![]() |
ტაბულა №84 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: სულელი უცხოელი, ჩერგოლეიშვილი თამარ, იბერი დავით, უგულავა სალომე, ჯაფარიძე ზურა, სუთიძე ლევან, მაჭარაშვილი ნინო, კოვზირიძე დავით, ქორიძე ავთო, გუნია ირაკლი, ბასილაია მიხეილ, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, ბარათაშვილი ბიძინა, კიკალეიშვილი სალომე, პატატიშვილი ია, წერეთელი თათული, გიორგობიანი ქეთო, ჯაფარიძე თეონა, ხოშტარია ნინო, კეკელიძე გიორგი, ესებუა ნიკა, ახლოური ნინა, შალიკიანი ეკა, ხარბედია მალხაზ, ინ იან თაი, ვონგკანჰა ჩოკჩაი, ჰუანა სუპავაჩეი |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2011-2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2011 |26დეკემბერი - 2012 | 23 იანვარი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიშა ბასილაია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ვანო გეგია, ლევან მეტრეველი, დათო გოგოხია, ნათია სოფრომაძე/ახალი ამბები: მზია ყუფუნია, ეკა ჯანაშია/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/ოფის მენეჯერი: სოფო დვალიშვილი/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ფრუიძე, მენეჯერი: გიორგი ჭეიშვილი/ ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul – TURKIYE ტელ: +90 216 444 440 3ფაქსი +90 216 365 9907 © 2011 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. გარეკანი © ტაბულა ფოტო: დიმა ჩიკვაიძე |
![]() |
1 დიად ქართველთა საახალწლო დაპირებები სულელი უცხოელის მიხედვით |
▲ზევით დაბრუნება |
სულელი უცხოელი|სვეტი
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, განვლილი 12 თვის საღი გონებით გაანალიზება, ხშირად სასარგებლოა. გასულ წელს დაშვებული შეცდომებისა თუ წარმატების მიზეზების სწორად გაანალიზების შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მიზნის მიღწევა გაგვიმარტივდება, შემხვედრ წინააღმდეგობებს კი უფრო მომზადებულნი დავხვდებით. ახალი წელი ის დროცაა, როცა ვფიქრდებით, თუ რა გვაქვს ახლა და ვოცნებობთ, თუ რა შეიძლება გვქონდეს მომავალში. სწორედ ამიტომ, ბევრი ჩვენგანი საახალწლოდ საკუთარ თავთან პირობას დებს - რითიც, ჩვენ ერთგვარად, იძულებულნი ვართ მომავალში „უკეთ მოვიქცეთ“. სიგარეტის გადაგდება გსურთ თუ ვიოლინოზე დაკვრის სწავლა, ახალი წელიწადის დასაწყისი იდეალური დროა მსგავსი აღთქმის დასადებად.
ამ ტრადიციის გათვალიწინებით, გადავწყვიტე, საქართველოში გამოჩენილ მოღვაწეთა საახალწლო დაპირებების სია შემედგინა. ვფიქრობ, ეს ძლიერი და სახელოვანი ბატონები, ქალბატონები თუ ინსტიტუტები, 2011 წლის წარმატებებისა და წარუმატებლობების შეფასებისას დამეთანხმებიან, რომ ცოტაოდენი ძალისხმევა და საკუთარი შეცდომების გამოსწორების სურვილი, 2012 წელს მათ ცხოვრებაში საუკეთესოდ აქცევს, ყოველ შემთხვევაში, მოახლოებულ აპოკალიფსამდე მაინც.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
უნდა ვეცადო, ნაკლები ვილაპარაკო
ბატონო პრეზიდენტო, ის, რომ ნიჭიერი ორატორი ბრძანდებით, უდავოა. თქვენი მჭევრმეტყველური უნარი ძალდაუტანებლად, მოხდენილად და, ამავე დროს, ძლიერი გრძნობითა და ერუდიციით წარმოთქვათ ეფექტური სიტყვა ხუთივე ენაზე, რომელთაც ფლობთ, შესაშურია და წარმატებაში დიდ როლს თამაშობს. ამ ნიჭის გარეშე - რომელმაც, ფაქტობრივად, თქვენი პოლიტიკოსობა განსაზღვრა - შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასეთ სიმაღლეებს ვერასოდეს მიაღწევდით.
თუმცა, ბატონო პრეზიდენტო, გარკვეულ სიტუაციებში „ნაკლები მეტია“. მესმის გამუდმებით კამერების წინ ყოფნისას ახალ-ახალი იდეების გაჟღერება რთულია, მაგრამ რა გამოდის - ორშაბათს საქართველო მეორე სინგაპურია, სამშაბათს მომავალი შვეიცარია და ოთხშაბათს ესტონეთი - კვირის ბოლოს რაღა იქნება? - ნარნია?
იმას, რომ ამ უკანასკნელ წლებში საქართველომ საოცრად გრძელი გზა გამოიარა, ყველანი ვხედავთ, და ეს დასაფასებელიცაა. მაგრამ ხშირად თქვენი გულუხვი ხოტბა მსუყე ჰიპერბოლებით გამოირჩევა. ნუთუ ეს გზა მართლა საუკეთესოა მათ შორის, სადაც კი ოდესმე გაგივლიათ? ნუთუ ქალაქის ეს განახლებული უბანი მართლა უფრო ლამაზია, ვიდრე პარიზი, ნიცა ან სულაც თვით სამოთხე? მომავალ წელს საქართველოში მართლა ამდენი ტურისტი ჩამოვა? და, საერთოდ, ყველაზე ევროპელი რაღას ნიშნავს?
საახალწლო პირობა რომ არ დაარღვიოთ, მე გირჩევდით ასისტენტი დაგექირავებინათ. რამდენჯერაც სიტყვით გამოსვლას დააპირებთ და შესამჩნევი გახდება, რომ უკვე ისეთ თემაზე იწყებთ საუბარს, რაც არამიზანშეწონილი, ცხადად მცდარი, პოტენციურად საზიანო ან სულაც ფიზიკურად შეუძლებელია- ასისტენტი, რომელიც ამ დროს თქვენ უკან იდგება, ზრდილობიანად ჩაახველებს. თუმცა, უფრო მარტივი იქნება, თუ ის თავიდანვე დაგეხმარებათ სიტყვის მომზადებაში: „ბატონო პრეზიდენტო, ვშიშობ, ამ განცხადებით ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს გავაღიზიანებთ. მომდევნო აბზაცში თითქოს თერმოდინამიკის მესამე კანონს არღვევთ... აი, ორი ხაზის შემდეგ კი, საქართველოს 2015 წლამდე მარსზე კოსმოსური ხომალდით მკვლევართა ჯგუფის გაშვების ვალდებულებას აკისრებთ, დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია?“
ბიძინა ივანიშვილი:
უნდა ვეცადო, კარგი ხალხი დავიქირაო
ძვირფასო ბატონო ბიძინა-ან იქნებ ბორისი დაგიძახოთ? - თქვენ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქართველი ბრძანდებით. წარმატებული ბიზნესი, ფილანთროპიული მოღვაწეობა და მეცენატობა ის დასაფასებელ ისაქმეებია, რომლებიც მართლაც გამორჩეულ კაცად გაქცევენ. ქართულ პოლიტიკურ სცენაზე თქვენს გამოჩენას, ძალაუფლების დახუთულ კორიდორებში, ერთი შეხედვით, სუფთა ჰაერი უნდა შემოეტანა. რეალურად, ამის მაგივრად, თქვენ ორი გრძელი, მოსაწყენი და ექსცენტრიული წერილის გამოქვეყნება არჩიეთ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ვანო მერაბიშვილისადმი მიძღვნილი ძალზედ უცნაური რომანტიკულ-ნოსტალგიური პასაჟით მთავრდება(„ვანო, ჩემო ვანო, კარგი დრო იყო ადრე, ჩემს ძმას გეძახდი, ერთად ვიყავით, რამ დაგვაცილა ნეტა?“ - ცხადია, ეს თქვენი სიტყვების პერიფრაზია).
თქვენი მომდევნო შეცდომა პირად ადვოკატად ერთი გზააბნეული ქალის აყვანა იყო, რომელსაც, როგორ ცვიცი, კარიერაში არც ერთი საქმე არ მოუგია. სამაგიეროდ, ამ ბოლო ხანებში იმდენი პარტია გამოიცვალა, რომ მგონი „party“-ის სიყვარულში კით რიჩარდსიც კი დაჩრდილა. მოგვიანებით, საჯარო განსჯის საგანი ომის შესახებ გაკეთებული თქვენი არც ისე კეთილგონივრული განცხადებები ხდება და თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლების სათავეში დარჩენას მხოლოდ ორი წლის განმავლობაში აპირებთ. ესეიგი, დააარსებთ პარტიას, მოიპოვებთ ძალაუფლებას, და წახვალთ ოპოზიციაში... საკუთარივე პარტიის წინააღმდეგ. ამ ყველაფერთან ერთად, სანამ სახალხოდ გამოაცხადებდით თქვენი საფრანგეთის მოქალაქეობის შესახებ, ქართული კანონმდებლობის გადამოწმება დაგავიწყდათ. ბიძინა, არ ვიცი ჭორვილადან როგორ ჩანს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი მეტად უცნაურია.
საქმე ისაა, რომ თქვენ მილიარდერი ხართ! ხომ შეგიძლიათ უბრალოდ მოეშვათ დასაქმის გაძღოლას ხვებს ჩააბაროთ? უბრალო ხალხს არ ვგულისხმობ, ვფიქრობ ხელი საუკეთესოებზე მიგიწვდებათ. გადაიხადეთ სახელისუფლებო პარტიაზე მეტიდა QuinlanRosner-ით ქვენთვის დაიწყებს მუშაობას (ან, საერთოდ, კიდევ ცოტაც დაამატეთ და უკვე მთელი კომპანია თქვენი იქნება). ნამდვილი იურისტის აყვანაზე არ გიფიქრიათ? და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე რას იტყოდით? - იქნებ ჯობდეს ისეთი კაცის მოძებნა, ვისაც ოდნავ მაინც გაეგება რამე პრესკონფერენციის ჩატარების საკითხში. ძალაუფლებისათვის ბრძოლა დემიენ ჰირსტის ნახატების აუქციონს დიდად არ ჰგავს. ბიძინა, თქვენი რეზიდენციის მიღმა - რომელშიც, სხვათა შორის, ალბათ ჯეიმს ბონდის რომელიმე მოსისხლე მტერიც სიამოვნებით იცხოვრებდა - რეალური სამყარო მოულოდნელობებითაა აღსავსე, და მასში ორიენტაციისათვის კვალიფიციური კადრების დაქირავებაა საჭირო. სხვანაირად, ძვირფასო ბიძინა, თქვენი გრანდიოზული გეგმები მომდევნო წლისათვის კიდევ ერთ, უბრალო ქართულ ოცნებად იქცევა.
ნინო ბურჯანაძე:
უნდა ვეცადო, ჩემი მიზნები რეალობას შეესაბამებოდეს
ძვირფასო ნინო, თქვენ საკმაოდ წარმატებული კარიერა გქონდათ. პარლამენტის თავმჯდომარეობასთან ერთად, ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იყავით. სახელი მსოფლიოს პოლიტიკურ სცენაზე გაითქვით, პლანეტის ყველაზე ძლევამოსილ ადამიანებთან გივლიათ მხარდამხარ. თანაც, აღსანიშნავია, რომ გასული 10 წლის განმავლობაში, თქვენი ვარცხნილობა ოდნავაც კი არ შეცვლილა.
მართალია, თქვენს პოლიტიკურ კარიერაში ხშირად ის გაგაჩნდათ, რაზეც ბევრი მხოლოდ ოცნებობდა. მაგრამ, იცით რა? იქნებ ახლა დროა, ცოტა მოეშვათ. თუკი კვლავ განუხორციელებელ მიზნებს დაისახავთ, ამით მხოლოდ სასოწარკვეთას მიეცემით. მეგობრების დახმარებით ერთი კარგი ქუჩის აქციის გამართვას რომ ბევრი არაფერი სჯობს, ეს ყველას კარგად გვესმის, მაგრამ ასეთ დროს ხალხისთვის ხელისუფლების ჩამოგდების პირობის მიცემა უკვე ნამდვილი სიავეა. ეს არა მარტო ხალხისთვისაა უსამართლო, არამედ თქვენთვისაც - ზედმეტად არარეალური მიზნების დასახვას, სჯობს იმაზე იზრუნოთ, რომ თქვენი სურვილები სინამდვილეს შეესაბამებოდეს. ასე რომ, დაივიწყეთ „ჩვენ აუცილებლად დავამხობთ ამ ხელისუფლებას“ და, ამის ნაცვლად, ეცადეთ თქვათ: „ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ ხელისუფლების პროვოცირებას და იქნებ ხალხის თვალში რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც გამოვაჩინოთ ცუდად“.
დააკვირდით: საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, თქვენი პარტიის და პირადად თქვენი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ ცდომილების პროცენტსაც კი არ აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ მოსახლეობის 1%25 გიჭერთ მხარს თუ 0%25. აქედან გამომდინარე, იქნებ სჯობდეს იმის გაცნობიერება, რომ თქვენ ვეღარასდროს გახდებით პრეზიდენტი. მაგრამ სანამ მთავარსარდლის პოსტზე ფიქრი არარეალისტურია, იმას მაინც შეგიძლიათ მიაღწიოთ, რომ ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს ხშირად მოეშალოს ნერვები. თანაც ასეთ შემთხვევაში სატელევიზიო გამოსვლებიც არ მოგაკლდებათ.
ვფიქრობ, სჯობს ახალ წელს გარკვეული დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ, ასე ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიდით. იქნებ მოგზაურობაც გადაგეწყვიტათ? აი, ვენას აქებენ ძალიან.
ქართული ეკლესია:
უნდა ვეცადო, უფრო მეგობრული ვიყო
ასაკის მატებასთან ერთად, ცვლილებებთან შეგუება უფრო და უფრო გვიჭირს ხოლმე, ასე რომ, მცირედი წინააღმდეგობა ხშირად ბუნებრივიცაა. მით უმეტეს, თუკი საუბარი თითქმის 1700 წელს მიღწეულ ინსტიტუტზეა. როცა სახელმწიფომ სხვა რელიგიური კონფესიები იურიდიული სტატუსით გაგითანაბრათ, თქვენ თავი ოდნავ შეურაცხყოფილად იგრძენით და ალბათ ეს მოსალოდნელიც იყო. ისიც საგულისხმოა, რომ თქვენს განკარგულებაში მყოფი და დანგრევის პირას მისული რამდენიმე ნაგებობა ახლა, შესაძლოა, სხვებს გადაუნაწილონ.
თქვენ შორის ბევრმა ეს ქმედება ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ დაუფარავ შეტევად მონათლა. თქვენი არგუმენტის თანახმად, რელიგიური პლურალიზმი მხოლოდ პირველი გაელვებაა ჭექა-ქუხილის წინ და მას მოგვიანებით სეკულარიზმის, ათეიზმისა და ჰომოსექსუალიზმის გავრცელებაც მოჰყვება - ეს ყველაფერი ერთად კი, ცხადია, საქართველოს გადაშენების პირას მიიყვანს.
თუმცა, ჩემი აზრით, ამ საკანონმდებლო ინიციატივას უნდა მიესალმებოდეთ კიდეც და ახალი მეგობრების შესაძენადაც მეტ მონდომებას იჩენდეთ. რეალურად, კათოლიკური, სომხური სამოციქულო, იუდეველთა, მუსლიმთა და პროტესტანტთა რელიგიური ორგანიზაციების იურიდიული აღიარებით, სახელმწიფომ თქვენს კლუბს ახალი წევრები შემატა. აი ნახეთ, გეი ხომ მათთვისაც საძულველია! საწუწუნო არაფერია, როგორც იქნა, დიად ბრძოლაში შარვლიანი ქალების შესაჩერებლად ახალი მოკავშირეები გამოჩნდნენ.
რენი ჰარლინი:
უნდა ვეცადო, მეტი ფილმი აღარ გადავიღო
რენი, ალბათ კარგად იცით, რა განცდა შეიძლება დაგეუფლოს მონტაჟის პროცესის დასრულებისას. რაღაც მომენტში, უბრალოდ უნდა ადგე და თქვა: „ევრიკა!“. ასეთ დროს ნებისმიერ ზედმეტ კადრს ყველაფრის დანგრევა შეუძლია. ჰოდა, რენი, თქვენც ზუსტად ეს პირობა უნდა მისცეთ საკუთარ თავს: ნებისმიერი ფილმის, თუნდაც „აგვისტოს 5 დღის“ სიქველის გადაღება (პირობითი სახელით - „სექტემბრის 10 დღე“) მეტისმეტი იქნება. მგონი, ყველაფერს აჯობებს, ეს საქმე ახლავე შეწყვიტოთ და წარსულში მოხვეჭილი დიდებით დატკბეთ.
გაგახსენებთ თუ რას მიაღწიეთ მთელი ამ დროის განმავლობაში:
ისე გაანადგურეთ ჯინა დევისის კარიერა, ვინმეს დახმარებაც კი არ დაგჭირვებიათ; სამაგიეროდ, სილვესტერ სტალონეს მკვდრეთით აღდგენაც მარტომ შეძელით; პირადად დააფინანსეთ და გადაიღეთ „თავზეხელაღებულთა კუნძული“, ფილმი, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ წარუმატებლობად მიიჩნევა; „კერკეტი კაკალის“ საგა მომაკვდავი მიაგდეთ; 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენები კი მხოლოდ იმაში გამოიყენეთ, რომ ველ კილმერი კიდევ უფრო გაგესუქებინათ.
ფილმები შთამბეჭდავია და ჩემზე ისინი მართლაც ძლიერ ზეგავლენას ახდენენ. აი, მაგალითად, როცა „აგვისტოს 5 დღე“ ვნახე, მომენტალურად მტკივნეული მოგონებები გამომესახა თვალწინ და გამახსენდა ის საშინელი დღეები, როცა... თქვენს სხვა ფილმებს ვუყურებდი. გთხოვთ, მისტერ ჰარლინ, მეტი აღარ!
![]() |
2 რედაქტორის წერილი |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ ჩერგოლეიშვილი
დრო რომ დაჩქარდა, შეუმჩნეველი ალბათ არავის დარჩენია, მაგრამ ახალი ამბების „ინდუსტრიაში“ ჩართული ადამიანისთვის, ის განსაკუთრებით სწრაფად გარბის. ერთი მხრივ, მოვლენებს მისდევ, მეორე მხრივ - ტექნოლოგიურ სიახლეებს. ეს უკანასკნელი კი, მედიის მენეჯმენტის ტრადიციულ მეთოდებს თავდაყირა აყენებს და გზადაგზა მათი რევიზია გჭირდება.
უკვე ზუსტად ორი წელი შესრულდა, რაც ტაბულას გუნდმა ყოველკვირეულ ანალიტიკურ ჟურნალზე დაიწყო მუშაობა და მისი მომგებიან ბიზნესპროექტად ქცევა მოინდომა.
ამ გეგმას, ჩვენს გარემოცვაში, ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ქართულ საზოგადოებას სერიოზული მედია არ აინტერესებს, ამიტომ ჩვენი ჩაფიქრებული ჟურნალი ფინანსურად მდგრადი ვერასოდეს იქნება. გვახსენებდნენ, რომ პრაქტიკით გამყარებული სტერეოტიპის მიხედვით, ჟურნალის გასაყიდად, მის პირველ გვერდზე ან მკერდმოშიშვლებული „ცნობადი სახე“ უნდა დასვა ყელზე ჯვრით, ან შავრაზმული, სიძულვილით აღსავსე სათაურები მოათავსო.
ეს აზრი საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. ტაბულამ, 2010 წლის დასაწყისში BCG-ის ქართული მედიაბაზრის კვლევა დაუკვეთა. გამოიკითხა 3500 ადამიანი. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე პოპულარულ გაზეთად დასახელდა კვირის პალიტრა, მეორე ადგილზე გავიდა ასავალ-დასავალი. ჟურნალებში დიდი უპირატესობით სარკე ლიდერობდა, მას მოსდევდა თბილისელები.
საქმე ისაა, რომ ამ ტიპის პრესის არსებობასა და წარმატებაში არაფერია გასაოცარი. სკანდალური, ძირითადად ყალბი „ჰედლაინების“ ერა ამერიკაში მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც პრესა გაყვითლდა და ბიზნესად გადაიქცა. საგამომცემლო წრეებში ყვითელი პრესის ქცევაზე ცხარე დისკუსია ატყდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც „თავგასული“ გაზეთების კანონის ჩარჩოებში მოქცევასაც კი ითხოვდნენ. მაგრამ საზოგადოების „უსაქციელო“ მედიით გაღიზიანებამ საბოლოოდ პოზიტიური განვითარება ჰპოვა - ყვითელი პრესა და სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი დარჩა, სამაგიეროდ, გაჩნდა პროფესიული სტანდარტები - New York Times-მა, Wall Street Journal-მა და Washington Post-მა ფსონი ხარისხზე დადეს, ყვითელი პრესისგან გაღიზიანებულ მკითხველს გადამოწმებულ ინფორმაციას დაჰპირდნენ და დღემდე ასე მოდიან.
საქართველოში, პრესის ბიზნესად ჩამოყალიბების პროცესი, ერთი საუკუნით გვიან, 1990-იანი წლებიდან დაიწყო. შედეგად, ფუნდამენტალისტური მიდრეკილებების ადგილობრივი ყვითელი პრესა მივიღეთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დასავლურ ტაბლოიდებთან, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მათგანი ფინანსურად მომგებიანია - რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. რაც შეეხება რესპექტაბელურ პრესას, ეს ნიშა თითქმის თავისუფალია და მის შევსებას, ჩვენი ჩათვლით, თითო-ოროლა, გრანტებით ან კერძო შემოწირულობებით თავის გამტანი, ჯერჯერობით მცირეტირაჟიანი გამოცემა ცდილობს.
სკეპტიკოსებს არც გლობალურ მედიაში მიმდინარე პროცესები ავიწყდებათ. ინტერნეტმა და მსოფლიო ეკონომიკის ვარდნამ ბეჭდური პრესის, თავის დროზე ტელევიზიით განპირობებული, იდენტობის კრიზისი კრიტიკულ ფაზაში გადაიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ჟურნალ-გაზეთების ახლო მომავალში გარდაცვალება დაუჯერებლად მიაჩნია, ფაქტებს ვერსად გავექცევით. 2010 წელს დახურვას ძლივს გადაურჩა 77 წლის ისტორიის მქონე, ამერიკული ყოველკვირეული გამოცემა Newsweek-ი, რომელიც სიცოცხლის გასახანგრძლივებლად პოპულარულ ვებგვერდ Daily Beast-ს შეერწყა და ეს უკანასკნელი მართავს. ვარსკვლავი ავტორებისგან მიტოვებული ჟურნალის არსებობა კვლავინდებურად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
დაზარალდა Newsweek-ის კონკურენტი TIME-იც, შემცირდა მისი გაყიდვები, გამოწერები და სარეკლამო შემოსავალი, მაგრამ გადარჩა - რაც თავისთავად მიღწევაა - და დღეს რესპექტაბელური მასობრივი ყოველკვირეული ბეჭდური პრესის ბოლო მოჰიკანად მიიჩნევა.
თუმცა, ამერიკული მაღალტირაჟიანი გამოცემებისგან განსხვავებით, გაიზარდა უფრო ნიშური, ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალი Economist-ი. ამ ფაქტს, Guardian-ის ყოფილი რედაქტორი და ავტორი პიტერ პრესტონი იმით ხსნის, რომ ინტერნეტის ეპოქაში, ბეჭდური მედიის მკითხველს აღარ აინტერესებს, წაიკითხოს სად რა მოხდა გასული შვიდი დღის განმავლობაში - ამას ელექტრონული გზით იგებს, თან გაცილებით სწრაფად. პრესტონის აზრით, მკითხველს ურჩევნია ყოველკვირეულმა ჟურნალმა დაანახოს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩავლილი კვირის ამბებმა მის ცხოვრებაზე, ქვეყნის მომავალზე ან საერთაშორისო წესრიგზე.
Economist-მა, განსხვავებით თავისი ამერიკელი კონკურენტებისაგან, აუდიტორიას სწორედ ეს შესთავაზა - ხარისხიანი ანალიზი ფაქტებზე დაყრდნობით და პოზიცია.
ბევრი ბრიტანულ ჟურნალს მემარჯვენე გამოცემად მიიჩნევს, მაგრამ ეს არც ისე ცხადია. კი - თავისუფალი ბაზრის, თავისუფალი ვაჭრობისა და გლობალიზაციის გვერდში დგომა Economist-ის თრეიდმარკია. მართალია ისიც, რომ თავის დროზე ჟურნალის რედაქციამ მხარი დაუჭირა ამერიკის მოქმედებებს ვიეტნამში, რონალდ რეიგანს და მარგარეტ თეტჩერს, მაგრამ ბილ კლინტონსაც მიემხრო. ამასთანავე, ჟურნალი დადებითად უყურებს სახელმწიფო ჩარევას ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, ებრძვის გლობალურ დათბობას, მხარს უჭერს პროსტიტუციისა და ნარკოტიკების ლეგალიზაციას.
დღეს ითვლება, რომ Economist-ს „უნდა“ კითხულობდე, თუ გსურს თანამედროვეობას ფეხი აუწყო. ამერიკაში ამ ფენომენს ცნობილი ბრიტანული ბრენდის, Burberry-ის ლაბადის ფაქტორი დაარქვეს - ალბათ ყველას უნახავს უჯრულა სარჩულიანი საწვიმარი, რომელიც რაღაც დროს ბიზნესსექტორში დასაქმებული საშუალოზე მაღალი და საშუალო კლასის უნიფორმად იქცა.
ტაბულამ სწორედ Economist-ის სტრატეგია აირჩია - მას მკაფიო სარედაქციო პოლიტიკა აქვს და მკითხველს პროფესიული სტანდარტების დაცვას, ფაქტებზე დამყარებულ ანალიზს და კონკრეტულ პოზიციას სთავაზობს - ჩვენი ჟურნალი მხარს უჭერს პიროვნების თავისუფლებას, თავისუფალ ბაზარს, პატარა მთავრობას, სეკულარულ სახელმწიფო მოწყობას, დასავლეთში ინტეგრაციას, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტიას. არსებული პოლიტიკური ძალებიდან ყველაზე მეტად მმართველი პარტიის ხედვას იზიარებს - თუმცა არ მოსწონს ხელისუფლების ხარჯვითი პოლიტიკა, სკეპტიკურადაა განწყობილი ბოლო დროს განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების მიმართ, არ ეთანხმება სოფლის მეურნეობის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს, უკმაყოფილოა ხელისუფლებისა და მოსახლეობის კომუნიკაციის ხარისხით.
სკეპტიკოსთა პასუხად უნდა ითქვას, რომ დასავლური გამოცემებისგან განსხვავებით, ქართულ ბეჭდურ პრესას ინტერნეტი ნაკლებ საფრთხეს უქმნის. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოში ინტერნეტსივრცე შინაარსობრივად ჯერჯერობით მეტისმეტად ღარიბია და მხოლოდ მისი მოხმარებით, თუ უცხო ენა არ იცი, სრულყოფილ ინფორმაციას ვერ მიიღებ. ამას ემატება ინტერნეტპენეტრაციის სწრაფად მზარდი, მაგრამ მაინც დაბალი მაჩვენებელი (2010 წლის ITU-ის მონაცემებით - 28,3%25).
დღეს საქართველოში ბეჭდური გამოცემა გჭირდება იმისთვის, რომ შინაარსის მონეტიზაცია უზრუნველყო - ზემოთ აღწერილ მიზეზთა გამო, ინტერნეტრეკლამის ბაზარი საკმარისად მოცულობითი არ არის საიმისოდ, რომ ვებგვერდის მუშაობისთვის საჭირო ფინანსების თუნდაც მცირე ნაწილი აანაზღაუროს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯერ შინაარსიც არ შეგიქმნია, რომ მკითხველი მიიზიდო და რეკლამის დამკვეთისთვის ე. წ. ქლიქები დააგროვო.
რაც შეეხება იმას, თითქოს ხალხს მხოლოდ უხარისხო მედიაპროდუქტი აინტერესებს - ეს ძალიან ზედაპირული დასკვნაა. წარმოუდგენელია, 4,6-მილიონიან ქვეყანაში არ არსებობდეს 46 ათასი ადამიანი, რომელსაც ხარისხიანი ანალიზის წაკითხვა სურს ქართულ ენაზე. ჩვენი ამოცანაა ამ 1%25-ს მივაგნოთ და მათგან დავიწყოთ სხვებზე გასვლა. თუმცა გვესმის, ეს მარტივი სულაც არ არის.
„არსებობისთვის ბრძოლა, გაზეთის შემთხვევაში, ტირაჟისთვის ბრძოლას ნიშნავს. გაზეთი, რომელსაც არ კითხულობენ, საზოგადოებაზე გავლენას ვერ მოახდენს. პრესის გავლენა იმით განისაზღვრება, თუ რამდენი ადამიანი კითხულობს მას“, - ამტკიცებდა ჩიკაგოს სოციოლოგიის სკოლის დამფუძნებელი რობერტ პარკი. მკითხველთან ჟურნალ-გაზეთები სადისტრიბუციო სისტემის გავლით ხვდება. ეს უკანასკნელი კი, როგორც ტაბულას გამოცდილება მოწმობს და IREX-ის მედიისა და სარეკლამო ინდუსტრიის კვლევა ადასტურებს - მინიმალურ ხარისხსაც ვერ უზრუნველყოფს.
საქართველოში პრესის დისტრიბუციის ბაზარს, როგორც გამოწერას, ისე საცალო გაყიდვას, დიდწილად ერთი კომპანია - მედიაპალიტრა - აკონტროლებს. ის, ამავდროულად, არაერთ ჟურნალსა და გაზეთს გამოსცემს და სადისტრიბუციო ბაზარზე უპირატეს მდგომარეობას თავისი პროდუქციის სასარგებლოდ იყენებს. მედიაპალიტრის გამოცემების მაღალი ტირაჟის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ ესაა.
აღსანიშნავია აგრეთვე პრობლემა, რომელზედაც IREX-ის ზემოხსენებული კვლევა საუბრობს - საქმე ისაა, რომ დღეს რეკლამის დამკვეთი კომპანიები იდენტიფიცირებულ სეგმენტზე ბეჭდური მედიის დახმარებით ვერ გადიან - რადგან ჟურნალ-გაზეთებს, როგორც წესი, განსაზღვრული ტიპის მკითხველი არ ჰყავს, რომელსაც ფინანსური და სოციალური მდგომარეობა ან ინტერესი აერთიანებს. შესაბამისად, ბეჭდურ მედიაში განთავსებული რეკლამის ეფექტიანობის გაზომვა უჭირს. ამიტომ სარეკლამო შემოსავლის უდიდეს ნაწილს ტელევიზიისკენ მიმართავს, რომელსაც „ყველა უყურებს“.
მსოფლიოს ყველა წამყვანი ბეჭდური გამოცემის ფინანსურ მდგრადობას სარეკლამო შემოსავლები უზრუნველყოფს. შემდეგ მოდის გამოწერები და ბოლოს საცალო გაყიდვები. კომპანია ACT-ის მიერ ტაბულას დაკვეთით ჩატარებული რეკლამის ფასის ელასტიკურობის კვლევა მოწმობს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, რეკლამის დამკვეთზე ძირითადად შემდეგი ფაქტორები მუშაობს - ტირაჟი და სეგმენტი. კვლევითვე დგინდება, რომ დღეს, ტაბულაში რეკლამის განთავსების მსურველთა მოტივაციას ჩვენი არა ტირაჟი, არამედ აუდიტორია წარმოადგენს - ტაბულას საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები კითხულობენ. გამოკითხვის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ტაბულაში განთავსებული რეკლამის ფასს მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი აქვს, თუ გამოცემის ტირაჟი მოიმატებს.
კვლევის შედეგების და არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ტაბულამ სარეკლამო შემოსავლის და, ამავდროულად, გავლენის გაზრდის, საქართველოს პირობებში ალტერნატიული, მაგრამ დასავლეთში აპრობირებული გზა აირჩია. ეს გზა საშუალებას გვაძლევს უხარისხო სადისტრიბუციო ქსელის გვერდის ავლით გავზარდოთ ტირაჟი 20 ათასამდე. ამ მიზნით, წინადადებით მივმართეთ იმ კომპანიებს, რომელთა კლიენტურაც კონკრეტული სოციალური ჯგუფის ჩარჩოში შეგვეძლო მოგვექცია და ჩვენი ჟურნალის მათი კლიენტებისთვის უფასო გავრცელება შევთავაზეთ. კომპანიების დაინტერესება რთული არ ყოფილა - მათ ჩვენს წინადადებაში კლიენტებთან პირდაპირი მარკეტინგის შესაძლებლობა დაინახეს. ამ ეტაპზე არჩევანი Silk Tv-ზე შევაჩერეთ.
რას მიიღებს მკითხველი იმით, რომ ტაბულას ტირაჟი გაიზრდება? იმას, რასაც იღებდა, ხარისხიან ანალიზს და ნათელ პოზიციას ყველაფერზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება. საზოგადოება? - ბეჭდური მედიაბაზრის პლურალიზმს.
გაამართლებს თუ არა ფინანსურად ჩვენი პროექტი, მომავალი გვიჩვენებს. წინასწარი გათვლები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, მაგრამ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. „ყველაზე პრობლემატური საკითხი გაურკვევლობაა, - მითხრა რამდენიმე თვის წინ International Herald Tribune-ის გამომცემელმა, სტივენ დანბარ-ჯონსონმა, როდესაც მასთან ინტერვიუ ჩავწერე, - ბიზნესგეგმა, რომელიც დღეს კარგი გვგონია, შესაძლოა 6 თვეში ან ერთ წელიწადში უვარგისი აღმოჩნდეს, რადგან ყველაფერი ძალზე სწრაფად იცვლება“.
სწრაფად ცვალებად დროში ის გვაიმედებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ქართულ მედიაბაზარს ჯერ ისე ვერ „აბურთავებს“, როგორც დასავლურს. პირველი წლის შედეგებს, მომავალ საახალწლო ნომერში შევაფასებთ.
![]() |
3 საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ნიშნულები 2011 წელს: |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
გეოგრაფიული ექსპანსია სტრატეგიული მიზნის სამსახურში
დავით იბერი
2011 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე და ვარდების რევოლუციის მე-8 წლისთავზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის დამსახურებული მოღვაწეები დააჯილდოვა. მათ შორის იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგი კაპანაძე და თორნიკე გორდაძე, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე და საქართველოს ელჩი ბრიუსელში სალომე სამადაშვილი.
კაპანაძე და კოვზირიძე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართული დამქანცველი და მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი დიპლომატიისათვის დაჯილდოვდნენ, გორდაძე და სამადაშვილი კი ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებში მიღწეული გარდატეხისათვის. პრეზიდენტმა მიღწეულ შედეგებს „ისტორიული“ და დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში მოპოვებული „ერთ-ერთი უდიდესი“ დიპლომატიური გამარჯვება უწოდა.
მაგრამ ვმო-სა და ევროკავშირის გარდა, 2011 წელი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებითაც აღინიშნა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, მთავრობისა და პარლამენტის სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა საზღვარგარეთ ათეულობით ვიზიტი განახორციელეს. საქართველოსაც მრავალი ლიდერი და დელეგაცია ეწვია საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზით დაწყებული და სხვადასხვა სავაჭრო მისიებით დამთავრებული. წლის განმავლობაში თბილისი იმ ქვეყნებშიც გზავნიდა წარმომადგენლებს, რომლებსაც მანამდე არასოდეს ენახათ თავიანთ მიწაზე საქართველოს ოფიციალური დელეგაციები. ქართველები მასპინძლობდნენ და სტუმრობდნენ პოლიტიკურ კონსულტაციებს, ბიზნესფორუმებს, კულტურის დღეებს, კონფერენციებსა და დისკუსიებს.
რუსეთის თავდასხმიდან და ქართული მიწების 20%25-ის მიტაცებიდან სამი წლისთავზე ქართული დიპლომატია თავდაცვისა და შეტევის რეჟიმში მუშაობდა და მოხერხებულად უმკლავდებოდა კრემლის გაშმაგებულ შემოტევებს. თბილისმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მრავლობითი ტერორისტული აქტების შეწყვეტა მოახერხა. ქვეყანამ მარჯვედ გამოიყენა „არაბული გაზაფხულის“ მიერ მოტანილი პოლიტიკური ცვლილებები თავისი რეფორმების ექსპორტისათვის ნიადაგის მოსამზადებლად. დღეს ბევრი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ლაპარაკობს იმაზე, რომ „არაბული გაზაფხულის“ სიცოცხლისუნარიანობისათვის საჭიროა ქართული რეფორმატორული გამოცდილების გადმოღება კორუფციის აღმოფხვრის, დანაშაულთან ბრძოლის, ბიუროკრატიის ეფექტიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო სერვისების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
მართალია, საერთაშორისო რეიტინგების ამაღლება თბილისის საშინაო პოლიტიკის შედეგია, მაგრამ მათი სათანადო ფორმითა და შინაარსით გარეთ გატანა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესების, პრეუცხოური ინვესტიციებისა და ტურისტთა შემოდინების გაზრდისათვის ეს მნიშვნელოვანია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რაც ამ ნარკვევში ქვემოთ ითქმება, ალბათ, არაფერი ისე კარგად არ დაახასიათებს საქართველოს 2011 წლის დიპლომატიას, როგორც იმის აღნიშვნა, რომ მისი ახალაღმოჩენილი მისიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ცენტრად (hub) გადაქცევის დიპლომატიური ხელშეწყობაა. დერეფნიდან ცენტრამდე დიდი მანძილია, მაგრამ თბილისის მადასა და ჟინს თუ ვენდობით, არც იმდენად გადაულახავი, როგორც ეს შინაურ თუ გარეულ სკეპტიკოსებს წარმოუდგენიათ.
ლაპარაკია არა კავკასიის ან თუნდაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ჩამოყალიბებაზე, არამედ უფრო დიდმასშტაბიან, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ცენტრად საქართველოს გადაქცევაზე. ამაში იგულისხმება მოდერნიზაციის ქართული მოდელი თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურით, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმითა და თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებებით, რომლებიც, როგორც ახალაღზევებული ქვეყნის პროდუქტი, მიმზიდველი გახდება უძრაობის ჭაობში ჩაფლული განვითარებადი ქვეყნებისათვის ყოფილ საბჭოთა კავშირში, შუა აღმოსავლეთში, აფრიკაში, აზიასა თუ ცენტრალურ ამერიკაში. ამ გზით საქართველო პატიოსნად შეეშველება პოლიტიკურ დასავლეთს ცივილიზაციური ტვირთის ზიდვაში.
პოლიტიკურ დასავლეთში სრული ინტეგრაცია NATO-ში გაწევრიანების ჩათვლით არა მხოლოდ რუსეთის შეკავების მიზანს ემსახურება, არამედ უფრო დიდი სტრატეგიული მიზნის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს - თანაც არა მარტო საქართველოსათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სანუკვარია NATO-ს წევრობა, იგი ფეხიფეხზე გადადებისა და უსაფრთხოებით ტკბობის ან მარტოოდენ მოსკოვის მიერ მიტაცებული ქართული მიწების დროთა განმავლობაში გამოხსნის სქემას კი არ წარმოადგენს - ზოგიერთის მტკიცებით, საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკური ელიტა, თითქოსდა, რუდუნებით რომ ხლართავს თბილისის ოფისებში - არამედ სტრატეგიული შესაძლებლობაა, რომელიც სრულიად ჯდება დასავლეთის ინტერესებში.
უფრო მეტიც, საქართველო არ ელოდება NATO-ს წევრობას და, როგორც 2011 წელი გვიჩვენებს, მანამდე იწყებს განვითარებად ქვეყნებთან თავისი საერთაშორისო ჩართულობის განხორციელებას.
საქართველოს ახალი საშუალებები და სამიზნეები
თბილისი უშუალო მეზობლებთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ტრადიციული კავშირ-ურთიერთობების პარალელურად, ავითარებდა თანამშრომლობას ევროკავშირის საზღვრების აღმოსავლეთით მდებარე უკრაინასთან, ბელარუსთან და მოლდოვასთან. მოლდოვისა და უკრაინის მმართველი პოლიტიკური ძალების გარკვეული წარმომადგენლებისათვის დამაიმედებელია საქართველოს გამოცდილების გადაღება ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ცენტრალურ აზიაში მდებარე ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდანაც სტუმრობდნენ საქართველოს გამოცდილების შესაძენად. სხვა საქმეა ის, თუ რამდენად მოახერხებენ ესენი თუ სხვები თავიანთ ქვეყნებში რეფორმების გატარებას.
არც რუსული პრესა აკლებდა ძალისხმევას საქართველოში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმების, განსაკუთრებით პოლიციის რეფორმის, განხილვას, თუმცა, მიმომხილველებისათვის მაინც გამოცანად დარჩა ის, თუ რა მიზანს ემსახურებოდა „პოზიტიური საქართველომანია“ რუსულ მედიაში. უფრო ადვილი ასახსნელია საქართველოფობია, რომელიც ასევე ძალუმად იყო წარმოდგენილი რუსულ პრესაში.
2011 წელს საქართველო ინტენსიურად აგრძელებდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესს. ძირითად სამიზნეებს წარმოადგენდნენ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, კარიბის ზღვის აუზის, აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის სახელმწიფოები. მარტო დასავლეთ ნახევარსფეროში დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 6 ქვეყანასთან, პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა 10-ზე მეტი განვითარებადი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებთან. მე-3 სამყაროს 15-ზე მეტ ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
სრულფასოვნად ამოქმედდა საქართველოს საელჩოები ბრაზილიაში, მექსიკაში, კანადაში, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ აფრიკასა და რამდენიმე სხვა სახელმწიფოში. ამ საელჩოებიდან თბილისი ბევრ მეზობელ ქვეყანას დიპლომატიურად ფარავს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო პერუს პრეზიდენტის ინაუგურაციაში, მაღალი დონის დელეგაციები ეწვივნენ ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, მექსიკას, ბრაზილიას, კუბას, გვატემალას, სურინამს, ჰონდურასს, ჩილეს, ურუგვაის, საუდის არაბეთს, იორდანიას, ყატარს, ეგვიპტეს, გამბიას, სენეგალს, ფილიპინებს, ფიჯის და რამდენიმე სხვა ისეთ ქვეყანასაც, რომლებსაც საქართველოს დიპლომატია ბოლო წლებამდე გვერდს უვლიდა. ბრაზილიელებმა თბილისში საელჩო გახსნეს. სხვა ქვეყანებმაც გამოთქვეს თავიანთი დიპლომატიური მისიების გამოგზავნის სურვილი. ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ სტიქიური უბედურების გამო დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს. დავიმკვიდრეთ ადგილი მე-3 სამყაროს ქვეყნების რამდენიმე რეგიონული ორგანიზაციის მეგობართა ჯგუფში. თბილისში გაიმართა ეკვადორისა და ეგვიპტის კულტურის დღეები და საქართველომ, თავის მხრივ, გაიტანა თავისი კულტურის ნიმუშები რამდენიმე განვითარებად ქვეყანაში.
ალბათ, დადგა დრო, საქართველომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფრთებქვეშ, ან სხვა ფორმით, საერთაშორისო განვითარების ქართული სააგენტოს დაარსებაზე იფიქროს, რაც ორგანიზებულს გახდის საქართველოს მიერ გაწეულ საერთაშორისო დახმარებას და დაუმკვიდრებს საქართველოს დონორი ქვეყნის სტატუსს. ქართული რეფორმატორული მიღწევები სააგენტოს ერთ-ერთ პროდუქტად შეიძლება ვაქციოთ.
მესამე სამყაროს ქვეყნებში ჩართულობა ემსახურება არა მარტო იმას, რომ საქართველომ ხელი შეუშალოს კრემლის გამალებულ მცდელობას, „იყიდოს“ ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობა“ და მოახდინოს თავისი გავლენის სფეროების საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ წარმოჩნდეს საქართველოს, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლი ქვეყნის, იმიჯი, რაც ესოდენ მიმზიდველია კოლონიური წარსულის მქონე განვითარებადი ქვეყნებისათვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ვაჭრობის გაფართოება ამ ქვეყნებთან, ჰუმანიტარული ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
საქართველო ცდილობს, თავის უნივერსიტეტებში განვითარებადი ქვეყნების სტუდენტები მოიზიდოს, გამოჰყოფს სტიპენდიებს და აწესებს სხვა შეღავათებს. ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბევრი განვითარებადი ქვეყანა შეემატა იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის პრივილეგია აქვთ. მეორე მხრივ, თბილისმა რამდენიმე ქვეყნისაგან მიიღო მსგავსი შეღავათი. მათ შორის, აღსანიშნავია ბრაზილია, სადაც 2012-14 წლებში დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველი საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებენ.
საქართველოს „ღია კარის“ პოლიტიკა არა მარტო ტრადიციული პარტნიორების მიმართ მოქმედებს, არამედ ბევრ განვითარებად ქვეყანაზეც ვრცელდება. დასაფასებელია ის შედეგი, რომელიც ირანთან უვიზო მიმოსვლამ მოუტანა საქართველოს ტურისტთა რიცხვის ზრდის თვალსაზრისით. თუ აქამდე, თბილისი და ბათუმი ის ადგილები იყო, სადაც სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული ტურისტები დღისით ერთსა და იმავე პარკებში ასეირნებდნენ თავიანთ შვილებს და საღამოთი ერთსა და იმავე რესტორნებში ატარებდნენ დროს, ახლა ირანიდან და ისრაელიდან ჩამოსული ტურისტებიც ამასვე აკეთებენ, რაც საქართველოს თავისუფალი, ტოლერანტული, მეგობრული და უხიფათო ქვეყნის იმიჯს უმტკიცებს. ამავე მიზანს ემსახურება ჩრდილოკავკასიელებისთვის დაწესებული შეღავათები, რომლებიც გასულ წელს ამოქმედდა.
განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთი ყველაზე უფრო ხელშესახები მაგალითია იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა საკითხზე გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად წარდგენილი რეზოლუციისადმი მხარდაჭერის ზრდა. 2011 წელს შარშანდელთან შედარებით 7-ით გაიზარდა მომხრეთა რიცხვი და 4-ით შემცირდა მოწინააღმდეგეთა რაოდენობა. ამჟამინდელი 57/13-ზე თანაფარდობა სწორედ განვითარებადი ქვეყნების მხრიდან ქართული რეზოლუციისადმი კეთილგანწყობის ზრდის ხარჯზე მოხერხდა.
განვითარებად სამყაროსთან უშუალო კონტაქტი დასავლური მედიაციის გარეშე (თუმცა, სამართლიანობისათვის აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატები და ევროპა ძალ-ღონეს არ აკლებენ ოკუპირებული ქართული მიწების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არცნობის პოლიტიკის პროაქტიულ მხარდაჭერას მე-3 სამყაროს ქვეყნებთან) იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დასავლელი პარტნიორები ყოველთვის დიდად გიფასებენ შენი საკუთარი „წილის ჩადებას“ და ამას მოწიფულობად გითვთალიან. 2011 წელი, სხვა ყველაფერთან ერთად, სიმწიფის გამოცდის წარმატებებით ჩაბარების წელიწადიც იყო.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია
შეერთებული შტატები და ევროპა გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს თბილისის ქცევას ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართული ქართულრუსული მოლაპარაკებების დროს. ვაშინგტონსა და ბრიუსელში პოლიტიკოსებსა და მიმომხილველებს აინტერესებდათ არა მარტო ის, თუ რა შედეგით დასრულდებოდა მოლაპარაკებები, არამედ ისიც, თუ როგორ ორგანიზებულად, დისციპლინირებულად, პრინციპულად, ღირსეულად, გულწრფელად და, რაც არანაკლებ მთავარია, დასავლური პოლიტიკური კულტურის შესაბამისად ჩაატარებდა დამქანცველ პროცესს საქართველო. პუტინის რუსეთი, რომელიც, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ბიზანტიური პოლიტიკის გადმონაშთს წარმოადგენს 21-ე საუკუნეში, ყველანაირ ხრიკს მიმართავდა მოლაპარაკებათა ჩასაგდებად, რათა საქართველო თავისი უპირველესი მხარდამჭერების კრიტიკის ობიექტად გაეხადა და საკუთარი პარტნიორებისაგან გარიყული თბილისი იოლ ნადავლად ექცია.
ქართული დიპლომატიის მთავარ პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ არ დაეშვა ისეთ დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც დააკანონებდა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილ „ახალ რეალობას“.
საქართველო მოლაპარაკებებში იმთავითვე დასავლელი მეგობრების გამო ჩაება, რადგანაც, ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, ხელშესახებ გამორჩენას (ყოველ შემთხვევაში, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში) არ ელოდა. უფრო მეტიც, მოლოდინი იყო ცუდის ან უარესის, რადგანაც პრინციპულობისა და ღირსების ტესტს თბილისის თვალში დასავლეთიც აბარებდა.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა და ეს შეძლო, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც პოლიტიკური დასავლეთის ორგანული ნაწილი, რამაც საქართველოსადმი ნდობა და პატივისცემა გაზარდა ამერიკასა და ევროპაში, ხოლო რუსეთი იძულებული გახადა, კომპრომისზე წასულიყო ვმო-ში გაწევრიანების ჭეშმარიტი სურვილის საჩვენებლად.
დოკუმენტი, რომელსაც საქართველომ და რუსეთმა მოაწერეს ხელი, არეგულირებს „მთელ ვაჭრობას“ ორ ქვეყანას შორის შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მხარის და ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი მექანიზმების მეშვეობით. ის არათუ არ აუარესებს თბილისის მდგომარეობას, არამედ ტექსტში მოცემულ მორიგებათა ბუნებიდან გამომდინარე ქმნის იმის შესაძლებლობებს, რომ საქართველომ მომავალში მიმართოს ლეგალურ ბერკეტებს სავაჭრო დერეფნებში საქონლის გადაადგილების საკითხზე, თუ ამის ნება-სურვილი გაუჩნდება. ის, რომ შეთანხმება დაიდო საქართველოსა და რუსეთს შორის, ეხება მთელ ვაჭრობას ორ სახელმწიფოს შორის და რომ დერეფნები მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მომგებიან მდგომარეობაში აყენებს თბილისს მომავალი დავების (და ასეთები უსათუოდ იქნება) სამართლებრივი გადაჭრის დროს.
ეჭვგარეშეა, რომ საქართველოსადმი საერთაშორისო პატივისცემა გაიზარდა რუსეთთან მოლაპარაკებების ღირსეულად დასრულების შემდეგ, რაზეც დაუფარავად საუბრობენ დასავლეთში პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები. ახლა თბილისზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ეფექტიანად გახარჯავს დასავლეთში დამსახურებულად მოხვეჭილ პოლიტიკურ კაპიტალს.
დასავლეთთან თანამშრომლობა
2011 წელს თბილისმა და ბრიუსელმა დაახლოების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. კონსტრუქციულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე და მხარეებს შორის პრინციპული თანხმობა შედგა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. გაფორმდა შეთანხმება სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ, რომელსაც თბილისი პატიოსნად ასრულებს. უფრო მეტიც, საქართველო იმედოვნებს, რომ, დაპირებისამებრ, სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის თაობაზე დიალოგი 2012 წლის ადრეულ გაზაფხულზე დაიწყება. გარდა ამისა, თბილისმა და ბრიუსელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სხვა სურსათის გეოგრაფიული ნიშნების ერთობლივი დაცვის შესახებ და საერთო საავიაციო სივრცის თაობაზე.
ევროკავშირთან სამართლებრივი ბაზის განმტკიცებას საქართველო თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადი მხარდაჭერის გარანტად მიიჩნევს. ამასთან, თბილისი სამართლიანად ღიზიანდება, როცა ბრიუსელი მას აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში საერთო კალათში ათავსებს ევრაზიული სივრცის იმ სხვა ქვეყნებთან, რომლებიც კვლავაც საბჭოთა სისტემის პირობებში ცხოვრობენ. ევროკავშირი მთლიანობაში და მისი შემადგენელი ცალკეული ქვეყნები ინდივიდუალურად სიტყვიერად აღიარებენ საქართველოს დაწინაურებას, მაგრამ როცა საქმე ამ რერეალობის ქაღალდზე გადატანაზე მიდგება, როგორც წესი, თავს იკავებენ წერილობითი დადასტურებისაგან.
2011 წლის მიწურულს წერილობითი აღიარების პრეცედენტებიც გამოჩნდა. იგულისხმება 17 ნოემბერს ევროპის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც ღიადაა აღნიშნული საქართველოს, როგორც ყველაზე რეფორმატორული ქვეყნის „განსაკუთრებულობა“ და ევროპული პერსპექტივა, რაც უნდა გაითვალისწინოს ევროკავშირმა „საქართველოს მიმართ ვალდებულებების აღებისა და მოლაპარაკებების დროს“.
ეს რეზოლუცია არანაკლებ საინტერესოა სხვა თვალსაზრისითაც. იგი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, რუსეთის მიერაა ოკუპირებული „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების დარღვევით“ და ამ მიწებს „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ აცხადებს. უფრო მეტიც, დოკუმენტში წერია, რომ „ეთნიკური წმენდა და ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებები განხორციელდა იმ არემარეში, რომელიც საოკუპაციო ძალის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშაა“ და საოკუპაციო ძალას აკისრებს „პასუხისმგებლობას ამ ადგილებში ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის“.
ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების გარდა, ევროპარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, „უპირობოდ შეასრულოს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების „ყველა ვალდებულება“, „შეწყვიტოს ოკუპაცია“, უკან გაიწვიოს ქართული რეგიონების „გამოყოფის აღიარება“ და დადოს ძალის არგამოყენების პირობა საქართველოს მიმართ.
2011 წელს აშშ-სთან თანამშრომლობაც დინამიკური იყო. მარტო აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატიდან და სენატიდან საქართველოს 7 დელეგაცია ეწვია. დელეგაციათა შემადგენლობაში შედიოდნენ კონგრესის გავლენიანი პირები, რომლებიც ანგარიშგასაწევი დიასპორის არმქონე საქართველოს ლობისტებად და ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდამჭერებად იქცნენ.
29 ივლისს სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო. რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები და რუსეთს ჯარების გაყვანისაკენ მოუწოდა. უახლოეს მომავალში წარმომადგენელთა პალატაც აპირებს რეზოლუციის მიღებას, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო მკაცრი იქნება და ევროპარლამენტის მსგავსად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ეთნიკურ წმენდაზეც მიუთითებს.
თბილისისთვის მნიშვნელოვანია კონგრესში დაწყებული საუბარი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ 2012 წელს ეს თემა უფრო აქტუალური გახდება, მით უფრო, რომ კონგრესმა წელს უკვე მოახდინა კორეასთან, კოლუმბიასა და პანამასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა რატიფიკაცია და ახალი ქვეყნების რიგში, ალბათ, საქართველოც ჩადგება.
2011 წელს თბილისსა და ვაშინგტონში აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში 4-ვე სამუშაო ჯგუფის (უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, ეკონომიკური და ვაჭრობის და ხალხთაშორისი თანამშრომლობის) შეხვედრები გაიმართა. შემაჯამებელი სხდომა 2012 წლის დასაწყისში მინისტერიალის დონეზე საქართველოში შედგება.
იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წელია, ბევრი ამერიკელი ანალიტიკოსის მოსაზრებით, თბილისი რამდენიმე საფეხურით აიწევს თეთრი სახლისა და კონგრესის დღის წესრიგში, რადგანაც, სავარაუდოდ, საგარეო პოლიტიკის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად თავისუფლებისათვის მებრძოლი საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის დონე იქცევა. მეორე მხრივ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველომ ოსტატურად უნდა გამოიყენოს ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების შედეგად დაგროვებული კაპიტალი და მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან.
NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, აღსანიშნავია სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თბილისში ვიზიტი NATO-ს გენერალური მდივნის რასმუსენის მეთაურობით. NATO-ს მიმართულებით საქართველოს დღის წესრიგში 2011 წელს გამოირჩეოდა მზადება 2012 წლის ჩიკაგოს სამიტისათვის და გამოითქმებოდა ზომიერი ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ სამიტი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გზაზე.
ძნელი სათქმელია, მოხდება ეს საქართველოსათვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების სახით თუ სხვა მექანიზმი იქნება გამოყენებული, მაგარამ უფრო ადვილია იმის მტკიცება, რომ ოთხი წლის წინანდელი ბუქარესტის სამიტის ფრაზეოლოგიის მხოლოდ გამეორება (საქართველო გახდება NATO-ს წევრი) საქართველოსათვის ძალიან ცოტა იქნება და არც ალიანსს შემატებს ძლევამოსილებასა და დამაჯერებლობას მსოფლიო თანამეგობრობის თვალში.
ორი დასკვნითი საკითხი, რომელთა გადაჯაჭვაც 2011 წელს დაიწყო და რომელთა შემდგომი დაახლოებაც 2012 და შემდგომ წლებში გაგრძელდება, საქართველოს გერმანიასთან ურთიერთობა და ავღანეთში ჩართულობაა. გერმანია აპირებს, იკისროს მთავარი აღმშენებლის როლი ავღანეთში მას შემდეგ, რაც NATO-ს საბრძოლო მისია დასრულდება. აქედან გამომდინარე, ახლავე უნდა გამოიკვეთოს საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის მიმართულებები ავღანეთის აღმშენებლობის საქმეში. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-სა და NATO-ს მხარდამხარ ავღანეთში ბრძოლისას და ავღანეთის ინსტიტუციურ გაძლიერებაშიც თავისი როლი უნდა ითამაშოს გერმანიასთან და მის დასავლელ მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის, ახალი აბრეშუმის გზაში თავისი ადგილის დამკვიდრებით.
ევროპაში გერმანიის ცენტრალური როლისა და საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ამ ქვეყნის სკეპტიკური დამოკიდებულების გათვალისწინებით, ავღანეთი შეიძლება საქართველო-გერმანიის პროდუქტიული თანამშრომლობის ასპარეზად იქცეს, რაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული მიზნის მიღწევასაც შეუწყობს ხელს.
გერმანიასთან თანამშრომლობას მეტი დივერსიფიკაცია სჭირდება, რათა ჩვენმა ურთიერთობებმა მრავალფეროვნება შეიძინოს არა მარტო ფედერალური ხელისუფლების დონეზე, არამედ ბიზნესწრეებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, ზოგადად, გერმანულ საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაღრმავებით ბერლინშიც და გერმანიის სხვადასხვა მიწებზეც.
![]() |
4 ვარდების რევოლუციიდან აგვისტოს ომამდე |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების არასრული ქრონოლოგია
2003-2004
8 დეკემბერი
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბურჯანაძემ მხარი დაუჭირა რუსეთთან ჩარჩო-ხელშეკრულების ხელმოწერას და პრეზიდენტი პუტინი საქართველოში მოიწვია.
რუსეთმა აჭარასთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, გამარტივებული სავიზო რეჟიმი დააწესა.
25 დეკემბერი
ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა და ორმხრივ ურთიერთობებში გარღვევის შესახებ განაცხადა.
10 თებერვალი
პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. მან რუსეთს „მეგობრობის ხელი გაუწოდა“ და იქვე, ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. მოგვიანებით გაირკვა - პუტინმა სააკაშვილს უშიშროების მინისტრის პოსტზე ხაბურძანიას დატოვება სთხოვა. დაიგეგმა რუსეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი.
