და თითქმის უიმედო ფრენჩაიზად აქცია. ნოლანმა იმ საშინელების რელიქტებზე ჯერ „ბეტმენის დასაწყისი”, შემდეგ კი „ბნელი რაინდი” გადაიღო. ორი ნამუშევარი, რომლებმაც კომიქსების ეკრანიზაცია ახალ საფეხურზე აიყვანა. საოცარი ატმოსფერო, რეალურობის შეგრძნება და სუპერპერფორმანსები (მარტო ჰიტ ლეჯერის ჯოკერი რად ღირს) - ბრიტანელის გადაღებული ფილმები ბეტმენზე ნამდვილად გამორჩეულია. კრისტოფერ ნოლანს ეკუთვნის „პრესტიჟი”, ბოლო წლების კიდევ ერთი გამორჩეული ფილმი. ორი ილუზიონისტის დაპირისპირება, რომელმაც 2006 წელს მთელ კინოსამყაროს ფოკუსი ჩაუტარა და ნოლანმა მაყურებლის „პრესტიჟი დაიმსახურა”.

გირჩევთ ყველას, 22 ივლისიდან, სქესის, ასაკის, სიმაღლის, თმის ფერისა და პოლიტიკური შეხედულების განურჩევლად, ყველას, ვისაც უყვარს კინო, მნიშვნელობა არ აქვს, „დღიურია” მისი საყვარელი ფილმი, „მექანიკური ფორთოხალი”, „ნათლია” თუ „ჩემი მეგობარი ნოდარი”, კრისტოფერ ნოლანის „დასაწყისი” კინოთეატრში ნახოთ. ამ ფილმს, სულ მცირე, აქვს მცდელობა, იყოს ახალი, ორიგინალური, იყოს რიდლი სკოტის „უცხო”, ტარანტინოს „კრიმინალური საკითხავი”, პოლ ტომას ანდერსონის „მაგნოლია”. ამ რეჟისორებმა ოდესღაც მაყურებელს აჩუქეს ორიგინალური, გამორჩეული სიუჟეტის მქონე ფილმები, ისეთი, როგორსაც მაშინ ჰოლივუდი მხოლოდ „სიზმრებში” ხედავდა. 22 ივლისიდან კრისტოფერ ნოლანი მაყურებლის „სიზმრების” მოპარვას შეეცდება. რა გამოუვა, ამას ერთად ვნახავთ.

34 ზაფხული თაფლის ან ვარდისფერი: ტვიში და როზე

▲ზევით დაბრუნება


ღვინის კლუბი|გურმანი

10 ივლისს ღვინის კლუბის საზაფხულო დეგუსტაციის ბოლო საზაფხულო შეხვედრას დაინინგ რუმმა უმასპინძლა. დეგუსტაციის თემაც, შესაბამისად, საზაფხულო და საარდადეგებო გახლდათ - ქართული ვარდისფერები (როზე) და ტვიშები. შაბათის ცხელ შუადღეს კლუბის თორმეტამდე წევრი დაინინგ რუმის მრგვალ მაგიდას შემოუსხდა და ქართულ საზაფხულო ღვინოებს სამი საათის განმავლობაში პურთან და ევროპულ ყველთან ერთად აჭაშნიკებდა.

დაგემოვნებულ და განხილულ იქნა როზეს სამი (თელიანი ველი, ბადაგონი, თელავის მარანი) და ტვიშის ექვსი (თბილღვინო, მილდიანი, რაჭული ღვინო, თელავის მარანი, GWS, თელიანი ველი) ჩამოსხმა.

მკათათვის ჩალისფერი შუადღე იდგება თუ აგვისტოს გრძელი, ვარდისფერი საღამო, გრილსა და ჩრდილს ისე არაფერი უხდება, როგორც ცივი, მსუბუქი, დელიკატური ღვინო, ხილის თუ კენკროვანი. მაშ ასე, იცნობდეთ.

ტვიში - წარმოების სპეციფიკური ზონა დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის გორაკ-ბორცვიან ზონაში, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ტვიში ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინოა და მზადდება ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან, ტკბილის არასრული დადუღებით. ტვიში ხასიათდება ღია ჩალისფერის მსუბუქი გრადაციებით, ნაზი, ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატით და სასიამოვნო სიტკბოთი.

