The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №38


ტაბულა №38


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სულელი უცხოელი, მინდიაშვილი ბექა, ჯაფარიძე ზურა, გელიტაშვილი ბადრი, სმიტი დევიდ ჯ, ქორიძე ავთო, კანდელაკი გიორგი, კეკელიძე გიორგი, ჩერგოლეიშვილი თამარ, დევდარიანი ქეთი, ელერდაშვილი ვახო, ტორონჯაძე მირიან, კიკალეიშვილი სალომე, ელიზაროვი მიხაილ, ესებუა ნიკა, ხოშტარია ნინო, შალიკიანი ეკა, ჩაგელიშვილი ეკა, ბაქრაძე ქეთი, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010-2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|27 დეკემბერი - 2011|17 იანვარი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ნინო მაჭარაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მაკა კევლიშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა-ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/c 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge გარეკანი: ტაბულა c/ფოტო: ირაკლი გედენიძე/უკანა ყდის ფოტო: ნოდარ მალაზონია



1 სულელი უცხოელის პირველი ყოველწლიური დაჯილდოება საქართველოს კულტურისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

▲ზევით დაბრუნება


სულელი უცხოელი|სვეტი

0x01 graphic

ოცა ახალი წელი ახლოვდება და 2010 წელთან გამოსამშვიდობებლად ვემზადებით, ტრადიციულად იმ ადამიანებს ვიხსენებთ, რომლებმაც ბოლო 12 თვე ოდნავ უფრო განსაკუთრებული გახადეს. ეს ტრადიცია მეც გავითვალისწინე და შევადგინე სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ჩემი და პატივსაცემი მსაჯულების აზრით, უნდა დაუფასდეს ის დიდი ღვაწლი, რომელიც მათ გასწიეს, გასული წელიწადი ჩვენთვის უფრო სახალისო, თანაც ამაღელვებელი და საინტერესო რომ ყოფილიყო. იმედი მაქვს, სულელი უცხოელის სახელობის პრიზები საქართველოს კულტურისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ იქცევა კავკასიაში. გამარჯვებულები - უფრო სწორად, „ლაურეატები”, როგორც მინდა, რომ მათ იცნობდნენ - სხვადასხვა განათლების, გამოცდილებისა და პროფესიის ადამიანები არიან, თუმცა ყველა მათგანმა, თავ - თავის სფეროში, უმაღლეს წარმატებას მიაღწია. სულელი უცხოელის სახელობის პრიზის მინიჭება კი მათ საბოლოოდ მოუპოვებს იმ აღიარებას, რომელსაც იმსახურებენ.

მანანა არჩვაძის სახელობის პრიზი
არგუმენტირებული პოლიტიკური დებატებისთვის

ლაურეატი: ნინო ბურჯანაძე

0x01 graphic

მსაჯულთათვის არ იყო ადვილი იმ ადამიანის შერჩევა, რომელსაც ამ სასურველ, ქართული პოლიტიკის გრანდ- დამის, მანანა არჩვაძის სახელობის პრიზს მიანიჭებდნენ, იმ ქალის სახელობისა, რომელიც აშკარად გამოირჩევა ზომიერებითა და არგუმენტირებული მსჯელობით. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყდა, დაგვეფასებინა ის წვლილი, რომელიც ქალბატონმა ბურჯანაძემ კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის განვითარებისთვის გაიღო. დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, თუ როგორ აღიმაღლეს ხმა ნინო ბურჯანაძემ და მისმა პარტიამ გასულ გაზაფხულს დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად და არ მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ცოტა ხნის წინ კი მან უმაღლესი კლასი აჩვენა იმ დებატებში, რაც კი ოდესმე ჰქონია თანამოაზრეებთან, რომელთა რიცხვიც განუხრელად კლებულობს. ჩვენ კი იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პრესტიჟული ჯილდო ბურჯანაძის ერთგვარი წახალისება იქნება, გააგრძელოს თავისი დიადი კურსი ქართულ პოლიტიკაში და არ მიიღოს მონაწილეობა არც ერთ მომავალ არჩევნებში.

სპეციალური პრიზი საქართველოსა და პორტუგალიას შორის
მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისათვის

ლაურეატი: საქართველოს დელეგაცია NATO-ს სამიტზე ლისაბონში

0x01 graphic

ამ ერთჯერადი პრიზით მსაჯულებს სურთ, გამოხატონ აღფრთოვანება საქართველოს დელეგაციის გასაოცარი საქმიანობით ლისაბონში. მართალია, ეს ამბავი ტყუილი გამოდგა, მაგრამ სამაგიეროდ, პორტუგალიური ტაბლოიდების მილიონობით მკითხველი უკვე ღრმა პატივისცემით ეკიდება საქართველოს „პოტენციას” მსოფლიო ასპარეზზე.

საშინელებათა ფილმის საუკეთესო მსახიობი

ლაურეატი: დიმიტრი შაშკინი

0x01 graphic

შაშკინის მიერ ბოლო დროს განსახიერებული ბოროტი გრაფი დრაკულა, რომელმაც შიში დათესა საქართველოს სკოლების დირექტორების გულში, ბევრისთვის 2010 წლის ყველაზე თავზარდამცემ მომენტად იქცა. ფილმის ის ნაწილი, სადაც საკუთარ მაგიდასთან მჯდომი შაშკინი ბოროტ მზერას ავლებს იქაურობას და ამბობს, „თქვენ სისხლს დავლევ!”, ქართული კინემატოგრაფიის ყველაზე შიშისმომგვრელ სცენად იქნა მიჩნეული.

მეორეხარისხოვანი როლის
შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი

ლაურეატი: გიგი უგულავა

0x01 graphic

ხაბაზის, ბენზინგასამართი სადგურის მომსახურე პერსონალისა და სამშენებლო უბნის მუშის დრამატული და ამაღელვებელი სახეების შექმნით, გიგი უგულავამ აუდიტორიის - და თბილისის ამომრჩევლების - გული მოიგო. უსაზღვროდ ძლიერი პრეზიდენტ სააკაშვილის ანტიპოდის განსახიერებისას უგულავას მზრუნველმა, მენეჯერულმა ტონმა კრიტიკოსები მოხიბლა. ვცდილობთ გავიგოთ, ითამაშებს თუ არა იგი მომდევნო სერიაში, რომელიც 2013 წლისთვის იგეგმება.

ედუარდ შევარდნაძის სახელობის
პრიზი დამარცხების თავაზიანი აღიარებისთვის

ლაურეატი: ირაკლი ალასანია

0x01 graphic

ამ კატეგორიაში წელს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო - ირაკლი ალასანია, მართლაცდა ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც კი ოდესმე არჩევნებში დამარცხება უღიარებია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უკმაყოფილო იყო ადგილობრივ არჩევნებში მისი პარტიის შედეგებით, ალასანიას მყარი მეორე ადგილი იმის მაჩვენებელია, რომ იგი, ალბათ, ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერია საქართველოში. როგორც თავად ამბობს, დაშვებულ შეცდომებს ითვალისწინებს და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ამრიგად, როდესაც ალასანია იმ არჩევნებსაც წააგებს, მისგან დამარცხების უფრო დახვეწილი მანერით აღიარებას უნდა ველოდოთ, ვიდრე ეს მან წელს გააკეთა.

პრიზი ცხოვრებაში მიღწეული წარმატებისთვის

ლაურეატი: სალომე ზურაბიშვილი

0x01 graphic

მსაჯულებს სურთ, ღრმა პატივისცემა და აღფრთოვანება გამოხატონ სალომე ზურაბიშვილის - რომელმაც წელს ქართული პოლიტიკიდან წასვლა გვამცნო - დაუღალავი საქმიანობისადმი. დაძლია რა ფრანგობის თანდაყოლილი ნაკლი, სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მწვერვალზე ასვლა მოახერხა, სადაც მალევე გამოამჟღავნა საკუთარი დიპლომატიური გამოცდილება იმით, რომ შეურაცხყო ყველა, ვისთანაც მუშაობდა და სამსახურიდან თავი მოახსნევინა. შემდეგ მან ისევ დაამტკიცა არაორდინარულობა და გვაჩვენა, რომ შეიძლება ერთკაციანი პარტია გყავდეს. ამ ბრწყინვალე კარიერის აღიარებით, მსაჯულებს სურთ, გამოხატონ პატივისცემა და უსურვონ მას წარმატება ახალი, ირანის საკითხებზე მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლის როლის შესრულებაში. გახსოვდეს, სალომე: „დიალოგი ეშმაკის ენაა!”

მარკ ცუკერბერგის მედალი ფოტოგრაფიაში

ლაურეატი: ვინც ვერა ქობალიას ის ფოტო გადაუღო

0x01 graphic

საქართველოს მდგრადი ეკონომიკის განვითარების ახალი მინისტრი წლის დასაწყისში თვალსაჩინო მაგალითი გახდა იმისა, რომ სანამ ახალ მაღალ თანამდებობას დათანხმდებოდე, უნდა გადაათვალიერო ყველა ის ფოტო, რომელშიც კი ვინმეს ოდესმე Facebook- ზე „დაუთაგიხართ”.

ჯალალ ად - დინ მანგუბერდის სახელობის პრიზი რელიგიური შემწყნარებლობისთვის

ლაურეატი: მალხაზ გულაშვილი

0x01 graphic

გულაშვილი წელს ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. გარდა ზემოხსენებული კატეგორიისა, იგი ნომინირებული იყო პრიზზე საუკეთესო ჟურნალისტური საქმიანობისთვის საკუთარი გაზეთის, ს, დახურვის გამო - გაზეთი სა, რომელიც მართლაც და ეტაპობრივი მოვლენა იყო ქართული მედიისგან- ვითარებაში. თუმცა, სერიოზული მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, აღიარებულიყო მისი ღვაწლი რელიგიათა შორისი დიალოგის და ჰარმონიის ხელშეწყობაში. მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ უპრიანი იქნებოდა, დაეფასებინათ გულაშვილის მოღვაწეობა რადიკალურ მართლმადიდებელ ჯგუფებთან პრიზით, რომელიც რელიგიური შემწყნარებლობის იმ მედროშის სახელობისაა, მე-13 საუკუნეში თბილისის მეტეხის ხიდზე დიდი შრომა რომ გასწია. 2010 წელს ამ სფეროში შეტანილი გულაშვილის წვლილი, სხვა მრავალ დამსახურებასთან ერთად, მის გადაწყვეტილებასაც მოიცავს, წაექეზებინა რელიგიური ფანატიკოსების მცირე ბანდა, დაერბიათ პირდაპირ ეთერში მიმდინარე სატელევიზიო ტოქ - შოუ, რომელშიც მონაწილეობდა; ამის შემდეგ კი მან დაპატიმრება ქვეყნიდან გაქცევით აიცილა თავიდან. მეორე ქმედებამ ბევრად მეტი გააკეთა საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობის კლიმატის გასაუმჯობესებლად, ვიდრე რომელიმე სხვამ წლების განმავლობაში.

ერეკლე დეისაძის სახელობის პრიზი ლიტერატურაში

ლაურეატი: ერეკლე დეისაძე

0x01 graphic

ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ამ პრესტიჟული პრიზის მისი სეხნიისთვის - ახალგაზრდა ქართველი ლიტერატორის, ერეკლე დეისაძისთვის მინიჭება მივიჩნიეთ. ცნობილია რათა ვისი მოკრძალებული პროზით, რომელმაც უსამართლოდ დაბალი შეფასება მიიღო, დეისაძე წარდგენილი იქნა იმ საბავშვო ზღაპრების სერიებისათვის, რომლებიც მან წლის დასაწყისში გამოაქვეყნა. ბეჭდვისას სამწუხარო ორთოგრაფიული შეცდომის გამო ზოგმა მკითხველმა წიგნის სათაური არასწორად აღიქვა, თუმცა, დეისაძის კოლეგა - ლაურეატის, მალხაზ გულაშვილის, რეკომენდაციით - და დეისაძის მომავალი ნაწარმოების გამოქვეყნების იმედით - მსაჯულებმა გადაწყვიტეს, პრემია ამ ახალგაზრდა მგოსნისთვის მიენიჭებინათ.

საუკეთესო ფილმი

ლაურეატი: ტელეიმედის მოდელირებული ქრონიკა

0x01 graphic

იშვიათია, მხატვრულმა ფილმმა ისე დაატყვევოს მთელი ერი, როგორც ეს მარტში, ტელეკომპანია იმედმა რუსეთის ხელახალ აგრესიაზე მოდელირებული დოკუმენტური ფილმით მოახერხა. მსაჯულებს სურთ, გამოხატონ განსაკუთრებული აღტაცება იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია იმედმა შეძლო ამ სათუთი საკითხის განსაკუთრებული სიფრთხილით გაშუქება, რათა სტრესი ან დისკომფორტი მაყურებლებისთვის აეცილებინა. იყვნენ კრიტიკოსებიც, რომლებმაც ფილმს „არარეალისტური” უწოდეს და „შავი პროპაგანდის აღმაშფოთებელ აქტად” მონათლეს, მაგრამ ის, რომ მთელმა მსოფლიომ ეს ნამუშევარი თბილად მიიღო, მის უზადო დაგეგმვასა და განხორციელებაზე მეტყველებს.

2 2010 წლის საგარეო პოლიტიკის ხასიათი: მეტი მოწიფულობა, გამბედაობა და მოთმინება

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

თუ კარგად დავაკვირდებით 2010 წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს, აუცილებლად აღმოვაჩენთ მნიშვნელოვან მახასიათებელებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ალბათ, პირველად გამოჩნდა. მხედველობაში მაქვს საგარეო სტრატეგიის განხორციელების პროცესში გამბედაობა, სითამამე და სილაღე. ამან საგარეო თამაშში ბუნებრივად მოიტანა მოქმედების ველის გაფართოება და დინამიური გახადა ჩვენი საერთაშორისო ჩართულობა.

რუსეთის თავდასხმიდან და ქართული მიწების ოკუპაციიდან ორი წლის თავზე ჩვენი მოქმედება განპირობებული იყო, არა იმდენად ახალი აგრესიისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის შიშით - და აქედან ბუნებრივად გამომდინარე რეაქტიულობით - რამდენადაც ოპტიმისტური, ხალისიანი მიდგომით ჩვენი მომავლისადმი და საკუთარ შესაძლებლობებში პროაქტიული თავდაჯერებულობით. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ინგლისურენოვანი მასწავლებლების პროექტია, რომელსაც „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ეწოდება. დღევანდელი მრავალცვლადიანი და დინამიური საერთაშორისო სისტემის თანმდევი სირთულეების გათვალისწინებამ მომწიფებული საგარეო პოლიტიკის გატარების საფუძველი შეგვიქმნა.

NATO: იდე ფიქსი თუ...

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი გედენიძე

სუვერენულ და თანაბარუფლებიან საფუძველზე საქართველოს ჩართვა დასავლურ სისტემაში, რასაც დღეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ვუწოდებთ, სულაც არ არის ახალი კონცეფცია. იდეა ბუნებრივად წარმოიშვა და ასწლეულების განმავლობაში განვითარდა. ყველფერი საქართველოს წინაშე მდგარი ეგზისტენციალური საფრთხეებიდან, ჩვენი ერის მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე და ქრისტიანული სოლიდარობის იდეალისტური პრინციპების გათვალისწინებით მოხდა.

ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით ევროპისაკენ ლტოლვა ქართული სამეფოებისა და სამთავროების თვითგადარჩენის ერთ-ერთი ნიშანსვეტი იყო. მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარსა და მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულებში, ეროვნული გამოღვიძებისა და ნაციონალიზმის აღზევების ეპოქაში, ქართული პოლიტიკური ელიტა ძირითადად ევროპული განმანათლებლობის იდეებით საზრდოობდა. 1918 წელს პირველი ქართული რესპუბლიკაც ევროპული სახელმწიფოებრიობის საფუძველზე შეიქმნა. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდშიც კი არ გამქრალა საქართველოს ევროპული კუთვნილების იდეა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი მან ხელახალი ძალით იფეთქა.

ვარდების რევოლუციამ ევროატლანტიკისაკენ სწრაფვას თვისობრივად ახალი დინამიზმი შემატა. 2008 წელს საქართველო ლამის მართლაც გახდა NATO-ს წევრი. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვს იმდენად რეალისტურად მოეჩვენა საქართველოს გაქრობა თვითგამოცხადებული იმპერიის ორბიტიდან, რომ სამხედრო ინტერვენცია და ოკუპაცია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მოსპობის ერთადერთ საშუალებად მიიჩნია.

დღეს საქართველოს 20%25 რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა და ასეულათასობით ქართველ მოქალაქეს შინ დაბრუნების უფლება წართმეული აქვს. გვინდა თუ არ გვინდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის საკითხი გადაჯაჭვულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივასთან, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს სასარგებლოდ ჯადოსნური ჯაჭვის გამოყენება შეუძლებელია. პრინციპში, 2010 წელმა დაგვანახა, რომ საქართველოს საერთაშორისო ჩართულობის ზრდა მხოლოდ ხელს შეუწყობს რუსეთთან ტერიტორიული დავის მოგვარებას. მაგალითად, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, რუსეთის მხრიდან გაშმაგებული წინააღმდეგობის მიუხედავად, სექტემბერში ხელახლა მიიღო რეზოლუცია დევნილი ქართული მოსახლეობის დაბრუნების უფლებასთან დაკავშირებით. ნოემბერში NATO-ს სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ ალიანსი ერთგულია 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ „საქართველო გახდება NATO-ს წევრი”. უფრო მეტიც, ალიანსის საპარლამენტო ასამბლეამ ნოემბერშივე, სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ დოკუმენტში მოაქცია „ოკუპირებული ტერიტორიები”, „ეთნიკური წმენდა” და „NATO-ს წევრობა”. მოსკოვის გათვლა ასეთია: სანამ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში” რუსული ტანკებია, საქართველოს მოჭრილი აქვს NATO-ში გაწევრიანების გზა. 2010 წლის განმავლობაში თბილისის სტრატეგიული მიზანი იყო იმის დემონსტრირება, რომ რუსული ტანკები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ვერ შეაჩერებს. ამდენად, თბილისი ორიენტირებული იყო დინამიური პროცესის განვითარებაზე და არა იმდენად საბოლოო შედეგზე. ეს მაშინ, როცა კრემლის ხაზი შედეგის თავიდან აცილებისათვის სამხედრო- პოლიტიკური, თანაც სტატიკური, სტატუს - კვოს გამოყენებას ითვალისწინებდა. იმან, რომ მოსკოვმა С-300 რაკეტები განალაგა - თუ მათი განლაგების ფაქტი აღიარა - აფხაზეთში, მის სტრატეგიულ ჩანაფიქრს დინამიზმი ვერ შემატა. თბილისში მთავრობის შეუცვლელად მოსკოვის საჭადრაკო პარტიას უბრალოდ მოგება არ უწერია და ბირთვული რაკეტებიც რომ განალაგოს აფხაზეთში, რასაც იმედია, აშშ და დასავლეთი არ დაუშვებენ, თვითაღიარებული იმპერიის ფარგლებში საქართველოს მოქცევა ფუჭი ოცნებაა.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

საქმე ისაა, რომ საქართველოს გათვლა არაპირდაპირი მეთოდების ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს, რუსეთის პირდაპირი და ტლანქი პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად. ეს იმაშიც მდგომარეობს, რომ NATO საქართველოსათვის იდეფიქსი აღარ არის მაშინ, როცა რუსეთისათვის იგი აკვიატებად რჩება და თანაც ეს აკვიატება კიდევ უფრო მძაფრდება. უფრო მეტიც, 2010-მა წელმა გვაჩვენა, რომ საქართველოსათვის აღარც რუსეთია აკვიატება, რადგანაც თბილისის პოლიტიკა შიშით აღარაა ნაკარნახევი. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოგებული საფეხბურთო მატჩი კი არ არის, რომ მის აღსანიშნავად ერთ მშვენიერ დღეს ქუჩებში გამოვეფინოთ და ყიჟინა ავტეხოთ. იგი დინამიური პროცესია, რომელსაც დღევანდელი კვერცხის პრინციპით შრომა და თავდადება სჭირდება და მასთუკი რამ შეუშლის ხელს დღეს - ხვალინდელი ზეიმის მოლოდინია.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის დინამიკა

საქართველოს საგარეო სტრატეგია შინაგანი მოდერნიზაციის მიზანს ემსახურება და არა პირიქით. 2010 წლის განმავლობაში განხორციელებულმა სოციალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა რეფორმებმა, ერთი მხრივ, წინა წლის კვეცა 6%25 - ზე მეტი ეკონომიკური ზრდით შეგვიცვალა - რაც 2008 წლის ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ერთობ შთამბეჭდავი შედეგია. მეორე მხრივ კი, 2010 წლის გაზაფხულზე დისფუნქციური და რეაქციული ოპოზიციის მორიგი გამოფენა, თბილისის ქუჩებში ამავე წლის დეკემბერში უსაფრთხოების ღვედებმორგებული მძღოლებით ჩაგვინაცვლა.

ზედმეტია იმის მტკიცება, რომ მაისში ჩატარებულმა მუნიციპალურმა არჩევნებმა განსაკუთრებული სტიმული მოგვცა საგარეო პოლიტიკის უფრო დაბეჯითებით და დინჯად წარმართვასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებაში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და სხვა უცხოელი ლიდერების თბილისში ვიზიტი, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტისა და მაღალი თანამდებობის პირების უამრავი შეხვედრა საზღვარგარეთ, მნიშვნელოვანი აღმასვლა იყო 2009 წლის შედარებით მოკრძალებული საგარეო საქმიანობის ფონზე. დადებითი დინამიკა კიდევ უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ მთავრობის ცვლილებას უკრაინაში და საქართველოს დიდი მხარდამჭერის, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ დაღუპვას ჯერაც იდუმალებით მოცულ ავიაკატასტროფაში. საქართველომ პოლონეთისა და უკრაინის ახალ მთავრობებთან საერთო ენის გამონახვა მოახერხა. მათთან რეალური თანამშრომლობის თვალსაზრისით, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ ასპარეზზე უკუსვლა ან დაღმასვლა არ მომხდარა. უფრო მეტიც, 2004 წლიდან უკრაინასთან შეწყვილებულმა საქართველომ შეძლო დასავლელი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ აუცილებელი იყო საქართველოსა და უკრაინის დაშორიშორება ამ ქვეყნებისადმი NATO-ს აღქმაში, რაც გეოპოლიტიკურად ერთობ სარისკო საქმეს წარმოადგენდა. იმდენად მტკიცედ იყო საქართველო მიბმული უკრაინასთან (და არა პირიქით), კერძოდ, NATO-ს კონტექსტში, რომ ბევრს ეჯერა, რომ თბილისი გადაყვებოდა იანუკოვიჩის მთავრობის „NATO-ს - არა” პოლიტიკურ კურსს.

ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა და საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებში დათბობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მიღწევაა. კრემლის მოუქნელი, ხისტი და შიგადაშიგ მტრული პოლიტიკის შედეგად რუსეთისაგან განდგომილ ლუკაშენკოს საქართველოსთან თანამშრომლობა ისევე უნდა, როგორც თბილისს სჭირდება მოსკოვის ნომინალურად ყველაზე ახლო მოკავშირის მიმხრობა რუსეთის გავლენის სფეროების არაღიარების საკითხში. ის, რომ მოსკოვმა მინსკიც კი ვერ დაიყოლია აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის” საქმეში, ხელს უწყობს სტაგნაციური მდგომარეობის შენარჩუნებას პოსტსაბჭოთა მეზობლებთან რუსეთის ურთიერთობებში.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

უამრავი შეხვედრა საზღვარგარეთ, მნიშვნელოვანი აღმასვლა იყო 2009 წლის შედარებით მოკრძალებული საგარეო საქმიანობის ფონზე. დადებითი დინამიკა კიდევ უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ მთავრობის ცვლილებას უკრაინაში და საქართველოს დიდი მხარდამჭერის, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ დაღუპვას ჯერაც იდუმალებით მოცულ ავიაკატასტროფაში.

საქართველომ პოლონეთისა და უკრაინის ახალ მთავრობებთან საერთო ენის გამონახვა მოახერხა. მათთან რეალური თანამშრომლობის თვალსაზრისით, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ ასპარეზზე უკუსვლა ან დაღმასვლა არ მომხდარა. უფრო მეტიც, 2004 წლიდან უკრაინასთან შეწყვილებულმა საქართველომ შეძლო დასავლელი პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ აუცილებელი იყო საქართველოსა და უკრაინის დაშორიშორება ამ ქვეყნებისადმი NATO-ს აღქმაში, რაც გეოპოლიტიკურად ერთობ სარისკო საქმეს წარმოადგენდა. იმდენად მტკიცედ იყო საქართველო მიბმული უკრაინასთან (და არა პირიქით), კერძოდ, NATO-ს კონტექსტში, რომ ბევრს ეჯერა, რომ თბილისი გადაყვებოდა იანუკოვიჩის მთავრობის „NATO-ს - არა” პოლიტიკურ კურსს. ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა და საქართველო- ბელარუსის ურთიერთობებში დათბობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი მიღწევაა. კრემლის მოუქნელი, ხისტი და შიგადაშიგ მტრული პოლიტიკის შედეგად რუსეთისაგან განდგომილ ლუკაშენკოს საქართველოსთან თანამშრომლობა ისევე უნდა, როგორც თბილისს სჭირდება მოსკოვის ნომინალურად ყველაზე ახლო მოკავშირის მიმხრობა რუსეთის გავლენის სფეროების არაღიარების საკითხში. ის, რომ მოსკოვმა მინსკიც კი ვერ დაიყოლია აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის” საქმეში, ხელს უწყობს სტაგნაციური მდგომარეობის შენარჩუნებას პოსტსაბჭოთა მეზობლებთან რუსეთის ურთიერთობებში. ირანთან ურთიერთობაში ოპტიმალური ფორმატის გამონახვა საქართველოს ერთ - ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა. უვიზო რეჟიმის დამყარება და ტურისტულ სფეროში თანამშრომლობა ის მინიმალისტური მიდგომა აღმოჩნდა, რომელშიც გადაიკვეთა თეირანის საერთაშორისო „კონსტრუქტივიზმი” და თბილისის პრაგმატულობა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პრევენციის საკითხში. აშშ-ის საზოგადოებრივი აზრის, განსაკუთრებით კი კონგრესის, მკვეთრად ანტიირანული პოზიციის გამო თბილისისათვის იოლი არ იყო თეირანთან ურთიერთობების დათბობის მიზეზების ახსნა, მაგრამ საქართველომ თავისი ირანული პოლიტიკის გახსნილობითა და ტრანსპარენტულობით მოახერხა ამერიკელების დარწმუნება იმაში, რომ კავკასიაში მათ უპირველეს პარტნიორს არაფერი სხვა არ ამოძრავებს გარდა იმისა, რაც ზედაპირზე ძევს.

2010 წლის განმავლობაში საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკას წითელ ზოლად გასდევდა კავკასიაში თანამშრომლობის პრიორიტეტულობა. ეთნიკური უმცირესობების წარმატებული ინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში და იმ ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანიც ერთიანი ქართული სივრცის ფორმირებაა, მჭიდროდაა დაკავშირებული უშუალო მეზობლების მიერ საქართველოს აღქმასთან. თავის მხრივ, საქართველოს ურთიერთობის დინამიკა აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და ჩრდილოკავკასიელებთან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უყურებს საქართველოს უფრო შორეული საზღვარგარეთი.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

90-დღიანი უვიზო რეჟიმის დაწესება ჩრდილოკავკასიელებისათვის მეტად დროული და გაბედული ნაბიჯი იყო. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოსკოვის სვლის საპასუხოდ - ლარსის გახსნას ვგულისხმობთ - მეტად ეფექტიანი პოლიტიკის მოფიქრება, რომელიც პოზიტიურ საწყისს დაეფუძნება და შემდგომი გაფართოების საწინდარს შექმნის. საუდის არაბეთში ჰაჯისათვის მიმავალმა ათასობით მუსლიმმა ჩრდილოკავკასიელმა მომლოცველმა გამოიყენა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის სიკეთე, რამაც ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე მოგვიტანა სარგებელი - გარეთაც და შიგნითაც. ჩრდილოკავკასიელების შემოსვლა საგანმანათლებლო, ტურისტული და ბიზნეს- საქმიანობის მიზნით ხელს შეუწყობს საქართველოს დადებითი იმიჯის შექმნას ჩრდილოეთ კავკასიაში. მეორე მხრივ, რუსეთის ალტერნატივის ნახვა საქართველოში (ბევრმა ჩრდილოკავკასიელმა გაკვირვება გამოხატა ქართული პოლიციის პროფესიონალიზმის და ქრთამის მიუცემლად საზღვრის გადალახვის გამო) გაუმყარებს ჩრდილოკავკასიელებს იმის განცდას, რომ კავკასიაშიც შესაძლებელია ევროპული წესრიგისა და დემოკრატიის შერწყმა. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ფორუმებზე სულ უფრო ხშირად გამოდის როგორც კავკასიის წარმომადგენელი, რისი ნათელი მაგალითებიც იყო მისი მოხსენებები კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილების საკითხებზე 2009 წელს და გაეროს გენერალურ ასამბლეასა და ევროპულ პარლამენტში 2010 წელს. ევროკავშირთან ურთიერთობებში საქართველო ნაბიჯ- ნაბიჯ მიიწევდა იმ მდგომარეობისაკენ, რომელიც თანასწორუფლებიანი პარტნიორობის პრინციპებს დაეფუძნება და უზრუნველყოფს ისეთივე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარულ შესაძლებლობებს, როგორიც ნორვეგიასა და შვეიცარიას აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. სავიზო საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შედეგი და სხვა უკვე ხელმოწერილი შეთანხმებები ამ მიმართულებით გადადგმული მოკრძალებული თუმცა იმედისმომცემი ნაბიჯებია.

2010 წელს საქართველომ მნიშვნელოვნად გააღრმავა ურთიერთოებები ჩინეთთან, რისი დადასტურებაც იყო პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ვიზიტი და ასეულ მილიონობით ჩინური ინვესტიციის განხორციელების პირობა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. მსგავსი, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბის, ტენდენცია შეინიშნება ინდოეთთან ურთიერთობაშიც. ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური კავშირ - ურთიერთობების დივერსიფიკაცია 2010 წლის მნიშვნელოვანი მიმართულება იყო, რაც გამოიხატა ახალი საელჩოების დაფუძნებით ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ეწვივნენ რამდენიმე ლათინურამერიკულ ქვეყანას. ლათინური ამერიკის ელჩებს მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდათ თბილისში საქართველოს ხელისუფლებასთან. გარდა იმისა, რომ კონტაქტების გაღრმავება ლათინურ ამერიკასთან, განსაკუთრებით ისეთ გავლენიან ქვეყნებთან, როგორებიცაა ბრაზილია, არგენტინა, მექსიკა და ჩილე, ხელს შეუწყობს გაეროში ჩვენთვის მომგებიანი პოზიციის განმტკიცებას, ეს ასევე დაგვეხმარება ინვესტიციების მოზიდვასა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ბაზრის გაფართოებაში.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

კონსტრუქციული უნილატერალიზმის დოქტრინა

2010 წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 7 წლისთავზე, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპულ პარლამენტში გამოსვლისას გაახმოვანა სტრატეგიარომლის ფილოსოფიაც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: მოსკოვთან ყოვლისმომცველი მოლაპარაკებებისათვის მზადყოფნას, ძალის არგამოყენებას რუსული ოკუპაციის დასამთავრებლად და საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საქართველოს კონსტრუქციულ უნილატერალიზმს მყისვე მოჰყვა დადებითი გამოხმაურება გავლენიანი საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან და იგი შეფასდა, როგორც თბილისის კეთილი ნება და მოსკოვის კონფრონტაციული ხაზის რეალისტური ალტერნატივა.

მართალია, დღესდღეობით საერთაშორისო არენაზე აქცენტი სააკაშვილის სტრატეგიის მხოლოდ ერთ პარამეტრზე - ძალის არგამოყენების ცალმხრივ ვალდებულებაზე - კეთდება, მაგრამ არის იმის ნიშნები, რომ დროთა განმავლობაში გაიზრდება დაინტერესება სტრატეგიის ორი დანარჩენი პარამეტრის მიმართაც.

კონსტრუქციული უნილატერალიზმი დროის მოგების შესაძლებლობას ქმნის, რაც მომავალში ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად ევროპისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის ჩართულობას - განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობო და საპოლიციო მექანიზმების შექმნის თვალსაზრისით - შეუწყობს ხელს. 2010 წლის განმავლობაში ლიტვის, ჩეხეთისა და რუმინეთის პარლამენტების, აგრეთვე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მიღებული რეზოლუციები ხელსაყრელ ფონს უქმნის ახალი სტრატეგიული კონცეფციის განხორციელებას. ამასმხოლოდ დააჩქარებს შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოთა საკანონმდებლო ორგანოების მიერ ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის საკითხზე რეზოლუციების მიღება.

საქართველო და გადატვირთვის პოლიტიკა

2010 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენდა ის, თუ როგორ და რა ფორმით უნდა გამხდარიყო საქართველო შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადატვირთვის პოლიტიკის ნაწილი. ერთი მხრივ, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დალაგება, რა თქმა უნდა, თბილისის ინტერესს წარმოადგენს. მეორე მხრივ, სრულიად დაუშვებელია რაიმე დათმობა რუსეთის მიმართ გავლენის სფეროების საკითხში.

ჰილარი კლინტონის მიერ დაბეჯითებით იმის აღნიშვნამ, რომ სახეზეა რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაცია და რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, თბილისში გადატვირთვის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა გაზარდა. აშშ - საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში 2010 წლის განმავლობაში გამართულმა შეხვედრებმა და განსაკუთრებით ვაშინგტონში მოწყობილმა შემაჯამებელმა სხდომამ, დამაჯერებლობა შემატა თეთრი სახლის პრინციპულ პოზიციას საქართველოს საკითხში. ეჭვგარეშეა, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა NATO-ს სამიტის დროს ლისაბონში სააკაშვილ - ობამას შეხვედრას.

თითქმის ათასკაციანი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდის პროვინციაში, სერიოზული პროაქტიული ზომაა. ეს მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების ხელშეწყობას გარედან შიგნით, არაპირდაპირი მეთოდით, რაც ამავდროულად ზრდის საქართველოს, როგორც საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორის როლს შეერთებული შტატებისა და მისი NATO-ელი მოკავშირეების თვალში. თბილისის სურვილია, კიდევ უფრო გაფართოვდეს ავღანეთის მიმართულებით საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია აშშ - სა და NATO-სათვის ქართული პორტებისა და სახმელეთო მარშრუტების შეთავაზებით. ეს, შესაძლოა, მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი ცენტრების შექმნის საფუძველიც გახდეს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრიანების საკითხში აშშ - ის პოზიცია თბილისში სპეკულაციის თემა მანამ იყო, სანამ საერთაშორისო პრესაში არ გავრცელდა აშშ- ის მთავრობის „ანონიმურ” წყაროებზე დამყარებული ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი არ ჩაერევა მსო-ს საკითხზე მოსკოვსა და თბილისს შორის არსებულ დავაში. თეთრი სახლის აზრით, რუსეთმა პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გამართოს თბილისთან თანხმობის მისაღებად. ამ ინფორმაციის „გაჟონვამდე” მოსკოვში, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ მსო-ში წევრობის თანხმობას ისინი ვაშინგტონში „ჩააწყობდნენ”.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

დასკვნა

2010 წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი წინა წლებთან შედარებით მეტი კონცეპტუალური, ფილოსოფიური გააზრებით და შესაბამისი მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდა. ამასთან, გამოჩნდა კონტურები მიმართულებებისა, რომლებიც გათვლილია უფრო შორეული პერსპექტივისათვის და, ამდენად, მოწიფულობას, მოთმინებასა და გამბედაობას იმთავითვე ითვალისწინებს. კონსტრუქციული უნილატერალიზმი იქნება ეს, კავკასიური პოლიტიკა, საგარეო თემატიკის დივერსიფიკაცია თუ ინგლისურენოვანი მასწავლებლების პროექტი, დღეს თბილისში უფრო მეტად მომთხოვნი არიან საკუთარი პოლიტიკის მიმართ და უცხოელი პარტნიორების ნელ და მრავალსვლიან სტრატეგიულ გათვლებსაც უფრო მშვიდად და მოთმინებით ეკიდებიან. 2010-მა წელმა სერიოზული წანამძღვრები შექმნა კიდევ უფრო წარმატებული 2011 წლისათვის.

3 18 წლამდე რეკომენდებული არ არის!

▲ზევით დაბრუნება


ბექა მინდიაშვილი|სვეტი

0x01 graphic

საქართველოს საპატრიარქო ყველაზე გავლენიან ინსტიტუციად მიიჩნევა, ხოლო მისი მესაჭე და სამღვდელო დასი - საკრალური - ყველაზე მძლავრი ავტორიტეტის მქონე ადამიანები არიან ჩვენს ქვეყანაში.

წლებია, პატრიარქი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქმედებების ლეგიტიმატორია და საქართველოს პოლიტიკური მოწყობის შესახებაც გამოხატავს თავის პოზიციას; მოუწოდებს საკონსტიტუციო მონარქიის შემოღებისაკენ და ამ მიმართულებით, შესაბამის (მართალია, ჯერჯერობით უშედეგო) ნაბიჯებსაც დგამს. თავად საპატრიარქო ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობს, ცენზორულ კვალს ამჩნევს კულტურას, განათლებას, მეცნიერებასა და მედიას, განსაზღვრავს მოქალაქეების ნაწილის განწყობებსა და პირად ცხოვრებას. ეკლესიის პოზიცია ზნეობრივი და იდეოლოგიური ფასეულობებისადმი დამოკიდებულების კუთხითაც დიდი წონის მქონეა.

ამავდროულად, საქართველოს საპატრიარქოს როლი გამოკვეთილია საგარეო ურთიერთობების ასპექტითაც. კათალიკოსმა ბარბარობაზე წარმოთქმული  ქადაგებისას ფაქტობრივად ტაბუ დაადო არა მარტო საქართველოს, არამედ მოსკოვის საპატრიარქოს კრიტიკულ კონტექსტში მოხსენიებას. თუკი თვალს გადავავლებთ 2008-2010 წლებში რუსეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლების გახშირებულ ვიზიტებს, თუკი იმასაც გავიხსენებთ, როგორი კეთილგანწყობით საუბრობს ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტზე, ვფიქრობ, ცხადი უნდა იყოს ამ აკრძალვის რეალური, არათეოლოგიური მიზეზი. არადა, Wikileaks-ით გავრცელებული ინფორმაცია, კითხვებსაც კი აღარ ტოვებს იმაზე, თუ მოსკოვის საპატრიარქოს სახით, რა ტიპის დაწესებულებასთან გვაქვს საქმე. რუსმა მღვდელმთავარმა, ილარიონ ალფეევმა, კონფიდენციალური საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქო რუსეთის ხელისუფლების ინტერესების (იმპერიალიზმის) სამსახურში დგას.

კიდევ ერთი. საქართველოს საპატრიარქო საბიუჯეტო ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მართლმადიდებელი, მუსლიმი, იეჰოვას მოწმე, მორწმუნე თუ ათეისტი საკუთარი შემოსავლიდან თანაბრად უხდის ფულს. წლეულს ეს თანხა 25 მილიონი იყო, მომავალ წელს მისთვის 22 მილიონია გამოყოფილი.

ყოველივე ამის გამო ზედმეტი მგონია იმის ახსნა და განმარტება, რომ სრულებით ლეგიტიმურია, მორწმუნემაც და ათეისტმაც ვიცოდეთ, რა ხდება საპატრიარქოში, როგორი წარსულისა და ინტელექტის, შეხედულებებისა და მორალური იერსახისანი არიან მართლმადიდებელი სასულიერო პირები, განსაკუთრებით კი ისინი, საეკლესიო ძალაუფლებისთვის ბრძოლის მარათონში რომ არიან უკვე ჩაბმულნი.

მაგრამ ამ სურვილის პასუხად კათალიკოსმა დათო პაიჭაძე და მისი გადაცემის სტუმრები ეკლესიისა და ერის მტრებად, უკიდურეს ცოდვილებად, როგორც თავად ბრძანა, ცუდზე, ათეისტზე უარესებად გამოგვაცხადა.

მან მკაცრად მოითხოვა ჩვენი და საერთოდ, სრულიად საქართველოს ერისა და ბერის დადუმება იმ „საკრალურ” საკითხებზე, რომლებიც პატრიარქს, მღვდელმთავრებსა და მღვდლებს, საპატრიარქოს ეხება.

ძნელი დასათვლელია, ღმერთის სახელით, ეკლესიისა და ერის ინტერესების საკეთილდღეოდ უკვე მერამდენედ მეკრძალება საუბარი საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე. მაგრამ ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის, ამ შემთხვევაში, სულაც არ არის მთავარი.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა 17 დეკემბერს, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს წარმოთქმული ქადაგებით ჩემთვის ფარდა ახადა იმ უმთავრეს პრობლემას, რომლის სიმწვავის შესახებ პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა წმინდა სინოდმა, თავისი დადგენილებით, მოუნათლავად გარდაცვლილი ბავშვები ჯოჯოხეთში გაისტუმრა.

მთავარი ისაა, რომ, ჩემი აზრით, საპატრიარქოს დაკარგული აქვს ქრისტიანული იდენტობა, აღარ ახსოვს ვინ არის იესო ქრისტე!

პატრიარქის ქადაგებამ ბეჭედი დაასვა ჩემს განცდას, რომ საპატრიარქო (და არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეულის ნაწილი, რომლის წევრად საკუთარ თავსაც მივიჩნევ) ტოტალიტარული მიდრეკილებების მქონე, ხშირ შემთხვევაში სიძულვილისა და ძალადობის ენაზე მეტყველი ყველაზე დახშული, შეუწყნარებელი, არაქრისტიანული ორგანიზაციაა საქართველოში.

ამ ქადაგებამ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა, რომ საპატრიარქო მხოლოდ ადმინისტრაციულ-რეპრესიულ ორგანოდ მოიაზრებს საკუთარ თავს, რომელიც მზადაა ულმობლად გაუსწორდეს ნებისმიერს, ვინც პატრიარქს, სინოდს, სასულიერო პირებს თუნდაც სუსტი ხმით შეუბედავს კრიტიკას.

ბარბარობას კათალიკოსმა ფაქტობრივად ხელისუფლებასა და მორწმუნე ერს ჩვენ წინააღმდეგ საღვთო ომისაკენ მოუწოდა, ბოლოს კი, ციური ძალებიც გამოიხმო „უარესთა შორის უარესების” განსაგმირავად: მეხის დაცემა გვიწინასწარმეტყველა.

ამ ქადაგების მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო მყარი გახდა ჩემი რწმენა, რომ პატრიარქის, სინოდისა და საპატრიარქოს შესახებ კრიტიკული საუბარი მარტო კონსტიტუციური უფლება კი არა, ჩემი ქრისტიანული მოვალეობაცაა.

მე იმ გადაცემაში ვთქვი, რომ მღვდელმთავრების ნაწილს ღმერთი მოძალადედ წარმოუდგენია. ატომურ ბომბსა და „ბეტეერს” შევადარე ის არსება, რომლითაც მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ასე იმუქრებოდა: „სახარებაში წერია: ვისაც ღმერთი დაეჯახება, დაამსხვრევს, ვისაც დაეცემა გაჭყლიტავს. ამიტომ გონს მოეგეთ” (ასავალ-დასავალი, 2007)!

გარდა იმისა, რომ სახარებაში მსგავსი არაფერია ნათქვამი, ღრმად მწამს, რომ ამ მოძალადე არსებას და იმათაც, რომლებიც მისით იმუქრებიან, არაფერი აქვთ საერთო ჯვარცმულ ღმერთთან, იესო ქრისტესთან, რომელიც ზეციურ მამას ჯვრიდანაც კი ჯვარმცმელების შეწყალებას სთხოვდა. ღრმად მწამს, რომ არაფერი აკავშირებთ მაცხოვართან, რომელმაც აღდგომის შემდეგ მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა მისგან სამჯერ განდგომილ მოციქულს: გიყვარვარ, პეტრე?

მე ასეთი, მიმტევებელი ღმერთის მწამს და მხოლოდ იმ მღვდელმთავრებს ვემორჩილები, რომელთა საქმე ადამიანების თანადგომა და სიყვარულია.

ამავე დროს, მე მჯერა, რომ დღეს თუ არა, ხვალ საპატრიარქო უფრო მეტად შემწყნარებელი გახდება განსხვავებული, თუნდაც კრიტიკული, თუნდაც შეურაცხყოფად მიჩნეული აზრისადმი, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარტო ჩვენ, ცოდვილი ადამიანები არა ვართ, არამედ იესო ქრისტეცაა, რომელსაც ერთნაირად უყვარს ცოდვილიც და მართალიც, მტერიც და მოყვარეც.

საერთოდ მჯერა, რომ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება, რადგან ვიცნობ უამრავ მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომელთათვის მთავარი „წმინდა” ინკვიზიტორების კი არა, ეკლესიის თავის, იესო ქრისტეს მორჩილებაა. და კიდევ: ცვლილებები გარდაუვალი თუნდაც იმიტომ მგონია, რომ არსებობს ისეთი ჟურნალისტი, როგორიცაა დავით პაიჭაძე და ისეთი „მარქსისტი”, როგორიცაა გიგა ზედანია, რომ არსებობენ თავისუფალი და განათლებული ადამიანები და, რომ პატრიარქის ამ ქადაგების შემდეგ მათი რაოდენობა კი არ შემცირდება, პირიქით - მოიმატებს!

ჩემი ღმერთის ძალა მხოლოდ უძლურებაში აღსრულდება. ჩემი ღმერთი ჭეშმარიტება და სიყვარულია, რომელიც სიმართლის გაგების სურვილისთვის, თუნდაც უაზრო დაეჭვებისა და ვარაუდის გამოთქმისთვის ან, ბოლო-ბოლო, თუნდაც ათივე მცნების ერთიანად დარღვევისთვისაც კი, არ დევნის, ელდას არ სცემს, არ ეჯახება, არ ამსხვრევს, არ ჭყლეტს, არ ანადგურებს, არ კლავს თავის შვილებს!

ჩემი ღმერთი მტერს, ცოდვილს, ათეისტსა და ათეისტზე უარესსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთ კითხვას უსვამს: გიყვარვარ მე?

ამიტომ, მანამდე, სანამ საპატრიარქოს მესვეურები და მეც იესო ქრისტეს ამ შეკითხვას პასუხს მოვუმზადებთ, ჩვენს ტელევიზიებს ერთი თხოვნით მინდა მივმართო: პატრიარქის, მიტროპოლიტ დიმიტრისა თუ იობის ქადაგებები ეთერით მხოლოდ იმ პირობით გავრცელდეს, თუ ტელეეკრანის კუთხეში გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება გამოსახული: 18 წლამდე რეკომენდებული არ არის.

4 მამა-სახელმწიფო: გემოვნების სტანდარტი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ მოსწონს, როდესაც თბილისში, ბათუმსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გრანდიოზული კონცერტები იმართება. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ღონისძიებები სამთავრობო ჯგუფების პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. სხვები უკმაყოფილონი არიან, რადგან ის, რაშიც ბიუჯეტის ფული იხარჯება, მათ გემოვნებას არ ემთხვევა. საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად არც მერიის მიერ დაფინანსებულ „მზიურის” ვარსკვლავის გახსნას აღიქვამს - ბევრი თვლის, რომ წითელყელსახვევიან მომღერალთა ცქერა საბჭოთა პერიოდის ნოსტალგიის გამოძახილია. ადამიანებს განსხვავებული აზრი გააჩნიათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პატრიოტულ კონკურსებზე, ვიდეოკლიპებზე, მუსიკალურ ფესტივალებზე. ნაწილს ესთეტიკური სახის პრეტენზიები აქვს, სხვანი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საკუთარ ფავორიტებს ახალისებს, სხვებს კი ჩაგრავს. რა არის აზრთა სხვადასხვაობის და ხშირად აღშფოთების მიზეზი, სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის გაუმართავობა? პრიორიტეტების არასწორი განაწილება? იქნებ კეთილი ნების არარსებობა? სინამდვილეში, კულტურული პოლიტიკის მართვის რაციონალიზაცია სულაც არ არის პანაცეა, რომელიც საყოველთაო თანხმობასა და მშვიდობას დაამყარებდა. შესაძლოა, რესურსების არასწორი მართვა მდგომარეობას ამძიმებდეს, მაგრამ პრობლემის არსი სხვაგან უნდა ვეძიოთ: გემოვნება და შეხედულებები მრავალგვარია და მუდამ იქნება. გადასახადებს კი იხდის ყველა.

დებატები იმის თაობაზე, უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო კულტურას, აქტუალობას არ კარგავს. სახელმწიფო სუბსიდიის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ ბაზრის ოქროს წესი მარტივია - გადაიხადე, თუ მოგწონს. აქედან გამომდინარე, მან, ვისაც უყვარს ხელოვნება ან მისი რომელიმე სპეციფიკური მიმართულება, ნებაყოფლობით უნდა ჩადოს ამ სფეროში ფული. ვთქვათ, შეიძინოს ბილეთები ამა თუ იმ კულტურულ ღონისძიებაზე, ან გახდეს მისთვის საყვარელი სფეროს თუ კონკრეტული პერსონალიების უშუალო დამფინანსებელი. მოდებატეთა მეორე მხარეს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს. ამ აზრის თანახმად, არსებობს საზოგადოებრივი სიკეთეები, რომლებიც ყველასთვის თანაბრად სასარგებლოა და კულტურა სწორედ ასეთი სიკეთეა - შესაბამისად, მისი დაფინანსება უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ამის გარანტი კი სახელმწიფოა.

არის თუ არა კულტურა მსგავსი სიკეთე? ეკონომისტები „საზოგადოებრივს” უწოდებენ სიკეთეს, რომლის მოხმარება არაგამომრიცხველი და არაკონკურენტულია. პირველი მათგანი გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი სიკეთის მოხმარებას ვერავის ავუკრძალავთ, იმისდა მიუხედავად, იხდის თუ არა თანხას მიღებული სარგებელისთვის. საზოგადო სიკეთის მოხმარების არაკონკურენტულობას კი განსაზღვრავს ის თავისებურება, რომ კონკრეტული ინდივიდის მიერ მისგან სარგებლის მიღება დანარჩენებს არ აზარალებს, მათ წილ სარგებელს არაფერი აკლდება. მაგალითად, მსგავსი საზოგადო სიკეთეა ნაციონალური უსაფრთხოება, რომლის ინდივიდუალური მოხმარებაც შეუძლებელია. ის არსებობს ყველასთვის, ან არავისთვის. თუ გარკვეულ გეოგრაფიულ ერთეულზე მცხოვრები კონკრეტული პიროვნება დაცულია სხვა ქვეყნის თავდასხმისგან და ინტერვენციისგან, მაშინ დაცულნი არიან ამავე ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ადამიანებიც. ამრიგად, ჯარის მოხმარებიდან გარკვეულ ინდივიდთა გამორიცხვა შეუძლებელია. გარდა ამისა, ერთი ადამიანის მიერ უსაფრთხოებიდან მიღებული სარგებელი დანარჩენ საზოგადოებას არ აზარალებს - პირიქით, საყოველთაო განვრცობა მისთვის პრინციპულად აუცილებელია. ბუნებრივია, კერძო ჯგუფებს თუ პერსონებს არ ექნებათ მოტივაცია, ჯარი და პოლიცია თავად დააფინანსონ, როცა სარგებელს ყველა დანარჩენი ანალოგიურად მიიღებს. ზოგადად, ადამიანთა უმრავლესობას ურჩევნია, ფული სხვამ გადაიხადოს, თავად კი ავტომატურად გაიზიაროს. ამიტომ, ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ნაციონალური უსაფრთხოება ის შემთხვევაა, როცა მისი აუცილებული დონის უზრუნველყოფა სახელმწიფომ უნდა იტვირთოს და გადასახადებიდან ამოღებული ფულით დააფინანსოს.

რაც შეეხება კულტურას, ის სიკეთეა, მაგრამ არა საზოგადო. ზემოთ დასახელებული მახასიათებლების მიხედვით, კულტურით მიღებული სარგებელიდან ადამიანთა გამორიცხვა შესაძლებელია. მაგალითად, თეატრში დადის საზოგადოების გარკვეული ნაწილი. დანარჩენ მოქალაქეებზე ეს არც პოზიტიურ, არც ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. უსაფრთხოებისგან განსხვავებით, არ არის აუცილებელი მოსახლეობის სრულად „თეატრალიზება” იმისთვის, რომ ამ დაწესებულებამ იარსებოს. კულტურა საზოგადო სიკეთედ შერაცხვის არც მეორე კრიტერიუმს აკმაყოფილებს: წარმოვიდგინოთ კინოფესტივალი, სადაც დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მაშასადამე, ფესტივალზე თითოეული ადამიანის დასწრება იწვევს იმას, რომ რომელიღაც სხვა მსურველი საშვის გარეშე რჩება. ამრიგად, კულტურა არა საზოგადო, არამედ ინდივიდუალური მოხმარების საგანია.

0x01 graphic

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

ამ სიკეთის შესანახი სახსრების დაგროვებისა და გადანაწილების მოქმედი სქემა ასე გამოიყურება: ადამიანები იხდიან გადასახადებს, ბიუროკრატიული ორგანიზაციები კი მათ გარკვეული მიზნების და ამოცანების შესაბამისად ხარჯავენ. სირთულეები და წინააღმდეგობები, რომლებსაც ამ სქემის მოქმედების პირობებში ვაწყდებით, არაერთია. უპირველეს ყოვლისა, ესაა გარდაუვალი საფრთხე: სახელმწიფოს ჩარევამ ამა თუ იმ სფეროში, შესაძლოა, მისი პოლიტიზება გამოიწვიოს. საქართველოში, საბჭოთა პერიოდგამოვლილი საზოგადოებისთვის უცხო არ არის პოლიტიზირებული კულტურა, ხელოვნება - როგორც პროპაგანდის დეკლარირებული იარაღი. თუმცა ტოტალიტარული გარემო აუცილებელი პირობა არ გახლავთ ხელისუფლების ამ მიმართულებით მოტივირებისთვის. საფრთხე ძალაში რჩება ნებისმიერი მთავრობის პირობებში. ხელისუფლებისთვის ქვეყნის დეკლარირებულ პრიორიტეტებზე მიმართული ხელოვნება ყოველთვის მიმზიდველია. გარდა ამისა, ხელოვნების მწარმოებელი თავადაც ორიენტირებულია, სახეხელისუფლებო სტანდარტებში მოთავსდეს და დაფინანსება მარტივი გზით მოიპოვოს. შედეგად ვიღებთ პროპაგანდისტული ელემენტებით სავსე საეჭვო ხარისხის პროდუქციას, რომლითაც მხოლოდ მცირე ჯგუფები სარგებლობენ. პატრიოტული მოტივებით დახუნძლული ღონისძიებები, კონკურსები, მუსიკალური კლიპები, ძვირადღირებული კონცერტები, რომელთა უკან პოლიტიკური მოტივი დგას და სადაც მთავრობის წარმომადგენლები სცენაზე სიტყვით გამოდიან. ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ყოველდღიურად გვაწვდის მედია და რაზეც საზოგადოებისგან ოფიციალური გადასახადის სახით ამოღებული ფული იხარჯება.

კულტურის პოლიტიზება სპეციფიურად ქართული ან განვითარების გზაზე მყოფი სხვა ქვეყნების პრობლემა არ არის. ამისგან დაზღვეული არც ტრადიციული დემოკრატიის მქონე სახელმწიფოები არიან, მაგალითად - აშშ. პრეზიდენტ ობამას მრავალი საყვედურობს ხელოვნების საკუთარი პრიორიტეტების წასახალისებლად გამოყენებისთვის. პრეტენზიები ძირითადად ხელოვნების ეროვნული ფონდის (NEA) მისამართით გაისმის. გადასახადების გადამხდელების ფულით დაფინანსებული ორგანიზაცია საკუთარ წევრებს უბიძგებს, ნამუშევრები ისეთ საკვანძო და პრიორიტეტულ სოციალურ სფეროებს მიუძღვნან, როგორიც ჯანდაცვა და ენერგეტიკაა. ამრიგად, სამართლებრივი სახელმწიფო და პლურალისტური დემოკრატია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ ხელისუფლება ხელოვნებას საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს არ დაუქვემდებარებს, მასზე ფინანსური კონტროლის შემთხვევაში.

კულტურის პოლიტიზების საფრთხე ბიუჯეტიდან სუბსიდირების ერთადერთიგვერდითი მოვლენა არ არის. სახელმწიფო მოსახლეობისგან ამოღებული ფულით გარკვეულ მიმართულებებს იმ მოტივით აფინანსებს, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ეს მიმართულება ჩაიძირებოდა, რადგან მის მიმართ საკმარისი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობს. თუ დავუშვებთ, რომ ხელოვნება საზოგადოებრივი სიკეთეა, მაშინ ის, რაც ყველასთვის თანაბრად სასურველი და სასარგებლოა, ისედაც მოიზიდავს საკმარის ნებაყოფლობით მხარდაჭერას. ამის უარყოფა ნიშნავს აღიარებას, რომ უმრავლესობას უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების შესახებ და სახელმწიფოს სახით სჭირდება მზრუნველი მამა, გნებავთ, მასწავლებელი, რომელიც განსაზღვრავს, თითოეული ინდივიდისთვის რა არის მნიშვნელოვანი.

კიდევ ერთი საყურადღებო პრობლემა, რომელიც თავს იჩენს, შემდეგია: კეთილი ნების შემთხვევაშიც კი, მცირე ჯგუფის ხელში კონცენტრირებული უმრავლესობის კუთვნილი სახსრების მართვა ვერ მოიცავს ყველა იმ ჯგუფის ინტერესს, რომლებიც საზოგადოებაში ასე მრავლად არიან წარმოდგენილნი.

მაგალითისთვის, სახელმწიფო არ დააფინანსებს ხელოვანთა იმ ჯგუფებს, რომელთა ნამუშევრები ზოგადად სისტემის ან კონკრეტული ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. რთულია, წარმოვიდგინოთ კულტურის სამინისტრო ან რაიმე სახელმწიფო ფონდი, რომელიც ანარქისტულ პანკ-როკის კონცერტს აფინანსებს. მეტიც, ასეთ კონცერტს პრინციპულად არ სჭირდება სახელმწიფო სუბსიდია. გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს შემთხვევები, როცა ესა თუ ის ხელოვანი ლისუფლებასთან დაახლოებული პირია. მაგრამ ასეთ დროს, არც მისი შემოქმედება იქნება მმართველებისთვის მიუღებელი გზავნილების შემცველი. ამრიგად, ადამიანებს, ვისაც პანკ- როკი უყვართ, უწევთ, ფული გადაიხადონ იმისთვის, რომ ოპერა დაფინანსდეს. გარკვეული ჯგუფები წყვეტენ, რომ არსებობს „მაღალი კულტურა” და პრივილეგირებულია მისი მომხმარებელი, რომელიც, საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, „ძარცვავს” მათ, ვისაც, ვთქვათ, პერვერსიული ხელოვნება იზიდავთ.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სახელმწიფო, რომელსაც სურს დააკმაყოფილოს ინტერესთა ყველა ჯგუფი, მაგრამ მხოლოდ კეთილი ნება საკმარისი არ არის. მსგავსი ინიციატივა გადაულახავ ზღუდეებს აწყდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე წინააღმდეგობრივ ხელოვნებას ეხება. აშშ- ში არაერთი შემთხვევა ახსოვთ, როცა სახელმწიფო მუზეუმებში გამოფენილმა ნამუშევრებმა დიდი პროტესტი გამოიწვია. ეს ნამუშევრები რიგ შემთხვევაში პერვერსიულად წარმოადგენდნენ ღვთისმშობლისა და იესოს გამოსახულებებს ან მათთან დაკავშირებულ საკრალურ სიმბოლოებს. მორწმუნე ამერიკელები, რომლებიც საზოგადოების უმრავლესობას შეადგენენ, მსგავს შემთხვევებს აქტიურად აპროტესტებენ. ბრაზის ობიექტი ნამუშევრის ავტორები არ არიან. შტატებში იციან, რომ საკრალური სიმბოლოებით სპეკულირებას ვერავის აუკრძალავენ. უბრალოდ, აღშფოთებული მოქალაქეებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იხდიდნენ საკუთარი შემოსავლიდან ფულს წინააღმდეგობრივი ხელოვნების დასაფინანსებლად, ან მუზეუმის, სადაც მათი ყველაზე ინტიმური გრძნობებისა და რწმენის შეურაცხმყოფელი ნამუშევრების გამოფენა ხდება.

