The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №86


ტაბულა №86


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გოგიბერიძე ნინი, ბოკერია გიგა, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, მაჭარაშვილი ნინო, თოდუა მაია, კოკიჩაიშვილი თეონა, ჯაფარიძე ზურა, კვანჭილაშვილი ელენე, ჩხიკვაძე ანი, ქორიძე ავთო, ბასილაია მიხეილ, მამალაძე სალომე, ელერდაშვილი ვახო, გამცემლიძე მაკა, პერტაია გიორგი, რატიანი ირმა, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, ბაგაური ირინა, წიქორიძე ბაია, ჩიხლაძე დავით, ახლოური ნინა, მესხიშვილი გიგო, რაუში გიორგი, ნიკოლაძე ნიკო
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012 | 6 -12 თებერვალი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია/ვები: სანდრო თარხან- მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე/ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე/გაყიდვები და მარკეტინგი: ლევან ლეკიაშვილი, გიორგი ჭეიშვილი/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907/© 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დიდი ტყუილია, თითქოს ისინი ადამიანების წინააღმდეგ არაა მიმართული”.

  • განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ბირთვული პროგრამის განვითარების გამო დასავლეთის მიერ ირანზე დაწესებულ სანქციებთან და კავშირებით. 27 იანვარი

0x01 graphic

საკუთარი ფული რომ არ გამეცა, ახლა პლანეტაზე ჩემზე მეტი ფულის პატრონი არავინ იქნებოდა”.

  • განაცხადა რობერტ გეიტსმა ლონდონის სტუდენტებთან შეხვედრისას. ერთ-ერთმა მათგანმა გეიტსის ამგვარი ქველმოქმედება „ნამდვილად შთამაგონებელ” ფაქტად შეაფასა. 26 იანვარი

0x01 graphic

დროა, გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ მოვალეობებს, ნაცვლად მათი დაცვისა, ვისაც სისხლში აქვს ხელი გასვრილი”.

  • ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა დევიდ კამერონმა რუსეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადადგომას ეხება. 31 იანვარი

0x01 graphic

სწორედ ახლა, შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ არის აუცილებელი საქართველოს ყველა ჭეშმარიტი მეგობრის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტენსიური დიალოგი, რათა მისი მხრიდან არ იყოს ნებისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა, რაც საბედისწერო გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის”.

  • თეთრ სახლში სააკაშვილი-ობამას შეხვედრამდე მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა Washington Post-სა და New York Times-ში განათავსა განცხადება რეკლამის ფორმით. განცხადების ადრესატი ამერიკის პრეზიდენტია, ხოლო მისი სათაურია - „საქართველო გზაგასაყართან”. 30 იანვარი

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

მანქანა როცა მოცურდება, საჭე ჯერ მოცურების მიმართულებით უნდა მიაბრუნო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მანქანაზე კონტროლს აღიდგენ, შეგიძლია მიმართულება შეცვალო. ამ შემთხვევაში, თქვენ ჯერ უნდა დააწესოთ მკაცრი ფისკალური დისციპლინა დეფიციტურ ქვეყნებზე და ხელი შეუწყოთ სტრუქტურულ რეფორმებს, მაგრამ შემდეგ უნდა გამონახოთ სტიმულირების მეთოდი, რათა გამოხვიდეთ დეფლაციის მანკიერი წრიდან”.

  • ჯორჯ სოროსი ევროკავშირს ევროს გადარჩენის გეგმას სთავაზობს. 11 იანვარი

2 გიგა ბოკერია: პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი სუსტი აღმოჩნდა და ცდუნებას ვერ გაუძლო

▲ზევით დაბრუნება


არენა

ნინი გოგიბერიძე

0x01 graphic

ფოტო ირაკლი ბლუიშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტაბულა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას ესაუბრა. აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე და 2012 წელს საქართველოს ხელისუფლების წინაშე მდგარ გამოწვევებზე გიგა ბოკერიამ ტაბულას ვრცელი ვიდეოინტერვიუ მისცა. ინტერვიუს სრული ვერსია ტაბულას ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

  • 30 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლებს. პირველივე კითხვა საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების დაგეგმილ მოლაპარაკებებს შეეხება - რას ელის საქართველოს ხელისუფლება ამ შეხვედრიდან?

ყველასთვის ცნობილია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ამ 20 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა - ჩვენი უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, საერთოდ სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიის მშენებლობის, რეფორმებისა თუ ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით - გადამწყვეტი როლი, ამ მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერამ იქონია. ახალი ადმინისტრაციის ახალ პრეზიდენტთან პირველი ოფიციალური ვიზიტი თეთრ სახლში, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, თავისთავად პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოვლენაა.

0x01 graphic

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ამ ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, საქართველოსა და საერთოდ ევროატლანტიკური სივრცის მომავლის სკეპტიკოსებისგან, ხშირად ისმოდა, რომ რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა, ახლებური მიდგომა არსებობს - რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია გვერდზე გადადებს იმ პრინციპებს, რაც მსოფლიოს ამ ნაწილში თავისუფალი ქვეყნების მხარდაჭერას გულისხმობდა. ამას გადატვირთვის პოლიტიკის გამო ამბობდნენ. ღია პროპაგანდა მიდიოდა.

2009 წლის ზაფხულიდანვე ნათელი გახდა, რომ ეს ასე არ არის. საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობა, შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩვენი რეგიონის, ამ ქვეყნების და გავლენის სფეროების უარყოფის მიმართულებით, უცვლელი და მყარია. ეს ვიზიტი, პირველი სახელმწიფო ვიზიტი თეთრ სახლში, ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმ საკითხებს, რასაც მოიცავს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ამ ქვეყნების თანამშრომლობა, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადაყვანა. ასევე თანამშრომლობა რეფორმებისა და დემოკრატიის მშენებლობის საქმეში, რომელიც შინაარსობრივად ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს თემები და საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, კერძოდ ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია NATO-ში - იქნება განხილვის საგანი. მოდის ჩიკაგოს სამიტი - პრეზიდენტები შეხვედრისას ამ თემაზეც ისაუბრებენ.

  • ბოლო დროს აქტუალური გახდა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი. ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, საქართველოს საკითხს ცალკე მუხლი დაეთმო. მასში საუბარია, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში უნდა „ნორმალიზდეს”, მათ შორის, აშშ-ის მხრიდან თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის გზით. თუმცა, პრეზიდენტმა ობამამ, საქართველოზე მუხლი იმ საკითხებს შორის მოიხსენია, რომელთა შესრულებაც არასავალდებულოდ შეიძლება მიიჩნიოს. ფაქტია, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უმეტესწილად საგანმანათლებლო პროგრამებსა და წვრთნებს მოიცავს. მიაღწევს თუ არა საქართველოს მთავრობა პროგრესს ამ კუთხით?

ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვართ მხარდაჭერის - მათ შორის იმ ადამიანების, ვინც შეერთებული შტატების სენატში საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ამ ტიპის ჩანაწერს დაუჭირა მხარი. ისინი ჩვენი დიდი ხნის მეგობრები არიან. სპეკულაცია, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული დათქმა ამ აქტზე საქართველოს უკავშირდებოდა - როგორც წესი, საკითხის ვერცოდნაა. ეს არის დისკუსია იურისდიქციასთან დაკავშირებით - აქვს თუ არა კონგრესს უფლება, რომ ასეთ საკითხებზე (და ეს თავი არის უზარმაზარი) მიუთითოს აღმასრულებელ ხელისუფლებას - ამ შემთხვევაში პრეზიდენტს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა. ვთვლი, რომ ზოგ შემთხვევაში მაინც არაინფორმირებულობის ბრალია, ზოგ შემთხვევაში იმავე ნარატივის და პროპაგანდის გაღრმავების - თითქოს რაღაც ფუნდამენტური პრობლემებია.

ასევე თითქმის მთლიანად შეთხზულია ნარატივი, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამხედრო საქმეზე თანამშრომლობა შესუსტდა. პირიქით, გაღრმავების ტენდენცია შეინიშნება. ჩვენ შეიძლება გვსურდეს კიდევ უფრო სწრაფი გააქტიურება ამ თანამშრომლობის და ეს ბუნებრივიცაა. ამ თემებზეც გვექნება საუბარი. მაგრამ ეს თანამშრომლობა ღრმავდება და შეეხება როგორც ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას, ისე ამ ფარგლებს გარეთაც არსებულ პროცესებს. წვრთნებს და ამ ტიპის დახმარებას დიდი ადგილი ეკავა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი სფერო, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. მე არ მინდა ყველა დეტალზე ვისაუბრო, მაგრამ სურათი, თითქოს ამ თვალსაზრისით სტაგნაციაა, ან პირიქით - უკანსვლა, არაზუსტია.

  • პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, შიდაპოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, ევროატლანტიკურ სივრცეში შემდგომი ინტეგრაცია და  რუსული საფრთხის განეიტრალება, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის მთავარი სტრატეგიული ამოცანებია. რა გამოწვევებს უნდა გაართვას თავი საქართველოს ხელისუფლებამ ამ ამოცანების მისაღწევად?

ეს გამოწვევები და ეს ამოცანები, შარშანდელი და მომავლი წლის პრიორიტეტიც იქნება. ბუნებრივია, თუ არ მოხდება ისეთი პოზიტიური მოულოდნელობა, რომ სწრაფად შეიცვლება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკა მეზობლების და, პირველ რიგში, საქართველოს მიმართ. თუ ასე მოხდება, ამ საფრთხის თავიდან აცილება, შემცირება, განეიტრალება აღარ იქნება ისე აქტუალური. დღეს, სამწუხაროდ, ეს აქტუალურია.

კითხვა ნაწილობრივ თავისთავში პასუხსაც მოიცავდა - იმ პრობლემის მიუხედავად, რომელიც საქართველოს აქვს მთელი ამ წლების განმავლობაში, ქვეყანამ კურსი უნდა გააგრძელოს, არ შეწყვიტოს ქვეყნის შიგნით რეფორმები, როგორც პოლიტიკური და ლიბერალური დემოკრატიის გაძლიერების, ისე ეკონომიკური რეფორმები ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეძებოს ახალი ბაზრები. საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ევროკავშირთან წინსვლა და ამ მიმართულებით შეერთებულ შტატებთანაც  ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. ამავე დროს, უნდა დავრჩეთ რადარზე (ამ სიტყვის კარგი გაგებით), რათა ის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი, ჩვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის, რაც რუსეთთან ჩვენი პრობლემატური ვითარების მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერაში მდგომარეობს, შევინარჩუნოთ. ჩვენი მოკავშირეების ყურადღება, ამ თვალსაზრისით, არ უნდა მოდუნდეს.

მთავარი სამუშაო ქვეყნის შიგნითაა. ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლირებულად. არავინ არის რობინზონ კრუზო. ის ეკონომიკური კრიზისი ან პოსტკრიზისი თუ კიდევ უფრო გაღრმავდება - იგულისხმება ევროკავშირის ეკონომიკური გამოწვევები, ეს შეერთებულ შტატებსაც შეეხება - არასახარბიელო ფონს შექმნის. შეიძლება არა ისეთ დრამატულს, როგორც ეს იყო 2009-ში, მათ შორის ომის ფაქტორის გამოც. საქართველომ უნდა შეძლოს  ისეთივე სიმყარის გამოჩენა ამ გამოწვევის ფონზე, რაც 2009 წლის შემდეგ მოვახერხეთ. 2010-ში, 2011-ში ბევრი პროგნოზით, მათ შორის - არა სკეპტიკოსების ან კრიტიკოსების, არამედ ნეიტრალური კომპეტენტური ხალხის შეფასებით, ვითარებიდან ამგვარი გამოსვლა არ იყო მოსალოდნელი. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებმა და საერთო ტენდენციამ აჩვენა, რომ იმ რეფორმების მეშვეობით, რომელიც დღესაც გრძელდება, გამოვიჩინეთ გამძლეობის სერიოზული უნარი რთულ ვითარებაში. უნდა მოვახერხოთ და ეს ფორმა შევინარჩუნოთ. ამას რეფორმების მხრივ მუდმივი სვლა სჭირდება. ადგილზე გაჩერება ნიშნავს უკუსვლას.

  • საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე ახალი მოთამაშის, ბიძინა ივანიშვილის, გამოჩენამ ხელისუფლება დააპანიკა. ამის მაგალითად კი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებს ასახელებენ. რამ განაპირობა საკანონმდებლო ცვლილებები და იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას?

ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. ჩვენ არა ვართ მრავალწლიანი, ლიბერალური დემოკრატია. მაგრამ მე ვთვლი, რომ საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა და დემოკრატიული ქვეყანა. ამ გზით სვლა გრძელდება - პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალგვარი ხალხი მონაწილეობს. მათ შორის ისეთიც, რომელიც, სამწუხაროდ, ყველაზე ფუნდამენტურ საკითხს - ჩემი და საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით - აყენებს ეჭვქვეშ. ესეც ნაწილია, ფასია თავისუფლების. ჩვენ ასეთი ფიგურები გვყოლია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით. თავისუფალი საზოგადოება ამ ყველაფერს ხარშავს (სიტყვის კარგი გაგებით) და წინ მიდის.

ჩემი შეხედულებები ამ პერსონასთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილია. მის საგარეო პოლიტიკურ კურსთან და ამ თემით სპეკულაციებთან - ჩემი პოზიცია უაღრესად კრიტიკულია. მაგრამ ესეც ნაწილია თავისუფლების.

რაც შეეხება კანონმდებლობას და რეგულაციებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს ხდება ყველა ჩამოყალიბებულ ლიბერალურ დემოკრატიაში - რეგულირება იმისი, რომ დიდ ფინანსებს არ ჰქონდეს დისპროპორციულად დიდი გავლენა დემოკრატიულ პროცესზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მეორე მხრივ, საჭიროა მაქსიმალურად ეფექტური ფილტრები, ქვეყნის გარედან ფინანსური ნაკადების მეშვეობით შიდადემოკრატიულ პროცესზე გავლენის მოხდენისა.

ეს არ ნიშნავს, რომ შეძლებული ადამიანები უფრო საეჭვოები არიან. პირიქით, ეკონომიკური წარმატება გულისხმობს ბევრ შეძლებულ ადამიანს. სწორედ ამიტომ აღვნიშნავ, რომ ამ გავლენის  პროპორცია გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ყველგან ასე ხდება. ეს კანონი, სწორედ ევროპული და ჩამოყალიბებული ლიბერალური დემოკრატიების გამოცდილების გაზიარებაა ამ მიმართულებით.

თუ საუბარია იმაზე, რომ ეს დაემთხვა იმას, რომ კონკრეტული პერსონა გამოჩნდა - ასეც არის ხოლმე. ხშირად კონკრეტული პოლიტიკური განვითარებები ახდენს დემონსტრირებას კანონმდებლობაში არსებული ხვრელების ბოროტად გამოყენების მცდელობისა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ძალიან გამჭვირვალე დეკლარაციასთან საქმე. აქ შეთქმულების თეორიაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ  იმაზე, რაც ითქვა და გაკეთდა.

თუ ვინმე ცდილობს, რომ ხვრელები, რაც არსებობს, სისტემაში ლეგიტიმურ რეგულაციებთან დაკავშირებით გამოიყენოს - საკანონმდებლო ორგანო მოახდენს ამ თვალსაზრისით რეაგირებას. ეს ბუნებრივი პროცესია. რეგულაციები აქამდეც იხვეწებოდა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით. არა ამ რეკომენდაციების გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს რეკომენდაციები გეხმარება და შენი კურსის კორექტირებას ახდენს.

აქვე თავს უფლებას მივცემ, პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, ილუზიაა ის, რომ ამ მეთოდებით ქვეყნის დიდი ხნის არჩევანის წყალში გადაყრა შეიძლება. იმ არჩევანის, რომელსაც მრავალი თაობის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა შეიძლება გარკვეული ზიანი მიაყენოს იმ ფუნდამენტურ კონსენსუსს, რაც ბოლო წლებში ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობდა. პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი აღმოჩნდა ძალიან სუსტი და ამ ცდუნებას ვერ გაუძლო.

  • NATO-საქართველოს ურთიერთობას რომ შევეხოთ: NATO-ს გენერალურმა მდივანმა ახლახან განაცხადა, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს რეფორმებში, მას შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ავღანეთის ოპერაციაში, თუმცა კიდევ არის შესასრულებელი სამუშაოები. ჩიკაგოს სამიტი მაისში ჩატარდება. რა სამუშაოები აქვს გასატარებელი საქართველოს NATO-სთან დაახლოების კუთხით და რა ამოცანის მიღწევას ისახავს მიზნად საქართველოს ხელისუფლება ჩიკაგოს სამიტზე?

როცა ლაპარაკია სამუშაოების შესრულებაზე ან რეფორმის გაგრძელებაზე - პრინციპულად წინააღმდეგი ვარ ხოლმე საკითხის ისე დაყენების, რომ რეფორმები და ქვეყნის წინსვლა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების კუთხით (რაც მნიშვნელოვანია) პროგრესის დემონსტრირება მოხდეს. მთავარია, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენში ვგულისხმობ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც სურს თავისუფალ, ნორმალურ, ძლიერ ქვეყანაში იცხოვროს. ეს ორგანიზაციები, რომელსაც ლიბერალური დემოკრატიების კლუბი შეგვიძლია ვუწოდოთ (მათ შორის, NATO), ამას აქცევს ყურადღებას. ეს ჩვენივე ინტერესია და, ამავე დროს, ემთხვევა შიდა და საგარეო ინტერესს. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ინტეგრაცია თვითონ ხელს უწყობს ლიბერალური დემოკრატიის გაძლიერებას, მათ შორის, პირველ რიგში, უსაფრთხოების თვალსაზრისით. იმიტომ რომ, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენს დემოკრატიას საფრთხე ემუქრება არა მარტო იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობით დატოვებული გამოწვევები და რეფორმები არის გასაგრძელებელი, არამედ ფიზიკური საფრთხის ქვეშ არის ქვეყანა.

თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ ზოგიერთი ბარიერი, რომელიც შეგვხვდა ამ გზაზე და შეაფერხა წინსვლა, არ უკავშირდებოდა ჩვენი რეფორმების ხარისხს. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით 2008 წლის აგრესიის შემდეგ, რომ პოლიტიკურად მომხდარიყო ძალიან მკაფიოდ დეკლარაცია, რომ ეს ბარიერი არ არის - ასე ვთქვათ დაბეტონებული. საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო და ენერგეტიკული წონის გამო - ვგულისხმობ ჩრდილოელ მეზობელს - ჩვენი წინსვლის დაბლოკვა არავის შეუძლია. ინტეგრაციას, საბოლოოდ, შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე გვსურდა. მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ამ გზაზე სვლა.

გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს NATO-სთან - აი, ამის დემონსტრირებაა ჩვენთვის ძალიან დადებითი პოლიტიკური სიგნალი. ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ დასრულდება პროცესი და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება მოხდება ამ სამიტზე. ეს სამიტი საერთოდ არ არის NATO-ს გაფართოებისადმი მიძღვნილი, ის ISAF-თან და რეგიონულ კოოპერაციასთანაა დაკავშირებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და ვეცადოთ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ.

ამ თვალსაზრისით გასული წელი წარმატებული იყო. თუმცა, ამოცანა იგივე რჩება და მივაღწევთ - საქართველო გახდება NATO-ს წევრი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც უსაფრთხოების, ისე ზოგადად ქვეყნის განვითარებისათვის.

  • დეკემბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია დაამტკიცა. საქართველოს მთავარ საფრთხეებს შორის, დოკუმენტი რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკს ასახელებს. მოსკოვი 2012 წლის შემოდგომაზე კავკასიაში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკაზ-2012”-ის ჩატარებას გეგმავს. საომარ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული სამხედრო მოქმედებები, იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად აღარ მოქმედებს ხელშეკრულება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ, რუსეთის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, პროვოკაციული ჟესტია. როგორ პასუხობს საქართველოს ხელისუფლება რუსულ საფრთხეს?

ვთვლი, რომ ეს, ისევე როგორც მრავალი სხვა ნაბიჯი, მეტია, ვიდრე პროვოკაცია. პროვოკაციაა, როცა რაღაცას აკეთებ და აგრესია ჯერ განხორციელებული არ არის. ჩვენი ტერიტორიის 20%25 ოკუპირებულია, ეთნიკური წმენდაა ჩატარებული და რუსეთი ჯერჯერობით უარს აცხადებს, მოლაპარაკებების პროცესი დაიძრას ამ მიმართულებით.

ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმება მრავალი წელია უკვე არ არის ძალაში. საქართველოს წინააღმდეგ აგრესიამდე, 2007 წლის ბოლოს გამოვიდა რუსეთი. ეს იყო რეაქცია საქართველოს და, საერთოდ, ამ სივრცის მისი გავლენის სფეროდან გამოსვლაზე.

ეს წვრთნებიც, განცხადებებიც, რომლებიც ბოლო წლებში გვესმის, ტერაქტები, რომლის თაობაზე იყო ძალიან მყარი მტკიცებულებები რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობისა - ეს ყველაფერი საქართველოს მიმართ აგრესიის სხვადასხვა ფორმით გაგრძელებაა. იმ პოლიტიკური ფასის გამო, რომელიც რუსეთს დაუჯდებოდა ეს აგრესია, ჩვენ არ გვემუქრება  ფართომასშტაბიანი მყისიერი ქმედება. ეს არ ნიშნავს, რომ კმაყოფილები ვართ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტორი შევინარჩუნოთ.

რუსეთის ფედერაცია ნამდვილად არ არის ჩრდილოეთ კორეა, რომ საერთოდ არ აღელვებდეს, თუ როგორ გამოჩნდება. ისინი ყოველთვის ცდილობენ თავისი ქმედებების თუნდაც ძალიან ცინიკურ, მაგრამ მაინც შეფუთვას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქ ყოფნით, ისევე როგორც მუდმივად ამ საკითხზე პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა ფორმით უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი ცინიკური შესაძლებლობებიც შევუზღუდოთ.

  • რუსეთში განვითარებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას რომ შევეხოთ - პოლიტიკურად ინერტული რუსული საზოგადოების ნაწილის გამოღვიძებამ, გარკვეული იმედები გააღვივა კრემლის ოპონენტებში. როგორ შეაფასებთ რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში?

0x01 graphic

ბუნებრივია, მე არ ვარ პოლიტიკური მიმომხილველი, რომ დეტალურად მიმოვიხილო შიდა ვითარება. ჩემთვის, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესი არის მნიშვნელოვანი. ვისურვებდი, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ მეზობლებს, მათ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და თავისუფლებას პატივს სცემს (და ეს, ვთვლი, რუსი ხალხის ინტერესიცაა). იმის გაცნობიერება, რომ პერსპექტივა არა აქვს იმპერიის აღდგენის მცდელობას, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შედის ნებისმიერი ქვეყნის, რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესებში, რომელთაც სურთ ის თავისუფალი ქვეყანა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ გარდაქმნას თან სდევს უფრო ცივილიზებული ურთიერთობები მეზობლებთან.

ერთხელაც უნდა გავიხსენო ის თემა, რაზეც ვისაუბრეთ. მთელი ეს კონცეფცია, რომ რუსეთი არასდროს არ შეიცვლება, რომ ესა თუ ის ფიგურა - ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი პუტინი - არის ხალხის არჩევანი, და ჩვენ უნდა შევიცვალოთ, რომ მივესადაგოთ მას, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელი, პოლიტიკურად ამორალური და უზნეო, თან პრაგმატულადაც მცდარია. ამ გზით წასულს წარმატებისთვის არავის მოუღწევია. პირიქით, ვინც პრინციპულად გააღწია ამ გავლენის სფეროდან, მან შეძლო რუსეთთან ურთიერთობების „დალაგება”. და მეორე - რუსეთის ეს არჩევანი, სულ მცირე, გადაჭარბებულია, როგორც ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა.

3 29 ოლქში ამომრჩეველთა თანასწორუფლებიანობა ირღვევა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსი, პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა. საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა (რომლებმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე შეთანხმებას ზაფხულში მოაწერეს ხელი) უარი თქვეს პარლამენტის წევრთა რიცხოვნობის 150-დან 190-მდე და მაჟორიტარული ოლქების 75-დან 83-მდე გაზრდაზე.

მიღებული კოდექსის თანახმად, 150-წევრიან პარლამენტში 4 წლის ვადით 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა. აქამდე არსებული ორი მაჟორიტარული ოლქი, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულ ახალგორსა და ლიახვის ხეობაში მდებარეობდა, გაუქმდა.

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ საარჩევნო კანონმდებლობაზე საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა. მათი გათვალისწინებით კოდექსში რიგი სიახლეები შევიდა.

თუმცა, დოკუმენტში არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ეს უკანასკნელი მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის პროპორციულობის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. კომისიის დასკვნაში საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საქართველოში ვერ მოხერხდა „დაახლოებით თანაბარი ზომის საარჩევნო ოლქების უზრუნველყოფა, რითიც შერეული სისტემის ფარგლებში ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობა იქნებოდა გარანტირებული”.

მაჟორიტარული ოლქების საზღვრები, ძირითადად, მუნიციპალიტეტების საზღვრებს ემთხვევა. თითოეულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 6 ათასიდან 150 ათასამდე მერყეობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი დიდი ხანია ითხოვს ოლქების საზღვრების გადახედვას. ამან, მათი აზრით, არჩევნების შედეგების მიცემულ ხმებთან მეტი შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენლების განცხადებით, მაჟორიტარული ოლქების სისტემის არსებული სახით შენარჩუნება პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამ გზით ყველა საკანონმდებლო ორგანოში ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი იქნება.

თანასწორი ხმის უფლებას ვენეციის კომისიის მიერ 2002 წელს დამტკიცებული „საარჩევნო ნორმათა კოდექსიც” ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო ოლქებს შორის ადგილების განაწილება „მკაფიო და დაბალანსებული წარმომადგენლობის პრინციპით” უნდა მოხდეს - მოქალაქეთა, რეგისტრირებულ თუ არჩევნებში უშუალოდ მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით.

თუმცა, იგივე დოკუმენტი ამ პრინციპიდან გამონაკლისს ითვალისწინებს. მისი მიხედვით, ნორმიდან დასაშვები გადახრა ამომრჩეველთა რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 პროცენტს, „გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (კომპაქტურად დასახლებულ ეროვნულ უმცირესობათა დაცვა, მეჩხერად დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული)”.

საქართველოში ეთნიკური უმცირესობები უმრავლესობას ექვს საარჩევნო ოლქში შეადგენენ. კიდევ ოთხ საარჩევნო ოლქში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტს შეადგენენ.

მეჩხერად დასახლებული რეგიონების ზუსტი განსაზღვრება ვენეციის კომისიის დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე, დღეისთვის მსოფლიოში ერთ კვადრატულ კილომეტრზე 50.9 ადამიანს შეადგენს (worldstat.info-ს მიხედვით). ევროკავშირში მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 112 ადამიანია.

საქართველოში მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 65.8 ადამიანია. საშუალო მაჩვენებელზე ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული 38 რაიონია; საშუალო მსოფლიო მაჩვენებელზე - 30. ევროკავშირის მაჩვენებელზე - 50.

საქართველოში ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობა ერთ ოლქზე დაახლოებით 43 ათასია. ქვეყანაში სულ 19 ოლქია, რომლებშიც ამომრჩეველთა რიცხოვნობა საშუალო მაჩვენებელს „საარჩევნო ნორმათა კოდექსით” დასაშვებზე (15 პროცენტი) მეტად აღემატება.

მათ რიცხვში შედის თბილისის რაიონები და მსხვილი ქალაქები. ყველაზე დიდ ოლქებში (ქუთაისი, გლდანი, ნაძალადევი, ისანი, სამგორი, საბურთალო, ზუგდიდი) 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია. ამომრჩეველთა რაოდენობა საშუალოზე მნიშვნელოვნად მეტია ქვემო ქართლის ორ რაიონშიც - გარდაბანსა და მარნეულში, სადაც მაღალია ეთნიკური უმცირესობების წილი. ასევე წყალტუბოსა და ხელვაჩაურში, რომლებიც მსხვილ ქალაქებს ესაზღვრება.

ამომრჩეველთა რაოდენობა საშუალო მაჩვენებელზე - 15 პროცენტზე უფრო მეტად დაბალია 43 საარჩევნო ოლქში. მათ შორის საშუალოზე მჭიდროდ დასახლებული მხოლოდ ოთხი, შედარებით მცირე ტერიტორიის მქონე ოლქია - ფოთი, აბაშა, ხონი და თერჯოლა. დანარჩენი 39 არამჭიდროდ დასახლებული რაიონია.

როგორც ტაბულას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მელაძემ განუცხადა, მეჩხერად დასახლებული რეგიონების მკაცრი კრიტერიუმი საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს. მისი აზრით, ამგვარ რაიონებად ქვეყანაში ის ერთეულები შეიძლება ჩაითვალოს, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 50 ადამიანზე ნაკლებია.

სულ საქართველოში 30 ასეთი რაიონია. მეჩხერად დასახლებულ რაიონებს შორის მეტწილად მაღალმთიანი რეგიონებია - ხულო, მესტია, დუშეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის ყველა რაიონი და სხვა. თუმცა, ასევე მეჩხერადაა დასახლებული ბარის ის რაიონები, რომელთა ფარგლებში დიდი ფართობის დაუსახლებელი ტერიტორიებია მოქცეული - დედოფლისწყარო, საგარეჯო, სიღნაღი. ამ ჩამონათვალში ხვდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთის ორი და ქვემო ქართლის ორი რაიონიც.

მეჩხერად დასახლებულ ბევრ რაიონში მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი საშუალოზე ბევრად დაბალია. მაგალითად, ყაზბეგში, მესტიასა და ონში - 5 ადამიანი კვ. კილომეტრზე, ლენტეხში - 7, დუშეთსა და თიანეთში - 11 და 14.

შესაბამისად, სწორედ ის საარჩევნო ოლქები, რომლებშიც ამომრჩევლების რაოდენობა დაბალი და დისპროპორციულია - ვენეციის კომისიის „საარჩევნო ნორმათა კოდექსის” თანახმად, გამონაკლის შემთხვევათა შორის ხვდება.

იმ 43 ოლქს შორის, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა დასაშვებზე დაბალია, გამონაკლისი 33 ოლქზე შეიძლება გავრცელდეს - ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად ცხოვრებისა თუ მეჩხერად დასახლების გამო. დარჩენილ 10 ოლქში სიმჭიდროვის მაჩვენებელი შედარებით მაღალია. მათ შორისაა ლაგოდეხი, კასპი, ვანი, ხონი, ტყიბული, ლანჩხუთი, აბაშა, მარტვილი, ხობი და წალენჯიხა.

საარჩევნო ოლქების საზღვრების შესაბამისობაში მოყვანა ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან, შეუძლებელია ქვეყანაში მეჩხერად დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულების ზუსტი კრიტერიუმის განსაზღვრის გარეშე.

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების უდიდეს ნაწილში - შესაძლოა, სხვა რეგონებშიც - ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობიდან მნიშვნელოვანი გადახრა, ვენეციის კომისიის სტანდარტებით დასაშვებია.

4 აფხაზების რეპატრიაცია დემოგრაფიას ვერ შველის

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

17 იანვარს სოხუმის მთავრობის დელეგაცია სირიას ეწვია. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიზანი, ამ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზების ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის შესაძლებლობის შესწავლა იყო. სოხუმის ვარაუდით, სირიაში დაძაბულობის, მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გამო, აფხაზეთი სირიაში მცხოვრები აფხაზებისთვის სასურველი თავშესაფარი გახდებოდა.

სირიაში მცხოვრები აფხაზების ზუსტი რაოდენობა დანამდვილებით ცნობილი არ არის. აფხაზური წყაროების მონაცემებით, ამ ქვეყანაში 30 ათასამდე ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს. თუმცა, სოხუმის საგარეო უწყების დასკვნით, მათი რიცხვი 8-9 ათასს არ აღემატება.

აფხაზ-აბაზების მსოფლიო კონგრესის მრჩევლის, ბესლან კობახიას განცხადებით, სოხუმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილი 200-300 ადამიანმა გამოთქვა. სირიაში მცხოვრებმა აფხაზებმა უახლოეს მომავალში მასობრივი რეპატრიაციის შესაძლებლობა უარყვეს.

აფხაზური, ადიღეური და ჩერქეზული დიასპორები ყველაზე მეტად თურქეთში, სირიაში და იორდანიაში არიან წარმოდგენილნი. ისინი ამ ქვეყნებში მე-19 საუკუნეში, კავკასიური ომის შედეგად, რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი დეპორტაციის შედეგად მოხვდნენ.

მუჰაჯირობა აფხაზეთში 1864 წლიდან დაიწყო. სამშობლოდან განდევნილი აფხაზებისა და აბაზების რიცხვმა, აფხაზური წყაროების მიხედვით, 135 ათასს მიაღწია.

დღეისთვის აფხაზ მუჰაჯირთა ყველაზე მეტი შთამომავალი თურქეთში ცხოვრობს. აფხაზური საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩირიკბვას აზრით, მათი რიცხვი 200-დან 700 ათასამდეა. თურქეთის, სირიისა და იორდანიის გარდა, ეთნიკურ აფხაზთა მცირე რაოდენობა ეგვიპტეში, საბერძნეთსა და აშშ-ში ცხოვრობს.

მუჰაჯირთა შთამომავლების რეპატრიაცია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ პრიორიტეტად გამოაცხადა. ისინი ამ გზით „დემოგრაფიული პრობლემის” მოგვარებას ცდილობდნენ

გასული წლის აპრილში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში თურქეთში გაემგზავრა. მან დიასპორის წარმომადგენლები მოინახულა და რეპატრიაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დღეისთვის რეპატრიანტების რიცხვი აფხაზეთში საკმაოდ მცირეა. რეგიონში სულ სამი ათასამდე რეპატრიანტი ცხოვრობს.

სოხუმის ხელისუფლება რეპატრიაციის პროგრამას ახორციელებს. მისი დაფინანსებისთვის სპეციალური გადასახადიც არის შემოღებული - თითოეული დასაქმებულის ხელფასიდან ერთი პროცენტი რეპატრიაციის ფონდში ირიცხება.

პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფულება რეპატრიანტებს საცხოვრებლით ან მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფს, გამოჰყოფს მათთვის შეღავათიან კრედიტებს, ეხმარება აფხაზური ენის შესწავლაში. თუმცა, როგორც სოხუმში ამბობენ, დახმარების განაწილებაში კორუფციის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.

ამავე დროს, ინტეგრაციის სურვილის შესუსტება თავად რეპატრიანტთა მხრიდან შეინიშნება. 1995-96 წლებში რეგიონში რამდენიმე ასეული რეპატრიანტი ჩავიდა და საკმაო წარმატებით ინტეგრირდა. თუმცა, აფხაზეთში ბოლო წლებში დაბრუნებულთა შორის, ხშირია რეპატრიანტი, ვინც აფხაზურ და რუსულ ენებს არ სწავლობს.

დიასპორის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში ჩაკეტილად ცხოვრობენ, ძირითადად სამშენებლო და სხვა იმ კომპანიებში მუშაობენ, რომლებიც თურქეთთან ვაჭრობით არიან დაკავებული. შესაბამისად, აფხაზურ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მოთხოვნილება ნაკლებია.

ასეთ ვითარებაში, რეპატრიანტთა ნაკადის გაზრდა გამოიწვევს აფხაზეთში განცალკევებული ეთნიკური ჯგუფის შექმნას, რომელიც სულ უფრო მრავალრიცხოვანი და გავლენიანი გახდება.

აფხაზური საზოგადოების ნაწილს სერიოზულად აშფოთებს ის მენტალური და კულტურული სხვაობა, რომელიც ადგილობრივ აფხაზებსა და რეპატრიანტებს შორის შეინიშნება.

ადგილობრივი ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ თურქეთზე ორიენტირებულ რეპატრიანტთა მასობრივ შემოსახლებას მოსკოვი არ მიესალმება. ადგილობრივი ექსპერტის ლეონ აჯინჯალის მოსაზრებით, სოხუმის მთავრობამ „უნდა შეძლოს რუსეთის დარწმუნება, რომ რეპატრიაციის პროცესი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”.

„თუ აფხაზთა რეპატრიაცია გააქტიურდება, ამას შესაძლოა გრძელვადიანი შედეგი მოჰყვეს, რაც აფხაზეთის თურქეთთან კავშირის გაძლიერებას, საქართველოსგან გამოყოფის განმტკიცებას და რუსეთზე დამოკიდებულების შესუსტებას გამოიწვევს”, - წერდა 2009 წელს გაზეთი The New York Times. სოხუმიდან ვრცელი რეპორტაჟის ავტორი აღნიშნავდა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის” ცნობამ აფხაზური დიასპორის რეპატრიაციისადმი ინტერესის გააქტიურება გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ტრადიციულად ნეგატიურია.

ამ თვეში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გასულ წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, რეგიონის მოსახლეობამ 242 ათასი ადამიანი შეადგინა. 2003 წლის ანალოგიური აღწერის შედეგების თანახმად, აფხაზეთში მაშინ 216 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

ბოლო აღწერის მიხედვით, რვა წლის განმავლობაში რეგიონში მკვეთრად გაიზარდა ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა და 122 ათასი შეადგინა. შესაბამისად, აფხაზები, ამ მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარს (50,7 პროცენტს) წარმოადგენენ. 2003 წელს მხოლოდ 94 ათასი იყვნენ და მოსახლეობის 43 პროცენტს შეადგენდნენ. სოხუმის მონაცემებით, ამ წლებში შემცირდა სომხებისა და რუსების და უმნიშვნელოდ გაიზარდა ქართველების რაოდენობა (თუმცა, ქართველების ხვედრითი წილი 21-დან 19 პროცენტამდე შემცირდა).

აფხაზური აღწერების ციფრები თბილისში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის უნდობლობას იწვევდა. აფხაზეთში 2005 წლის არჩევნებისთვის დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაზე (129 ათასი) დაყრდნობით International Crisis Group-მა დაასკვნა, რომ აფხაზეთის რეალური მოსახლეობა 157 ათასიდან 190 ათასამდე ადამიანს უნდა შეადგენდეს.

გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უკვე 143 ათასი ამომრჩეველი დარეგისტრირდა. თუ ბოლო აღწერის მონაცემებს ვენდობით, აფხაზეთში ხმის უფლების არმქონე არასრულწლოვანთა წილი 40 პროცენტს აღემატება. ასეთი რიცხვები თავად აფხაზებისთვისაც არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან მსგავსი დემოგრაფიული ბუმი რეგიონში არ ყოფილა.

აფხაზებიც აღიარებენ, რომ რვა წელიწადში აფხაზთა რიცხოვნობის 27 ათასით გაზრდა ვერ მოხერხდებოდა - ვერც ბუნებრივი მატებისა და ვერც რეპატრიანტთა შემოსვლის ხარჯზე. ეს აღწერის პროცესში სხვა წარმომავლობის მოქალაქეთა მიერ საკუთარი თავის აფხაზებად დასახელების ან გაყალბების შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო. მით უმეტეს, რომ სოხუმის ხელისუფლება „დემოგრაფიულ გარღვევას” მიღწევად სიამოვნებით მიიწერდა.

5 მოსწავლის სტატუსის შეჩერება განათლების კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

0x01 graphic

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი დაადგინა. ახალი რეგულაცია, 2012 წლის იანვრამდე მოქმედ ბრძანებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესის შესახებ, გასულ თვეში დაემატა. ამიერიდან სკოლა უფლებამოსილია, დაწყებით და საბაზისო საფეხურის მოსწავლეს რიგ შემთხვევებში სტატუსი შეუჩეროს. მაგალითად: თუ სკოლის მიერ მოსწავლის მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის გაფრთხილების მიუხედავად, მოსწავლე ექვსი თვის განმავლობაში არ ცხადდება სკოლაში, არ იღებს შეფასებას და არ არის დარეგისტრირებული ექსტერნად; ან მოსწავლე არაერთგზის, უხეშად არღვევს სკოლის შინაგანაწესს. ბრძანების მიხედვით, მოსწავლის სტატუსის შეჩერება და აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მშობელმა, ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც სტატუსი შეუჩერა ან უფლებათამონაცვლეს.

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. დაწყებითი და საბაზო განათლება კი სავალდებულოა. სკოლის დირექტორისთვის მინიჭებული უფლება, მოსწავლის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით, მის კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, სტატუსის შეჩერების წესის შემოღების მიზანი ისაა, რომ სამინისტროს სრული გარანტია უნდა ჰქონდეს გამოყოფილი თანხების, თითოეული მოსწავლისთვის განკუთვნილი ე.წ. ვაუჩერული დაფინანსების, მიზნობრივ ხარჯვასა და გამჭვირვალობაზე. თუმცა, გაუგებარია, როგორ უნდა მიაღწიონ მიზანს ამ გზით. თუ აქამდე, სხვადასხვა მიზეზის გამო, სკოლის დირექტორი არ აღრიცხავდა მოსწავლეთა რეალურ რაოდენობას და არ აწვდიდა სახელმწიფოს ინფორმაციას მათზე, ვინც სისტემატურად არ ესწრება გაკვეთილებს, გაუგებარია, ახლა, მოსწავლის სტატუსის შეჩერების უფლება, რატომ გადასწონის დირექტორის ინტერესს, მიიღოს იმაზე მეტი ვაუჩერი, ვიდრე მის სკოლაში მოსწავლეთა რეალური რაოდენობაა. თავის მხრივ კი, სამინისტროს, ამ საკითხის მოსაგვარებლად, სხვა გზის პოვნაც შეეძლო.

რაც შეეხება დისციპლინას, შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სკოლას ისედაც ჰქონდა და აქვს მოსწავლეების გარიცხვის უფლება. ამ შემთხვევაში, გარიცხულ მოსწავლეებს შეუძლიათ, სხვა სკოლაში გადავიდნენ. თუ სხვა სკოლები მათ მიღებას არ ისურვებენ, ამან შეიძლება ბიძგი მისცეს ისეთი სასწავლებლების შექმნას, რომელიც მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. სტატუსის შეჩერება მათი უფლების შეზღუდვას ნიშნავს - სისტემისგან ჩამოშორების გზით, თან, გაურკვეველია, რა ვადით. სამინისტროში ამაზე მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ მათ სტატუსი აუცილებლად აღუდგებათ.

6 facebook-იდან საარჩევნო ურნამდე

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ნინო მაჭარაშვილი

ცივილიზებულ სამყაროში მედია და პოლიტიკა ყოველთვის მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული. საიდუმლო არ არის, რომ მედია დიდ ძალას ფლობს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი როლი საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაშიც: დიდწილად სწორედ ის განაპირობებს განწყობებს, ქმნის გარემოს და გავლენას ახდენს ინდივიდების მიერ ამ გარემოს აღქმაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, მედია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შუამავალი პოლიტიკოსებსა და ამომრჩეველს შორის - ის მათი ურთიერთობის განმსაზღვრელია - თავადაა მესიჯი და არა მესიჯის გამტარი.

ბეჭდური პრესისა და რადიოს შემდეგ, საქმეში ტელევიზიის ჩართვამ მედიის გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა. დღეს სიმაღლეებს უკვე „ახალი მედია” იპყრობს და თამაშის წესებსაც ცვლის. ტაბულა არაერთხელ წერდა სოციალური ქსელების და, ზოგადად, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაზე ინტერნეტის მზარდ გავლენასთან დაკავშირებით, უფრო ფართოდ კი - მთელი საზოგადოების ცხოვრებასა და მიმდინარე პროცესების ლოგიკაზე. ობიექტური მიზეზების გამო, მედიისა და პოლიტიკის ურთიერთობის იმ ეტაპებს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა გასულ საუკუნეში გაიარეს, საქართველო დიდწილად გამოაკლდა. ისევე, როგორც დანარჩენი საზოგადოება, პოლიტიკური მოთამაშეებიც ახლა სწავლობენ თამაშის ცივილურ წესებს. მათ შორისაა ახალი მედიის ათვისებაც.

მედიასივრცეში გავლენის ზრდასთან ერთად, სოციალური ქსელები თავად პოლიტიკოსებისთვისაც აქტუალურია. ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდის პარალელურად, მთავრობები და სხვა პოლიტიკური მოთამაშეები ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან. მათ უფრო ფართო და მრავალგანზომილებიან სივრცეში უწევთ ოპერირება და შთაბეჭდილებების მართვა. ეს სივრცე მხოლოდ პრესის, რადიოს თუ ტელევიზიის დაფარვის არეალით აღარ შემოისაზღვრება.

თავის მხრივ, სოციალური მედია ურთიერთობის განსხვავებულ წესებს ამკვიდრებს. ტრადიციულთან შედარებით, ის მეტად ინტერაქტიულია და ორმხრივ ურთიერთობას გულისხმობს. კანდიდატის აქტიური ჩართულობა სოციალურ ქსელებში მას უფრო ადვილად მისაწვდომს ხდის - ხელს უწყობს უფრო მეტ დისკუსიას მხარდამჭერებს შორის. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ პოლიტიკოსები დროისა და რესურსის არცთუ მცირე ნაწილს, სოციალური ქსელების ათვისებას, მეტი „ლაიქის”, მიმდევრისა თუ ტვიტის დაგროვებას ახმარენ.

შესაბამისია პოტენციური ამომრჩევლის მოლოდინებიც: აშშ-ში Digitas-ისა და Harris Interactive-ის მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ კანდიდატებისგან სოციალურ მედიაში ჩართულობას ახალი მედიის მომხმარებელთა 61%25 მოელის. 10-დან 4 მომხმარებელი კი აცხადებს, რომ სოციალური მედიიდან მიღებული ინფორმაცია მათ არჩევანს უფრო მეტად განაპირობებს, ვიდრე ტრადიციული მედია. 2011 წლის მაისში, social vibe-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სოციალური მედიის სრულწლოვანი მომხმარებლის 94%25 აქტიურად ადევნებს თვალს პოლიტიკოსთა მესიჯებს ამ სივრცეში - 39%25 მას საშუალოდ 130 მეგობარს უზიარებს.

დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკურ კამპანიებსა და Facebook-ს, Twitter-სა და YouTube-ს შორის გაჩაღებული ურთიერთობის ბუმი ანარეკლს საქართველოშიც პოულობს - არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სოციალურ ქსელებში პოლიტიკური მოთამაშეების „შეჯიბრი” სულ უფრო აქტუალური ხდება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ინტერნეტმომხმარებლის რაოდენობა მზარდია, პოლიტიკოსთა მიერ სოციალური მედიის ათვისება მომავალში უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის უკანასკნელი ანგარიშის, „ქართული მედია - მოსახლეობის შეფასებები და განვითარების პერსპექტივები” - მიხედვით, 2009 წელთან შედარებით 10%25-ით შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც არასოდეს სმენიათ ან უსარგებლიათ ინტერნეტით. ამ უკანასკნელთა პროცენტული მაჩვენებელი 56%25-ია. მომხმარებელთა უმრავლესობა (70%25) ამბობს, რომ ინტერნეტს სოციალური ქსელებისთვის იყენებს - ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ მათთვის კვლავ ტელევიზია რჩება.

პოლიტიკურ ფიგურებს თუ გაერთიანებებს შორის საქართველოში ყველაზე პოპულარული Facebook-ია. სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ამ სოციალური ქსელის მომხმარებელი 700 ათასს ცდება. ყველაზე დიდ ჯგუფს 18-დან 34 წლამდე მომხმარებლები წარმოადგენენ. ზოგადად, ითვლება, რომ სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვისაა სოციალური მედია და აქ მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი. ეს ასაკობრივი ჯგუფი მიანიშნებს, რომ სოციალური მედიის როლი კიდევ უფრო აქტიური გახდება.

ერთი მხრივ, სასურველია, არ შევცდეთ და ინტერნეტმომხმარებლებზე დაკვირვებით, საზოგადოების ფართო ფენების განწყობებზე დასკვნები მტკიცებით ფორმაში არ ვაკეთოთ. გარდა ამისა, რთულია საუბარი, რამდენია აქტიური მომხმარებელი, რამდენს აქვს გახსნილი მრავალი ანგარიში, რამდენია მათ შორის ნამდვილად სრულწლოვანი. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ტრადიციული მედიის უპირატესობის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში თავმოყრილი პოტენციური ამომრჩევლის რაოდენობა არც ისე უმნიშვნელოა. ამრიგად, სოციალური ქსელებზე დროის და რესურსის გარკვეული ნაწილის ხარჯვა წყალში გადაყრილ შრომად არ ჩაითვლება - რა თქმა უნდა, თუ მიზნები შესაბამისადაა განსაზღვრული.

ახალი მედიის ბუმთან ერთად, ამა თუ იმ პოლიტიკოსის ოფიციალური გვერდების მომხმარებელთა ზრდის გრაფიკების შედგენა და შედარება, იმავე სოციალურ ქსელებში პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანების საყვარელი გასართობი ხდება. როგორც წესი, „შედარების” ლაიტმოტივი კონკრეტული პოლიტიკოსის პოპულარობის ზრდის წარმოჩენაა: ოფიციალური გვერდის მეტი „მომწონებელი” მეტ ამომრჩეველს ნიშნავს.

ბუნებრივია, ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. სულ უფრო იზრდება იმ სერვისების რაოდენობა, რომლებიც ითვლის კორელაციას სოციალური ქსელების მომხმარებლებსა და პოლიტიკოსის მომავალ წარმატებას შორის. ასეთია, მაგალითად, Washington Post-ის ე.წ. mention machine - ეს არის გვერდი, რომელიც ვებმედიაში პოლიტიკოსების ხსენების მონიტორინგს აწარმოებს. მისი მიხედვით, მიმდევრების რიცხვის ზრდა, მესიჯების გაზიარება - მხარდაჭერის ზრდის მაჩვენებელია.

ამ დამოკიდებულებას ბევრი აკრიტიკებს. მათი აზრით, გვერდის მომწონებლების თუ ე.წ. მიმდევრების რაოდენობით ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის რეალური რეიტინგის გაზომვა არამართებულია: ინტერნეტპოპულარობა შეიძლება არც არაფერზე, ან სულაც - საპირისპიროზე მიანიშნებდეს.

შესაძლოა, ერთი შეხედვით, ურთიერთკავშირი გვერდის „დამლაიქებლებსა” და რეალურ ამომრჩეველს შორის მარტივად დასათვლელი ჩანს. თუმცა, ახალი მედიის გავლენის ზრდასთან ერთად, დაინტერესებული პირები ჯერ კიდევ თავს იმტვრევენ, როგორი ინტერნეტსტრატეგიაა „სწორი” და ამის საპირისპიროდ, რა შემთხვევაში რჩება მომწონებელთა თუ მიმდევართა რაოდენობა მხოლოდ თვითტკბობის საბაბად. მაშინ როდესაც საკითხი, რომელიც პოლიტიკოსებს პირველ რიგში უნდა აღელვებდეთ, ინტერნეტში „მიმყოლთა” ნამდვილ ამომრჩევლად გადაქცევაა.

რეალურად, სოციალურ მედიაში პოლიტიკოსის წარმატების მთავარი საზომი მისი ჩართულობის ხარისხია. „მომწონებელთა” თუ „მიმდევართა” რიცხვზე მნიშვნელოვანია თავად პოლიტიკოსის მედიაინტერაქცია მხარდამჭერებთან - ის, თუ რამდენი და როგორი

კონტექსტით აზიარებს მის გზავნილებს, რა დოზით აისახება ეს ყოველივე ქსელს მიღმა - პრესასა და ტელევიზიაში.

სოციალური მედიის პოლიტიკური მიზნებისთვის სწორად გამოყენების მაგალითი, ბარაკ ობამას 2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიაა. მის მიერ სოციალური მედიის ათვისებას ბევრი ადარებს თავის დროზე, კენედის მიერ ტელევიზიით სარგებლობასაც: 1960 წელს კენედი-ნიქსონის პირველმა სატელევიზიო დებატმა დაძაბული არჩევნების ბედი გადაწყვიტა (კენედიმ 0.2%25-ით მოუგო კონკურენტს). მიიჩნევენ, რომ ობამას მიერ 15 სოციალური ქსელის ამოქმედებამ, YouTube-ზე გამოქვეყნებულმა გამოსვლებმა და საჯარო მიმართვებმა დიდწილად განაპირობა მისი წარმატება. 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში ობამა ახალი მედიის კიდევ უფრო ჩართვას გეგმავს. მაგალითად, გასულ კვირაში მას ონლაინკონფერენცია ჰქონდა სოციალური ქსელ Google+-ის ე.წ. hangout-ის მეშვეობით. იმავე პრაქტიკას მიმართავენ სხვა პოლიტიკოსები.

როგორც ვხედავთ, საბოლოო ჯამში, განმსაზღვრელია არა ის, თუ რამდენ მომწონებელს მოიპოვებს ესა თუ ის პოლიტიკოსი სოციალურ ქსელებში, არამედ რამდენად კარგად მოახდენს მათ მობილიზებას, ჩართვას და, საბოლოოდ, მიღებულ ხმებად აქცევს. პოლიტიკა ის შემთხვევაა, როცა ყველა რეკლამა „კარგი” არ არის, ხოლო სოციალური მედია, ეფექტური შუამავლის ნაცვლად, შესაძლოა, რეალური პოლიტიკური პროცესისგან დამოუკიდებელი „შეჯიბრის” ასპარეზად იქცეს, სადაც თვითმიზანი მეტი „ლაიქის” დაგროვებაა.

7 მომავლის ტელესკოპი

▲ზევით დაბრუნება


მაია თოდუა|სვეტი

0x01 graphic

ერთი თვის წინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ესო - ევროპის სამხრეთი ობსერვატორია (ESO - European Southern Observatory) 2012 წელს იწყებს მსოფლიოში უდიდესი ტელესკოპის მშენებლობას. მისი სახელია E-ELT (European Extremely Large Telescope). ამ ტელესკოპის ობიექტივის დიამეტრი 39.3 მეტრია და კოსმოსში დედამიწის უდიდესი „თვალი” იქნება. ის თითქმის 1000-ჯერ დიდია გალილეო გალილეის მიერ 400 წლის წინ აგებული პირველი ტელესკოპის ლინზაზე, რომლის დიამეტრი 37 მილიმეტრი იყო. გალილეის ტელესკოპი იწონიდა რამდენიმე კილოგრამს, E-ELT-ის წონა კი 2800 ტონა იქნება, ხოლო ფართობით საფეხბურთო მოედნის ნახევარს დაიკავებს. ის 4-ჯერ აღემატება დღეს არსებულ უდიდეს ტელესკოპებს, რომელთა სარკეების დიამეტრი 10 მეტრია. E-ELT-ს ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპზე უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება.

ტელესკოპის მთავარი ნაწილია ობიექტივი (ლინზა ან სარკე). რაც უფრო დიდია ის, მით უფრო მეტ სინათლეს კრებს და მით უფრო მკრთალი ციური სხეულის დანახვაა შესაძლებელი: ან ახლო, მაგრამ ძალზე სუსტის. როგორიცაა, მაგალითად, დედამიწის მახლობელი ასტეროიდი. ანაც დიდი ნათების, მაგრამ ძალზე შორის, როგორებიცაა მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე მყოფი, ტრილიონობით მზის სიკაშკაშის კვაზარები. E-ELT 15-ჯერ მეტ სინათლეს შეკრებს, ვიდრე 10-მეტრიანი ტელესკოპი, რაც დღემდე უხილავი ციური სხეულების დანახვის შესაძლებლობას მოგვცემს - კერძოდ, დედამიწისხელა ეგზოპლანეტების.

ასეთი გიგანტური ტელესკოპის აუცილებლობა ასტრონომიის ბოლოდროინდელმა მიღწევებმა და ახლად წამოჭრილმა პრობლემებმა განაპირობა: ეგზოპლანეტებისა და სხვა პლანეტური სისტემების აღმოჩენამ, ფარული მასისა და ფარული ენერგიის არსებობამ. შეიძლება ითქვას, ასტრონომია ოქროს ხანაში იმყოფება. E-ELT-ის საშუალებით ჩატარებულმა კვლევებმა მნიშვნელოვნად უნდა გააფართოოს ჩვენი ცოდნა კოსმოსის შესახებ. უფრო მეტიც, შესაძლოა, მან ისეთივე მასშტაბის გადატრიალება მოახდინოს სამყაროს შესახებ წარმოდგენაზე, როგორც თავის დროზე გალილეის ტელესკოპმა.

0x01 graphic

ტელესკოპ E-ELT-ის პროექტი

E-ELT-ის ერთ-ერთი მთავარი მისია დედამიწის მსგავსი პლანეტების ძიებაა დასახლებად ზონებში - სადაც, სავარაუდოდ, შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა. ახალგაზრდა ვარსკვლავების გარშემო არსებული გაზ-მტვროვანი ღრუბლების - ე.წ. პროტოპლანეტური დისკების - დაკვირვება საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ პლანეტური სისტემების წარმოშობა. ამ დისკებში ვარაუდობენ წყლისა და ორგანული მოლეკულების აღმოჩენას, რაც სიცოცხლის წინაპირობაა. შესაძლოა, E-ELT-ის საშუალებით რომელიმე ეგზოპლანეტაზე ასტრონომებმა თვით სიცოცხლეც კი აღმოაჩინონ.

E-ELT-ის მეშვეობით შესაძლებელი იქნება „ვარსკვლავთა არქეოლოგიის” კვლევა - სამყაროს პირველი, ყველაზე ძველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების, მათი წარმოშობისა და ევოლუციის შესწავლა. ასტრონომები უფრო დეტალურად გამოიკვლევენ ზემასიური შავი ხვრელების თვისებებს.

თანამედროვე ასტრონომიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საიდუმლოებით მოცული ფარული მასისა და ენერგიის ბუნების ამოცნობა, რომლისთვისაც E-ELT-ის ფართო შესაძლებლობებს გამოიყენებენ. სამყაროს გაფართოების სიჩქარეს უფრო ზუსტად გაზომავენ. შესაძლოა, დადგინდეს ფუნდამენტური ფიზიკური კონსტანტების დროში ცვალებადობა. ასეთი ცვალებადობის აღმოჩენა სერიოზულად იმოქმედებს ფიზიკის ზოგადი კანონების გააზრებაზე - იმ კანონების, რომლებიც საყოველთაოდაა ცნობილი და რომელთაც მთელ მსოფლიოში ყველა სკოლაში ასწავლიან. ამას გარდა, მეცნიერები ელიან სრულიად ახალი პრობლემების გაჩენასაც, რომელიც დღეს ფანტაზიის მიღმაა.

სამყაროს კვლევის ახალი ამოცანებისთვის უახლესი ტექნოლოგიებია საჭირო. დიდი ტელესკოპების სარკეების დამზადება ძალზე რთულია. მათ, ჩვეულებრივ, ერთიანი თეფშის ფორმა აქვთ. თანამედროვე გიგანტური ტელესკოპების ობიექტივები კი უკვე აღარ არის მთლიანი - ასეთი ზომის მინის დისკის დამზადება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, ისინი შედარებით მცირე ზომის სარკეებისგან შედგება. E-ELT-ის მთავარი სარკე 1000-მდე სეგმენტისგან შედგება. თითოეული მათგანის დიამეტრი 1.4 მეტრი იქნება, ხოლო სისქე - 5 სმ.

0x01 graphic

გალილეის ტელესკოპი

დედამიწის ატმოსფერო დაკვირვებისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისი ტურბულენცია ამახინჯებს ციური სხეულების გამოსახულებას. ეს პრობლემა არა აქვს კოსმოსურ ტელესკოპებს, კერძოდ კი ჰაბლის ტელესკოპს. თუმცა აქაც, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელსაც ადაპტიური ოპტიკა ჰქვია, შესაძლებელი გახდა ატმოსფეროს არამდგრადობის კომპენსაცია და მის მიერ დამახინჯებული გამოსახულებების გასწორება.

დიდი ტელესკოპების დასადგმელად ადგილს სპეციალურად არჩევენ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ატმოსფერო იყოს გამჭვირვალე, უქარო და მშვიდი. ვარსკვლავები მხოლოდ უღრუბლო ცაზე ჩანან, აუცილებელია ბევრი მოწმენდილი ღამე. ასეთი ადგილი აღმოჩნდა ჩილეში, მთა არმაზონესში (Cerra Armasones), ზღვის დონიდან 3060 მეტრ სიმაღლეზე. აქ წელიწადში 330 ღამეა მოწმენდილი.

დიდი ტელესკოპები უაღრესად ძვირადღირებულია. მათი ხარჯი ათობით და ასობით მილიონ დოლარს შეადგენს. ერთი ქვეყანა, ყველაზე განვითარებულიც კი, როგორც წესი, ვერ ახერხებს ამას - ამიტომაც, ხშირად, რამდენიმე ქვეყანა კონსორციუმში ერთიანდება, ხოლო ამ ტელესკოპზე დაკვირვების დროის განაწილება ფინანსური წილისა და ამოცანის აქტუალობის მიხედვით ხდება.

E-ELT-ის ღირებულება 1 მილიარდ 100 მილიონი ევროა. მარტო პროექტის მომზადება 57 მილიონი ევრო დაჯდა. ასეთი თანხა ყველაზე განვითარებული ქვეყნისთვისაც დიდია. ესო-ში შედის ევროპის 14 სახელმწიფო და ბრაზილია. E-ELT-ის პროექტზე, ტელესკოპის ახალი კონცეფციის შემუშავებაზე, 2006 წლიდან მუშაობდა 100-ზე მეტი ასტრონომი, თითქმის ყველა ევროპული ქვეყნიდან, 30 სამეცნიერო ინსტიტუტი და მაღალი ტექნოლოგიების კომპანიები. E-ELT-ის მშენებლობას დასჭირდება 10 წელი და 2022 წელს დასრულდება.

E-ELT-ის გარდა, დაგეგმილია 30-მეტრიანი ტელესკოპის მშენებლობაც ინდოეთისა და ჩინეთის ერთობლივი ძალებით. მომავალში, სავარაუდოდ, კაცობრიობა არც ამაზე შეჩერდება.

გიგანტური ტელესკოპების არსებობა, სულაც არ ნიშნავს, რომ საშუალო და მცირე ზომის ინსტრუმენტები, ასე ვთქვათ, უმუშევარი რჩება. პირიქით - მეცნიერების წინაშე იმდენი ახალი ამოცანა ჩნდება, რომ ამ ტელესკოპების დატვირთვა არათუ მცირდება, იზრდება კიდეც. გიგანტური ტელესკოპებით კვლევა ისეთ ობიექტებზე მიმდინარეობს, რომელთაც ვერ წვდება უფრო მცირე ზომის ინსტრუმენტები. ფაქტობრივად, ასტრონომიული კვლევების 70%25 სწორედ საშუალო და მცირე ზომის ტელესკოპებზე მოდის.

ყველაზე მთავარი და მიმზიდველი კი ის არის, რომ ბუნება მუდმივად გვთავაზობს ახალ გამოცანებს და მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს.

8 როგორ ვებრძოლოთ ხმაურს

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თეონა კოკიჩაიშვილი

0x01 graphic

თბილისის ცენტრალურ უბნებში კაფე-ბარების მატებასთან ერთად, მუსიკის ხმით შეწუხებული მობინადრეების რიცხვიც გაიზარდა. ამ მიზეზით გამოწვეულ ქრონიკულ უძილობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე სულ უფრო მეტი საუბრობს. უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ არსებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ბარის მეპატრონეს ხმაურის მყისიერად შეწყვეტის ვალდებულება არ ეკისრება.

„ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების'' მიხედვით, სამსახური „კონტროლს უწევს ხმაურის, დასუფთავების, ინსოლაციის ნორმებისა და წესების დაცვას“. თუმცა, როგორც ზედამხედველობის სამსახურში განგვიმარტეს, მათ კომპეტენციაში მხოლოდ კონკრეტული მოქალაქის ჩივილის შემთხვევაში ადგილზე მისვლა და სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ხმაურის დონის განსაზღვრა შედის. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობის სამსახური დაადგენს, რომ ხმაურის დონე ნორმაზე მაღალია, შეწუხებულ მოსახლეს შეუძლია ობიექტის მესაკუთრეს სასამართლოში უჩივლოს. ნორმის მიხედვით, დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე ხმაურის დონე 40 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, 23 საათის შემდეგ კი - 30 დეციბელს.

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მალხაზ მუჯირიშვილი ამბობს, რომ მათთან ყველაზე მეტი საჩივარი ახვლედიანის ქუჩიდან შედის. ხმაური აწუხებთ თაბუკაშვილისა და ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლებსაც. მისივე თქმით, ზოგჯერ ხმაურის დონე მართლაც დასაშვებზე მაღალია, მაგრამ მოქალაქეებს სასამართლოში სარჩელი არ შეაქვთ და ხმაურის შესაჩერებლად კვლავ ზედამხედველობაში რეკავენ. ხმამაღალი მუსიკით შეწუხებულები პატრულსაც ხშირად იძახებენ. თუმცა, კანონის მიხედვით, ხმაურის მყისიერად შეჩერების უფლება არც პატრულს აქვს. არის საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც მოსახლეობამ სასამართლოს გზით მოახერხა ხმამაღალი მუსიკისა და ვიბრაციისაგან თავის დაღწევა. მაგალითად, ასე მოხდა კლუბ „პარაშუტის” შემთხვევაში. მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე კლუბი აპრილში დაიხურა.

ყველა ქვეყანას ხმაურთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია აქვს. ზოგან წესები უფრო მკაცრია, დარღვევის შემთხვევაში კი ობიექტის მეპატრონეს, შესაძლოა, ჯარიმის გადახდასთან ერთად ლიცენზიაც კი ჩამოერთვას. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე ხმაური აკრძალულია. აქ ხმაურის კონტროლი ე.წ. Environmental health officer-ებს ევალებათ. ნორმის დარღვევის შემთხვევაში მათ უფლება აქვთ მეპატრონეს ჯარიმის გამოწერასთან ერთად, ხმაურის გამომწვევი მოწყობილობაც ჩამოართვან. ჩიკაგოში ხმაურის ნორმის პირველად დარღვევისთვის ობიექტის მეპატრონეს 300 აშშ დოლარის გადახდა უწევს, იმავე წელს მეორეჯერ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 500-მდე იზრდება, მესამედ დარღვევის შემთხვევაში კი მეპატრონე 1000 აშშ დოლარს იხდის. შემდეგ ჯერზე, შესაძლოა, მას ლიცენზია შეუჩერდეს ან სულაც გაუუქმდეს.

ღამის საათებში ხმაური პარიზშიც აკრძალულია. აქ ნორმები იმდენად მკაცრად არის დაცული, რომ მოსახლეობაც კი შეწუხდა. მიიჩნევენ, რომ ოდესღაც ბოჰემური ქალაქი მოსაწყენ ადგილად გადაიქცა. დაახლოებით ერთი წლის წინ, ათასობით მოქალაქემ ანტიხმაურის საწინააღმდეგო ონლაინპეტიციასაც კი მოაწერა ხელი და პარიზის მერს გაუგზავნა.

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ კაფე-ბარებიდან გამოსული მუსიკის ხმა, განსაკუთრებით ცოცხალი მუსიკა, გამვლელებს იზიდავს, რაც ობიექტის მუშაობაზეც აისახება. ექიმების თქმით, მიუხედავად იმისა, გვაწუხებს თუ არა ხმაური, ნებისმიერ შემთხვევაში იგი ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოველდღიურ ცხოვრების წესს არღვევს. შესაძლოა, ადამიანი ქუჩის ხმაურმაც კი (დაახლოებით 80 დეციბელი)  დააავადოს. გამოიწვიოს სმენის დაქვეითება, ტინიტუსი (ხმაური ყურებში), ნევროზები, უძილობა, თავის ტკივილი, კონცენტრაციისა და შრომის უნარის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. იმ ადამიანებში კი, ვისაც ხმაურით გამოწვეული უძილობა აწუხებს, მატულობს ალერგიის, მაღალი არტერიული წნევის, შაკიკის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ხმაურისაგან საკუთარი და მეზობლების დაცვა, ხმის იზოლაციის უზრუნველყოფით შეიძლება. იმისათვის, რომ კედლებმა ხმა მაქსიმალურად დაახშოს, სპეციალური მასალაა საჭირო. მნიშვნელოვანია, როგორც კედლების, ისე ჭერისა და იატაკის იზოლაცია. თუმცა, ამას კანონმდებლობა კაფე-ბარებისა და რესტორნების მფლობელებს არ ავალდებულებს. შესაბამისად, მათ ხმის იზოლაციის არარსებობის შემთხვევაშიც არ მოეთხოვებათ პასუხი. სანქცია არც ღამით ხმაურისას ფანჯრებისა და კარის გაღებისთვის დაეკისრებათ - ვიდრე სასამართლო თითოეულ საქმეს არ განიხილავს.

9 რა ელის ევროპას

▲ზევით დაბრუნება


ზურა ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

2009 წელს საბერძნეთში ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა აღმოაჩინა, რომ მისი წინამორბედი აყალბებდა სახელმწიფოს ფინანსურ მონაცემებს და ბიუჯეტის დეფიციტის რეალური მაჩვენებელი მშპ-ის 6%25-ის ნაცვლად 15%25-ს აჭარბებდა. ასე დაიწყო კრიზისი ევროზონაში. ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ ვალებთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ საბერძნეთს არ უქადდა საფრთხეს; ანალოგიური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ პორტუგალია, იტალია, ირლანდია და ესპანეთი (ე.წ. PI(I)GS ქვეყნები, Portugal, Italy, Ireland, Greece და Spain).

ევროზონის კრიზისი ორი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტიპისა და სიძლიერის ეკონომიკების ერთიან სავალუტო სივრცეში მოქცევაა. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის (მაგალითად, გერმანია) ევროზონაში მოქცევამ ექსპორტის სტიმულირება გამოიწვია, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას. სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში კი იმავე სავალუტო სისტემაში მოქცევამ საპირისპირო შედეგი მოიტანა. PI(I)GS ქვეყნებს რომ საკუთარი ვალუტა ჰქონოდათ, ის ბუნებრივად დასუსტდებოდა და წაახალისებდა ამ ქვეყნებიდან პროდუქციის ექსპორტს. ეკონომიკის „დაბალანსების” ეს მექანიზმი ერთიან სავალუტო სივრცეში (ევროზონაში) უბრალოდ არ არსებობს.

სუსტი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი იყო ევროზონაში შესვლა. მათთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსები. ცალკე ისინი ვერ შეძლებდნენ იაფი კრედიტების მოპოვებას, მაგრამ ევროზონის ფარგლებში მათთვის ეს უკვე შესაძლებელი გახდა. შედეგად, ასეთ ქვეყნებში დაფინანსდა უამრავი ისეთი პროექტი, რომელიც საკუთარი ვალუტის არსებობის შემთხვევაში ვერ დაფინანსდებოდა (რადგან საინვესტიციო ფულის ფასი იქნებოდა მაღალი). ანუ მოხდა ეკონომიკის ხელოვნური სტიმულირება, რამაც შედეგად მოიტანა რამდენიმეწლიანი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ რადგან ეს მატება არ იყო ბუნებრივი - კრიზისით დასრულდა.

კრიზისის მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ევროზონის ქვეყნების განსხვავებული საბიუჯეტო/ფისკალური პოლიტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ 1992 წლის მაასტრიხტის შეთანხმება, ავალდებულებს ევროკავშირის ქვეყნებს გარკვეული შეზღუდვები დააწესონ ბიუჯეტის დეფიციტზე (მშპ-ის 3%25) და სახელმწიფო ვალზე (მშპ-ის 60%25), ამ პირობებს თითქმის არცერთი ქვეყანა არ ასრულებდა. ევროზონის ქვეყნების ხელისუფლებები წლების განმავლობაში ხარჯავდნენ გადასახადების სახით აკრეფილ შემოსავლებზე მნიშვნელოვნად მეტ თანხებს, რის შედეგადაც იზრდებოდა ბიუჯეტის დეფიციტი; ხოლო დეფიციტის დასაფინანსებლად იგივე ხელისუფლებები მიმართავდნენ სესხის აღების გზას. რამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ სახელმწიფოებს არ შესწევთ უნარი მოემსახურონ წინა წლებში აღებულ ვალებს.

ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავა კრიზისის დაძლევის მიზნით, არის ევროპის ფინანსური სტაბილურობის ინსტრუმენტი (European Financial Stability Facility - EFSF). ეს არის ფონდი, რომელიც 2010 წლის მაისში შეიქმნა და მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსურ დახმარებას საბიუჯეტო პრობლემების შექმნის შემთხვევაში. შექმნიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ნათელი გახდა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი მხოლოდ მიმდინარე კრიზისული ეტაპების მოსაგვარებლად შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული (მაგალითად, დეფოლტის თავიდან აცილების მიზნით, საბერძნეთს, ირლანდიასა და პორტუგალიას გაეწია დახმარება იმ მომენტში, როდესაც მათ უწევდათ ათობით მილიარდი ევროს ვალის გადახდა). თუმცა, საბოლოოდ, პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ამ მექანიზმით შეუძლებელი იყო. ფისკალურ/საბიუჯეტო პოლიტიკასთან დაკავშირებით თამაშის ერთიანი წესების შემუშავებისა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არსებობის გარეშე, ევროზონის ქვეყნების ნაწილი კვლავ გააგრძელებს უპასუხისმგებლო ქმედებებს (მაგალითად, ვალების აღებას, სახელმწიფო ხარჯების ულიმიტო ზრდას). ისინი დარწმუნებული იქნებიან, რომ კრიზისის დადგომის შემთხვევაში, ევროზონის სხვა, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები მათ კვლავ დაეხმარებიან. გარდა ამისა, უკვე 2011 წელს, ნათელი გახდა, რომ მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეძლებდნენ EFSF-ისთვის ისეთი ოდენობის ფინანსური რესურსების მობილიზებას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ევროზონის წევრი სახელმწიფოების მიერ დაგროვილი ვალების მომსახურების უზრუნველსაყოფად. შედეგად, ევროკავშირმა დაიწყო ფინანსების მოძიება გარეთ: აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში და სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში.

0x01 graphic

ამერიკული სარეიტინგო სააგენტო Egan-Jones Rating-ი პირველი იყო, ვინც გასული წლის დეკემბრის დასაწყისში საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი უმაღლესი ნიშნულიდან დაბლა დასწია. იმავე თვეში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სარეიტინგო სააგენტომ Standard&Poor's-მა ევროზონის 17 ქვეყნიდან 15 სპეციალური მეთვალყურეობის რეჟიმზე გადაიყვანა, რასაც შედეგად მოჰყვა ევროს დასუსტება სხვა ვალუტებთან. ჩინურმა სააგენტო Dagong-მა ასევე დაბლა დასწია საფრანგეთის რეიტინგი და მიზეზად არაკონკურენტული ეკონომიკა დაასახელა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საბერძნეთთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი შეცვალა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა 2011 წელს 6%25-ით (ნაცვლად ადრე გამოცხადებული 4.5%25-ისა), ხოლო 2012 წელს 3%25-ით შემცირდება. IMF-ის პროგნოზით, თუ ევროზონის ქვეყნები ვერ შეძლებენ საკუთარი რესურსების მობილიზებას და ვერ მოიპოვებენ ფინანსურ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან, ევროზონას და, შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკას, ღრმა რეცესია ელის.

ამა წლის იანვარში მოხდა უცნაური და გარკვეული თვალსაზრისით სახალისო ფაქტი - სარეიტინგო სააგენტო Standard&Poor's-მა რეიტინგი დაუქვეითა ევროპის ფინანსური სტაბილურობის ინსტრუმენტს (EFSF), სპეციალურ ფონდს, რომელიც კრიზისის დაძლევის მიზნით შეიქმნა. დროის იმავე მონაკვეთში კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა განაცხადა, რომ აპირებს რეიტინგები დაუქვეითოს ევროზონის ექვს ქვეყანას - ესპანეთს, იტალიას, კვიპროსს, ბელგიას და სლოვენიას. თუმცა ევროკომისია სკეპტიკურად უყურებს სარეიტინგო სააგენტოების ბოლოდროინდელ ქმედებებს ევროზონის ქვეყნებთან დაკავშირებით. კომისიის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, მათ გააჩნიათ ისეთი ხასიათის ინფორმაცია ევროზონის თითოეული ქვეყნის შესახებ, რომელზეც სარეიტინგო სააგენტოებს ხელი არ მიუწვდებათ. ეს კი კომისიას უკეთ განსჯის საშუალებას აძლევს.

2011 წლის ბოლოს ცხადი გახდა, რომ აშშ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის წამყვანი როლის დაკისრებას ევროზონის კრიზისიდან გამოყვანის პროცესში. აშშ-ის ხაზინის მდივნის განცხადებით, IMF-ს ექნება გარკვეული როლი, მაგრამ ის ვერ იქნება ძირითადი მოთამაშე ამ საკითხში. აღნიშნული ინფორმაციის გახმაურებამდე, გავრცელდა ხმები, რომ IMF 100 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფდა ევროპის ფინანსური სტაბილურობის ინსტრუმენტისთვის. ეს ხმები გერმანიის ფინანსთა მინისტრმა უარყო. აშშ დაინტერესებულია ევროზონის კრიზისის სწრაფი მოგვარებით, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამ ზონის ქვეყნებმა თავად უნდა გამოძებნონ სათანადო რესურსები. ცნობისათვის, IMF-ის ფინანსური რესურსების თითქმის 1/5 აშშ-ის წილობრივ მონაწილეობაზე მოდის. მიმდინარე წლის იანვარში IMF-ის ახალმა ხელმძღვანელმა მსოფლიო ეკონომიკას ღრმა რეცესია უწინასწარმეტყველა, თუ არ მოხდებოდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება: ა) EFSF-ის რესურსების მნიშვნელოვნად გაზრდა, ბ) ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ევროზე საპროცენტო განაკვეთის დაწევა და გ) IMF-ისთვის დამატებით 500 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა.

ერთ-ერთი ახალი მექანიზმი, რომელიც გასული წლის დეკემბერში გახმაურდა და შესაძლოა ამუშავდეს, გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ სესხების გამოყოფას (სულ, დაახლოებით, 200 მილიარდი ევრო), რომლებიც თავს მოიყრის IMF-ში და დაეხმარება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს (დიდი ალბათობით, იტალიასა და ესპანეთს). მსგავსი მექანიზმის შექმნა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ნათელი გახდა, რომ EFSF-ის 440-მილიარდიანი ფონდის საჭირო ნიშნულამდე (1 ტრილიონი ევრო) გაზრდა ვერ ხერხდება. თუმცა, გერმანულმა ბუნდესბანკმა უარი განაცხადა ამ ახალ მექანიზმში მონაწილეობის მიღებაზე. სანაცვლოდ, რუსეთი დათანხმდა 10 მილიარდი აშშ დოლარი გამოყოს IMF-ისთვის სპეციალურად ევროზონის კრიზისის დაძლევის მიზნით. ევროკავშირთან აღნიშნულ შეთანხმებას, რუსეთმა უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებების დაწყების სანაცვლოდ მიაღწია.

სახელმწიფო ობლიგაციების ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ შესყიდვა, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებისთვის, ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყარო შეიძლება გამხდარიყო. მაგრამ ECB-ის გადაწყვეტილებით, ის მხოლოდ კომერციული ბანკებისთვის გამოყოფს თანხებს სამი წლის ვადით. შემდეგ კომერციულ ბანკებზე იქნება დამოკიდებული, ასესხებენ თუ არა ისინი ფულს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოებს. ECB-ის გადაწყვეტილებით, ის არ შეისყიდის სახელმწიფო ობლიგაციებს (სახაზინო ვალდებულებებს).

2011 წლის დეკემბერში, ევროზონის ქვეყნებმა შეიმუშავეს ახალი შეთანხმება, რომელიც უბრუნდება 20 წლის წინანდელ მაასტრიხტის კრიტერიუმებს და იმავე შეზღუდვებს (ბიუჯეტის დეფიციტთან და სახელმწიფო ვალთან) უწესებს ხელმომწერ ქვეყნებს. ამ შეთანხმებას უკვე შეუერთდა ევროზონის წევრი 17-ვე ქვეყანა, ისევე როგორც 6 არაწევრი სახელმწიფო (დანია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი). ბრიტანეთმა და ჩეხეთმა უარი განაცხადეს ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ხოლო შვედეთი და უნგრეთი ჯერ კიდევ აგრძელებენ მოლაპარაკების პროცესს. ახალი ხელშეკრულება განსხვავდება მაასტრიხტის შეთანხმებისგან, რადგან, გარდა დაწესებული შეზღუდვებისა, აგრეთვე გულისხმობს მონიტორინგის სისტემის შექმნას, რომელიც დააკვირდება ევროზონის წევრი ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას. ევროზონის ქვეყნები ვალდებული იქნებიან საკუთარი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გადააგზავნონ ევროკომისიაში, რომელსაც უფლება ექნება მოითხოვოს ბიუჯეტის რევიზია, თუ ჩათვლის, რომ ის დადგენილ ნორმებს ეწინააღმდეგება. თუ რომელიმე ევროზონის ქვეყანა დაარღვევს ახალი ხელშეკრულებით დადგენილ ლიმიტებს, ევროკომისიას ეძლევა უფლება შესაბამისი სანქციები დაუწესოს მას. ასეთ ქვეყანას დასჭირდება ევროზონის სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა, რათა თავიდან აიცილოს ევროკომისიის სანქციები.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შედეგად, მასზე ხელმომწერი სახელმწიფოები კარგავენ სუვერენიტეტის გარკვეულ ნაწილს და ევროკომისიას გადასცემენ. ეს ბუნებრივად იწვევს ამ სახელმწიფოების მოსახლეობის გულისწყრომას. მაგალითად, საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ფრანგების 52%25 კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახალ ხელშეკრულებას. ფინეთიც არ აპირებს შეთანხმებასთან მიერთებას, რადგან, როგორც ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ის შექმნილია „ნორმალური საპარლამენტო პროცედურების გვერდის ავლის მიზნით”.

რამდენიმე ევროპული ქვეყნის გულისწყრომა გამოიწვია საფრანგეთის ინიციატივამ ე.წ. ტობინის გადასახადის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ფინანსური ტრანზაქციების დაბეგვრას. აღნიშნულ ინიციატივას, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება დიდი ბრიტანეთი, სადაც ფინანსური ბაზარი განსაკუთრებით განვითარებულია. ასეთი ტიპის გადასახადი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს. პრემიერ-მინისტრ კამერონის განცხადებით, ტობინის გადასახადის შემოღება „უბრალოდ სიგიჟე” იქნება და გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებასა და უმუშევრობის ზრდას. საფრანგეთის ამ ინიციატივას ასევე ეწინააღმდეგებიან ჩეხეთი, დანია და შვედეთი.

ის, თუ რა გავლენას მოახდენს ევროზონის კრიზისი საქართველოზე, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება იგი. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროზონა შეძლებს არსებული კრიზისის დაძლევას და მას ამაში სხვა ქვეყნები თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც დაეხმარებიან. ეს არ ნიშნავს, რომ ევროზონა გახდება სტაბილური, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის ცენტრალიზაცია (და ევროზონა სწორედ ამ მიმართულებით მოძრაობს) უარყოფით შედეგებს მოიტანს. თუმცა, უახლოეს წლებში, სავარაუდოდ, ევროზონის და ზოგადად ევროკავშირის ეკონომიკა სტაბილური გახდება დაბალი ზრდის ტემპის პირობებში. თუმცა სხვები, მათ შორის საკმაოდ ცნობილი ეკონომისტები თუ ეკონომიკური მიმომხილველები, საპირისპირო პროგნოზებს აკეთებენ და ევროზონიდან ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გამოსვლას, ევროზონის ორად გაყოფას ან საერთოდ დაშლას წინასწარმეტყველებენ.

საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე მომენტია მნიშვნელოვანი. მომავალ წელს ქვეყანა იწყებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე (DCFTA). რადგან ევროკავშირის პოლიტიკური თუ ეკონომიკური რესურსები მთლიანად გადართული იქნება შიდა პრობლემების მოგვარებაზე, მოსალოდნელია, რომ ამ შეთანხმების გაფორმების პროცესი დროში გაიწელოს. საბოლოო ჯამში, ასეთი ტიპის შეთანხმების გაფორმება ყოველთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია. თუ ევროკავშირი შიდა პრობლემების გამო არ იქნება მზად ჩვენთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, შესაძლოა, საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას დაბრკოლებები სხვადასხვა სახის მოთხოვნების სახით. მსგავსი მოთხოვნების (რომლებიც ძირითადად ბაზრის რეგულირებას ეხება) შესრულება საქართველოს უკვე მოუწია - რათა ევროკავშირი დათანხმებოდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია - საგარეო ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან. ამ მხრივ ევროკავშირი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია (დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი და 2 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტი). კრიზისის გაღრმავებისა და რეცესიის შემთხვევაში ეს უარყოფითად აისახება ვაჭრობაზე. თუ ევროპელი მომხმარებლების მსყიდველუნარიანობა დაიკლებს, შედეგად, შეიძლება ქართული პროდუქციის ექსპორტიორები დაზარალდნენ.

აგრეთვე მნიშვნელოვანია ევროზონის კრიზისის გავლენა საქართველოში შემოდინებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობაზე. საქართველოში შემოსული კაპიტალი წარმოადგენს ეკონომიკის ზრდისა და დასაქმების მნიშვნელოვან წინაპირობას. ევროპაში რეცესიის დაწყების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ კერძო კაპიტალმა დაიწყოს უფრო სტაბილური და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს ძიება. ამ მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია - ისევე როგორც ლიბერალური ეკონომიკური გარემო, დაგეგმილი საგადასახადო განაკვეთების შემცირება და საკრედიტო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება. ყოველივე ამან, შეიძლება, პოზიტიური როლი ითამაშოს და ეკონომიკური რეცესიის პირობებში, ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი კაპიტალის შემოდინებას.

10 ლაზიკა და ახალი ქალაქების ეკონომიკა

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

ურბანული მცხოვრებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. McKinsey Global Institute-ის გათვლებით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს და გლობალური მშპ-ის 60%25-ის გენერირებაზეა პასუხისმგებელი. ყოველკვირეულად, ურბანული პოპულაცია 1 მილიონზე მეტი ადამიანით იზრდება. ეს რაოდენობა საკმარისია, რომ მსოფლიომ 2025 წლამდე, ყოველწლიურად, ჩიკაგოსხელა შვიდი ქალაქი დაიმატოს.

0x01 graphic

პრეზიდენტის ინიციატივისა და ოპტიმისტური გეგმის მიხედვით, 10 წლის შემდეგ, ახალი ნახევარმილიონიანი ქალაქი საქართველოშიც შეიძლება გაჩნდეს. ანაკლიასა და ყულევს შორის სავაჭრო-კომერციულ-ტურისტული საპორტო ქალაქის - ლაზიკას აშენება იგეგმება. აფხაზეთთან ახლოს ახალი გამართული ქალაქი, სადაც ხალხი სხვა ადგილებიდან იმიტომ გადავა საცხოვრებლად, რომ იქ უფრო მიმზიდველი პირობებია, შეიძლება პოლიტიკურად მომგებიანი სვლა იყოს. თუმცა რამდენ ხანში, რის და ვის ხარჯზე, ეს მთავრობამ კარგად უნდა გათვალოს.

1833 წელს, როცა ჩიკაგო პირველად გაიხსნა, იქ 200 კაცი სახლობდა. 47 წელი დასჭირდა იმას, რომ მოსახლეობა ნახევარმილიონამდე, კიდევ 10 წელი კი - თავიდან ჩაფიქრებულ რაოდენობამდე - 1 მილიონამდე გაზრდილიყო. 1833-1890 წლებში აშშ-ის მოსახლეობა საშუალოდ 20.7%25-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდისა და განვითარების საკითხებზე მომუშავე ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტის ანგუს მედისონის მონაცემებით, მეცხრამეტე საუკუნეში აშშ-ის მშპ ყოველ ათ წელიწადში საშუალოდ 40.6%25-ით, ხოლო ერთ სულზე შემოსავალი - 67.2%25-ით იზრდებოდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 10 წლის მანძილზე, საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ 1.5%25-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში მშპ-მა საშუალოდ 6.4%25-ით მოიმატა.

CIA Factbook-ის მონაცემებით, მსოფლიოს ურბანული მოსახლეობა 2005-2010 წლებში 1.98%25-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ქალაქის მოსახლეობის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვთ ბურუნდის, ლაოსს, ავღანეთს, მალდივის კუნძულებს და მალავის: ხუთეულის ურბანული მოსახლეობა საშუალოდ 5.66%25-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ამ ხუთი ქვეყნის მშპ საშუალოდ 6.63%25-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა - 10.27%25 - იყო ავღანეთში, ყველაზე დაბალი - 3.4%25 - ბურუნდიში. 2005-2010 წლებში ამ ხუთ ქვეყანაში ერთ სულზე შემოსავალი საშუალოდ 1457 აშშ დოლარს შეადგენს. ამავე პერიოდში ამ ხუთი ქვეყნის საერთო მოსახლეობა ყოველწლიურად საშუალოდ 3.2%25-ით იზრდებოდა, საქართველოს მოსახლეობა კი - საშუალოდ -0.4%25-ით მცირდებოდა. ამ პერიოდში საქართველოში ერთ სულზე შემოსავალი საშუალოდ 2260 აშშ დოლარს შეადგენს.

1960-იანი წლებიდან, ახალი ქალაქების მშენებლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქტიურდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ნახევარი საუკუნის მანძილზე, აფრიკის, აზიის, ევროპის და წყნარი ოკეანის 50-მდე ქვეყანაში რამდენიმე ათასი ახალი ქალაქი, ხოლო მხოლოდ ამერიკაში 600 ახალი ქალაქი აშენდა. ეს, პირველ რიგში, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ქალაქები წინასწარ, დეტალურად იგეგმებოდა და ადრე დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებას უწყობდა ხელს.

კალიფორნიის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რეგიონული დაგეგმარების დეპარტამენტმა ახალი ქალაქების საერთო მახასიათებლები და პრობლემები გააანალიზა. მისი დასკვნით, წარმატებული მხოლოდ დეტალურად დაგეგმილი პროექტი იქნება. კარგად უნდა გათვალონ ახალი ქალაქის მდებარეობა: ახლომახლო საჭიროა დიდი ქალაქი, კარგი ინფრასტრუქტურით, რომ ახალმა დასახლებამ შეძლოს არსებულის გამოყენება მანამ, სანამ საჭირო ინფრასტრუქტურა დამოუკიდებლად ექნება. კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი გამოწვევაა, ახალ ქალაქში დასასახლებლად მოსახლეობის დარწმუნება. ახალმა ადგილმა პოტენციურ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების ფართო არჩევანი უნდა შესთავაზოს. სასურველია განსხვავებულმა ადამიანებმა მოიყარონ თავი და განსხვავებული ბაზრები განვითარდეს. ახალი ქალაქის კონკურენტული უპირატესობაც სწორედ ეს არის - თავიდანვე შეიძლება იმის შესწავლა, რა შეიძლება სჭირდებოდეს პოტენციურ მოსახლეობას. თუ მხოლოდ ერთი ტიპის მოსახლეობაზე მოხდება გათვლა, მაშინ ქალაქს სტაგნაცია ემუქრება. მისი არსებობა კი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ან არ დაეტყობა, ან ტვირთად დააწვება. იმ რეგიონში, სადაც მაღალი ეკონომიკური ზრდაა, კარგი დაგეგმვის შემთხვევაში, ახალი ქალაქის აშენება წარმატებული პროექტი იქნება. თუმცა საჭიროა პოტენციური მოსახლეობის წინასწარ გათვლა.

რისკები კარგი დაგეგმვის შემთხვევაშიც არსებობს. International New Town Institute (INTI)-ის კვლევამ აჩვენა, რომ, როგორც წესი, ახალი ქალაქების დაგეგმარება ერთჯერადად, დიდ მასშტაბზე ხდება. ეს ხშირად არ ამართლებს, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი - ქალაქის მშენებლობა მკაცრად კონტროლდება, დაგეგმვის დროს, იდეის ავტორების ფანტაზია გასაქანს პოულობს და ამბიციური მაკეტი დგება. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ქალაქი ადგილობრივების მოთხოვნებს საერთოდ არ ითვალისწინებს. მეორე - როგორც წესი, დაგეგმვასა და ქალაქის აშენებას შორის, სხვადასხვა საგარეო თუ საშინაო მიზეზების გამო, დიდი დრო გადის. ამიტომ თავდაპირველი გეგმაც იცვლება. შესაბამისად, თუ სახელმწიფოს არ აქვს დიდი შემოსავალი ან პროექტს სტაბილური, ხანგრძლივვადიანი დამფინანსებლები არ ჰყავს - ახალი ქალაქის მშენებლობამ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა დააზარალოს.

ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ინვესტირებით ეკონომიკის სტიმულირების იდეა ჯონ მეინარდ კეინსს ეკუთვნის. მას სჯეროდა, რომ მთავრობის მხრიდან ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტირება, მოსახლეობის მხარჯველობით პოტენციალს ზრდის. ეს, თავის მხრივ, წაახალისებს წარმოებას და კერძო ინვესტიციებს, რაც მეტ შემოსავალს და ხარჯვას ნიშნავს და ასე - ციკლურად. სინამდვილეში, კერძო ინვესტიციები იზღუდება: ფული, რომელსაც მთავრობა ახალი ქალაქის აშენებაზე დახარჯავს, ჯერ საიდანღაც უნდა მოიტანოს - ან გადასახადები გაზარდოს, ან მეტი ვალი აიღოს, ან ფული დაბეჭდოს. ასეთი პოლიტიკის შედეგი კერძო ინვესტიციების შემცირება და მაღალი ინფლაციაა. იგივეა დასაქმების შემთხვევაშიც - სამუშაო ადგილებს, რომლებსაც მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებით ქმნის, აბალანსებს სამუშაო ადგილები, რომლებიც კერძო ინვესტიციების შემცირების ხარჯზე იკარგება.

განვითარებულ ქვეყნებში ახალი ქალაქები უფრო იშვიათად შენდება. ამ ტენდენციამ ახლა განვითარებად, კერძოდ კი, აზიის ქვეყნებში გადაინაცვლა. ახალი ქალაქების მშენებლობა განსაკუთრებით აქტუალური ჩინეთშია. თუმცა ცუდი დაგეგმვის გამო, ახლადაშენებული ქალაქების ნახევარზე მეტი ცარიელია, ე.წ. მოჩვენება-ქალაქად იქცა. ამის მაგალითია Kangbashi - ერთ-ერთი ახლადაშენებული ქალაქი, რომელიც 1.5 მილიონ ადამიანზე იყო გათვლილი. ის სულ რაღაც 5 წელიწადში აშენდა. თუმცა მხოლოდ ცენტრალური დაგეგმვის პირობებში, კერძო ინვესტიციები შეიზღუდა, უძრავ ქონებაზე კი ფასებმა მოიმატა. შედეგად - ჩინეთის მთავრობის მხრიდან ადმინისტრაციულ შენობებში, მუზეუმებში, სპორტულ დარბაზებსა თუ საოფისე ცათამბჯენებში დაბანდებულმა ფულმა მოგება ვერ ნახა - ქალაქი ცარიელია.

ლაზიკას შემთხვევაში, ახალი ქალაქის მშენებლობისთვის საჭირო ხარჯები და პოტენციური დამფინანსებლები, მოსახლეობის რაოდენობა, მშენებლობის ტემპი ჯერ განსაზღვრული არ არის. გაურკვეველია ახალი ქალაქისთვის შერჩეული ტერიტორიაც - ჯერჯერობით ვერავინ ამბობს, საიდან შეგროვდება მოსახლეობა ახალი ქალაქისთვის, გახდება თუ არა საჭირო კოლხეთის დაბლობის დაშრობა, დაირღვევა თუ არა გარემოს დაცვის საერთაშორისო კონვენციები და რას გამოიწვევს ეს საქართველოსთვის. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვის სამინისტროებში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გუბერნიაში - ყველგან ერთი პასუხი აქვთ: ლაზიკას პროექტირება ახლა იწყება. ჯერ დეტალები ცნობილი არ არის.

11 აშშ - საქართველო პარტნიორობის 20 წელი

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

თამარ ჩერგოლეიშვილი

0x01 graphic

ჯორჯ ბუში
შეერთებული შტატების
41-ე პრეზიდენტი, 1989-1993
პრესმდივანი ფიცუოტერი
საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.
24 მარტი 1992 წელი

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 25 დეკემბერს აღიარა. ახლახან, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი სამოქალაქო წესრიგის აღსადგენად, დაიწყო ეროვნულ შერიგებაზე დიალოგი და დადო პირობა, რომ წელს საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს

ასე იწყებოდა განცხადება, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მძიმე დროს გაკეთდა - თბილისის ომი ახალი დამთავრებულია; გადატრიალება - მომხდარი; შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეა, მაგრამ ქვეყანას მთლიანად ვერ აკონტროლებს - დევნილი პრეზიდენტის მომხრეები მას არ აღიარებენ; სამეგრელომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა; ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს; რამდენიმე თვეში აფხაზეთის ომი დაიწყება; ჯაბა იოსელიანი, თავისი მხედრიონით, „ფორმაშია”; ამ უკანასკნელის და გვარდიის გარდა, ქვეყანაში ათასი ჯურის სამხედრო ფორმირება - თეთრი არწივი, ორბი, ავაზა… დათარეშობს.

0x01 graphic

პრეზიდენტი კლინტონი და პრეზიდენტი შევარდნაძე. 1999

წელს 20 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. მრგვალი თარიღი თეთრ სახლში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტით აღინიშნა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბარაკ ობამამ გვამცნო, რომ  პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების და გაძლიერების პერსპექტივაზე ისაუბრეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას ქვეყნის პროგრესი შეუქო, პასუხისმგებლიანი მოთამაშე უწოდა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

0x01 graphic

პრეზიდენტი შევარდნაძე და სახელმწიფო მდივანი ბეიკერი. 1999

საერთაშორისო საზოგადოების და მედიის ყურადღება ძირითადად შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე გამახვილდა. ჩვენი საზოგადოების ხმაურიან ნაწილში კი განხილვის საგანი მხოლოდ ერთი ზედსართავია. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ სიტყვათშეთანხმება - „ძალაუფლების ფორმალური გადაცემა” - მმართველი პარტიის უპირობო კაპიტულაციის მოთხოვნაა, სხვები პასუხობენ, რომ საუბარი მხოლოდ ფორმალურ, კოსმეტიკურ ცვლილებას შეეხება.

თარგმანში დაკარგულებს, კარგი იქნება ფროიდის სიტყვები გაახსენდეთ და გაითვალისწინონ, რომ ხანდახან სიგარა, მხოლოდ სიგარაა და უფრო მარტივი ვერსიაც განიხილონ - ამერიკის პრეზიდენტმა ჩვენს ქვეყანას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უსურვა, სადაც ამომრჩეველი გადაწყვიტს ვისი ხილვა სურს ხელისუფლებაში.

სამამულო პრესაში გამართული პოლიტიკური ფილოლოგიის ამ წიაღსვლების შემყურეს, ძალაუნებურად, ჩვენი მედიის ისტორიაში ამერიკის პრეზიდენტისათვის დასმული პირველი შეკითხვა გამახსენდა. 1994 წელს, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეთაურთა პირველი ოფიციალურ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა (სტილი დაცულია):

„ბატონო პრეზიდენტო, მსურს თქვენი გრძნობის შესახებ გკითხოთ. რას გრძნობთ როდესაც ასეთი სიტყვები გესმით - დიდი მადლობა რომ გვეხმარებით, იმიტომ რომ თქვენი დახმარება დაგვეხმარა არ დავტანჯულიყავით - რას გრძნობთ, როდესაც ასეთი სიტყვები გესმით?”

კლინტონმა კითხვა ვერ გაიგო და დიპლომატიურად ყურსასმენს დააბრალა.

გავიდა წლები, მაგრამ ჩვენი ჟურნალისტები ფორმას არ კარგავენ და დღესაც ახერხებენ თავიანთი კვალიფიკაციით უცხოელი რესპონდენტებისა და ქართული აუდიტორიის გაოცებას.

მანამდე სანამ უსახური ქართული მედია ადგილს ტკეპნის, ქვეყანამ სახე იცვალა. დღეს ბევრი ჩვენგანი ქართული სახელმწიფოს არსებობას თავისთავად მოცემულობად იღებს, მაგრამ ჩვენივე ისტორიის გახსენება საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რომ დამოუკიდებლობის ოცი წელი მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამაში უდიდესი წვლილი, შეერთებულ შტატებსაც მიუძღვის.

ვერ ვიტყვით, რომ ოთარ ფაცაცია ან თენგიზ სიგუა, უკეთესი პრემიერები იყვნენ, ვიდრე ნოე რამიშვილი ან ნოე ჟორდანია; ვერც იმას დავიჩემებთ, რომ მურმან ომანიძე და ალექსანდრე ჩიკვაიძე, როგორც დიპლომატები სჯობდნენ ევგენი გეგეჭკორს და აკაკი ჩხენკელს; ისიც ცხადია, რომ ვარდიკო ნადიბაიძე და თენგიზ კიტოვანი, მხედართმთავრული ნიჭით, გიორგი მაზნიაშვილსა და გიორგი კვინიტაძეს არ აღემატებოდნენ.

უფრო მეტიც, მაშინდელი პრესა და საპარლამენტო დებატები მოწმობს, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური დისკუსია დღევანდელთან შედარებით ერთი თავით მაღლა იდგა. მაგრამ, ამის მიუხედავად, პირველმა რესპუბლიკამ დასავლური ქვეყნების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და სწორედ ამის გამო, მხოლოდ სამი წელი გაძლო.

მაშინ, შეერთებულ შტატებს საქართველოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია. ამის ერთ-ერთი მიზეზი თავად ნოე ჟორდანიას მთავრობის პოლიტიკა იყო. თბილისში მცხოვრები ამერიკელი კონსული ჩარლზ მოსერი სახელმწიფო დეპარტამენტთან კორესპონდენციაში აღნიშნავდა, რომ მენშევიკური მთავრობის ზოგიერთი წევრი, განსაკუთრებით შრომის მინისტრი გიორგი ერაძე “კაპიტალიზმის და კაპიტალისტური მთავრობის დაუძინებელი მტერი” იყო და იდეოლოგიური მოსაზრებების გამო ამერიკასთან ურთიერთობას გაურბოდა.

ისიც ირკვევა, რომ საუკუნის დასაწყისში ამერიკის ხელისუფლება, რუსეთის გაღიზიანებას ერიდებოდა. ამიტომ ყურად არ იღო საქართველოში მცხოვრები კონსულის ფელიქს სმითის რეკომენდაცია, ეთანამშრომლა ანტიბოლშევიკურ ძალებთან.  მართლაც, ამერიკამ რუსეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნებიდან მხოლოდ ფინეთი, პოლონეთი და მოგვიანებით სომხეთი აღიარა, დანარჩენი ქვეყნების დამოუკიდებლობის ცნობა კი არ იჩქარა. თუმცა, განსხვავებული მიდგომა აირჩია ავსტრია-უნგრეთის იმპერიის წევრების მიმართ - 1918 წელს, ვუდრო უილსონმა ცნობილი 14 პუნქტი წარმოადგინა, სადაც მხარი დაუჭირა ყველა ამ ქვეყნის თვითგამორკვევას.

0x01 graphic

პრეზიდენტი ბუში და პრეზიდენტი სააკაშვილი თავისუფლების მოედანზე. 2005

მთავარ ფაქტორად, მაინც შეერთებული შტატების იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ქვეყნის დაფუძნების დღიდან წამყვან ტენდენციას წარმოადგენდა. ეს მიდგომა, ნათლად გამოიხატა ჯორჯ ვაშინგტონის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, სადაც ის ამტკიცებდა, რომ შეერთებულ შტატებს, არაფერი ან ძალიან ცოტა აკავშირებს ევროპასთან. შესაბამისად, უაზრობა იქნებოდა მათთან ხელოვნური ალიანსის შექმნა. პირველი პრეზიდენტი ამერიკის წარმატების ფორმულას უცხო ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღმავებაში ხედავდა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურად მსჯელობდა ილია ჭავჭავაძეც, 1889 წელს გამოქვეყნებულ წერილში „ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი”, ის ევროპას მაღალი სამხედრო ხარჯების გამო აკრიტიკებდა და მიიჩნევდა, რომ ამ პირობებში გარდაუვალი იყო ამერიკის ჰეგემონია, რომელმაც ვაჭრობაზე, მრეწველობაზე და ერთაშორის მშვიდობაზე დამყარებული პოლიტიკა არჩია.

მე-19 საუკუნის ლიბერალების მიდგომა რაციონალურად გამოიყურებოდა - ოღონდ მე-19 საუკუნეში! თვითმფრინავის გამოგონებამ ამ ლოგიკას საფუძველი გამოაცალა. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის მიერ ამერიკული საზღვაო ბაზის, პერლ ჰარბორის დაბომბვამ შეერთებულ შტატებს კარგა ხნით ააღებინა ხელი იზოლაციონისტურ მიდრეკილებებზე. ამერიკა იძულებული გახდა აქტიური საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინა, რისი შედეგიც ყველამ ვიხილეთ - ბერლინის კედელი დაინგრა, საბჭოთა კავშირი დაიშალა, აღმოსავლეთ ევროპა გათავისუფლდა.

ეგზოტიკურად დაიწყო შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა 1990-იან წლებში - „მაგან თავი ხომ არაფერს მიარტყა” (”This guy better get his head examined”), დაახლოებით ასე ჟღერს ქართულად ის წინადადება, რაც უფროს ჯორჯ ბუშს აღმოხდა CNN-ის კორესპონდენტთან საუბრისას, როდესაც შეიტყო, რომ 1991 წლის აგვისტოს პუტჩს, გამსახურდია გორბაჩოვს აბრალებდა, იხსენებს ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი თომას გოლცი თავის წიგნში „საქართველოს დღიური - პოლიტიკური ქაოსისა და ომის ქრონიკა პოსტსაბჭოთა კავკასიაში”.

დღეს ბევრი ჩვენგანი ქართული სახელმწიფოს არსებობას თავისთავად მოცემულობად იღებს, მაგრამ ჩვენივე ისტორიის გახსენება საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რომ დამოუკიდებლობის ოცი წელი მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამაში უდიდესი წვლილი, შეერთებულ შტატებსაც მიუძღვის.

0x01 graphic

პრეზიდენტ ბუშის ვიზიტი თბილისში. 2005
ფოტო: REUTERS ©

მაგრამ ბუშისა და გამსახურდიას „დაპირისპირება” ამით არ დაწყებულა - 1991 წლის 1 აგვისტოს ჯორჯ ბუში უფროსი უკრაინას ეწვია და უზენაესი საბჭოს სესიას მიმართა სიტყვით, რომლის გამოც შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ცნობილმა ჟურნალისტმა, პულიცერის პრემიის ლაურეატმა უილიამ საფაირმა კიევურ დედალს შეადარა. უკრაინელ დეპუტატებთან საუბრისას უფროსმა ბუშმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკების ლიდერებს ამერიკის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდათ და საბჭოთა კავშირში დემოკრატიის დაბადების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამის პასუხად, გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში 9 აგვისტოს გამოქვეყნდა გამსახურდიას მთავრობის წერილი, რომელიც გმობდა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ კურსს - „იმპერიის მიერ დაპყრობილ ყველა სახელმწიფოს უნდა მიეცეს სრული თავისუფლება არჩევანის გაკეთებაში… ბატონი ბუში საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი ერების ბრძოლას თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის ნაციონალიზმის სახიფათო გამოვლინებას უწოდებს. ჩვენ ვისურვებდით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მთავრობა მხარს უჭერდნენ არა კომუნიზმს, ტირანიასა და მოჩვენებით რეფორმებს, არამედ ჭეშმარიტ დემოკრატიას. ერთა თავისუფლებას და დემოკრატიას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დარჩება ამერიკის შეერთებული შტატები თავისი ისტორიული მისიის ერთგული” .

რთულია წერილის ავტორს არ დაეთანხმო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ ნაბიჯით პოსტსაბჭოთა საქართველოს ლიდერმა დასავლეთი კიდევ უფრო გაიუცხოვა - „გლასნოსტისა” და “პერესტროიკის” შემოქმედი „გორბის” კრიტიკა პოლიტიკურ წრეებში კარგ ტონად არ ითვლებოდა. ამერიკის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე უწოდა. გამსახურდიამ ბუში „არ დაინდო” და უპასუხა, რომ დინებას მხოლოდ „მკვდარი თევზები” მიყვებიან.

მიუხედავად იმისა, როგორ შევაფასებთ გამსახურდიას მთავრობის პოლიტიკას, ცხადია, რომ მთავარი ფაქტორი, რამაც მაშინ საბჭოთა რესპუბლიკებისადმი ამერიკის დამოკიდებულება განსაზღვრა, ამ შემთხვევაშიც, არა ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების მეთაურთა ქცევა, არამედ თავად შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა იყო. უფროს ბუშს, საუკუნის დასაწყისის ამერიკელი ლიდერების მსგავსად, სჯეროდა, რომ „გარდაქმნილი” საბჭოთა კავშირის ერთიანობა ამერიკის ინტერესებში შედიოდა.

1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება გარდაუვალ აუცილებლობად იქცა.

ზვიად გამსახურდიას შეერთებული შტატების ცნობამ პარლამენტის ბუნკერში მოუსწრო. 5 იანვარს, არჩეულ პრეზიდენტს ქვეყნის დატოვება მოუხდა. ქაოსში გახვეულ, ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის ანაბარა დარჩენილ საქართველოს მარტში ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმომწერი სახელმწიფოების ნუსხა

0x01 graphic

საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის რეპუტაციამ საქართველოსადმი ამერიკის ინტერესი გამოაცოცხლა - ქვეყანას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ეწვია. მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა - 1992 წელს სოხუმის დაცემის წინ, შევარდნაძე ამაოდ სთხოვდა საერთაშორისო თანამეგობრობას არ დაეშვათ „საზარელი დანაშაული”, „შეეჩერებინათ პატარა ქვეყნის დასჯა” და ეხსნათ „მისი ხალხი” რუსეთის იმპერიული პოლიტიკისგან. ელცინის რუსეთთან ომში, ის მარტო აღმოჩნდა. შეერთებული შტატები კომუნიზმის დამარცხებით გამოწვეულ ეიფორიას მისცემოდა, თვლიდა, რომ რუსეთის ახლო სამეზობლოში ჩარევით, ყოფილი იმპერიის თავმოყვარეობას შელახავდა და ამ ქვეყანაში რეაქციული ძალების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს.

ამერიკის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მეოცე საუკუნის ბოლოს, საუკუნის დასაწყისის ასოციაციებს აღძრავს, მაგრამ იმავდროულად თვალსაჩინოა მნიშვნელოვანი განსხვავება - პოსტსაბჭოთა საქართველოს შეერთებულ შტატებთან ჰქონდა ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობა, იღებდა უზარმაზარ, პრაქტიკულად უპირობო, ჰუმანიტარულ და ტექნიკურ დახმარებას, დაიწყო ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტი და, რაც მთავარია, შედგა ეუთოს სტამბოლის სამიტი, სადაც, სწორედ ამერიკის მეცადინეობით, რუსეთი იძულებული გახდა საქართველოდან (და მოლდოვიდან) ჯარების გაყვანის ვალდებულება აეღო.

გარდამტეხი მომენტი, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაში 11 სექტემბრის შემდეგ დადგა. პერლ ჰარბორის მსგავსად, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმამ ამერიკას უბიძგა უფრო ინტერვენციონისტური საგარეო პოლიტიკური კურსი აეღო - უმცროსმა ბუშმა ტერორის წინააღმდეგ გლობალური ომი წამოიწყო.

0x01 graphic

პრეზიდენტი სააკაშვილი და პრეზიდენტი ობამა. ვაშინგტონი, თეთრი სახლი. 2012

ტრაგედიიდან რამდენიმე კვირაში, ედუარდ შევარდნაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდა და ანტიტერორისტულ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. რამდენიმე თვეში ბუშმა საქართველოში 150 სამხედრო ინსტრუქტორის ჩამოსვლის შესახებ გვამცნო, რომელთაც ქართველი სამხედროები, პანკისის ხეობაში სახელმწიფო კონტროლის დასამყარებლად უნდა მოემზადებინა. ასე დაიწყო ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ შეუმდგარი სახელმწიფო საიმედო პარტნიორი ვერ გახდებოდა, ხოლო უპირობო ფინანსური დახმარება, ქვეყანას წინ ვერ წასწევდა.

საქმე ისაა, რომ ყოფილ ცეკას მდივანს მკაფიო და თანმიმდევრული არც საგარეო პოლიტიკა გაუტარებია და არც საშინაო. სახელმწიფო დეპარტამენტი, წლიდან წლამდე აღწერდა უამრავ პრობლემას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა - ენდემური კორუფცია, განუვითარებელი ეკონომიკა, მოშლილი ინსტიტუტები, უხეშად დარღვეული ძირითადი უფლებები.

იმავე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში სტუმრად მყოფი შევარდნაძე მკვეთრად გააკრიტიკეს ყოვლისმომცველი კორუფციის გამო. რამდენიმე თვეში მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება 20 პროცენტით შეამცირა. მიზეზად რეფორმების ტემპით უკმაყოფილება დასახელდა.

მსოფლიო ბანკს შეერთებულმა შტატებმაც მიბაძა - 2003 წლის 1 ოქტომბერს ამერიკის მთავრობამ საქართველოს დახმარება მკვეთრად შეუმცირა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც რეფორმების ნაკლებობა იყო. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველო, რომელიც შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების ერთ სულ მოსახლეზე მოცულობით, ისრაელის შემდეგ, მეორე ადგილზე იყო, პროგრესის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე უარეს შედეგს აჩვენებდა.

შევარდნაძის პოლიტიკით გამოწვეული ფრუსტრაცია იზრდებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. 2003 წლის ნოემბერში ხელისუფლებისა და საზოგადოების გაუცხოებამ პიკს მიაღწია - ყველაფერი ვარდების რევოლუციით დამთავრდა.

ის, რომ 23 ნოემბერს შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, პრეზიდენტების ბოლო შეხვედრამაც დაადასტურა - ბარაკ ობამამ ბრიფინგის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავთან ერთად, ვარდების რევოლუციიდან გასული 8 წელიწადი გამორჩეულად აღნიშნა.

სიმბოლურია, რომ იმავე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ბანკს ეწვია. განსხვავებით მისი წინამორბედისგან, საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს უმსხვილეს ფინანსურ ორგანიზაციაში კომპლიმენტებით შეხვდნენ. წიგნი, რომლის პრეზენტაციასაც ჩვენი ქვეყნის მეთაური დაეწრო, საქართველოში გატარებულ ანტიკორუფციულ რეფორმებს უპრეცედენტოს და სამაგალითოს უწოდებს.

ბუნებრივია, სრულფასოვან წარმატებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა, რამდენად სწრაფად გაივლის საქართველო ამ გზას, არა მხოლოდ მასზე, არამედ მის უმნიშვნელოვანეს მოკავშირეზეც არის დამოკიდებული. როგორც შეერთებულ შტატებს, ისე ჩვენს ქვეყანას წელს არჩევნები ელის. ორი სახელმწიფოს თანამშრომლობის ბედს არჩევნების შედეგი განსაზღვრავს.

საქართველო-ამერიკის ურთიერთობების სათავეებთან

პირველი არაოფიციალური კონტაქტი ამერიკასა და საქართველოს შორის აშშ- ის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ შედგა.ამ დროს საქართველო დამოუკიდებლობას კარგავდა და რუსეთის იმპერიის ნაწილი ხდებოდა. ამერიკელი ალენსმიტი საქართველოში 1804 წელს ჩრდილოეთიდან შემოვიდა. ის რუს ჯარისკაცებს აზერბაიჯანშიც გაჰყვა, სადაც განჯის სამეფოს აღებას შეესწრო.

0x01 graphic

ალენ სმიტი

0x01 graphic

უილიამ შერმანი

0x01 graphic

ჯორჯ ფროსტ კენანი

0x01 graphic

ლიმან აბოტი

1807 წელს სამხრეთ კაროლინიდან სანკტ - პეტერბურგში სამოგზაუროდ ჩასული ჯოელ ფოინსეტი საქართველოსაც ეწვია. რთულია თქმა, რა გაიგო საქართველოზე რუსი ჯარისკაცებით გარშემორტყმულმა ფოინსეტმა. მის ჩანაწერებში საქართველოს შესახებ მხოლოდ ეს წერია: „ვახშმად მიგვიწვია იმერეთის დედოფალმა მარიამმა. მან გულთბილი დახვედრა მოგვიწყო”. სამშობლოში დაბრუნებისას ფოინსეტი ამერიკის კონგრესშიც აირჩიეს.

ამერიკიდან საქართველოში, ყველაზე გამორჩეული სტუმარი-გენერალი უილიამ შერმანი-1872 წელს ჩამოვიდა. ეს ვიზიტი ხანგრძლივი ტურნეს ნაწილი იყო, რომელიც ლონდონში დაიწყო და ბაქოში დამთავრდა. გენერალი შერმანი გემით ბათუმს, ხოლო ახალაშენებული რკინიგზით ქუთაისსა და თბილისსაც ესტუმრა.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლებში ამერიკულმა საზოგადოებამ განვითარების მაღალდონეს მიაღწია. ბევრმა ამერიკელმა დაიწყო უცხოეთში მოგზაურობა, განსაკუთრებით პოპულარული კი რუსეთის იმპერია იყო. The NewYork Times-ის კორესპონდენტი, რომელიც თავს D. K.-ს უწოდებდა, საქართველოში 1884 წელს ჩამოვიდა. „აქ აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება. თბილისის ქუჩებში სიარულისას შეიძლება უცბად მეცხრამეტე საუკუნიდან მეცხრეში გადახვიდე. ეს უბრალოდ უნიკალურია”, - ასე დაახასიათა მან საქართველო ჩანაწერებში.

ამ პერიოდში ეწვია საქართველოს ჯორჯ ფროსტკენანი-ცნობილი ამერიკელი დიპლომატის, საბჭოთა კავშირში აშშ-ის ელჩის და „გრძელი დეპეშის” ავტორის ბაბუა.

ცნობილი პროტესტანტი მღვდელი და მწერალი ლიმან აბოტი თბილისს 1901 წელს ეწვია და ვრცელი ჩანაწერებიც გააკეთა. „ეს არის ნახევრად ევროპული და ნახევრად აზიური ქალაქი, კონტრასტებითა და ბევრი პოეტით. აქაური რაღაცით ევროპულიცაა”, - ასე დაახასიათა მან თბილისი.

ამერიკის დიდს მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალშოვიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ. მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდი სთხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით. თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში ვართ ჩვენ.

მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები გიგა ლიქოკელი . გორგილაშვილი. 23/VI-36 .

1880 წელს ბახმაროსკენ მიმავალ ივანე მახარაძეს ცხენები დაეხოცა და მშობლიურ სოფელ ბახვში ზურგზე აკიდებული უნაგირით დაბრუნდა. ივანეს მშობლები გაბრაზდნენ და ის ბათუმში გაიქცა. ბათუმის პორტში მომუშავე, დღემდე უცნობი გზებით, მალე ნიუ იორკში აღმოჩნდა. მუშაობა საჯინიბოში დაიწყო. აქ პირველად გამოიჩინა თავი და ცირკში წარმოდგენა გამართა. ნაციონალურ კოსტიუმში გამოწყობილმა, პუბლიკა ცხენზე გასაოცარი ტრიუკების შესრულებით მოხიბლა. ფულის დაგროვების შემდეგ მშობლიურ გურიაში დაბრუნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის კვლავ ამერიკულ ცირკში აღმოჩნდა-ამჯერად, თანამემამულეებთან ერთად. 1883 წელს, ბაფალო ბილიმ შოუ შექმნა, რომელმაც 30 წლის მანძილზე გაართო მსოფლიო და 50 მილიონამდე ადამიანს აჩვენა ველური დასავლეთის „ცოცხალი სცენები”. საცირკო წარმოდგენა ამერიკელებს გაცოცხლებულ ლეგენდებსა და ბრძოლებს სთავაზობდა. მალე, ბაფალოს შოუმ, მარკ ტვენის რჩევით ევროპაში მოგზაურობა დაიწყო. 1892 წელს ინგლისში ჩასულ„ ველური დასავლეთის შოუს” ქართველები შეუერთდნენ და შოუს განუყოფელ ნაწილად იქცნენ. რუსეთის იმპერიაში მოგზაურმა თომას ოლივერმა, რომელიც„ ველური დასავლეთის შოუსთვის” მხედრებს ეძებდა, ივანე მახარაძის დახმარებით საუკეთესო გურული მოჯირითეები შეკრიბა და ლონდონში წაიყვანა. „კაზაკებს”(ქართველ მხედრებს, რომლებიც შოუში მონაწილეობდნენ, კავკასიელ რუსებად მოიხსენიებდნენ) ბრიტანეთში აღფრთოვანებით შეხვდნენ. ევროპის ბებიად წოდებულმა დედოფალმა ვიქტორიამ, ისინი თავისთან მიიწვია წარმოდგენის შემდეგ და მათი გამოსვლის ამსახველი ფოტოალბომი აჩუქა. 1893 წელს გურულები Wild West Show-ს ამერიკაში გაჰყვნენ. ქართველი ცხენოსნების გამოსვლა Wild West Show-ს მთავარ წარმოდგენად ითვლებოდა. ასეთივე ინტერესს მხოლოდ ინდიელები და კოვბოები იმსახურებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელიც მონაწილეობდა.

0x01 graphic

მართალია, ამერიკული პუბლიკა პატივს სცემდა ყველა ქართველ მხედარს, მაგრამ მას რჩეულებიც ჰყავდა. ლუკა ჩხარტიშვილს ამერიკული Daily Tribune- პრინცად, სამეფო გვარის წარმომადგენლად და მშობლიურ ქვეყანაში ლიდერად მოიხსენიებდა. ამბობდნენ, რომმანუხუცესად ხელდასხმა თანამემამულეებისგან ისე მიიღო, როგორც ინდიელთა ბელადი იღებს საკუთარი ტომისგან. ამგვარ ჭორებს ცირკის ხელმძღვანელობა თავად ყრიდა ქართველებს შორის თავადური წარმომავლობა ბევრს არ ჰქონდა. თუმცა პუბლიკა მზად იყო დაეჯერებინა მოგონილი ისტორიები საყვარელ მხედარზე, რომელსაც გაჭენებულ ცხენზე თავდაყირა მდგარს ხედავდნენ.

0x01 graphic

ქრისტინე ცინცაძე - გურულ მხედრებს ამერიკაში 1908 წელს შეუერთდა. ლანჩხუთში დაბადებული ქალი, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, სხვა მხედრებთან ერთად წავიდა ამერიკაში. ჯირითის ოთხწლიანი გამოცდილების შემდეგ ბაფალო ბილის შოუში, რომელიც განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევდა მნახველში, სიკვდილს სამჯერ გადაურჩა. ცნობილია, რომ ქრისტინეს ამერიკელმა თაყვანისმცემლებმა რამდენჯერმე სცადეს მისი მოტაცება-მაგრამ არ გამოუვიდათ. ლანჩხუთელმა ქალმა საკუთარი თავის დაცვა მარტომ მოახერხა. ქრისტინე 1912 წელს საქართველოში დაბრუნდა- მას ლანჩხუთში გმირივით შეხვდნენ.

0x01 graphic

0x01 graphic

12 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ფიგურულ სრიალში ელენე გედევანიშვილი

0x01 graphic

13 პარტიებს შორის იდეოლოგიური ნაპრალი იზრდება

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ამერიკა

ანი ჩხიკვაძე

0x01 graphic

ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო, კონგრესი, უფრო და უფრო პოლარიზებულია. რესპუბლიკელთა და დემოკრატთა შორის იდეოლოგიური უფსკრული თანდათანობით იზრდება. ევროპისაგან განსხვავებით, ამერიკული პოლიტიკური სისტემა, ისტორიულად, თანხმობის მიღწევაზე იყო ორიენტირებული. პარტიების მსოფლმხედველობა, გარკვეული განსხვავებების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად, განმანათლებლობის ტრადიციას ეფუძნებოდა.

ბოლო დროს ვითარება კარდინალურად იცვლება - ორივე პარტიაში მზარდი იდეოლოგიზაცია შეინიშნება. რესპუბლიკელები კონსერვატულ, ხოლო დემოკრატები პროგრესულ პარტიებად ყალიბდებიან. იდეოლოგიურმა პოლარიზებამ, შესაძლებელია, მთავრობის მოუქნელობა გამოიწვიოს. მმართველი პარტიის მონაცვლეობა საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის მერყეობას განაპირობებს.

ამერიკის კონგრესში რესპუბლიკელთა და დემოკრატთა შორის იდეოლოგიური გადაკვეთის წერტილები თანდათან მცირდება. National Journal-ის მიერ ჩატარებული კონგრესმენთა კენჭისყრის ანალიზი, რეიგანის პერიოდიდან ობამამდე, გვიჩვენებს, რომ 1982 წელს სენატის 58 წევრის ხმა ექცეოდა ყველაზე პროგრესულ რესპუბლიკელსა და ყველაზე კონსერვატორ დემოკრატს შორის. 2002 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაუტოლდა 7-ს, ხოლო დღეს ნულს უდრის. იგივე სიტუაციაა წარმომადგენლობით პალატაშიც. თუ 1982 წელს 344 წარმომადგენლის ხმა ამ ორ წერტილს შორის თავსდებოდა, 2005 წელს მათი რაოდენობა ორმოცდათხუთმეტამდე დაეცა. 2010 წელს, იდეოლოგიურ ცენტრთან შედარებით ახლოს, მხოლოდ შვიდი კონგრესმენის პოზიცია იყო.

წარმომადგენელთა პალატაში პოლარიზაციას საარჩევნო ოლქების საზღვრების პერიოდული გადასინჯვა უწყობს ხელს. შედეგად, თითოეულ ოლქში მსგავსი პოლიტიკური შეხედულებების ამომრჩევლის დაჯგუფებაა და ისინიც სტაბილურად ერთი კონკრეტული პარტიის კანდიდატს უჭერენ მხარს. ეს პრაქტიკა ჯერ იმაინდერინგის სახელითაა ცნობილი და ისევე ძველია, როგორც ამერიკული დემოკრატია.

საბოლოოდ, საარჩევნო ოლქებმა ისეთი ფორმა მიიღო, რომ თითქმის ყველა კანდიდატს თავის ოლქში ამა თუ იმ პარტიის ამომრჩევლის მყარი უმრავლესობა ჰყავს. მერყევი ან სხვა პარტიის მომხრე ამომრჩეველი სხვადასხვა ოლქში ისეა გაბნეული, რომ უმრავლესობას არსად ქმნის.

არჩევნებში გასამარჯვებლად პოლიტიკოსებს აღარ სჭირდებათ მერყევი ამომრჩევლის ხმები. ასეთი ამომრჩევლის გულის მოსაგებად მათ არც ზომიერი პოზიციის დაჭერა უწევთ. პირიქით, საკუთარ ოლქში გასამარჯვებლად კონგრესმენები იდეოლოგიური სიწმინდის გამოცდას აბარებენ. პარტიული ორთოდოქსიისგან ნებისმიერი გადახვევა მათ ძვირად დაუჯდებათ. კომპრომისების მოყვარული პოლიტიკოსი პარტიამ შეიძლება არ წარადგინოს არჩევნებზე და, ნაცვლად, უფრო ერთგული კანდიდატი დაასახელოს.

60-70-იან წლებში, კანდიდატთა დასახელების პროცესის დემოკრატიზაციამ, პარადოქსული შედეგი გამოიღო - შიდაპარტიული კონკურენციის ზრდამ გზა გაუხსნა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების არაპროპორციულად დიდ გავლენას კანდიდატებზე. ადრე წარმატებისათვის კანდიდატს პარტიული ბოსების მხარდაჭერა ჰყოფნიდა. ამ რეფორმის შედეგად კი მას თავად უხდება გამარჯვებისათვის აუცილებელი რესურსების მობილიზება. ეს რესურსები კი იმ ჯგუფთა ხელშია, ვისაც გამოკვეთილი ლობისტური მიზანი ან მკაფიო იდეოლოგიური პოზიცია გააჩნია და იშვიათად ამჟღავნებენ ცენტრისტულ შეხედულებებს.

ამიტომ, ზომიერი და პრაგმატული პოლიტიკოსებისთვის, არჩევნებში წარმატებისათვის აუცილებელი რესურსების მობილიზება უფრო რთულია. საბოლოო ჯამში, კანდიდატების დასახელების პროცესში პარტიის რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების როლის ზრდის მოტივით გატარებული რეფორმა - პოლარიზაციის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად იქცა.

0x01 graphic

თუ ალექსის დე ტოკვილს დავესესხებით, ამერიკა „თავისუფალი დაიბადა”. ახალ კონტინენტზე პოლიტიკური სისტემის შექმნა სუფთა ფურცლიდან დაიწყეს. ევროპულისგან განსხვავებით, ამერიკული საზოგადოება ფეოდალური მემკვიდრეობისგან თავისუფალი იყო. მას არც პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას შორის კლასობრივი დაპირისპირებები გამოუცდია. ამერიკელთა 80%25 საკუთარ თავს დღემდე საშუალო კლასს მიაკუთვნებს. ისტორიულად აქ იდეოლოგიურ პოლარიზაციას სოციალური საფუძველი არ ჰქონია. ჯონ სტეინბეკის თქმით, სოციალიზმმა ამერიკაში ფესვი იმიტომ ვერ გაიდგა, რომ ღარიბები საკუთარ თავს არა ექსპლუატირებულ პროლეტარიატად, არამედ დროებით გაჭირვებულ კაპიტალისტებად აღიქვამენ.

პარტიულ პოლარიზაციასთან ერთად, ბოლო ორი დეკადის მანძილზე, ამერიკელი ამომრჩეველიც უფრო მეტად იდეოლოგიზებული ხდება. გელაპის მონაცემების მიხედვით, 1992 წელს ამომრჩეველთა უმრავლესობა - 43 პროცენტი იყო ზომიერი, ხოლო 2011 წლისთვის ეს მაჩვენებელი 8 პროცენტით შემცირდა და მხოლოდ 35 პროცენტს შეადგენს. ბოლო 5 წელია, კონსერვატორები ყველაზე მსხვილ

ჯერიმაინდერინგი ამერიკის მეხუთე ვიცე-პრეზიდენტისა და მასაჩუსეტსის მეცხრე გუბერნატორის, ელბრიჯ ჯერის სახელიდან მომდინარეობს. 1812 წელს გუბერნატორ ჯერის თაოსნობით მასაჩუსეტსში საარჩევნო ოლქებს შორის საზღვრები ისე დადგინდა, რომ თითოეულში მისი პარტიის მომხრეებს უმრავლესობა ჰქონოდათ. ამის გამო ოლქებმა საკმაოდ უცნაური, სალამანდრასავით დაკლაკნილი ფორმა მიიღეს. ასეთი პოლიტიკის გასაკრიტიკებლად Boston Gazette-მა გუბერნატორის გვარისა და სალამანდრას გაერთიანებით, ახალი ტერმინი შექმნა, რომელმაც შემდგომი 200 წლის მანძილზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი ამერიკის პოლიტიკურ ლექსიკონში.

იდეოლოგიურ ბლოკად იქცნენ და ამომრჩეველთა 40 პროცენტს მოიცავენ. პროგრესული შეხედულებების მქონე ამომრჩეველი ამაზე 2-ჯერ ნაკლებია და მხოლოდ 21 პროცენტს შეადგენს. ბოლო 20 წლის მანძილზე კონსერვატორთა და პროგრესულთა ოდენობა დღევანდელზე 4-4%25-ით ნაკლები იყო.

დღეისათვის, რესპუბლიკელები იდეოლოგიურად დემოკრატებზე უფრო ერთიანები არიან. რესპუბლიკელთა 71%25 თავს კონსერვატორად თვლის, მაშინ როდესაც დემოკრატთა მხოლოდ 39%25 მიიჩნევს, რომ პროგრესულია. დემოკრატთა დარჩენილი ნაწილი ზომიერი (38%25) ან კონსერვატორია (20%25). რესპუბლიკელთა შორის ზომიერები 23%25, ხოლო პროგრესულები მხოლოდ 4%25-ს შეადგენენ.

ვინაიდან პროგრესულები ამომრჩეველში უმრავლესობას არ წარმოადგენენ, დემოკრატები ზომიერ ხმებზე მეტად თამაშობენ. ეს მათი შიდაპარტიული დანაწევრების მიზეზი ხდება. რესპუბლიკელები უფრო ადვილად ახერხებენ ერთმანეთთან იდეოლოგიური და საარჩევნო ინტერესების შეთავსებას.

ხელისუფლების დანაწილების ამერიკული მოდელის პირობებში, ეფექტური საშინაო პოლიტიკის წარმოება დიდწილად პარტიათა თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. რესპუბლიკელთა და დემოკრატთა მზარდი პოლარიზების პირობებში, ამა თუ იმ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა სულ უფრო რთულდება. ეს რიგ შემთხვევებში თითქმის ხელისუფლების პარალიზებას იწვევს.

უკვე 1000 დღე გავიდა, რაც ამერიკა ბიუჯეტის გარეშე ცხოვრობს. დემოკრატიულმა სენატმა არ მიიღო როგორც საკუთარი პრეზიდენტის შეთავაზებული, ისე რესპუბლიკური წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ბიუჯეტის პროექტები. რესპუბლიკელებმა ერთხმად უარყვეს ობამას საკვანძო ინიციატივები - იქნება ეს ჯანდაცვის სოციალიზაციისკენ მიმართული რეფორმა თუ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტები. ზუსტად ამგვარად, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას, დემოკრატები გადასახადების შემცირებას ეწინააღმდეგებოდნენ.

ამერიკის ვალმა უკვე 15 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. იდეოლოგიური პოლარიზაციის გამო დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ ახერხებენ ფისკალური კრიზისის დაძლევის ყველასთვის მისაღები გეგმის შემუშავებას. მხარდამჭერების განაწყენების შიშით დემოკრატები ხარჯების შემცირებას არ თანხმდებიან, ხოლო რესპუბლიკელები - შემოსავლების გაზრდას. კრიზისი კი სულ უფრო ღრმავდება.

2025 წელს მთელი ფედერალური შემოსავლები, მხოლოდ სოციალურ უზრუნველყოფას, ღარიბი და მოხუცი მოქალაქეების ჯანდაცვასა და ვალის მომსახურებას ეყოფა. ასე რომ არ მოხდეს, ან სოციალური და სამედიცინო პროგრამების რეფორმირება უნდა განხორციელდეს, რასაც რესპუბლიკელები ესწრაფვიან და დემოკრატები ეწინააღმდეგებიან, ანაც გადასახადები უნდა გაიზარდოს, რაც, პირიქით, დემოკრატების მიზანს წარმოადგენს, მაგრამ რესპუბლიკელთათვისაა მიუღებელი.

საშინაო პოლიტიკისგან განსხვავებით, საგარეო პოლიტიკის წარმოება მეტწილად პრეზიდენტის პრეროგატივაა. ამ მხრივ პარტიათა თანამშრომლობას არცთუ დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა გარკვეული პრობლემები აქაც იქმნება - ახალმა პრეზიდენტმა შესაძლოა წინამორბედისაგან განსხვავებული კურსი აირჩიოს.

20-ე საუკუნის მეორე ნახევარში თეთრ სახლში პარტიათა მონაცვლეობა არ აბრკოლებდა რუსეთის შეკავებისა და უკუქცევის პოლიტიკის განხორციელებას. დღეს კი თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვნად გართულებულია. ამერიკის მოკავშირეებს გაუჩნდათ ეჭვი, თუ რამდენად იქნებიან შეერთებული შტატების შემდეგი ადმინისტრაციები წინამორბედთა მიერ ნაკისრი გრძელვადიანი ვალდებულებების ერთგული. სწორედ ასე მოხდა, როცა რუსეთთან ურთიერთობათა დათბობის მიზნით, ობამამ უარი თქვა პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე,

ამ გაურკვევლობიდან გამომდინარე, შეერთებული შტატების დიპლომატიისათვის უფრო რთული იქნება მოკავშირეთა დარწმუნება, რომ მათ ამერიკის ინტერესი გაითვალისწინონ. რა არის ეს ინტერესი, ამის თქმას დანამდვილებით ვერავინ შეძლებს - რესპუბლიკელებს და დემოკრატებს ეს სხვადასხვაგვარად ესმით.

თეთრი სახლის ცვალებადი პოზიციები, მოკავშირეებს უფრო მეტ გაურკვევლობას უქმნის და აკნინებს შტატების როლს საერთაშორისო არენაზე. 2012 წლის არჩევნების შემდგომ საგარეო პლატფორმაზე ცვლილებებს ისევ უნდა ველოდოთ. თუმცა, მიუხედავად პარტიათა შორის იდეოლოგიური სხვაობისა, ამერიკა ყოველთვის დარჩება ლიბერალურ-დემოკრატიული პრინციპების დამცველი.

0x01 graphic

ჯერიმაინდერინგი ამერიკის მეხუთე ვიცე-პრეზიდენტისა და მასაჩუსეტსის მეცხრე გუბერნატორის, ელბრიჯ ჯერის სახელიდან მომდინარეობს.

1812 წელს გუბერნატორ ჯერის თაოსნობით მასაჩუსეტსში საარჩევნო ოლქებს შორის საზღვრები ისე დადგინდა, რომ თითოეულში მისი პარტიის მომხრეებს უმრავლესობა ჰქონოდათ. ამის გამო ოლქებმა საკმაოდ უცნაური, სალამანდრასავით დაკლაკნილი ფორმა მიიღეს.

ასეთი პოლიტიკის გასაკრიტიკებლად Boston Gazette-მა გუბერნატორის გვარისა და სალამანდრას გაერთიანებით, ახალი ტერმინი შექმნა, რომელმაც შემდგომი 200 წლის მანძილზე მყარად დაიმკვიდრა ადგილი ამერიკის პოლიტიკურ ლექსიკონში.

14 საფრანგეთის ახალი კანონი სომეხთა გენოციდის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ავთო ქორიძე

0x01 graphic

კანონის საწინააღმდეგო აქცია პარიზში
ფოტო: REUTERS ©

საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატამ კანონი დაამტკიცა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა უარყოფას კრძალავს. კანონით კრიმინალიზებულია საფრანგეთის მიერ აღიარებული ყველა მსგავსი კვალიფიკაციის დანაშაულის უარყოფა, მათ შორის, 2001 წელს აღიარებული სომხების გენოციდი ოსმალეთის მიერ. გენოციდის უარყოფა 1 წლით პატიმრობითა და 45,000 ევროს ოდენობის ჯარიმით დაისჯება. როგორც მოსალოდნელი იყო, კანონის მიღებამ თურქეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა დაძაბა.

კანონი ზედა პალატამ 23 იანვარს, 127 ხმით 86-ის წინააღმდეგ მიიღო. მსგავსი აკრძალვა ჰოლოკოსტის უარყოფის შესახებ საფრანგეთში 90-იანი წლებიდან არსებობს. ახალი კანონი კი კონკრეტულად პირველი მსოფლიო ომის დროს ეთნიკური სომხების მასობრივ მკვლელობას უკავშირდება. ოსმალეთის მიერ სომხების გენოციდს ოცამდე ქვეყანა აღიარებს, თუმცა მისი უარყოფა კრიმინალიზებული მხოლოდ რამდენიმეშია.

თურქული მხარე აღიარებს, რომ 1915 წელს მართლაც დაიხოცა დიდი რაოდენობით ეთნიკური სომეხი, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიას მიზნად ჰქონდა კონკრეტულად სომხების სრული ან ნაწილობრივი განადგურება. თურქეთის ოფიციალური ვერსიით, ქვეყანაში 1915 წელს სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, სომხები კი ამ ომში ისევე იხოცებოდნენ, როგორც სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. განსხვავებაა მსხვერპლის რაოდენობაშიც - სომხური მხარის ვერსიით, მასობრივ ჟლეტას 1,5 მილიონი სომეხი შეეწირა. თურქულით კი - 300-500 ათასი.

პირველი მსოფლიო ომის დროს ეთნიკური სომხების დახოცვის გენოციდად აღიარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პარალელურად, თურქეთს გააჩნია ახალი ფრანგული კანონის სარკისებრი ვარიანტი, რომელიც 1915 წლის მოვლენების გენოციდად მოხსენიებას თურქი ერის შეურაცხყოფას არქმევს და მთქმელს სჯის.

ახალმა კანონმა ბიძგი მისცა გამოხატვის თავისუფლების საზღვრების შესახებ დისკუსიებს. დასავლეთში ამ საკითხთან დაკავშირებით ორი განსხვავებული მიდგომა არსებობს. პირველს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, თუნდაც მოწყვლადი ჯგუფების გრძნობების დაცვის მიზნით, დაუშვებლად მიაჩნია. მეორე ხედვით, „ისტორიული სამართლიანობის აღიარებას” ან მოწყვლადი ჯგუფების სიძულვილისგან დაცვას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.

სიტყვის თავისუფლების მომხრეთა აზრით, პარლამენტს უფლება არ აქვს შექმნას ერთი ოფიციალური სიმართლე და მისი უარმყოფელი დასაჯოს. ადამიანებს უფლება აქვთ დისკუსიასა და კამათზე დაფუძნებით საკუთარი აზრი ჰქონდეთ, თუნდაც მცდარი. ამასთან, იმ ქვეყნებში, სადაც გამოხატვის თავისუფლება იზღუდებოდა, ტოტალიტარული იდეოლოგიები საზოგადოებაში უფრო ადვილად იკიდებდნენ ფეხს. ახალ ეტაპზე გადასული ქვეყნები კი ამ ჭრილობის მოსაშუშებლად კვლავ სიტყვის თავისუფლებაზე აწესებდნენ შეზღუდვებს. ეს მოჯადოებულ წრეს ქმნის.

ამ მიდგომას დამაჯერებლობას მატებს დასავლეთში მომძლავრებული რადიკალური შეხედულებების პარტიების აღზევება, მათ შორის საფრანგეთშიც, სადაც ლე პენის პარტია მუდმივად იღებს ხმათა დიდ რაოდენობას. კრიტიკოსების თქმით, გარდა იმისა, რომ მსგავსი კანონები სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს, ისინი გაცხადებულ მიზანსაც ვერ აღწევენ. დისკუსიის აკრძალვა უფრო რადიკალურ ჯგუფებს იატაქვეშეთში აძევებს, ხოლო მათი გარეთ გამოსვლისას, საზოგადოება რადიკალური აზრების მიმართ ნაკლებ იმუნური ხდება.

კრიტიკოსები ასევე ინტერესდებიან რა პრინციპით არჩევს საფრანგეთის პარლამენტი, რომელი გენოციდი უნდა აღიაროს: მაგალითად, რატომ სომეხთა გენოციდი და რატომ არა - ჩერქეზების? თურქეთის ხელისუფლებას კიდევ ერთი ბრალდება აქვს - საფრანგეთი თავად იყო კოლონიალიზმის დროს გენოციდებში ჩართული და ამას არ აღიარებს.

პარლამენტარების გარკვეულმა ნაწილმა სარკოზის სათუთი თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში დასდო ბრალი. მათი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს სურს ამ კანონით პოლიტიკური წარუმატებლობა გადაფაროს. ანტითურქული და, ზოგადად, ანტიისლამური განწყობა, იქნება ეს თურქეთის ევროკავშირში შესვლის დაბლოკვა, ჩადრის ტარებისა თუ საჯარო ადგილებში ლოცვის აკრძალვა, მომგებიანი პოლიტიკური სვლაა. ის მოსახლეობის დიდი ნაწილის ანტიისლამურ შიშებს კვებავს. ბევრმა სომხების გენოციდის აღიარება სწორედ ამ ანტიისლამური და ანტითურქული კამპანიის ნაწილად მიიჩნია.

საგარეო პოლიტიკაში კანონმა საფრანგეთს შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას: თურქეთ-საფრანგეთს ევროკავშირის წევრობის შესახებ შექმნილი უსიამოვნების გამო ისედაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. სწორედ საფრანგეთი არის თურქეთის კავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე. აშკარად ანტითურქული კანონის მიღების შემდეგ კი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა. კანონის განხილვის პროცესში თურქეთის მთავრობამ რამდენჯერმე გამოხატა უკმაყოფილება. დეკემბერში თურქეთმა დროებით საკუთარი ელჩიც კი გაიწვია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთთან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაწყვეტასთან ერთად სხვა სანქციებითაც დაიმუქრა. თურქეთის ელჩმა საფრანგეთში დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოქვეითებაზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ კანონს უდროო, უკუეფექტის მომცემი და უვარგისი უწოდა. თურქეთი დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში. ირანთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, თურქეთის პოზიციას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მოვლენათა სვლაზე.

0x01 graphic

ნიკოლა სარკოზი
ფოტო: REUTERS ©

საფრანგეთის ახალ კანონს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა სომხეთში და უცხოეთში მყოფ სომხურ დიასპორაში. მათი თქმით, ეს კანონი თავისუფალ აზროვნებასთან არანაირ კავშირში არ არის და ის ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ემსახურება. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ახალმა კანონმა გააღიზიანა და ბევრი დასავლეთში კანონს უარყოფითად შეხვდა, საბოლოო ჯამში, მას აუცილებლად ექნება პოზიტიური გავლენა - კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გასაჯაროებას და აღიარებას შეუწყობს ხელს.

მოჰყვება თუ არა აღნიშნულ კანონს სომხური გენოციდის სხვა ქვეყნებში განხილვაც, ამ დროისთვის რთული სათქმელია. თუმცა უახლოეს მომავალში, საფრანგეთისთვის და მთლიანად დასავლეთისთვის, ახლო აღმოსავლეთში პრობლემათა სიას თურქეთთან გაფუჭებული ურთიერთობებიც შეემატა.

15 სისტემის გადატვირთვა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

უნგრეთი

მიხეილ ბასილია

2012 წელს უნგრეთი საკანონმდებლო ცვლილებებითა და ფინანსური კრიზისით შეხვდა. ამან როგორც უნგრელებს, ისე ევროკავშირის ხელმძღვანელობას საახალწლო განწყობა გაუფუჭა. ახალი კანონმდებლობა დასავლეთში, დემოკრატიიდან ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობისკენ შემობრუნებად აღიქმება. 2 იანვარს ბუდაპეშტში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც რამდენიმე ათეულ ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ვერც საკუთარი მოსახლეობის უკმაყოფილებამ და ვერც ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზეწოლამ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს პოლიტიკური კურსიდან ჯერჯერობით ვერ გადაახვევინეს.

0x01 graphic

საპროტესტო აქცია ბუდაპეშტში

0x01 graphic

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი
ყველა ფოტო: REUTERS ©

უნგრეთის საჯარო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 80 პროცენტს აჭარბებს (ევროკავშირში დაშვებული ზედა ზღვარი 60 პროცენტია). სახელმწიფო ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი 10 პროცენტს მიუახლოვდა, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა, შესაძლოა, დეფოლტის პირას მიიყვანოს. საერთაშორისო საფინანსო საკონსულტაციო  კომპანიებმა უნგრეთის საკრედიტო რეიტინგი მკვეთრად დაადაბლეს, ფულის ერთეულის, ფორინტის კურსი ეცემა. საბიუჯეტო დეფიციტის აღმოსაფხვრელად (რომელიც ევროკავშირში დაწესებულ ზღვარს, მშპ-ს 3 პროცენტს აჭარბებდა) მთავრობამ სადავო გადაწყვეტილება მიიღო. მან კერძო საპენსიო ფონდების ნაციონალიზაცია მოახდინა - აქტივების რაოდენობა 14.6 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი ჰქონდა.

ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უნგრეთის დასახმარებლად მზად არიან. მაგრამ პარტია ფიდესმა, რომელიც პარლამენტში ადგილების 2/3-ზე მეტს ფლობს, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს დამოუკიდებლობა შეუზღუდა. მისმა თავმჯდომარემ დაკარგა პრივილეგია საკუთარი მოადგილეები თავად აერჩია, საპროცენტო განაკვეთების დაწესების პრივილეგია მონეტარულმა საბჭომ მიიღო. ახალი კანონი შესაძლებელს ხდის ცენტრალური ბანკის შერწყმას ფინანსურ რეგულატორთან. ამით ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის თანამდებობა ქვეითდება.

ევროკავშირის კანონმდებლობა წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობას მოითხოვს. დახმარების პაკეტის სანაცვლოდ ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უნგრეთისგან კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ. 17 იანვარს ევროკომისიამ გადაწყვიტა, უნგრეთის კანონების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის თაობაზე საქმე აღეძრა. ორბანმა უკან დაიხია და განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის შესახებ კანონმდებლობა შეიცვლება, მაგრამ ბრიუსელი უნგრელებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

მემარჯვენე პარტიად ცნობილი ფიდესი უნგრეთის ხელისუფლებაში 2010 წელს მოვიდა. მან ახალი კონსტიტუციაც მიიღო, რომელიც ძალაში 2012 წლის 1 იანვარს შევიდა. პრემიერ ორბანის განცხადებით, ის მიზნად ისახავს ქვეყანა საბოლოოდ გაათავისუფლოს კომუნიზმის ნარჩენებისგან. უნგრეთის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები სისტემის გადატვირთვას ჰგავს. საერთაშორისო კრიტიკას უნგრეთის მთავრობა პასუხობს, რომ ახალ კანონმდებლობაში არაფერია ისეთი, რაც სხვა ევროპული ქვეყნების კანონებში არ გვხვდება.

ფიდესის ცვლილებებმა მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების დასანიშნად უფლებამოსილებები გაუზარდა. საკონსტიტუციო სასამართლოს შეეზღუდა ბიუჯეტთან და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის საშუალება. თავის მხრივ, სასამართლომ დეკემბერში გააუქმა კანონების ნაწილი მედიის რეგულაციის, რელიგიური კონფესიების შესახებ კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსიდან.

მწვავე რეაქცია გამოიწვია საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლამ. ერთ-ერთი უნგრული ანალიტიკური ცენტრის გამოთვლებით, ახლანდელი საზღვრებით ფიდესი ბოლო 3 არჩევნებიდან სამივეს მოიგებდა, რეალურად კი ორი წააგო.

ახალმა კონსტიტუციამ აკრძალა აბორტი, ხოლო ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრა. ერთ-ერთი პუნქტი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებს უნგრეთის მოქალაქეობის მიღების საშუალებას აძლევს. მეზობელმა ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება უნგრული ირედენტიზმის შესაძლო გაღვივების გამო გააკრიტიკეს.

ცვლილებების მიხედვით, განახლებული კანონმდებლობის შეცვლის ან გაუქმებისათვის პარლამენტში ხმათა 2/3 იქნება საჭირო. შესაბამისად, მომავალი არჩევნების მოგების შემთხვევაში, ოპოზიციამ, შესაძლოა, კანონმდებლობის გადახედვა მაინც ვერ შეძლოს. მიუხედავად ყველაფრისა, ფიდესი ოპონენტებზე პოპულარულია. ოპოზიცია დაქსაქსულია. მთავარი ოპოზიციური ძალის, სოციალისტური პარტიის სისუსტის მიზეზი კი უნგრეთში მისივე მმართველობის 8-წლიანი პერიოდია. მომავალი არჩევნები 2014 წელს უნდა გაიმართოს. იქამდე კი ორბანს უნგრეთის „გადატვირთვა” სურს, თუმცა ასეთი ცვლილებებით, შესაძლოა, საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც უკან დასახევი გზა მოუჭრას.

16 ტუნისი რევოლუციის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

სალომე მამალაძე

0x01 graphic

ტუნისის პრეზიდენტი მონსეფ მარზოკი
ფოტო: REUTERS ©

არაბული გაზაფხულიდან ერთი წლის შემდეგ, პოსტრევოლუციური ტუნისი კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. გასულ კვირას 48 წლის ტუნისელმა მოქალაქემ თავი დაიწვა. 3 შვილის მამა, ამარ ღარსალა, არსებულ სოციალურ პრობლემებს დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდა. საბოლოოდ მან უკიდურეს ზომებს მიმართა და დღეს უკვე ეროვნულ გმირად აღიარებული მოჰამედ ბუაზიზის მსგავსად, ქუჩაში თავი დაიწვა.

უკანასკნელმა ტრაგიკულმა მოვლენამ ტუნისელები კიდევ ერთხელ დააფიქრა დაუსაქმებლობაზე. უმუშევრობამ გასული წლის მაჩვენებელს - 14%25-ს გადააჭარბა და 19%25-ს გაუტოლდა.

ქვეყანაში ამ პრობლემის აღმოფხვრა ტუნისის ახალი მთავრობის უპირველესი მიზანია. 12 დეკემბერს კონსტიტუციური პარლამენტის მიერ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად არჩეულმა მონსეფ მარზოკიმ პრემიერ-მინისტრ ჰამადი ჯებალისთან ერთად მთავრობის ახალი პროგრამა უკვე წარადგინა.

მარზოკიმ ყურადღება ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მთავრობამ უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. პირველ ეტაპზე უცხოელი ინვესტორებისთვის აქამდე არსებული ბარიერების შემცირება და მათთვის მიმზიდველი საწარმოო გარემოს შექმნა გადაწყდა. Doing business-მა ბიზნესის კეთების სიადვილით ტუნისი 183 ქვეყნიდან 46 ადგილზე განათავსა.

0x01 graphic

რევოლუციის წლისთავი. ტუნისი

0x01 graphic

ტუნისის პრემიერ-მინისტრი ჰამადი ჯებალი

მთავრობის პირველად მიზანთა შორის სასამართლო სისტემის რეაბილიტაციაცაა. ეს ქვეყანაში არსებული კორუფციის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

მსოფლიოში ჩატარებულმა სხვადასხვა კვლევებმა ტუნისში არსებული სხვა პრობლემებიც გამოააშკარავა.

CIA FACTBOOK-ის ინფორმაციით ტუნისის GDP PPP 9,400$-ია და ამ მაჩვენებლით იგი 193 ქვეყანას შორის 113-ე ადგილს იკავებს.

Heritage-ის მონაცემების მიხედვით ტუნისში ეკონომიკური თავისუფლების დონე წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა. იგი მსოფლიო რეიტინგში კვლავ 95-ე ადგილზეა. ეკონომიკური თავისუფლების დონით ტუნისი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე დაბლა დგას.

თავის უკანასკნელ კვლევაში, Freedom house-მა ტუნისში ანტიკორუფციულობა და გამჭვირვალობა 7-დან 3.08 ქულით შეაფასა. მოქალაქეობრივი თავისუფლება 7-დან 3.11, კანონის უზენაესობა კი 2.92 ქულით შეფასდა.

Human development index-ის მიხედვით ტუნისი 187 ქვეყნიდან 94-ე ადგილზეა. განათლებაზე სახელმწიფო GDP-ის 7.1%25-ს, ხოლო ჯანდაცვაზე GDP-ის 6.2%25-ს ხარჯავს.

ტუნისის ეკონომიკის მთავარ ღერძს, სოფლის მეურნეობასა და მრეწველობასთან ერთად, ტურიზმიც წარმოადგენდა. შესაბამისად, ქვეყანაში ტურისტთა ნაკლებობა ეკონომიკაზე მძიმედ აისახა. 2010 წელს იგი GDP-ის 6,5%25-ს შეადგენდა და ამ სფეროში 450 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით 2010 წელს ქვეყანაში 7 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა, 2011 წელს კი მათი რაოდენობა 3 მილიონს გაუტოლდა.

საზოგადოების დიდი ნაწილი მოქმედი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს. უკანასკნელმა რევოლუციამ მათ იმედები გაუცრუა.

ტუნისის რესპუბლიკის დამაარსებლის ქალიშვილის, ჰაგარ ბოურგიობას აზრით, უკანასკნელ რევოლუციას ქვეყანა საკმარისად არ შეუცვლია. „სახელისუფლებო სტრუქტურებში დღესაც ის ადამიანები მოღვაწეობენ, რომლებმაც თავის დროზე კორუფციის მთელი ბუდე შექმნეს. დღესაც ის ოჯახები მართავენ დიდ ბიზნესებს, რომლებსაც ბენ ალისა და მის გარემოცვასთან მტკიცე კავშირი ჰქონდათ”.

საზოგადოების მეორე ნაწილი შედარებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. ისინი ამბობენ, რომ დემოკრატია ტუნისშიც მალე გაიდგამს ფესვებს. ამ ადამიანების აზრით, დემოკრატია თავისთავად აღმოფხვრის კორუფციას და ის ოჯახები, რომლებსაც უკანონო ინტერესები გააჩნდათ, მალე დაკარგავენ ძალაუფლებას.

ტუნისი ახლა „აღდგენით ფაზაშია”. მოქმედი მთავრობა ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებებს თუ დააკმაყოფილებს. ძირეული სტრუქტურული ცვლილებები ჯერჯერობით შეუძლებელია.

სპეციალისტთა განცხადებით, მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლასაც კი ექნება შედეგი ეკონომიკური თვალსაზრისით. სავარაუდო გამოთვლებით, კორუფციის შემცირებას, ფინანსური პრობლემების მოგვარებას, კანონისა და გამჭვირვალობის ამოქმედებას, ეკონომიკური  მაჩვენებლის 2%25-ით მომატება შეუძლია.

ტუნისს ლიდერი სახელმწიფოების მხარდაჭერაც აქვს. რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა სენატორმა ჯო ლიბერმანმა, ქვეყანას 30-მილიონიანი სესხი გადასცა. 20 მილიონი კი შეერთებულმა შტატებმა ტუნისის იმ საწარმოო ფონდს ჩაურიცხა, რომელსაც თვითონ უდგას სათავეში. ამას გარდა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკა-ტუნისის პარტნიორობის შესახებ სპეციალური ფორუმი გამართა. მისი მთავარი მიზანი პოსტრევოლუციურ ტუნისში სამუშაო ადგილების შექმნაა.