როზე - ძნელი სათქმელია, როდის გაჩნდა პირველი როზე, თუმცა, ცნობილია, რომ ანტიკურ საბერძნეთში ბევრი ღვინო მკრთალი ვარდისფერი იყო. ასევე ცნობილია, რომ ბერძნები ღვინოს წყალში გაზავებულს სვამდნენ. შესაძლებელია, ბერძნული ღვინო ამიტომაც იყო ვარდისფერი. ქართულად როზე ითარგმება როგორც „წითლად, ვარდისფრად შეფერილი”, მაგრამ ხშირად ვარდისფრის სპექტრი თამამად მრავალფეროვანია, გვევლინება ღია ნარინჯისფრად, გარგარისფრად, ძოწისფრად და ჟოლოსფრადაც კი. ევროპულ ქვეყნებს როზეს დამზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვთ. ევროპაში, ისევე როგორც საქართველოში, როზე ტრადიციულად თეთრი ღვინის წითლით შეფერვით მიიღებოდა. დღეს ევროპაში ამ მეთოდით მიღებული როზე ნამდვილ როზედ ვერ ჩაითვლება და წითელი ჯიშებიდან იწურება, ისევე როგორც წითელი ღვინო, იმ განსხვავებით, რომ, ფერმენტაციის პროცესში წვენს ყურძნის გარსთან, ჭაჭასთან გაცილებით ხანმოკლე შეხება აქვს, ვიდრე ეს წითელი ღვინის შემთხვევაშია. მიუხედავად იმისა, რომ „ახალი სამყაროს” ქვეყნები როზეს დიდი რაოდენობით აწარმოებენ, მის ყველაზე მნიშვნელოვან მწარმოებელ ქვეყნად ისევ საფრანგეთი რჩება. სამხრეთში როზესთვის საუკეთესოა ტაველის აპელასიონი და პროვანსი, ჩრდილოეთში კი - ლუარას ხეობა და ანჟუ.

საქართველოში როზეს წითელი ჯიშებიდან დამზადება სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. ერთი შეხედვით ბუნებრივიც არის, რომ როზეს დაწურვა ქართულმა ღვინის კომპანიებმა საუკეთესო კახური ჯიშის - საფერავის ყურძნიდან არჩიეს. თუმცა, როგორც დეგუსტაციაზე ღვინის კლუბის წევრმა, სოლომონ ცაიშვილმა აღნიშნა, „საფერავი როზესთვის ნაკლებად პერსპექტიული ჯიშია. უმჯობესი იქნება, თუ ქართული ღვინის კომპანიები როზეს დაწურვას ისეთი ენდემური ჯიშებიდანაც შეეცდებიან, როგორიც ალადასტური ან თავკვერია”.

0x01 graphic

დაინინგ რუმი ღვინის კლუბის დეგუსტაციას მასპინძლობს

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი როზეს სამი ნიმუშიდან ყველაზე მაღალი შეფასება თელიანი ველის როზემ (2008) დაიმსახურა, შემდეგ - ბადაგონის საფერავმა როზემ (2007) და ბოლოს - თელავის ღვინის მარნის (2008) ვარდისფერმა. მე ბადაგონის საფერავ როზეს (2007) მივანიჭებდი უპირატესობას.

0x01 graphic

საფერავი როზე, ბადაგონი 2007 - ეს მშრალი ვარდისფერი ღვინო ალაზნის ველზე მოწეული საფერავიდანაა დაყენებული. ფერით მღვრიე ჟოლოსფერია, იგრძნობა ვარდისა და მარწყვის ტონები. ჯანიანი ვარდისფერი ღვინოა, ძალიან სასიამოვნო გემოთი და ხანგრძლივი და გემოვნებით.

0x01 graphic

როზე, თელიანი ველი 2008 - ეს როზე ღია ალუბლის ფერია, გრეიპფრუტის, მჟავე ხილის, ტყლაპის, წითელი კენკრის ტონებით. ალბათ, ყველაზე ძლიერი ვარდისფერია ქართულებს შორის.

0x01 graphic

როზე, თელავის მარანი 2008 - კონდოლის ვენახის საფერავიდანაა დაწურული, ღია ჟოლოსფერია, საკმაოდ მაღალ მჟავიანი, ყვავილებისა და მწიფე საპობი ატმის ტონების შემდეგ წითელი ხილი და მცირედი მინერალურობაც იჩენს თავს.