ამრიგად, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, რომ თავიდან აიცილოს უმრავლესობის მიერ მცირე ჯგუფების დაჩაგვრა, ან უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებით უმრავლესობის შეურაცხყოფა? ერთადერთი შესაძლო გამოსავალი ასეთია: უნდა მოხდეს ხელოვნების ნიმუშის გარკვეულ ფილტრში გატარება, სანამ ის დასტურს მოიპოვებს საჯაროდ წარდგენაზე.

0x01 graphic

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

ფილტრი გარკვეული კრიტერიუმების არსებობას გულისხმობს. რთული წარმოსადგენია, როგორ და ვის მიერ უნდა შემუშავდეს ის სტანდარტები, რომლებიც განსაზღვრავს, მაცხოვრის გამოსახვის რომელი ვარიაციებია მისაღები და სად გადის ზღვარი, სადაც ის უკვე მიუღებელი ხდება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის მთავარი პრობლემა. კრიტერიუმების შემოღება ნიშნავს, რომ სახელმწიფო გარკვეულ აკრძალვებს უწესებს ხელოვანებს და მათგან უმრავლესობისთვის მისაღები მორალური სტანდარტების დაცვას ითხოვს.

მსგავსი მოთხოვნების წამოყენება სხვა არაფერია, თუ არა ცენზურის კლასიკური შემთხვევა. დამოკრატიული სახელმწიფო კი ცენზურის პრეროგატივას არ ფლობს. მას არ შეუძლია, კრიტერიუმები დაუწესოს ხელოვანს და გადაცდომის შემთხვევაში, უარი უთხრას დაფინანსებაზე. „აკრძალული ხელოვნების” უკან ხომ მისი მოყვარული ადამიანები დგანან, რომლებიც გადასახადებს მათ მსგავსად იხდიან, ვინც ბალეტს აღმერთებს. გამოდის, რომ შეუძლებელია, სახელმწიფო აფინანსებდეს ხელოვნებას და ამასთანავე, ფასეულობრივად ნეიტრალური რჩებოდეს. მას მუდამ უწევს არჩევანის გაკეთება ერთი მხარის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იღებს საზოგადოებას, სადაც როგორც დომინანტური ჯგუფები, ასევე უმცირესობები განრისხებული არიან.

ხელოვნების დერეგულაციის პარალელურად, კულტურული მემკვიდრეობის საკითხიც დღის წესრიგში დგება. კულტურული ძეგლების სახელმწიფო განკარგვა ანალოგიურ პრობლემებს წარმოშობს. მაგალითად, კულტურის სამინისტროს სტრატეგიით უკმაყოფილონი არიან საქართველოს მოქალაქე ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები. მათი აზრით, სახელმწიფო მხოლოდ დომინანტური ჯგუფის ინტერესებს ითვალისწინებს და შესაბამის ძეგლებზე მიმართავს რესურსებს, სხვა კულტურული სიმდიდრეები კი უპატრონოდაა მიტოვებული და ნადგურდება. გამოცდილება აჩვენებს, რომ კერძო საკუთრების განმკარგავი, რომელსაც ფინანსური დაინტერესება აქვს, უკეთ უვლის და მართავს მის საკუთრებაში არსებულ ობიექტს. იმ შემთხვევაში, თუ ძეგლების პრივატიზების ხანგრძლივი პროცესი დაიწყება, სახელმწიფოს როლი ამ სფეროში მინიმუმამდე დავა, თუმცა, მთლიანად არ გამოირიცხება. მას აქვს პრეროგატივა, საკუთარ თავზე აიღოს იმ ისტორიული ძეგლების დროებითი შენახვა, რომლითაც კერძო სექტორი ჯერჯერობით არ დაინტერესდება. ასევე შემოიღოს ისტორიული ძეგლების რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც ძეგლის მესაკუთრეს გარკვეულ აკრძალვებს დაუწესებს საკუთრებასთან დაკავშირებით. მსგავსი აკრძალვები აპრობირებულია საწარმოების შემთხვევაში, სადაც რეგულაციის მოტივი გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების თავიდან აცილებაა. რეგულაცია გამართლებულია სხვა შემთხვევაშიც, როცა მესაკუთრე საკუთრების გამოყენებით სხვების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მთავარი წინააღმდეგობა, რომელსაც ვაწყდებით, შემდეგია: კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა თავისუფალი სამყაროს ერთ - ერთი უმთავრესი ღირებულებაა, აქ კი სახელმწიფოს უფლება ეძლევა, მესაკუთრეს საკუთრების გამოყენებაზე აკრძალვები დაუწესოს და შესაბამისად, დააზარალოს. გარდა ამისა, გამოდის, რომ კერძო პირი მხოლოდ ნაწილობრივ თუა მესაკუთრე, საზოგადოების მოთხოვნილებები თუ სახელმწიფოს შეხედულებები მას კანონიერ უფლებებს ართმევს. გამოსავალი რეგულაციის შედეგების კომპენსაციაა: თუ სახელმწიფო მესაკუთრეს უზღუდავს მოქმედების თავისუფლებას და ავალებს, ძეგლი გარკვეულ კონდიციაში შეინარჩუნოს, მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით: განუხრელად გაიზრდება როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მადა. პირველი სულ უფრო გაამკაცრებს რეგულაციებს, მეორე კი უფრო და უფრო მეტ „სიკეთეს” მოითხოვს საკუთრებაში არსებული ობიექტისგან, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა თავად იხდის ფულს. კომპენსირება მუხრუჭის როლს შეასრულებს. საწარმოების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურების მსგავსი პრაქტიკა კანონის დონეზე ამერიკის ზოგიერთ შტატში არსებობს. კანონი კომპენსირებას არც ფედერალურ მთავრობას უკრძალავს.

ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ახერხებს, ფინანსები ფასეულობრივად ნეიტრალურად განკარგოს. მისთვის სულ ერთი ხდება, საქმე ქიმიურ საწარმოს ეხება თუ მხატვრობის შედევრს. კულტურის ძეგლებისა თუ ნიმუშების კატეგორიზაცია აღარ ხდება მხატვრული და მორალური შინაარსის შეფასებით. ეს სახელმწიფოს საქმე არც არის. დერეგულაცია კი არა კულტურაზე თავდასხმა, არამედ მისი თავისუფლების დაცვისკენ მიმართული მოქმედებაა.

5 ვინ ბერავს ბუშტებს?

▲ზევით დაბრუნება


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

ეკონომიკურ რეცესიებს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ზრდას გარკვეული პერიოდულობით მოჰყვებოდა ხოლმე ეკონომიკური ვარდნა. ეკონომისტები თუ ე.წ. ინტელექტუალები მუდმივად ცდილობდნენ ამ ფენომენის ახსნას. ისტორიულ ფაქტებზე დაკვირვებით ზოგიერთი მკვლევარი თუ მეცნიერი იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ მსგავსი ციკლების თავიდან აცილება შეუძლებელია და მათ უბრალოდ უნდა შევეგუოთ. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ეკონომიკურ რეცესიებს კაპიტალისტური სისტემის გარდუვალ ნაკლად თვლიან და ხშირ შემთხვევაში ყოველ ვარდნას ასეთი სისტემის დასასრულის დასაწყისად აღიქვამენ. ამ მხრივ განსაკუთრებით მარქსისტები გამოირჩევიან.

1929 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი და ღრმა ეკონომიკური რეცესია, რომელიც იმავე წლის 29 ოქტომბერს გაგრძელდა საფონდო ბირჟის ყველაზე დრამატული ვარდნით. ამ დღეს „შავ სამშაბათად” მოიხსენიებენ, ხოლო პროცესი, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა (დაახლოებით 1940-იანი წლების დასაწყისამდე) და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია - ისტორიას „დიდი დეპრესიის” სახელით შემორჩა.

დიდი დეპრესიის დროს შემცირდა ყველაფერი: მოქალაქეთა პირადი შემოსავლები, კომპანიების მოგება, ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა და საგადასახადო შემოსავლები. დაიკლო ფასებმაც. ერთადერთი რაც გაიზარდა, იყო უმუშევრობა (აშშ-ში 25%25-მდე, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში 33%25-მდე). დეპრესიის ნეგატიური ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ მისი მიზეზების შესწავლას სხვადასხვა ეკონომისტებმა რამდენიმე ათწლეული მოანდომეს. თუმცა საერთო აზრამდე მაინც ვერ მივიდნენ და შეცდომებს, რომელიც აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ  დაუშვა, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, დღესაც იმეორებს სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ-ის) ცენტრალური ბანკი - ბანკი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე.

დეპრესიის მიზეზების ახსნის თეორია, რომელმაც ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა, ბრიტანელ ჯონ მეინარდ ქეინსს ეკუთვნის. ქეინსის აზრით, ყველაფრის მიზეზი პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნის კლებაა, რომელიც შედეგად იწვევს მიწოდების კლებას. ამას საბოლოო ჯამში მივყავართ ეკონომიკური აქტივობის შემცირებასთან და უმუშევრობის ზრდასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები რატომღაც ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას, აღარ შეიძინონ სხვადასხვა პროდუქტები და მომსახურება. ამ პროდუქტებისა და მომსახურების მიმწოდებლები კარგავენ კლიენტებს და შესაბამისად ამცირებენ მიწოდებას (რადგან მყიდველი არ ჰყავთ). შედეგად კი კლებულობს წარმოება და დასაქმება.

0x01 graphic

ნიუ იორკი. მეოცე საუკუნის 30-იანი წლები

ერთი შეხედვით, არც ისე შთამბეჭდავი ახსნაა, მაგრამ აღნიშნული თეორიის პოპულარობის მიზეზი გახდა არა იმდენად ეს განმარტება, რამდენადაც მსგავსი რეცესიიდან ქეინსის მიერ შემოთავაზებული გამოსავალი. გამომდინარე იქიდან, რომ ქეინსის მთავარი საზრუნავი დასაქმების დონე იყო, იგი მოუწოდებდა მთავრობებს დაეხარჯათ ფული და ასეთი ფორმით გაეზარდათ დასაქმების დონე. ცხადია, ეკონომიკური ვარდნის დროს, ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს დიდი რაოდენობით საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებას, გადასახადების აკრეფის გზით. მაგრამ ქეინსისთვის ეს არ წარმოადგენდა დაბრკოლებას, რადგან მთავრობებს შეეძლოთ ფულის ბეჭდვა და არსებულ შემოსავლებზე მეტი თანხის დახარჯვა. შედეგად, მართალია საბიუჯეტო დეფიციტის ხარჯზე, მაგრამ მაინც, ერთი მხრივ მივიღებდით მეტ დასაქმებას, ხოლო მეორე მხრივ - ახალი ფულით მოვახდენდით ქვეყნის ეკონომიკურ სტიმულირებას.

სწორედ ფულის ბეჭდვა და მიმოქცევაში გაშვება გახდა ქეინსის თეორიის განსაკუთრებული პოპულარობის მიზეზი, რადგან ხარჯვა ყველას უყვარს და მთავრობები ამ მხრივ არ წარმოადგენენ გამონაკლისს. ქეინსის იდეებმა იმდენად გაიდგა ფესვები, რომ ბევრმა ეკონომისტმა ე.წ. ბიზნესციკლების ეკონომიკური პრობლემა გადაჭრილად ჩათვალა. ყველა მოელოდა უწყვეტ და სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას რეცესიების გარეშე. მაგრამ ასე არ მოხდა.

სინამდვილეში, დიდი დეპრესიის დროს ფრენკლინ დელანო რუზველტმა, რომელიც 1932 წელს აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად, სწორედ ქეინსიანური მიდგომებით სცადა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება. რუზველტის წინასაარჩევნო დაპირებები მოიცავდა ფედერალური ხარჯების 25%25-იან შემცირებას, დაბალანსებულ ბიუჯეტს, სახელმწიფოს ჩამოშორებას ეკონომიკის ისეთი სექტორებისგან, რომლებსაც კერძო კომპანიები უფრო ეფექტიანად გაართმევდნენ თავს, სოფლის მეურნეობის სუბსიდირების შეწყვეტას და სხვა. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს, რუზველტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის სახარჯო ნაწილი 10 მილიარდს, ხოლო შემოსავლები 3 მილიარდს შეადგენდა. 1933 წლიდან 1936 წლამდე სამთავრობო ხარჯები გაიზარდა 83%25-ით, ხოლო სახელმწიფო ვალი 73%25-ით. მან უბრალოდ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი და ქეინსის მიერ ნაკარნახევ გზას დაადგა. ქეინსის პოლიტიკამ არ გაამართლა და კიდევ უფრო გაახანგრძლივა აშშ-ის ეკონომიკის დეპრესიიდან გამოსვლის პროცესი. ქეინსის მიმდევრები დღემდე თვლიან, რომ რუზველტი მართებულად იქცეოდა, მაგრამ საკმარისი რაოდენობის ფული არ დახარჯა, ანუ უფრო მეტი ვალი რომ აეღო და დაეხარჯა - ეკონომიკას ეშველებოდა.

არსებობს დიდი დეპრესიის გამომწვევი მიზეზების ახსნის მეორე, მონეტარისტული თეორია, რომელიც მეტწილად ჩიკაგოს სკოლის ეკონომისტს, მილტონ ფრიდმანს ეკუთვნის. ფრიდმანის აზრით, ეკონომიკური ვარდნა ფედერალური სარეზერვო სისტემის (რომელიც ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს აშშ-ში) მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკის ბრალია. კერძოდ კი, არ მოხდა საკმარისი რაოდენობის ფულის მიწოდება საბანკო სისტემისათვის, რამაც გამოიწვია დიდი ზომის ბანკების (მათ შორის ნიუ იორკის ბანკის) გაკოტრება. თუ ფრიდმანს დავუჯერებთ, რომ არა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დაშვებული ეს შეცდომა, საქმე გვექნებოდა უბრალო, რიგით რეცესიასთან, რომლიდანაც ქვეყანა სწრაფად გამოვიდოდა. მისი აზრით, სწორედ საბანკო სექტორისადმი მოქალაქეების მხრიდან ნდობის დაკარგვა გახდა რეცესიის დეპრესიაში გადასვლის მიზეზი.

აღნიშნული თეორია ბევრად უფრო ახლოსაა საღ აზრთან, თუმცა მას ორი ნაკლი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ის არ იძლევა განმარტებას იმისა, თუ საერთოდ რატომ გახდა საჭირო ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საბანკო სექტორისთვის თანხების გამოყოფა ანუ საიდან გაჩნდა პრობლემა. ხოლო, მეორე მხრივ, ფრიდმანის მიერ შემოთავაზებული პრობლემის გადაჭრის გზა პრინციპულად არ განსხვავდება ქეინსის მიდგომისგან - ორივე შემთხვევაში საუბარია ფინანსურ სტიმულირებაზე, ანუ მიმოქცევაში დამატებითი ფულის გაშვებაზე. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ქეინსი მთავრობებს ე.წ. „საზოგადოებრივი სამუშაოების” დაფინანსებისკენ მოუწოდებდა (დასაქმების გაზრდის მიზნით), ხოლო ფრიდმანი - ეკონომიკისთვის ფულის საბანკო სექტორის გავლით მიწოდებისკენ.

თუმცა არსებობს ეკონომიკური რეცესიების მიზეზების ახსნის კიდევ ერთი თეორია, რომელსაც თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს უკანასკნელი - 2007 წელს დაწყებული ფინანსური კრიზისის ფონზე - სულ უფრო მეტი ეკონომისტის ინტერესის საგანი ხდება. ვსაუბრობთ ეკონომიკის ე.წ. ავსტრიული სკოლის მიერ ჩამოყალიბებულ თეორიაზე, რომელიც აღნიშნავს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ბაზარზე ფულის მიწოდებასა და ეკონომიკურ აქტივობას შორის. როდესაც მთავრობა ზრდის მიმოქცევაში არსებული ფულის ოდენობას, იქნება ეს ახალი ფულის დაბეჭდვის თუ ფულზე ხელმისაწვდომობის გაზრდის (მაგ. საპროცენტო განაკვეთის ხელოვნურად დაწევის) გზით, ხდება კრედიტების მოცულობის არაბუნებრივი ზრდა.

ამის ახსნა საკმაოდ მარტივია. ბუნებრივ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ერევა ბაზარზე, ფულის ფასს ადგენს თავისუფალი ბაზარი. ადამიანები დანაზოგებს ინახავენ კომერციულ ბანკებში, ხოლო ბანკები იმავე თანხებს გასცემენ სხვა პირებზე (კომპანიებზე) სესხის სახით. კომერციული ბანკები მოტივირებული არიან ისეთი ოდენობის სარგებელი (პროცენტი) შესთავაზონ მოქალაქეებს, რომ მათ გაუჩნდეთ დანაზოგის ბანკში შენახვის ინტერესი. იგივე ბანკები ცდილობენ ისეთ ფასში (საპროცენტო განაკვეთი) გასცენ კრედიტი, რომ კომპანიებს გაუჩნდეთ ბიზნეს სესხის აღების სურვილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბანკებმა ისეთ ფასში უნდა „გაყიდონ” ფული ბიზნესებზე, რომ შეძლონ დანაზოგის მეპატრონისთვის დაპირებული პროცენტის გადახდა და საკუთარი მოგების ნახვა. თავისუფალ ბაზარზე სწორედ ასე დგება ფულის „ფასი”.

მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც ამ პროცესში სახელმწიფო (მთავრობა) ერევა. ფულის მასის ხელოვნურად გაზრდის შედეგად, კლებულობს ფულის „ფასი” და იზრდება მისი ხელმისაწვდომობა. შედეგად, მოქალაქეები, რომლებიც ბუნებრივ პირობებში ვერ შეძლებდნენ საბანკო სესხით უძრავი ქონების (სახლის, ბინის) ყიდვას მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, ახლა ამას ახერხებენ, რადგან საპროცენტო განაკვეთი (ფულის „ფასი”) ხელოვნურად დაწეულია. კომპანიები, რომლებისთვისაც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტები ბუნებრივ პირობებში არ იქნებოდა მომგებიანი კრედიტის სიძვირის გამო, ახლა ახორციელებენ ასეთ ინვესტიციებს, რადგან ფული ხელოვნურად „გაიაფებულია”. შედეგად ვიღებთ გაცემული კრედიტების მოცულობის არაბუნებრივ ზრდას, რაც ერთი შეხედვით გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. სწორედ ასე იბერება ე.წ. „ბუშტები”.

პრობლემა არ იქნებოდა, ბაზარს საკუთარი კანონზომიერებები რომ არ გააჩნდეს, რომლებიც საბოლოო ჯამში ყველა კომპონენტს საკუთარ ადგილას ალაგებს და მსგავს ბუშტებს ულმობლად ხეთქავს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბაზარი ავტომატურად ახდენს ფულის „ფასის” ბუნებრივ ნიშნულამდე აწევას, რადგან ხელოვნური საპროცენტო განაკვეთები არ არის გამყარებული მოქალაქეების მიერ გაკეთებული შესაბამისი დანაზოგებით. შედეგად იზრდება ბიზნესის ხარჯები, საპროცენტო განაკვეთები და მცირდება მოგება. „იაფი ფულის” ეფექტი ნელ-ნელა ქრება და სახელმწიფო (მთავრობა), ინფლაციის შიშით, როგორც წესი, ამცირებს მიმოქცევაში არსებულ ფულის მასას. სწორედ ამ დროს იწყება „ბუშტების ხეთქვა”, რაც ეკონომიკურ რეცესიაში გამოიხატება. საბოლოო ჯამში, რეცესია სხვა არაფერია, თუ არა ბაზრის მიერ იმ შეცდომების გასწორება, რაც სახელმწიფომ დაუშვა.

სწორედ ეს მოხდა დიდი დეპრესიის დროსაც. 1920-იან წლებში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დაახლოებით 60%25-ით გაზარდა მიმოქცევაში არსებული ფულის მოცულობა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია გაცემული კრედიტების მოცულობის არაბუნებრივი ზრდა. როდესაც სახელმწიფომ 1928 წელს გადაწყვიტა ინფლაციის შეჩერება, უკვე გვიანი იყო. ხოლო რუზველტის მიერ ფულის ხარჯვამ, მხოლოდ ხელი შეუშალა ბაზარს, დაბრუნებოდა ბუნებრივ მდგომარეობას, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკის შედარებით სწრაფ გაჯანსაღებას.

0x01 graphic

ნიუ იორკი. მეოცე საუკუნის 30-იანი წლები

აშშ-ის ისტორიაში ეკონომიკური რეცესიების უმეტესობას წინ უსწრებდა სახელმწიფოს მიერ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდა, რაც გარკვეული დროის შემდეგ მთავრდებოდა „ბუშტების ხეთქვით”. ყოველთვის, როდესაც ეკონომიკურ ვარდნას სახელმწიფო პასუხობდა მეტი ფულის ხარჯვით - ეკონომიკის გაჯანსაღებას მეტი დრო სჭირდებოდა.

მიუხედავად ხანგრძლივი გამოცდილებისა, სახელმწიფოები დღესაც იმავე შეცდომებს უშვებენ. 2007 წელს დაწყებული ფინანსური კრიზისი, რომელიც ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა, ტიპური მიზეზებით არის გამოწვეული. დღესაც, ეკონომიკური ვარდნა, ბოროტ კაპიტალისტებს, არაკეთილსინდისიერ სპეკულანტებს და თავისუფალი ბაზრის „ნაკლოვანებებს” ბრალდება. დღესაც, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები ცდილობენ ეკონომიკური რეცესიის დაძლევას კიდევ უფრო მეტი ფულის ხარჯვით და საბიუჯეტო დეფიციტის ზრდით. დღესაც, კრიზისის დაძლევის ეს გზა კონტრპროდუქტიულია. დღესაც, მემარცხენე პოლიტიკოსები თუ ინტელექტუალები აცხადებენ, რომ უკვე გაწეული ხარჯები არ იყო საკმარისი ეკონომიკის სათანადო „სტიმულირებისთვის” და საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტის დახარჯვა.

ეკონომიკის ხელოვნური სტიმულირება არ მუშაობს. როგორც 95 წლის ეკონომისტი, ანა შვარცი ამბობს: „კომპანიები, რომელთაც მიიღეს არასწორი გადაწყვეტილებები, უნდა გაკოტრდნენ. დახმარება არ არის საჭირო. ყველაფერი უკეთ მუშაობს, როდესაც არასწორი გადაწყვეტილებები ისჯება, ხოლო სწორი გადაწყვეტილების მიმღებნი მდიდრდებიან. ბოლო წლებში კი მსოფლიო სხვა მიმართულებით მიდის”.

6 სინგაპურის ეკონომიკური წარმატების მიზეზები

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ბადრი გელიტაშვილი

ცოტა რამ ისტორიიდან

სინგაპური მალაიზიისა და ინდონეზიის მეზობლად მდებარეობს, მისი ფართობი დაახლოებით 700 კვ.კმ.-ს შეადგენს და თბილისის ფართობს თითქმის 2-ჯერ აღემატება. იგი ერთ დიდ, მთავარ კუნძულსა და 30-ზე მეტ პატარა გარშემომდებარე კუნძულებს შეიცავს. სინგაპურის მოსახლეობა უკანასკნელი მონაცემებით 5 მილიონს აჭარბებს, აქედან დაახლოებით 77%25 - ჩინელები, 12%25 - მალაიელები და 8%25 - ინდოელები, დანარჩენი კი - სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობებია. ოფიციალური ენებია: ინგლისური, მანდარინული (ჩინ.), მალაიური და ტამილური (ინდ.).

ქვეყნის სახელწოდება სანსკრიტული (ესაა ძველინდური სალიტერატურო ენა) წარმოშობისაა და „სინგა პურ” ნიშნავს „ლომის ქალაქს”. იგი უკავშირდება 1299 წელს სუმატრის პრინცის პირველ სტუმრობას ამ კუნძულზე. როცა ის და მისი მხლებლები ნაპირზე გადმოვიდნენ, დაუნახავთ დიდი ცხოველი შავი თავითა და წითელი ტანით, რაც მათ რატომღაც ლომად აღიქვეს თურმე. სწორედ მათ მიერ გავრცელდა და დამკვიდრდა სახელი „სინგაპური” შემდგომ პერიოდში. თუმცა, ისტორიულად დადასტურებულია, რომ ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში ამავე ადგილას არსებობდა აზიაში ცნობილი საპორტო ქალაქი ტემასეკი. სხვადასხვა ეპოქაში სინგაპურს განაგებდნენ ინდონეზიისა და მალაიზიის ტერიტორიათა მფლობელი იმპერატორები. მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის მას უკვე ბრიტანელები აკონტროლებდნენ.

0x01 graphic

სტემფორდ რაფლსი

1819 წელს ბრიტანეთის ხელისუფალთა საგანგებო დავალებით სინგაპურში ჩავიდა სტემფორდ რაფლსი - სუმატრისა და იავას გუბერნატორი, იმავდროულად, სავაჭრო კომპანია ოსტ-ინდიას წარმომადგენელი. მას ადგილზე უნდა შეესწავლა ვითარება და გაეტარებინა ღონისძიებები სავაჭრო ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ პერიოდში ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა სულ რამდენიმე ასეული მეთევზისა და მათი ოჯახებისაგან შედგებოდა. მას შემდეგ, რაც რაფლსმა საკუთარი თვალით იხილა კუნძულის უნიკალური ადგილმდებარეობა და შეაფასა ბუნებრივი მონაცემები, გადაწყვიტა მისი გადაქცევა ყველასათვის ღია საპორტო ქალაქად, რომელიც მთელი რეგიონის სავაჭრო და ფინანსური ცენტრის როლსაც შეასრულებდა. მან საკუთარი გეგმა მიზანმიმართულად განახორციელა. ასე ჩაეყარა საფუძველი ხანგრძლივ ტრადიციას, რომლის შესაბამისად სინგაპური მსოფლიოში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ღია და თავისუფალი სავაჭრო ცენტრია. სწორედ ამის გამოა, რომ იქაურები არ ივიწყებენ რაფლსის ღვაწლს მათი ქვეყნის წინაშე და დღესაც დიდი პატივით მოიხსენიებენ მას. როგორც ცნობილია, ბრიტანელთაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სინგაპურის ხელისუფლებამ საგანგებო მსჯელობა გამართა იმის გადასაწყვეტად, აეღოთ თუ დაეტოვებინათ ქალაქის ცენტრში მდგარი სტემფორდ რაფლსის ძეგლი. საბოლოოდ, სწორედ მისი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ქანდაკების დატოვება გადაწყდა.

0x01 graphic

ლი კუან იუ
ფოტო: REUTERS©

ბრიტანელებმა სინგაპურზე კონტროლი მეორე მსოფლიო ომამდე შეინარჩუნეს, თუმცა, 1942 წელს ჩერჩილი იძულებული გახდა, ევროპაში გადაესროლა ჯარის ის ნაწილები, რომელთაც სინგაპურის დაცვა ეკისრებოდათ, რადგან საფრთხე უშუალოდ ბრიტანეთს შეექმნა. ამის გამო სინგაპური თითქმის სრულიად დაუცველი დარჩა აგრესიული მეზობლის, იაპონიის წინაშე. იაპონელთა თავდასხმამაც არ დააყოვნა და სინგაპურელთა თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, ქალაქი 1 კვირაში დაეცა. იაპონიის ფაშისტური რეჟიმი მეტისმეტად აუტანელი აღმოჩნდა სინგაპურელებისათვის. ხალხი განუწყვეტლივ იხოცებოდა ან შიმშილის, ან ოკუპანტებთან ბრძოლის გამო. დამპყრობლებმა სახელიც კი შეუცვალეს ქვეყანას და „სენან” (ქართულად „სამხრეთის შუქი”) უწოდეს.

1945 წლისთვის, როდესაც ბრიტანელებმა იაპონელები განდევნეს და კვლავ დაიბრუნეს სინგაპურზე კონტროლი, ქალაქი თითქმის სრულიად განადგურებული იყო. ამიტომაც, გადარჩენილი მოსახლეობა ბრიტანელებს საკმაოდ ცივად შეხვდა. მათ უკვე აღარ სურდათ საკუთარი ქვეყნის მმართველობაში გარეშე ძალის ხილვა, თუნდაც ის ძალიან მეგობრულად ყოფილიყო მათდამი განწყობილი. მალე მათი დაჟინებული მოთხოვნით, ბრიტანეთი დათმობაზე წავიდა და 1948 წელს, ადგილობრივ სავაჭრო კლასს უფლება მისცა, სინგაპურის მართვაში მონაწილეობა მიეღო. ჩამოყალიბდა საბჭო, რომელიც გუბერნატორს რჩევებს აძლევდა. ხუთი წლის შემდეგ ბრიტანეთმა კიდევ უფრო შეამსუბუქა კონტროლი და შექმნა კომისია, რომელსაც უნდა შეეცვალა სინგაპურის კონსტიტუცია და მოეხსნა შეზღუდვები თვითმმართველობაზე. ბრიტანეთმა კონტროლი მხოლოდ კოლონიის დაცვასა და სხვა საგარეო საქმეებზე შეინარჩუნა. მალე პირველი ადგილობრივი ასამბლეის არჩევნებიც ჩატარდა. თუმცა, მოსახლეობა აღარ კმაყოფილდებოდა მიღწეულით და ქვეყნის სრული თავისუფლების მოთხოვნით გამოდიოდა.

ლონდონში დელეგაცია გაიგზავნა. ისინი სინგაპურისთვის ავტონომიის მინიჭებასა და სრულიად თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. მალე სინგაპურმა თავის ისტორიაში პირველად მიაღწია იმას, რომ მისივე ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ეყოლებოდა. არჩევნებში გამარჯვება წილად ხვდა სახალხო მოძრაობის პარტიას, რომელმაც 53 ადგილიდან 41 მოიპოვა. დანარჩენი ადგილები მაოისტ კომუნისტებს ერგოთ. სახალხო მოძრაობის პარტიამ პრემიერ-მინისტრად თავისივე დამაარსებელი, 35 წლის ლი კუან იუ დანიშნა. მან იურიდიული განათლება ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო. სახალხო მოძრაობის პარტია სწორედ ლის მიერ იყო დაარსებული 1954 წელს.

მრავალი მკვლევარი თანამედროვე სინგაპურს თავიდან ბოლომდე ლი კუან იუს ქმნილებად მიიჩნევს, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლი 31 წლის განმავლობაში (1959-1990წწ.) იმყოფებოდა. ის ისე აყალიბებდა და მართავდა ქვეყანას, როგორც, მაგალითად, ჰენრი ფორდი - თავის საავტომობილო კომპანიას. სწორედ ამიტომ შეარქვეს ლის „კორპორაცია სინგაპურის დიზაინერი”.

1990 წლიდან ლი მთავრობის კაბინეტის საპატიო მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველია. ქვეყნის წინსვლისათვის და ნებისმიერი საქმის წარმატებისათვის იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა განათლების, დისციპლინის, მუშაობის ეთიკისა და ეთნიკური ტოლერანტობის მნიშვნელობას. თუმცა, იმისათვის, რომ გავიგოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური პროგრესის რეალური მიზეზები, აუცილებელია ლის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებლობის საწყის წლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესწავლა-გააზრება.

სინგაპურიდან ბრიტანეთის წასვლის შემდეგ ქვეყანა ბუნებრივი რესურსების გარეშე დარჩა. ამის გამო იყო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ ხანებში, ლის მთავრობამ მალაიზიის ფედერაციასთან მიერთება გადაწყვიტა (1963წ.), თუმცა მათ კავშირს 2 წელზე მეტ ხანს არ უარსებია, რადგან სინგაპურის მაოისტი კომუნისტების შიშით მალაიზიამ სინგაპურს ფედერაციიდან გასვლა აიძულა. ამგვარად, 1965 წლიდან სინგაპური მარტოდმარტო უნდა გამკლავებოდა უამრავ გამოწვევას. თავდაპირველად ლი ცდილობდა, მიეხედა ყველაზე საგანგაშო პრობლემებისათვის. ჯერ ერთი, სინგაპურს დამოუკიდებლობა თავდაცვის გაძლიერებით და საერთაშორისო აღიარების მოპოვებით, გაეროში შესვლის გზით უნდა დაეცვა. მეორეც, სინგაპურს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა მეზობელ ქვეყნებთან, ხშირი იყო დაპირისპირება სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ადგილი ჰქონდა ტერაქტებს მეზობელი ინდონეზიის ტერიტორიიდან შემოღწეული სამხედრო ფორმირებების მხრიდან. პოლიტიკურად და ეკონომიკურად არასტაბილური მდგომარეობა მოითხოვდა კანონების ჩამოყალიბებას.

პრემიერის კაბინეტმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტრო.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

უმწვავესად იდგა ეკონომიკის პრობლემები. ცხოვრების დონით (გაზომილი საშუალო რეალური მშპ-ს მიხედვით) იმჟამინდელი სინგაპური თითქმის 2-ჯერ ჩამოუვარდებოდა დღევანდელი საქართველოსას. ამასთან, ბრიტანელების ჯერ კიდევ მოქმედი სამხედრო ბაზა სინგაპურის მშპ-ის 20%25-ს ქმნიდა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოძებნილიყო ამ ბაზის მოახლოებული გაუქმების შემდეგ უმუშევრად დარჩენილი ხალხის დასაქმების გზები (მით უფრო, რომ ამის გარეშეც, უმუშევრობის დონე უკვე 14%25-ს აღემატებოდა!). წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნებოდა. პრობლემას ართულებდა ისიც, რომ სინგაპურის მთავრობის მიერ 1959-65 წლებში გატარებულმა, იმ დროს მსოფლიოში გავრცელებულმა, მაგრამ ძირეულად მცდარმა „იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკამ”, კიდევ უფრო შეასუსტა ქვეყნის კონკურენტუნარიანობა.

განსაცდელში მყოფ ლი კუან იუს და მის ხელისუფლებას მისმა მრჩეველმა, ჰოლანდიელმა ეკონომისტმა, ალფრედ ვინსემიუსმა კურსის რადიკალური შეცვლისაკენ მოუწოდა. ახალი გეგმის მიხედვით, სინგაპურს მკვეთრად უნდა შეემცირებინა სავაჭრო ბარიერები; სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით, ხელი შეეწყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის; მთავრობას მეტი გასაქანი უნდა მიეცა თავისუფალი ბაზრისათვის და იმავდროულად, თავი შეეკავებინა დეფიციტური ხარჯვის ქეინსური პოლიტიკისაგან, რაც მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტის მქონე პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა და არა გრძელვადიანი წარმატების მომტანი. საკუთრების უფლებათა დაცვა და საერთოდ, კანონის უზენაესობა ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი და მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა ყოფილიყო; კორუფციასთან ყველა დონეზე, განსაკუთრებით კი - ხელისუფლების ზედა ეშელონებში უკომპრომისო ბრძოლა ცხადდებოდა. პარალელურად, სინგაპურს უნდა გაეტარებინა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა დაბალი ინფლაციის უზრუნველსაყოფად და ამ კურსიდან არასოდეს გადაეხვია.

და მართლაც, 1966 წლიდან სინგაპურმა აირჩია მკაფიოდ გამოხატული, თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული კურსი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ტრანსნაციონალური კომპანიების მეშვეობით უცხოური ინვესტიციების მოზიდვისაკენ იყო მიმართული. იმ დროს გაბატონებული შეხედულებით, დიდ მრავალეროვნულ კორპორაციებს (MNC) დაბალგანვითარებული ქვეყნების მიმართ საკუთარი ეგოისტური ინტერესები ამოძრავებდათ, რაც ადგილობრივი მშრომელების ექსპლუატაციითა და ქვეყნის გაძარცვით სრულდებოდა. სინგაპურის ხელისუფლებამ მალე მოიშორა თავიდან ამგვარი დოგმები და გამოსცა „ეკონომიკის სტიმულირების აქტი”, რომლის ძალითაც 5-დან 10 წლამდე ვადით კაპიტალის უკუგების, მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან თავისუფლდებოდნენ ერთდროულად, როგორც ადგილობრივი start-up კომპანიები, ისე უცხოური მულტინაციონალური კომპანიები, რომლებიც სინგაპურში სოლიდურ ინვესტიციებს განახორციელებდნენ. ქვეყანაში MNC-ების მოზიდვით, სინგაპური იმედოვნებდა, დასაქმების ზრდით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, მენეჯერული, ადმინისტრაციული გამოცდილების შეძენითა და ადამიანური კაპიტალის განვითარებით სარგებელი ენახა. პროფკავშირები, რომლებიც არაადეკვატური მოთხოვნებითა და მუდმივი გაფიცვების ორგანიზებით კანონს ხშირად არღვევდნენ და, რაც მთავარია, აფრთხობდნენ ინვესტორებს, გაუქმდა და მათი ლიდერების დიდი ნაწილი დააპატიმრეს. ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფომ ხელფასების დარეგულირება ბაზარს მიანდო და დამსაქმებლებს მეტი თავისუფლება მისცა მუშახელის დაქირავებისა და სამსახურიდან დათხოვნის საკითხში.

პარალელურად, ლი კუან იუს პირადი ინიცირებით, მიმდინარეობდა სასამართლოს ძირეული რეფორმა. გაუქმდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც ბრიტანული რეჟიმიდან იყო შემორჩენილი და გულისხმობდა მსაჯულთა 7-კაციანი ჯგუფის მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით განაჩენის გამოტანას ნებისმიერ დანაშაულზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ბრიტანელი მოხელის, ალენ როუზის ნაცვლად დაინიშნა ვი ჩონ ჩჟინი - კემბრიჯში განათლებამიღებული, საზოგადოებაში უმწიკვლო რეპუტაციის მქონე იურისტი, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე ხანგრძლივი სამსახურის მანძილზე (მან თანამდებობა ლი კუან იუსთან ერთად, 1990 წელს დატოვა) ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორებს არასოდეს შეჰპარვოდათ ეჭვი სინგაპურის ტერიტორიაზე მათი კუთვნილი ქონების დაცულობაში. ალფრედ ვინსემიუსისა და ლი კუან იუს მიერ ერთობლივად შემუშავებული სქემით, განსაკუთრებული სიფრთხილითა და მზრუნველობით უნდა მოპყრობოდნენ ნებისმიერ ინვესტორს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სინგაპურში დიდ კაპიტალდაბანდებას განახორციელებდა. არ უნდა დაშვებულიყო ისეთი პრეცედენტი, რომ პატიოსან ბიზნესმენს უსამართლობის განცდა დარჩენოდა. სამართლიანობა და კანონის უზენაესობა  უპირველესი პრინციპი ყველა დონეზე - ასეთი იყო ლი კუან იუს მთავრობის რეალური ნება! (ალბათ სწორედ აქაა საძიებელი უმთავრესი განსხვავება 1970-იანი წლების სინგაპურსა და დღევანდელ საქართველოს შორის: „საკუთრების უფლებათა დაცვის ინდექსის” მიხედვით შედგენილ ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგში, 2010 წლის მონაცემებით, სამარცხვინო 113-ე ადგილი სრულიად შეუფერებელია და მნიშვნელოვნად აკნინებს ჩვენი ქვეყნის რეალურ წარმატებებს, მიღწეულს ბიზნესის კეთების სიიოლის, ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა, თუ რეფორმების კუთხით!)

ამ პოლიტიკის დაწყებიდან საკმაოდ მოკლე დროში მრავალმა MNC-მ ფართოდ გაშალა თავისი საქმიანობა სინგაპურში. მათ შორის პირველი „მერცხალი” იყო Texas Instruments-ი, შემდეგ მას მალე მოჰყვნენ - National Semiconductor-ი, Hewlett-Packard-ი. 1970 წელს General Electric-მა სინგაპურში ერთბაშად 6 ქარხანა გახსნა. ასე მოიზიდეს ასობით მსხვილი კომპანია - დაწყებული საწარმოო ფირმებით (1970-იანი წლები) და დამთავრებული საფინანსო მომსახურების ფირმებითა (1980-იანი წლები) და მაღალტექნოლოგიური კომპანიებით (1990-იანი წლები). 2000 წლის ბოლოსთვის სინგაპურში დაგროვილი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 114 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. „სითიბენქ სინგაპურის” ამერიკელი მმართველის შეფასებით, „სინგაპური, თავისი მოქნილი და ეფექტიანი მთავრობით, არის ქვეყანა, სადაც ყველას წარმატებით შეუძლია ბიზნესის კეთება. აქ არ არის ბიუროკრატია. მთავრობა მუშაობს, როგორც კარგად შეზეთილი მექანიზმი”. 1971 წელს, როცა დასრულდა ბრიტანული სამხედრო ბაზის ლიკვიდაცია, სინგაპურს თითქმის აღარ აწუხებდა უმუშევრობის პრობლემა, რადგან მოზიდულმა დიდმა ინვესტიციებმა უზრუნველყო იმაზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ვიდრე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე დასაქმებული ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ.

ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ფინანსური სისტემის სტაბილურობას. სინგაპურმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ცენტრალურ ბანკზე და მის ნაცვლად სავალუტო საბჭო შეექმნა. საბჭო ეროვნული ფულის, სინგაპურული დოლარის კურსს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების სავალუტო ერთეულებისაგან შედგენილი შეწონილი კალათის მიხედვით დაადგენდა და ჭარბი ემისიის პრაქტიკას არასოდეს გამოიყენებდა. დროის ნებისმიერ პერიოდში მიმოქცევაში იმდენი სინგაპურული დოლარი უნდა გაეშვათ, რა ღირებულების სავალუტო შემოსავალიც შევიდოდა სინგაპურის ეკონომიკაში შესაბამის პერიოდში. ამგვარმა მკაცრად განსაზღვრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ სინგაპური არაერთხელ გადაარჩინა მსოფლიოს ფინანსური კრიზისების შტორმებს, მიუხედავად მისი უკიდურესად გლობალიზებული ეკონომიკისა. ამ პოლიტიკის შედეგი ნათლად ჩანს შემდეგ გრაფიკზე:

საშუალო რეალური შემოსავლების შედარება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით:

სინგაპური განვითარების ტემპებით აშკარად ჯაბნის სხვებს

0x01 graphic

საშუალო რეალური მშპ 1965 წელს სინგაპურთან შედარებით არგენტინას თითქმის 2-ჯერ უფრო მაღალი ჰქონდა, მალაიზიას კი დაახლოებით თანაბარი (რაც იმავდროულად, მსოფლიოს ანალოგიურ მონაცემთან ახლოს იყო); დღესდღეობით კი, როგორც ეს გრაფიკიდან ჩანს, სინგაპურის მაჩვენებელი რამდენჯერმე აღემატება თითოეულ შესადარ მნიშვნელობას. ეს სწორედ მისი სწორი პოლიტიკის შედეგია.

0x01 graphic

გავრცელებული აზრია, თითქოს სინგაპური ნახევრად ავტორიტარული სახელმწიფო იყო, რამდენადაც ლი კუან იუ მას 31 წლის განმავლობაში მართავდა. თუმცა ფაქტია, რომ ის რთული პოლიტიკური საარჩევნო სისტემა, რომელიც სინგაპურში მოქმედებდა, არცთუ იოლად უზრუნველყოფდა მისთვის პრემიერ-მინისტრის სავარძლის შენარჩუნებას. ლი და მისი სახალხო მოძრაობის პარტია არაერთხელ მონაწილეობდა ისეთ არჩევნებში, რომლის შედეგები სულაც არ იყო მათთვის წინასწარ გარანტირებული. ამდენად, ხშირი იყო ცდუნება, პოპულისტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, გადაეხვიათ ძირითადი კურსიდან და მკვეთრი ცვლილებები მოეხდინათ თავდაპირველ გეგმებში. შეიძლება ითქვას, რომ მათ გაუძლეს ყველა გამოწვევას და დარჩნენ ერთგულნი მკაცრი მონეტარული (=ფულის მასის მკაცრი კონტროლი+დაბალი ინფლაცია) და მკაცრი ფისკალური (=დაბალი გადასახადები+მინიმალური სამთავრობო ხარჯები) პოლიტიკისა.

ორივე მათგანმა არსებითი წვლილი შეიტანა სინგაპურის ხანგრძლივსა და მდგრად ეკონომიკურ ზრდაში.

პირველი მათგანის დასტურად შემდეგი გრაფიკი გამოდგება:

დაბალი ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდა

0x01 graphic

ხოლო მეორეს დამამტკიცებლად მოვიშველიებ უკანასკნელ წლებში ეკონომისტების - ჯეიმს გვორტნის, რენდელ ჰოლქომბისა და რობერტ ლოუსონის - მიერ OECD-ს ქვეყნებისათვის ჩატარებულ ეკონომეტრიკულ კვლევას, სათაურით: „The Scope of Government and the Wealth of Nations”, სადაც დამტკიცებულია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკური ზრდის ტემპები უფრო მცირეა იმ ქვეყნებში, სადაც მთავრობის ხარჯები მაღალია.

მცირე მთავრობა=რეალური მშპ- მაღალ ზრდის ტემპებს

0x01 graphic

მთავრობის ზომა

ჰორიზონტალურ ღერძზე „მთავრობის ზომით” ნაჩვენებია საბიუჯეტო ხარჯების %25-ული წილი ქვეყნის მშპ-ს მიმართ, ხოლო ვერტიკალურზე - შესაბამისი ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპები 1960-დან 1996 წლებში (კვლევა ეფუძნება ამ პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებს). როგორც ვხედავთ, სინგაპური იმ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება, რომელნიც ყველაზე დაბალი „მთავრობის ზომითა” და მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩევიან. სიზუსტისათვის, აქვე აღვნიშნავ, რომ სინგაპური თავისი მთავრობის მინიმალური ზომებით გამორჩეულია თვით OECD-ს ქვეყნებისგანაც - მისი ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ს მიმართ არასოდეს აღემატებოდა 20%25-ს და უმეტესწილად 12-15 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა!

ცხადია, ეს ისე უტრირებულად არ უნდა გავიგოთ, თითქოს მთავრობის ნულოვანი ხარჯები (ანუ, რაც ფაქტობრივად, მთავრობის არარსებობას, ან ანაზღაურების გარეშე მომუშავე მთავრობას გულისხმობს) ყველაზე მაღალ ზრდას გამოიწვევს. არა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თუ მთავრობის სურვილია, იყოს ეფექტიანი, მხოლოდ იმ საქმიანობების ხარჯები უნდა აიღოს თავის თავზე, რასაც ბაზარი თავს ვერ გაართმევს. ასეთი საქმიანობები კი სინამდვილეში, ძალიან ცოტაა - იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე ეს მრავალი ქვეყნის ხელისუფალთ (მათ შორის - საქართველოშიც!) წარმოუდგენიათ.

ბოლოს კი აღვნიშნავ, რომ სინგაპური დღესაც ერთგულია საკუთარი სამოქმედო პრინციპებისა: მისი მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე მცირე ხარჯებით გამოირჩევა მსოფლიოში - 2010 ფისკალური წლის გეგმის მიხედვით, მთლიანი სამთავრობო ხარჯები 16,7%25 იყო მშპ-ს მიმართ; ფინანსური სისტემა დღესაც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია მსოფლიოში; კანონის უზენაესობის კუთხით სინგაპური საუკეთესო ათეულში იმყოფება („საკუთრების უფლებათა დაცვის ინდექსის” მიხედვით შედგენილ საერთაშორისო რეიტინგში, 2010 წლის მონაცემებით, მე-8 ადგილი) და, ალბათ, რაც ყველაზე მთავარია, იგი დღესაც ახერხებს, იყოს უცხოელ ინვესტორთათვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი მსოფლიოში. 2004 წლიდან სრულიად გაუქმებულია კაპიტალის უკუგების გადასახადი, აღარ იბეგრება უცხოელთა მიერ სინგაპურში გამომუშავებული ნებისმიერი სახის შემოსავლები; ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მაგალითად, ცნობილ შვეიცარიულ ფინანსურ კომპანიას, Credit Suisse-ს, მიეღო გადაწყვეტილება, სათავო ოფისი სწორედ სინგაპურში გადაეტანა!

7 მატლის წელიწადი

▲ზევით დაბრუნება


დევიდ . სმი|სვეტი

0x01 graphic

რამდენიმე დღეში კურდღლის წელიწადს შევეგებებით, ვეფხვისას კი გავაცილებთ. თუმცა შეგვიძლია 2010 წელს - და 2011-საც - მატლის წელიწადი ვუწოდოთ. Stuxnet-ი და Wikileaks-ი ორი მაგალითია იმისა, თუ როგორ შემოაღწევს ხოლმე მატლი - კომპიუტერულიც და ადამიანურიც - ჩვენს ცხოვრებაში. შედეგებს 2011 და შემდგომი წლების განმავლობაში სამ დონეზე - ტექნიკურ, ადამიანურსა და ისტორიულზე - ვიგრძნობთ.

გასულ ზაფხულს, ვიღაცამ აშკარად შეიტანა Stuxnet-ის მატლი - სუპერკიბერიარაღი - ირანის ზოგ მგრძნობიარე კომპიუტერულ სისტემაში. Stuxnet-ის სამიზნე დაპროგრამებული ლოგიკური რეგულატორი - PLC იყო, რომელიც დროში ზუსტად გაწერილ ისეთ სამრეწველო პროცესებს მართავს, როგორიც, მაგალითად, ბირთვულ რეაქტორებშია. სამიზნე PLC-ის მოძებნის შემდეგ, Stuxnet-ს მასში საკუთარი კოდი შეჰქონდა. ამით თავსაც ინიღბავდა და მის მიერ გამოწვეულ ცვლილებებსაც, რომელთა შედეგად კომპიუტერული სისტემა არასწორად მართავდა პროცესს.

Stuxnet-მა ახალი თაობის დახვეწილი მატლების დაბადება გვამცნო. ნაკლებ შესამჩნევი იყო ადამიანური მატლის როლი - ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ხომ ნებისმიერი კომპიუტერული სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. Stuxnet-ი დახურულ ქსელებში აღწევდა - ანუ, ინტერნეტთან დაუკავშირებელ ქსელებში, ე.წ. „ფლეშის” მეშვეობით, რომელსაც USB პორტში ვიღაც აერთებდა.

დაახლოებით იმავე პერიოდში, Wikileaks-მა საკუთარ ვებგვერდზე ავღანეთის ომის შესახებ პენტაგონის 77 ათასი საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა. ოქტომბერში, ინტერნეტ სივრცეში 400 ათასი დოკუმენტი გამოჩნდა ერაყის ომთან დაკავშირებით. ეს ნახევარ მილიონამდე დოკუმენტი SIPRNET-იდან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დახურული კომპიუტერული ქსელიდან იყო მოპარული.

SIPRNET-ის ტიპის დახურული სისტემა იზოლირებულია ინტერნეტთან მიერთებული ქსელებისაგან, რათა დაცული იყოს ჩინეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების კიბერშპიონებისაგან. ერთი ქსელიდან მეორეში ინფორმაციის გადასაცემად, ეს ინფორმაცია ვინმემ ელექტრონული საშუალებით ერთი კომპიუტერიდან მეორემდე საკუთარი ფეხით უნდა მიიტანოს - ზუსტად ისე, როგორც ეს ვიღაცამ Wikileaks-ისთვის გააკეთა.

აქ საქმე დახვეწილ კომპიუტერულ მატლთან არ გვქონია. ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ადამიანმა- მატლმა შეიტანა კომპაქტ-დისკი ლედი გაგას სიმღერებით, და ბევრი იარა წინ და უკან, ბევრი იმუშავა პენტაგონის მოსაწყენ დოკუმენტებში გასარკვევად. შემდეგ, როგორც ამბობენ, ამ ადამიანმა წაშალა ნეო-გლემ-როკის ჰიტები და ჩამოტვირთა პენტაგონის მოსაწყენი დოკუმენტები, რომლებიც მალე Wikileaks-ის ჰიტებად იქცა.

და ლედი გაგას თემას რომ გავყვეთ, Monster Ball Tour-ი ნოემბრის მიწურულს გაგრძელდა, როდესაც Wikileaks-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება დაიწყო.

ხელისუფლებების, ბიზნესებისა და ინდივიდების კომპიუტერიზაციაზე დამოკიდებულების ზრდასთან და საკუთარი საოპერაციო სისტემების ინტერნეტთან შესაბამისი სისტემებით ჩანაცვლებასთან ერთად, უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ხალხმა ინტერნეტში არსებულ კიბერსაფრთხეებთან გამკლავება დაიწყო. შემდეგ, მატლის წელიწადში, მათ შეახსენეს უსაფრთხოების უძველესი საფრთხის - ადამიანების შესახებ. მათი კიბერშეტევებისაგან დახურული სისტემებიც კი დაუცველია.

მატლები, რომლებმაც აშშ- ის მთავრობის ანგარიშები მოიპარეს, ალბათ, აქტივისტი მატლები იყვნენ - იმ ტიპის მეოცნებე, აშკარა ნეოანარქისტები, რომლებსაც Wikileaks-ი იზიდავს. თუმცა, ფრთხილად იყავით; აქტივისტ მატლებთან მჭიდროდ დაკავშირებული მატლის სახეობებს შორის ტერორისტი, ჯაშუში და უძველესი უხერხემლო არსებები - მოსყიდული მატლები არიან. 2011 წელს - და შემდეგაც, მათ შემოსევას უნდა ველოდეთ.

ტექნიკურ დონეზე კი ელოდეთ თქვენი სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების თანამშრომლების ვიზიტს, რომლებიც USB პორტებს, კომპაქტ-დისკის დრაივებს და დახურულ კომპიუტერულ სისტემასთან მიერთების ნებისმიერ სხვა საშუალებას დაბლოკავენ. მობილური ტელეფონები და პერსონალური კომპიუტერები აიკრძალება მგრძნობიარე ადგილებში, ხოლო ხელჩანთების თუ სხვა ჩანთების ჩხრეკა რიგით პროცედურად იქცევა. გამკაცრდება იმ ადამიანთა იდენტურობის დადასტურების პროცედურები, რომლებიც ქსელებში ერთვებიან, ასევე, მათ საქმიანობაზე კომპიუტერში მონიტორინგი.

ადამიანურ დონეზე, სამწუხაროდ, Wikileaks-ის ქურდობის ერთ-ერთი შედეგი, ერთმანეთისადმი უნდობლობის ზრდა იქნება. დიპლომატია - არა მარტო ამერიკული - უკვე საკმაოდ გაიყინა. დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობაში, გამკაცრდება უსაფრთხოების დაცვის პროცედურები, ხოლო კანონები ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე, გამჟღავნებასა და შპიონაჟზე გადაიხედება.

ამერიკაში, 9/11-ის შემდგომი ტენდენცია უსაფრთხოების სამსახურებს შორის ინფორმაციის მეტი გაზიარებისა, შეიცვლება. მონიტორინგი და კონტროლის გასაადვილებლად მონაცემების დაცვა შედარებით ვიწრო კატეგორიებად მოხდება. ეს, ალბათ, შემდეგ ადამიანურ მატლს ხელს შეუშლის - ჩამოტვირთოს გიგაბაიტები ან ტერაბაიტები იმ ინფორმაციისა, რომელიც უშუალოდ მის მოვალეობას არ ეხება. მაგრამ ეს ხელს შეუშლის უსაფრთხოების სფეროს მკვლევრებსაც, თავი მოუყარონ ამ დანაწევრებულ ინფორმაციას და ერთი დიდი სურათი დაინახონ, რათა რაიმე მოსალოდნელი უბედურება თავიდან აგვაცილონ.

თავისი ვებგვერდის მიხედვით, Wikileaks-ი, რომელიც ამ სტატიის წერის მომენტში კვლავ ხელმისაწვდომია, არის „მიჩქმალული და შელამაზებული უსამართლობის გამოვლენის უნივერსალური საშუალება... გამოქვეყნება აუმჯობესებს გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა კი ხელს უწყობს უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებას”. უეჭველია, რომ ამ ორგანიზაციის ბევრ მომხრეს სწამს ამ იდეალისა. მაგრამ ის, რაც Wikileaks-მა გააკეთა, არ იყო უსამართლობის გამოვლენა - ასობით ათასი საიდუმლო ინფორმაციის ინტერნეტით გამოქვეყნება ამორალური კიბერხულიგნობა იყო. შედეგად, გამჭვირვალობა კი არ მოიმატებს, არამედ შემცირდება. გილოცავ, Wikileaks!

და ბოლოს, ამ ყველაფერს ერთი მისასალმებელი, ისტორიული შედეგი მოჰყვა. ის ანგარიშები, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოში ამერიკის საელჩო თბილისიდან ვაშინგტონში გზავნიდა, ადასტურებს იმას, რაც ზოგმა ჩვენგანმა დიდი ხანია იცოდა - საქართველოს თავს რუსეთი დაესხა! ვნახოთ, როგორ გაანალიზდება ეს ინფორმაცია მომავალ, მატლის წელიწადს.

8 ვარდების ომი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ავთო ქორიძე

0x01 graphic

ლაჟვარდოვანი სანაპიროს (ფრანგული რივიერა) მზიანი ამინდი, ულამაზესი ზღვა და გრილი ზაფხული ყველა ტურისტისათვის ნამდვილი სამოთხეა. ლანკაშირში, ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში გისბურნის პატარა, ტალახიანი სოფელი კი ევროპელებისთვის ჯოჯოხეთის მოდელია. თუმცა ავტომობილი ორივეგან თანაბრად თავდაჯერებულად და ელეგანტურად დადის.

ეს ფრანგული ავტომწარმოებელ Renault-ის რეკლამაა. ვიდეორგოლმა ბრიტანელებში დაინტერესება ნამდვილად გამოიწვია, თუმცა არა Renault-ის მანქანების ყოვლისშემძლეობის, არამედ ბრიტანელებისთვის შეურაცხმყოფელი ხასიათის გამო. ანტირეკლამა ნამდვილად არ გამოდგა ფრანგული კომპანიისთვის მომგებიანი. გაერთიანებულ სამეფოში Renault-ის მანქანების გაყიდვა მკვეთრად დაეცა. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა ფრანგულ-ბრიტანული სიყვარულ-სიძულვილის ურთიერთობების შესახებ.

ამ ორ ევროპელ ხალხს ერთმანეთისადმი სიძულვილისთვის არაერთი „მიზეზი” აქვთ: ის, რომ ლონდონში ჯერ კიდევ არსებობს ვატერლოოს რკინიგზის სადგური (დიდი ხნის განმავლობაში პარიზიდან ევროსტარის მატარებელი სწორედ ამ სადგურში მოდიოდა, თუმცა შემდეგ ფრანგებმა ეს დამამცირებლად ჩათვალეს და სხვა სადგური აირჩიეს). ის ხომ არა, რომ ფრანგებს უკეთესი სამზარეულო აქვთ? ან იქნებ უბრალოდ ის, რომ ბრიტანელები ერთი საათით წინ არიან მეზობლებზე?

მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ალბიონელები ხშირად საფრანგეთში მიემგზავრებოდნენ სხვადასხვაგვარი სიამოვნების მისაღებად. ფრანგები კი ბრიტანეთს სტუმრობდნენ - მათ სწავლა ან ფულის გამომუშავება სურდათ. ეს დღესაც ასეა, ფრანგების რეკორდული რაოდენობა ჩადის გაერთიანებულ სამეფოში სასწავლებლად ან კარიერის დასაწყებად, ბრიტანელები კი აგარაკებს საფრანგეთში ყიდულობენ. 2000 წლისათვის საშუალოდ 12 მილიონი ბრიტანელი წელიწადში ერთ კვირას საფრანგეთში ატარებდა, ისინი ამ ქვეყანაში დაახლოებით 600 ათას სახლს ფლობენ.

ფრანგები ხშირად დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ქიშპობას რომისა და კართაგენის დაპირისპირებას ადარებენ. შედარებაში კართაგენი ხარბ კოლონიალისტად არის დახატული - ის საბოლოოდ დაეცა. რომი კი კულტურული და ინტელექტუალური ცენტრია, რომელიც აყვავებას განაგრძობდა. კართაგენი ზღვების ტირანი და უშნო კომერციული ცივილიზაციის შემქმნელია, საპირისპიროდ რომი უნივერსალური წესრიგის, ფილოსოფიის და დასავლური კულტურის შემოქმედად გვევლინება.

ინგლისელები პირველად გალმა ბიძაშვილებმა მაშინ „დაჩაგრეს”, როდესაც 1066 წელს უილიამ დამპყრობელმა და ნორმანების ჯარმა სრუტე გადალახა და ანგლო-საქსების მეფე ჰაროლდი დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ინგლისელს არ უყვარს აღიარება, ნორმანების დამპყრობლურმა ომმა კუნძულზე ბევრი სიახლე შემოიტანა. ინგლისურმა ენამ ტრანსფორმაცია განიცადა, კულტურა აღორძინდა და სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ბევრ ტრადიციას.

ორი ქვეყნის ურთიერთობაში მეგობრობა და მტრობა ერთმანეთს ენაცვლებოდა. ომიანობა ისეთივე წარმატებით აყალიბებდა ორივე კულტურას, როგორც მშვიდობიანი პერიოდი. ასწლიანი ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აზენკურთან ბრძოლა იყო. ამ დროისათვის ინგლისელების ყველაზე ძლიერი იარაღი მათი მშვილდ-ისარი იყო. ლეგენდის მიხედვით, ფრანგი ჯარისკაცები ამბობდნენ, რომ ყველა გადარჩენილ მშვილდოსანს ისრის სასროლად საჭირო ორ თითს (საჩვენებელ და შუა თითს) მოტეხდნენ. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ კი ინგლისელი მშვილდოსნები მტერს სწორედ ამ ორ თითს აჩვენებდნენ. ამის შემდეგ ეს ჟესტი ინგლისურენოვან ქვეყნებში შეურაცხმყოფელ ნიშნად იქცა.

შემდეგი კულტურული ომი რელიგიურ რეფორმაციასთან იყო დაკავშირებული. ამ ომის დროს, ინგლისელი კათოლიკეები საფრანგეთში, ფრანგი ჰუგენოტები კი ინგლისში გარბოდნენ.

საფრანგეთსა და ინგლისს შორის კულტურული განსხვავებები კარგად ჩანს ამ ქვეყნების ლიდერებს შორის ურთიერთობაში. ერთ-ერთი ბრძოლისას გაერთიანებული სამეფოს ფლოტის ერთ-ერთ მეთაურს ფრანგი კოლეგისთვის უთქვამს: თქვენ, ფრანგები ფულისთვის იბრძვით, ჩვენ, ბრიტანელები კი ღირსებისთვისო. ფრანგი არ დაბნეულა და უპასუხია, ადამიანი იმისთვის იბრძვის, რაც ყველაზე მეტად აკლიაო.

0x01 graphic

0x01 graphic

ფრანგ და ინგლისელ ლიდერებს ერთმანეთი არასდროს უყვარდათ. თუმცა მეოცე საუკუნეში როცა საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ორივე ქვეყნის მმართველი ცდილობდა, თავიდან აეცილებინა პოლიტიკური თუ კულტურული სადავო საკითხები. „გენერალ დე გოლთან საუბრისას არასდროს  ვთვლიდი, რომ ვატერლოოს ხსენება რამე სასიკეთოს მოიტანდა. ისიც ძალიან ტაქტიანად უდგებოდა ჰასტინგის ბრძოლას”, ამბობდა ჰაროლდ ვილსონი.  ჩერჩილი მიანიშნებდა, რომ ლორენის ჯვარი ყველაზე მძიმე იყო, რაც კი ოდესმე უტარებია. მაგრამ ის ნამდვილი ფრანკოფილი იყო, მას ესმოდა, რომ საფრანგეთის გადარჩენა ინგლისის არსებობისათვის მნიშვნელოვანი იყო. დე გოლი, ჩერჩილის საპირისპიროდ, ანგლოფილი არასდროს ყოფილა, მას ერთადერთი, ინსტინქტური მიზანი ჰქონდა - თვითგადარჩენა.

თუ XVIII-XIX საუკუნეების ინდუსტრიულმა რევოლუციამ გაერთიანებული სამეფო ეკონომიკურ გიგანტად აქცია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის ჯერი დადგა. შემდეგი 30 წლის განმავლობაში, რომელიც ბრწყინვალე ოცდაათწლედის სახელით არის ცნობილი, საფრანგეთი სტაბილური ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდა. დე გოლმა საფრანგეთს საკუთარი თავის პატივისცემა დაუბრუნა, შექმნა ახალი კონსტიტუცია და საფუძველი დაუდო გერმანიასთან განსაკუთრებულ ურთიერთობას. ეს საფრანგეთს კონტინენტურ ევროპაზე გავლენის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა. დიდი ბრიტანეთი კი ამ დროს - ნაწილობრივ საკუთარი სურვილის გამო, ევროპული საზოგადოების მიღმა დარჩა. გაერთიანებულ სამეფოს ამ დროს ეკონომიკური კრიზისიც აწუხებდა, რომლის აღმოფხვრაც 1980 წლებამდე და მარგარეტ თეტჩერის გამოჩენამდე ვერ მოხერხდა.

დეკონსტრუქციონიზმის ფრანგული იდეის პოპულარობა, დღევანდელ დიდ ბრიტანეთში მხოლოდ ბოლო ეპიზოდია, იმ კულტურული გაცვლა-გამოცვლების სერიებში, რომლებიც ამ ქვეყნებს შორის საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა. მაგალითად, ვოლტერი და მონტესკიე ლონდონში ჩასვლის შემდეგ განცვიფრებულნი იყვნენ, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე პოლიტიკაში ინგლისური თავისუფლებით. ვოლტერმა ბრიტანული განმანათლებლობის იდეები საფრანგეთში ჩაიტანა.

პარიზი კი ყოველთვის იყო ბრიტანელი პოეტების და მწერლების მუზა. ელიოტი და ბატლერი ფრანგული ლიტერატურის გავლენას განიცდიდნენ და ამით ამაყობდნენ კიდეც. ფრანგი პოლიტიკოსები და ფინანსისტები მუდმივად ბრიტანულ მოდელს შეჰყურებდნენ.

კულინარული ომები კი დღესაც არ წყდება. ფრანგები დიდი ხნის მანძილზე ინგლისურ სამზარეულოს საშინელებად აღიქვამდნენ და არც ბრიტანელებისთვის გამოიყურებოდა ფრანგული ბაყაყი მადისაღმძვრელად. მეთვრამეტე საუკუნეში კი ფრანგული და ბრიტანული სამზარეულო თანასწორად აღიქმებოდა. არსებობს ფრანგულ სამზარეულოზე ინგლისურის გავლენის ნიშნებიც: ფრანგულად შემწვარი კარტოფილი (French Fries) პარიზში უელინგტონის ჯარმა ჩამოიტანა.

დღევანდელი საფრანგეთი მოდის დედოფალია. თანამედროვე პარიზული მოდის დამაარსებელი და პარიზის მსოფლიოს მოდის ცენტრად ქცევის მამამთავარი ჩარლზ ფრედერიკ უორსი კი ინგლისელი იყო.

ფრანგებსა და ბრიტანელებს ერთმანეთის შესახებ ბევრი სტერეოტიპი ჩამოუყალიბდათ: ინგლისი ინდუსტრიულია, საფრანგეთი კი აგრარული, ინგლისი პრაგმატიზმის და კომერციული აზროვნების სახეა, საფრანგეთი - გემოვნებისა და რაციონალიზმის სინონიმი. ინგლისელ ქალებს ცუდი კბილები აქვთ, ფრანგი კაცები კი ზედმეტად ქალურები არიან. ინგლისელები ბევრს სვამენ, ფრანგები კი ბევრს ფიქრობენ. ბრიტანელები მანდილოსნების კამპანიაში არაკომფორტულად არიან (ამის მიზეზად ფრანგები ბრიტანელების ერთსქესიან სკოლებს ასახელებენ), ფრანგები კი ქორწინების გარეთ ურთიერთობებში არიან ჩართულნი.

რა თქმა უნდა, სტერეოტიპები ზედმეტად გამარტივებული შეხედულებებია, რომელთა უმრავლესობაც შეიძლება არასწორიც იყოს. თუმცა ისინი ნათლად გამოხატავენ ამ ორ ევროპულ კულტურას შორის არსებულ ათასწლოვან ქიშპს. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ევროპული ისტორიის აისიდან ერთმანეთთან ურთიერთობენ. პირველი ტელეგრაფის ხაზი 1850 წელს, პარიზსა და ლონდონს შორის შეიქმნა. როგორც ჩანს, ამ კომუნიკაციამ ფრანგებსა და ბრიტანელებს შორის სრული ჰარმონია ვერ შექმნა. თუმცა დაბადა კონკურენცია, რომელიც დასავლური კულტურის საფუძველია.

ევროპული კულტურის საფუძვლები ამ ორ ქვეყანას შორის საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე კულტურული ომების შედეგად ჩამოყალიბდა. სწორედ ამ ურთიერთობებში შეგვიძლია ვეძებოთ პასუხები დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

9 მიუნხენი 2008?

▲ზევით დაბრუნება


გიორგი კანდელაკი|სვეტი

0x01 graphic

ერთადერთი გაკვეთილი, რაც კაცობრიობამ ისტორიიდან ისწავლა, არის ის, რომ მან ვერ ისწავლა ვერანაირი გაკვეთილი

ბერნარდ შოუ

რუსეთთან დამოკიდებულების შედარება 1930-იან წლებში ნაცისტური გერმანიის მიმართ გამომუშავებულ პოზიციასთან, დასავლურ პოლიტიკურ დისკურსში მკრეხელობადაა მიჩნეული. საქართველოს მეგობარი ლიდერების მიერ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მორიდებული, პარალელის გავლება მიუნხენის 1938 წლის კონფერენციასთან და იმდროინდელ „დაყვავების პოლიტიკასთან” დასავლეთ ევროპელთათვის, უკეთეს შემთხვევაში, ღიმილის მომგვრელია. გამონაკლისი მხოლოდ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი გახლავთ, გამონაკლისი, რომელიც წესს ადასტურებს. გავრცელებული აზრით, ნებისმიერი პარალელი უმართებულოა, რადგან მაშინდელი და დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკა ერთიმეორისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. მეორე მსოფლიო ომის მწარე გაკვეთილების შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობა აღიჭურვა სამართლებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტების, ინსტიტუტებისა და ნორმების მთელი არსენალით, რათა არაფერი მსგავსი აღარ განმეორდეს. ეპოქებს შორის სხვაობა რომ უზარმაზარია, უდავოა. თუმცა არის კი ყველა ის დინება და ინსტინქტი, რომელმაც მშვიდობისადმი მაშინდელი სწრაფვა მსოფლიო ომის საფუძვლად აქცია, ნამდვილად გამქრალი?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია თვალი გადავავლოთ თუ მაინც რა მოხდა 1938 წელს მიუნხენში. რატომ გადაწყვიტეს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა ცენტრალურ ევროპაში ერთადერთი დემოკრატიული სახელმწიფოს, ჩეხოსლოვაკიის, ჰიტლერის ხახაში ჩაგდება და რატომ შეუწყვეს ხელი მსოფლიო ომს მისი აღკვეთის ნაცვლად.

0x01 graphic

1930-იან წლებში, განსაკუთრებით კი ვაიმარის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატია დღითი დღე კარგავდა პოპულარობას. ამ სიტუაციაში, როცა თვით ბრიტანეთშიც გაჩნდნენ ნაციზმის მხარდამჭერები, არადემოკრატიულ ცენტრალურ ევროპაში ჩეხოსლოვაკია წარმოადგენდა ნამდვილ დემოკრატიულ კუნძულს. მას ახლო ურთიერთობები აკავშირებდა არა მხოლოდ იმ დროის ყველა დემოკრატიასთან, არამედ სამხედრო ალიანსიც გააჩნდა საფრანგეთთან, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის ნაკვალევზე საკუთარ წარმოქმნას უმადლოდა.

1938 წელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომის დაწყება სულაც არ ეჩვენებოდათ გადაწყვეტილ საქმედ. მართალია, უკვე აღარანაირ ეჭვს არ იწვევდა გერმანიის სათავეში მოქცეული ნაცისტური პარტიის რასისტული და ძალადობრივი ბუნება, მაგრამ ჯერ კიდევ სახეზე იყო სულ ოცი წლის წინ დასრულებული პირველი მსოფლიო ომის გაუგონარი მასშტაბის მსხვერპლისა და ნგრევის კვალი. თან ჯერ ჰიტლერი არც ერთ მეზობელს თავს არ დასხმოდა და არც ინდუსტრიული სიკვდილის მანქანა მოეყვანა მოქმედებაში. ლონდონის სხვადასხვა წრეებში ხშირად გაიგონებდით კითხვას „ვის სურს მოკვდეს შორეული ქვეყნისთვის, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით?”. ევროპელ ლიდერებსა და კომენტატორებს არც ჰიტლერის მიერ ეკონომიკასა და წესრიგის დამყარებაში მიღწეული წარმატებები გამოჰპარვიათ.

ჩეხოსლოვაკიისადმი დემოკრატიული ქვეყნების დამოკიდებულებას ფიურერი თავისი სამომავლო ამბიციებისთვის ლაკმუსის ქაღალდად მიიჩნევდა. მისდა გასაოცრად, გებელსის პროპაგანდის მიერ შეთხზული მითები და პროვოკაციები ბრიტანეთისა და საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრისა და მედიისთვის სულაც არ აღმოჩნდა თეთრი ძაფით ნაკერი. ერთი სიტყვით, ჰიტლერმა სწორად დაიჭირა ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავარი ინსტინქტი: გერმანიასთან დაპირისპირების თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად.

0x01 graphic

SD-ს და სხვა გერმანული სპეცსამსახურების მიერ დადგმული პროვოკაციები, „მოძალადე ჩეხების მიერ სუდეტელი გერმანელების დარბევის” ინსცენირებით, დაყვავების პოლიტიკის მომხრეთა ხელში სასურველ არგუმენტად იქცა. იმდენად მიმზიდველი იყო ჩეხების წინდაუხედაობის და არაცივილიზებული ქცევის თეორიის დაჯერება, რომ სულ მალე მოვლენათა სწორედ ამგვარი ინტერპრეტაცია ბრიტანულ პრესაში ნორმად იქცა. 1938 წლის ივნისში Times-ი პირველ გვერდზე წერდა: „ჩეხოსლოვაკიის გერმანელებს საშუალება უნდა მიეცეთ - პლებისციტით თუ სხვაგვარად - გამოეყონ ჩეხოსლოვაკიას და შეუერთდნენ რაიხს”.

ევროპის უაპელაციობით ფრთაშესხმულმა ჰიტლერმა შემდეგი ნაბიჯი უმალ გადადგა: სუდეტელი გერმანელების პარტიის ლიდერ კონრად ჰაინლაინს მისცა მკაფიო ინსტრუქცია წამოეყენებინა ისეთი მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება ჩეხოსლოვაკიის და მისი პრეზიდენტის ედუარდ ბენეშის მხრიდან პრინციპში შეუძლებელი იქნებოდა. ჰიტლერის წარმოდგენით, რაც უნდა დამყოლი ყოფილიყო ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი სუდეტელი გერმანელების მოთხოვნათა მიმართ, რაღაც მომენტში წარმოიქმნებოდა კრიზისი, რომლის პიკზეც მოხდებოდა წინასწარ დადგმული ინციდენტი - ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის კაზუს ბელი (გერმანიის გენ. შტაბს უკვე შემუშავებული ჰქონდა ოპერაცია „გრუნი”). რაოდენ საოცარია, რომ ჰაინლაინი, რომელიც ჰიტლერს უშუალოდ ემორჩილებოდა, კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებით დაკავებულ ბრიტანელ დიპლომატებს „ზომიერ, პატიოსან და საღად მოაზროვნე” ლიდერად მიაჩნდათ. ჩემბერლენის მრჩეველი რობერტ ვანსიტარტიც კი, რომელიც დაყვავების პოლიტიკის მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა, ჰაინლაინს ახასიათებდა, როგორც გულწრფელ ადამიანს, რომელიც არ ემხრობოდა სუდეტის ტერიტორიის რაიხში შესვლას. „მგონი ეს ადამიანი სულაც არ ცრუობს, როცა ამბობს, რომ სურს ჩეხოსლოვაკიის ფარგლებში დარჩენა”, წერდა იგი ლონდონს.

და მაინც, ჰიტლერს ბოლომდე არ სჯეროდა ჩეხოსლოვაკიის ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან გაწირვა და ომისთვის გამალებით ემზადებოდა. კრიზისმა კულმინაციას უკვე მაისში მიაღწია, მაგრამ ლონდონისა და პარიზის გაფრთხილებამ იგი განმუხტა. თუმცა, ამ კრიზისის დროსაც კი, როცა ბერლინის აგრესიული ზრახვები სრულიად აშკარა გახდა, ბერლინსა და პრაღაში მყოფმა ბრიტანეთის ატაშეებმა კრიზისის წარმოქმნისთვის მთელი პასუხისმგებლობა მომავალ მსხვერპლს დააკისრეს. „სულ ეჭვი მქონდა, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც ამ ხმაურიდან სარგებელს ნახულობდა, ჩეხები იყვნენ”, იგონებდა ბრიტანეთის სამხედრო ატაშე პრაღაში. ბერლინში მყოფი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე, მასონ მაკფარლენი კი ჩეხოსლოვაკიის გენერალურ შტაბს პირდაპირ ბრალს სდებდა გერმანული საფრთხის განზრახ გადაჭარბებაში.

როგორც ბრიტანეთის პრემიერის, ჩემბერლენის კაბინეტის ერთ-ერთი წევრი იხსენებს: „[მთავრობის] სხდომაზე დაიხატა ისეთი სურათი, თითქოს, მოძალადე ჩეხოსლოვაკია კუთხეში იმწყვდევდა პატარა და მშვიდობისმოყვარე გერმანიას”. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთს მაინც მოუწია სამხედრო ხასიათის გაფრთხილების მიცემა ჰიტლერისთვის, რის შედეგად კრიზისი განიმუხტა კიდეც. მიუხედავად ამისა, ომით დაშინებული ჩემბერლენი ყველა გზას ეძებდა პოლიტიკური ვალდებულებისგან გასათავისუფლებლად. ამგვარმა „პოლიტიკურმა ნებამ” ყველა სხვა დეტალი გადაწონა. დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტი წონის მქონე პოლიტიკოსი ემხრობოდა გერმანიის მიმართ რაიმე სერიოზულ დათმობას. ავსტრიის ჩაყლაპვის შემდეგ, მრავალი ბრიტანელი დიპლომატი იზიარებდა „ყველა გერმანელის ერთ სახელმწიფოში მოქცევის იდეას”.

დაყვავების პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და თავის დროის კარგ დიპლომატად მიჩნეული ბრიტანეთის ელჩი ბერლინში, ნევილ ჰენდერსონი, რეგულარულად იღებდა ინფორმაციას სუდეტელი გერმანელებისგან „ჩეხოსლოვაკური სისხლიანი რეპრესიების” თაობაზე. საოცრად სისტემატიზებული და გამართული ინფორმაცია მას პედანტურად და რეგულარულად მიეწოდებოდა ინგლისურ და გერმანულ ენებზე. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: ჰენდერსონი დინამიურად ჩაეწერა, როგორც ლენინი იტყოდა „სასარგებლო იდიოტთა” გრძელ სიაში და ღიად დაიწყო სიმპათიების დაფიქსირება სუდეტის გერმანული პროექტის მიმართ. მაგალითად, 1938 წელს ლორდ ჰალიფაქსისადმი გაგზავნილ დეპეშაში ის „სუდეტელი გერმანელების თვითგამორკვევის უფლების ლეგიტიმურობაზე” საუბრობდა. გერმანელ მაღალჩინოსნებთან საუბრისას კი მას ერთხელ წამოსცდა, ბრიტანეთი ერთ მეზღვაურსაც არ გასწირავს ჩეხოსლოვაკიისთვისო.

ჰიტლერის მხრიდან თანამიმდევრული შანტაჟისა და „სასარგებლო იდიოტთა” აქტივობის სინთეზმა შედეგი მალე გამოიღო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვათა თანახმად, ბრიტანელთა 70%25-მა მხარი დაუჭირა პრემიერ ჩემბერლენის გერმანიაში გამგზავრებას ჰიტლერთან შესახვედრად. საბოლოოდ, „მშვიდობის სანაცვლოდ” ჩეხოსლოვაკიის დანაწევრების ჩემბერლენის მიერ წამოწყებულმა და დალადიეს მიერ ატაცებულმა იდეამ ლამის მესიანისტური ელფერი შეიძინა. ერთადერთი, ვინც ვიზიტი საჯაროდ დაგმო, უინსტონ ჩერჩილი იყო. „ეს ყველაზე ბრიყვული რამაა, რაც ვინმეს ოდესმე ჩაუდენია”, აღმოხდა მას.

დაყვავების პოლიტიკის და ჩეხოსლოვაკიის გაწირვის გამართლების ქიმერებით შეპყრობილ ევროპელ დიპლომატთა მიერ შექმნილი წარმოსახვითი სამყაროს მასშტაბები გასაოცარია: „ჩეხები ღორისთავიანი ხალხია და ბენეში ყველაზე ნაკლებად ღორისთავიანია მათ შორის”, წერდა ჰენდერსონი.

0x01 graphic

დღეს ევროპაში ბევრს აღარ ახსოვს, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, პოლონეთზე თავდასხმას, ვარშავის აჯანყებას, გაზის კამერებსა და დაბომბილ ლონდონს წინ უძღოდა მიუნხენში რუკაზე მომზირალი ჩემბერლენის, მუსოლინის, დალადიესა და ჰიტლერის კოლექტიური სურათი - „ღირსეული მშვიდობა”, როგორც ლონდონში დაბრუნებულმა ჩემბერლენმა ხმამაღლა განაცხადა.

2008 წლის ქართულ-რუსული მოვლენების და ამ ისტორიული ექსკურსის ფონზე, ლეგიტიმურია კითხვა - ნუთუ ბერნარდ შოუ მართალი იყო?

10 შესანიშნავი შვიდეული შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მედია სამყარო

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

„სად არის იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ შიდსი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის გამოგონებაა? სად არის ობამას დაბადების მოწმობა? რას იტყვით სხვა ასობით მემარცხენულ ტყუილზე, რომელიც წლების განმავლობაში გვესმის? განა Wikileaks-ი სიმართლეს მალავს და ამერიკას იცავს? - თუ ამ შეკითხვებს ამერიკის ყველაზე პოპულარული რადიოწამყვანის ჩახლეჩიხლი ხმით მოისმენთ, პასუხის ძებნის სურვილი არ გაგიჩნდებათ. რაშ ლიმბოს კითხვები იმისთვის არაა, რომ უპასუხოთ. ლიმბო კითხვებით ადანაშაულებს, კიცხავს, ამარცხებს, ანადგურებს.

სულ ბოლოს Wikileaks-მა, იქამდე 24-საათიანმა ახალმა ამბებმა, ადვილად მისაწვდომმა ინტერნეტმა ოფისებში, კაფეებში, პარკებსა და, რაც მთავარია, მობილურ ტელეფონებში, ფოტო და აუდიოჩამწერებმა იმავე ტელეფონებში და სოციალურმა ქსელმა ყველგან ჩვენ გარშემო, შეიძლება შეცვალა თანამედროვე წარმოდგენები ჟურნალისტიკაზე, მაგრამ ჯერჯერობით დიდად არ შეუცვლია იმ ადამიანების ნუსხა, ვისაც საკუთარი გამომეტყველებით, ხმით თუ დაწერილი სიტყვით ამერიკაში მასების მონუსხვა და გავლენის მოპოვება შეუძლია.

ჟურნალმა Newsweek-მა 2010 წლის ყველაზე გავლენიანი 50 პოლიტიკური ფიგურის, ძალაუფლების გარშემო მყოფი და ძალაუფლებით გამდიდრებული ადამიანების სია გამოაქვეყნა. Power 50-ის პირველი ათეული, ვისაც ყველაზე მეტი შემოსავალი ჰქონდა 2010 წელს, ვინც საკუთარი გავლენით დიდ ფულს აკეთებს და დიდი ფული მათ გავლენას აძლიერებს, ასე გამოიყურება:

რაშ ლიმბო - Talk Show- წამყვანი - 58,7 მილიონი

გლენ ბეკი - Talk Show- წამყვანი - 33 მილიონი

შონ ჰანიტი - Talk Show- წამყვანი - 22 მილიონი

ბილ 'რეილი - Talk Show- წამყვანი - 20 მილიონი

ჯონ სტიუარტი - Talk Show- წამყვანი - 15 მილიონი

სარა პეილინი - ყოფილი გუბერნატორი - 14 მილიონი

დონ აიმუსი - Talk Show- წამყვანი - 11 მილიონი

ბილ კლინტონი - ყოფილი პრეზიდენტი - 7,7

კიტ ოლბერმანი - Talk Show- წამყვანი - 7,5 მილიონი

რუდი ჯულიანი - ყოფილი მერი - 7 მილიონი და ..

პირველი, რაც საწყის ათეულში თვალში მოგხვდებათ, შესანიშნავი შვიდეულია: თანამედროვე ამერიკული მედიის ტიტანები, მრავალმილიონიანი მსმენელ-მაყურებლის მქონე მულტიმილიონერი Talk Show-ს წამყვანები.

მეორე, ასევე თვალშისაცემი ისაა, რომ შვიდიდან პირველი ოთხი მემარჯვენეა. თუ სიტყვას ცოტა შევათამაშებთ (right), შეგვიძლია მართალნი ვუწოდოთ. კონსერვატიული მოძრაობის ბეჰემოტები, ზვიგენები, გნებავთ სპილოები. ერთხელ ამ ოთხეულს 4 მუშკეტერიც უწოდეს: რაშ ლიმბო, გლენ ბეკი, შონ ჰანიტი, ბილ ო'რეილი. შვიდეულის ბოლო სამეული: ჯონ სტიუარტი ლიბერალების და ზომიერების გმირია, მემარცხენე კოვბოია დონ აიმუსი და ულტრალიბერალი შეშლილი (ასე მას მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა უწოდა) კიტ ოლბერმანი.

მესამე, დიდი დაკვირვება რომ არ სჭირდება, ეს რაშ ლიმბოს უდავო ლიდერობაა 58, 7 მილიონი შემოსავლით 2010 წელს.

0x01 graphic

ერთხელ ლიმბოს ჰკითხეს, საჯარო სამსახურში რატომ არ წახვალ ან კენჭს რატომ არ იყრიო. გულწრფელად უპასუხა, რომ რთული იქნებოდა ანაზღურების შემცირებასთან შეგუება. მისი წლიური შემოსავალი ხომ, ერთად აღებული ყველა სენატორის და კიდევ ათობით კონგრესმენის წლიურ ხელფასზე მეტია. ამბობს, რომ რაც უფრო შორს არის ვაშინგტონიდან, მით უფრო წარმატებულია. ფლორიდაში, ოკეანის პირას, პალმ ბიჩზე, როგორც მისი ბიოგრაფი ამბობს, ფაშასავით ცხოვრობს. 4 შენობა სტუმრებისთვის აქვს, მეხუთე სასახლეში თავად მეოთხე მეუღლესთან და კატასთან ერთადაა.

ამ ზაფხულს ლიმბოს ქორწინების საგაზეთო სათაურებში სერ ელტონ ჯონიც მოხვდა: ქორწილში მღეროდა.

ახლახან ლიმბომაც იმღერა: FOX-ის ანიმაციურ სერიალში „ოჯახის კაცი” („Family guy” ) ნახატი ლიმბო რესპუბლიკელების სამოთხეს უმღეროდა, სადაც „ერთ და მართალ ღმერთს ლოცულობენ და ბავშვები პიჯაკებსა და ჰალსტუხებში იბადებიან” ქვეყნის პატრიოტებად. სერიის ბოლოს არწივად გადაიქცა, ლაჟვარდებში შეინავარდა.

არ უარყოფს, რომ სიმღერისთვის არც ხმა აქვს, არც სმენა და საერთოდაც ყრუა. საბოლოოდ 2000 წელს დაყრუვდა და 2 თვე დასჭირდა ოპერაციას და იმპლანტებს, საკუთარი მსმენელების სატელეფონო ზარები ისევ რომ მოესმინა.

მსმენელი კი მთელ ამერიკაში ყველაზე მეტი ჰყავს. მის გადაცემას 650 რადიო გადასცემს და ყოველკვირეულად 15-დან 20 მილიონამდე ადამიანი უსმენს. მათ „დიტოჰედები”- კვერის დამკვრელები შეარქვა. თაყვანისმცემლები გაფრთხილებული ჰყავს: როდესაც დარეკავენ, ქება კი არ დაუწყონ, პირდაპირ უთხრან: ditto-გეთანხმები.

არც ის არის პრობლემა, თუ ვინმე არა თანხმობის, არამედ პროტესტის  გამოსათქმელად რეკავს: მტვერსასრუტის ხმა და ქალის კივილი - ეს ჩახშობის საუკეთესო საშუალებაა: რაშ ლიმბოს საწინააღმდეგო აზრის მოსმენა დიდად არ უყვარს და ასეთ ზარებს მტვერსასრუტით და ქალის კივილით აჩერებს...

ასე გრძელდება უკვე 22 წელია.

რაშ ჰადსონ ლიმბო მესამე 1951 წელს დაიბადა მისურიში, სადაც დღეს მისი სახლი ტურისტულ ტურში შედის. სკოლაში ცუდად სწავლობდა. იყო ბოისკაუტიც და არც ერთი ბოისკაუტური ჯილდო არ მიუღია. რადიოში 16 წლის მოხვდა, მამისგან ნასესხები ფულით რადიო-საინჟინრო კურსებზე მივიდა ადგილობრივ რადიოსადგურში და მალე სამაუწყებლო ლიცენზია მოიპოვა. პიტსბურგში მუსიკალური დიჯეი გახდა, ჯეფ ქრისტის ფსევდონიმით 40 საუკეთესოთა შორისაც მოხვდა. პოლიტიკით კი პირველად კალიფორნიაში, საკრამენტოს რადიოში დაინტერესდა: იქ შექმნა  პოლიტიკურად არაკორექტული პერსონაჟი ელ რაშბო. ელ რაშბო საკრამენტოდან ნიუ იორკის რადიოში გადავიდა და ნაციონალური მაუწყებლობა დაიწყო.

ელ რაშბოსთვის იდეალური პოლიტიკური პლატფორმა 17-პროცენტიან მოჭრილ გადასახადს, განკერძოებულ სოციალურ დაზღვევას, არქტიკაზე ნავთობის მოპოვებასა და ჯიმი კარტერის პასპორტის გაუქმებას ნიშნავს.

2008 წელს არჩევნებში „ოპერაცია ქაოსის” წარმოება სცადა; საკუთარ შოუში ყოველდღე მოუწოდებდა რესპუბლიკელებს დემოკრატიულ პრაიმერებში მიეღოთ მონაწილეობა და ხმა ჰილარი კლინტონისთვის მიეცათ: კლინტონ-ობამას დამღლელი წინასაარჩევნო მარათონის შენარჩუნება სურდა.

წინასაარჩევნოდ მის გადაცემაში გაშვებულ სიმღერას „ბარაკი, მაგიური ზანგი'' (Barack the Magic Negro) დიდი ხმაური მოჰყვა. ლიმბომ თავი დაიცვა, მაგიური ზანგი ისტორიულ-არქეტიპული ტერმინია და აშშ-ის კულტურაში ყოვლისშემძლე შავკანიანის მითის ნაწილი, რომელიც თეთრკანიანებმა საკუთარი დანაშაულის გრძნობის შესამცირებლად შექმნესო.

რასისა და რასიზმის თემაზე ლიმბოს შეუძლია კითხვა ასე მოატრიალოს: საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად გამოკითხული შავკანიანების 91 პროცენტი და გამოკითხული თეთრების 36 პროცენტი პრეზიდენტ ობამას საქმიანობას დადებითად აფასებს. ვინ არის რასისტი, 91 პროცენტი თუ 36 პროცენტი? პასუხის ძებნას ისევ ნუ დაიწყებთ.

პრეზიდენტის დაბადების მოწმობა, მისი დამოკიდებულება ამერიკისადმი და დემოკრატების თითქმის სოციალისტური ლიბერალიზმი ლიმბოს საყვარელი თემებია. 2009 წლის ბოლოს პირდაპირ ეთერში ნათქვამ მის სიტყვებს, რომ ობამას მარცხის იმედი ჰქონდა, დიდი მითქმა-მოთქმა და გამკიცხავი კომენტარების ზღვა მოჰყვა.

ნოემბრის არჩევნების შემდეგ ობამას დამარცხებას ახალი გეგმით ცდილობს: რესპუბლიკელებს კონგრესში თითო კვირაში თითო კანონი უნდა შეატანინოს გასაუქმებლად.

ზომიერები არ უყვარს, სენატორ მაკკეინს ყალბ კონსერვატორს უწოდებს. რეალური კონსერვატიზმი იგებს ყოველთვის, როდესაც ცდილობს, - ამბობს რაშ ლიმბო; რეალური კონსერვატიზმი მისთვის რეიგანიზმია. „ძვირფასო რაშ, დიდი მადლობა იმისთვის, რასაც კონსერვატიული იდეების მხარდაჭერისა და გავრცელებისთვის აკეთებ”, წლების წინ პირადი წერილი თავად  რონი რეიგანისგან მიიღო.

ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონსერვატორს, უილიამ ბაკლისაც განსაკუთრებულ პატივს სცემს. ერთხელ მასთან სახლში იყო მიწვეული და თქვა: დედამიწაზე ღმერთთან ყველაზე უფრო მიახლოება, შესაძლებელი უილიამ ბაკლის სახლშიაო. 

მიუხედავად ამისა, ბაკლის მთავარი წესის გაუქმება უნდა. ბაკლი ამბობდა, რომ წინასწარ არჩევნებში კონსერვატორებმა ყველაზე მეტად კონსერვატორ იმ კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი, ვისაც დემოკრატი კონკურენტის დამარცხების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

ლიმბოს წესი მარტივია: მხარი დაუჭირეთ ყველაზე მეტად კონსერვატორ კანდიდატს. წერტილი.

ლიმბოს წესი ამოქმედდა, როდესაც ჩაის წვეულების ფავორიტმა, ქრისტინ ო'დონელმა პრაიმერებში მაიკ კასტელს სძლია და შემდეგ დემოკრატთან უიმედოდ დამარცხდა.

კონსერვატიზმის საბოლოო გამარჯვებისთვის ასეთი მარცხები ლიმბოსთვის მისაღებია. ისევე როგორც იმ ჩაის მსმელთათვის, ვინც ლიმბოს იდეებით საზრდოობენ. ვირტუალური ჩაის წვეულება იმართება  მთელ ამერიკაში, როდესაც ლიმბო ეთერშია.

ობამას თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, რამ ემანუელმა თქვა, რომ ლიმბო რესპუბლიკელების ინტელექტუალური საყრდენი, მათი ხმა და ზურგია. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ მაიკლ სტილმა ემანუელს უპასუხა, რაში უბრალოდ საშუალო ტალღების უშნო გამრთობიაო. ძვირად და უამრავ ბოდიშად დაუჯდა სტილს ეს პასუხი. ლიმბოს უკან და წინ კონსერვატორების დიდი არმია დგას. მისი გავლენა კონსერვატორულ მოძრაობაზე 22 წლის წინ დაიწყო. მაშინაც, როდესაც 35 უტყუარი ჭეშმარიტების შესახებ ამცნო ამერიკას:

1. კაცობრიობის უდიდეს საფრთხეს საბჭოთა კავშირის ბირთვული არსენალი წარმოადგენს;

2. კაცობრიობის უდიდეს საფრთხეს საბჭოთა კავშირი  წარმოადგენს;

3. მშვიდობა არ ნიშნავს ბირთვული არსენალის განადგურებას;

4. მშვიდობა არ ნიშნავს ომის არარსებობას;

5. ბირთვული იარაღის თავიდან მოშორების  მხოლოდ ერთი გზა არსებობს: მისი გამოყენება.

6. მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია რუსეთის ხალხთან ურთიერთგაგებით;

7. კომუნიზმი კლავს;

8. საბჭოთა კავშირში მშვიდობა ოპოზიციის არარსებობას ნიშნავს;

9. თავისუფალი ხალხისთვის მშვიდობა  საფრთხეების არარსებობა და სამართლიანობაა;

10. ცივილიზაციის ისტორიაში ყველაზე დიდი ფეხბურთის გუნდი 1975-80 წლების პიტსბურგის სტილერია;

11. ღმერთი არსებობს;

12. ფემინიზმი არამიმზიდველი ქალების გამოგონებაა სოციალურ მეინსტრიმში მოსახვედრად;

13. სიყვარული ერთადერთი ადამიანური ემოციაა, რომელსაც ვერ გააკონტროლებ;

14. ერთადერთი განსხვავება გორბაჩოვსა და სხვა საბჭოთა  დიქტატორებს შორის ისაა, რომ გორბაჩოვი ცოცხალია.

1988 წელს შექმნილი უტყუარი ჭეშმარიტებების სია ლიმბომ 1994 წელს განაახლა; დაადასტურა, რომ ადრინდელი ჭეშმარიტებები ისევ უტყუარია და დაამატა, რომ:

1. არსებობს განსხვავებული და გამორჩეული ამერიკული კულტურა: ძლიერი ინდივიდუალიზმი, და თავდაჯერებულობა, რაც ამერიკის სიდიადეს უდევს საფუძვლად;

2. ამ ქვეყნის მდიდრების უმეტესობას სიმდიდრე  მემკვიდრეობით არ მიუღია: მათ ის მოიპოვეს. მდიდრები არიან ქვეყნის მთავარი მწარმოებლები და სამუშაო ადგილების შემქმნელები;

5. არ არსებობს ასეთი ცნება: ახალი დემოკრატი;

9 რონალდ რეიგანი მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი პრეზიდენტი იყო;

18. მე არ ვარ აროგანტული;

22. მორალი არ განისაზღვრება ინდივიდუალური არჩევანით;

35; ძალიან ბევრ ამერიკელს აღარ შეუძლია  საკუთარ თავზე სიცილი.

ელ რაშბო საკუთარ თავზე იცინის, საკუთარი თავით ტკბება და მშვიდად მაუწყებლობს პალმ ბიჩიდან, სადაც სტუდიას „სამხრეთის სამეთაურო პოსტი” დაარქვა. სიმშვიდის მიზეზიც აქვს და ტკბობის საფუძველიც: 2008 წელს Clear Channel-თან და პრემიერ-რადიოსთან 400-მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ კონტრაქტით მის რადიოშოუს 2016 წლამდე მაუწყებლობა გარანტირებული აქვს.

ჰო, კიდევ: მისი ყოველი დილა სიგარით იწყება...

ლიმბოთი აღფრთოვანებას არასდროს მალავს გლენ ბეკი - ისეთივე ბრწყინვალე, ამაზრზენი და ექსცენტრიული რადიო- და ტელეწამყვანი, როგორიც რაშია.

„როცა რაშს უნდა, რომ ამერიკას დაელაპარაკოს, საკმარისია ხელში აიღოს მიკროფონი. ისე ვერავინ იყენებს რადიოს შესაძლებლობებს ამერიკაში, როგორც ლიმბო”, - ეს აპოლოგია გლენ ბეკმა კოლეგას ჟურნალ Time-ის წლის ადამიანად ნომინირებისას მიუძღვნა. თავად გლენ ბეკს Time-ი შეშლილს უწოდებს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის Madman-ის გავლენით, ჟურნალმა Time-მა გლენ ბეკს ყდაზე ფოტო და ფურცლებზე კი მსჯელობა მიუძღვნა: კარგია თუ არა 9/12-ის პროექტის ავტორი ამერიკისთვის.

გლენ ბეკი - 33 მილიონი

0x01 graphic

9/12-ის ანუ 12 სექტემბრის დემონსტრაციების იდეამ გლენ ბეკი ჩაის წვეულების ერთ-ერთ დამფუძნებელ მამად გადააქცია.

2 წლის წინ ბეკმა 12 სექტემბერი „შემდეგი დღის” იმედით გაჟღინთა და მისი მაყურებელი და მსმენელი საპროტესტო აქციაზე ვაშინგტონში ჩამოიყვანა. კონსერვატიულმა მედიამ მილიონამდე დაითვალა. ლიბერალური მედია კი ამბობდა, რომ გლენ ბეკის დემონსტრაციაზე ლინკოლნის მემორიალთან რამდენიმე ათასი ადამიანი იყო. 9/12 წელს მეორედ გაიმართა.

ბეკის 9/12 9 პრინციპს ეყრდნობა:

1. ამერიკა კარგია;

2. მე მჯერა ღმერთის და ღმერთი ჩემი ცხოვრების ცენტრშია;

3. ყოველთვის უნდა ვცადო, რომ ვიყო უფრო პატიოსანი, ვიდრე გუშინ;

4. ოჯახი წმინდაა: მე და ჩემი მეუღლე ვართ საბოლოო ხელისუფლება და არა მთავრობა;

5. თუ დაარღვევ კანონს, ჯარიმა უნდა გადაიხადო მართლმსა ჯულება ბრმაა და არავინ არის მის მაღლა ან მიღმა;

6. მე მაქვს სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერების უფლება, მაგრამ თანაბარი შედეგები გარანტირებული არ არის;

7. მე ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ მქონდეს რაც მაქვს; რაც მაქვს, გავუზიარებ, მას გავუზიარებ, ვისაც მინდა. მთავრობა ვერ შეძლებს მაიძულოს, ვიყო ქველმოქმედი;

8. არ არის არაამერიკული, თუ არ ვეთანხმები ხელისუფლებას და მინდა ჩემი პირადი აზრის გაზიარება;

9. მთავრობა ჩემზე მუშაობს. ისინი არიან პასუხისმგებელი ჩემ წინაშე და არა პირიქით.

ეს არის პრინციპები, რომელსაც გლენ ბეკი, 45 წლის მარად დაუღლელი და ყოველთვის მოულოდნელი წამყვანი თავის სატელევიზიო და რადიოშოუებში, წიგნებსა და ინტერნეტგამოცემებში ღაღადებს.

მორმონი ბეკი ყოფილი ალკოჰოლიკია, რომელმაც შვება და გადარჩენა რწმენაში იპოვა. რელიგიამ ლიბერტარიანელი გამხადა, ამბობს ბეკი. ალკოჰოლიზმთან ერთად ყურადღების დეფიციტის სინდრომით იყო დაავადებული. სიმპტომებში დაავადებას ჰიპერაქტივობაც აქვს.

ბეკი ჰიპერაქტიურია. რადიოკარიერა რაშ ლიმბოსავით მუსიკალური დისკჟოკეობით დაიწყო. „დილის ზოოპარკის”  წამყვანი იყო, ვირტუოზი და თავდაჯერებული.

მე მეშინია და თქვენც უნდა გეშინოდეთ, - ეუბნება ის მაყურებელს. საკუთარ შიშებს ბესტსელერების ფურცლებზე, ონლაინ ჟურნალებში, ვებკასტებში, რადიო და სატელევიზო გადაცემებში ნიღბავს და ამჟღავნებს.

ეშინია, რომ დემოკრატები ამერიკაში ევროპულ სოციალიზმს დაამყარებენ. ეშინია, რომ ამერიკის პრეზიდენტს ეზიზღება თეთრი რასა. ბუშის დროს ეშინოდა, რომ რესპუბლიკელები კლავდნენ კაპიტალიზმს და თავისუფლებას. თვალი აუცრემლდება ხოლმე, თუ ამ თემებზე საკუთარ ტელეშოუში საუბრობს.

ნუ დამალავ იმას, რისიც გეშინია, ამბობს ბეკი და ერთადერთი, რისიც არ ეშინია, ემოციური სიშიშვლეა.

მისი მაუწყებლობა გართობისა და განმანათლებლობის ნარევია. ხშირად საუბრობს შეთქმულებებზე. სჯერა, რომ პრეზიდეტი ობამა ამერიკის კონსტიტუციური წყობის ძირის გამოთხრას აპირებს.

ჯერჯერობით თავად და წარმატებით მოახერხა ძირი გამოეთხარა ობამას ადმინისტრაციის რამდენიმე წევრისთვის. პირველ მის სიტყვას პრეზიდენტის მრჩეველი მწვანე სამუშაო ადგილების შექმნაში, ვენ ჯოუნსი შეეწირა. აღმოაჩინა, რომ ჯოუნსს ხელი ჰქონდა მოწერილი პეტიციაზე, რომელიც 11 სექტემბრის ტრაგედიაში ბუშის და ამერიკის სპეცსამსახურების კვალის პოვნას ითხოვდა. სადღაც ისიც გამოუჩხრიკა, როგორ ამბობდა პრეზიდენტ ობამას ფერადკანიანი მრჩეველი - თეთრები აბინძურებენ გარემოს და შავკანიანთა დასახლებებს შხამავენო.

შემდეგი იყო ანიტა დანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორი. ანიტა ტელეკომპანია Fox-ს რესპუბლიკური პარტიის დანამატს უწოდებდა და პრეზიდენტთან ინტერვიუზე უარს ეუბნებოდა. ბეკმა მოიპოვა ვიდეო, სადაც დანი სკოლის მოსწავლეებს მაო ძე დუნის სიდიადეზე ესაუბრებოდა.

ბეკის მსხვერპლთა საპატიო სიაშია AKORN-ი - თემების ორგანიზატორთა, თემ-ორგების ორგანიზაცია, რომელიც უხერხულ სკანდალში გაეხვა: პროსტიტუტად და სუტენიორად გადაცმულმა ორმა ახალგაზრდა კონსერვატორმა აქტივისტმა თემ-ორგების ადგილობრივ ორგანიზაციას არასრულწლოვანი გოგონებისთვის ბორდელის გახსნაში და გადასახადების თავიდან აცილებაში დახმარება სთხოვა. თემ-ორგების უანგარო მოწადინება - დახმარებოდნენ ახალგაზრდებს - ფარული კამერით ჩაიწერეს და ჩანაწერი გლენ ბეკის შოუს მისცეს.

სახელმწიფომ AKORN-ს დაფინანსება რადიკალურად შეუმცირა.

ბეკი, ლიმბოსგან განსხვავებით, კითხვებზე პასუხებს ითხოვს. არ ფიქრობს, რომ პასუხები ვაშინგტონშია. არც დემოკრატებთან ეძებს და არც რესპუბლიკელებთან. ამბობს, რომ პასუხი ცალკეულ პიროვნებაშია და სწორედ ეს არის ღმერთის მშვენიერება.

ღმერთს ხშირად ახსენებს. თუმცა საშინელებათა და სასპენზის თანამედროვე მეფემ, სტივენ კინგმა, ერთხელ ბეკს სატანის გონებრივად ჩამორჩენილი უმცროსი ძმა უწოდა.

სტივენ კინგთან გლენს მხოლოდ ერთი რამ აკავშირებს: ორივე ბესტსელერების ავტორია. ბეკის ბოლო წიგნს „კამათი იდიოტებთან” ჰქვია. სხვა მწერლებისგან განსხვავებით, ის იდიოტებთან კამათისთვის არა მხოლოდ ჰონორარს, არამედ შემოსავლების წილსაც მიიღებს: ახლახან გლენ ბეკი უმსხვილესი გამომცემლობის, საიმონის და შუსტერის, პარტნიორი გახდა.

გამომცემლობის დივიდენდების გარდა წელს 8 მილიონს რადიოგადაცემა მოუტანს. ბეკის შოუს ერთდროულად 400 რადიოსადგური გადასცემს. მის ვებგვერდს თვეში 5 მილიონი უნიკალური სტუმარი ჰყავს, ყოველკვირეულ პოდკასტებს მილიონ-ნახევარი მაყურებელი და სამი მილიონი დოლარის შემოსავალი ინტერნეტიდან. ბეკი სცენაზე - კომედიის და პოლიტიკური მონოლოგის ჟანრის ნარევია. მის ერთ-ერთ ბოლო სასცენო გამოსვლას 200 ათასი მაყურებელი ჰყავდა: ერთდროულად 450 თეატრში გადაიცემოდა.

Fox-თან გლენ ბეკს 2-მილიონიანი კონტრაქტი აქვს. მისი შოუ ეთერში საღამოს 5 საათზე გადის და ყოველდღიურად 3 მილიონ მაყურებელს ტელეეკრანებთან ერთი საათით აჯაჭვავს. Fox-ამდე CNN-ზე იყო თეთრი ყვავივით: ყველასგან განსხვავებული არხზე, რომელსაც საკუთარ ნიშად ზომიერება და ნეიტრალობა აქვს არჩეული.

ამბობს, რომ CNN-მა უკეთესი მაუწყებელი გახადა: არაფერს მპატიობდნენ, სიტყვას ვერ ვამბობდი, რისი დადასტურებაც არ შემეძლოო.

თვითონაც სცადა შუაში ყოფნა: „ვფიქრობ, რომ პარტიები ჩვენ გვყოფენ. არ ვიცნობ არც ერთ დემოკრატს, რომელიც მარიხუანის მწეველი ჰიპია და სურს ჩვენი ქვეყნისგან საბჭოთა რუსეთი გააკეთოს. არც ისეთ რესპუბლიკელს ვიცნობ, რომელიც აპირებს ჩვენს შვილებს სკოლის სახელმძღვანელოები და საჭმელი წაართვას და ყველაფერი ეს დიდ ნავთობში გაცვალოს. ეს უბრალოდ კარიკატურებია”, - გამოტყდა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ამ კარიკატურების შექმნაში ხშირად თვითონაც მონაწილეობს. ბეკს 70-იანი წლების სატირული ფილმის „ქსელის” (Network) გმირს, შეშლილ ჟურნალისტ ჰოვარდ ბეილს ამსგავსებენ. ბეკიც თითქმის იმავეს მოუწოდებს ხალხს, რასაც ბეილი ეუბნებოდა საკუთარ მაყურებელს: მიდი ფანჯარასთან, გამოაღე და იყვირე: „მე საშინლად გაბრაზებული ვარ, მეტის ატანას აღარ ვაპირებ!” ამას წინათ გამოიკითხეს და გაარკვიეს, რომ ამერიკელების 72 პროცენტი, ანუ ყოველი ოთხი გამოკითხულიდან სამი, დღეს ზუსტად ამ განწყობაზეა.

1976 წელს გადაღებულ ოსკაროსან ფილმში ვერ გაიგებთ, რა ემართება ხალხს, ვინც ბეილს უყურებს; რამდენ ხანს გასტანს მათი სიგიჟე? დღეს, ვერც საღამოს 5-დან 6 საათამდე შენიშნავთ ვინმეს, ფანჯარასთან შეშლილივით რომ ყვიროდეს. ბეკის გაბრაზებულ აუდიტორიას ჩაის წვეულებებზე თუ შეხვდებით ამერიკის კონსტიტუციითა და დამფუძნებელი მამების ფრაზებით შეიარაღებულებს...

დაბოლოს: დამფუძნებელი მამების გარდა, გლენ ბეკს ძალიან ცოტა კერპი თუ ჰყავს. მისი იშვიათი ფავორიტების სიაში საპატიო ადგილი საქართველოს პრეზიდენტს უკავია: შენ უკეთ იცი და გესმის დამფუძნებელი მამების იდეები, ვიდრე ბევრს ამერიკაშიო! - უთხრა პირდაპირ ეთერში მაშინ, როდესაც სააკაშვილი სტუმრად პირველად ჰყავდა.

შონ ჰანიტი - 22 მილიონი

0x01 graphic

ჰანიტი Fox-ის საღამოების მაჩოა. ეთერში 9 საათზე, პრაიმ-თაიმში გადის. ისიც კონსერვატორი რადიოწამყვანების ოჯახს ეკუთვნის: ყოველდღე მის რადიოშოუს სამიდან ექვსამდე უსმენენ პირდაპირ ეთერში. რადიო ციტადელთან 20-მილიონიანი ყოველწლიური კონტრაქტი აქვს გაფორმებული. Fox-ი კი წლიურად 2 მილიონს უხდის.

Fox-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო წამყვანი, ამერიკული ტრადიციული საზოგადოების დარაჯი, ბილ ო'რეილია. 13 წელია, ო'რეილის ფაქტორს ყოველ საღამოს 3 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. საკუთარ თავს კულტურის ჯარისკაცს (Culture Warrior) უწოდებს და  კულტურათა ომში საკუთარი ბესტსელერის ფურცლებზე სეკულარულ პროგრესივიზმს ებრძვის. საღამოობით დაუსწრებელი დუელი მას და msnbc-ის წამყვანებს, კიტ ოლბერმანს და რაჩელ მედოუს შორის იმართება. ო'რეილის ბოლო წიგნი „ბრიყვები და პატრიოტებიც” ბესტსელერია. მისი საჯარო გამოსვლების ჰონორარი, როგორც წესი, ექვსნიშნა რიცხვით განისაზღვრება. შესანიშნავ შვიდეულში, ო'რეილი ერთადერთი კონსერვატორია, რომელსაც რადიოშოუ არ აქვს.

ბილ 'რეილი - 20 მილიონი

0x01 graphic

Fox-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო წამყვანი, ამერიკული ტრადიციული საზოგადოების დარაჯი, ბილ ო'რეილია. 13 წელია, ო'რეილის ფაქტორს ყოველ საღამოს 3 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. საკუთარ თავს კულტურის ჯარისკაცს (Culture Warrior) უწოდებს და კულტურათა ომში საკუთარი ბესტსელერის ფურცლებზე სეკულარულ პროგრესივიზმს ებრძვის. საღამოობით დაუსწრებელი დუელი  მას და msnbc-ის წამყვანებს, კიტ ოლბერმანს და რაჩელ მედოუს შორის იმართება. ო'რეილის  ბოლო წიგნი „ბრიყვები და პატრიოტებიც” ბესტსელერია. მისი საჯარო გამოსვლების ჰონორარი, როგორც წესი, ექვსნიშნა რიცხვით განისაზღვრება. შესანიშნავ შვიდეულში, ო'რეილი ერთადერთი კონსერვატორია, რომელსაც რადიოშოუ არ აქვს.

ჯონ სტიუარტი - 15 მილიონი

0x01 graphic

ჯონ სტიუარტიც ო'რეილივით მოდარაჯე ჯამბაზია. ის მარჯვნივ და მარცხნივ ყველას დარაჯობს და საღამოობით ახალი ამბების პაროდიაში „კომედი ცენტრალზე” 2 მილიონი მაყურებლის წინაშე დასცინის. განსაკუთრებით მარჯვნივ მყოფებს ერჩის. დღემდე ვერ გაურკვევიათ მისი გადაცემა ახალი ამბებია თუ კომედია. ბევრი ლიბერალი გეტყვით, რომ ახალი ამბების გასაგებად ჯონ სტიუარტს უყურებს. მისი კონტრაქტი ახლახან 2013 წლამდე განაახლეს. სტიუარტი, რა თქმა უნდა, წიგნებსაც წერს. ამ შემოდგომაზე გლენ ბეკის 9/12-ის პაროდია მიტინგი შეკრიბა ლინკოლნის მემორიალთან - საღი აზრის აღდგენის დემონსტრაცია-კარნავალი.

დონ აიმუსი - 11 მილიონი

0x01 graphic

კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ალკოჰოლიკი, დონ აიმუსი 1987 წლიდან ფხიზლობს და რადიოში კომედიისა და პოლიტიკური კომენტარების საზღვარზე მაუწყებლობს. მას უკავშირდება ბოლო დროის ერთ-ერთი ხმაურიანი მედიასკანდალი, როდესაც დონი რასიზმსა და სექსიზმში ერთდროულად დაადანაშაულეს. 2007 წელს, ქალთა კალათბურთის ფერადკანიან გუნდს პამპერსისთავიანი ბოზები უწოდა პირდაპირ ეთერში. „არ შეიძლება ყველას დასცინო, იმიტომ რომ ზოგი არ იმსახურებს ამას”, - ასე მოიბოდიშა. სკანდალის გამო რადიომ 40-მილიონიანი კონტრაქტი შეუწყვიტა. ორი თვის შემდეგ, როცა სასამართლოებისა და საჯარო გაკიცხვათა მარათონის შემდეგ ეთერში დაბრუნდა, New York Times-ის ცნობით, ფერადკანიან თანაწამყვანს ეძებდა: ეგებ რასისტულად არაკორექტული განცხადებებისგან შემაკავებინოს თავი პირდაპირ ეთერშიო.

კიტ ოლბერმანი - 7,5 მილიონი

0x01 graphic

ოლბერმანი მილიონებს იმაში იღებს, რომ მეზობელ არხზე ბილ ო'რეილს ეპასუხება. პოლიტიკურ კომენტატორობამდე სპორტული წამყვანი იყო, ერთადერთი ყოფილი წამყვანებიდან, რომელიც ESPN-ის, სპორტული არხის, საიუბილეო 25 წლისთავზე არ მიიწვიეს. Msnbc-ის პოლიტიკურ კარიერამდე, Fox-ზეც სცადა ბედი ბეისბოლის წამყვანად. მალევე გაუშვეს, რასაც არხის მფლობელის, რუპერტ მერდოკის პირადი განცხადება მოჰყვა: იმიტომ გავუშვი, რომ შეშლილიაო. რა გასაკვირია, ამის შემდეგ Fox-ს რომ ვერ იტანდეს.

11 ათი წლის პროგნოზი: რუსეთის დაცემა, ცენტრალური ევროპის აღზევება

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერი და The Economist-ის უფროსი რედაქტორი ედვარდ ლუკასი, გვთავაზობს მოსაზრებებსა და პროგნოზებს - თუ როგორი იქნება ცენტრალური ევროპა 2020 წლისთვის.

მისი თქმით, NATO დასუსტდება. ავღანეთთან ომი ალიანსისთვის დიდ გამოცდას წარმოადგენდა. NATO-ს ევროპელი წევრები ამ გამოცდაში ჩაიჭრნენ. დასავლეთის მარცხი აქ ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერაყში. ერაყის ომი ჯორჯ ბუშის უგუნურებასა და დონალდ რამსფელდის არაკომპეტენტურობას გადააბრალეს.