14 მარტი
აჭარის ხელისუფლებამ სააკაშვილს ავტონომიურ რესპუბლიკაში შესვლის უფლება არ მისცა. რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისის მიერ „ძალის გამოყენების მცდელობა“ დაგმო და „იარაღის ჟღარუნსა“ და შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ცენტრს დააკისრა. სააკაშვილმა რუსეთს ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდა.
16 მარტი
მოსკოვის მერი ლუჟკოვი აბაშიძის მხარდასაჭერად ბათუმში ჩავიდა.
2 მაისი
აჭარის ხელისუფლების ბრძანებით, ადმინისტრაციულ საზღვრებზე მდებარე ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქეს. აჭარაში მასობრივი გამოსვლები დაიწყო.
3 მაისი
საქართველოს უშიშროების სამინისტრომ აჭარაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის ხელმძღვანელობაში რუსი გენერალი ნეტკაჩოვი ამხილა.
6 მაისი
ასლან აბაშიძე გადადგა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა იგი მოსკოვში წაიყვანა.
28-29 მაისი
თბილისმა საქართველო-რუსეთის მასშტაბურ ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა.
31 მაისი
ხელისუფლებამ ცხინვალთან ქართული საგუშაგოები გააძლიერა. მიზეზი - კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების მეთაურის მუქარა გახდა ქართული საგუშაგოების მისამართით, რომლებიც კონტრაბანდის აღკვეთას ემსახურებოდა.
11 ივნისი
დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც ქვეყანაში კონტრაბანდის ყველაზე დიდი წყარო იყო. მის გამო ბიუჯეტი ყოველწლიურად 120 მილიონ ლარს ზარალობდა.
8 ივლისი
სოფელ ვანათში ოსურმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს 50-მდე ქართველი პოლიციელი. ისინი ცხინვალის ცენტრში ტელეკამერების წინ მუხლებზე დააჩოქეს. რეგიონში ორმხრივ სროლებს მსხვერპლი მოჰყვა.
9 ივლისი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს დაიცავს.
29 ივლისი
საქართველომ ცალმხრივად გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
4 აგვისტო
სააკაშვილმა რუსებს არ ურჩია აფხაზეთში დასასვენებლად ჩამოსვლა. მისი თქმით, აფხაზეთის წყლებში საქართველოს საზღვრის დამრღვევ გემებს ცეცხლს გაუხსნიდნენ. კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას უპასუხებდნენ.
18 აგვისტო
პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოში მისი ვიზიტი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე „უადგილო იქნებოდა“.
19 აგვისტო
ქართულმა ძალებმა იერიში მიიტანეს და აიღეს თლიაყანას სტრატეგიული სიმაღლე. როკის გვირაბს რუსეთის შეიარაღებული ძალების მძიმე ტექნიკის კოლონა მიადგა. სააკაშვილის ბრძანებით, კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობოების გარდა, ყველა საპოლიციო ძალა გამოვიდა.
10 სექტემბერი
რუსეთმა აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინა.
7 ოქტომბერი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთ-საქართველოს თემაზე დებატები გაიმართა. ყველა დელეგაციამ, რუსულის გარდა, მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
23 დეკემბერი
პრეზიდენტმა პუტინმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არსებული ვითარება კოსოვოში არსებულ სიტუაციას შეადარა.
30 დეკემბერი
ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა საქართველოში ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო.
2005
2 თებერვალი
გორში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც სამი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ოფიცერი ბოიკო დააკავა. იგი რუსულ მხარეს გადასცეს.
10 მარტი
პარლამენტმა მიიღო დადგენილება რუსული ბაზების შესახებ. თუ 15 მაისამდე ვერ შეთანხმდებოდნენ საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ, მათი გაყვანის ვადად 2006 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. გაყვანამდე ამოქმედდებოდა სპეციალური რეჟიმი, რომელიც ვიზების გაცემის შეწყვეტას, საბიუჯეტო დავალიანების ამოღებას, რუსი სამხედროებისთვის გადაადგილებისა და კომუნიკაციების შეზღუდვას ითვალისწინებდა.
18 თებერვალი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი თბილისში ჩამოვიდა. მან უარი განაცხადა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობაზე. მხარეები ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმების, რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის, კონფლიქტების მოგვარებისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხების განხილვაზე შეთანხმდნენ.
30 მაისი
საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების 2008 წლის ბოლომდე გაყვანას ითვალისწინებდა.
11 ოქტომბერი
პარლამენტმა მთავრობას კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გასაყვანად ზომების მიღება დაავალა.
7 დეკემბერი
ეუთოს მინისტერიალზე ორგანიზაციის ყველა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმა, მხარი დაუჭირა ქართულ სამშვიდობო გეგმას. გეგმა ცხინვალის კონფლიქტის მოგვარებაში აშშ-სა და ევროკავშირის ჩართვას, რეგიონის დემილიტარიზაციას და სტატუსზე მოლაპარაკებებს ითვალისწინებდა.
19 დეკემბერი
რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აკრძალა.
28 დეკემბერი
ენერგეტიკის მინისტრმა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს გაზსადენის პრივატიზაციის შესაძლებლობას Газпром-ის მიერ.
22 იანვარი
ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენისა და ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქების შედეგად, საქართველოს რუსეთიდან გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა საბოტაჟი განახორციელა. კრემლმა თბილისის რეაქციას „ისტერიული“ უწოდა. მოსკოვთან დაკავშირება 6-7 დღე ვერ მოხერხდა.
8 თებერვალი
ცხინვალის მახლობლად, ქართველმა სამართალდამცავებმა ვიზის უქონლობის მიზეზით, სამი რუსი მშვიდობისმყოფელი დააკავეს. თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალებისთვის ვიზების აღება სავალდებულოა.
15 თებერვალი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვითარება საქართველოში რუსი მშვიდობისმყოფელების გარშემო, „ყველა საზღვარს სცილდება“.
27 მარტი
რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ონიშჩენკომ საქართველოდან და მოლდოვიდან ღვინის იმპორტი აკრძალა.
31 მარტი
საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს რუსული სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ.
3 მაისი
თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 2007 წელს ცხინვალში შეხვდება.
4 მაისი
რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ონიშჩენკომ ქართული მინერალური წყლების - ბორჯომისა და ნაბეღლავის - იმპორტი აკრძალა.
13 ივნისი
პუტინი და სააკაშვილი სანკტ-პეტერბურგში შეხვდნენ. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ მკაცრი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს ლიდერმა რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიაში დაადანაშაულა.
8 ივლისი
რუსეთმა რეკონსტრუქციის მიზნით ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტა.
22 ივლისი
კოდორის ხეობის ყოფილმა რწმუნებულმა კვიციანმა ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. ამბოხის ლიკვიდაცია რამდენიმე დღეში მოხერხდა. კრემლმა კოდორის ხეობაში ქართული შეიარაღებული ძალების შეყვანის გამო შეშფოთება გამოთქვა. კვიციანი ჯერ სოხუმში, შემდეგ კი მოსკოვში გაიქცა.
22 სექტემბერი
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ანექსიას ეწევა.
27 სექტემბერი
შსს-მ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა საქართველოში მოქმედი ГРУ-ს ოთხი ოფიცერი და მათი თანამზრახველი 11 საქართველოს მოქალაქე. შსს-ს მტკიცებით, 2005 წლის 2 თებერვლის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ГРУ-ს ოფიცრის რუსეთისათვის ნებაყოფლობით გადაცემის მიუხედავად, საქართველოში რუსეთის ჯაშუშური ქსელი გააქტიურდა.
28 სექტემბერი
რუსეთის საელჩომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსული ვიზების გაცემა შეაჩერა. მოსკოვმა საქართველოდან ელჩი გაიწვია. დაიწყო დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია.
1 ოქტომბერი
პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მიერ ოთხი რუსი ოფიცრის დაკავებას „სახელმწიფო ტერორიზმი“ უწოდა.
2 ოქტომბერი
დაკავებული რუსი ოფიცრები ეუთოს გადასცეს.
3 ოქტომბერი
რუსეთმა საქართველოსთან საავიაციო, საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა.
6 ოქტომბერი
რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის კამპანია დაიწყო - თბილისში პირველი 130 დეპორტირებული ჩამოვიდა. სულ 1 300 ქართველი გამოაძევეს. ორი მათგანი დეპორტაციის მოლოდინში გარდაიცვალა.
6 დეკემბერი
რუსეთის დუმამ ორი განცხადება მიიღო, რომლებშიც ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ მოუწოდა.
2007
22 იანვარი
რუსეთის ელჩი კოვალენკო თბილისში დაბრუნდა.
31 იანვარი
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
1 თებერვალი
პუტინის თქმით, საქართველოში ელჩის დაბრუნება პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
6 თებერვალი
რუსეთის ელჩმა კოვალენკომ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს „დამოუკიდებელ, ნეიტრალურ და მეგობრულ სახელმწიფოდ“ ხილვა სურს.
28 თებერვალი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლი არ დაუშვებს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას - ამის შესახებ „მკაცრად გაფრთხილებულია“ თბილისიც და მისი დასავლელი პარტნიორებიც.
12 მარტი
კოდორის ხეობა დაიბომბა სამხედრო ვერტმფრენებისა და არტილერიის გამოყენებით. მოსკოვმა ინციდენტთან კავშირი უარყო. თუმცა, კრემლის განცხადებით, მომხდარი კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ყოფნის „კანონზომიერი შედეგია“. გაეროს გამოძიებამ დამნაშავე მხარე ვერ გამოავლინა.
9 ივნისი
საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები სანკტ-პეტერბურგში შეხვდნენ. სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს „უნდა ჰქონდეს რუსეთთან ყველაზე მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა“. მოსკოვი და თბილისი საქართველოსთვის დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე შეთანხმდნენ.
27 ივნისი
რუსეთმა ქართულ მხარეს ახალქალაქის სამხედრო ბაზა გადასცა.
29 ივნისი
თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ჩარტერული ავიარეისები აღდგა.
19 ივლისი
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სასწავლო, საქმიანი, სამუშაო და სატრანზიტო ვიზების გაცემა განაახლა.
31 ივლისი
რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები - კავკაზ-2007 - დაიწყო.
7 აგვისტო
რუსეთიდან შემოფრენილმა სამხედრო თვითმფრინავმა გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან საბრძოლო რაკეტა ჩამოაგდო. კრემლმა ინციდენტთან კავშირი უარყო. საერთაშორისო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იერიში რუსულმა ავიაციამ განახორციელა.
20 სექტემბერი
სვანეთში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე შეტაკება მოხდა საქართველოს შსს-ს სპეცრაზმსა და აფხაზურ დაჯგუფებას შორის. მოკლულია რუსული წარმომავლობის ორი ოფიცერი, შვიდი აფხაზი დაკავებულია.
30 ოქტომბერი
განმუხურის პატრიოტულ ბანაკთან რუსი მშვიდობისმყოფელები თავს დაესხნენ ქართველ პოლიციელებს და სასტიკად სცემეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა, აფხაზეთში რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურს, ჩაბანს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.
12 ნოემბერი
სააკაშვილის განაცხადებით, ერთხელ პუტინი საქართველოში კვიპროსის სცენარის განმეორებით დაემუქრა.
15 ნოემბერი
რუსეთმა ახალქალაქიდან და ბათუმიდან ბოლო სამხედრო ეშელონები გაიყვანა.
რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას „აშკარა ფარსი“ უწოდა.
2008
8 იანვარი
მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ინაუგურაციაზე რუსეთის პრეზიდენტი მოიწვია და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა.
20 იანვარი
სააკაშვილის ინაუგურაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დაესწრო. ის პრეზიდენტს, პატრიარქსა და ოპოზიციას შეხვდა.
22 იანვარი
საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად კომპრომისებისათვის მზადაა.
26 იანვარი
სააკაშვილის თქმით, საქართველო აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსი მშვიდობისმყოფელების „გაძევებას“ არ აპირებს.
4 თებერვალი
დაღესტანში ყოფნისას პრეზიდენტმა პუტინმა ამ რეგიონის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის იდეა გამოთქვა. მისი თქმით, გზაზე სამხედრო ტექნიკამ უნდა გაიაროს.
14 თებერვალი
პუტინმა განაცხადა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევისათვის რუსეთს მომზადებული საპასუხო გეგმა გააჩნია.
17 თებერვალი
კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სერბეთისგან გამოყოფილი რეგიონის დამოუკიდებლობა აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ ცნო.
21 თებერვალი
პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინს შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინმა სააკაშვილს NATO-ში საქართველოს გაწევრიანების „შესაძლო შედეგები“ განუმარტა. ორივე პრეზიდენტმა მდგომარეობის გამოსწორების იმედი გამოთქვა.
6 მარტი
რუსეთი აფხაზეთის წინააღმდეგ დსთ-ს დაწესებული სანქციების რეჟიმიდან ოფიციალურად გამოვიდა. რეჟიმი, სხვა სანქციებთან ერთად, სოხუმისთვის შეიარაღების მიწოდების აკრძალვას ითვალისწინებდა.
25 მარტი
თბილისსა და მოსკოვს შორის რეგულარული ავიარეისები აღდგა.
28 მარტი
სააკაშვილმა აფხაზეთს ფართო ფედერალიზმი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში წარმომადგენლობა შესთავაზა.
3 აპრილი
NATO-ს სამიტზე ბუქარესტში ალიანსის წევრებმა ვერ მიაღწიეს კონსენსუსს საქართველოსა და უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების თაობაზე. სანაცვლოდ, NATO-ს წევრები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანა „გახდება NATO-ს წევრი“.
პუტინმა წერილობით მიმართა სოხუმისა და ცხინვალის ლიდერებს. მან „გაიზიარა მათი შეშფოთება“ საქართველოს NATO-ში შესაძლო გაწევრიანების გამო და მხარდაჭერა აღუთქვა. სააკაშვილმა პუტინის ნაბიჯს საშიში უწოდა.
9 აპრილი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას.
16 აპრილი
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მთავრობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარება დაევალა.
18 აპრილი
პუტინმა მთავრობას საქართველოსთან სავიზო შეზღუდვების გაუქმებისა და ქართული საქონლის რუსეთის ბაზარზე დაშვების მიზნით, მუშაობა დაავალა.
20 აპრილი
ქართული უპილოტო საფრენი აპარატი აფხაზეთის თავზე რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ჩამოაგდო. გამოქვეყნდა ინციდენტის ვიდეოჩანაწერი. აპარატის ჩამოგდება საკუთარ თავზე აფხაზურმა მხარემ აიღო. გაეროს გამოძიებამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ თავდასხმა რუსულმა ავიაციამ განახორციელა.
21 აპრილი
რუსეთმა საქართველოსთან საფოსტო კავშირი განაახლა.
29 აპრილი
რუსეთმა აფხაზეთში „სამშვიდობო ძალების გასაძლიერებლად“ მძიმე ტექნიკა და არტილერია შეიყვანა.
31 მაისი
სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღსადგენად აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარები შევიდნენ. საქართველოს საგარეო უწყებამ ფაქტი ინტერვენციისთვის მზადებად შეაფასა.
6 ივნისი
• თქმით, რუსეთს და საქართველოს პრობლემების შუამავლების გარეშე გადაწყვეტა შეუძლიათ.
10 ივნისი
სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა საქართველოში ტანკების შემოყვანას ემსახურება.
18 ივნისი
ქართველმა სამართალდამცავებმა ზუგდიდში რუსი მშვიდობისმყოფელები დააკავეს. მათ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები გადაჰქონდათ.
27 ივნისი
გაზეთი კომერსანტი აქვეყნებს საიდუმლო დოკუმენტის დეტალებს, რომელიც თბილისმა მოსკოვს წარუდგინა. საუბარია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმაზე. ეს მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა. გეგმა რუსული სამშვიდობო ძალების მდინარე კოდორთან გადაწევას, გალსა და ოჩამჩირეში ერთობლივი ადმინისტრაციების ჩამოყალიბებასა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ითვალისწინებდა. ნოემბერში, საპარლამენტო კომისიის წინაშე გამოსვლისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მედვედევთან შეხვედრის შემდეგ ამგვარი შეთავაზება მას წერილობით გაუგზავნა. თუმცა, რუსი კოლეგისგან უარი მიიღო.
3 ივლისი
დიმიტრი სანაკოევის კორტეჟი ცხინვალის რეგიონში ნაღმზე აფეთქდა. დაშავდა სამი ქართველი პოლიციელი. რეგიონში მდგომარეობა იძაბება.
9 ივლისი
NATO-ში რუსეთის წარმომადგენელმა როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს NATO-ს გაფართოებას „რუსეთის ისტორიულად ჩამოყალიბებული ინტერესების“ ზონაში.
თბილისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რაისი ეწვია. ამავე დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე ცხინვალის რეგიონში ორმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია.
10 ივლისი
რუსეთის საგარეო უწყებამ აღიარა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული თვითმფრინავები რუსეთს ეკუთვნოდა. მოსკოვის განცხადებით, ამ აქციის მიზანი ქართული მხარის გაფრთხილება იყო. თბილისმა პროტესტის ნიშნად მოსკოვიდან ელჩი გაიწვია.
15 ივლისი
ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს საზღვრებთან რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი წვრთნები - კავკასია-2008 - დაიწყო. ოფიციალური რუსული წყაროების ცნობით, წვრთნებზე კონფლიქტურ რეგიონებში „მშვიდობისათვის იძულების“ ოპერაცია მუშავდებოდა.
19 ივლისი
საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი ეწვია. მან სამშვიდობო, სამპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა: 1. შეთანხმებების გაფორმება ძალის გამოყენებაზე უარის თქმისა და დევნილთა დაბრუნების თაობაზე. 2. აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაცია. 3. აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა მოლაპარაკებების გზით. თბილისმა გეგმა მოიწონა, თუმცა ის სოხუმსა და მოსკოვში უარყვეს. აფხაზურმა მხარემ მოლაპარაკებების წინაპირობად კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანა დაასახელა. ლავროვის თქმით, დევნილების დაბრუნება აფხაზეთში ნაადრევია.
25 ივლისი
სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლებმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბრაიზასთან შეხვედრისას, საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი განაცხადეს.
24 ივლისი
რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღდგენა ვადაზე ადრე დაასრულეს. გეგმის მიხედვით, სამუშაოები 6 აგვისტოს უნდა დაემთავრებინათ.
2 აგვისტო
ცხინვალის რეგიონში ორმხრივი ცეცხლი გააქტიურდა. ცხინვალმა 6 დაღუპულის შესახებ განაცხადა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
4 აგვისტო
ცხინვალში რუსეთიდან 300 მოხალისე ჩავიდა.
5 აგვისტო
კონფლიქტის ზონაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ჩავიდნენ. მათ საკუთარი თვალით იხილეს დაბომბილი ქართული სოფლები.
6 აგვისტო
ოსურმა ფორმირებებმა სოფლების, ავნევისა და ნულის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
7 აგვისტო
ქართული სოფლების დაბომბვა გაგრძელდა. ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. რუსეთის საგანგებო წარმომადგენელი პოპოვი ცხინვალში „დაშვებული საბურავის“ გამო ვერ ჩავიდა. ცხინვალმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. სააკაშვილმა ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტა ბრძანა. ოსურ ფორმირებებს ქართული სოფლების დაბომბვა არ შეუწყვეტიათ. საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა.
![]() |
5 საქართველოს სოციალური კაპიტალით ღარიბი საზოგადოება |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
საქართველოში, საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ხშირად სახელმწიფოს შეჰყურებენ. ინიციატივის აღების ნაცვლად, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს წარმოდგენა „მამასახელმწიფოზე“, რომლისგანაც „ზრუნვას“ მოელიან. ინდივიდუალური თუ საერთო მიზნების მისაღწევად, შედარებით მოზრდილი ჯგუფები, იშვიათად ახერხებენ ორგანიზებას. მსოფლიო ღირებულებათა კვლევის მონაცემებით, სხვადასხვა ასოციაციებსა თუ ფორმალიზებულ სამოქალაქო აქტივობებში, საქართველოს მოქალაქეების 5%25-ზე ნაკლები მონაწილეობს. ამ მხრივ, საქართველო გარდამავალი ქვეყნების უმრავლესობასაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება. არადა, ამგვარ ნებაყოფლობით და სპონტანურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები დროებით, ან გრძელვადიანად ერთიანდებიან მიზნების მისაღწევად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების მისაღწევად და შესანარჩუნებლად, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური წარმატების უზრუნველსაყოფად.
ბუნებრივია, ამ ყველაფერ სთავისი საფუძვლები აქვს - თანამშრომლობა რომ შედგეს, საჭიროა საზოგადოების წევრები ერთმანეთს ენდობოდნენ. ეს საკმარისი სოციალური კაპიტალის არსებობას გულისხმობს. სწორედ სოციალური კაპიტალის სახელით მოიხსენიებენ იმ არაფორმალურ ნორმებს, ღირებულებებს, ნდობასა თუ ჩვევებს, რაც საზოგადოებას კრავს და თანამშრომლობის უნარს უვითარებს. ეს საქართველოს მსგავსი გარდამავალი დემოკრატიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იქ, სადაც საზოგადოების წევრები ნებაყოფლობით თანამშრომლობენ მიზნების მისაღწევად, როგორც წესი, განათლებისა და ჯანდაცვის უკეთესი სისტემები, ნაკლები სიღარიბე და დანაშაულია. ასევე მინიმალურია რეგულაციები და ბიუროკრატია - მმართველობა კი ლიმიტირებული და ეფექტიანი.
ხშირად, საქართველოსა და მსგავს ქვეყნებზე საუბრისას, სოციალური კაპიტალის მნიშვნელობას ავიწროებენ და სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერის საჭიროებაზე აკეთებენ აქცენტს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. თუმცა, სოციალური კაპიტალი მეტია, ვიდრე ხელისუფლების მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი სამოქალაქო საზოგადოება. სოციალური კაპიტალი ამ უკანასკნელის არსებობისა და გასაძლიერებლადაა საჭირო. შესაძლოა, რამდენიმე ათეული ადამიანის ინიციატივა, ითანამშრომლონ ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, სულაც არ ჩაითვალოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივობად. თუმცა, ამ თანამშრომლობამ გააძლიეროს ნდობა, კავშირი და ურთიერთპატივისცემა. ეს ძლიერ დასაყრდენს მისცემს იმავე სამოქალაქო საზოგადოებას მიზნების მისაღწევად, ან პირიქით - მისი სისუსტე ეფექტიანად ფუნქციონირებაში შეუშლის ხელს.
ნდობა ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევადაც მნიშვნელოვანია. ფრენსის ფუკუიამა წიგნში „ნდობა: საზოგადოებრივი ღირსება და კეთილდღეობის შექმნა“ ორი ტიპის საზოგადოებას განასხვავებს - იქ, სადაც ურთიერთნდობის რადიუსი მაღალი ან დაბალია. ნდობის დაბალი რადიუსის მქონე ქვეყნების მაგალითად ჩინეთსა და იტალიას ასახელებს. იქ კონფუციანიზმი, თუ ძლიერი ოჯახურ-კლანური კავშირები ხელს უშლის შედარებით დიდი, კერძო ეკონომიკური ორგანიზაციების შექმნას და „უცხო“ ადამიანების ნდობას. თავის მხრივ, კლანურობა, კორუფციისა და საზოგადოების წევრებს შორის დაძაბულობის წყაროცაა.
ნდობის ფართო რადიუსი ქვეყნებს (მაგალითად, იაპონიას), სხვა სარგებელთან ერთად, ეკონომიკური ურთიერთობების უფრო იოლად დაწყებისა და ნაკლებ ფასად მართვა-მოწესრიგების საშუალებას აძლევს. ქვეყნის მმართველებს კერძო სივრცეში ჩარევის ცდუნება მინიმუმამდე უმცირდებათ. ის საზოგადოებები, სადაც ნდობის რადიუსი დაბალია, სახელმწიფო ინტერვენციის იმედად რჩებიან, რაც მათ კეთილდღეობას ვნებს და თავისუფლებას ზღუდავს. ფუკუიამა ამერიკის შეერთებულ შტატებს ცალკე გამოყოფს. ამ სახელმწიფოში ინდივიდუალიზმის განსაკუთრებით მაღალი ხარისხი ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისკენ სწრაფვასთანაა შერწყმული. ამან ქვეყნის სამაგალითო წარმატება განაპირობა.
ამერიკის შეერთებული შტატების უნიკალურობას, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, ალექსის დე ტოკვილი წიგნში - „დემოკრატია ამერიკაში“ - აღწერდა. ის გატაცებით წერდა ინდივიდუალისტი ამერიკელების „ასოცირების ხელოვნებაზე“. ავტორი გულისხმობდა ენერგიული და თავდაჯერებული ინდივიდუალების ინიციატივით შექმნილ კერძო ასოციაციებს. მათ მეტი შედეგი მოჰქონდათ, ვიდრე უბრალოდ ის კონკრეტული ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ სხვა სარგებელი, რისთვისაც შექმნეს. ტოკვილის აზრით, ასოციაციებში ადამიანები სწავლობენ დემოკრატიულ ღირებულებებსა და თანამშრომლობას, გამოიმუშავებენ ნდობასა და თანაგრძნობას.
რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში? სოციალურ კაპიტალზე ქვეყანაში ცოტას მსჯელობენ. ერთადერთი მასშტაბური კვლევა არსებობს, რომელიც CRRC-იმ გასული წლის ბოლოს ჩაატარა. საქართველო უფრო ფუკუიამას გამოყოფილ ნდობის დაბალი რადიუსის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება. აქ ძლიერია ჯგუფის შიგნით (ოჯახი, სამეგობრო) ნდობა, თანამშრომლობა და თანაგრძნობა, ასევე - სტუმართმოყვარეობის ტრადიცია. თუმცა, ჯგუფის მიღმა კავშირები სუსტდება. თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია და ფორმალიზება იშვიათად შეინიშნება.
საქართველოში დახმარება უმეტესობას მიუღია, ან თავად დახმარებია მეგობრებს, მეზობლებს. CRRC-ის 2009 წლის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი თვლის, რომ ოჯახური და სამეგობრო კავშირები, მაგალითად დასაქმებისას, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლება და უნარები. ამავდროულად, უჭირთ ვიწრო ჯგუფებს (სამეგობრო, საახლობლო) შორის ხიდების გადება და საერთო პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა. ნდობა საზოგადოების წევრების მიმართ დაბალია. მსოფლიო ღირებულებათა კვლევის 2008 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 18%25 თვლის, რომ ადამიანების უმეტესობა სანდოა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლური დემოკრატიების უმრავლესობას. ძლიერია იმის განცდა, რომ თანამშრომლობით „მაინც არაფერი შეიცვლება“. მსოფლიო ღირებულებათა კვლევის მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს სჯერა, რომ საკუთარ ბედს თავად განაგებს. იგივე მაჩვენებელი, მაგალითად, მოლდოვაში 66%25-ია, უკრაინასა და რუმინეთში - 58-60%25. კავკასიის ბარომეტრის 2007 წლის მონაცემებით კი, საქართველოს მოსახლეობის 15%25 ფატალისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ საკუთარ მდგომარეობას საერთოდ ვერ აკონტროლებს.
სოციალური კაპიტალის მკვლევარი რობერტ პუტნამი მის მნიშვნელოვან საზომად კლუბების, გასართობი, რეკრეაციული, თუ სხვა მსგავსი სახის ორგანიზაციების წევრობას მიიჩნევს. სოციალური კაპიტალი იქ უფრო წარმოიშობა, სადაც შედარებით უცნობი ადამიანები დროს ერთად ატარებენ. როგორც კავკასიის ბარომეტრის 2007 წლის კვლევამ გვიჩვენა - საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.7%25 დაესწრო წინა 6 თვეში შეკრებას რამე კლუბსა თუ ასოციაციაში. სპორტული, რეკრეაციული, ხელოვნების, საგანმანათლებლო, თუ სხვა კლუბებში ჩართულობა საქართველოში 2%25-ს არ აღემატება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება დემოკრატიულ ქვეყნებს. ადამიანები დროს ახლობლებთან ატარებენ და მას იშვიათად სცდებიან - ახლო მეგობრების წრეც საქართველოში განსაკუთრებით ფართოა. შესაბამისად, იმ რადიუსის სოციალური კაპიტალი ვერ გამომუშავდება, რომელიც სხვადასხვა მცირე ჯგუფებს ინტერესების გარშემო გააერთიანებს. საქართველოში, დასავლური დემოკრატიებისგან განსხვავებით, თვალსაჩინოდ დაბალია პროფკავშირების წევრობის დონეც. თანაგრძნობაც საახლობლო წრეებს იშვიათად სცდება - მაგალითად, საქველმოქმედო, თუ ჰუმანიტარული ორგანიზაციების წევრობა ნულოვან ნიშნულთანაა მისული.
ბუნებრივია, ნდობის დაბალი რადიუსი, ერთგვარი კლანურობა და თანამშრომლობის ჩვევების სისუსტე, პრობლემებს ქმნის. ამის ყველაზე მარტივი და პოპულარული მაგალითი საცხოვრებელი ბინებია. ხშირად მოწესრიგებული ბინების რკინის კარების მიღმა მოუწესრიგებელი სადარბაზოები, შესაკეთებელი სახურავებია. პრობლემების მოგვარებას კი სამეზობლოები რთულად ახერხებენ. როგორც კვლევამ აჩვენა, ეს მაინცდამაინც ფინანსურ პრობლემებთან არ არის დაკავშირებული. ცხადია, სოციალური კავშირების სისუსტეს გაცილებით სერიოზული შედეგები აქვს, ვიდრე მსგავსი ყოფითი პრობლემებია. ის ქვეყნის განვითარებას აფერხებს. მაგალითად საშუალო სკოლების თვითმმართველობა გამოდგება - კერძოდ, სამეურვეო საბჭოები, რომელთა შექმნაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სისტემის დეცენტრალიზაციისა და გაუმჯობესებისაკენ გზაზე. თუმცა, წევრების - მშობლების, პასიურობის გამო, ჯერჯერობით საბჭოები დიდწილად არაეფექტიანია, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესებას აფერხებს.
განათლების სისტემა არაა ერთადერთი სფერო, სადაც სახელმწიფომ რევოლუციის შემდგომ დეცენტრალიზაციისაკენ გადადგა ნაბიჯები. მნიშვნელოვნად ლიბერალიზდა, მაგალითად, ეკონომიკაც. ამჟამად საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. დასავლეთზე ორიენტირებული საბაზრო დემოკრატიის შექმნა, მოქალაქეებისგან ძალისხმევასა და ჩართულობას მოითხოვს. ბუნებრივია, ამ პროცესში თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ავიღოთ სოფლის მეურნეობა. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ამ სფეროშია დასაქმებული. თუმცა, წლიური დოვლათის მხოლოდ 10%25-ს ქმნის. მცირე ფერმერები, რომლებიც თანამშრომლობის შემთხვევაში საკუთარ პროდუქტიულობას საგრძნობლად გაზრდიდნენ, ამას ვერ, ან არ აკეთებენ. CRRC-ის სოციალური კაპიტალის კვლევის მიხედვით, საერთაშორისო დონორებმა მსგავსი თანამშრომლობის ხელშეწყობა, უმეტესწილად, უშედეგოდ სცადეს. თანამშრომლობის ვერაწყობა, სახელმწიფოს, გარკვეულწილად, ჩარევისაკენ უბიძგებს.
თანამშრომლობის ჩვევების სისუსტე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზეც მოქმედებს. სიძლიერით არც სამოქალაქო საზოგადოება - მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოირჩევიან. ქვეყანაში 10 ათასამდე დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა მათი მეასედიც კი არ ფუნციონირებს. მოქმედი ორგანიზაციების გავლენა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე მინიმალურია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სოციალური საყრდენის შეზღუდულობაა. CIVICUS Civil Society Index 2010-ის მიხედვით, განსაკუთრებით სუსტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში მოხალისეთა მონაწილეობაა. მათ მესამედს მოხალისეები საერთოდ არ ჰყავს. ბოლო ტენდენციები მოხალისეთა კიდევ უფრო კლებას გვიჩვენებს. იკლებს მთლიანად მოქალაქეთა ჩართულობაც - როგორც ფორმალიზებული, ასევე არაფორმალიზებული. ორგანიზაციებიც წევრობაზე არ არიან ორიენტირებული და საწევრო შემოსავლები მინიმალურია. ისინი, ძირითადად, დონორებზე არიან დამოკიდებული და მათსავე ინტერესებს წარმოადგენენ - საერთო ცოტა აქვთ მოქალაქეთა ყოველდღიურ საჭიროებებთან და წუხილებთან. შესაბამისად, ვერ მოქმედებენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები და შუამავლები. სამოქალაქო საზოგადოებაზე არაერთ კვლევაში აღინიშნა, რომ ამ ორგანიზაციებს პოლიტიკურ აქტორებთან არ შეუძლიათ საუბარი დიდი სოციალური ჯგუფების სახელით. გარდა ამისა, CIVICUS Civil Society Index-ის მიხედვით, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციები ვიწრო ნიშებს იკავებენ და ერთმანეთშიც იშვიათად თანამშრომლობენ.
აღსანიშნავია, რომ სოციალური კაპიტალი მხოლოდ „კარგი“ სახით არ არსებობს. ზოგიერთი ჯგუფიშიდა მთლიანობას სხვებისადმი მტრულად განწყობისა და ხანდახან ზიანის მიყენების ხარჯზეც აღწევს. ამის მაგალითია აშშ-ში კუ-კლუქს-კლანი, მაფიოზური დაჯგუფებები სხვადასხვა ქვეყანაში. დღესდღეობით საქართველოში ამგვარი „არასამოქალაქო“ სამოქალაქო ორგანიზაციის მაგალითად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი გამოდგება. ამ არცთუ მრავალრიცხოვანი, თუმცა ეფექტიანი ჯგუფის წევრებს გაზიარებული იდეები და ურთიერთნდობა აერთიანებს, რაც გარშემომყოფების მიმართ სიძულვილის გამოხატვასა და ძალადობაშიც არაერთხელ გადაზრდილა. ის მოხალისეობრივ წევრობაზეა დაფუძნებული, რაც ქართული სამოქალაქო სექტორისთვის ესოდენ იშვიათია. საინტერესოა, რა განაპირობებს ამას მაშინ, როდესაც სხვა ორგანიზაციები რთულად ახერხებენ წევრობაზე დაფუძნებასა და ეფექტიანად თვითორგანიზებას?! მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ისაა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების უდიდეს ნაწილს არ აქვთ მყარი კულტურული საყრდენი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობაც დაბალია - მხოლოდ 18%25 (საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის 2011 წლის მონაცემებით). მიზერულია ორგანიზაციათა ცნობადობაც. ამ დროს კი მმკ ადგილობრივ კულტურასა და გარკვეული ჯგუფების ფასეულობებს ეფუძნება.
სოციალურ კაპიტალზე როგორი გავლენა აქვს ფასეულობებსა და კულტურას, რობერტ პუტნამის კვლევამაც აჩვენა. მან აშშ-ში 30 ათასი ადამიანი იკვლია 5 წლის განმავლობაში მრავალფეროვან კომუნებში. კვლევამ, მისდა მოულოდნელად, აჩვენა იმიგრაციის უარყოფითი როლი - რაც უფრო მეტი განსხვავებულობა იყო კომუნებებში (რასობრივი, თუ ეთნიკური), მით უფრო იკლებდა სოციალური კაპიტალი არა მხოლოდ მთლიანობაში, არამედ კონკრეტული ჯგუფების შიგნითაც.
საქართველოში მოქალაქეთა ფასეულობებსა და საჭიროებებს არიან მოწყვეტილი უმეტესად პოლიტიკური პარტიებიც - მათი უმრავლესობა საზოგადოების დიდი ჯგუფების ინტერესებს ან ფრაგმენტულად, ან სრულებით ვერ წარმოადგენენ. აქაც აღსანიშნავია მოქალაქეთა დაბალი მონაწილეობა - პარტიებში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1%25-ია გაწევრიანებული. CSI-ის მონაცემები პოლიტიკური პარტიის წევრებისა და მოხალისეების რაოდენობის კლებას გვიჩვენებს. 2006 წელს ის 5%25-ს აღემატებოდა. ამის ერთერთი მიზეზი ისიცაა, რომ თავად პარტიები, რომლებსაც გამოკვეთილი პოლიტიკური პლატფორმა იშვიათად აქვთ, წევრებსა და მოხალისეებს არჩევნების წინ, ან აქციებისას უკეთებენ მობილიზებას. ძიება კი უპირველესად ნათესავებსა და მეგობრებში ხდება, რომლებსაც სანაცვლოდ შესაბამის სარგებელს სთავაზობენ. მსგავსი მიდგომები ნდობის დაბალი რადიუსის მქონე ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი და ხელს უშლის საზოგადოების შედარებით უცნობი წევრების კონსოლიდაციას იდეების, ღირებულებებისა და საერთო ინტერესების გარშემო, რაც გააძლიერებდა სამოქალაქო საზოგადოებას.
მოქალაქეთა დაბალ ჩართულობას მიმდინარე ცვლილებებში ხანდახან უკიდურესობებამდე მივყავართ. ეს ქუჩის აქციებსა და მსგავს რადიკალურ მოქმედებებში კარგად შეიმჩნევა. პასიური და არაინფორმირებული მოქალაქეების ნაწილი, შორეული დამკვირვებლები არიან. ამის გამო ხშირად ადეკვატურადაც ვერ აფასებენ მიმდინარე პროცესებს და, იმედგაცრუების შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს გზებს ირჩევენ. უკანასკნელ წლებში ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ. მათ გამოსავლად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და მონაწილეობა კი არ მიაჩნიათ - არამედ იმათი სხვებით ჩანაცვლება, ვინც მათი საჭიროებები „ზემოდან“ უნდა დააკმაყოფილოს.
რა უშლის ხელს საქართველოში ჯგუფებს შორის ხიდების გადებასა და სოციალური კაპიტალის გაძლიერებას? ამის პასუხი დიდწილად წარსულშია საძებნი. ურთიერთნდობა სწრაფად და გარეგანი სტიმულირებით ნაკლებად წარმოიშობა. იგი დიდი ხნის მანძილზე სპონტანური ურთიერთობებისა და სხვადასხვა ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური გამოცდილების ზეგავლენით ყალიბდება. სოციალური კაპიტალის დაბალი მარაგით გამოირჩევიან პოსტსაბჭოთა ქვეყნები. საბჭოთა დროს ადამიანებს არჩევანი წართმეული ჰქონდათ და ორგანიზაციებში იძულებით აწევრიანებდნენ. მათ ნაცვლად ყველაფერზე სახელმწიფო იღებდა პასუხისმგებლობას. ამ ქვეყნებში ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ნდობა, ჩვევები და რწმენა გაუქრათ, რომ ნებაყოფლობითი თანამშრომლობით, ცენტრის ჩარევის გარეშე, ინდივიდუალურ სარგებელს მიიღებენ. პოსტსაბჭოთა პერიოდში უნდობლობის სივრცე დიდწილად კვლავ ცენტრალიზებულმა მმართველობამ, ან სხვადასხვა კლანებმა დაიკავეს. ამას ბევრგან არასტაბილური სოციალურ-ეკონომიკური გარემო დაერთო, რამაც კიდევ უფრო გაზარდა აპათია და ნიჰილიზმი. საქართველო საბჭოთა კავშირამდეც რუსეთის იმპერიის ნაწილიიყო. ქვეყანას სოციალური კაპიტალის მარაგის დასაგროვებლად საკმარისი დრო არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20-ს დასაწყისში სამოქალაქო აქტივობების გარკვეული მცდელობები შეინიშნებოდა. CRRC-ის კვლევაში იხსენებენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნასაც. თუმცა, ასეთი თვითორგანიზებული აქტივობები ელიტას არ გასცდენია.
CRRC აღნიშნავს, რომ დღეს გარკვეული ჯგუფების ერთმანეთთან თანამშრომლობის მკაფიო ნიშნები გამოიკვეთა. ეს, ბუნებრივია, ურთიერთნდობას გაზრდის და თანამშრომლობისთვის საჭირო ჩვევებსაც ჩამოაყალიბებს. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა საზოგადოებაში ურთიერთობის „სამართლია ნწესებს“ ემხრობა. მაგალითად, 96%25 თვლის, რომ ავტობუსში ფულის გადაუხდელობა გაუმართლებელია. გადასახადების დამალვასა და ქრთამს თითქმის ყველა ეწინააღმდეგება.
გარდა თავად მოქალაქეთა ძალისხმევისა, რა გარეგანმა ფაქტორებმა შეიძლება გააძლიეროს სოციალური კაპიტალი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს - მითუმეტეს, რომ ის ხანგრძლივი გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება. თუმცა, ფუკუიამა მაინც გამოყოფს ზეგავლენის ფაქტორებს. მაგალითად, გლობალიზაცია ახალ ჩვევებსა და პრაქტიკებს ქმნის, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან. სოციალური კაპიტალის ფორმირება ზეგავლენას ახდენს კომუნიკაციის საშუალებების განვითარებაც. ამერიკაში სოციალური კაპიტალის კლებაში ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად პუტნამი ტელევიზიას ასახელებდა, რადგან მან უამრავი ამერიკელი მოწყვიტა სხვადასხვა სოციალურ აქტივობას. მოსაზრებამ თავის დროზე დიდი დავა გამოიწვია. ვითარება ერთგვაროვანი არც ინტერნეტის შემთხვევაშია. ბუნებრივია, ტექნოლოგიები სგანვითარებამ, სოციალურმა მედიამ და ქსელებმა ურთიერთობების ფორმები მნიშვნელოვნად შეცვალა. ამიტომ, ბევრი ალაპარაკდა მათ უარყოფით გავლენაზე სოციალური კაპიტალის შემცირების თვალსაზრისით. თუმცა, კვლევებმა დაადასტურა, რომ ინტერნეტზე წვდომის ზრდა სოციალურ კაპიტალზე უარყოფითად არ მოქმედებს. მისი საშუალებით ადამიანები ალტერნატიული გზით იძენენ მეგობრებს, პარტნიორებს, თანამოაზრეებს, გეგმავენ ღონისძიებებს, ქველმოქმედებისთვის თანხებს აგროვებენდა ა.შ.ახალგაზრდების შემთხვევაში კიპოზიტიური შედეგიც გამოვლინდა - კერძოდ, სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ინტერნეტზე აქვთ წვდომა, უფრო ხშირად ერთიანდებიან სხვადასხვა კლუბებში სოციალურმა ქსელებმა და მედიამ სოციალური აქტივიზმის ახალი პლატფორმაც შექმნა თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის. უახლოეს წარსულში Twitter-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილ პროცესებში. თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამგვარი აქტივობები განსხვავდება წარსული დროის სამოქალაქო აქტივობებისაგან, მაგალითად - გამოკვეთილი ლიდერებისა და სტრატეგიების არარსებობა ორგანიზებასა და მიზნების მიღწევას ართულებს. გარდა ამისა, მკვლევრები მიუთითებენ, რომ, მაგალითად, Facebook-ით იმგვარი აქტივობების მოტივირება ხდება, რომელიც ნამდვილი რისკების გაწევის ნაცვლად, ჯგუფის წევრებს ალტერნატიული ქმედებებისკენ უბიძგებს. ისინი საკუთარ თავსა და პოზიციას გამოხატავენ, თუმცა ვირტუალურ სამყაროს იშვიათად სცდებიან და მიმდინარე პროცესებზე გავლენას ძნელად ახდენენ.
სოციალური კაპიტალის ფორმირებასა და გაძლიერებაში, რელიგიას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. უფრო კონკრეტულად - რელიგიური ორგანიზაციების წევრობასა და რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობას. საქართველოს მოსახლეობის 90%25-ზე მეტი რელიგიურია, მათგან 80%25-ზე მეტიკი - მართლმადიდებელი. თუმცა, როგორც 5 წლის წინ ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს მიერ ჩატარებულმა ქართული საზოგადოების ღირებულებების კვლევამ გვიჩვენა, რელიგიურ მსახურებებს კვირაში 1-ზე მეტჯერ მოსახლეობის მხოლოდ 5,9%25 ესწრება, ხოლო ერთხელ - 11,5%25. მონაწილეობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, მაგალითად, აშშ-სა და ესპანეთში. სხვადასხვა კომპონენტის გაანალიზებით, კვლევამ საბოლოოდ აჩვენა, რომ რელიგიურად მოსახლეობის 512%25 ცხოვრობს, ეკლესიასა და რელიგიას კი უფრო ტრადიციული დატვირთვა აქვს, ვიდრე რეალურად მოქმედი და გავლენიანი საზოგადოებრივი ინსტიტუტის.
სოციალური კაპიტალის გასაძლიერებლად ქვეყნის მმართველებსაც საკუთარი ბერკეტები აქვთ. მნიშვნელოვანია საკუთრების უფლებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა ადამიანებმა ხელსაყრელ გარემოში მოახერხონ თანამშრომლობა. ამას გარდა, გასათვალისწინებელია მისი გავლენა განათლების სფეროში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ამ თვალსაზრისით, კერძო ინიციატივებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა. განსაკუთრებით ისეთ სფეროებში - როგორიცა აეკონომიკა, განათლება და ჯანდაცვა. რაც უფრო ნაკლები იქნება სახელმწიფოს როლი ამ სფეროებში, ინდივიდები საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ცენტრის ჩარევის გარეშე, მით უფრო შეეჩვევიან.
![]() |
6 ჩვენ ხარჯზე გამდიდრებულების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ზურა ჯაფარიძე|სვეტი
რატომ უნდა შოულობდეს ინდოელი და არაბი აქ ფულს ჩვენ ხარჯზე? რა უნდათ, რომ ჩამოდიან ჩინეთიდან და ჩვენი ფულით მდიდრდებიან? რატომ გავყიდეთ ყველაფერი, რაც გვქონდა უცხო ტომელებზე? რა, ქართველი მარტო მოსამსახურე უნდა იყოს და ვიღაც გადამთიელს კაპიკებზე ემსახუროს? საქართველოში ალბათ არავისთვის უცხო არ არის ეს კითხვები. წლებია, ისინი მეტ-ნაკლები სიხშირით გვესმის პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალებიდან.
ან კიდევ უფრო უარესი - თუ რუსეთი მტერია, რატომ მივყიდეთ რაც გაგვაჩნდა რუსულ კომპანიებს? შეიძლება დასავლეთისკენ გქონდეს კურსი და „სტრატეგიულ ობიექტებს“ რუსულ ბიზნესზე ასხვისებდე?
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს კითხვები კვლავ აქტუალურია. უკანასკნელ წლებში, სატელევიზიო ეთერიდან შეზღუდულ დროში მათზე პასუხის გაცემის რამდენიმე მცდელობა, როგორც ჩანს, არასაკმარისი აღმოჩნდა. მოსახლეობის ერთი, არც ისე მცირე ნაწილის წარმოდგენაში ბიზნესის კეთება აღიქმება, როგორც ბოროტი კაპიტალისტის მიერ დაქირავებული ადამიანების ხარჯზე ფულის კეთება (პრიმიტიული მარქსისტული ხედვა, თუმცა ამჯერად ამაზე არ შევჩერდები). ბოროტი ადამიანისთვის შეწირულ ჯაფას კიდევ აიტანდა „ქართველი კაცი“, მაგრამ მდგომარეობა იმ წამს სხდება აუტანელი და საგანგაშო, როდესაც ირკვევა ამ ადამიანის ან კომპანიის ეთნიკური წარმომავლობა (თუ დავუშვებთ, რომ კომპანიის ეთნიკური წარმომავლობა ტოლია მისი მფლობელების ეთნიკურ წარმომავლობათა საშუალო არითმეტიკულის).
ამ სტატიის დაწერა სწორედ ამან გადამაწყვეტინა. თუმცა პასუხები და არგუმენტაცია, რომელთაც ქვემოთ მოვიყვან, განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს საკითხის ეკონომიკური მხარე. შესაბამისად, უპასუხოდ დავტოვებ ქსენოფობიით შეპყრობილთ, ვისთვისაც ყველაფერი უცხო საშიშია, იქნება ეს სხვა ეთნოსის წარმომადგენელი თუ უცხოური კომპანიის კაპიტალი.
ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ დიდი ალბათობით, ტექსტის წერის პროცესში, სამიზნე აუდიტორია კიდევ არაერთხელ შევიწროვდება.
შევეცდები დავიწყო თავიდან, ანუ დავსვა შეკითხვა - რა გვინდა? სტატიის დანარჩენი ნაწილის კითხვა, სასურველია, გააგრძელონ მხოლოდ მათ, ვინც თვლის, რომ ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მეტი კეთილდღეობა საქართველოს მოსახლეობისთვის. კეთილდღეობაში ცხადია არ იგულისხმება მაინცდამაინც მატერიალური დოვლათის გარკვეული რაოდენობა. არა, ჩვენ გვინდა კეთილდღეობა, ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანს ესმის ეს - ზოგს ღია კოსმოსში სურს გასვლა, ზოგი 50 ათასი წიგნის წაკითხვას ესწრაფვის, ხოლო ზოგს საკუთარი მაიბახის ქონა ურჩევნია ღვიძლ დედ-მამას. თუმცა, რა ტიპის მიზნებიც უნდა გვამოძრავებდეს, მათ ასრულებას სჭირდება მეტ-ნაკლები რაოდენობის რესურსი, იგივე ფული. ბუნებრივია, მხოლოდ შიმშილის დაკმაყოფილებას ნაკლები რესურსი - ფული სჭირდება, ხოლო მაიბახის შეძენა-შენახვას - გაცილებით მეტი. ის, რომ დღეს საქართველოში უამრავ ადამიანს უჭირს - სწორედ რესურსების ნაკლებობით არის განპირობებული.
როგორ იქმნება რესურსი? ანუ როგორ შეიძლება გავზარდოთ თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობები ისე, რომ ჯერ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილება შევძლოთ, ხოლო შემდეგ ვიფიქროთ მეტ კომფორტსა თუ ფუფუნებაზე? აქ კითხვის შეწყვეტას ვურჩევ მათ, ვინც ფიქრობს, რომ რესურსები შეიძლება შევქმნათ, თუ მეტ ფულს დავბეჭდავთ-დავარიგებთ (შესაბამისად, მთავრობა უსინდისოა, რადგან მეტ ფულს არ ურიგებს გაჭირვებულებს) ან თუ მეტს ვილოცებთ და სანთელს დავანთებთ.
იმისათვის, რომ რიგითი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ახსნან, თუ როგორ ხდება მეტი რესურსის-კაპიტალის-ფულის შექმნა, ეკონომისტები ხშირად იყენებენ რობინზონ კრუზოსთან დაკავშირებულ ერთ პოპულარულ მაგალითს.
კრუზო მარტო აღმოჩნდება უკაცრიელ კუნძულზე და ცდილობს ცოცხალი გადარჩეს. ერთადერთი საკვები, რომელიც მოიპოვება, თევზია, შესაბამისად, ის იწყებს თევზაობას. თუმცა არ გააჩნია რაიმე სახის სათევზაო ხელსაწყო-ინსტრუმენტი და უწევს შიშველი ხელებით თევზაობა, შესაბამისად, მისი წარმადობა არც ისე მაღალია. დასაწყისში, დღის განმავლობაში, ის ძლივს ახერხებს იმდენი თევზის დაჭერას, რომ შიმშილი მოიკლას. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში კრუზო ოსტატდება ხელით თევზაობაში, ამ საქმეს იმდენი დრო მიაქვს, რომ სხვა რამის გასაკეთებლად (ვთქვათ, სახლის ასაშენებლად) ვერ იცლის.
დღეს ჩვენც დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ვცდილობთ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, გვსურს მეტი, მაგრამ ამ მეტისთვის საჭირო არც რესურსი გვაქვს და არც მის შესაქმნელად საჭირო დრო.
კრუზო გადაწყვეტს გააუმჯობესოს თევზაობის ტექნიკა და დაიჭიროს მეტი თევზი შედარებით მოკლე დროში, რათა გამოითავისუფლოს დრო სხვა საქმეების საკეთებლად (მეტი კომფორტის შესაქმნელად). ის მოიფიქრებს ანკესს, თუმცა მის გაკეთებას ასევე სჭირდება დრო. შესაბამისად, დროის იმ პერიოდში, როდესაც კრუზო აკეთებს ანკესს, მან უარი უნდა თქვას თევზაობაზე და, შედეგად, თავი შეიკავოს საკვების მიღებისგან ანუ დარჩეს მშიერი. თუმცა ანკესის (ახალი რესურსის) შექმნის შემდეგ, ის დღეში იჭერს გაცილებით მეტ თევზს. ახლა მას შეუძლია ორი დღე ითევზაოს, ხოლო მესამე დღეს სახლი აშენოს, რადგან დაჭერილი თევზის რაოდენობა საკმარისია მესამე დღეს მის გამოსაკვებად. მეტიც, ანკესის საშუალებით მას ეძლევა შესაძლებლობა, რამდენიმე დღე უწყვეტად ითევზაოს, ხოლო შემდეგ რამდენიმე დღე დახარჯოს ბადის ქსოვაზე - კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ახალ რესურსზე, რომელიც მეტად გაზრდის მისი შრომის პროდუქტიულობას და გამოუთავისუფლებს დროს სხვა საქმეების (ანუ მეტი კომფორტის) შესაქმნელად. რაც მთავარია, ამ დროს ის მშიერი არ არის და წინა დღეებში ანკესით დაჭერილ თევზს მიირთმევს.
ჩვენი არჩევანიც ანალოგიურია, რადგან სამყაროში რესურსი სხვაგვარად არ იქმნება. ჩვენც, ისევე როგორც კრუზოს, გვაქვს ერთი მთავარი შეზღუდული რესურსი - დრო, რომელიც შეგვიძლია დავხარჯოთ ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე; ან გავიჭირვოთ, დავზოგოთ არსებული რესურსი, და შევქმნათ უკეთესი ინსტრუმენტები, რომ მომავალში შევძლოთ სურვილების გაცილებით დიდი რაოდენობის დაკმაყოფილება. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა - გზები, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების ახალი სისტემები და სხვა - კაპიტალია, რომელიც მომავალში მეტ შესაძლებლობებს გაგვიჩენს.
თუმცა არსებობს ერთი პრინციპული განსხვავება კრუზოს და ჩვენს მდგომარეობას შორის - არ ვიმყოფებით უკაცრიელ კუნძულზე და გვაქვს უზარმაზარ და მრავალფეროვან სამყაროსთან ინტერაქციის შესაძლებლობა. ამ სამყაროში გაბნეულია ცოდნა, რომელიც არ გაგვაჩნია (ჯერ ჩვენით არ ან ვერ მოვიფიქრეთ) და დიდი ოდენობის, სხვების მიერ შექმნილი რესურსი, რომელიც ეძებს ისეთ ადგილს, სადაც კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობა ექნება. კრუზოს ანალოგია რომ გავაგრძელო, სამყაროში არსებობს ცოდნა არა მხოლოდ იმის შესახებ, როგორ უნდა გაკეთდეს ანკესი ან ბადე, არამედ - როგორ უნდა მოეწყოს თევზსაშენი მეურნეობა და როგორ უნდა აიწყოს თევზმჭერი სეინერი. ასევე, არის რესურსი, რომლის დაგროვებაც შეძლეს სხვებმა - ვიღაცები, სადღაც, ათწლეულების და ასწლეულების განმავლობაში ზოგავდნენ, ინახავდნენ, იკლებდნენ კომფორტს და ქმნიდნენ რესურსებს მომავალი კეთილდღეობისთვის.
დღეს ჩვენ, მწირი რესურსებისა (იგივე კაპიტალის) და ცოდნის მქონე სახელმწიფოს, გვაქვს რამდენიმე არჩევანის შესაძლებლობა. შეგვიძლია მოვიხმაროთ ის, რაც გვაქვს ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და დავრჩეთ ეკონომიკური განვითარების იმავე დონეზე ან წავიდეთ უარესობისკენ. ანუ, თუ ჩვენ არ გავიჭირვებთ, არ დავზოგავთ და არ დავუთმობთ დროს ახალი რესურსების შექმნას - საბოლოოდ დავრჩებით პრიმიტიულ დონეზე. ეს იგივეა, კრუზოს რომ გაეგრძელებინა თევზის ხელით ჭერა, არ ეთქვა ცოტა ხნით უარი საკვების მიღებაზე და არ გაეკეთებინა ანკესი. ცხადია, ეს ჩვენთვის დაღუპვის ტოლფასია, რადგან გვყავს ასევე პრიმიტიულ დონეზე მყოფი დიდი მეზობელი, რომელიც რესურსების შექმნის ნაცვლად, მათ მიტაცებასაა შეჩვეული.
თუმცა, ასევე შეგვიძლია, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ კრუზოს მაგალითიდან - არ გავფლანგოთ დრო, დავზოგოთ რაც შეიძლება მეტი რესურსი, მოვიფიქროთ რისი გაკეთება შეიძლება პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით (ანუ მოვიპოვოთ ცოდნა), გავიჭირვოთ რამდენიმე წელი და შევქმნათ ახალი რესურსები (ანკესი, ბადე), რითიც გავიზრდით მომავალ შესაძლებლობებს. ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ბევრ დროს მოითხოვს. სანამ ჩვენ, საკუთარი ძალებით, ერთი მხრივ, აღმოვაჩენთ სამყაროში უკვე არსებულ და გამოყენებულ ცოდნას, ხოლო მეორე მხრივ, დავაგროვებთ კეთილდღეობის თუნდაც დღევანდელი დასავლური დონისთვის საკმარის რესურსს, გაივლის არა ათწლეულები, არამედ ასწლეულები. კრუზო უბრალოდ ვერ მოესწრება მაიბახს, მით უმეტეს, რომ მტაცებელი მეზობელი ამდენ დროს არ მოგვცემს.
მაგრამ არსებობს მესამე გზა, გზა, რომელიც კრუზოს არ ჰქონდა. ჩვენ შეგვიძლია ცოდნა და რესურსი მივიღოთ გარედან და, რაც მთავარია, მივიღოთ სწრაფად. ამისთვის კი აუცილებელია იმ თავისუფალი ეკონომიკური რეჟიმის შენარჩუნება და კიდევ უფრო გათავისუფლება, რომელიც რამდენიმე წლის წინ შევქმენით. ანუ, ნაცვლად იმისა, რომ შევეცადოთ და ჩვენით მივხვდეთ როგორ კეთდება ფოტოაპარატი, ავტომანქანა თუ მაცივარი, ხოლო შემდეგ დავზოგოთ რესურსები მათ დასამზადებლად - შეგვიძლია უბრალოდ საშუალება მივცეთ სხვებს, გარე სამყაროდან, შემოვიდნენ მზა ცოდნითა და რესურსით და აქ ააწყონ ეს ყველაფერი. ამისთვის აუცილებელია, სხვებმა აქ მეტი მოგების მიღების პერსპექტივა დაინახონ.
რას ვიღებთ ჩვენ აქედან? რამდენიმე რამეს. პირველ რიგში ცოდნას, რომელიც არ გვაქვს და რომლის მოპოვებასაც დრო სჭირდება; რესურსს, რომელიც ასევე არ გაგვაჩნია, და რომლის დაგროვებასაც ასევე დრო უნდა; მოქალაქეთა დასაქმებას, ანუ შემოსავალს და გაზრდილ კეთილდღეობას კონკრეტული ოჯახებისთვის; გადახდილ გადასახადებს, რომლებიც გროვდება სახელმწიფო ბიუჯეტში და შემდეგ იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პენსიებზე - დიახ, პენსია, რომელსაც იღებს 800 ათასი საქართველოს მოქალაქე, მათ შორის უცხოური კაპიტალით შექმნილი ბიზნესებიდან აკრეფილი გადასახადებისგანაც შედგება; გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას. შემოსავალი, რომელსაც ამ კომპანიებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები იღებენ, იხარჯება სხვადასხვა სახის პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, რაც ზრდის მოთხოვნას ამ პროდუქტებსა და მომსახურებაზე და, შესაბამისად, ხელს უწყობს ბიზნესების გაჩენას (ან გაფართოებას) და მეტ დასაქმებას.
აქვს თუ არა მნიშვნელობა, შემოსული კაპიტალი რუსული იქნება თუ ლაოსური? და შეიძლება თუ არა, რომ ე.წ. სტრატეგიულ ობიექტებს ფლობდნენ რუსული კაპიტალით შექმნილი კომპანიები? ეკონომიკური თვალსაზრისით კაპიტალის წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ რომელიმე კომპანია რისკავს საკუთარი კაპიტალის დაბანდებას საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ის ელოდება მოგების მიღებას. სიკეთეების მიღების მხრივ, ჩვენთვის არაფერი იცვლება და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ბენეფიტს ისევე მივიღებთ, როგორც ბრიტანული კაპიტალის შემთხვევაში მივიღებდით. არსებობს თუ არა საფრთხე, რომ რუსული კაპიტალი გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის? არსებობს. მაგრამ ამ შემთხვევაში არსებითია ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთაც ასეთი ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს. დიდი ზომის რუსული კომპანიები (მათ შორის ნახევრად ან სრულად სახელმწიფო მფლობელობაში არსებული), რომელთა გამოყენებაც შეიძლება მოხდეს პოლიტიკური მიზნებისთვის, ოპერირებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და უკვე ევროპაშიც. თუ ისინი გაიფუჭებენ იმიჯს ერთ ქვეყანაში, ეს უარყოფით გავლენას იქონიებს მათ მომავალ პერსპექტივებზე ყველგან, სადაც ბიზნესით არიან დაკავებული. თუმცა, საერთოდ რომ გამოვრიცხოთ ბიზნესინტერესები, როგორც „ცუდი ყოფაქცევის“ შემაკავებელი ფაქტორი, ის, თუ როგორ იქცევა ნებისმიერი კომპანია, დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი მფლობელების ვინაობასა და ეთნიკურ წარმომავლობაზე, არამედ იმ თამაშის წესებზე, რომლებიც არსებობს ამა თუ იმ ბაზარზე - ჩვენს შემთხვევაში კი - საქართველოში. შესაბამისად, თუ რუსული კაპიტალით შექმნილი კომპანია საქართველოში დაკავებულია კეთილსინდისიერი ბიზნესსაქმიანობით - მოგებული ვრჩებით ჩვენც და ისიც. თუმცა, თუ ის ეცდება გახდეს პოლიტიკური ინსტრუმენტი, ისევე დაამთავრებს საქართველოში ოპერირებას, როგორც დაამთავრებდა ნებისმიერი სხვა წარმოშობის კაპიტალის ბაზაზე შექმნილი კომპანია. ზოგადად, როდესაც კაპიტალის რუსულ წარმომავლობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამა თუ იმ კომპანიის პირველადი რეგისტრაციის ადგილს ან მფლობელ(ებ)ის მოქალაქეობას. პოლიტიკური მიზნებისთვის რუსეთის სპეცსამსახურებმა ისევე იოლად შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანია (მარტივი მოსყიდვის გზით), როგორც რუსული კაპიტალით შექმნილი ბიზნესი.
ასეთივე უაზრობაა რუსული კაპიტალისთვის ეკონომიკის გახსნის კრიტიკა ეთიკის ნორმებზე აპელირებით - როგორ შეიძლება იმ ქვეყნის კომპანიებს მიჰყიდო რამე, რომელიც 200 წელია სულს გხდის? აქაც მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი. უპირველეს ყოვლისა, რუსულ კომპანიებს იმიტომ კი არ ვყიდით რამეს, რომ მათ მოიგონ (ეკონომიკის იგივე, პრიმიტიული მარქსისტული ხედვა), არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მოვიგოთ. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ეს კაპიტალი, რომ ფეხზე დავდგეთ, გავძლიერდეთ, საკუთარი კაპიტალი დავაგროვოთ და ერთხელ და სამუდამოდ დავუძვრეთ იმავე რუსეთს. სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ ელექტროენერგიას რუსული კომპანია გაწვდის, უბრალოდ აბსურდია. რუსული Газпром-ის წილი მსოფლიოს ბუნებრივი აირით მომარაგებაში დაახლოებით 20%25-ია. ამ აირით გამომუშავებულ ენერგიაზე შეიძლება დამზადდა ავტომობილი, რომლითაც დავდივართ, სამოსი, რომელსაც ვატარებთ, ტელევიზორი, რომელსაც ვუყურებთ და საკვები, რომელსაც მივირთმევთ. უარი ვთქვათ ყველაფერზე და ნატურალურ მეურნეობას დავუბრუნდეთ?
მოკლედ, თუ გვინდა, რომ სწრაფად გავიზარდოთ, სწრაფად ვისწავლოთ, სწრაფად გავმდიდრდეთ, სწრაფად მოგვეცეს იმის საშუალება, რომ დავურიგოთ გაზრდილი დახმარება მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილს, მალე შევძლოთ კომფორტის იმ დონის შექმნა, როგორსაც ბევრი ჯერ კიდევ შენატრის - ხელი უნდა შევუწყოთ უცხოური რესურსების, იგივე კაპიტალის, ქვეყანაში შემოსვლას. და თუ რომელიმე „უცხოტომელი“ გადაწყვეტს აქ რამის შეძენას, ბიზნესის აწყობას და ხალხის დასაქმებას - ამრეზით ყურების ნაცვლად, მადლობა უნდა გადავუხადოთ და დავარწმუნოთ, რომ საქართველოზე უკეთეს და მომგებიან ადგილს დედამიწაზე ვერსად იპოვის. პარალელურად შეგვიძლია ლოცვაც გავაძლიეროთ. კრუზოც ლოცულობდა ალბათ.
![]() |
7 საშობაო საჩუქარი კაცობრიობას |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ
დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე
მადლითა და ჭეშმარიტებითა
(იოანე, 1:14)
სეკულარულ სამყაროში, სადაც ღმერთი თითქოსდა უნდა მომკვდარიყო, ყოველ წელს ხელახლა იბადება. გვწამს თუ არა საუკუნეების წინ, ბეთლემში დაბადებული ჩვილის ღვთაებრივი წარმომავლობის, მიგვაჩნია თუ არა ის კაცობრიობის მხსნელად, შობა ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას არ კარგავს.
ამას, არა მხოლოდ ყოველწლიურად მრავალ ქვეყანაში საშობაო გაყიდვებით გამოწვეული ეკონომიკური გამოცოცხლება განაპირობებს. არც ის, რომ ბეთლემის თემატიკა შთაგონების წყაროდ იქცა ხელოვნებისა და მუსიკის მრავალი ნიმუშისთვის. დღესასწაულის ნამდვილ მასშტაბებს ვერც მისი აღნიშვნის საყოველთაობა აღწერს. შობის დღესასწაულის არსი, ისევე როგორც ზოგადად ქრისტიანობა, დასავლური იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის დღევანდელი კომერციალიზებული ფორმა რელიგიისთვის პრობლემურია, თავად ამ პრობლემურობასაც სათავე ქრისტიანობაში აქვს. რომ არა ქრისტიანული ეთიკა, კაპიტალიზმის სული არ გაჩნდებოდა.
თუმცა უმთავრესი, რაც ევრო-ამერიკულ ცივილიზაციას გამოარჩევს, ყოველი ცალკეული პიროვნების ღირსების პატივისცემაა. სწორედ ცალკეული ადამიანის ღირსების რწმენა დაედო საფუძვლად ისეთ ინსტიტუციურ მახასიათებლებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, კანონის წინაშე თანასწორობა, ძალაუფლების შეზღუდვა და სხვადასხვა შტოს შორის გადანაწილება
ადამიანის ღირსების პატივისცემა, სათავეს პიროვნული ღმერთის შესახებ ქრისტიანული სწავლებიდან იღებს, რომელიც სამყაროს გარეთ იმყოფება და ადამიანს საკუთარ ხატებად და მსგავსებად ქმნის. ანტიკური კულტურისთვის, პიროვნების ცნება საერთოდ არ არსებობდა. პანთეისტურ სამყაროში, სადაც ღმერთი ბუნების ძალაა და ყველაფერს მოიცავს, პიროვნული ავტონომიისთვის ადგილი აღარ რჩება. ქრისტიანთა ღმერთი ადამიანს არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს და მას გარემომცველი სამყაროს ბატონად ადგენს.
თუმცა, ქრისტიანობისთვის პიროვნების ღირსება პატივსაცემი არა მხოლოდ იმიტომაა, რომ ის ღმერთის ხატება და მსგავსებაა. სახარებაში ვკითხულობთ - საუკუნეების წინ, ბეთლემის ბოსელში, ღმერთი ადამიანად იქცა. ქრისტეშობის დღესასწაულში, ყოველივეს შემოქმედი ღმერთის განკაცებით, თითოეული ადამიანის მნიშვნელობა ახალ სიმაღლეზე ავიდა. განკაცების შესახებ ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ღმერთს კაცობრიობა იმდენად ღირებულად მიაჩნია, რომ ერთ მათგანად, ისტორიის ნაწილად ქცევას არ თაკილობს. განკაცების ქრისტიანული რწმენა ამ მხრივ, ადამიანური რასისა და მისი თითოეული წარმომადგენლის ფასეულობის შესახებ რწმენისგან განუყოფელია.
ამასთან, ბეთლემის ისტორია, სადაც ღმერთი ადამიანის გამოსახსნელად თავს იმდაბლებს და ბოსელში, ბნელ ღამეს განკაცდება, მოწმობს, რომ ის პატივს სცემს ადამიანთა თავისუფალ ნებას. ყოვლისშემძლე შემოქმედს შეეძლო ისინი წამიერად „გაესათნოვებინა“, ძალისა და შიშის გამოყენებით იძულებული გაეხადა ცოდვაზე უარი ეთქვათ, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია - ბოსელში შობის, ჯვარზე სიკვდილისა და საფლავიდან აღდგომის - სადაც ის ადამიანთა თავისუფალ პასუხს ელოდება.
დასავლური ფეოდალიზმის პირობებშიც კი, მიუხედავად ერთპიროვნული ძალაუფლებისა, სამართალი მაინც ღმერთიდან მომდინარეობდა და არა ხელისუფლისგან. ეს მონარქიას თავის აბსოლუტიზმში გარკვეულ საზღვრებს უწესებდა. ისტორიულად, პაპისა და საერო ხელისუფლების დაპირისპირებამ ხელი შეუწყო პლურალური გარემოს ჩამოყალიბებას. ამ სივრცეში შესაძლებელი გახდა საგანმანათლებლო, ეკონომიკური და ტექნიკური პროგრესის წარმოშობა. უკანასკნელის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ გარემოში, სადაც ადამიანს ფასი ადევს და მისი შრომის ჩანაცვლებაზე ფიქრობენ. მონათმფლობელ საზოგადოებაში ტექნიკური პროგრესი არავის სჭირდება.
„ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორი არსებანი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა; რომ ამ უფლებათა განსამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას იღებენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ“ - 1776 წელს მიღებულმა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციამ ღმერთი სამართლის გარანტორად აღიარა.
დასავლური სამყაროს ამ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტში, უზენაესი ადამიანის თავისუფლების დარაჯია. კანონის მყარ გარანტად ვერცერთი პოლითეისტური ღმერთი იქცეოდა. მხოლოდ ერთ, აბსოლუტურ გონს, რომელმაც სამყაროს დასაბამი მისცა და მსგავსი არ მოეძებნება, შეუძლია მიანიჭოს ადამიანს იმგვარი თავისუფლება, რომელსაც ბუნებითსა და თავისთავადს ვუწოდებთ. მონოთეისტურ ღმერთს არ ჰყავს კონკურენტები - სამყაროს თანადამფუძნებლები, რომლებიც სისტემატურად ცვლიან პოზიციებს. ის ერთი და უცვლელია - შეუცვლელია მისი სამართალიც.
ღმერთის რწმენა დაეხმარა ამერიკელ ხალხს, ინდივიდუალური თავისუფლების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს როლის მინიმუმამდე შეზღუდვაში. „ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, აღჭურვილი ძალით, რომელიც შეძლებს ებრძოლოს მორალისა და რელიგიისგან აღვირახსნილ ადამიანურ ვნებებს... ჩვენი კონსტიტუცია შეიქმნა მხოლოდ მორალური და რელიგიური ადამიანებისთვის“, - წერდა ამერიკული რევოლუციის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, ჯონ ადამსი. სახელმწიფოს მიზანი დამფუძნებელმა მამებმა გაიაზრეს, როგორც ღვთის მიერ ადამიანისთვის მინიჭებული თავისუფლების უზრუნველყოფა, ძალადობისგან დაცვის გზით. ადამიანებისთვის საკმარისია ჰქონდეთ თავისუფლება. მათ არ სჭირდებათ მზრუნველი სახელმწიფო, რომელიც ცოდვის აღმოფხვრაზე იზრუნებს. „სათნოების ტირანია“ - რომელიც ადამიანთა გაუმჯობესებას სახელმწიფო მანქანით ცდილობს, დასავლური კულტურის უზენაეს ფასეულობებს ხელყოფს.
წელს, გერმანიის ბუნდესტაგში ვიზიტისას, პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ თქვა: „დასავლური კულტურა დაიბადა იერუსალიმის, ათენისა და რომის შეხვედრით - ისრაელის ღმერთის, ბერძენთა ფილოსოფიური გონისა და რომის სამართლებრივი აზროვნების შეხვედრით. ეს სამმაგი შეხვედრა განაპირობებს ევროპის სიღრმისეულ იდენტობას“. დასავლეთი რწმენის, გონებისა და სამართლის უნიკალური კომბინაციაა. რწმენა - რომელიც აღიარებს ადამიანთა ისტორიაში გამოვლენილ პიროვნულ ღმერთს; გონება ამბობს, რომ ბუნებაში არსებობს ჭეშმარიტებები და ჩვენ მათი შეცნობა შეგვიძლია; და სამართალი - რომელიც კანონის უზენაესობის პრინციპს, ადამიანის ბუნებით უფლებებზე აფუძნებს. კანონშემოქმედების პროცესი დასავლური სამართლისთვის, ადამიანის უკვე არსებული ბუნებითი უფლებების გამჟღავნებაა. კანონმდებელი არ იგონებს რაიმე ისეთ წესს, რომელიც აქამდე არ არსებობდა - ის აღმომჩენია. ისევე, როგორც ნიუტონმა გრავიტაციის კანონი კი არ გამოიგონა, არამედ მანამდე არსებული იპოვა.
შეუძლებელია ითქვას, მივიდოდა თუ არა დასავლეთი ჰუმანიზმამდე ქრისტიანული გამოცდილების გარეშე. ისტორია ექსპერიმენტი არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია, მომხდარი მოვლენები შევცვალოთ, მილანის ედიქტი გავაუქმოთ, ქრისტიანები კატაკომბებში გავრეკოთ და შედეგს დაველოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ საზოგადოებაში დღეს რწმენა ისეთივე ძლიერი არ არის, როგორც წარსულში, კულტურაზე მისი გავლენა ძლიერია. არცთუ იშვიათად, ისიც კი, ვისაც ღმერთისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს, ამას სწორედ ქრისტიანული მორალის საფუძველზე აკეთებს.
ამერიკის მაგალითი ცხადყოფს, რომ ქრისტიანულ ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ავტორიტეტი არაერთხელ გამოუყენებია სახარებისეული სწავლების საწინააღმდეგოდ, დღესაც შეუძლია შეიტანოს განსაკუთრებული როლი ქვეყნის განვითარებაში. ამერიკული რევოლუცია, განსხვავებით კონტინენტური ევროპისგან, დემოკრატიას რელიგიურ ინსტიტუტებთან ერთად აშენებდა. შედეგად ბევრად თვითორგანიზებული საზოგადოება, განვითარებული სამოქალაქო ინსტიტუტები, ძლიერი დემოკრატია და ლიტურგიაში მნიშვნელოვნად მაღალი აქტივობა მივიღეთ, ვიდრე ეს დღევანდელი ევროპის ეკლესიებს შეიძლება დაესიზმროთ.
ამ ფაქტორზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. მით უფრო მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ახლა იდგამს ფეხს დასავლური დემოკრატიის ასაშენებლად. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი, სამწუხაროდ, კვლავ ანტიდასავლურ ფასეულობებს ქადაგებს. ავტორიტეტი, რომელიც მას აქვს, შესაძლოა, ქვეყნის ვესტერნიზების პროცესისთვის უდიდეს მამოძრავებელ ძალად იქცეს, თუ ეკლესიის წიაღში უცხოს შიში და საბჭოთა გამოცდილება კვლავ გადაულახავ ამოცანად არ დარჩება. სამწუხაროდ, წელსაც, მთელი ქვეყანა შობას 7 იანვარს იზეიმებს - კვლავ იმ სივრცესთან ერთად, რომელთან ერთადაც გამონაკლისად ყოფნა არ უნდა გვახარებდეს. იმედია, მხოლოდ 13 დღით ვაგვიანებთ.
![]() |
8 რას გვიქადის მესამე სამრეწველო რევოლუცია |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
რ ამდენიმე ათეული წლის წინ, ადამიანებს ამჟამინდელი მსოფლიოს სურათი, ნამდვილ ტექნოლოგიურ საგიჟეთად მოეჩვენებოდათ. ცოტა მათგანი თუ წარმოიდგენდა, რომ სულ მალე, მაგალითად, მძღოლის გარეშე მოარული მანქანები, რეალობად იქცეოდა. ახლა ამ საკითხზე კომპანია Google-ი მუშაობს და წარმატებებსაც აღწევს. რა თქმა უნდა, ეს მთლიანი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია. უფრო სწრაფი, იაფი და მუდმივად გაუმჯობესებადი პროგრამები, მანქანებს იმ დატვირთვას სძენს, რაც ადრე ექსკლუზიურად ადამიანებს მიეწერებოდათ - იქნება ეს საუბრის ამოცნობა-გაშიფვრა, თარგმნა თუ სხვა. ავტომატიზაცია მხოლოდ ქარხნებისა და მრეწველობის გარდაუვალი ბედი აღარ არის. ის მომსახურების სფეროებშიც მყარად იკიდებს ფეხს - ცხელი ხაზის ცენტრებში, მარკეტინგსა თუ გაყიდვებში. ეს სფეროები კი ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. ცვლილებები თითოეული ჩვენგანის ცხოვრების იმ მიზანს ეხება, რომელიც, როგორც წესი, ყველას გვაქვს - დასაქმების ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნას.
1995 წელს ამერიკელმა ეკონომისტმა, ჯერემი რიფკინმა, ერთი ასეთი წიგნი გამოაქვეყნა: „სამუშაოს დასასრული“. ავტორი ამტკიცებდა, რომ ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, მსოფლიოში უმუშევრობის დონე სულ უფრო გაიზრდება - ინფორმაციული ტექნოლოგიები ჩაყლაპავს ათობით მილიონ საწარმო, სასოფლო-სამეურნეო და მომსახურების სექტორის სამუშაო ადგილებს. სულ უფრო ცოტა მუშახელი იქნება საჭირო მოთხოვნადი პროდუქტისა და სერვისის საწარმოებლად. საბოლოოდ, ტექნოლოგიური პროგრესი ცივილიზიაციას სამუშაო ადგილებისგან დაცლილ მსოფლიომდე მიიყვანს: მაღალტექნოლოგიური სამყაროსგან სარგებელს მცირერიცხოვანი ელიტა მიიღებს, საშუალო ფენა კი უსაშველოდ შემცირდება.
ტექნოლოგიური პროგრესის მიერ გამოწვეულ თანამედროვე შიშს ძველი, სულ მცირე, ორი საუკუნის წინანდელი ვერსიებიც აქვს. ეკონომისტები „ტექნოლოგიურ უმუშევრობას“ ჯერ კიდევ ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისში, მე-18 საუკუნეში განიხილავდნენ. მუშახელი კი უფრთხოდა მას.
ამის რადიკალური მაგალითია ლუდიტები - მე-19 საუკუნის დასაწყისის ინგლისში, ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში, მუშახელის მიერ შექმნილი სოციალური მოძრაობა. საკუთარი იდეური მამის, ნედ ლუდის მსგავსად, მისი წევრებიც სტიქიური აჯანყებებითა და საქსოვი დაზგების თუ სხვა მანქანების განადგურებით იყვნენ დაკავებული. მთავარი მამოძრავებელი მოტივი შიში იყო - ლუდიტების აზრით, ინდუსტრიული რევოლუციის მიერ მოტანილი ცვლილებები, მათ საარსებო წყაროს, სამუშაო ადგილებს ემუქრებოდა. დღეისთვის ტერმინით „ლუდიტი“ ინდუსტრიალიზაციის, ავტომატიზაციისა და კომპიუტერიზაციის, მოკლედ, ახალი ტექნოლოგიების მოწინააღმდეგეებს მოიხსენიებენ.
მომდევნო საუკუნეების მანძილზეც ბევრი ღელავდა, რომ მანქანები ადამიანებზე ძალაუფლებას მოიპოვებდნენ. 1930 წელს ეკონომისტი ჯონ კეინსი საზოგადოებას „ახალი დაავადების“ შესახებ აფრთხილებდა, რომელსაც „ტექნოლოგიურ უმუშევრობად“ მოიხსენიებდა. იგულისხმებოდა ეკონომიკის უძლურება - შექმნას ახალი სამუშაო ადგილები იმავე სისწრაფით, როგორც ავტომატიზაცია აქრობს მათ.
ამ ნარატივის მიმდევრები თვლიან, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები სამუშაო ადგილების შემცირებას ან, საერთოდ, გაქრობას იწვევს: დასაქმებულებს მანქანები ანაცვლებს, ან სამუშაოს იმდენად ამარტივებს, რომ ანალოგიური შედეგის მისაღებად ბევრად ნაკლები მუშახელი ხდება საჭირო. ადამიანები ეძებენ სამუშაო ადგილებს, მაგრამ არ არიან სათანადო უნარებით აღჭურვილნი და მომზადებულნი, რომ დასაქმების ბაზარზე არსებული შესაძლებლობები გამოიყენონ. ასეთ დროს, შესაძლოა, სამუშაო ადგილების და უმუშევრების რაოდენობა ერთმანეთს ემთხვეოდეს კიდეც, მაგრამ ეს უკანასკნელნი მათ ასათვისებლად საკმარისად კვალიფიციურნი არ იყვნენ.
ამის საპირისპიროდ, ეკონომისტთა სხვა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროდუქტიულობის ზრდა კარგია - მაშინაც კი, თუ ეს მოკლევადიან პერიოდში დასაქმებულების ხელახალ გადანაწილებას იწვევს. შედეგიანობის ამაღლება პროდუქტზე ფასების დაცემას და მოთხოვნის ზრდას იწვევს. ჯამში, ამას მეტი მუშახელის დაქირავება და ეკონომიკის ზრდა მოჰყვება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკა სამუშაო ადგილებისგან არასოდეს იცლება. პირიქით, ძველის გაქრობასთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილები ჩნდება და კეთილდღეობის საშუალო მაჩვენებელი იზრდება.
ტექნოლოგიურ უმუშევრობაზე საუბარი დასავლეთ სამყაროში კვლავ განსაკუთრებით 1980-იანი წლებიდან გააქტიურდა. მაშინ აშშ-ში უმუშევრობის დონის ზრდა დაიწყო.
ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის განვითარებამ, ცვლილებებმა სასოფლო-სამეურნეო და მანუფაქტურულ წარმოებაში, საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე მართლაც დიდი გავლენა იქონია. შესაბამისად, ეს სამუშაოს ტიპზეც აისახა. თუ ისტორიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ლუდიტური შიშები არ გამართლდა.
თავის დროზე, ტრაქტორების გამოჩენამ, ქარხნების ავტომატიზაციამ ადამიანის ფიზიკურ ძალაზე მოთხოვნა შეამცირა. სამაგიეროდ, მოთხოვნა გაიზარდა კითხვის მცოდნეებზე, მათზე, ვისაც ინსტრუქციების მიყოლა შეეძლო. სამუშაომ ქალაქებში გადაინაცვლა - სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემის განვითარების კვალდაკვალ, ბიზნესებს სულ უფრო მეტი სატელეფონო ოპერატორი თუ კლერკი სჭირდებოდა. შეიძლება ითქვას, ევოლუციის პროცესმა მუშახელთა ერი კლერკების საზოგადოებით ჩაანაცვლა.
აღმოჩნდა, რომ პირველი ინდუსტრიული რევოლუციის დროს სამუშაო ძალის გადანაცვლება მიწათმოქმედებიდან ქარხნებში, მიწათმოქმედების დასასრულს არ მოასწავებდა. ამას არც მასობრივი უმუშევრობა მოჰყოლია. არც მეორე ინდუსტრიული რევოლუცია ნიშნავდა წარმოების დასამარებას. ნაკლები სამუშაო ძალით პროდუქტიულობის ზრდას მასობრივი უმუშევრობა არ გამოუწვევია.
რა ხდება დღეს? თანამედროვე ეპოქას მესამე ინდუსტრიულ რევოლუციადაც აფასებენ. მთავარი, რაც მას წინა ინდუსტრიული რევოლუციებისგან განასხვავებს, ისაა, რომ ტექნოლოგიები არა მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დაფუძნებულ სამუშაოს ანაცვლებენ. დაზღვეულნი არც რაიმე პროფესიის მფლობელები არიან. მაგალითად, წლის დასაწყისში, ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერული სისტემა Watson-ი ცნობილ ამერიკულ ვიქტორინაში - Jeopardy - ადამიანების წინააღმდეგ გამოსცადეს. IBM-ის კორპორაციის მიერ შექმნილმა სუპერკომპიუტერმა ვიქტორინის მონაწილე ცნობილი, რეკორდსმენი ადამიანები დაამარცხა. გასაკვირი არ იქნება, თუ ასეთი შესაძლებლობების მქონე მანქანას, ვთქვათ, იურიდიული საქმეების შესწავლას მიანდობენ - გარკვეულ დონეზე მაინც.
თანამედროვეობის კიდეც ერთი მახასიათებელი და, რიგ შემთხვევაში, გამოწვევა, ბიზნესებისა და სამუშაო ადგილების ქვეყნიდან სხვა ტერიტორიაზე გადატანა - აუთსორსინგია. ეკონომისტების პროგნოზით, ეს პროცესი ახლო მომავალში იმდენად მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, რომ არსებულ ბაზარზე თვისებრივ ცვლილებებს გამოიწვევს: შეუქცევადი გახდება მდიდარი ქვეყნებიდან ე.წ. არაპერსონალური მომსახურებების მიგრაცია. ამის წინაპირობა ტექნოლოგიების მუდმივი განახლება და გლობალური კომუნიკაციების განვითარებაა.
შესაბამისად, ისეთი სამსახურები, რომელთა ქვეყნიდან მიგრაცია შესაძლებელია, აშშ-დან ან სხვა მდიდარი ქვეყნებიდან სრულიად არ გაქრება, თუმცა სამუშაო ძალის საჭიროება მნიშვნელოვნად შემცირდება. ითვლება, რომ ეს პროცესი არაპერსონალურ მომსახურებებს „ემუქრება“. თუმცა, ვარაუდობენ იმასაც, რომ დროთა განმავლობაში განსხვავება პერსონალურსა (რომელიც პირისპირ ურთიერთობას ან ადგილზე ყოფნას საჭიროებს) და არაპერსონალურ მომსახურებას შორის, სულ უფრო შემცირდება. აუთსორსინგს დაექვემდებარება ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია ელექტრონული გზით დიდ მანძილებზე - ისე, რომ ამან მომსახურების ხარისხზე უმნიშვნელოდ, ან საერთოდ არ იმოქმედოს. კვლევების მიხედვით, აშშ-ის სამუშაო ადგილების 11%25 პოტენციურად ქვეყნიდან გადატანას ექვემდებარება. მათ შორის ისეთები, რომლებიც ოდესღაც პერსონლურ მომსახურებად განიხილებოდა. მაგალითად, უკვე არსებობს დისტანციური სამედიცინო მომსახურების პრაქტიკა (რომ აღარაფერი ვთქვათ ლაბორატორიებზე, რომლებიც „ნაპირის გაღმა“ მდებარეობენ) - ზოგიერთი ქირურგიული ოპერაცია დისტანციურად, რობოტების მიერ კეთდება. მათ ექიმები ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის მეშვეობით აკონტროლებენ.
ეკონომისტთა აზრით, მესამე ინდუსტრიული ეპოქა საზოგადოებას მნიშვნელოვნად გარდაქმნის. თუმცა, ეს არც კატასტროფად უნდა აღვიქვათ და არც ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებას ვეცადოთ - წინა შემთხვევების მსგავსად, სამუშაო ადგილების გაქრობა არ მოჰყვება. პირიქით: ასე კომპანიები დანახარჯებს ამცირებენ. მათ შორის კონკურენცია მომხმარებელს თანხის დაზოგვის საშუალებას აძლევს. დაზოგილი თანხა კი სხვა მომსახურებაზე აჩენს მოთხოვნას. ხელოვნური ბარიერები, როგორც წესი, მოიხსნება - წარმოუდგენელია, ვთქვათ, ელექტრონული ვაჭრობის შეჩერება. ამრიგად, შესაძლოა, მომავალში ნაკლები მბეჭდავი, რენტგენოლოგი, ადვოკატი და ა.შ. იყოს საჭირო, მაგრამ ბაზარი, როგორც წინა შემთხვევებში, თავად მოახერხებს ამ გამოწვევის დაძლევას.
ზოგადად, დასაქმების პრობლემას ეკონომისტები სხვადასხვაგვარად ხედავენ. კეინსიანური ნარატივის მიმდევრები თვლიან, რომ დასაქმების პრობლემები სახელმწიფოს უნიათობის ბრალია, გამოსავალი კი შრომის ბაზარზე ჩარევაა - მდგომარეობას მონეტარული და ფისკალური სტიმულების გამოყენებით ეშველება. ამ აზრის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ბიზნესები რეგულაციის წნეხის ქვეშ არიან და გამოსავალი სახელმწიფოს განზე გადგომაა.
ცოტა ხნის წინ ერიკ ბრინჯოლფსონმა და ანდრეუ მაკაფმა გამოაქვეყნეს e-წიგნი „შეჯიბრი მანქანასთან“, რომელიც ვითარების სხვა კუთხეს აღწერს. ავტორთა აზრით, დასავლეთში, კერძოდ კი აშშ-ში, პრობლემის საფუძველია არა დიდი რეცესია ან სტაგნაცია, არამედ ის, რომ საზოგადოება დიდი რეკონსტრუქციის ადრეულ, მტკივნეულ პერიოდში იმყოფება.
ავტორების აზრით, რეცესიის დროს დაკარგული სამუშაო ადგილები, დიდი ალბათობით, აღარც დაბრუნდება. მანქანების უნარები კი მხოლოდ გაუმჯობესდება. მიუხედავად ამისა, თავს „ციფრულ ოპტიმისტებს“ უწოდებენ: ინფორმაციული ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ჩვენი ცხოვრების ხარისხს - ადამიანებსა და ეკონომიკებს უფრო პროდუქტიულად და ეფექტურად აქცევენ. ტექნოლოგიები ხელს უწყობს თანამშრომლობასა და კრეატიულობას - მათი დახმარებით უკეთეს გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ხოლო ორგანიზაციები ნაკლები ადამიანური რესურსით მეტი სამუშაოს ასრულებენ.
თანაც, კომპიუტერები, რაც უნდა იყოს, ზუსტი „გონების“ მქონენი არიან. ისინი შესანიშნავად ასრულებენ კონკრეტულ ამოცანას, მაგრამ ნაკლებად გამოდგებიან, როცა საქმე ინტუიციასა და შემოქმედებითობაზე მიდგება. ავტორები ასკვნიან, რომ „მედიცინაში, სამართალში, ფინანსებში, გაყიდვებში, წარმოებასა და მეცნიერულ აღმოჩენებშიც კი, ამ შეჯიბრის მოგების გასაღებია არა მანქანების წინააღმდეგ კონკურენცია, არამედ კონკურენცია მანქანებთან ერთად“.
ამის საუკეთესო მაგალითია Amazon-ი და Ebay. ისინი ასიათასობით ადამიანს თანხის ინდივიდუალურად გამომუშავების საშუალებას აძლევენ, გამომცემლობისა თუ სხვა ორგანიზაციების გვერდის ავლით.
ასეა თუ ისე, პროცესები უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს. უმუშევრობის მაღალი დონე აქტუალური პრობლემაა. მაგალითად, აშშ-ში 2007 წელს დაწყებული რეცესია, ოფიციალურად, 2009 წელს დასრულდა. თუმცა, უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ 9%25-ზე მაღალი რჩება. საშუალო ფენის სამუშაო ადგილების რაოდენობა კი იკლებს.
უმუშევრობა საქართველოშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლისთვის უმუშევრობის მაჩვენებელი 16,3%25-ს აღწევდა. NDI-ს უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოსაზოგადოების 65%25 ქვეყნის მთავარ გამოწვევად სწორედ სამუშაო ადგილების გაზრდას ასახელებს. შესაბამისად, პოლიტიკოსთა რიტორიკაშიც ეს საკითხი ფიგურირებს. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას უმუშევრობის შესამცირებლად დაუსაქმებელთა ცენტრის შექმნისკენაც მოუწოდებს. ცენტრის, სადაც უმუშევარი ადამიანები დარეგისტრირდებიან და სახელმწიფო გაარკვევს, რომელ პროფესიებს სჭირდებათ ხელშეწყობა დასაქმების ბაზარზე. ეს მაშინ, როცა მსგავსი ორგანო - დასაქმების სახელმწიფო სააგენტო - რამდენიმე წლის წინ გაუქმდა. სხვა მსგავსი ორგანოების მსგავსად, ეს უკანასკნელიც უფუნქციო იყო და მხოლოდ სახელმწიფო ბიუროკრატიას ზრდიდა. ის, ქმედითობის შემთხვევაშიც, დასაქმების ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს გააჩენდა.
საქართველოში უმუშევრობის შედარებით მაღალ მაჩვენებელს სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. თუ ჩვენს თემას დავუბრუნდებით, შესაძლოა, მასობრივი დასაქმების შემქმნელი საწარმოების არარსებობა, ნაწილობრივ, ტექნოლოგიური განვითარებით და მუშახელზე დაბალი მოთხოვნით ავხსნათ. გამომდინარე იქიდან, რომ საინფორმაციო-ტექნოლოგიური სფერო საქართველოში ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი არც მომავალში იარსებებს.
გამოსავალი, ჩვენს შემთხვევაში, სამუშაო ადგილების მოზიდვაა. იმავე მეთოდით, რითაც ინვესტიციებს ვიზიდავთ - უცხოელი ინვესტორებისთვის მაღალგანვითარებული სახელმწიფოები ინვესტირებისთვის მიმზიდველი არ არის, რადგან იქ ბევრი რეგულაცია და მაღალი გადასახადებია. შესაბამისად, ინვესტიციები იქ მიედინება, სადაც ნაკნაკლები რეგულაცია და გადასახადები აქვთ.
საქართველო, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ბიზნესის აუთსორსინგის თვალსაზრისით, ვერასოდეს გახდება ისეთი ქვეყნების კონკურენტი, როგორიც, მაგალითად, ინდოეთი ან ჩინეთია. უმუშევრობის დონის შესამცირებლად, სახელმწიფომ ერთადერთი რამ უნდა გააკეთოს. ეს არც დასაქმების ცენტრების შექმნაა, არც უმუშევრობის დაზღვევაზე ან შრომის კოდექსის გართულებაზე ფიქრი. მთავრობამ თავისუფალ კონკურენციას ხელი არ უნდა შეუშალოს. ისეთი მოქმედებები, როგორიცაა, მაგალითად, განათლების სამინისტროს მიერ მუსიკოსის, მუშის, მასაჟისტის და სხვა მრავალი პროფესიული სტანდარტის დაწესება, ამას მხოლოდ აფერხებს. პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიულ მიზნად, ოფიციალურად, ბიუროკრატები შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული ახალი პროფესიული განათლების სისტემის შექმნას ასახელებენ. თუმცა, ცხადია, რომ მსგავსი მოქმედებები, შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას, მხოლოდ ბარიერებს უქმნის.
უკანასკნელმა ორმა საუკუნემ აჩვენა, რომ შრომის პროდუქტიულობის ზრდას სამუშაო ადგილებისგან სრულიად დაცლილ მსოფლიომდე არ მივუყვანივართ. ლუდიტური შიში არ გამართლდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს თითოეული ჩვენგანი სამუშაო ადგილის, ან მისი პერსპექტივის გარეშე იქნებოდა. რობოტებმა, შესაძლოა, ცხოვრება გაამარტივეს, მაგრამ, როგორც ასეთი, ადამიანი არ ჩაუნაცვლებიათ. პირიქით - ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები კიდევ უფრო ღირებული ხდება. სავარაუდოდ, მომავალში კრეატიულობა კიდევ მეტად დაფასდება. ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავზე მუშაობა შეუძლიათ და შემეცნების უნარიც აქვთ, ამ უპირატესობას მეტად გააღრმავებენ. დღეს კომპანიები ასეთ ადამიანებზე „ნადირობენ“ - ამ პროცესს „ტალანტების ომსაც“ უწოდებენ. ხოლო წარმოსახვის და შესწავლის, ადაპტაციის, იმპროვიზების უნარების, გრძნობებისა და ინტუიციის, სპონტანურად მოქმედების შეცვლა მანქანას გაუჭირდება.
![]() |
9 ხელთათმანებში დაწყებული ვარსკვლავური გზა |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
დავით კოვზირიძე
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
წლების წინ ერთი უცნაური სპორტული ჭორი დაირხა - პროფესიონალებს (ასე ვეძახდით NBA-ს კალათბურთელებს) ჩვეულებრივად თამაში მობეზრდათ და ექსპერიმენტს მიმართეს: დარბაზში შუქს აქრობენ, ფოსფორიან ხელთათმანებს იცვამენ, ბურთსაც ფოსფორს უსვამენ და ისე თამაშობენო.
გაგიკვირდებათ და დაახლოებით იმ პერიოდში დაახლოებით იგივე ხდებოდა საქართველოში. ოღონდ მართლა ხდებოდა - ჩაბნელებულ, ფანჯრებჩამტვრეულ, გაყინულ დარბაზში მომავალი კალათბურთელები ხელთათმანებში ვარჯიშობდნენ, თითები რომ არ მოყინვოდათ.
თითქოს წარმოუდგენელია მსგავს პირობებში წარმატებაზე ფიქრიც კი, მაგრამ გავიდა წლები და იმ ხელთათმანიანი ბიჭებიდან, ორი მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენი გახდა. ერთს ვიქტორ სანიკიძე ჰქვია და მეორეს... მამუკა გორგოძე. ისინი ერთად ვარჯიშობდნენ, გუნდელები იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ერთი კალათბურთში დარჩა და მეორე რაგბის გაყვა.
2011 წელს სანიკიძემ ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე იფრინა და ნაკრებიც საუკეთესო თორმეტ გუნდს შორის აღმოჩნდა. გორგოძემ ახალ ზელანდიაში გაიბრწყინა მსოფლიო ჩემპიონატზე და სხვადასხვა გამოკითხვებში თავის პოზიციაზე საუკეთესო იყო. მთელი საქართველო თითქმის მთელი წელი ამ ორი შესანიშნავი სპორტსმენით და მათი თანაგუნდელებით ამაყობდა.
მსგავსი საამაყო ამბები კი საქართველოში იშვიათად ხდება და ამიტომაც ეს მართლა მაგარი ბიჭები ტაბულამ წლის ადამიანებად აღიარა...
ვიქტორ სანიკიძე
დაბადების თარიღი და ადგილი:
1986 წლის 1 აპრილი, თბილისი
წონა, სიმაღლე:
93 კგ. 203 სმ.
მეტსახელი:
სანი
ამპლუა:
ფორვარდი
კლუბები:
დიჟონი, ესტუდიანტესი, ტარტუ როკი, თბილისის დინამო, ბოლონიის ვირტუსი
ტიტულები:
20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის (B დივიზიონი) MVP, საფრანგეთის თასი, იტალიის თასის ფინალისტი, ესტონეთში და საქართველოში სლემ დანქის კონკურსის გამარჯვებული, საქართველოს ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP
ფავორიტი სპორტსმენი:
მაიკლ ჯორდანი, დირკ ნოვიცკი
ბავშვობის კერპი:
მაიკლ ჯორდანი
საუკეთესო სპორტსმენი, ვისაც მოედანზე შეხვედრიხართ:
ტონი პარკერი
საყვარელი ქალაქი:
ნიუ იორკი
საყვარელი დასასვენებელი ადგილი:
ნიუ იორკი
მუსიკოსი:
მაიკლ ჯექსონი
მწერალი:
გალაკტიონ ტაბიძე
ნაწარმოები:
„დათა თუთაშხია“
ფილმი:
„ცისფერი მთები“
მანქანა:
რეინჯ როვერი
კერძი, სასმელი:
ხინკალი, ფორთოხლის წვენი
ჰობი:
სონი ფლეისთეიშენზე თამაში
ყველაზე ბედნიერი დღე:
ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო 12 გუნდში მოხვედრა
ყველაზე მძიმე დღე:
ცოტა ხნის წინ ბაბუა გარდამეცვალა და ძალიან განვიცადე
რას გადასცემთ გულშემატკივრებს:
დიდი მადლობა! თქვენი მხარდაჭერის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია!
ვიკა, კალათბურთი, ბოლონია
ბოლონია - ქალაქი, რომელშიც მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტი დგას. ქალაქი, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური კერძი, ბოლონეზე დაიბადა. ქალაქი, სადაც ერთი ლამაზი შენობა დაუგეგმავად შეგახვევინებს პატარა ქუჩაზე და არქიტექტურული შედევრების სამყაროში სასიამოვნოდ გკარგავს. ქალაქი, სადაც შუქნიშანზე ყვითელი კაცუნაც ინთება, თან ყველაზე დიდხანს. ქალაქი, სადაც რობერტო ბაჯო ფეხბურთს თამაშობდა და კალათბურთი მაინც უფრო პოპულარულია. ქალაქი, სადაც ვიქტორ სანიკიძე ცხოვრობს და თამაშობს.
ვიკას ბოლონიის ყველაზე დიდ, ლამაზად გამწვანებულ პარკში შევხვდით კალათბურთის მოედანზე. სანამ ქართველი ვარსკვლავი მოვიდოდა, იქ მყოფ იაპონელ ბიჭებს შევთავაზეთ თამაში. თავიდან დაგვთანხმდნენ, მაგრამ როცა ვიკა დაინახეს, ძალიან ბევრი იცინეს...
ვიქტორ სანიკიძე: „ჩემი მშობლები კალათბურთს თამაშობდნენ, მამა პროფესიონალურ დონეზე, თუმცა ოჯახში არასდროს ყოფილა ლაპარაკი იმაზე, რომ მე ან ჩემს უფროს ძმას ამ სპორტზე უნდა გვევლო. თან პატარაობაში მაღალიც არ ვყოფილვარ. ერთ დღესაც ჩემი ძმის ფიზკულტურის მასწავლებელს უთქვამს მამასთვის, მეგობარი მყავს კალათბურთის მწვრთნელი და იქნებ შენი უფროსი ბიჭი ვაჩვენოთ, სწრაფად აიყარა ტანიო. წავიდნენ. ამ დროს სახლში მივედი და რომ გავიგე, ჩემები ვარჯიშზე იყვნენ, საშინელი ამბავი ავტეხე, მეც წამიყვანეთ-მეთქი. მანამდე კალათბურთის ბურთი ხელშიც არ მჭერია, ეზოში სულ ფეხბურთს ვთამაშობდით“.
ასე უცნაურად და დაუგეგმავად დაიწყო ვიკას კარიერა. თავიდან გასართობად დადიოდა, უფროსების ვარჯიშის ყურება მოსწონდა, დროთა განმავლობაში კი მწვრთნელებმა მასში ტალანტი შეამჩნიეს და ზურა სამხარაძეს გადააბარეს:
„ზურამ უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში. მაშინ ბავშვები სპორტზე ხშირად იმიტომ დაჰყავდათ, რომ ქუჩაში არ ყოფილიყვნენ და ენერგია სწორად დაეხარჯათ. თუმცა ზურა სხვანაირი მწვრთნელი იყო, მასთან გასართობად ვერ ივლიდი, ბოლომდე გწურავდა. მე ეს მომწონდა, სკოლაში ბოლო გაკვეთილიდან ხშირად ვიპარებოდი, რომ დიდხანს მევარჯიშა. რთული დრო იყო, გაყინულ დარბაზებში ვთამაშობდით ხელთათმანებში, ძლივს ვხურდებოდით. სხვათა შორის, მამუკა გორგოძეც ჩემთან ვარჯიშობდა, გუნდელები ვიყავით, მერე გადავიდა რაგბიზე“.
სიმაღლეში მალე მოიმატა, თავისი გუნდის ლიდერიც გახდა და საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებშიც აღმოჩნდა. ამ გუნდმა მოსკოვში გამართულ იუნიორთა ოლიმპიადაზე ძალიან კარგად ითამაშა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და სანიკიძისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავიც სწორედ მაშინ მოხდა:
„ბოლო თამაშის შემდეგ ჩემთან ერთ-ერთი მწვრთნელი მოვიდა და სამ ქართველს ნიუ იორკის Globe Tech Junior College-ში გადასვლა შემოგვთავაზა. ვინაიდან ერთი ჩვენგანი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, ამერიკაში მხოლოდ მე და დათო საყვარელიძე წავედით. წარმოიდგინე, ორი 16 წლის ლაწირაკი მარტოები ნიუ იორკში! მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მეგობართან ერთად ვიყავი, თავიდან ძალიან გამიჭირდა სახლიდან ასე შორს. თან ის პირობები არ დაგვხვდა, რასაც დაგვპირდნენ, ოთხას დოლარს გვაძლევდნენ და ამ ფულით უნდა გვეჭამა, ჩაგვეცვა, გვემოძრავა. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე და უზარმაზარი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება მივიღე“.
წესით, ოთხი წლით უნდა დარჩენილიყო კოლეჯში, თუმცა გავიდა ერთი წელიწადი, თბილისში დაბრუნდა და ფიქრობს, რომ სწორადაც მოიქცა. მოხვდა 18 წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც ასევე კარგი შედეგები აჩვენა. პირადი აგენტიც აიყვანა და მალე მისგან შეიტყო საფრანგეთის დიჟონის დაინტერესების შესახებ. სანიკიძე საფრანგეთში წავიდა 2+1 კონტრაქტით.
„თავიდან დიდებში იშვიათად მათამაშებდნენ, დუბლებში ვიყავი და პირველივე სეზონში საფრანგეთის საუკეთესო დუბლ-მოთამაშედ დამასახელეს. აპრილში აგენტმა დამირეკა, NBA-ს დრაფტზე ხარო, თურმე კოლეჯიდან ევროპაში რომ ბრუნდები და იქ აგრძელებ კარიერას, ავტომატურად დგები დრაფტზე. ჩემით სან ანტონიო სპურზი იყო დაინტერესებული და საბოლოოდ სწორედ ამ კლუბმა შეისყიდა ჩემზე უფლებები, ოღონდ მანამდე ატლანტა ჰოუქსმა ამიყვანა და მერე ერთმანეთში მოილაპარაკეს. ზაფხულში შეკრებაზე წავედი სან ანტონიოში, სუპერვარსკვლავებთან ერთად ვვარჯიშობდი და ბედნიერი ვიყავი. წამოსვლის წინ იქაურმა ექიმებმა შემამოწმეს, პატარა პრობლემები აღმომაჩნდა მუხლზე, ამიტომ ზამთრამდე დასვენება მირჩიეს, შემიდგინეს ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამა და საფრანგეთში გამატანეს ფიზმომზადების მწვრთნელთან. იმას არც შეუხედია ფურცლებისთვის, ჩვენ ჩვენი პროგრამა გვაქვსო და სრული დატვირთვებით დავიწყე თამაში. ევროპაში ძირითადად ასეა, ნაკლებად გიფრთხილდებიან, ყველაფერს იღებენ შენგან. შედეგად, ყოველდღე ვსვამდი ვოლტარენს, ყოველდღე! მთელი სეზონი ასე გავატარე და ტრავმაც გამირთულდა“.
სანიკიძე სან ანტონიოში დაბრუნდა, სადაც უთხრეს, რომ სასწრაფო ოპერაციაა გასაკეთებელი. აღდგენამ შვიდი თვე წაიღო. თავად ამბობს, რომ მაშინ არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემა არ ჰქონია, „წამითაც არ მიფიქრია, რომ შეიძლება კალათბურთი ვეღარ ვითამაშო“. რეაბილიტაციამ კარგად ჩაიარა, სანიკიძემ ერთხელაც გაიბრწყინა ნაკრებში, ამჯერად ოცწლამდელებში, სადაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის MVP გახდა. სან ანტონიოში ვიკას შესთავაზეს ესპანეთში გადასულიყო, იქ აემაღლებინა კლასი და ამის შემდეგ NBA-ს კარიც გაიღებოდა, თუმცა:
„ესტუდიანტესში ეტყობა არასდროს ჰქონიათ საქმე კალათბურთელთან, ვისაც ვიზა სჭირდებოდა. წინასწარი კონტრაქტი გავაფორმეთ და ესპანეთში წასასვლელად მოვემზადე. ვიზა აქ არ კეთდებოდა, მოსკოვში უნდა ჩავსულიყავი. რუსეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა საბუთები უკვე შეტანილი მქონდა, ტელევიზორს ვრთავ და აცხადებენ, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემას წყვეტს. გავვარდი საელჩოში, მითხრეს, უკვე შეტანილ პასპორტებში შეიძლება ჩაარტყანო. ჩამირტყეს. დავმშვიდდი. თუმცა მეორე დღეს გამოაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაც შეწყდა. კინაღამ გავგიჟდი. ესპანეთში დავრეკე, ვერაფრით გაიგეს, რა ხდებოდა. დრო გადიოდა. გადავწყვიტე ესპანეთის ვიზა თურქეთში ამეღო, რამაც კიდევ ერთი კვირა წაიღო და საბოლოოდ ახალ კლუბში ჩასვლა ძალიან დავაგვიანე. მწვრთნელმაც თითზე დაიხვია ეს ამბავი და სათადარიგოებში დამსვა, ჯერ გარემოს მიეჩვიეო. ეს გარემოს მიჩვევა იმდენ ხანს გაგრძელდა, გადავწყვიტე სხვა, უფრო სუსტ გუნდში წავსულიყავი პრაქტიკის მისაღებად. შევარჩიე გერმანული კლუბი, ჩავედი, გამსინჯეს და მითხრეს, რომ მუხლი საოპერაციო არა, მაგრამ დასასვენებელი და მისახედია. ასე დავბრუნდი თბილისის დინამოში, ცოტა დავისვენე, ვიმკურნალე და ნელ-ნელა ფორმაც აღვიდგინე. მაშინ აქ დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი და დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა. ერთი სეზონის შემდეგ უკვე ბოლონიაში ჩამოვედი და ვირტუსთან გავაფორმე კონტრაქტი, რომელიც გაისად მიმთავრდება. ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ სხვაგან წავალ. უკვე დამიკავშირდა ბეშიქთაში, მაგრამ გუნდები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ“.
საქართველოს ეროვნულ გუნდზე სალაპარაკოდ პარკიდან ვირტუსის კალათბურთელების საყვარელ რესტორანში გადავინაცვლეთ, სადაც ვიკას ორი მაისური კიდია - კლუბის და ნაკრების. „თამაშების მერე ყოველთვის აქ ვიკრიბებით, ხანდახან ცოტა ღვინოსაც ვწრუპავთ. მეპატრონე ჩვენი მეგობარი და დიდი გულშემატკივარია“. მალე მეპატრონეც მოვიდა, ვიკას ჩაეხუტა, მოიკითხა და ცალკე გვითხრა, რა მაგარი ბიჭი გყავთ, თქვენ კიდევ არ იცითო.
„ჩემი აზრით, იგორ კოკოშკოვი აუცილებლად უნდა დარჩეს ნაკრებში. კი, მასზე მაღალი დონის მწვრთნელებიც არსებობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან უკეთესად იმუშავებენ. კოკოშკოვი უკვე კარგად გვიცნობს, ჩვენი რთული მენტალიტეტიც გაიგო, ყველას შესაძლებლობები იცის და, შესაბამისად, ამ ნიუანსებზე დროს აღარ დაკარგავს. წინ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, ევროპის ჩემპიონატმა დაგვანახა, რა არის ნაკრების მინუსი და პლუსი. ბოლო წლებში არნახული პროგრესი გვქონდა, ქვედა დივიზიონებიდან თორმეტ საუკეთესოში აღმოვჩნდით და გიჟი უნდა იყო, ეს წარმატება არ დაინახო. მაგრამ უკვე სხვა სიტუაციაში ვართ, უკვე მეტი მოგვეთხოვება და ყველაზე რთული სწორედ ახლაა პროგრესის მიღწევა. არ შევჩერდები კომპონენტებზე, რომლებიც დასახვეწი გვაქვს, ეს მწვრთნელის საქმეა, თუმცა აუცილებლად უნდა მოვუმატოთ სისწრაფეს. რაც უმნიშვნელოვანესია, მივიღეთ მთავარი - გამოცდილება. ხომ გახსოვთ, რამხელა მითქმა-მოთქმა იყო მაკედონიასთან თამაშის შემდეგ. მაშინ გამოუცდელობამ დაგვღუპა და ახლა მსგავსი შეცდომები აღარ მოგვივა. კარგი იქნებოდა, დამატებული ლეგიონერიც უფრო ასაკოვანი, გამოცდილი გვყოლოდა, მაგალითად, როგორც გრინი იყო. სამწუხაროა, რომ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გაგვიხდა. მარკიზ ჰეინსი ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ პატარაა დიდი ტურნირებისთვის, თან კოლეჯის კალათბურთს თამაშობს, ჯერ ვერ მიეჩვია ევროპულ სტილს“.
ვიკას თქმით, ქართველი კალათბურთელებისთვის სულაც არ ყოფილა სასწაული ის, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ და ეს წარმატება გუნდის მოტივაციას, ამბიციებს არ ანელებს, პირიქით, ახლა მიზანი უკვე რვა საუკეთესოს შორის მოხვედრაა:
„სანამ ლიტვაში ტურნირი დაიწყებოდა, სულ ვმარჩიელობდით, როგორი ჯგუფი იქნებოდა ჩვენთვის საუკეთესო. საბოლოოდ სია შევადგინეთ და ზუსტად ეს გუნდები გვერგო მეტოქეებად! შესაბამისად, გარკვეულწილად მზადაც ვიყავით მეორე ეტაპზე გასასვლელად. მალე მორიგი წილისყრა იქნება და ვნახოთ, ვინ შეგვხვდებიან. სასიამოვნოა, რომ პირველ კალათაში ვართ განთესილები სხვა გრანდებთან ერთად, ანუ ეს პრესტიჟიცაა და მოწინააღმდეგეებიც უფრო სუსტი გვეყოლება. აქ სულ დავცინი იტალიელებს, ჩვენ პირველ კალათაში ვართ და თქვენ მეორეში-მეთქი. თან შინ და სტუმრად მოგვიწევს თამაში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებული პლუსია გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებია, თუ არ ჩავთვლით ბელგიასთან ჩავარდნას, თბილისში საერთოდ აღარ ვაგებთ. ჩვენი გულშემატკივრები განსაკუთრებულები არიან - რამდენჯერმე მითხრეს სხვადასხვა ნაკრებში მყოფმა მეგობრებმა, ეს რა ვნახეთ, თქვენთან ჩამოსვლა უკვე გვეშინიაო. მართლებიც არიან, ასეთი ქომაგობა ძალიან იშვიათია“.
რასაკვირველია, ქართული კალათბურთის მომავალზეც ვილაპარაკეთ. ჯერჯერობით ახალი თაობიდან მხოლოდ ერთი მოთამაშეა გამორჩეული - თორნიკე შენგელია, რაც ძალიან ცოტაა:
„ქართველებს რომ კალათბურთის ნიჭი გვაქვს, ამას ჩვენი ძველი და ახალი მიღწევები ადასტურებს. თუმცა ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა - ჯერ შედეგი გვინდა და მერე პირობების შექმნაზე ვიწყებთ ფიქრს. ასე არ გამოვა, მით უმეტეს დღეს, როცა წამყვან საკალათბურთო ქვეყნებში უზარმაზარი ფული ტრიალებს, ვითარდება ინფრასტრუქტურა, იხვეწება მეთოდიკა. ჩვენთან კი, ელემენტარულად, მოედნები არ არსებობს. შეხედეთ თურქეთს. იქ არნახული პროგრესია იმიტომ, რომ ფული იდება, სპორტული ბიზნესი კეთდება, მაღალი დონის მწვრთნელები და კალათბურთელები ჩაჰყავთ და კონკურენციაა. გიო ცინცაძე ადრე რუსეთში თამაშობდა და გუნდელებს, მაგალითად, ვიტალი ფრიძონს სახლში წასასვლელ ფულს აძლევდა, ბოტასებს ჩუქნიდა. დღეს ფრიძონი და სხვები ვარსკვლავები არიან და მილიონიანი კონტრაქტები აქვთ. ეს სწორად მუშაობის შედეგია და თუ ამ ამბავს არ მიეხედა, რასაც მივაღწიეთ, ისიც დაიკარგება. მიხარია, რომ კარგი გუნდი გაკეთდა, არმია, სადაც მაგარი ლეგიონერები არიან და, შესაბამისად, დონე მატულობს. დღეს პატარა ბიჭები უკვე ოცნებობენ იქ მოხვედრაზე და რაც მეტი ასეთი გუნდი იქნება, მით უფრო შორს წავალთ. აუცილებელია მწვრთნელების თანამედროვე მეთოდებით მომზადებაც. ანბანი ყველამ იცის, მაგრამ მთავარი მერე იწყება და უცოდინარი ადამიანის ხელში ჩვენი ნიჭი, უბრალოდ, გაქრება. და თავად დამწყებმა კალათბურთელებმაც უნდა მოინდომონ, სხვების იმედად არ უნდა იყვნენ. მინდა თითოეულ მათგანს ვთხოვო და ვურჩიო, რომ თავდაუზოგავად იშრომონ, არ იჩქარონ, ყველა ნაბიჯი მოზომონ და გააანალიზონ. ჩვენთან ერთი 19 წლის ბიჭი იყო, რომელსაც ძირითადში არ აყენებდნენ. ადგა და სხვაგან გადავიდა ნაკლებ ანაზღაურებაზე, ოღონდ ხშირად ეთამაშა. ასე ვითარდება სპორტსმენში პროფესიონალიზმი“.
საუბრის ბოლოს ვიკას ვთხოვეთ მამუკა გორგოძისთვის მიელოცა წლის ადამიანად აღიარება: „როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ერთად ვთამაშობდით და ვძმაკაცობდით. დღესდღეობით იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს, უფრო ტელეფონით ვურთიერთობთ, თუმცა მამუკა ძველებურად მიყვარს და ვამაყობ, რომ ეგეთი მაგარი დადგა. მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო!“.
ამის შემდეგ ვიკა საღამოს ვარჯიშზე წავიდა, ჩვენ კი მატარებლით მონპელიეში გავემგზავრეთ. სწორედ იმ მატარებელში შევიტყვე ახალი და ძალიან სასიამოვნო ამბავი - პოპულარულმა ფრანგულმა ჟურნალმა - Midi Olympique მამუკა გორგოძე საფრანგეთის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელა და სარაგბო ოსკარი გადასცა.
მამუკა გორგოძე
დაბადების თარიღი და ადგილი: 1984 წლის 14 ივლისი, თბილისი
წონა, სიმაღლე: 118 კგ. 195 სმ.
მეტსახელი: გულივერა
ამპლუა:მეორე, მესამე ხაზი
კლუბები: ლელო, მონპელიე
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი, საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალისტი, საქართველოს ორგზის საუკეთესო მორაგბე, საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი ჟურნალების - L'Equipe და Midi Olympique - ვერსიით
ფავორიტი სპორტსმენი: მაიკ ტაისონი, მაიკლ ჯორდანი
ბავშვობის კერპი: არ მყავს
საუკეთესო სპორტსმენი, ვისაც მოედანზე შეხვედრიხართ: განსაკუთრებულად არავინ გამომირჩევია
საყვარელი ქალაქი: თბილისი
საყვარელი დასასვენებელი ადგილი: კანი, ნიცა
მუსიკოსი: მაიკლ ჯექსონი
მწერალი: ჭაბუა ამირეჯიბი
ნაწარმოები: „დათა თუთაშხია“
ფილმი: „22 ტყვია“, „თეთრი ბაირაღები“, „დათა თუთაშხია“
მანქანა: როლს როის ფანტომი
კერძი, სასმელი: ელარჯი, მწვადი, წითელი ღვინო
ჰობი: ნადირობა, თევზაობა
ყველაზე ბედნიერი დღე: ჩემი შვილების დაბადება
ყველაზე მძიმე დღე: რუსეთთან ომი რომ დაიწყო და საფრანგეთში ვიყავი უმოქმედოდ
რას გადასცემთ გულშემატკივრებს: დიდი მადლობა იმ სითბოსთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობ. ამის გარეშე ჩვენ არაფერი გამოგვივიდოდა. ყველანი ძალიან მიყვარხართ!
მონპელიეს მორიდებული გმირი
სამხრეთ საფრანგეთი, პლუს ოცი გრადუსი ნოემბრის ბოლოს, პალმები, რომაული და ფრანგული არქიტექტურის იდეალური ნაზავი, სუნამოს და ყავის სუნი ქუჩებში, ფრანგულად დახვეწილი თხელი გოგოები, ქუჩა, სადაც ფრანსუა რაბლე ცხოვრობდა, ადგილი, სადაც ალენ დელონის და ჟან გაბენის ფილმის „ორნი ქალაქში“ დიდი ნაწილია გადაღებული, ქალაქი, რომლის ბინებიც ძალიან ჰგავს მთაწმინდა-სოლოლაკის ბინებს და ქალაქი, სადაც ყველაზე მეტად რაგბი უყვართ. და მორაგბეებიდან - მამუკა გორგოძე.
სწორედ იმ დღეს, როცა მონპელიეში ჩავედით, სტად ივ დუ მანოაზე, რომელიც საგანგებოდ განახლდა მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონატისთვის, დიდი რაგბი იყო - მონპელიე ერთ-ერთ ლიდერ კლერმონს მასპინძლობდა. ერთი ტრიბუნის პირველი იარუსი მთლიანად ვიპ-ლოჟა იყო უზარმაზარი დარბაზით, სადაც მატჩის დაწყებამდე უამრავი ხალხი ირეოდა: ვეტერანი მორაგბეები, ვარსკვლავები, მათი ცოლები, შვილები, რომლებიც იქვე რაგბის თამაშობდნენ პატარა ბურთით. იქ უფასოდაა კანაპეები, ლუდი, რამდენიმენაირი ღვინო, შამპანური. შესვენებაზე მხოლოდ სასმელი რჩება, ხოლო თამაშის შემდეგ დესერტი, ყავა, დიდ ტელევიზორებში გასახდელის კადრები და მატჩის მიმოხილვა, ეკრანზეც და დარბაზშიც. ეს მთელი რიტუალია.
ულამაზეს სტადიონზე მთელი ორი საათის განმავლობაში ზეიმი იყო - ლურჯი (მონპელიე) და ყვითელი (კლერმონი) ფერები, დროშების ფრიალი, გაუჩერებელი ორკესტრი, დოლები, საყვირები, მცხუნვარე მზე, ემოციები, არავითარი აგრესია. ერთ მხარეს გორგოძე და გიორგი ჟღენტი, მეორე მხარეს დათო ზირაქაშვილი და, ჯამში, ზღაპრული რაგბი! პირველად იქ ვიგრძენი, რამხელა წონა აქვს გუნდში, რომელშიც მეშვიდე წელია თამაშობს, მამუკა გორგოძეს. ის სულ ლაპარაკობს მოედანზე, გუნდელებს რჩევებს აძლევს, მას უსმენენ, სადაც გუნდს უჭირს, იქ ჩნდება, ანუ ნამდვილი ლიდერია. ეს ჩემ გვერდით მჯდომმა გულშემატკივარმაც მითხრა, რომელიც ძალიან ჰგავდა ფილიპ ნუარეს - მამუკა უკვე ჩვენი ლეგენდააო.
მონპელიემ უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო. ზეიმი გასახდელებთან გაგრძელდა, მორაგბეები ჯერ გულშემატკივრებთან გამოვიდნენ ავტოგრაფების დასარიგებლად და ფოტოების გადასაღებად (გორგოძესთან ერთად კლერმონის ქომაგებიც სიხარულით იღებდნენ ფოტოებს), შემდეგ კი ტრადიციულ „მესამე ტაიმზე“ ავიდნენ.
ოჯახთან ერთად: ნიკოლოზი, მამუკა, ციცი და ლიზი
მამუკას მეორე დღეს შევხვდით ინტერვიუსთვის. ჯერ სახლში გვიმასპინძლა, სადაც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს და რომელიც ზუსტად სტადიონის მეორე მხარესაა, დაახლოებით ას მეტრში. შემდეგ კი ივ დუ მანოაზეც გადავინაცვლეთ, სადაც ფრანგული საკლუბო რაგბის ვარსკვლავმა ექსკურსია ჩაგვიტარა. სადაც ვიყავით, ყველგან დიდი სითბოთი ხვდებოდნენ, უცნობები ხელს იშვერდნენ, მის სახელს იძახდნენ ხმამაღლა. თავად არ მოსწონს ზედმეტი ყურადღება, არ მიაჩნია, რომ ვარსკვლავია, „უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ“. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სხეული დაჟეჟილი ჰქონდა, ფოტოსესიისას ყველაფერს ხალისით, სიცილით და ენთუზიაზმით ეკიდებოდა, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს, მაგრამ ამხელა გზაზე ჩემი გულისთვის ჩამოხვედით და რამდენ ხანსაც გინდათ, თქვენს განკარგულებაში ვიქნებიო. მორიდებული, მშვიდი ადამიანია, მაგრამ როგორც კი რაგბიზე იწყებს ლაპარაკს, თვალები ენთება:
მამუკა გორგოძე: „მთელი ღამე არ მძინებია, სულ დალეწილი ვარ. ყოველთვის ასეა, თამაშის შემდეგ ჩემი ძილი გამორიცხულია. საერთოდ, ჩემი პრინციპი ასეთია, რასაც ვაკეთებ, იმ საქმეში ბოლომდე ვიხარჯები. როდესაც მოედანზე ვარ, რაც არ უნდა მტკიოდეს, როგორც არ უნდა მიჭირდეს, გამორიცხულია, მოწინააღმდეგეს თავი არ შევაკლა. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ამას აქაც ხედავენ და აფასებენ. ამიტომაც არ მივდივარ არსად. მონპელიელების სიყვარულს მუდმივად ვგრძნობ და მიხარია, ამიტომ საპასუხოდ ყველაფერს ვტოვებ მინდორზე. თუ საჩხუბარია, ყოველთვის მე ვჩხუბობ და ესეც მოსწონთ აქ. ჩხუბი არ მიყვარს, მაგრამ როცა წაქცეული ხარ და სახეში წიხლს ჩაგარტყამენ, რასაკვირველია, ვერ მოითმენ. უკვე ყველამ იცის, რომ ხურდის დაბრუნება ვიცი. ერთხელ ერთი შემომელახა, ცოტა ხნის წინ ჩვენს გუნდში გადმოვიდა და არ მეკარებოდა“.
მთელი სტადიონი მოვიარეთ - გასახდელები, ფიზმომზადების დარბაზი, სარეაბილიტაციო ოთახი, სადიაგნოსტიკო ცენტრი. რასაკვირველია, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა და საფრანგეთში სხვანაირად ვერც იქნება:
„ხომ ხედავთ, რაც ხდება, როგორი პირობებიცაა. მარტო ეს სადიაგნოსტიკო აპარატი 250 ათასი ევრო ღირს. აქ რაგბი მხოლოდ სპორტის სახეობა არაა და ეს იმ წუთასვე ვიგრძენი, როგორც კი საფრანგეთში ჩამოვედი. სამი წლის დაწყებული მქონდა რაგბის თამაში, აქ რომ აღმოვჩნდი. მანამდე კალათბურთში ვვარჯიშობდი და ეგ სპორტი დღემდე ძალიან მიყვარს, თუმცა ჩემი მაინც რაგბი იყო ყოველთვის, ყოველთვის ვგრძნობდი ამას. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ქართულ რაგბიშიც კი ახალბედა ვიყავი და უცებ აქ აღმოვჩნდი. საფრანგეთში რაგბი იციან და უყვართ. აქ შეგხვდება 70 წლის ქალბატონი და თამაშს დეტალურად გაგირჩევს. აქ წარმოუდგენელი კონკურენციაა და ეს საუკეთესო პირობაა მორაგბის განსავითარებლად. თუმცა თავიდან, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, აქ მარტო ყოფნა, თან ოჯახის გარეშე, ძალიან გამიჭირდა“.
სატრენაჟორო დარბაზის ერთი კუთხე მოკრივეების ფოტოებითაა სავსე - მონპელიეს ფიზმომზადების მწვრთნელი ყოფილი მოკრივეა. მისი მეთოდი სისწრაფეზე, აფეთქებებზეა აწყობილი, რადგან თანამედროვე რაგბიში ტემპი უმნიშვნელოვანესი გახდა:
„ფიზიკურად იდეალურად მზად უნდა იყო, რომ საფრანგეთში მაღალ დონეზე ითამაშო. მე თავიდან მეორე ხაზში ვიყავი, ოთხ-ხუთ ნომერზე, მერე კარგა ხანს რვა ნომერს ვთამაშობდი, ანუ პოზიციაზე, სადაც ბურთი გაქვს და ჩანხარ. მერე ჩვენმა ახალმა მწვრთნელმა შვიდ ნომერზე გადამიყვანა, ცოტა გული დამწყდა, უკვე მიჩვეული ვიყავი რვას, თუმცა ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ გუნდებს შვიდ ნომერზე ყველაზე დიდები და გამგლეჯები ჰყავთ. ჩვენ დაცვაში მეტი სამუშაო გვაქვს, რადგან რვიანი უფრო დამზღვევია. თან ბურთიც გვაქვს, გარღვევებსაც აკეთებ და ჯახაობ კიდევაც. ახლა შვიდი ნომერი ჩემი საყვარელი პოზიციაა. თუმცა ყველაზე მეტი მოძრაობა გიწევს და ფიზიკური კონდიციები, წონა, მუდმივად უნდა აკონტროლო. მაკდონალდსში ან სადმე რომ შევდივართ, ჩემი ოჯახი გემრიელად მიირთმევს, მე კიდევ, მაქსიმუმ, უკალორიო სასმელი დავლიო. მუდმივად ფორმაში ყოფნა ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელი“.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბევრი ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ნაკრები, როგორ უნდა გადაინაცვლოს შემდეგ საფეხურზე, აქცენტი ისევ ძალაზე უნდა გააკეთოს თუ უფრო ხელით და ფეხით თამაშზე გადაერთოს. საინტერესოა ისიც, თუ ვინ იქნება მომდევნო მწვრთნელი:
„ჩემი აზრით, მწვრთნელი აუცილებლად ფრანგი უნდა იყოს. აქ ძალიან მაღალი კლასის რაგბის თამაშობენ და ბევრი მაგარი სპეციალისტია. რაც მთავარია, ნაკრების 90 პროცენტი საფრანგეთში ვთამაშობთ, რაც მწვრთნელს ძალიან გაუადვილებს ინფორმაციის მიღებას და მორაგბეთა განვითარების კონტროლს. კომუნიკაციის პრობლემაც არ იარსებებს. ეს უკვე ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება სტილს, მგონი რაღაც საშუალო უნდა იყოს. თუ შერკინება ვერ თამაშობს, ხაზი ვერაფერს იზამს. ჩვენ კარგი შერკინება გვყავს და როცა ამით უპირატესობას ვიღებთ, მერე აუცილებელია ხელით, ტექნიკური თამაშით დავასრულოთ შეტევა. კი, აქცენტი ძალისმიერზე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ხანდახან ზედმეტი მოგვდის, შუალედია საპოვნელი. 2007 წლის შემდეგ ნაკრები განვითარდა, თუ ადრე ზერელედ გვიყურებდნენ, ამ ჩემპიონატზე ყველა საგანგებოდ მოემზადა ჩვენთან შესახვედრად. შოტლანდიამ რუმინეთთან ხალხი დაასვენა. შოტლანდიელებს მაგარი გუნდი ჰყავთ და მათთან მოგების მოთხოვნა ჯერ ადრეა. ყველაფერი რეალურად უნდა შევაფასოთ. ჩემმა არგენტინელმა გუნდელებმაც მითხრეს, ვიცოდით, თქვენთან ომი გვექნებოდაო. ანუ ჩვენ უკვე ძალას წარმოვადგენთ. განვითარდნენ მოთამაშეებიც. პირადად მე ძალიან მოვუმატე 2007-ის მერე. სხვებიც ასე არიან და ამ პროგრესმა შედეგი უნდა მოიტანოს“.
სტად ივ დუ მანუას გარშემო კიდევ სამი მოედანია, აქედან ორი ხელოვნურსაფარიანი, უამინდობაში სავარჯიშოდ. ანუ საფრანგეთის ერთი პატარა ქალაქის ერთ უბანში ოთხი მოედანია:
„ჩვენ პირობები არ გვქონდა და გარკვეულ დონემდე მივედით. ბოლო წლებია ნელ-ნელა უკვე მოედნებიც კეთდება, რაგბი ძალიან პოპულარულია პატარებში, რომლებმაც აქედანვე უნდა იცოდნენ, რომ თუ თავს არ გადადებენ, ძალიან ბევრს არ ივარჯიშებენ და იშრომებენ, გამორიცხულია, წარმატებას მიაღწიონ. თავიდან ბავშვს ბევრი არაფერი უნდა, მიუშვი და ათამაშე, ნუ შეზღუდავ. ჩვენთან რომ იციან, მამები რომ დასდევენ და ასე ქენი, ისე ქენი, მერე მსაჯებსაც რომ აგინებენ. სირცხვილია. ბავშვმა თავისუფლება უნდა იგრძნოს.
რაგბის დღეს მეტი ყურადღება ექცევა და ეს აუცილებელიცაა, რადგან ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა მომატება, განვითარება ყველაზე რთულია. აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრი ქართველი თამაშობდეს ძლიერ კლუბში. ჩვენ კარგი ტესტები უნდა ვითამაშოთ, მაღალი კლასის მოწინააღმდეგეებთან, იაპონიასთან, კანადასთან, ამერიკასთან. ეს რთული საფეხური თუ არ გაიარე, სულ ზედა ეშელონში ვერ მოხვდები. ჯერ იქამდე ძალიან შორსაა, ეს კარგად უნდა გვესმოდეს. მინიმუმ ათი წელი და სწორი მიმართულებით მუშაობაა საჭირო, რომ დიდ გუნდებს მივუახლოვდეთ“.
მონპელიედან წასვლას ჯერ არ აპირებს და, სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთში დაასრულებს:
„მეშვიდე წელია აქ ვარ, შევეჩვიე, ჩემი მეორე სახლია. მონპელიელების სიყვარულს ძალიან ვაფასებ და სწორედ ამიტომ არ წავედი ტულონში, რის გამოც ახლა სასამართლოში მიწევს სირბილი. ვგრძნობ იმასაც, რომ კიდევ შემიძლია მომატება. საერთოდ, მორაგბისთვის მთავარი ხასიათია. თუ ხასიათი არ გაქვს, სულ რომ ორასი კილო იყო, ცარიელი კუნთები, მოედანზე ბევრს ვერაფერს გააკეთებ. იქ ასი კი არა, ათასი პროცენტით უნდა დაიხარჯო. იქ ჯერ ხასიათების ბრძოლაა და მერე რაგბი. შეიძლება მაინც გაჯობონ, ვინმე შენზე მაგარი იყოს, მაგრამ რაგბიში მთავარია ბოლომდე იბრძოლო...
ბოლოს, მინდა ვიკას მივულოცო ის, რომ წლის ადამიანი გახდა. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ, რადგან დიდ პატივს ვცემ, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანია და მინდა, რაც შეიძლება კარგად იყოს!“.
![]() |
10 VOTE 2012 |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ამერიკა
ავთო ქორიძე
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის ნოემბერში ჩატარდება. წინ კიდევ ერთი წელია და, შესაბამისად, ორივე პარტია ემზადება. რესპუბლიკურმა პარტიამ ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა წამოაყენოს, რომელიც ბარაკ ობამას დამარცხებას შეძლებს; ეს კი არც ისე მარტივია. როგორც წესი, მოქმედ პრეზიდენტებს არჩევნებში გამარჯვება ოპონენტზე უფრო უადვილდებათ. 44 პრეზიდენტს შორის მხოლოდ 12-მა ვერ შეძლო არჩევნების საშუალებით მეორე ვადით თანამდებობის შენარჩუნება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თითოეული პარტია საშუალოდ 8 წელი უწყვეტად აკონტროლებდა თეთრ სახლს.
ამას ობამას, როგორც პოლიტიკოსის ძლიერი მხარეებიც ემატება. ის კარგი ორატორია და პირველი შავკანიანი პრეზიდენტი. თუმცა, უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, რესპუბლიკელ კანდიდატს არჩევნების მოგების დაახლოებით იგივე შანსი აქვს.
ობამასთვის, როგორც მოქმედი პრეზიდენტისთვის, არჩევნები გასული ვადის წარმატებაზე ჩატარებული რეფერენდუმია. ამომრჩეველი განსაზღვრავს, რამდენად კმაყოფილია ობამას პრეზიდენტობით. თუ კმაყოფილია, მაშინ ალტერნატივას არც კი განიხილავს, რაოდენ უკეთეს ვარიანტადაც უნდა ეჩვენებოდეს ოპონენტი.
ამავდროულად, ამომრჩევლის უკმაყოფილება ავტომატურად რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვებას არ ნიშნავს. შესაძლებელია, ხალხმა „შეჩვეული ჭირი“ ამჯობინოს და არ გარისკოს გამოუცდელი ან რადიკალური შეხედულებების კანდიდატის არჩევა
პრეზიდენტი ობამა
ფოტო: REUTERS ©
რესპუბლიკელები, როგორც კონსერვატიული პარტია, ავტორიტეტებზე ორიენტირებული და იერარქიულია. საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა შედარებით იოლ საქმეს წარმოადგენდა - ისტორიულად, მათ რიგებში ყოველთვის არსებობდა ერთგვარი მედროშე. როგორც წესი, ის ან წინა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ან უკანასკნელ პრაიმერიზე მეორე ადგილზე გასული კანდიდატი იყო - რომლის ირგვლივ პარტია და მისი მომხრეები სწრაფად ირაზმებოდნენ ხოლმე.
2012 წლის არჩევნები ამ მხრივ გამონაკლისია. თითქმის ყოველთვე რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლაში სხვადასხვა ადამიანი ლიდერობს. მიზეზი კი ისიცაა, რომ რესპუბლიკელები არც ისე კმაყოფილები არიან პოლიტიკოსებით, რომლებიც მათი სახელით თეთრი სახლისათვის იბრძვიან. გამოკითხვების მიხედვით, აბსტრაქტული რესპუბლიკელი კანდიდატი ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პრეტენდენტი. „პლატონური“ რესპუბლიკელისგან განსხვავებით, ისინი ამჟამინდელ პრეზიდენტს რეიტინგში საშუალოდ 1-დან 7%25-მდე ჩამოუვარდებიან.
ნიკ პერი
რესპუბლიკელებს რამდენიმე ახალგაზრდა ვარსკვლავი ჰყავთ, მაგრამ არცერთი მათგანი 2012 წელს კენჭს არ იყრის. ნომინაციისათვის ძირითადად ვეტერანები იბრძვიან. მთავარ კანდიდატებად ითვლებიან მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი, ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი, ტეხასის გუბერნატორი რიკ პერი და ლიბერტარიანელი კონგრესმენი რონ პოლი. ალბათ თებერვალში საბოლოოდ გაირკვევა, თუ რომელი მათგანი გახდება რესპუბლიკელთა რჩეული. ამ დროისათვის ყველაზე მეტი შანსი რომნის და გინგრიჩს აქვთ.
მიტ რომნი
ამერიკული ბეისბოლის ლეგენდას, იოგი ბერას თუ დავესესხებით, პროგნოზების გაკეთება რთულია, განსაკუთრებით კი მომავალთან დაკავშირებით. შედარებით მარტივია იმ ფაქტორების გამოკვეთა, რომელიც 2012 საპრეზიდენტო არჩევნებზე მოახდენს გავლენას: ეკონომიკა და უმუშევრობის დონე; რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის პოპულარობა; ამომრჩევლის დემოგრაფია და განაწილება საარჩევნო კოლეგიაში.
2012 წლის საპრეზიდენტო ამომრჩევლისთვის საინტერესო საშინაო პოლიტიკა იქნება, განსაკუთრებით კი ეკონომიკა და უმუშევრობა. CBS/NYT-ის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 57%25-ისთვის ეკონომიკური პრობლემები ყველაზე მნიშვნელოვანია. დანარჩენი საკითხი 5%25-ზე დაბალ მაჩვენებელს იღებს.
გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. წლის დასაწყისში მოსახლეობა შედარებით ოპტიმისტურად იყო განწყობილი.
ამომრჩევლის ამ განწყობას ეკონომიკური მაჩვენებლებიც ამყარებს: Wall Street Jounal-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2007-2009 წლებში ამერიკელი ოჯახების შემოსავალი 3.2%25-ით შემცირდა. 2009 წლის ზაფხულიდან, მიუხედავად იმისა, რომ რეცესია ოფიციალურად დამთავრდა, ამერიკელი ოჯახების შემოსავალმა, დამატებით, 6.7%25-ით იკლო. დღეს ამერიკელი ოჯახის საშუალო შემოსავალი 2000 წლის დონეს უტოლდება.
ობამას ვადის დასაწყისში ამერიკელთა დიდი ნაწილი კრიზისს ჯორჯ ბუშს აბრალებდა. დღეს გამოკითხულთა 53%25 კი ამჟამინდელ პრეზიდენტს ადანაშაულებს. ამერიკელთა 64%25 ეკონომიკურ კრიზისში მთავრობას სდებს ბრალს, კორპორაციების დანაშაულზე მხოლოდ 30%25 თანხმდება. ეს მეტ-ნაკლებად რესპუბლიკური პარტიის ნარატივს ჰგავს და შეიძლება ამ პარტიის კანდიდატს მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.
ობამას თავდაპირველი მცდელობა, ყველა ეკონომიკური პრობლემა წინა პრეზიდენტისთვის გადაებრალებინა, შეიძლება წამგებიანი გამოდგეს. საზოგადოებას სურს ლიდერი, რომელიც პრობლემების მოგვარებას შეძლებს და არა ადამიანი, რომელიც სირთულეთა სხვაზე გადაბრალებას ცდილობს. საარჩევნო კამპანიისას ობამა აცხადებდა, რომ თუ ეკონომიკურ პრობლემებს შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვერ მოაგვარებდა, ის შეიძლება ერთვადიანი პრეზიდენტი ყოფილიყო. მისი წინასწარმეტყველება შესაძლოა ახდეს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმუშევრობის თემა. აშშ-ში ამ მომენტისთვის მოსახლეობის 8.6%25, 14 მილიონი ადამიანი, უმუშევარია. ეს, დიდი დეპრესიის შემდეგ, ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან, მეორე ვადით არჩევის დროს 7%25-იანზე მაღალი უმუშევრობა, 7-ჯერ აღინიშნა. უმუშევრობის ასეთმა დონემ ყველა შემთხვევაში უარყოფითად იმოქმედა პრეზიდენტის მეორედ არჩევის შანსებზე. გამონაკლისები მხოლოდ ფრანკლინ რუზველტი და რონალდ რეიგანი იყვნენ. რუზველტმა შეძლო უმუშევრობა 20-25%25-დან 11%25-მდე სამ წელიწადში შეემცირებინა. რეიგანმა ვადის მესამე წლის 8.5%25-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე 7.5%25-მდე დასწია. მიუხედავად უმუშევრობის მაღალი ნიშნულისა, ამ პრეზიდენტების მმართველობისას მშპ სწრაფად იზრდებოდა, რაც ხალხისთვის იმედისმომცემი იყო. 1935 წლისათვის შემცირების გზაზე მდგომი ეკონომიკა უკვე 7.7%25-ით იმატებდა, რეიგანის ვადის მეოთხე წელს ეკონომიკური ზრდა 7.2%25 იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი კვლევების მიხედვით, რუზველტის პოლიტიკამ დიდი დეპრესია რამდენიმე წლით გაახანგრძლივა, ხალხში მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ობამასთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სახიფათოდ დაბალია - 1.4%25 და ამომრჩევლის უმრავლესობას, არათუ მდგომარეობის გაუმჯობესების, არამედ რეცესიაში დაბრუნების ეშინია. ამერიკელ ამომრჩეველს განსაკუთრებით საჯარო ვალის მდგომარეობა აშინებს: თუ ობამას ინაუგურაციისას საჯარო ვალი 9 ტრილიონი იყო, ახლა ეს მონაცემი თითქმის 15 ტრილიონია.
ნიუტ გინგრიჩი და მიტ რომნი ტელედებატებზე
ამჟამინდელი პრეზიდენტი უკვე ეცადა რუზველტისთვის მიებაძა და ეკონომიკური სტიმულის ერთ-ერთი უდიდესი პაკეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად დაეხარჯა. მისი გეგმის მიხედვით, 2009 წლისათვის უმუშევრობა 8%25-ზე უნდა შეჩერებულიყო და შემდეგ შემცირება დაეწყო. სამწუხაროდ, უმუშევრობა 11%25-მდე გაიზარდა და მხოლოდ 2011 წლის ნოემბერში ჩამოვიდა 8.6%25-მდე. არჩევნებამდე, უმუშევრობის 7%25-მდე შესამცირებლად, თვეში 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა არის საჭირო. თუმცა ბოლო თვეებისას პრაქტიკულად არცერთი სამუშაო ადგილი არ შექმნილა. ობამას საუკეთესო შედეგი თვეში 100 ათასი სამუშაო ადგილი იყო.
ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაც კი, საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად, შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება არა მხოლოდ კანდიდატის პოპულარობას, არამედ მისი მხარდამჭერების კონცენტრაციას რეგიონების მიხედვით. პრეზიდენტს ოფიციალურად შტატები ირჩევენ. შტატში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, საარჩევნო კოლეგიაში ხმების გარკვეულ რაოდენობად გადაითარგმნება.
რონ პოლი
ყველა ფოტო: REUTERS ©
ეკონომიკური მაჩვენებლები ერთი ვადით არჩეული პრეზიდენტის განმავლობაში
უმუშევრობის დონე (%25), პრეზიდენტები, რომლებიც ერთი ვადით აირჩიეს და ობამა
|
ინაუგურაციისას |
მესამე წლის |
მეოთხე წლის |
ჯონსონი |
5.64 |
3.84 |
3.56 |
ჰუვერი |
4.2 |
23.6 |
25 |
კარტერი |
7.5 |
5.9 |
7.5 |
ბუში (უფროსი) |
5.4 |
7.0 |
7.4 |
ობამა |
7.8 |
9.0 |
|
ეკონომიკური ზრდა ბოლო 6 პრეზიდენტის (%25)
|
მესამე წელს |
მეოთხე წელს |
კარტერი |
3.1 |
-0.3 |
რეიგანი |
4.5 |
7.2 |
ბუში (უფროსი) |
-0.2 |
3.4 |
კლინტონი |
2.5 |
3.7 |
ბუში (უმცროსი) |
2.5 |
3.5 |
ობამა |
1.4 |
2.7* |
* ფედერალური რეზერვის გამგეობის წინასწარმეტყველებით
** წყარო Brookings Institute
პარტიების მხარდაჭერის მიხედვით შტატებს ჰყოფენ წითელ (შტატები, სადაც რესპუბლიკელები იმარჯვებენ) და ლურჯ შტატებად (შტატები, სადაც დემოკრატები იმარჯვებენ). წითელი შტატები უმეტესწილად აშშ-ის დასავლეთ-ცენტრალური მხარე და სამხრეთია, ლურჯი შტატები კი აშშ-ის დასავლეთ სანაპირო და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილი. ამ შტატებში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს თითქმის გარანტირებული აქვთ გამარჯვება და შედარებით ნაკლები ძალისხმევის დახარჯვა უწევთ. რეალური ბრძოლის ველი, როგორც წესი, ე.წ. იასამნისფერი შტატებია - ისინი მუდმივად არცერთ პარტიას არ აძლევენ ხმას.
წითელი და ლურჯი შტატების საარჩევნო კოლეგიაში განაწილება კანდიდატების საარჩევნო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. რესურსები - როგორც დრო, ისე ბიუჯეტი - შეზღუდულია. შესაბამისად, ისინი დროს ძირითადად იმ შტატებში ხარჯავენ, რომელიც საბოლოოდ საარჩევნო კოლეგიაში მეტ ხმას მოუტანს.
1992 წლის არჩევნებიდან 2008 წლის არჩევნების ჩათვლით, დემოკრატი კანდიდატები მუდმივად იგებდნენ 242 ხმას ლურჯი შტატებიდან, წითლები კი - 174 ხმას.
თუმცა 2012 წლის არჩევნებზე წითელი შტატების ხმები საარჩევნო კოლეგიაში 6-ით გაიზრდება. ამის მიზეზი ის არის, რომ წითელი შტატები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ლურჯები, რაც ადეკვატურად არ იყო ასახული საარჩევნო კოლეგიაში. ეს ობამას ავტომატურად აკარგვინებს 6 ხმას.
ამასთან ერთად, ობამას რეიტინგი ლურჯ შტატებშიც ეცემა. ლურჯი შტატების 242 ხმიდან დღეს მას გარანტირებული მხოლოდ 215 აქვს. გარანტირებულად წითელი ამ მომენტისთვის 162 ხმა არის. დარჩენილი 161 ხმა მერყევ შტატებზე ნაწილდება. იასამნისფერ შტატებში, ობამას რეიტინგი 2008 წლის არჩევნებთან შედარებით მკვეთრად დაეცა. მაგალითად, 13 მერყევ შტატში ობამას და რესპუბლიკელი კანდიდატის რომნის რეიტინგი თითქმის თანაბარია. მაშინ როცა ამ 13-დან 10 შტატი (აიოვა, პენსილვანია, ფლორიდა, ჩრდილოეთ კაროლინა, ვირჯინია, ნიუ მექსიკო, ოჰაიო, ნევადა, კოლორადო, ორეგონი) 2008 წელს ობამამ მოიგო. ობამასთვის განსაკუთრებით დიდი საფრთხის შემცველი ვირჯინია, პენსილვანია, ოჰაიო და ფლორიდაა.
ნიუტ გინგრიჩი
რა შეიძლება იყოს ობამას საარჩევნო სტრატეგია, მაშინ როცა მერყევ შტატებში დაბალი რეიტინგი აქვს? ერთი ნაწილი მას ტრადიციულად დემოკრატების მხარდამჭერ ამომრჩეველზე კონცენტრაციას ურჩევს. ტრადიციულად დემოკრატების ამომრჩეველი არის ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე ამერიკელები ჩრდილო-აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე. ამასთან ერთად, ობამა განსაკუთრებით დიდი პოპულარობით აფროამერიკელებს შორის სარგებლობს. ამ ჯგუფში მისი მხარდაჭერა, სტაბილურად, 85%25-ია. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტირებული ხმების რაოდენობა. ბევრის აზრით, უმუშევრობის განსაკუთრებით მაღალი დონე (15.7%25) შავკანიანებს შორის, შეიძლება არჩევნებზე მათი აქტიურობის შემცირების მიზეზად იქცეს.
ტრადიციული ამომრჩევლებიდან, ობამას რეიტინგი დემოკრატებს შორის სტაბილურად მაღალია - 2008 წელს მას 89%25 უჭერდა მხარს, დღეს კი 88%25. ობამას რეიტინგი მინიმალურად შემცირდა ლიბერალური შეხედულების ამერიკელებს შორის, 2008 წლის ნოემბერში ამ ჯგუფის 89%25 ემხრობოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 83%25-ია.
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები
ტრადიციულ ამომრჩეველთან ერთად, ობამასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ე.წ. დამოუკიდებელი ამომრჩეველი. ხსენებულ ჯგუფში მისი რეიტინგი დაეცა 52%25-დან 41%25-მდე. ამავდროულად, თუ 2008 წელს ამ უკანასკნელთა 54%25 თვლიდა, რომ ობამა კარგად ართმევდა თავს პრობლემებს, დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 36%25-ია. დამოუკიდებელი ამომრჩევლების დიდ ნაწილს ცენტრისტული მემარჯვენე შეხედულებები აქვს. ობამას ტრადიციულად მემარცხენე შეხედულებების შერბილება მოუწევს, რაც, თავის მხრივ, შეიძლება მემარცხენე ამომრჩევლის განაწყენების მიზეზად იქცეს. 2004 წელს ჯონ კერიმ დამოუკიდებლების 49%25 მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 2010 წლის კონგრესის არჩევნებში დემოკრატებმა დამოუკიდებელი ამომრჩევლის მხოლოდ 37%25 მოიპოვეს და არჩევნებში დამარცხდნენ. ობამას დღევანდელი რეიტინგი დამოუკიდებელ ამომრჩევლებს შორის, საკმარისი არ არის არჩევნების მოსაგებად.
ტრადიციულ ამომრჩეველზე კონცენტრაციის ალტერნატიული ვარიანტი ე.წ. ახალ პროგრესულ კოალიციაზე კონცენტრაციაა. ახალი კოალიციის ქვეშ მოიაზრებენ უმცირესობათა მზარდ ჯგუფს: ესპანური წარმომავლობის, უმაღლესი განათლების შემდგომი ხარისხის (მასტერის ან დოქტორის ხარისხის) მქონე ამერიკელებს, 18-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, ლგბტ ამერიკელებს, განათლებულ თეთრ ქალებს და სოციალურად ლიბერალური შეხედულების ამერიკელებს.
2010 წლის სენატის არჩევნებზე დემოკრატმა კანდიდატმა შეძლო ტრადიციულად რესპუბლიკურ შტატში, კოლორადოში ახალ პროგრესულ კოალიციურ ჯგუფზე დაყრდნობით გამარჯვება. ბევრის აზრით, სწორედ ეს შეიძლება იყოს ობამას სტრატეგია 2012 წლის არჩევნებში.
თუმცა ეს არც ისე მარტივია. ერთი მხრივ, ობამას რეიტინგი ამ ჯგუფში სწრაფად ეცემა. ალ გორთან და ბილ კლინტონთან შედარებით ობამას მხარდაჭერა ესპანური წარმომავლობის ამომრჩეველთა შორის მაღალი - 67%25 - იყო, თუმცა დღეს ეს მაჩვენებელი 48%25-ია. განსაკუთრებით სწრაფად ეცემა პრეზიდენტის რეიტინგი 18-29 წლის ახალგაზრდებს შორის - 2 წელიწადში 67%25-დან 45%25-მდე იკლო.
მეორე მხრივ, ახალ პროგრესულ კოალიციაში ობამას რეიტინგის ამაღლების შემთხვევაშიც კი, ეროვნულ დონეზე არჩევნების მოსაგებად, ამ სტრატეგიამ შეიძლება არ გაამართლოს. ბევრის აზრით, კოლორადოს უმცირესობებზე მორგებული სტრატეგიის ნაცვლად, გასამარჯვებლად, უფრო ადეკვატურ ოჰაიოს მსგავს დემოგრაფიულ ჯგუფზე (თეთრ, ანგლო-საქსური წარმომავლობის პროტესტანტ ამომრჩეველზე) დაფუძნებული მიდგომაა საჭირო.
საარჩევნო კოლეგია
საარჩევნო კოლეგია არის არაპირდაპირი სისტემა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი აირჩევა. აშშ-ის კონსტიტუცია ადგენს, თითოეულ შტატს რამდენი ხმოსანი ეყოლება კოლეგიაში. ეს უმთავრესად შტატების წარმომადგენლობით პალატაში წარმომადგენლების რაოდენობაზე არის დამოკიდებული. საარჩევნო კოლეგიაში სულ 538 ხმაა. თითოეული შტატი, მასში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის მიხედვით აძლევს ხმას საპრეზიდენტო კანდიდატს. შტატების უმრავლესობაში „მოგებული იღებს ყველაფერს“ სისტემა მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ კანდიდატი, რომელიც მეორე კანდიდატზე მეტ ხმას მოაგროვებს, თუნდაც ერთი ხმით, იღებს ყველა ხმოსანს. გამონაკლისია ნებრასკა და მეინი. ამ შტატებში გამარჯვებული კანდიდატი იღებს ორ ხმას საარჩევნო კოლეგიაში, დანარჩენი ხმები არჩევნების შედეგების მიხედვით ნაწილდება. არჩევნების მოსაგებად კანდიდატს საარჩევნო კოლეგიაში 260 ხმა სჭირდება. ხმოსნების არჩევის მეთოდს შტატების კანონები განსაზღვრავს.
ოჰაიოში და ცენტრალური დასავლეთის მერყევ შტატებში, მოსახლეობის დიდი ნაწილი თეთრი, საშუალო შემოსავლების ადამიანებია. ობამა მათ შორის არცთუ ისე პოპულარულია, მან ეს ნაწილი (მთლიანი ამომრჩევლის 40%25) ჰილარი კლინტონთან პრაიმერიზე წააგო 2:1 შეფარდებით. მაკკეინმა კი ხსენებული ჯგუფი 58%25-ით 40%25-ის წინააღმდეგ მოიგო. ამასთან ერთად, უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის ეს ნაწილი განსაკუთრებით უკმაყოფილოა პრეზიდენტის პოლიტიკით: მხოლოდ 14%25 ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა წარმატებულია.
სხვა მერყევი შტატების დემოგრაფიაც ოჰაიოს მსგავსია. 2008 წლის მონაცემების მიხედვით, იმ ცხრა მერყევი შტატიდან, რომელიც ობამამ მოიგო, მაგრამ კერიმ ვერა, სამ შტატში - ინდიანაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ფლორიდაში, პრეზიდენტის მხარდაჭერა უფრო დაბალი იყო, ვიდრე ოჰაიოში. ეს ნიშნავს, რომ ოჰაიოში წარუმატებლობის შემთხვევაში, ობამა დიდი ალბათობით, კიდევ სამ მერყევ შტატში დამარცხდება. ეს კი შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს.
როგორც წესი, ოჰაიოში გამარჯვებული, მთლიან არჩევნებს იგებს. არცერთ რესპუბლიკელ კანდიდატს არ მოუგია საპრეზიდენტო არჩევნები იქ წარმატების გარეშე, დემოკრატებს შორის კი ეს მხოლოდ კენედიმ შეძლო.
რა თქმა უნდა, ეს ორი საარჩევნო სტრატეგია ერთმანეთისგან მკვეთრად არ არის გამიჯნული. თუმცა ტაქტიკურ დონეზე, ანუ თითოეული შტატისთვის ბრძოლისას, ზოგადი სტრატეგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან დემოკრატების ტრადიციული ამომრჩევლისა და ახალი პროგრესული კოალიციის ინტერესებს შორის შეიძლება არათუ თანხვედრა, არამედ მნიშვნელოვანი კონფლიქტი არსებობდეს.
2012 წლის არჩევნების მოსაგებად, ობამას განსაკუთრებით დიდი ძალისხმევის ჩადება მოუხდება ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ეს შეიძლება დემოკრატებისთვის მნიშვნელოვან ზოგიერთ პროგრამაზე უარის თქმასაც ნიშნავდეს.
ობამამ ტრადიციული დემოკრატიული ამომრჩევლის დაკმაყოფილებასთან ერთად, მერყევი შტატების შედარებით განსხვავებული ჯგუფების მიმხრობაც უნდა შეძლოს.
არჩევნების მოსაგებად ობამას რეიტინგი ყოველთვიურად საშუალოდ 1%25-ით უნდა გაიზარდოს ან პრეზიდენტმა მერყევი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ რესპუბლიკელების გამარჯვება ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.
![]() |
11 შარიათი და ისლამიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ირაკლი გუნია
არაბული გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ისლამურ სამყაროში სახელმწიფოს მოწყობის შესახებ დებატები გახშირდა. ისლამი უამრავი ინტერპრეტაციის საგანია. შესაბამისად, ამ რელიგიის და სეკულარიზმის თავსებადობის, აგრეთვე შარიათის, როგორც მომავალი კანონმდებლობის აღიარების შესახებ კამათი არ წყდება. ახლო აღმოსავლეთში ისლამისტური ძალების ხელისუფლებაში მოსვლაა მოსალოდნელი, რასაც ტუნისის არჩევნები ადასტურებს. ახლო აღმოსავლეთში კლასიკური გაგებით პირველად შემოდის ცნება „დემოკრატია“.
შარიათის არსი
შარიათი, თარგმანში „ბილიკი“, ისლამურ კოდექსთა ყოვლისმომცველი ტერმინია. ის მუსლიმის ცხოვრების ერთგვარი გზამკვლევია და ყველაფერს ფარავს - სოციალური ნორმებიდან დაწყებული კრიმინალის ჩათვლით. შარიათი ყურანზე და მუჰამედის გამოთქმებზეა (სუნა) დაფუძნებული. ახალ საკითხთა განსახილველად მუსლიმ სწავლულთა მიერ (ულემა) პრეცედენტი და ანალოგია არის გამოყენებული. მათგან განსხვავებით, შიიტი იურისტები მსჯელობას არჩევენ. ისლამურ ქვეყნებში შარიათის სასამართლოს ყადი (მოსამართლე) ზედამხედველობს, რომელსაც ფიქჰი (სამართლებრივი ინტერპრეტაცია) ღრმად უნდა ჰქონდეს შესწავლილი.
ისლამური იურისპრუდენცია ინტერპრეტაციის ხუთ მთავარ სკოლას (მაზბაჰი) შეიცავს. შესაბამისად, განსხვავებულ ქვეყნებსა და საზოგადოებებს შარიათის განსხვავებული აღქმა გააჩნია. სკოლებს სახელი დამაარსებელი სწავლულების მიხედვით ეწოდება. ჰანბალის სკოლა ისლამის ყველაზე ორთოდოქსული ფორმაა და საუდის არაბეთის და თალიბანის მიერაა აღიარებული. ჰანაფის სკოლა ყველაზე ლიბერალური და დომინანტურია სუნიტებს შორის შუა აზიაში, ეგვიპტეში, პაკისტანში, ინდოეთში, ჩინეთში, თურქეთში, ბალკანეთსა და კავკასიაში. მალიქის სკოლა ჩრდილოეთ აფრიკაშია გაბატონებული, შაფიის სკოლა ინდონეზიაში, მალაიზიაში, ბრუნეიში და იემენში. შიიტი მუსლიმები მისდევენ ჯაფარის სკოლას, უმეტესწილად ირანში. ამგვარ სხვაობას თითოეული სახელმწიფოს იურიდიულ სისტემაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ინდივიდუალ მუსლიმებზე.
შარიათი შეიძლება იყოს მკაცრი გარკვეულ საკითხებში (ოჯახის ფასეულობები) და, ამავე დროს, სხვა სფეროში (კომერცია) ევოლუციური მიდგომებით გამოირჩეოდეს. ტრადიციული ფორმით შარიათი გენდერულ თანასწორობას ნაკლებად მიესალმება. ისლამური ტენდენციით, ქალი ყოველთვის სუსტ სქესადაა მიჩნეული, რომელსაც მფარველობა სჭირდება. ოჯახის ფასეულობებში შარიათი ზედმეტად კონსერვატორულია, რაც ხშირად კრიტიკის საფუძველი ხდება.
შარიათი და სეკულარიზმი
2010 წლის მიწურულს დაწყებულ არაბული გამოღვიძების ტალღას, ბუნებრივად მოჰყვა ისლამიზმის გაძლიერება და დავა შარიათის შესახებ. ლიბიის გარდამავალი მთავრობის ლიდერის თქმით, ქვეყნის მომავალი კანონმდებლობა შარიათზე იქნება დაფუძნებული.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ნოა ფელდმანი თავის წიგნში „ისლამური სახელმწიფოს აღმავლობა და დაცემა“ ამბობს, რომ ისტორიულად არსებობდა ერთგვარი დაუწერელი კონსტიტუცია, შეთანხმება უმაღლეს საერო და სასულიერო პირებს შორის. მმართველი თანხმდებოდა დაენერგა შარიათი და სანაცვლოდ მუსლიმი სწავლულები მას ლეგიტიმურად ცნობდნენ. ამგვარი ისლამური სახელმწიფო, ოსმალური იმპერია, XIX საუკუნის დასაწყისში დაეცა, როდესაც დასავლური ინსტიტუტების შემოღებისას საერო პირებმა სასულიერო წრეების გვერდის ავლა დაიწყეს. ამგვარი ბალანსისგან თავისუფალი იმპერიის მემკვიდრე სახელმწიფოები ავტორიტარიზმში გადავარდნენ. დღეს არაბი პატრიარქების შემოდგომამ და დიქტატორების დაცემამ, შარიათი და ბალანსის აღდგენა კვლავ აქტუალური გახადა.
ემორის უნივერსიტეტის პროფესორი აბდულაჰი აჰმედ ან-ნაიმი წიგნში „ისლამი და სეკულარული სახელმწიფო“ ამტკიცებს, რომ სეკულარული ხელისუფლება შარიათისთვის საუკეთესო საშუალებაა. ამით მუსლიმი მოქალაქე სარგებლობს სახელმწიფოს კანონებით და რელიგიური ვალდებულებებისგან თავისუფალია. ისლამური და სეკულარული სამართლის წონასწორობის შესახებ მოსაზრებები განსხვავდება. პოლიტიკურ სისტემებში შარიათი სამი გზითაა წარმოდგენილი:
შერეული სისტემა - უმრავლეს ისლამურ ქვეყნებს აქვთ სისტემა, რომელშიც ხელისუფლება არის სეკულარული, მაგრამ მუსლიმებს შეუძლიათ ოჯახური და ფინანსური უთანხმოებების შარიათის სასამართლოზე განხილვა. ამგვარი სასამართლოების იურისდიქცია ძირითადად მოიცავს ქორწინებას, განქორწინებას, მემკვიდრეობას და მეურვეობას. დასავლურ სახელმწიფოებში აგრეთვე განიხილავენ იდეას ამგვარ საკითხებზე მუსლიმებისთვის ისლამური სამართლის დაშვების შესახებ. 2008 წელს დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დართო ნება შარიათის ტრიბუნალებს და ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, მათ გადაწყვეტილებას იურიდიული ვალდებულება მიანიჭა. ამგვარი სისტემა არის ინდონეზიაში, პაკისტანში, ავღანეთში, ეგვიპტეში, სუდანში, მაროკოში, მალაიზიასა და მრავალ აფრიკულ სახელმწიფოში.
სრულად ისლამური - იმ ქვეყნებში, სადაც ისლამი კონსტიტუციით არის ოფიციალური რელიგია, შარიათი სამართლის საფუძვლადაა გამოცხადებული. ამგვარი სისტემის მაგალითებია საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, იემენი და გაერთიანებული არაბული საემიროები. ირანი იზიარებს გარკვეულ მახასიათებლებს, მაგრამ გააჩნია პარლამენტი, რომელიც კანონებს შარიათთან შესაბამისობაში გამოსცემს. საუდის არაბეთში, თალიბანის შემდეგ, შარიათის ყველაზე მკაცრი ინტერპრეტაციაა. ქალთა უფლებები საგრძნობლადაა შეზღუდული. სხვა ქვეყნებში შარიათს უფრო რბილი ხასიათი აქვს, საემიროებში ალკოჰოლიც კია დაშვებული. ამგვარ სისტემაში მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ჰუდუდის სასჯელები მოქმედებს - გამათრახება, ჩაქოლვა, ამპუტაცია, განკვეთა, სიკვდილით დასჯა.
სრულად სეკულარული - ისლამურ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება კონსტიტუციით სეკულარულად არის გამოცხადებული, რელიგიის მიერ სახელმწიფო საქმეებში ჩარევა აკრძალულია. ამ ქვეყნებში შარიათის როლი შეზღუდულია პირად ან საოჯახო საკითხებამდე. ამგვარი სისტემა არის თურქეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ჩადიში, მალიში, სომალიში, სენეგალში. მთავრობების მიერ ისლამისტური ძალები ხშირად აღიქმებიან საფრთხედ და სეკულარიზმით გამართლებას ზოგჯერ თან სდევს პოლიტიკური დევნა (თურქეთი, აზერბაიჯანი). როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა Newsweek-თან ინტერვიუში განაცხადა, „თურქეთმა მრავალისთვის წარმოუდგენელს - ისლამის, დემოკრატიის, სეკულარიზმისა და თანამედროვეობის ბალანსს მიაღწია“. ამგვარი სეკულარული სახელმწიფოები დღეს უმცირესობაში არიან.
ძლიერმა ისლამურმა სახელმწიფოებმა (საუდის არაბეთი, ირანი, სუდანი) გააკრიტიკეს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. მათი აზრით, ის არ ითვალისწინებდა არადასავლური ქვეყნების კულტურულ და რელიგიურ კონტექსტს. ამის საპასუხოდ, 1990 წელს გამოაქვეყნეს ისლამში ადამიანის უფლებების ქაიროს დეკლარაცია, რომლის ერთადერთ წყაროდ შარიათი გამოაცხადეს. მიმომხილველები დეკლარაციის მნიშვნელოვან ნაკლად შემდეგი ფასეულობების ნაკლებობას მიუთითებენ: დემოკრატიული პრინციპების უზრუნველყოფა, სიტყვის და აღმსარებლობის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორობა, თანასწორობა უფლებებში.
1998 წელს, თურქეთის კონსტიტუციურმა სასამართლომ აკრძალა კეთილდღეობის პარტია იმის საფუძველზე, რომ ეს უკანასკნელი შარიათის შემოღებას ემხრობოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შარიათი „დემოკრატიის ანტითეზად“ გამოცხადდა. კეთილდღეობის პარტია იმდროინდელ თურქეთის პარლამენტში წარმოდგენილი ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა იყო. მისი ლიდერი, ნექმეთინ ერბაქანი 1996-1997 წლებში სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ, სანამ სამხედროების ჩარევის შედეგად თანამდებობიდან გადააყენებდნენ. მაშინ ამ პრეცედენტმა ადამიანის უფლებების დამცველები „სამხედრო დემოკრატიაზე“ აალაპარაკა. 2003 წელს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, კეთილდღეობის პარტიის სარჩელზე უპასუხა, რომ შარიათი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუთავსებელი იყო.
დღეს „ცვლილებების ქარი“ შარიათსაც შეეხო. ისლამური საზოგადოება სამ ჯგუფად იყოფა. სეკულარისტების აზრით, სახელმწიფოს კანონმდებლობა სეკულარულ პრინციპებზე უნდა დაფუძნდეს. ტრადიციონალისტები ისლამურ დოქტრინებს ანიჭებენ გადამწყვეტ მნიშვნელობას. რეფორმატორებს მიაჩნიათ, რომ ყურანიდან გადახვევა არ შეიძლება - ახალ ისლამურ თეორიებს შეუძლიათ მოდერნიზებული ისლამური სამართალი წარმოშვან.
ისლამიზმის ზრდა
XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ინდუსტრიულმა და საფრანგეთის რევოლუციებმა, ისლამური ტერიტორიების დაპყრობაც გამოიწვიეს. ევროპული კოლონიზაციის ეფექტებთან გამკლავებამ, მუსლიმებს ტრადიციული რელიგიური ფასეულობების ხელახალი აღორძინებისკენ უბიძგა. ფუნდამენტალიზმის პარალელურად ეს პროცესი მოდერნისტული მოძრაობის შთაგონების წყაროც აღმოჩნდა. ამგვარმა ცვლილებებმა მოსახლეობის ფართო მასებში განათლების ხარისხი გააუმჯობესა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასუსტებულმა ევროპულმა სახელმწიფოებმა ვეღარ შეინარჩუნეს იმპერიები. ყოფილ დაქვემდებარებულ ქვეყნებში ისლამისტური მოძრაობა წარმოიშვა.
1970-იანი წლებიდან, ისლამისტების გაცხადებული მიზანი ისლამისტური სახელმწიფოს შექმნა გახდა - კანონმდებლობა შარიათი იქნებოდა. მათ დასაყრდენს სოფლიდან ქალაქში წამოსული მილიონობით ღარიბი წარმოადგენდა. ისლამისტების რიტორიკა დასავლურ კულტურას ეწინააღმდეგებოდა. იქ, სადაც შედარებით მძიმე იყო იმპერიალიზმი, ფუნდამენტალიზმი გაძლიერდა. უკიდურესმა ექსტრემისტებმა ყურანი და შარიათის საკუთარი ვერსია დასავლეთის მიმართ ჯიჰადის და ტერორიზმის გასამართლებლად გამოიყენეს. უთანხმოება დასავლეთსა და ისლამს შორის, განსაკუთრებით პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, ამ კონფლიქტს ამწვავებს.
1928 წელს ეგვიპტეში დაარსებული მუსლიმური საძმო ყველაზე გავლენიანი ისლამისტური მოძრაობაა. მისი სახელი დიდი ხანი ძალადობასთან იყო დაკავშირებული. საძმოს ყველაზე გამორჩეული მოაზროვნე საიდ ქუთბი რევოლუციურ მიმართულებას ამართლებდა. იგი 1966 წელს ჩამოახრჩვეს. მისი რამდენიმე მოწაფე უფრო რადიკალი გახდა. საიდ ქუთბის ძმა მუჰამედი ოსამა ბინ-ლადენის მენტორი იყო, ხოლო ალ-ყაიდას ამჟამინდელი ლიდერი, აიმან ზავაჰირი - სულიერი ძმა. უკანასკნელ სამ დეკადაში საძმომ და ისლამისტებმა უფრო მშვიდობიანი მეთოდები აირჩიეს - ეგვიპტის და ტუნისის ჩამოგდებული პრეზიდენტების, მუბარაქის და ბენ-ალის რეპრესიების მიუხედავად. ისლამისტების მონაცემებით, თითოეულმა ამ ლიდერმა მმართველობის დროს 30 ათასი მათი წევრი დააპატიმრა, რომელთაგან ბევრი აწამეს
პოსტისლამიზმი
გლობალიზაციამ, თანამედროვე კომუნიკაციებმა და ინტერნეტმა კულტურათა მეტი დაახლოება გამოიწვია და კლასიკური ისლამიზმი ანაქრონისტუანაქრონისტული გახადა. ამგვარი ტენდენცია რეაქციონერულ და ექსტრემისტულ ელემენტებს საგრძნობლად დაასუსტებს. ისლამისტები ან შეცვლილ გარემოს უნდა მორგებოდნენ ან არენიდან გამქრალიყვნენ. ზოგიერთმა დოგმატებში დარჩენა ამჯობინა, როდესაც სხვებმა მიზნობრივი აუდიტორიის მოსაზიდად ნელ-ნელა აღიარეს პლურალიზმი, თანასწორობა, ადამიანის საყოველთაო უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა. ამ პროცესს დასავლურ მედიაში უკვე უწოდეს პოსტისლამიზმი. მისი წარმოშობა იმის მიმანიშნებელია, რომ რეგიონში ხალხი არა იდეოლოგიით, არამედ პრაგმატული პოლიტიკითაა მოტივირებული.
თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) ისლამისტური ძალებისთვის ერთგვარ მოდელს წარმოადგენს. ის კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ხალხთა მასებმა მხარი დაუჭირონ პარტიას ისლამისტური იდეოლოგიით, როდესაც დოგმები კომპრომისს ერწყმის. ტუნისის არჩევნებში გამარჯვებული ანაჰდას პარტია AKP-ს „გზას“ მიუყვება, ასეთივე სცენარია მოსალოდნელი ეგვიპტეში - მუსლიმური საძმოს სახით.
მუსლიმური საძმოს ლიდერები აცხადებენ, რომ მათ შურისძიება არ ამოძრავებთ. ისინი მხარს უჭერენ გენდერულ თანასწორობას, არ კრძალავენ ალკოჰოლს, შარიათის უზენაესობას მხოლოდ არსებულ სამოქალაქო საკითხებში (ქორწინება, მემკვიდრეობა) აღიარებენ. ეჭვქვეშ არ აყენებენ ქვეყნის ქრისტიანული უმცირესობის, კოპტების, თანასწორუფლებიანობას. ისრაელთან დაკავშირებით, ეგვიპტური საძმო უფრო რბილია, ვიდრე მისი პალესტინური შენაერთი ჰამასი. მთლიანობაში, პოსტისლამისტური პარტიები რწმენასთან ემოციურ კავშირს ინარჩუნებენ.
მიუხედავად ამისა, ლიბერალურად განწყობილ ძალებს შორის გარკვეული შიში მაინც შეინიშნება. მათ სალაფისტური მოძრაობის თვალსაჩინო გააქტიურება აშფოთებთ. ისინი ისლამის არაშემწყნარებლურ ვერსიას ქადაგებენ. ეგვიპტეში მათ სახელს ქრისტიანული ეკლესიების დაწვა და კოპტების დარბევა უკავშირდება. მუსლიმური საძმოს ლიდერები არ გმობენ სალაფისტებს. საძმოს რწმენით, მათი მშვიდობიან პროცესში ჩაბმა არის შესაძლებელი. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ისლამისტებს ფრთხილი პოლიტიკის გატარება მართებთ.
ისლამურ ქვეყნებში დემოკრატიული კულტურის მიმართ გეზი იმედის საფუძველს იძლევა. უმთავრესი პრობლემა, ერთი გავლენიანი ტუნისელი პოლიტიკური მოაზროვნის მართებული შენიშვნით, ისაა, რომ „აქ ჯერ არ იციან, თუ რა არის დემოკრატია“.
![]() |
12 დაუსრულებელი შური და სიძულვილი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ანტისემიტიზმი
მიხეილ ბასილაია
ნიუ იორკში სექტემბერში დაწყებულმა ე.წ. უოლ სტრიტის ოკუპაციის საპროტესტო აქციებმა, გლობალურ მედიაში ფართო გამოხმაურება ჰპოვა. აქცია, რომელიც ამერიკის ფინანსურ კრიზისს, ბანკების პოლიტიკასა და უმუშევრობის მაღალ დონეს აპროტესტებს, ტელევიზიების, პრესისა და ინტერნეტგამოცემების ერთ-ერთი მთავარი თემაა. თუმცა, სკრუპულოზურად გაშუქების მიუხედავად, პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა ცალკეული მონაწილეების მიერ ანტისემიტიზმის გამოვლინებები. ამის ამსახველი ვიდეომასალები YouTube-ზეც გავრცელდა. ცხადია, მთლიანად პროტესტი ანტისემიტურ ხასიათს არ ატარებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მსოფლიო ანტისემიტიზმის დაავადებისგან ჯერ კიდევ ვერ განიკურნა. სიმპტომები თავს განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დროს იჩენენ ხოლმე.
ანტისემიტიზმი ყოველივე ებრაულისადმი (უკიდურეს) ნეგატიურ დამოკიდებულებას ნიშნავს და მათ წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლასაც გულისხმობს. ის განსხვავებული ფორმებით საუკუნეების მანძილზე არსებობდა, პოლიტიკურ მოძრაობად კი მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა.
მათ მიმართ ანტიპათიური დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი მათი წარმატებაა. ებრაელები დედამიწის მოსახლეობის 0.2 და ამერიკის მოსახლეობის 2 პროცენტს შეადგენენ. თუმცა ნობელის პრემია დაახლოებით 190 ებრაული წარმოშობის ადამიანს აქვს მიღებული, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტია (ამერიკელ ნობელიანტთაგან 36%25 ებრაული წარმოშობისაა). ნობელის პრემიის ლაურეატ ებრაელთა რაოდენობა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში 14%25 იყო, მეორე ნახევარში - 29%25, 21-ე საუკუნეში კი - 32%25. ქალ ნობელიანტთა შორის 38%25 ებრაელია (პრემიის ამერიკელ ქალ რეციპიენტთა შორის - 50%25).
ებრაული წარმოშობის ადამიანები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებულ სხვა პრემიებშიც დომინირებენ. ნობელის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ვოლფის პრემიის რეციპიენტთა შორის ებრაელთა რაოდენობა 33 პროცენტს აღწევს. ამერიკული მეცნიერების ნაციონალური პრემიის მიმღებთა რიცხვში 38%25 ებრაელია, ისევე როგორც იაპონური კიოტოს პრემიის ლაურეატთა მეოთხედი.
ამ ეროვნების წარმომადგენელთა არაორდინარული წარმატების გარდა, ანტისემიტიზმს სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზებიც ასაზრდოებს. ამერიკის მიერ ისრაელის მხარდაჭერა, ანტიამერიკული ძალების სამიზნედ აქცევს. ალ-ყაიდა აშშ-ს დიდ, ისრაელს კი პატარა სატანას უწოდებს. ამერიკისა და ისრაელის ანტიპათიისთვის მემარცხენე პოლიტიკურ ძალებს კი იდეოლოგიური მიზეზები აქვთ. ამერიკა მსოფლიოში დასავლური მასკულტურის ექსპორტიორია (მაკდონალდსი, ჰოლივუდი, კოკა-კოლა და სხვა), მემარცხენეებს კი სძულთ კაპიტალიზმი, გლობალიზაცია და დიდი კორპორაციები.
მემარცხენეები ამერიკასა და ისრაელს კოლონიალიზმშიც ადანაშაულებენ. მათი აზრით, ამერიკა მესამე სამყაროს ქვეყნების ექსპლუატაციის ხარჯზე ცხოვრობს, სიონისტები კი, ჰოლოკოსტის სინდისის ქენჯნის გამო, პალესტინელი არაბების ტერიტორიებზე დაასახლეს. 1967 წლის შემდეგ, როდესაც ისრაელმა დასავლეთ ნაპირისა და ღაზის სექტორის ოკუპაცია განახორციელა, კრიტიკოსებისთვის უფრო მიმზიდველი სამიზნე გახდა. თუმცა დასავლეთ ნაპირისა და ღაზის სექტორის ოკუპაციის შედეგები 1987 წლისათვის (როდესაც პირველი ინტიფადა - არაბული მოსახლეობის სახალხო აჯანყება - დაიწყო) ამგვარი იყო: ორივე ტერიტორია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ეკონომიკას წარმოადგენდა. მათი მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად დაახლოებით 30 პროცენტით იზრდებოდა. არაბული მოსახლეობის რაოდენობა გასამმაგდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 43 წლიდან 74-მდე გაიზარდა.
ისრაელის ეკონომიკური წარმატება, მემარცხენეთათვის, მისდამი უარყოფითი დამოკიდებულების კიდევ ერთი მიზეზია. ისრაელმა დამოუკიდებლობისთანავე (1948) სოციალისტური ეკონომიკური კურსი აირჩია. ქვეყანას მსოფლიოში გაფანტულმა ასეულ ათასობით ებრაელმა მიაშურა. მიუხედავად განათლებული ადამიანების შემოდინებისა, ისრაელის ეკონომიკური განვითარება მძიმედ მიმდინარეობდა. იმიგრანტების ნაწილი უტოპიურ სოციალისტურ კოლექტიურ მეურნეობებში, კიბუცებში საქმდებოდა, რაც მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების ფლანგვას უდრიდა.
1960-იანი წლების დასაწყისისთვის, ისრაელში მუშახელის ნაწილი კვალიფიკაციის შესაბამისზე გაცილებით მაღალ ხელფასს იღებდა. სოციალისტური რედისტრიბუციის პოლიტიკის გამო, არაკომპეტენტური მუშახელი სამუშაო ადგილს მაინც ინარჩუნებდა. 56-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადები კერძო ინიციატივებს ახშობდა. გართულდა უცხოური კაპიტალის შემოდინება, მრავლად იყო ბიუროკრატიული ბარიერები.
1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო ეკონომიკური რეფორმები. ლომის წილი ისრაელის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს მიუძღვის, რომელსაც პრემიერის პოსტი 1996-1999 წლებშიც ეკავა, 2003-2005 წლებში კი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო. შემცირდა გადასახადები და რეგულაციები, გაადვილდა ინვესტიციების განხორციელება, გამარტივდა ბიუროკრატიული პროცედურები, შეიზღუდა პროფკავშირების ძალაუფლება. პრივატიზაციის შედეგად, სამთავრობო წილმა კორპორაციებში 60-დან 20 პროცენტამდე იკლო.
1990-იანი წლების ბოლოსთვის, ეკონომიკამ სრული ტრანსფორმაცია განიცადა. ახალი კორპორაციების შესაქმნელად ჩადებული ინვესტიციების მოცულობამ 1991 წელს 58 მილიონი ამერიკული დოლარიდან, 2000 წლისათვის 60-ჯერ, 3.3 მილიარდამდე მოიმატა. ყოველწლიურად შექმნილი კომპანიების რაოდენობა 100-დან 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების შემოსავალი 1.6 მილიარდიდან 12.5 მილიარდ დოლარამდე ავიდა. 1999 წლისათვის ისრაელის ეკონომიკური ზრდის 70%25 უახლესი ტექნოლოგიების სფეროზე მოდიოდა, რითაც ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა. 2001-2005 წლებში, ისრაელში დამწყები ტექნოლოგიური კომპანიების დასაარსებლად დახარჯული თანხა, მხოლოდ კალიფორნიის (სილიკონის ველის) მაჩვენებელს ჩამორჩებოდა. ამჟამად ქვეყანა, ერთ სულ მოსახლეზე ტექნოლოგიური ინოვაციების მხრივ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, აბსოლუტური მაჩვენებლებით კი - მეორეზე.
თავისუფალი ეკონომიკის უპირატესობა ისრაელის მაგალითზე ნათლად გამოჩნდა. შემდგომში, ეს ჩინეთშიც დადასტურდა, რომელმაც ეკონომიკური განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც გეგმიურ ეკონომიკაზე უარი თქვა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე ნაბიჯ-ნაბიჯ გადასვლა დაიწყო.
კულტურული რელატივიზმის (მოძღვრება, რომელიც მოცემულ ქმედებას კულტურულ კონტექსტში განმარტავს) დამახინჯებული გაგება, ანტიისრაელურ პათოსს კიდევ უფრო აძლიერებს. მემარცხენე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ისრაელს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო მუდმივად აკრიტიკებენ. თუმცა არაბულ ქვეყნებში არსებულ ანალოგიურ პრობლემებზე რეაქცია თითქმის არ აქვთ. მემარცხენე იდეოლოგია განსხვავებულ კულტურებს განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებს. როგორც ჩანს, განვითარებად ქვეყნებს ეპატიებათ საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებების შეზღუდვა.
ანტიისრაელურ განწყობაში გარკვეულ როლს რელიგიური ფაქტორებიც თამაშობს. ქრისტიანული რელიგია ბევრ ადამიანს უბიძგებს პალესტინელი ღარიბი, ქვებით შეიარაღებული ახალგაზრდების გულისტკივილი უფრო გაიზიარონ, ვიდრე თანამედროვე იარაღით აღჭურვილი ისრაელელი სამხედროებისა.
სეკულარისტული ფასეულობების მემარცხენეებს ებრაელების იუდაისტურ რელიგიასთან ახლო კავშირი აღიზიანებთ. რელიგია ებრაელთა ნაციონალური იდენტობის საყრდენია, მემარცხენეები კი ნაციონალიზმს არ სწყალობენ.
რადიკალი მემარცხენეების აზრით, ამერიკის რესპუბლიკური პარტია კორპორაციებისა და ქრისტიანი ფუნდამენტალისტებისგან იმართება, ისრაელის სახელმწიფოს კი ფანატიკური რელიგიური იდეებით შეპყრობილი ადამიანები განაგებენ.
იუდაიზმი, თავისუფალ ეკონომიკურ საქმიანობას ყველა რელიგიაზე მეტად ახალისებს. ამერიკის, როგორც ამოუწურავი შესაძლებლობების ქვეყნის წარმატება, გარკვეულწილად, სწორედ ამ ფასეულობებზეა დაფუძნებული.
ანტისემიტიზმი არც მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის არის უცხო. მე-5 საუკუნის კონსტანტინოპოლის პატრიარქის, იოანე ოქროპირის ქადაგებანი ებრაელთა წინააღმდეგ (Adversus Judaeos), ზოგი ისტორიკოსის აზრით, ქრისტიანული ანტისემიტიზმის საფუძველი გახდა. რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ებრაელებს პოგრომებს (დარბევა) უწყობდა და ძალით ნათლავდა.
ანტიისრაელური განწყობის კიდევ ერთი მიზეზი ე.წ. group think (ჯგუფური აზროვნება) - მასობრივი აზრის უპირობოდ გაზიარებაა. ამერიკული უნივერსიტეტების უმრავლესობაში მემარცხენე ფასეულობებია გაბატონებული. სტუდენტებისათვის უფრო მარტივია გაიზიარონ ისრაელისადმი კრიტიკულად განწყობილი მასის აზრი, ვიდრე დაუპირისპირდნენ მათ. მემარცხენეთა არგუმენტების მიხედვით, ისრაელი პალესტინელებს თვითგამორკვევის საშუალებას უსპობს და თავისუფლებას ართმევს. მეორე მხრივ, არაბული ქვეყნების მოსახლეობის დიდ ნაწილს არც თვითგამორკვევის საშუალება ეძლევა და არც პოლიტიკური თავისუფლებით სარგებლობს. მემარცხენეთა ყურადღების მიღმა რჩება პალესტინელთა მიერ სახელმწიფოებრიობის მოპოვების ძალადობრივი მეთოდებიც.
ანტისემიტიზმს არც აკადემიური წრეების გამოჩენილი წევრები თაკილობენ. ისრაელში დაბადებულმა ბრიტანელმა ჯაზმენმა და მწერალმა გილად ათზმონმა, გამოსცა წიგნი The Wandering Who?, რომელიც ანტისემიტური სტერეოტიპებითა და პასაჟებით არის გაჟღენთილი. ავტორს საკუთარ ბლოგზე ისრაელი ნაცისტურ გერმანიაზე უარეს სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული. მის ნაშრომს კი გამოჩენილმა მკვლევრებმა, ჩიკაგოსა და პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ჯონ მირშაიმერმა და პიტერ ფალკმა დადებითი შეფასება მისცეს. მსგავსი ნაშრომები ისრაელის კრიტიკასა და ანტისემიტიზმს შორის არსებულ ზღვარს კვეთენ. ცნობილი მეცნიერების მიერ მათი მხარდაჭერა კი, შეიძლება ითქვას, ანტისემიტიზმის ლეგიტიმაციის საფუძველს ქმნის.
ანტიამერიკული და ანტისემიტური განწყობით მრავალი თანამედროვე მემარცხენე მოაზროვნეც გამოირჩევა. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ მათ შორის არიან წარმოშობით ებრაელი ადამიანებიც, მაგალითად, ნოამ ჩომსკი და ნორმან ფინკელშტაინი. ყოფილი სტალინისტი ჩომსკი ათწლეულების წინ კამბოჯის წითელი ქხმერების რეჟიმს უჭერდა მხარს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის 20%25 გაანადგურა. ფინკელშტაინმა ერთხელ განაცხადა, რომ ვისაც თავისუფლების სჯერა, ჰეზბოლას უნდა მიბაძოს (ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელსაც ისრაელის განადგურება სურს). მემარცხენე ინტელექტუალთა ნაწილისათვის ისრაელისა და ამერიკის წინააღმდეგ ბრძოლა ერთგვარ სამეცნიერო დამსახურებად იქცა.
ანტისემიტიზმს მემარცხენე მოძრაობასთან ისტორიული კავშირებიც აქვს. სოციალიზმი კერძო საკუთრებას, ღია ეკონომიკასა და კომერციას მტრობს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ებრაელებთან ასოცირდებოდა - მათი საქმიანობის სფერო საერთაშორისო ვაჭრობა და ფინანსური მომსახურებები იყო.
მე-18 საუკუნის ბოლოდან კაპიტალიზმსა და ებრაელებზე იერიში ფრანგმა უტოპისტებმა მიიტანეს. საფრანგეთიდან ანტიკაპიტალისტური განწყობა მალე გერმანიაშიც გავრცელდა. არაერთ შემთხვევაში კაპიტალიზმის კრიტიკა ებრაელთა სიძულვილში გადაიზარდა. კაპიტალიზმის სოციალისტურ კრიტიკასა და ანტისემიტიზმს მსგავსი არგუმენტები გააჩნდათ.
კარლ მარქსს, რომელიც წარმოშობით ასევე ებრაელი იყო, უხვად აქვს დაწერილი ანტისემიტური სტატიები. ის ვერ იტანდა კერძო საკუთრებასა და კომერციას. მარქსის ადრეულმა მიმდევრებმა გადაწყვიტეს ამ იდეოლოგიისა და ანტისემიტიზმის დაკავშირება. მათ სწამდათ, რომ თუ საზოგადოება შეიძულებდა ებრაელ კაპიტალისტებს, შეიძულებდა ზოგადად კაპიტალიზმსაც.
ანტისემიტიზმი ზოგადად წარმატებულ ადამიანთა მიმართ შურის გამოძახილია. ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება, არა მხოლოდ ებრაელთა, არამედ ყველა იმ ხალხთა ჯგუფის მიმართ არსებობდა, რომლებიც საზოგადოებაში სხვებზე მეტ წარმატებას აღწევდნენ. მაგალითად გამოდგებიან იბოსა და იორუბას ეთნიკური ჯგუფები ნიგერიაში, სომხები ოსმალეთის იმპერიაში, ინდოელები სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩინელები სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში.
ისრაელისა და ებრაელთა წარმატებას ამერიკელი მწერალი ჯორჯ გილდერი მსოფლიოს წინაშე არსებულ ტესტს უწოდებს. გილდერის აზრით, ებრაელების მიღწევებით აღტაცება, ან პირიქით - შური, დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებებისადმი დამოკიდებულების მაჩვენებელია. ვისაც სძულს ებრაელები, სძულს ადამიანთა განსხვავებულობა და თავისუფლება. გილდერის მსგავსად ფიქრობდა სოციალისტური რეალიზმის ლიტერატურული ჟანრის ფუძემდებელი მაქსიმ გორკიც. მისი თქმით, ებრაელები სძულთ იმიტომ, რომ ისინი მეტს მუშაობენ, უკეთ მუშაობენ და, შესაბამისად, უკეთეს შედეგებსაც აღწევენ.
გილდერი აღნიშნავს, რომ ანტიკაპიტალისტები და ანტისემიტები, ყოველთვის ხალხთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებების აღმოფხვრას ესწრაფვოდნენ. განსხვავებები შემოსავლებში, პირად მიღწევებში, სოციალურ სტატუსში, მემარცხენე იდეოლოგიის სამიზნეები იყო, მაგრამ მის გამთანაბრებელ პოლიტიკასა და ე.წ. სოციალურ სამართლიანობას - სტაგნაცია და გაჭირვება მოჰქონდა.
ებრაელთა საქმიანობა ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობისა და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების საზომადაც გამოდგება. გასაკვირი არ არის, რომ ებრაელებმა ყველაზე დიდ წარმატებას ამერიკაში, თავისუფალი ეკონომიკისა და შეუზღუდავი შესაძლებლობების პირობებში მიაღწიეს. ისინი საკუთარ მიღწევებს უკვე ისრაელშიც იმეორებენ. მათი წარმატება კი დანარჩენი მსოფლიოსთვის ტესტია, რომელსაც თანამედროვე ეპოქისთვის შეუფერებლად, ბევრი ადამიანი ვერ აბარებს.
![]() |
13 ყინულის სასახლეებში |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
მწვერვალი პობედა
1961 წლის აგვისტოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე 7-ათასიან მწვერვალ პობედაზე (7439მ) სამი ქართველი მთამსვლელი დაიღუპა: ილია გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი.
ეს იყო ჩვენი ალპინისტების პირველი ტრაგედია უცხოეთის მთებში.
ტაბულა 50 წლის წინანდელ ამბებს ვეტერანი მთამსვლელის, 60-80-იან წლებში საქართველოს და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის შოთა მირიანაშვილის მოგონებებით და იმ ტრაგედიის ერთადერთი თვითმხილველის, რუსი ალპინისტის კირილ კუზმინის წიგნის - „დამარცხებული მწვერვალები“ - დახმარებით იხსენებს.
შოთა მირიანაშვილი
„გვაპატიე, მეგობარო, წელს ვერ შევძელით შენი ჩაყვანა, მაგრამ აუცილებლად ჩაგიყვანთ“.
ჯუმბერ მეძმარიაშვილმა, თეიმურაზ კუხიანიძემ და კირილ კუზმინმა საძილე ტომარაში ჩასვენებული ილია გაბლიანი კარავში გაახვიეს, იქვე, კლდეზე მიაბეს და ჯუმბერის ეს წერილიც დაუტოვეს.
ილია გაბლიანი 1961 წლის 27 აგვისტოს, დილით, მწვერვალ პობედას ქედზე, თითქმის 7 ათას მეტრზე, მზეზე გასათბობად ჩამომჯდარი გარდაიცვალა. პობედამ ოცდამეხუთე მთამსვლელი შეიწირა...
მან და თემურ კუხიანიძემ 25 აგვისტოს ღამე მწვერვალის წვერზე, ყინულში წვალებით გაჭრილ პატარა ბაქანზე, საძილე ტომრების და კარვის გარეშე გაატარეს - ცივმა ღამისთევამ უკვალოდ არ ჩაიარა: ხელ-ფეხი მოეყინათ, ილიას კი სხეული გადაუცივდა. მეორე დილით გაჭირვებით მოძრაობდა, მხოლოდ კუხიანიძის დახმარებით შეძლო კუზმინთან და მეძმარიაშვილთან ჩასვლა, მეორე დილით კი დაიჩივლა, რომ ღვიძლი აწუხებს, იქვე, კარვის წინ ჩამოჯდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
კირილ კუზმინის წიგნიდან „დამარცხებული მწვერვალები“: „ილია გაბლიანის ცხედრის აქ დატოვება არ შეიძლება - ქვემოთ უნდა ჩავასვენოთ და მშობლიურ მიწას მივაბაროთ, მაგრამ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? თემურ კუხიანიძეს ხელ-ფეხი მოყინული აქვს, მე, ჩამოვარდნის შემდეგ, მხარი მტკივა - მარცხენა ხელს თითქმის ვერ ვამოძრავებ. მიშა ხერგიანი (უფროსი) კადერბეიჩის (მისი ბიძაშვილი, უმცროსი მიხეილ ხერგიანი მთამსვლელთა წრეში ამ სახელით გახლდათ ცნობილი) სამშვიდობოს გაყვანას ცდილობს... მარტო ჯუმბერი ამ საქმეს ვერ გაწვდება. ამიტომ, ილიას ყინულში ჩასვენება გადავწყვიტეთ...“
სამარე ქვებით დაფარეს, შემდეგ კი ჯუმბერ მეძმარიაშვილი, თემურ კუხიანიძე და კირილ კუზმინი ბანაკისკენ დიდი გაჭირვებით ეშვებიან: 6918 მეტრზე ჩრდილოეთის თხემზე გადადიან, ღამეს კი 6750 მეტრზე ათევენ. უბედურების მაუწყებელ წითელ მაშხალასაც იქიდან უშვებენ...
28 აგვისტოს დაშვება გრძელდება: ფეხებმოყინული კუხიანიძე წრიაპებს ვერ იცვამს, მეძმარიაშვილის შეკელტონებს (ტყავგადაკრული თექის სამთამსვლელო ფეხსაცმელი რკინის წვეტიანი კბილანებით, რომელსაც ადრე იყენებდნენ) კი რკინის კბილანები მოცვეთილი აქვს, რაც ყინულზე არცთუ საიმედოა. ამიტომ, ჯერ ისინი ეშვებიან თოკით, შემდეგ კი ჯუმბერს კუზმინი ჩაჰყავს ზედა დაცვით. ნელ-ნელა სამივე პობედას კლდეებამდე ეშვება, მალე კი კლდის ბოლო შვერილზე იკრიბება - თოკით 10-12 მეტრიღაა ჩასასვლელი.
პირველი მეძმარიაშვილი დაეშვა, კუხიანიძემ კი ხელმტკივან კუზმინს დიულფერის (თოკზე ვერტიკალურად დაშვების ერთ-ერთი ხერხი რთულ მონაკვეთებში) გაკეთება შესთავაზა და კლდის შვერილზე მარყუჟის მორგების შემდეგ, ჯერ რუსი ალპინისტი შეუერთდა ჯუმბერს.
ახლა კუხოს ჯერია: ის ნელ-ნელა ჩადის, მეგობრები დასახმარებლად წამოდგნენ, მაგრამ უბედურებაც იქვეა - კუხიანიძე წყდება.
კვლავ კირილ კუზმინის მოგონებები: „მე და ჯუმბერი თოკის მოსახსნელად წამოვდექით, მაგრამ უცბად რაღაც ხდება: კუხო ყვირილით შორდება კლდეს, მომწყდარ თოკთან ერთად ციცაბო მყინვარზე მიგორავს და წამებში ფერდობს იქით უჩინარდება. ვფიქრობთ, რომ იქით, შესაძლოა, მოედანივით იყოს რამე და თეიმურაზს მივაგნოთ - ის ადგილი დაახლოებით ორას მეტრშია. ფერდობზე მარჯვნივ გასვლა გადავწყვიტეთ. საფეხურები კარგად კეთდება, მაგრამ თოვლის ფენა ნელ-ნელა თხელდება და ახლა უკვე ყინულის ჭრა გვიწევს...
ჯუმბერი წინ მიდის. მისი შეკელტონები საიმედო არაა და ვთავაზობ წინ გამიშვას. დუმილით მპასუხობს. ყველაფერი ნათელია: ის ჯგუფის ხელმძღვანელია და კუხიანიძის ახლო მეგობარი...
მივუახლოვდით იმ ადგილს, საიდანაც, ჩვენი აზრით, კუხო უნდა დავინახოთ. ჯუმბერი, რატომღაც, პირით დგება ფერდობისკენ და იმავ წამს ყინულზე ფეხი უცურდება, ფერდობზე ეცემა, ცდილობს წერაყინი მოიშველიოს და შეჩერდეს, მაგრამ ხელიდან უვარდება. ჯერ ნელ-ნელა, მერე კი უფრო სწრაფად მისრიალებს და... უჩინარდება. 400-მეტრიანი ციცაბო კულუარი თითქმის კილომეტრიანი ქარაფით მთავრდება მყინვარ ზვიოზდაჩკაზე...“
პობედამ ოცდამეექვსე და ოცდამეშვიდე მსხვერპლი მიითვალა...
ტრაგედიის ერთადერთი თვითმხილველი კირილ კუზმინი საბაზო ბანაკში გაჭირვებით ეშვება. მან ჯერ არ იცის, რომ იქიდან უბედურებას საქართველოს ნაკრების მეორე შემადგენლობა ბინოკულარით უყურებს. თეიმურაზ კუხიანიძის მოწყვეტიდან რამდენიმე წუთში პირველი დამხმარე ჯგუფი გადის გადარჩენილთა დასახმარებლად, პირველ საათზე კი მაშველებს მეორე ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ხაზარაძე და ჯუმბერ კახიანიც უერთდებიან - ისინი მხოლოდ კუზმინთან შეხვედრის შემდეგ შეიტყობენ დაღუპულთა ვინაობას...
30 აგვისტოს მიხეილ ხერგიანი (უფროსი) და ჯოკია გუგავა მყინვარ ზვიოზდაჩკას ძირში ჯერ კუხოს ზურგჩანთას, მალე კი თეიმურაზ კუხიანიძის და ჯუმბერ მეძმარიაშვილის ცხედრებს პოულობენ, რომლებსაც ჯერ თოვლში, 2 სექტემბერს კი საბაზო ბანაკში ასვენებენ...
ექსპედიცია თბილისში 13 სექტემბერს დაბრუნდა. აეროპორტში მთამსვლელებს უამრავი ადამიანი დახვდა - ყველამ იცოდა წარუმატებლად და ტრაგიკულად დასრულებული ლაშქრობის შესახებ.
ეს იყო ჩვენი ბიჭების პირველი ტრაგედია უცხოეთის მთებში.
სამწუხაროდ, პირველი და არა უკანასკნელი.
შოთა მირიანაშვილი:
„1958 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირს ნეპალის მეფე მაჰენდრა ბირ ბიკრამ შაჰ დევი ესტუმრა. მეფის ვიზიტის განრიგში თბილისში სტუმრობა და კიროვის (ახლანდელი ვერის) პარკში განთავსებული ალიოშა ჯაფარიძის სახელობის ალპური კლუბის მონახულებაც შევიდა. ჩვენი სტუმარი და მისი ამალა კლუბით აღფრთოვანდა: ქართველ მთამსვლელთა უამრავი ფოტოს გარდა, ცალკე სტენდი ევერესტზე პირველამსვლელებს ეთმობოდა - 1953 წელს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ინგლისელთა ექსპედიციის წევრებმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპმა თენსინგ ნორგეიმ დაიპყრეს...
გამოცდილმა მთამსვლელმა ოთარ გიგინეიშვილმა, ვინც მაშინ მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ქართველ სპორტსმენთა სახელით ნეპალის მეფეს ევერესტზე ასვლის უფლება სთხოვა, მან კი, ვინც იმხანად პირადად გასცემდა ამ ნებართვას, განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები მისი პირადი სტუმარი იქნებოდა 1959 წლის სეზონში. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს ალპინიზმის ფედერაციის თავმჯდომარემ, ბატონმა ნიკო კეცხოველმა ნეპალის მეფისგან წერილობითი დასტური ითხოვა, თუმცა სტუმართა დელეგაციამ განაცხადა, რომ: „მეფის სიტყვას ქაღალდზე გადატანა არ სჭირდება“.
ჯუმბერ მეძმარიაშვილი და
თეიმურაზ კუხიანიძე
მალე ნეპალის მეფის მოწვევაც მოვიდა. ჩვენმა ფედერაციამ გადაწყვიტა ნაკრებს სსრკ-ის 1958 წლის ჩემპიონატში გამოსვლაზე უარი ეთქვა და მთელი წელი ევერესტის ექსპედიციის სამზადისისთვის დაეთმო. შეკრების გასავლელად პამირის მთიანეთი შეირჩა, მთავარ მიზნად კი ლენინის პიკზე (7134მ) დიდი საუკ-დარის მყინვარის მხრიდან ასვლა დავისახეთ. შუა აზიაში მე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, ლევან და ზურაბ ახვლედიანები, ოთარ და რევაზ ხაზარაძეები, თეიმურაზ კუხიანიძე, ომარ ბერაძე, შოთა ჩართოლანი, პირიბე გვარლიანი, ნოდარ ნადირაშვილი, სოლიკო ხაბეიშვილი და ილია ყავლაშვილი გავემგზავრეთ.
მოსკოვში ჩვენი აქტიურობა, ცხადია, არ მოიწონეს: რუსებმა ჩინელებთან გააბეს მოლაპარაკება. საბოლოოდ გადაწყდა, რომ 1959 წელს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალს საბჭოთა კავშირის და ჩინეთის გაერთიანებული ნაკრებიც შეუტევდა ტიბეტის მხრიდან. პამირში ჩასულებს არც გაგვკვირვებია, რომ ისინიც იქ ემზადებოდნენ. სხვათა შორის, იმ გუნდში ვარჯიშობდნენ მიხეილ ხერგიანი (უფროსი) და იოსებ კახიანი, რომლებიც მაშინ ყაბარდო-ბალყარეთში ცხოვრობდნენ, თუმცა გადაწყვეტილი იყო, რომ ევერესტს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შეუტევდნენ“.
...1958 წელს ჩინეთ-ინდოეთის კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, საბჭოთა კავშირმა კი ინდოეთის მხარე დაიჭირა. ევერესტზე ოცნებას სსრკ-ის ნაკრები გამოეთხოვა - ჩინელებმა ექსპედიციაზე უარი თქვეს. ბუნებრივია, მოსკოვმა ნეპალში წასვლის უფლება არც ქართველთა გუნდს დართო.
საოცნებო ლაშქრობის ნაცვლად, საქართველოს ნაკრები 1959 წელს თითქმის იმავე შემადგენლობით ცენტრალურ ტიან-შანს ესტუმრა - დაგეგმილი იყო მწვერვალ პობედას დაპყრობა ახალი, დასავლეთის მარშრუტით. იმ დროს ეს იყო ყველაზე რთული სასიმაღლო ასვლა საბჭოთა კავშირში.
შოთა მირიანაშვილი:
„იმ წელს პობედას დალაშქვრას ჩრდილოეთის მხრიდან საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სპორტული კლუბის ნაკრებიც ცდილობდა...
ჩვენ სრულად გავიარეთ მოსამზადებელი ეტაპი, 5800 და 6400 მეტრზე საშუალედო ბანაკებიც მოვაწყვეთ, ავიტანეთ აღჭურვილობა და პროდუქტები და იერიშისთვის მოსამზადებლად საბაზო ბანაკში დავბრუნდით. იმავე საღამოს მივიღეთ რადიოგრამა - სამხედროები 8-10 კაცით დახმარებას გვთხოვდნენ. ვიფიქრეთ, რომ საშიში არაფერი იყო და მცირედი აღჭურვილობით მხოლოდ 10 მთამსვლელი გავუშვით, რეალურად კი სიტუაცია კატასტროფული იყო: ისინი 6900 მეტრზე გაიჭედნენ - ვერც ზევით იწევდნენ და ვერც ეშვებოდნენ! ეს მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც სპორტული კლუბის ნაკრების რამდენიმე წევრმა საშველად გასული ჯუმბერ მეძმარიაშვილის წერილი მოგვიტანა - ჯუმბერი საკვების და აღჭურვილობის სამხედროებისთვის მიშველებას ითხოვდა. ჩვენ სრული შემადგენლობით გავყევით. სამაშველო სამუშაოები თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა - მხოლოდ სამი ალპინისტი ვერ გადავარჩინეთ...“
სამხედროთა ტრაგედიის შემდეგ საკავშირო ფედერაციამ რეგიონში სპორტული ასვლები აკრძალა.
1961 წელს საქართველოში სასიმაღლო ასვლების ხელმძღვანელად ოთარ გიგინეიშვილი დაბრუნდა, რომელსაც არ სურდა ტიან-შანში ლაშქრობა. ყველაფერი გასაგები იყო: იმჟამად პობედას ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა - ცვალებადი ამინდის გარდა, იმ მწვერვალებს მიეკუთვნებოდა, რომელზეც ამსვლელთა რაოდენობა დაღუპულთა რიცხვზე გაცილებით ნაკლები იყო.
მწვერვალისკენ
თბილისელი მთამსვლელების დაჟინებული მოთხოვნით, ექსპედიციის მოწყობა მაინც ტიან-შანში გადაწყდა.
შოთა მირიანაშვილი:
„ოთარი მართალი იყო, როცა თბილისიდან, ქუთაისიდან, მესტიიდან და ლენტეხიდან საუკეთესონი მიიწვია, მაგრამ გუნდური პრინციპის კუთხით, ასეთ მიდგომას ნაკლიც აქვს, რამაც იჩინა კიდეც თავი.
მან მწვრთნელებად ჯუმბერ მეძმარიაშვილი და ლემეძმავან ახვლედიანი დანიშნა. გუნდი თბილისშივე უნდა დაკომპლექტებულიყო. ოთარის გადაწყვეტილებამ არ გაამართლა - მწვრთნელები შემადგენლობაზე ვერ თანხმდებოდნენ და პრობლემაც ექსპედიციის გასვლამდე ვერ გადაიჭრა. გაურკვევლობის გამო ტიან-შანში გამგზავრება ვიუარე და ტექნიკური ასვლების კლასში სსრკ-ის ჩემპიონატში მონაწილეობა ვარჩიე - ჩვენი ნაკრების კაპიტანი ვიყავი...“
ტიან-შანში გამგზავრებულ ქართველთა გუნდს ბოლო მომენტში დაემატა კირილ კუზმინი, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელი. 1960 წლის სეზონში 30-კაციანმა ჯგუფმა მისი ხელმძღვანელობით ერთი წლით ადრე პობედაზე დაღუპული სამხედროების ცხედრების ჩამოსვენება სცადა, თუმცა ექსპედიცია ტრაგედიით დასრულდა - 5300 მეტრ სიმაღლეზე ზვავში მოყვა და დაიღუპა 11 წევრი. კუზმინმა, საქართველოს ნაკრების შესახებ რომ შეიტყო, პირადად სთხოვა ოთარ გიგინეიშვილს გუნდში ჩართვა.
საწყისი გეგმით პობედაზე ერთდროულად ორი ჯგუფი უნდა გასულიყო.
პირველი ძიკის მყინვარიდან უნდა ასულიყო უსახელო მწვერვალზე (6919მ) და შემდეგ პობედა დაეპყრო (1959 წლის მარშრუტი). მეორე ჯგუფის მიზანი იყო ჩონტორენის უღელტეხილიდან აღმოსავლეთ პობედაზე ასვლა და შემდეგ მთელი პობედას მასივის ტრავერსი (მრავალმწვერვალიან მთათა სისტემაზე მწვერვალიდან მწვერვალზე დაუშვებლად გადასვლა).
ორივე მარშრუტს სათანადო მომზადება სჭირდებოდა და, სულ ცოტა, 6000 და 6500 მეტრის ფარგლებში შუალედური ბანაკების მოწყობა. სხვადასხვა მიზეზთა გამო მეორე მარშრუტის მომზადება ვერ მოხერხდა - ჩონტორენიდან პობედას ტრავერსი გამოირიცხა და დარჩა მხოლოდ პირველი გზა.
ხელმძღვანელობამ დარჩენილ ერთადერთ მარშრუტზე ორი ჯგუფის გაშვება გადაწყვიტა: პირველს უსახელო მწვერვალზე ასვლის შემდეგ უნდა განეხორციელებინა პობედას მასივის სრული ტრავერსი, მეორეს კი მხოლოდ პობედაზე ასვლა.
13 აგვისტოს, საბაზო ბანაკში გატარებული ორი კვირის და ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარების შემდეგ, მთელი შემადგენლობა იკრიბება ჯგუფების დასადგენად. კვლავ გათიშულობა და ქიშპი: მეძმარიაშვილი და ახვლედიანი ისევ ვერ თანხმდებიან. ვერც მეორე დღეს გადაწყდა პრობლემა და მხოლოდ 15 აგვისტოს, ოთარ გიგინეიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დადგინდა ჯგუფების შემადგენლობა: პირველი - ჯუმბერ მეძმარიაშვილი (ხელმძღვანელი), კირილ კუზმინი, თეიმურაზ კუხიანიძე, ილია გაბლიანი, მიხეილ ხერგიანი (უფროსი), მიხეილ ხერგიანი (კადერბეიჩი). მეორე - ოთარ ხაზარაძე (ხელმძღვანელი), რეზო ხაზარაძე, ზურაბ ახვლედიანი, ომარ ბერაძე, დიმიტრი დანგაძე, ჯუმბერ კახიანი.
შოთა მირიანაშვილი:
„თავდაპირველად კადერბეიჩი პირველ ჯგუფში ვერ მოხვდა, მაგრამ უფროსი ხერგიანის დაჟინედაჟინებული თხოვნის შემდეგ ოთარმა გადაწყვეტილება შეცვალა და ჯგუფში ისიც ჩართო. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო: უმცროს ხერგიანს, კავკასიონზე ნაჩვენები მაღალი შედეგების მიუხედავად, სათანადო სასიმაღლო გამოცდილება არ გააჩნდა და არავინ იცოდა, როგორ აიტანდა ასეთ სიმაღლეს...“
1955 წელი, საქართველოს ნაკრები (მარცხნიდან): ზურაბ და ლევან ახვლედიანები, სოზარ გუგავა, მაქსიმე გვარლიანი, დიმიტრი ობოლაძე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, მიხეილ ხერგიანი (უფროსი), იოსებ კახიანი და ჯოკია გუგავა
გადაწყდა: ჯგუფები გავიდოდნენ ერთი დღის ინტერვალით - პირველი 18 აგვისტოს, მეორე - 19-ში. ერთმანეთში და საბაზო ბანაკთან კავშირი მაშხალების დახმარებით უნდა განეხორციელებინათ. ექსპედიციამ თბილისიდან რადიოგადამცემებიც წაიღო, თუმცა ყველა მათგანი მალევე გამოვიდა მწყობრიდან, გაიყინა.
23 აგვისტოს პირველი ჯგუფი უსახელო მწვერვალზე - 6918 მ - ავიდა და ვაჟა-ფშაველას დაბადების საუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად, მისი სახელი უწოდა, შემდეგ კი სვლა პობედასკენ განაგრძო.
25 აგვისტოს, ქარბუქის და მწვერვალზე ასვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ექვსეული მორიგ იერიშს იწყებს, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ კადერბეიჩს ძალა გაგამოელია: ბარბაცებს, ხშირად ეყრდნობა წერაყინს, მძიმედ სუნთქავს, თითოეული ნაბიჯის გადადგმა უჭირს... ბოლოს თოვლში ჩამჯდარი ამბობს, რომ სიარული აღარ შეუძლია.
საგანგებო თათბირზე ერთადერთ ვარიანტს განიხილავენ: კადერბეიჩს კარავში თბილად აწვენენ, ადიან მწვერვალზე, უარს ამბობენ ტრავერსზე და დაბრუნებისას თან მიჰყავთ მეგობარი.
უფროსი მიშა უარზეა - ამბობს, რომ ვერ მიატოვებს ბიძაშვილს და მასთან ერთად ეშვება.
მეძმარიაშვილი, კუზმინი, კუხიანიძე და გაბლიანი ზურგჩანთებს ქედზე ტოვებენ, მწვერვალისკენ სვლას აგრძელებენ და მალე პობედაზეც ადიან.
შოთა მირიანაშვილი:
„პობედას მწვერვალი სამკილომეტრიანი თხემია და სათქმელად რთულია, რომელი წერტილია უმაღლესი. საბჭოთა ალპინისტურ წრეებში ფიქრობდნენ, რომ პირველდამპყრობმა ვიტალი აბალაკოვმა პობედა ვერ დალაშქრა. კუზმინმა ჯუმბერს შესთავაზა, ქედის იქეთ გადავიდეთ და აბალაკოვის წერილი მოვძებნოთო... ჩემი აზრით, ეს უდიდესი შეცდომა იყო, რამაც გამოიწვია კიდეც ტრაგედია! მათ კუხიანიძეს და გაბლიანს დაშვება შესთავაზეს, მით უმეტეს, რომ ზურგჩანთები და საძილე ტომრები თან არ ჰქონდათ. მეძმარიაშვილი და კუზმინი წავიდნენ, მაგრამ კუხომ და ილიამ, იმის შიშით, რომ მეგობრებს დახმარება დასჭირდებოდათ, დაშვება გადაიფიქრეს. ჯუმბერმა და კირილმა მწვერვალზე აბალაკოვის აგებული ქვის ტური იხილეს, მკვეთრად გაუარესებული ამინდის გამო წერილი აღარ გახსნეს, მობრუნდნენ, მაგრამ მალე მოწყდნენ და დაახლოებით 150 მეტრი „იფრინეს“. სასწაულით გადარჩნენ...“
ისევ „დამარცხებული მწვერვალები“: „მოწყვეტის შემდეგ ქედზე ასვლის თავი აღარ გვქონდა, გზა გვერდზე გავჭერით და ადგილი, სადაც თურმე კუხიანიძე და გაბლიანი გველოდნენ, ზემოთ მოვიტოვეთ. მე და ჯუმბერი დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ისინი კარავში დაგვხვდებოდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ მათი ზურგჩანთები ხელუხლებლად იდო. ბევრი ვიყვირეთ, მაგრამ ხმა ვერავის გავაგონეთ. კარავი არც გაგვიშლია - პირდაპირ საძილე ტომრებში ჩავწექით...“
დილით კუხიანიძე და გაბლიანი, რომლებმაც წინა ღამე პობედას წვერზე საძილე ტომრების და კარვის გარეშე გაათენეს, მეძმარიაშვილს და კუზმინს უერთდებიან.
მეორე დილით, 27 აგვისტოს, ძალიან დასუსტებული ილია გაბლიანი, ვისაც ჯუმბერი შეკლტონების ჩაცმაში დაეხმარა, კარვის წინ, მზეზე გასათბობად ჩამოჯდა და...
1962 წელს პამირში მოეწყო ექსპედიცია, რომლის მთავარი ამოცანა პობედადან გაბლიანის ჩამოსასვენებლად გუნდის მომზადება იყო. სამწუხაროდ, მიზანი ვერ შესრულდა, მეტიც, ორი ალპინისტი დაიღუპა - დარსაძე და ჩაქსელიანი ნაპრალში ჩავარდნენ და დროულად ვერ ამოიყვანეს.
1966 წელს ჩვენი ნაკრები იმავე მიზნით კვლავ ეწვია ტიან-შანს, მაგრამ უამინდობის გამო არათუ ცხედრის მოძიება, ვაჟა-ფშაველაზე ასვლაც არ მოხერხდა.
ამ ამბების შემდეგ ილია გაბლიანის სამშობლოში გადმოსვენების სურვილი არაერთხელ გამოითქვა, მაგრამ სიტყვა საქმედ ერთხელაც ვერ იქცა.
ამასობაში, არც მეტი, არც ნაკლები, ნახევარი საუკუნე გავიდა.
შოთა მირიანაშვილი
დაიბადა 1936 წლის 2 ივლისს ყვარელში სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976). მეორე (1960, 1975, 1977) და მესამე (1965, 1969, 1973) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ ასვლებში.
პირველი ქართველი, რომელიც ალპების უმაღლეს მწვერვალ მონბლანზე (4810მ) ავიდა (1964). ხელმძღვანელობდა ასზე მეტ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 1956 წლიდან თსუ-ის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი.
2001 წლიდან საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი.
თსუ-ის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
პობედა (7439 მ)
ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე და ურთულესი 7-ათასიანი მწვერვალი.
1944 წელს ტოპოგრაფებმა დაადგინეს, რომ კოკშალ-ტაუს ქედის უმაღლესი წერტილი 7439 მეტრია და საბჭოთა ჯარების გამარჯვების აღსანიშნავად პობედა (გამარჯვება) უწოდეს.
უშუალოდ მწვერვალი თითქმის სამკილომეტრიანი თხემია.
პირველად ის ჩრდილოეთიდან, ზვიოზდაჩკას მყინვარიდან 1956 წელს დაიპყრო ჯგუფმა ვ.აბალაკოვის ხელმძღვანელობით. 1958 წელს ჯგუფი ი.ერიოხინის თავკაცობით აღმოსავლეთ და მთავარ პობედაზე ადის. 1961 წელს მწვერვალი დასავლეთის მხრიდან საქართველოს ნაკრებმა დალაშქრა ჯუმბერ მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით.
მთამსვლელთა წრეებში ვარაუდობენ, რომ პობედა 1938 წელს სამმა ალპინისტმა - ლ.გუტმანი, ე.ივანოვი, ა.სიდორენკო - დაიპყრო, რომლებმაც ასვლა ლენინური კომკავშირის 20 წლის იუბილეს მიუძღვნეს და მწვერვალი ასეც მონათლეს. ვარაუდის მიხედვით, მთამსვლელებმა ალტიმეტრის მონაცემი - 7439მ - შეცდომად მიიჩნიეს და ჩათვალეს, რომ 6930 მეტრზე ავიდნენ. უამინდობის გამო, მათ ვერ დაინახეს, რომ ქედის უმაღლეს მწვერვალზე იდგნენ.
![]() |
14 მთელი წლის ფოსტა |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ზურაბ თალაკვაძე
მისტერ ჯასტინმა 2011 უნდა გაიაროს. წელს ისაა ფოსტალიონი. წერილს, ამანათს ამ წლის ყველა პოპულარული სპორტსმენი, მათი დამქირავებელი მიიღებს.
დღეს 2011 წელს ვაჯამებთ. შედეგებით არა, გამორჩეულობით.
სლოგანმა - 2011, 11, 11 ვერ გაჭრა, არაპოპულარული იყო. 2011, 11, 11 მაინც აქტუალურია. ჯასტინმა ამ წლის 11 ტოპტიპს უნდა მიაკითხოს, წერილი ან ამანათი ხელიდან ხელში გადასცეს და დროშიც არ უნდა ჩაიწვას. ჯასტინი სტანდარტული ამერიკელი ფოსტალიონია - კარგი ტანი, პირი სულ გაპარსული აქვს, აფლიქშენის კეტები, როარის პერანგი, დიზელის შარვალი. კისერზე, მკერდზე, ოდნავ პერანგზეც ივ სენ ლორანი მიისხა. დეტროიტ თაიგერზის კეპს ეძებს. თაიგერზის კეპზე რონალდი გდია. რონალდი ჯასტინის ბულდოგია. ინგლისური ბულდოგი. ზარმაცი, ასთმიანი სტეიკი, რომელიც სულ დაღლილია. იძინებს და ძილშიც ვერ ისვენებს. ნაკეცებიანი ღიპი მარჯვნივ გამოაგდო, ზედა თათებით და თითებით კეპი უჭირავს და ხვრინავს. მაგრად ხვრინავს. ჯასტინმა კეპი ფრთხილად გამოაცალა, რონალდი მარცხნივ გადაგორდა, თავი საკუთარ ნერწყვში ჩადო, ესიამოვნა, დაამთქნარა. ჯასტინი მიდის და რონალდთან მისი მეზობელი, სექსუალური ხოსე დარჩება. მიჩიგანში ხოსე ერექციოლოგია. აქვს კერძო კლინიკა, კითხულობს ლექციებს. იმ, საინტერესო თემაზე.
ჯასტინმა თაიგერზის კეპი შარვალზე ჩამობერტყა. რონალდის სუნი ასდის. რონალდი ჯასტინის ძმაკაცია. რომ დაბრუნდება, დორბლიან კონგრესმენს რამე მაგარ ძვალს ჩამოუტანს. საფრანგეთში მაინც ჩასასვლელია და სუპერძვალს იქ, მარსელის ზოომარკეტში იშოვის. რონალდმა ეს დაიმსახურა. უგო ბოსის შარფსაც წამოუღებს. ჯასტინმა კადილაკს გადახედა. გოლფსტრიმის ფერის, დგას და უბანს აფასებს, ბევრკვირიანი მოგზაურობისთის ემზადება. ხოსემ ერთხელ უთხრა, შენი მანქანა 16 წლის ქალწულის ცრემლის ფერია და არა გოლფსტრიმისო. შეიძლება ასეც არის. ჯასტინს 16 წლის ქალწულები ქვითინის დროს ჯერ არ უნახავს. ჯასტინი დაიძრა. კადილაკ ფლიტვუდიც დაიძრა. ჯასტინთან ერთად.
პირველი ამანათი მისტერ სტერნმა უნდა მიიღოს. მისტერ სტერნი NBA-ს კომისარია. წელს NBA არ იქნება და ჯასტინი პისტონზის გასახდელში თავის ძმაკაცს, რიპ ჰამილტონს ვერ ჩააკითხავს. სტერნმა პროვინციულად ივაჭრა, რეგულარული ჩაშალა და დერონ უილიამსი სტამბოლში გაიქცა. ჯასტინს დევიდ სტერნის ბრიფინგები გაახსენდა. მამაკაცი კოსტიუმსა და ჰალსტუხში. არ უხდება. ჯასტინმა მისტერ სტერნის კარზე დააკაკუნა. დევიდმა გაუღო. საცვალში, მარცხენა ხელში ახალი ჰასტლერი ეჭირა. ჰასტლერი ასაკოვანი, დარბილებული ბიძიების საყვარელი ჟურნალია. პირველი წერილი მიმღებმა მიიღო. ჯასტინმა საკანცელარიო ჟურნალში ჩაიხედა. შემდეგი მისამართი მაიამია. ჯასტინმა ფლორიდაში ლებრონ ჯეიმსს, კრის ბოშს და დუეინ უეიდს უნდა ჩააკითხოს.
ლებრონ ჯეიმსი შვილთან ერთად
შეხვედრის ადგილი მაიამი ჰიტის ოფისია. „პატარა“, სამოცდაშვიდოთახიანი ოფისი. ჯასტინს წინა ფლეი-ოფი გაახსენდა. ჰიტის ბოსებმა ყველაფერი შეცვალეს. ხუთი წლის წინ, ბუნჩულა შაკთან ერთად ჩემპიონები გახდნენ. მერე შაკმა ჯანმრთელობის ტესტი ჩააგდო და კალათბურთში სამუდამო დისკვალიფიკაცია დაირტყა. შაკი წავიდა და ლებრონი მოიყვანეს. ლებრონისთვის, მოცეკვავე გოგონებს მთელ ტანზე დეკოლტე გაუკეთეს. ლებრონმა ვერჩაგდებული სამიანის ან კიდევ ერთი იდიოტური პასის მერე რომ გამოიხედოს, 20 წლის პემის მკერდის კონტურები დაინახოს და მოინდომოს. ლებრონი რეგულარულის პირველ სამ თვეში მეჯიქ ჯონსონია, რეგულარულის ბოლო სამ თვეში - ჯონ ჰავლიჩეკი. მერე მოდის ფლეი-ოფი და ლებრონი მარტო მოცეკვავე გოგონებს უყურებს. ავიწყდება, რომ კალათბურთით უნდა მოიგოს და კოკო ჯამბოზე დაკუნთული უკანალის ქნევას იწყებს. ლებრონის ამანათში ცნობილი ფსიქოლოგის, ლარი ბერდის რამდენიმე რჩევაა. იქვეა კრის ბოშამდე მისატანი SLAYER-ის Bloodline. ის დისკი სულ ვოქმენში უნდა ეგდოს და კალათბურთი ვოქმენით უნდა ითამაშოს. იმ მუსიკით მოიგებს, აგრესიის დოზას გაზრდის. დუეინ უეიდმა ამანათით მარიო პიუზოს გამოუქვეყნებელი რომანი მიიღო. ზოგადად გამოქვეყნებული და უეიდისთვის გამოუქვეყნებელი. უეიდი პოტენციური დონია. იმ რომანს თუ ჩაუჯდება, მაიამის დონი გახდება. ჯასტინმა წარმოიდგინა, ლებრონი გასახდელში დუეინს ხელზე რომ კოცნის. „ძაან მაგარია“, - გაიფიქრა ჯასტინმა. 7 ამანათი დარჩა.
ჯასტინს ვაშინგტონი არ მოსწონს და იქ მაინც უნდა ჩავიდეს. წერილი გაუპარსავმა ხულიგანმა, ახალი რუსების ახალმა სათამაშომ უნდა მიიღოს. ის ბიჭი რუსია და ამერიკაში ამერიკელებზე ამერიკელია. ჰყავდა ლამაზი მეგობარი გოგონა, ქართული სახელით, ნონა. უყვარს სერფინგი და თეთრ სახლში გაუპარსავი, დახეული ჯინსით, დიზელის „ბალეტკებით“ მივიდა. ის რუსი ალექსანდრ ოვეჩკინია. ბოლო სეზონში ჰოკეის თამაში დაავიწყდა. ვაშინგტონის მერისგან ქალაქის გასაღები მიიღო. „მის ვაშინგტონისგან“ სხვა გასაღები მიიღო. მონრეალის მეკარისგან მონრეალის კარის გასაღები ვერ მიიღო და ვაშინგტონი ფლეი-ოფის მეორე წრეში ზედმეტი გახდა. ვაშინგტონიც მაიამი ჰიტია. იქ ლებრონია ზედმეტი, აქ - ოვეჩკინი. ერთმანეთს იცნობენ და პატივს სცემენ. ოვეჩკინმა ჯასტინს ხელი ვერ ჩამოართვა, ორივე დაკავებული ჰქონდა. ერთში უჭირავს მიქსერი და მეორეში - მეორე მიქსერი. წერილი იღლიით აიღო, ჯასტინს თვალი ჩაუკრა და გაქრა.
ალექსანდრ ოვეჩკინი
ჯასტინმა ვაშინგტონში კიდევ ერთი ამანათი დატოვა. გილბერტ არენასის ამანათი, რომელზეც ეწერა: „დანიშნულების ადგილზე დუეინ უეიდმა ამანათით მარიო პიუზოს გამოუქვეყნებელი რომანი მიიღო. ზოგადად გამოქვეყნებული და უეიდისთვის გამოუქვეყნებელი. მიტანისთანავე გახსენით“. ჯასტინმა გახსნა.
ამოიღო კონვერტი. გილბერტ არენასიც გაახსენდა. ეს ბიჭი შარშან ელესდეს დიეტაზე იჯდა, გასახდელში კოლტით დადიოდა და ბევრს ეწეოდა. გილბერტი მერე ფლორიდაში, ორლანდო მეჯიქში დუაიტ ჰოვარდთან გაუშვეს და ძირითადად, მაინც ვაშინგტონში ცხოვრობს. იქ ელესდე უფრო იაფია. თან, ძველ კლიენტებს დიდი დისქაუნთიც აქვთ. გილბერტ არენასს საფოსტო ყუთში დენის, გაზის და ტელეფონის ქვითრები დაუტოვა. ორ დღეში თუ არ გადაიხდის, ჩაუჭრიან. ჯასტინმა პირში კრეკერები ჩაიყარა. დაისვენა. პარიზშია ჩასასვლელი.
პარიზში როგორც კი ჩავიდა, ეგრევე ერთ სასტუმროს მიადგა, აიღო ოთახი, ორმაგი ბანანა სპლიტი შეუკვეთა. აბაზანიდან ამოვიდა, გაიმშრალა, ჩაიცვა. ვიღაცამ დააკაკუნა. ჯასტინი გადაღეღილი პერანგით აღებს კარს, იქ დამლაგებელია. გაცვეთილი ინგლისურით უხსნის, რომ რეცეფციის ნომერი ოთახის მომსახურების მენიუში შეცდომით წერია და თან ჯასტინის კრიალა მკერდს უყურებს. ჯასტინს შერცხვა და პერანგი ცერად შეიკრა. „მაპატიე, საყვარელო, მეჩქარება. თან, შენთვის ანაბარი არ მაქვს. სამწუხაროდ“, - გაიფიქრა ჯასტინმა და გოგონას შონ კონერის ღიმილით დაემშვიდობა. პარიზში ანაბარი ამელი მორეზმომ უნდა მიიღოს. ამელი ქალია. ძმაკაცობს კაცებთან. მორეზმომ რამდენიმე კვირის წინ თქვა, საფრანგეთის დევისის თასის ნაკრები (კაცების) ჩამაბარეთ, ეგრევე თასს ავიღებთო. ჯასტინს ხელი ჩამოართვა. ჯასტინი დაიბნა, საცურაო აუზს გადახედა. იქიდან ანარეკლები მოდიოდა. ამელიმ უკანალზე უჩქმიტა, ჯასტინი კინაღამ ატირდა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. ამელის ჯონ მაკენროიმ თავისი მინიშედევრი, როტმანსის კოლოფზე შავი მარკერით დახატული „შიშველი მაკი“ გამოუგზავნა. ჯონიმ საკუთარი შედევრი შარშან, აუქციონზე გაიტანა და თვითონვე შეიძინა.
იანიკ ნოა
პარიზიდან კიდევ სამი ანაბარია მისატანი. ჯასტინმა იმ ტიპების სიას გადახედა. ცოტას დაისვენებს, აზრზე მოვა და ყველას ყველაფერს მიუტანს. ჯასტინი აბაზანაში ჩაწვა, მოცვის წვენი მოწრუპა, თვალები დახუჭა. გაახსენდა რიჩმონდის საერთო საცხოვრებელი. იქ, მესამე სართულზე ადიოდნენ და გოგოების აბანოში მობანავე სტუდენტებს უჭვრიტინებდნენ. გაეცინა. საკუთარ საქციელზე გაეცინა და წვენი მოსვა.
ჯასტინ ვერლანდერი
ფოტო: REUTERS ©
ჯასტინმა კიდევ სამი ამანათი დაარიგა. კაუნასში, არვიდას საბონისს ანდრეი კირილენკოსგან მელისალის ხუთი ბოთლი ჩაუტანა. საბონისმა ინფარქტი გადაიტანა. მერე ცსკამ კაუნასში ჟალგირისი მიტყეპა. კირილენკო ცსკაა. მელისალი ბალახებზე დამზადებული დამამშვიდებელია. საბონისი უკეთ გახდა. კიდევ ერთი ამანათი იანიკ ნოას ჩაუტანა. ნოა კარგი ჩოგბურთელი იყო. ნოამ ესპანელი სპორტსმენები დოპინგზე ზიანო, თქვა. ჯასტინმა იანიკი ტყის სიღრმეში, კოცონთან ნახა. რაფაელ ნადალთან და მიგელ ინდურაინთან ერთად მეტანდროსტენელონის ნახარშს სვამს, ფორმაშია. ჯასტინს გაეცინა. მეორე ამანათი იქვე, ნადალს დაუტოვა და ბოლო შეკვრას დახედა. წერილი. ლურჯ, ოდნავ დალაქავებულ კონვერტში.
ჯასტინმა კონვერტს ბოლო მოახია, წერილი ამოასრიალა, გაშალა. ბოლო ამანათი ჯასტინმა საკუთარ თავს ჩაუტანა. ბეისბოლისტი ჯასტინ ვერლანდერი სეზონის საუკეთესო პიტჩერი და MVP გახდა. ჯასტინი დეტროიტ თაიგერზის პიტჩერია. მაგარია, გაიფიქრა ჯასტინმა. და ინდურაინთან ერთად მეტანდროსტენელონის ნახარში მოიყუდა. თან შამფური ამოატრიალა. ნადალი ციკნის მწვადს წვავს. ჯასტინი დაიღალა. უნდა დაისვენოს. მალე ახალი სეზონი იწყება.
ამელი მორეზმო
![]() |
15 ქართველი დ'არტანიანი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
თბილისში აცივდა, საზოგადოებამ კაფე-ბარებიდან თეატრებსა და კინოდარბაზებში გადაინაცვლა. ჰოდა, მეც მათთან ერთად ვეცნობი ახალ ტენდენციებს. სწორედ ამ პროცესში დავაგემოვნე მუშკეტერების მორიგი ამერიკული ვერსია.
როგორც ჩანს, დროს თავისი მოაქვს და კლასიკის გათანამედროვება და ახლებური წაკითხვა აუცილებელ მოთხოვნად იქცა.
სახლში დაბრუნებულს მეც მომინდა ჩემი წვლილი შემეტანა ამ საშვილიშვილო საქმეში, გამახსენდა, რომ მოსკოვის Дом Книги-ში ერთ-ერთი ვიზიტის დროს შევიძინე ალექსანდრ ბუშკოვის ორტომეული Дартаньян Гвардеец Кардинала, რომელშიც ავტორი დიუმას უკვდავი რომანის ძალიან საინტერესო ვერსიას გვთავაზობს.
რა მოხდებოდა, ყველაფერი რომ უკუღმა წარმართულიყო? ანუ დ'არტანიანი რომ არ მიეღოთ მუშკეტერებში, გამხდარიყო კარდინალი რიშელიეს ერთგული გვარდიელი, დაძმაკაცებოდა როშფორს, შეყვარებოდა მილედი, მტრად გადაკიდებოდა ათოსს, პორთოსსა და არამისს...
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თაობის ყველა მამაკაცის მსგავსად, მეც დღემდე ვრჩები მოვლენათა დიუმასეული განვითარების ერთგულ თაყვანისმცემლად, რუსის ფანტაზია სიამოვნებით წავიკითხე და ბევრ ეპიზოდზე ვიხალისე კიდეც.
ჰოდა, მეც დავფიქრდი ჩემეულ ვერსიაზე. ბუშკოვისგან განსხვავებით, ძირითადი სიუჟეტური ხაზების შეცვლა მკრეხელობად მივიჩნიე, მაგრამ საღერღელი მაინც ამეშალა. ბოლოს გამახსენდა დ'არტანიანის გასკონური წარმომავლობა და გადავწყვიტე რომანში „ქართული კვალი“ მომეძებნა.
აკი, მოვალეც ვარ ამ თემაზე წავიმუშაო - ჯერ კიდევ ბაბუაჩემის ძმა, აკადემიკოსი შოთა ძიძიგური იკვლევდა ქართველებისა და ბასკების ნათესაობის ლინგვისტურ საფუძვლებს. სადაც ბასკები, იქაც მათი ბიძაშვილი გასკონელები და მეც მკლავებდაკაპიწებული ვეკვეთე დიუმას ტრილოგიას.
შევალიე დ'არტანიანის იმერული კუდაბზიკობა და ძმაკაცური ურთიერთობებისკენ ლტოლვა „სამი მუშკეტერის“ პირველივე თავებში აღმოვაჩინე.
გახსოვთ, როგორ აცილებს პარიზში (თბილისში, ქუთაისში ან ბათუმში) სოფლიდან მიმავალ ვაჟს მამამისი? ძველ ძმაკაც დე ტრევილთან (აქ ნებისმიერი ქართული გვარი გამოდგება) წერილს ატანს, თუ ძმა ხარ, ბიჭს მიმიხედეო. თავის ძველ ტანტანსაცმელსა და „შპაგას“ აძლევს (გაიხსენეთ ალექსანდრე რონდელის „დაკარგული სამოთხე“), საგზალის ნაცვლად, გამზრდელი ბებიის (რომელი არ ხართ ბებიის გაზრდილი?!) რეცეპტით დამზადებულ მალამოს უფეშქეშებს, წითურ ჯაგლაგზე სვამს (ჩვენებურის გარდა, რომელი ჭკუათმყოფელი წავა პარიზში ასეთი ბედაურით?!) და კმაყოფილი ემშვიდობება.
მენგში (ხაშურში ან სადმე „პერევალზე“, მაგალითად „ჯარგვალში“) სადილად გაჩერებული, თვალს მოკრავს თუ არა ქალაქელ ბანოვან მილედის, ყურადღების მისაქცევად ატეხს აყალმაყალს და უშიშრად დაეტაკება მის თანმხლებ როშფორს („ბებერ ცეხავიკს“). დაიჭრება, მაგრამ მაინც კმაყოფილია! რომელი მეტყვით, რომ ეს არაა წმინდა ქართული საქციელი?!
რას აკეთებს ჩვენი გმირი პარიზში ჩასვლისთანავე? ქირაობს ბინას, მომენტალურად ივიწყებს დილით ოცნების ქალად მონათლულ ლედი ვინტერს, სასწრაფოდ ებმება ჩხუბში მომხიბვლელი კონსტანციას გამო და ბინის პატრონის ცოლს უმალ საყვარლად გაიხდის... ასეთი ეპიზოდები მამებს მოკითხეთ, უთუოდ მოგიყვებიან - „...ჰოდა, 62 წელია და ჩავედი მოსკოვში...“
...აქ მთელ რომანს ვერ გავარჩევ, ამაზე ჩემს მომავალ ფუნდამენტურ ნაშრომში გესაუბრებით. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე საკვანძო კითხვაზე შევჩერდები.
- სადაური კაცი დაუნიშნავს „სტრელკას“ ერთდროულად სამ გამოცდილ დუელანტს, მერე მათთან ერთად შეებრძოლება სრულიად უცნობ ხალხს და ბოლოს ახლადშეძენილ ძმაკაცებთან ერთად საქეიფოდ წავა?
- სადაურია კაცი, რომელიც ყველა შემხვედრ ლამაზმანს ეპრანჭება, სიყვარულს ეფიცება და პირველივე ხელსაყრელ მომენტში მის მოახლეს კეტის (ქეთის) შეაცდენს?
- სადაურია კაცი, რომელიც მოღალატე ცოლის (თუნდაც, დედოფლის) „ბროშკის“ გამო ნახევარ ევროპას გაივლის, ნახევარ საფრანგეთს გაჟლეტს და საგმირო საქმეთა სამადლობლად მიღებულ ბეჭედს ტავერნაში (დუქანში) დაამღერებს?
- სადაურია კაცი, რომელიც ომის დროს, სანაძლეოს დადებს, ნასესხებ საგზალს გაიყოლებს (პრასი არ გვინდა, ჩვენი გვაქვს!) და მტრის ზურგში „პაკაზუხურად“ იქეიფებს?
ასეთი კითხვა კიდევ ბევრი მაქვს, პასუხი კი თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ასე რომ, დაელოდეთ ჩემს დისერტაციას. იქამდე კი წინაპრების სადღეგრძელოში ჩვენებური შევალიეს ხსენება არ დაგავიწყდეთ!
![]() |
16 ჩუმი ომი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
სალომე კიკალეიშვილი
ამონარიდი მომცრო ზომის ბლოკნოტიდან:
ომში ყველაფერი ცუდია, ერთის გარდა - იქ, საინტერესოა ცხოვრება.
გოგი ცაგარელი
გოგი ცაგარელი 64 წლისაა. რაც კი თავი მახსოვს, მგონი სულ ასეთია: დიდი სათვალით და თეთრი თმით. ახლა, როდესაც ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობს, მთელ დღეებს სახლში, ფოტოებთან ატარებს: ბეჭდავს, ამუშავებს, ახარისხებს. ბევრი ლაპარაკი და დიდი კამპანიები არასდროს უყვარდა. ამიტომაც ხშირად უარით ისტუმრებდა ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტებს. მიუხედავად იმ ტკივილისა და სიმძიმეებისა, რომელშიც მისი პროფესიის წყალობით ხშირად აღმოჩენილა, სენტიმენტალური არასდროს ყოფილა. არც ახლაა. ვერც - „ასაკი მაინც თავისას იზამს“ შვება რამეს. სენტიმენტები, აქ სრულიად უადგილოა.
გოგი ცაგარელის ობიექტივში ომს და სიკვდილს ბევრჯერ გაუელვებია. მისი ფოტოებით ბოლო ათწლეულების შესწავლა შეიძლება - ეს ერთგვარი მატიანეა. 80-იანების ბოლოს გადაღებული აღლუმების და საბჭოთა ჯარის სერიებში გრძნობ იმას, რაზეც ხმამაღლა არავინ საუბრობდა და რაც არსად იწერებოდა - სადღაც, ბნელ კუთხეში შეყუჟულ საფრთხეს და უცნაურ, აუხსნელ ფორიაქს. 90-იანები კი ახალი ეტაპია: მიტინგებით, სივრცის გარღვევის სურვილით და უსასრულო ომებით: სამამულო, აფხაზეთი, ცხინვალი, ყარაბაღი, ჩეჩნეთი.
ადრე
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს ცაგარელების ოჯახმა ბინა რუსთაველზე, კადეტების კორპუსში მიიღო. მამა - მიხეილ მათეს ძე ცაგარელი, მეორე მსოფლიო ომის დროს მფრინავი იყო. სახლი, რომელშიც სამხედრო პირები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ, ერთ დიდ საერთო საცხოვრებელს წარმოადგენდა: საერთო საკვანძო ოთახებითა და სამზარეულოთი. მობინადრეებს შორის მფრინავები არც ისე ბევრნი იყვნენ. ამიტომ, თავიდანვე რაღაც კასტასავით ჩამოაყალიბეს: იკრიბებოდნენ, იხსენებდნენ, ხუმრობდნენ. ცაგარელების სართულზე, საბჭოთა კავშირის გმირი ცხოვრობდა. გმირთან სტუმრობა ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო. ამას, ერთი ბანალური, მაგრამ ფრიად მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა - გმირი ერთადერთი გახლდათ მთელ სახლში, ვისაც ტელევიზორი ჰქონდა. მოლაპარაკე ადამიანებით სავსე ოთხკუთხედი ყუთის ნახვის და ყურების უფლება კი, მხოლოდ მას, მფრინავ მიხეილ ცაგარელის ვაჟს ჰქონდა.
თბილისი. 1996
ცაგარელების პრივატული სივრცე ორად გაყოფილ პატარა ოთახს წარმოადგენდა. ერთი ბავშვებს - გოგის და მის უფროს დას, ლალას ეკუთვნოდათ, ხოლო მეორე - მშობლებს.
წვიმიან დღეებს დერეფნებში, პინგ-პონგის თამაშსა და ველოსიპედით გრიალში ატარებდნენ. საშინლად ბევრი ბავშვი იყო, ასამდე მაინც, ფუტკრებივით ვირეოდითო. ისევე როგორც დღევანდელი - მაშინდელი, პატარა გოგი ცაგარელიც სათვალით დადიოდა: მრგვალი ფორმის სქელ ჩარჩოს ველოსიპედს ეძახდნენ. კლასში, დაბალ ხმაზე არაერთხელ გაუგია - ვეეელოოოსიიი...
მფრინავ მამას შვილისთვის ომზე თითქმის არაფერი მოუყოლია. მარტო ერთხელ, როდესაც მამის შვეიცარიული საათის დაზიანებული შუშა ნახა და იკითხა, მოკლედ აუხსნეს, რომ შუშა დაზიანდა, რადგან თვითმფრინავს ცეცხლი მოეკიდა, ყველაფერი იწვოდა და რომ... მამამ მოასწრო თვითმფრინავის დასმა და... მოკლედ.
სამხედრო სამსახურის შემდეგ მამამ აეროპორტში დაიწყო მუშაობა. დილით უთენია გადიოდა და უკან გვიან ბრუნდებოდა. ანუ სახლში მაშინ იყო, როცა ბავშვებს ეძინათ. მის აღზრდაში დიდი როლი დამ შეასრულა. ის ასწავლიდა მაგიდასთან ჯდომის წესებს, დანა-ჩანგლის დაჭერას, სწორად მოქცევას... 8 წლით უფროსი იყო! სამხედროების კორპუსში რუსები ცხოვრობდნენ და, რა თქმა უნდა, ყველა რუსულად ლაპარაკობდა. დედა ჩრდილო ოსეთიდან იყო. მართალია, ქართული იცოდა, მაგრამ რუსურუსულად უკეთ საუბრობდა. ერთ დღეს მამამ სიურპრიზი აღმოაჩინა, მისი ვაჟი სრულებით ვერ ლაპარაკობდა ქართულად. უფრო მეტიც - არც ესმოდა. ამიტომ, გოგის სასწრაფოდ გამოუწერეს ყოველი ზაფხულის მამის ნათესავებთან, ქუთაისში გატარება. მიუხედავად ქუთაისში საზაფხულო-გამოსასწორებელი ხასიათის სტუმრობებისა, ქართული მისი ოფიციალური ენა მაინც ვერ გახდა - უკვე დიდი ვიყავი და აქცენტი ვერ გადავლახეო.
ჩეჩნეთი. 1994
სამშენებლოზე ჩააბარა, სანტექნიკის ფაკულტეტზე - ვერ გეტყვი, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო, მაგრამ ასე მოხდაო. მერე მომავალი მეუღლე გაიცნო, ირაკლიც გაუჩნდათ და ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, ხელში ცოლის ფოტოაპარატი - ზენიტი აიღო, ირაკლის გადავუღებო.
ირაკლის გადაღებით დაწყებული ამბავი დღემდე გრძელდება. ფოტოგრაფია ისაა, რაც გოგი ცაგარელმა 32 წლის ასაკში აღმოაჩინა. „როდის, ამას არა აქვს მნიშვნელობა, - მეუბნება მისი მეგობარი და კოლეგა გურამ წიბახაშვილი, - რომ არა 32 წლის ასაკში, ის მაინც მივიდოდა ფოტოგრაფიამდე, 35-ის, 40-ის, მერე“.
ომები
კოპიტნარი. 1998
გურამ წიბახაშვილი: „გოგი ერთადერთი ქართველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც აფხაზეთის ომი გადაიღო. როგორც კაპა მიდიოდა გადასაღებად, ზუსტად ისე წავიდა, ფოტოგრაფიულად იომა და ჩამოვიდა. გოგი ყოველთვის მეუბნებოდა რომ ომი ადვილი გადასაღებია. რადგან ამ დროს ყველაფერი ზედაპირზე ამოდის, შენ უბრალოდ თითი უნდა აჭირო ღილაკსო“.
ომში წასვლა არავის დაუვალებია. მარტივია, პასუხისმგებლობას არავინ აიღებდა საკუთარ თავზე. ეს, შენი არჩევანი იყო. არჩევანი, რომელსაც რედაქტორები სიხარულით დათანხმდნენ. არ ვიცი, შეიძლება სულაც ერთხელ წასვლას გეგმავდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აფხაზეთის 12-თვიან ომში, ფოტოგრაფმა გოგი ცაგარელმა 3-4 თვე გაატარა.
ამონარიდი რვეულიდან:
„ხაინდრავას ფილმი ვნახე. ამ ფილმმა გამახსენა ის ისტორია, რაც ომის მერე, 2 წლის შემდეგ დამემართა. ტელევიზორში აჩვენებდნენ ომის კადრებს, საბრძოლო მოქმედებებს. ტელევიზორის წინ სრულ უსაფრთხოებაში, ვიგრძენი საზიზღარი, წებოვანი, პანიკური შიში. არადა, აფხაზეთში გადამიღია მსგავსი სიტუაციები, ჩვეულებრივ შიშს ვგრძნობდი ხოლმე, რომელიც მუშაობაში ხელს არ მიშლიდა და რომელსაც ომში თითქმის ყოველთვის გრძნობ. შიში, რომელსაც ეჩვევი და რომელიც სრულებით არ მოქმედებს შენს ქცევაზე. და აი აქ, ახლა, ტელევიზორის წინ, კინაღამ მოვკვდი შიშისგან“.
ამას პოსტტრავმატული შიში ჰქვია. ეს ადამიანში დარჩენილი გრძნობაა, რომელიც არ იყო გარეთ გამოსული. გაგივლის - მოგვიანებით ასე აუხსნა ექიმმა.
აფხაზეთამდე, პირველი ნამდვილი ომი თბილისის იყო. დილის 7 საათზე დაურეკეს - გოგი, დაიწყოო. ტაქსიმ შორს გაუჩერა. რუსთაველი ფეხით გაიარა და კავშირგაბმულობის სახლთან გაჩერდა, რამდენიმე ფოტოგრაფი დაინახა. ფოტო უნდა გადაეღო, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ ვერ შეძლებდა - ხელები უკანკალებდა. არ ახსოვს ზუსტად რაზე ფიქრობდა, მაგრამ ხელებს ვერ აჩეაჩერებდა. ამიტომ მუხლზე დადგა, ცალი ხელით აპარატი მოიმარჯვა, მეორის იდაყვი მუხლს დააყრდნო და ობიექტივში გაიხედა. კანკალი მალე გავიდა, აღარასდროს დაბრუნებულა. შიშით შეშინებია, მაგრამ კანკალი? არასდროს. ასე დაიწყო ომები.
სოხუმში გვარდიასთან ერთად შევიდა. როდესაც მიხვდა, რომ ქალაქი აფხაზებისგან დაცლილი იყო, ჯარს ჩამოშორდა და მარტომ დაიწყო ბოდიალი. თბილისში მხოლოდ დროდადრო, გადაღებული მასალის ჩამოსატანად ბრუნდებოდა, 2 კვირა ჩერდებოდა. ამ დროს არაფერს აკეთებდა, არაფერს იღებდა. ვერ ვიღებდიო. მერე, ისევ უკან მიდიოდა. რატომ? ამაზე პასუხი არც გოგის აქვს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც უკან ბრუნდებოდნენ. ადრენალინი? სისულელეა, არა, ეგ არაფერ შუაშიაო. მაგრამ რატომ? პასუხი მაინც არ არის. შენ, უბრალოდ, ბრუნდები უკან.
თვითმფრინავში ადგილები მუდამ დაკავებული იყო: სამხედროები, სამოქალაქო პირები, დაჭრილები... ზოგიც ფეხზე იდგა. ხშირად უმგზავრია ასე, ფეხზე, ხელებით რაღაცაზე მოჭიდებულს. ეგ არაფერი, თვითმფრინავები გაუმართავ მდგომარეობაში დაფრინავდნენ, ჰოდა, მთავარი სირთულე დაჯდომისას იწყებოდა, როდესაც კაბინიდან მფრინავი გამოვარდებოდა და ყვიროდა: აბა, ყველა კუდისაკენ, კუდისაკენ! თვითმფრინავის კუდში მიქუჩდებოდნენ ხოლმე. სწორედ ასეთ დროს ხვდები რა უსუსური ხარ, რომ შენზე არაფერია დამოკიდებული. როდესაც გარშემო ისვრიან, იქ იმას მაინც ფიქრობ - რას ამოეფარო, სად დაიმალო. აქ კი... ცხოვრებაში პირველად, თვითმფრინავში ილოცა.
გორი. 1990
სოხუმის დაცემაზე ჯერ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. უბრალოდ გაუკვირდა, როდესაც თვითმფრინავზე - აღარ დაფრინავსო - მიიღო პასუხად. მაინც წავიდა. თბილისი-კოპიტნარი და იქიდან ოჩამჩირე. სოხუმში მოხვედრას რომ ვეღარ შეძლებდა, ამას იმ დღესვე მიხვდა, როდესაც ყარყარაშვილის და მისი ჯარისკაცების სახეები დაინახა - ბევრნი იყვნენ, სანაპიროს მოუყვებოდნენ.
29 სექტემბერს, ოჩამჩირიდან ბოლო მატარებლით წამოვიდა. გზად ჯარისკაცები ამოვიდნენ. ყველა დაჭრილი იყო. ერთი კი, მის წინ იჯდა და შეუჩერებლად ბუტბუტებდა - 100 ვიყავით, 25 დავრჩით, 100 ვიყავით, 25 დავრჩით. ბოლოს, ოფიცერმა მაგრად შეუყვირა. გაჩუმდა.
„ადამიანი, რომელმაც იცის, რომ შეიძლება მოკვდეს, აღარ იწყებს პრანჭვას. წვრილმანი ყველაფერი გტოვებს და შიშველი რჩები. ის ნამდვილი ხდება. კარგი უფრო კარგი, ცუდი - უფრო ცუდი.
კვალი? ალბათ სიცოცხლე-სიკვდილს სხვანაირად უყურებ. იაკ 40-ით მოვფრინავდით. მიცვალებული ჯარისკაცი იწვა გადაწოლილ სკამებზე, ილუმინატორთან. გვერდზე 15 წლის ბიჭი ეჯდა, რომელიც ჩუმად ტიროდა. მისი ძმა იყო. ბიჭის თავთან, ფეხზე ვიდექი. გარშემო კი მთვრალი ჯარისკაცები იცინოდნენ, ერთობოდნენ, სახლებში ბრუნდებოდნენ! ადრე მიკვირდა, როდესაც ტელევიზიით ომში ჩართულ ქვეყნებს ვუყურებდი, არ მესმოდა როგორ შეიძლება ომთან ერთად იცხოვრო, გიყვარდეს... ჩვეულებრივი რამ ყოფილა. ჩვენც ასე ვიყავით. დავბრუნდებოდი თუ არა? არა. სენტიმენტალური ნამდვილად არ ვარ, მაგრამ თუ ოდესმე დაგვილაგდა ურთიერთობა, საქმეზე წავალ. ისე არა, სიამოვნებას ვერ მივიღებ“.
თბილისი. 1985
აფხაზეთის ომის შემდეგ დიდი ხანი ვერაფერს იღებდა. ნახევარი წელი თითქმის სულ სვამდა. არაფრის გადაღება არ უნდოდა - ყველაფერი ძალიან უინტერესოაო. ეს გრძელდებოდა მანამდე, სანამ არ გამოჩნდა ყარაბაღი და ჩეჩნეთი.
იყო დრო...
იყო დრო, როდესაც სახლის კედლებზე ომში გადაღებული ფოტოები ჰქონდა გაკრული. ახლა კი ომს, ცაგარელების ბინაში მხოლოდ ერთი, პატარა კუთხე უკავია. სახე არ მოჩანს, მაგრამ მიყვება, რომ ეს ჩეჩენი ლაბაზანოვის ერთ-ერთი ბოევიკია. კადრში იარაღით ასხმულ გულმკერდს ხედავ. დაღუპული იქნებაო - მითხრა, სადღაც გამოუცხადებიათ, ლაბაზანოვის მთელი პირველი შემადგენლობა დაღუპულა.
კაცი ვიოლონოთი კი ბორისია. იმ დღეს ბევრს მარხავდნენ. ბორისი სასაფლაოზე დადიოდა და უკრავდა. ყარაბაღის ომში შვილი დაღუპვია. ჯერ მისთვის უკრავდა, მერე კი, ყოველდღე ამოდიოდა და ყველა გარდაცვლილისთვის, რაიმე სევდიანს დაუკრავდა ხოლმე.
საპონი, ტუალეტის ქაღალდი და ჯაგრისი - ასე გამოდიოდა ყოველდღე სახლიდან. არაფერს გეგმავდა, მაგრამ ეს იყო დრო, როდესაც სადილზე გასულმა არ იცოდი, სად ამოყოფდი თავს. რომ ჰკითხო, როგორ გადარჩა ამდენ ომში, გიპასუხებს - არასდროს მიფიქრია ცუდზეო. მართალია, ერთხელ გვერდზე ზარბაზანმა უეცრად გაისროლა და მეორედ, თმებით იგრძნო რიკოშეტით წამოსული ტყვია, მაგრამ არაფერი, ცოტა ხნით ჩაიკეცა - ფეხები თითქოს ბამბის გამიხდაო, მერე წამოდგა და გზა განაგრძო.
„იყო დრო, ძალიან ვამაყობდი და თავი მაგარ რეპორტიორად მომქონდა. არასდროს გადამიღია მზის ჩასვლა-ამოსვლები-მეთქი. სისულელეა. უნდა გადამეღო. ლამაზია“.
მერე ანუ ახლა
მერე დიაბეტმა ბევრი რამ გააფუჭა. გულზეც დაეწყო პრობლემები. 2002 წელს ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ მალე ისევ საოპერაციო გახდა. რადგან წელიწადში რამდენჯერმე სჭირდებოდა საავადმყოფოში დაწოლა, ვერსად იმუშავებდა. თავად გადაწყვიტა ასე - უხერხული იქნებოდა, მუშაობა დამეწყო და მერე უცებ, ვინმესთვის იმედები გამეცრუებინაო. 2008 წლის 30 ივლისს ინფარქტი ჰქონდა. ომს საავადმყოფოში, პალატაში შეხვდა. ირაკლის პატარა მიმღები მოატანინა. რადიოთი უსმენდა.
ავადმყოფობის გამო დოკუმენტური ფოტოგრაფია ცოტა ხნით დაივიწყა. ახალი გატაცება იპოვა - ძველი ტექნოლოგიებით ფოტოების გამჟღავნება-დაბეჭდვა. ყიდულობდა აკვარელის ქაღალდს, კვერცხის ცილით ამუშავებდა და ხდიდა მას შუქმგრძნობიარეს, ჩარჩოსაც დაშუქებით აკეთებდა... თითო ფოტოს 2-3 დღე მაინც მიჰქონდა. ერთ კედელზე აკუმულირებული ომის გვერდით, მთელ ოთახში, ამ ტექნიკით შესრულებული ნატურმორტებია ჩამოკიდებული. არ უნდა ჰკითხო რომელი მოსწონს უფრო და, მით უმეტეს, სად არის გოგი ცაგარელი. აი, იქო, გეტყვის და ხელს იმ ერთი კედლისკენ გაიშვერს.
აღარ მიკითხავს როგორ გამოიარა ამდენი ომი ადამიანმა, რომელსაც დაავადება სჭირს; რასაც თავად, ფსიქოზს უწოდებს. ჯარის მერე დაემართა. სულ იბანს ხელებს, სულ. და ეს მარტო საჭმლის მიღებას არ უკავშირდება - „ჩემს კარდიოლოგთან რომ მივდივარ, ხელებს იბანს და მიჩვენებს - აი, ნახე, დავიბანეო“. გურამ წიბახაშვილისგან კი დიდი ხანია აღარ მოაქვს ის წიგნები, რომლებიც კიბეებზე უწყვია და მის სახელოსნოში, პერსონალური პირსახოციც კი აქვს.
ყარაბაღი. 1994
არ უყვარს მობილური ტელეფონი - ასე მგონია, ვიღაცას თოკით ვუჭერივარ. ავადმყოფობის გამო, მხოლოდ ცოლის დაჟინებული თხოვნით ავიღეო.
არ უყვარს კეპი - ფოტოგრაფებს გვერდითი ხედვა აქვთ განვითარებული და კეპი მზღუდავსო.
არასდროს უსწავლია და უსწავლებია ფოტოგრაფია - თვლის, რომ ის, უბრალოდ, არ ისწავლება.
ადრე თავისუფლად შეეძლო თუნდაც ღამის 2 საათზე მისულიყო ვინმესთან, გაეღვიძებინა და ეთქვა - გამარჯობა, უნდა გადაგიღო. ახლა კი... იმ დღეს დეზერტირებში იდგა და 30 წუთი კამერა ვერ ამოიღო, ეტყობა გადავეჩვიეო - ხალხთან კონტაქტი ადრე უფრო მიადვილდებოდა, არც კი ვფიქრობდი მათ რეაქციაზე. ახლა უფრო და უფრო რთული ხდება, უხერხულია მათი შეწუხებაო.
უყვარს შუა საუკუნეების იაპონური პოეზია და პროზა. ძალიან ხატოვანია, რასაც კითხულობ, იმას თვალნათლივ ხედავო. ფოტოგრაფიას ადარებს.
ყველაზე კომფორტულად თავს სახლში გრძნობს. ფოტოებზე უნდა მუშაობდეს. აი, მაშინ „შტაბშია“, თავის „შტაბში“.
ახლახან პატარა კამერა იყიდა. დოკუმენტურ ფოტოს დავუბრუნდიო. ისეთი პატარაა, რომ ამით არავინ აღმიქვამს სერიოზულად და ქუჩის გადაღებებისთვის გამომადგებაო.
ლაბორატორია საძინებელში აქვს. უფრო სწორად, საძინებელი აქვს ლაბორატორიაში. საწოლის თავზე მეგობრების: გურამ წიბახაშვილის, იურა მეჩითოვის, ალექსანდრე სააკოვის და მიხეილ ნასბერგის ნაჩუქარი ფოტოები კიდია. საწოლის გვერდზე მაგიდაა, რომელსაც ასაწყობი ლეგოსავით რაღაცები ეშლება-ეზრდება და დიდდება. ზედ გრძელი გამადიდებელია მიმაგრებული. კარზე აკრული ქაღალდი, გარედან შემოსული სინათლისგან იცავს დასაბეჭდად გამზადებულ ფოტოებს. აქვე, კედელზე წითელი შუქი აქვს დაყენებული. ამ ფოტოზე მისი ოცნების სახლია, მანგლისშია გადაღებული - ნისლი, ტყე და ქვით ნაშენი ძველი სახლია. ფასიც გაიგო, მაგრამ ძვირიაო. მოპირდაპირე მხარეს კი, მამაკაცის შავ-თეთრი ფოტოა. შავ-თეთრიც არაა, სიძველისგან თითქმის სულ ყვითელია. წარმოსადეგი გარეგნობა აქვს. შეიძლება ცოტა მკაცრიც. ტყავის ქურთუკში და თხელ ტყავის ქუდშია, მფრინავის სათვალით შუბლზე... მასთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია. არ უმეგობრიათ. ის თითქოს დგამდა რაღაც ნაბიჯებს, ეს კი... ნაკლებად, თითქმის არა. ამას ახლა ხვდება, როცა თვითონ გახდა მამა. მაგრამ, იცი რა, ამ ბოლო დროს ხშირად იჭერს ხოლმე საკუთარ თავში მის ჟესტებს, მანერებს. რა ვიცი, საიდანღაც მოვიდაო... თითქოს დაემსგავსა კიდეც. თან, მამის არ იყოს, ისიც იბრძოდა, ოღონდ სხვანაირად. ფოტოგრაფიულად. ჩუმად.
![]() |
17 ჩრდილების თეატრი |
▲ზევით დაბრუნება |
თეატრი|კულტურა
ია პატატიშვილი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
რუსთაველის თეატრში, ეზოს მხრიდან, თაბუკაშვილის ქუჩიდან თუ შეხვალთ და კიბეებს აუყვებით, დერეფანში აღმოჩნდებით. აქ რამდენიმე კარია. ერთი მთელი დღის განმავლობაში ღიაა. შესვლისთანავე რაც თვალში მოგხვდებათ, დიდი, თეთრი ეკრანია. ეს, ქართული ჩრდილების თეატრის სარეპეტიციო ადგილია.
ჩრდილების თეატრი ვიზუალური ხელოვნების უძველესი ფორმაა. ის თანამედროვე სახით 1500 წელზე მეტი ხნის წინ წარმოიშვა. თუმცა ჯერ კიდევ ქვის ხანაში, გამოქვაბულებში, ცეცხლის გარშემო შემომსხდარი ადამიანები, კედლებზე საკუთარი სხეულით თუ სხვადასხვაგვარი ფიგურებით ჩრდილებს გამოსახავდნენ. ეს იყო ერთგვარი ადრეული ფორმა „წარმოდგენის“, რომელმაც ფესვები აზიაში, კერძოდ - ინდოეთსა და ჩინეთში გაიდგა. დღეს ამ ქვეყნებში სპექტაკლის სიუჟეტები, ძირითადად, ტრადიციულ კულტურასთანაა შერწყმული და ადგილობრივ ფოლკლორს, ზღაპრებსა და ლეგენდებს ეყრდნობა. დროთა განმავლობაში თეატრის ეს სახეობა სხვადასხვა სახით თურქეთში, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაში გავრცელდა და ბოლოს უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა.
ძირითადად გავრცელებულია მარიონეტების ჩრდილების თეატრი, რომელშიც მუყაოსგან, ხისგან, პლასტმასისგან და ბუმბულისგან დამზადებული ბრტყელი ფიგურები გამოიყენება. სპექტაკლისთვის სულ სამი დეტალია საჭირო: თეთრი ეკრანი, ძლიერი განათება ჩრდილის მკვეთრად გამოსავლენად და ჯოხზე დამაგრებული ფიგურები, რომლებსაც მსახიობები მართავენ. ქართულ ჩრდილების თეატრშიც ტრადიციული ეკრანი და განათება გამოიყენება, მაგრამ ფიგურებს მსახიობები ანაცვლებენ - მთავარ როლში, არც მეტი, არც ნაკლები, მათი ხელებია.
განათება ჩართულია. თეთრი ეკრანის მიღმა, საფეხურებზე ერთმანეთს 11 მსახიობი ენაცვლება. მაყურებელთა თვალწინ, ხელების მოძრაობით ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, მწერები და ათასგვარი ფიგურები ცოცხლდებიან. ეს „ბუდგრუგანა-გაგრაა“ - ქართული ხელის ჩრდილების თეატრი. ბუდრუგანა ტაატითა და ჭრიალით მოსიარულე ეტლს ნიშნავს. 1982 წელს ქართველი რეჟისორის, მსახიობისა და დრამატურგის გელა კანდელაკის მიერ შექმნილი თეატრის თავდაპირველი იდეა ხომ სწორედ ამ ტრანსპორტით საქართველოს ყველაზე ძნელად მისაღწევ სოფლებში მოგზაურობასა და იქ მცხოვრები ბავშვებისთვის თოჯინების სპექტაკლის ჩვენებაში მდგომარეობდა. მთავარი მიზანი რეგიონებში კულტურული ვაკუუმის შევსება იყო. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, საჭირო რეკვიზიტის შეძენა ვერ მოხერხდა და ამიტომაც ალტერნატიული გზების მოძიება გახდა საჭირო. ბევრი ფიქრის შემდეგ რეჟისორმა და მსახიობებმა ჩრდილებით ექსპერიმენტებს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ ჩრდილს არანაკლები გამომსახველობითი უნარი აქვს, ვიდრე თოჯინას ან მარიონეტს.
„თეატრის მსახიობები თითქოს თავისუფალი არიან დრამატული თეატრის მსახიობის სხეულისგან, მატერიისგან. ისინი ხომ მხოლოდ ჩრდილების სახით ჩნდებიან მაყურებლის წინაშე. ამავე დროს, ტრადიციული ჩრდილების თეატრის გმირებისგან განსხვავებით, მათ სული აქვთ, რადგან ადამიანის ხელის ჩრდილები არიან და არა მუყაოსგან გამოჭრილი ფიგურები. ჩვენს წარმოდგენებზე გაწეული შრომა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივ დრამატულ სპექტაკლზე მუშაობისგან. ამავე დროს, ჩემი აზრით, ამ თეატრში მუშაობა უფრო რთულია, რადგან საკუთარი ემოციების გადმოსაცემად მინიმალური საშუალებები გაქვს. ვერ იყენებ ემოციის გამოხატვის მთავარ იარაღს - თვალებს, მიმიკას. მთლიანად კონცენტრირებული ხარ იმ როლზე, რომელსაც ასრულებ. ეკრანი მცირე ზომისაა. თითოეული მილიმეტრი გათვლილია. თუ სპექტაკლზე სამსახიობო დასს ერთი წევრი მაინც აკლია, წარმოდგენა ვერ იმართება. ჩვენ არ გვყავს დუბლიორები. როდესაც მსახიობი დასს ტოვებს, ახალმოსულს „გასახსნელად“ წელიწადიც შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. სპექტაკლის დადგმასაც დიდი დრო სჭირდება. აქ რომ მოდიხარ, ხელში სხვა შეგრძნებები გიჩნდება“, - ჰყვება თეატრის მსახიობი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჭიტაძე.
ჩრდილების თეატრმა შექმნის დღიდან სამი დასი გამოიცვალა. პირველ თაობას არაპროფესიონალი მსახიობები წარმოადგენდნენ, რომლებიც დღისით საკუთარი საქმიანობით იყვნენ დაკავებული, საღამოებს კი თეატრში მუშაობას უთმობდნენ. დებიუტი 1991 წელს საფრანგეთში შედგა, ფესტივალზე Les Semaines De La Marionette A Paris, სპექტაკლით „დათვის ბელის, ლაზარეს, თავგადასავალი“, რომელსაც ახლაც დგამენ და „წელიწადის ოთხი დრო“ ჰქვია. წარმატებული დებიუტის შემდეგ ბევრი მიწვევა მიიღეს. 1993 წელს შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ საერთაშორისო ფესტივალზე Pippetry, 1995-ში კი გერმანიის ქალაქ შვაბიშ-გმუნდში გამართულ ჩრდილების თეატრის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ. პირველი დასი მსახიობების მოუცლელობის გამო მალევე დაიშალა. ბოლო წარმოდგენა 1998 წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალზე გაიმართა. მანამდე კი გელა კანდელაკმა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით დასახლებული თითქმის ყველა რეგიონი მოიარა და სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები შეარჩია. ჩრდილების თეატრის ახალი დასი მაყურებლის წინაშე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2002 წელს წარდგა. ამავე პერიოდიდან თეატრის სახელწოდებას „გაგრა“ დაემატა.
„თეატრმა შემოთავაზებები Warner Brothers-ისგანაც მიიღო. წარმოდგენა სტადიონზე უნდა გამართულიყო, მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე. ბატონმა გელამ უარი განაცხადა, რადგან ჩვენი სანახაობა არ არის დიდ მასშტაბზე გათვლილი. ახლა სპექტაკლებს ორ კვირაში ერთხელ ვატარებთ, შაბათობით, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. დარბაზი მხოლოდ 300 სტუმარს იტევს. აქ წარმოდგენებს მას შემდეგ ვმართავთ, რაც 2010 წელს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მოგვენიჭა. ახლა ჩვენ მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა. ადამიანებმა იციან რა არის „ბუდრუგანა-გაგრა“. მანამდე თოჯინების თეატრის სხვენზე ვმუშაობდით, სადაც წვიმის დროს გაჩერება შეუძლებელი იყო. თუმცა ის, რომ ჩვენ ვარსებობთ, სწორედ თოჯინების თეატრის დირექციის დამსახურებაა. 14 წლის განმავლობაში იქ ვატარებდით რეპეტიციებს სრულიად უსასყიდლოდ“.
ამჟამად „ბუდრუგანა-გაგრას“ რეპერტუარში ორი წარმოდგენა აქვს. ესენია „წელიწადის ოთხი დრო“ და „რა საოცარი დღეა“. პირველ სპექტაკლში დათვის ბელის ამბავია მოთხრობილი, რომელიც გაზაფხულიდან ზამთრამდე სხვადასხვა თავგადასავალში ებმება. მთავარ გმირში პატარები საკუთარ თავს დაინახავენ, უფროსები კი წარმოდგენის ნახვისას ბავშვობას გაიხსენებენ. სპექტაკლს „რა საოცარი დღეა“ ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის ცნობილი სიმღერა - Isn't This A Lovely Day დაედო საფუძვლად. ნამუშევარი ხსენებული მუსიკოსების სიყვარულის ისტორიას ეხება. თუმცა, ისინი პირობითი პერსონაჟები არიან. წარმოდგენა ადამიანის დაბადებას, ბავშვობას, სიყვარულს, განშორებას, სიკვდილს და სულის უკვდავებას ასახავს. გელა კანდელაკის თქმით, ეს სპექტაკლი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ტკივილი განუცდია.
„როდესაც სამიზნე აუდიტორიის შესახებ გვეკითხებიან, ხუმრობით ვპასუხობთ - 4-დან 104 წლამდე. ჩვენი სპექტაკლები მოსაწონია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. არცერთი წარმოდგენა არ არის სტატიკური. ყველაფერი მუდმივად ცვლილების პროცესშია. როდესაც დასში ახალი მსახიობი მოდის, საკუთარი ინდივიდუალიზმი შემოაქვს. რა თქმა უნდა, შინაარსი იგივე რჩება, იცვლება დეტალები. სცენარის ავტორი და რეჟისორი გელა კანდელაკია, თუმცა მუშაობის პროცესში მსახიობებიც ვერთვებით და საბოლოო პროდუქტს ერთობლივად ვქმნით. თეატრის სპეციფიკა მხოლოდ სპექტაკლები არაა. ძალიან ხშირად ვებმებით მულტიმედიურ წარმოდგენებში და ამ პროფილის რამდენიმე ფესტივალშიც მივიღეთ მონაწილეობა“.
გელა კანდელაკი და ჩრდილების თეატრის მსახიობები მხატვრულ, ანიმაციურ და დოკუმენტურ ფილმებზეც მუშაობენ. კინოსტუდია აფხაზეთთან და საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა კვალი XXI-სთან თანამშრომლობით შექმნილი აქვთ სურათები „გრავიტაცია“, „ხუთი ვარიაცია“, „ახალი წელი“ და სხვა. ერთ-ერთმა ფილმმა „ხმელეთის 0.047%25“ საფრანგეთში, სორეზის კინოფესტივალზე გრანპრიც კი მიიღო. საპრემიერო ჩვენებები გერმანიასა და ლიტვაშიც შედგა. სურათის ავტორთა მთავარი მიზანი ქართული კულტურის შეცნობა და მისი, როგორც ევროპული კულტურის ორგანული ნაწილის, წარმოჩენაა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ანიმაციურ ფილმებზე „ვან გოგის უკანასკნელი წერილი“ და „ვეფხი და მოყმე“.
„მომავალი სეზონისთვის ვგეგმავთ სპექტაკლის პრემიერას სულხან-საბა ორბელიანის იგავების, სიტყვათა განმარტებების და ქადაგებების მიხედვით. 2012 წელს მონაწილეობას ვაპირებთ გერმანიაში, ქალაქ შვაბიშ-გმუნდში ჩრდილების თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება. უცხოეთში ჩვენს წარმოდგენებს მუდამ აღფრთოვანებით ხვდებიან და მსოფლიო საგანძურადაც მოიხსენიებენ. თეატრის უნიკალურობა ისაა, რომ მხოლოდ ხელის ჩრდილებით გათამაშებული წარმოდგენა - თავისი ღირებულებით და მასშტაბით, დრამატულ სპექტაკლს უდრის. სამწუხაროა, რომ ჩვენი თავდაპირველი სურვილი, მოგვევლო რეგიონები, ბავშვებისთვის წარმოდგენები ჩაგვეტარებინა და სიხარული მიგვენიჭებინა, ბოლომდე ვერ სრულდება. ეს ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს. თუმცა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მაინც ვახარებთ. როდესაც მათ ბედნიერ სახეებს ვხედავთ, მოტივაცია და ენერგია გვემატება“.
![]() |
18 უყურე, ათვალიერე, თვალთვალე |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
თათული წერეთელი
„მივდივარ ნაცნობ ქუჩებში და ყოველი ფანჯრიდან
მოველი იმის მოსმენას და დანახვას, რასაც მივეჩვიე.
ხანდახან მიკვირს, რატომ არ ისმის სიმღერა... ჩემი
სახლის წინაც დადიან, ალბათ, სხვები და ესმით...
ზოგს მსუბუქი მუსიკა ურჩევნია გამების მოსმენას,
ზოგს პირიქით...“
გურამ დოჩანაშვილი, „მუსიკოსი“.
ქუჩებში სეირნობის დროს ფანჯრებში ყურებასა და იქიდან გამომავალი მუსიკის თუ საუბრების მოსმენასთან ერთად, იქვე ოთახის ინტერიერსაც შეიძლება შეავლო დაკვირვებული თვალი. ხოლო ოთახში ადამიანებიც თუ ფუსფუსებენ, ნაბიჯსაც შეგიძლია უკლო და უკვე ხანგრძლივი მზერა გააყოლო ერთი რიგითი ოჯახური ცხოვრების რამდენიმე წამს. სხვისი ცხოვრებით დაინტერესება ბუნებრივი მოვლენაა და ზუსტად ამიტომაა, რომ მე-20 საუკუნის ხელოვნების თუ გართობის ინდუსტრიის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ინტერესის დაკმაყოფილებას ეძღვნებოდა. დღეს კი, ინტერნეტისა და ფოტო-ვიდეო ტექნიკის განვითარებასა და ხელმისაწვდომობასთან ერთად, ვუაიერისტულმა სიამოვნებებმა თითქმის მთელი საზოგადოება თანაბრად მოიცვა.
კლასიკური გაგებით, ვუაიერიზმი იგივე სკოპოფილია, სექსუალური აქტის ან შიშველი სხეულის თვალთვალით მიღებულ სიამოვნებას გულისხმობს. ფსიქიატრები და სექსოლოგები, ვუაიერიზმს სექსუალურ გადახრად მაშინ განიხილავენ, თუ ის სექსუალური დაკმაყოფილების ერთადერთ ხერხად იქცევა. თუმცა დღესდღეობით ამ ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობით, სექსუალური მნიშვნელობის გარეშეც ხშირად ხმარობენ ხოლმე. ყურებით მიღებული სექსუალური სახის სიამოვნება პირველად ფსიქოანალიტიკურ ჭრილში, ზიგმუნდ ფროიდმა განიხილა („სამი ნარკვევი სექსუალობაზე“, 1905). ის ამბობს, რომ ვუაიერიზმს თითქმის ყოველთვის სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა ახლავს თან. სირცხვილი და შიში, თვალთვალის ფაქტზე არ წაგვასწრონ, მართლაც ნებისმიერი სახის ვუაიერიზმის განუყოფელი ნაწილია. როგორც უნდა გვაინტერესებდეს ფანჯრებს მიღმა განვითარებული მოვლენები, შუა ქუჩაში არ დავდგებით და გამვლელების დასანახად თვალთვალს არ დავიწყებთ. ამას მხოლოდ ყველასგან მოფარებულ, უსაფრთხო ადგილას თუ გავბედავთ.
დაახლოებით იმავეს გულისხმობს სარტრი, როდესაც „არსებობა და არარაობაში“ ჭუჭრუტანიდან თვალთვალის ფაქტს აღწერს და თან საკუთარ შეგრძნებებს აკვირდება. თვალთვალის მომენტში სარტრი საკუთარ „მე“-ს განიცდის მისი ქმედების, ანუ თვალთვალის საფუძველზე. თუმცა მოვლენები მას მერე იცვლება, როდესაც ის აცნობიერებს, რომ მასაც უყურებენ, სხვისი მზერის ობიექტია - „და უეცრად დერეფანში ნაბიჯის ხმები მესმის. ვიღაც მიყურებს!“. სწორედ ესაა მისთვის, საკუთარი „მე“-ს აღქმის დაკარგვის მომენტი. „მე“-ს დაკარგვას კი თან სდევს სირცხვილი იმისა, რომ „მე“, როგორც ობიექტური მოცემულობა, აღარ არსებობს, „მე“ მისთვის მხოლოდ სხვისი ყურების პასიური და დაუცველი ობიექტი ხდება. სარტრს უსუსურობის შეგრძნება ეუფლება, რადგან ადამიანს, რომელიც მას უყურებს, მასზე გაცილებით დიდი ძალა - მზერის ძალაუფლება გააჩნია. სარტრის იდეა, რომ მაყურებელი ყოველთვის მოძალადეა, ხოლო ადამიანი, რომელსაც უყურებენ - მსხვერპლი, შესაძლოა, საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსითაც იყო გამოწვეული. თუმცა ამ მოსაზრებამ ხელოვნების თეორიებში გარკვეული გამოძახილი ჰპოვა. „მაყურებელი, როგორც აგრესორი“-ს იდეით განსაკუთრებით ფემინისტური კინოს მკვლევრები დაინტერესდნენ.
ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი
კინოს გამოგონებასთან ერთად, ვუაიერიზმი აკრძალულიდან უკვე საყოველთაოდ მისაღები „თვალთვალის“ ფორმა გახდა. ეკრანმა ჭუჭრუტანის ფუნქცია შეითავსა და ჩვენი, ანუ მაყურებლის ვუაიერისტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ყოველგვარი სოციალური ბარიერებისა თუ აკრძალვების გარეშე დაიწყო. კინოს, როგორც ვუაიერიზმის ერთ-ერთ სახეობაზე მიუთითებს კინოს ფსიქოანალიტიკური თეორიაც, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. კინოთეორეტიკოსი კრისტიან მეტცი თვლის, რომ ჭეშმარიტი ვუაიერიზმი ყოველთვის ორმხრივი აქტია. მაყურებელს თან უნდა ახლდეს მზერის ობიექტი - ექსჰიბიციონისტი, რომელმაც იცის, რომ მას უყურებენ და სწორედ ამით იღებდეს სიამოვნებას. ამ მხრივ, ჭეშმარიტი ვუაიერიზმის მაგალითად ის თეატრს მიიჩნევს, თეატრალურ წარმოდგენას - როგორც მოქმედების და მაყურებლის ორმხრივ კავშირს. თეატრისგან განსხვავებით, კინოს ყურების პროცესს ავტორი შემდეგნაირად აღწერს: „მე ვუყურებ, მაგრამ ის (კინო) ვერ ხედავს, რომ მე მას ვუყურებ“ - ანუ, მზერის მომენტში კინო არაა ექსჰიბიციონისტური, ეკრანზე გამოსახულმა გმირმა არ იცის, რომ მას უცქერენ. თუმცა, უშუალოდ ფილმისგან განსხვავებით, ექსჰიბიციონისტურია მთლიანი კინოინდუსტრია, რადგან კინოწარმოების პროცესის არსი სწორედ ისაა, რომ საბოლოო პროდუქტი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს. „კინოს შემთხვევაში ვუაიერისტულ სიამოვნებას იმ ფაქტის ცოდნა გვანიჭებს, რომ ყურების ობიექტმა არ იცის, რომ ჩვენ მას ვუყურებთ“, - ამბობს მეტცი და მაყურებლის უსაფრთხოებაზე მიუთითებს. ბნელ დარბაზში ან ოთახში მოკალათებულ მაყურებელს არაფერი ემუქრება, ეკრანზე გადაშლილ სანახაობას მშვიდად შეუძლია ადევნოს თვალი.
ოდნავ განსხვავებული კუთხით უდგებიან კინოს, როგორც ვუაიერიზმის გამოხატულებას ფემინისტური თეორიის მკვლევრები. აქ სარტრისეული „მაყურებელი, როგორც აგრესორი“-ს იდეა ახალ მნიშვნელობას იძენს და აქცენტიც მამრ ვუაიერისტებზეა დასმული. სექსუალური ჩამოყალიბების ასაკში, ბიჭები რომ უფრო ხშირად მიმართავენ ვუაიერიზმს, ვიდრე გოგონები, ამას ფსიქოლოგების კვლევებიც ცხადყოფს. რად ღირს თუნდაც სექსუალური მომწიფების ასაკის ბიჭებში გავრცელებული კაბის აწევის, ან გოგონების საპირფარეშოებში კოლექტიური თვალთვალის ქცევები. ლორა მალვის კინოს მორგებული „მამრის ხედვაც“ დაახლოებით იმავეს გულისხმობს, როდესაც ის ამბობს, რომ ტრადიციულად კინოში ქალების ერთადერთი ფუნქცია მამრის ფეტიშისტურ-ვუაიერისტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყო. მაგალითად კი მარლენ დიტრიხის და მერილინ მონროს ე.წ. femme fatale როლები მოჰყავს, რომელთა მთავარი დანიშნულება ფილმის მამრი გმირების ცდუნება ან სკოპოფილიური სიამოვნების მინიჭებაა. ქალი ლამაზ „საგნადაა“ გამოყვანილი, რომლის დანიშნულება მხოლოდ სამზერ ობიექტად ყოფნაა. ქალს უყურებს და ლამაზი „ხედით“ ტკბება როგორც ფილმის მთავარი გმირი, ისე მაყურებელიც. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, სწორედ მთავარ გმირთან, ანუ (როგორც ხშირად ხდება ხოლმე) კაცთან აიგივებს თავს. ამრიგად, მალვის მიხედვით, ეკრანზე და ეკრანის მიღმაც, ქალი ყურების პასიური ობიექტის როლს სჯერდება, მაშინ როდესაც ფილმის მთავარი გმირი, მაყურებელთან ერთად, აქტიურ ვუაიერისტად გვევლინება.
თანამედროვე კულტურაში ვუაიერიზმის თემა ყველაზე ხშირად მაინც ფოტოგრაფიასთან და ფოტოაპარატთან ასოცირდება ხოლმე. ფოტოაპარატით შეიარაღებული ადამიანი ხშირად ვუაიერიზმის სიმბოლოდაცაა გამოყენებული. ავიღოთ თუნდაც ჰიჩკოკის ფეხმოტეხილი ფოტოგრაფი (ჯეიმს სტიუარტი) ფილმიდან „ფანჯარა ეზოს მხარეს“ ან მაიკლ პაუელის ოპერატორი და შეთავსებით ფოტოგრაფი მარკი (კარლ ჰაინც ბომი), ვუაიერისტული და სადისტური ვნებების ყველაზე სრულყოფილ კინოკვლევაში „მოთვალთვალე“. მე-19 საუკუნეში, გამოსახულების დაგეროტიპზე აღბეჭდვით, დაგერმა ისეთი მოწყობილობა შექმნა, რომელიც მთელ შემდგომ თაობებს ვუაიერიზმის მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებს. გამოსახულების გარდა, ფოტორეალობის გარკვეულ ინტერპრეტაციასაც გვთავაზობს, რეალობის შეგრძნების ერთგვარ ილუზიას გვიქმნის. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან და ფოტო-ვიდეო აპარატურის გამოყენების სიმარტივესთან ერთად, სამყაროს უმეტესად გამოსახულებების საშუალებებით აღვიქვამთ. მაგალითად, თავისუფლების ქანდაკების სანახავად ნიუ იორკში წასვლა აღარაა საჭირო, ამისათვის ან შესაბამისი ფოტოალბომი უნდა გადავშალოთ ან ინტერნეტის საძიებო სისტემას მივმართოთ. ანაც, უბრალოდ, ნიუ იორკში ნამყოფი მეგობრის ფოტოებს (სოციალური ქსელის საშუალებით) გადავავლოთ თვალი, სადაც ჩვენს „ფრენდს'' ერთი ფოტო მაინც გამოერევა, თვითკმაყოფილებით გაბადრული სახით რომ იდგეს ქანდაკების ფონზე.
ალბათ არც მაშინ შევცდებით დიდად, თუ ვივარავივარაუდებთ, რომ სატელეფონო კომპანიებმა, რომლებმაც ბოლო დროს განსაკუთრებულად აქტიურად დაიწყეს მობილურებში (როგორც ყოველდღიური მოხმარების საგანში) ფოტო/ვიდეო აპარატურის ჩამონტაჟება - გათვლა სწორედ ჩვენს ვუაიერისტულ და ექსჰიბიციონისტურ ინსტინქტებზე გააკეთეს. ყოველი მეორე ნაბიჯის ერთი-ორი უხარისხო ფოტოთი უკვდავყოფა ბევრ ჩვენგანს უკვე მოთხოვნილებადაც ექცა. თანაც მობილურის ყოველი ახალი მოდელით, გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებასაც გვპირდებიან. მეტი რა უნდა ინატრო ადამიანმა 21-ე საუკუნეში... თუმცა საოცნებო ჯერ კიდევ წინაა - დროზე მიხვიდე სახლში და „უკვდავყოფილი ნაბიჯები“ რაც შეიძლება მეტ ადამიანს (სოციალური ქსელის საშუალებით) გაუზიარო.
პარალელები სოციალურ ქსელებსა და საოჯახო ფოტოალბომებს შორის შეიძლება მართლად არსებობდეს, მაგრამ არც ისე ბევრი. ფოტოაპარატის გამოგონების დღიდან, საოჯახო ალბომს გარკვეული ინტიმურობის აურაც კი დაკრავდა, მას მხოლოდ ძალიან ახლობელ სტუმარს თუ გაანდობდნენ ხოლმე. სოციალური ქსელი კი, როგორც წესი, სრულიად საპირისპირო შემთხვევაა. ის ღიაა, როგორც ახლო მეგობრებისთვის, ისე ნათესავებისთვის, კოლეგებისთვის, სამსახურის თანამშრომლებისთვის, წინა სამსახურის თანამშრომლებისთვის, კურსელებისთვის, კლასელებისთვის, მეგობრის დაბადების დღეზე ან ნათესავის ქორწილში გაცნობილი ტიპებისთვის და სხვა.
ამრიგად, სოციალური ქსელების შედარებით ახალი ფენომენი, ვუაიერიზმის მეტცისეულ გაგებას უფრო შეიძლება მოვარგოთ, რომლის მიხედვით, ვუაიერისტი და ექსჰიბიციონისტი ერთმანეთს ავსებენ, მათი სახით იდეალურ წყვილს ვიღებთ. თეატრის მსგავსად, სოციალური ქსელის „ხიბლიც“ სწორედ ორმხრივი კავშირის შესაძლებლობაა (თუმცა ამჯერად „მომხმარებელსა“ და „მომწონებელს“ შორის), ისიც ერთგვარი ფანჯარაა, რომლის გვერდზე ჩავლის შემთხვევაში, შეგვიძლია შუა ქუჩაში მშვიდად დავდგეთ და რამდენიც მოგვესურვება, იმდენი ვუყუროთ სპეციალურად ჩვენთვის გადაშლილ სანახაობას. ამ ქუჩაზე ხომ ყველა ფანჯარას - „მოდი, მიყურე“ წარწერა ამშვენებს და თუ მართლა დადგები და უყურებ, ქუჩა ცარიელია, არავინ გამტყუნებს. ყველანი ხომ ისედაც ვუაიერისტები ვართ, როგორც ჰიჩკოკმა თქვა, „10-დან 9 ადამიანი სიამოვნებით უთვალთვალებს ქალს, რომელიც დასაძინებლად ემზადება ან კაცს, რომელიც თავის ოთახში ფუსფუსებს. არავინ გაიხედავს და იტყვის - რა ჩემი საქმეა“.
![]() |
19 იაპონური მანგა დასავლურ სცენაზე |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ქორეოგრაფია
ქეთო გიორგობიანი
დაბადების თარიღი:
10.03.1976
სქესი:
მამრობითი
პროფესია:
ქორეოგრაფი, მოცეკვავე
ჟანრი:
კრიტიკოსების აზრით - თანამედროვე ცეკვა; თვითონ - კატეგორიულად
უარყოფს
მნიშვნელოვანი ჯილდოები:
საუკეთესო ბელგიელი მოზარდი მოცეკვავე 1995; Prix Nijinski, 2002; საუკეთესო ქორეოგრაფი Movimentos, 2004; Critics' Choice 2008; KAIROS, 2009
„მხოლოდ იმ ღმერთს ვიწამებდი,
რომელმაც ცეკვა იცის“.
ფრიდრიხ ნიცშე
„ხელოვანის მთავარი სურვილი თვითგამოხატვაა. რაც თავი მახსოვს, ვხატავდი. ნელ-ნელა მივხვდი, რომ თვითგამოხატვა უფრო სოციალურად მსურდა. ინტერაქცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხატვა მარტოსული ხელოვნებაა. ამასთანავე, მთელი ჩემი სხეული მოძრაობას ითხოვდა. ამიტომ 16 წლის ასაკში ცეკვა დავიწყე. აღარ ვხატავ, მაგრამ ჩემს დადგმებს მაინც ესკიზებად აღვიქვამ“, - მეუბნება ჩემი რესპონდენტი თავისი ახალი დადგმის, „ტეზუკას“ ავსტრიულ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე.
ცეკვით პირველად 13 წლის ასაკში, ქეით ბუშის მუსიკალური კლიპის - Wuthering Height - ნახვის შემდეგ დაინტერესდა.
19 წლისამ ბელგიაში, ცეკვის სკოლაში ჩააბარა. ამას მოჰყვა საერთაშორისო ჯილდოები და აღიარება, ერთობლივი პროექტები ფლამენკოს ოსტატ მარია პახესთან, ქორეოგრაფ აკრამ ხანთან, ბრიტანელ მოქანდაკე ენტონი გორმლისთან.
თავის ბოლო დადგმას 35 წლის ნახევრად ბელგიელი, ნახევრად მაროკოელი ქორეოგრაფი, სიდი ლარბი შერკაუი ანიმატორსა და მანგების ავტორს, „იაპონელ დისნეიდ“ წოდებულ ოსამუ ტეზუკას უძღვნის.
ორმოქმედებიან დადგმაში, რომელშიც 11 მოცეკვავე, 3 მუსიკოსი და 1 კალიგრაფისტი მონაწილეობენ, მოქმედება სამ პარალელურ დროსა და განზომილებაში ვითარდება. ოსამუ ტეზუკას მანგების პერსონაჟების, თავად ტეზუკასა და იაპონიაში შარშან მომხდარი ცუნამის ისტორიები ერთმანეთს ეპიზოდურად ენაცვლება და, საბოლოოდ, ერთმანეთში გარდამავალ, სიურრეალისტური ელემენტების სინთეზად იკვრება.
სინთეზურია ყველაფერი - სიუჟეტი, შესრულების სტილი, მუსიკალური და ვიზუალური გაფორმება. მოქმედება ტეზუკას პერსონაჟების მითოლოგიური სამყაროდან აწმყო დროში ამგდა უკან - ავტორის ეპოქაში, ქორეოგრაფია კი სცენიდან ვიდეოანიმაციასა და კალიგრაფიულ ინსტალაციებში ინაცვლებს.
„ორი განზომილება აღარ მყოფნიდა, ამიტომ ცეკვა დავიწყე. ცეკვაში სწორედ ის მომწონს, რომ სურათის აღსაქმელად განუწყვეტლივ მოძრაობაა საჭირო. თანაც, ერთდროულად, ფანქარიც და მხატვარიც თავად ხარ. ცეკვა დროებითი ნახატია, რომელიც მოძრაობის დასრულებისთანავე ქრება და ყოველი წარმოდგენისას ახლიდან იქმნება“, - მიხსნის შერკაუი.
სწორედ ასეთია „ტეზუკას“ სამყაროც - რომელიც მხოლოდ ერთი წამით ცოცხლობს, არ გააჩნია მომავალი, რადგან ყოველ წამს კვდება. გარდაისახება, მაგრამ არასოდეს მეორდება. ფერადი, ჯადოსნური, ისტორიული თუ ტეზუკას მანგების პერსონაჟებით სავსე - მაგრამ მაინც რეალური სამყარო, სადაც ბუნების დამანგრეველი სტიქია განურჩევლად ყველაფერს ანადგურებს და, შესაბამისად, ყოველი დეტალი თანაბრად მნიშვნელოვანი ხდება. ყველაფერი ერთ სიბრტყეზე ლაგდება და როგორც დროის, ისევე ნარატივის დრამატურგიული თანმიმდევრულობა აზრს კარგავს. აზრს კარგავენ „დადებითი“ და „უარყოფითი“ პერსონაჟებიც, უფრო სწორად, ერთმანეთს ემსგავსებიან და მათი ამბივალენტურობა კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება. არ არსებობს არც მართალი, არც დამნაშავე, რადგან აქ არაფერია ერთმნიშვნელოვანი და მორალისტური; როგორც, მაგალითად, „ატომი“ - ტეზუკას მანგებისა და შერკაუის დადგმის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი - რობოტი ბიჭუნა, დედამიწაზე სამართლიანობას იცავს, მაგრამ მისი მექანიზმი ატომურ ენერგიაზე მუშაობს - რაც „ატომს“, ამავდროულად, კაცობრიობისთვის სახიფათო არსებად აქცევს.
ამბივალენტურობა, რომელიც არა მხოლოდ „ატომისა“ და, ზოგადად, ტეზუკას შემოქმედებისთვის, არამედ მთლიანად იაპონური კულტურისთვისაა დამახასიათებელი, სიდი ლარბის თქმით, მას განსაკუთრებით იზიდავს. „აქ არ არსებობენ „კარგი და ცუდი ბიჭები“ - ორივე პერსონაჟი რაღაცის თქმას ცდილობს და ხშირად ირკვევა, რომ ორივე მართალია; მეტიც - ისინი ერთმანეთს ჰგვანან. ეს დასავლური აზროვნებისგან ძალიან განსხვავდება. შესაძლოა, ამგვარი მსოფლმხედველობა იაპონელების რთული ისტორიიდანაც გამომდინარეობს - ერთი მხრივ, მეორე მსოფლიო ომში მოულოდნელი დამარცხებისა და უეცრად „არასწორი ერის“ ამპლუაში წარმოჩენა. მეორე მხრივ, „არასწორი საქციელი“ მათ მიმართ: ჰიროშიმა და ატომური პრობლემა. მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხდება მჩაგვრელი ჩაგრული და რამდენად შოკისმომგვრელია ეს გარდატეხა“.
თანამედროვე ხელოვნება თავისთავად კულტურის დემოკრატიზაციას (ე.წ. მაღალი და დაბალი, ანუ „ბულვარული“ ხელოვნების გათანაბრებას), ანუ ჰორიზონტალურობას გულისხმობს. თანამედროვე ცეკვა, 20-იანი წლების დასაწყისში, ტრადიციული ბალეტის მკაცრი ჩარჩოებისგან გათავისუფლების მცდელობა იყო, რომელსაც საფუძველი აისიდორა დუნკანმა, მართა გრეჰემმა, ფრანსუა დელსარტმა და სხვებმა ჩაუყარეს. მიმდინარეობას, რომელიც თითქოს ჩანასახშივე სტილის, იმპროვიზაციისა და სინთეზის სრულ თავისუფლებას გულისხმობს, სიდი ლარბი შერკაუი საკუთარ შემოქმედებას კატეგორიულად არ მიაკუთვნებს:
„ბელგიაში, ცეკვის სკოლაში, გვეუბნებოდნენ, რომ გამოხატვის საკუთარი ხერხები უნდა გვეპოვა. არ მესმის, რატომ არ შეიძლება გავაკეთო ის, რასაც თუნდაც პინა ან ფორსაიტი აკეთებდნენ?! გვიკრძალავდნენ ყველაფერს, რაც ჩვენამდე გაკეთებულა. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის აღარც არაფერია დარჩენილი. უნდა ვყოფილიყავით უმოძრაობის მთელი თაობა, რადგან მოძრაობის უფლება უბრალოდ ჩამოგვართვეს! პრობლემა ისაა, რომ თანამედროვე ხელოვნება ინდივიდის წამოწევას ცდილობს, რაც კოლექტიური მუშაობის სტრუქტურას ანადგურებს. დასავლური ხელოვნება ზედმეტად ამპარტავნულია.
ის, რომ საკუთარი სტილი მაქვს, არ ნიშნავს, რომ რაიმე ჩემი მოგონილია. ყველაფერი რაღაცის გავლენით არის შექმნილი. თანამედროვე ხელოვნებაშიც არსებობს ტრადიცია, მაგალითად, ბელგიური ქორეოგრაფიის, როგორიცაა ანნე ტერეზა დე კრეესმაკერის შემოქმედება. ტერეზაზე, თავის მხრივ, გავლენა ტრიშა ბრაუნმა იქონია, ეს უწყვეტი ჯაჭვია. მე მხოლოდ ამ გაერთიანების ნაწილი ვარ. ამიტომ არ მიყვარს, როდესაც თანამედროვე არტისტს მიწოდებენ, შეზღუდვად მეჩვენება“.
„დასავლური ამპარტავნების“ დაძლევის საშუალებად სიდი ლარბი შერკაუი კოლაბორაციას მიიჩნევს. სწორედ ამიტომ მოსწონს მისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრებსა და სფეროებში მოღვაწე ხელოვანებთან თანამშრომლობა. ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეების გარდა, მოქანდაკეებთან, მომღერლებთან, მხატვრებთან და შაოლინელ ბერებთან ერთადაც კი უმუშავია. მოქანდაკე ენტონი გორმლისთან და ბუდისტ ბერებთან ერთად შექმნილი Sutra-ს ქორეოგრაფია ბერების საბრძოლო ხელოვნებათა ძირითად სახეობებს - კუნგ ფუსა და ტაი ჩის ეყრდნობა. სწორედ შაოლინელი ბერების ცხოვრების სტილი მიაჩნია სიდი ლარბის კოლაბორაციის იდეალურ მოდელად: „სანამ დადგმაზე მუშაობას დავიწყებდით, ჩინეთში, ბერებთან ერთად ვცხოვრობდი. პირველად მოვხვდი კომუნისტურ ქვეყანასა და, მით უმეტეს, ტაძარში. ჩემი დასავლური აზროვნებით, მიმაჩნდა, რომ იქ ყველანი „ტვინგამორეცხილები“ უნდა ყოფილიყვნენ. სინამდვილეში, ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ადამიანებმა. ბერები მთელი დღის მანძილზე ერთად მუშაობდნენ, საღამოს კი ყველა განმარტოებაში ისვენებდა. ეს სრულიად საწინააღმდეგოა იმისა, რასაც დასავლეთში ვაკეთებთ - მარტოსულები ვართ ჩვენს შემოქმედებაში. დასავლეთში ხალხი ძირითადად პირადი კეთილდღეობისთვის იბრძვის. იქ კი ყველაფერი კოლექტივისთვის კეთდება. მიზანი გააჩნიათ. სწორედ მიზანი დავკარგეთ დასავლეთში. მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას გასცემ და არა ის, რას იღებ. ესაა ტეზუკას პრინციპიც.
სწორედ ამიტომ, ჩემი ბოლო დადგმის მთავარი მიზანია, დარბაზიდან გასულმა მაყურებელმა ტეზუკას წიგნების ყიდვა მოინდომოს, - ამბობს შერკაუი, - მას „მანგას მამამთავარს“ უწოდებენ, თითქმის ჟანრის ფუძემდებელია. იმდენად ტაბუირებულ თემებს განიხილავდა, რომ მისი ნამუშევრები ხალხისთვის ხშირად შოკისმომგვრელიც კი იყო, თუმცა ტეზუკას მიზანი მკითხველში არა შოკის, არამედ მსჯელობის პროვოცირება გახლდათ.
ხშირად მსაყვედურობენ, რომ ჩემს დადგმასა და ტეზუკას მანგებში ზედმეტად ბევრი ძალადობის სცენაა. უკაცრავად, მაგრამ სამყაროც ასეთივე სასტიკი და ძალადობით აღსავსეა... ტეზუკა გულწრფელია, ამიტომაცაა მასთან ძალადობა.
ხალხი რატომღაც კომიქსებს სერიოზულად არ აღიქვამს, ტეზუკაც მივიწყებულია. არადა, არსებობს მთელი თაობა, რომლის ცნობიერებაც კომიქსებმა და ანიმემ ჩამოაყალიბა.
ზოგ მაყურებელს საერთოდ არაფერი სმენია ტეზუკას შესახებ, ზოგი კი მის შემოქმედებას ჩემზე უკეთ იცნობს. ამიტომ რაღაც ისეთი უნდა გამეკეთებინა, რაც მათთვისაც აღმოჩენა იქნებოდა. ბედნიერი ვარ, თუკი ეს მოვახერხე“.
![]() |
20 „შამილიდან“ კუბის რევოლუციამდე |
▲ზევით დაბრუნება |
კინო|კულტურა
(ფრაგმენტები მიხეილ კალატოზოვის არქივიდან)
თეონა ჯაფარიძე
1957 წელს, ახალგაზრდა კლოდლელუში მოსკოვში ტურისტის ამპლუით ჩადის დაფარულიკამერით აგროვებს მასალას დოკუმენტური ფილმისთვის სსრკ-ზე. მას ჯერ კიდევ არ გადაუღია თავისი ცნობილი „ქალი და მამაკაცი“. ჯერ მხოლოდ მისი პირველი ნაბიჯებია კინოში, და თანაც დოკუმენტურში. ვიკიპედია ამფაქტთან დაკავშირებით წერს, რომ 1957 წელს სსრკ-ში ვოიაჟის დროს, მან ორი დღით ასისტენტად იმუშავა მოსფილმში მიხეილ კალატოზოვთან, რომელიც მაშინ ცნობილ „მიფრინავენ წეროებს“ იღებდა.
„როგორც ლელუში ჰყვება, მოსკოვში მისთვის ტაქსის მძღოლს უთქვამს, რომ მოსფილმში რაღაც „დიდი გადაღებებია“, და მასაც თავისი ბარგითა და აპარატურით პირდაპირ გადასაღებ მოედანზე, კალატოზოვთან ამოუყვია თავი. ბაბუაჩემი მოიხიბლა ლელუშის ახალი აპარატურით ( აპარატურა მისი სუსტი წერტილი იყო), თანაც ახალგაზრდა ფრანგი რეჟისორი საინტერესო სტუმარი აღმოჩნდა და ამიტომაც „წეროების“ გადაღებული მასალა უჩვენებია.
საფრანგეთში დაბრუნებული ლელუში კანის ფესტივალის დირექტორს უკავშირდება და სთხოვს, რომ ფესტივალზე მოიწვიოს ფილმი სსრკ-დან - „მიფრინავენ წეროები“ და მისი რეჟისორი. სწორედ ასე აღმოჩნდა კალატოზოვის „მიფრინავენ წეროები“ კანის კინოფესტივალზე.
მოგვიანებით, 1966 წელს, როცა უკვე თავად კლოდ ლელუშის „ ქალი და მამაკაცი“ დააჯილდოვეს კანის ფესტივალზე, მან თქვა:მე მადლიერი ვიყავიკალატოზოვის, რომლის „წეროებმაც“ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება და მხატვრული ფილმის გადაღების სურვილი გამიღვიძა“. ამ ყველაფერს ლელუში ჩემი ძმის - მიშა კალატოზიშვილის დოკუმენტურ ფილმში ჰყვება, რომელიც მან ბაბუაზე - მიხეილ კალატოზოვზე გადაიღო“, - ამბობს ანა კალატოზიშვილი - რეჟისორის შვილიშვილი.
ანა ამჟამად წიგნზე მუშაობს, სადაც თავმოყრილი იქნებადოკუმენტური მასალა მიხეილ კალატოზოვის შემოქმედებაზე. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება. მასალა უზღვავია - დაწყებული რეჟისორის პირადი მიმოწერით, დამთავრებული კალატოზოვის ცნობილ მკვლევართა პუბლიკაციებითა და რუსულ თუ დასავლურ ფონდებსა და კერძო არქივებში მოპოვებული დოკუმენტებით. მასალა ტაბულასთვის ექსკლუზიურად ხელმისაწვდომი გახდა. მკითხველს საინტერესო ამონარიდებს ვთავაზობთ. მაგალითად, კალატოზოვის წერილი სტალინისადმი (1939 წლის 25 აპრილი) დღესაც აქტუალურად ჟღერს: „..5 წელი ვმუშაობდი დოკუმენტურ მასალაზე შამილის შესახებ და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ლეგენდა ზოოლოგიურ შოვინიზმზე და რელიგიურ ფანატიზმზე ამ შესანიშნავი ადამიანის ირგვლივ ნაციონალ-შოვინისტებისა და ისტორიკოსების მიერა აშექმნილი და მოგონილი. ჩემმა სცენარმა შამილზე თითქმის ისეთივე ბრძოლები გადაიტანა, როგორც თავად შამილმა თავის დროზე. კინემატოგრაფიის ხელმძღვანელობა დაპატიმრებითაც კი მემუქრებოდა და ბოლოს კინოდანაც გამაგდეს. როგორც ჩანს, ეშინიათ, რომ სცენარის მიხედვით ფილმის გადაღების შემთხვევაში, კავკასიის დაპყრობის ეპოქაზე, მათ არასწორ პოლიტიკურ ხედვაში დასდებენ ბრალს...“
მიხეილ კალატოზოვი ანრი მატისთან ერთად
წერილი პასუხის გარეშე, ხოლო ფილმი შამილზე გადაუღებელი დარჩა. შემორჩენილია სპეციალურად ამ სცენარის კოლექტიური განხილვებისადმი მიძღვნილი უამრავი სხდომის ჩანაწერი თუ კინემატოგრაფისტ ჩინოვნიკთა ბრძანებები. მაგალითად, რუს ჩინოვნიკებს ჰაჯი-მურატის საქციელის კალატოზიშვილისეული ვერსია აღიზიანებთ - გმირი რუსების მხარეზე მხოლოდ შამილის დავალების და არა ღალატის გამო გადადის. კალატოზი შვილისეული მასობრივი სცენების, კადრის კომპოზიციისა და კამერის მოძრაობის ორიგინალური ტრაექტორიის შედეგად, ამ მასალიდანაც ალბათ ისეთივე შედევრი შეიქმნებოდა, როგორიც „ჯიმ შვანთე“ იყო (1930წ.). მაგრამ ფაქტია, რომ ცენზურა მუდამ თან სდევდა ამ რეჟისორს: 20-იან წლებში ანადგურებენ მისი ფილმის „უსინათლოს“ ფირებს, ფორმალიზმში სდებენ ბრალს „ჯიმ შვანთესთვის“, 1931 წელს კი აკრძალეს მისი მორიგი ფილმი „ლურსმანი ჩექმაში“. კალატოზიშვილი საქართველოდან რუსეთში საბოლოოდ 1936 წელს გადაიხვეწა, როცა თბილისის კინოსტუდიის ხელმძღვანელობიდან მოხსნეს და დაპატიმრება დაუპირეს. უცნაურია, რომ მიუხედავად დევნისა და ცენზურისა, მას საბჭოთა კინოინდუსტრიის მაღალ თანამდებობებზეც ვხედავთ. ნამდვილი კინოს კეთების სურვილით, ხანდახან ის კომპრომისზეც მიდის და პროპაგანდისტულ ფილმებსაც უგდებს ლუკმებივით საბჭოთა ხელისუფლებას. სწორედ „შამილის“ სცენარის დაუმტკიცებლობისა და 5-წლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ, იღებს პროპაგანდისტულ ფილმს საბჭოთა მფრინავებზე („სიმამაცე“), შემდეგ კი „ვალერი ჩკალოვს“. 1943-45 წლებში, ის უკვე ჰოლივუდშია, როგორც საბჭოთა კინოს სპეციალური წარმომადგენელი აშშ-ში. სწორედ ამერიკული პერიოდის შედეგად აღმოაჩენთ დღეს თბილისში, მის ოჯახში რელიკვიებად შემორჩენილ ჩარლი ჩაპლინის ნაჩუქარ ტროსტსა თუ მისსავე ფოტოს ჩაპლინის თბილი წარწერით. ჰოლივუდში ვოიაჟს უკავშირდება კიდევ ერთი უცნაური ფაქტი: საბჭოთა მთავრობა რეჟისორთან ერთად, ამერიკაში ცოლის სტატუსით მისთვის სრულიად უცნობ ლენინგრადელ მსახიობს - ელენა იუნგერს უშვებს. თავად კალატოზოვის მეუღლე - ჟანა კი ამ დროს თბილისშია. ის იტალიელია, მენშევიკების დროს ბათუმში იტალიის კონსულის ქალიშვილი და საბჭოთა რეალობისთვის უჩვეულო იტალიურ არისტოკრატიულ ტიტულს ატარებს - მამიანი დელა როვერე ვალაცი.
ფორმალიზმში დადანაშაულება და რეჟისორის „დასჯა“ სტალინის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა: თუნდაც კანის მე-11 კინოფესტივალი ავიღოთ (1958 წ.), სადაც საბჭოთა კინოსთვის ერთადერთი და უკანასკნელი ოქროს პალმის რტოს გადაცემის ცერემონიალზე, ფილმისთვის „მიფრინავენ წეროები“, რეჟისორი არ გაუშვეს. ფესტივალის დირექციას კი აცნობეს, ცერემონიალს კალატოზოვი ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებაო.
რეჟისორის მდიდარ ფოტოარქივში შემორჩენილი მასალიდან განსაკუთრებით დიდ ყურადღებას კუბაში გადაღებული ფოტოები იპყრობს. კალატოზიშვილს ხან ახალგაზრდა ფიდელ კასტროს გარემოცვაში ვხვდებით და ხან ჰავანის ქუჩებში კუბელებთან. მას კუბის რევოლუციაზე პროპაგანდისტული ფილმის გადაღება დაევალა. შვილთან (კინოოპერატორ გიორგი (ტიტო) კალატოზიშვილთან) გამოგზავნილ პირად წერილებში ვკითხულობთ:
„რევოლუცია აქ ძალიან თავისებურია: პირველ შეხედვაზე უცხოელებისთვის აქ ბევრი რამ უჩვეულოდ გამოიყურება და არ ჯდება საზოგადოდ მიღებული რევოლუციური მოძრაობების განვითარების კანონებში. ამ ხალხის გმირობამ შექმნა სრულიად ახალი სამყარო, რომელიც ყველაზე ლამაზი რამ არის კარიბის ზღვის ამ ისედაც ულამაზეს კუნძულზე. სიღარიბე და განუკითხაობა, რომელიც ბატისტას რეჟიმის დროს მეფობდა, აღმოფხვრილია. ერთადერთი ღარიბული კვარტალი რჩება ჰავანის გარეუბანში და მასაც მალე აიღებენ. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ვიდრე აიღებენ, რაღაც გარკვეულ სცენებს ამ კვარტალშიც გადავიღებთ ფილმისთვის...“
ვისაც ფილმი „მე კუბა“ უნახავს“, შესაძლოა, კუბიდან გამოგზავნილ მეორე წერილში მონახოს გასაღები იმ სასწაულის, რასაც ეკრანზე ვხედავთ:
„...მთელ ფილმს ხელის კამერით ვიღებთ „ინფრა“ ფირზე. გადაღებულ ეპიზოდებს პირდაპირ იქვე, გადასაღებ მოედანზე ვამონტაჟებთ, ვიღებთ დიდ მონაკვეთებს - 60-80მ-ს. ეს არ არის მონტაჟი ჩვეულებრივი გაგებით. შედეგად კი ეკრანზე ვიღებთ მასალის სულ სხვა აღქმას, თითქოს შენ ხდები ამ მოვლენების მონაწილე, ანუ ეს არის ის, რასაც ჰქვია „დასწრების ეფექტი“. პროფესიონალი მსახიობები არ გვყავს. კუბელები უმოწყალოდ მუსიკალური ხალხია და კამერის წინ თავისუფლად უჭირავთ თავი...“
ფილმზე მუშაობა 1964 წელს დასრულდა. პარადოქსია, მაგრამ ის აიკრძალა კუბაშიც, სსრკ-შიც და ამერიკაშიც. ის კალატოზოვის სიცოცხლეში თითქმის არავის უნახავს.
კადრი ფილმიდან „მე კუბა”
ქართულმა საზოგადოებამ „მე კუბა“ პირველად დიდ ეკრანზე რეჟისორის 100 წლის იუბილეზე, კინოფესტივალ პრომეთეს ფარგლებში იხილა, 2003 წლის ნოემბრის დღეებში. მახსოვს, როგორ მოჯადოვდა დარბაზი იმ უცნაური ემოციით, რაც ეკრანიდან გადმოვიდა. ასეთი მომნუსხველობა ახასიათებს საერთოდ კალატოზოვის ფილმებს: მაგალითად, ფრენსის ფორდ კოპოლამ განაცხადა, რომ მის ფილმში „აპოკალიფსი დღეს“ დიდია კალატოზოვის „გაუგზავნელი წერილის“ გავლენა. სწორედ კოპოლასა და მარტინ სკორსეზეს ინიციატივით დაიწყო მეორე სიცოცხლე თაროზე შემოდებულმა „მე კუბამ“. ეს ორი რეჟისორი 1991 წელს კუბაში წავიდა, შეხვდა ფილმში მონაწილე თითქმის ყველა პერსონაჟს და გადაიღო დოკუმენტური სურათი მიხეილ კალატოზიშვილზე. პროექტი დამოუკიდებელ ამერიკულ კინოსტუდია Milestone Films-ში განხორციელდა. ეს უკანასკნელი ორიენტირებულია კლასიკოსი რეჟისორებისა და მათი კინოშედევრების შესწავლასა და გავრცელებაზე. სტუდიამ უკვე განახორციელა პროექტები ჰიჩკოკის, ვისკონტის, პაზოლინის, უელსისა და ბუნუელის შემოქმედებებზე. Milestone Films-მა DVD ფორმატში ერთად გამოსცა სკორსეზესა და კოპოლას დოკუმენტური ფილმი, რეჟისორის შვილიშვილის - მიშა კალატოზიშვილის ქრონიკა კალატოზოვზე და, რაც მთავარია, თავად ფილმი „მე კუბა“.
წიგნზე მუშაობა, ალბათ, თებერვალში დასრულდება. დაგეგმილია რეჟისორის რეტროსპექტივის მოწყობაც - სავარუდოდ, ლონდონის Cine Lumiere Cinema-ში.
![]() |
21 მე, ჯეიმს ბონდი და ჩიზქეიკი ანუ როგორ ვიყიდოთ წიგნი |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტერატურა|კულტურა
ნინო ხოშტარია
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ძალიან სევდიანია, როცა შენს ქალაქში წიგნების მაღაზიების ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც კი საკმარისია. ძალიან სევდიანია, როდესაც ერთ წიგნის მაღაზიაში წიგნებზე მეტი კრემიანი ნამცხვრის ნაჭერია, მეორეში 2 წიგნის ფასი ამ მაღაზიის წიგნების რაოდენობას აღემატება, მესამეში კი უმცირესობაში მყოფი წიგნები, „საკანცელარიო მასკულტურის“ აბსოლუტური დიქტატის ქვეშ იმყოფებიან.
ძალიან სევდიანია.
და თუ მაინც, ამ მაღაზიებში შესვლისას შეძელი და გადალახე ამდენი ნამცხვრის (ტარტალეტკისა და ჩიზქეიკის) სურნელის, ფულის დაზოგვის, ჭრელა-ჭრულა პაჭი-პუჭების ცდუნება და მაინც წიგნის ყიდვა არჩიე, არ გეგონოს, რომ უკვე „ფინალში ხარ“. თუ თითოეული მაღაზიის წიგნების საძიებო აბსოლუტურად ორიგინალური მეთოდი არ იცი, ყველაზე რთული ეტაპი კიდევ წინ გაქვს.
ხშირად წარმატებული მცდელობის მიუხედავად, დღემდე მიჭირს ბოლომდე გავშიფრო ეს საძიებო კოდების სისტემა... რა პრინციპით უნდა ვეძებოთ წიგნი?.. ყველა მაღაზიას თავისი საიდუმლო აქვს. თბილისში ყველაზე გავრცელებული ორი მეთოდია.
1. განთავსება ერთმანეთზე, ტეტრისის პრინციპით ან, თუ გნებავთ, ქართული ტრადიციული სუფრის პრინციპით - როდესაც წიგნები ერთმანეთზე უსასრულობამდე უსწორმასწოროდ შემოწყობილ-შემოგვერდებულია და თუ ფიზიკური ძალა ან ხელის მოქნილობა არ გაქვს, ვერც უბრალოდ დაათვალიერებ, ვერც სასურველ წიგნს მოძებნი და ვერც უხერხულობის გრძნობას გაექცევი იმის გამო, ასეთი მოუქნელი რომ ხარ და ახორხლილი წიგნები იატაკზე გადმოგეყარა.
2. განთავსება ანბანის მიხედვით. ამ თითქოს იოლ და მისაღებ მეთოდში მოულოდნელი ფინტი მაინც იმალება - ანბანურ საძიებელში პრიორიტეტი ხან მწერლის სახელის, ხან კი გვარის პირველ ასოს ენიჭება. რა შემთხვევაში რომელს, ვერ გეტყვით, ამიტომ ამ პრინციპით ჩამწკრივებული წიგნები ხშირად აბსურდულ ქრონოლოგიურ ან ჟანრულ მეზობლობას ქმნიან. თუ კონკრეტული ავტორის წიგნს ეძებ, კიდევ რა უჭირს, ორი ცდა - ჯერ სახელის, მერე გვარის პირველი ასოს მიხედვით და Bingo! მაგრამ თუ შენთვის ახალი მწერლის ან ახალი წიგნის მოძებნა გინდა, თუ მდგრადი ფსიქიკა არ გაქვს, კალეიდოსკოპური შიზოფრენია გარანტირებულია.
სამაგიეროდ, და კიდევ კარგი, თუ ამ ყველაფრის შემდეგ მიაგენი წიგნს, თავი ჯეიმს ბონდი გგონია. ფიზიკურად და მენტალურად დაღლილს, მაგრამ საკუთარი გმირობით ამაყს, ამ წიგნში გადასახდელი არაადეკვატურად დიდი თანხა უკვე არ გენანება. იხდი და გულში ჩახუტებული მიგაქვს შენი წიგნი - ტიპოგრაფიული ქაოსიდან, საკონდიტრო-ჯოჯოხეთიდან, საკანცელარიო ტყვეობიდან დახსნილი, მძიმე და პრიალა ალბომების პირამიდებიდან გამოთხრილი და თავისი სიძვირის გამო „გაუყიდავის“ სამარცხვინო სტატუსს არიდებული.
P.S. ყველა ზემოჩამოთვლილი პრობლემა არ შეგეხებათ, თუ ეძებთ წიგნს სათაურით „მე, ჯეიმს ბონდი და მსოფლიო ჩიზქეიკი“ - ის ყველა მაღაზიაში ყველაზე გამოსაჩენ ადგილზეა.
ჟან კრისტოფ გრანჟე
Jean Christophe Grange
Le serment des limbes
განსაწმენდელის ფიცი
Figaro-ს შეფასებით, გრანჟე თავისი ჟანრის გენიოსია. მე ამ აზრს ბოლომდე ვიზიარებ და ამიტომ, ამ ზამთარს წასაკითხად გრანჟეს უკვე მეორე რომანს გთავაზობთ. იმიტომ კი არა, რომ სხვა ვერავინ მოვიფიქრე! იმიტომ, რომ მინდა თანააღმფრთოვანებლები მყავდეს.
Le serment des limbes თანამედროვე თრილერია, დაძაბული და საშიში. სადაც საშიშროების მთავარი წყარო ადამიანია. ამ რომანის კითხვისას გრანჟე დაგანახებთ ყოველდღიური, მშვიდი ცხოვრების საპირისპირო, დაფარულ მხარეს. ამ რომანში გაიგებთ რისი ჩამდენია ადამიანი, თუ მისი ფსიქიკის მწყობრ სისტემაში ფუჭდება სამუხრუჭე მექანიზმები. გრანჟე აგიხსნით, რომ ადამიანის ნათელი და ბნელი მხარეების დისბალანსი, საქციელების და გადაწყვეტილებების მოტივაცია - ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. თუ ბავშვობაში ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეთ ან სასტიკად გექცეოდნენ, შეეგუეთ აზრს, რომ თქვენ პოტენციური მკვლელი მანიაკი ხართ.
სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში მხეცურად მოკლულ ახალგაზრდა დანიელ ტურისტ გოგოს პოულობენ. პლაჟზე განმარტოებით მდგომი ბუნგალო, სადაც მის დასახიჩრებულ გვამს აღმოაჩენენ, დაივინგის ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს - ჟაკ რევერდის ეკუთვნის. ერთხელ, ადრე, სპორტსმენი უკვე იყო ეჭვმიტანილი მძიმე და სასტიკ დანაშაულში, მაგრამ არასაკმარისი სამხილების გამო გაანთავისუფლეს. რივერდი აბსოლუტურ პროსტრაციაშია და ხმას არ იღებს. მას ფსიქიატრი ულკლინიკაში მოათავსებენ. ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის, სავარაუდოდ უსასტიკესი მკვლელის უცნაური და იდუმალი ისტორიებით ჟურნალისტი მარკ დუპეირა დაინტერესდება. სასტიკ მკვლელზე ის სასტიკ ექსპერიმენტს ატარებს - იწყებს წერილების წერას კლინიკაში, ახალგაზრდა, ლამაზი, სექსუალური, მაგრამ მიამიტი გოგოს სახელით. დუპეირას თავდაპირველი მიზანი რევერდის გულახდილობაზე გამოწვევა იყო, მაგრამ ჟურნალისლისტის შინაგანი დემონები, თურმე, მხოლოდ სასურველ მომენტს ელოდნენ. არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვისას უკან დასაბრუნებელი გზა აღარ რჩება.
გრანჟესთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომანის გეოგრაფია, ზოგადად, მისი ყველა წიგნის ერთ-ერთი მთავარი „ფიშკა“ - თავისი დაუჯერებელი სისასტიკის გამო თითქოს ძალით მოგონილ საშინელებებს შორის უცებ ჩნდება რეალური ქალაქები, რეალისტურად დეტალიზებული და ახლო ხედით დაზუმებული, იმდენად დოკუმენტური, რომ სულელი ასეთ წინადადებას - „ჟაკ რევერდი კუსტოს გუნდში მუშაობდა“.
მოკლედ, Le serment des limbes შესანიშნავი დეტექტივია, არაჩვეულებრივი თრილერი. დიახ - ისევ მანიაკი, დიახ - მათზე ულევი დაწერილა, კი ბატონო - ზედმეტად შოკისმომგვრელი დეტალები და სისხლიც ზომაზე მეტი. მაგრამ - აბსოლუტურად არატრივიალური სიუჟეტი, არავითარი მომაბეზრებლად მდორე პოლიციური გამოძიება, ნამდვილი, ხორციანი ტექსტი და პროფესიონალური ენა. მთლიანობაში წიგნი მძიმე ნალექს ტოვებს - ძალიან ბევრი ჭუჭყი და სისასტიკეა, შეუხედავი, ბინძური და საშიში გულახდილობაა. გრანჟეს აღარ აკმაყოფილებს უბრალოდ კარგი, დაძაბული დეტექტივი. ეს რომანი - ამაზრზენად გადამდები, ფიზიოლოგიური საზიზღარი დეტალებით თავბრუსდამხვევი თხრობაა. დამნაშავე თავიდანვე ცნობილია - ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩაკეტილი მანიაკი სასიკვდილო განაჩენს ელოდება, თითქოს რა უნდა ემუქრებოდეს ცნობისმოყვარე ჟურნალისტს?.. მაგრამ... წიგნის ფინალი ძალიან შთამბეჭდავია. დაიწყეთ ამ რომანის კითხვა და ბნელის ძიება საკუთარ თავში.
ბორის აკუნინი
Борис Акунин
квест (1930, 1812)
კვესტი (1930, 1812)
ბორის აკუნინი იგივე გრიგოლ შალვას ძე ჩხარტიშვილია. ის 1956 წელს ზესტაფონში დაიბადა. მამა - შალვა ჩხარტიშვილი არტილერიის ოფიცერი იყო, დედა - ბერტა ისააკის ასული ბრაზინსკი - რუსულის მასწავლებელი. 1958 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადადის. პატარა გრიგოლი 1973 წელს მოსკოვის ინგლისურ სკოლას ამთავრებს და სწავლას აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძობს. აქვს ისტორიკოს იაპონიის მცოდნის დიპლომი. სწორედ ამიტომ, გრიგოლ ჩხარტიშვილი იაპონური (მისიმა იუკიო, კობო აბე) და ინგლისური (კორგესან ბოილი, მალ კოლმ ბრედბერი და სხვა) ლიტერატურის საკმაოდ კარგი და ცნობილი მთარგმნელია.
1994-2000 წლებში ჟურნალ Иностранная литература-ს მთავარი რედაქტორის მოადგილეა, არის იაპონური ლიტერატურის ანთოლოგიის ოცტომეულის მთავარი რედაქტორი და სოროსის ფონდის მეგაპროექტის - პუშკინის ბიბლიოთეკის - გამგეობის თავმჯდომარე. გრიგოლ ჩხარტიშვილი ცნობილია რუსეთის ხელისუფლების მიმართ მძაფრი კრიტიკით და მკვეთრი გამონათქვამებით. ასე მაგალითად, გაზეთ Liberation-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან პუტინი კალიგულას შეადარა. ცნობილ ЮКОС-ის საქმეს ჩხარტიშვილმა „პოსტსაბჭოთა სასამართლოს მრავალთა შორის, ყველაზე სამარცხვინო ფურცელი“ უწოდა. 2010 წელს, ხოდორკოვსკისა და ლებედევისათვის მეორე განაჩენის გამოტანის შემდეგ, საჯაროდ განაცხადა რუსეთის „ამპუტინაციის“ გეგმის აუცილებლობაზე.
ეს რაც შეეხება გრიგოლ ჩხარტიშვილს. 1998 წლიდან ის იწყებს მხატვრული ლიტერატურის წერას და ამიერიდან ბორის აკუნინია. ბორისი - საყვარელი დედის, ბერტას სახელის პატივსაცემად, იაპონური სიტყვა „აკუნინ“
იეროგლიფი
კი ქართულად დაახლოებით ასე ითარგმნება: „ყაჩაღი, რომელიც ძლიერი და ურყევი ნების ყოფის ადამიანია“.
2000-იანების დასაწყისში მე და ჩემ ირგვლივ ყველა, ბორის აკუნინს კითხულობდა. წასაკითხი კი მართლაც ძალიან ბევრი აქვს. მარტო ყველაზე პოპულარული რომანების სერია „ახალი დეტექტივი (ერასტ ფანდორინის თავგადასავლები)“ 11 რომანისგან შედგება. მარტო ფანდორინის პერსონაჟის შექმნისათვის აკუნინი იმსახურებს, რომ, ჩემი უხეში დათვლებით, მისი 40-მდე რომანიდან რამდენიმე მაინც წაიკითხო. ერასტ ფანდორინი - ჭკვიანი, ირონიული, დახვეწილი გამომძიებელი, ძალიან სიმპათიური ახალგაზრდული სახით, ასაკისთვის შეუფერებელი და ამიტომ დამაინტრიგებელი ჭაღარა ბაკებით, დრამატული წარსულით და მშფოთვარე აწმყოთი. ის უფრო ანალიტიკოსია, ვიდრე გამომძიებელი, თითქმის რუსი შერლოკ ჰოლმსი, ისეთივე ქარიზმატული და, რაც მთავარია, დამაჯერებელი პერსონაჟი. ბორის აკუნინი კი კარგი მწერალი, მაგრამ მანამდე, ვიდრე არ გადაწყვეტს საკუთარი ლიტერატურული იმპერია შექმნას, ghost writer-ებითა და ექსპერიმენტული ლაბორატორიებით. აკუნინი ბოროტი მეცნიერ კონსტრუქტორია - მან ლიტერატურა შემადგენელ ნაწილებად დაანაწევრა და ამ ელემენტების შეუთავსებელი გადანაცვლებებით ერთობა. მაგრამ ჩვენც რომ გვართობს?!
რომანი „კვესტი (1930, 1812)“ ამავდროულად რომანი-კომპიუტერული თამაშია. ეს არის წიგნი, რომელიც იკითხება კიდეც და ითამაშება კიდეც. მძაფრსიუჟეტიანი რომანი აგებულია კომპიუტერული თამაშების კანონებითა და ლოგიკით. ავტორი მკითხველს სთავაზობს ფანტასტიკურ შესაძლებლობას, წიგნის მთავარ გმირთან ერთად ამოხსნას კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო, რისთვისაც მოუწევს იმოგზაუროს 30-იანი წლების საბჭოთა კავშირში და იქიდან, კიდევ უფრო ადრეულ ეპოქაში. პირდაპირ გაგაფრთხილებთ, რომ ამ წიგნის წაკითხვა ორიგინალშია სასურველი, ანუ ელექტრონული ვერსიით - ინტერნეტში ან ელექტრონულ დივაისებში, მთელი თავისი მულტიმედიური ფინტებით. მხოლოდ ასე ისიამოვნებთ სრულყოფილად ავტორის ჩანაფიქრით.
„კვესტი“ ორმაგ ძირიანი რომანია, უფრო სწორად - ორი დამოუკიდებელი რომანი, რომელიც ერთმანეთს მინიშნება-კოდების მეშვეობით უკავშირდება. წიგნის მთავარი ხაზი ე.წ. გენიალობის ექსტრაქტის ძიებას შეეხება. აქ დროდადრო დეტექტივი science fiction-ში გადადის და „ტვინის ჭყლეტის“ მოყვარულებს სასიამოვნო შეგრძნებებს ჰპირდება.
1930 წელი. ამერიკელი მილიონერი როტველერი მეცნიერ დივერსანტთა ჯგუფს, სპეციალური საიდუმლო დავალებით საბჭოთა რუსეთში აგზავნის. მოსკოვის სამთავრობო ლაბორატორიებში „გენიალობის შრატზე“ მუშაობა საბოლოო სტადიაში შედის. ამერიკელებმა უნდა იპოვონ და გაანადგურონ ეს პროექტი, ვიდრე მას ბოროტი კომუნისტები ბოროტად გამოიყენებენ. შესაძლებელია, ეს აკუნინის ყველაზე ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებია - ყოველ ლეველზე ტექნიკის და ადამიანური გამომგონებლობის ახალ-ახალი ფოკუსებია, ფინალი კი მთლად ამერიკული „მთიელის“ საკადრისია. საბოლოოდ, მშვენიერი გასართობი საკითხავია, უამრავი click-ებით და back-ებით. საუკეთესო კომერციული წიგნი, მაგრამ მაინც „ერთჯერადი“ - ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მაგრამ დასრულებისას მისკენ გახედვაც კი არ გინდა, არ გახსენდება.
და მაინც, ბოლომდე ვერ გაიგეთ რაში მდგომარეობს ამერიკელი მეცნიერის მისია საბჭოთა კავშირში? გინდათ იცოდეთ მეტი, ვიდრე გალტონ ნორდმა? მაშინ წაიკითხეთ „კოდები“ - ეს რომანის კიდევ ერთი, ფარული ლეველია.
და კიდევ, თუ გიყვართ კომპიუტერული შუთერები და კვესტები, ან თუ კითხულობთ ყველაფერს, რასაც აკუნინი წერს, წაიკითხეთ „კვესტი“. თუკი აკუნინის ჯერ არაფერი წაგიკითხავთ, დაიწყეთ მისი გენიალური „აზაზელით“.
![]() |
22 სამი გამომცემლობის ამბავი |
▲ზევით დაბრუნება |
გამომცემლობა|კულტურა
მოამზადა გიორგი კეკელიძემ
ძველი იდიომა უნდა გამოვიყენოთ - „მათ მოიყვანეს“ სამამულო ლიტერატურა ახალი ეპოქის მიჯნამდე. ქართულ გამომცემლობებს ვგულისხმობ. ამის იქით უკვე ციფრული ერა იწყება, რომლის გამოწვევებსაც ისინი არ უშინდებიან, თუ უფრო მეტიც არა. სამი მათგანის ისტორიას გაგაცნობთ, პირველ პირში მოთხრობილს. სამომავლოდ, ბუნებრივია, სხვებზეც გესაუბრებით.
როგორ შეიქმნა მათი გამომცემლობა, დასახელების იდეა, სტარტი, წინააღმდეგობები, რა ტიპის წიგნებს გამოსცემენ, რა ტიპისას არა, წიგნის საბჭოთა და დღევანდელი ბაზრები საქართველოში, მათი ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი გამოცემა, მომავალი - ელექტრონულ წიგნებთან მათი დამოკიდებულება და სხვა პერსპექტივები.
სამივე მათგანს საკუთარი, განსაკუთრებული ისტორია და შეხედულებები აქვს. სამივე თავისებურად ჰყვება - მოკლედ თუ გრძლად. ზოგჯერ მსგავსი აქცენტები აქვთ, ხანაც განსხვავებული ხედვები. მოკლედ, დავიწყოთ.
მაშ ასე:
სიესტა
ქეთი კიღურაძე
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
8-9 წლის წინ, გაიხსნა პარნასი - პირველი თანამედროვე წიგნის მაღაზია და აივსო ათასნაირი თანამედროვე უცხოური და უსახური ქართული გამოცემებით. მივხვდი, რომ მინდოდა და შემეძლო თანამედროვე ქართული წიგნების კეთება. იქამდე გამომცემლობაში ერთხელ ვიყავი ნამყოფი, როდესაც „მზიურის“ ფესტივალისთვის ახალგაზრდა ავტორების ბროშურები დაგვიბეჭდეს, მაშინ ჯერ ავტორის თვალით ვუყურებდი ამ საქმეს და უამრავი უსაფუძვლო პრეტენზია გამიჩნდა ამ გამომცემლობასთან.
წიგნს ვუყურებდი, ერთი მხრივ, როგორც ავტორი, როგორც უკვე პარნასის თანამშრომელი, მაშასადამე, წიგნის გამავრცელებელი და, ასევე, როგორც მკითხვე ლი. ამ სამგანზომილებიანმა რაკურსმა დიდი ენთუზიაზმით ჩამაბა წიგნის საქმეში. ვგრძნობდი, ამის კეთებაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა და არ ვფიქრობდი ბიზნესსა და მოგებაზე. ჩვენი ძლიერი, წითელი ლოგო წიბახას დიზაინით არის შექმნილი. საოფისე დოკუმენტაციის დიზაინზე ჩუბჩიკამ იზრუნა. საგამომცემლო სახლის დაარსებაში ყველა დიდი ენთუზიაზმით იყო ჩართული. თითქოს მარტო არ მტოვებდნენ საპასუხისმგებლო საქმესთან. მათი თანადგომა დღემდე მოგვყვება. ეს მოგვიანებით სახელშიც აისახა - „ჯგუფი სიესტა“. ახლაც მიმდინარეობს აზრთა გააზრების და შეჯერების მუდმივი პროცესი.
სანამ ნოტარიუსი საბოლოოდ სიესტას წესდებას შეკერავდა, სახელი მინდოდა ყოფილიყო ქართული. ერთი თვე ყოველდღე ამაზე ფიქრში ვატარებდით. „ენიგმა“ - თქვა გიო მგელაძემ, „ასფურცელა“ - აკრიანმა, „ნინო“ - მირჩია გოგი ძოძუაშვილმა, სიესტას და ჩემს მეორე შვილს ერთად „ვაჩენდი“. საუკეთესო სახელი ნინიასაც მოვუძებნეთ, თამარა ხოშტარიამ გამიქსა ბგერები. „3 დამა“ - წიბახას წამოცდა, „კატო“, „ფიქრისგორა“ - ნახცოს, „ანასტასია“ უნდოდა გიორგის. მთელი საახალწლო დღეები პარნასის კაფეში წიგნების გარშემო შეკრებილი მეგობრები ამით ვერთობოდით. ამასობაში მოვაგროვე საწესდებო კაპიტალის ფული. ნოტარიუსთან დათქმული დრო უკვე 30 წუთში მოდიოდა. ჩაირთო უკან დათვლის რეჟიმი: 30, 29, 28... ვერსიები აბსურდულ და მხიარულ ფორმებს იღებდა - დათქმულ ბოლო წუთს წარმოთქმული სახელი იქნებოდა გამარჯვებული. 5,4,3,2,1 - „სიესტა!“ - დაიყვირა ირაკლიმ და აუქციონის ჩაქუჩის ხმის ფონზე უკვე ნოტარიუსთან ხელს ვაწერდით. ნინიაც ჯანმრთელი - 53სმ. დაიბადა.
სტარტიც ასეთივე ჯადოსნური იყო. პირველი წიგნი გამოვეცით ჩვენი სახელის მომგონებლის, ირაკლი კაკაბაძის. ფერადი ჩანართებით კალკის ფურცლებზე, 500-იანი ტირაჟით. მეორე წიგნი გამოცემული არც მქონდა, ჯერ ვმუშაობდით, როცა დამირეკეს ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და მითხრეს, რომ წიგნის გამოცემა უნდოდათ. დიდი მადლობა გადავუხადე, მაგრამ სადეკრეტო შვებულება მქონდა. ოფისი სახლში მაქვს, მე ვერ გავდივარ-მეთქი. არა უშავს, მოვალთო! კარგი, ბატონო, მაშინ ხვალ რა დრო გაწყობთ-მეთქი? არა, დღესო! უკვე საღამო იყო, მობრძანდით, ბატონო, რაღა გაეწყობა-მეთქი. მოვიდა „3 დამა“, სამი ქალბატონი, 40-50 წლისები იქნებოდნენ; წითელი, ყვითელი, მწვანე - სამი ფერია მესტუმრა და მას შემდეგ ჩემი საყვარელი მეგობრები არიან. მივიღეთ დიდი შეკვეთა, მიღებული „მოგება“ დაედო სიესტას საფუძვლად. იმ წელს ძალიან წარმატებული, ათამდე წიგნი გამოვეცით. ალბათ ეს ათი წიგნი ასე ზუსტად რომ არ შეგვერჩია, სტარტი ფინიშს დროზე ადრე მიუახლოვდებოდა.
ახალგაზრდა ავტორების ხელშეწყობა ჩვენი სისუსტეა. სისუსტე იმიტომ, რომ ეს არამომგებიანი, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესია. თანამედროვე ქართველი ავტორები უმთავრესი მიმართულებაა სიესტაში. ის, რაც საავტორო უფლებებისაგან გათავისუფლებულია, უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის სახით უნდა შეიქმნას მომდევნო თაობისათვის. დაახლოებით რაც lib.ge-მ გააკეთა, ოღონდ დაემატოს ელექტრონული წიგნების საკითხავი ხელსაწყოების სხვადასხვა ფორმატის მომზადებული წიგნები.
გამოვცემთ კლასიკურ თარგმანებს. არ ვზოგავთ მთარგმნელის, რედაქტორის და კორექტორის დროსა და ენერგიას, არც ფურცელსა და საღებავზე ვინანებთ და არც კარგ ილუსტრატორსა და დამკაბადონებელს ვაკლებთ წიგნს. არასდროს ვაფუჭებთ თარგმანს შუამავალი ენით - რუსულით - რაც ხშირად ხდება საქართველოში, ვთარგმნით მხოლოდ ორიგინალიდან.
არ მიყვარს ხელოვნურად გაერთიანებული სერიები, თითოეული წიგნი ინდივიდუალურია. არ მიყვარს, როცა მათ ყდაზე მითითებულ ციფრად, ან ფერად აქცევენ ჯარის პრინციპით. ყველა წიგნი ფორმით, დიზაინით ავტორს და შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს.
ძალიან საინტერესო გამოცემები გავიმეორეთ კულტურის სამინისტროსთან ერთად. ჟურნალი „კავკასიონი“ ბატონი ზურაბ კიკნაძის ინიციატივით გადაიბეჭდა. თავის დროზე, მისი უჩვეულოდ ფართო, ყოვლისმომცველი დიაპაზონი სრულიად ახალი იყო და როგორც საზოგადოებრივმა წამოწყებამ, საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში ვერ იხარა. ასევე გავიმეორეთ მნიშვნელოვა მნიშვნელოვანი გამოცემები - „თბილისური ბოჰემა“, „დამაკვირდი“.
გვაქვს საბავშვო მიმართულება. საახალწლოდ გამოვა ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“, კომიქსის ფორმით. მინდიას საოცარი თავგადასავალი, ქართული ესთეტიკით შექმნილი ილუსტრაციებით გზას გაუხსნის ბავშვებს ვაჟა-ფშაველასა და ქართული მითების სამყაროსკენ. ვინ არის თქვენი შვილის საყვარელი სუპერგმირი? სუპერმენი? ადამიანი ობობა? ამ კომიქსის წაკითხვის შემდეგ ეს ნამდვილად მინდია გახდება.
ზოგადად, დღეს ვითარება შეიცვალა - საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული წიგნებისთვის არ იყო შეძენილი საავტორო უფლებები. მაშინ ხომ უფლებები ცალმხრივი იყო. ყველაზე-ყველაზე, ტოპ 10, საუკეთესო საუკეთესოთა შორის, არ არსებობს ასეთი. ყველაზე წარმატებული ისაა, რომელმაც მეტად იმოქმედა მკითხველზე.
ლიტერატურული პრემიების სამაგალითო ლიდერები ვართ, ამას ვერ გავექცევი. მადლობა მინდა გადავუხადო მიუკერძოებელ ჟიურის, საბას ორგანიზატორებს.
შთაბეჭდილების ისტორია კი... ერლომ ახვლედიანზე მინდა მოგითხროთ. ამდენი ხანია „გამომცემელი“ მქვია, მართლაც რომ ბევრ საინტერესო, ამბიციურ, ექსტრავაგანტულ ავტორს შევხვედრივარ, მაგრამ ერლომმა თავიდან შემაყვარა ცხოვრება. ამ ადამიანის სიკეთის სიღრმეები და შრეები უფსკრულივითაა.
არცთუ ბევრი იყიდება ჩვენი საბავშვო სერია, „მოდით, ვისაუბროთ ამაზე“. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის წარუმატებელი გამოცემა, რადგან თითქმის არ კეთდება ასეთი შინაარსის წიგნები, ფსიქოლოგთა კონსულტაციით, რომელიც ეხმარება როგორც ბავშვს, ასევე მშობელს, პრობლემის გადალახვაში.
ელექტრონულ წიგნებს მივესალმები. ტყეც დაგვრჩება და ახალი ტექნოლოგიებიც ცოდნის შეძენად იაფ, ეკოლოგიურ და მოხერხებულ ფორმებს გვთავაზობს. ახლა დროა მათ დანერგვაში მივიღოთ აქტიური მონაწილეობა. დაარსდა ახალი ინტერნეტგვერდი lit. ge, რომლის დამფუძნებლებმაც შემოიტანეს საკუთარი ხელსაწყოები, ჩვენ მათ გვერდზე უკვე განვათავსეთ რამდენიმე წიგნი, მათ შორის - ზურაბ ქარუმიძის „დაგნი“ ინგლისურ ენაზე. გამომცემლობა სიესტა მალე დააარსებს ახალ ლიტერატურულ პრემიას - „ჩართული სიტყვა“, რომელიც მხოლოდ ელექტრონული ფორმატის წიგნების ავტორებზე გაიცემა.
დიოგენე
თამარ ლებანიძე
დიოგენე 1995 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ოთხმა მეგობარმა - გია ქარჩხაძემ, ბაკურ სულაკაურმა, ოთარ ყარალაშვილმა და მე, თამარ ლებანიძემ - გადავწყვიტეთ, რომ წიგნების გამოცემა კეთილშობილური საქმეც იქნებოდა და მომგებიანიც. ბიზნესი მხიარულად დავიწყეთ, მაგრამ პრინციპულ პოზიციათა შეუთავსებლობის გამო სიტუაცია მალე შეიცვალა. მოკლედ ასე შეიძლება ითქვას: დავკარგე მეგობრები და შევიძინე კონკურენტები. ეს მძიმე გამოცდილება იყო, მაგრამ სრულიად გამომაფხიზლებელი.
ბოლო 10-11 წლის მანძილზე დიოგენეში ბევრმა ახალმა ადამიანმა დაიწყო მუშაობა. და, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ნელ-ნელა შემოვიკრიბეთ თანამოაზრეები - ხალხი, ვისაც ჩვენი ხედვა, სტილი და პრიორიტეტები მოსწონს. ახალ თანამშრომლებს ახალი პროექტები მოაქვთ და მე მიხარია, რომ დიოგენეს განვითარება მუდმივად მიმდინარე პროცესია.
სიმართლე გითხრათ, ბევრი არ გვიმსჯელია. დიოგენე? - რატომაც არა! - შევძახეთ ლამის ერთხმად. ჩვენი ლოგოც (ხე და წარწერა) უცებ და სრული ურთიერთთანხმობით გააკეთა ოთარ ყარალაშვილმა. მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ლოგოა და მისით ხშირად მოგვიწონებია თავი.
ჩვენი სტარტის ძირითადი სირთულე იდეების სიჭარბე და სახსრების უქონლობა იყო. ეს სუბიექტურად. ზოგად პრობლემებს და ფონს რაც შეეხება, 16 წლის წინ წიგნის მაღაზია ძალიან ცოტა იყო საქართველოში. არც საკანონმდებლო ბაზა იყო მოწესრიგებული. როცა საქმიანობას იწყებ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, გხვდება თუ არა ხელშემწყობი გარემო, იოლია თუ არა გეგმების განხორციელება. ამ მხრივ დღეს საქართველოში ბევრად უკეთესი ვითარებაა და მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, დადებითი ცვლილებები შეუქცევადი რომ გახდეს.
საბავშვო წიგნები, მხატვრული ლიტერატურა, სახელმძღვანელოები - შეიძლება ითქვას, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საგამომცემლო პრიორიტეტები დიოგენესთვისაც უმთავრესია.
დაახლოებით 6 თვეა, რაც ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვანი სიახლით გამდიდრდა. თბილისში, სპორტის სასახლესთან, აფაქიძის 9-ში წიგნის მაღაზია დიოგენე გავხსენით. მთელი გული და სული (და ფინანსებიც) ჩავდეთ, რომ სასიამოვნო გარემო შეგვექმნა. ბევრი კარგი წიგნი, დახვეწილი დიზაინი, ლიტერატურული შეხვედრები, მუსიკა, ფილმები, მყუდრო გარემოში „ულიმიტო“ კითხვის შესაძლებლობა, ყავა/ ჩაი და ა.შ. - ეს დიოგენეს სტილია და ამ სტილს უკვე ბევრი დამფასებელი გამოუჩნდა.
საბჭოთა და დღევანდელი ბაზრები ისე განსხვავდება, მარტივად რომ ვთქვათ - როგორც ცა და დედამიწა, ჩაკეტილი გარემო და თავისუფლად მოქმედების საშუალება. თუმცა სიტუაციის კიდევ უფრო გაუმჯობესებაც შეიძლება, რა თქმა უნდა. ვისურვებდი, რომ წიგნიერების პრობლემით სახელმწიფო მეტად დაინტერესდეს. სამწუხაროდ, ცალკეული უწყებების დონეზე ხანდახან არასწორი ინიციატივები ჩნდება. ამიტომ, თუკი ერთიანი სახელმწიფო ხედვა და შესაბამისი პროგრამა იარსებებს, გაუგებრობები გამოირიცხება და გაცილებით სწრაფად წავალთ წინ.
წარმატებულ გამოცემათაგან „მოუკრეფავნი“ მახსენდება, ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები. კრებული ვახუშტი კოტეტიშვილმა შეადგინა და თედო სახოკიას შეკრებილი მასალაც დაურთო. ამ წიგნის წარმატება ბევრი მიზეზითაა აღსანიშნავი, რომელთა შორის იმ გარემოებას გამოვყოფდი, რომ აზრთა სხვადასხვაობის და „კონსერვატორთა“ წინააღმდეგობის მიუხედავად, ლაღმა ხალხურმა იუმორმა თავისი ქნა და ამ პატარა წიგნმა ბევრი ოჯახის ბიბლიოთეკა გაახალისა.
წარუმატებელი კი... ერთი კონკრეტული წიგნი კი არა, მთელი სერია მინდა დავასახელო. ჩვენ ამ სერიას პირობითად „ნამდვილი საბავშვო წიგნები“ ვუწოდეთ. ეს საერთაშორისო ბესტსელერებია, თანამედროვე ზღაპრები, რომლებმაც საქართველოში ვერა და ვერ იპოვეს მკითხველი. ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, რამ შეუშალა ხელი საქართველოში ამ წიგნების პოპულარობას. რასაკვირველია, ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ ასე მგონია, რომ ქართველი მშობლების უმრავლესობა უფრთხის ფაქიზ, „არასტანდარტულ“ წიგნებს, ორიგინალურ ტექსტსა და ილუსტრაციებს, და უპირატესობას ორიათასხუთასჯერ გადამღერებულ ერთსა და იმავე სიუჟეტებს ანიჭებს. მეტი გაბედულება, ძვირფასო მშობლებო! შემოიარეთ დიოგენეში და ნახეთ წიგნები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში უკითხავენ მშობლები შვილებს და მათთან ერთად მშვენივრად ერთობიან!
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალი ელექტრონული წიგნებისაა. ამას ვგრძნობ და ვამბობ, როგორც მკითხველი და გამომცემელი. სხვაგვარად შეუძლებელია და მიკვირს, როცა ამ მოვლენას ჩემი კოლეგები წინააღმდეგობით ხვდებიან.
ამჟამად დიოგენე ინტენსიურად იწყებს მუშაობას ადრე გამოცემული წიგნების ელ. ფორმატში გადასაყვანად. ბუნებრივია, იმასაც შევეცდებით, რომ ყოველმა ახალმა წიგნმა პარალელურად ორივე - ტრადიციული და ელექტრონული - სახით იარსებოს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ტექსტურ გამოცემებს შეეხება. ჯერჯერობით ზუსტად ვერაფერს გეტყვით ილუსტრირებული წიგნების შესახებ, თუმცა ამ მიმართულებითაც გვინდა ექსპერიმენტირება.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ბაკურ სულაკაური
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
1996-98 წლებში ვიყავი გამომცემლობა დიოგენეს ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. იმის გამო, რომ მისი და მისი თანადამფუძნებელი მეგობრების (ამჟამად ყველას ცალ-ცალკე გამომცემლობა აქვს) ხედვები გამომცემლობის როგორც სარედაქციო პოლიტიკასთან, ასევე გაყიდვებისა და ფინანსების მენეჯმენტთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემოქმედა და ცალკე გამომცემლობა შემექმნა. პირველი წიგნები 1998 წელსვე გამოვუშვი, ხოლო შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა დაფუძნდა 1999 წლის 30 ივნისს. იმ დროს კომპანიაში მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობდა - მე და თინა მამულაშვილი, რომელიც ამჟამადაც გამომცემლობის დირექტორია.
იმ დროს ძალიან ცოტა გამომცემლობა არსებობდა, წიგნის ბაზარი ჩანასახოვან მდგომარეობაშიც კი არ იყო და, ბუნებრივია, როდესაც იქმნება გამომცემლობა, რომელსაც აქვს ამბიციური მიზანი, შექმნას და განავითაროს ისეთი წიგნის ბაზარი საქართველოში, რომელიც თავისი არსით მსგავსია და მხოლოდ ზომით განსხვავდება განვითარებული ქვეყნების წიგნის ბაზრებისაგან, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელი, რომელიც უნდა იქცეს ბრენდად. ჩვენი იდეა საკმაოდ მარტივი იყო: ის, რაც მუშაობს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სავარაუდოდ, იმუშავებს საქართველოშიც. ეს ეხება როგორც ბაზრის მოწყობის პრინციპებს (ვთქვათ, წიგნის საფასო პოლიტიკას), ისე გამომცემლობის სახელსაც. უდიდესი უმრავლესობა მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობებისა ატარებს გამომცემლობის დამფუძნებლის სახელს და, როგორც წესი, მისდევს დამფუძნებლის მიერ შემუშავებულ საგამომცემლო სტრატეგიას. ბუნებრივია, მე-20 საუკუნის ბოლოს საქართველოში ჯერ კიდევ უჩვეულოდ ჟღერდა ადამიანის სახელი და გვარი კომპანიის სახელწოდებაში, მაგრამ პრეცედენტიც არსებობდა (იმ დროს უკვე მოქმედებდა, მაგალითად, პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა). ამიტომ სახელის შერჩევას ძალიან დიდი დრო არ დასჭირვებია.
მთავარი წინააღმდეგობა, რაც იმ დროს ხელს უშლიდა წიგნის ბაზრის განვითარებას საქართველოში, ახლა ძალიან სასაცილო ჩანს, მაგრამ იმ დროს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა: წიგნის საცალო ფასი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე სტამბაში მისი ბეჭდვა ჯდებოდა. ასე მაგალითად, საშუალო ზომის რომანის გასაყიდი ფასი იყო დაახლოებით 1 ლარი, მაშინ როცა მისი მხოლოდ დასტამბვა ჯდებოდა დაახლოებით 1.5 ლარი. ბუნებრივია, ასეთ პირობებში შეუძლებელია შეიქმნას წიგნის ბაზარი. პირველივე რამ, რაც დასაწყისში ჩვენ გავაკეთეთ, იყო შემდეგი: გამოსაცემად მოვამზადეთ 6 თანამედროვე მწერლის წიგნი (მათ შორის იყო, მაგალითად, შემდგომში უკვე გახმაურებული „გადაფრენა მადათოვზე და უკან“). დიდი ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ ამ წიგნების შეფუთვა (როგორც გარეკანის, ასევე შიგთავსის დიზაინი და დაკაბადონება) ყოფილიყო მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი. ამისათვის მოვიწვიეთ გრაფიკული დიზაინის ცნობილი სპეციალისტი თამაზ ვარვარიძე და მას შევუკვეთეთ გარეკანის დიზაინი. სიახლე იყო ისიც, რომ ფერადი გარეკანები დავბეჭდეთ მაღალი ხარისხით, რაც იმ დროს ძალიან უჩვეულო იყო - იმისათვის, რომ სასტამბო ხარჯები დაეზოგათ, შავ-თეთრ ყდებს აკეთებდნენ და იმასაც უხარისხოდ ბეჭდავდნენ ხოლმე. და მაინც, მთავარი სიახლე ის გახლდათ, რომ ამ წიგნების გაყიდვა დავიწყეთ იმ დროისათვის უპრეცედენტოდ ძვირად - 3 ლარად. ახლაც გვახსოვს უკმაყოფილო ადამიანების ბუზღუნი, როგორ შეიძლება წიგნის ასე ძვირად გაყიდვაო. შესაბამისად, ეს წიგნები ცუდად იყიდებოდა, რადგან მყიდველს სხვა საფასო მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ სიტუაცია ნელ-ნელა იცვლებოდა...
ჩვენი საგამომცემლო მიმართულებები დასაწყისშივე მკაფიოდ განვსაზღვრეთ: ეს უნდა ყოფილიყო თანა მედროვე პროზა (როგორც ქართული, ისე ნათარგმნი) და საბავშვო ლიტერატურა (როგორც მხატვრული, ისე შემეცნებითი). მომავალში ჩვენი პრიორიტეტები ოდნავ გაფართოვდა და ამას დაემატა სასკოლო სახელმძღვანელოები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლიტერატურა და ილუსტრირებული გამოცემები უფროსებისათვის (კულინარია, ჯანმრთელობა, მებაღეობა...). ძალიან ხშირად, მცდარად ჰგონიათ, რომ, მაგალითად, პოეზიას იმიტომ არ გამოვცემთ, თითქოს ის ცუდად იყიდება. ამას ვინც ამბობს, ის წიგნის ბაზარს საერთოდ არ იცნობს, თორემ ეცოდინებოდა, რომ ბოლო წლების კომერციულად ყველაზე წარმატებული გამოცემები სწორედ პოეტური კრებულები იყო. პოეზიას არ გამოვცემთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ არის ჩვენს საგამომცემლო პრიორიტეტებში (ისევე, როგორც, მაგალითად, იურიდიული ან ეკონომიკური ხასიათის ლიტერატურა). როდესაც მხატვრულ ლიტერატურას გამოვცემთ, ჩვენი უპირველესი მიზანი არის არა კომერცია, არამედ ლიტერატურული ხარისხი. ბუნებრივია, შემდეგ ვცდილობთ, ყველაფერი, რასაც გამოვცემთ, ვაქციოთ კომერციულად წარმატებულადაც და ძალიან ხშირად გამოგვდის კიდეც. სწორედ ამან შექმნა მითი, რომ ჩვენ მხოლოდ კომერციულად წარმატებულ პროექტებს ვეძებთ. სინამდვილეში საქმე ასეა: ვცდილობთ მოვძებნოთ და გამოვცეთ კარგი წიგნები და ვაქციოთ ისინი კომერციულად წარმატებულად.
საერთოდ, წიგნის ბაზარი ფასდება გაზომვადი კრიტერიუმებით. ესენია: რამდენი დასახელების წიგნი გამოდის ყოველწლიურად; რამდენი გამომცემლობა მოღვაწეობს ბაზარზე; რამხელაა ბაზრის მოცულობა გაყიდვებით; რამხელაა ბაზრის მოცულობა მთლიანი ჯამური ტირაჟით; რამდენი წიგნის მაღაზია და წიგნების გაყიდვის სხვა სარეალიზაციო წერტილი არსებობს; და ა.შ.
ამ კრიტერიუმებით, დღევანდელი წიგნის ბაზარი განუზომლად წინაა საბჭოთადროინდელზე. მაგალითად: დასახელებების რაოდენობა, სულ მცირე, 2-ჯერ მეტია; გამომცემლობების რაოდენობა - 10-ჯერ; გაყიდვების ჯამური მოცულობა - დაახლოებით 2-ჯერ; წიგნის საცალო ქსელიც კი, სულ მცირე, 2-ჯერ დიდია ახლა, ვიდრე საბჭოთა დროს იყო.
ამ ყველაფერს მარტივი მიზეზი აქვს: საბჭოთა დროს ყველაფერს (მაგალითად, წიგნის ტირაჟს) განსაზღვრავდა არა რეალური მოთხოვნა, არამედ ჩინოვნიკების შეხედულებები მოთხოვნაზე. შესაბამისად, წიგნის ბაზარს ბუნებრივად მოწყობილს ვერ დაარქმევდი. სულ უბრალო მაგალითი: წიგნის საცალო ფასი გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ამ წიგნისთვის დახარჯული ქაღალდის ფასი მსოფლიო ბაზარზე.
დღემდე ჩვენი ყველაზე წარმატებული წიგნია „საბავშვო ენციკლოპედია“, რომელიც ფაქტობრივად პირველი, ზოგადი ხასიათის, უხვად ილუსტრირებული და პოლიგრაფიულად უზადოდ შესრულებული ენციკლოპედიური გამოცემაა საქართველოში. ეს წიგნი შემთხვევით არ გვითარგმნია. მაშინაც მიგვაჩნდა, რომ არსებობს სფეროები, სადაც არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება - უნდა აიღო საუკეთესო, რაც არსებობს მსოფლიო ბაზარზე და გააკეთო მისი ზუსტი ანალოგი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვერჩია საუკეთესო საბავშვო ენციკლოპედია, რომელიც იმ დროს არსებობდა მსოფლიო ბაზარზე. მრავალი წიგნიდან, სულ ბოლოს ორი დარჩა - ორი სხვადასხვა ბრიტანული გამომცემლობის გამოცემა: ერთი, იმ დროისათვის ძალიან პოპულარული, ფოტოსურათებით გაფორმებული, ეფექტური დიზაინის მქონე წიგნი, გამომცემლობა Dorling Kindersley-ის მიერ გამოცემული; ხოლო მეორე - მთლიანად ნახატებით ილუსტრირებული, გამომცემლობა Osborne-ის მიერ გამოცემული. ყველა, ვინც ამ ორ წიგნს ერთად ხედავდა, პირველ რიგში Dorling Kindersley-ს წიგნს იღებდა ხელში, მაგრამ ბავშვებზე ჩატარებული მცირე დაკვირვების მერე შევამჩნიეთ, რომ Dorling Kindersley-ის წიგნი მალე ბეზრდებოდათ, ხოლო Osborne-ის წიგნი შეეძლოთ დაუსრულებლად ეთვალიერებინათ. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ უკანასკნელის გამოცემა და არც შევმცდარვართ - ეს წიგნი ქართულ ბაზარზე დღესაც საუკეთესოდ იყიდება.
ყოველწლიურად გამოვცემთ ათობით წიგნს, რომლებზედაც წინასწარ ვიცით, რომ კომერციულად წარმატებული ვერ იქნება. მიუხედავად ამისა, მაინც გამოვცემთ და მათ დოტირებას ვახდენთ კომერციულად წარმატებული პროექტებიდან. შესაბამისად, არ გვაქვს რაიმე კრიტერიუმი, რომლითაც წარუმატებლობას განვსაზღვრავთ არაკომერციულ გამოცემებზე.
გარკვეული ტიპის წიგნები ახლო მომავალში ქაღალდზე საერთოდ აღარ იარსებებს (მაგალითად, ცნობარები, ლექსიკონები და ა.შ.), პროზა შედარებით ნელა გადავა მთლიანად ელექტრონულ ფორმატში. ამ პროცესისთვის ფეხის აწყობა უკვე დავიწყეთ და უახლოეს მომავალში გვექნება პირველი ელექტრონული გამოცემები. ზოგადად, წიგნის ბაზარი (როგორც ქაღალდზე დაბეჭდილი, ისე ელექტრონული გამოცემების) საქართველოში ყოველწლიურად იზრდება და იმედია, ზრდის ეს ტემპები უახლოეს წლებშიც შენარჩუნდება.
![]() |
23 მუსიკალური 2011 |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|მუსიკა
ნიკა ესებუა
2011 წელი მუსიკაში სუსტი აღმოჩნდა, მუსიკის ისტორიაში „მთავარ გვერდებზე“ ცოტა ნამუშევარი თუ მოხვდება. ცოტა იყო კარგი ალბომი და კიდევ უფრო ნაკლები ისეთი, რომლის მოსმენაც თუნდაც 3 თვის შემდეგ ისევ მოგინდებათ. აქ გაგაცნობთ წლის საუკეთესო ალბომებსა და ტრეკებს. ასევე ყველაზე ცუდი კომპოზიციების კრებულსა და 2011 წლის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას.
საუკეთესო ალბომი
PJ Harvey - Let England Shake
1992 წელს ალბომი Dry გამოვიდა. მსოფლიომ პოლი ჯინ ჰარვი იგივე PJ Harvey გაიცნო. Dry ის იშვიათი ნამუშევარია, რომელსაც ნაკლი თითქმის არ აქვს, თითქოს მუსიკოსმა მთელი თავისი სიცოცხლე 11 ტრეკში ჩადო. მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა და PJ Harvey-ს შემოქმედებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ის ისევ თითოეულ ალბომზე ისე მუშაობს, თითქოს ეს მისი უკანასკნელი შანსი იყოს. Let England Shake ჰარვის 2011 წლის ნამუშევარია, ალტერნატიული როკის, ფოლკისა და ყველაფერი იმის ნაზავი რაც ამ ქალბატონისთვისაა დამახასიათებელი, ნამუშევარი, რომლითაც ჰარვიმ არა მხოლოდ ინგლისი, არამედ მთელი მსოფლიო შეაზანზარა.
Destroyer - Kaputt
ყველაფერი რიგზეა. თითოეული ტრეკი შთამბეჭდავია. მუსიკა, ბენდის წინა ალბომებისგან განსხვავებულია, გაცილებით მრავალფეროვანია. Chinatown, Poor in Love, Downtown… ყველა ტრეკი მნიშვნელოვანია და ნელ-ნელა მიჰყავს მსმენელი Kaputt-ამდე, კარგ Kaputt-ამდე.
საუკეთესო დუეტი (კოლაბორაცია)
Jay-Z & Kanye West - Watch the Throne
ჰიპ-ჰოპის ორი გიგანტის, Jay-Z-ისა და ქანიე უესტის კოლაბორაცია ძალიან კარგი Watch the Throne-ით დასრულდა. ეს არის ალბომი, რომელიც ორი ნარცისი, თავხედი, ცინიკოსი მუსიკოსის ბნელი ფანტაზიაა. ორი მუსიკოსის ისტორია, რომელშიც ისინი თავიანთ სიდიადეს უსვამენ ხაზს. Watch the Throne-ის მოსმენის შემდეგ ძალიან გაგიჭირდებათ, არ დაეთანხმოთ მათ.
ყველაზე დაუფასებელი ალბომი
The Antlers - Burst Apart
ალბომში არ არის Bear ან Two-ს მსგავსი ჰიტები, არც Burst Apart არის წინა ალბომის, Hospice, დონის მოვლენა. სამაგიეროდ, ტრიოს ბოლო ნამუშევარი ჰარმონიაა, რომელიც 2011 წლის მუსიკალურ სამყაროში ასე ძნელი საპოვნელი იყო. Burst Apart სევდიანი, მომხიბვლელი, გრძნობებით სავსე ალბომია, რომელიც წლის ერთ-ერთი იშვიათი კარგი ინდი როკ ნამუშევარია.
საუკეთესო პოპსიმღერა
Lana Del Rey - Video Games
ელიზაბეტ გრანტს მუსიკალური სამყარო Lana Del Rey-ს სახელით იცნობს. ამ გოგონას ჯერ ერთი ალბომიც არ აქვს გამოშვებული, სამაგიეროდ, 2011 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკის ავტორია. Video Games უდავოდ წლის ყველაზე ემოციური ინდი პოპ სიმღერაა.
საუკეთესო როკსიმღერა
The Strokes - Under Cover of Darkness
სიტყვა ინდი თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში რომ პოპულარულია, ეს პირველ რიგში The Strokes-ის დამსახურებაა. მართალია კასაბლანკასის და მეგობრების ბოლო ალბომი, Angles, ისეთი ბრწყინვალე არ იყო, როგორც 2001 წლის Is This It, სამაგიეროდ, Under Cover of Darkness ის კომპოზიციაა, რომელმაც წარსული ნოსტალგია და ნამდვილი The Strokes-ის დაბრუნების იმედი გააღვიძა.
საუკეთესო ელექტროსიმღერა
M83 - Midnight City
ენტონი გონსალესის პროექტს M83 ბრწყინვალე წელი ჰქონდა. ალბომი Hurry Up, We're Dreaming 2011 წლის ელექტრომშვენება იყო. სინგლი Midnight City კი კომპოზიცია, რომელიც ნებისმიერ ეპოქას, განწყობას თუ წელიწადის დროს მოუხდება. ეს არის ტრეკი, რომელიც პირველი ბიტიდან ბოლო წამამდე თქვენზე იმეფებს.
The Rapture - How Deep Is Your Love?
ნიუ იორკელი dance punk გენიოსების დაბრუნება არც ისე შთამბეჭდავი გამოდგა, თუმცა ტრეკი How Deep Is Your Love? ყველაფერს აუფერულებს. Chicago house-ის სტილში გადაწყვეტილი სიმღერა, რომელიც Rapture-ისათვის დამახასიათებელი საქსოფონის აკომპანიმენტით ვითარდება და წლის ერთ-ერთ დაუვიწყარ ტრეკად იქცევა.
ყველაზე დაუფასებელი სიმღერა
Elbow - With Love
ეს სიმღერა ალბათ ყველაზე უცნობი ტრეკია ამ სიაში. With Love Elbow-ს მორიგი შედევრია. ეს ბენდი წლებია მაღალი ხარისხის მუსიკას ქმნის და ეს ტრეკი ამის დასტურია. ბრწყინვალე ტექსტი, გაი გარვის მშვენიერი ვოკალი და კლავიშები, რომელიც ტვინსა და გულს ერთნაირად „აზიანებენ“.
ყველაზე ცუდი ალბომი
Lou Reed and Metallica - Lulu
თუ გეყოფათ გამძლეობა, მოთმინება და ნერვები, რათა ამ ალბომს მოუსმინოთ, აუცილებლად გაგიჩნდებათ ერთი შეკითხვა: რას ერჩოდნენ ეს მუსიკოსები მსმენელს? ეს არის დეკადის ერთერთი უსაშინლესი ქმნილება. არანაირი მელოდიურობა, ინსტრუმენტული მრავალფეროვნება ან საინტერესო ჟღერადობა. ეს არის ტანჯვა, რომელსაც რატომღაც ალბომის სახე მისცეს. არადა, ლუ რიდი Velvet Underground-ის ვოკალისტი და ფრონტმენი იყო. ეს არის ადამიანი, რომლის ნიჭმაც ათობით თანამედროვე ინდი ბენდს მუსიკის სამყაროში მეგზურობა გაუწია. Metallica-ზე აღარაფერს ვიტყვი. ვისაც სიტყვები თრეში და მეტალი სმენია, ამ საკულტო კოლექტივის შესახებ ისედაც ყველაფერი კარგად იცის.
წლის იმედგაცრუება
Red Hot Chili Peppers - I'm with You
სულ ტყუილად ჰქვია ალბომს I'm with You. კომპოზიციების მოსმენისას მიხვდებით, რომ პეპერსები თქვენთან არ არიან. სამწუხაროდ, გიტარისტ ჯონ ფრუშანტეს ბენდიდან წასვლამ საშინლად იმოქმედა Red Hot Chili Peppers-ის შემოქმედებაზე. ახალი გიტარისტი ჯოშ კლინჰოფერი კარგი გიტარისტია, მშვენიერი ტექნიკა აქვს, თუმცა ის სიღრმე, ქარიზმა და „პეპერსობა“ აკლია, რომელიც ფრუშანტეს ჰქონდა. ალბომში თითქმის არ არის გამორჩეული ტრეკი. როგორც ჩანს, კალიფორნიელი ბიჭების მზე ჩაესვენა.
![]() |
24 + - |
▲ზევით დაბრუნება |
LIFE
ნინა ახლოური
31 მილიონ 557 ათას 600 წამი. როგორ ფიქრობთ, ბევრია თუ ცოტა? ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ამდენის გასვლაა საჭირო ახალი წლის კვლავ შესახვედრად. სულ ცოტა ხნით ადრე, ჩვენი წელთაღრიცხვის დაწყებამდე, ერთ მარომაელმა ასე გადაწყვიტა და ახლა უკვე ვეღარაფერს შეცვლით. სამაგიეროდ, ახალი წლის დადგომა ყოველთვის გვაყენებს იმის ხასიათზე, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც შევცვალოთ. „ახალი წლიდან აუცილებლად...“ ხომ ყველასთვის ნაცნობი ფრაზაა.
ისე კი, საახალწლო განწყობა მაინც ყველაზე უცნაური ქმედებებისკენ გვიბიძგებს. სხვაგვარად როგორ უნდა უწოდო ფაქტს, როდესაც 31 მილიონ 557 ათას 601 წამზე, უამრავი ადამიანი ხილით სავსე ქოთნების დამტვრევას შეუდგება. ამის მიზეზი წესიერად მგონი ჩრდილოეთშიც არ იციან. ახალი წლის ღამის წესჩვეულებებიდან ყველაზე საინტერესო იტალიელებთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მცხოვრებლებთან უნდა ვეძებოთ. მაგალითად, იოჰანეს ბურგის ერთ-ერთ კვარტალში ახალი წლის ღამეს პოლიცია ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. მიზეზი მძღოლების სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. საფრთხეა, აბა რა არის, როდესაც შენთვის ქუჩაში მიდიხარ და მთელი კვარტალი ფანჯრიდან თავზე მაცივრებს, ბოთლებსა და დიდი ზომის ავეჯს გაყრის. იტალიელ ბაბო ნატალესაც მიაჩნია, რომ ახალი წელი ყველაფერი ძველის გარეშე უნდა დაიწყო - თუ სახლში ძველი უთო გაქვს, არ ღირს ბევრი ფიქრი - ადგე და ის ფანჯრიდან გადაუძახო.
დაძველებული და თავიდან მოსაშორებელი ალბათ ყველა ჩვენგანს თავისი ექნება. 2011 წლის სიახლეებიდან ამგვარი საერთო რაღაცების მონახვაც არ უნდა იყოს რთული - ბევრი რამ არსებობს, რასაც 2012 წელს არც ისე მოვისაკლისებთ:
მაშინ როდესაც არსებობს Apple-ის iPad-ი, Motorola-ს Zoom-ი, Sony-ის Tablet-ი და Amazon-მაც ბოლოს და ბოლოს მოისაზრა ფერადეკრანიანი Kindle Fire-ის გამოშვება, 2011 წლის დასაწყისში გამოსული ამერიკული Dell Streak 7 უსარგებლო გამოგონებათა სიაში შეგვიძლია შევიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასი არც ისე მაღალია (ის სამასი ამერიკული დოლარიდან იწყება), ბაზარზე უფრო დაბალფასიანი კონკურენტებიც მოიძებნება. თუ გავითვალისწინებთ პატარა ეკრანს და არც ისე კარგ ფერებს, ანდროიდის თითქმის მოძველებულ სისტემას და ბატარეას დაბალ სიცოცხლის უნარიანობას, ერთ დასკვნამდე მივალთ - ჯობია გადაიხადო ცოტა მეტი და პროდუქტისგან სიამოვნება მიიღო, ვიდრე გვერდით ისეთი არამიმზიდველი მეგობარი გყავდეს, როგორიც Dell-ის ტაბლეტია.
ხდება ხოლმე, როცა მოდას ლამაზი და საინტერესო ტენდენცია მოაქვს, რაც დროთა განმავლობაში ბანალურ კიტჩად იქცევა. ოსკარ უაილდი შესაძლოა ფიქრობს, რომ მოდა იმდენად მახინჯია, ყოველ ექვს თვეში მისი შეცვლაა აუცილებელი. ხანდახან კი, ეს სილამაზის შესანარჩუნებლად არის საჭირო. უკვე მერამდენე სეზონია, ვხედავთ ლეოპარდის თუ ზებრას პრინტს სამოსზე, აქსესუარებზე თუ სხვადასხვა ნივთზე. შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში ნანახი დათვის ქურქისებური კაბა (Just Cavalli), ვეფხვის ტყავის ნახატიანი ჩექმა (Sergio Rossi), კატები ჟივანშის ჟაკეტზე უკვე აღარ ახდენს კარგ შთაბეჭდილებას, რადგან ანიმალისტური ესთეტიკა ანიმალისტურ ისტერიაში ტრანსფორმირდა. ვფიქრობ, მომავალი წლის მოდაში აბსტრაქტული ხელოვნების, ბაროკოსა და გრაფიკული პრინტის თემა გაცილებით საინტერესო და ორიგინალური იქნება.
ის, რის გარეშეც არ შეიძლება ცხოვრება, აპოსტერიორი არ განიხილება - ეს Google-ია საუკეთესო საფოსტო სერვისით, საძიებო სისტემით, მაგრამ თუ ვინმე გვეტყვის, რომ ხვალ Google+ აღარ იარსებებს, ჩვენ, უბრალოდ, მხრებს ავიჩეჩავთ და Facebook-ის კედლის კითხვას გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, Google+ს ცუდი მხარეების გარდა, კარგიც გააჩნია, მაგრამ ამაზე საუბარს აზრი არ აქვს - ახალი სოციალური ქსელი არ აღმოჩნდა წარმატებული არც თავისი ფუნქციებით, არც რაიმე განსხვავებული შემოგვთავაზა და იმ პროექტად იქცა, რომელმაც არსებობის პირველივე წელს მომხმარებლის ინტერესი დაკარგა.
2011 წელს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოვლენად ისლანდიელი მომღერლის, ბიორკის ახალი ალბომი, Biophilia იქცა, რომელმაც დღის სინათლე ოქტომბერში იხილა. ბიორკის თაყვანისმცემელთა აზრი ორად გაიყო: მათი მცირე რაოდენობა ფიქრობს, რომ ამ ალბომის მოსმენა წამებას უდრის, უმრავლესობა კი ამტკიცებს, რომ ეს საოცარი ნამუშევარია, თუმცა ამის ასახსნელად არგუმენტები არ ჰყოფნის. ალბომი საინტერესოა, ოღონდ ალბათ იმ კუთხით, თუ როგორ შეიძლება დისჰარმონიის შექმნაში ასეთ მწვერვალს მიაღწიო. თუ ქაოსი მელოდიაში ახალი მუსიკალური bonne ton არის, Biophilia-ს აქვს შანსი, შემდეგი ათწლეულის ყველაზე წარმატებულ ალბომად იქცეს. The Independent-ი წერს, რომ ბიორკი ზედმეტად გაერთო მულტიმედიისა და iPad-ის აპლიკაციების თემით - ალბომში მშვენიერ მომენტებს რაც უფრო უსმენ, მით უფრო შემთხვევითად გეჩვენება ისინი. მომავალ წელს The Independent-ის კითხვას აუცილებლად გავაგრძელებთ, ბიორკის ახალი „სიმღერების“ მოსმენასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება, ყველა ჩვენგანმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს.
არაფერში დაგვჭირდება მომავალ წელს მაიკლ ბეის „ტრანსფორმერები 3: მთვარის ბნელი მხარეც“ - ფანტასტიკური ბოევიკი, რომლის პრემიერა ივნისში გაიმართა, ხოლო აგვისტოში ისტორიაში მეათე ფილმი გახდა, რომელმაც სალაროში მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანა. იმასაც ამბობენ, რომ „ავატარის“ შემ დეგ ეს საუკეთესო 3D ფილმია, თუმცა ეფექტები ასეთ ცუდ ნამუშევარს უკეთესად ვერ აქცევს. როჯერ ებერტმა „ვიზუალურად მახინჯი ფილმი უთავბოლო სიუჟეტით“ უწოდა, რაც მისგან რბილ შეფასებად შეიძლება ჩაითვალოს. მესამე ტრანსფორმერების ნახვა კი არც მომავალ და არც სხვა შემდეგ წლებში აღარ მოგვინდება.
ის ფრეზიის, ვარდის, ზამბახის, მუშკის, სანდლის ხის სურნელების ნაზავს წარმოადგენს. კომპოზიცია ატმის თბილი სურნელით უნდა იხსნებოდეს, მაგრამ ერთადერთი, რის ასოციაციასაც დასაწყისი იწვევს, საპონია. მომწარო, მძაფრი, მოსაწყენი სურნელი ხასიათის გარეშე სულაც არ ჰგავს Burberry-ის ხელწერას, მაგრამ Body სწორედ ასეთი გამოვიდა. როგორც ჩანს, მთელი ფინანსები ამ შემთხვევაში ლამაზი ბოთლისა და რეკლამის მოფიქრებას მოხმარდა. არომათერაპიულ სამყაროს ნამდვილად არაფერი დააკლდებოდა ამ ახალი არომატის გარეშე.
როდესაც უსარგებლო და ძველმანი ნივთებისგან სივრცეს ვათავისუფლებთ, უკვე იმაზეც შეიძლება ფიქრი, რით შეიძლება მისი შევსება 2012 წელს:
Canon PowerShot SX230 HS - ჰარმონიზებული სისტემის აღმნიშვნელი ნიშანი უკვე თავისთავად საუბრობს პროდუქტის ხარისხზე, თუმცა ეს Canon-ის ახალი ციფრული კამერის მთავარ ღირსებას არ წარმოადგენს. თოთხმეტი ოპტიკური ზუმი და 1080p ვიდეო შესანიშნავი სტერეო საუნდით უკვე მიმზიდველი დაპირებაა. რაც მთავარია, კარგი მონაცემების ხარჯზე აპარატი დიდი ზომის სულაც არ არის - მისი ტა რება მოგზაურობის დროს იოლად შეიძლება. მართალია, ფოტოს მხოლოდ თორმეტი მეგაპიქსელით იღებს, მაგრამ ყველა ფოტომოყვარულს კარგად მოეხსენება, რომ აპარატის ხარისხს პიქსელები ნაკლებად განსაზღვრავს. Canon-ის ახალი პროდუქტი კი ძალიან მკაფიო ფოტოებს იღებს, მათ შორის სუსტ განათებაზეც. ფერადი დიზაინი კარგი ფუნქციონირებით გამოწვეულ განწყობას კიდევუფრო აამაღლებს.
გასულმა წელმა სავაჭრო ქსელებისა და დიზაინერების კოლაბორაციების წყალობით კარლლა გერფელდის შემოქმედების თაყვანისმცემლებს საშუალება მისცა, მისი შარფი, Macy's-ში სულ რაღაც რვა ამერიკულ დოლარად შეეძინათ. 2012 წლის თებერვალში კარგად ჩაცმის მოყვარულებზე, რომლებსაც ბანკში არცთუ დიდი დანაზოგი გააჩნიათ, Target-ი და ცნობილი ამერიკელი დიზაინერი ჯეისონ ვუიზრუნებს. ადამიანი, რომელიც მიშელ ობამას, ამბერ ვალეტას, ივან კატრამპს და სხვა გამოჩენილ ადამიანებს აცმევს, ამ თანამშრომლობაზე გატაცებით საუბრობს: „ქალის ხელმისაწვდომი სამოსის ამ ლიმიტირებულ კოლექციაში ამაღელვებელია ის, რომ საშუალება მეძლევა უფრო ფართო აუდიტორიას დავუკავშირდე“. ამ უკანასკნელს ისღა დარჩენია, ლიმიტირებულ კოლექციას დაელოდოს, რადგან, დიდი ალბათობით, ის ამად ნამდვილად ეღირება.
როდესაც საქმე საყვარელ შემსრულებელზე მიდგება, ყველა ჩვენგანს საკუთარი, პერსონალური იესო ჰყავს და მაინც, ყველამ კარგად ვიცით, რომელია ყველაზე პოპულარული ელექტრონული ჯგუფი მუსიკის ისტორიაში. Depeche Mode ინგლისში შორეულ 1980 წელს შეიქმნა და ძალიან მაგარი სიმღერების წყალობით წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, არა მხოლოდ ელექტრონული მუსიკის სცენაზე. ახლახან ჯგუფის ორმა წევრმა, მარტინ გორმა და ვინს კლარკმა ახალი პროექტის შექმნა გადაწყვიტა. ინიციალებისგან შექმნილი სახელით, VCMG, გაზაფხულზე ტექნო ჟანრში ახალ მუსიკალურ ალბომს გამოუშვებს, მანამდე კი ალბათ რამდენიმე სიმღერის მოსმენის საშუალებასაც მოგვცემს. საინტერესოა იმ ხალხის შემოქმედებით ევოლუციას დააკვირდე, რომლებმაც რამდენიმე თაობის მუსიკოსებზე უდიდესი გავლენა მოახდინეს.
ეკო მოდა თანდათან უფრო მეტი ხდება, ვიდრე რომელიმე წლისა და სეზონის ტრენდი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან გარემოზე ზრუნვა თანამედროვე ადამიანებისთვის ერთგვარი აუცილებლობა გახდა. შესაბამისად, ბუნებრივი ქსოვილებისა და საღებავების გამოყენების იდეა ბევრი დიზაინერისთვისაა მისაღები. მაგალითად, სტელა მაკარტნის კოლექციებში სამოსის თითქმის ოცდაათი პროცენტი ეკოპროდუქტია. შეიქმნა ეკო მოდის ბრენდები - People Tree, Howies, Ciel... გარემოზე ზრუნვის გარდა, არანაკლებ სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ეკოლოგიური ქსოვილით შეკერილი სამოსი არა მხოლოდ კომფორტულია, არამედ საიმედოც - ის ხელოვნურზე დიდ ხანს ძლებს.
კიდევ ერთი, რაც 2012-ში აუცილებლად უნდა „გვქონდეს“ - „პრომეთეა“. რიდლი სკოტი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს დაუბრუნდა. ეს საშუალებას გვაძლევს, ფილმზე, როგორც წარმატებულსა და საინტერესოზე, ისე ვიფიქროთ. „პრომეთე“ 1979 წელს გადაღებული „უცხოს“ პრიქველია და მკვლევრებზე მოგვითხრობს, რომლებიც კაცობრიობის წარმოშობის საიდუმლოს აღმოჩენას ცდილობენ. სკოტის თქმით, ფილმი ძალიან მაგარი გამოდის. „ჩვენ ღმერთებსა და ინჟინრებზე ვსაუბრობთ. კოსმოსის ინჟინრებზე. უცხოპლანეტელები, როგორც ბიოლოგიური იარაღის ფორმა, ისე შექმნეს თუ როგორც ბიოლოგია, რომელიც პლანეტას გაწმენდს?“ - ამ კითხვებზე პასუხებს რეჟისორი ჯერჯერობით არ სცემს - ამას მისი „პრომეთე“, სავარაუდოდ, 2012 წლის ივნისში გააკეთებს
თუ გასულ წელს iPhone-ის მფლობელმა ღვინის მოყვარულმა ადამიანებმა ეს სიახლე გამოტოვეს, ახლა სწორედ ის დროა, კომპანია Simple-ის შექმნილი აპლიკაცია iSimple-ს ინსტალაცია გაუკეთონ. ეს უბრალო დამატება არაა - მას შეუძლია თქვენი პერსონალური სომელიე და მეგზური გახდეს ღვინის სამყაროში. აპლიკაცია გვთავაზობს კატალოგს, რომელშიც მსოფლიოს ორმოცდაათი რეგიონიდან შეიძლება ღვინის მოძებნა მისი ფერის, ფასის, წარმოშობის, ჩამოსხმის წლის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. აქ ისეთი დეტალების აღმოჩენაც კი შეიძლება, როგორიც, მაგალითად, კონკრეტულ ღვინოში შაქრის შემცველობაა. რაც მთავარია, აპლიკაციას შეუძლია სწორი რჩევები მოგცეთ ღვინისა და კერძების შეხამების შესახებ, ოფლაინ რეჟიმშიც კი. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ანდროიდზე Apple-ის ოპერაციული სისტემის უდავო უპირატესობაზე დაგაფიქრებს... თუმცა, ალბათ, ზოგს ამისთვის მაინც ორას გრამზე მეტი კარგი კაბერნეს დალევა დასჭირდება...
![]() |
25 კოსმეტოლოგია კაცებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
კოსმეტოლოგია
ეკა შალიკიანი, კოსმეტოლოგი
ცოტა უცნაურია, მაგრამ საქართველოში მამაკაცების ნაწილი კოსმეტოლოგთან ჩუმად დადის. ზოგიერთ სალონში თუ სამედიცინო ცენტრში მათთვის ცალკე შესასვლელიც კია გამოყოფილი, რომ არავინ დაინახოს. ქალის და მამაკაცის ამ კუთხით სქესობრივი დიფერენცირება უხერხულია, რადგან კანის მოვლა ზუსტად ისევეა აუცილებელი, როგორც ბანაობა ან კბილების გახეხვა და, შესაბამისად, ამაში სამარცხვინო და დასამალი არაფერია...
მამაკაცის კანი
ზოგადად, ტესტოსტერონის (ჰორმონების) დონე კაცებში საგრძნობლად მაღალია, რაც ქალისა და კაცის კანს ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს. მამაკაცის კანში ეპიდერმისის (ზედა შრე) ფენა 25 პროცენტით მკვრივია ქალებისაზე, ხოლო კოლაგენით (სიმკვრივესა და ელასტიკურობაზე პასუხისმგებელი ცილები) 22 პროცენტით უფრო მდიდარი გახლავთ. ამიტომ კაცებს კანი უფრო სქელი და ელასტიკური აქვთ და უკეთესად შეუძლიათ ტენიანობის შენარჩუნება. ლოგიკურია ისიც, რომ მათზე გარემო ფაქტორებიც ნაკლებად მოქმედებს და, საბოლოოდ, სიბერის ნიშნები, ნაოჭები და პიგმენტაციაც გაცილებით გვიან ვლინდება.
როგორც წესი, მამაკაცის კანი უფრო ცხიმიანია და სახეზე გაცილებით ხშირად ვხვდებით ფორებს, რაც აკნეს მიმართ მეტ მიდრეკილებას იწვევს, ვიდრე ქალების შემთხვევაშია. ეს პირველ რიგში იმით აიხსნება, რომ მეტი ცხიმის ლიპიდები აქვთ, განსაკუთრებით სახის ქვედა ნაწილში, სადაც ისინი თმის ფოლიკულებთანაა კავშირში. სეკრეციას ასტიმულირებს ანდროგენები - ჰორმონები, რაც პროვოცირებას უკეთებს აკნეს წარმოშობას და ეს დაავადება გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ქალბატონებში. გარდა ამისა, მამაკაცის კანს ძლიერ ზიანს აყენებს უხეში პარსვა. მოპარსულ ადგილებზე კანი მგრძნობიარე ხდება, ხოლო მიკროტრავმები გზას უხსნის ინფექციებს, რაც ძალიან სახიფათოა. დამტკიცებულია, რომ ლანგერგანსის უჯრედები, რომლებიც პასუხს აგებს კანის იმუნიტეტზე, მამაკაცებს ნაკლები აქვთ. ამას ემატება ისიც, რომ კაცები მეტ თამბაქოს ეწევიან და ბევრ ალკოჰოლს მიირთმევენ. მოწევა და სასმელი კი ძალიან ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის სახის კანზე.
პრობლემები და მათი გადაჭრა
სახის კანის მდგომარეობას ბევრის მოყოლა შეუძლია ადამიანის ცხოვრების წესზე. ხშირია ჩივილები თვალების ქუთუთოების და მთლიანად სახის შეშუპებაზე, თვალის ირგვლივ სიმუქეებზე. ეს ყველაფერი გამოწვეულია უძილობით და ღამის გადატვირთული, აქტიური ცხოვრებით. კანზე გამონაყარი ძირითადად არასწორი კვების და უხეშად გაპარსვის ბრალია. რაც შეეხება გამომშრალ კანს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არასწორი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებასთან, ან მათ სრულ იგნორირებასთან. ასევე ხშირია ნაადრევი ნაოჭები, რისი მიზეზიც უმეტესად სულიერი განცდები და ზედმეტად აქტიური მიმიკაა.
თუ ეს გამოკვეთილი ნიშნები შეამჩნიეთ, უპირველეს ყოვლისა, მოძებნეთ კვალიფიციური კოსმეტოლოგ კონსულტანტი, რომელიც თქვენი კანის სილამაზეს და ჯანმრთელობას მიხედავს. ნუ გგონიათ, რომ აღნიშნული პრობლემების დაფარვა ძვირფასი კოსტიუმით ან ყველაზე მოდური სუნამოს არომატითაა შესაძლებელი. მხოლოდ თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინას და კოსმეტოლოგიას ძალუძს მოერიოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევას, თანაც უკვე ძალიან კომფორტულად და უმტკივნეულოდ. სწორად შერჩეული პროცედურებით თქვენი გარეგნობაც გაუმჯობესდება და, რაც მთავარია, ჯანმრთელობაც.
ზოგადად, კარგი იქნება, თუ მამაკაცები, დილით და საღამოს, სახეს დაიბანენ სპეციალური კოსმეტიკური დასაბანი საშუალებებით, რომლებიც არც სახეს აშრობს და კანსაც ძალიან ეფექტურად ასუფთავებს ზედმეტი ცხიმისა და ბაქტერიებისგან.
აუცილებელია იცოდეთ, რომ პარსვის შემდეგ რეკომენდებულია არა სპირტი, რომელიც ფორებს ხურავს, კანსცელოფანივით ეკვრის, ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს და ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, არამედ დამატენიანებელი, დამამშვიდებელი პარსვის შემდგომი ლოსიონი ან მალამო. უმჯობესი იქნება, თუ პროფესიული ხაზის ბრენდს შეარჩევთ.
თუ ქუთუთოების ხშირ შეშუპებას და სიმუქეებს უჩივით, დილასაღამოს თვალის ქვეშ უნდა წაისვათ თვალის კრემი, რომელიც ქუთუთოების კედლებს ამკვრივებს. მითუმეტეს, რომ თანამედროვე კოსმეტოლოგია გთავაზობთ ისეთ მალამოებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ნაოჭებსაც ებრძვის და თან არ პრიალებს, ანუ ვიზუალურად შეუმჩნეველია.
კანის გარდა, თმაც ერთ-ერთი შესამჩნევი დეტალია მამაკაცის გარეგნობაში. ცხოვრების თანამედროვე რიტმი, არასწორი კვება, სტრეს ბი, უძილობა თმის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს და ხშირად მის ცვენას იწვევს. ხშირია სეზონური თმის ცვენა, რასაც ვიტამინების და მიკროელემენტების უკმარისობა იწვევს. ამ პრობლემის გადაჭრა მარტივად შეიძლება თანამედროვე ინოვაციური პროცედურებით, ძირითადად მეზოთერაპიით და თმის გამაჯანსაღებელი სპა პროცედურებით, რომლებიც არა მხოლოდ თმის ცვენას აჩერებს, არამედ ხარისხსაც აუმჯობესებს.
თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, კარგი იქნება, თუ ნებისმიერი პრობლემის საწყის ეტაპზე პროფესიულ კონსულტაციას მიიღებთ. ოღონდ კოსმეტოლოგთან ჩუმად და უკანა კარიდან ნუ შეხვალთ
![]() |
26 საუკეთესო ღვინოები საახალწლოდ |
▲ზევით დაბრუნება |
კონსიერჟი
მალხაზ ხარბედია
ცქრიალა ღვინოები
ბაგრატიონი, Finest, ბრუტი, 2007
ეს ქართული ცქრიალა ღვინო ქართლში დაკრეფილი ჩინურის ყურძნიდანაა დაყენებული ტრადიციული, ბოთლური მეთოდით. ხასიათდება სასიამოვნო ცქრიალით. სურნელებში წამყვანი ლიმონის ვაფლისა და მოხარშული კრემის ტონებია, გამოირჩევა ხალისითა და მსუსხავი მჟავიანობით. კარგია აპერიტივზე, ასევე კარგი მისაყოლებელი იქნება თევზის ღვეზელთან. თავის დროზე, ღვინის კლუბის მიერ მოწყობილ ცქრიალა ღვინოების დეგუსტაციაზე ამ ღვინომ პირველი ადგილი დაიკავა კატეგორიაში - ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოები.
ხარება, ცქრიალა ნახევრადმშრალი, 2008
ეს ღვინო, ჩემი აზრით, საუკეთესოა ნახევრადმშრალ ქართულ ცქრიალა ღვინოებს შორის. ხარებას ნახევრადმშრალი ღვინო ტრადიციული ბოთლური მეთოდითაა დამზადებული. ძალიან ეფექტური გარეგნობა აქვს, შესანიშნავი მომწვანო-ოქროსფერი დაკრავს და ხანგრძლივი ცქრიალით ხასიათდება. სურნელებში ხილის ცოცხალი არომატის გარდა თაფლის ნამცხვრის ტონებიც ჩნდება. გემოზე რბილია და შესანიშნავი მისაყოლებელი იქნება ხილთან და მსუბუქ ტკბილეულთან, სუფლეებთან. ღვინის კლუბის მიერ მოწყობილ ცქრიალა ღვინოების დეგუსტაციაზე ამ ღვინომ მეორე ადგილი დაიკავა კატეგორიაში - ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოები.
თეთრი მშრალი
კონდოლი, მწვანე-ქისი,
თელავის მარანი, 2010
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კლასიკური (ევროპული) ტიპის თეთრი ღვინოა, რაც კი ქართულ ბაზარზე გამოვიდა ბოლო ორი წლის მანძილზე. ამ ორი არომატული და ხალისიანი ჯიშის პროცენტული შეფარდება 50/50-ზეა, რის შედეგადაც საკმაოდ ეგზოტიკული და ხალისიანი ღვინო გამოვიდა. ჩალისფერია, თავიდან მოტკბო სურნელებს იგრძნობთ, რომელიც მალე ხილის ტონებში გადაიზრდება, სადაც ანანასი და ხილის ყვავილები გამოდის წინა პლანზე. ხალასი მჟავიანობით ხასიათდება და დაგემოვნებაც შედარებით დიდხანს გრძელდება. ეს ღვინო საუკეთესო აპერიტივი იქნება. გარდა ამისა, შეგიძლიათ მსუბუქ სალათებსაც მიაყოლოთ.
წინანდალი, თბილღვინო,
განსაკუთრებული მარაგი, 2010
კიდევ ერთი მოსავლის განსაკუთრებული მარაგის წინანდალია, რომელიც თბილღვინომ ჩამოასხა. რქაწითელი-მწვანეს ტრადიციული ნაზავია, ძალიან მკრთალი ჩალისფერი, დავარგებულია მუხაში. სურნელში პირველ რიგში ვანილის, გარგარის ჩირისა და კომშის ტონები ჩნდება. საკმაოდ დაბალანსებული ღვინოა, სადაც გემოს სირბილეს სასიამოვნო მჟავიანობა ერწყმის. ღვინო სუნელებში შემწვარ თევზთან იქნება კარგი.
თეთრი ნახევრადტკბილი
თეთრა, ბუგეული, 2007
რაჭული ადგილობრივი ჯიშიდან, წულუკიძის (რაჭული) თეთრადან დაყენებული ღვინოა. ნახევრადტკბილია, ძალიან გემრიელი, მსუსხავი მჟავიანობით. ცოცხალი სურნელები ახასიათებს, სადაც პირველ რიგში მწიფე თეთრი ხილი იკვეთება - ხილის ყვავილები, მსხალი, თეთრი თუთა, თეთრი ატამი. მკრთალი ჩალისფერი ღვინოა. აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ნახევრადტკბილი თეთრი ღვინოა. აუცილებლად გაცივებული დალიეთ, მოუხდება ხილის სალათებს.
ტვიში, თელიანი ველი, 2009
ეს გახლავთ ლეჩხუმში, ტვიშის ზონაში მოყვანილი ცოლიკოურის ღვინო. ფერზე უფრო ოქროსფერი ეთქმის, ვიდრე ჩალისფერი, ძალიან სასიამოვნო სურნელებით ხასიათდება, სადაც ატმის, ლეღვისა და ანანასის ჩირის ტონები გამოირჩევა. რბილი, ხავერდოვანი ღვინოა, კარგი დაბოლოებით. ნახევრადტკბილი ღვინო ტვიში დალიეთ ცივად, მიაყოლეთ თაფლის ნამცხვრებს, ხილის ტორტებს, ხილს.
ქვევრის კახური
მწვანე, ხოხბის ცრემლები, 2010
უკვე მეორე წელია, ხოხბის ცრემლები კახური მწვანედან ქვევრის ღვინოს აყენებს და წლევანდელი, მგონი, უფრო მრავალფეროვანი ჩანს, ვიდრე 2009 წლისა. შარშანდელივით, ეს ღვინოც პირველად ახალი ღვინის ფესტივალზე გავსინჯეთ, მაისში, შემდეგ WINEXPO 2011-ზე, ივნისში, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით (როცა მცენარეულ სურნელებს მიყავდათ აღლუმი), მწვანედან დაყენებულ ამ ღვინოში გაცილებით მეტი ხილის ტონები ჩანს, მათ შორის - გარგარის ჩირის და თაფლის. ეს მწვანე კარგად დაძველებულ თუშურ ცხვრის ყველთანაა კარგი.
კახური, ბინეხი, 2009
რქაწითლიდან დაყენებული ძალიან მრავალშრიანი და ღრმა ღვინოა. სასიამოვნო მჟავიანობითაც ხასიათდება. იგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კახური ღვინოა ქართულ ბაზარზე, პირველ რიგში, ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეხამებით, ასევე ტიპურობით. ხასიათდება გადამწიფებული მუშმალის, თეთრი ბლის, ლეღვისა და გარგარის მურაბის ნოტებით, ბოლოში ზაფრანაც კი ჩნდება. ეს ქარვისფერი ღვინო კლასიკურ კახურ კერძებთან იქნება კარგი.
წითელი მშრალი
ჩელთი, საფერავი, 2007
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საფერავია, რომელიც კი ბოლო წლებში გამისინჯავს. ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარე ჩელთის მიდამოებში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნიდანაა დაყენებული. ძალზე ცოცხალი ალუბლისფერით ხასიათდება, საკმაოდ სხეულიანი ღვინოა, სადაც პირველ რიგში ქლიავის ჩირსა და მაყვლის მურაბას გამოვყოფდი. დარბაისლური, ღრმა, სერიოზული ღვინოა, რომლის გემური სისავსის შეგრძნებაც ძალზე დიდხანს გრძელდება. ღვინო არაჩვეულებრივი ფინალით ხასიათდება. ჩელთმა ღვინის კლუბის მიერ გამართულ დახურულ დეგუსტაციაზე, რომელიც პრემიალურ საფერავებს მიეძღვნა, მეორე ადგილი დაიკავა.
საფერავი, ჯაყელები, 2008
ხაშმური საფერავი ჯაყელებს 2007 წელთან შედარებით, გაცილებით უფრო ხასიათიანი და ძლიერი გამოუვიდათ, სავსე ტანინებით, მუხის ძლიერი კვალით. ღვინის სურნელებში წამყვანი წიწაკის, კენკრისა და შავი ქლიავის ტონებია, ძლიერი მინერალური ფინალით. შინდისფერი ღვინოა, მუქი ჟოლოსფერი რკალით, ძალზე სქლად ისხმება და კედლებზეც დიდხანს რჩება საცეცები. გემოზე ერთმანეთს ერწყმის ახალი ღვინისთვის დამახასიათებელი სიხისტე და მუხა, რომელიც 2-3 წელიწადში უფრო დაიხვეწება და სიღრმეში გადაიზრდება. ღვინოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. მისაყოლებლად კი, რა თქმა უნდა, ნანადირევი და ყველაზე დელიკატური ხორციანი კერძები წავა.
წითელი ნახევრადტკბილი
ქინძმარაული, თელავის მარანი, 2009
ხანდახან ქინძმარაულს საფერავის ერთ-ერთი უმარტივესი მეგზურის როლიც კი შეუძლია იკისროს, იმდენად ცხადად ჩანს ხოლმე მასში ამ ჯიშის ძირითადი სურნელები. თელავის მარნის ქინძმარაული სწორედ ასეთია. ამ შინდისფერ ნახევრადტკბილ ღვინოში პირველად სწორედ ეფექტური სურნელები მიიქცევს ყურადღებას, სადაც მწიფე მაყვალსა და შავ ბალს ტკბილი სანელებლები ავსებს. კარგი სადესერტო ღვინოა. შესაძლოა, ტკბილ სოუსში მომზადებულ ხორცსაც მოუხდეს.
ხვანჭკარა, თბილღვინო, 2010
ეს ღვინოც ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებიდანაა დაყენებული. მკრთალი ლალისფერია, გამჭვირვალე, შესანიშნავი გარეგნობის. სურნელებში კოწახური და ჟოლოს ტონები იგრძნობა ცხადად. ზომიერი მჟავიანობა, სიტკბოსთან შერწყმული, ძალიან სასიამოვნო დასალევს ხდის. გემოც საკმაოდ დიდხანს გრძელდება
![]() |
27 საზანი ჩინურად |
▲ზევით დაბრუნება |
რეცეპტი|გურმანი
შეფ-მზარეული იან თაი ინ
აღმოსავლეთის მარგალიტი ფალიაშვილის 90
საზანი ჩინურად
1 ულუფა
მასალა
1 ც. თევზი სეზანი
1 ჭიქა სიმინდის სახამებელი
2 ცალი კვერცხი
2 სუფრის კოვზი ზეთი
2 სუფრის კოვზი ტომატი
2 სუფრის კოვზი ვშლის ძმარი
1 ჭიქა წყალი
მომზადების წესი:
გაასუფთავეთ თევზი და ოდნავ ჩაჭერით.
სიმინდის სახამებელს დაუმატეთ წყალი, კვერცხი და ზეთი კარგად გადაურიეთ (უნდა მიიღოთ სქელი მასა).
მიღებული მასა წაუსვით თევზს და სეწვით.
სოუსისთვის:
ტომატს შეურიეთ შაქარი, გადაურიეთ, დაუმათეთ ვაშლის ძმარი, წყალი და მოხარშეთ.
მიღებული მასა მოსხით შემწვარ თევზს და მოასხით.
ჩინური პელმენი
ერთი ულუფა
მასალა:
200 გრამი ღორის ხორცის ფარში
2 ც. ხახვი
4 ც. მწვანე ხახვი
ჩინური სუნელი
50 გრ. ზეთი
2 კოვზი სოიო
1 ჭიქა ფქვილი
მომზადების წესი
დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ფარშთან ერთად, დაუმატეთ წვრილად დაჭრლი ხახვი, სოიო, ზეთი და ჩინური სუნელი გემოვნებით.
მოზილეთ ცომი, გამზადებული ფარშისგან და ცომისგან მოამზადეთ პელმენები და მოხარშეთ 5 წუთი.
კერძი მზად არის.
![]() |
28 ცისარტყელა (rainbow) სუში როლი |
▲ზევით დაბრუნება |
შეფ-მზარეული
ჩოკჩაი ვონგკანჰა
SAKE SUSHI BAR
რუსთაველის 16
8 როლი
მასალა:
110 გრ. ბრინჯი
1 ფურცელი ნორი
15 გრ. ორაგული.
15 გრ. თინუსი
10 გრ. ავოკადო
10 გრ. კიტრი
მომზადების წესი:
ნორის ფურცელზე მოათავსეთ ბრინჯი (ნახევარ სმ. სიმაღლეზე), ამოაბრუნეთ ნორის ფურცელი ისე, რომ ბრინჯი ქვეშ მოექცეს და ცენტრში სიგრძეზე ნორის ფურცელზე მოათავსეთ ორაგულის, თინუსის, ავოკადოს და კიტრის თხელი ფენები, გადაახვიეთ და მიეცით როლის ფორმა. როლებს სათითაოდ გადააკარით ავოკადოს, ორაგულის და თინუსის თხელი ფენები, ისევ მიეცით როლის ფორმა და გაჭერით 8 ნაჭრად.
ფილადელფია (Philadelphia new)
მასალა:
110 გრ. ბრინჯი
1 ნორის ფურცელი
30 გრ. ორაგული.
25 გრ. ავოკადო
40 გრ. ყველი „ფილადელფია“
ტობიკო (თევზის ქვირითი)
მომზადების წესი
ნორის ფურცელზე მოათავსეთ ბრინჯი (ნახევარ სმ. სიმაღლეზე), ამოაბრუნეთ ნორის ფურცელი ისე, რომ ბრინჯი ქვეშ მოექცეს და ცენტრში სიგრძეზე ნორის ფურცელზე მოათავსეთ ავოკადოს ნაჭრები და ყველი „ფილადელფია“, გაახვიეთ და მიეცით როლის ფორმა, ზემოდან გადააკარით ორაგულის თხელი ფენა და კვლავ როლის ფორმა მიეცით. როლი დაჭერით 8 ნაჭრად და მოაყარეთ თევზის ქვირითი „ტობიკო
ფოტო ირაკლი გლუიშვილი
![]() |
29 კალმარის რულეტი |
▲ზევით დაბრუნება |
შეფ-მზარეული სუპავაჩეი ჰუანა
რესტორანი THAI ი. აბაშიძის 35
ორი ულუფა
მასალა
3 ც. კალმარის ფილე
200 გრ. ქათმის ფილე
50 გრ. ღორის ხორცი
2 ც. კრევეტი
30 გრ. ხახვი
2 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი მარილი
შავი პიმპილი
მომზადების წესი
გაატარეთ ქათმის ფილე, ღორის ხორცი, კრევეტები, ხახვი და 2 კბილი ნიორი.კარგად გადაურიეთ, მოაყარეთ მარილი და შავი პიმპილი.
გამზადებული ფარში მოათავსეთ კალმარის ფილეში, ფილეს ბოლოებში შეკარით კბილის ჩხირებით და მოხარშეთ ორთქლზე 15-20 წუთი.
სოუსი: მწვანე და წითელი ცხარე წიწაკა, 3 კბილი ნიორი, 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი, 2 ჩაის კოვზი შაქარი და მარილი დააბლენდერეთ.
მიღებული მასა დაასხით გამზადებულ რულეტს.
საახალწლო მიდიები
1 ულუფა
მასალა:
9 ც მიდია
5 გრ. ქინძი
20 გრ. წითელი ბულგარული წიწაკა
½ც ლიმონი
სოუსისთვის:
წითელი და მწვანე ცხარე წიწაკა
3 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
2 ჩაის კოვზი შაქარი
მარილი
მომზადების წესი
სოუსი: წითელი და მწვანე ცხარე წიწაკა, 3 კბილი ნიორი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 2 ჩაის კოვზი შაქარი და მარილი დავაბლენდეროთ.
მოათავსეთ მიდიები ქვაბში და ხარშეთ 5 წუთი. მოხარშული მიდიები მოათავსეთ თეფშზე და სათითაოდ ყველა მიდიას მოასხით სოუსი, მოაყარეთ დაკეპილი ქინძი თხლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, შუაგულში კი მოათავსეთ ნახევარმთვარეებად დაჭრილი ლიმონის ნაჭრები..