დაბალი შეფასება მიეცა წარმოდგენილი ტვიშების საერთო დონეს. კლუბის წევრები არაერთხელ და ერთხმად აღნიშნავდენ, რომ ტექნოლოგია მიდრეკილია ღვინის ბუნებრივ და ვარგებ ში ჩარევით, ჩამოსხმებში ჭარბობს გოგირდის, ხშირად სპირტის გემო. უმეტესად დაკარგულია ან სუსტად არის გამოვლენილი ცოლიკაურის ბუნებრივი არომატი და გემო. ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნ და GWS-ის ტვიში (წელი მითითებული არ არის). ამ ჩამოსხმამ, რომელსაც დუღილი ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, უმრავლესობის მოწონბა და იმსახურა. კლუბის წევრთა აზრით, მხოლოდ GWS-ის ტვიში აღმოჩნდა ცოლიკაურის „ჭეშმარიტ ხასიათთან“ ყველაზე მიახლოებული, „ორგანული სიტკბოთი, თაფლისა და ზაფხულის ყვავილობის ტონებით”. მეორე ადგილი თელიანი ველისა (2008) და მილდიანის (2005) ტვიშებმა გაინაწილეს.

0x01 graphic

ტვიში, GWS, წელი მითითებული არ არის - ჩალის ფერი, უფრო თაფლისფერი ეთქმის. ყველაზე დაბალანსებული ტვიში იყო ამ დეგუსტაციაზე. ეფექტურ სურნელებსა და დაგემოვნებაში კარგად ჩანდა ცოლიკაურის ჯიშური ნიშნებიც.

0x01 graphic

ტვიში, მილდიანი 2005 - სხვებთან შედარებით ცოცხალი და მაღალმჟავიანი ტვიშია, თუმცა, ხურმის ჩირისა და ნაღების ტონებიც მოჩანს

0x01 graphic

ტვიში, თელიანი ველი 2008 - თელიანი ველის ტვიში სულახალი ჩამოსხმულია, ორიოდე თვის.ლეჩხუმში, ტვიშის ზონაში მოყვანილი ცოლიკაურის ბოლო მოსავლის ღვინოა. უფრო ოქროს ფერი ეთქმის, ვიდრე ჩალისფერი. ხასიათდება სასიამოვნო სურნელით. გამოირჩევა ლეღვისა და ანანასის ჩირის ტონები.

სტატიაში მოხსენებული ჩამოხსხმების შეძენა შესაძლებელია ღვინის მაღაზია „ღვინის სამყაროში“ (რ. ლაღიძის 2. ტელ. 98 95 84 ) ან ჰიპერმარკეტ გუდვილის ვაკისა და დიღმის ფილიალებში (ი.ჭაჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02/03, ფარნავაზის გამზირი 2. ტელ. 24 36 70).

35 სპაგეტი მიდიებით და პომიდვრის სოუსით

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
ქეთი ბაქრაძე

4 ულუფა

მასალა:
3 მოზრდილი პომიდორი
150 გრ. ზეითუნის ზეთი
1 ჩაის კოვზი ხმელი თავშავა (oregano)
1 ჩაის კოვზი ხმელი რეჰანი (basil)
2 კბილი ნიორი
რამდენიმე წვეთი
ტობასკოს სოუსი
ნახევარი შეკვრა (250გრ)
სპაგეტი ან მსგავსი პასტა
150 გრ. თეთრი მშრალი ღვინო
400 გრამი გაყინული ან
ცოცხალი მიდიები
ჯამში: 25 ლარი

მომზადების წესი:

გააცალეთ პომიდორს კანი და დაჭერით კუბებად. მოასხით 150 გრ. ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი ორეგანო და 1 ჩაის კოვზი ბაზილიკი, ჩააჭყლიტეთ 2 კბილი ნიორი და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ტობასკო. გადაურიეთ და გააჩერეთ.

წამოადუღეთ წყალი და მოხარშეთ პასტა, ისე რომ არ გადაიხარშოს.

კარგად გარეცხეთ მიდიები. დაასხით ტაფაზე 150 გრ. ღვინო და მიდიები დაყარეთ ტაფაზე. დაელოდეთ მიდიების გახსნას. რომლებიც არ გაიხსნება, ე.ი. არ ვარგა. მოასხით გამზადებული პომიდვრის სოუსი და წამოადუღეთ ორი წუთი. დააყარეთ სპაგეტი, ამოურიეთ და გაანაწილეთ თეფშებზე.

* ცოცხალი მიდიების ყიდვა ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმის თევზის ბაზარშია შესაძლებელი. დანარჩენი მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში პოპული (ვეკუას ქ. 3 ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116 ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34 ტელ. 24 33 02/03)

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი