The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სოლიდარობა №9 (18)' 07


სოლიდარობა №9 (18)' 07


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნიჟარაძე ნანა, გაონი იგორ, კვესიტაძე ეკა, აბაშიძე ლევან, ზედანია გიგა, გაფრინდაშვილი ლელა, ჩიტაშვილი მარინა, მერკელი ანგელა, ბართლომეოს I (მსოფლიო პატრიარქი), ჩიხლაძე ირაკლი, კალანდაძე ნონა, ანთაძე ია, ვარდიაშვილი სალომე
თემატური კატალოგი სოლიდარობა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე გარეკანზე: რიჩარდ ჰამილტონის ნამუშევარი მარიკა ასათიანის ფოტო რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11 თელ: 96 63 27, 92 24 77 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა ნორვეგიის მთავრობა



1 წყნარი საღამო კაფეში

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი წრე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი
დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის იბრძვიან

ნანა ნიჟარაძე

მიყვება ირინა ინასარიძე, ცენტრ „ანიკა“-ს ხელმძღვანელი:

მსოფლიო კონგრესზე ვიყავით ამერიკაში. სასტუმროში ტარდებოდა. ერთი მონაწილე იყო, არც ხელები ჰქონდა, არც ფეხები. ჰქონდა მოტორიანი ეტლი, რომელსაც მხრით მართავდა. მოვრჩით მორიგ სასესიო დღეს, გამოვედით დარბაზიდან, ვხედავ - წავიდა ლიფტისკენ. გავქანდი დასახმარებლად. ერთი ამომხედა, მიაჭირა ნიკაპი ღილაკს, გამოიძახა ლიფტი. შევედით. მიაჭირა ნიკაპი - მიუთითა, რომელი სართული უნდოდა. გაჩერდა ლიფტი, გავიდა. პირით მოარგო პლასტიკური გასაღები კარს, გააღო და შევიდა.

აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი იყო, სხვის დაუხმარებლად მოქმედებდა... მერე დავაკვირდი შენობას - ყველაფერი: ღილაკი, სახელური, გასაღების ბუდე - ისეთ დონეზე იყო დაყენებული, რომ ნებისმიერი სიმაღლისა და მდგომარეობის ადმიანი მისწვდენოდა; ყველაფერს ბრაილის შრიფტით ჰქონდა მიწერილი, რა იყო, რისთვის გამოდგებოდა და როგორ უნდა მოგეხმარათ. უსინათლოს ყოველთვის ეცოდინებოდა რომელ სართულზე იყო, რომელ ოთახში, რა ატრიბუტთან...

ჩვენთან ასეთ გარემოზე ჯერ ოცნებაც კი არ შეიძლება.

ჩვენთან ყველაფერი პრობლემაა და ეს პრობლემები ქუჩაში გასვლამდე, საცხოვრებელი ბინიდანვე იწყება, - განაგრძობს ირინა, - წარმოიდგინეთ: ეტლიანი ადამიანი ცხოვრობს მაღალ სართულზე. გარდა იმისა, რომ ჩვენი მაღალსართულიანი სახლების ლიფტები არ არის ადაპტირებული ეტლიანი ადამიანებისთვის, ისინი, როგორც წესი, არც მუშაობს. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის გამოკვეთილად საქალაქო სამსახურების დამსახურება. ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თხოვნით, იმ სახლებში, სადაც ეტლით მოსარგებლე ადამიანები ცხოვრობენ,თბილისის კორპუსი ლიფტებს რიგგარეშე არემონტებდა. საქმე სახლის ბინადრებმა შეაფერხეს - უარი განაცხადეს თანადაფინანსების წილის გადახდაზე, თუმცა, ამ სახლებისთვის თანადაფინანსების წილიც შეღავათიანი იყო.

ახლა წარმოიდგინეთ სურათი: ლიფტი არ მუშაობს, მშობელმა როგორც იქნა ამოარახუნა ეტლი კიბეებზე, მეზობლებიც დაეხმარნენ, გამოიყვანა ბავშვი გარეთ, დაიჭირა ტაქსი და ასე მივიდა დანიშნულების ადგილზე. უკან დაბრუნებისას პრობლემა მეტია - ბავშვიანი ეტლის ხელით აყვანას ზედა სართულებზე ეხუმრები? ძალიან წვალობს მშობელი, ათასში ერთია, ვინც ამას ახერხებს და ბევრი ამ წვალების შედეგად დიდხანს ვეღარც ცოცხლობს. გვაქვს ასეთი შემთხვევები. სულ ახლახან გარდაიცვალა ქალი, რომელსაც წლების მანძილზე ასე, ზურგით აჰყავდა და ჩამოჰყავდა შვილი კიბეებზე და ხალი გაუმიზეზდა.

იგივე პრობლემაა საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში. სანამ ბავშვი პატარაა, მშობელი აიტატებს, აჰყავს კიბეებზე, გადაჰყავს ოთახიდან ოთახში, კლასიდან კლასში, მთელი დღე მასთანაა, რომ გადაადგილოს, მაგრამ, როცა ბავშვი იზრდება, მისი ხელში აყვანაც ძნელდება და ის ძალაუნებურად სახლში იკეტება. საუკეთესო შემთხვევაში მშობელი ცდილობს ბავშვს განვითარების საშუალება სახლშივე მისცეს, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. ასე წყდება ეტლით მოსარგებლე ადამიანი გარემოს, საზოგადოებას.

საზოგადოებისგან მოწყვეტის ერთი მაგალითი სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაში მოიყვანა -

ლადო .- ისტორია:

ლადო 15 წლისაა, ის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, სოფელ საბერიოში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც 8 წლის ასაკში ნაღმზე აფეთქების შედეგად, ორივე ქვედა კიდური დაკარგა, ლადოს სკოლაში არ უვლია. უახლოესი სკოლა მისი სახლიდან 5 კმ-ით არის დაშორებული და თან ყველანაირად ხელმიუწვდომელია. ოჯახს კი, უბი-ნაობისა და ხელმოკლეობის გამო, არ აქვს საშუალება საცხოვრებლად გადმოვიდეს ზუგდიდში. არც აფხაზურ მხარეს და არც საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუჩენია ყურადღება მის მიმართ. ის ერთ-ერთი იმ უხილავ ბავშვთაგანია, რომელთა იდენტიფიკაცია და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება საქართველოში არ ხდება. ასეთი ბავშვების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ლადოს აქვს სწავლის სურვილი და შესაძლებლობა. ის კარდიოლოგობაზე ოცნებობს.

სახალხო დამცველის ბოლო მოხსენებაშიც, ისევე, როგორც წინა მოხსენებებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წინაშე არსებულ პრობლემებს სათანადო ადგილი ეთმობა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ თანაბარი პირობების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, საჭირო გარემოს შექმნაა.

0x01 graphic

ამ მხრივ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა, - ნათქვამია დოკუმენტში, - სკოლები ხშირად არ არის მოწყობილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვების მისაღებად, თუმცა განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა ინკლუზიური განათლების დანერგვისკენ. სპეციალური სკოლები ხშირად ჩვეულებრივ სკოლებზე დაბალი ხარისხისაა და ვერ უქმნის შშმ ბავშვებს საჭირო პირობებს, რათა მათ გაუძლონ კონკურენციას შრომის ბაზარზე: მათ მიერ სამუშაოს შოვნის ალბათობა დაბალია როგორც დისკრიმინაციული მიდგომის, ისე სამუშაო ადგილზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფიზიკური ბარიერების არსებობის გამო.

ამ საკითხის მოსაგვარებლად მხოლოდ ქველმოქმედება საკმარისი არ არის. საჭიროა საზოგადო აღიარება იმისა, რომ შშმ პირებს აქვთ უფლებები. ამისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა, როგორც ცალკეული პირების მხარდაჭერა, ასევე ამ ადამიანებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა. ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და საჭირო დახმარება აღმოუჩინოს შშმ პირებს, რათა მათ მაქსიმალურად დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება. შშმ პირებს თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ განათლებაზე, დასაქმებაზე, სამართლებრივ და სოციალურ დაცვაზე, რათა სხვათა თანაბრად შეძლონ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

რა თანასწორ მონაწილეობაზეა საუბარი, როცა ტუალეტი და აბაზანაა არაა იმ ზომისა, რომ ეტლიანმა ადამიანმა სარგებლობა შეძლოს? - ამბობს გიორგი ძნელაძე (ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“), - საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის ბრძანებით დამტკიცდა შესაბამისი ინსტრუქციები - საცხოვრებელი გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის - გეგმარებითი ელემენტების ნორმალებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სიცოცხლისუნარიანი სივრცის პროექტირების შესახებ. ეს ინსტრუქციები მოქმედია, ჩვენთვის საჭირო ყველა მომენტს ითვალისწინებს, მაგრამ არ სრულდება.

ასეთი ნორმალები ქმნის ცივილიზებულ გარემოს ნებისმიერ ქვეყანაში. იგივე პანდუსი, სპეციალური ლიფტი, არ არის განკუთვნილი მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთათვის. ამ ლიფტით შეიძლება ისარგებლონ მოხუცებმაც, ფეხმძიმე ქალებმაც, დროებითი ტრავმის მქონეთ. ეს ინფრასტრუქტურის თანამედროვე დიზაინია და არა სპეცპროექტირება. გონიერი საზოგადოებები მიხვდნენ იმას, რომ არსებობს ისეთი კატეგორია ადამიანებისა, რომელთათვისაც თანაბარი პირობების შექმნაა საჭირო და ეს მათთვის შეღავათების მიცემას არ ნიშნავს.

რუსეთშიც კი, რომელიც ევროპის ცენტრად ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს, ეს ნორმალები ნებისმიერ ახლადაშენებულ საცხოვრებელ სახლშია დაცული. შეიძლება მე არც ვცხოვრობდე იმ სახლში, მაგრამ სტუმრად მივიდე მეგობართან. ვერ მივალ, თუკი ამ ნორმალებს არ დაიცავენ. სუპერმარკეტებში, რესტორნებში, ბარებში, კინო-თეატრებში, მუზეუმებში - ყველგანაა ეს გათვალისწინებული. მხოლოდ საქართველოში მოხდა ისე, რომ საზოგადოებრივი შენობები, სახლები ამ მოთხოვნების იგნორირებით შენდება.

სახალხო დამცველისადმი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ: უსინათლოთათვის შუქნიშნებთან სპეციალური ხმოვანი სასიგნალო მოწყობილობა თბილისში მხოლოდ ორ ადგილასაა დამონტაჟებული და გათვალისწინებულია მათი დამონტაჟება ქალაქის ხუთ ცენტრალურ გზაჯვარედინზე; ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გასასვლელებში საეტლე ბილიკები დამონტაჟებულია ვაკის პარკის გადასასვლელებში და სამგან, ილია ჭავჭავაძის გამზირზე (თუმცა ბილიკების დახრის კუთხისა და სხვა ტექნიკური მიზეზების გამო მათი გამოყენება ჭირს); საქართველოში მოქმედი 11 საპილოტე სკოლიდან, სადაც ინკლუზიური განათლება მიმდინარეობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილებისთვის საჭირო პანდუსებითა და ბილიკებით, ასევე სველი წერტილებით აღჭურვილია მხოლოდ ორი სკოლა; თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილებისთვის აუცილებელი საშუალებები.

გიორგი ძნელაძე:

ზოგადად, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურზე ცუდი არაფერი მეთქმის. როცა საბურთალოზე ჩვენ მიერ გაკეთებულ პანდუსებს ბორდიურებს უწყობდნენ, ვუთხარი და, ეტყობა, გამორჩენიათო, გაასწორებინეს. ეს სამსახური სადაც შეუძლია, აკეთებს ადაპტირებულ ავტოსადგომებს, გვპირდებიან, რომ ქალაქი მთლიანად ადაპტირებული იქნება ეტლიანი ადამიანებისთვის, უფრო თანამედროვე გახდება. ვნახოთ. დღეს ქალაქი 0,2 პროცენტითაც კი არ არის ადაპტირებული. დანარჩენი საქართველოს მასშტაბით კი ინფრასტრუქტურა არის სრულიად მოუწყობელი, კომუნიკაციაც მთლიანად მოშლილია.

სკოლების ადაპტირებას ბევრი არაფერი უნდოდა: როცა ტენდერს აცხადებდნენ, სატენდერო პირობებში უნდა ჩაეწერათ, რომ მშენებელს შენობის ადაპტირება ევალება. მშენებელი მაინც ასრულებს სამუშაოს და კიბის მაგივრად პანდუსს თუ დააყენებს, რაც არ ებეგრება, რა უნდა წააგოს? 60-ის ნაცვლად 80 სანტიმეტრიან კარს თუ გააკეთებს, ერთგვარი ეკონომიაც გამოუვა. რა მნიშვნელობა აქვს მისთვის, კარის სახელურს ცოტა ქვემოთ თუ დაამაგრებს? - არავითარი. ჩვენთვის კი ეს აუცილებელია.

არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომ არაადაპტირებულ სკოლაზე ლიცენზია არ უნდა გაიცეს. ახლა მოქმედი სკოლა, ფაქტობრივად, ყველა პრეზიდენტის ბრძანებულების დარღვევით მოქმედებს. კანონი ზოგადი განათლების შესახებ ასევე ითვალისწინებს სასწავლო შენობების ადაპტირებას. ეს ყველაფვერი კანონში წერია, მაგრამ რომელიღაც ჩინოვნიკი ტენდერის პირობების შედგენისას მას არ ითვალისწინებს, ავიწყდება, არ იცის, მექანიკურად მისდევს ძველი სატენდერო პირობების შაბლონს.

საჭირო თანხები თუ მოვიზიდეთ და ადვოკატთა ჯგუფი შევქმენით, რამდენიმე სასამართლო პროცესს დავიწყებთ იმ ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომელთა გულგრილობის გამო არ ხვდება სატენდერო პირობებში ჩვენთვის აუცილებელი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. მალე ძალიან დიდ პიარ-კამპანიასაც დავიწყებთ, რომ საზოგადოებას თავი გავახსენოთ. ჩვენ ვარსებობთ, ეს არ უნდა დავივიწყოთ.

0x01 graphic

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისთვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის. დაუშვებელია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, სხვადასხვა ობიექტების მოწყობა, მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ისინი არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებასა და მოთხოვნებს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულად ითვლება ინვალიდობის მოტივით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე უარის თქმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად კი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შექმნისათვის თავის არიდება, აგრეთვე ობიექტების დაპროექტებისას და მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საჭიროებისა და მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს.

ყველა ამ მოთხოვნას შესაბამისი მუხლები ამაგრებს, თუმცა მათი გამოყენება - როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტავენ - პრაქტიკაში ჯერ არ მომხდარა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამო.

ირინა ინასარიძე:

ხშირად გვეპატიჟებიან სხვადასხვა ღონისძიებაზე, მაგრამ ვერ დავდივართ. რაკი ტრანსპორტის უქონლობის გამო ეტლიანები ვერ მიგვყავს, გვირჩევნია მთელი ჯგუფი შინ დავტოვოთ. მერია გვიგზავნის ხოლმე ტრანსპორტს, როცა სადმე გვეპატიჟება, ოღონდ არაადაპტირებულს და დიდი წვალებით აგვყავს და ჩამოგვყავს იქიდან ბავშვები.

ჯანდაცვის სამინისტრომ მიგვიწვია კინოთეატრ რუსთაველში. მეტ-ნაკლებად ადაპტირებული კინოთეატრია ამირანი - შესასვლელი აქვს ისეთი, რომ ეტლიან ადამიანს პრობლემები არ ექმნება. რუსთაველი საშინლად არაადაპტირებულია - კიბეები, კიბეები, ვიწრო გასასვლელბი... ძალიან უნდოდათ მიგვეღვო მიწვევა, ხელში აყვანაც შესთავაზეს ბავშვებს, მაგრამ მათ ეს არ სიამოვნებთ. ბევრი 14-15 წლისა, უკვე დიდია და არ უნდათ პატარებივით ექცეოდნენ.

თურქეთში მიგვყავდა ბავშვები ფესტივალზე. ისე გავწამდით ჩვენს ახალ აეროპორტში... თითქოს ლიფტი მუშაობდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, მერე ვითომ სხვა ეტლებზე გადასხეს ბავშვები, მაგრამ ეს ეტლები საჭიროზე განიერი აღმოჩნდა, მერე მათი ხელში აყვანა გადაწყვიტეს, მაგრამ ისიც არ იცოდნენ, როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს სწორად - ყველა ბავშვს თავისი სპეციფიკა აქვს. ყველაფერთან ერთად ეს სამსახური ფასიანიცაა... თურქეთში რომ ჩავედით, სპეციალური ეტლები დაგვახვედრეს, რომელიც თვითმფრინავში სკამებს შორის ეტეოდა, გადმოსვეს ბავშვები, ჩამოიყვანეს ქვევით, ჩასვეს თავიანთ ეტლებში, დაუმადლებლად. და ეს ყველაფერი უფასო იყო.

დღის ცენტრ „ანიკა“-ს ბავშვებმა, სპეციალური ავტობუსი რომ გაუფუჭდათ, სკოლაში სიარულიც ვერ შეძლეს და სწავლას, პრაქტიკულად, ჩამორჩნენ.

არადა, მასწავლებლები გვეხვეწებოდნენ, როგორმე ატარეთ, სწავლას თავს ნუ დაანებებინებთ, ასეთი წარმატებით ბევრი ვერ სწავლობსო, - ამბობს ირინა, - ისინი ისეთივე პროგრამით გადიოდნენ კურსს, როგორითაც სკოლის სხვა ბავშვები. ძალიან ნიჭიერები არიან, მთავარია, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცეთ.

საკუთარ შესაძლებლობათა გამოვლენის საშუალების მიცემა, ცხოვრების თანაბარი პირობების შექმნა არის მიზანი იმ მოთხოვნებისა, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები აყენებენ. „ეს არ არის შეღავათები - ეს სხვებთან თანაბარ პირობებში ყოფნაა“, - ხაზს უსვამენ ისინი. ამ მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შექმნისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველის მოხსენებაც.

მიყვება გიორგი ძნელაძე:

გერმანიაში რომ ვიყავი, მომბეზრდა სასტუმროში ყოფნა. ჩემი მეგობარი სადღაც იყო გასული, საღამო ხანი იყო. გამოვედი სასტუმროდან, გავუყევი ქუჩას. ტროტუარიდან ტროტუარზე გადავედი ჩვეულებრივად, წავედი, წავედი, კილომეტრზე მეტი გავიარე. შემცივდა. დავინახე ბარი. შევედი. პატარა კიბე დამხვდა და კიბესთან პატარა ლიფტი. ავედი, დავჯექი მაგიდასთან, მოვითხოვე ყავა, ლიქიორი. დავისვენე, წამოვედი. დამეზარა ამხელა გზის გამოვლა. გავჩერდი ავტობუსის გაჩერებაზე. მოვიდა ავტობუსი. ჩამოუშვა ლიფტი. ავედი. მიმიყვანა ჩემს სასტუმროსთან და გადმომიშვა.

თავი ვიგრძენი აბსოლუტურად დამოუკიდებლად. მე ხომ მარტო ვიყავი სადღაც, ისე, რომ არავისთვის მითხოვია დახმარება! დამოუკიდებლად გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც მინდოდა. აქ ხარ თეთრი ყვავივით, - აბა, მომეხმარეთ, წამომაყენეთ, ბიჭებს დამიძახეთ - სხვანაირად ვერ გაინძრევი.

აი, ეს არ მინდა. მენატრება ის წყნარი საღამო კაფეში. ჩემი ცხოვრება მინდა მქონდეს, არ მინდა ძმასა და მეგობრებს ვაწუხებდე. არ შეიძლება? ერთხელ მოვსულვარ ამ ქვეყნად და მაცხოვრეთ ადამიანურად.

2 ყოველთვის ჩნდება სიტყვა „მაგრამ“

▲ზევით დაბრუნება


ნტერვიუ

ინტერვიუ იგორ გაონთან

ეკა კვესიტაძე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში იგორ გაონი გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ ხედავს ის საქართველოში მიმდინარე პროცესებს; როგორ აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფოროში არსებულ სიტუაციას და რეალური თანასწორუფლებიანობის დამკვიდრებისთვის გადადგმულ თუ გადასადგმელ ნაბიჯებს.

  • შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ხელისუფლება ბევრს არაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინაშე მდგარი პრობლემები გადაეჭრა. რა შეიცვალა ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ?

პროგრესი, რა თქმა უნდა, თვალში საცემია. ყველა ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე ჰქონდა აღებული და რომელიც არა და არ სრულდებოდა, ახალმა ხელისუფლებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში შეასრულა. თუნდაც იმავე მესხების რეპატრიაციის საკითხი ავიღოთ. პირველი კანონპროექტი რეპატრიაციის შესახებ 1999-2000 წლებში შეიქმნა, მაგრამ შემდეგ უკვალოდ გაქრა და შევარდნაძის დროს ამ მიმართულებით ნაბიჯი წინ აღარ გადადგმულა. ახალმა ხელისუფლებამ კი გამოხატა პოლიტიკური ნება, რომ ეს ვალდებულება შეესრულებინა.

სხვათა შორის, ამ საკითხის განხილვისას კიდევ ერთმა რამემ გამაოცა - ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა, აცხადებდა, შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი ვალდებულება ახალმა ხელისუფლებამ რატომ უნდა შეასრულოსო. ასეთი მიდგომა მართლაც საკვირველია. საკვირველია ის, რომ დეპუტატებმა არ იციან - ეს ვალდებულება შევარდნაძემ კი არა საქართველომ და მისმა თითოეულმა მოქალაქემ აიღო ევროსაბჭოს წინაშე.

  • ანუ ევროსაბჭო მთლიანად კმაყოფილია საქართველოს მთავრობით და მის მიმართ პრეტენზიები არა აქვს?

მე ამას არასოდეს ვიტყვი, რადგან შეფასებებში, სადაც ნათქვამია, რომ პროგრესი არის ამა და ამ მიმართულებებით, ყოველთვის ჩნდება სიტყვა „მაგრამ“. ამ თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ჯგუფი ჩამოდის, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობას შეაფასებს. მათ ძალიან ბევრი შეხვედრა ექნებათ და ამის შემდეგ დაიწერება ანგარიში, რამდენად არის შესრულებული ესა თუ ის ვალდებულება და გატარებული რეფორმები შეესაბამება თუ არა ევროპულ სტანდარტებს.

  • რომელია ის სფეროები, სადაც დამკვირვებელთა ჯგუფს ყველაზე მეტი შენიშვნა ექნება საქართველოს ხელისუფლების მიმართ?

ყველაზე მძიმე სიტუაცია, რა თქმა უნდა, ისევ პენიტენციურ სისტემაშია. მართალია, ამ მიმართულებით პოზიტიური ძვრები ხდება, მაგრამ ჯერჯერობით პროგრესი თვალსაჩინო არ არის. მინიმუმ 5-10 წელი დასჭირდება იმას, რომ ქართულმა პენიტენციურმა სისტემამ საერთაშორისო სტანდარტები მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილოს.

  • ანუ ეს ის დროა, რომელიც ობიექტურად სჭირდება ვითარების გამოსწორებას, თუ ხელისუფლება ამ სფეროში განუხრელად გაატარებს რეფორმებს?

0x01 graphic

დიახ, ეს ასეა. პენიტენციურ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გადაჭედილი საკნებია, სადაც პატიმრებს ნორმალურად სუნთქვის საშუალებაც კი არ აქვთ. ამ პრობლემას ციხეების ნაკლებობა ქმნის. მაგალითად, თავდაპირველად რუსთავის განახლებულ მე-2 კოლონიაში დამაკმაყოფილებელი პირობები იყო, მაგრამ ახლა იქაც იგივე სურათია.

პრობლემაა ისიც, რომ წინასწარი დაკავების პერიოდი უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს.

ხოლო როცა საკნები ისედაც გადაჭედილია, გარკვეული ბალანსი უნდა იყოს დაცული. სასამართლოები მსჯავრდებულებს მცირე დანაშაულისთვის არ უნდა აგზავნიდნენ ციხეებში, შესაძლებელია სასჯელი მათ სხვა ფორმითაც მოიხადონ, თუნდაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით.

მინდა ისიც ვთქვა, რომ ადამიანის უფლებები ძალიან დელიკატური საკითხია და ამ სფეროში არსებული ვითარება მხოლოდ შავ-თეთრი ფერებით ვერ დაიხატება. გარდა ამისა, ერთმა სკანდალურმა ფაქტმა შეიძლება მიღწეული წარმატებები მთლიანად წყალში ჩაყაროს საზოგადოების თვალში.

იმისათვის, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს, ძალიან დიდი დროა გასავლელი. მთავრობამ იცის, სად არის პრობლემები და რა არის გასაკეთებელი. ისიც ცხადია, რომ ამ პრობლემების მოგვარებას დროსთან ერთად დიდი ფულიც სჭირდება. ასე რომ, სიტუაცია ერთ ღამეში ვერ გამოსწორდება.

დრო უნდა ეთნიკურ უმცირესობათა წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებასაც. დღეს ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის. სკოლებში დაწყებულია ქართული ენის შესწავლა. მაგრამ ეს ეხება ახალგაზრდა თაობას, რომელსაც მომავალში აუცილებლად ექნება იმის პერსპექტივა, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ანუ ესეც მომავლის საკითხია და ვერ წყვეტს შედარებით უფროსი თაობის ადამიანთა პრობლემას, რომლებმაც ქართული არ იციან და ამის გამო საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმის შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.

  • ზაფხულში დაგეგმილი აქცია, რომელშიც სხვადასხვა უმცირესობების

წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა, რატომღაც გეი-პარადადმოინათლა და საზოგადოების ნაწილმა ისეთი აგრესია გამოავლინა, რომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს აქცია საერთოდ ჩაეშალათ. როგორ გგონიათ, რა არის მიზეზი საზოგადოების მხრიდან წამოსული ასეთი აგრესიისა, რომელიც სხვადასხვა უმცირესობებს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ყველას შეახსენონ - ისინიც ამ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან.