17 აურზაური ლე პენის გამო

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

საფრანგეთი

მიხეილ ბასილაია

22 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. წინასაარჩევნო გამოკითხვები დამაინტრიგებლად გამოიყურება. მთავარ პრეტენდენტებს, სოციალისტ ფრანსუა ჰოლანდსა და მემარჯვენე, ამჟამინდელ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შორის სხვაობა მცირეა. მათ ოდნავ ჩამორჩება უკიდურესად მემარჯვენე პარტიის, ნაციონალური ფრონტის, ლიდერი მარინ ლე პენი. იანვარში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ჰოლანდს ამომრჩეველთა 26-29%25 უჭერს მხარს, სარკოზის - 23-26%25, ლე პენს კი - 19-21%25.

43 წლის, სამი შვილის მარტოხელა დედამ, მარინ ლე პენმა ნაციონალური ფრონტი შარშან მამამისისგან, ჟან-მარი ლე პენისგან ჩაიბარა. ამ უკანასკნელმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე ხუთჯერ იყარა კენჭი. 2002 წელს მან არჩევნების მეორე რაუნდშიც გააღწია. რადიკალი კანდიდატის ასეთმა წარმატებამ ფრანგული და ევროპული საზოგადოება შოკში ჩააგდო. ექსპერტების აზრით, თუ 10 წლის წინ ჟან-მარი ლე პენის მეორე რაუნდში გასვლა სენსაცია იყო, წლევანდელ არჩევნებზე მისი შვილის ანალოგიური წარმატება გასაკვირი სულაც არ იქნება.

წელიწადზე მცირე დროში მარინმა მოახერხა ნაციონალური ფრონტი უფრო მიმზიდველ პარტიად გადაექცია. მამამისისგან განსხვავებით, მან უარი თქვა ქსენოფობიურ და ანტისემიტურ გამოხტომებზე, პარტიის რადიკალური პოზიცია შეარბილა და სცადა, ის ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის უფრო მისაღები გაეხადა. ნაციონალური ფრონტის პოლიტიკური პროგრამა 1999 წლისთვის ამომრჩეველთა 11 პროცენტისთვის იყო მისაღები, 2011 წლისთვის მაჩვენებელი გაორმაგდა, ამჟამად კი ლე პენის იდეებს ფრანგების 33%25 მისაღებად მიიჩნევს.

საფრანგეთს ევროზონის კრიზისი მძიმე ტვირთად დააწვა. უმუშევრობა 10 პროცენტს აღწევს, ხოლო საფინანსო საკონსულტაციო კომპანია Standard & Poor's-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი უმაღლესი კატეგორიიდან ერთი საფეხურით დასწია. მარინ ლე პენს არ მოსწონს, რომ ევროზონის პრობლემების აღმოსაფხვრელად საფრანგეთი იხდის ფულს. პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში მას სურს ფრანკი დააბრუნოს, საიმიგრაციო კანონები გაამკაცროს და ადგილობრივი მრეწველობა საერთაშორისო კონკურენციისგან პროტექციონიზმით დაიცვას. მის მხარდამჭერთა შორის სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში დასაქმებული ადამიანები ჭარბობენ. ეს სოციალური ფენები ეკონომიკურმა კრიზისმა სხვებთან შედარებით მეტად დააზარალა.

ამ მოვლენებმა, ერთი მხრივ, ლე პენის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი, მეორე მხრივ კი, ნიკოლა სარკოზის პოპულარობას ძირი გამოუთხარა. პრეზიდენტი არჩევნებისთვის დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტით ცდილობს. პრაქტიკულად გაჩერებული ეკონომიკის ასამოძრავებლად და უმუშევრობის პრობლემის შესამსუბუქებლად სარკოზიმ 430 მილიონი ევრო გამოყო.

საფრანგეთის პრეზიდენტობა ყოფილ პრემიერ-მინისტრ დომინიკ დე ვილპენსაც სურს. ის არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგება და სარკოზის ხმებს წაართმევს. კიდევ ერთი კანდიდატი, სავარაუდოდ, ცენტრისტი ფრანსუა ბეირუ იქნება. მან 2007 წლის საპრეზიდენტო მარათონში ხმათა 19%25 მოაგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა აპრილში იმავეს გაკეთება გაუჭირდება.

მარინ ლე პენის პოპულარობის ზრდა საფრანგეთის მემარცხენე პოლიტიკური ელიტისთვის მკვეთრი მესიჯია. საერთო ევროპული კრიზისისა და საფრანგეთის ეკონომიკური პრობლემების ფონზე ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლებამიღებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მორალურად და ინტელექტუალურად გაკოტრებული მოჩანს. თუმცა ლე პენის გაპრეზიდენტებას არავინ ვარაუდობს. თუ არჩევნების პირველმა რაუნდმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და 6 მაისს დაგეგმილ მეორე რაუნდში ორიდან ერთ-ერთი კანდიდატი ლე პენი იქნება, დანარჩენი პოლიტიკური ძალები მის წინააღმდეგ გაერთიანდებიან. ის საფრანგეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ვერ გახდება, თუმცა შანსი აქვს, არჩევნების მთავარ თემად იქცეს.

0x01 graphic

18 ინტერაქტიული ფანჯრები მომავლის ავტომობილებისათვის

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

ჯენერალ მოტორსის ინჟინრებმა და ბეზალელის აკადემიის სტუდენტებმა ქალაქ იერუსალიმიდან ერთობ საჭირბოროტო პრობლემის მოგვარება გადაწყვიტეს. პრობლემა კი მოწყენილობაა, რომელიც ავტომობილის უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს ეუფლებათ ხოლმე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. ხშირად ეს უკანასკნელნი ბავშვები არიან და თუ როგორ ძნელია ბავშვის გართობა შეზღუდულ სივრცეში, ეს ყველას მოეხსენება. თუმცა სტუდენტები სირთულეებს არ შეუშინდნენ და პროექტზე მუშაობა დაიწყეს.

პრობლემის გადასაჭრელად ჯენერალ მოტორსის ინჟინრებმა მაღალ ტექნოლოგიებს მოუხმეს და ავტომობილის უკანა ფანჯრების მაგივრად, გამჭვირვალე თხევად-კრისტალური მონიტორების დაყენება გადაწყვიტეს. მგრძნობიარე ეკრანები კრეატიული მოქმედების ფართო დიაპაზონს იძლევა. კრეატივის იმპორტს ისინი ისრაელიდან აპირებენ, სადაც რამდენიმე ათეული სტუდენტი ავტომობილის უკანა ფანჯრების პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფციაზე მუშაობს.

პროექტის სახელწოდებაა Windows of Opportunity (შესაძლებლობის ფანჯრები) და მის ფარგლებში უკვე რამდენიმე ათეული აპლიკაციაა შექმნილი. მათ შორის ყველაზე მარტივის იდეა დიზაინერებს ბავშვებმა უკარნახეს, რომლებიც სუსხიან ამინდში ავტომობილის ფანჯრის დაორთქლილ მინებზე სხვადასხვა ფიგურებს ხატავენ ხოლმე. აპლიკაცია უკიდურესად მარტივია, ის სწორად ამ დაორთქლილი ფანჯრის იმიტაციას ახდენს და ყველანაირ ამინდში ბავშვებს შემოქმედებითი უნარების გამოვლენისაკენ უბიძგებს.

ბეზალელის სტუდენტებმა ასევე მხიარული პერსონაჟი შექმნეს, სახელად „Otto”, რომელიც ავტომობილის მოძრაობის რიტმს უბამს მხარს და მისი მოძრაობები მთელ მარშრუტს იმეორებს. ხან მხიარულად კოტრიალობს, ხან ზუზუნ-ზუზუნით მიჰყვება ქარს, დროდადრო მგზავრებისკენ იყურება და მხიარულად უღიმის. ამასთან, თუკი თითს წაკრავთ, ან რაიმე წინაღობას დაუხატავთ, ის ინტერაქტიულ რეჟიმში იცვლის ხასიათს, მოძრაობის მიმართულებას და ასე ურთიერთობს პატარა მგზავრებთან. მისი ყოველი ქმედება გამოწვევაა, გათამაშების მცდელობა არც დიდს ტოვებს გულგრილს და არც პატარას.

0x01 graphic

გარდა იმ პროგრამული უზრუნველყოფისა, რომელიც მომხმარებლისგან მხოლოდ ინტერაქციას მოითხოვს, პროექტის ფარგლებში ისეთი აპლიკაციებიც შეიქმნა, რომლებიც გარე სამყაროსთან ქსელურ კავშირს საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთი აპლიკაციაა Spindow, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია Twitter-ის მესიჯების გაგზავნა, სხვა ავტომობილის მგზავრებთან ურთიერთობა და ა.შ. ერთი სიტყვით, Spindow-ს საშუალებით ავტომობილის უკანა სავარძელში მსხდომთა გართობა გარანტირებულია, გვარწმუნებენ აპლიკაციის შემქმნელები.

Spindow-ს მთავარი ღირსება ის არის, რომ ინტერაქტიულ რუკაზე შესაძლებელია ყველა იმ მომხმარებლის მოძებნა, რომლებიც ამავე აპლიკაციას იყენებენ. მათთან დაკავშირებით კი იმ გამოსახულების დაყენება შეიძლება ფანჯრის ფონად, რასაც ისინი ხედავენ. ასე მაგალითად, Youtube-ში შეგიძლიათ დააკვირდეთ ერთი მშვენიერი იაპონელი ქალბატონის მგზავრობის პროცესს, როდესაც ის ტოკიოს ქუჩებში იმყოფება, თუმცა მალევე სწყინდება ტოკიოს გარეუბნის ყურება, უკავშირდება ნიუ იორკში მჯდომ მგზავრს და შემდეგ ფანჯრიდან ნიუ იორკის ღამის ცხოვრებას აკვირდება, მერე ახალი ზელანდიის სანაპიროთი იჯერებს გულს და ბოლოს საპოროს თოვლიანი ხედებით ტკბება.

ბეზალელის დიზაინისა და ხელოვნების აკადემიის სტუდენტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და იმის დემონსტრირებასაც არ მოერიდნენ, რომ კრეატიული საქმიანობისათვის საზღვრები არ არსებობს, არც დროში და არც სივრცეში. ჯენერალ მოტორსის ინჟინრები კი ინტერაქტიული ფანჯრების ექსპანსიას ამავე ათწლეულში ელიან, რაც, მათი აზრით, მგზავრობის პროცესს ახალ განზომილებას შემატებს.

19 გიორგი პერტაია: რაც უფრო დაბალია საგადასახადო წნეხი, მით მაღალია შემოსავლები

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე

ინტერვიუ გიორგი პერტაიასთან

0x01 graphic

კვლევითმა ორგანიზაცია ACT- საქართველოს ბიზნესგარემო შეისწავლა. კვლევის მიზანი კომპანიების მდგომარეობისა და ბიზნესგარემოს ზოგადი შეფასება, პრობლემების გამოყოფა და მათი პრიორიტეტულობის განსაზღვრა იყო. კვლევა, ასევე, უკეთესი ბიზნესგარემოს ფორმირებისთვის აუცილებელი ქმედებების შემუშავებასა და იდენტიფიცირებას ითვალისწინებდა. გამოიკითხა 1200 ბიზნესმენი. მათგან უმეტესობა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელია. კვლევის მიხედვით, ბიზნესმენთა მხოლოდ 0.2%25- ჰქონია კორუფციული გამოცდილება; 54%25 თავს დაუცველად ან მეტ-ნაკლებად დაუცველად გრძნობს; კომპანიების 76%25 გაფართოვდა ან იმავე დონეზე დარჩა; კომპანიების 51.2%25 2012 წელს საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. კვლევის შედეგებზე და უფრო დიდ სურათზე ტაბულას საქართველოს პირველი ბიზნესომბუდსმენი, გიორგი პერტაია ესაუბრება.

  • ACT-ის კვლევის მიხედვით, 2011 წელს კომპანიების 76%25 გაფართოვდა ან იმავე დონეზე დარჩა. როგორ ახსნით ამ ტენდენციას?

როცა მთავრობა ამბობს, მშპ დაახლოებით 6.5-7%25-ის ფარგლებში გაიზარდაო, ეს მხოლოდ ციფრი არ არის. ეკონომიკური ზრდა ბიზნესზეც აისახა. ეკონომიკა თუ იზრდება, შესაბამისად, შემოსავლებიც უნდა იმატებდეს. თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ შემოსავლები ყველა ბიზნესისთვის თანაბრად არ იზრდება. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - მაგალითად, მენეჯმენტის სტილი ან კონკურენცია.

  • ერთ-ერთი ფაქტორი კორუფციის დონეც შეიძლება იყოს. კვლევის მიხედვით, 0.2%25-ს ჰქონია კორუფციასთან შეხება, 2%25-ს კი ასეთი გარიგებების შესახებ სმენია. რას ნიშნავს ეს ციფრები?

ეს ორი კითხვა ძალიან საინტერესოდ არის დასმული. ეს კითხვები ზომავს აღქმას. ერთია, რომ რეალურად რაღაც ნაწილს ჰქონია შეხება კორუფციულ გარიგებასთან და მეორეა, რამდენს სმენია ამის შესახებ. ამ ორ ციფრს შორის დიდი სხვაობა, პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი პესიმისტურად არის განწყობილი და სიტუაციის გაუარესებას ელოდება. შარშან, კორუფციაზე 10%25 ლაპარაკობდა, წელს - 2%25. კორუფციის მაღალი აღქმა ბიზნესგარემოს დიდ ზიანს აყენებს. ეს აღქმა 2011 წელს შემცირდა. შესაბამისად, გამოკითხული კომპანიების ნახევარზე მეტი 2012 წელს გაფართოებას გეგმავს.

  • თუმცა, მეორე მხრივ, ისევ კვლევის მიხედვით, იმ ბიზნესების რაოდენობა, ვინც თავს დაუცველად ან მეტ-ნაკლებად დაუცველად მიიჩნევს, უფრო მეტია, ვიდრე მათი, ვინც დაცულად თვლის. რა არის ამის მიზეზი?

აქაც საინტერესოა, როგორ იყო დასმული კითხვა. განსაზღვრული არ ყოფილა ვისგან მოდის ეს დაუცველობის შეგრძნება. იგულისხმება ზოგადად სტაბილურობა, რაც მოიცავს როგორც დაცულობას მთავრობის და საგადასახადოსგან, ისე საგარეო ფაქტორებსაც - მაგალითად, რუსეთის ფაქტორი ან იგივე ბაზრის რყევები. მეორე მხრივ, ასეთი განაწილება მიუთითებს, რომ 2011 წელს დაწყებული საგადასახადო რეფორმა და შემოსავლების სამსახურის ბიზნესისკენ შემობრუნება, ბიზნესმენთა მხრიდან ნდობის ამაღლების მხოლოდ ერთი ეტაპია. შენარჩუნდება და გაღრმავდება თუ არა ეს ნდობა, იმაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ როგორ გატარდება დაწყებული კურსი.

  • რას გულისხმობს ახალი კურსი და რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა?

კურსის მიზანია, ბიზნესმენებსა და საგადასახადო ორგანოებს შორის ნდობა აღდგეს. 2011 წელს გატარებული რეფორმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მედიაციის სამსახურის შემოღებაა: სანამ კომპანია დაჯარიმდება, საშუალება აქვს დაელაპარაკოს საგადასახადოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და არა მარტო ინსპექტორებს. გამოდის, რომ ბიზნესმენი თვითონ არის ჩართული თავისივე აქტის დაწერის პროცესში. ეს მნიშვნელოვანია - როგორც ის არის შესაძლებელი, რომ ადამიანი გადასახადს მიზანმიმართულად მალავდეს, ასევე, შეიძლება გულწრფელად რაღაც შეეშალოს. შეცდომის გამოსწორების შანსი მას უნდა ჰქონდეს.

  • კოდექსში ლიბერალური მიდგომების შემოტანის მიუხედავად, 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ბიზნესის კომპონენტი გაუარესდა. Heritage Foundation-ის კვლევა ამას რეფორმების სტაგნაციით ხსნის. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ეს კვლევა მოძველებულ მონაცემებს ეყრდნობა. 2012 წლის ინდექსი, სინამდვილეში, 2010 წლის მონაცემებს აჯამებს. ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება 2011 წელს გატარდა. ახალი კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე 200-მდე ცვლილება შევიდა ძალაში.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად სასარგებლოა ბიზნესისთვის ამდენი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში?

ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა. თანაც, ამ 200 ცვლილებიდან 25 არის - ცვლილება ცვლილებაში. რაც უნდა კარგად იცვლებოდეს - და მათი 90%25 ბიზნესისთვის სასიკეთოა - ეს მაინც არანორმალური პროცესია. ჩემი აზრით, შემოსავლების სამსახურს ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, თითოეულ ცვლილებას რამდენი დრო და ფული სჭირდება ბიზნესმენის მხრიდან იმისთვის, რომ გაეცნოს, გააანალიზოს და შემდეგ, გამოყენება დაიწყოს. ამ დროს დაჯარიმების რისკიც იზრდება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საგადასახადო კოდექსში წელიწადში ორჯერ შევიდეს ცვლილებები. ასე თვითონ ცვლილებაც შეჯერებული იქნება და ბიზნესიც უფრო სტაბილურად გაიზრდება.

  • ერთ-ერთი ბოლო ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, დღგ-ს ალტერნატივა - ფიქსირებული გადასახადია. ხომ არ გეჩვენებათ, რომ მცირე და მიკრობიზნესის ადმინისტრირებას ეს კიდევ უფრო გაართულებს?

აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ ფიქსირებული გადასახადი უნდა იყოს. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ყოველდღიურად ვხვდები. მათ არ აინტერესებთ დღგ-ს იხდიან, საშემოსავლოს თუ რა ტიპის გადასახადს. არ აინტერესებთ დაბეგვრის წესი, კოდექსები, კანონმდებლობა, პოლიტიკა - ეს არაფერს ნიშნავს. აინტერესებთ: რა გადაიხადონ? სად? და რამდენი? თუ ახალი ფიქსირებული გადასახადი ამ სამ კითხვაზე გასცემს პასუხს, მაშინ ეს ინიციატივა წარმატებული იქნება. მეორე მხრივ, დღეს საგადასახადო კოდექსში მცირე ბიზნესისთვის არის 3 რეჟიმი - მიკრო და მცირე ბიზნესი, და მესამე - ფიქსირებული გადასახადი. ეს, თავის მხრივ, ორნაირად ბეგრავს გადამხდელს - 1-დან 2000 ლარამდე და ბრუნვის 3%25-ით.

  • ამ სქემებს არ აჯობებდა, რომ გადასახადები ყველასთვის შემცირებულიყო, როგორც ამას მთავრობა აანონსებდა?

გადასახადების შემცირების გეგმა კოდექსში იყო ჩადებული. წლების მიხედვით გაიწერა, როდის და როგორ უნდა შემცირებულიყო. ამ გეგმით, საშემოსავლო გადასახადი 20%25-დან 15%25-მდე მცირდებოდა. მაგრამ შემდეგ ქვეყანამ სამმაგი დარტყმა მიიღო - ომი, კრიზისი და შიდა არეულობა. ამ მოვლენების წინასწარ გათვლა შეუძლებელია. შეიცვალა სიტუაცია, შეიცვალა პირობაც. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. თუმცა პრინციპული მაინც სხვა საკითხია: მთავარია, ბიზნესი და მთავრობა შეთანხმდნენ თამაშის წესებზე - რა ითვლება დასაბეგრ ბაზად, რა - არა; რომელი შემოსავლები შედის ერთობლივ შემოსავლებში, რომელი - არა; რისი გამოქვითვა შეიძლება, რისი - არა. 2011 წელმა დაამტკიცა, რომ რაც უფრო დაბალია საგადასახადო წნეხი, მით მაღალია საგადასახადო შემოსავალი.

  • როგორ ფიქრობთ, როდის აღარ იქნება საჭირო ბიზნესომბუდსმენის პოსტი?

როცა ჩვენთან ზარები შემცირდება და მივხვდებით, რომ ბიზნესი დამოუკიდებლად ართმევს თავს საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას, პირველები ვიქნებით, ვინც მოვითხოვთ ამ ინსტიტუტის გაუქმებას.

20 ეკლესია და სახელმწიფო

▲ზევით დაბრუნება


არქივი

ნიკო ნიკოლაძე

მიუხედავად რუსული კოლონიალიზმის დასაწყისისა, მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მწერალთა მცდელობამ საქართველო გაცილებით ფართო ასპარეზზე გაიყვანა და ზოგადსაკაცობრიო პროგრესულ იდეებს აზიარა. საგულისხმოა, რომ მე-19 საუკუნის სამოციანი წლებიდან დემოკრატიულ ღირებულებებს უკვე დაერქვა ის სახელები, რომლებიც დღესდღეისობით აქვს მიკუთვნებული. ილიასა და მისი თანამოაზრეების შემოქმედებაში გამოჩნდა სრულიად ჩამოყალიბებული და გაცნობიერებული ტერმინები: ლიბერალიზმი, შემწყნარებლობა, ეთნიკური თანასწორობა და ..

ირმა რატიანი

ამ უკანასკნელი წლის განმავლობაში ყველაზე უფრო შესანიშნავი მოვლენა ის ბრძოლაა, რომელიც ეხლაა ატეხილი, სახელმწიფოს, ესე იგი, სამოქალაქო განწყობილებას და საეკლესიო წესს შუა. რაკი 1864 წლის პაპის „მსოფლიო ეპისტოლემ” (ენციკლიკამ) და 1870 წლის მსოფლიო კრებამ თითქმის ყველა ის აზრები შეაჩვენა, რომელზედაც დამყარებულია ეხლანდელი სამოქალაქო და სახელმწიფო წესი (მაგალითად, დეპუტატების ამორჩევა, სახელმწიფო საქმეების კონტროლი, სამოქალაქო ქორწინება, რწმუნებების თავისუფლება და სხვ. და სხვ.) - დაიწყეს სახელმწიფო კანონების უარყოფა და საკუთარი წესების შემოღება. სხვა და სხვა სახელმწიფოებში განხეთქილების მიზეზები სხვადასხვა იყო, მაგრამ საქმე კი ყოველგან ისე რიგად წარიმართა, რომ სამოქალაქო მთავრობამ ღვდლებს შენიშვნა მისცა (თქვენი მოქმედება კანონს და კონკორდატს არ ეთანხმებაო). ამ შენიშვნაზე ღვდლებმა ყოველგან პასუხად გამოაცხადეს, რომ „კანონი კაცების ხელითაა შედგენილი და ჩვენ კი ხვთის მემკვიდრის შეუცდომელი პაპის ბრძანებას ვემორჩილებით და ნებას ვასრულებთო. ჩვენ ყოველ იმ კანონს უარვყოფთ, რომელიც პაპის ნებას არ ეთანხმებაო”.

უეჭველია, რომ ამნაირ მდგომარეობაში სახელმწიფოს ან თავის კანონების ძალა უნდა დაევიწყნა და სამღვდელოების ყურმოჭრილი ყმა უნდა გამხდარიყო (ასე მოიქცა საფრანგეთში ტიერის მთავრობა), ანა და კანონების ძალა უნდა დაეცვა და სამღვდელოება უწინდელ მდგომარეობაში უნდა დაეტოვებინა, კანონებისთვის უნდა დაემორჩილებია. ასე მოიქცა გერმანია და შვეიცარია. ეს საქმე ძლიერ ძნელი და გავლენიანია ხალხის მომავალი ბედისა და მდგომარეობისათვის, და ამის გამო ამ საგანზე ორიოდე სიტყვის თქმა ღირს.

უწინდელ დროში სამღვდელოებას თავისი საკუთარი შემოსავალი და მამულები ჰქონდა. ის იმდენად გაძლიერდა, რომ სახელმწიფოს ტოლი და მტერი შეიქნა. საფრანგეთის რევოლუციამ ამ უმსგავსობას ბოლო მოუღო და სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა. მთელმა ევროპამ ამ მაგალითს მისდია და - თითქმის ყოველგან, სამღვდელოებას მამულები ჩამოერთვა და ჯამაგირი დაენიშნა, ისე რომ თვით რუსეთშიაც და კავკასიაშიც ამ განწყობილებამ მოაწია.

მაგრამ ამ უკანასკნელს დროებში ეს განწყობილება ბევრს აღარ მოსწონს. ლიბერალურ-რესპუბლიკური პარტია ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ როდი უნდა აძლიოს ჯამაგირი სამღვდელოებასო: ვისაც სწამს მღვდელის ქადაგება, ვისაც მისი ლოცვა სჭირია და საჭიროდ მიაჩნია, იმან თვითონ აძლიოს ხარჯი მღვდელსაო. თორემ მღვდლები კი სახელმწიფო ხაზინიდან იღებენ ფულს და თან სახელმწიფო კანონების წინააღმდეგ ქადაგებენ, თანამედროვე საზოგადოების დამხობას ცდილობენ და სახელმწიფო ფულით სახელმწიფოს სამი საუკუნით უკან დახევას ეძებენო.

აი ესაა ახლანდელი ბრძოლის ასპარეზი.

თვითონ ბრძოლა კი თანდათან უფრო და უფრო ცხარდება.

21 მთელი ცხოვრება ერთ კლუბში

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

პოლ სქოულზი ოჯახთან ერთად

საუკეთესო საფეხბურთო ლიგების ჩამოთვლას ერთი ხელის თითებიც ეყოფა - ინგლისის პრემიერლიგა, იტალიის სერია ა, ესპანეთის პრიმერადივიზიონი, გერმანიის ბუნდესლიგა...

კიდევ? საფრანგეთის ჩემპიონატიც კარგია, არც პორტუგალიის და ჰოლანდიის პირველობებს ეთქმის ურიგო, მაგრამ პირველ ოთხეულთან ნაღდად ვერ მივლენ - ისინი ძალიან შორს არიან ყველანაირი კუთხით.

ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ, ვთქვათ, კარგი უნგრელი და ჩეხი მოთამაშე (სამხრეთამერიკელებზე ხომ არც არაფერია სათქმელი), როგორც კი უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, უმალ იცვლის კლუბს.