ავღანეთი კი სხვა შემთხვევა იყო. სწორედ მემარცხენე ევროპელები ითხოვდნენ ყველაზე ხმამაღლა ავღანეთში სამხედრო ინტერვენციას თალიბანის მიერ ადამიანთა უფლებების დარღვევის აღსაკვეთად. ახლა, ეს ის ევროპაა, რომელიც გამოცდას ვერ აბარებს. პოლონეთის, ბალტიისპირეთისა და ბრიტანეთის გარდა, ევროპულ ქვეყნებს საკუთარი საჯარისო შენაერთების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა უამრავი დათქმით აქვთ შეზღუდული. ამის გამო ამერიკისათვის ისინი ბრძოლის ველზე უსარგებლო პარტნიორს წარმოადგენენ. თავის მხრივ, ევროპას მოკავშირედ უფრო მადლიერი ამერიკა და იოლი ომები სურს.

ამჟამად ალიანსის წარუმატებლობაზე არავინ საუბრობს, მაგრამ დუმილი უარესია. 2010 წლის NATO ისეთ ცოლ-ქმრობას ჰგავს, როცა წყვილი ცალ-ცალკე დასვენებაზე შეთანხმდება, შემდეგ გაიყოფენ საძინებელსა და ბანკის ანგარიშებს, 2020 წლისთვის კი მხოლოდ საუზმეზე შეხვდებიან საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა, NATO-ს შესუსტებით ამერიკის ჩართულობა ევროპული უსაფრთხოების საკითხებში არ დასრულდება.

ევროპაში სიტუაცია შეიცვლება. ბებერი კონტინენტი თავად ეცდება უსაფრთხოების საკითხებს გაუმკლავდეს. 2020 წლისთვის დასავლეთ ბალკანეთს წარმატებები ელის, ყოფილი იუგოსლავიისა და ალბანეთის ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანდება. ბოსნია-ჰერცოგოვინაც მზად იქნება ევროკავშირში შესასვლელად. ამერიკა ალბათ დამსახურებულ მადლობას არ მიიღებს და დასავლეთ ბალკანეთში „მისია შესრულებულიას” გამოაცხადებს.

თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების იმედს დაკარგავს და ნორვეგიული სტილის ასოციაციას დასჯერდება. 2020 წელს უკრაინასა და თურქეთში განახლებული ევროენთუზიაზმი ევროკავშირისათვის დიდ გამოწვევად იქცევა.

ევროკავშირის კარზე საქართველოც დააკაკუნებს. ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაზე ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტებისა და უკეთესი მმართველობის სისტემის მქონე ქვეყნისათვის, ევროკავშირს უარის თქმა გაუძნელდება.

თეთრი სახლის ევროპულ ინტერესებს შორის, ნორვეგიასთან ერთად, ჩრდილოეთი და არქტიკული რეგიონი დარჩება. შესაძლოა, ამერიკისთვის ნორვეგია უსაფრთხოების სფეროში კანადაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი იყოს. დანია გრელანდიური კავშირების წყალობით კი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ისევე როგორც ბრიტანეთი (თუ თავდაცვის დაფინანსების შემცირების შედეგად მას საზღვაო ფლოტი კიდევ შერჩება). ყველაზე აქტუალური საკითხი მინერალური რესურსების მოხმარება გახდება.

შეერთებული შტატები, ნავთობისა და ისრაელის წყალობით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და შავი ზღვის რეგიონში დარჩება, ხოლო მეგობრულ, თუმცა კი აპათიურ იტალიაში საზღვაო ბაზებს შეინარჩუნებს. აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ მოექცევა ამერიკის ინტერესებში, ოღონდ ამჯერად ამ რეგიონში შეერთებული შტატების ყოფნის მთავარი მოტივი არა რუსეთის, არამედ ჩინეთის გავლენის შეკავება იქნება.

რაც შეეხება ევროპის ენერგობაზარს, ის კარგ მდგომარეობაში იქნება. ტექნოლოგიური ცვლილებები ნახშირწყალბადის არასტანდარტული ფორმების მოხმარებას გააადვილებს და გააიაფებს. რუსეთის მონოპოლია აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზის საექსპორტო მილსადენებზე უწინდელ მნიშვნელობას დაკარგავს. ცენტრალური აზიის ქვეყნების დასავლეთისა და ჩინეთის ბაზრებზე პირდაპირ გასვლასთან ერთად, რუსეთს გაუჭირდება ევროპის წინაშე ნაკისრი გაზის მიწოდების ვალდებულებების შესრულება.

2020 წლისთვის რუსეთის პოზიციები აშკარად გაუარესდება. შეიარაღების მოდერნიზაცია კრახით დასრულდება. 100 ათასი სერჟანტის რეკრუტირება და NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მომზადება შეუძლებელი აღმოჩნდება. სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ვარდნას გააგრძელებს და თანამედროვე იარაღის წარმოებას ვერ შეძლებს, ხოლო საჭირო იარაღს რუსეთი საზღვარგარეთ შეიძენს (მისტრალი ამის მომასწავებელია), მაგრამ ფინანსები ყველაფერს ვერ გაწვდება.

რუსეთის ეკონომიკური დაკნინება გაგრძელდება. ის უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბრაზილიას, ინდოეთს, ჩინეთს და ცდილობს, რომ მეორე თანრიგის განვითარებადი ქვეყნების - ვიეტნამის და ნიგერიის - უკანაც არ აღმოჩნდეს.

ჩვეულებრივ შეიარაღებაში ჩამორჩენის საკომპენსაციოდ კრემლი სულ უფრო იქნება დამოკიდებული საკუთარ გამოფიტულ ბირთვულ არსენალზე. საზღვრებს გარეთ საექსპედიციო სამხედრო ოპერაციების წარმოების პოტენციალი ამ ქვეყანას ძალიან შეუსუსტდება ან სულაც გაუქრება.

თუმცა, მოსკოვი მეზობლების საფრთხედ მაინც დარჩება. ამერიკა ბალტიის რეგიონში უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებებს შეინარჩუნებს: ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთს რუსეთისგან დაცვა კვლავაც დასჭირდებათ. 2020 წლისთვის ამ რეგიონის დაცვაში მთავარ როლს არა ტრადიციული სახმელეთო ძალები, არამედ მაღალგანვითარებული სამხედრო ტექნოლოგიები ითამაშებენ - უპილოტო თვითმფრინავები, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, ჯარისკაცი-რობოტები, ელექტრული ჩამხშობი მოწყობილობები და კარგად მომარაგებული ადამიანური დაზვერვა.

ევროპის უსაფრთხოება და არქიტექტურა კვლავ ქაოტური იქნება. ახალი ინიციატივები წარუმატებელი აღმოჩნდება, ვერც ძველი ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, იქნება ეფექტიანი. უსაფრთხოების მთავარი პრობლემა ტერორიზმთან და არალეგალურ ემიგრაციასთან ბრძოლა და ასევე კიბერუსაფრთხოება გახდება და არა - ტრადიციული სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ შეარაღებული ძალების გამოყენება. ადრე თუ გვიან ევროპას პოსტმოდერნისტული ილუზიებიდან გამოფხიზლება მოუწევს, მაგრამ ეს 2020 წლისთვის ნაკლებად სავარაუდოა.

ევროპა საუკეთესო ადგილად დარჩება, ცხოვრების დონის, ჯანმრთელობის, განათლებისა თუ ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ. მაგრამ ჩრდილოეთი სამხრეთს განვითარებით აჯობებს. 2020 წლისთვის ექსკომუნისტური ქვეყნები ევროზონას შეუერთდებიან და განვითარების დონით საბერძნეთს, ესპანეთს, პორტუგალიას გაუსწრებენ და იტალიას დაეწევიან.

ევროპა 2020 წლისთვის განსხვავებულად წარმოგვიდგება: უფრო მეტი მრავალფეროვნებით. ახალგაზრდა მუსლიმთა რიცხვი გაიზრდება, თუმცა ბევრ ქალაქში ეთნიკურად და რელიგიურად პოლარიზებული გეტოები გაქრება. მომავალი ახლანდელ ლონდონს უფრო დაემსგავსება, ვიდრე ანტვერპენს.

12 დღესასწაული - წარმართობიდან გლობალიზაციისკენ

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

დეკემბრის მიწურულს მსოფლიოს საზეიმო ციებ-ცხელება იპყრობს. ამ დროს გარემო უფრო მეგობრული და კეთილგანწყობილი ხდება. იკლებს თვითმკვლელობათა რიცხვი და დეპრესია. გაჩახჩახებული ქალაქები გრანდიოზული ფეიერვერკებისთვის ემზადებიან. მოზრდილები ფუსფუსებენ, ბავშვები კი ცდილობენ, კარგად მოიქცნენ. გარშემო ყველაფერი ჯადოსნური ხდება. ცოტაც და დაიჯერებთ, რომ ღამით ცაზე ირმებშებმული მარხილი გადაიფრენს. გვერდზე გადადეთ საქმეები: შობა-ახალი წელი მოდის.

უკვე ათასწლეულებია, ზამთრის პირველი თვე ზეიმისა და საყოველთაო მხიარულების ხანაა. ყველამ იცის, რას გულისხმობს „შობა” - ამ დღეს ბეთლემში იესო დაიბადა. მაგრამ ცოტა თუ წარმოიდგენს, რომ უშუალოდ  დღესასწაული უფრო ძველიც კია, ვიდრე თავად ის ფაქტი, რასაც აღნიშნავს.

ქრისტესშობამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში, სპარსეთსა თუ ეგვიპტეში, წარმართული ხალხები ზამთარში მზის ღმერთებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს ზეიმობდნენ. რომში დეკემბერი „სატურნალიას” ეძღვნებოდა, ნაყოფიერების ღმერთის, სატურნის პატივსაცემად. სახალხო ზეიმი მოიცავდა ნაბუნიობასაც, რომელიც, იულიანური კალენდრის მიხედვით, 25 დეკემბერს დგებოდა. ამ დროისთვის მოსავალი აღებული იყო და მონებსა თუ მათ პატრონებს აღარაფერი დარჩენოდათ სმა-ჭამის, ლოთური ორგიებისა და საყოველთაო მხიარულების გარდა. მოგვიანებით, როცა მისიონერებმა მოსახლეობის გასაქრისტიანებლად რომაულ სოფლებს მიაშურეს, აღმოაჩინეს, რომ უმრავლესობას სულაც არ სურდა საკუთარი წარმართული დღესასწაულების დათმობა. ამრიგად, იმპერატორ კონსტანტინე I-ის გადაწყვეტილება ერთდროულად პრაგმატულიც იყო და კოსმიურ სიმბოლიზმსაც ასახავდა - გავრცელებული მოსაზრებით, 25 დეკემბერი, როგორც ქრისტიანული დღესასწაული, სწორედ კონსტანტინე დიდის მმართველობის დროს, მეოთხე საუკუნეში დამკვიდრდა. თარიღი შეგნებულად აირჩიეს ისე, რომ თანაბრად მნიშვნელოვანი ყოფილიყო ყველა რელიგიური ჯგუფისთვის. წარმართულმა წარმოდგენებმა საკუთარი არსებობა ახლა უკვე ქრისტიანულ დღესასწაულში განაგრძეს. ამიტომაა, რომ მიუხედავად მისი ზედმიწევნით რელიგიური დატვირთვისა, ქრისტესშობის დღესასწაული არასოდეს ყოფილა მხოლოდ ეკლესიის საკუთრება.

0x01 graphic

წარმართული ფესვების გამოძახილმა და თანამედროვე მედიამ შობა თეატრალიზებულ საერო დღესასწაულად აქცია და დღესდღეობით ის გვევლინება, როგორც ჭეშმარიტად გლობალური დღესასწაული. მას აღნიშნავენ იმ ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა არაქრისტიანია. სანტა, ნაძვის ხე და საჩუქრები ისეთივე მიმზიდველი სადღესასწაულო ატრიბუტებია იაპონიასა და ინდოეთში, როგორც ქრისტიანულ კულტურებში. მორწმუნეები ჩივიან კიდეც, რომ ბოლო დროს ორსული მარიამის ქანდაკება მხოლოდ საშობაო დეკორაციად იქცა და სულ უფრო ნაკლები აქვს საერთო ბაგაში გამეფებულ თივის სურნელთან, სიმშვიდესა და სიმარტივესთან.

პრექრისტიანულ კულტურებში უნდა ვეძიოთ ახალი წლის დღესასწაულის ფესვებიც. მისი აღნიშვნის ყველაზე ძველ, 20-ზე მეტი საუკუნის წინანდელ ტრადიციას მესოპოტამიაში, შუმერების უძველეს ცივილიზაციაში ვხვდებით. ეგვიპტეში, ბაბილონსა და სპარსეთში წლის დადგომას გაზაფხულზე აღნიშნავდნენ, ძველ საბერძნეთში კი - ზამთარში. 1 იანვარი რომის იმპერატორმა, იულიუს კეისარმა აირჩია: ძველი წელთაღრიცხვით 46 წელს ორსახოვანი რომაელი ღმერთის, იანუარის, სახელობის თვე წლის დასაწყისად გამოცხადდა. მრავალი საუკუნე გავიდა, სანამ ამ თარიღს მსოფლიო აიტაცებდა. ევროპულმა ქვეყნებმა შუა საუკუნეებიდან დაიწყეს მისი დანერგვა და დღეს 1 იანვარს აღიარებენ, არა მხოლოდ გრიგორიანული, არამედ იულიანური კალენდრის მქონე ეკლესიები, რომლებიც შობას 7 იანვარს აღნიშნავენ. 1 იანვარს ზეიმობენ აზიის ის ქვეყნებიც, რომლებსაც ახალი წლის სხვა თარიღებიც აქვთ.

0x01 graphic

რელიგიური სენტიმენტების გარდა, არსებობს მრავალი ლამაზი ტრადიცია და სიმბოლო, რომელიც შობა-ახალი წლის დღესასწაულს საყოველთაო სიყვარულის, მოლოდინის და საზეიმო განწყობის საგნად აქცევს. ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი, სანტა კლაუსი გახლავთ: ჩამრგვალებული, თეთწვერა, მხიარული მოხუცი. სანტას პროტოტიპი წმინდა ნიკოლოზია - მეოთხე საუკუნის ქრისტიანი ეპისკოპოსი მცირე აზიიდან. სახელწოდება „სანტა კლაუსი” სწორედ წმინდა ნიკოლოზის ჰოლანდიური სახელის, „Sinterklaas”-ისგან მოდის. გადმოცემები გვამცნობს, რომ იგი კეთილშობილი ადამიანი, ბავშვებისა და გაჭირვებულების შემწე იყო. ნიკოლოზის სახელობის დღეს, 6 დეკემბერს, ევროპელები საუკუნეების მანძილზე საჩუქრებითა და ქველმოქმედებით აღნიშნავდნენ. ბევრგან, განსაკუთრებით ბელგიასა და ჰოლანდიაში, სჯეროდათ, რომ დღესასწაულის გარიჟრაჟზე საეკლესიო სამოსში გამოწყობილი, თეთრ რაშზე ამხედრებული წმინდანი თვითონ ეშვებოდა მიწაზე და ბავშვებს სტუმრობდა. ლეგენდის თანახმად, საჩუქრებს მხოლოდ კარგი ყოფაქცევის ბავშვები იღებდნენ. ცუდი საქციელის ბავშვებს კი შავი პიტერი სჯიდა - ელფი, რომელიც წმინდა ნიკოლოზს ახლდა თან. მე-16 საუკუნეში, რეფორმაციის შემდგომ, დღესასწაული გაუქმდა და ჩრდილოეთ გერმანიაში ნიკოლოზის პერსონაჟი „ყრმა იესომ” ჩაანაცვლა. ამიერიდან ბავშვებისთვის საჩუქარი პატარა ქერათმიან ანგელოზს მოჰქონდა.

ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ წმინდა ნიკოლოზზე არსებული წარმოდგენის ფესვები პრექრისტიანულ ტრადიციებშია. თვალსაჩინო მსგავსებები იკვეთება სკანდინავიური მითოლოგიის ღვთაება ოდინთან. ნიკოლოზის მსგავსად, ოდინს გრძელი თეთრი წვერი ჰქონდა და ცის კამარაზე ცხენით გადაადგილდებოდა. მას ბავშვები შაქრით სავსე ფეხსაცმელს უტოვებდნენ, სანაცვლოდ კი საჩუქრებს ელოდნენ. ანალოგიურად, ნიკოლოზსაც ხვდებოდა ბუხართან ფეხსაცმელი.

0x01 graphic

თუმცა სტანდარტული, ჩრდილო პოლუსელი თუ ლაპლანდიელი სანტა თანამედროვე ეპოქის პირმშოა. ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ მას სხვადასხვა ზომებში, ფერებსა და ტანისამოსში გამოსახავდნენ. თანამედროვე სახით ის ნიუ იორკში მეოცე საუკუნის ოციან წლებში შეიქმნა, 30-იანი წლებისთვის კი უკვე მთავარი გმირი გახდა. მზარდ პოპულარობას სანტა კლაუსი დიდწილად კოკა-კოლას უნდა უმადლოდეს - გაზიანი სასმელების მწარმოებელ ფირმას გაყიდვების ზრდა სჭირდებოდა, სანტა კი სწორედ ის სახე აღმოჩნდა, რომელიც გამაგრილებელ სასმელს ზამთართან დააკავშირებდა. სარეკლამო სტრატეგია წარმატებული გამოდგა: წითელ ქურქში გამოწყობილმა, კოკა-კოლის ბოთლმომარჯვებულმა მომღიმარე ბაბუამ საბოლოოდ დააღწია თავი რელიგიურ პროტოტიპს და ყველაზე საერო, ყველაზე გლობალურ საახალწლო ბრენდად იქცა.

მალე ამერიკულმა სანტამ იმ ქვეყნებშიც ამოყო თავი, სადაც კონკურენციას ადგილობრივი კოლეგები უწევენ. ასეთი კი ცოტა არ არის. მაგალითად, საფრანგეთში ახალი წლის მთავარი პერსონაჟი პერ ნოელია, შვედეთში - იულ ტომტენი. რაც შეეხება სლავურ და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, აქ სანტა კლაუსს სულ სხვა წარმოშობის თოვლის ბაბუა (პაპა) ხვდება. ეს რუსული „დედ მოროზია” და მისი შორეული ფესვები ყინვისა და ცუდი ამინდის სლავურ ღმერთს უკავშირდება. თოვლის ბაბუას თანამედროვე სახე მე-19 საუკუნიდან ითვლის ასაკს. ამ პერიოდისთვის რუსულენოვანმა ლიტერატურულმა ნაწარმოებებმა ბოროტი, ბავშვების გამტაცებელი მითიური პერსონაჟი გააკეთილშობილეს და დასავლური სანტას მსგავსად, საჩუქრების დარიგების ფუნქცია მიანიჭეს. თოვლის ბაბუას საბოლოო ჰაბიტუსი კი საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა. მისი, „სნეგუროჩკას” და საახალწლო ნაძვის ხის დაბრუნება იოსებ სტალინის სახელს უკავშირდება. სწორედ მან გააუქმა რუსეთის იმპერიის წმინდა სინოდის 1916 წლის აკრძალვა ნაძვის ხეზე, როგორც გერმანული წარმოშობის სიმბოლოზე. საბჭოთა კავშირში თოვლის პაპამ პირველად 1937 წელს შემოაბიჯა და მომდევნო წლებში საახალწლო ზეიმზე მისი ხილვა ნამდვილ პატივად იქცა სრულიად საბჭოთა კავშირის ბავშვებისთვის. სტალინის სურვილით, თოვლის ბაბუას ლურჯი ქურქი უნდა ცმოდა, რათა არავის არეოდა დასავლელ კოლეგაში. საბჭოთა რეჟისორებმა 30-იან წლებში საბოლოოდ დაასრულეს მისი სახე და „დედ მოროზმა” საბჭოთა რესპუბლიკების ტრადიციებში შეაბიჯა. ის გახდა ახალი წლის მთავარი მახარობელი. დღესასწაულის, რომელიც საბჭოთა ხალხს შობის ჩამნაცვლებლად მოევლინა.

ამრიგად, ევროპული წარმოშობის ნაძვის ხე და „ტრანსფორმირებული” თოვლის ბაბუა საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა და ძველ-ქართულ ტრადიციებთან აიდღვიბა. ეს ტრადიციები კი, ევროპულის მსგავსად, წარმართული გახლავთ. მეოთხე საუკუნემდე ახალი წლის აღნიშვნა ძველ საქართველოში მზის ღვთაების თაყვანისცემას ემსახურებოდა. მხოლოდ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მოხდა დღესასწაულის დაკავშირება წმინდა ბასილთან, მეოთხე საუკუნეში მოღვაწე კაპადოკიელ ეპისკოპოსთან. მისი ხსენების დღეს ეკლესია 1 იანვარს („ძველი სტილით” მოქმედი ეკლესიები, მათ შორის, ქართული - 14 იანვარს), ახალი წლის ღამეს აღნიშნავს. ასე გაჩნდა ქართულ საახალწლო სუფრაზე პურისგან გამომცხვარი „ბასილას” ქანდაკება, რომელმაც მისი წინამორბედი, მზის ღმერთის ქანდაკება წარმატებით ჩაანაცვლა. ქართველი ეთნოგრაფების აზრით, თავის დროზე წარმართულ ღმერთებს განასახიერებდა ჩიჩილაკიც - ცნობილი ეროვნული „ნაძვის ხე” - რომელიც თხილის ჯოხისგან მზადდება და განსაკუთრებით სამეგრელოსა და გურიაშია გავრცელებული. გაქრისტიანების კვალდაკვალ, ბროწეულითა და სხვა ხილით მორთული ჩიჩილაკიც წმინდანს დაუკავშირდა და ხის ბურბუშელისა და თეთრი წვერის ასოციაციის გამო, „ბასილის წვერი” ეწოდა. წმინდანმა შეითავსა მეკვლის ფუნქციაც, რაც დღემდე ესოდენ გავრცელებული და ჩაუნაცვლებელი ტრადიციაა მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ თუშეთსა და ხევსურეთში ახალ წელს ლუდითა და საქონლის გამოსახულებიანი კვერებით ეგებებოდნენ, „ბასილას” კულტი მყარად ფეხმოკიდებული იყო დასავლეთ საქართველოსა და ქართლში. გულზე ხელებგადაჯვარედინებულ ბასილას ამზადებდნენ სამცხე-ჯავახეთშიც. პოპულარობით წმინდანს არც ღორის თავის კულტი ჩამორჩებოდა, რომელსაც წარმართულ საქართველოში ახალი წლის სუფრაზე საპატიო „მოწმის” ადგილი ეჭირა. იმ დროისათვის, ღორის, როგორც საკრალური ცხოველის ჭამა, აკრძალული იყო. ტაბუ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ აიხსნა და დღეს სრულიად საქართველო მადიანად მიირთმევს გოჭის ხორცს - ახალ წელს თუ არა, საშობაოდ და „ძველით-ახალი  წლისთვის” მაინც, როდესაც ხანგრძლივი მარხვა სრულდება.

წმინდა ბასილს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ საბერძნეთშიც. ბერძენი ბავშვები საახალწლო საჩუქრებს სწორედ მისგან ელიან. ქართული „ბასილას კვერების” მსგავსად, ბერძნებსაც აქვთ „ბასილის ნამცხვარი”, გავრცელებული საახალწლო ნამცხვრის წინამორბედი.

დღეს შობა-ახალი წლის აღნიშვნის დასავლური სამყაროს წესი პოპ-კულტურაა, რომელიც, ფაქტობრივად, სტანდარტად დამკვიდრდა მსოფლიოს უდიდეს ნაწილში. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ნაციების სარიტუალო წესები ორიგინალურობას კვლავ ინარჩუნებენ. მასშტაბური დღესასწაულის აღნიშვნა საინტერესოდ ასახავს განსხვავებული ხალხების წარმოდგენებსა თუ ხასიათს. ფერადი ბურთებითა და ნათურებით მორთული ნაძვის ხე თითქმის ყველგან გვხვდება, არც ინდაური და საოჯახო სადილია გამონაკლისი,  სამაგიეროდ, მრავალფეროვანია ტანისამოსი, საახალწლო კერძები თუ ცრურწმენები, რომელსაც საშობაო და საახალწლო ტრადიციებში ვხვდებით.

დღესასწაული არც უცნაური ჩვეულებების ნაკლებობას განიცდის. მაგალითად, რთული ასახსნელია, რატომ უყურებენ გერმანელები ახალი წლის ყოველ ღამეს ბრიტანულ შოუს „სადილი ერთისათვის”. გარდა ამისა, არის წესები, რომელთა ცოდნა გამოგადგებათ: თუ შემთხვევით ახალი წლის ღამეს იტალიის სამხრეთ ნაწილში აღმოჩნდებით, გარეთ გასვლას ნუ იჩქარებთ. ამ დროს ადამიანები ძველ ნივთებს თავიდან იშორებენ, რომ ახალ წელს მზად მყოფნი შეეგებონ. ძველმანებისგან გათავისუფლება კი, არც მეტი, არც ნაკლები, მათ ფანჯრიდან გადმოყრას გულისხმობს. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ წითელი საცვალის ჩაცმა - იტალიელებს, ისევე როგორც მექსიკელებსა და ესპანელებს, სჯერათ, რომ ეს იღბლიანი წლის გარანტიაა. მსგავსი ჩვეულება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც გვხვდება: ბოლივიაში, ეკვადორსა და ბრაზილიაში წითელი საცვალი მხურვალე სიყვარულის პოვნასთან ასოცირდება, ყვითელი კი გამდიდრებასთან.

ნივთების სროლა დანიაშიც უყვართ. უცნაური ტრადიციის მიმდევრები მთელი წლის განმავლობაში თეფშებს აგროვებენ, რომ ახალი წლის ღამეს მეგობრების სახლის კარს დაუშინონ.

ბრიტანეთში ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი მეკვლის ტრადიცია აქვთ. მამაკაცი მეკვლე იღბლის მომტანად ითვლება, წითელთმიანი ქალი კი - უბედობის. უძველესი ტრადიციის თანახმად, ნისლიან ალბიონზე საშობაოდ სახლს მარადმწვანე მცენარეებით, ფითრითა და ბაძგით რთავენ. შეყვარებულები შობის ღამეს ამ მცენარეების ქვეშ დგებიან და ერთმანთს კოცნიან - ითვლება, რომ ეს კარგის ნიშანია. ზოგადად, კოცნის ტრადიცია ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს მასშტაბით, ისევე, როგორც სპირიტუალური მოქმედებები ავი სულების განსადევნად ან ბედის მოსაზიდად.

რაღა თქმა უნდა, შობა-ახალი წელი მნიშვნელოვანი სტიმულია ეკონომიკისთვის. ამ პერიოდში არნახულად იზრდება გაყიდვები, ისევე, როგორც ფასდაკლებები. მართალია, დასავლელ სასულიერო პირებს და მორწმუნეებს რელიგიური დღესასწაულის მსგავსი კომერციალიზაცია აშფოთებთ, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, არავის ძალუძს ჰოლივუდური პროდუქციის, სადღესასწაულო ნაწარმით გამალებული ვაჭრობისა და რეკლამის შეჩერება. შეშფოთების საბაბი ეკონომისტებსაც აქვთ: მათი თქმით, საშობაოდ ეკონომიკური დანაკარგები დიდია. ამას იწვევს განსხვავება იმ თანხებს შორის, რომელსაც მყიდველი იხდის საჩუქარში და რომელსაც საჩუქრის ადრესატი თავად გადაიხდიდა ამ ნივთში. გამოთვლებმა აჩვენა, რომ 2001 წელს აშშ-ის ეკონომიკას საჩუქრების ჩუქების ტრადიცია 4 მილიარდი დოლარის დანაკარგად დაუჯდა.

0x01 graphic

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის გულშემატკივრებმა საჩუქრების დარიგებისგან თავი შევიკავოთ, ან ამას მხოლოდ ფულადი სახე მივცეთ. ის პოზიტიური გავლენა, რასაც ადამიანებზე და საზოგადოებაზე საჩუქრების აღება-მიცემის პროცედურა ახდენს, საკმაოდ მნიშვნელოვანია და კვლევებიც ადასტურებს, რომ მიღებული საჩუქრის ფასი ადრესატისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე მისი რეალური ღირებულება.

ასე რომ, თამამად შევიძინოთ საჩუქრები, სადღესასწაულო განწყობას მოვუხმოთ და დაველოდოთ: ჯერ ახალ წელს, შემდეგ შობას. ხოლო ისინი, ვისაც მეტად გაუმართლა, ჯერ შობას შეხვდებიან ოჯახურ გარემოში, შემდეგ 2011 წლის დადგომას იდღესასწაულებენ ზღვა შამპანურით და ფეიერვერკით. ჩვენც ასე ვიზამთ. ოღონდ პირიქით.

13 როგორ მოიპარა მარიომ ჩემი ახალი წელი

▲ზევით დაბრუნება


გიორგი კეკელიძე|სვეტი

0x01 graphic

რა გაძლებს კიდევ ერთ საათს?

თორმეტს არა, თერთმეტის ნახევარს ველოდები - შუქი მოვა. ცენტრალური.

სხვა მხრივ - ადგილობრივი ჰიდროელსადგურის მცირევოლტიანი დესპანი შემომივლიდა ხოლმე, იმდენად სუსტი - ნათურა გადამწიფებულ კარალიოკს უფრო ჰგავდა, ვიდრე მანათობელს. ეს იქით იყოს და იმ წელს DENDY-ს კომპიუტერი მაჩუქეს. ვის აინტერესებს შენი საგანგებოდ დაკლული ინდაური და გოზინაყი. სტუმრები ღვინის ოცლიტრიან ბოცას თვალებით ჭამენ. ისინიც ცენტრალურს ელიან:

„მოსკოვს მაინც მაგარი ესტრადა აქვს, ОРТ-ზე გადავრთოთ როცა მოვა, ჩვენების ბლუყუნს სჯობს”.

0x01 graphic

როგორც წესი და რიგია, სამზადისი და ბაზარს მიწყდომა წინა დღეს დაიწყო. ეს ტრადიცია ძველთაგან მოგვდევს და ახლაც ნავარდობს. ქალაქს საცობი გუდავს, სოფლის ორღობეებს ტალახი ახრჩობს. მერე თითქოს სული ამოხდაო - 1 იანვარს ქუჩაში გაგივლიათ? მეორე დღეს ახალი წელი ნანადირევივით აგდია და არ ინძრევა. ღამით იმდენი ესროლეს, რა გადაარჩენდა. და ქართველებს ხომ ყველაზე უფრო აღუვსებელი საწყაული გვაქვს - ერთი ახალი წელი სად გვყოფნის. ჰოდა, მივრბივართ მერე, ხელოვნურ სუნთქვას ვუკეთებთ და თოთხმეტ დღეში ვაცოცხლებთ.

არის, იყო და იქნება: ნაძვის ხე და ჩიჩილაკი (ეს უკანასკნელი რამდენიმე წლის მოდაში შემოსული მეცხვარის ქუდივითაა და ვატყობ, მალე მიავიწყდებათ) ერთად აღიმართება, ეკრანი ისევ „ბედის ირონიით” გვაამებს (ქართული „ვარიანტი” - „კუჩხი ბედინერი”), პატრიარქი, პრეზიდენტი, სამი-ოთხი ცნობადი სახე და რომელიმე ქათმის ბარკლის მწარმოებელი კომპანია მოგვილოცავს, ხოლო სამამულო ესტრადა რესტორნებს განეფინება და კონცერტმოშიებულ ხმას და ჯიბეს აბალახებს. ცუდი ალბათ ამაში არც არაფერია, მაგრამ მაინც...

ჩემი ახალი წელი, სხვა, უცნაურ ასოციაციებს უფრო აღძრავს: მეზობელი, რომელიც ოთხმოცს გადასცდენოდა, 31 დეკემბერს აივანზე გამოდიოდა და გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ათასგვარი მაშხალის ელვა-ქუხილს. წარმოიდგინეთ ადამიანის უკიდურესი ნეტარების გამოხატულება. ვთქვათ ამ მასშტაბის - რომელიმე ჩრდილოურ ტელე-შოუში ალექსანდრ მალინინი პორუჩიკ გალიცინს უგალობს და კამერა შუა ხნის ქალბატონს უახლოვდება, ანაც ჯგუფი „მგზავრები” მაია ასათიანს უმღერის და კადრში წამყვანის ანფასი ჩნდება (ეს უნდა ჩავაკვეხო, ვერ მოვითმენ). აი, ამგვარი სახე ჰქონდა ამ კაცს და ჩემი ახალი წელიც ამგვარია - გაუცნობიერებელი ნეტარების და იმედის ტალღა (ბოლო სიტყვათშეთანხმებამ თუ ცუდი რამე მოგაგონათ, ჩემი ბრალი არაა).

ჰოდა, რა გაძლებს  საათსა და 20 წუთს? ეს ამბავი ტრაგიკულად დასრულდა. მითხრეს, რომ არავითარი მარიო არ იქნებოდა - სტუმრებს ტელევიზორის ყურება უნდოდათ. მეც პროტესტის ნიშნად, ავდექი და დავწექი. სიზმრად ვნახე, განათებულ დარბაზში ვიდექი. საოცარი ფეიერვერკი იყო ცაზე. პრინცესა დავინახე - მივხვდი, რომ ბოლო ტური დავხურე. ეს გოგო ხომ მაშინ ჩნდებოდა. ძალიან, ძალიან მიხაროდა. აივანზე ჩემი ოთხმოცი წლის მეზობელი იდგა და მიცინოდა.

14 იდეალისტზე ნაამბობი

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

0x01 graphic

ფოტო: დიმიტრი ჩიკვაიძე

ფართო საზოგადოებისთვის, სანდრა ელისაბედ რულოვსი გამართული ქართულით მოსაუბრე, ყველაზე ცნობილი ჰოლანდიელია, რომელიც მეგრულადაც ისე მღერის, თითქოს მამა ბავშვობიდან ასწავლიდა. ის უკვე 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და ჩამოსვლის დღიდან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. ყველაზე დიდი „უცნაურობა”, რასაც სანდრაზე დაფიქრებისას აწყდები, ისაა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იპოვო ადამიანი, რომელიც მასზე აუგს იტყვის, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს მისი მეუღლის, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ - „მე ყოველთვის მიშას ჩრდილში, მეორე ადგილზე ვარ”, - გვიხსნის პირველი ლედი.

სანდრასთან შეხვედრაც კი არ არის საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე - ეს პრივილეგირებული სტატუსი, მისთვის თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ არ გაამართლა ის ნდობა - რაც მიიღო, არ გამოხატა თანაგრძნობა - რომელსაც განიცდის, არ შეასრულა მოვალეობა - რომელიც საკუთარ თავს დააკისრა.

შედარებით იშვიათად ექცევა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში. მაინცდამაინც არ უყვარს ადგილები, სადაც სამკაულები ბრწყინავს. თითქმის ყოველთვის სადად და მოკრძალებულად აცვია. როდესაც მოსახლეობას ხვდება, ცდილობს პრეტენზიულად არ გამოიყურებოდეს: „ბუნებრივია, ვერ იგრძნობ თავს კომფორტულად, როცა გამოპრანჭული ელაპარაკები ადამიანებს, რომლებსაც უამრავი პრობლემა აქვთ”. თუმცა იქვე, სიცილით აღნიშნავს, რომ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უარს ვერ ამბობს, თუ კარლა ბრუნის ან მეჰრიბან ხანუმს (ილჰამ ალიევის მეუღლე) ხვდება.

საქმე პირველი ლედისთვის ყოველდღიურ შრომას, ჩართულობას და პასუხისმგებლობას გულისხმობს: პერინატალური ცენტრი, ორი ჯანდაცვის საბჭო, საქველმოქმედო ფონდი SOCO, რომელიც მრავალმხრივი ჰუმანიტარული და სამედიცინო მიმართულებებით მუშაობს.

2005 წელს სანდრა ელისაბედ რულოვსის ბიოგრაფიული წიგნი გამოიცა. „იდეალისტის ნაამბობის” კითხვისას რწმუნდები, რომ ავტორი საკუთარ ცხოვრებაზე ბევრს ფიქრობს და ბოლომდე აცნობიერებს მის წინაშე მდგარ ამოცანებს.

„ახლა, როდესაც გასული ათი-თორმეტი მშფოთვარე წლის აღწერა დავაპირე, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს [მატარებლიდან] სადღაც შუალედურ სადგურზე ჩამოვედი და დროებით მოგზაურობა შევწყვიტე, რათა ყველაფერს თავი მოვუყარო, დავახარისხო, გეზი მივცე”, - გვიყვება სანდრა წიგნის წინათქმაში.

ყველაფერი კი ჰოლანდიის პროვინციულ ქალაქ ტერნეზენში, მოსიყვარულე და მშრომელ კათოლიკურ ოჯახში გატარებული უდარდელი ბავშვობით იწყება. ბავშვობას, უცხო ენებისა და კულტურების ინტერესი მოჰყვება, რაც სიყმაწვილეში მისიონერულ მოწოდებასა და საზოგადოებრივი აქტივობის წყურვილში გადადის. ბრიუსელში, უცხო ენათა ინსტიტუტს ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით ამთავრებს. ენებს ადვილად ეუფლება, ფრანგული განსაკუთრებით უყვარს, თუმცა ბრიუსელში დარჩენა არ სურს, ფიქრობს ბავშვობის გატაცება აისრულოს და რომელიმე ფრანგულენოვან აფრიკულ ქვეყანაში საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიით გაემგზავროს.

შინაგან მოწოდებას თუ ბედისწერას 25 წლის სანდრა ადამიანთა უფლებათა სამართალში ერთთვიანი კურსის გასავლელად სტრასბურგში ჩაჰყავს. უნივერსიტეტის კაფეტერიაში შემთხვევით „ფრანგ” სტუდენტს გაიცნობს. თუმცა აღმოჩნდება, რომ ფრანგულად მოსაუბრე სტუდენტი, როგორც თავად ამბობს, „თეთრ ცხენზე ამხედრებული ქართველი უფლისწულია, ვარდით ხელში”.

წყვილი მალე ნიუ იორკში გადადის საცხოვრებლად, სადაც ხელმოკლედ, სტუდენტურად ცხოვრობს - „თვის ბოლოს ბანანის ბუტერბროდებით გავდიოდით ფონს”. მიშა კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობს, სანდრა მუშაობს. „ნიუ იორკში მოსაწყენი სამუშაო მქონდა, - იხსენებს ჩვენთან საუბარში, - ამ დროს, დედაჩემმა მომწერა, ტერნეზენის სკოლაში ფრანგული ენის მასწავლებლის ვაკანსიააო, გული დამწყდა, რომ ვერ შევძლებდი დაბრუნებას. მიშას ჩემი სინანული დიდხანს ჩარჩა გულში - კარგა ხანს მახსენებდა, მე რომ არ გაგეცანი, ახლა ფრანგულის მასწავლებელი იქნებოდი, ტერნეზენშიო”.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისინი საქართველოში ბრუნდებიან. მომდევნო მოვლენები ჩვენთვის კარგად ცნობილი უახლესი ისტორიაა: ახალგაზრდა და ამბიციური პოლიტიკოსის მეტეორული კარიერა შევარდნაძისდროინდელ საქართველოში, ბრძოლა მიზნის მისაღწევად და ვარდების რევოლუცია. სანდრა მიშას გვერდით დგას, ქართულს სწავლობს და ქართველი დედა ხდება. განსაცდელს თუ ყოველდღიურობას ჩვეული გამჭრიახობითა და გააზრებული სიმშვიდით ხვდება. „ქართულ ენაში ერთი კარგი სიტყვაა - მეუღლე. ჩემი თავი სწორედ ასე წარმომიდგენია: ვხედავ, როგორ ვეწევი ჩემს ხართან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე უღელს”.

0x01 graphic

წიგნი წიგნად, მაგრამ სანდრასთან პირადი კონტაქტი სრულიად განსხვავებულია. ხიბლი პირველი ლედის იმ უშუალობაშია, რომელსაც პირველივე შეხვედრისას გრძნობ. ბუნებრიობა მისი თანდაყოლილი თვისებაა. დაკვირვების გარეშეც შეამჩნევ - ხასიათში, სიტყვებში ყველაფერი იმდენად გულწრფელია, რომ ხანდახან უნებლიე ღიმილსაც მოგგვრით. ასეთივე დაგვხვდა - გადამდებად გულღია, თავისუფალი, არამანერული.

პირველ ლედის მშობლიურ ტერნეზენში შევხვდით. ამ ქალაქს ის წელიწადში ორჯერ, წინასაახალწლოდ და ზაფხულობით სტუმრობს. სასტიკი ყინვა იდგა. ჩვენ რაც თან გვქონდა წაღებული, ყველაფერი გვეცვა და სიცივისგან აბუზულები მორჩილად მივყვებოდით თხელ ფეხსაცმელსა და წითელ ლაბადაში გამოწყობილ სანდრას, რომელსაც ზამთრის სუსხი არაფრად მიაჩნდა და ხალისით გვიამბობდა ბავშვობის შესახებ.

საღამო იტალიურ რესტორანში გავატარეთ. მკრთალად განათებულ ოთახში მხოლოდ ჩვენი მაგიდა იყო დაკავებული. გაუხარდა კიდეც ეს სიცარიელე, ზედმეტი ყურადღება მაინცდამაინც არ სიამოვნებს.

0x01 graphic

სანდრას ყოფილი სახლი, სადაც დაიბადა ედუარდ სააკაშვილი. ტერნეზენი, ჰოლანდია

ტერნეზენი პატარა ზღვისპირა ქალაქია ნიდერლანდების სამხრეთ დასავლეთში, ზელანდიის პროვინციაში. ჩრდილოეთით დასავლეთ შელდას ყურეა, სამხრეთით ბელგიური ფლამანდიის საზღვარი. მოსახლეობა 25 ათასი. ქალაქს პროვინციისთვის დამახასიათებელი ერთი ცენტრალური ქუჩა კვეთს, მაღაზიებით და რესტორნებით, ცენტრში კი - კათოლიკური ეკლესიით. დეკემბრის სუსხიანი დილაა და ჩრდილოეთის რძისფერი ცა შელდას ყურეს თხელ ნისლად აწევს. მსუბუქ, თეთრ საფარში საბარგო გემების სილუეტები ანტვერპენისკენ მწკრივად მიედინება. მიქცევა უკვე დაწყებულია, სანაპირო შავი, ტალახიანი ბელტებით არის მოფენილი. ეს ხედი რულოვსების ბინიდან იშლება - „6 საათში მოქცევა დაიწყება და ზღვის დონე აიწევს”, - გვეუბნება სანდრას მამა.

დილის შუქით უხვად განათებულ სახლში სასიამოვნოდ თბილა. ვხვდებით, რომ გველოდნენ, მაგრამ ჩვენს დასახვედრად „განსაკუთრებული ზომები” არ მიუღიათ. ყველა და ყველაფერი ისეთივე ბუნებრივია, როგორიც თავად სანდრა, მათ შორის დილის ფუსფუსიც: დედა - მაგდალენი ჩანთას ალაგებს, სამხატვრო სკოლაში წასასვლელად ემზადება - იქვე, ბელგიაში. მაგდალენ ვან დერ პული ფერმწერია, ძირითადად აკვარელის საღებავით მუშაობს. ერთ-ერთი ნამუშევარი შემოსასვლელში კიდია: ხალხი ვარდებით, მთავრობის სასახლე, უკანა ფონზე კი ეკლესია. რევოლუციის თემას ბინის სიღრმიდან გამომავალი მარსელიოზას მოტივები ახმოვანებს: კლასიკური მუსიკის რადიოთი ბერლიოზის Symponie Fantastique-ს გადმოსცემენ.

0x01 graphic

უმცროს ვაჟთან ნიკოლოზთან ერთად

ედუარდ რულოვსი - სანდრას მამა მაღალი, წარმოსადეგი, სპორტული აღნაგობის კაცია. ადრე მაკლერი იყო, ამჟამად აღარ მუშაობს. უყვარს ნავიგაცია და ველოსიპედი, თავისუფალ დროს ხანგრძლივ ველო-ლაშქრობებში ატარებს. ბელგიაში ისიც დადის, კვირაში ორჯერ - ფრანგულის გაკვეთილებზე. ამჟამად ედუარდი საუზმის სამზადისშია. 5 წლის ნიკოლოზი უკვე საუზმობს. ჩაიდანი ხელმეორედ ადუღდა და სანდრა მაგიდასთან გვეპატიჟება.

ქართული დელეგაცია ნიკოლოზის ირგვლივ ვსხდებით. ბავშვი არნახულ მადაზეა, ჰერკულესის ფაფის შემდეგ ერთი ბუტერბროდი უკვე მოამთავრა და ეტყობა, რომ არც მეორეზე აპირებს გაჩერებას. თან ხმაურობს - აშკარად ცდილობს მის მიმართ ყურადღების შენელება არ დაუშვას. „ნიკოლოზი მამამისს ჰგავს, სულ ყურადღების ცენტრში უნდა ყოფნა, - გვიხსნის სანდრა, - ედუჩა სხვანაირია, დაკვირვება უფრო იზიდავს”.

0x01 graphic

ედუარდ, სანდრა და მაგდალენ რულოვსები

მასპინძელი მოგვიწოდებს ნიკოლოზს მივბაძოთ: „ჭამეთ რა, რატომ არ ჭამთ?” ისე უშუალოდ გვეუბნება, რომ ყველანი უხერხულად ვიშმუშნებით. უხერხულობას ისევ სანდრა არღვევს: „როგორ მოგწონთ ქალაქი? - თითქოს იცის კითხვის რიტორიკული ხასიათი და პასუხს თვითონვე სცემს - ძალიან შეზღუდულია ეს ტერნეზენი, მოსაწყენი. თითქოს 400-წლიანი ისტორია აქვს, მაგრამ არსად ჩანს ეს. აქ ყველაფერი კლინიკურია - ერთადერთი კომპენსაცია ზღვაა. არა მგონია აქ დავრჩენილიყავი, მე ხომ აფრიკაში მივდიოდი სამუშაოდ”.

მისიონერობაზე ბავშვობიდან ფიქრობდა, „დედაჩემის დეიდები კათოლიკური მისიით ინდონეზიასა და განაში მსახურობდნენ, ეს ჩემში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა, ვფიქრობდი, რომ ჩვენ, მდიდარი ჰოლანდიელები - ღარიბებს უნდა დავხმარებოდით”. სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სამართლის კურსიც იმიტომ გაიარა, რომ სომალიში გასამგზავრებლად მომზადებულიყო. ამ დროისთვის სანდრა უკვე ნამყოფი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და, თქვენ წარმოიდგინეთ - საქართველოშიც. „ჩემი სტუდენტობა 1990-იანი წლების დასაწყისს დაემთხვა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპა იხსნებოდა, მახსოვს ბერლინის კედლის დანგრევა. დამაინტერესა რა იყო რკინის ფარდის მიღმა. ვიმოგზაურე რუმინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში. იმ დროს ცოტა რუსული უკვე ვიცოდი და ამან საშუალება მომცა რუსეთიდან საქართველოში ჩამოვსულიყავი, როგორც თარჯიმანი”.

საქართველოს პირველად 1992 წელს ესტუმრა. მაშინ მიშას არ იცნობდა. მოსკოვიდან მატარებლით გამოემგზავრა და ქართულ მიწაზე პირველად ფეხი სოხუმში დადგა. ფლამანდიელი ძმები, რომლებსაც იგი თარჯიმნობას უწევდა, ქუთაისელი მასპინძლის მოწვევით ჩამოვიდნენ. მათ საქართველოში ჰოლანდიური ბოსტნეულის თესლი ჩამოიტანეს. სტუმრებმა ქუთაისში ათი დღე დაჰყვეს და უკან ისე გაბრუნდნენ, თბილისში არც ჩამოსულან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, სანდრა სამშობლოში საქართველოზე შეყვარებული დაბრუნებულიყო. „მახსოვს ვფიქრობდი, ეს რა ხალხია, როგორ უყვართ ერთმანეთი! ან ეს სუფრები! ქორწილშიც ვიყავი, ნათლობაშიც, სულ ვტიროდი, როდესაც სადღეგრძელოებს ამბობდნენ, მშობლების, დედმამიშვილების, წასულების, ან იმას გაუმარჯოს, ვინც სახლში გელოდება... მართლა. სულ მეტირებოდა. ჩემმა მასპინძელმა - ძალიან კოლორიტული კაცი იყო - კარგად გამაცნო ქვეყნის ხასიათი, ქართული სული, რომელიც ტრადიციებშია გამოხატული”.

საინტერესოა, რომ აზრი საქართველოში 15 წლის ცხოვრების შემდეგაც არ შეუცვლია. მიაჩნია, რომ სუფრა დღესაც აქტუალურია და ასეთად დარჩება. „დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ სუფრა იდეალური საშუალებაა დაძაბულობის მოსახსნელად. როდესაც სამეგობროში ან სანათესავოში რამე პრობლემაა, ერთი სუფრა და ყველაფერი გვარდება. სრულიად უცნობ ადამიანებსაც კი აახლოებს ერთმანეთს”.

ახლა, როდესაც სანდრა ელისაბედი უცხოელებს მასპინძლობს და ქართულ ტრადიციებს აცნობს, თავისი პირველი შთაბეჭდილებები ახსენდება - „პირველად ჩამოსულისთვის ქართული ტრადიციები კულტურული შოკია. უკვირთ და სულ კითხულობენ: აჰა! ესე იგი, ასე არ შეიძლება რომ დავლიო? - უცხოელებს ხომ ძალიან უყვართ წესები! - და ლუდით რატომ არ შეიძლება სადღეგრძელოს დალევა?” ამ ფორმით საკუთარი თავის გახსენება ერთგვარ ხალისს მატებს. სიამოვნებს მასპინძლობაც.

ამბობს, რომ ქართველი დედის როლში შესვლა თავიდან გაუჭირდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დედამთილთან, გიული ალასანიასთან ერთად ცხოვრობდა. მიუხედავად ახლო და თბილი ურთიერთობისა, ერთ ჭერქვეშ ყოფნა რთული აღმოჩნდა. თავს სტუმრად გრძნობდა. განსაკუთრებით ძნელი აღელვებულ ნათესავებთან გამკლავება იყო, თუ ბავშვი ავად ხდებოდა. ტელეფონით დასმული დიაგნოზები და დანიშნულებები, მცირე სიცხის დროს გაკეთებული „ანტიბიოტიკის ინექციები, ცხენის დოზებით”, მეზობელ-ახლობლების რჩევები - „ბავშვი რომ დაიბადება, 40 დღე კუჭი უნდა გამოურეცხოთ, რომ ნაწლავები არ გადაეხლართოს” - აბნევდა.

განვლილს მშვიდად და ღიმილით იხსენებს: „37.2 სიცხე არ არის, ბავშვი შეიძლება აქტიური იყოს, სკოლაშიც წავიდეს. ჩვენთან, საქართველოში, როგორც წესი, ასეთ სიცხეს შეშფოთებით უყურებენ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ისეთი უებარი მკურნალობის მიმართ, როგორიც მასაჟი ან ძმრიანი წინდების ჩაცმაა”.

საკუთარი შეხედულება აქვს ბავშვის განათლებასა თუ ფიზიკურ აღზრდაზე, მისთვის ბუნებრივია, რომელიმე სასწავლებლის მიერ დადგენილი წესი საკუთარი შვილის მისწრაფებებს მოარგოს. მიაჩნია, რომ მუსიკაზე ან სპორტზე სიარული ბავშვისთვის სერიოზული დატვირთვაა. საქართველოში კი მიღებულია, რომ ბავშვმა ერთ სახეობაზე კვირაში რამდენჯერმე იაროს, რათა „პროფესიონალი გახდეს”. ხშირად ბავშვს ამის სურვილი და დრო ნაკლებად აქვს, ამიტომ ის, რაც წესით სასიამოვნო უნდა იყოს, იძულებით ხასიათს იღებს და საძულველი ხდება - „არ მესმის ვისთვის ან რისთვის არის საჭირო ასეთი იძულება. მახსოვს, ერთმა პედაგოგმა ძალიან გაიკვირვა, როდესაც საათების შემცირება ვთხოვეთ - მე ხომ სულითა და გულით ვამზადებ, კვირაში ერთხელ მეცადინეობამ რა შედეგი უნდა მოიტანოს? - მითხრა მან. და შედეგი რა არის? ყველა მუსიკოსი ან სპორტსმენი ხომ არ გამოვა? ახლა ედუჩა დადის კვირაში ერთხელ ფორტეპიანოზე, ერთხელ - გიტარაზე და ორჯერ - ცურვაზე”. სანდრა სიცილით იხსენებს ამბავს, როდესაც დედამთილმა ჰკითხა - რა იცი, იქნებ გამოვიდეს კიდეც ედუჩა პიანისტიო, - არ იცოდა, რა ეთქვა. - „მიშაზეც ხომ არავინ იცოდა, რომ პრეზიდენტი გახდებოდა? რა უნდა მეპასუხა დედამთილისთვის, რომელსაც ასეთი შვილი ჰყავს გაზრდილი?”

შვილების აღზრდაზე საუბრისას ჰოლანდიელების მომჭირნეობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ჰოლანდიელები ეკონომიური ხალხია, ფულის მოგროვება უყვართ და სანამ დახარჯავენ, ბევრს ფიქრობენ. ამ მხრივ, ქართველებისგან განსხვავდებიან. მინდა ჩემი შვილებიც მომჭირნეები იყვნენ. ჩვენთან, საქართველოში ხურდას აგდებით უყურებენ. რატომ? არ ვიცი. ბევრი ხურდა ხომ უკვე ფულია?!” სანდრა თავის ბავშვობას იხსენებს: „ბოთლი მქონდა, რომელშიც 10-ცენტიანებს ვყრიდი. დრო გადიოდა და 60 გულდენი, ანუ 30 ევრო მიგროვდებოდა - ეს ჩემთვის მთელი კაპიტალი იყო. გავრბოდი და ბანკში ჩემს პირად ან UNICEF-ის ანგარიშზე ვდებდი. მე ასე გავიზარდე. მჯერა, რომ ცოტ-ცოტა როცა გროვდება, ბევრი ხდება”.

სანდრას არ სურს შვილებმა ზრდასრული ასაკის შემდეგ მასთან იცხოვრონ. „ედუჩა ამერიკულ აკადემიაში დადის და ალბათ სასწავლებლად საზღვარგარეთ წავა. ნიკუშას 13 წლის შემდეგ მოუწევს ამაზე ფიქრი და ეგებ ამ დროისთვის ჩვენთანაც კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სწავლების დონე. ედუჩას რომ გავუშვებ, ძალიან გამიჭირდება, ვიტირებ. მინდა, რომ ბევრი რამ მივცე იმ ორ წელიწად-ნახევარში, რაც მის წასვლამდე დარჩა. ცოტა დროა, სულ რაღაც 800 დღე”.

პირველი ლედი თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში მოხალისე ექთნად მუშაობს. ეს რეფერალური საავადმყოფოა, სადაც სხვადასხვა გართულებებით ყველაზე მძიმე პაციენტები ხვდებიან. „პერინატალური ცენტრი საზოგადოების სარკეა, შეიძლება ერთ პალატაში იწვეს ლენტეხელი მრავალშვილიანი დედა, რომელიც მორიგ შვილს ელის, თბილისელი ახალგაზრდა გოგო, რომელიც პირველად აჩენს და საკეისროს ითხოვს, და სენაკელი ქალი, რომელიც ტყუპებს ელოდება”.

როგორც ამბობს, პაციენტებთან პირადი კონტაქტისას ზუსტად ირკვევა თუ რა უჭირთ, უფრო ცხადად ჩანს, რა სფეროშია მეტი პრობლემა. შემდეგი ეტაპი ზომების მიღებაა, რაც ორი ჯანდაცვის საბჭოს მეშვეობით ხორციელდება: რეპროდუქციული ჯანმრთელობის საბჭო და ინფექციურ დაავადებათა საბჭო, რომლებშიც ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალები შედიან, თუმცა არა მხოლოდ - აქვე არიან პარლამენტის, ეკლესიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საბჭოს სხდომებზე პრობლემებს იხილავენ, რეკომენდაციებს აძლევენ სამინისტროებს, კოორდინაციას უწევენ დონორებს.

0x01 graphic

ტერნეზენის სანაპირო

სანდრა ელისაბედ რულოვსის გატაცება კლასიკური მუსიკაა. 2007 წელს მან რადიო მუზა დააარსა და შაბათობით დილის ათ საათზე საავტორო გადაცემა „სანდრას მუზა” მიჰყავს. იმას, რომ უცხო ენაზე გადაცემის წაყვანა იოლი არ არის, ბევრი მტკიცება არ სჭირდება, თუმცა სანდრა ამასაც ჩვეული სიმტკიცითა და მოთმინებით ართმევს თავს. მუზა აპოლიტიკური რადიოა, აქ არც ახალი ამბები გადის, არც რეკლამა. „ბუნებრივია, მსურს, რომ მუზას მსმენელთა რიგი გაფართოვდეს, უფრო მეტმა ახალგაზრდამ დაიწყოს კლასიკური მუსიკის მოსმენა, ბევრი ადამიანი ჩვენს არხს მუშაობის დროს ფონად იყენებს, ან მანქანაში აქვთ ჩართული, გვისმენენ ავადმყოფები და ისინი, ვისაც ღამით არ სძინავს”, - ამბობს სანდრა.

პრეზიდენტის საქმეში ცდილობს არ ჩაერიოს - „იყვნენ წარსულში ადამიანები - არამარტო საქართველოში - ვინც, ასე ვთქვათ, მეუღლის საქმეში ჩაერია და რაღაც გააფუჭა. ამიტომ ყოველთვის ვფრთხილობ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით ჩემს ქმარს უნებლიეთ, რაიმე ზიანი არ მივაყენო. ახალ წამოწყებას ყოველთვის მას ვუთანხმებ”.

სანდრა ელისაბედ რულოვსი არ მალავს, რომ პრეზიდენტობა წყვილის გაცნობიერებული არჩევანია - „ნიუ იორკში უკვე ვიცოდით, რომ საქართველოში ვბრუნდებოდით იმისთვის, რომ მიშას საკუთარი წვლილი შეეტანა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავიდან, მის პრეზიდენტობაზე უფრო მეტად უცხო ხალხისგან მესმოდა. როდესაც მაგალითად ჯიხურში გაზეთს ვყიდულობდი და გამყიდველს ვეუბნებოდი, აი, ჩემი მეუღლის სურათი, ნახეთ რა სტატია დაწერა? გამყიდველი კმაყოფილი მპასუხობდა: მართალი კაცია, ასეთი კაცი უნდა გახდეს პრეზიდენტი. აი, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. ასეთი შემთხვევები რომ გახშირდა, უკვე ვხუმრობდი: ეჰ, ვის უნდა დღევანდელ საქართველოში რომ ჭკვიანი კაცი იყოს სათავეში? ვინ გაუშვებს წინ?” სანდრა იჭმუხნება და  „იმდღევანდელ საქართველოს” - ადამიანის მოტაცებებს, უშუქობას, უიმედობასა და ქურდობას იხსენებს - „მერე დავფიქრდი და საკუთარ თავს ვკითხე, ვინმე ხომ უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი და პირველი ლედი. ვინ იცის, იქნებ ეს ვინმე ჩვენ ვყოფილიყავით”. თუმცა, მისი თქმით, ყველაფერი უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ისინი ელოდნენ.

0x01 graphic

სააკაშვილების ოჯახი. მხატვარი: ე. გაპჩინსკა

„მე ვიტყოდი, რომ მიშა, ახლა თავის ადგილზეა”, - მოკლედ ამბობს. გვეცინება ასეთ პირდაპირ და ლაკონურ ნათქვამზე. „მართლა, ისე მოხდა, თითქოს საკუთარი ადგილი იპოვა, მიხვდა, რომ იქ არის, საიდანაც ყველაზე მეტის გაკეთება შეუძლია”.

0x01 graphic

ძველებური სტამბის უჯრა, სადაც სანდრა სუვენირებს აწყობს (ჰოლანდიური ტრადიცია)

რევოლუციის მიღწევებზე ვსაუბრობთ. მიაჩნია, წარმატება სახეზეა, მიუხედავად იმისა, რომ მისკენ მიმავალი გზა რთულია და ხშირად მტკივნეული - „მთავარია, რომ წინ მივდივართ, მიხარია, რომ ნელ-ნელა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტეგრირება ხდება. იგრძნობა უფრო მეტი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც”. კმაყოფილია, რომ უდედმამო ბავშვები ახლა უკვე მცირე საოჯახო ტიპის სახლებში იზრდებიან, უნარშეზღუდულები - დღის ცენტრებში დადიან და აღარ უწევთ საკუთარი მდგომარეობის დამალვა. შემდეგ მნიშვნელოვან გამოწვევად ფსიქიატრიული პაციენტების საზოგადოებაში ინტეგრირებას მიიჩნევს - „უნდა დაინერგოს ერგოთერაპია - მკურნალობა რეკრეაციული დასაქმების გზით. ფსიქიატრიული პაციენტი წამალს მხოლოდ იმიტომ არ უნდა იღებდეს, რომ ჩუმად იყოს. თუმცა ისიც მიღწევაა, რომ მედიკამენტებით მომარაგების პრობლემა მოგვარდა. სამწუხაროდ, ტუბერკულოზი და შიდსი ისევ ტაბუდადებულ თემებად რჩება. არადა, ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში გარიყული ადამიანები არ არსებობდნენ. სანდრას მიმდინარე პროცესებზე, ყოველთვის თავისი აზრი აქვს და ამაზე საუბარს არ გაურბის - თუნდაც პრეზიდენტთან. „როგორც მეუღლე, გულწრფელი ვარ, სწორ დროს ვარჩევ და ვეუბნები, რომ აი ეს არასწორი იყო. თუმცა მერე აღმოჩნდება, და ეს ბევრჯერ შემინიშნავს, რომ მისი მიდგომა ამართლებს და ის შედეგი, რისი მიღებაც უნდოდა, მიღწეულია - ჩვენ შედეგისთვის ვმუშაობთ და ვიბრძვით”.

მეუღლეს და პრეზიდენტს ცალ-ცალკე არ განიხილავს. „მიშა ერთი ადამიანია და ეს ადამიანი პრეზიდენტია. ის ჩემი პრეზიდენტიც არის, პატივს ვცემ როგორც მეუღლეს, მაგრამ როგორც პრეზიდენტს - არანაკლებად. ვიცი, რომ მას მძიმე ტვირთი აწევს, ამიტომ ვცდილობ სახლში ისეთი ატმოსფერო შევქმნა, რომ დასასვენებლად მოვიდეს. არ მინდა თვითქება გამომივიდეს და იდეალურ მეუღლედ წარმოვაჩინო ჩემი თავი, მაგრამ ეს მართლა ასეა - როდესაც მიშა სახლში დაღლილი მოდის, პრობლემებზე არ ვესაუბრები, რადგან ვიცი, ამის დროც მოვა. ვცდილობ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა - დავუსხამ ჩაის, ან მის საყვარელ შამპუნს მივუტან, როდესაც ვერ პოულობს”. პრეზიდენტის „საყვარელი შამპუნი” ჩვენს ინტერესს და ღიმილს იწვევს, მაგრამ აღარ ვეძიებით.

„უსამართლო ბრალდებების წინააღმდეგ განუსაზღვრელი იმუნიტეტი არ მაქვს. ცხადია მტკივა, როდესაც დაუმსახურებლად გვლანძღავენ, ძალიან ხშირად ხომ ბრალდება სიცრუეა”, - აღნიშნავს გულისტკივილით, და უცებ მხნევდება - „ეგ არაფერი, რადგან ვიცი, რომ სიმართლე საბოლოოდ მაინც გაიმარჯვებს”.

ამ ოპტიმისტურ ტალღაზე სანდრას ვემშვიდობებით, ნაქირავებ რენო კანგუში ვსხდებით და მოყინული გზით უკან, ამსტერდამისკენ მივდივართ. გზაში ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ. ცოტა ვღელავთ, სტატია დითირამბად არ გვექცეს, თუმცა ამაზე ხვალ... დღეს საღამოს კი, ამსტერდამი გველის.

0x01 graphic

ტერნეზენი

15 ქალები მოსაწყენი სექსის ზღვარზე

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი

0x01 graphic

„შეერთებული შტატების აგენტი, ფანატი ფემინისტი, მუსლიმების თაყვანისმცემელი, ქრისტიანი ფუნდამენტალისტი, ფრიგიდული და საბედისწეროდ შეყვარებული, განა ძალუძს ადამიანს ეს ყველაფერი ერთდროულად იყოს?” - ეს თითქოსდა რიტორიკული შეკითხვა გულანთებულ ფემინისტს, ანა არდინს ეკუთვნის, რომელიც ფართო საზოგადოების წინაშე ჟურნალისტიკის თვითაღიარებული ჯეიმს ბონდის - ჯულიან ასანჟის „მსხვერპლად” წარდგა. ანა ერთ-ერთია იმ ორ მეგობარ ქალთაგან, რომლებიც ახალგამომცხვარ კერპს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და პარალელურად ასანჟის განრისხებულ თაყვანისმცემლებს იგერიებენ.

არდინმა ჰაკერი სტოკჰოლმში Wikileaks-ის პოპულარიზაციის მიზნით მიიწვია. თუმცა სტუმრისა და მასპინძლის საქმიანი ურთიერთობა სექსით დამთავრდა, უფრო სწორად ასანჟსა და მასპინძლის მეგობარ ქალბატონს შორის სექსით - ანა არდინმა შეიტყო, რომ ჰაკერი არა მხოლოდ მასთან, არამედ მის მეგობართანაც „ერთობოდა”. ბევრის მტკიცებით, გულგატეხილმა ქალებმა ასანჟის წინააღმდეგ პირი შეკრეს და შურისძიებაზე ფიქრი დაიწყეს. ამასვე მიგვანიშნებს თავად არდინის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული “პასაჟები” შურისძიების შესახებ.

„ფემინიზმს ამოფარებული ქალები, სინამდვილეში, პერსონალურ იარებს იშუშებენ”, - გაკიცხა ისინი ამერიკელმა ფემინისტმა, ნაომი უოლფმა. მასთან ერთად ეჭვი “გაუპატიურებული” ქალების მოტივაციაში ბევრმა შეიტანა.

არდინი არ მალავს, რომ ასანჟს სექსზე თავად დათანხმდა. მაგრამ, მას არ ესიამოვნა ერთი ის, რომ ჰაკერმა ხელები დაუჭირა და ზემოდან დააწვა იმისათვის, რომ „თავისი გაეტანა”, მეორე - სქესობრივი აქტი წამოიწყო მაშინ, როდესაც ქალს ეძინა, თანაც „მოძალადეს” პრეზერვატივი არ გახსენებია. მეორე ქალბატონსაც მსგავსი პრეტენზიები აქვს. „მათი სექსი თანხმობით დაიწყო და ძალადობაში გადაიზარდა”, - განაცხადა შვედი ქალების ადვოკატმა.

დაუჯერებელი სულაც არ არის, რომ ქალებს შურისძიება ამოძრავებდათ. მართლაც, შესაძლოა, ასანჟთან გატარებული ღამე ანა არდინს მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩენოდა, თავი შეურაცხყოფილად რომ არ ეგრძნო. მაგრამ რას იზამ? - შვედეთის კანონმდებლობით, სქესობრივი აქტის რომელ ეტაპზეც არ უნდა თქვას ქალმა უარი გაგრძელებაზე, მამაკაცი უნდა დამორჩილდეს - ყველა სხვა შემთხვევაში გაუპატიურებად ჩაეთვლება.

0x01 graphic

„ის, რომ ამერიკული კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ქალის სათანადო დაცვას, ეროვნული სირცხვილია, - განაცხადა ჯესიკა ვალენტიმ, ამერიკელმა ფემინისტმა და feministing.com-ის დამფუძნებელმა Washington Post-ის ფურცლებზე რამდენიმე დღის წინ, - ჩვენ შვედური კანონმდებლობა ამერიკული კანონმდებლობის პოტენციურ მოდელად უნდა განვიხილოთ”.

მანამდე, სანამ ამერიკელი ფემინისტები თავიანთი შვედი თანამოაზრეების გამარჯვებას ეზიარებიან და ამერიკელ ქალებს მამაკაცებზე „შურისძიების მექანიზმებს” შესთავაზებენ, მიმოვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს თანამედროვე ფემინიზმი და რით ხსნიან ფემინისტები სექსის რეგულირების აუცილებლობას.

ძალიან ზოგადი განმარტებით, იყო ფემინისტი, ნიშნავს სწუხდე იმაზე, რომ ქალები სქესის გამო იჩაგრებიან, მიზნად ისახავდე ჩაგვრის, იგივე სექსიზმის, აღმოფხვრას და გენდერული თანასწორობის დამყარებას. ერთი შეხედვით, კეთილი და ცხადი მიზანია - შეიძლება ფემინისტობაც კი მოგანდომოს. მაგრამ საკმარისია დასვა კითხვა, თუ რას ნიშნავს ან რაში გამოიხატება სექსიზმი, როგორ უნდა ებრძოლო მას, სად მთავრდება ბრძოლა, სახლის კართან თუ გულის ფიცართან, რას ნიშნავს თანასწორობა - ფემინისტებისგან იმდენ ურთიერთგამომრიცხავ პასუხს მიიღებ, რომ მოჩვენებითი სიცხადე შარშანდელი თოვლივით გაქრება და თან ენთუზიაზმიც შეიძლება გაიყოლოს. ამიტომაც ამბობენ, რომ თანამედროვე ფემინიზმი თანხმობაზე მეტად, უთანხმოების შესახებაა. არადა, თავის დროზე ყველაფერი, სამართლიანი და მკაფიო მოთხოვნით დაიწყო.

0x01 graphic

ქალისა და კაცის თანასწორობის შესახებ, უკვე საუკუნეებია, გვესმის და თავისუფლად შეგვიძლია ვიკითხოთ - მაგალითად, იყო თუ არა პლატონი ფემინისტი, რადგან ის მიიჩნევდა, რომ „ქალებმა უნდა ისწავლონ, რათა მართონ” (რესპუბლიკა, წიგნი V)? ან იყო თუ არა ფემინისტი შოთა რუსთაველი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეფე მეფეა, იმის მიუხედავად კაცია ის, თუ ქალი? ბევრი მიიჩნევს, რომ პოეტი ამ კარგად ნაცნობი აფორიზმით, არა ქალის როლის ამაღლებას, არამედ მეფის მნიშვნელობის ხაზგასმას ახდენს. თუმცა, ასეც რომ იყოს, „ვეფხისტყაოსანში” ქალის სახით იმდენი მკვეთრი და აქტიური პერსონაჟია წარმოდგენილი, რომ რუსთაველის ფემინისტობის შესახებ კითხვა აზრს სულაც არ კარგავს.

სტენფორდის ფილოსოფიის ენციკლოპედიის მიხედვით, თანამედროვე ფემინიზმი ორ მტკიცებას ეყრდნობა. ერთი აღწერილობითი ხასიათისაა, მეორე ნორმატიული. პირველი მდგომარეობას აღწერს - ქალებს სქესის გამო ჩაგრავენ; ხოლო მეორე - მოქმედებას ისახავს მიზნად - გენდერული ჩაგვრა უნდა აღმოიფხვრას. სწორედ ამ ფორმულის გამო, ის ინტელექტუალურის გარდა, პოლიტიკური მოძრაობაცაა.

ფემინიზმი, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, ანუ გენდერული თანასწორობისთვის ორგანიზებული ბრძოლა მე-19 საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო აშშ-სა და ევროპაში. ქალს და მამაკაცს ერთნაირი პოლიტიკური და იურიდიული უფლებები აქვთ, - ამტკიცებდნენ ქალები და განსაკუთრებული ჟინით არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მოითხოვდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ხმის უფლება მათ დისკრიმინაციას ბოლოს მოუღებდა.

0x01 graphic

0x01 graphic

ამ პროცესს ფემინიზმის პირველ ტალღად მოიხსენიებენ, მაგრამ იტყვით თუ არა ამას, უმალვე წინააღმდეგობას შეხვდებით, რადგან ფემინისტების ნაწილი ამტკიცებს, რომ მათი მოძრაობის ტალღებად დაყოფა უსამართლობაა იმ სხვადასხვა რასის, რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის ქალების მიმართ, რომლებიც ე.წ. ტალღებს მიღმა იბრძოდნენ ქალთა უფლებებისათვის. „უსამართლობაა, ფემინიზმის მხოლოდ თეთრი ევროპელი ქალების ინიციატივად გასაღება”, - ამტკიცებენ ოპონენტები.

ე.წ. პირველი ტალღა შედეგიანი აღმოჩნდა. არჩევნებში მონაწილეობის ბედნიერება პირველად ახალ ზელანდიელ ქალებს ხვდათ წილად 1893 წელს. ამერიკელმა ქალებმა იგივე უფლება 1920 წელს მოიპოვეს. მოგვიანებით - 1928 წელს მათ დიდი ბრიტანეთიც შეუერთდა. საფრანგეთში ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1944 წელს, იტალიაში კი - 1945 წელს მიიღეს.

კომიკურია, მაგრამ ფაქტია, რომ შვეიცარიაში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა სულ რაღაც 40 წლის წინ, 1971 წლის თებერვალში მიეცათ. თუმცა, რამდენიმე კონსერვატიულ კანტონს ეს არ შეეხო. მოგეხსენებათ, რომ შვეიცარიაში პირდაპირი დემოკრატიაა და ყოველ მეორე, მეტ-ნაკლებად საჭირბოროტო საკითხზე რეფერენდუმი ტარდება. და აი ასე, ზოგიერთ კანტონში ხალხის, ანუ მამაკაცების - რადგანაც ხმის უფლება ქალებს არ გააჩნდათ - უმრავლესობამ, მათი ცოლების, დედების, დებისა და ქალიშვილების არჩევნებში მონაწილეობა არ ისურვა. ამ კანტონებში ქალებმა ხმის უფლება მხოლოდ 1990 წელს მიიღეს, ისიც არა ადგილობრივი, არამედ ფედერალური ძალისხმევის შედეგად.

1960-იან წლებამდე გენდერული უთანასწორობა იშვიათად, ვინმეს რომ პოლიტიკურად საინტერესო ან მნიშვნელოვან საკითხად მიეჩნია. ამ დრომდე ქალისა და კაცის მეტისმეტად განსხვავებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ როლს საზოგადოება არ აპროტესტებდა  და თვლიდა, რომ ფუნქციათა დანაწილება ქალსა და კაცს შორის ბიოლოგიური კანონზომიერებით იყო ნაკარნახევი. მით უმეტეს, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი თანასწორობა ამ დროისთვის განვითარებული მსოფლიოს დიდ ნაწილში უზრუნველყოფილი იყო და თუ ქალს, ბავშვების გაჩენა და დიასახლისობა არ სურდა, შეეძლო თავისი ძალისხმევა სხვაგან მიემართა.

სწორედ ამ პერიოდში, 1963 წელს გამოქვეყნდა ბეტი ფრიდანის წიგნი, სათაურით „The Feminine Mystique” (ქალური მისტიკა), სადაც ავტორი წუხს, რომ ბევრი ქალი უბედურია დედისა და დიასახლისის როლში და რომ მათი სამართლებრივი და პოლიტიკური უფლებების აღიარებამ, თანასწორობა ვერ დაამყარა. ბეტი ფრიდანის პუბლიკაციამ ააგორა ფემინიზმის ე.წ. მეორე ტალღა, იგივე „ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობა”. მოძრაობის წევრები ადამიანების პირადი ცხოვრების რეგულირებას მოითხოვდნენ რადიკალური სოციალური ცვლილებების მისაღწევად. 70-იანი წლებიდან ფემინისტები ამტკიცებდნენ, რომ უთანასწორობას უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული, ვიდრე ეს მათ პირველტალღელ კოლეგებს ეგონათ და რომ ის ადამიანის ცნობიერებამდე აღწევს. შესაბამისად, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლისას, ფოკუსირება უნდა მოხდეს ქალების ჩაგვრის პირად, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ასპექტებზე.

რადიკალი ფემინისტები მიიჩნევენ, რომ ოჯახის სტრუქტურაა ქალის „უბედურების” თავი და თავი, რადგან ის კაცის უპირატესობას უსვამს ხაზს. ისინი თვლიან, რომ ოჯახში პასუხისმგებლობის განაწილება, წესებით განსაზღვრული უნდა იყოს - კაცმა და ქალმა საქმე თანაბრად უნდა გაიყონ, ისე, რომ ამ უკანასკნელს დიასახლისობა არ მოუწიოს. თუ ქალს დიასახლისობა ურჩევნია, ე.ი. ის ვერ ხვდება, რომ ჩაგრავენ და შველას საჭიროებს.

რადიკალი ფემინისტების მოთხოვნებს, ოპონენტები სხვის ცხოვრებაში ჩარევად და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციად მიიჩნევენ. „ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობა სრული სისულელეა. სინამდვილეში კაცები არიან დისკრიმინირებულნი. მათ ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა არ აქვთ, და ამას ვერავინ შეცვლის”, - განაცხადა ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო პოლიტიკის ვარსკვლავად აღიარებულმა ქალმა გოლდა მეიერმა რადიკალი ფემინისტების შესახებ 1972 წელს.

0x01 graphic

70-იანი წლებისთვის დამახასიათებელმა რადიკალიზმმა, 90-იანი წლებიდან იკლო, ამ დროს პოპულარული გახდა ტერმინი პოსტფემინიზმი, იმ დატვირთვით, რომ ფემინისტებმა თავისას მიაღწიეს, და ახლა „ფემინიზმს მიღმა” იბრძვიან. ამავდროულად, ისედაც დაქსაქსული ფემინისტური მოძრაობის რადიკალური დივერსიფიკაცია დაიწყო, რამაც შეუძლებლად აქცია ფემინისტებს შორის საერთო აზრის გამონახვა. გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც გენდერულ განსხვავებას კი არ უარყოფენ, არამედ თავს იწონებენ იმით, რომ ქალები არიან და არა „აგრესიული კაცები”. ისინი მიიჩნევენ, რომ კაცზე სწორების აღება, ქალის კაცად წარმოჩენას ემსახურება და ამის წინააღმდეგნი არიან. გააქტიურდნენ ეკოფემინისტები, რომლებიც ქალსა და დედაბუნებას შორის მისტიკურ კავშირზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ კაცების უდიერი დამოკიდებულება ქალებისა და გარემოს მიმართ ამითაა გამოწვეული. ფემინისტების ნაწილი უფრო შორს მიდის, ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს საერთოდ უარყოფს და ქალებს მოუწოდებს, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან გაჩენილნი და კაცი საერთოდ დაივიწყონ - ამის გამო მათ იქით ადანაშაულებენ სექსიზმში.

0x01 graphic

ფემინისტთა ნაირსახეობების და მათ შორის იდეოლოგიური განსხვავებების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და მხოლოდ დაგვაბნევს. ერთი, რაც ცხადია - ფემინისტებმა ბევრი სიკეთის დანერგვას შეუწყვეს ხელი - იქნება ეს ქალების არჩევნებში მონაწილეობის უფლება თუ გენდერული თანასწორობის სამართლებრივი აღიარება. ქალთა უფლებებისთვის მებრძოლებს, დღესაც აქვთ საფუძველი იბრძოდნენ, რადგან ბევრ კულტურაში ქაღალდზე აღიარებული უფლება არაფერს ნიშნავს და ქალს კვლავინდებურად ნივთივით ექცევიან - ძალით ათხოვებენ, იტაცებენ და აიძულებენ ოჯახი შექმნას მოძალადესთან, უშლიან მუშაობას, ცემენ, ექსპლუატაციას უწევენ. რასაკვირველია, მისასალმებელია, თუ ამ კულტურებში ქალებს ეცოდინებათ თავიანთი უფლებების შესახებ, ისწავლიან თავი როგორ დაიცვან ძალადობისგან, როგორ დაგეგმონ ოჯახი და ასე შემდეგ.

მაგრამ შვედეთის მაგალითი ცხადყოფს, რომ იგივე ფემინისტების აქტივობის შედეგად, ისეთი რეგულაციებიც მივიღეთ, რასაც ბევრი, არცთუ უსაფუძვლოდ, ქალის გათავისუფლებად კი არა, სქესით ბოროტად სარგებლობის უფლების აღიარებად მიიჩნევს. ვფიქრობ, ეს მამაკაცების გარდა, ქალებსაც აზარალებს. თავად წარმოიდგინეთ მდგომარეობა, სადაც სქესობრივი აქტის დროს წამოცდენილმა სიტყვამ „არა”, მამაკაცს შეიძლება ისე მოაკურცხლინოს, ვერც კი დაარწმუნო, რომ „არა” მხოლოდ შორისდებულის ფუნქციას ასრულებდა. რა იცის? ხომ შეიძლება, ორი კვირის შემდეგ გაწყენინოს და უადგილოდ წამოსროლილი „არა” მისთვის სასამართლო დავის საფუძველი გახდეს?

რადიკალური ფემინიზმი, როგორც წესი, განვითარებულ დემოკრატიებში ყვავის. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ასანჟის ქართველ ფანებს კერპი გადაავიწყდებათ და დაიწყებენ კამათს იმაზე, უნდა ჩაითვალოს თუ არა ნებაყოფლობითი პენეტრაციის შემდეგ, ქალის მიერ სექსზე უარის თქმა გაუპატიურებად, ანუ უნდა დაუდგეს თუ არა სახელმწიფო დარაჯად ინტიმურ ურთიერთობას. მაგრამ, სანამ რამეს მოვიმოქმედებთ, ეგებ დავფიქრდეთ - მსგავსი შეზღუდვებით სექსს მოსაწყენს და მამრობით სქესს, კიდევ უფრო მოსაწყენს ხომ არ გავხდით?

16 feMANism

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ქეთი დევდარიანი

ეძღვნება თამარ მეფის ხსოვნას
გენდერული მითები, სტერეოტიპები და ფაქტები:

0x01 graphic

0x01 graphic

კაცები ნადირობდნენ და ადამიანის ფიზიკური არსებობისათვის უმთავრესს - საკვებს - მოიპოვებდნენ.

სინამდვილეში, ქალების შეგროვებული კენკრა, ჩიტის კვერცხები და სხვადასხვა თხილეულობა ბევრად უფრო ჯანსაღი და მნიშვნელოვანი საკვებია ორგანიზმისთვის, ვიდრე ორ კვირაში ერთხელ მორთმეული დამარცხებული შემწვარი ბრონტოზავრი.

0x01 graphic

კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენები მხოლოდ მამაკაცებს ეკუთვნით.

მარია სკლადოვსკა-კიური, დოროთი ჰოჯკინი, ადა ბაირონი, ჰაიდი ლამარი, სტეფანი კვოლეკი, ბეტ ნესმიტი, გერტრუდა ელიონი, სარა ბრიდლავი, ფერი ფელპს იაკობი, მადამ კლიკო, ჯანეტ ჯენსენი.

არ იცით ხომ ამ ქალების ვინაობა?! გაიკითხეთ!…

რა თქმა უნდა, კაცების ჩამონათვალი უფრო გრძელია, მაგრამ ქალების სიაც საკმაოა იმისათვის, რომ მათ შეზღუდულ უნარებზე საუბარი მითად იქცეს, აღმოჩენები კი ტენდენციად და არა გამონაკლისად, რომელიც წესს ადასტურებს.

0x01 graphic

ქალები ნაკლებად აგრესიულები არიან, ვიდრე კაცები.

გაიხსენეთ ძველი და ახალი ლიტერატურა, სადაც ქალი კონფლიქტების სათავე, ბოროტი სული, ომების მაპროვოცირებელი, ეშმაკი, კრეატიული და მოქნილი არსებაა.

0x01 graphic

კაცებისათვის, განსხვავებით ქალებისგან, დამახასიათებელია რაციონალური აზროვნება.

კაცების უმრავლესობის სექსისტური მიდრეკილებები სწორედ რაციონალურად განსჯის უუნარობაზე მეტყველებს. აბა, როგორ შეიძლება, კამათის დროს ქალის სქესი იყოს კაცის ყველაზე მძლავრი არგუმენტი. კონფორმიზმიც, რომელიც გენდერული სტერეოტიპების მიხედვით უფრო ქალური თვისებაა, მათ პრაგმატულობასა და რაციონალიზმზე მიუთითებს

0x01 graphic

კაცებს უფრო უყვართ ჭამა და კომფორტი, ვიდრე ქალებს.

სინამდვილეში ქალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კარგ პატრონს ჩაჰბარდნენ. ანუ, კარგად ჭამონ, სვან და ჩათბნენ. იტარებენ ათასნაირ მტკივნეულ პროცედურას, იკლავენ თავს შიმშილით, არ აძლევენ კანს და საკუთარ თავს სუნთქვის საშუალებას. ითმენენ თაფლის მასაჟებს, მერე თავს იმართლებენ, რომ ეს ყველაფერი თვითონ მოსწონთ და საკუთარი თვითშეფასებისთვის აკეთებენ. და, აი, ამდენი შიმშილისა და ტანჯვის მერე ისინი მიჰყვებიან იმ ერთადერთს, რომელსაც, როგორც ბეტონის კედელს, ისე მიეყრდნობი. ოღონდ ერთი პირობაა. რაც უფრო გამძლე კედელს ეძებთ, მით უფრო მეტი ეპილაცია, დიეტა, აკვა-აერობიკა და პედიკური დაგჭირდებათ. საკუთარ მომხმარებლობას კაცები ესთეტობად შემოგჩრიან და როცა თქვენ, ამოისუნთქავთ, მოეშვებით, დაწყნარდებით და უკვე მყარად კედელს მიყრდნობილი „კაი ოსტრის” ჩაუჯდებით, კედელი სხვასთან წავა. ამიტომ მასზე მიყრდნობას, მიწაზე მყარად დგომა ჯობია, სამი ზედმეტი კილოგრამი და ზურგით სათრევი ინტელექტი კი გაცილებით მყარად დაგაყენებთ მიწაზე.

0x01 graphic

კაცებს უკეთესი იუმორის გრძნობა აქვთ. განსაკუთრებით შავი იუმორის.

ეს ნიშნავს, რომ მათ უფრო ეშინიათ სიკვდილის, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი დრო აქვთ ფიქრისთვის, იმიტომ, რომ ყოფით საქმეებს ქალები აგვარებენ.

0x01 graphic

ფემინისტები დაბოღმილი და მახინჯი ქალები არიან.

არ შეგეშინდეთ, თუ კაცებს თქვენთან კამათის დროს ცინიკური, შემწყნარებლური და არასერიოზული ტონი აქვთ. ეს თავდაცვის მექანიზმი და დროთა განმავლობაში შეძენილი ე.წ. „ქალური თვისება” - ეშმაკობაა. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად კი ნელ-ნელა გაქრება ზღვარი კაცურს და ქალურ თვისებებს შორის. ასევე, ნუ შეგეშინდებათ თქვენი სქესის წარმომადგენლების, რომლებიც კაცების კეთილგანწყობის დაკარგვის შიშით, ვერ იტანენ „ფემინისტებს, ხოჭოებს და კაცებს ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით”. ანტიფემინისტი კაცები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქალები სულელები არიან, რადგან ვერ ხვდებიან, გენდერული თანასწორობა თანაბარ პასუხისმგებლობასაც მოიაზრებს და ინტელექტიც თავის ტკივილია.

პასუხისმგებლობების გადანაწილებასთან ერთად, ფართოვდება თქვენი არეალი, სამოქმედო სივრცე, იზრდება შინაგანი და გარეგანი თავისუფლება. ვეღარავინ გაბედავს ხელით შეგეხოთ, შეგაშინოთ. ხაჭაპურის გამოცხობა კი თქვენი კიდევ ერთი ნიჭი, ჰობი და არა მოვალეობა გახდება.

0x01 graphic

ზიგმუნდ ფროიდი, ანატომია, ფემინიზმი

ზიგმუნდ ფროიდი თვლიდა, რომ მორფოლოგიური განსხვავება ქალებსა და კაცებს შორის შეუძლებელს ხდის მათ თანასწორობას. ანატომია განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკას და აყალიბებს მათ ფუნქციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სქესობრივი განსხვავებების განპირობება გენეტიკური, ბიოლოგიური ფაქტორებით საკმაოდ საკამათოა, მეცნიერულად არც დამტკიცებულია და არც უარყოფილი. ზოგიერთი ფსიქოლოგი კვლავ ტრადიციული და ერთი შეხედვით დამაჯერებელი თეორიის გავლენის ქვეშ არის. ისინი ნებით თუ უნებლიეთ ივიწყებენ, რომ ადამიანის განვითარება და პიროვნული ჩამოყალიბება, ისევე როგორც სექსუალური ქცევა, დეტერმინირებულია სოციალური ფაქტორებით. სოციალურ ფაქტორებს დომინანტი სქესი განაპირობებს და ისევ წრეზე ვტრიალებთ.

ფემინისტები ფროიდს ვერ იტანენ, მაგრამ ღირსეული კონტრარგუმენტები ჯერჯერობით არ გააჩნიათ და ელოდებიან ბაზალეთის ტბის ძირას მდებარე კიდევ ერთ აკვანს, სადაც ახალი თეორიით ფროიდიზმის დამთრგუნველი იწვება. სასურველია ქალი იყოს (ბალანსისთვის).

0x01 graphic

რელიგია და გენდერული თანასწორობა

რელიგია ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში. ქრისტიანული რელიგია ქალისა და კაცის თანასწორობას ქადაგებს, თუმცა რიტუალები საპირისპირო სურათს გვიჩვენებს. მღვდელიც, ეპისკოპოსიც, პაპიც, პატრიარქიც და თავად ღმერთიც - კაცია. აწმყოსთვის რელიგია ნელ-ნელა ანაქრონიზმი ხდება, გენდერული თანასწორობა კი დროებითი უტოპია, რომელსაც კაცობრიობის განვითარება აქცევს ნორმად.

0x01 graphic

მასმედია და გენდერული სტერეოტიპები

კაცები რეკლამაში რაციონალურები, სხარტები, გრილები, ჭკვიანები, საქმიანები, ინიციატივიანები, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით (რენოს ირჩევს, ოცნება უნდა მართოს. მაშინ, როცა მისი ცოლი ფეირით რეცხავს ჭურჭელს, მალე ირეცხება და დრო რჩება ტაიდით სარეცხის დარეცხვისთვის და მისტერ მუსკულით უნიტაზის გახეხვისთვის).

კაცები იღებენ სწორ გადაწყვეტილებას, შეუძლიათ ყველაფერი. ადიან მწვერვალებზე, დადიან წყალზე, უსწრებენ დროს და იძლევიან შანსს.

ქალები რეკლამაში ახალი ფხვნილის შეძენის ნიადაგზე აღელვებული, არაადეკვატურად ემოციური, ზედმეტად სენტიმენტალური, შოკოლადების გამო დედის, მამის, ქმრის და სამშობლოს გამყიდველი, მოსულელო და მოსაყვარლო.

ტელევიზორიდან შემოთავაზებული ეს ტიპაჟები ნელ-ნელა გაჯდება ჩვენს თავებში და შაბლონად იქცევა.

0x01 graphic

ხელთ არსებული სტატისტიკა:

ქალებს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწების მხოლოდ ორი პროცენტი ეკუთვნით. ანორექსიით დატანჯულთა 95%25 ქალია. სექსუალურ ნიადაგზე მკვლელობათა 93%25 შემთხვევებში მსხვერპლი ქალია.

0x01 graphic

გენდერული უკიდურესობანი:

ფემინიზმის ზოგიერთი, რადიკალური ფრთის წარმომადგენელი უკვე მოძალადეს და უსამართლო დომინანტს კი არ ებრძვის, არამედ ზოგადად კაცს. ეს კი არაფრით განსხვავდება კაცების სექსიზმისგან. სეპარატისტმა ფემინისტებმა ხომ საერთოდ გენდერული თანასწორობის იდეის მარგინალიზაცია მოახერხეს და გააჩინეს ეჭვი, რომ მათ კაცები აფინანსებენ.

ობიექტური რეალობა:

არ არსებობს.

17 2010 წლის სიტყვები და ფრაზები

▲ზევით დაბრუნება


ვახო ელერდაშვილი|სვეტი

0x01 graphic

ყოველწლიურად ინგლისურში, გერმანულში, ფრანგულში... ერთი სიტყვით იმ ენებზე, რომლებზეც ცივილიზებული სამყარო ლაპარაკობს, ქვეყნდება სია სიტყვებისა და ფრაზებისა, ლექსიკონებს მიმდინარე წლის განმავლობაში რომ დაუმატეს. ეს ერთი შეხედვით უწყინარი პრაქტიკა განაპირობებს იმას, რომ სრულ შესაბამისობაში იყოს ლექსიკონი ცოცხალ ენასთან და ამასთან დროულად მოხდეს სარეველა ბარბარიზმებთან ბრძოლა და საჭირო ნეოლოგიზმებთან შეგუება. 2010 წელიც არ განსხვავდებოდა წინა წლებისაგან ამ კუთხით. წელსაც გამოჩნდა ბრენდები, რომლებიც უნიტაზის და ქსეროქსისა არ იყოს, საზოგადო მნიშვნელობით დამკვიდრდა. წელსაც მრავალი მტვერდადებული სიტყვა მოექცა მასების ყურადღების ცენტრში და მრავალი საკუთარი სახელი განზოგადდა.

2010 წელი „ავატარით” დაიწყო, რომლის პრემიერა თბილისის კინოთეატრებში იანვარში გაიმართა. უბრალო მაყურებლებმა პირველად გაიგეს ამ სიტყვის არსებობა. ტექნომანებმა ეს სიტყვა ფორუმებიდან და ჩატებიდან იცოდნენ პატარა ხატულას მნიშვნელობით, თუმცა ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერის ძვ. ინდური წარმომავლობა, ღმერთი ვიშნუს და მისი ათი ავატარის ამბავი, მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ და გასაკვირია, თუმცა სწორედ ამ ერთეულებს არ მოეწონათ ფილმი, რომლებმაც მის შემქმნელებს ლურჯი ეკოსისტემა დაუწუნეს და კინოთეატრიდან დაბრუნებულები ჩუმჩუმად ჩაუსხდნენ „ღამეს შორენასთან”.

თებერვალში მრავალ ქართულ ბლოგზე წააწყდებოდით შეკითხვას - „რა არის ბარამბო?”. იმ ერთეულებმა, ზემოთ რომ ვახსენეთ, უმალვე დატოვეს კომენტარი: ბარამბო ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეაო, თუმცა სარეკლამო ისტერიით გაზრდილი ცნობისმოყვარეობა ამ მწირმა ინფორმაციამ ვერავის დაუკმაყოფილა. შეთქმულების თეორიის მოყვარულებმა ამ სიტყვაში შიფრის ძებნა დაიწყეს და დაადგინეს, რომ ბარამბო სამი ქართველი ცნობადი სახის გვარების პირველი ასოების გაერთიანებით მიღებული აბრევიატურააო, მაგათ აქვთ მაგ ბიზნესში წილიო, ესაო, ისაო... ბევრი ილაპარაკეს და შემდეგ ყველანი ერთად დაეწაფნენ ამ სიტყვას ამოფარებულ ტკბილეულს.

0x01 graphic

თებერვალში საქართველოში ყველა ნიჭიერი გახდა. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ყველა ქართველს მოანდომა ფარული ტალანტის გამოვლენა ბრიტანული პროექტის, Britain's Got Talent-ის გადმოქართულებით. ზოგი იწყევლებოდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა... იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც დიდების 15 წუთი განიცადეს და მთელ ერს საკუთარი სხეულის ავლადიდება გამოუმზეურეს, თუმცა ბოლოს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა და გამარჯვებული SMS-ების საშუალებით გამოვლინდა. სუფრულ-პატრიოტული რეპერტუარის მქონე მომღერალმა გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართველები ნიჭიერები მხოლოდ სუფრაზე და სამშობლოს სიყვარულში ვართ.

მარტში ორმა სიტყვამ დააბნელა გაჯეტების მოყვარულთა გონება. სტივ ჯობსის წარმატებულმა პრეზენტაციებმა უკვალოდ არ ჩაიარა და ტექნომანებმა თქვეს ერთი ტაბლეტური კომპიუტერი ოჯახში უნდა იყოსო, ოჯახი ხრამიაო და iPad-ის საყიდლად ფულის გროვება დაიწყეს. თუმცა მათ, ვისაც i-ის თავზე დასმული წერტილი არ მოსწონს და სულ სხვა რელიგიის წარმომადგენელია, კომპანია Google-ის მწვანე კაცუნებზე აუციმციმდათ თვალები. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ფართო გაყიდვაში Google Phone-ად მონათლული ტელეფონი Nexus One, რომელზეც ოპერაციული სისტემა „ანდროიდი” იყო ჩატვირთული. ამას სხვა მწარმოებლებიც შეუერთდნენ და ანდროიდების ზეობის ხანა დაიწყო.

აპრილში ყველას ცოდვით სავსე ვულკანი ეიაფიალაიეკული, უფრო სწორად ამ სახელწოდების მქონე მყინვარის მახლობლად მდებარე უსახელო ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც ევროპაში ფრენები გადაიდო და დაღონებული ევროპელები ისლანდიის ვულკანს შეჩერებისაკენ მოუწოდებდნენ. ელიზა გეირსდოთირ ნიუმანმა ამ ფაქტს სიმღერაც კი მიუძღვნა, სახელწოდებით „დიდი არეულობა”, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ეიაფიალაიეკული” ერთი პატარა მყინვარისათვის ძალიან გრძელი სახელია, მან დიდი არეულობა გამოიწვია და ახლა მხოლოდ ჩიტებს შეუძლიათ ფრენაო, თუმცა ვულკანის სახელი მაინც ვერავინ დაიმახსოვრა.

0x01 graphic

მაისში თბილისის მერის არჩევნებზე, გიგი უგულავას „პიარშიკებმა” გამოიჩინეს თავი და წლის სლოგანი ისროლეს - „გასაკეთებელი კიდევ ბევრია”. შემდეგ ეს სლოგანი 1982 წლის 27 თებერვლის გაზეთ „კომუნისტის” პირველ გვერდზეც აღმოაჩინეს გაყვითლებული გაზეთების მოყვარულებმა, მაგრამ ფრაზას მრავალმნიშვნელოვანება ამით არ დაკლებია და ხუმრობებიც უხვად იშვა. მაგალითად, ენამწარე ბლოგერებმა ერთ-ერთ პოსტერზე, სადაც თბილისის მომავალი მერის ფოტო იყო დაბეჭდილი ბავშვების გარემოცვაში, უხამსი კალამბური შენიშნეს და აღნიშნეს, პოსტერი ერს გამრავლებისაკენ მოუწოდებსო, თუმცა მიუხედავად ამისა ეს ფრაზა ფართო მასებში მაინც დამკვიდრდა და კვლავაც აქტიურად გამოიყენება.

0x01 graphic

ივნის-ივლისში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო ფეხბურთში და ნეტა არ დაწყებულიყო. ვუვუზელების ზუზუნმა კინაღამ ფეხბურთის ყურება ჩააშხამა ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებს. ტელევიზორებიც კი გამოვიდა, რომლებიც სი ბემოლს ახშობს და ვუვუზელას აუტანელი ხმა არ ისმის. ამიერიდან ზულუსების ენიდან ერთი სიტყვა მაინც იქნება შესული მსოფლიოს სხვა ენებში და ის მუდამ გაბმული ზუზუნის სინონიმი იქნება.

აგვისტო-სექტემბერში განათლების სამინისტრომ ინგლისურენოვანი უცხოელები დაპატიჟა საქართველოში, რათა მათ მომავალი თაობისთვის ინგლისური ესწავლებინათ. ისინი თავად პრეზიდენტმა შეადარა ყივჩაღებს და რა გასაკვირია, რომ პროგრამას კოდური სახელწოდებით “TLG” ყივჩაღების ჩამოსახლება დაერქვა. ასევე აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე მართლმადიდებლური ეკლესია ჰიპოთეტურ გეი აღლუმს ებრძოდა და ერთ-ერთ ასეთ საპროტესტო აქციაზე იშვა სიტყვა “გვათქმევინე”. სიტყვა, რომლითაც ქართველი მორწმუნე საზოგადოების კოლექტიური არაცნობიერი გამოიხატა.

0x01 graphic

ნოემბერში ჟურნალისტებმა ჯორჯ ორუელის „1984” გადაიკითხეს, იქიდან ციტატები რომ ამოეკრიფათ და ცხელ-ცხელი ახალი ამბისთვის დაერთოთ. ჯულიან ასანჟმა და მისმა თანამზრახველებმა ამერიკელი დიპლომატების პირადი მიმოწერა ატვირთეს Wikileaks-ის საიტზე, რაც დიდ ძმას არ მოეწონა და ჯულიან ასანჟი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. დღემდე ვერ შეთანხმდნენ მემარჯვენეები და მემარცხენეები ჯულიან ასანჟი ციფრული ეპოქის მესიაა, თუ ანტიქრისტე, თუმცა ამით ერთი კარგი საქმე გაკეთდა, ყველა დარწმუნდა, რომ ცხონებული მარშალ მაკლუჰანის ფორმულა „მედიუმი არის მესიჯი” კვლავაც აქტუალურია.

0x01 graphic

დეკემბერში წლის ადამიანად ჟურნალმა Time-მა მარკ ცუკერბერგი დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში, ჟურნალის ოფიციალურ ვებსაიტზე გამართულ გამოკითხვაში, იგი მეათე ადგილზე გავიდა. მას სტივ ჯობსმა, ბარაკ ობამამ, ჯულიან ასანჟმა გაასწრეს. არც ერთ ზემოხსენებულ ბატონს ისეთი ზეგავლენა არ მოუხდენია მსოფლიოზე, როგორიც ჯერ კიდევ მეორეკურსელის იერის მქონე ცუკმა მოახერხა. წელს Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი თითქმის ნახევარი მილიარდით გაიზარდა და ლურჯი ისტერია მრავალ ენაში აისახა, მათ შორის ქართულში. გასულ წელს თუ Facebook-ის ტერმინოლოგია ჟარგონად იყო შერაცხული, დღესდღეობით ის ყოველდღიურობაში დამკვიდრდა. უკვე ყველგან გაიგონებთ სიტყვებს: დაფრენდება, დალაიქება, დათაგვა, დალინკვა, დაკომენტება, დაშეარება, ვოლი და ა.შ. ენის სიწმინდის დამცველები წუხან, ენა ბინძურდებაო, თუმცა სოციალური მედიის ლურჯი გიგანტი, ქარავანისა არ იყოს, წინ მიდის და ინტერნეტის უდაბნოში სვლას განაგრძობს. ასე რომ, ასოკირკიტა ლექსიკოგრაფებს მომავალ წელსაც მრავალი სიტყვის ჩანიშვნა მოუწევთ.

18 2010 წლის საუკეთესო გამოგონებები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

მირიან ტორონჯაძე

0x01 graphic

რაც დრო გადის, პროგრესის ტემპი უფრო და უფრო ჩქარდება. ახალ-ახალი გამოგონებების რაოდენობა იზრდება და უკვე რთულდება,  მათ შორის უმნიშვნელოვანესი ამოარჩიო. ჟურნალმა Time-მა გამოაქვეყნა 2010 წლის საუკეთესო გამოგონებათა სია, სადაც განსხვავებული სფეროებიდან ამორჩეული ყველაზე საინტერესო მიღწევებია ჩამოთვლილი.

iPad-ი - გაოცებას იწვევს, თუ როგორ ახერხებს Apple ტექნოლოგიების მწვერვალებზე ყოფნას და მუდამ ახალი „სათამაშოს” შექმნას. თუმცა, ძირითადად, მისი გამოგონებები იმ ტექნოლოგიების თავიდან შექმნა უფროა, რომლებზეც სხვა კომპანიებმა ხელი აიღეს. iPad-ი წარმოადგენს არცთუ ისე პოპულარული ტაბლეტური კომპიუტერების გაუმჯობესებულ ვარიანტს. თუმცა მისი ინოვაციურობა ისაა, რომ Apple-მა პირველმა შექმნა მხოლოდ თითების მოძრაობით მართვადი კომპიუტერი, განსხვავებით მისი წინამორბედებისაგან, რომლებიც რეალურად უკლავიატურო კომპიუტერის ტაბლეტის ფორმის გარეკანში ჩასმით შემოიფარგლებოდნენ. iPad-ი არის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი არასატელეფონო პორტატულ მოწყობილობებს შორის.

Looxcie - ვიდეოკამერა, რომელიც ყურზე მაგრდება, შესანიშნავი მოწყობილობაა წვეულებების და სხვა ღონისძიებების ან მნიშვნელოვანი მომენტების გადასაღებად, სადაც ხელები სხვა საქმისთვის გჭირდება. იგი გამოიგონა ადამიანმა, რომელიც თავის ჩვილ ბავშვთან თამაშისას ძალიან შეაწუხა კამერის ხელში ჭერისგან გამოწვეულმა უხერხულობამ. კამერას შეუძლია 5 საათის ხანგრძლივობის ვიდეოს ჩაწერა, რომლის გამოსახულებაც ემთხვევა მისი მფლობელის თვალით დანახულს. Looxcie-ის მცირე ზომის ვიდეოკლიპების Youtube-ზე ან Facebook-ზე აქაჩვაც შეუძლია.

0x01 graphic

ავტობუსი-გიგანტი — ავტომანქანების რაოდენობის შეუჩერებელ ზრდასთან ერთად იზრდება ქუჩებში გადაადგილების სირთულეც. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ჩინელმა ტექნოლოგებმა პრობლემის გადაჭრის მეთოდი შეიმუშავეს და დაამზადეს უზარმაზარი, ორსართულიანი ავტობუსი, რომელსაც მხოლოდ მეორე სართული აქვს. ნაწილობრივ მზის ენერგიაზე მომუშავე გიგანტი გზის ორი ხაზის თავზე ისე მოძრაობს, რომ მის ქვეშ თავისუფლად ეტევიან მსუბუქი ავტომობილები. ავტობუსს ერთდროულად 1200 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. მისი პრაქტიკაში მოხმარება ჯერ მხოლოდ პეკინში იგეგმება, თუმცა თუკი სისტემა გაამართლებს, მას სხვა გადატვირთულ ქალაქებშიც გამოიყენებენ.

0x01 graphic

გზაში ჩაშენებული დამტენები - ტექნოლოგები ელექტროავტობუსების შექმნაზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ. თუმცა ყველა ელექტრომობილის აკუმულატორს სჭირდება დამუხტვა. სეულში ჯერჯერობით საცდელი სისტემა შექმნეს, რომელიც გზის ქვეშ გაყვანილი ელექტროსადენებისგან შედგება. სისტემის დახმარებით შესაძლებელია ავტომობილის აკუმულატორის მაგნიტურად დამუხტვა. ტექნოლოგიის ავტორები აცხადებენ, რომ მისი საბოლოოდ დანერგვის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ელექტრომობილების აკუმულატორების ზომაში ხუთჯერ და ფასში სამჯერ შემცირება.

0x01 graphic

მფრინავი ავტომობილი - ალბათ ყველას გახსოვთ ფანტომასის მფრინავი ავტომობილი, რომელიც გაოცებასა და შიშნარევ აღტაცებას ერთად იწვევდა. ამერიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) აერონავტიკის ინჟინრებმა შექმნეს მსგავსი ავტომობილი, რომელსაც როგორც გზაზე გადაადგილება, ასევე ფრენაც შეუძლია. 100-ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვილი მფრინავი ავტომობილის ფასი 200 ათასი დოლარია. იგი აღჭურვილია უსაფრთხოების ყველა სისტემით, აირბეგებით და პარაშუტით. ორ მგზავრზე გათვლილი სალონით მას 800 კილომეტრამდე მანძილის ფრენით დაფარვა შეუძლია. ფრენის სიჩქარეც შთამბეჭდავია - 170 კმ/სთ-ს აღწევს.

0x01 graphic

პლასტიკატის ბოთლების ნავი - ბრიტანელ მოგზაურსა და ბანკირს, დევიდ დე როტსჩაილდს ოთხი თვე დასჭირდა, რომ პლასტიკატის ბოთლებისგან აგებული ნავით სან ფრანცისკოდან ავსტრალიამდე მიეღწია. ამით მან დაამტკიცა, რომ პლასტიკატის ბოთლები მათი ერთხელ გამოყენების შემდეგაც არ არის გადასაყრელი მასალა. 20 მეტრამდე სიგრძის კატამარანის ასაგებად დევიდს 12,500 ბოთლი დასჭირდა. თუმცა იგი ამაზე შეჩერებას არ აპირებს და გეგმავს პლასტიკატის ბოთლების გამოყენების ახალი სფეროების აღმოჩენას. „ამერიკელები წელიწადში რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების საშენ მასალას ნაგავში გაუაზრებლად ყრიან და მე მინდა ეს შევცვალო”, - ამბობს დევიდი.

0x01 graphic

მალარიაგამძლე კოღოები და კოღოს საწინააღმდეგო ლაზერები - მალარიის გავრცელებაში კოღოებს დიდი წილი აქვთ. წლის განმავლობაში კოღოს ნაკბენით 250 მილიონი ადამიანი ავადდება მალარიით, აქედან 1 მილიონი შემთხვევა სიკვდილით სრულდება. არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოახერხეს კოღოს გენის ისე შეცვლა, რომ იგი მალარიის გამომწვევ პარაზიტს ვეღარ გადაიტანს. ახლა მეცნიერების მთავარი ამოცანაა გენმოდიფიცირებული კოღოები ჩვეულებრივზე უფრო გააძლიერონ და შემდეგ ბუნებაში გაუშვან, რათა მათ „საშიში” თანამოძმეები შეავიწროვონ. ამავდროულად, Microsoft-ი მუშაობს კოღოების საწინააღმდეგო ლაზერის შექმნაზე, რომელიც სხვა მწერებისა და ადამიანისთვის უსაფრთხო იქნება.

0x01 graphic

ჩვილთა ინკუბატორი - ახალდაბადებული ჩვილების ინკუბატორი უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ამერიკელმა სტუდენტებმა იგი ნოვატორული ტექნოლოგიით დაამზადეს. ახალი ტიპის ინკუბატორი მწყობრიდან გამოსული ავტომანქანების ნაწილებით იწყობა. განათების ფარები - სითბოსთვის, ძრავის რადიატორის ვენტილატორი - ჰაერის კონდიცირებისთვის, სასიგნალო სინათლეები კი - საგანგაშო შემთხვევებისთვის. რამდენად პრაქტიკული იქნება ეს ინკუბატორი, ჯერ უცნობია, მაგრამ იგი გაცილებით იაფი და ადვილი ასაწყობია, ვიდრე მისი ქარხნული, ძვირი ანალოგი.

0x01 graphic

ელექტრო ეგზოჩონჩხი - განკუთვნილია ნაწილობრივ პარალიზებული პაციენტებისთვის, რომლებსაც ფეხზე დგომა შეუძლიათ, მაგრამ ნაბიჯის გადასადგმელად ძალა არ ჰყოფნით. ეგზოჩონჩხის შემქმნელებმა ეს პრობლემა გადაჭრეს. ელექტროფეხები წარმოადგენს დამხმარე ხელსაწყოს, რომელიც აღიქვამს ადამიანის კუნთების აქტივობას და აძლიერებს მას. ელექტროფეხების შემქმნელებისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მისი სამხედრო ანალოგი, რომელსაც ჯარისკაცები დიდი სიმძიმეების გადასატანად იყენებენ. ჯერჯერობით ამ „ჭკვიანი პროტეზის” გამოყენება მხოლოდ პროფესიონალი თერაპევტის დახმარებითაა შესაძლებელი, თუმცა 2013 წლისათვის მისი ფართო ბაზარზე გაშვება იგეგმება.

0x01 graphic

ლაბორატორიაში გამოყვანილი ფილტვები - ადამიანის სხეულის ნაწილების ხელოვნურად გამოყვანა ყოველთვის უფრო სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა, ვიდრე რეალურ მეცნიერებას. თუმცა 2010 წელს მეცნიერებმა ამ სფეროში გარღვევა მოახდინეს. მათ მოახერხეს, ლაბორატორიის პირობებში შეექმნათ ხელოვნური ფილტვი. მართალია, მათი ქმნილება ჯერ მხოლოდ ვირთხის ფილტვია, თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ მალე შესაძლო გახდება უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლა და ადამიანის ფილტვის შექმნა. ეს მიღწევა დაეხმარება ექიმებს ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტების განკურნებაში, ახალი ფილტვის გადანერგვით.

0x01 graphic

სწრაფად მზარდი ორაგული - ორაგულის ხორცი დელიკატესად ითვლება, თუმცა ის, რაც სუფრაზე ხვდება, უმეტესწილად ფერმაში ხელოვნურად გამოყვანილია და არა ველურად დაჭერილი. ორაგულის გაზრდა კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ის ნელა იზრდება და თავის საბოლოო წონაზე სამჯერ მეტ საჭმელს მოიხმარს. ამერიკულმა კომპანია AquaBounty-მ გადაწყვიტა მათი გენი შეეცვალა და ამით ახალი ტიპის ორაგული შეექმნა. ორაგულს, რომელიც ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩვეულებრივი, მისი ხელოვნური გენის გამო ფრანკენთევზი უწოდეს. „ფრანკენ-ორაგულები” მსოფლიო ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება.

0x01 graphic

აეროზოლოვანი ქსოვილი - აეროზოლის ქილებში ბევრ უცნაურ ნივთიერებას შეხვდებით. ამ სიას ბრიტანულმა ტექსტილის კომპანიამ აეროზოლოვანი ქსოვილიც დაამატა. ქსოვილი გაათხევადეს და ქილაში მოათავსეს, ასე რომ, უკვე შესაძლებელია მისი ნებისმიერ ადგილზე მიშხეფება და ტანსაცმლის ამგვარად შექმნა. ტექნოლოგიის ავტორების თქმით, მისი გამოყენების სფეროები შეიძლება განივრცოს და აეროზოლებს ინდუსტრიული და სამედიცინო გამოყენებაც მოეძებნოს.

0x01 graphic

სარკაზმის დეტექტორი - ეს არის 21-ე საუკუნის უდიდესი ქმნილება. ეს კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც შეუძლია დაწერილ წინადადებებში სარკაზმის ნოტების აღმოჩენა, აუცილებლად იპოვიდა მას ამ აღწერის პირველ წინადადებაში. პროგრამა იერუსალიმის უნივერსიტეტის პროგრამისტებმა შექმნეს და იგი გათვლილია პროდუქტების აღწერილობებში სარკაზმის აღმოსაჩენად. მან საცდელი გარბენი უკვე გაიარა ამაზონის ინტერნეტმაღაზიის პროდუქტებზე. 66 ათასი აღწერის გაშიფვრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროგრამა 77%25-იანი სიზუსტით ახერხებდა სარკაზმის აღმოჩენას. პროგრამისტების თქმით, ამიერიდან კომპიუტერებს ადამიანების აზრების არა მხოლოდ შენახვა, არამედ აღქმაც შეეძლებათ.

0x01 graphic

ინგლისურის მასწავლებელი რობოტი - სამხრეთ კორეაში 30 ათასი უცხოელი მასწავლებელი მუშაობს და ინგლისურ ენას ასწავლის. მათი რაოდენობის შესამცირებლად კორეელებმა ინგლისურად მოლაპარაკე რობოტები შექმნეს და რამდენიმე სკოლაში 2010 წლის დასაწყისში უცხოელი მასწავლებლებიც ჩაანაცვლეს ამ რობოტებით. ამჟამად რობოტი-მასწავლებლები კორეის 18 სკოლაში „მუშაობენ”. ლამაზად შეღებილი ანდროიდები კორეული სკოლების სიამაყეს წარმოადგენს. უცნობია რა სახელით მოიხსენიებენ მათ კორეელები, თუმცა, ქართული მაგალითის გათვალისწინებით, „ელექტრო-ყივჩაღები” ალბათ პირველი სიტყვაა, რაც უმეტესობას მოუვა თავში.

0x01 graphic

რკინის კაცის კოსტიუმი - რკინის კაცის კოსტიუმი სოლტ ლეიკს სითიში შექმნეს. მართალია ის, მისი კინოანალოგისგან განსხვავებით, ვერც დაფრინავს და ვერც ცეცხლოვან სხივებს ისვრის, მაგრამ ადამიანს, რომელიც ამ კოსტიუმს ჩაიცვამს, თავისუფლად შეეძლება რამდენიმე ასეული კილოგრამი ტვირთის ცალი ხელით აწევა. კოსტიუმით შესაძლებელია უფრო დესტრუქციული ქმედებების ჩადენაც, როგორიცაა რამდენიმე ფიცრის ერთდროულად დამტვრევა დარტყმით, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ხელის მოტეხვით დასრულდებოდა. კოსტიუმის გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ სამხედრო სფეროში იგეგმება, ჯარისკაცების დამხმარე აქსესუარად.

0x01 graphic

გაუმჯობესებული 3D სათვალეები - დღევანდელი 3D სათვალეები, რომლებიც გამოიყენება სამგანზომილებიანი ფილმების ყურებისას, ვერ ეწევა იმ გაზრდილ მოთხოვნებს, რომლებიც ფილმ „ავატარის” გამოსვლამ გააჩინა. სათვალეების უმეტესობა თითქმის 50%25-მდე ამუქებს და სიმკვეთრეს უკარგავს გამოსახულებას. ახლომხედველებს კი უწევთ საკუთარ სათვალეებზე ზემოდან დამატებით 3D სათვალის გაკეთება, რაც მოუხერხებელია. კომპანია Oakley Inc.-მა ამ პრობლემის გადასაჭრელად, კინოკომპანია Dreamworks-თან თანამშრომლობით ახალი, ოპტიკური 3D სათვალე შექმნა, რომელსაც შეუძლია სამგანზომილებიანი ფილმის სრულად აღქმაში დაეხმაროს მაყურებელს. მაღალის ხარისხის სათვალეების წარმოება დაიწყო Samsung-მაც. თუმცა Samsung-ი მათ არა კინოთეატრებისთვის, არამედ საკუთარი წარმოების სამგანზომილებიანი ტელევიზორებისთვის უშვებს.

0x01 graphic

სხეულის ენერგიაზე მომუშავე აპარატურა - ადამიანის ყველა მოქმედება ენერგიის გამოყოფასთანაა დაკავშირებული. ერთ ამოსუნთქვაზე ადამიანი ერთ, ნაბიჯის გადადგმაზე კი 70 ვატ ენერგიას გამოყოფს. პრინსტონის უნივერსიტეტის თანამშრომელმა მაიკლ მაკალპინმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ინსტრუმენტი, რომელიც ამ ენერგიას ჩვენივე სარგებლისთვის მომართავს. პიეზოკრისტალებზე აგებულ ფეხსაცმლის ლანჩს შეუძლია სიარულის ენერგია ელექტრულში გადაიყვანოს, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი დანიშნულებით შეიძლება, მაგალითად ტელეფონის დასატენად. მოწყობილობის ეფექტიანობა ჯერჯერობით დაბალია, ერთი ტელეფონის დატენვას 12 საათის სიარული სჭირდება, თუმცა გამომგონებლები ეფექტიანობის გაზრდას გვპირდებიან.

0x01 graphic

მატყუარა რობოტი - ჯორჯია ტეჩში, (საქართველოში არა), შექმნეს მატყუარა რობოტი. ალგორითმების გამოყენებით იგი ამოიცნობს კონფლიქტურ სიტუაციას და მისგან თავის არიდების მიზნით მცდარ შეტყობინებებს იძლევა. მას ასევე შეუძლია მცდარი კვალის შექმნა და მტრისგან დამალვა. ჯერჯერობით რობოტის დანიშნულება სამხედროებისთვის ოპერაციების დროს დახმარების გაწევით შემოიფარგლება. თუმცა მისი არსებობის ფაქტს ადამიანის და რობოტის ურთიერთობა ახალ საფეხურზე შეუძლია აიყვანოს.

19 „თინეიჯერი” დმანისიდან

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

შეხედეთ მის პროფილს, ანფასს, გამოხედვას, დგომას და შეეცადეთ სახელი შეურჩიოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ - ამ სახელს მომავალში მსოფლიო სამეცნიერო წრეებსა თუ ტურისტულ ინდუსტრიაში, საქართველოსთან და კონკრეტულ ლოკალურ ადგილთან - დმანისთან დააკავშირებენ. ასე რომ, თქვენ მეტად საპასუხისმგებლო მისია გაკისრიათ: სწორად შეურჩიოთ ამ არსებას სახელი ან მაქსიმალურად მომგებიან ვერსიას მისცეთ ხმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის facebook-ის გვერდზე.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, უკვე სამი თვეა, რაც მზიასა და ზეზვას შვილის სახელის შერჩევაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირობა წარმოსათქმელად მარტივი და ძირძველი ქართული სახელის შერჩევაა.

Fb-სა თუ მუზეუმის მისამართზე (info@museum.ge) არ წყდება ვერსიების ნაკადი: მზისა, ლამზირა, ზემზისა, ზიზილა, მზისხივი, გურანდუხტი, ციალა, ნანა, ნინი, ლელა, ლალი, ნათელა, ზოია, ზაირა და ა. შ... კულუარებში სახელი იაც გაისმა (მარტივია და ძველიო), იყო ერთგვარი კონცეპტუალური მოსაზრება იუმორის მძაფრი თანხლებით (ქართველი ქალის სტერეოტიპის გათვალისწინებით) ისეთ სახელთან, როგორიცაა ჟუჟუნა.

ერთი სიტყვით, ვიდრე ეს სტატია იწერება, კონკურსი ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის და 2011 წლისთვის ალბათ დმანისელ გოგონას (სამეცნიერო წრეებში უკვე ასე იცნობენ - Dmanisi Girl) საკუთარი სახელი ექნება.

მანამდე კი თვალი გადავავლოთ მის უძველეს ბიოგრაფიას, რომელმაც ფორმატით, შესაძლოა, რომელიმე პოპ-ვარსკვლავის ბიოგრაფიაც კი მოგაგონოთ და დაჩრდილოს კიდეც.

0x01 graphic

დაიბადა 1,8 მილიონი წლის წინ და მშობლებთან ერთად აფრიკიდან ევროპაში პირველ ემიგრანტთა ნაკადს მოჰყვა. ისინი სამხრეთ კავკასიაში - „დმანისში” დასახლდნენ, სადაც საკვებად და სანადიროდ მდიდარი ფლორა და ფაუნა, თბილი ჰავა და გემრიელი წყალი დახვდათ.

ის 13-14 წლისაა. მისი თავბრუდამხვევი პოპულარობა კი 2010 წლიდან ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატარა თავის ქალას არქეოლოგის ნიჩაბი შეეხო. შემდეგ „დმანისელი თინეიჯერი”, ლოკალურ ადგილთან „დმანისთან” და Homo Georgicus-ის (მზიასა და ზეზვას) ოჯახთან ერთად, მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, როგორც „პირველი ევროპელი” და თანაც „თინეიჯერი”.

მულაჟი პარიზში ცნობილ Atelier Daynes-ში შეიქმნა, სადაც მსოფლიოს უძველესი სხვა ჰომინიდების მულაჟებია გაკეთებული. მის იმიჯზე, მზიასა და ზეზვას „იმიჯმეიკერმა”, ცნობილმა პალეოარტისტმა ელიზაბეტ დენემ იზრუნა. გასულ ზაფხულს დმანისის საველე-არქეოლოგიური მუზეუმის ტერიტორიაზე ამ იმიჯის პრეზენტაციაც მოეწყო და მის პატივსაცემად სერიოზული მიღებაც გაიმართა. ღონისძიებას სპეციალურად პარიზიდან ჩამოსული ელიზაბეტ დენე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პერ ეკლუნდი და საქართველოში აკრედიტებული სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. თინეიჯერ ქართველზე წერენ მსოფლიოს სოლიდური გამოცემები (National Geographic, Science, Nature) და მის სანახავად საზოგადოება ისეთ ცნობილ საგამოფენო სივრცეებში დადის, როგორიც ლონდონის White Cube ან პარიზის ადამიანის მუზეუმია. მისი მულაჟის ასლი კი ესპანეთში, ქალაქ ბურგოსში ახლახან გახსნილ ევოლუციის მუზეუმში მშობლებთან ერთად, საპატიო ადგილს იკავებს, სხვა დანარჩენ, მსოფლიოში ცნობილ უძველეს ჰომინიდთა - „აბელის”, „არდის”, ლეგენდარული „ლუსისა” თუ „თუმაის” მულაჟების გვერდით (იხ.www.tabula.ge. „აფრიკიდან დმანისამდე ანუ The Human Odyssey”).

საკუთარი სივრცე დმანისელ გოგონას სოციალურ ქსელშიც აქვს. მისი სახელისა თუ წარმომავლობის შესახებ დებატები არ წყდება.

„...გამოდის, რომ ანთროპოლოგიურად ევროპელები ვართ”, - წერს ეროვნული მუზეუმის fb-ის გვერდზე ერთ-ერთი „ფრენდი”.

არა, საქმე ნაცისტურ-ანთროპოლოგიურ იდეოლოგიასთან ნამდვილად არ გვაქვს. ჰომო გეორგიკუსების ეს სახელგანთქმული ოჯახი ვერც ჩვენს მენტალიტეტს გახდის უფრო მეტად ევროპულს, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირის კარის ფართოდ გაღებაზე, რაც მხოლოდ ჩვენზე და უფრო მეტად კი მსოფლიო პოლიტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგრამ ამ „დმანისელ თინეიჯერსა” და მის სწორად „შეფუთვას” მართლაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ჩვენს სასიკეთოდ. ფაქტია, რომ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში უკვე დამკვიდრდა გამონათქვამები - „უძველესი ევროპელები”, „დმანისი - ევროპის აკვანი”, „პირველი ევროპელის სამშობლო” და ა.შ., რაც სამხრეთ კავკასიის ამ რეგიონს ლოკალურად ევროპაში მოიაზრებს.

0x01 graphic

თავის დროზე მზიასა და ზეზვას „მოსიყვარულე წყვილის” იმიჯისა და მათი ისტორიის შექმნაზე ბევრი იმუშავა National Geographic-მა. „დმანისელ გოგონასაც” საინტერესო ისტორია, იმიჯი და პირველ რიგში საინტერესო სახელი სჭირდება.

National Geographic-ის ინტერნეტგამოცემაში ქართველი ფოტოგრაფის - გურამ წიბახაშვილის სახელსა და გვარსაც გადააწყდებით, როგორც „Dmanisi Girl”-ის თავის ქალისა და სხვა დანარჩენი დმანისური თავის ქალების ფოტოების ავტორს. საქართველოში გურამ წიბახაშვილს კონცეპტუალური ფოტოგრაფიის გარდა, იცნობენ, როგორც ქალის სხეულის უბადლო ფოტოგრაფად და საერთოდ ფოტომოდელების აღმომჩენად. National Geographic-ის ამ მასალაში, ქალის ფოტოს გვერდით გურამის მინაწერიცაა:

„...საქმე ისაა, რომ ინგლისური სიტყვის - skull-ის მრავლობითი ჟღერადობით ქართულ „ქალებს” წააგავს, რაც შინაარსით ინგლისური Women-ის იდენტურია. როცა მეკითხებიან, ამჯერად რაზე მუშაობო, ვპასუხობ: როგორც ყოველთვის, ქალებს ვიღებ.

შემდეგ მეკითხებიან: ლამაზები არიან?

და მე ვპასუხობ: ძალიან. და თქვენ წარმოიდგინეთ, ისინი 1,8 მილიონი წლისანი არიან”, - წერს ფოტოგრაფი.

კრეატიულობა და შოუ-ბიზნესის ინდუსტრიის თამაშის წესები - ეს ის ელემენტებია, რაც „დმანისელი თინეიჯერის” სახელის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს. ვნახოთ როგორ მონათლავენ ამ ანც არსებას. საბოლოო შედეგს ტაბულა ვებგვერდზე (www.tabula.ge) შემოგთავაზებთ.

20 კაცი წითელი თმებით

▲ზევით დაბრუნება


სალომე კიკალეიშვილი|სვეტი

0x01 graphic

დილა იყო. ციოდა. თებერვლის სუსხიანი ქარიც კარგად გვარიანად უბერავდა. - აბა, აბა, ჩადექით მწკრივში და გზაში არ იხმაუროთ, - გადმოგვძახა რუსიკო მასწ-მა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას მივყავდით. სად, ზუსტად არ ვიცოდით, მთავარი იყო, რომ იმ დღეს მთელ კლასს გაკვეთილები უნდა გაგვეცდინა. ჰოდა, ვიდექით ასე, გასუსულები, კლოუნივით წითელი ცხვირებით, თვალებზე ჩამოფხატული ქუდებით და პალტოს მკლავებში გასათბობად შეტენილი მუშტებით. ვიდექით და დაძვრის შესახებ შეტყობინებას ველოდით.

- წავედიით.

ჩუბინიშვილის ქუჩა ხელიხელჩაკიდებულებმა გავიარეთ და ქვემოთ, მარჯანიშვილისკენ დავეშვით. რუსიკო მასწ-მა, მარჯანიშვილის მეტროს გვერდით, ერთ-ერთი სადარბაზოს კარები გამოაღო და თვალებით გვანიშნა - აქეთო. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ რუსიკო მასწ-ს ისედაც დიდი თვალები ჰქონდა, რომელსაც კიდევ შავ ფანქარს უმატებდა ხოლმე და აი თუ დაჭყეტდა... შევედით. რამდენიმე სართული ავიარეთ. კარი მოხუცმა (დღევანდელი გადასახედიდან - საშუალო ხნის) ქალმა გაგვიღო და სახლში შეგვიპატიჟა. გრძელი დერეფანი უცბად გავიარეთ და ოთახში აღმოვჩნდით. ვცდილობდით, რაც შეიძლება მალე აგვეთვისებინა უცნაური სივრცე, სადაც ყველაფერი ძველი და მდიდრული იყო. არა, მართალი გითხრათ, აბა საიდან უნდა გვცოდნოდა 10 წლის ბავშვებს, რა იყო იქ მდიდრული ან რა - არა, მაგრამ იმ ოთახში შესულს, ეს შეგრძნება თუ არა, სიტყვა მაინც აუცილებლად ამოგიტივტივდებოდათ. ლამაზი ფარდები, პრიალა იატაკი და ბევრი ბევრი წვრილ-წვრილი, ძალიან ლამაზი ნივთი - აი ისეთი, თვალს რომ მოგჭრიდა. თვალებს ვაცეცებდით და დიდ თეთრ კარს ვუყურებდით, საიდანაც, სავარაუდოდ, ჩვენი მასპინძელი უნდა გამოსულიყო. ცოტა ხანიც და კარებში მოხუცი, პატარა კაცი გამოჩნდა. ეე, მე ხომ ვიცი ეს კაცი, - გავიფიქრე ჩემთვის და მის თმებს მივაშტერდი... და ეს წითელი თმებიც... ისე სასაცილოდ მახსოვს. მას ხომ ხშირად ვხედავდით სკოლაში.

- ვახტანგ მიხაილოვიჩ, პოზრდავლიაემ ვას ს დნიომ როჟდენია, - დასჭექა მასწ-მა და თვალები კიდევ ერთხელ გააფართოვა - ახლა თქვენი რიგიაო.

როგორც კი ჩვენი კლასის ბრწყინვალე ორეულმა მთელი კვირის ნაზუთხი ლექსი გამოთქმით თქვა, რუსიკომ ერთი გადმოგვხედა და ზუსტად 1 წუთში, ყველანი სადარბაზოს გამოსასვლელთან ვიდექით. მისია შესრულებული იყო.

0x01 graphic

ილუსტრაცია: თათია ნადარეიშვილი

თითქმის ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, სასწავლებელთან ვაზ 21 ჩერდებოდა. იქიდან, წელში მოხრილი, 82 წლის კაცი გადმოდიოდა და კიბეებს ჯოხით, ნელ-ნელა მიუყვებოდა ხოლმე. მის დანახვაზე წამით ყველა ჩერდებოდა და გზას უთმობდა - ყოველ შემთხვევაში, ეს ქორეოგრაფიულის დაუწერელი, ოქროს წესი იყო.

ამბობდნენ, რომ როდესაც სავარჯიშო დარბაზში შედიოდა, ეს დაბეჩავებული, მოკეცილი კაცი ჯოხს გადადებდა და მოსწავლეებს ილეთებს თავად უჩვენებდა. მერე ისევ ისე, აიღებდა ჯოხს, დაეყრდნობოდა და 1 წუთში დაბერებული, სვენებ-სვენებით ჩამოუყვებოდა ხოლმე სართულებს.

ამბობდნენ, რომ სახლში 6 კატა მაინც ჰყავდა. აკვირდებოდა, უთვალთვალებდა თუ როგორ მოძრაობენ, როგორ ემზადებიან ნახტომისთვის. ამბობდა, ბალეტშიც ზუსტად ასეაო.

იმასაც ამბობდნენ, რომ მრავალშვილიან ოჯახში დაბადებულს, 8 წლის ასაკში მოუხდა სამუშაოს დაწყება. თურმე შეგირდად მუშაობდა მარიამ შევალიეს სახელოსნოში, რომელიც საგანგებოდ, ღარიბთა შვილებისთვის იყო გახსნილი. როგორც ამბობდნენ, პატარა ბიჭი წამდაუწუმ ციბრუტივით ტრიალებდა, ჰოდა შევალიეს, მარიამ პერინის სტუდიაში გაუგზავნია - ცეკვა ასწავლეთო. ბიჭი კი, მისი დაბალი ტანადობის გამო, პირველსავე დღეს მასხრად აუგდიათ გოგოებს.

ამბობდნენ, რომ ის იყო პირველი, ვინც საბჭოთა მთავრობამ ამერიკელებზე შთაბეჭდილების მოსახდენად 1934 წელს ნიუ იორკში, გასტროლზე გაუშვა. იმასაც ამბობდნენ, გაოგნებული „დამპალი კაპიტალისტები”, ცაში მის სახელს წერდნენო... ის იყო ბალეტის სფეროდან პირველი, ვინც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება და ლენინის ორდენი მიიღო... ვინც ბალეტში რეფორმა მოახდინა და მამაკაცი მსოფლიო საბალეტო სცენაზე დაამკვიდრა... ვინც ქართული საბალეტო სკოლა და დასი შექმნა... ვინც ასე ოსტატურად მოახერხა კლასიკური ცეკვის ხალხური ელემენტებით გაჯერება.

მასზე ძალიან ბევრს ამბობდნენ. მის სახელს უამრავ ლეგენდას და ისტორიას უკავშირებდნენ. ბევრ რამეშიც სდებდნენ ბრალს. ბოლოს კი, მარტოდ დარჩენილი, თავისი წითელი პარიკით, ვაზ 21-ს ელოდებოდა ხოლმე, რომელსაც რამდენიმე ქუჩით ზემოთ, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში უნდა ამოეყვანა. იმ ქორეოგრაფიულში, რომელიც მისი ძალისხმევით დაარსდა, - დირექტორი 23 წლის განმავლობაში იყო და საიდანაც, ერთ დღეს, ძალიან სასაცილო მიზეზით, მოისროლეს, გაათავისუფლეს. 70-იანი წლები იყო, ახალი მთავრობა, ახალი იდეოლოგია... მისი ადგილი აქ აღარ იყო. არც სასწავლებელში და აღარც თეატრში. 3-წლიანი ქორწინებიდან მემკვიდრე არ დარჩენია და მოგვიანებით, ნაშვილები დისშვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა, საბოლოოდ მოუღო ბოლო.

ამბობენ, რომ ფანჯარასთან მტრედებისთვის მოაჯირი ჰქონდა გაკეთებული და ყოველდღე საკენკს უყრიდა მეგობრებს. კიდევ იმას ამბობენ, ბოლოს საკუთარ მედლებს ყიდდაო.

მასზე ბევრ რამეს ამბობენ.

იმ დღესაც ისევ ისე, გაგვიყვანეს გარეთ და ორად ჩაგვამწკრივეს. ჩუბინიშვილის ქუჩა ხელიხელჩაკიდებულებმა გავიარეთ და ქვემოთ, მარჯანიშვილისკენ დავეშვით. მასწავლებლები ტირილ-ტირილით მოგვყვებოდნენ. ვიცოდით, რომ სევდიან ადგილას მივდიოდით, მაგრამ ის მაინც გვიხაროდა, რომ გაკვეთილების გაცდენა მოგვიწევდა. მაშინ თქვეს - ცუდ დროს მოკვდა საწყალი, აბა სხვა დრო რომ ყოფილიყო, ვახტანგ ჭაბუკიანს ხომ სათანადოდ მივაგებდით პატივსო.

ოხ, ეს ცუდი დროები!

21 ახალი ქართული ქანდაკება

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

თანამედროვე ქვეყანა წარმოუდგენელია ქანდაკების გარეშე, სკულპტურული კომპოზიციები არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ სოციალურ შინაარსსაც მატებენ სივრცეს, ქალაქს, მხარეს. ქვეყნის ან თუნდაც ეპოქის სახეს საბოლოოდ მაინც კულტურა და ხელოვნების ძეგლები ქმნიან.

თუ ქართული ხელოვნების ისტორიას პოზიტიურად შევხედავთ, მე-18 საუკუნის შუა წლებამდე, აქ სახვითი ხელოვნება საკრალურია - შემოქმედებითი პროცესები მხოლოდ რელიგიური თემატიკის ირგვლივ ტრიალებს. ამ მხრივ მართლმადიდებლური კანონიკა, ცხადია, მთავარ როლს ასრულებდა - როგორც ესთეტიკურ პროცესებში, ასევე სხვადასხვა ტექნიკების განვითარებაში. მიუხედავად მდიდარი ხუროთმოძღვრული და მცირე პლასტიკის ტრადიციებისა, მრგვალი ქანდაკებების არქონა სწორედ რელიგიურ შეზღუდვებს უკავშირდება. კლასიკური გაგებით სამგანზომილებიანი ქანდაკების ნიმუშები ან ანტიკური პერიოდისაა - ვანის არქეოლოგიური გათხრებიდან, ანაც მე-19 საუკუნის ბოლოს, იაკობ ნიკოლაძეს - ევროპულ სკოლას, უკავშირდება.

ჩვენთან მრგვალი ქანდაკების ისტორია, ქართულ საბჭოთა ხელოვნებასთან, სოცრეალიზმთან ერთად იწყება - ბევრი თვითმყოფადი მაგალითით, ისტორიული გმირების ან ეთნოგრაფიულ-პოეტური თემების ინტერპრეტაციით, უფრო მეტი ძველი ყაიდის საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტებით და ძალიან ბევრი იდეოლოგიური სოც-მონუმენტით, რომელიც დღეს განვლილი პერიოდის გროტესკზე, იდეოლოგიურ არაადეკვატურობაზე, ვაკუუმზე მეტყველებს.

თანამედროვე ქართული ქანდაკება, მიუხედავად არაერთი აშკარა შეცდომისა, მაინც ვითარდება - ახალი, თანამედროვე ურბანული, საჯარო სივრცის მოწყობის გზით. ამის ყველაზე ნათელი და ღირსეული მაგალითი, ბათუმში, თამარ კვესიტაძის მიერ შექმნილი ქანდაკებაა.

თამარ კვესიტაძე ახალი ქართველი სკულპტორია, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. ის დამოუკიდებელი ხელოვანია, რომელიც საკუთარ სამყაროს დიდი შრომის ფასად ქმნის. მისი წარმატების მიზეზი, უკომპრომისო, ძლიერი შემოქმედებითი და ადამიანური გადაწყვეტილებებია. განათლებით არქიტექტორმა, შინაგანი დისკომფორტის გამო თოჯინების კეთება შავბნელ, 90-იანი წლების თბილისში დაიწყო. შემდეგ ამერიკაში წავიდა, სადაც მისი ნამუშევრებით დილერები და გალერეები დაინტერესდნენ. მან ზუსტად დაინახა საკოლექციო, უნიკალური თოჯინების ბიზნესი თავისი იერარქიებით და დახვეწილ დასავლურ ტექნოლოგიებს, მაღალმხატვრული ინდივიდუალური შემოქმედებითი ხერხები დაუპირისპირა. ბავშვობაში ახალქალაქში, საყვარელი ბებიის სკივრში, ძველი ფრანგული თოჯინები იპოვა და წლების შემდეგ სწორედ პატარაობის მოგონების აღდგენას ცდილობდა,  სტილიზებულ, ბავშვურ ფაიფურის სახეებში, იმ დროს პრაქტიკული მოსაზრებების გამო ასეთ პატარა ნაკვთებს აკეთებდნენ - ასეთი თავი უკეთ ამოდის ყალიბიდან.

თამარ კვესიტაძის თითოეული თოჯინა არა ცარიელი ფიგურა, არამედ ბავშვობის გადატვირთული სამყაროა, საკუთარი მიკროკლიმატით. ექვსი წლის განმავლობაში ის ქმნიდა, ფენდა და ყიდდა თოჯინებს. შემდეგ გამოეთხოვა ამ სენტიმენტალურ-ფანტასტიკურ ჟანრს და არც თოჯინები დარჩა და არც მათი გაკეთების სურვილი აქვს. მან უფრო ღრმა, თანამედროვე  სკულპტურულ ფორმებზე და მათ დინამიკაზე, პლასტიკაზე დაიწყო ფიქრი. სწორედ ამ დროს გაიცნო პაატა სანაია, რომელიც მისი თანაავტორი გახდა - ის კინეტიკურ მხარეს მართავს და რთულ მექანიზმებს ქმნის.

0x01 graphic

0x01 graphic

ფოტოები თამარ კვესიტაძის არქივიდან

თამარ კვესიტაძე თავად განაგებს საკუთარ წარმატებას, ის საერთაშორისო დონის ხელოვანია, მისი ნამუშევრების ძირითადი  ნაწილი საქართველოს საზღვრებს გარეთაა. 2000 წელს პაატა სანაიასთან ერთად Tamarastudio დააარსა, სახელოსნო, რომელიც ქმნის და მართავს მის ნამუშევრებს, თანამშრომლობს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებთან და დიდ კომპანიებთან, რომლებიც მისი ნამუშევრების ლიმიტირებულ სერიებს უშვებენ.

2007 წელს კი ვენეციის 52-ე ბიენალეზე თამარ კვესიტაძე საქართველოს სახელით წარდგა. უკვე დახვეწილი, გამართული მექანიზმებით თავისი მოძრავი სკულპტურები გამოფინა. სწორედ ამ დროს დაიწყო მისმა სიმბოლურმა „ქალმა და მამაკაცმა” ცხოვრებისეული ციკლი - მისი მცირე ზომის ვერსია იტალიაში გაიყიდა, ამას მოჰყვა გამოფენა ლონდონში და დღეს უკვე „ალი და ნინოდ” მონათლული 9-მეტრიანი ქანდაკება ღია ცის ქვეშ, ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ბულვარში დგას. რა თქმა უნდა, ამ კომპოზიციას, ქალისა და მამაკაცის გრაფიკულ ფიგურებს - რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან და შორდებიან - ყველაზე ნაკლებად სწორხაზოვნება უხდება და ყველაზე მეტად, ალბათ - ზღვა. ეს არც კონკრეტულად ალი ან ნინოა და არც რომელიმე ლიტერატურული ნამუშევრის ილუსტრაცია, არამედ ნებისმიერი სასიყვარულო ისტორიისადმი ან აბსტრაქტულად სიყვარულისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საუკეთესო მონუმენტია. თავად ავტორიც გაურბის კონკრეტულ ასოციაციებს და მაყურებელს ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ეს სადა ქანდაკებაა და, ამავე დროს, ძლიერი ეროტიკული მუხტის მატარებელი. თუკი მცირე ვერსია კამერული იყო და ატრაქციონის ელფერი დაჰკრავდა, გაზრდილი მასშტაბი და უნაკლო ტექნიკური შესრულება მნიშვნელობას ჰმატებს. გაშლილ სივრცეში ნელა მოძრავი იდუმალი ფიგურები ზუსტად თავსდება თანამედროვე ურბანულ თუ მენტალურ ლანდშაფტში და ახალი ქართული ქანდაკების საუკეთესო მაგალითია.

მოქანდაკის მომავალი გეგმები - ახალი გამოფენები, ახალი ნამუშევრებია. მას სხვადასხვა მოწვევები აქვს, მაგრამ ყურადღებით არჩევს ადგილს და სივრცეს, სადაც მის შემოქმედებას გაეცნობიან. ჩინეთში ეპატიჟებიან, მაგრამ ჯერ არ მიდის, რადგან იცის, რომ დიდი სახელით უნდა ჩავიდეს - სხვა შემთხვევაში, მისივე ნამუშევრების ასლებს ვერ გაუმკლავდება.

22 Banksy of England

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 30 ათასი წლის წინ, როდესაც ჩვენი წინაპრები გამოქვაბულის კედლებზე ძვლებისა და ბუნებრივი პიგმენტების საშუალებით გარშემო სამყაროსა და ნადირობის სცენებს ასახავდნენ, ვეჭვობ, რომ რომელიმე მათგანი ამ საქმიანობის არალეგალურობაზე დაფიქრებულიყო. თუმცა გავა ათასწლეულები და ჩვენს მაღალგანვითარებულ ცივილიზაციაში კედლებზე ხატვა და წერა კანონის საწინააღმდეგო საქმიანობად შეირაცხება; მაგრამ, როგორც ჩანს, კაცობრიობის ზოგიერთი თანდაყოლილი „ცუდი ჩვევა” მოქალაქეობრივი ვალის შეგრძნებაზე ძლიერი აღმოჩნდება და აკრძალვა კიდევ უფრო გაამძაფრებს საკუთარი შემოქმედებისა თუ უბრალოდ მოსაზრების კედლებზე აღბეჭდვის სურვილს. ასე მაგალითად, ბერლინის კედელზე როზა ლუქსემბურგის გამოსახულება, ლონდონის ქუჩებში - ანარქისტი ვირთხები, საქართველოში კი -„მართლმადიდებლობა, ან სიკვდილი!” (...) გამოჩნდება. შუალედში კიდევ იქნება სასიყვარულო ეპითეტები სატრფოს ფანჯრის რაფებზე (შუა საუკუნეებში), ეფესოში აღმოჩენილი პროსტიტუციის რეკლამა (მსოფლიოში თანამედროვე გრაფიტის სტილში შესრულებული პირველი ნამუშევარი. ანტიკური ხანა) და კიდევ მრავალი სხვა, მაგრამ „ქუჩის ხელოვნებად” ყველაფერ ამას მხოლოდ 20-ე საუკუნის ბოლოს - ენდი უორჰოლის, ბასკიას, ჰიპების თაობისა და დიადი და დაუსრულებელი პოსტმოდერნისტული ეპოქის დადგომის შემდეგ შერაცხავენ.

0x01 graphic

80-იან წლებში პირველად გამოჩნდება Bleck Le Rat-ის სტენსილ-გრაფიტები პარიზის ქუჩებში, რომელსაც კვალდაკვალ ნიუ იორკის, სიდნეისა და მელბურნის შენობების მოხატული კედლები მიჰყვება. მალევე ბრიტანულ ქალაქ ბრისტოლს ე.წ. აეროზოლის ბუმი მოიცავს და ჩვენი „უსახელო ნაბიჭვრის” (ასე მოიხსენიებს ბენკსის მელბურნის დილის გაზეთი), ანარქისტი ვირთხების, ცისფერი პოლიციელებისა და ბანანებით შეიარაღებული Pulp Fiction-ის პერსონაჟების ისტორიაც სწორედ აქ იწყება.

ადამიანები რომლებიც ადრე იღვიძებენ, ომს, სიკვდილიანობასა და შიმშილს იწვევენ

ბენკსი

როგორც თვითონ ამბობს, სტენსილზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთხელ - პოლიციისგან მალვისას - კიბის ქვეშ კედელზე სტენსილის პრინციპით შესრულებული სერიული ნომერი შეამჩნია. მაშინ მიხვდა, რომ ეს ტექნიკა ღამით შრომას ბევრად აადვილებს: უკვე გამზადებულ ფორმებზე მხოლოდ საღებავის მისხმაა საჭირო და ნახატი მზადაა! აღარც სიბნელე უშლის ხატვაში ხელს და გასაქცევადაც მეტი დრო რჩება. რას ვიზამთ, რთულ სამუშაო პირობებთან ადაპტაცია უწევს; აბა, დღისით ხატვის ფუფუნება ვინ მისცა. ამიტომაც „ნახატის იმაზე სწრაფად შესრულებას” ცდილობს, „ვიდრე მას თვალი აღიქვამს დანახვისას”.

0x01 graphic

2003 წელს კი, მთავრობასთან ერთად, ცხოველთა უფლებების დამცველები და მორწმუნე კათოლიკეებიც საბოლოოდ გადაიმტერა: თავისი პირველი გამოფენის, „ეგზისტენსილიზმის” ყოველგვარ მოლოდინს გადაჭარბებული წარმატების შემდეგ, ჯერ მოხატული ცხოველები, შემდეგ კი დედა ტერეზას პორტრეტი წარწერით „ამ ქალისგან საოცრად ბევრი რამ ვისწავლე - დატენიანება ყოველდღიურადაა საჭირო” - გამოფინა.

0x01 graphic

THE BANKSY EFFECT

„შეგიძლიათ, მთელი ჩემი ნაგავი ტეიტ მოდერნში შეყაროთ, გახსნაზე ქეით მოსი და ტონი ბლერი მოიწვიოთ და შამპანურის თანხლებით, ჩემს „შემოქმედებაზე” ისაუბროთ; მაგრამ ეს ვერასოდეს იქნება ისეთი მაგარი, როგორც ღამით იმ ადგილებში ხატვაა, სადაც ამის უფლება არ გაქვს”.

ფაქტია, რომ თავხედი ქუჩის მხატვრის მიმართ პროტესტი და მის შემოქმედებაზე მოთხოვნა ერთნაირად იზრდებოდა. სიტუაციამ ზენიტს ათი ფუნტის კუპიურაზე დედოფლის ნაცვლად პრინცესა დიანას პორტრეტისა და წარწერის BANK OF ENGLAND - BANKSY OF ENGLAND-ით შეცვლის შემდეგ მიაღწია. ყალბი ფული 2004 წელს ნოთინგ ჰილის კარნავალზე დარიგდა და მათი სიყალბეც მხოლოდ ხმარებაში ჩაშვების შემდეგ შეამჩნიეს. მოგვიანებით თითოეული მათგანი, პრინცესა დიანას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, მინიმუმ 100 ფუნტად გაიყიდა. ერთ-ერთი კუპიურა 2007 წელს აუქციონზე 24 ათას ფუნტადაც კი შეიძინეს.

სწორედ ამ დროს მკვიდრდება ტერმინი „ბენკსის ეფექტი”, რომელიც პირველად ჟურნალისტმა მაქს ფოსტერმა ინკოგნიტო გრაფიტი-არტისტის გამოჩენის შემდეგ ქუჩის ხელოვნებისადმი მზარდი ინტერესის აღსანიშნად გამოიყენა.

ათფუნტიანი კუპიურების ისტორიას სოტბის აუქციონზე კრისტინა აგილერას მიერ ბენკსის ნამუშევრების 25 ათას ფუნტად შეძენა მოჰყვა.

0x01 graphic

მსოფლიო უბრალოდ გაგიჟდა ბენკსიზე! ერთ-ერთი აუქციონის შემდეგ, სადაც მისი 3 ნამუშევარი (ყველაზე ძვირი 97 ათას ფუნტად) გაიყიდა, ბენკსის ვებგვერდზე გამოჩნდა ნახატი წარწერით „ვერ ვიჯერებ, რომ ამ ნაგავს ყიდულობთ, იდიოტებო”.

0x01 graphic

დაცინვა, პროვოკაცია, პოზა, მარკეტინგი, PR - რაც გნებავთ, ის უწოდეთ - მაგრამ ბენკსის ეფექტი მართლაც ეფექტიანი აღმოჩნდა - ყოველ ახალ ქმედებას გაათმაგებული რეაქცია მოჰყვება: რიცხვების სიდიდე მისი ნამუშევრების ფასზე და აღშფოთება მთავრობის მხრიდან კვლავ ერთმანეთის პირდაპირპროპორციულად იზრდება; მათთან ერთად კი - ბენკსის მავნებლური შემართებაც!

0x01 graphic

EXIT THROUGH THE GIFT SHOP

„Prankumentary” (prank - ცელქობა, documentary - დოკუმენტური ფილმი) - ახალი სუბჟანრი, რომელსაც საფუძველი ბენკსის სარეჟისორო დებიუტმა დაუდო, - წერს ჟანეტ კასტულისი, გაზეთ New York Times-ის კინოკრიტიკოსი სანდენსის კინოფესტივალზე შემდგარი პრემიერის შემდეგ.

დოკუმენტური ფილმი, რომლის ფაქტობრივ სიმართლეშიც დარწმუნებული არავინაა, მსოფლიომ ბენკსის კიდევ ერთ ცელქობად აღიქვა და შესაბამისად, აღფრთოვანდა, აღშფოთდა, გააპროტესტა, იკამათა - ერთი სიტყვით, ავტორს კვლავ სასურველი მიზნისთვის მიაღწევინა.

0x01 graphic

ისტორია, რომელიც ლოს ანჯელესში მცხოვრები ფრანგი ემიგრანტის, ტერი გეტას თითქმის ავადმყოფობაში გადასული ჩვევის - ყველაფრის ვიდეოფირზე აღბეჭდვის - შესახებ მოგვითხრობს, ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. გეტას ობიექტივში თავიდან მისი ბიძაშვილი - მსოფლიოში ცნობილი ქუჩის მხატვარი, INVADER ხვდება, შემდეგ მას სხვა გრაფიტი-არტისტები ემატებიან, სანამ ბოლოს გეტა ბენკსის არ გაიცნობს. სწორედ აქ იწყება ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდება ვიდეოარტისტი შეპყრობილი, ფაქტობრივად, ფსიქიურად დაავადებული, რაც ბენკსის მისი მასალისგან საკუთარი ფილმის დამონტაჟებას, გეტასგან კი ახალი გრაფიტი-არტისტის, MR. BRAINWASH-ის შექმნას გადააწყვეტინებს.

არის ეს საავტორო ნამუშევარი, თუ უბრალოდ კიდევ ერთი „მოპარული” არტი, ამაზე მსოფლიო ჯერ კიდევ დავობს; ისევე, როგორც ბენკსის სახელზე, წარმოშობასა თუ საერთოდ, ვინაობაზე.

0x01 graphic

თვითონ „უსახელო ნაბიჭვარი” კი ამასობაში აუქციონებზე პიკასოსა და კანდინსკის ნახატებთან ერთად (იმავე ფასში) გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული ფულით, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლების დაცინვითა და მისგან ახალი პროვოკაციის მოლოდინში გაშტერებული საზოგადოებისთვის ჭკუის სწავლებით ირთობს თავს.

შეიძლება, ჩვენი მაღალგანვითარებული ცივილიზაციის რაფინირებული კულტურა იმდენად დაბერდა, რომ „ბავშვობაში” გადავარდა და თავის შექცევა კედლებზე ჩხაპნით დაიწყო. იქნებ, სამყარო უბრალოდ დაიღალა ამდენი სერიოზულობით და თვითგადარჩენის მიზნით, გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. ან ეგებ, მაზოხისტური მექანიზმი ჩაერთო და სწორედ ამიტომ აღმერთებს იმას, ვინც მის მეწვრილმანეობასა და ჩარჩოებში ყოფნას უსვამს ხაზს. ამაზე ჯერ კიდევ ბჭობენ, ბენკსი კი სერიოზული ტონით (აბა, სახე ვის უნახავს, თორე კი!) გვიკიდებს ნახატს, საიდანაც სკოლის რვეულის ბოლო გვერდზე უსაქმურობისგან დაჯღაბნილის მსგავსი კაცუნა ჩარჩოს ქვემოთ მიკრულ ასტრონომიულ რიცხვს (ფასს) გაოგნებული დაჰყურებს და გვეკითხება - „მეღადავებით?!”

0x01 graphic

23 ბიბლიოთეკარი

▲ზევით დაბრუნება


ზაზა ბურჭულაძე|სვეტი

0x01 graphic

მიხაილ ელიზაროვი, რუსული ბუკერის 2008 წლის ლაურეატი, დაიბადა 1973 წელს, ივანო-ფრანკოვსკში (უკრაინა). 2001-03 წლებში ცხოვრობდა და სწავლობდა რეჟისურას ჰანოვერში. 2003-07 წლებში საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში, სადაც გამოიცა მისი სადებიუტო წიგნი „ფრჩხილები” გერმანულად. „შოკისმომგვრელი მოთხრობა”, რომელიც ფსიქიატრიული ინტერნატის ორ აღსაზრდელზე მოგვითხრობს, გაზეთმა Berliner Zeitung ასე შეაფასა: „გოგოლის, რუსული რეალობის და შავი მაგიის ალქიმიური ნაზავი”. ამას მოყვება ელიზაროვის წიგნების უკვე მოსკოვური გამოცემები (უკრაინა ბევრ თანამედროვე კარგ ავტორს ნაკლებად წყალობს. ასე რომ, ყოფილი ხარკოველი ელიზაროვი დღეს მოსკოვში ცხოვრობს). „პასტერნაკი”, „ბიბლიოთეკარი”, „კუბები”, „ჰოსპიტალი”, „მულტფილმები” და ა.შ. ელიზაროვის ყოველი ახალი წიგნი ცხოველი განსჯის საგანი ხდება. მას ხან აძაგებენ, ხან ცაში აყავთ. რომანი „პასტერნაკი” (ნაწარმოებში ნობელის პრემიის ლაურეატი და ინტელიგენციის კუმირი - ბორის პასტერნაკი, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა გულისამრევი მიაზმებით, საზიზღარ მონსტრად და დემონადაა წარმოდგენილი) 2003 წლის საუკეთესო დებიუტად დასახელდა, ზოგმა კრიტიკოსმა მას „მართლმადიდებლური ფილოსოფიური ბოევიკი” უწოდა.

0x01 graphic

თუმცა მსგავსი შეფასებები ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო. ჩანდა, რომ მწერალი ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო, თითქოს დიდ დისტანციაზე სარბენად სუნთქვა არ ყოფნიდა. ნამდვილ მწერლად ელიზაროვი მის მთავარ რომან „ბიბლიოთეკარში” შედგა. მისი გენია აქ სრულად გამოჩნდა. რომანს 2008 წელს რუსული ბუკერი მიენიჭა. „ბიბლიოთეკარი” არც მძაფრსიუჟეტიანი თრილერია, არც ბოევიკი, არც ფანტასტიკა, არც კონსპიროლოგიური რომანი, არამედ ყველაფერი ერთადაა. წიგნის მთავარი გმირი იგებს, რომ მივიწყებული საბჭოთა მწერლის - ვინმე დმიტრი გრომოვის წიგნებს მაგიური თვისებები აქვთ, და მკითხველთა სხვადასხვა ჯგუფები მათ მოსაპოვებლად ერთმანეთს გააფთრებით ებრძვიან. ებრძვიან ყველაფრით - დანებით, ცელებით, ნაჯახებით, ჩაქუჩებით, ჯაჭვებით, ქვებით, კბილებით, ბულდოზერის კოვზებითაც კი...

  • ვინ ხარ? საიდან ხარ? სად სწავლობდი?

ვარ მწერალი. დავიბადე საბჭოთა კავშირში. ვერაფერი ვისწავლე.

  • ვის და რას უყვება მიხაილ ელიზაროვი?

მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ფანტაზიებს ვყვები მათთვის, ვისაც უნდა მათი მოსმენა.

  • შენელიტურიმწერალი ხარ თუ ფართო წრისთვის წერ?

პირველ ყოვლისა, მე ვწერ ჩემთვის - ეს ჩემი თვითდისციპლინაა, უკვე ამის შემდეგ - ნებისმიერი დიამეტრის წრისთვის.

  • ყველა წესიერი შემოქმედი ერთხელ მაინც დაფიქრებულა ეშმაკისთვის სულის მიყიდვაზე. რამდენად შეაფასებდი შენს სულს?

იმად, რისი შემოთავაზებაც შეუძლია ეშმაკს მწერლისთვის, არ ღირს სულის გაყიდვა. საერთოდაც, არაფერია ქვეყნად, რის გამოც სულის გაყიდვა ღირს.

  • შენი ტექსტების კითხვისას ვფიქრობ ხოლმე, რომ შენ არ გტოვებენ ბავშვობისდროინდელი ფანტომები.

ალბათ, უფრო ყმაწვილობისდროინდელი ფანტომები. ბავშვობაში უფრო ანგელოზისებური არსებები ტრიალებდნენ ჩემს გარშემო.

  • რა იყო შენთვისრუსული ბუკერი”. რამით შეგცვალა?

უფრო დამამშვიდა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საშუალება მომცა, მშვიდად მივხედო ჩემს საქმეს და არა ამბიციებს. მინდოდა, პრემიიდან აღებული ფულით რომელიმე ბავშვთა სახლს დავხმარებოდი უკრაინაში. მაგრამ პრემია საკმაოდ მცირე აღმოჩნდა - ოცდაათ პროცენტზე მეტი საგადასახადომ ჩამომაჭრა. ისე კი, როგორც ვაპირებდი, დანარჩენი ქველმოქმედებაზე დავხარჯე.

  • შენ ხშირად გადარებენ მამლეევს და სოროკინს. ეს შენთვის კომპლიმენტია, თუ არ გსიამოვნებს, როცა ვინმეს გადარებენ?

არის ასეთი რუსული გამოთქმა, „თუნდაც ქვაბი მიწოდე, ოღონდ ცეცხლში ნუ შემდგამ”. ნებისმიერ შემთხვევაში, მწერლების შედარებები მე ნაკლებპროდუქტიულ რამედ მიმაჩნია.

  • ორივე ამ ავტორთან შენ თბილი ურთიერთობა გაქვს. ვინ არიან ისინი შენთვის - უფროსი მეგობრები, კოლეგები, თუ?

თბილი ურთიერთობები თბილი საგნებივითაა. როცა გცივა, თავზე ქუდს იხურავ, რომ არ გაიყინო.

  • როგორ აფასებ პელევინს და სოროკინს? პეპერშტეინი ამბობს, რომ ისინი დიდი ხანია უკვე ერთ მწერლად იქცნენ, გვარად სარალევინი (ნაბოკოვისეული ტოლსტოევსკის თავისებური ვერსია).

სარალევინი სემანტიკურად ყალბია. ცხადია, რომ სარა ლევინი - ეს ებრაელი პოეტი ქალია, ბინძური ლესბოსელი და ჟურნალ „სნობის” მკითხველი. პელევინი და სოროკინი კი უბრალოდ ორი თვითმყოფადი ავტორია.

  • რა არის შენი შთაგონების წყარო?

ნებისმიერი კარგად გაკეთებული საქმე - მწერლის იქნება ის თუ რეჟისორის.

  • შენს ოჯახში კითხულობდნენ პასტერნაკს?

რასაკვირველია. ამიტომ ჩემებს რომან „პასტერნაკზე” არაერთგვაროვანი რეაქცია ქონდათ. თუმცა ბოლოს მაინც ნათესაურმა გრძნობებმა გაიმარჯვა.

  • რამდენად არიან შენი პერსონაჟები ავტობიოგრაფიულები?

რამდენადაც ჩემი ყველა პერსონაჟის მე ვარ მშობელი, შესაბამისად, მათთან ნათესაური კავშირი მაქვს. მაგრამ, როგორც იტყვიან, მამა პასუხს არ აგებს საკუთარი შვილების საქციელზე.

  • კითხულობდი ბავშვობაში ფანტასტიკას?

სამეცნიერო ფანტასტიკაზე უფრო ფენტეზის კითხვა მიყვარდა. თუმცა ეს ბავშვობაში კი არა, ყმაწვილობისას იყო - სწორედ მაშინ გამოჩნდა ფენტეზის პირველი თარგმანები.

  • ნატვრის თვალი რომ გქონდეს, როგორ გამოიყენებდი?

ვფიქრობ, იმ იდეით ატაცებული, რომ ყველა ბედნიერი გამეხადა, უნებურად პლანეტარული მასშტაბის ტირანიას მოვაწყობდი.

  • როგორ აღწერდი განსხვავებას რუსულ და უკრაინულ ენებს, როგორც გამომხატველობით ხერხებს შორის?

სხვაობა ტესიტურის სიმაღლესა (იქ სადაც რუსი ბოხი ხმით იტყვის, უკრაინელი ფალცეტით გამოიყვანს) და ინტონაციაშია (ამის გადმოცემა სრულიად შეუძლებელია).

  • შენი აზრით, როგორი პოლიტიკური წყობა იქნებოდა რუსეთისთვის იდეალური? როგორი - უკრაინისთვის?

ანარქიული კომუნიზმი. ვფიქრობ, ეს ოპტიმალური ვარიანტია ჩვენთვის.

  • ბოლო წლებში ყველაზე მეტს ლაპარაკობენ ხარკოველ მიხაილ ელიზაროვზე და კიეველადოლფიჩნესტერენკოზე. შენი აზრით, რატომ ხართ თქვენ ორნი რუსეთში უფრო ცნობილები, ვიდრე უკრაინაში?

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უკრაინა ნაციონალური თვითშეგნებით იყო შეწუხებული. ამიტომაც ქვეყანა ზრდიდა და თავს დაფოფინებდა ავტორებს, რომლებიც წერდნენ უკრანული შრიფტით. თუმცა, უკრაინულ და რუსულ კულტურულ სივრცეებს მე არ გავმიჯნავდი. ყველაფრის მიუხედავად, ეს სივრცეც ერთია და ჩვენც ჯერ კიდევ ერთნი ვართ. წიგნის მკითხველი უკრაინელებიც, ასე თუ ისე, რუსულ ლიტერატურულ კონტექსტში მოიაზრებიან.

  • ბევრმაბიბლიოთეკარშისაბჭოთა კავშირზე ნოსტალგია დაინახა. ჩემი აზრით, ეს ასე არაა. თუ ვცდები?

მე ვფიქრობ, რომანში არის არა ნოსტალგია, არამედ იმ დასიზმრებული ცხოვრების გამანადგურებელი სიბრალული. საბჭოთა კავშირი ბედნიერების ილუზიას მაინც გჩუქნიდა. დღევანდელი რუსეთი კი ილუზიებზეც ხელმოჭერილია.

24 ფუმფულა სადიზმი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|FASHION

უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში, ნატურალური ბეწვის გაყიდვებმა შესამჩნევად მოიმატა - დაინახავდით კიდევაც ამ ისტორიულად პირველი ტანსაცმლის, ქურქის, ხელახალ გამოჩენას.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

1994 წელს სუპერმოდელებმა, რომლებიც სოციალურად აქტიურ, მისაბაძ წრეს წარმოადგენდნენ, ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაცია PETA-სთან ერთად ნატურალური ბეწვის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს. მოდელებმა შიშველი ფოტოები გადაიღეს წარწერით - „მირჩევნია შიშველმა ვიარო, ვიდრე ვიარო ქურქში!!!”. მათ საზოგადოებას მოუწოდეს უარი ეთქვათ ნატურალურ ბეწვზე. ეს არაერთმნიშვნელოვანი საკითხი მუდამ კამათის საბაბია - ნაწილი ქურქს მოძველებულ, ვულგარული მატერიალისტური სამყაროს მომაკვდავ სიმბოლოდ აღიქვამს, ნაწილს კი ბეწვის ტარება არაეთიკურად ეჩვენება და მზადაა ქუჩაში უცნობ ადამიანს წითელი საღებავით დაუზიანოს მრავალათასიანი სამოსი. ზოგიერთი თვლის, რომ ეს სტატუსის სიმბოლო და ბურჟუაზიის ყველაზე ნაზი გამოვლინებაა. თანამედროვე აქტივისტ-სოციოლოგები უფრო ღრმა ფეტიშს ხედავენ: მამაკაცი-მონადირე დომინირებს ქალზე და მისი, როგორც ნადავლის ნახვა ცხოველის ბეწვში სურს. ქალიც, საპასუხოდ, დაქვემდებარებულ ქცევის წესს ირჩევს, სადაც ის, რაღაც თვალსაზრისით, იჩაგრება. არის უფრო რთული თეორიები ადამიანის ქვეცნობიერსა და ცხოველურ საწყისებთან დაკავშირებით - ძალადობა, ვნება, სისხლი და ძალაუფლება. მიუხედავად ამ განწყობებისა, ექსპრესიულმა საპროტესტო გამოსვლებმა სიასამურის, მელიების და სხვა კვერნისებრთა დასაცავად რატომღაც იკლო - ცნობილმა სუპერმოდელებმაც ფუფუნების და პოპულარობის წნეხს ვერ გაუძლეს. სულ უფრო ხშირად ვხედავთ ძვირფას ქურქში გამოწყობილ მასკულტურის რომელიმე ბრჭყვიალა ვარსკვლავს. მხოლოდ ამერიკული მოდის სამმა სახლმა თქვა უარი ბეწვის გამოყენებაზე და სტელა მაკარტნი, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველის ოჯახურ ტრადიციებს მისდევს, უარს აცხადებს ბეწვისა და ტყავის გამოყენებაზე. სხვები კი პირიქით, განურჩევლად კონცეპტუალური და შემოქმედებითი ნონკონფორმიზმისა, ნატურალურ ბეწვს საკუთარ კოლექციებში ისევ იყენებენ. ისეთი კლასიკური ბრენდები, როგორიცაა Hermes, Fendi ან Gucci, თავიანთი ბიუჯეტის ყველაზე დიდ ნაწილს ლუქსხარისხის ბეწვის და ეგზოტიკური ტყავების შეძენას ახმარენ, შესაბამისად, ქურქი Fendi 35 ათასი ევრო და 28 შინშილას ცხოვრება ღირს.

პოპულარობის ამ ახალ ტალღას ძირითადად ბეწვის მწარმოებლები უწყობენ ხელს. ეს სარფიანი ბიზნესი და საინტერესო პროცესია, რომელიც დასაბამს შუა საუკუნეებიდან იღებს. გახსოვთ ლეონარდოს „ქალი სიასამურით”? სწორედ ამ პერიოდში, ამ პატარა ცხოველების მოშენება ულამაზესი ბეწვის გამო დაიწყეს, დღეს კი დიდი ფერმები არსებობს. კანადა, სკანდინავიის ქვეყნები, ჩინეთი და რუსეთი ის ადგილებია, სადაც ცხოველებს ბეწვის გამო ამრავლებენ. ამ ბიზნესის მფლობელები ამბობენ, რომ ცხოველები საუკეთესო პირობებში იზრდებიან. სხვანაირად მაღალი ხარისხის ბეწვის მიღება წარმოუდგენელია. ექვსი-შვიდი თვის მანძილზე კვერნამ ლუქსში უნდა იცხოვროს, იმისთვის რომ თავად გახდეს ლუქსი. ამ ასაკში მელიები და კვერნები საუკეთესოდ გამოიყურებიან. ბეწვის ადვოკატები კულტურულ ძიებებსაც არ ერიდებიან - საუბრობენ რუსული სულის და ბეწვის ურთიერთობაზე. დღეს ჩინეთი რუსეთის შემდეგ ნატურალური ბეწვის ყველაზე დიდი მომხმარებელია. ამ შემთხვევებში ალბათ ეროვნულ ვნებასთან ან ნაციონალურ სადიზმთან გვაქვს საქმე. ბეწვის მწარმოებლები მრავალ მარკეტინგულ მეთოდს მიმართავენ თავიანთი საქმიანობის დასაცავად. აწყობენ კონკურსებს, სადაც ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებულ ბეწვს, ახალ ზედაპირებს და ახალ ტონალობებს წარადგენენ, ყოველთვის ცდილობენ აბსტრაქტულ ქსოვილად წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია და არ იყვნენ ასოცირებულნი კონკრეტული ცხოველის ტყავთან.

0x01 graphic

ქურქის ხარისხზე ცხოველის ასაკი, სქესი, საკვები და, სამწუხაროდ, ისიც კი მოქმედებს, თუ როგორ გამოასალმეს სიცოცხლეს. რაც უფრო ნაკლებადაა დაზიანებული ტყავი, მით უკეთესია ბეწვის ხარისხიც. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ქურქი უფრო მსუბუქი, ნებისმიერი ტონალობის და სხვადასხვაგვარად დამუშავებული შეიძლება იყოს, მრავალი წლის განმავლობაში არ ფუჭდება, შეუდარებელია ცივ ზამთარში და ის, რომ შენი ქურთუკი ერთ დროს ცოცხალი ცხოველი იყო, უდავოდ უცნაურ, არაერთგვაროვან განცდებს იწვევს. მიუხედავად სადიზმისა, ამ ფეტიშისტური ვნების სამუდამოდ განდევნა ალბათ წარმოუდგენელია...

25 2010 წლის საუკეთესო მუსიკალური ალბომები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

KANYE WEST/MY BEAUTIFUL DARK TWISTED FANTASY

0x01 graphic

მეინსტრიმ ჰიპ-ჰოპ სამყაროში საკმაოდ ცნობილმა პროდიუსერმა და რეპერმა ქანიე ვესტმა წლის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი გამოსცა. შეიძლება ითქვას - ეს არის ნამუშევარი, რომელიც, როგორც მისმა კოლეგა Common-მა შეაფასა, დღეს ჰიპ-ჰოპს სჭირდება.

ამ ჩანაწერში ვესტი უფრო დამძიმებული ბითებით, მეტად ექსცენტრული ლირიკით და ტრადიციულად, ბევრი მოწვეული სტუმრით წარდგა მსმენელის წინაშე.

0x01 graphic

თავიდან ალბომის ყდა ამერიკულ ბაზარზე აიკრძალა. აკრძალვა ასე ჟღერდა: „ზედმეტად შიშველი ვოლმარტისთვის”. თავად ვესტმა ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე დაპოსტა. ის წერდა, რომ 70-იან წლებშიც კი, ასეთი ცენზურა არ არსებობდა, 90-იანებში ჯგუფ ნირვანას შეეძლო საკუთარი ალბომის ყდაზე შიშველი ადამიანი გამოესახა. მას კი არ შეუძლია შექმნას ნახატი, რომელზეც უხელებო მონსტრი და ზურგით მდგარი, შიშველი, ფრთიანი არსებაა გამოსახული. როგორც ჩანს, ამ წერილმა შედეგი გამოიღო და ყდაზე ნებართვა გაიცა.

ალბომისთვის ეს ნამუშევარი ამერიკელმა ვიზუალარტისტმა, ჯორჯ ქონდომ შექმნა.

ARCADE FIRE/THE SUBURBS

ამ კანადურმა ჯგუფმა პირველივე ალბომით დაიპყრო Indie სცენა და შეიძლება ითქვას, რომ მას მერე ჟანრში ერთ-ერთ ფლაგმანად მოიაზრება. აგვისტოში მათ რიგით მესამე ალბომი გამოუშვეს, რომელიც საკმაოდ გრძელია და 16 თრექია შესული. კრიტიკოსებმა ალბომს გამოსვლისთანავე მაღალი შეფასება მისცეს, Pitchfork-მა კი წლის საუკეთესო თრექად Sprawl II (Mountains Beyond Mountains) დაასახელა. ჯგუფმა არ გადაუხვია მიმართულებას და ტრადიციულად, ძალიან მელოდიური მუსიკა შემოგვთავაზა.

ალბომიდან კიდევ ერთი პოპულარული თრექი Rococo გახდა.

0x01 graphic

The Suburbs ნამდვილად იმსახურებს ადგილს 2010 წლის საუკეთესო ალბომების სიაში.

THE NATIONAL/HIGH VIOLET

ეს ბრწყინვალე Indie ჯგუფი 1999 წლიდან არსებობს და პრაქტიკულად ჩავარდნა არ ჰქონია. ისინი წლიდან წლამდე იზრდებოდნენ და 2010 წელს გამოუშვეს ალბომი, რომელმაც აბსოლუტურად ყველა სორტის მელომანი აალაპარაკა. High Violet არის ნამუშევარი, რომელსაც ნაკლს ძნელად თუ ვუპოვით. ძალიან დახვეწილი, ფრთხილი და აუღელვებელი ჩანაწერია, რომელიც ყოველ მოსმენაზე ახლებურად ჟღერს.

ალბომში ათი თრექია და განსაკუთრებულად ვერც ერთს გამოვყოფ, რადგან თითქმის ყველა კომპოზიცია ერთმანეთზე უკეთესია.

ჯგუფი აქამდეც საკმაოდ წარმატებული იყო. 2005 წლიდან ფართო აუდიტორიაზეც გავიდა, მაგრამ ახლა High Violet-მა ერთი-ორად გაზარდა მის თაყვანისმცემელთა რიგები. ის მართლაც ერთ-ერთი ლიდერია 2010 წლის საუკეთესო ალომების სიაში.

BEACH HOUSE/TEEN DREAM

Beach House ამერიკული დუეტია, რომელიც აშკარად 80-იანი წლების ე.წ. Dream Pop-ის შემსრულებელი მუსიკოსებისგანაა შთაგონებული, როგორებიც იყვნენ: Cocteau Twins, My Bloody Valentine და ამ სტილში მოღვაწე სხვა გრანდები.

დუეტი 2004 წლიდან არსებობს და დღეისთვის სამი სრული ალბომი აქვთ ჩაწერილი.

Teen Dream, ჩემი აზრით, საუკეთესო ალბომია, აქ უფრო მეტად ჩამოყალიბებულია საუნდიც, „Shoegazing” ატმოსფეროც და ვიქტორია ლეგრანიც გაცილებით სექსუალური ხმით ესაუბრება მსმენელს.

გადმოქაჩეთ, მოუსმინეთ და თავადაც დარწმუნდებით, რომ ამ ალბომის ადგილი სიაში ნამდვილად არის.

0x01 graphic

SUFJAN STEVENS/THE AGE OF ADZ

Sufjan Stevens მიჩიგანელი ინდი-ფოლკ მომღერალი და მულტიინსტრუმენტალისტია, რომელიც 1999 წლიდან მოღვაწეობს და დიდი წარმატებითაც. წელს მან კიდევ ერთი, რიგით მეათე ალბომი The Age of Adz გამოუშვა, თუმცა შეიძლება ითქვას, ოდნავ განსხვავებული. ამ ალბომში ემოციურ მრავალფეროვნებასთან ერთად, ელექტრონული მიმართულებაც ჭარბობს, რაც საბოლოო ჯამში საუნდს ფსიქოდელიურს ხდის და მეტად ექსპერიმენტულია. ალბომის ყდად გამოყენებულია ამერიკელი არტისტის, როიალ რობერთსონის (1936-1997) ნახატი.

The Age Of Adz-ს მსმენელი არაერთხელ დაუბრუნდება.

Deerhunter/Halcyon Digest

0x01 graphic

Deerhunter-მა წარმატებულ ალბომთა სერიას, წელს კიდევ ახალი ჩანაწერი შემატა. სექტემბერში გამოსული Halcyon Digest-ი მანამდე გამოსული სამი ალბომის ლოგიკური გაგრძელებაა, რომლებსაც ქება-დიდება არ აკლდა ავტორიტეტულ მუსიკალურ პრესაში.

დისკზე 11 თრექია და სუსტი რგოლის დასახელება გაგვიჭირდება, გამორჩეული კომპოზიციები ბევრად მეტია. მაგალითად - Helicopter, Revival, Desire Lines, Don't cry  და ასე შემდეგ.

ჯგუფის ფრონტმენი, ბრედფორდ კოქსი, როგორც ჩანს, ავადმყოფობას (ის მარფანის სინდრომით არის დაავადებული) არ ეპუება და ორმაგი ძალებით განაგრძობს მუშაობას. ჩვენ კი წარმატება უნდა ვუსურვოთ, რადგან ის ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია, ალბომი Halcyon Digest-ი კი - წლის ერთ-ერთი უძლიერესი ჩანაწერი.

How To Dress Well/Love Remains

სექტემბერში გერმანელი მუსიკოსის, Tom Krell-ის (იგივე How To Dress Well) ალბომი Love Remains გამოვიდა. ალბომის გამოცემამდე მუსიკოსი სინგლებს უშვებდა და ეს ფაქტობრივად ცალ-ცალკე დაფანტული თრექების კრებულია, რომელიც სავსეა R&B/Soul-ის ელემენტებით, თუმცა ეს ჩანაწერი იმით არის განსაკუთრებული, რომ  მუსიკოსმა ყველაფერი lo-fi/Dream Pop ატმოსფეროში გამოჭედა.

0x01 graphic

შედეგად მივიღეთ საკმაოდ პრეტენზიული, თუმცა კი, ჩემი აზრით, მომავლის პოპ-მუსიკა. ეს ალბომი ერთ-ერთი უნიკალურია 2010 წლის ნამუშევრებიდან.

Grinderman/Grinderman 2

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა, ნიკ ქეივმა, რომელსაც ქართველი მელომანების წრეში არცთუ ისე ცოტა მსმენელი ჰყავს, თაყვანისმცემლებს არ უღალატა და პროექტ Grinderman-ის ფარგლებში რიგით მეორე ალბომი გამოსცა. ალბომში ცხრა კომპოზიციაა - მეტად სიღრმისეული და რბილი, ვიდრე წინამორბედი ნამუშევარი.

კლასიკური ქეივის გარდა, ის ასევე გვიანი სამოციანების და სამოცდაათიანების ატმოსფეროს მოყვარულთათვისაა რეკომენდებული. ალბომის საკვანძო თრექი ალბათ მაინც Bellringer Blues-ს შეგვიძლია ვუწოდოთ.

Gorillaz/Plastic Beach

ეს უკვე საკმაოდ ცნობილი პროექტი, რომელიც დეიმონ ალბარნის (Blur) მიერ ჩამოყალიბდა, 2010 წელს ნამდვილად ერთ-ერთ საუკეთესო ალბომს უშვებს.

Plastic Beach მათ დისკოგრაფიაში რიგით მესამე ნამუშევარია, რომელიც მათივე განცხადებით, ბოლო უნდა იყოს.

ალბომში შეხვდებით ჰიპ-ჰოპს, თრიფ-ჰოპს, ელექტრონიკას, ალტროკს და საბოლოო ჯამში არ დაიღლებით, რადგან ყველაფერი არაჩვეულებრივად ერწყმის ერთმანეთს.

ალბომზე ბევრი მოწვეული მუსიკოსიც მუშაობდა, მათ შორის ლეგენდარული ლუ რიდიც, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება.

Gil Scott Heron/ I'm New Here

Gil Scott Heron ლეგენდარული ამერიკელი ჯაზშემსრულებელია, რომელსაც მუსიკის ფონზე მშვიდად მოსაუბრე ადამიანი უფრო შეიძლება ვუწოდოთ, ვიდრე ვოკალისტი. თუმცა ამ მხრივაც არანაირი პრობლემა არ არსებობს.

იგი, 1994 წლის შემდეგ პირველად, 2010 წელს დაბრუნდა დისკი-შედევრით, რომელსაც I'm New Here ეწოდება და ეჭვგარეშეა, რომ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.

ჰერონის ეს ალბომი ერთგვარი აღსარებასავითაა, მომნუსხველი მუსიკის ფონზე ის გვახედებს თავისი სულის ყველაზე ბნელ კუთხე-კუნჭულებში და ამას აკეთებს ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე.

დაბრუნებაცაა და დაბრუნებაც, ეს სულ ახალი ჰერონია და დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ ამიერიდან ხანგრძლივი პაუზები აღარ ექნება.

Me And The Devil ალბათ ყველაზე მძლავრი კომპოზიციაა ალბომში, არაჩვეულებრივი ატმოსფერო და ტექსტი, რომელიც ერთხელ მოსმენის შემდეგაც კი ხშირად ამოუტივტივდება ადამიანს.

26 10 საუკეთესო ფილმი შობა - ახალი წლის დღე სასწაულისთვის

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნიკა ესებუა

შობა-ახალ წელს ქართული ტელევიზიები საეთერო დროს რატომღაც საბჭოთა ფილმებს უთმობენ. „ბედის ირონია”, „მიმინო”, შურიკას ხუმრობები, ნიკულინი, ვიცინი და მორგუნოვი იმ დროს ახსენებს ხალხს, 37 მანეთად მოსკოვში რომ გადაფრინდებოდნენ, იქაურ ქალებს გათანგავდნენ და ბედნიერები უბრუნდებოდნენ მშობლიურ მიწას, მაგრამ იმ ფილმების დიდ ნაწილს არაფერი აქვს საერთო ახალ წელთან, შობის დღესასწაულთან და საერთოდ კინოსთან.

ჟურნალი ტაბულა წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო საშობაო ფილმს, რომელიც გოზინაყზე და საცივზე გემრიელია (უმეტესობა მაინც).

10) როგორ მოიპარა გრინჩმა შობა (2000)

0x01 graphic

დოქტორ სიუზი ძალიან კარგი საბავშვო მწერალია. „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა” კი - მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები. რონ ჰოვარდს მშვენიერი ფილმი გამოუვიდა. მსხვილი ბიუჯეტი, ჯიმ ქერის ქარიზმა და სამსახიობო ნიჭი, საშობაო ფილმებისთვის დამახასიათებელი ჰეფი ენდი. შობა და ახალი წელი - ეს ხომ ის დღესასწაულებია, როდესაც ყველაზე ბოროტი არსებაც კი სიყვარულისა და სითბოს ძიებაშია.

9) ახალი საშობაო ზღაპარი (1988)

0x01 graphic

ჩარლზ დიკენსის რომან „საშობაო ზღაპრის” საუკეთესო კინოვერსია. ფრენკ კროსი ცივსისხლიანი ცინიკოსია, რომლისთვისაც არ არსებობს არანაირი დღესასწაულები, მას არც ოჯახი და ახლობლები აინტერესებს. „ცუდი ცხოვრების” წესის გამო, მას სამ მოჩვენებასთან დაპირისპირება მოუწევს. ბილ მიურეი, კერენ ალენი, რობერტ მიჩუმი, მაიკლ ჩეპმენის ოპერატორული ნამუშევარი და დენი ელფმანის მუსიკა - ეს ყველაფერი ერთად რიჩარდ დონერის მშვენიერ საშობაო ფენტეზიში.

8) ცუდი სანტა (2003)

0x01 graphic

ბილი ბობ ტორნტონი მსოფლიოში ყველაზე ცუდი სანტა კლაუსია. ის ვერ იტანს ბავშვებს, თავის მეგობართან ერთად იპარავს ყველაფერს, რისი მოპარვაც შეიძლება, 8 წლის ბავშვის თვალწინ სექსით კავდება და ლოთია. თუმცა ის, ისევე როგორც ყველა (ალექს დელარჯის, უცხოსა და ერიკ კარტმენის გარდა), გულის სიღრმეში კარგი ადამიანია და ამის გაცნობიერებაში პატარა ბიჭი დაეხმარება, რომელსაც ზედმეტი წონის გამო ყველა დასცინის და საკუთარი პრობლემები თავზესაყრელად აქვს.

7) საშობაო ამბავი (1983)

0x01 graphic

საოცარი საშობაო ისტორია. სასაცილო, საინტერესო, ბრწყინვალედ გადაღებული. ერთნაირად საინტერესო და მიმზიდველი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, მათთვის, ვისაც ენატრება უდარდელი დრო, როდესაც სანტა კლაუსის სჯეროდა. ეს არ არის უბრალოდ კომედია ბიჭზე, რომელსაც საჩუქრად მხოლოდ და მხოლოდ თოფი სურს, ეს ფილმი ბავშვობასა და ნოსტალგიაზეა.

6) ელფი (2003)

0x01 graphic

სუპერ, სუპერ, სუპერ სასაცილო საშობაო კომედია. უილ ფერელი ადამიანია, რომელიც ელფებთან ერთად გაიზარდა და თავი ნამდვილი ელფი ჰგონია. თუმცა ერთ დღეს სიმართლეს გაიგებს და მშობლების საძებნელად აშშ-ში წავა. წარმოიდგინეთ, ზრდასრული მამაკაცი ნიუ იორკში, რომელსაც არასოდეს უცხოვრია ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით. აქედან იწყება დაუსრულებელი სიცილის 90 წუთი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.

5) საშობაო არდადეგები (1989)

0x01 graphic

ჯონ ჰიუზი იყო და დარჩება ერთ-ერთ უდიდეს სცენარისტად, რომელიც ჰოლივუდს ოდესმე ღირსებია. ამ კაცმა ძალიან კარგად იცოდა, როგორ შეექმნა სასაცილო, ყველასათვის ერთნაირად მიმზიდველი ფილმები. საშობაო არდადეგები გრისუოლდების ოჯახისთვის „დიდ უბედურებად” იქცა, რომელიც მაყურებელს აუცილებლად მხიარულ განწყობაზე დააყენებს და მთელი ოჯახისთვის საშობაო ატმოსფეროს შექმნის.

4) მარტო სახლში 1, 2 (1990, 1992)

0x01 graphic

კევინ მაკალისტერზე თუ არაფერი გსმენიათ, ეს მიუთითებს: 1. თქვენ დათვი ხართ და მთელ ზამთარს ძილში ატარებთ. 2. თქვენ არ ცხოვრობთ პლანეტა დედამიწაზე. 3. ილია ჭავჭავაძე ცოცხალი რომ იყოს, განდეგილი 2-ს დაწერდა და თქვენი ცხოვრების წესს მიუძღვნიდა. კევინი ერთი შეხედვით უწყინარი ბიჭია, რომელსაც თავისი სახლისა და თავის დაცვა სურს, თუმცა სავარაუდოდ მასში დემონია ჩასახლებული, რომელიც აიძულებს, ქურდებს სასტიკად გაუსწორდეს; აწამოს დენით, ააფეთქოს, ესროლოს აგურები, დაუგოს უამრავი მახე და ბოლოს ციხეში ჩასვას ორივე. „მარტო სახლში” კრის კოლამბუსის უკვდავი საშობაო დილოგიაა, მუდამ სასაცილო, როგორც „ტომი და ჯერი” და მიმზიდველი, როგორც შარლიზ ტერონის ფეხები.

3) რეალური სიყვარული (2003)

0x01 graphic

რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ხართ - ინგლისის პრემიერ-მინისტრი, ძველი როკ-ვარსკვლავი, მარტოხელა მამა თუ ძმაკაცის მეჯვარე, თან მისი ცოლი რომ გიყვართ. მნიშვნელობა არ აქვს - კირა ნაიტლი, ლაიამ ნისონი, ჰიუ გრანტი, ბილ ნაი, კოლინ ფირტი, ემა ტომპსონი, იცხაკ რაბინი, კარლ ჩაპეკი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, მეწაღე თუ მფრინავი ხართ. ყველას უნდა, სჭირდება, სწყურია სიყვარული, მით უმეტეს შობის დღეს, რომელიც საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა გაატაროთ. რიჩარდ კერტისი თავის ფილმში სიყვარულზე რამდენიმე განსხვავებულ ისტორიას მოგიყვებათ და თქვენ თავად შეგეძლებათ სასურველი ცხოვრებაში გაიმეოროთ ან ახალი, თქვენეული ვერსია შექმნათ.

2) საშინელება შობის წინ (1993)

0x01 graphic

რაც უნდა გასაკვირი იყოს, კინოს ისტორიაში ეს ყველაზე ბარტონისეული ქმნილება ამ რეჟისორის არ არის. ტიმ ბარტონი მხოლოდ იდეის ავტორი და სცენარისტია, მაგრამ მისი ხელი ყოველ დეტალსა და ეპიზოდში იგრძნობა. ვიზუალურად განუმეორებელი მიუზიკლი, არანორმალურად ლამაზი და ორიგინალური. უნაკლო მუსიკით და სცენებით, ბრწყინვალე სიუჟეტით. ყველაზე არასაშობაო ფილმი შობაზე. რა მოგიტანათ თოვლის ბაბუამ საჩუქრად? ფრთხილად იყავით, ამანათის გახსნისას გული არ გაგისკდეთ.

1) ცხოვრება მშვენიერია (1946)

0x01 graphic

არ არის აუცილებელი ფრენკ კაპრას ფილმის შესაყვარებლად შობას ან ახალ წელს დაელოდოთ. ეს სურათი წელიწადის ნებისმიერ დროს, თვესა და დღეს უხდება. ჯორჯ ბეილის ისტორია, რომელიც თავს იკლავს, რადგან მიაჩნია, რომ ეს ოჯახისთვის უკეთესი იქნება. ანგელოზი კი აჩვენებს, რა იქნებოდა მისიანების ცხოვრება მის გარეშე. კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, ძალიან ადამიანური დრამა, რომლის ფინალიც უბრალოდ განუმეორებელია. ფრენკ კაპრას დამსახურებით კი მიხვდებით - თუ მოინდომებთ, ცხოვრება მართლაც მშვენიერია.

27 ნამდვილი წიგნი მაინც სულ სხვაა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნინო ხოშტარია

0x01 graphic

ხის თარო, ზედ შემოდებული სქელყდიანი წიგნები - მთელი ბიბლიოთეკა. იღებ წიგნს, გადაშლი ყდას, გადაფურცლავ ავანტიტულს, სატიტულო ფურცელს, I თავი... ქაღალდის შრიალი, ქვედა მარჯვენა კუთხეში გვერდის აღმნიშვნელი ციფრები - აქამდე ყველაფერი თითქოს ნამდვილ წიგნზეა. მაგრამ უცებ ზედა მარჯვენა კუთხეში საათი ზუსტ დროს გიჩვენებს, მარცხენა კუთხეში კი ინტერნეტის სიგნალია და პატარა წარწერა iPad. აქამდე არც ერთ გაჯეტს არ ჰქონია შანსი ნამდვილი წიგნის მკითხველის ყველაზე საყვარელი ნივთი გამხდარიყო. პასიანსის მოყვარულებისთვის - კი, მანქანაში facebook-ის შემოწმების და mail-ის გაგზავნის მოყვარულებისთვის - კი, ძვირიანი, პრიალა ნივთების მოყვარულებისთვის - კი, მაგრამ არა ნამდვილი წიგნის კითხვაში შეყვარებული ადამიანებისათვის. iPad-მა გარისკა და შეძლო, სწრაფი ინტერნეტის, მოკლე შეტყობინებების და super slim ნივთების ეპოქაში ყველაზე ძველმოდური, კონსერვატული, მძიმე, ნელი და მოცულობითი ნივთის - წიგნის - ინტეგრირება მაღალტექნოლოგიურ გაჯეტში. თანაც ისე, რომ რეალური წიგნის ილუზია მაქსიმუმამდეა მიყვანილი. ერთ, პრიალა, თხელ და მსუბუქ პლანშეტში ძალიან ბევრი საყვარელი წიგნი შეიძლება ჩაატიო, შრიფტი გაადიდო, გვერდები ყვითლად დაუძველო და წითელი ლენტით ჩანიშნო. მართალია, ipad-ს ქაღალდის და ტიპოგრაფიული საღებავის მომაჯადოებელი სურნელი არ ასდის, სამაგიეროდ, ზამთრის სუსხიან საღამოს, ბუხრის წინ, სინათლის დაუნთებლად, ბნელ ოთახშიც შეიძლება იკითხო და იკითხო.

ნამდვილი წიგნი მაინც სულ სხვაა?..

სკანდალური რომანი

ფედერიკო ანდაჰაზი. „შემწყნარებლები” - Federico Andahazi. Las piadosas (1998)

0x01 graphic

ბელა ანდაჰაზის (უნგრელი პოეტის და ფსიქოანალიტიკოსის) და ხუანა მერლინის ვაჟიშვილი ფედერიკო, 1963 წელს ბუენოს-აირესში დაიბადა. სკოლაში ცუდად სწავლობდა, ხშირად აცდენდა გაკვეთილებს. ბუენოს-აირესში მას ორი საყვარელი ადგილი ჰქონდა - ბიბლიოთეკა და ბარი. მამის დაჟინებული თხოვნით დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი და რამდენიმე წელი ფსიქოანალიტიკოსის პრაქტიკასაც კი ეწეოდა. 26 წლის ასაკში დაწერა თავისი პირველი რომანი, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ გამოქვეყნდა.

33 წლის ანდაჰაზი წერს რომანს „ანატომი” („El anatomista” ) და ხდება ფონდ Fortabat-ის მთავარი პრიზის მფლობელი. და აი აქ იწყება ფედერიკო ანდაჰაზის ბიოგრაფიის ყველაზე საინტერესო ეტაპი. რომანის გამო იწყება სკანდალი, რომელიც დღემდე არგენტინული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ფაქტად ითვლება. ჯილდოს გადაცემა შეჩერებულია, ფონდის დამფუძნებელი - ამალია ლაკროჩე დე ფორტაბატი - საჯაროდ აცხადებს, რომ არ ეთანხმება ჟიურის გადაწყვეტილებას, სრულად იზიარებს საზოგადოების აღშფოთებას რომანის ღიად ეროტიკული შინაარსის გამო და ამ თავის პოზიციას ბუენოს-აირესის უკლებლივ ყველა გაზეთში აქვეყნებს. „რომანი, რომელმაც მთავარი ჯილდო მიიღო, არ უწყობს ხელს უმაღლესი სულიერი ფასეულობების გამყარებას”, - აცხადებს ფორტაბატი.

პრესის ფურცლებზე გაჩაღებული მწვავე პოლემიკის შედეგად, ფინანსური სპონსორების ზეწოლით, საბოლოოდ ჟიური იღებს კომპრომისულ გადაწყვეტილებას - ანდაჰაზს არ ენიჭება ლაურეატის წოდება და ის მხოლოდ ფულადი პრემიის მფლობელი ხდება.

ამ სკანდალიდან ერთი წლის შემდეგ ანდაჰაზის „ანატომი” მაინც იბეჭდება, მილიონიანი ტირაჟით, ითარგმნება 30 ენაზე, გამოიცემა 40 ქვეყანაში და ხდება საერთაშორისო ბესტსელერი. კიდევ ერთი წლის შემდეგ ფედერიკო ანდაჰაზი წერს „შემწყნარებლებს”.

1819 წელს ბაირონი, პოლიდორი და პერსი შელი მეუღლით შვეიცარიაში, ჟენევის ტბის ნაპირას, ვილა დიოდატიში ისვენებდნენ. მათ იდილიურ დროსტარებას ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ შეუშალა ხელი და დროის გასაყვანად ორიგინალური გართობა მოიგონეს. თითოეულს უნდა დაეწერა თხზულება საშინელების ჟანრში. პოეტებს არაფერი გამოუვიდათ, პოლიდორმა დაწერა „ვამპირი”, რომელმაც დასაბამი მისცა ფანტასტიკური რომანის ჟანრს, ხოლო მერი შელიმ შექმნა თავისი ცნობილი გოთიკური რომანი „ფრანკენშტეინი ან თანამედროვე პრომეთე”. ეს მხოლოდ ლეგენდაა, საშინელი ზღაპარი ანდაჰაზის  „შემწყნარებლებში” იწყება. ლეგენდის პერსონაჟებს მწერალი ამატებს ლეგრანების ოჯახს - სამ ტყუპ დას, რომელთაგანაც ანეტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ის ქალი კი არა, „უფრო რეპტილიაა ძალიან სუსტი ანთროპომორფული ნიშნებით”. ანეტი დაბადებიდან საკუთარ მამაშიც კი მხოლოდ ზიზღს იწვევს და მთელი ცხოვრება განწირულია ბინძურ სარდაფებსა და კანალიზაციას შეაფაროს თავი. ის წიგნებით იკვებება, როგორც სულიერად ისე პირდაპირი მნიშვნელობითაც - ჭამს. დებს შორის რაღაც მისტიკური კავშირია და მათი განშორება შეუძლებელია. სამივე ტყუპი დის სიცოცხლის გახანგრძლივება მხოლოდ ანეტს შეუძლია. უბრალოდ ამისათვის მან მუდმივად უნდა დალიოს „მამაკაცის ექსტაზის პროდუქტი” - სპერმა. სპერმის მოსაპოვებლად დები საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ. დგება დრო, როცა საქმე ჩიხში შედის (ბუნებრივი, ადამიანური გზით „სასიცოცხლო ელექსირის” მიღება ამაზრზენ დებს არ ძალუძთ), ისინი მიდიან გარიგებაზე სხვადასხვა ცნობილ მწერალთან - ლიტერატურის გენიოსები ცვლიან თავიანთ სპერმას შედევრების ხელნაწერებში, რომლებსაც დები თხზავენ. ჰოფმანი, პუშკინი, შატობრიანი - ეს ანეტის იმ კლიენტების არასრული სიაა, რომლებმაც ამგვარ ბარტერს მიმართეს. მონსტრის მომსახურებით ბაირონსაც უსარგებლია...

ამ რომანის წაკითხვისას შერეული, ურთიერთგამომრიცხავი ემოციები დაგებადებათ. წიგნის განსაკუთრებულობა სილამაზისა და ამაზრზენობის ერთდროულობაშია. მწერლის გარყვნილება, არანორმალური, ხშირად ავადმყოფური ფანტაზია ლამაზი, თავდაჭერილი მხატვრული სტილით არის დაწერილი.

science fiction

ჯონ თველვ ჰოუკსი. „მოგზაური” - John Twelve Hawks. The Traveler. (2005)

„როგორც კი ჩემი „მოგზაური” გამოქვეყნდა, სხვადასხვა კრიტიკოსებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ამ წიგნის დაწყებისას, მე, გამიზნულად ბესტსელერის საწერად დავჯექი. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, უამრავი ადამიანი ზუსტად ასე მოიქცეოდა. მე დავწერე წიგნი”.

J12H ან JXIIH - ეს არის მწერლის ფსევდონიმი, რომლის რეალური სახელი არავინ იცის. John Twelve Hawks, ასე შიფრავს ამ აბრევიატურას ანონიმი, რომელიც თავის ამერიკელ გამომცემელსაც კი (სხვათა შორის ეს გამომცემელი ჯეისონ კაუფმანია და მისი ერთ-ერთი ბოლო წარმატება დენ ბრაუნის „დავინჩის კოდი” იყო) მხოლოდ ინტერნეტით ეკონტაქტება, გამონაკლის შემთხვევაში ინვენტარიზირებული თანამგზავრული მობილური ტელეფონითაც ესაუბრება, მაგრამ აუცილებლად ხმის სკრემბლერის გამოყენებით. არსებობს ვერსია, რომ ის შეიძლება იყოს სტივენ კინგი ან, უფრო მეტი ანალიტიკოსის აზრით, ცნობილი ამერიკელი ფანტასტი ორსონ სქოთ ქარდი. თუმცა ამ ვერსიების ოპონენტები აქვე სვამენ ლოგიკურ კითხვას - რად უნდათ მათ ეს?

J12H-ს ბიოგრაფია, მისივე ძალიან მწირი ინტერვიუების საფუძველზე იკინძება: ერთი ფრაზა ინტერვიუდან, სადაც ამბობს, რომ არასოდეს ჰქონია ტელევიზორი, რადგან თვლის, რომ ტელევიზია არის „შიშის კულტურის” შექმნის მთავარი იარაღი. მეორე - სადაც აღწერს თავის ცხოვრებას სტუდენტურ კომუნაში, ნახევრად დანგრეულ სახლში დიდი და ცნობილი უნივერსიტეტის მახლობლად. „მე იატაკზე მეძინა, ჩემი თვიური ბიუჯეტი 100 დოლარს ძლივს აღწევდა. ყოველ დილით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მივდიოდი, რომ თაროდან წიგნი მომეპარა, იმ დღესვე წამეკითხა და მეორე დღეს, მეორე მოპარული წიგნით შემეცვალა. ასე რომ, ჩემი განათლება ბრიტანულ და ამერიკულ კლასიკურ ლიტერატურას ეფუძნება, მაგრამ ეს განათლება მე ავტოდიდაქტიკურად მივიღე და არა საუნივერსიტეტო აუდიტორიებში”.

თავის თაყვანისმცემლებთან ონლაინ ჩატის დროს J12H-მ განაცხადა. რომ ამერიკელი ინდიელი არ არის. მწერლებიდან ორსონ უელსის, კინემატოგრაფიიდან კუროსავას გავლენაზე საუბრობს. „მატრიცა” ნანახი ჰქონია, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაწილი - „მატრიცა” ადასტურებს ჩემს აზრს, რომ სამყარო არარეალურია და ჩვენ მხოლოდ წარმოსახვის ფრაგმენტები ვართ კომპიუტერის მიერ მანიპულირებად გარემოში”.

მე გთავაზობთ წაიკითხოთ წიგნი, რომლის ავტორს, არავინ იცის რა ჰქვია, რა ასაკისაა, რა ეროვნების, რა რელიგიური ან პოლიტიკური მრწამსისაა, არავინ იცის როგორ გამოიყურება და ქალია თუ კაცი საერთოდ.

J12H-ს „მოგზაურში” სამყაროს მართავს „ტაბულა”. ეს ორგანიზაცია ქმნის სისტემას, რომლის მეშვეობითაც აკონტროლებს საზოგადოების ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ასპექტს. სამყაროზე მათ კონტროლს მხოლოდ მოგზაურები ეწინააღმდეგებიან. სამყარო არსებობის ექვსი განსხვავებული სფეროსგან შედგება. ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს მხოლოდ ერთ მათგანში. მათ, ვისაც ამ სფეროებში გადაადგილება შეუძლიათ, „მოგზაურები” ჰქვიათ. მათ შორის ბევრი ცნობილი და გავლენიანი ისტორიული პირიცაა. „ტაბულამ” უკვე გაანადგურა ყველა მოგზაური ორი ძმის, კორიგანის გარდა. სამყაროს დასაბამიდან მოგზაურებს იცავს საიდუმლო დაჯგუფება „არლეკინი”. არლეკინებს დაბადებიდან ასწავლიან „ტაბულას” სისტემისგან თავის დაღწევის სხვადასხვა ხრიკებს. 26 წლის ახალგაზრდა ქალი, მაია, შთამომავლობით არლეკინი, ცდილობს გაექცეს თავის მისიას და იცხოვროს როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა - სისტემის ნაწილმა, სისტემით კონტროლირებულ ლონდონში კონტროლირებადმა ობიექტმა. მაგრამ არლეკინად დაბადებული მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თავისუფლდება თავისი მისიისგან. არლეკინები და „ტაბულა” სამყაროს უკანასკნელი ორი მოგზაურის თავის მოსაპოვებლად უკანასკნელ გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს.

ნუ შეგაშინებთ ჰოუკის, ეს ერთი შეხედვით, ცოტა აბდაუბდა სამყარო. რომანის ენა ძალიან მარტივი, მსუბუქი და ადამიანურია, ყოველგვარ ფსევდოსამეცნიერო ტერმინებს და პათოსს მოკლებული. მოქმედებაც ადამიანურ ლონდონში, რეალურ კალიფორნიაში და ნამდვილ ლოს ანჯელესში ხდება. ამ ნაწარმოებზე წერისას ბევრად უფრო რთული და ჩახლართული სიტყვათა წყობის გამოყენება მომიხდა, ვიდრე თვითონ რომანშია. ამიტომ ვარ მე უბრალოდ N.KH და ის კი - J12H.

ისტორიული რომანი

იენ მაკიუენი. „უდანაშაულო ან განსაკუთრებული კავშირები” - Ian MacEwan. „The Innocent or the Special Relationship” (1990)

0x01 graphic

ამ მწერლის ბიოგრაფია საპნის ოპერის სცენარს ჰგავს. იენ მაკიუენი 1948 წელს ჰემპშირში, შოტლანდიის არმიის ოფიცრის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა აღმოსავლეთ აზიის, გერმანიის და ჩრდილოეთ აფრიკის სამხედრო ბაზებზე გაატარა და 2002 წლამდე თავისი მშობლების ერთადერთ შვილად მიაჩნდა თავი. 54 წლის ასაკში მოულოდნელად შეიტყო, რომ ჰყავს უფროსი ძმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მათმა საერთო დედამ გააშვილა. ეს ისტორია ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ 5 წლის შემდეგ, 2007 წელს გახდა ცნობილი. იენის ძმა, პროფესიით ქვის მთლელი, დევიდ შეპარდი მასზე 6 წლით ადრე დაიბადა. იმ დროისთვის მათი დედა პირველ ქორწინებაში იყო და დევიდი საყვარლისგან გააჩინა. ამ ფაქტის დასამალად მან ბავშვი გააშვილა. პირველი ქმრის ომში დაღუპვის შემდეგ ცოლად გაჰყვა ყოფილ საყვარელს, გააჩინა იენი და დევიდი დაივიწყა. ამ ფაქტის გამოაშკარავებისთანავე მაკიუენმა აღადგინა ურთიერთობა ძმასთან და მისი მემუარების წინასიტყვაობის ავტორიც გახდა.

ამაზე მწერლის ბიოგრაფიის სათავგადასავლო ნაწილი არ სრულდება. 1999 წელს მაკიუენის პირველმა ცოლმა, პენი ალენმა გაიტაცა მათი 13 წლის ვაჟიშვილი. ხანგრძლივი დავის შემდეგ სასამართლო ვერდიქტის თანახმად, ბავშვი მამას დაუბრუნდა და ერთპიროვნული მეურვეობა დაეკისრა.

მაკიუენის შემოქმედებითი ბიოგრაფიაც საინტერესო ფაქტებით გამოირჩევა. სასექსის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩარიცხვამდე ის ლონდონში მენაგვედ მუშაობდა. 1970 წელს ჩაირიცხა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის შემოქმედებითი მწერლობის ნოვატორულ კურსზე, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ მალკოლმ ბრედბერი და ენგუს უილსონი. იენ მაკიუენი ძალიან პროდუქტიული მწერალია, მოთხრობების კრებულები, რომანები, სცენარები რადიოსპექტაკლებისთვის და BBC-ის ტელეშოუებისთვის, საბავშვო წიგნები, პიესა, ორატორია და ლიბრეტო ოპერისთვის. ასეთივე გრძელია მისი ლიტერატურული პრემიების ჩამონათვალიც: National Book Critics Circle Award for Fiction, Los Angeles Times Book Prize for Fiction, New York Times 10 Best Books of the Year, პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (Common Wealth Award of Distinguished Service), მრავალჯერადი ნომინაცია ბუკერზე და ბოლოს ბუკერის მთავარი პრიზი რომანისათვის „ამსტერდამი”.

დღეს, იენ მაკიუენი, ჯულიან ბარნსთან და მარტინ ემისთან ერთად თანამედროვე ბრიტანული პროზის „მმართველ ტრიუმვირატს” წარმოადგენს.

რომანი „უდანაშაულო” ძნელად ექვემდებარება ჟანრულ დიფერენციაციას. ის დეტექტივიცაა, ფსიქოლოგიური თრილერიც, ისტორიული დრამაც და სასიყვარულო ისტორიაც. მოქმედება ომისშემდგომ ბერლინში ვითარდება. აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის საზღვარზე მიმდინარე მოვლენები რეალურ ფაქტებზეა აგებული, თუმცა ისტორია ისეთ შემზარავ ფარსს ჰგავს, რომ მისი რეალობის დაჯერება ძალზე რთულია. წიგნის ფინალური კვანძის გახსნა რომ არ დამბრალდეს, მხოლოდ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს და რომანის რეალურ გმირებს ჩამოვთვლი: ბერლინის გვირაბი, აშენდა ოპერაცია „ოქროს” ფარგლებში და ამერიკის ცენტრალური  სადაზვერვო სამმართველოს და ბრიტანეთის მ-6-ის ერთობლივ პროექტს წარმოადგენდა. გვირაბმა 1 წელი იარსება და 1956 წლის აპრილში შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ საიდუმლო ოპერაციას სათავეში დაზვერვის ადგილობრივი განყოფილების უფროსი, ამერიკელი უილიამ ჰარვი ედგა. ჯორჯ ბლეიკი კი იმ დროისთვის დაგეგმვის კომისიის მდივანი იყო. რომანის მთავარი გმირი, ახალგაზრდა ინგლისელი ლეონარდ მარნემი გამოგონილი პერსონაჟია. ის  სრულიად შემთხვევით ხდება საშინლად გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტის ტექნიკური მომსახურების, ასევე გასაიდუმლოებული ჯგუფის წევრი. ერთი მხრივ, საერთაშორისო შპიონაჟის და დაფარული სამხედრო ოპერაციების ჯეიმს ბონდისეული სულმოუთქმელი დინამიკა და თხრობის სიმსუბუქე, მეორე მხრივ კი, ლეონარდ მარნემის სიყვარულის ძალიან მძიმე, ტრაგიკული, დამთრგუნველი ისტორია. ბოლოს ერთი პიკანტური დეტალიც - ამ რომანის სატიტულო ფურცელზე იენ მაკიუენის მოკლე წარწერაა „ეძღვნება პენს”.

ბესტსელერი

სტიგ ლარსონი. „გოგონა დრაკონის ტატუთი” - Stieg Larsson. The Girl with the Dragon Tattoo

0x01 graphic

„მე სწრაფად ვწერ, და საერთოდ დეტექტივების წერა ძალიან იოლია. ბევრად უფრო რთულია ათასსიტყვიანი სტატიის დაწერა, რომელშიც ყველაფერი 100 პროცენტით უნდა იყოს გადამოწმებულ-შემოწმებული”, - სტიგ ლარსონის ბოლო და ერთადერთი ინტერვიუდან, რომელიც „მილენიუმს” შეეხებოდა.

„2005 წლის 27 ოქტომბერს მე მას სტოკჰოლმში, expo-ს ოფისში შევხვდი. ჩამავალი მზის შუქი ანათებდა ოთახს, რომელშიც მხოლოდ უბრალო მაგიდა, ორი სკამი და ლამპა იდგა. ლარსონი, 50 წლის მამაკაცი, ერთ სიგარეტს მეორეზე უკიდებდა და ძალიან დაღლილი ჩანდა”, - შვედური ჟურნალის Svensk Bokhandel-ის მთავარი რედაქტორის სიტყვები იმავე ინტერვიუდან.

მეგობრების მოგონებებში ლარსონი თვითონ წააგავს ლიტერატურულ პერსონაჟს - 80-იან წლებში ძალიან მოდურ, დიდ მრგვალ სათვალეში და გაცრეცილ ველვეტის პიჯაკში. ის განუწყვეტლივ ეწეოდა და უამრავ ლიტრ შავ ყავას სვამდა. ოფისში ნაშუადღევზე ადრე არასოდეს ჩნდებოდა, სამაგიეროდ ღამის სამ, ოთხ საათამდე რჩებოდა სამუშაოდ. სახლში დაბრუნებული დაძინებამდე კიდევ ორ საათს წერდა. ლარსონის ახლო მეგობრის აზრით, ეს ჩუმი და მორიდებული ადამიანი თავის გამაოგნებელ წარმატებას რომ მოსწრებოდა, ფული და დიდება საერთოდ არ შეცვლიდა, კვლავ ჟურნალში იმუშავებდა და ინტერვიუებზე  ძალით  დათანხმდებოდა.

ალბათ, მაგრამ 2004-ში, 50 წლის ასაკში სტიგ ლარსონი ინფარქტით გარდაიცვალა და მისი სიკვდილიც იმ მითის ნაწილი გახდა, რომელიც ლარსონის პერსონის და წიგნების ირგვლივ შეიქმნა. მწერლის სიკვდილისთანავე პრესაში აქტიურად მუსირებდა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ლარსონის სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა, ის მოკლეს, რადგან სიცოცხლეში მას ნეონაცისტებისგან არაერთი მუქარის წერილი მიუღია. ეს მოსაზრება იმ ფაქტს ეფუძნება, რომ პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ლარსონი სტოკჰოლმის პატარა მემარცხენე ტროცკისტულ ჟურნალში Fjärde internationalen (მეოთხე ინტერნაციონალი) ჯერ გრაფიკოს დიზაინერად, მოგვიანებით კი ჟურნალისტად მუშაობდა. მას სერიოზულად აინტერესებდა შვედეთში ნეონაციზმის პრობლემა და ამ თემაზე  სქოთლანდ იარდისთვისაც კი აქვს ლექციები წაკითხული. 1995 წელს დააარსა ახალგაზრდულ ექსტრემიზმთან ბრძოლის ფონდი expo, ხოლო 1999 წლიდან ამავე ფონდის მიერ გამოცემული ანტიფაშისტური ჟურნალის მთავარი რედაქტორია.

„მე მთელი ცხოვრება დეტექტივებს ვკითხულობ. და იცით რა მძაბავს უმრავლესობა მათგანში - ისინი ძირითადად ერთ, ან მაქსიმუმ ორ ადამიანზეა და თითქმის არაფერია მათ გარემოცვაზე, საზოგადოებაზე. მე მინდა დავანგრიო ეს სტერეოტიპი: მთავარი გმირი, მეორეხარისხოვანი როლი და სტატისტები. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ინტეგრირებული არიან საზოგადოებაში და ეს ზუსტად ისაა, რაც ჩემს წიგნებში ხდება. მეორეხარისხოვანი გმირები ჩემთან მხოლოდ იმიტომ არ ჩნდებიან, რომ რეპლიკა თქვან და აორთქლდნენ, ისინი ურთიერთმოქმედებენ და გავლენას ახდენენ სიუჟეტურ ხაზზე. ჩემი სამყარო არაა იზოლირებული”, - ლარსონი აქ თავის ტრილოგიაზე „მილენიუმი”(Millennium) საუბრობს.

„მილენიუმში” შემავალი სამივე რომანის ხელნაწერი ლარსონმა თავიდან ერთ შვედ გამომცემელს დაუტოვა. მან კი ისეთი მასშტაბის პროფესიული ფიასკო განიცადა, რომელიც მხოლოდ იმ ხმისჩამწერი სტუდიის შეცდომას შეედრება, ბითლზი რომ უარით გაისტუმრა - გამომცემელმა არც კი გახსნა ხელნაწერების შეკვრა. დაეზარა. გაბრაზებულმა ლარსონმა თავისი თხზულებებით მეორედ უკვე შვედეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გამომცემლობას, Norstedts-ს მიაკითხა. „ნებისმიერი გამომცემლის ახდენილი ოცნებაა, როდესაც მას მიაკითხავს ავტორი, სამი დასრულებული რომანით ხელში, -  ამბობს Norstedts-ის მენეჯერი, - ეს უპრეცედენტო იყო! პირველად ჩვენს პრაქტიკაში გამომცემლობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სამ წიგნზე ერთდროულად, ადამიანთან, რომელსაც მანამდე რომანი არ დაუწერია. ჩვენ კარგი გაყიდვების იმედი გვქონდა, მაგრამ ასეთ გამაოგნებელ წარმატებაზე არც გვიოცნებია”. გამოცემისთანავე „მილენიუმი” მსოფლიო წიგნის ბაზრის სენსაციად იქცა. ტრილოგია 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ფრანგულმა მედიამ ტრილოგიას „ჩრდილოეთის ვირუსი” უწოდა, მკითხველებში მისი ეპიდემიასავით გადამდები პოპულარობის გამო. 2009 წელს „მილენიუმის” პირველი ორი წიგნის მიხედვით შვედეთში გადაღებულმა ფილმებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს, დანიაში, ფინეთში და ნორვეგიაში სალაროს გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოხსნეს. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ასევე შეიძინა ციკლის ეკრანიზაციის უფლება, ხოლო Times of London-ის ცნობით, კვენტინ ტარანტინოს და ბრედ პიტს სურთ უფლებების ყიდვა „მილენიუმის” ამერიკული რიმეიკისათვის.

ტრილოგიის პირველი წიგნი - ორიგინალში „Män som hatar kvinnor” („მამაკაცები, რომელთაც სძულთ ქალები”), მრავალი თარგმნისა და ადაპტაციის შედეგად დამკვიდრებული ინგლისურენოვანი სახელწოდებით „The Girl with the Dragon Tattoo” („გოგონა დრაკონის ტატუთი”) - საკმაოდ მოცულობითია. 600-ზე მეტ გვერდიანი წიგნის საკმარისად დიდი ნაწილი ეთმობა რომანის გმირების ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, მოსაწყენ აღწერას, მაგრამ პარადოქსულია, რომ ეს ძილს კი არ გგვრით, არამედ შემდეგ და შემდეგ წაკითხვისკენ გიბიძგებთ. ამ ეფექტს არაორდინარული სიუჟეტი იწვევს თუ თხრობის რაღაცნაირი „არითმია”, ვერ გეტყვით. როდესაც თითქოს ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზის კვანძის შეკვრას დაადგა საშველი, მოულოდნელად ამ თითქოს გარდაუვალ მომენტს წყვეტს და ენაცვლება სულ სხვა ხაზი. საბოლოო ჯამში, წიგნსაც რამდენიმე კვანძის გახსნა აქვს.

„მე წარმოვიდგინე პეპი გრძელიწინდა. როგორი იქნებოდა ის დღეს? როგორი იქნებოდა ის გაზრდილი? რას უწოდებდით თქვენ მისნაირ ადამიანს - სოციოპათს? ჰიპერაქტიურს? არა. ის უბრალოდ საზოგადოებას განსხვავებულად ხედავს. მოდი, მე მას 25 წლისას გავხდი და იყოს საზოგადოებიდან გარიყული. უმეგობრო, სოციალური მონაცემები - საშუალოზე დაბალი. აი, ასეთი ორიგინალური აზრები მაქვს”. ასე დაიბადა რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ტატუირებული გოგონა-ჰაკერი ლისბეტ სალანდერი. ლარსონმა იცოდა, რომ გამართული სიუჟეტისთვის სალანდერს სჭირდებოდა გადამწონი, საპირისპირო ტიპაჟი. და ისევ ლინდგრენის პერსონაჟს  მიმართავს - ამჯერად კალე ბლუმკვისტს, ბიჭუნა-დეტექტივს, „უბრალოდ ახლა ის 45 წლისაა და ჟურნალისტია. ალტრუისტი, ინტელექტუალი, ჟურნალ მილენიუმის გამომცემელი. და საერთოდ, გადავწყვიტე მთელმა ისტორიამ ამ ჟურნალში მომუშავე ადამიანების ირგვლივ იტრიალოს”.

მთელი ისტორია კი კლასიკური დეტექტივის სქემითაა აგებული - სიუჟეტის ცენტრში გამოცანა-საიდუმლოა გეოგრაფიულად იზოლირებულ ტერიტორიაზე - კუნძულზე, ეჭვმიტანილთა წრე შემოხაზულია, დანაშაული 40 წლის წინ მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს არქივებში, ძველ ფოტოებში და ადამიანების მოგონებებში. დანაშაულის მოტივის ძიებაში გმირები ახალ აღმოჩენებამდე მიდიან, ისინი კი თავის მხრივ მკვეთრად ცვლიან სინამდვილეს - 40 წლის შემდეგაც ბოროტებაც და სიძულვილიც ძველებურად საშიშია. ორი მთავარი გმირი - ქალი და კაცი, თითოეული თავისი პირადი პრობლემებით (მათი გზები მხოლოდ წიგნის შუაში იკვეთება), წინადადება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია, ვანგერების კლანის ოჯახური ურთიერთობების წიაღებში ქექვა, დამნაშავესთან მოულოდნელი შეჯახება, მეორე სიუჟეტური ხაზის ჟურნალისტური გამოძიების წარმატებული დასასრული - თხრობის სქემა პრაქტიკულად გეომეტრიულ ფიგურას ჰგავს, ძალიან მწყობრს და მკვეთრს.

სტიგ ლარსონი საკუთარ სიცოცხლეში ტრილოგიის გამოცემას ვერ მოესწრო. „მილენიუმის” ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჯერ კიდევ ძალას იკრებს. თუმცა მოეწონებოდა თუ არა საკულტო სელებრითის როლი მწერალს, ვერ მოგახსენებთ.

28 კანის მოვლა ზამთარში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ეკა შალიკიანი,
კოსმეტოლოგი

ზამთრის პერიოდი და სიცივეები დიდი გამოცდაა როგორც ადამიანის ორგანიზმისთვის, ისე, უპირველესად, კანისთვის, რომელიც პირველ დარტყმებს იღებს და გვიცავს, თუმცა თუ მას არ მოვუვლით, ბარიერის ფუნქციასაც დაკარგავს და არც ვიზუალურად იქნება სასიამოვნო სანახავი.

რა ემართება ჩვენს კანს ზამთარში, როცა ტემპერატურა საგრძნობლად ვარდება, ხშირია ქარები და ეს ტენიანობის მკვეთრ ცვალებადობას იწვევს? აღნიშნული კლიმატური ცვლილებები უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის და განსაკუთრებით დაგვიზიანებს ხელის და სახის კანს, რომელიც დაუცველია და პირდაპირ კონტაქტშია მთავარ გამღიზიანებლებთან.

პირველი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყინვა კანს აქტიურად ართმევს ტენს და აუწყლოებს. ამას ისიც ემატება, რომ დაბალ ტემპერატურაზე ნელდება უჯრედების განახლება და შედეგიც სახეზეა - საკმარისია პატარა აციება და ჩვენ მომენტალურად გვიუხეშდება და გვიშრება კანი.

მეორე - ცივი ჰაერის ზემოქმედების გამო ცხიმის უჯრედები ნაკლებად აქტიურია. თხელდება ჰიდროლიპიდური საფარი და კანი ნაკლებად ელასტიური ხდება. პარალელურად, მასზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ყინულის მიკროკრისტალები და საბოლოოდ სახე ხდება ზედმეტად მგრძნობიარე, დაუცველი და იფარება მოწითალო ლაქებით, ანუ იცვლება კანის ტიპი და ხდება გაცილებით მშრალი, ვიდრე ზაფხულში. ყველაზე უსიამოვნო კი ისაა, რომ კანი ზამთარში უფრო სწრაფად ბერდება, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მიზეზები ხელს უშლის განახლების პროცესს. ამ დროს იკარგება ტონუსი და შედარებით იოლად ჩნდება ნაოჭები. და თუ ზამთარში სამთო კურორტებზე ისვენებთ, ამ უარყოფით ზეგავლენას მზის სხივებიც ამძაფრებს - მთა და მზე პოეზიაში მშვენიერი კომბინაციაა, კანისთვის კი ნამდვილი კოშმარი გახლავთ.

როგორ ვებრძლოთ ამ არცთუ სასიამოვნო პროცესებს?

უპირველეს ყოვლისა, უკეთესი იქნება, თუ კანს ზამთრისთვის ნაადრევად მოვამზადებთ, ანუ ადრეულ ეტაპზევე ვიზრუნებთ მის დატენიანებაზე - შემოდგომის პირველი სუსხისთანავე გამოიყენეთ ზამთრის დღის დამატენიანებელი მალამო (და არავითარ შემთხვევაში ზაფხულის, რადგან მასში გაცილებით ნაკლები ცხიმიანობაა). სახის კანის ცხიმის უჯრედებმა უნდა უზრუნველყონ საკმარისი ელასტიურობა, ხოლო ვიტამინების ოპტიმალურმა რაოდენობამ უნდა შეუნარჩუნოს ტონუსი და სიმკვრივე.

იმ შემთხვევაში, თუ კანს გაუწყლოებას ამჩნევთ ან გრძნობთ ამას, აუცილებლად დაამატეთ საღამოს ინტენსიური დამატენიანებელი კრემი.

თუ შენიშნეთ, რომ ცხიმის უჯრედებმა აქტიურობა დაკარგეს, ღამის მალამო მკვებავით ჩაანაცვლეთ.

თუ კანს სიბერის ნიშნები შეატყვეთ (მოდუნება, სიგლუვის დაკარგვა), სჯობს გამაახალგაზრდავებელი (ANTI AGE) ვიტამინიზირებული მალამოები გამოიყენოთ (30 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა).

იმ შემთხვევაში, თუ შვებულების მთაში გატარებას გადაწყვეტთ, ზამთრის მალამოს აუცილებლად უნდა დაემატოს მზისგან დამცველი კრემი მაღალი SPF ფილტრით. ასევე არ დაგავიწყდეთ ტუჩების მოვლაც (ჰიგიენური პომადა ან სპეციალური ბალზამი).

საერთოდ, ჯანმრთელი კანის ზედაპირი დაფარულია უთხელესი „მალამოს” ფენით. ეს ბუნებრივი, ასე ვთქვათ, „საკუთარი წარმოების” საფარია და ჰიპოლიპიდური ფენა ეწოდება. ლიპიდები გახლავთ ცხიმმჟავები, რომლებსაც საცხიმე უჯრედები გამოიმუშავებს და რომლებიც კლიმატური პირობების ცვლილებისას კანის ბუნებრივ დაცვას წარმოადგენენ. ჰიპოლიპიდური საფარი ძალიან მგრძნობიარეა როგორც სიცივის, ასევე სახის მოვლის საშუალებების მიმართაც, ამიტომ რეკომენდებულია ისეთი კოსმეტიკური და სახის დასაბანი საშუალებები, რომლებიც ამ ბუნებრივ საფარს კი არ დააზიანებენ, არამედ პირიქით, გაამყარებენ.

თუ ადრე ჩრდილოეთის მოსახლეობა ამისთვის სახეზე ცხიმის სქელ ფენას ისვამდა, დღეს ჩვენს განკარგულებაშია საგანგებოდ ზამთრისთვის შექმნილი, ბუნებრივი ტენიანობის შემნარჩუნებელი და უამინდობასთან უფრო ეფექტიანად „მებრძოლი” მალამოები, რომლებიც ცხიმების და მცენარეული ზეთების მაღალი შემცველობით გამოირჩევა.

გარდა ამისა, ზაფხულთან შედარებით, ზამთარში ნიღბების უფრო ხშირი მოხმარებაა საჭირო. გირჩევთ ეს კვირაში ერთხელ გააკეთოთ პილინგური ნიღბით, რაც ძალიან ეფექტიანია კანის მკვდარი, გარქოვანებული უჯრედებისგან გასასუფთავებლად. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ კვირაში ორჯერ დამატენიანებელ ნიღაბსაც გაიკეთებთ, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ზამთარში სახის კანის ერთ-ერთი მთავარი მტერი გაუწყლოებაა.

სიცივისგან სახის კანის დაცვის კიდევ ერთი გზა: ზამთრის დღის დამატენიანებელ მალამოზე დავამატოთ თქვენი კანის ტიპის და ფერის გათვალისწინებით შერჩეული ტონალური საშუალება, უმჯობესია კამუფლაჟი (ახალი თაობის ტონალური, რომელსაც კანი არ იწოვს).

გისურვებთ ლამაზ დღესასწაულებს!

0x01 graphic

29 ბოლო ათწლეულის ლაურეატები ტაბულას ვერსიით

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

0x01 graphic

საუკეთესო სპორტსმენი:

  1. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი)

  2. მაიკლ ფელპსი (ცურვა)

  3. მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1)

0x01 graphic

21- საუკუნეში ფედერერმა დიდი მუზარადის 16(!) ტურნირი მოიგო, სულ კი 22-ჯერ გავიდა ფინალში. შვეიცარიელი ზედიზედ ოთხჯერ დაასახელეს მსოფლიოს წლის საუკეთესო სპორტსმენად, ის ყველაზე დიდხანს, ზედიზედ 237 კვირის განმავლობაში იყო პირველი ჩოგანი და ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელადაა აღიარებული. გენიოსია!

საუკეთესო გუნდი:

  1. ფერარი (ფორმულა 1)

  2. ლოს ანჯელეს ლეიკერსი(კალათბურთი)

  3. ესპანეთის ნაკრები (ფეხბურთი)

0x01 graphic

ბოლო ათწლეულში ფერარის გუნდმა შვიდჯერ მოიგო ფორმულა 1-ის კონსტრუქტორთა თასი, რაც მართლაც უნიკალური შემთხვევაა. ბევრი ამ წარმატებას ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს მიაწერს და არც უამისობაა, თუმცა იტალიური საჯინიბო გერმანელის წასვლის შემდეგაც არ თმობს პოზიციებს.

0x01 graphic

საუკეთესო ქართველი სპორტსმენი:

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

  1. ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო)

  2. კახა კალაძე (ფეხბურთი)

  3. მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

0x01 graphic

ირაკლი ცირეკიძეს თითქმის ყველა ტიტული აქვს, რაზეც სპორტსმენმა შეიძლება იოცნებოს, მაგრამ ჩვენ ის უფრო ემოციურ დონეზე დაგვამახსოვრდა - 2008 წლის აგვისტოში, ომის დროს, ცირეკიძემ ნახევარფინალში პუტინის ფავორიტი ძიუდოისტი ივან პერშინი დაამარცხა და ისე გაგვახარა, რომ ყველამ ვიტირეთ.

საუკეთესო ქართული გუნდი:

  1. რაგბის ნაკრები

  2. ძიუდოს ნაკრები

  3. კალათბურთის ნაკრები

0x01 graphic

ქართველი მორაგბეები მესამედ გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რაც გამორჩეული შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში. ამ ბიჭებზე ბევრი ლაპარაკი არც ღირს, ჩვენ ყველანი ვამაყობთ მათი პროფესიონალიზმით!

საუკეთესო ფეხბურთელი:

  1. ზინედინ ზიდანი

  2. ლიონელ მესი

  3. რონალდინიო

0x01 graphic

მან თავი მოიქნია და ფეხბურთიდან ღირსეულად წავიდა. მან ყველაფერი მოიგო, მარტომაც და სხვების დახმარებითაც, მან დიდი ეპოქა შექმნა და პელე-მარადონას წყვილი ტრიოდ აქცია. ზინედინ ზიდანმა საფეხბურთო ესთეტიკა უმაღლეს ხარისხში აიყვანა და ამისთვის ოვაციებს იმსახურებს.

საუკეთესო საფეხბურთო გუნდი:

  1. ბარსელონა

  2. ესპანეთის ნაკრები

  3. გერმანიის ნაკრები

0x01 graphic

შედეგების მიხედვით, პირველი ესპანეთის ნაკრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ როდესაც ბარსელონაზეა ლაპარაკი, იქ შედეგები მეორე ხარისხოვანია. ის საფეხბურთო კი არა, სახელოვნებო კატალოგებში მოხვედრას იმსახურებს. ყველაზე ეფექტური გუნდი ფეხბურთის და, ალბათ, სპორტის ისტორიაში.

საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელი:

  1. ალექს ფერგიუსონი

  2. ვისენტე დელ ბოსკე

  3. ხოსეპ გვარდიოლა

  4. ჟოზე მოურინიო

0x01 graphic

ამ ნომინაციაში რიგითობა არ დავიცავით, რადგან ზემოხსენებულმა კვარტეტმა სხვადასხვა სახის გავლენა იქონია ბოლო ათწლეულის ფეხბურთზე. დელ ბოსკე აიკიდოს პრინციპით მუშაობს, მოურინიო არქიტექტორია, გვარდიოლა მხატვარი და ფერგიუსონი ლეგენდა. თანამედროვე ფეხბურთის ფილოსოფია ამ ხალხზე დგას.

30 სპორტული 2010 წელი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

0x01 graphic

განვლილი წელი ქართველი სპორტსმენებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა: იყო გამარჯვებაც, იმედგაცრუებაც, გულშემატკივრებს სიურპრიზებიც არ დაგვკლებია და სამწუხაროდ, განვლილმა წელიწადმა დიდი ტრაგედიაც დაიტია:

12 თებერვალს, კანადის ქალაქ ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საკვალიფიკაციო დაშვების დროს ქართველი მოციგავე, 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა.

ოქტომბერში გამოძიება დასრულდა. მომხდარი უბედურ შემთხვევად შეფასდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები კი ბაკურიანს ესტუმრნენ: ჯერ ოჯახს მიუსამძიმრეს, ნოდარის სახელობის მემორიალი გახსნეს, ბოლოს კი უმაღლესი ჯილდო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი გადასცეს სპორტსმენის მშობლებს. ითქვა ისიც, რომ მალე დაბაში საერთაშორისო სტანდარტების საციგაო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ნოდარის სახელობის იქნება.

ეს ტრაგედია რომ არა, 2010 წელი ქართული სპორტისთვის ერთმნიშვნელოვნად დადებითად ჩაითვლებოდა - ყოველ თვეს დასამახსოვრებელი წარმატებები თან ახლდა:

გაზაფხულზე ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ მოიგეს ევროპის ერთა თასი და ახალ ზელანდიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც გაინაღდეს.

ზაფხულში კალათბურთელები ფიბამ გაახარა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა საკვალიფიკაციო ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა, ფიბამ წესები შეცვალა, კონტინენტის ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი გაზარდა და საქართველოს ნაკრებსაც ლიტვის საგზური ერგო - 2011 წელს, ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად, ჩვენი გუნდი ასეთი რანგის ტურნირზე ითამაშებს!

შემოდგომით კი სასიხარულო ცნობა სერბეთიდან მივიღეთ: ევროპის ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების 39-ე გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებულ წილისყრაში, თბილისმა 26:21 დაამარცხა ჩეხეთის ქალაქი ბრნო და 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა!

და რაც არანაკლებ სასიხარულოა, 2010 წელი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა წაუგებლად დაასრულა! თემურ ქეცბაიას გუნდმა ზედიზედ 8 მატჩი არ წააგო, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში კი საწყის 4 მატჩში 6 ქულა მოიპოვა და პოლონეთ-უკრაინაში ასპარეზობის შანსი შეინარჩუნა. ასეთი რამ ქართულ ფეხბურთში აქამდე არ მომხდარა!

2011 წელს გულშემატკივრებს ძალიან საინტერესო სპორტული მოვლენები გველის, სადაც საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებებიც იასპარეზებენ: ჯერ კალათბურთელთა ევროპირველობაა, შემდეგ კი მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი.

და თუ ფეხბურთელებმა და სხვა სპორტის წარმომადგენლებმაც გაგვახარეს...

თუმცა ჯერ, 2010 წელი გავიხსენოთ:

იანვარი

ფიგურული სრიალი: ევროპირველობაზე ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა! პირველად კარიერაში.

ძიუდო: თბილისში, მსოფლიო თასზე დავით ასუმბანმა, შალვა ქარდავამ, ლევან წიკლაურმა და მინდია ბოდაველმა ოქროები მოიგეს.

თებერვალი

ძიუდო: დავით ასუმბანმა უმაღლესი კატეგორიის ტურნირი - პარიზის დიდი მუზარადი მოიგო!

მარტი

ფეხბურთი: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანავსული სერია დაასრულა - 2008 წლის 20 აგვისტოს შემდეგ პირველად მოიგო საერთაშორისო მატჩი. თემურ ქეცბაიას გუნდმა ესტონელებს შინ სძლია 2:1.

რაგბი: ნაკრების წევრებმა მორიგი წარმატებით გაგვახარეს - ნეიტრალურ მოედანზე, ტრაბზონში გამართულ ჯახში რუსეთი 36:8 გაანადგურეს და კიდევ ერთხელ აღმართეს ევროპის ერთა თასი. ჩვენმა გუნდმა 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც გაინაღდა!

აპრილი

ძიუდო: ქართველებმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართული ევროპირველობა ინდივიდუალურში ჩააგდეს, თუმცა სამაგიეროდ, გუნდურში დაიკავეს პირველი ადგილი - ფინალში ფრანგებს სძლიეს.

რაგბი: 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

მაისი

სამბო: ქართველებმა ევროპირველობაზე 2 ოქრო მოიგეს - უშანგი კუზანაშვილმა და ნესტორ ხერგიანმა.

წყალბურთი: 20-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი თბილისის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალში ჩვენმა გუნდმა დიდ ბრიტანეთს 10:7 სძლია.

მაგიდის ჩოგბურთი: ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართა საერთაშორისო ტურნირი. ბათუმში ჩვენი იუნიორების გარდა სომხეთის, კვიპროსის და თურქეთის ნაკრებებმაც იასპარეზეს.

ივნისი

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა სპორტის სასახლეში გამართულ საერთაშორისო ტურნირებში. ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას თასებზე ჩვენმა გუნდმა 5 ოქროს, 6 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

ძიუდო: პეკინის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ირაკლი ცირეკიძემ პირველად მოიგო ტურნირი - მადრიდის მსოფლიო თასზე იმარჯვა.

ივლისი

კალათბურთი: თბილისმა პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ოთხგუნდა შეჯიბრება საქართველოს ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში უკრაინას სძლია - 87:84.

რაგბი: ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავსტრალიელი ტიმ ლეინი შოტლანდიელმა რიჩი დიქსონმა შეცვალა.

აგვისტო

კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ფიბამ წესები შეცვალა და კონტინენტის პირველობაზე მეტი გუნდი დაუშვა. ლიტვის საგზური ჩვენს გუნდსაც ერგო.

სექტემბერი

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: მოსკოვში გამართული მსოფლიო ჩემპიონატები ორივე სტილის მოჭიდავეებმა ჩააგდეს. „თავისუფლებმა” მხოლოდ 2 ბრინჯაოთი (გიორგი გოგშელიძე, ლევან ბერიანიძე) დაასრულეს ტურნირი, კლასიკოსთა ნაკრებმა კი ერთი მედალიც ვერ მოიგო.

ძიუდო: ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე შერცხვა. საუკეთესო შედეგი - მე-5 ადგილი - ვარლამ ლიპარტელიანმა აჩვენა, მერვედფინალში გასულ ირაკლი ცირეკიძეს კი ტატამზე დააგვიანდა და ტურნირიდან მოხსნეს! იაპონიაში წარუმატებლობის შემდეგ ნაკრების თავკაცი ამირან ტოტიკაშვილი გადადგა - ის სოსო ლიპარტელიანმა შეცვალა. მალე თანამდებობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმაც დატოვა.

ოქტომბერი

ძიუდო: ავთანდილ ჭრიკიშვილმა ერთი თვით ადრე ახალგაზრდებს შორის მოგებულ ევროპის ჩემპიონატს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც დაურთო.

რაგბი: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში რუსეთს სძლია - 38:7.

ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძემ მიუნხენში მსოფლიო თასი მოიგო! კარიერაში მერვედ.

ნოემბერი

ოლიმპიადა: თბილისს ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლება ერგო! დედაქალაქის არჩევას წინ უძღოდა ლეგენდარული სერბი კალათბურთელის, სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ვლადე დივაცის საქართველოში სტუმრობა.

ბატუტზე ხტომა: ანა ოდიშვილი იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა წლის უკანასკნელ საერთაშორისო მატჩში სლოვენიას სტუმრად 2:1 სძლია. თემურ ქეცბაიას გუნდმა 2010 წელს 8 მატჩიდან 3 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა. ჩვენმა გუნდმა პირველად დაასრულა წელი წაგების გარეშე.

დეკემბერი

რაგბი: გადაწყდა, რომ 2011 წელს საქართველო 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ალაფას უმასპინძლებს. ამავე ასაკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეს რანგით მეორე ტურნირია. თამაშები 24 და 28 მაისს, ასევე 1 და 5 ივნისს თბილისის ორ სტადიონზე გაიმართება. ჩვენი ნაკრების გარდა თბილისში ითამაშებენ კანადა, იაპონია, რუსეთი, აშშ, სამოა, ურუგვაი და ზიმბაბვე.

31 ოცნება საოცნებო ლიგაზე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლიგის მოქმედი ჩემპიონის მილანის ინტერის ფეხბურთელები გამარჯვებას შვილებთან ერთად ზეიმობენ

ყველაფერი 1954 წლის დეკემბერში, ინგლისურ გაზეთ დეილი მეილში გამოქვეყნებული წერილით დაიწყო: ვულვერჰემპტონ უონდერერზმა ამხანაგურ მატჩებში ბუდაპეშტის ჰონვედს 3:2 სძლია, მოსკოვის სპარტაკი 4:0 გაანადგურა, ჟურნალისტმა კი ინგლისური კლუბი მსოფლიოს ჩემპიონად მონათლა.

ბრიტანელთა წერილმა ლა მანშის სრუტის აღმოსავლეთით, პარიზში, ფობურჟ-მონმარტრის 10 ნომერში, გაზეთ ეკიპის რედაქციაში შეკრებილი თანამშრომლები გააღიზიანა, 15 დეკემბერს კი 65 წლის გაბრიელ ანომ გამოაქვეყნა საპასუხო წერილი, სადაც ინგლისელებს თავშეკავებისკენ მოუწოდა: „არ არის საჭირო მხოლოდ ორი მატჩის შედეგებით კლუბის მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადება. ნუთუ არავის აინტერესებს, როგორ ითამაშებს ვულვერჰემპტონი ბუდაპეშტში ან მოსკოვში? არც სხვა ძლიერი კლუბების დავიწყება ივარგებს - თუნდაც მილანის ან რეალის...”

გაბრიელ ანო, 20-იან წლებში საფრანგეთის ნაკრების მცველი, 40-იან წლებში კი მთავარი მწვრთნელი, ხსენებულ წერილში საფეხბურთო საზოგადოებას საკლუბო ტურნირის იდეას სთავაზობდა, სადაც ევროპის ქვეყნების ჩემპიონები ითამაშებდნენ და კონტინენტის უძლიერეს კლუბს გაარკვევდნენ.

ანოს იდეა სხვა ჟურნალისტებმაც გაიზიარეს, რედაქციამ კი მომდევნო წელს არაერთი წერილი მიუძღვნა სათასო ტურნირს. ფრანგების პროექტს მხარდამჭერები  ნელ-ნელა სხვა ქვეყნებშიც გამოუჩნდნენ, 1955 წლის მარტში კი ანო და მისი თანამოაზრე ჟაკ ფერანი ავსტრიის დედაქალაქში ჩავიდნენ - ვენამ რამდენიმე თვით ადრე დაარსებულ უეფას პირველ კონგრესს უმასპინძლა. ჟურნალისტებმა მაღალჩინოსნების გული ვერ მოიგეს, მაგრამ ბრძოლა არ შეწყვიტეს - ჯერ პარიზში უმასპინძლეს ესპანეთის, ბელგიის, უნგრეთის და შოტლანდიის უძლიერესი კლუბების წარმომადგენლებს, შემდეგ რამდენჯერმე კვლავ შეაწუხეს უეფა და 1955 წლის 21 ივნისს, პარიზში, ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტისგან ნანატრი სიტყვებიც მოისმინეს: უეფამ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშების ორგანიზება გადაწყვიტა!

გაბრიელ ანოს პირველი წერილიდან ათ თვეში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება დაიწყო: 1955 წლის 4 სექტემბერს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში სპორტინგმა იუგოსლავიის უძლიერეს კლუბ ბელგრადის პარტიზანს უმასპინძლა. ანო იმ თამაშს სპეციალური კორესპონდენტის სტატუსით დაესწრო...

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, 1992 წელს კი უეფამ ტურნირის ფორმატი პირველად შეცვალა: 1992-93 წლების სეზონიდან ჯგუფური ეტაპი გაჩნდა. თუმცა, მთავარი მაინც ის იყო, რომ ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ძალიან დიდი ფული ჩაიდო - კლუბებისთვის ეს ტურნირი ათმაგად მიმზიდველი გახდა.

დღეს უკვე აღარავინ დავობს, რომ 1992 წელს უეფა სწორად მოიქცა, როცა ჩემპიონთა თასის გათამაშების ლიგით ჩანაცვლება გადაწყვიტა. მართალია, მერე და მერე ტურნირი არა მხოლოდ ჩემპიონთა შეჯიბრებად იქცა (1999-2000 წლების სეზონში ფინალში ესპანეთის რეალი და ვალენსია გავიდნენ, არადა, 1999 წელს ლა ლიგა ბარსელონამ მოიგო), მაგრამ საერთო ჯამში, ევროპული და ზოგადად, საკლუბო ფეხბურთის განვითარებას ძალიან შეუწყო ხელი.

საწყის წლებში ჩემპიონთა ლიგა ძლიერი საფეხბურთო ლიგების - იტალია, ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია - ტურნირად აღიქმებოდა (იშვიათი გამონაკლისის გარდა, დასკვნით ეტაპზე სწორედ ამ ქვეყნების კლუბები ასპარეზობდნენ), თუმცა 2007 წელს, უეფას სათავეში მიშელ პლატინის მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა უეფას საპრეზიდენტო არჩევნებში შვედ ლენარტ იუჰანსონს სწორედ ეგრეთ წოდებული მეორეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყნების ხმებით აჯობა, რადგან მათ ბობოლების შევიწროებას და კუთვნილი ადგილის დაბრუნებას დაჰპირდა. მალე პლატინიმ სიტყვა საქმედ აქცია: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წესები შეიცვალა, შედეგად კი ჩვენ უფრო დემოკრატიული სურათი მივიღეთ - ინგლისის, იტალიის, ესპანეთის და გერმანიის 4-4 კლუბის ნაცვლად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში თითქმის ყველა წელგამართული საფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელს ვხედავთ, მიმდინარე სეზონში კი რამდენიმე მათგანმა გრანდების დაჯაბნა და მერვედფინალში გასვლაც შეძლო: დანიის კოპენჰაგენი მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩა, დონეცკის შახტარმა კი სულაც ლონდონის არსენალს აჯობა!

ეს მხოლოდ ერთზე მიუთითებს - ნელ-ნელა დაბრუნდება დრო, როცა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასისთვის ბარსელონას, მილანის, მანჩესტერ იუნაიტედის, ბაიერნის და რეალის მხარდამხარ თანაბრად იბრძოლებენ ბელგრადის ცრვენა ზვეზდა, კიევის დინამო, ბრიუსელის ანდერლეხტი, გლაზგოს სელტიკი ან ნოტინგემ ფორესტი. სწორედ ისე, როგორც ჩემპიონთა ლიგის ჩამოყალიბებამდე იყო.

აი, თბილისის დინამო და ზოგადად, საქართველოს ჩემპიონი როდის გამოჩნდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. სამწუხაროდ, ფაქტი ფაქტად რჩება: უეფას წევრი 14 ქვეყნის მხარდამხარ (ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ირლანდია, უელსი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა, ბოსნია, ალბანეთი, მაკედონია, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი), საქართველოს უძლიერესი კლუბისთვის ლიგის ჯგუფური ეტაპი კვლავაც აუხდენელ ოცნებად რჩება.

სამაგიეროდ, მათთვის, რომლებმაც თუნდაც ერთხელ გაუსინჯეს გემო ამ ტურნირს, ლიგის დავიწყება ძალიან რთულია. რატომ? თავად განსაჯეთ:

1965 წელი. ინტერის გასახდელში მივიწყებული ჩემპიონთა თასი

ჩემპიონთა ლიგის 2009-10 წლების სეზონის დასრულების შემდეგ უეფამ ჯგუფურ ეტაპზე გასულ კლუბებს 746 მილიონ 400 ათასი ევრო გადაუნაწილა! ყველაზე მეტი, ცხადია, ტრიუმფატორ მილანის ინტერს ერგო - 48 მილიონ 759 ათასი ევრო. ფინალში დამარცხებულმა მიუნხენის ბაიერნმა შედარებით ნაკლები - 44 მილიონ 862 ათასი მიიღო, თუმცა ეს მეორე შედეგი არ იყო: გერმანელებზე მეტი მანჩესტერ იუნაიტედმა გამოიმუშავა - სერ ალექს ფერგიუსონის კლუბი ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა, მაგრამ საერთო ჯამში 45 მილიონ 811 ათასი ევროთი შეავსო საბანკო ანგარიში.

ამ სამ გრანდთან შედარებით შარშანდელი ლიგის მონაწილე 32 გუნდიდან ყველაზე ხელმოცარულის, ჰაიფას მაქაბის შემოსავალი - 8 მილიონ 530 ათასი ევრო - ეგებ, სახსენებლადაც არ ღირს, მაგრამ თქმა არ უნდა, რომ ამ თანხამ კლუბს ძალიან არგო. და საერთოდ, დღეს დამატებითი შემოსავალი მხოლოდ თუ წაადგება საქმეს - ამ შემთხვევაში ფეხბურთს, თორემ არავის დააზარალებს.

0x01 graphic

მიშელ პლატინი
ფოტო: REUTERS ©

კომერციულ-მარკეტინგული თვალსაზრისით, ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოს საუკეთესო ტურნირია - ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლი უნაკლო მარკეტინგის და სრულყოფილი სტრუქტურის წყალობით წლიდან წლამდე მილიარდ ევრომდე გამოიმუშავებს და თანხის დიდ ნაწილს ისევ და ისევ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბებს და თავის წევრ საფეხბურთო ასოციაციებს ახმარს.

შედეგიც სახეზეა - ჩემპიონთა ლიგა პოპულარობით და სიძლიერით ფიფას მსოფლიო ჩემპიონატს არ ჩამოუვარდება, ყოველ  სეზონში რამდენიმე მილიარდი ტელემაყურებელი ჰყავს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ტურნირში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ.

სწორედ ამიტომაა, რომ ევროგრანდებისთვის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა დიდ ფინანსურ ზარალთან ასოცირდება, სუსტი კლუბებისთვის კი ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა (მეტზე რომ არაფერი ვთქვათ) ასრულებულ ოცნებას ჰგავს.

უეფას ოფიციალური გამოცემის - UEFA Direct - ინფორმაციით, 2010-11 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრილი კლუბები თანხას შემდეგნაირად გამოიმუშავებენ:

მხოლოდ ჯგუფში მოხვედრისთვის 32 გუნდიდან თითოეული 3,9 მილიონ ევროს მიიღებს. ჯგუფში ჩატარებული თითოეული მატჩისთვის - შედეგს მნიშვნელობა არ აქვს - 550 ათასი ევროა გათვალისწინებული. ჯგუფურ ტურნირში მოგების სანაცვლოდ კლუბების საბანკო ანგარიში 800 ათასი ევროთი შეივსება, ფრეს შემთხვევაში კი გუნდები 400 ათასს მიიღებენ.

ყველა კლუბი, რომელიც მერვედფინალში გავა, 3 მილიონ ევროს მიიღებს, მეოთხედფინალში ასპარეზობისთვის 3,3 მილიონს, ხოლო ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კიდევ 4,2 მილიონ ევროს.

რაც შეეხება ფინალს, ჩემპიონთა თასის მომგებისთვის 9 მილიონი ევროა გათვალისწინებული, ფინალისტი კი შარშანდელთან შედარებით 400 ათასით მეტს - 5,6 მილიონს მიიღებს.

ეს უეფას ბონუსები. სატელევიზიო შემოსავლები კი ცალკე საკითხია.

ამ შემთხვევაში თანხა შემდეგნაირად ნაწილდება: მაგალითად, ინგლისის კლუბები უფრო მეტს მიიღებენ, ვიდრე სლოვაკეთის, რადგან ინგლისში ამ ქვეყნის გუნდების მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგის მეტი მატჩი გადაიცა და უეფასაც ინგლისიდან მეტი მოგება ჰქონდა. პრემიის ოდენობა წინა სეზონის მიხედვითაც განისაზღვრება: როგორ იასპარეზა კონკრეტულმა კლუბმა ლიგაში და რა შედეგი ჰქონდა წინა სეზონში თავის ჩემპიონატში.

წარმოდგენა რომ შეგექმნათ, თუ რა თანხა შეიძლება შეადგინოს სატელევიზიო შემოსავალმა, მხოლოდ ფაქტებს გაგაცნობთ: 2009-10 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთაგან, ყველაზე მეტი მანჩესტერ იუნაიტედმა მიიღო - 28 მილიონ 811 ათასი, თასის მფლობელ ინტერს კი 19 მილიონ 559 ათასი ხვდა წილად. ყველაზე ნაკლები ისევ და ისევ ჰაიფას მაქაბის ერგო - მილიონ 430 ათასი ევრო.

ამას გარდა, უეფა ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ყველა კლუბს აძლევს პრემიას, თუმცა ჯგუფური ტურნირის მონაწილეთაგან განსხვავებით, შესარჩევში ხელმოცარულთ, ცხადია, საგრძნობლად ნაკლები ერგებათ.

საქართველოს ჩემპიონმა ლიგის თუნდაც ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი ბოლოს 2008-09 წლების სეზონში დაძლია - თბილისის დინამომ ორი მატჩის ჯამში 3:1 აჯობა ფარერის კუნძულების რუნავიკს. მას შემდეგ პირველი ბარიერი ჩვენთვის დაუძლეველია - შარშან ვიტ ჯორჯიას სლოვენიის მარიბორმა მოუგო, წლეულს კი ოლიმპი ყაზახეთის აკტობემ დაამარცხა...

არადა, რა დიდებული იქნებოდა სამივე ქართული გუნდისთვის ლიგაში დებიუტი და მხოლოდ ამის სანაცვლოდ მიღებული 7,2 მილიონი ევრო!

თუმცა, ოცნება კვლავ ოცნებად რომ არ დარჩეს, საამისოდ ერთი რამაა საჭირო: მეტი მონდომება.

მინდორზეც და... ცხოვრებაშიც.

32 ნამდვილი ზღაპარი

▲ზევით დაბრუნება


კონსიერჟი

ეკა ჩაგელიშვილი

0x01 graphic

ერთადერთი გზა, რომლის მანქანით გავლაც მიყვარს - სამეგრელო-სვანეთის გზაა. გადასახვევიდან - წარწერით “მესტია 135კმ”-ით - ყოველ ჯერზე ჩემთვის ახალი თავგადასავალი იწყება. თავიდან გზა ხეივანში მიდის, თუ კარგი ამინდია, წინ აუცილებლად მოჩანს მონაცრისფრო, წამოყუდებული მთების მასივი და უკვე იცი, რომ მალე ამ ყველაფერს ახლოდან ნახავ. ენგურზე, ჰესთან აუცილებლად ვჩერდები - გრანდიოზული და საინტერესოა, მომრგვალებული ფორმის და თურმე წყლის მასის შესაბამისი დრეკადობით.

ყოველთვის ვიყურები შორს ენგურის კედლის იქით და ბავშვური გულწრფელობით მინდა ერთი ადამიანი მაინც დავინახო, ვინც იქ მუშაობს. სულ მაინტერესებს რა ხდება კედლის მიღმა, როგორ ცხოვრობენ, მუშაობენ, უყვართ...

ვცდილობ, მესტიამდე გზა დაბნელებამდე გავიარო, რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ ვნახო. ყოველ მე-11 კმ-ზე ბუნება რადიკალურად იცვლება და ეს ისეთი ცოცხალი პროცესია, თითქოს ეკრანზე ხდება, საგანგებოდ შერჩეული კადრების მონაცვლეობით. გაშლილი მთების ლანდშაფტი რაღაც მოსახვევში უცებ იხურება და ვიწრო კლდოვანი ხეობა ენგურის სტიქიური ხმაურით გაცილებს.

ხაიშთან გზა შედარებით დანგრეულია, აქ ხუდონ-ჰესის მშენებლობა ოცი წლის წინ დაიწყეს. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბუნებას ვაფუჭებთ, ჰესის გამო მომატებული ტენიანობა გარემოს დააზიანებსო, ვიხმაურეთ - მშენებლობა შევაჩერეთ. ოცი წლის შემდეგ ხელახალი კვლევების საფუძველზე გავიგეთ, რომ წყალსაცავების მშენებლობა დადებითი მოვლენაა, ადამიანის ცხოვრებისთვის და განვითარებისთვის კი მნიშვნელოვანი პროცესი.

დახურულ ხეობაში ფოთლოვანი ტყის გზაზე მოსახვევში შესვლამდე შორიდან მდინარის ხმა ისმის. მოახლოებულ ხმასთან ერთად სიცივის და სისუფთავის განცდა მოაქვს მდინარე ნენსკრას. ეს ადგილი, სულ ვფიქრობდი, რომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ერთ-ერთ ყველაზე ჯანმრთელ და სუფთა ადგილად ითვლება. ბევრი ძიების მიუხედავად, დამადასტურებელ წყაროს ვერ მივაკვლიე. უბრალოდ გამწვანებულ ხეობაში მდინარეა უცნაურად თეთრი და გამჭვირვალე, ეს ასოციაციაც ეტყობა აქედან მოდის.

ნენსკრას სითეთრეს „შავი ღელეს” ექსტრემალური გზა ცვლის, წვიმის დროს ჩამოშლილი ფერდი 25 წთ-ში ერთხელ გზას კეტავს, მაგრამ არასოდეს გეშინია, ზუსტად იცი, რომ მარტო არ იქნები - Kamazo-ს კეთილი და მოქნილი ტრაქტორები გზას მუდმივად ასუფთავებენ.

ნამიანი, შავი ფიქალი მაინც საშიშად ბზინავს. მზეში ჩამქრალი და განაცრისფერებული არასოდეს გაფიქრებინებს, რომ შეიძლება „შავი” ერქვას ან საფრთხილო იყოს, მე უბრალოდ სულ ვცნობ და მაინც ვერიდები.

ღელედან 8 კმ-ში იწყება მიყოლებით დასახლებული სოფლები, გზადაგზა ითვლი კოშკებს და უძველეს სალოცავებს, სადაც უძველესი ოთხთავები და სხვა უნიკალური საგანძური საუკუნეების მანძილზე ინახებოდა.

რაც უფრო ზემოთ ავდივართ, საგანძურების ღირებულება მატულობს. აქ ყველაფერი უფრო დაცული იყო, მტერი კი ნაკლებად, ან თითქმის ვერ აღწევდა. დღეს, მესტიისკენ მიმავალი ბეტონის გზა და კომფორტული მგზავრობა წამითაც არ უშლის ხელს, ამ კუთხის თვითმყოფადობის და ხელშეუხებელი ბუნების აღქმას. მგზავრობის ხანგრძლივობა ყოველ ჯერზე მცირდება და დაღლა სულ უფრო ნაკლებად იგრძნობა.

ეცერთან ლანდშაფტი ისევ იშლება, აქ სვანეთის ყველაზე მაღალი კოშკი დგას. ლამაზად მიფენილ სოფელს, გარშემო სათხილამუროდ უნიკალური ფერდობები აქვს, როგორც ამბობენ - ეს ერთ-ერთი სასწაულია.

თუ ბეჩოს მზის ჩასვლისთვის მიადგებით, არ დაიზაროთ - ჩასახვევიდან 100 მეტრში მჟავე წყალია, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ და ახედოთ პირველ სასწაულს, რომელიც სვანეთს მცველივით ადგას - უშბა! სვანეთის სიამაყე და მრავალი მთამსვლელის ვნება. უშბაზე ნამყოფ ადამიანს განსაკუთრებული  მოწიწებით მოიხსენიებენ, როგორც ვაჟკაცობისა და სიძლიერის სიმბოლოს.

მიშა ხერგიანი თავისი ცხოვრების მანძილზე არაერთ მწვერვალზე ასულა, მაგრამ მისი მარშრუტი, უშბის სარკეზე, დღემდე ლეგენდად რჩება. 50-იან წლებში უშბაზე ექსპედიცია, ცნობილმა ბრიტანელმა ალპინისტმა სერ ჯო ჰანტმა ევერესტზე ასვლის წინ მოაწყო. უშბის მარშრუტების სირთულე მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაშია შესული.

მესტიამდე 12 კმ-ში ლატალია, სვანები ამ ადგილს პარიზს ეძახიან, აქ გამორჩეულად ლამაზი ადამიანები და კოშკების დახვეწილი არქიტექტურაა.

მესტია თავისი მდებარეობით განსაკუთრებულია. თეთნულდი, რომელსაც მთის ხალხი დედოფალს ეძახის, მესტიის ყველა წერტილიდან ჩანს, ცოტა სიმაღლეზე თუ ახვალ, ხელის გულზე იშლება პანორამა: უშბის, თეთნულდი, შხარა, იქვე ლაჰილია, ტვიბერის მყინვარი, მულახის ხეობა.

მესტიის ზემოთ, უშგულის გზაზე, ახალ და განსხვავებულ პეიზაჟს მიადგები, არასოდეს დაგეზაროთ სვანეთში ფეხით გასეირნება, ყოველი მოსახვევის გავლისას თქვენ წინ ახალი და საოცარი სურათი გაიხსნება.

ამბობენ უშგული ევროპის ყველაზე მაღალ წერტილში დასახლებული ადგილიაო, მე არ ვიცი რამდენად არის უშგული ევროპა, მაგრამ ვიცი, რომ ეს ნამდვილი ზღაპარია. უნიკალურ ბუნებაში მგზავრობის რეალობიდან პირდაპირ მე-12 საუკუნეში მოხვდებით.

თამარ მეფის ზამთრის რეზიდენციასთან დიდი გახვრეტილი ქვა ზუსტად ისევე დგას, როგორც თამარის დროს. უშგულის ნებისმიერი მკვიდრი ამ ქვაზე მიგანიშნებთ და გეტყვით: „აქ თამარი ცხენსა აბამდა...”.

სვანეთის ქედსა და შხარას შორის მოქცეული უშგული „ლამარიას”, იგივე წმ. მარიას სალოცავს შხარის ფონზე გაჰყურებს. აქ ნებისმიერ ოჯახში, როგორც ძალიან ახლობელს ისე მიგიღებენ და გიმასპინძლებენ, ეს ის ადგილია, სადაც ერთხელ თუ ჩახვალ - უკან აუცილებლად კიდევ ბევრჯერ დაბრუნდები.

თვითმფრინავით მგზავრობა მანძილს 50 წთ-ში ატევს. იფრინეთ სვანეთში, მაგრამ ერთხელ მაინც გაიარეთ გზა, რომელიც კარგი წიგნის წაკითხვის, სასიამოვნო მუსიკის მოსმენის და ხელოვნების ნიმუშების ექსპოზიციის დათვალიერებაა. უნდა ნახო და განიცადო - ეს ხომ ნამდვილი სიმდიდრეა.

0x01 graphic

ფოტო მოგვაწოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ

ზემო სვანეთი - გაშლილია მდინარე ენგურის ხეობაში, ზღვის დონიდან 700- 2000 მეტრის სიმაღლეზე.

ქვემო სვანეთი - გაშლილია მდინარე ცხენისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 600-1500 მეტრის სიმაღლეზე.

მოსახლეობა: 20 ათასი.

სვანეთი საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეა, მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების, ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს.

ისტორიულ სვანეთში შედიოდა მდინარე კოდორის ზემოწელის ხეობები, ეგრეთ წოდებული „აფხაზეთის სვანეთი” ანუ ზემო აფხაზეთი, სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილი, ლეჩხუმისა და ზემო რაჭის მოსაზღვრე რეგიონი; ჩრდილო კავკასიაში - ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობები.

სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. სვანეთი გარემოცულია კავკასიის გიგანტური, თოვლიანი მწვერვალებით და საქართველოს ერთ - ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ რეგიონს წარმოადგენს, მდიდარი ისტორიით და ბუნებით.

ზემო სვანეთის უმაღლესი მწვერვალებია: შხარა (5,068 მ), გისტოლა (4,859 მ), თეთნულდი (4,851 მ), უშბა (4,700 მ), აილამა (4,546 მ), რუსთაველი (4,368 მ) და ლაჰილი (4,008 მ).

ზემო სვანეთი ყოველთვის ძნელად მისადგომ რეგიონად ითვლებოდა. პირველი სამანქანო გზა ზუგდიდიდან მესტიამდე 1934 წელს გაიჭრა. მანამდე მხოლოდ საურმე და საცხენოსნო ბილიკები არსებობდა.

კლიმატი

ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 მ. სიმაღლეზე ნოტიო ჰავაა. ზამთარი ცივია და გრძელი, ზაფხული თბილი და ზოგჯერ ცხელი.

საშუალო წლიური ტემპერატურა +6 გრადუსია. იანვარში -6, ხოლო ივლისში +16. სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, სადაც ზაფხული არ იცის, ნოტიო და ნივალური ჰავაა.

კულტურა და ტრადიცია

0x01 graphic

სვანეთის ერთ-ერთი სიმდიდრე და საგანძური ადგილობრივი ენაა. სვანური იბერიულ - კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ერთ - ერთ განშტოებას წარმოადგენს.

სვანური უმწერლობო ენაა. სვანებისთვის სალიტერატურო და ეროვნული ენა ოდითგანვე ქართული იყო.

სვანეთში ტრადიციები და წეს- ჩვეულებები ისეთივე მკაცრია, როგორიც თავად ბუნება და ცხოვრების სტილი.

სვანები მღერიან მრავალხმიან სიმღერებს, რომელთა უძველესი ტექსტები მათ შორეულ წინაპრებზე, მონადირეებზე, ოქროს მწარმოებლებზე, მესაქონლე და მიწათმოქმედ ხალხზე მოგვითხრობს. ასრულებენ ცეკვებს, რომლებიც მხოლოდ ამ კუთხისთვის არის დამახასიათებელი და თაობიდან თაობას გადასცემენ მისტიკურ ლეგენდებს და ზღაპრებს. სვანური ჩაცმულობის განუყოფელი აქსესუარია სვანური ქუდი, რომელიც თექისგან მზადდება. მასზე გრძელი ძაფი ისეა გადაჭიმული, რომ ზედა ნაწილი ჯვრის გამოსახულებას ქმნის.

კულტურული მემკვიდრეობა

0x01 graphic

სვანეთის კოშკური დასახლებების უმრავლესობა, სავარაუდოდ, შუა საუკუნეებშია აგებული. კოშკი სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობაა.

კოშკების უმრავლესობა 20-25 მეტრი სიმაღლისაა და 4-5 სართულისგან შედგება.

სვანური ციხე-სახლი საჭიროების შემთხვევაში თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა. კოშკისგან განსხვავებით, ციხე - სახლი უფრო დაბალია და 3 სართულისგან შედგება. პირველი სართული ადამიანთა საცხოვრებლად ან საქონლის სადგომად გამოიყენებოდა, მეორე სართული სამეურნეო დანიშნულებისთვის. ამჟამად კოშკების უმრავლესობა უფუნქციოა, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ოჯახებს, რომლებიც ზამთრის სანოვაგის შესანახად იყენებენ.

კოშკებს აგებდნენ რიყის ქვით და ლოდებით, ზოგჯერ ფიქალსაც იყენებდნენ. კოშკები გარედან ბათქაშით იღებებოდა.

სამზარეულო

სვანური სამზარეულო კავკასიაში გამორჩეულია მრავალფეროვნებით. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და „სვანური მარილით”. სვანეთში განსაკუთრებული კერძები და საკვებია: პური, ხაჭაპური, კუბდარი, კუპატი, ჭვიშდარი, ყველი და ყველის კერძების მრავალსახეობა, სხვადასხვა მარცვლოვანისგან მომზადებული ფაფები, მწვადი, ხორცის კერძების მრავალსახეობა, თაფლი და კენკროვანებისგან დამზადებული მურაბა.

სვანები სვამენ ერთნახად არაყს - რახს.

თბილისი-სვანეთი

0x01 graphic

მიკროავტობუსით

მიკროავტობუსი სვანეთის მიმართულებით გადის ვაგზლის მოედნიდან (ბავშვთა სამყაროს წინ) ყოველდღე. მესტიის მიმართულებით მგზავრობის დრო ცვალებადია, ამჟამად მიკროავტობუსი დილის 5 საათზე გადის. მიკროავტობუსის ტევადობა: 10-12 მგზავრი. ბილეთის ღირებულება: 30 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა: 8 საათი.

სამგორის ავტოსადგურიდან სვანეთის მიმართულებით მიკროავტობუსი მიემგზავრება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და შაბათს (მოთხოვნისამებრ შესაძლებელია რეისის დამატება) დილის 7 საათზე. მიკროავტობუსის ტევადობა: 22 მგზავრი. ბილეთის ღირებულება: 30 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა: 8 საათი. საკონტაქტო პირი: 891 663 663 ზურა ქურდიანი.

თვითმფრინავით

ავიაკომპანია Kenn Borek Air რეისს თბილისი-მესტია-თბილისი 21 დეკემბრიდან განახორციელებს ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. თვითმფრინავი ადაპტირებულია რთული კლიმატური პირობებისთვის და დაფრინავს რთულ რელიეფზე. ბილეთის ფასი: 150 ლარი, ორი გზა. თვითმფრინავის ტევადობა: 19 მგზავრი. მგზავრობის ხანგრძლივობა: 1 საათი და 10 წუთი.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტურისტულ სააგენტოებში და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრს: 436 767

კერძო მანქანით

მსურველს შეუძლია იქირაოს ავტომანქანა და აგრეთვე მძღოლი, რომელიც მას მოემსახურება. მანქანის ფასი დამოკიდებულია ავტომობილის მოდელზე და კომპანიაზე, რომელიც ახორციელებს გაქირავებას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრს: 436 767

მესტიის ტურიზმისსა ინფორმაციო ცენტრი

0x01 graphic

მესტიაში ფუნქციონირებს საინფორმაციო ცენტრი, სადაც თქვენ მოგაწოდებენ ინფორმაციას: სასტუმროებზე, მუზეუმებზე, ავტომანქანისა და გიდის დაქირავებაზე. საინფორმაციო ცენტრში ტურისტს აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს მისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია.

მისამართი: სეტის მოედანი 7, მესტია ტელ: 890 357 357/895 622280

სასტუმროები მესტიაში

თეთნულდი

0x01 graphic

მისამართი: მარგიანის 9, მესტია ტელ: 890 123 344/895 716 392 www.tetnuldi.ge

სასტუმრო თეთნულდში 33 ოთახიდან 25 სტანდარტული ერთ და ორადგილიანია, 6 ნახევრად ლუქსია, ხოლო 2 - ლუქსი.

ოთახის ფასები სეზონურად იცვლება:

სტანდარტული ერთადგილიანი ოთახის ფასი 90-100 ლარია.

სტანდარტული ორადგილიანი 120-140 ლარი.

ნახევრად ლუქსი ერთადგილიანი 120-140 ლარი.

ნახევრად ლუქსი ორადგილიანი 150-160 ლარი.

ლუქსის ფასი ყველა სეზონზე 200 ლარი.

ყველა ოთახი უზრუნველყოფილია აბაზანით, აივნით, ტელევიზორით, ინტერნეტით და თმის საშრობით.

სასტუმროს აქვს რესტორანი და ბარი. რესტორანი მსურველს 23 საათამდე, ხოლო ბარი მთელი ღამის მანძილზე ემსახურება. სასტუმროში აგრეთვე ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი.

მესტია

მისამართი: სეტის მოედანი 27, მესტია ტელ: 899 949 419 www.hotelmestia.ge

სასტუმრო მესტიის ცენტრში მდებარეობს. 14 ოთახიდან 8 ორადგილიანია და უზრუნველყოფილია საკუთარი აბაზანით, მესამე სართულზე განთავსებულ 6 ოთახს კი 2 საერთო აბაზანა აქვს.

სასტუმროს ფასი ერთ ადამიანზე 55 ლარია და მასში შედის სამჯერადი კვება.

სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი.

სვანეთი

მისამართი: თამარ მეფის 5, მესტია ტელ: 899 380 300

სასტუმრო სვანეთში 14 ოთახიდან 12 ორადგილიანია, ხოლო 2 - ლუქსი.

სასტუმროს ფასი ერთ ადამიანზე 55 ლარია და მასში სამჯერადი კვება შედის.

ყველა ოთახს აქვს აბაზანა, მინი-ბარი, ტელევიზორი, ტელეფონი, კონდიციონერი. სასტუმროს აქვს რესტორანი და 24-საათიანი მომსახურება, აგრეთვე ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი.

სასტუმრო სახლი უშბა

მისამართი: თამარ მეფის 7, მესტია ტელ: 899 555 217

სასტუმრო სახლში 7 ოთახია. 5 - ორადგილიანი და 2 - სამადგილიანი. სასტუმრო სახლს აქვს სამი სააბაზანო. ფასი სტანდარტულია, 1 ადამიანი 50 ლარი, ფასში შედის სამჯერადი კვება.

ოთახებში არ არის ტელევიზორი.

უშბას აქვს საკუთარი კაფე და მანქანის სადგომი.

ირმა ჯაჭვლიანის სასტუმრო სახლი

მისამართი: გაბლიანის 4, მესტია ტელ: 851 143 516/899 708 872

ირმა ჯაჭვლიანის სასტუმრო სახლში 6 სამადგილიანი ოთახი და 3 სააბაზანოა. ფასი: 1 ადამიანი 20 ლარი, კვების გარეშე, ხოლო სამჯერადი კვებით 50 ლარი.

სტუმრებს აგრეთვე აქვთ საშუალება გამოიყენონ სამზარეულო და ისარგებლონ ინტერნეტით.

სასტუმრო სახლი დაგეხმარებათ ტურების დაგეგმვაში.

ზემო სვანეთის მუზეუმები მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი

მისამართი: იოსელიანის 7 ტელ: 899 794 241

სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა 11:00-დან 18:00 საათამდე, ბილეთის ფასი: 6 ლარი, გიდით 10 ლარი

მარგიანის სახლმუზეუმი

მისამართი: ლანჩვალის 8 ტელ: 895 974 138

სამუშაო საათები: ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე

ბილეთის ფასი: საქართველოს მოქალაქე 1 ლარი, უცხოეთის მოქალაქე - 3 ლარი

მიხეილ ხერგიანის მუზეუმი

მისამართი: ხერგიანის ქუჩა ტელ: 895 974 134

სამუშაო საათები: ყოველდღე ორშაბათის გარდა 11:00-დან 17:00 საათამდე

ბილეთის ფასი: არ არის განსაზღვრული

ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, უშგულის ფილიალი

მისამართი: სოფელი უშგული ტელ: 899 912 256

სამუშაო საათები: ყოველდღე, 11:00-დან 18:00 საათამდე

ბილეთის ფასი: 3 ლარი

მევლუდ ჩარქსელიანის მუზეუმი

მისამართი: სოფელი უშგული

სამუშაო საათები: ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე,

ბილეთის ფასი: 3 ლარი

ინფორმაცია სამთო-სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროს შესახებ

0x01 graphic

ფოტო: ეკა ჩაგელიშვილი

სათხილამურო ტრასა „ჰაწვალი” მესტიის ცენტრიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. საბაგიროსთან ფუნქციონირებს „ხიჟინა”.

პირველი ტრასის სიგრძე 2600 მეტრია, ტიპი „წითელი” (საშუალოზე რთული, სპორტული), მეორე ტრასის სიგრძე 2670 მეტრია, ტიპი „ლურჯი” (საშუალო სირთულის), მოყვარული მოთხილამურეებისთვის სათხილამურო ტრასა „მუგვიირში”. ტრასის სიგრძე 300 მეტრი.

  • საბაგიროს მწარმოებელი: Leitner - Poma Inc.

  • საბაგიროს სიგრძე: 1400 მეტრი

  • საბაგიროს სკამების რაოდენობა: 39 (პირველ ეტაპზე)

  • საბაგირო გადაიყვანს: 1000 ადამიანს 1 საათში

  • საბაგირო სკამების ტიპი: ღია, ოთხადგილიანი

  • საბაგიროს ფასი: ჯერჯერობით დაუდგენელია

სათხილამურო ტური (სკი-ტური)

0x01 graphic

ფოტო: ეკა ჩაგელიშვილი

  • მესტია- ქორულდის ტბა- მესტია

  • მესტია-მწვერვალ ბანგურიანის მისადგომები- მესტია

  • მესტია- წვირმი- მესტია (ორდღიანი ტური)

  • მესტია- ჟაბეში- მესტია (ორდღიანი ტური)

სკი-ტური პარაპლანით

  • სტარტი და აფრენა

  • ქორულდის ტბები- დაბა მესტია

  • მწვერვალ ბანგურიანის მისადგომები-დაბა მესტია

  • ლემსიის მთა- მესტია ან ლენჯერი

მსურველებმა სკი-ტურის მთლიანი ეკიპირება თან უნდა იქონიონ.

ცხენის დაქირავება

დღიური ღირებულება - 35 ლარიდან. გამყოლი ცხენის გარეშე - 55, ცხენით 90 ლარიდან. საკონტაქტო ინფორმაცია: ზაურ ჩართოლანი (რუსული) - 899 419 353, შორენა გვარლიანი (ინგლისური) 895 358 049.

33 შამპანური, ცქრიალი და საზეიმო განწყობა

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|ღვინის კლუბი

შამპანურსა და საერთოდ ცქრიალა ღვინოებს ყველაზე სასიამოვნო მომენტებში ხსნიან, მას არ სვამენ ჩასაღრმავებლად, იგი არ განგაწყობთ ფიქრისთვის და სწორედ ამიტომაც, ცქრიალა ღვინოები ყოველთვის ზეიმთან და დროსტარებასთან ასოცირდება. მასში განსაკუთრებით არც სურნელს ეძიებენ დეგუსტატორები და იგი არც ტექსტურაზე სასაუბროდ გიწვევთ. შამპანური, როგორც ჰიუ ჯონსონი წერს, კარგი ხასიათით აპელირებს და მისი მირთმევისას ძალზე მნიშვნელოვანია ზოგადი შთაბეჭდილება, რომელიც დალევის შემდეგ რჩება. შამპანური ერთადერთი სასმელია, რომლის აღქმაშიც თვალთან, ცხვირთან და პირის გემოსთან ერთად, ძალიან აქტიურადაა ჩართული ყურიც. ცქრიალა ღვინის ეფექტს ხომ თვალთან ერთად სმენაც აღიქვამს.

0x01 graphic

შამპანური, მოგეხსენებათ, მხოლოდ შამპანის რეგიონში მოყვანილი ყურძნიდან დაყენებულ ცქრიალა ღვინოს უნდა ეწოდოს, სწორედ ამიტომ, საქართველოში, ქართული ჯიშებიდან დამზადებულ ცქრიალა ღვინოს შამპანურს ვერ ვუწოდებთ, ამის საშუალებას არც კანონმდებლობა იძლევა და, მითუმეტეს, არც რეალობა.

შამპანში ჯიშების ასორტიმენტიც ზუსტადაა განსაზღვრული და იგი სამ ძირითად ჯიშამდეა დაყვანილი: პინო ნუარი, პინო მენიე და შარდონე. პირველი ორი წითელი ჯიშებია, შესაბამისად, მისგან ისე იღებენ წვენს, რომ იგი წითლად არ შეიფეროს, შედეგად კი კამკამა ოქროსფერ სასმელს იღებენ. წითელი ჯიშებიდან დამზადებულ შამპანურს Blanc de Noir-ს უწოდებენ (თეთრი შავიდან), ხოლო თეთრი ჯიშებიდან დაყენებულს, Blanc de Blanc-ს (თეთრი თეთრიდან).

არსებობს კიდევ ვარდისფერი შამპანურიც, რომელიც ასევე ძალიან ფასობს. ლეგენდარული Dom Perignon Rose-ს ზოგიერთი წლის ვინტაჟი მსოფლიოს უძვირესი შამპანურების რიცხვს მიეკუთვნება.

საერთოდ, დღეისათვის ყველაზე ძვირიანი შამპანურების სია ასე გამოიყურება: Shipwrecked 1907 Heidsieck, $275,000 Pernod-Ricard Perrier-Jouet, $50,000 Dom Perignon White Gold Jeroboam, $40,000 Cristal Brut 1990 Methuselahს, $17,625

არსებობს ცქრიალა ღვინის რამდენიმე ტექნოლოგია და ფასებიც სწორედ მის მიხედვით გაირჩევა. ყველაზე ძვირფასი ცხადია ტრადიციული ბოთლური მეთოდია და შამპანურების უდიდეს ნაწილს სწორედ ამ მეთოდით ამზადებენ. რა განსაზღვრავს შამპანურის განუმეორებლობას? პირველ რიგში ნიადაგი, შემდეგ ჯიშები, დროული რთველი (ყურძენი მწიფობამდე უნდა მოიკრიფოს), ყურძნის სწორად დაწურვა, კუპაჟირება და უკვე ბოთლთან დაკავშირებული მრავალი რთული ოპერაცია, რომელიც ცხადია აძვირებს პროდუქტს.

არსებობს ე.წ. შარმას მეთოდიც (Charmat), როცა ღვინო მეორად ფერმენტაციას ბოთლში კი არა, ჰერმეტულ რეზერვუარში გადის. ასეთ ცქრიალა ღვინოებს აწარმოებენ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ასეთია იტალიური Spumante და Prosecco, ასევე გერმანული Sekt, ასე თი იყო ცნობილი Советское шампанское.

საქართველოში შამპანური მეთოდის გამოყენება მხოლოდ XIX საუკუნიდან დაიწყეს, მაგრამ მანამდე ტრადიციულ მეღვინეობაში არსებობდა რამდენიმე მეთოდი, რომელიც ბუნებრივ ცქრიალს უნარჩუნებდა ქვევრის ღვინოს და ამის საუკეთესო ნიმუში ლეგენდარული ღვინო ატენური იყო. ამიტომ იყო, რომ ერთ - ერთი პირველი ქართული ცქრიალა ღვინო სწორედ ქართლში, ატენში დამზადდა. გ.ერისთავმა სამი ჯიში გამოიყენა - ჩინური, თავკვერი და გორული მწვანე. ქართული ცქრიალა ღვინის დაბადების თარიღად 1882 წელია მიჩნეული, როდესაც მუხრანში თავადმა ივანე მუხრან - ბატონმა პირველი „ქართული შამპანური” ჩამოასხა.

საბჭოთა და 90-იან წლებთან შედარებით დღეს გაცილებით მაღალი ხარისხის შამპანური იწარმოება საქართველოში. პირველ რიგში აღნიშვნის ღირსია კომპანია ბაგრატიონი, რომელიც 11 დასახელების ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებს ამზადებს, ასევე ხარება, ღვინის სამყარო, თელიანი ველი, ვაზიანი, თელავის მარანი და ბადაგონი, რომელთა ღვინოებითაც გაჯერებულია ქართული ბაზარი. ქართული ცქრიალა ღვინოები მოწონებით სარგებლობს ევროპაშიც.

1 კვირის წინ „ღვინის კლუბმა” წინასაახალწლოდ რესტორან დაინინგ რუმში ქართული ცქრიალა ღვინოების დახურული დეგუსტაცია ჩაატარა, სადაც ღვინოები რამდენიმე კატეგორიაში განაწილდა: 1. ტრადიციული ბოთლური მეთოდით დამზადებული ღვინოები. 2. უცხოური ჯიშებიდან დამზადებული ცქრიალა ღვინოები. 3. რეზერვუარული მეთოდით დამზადებული ღვინოები და 4. ვარდისფერი და წითელი ცქრიალები.

პირველ კატეგორიაში სამი საუკეთესო გამოვლინდა:

  • ბაგრატიონი, Finest, 2008

  • ხარება, ნახევრად მშრალი, 2008

  • Cuvee Margot, ღვინის სამყარო, 2008

მეორე კატეგორიაში მხოლოდ ერთი გამოირჩა: 1. Prosecco, ბადაგონი

რეზერვუარულებში:

  1. ბაგრატიონი, ნახევრად მშრალი, 2008

  2. ბაგრატიონი, ოქრო

  3. ბაგრატიონი, მუხრანი, შუშხუნა

ვარდისფერებში და წითლებში კი ორივე ნიმუშმა მოწონება დაიმსახურა, ბაგრატიონი ვარდისფერმაც და წითელმაც.

ასე რომ, გააკეთეთ თქვენი არჩევანი, ჩააცივეთ ცქრიალა ღვინო და არ დაგავიწყდეთ, რომ ჭიქები იდეალურად სუფთა უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ღვინომ კარგად ვერ იცქრიალოს და ოსტატებს მთელი შრომა წყალში ჩაუყაროთ

34 ალტერნატიული საახალწლო სუფრა

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

წინამდებარე სუფრა, ტაბულა გურმანის მზარეულებმა, ქეთი ბაქრაძემ და თეკუნა გაჩეჩილაძემ მოამზადეს. უნიგვზო ახალი წელი - გურმანის იმ მკითხველებისთვის, ვისაც სურს, ტრადიციული საახალწლო სუფრა ახალი კერძებით გაამდიდროს ან ტრადიციული კერძების ახლებური ინტერპრეტაციები აინტერესებს. გურმანი გილოცავთ ახალ წელს. გემრიელად მიირთვით.

შემწვარი ბატი ციტრუსის სატენით

0x01 graphic

შეფ-მზარეულები: თეკუნა გაჩეჩილაძე და ქეთი ბაქრაძე

მასალა:
1 ბატი (6 კგ)
5 ფორთოხალი
5 ლიმონი
250 გრ. თაფლი
250 გრ. შინდის ჯემი
2 სუფრის კოვზი ჩინური
სანელებელი
მარილი
პილპილი
ჯამში 70 ლარი

მომზადების წესი:

ბატი კარგად გაასუფთავეთ, მოაშორეთ ან ამოაჭერით ჭარბი ცხიმი, მოათავსეთ ქვაბში და მოხარშეთ.

3 ფორთოხალი და 3 ლიმონი გახეხეთ წვრილად. გახეხილი კანის მასას შეურიეთ მარილი და ჩინური სანელებელი და წაუსვით ბატს. დარჩენილი ფორთოხალი და ლიმონი გაჭერით შუაზე და მოათავსეთ ბატის მუცელში. ფორთოხლით და ლიმონით დატენილ ბატს წაუსვით თაფლი და მოათავსეთ ღუმელში 180-200 გრადუსზე, 25-30 წუთის განმავლობაში. დაბრაწულ ბატს გადაუსვით შინდის ჯემი და დააგემოვნეთ.

ველინგტონი

0x01 graphic

მასალა:
250 გრ. ფენოვანი ცომი
700 გრ. საქონლის სუკი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
50 გრ. ბრენდი
150 გრ. უმად შებოლილი
ლორი (პროშუტო)
100 გრ. დიჟონის მდოგვი
1 კვერცხი
მარილი
პილპილი
ჯამში 35 ლარი

მომზადების წესი: საქონლის სუკი მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. მოასხით 100 გრ. ზეითუნის ზეთი და 50 გრ. ბრენდი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. გააჩერეთ 30 წუთი. გააბრტყელეთ ცომი და გადაუსვით ფუნჯით ათქვეფილი კვერცხი. ცომზე დააწყვეთ პროშუტო თხლად და გადაუსვით დიჟონის მდოგვი. გააცხელეთ ტაფა და მასზე უცხიმოდ მოათავსეთ დაბასტურმებული საქონლის სუკი, 5 წუთი თითო მხარეს. გაგრილებული ხორცი დაადეთ პროშუტოს და შეახვიეთ ცომში, გადაუსვით ფუნჯით კვერცხი და მოათავსეთ ღუმელში 180-200 გრადუსზე 30 წუთი.

გოგრის ალიგო (გოგრა ყველის სატენით)

0x01 graphic

მასალა:
1 პატარა ზომის გოგრა
1 კოვზი ნაღები
1 ჩაის კოვზი ქერის
სანელებელი (curry powder)
300 გრ. მოცარელა
5 წვეთი ტობასკოს სოუსი
მარილი
პილპილი
ჯამში 30 ლარი

მომზადების წესი: გოგრას მოაჭერით თავი და გაწმინდეთ. ჩაასხით 1 ჭიქა წყალი და შედგით ღუმელში 30-40 წუთი. გამოიღეთ გოგრა ღუმელიდან, ამოიღეთ უკვე მოხარშული მასა და მოათავსეთ ბლენდერში. დაუმატეთ ნაღები, ერთი ჩაის კოვზი ქერის სანელებელი, 5 წვეთი ტობასკო, მარილი, პილპილი და დააბლენდერეთ. გახეხეთ მოცარელა. დაბლენდერებული მასა დააბრუნეთ გოგრაში, დაამატეთ გახეხილი მოცარელას ნახევარი. ამოურიეთ და დააყარეთ დარჩენილი მოცარელა. მოასხით 2 სუფრის კოვზი ნაღები და შედგით ღუმელში 15-20 წუთი.

მოხარშული ბრიუსელის კომბოსტო ბეკონით

0x01 graphic

მომზადების წესი: გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით წვრილად დაჭრილი ბეკონი. შმწვარი ბეკონი გადმოიღეთ სამზარეულოს ქაღალდზე.

იმავე ტაფაზე მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ შუაზე გაჭრილი ბრიუსელის კომბოსტო და მოთუშეთ 10 წუთი. მარცვლოვანი და დროჟონის მდოგვი გახსენით ნაღებში და დაუმატეთ შმწვარ კომბოსტოს. ადუღეთ 2 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ შემწვარი ბეკონის ნაჭრები.

შეკაზმეთ მარილით და პილპილით გემოვნებით.

მასალა:
1 კგ. გაყინული ბლის კომბოსტო,
100 გრ. ნაღები,
2 საშუალო ზომის ხახვი,
250 გრ. ბეკონი,
100 გრ. ზეითუნის ზეთი,
1 ცაის კოვზი დიჟონის მდოგვი,
1 სუფრის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი,
ფერადი წიწაკა.
მარილი
ჯამში 15 ლარი

გოჭის ლაბა
(ხალადეცი)

0x01 graphic

მასალა:
საშუალო ზომის გოჭის ნახევარი (უმჯობესია მუცლის მხარე),
1 შეკვრა ჟელატინი,
5ც. დაფნის ფოთოლი,
1 ბოთლი ლუდი (0.33),
3 კბილი ნიორი,
1 მოზრდილი ხახვი,
10 მარცვალი ბაჰარი (ე.წ. „დუშისტი“ წიწაკა),
დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი,
ნახევარი ლიმონი.
მარილი
ჯამში 50 ლარი

მომზადების წესი:

ნახევარი გოჭი გაჭერით ოთხ ნაწილად. მოათავსეთ საშუალო ზომის ქვაბში, დაასხით ცივი წყალი ისე, რომ დაიფაროს და მოხარშეთ. დაუმატეთ 1 ბოთლი ლუდი, დაფნის ფოთოლი, ნიორი, შუაზე გაჭრილი ხახვი, ლიმონი, ბაჰარი და მოხარშეთ 3 საათის განმავლობაში, ვიდრე ხორცი მთლიანად არ ჩაიხარშება და ძვალს არ მოშორდება.

ამოიღეთ ნახარშიდან მოხარშული ხორცი. ნახარში გადაწურეთ შეურიეთ ერთი შეკვრა ჟელატინი. მასას დაუმატეთ წვრილად დაძენძილი გოჭის ხორცი და შეკმაზეთ მარილით, შავი წიწაკით და დიჟონის მარცვლოვანი მდოგვით.

ჩაასხით ტქვენთვის სასურველ ფორმაში და გააცივეთ მაცივარში მთელი ღამე.

მიირთვით მდოგვთან და ძმართან ერთად.

ორაგული ლიმონით

0x01 graphic

მასალა:
ნახევარი ორაგულის ფილე (3კგ),
7 ლიმონი,
1 კონა კამა,
2 ფორთოხალი,
ზეითუნის ზეთი,
ზღვის მარილი,
ფერადი წიწაკა,
1 ჩაის კოვზი
სიმინდის სახამებელი.
ჯამში 45 ლარი

მომზადების წესი:

მარინადისთვის - გაწურულ 5 ლიმონის წვენს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა და 100 გრ. ზეითუნის ზეთი. მასა მოასხით ორაგულის ფილეს და გააჩერეთ 3 საათი.

ფორთოხალი და ლიმონი დაჭერით თხლად. ორაგული მოათავსეთ ღუმელის ტაფაზე. ზემოდან დაადეთ ციტრუსის მიქსი და გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე, 30 წუთი.

სოუსისთვის - 1 ფორთოხლის და 1 ლიმონის ცედრა შეურიეთ 3 ფორთოხლის და 1 ლიმონის წვენს. დაუმატეთ მარილი, სიმინდის სახამებელი და წამოადუღეთ.

ციტრუსის წვენში ჩააგდეთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი 100 გრ. კარაქი და ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

სოუსი მოასხით ორაგულს და ისე მიიტანეთ სუფრასთან.

კანაპეები

0x01 graphic

მასალა:
5 ნაჭერი ბაგეთი (დაჭრილი 1სმ. სისქის ნაჭრებად),
200 გრ. Cream sheese,
200 გრ. შებოლილი ორაგული,
100 გრ. ხიზილალა,
300 გრ. კრევეტი,
50 გრ. მაიონეზიპომიდორი,
1 ლიმონი,
1 კონა ტარხუნა,
1 კონა პიტნა,
1 კონა კამა,
1 კბილი ნიორი,
ტობასკოს სოუსი,
მარილი,
პილპილი.
ჯამში 85 ლარი

მასალა:

ორაგულის: გახეუხეთ ბაგეტის ნაჭრები, წაუსვით CREAM SHEESE და დაადეთ შებოლილი ორაგულის დახვეული ნაჭრები. გააფორმეთ ლიმონის სეგმენტით და კამის წიწვებით.

ხიზილალის: დააბლენდერეთ შებოლილი ორაგული და CREAM SHEESE. მასა წაუსვით ბაგეტის ნაჭრებს და ზემოდან დაადეთ ხიზილალა.

კრევეტის: 1 პომიდორი, 50 გრ. მაიონეზთან ერთად, 20 წვეთი ტობასკო, ტარხუმა, პიტნა და 1 კბილი ნიორი დააბლენდერეთ. კოქტეილის სოუსი ჩაასხით არყის ჭიქებში და შედგით მაცივარში.

გაალღვეთ კრევეტი და გაწმინდეთ. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი და კრევეტი შეწვით 2 წუთის განმავლობაში ან სანამ არ გავარდისფერდება. მაცივრიდან გამოიღეთ არყის ჭიქებში გაცივებული კოკტეილის სოუსი და ჭიქებში გაანაწილეთ კრევეტები - თითო ჭიქაში თითო კრევეტი. გააფორმეთ ლიმონის ნაჭრით და პიტნის ფოთლით.

სტაფილოს კექსი

0x01 graphic

მასალა:
4 კვერცხი,
225 გრ. შაქარი,
300 გრ. ზეთი,
4/5 სტაფილო,
300 გრ. ფქვილი,
1 ჩაის კოვზი დარიჩინი,
1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი,
ნახევარი ჩაის კოვზი სოდა,
ნახევარი ჩაის კოვზი, მარილი
50 გრ., ნიგოზი
125 გრ., უმარილო კარაქი
250 გრ., Cream cheese
ნახევარი ჩაის კოვზი ვანილი,
75 გრ. შაქრის პუდრი.
ჯამში 20 ლარი

მომზადების წესი:

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ ზეთი, წვრილად გახეხილი სტაფილო და კარგად ამოურიეთ. ფქვილს შეურიეთ დარიჩინი, სოდა, საცხობი ფხვნილი, მარილი და ეს ყველაფერი ჩაუშვით სტაფილოსა და კვერცხის ათქვეფილ მასაში. კარგად გადაურიეთ და დაამატეთ გატარებული ნიგოზი. კარაქი წაუსვით საცხობ ფორმას და ჩაასხით მასა, მოათავსეთ ღუმელში 180 გრადუსზე 45 წუთი.

კექსის ზემოდან წასასმელი მასა:

ათქვიფეთ კარაქი, cream cheese-თან ერთად. დაუმატეთ ვანილი და შაქრის პუდრი. გამომცხვარი კექსი გააგრილეთ, მოაჭერით ზედა ნაწილი ისე, რომ მიიღოთ სწორი ზედაპირი. წაუსვით cream cheese-ის მასა და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.