ეს მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი და ასეთი ფობიები ევროპის ბევრ საზოგადოებაშია გავრცელებული, მსგავსი რამ ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებშიც ხდება.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ აქციას, მიუხედავად იმისა, რომ არა ერთხელ იქნა განმარტებული - ამ აქციაში უმცირესობათა ყველა ჯგუფს უნდა მიეღო მონაწილეობა, მათ შორის უნარშეზღუდულ ადამიანებსაც, ვიღაცამ გამოიგონა, გეი-პარადი ეწყობაო. მედიამაც მაშინვე აიტაცა ეს ამბავი, როგორც სენსაცია, რადგან ჩათვალა, რომ მას სარფიანად გაყიდიდდა. ასეთი აჟიოტაჟის შემდეგ კი იმ ორგანიზაციამ, რომელიც აქციას აწყობდა, გადაწყვიტა, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად დაგეგმილ აქციაზე საერთოდ უარი ეთქვა.

  • არავინ იცის, ვინ გამოიგონა გეი-პარადის ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ ეკლესიამ მოუწოდა ორგანიზატორებს ამ აქციის ჩაშლა.

მე არ ვაპირებ ვიმსჯელო ეკლესიის პოზიციაზე, რადგან ეკლესია ეკლესიაა, სახელმწიფო სახელმწიფოა და ადამიანის უფლებები ადამიანის უფლებებია. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

იმისთვის, რომ საზოგადოებაში უმცირესობათა მიმართ დამოკიდებულებები შეიცვალოს და, ზოგადად, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს, ბევრი მუშაობაა საჭირო და, რა თქმა უნდა, დიდი დროც.

  • ვინ და როგორ უნდა იმუშაოს საზოგადოებასთან?

ამ შემთხვევაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება განათლებას. ამ მიმართულებით სამუშაოა ჩასატარებელი მედიასთან, უშუალოდ საზოგადოებასთან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით, აუცილებელია სამოქალაქო განათლების შეტანა სკოლებში და ასე შემდეგ. ამას კი ხანგრძლივი დრო სჭირდება, ადამიანის უფლებების სფეროში მდგომარეობას ერთ ღამეში ვერ გამოასწორებ.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - ამ თვალსაზრისით საქართველოში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ძალიან ბევრი საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება. საქართველოში მე, პირადად, არ მოვსწრებივარ შემთხვევას, რომ ვინმე, მაგალითად, იმისთვის ეცემათ, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია. რაც მე აქა ვარ, ასეთი რამ არ მომხდარა.

ასე რომ, საქართველოში ისეთი უჩვეულო არაფერი ხდება, რაც მას თითით საჩვენებელს გახდის და გაფიქრებინებს, რომ მსგავსი რამ ევროპაში არასოდეს მომხდარა და არც ახლა ხდება. ძალიან ბევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში ანალოგიური სიტუაციაა.

ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ადამიანის უფლებები მჭიდროდ არის დაკავშირებული სავსე მუცელთან. შევხედოთ რა ხდება ახალგაზრდა თაობაში ევროპის საბჭოს ახალ წევრ ქვეყნებში - მათ არ აქვთ სამუშაო, დაუსაქმებელნი არიან და მიტოვებულად გრძნობენ თავს სახელმწიფოსგან. სახელმწიფოს არ აქვს იმის შესაძლებლობა და უნარი, რომ მათი ენერგიის მობილიზება სასარგებლო მიმართულებით მოახდინოს. ეს კი ქუჩებში ძალადობას და არეულობას იწვევს. ასეა არა მარტო აღმოსავლეთ, არამედ დასავლეთ ევროპაშიც. ქუჩის ძალადობა არის ის, რაც თითქმის ყოველდღიურად შუქდება საინფორმაციო გამოშვებებში. მაგრამ რატომღაც ისე ხდება ხოლმე, რომ ასეთი პრობლემებისთვის ჩვენ უფრო მეტად აღმოსავლეთ ევროპას ან გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებს ვაკრიტიკებთ. მაგალითად, საქართველოში რომ რამე ცუდი მოხდეს, მისი შეფასება სულ სხვა განზომილებებს შეიძენს, ვიდრე დასავლეთ ევროპის რომელიღაც ქვეყნაში მოხდარი ისეთივე ფაქტი.

  • თუმცა დასავლეთში ქუჩის ძალადობა უფრო მეტად ემიგრანტებისგან მომდინარეობს, რომელთაც ძალიან აწუხებთ უმუშევრობის და საზოგადოების სრულფასოვან წევრად გახდომის პრობლემა.

გეთანხმებით. მაგრამ ძალმომრეობას ზოგჯერ ადგილობრივი მოსახლეობაც იჩენს, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ამიტომ ევროპის საბჭოს ბევრი პროგრამა აქვს, რომლებიც ახალგაზრდობასთან მუშაობას და საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში მათ ჩაბმას ითვალისწინებს.

  • ანუ, თქვენი აზრით, აგრესიის და არატოლერანტობის ერთ-ერთი მთავარი წყარო უმუშევრობა, არარეალიზებულობა და, ზოგადად, სიღარიბეა?

საზოგადოება, რომელიც უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, აგრესიული ხდება და ხშირად ეს აგრესია არასწორ მიმართულებას იღებს. არარეალიზებული ადამიანები თავის უბედურებაში ყველას ადანაშაულებენ, არა მარტო ხელისუფლებას - მათი აგრესიის ობიექტი შეიძლება უცხო ქვეყნები, სხვადასხვა ორგანიზაციები თუ უმცირესობათა ჯგუფები გახდნენ. ამ ყველაფერს განათლების ნაკლებობაც უწყობს ხელს. ამიტომ განათლების მიღება ამ პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი გზაა.

  • ასეთ ვითარებაში რა პასუხისმგებლობა და როლი აკისრია მედიას?

ასეთ ვითარებაში მედიას შეუძლია ძალიან პოზიტიური როლი შეასრულოს, მაგრამ უმეტესწილად ეს ასე არ ხდება, რადგან პრესა მხოლოდ სენსაციაზე ანუ შემოსავლის წყაროზეა ორიენტირებული და სხვა რამე არ აინტერესებს. მედიას შეუძლია ბიზნესინტერესებს ბევრი რამ შესწიროს, შეუძლია ამის გამო კონკრეტულ ადამიანებს ცხოვრებაც კი დაუნგრიოს.

საქართველო არც ამ შემთხვევაშია გამონაკლისი. როდესაც საქმე სარფიანად გასაყიდ მასალაზე მიდგება, არავინ ფიქრობს მორალსა და ეთიკაზე.

  • ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში ხშირად თავად მედიაა ეთნიკური შუღლის თუ, ზოგადად, არატოლერანტული დამოკიდებულების წამახალისებელი?

ეს ასეც იქნება, ზოგჯერ შენიღბულად, ზოგჯერ კი სრულიად აშკარად. ამას ვერსად გავექცევით, თუმცა შესაძლოა მედიის ასეთი ნეგატიური როლი შეიზღუდოს.

  • როგორ?

ჟურნალისტების განათლებით. გარდა ამისა, ასეთ დროს ჩვენ ხშირად სოციალურ პრობლემასაც ვეჯახებით. ჟურნალისტები დაუცველები არიან და მთლიანად არიან დამოკიდებული თავიანთ რედაქტორზე. თუ შეიქმნება მათი დაცვის უკეთესი მექანიზმები, თუ მათი სოციალური პირობები გაუმჯობესდება და თუ ისინი კარგ განათლებას მიიღებენ, მაშინ მედიაშიც შეიძლება ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალოს.

თუმცა სანამ ჟურნალისტებამდე მივალთ, მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების გამოსვლები გავიხსენოთ. ამაზე ქსენოფობიური განცხადებების მოსმენა ხომ წარმოუდგენელია! მე არ მჯერა, რომ ამ საკითხზე ქართველი ხალხი ისე ფიქრობდეს, როგორც ეს დეპუტატები ფიქრობენ, ვერ დავიჯერებ, რომ საზოგადოებაში ასეთი ქსენოფობია არსებობდეს.

როდესაც ოპოზიციის გამოსვლას ვისმენდი, მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ასეთ შეფასებებს იმ ხალხის მიმართ გამოთქვამდნენ, რომელთაც საშინელი რეპრესიები გადაიტანეს. მე ისიც კი არ მჯერა, რომ თვითონ ამ ქსენოფობიური განცხადებების ავტორებს სჯეროდეთ, რასაც ამბობენ. ეს იყო პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციის ნაწილს უნდოდა ამ ბრძოლაში პოლიტიკური ქულები დაეგროვებინა. თუმცა არა მგონია, რომ მათ ამით საერთოდ რამე მოიგეს.

  • მაგრამ ასეთი ქსენოფობიური განცხადებები ხომ შეიძლება ის მარცვალი აღმოჩნდეს, რომელიც საზოგადოებაში გაღვივდება და უფრო მეტად შეუწყობს ხელს ფობიების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას. რამდენად მზადაა ქართული საზოგადოებაა დღეს მესხების რეპატრიაციისთვის? რა დახვდებათ აქ ჩამოსულ მესხებს - მეგობრული თუ მტრული გარემო?

ახლა ამის თქმა ძნელია, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია საზოგადოებას აუხსნა და მიახვედრო ვინ არიან ეს ადამიანები, რა გადაიტანეს და რატომ უნდა დაბრუნდნენ ისინი თავიანთ სამშობლოში. რეპრესირებულ ადამიანთა

ისტორიების ცოდნა მათ მიმართ დამოკიდებულებაში ბევრ რამეს შეცვლის. ამიტომ ასეთი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება აუცილებელია.

  • ასეთი საინფორმაციო კამპანია ხელისუფლებასაც უნდა ჩაეტარებინა კანონის მიღებამდე ან მიღების დროს, ვინაიდან უამისოდ კანონის მიღება ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

მართალია, მაგრამ, ჩემი აზრით, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესშია ჩართული, ძალიან მცირერიცხოვანია იმისათვის, რომ ყველაფერი მოასწროს. ამ გუნდის წევრები იმდენი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში არიან ჩართულნი, რომ ზოგიერთ ძალზე საჭირბოროტო პრობლემაზე სამუშაოდ დრო აღარ რჩებათ. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ადამიანური რესურსის ნაკლებობასთანაც გვაქვს საქმე.

3 რელიგიური კანონმდებლობის პერსპექტივები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


რელიგიები საქართველოში

ლევან აბაშიძე

1. რელიგიურ-სოციოლოგიური მონაცემები

2002 წლის იანვრის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, კითხვაზე „რომელ სარწმუნოებას ეკუთვნით?“, 99%25-ზე მეტმა დაასახელა ესა თუ ის სარწმუნოება და მხოლოდ 0,6%25 აღიარა, რომ არც ერთს არ მიაკუთვნებს თავს.

რასაკვირველია, ეს მონაცემები ასახავს მოსახლეობის რელიგიურ მიკუთვნებულობას კულტურული და ეთნიკური ნიშნით და არა რეალურად არსებულ რელიგიურობას. კრიტერიუმად რომ რეგულარულად ღვთისმსახურებაზე დასწრება აგვეღო (თუნდაც თვეში ერთხელ), მორწმუნეთა რიცხვი ბევრად ნაკლები იქნებოდა და 5 %25-ს არ ასცდებოდა.

აღწერა არ ჩატარებულა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში (ეს ხარვეზი შევსებულია სტატისტიკის სამმართველოს სხვა მონაცემებით), თუმცა იქაც რომ ჩატარებულიყო გამოკითხვა, ეს არ შეიტანდა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოსახლეობის სარწმუნოებრივი მიკუთვნებულობის პროცენტულ მაჩვენებელში.

აღწერის შედეგები ასე გამოიყურება:

მოსახლეობა სულ

4371,5 ათასი.

მართლმადიდებელი

83,9 %25

მუსლიმი

9,9 %25

სომხური სამოციქულო ეკლესია

3,9 %25

რომის კათოლიკური ეკლესია

0,8 %25

იუდეველი

0,1 %25

სხვა რელიგიები

0,8 %25

არარელიგიური

0,6 %25

გამოკითხვისას არ ხდებოდა დაზუსტება, თუ ისლამის რომელ მიმდინარეობას ეკუთვნის რესპონდენტი. ამიტომ როგორც შიიტური, ისევე სუნიტური ისლამის მიმდევრების რაოდენობა ერთად იქნა დაჯამებული.

კონფესიური და ეთნიკური საზღვრები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეთნიკურ ქართველთა ნაწილი ისლამის, ხოლო ნაწილი კათოლიკური ქრისტიანობის მიმდევარია. მეორეს მხრივ, მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკუთვნებიან როგორც ქართველები, ასევე რუსები, ბერძნები, ოსები და აფხაზთა დიდი ნაწილი.1

2. რელიგიური კანონმდებლობის წყაროები

2.1. კონსტიტუცია და საერთაშორისო კონვენციები

რელიგიური კანონმდებლობის უმთავრესი წყარო საქართველოს კონსტიტუციაა.

ადამიანის რელიგიურ უფლებებსა და თავისუფლებებს კონსტიტუციის შემდეგი მუხლები განსაზღვრავს:

მუხლი 7: სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

მუხლი 14: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

მე-9 მუხლში „სახელმწიფო აღიარებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას...“

გარდა ამისა, მე-9 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოს ურთიერთობას მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.

საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების (მათ შორის რწმენის თავისუფლების) დაცვას:

1993 წელს - გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს;

1999 წელს - ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

ეს უკანასკნელი გულისხმობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანის შესაძლებლობას სარწმუნოებრივი უფლებების და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევაშიც.

0x01 graphic

2.2. სისხლის სამართლის კოდექსი

სისხლის სამართლის კოდექსის 2001 წლის 1 ივნისის მდგომარეობის მიხედვით დასჯადია:

- ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა (მუხლი 142);

- რელიგიური წესის აღსრულების ხელის შეშლა (მუხლი 155);

- დევნა რწმენის ან რელიგიური მოღვაწეობის გამო (მუხლი 156);

- რელიგიური გაერთიანების შექმნისა და საქმიანობისთვის ხელის შეშლა (მუხლი 166);

- ისეთი რელიგიური, ორგანიზაციის შექმნა, ანდა ხელმძღვანელობა, რომლის საქმიანობასაც თან ახლავს ძალადობა ადამიანს მიმართ (მუხლი 252).

სასჯელი ყველა ამ დარღვევისთვის მსგავსია: ჯარიმა თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.

2.3. სპეციალური კანონის შესახებ

სპეციალური კანონი, რომელიც დაარეგულირებდა ურთიერთობას სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, არ არის მიღებული, თუმცა იყო რამდენიმე პროექტი, რომლებიც საპარლამენტო მოსმენამდე იქნა უკუგდებული. პარლამენტის წევრთა და პოლიტიკოსთა ნაწილი მომხრეა რელიგიური უმცირესობების უფლებების შეკვეცისა და ამ გზით ტრადიციული სარწმუნოების (მართლმადიდებელი ეკლესიის) მხარდაჭერისა. მათი შეხედულებით, კანონს ამგვარი შემზღუდველი ფუნქციები უნდა ჰქონდეს. ზოგიერთ ვარიანტში ვხვდებით საქართველოსათვის ტრადიციული და არატრადიციული რელიგიების მკვეთრ გამიჯვნასა და ამ უკანასკნელთა უფლებების მკვეთრ შეზღუდვას.

მიუხედავად ამგვარი მისწრაფებებისა, კანონი თანხმობაში უნდა იყოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო კონვენციებთან. კომპრომისული ვარიანტის გამონახვა შეუძლებელი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ წინააღმდეგობების გამოა, რომ პარლამენტი წლების მანძილზე თავს არიდებს კანონის მიღებას.

ადამიანის უფლებათა დამცველებსა და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის უმჯობესია არ იქნეს მიღებული ეს კანონი, ვინაიდან დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის მისწრაფებების გათვალისწინებით (იმის მიუხედავად, გულწრფელია ეს მისწრაფება თუ პოპულიზმით ნაკარნახევი) მიღებული კანონი დისკრიმინაციული იქნება რელიგიურ უმცირესობათა მიმართ და მათ მდგომარეობას დაამძიმებს. ამიტომ უმჯობესია, რელიგიური კანონმდებლობის სფეროში შემოვიფარგლოთ კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით, რომლებსაც უშუალო სამართლებრივი მოქმედების ძალა აქვთ და კარგ საფუძველს იძლევიან ადამიანის სარწმუნოებრივი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

სამწუხაროდ, რეალური მდგომარეობა არ შეესაბამება კანონმდებლობას. კონსტიტუციისა და კონვენციების შესაბამისი პუნქტები უხეშად ირღვეოდა, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. ამგვარ დარღვევებს ხშირად ამართლებდნენ იმით, რომ ქვეყანას არა აქვს კანონი რელიგიური ორგანიზაციების შესახებ, რაც სრულიად უმართებულო არგუმენტია, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, კონსტიტუციასა და საერთაშორისო კონვენციებს არათუ უშუალო მოქმედების ძალა აქვთ, არამედ კანონთან წინააღმდეგობაში მოსვლის ნებისმიერ შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭებათ.

2.4.ურთიერთობა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. კონსტიტუციური ხელშეკრულება

1995 წელს მიღებული კონსტიტუციის მიხედვით:

სახელმწიფო აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, ამასთან ერთად, აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.

საქართველოს ისტორიაში ქართული მართლმადიდებლური (ტრადიციულად ითქმის საქართველოს მართლმადიდებელი) ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დეკლარაციული ხასიათისაა და მას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება. მსგავსი განცხადებები პრეამბულისთვის არის დამახასიათებელი.

90-იან წლებში გაჩნდა იდეა განსაკუთრებული შეთანხმებისა სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ეს იდეა აშკარად ინსპირირებულია კონკორდატით, - ხელშეკრულებით, რომელიც წმიდა საყდარმა (ვატიკანმა) დადო სხვადასხვა სახელმწიფოსთან.

კონკორდატი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის იდება. აქედან ერთი არის წმიდა საყდარი (ვატიკანი), სახელმწიფო, რომლის თავი არის რომის ეპისკოპოსი (პაპი). ამ ხელშეკრულების საგანი არის სახელმწიფოს ურთიერთობა კათოლიკე ეკლესიასთან, უპირველეს ყოვლისა კათოლიკე ეკლესიასთან (კათოლიკეებთან) იმ ქვეყანაში, რომელთანაც იდება ხელშეკრულება.

საქართველოს შემთხვევაში ამგვარი კონკორდატის დადება სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შეუძლებელი იყო. არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც წმიდა საყდარი წარმოადგენს რომის კათოლიკე ეკლესიას. პრობლემატურია ამგვარი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივაც.

შესაძლებელი იყო ზოგიერთი ევროპული ქვეყნის (იტალიის, ესპანეთის) პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავებულიყო შეთანხმება სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოში არსებულ ეკლესიას შორის. ამგვარ შეთანხმებას პარლამენტის მიერ რატიფიკაციის შემდეგ კანონის ძალა ენიჭება. ამ ტიპის ხელშეკრულება არ წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას და იგი ყველა იმ რელიგიურ ორგანიზაციასთან ფორმდება, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამს და რომელთანაც მოხერხდება შესაბამისი კონკრეტული შეთანხმების მომზადება.

ეს გზაც უარყოფილ იქნა, ვინაიდან მის მომხრეთ სურდათ სრულიად გამორჩეული, საერთაშორისო ხელშეკრულების (კონკორდატის) რანგის შეთანხმების გაფორმება და თანაც მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

შედეგად შეიქმნა ე.წ. კონსტიტუციური შეთანხმების პროექტი, რომელიც წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ორი ვარიანტის შეჯვარებას. ერთის მხრივ ის არის შეთანხმება სახელმწიფოსა და ამავე სახელმწიფოში არსებულ ეკლესიას შორის, მეორეს მხრივ კი ის ატარებს საერთაშორისო ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს: მას ხელს აწერს ქვეყნის პრეზიდენტი, კანონთან წინააღმდეგობის შემთხვევაში მას უპირატესი ძალა ენიჭება და სხვ.

ეს უცნაური შეთანხმება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება, სამწუხაროდ, ბევრ ბუნდოვანებას შეიცავდა, რაც აღნიშნულია ევროსაბჭოს ექპერტების მოხსენებაში2. საბოლოო ვარიანტში ზოგიერთი შენიშვნა გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება გაურკვევლობები. ისეთი სამართლებრივი ნოვაციის განსახორციელებლად, როგორსაც კონსტიტუციური შეთანხმება წარმოადგენს, ბევრად უკეთესი მომზადება იყო საჭირო.

კონსტიტუციური შეთანხმება უნდა განვიხილოთ კონსტიტუციის ცვლილებასთან ერთად, რომელმაც გზა გაუხსნა კონსტიტუციურ შეთანხმებას. კონსტიტუციის ეს ცვლილებები 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა მიიღო 2001 წლის მარტს:

„საქართველოს კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის სიყვის „კონსტიტუციას,“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „კონსტიტუციურ შეთანხმებას,“ .

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

1. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.

2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართ,მადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრონციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში“.

3. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კონსტიტუციური შეთანხმება დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა სამი მეხუთედი.“

4. 73-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ პუნქტები:

„ა1) საქართველოს სახელმწიფოს სახელით დგება კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან;“

5. 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვის „კონსტიტუციასთან შემდეგ დაემატოს სიტყვები „კონსტიტუციური შეთანხმების,“.

II. ეს კანონი ამქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“

როგორც ამ ცვლილებებიდან ჩანს, კონსტიტუციური შეთანხმება სრულიად გამორჩეულ სამართლებრივ სტატუსს იძენს და საქმე გვაქვს კონსტიტუციის სერიოზულ ცვლილებებთან.

მაგალითად, კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ცვლილების შემდეგ ამგვარად იკითხება:

საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

ანუ, თუ რომელიმე საერთაშორისო შეთანხმება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ შეთანხმებას, მაშინ პირველის იურიდიული ძალა მე-6 მუხლის მიხედვით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ამგვარად, კონსტიტუციურ შეთანხმებას იურიდიული ძალით არათუ შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ ენიჭება უპირატესობა, არამედ თვით საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართაც. იურიდიული ძალით კონსტიტუციური შეთანხმება მხოლოდ კონსტიტუციას ჩამოუვარდება. კონსტიტუციის 89-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების,... შესაბამისობის საკითხებზე“.

სამწუხაროდ, არც კონსტიტუციურ ცვლილებებს და არც თვით კონსტიტუციური შეთანხმების რატიფიკაციას წინ არ უსწრებდა სერიოზული სამართლებრივი და რელიგიათმცოდნეობითი შეფასებები და საპარლამენტო დებატები. საკონსტიტუციო ცვლილებები ერთხმად იქნა მიღებული, ხოლო კონსტიტუციური შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ მხოლოდ ერთმა დეპუტატმა - მიხეილ ნანეიშვილმა - მისცა ხმა.

კონსტიტუციის ამ ძირეულ ცვლილებას და თვით კონსტიტუციურ შეთანხმებას სპეციალური კვლევა სჭირდება და მათ ანალიზს მომავალში მივაწვდით მკითხველს.

3. რელიგიური უფლებები და თავისუფლებები

საქართველოში რელიგიური თავისუფლებების საკითხს მრავალი პუბლიკაცია მიეძღვნა. აქ მხოლოდ მოკლედ ჩამოვაყალიბებთ არსებულ პრობლემათა არსს.

საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო შეთანხმებები კარგ საფუძველს იძლევა რელიგიური უფლებების დასაცავად. პრობლემა კანონთა არასრულყოფილება (ან არარსებობა) კი არ არის, არამედ ის, რომ კანონი ხშირად არ სრულდება: რელიგიურ უმცირესობათა დარბევა, შეურაცხყოფა და მტრულ ძალად გამოცხადება, რელიგიურ საფუძველზე დისკრიმინაცია (მაგალითად, მასწავლებლების) ჩვეულ მოვლენად იქცა ბოლო წლების განმავლობაში. სახელმწიფო არ იცავს (ან ვერ იცავს) თავის მოქალაქეებს ამგვარი დევნისა და დისკრიმინაციისაგან. ამ მხრივ რელიგიური უფლებების დაცვის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში.

2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სიტუაცია გარკვეულწილად გამოსწორდა. აშკარა ძალადობას და ხელისუფლების უმოქმედობას აღარ აქვს ადგილი. ყველაზე ოდიოზური ფიგურა, ბასილი მკალავიშვილი, რომელიც თავდასხმების მთავარი ორგანიზატორი იყო, ამჟამად ციხეშია. მაგრამ ზოგადად, რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის და დევნის პრობლემა ისევ რჩება.

არის კიდევ ერთი მოუგვარებელი საკითხი, რის გამოც რელიგიური უმცირესობების უფლებები ირღვევა და რომელსაც არ ექცევა სათანადო ყურადღება. ეს არის რელიგიურ ორგანიზაციათა სამართლებრივი სტატუსი, ან უფრო სწორად, სტატუსის მოპოვების შეუძლებლობა, რომელსაც მომდევნო თავში განვიხილავთ.

4. რელიგიურ გაერთიანებათა სამართლებრივი სტატუსი

დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის მიხედვით, რელიგიური გაერთიანებებისთვის შესაძლებელია არსებობდეს ორი ან მეტი დონის იურიდიული სტატუსი. პირველი, ეგრეთ წოდებული საბაზისო დონის სტატუსი რელიგიურ ორგანიზაციას საშუალებას აძლევს გახდეს იურიდიული პირი, თუმცა არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან პრივილეგიებს და შეღავათებს. შემდგომი დონის სტატუსი მეტ პრივილიგიებს და შეღავათებს ითვალისწინებს, მაგრამ ამავე დროს მეტ ვალდებულებებსაც აკისრებს რელიგიურ გაერთინებას სახელმწიფოს მიმართ. საქართველოს შემთხვევაში საბაზისო სტატუსად შეიძლება ჩაითვალოს „კერძო სამართლის იურიდიული პირის“ სტატუსი, ხოლო შემდგომი დონის სტატუსად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ სტატუსი.

მაღალი დონის სტატუსის მიღების კრიტერიუმები შეიძლება სხვადასხვა იყოს და ამ კრიტეტიუმებს აქ არ განვიხილავთ. მაგრამ საბაზისო დონის სტატუსის მიღება მაქსიმალურად გაადვილებული უნდა იყოს.

ეს ემყარება პიროვნების თავისუფლების პრინციპს: ადამიანის უფლება - აღიაროს თავისი რელიგია „სხვებთან ერთად“ არ არის სახელმწიფოს მიერ გაღებული საჩუქარი. ეს უმთავრესი უფლებაა და ის არ უნდა იყოს დამოკიდებული ფორმალურ მოთხოვნებზე. სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციის აღიარებისათვის არ უნდა არსებობდეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, როგორებიცაა მორწმუნეთა რაოდენობის სიმცირე, ორგანიზაციის არსებობის ხანმოკლეობა, კანონის არარსებობა და სხვ., რაც მხოლოდ საბაბი იქნებოდა რელიგიური ორგანიზაციის აღიარებაზე უარის თქმისა.

სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობა იყო. ვერცერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, 2005 წლამდე ვერ მოახერხა სახელმწიფოს მხრიდან აღიარების (რაიმე სამართლებრივი სტატუსის) მოპოვება, მაშინ, როდესაც ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას თუ პარტიას შეუძლია ეს პროცედურა ორ კვირაში გაიაროს.

2005 წლამდე სამოქალაქო კოდექსის 1509 მუხლის ერთ-ერთი პუნქტი შემდეგნაირად იკითხებოდა: „რელიგიური ორგანიზაცია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს“. ეს სრულიად გაუგებარი ნორმა იყო. ჯერ ერთი, არ იყო განსაზღვრული, რა არის რელიგიური ორგანიზაცია? ამასთანავე, კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრირების პროცედურას და მის ფუნქციონირებას, სრულიად შეუსაბამო იყო რელიგიური ორგანიზაციებისთვის. და, რაც მთავარია, გაუგებარი იყო, რატომ უნდა გამხდარიყო რელიგიური ორგანიზაცია უსათუოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ თვით ამ ორგანიზაციის მესვეურები მოინდომებდნენ დაბალი, საბაზისო სტატუსის მოპოვებას?

ამ იურიდიულ კაზუსს ამძიმებდა სასამართლოების გადაწყვეტილებები, უმაღლესი სასამართლოს ჩათვლით. როგორც აღვნიშნეთ, მაღალი სტატუსის მოპოვება შეუძლებელი იყო რელიგიური ორგანიზაციებისთვის, ვინაიდან არ იყო შემუშავებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ხოლო როდესაც რელიგიური ორგანიზაცია შეეცდებოდა დაბალი იურიდიული სტატუსი მიეღო, უარს ეუბნებოდნენ იმ საბაბით, რომ მას, როგორც რელიგიურ ორგანიზაციას, სამოქალაქო კოდექსის 1509 მუხლის მიხედვით მაღალი სტატუსი ეკუთვნოდა. ეს იგივეა, რომ მღვდელს უარი უთხრა ეკონომიური კლასის ბილეთზე, ვინაიდან მას, როგორც მღვდელს, ბიზნეს-კლასის ბილეთი ეკუთვნის, ხოლო ბიზნესკლასის ბილეთს ვერ შეიძენს, ვინაიდან იმ თვითმფრინავში ბიზნესკლასის ადგილები საერთოდ არ არის!

სწორედ ეს ვითარება აისახა უზენაესი სასამართლოს 2001 წლის გადაწყვეტილებაში, როდესაც მან გააუქმა იეჰოვას მოწმეების რეგისტრაცია. უზენაესი სასამართლო დაეყრდნო არა საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა მიხედვით ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს უფლება აქვს დაუბრკოლებლად აღასრულოს რელიგიური საქმიანობა, არამედ სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებულ მკვდრადშობილ ნორმას.

2005 წელს პარლამენტმა გააუქმა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი პუნქტი, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ხელისუფლება აპირებდა რელიგიურ ორგანიზაციათა რეგისტრაციას და სთავაზობდა მათ საბაზისო სტატუსს, ანუ კერძო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებას. როგორც აღვნიშნეთ, ამგვარი სტატუსი, როგორც წესი, აქვთ არასამთავრობო არაკომერციულ ორგანიზაციებს.

გამოირკვა, რომ რელიგიური ორგანიზაციები არ ჩქარობენ ამ სტატუსის მიღებას. ამის მიზეზი რამდენიმეა:

ა) ჯერ ერთი, წლების განმავლობაში, როდესაც სახელმწიფო ფაქტობრივად უარს ეუბნებოდა რელიგიურ ორგანიზაციებს რეგისტრაციაზე, მათ შექმნეს საკუთარი (აფილირებული) არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობითაც აწარმოებდნენ თავიანთ საქმიანობას (უძრავი და მოძრავი ქონების დაკანონება, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო საქმიანობა და სხვ.). ახლა მათ პრაქტიკულად სთავაზობენ ასეთივე სტატუსის კიდევ ერთი ორგანიზაცია შექმნან (კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია), რომელსაც შეიძლება რელიგიური შინაარსის სახელი ერქვას, და მასზე გადააფორმონ უძრავ-მოძრავი ქონება. რელიგიური ორგანიზაციები (მაგ., ევანგელისტური-ბაბტისტური ეკლესია) ვერ ხედავენ აზრს ამგვარ რეგისტრაციაში.

ბ) კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ზოგიერთ რელიგიურ ორგანიზაციას (ეკლესიას) არ აკმაყოფილებს არასამთავრობოს დონის სტატუსი და უფრო მაღალი სტატუსი უნდა, როგორიც მათ სხვა ქვეყნებში აქვთ, სადაც ისინი ასევე უმცირესობას წარმოადგენენ (მაგ., ლუთერული ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, კათოლიკე ეკლესია). მითუმეტეს, რომ ერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ (საქართველოს საპატრიარქომ) მოიპოვა საკმაოდ მაღალი სტატუსი საკონსტიტუციო ხელშკრულების საფუძველზე.

გ) ის რელიგიური ორგანიზაციები, რომლებმაც გადაწყვიტეს რეგისტრაციის მიღება (მაგ., ევანგელისტური ეკლესია, ხუცესი ზაალ ტყეშელაშვილი), წააწყდნენ წინააღმდეგობას იმ ჩინოვნიკების მხრიდან, რომელთა ვალდებულება არის რეგისტრაციის განხორციელება.

რელიგიური სიტუაციის ამგვარი მოუწესრიგებლობის მიზეზი არის საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს არასწორი, არადემოკრატიული მიდგომა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ. ეს მიდგომა, ერთის მხრივ, იმპერატიულია: ხელისუფლება ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორი სტატუსი უნდა ჰქონდეს რელიგიურ ორგანიზაციას, და ამასთანავე ყველას ერთნაირი სტატუსი უნდა ჰქონდეს, განურჩევლად მათი ბუნებისა და სურვილისა - ეს სტატუსი ჯერ მაღალი სტატუსი იყო (საჯარო სამართლის იურიდიული პირისა), ახლა კი იგი საბაზისო სტატუსით შეიცვალა. გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის განსაკუთრებულად მაღალი სამართლებრივი სტატუსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული. მეორეს მხრივ, ხელისუფლების სამივე შტო პასიურ წინააღმდეგობას უწევს რელიგიურ ორგანიზაციებს (ერთის გარდა) იმით, რომ უგულებელყოფს მათ კანონიერ უფლებებს, რომელთა დაცვაც გარანტირებულია ქვეყნის კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით.

ეს სრულიად არანორმალური ვითარებაა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს სერიოზული დიალოგი რელიგიურ ორგანიზაციებთან, უშუალოდ მათგან გაიგოს მათი მოთხოვნილებების შესახებ და შემდეგ შეიმუშავოს შესაბამისი კანონმდებლობა და ურთიერთობის პრაქტიკა, რომელიც გაითვალისწინებს საზოგადოების, მათ შორის რელიგიური უმცირესობების ინტერესებს.

5. დასკვნა

საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება გარდამავალ პერიოდში იმყოფება. 2003 წლის ნოემბრის რევოლუციის შედეგად გაჩნდა იმედი, რომ მოხერხდება ლიბერალურ-დემოკრატიულ საფუძველზე დამყარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

უწინდელი რეჟიმის პირობებში რელიგიური თავისუფლება, სამწუხაროდ, სხვა უფლებებთან შედარებით ყველაზე მეტად იზღუდებოდა. ყველაზე ხშირად სწორედ რელიგიურ უმცირესობებზე ხდებოდა დაუსჯელი თავდასხმები. სწორედ რელიგიურმა ერთობებმა, ერთის გამოკლებით, ვერ მოახერხეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარება (სამართლებრივი სტატუსის მოპოვება).

ამის მიზეზი შესაძლოა იყო პოლიტიკოსთა მცდელობა „ერთგულება“ გამოეჩინათ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ხშირად ეს ერთგულება უკუღმართად ესმოდათ, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვა სხვა რელიგიური გაერთიანებებისგან არაკანონიერი მეთოდებით.

ახალ პირობებში საზოგადოების და, კერძოდ, სამოქალაქო სექტორის ამოცანაა მოსთხოვოს ხელისუფლებას, რომ მან უმოკლეს პერიოდში აღმოფხვრას დისკრიმინაცია, შევიწროება და დევნა რელიგიური მოტივით, განუხრელად დაიცვას რელიგიური უფლებები და თავისუფლებები.

თუ საზოგადოებას სურს, რომ საქართველო რეალურად ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ, საჭიროა რეალურად განხორციელდეს რელიგიური თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპი. ამის ალტერნატივა საკმაოდ გამჭვირვალედ ჩანდა უკანასკნელ წლებში - ავტორიტარული, კორუფციულ-კლანური სისტემა, სადაც ხელისუფლება და მმართველი ფენა მაქსიმალურად იყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად. ვფიქრობ, ცხადია, რომ ეს უკანასკნელი ალტერნატივა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ისეთივე დამანგრეველი იქნებოდა, როგორც მთლიანად სახელმწიფოსთვის.

ლიტერატურა

აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოში. თავისუფლების ინსტიტუტი, თბილისი, 2002.

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. საია, თბილისი, 2003.

D. Lang, Religion and Nationalism: A Case Study: The Caucasus, in: M. Hayward, W. Fletcher (Hg.), Religion and the Soviet State: A Dilemma of Power. London 1969, 169-186

G. Nikolaishvili, Human Rights in Georgia: A Critical Analysis. UNDP Discussion Paper Series II, 1,Tbilisi 1998

____________________

შენიშვნები

1. საქართველოში არის რუსულენოვანი (იგულისხმება საეკლესიო სლავური ღვთისმსახურება და რუსულენოვანი ქადაგება) ეკლესიები, მაგრამ არ არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, ვინაიდან კანონიკურად მართლმადიდებელი ეკლესია ერთია და იგი ტერიტორიალური პრინციპით და არა ეთნიკურ-ლინგვისტური პრინციპით იყოფა ეკლესიებად. ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესიები, როგორც წესი, ერთმანეთის ტერიტორიაზე არ აარსებენ ეპარქიებს. ასე, მაგალითად, რუსეთის ეკლესია მოქმედებს აზერბაიჯანსა და სომხეთში, მაგრამ არ მოქმედებს საქართველოში.

2. Legal expertise of the Draft Constitutional Agreement between State of Georgia and the Apostolic, Autocephalous Orthodox Church of Georgia. Council of Europe. HRCAD (2001)

3. ქართული თარგმანი იხ. „თავისუფლება“ №№9,10.

4 ღირებულებები

▲ზევით დაბრუნება


რგვალი მაგიდა

რა არის ღირებულებები და რამდენად განსაზღვრავს მათი ხასიათი საზოგადოების განვითარების პროცესს? როგორია ღირებულებების ტიპოლოგია? შესაძლებელია თუ არა ხელოვნურად იყოს შეცვლილი ღირებულებათა სისტემები და ორიენტაციები? რა ადგილი უკავია ჩვენი საზოგადოების ღირებულებათა შკალაზე ადამიანის უფლებებს? სამართლიანობას, ტოლერანტობას, დემოკრატიას? რა შეიძლება გაკეთდეს საიმისოდ, რომ საზოგადოებაში პოზიტიური ღირებულეები განვითარდეს? ამ და სხვა საკითხებზე საუბრობენ ფილოსოფოსები გიგა ზედანია და ლელა გაფრინდაშვილი, ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი.

  • ბექა მინდიშვილი: ვისაუბროთ ღირებულებების შესახებ. პირველ ყოვლისა ღირებულებების ბუნებას მათი გამოვლენისა და დადგენის მნიშვნელობას შევეხოთ სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტით. რამდენად მნიშვნელოვანია ღირებულებების კვლევა და ბოლო პერიოდში საქართველოში ამ კუთხით რა სამუშაო ჩატარდა?

გიგა ზედანია: თავდაპირველად ალბათ უნდა განვსაზღვროთ რა არის ღირებულება. ღირებულება არის წარმოდგენა სასურველის შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ქმედებაზე. რაც უფრო იკმაყოფილებს ადამიანი ფიზიოლოგიურ, პირველად მოთხოვნილებებს, იქნება ეს, ვთქვათ, უსაფრთხოება თუ რაიმე სხვა, მით უფრო მაღალი დონის მოთხოვნილებები უჩნდება მას, როგორიც არის, ვთქვათ, თვითგამოხატვა. პრობლემებით აღსავსე და გაჭირვებულ ქვეყნებში ძირითად ღირებულებებად აღიქმება მატერიალური ობიექტები, ხოლო როდესაც მატერიალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, პოსტმატერიალისტურ ღირებულებებზე გადასვლა ხდება. თუ ადამიანს საკვები არ აქვს, მისთვის, რასაკვირველია, ძირითადი ღირებულება საკვები იქნება, ხოლო თუ ეს პრობლემა მოგვარებულია, მაშინ შეიძლება გამოხატვის თავისუფლებაზე ფიქრიც. ამ მარტივი სქემის მიხედვით ძალიან ბევრი ქვეყანა იქნა გამოკვლეული, უზარმაზარი ემპირიული მასალა დაგროვდა, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოში ღირებულებები ტრადიციულსა და მოდერნულს შორისაა გაყოფილი.

ღირებულებები, რასაკვირველია, გარკვეულწილად ასახავს იმ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, რომელიც ქვეყანაში და საზოგადოებაში არსებობს, და ამავე დროს მათზე ზეგავლენასაც ახდენს.

ლელა გაფრინდაშვილი: ვფიქრობ, რომ ღირებულების საკითხი რაღაცნაირად განსაზღვრულია იდენტობითაც. მე, როგორც სუბიექტს, მაქვს პერსონალური იდენტობა, მაქვს ეთნიკური, სამოქალაქო, პროფესიული იდენტობა და ა.შ. ყველა ამ სფეროს მიხედვით მე ვატარებ რაღაც ღირებულებებს. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, მამოძრავებელი შეიძლება იყოს რაიმე ერთი სახის ღირებულება, როგორც პროფესიონალისთვის - რაღაცა სხვა, როგორც მოქალაქისთვის - სულ სხვა და ა.შ. რადგან ქართულ სინამდვილეზე ვსაუბრობთ, 1997 წელს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩვენთვის შეკვეთილი კვლევის შედეგები მინდა გავიხსენო. გვაინტერესებდა შეიცვალა თუ არა რაიმე ოჯახში, როგორც სოციალურ ინსტიტუტში, ამ ოჯახის წევრებსა და აქტორებში, მათ ღირებულებით სისტემაში, თუ ოჯახი ისევ ავტორიტარულ, ფეოდალურ, არაეგალიტარულ სტრუქტურად რჩებოდა. შედეგმა საკმაოდ მკაფიოდ გამოკვეთა ე.წ. „კლანური სამკუთხედის“ სისტემა. ღირებულებით სისტემაში პირველი ადგილი დაიკავა ოჯახმა, შემდეგი იყო სამსახური და შემდეგი ნათესავები. ეს სხვაგვარად ასე ჟღერს: ჩემი ოჯახი მიმყოფოს კარგად, ჩემი ნათესავები და კარგი სამსახური მომცა, ყველაფერი რიგზე იქნება. ჯერ კიდევ რევოლუციამდელ პერიოდში მიხეილ ჯავახიშვილი ამბობდა, რომ ქართველი სამსახურს ეძებს და არა სამუშაოსო. იგივე ხდება თანამედროვე საქართველოშიც. საინტერესოა ფულთან დაკავშირებული გამოთქმებიც, მაგალითად: ფული იშოვა, რაც, თითქმის, იპოვას იდენტური ცნებაა, ან საშოვარზე წასვლა, მაგრამ „ფულის გამომუშავება“ ასეთ გამონათქვამი არ არის დამკვიდრებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რადგან ბევრს ვსაუბრობთ საზოგადოების დემოკრატიზაციაზე, ბუნებრივია, გვაინტერესებს შედის თუ არა ღირებულებათა სისტემაში დემოკრატია, როგორც ღირებულება, ან, ვთქვათ, კანონი, როგორც ღირებულება. იმავე კვლევას რომ დავუბრუნდეთ, ღირებულებათა ჩამონათვალში კანონიც გვქონდა შეტანილი და მეგობრებიც. იმ სამკუთხედში, რომლის შესახებაც ზემოთ ვილაპარაკე - ოჯახი, სამსახური, ნათესავები - ახალგაზრდებში ნათესავები მეგობრებით იყო ჩანაცვლებული. მაგრამ კანონი სამიათასი გამოკითხულიდან მხოლოდ ერთადერთმა დაასახელა. ბუნებრივია, დავინტერესდით ვინ იყო ეს უნიკალური ადამიანი, რომელმაც კანონი ღირებულებად ჩათვალა. აღმოჩნდა, რომ მისი შვილი იყო დაჭერილი და მას მაშინ ძალიან აინტერესებდა კანონი, როგორც ასეთი, ხოლო ყველა დანარჩენი ღირებულება მისთვის უმნიშვნელო იყო. საერთოდ, როდესაც ღირებულებებზე ვსაუბრობთ, სუბიექტური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.

მარინა ჩიტაშვილი: იქნებ ვთქვათ საიდან მოდის ღირებულება, როგორც პირველი მცდელობა იმისა, რომ იგი რაღაცნაირად მეცნიერული შემეცნების სფეროში მოექცეს. ეს მცდელობა უკავშირდება უილიამ ჯეიმსის მშვენიერ წიგნს „რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება“. იგი პირდაპირ მიუთითებს, რომ „თუ გვსურს რაიმე მოვლენის შესახებ ვიმსჯელოთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რომელი კუთხიდან ვუყურებთ მას“. ჯეიმსის ამ კონცეფციას 30-იან წლებში მოჰყვა ძალიან ინტენსიური განვითარება, ხოლო ასე 50-იანი წლებიდან ჯერ ჩიკაგოს სკოლაში და შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტში ცდილობდნენ ღირებულებები როგორმე გაზომვად სფეროში მოექციათ. რა იგულისხმება ამაში? - ღირებულება წმინდად სუბიექტური მოვლენაა, ეს არის სოციალური ცნობიერება, იდენტობა, რომელიც მივანიჭე რაიმე საგანს, რაღაც საგანზე ვთქვი, რომ იგი ჩემთვის ძალიან ღირებულია. მარტივი მაგალითი: თუკი ვინმეს შეუძლია ლოგიკურად დაასაბუთოს რატომ შეუყვარდა სხვა ადამიანი, თავს დავდებ, რომ მას ეს ადამიანი არ უყვარს. ის შეიძლება მას ეთაყვანებოდეს, პატივს სცემდეს, მიჯაჭვული იყოს მას ა.შ., მაგრამ სიყვარულით არ ეყვარება. სიყვარული, როგორც აბსოლუტურად ირაციონალური მოვლენა, არ ექვემდებარება გაზომვას. ზუსტად ასეთ ირაციონალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ლაპარაკია რაღაცისათვის სუბიექტური ღირებულების მინიჭებაზე. ძალიან ხშირად მოისმენთ ფრაზას, რომ საქართველოზე ლამაზი ქვეყანა არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო აღმოსავლური იგავი, როდესაც უდაბნოს ბედუინები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ რამდენად ლამაზია მათი უდაბნო. არგუმენტაცია, რომელსაც რაღაცის დასასაბუთებლად ვიყენებთ, წმინდად სუბიექტურ ფენომენზეა დამყარებული და აბსოლუტურად არ შეესატყვისება ღირებულებების ობიექტურ მონაცემებს. როდესაც ფსიქოლოგები ვლაპარაკობთ ღირებულების შესახებ, ნამდვილად ვიცით, რომ ეს ღირებულება ატარებს სუბიექტური მნიშვნელობის ხასიათს, ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ მათი განზოგადებისგან მაკრო დონეზე, თუმცა პოლიტიკური მეცნიერებები და განსაკუთრებით სოციოლოგები შეეცადნენ ასეთი განზოგადება განეხორციელებინათ და კულტურები იმ თვალსაზრისით აღეწერათ, რომ ისინი კონსისტენტურ ანუ მუდმივად მყარ მახასიათებლებს წარმოადგენენ. მე ვიტყოდი, რომ ეს უფრო რაციონალურ ჩარჩოში მოქცეული მოდელებია, რომლებიც წარმოდგენას გვაძლევენ ამა თუ იმ კულტურის შესახებ, მაგრამ ისინი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მოვლენა, რომლითაც ამ ქვეყნის განვითარება ან დეტერმინაცია იქნება შესაძლებელი. უბრალოდ, ეს არის სუბიექტური ასახვა ან კიდევ კოლექტიური ცნობიერება, რომელიც საშუალებას გვაძლევს ამა თუ იმ ღირებულების დომინანტობის შესახებ ვილაპარაკოთ. ავსტრიელი მკვლევარები მარკუს ჰედელი და ჯულია ბრენდალი შეეცადნენ ქვეყნები შეედარებინათ ერთმანეთისთვის და ენახათ რა ადგილი უჭირავს ამა თუ იმ ქვეყნის ღირებულებათა სისტემაში ტოლერანტობას. მათ შეამჩნიეს, რომ ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა ტოლერანტობის სიდიდით, არამედ იმ სამიზნეებით, რომლის მიმართაც ისინი ამჟღავნებენ ან არ ამჟღავნებენ ტოლერანტულობას. აღმოჩნდა, რომ ტოლერანტობის განმსაზღვრელი ფაქტორი კულტურული ფენომენი კი არ არის, არამედ განათლების დონე ქვეყანაში. რაც უფრო მაღალია განათლების დონე, მით უფრო მაღალია ტოლერანტობა. რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით აჩვენეს სიუჟეტი, რომ გურჯაანში შიდსით გარდაცვლილი ერთ-ერთი ქალბატონის ოჯახი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა, ასეთი არატოლერანტული დამოკიდებულების მიზეზი უცოდინარობაა - მათ წარმოდგენა არ აქვთ შიდსი როგორ გადადის. თუკი გვსურს ღირებულებების შესახებ ვისაუბროთ, უკეთესი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს ღირებულებები იცვლება არა პარამეტრების მიხედვით, რომელსაც ჩვენ მივაწერთ მათ, არამედ მათზე ბევრად უფრო გლობალური დამოუკიდებელი პარამეტრები ახდენენ გავლენას.

0x01 graphic

გიგა ზედანია

0x01 graphic

ლელა გაფრინდაშვილი

  • ბექა მინდიაშვილი: ზეპირსიტყვიერებაში ერთგვარ ნორმად იქცა აღმოსავლურ და დასავლურ ღირებულებებზე, მათ შეუთავსებლობაზე საუბარი. მაგრამ საუბრობენ ასევე უნივერსალურ ფასეულობებზეც. მაგალითად, ამარტია სენი თავის ცნობილ წიგნში განვითარება როგორც თავისუფლება ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის ღირებულებებს უნივერსალურად მიიჩნევს და ამბობს, რომ ძალიან პირობითია დასავლურად ან აღმოსავლურად მათი დაყოფა. მაგრამ თუკი ასეთი გამიჯვნა მართებულია, რომელი ღირებულების სიძლიერესთან ან ნაკლებობასთან გვაქვს საქმე საქართველოში?

გიგა ზედანია: თავდაპირველად უნდა ვთქვა, რომ ეჭვით ვუყურებ დასავლეთისა და აღმოსავლეთის განსხვავებას, ცოტა რთული გასარკვევია რა არის აღმოსავლეთი და რა არის დასავლეთი, არ ვგულისხმობ გეოგრაფიულ ცნებებს, უბრალოდ, ისეთი რამეების აღრევა ხდება ხოლმე, რომელთაც ერთმანეთთან მაინცდამაინც დიდი კავშირი არ აქვთ. თუმცა განსხვავება არსებობს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ფუნდამენტური განსხვავებაა და საზოგადოებები მართლაც შეიძლება ამ ნიშნებით დააჯგუფო. თუკი საქართველოს მიკუთვნებულობაზე მიდგა საქმე, ჩვენ სამხრეთელები ვართ, ღირებულებითი სისტემით ძალიან ვგავართ ხმელთაშუა ზღვის ტიპის კულტურის ქვეყნებს. სამუელ ჰანტინქტონი გამოყოფს რამდენიმე შრეს, რომელიც ფუნდამენტურია ამერიკისათვის, მაგალითად: პროტესტანტული ქრისტიანობა და ა.შ და ა.შ. ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ზოგადად სამხრეთული კულტურებისთვისაა დამახასიათებელი - ოჯახურ-კლანური წარმოდგენები, რომელზეც ლელამ ილაპარაკა, ჩვენთვის აბსოლუტურად ფუნდამენტურია. როგორ მოხდა ის, რომ დღეს XXI საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანწილად ვართ ტრადიციული ღირებულებების მატარებლები? საქმე ის არის, რომ საბჭოთა კავშირი არ ყოფილა მოდერნისტული ქვეყანა. თითქოს ინდუსტრიული ქვეყანა იყო, თითქოს მუდმივად ორიენტირებული იყო პროგრესზე, კოსმოსში გაუშვა პირველი ადამიანი, მაგრამ არა! საქმე ის იყო, რომ საბჭოთა კავშირში მოდერნიზაციის პირველი კრიტერიუმი - დიფერენციაცია, სხვადასხვა სოციალური ქვესისტემების ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირება - არ არსებობდა. ეკონომიკა ფუნქციონირებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ლოგიკით, მასში არ უნდა ჩაერიო, ცნობილი იდეაა. საბჭოთა კავშირში ეს ასე არ ხდებოდა. არ ხდებოდა ხელოვნების, სამართლის, პოლიტიკის დამოუკიდებელი განვითარება. საბჭოთა კავშირში ერთი იდეოლოგია საზოგადოების ყველა სფეროს აკონტროლებდა და საქართველოს შემთხვევაში 70-80-იან წლებში ამას ემატებოდა ძალიან საინტერესო რამ: იმ წლების ქართულ წარმოდგენებს ზოგადად ეკონომიკაზე შრედ ედებოდა სამხრეთული ტიპის წარმოდგენები სამსახურზე და სამუშაოზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფულის შოვნა, მუშაობ იმისათვის, რომ ფული სხვების დასანახად დახარჯო და ა.შ. ეს ორი რამ საოცარ გავლენას ახდენს ჩვენზე, დღეს კი ამას ახალი რამ ემატება - დღევანდელი ცხოვრება უდავოდ ითხოვს სხვაგვარ ღირებულებებს. მაგალითად, მხოლოდ ქართველობის რაღაც განსაკუთრებული ხაზგასმით ვერ იქნები წარმატებული თანამედროვე სამყაროში, შესაბამისად შემოდის უფრო მოდერნისტული, კარიერაზე, მიღწევაზე ორიენტირებული ღირებულებები. სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციასთან ერთად საილუსტრაციოდ რელიგიის მომენტიც გამოვიყენოთ. ტოტალური შემობრუნება ეკლესიისაკენ 90-იან წლებში ეკონომიკურ-სოციალური გაჭირვების გამოვლინება იყო. ხშირ შემთხვევაში ეს იყო სასოწარკვეთილი ადამიანების უკანასკნელი ნავსაყუდელი. მაგრამ დღევანდელი რელიგიურობა სხვა ტიპის მოვლენაა. რადგანაც 90-იან წლებში დაბადებულ-გაზრდილი ადამიანების უდიდესი ნაწილის სოციალიზაცია რელიგიურ ღირებულებებზე მოხდა, შესაბამისად ძალიან საინტერესო დინამიკის მომსწრენი გავხდებით. იდენტობის ნაციონალური იდეა, რომელიც სახელმწიფოზე უნდა ყოფილიყო მიბმული, ამ უკანასკნელის საოცარი სისუსტის გამო ეკლესიაზე მიბმული აღმოჩნდა. ახლა სახელმწიფო ძლიერდება, ხდება სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მიიღწევა პოლიტიკური სტაბილურობა, მაგრამ რელიგიური კომუნის დასუსტებას არ ველი, რადგან 90-იან წლებში სწორედ ახალი თაობის რელიგიური ღირებულებების სოციალიზაცია მოხდა, რაც შემდგომში აუცილებლად მოახდენს გავლენას მომდევნო თაობაზე. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ზუსტი ფორმულა გვაქვს და ზუსტად ავხსნით როგორ მიმდინარეობს პროცესები. ყოველი კონკრეტული სოციალური სურათი ძალიან დიდ დაფიქრებას და ფუნდამენტურ, მართლაც მრავალწლიან გამოცდილებას მოითხოვს. ამ გამოცდილებას სოციალური მეცნიერება ახლა იძენს.

  • ბექა მინდიაშვილი: რა ცვლილებები მოხდა ტოტალიტარული რეჟიმის დანგრევის შემდეგ ღირებულებათა შკალაზე? როგორ აისახა ეს მოვლენა ოჯახთან, კანონთან, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან ჩვენს დამოკიდებულებაზე?

ლელა გაფრინდაშვილი: გიგას საუბრიდან გამოიკვეთა ის, თუ როგორ უნდა დავადგინოთ მიმართება ღირებულებებს, იდეასა და იდეოლოგიას შორის. სოციალიზმის ამოდენა პერიოდი გავიარეთ, რომელიც თანასწორობას ქადაგებდა, და შემდეგ ჯურღმულში აღმოვჩნდით? რა მოხდა? ყველა იდეა და მათ შორის თანასწორობისა და სამართლიანობის იდეაც იდეოლოგია იყო, რომელსაც მექანიკურად იღებ. სოციალიზმის პირობებში არჩევანი არ არსებობდა. პოსტსაბჭოთა პერიოდის ერთი მიტინგი მინდა გავიხსენო, როდესაც მომიტინგეს ჰკითხეს, აქ რატომ დგახარო, მან უპასუხა, დამოურჩილებლობა მინდაო. მან დაუმორჩილებლობა და დამოუკიდებლობა გააიგივა. იმისათვის, რომ რაღაც მოაქციო შენს ღირებულებათა სისტემაში, აუცილებლად უნდა გქონდეს არჩევანის თავისუფლება, ხოლო არჩევანის თავისუფლება ვერ გექნება, თუ ცნობიერება არ ჩართე ამ პროცესში. ჩემ მიერ უკვე ნახსენებ კვლევაში ქალის უფლებებთან დაკავშირებით ასეთი პარადოქსი გამოიკვეთა: ყველანი ამბობდნენ, რომ საქართველოში ირღვევა ქალის უფლებები, მაგრამ როგორც კი შეეკითხებოდი კონკრეტულად რა უფლება ირღვევა, არ იცოდნენ. ეს ისევ და ისევ განათლების დონესთან არის დაკავშირებული. კონფლიქტი ცოდნასა და უმეცრებას შორის პირდაპირ კავშირშია ღირებულებებთან.

მარინა ჩიტაშვილი: მინდა დავუბრუნდე თქვენს კითხვას დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით. დემოკრატიზაცია გულისხმობს ისეთი ღირებულებითი სისტემის გაბატონებას, სადაც ადამიანის უფლებები მაქსიმალურად არის დაცული. რატომ გაქრა ის სოციალური კეთილდღეობა, რომელიც საბჭოთა კავშირში გვქონდა? გაქრა ძალიან მარტივი მიზეზის გამო - 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ იმავე წლის 19 აგვისტოს მოსკოვის პუტჩი მოხდა. საქართველომ პუტჩის მიმართ ტოლერანტობა გამოხატა ყაზახეთთან ერთად; ყაზახებმა სამი დღით გვიან მაინც დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება, ჩვენ კი იმ დღესვე. იმავე 19 აგვისტოთი ისარგებლა ბალტიისპირეთმა და ის საბოლოოდ დაშორდა საბჭოთა კავშირის სივრცეს. ჩვენ კი დავრჩით ამ სივრცეში და მოვექეცით სიტუაციაში, როდესაც არ შეიძლებოდა ბუნებრივი გზით განვვითარებულიყავით. ის, რაც საქართველოში მოხდა, ბუნებრივი განვითარება იყო პოსტსაბჭოთა რეჟიმისა, იმიტომ, რომ იქ არ არსებობდა არანაირი თანასწორობა. თანასწორობისა და კეთილდღეობის ილუზია იმის შედეგად იქმნებოდა, რომ საბჭოთა კავშირს მუდმივად, ყოველ წელიწადს ჰყავდა ოცი მილიონი პატიმარი, რომელიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა და მათ მიერ ნაწარმოები პროდუქტით ხდებოდა ბალანსირება. საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა სადაც, განსაკუთრებით 70-იან წლებში, დაშვებული იყო ორმაგი აზროვნება. ოფიციალურად გაბატონებული იდეოლოგიური აზროვნება უნდა შეგენარჩუნებინა, ხოლო შენთვის რაც გინდოდა, ის გელაპარაკა. ქართული ფილოსოფიური სკოლა ამის საუკეთესო მაგალითია - იწერებოდა, ვთქვათ, კირკეგორის კრიტიკა, სამი წინადადება ეძღვნებოდა ამ კრიტიკას, მერე კი იწყებოდა კირკეგორის გადმომღერება. ასეთ მოვლენას არ აქვს მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფთი მხარე. დადებითი ის იყო, რომ ქართულ ენაზე შეგეძლო, ბოლოს და ბოლოს, კირკეგორის (ან სხვა რომელიმე, საბჭოური თვალსაზრისით მიუღებელი) მოაზროვნის ტექსტი წაგეკითხა, უარყოფითი მხარე კი ის გახლდათ, რომ ავტორი მისდაუნებურად კომპრომისზე მიდიოდა. შედეგად ის მივიღეთ, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ არსებობდა წელგამართული დისიდენტური მოძრაობა, არ არსებობდა იდეისადმი მიმყოლობა, არ არსებობდა ე.წ. ეკოლოგიური ხედვა, ანუ მომავლის ხედვა და მომავლისათვის ცხოვრება. ის, რომ მე ჩემი შვილისთვის სახლი მინდა მქონდეს, არ ნიშნავს, რომ მე მომავლისათვის ვცხოვრობ. ეკოლოგიური ხედვა გულისხმობს, რომ ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რისი გაუკეთებლობაც რაღაც პრინციპის გამო არ შეიძლება. ამ მოვლენას ვუყურებ არა დღევანდელი გადასახედიდან, არამედ ვათავსებ მას ეთიკის, მორალისა და ღირებულებების კონტექსტში. საბჭოთა კავშირში არ არსებობდა ღირებულებების კონტექსტი, ეს კონტექსტი აბსოლუტურად ნიველირებული იყო. როგორც კი ეს სისტემა მოიშალა, აღარ არსებობდა არანაირი სხვა სისტემა და ჩვენ აღმოვჩნდით, ასე ვთქვათ, გონიერი არსებები, რომლებიც გადარჩენისათვის იბრძვიან. ასეთ შემთხვევაში ეკლესიისაკენ მიბრუნება საგულისხმო მოვლენაა, რომლის სერიოზული კვლევა არ ჩატარებულა. რატომ მიბრუნდა ეკლესიისაკენ ხალხი? არსებობდა რაღაცა, რაც დაკეტილი იყო, ახლა კი იქ შესვლა შესაძლებელი გახდა. ზუსტად ასევეა ახალი ღირებულებები - მათი მიღება შესაძლებელია. დავაკვირდეთ იმ თაობას, რომელიც 1990-იან წლებში დაიბადა. მათ გამოიარეს სამოქალაქო ომი, რბილი პური ენატრებოდათ, მერე კი ოდნავ უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდნენ - აქვთ შადრევნები, ატრაქციონები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქვთ სინათლე. მათთვის პროგრესი, როგორც ასეთი, განხორციელდა. მათი სოციალიზაცია ხდება უკვე სრულიად სხვა გარემოში, ვიდრე ჩვენი თაობისა, და შესაბამისად, თუკი ღირებულებებს დავუბრუნდებით, როგორ წარმოგიდგენიათ - შესაძლებელია ქვეყანაში ერთი და იმავე ტიპის მოდუსი არსებობდეს? ვერ იარსებებს ასეთი მოდუსი. შეიძლება ხელოვნურად მოხდეს ვიღაცის ტრანსფირმირება საამისოდ? ხელოვნურად, პროპაგანდის საშუალებით ეს ვერანაირად ვერ მოხდება იმიტომ, რომ ასეთ დროს იგი განიცდება როგორც იძულება. მაგრამ თუ შექმნით მექანიზმს იმისას, რომ ღირებულებები შემეცვალოს, როგორც ფსიქოლოგი ორივე ხელს ვაწერ, რომ ღირებულებები საკმაოდ დინამიკური ფენომენია და ისინიც შეიცვლება.

  • ბექა მინდიაშვილი: 2000 წელს იაპონიის მთავრობის კომისიამ იაპონიისათვის სამომავლო პრიორიტეტების გამოვლენის კვლევა განახორციელა. ამ კვლევის ერთი ნაწილი დაკავშირებული იყო იაპონელთა ცხოვრების ყაიდის შეცვლასთან. მთავრობის კომისია მოქალაქეებს სთავაზობდა ნაკლებად ტრადიციული ღირებულებებისკენ აეღოთ გეზი, ვინაიდან, მაგალითად, მოსწავლეები, რომლებსაც ყველგან არ მოეთხოვებოდათ ფორმის ტარება, სკოლის შემდეგაც ნაცრისფერ ფორმაში გამოწყობილები დადიოდნენ; ან კლერკი სამსახურიდან დროზე ადრე არ მიდიოდა მაშინაც კი, როცა ადრიანად ამთავრებდა თავის სამუშაოს. ანუ ამ კვლევაში კოლექტივისტური ღირებულებების დაძლევაზე იყო საუბარი, რამაც გააკვირვა ძალიან ბევრი იაპონელი. რამდენად შესაძლებელია შეიცვალოს ღირებულებები და საითკენ უნდა აიღოს გეზი ჩვენმა საზოგადოებამ?

გიგა ზედანია: ღირებულება ზუსტად ის არის, რაც ჩემს არჩევანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ალბათ ეს არის ყველაზე ფუნდამენტური განსაზღვრება ღირებულებისა. ღირებულებას მე არ ვირჩევ, ის თვითონ მირჩევს მე. რაღაცა არის ჩემში, რაც მისკენ მიზიდავს. შესაბამისად, ძალიან რთულია ღირებულების გამოცვლა ქადაგებით. მაგალითად: ჩვენს სკოლებში ისწავლება სამოქალაქო განათლება; თუ მას ასწავლის მასწავლებელი, რომელიც ბავშვს უყვირის და უწივის, არ ექცევა მას პატივისცემით ან ხელით ეხება, რასაკვირველია ეს სწავლება არ იქნება ეფექტური. ანდა თუ სკოლა არ არის მართული დემოკრატიულად, თუ ბავშვმა იცის, რომ დირექტორი თავად წყვეტს ყველაფერს და თუ ის ნათესაობითა და ნაცნობობით აღწევს რაღაცეებს ცხოვრებაში, ბუნებრივია, იგი დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს ვერ შეითვისებს. მაგრამ თუ მოსწავლემ იცის, რომ სკოლა დემოკრატიულად იმართება, სკოლის დირექტორი დემოკრატიული პრნციპებით არის არჩეული, რომ მან შექმნა მოსწავლეთა კავშირი, რომლის წარმომადგენელიც დაესწრო არჩვენებს და ხმა მისცა დირექტორად მის არჩევას და ა.შ., ანუ თუ ის ხედავს, რომ რასაც მას ასწავლიან, იმასვე ახორციელებენ ცხოვრებაშიც, მაშინ უდავოდ შესაძლებელია ახალი ღირებულებების ჩამოყალიბება. რაც შეეხება დინამიკას - ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად რეალისტურად აფასებს, რომ დღეს ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც შეგვეძლო გვეთქვა: საქართველოს დემოკრატიული და ლიბერალური არჩევნები არის ხალხის გადაწყვეტილება. ლიბერალიზმი და დემოკრატია ერთსა და იმავეს არ ნიშნავს, შესაძლებელია უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება ლიბერალური, არ იქნება ადამიანის თავისუფლებაზე დაფუძნებული. როდესაც დღეს საქართველოში რესპონდენტებს შეეკითხები, რომელი პოლიტიკური სისტემა მიაჩნიათ საუკეთესოდ, მათი დიდი ნაწილი ამბობს, რომ ურჩევნია ჰყავდეს ძლიერი ლიდერი, რომელსაც არც პარლამენტი სჭირდება და არც არჩევნები. ცნობიერების დონეზეც კი არ იყო დასახელებული დემოკრატია. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება რელიგიის გადაწყვეტილებებს. არსებობს ასეთი ცნება - ავტორიტარული რეფლექსი: როცა ადამიანები კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდებიან, განსაკუთრებულად უნდათ გადაწყვეტილება მათ მაგივრად სხვამ მიიღოს, უნდათ პასუხისმგებლობა მთლიანად სხვას გადააბარონ. საკმაოდ ბანალური იდეაა, მაგრამ არსებობს ეს ფენომენი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით არ მიგვიღწევია იმ სიტუაციისთვის, როცა სტრუქტურები უზრუნველყოფდნენ ამ ტიპის სტაბილობას და არც იმ მდგომარეობაში ვართ, როდესაც ღირებულებები და ატიტუდები უზრუნველყოფენ ამ ტიპის სტაბილურობას. შესაბამისად, ჩვენ ელიტების მიერ მართული საზოგადოებად ვრჩებით, და, მეორეს მხრივ, პირიქით - ისეთი საზოგადოებაც ვართ, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ელიტის ლეგიტიმურობას. ჩვენი იმედი ამომრჩეველთა პრაგმატიზმია, ველით, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთონ, და, მეორე მხრივ, გვეიმედება, რომ ელიტა თანამიმდევრული იქნება.

  • ბექა მინდიაშვილი: რამდენად თანამიმდევრული შეიძლება იყოს ელიტა ლიბერალური ღირებულებებისკენ სვლისას იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს არ იტყვის საზოგადოების მართვაზე?

გიგა ზედანია: აქამდე უნდა მივიდეთ. უნდა მივიდეთ იქამდე, რომ საზოგადოება მართლა დაიყოს ინტელექტუალთა ჯგუფებად, რომლებსაც ძალიან კარგად ექნებათ გაცნობიერებული რა უნდათ. აქამდე ჩვენ, მგონი, არ მივსულვართ. ჯერ ჩვენ გვაქვს რაღაცა ფუნდამენტური თუ პრიმიტიული მოთხოვნილებები. მე მაინც მგონია, შეიძლება ხანდახან ისეთი სიტუაციაც დადგეს, რომ გადაწყვეტილებების მიღება იქნეს საჭირო, ერთ მხრივ, დემოკრატიულ და, მეორე მხრივ, ლიბერალურ პრინციპებს შორის. ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს რომ ვკითხოთ, არ არის გამორიცხული, რომ ძალიანაც მოუნდეს რელიგიური უმცირესობების დაჩაგვრა, და შესაბამისად ელიტის ფუნქციაა, რომ ამის ნება არ მისცეს მას.

  • ბექა მინდიაშვილი: მაგრამ თუ დიდ ნაწილს შევეკითხებით, უნდა თუ არა შეილახოს კერძო საკუთრების უფლება, მაშინ საპირისპირო სურათს მივიღებთ ალბათ, - უმრავლესობა იტყვის, რომ არ სურს მისი სახლი ვინმემ დაანგრიოს ან მიითვისოს.

გიგა ზედანია: კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით სიტუაცია უფრო რთულად მეჩვენება. პესოტოს ძალიან კარგი წიგნი მახსოვს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ყველაზე ღარიბ ქვეყნებშიც კი ძალიან ბევრი სიმდიდრეა, ოღონდ ეს სიმდიდრე არ გარდაიქმნება კაპიტალად, რადგან არ არსებობს ამ სიმდიდრის რეგისტრაცია, რის გამოც მისით ოპერირება შეუძლებელი ხდება. თუ ტყიბულში რაღაც მიწა დარეგისტრირებული არ არის, ნიუ-იორკიდან მას ვერასოდეს ვერ იყიდი და მისი ფასი ყოველთვის 500 დოლარი იქნება. თუ ამ სიმდიდრის რეპრეზენტაციის სისტემის ჩამოყალიბება მოხდება, მაშინ ეს სიმდიდრე გარდაიქმნება კაპიტალად და იწყებს ფუნქციონირებას. კერძო საკუთრების პრობლემას საქართველოში სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავდი. არ უარვყოფ, რომ რაღაცა ტიპის პრობლემები არსებობს, უბრალოდ, შეიძლება უფრო კომპლექსურად მიდგომა იყოს საჭირო.

ლელა გაფრინდაშვილი: სამართლის და სამართლიანობის განცდა თუ არ გაუჩნდა ადამიანს, მას არ ექნება მონაწილეობის სურვილი, თუ არ ექნა მონაწილეობის სურვილი, არ ექნება მონაწილეობის უფლება, და თუ ადამიანები მონაწილეობის უფლებას ვერ განახორციელებენ, რომელ დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ? არის შემთხვევები, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც დემოკრატიაზე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებთ. შეიძლება 15 წლის მოზარდი დაიჭირონ მატლებიანი მაკარონის მოპარვისათვის და არ გამოჩნდეს ადამიანი, ვინც მას დაეხმარება. ბუნებრივია, სასამართლო მას არ დაეხმარება, დასჯის და ორი წლით გაუშვებს ციხეში. ამ საზოგადოებაში ღირებულებად სამართალი უნდა ვაქციოთ. ასეთმა ადამიანებმა ვიღაცის საშუალებით კი არა, თვითონ უნდა მიაღწიონ სამართალს, თავიანთი პერსონალური მონაწილეობით. ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან იგვიანებს საქართველოში.

  • ბექა მინდიაშვილი: იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობამაც გადაწყვიტა შექმნას კომისია, რომლიც საზოგადოების განვითარების პრიორიტეტებს გამოკვეთდა, და ამ კომისიაში თქვენ მიგიწვევდნენ, რა რეკომენდაციებს შესთავაზებდით?

0x01 graphic

მარინა ჩიტაშვილი

მარინა ჩიტაშვილი: მინდოდა სწორედ მაგ თემას დავბრუნებოდი და მეთქვა, რა იქნება ყველაზე ადეკვატური ახალი ტიპის ღირებულების გაცნობიერებისათვის. ისევ განათლების თემას დავუბრუნდები. მოვიყვან იმავე მაგალითს - საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ არსებობენ საქართველოზე ლამაზი ქვეყნებიც, ოღონდ უნდა ვიცოდე მათი არსებობის შესახებ, სხვანაირად ვერასოდეს მექნება თანასწორობის განცდა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ფართო თვალსაწიერი, მან უნდა იცოდეს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის შესახებ, არამედ სხვების შესახებაც, რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს ეს განსხვავება მასსა და სხვას შორის. რაც შეეხება მეორე საკითხს, რაზედაც გიგამ ილაპარაკა, შემიძლია ჩემი აზრი მოგახსენოთ: არ მჯერა ქვეყნის, რომელსაც ელიტა მართავს. ჯერ ერთი, არსებობს თვითმარქვია ელიტა, მეორეც - აფრიკის ქვეყნები გავიხსენოთ, სადაც მიემართება ძალიან დიდი დოტაციები დემოკრატიზაციისთვის: იქ კარგად ჩანს, როგორ ხდება ელიტარული ჯგუფების ტრანსფორმირება და როგორ დევნის ერთი ჯგუფი მეორეს. კლასიკური მაგალითია რუანდა. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ და ნახოთ, რა ხდება იქ, ასე ვთქვათ, „სამართლიანობის დამკვიდრებისათვის“ - ერთი ტომის გენოციდი მეორე ტომის მიერ. და ეს ელიტარული ტიპის სახელმწიფოა, იქ ხელოვნურად შექმნილი ელიტა არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ ელიტას არ შეუძლია სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, განსაკუთრებით XXI საუკუნეში. როდესაც ლაპარაკია ღია საზოგადოებაზე, ქვეყანა აღარ უნდა წარმოადგენდეს დახურულ სისტემას. ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ინფორმაციაზე მონოპოლიის არსებობა ქმნის ელიტას. ელიტა არის ის, ვინც უფრო მეტი იცის, ვიდრე მოსახლეობის 90%25-მა. თუკი ყველას გვექნება სათანადო ცოდნის მარაგი, ასეთ შემთხვევაში არ ჩავთვლი, რომ ელიტა მმართავს. წარმოიდგინეთ პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს ერთი „ცუდი წინაპირობა“: ის იზოლირებულია თავისი მშობლიური ენითაც, რაც ხელს უწყობს იმას, რომ მისი საურთიერთობო სივრცე შეზღუდულია, ეს კი ავტომატურად ქმნის პირობას ელიტარიზმისთვის. თუ ასეთ ქვეყანაში არ მოხდა ახალი ინფორმაციების ინტენსიურად შემოდინება, არ მოხდა საინფორმაციო სივრცის გაფართოება, მაშინ ეჭვის ქვეშ დავაყენებდი იქ არამცთუ ლიბერალიზაციის და ლიბერალური სახელმწიფო სისტემის განვითარების შესაძლებლობას, არამედ დემოკრატიზაციის პრინციპის არსებობასაც. გამოვდივარ იმ შედარებითი მასალიდან, რომელიც არსებობს ანალოგიური ტიპის ქვეყნებში, სადაც ხელოვნურად ხდება ელიტაზე აქცენტის გაკეთება და მასზე დაყრდნობა. აქ დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადის პრინციპი მოქმედებს - თუკი მე მეძლევა ძალაუფლება და შესაბამისად საზოგადოებაში არსებობს განწყობა, რომ ჯობია მყავდეს ერთი ლიდერი და ყველა გადაწყვეტილება იმან მიიღოს, ასეთ შემთხვევაში წარმოიდგინეთ ელიტაში მოხვედრილი საწყალი და ძალიან პატიოსანი ადამიანი, რომელიც შივას მდგომარეობაში აღმოჩნდება: მის ფერხთით დამხობილა მთელი ინდოეთი! ვერ გეტყვით, რომ ის მაინცდამაინც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ რეკომენდაციაზე მიდგა საქმე, რეკომენდაცია ასეთი გახლავთ -რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და მეტი ხელმისაწვდომობა ადამიანებისათვის. ღრმად ვარ დარწმუნებული სოკრატეს სიტყვებში, ყველა ბოროტება არცოდნისაგან მოდისო. მაგალითად, საქართველოში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა მოზარდი დამნაშავეების პრობლემაა. კანადას ჰქონდა ზუსტად იგივე პრობლემა, ჰოლანდიასაც და თითქმის ყველა ქვეყანას. იკვლიეს და აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვანთა დანაშაული მათი გაუნათლებლობის პროპორციულად იზრდება, და დაიწყო პრევენციული ღონისძიებები განათლების სისტემის მოსაწესრიგებლად.

გიგა ზედანია: მხოლოდ 60-იანი წლების ძვრების შემდეგ, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ხდება სახელმწიფოში ელიტის როლის ეჭვქვეშ დაყენება. ელიტურობა არ გამორიცხავს დემოკრატიულობას, არსებობს ელიტა დემოკრატიაში. დემოკრატიის განვითარების ბოლო ეტაპზე მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ისეთ ცოდნასა და იმგვარ უნარჩვევებს იძენს, რომ ხელეწიფება უკანვე გამოიწვიოს ის ადამიანები, რომლებიც უხეიროდ მართავენ ამა თუ იმ სფეროს. ჯერჯერობით ასეთი უნარ-ჩვევები ჩვენს მოქალაქეებს არა აქვთ. განათლება უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ განათლება დღევანდელ სიტუაციაში დაკავშირებულია ინსტიტუციებთან, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან. თავისთავად განათლების გავრცელება რთულია, თუ არ მიაქციე ყურადღება გარკვეული ტიპის ეკონომიკურ მაჩვენებელს, საიდანაც რაღაც პროცენტს განათლებაში ჩადებ. ისევ იქამდე მივდივართ, რომ ღირებულებების სფერო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონესთანაა დაკავშირებული. განათლების სისტემის ჩამოყალიბება მართლა ძალიან სერიოზული ფინანსური ბერკეტებისა და ადამიანური რესურსების გარეშე შეუძლებელია.

მარინა ჩიტაშვილი: შეიძლება ჩემი ნათქვამი ისე ჟღერდა, თითქოს აბსოლუტურად ნეგატიური დამოკიდებულება მქონდეს ელიტისადმი. მინდა დავაზუსტო: აკადემიურ სფეროს ვეკუთვნი და ამ სფეროში არ არსებობს მოვლენა, რომელსაც ასპროცენტიანი პლუსი ეწერება, - ყოველთვის არსებობს მისი ჩრდილოვანი მხარე. მე არ მჯერა ელიტის მმართველობის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შედეგისა. ელიტური მმართველობა, ისევე როგორც ნებისმიერი ტიპის მმართველობა, ვერ იქნება დაზღვეული მოულოდნელი შედეგებისაგან, რადგან ისიც განუსაზღვრელია.

5 გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სიტყვა ევროპარლამენტის სხდომაზე

▲ზევით დაბრუნება


Tolerance

2007 წლის 17 იანვარს, სტრასბურგში

0x01 graphic

ზოგი ფიქრობს, რომ ევროპის არსის განსაზღვრა უაზრობაა. გულახდილად გეტყვით, ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ და შეგახსენებთ ჟაკ დელორის ცნობილ განცხადებას, რომ ჩვენ სული უნდა შთავბეროთ ევროპას. ნება მომეცით, საკუთარი აზრი გაგიზიაროთ ამის თაობაზე. ჩვენ ევროპის სული უნდა ვიპოვოთ, რადგან სინამდვილეში მას სული აქვს, ის არ საჭიროებს ჩვენგან სულის შთაბერვას. არის თუ არა ეს სული მრავალფეროვნების სინონიმი? მოვიყვან დიდი ევროპელის, პრაღელი მწერლის კარელ ჩაპეკის სიტყვებს, რომელმაც ყველაზე ლამაზად გამოხატა ეს აზრი: „ევროპის გამჩენმა ეს კონტინენტი პატარა ზომისა შექმნა და მრავალ ნაწილადაც დაჰყო, რათა ჩვენი გულები მისი სიდიდით კი არა, მისი მრავალფეროვნებით გაეხარებინა“.

მრავალფეროვნება? დიახ, უეჭველად სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ევროპა ძლიერდება და ყვავის თავისი მრავალფეროვნების წყალობით. ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ ის განსხვავებულობა, რაც ჩვენს ერებს და რეგიონებს შორის არსებობს, გვსურს შევინარჩუნოთ ენებისა და მენტალობის მრავალფეროვნება. ჩვენ არ შეგვიძლია და არც მოვახდენთ ყველაფრის ჰარმონიზებას, რისი ჰარმონიზებაც კი შესაძლებელია.

დიახ, ჭეშმარიტად, ევროპა ძლიერდება თავისი მრავალფეროვნებით, თუმცა ისიც სიმართლეა, რომ მრავალფეროვნება თავისთავად არ შეიძლება უნივერსალური ევროპული პრინციპი იყოს, რომელიც დაგვეხმარებოდა იმის გაგებაში, თუ რა აკავშირებს ევროპულ ქვეყნებს ერთმანეთთან სულის სიღრმეში და რა განსაზღვრავს მის სულს.

მაგრამ ვაღიარებთ რა ერებსა და ხალხებს შორის არსებულ განსხვავებულობას, ჩვენ მივდივართ შეკითხვამდე, რომელზეც პასუხი უნდა გაიცეს; კერძოდ: რა არის ის, რაც შესაძლებელს ხდის ევროპის მრავალფეროვნებას? ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია. ეს თავისუფლებაა. თავისუფლება ხდის შესაძლებელს ჩვენს მრავალფეროვნებას. თავისუფლება ნებისმიერ თავის გამოვლინებაში აუცილებელი წინაპირობაა ევროპული მრავალფეროვნებისთვის, იქნება ეს აზრის თავისუფლად გამოხატვა, მაშინ, როცა ბევრს არ მოსწონს ეს აზრი, რწმენის თავისუფლება, საქმის კეთების თუ ხელოვნების ნაწარმოების შექმნის თავისუფლება. ევროპას ისევე სჭირდება თავისუფლება, როგორც ჩვენ სუნთქვა. იქ, სადაც ის (თავისუფლება) იზღუდება, ჩვენ ვსუსტდებით.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროპას ახსოვდეს: თავისუფლება არ არის ისეთი რამ, რასაც ერთხელ და სამუდამოდ მოიპოვებ. თავისუფლებას თითქმის ყოველდღე თავიდან უნდა მიაღწიო. და თავისუფლება მარტო არ არსებობს. ის განუყოფლად არის დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან. ამიტომ როდესაც ჭეშმარიტ თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის სხვა ადამიანების თავისუფლებას ვგულისხმობთ.

ამის თქმა ვოლტერის ცნობილი სიტყვებითაც შეგვიძლია: „მე არ ვეთანხმები შენს ნათქვამს, მაგრამ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავ შენს უფლებას, გამოთქვა, რასაც ფიქრობ“.

ჩემი აზრით, ვოლტერი ევროპული სულით იყო განმსჭვალული, რადგან ვოლტერის სიტყვები გვიჩვენებს, რომ ის, რაც ევროპისთვისაა დამახასიათებელი და რაც მის სულს განსაზღვრავს, ჩვენი მიდგომაა მრავალფეროვნებისადმი. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ევროპელები ვსწავლობდით, რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოგვეყენებინა სწორედ ეს მრავალფეროვნება. თვისება, რომელმაც ეს შეგვაძლებინა და რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევიგრძნოთ თავისუფლება სხვა ადამიანებზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების პირობით, ფასდაუდებელი მონაპოვარია.

ეს თვისება ტოლერანტობაა. ევროპის სული ტოლერანტობაა. ევროპა ტოლერანტობის კონტინენტია. ჩვენ საუკუნეები დაგვჭირდა ამის გასაგებად და ტოლერანტობისკენ მიმავალ გზაზე კატაკლიზმებიც გამოვიარეთ, ვდევნიდით და ვანადგურებდით ერთმანეთს, ვაოხრებდით სამშობლოს, საფრთხეს ვუქმნიდით ყველაფერს, რასაც ვეთაყვანებოდით. ჯერ ერთი თაობაც არ შეცვლილა ყველაზე გამანადგურებელი, უკიდურესი სიძულვილით აღსავსე წლებიდან, როცა ჩემი ხალხის სახელით თავზარდამცემ სისასტიკეს სჩადიოდნენ. ჩვენი ისტორიული გამოცდილება ნამდვილად არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ქედმაღლურად გავაკრიტიკოთ მსოფლიოს ის ხალხები და რეგიონები, რომლებსაც დღეს პრობლემები აქვთ შემწყნარებლობის თვალსაზრისით. და მაინც, ჩვენი ისტორია გვავალდებულებს, რომ პროპაგანდა გავუწიოთ ტოლერანტობას მთელს ევროპაში და მსოფლიოშიც და დავეხმაროთ სხვებს, ისწავლონ ტოლერანტობა და რეალურად გახდნენ შემწყნარებელნი.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ტოლერანტობა უაღრესად მომთხოვნი ღირსებაა. ის ჩვენგან გულსაც მოითხოვს და გონებასაც. მაგრამ დაუშვებელია მისი აღრევა თვითნებობასა და მერყეობაში.

და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შემწყნარებლობა, როგორიც დღეს გვჭირდება ევროპაში, უბრალოდ ძალადობისგან თავის შეკავებას ან „სხვის“ ატანას კი არ ნიშნავს, არამედ სხვის მიღებას სიხარულით.

ევროპის სულთან - ტოლერანტობასთან - მიახლოების ძალიან მარტივი გზა არსებობს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოვლენების სხვისი თვალით დანახვა. რატომ არ ცდილობთ ამის გაკეთებას? ჩვენი კონტინენტის მდიდარი მრავალფეროვნების აღმოჩენა ევროპის სხვადასხვა ხალხის თვალით ამაღელვებელი თავგადასავალია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შემწყნარებლობა მუდმივად გამოცდას გადის.

ამიტომ გარკვევით ვაცხადებ, რომ ევროპამ არასოდეს უნდა გამოამჟღავნოს შეუწყნარებლობის, მემარჯვენე თუ მემარცხენე ექსტრემისტების მიერ ჩადენილი ძალადობის, რელიგიის სახელით ჩადენილი ძალადობის მცირედი გაგებაც კი. თუ ტოლერანტობა შეუწყნარებლობისგან თავს არ დაიცავს, ის საკუთარი სიკვდილის ზარს დარეკავს. თომას მანის თქმით, „ტოლერანტობა დანაშაულად იქცევა, როდესაც ის ბოროტებას ემსახურება“. ადამიანებად სწორედ ტოლერანტობისა და შეუწყნარებლობის მიუღებლობის ერთიანობა გვაქცევს.

ლესინგის ცნობილ ბეჭდის არაკში, სადაც მოთხრობილია, როგორ გადაწყვიტა ნათან ბრძენმა, სამთაგან რომელი ძმა იყო მამის ბეჭდისა და რელიგიური ჭეშმარიტების ნამდვილი მემკვიდრე, მემკვიდრე კეთილი საქმეებით ვლინდება, ე.ი. ძმები ერთმანეთს სიკეთის ქმნაში უნდა შეეჯიბრონ. ვფიქრობ, რომ აქ კიდევ ერთხელ ვხვდებით ევროპის სულს - ის მშვიდობიანი ცხოვრებისა და ერთმანეთის თანადგომისკენ მოგვიწოდებს. როგორც ქრისტიანი, მე ვაცხადებ, რომ ევროპის ქრისტიანული პრინციპების ერთგული დამცველი ვარ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ლამაზი ლესინგის პიესის ის ნაწილია, სადაც მუსლიმი სულთანი ებრაელ ნათანს სთხოვს, ჩემი მეგობარი იყავიო და ამით ხიდს აგებს სხვადასხვა რელიგიებს შორის.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ის, რასაც ჩვენ ვეძიებთ და რისთვისაც ვიბრძვით, ხალხებს შორის ჰარმონიული თანაარსებობაა. ეს იყო და არის ევროპის გაერთიანების უმთავრესი მიზანი. ამ მიზნით გადაიდგა პირველი ნაბიჯები 1945 წლის შემდეგ. ხელშეკრულება ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანების შესახებ, ისევე, როგორც რომის ხელშეკრულებები, ჩვენს კულტურას თითქმის არ ეხებოდა, მაასტრიხტის ხელშეკრულებაშიც კი მას მინიმალური ადგილი აქვს დათმობილი.

მაგრამ ერთიანი ევროპის ხედვის გარეშე, რაც ევროპის არსს განსაზღვრავს, ეს ხელშეკრულებები ვერ შესრულდებოდა. მათში წამოჭრილია ევროპული ქვეყნების ურთიერთქმედების ძირითადი საკითხები და ზოგი მათგანი წარმატებით არის კიდეც გადაჭრილი. მე ვალდებულებები მაკისრია ევროპის წინაშე, იმ ევროპისა, სადაც ყველა წევრი ქვეყანა, წევრი ძველი თუ წევრი ახალი, დიდი თუ მცირე, ერთნაირად მიიღებს მონაწილეობას საერთო ამოცანების გადაჭრის საქმეში. ჩვენ წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ გავაერთიანებთ ჩვენს ძალებს. ამიტომაც არის ჩვენი პრეზიდენტობის დევიზი: „ევროპა - ერთად წარმატებისაკენ“. ნება მიბოძეთ, დავძინო, რომ ევროპა წარმატებას მხოლოდ ყველა ქვეყნის ერთიანობით მიაღწევს.

მე ვალდებულებები მაკისრია იმ ევროპის წინაშე, რომელიც კონცენტრაციას ახდენს იმ საკითხებზე, რომელთა რეგულირება ყველაზე კარგად ევროპის დონეზეა შესაძლებელი, და ამას საჭირო ერთგულებითა და ეფექტიანად აკეთებს. და, მეორე მხრივ, მე ვალდებულებები მაკისრია იმ ევროპის წინაშე, რომელიც წევრ ქვეყნებს, მათ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს იმ საკითხებს უტოვებს მოსაგვარებლად, რომელთა გადაჭრა ევროპის დონეზე მათთვის შემაფარხებელი იქნებოდა.

მე ვალდებულებები მაკისრია იმ ევროპის წინაშე, რომელიც პრობლემების ევროპულ დონეზე მოგვარებას ეყრდნობა, როდესაც საჭიროა ერთობლივად მოქმედება, რათა თავი გავართვათ 21-ე საუკუნის რთულ გამოწვევებს: გლობალიზაციას და ახალ ხიფათებს, რაც მშვიდობასა და ადამიანთა უსაფრთხოებას ემუქება - მაგალითად, ტერორიზმს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სირთულეებს ღირსეულად მხოლოდ შემწყნარებლური დამოკიდებულებით დავძლევთ.

კონსტიტუციის პროექტი ევროპის ხელშეკრულების პირველი ტექსტია, რომელიც საგანგებოდ ეხება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სიმბოლოს - ტოლერანტობას და რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩავყაროთ ახალი საძირკველი, რომელზე დაყრნობითაც ევროპა ახალ და გონივრულ წესებს შეიმუშავებს, წესებს, რომლებიც ევროკავშირის ახალ საზღვრებს ითვალისწინებს და ახალ სირთულეებს ასახავს, წესებს, რომლებმაც სამოქმედო სივრცე უნდა მოგვცეს, ვინაიდან დღევანდელი წესებით ევროპა ვერ გაფართოვდება და ვერც საჭირო გააწყვეტილებებს მიიღებს.

ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს მდგომარეობა. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის და წევრი ქვეყნების კომპეტენციის მკაფიოდ განსაზღვრული არეალი. პროცედურული წესები უფრო ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს, ვიდრე დღეს არის ფორმულირებული. ხელშეკრულებები, რომლებსაც კავშირი ეყრდნობა, დღევანდელ ცვლილებებს უნდა მიესადაგოს, თუ გვსურს, რომ გაფართოებულმა ევროკავშირმა იარსებოს ხვალინდელ მსოფლიოში. ამიტომ არის, რომ ევროპული საბჭოს სახელით კონსულტაციების გამართვას ვაპირებ წევრ სახელმწიფოებთან, ევროკომისიასთან და ევროპარლამენტთან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დავძლიოთ კონსტიტუციური ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კრიზისი. ფიქრის დრო გავიდა. ჩვენი ამოცანაა ახალი გადაწყვეტილებების მომზადება ივნისისათვის. ვაპირებ ვიბრძოლო იმისთვის, რომ გერმანიის პრეზიდენტობის ვადის დასასრულს მზად იქნეს კონსტიტუციასთან მისასვლელი გზის რუკა. ამ პროცესის წარმატებით დამთავრება ევროპარლამენტის 2009 წლის გაზაფხულის არჩევნებისთვის ევროპის, მისი ქვეყნებისა და მოქალაქეების ინტერესში შედის და თუ ამას ვერ შევძლებთ, ეს ჩვენი ისტორიული მარცხი იქნება.

მოდით, დავძლიოთ ეს სირთულე და ვიხელმძღვანელოთ მრავალფეროვნებისადმი ჩვენი მიდგომით - შემწყნარებლობის სულისკვეთებით, როგორც ეს ადრეც გაგვიკეთებია ევროპაში ისტორიული გადაწყვეტილებების მიღების დროს! ბოლოს და ბოლოს, ის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, მართლაც სერიოზული რეალობაა. ვფიქრობ, რომ ორი პრიორიტეტი გვაქვს დასადგენი: პირველი, ევროკავშირისგან ყოველი მხრიდან მოითხოვენ საგარეო და უსაფრთხოების კურსის ჩამოყალიბებას. კოსოვოში ევროკავშირი მხარს დაუჭერს სტატუსთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას. სტაბილურობა დასავლეთ ბალკანეთში ჩვენს საერთო ინტერესში შედის და დავამატებდი, რომ ევროპული პერსპექტივის გარეშე ამ სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

ახლო აღმოსავლეთში ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს მშვიდობის დამყარების პროცესს აშშ-სთან, გაეროსთან და რუსეთთან თანამშრომლობით. მოკლედ რომ ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთის კვარტეტს აქტიური მოქმედება მოეთხოვება. თუმცა პროგრესის მისაღწევად აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირის საერთო პოზიცია ამ რეგიონში მშვიდობის დამყარების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების კუთხით. ეს ირანის ატომურ პროგრამასთან მიმართებაში ჩვენს კურსსაც ეხება. ევროპა არსებითად დაინტერესებულია, რომ ავღანეთში განვითარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. ჩვენ გვესმის, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ სამხედრო და სამოქალაქო ღონისძიებების შერწყმით თუ მივაღწევთ წარმატებას. სხვანაირად არაფერი გამოგვივა, ჩიხში მოვემწყვდევით.

ევროკავშირმა მის სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებზე ზემოქმედების უფრო მეტი ნება უნდა გამოამჟღავნოს. ჩვენ არ შეგვიძლია ყველა იმ სახელმწიფოს სურვილის დაკმაყოფილება, რომელთაც ევროკავშირში გაერთიანება სურთ. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ამ მხრივ გონივრული და მიმზიდველი ალტერნატივაა. ჩვენი პრეზიდენტობის პერიოდში ვაპირებთ სამეზობლო პოლიტიკის განვითარებას, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამას გარდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ დოჰას რაუნდის წარმატება. განვითარებადი ქვეყნების მსგავსად ჩვენც რისკის წინაშე ვდგავართ და ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ ძალებს არ დავიშურებთ წარმატების მისაღწევად.

ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის შეხვედრაზე განვიხილავთ ტრანსატლანტიკური ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ ერთმანეთისთვის ძირითადი საინვესტიციო პარტნიორები ვართ. გლობალური კონკურენციის ინტერესში შედის მუშაობის გაგრძელება სავაჭრო ბარიერების მოხსნის კუთხით, იქნება ეს საპატენტო კანონმდებლობაში, ინდუსტრიულ სტანდარტებში თუ საფონდო ბირჟებზე არსებული ბარიერები. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ტრანსატლანტიკური ბაზარი ევროპის ინტერესს პასუხობს.

მაგრამ მხოლოდ ამერიკასთან ურთიერთობით არ უნდა ვიყოთ დაინტერესებული. ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ევროპის პარტნიორობა რუსეთთან და იგი რაც შეიძლება მეტად უნდა გაფართოვდეს. სწორედ ამიტომ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

აქ არსებით როლს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხი შეასრულებს. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა მოლაპარაკებები გერმანიის პრეზიდენტობის განმავლობაში დაიწყოს. მე ხმამაღლა და გარკვევით ვამბობ, რომ ჩვენ რუსეთთან საიმედო ურთიერთობა გვჭირდება, ვინაიდან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ნდობის ფაქტორი.

ამავე დროს ტაბუდადებული არ უნდა იყოს ისეთი რთული საკითხები, როგორიც არის მედია, სამოქალაქო საზოგადოება და რუსეთის კონფლიქტები მის მეზობლებთან.

ქალბატონებო და ბატონებო, ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც მარტში გაიმართება, და - ვინაიდან პრეზიდენტობა ამჟამად გერმანიას აკისრია - „დიდი რვიანის“ სამიტზეც განზრახული გვაქვს, საფუძველი ჩავუყაროთ მსოფლიო მასშტაბის შეთანხმებას კლიმატთან დაკავშირებით 2012 წლის შემდგომი პერიოდისათვის. ჩვენ ვიცით, რომ, ერთის მხრივ, ევროპა ამ სფეროში პიონერი უნდა გახდეს. მეორეს მხრივ, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოვუწოდოთ აშშ-ს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირთან ენერგიასა და კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკის სფეროებში, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა, ვინაიდან არ არის გადაჭარბება, როდესაც ვამბობ, რომ ენერგიის მისაწვდომობა და კლიმატის დაცვა კაცობრიობის წინაშე 21-ე საუკუნეში მდგომი ორი უმთავრესი პრობლემაა.

ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ გვინდა, აგრეთვე, ხელახლა განვსაზღვროთ ევროკავშირის ურთიერთობა აფრიკასთან. ჩვენი მეზობელი კონტინენტი - აფრიკა - ცვლილებებს განიცდის. როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი და გონივრული იქნებოდა ინვესტიციები განგვეხორციელებინა ამ კონტინენტზე. ამიტომ ჩვენ სწრაფად დავიწყებთ მზადებას ევროკავშირ-აფრიკის სამიტისათვის, რომელიც პორტუგალიის პრეზიდენტობის პერიოდში ჩატარდება.

ქალბატონებო და ბატონებო, დღევანდელი ამ tour d'horizon1-ის მიზანია, გაგაცნოთ ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში არსებული ძირითადი პრობლემები. ერთი რამ ცხადია: ამ პრობლემების დაძლევა მხოლოდ ძალთა გაერთიანებით არის შესაძლებელი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ როგორც ერთმა მთლიანმა ორგანიზმმა. სწორედ ამიტომ გვჭირდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საგარეო პოლიტიკისთვის - რათა შევძლოთ იმის გაკეთება, რასაც ვქადაგებთ. ეს კიდევ ერთი მიზეზია საკონსტიტუციო შეთანხმების მისაღებად.

ქალბატონებო და ბატონებო, ევროპამ ხელახლა უნდა განსაზღვროს თავისი საგარეო ურთიერთობები, მაგრამ ეს მისი შინაური პოლიტიკისთვისაც არის საჭირო. ჩვენი კეთილდღეობის, განვითარების, დასაქმებისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპის აყვავებული სახელმწიფოს ჩვენი მოდელის შენარჩუნება და განვითარება გლობალიზაციის პირობებში - სწორედ ამას ელიან მოქალაქეები ევროპისგან და საკუთარი მთავრობებისგან. ამიტომ ეს ჩვენი პრეზიდენტობის პერიოდისთვის დასახული მეორე პრიორიტეტია. ლისაბონის სტრატეგიის საფუძველია ძლიერი ეკონომიკის მქონე სოციალური ევროპის ხედვა, ევროპისა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება გარემოს დაცვის საკითხს. ეკონომიკა ვითარდება და ტენდენცია გრძელდება. როდესაც მესმის სიტყვა „განვითარება“, მე სამუშაო ადგილებზე ვფიქრობ. და დარწმუნებული ვარ, რომ სამუშაო ადგილები ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. სწორედ ეს არის სოციალური ევროპა, რომელსაც ჩვენ ვესწრაფით. რაღა თქმა უნდა, რომ ამასთან ერთად დასაქმების პირობებზეც უნდა ვიფიქროთ. ამიტომ ენერგიის საკითხს ცენტრალური როლი დაეთმობა მარტში საბჭოს სხდომაზე, რომელზეც კომისიის წინადადებათა ყველა ასპექტს განვიხილავთ.

ჩემი აზრით, სამუშაო ადგილებისა და უფრო მეტი ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის მისაღწევი მექანიზმის შექმნასთან ერთად ევროპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიმღები პირებისთვის კიდევ ერთი მუდმივი ამოცანაა გადაჭარბებული ბიუროკრატიზმის აღმოფხვრა. ამიტომ განზრახული გვაქვს, ზედმიწევნით მივსდიოთ კომისიის ინიციატივებს, რომლებიც ყველა თქვენგანისათვის „უკეთესი კანონმდებლობის“ სახელით არის ცნობილი. იმედი მაქვს, ამასთან დაკავშირებით შევძლებთ ვისაუბროთ აგრეთვე ეგრეთ წოდებულ „უწყვეტობის რღვევის პრინციპზე“, ანუ პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ ევროკავშირის ნებისმიერი კანონპროექტი, რომელიც ვერ გაივლის მესამე წაკითხვას, უარყოფილი იქნება ევროპარლამენტის საკანონმდებლო ვადის დასასრულისათვის, თუმცა ვიცი, რომ ეს რთული საკითხია. ეს მშვენიერი დემოკრატიული პრაქტიკაა წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაში და რატომ არ უნდა იქნეს შემოღებული ევროპაში?

ახალი კომისიისა და პარლამენტის ჩამოყალიბებისას შესაძლებელია ახალი პოლიტიკური სტარტიც. დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი დემოკრატიული დასაწყისი ევროპარლამენტში არჩევნებს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს. მე ვთხოვ ევროპარლამენტის დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ ამ იდეას და პრეზიდენტ ქვეყანას წარუდგინონ წინადადებები და იდეები.

ქალბატონებო და ბატონებო, ყველა აღნიშნული ამოცანა ვერ შესრულდება ექვს თვეში. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მიდგომაზე, რომელიც გულისხმობს მოკლევადიან - ექვსთვიან პრეზიდენტობას. ევროპას განგრძობადობა და სტაბილურობა სჭირდება. სწორედ ამიტომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი გუნდური პრეზიდენტობა. მე ველი, რომ დღეს აქ, სტრასბურგში, შევხვდები ჩემს პორტუგალიელ და სლოვენიელ კოლეგებს და სათავე დაედება ევროკავშირის ისტორიაში პირველ გუნდურ პრეზიდენტობას. სხვათა შორის, ევროპაში უფრო მეტი განგრძობადობის შემოღების იდეა საკონსტიტუციო შეთანხმების კიდევ ერთი ახალი ელემენტია. და აი, ჩემმა ფიქრებმა სრული წრე შემოწერა. შემთხვევითი არ არის, რომ ვუბრუნდებით საკონსტიტუციო რეფორმის აუცილებლობას.

აშკარაა, რომ უზარმაზარი ბიუროკრატიული და დაყოფილი ევროპა ვერ შეძლებს ვერც ერთი იმ ამოცანის გადაწყვეტას, რომლებიც მოგვარებას საჭიროებს, ვერც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დარგში, ვერც კლიმატთან და ენერგიასთან დაკავშირებული პოლიტიკის, ვერც ევროპულ კვლევასთან დაკავშირებული სტრატეგიის, ვერც ბიუროკრატიზმის დაძლევის და ვერც გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის სფეროებში.

0x01 graphic

ყველა ეს პრობლემა ევროპას ერთობლივი მუშაობისაკენ მოუწოდებს. ისინი მოითხოვენ მარეგულირებელ წესებს, რომლებიც ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობას მოგვცემს. ამ პრობლემათა მოგვარებისთვის საჭიროა გაორმაგებული ძალისხმევა და ისინი მოგვიწოდებენ მზადყოფნისაკენ, მივიღოთ ცვლილებები და სიახლეები.

სასარგებლო იქნება, ყველამ გავაცნობიეროთ ის პირობები, რომლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი ყველაზე ქმედით განვითარებას შეძლებს. ამერიკელმა მეცნიერმა რიჩარდ ფლორიდამ გამოიკვლია ეს საკითხი და აღმოაჩინა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სამი ფაქტორი - ტექნოლოგია, ნიჭი და ტოლერანტობა! მხოლოდ სამივე ფაქტორის ერთიანობისას არის შესაძლებელი მდგრადი განვითარება მომავლისკენ ორიენტირებულ სფეროებში.

ტექნოლოგია, ნიჭი და ტოლერანტობა - რა მშვენიერი ამბავია ევროპისათვის და რა მშვენიერი პრინციპია ჩვენი მოქმედებისთვის! ტექნოლოგია, ნიჭი და ტოლერანტობა - ევროპის კეთილდღეობა ნოვატორობაზეა დამყარებული. ევროპის კეთილდღეობას საფუძვლად უდევს სამეცნიერო და ტექნოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური პროგრესი. და ევროპის კეთილდღეობას საფუძვლად ცნობისწადილიც უდევს. ამ ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად ევროპელებმა გამოიგონეს უდიდესი რამ - უნივერსიტეტები, რომლებიც ერთერთია მრავალი ევროპული იდეიდან, დღევანდელი მსოფლიო ჩვეულებრივ მოვლენად რომ აღიქვამს. ცნობისწადილის თავისუფლად განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა ტოლერანტობა, ვინაიდან მხოლოდ იმ ადამიანებს შეიძლება აინტერესებდეთ სხვა ადამიანების შეხედულებების, ცოდნისა და გამოცდილების გაცნობა, რომელთაც არ მიაჩნიათ, რომ მათი შეხედულებები შეუცდომელი ან ყველა თვალსაზრისით ერთადერთია. მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ სურვილი, ისწავლონ სხვებისაგან, ვისაც მიაჩნია, რომ არა მარტო მათ აქვთ განსაკუთრებული გონება, სულიერება და პასუხისმგებლობა. ამგვარი რამ სასარგებლოა და გვეხმარება ზრდასა და განვითარებაში. სხვა ადამიანებისგან სწავლას ახალ აღმოჩენებამდე მივყავართ. დღეს ჩვენ ამას ნოვატორობას ვუწოდებთ. მაგრამ მე ტექნოლოგიურ ნოვატორობაზე ბევრად მეტს ვგულისხმობ. ნოვატორობა მოიცავს კულტურულ მიღწევებს, პოლიტიკურ იდეებს, ინტელექტუალურ იდეებს. თავისი განსაკუთრებული ნოვატორული პოტენციალის გარეშე ევროპა ვერ გახდებოდა ისეთი, როგორიც ის დღეს არის.

მინდა მივმართო და მოვუწოდო თითოეულ ჩვენგანს, შევინარჩუნოთ ჩვენი ცნობისწადილი ტოლერანტული სულისკვეთებით, ცნობისწადილი, რომელიც ყვავის და ვითარდება, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ შეგვწევს უნარი, ფორმა მივცეთ სამყაროს ჩვენს ირგვლივ 21-ე საუკუნეში.

მართალია გერმანელი მწერალი პეტერ პრანგე ნაწარმოებში „Werte. Von Plato bis Pop“ („ფასეულობები. პლატონიდან პოპამდე“), როდესაც ამბობს, რომ ყველაფერს, რასაც კი ევროპელებმა ოდესმე მივაღწიეთ, უნდა ვუმადლოდეთ ჩვენში არსებულ წინააღმდეგობებს და მარადიულ კონფლიქტს, მუდმივ ჭიდილს შეხედულებებსა და მათ საპირისპირო შეხედულებებს, იდეებსა და მათ საწინააღმდეგო იდეებს, თეზისებსა და ანტითეზებს შორის.

და ახლა მე გეკითხებით: როგორ მოხერხდა, რომ უთვალავი ომისა და ტანჯვა-წვალების, ევროპაში არსებული მთელი რიგი წინააღმდეგობებისა და შეუსატყვისობების ფონზე 50 წლის წინ რომის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ისეთი საოცარი რამ, როგორიც ევროკავშირია? რამ მოგვცა იმის უნარი, რომ ეს მოგვეხერხებინა?

თქვენ იცით, რის თქმასაც ვაპირებ. ეს ის თვისებაა, რომელიც, ჩემი რწმენით, განსაზღვრავს ევროპის დამოკიდებულებას მისი მრავალფეროვნებისადმი - ეს ტოლერანტობაა.

რატომ ვერ უნდა შევძლოთ ამის გაკეთება მომავალი 50 წლის განმავლობაში?

დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

_________________

1. მიმოხილვა, აღრიცხვა, აღწერა (ფრანგ.)

6 ევროპა: სეკულარიზაციის გამოწვევა

▲ზევით დაბრუნება


Tolerance

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I

ინგლისურიდან თარგმნა დავით თინიკაშვილმა

0x01 graphic

ევროპის წარმოშობა და მისი მნიშვნელობა

ევროპის წარმოშობასა და მის მნიშვნელობას წარმოადგენს პიროვნების გაგება და ნუ დავივიწყებთ: პიროვნების განუყოფელი ნაწილია ურთიერთობა (communion).

ძველ ცივილიზაციებში, რომლებსაც ჩვენ „ტრადიციულს“ ვუწოდებთ, ყველაფერი უკავშირდება ერთგვარ „მაგიურ სფეროს“. ყველაფერი: ადამიანები, ღმერთები, კოსმოსი. სამყარო ზოგჯერ აღიქმება ილუზიად, ზოგჯერ ღმერთის თამაშად, მაგრამ ყოველთვის - უბრალო „გამოვლინებად“ (appearance), რომელსაც არ გააჩნია მდგრადობა საკუთარ თავში. ამ კონტექსტში დრო მოიცავს ციკლებს, რომლებშიც „ოქროს ხანა“ ყოველთვის წარსულშია, რომლებშიც ისტორია წარმოადგენს მხოლოდ დავიწყებისა და დაცემის პროცესს, რომლებშიც ჩვენ ვპროგრესირებთ წარსულისაკენ. ნებისმიერი სიახლე არის ყოველთვის ცუდი და ყველაზე მეტი, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს, არის აღდგენის აქტები, რაც თავისთავად ძალზე საშიშია. ზეპერსონალური „მე“-ს ფსიქოლოგიური გარსი ერთი არსებობიდან მეორეში გადადის, იქცევა ფატალურ „ციკლად“, რომლისგანაც ადამიანი ყოველთვის ცდილობს გაქცევას. „სხვა“, როგორც ასეთი, არ არსებობს. საზოგადოება ჩაკირულია (cemented) რიტუალურ კონფორმიზმში. ის, ვინც ამ გზიდან გადაუხვევს, ხდება დემონიზებული (ზოგჯერ საკრალიზებული) „განტევების ვაცი“, რომელიც ძალადობის ობიექტად იქცევა, მაგრამ რომელიც წმენდს საზოგადოებას საკუთარი დესტრუქციული იმპულსებისგან.

ქრისტეს შობამდე მე-7-6 და მე-5 საუკუნეებიდან, მეტ-ნაკლებად ყველგან, კაცობრიობის ისტორიაში დადგა, როგორც მას კარლ იასპერსმა უწოდა, „ღერძული პერიოდი“: ინდივიდუალური შეგნება საკრალური კოლექტივის გარეთ გამოვიდა, თავი იჩინა ფილოსოფიურმა კვლევა-ძიებამ, კონცეფციებმა გამოწვევის წინაშე დააყენეს მითები, წინასწარმეტყველება დაუპირისპირდა იმანენტურ საკრალურობას. ესენი იყვნენ კონფუცი ჩინეთში, ბუდა ინდოეთში, ზარატუსტრა ირანში, სოკრატე საბერძნეთში, უდიდესი ებრაელი წინასწარმეტყველები კი შუა აღმოსავლეთში.

ამ უნივერსალურ ცვლილებას ხანგრძლივი გავლენა მხოლოდ ბიბლიურ და ბერძნულ სამყაროებში ჰქონდა, რომელმაც მალე მოიცვა ელინისტური კულტურაც ალექსანდრე დიდის დაპყრობების შედეგად და შემდგომ რომიც. მსოფლიოს სხვა ადგილებში კი ერთგვარი უძრაობა დაბრუნდა. ელინისტურ სამყაროში განვითარდა ინდივიდისადმი ინტერესი, როგორც ეს ქრისტიანულ ხანამდე ბოლო საუკუნეებში არსებული უამრავი პორტრეტიდან ჩანს, - ინტერესი, რომელიც არასაკმარისად იყო დაკმაყოფილებული სტოიკოსთა ტლანქი სიმშვიდისა და ბედის ძალით გაღმერთებული ადამიანების მიერ, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ალექსანდრე დიდი ან კეისრები.

ერთი მხრივ, არსებობდა აზიური აღმოსავლეთი, სადაც ადამიანური ღვთაებრივთან იყო დაკავშირებული, ხოლო, მეორე მხრივ, ძველი დასავლეთი, სადაც ინდივიდისადმი ინტერესი გაღვივდა. სწორედ ამ ორ სამყაროს შორის გაჩნდა ბიბლიური გამოცხადება: პიროვნული ღმერთი, რომლის აღრევაც უკვე აღარ შეიძლებოდა ეროსთან და კოსმოსთან, და რომელმაც ადამიანს (მისი ხატების მეშვეობით) მოუწოდა გამხდარიყო უნიკალური, შეუდარებელი არსება; სამყარო უკვე აღიქმება როგორც ქმნილება, რომელიც ავტონომიურია და ღვთაებრივი სიბრძნით გაჯერებული; დრო კი - როგორც ისტორია, რომელიც კონკრეტული მიზნისკენ მიემართება. სახარებისეულმა გამოცხადებამ რაღაც ღრმა და ახალი წარმოშვა: ღმერთი სიყვარულია; ქრისტეს ხატების მეშვეობით ადამიანური პიროვნება უკვე კაცობრიობასთან ონტოლოგიურ ერთობაშია ფესვგადგმული. მე-4-5 საუკუნეების ეკლესიის მამებმა და საეკლესიო კრებებმა უფრო განავითარეს ქრისტეს მოწმობა, რომელიც იოანეს სახარებაშია გადმოცემული: „რათა ყოველნი ერთ იყვნენ, როგორც შენ ხარ, მამაო, ჩემში და მე შენში, რათა ისინიც ასევე იყვნენ ჩვენში“. ტრინიტარული არსებობის ხატით და მასში მონაწილეობით ჩვენ ერთდროულად ვართ მოწოდებულნი როგორც მრავალფეროვნებისაკენ, ასევე ერთობისაკენ. ორივე არსება, ღმერთიც და ადამიანიც, ურთიერთობაზეა ორიენტირებული.

იუდაიზმის სიმტკიცემ და შემდგომ ისლამის წარმოქმნამ, რომლებიც აღიარებენ ცოცხალ, პიროვნულ ღმერთს, მაგრამ უარყოფენ სამებას (ან ფიქრობენ, რომ უარყოფენ, როგორც ჩვენ ამას მოგვიანებით შევიტყობთ1), დაასრულეს კაცობრიობის გაყოფა ორ სულიერ ნახევარსფეროდ, ესენია: ინდოეთიდან წარმოქმნილი „აზიატური“ ნახევარსფერო, რომელიც მოიცავს შორეულ აღმოსავლეთს იქ გავრცელებული ბუდიზმით და „სემიტური“ ნახევარსფერო, რომელიც დღეს მოიცავს იუდაიზმსა და ისლამს. აზიატური ნახევარსფერო ხაზს უსვამს ღვთაებრივის შინაგანობას (interiority) და მის ყველგანმყოფობას, რომელშიც განზავებულია სამყარო. სემიტური ნახევარსფერო კი უარყოფს ამგვარ შთანთქმას, მაგრამ ღმერთისა და ადამიანის შეხვედრას ვერ ხედავს სხვაგვარად, თუ არა გამოცხადებული რჯულისადმი ადამიანის მორჩილებით (გამონაკლისია ეზოთერიზმი: კაბალისა და სუფიზმის გარკვეული ფორმები, რომლებშიც ამგვარი შთანთქმის ტენდენციები ჩნდება, ხშირად ნეოპლატონიზმის გავლენით).

ქრისტიანული საზოგადოებებისამბივალენტურობა

სახარება მართლაც წარმოადგენს ისტორიის საფუარს, მაგრამ ისიც ასევე ბოროტად იქნა გამოყენებული თვით ისტორიის მიერ. გამოვლინდა „ქრისტიანული თემების“ ამბივალენტურობა, ანუ იმ ჯგუფებისა, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ.

აღმოსავლეთში რომის იმპერია საკმაოდ ღრმად იყო ქრისტიანიზებული. ქალებისა და ბავშვების უფლებები, საკუთრებასთან დაკავშირებული კანონები და მოსამსახურეთა სტატუსი, ყოველივე ეს საკმაოდ ჰუმანიზებული გახლდათ. ბერმონაზვნობას შენარჩუნებული ჰქონდა სულიერი თავისუფლება; კულტურა იყო გახსნილი, თავისი საერო უნივერსიტეტებით, არაქრისტიანული ფილოსოფიური მიმდინარეობების სიმტკიცითა და ბიბლიის პარალელურად ჰომეროსის გავლენით. დღეს დემოკრატიის ელემენტებსაც კი პოულობენ როგორც ამ ხანის საეკლესიო სტრუქტურებში ლოკალური ავტონომიური ეკლესიების სახით, ასევე სახელმწიფოში, რადგან იმპერია, რომელიც დიდი ხნის წინ მულტინაციონალური იყო, არ წარმოადგენდა მემკვიდრეობით საკუთრებას და, თეორიულად მაინც, ნებისმიერი შეიძლებოდა არჩეული ყოფილიყო იმპერატორად ხალხის, ჯარისა და სენატის მიერ. ომი მიიჩნეოდა მკაცრად თავდაცვით მოვლენად, შესაბამისი წესებით, რომლებიც, მაგალითად, დამარცხებულ მტერს ბრძოლის ველიდან გასვლის ნებას აძლევდა. ბიზანტიის ეკლესიას არასოდეს მიუღია წმინდა ომისა თუ ჯვაროსნული ლაშქრობის ცნება.

დასავლეთში მონობამ (slavery) განსაკუთრებით მტკიცე ევოლუცია განიცადა ბატონყმობისკენ (serfdom), თავისი გარანტირებული უფლებებით, რაც აბოლოოდ თავისუფლებით დამთავრდა. ეკლესიამ ველური მებრძოლები რაინდებად აქცია (თავისი „წმინდა მებრძოლები“ აღმოსავლეთსაც ჰყავდა). ომი აქაც შეზღუდული იყო „საღვთო მშვიდობით“. დემოკრატიული სტრუქტურები წარმოიშვა გლახაკთა ორდენებში, განსაკუთრებით დომინიკანელთა შორის.

დასავლეთში, ისევე როგორც აღმოსავლეთში, მშვენიერების შეგრძნება უზარმაზარია და ჩვენ არ უნდა ვიარსებოთ ამის გარეშე.

მიუხედავად ამისა, ერთი მხრივ, ისევე როგორც მეორე მხრივ, ქრისტიანობასა და ძალაუფლებას შორის არსებული ინტიმური კავშირი მიდრეკილია „რელიგიის“ იდეოლოგიად გადაქცევისკენ, რომელიც თავსმოხვეულია ჩაკეტილი საზოგადოებისათვის. ქრისტიანულმა საზოგადოებებმა მძიმედ შესცოდეს სულის თავისუფლების წინააღმდეგ. ისინი გმობდნენ და დევნიდნენ „სხვას“: ერეტიკოსებს, ებრაელებს, მუსლიმებს. დასავლური შუა საუკუნეების ინკვიზიცია იყო მოდელი მე-16 საუკუნის რუსეთისთვის, რასაც მოგვიანებით სოლჟენიცინმა2 „რუსული ინკვიზიცია“ უწოდა, რომელიც მეძველწესე მორწმუნეებს („სტაროვერებს“) დევნიდა მე-20 საუკუნის დასაწყისამდე.

თანამედროვე ეპოქაში მართლმადიდებელი ეკლესია დაკავშირებულია არსებობის არქაულ წყობასთან, ავლენს რა თემური ცხოვრების ზოგიერთ საინტერესო ფორმას, როგორც რუსეთში, ასევე ბალკანეთში. ოტომანთა იმპერიამ, უფრო სტუმართმოყვარემ, ვიდრე რომაულ-კათოლიკური საქრისტიანო იყო, ესპანეთიდან გაძევებული ებრაელები შეიფარა. თუმცა მთლიანობაში სწორედ დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა ახალი ღირებულებები. ამ ღირებულებებმა, როგორც პოზიტიურმა, ასევე ნეგატიურმა, გამოაღვიძა მე-19 საუკუნის რუსული აზროვნება და უბიძგა მას „სობორნოსტის“ საკითხის ფორმულირებისკენ, რომელიც არ იყო თავისუფალი ადრეული თემური წყობით ცხოვრების იდეალიზმთან კავშირისაგან.

0x01 graphic

სეკულარიზაციის წარმოშობა და მისი მნიშვნელობა

დასავლეთში კლერიკალური ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ჯანყმა, ათასწლოვანი რელიგიური ომებისა და „შიშის დიქტატით სწავლების“ შემდგომ წარმოშვა „ადამიანის უფლებებთან“ დაკავშირებული მოთხოვნები. მე-18 საუკუნის ბოლოს შემუშავებულ „ადამიანის უფლებათა დეკლარაციას“, რასაკვირველია, ქრისტიანული ფესვები ჰქონდა, მაგრამ იგი უპირისპირდებოდა საეკლესიო ინსტიტუტებს. ლესზეკ კოლაკოვსკის3 გამოთქმით, ისინი, ვინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ადამიანის უფლებათა დეკლარაციის” შემუშავებაში, იყვნენ „ქრისტიანები ეკლესიის გარეშე“. რეფორმაციის მიერ ძალაუფლების დესაკრალიზაცია (რეფორმატორთა აზრით, ძალაუფლება რყვნის ყველასა და ყველაფერს, მისი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, მაგალითად, „კონტროლისა და წონასწორობის“ საჭიროებისას) მე-19 საუკუნეში გაერთიანდა საბოლოოდ ემანსიპირებულ იუდაიზმთან და სახარებისეული ღირებულებებისადმი გახსნილ ჰუმანიზმთან, რამაც გამოიწვია სამოქალაქო უფლებებზე დაფუძნებული მმართველობის ჩამოყალიბება. ტოტალიტარულ მიმდინარეობებთან წინააღმდეგობაში სახარებისეული გავლენა გრძელდება კირკეგორისა4 და დოსტოევსკის ეგზისტენციალურ და პერსონალისტურ მსოფლმხედველობაში: ამის დასტურია მეტ-ნაკლებად ბალანსირებული დემოკრატიების შექმნა და საფრანგეთისა და ინგლისის სოციალურ ურთიერთობები, რომელთა ქრისტიანული ფესვები ნათელია. ამრიგად, თანამედროვე ევროპა, უკიდურესად რთული, ხშირად ტრაგიკული, დაიბადა ორმაგი წინააღმდეგობიდან: ადამიანის წინააღმდეგ ღმერთის „უფლებების“ გაგებიდან და ღმერთის წინააღმდეგ ადამიანის „უფლებების“ კონცეფციიდან. პრომეთეს გზით მოარული ადამიანის თავისუფალი შემოქმედება „მორალის ღმერთს“ დაუპირისპირდა, რომელიც ძალიან ხშირად პოლიციური ღმერთის, სადისტი მამის სახით იყო წარმოდგენილი.

თანდათან ყოფიერების სხვადასხვა ასპექტებმა, - პოლიტიკურმა, სოციალურმა, კულტურულმა, - ემანსიპაცია განიცადა, რელიგია კი კულტურის სფეროს ერთ-ერთ განზომილებად გადაიქცა. აღარ არსებობს „დომინანტური“ ავტორიტეტი ან იდეოლოგია, არსებობს მხოლოდ დამოუკიდებელი ავტორიტეტები, თითოეული თავის სფეროში. სახელმწიფო აღარ მართავს ეკლესიებს, როგორც ეს ხშირად ხდებოდა აღმოსავლეთში, სადაც ერისკაცთა როლი ფაქტობრივად იგნორირებული იყო. მაგრამ, მეორე მხრივ, ეკლესიებსაც აღარ შეეძლოთ სახელმწიფოს ან საზოგადოების ცხოვრებაში ჩარევა. მეცნიერება და ფილოსოფია აღარ არიან თეოლოგიის „მსახურები“, დღეს ისინი სრულიად თავისუფალნი არიან თავის განვითარებაში.

ამრიგად, ჩამოყალიბდა ახალი კულტურა, ჰეტეროგენული, რთული შემადგენლობისა, რომელსაც არასოდეს აქვს დასრულებული ფორმა, თვითკრიტიკულია ბუნებით, არ არის თავდაჯერებული, პრინციპული და მიზანსწრაფულია, დამუხტულია კვლევა-ძიების ჟინით, პოლემიკით, მრავალფეროვნებით არის აღბეჭდილი, - ყოველივე ეს წარმოშობს დაძაბულობებს, მაგრამ იმავდროულად მათი მეშვეობით წარმოიქმნება ცვლილების იმპულსი. უწყვეტი განვითარების პროცესში კანონზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფო იძლევა თავისუფლების გარანტიას და ზღუდავს ძალადობის გამოვლინებებს.

განსაკუთრებით მე-17 საუკუნიდან ადგილს იმკვიდრებს ინსტრუმენტული (instrumental) გონება, რომლის მიზანიც მხოლოდ საგნებს შორის კავშირისა და კოსმოსში არსებული წესრიგის შემეცნებით გამოწვეულ აღფრთოვანებაში კი აღარ მდგომარეობს, როგორც ეს იყო ძველად, არამედ - ბუნების გარდაქმნაში, მის ათვისება-ფლობაში. ეს სწორედ ბიბლიური, იუდაისტურ-ქრისტიანული ტრადიციაა, რომელმაც ეს თვისება ბერძნული აზროვნებისგან იმემკვიდრა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო სამყაროს წესრიგის ჭვრეტა, ექსპერიმენტული (experimental) და ინსტრუმენტული (instrumental) გონება. ღმერთი აღარ არის მოცული საკრალური ბუნებით. გენეზისი მას წარმოგვიდგენს ციური სხეულებისა და ბიოლოგიური არსებების შემოქმედად, რომელსაც სხვა ტრადიციები განაღმრთობენ. ბრძოლა, რომელსაც აწარმოებდნენ წინასწარმეტყველები ბაალისა და კოსმიურ-მაგიური ძალების წინააღმდეგ, გააგრძელეს ბერებმა. ქრისტეს სიტყვებმა „ჩემი სამეფო არ არის ამქვეყნიური“ და ასევე წმინდასა და უწმინდურს შორის მატერიალური განსხვავების გაუქმებამ კარი გაუხსნა სეკულარიზაციას.

სეკულარიზაციის შედეგები

ამრიგად, სეკულარიზაცია ამასთანავე არის ათენისა და იერუსალიმის პირმშო. მისი სასარგებლო ეფექტი (beneficial effects) აშკარაა. დასავლეთში, კლერიკალური კონტროლისგან განთავისუფლებამ ფიზიკური სამყაროსა და ადამიანური ფსიქიკის გამოკვლევის შესაძლებლობა წარმოშვა. სახელოვნებო სფეროში ძალზედ განვითარდა მხატვრობა და მუსიკა. გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, მოსახლეობის რაოდენობა, ქალები ემანსიპირებულ იქნენ და პლანეტა გაერთიანდა იმგვარი ფორმით, რასაც ტეიარ დე შარდენმა5 „ნოოსფერო“ უწოდა. ევროპული კულტურა დღესდღეობით პირველი „გახსნილი“ კულტურაა ისტორიაში, რომელიც ყველანაირი ხელოვნებისა და ადამიანური მითის შეჯამებას ახდენს არა რომელიმე იმპლიციტური ფილოსოფიის მეშვეობით, არამედ სწორედ იმ ფილოსოფიით, რომელსაც შეუძლია მიიღოს „სხვა“ თავისი განსხვავებულობით.

თუმცა თანდათან სხვაგვარმა, ნეგატიურმა შედეგებმაც იჩინა თავი, რომელთა შორის შეიძლება დავასახელოთ სიყვარულის გაქრობა, სიცოცხლის საზრისისა და ტრადიციული სიმბოლოების დაკარგვა, რომელიც უკავშირდება ქალისა და მამაკაცის, მამის, დედის და შვილის ურთიერთობებს. ევროპული კულტურა, ითავისებს რა დროსა და სივრცეში არსებულ მთელს ადამიანურ გამოცდილებას, იმავდროულად ასუსტებს სხვა კულტურებს, და საბოლოოდ, (მაგალითად, სოფლების დაცარიელებითა და ქალაქების უზომო გაზრდით) თავის მდიდარ მემკვიდრეობას. შეუზღუდავი წარმოების კულტურა მესამე სამყაროს აქცევს პროლეტარიატად, ხოლო დასავლურ საზოგადოებებში გაჩნდა უმუშევრობისა და ურბანული ტერორიზმის პრობლემა.

უკანასკნელ წლებში მართლმადიდებელი ეკლესია განუწყვეტლივ გმობდა თანამედროვე ეპოქის ამ ამბივალენტურობას, მაგრამ სასაცილო იქნება იმის ფიქრიც კი, რომ მართლმადიდებლობა უპირისპირდება დასავლეთს, ამტკიცებს პატრიარქი ბართლომეოსი. მართლმადიდებლობის აზრით, - ისევე როგორც მრავალი დასავლელის აზრით, განსაკუთრებით ქრისტიანთა შორის, - დასავლეთი მეტისმეტ მნიშვნელობას ანიჭებს მატერიალურ პროგრესს. მაგრამ მართლმადიდებლობა იზიარებს გაერთიანებული ევროპის შექმნის პასუხისმგებლობას: იგი ქრისტიანული ევროპის განუყოფელი ნაწილია.

ჩვენი პოზიცია ყალბი და საშიში იქნება, თუკი მხოლოდ ნეგატიურ ასპექტებს დავინახავთ სეკულარიზაციაში, თუ ცალსახად დავგმობთ მას და ვიოცნებებთ რაღაც „ახალ“ ქრისტიანობაზე. სეკულარულ სამყაროში, რომელიც, რასაკვირველია, გააგრძელებს თავის არსებობას, თუნდაც როგორც მხოლოდ დამცავი ფარი ფანატიზმის თავდასხმებისგან, ჩვენ შეგვიძლია ბერძნული და ბიბლიური კვალის დანახვაც: „სხვისი“ პატივისცემა, სულის თავისუფლება და ყოველივე ის, რაც საუკეთესოა პლურალისტურ დემოკრატიაში ფესვგადგმულია პიროვნების შესახებ ბიბლიურ გამოცხადებაში.

ამრიგად, სეკულარული საზოგადოება არ არის უცხო ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, მხოლოდ უნდა ვეცადოთ მის „რე-ორიენტირებას“ შიგნიდან. მაგრამ სიტყვა „რე-ორიენტაცია“ უნდა მივიღოთ მთელი თავისი სისავსით: თუკი აღმოსავლეთ ევროპა, ამა თუ იმ აზრით, სეკულარულ საზოგადოებად უნდა ჩამოყალიბდეს, მაშინ დასავლეთ ევროპამ, ნაწილობრივ მართლმადიდებლობის მოწმობის წყალობით, ხელახლა უნდა აღმოაჩინოს თავისი შინაგანი „ორიენტაცია“. შეუძლებელია პრობლემების განხილვა მხოლოდ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ჭრილში. ყურადღება უნდა მიექცეს მათ მორალურ და რელიგიურ ასპექტებსაც. ღმერთი არ არის კაცობრიობის მტერი ან კონკურენტი. ქრისტეში ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ მხოლოდ ღმერთია ჭეშმარიტი ადამიანი და იქ, სადაც ეს ღმერთი არ არის გაგებული, ვერც ადამიანი იქნება სათანადოდ გაგებული.

სეკულარიზაცია, მაშასადამე, არის აუცილებელი ევოლუცია თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრების მისაღწევად.

თარგმანი შესრულებულია წიგნიდან:

Olivier Clement. Conversations with Ecumenical Patriarch Bartholomew I. New-York, SVS Press, 1990

_________________

შენიშვნები

1. „მოგვიანებით“, ანუ წიგნის მე-12 თავში საუბარია იმაზე, რომ ყურანი წმ. სამების მხოლოდ დამახინჯებულ გაგებას უარყოფს, რომელშიც სამღმერთიანობა, ანუ პოლითეიზმი, იგულისხმება, რადგან მეშვიდე საუკუნეში ბიზანტიის აღმოსავლეთი საზღვრები (რაც ემთხვევა ისლამის წარმოშობის დროსა და ადგილს) უამრავი ერეტიკოსით იყო დასახლებული, რომელთა რწმენაც სხვადასხვა წარმართულ შეხედულებას შეიცავდა (მთარგ.).

2. ალექსანდრ სოლჟენიცინი (*1918) - რუსი მწერალი. 1974 წელს გააძევეს საბჭოთა კავშირიდან (მთარგ.).

3. ლესზეკ კოლაკოვსკი (Leszek Kolakowski) (*1927) - პოლონელი ფილოსოფოსი (მთარგ.).

4. სორენ კირკეგორი (1813-1855) - დანიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი (მთარგ.).

5. ტეიარ დე შარდენი (1881-1955) - ფრანგი მღვდელი, პალეონტოლოგი და ფილოსოფოსი (მთარგ.).

7 Чеченские беженцы в грузии

▲ზევით დაბრუნება


ეთნოსები სქართველოში

Ираклий чихладзе

В юоне этого года Агенством гражданского реестра министерства юстиции Грузии были выданы удостоверения на временное жительство более чем 600 беженцам из Чечни. Выдача удостоверений проводилась в Ахмета и в Тбилиси. В настояшее время удостоверения получили уже около тысячи человек. Процесс выдачи пока не закончен.

Руководитель Aгенства гражданского реестра министерства юстиции Грузии Георгий Вашадзе заявил, что удостoверeния на временное жительство беженцам правительством Грузии выдаются впервые. по его словам, из-за неимения официального документа у беженцев по сей день возникали проблемы с получением пособий и перемещением, а также с идентификацией личности. Cледует отметить, что до 2007 года беженцы пользовались документом, у которого не было юридической силы.

0x01 graphic

По словам министра по делам беженцев и расселению Георгия Хевиашвили, если беженец получает вид на жительство и визу для выезда в третьи страны, ему будет предоставлено законное право на перемещение со cтатусом беженца. Вид на жительство также пеpeдocтавит беженцам возможность начать работу. До сих пор пoдобных прав у них официально не было

Следует также учитывать, что с 1 января 2008 года прекратится действие Продовольственной программы ООН для чеченских беженцев. Правительство Грузии готово оказать жителям Панкисского ущелья финансовую помощь. Министерство по расселению попытаeтcя улучшить жилищные условия для чеченских беженцев. В частности. планируется отремонтировать обьекты их компактного поселения и создать минимальные жилищние условия.

Также, по инициативе министерства по делам беженцев и расселению, беженцам из Чечени, проживающим в Грузии, открыты банковские счета, на которые ежемесячно будут перечислять по 14 лари. Банковские счета открыты на основе удостоверений на временное жительство.

Куда уедет беженец?

7 июня из Грузии в Чечню возвратилась очередная группа беженцев в 48 человек За последние четыре года в Россию, по официальным данным, вернулось больше 600 челoвек. Абсолюотное большинство из них было вывезено российскими властями с территории Панкисского ущелья. Однака многие беженцы за последние годы самостоятельно возвращались в Чечню. Heкoтopые переселились в соседние Азербайджан и Турцию. часть cмoгла выехать в страны Европы и Америки.

Как заявляют представители российских властей, вернувшиеся получают компенсацию в размере 3ОО тысяч рублей зa разрушенное жилье и 50 тысяч рублей за утерянное имущество. В сутки им выплачивается па 15 рублей на человека до тех пор, пока они не отстроят жилье. Однако, по непроверенным данным, многие из теx, кто не имел жилья а Чечне, был размещен в пунктах временногo размещения (ПВР) на территории Ингушестии, Ставропольского края.

Как говорит руководитель чечено-ингушскoro сектора «Кавказского дома» Мекка Хангошвили, «кто возвращается в Чечню, никакой помоши не получает. Исключение cocтaвляют те, у кого дома сгорели или были повреждены во время войны. Они получают серьезные денежные компенсации. В 2005 году, когда в Чечню вернулся 121 чсченец, всех их без выплаты компенсаций поселили на одной ферме».

представители федеральной миграционной службы (ФМС) России и представители правитeльства Чечни, забирающие Чеченцев в Россию, достаточно тщательно проверяют их на месте в Грузии. Считается, что основная цель этого - не допустить возвращения мсстных жителей Панкисского ущелья - кистинцев. Так, в весной этого года было подано около 80 заявок на возвращение, и которых были удовлетворены меньше 50.

Скорее вcеro, российские власти попытаются вывезти и остальных желающих вернуться (или, пo крaийней мере, большую часть) и, такие образом, заявить о том, что на территории Грузии больше не осталось чеченских беженцев.

По словам председателя Чеченского комитета защиты прав человека в Панкисском ущелье Асланбека Абдурзакова, «эту российскую делегацию в Панкиси никто не ждет».

По другой версии, российские власти сознательно занижают численность чеченских беженцев в Грузии с тем, чтобы поскорее закончить процесс возвращения беженцев в Чечню. Считается, что Россия пытается максимально быстрo завершить процесс репатриации из-за того, что она является единственной страной G8, которая имеег лагеря беженцев за пределами своей территории. По непроверенным данным, российские представители также лоббировали в УВКБ ООН выезд чеченских беженцев из Грузии в третьи страны.

Пo данным росийского посолства в Грузии, в Панкиси остается до 200 чеченских беженцев, а всего по Грузии их менее тысячи. Российские представители утверждают, что около двух тысяч беженцев вернулись и Россию из Грузии самостоятельно после 2001 года.

0x01 graphic

Основная масса тех беженцев кто остается нс данный момент в Грузии, не выражает желания выехать в Россию из-за страха репрессий со стороны российских властей. В то же время они не могут выехать из страны тз-за отсуствия средств или по другим причинам.

В мае этого года неcкoлько семей беженцев из Чечни начали акцию голодовки у тбилисского офиса Верховного комиссариата ООН по делам беженцев (YBKБ). Недовольство чеченцев вызвали многократные отказы комиссариата pаcсмотреть вопрос об организации их выезда в третьи страны на постоянное место жителства.

«Мы живем в Грузии в крайне сложных социальных условиях. Почему-то грузины могут при желании выезжать в третьи страны, а чеченцы лишены такой возможности, хотя УВКБ ООН хорошо знает, что мы не можем вернуться в родные дома к себе на Родину», - заявила тогда одна из участниц акции.

Кстати, сами чеченские беженцы утверждают, что в Россию вернулись немногие.

Чеченский беженец Муса, живущий сейчас в селе Дуиси: «В Чечню нз Грузии вернулось всего около 2ОО человек. Большинство уехало в третьи страны. Из вернувшихся в Россию сразу, в дома никого не пускают. Поначалу селят в лагерях для беженцев. Там они проверяют, кто есть кто и только спустя неcкoлько месяцев дают гражданство и российский паспopта. Но из наших знакомых которые в прошлом году вернулись на Tеppитopию России, уже десять человек пропали. Ни слуху, ни духу о них нет...»

Беженка Мадина: «Российские паспорта нам не дают,, пока не вернемся на территорию России. А возврашаться тудa без гражданского статуса - нет смысла. С тобой там может произойти все что угодно».

Руководитель чечено-ингушского ceктopa «Кавказского дома», Мекка Хангошвили придерживается такого мнения: «Желание вернуться в Чечню испытывают очен многие беженцы, что вполне понятно. Здесь они живут в невыносимых условиях, а в Чечне условия рабаты и жизни намного лучше. В Грозном быстрыми темпами ведется строительство, так что устроиться на работу там очень легко. Но среди желающих yеxать в Чечню в основном преобладают местные жители кистинци. Чеченцы же возвращаться на родину не хотят и требуют разрешения на выезд в третьи страны».

В то же время Хангошвили rоворит, что «в Чечне от опасностей никто не застрахован. Любой мужчииа, даже подросток 15 лет, в Чечне подвергается опасности, независимо от того, воевал оч или нет. Этночистка чеченцев по-прежнему актуална. О какой безопасности может идти peчь, когда совсем недавно в Чечне похитили двоиx молодых парней и только после выплаты определенной суммы они вернулись избитыми и измученными. Несмотря на все это, чеченцы из любви к родине все же идут на риск и возвращаются в Чечню».

Председатель парламентского комитета по правам человека и гражданской интеграции Элене Тевдорадзе в интервью нам заявила: «Правительство России нс раз предлагало чеченским беженцам вернуться на родину. Я была в Чечне и видела, что условия для возвращающихся создаются нормальные. Поэтому я считаю, что лучшим для них выходом было бы вернуться в чечню. К сожалению, есть определенная категория беженцев, которая хочет переселиться только в третьи cтраны. В этом случае Грузия не может способствовать их переселению в Европу или Соединенные Штаты, ничем не может помочь им в их желании. Они сами должны решить для себя эту проблему».

Можно щтметить, что, по paзным данным, многие из мужчин-чеченцов, вернувшихся в Poccию, бесследно исчезали спустя некоторое время после возвращения. Точных данных, конечно, не существует, однако говорится о минимум 10%25-15%25 oт общего числа вернувшихся. Наверное, поэтому основную массу вернувшихся в Россию беженцев составляют женщины, дети в мужчины, не принимавшие участия в боевых действиях на территории Чечни.

Жизнь в тупике

Большинства беженцев, живущих сегодня в Панкисском ущелье, своим положением недовольно.

«Мы здесь, как на краю земли - ни пpав, ни работы, пи перспектив», - говорит Муса. -«Живем в тупике со всех сторон».

Многие беженцы жаловались на некачесвенную гуманитарную помощь, выделяемую им УВКБ ООН. Хотя, с другой стороны, именно эта помощь позволяла им хоть как-тo продержаться. До осени 2001 года определенную помощь чеченским беженцам в Панкиси оказывали различные мусульманcкие opганизации, однако, после тepaктa в США 11 сентября эта помощь прекратилась.

Беженец Ислам гoвopит, что проблемой является и получение чеченцами грузинского гражданства: «Я дэял бы грузинской гражданство, но мне ответили, чтo гpaжданство предоставляет Президент Грузии, oднакo получить паспорт для чеченских беженцев -слишком мало шансов. Мне прямо сказали, что если бы у меня был свой бизнес или работа, то мне бы паспорт выдали. Раньше говорили, что гражданство предоставляется через пять лeт пребывания на территории Грузии. Теперь говорят, что 7 или 10. Так что грузинский паспорт - это проблема».

Известно, что часть беженцев смогла получить грузинское гражданство. Многие из принявших подданство Грузии, остались здесь жить.

Чеченские беженцы, проживающие в Панкиси, говорят, что проблематичным для их детей является и образование В школе села Дуиси, в которой обучаются дети беженцев, образование ведется на pуccком языке три раза в неделю, и столко же - на чеченском. Грузинскому языку их не обучают. Как утверждают беженцы, образование ведется на низком уровне. «Только в прошлом году учителям назначили зарплату в l50 лари, а до этого они палучали ее мукой», - рассказывает Муса.

Работы в Панкиси практически нет не только для беженцев. Большенство из них заняты мелкой торговлей, в основном, гуманитарной помощью. Одним из реализованных проектов по трудоустройству беженцев можно назвать швеиную фабрику в Панкнси, которая была построена на средства Датского комитета по беженцам.

Каким будет завтрашний день для чеченских беженцев, не знает никто. Учитывая, что с начала 2008 года прекрашается программа помощи ООН, прогнозировать, какое-либо улучшение их жизни очень сложно. Скорее всего, очень небольшая часть все-таки решится на возвращение в Россию. Другая, основная часть беженцев при получении удостоверений, попытаеться переселиться в третьи страны. И совсем уж немпогочисленная, группа чеченцев останется в Грузии.

После начала так называемой «контртеррористической операции» в 1999 году на территории Чечни, в Грузию перебралось, по разным данным от четырех до семи тысяч чеченских беженцев. По последним данным министерства по делам беженсев и рассслениию, в Грузии чеченских беженцев осталось около ll40 человек.

8 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

▲ზევით დაბრუნება


სამართალი

ბრონიოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ

მასალა მოამზადა ნონა კალანდაძემ

0x01 graphic

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იერსი ბრონიოვსკის ბებია ლვოვიდან პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1947 წელს პოლონეთის სახელმწიფო რეპატრიაციის სამსახურმა კრაკოვში გამოსცა დადგენილება იმის შესახებ, რომ ეს ქალბატონი ლვოვში ნამდვილად ფლობდა საკუთრებას.

აღნიშნული პიროვნების გარდაცვალების შემდეგ 1968 წელს კრაკოვის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ქონება ანდერძით გადაეცა მის ქალიშვილს.

1980 წელს კრაკოვის მერიის ექსპერტის მიერ შეფასდა ნაანდერძევი ქონება, ხოლო 1981 წელს ვიელიცკას მერმა მემკვიდრე ქალბატონს მიწის ნაკვეთით სამისდღემშიო სარგებლობის უფლება მისცა.

ბრონიოვსკის დედა გარდაიცვალა 1989 წელს. კრაკოვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვლილის ქონება მემკვიდრეობად ერგო მის შვილს იერსი ბრონიოვსკის.

1992 წელს იერსიმ გაყიდა მემკვიდრეობით მიღებული ქონება და სახელმწიფოს მოსთხოვა კომპენსაციის ნაწილი, რაც მას ეკუთვნოდა მისი ბებიის ლვოვში დატოვებული ქონებიდან. მან აღნიშნა, რომ თანხა, რაც დედამისს გადაეცა ლვოვში არსებული ქონების ღირებულების სანაცვლოდ, გაცილებით ნაკლები იყო არსებული ქონების ღირებულებასთან შედარებით.

1993 წელს ქალაქის დაგეგმვის სამმართველომ ბრონიოვსკის აცნობა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნდა შესაბამისი სახსრები კომპენსაციის გასაცემად, ხოლო ამ საკითხის რეგულირების ახალი წესის გამოცემის შემთხვევაში მას დამატებით ეცნობებოდა.

1994 წელს ბრონიოვსკიმ მიმართა უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოს და მოითხოვა კომპენსაციის მიღება. თუმცა მისი საჩივარი უარყოფილ იქნა.

2003 წელს ქვეყნის მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ერთი წლით ადრე ექსპერტ-შემფასებლის მიერ იყო მომზადებული. ბრონიოვსკის ბებიის ქონება შეფასებული იყო 390 000 პოლონურ ზლოტად, ხოლო მის ოჯახს მიღებული ჰქონდა ქონების ღირებულების მხოლოდ 2%25.

2003 წელს ვიელიცკას მერმა მიწის შეძენის მსურველთათვის აუქციონი გამოაცხადა. მიწის ნაკვეთის სიძვირის გამო ბრონიოვსკიმ ვერ შეძლო აუციონში მონაწილების მიღება.

2004 წელს სახელმწიფომ მოიხსნა კომპენსაციის გაცემის ვალდებულება რეპატრირებული პირების მიმართ, რომელთა საკუთრებაც სახელმწიფოს საზღვრების შეცვლის შედეგად უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ქვეყნის შიდა სამართალი

პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფოთა საზღვრებთან მცხოვრებ მოქალაქეებს თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში შეეძლოთ წაეღოთ თავიანთი მოძრავი ქონება, ხოლო უძრავი ქონების ღირებულება აუნაზღაურდებოდათ შეთანხმების მონაწილე იმ სახელმწიფოს მიერ, რომლის მოქალაქეებიც ისინი იყვნენ.

მიწის ადმინისტრაციისა და ექსპროპრიაციის შესახებ 1985 წლის აქტით, პირებს, რომლებსაც ქონება დარჩათ იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად პოლონეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში აღარ შედიოდა, უფლება ჰქონდათ მიეღოთ შესაბამისი კომპენსაცია.

ამავე აქტით, მესაკუთრეთა გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის უფლება გადადიოდა მათ მემკვიდრეებზე.

1994 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით, რეპატრირებულ პირებს შეეძლოთ სახელმწიფოს შესაბამისი სამიწათმოქმედო სამსახურისთვის მოეთხოვათ მათ მიერ დატოვებული ქონების შესაბამისი ღირებულების საკუთრება. თუმცა შემდგომი ცვლილებების საფუძველზე ეს შესაძლებლობაც ამოიწურა.

ევროპული სასამართლოს შეფასება

იერსი ბრონიოვსკიმ მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომლის თანახმად:

„ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებ ლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის შეიძლება ჩამოერთვას ქონება იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობებით, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

ზემოაღნიშნული დებულებები არანაირად არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, განახორციელოს ისეთი კანონები, რომლებიც მას აუცილებლად მიაჩნია საკუთრების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისთვის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ან ბეგარის ან სხვა გადასახადების და ჯარიმების აკრეფის უზრუნველყოფისთვის“.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მისი კომპენსაციის უფლება დაირღვა და მას არ მიეცა საშუალება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საკუთრების სანაცვლოდ მიეღო შესაბამისი ანაზღაურება.

ბრონიოვსკი აღნიშნავდა, რომ სახელმწიფომ კომპენსაციის უფლება სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით ცნო. აღნიშნული უფლება შემდგომში აისახა ქვეყნის შიდა სამართალშიც. ამასთან, ბრონიოვსკიმ ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით მემკვიდრეობად მიიღო ბებიის საკუთრება, რომელიც ლვოვში არსებობდა.

მოპასუხე სახელმწიფო ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ განმცხადებლის კომპენსაციის უფლება აღიარებული და დაცული იყო, მაგრამ აქვე აღნიშნავდა, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ექსპერტ-შემფასებლის დასკვნა, რომელიც ასახავდა საკუთრების იმდროინდელ ღირებულებას. ამ დასკვნის საფუძველზე იგი შეძლებდა გამოცხადებულ აუქციონზე მონაწილეობის მიღებას.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მისი უფლების რეალიზაციის მხრივ სახელმწიფოს უმოქმედობა თავისთავად წარმოადგენდა საკუთრების უფლების შეზღუდვას.

მოპასუხე სახელმწიფო არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას და აღნიშნა, რომ 1944-47 წლებში ქვეყანამ მიიღო ბევრი რეპატრიანტი, რომელთა საკუთრებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად ხდებოდა. მათ შესაბამისი ქონება ძირითადად პოლონეთის დასავლეთ ნაწილში მიიღეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე გერმანიას ეკუთვნოდა.

ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება ყველასთვის უზრუნველყოს ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა. კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება აკისრია, რათა მიიღოს აუცილებელი ზომები პირთა საკუთრების უფლების დასაცავად.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ არანაირი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობდა იმის გასამართლებლად, რომ სახელმწიფო ვერ არეგულირებდა მისი კომპენსაციის საკითხს.

თუმცა მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ყველანაირად ცდილობდა რეპატრიანტთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, რამდენიმე წლის განმავლობაში ხდებოდა მათთვის სანაცვლო ქონების გადაცემა.

1990-იანი წლებში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურმა გარდაქმნებმა მოითხოვა ვითარების შეცვლა და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტებს შორის არსებული ურთიერთობების სხვაგვარი და რეგულირება. სახელმწიფოს წინაშე მრავალმა სირთულემ იჩინა თავი და კვლავ რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც კომპენსაციას ითხოვდნენ თავიანთი ქონების სანაცვლოდ.

მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებით, განმცხადებელს არ ამოუწურავს ქვეყნის შიგნით არსებული ყველა რესურსი და ის არ მონაწილეობდა გამართულ აუქციონებში, სადაც მას მიწის ნაკვეთის შეძენის შესაძლებლობა ეძლეოდა.

ქვეყნის მთავრობამ მოიყვანა ფაქტი, რომლის თანახმად, 2002 წლიდან 2003 წლამდე ვიელიცკას მერმა გამართა სამი აუქციონი და არც ერთ მათგანში განმცხადებელს მონაწილეობა არ მიუღია.

ბრონიოვსკი არ დაეთანხმა მთავრობას და ევროპულ სასამართლოს განუცხადა, რომ გამართულ აუქციონებში მას პრაქტიკულად არ შეეძლო მონაწილების მიღება.

ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კომპენსაციის გაცემის საკითხი არაერთ რეპატრიანტს ეხებოდა, ხოლო სახელმწიფო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ წყვეტდა ამ პრობლემას. ამ სფეროში არსებობდა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება და ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, რომელიც თითქოს არეგულირებდა ამ ურთიერთობებს, მაგრამ პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა. ქვეყანაში არსებული სტატისტიკის თანახმად, რეპატრიანტთა რაოდენობა დაახლოებით 80 000 შეადგენდა და 167 საჩივარი იყო შეტანილი ქვეყნის სასამართლოებში ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, სახელმწიფოს უნდა შეემუშავებინა სათანადო მექანიზმი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რადგან არ შეიძლებოდა ამ პრობლემის უგულებელყოფა.

განმცხადებელი მოპასუხე სახელმწიფოსგან ითხოვდა 990 000 პოლონურ ზლოტს მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად და 1 548 000 პოლონურ ზლოტს იმ მიუღებელი შემოსავლის საკომპენსაციოდ, რაც მის ოჯახს დააკლდა 50 წლის განმავლობაში თავისი საკუთრებით სარგებლობის შეუძლებლობის გამო. გარდა ამისა ბრონიოვსკი ითხოვდა 12 000 ევროს მორალური ზარალისათვის.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, საქმეზე „ბრონიოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ“ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი და მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა განმცხადებლისთვის 12 000 ევროს გადახდა გაწეული ხარჯებისთვის.

9 პროექტი „ჩვენი თვალით“

▲ზევით დაბრუნება


pro-აქცია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ბავშვის უფლებების დაცვის ცენტრი

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

ია ანთაძე, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვის უფლებების დაცვის ცენტრი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ევროსაბჭოს მხარდაჭერით და UNISEF-ის თანამონაწილეობით, 2007 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით განახორციელებენ პროექტს „ჩვენი თვალით“. პროექტი გულისხმობს 14-16 წლის ასაკის 30 მოსწავლისთვის საზაფხულო ბანაკის მოწყობას და ბავშვთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენას შემოდგომაზე. პროექტი ინტეგრაციული ხასიათისაა და განკუთვნილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მკვიდრთათვის - როგორც საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, ასევე - ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებების და, მათ შორის, „ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრის“ აღსაზრდელებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების დამკვიდრებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

პროექტი ოთხი საფეხურისგან შედგება.

0x01 graphic

პირველი საფეხური: საზაფხულო ბანაკის მონაწილეთა შერჩევა.

აპრილსა და მაისში საქართველოს რამდენიმე რეგიონში შეირჩევა ბანაკის მონაწილე 30 ახალგაზრდა. მათ შორის - 20 საჯარო სკოლებიდან, 10 კი - ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებებიდან. 14-16 წლის ასაკის მოსწავლეებს შევთავაზებთ, დაწერონ თხზულება ჩვენ მიერ შერჩეული ორი სადისკუსიო თემიდან ერთ-ერთზე; ესენია: „შესაძლებელია თუ არა გოონასა და ვაჟს შორის მეგობრობა?“ და „მაშინაც სიმართლეს ვამბობ, როცა ეს ჩემთვის საზიანოა“. ბანაკის წევრები გახდებიან გამარჯვებული თხზულებების ავტორები, რომლებსაც პროექტის განმახორციელებელი ორივე ორგანიზაციის წევრები კონსენსუსის საფუძველზე შეარჩევენ.

ბანაკის წევრები შეირჩევიან შემდეგი სკოლებიდან და ბავშვთა დაწესებულებებიდან:

1. მესტიის რაიონის სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლა;

2. თერჯოლის რაიონის სოფ. ზემო საზანოს საჯარო სკოლა;

3. დუშეთის №2 საჯარო სკოლა;

4. საგარეჯოს რაიონის სოფ. დიდი ჩაილურის საჯარო სკოლა;

5. ლანჩხუთის რაიონის სოფ.

ნიგოითის საჯარო სკოლა;

6. ბორჯომის რაიონის სოფ. ტაშისკარის ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონი;

7. თბილისი - სარეაბილიტაციო ცენტრი „მომავლის სახლი“;

8. თბილისი - ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი.

ბავშვზე ზრუნვის ორი ინსტიტუცია თბილისში მხოლოდ იმ მიზეზით შევარჩიეთ, რომ რაიონებში არსებულ ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებებში გაგვიჭირდა 14-16 წლის ასაკის აღსაზრდელთა მოძიება (თუმცა, რამდენიმე მათგანს პირადად ვეწვიეთ ამ მიზნით).

მეორე საფეხური: საზაფხულო ბანაკი.

2007 წლის 27 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ბაკურიანში ამოქმედდება საზაფხულო ბანაკი, სადაც თავს მოიყრიან პროექტისთვის სპეციალურად დაწერილი თხზულებების გამარჯვებული ავტორები. საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელ-გასართობი ბანაკის ძირითადი მიზანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თავმოყრილ მოზარდებს დაეხმაროს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების შეთვისებაში, ბავშვთა უფლებების ევროპული კონვენციის პრინციპების გაცნობაში და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია ბანაკის მონაწილეთა დაახლოება და ინტეგრაცია.

ბანაკის მოქმედების პროცესში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი განახორციელებს არაფორმალური სამოქალაქო განათლების პროგრმას, რომელიც მოიცავს დისკუსიას სხვადასხვა თემაზე და როლურ თამაშებს.

სადისკუსიო თემატიკა

1. სკოლა

  • ვერტიკალური და ჰორიზონტალური ურთიერთობები მოსწავლეებს შორის

  • მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა - პირადი ცხოვრების უფლება

  • რატომ აღარ კითხულობენ ბავშვები წიგნებს

  • ძალადობა სკოლაში (მოსწავლის მხრიდან, მასწავლებლის მხრიდან)

2. ოჯახი

  • თაობებს შორის ურთიერთობა

  • ტრადიციული სამთაობიანი ოჯახი და ადამიანის უფლება, იცხოვროს დამოუკიდებლად

3. სახელმწიფო და მოქალაქე, საზოგადოება და პიროვნება

  • ხელისუფლების სტრუქტურა (პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო)

  • სამოქალაქო საზოგადოება

  • სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ორმხრივი უფლებები და მოვალეობები

  • ადამიანის უფლებები

  • როდის წარმოიქმნება და როგორ წყდება კონფლიქტი საზოგადოებასა და პიროვნებას შორის („ამბოხის“ თემა)

4. ტრადიცია და პროგრესი

  • გლობალიზაცია და სახელმწიფო (საქართველო და გარესამყარო)

  • ტრადიციები, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ

  • ტრადიციები, რომლებსაც „ქარი წაიღებს“

  • „ვეფხისტყაოსანი“

5. გმირი

  • ტრადიციული გმირები

  • თანამედროვე გმირები

6. სიყვარული

  • ორიენტაცია „ყოფნაზე“

  • ორიენტაცია „ფლობაზე“

7. ჰარმონიულობა და კონფლიქტურობა

  • პიროვნების წიაღში

  • პიროვნებებს შორის ურთიერთობაში (ტოლერანტობა, უმცირესობების უფლებები)

  • სახელმწიფოში (დაკარგული ტერიტორიები, იძულებით გადაადგილებული პირები)

0x01 graphic

თამაშები კომპასიდან(სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით)

1. ვინ ვარ მე

2. აირჩიე

3. გმირები

4. სახარჯო ფული

ხუთი დღის განმავლობაში ბანაკის საქმიანობაში ჩაერთვებიან UNISEF-ის ექსპერტები - ზვიად მიმინოშვილი და ქეთევან თავართქილაძე - სპეციალურად მომზადებული ტრენინგ-პროგრამით. აგრეთვე, ბანაკს ერთი დღით სტუმრად ეწვევა საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში გიორგი მშვენიერაძე, რომელიც ბანაკის წევრებს ესაუბრება სახელმწიფოს მოწყობის პრინციპებზე, ადამიანის უფლებებზე და გამართავს იმიტირებულ სასამართლო პროცესს. ბანაკის ფუნქციონირების პროცესში ბავშვებთან იმუშავებს ორი ახალგაზრდა ფსიქოლოგი - ია კვარაცხელია და ანი სიჭინავა.

მესამე საფეხური: გაზეთი.

ბანაკის საქმიანობის პერიოდში ბანაკის მონაწილეები მოამზადებენ მასალებს გაზეთისთვის, რომელიც სექტემბერში გამოიცემა. გაზეთში ასახული იქნება მოსწავლეთა შეხედულებები სადისკუსიო თემებზე (ესეის სახით), მათი ინტერვიუები ერთმანეთთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ მიერ გადაღებული ფოტოები, მათი ნახატები და ა.შ. საგაზეთო მასალებზე მუშაობა მოზარდებს შესძენს მცირეოდენ ჟურნალისტურ გამოცდილებას, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებსაც განუვითარებს და ღირებულებით ღერძსაც გაუმყარებს. გაზეთი პროექტის მონაწილე ყველა მოზარდის სკოლაში დარიგდება.

მეოთხე საფეხური: მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების მეშვეობით, 15 სექტემბრიდან საქართველოს სკოლებს მიეწოდება ინფორმაცია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს კონკურსს ბავშვთა საუკეთესო თემატურ ნახატზე. კონკურსის თემაა „ბავშვობა ძალადობის გარეშე“. კონკურსში გამარჯვებული ნახატები პოსტერის სახით დაიბეჭდება და საჯარო სკოლებსა და ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებებში გამოიფინება.

მოსალოდნელი შედეგები

საფიქრებელია, რომ პროექტის იდეა და მისი განმახორციელებელი ორგანიზაციების გამოცდილება მყარი საფუძველია პროექტის ძირითადი მიზნების მისაღწევად:

1. ინტეგრაცია - ბანაკის მონაწილეები შეძლებენ ერთმანეთთან დაახლოებას, ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საკუთარ სკოლებში და, რაც მთავარია, მყარად შეიმეცნებენ, რომ საზოგადოების ყველა წევრი თანასწორია - წარმომავლობის, სოციალური მდგომარეობის თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად.

2. არაფორმალური სამოქალაქო განათლება - პროექტის ყოველი სადისკუსიო თემა გულისხმობს მოზარდების სააზროვნო პროცესის გააქტიურებას, მათში ლიბერალური ღირებულებების დანერგვას და მათ ორიენტაციას ადამიანის უფლებების დაცვაზე. ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ, რომ ბანაკის საქმიანობის დასრულების შემდეგ მეტი რამ იციან საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს შესახებ, ვიდრე ბანაკში წამოსვლამდე იცოდნენ.

3. შემოქმედებითი მუხტის გაღვივება - გაზეთი და ნახატების კონკურსი წაახალისებს შემოქმედებით პროცესს ახალგაზრდებში, საგანგებო ხალისს შესძენს მათ ცხოვრებას და, რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენას განუმტკიცებს.

პროექტის წინასწარი შედეგები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ბავშვის უფლებების დაცვის ცენტრმა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა განახორციელეს პროექტის „ჩვენი თვალით“ პირველი, მეორე და მესამე ეტაპი. შეირჩა ბანაკის მონაწილე 30 მოზარდი, მოეწყო საზაფხულო ბანაკი და მომზადდა გაზეთი.

ბანაკის მონაწილეთა შერჩევის ეტაპის დადებით მხარედ შეიძლება ის მივიჩნიოთ, რომ როგორც ბანაკის საქმიანობამ დაადასტურა, შეირჩნენ მოტივირებული, მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებთან მუშაობა უაღრესად საინტერესო და კომფორტული აღმოჩნდა როგორც ერთმანეთისთვის, ასევე უფროსებისთვისაც. არ ყოფილა წესრიგის დარღვევის არც ერთი სერიოზული შემთხვევა და ბანაკის ცხოვრებამ მშვიდ, საქმიან და მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბანაკის ორმა მონაწილემ დროზე ადრე დატოვა ბაკურიანი, ერთი კი შეკრებას მოგვიანებით შემოუერთდა.

საზაფხულო ბანაკის მუშაობამ აჩვენა პროექტის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ყველაზე დიდ წარმატებად, ალბათ, ინტეგრაციული პროცესი უნდა მივიჩნიოთ. დღეს, როდესაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით და ცდილობს, ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებების ყველა ბინადარს მოუძებნოს მიმღები ოჯახი ან საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახში დააბრუნოს, ამგვარი ინტეგრაციული პროექტების განხორციელება აუცილებელია სახელმწიფოს ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის წარმატების უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება ბანაკის საქმიანობის შემეცნებით მხარეს, მის დადებით შედეგზე მეტყველებს, თუნდაც, ახალგაზრდების მიერ მომზადებული გაზეთი, მათ მიერვე შერჩეული სახელწოდებით „ანარეკლი“. ყოველდღიურად მეცადინეობის, როლური თამაშების და ფსიქოლოგიური სავარჯიშოების ხანგრძლივობა 6 საათს (და ზოგჯერ მეტსაც) აღწევდა, რაც ბანაკის ზოგიერთი წევრისთვის ოდნავ ზედმეტი დატვირთვა აღმოჩნდა. ბანაკის საქმიანობის პირველ ეტაპზე მტკივნეულად აისახა ის რეალობა, რომ ბანაკში მის წევრთა ინტელექტუალური შესაძლებლობები და სწავლის უნარ-ჩვევები ძალიან განსხვავებული და ფართო სპექტრით იყო წარმოდგენილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „მომავლის სახლის“ და ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრის აღსაზრდელები, რომლებიც თავიდან დიდი ხალისით არ ერთვებოდნენ დისკუსიებში თუ დავალებების შესრულებაში, ბოლოს ყველაზე მეტად აქტიურობდნენ და როგორც „მისტერ ბაკურიანის“, ასევე „მის ბაკურიანის“ წოდება (კონკურსის წესით) სწორედ ამ ორი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებმა დაიმსახურეს.

ბანაკის ცხოვრების დაუგეგმავი, მაგრამ ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო შეხვედრები საპატიო სტუმრებთან. ბანაკს ეწვივნენ მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილი, თბილისის №20 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ კანდელაკი, ბიზნესმენი გიორგი ლეჟავა და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის პროექტ „ჯეობარის” მონაწილე კოსტა არველაძე.

ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში ერთგვარად უნიკალური პროექტი განხორციელდა, რადგან 12 დღის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ, მუშაობდნენ, კაჟდებოდნენ და ერთობოდნენ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა სკოლიდან თუ სააღმზრდელო დაწესებულებიდან. ბავშვები და უფროსები ერთმანეთს დაშორდნენ როგორც ნამდვილი მეგობრები და ერთმანეთის თანასწორი ადამიანები. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სასკოლო პროცესის დაწყებასთან ერთად, პროექტის მუშა-ჯგუფი კიდევ ერთხელ შემოივლის ბანაკის მონაწილე სკოლებს და სააღმზრდელო დაწესებულებებს, რათა ბანაკის მონაწილეებს დაურიგდეთ მათ მიერ მომზადებული გაზეთი და პროექტში „ჩვენი თვალით“ მათი მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები. ეს ღონისძიება ჩაფიქრებულია, როგორც პროექტის მთავარი იდეების პოპულარიზაციის კიდევ ერთი ქმედითი ბერკეტი.

10 ინფორმაციის სახეები და საჯარო ინფორმაცია

▲ზევით დაბრუნება


დამიანის უფლებები

მასალა მოამზადა სალომე ვარდიაშვილმა

ინფორმაციის თავისუფლების ცნება

ინფორმაციის გამჭირვალეობა და თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს. ინფორმაციის თავისუფლება გულისხმობს სახელმწიფო ორგანოებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის ღიაობას. სრული გამჭირვალეობის პირობებში საზოგადოებაში აღარ ჩნდება ეჭვი საჯარო მოხელეთა არაკეთილსინდისიერების შესახებ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაზე და აგრეთვე სახემწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე ამ დაფინანსების ფარგლებში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, უცხოელს, იურიდიულ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საჯარო დაწესებულებაში დაცული ყველა ინფორმაცია, თუ იგი არ განეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ და პირად საიდუმლოებას. ინფორმაციის მოთხოვნისას პირი ვალდებული არ არის მიუთითოს ინფორმაციის მიღების მოტივი ან მიზანი.

საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ღიაობა პრეზუმირებულია, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იცნობს ინფორმაციის სხვადასხვა ტიპებს.

სახელმწიფო საიდუმლოება

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებად ჩაითვლება ინფორმაციის სახეობა, რომელიც შედგება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობებისგან თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის გასაიდუმლოება ხორციელდება შესაბამისი დოკუმენტისათვის საიდუმლოობის გრიფის მინიჭებით.

0x01 graphic

კომერციული საიდუმლოება

კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვლება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც აქვს კომერციული ღირებულება ანუ ამ ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს მოგების მიღება საწარმოს ან ფიზიკური პირის მიერ. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს გეგმის პროცესის, ფორმულის სახის და ეხებოდეს საქონლის წარმოებას, გადამუშავებას, მომზადებას, მომსახურების გაწევას, ეს ინფორმაცია შეიძლება აგრეთვე წარმოადგენდეს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს.

კომერციული საიდუმლოებაა აგრეთვე ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

პირადი საიდუმლოება

კერძო პირების შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც დაცულია საჯარო დაწესებულებაში, დახურულია, ვინაიდან კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. საჯარო დაწესებულება, რომელიც კონკრეტული საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე აგროვებს და ინახავს ამ ინფორმაციას, ვალდებულია უზრუნველყოს მისი დაცულობა.

პირად საიდუმლოებად ჩაითვლება ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა, შესაბამისად, საჯარო დაწესებულებამ ავტომატურად უნდა გაასაიდუმლოოს ეს ინფორმაცია და ის ხელმიუწვდომელი უნდა იყოს სხვა ნებისმიერი პირისათვის.

პროფესიული საიდუმლოება

პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას.

საჯარო ინფორმაციის გაცემის წესები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჯარო დაწესებულებაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, თუ ის დადგენილი წესის მიხედვით არ არის გასაიდუმლოებული, საჯარო ხასიათისაა, შესაბამისად, ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აწესებს საჯარო ინფორმაციის გაცემის კონკრეტულ წესსა და ვადებს. იმისათვის რომ პირმა მიიღოს სასურველი საჯარო ინფორმაცია, მან წერილობითი განცხადება უნდა წარადგინოს შესაბამის საჯარო დაწესებულებაში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია საჯარო ინფორმაცია გასცეს დაუყოვნებლივ ან, კონკრეტული გარემოებების არსებობისას, არაუგვიანეს 10 დღისა. თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, ამიტომ ინფორმაცია საჯარო დაწესებულებიდან უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ. დაუყოვნებლიობა იურიდიულ ლიტერატურაში ნიშნავს, რომ ინფორმაცია უნდა გაიცეს მოთხოვნისთანავე ან არაუგვიანეს მეორე დღისა. განცხადება რეგისტრაციის დღესვე უნდა მოხვდეს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელიც კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემას. აღსანიშნავია, რომ ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია დანიშნოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია დაუყოვნებლივ მისი მოცულობისა თუ კანონით გათვალისწინებული სხვა მიზეზების გამო, დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს 10 დღიანი ვადა, ოღონდ ამის შესახებ აგრეთვე დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს განმცხადებელს.

თუ ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოქალაქეს, ხოლო სამი დღის ვადაში მან უნდა მიიღოს დასაბუთებული წერილი, რა მიზეზით ვერ მიიღო სასურველი ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული წესები იმპერატიულია და ის სავალდებულოა ყველა საჯარო დაწესებულებისათვის.

pro-აქცია

Hate-speech - სიძულვილის ენა

მასალა მოამზადა ირაკლი ცხადაძემ

ეთნიკური თემატიკის გაშუქებისა და „მტრობის ენის“ ირგვლივ ბევრი დისკუსია იმართება. არსებობს პროვოკაციული კითხვებიც, რომლებსაც ამ მიდგომის ოპონენტები ხშირად გვისვამენ ხოლმე. თვით ტერმინი „მტრობის ენა“ არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს (თქვენ ხშირად წარმოთქვამთ სიტყვებს რასიზმი, მტრობა, მე კი ამაზე საერთოდ არ ვსაუბრობ, მე უბრალოდ არ მიყვარს ზანგები, აზიატები, კავკასიელები, მაჰმადიანები).

0x01 graphic

ცხადია მტრობის ენის ამოცნობა ზოგჯერ საკმაოდ ძნელია, ხშირად დისკრიმინაციული აზრი კონტექსტშია „ჩამალული“: იგი გამოიხატება მასალის შერჩევის პრინციპებში, კერძო მახასიათებლებში, სახეებში. მეცნიერებმა შეიმუშავეს რამდენიმე კლასიფიკაცია, რომელიც დაგვეხმარება ტექსტების შინაარსობროვ ანალიზში. ამ კლასიფიკაციაში „მტრობის ენის“ გამოვლინებები დაყოფილია მაქსიმალურად კატეგორიულიდან (ძალადობის გამოყენების ან ეროვნული და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მოთხოვნით, არსობრივად კრიმინალურიდან) მაქსიმალურად რბილამდე (არაკორექტული ხუმრობები ეროვნულ თემებზე). ნუსხა 16 პუნქტს შეიცავს:

  • მოწოდება ძალადობისაკენ (კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით; ძალადობის ობიექტის მითითებით; წერილებში თუ საეთერო გამოსვლებში ძალადობის, როგორც მოქმედების დასაშვებ მეთოდად გამოცხადებით, მათ შორის აბსტრაქტული მოწოდებების სახით);

  • დისკრიმინაციისაკენ მოწოდება, მათ შორის ზოგადი ლოზუნგების სახით;

  • შენირბული მოწოდებები ძალადობისა თუ დისკრიმინაციისაკენ (ძალადობის „პოზიტიური“ ისტორიული თუ თანამედროვე მაგალითების მოყვანა, „ეს მანამდეც უნდა გვექნა“ ან „ახია მათზე“-ს ტიპის გამონათქვამები);

  • ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის ნეგატიური იმიჯის შექმნა (როგორც წესი, ეს არა კონკრეტული გამონათქვამების, არამედ ტექსტის სტრუქტურის და საერთო ინტონაციის ხარჯზე ხდება);

  • ძალადობისა და დისკრიმინაციის ისტორიული ფაქტების გამართლება (1915 წელს თურქებმა სომხები თავდაცვის მიზნით ამოჟლიტეს);

  • გამონათქვამები და პუბლიკაციები, რომელთაც ეჭვი შეაქვთ ძალადობისა და დისკრიმინაციის ისტორიული ფაქტების მართებულობაში (საკონცენტრაციო ბანაკებში ჩადენილი დანაშაულების მასშტაბები ან „ჩეჩნები გადაასახლეს იმის გამო, რომ ისინი ფაშისტებს უჭერდნენ მხარს“);

  • რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის არასრულყოფილების (გონებრივი, კულტურული, შემოქმედებითი უნარის) მტკიცება („ყველა ქურთი მეეზოვეა და სხვაგან მუშაობა არ შეუძლია“, „ბოშები - მათხოვრები და ქურდები არიან“);

  • რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის, როგორც ერთიანი მასის, ისტორიულ დანაშაულებებში „მხილება“ (სომხები ყოველთვის მოღალატეები იყვნენ);

  • რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის ნეგატიური მორალური პრინციპებისადმი მიდრეკილებაში დადანაშაულება („ყველა ჩეჩენი ტერორისტია“);

  • მსჯელობანი რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის პრივილეგირებულ მდგომარეობაზე მატერიალურ თუ საზოგადოებრივ სფეროში („ქვეყნის სიმდიდრე ებრაელების ხელში გადადის“, „მალე მაჰმადიანები რუსეთის მთავრობაში უმრავლესობას მიაღწევენ“);

  • რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის დადანაშაულება საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენის მოხდენაში („ლტოლვილებმა თბილისი დიდ ბაზრად გადააქციეს“, იაღოველები და ბაპტისტები სახელმწიფოს უშიშროებას საფრთხეს უქმნიან“);

  • რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიება, მათ შორის კრიმინალურ ქრონიკებში ან უბრალოდ ეთნონიმის ხსენებით;

  • მოწოდებები რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის რეგიონში დასახლების ან დამკვიდრების არდაშვების თაობაზე („თურქი-მესხები გაამაჰმადიანებენ საქართველოს, აქ მათი ადგილი არ არის“);

  • ქსენოფობიური ტექსტების ციტირება ჟურნალისტის ან რედაქციის პოზიციის მკაფიოდ ჩამოყალიბების ან კომენტარის გარეშე; გამოცემაში ნაციონალისტური პროპაგანდის გამოქვეყნება რედაქციის მხრიდან პოლემიკის ან კომენტარის გარეშე;

  • ბრალდებები რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის მიმართ რეგიონში ძალაუფლების ხელში ჩაგდების ან ტერიტორიული ექსპანსიის მცდელობაში (პირდაპირი გაგებით და არა რეგიონში მათი დამკვიდრების წინააღმდეგ მოწოდებები - „სომხები მესხეთის სასომხეთთან შეერთებას ითხოვენ“).

0x01 graphic

11 ახალი ამბები

▲ზევით დაბრუნება


NEWS

სახალხო დამცველის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრა ახალქალაქის რაიონის სომხურენოვანი სკოლების პედაგოგებთან

17 სექტემბერს საქარველოს სახახლო დამცველის ოფისში ახალქალაქის რაიონის სომხურენოვანი სკოლების მასწავლებლებისა და სახახლო დამცველის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, სოფიო ხორგუანის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის საკრებულოს, რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ჯავახეთის მოქალაქეთა ფორუმის“ და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა იმ მუშაობის შესახებ, რომელსაც სახალხო დამცველი წარმართავს ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობის გასაღრმავებლად და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით. საუბარი შეეხო ასევე სახახლო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პაკეტს და იმ ნაბიჯებს, რომლებსაც სახელმწიფო დგამს სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

სომხურენოვანი სკოლების პედაგოგებმა ისაუბრეს სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ. წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ენის ბარიერის დაძლევასთან დაკავშირებით. მათ მიაჩნიათ, რომ ახალქალაქელი პედაგოგებისა და სკოლის დირექტორებისთვის ქართული ენის არცოდნა სისტემურ პრობლემას წარმოადგენს და შეუძლებელია მისი რამდენიმე თვეში გადაჭრა. მათი აზრით, ამ ეტაპზე მასწავლებლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ ქართული ენა გარკვეული გონივრული დროის განმავლობაში.

სახალხო დამცველის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრსა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსადმი შემუშავებულია რეკომენდაციები და იგეგმება სამინისტროსთან ამ საკითხის გადასაწყვეტად თანამშრომლობა.

სომხურენოვანი სკოლების პედაგოგები სამდღიანი პროგრამით იმყოფებიან თბილისში. პროგრამას ახორციელებენ სომეხთა წმინდა სამოციქულო ეკლესია, ფონდი ALPE და ეროვნულ უმცირესობათა ევროპული ცენტრი. პროგრამა ხორციელდება საქართველოს სახალხო დამცველის პატრონაჟით.

0x01 graphic

წიგნის პრეზენტაცია

12 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა ცნობილი ამერიკელი პედიატრის, ზიგფრიდ პოიშელის წიგნის „დაუნის სინდრომი - სახელმძღვანელო მშობლებისათვის“ პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირმა „ჩვენი ბავშვები“ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მხარდაჭერით.

წიგნში განხილულია ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია არა მხოლოდ დაუნის სინდრომის მქომე მშობლებისა და მეურვეებისათვის, არამედ ყველა იმ პროფესიონალისათვის (მედ-პერსონალი, სოციალური მუშაკები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებთან მომუშავე თერაპევტები, იურისტები, პედაგოგები), რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვთ დაუნის სინდრომთან.

წიგნის მთლიანი ტირაჟი უსასყიდლოდ გადაეცემა სამშობიარო სახლებს, საბავშვო პოლიკლინიკებს და დაინტერესებულ პირებს.

0x01 graphic

0x01 graphic

11 სექტემბერს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში, მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა თბილისის ჯუმა-მეჩეთის მთავარ მოლა ვაგიფ ახპეროვთან ერთად აღასრულა მსახურება 11 სექტემბერს ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპული ადამიანების მოსახსენებლად. მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა და მოლა ვაგიფ ახპეროვმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ დაუშვებელია რელიგია მოუწოდებდეს ძალადობისაკენ და რომ ტერორიზმს არ აქვს არც რასობრვი, არც რელიგიური და არც ეთნიკური კუთვნილება და იგი წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას მთელი მსოფლიოსთვის, რომლის დაძლევაც რელიგიების თანამშრომლობით და კეთილი ნების ადამიანების საერთო ძალისხმევით შეიძლება. მსახურებას ესწრებოდნენ და შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველმა, ბატონმა სოზარ სუბარმა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა.

12 Summary

▲ზევით დაბრუნება


Traditionally we start the 18th issue with the rubric „Our Circle“ where our readers can read about such arrangement of infrastructure when social integration and simply the life will be more trouble-free for any citizen, and among them for disabled people.

In this issue our guest is Mr. Igor Gaon, Special Representative of the Council of Europe Secretary General in Georgia. Mr. Gaon presents his opinion on development of Human Rights and civil integration in Georgia.

What are values and how much they define the development process of the society? Is it possible to artificially change the system and orientation of values? The issue's „Round Table“ presents the topic values and discussion with participation of philosophers Mr. Giga Zedania and Ms. Lela Gaprindashvili, and the psychologist Ms. marina Chitashvili.

Two translated articles are presented in the „Tolerance“ rubric - the speech on diversity and tolerance of the European soul by Angela Merkel, Chancellor of the Federal Republic of Germany, to the European Parliament in Strasbourg, 17 January, 2007. In addition we present an article by the Ecumenical Patriarch Bartholomew I „Secularization as a Challenge for Europe“.

Levan Abashidze's article is about the perspectives of the religious legislation in our country. Irakli Chikhladze tells us the problems of Chechen refugees living in Georgia.

In our traditional rubric „Justice“ we present a case of the European Court of Human Rights - „Broniovsky v. Poland“ dealing with problems of the private property. Article by Salome Vardiashvili is about the concept of freedom of information.

The joint project of the Child's Rights Centre established under the Office of Ombudsman of Georgia and Civil Development Institute - „In Our View“ is presented in the rubric „Pro-action“. The project is aimed at the integration of the youth living in various regions of Georgia.

We also present information on the following issues: the liturgy of the Evangelical-Baptist Church dedicated to the victims of the act of terrorism in New-York on September 11, 2001; presentation of the book „Down Syndrome - Parents Guide“ that was held on September 12 in the Office of Public Defender and a three-day program developed for the integration of teachers from Javakheti region.