ადრე სხვანაირად იყო: ინგლისის საუკეთესო გუნდი და თუნდაც იგივე უნგრეთის ჩემპიონი თითქმის თანაბარ დონეზე იდგნენ. და საერთოდ, აღმოსავლეთევროპულ კლუბებს თავი რომ დავანებოთ, იმავე ფეხბურთის სამშობლოში გუნდები ნამდვილად არ იყვნენ დაყოფილნი მაჩანჩალებად და ლიდერებად - დებიუტანტიც ბრძოლისუნარიანი იყო და ჩემპიონიც. და თუ რომელიმე კლუბს გრანდი ეთქმოდა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საკლუბო მუზეუმი თასებით და საჩემპიონო სინებით ჰქონდა სავსე. ეს მერე, 90-იანი წლების დასაწყისიდან გახდა ასეულობით მილიონი დოლარი, ევრო თუ გირვანქა გრანდის სინონიმი, თორემ მანამდე, ფეხბურთის არნახულ კომერციალიზაციამდე, სახელ-დიდება წარსულით და გამარჯვებებით ისაზღვრებოდა.

კარგი მოთამაშე კარგ კლუბში ბედნიერი იყო და შედარებით მაღალი გასამრჯელოს გამო გუნდის გამოცვლას არ ცდილობდა.

მაგალითები გნებავთ?

ფეხბურთის მეფე პელემ კარიერის საუკეთესო წლები სანტოსში გაატარა. სარეკორდო მეათასე გოლიც იქვე შეაგდო და მიუხედავად იმისა, რომ მის გადაბირებას დიდი ევროპული კლუბები მუდმივად ცდილობდნენ - თითქმის ხუთჯერ მეტ ხელფასს სთავაზობდნენ - ბრაზილიელმა მხოლოდ კარიერის მიწურულს გამოიცვალა გუნდი.

მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი ინგლისის ნაკრების კაპიტანზე ბობი მურზეც იგივე ითქმის: 16 სეზონი ითამაშა ვესტ ჰემ იუნაიტედში! მერე რა, რომ ეს ლონდონური კლუბი არათუ გრანდი, ჩემპიონატის გამარჯვებულიც არ ყოფილა. ბობი იქ, აპტონ პარკზე მაინც ბედნიერი იყო.

ფრანც ბეკენბაუერიც გავიხსენოთ, მიუნხენის ბაიერნის სიმბოლო. ასევე მისი მეგობარი და პირველი მეტოქე სერ ბობი ჩარლტონი, მანჩესტერ იუნაიტედის ცოცხალი ლეგენდა, გნებავთ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო უნგრელი ფლორიან ალბერტი, ბუდაპეშტის ფერენცვაროშს რომ უერთგულა...

და თუ წარსულში ჟურნალისტები უამრავკლუბმოვლილ მოთამაშეებს უძღვნიდნენ სტატიებს და ამ ფენომენის ახსნას ცდილობდნენ, დღეს ისინი არიან თითზე ჩამოსათვლელნი, ათწლეულების შემდეგ კვლავაც მშობლიური გუნდის მაისურით რომ აგორებენ ბურთს.

0x01 graphic

რაიან გიგზი

ასეთებზე საუბრისას, შეუძლებელია უბერებელი უელსელი რაიან გიგზი არ გაგახსენდეს: 1991 წლის 2 მარტს, ოლდ ტრაფორდზე ევერტონთან მატჩში პირველად გამოჩნდა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით და მას შემდეგ იქაა! მიმდინარე სეზონი მისთვის ოცდამეორეა ინგლისის ყველაზე ტიტულიან კლუბში!

გიგზის რეკორდებზე აქ არაფერს გეტყვით: მათი ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, შეიძლება ამ წერილისთვის გამოყოფილი გვერდები არც გვეყოს. ერთს დავძენთ მხოლოდ: რამდენიმე დღეში უელსელი საიუბილეო, მეცხრაასე ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს ოლდტრაფორდულ კლუბში!

გიგზამდე მილანის ლეგენდარული კაპიტანი პაოლო მალდინი იყო, რომელმაც თითქმის მეოთხედი საუკუნე უერთგულა კლუბს და 900-მატჩიან ნიშნულსაც გადააჭარბა, თუმცა დღეს ფეხბურთელ მალდინიზე წარსულში საუბრობენ, მანჩესტერელთა მე-11 ნომერი კი კვლავ პრემიერლიგაშია და გოლებიც გააქვს.

„პირველად რომ ვნახე, 13 წლის იყო. ახლა, 25 წლის შემდეგ, რაიანის ფეხბურთი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მაშინ, 90-იანების დასაწყისში. მიხარია, რომ ჩვენ დროში კვლავ თამაშობს ფეხბურთელი, ვისაც საოცარი კარიერა უმაგრებს ზურგს. ის სიმბოლოა. მანჩესტერ იუნაიტედის და ფეხბურთის სიმბოლო!” - სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში უელსელმა 33 გუნდური ტიტული და მილიონობით გულშემატკივრის გული მოიგო.

გიგზის მხარდამხარ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 17 წლის მანძილზე ითამაშა პოლ სქოულზმა, რომელიც შარშანდელი სეზონის ბოლოს გამოეთხოვა ფეხბურთს. ვეტერანი ნახევარმცველის ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე ბრიტანელმა მიმომხილველმა ნაჩქარევი

0x01 graphic

ფრანჩესკო ტოტი

უწოდა. ისინი რომ არ ტყუოდნენ, პირველ რიგში, სერ ალექსი ხვდებოდა: იანვარში, რამდენიმე შეხვედრაში წაგების შემდეგ, მწვრთნელმა სქოულზს კლუბში დაბრუნება სთხოვა. 8 იანვარს პოლმა სეზონის ბოლომდე კონტრაქტს მოაწერა ხელი, ოლდ ტრაფორდზე, ბოლტონთან 3:0 მოგებულ მატჩში კი გოლიც გაიტანა!

და თუ გიგზი დღე-დღეზე მეცხრაასე მანჩესტერულ მატჩს ჩაატარებს, სქოულზმა მალე, შესაძლოა, 700-მატჩიან ნიშნულს უწიოს.

პრემიერლიგაში კიდევ რამდენიმეა, დებიუტის დღიდან ერთ კლუბში რომ თამაშობს, მათგან გამოსარჩევი კი ლივერპულის ორი სიმბოლო გახლავთ: 2011-12 წლების სეზონი ენფილდროუდელთა კაპიტნის, სტივენ ჯერარდისთვის მეთოთხმეტეა, ვიცე-კაპიტანი ჯეიმი კარაგერი კი ორი წლით ადრე მივიდა „წითლებში”.

მათ ერთად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი, ორჯერ აღმართეს ინგლისის ასოციაციის, ლიგის, სუპერ და ევროპის სუპერთასები, პირველმა თითქმის ექვსასჯერ ითამაშა ლივერპულში, კარაგერმა - უფრო მეტჯერ, მაგრამ მათ ჯერაც ვერ მოუგიათ საოცნებო პრემიერლიგა.

და, მიუხედავად ამისა, წამით არ უფიქრიათ ენფილდ როუდის დატოვება. რატომ?

„როცა ენფილდზე გატარებულ წლებს და მსოფლიოს საუკეთესო ფანებს იხსენებ, ხვდები, რომ სხვაგან ასე კარგად ვერასდროს იქნები. და თანაც, არ მინდა, რომ წლების შემდეგ, როცა ამის დრო მოვა, ჯონ პოლს თვალებში ვერ შევხედო”, - სტივენ ჯერარდის ბიძაშვილი, 10 წლის ჯონ პოლ ჯილჰული 1989 წელს ჰილსბროს ტრაგედიას შეეწირა - 96 გარდაცვლილს შორის ყველაზე პატარა იყო...

იტალია მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია, ტურინის იუვენტუსი ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი კლუბია, ალესანდრო დელ პიერო კი

0x01 graphic

იკერ კასილაკი

იტალიური ფეხბურთის „ბებერი ქალბატონის” უბერებელი ფავორიტი: 500-ზე მეტი მატჩი და 200-ზე მეტი გოლი სერია ა-ში; კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი ოფიციალური მატჩებით და გოლებით; საოცარი მიღწევები ჩემპიონთა ლიგაში, უეფას საკლუბო ტურნირებსა და ევროპის ჩემპიონატზე...

როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად, ბებერი ქალბატონის და პინტურიჩოს სიყვარულსაც აქვს დასასრული: დელ პიერო შავ-თეთრი მაისურით უკანასკნელ სეზონს ატარებს - ზაფხულში იუვენტუსს გამოეთხოვება.

0x01 graphic

კარლეს პუიოლი

კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მას უკვე შესთავაზა თანამდებობა დირექტორთა საბჭოში. შესაძლოა, ტურინელთა კერპმა მართლაც მოიკალათოს კომფორტულ სავარძელში, თუმცა მთავარი სხვა რამაა: რა დროც არ უნდა გავიდეს, იქ, მწვანე მინდორზე, საჯარიმოსთან რამდენიმე კვადრატულ მეტრს სახელი არასდროს შეეცვლება - დელ პიეროს ზონად დარჩება.

თუ ალექსის ისტორია დასასრულს უახლოვდება, აპენინის ნახევარკუნძულის შუაგულში, მარადიულ ქალაქში ფრანჩესკო ტოტის „საქმენი საგმირონი” კვლავ გრძელდება: რამდენიმე დღის წინ რომას სიმბოლომ ჩემპიონატში 211-ე გოლი გაიტანა და მორიგ მწვერვალზე შედგა - ერთი კლუბის მაისურით ამდენი ბურთი სერია ა-ში არავის შეუგდია!

0x01 graphic

ალესანდრო დელ პიერო

ლაციოს ტიფოზები ხშირად გაიცინებენ ტოტის სისულელეებზე, გულშემატკივრები უზუსტობას კვლავ დაუწუნებენ, ჟურნალისტები სიმულანტობაში დაადანაშაულებენ, მაგრამ მთავარს ვერავინ უარყოფს: ფრანჩესკო ტოტიმ კალჩოში თავისი კვალი დატოვა. 700-მდე მატჩი და 300-მდე გოლი ამას ნამდვილად ადასტურებს...

9 წლის იყო, მადრიდის რეალის ბავშვთა სკოლაში რომ დაიწყო ვარჯიში, 16 წლისას კი პირველ გუნდში უხმეს. 2000 წლის 20 მაისს 19 წლის შესრულდა, ოთხი დღის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა. მისმა რეალმა ვალენსიას 3:0 მოუგო და ის გახდა ყველაზე პატარა მეკარე, ვინც უმთავრესი საკლუბო თასის გადამწყვეტ მატჩში ითამაშა!

მას შემდეგ იკერ კასილას ფერნანდესი სამეფო კლუბის და ესპანეთის ნაკრების კარს იცავს და განვლილი 13 წლის მანძილზე ყველაფერი მოიგო, რაც კი შესაძლებელია: 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი, 2010 წელს ფიფას ოქროს თასი, ლა ლიგა - ოთხჯერ, ჩემპიონთა ლიგა - ორჯერ, ესპანეთის სუპერთასი - სამჯერ... ამას დაუმატეთ ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასები, მეფის თასი, ათობით

ინდივიდუალური ტიტული... 22 იანვარს, პრიმერადივიზიონში ბილბაოსთან 4:1 მოგებულ მატჩში რეალის მაისურით მეექვსასე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ნაკრებზე არაფერს ვამბობთ: 127 კეპით ის უკვე რეკორდსმენია! არადა, მხოლოდ 30 წლისაა. ორი-სამი სეზონიც და გულშემატკივრები ცნობარებში ამოიკითხავენ, რომ ყველაზე მეტი მატჩი მადრიდის რეალის მაისურით რაულმა კი არა...

თუ სანტიაგო ბერნაბეუზე მხოლოდ იკერ კასილასი „მოდის ბავშვობიდან”, მადრიდელთა მთავარი მეტოქე ბარსელონა ერთბაშად ოთხი ისეთი ფეხბურთელით იწონებს თავს, საკლუბო სკოლა ლა მასია რომ დაასრულეს და ათ წელზე მეტია პირველ გუნდში არიან: გუნდის სული და გული ხავი 1998 წელს დააწინაურეს, კაპიტანი კარლეს პუიოლი - ერთი წლის შემდეგ, მეკარე ვიქტორ ვალდესი და ანდრეს ინიესტა კი 2002 წლიდან მოდიან.

მათზე ახალს არაფერს გეტყვით, მხოლოდ გირჩევთ დროგამოშვებით სტატისტიკას ჩახედოთ. დღეს, როცა ფეხბურთელებს კვირიდან კვირამდე უწევთ ძირითადისთვის ბრძოლა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისურით ჩატარებული 600, 500 ან 400 მატჩი ერთადერთზე მიუთითებს - ისინი საუკეთესონი არიან!

გიგზი, ჯერარდი, დელ პიერო, კასილასი, ხავი...

დღევანდელ ფეხბურთში მშობლიური კლუბის ერთგულები ძალიან ცოტანი დარჩნენ.

22 რეგულარული

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ზურაბ თალაკვაძე

რეგულარული ჯერ წამოწოლილია, იზმორება, ხალიჩაზე ჩიფსების ნატეხებს ეძებს და გუნდებს აკვირდება. მალე დევიდ სტერნიც ჩამორეკავს. გუნდებში ბიზნესლანჩისთვის მოემზადებიან. დევიდ სტერნი NBA-ს კომისარი, ოფიციალური ბოსი და არაოფიციალური დამკვირვებელია. ბიზნესლანჩზე ლიგის კომისარმა ლიგის რეგულარულს დაუძახა. პირველი გაჩერება, ნიუ ჯერსი, ისტ რაზერფორდი.

ნეთსი პოტენციალს ყიდულობს, ნიჭს დოლარებით ეძებს. ცოტა ხელოვნურად აკეთებს ყველაფერს. გუნდის მფლობელი მიხაილ პროხოროვია და შარშან, ბოსმა დერონ უილიამსი დაკერა, ორი წლით აიყვანა და დერონს დაუტვიტერა, მალე ერთ კარგ ბიჭს გიყიდი, მშვიდად იყავიო. დერონი უცენტროდ თამაშობს. ნეთსის კარგი ბიჭი, მოქნილი ბრუქ ლოპეზი დალეწილია და მეხუთე ნომერზე ყველა მაღალი დგება. ყველა, ვინც ორ მეტრზე მაღალია და ცენტრზე დადგომის აზრზე არ არის.

0x01 graphic

დერონ უილიამსი (მარჯვნივ)

უილიამსი სერიოზული პირველი ნომერია. ნეთსში ნორმალური სტატისტიკა (18.4+8.4 პასი) აქვს. ადრე უკეთესი იყო. სტატისტიკაც და უილიამსიც. იუტაში (პირველი სეზონი არ ითვლება, დერონი ჯერ მეჯიქის კონსპექტებზე იჯდა) უილიამსს ყველა სეზონში 9.3 და მეტი პასი ჰქონდა. თავისი ჩაჭრებით, სტაბილური გაქცევებით და სოლიდური დაცვით.

ნეთსში ამის გაკეთება რთულია. პასების რაოდენობის გასაზრდელად ნორმალური ტიპები გინდა. ვინც შენგან პასს მიიღებს და არ დაკომპლექსდება, არ ინერვიულებს. ნიუ ჯერსიში ძირითადად, ერთჯერადი ბიჭები დგანან. დერონისგან პასს იღებენ და ბურთს დერონს უბრუნებენ. უილიამსი საკუთარ თავს ეძებს, იბნევა, სასროლს ვეღარ ისვრის და სროლის პროცენტს იფუჭებს. ლოპეზის შემდეგ, ნეთსის ყველაზე კარგი მსმენელი კრის ჰამფრიზია (14.1+10.2 მოხსნა). ჰამფრიზი მეოთხე ნომერზე დგას, სროლების 53.6%25-ს ათიანში უშვებს და თან, კიმ კარდაშიანის ქმარია.

დერონი ნიუ ჯერსიში 4.3 შეცდომას უშვებს. ძალიან ბევრია. უილიამსი ამ სეზონის მერე შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი იქნება. თუ მიხაილ პროხოროვი დუაიტ ჰოვარდს ვერ წამოიყვანს, ან თუ ჰოვარდი მარტამდე ლეიკერსში გაიქცევა, ივლისამდე დერონიც უნდა გაცვალოს. მერე ვერ გაცვლის, თავისუფალი უილიამსი თავისუფლად აირჩევს უკეთეს გუნდს და ნეთსიც უდერონო, უჰოვარდო, ცუდი ბანდა იქნება.

0x01 graphic

რაჟონ რონდო და დუაიტ ჰოვარდი

იქვეა ნიქსის ოფისიც. რეგულარული მედისონ სკვერ გარდენის ბიზნესლანჩზეც მივა. სტერნს წამოცდა, ნიქსს მაგარი მზარეული ჰყავს, ნეკნებს ხოშიანად წვავსო. ნიქსიც ხოშიანი გუნდი უნდა იყოს და ვერ არის.

ტაისონ ჩენდლერისთვის (10.0+9.5 მოხსნა) ერთ სეზონში 14 750 000 დოლარის მიცემა არარენტაბელური, ცუდი კონტრაქტი იყო. ჩენდლერი ერთჯერადი ტიპია. ტრავმამდე ნორმალურად დგას სამწამიანში და ტერიტორიას იცავს. აგროვებს ათამდე ქულას და ერთი-ერთზე არ უნდა დატოვო, მაინც ვერ შეასრულებს. რეგულარულში ჩენდლერს სტატისტიკის გაუმჯობესებაში კარმელო ენტონი (25.0+6.7 მოხსნა+4.3 პასი) ეხმარება. ფლეი-ოფში ენტონი უკვე თავის თავზე ითამაშებს და გუნდმა ეს იცის. ფლეი-ოფში ჩენდლერი ხუთქულიანი ცენტრია, რომელსაც შარშან, დალასში გაუმართლა. იქ დირკ ნოვიცკი და ჯეისონ კიდი იღლებოდნენ და ტაისონი მოსახსნელს ხსნიდა. ნორმალურ დაცვაში ნიქსი ბევრ მილიონს იხდის. ამ კონტრაქტში ჩონსი ბილაფსის შენარჩუნება და იუტადან ერთი წლით ალ ჯეფერსონის წამოყვანა გაქაჩავდა. ბილაფსი გაუშვეს, ჯეფერსონს დიდი თავი დაუწუნეს და დარჩა ჩენდლერი. ნიქსიც ერთჯერადი გუნდია. ახალი სახელფასო ჭერით და აგრესიული საგადასახადო სისტემით, ნიქსი სამ მოთამაშეს (ჩენდლერი, ენტონი, სტაუდმაიერი) ერთ სეზონში თითქმის 52 მილიონს აძლევს.

ნიქსში 32 წლის ბაირონ დევისია და ჯერ ძუნძულებს, ზურგს ასვენებს. ბაირონს დისკოზი აქვს.

ახალი სახელფასო ჭერით და აგრესიული საგადასახადო სისტემით, ნიქსი სამ მოთამაშეს (ჩენდლერი, ენტონი, სტაუდმაიერი) ერთ სეზონში თითქმის 52 მილიონს აძლევს.

აღმოსავლეთი ფილადელფიის გარეშე ვერ დაიხურება. რეგულარული სიქსერზის ბაზაზეც მივა. ბაზა, რომელიც უფრო რამშტაინია, ვიდრე საკალათბურთო გუნდის სავარჯიშო ადგილი. ფილადელფიაში სამხედრო გაგებაა. დააგვიანებ, ზედმეტი ხარ, ანუ გუნდს აღალატებ. თუ საკუთარ სნაიპერს არ დაიცავ, სხვისი სნაიპერი დაგაგდებს, ანუ დასაგდები ხარ.

ფილადელფიამ სეზონი უსაინ ბოლტივით, ყველაზე სწრაფად და მურტალი დაცვით გახსნა. ფილადელფიაში თავისი დრო და ნდობა ყველას აქვს. ფილადელფიაში შვიდი კაცი (ელტონ ბრენდი 10.3, სპენსერ ჰოუზი 10.4, ივან ტერნერი 10.8, ტადეუს იანგი 12.4, ანდრე იგუოდალა 14.5, ჯრუ ჰოლიდეი 14.9 და ლუის უილიამსი 15.7) 10 ქულაზე მეტს იღებს და ბოსები კმაყოფილები არიან. გუნდი დაცვაში ყველაზე ბევრს, 34.6 მოხსნას აგროვებს. სოლიდურია. რეგულარული ბოსტონისკენ ცოტა დაღლილი და კმაყოფილი მიდის.

სელტიქსი ლიგის ელენთაა. თუ ამ ორგანოს ტრანსპლანტაციაც მოსულა და ლიგა ახალი ელენთით ძველებურად იმუშავებს, რეგულარული ერთ კარგ დონორს მონახავს. მანამდე სელტიქსის ამბები კიდევ ერთხელ გასავლელია.

გუნდის გენერალურმა მენეჯერმა, მისტერ დენი ეინჯმა ჟურნალისტებს თავის გოლფ კლუბში დაუძახა, ბევრი სენდვიჩი მიართვა და გუნდზე ეჭორავა. ეინჯი არ ცვლის რაჟონ რონდოს (15.0+9.4 პასი+5.1 მოხსნა+ბევრი ჩაჭრა და სელტიქსის დაცვა) და დანარჩენები იცვლებიან. დანარჩენებში კაპიტანი პოლ პირსი (კარიერაში, ბოსტონში თითქმის 22 000 ქულა), წითელი წიგნის წითელი მგელი კევინ გარნე

0x01 graphic

ლებრონ ჯეიმსი

ტი და რეი ალენი არიან. ეინჯმა ჯერმეინ ო'ნილი კამპარიზე გაუშვა და ბრიფინგი ტკბილი მოგონებების სადღეგრძელოთი დახურა. რეგულარულს ცრემლი წამოუვიდა და თვალები რონდოს დედის ბენდენით შეიმშრალა.

ატლანტაში სხვა გაგებაა. სეზონის დაწყებამდე ყველა ბრექობს, სეზონის პროცესში ყველა უფრო ბრექობს და სეზონის ბოლო, გასავარდნ წუთებში ყველა გატრუნულია. ეს ატლანტაა. დომინიკ უილკინსი მაიკლ ჯორდანზე მაგრად ეკიდებოდა კალათზე და ფლეი-ოფში უილკინსს მაიკლზე მაგრად იკიდებდნენ. დღეს უილკინსი ჯოშ სმიტია, რომელიც ფლეი-ოფშიც ხმაურობს და ატლანტა მაინც ვერ იგებს. ერთი წრის გავლა იქ უკვე ფლეშია. ზაზა ფაჩულია რეგულარულში თამაშობს, ფლეი-ოფში ჩხუბობს და პროცესში, რესტორანს უვლის. უკეთ, ვიდრე ატლანტას სამწამიანს.

მაიამიშიც სხვა გაგებაა. ქუჩური, რეპის, დიდმკერდიანი გოგოების და ასტონ მარტინების გაგება. ლებრონი სნუპია, ბოში აის ქიუბი. უეიდი დონი, დოქტორ დრეა. უეიდი ისვენებს. დონი უნდა ისვენებდეს და როცა ბისის, ფლეი-ოფის ბოლო სერიის დრო მოვა, ისიც გარეპავს. მანამდე ჯეიმსმა უნდა შეასრულოს და თუ დაიღლება, ბოშს დაუძახებს.

ჰიტი აწყობილია და მაიკ მილერიც დაბრუნდა. მილერი ადრე ლიგის პირველი პირველწლიანი გახდა, მერე ორივე მუხლი გაექცა, ოთხი რთული ოპერაცია გაუკეთეს და დღეს მაიკი პერიმეტრის ბიჭი გახდა. ლებრონი შედის სამწამიანში და თუ იქ ბევრი ხელი დახვდა, ბურთი პერიმეტრზე, მილერთან ამოდის. მაიკმა პირველ ორ თამაშში სამიანების 87.5%25 ჩასვა. სტივ ნეში ამ პროცენტით საჯარიმოებს ისვრის.

ჯეიმსი შარშანდელზე (26.7+7.5 მოხსნა+7.0 პასი) სექსუალურ სტატისტიკას (29.9 +7.9 მოხსნა+7.6 პასი) ნაკლებ დროში (წელს 37.1, წინა წელს 38.4) იღებს და ყველა ბედნიერია. ჯეიმსმა სან ანტონიოს ერთ მეოთხედში 15 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი გაუკეთა. ჯეიმსი ცუდი ბიჭია. ბოშიც წავა, თავისი 19.6 ქულით და 8.1 მოხსნით.

იქვე, ისთშია ბულზის და მეჯიქის ოფისები. ბულზმა შარშან ლებრონი ვერ მოაგვარა და დერიკ როუზი რეგულარულის MVP იყო. რეგულარული სხვა თემაა. რეგულარულში ატლანტაც გუნდია. ფლეი-ოფში როუზი დადგა, როუზზე ლებრონი მივიდა და დერიკი კუთხეში დააყენეს. თავისი 25 ქულით, ჯორდანის გამოხედვით და ლამაზი ოფლსაწმენდით. ლუოლ დენგი ჯეიმსს აეწება და ჯეიმსმა კაპიტანი დაღალა. ჩიკაგო რეგულარულში იცელქებს და ფლეი-ოფში ჰიტის რეპი უფრო პოპულარული იქნება. ორლანდოშიც იგივე სიტუაციაა. იქ დუაიტ ჰოვარდი მეოთხედ გახდება რეგულარულის საუკეთესო დამცველი, რაიან ანდერსონი რეჯი მილერზე ბევრ სამიანს ჩააგდებს და გუნდი აღმოსავლეთის ფინალამდე ვერ მივა. არც უნდა მივიდეს. ჰოვარდს პროხოროვი ან კობი ბრაიანტი ელოდებიან. დუაიტისთვის ორივე მაგარი ვარიანტია.

დასავლეთი სხვა თემაა. დასავლეთი უფრო შეიცვლება და რაღაც კანტები უკვე ჩანს.

ოკლაჰომა სტაბილურობასთან ძმაკაცობს და ოკლაჰომაში კევინ დიურანია. რასელ უესთბრუქით, ჯეიმს ჰარდენით. ოკლაჰომა ამ სეზონის დალასია.

დალასი ამ სეზონის ოკლაჰომაა, ცოტას სადღაც ვერ ქაჩავს და დირკ ნოვიცკიც დაიღალა. დირკს მუხლები ეტკინა. დირკმა 23 000 ქულა უკვე აიღო, შარშან ჩემპიონიც გახდა. Mission Possible შარშან იყო. წელს პირიქით, ცუდი, შეუსრულებელი მისია იქნება. დალასიც ჩემპიონი აღარ იქნება.

სან ანტონიოში ტიაგო სპლიტერს კლინტ ისტვუდის ძველ ფილმებს აყურებინებენ. კლინტი გასროლამდე თვალებს რომ ჭუტავს, თამბაქოს ღეჭავს და მერე ყველას აწვენს. სპლიტერში არის რაღაც ისტვუდური. უბრალოდ, ტიაგომ ეს ჯერ არ იცის. ტიმ დანკანი მალე წავა. და სპლიტერი მოვა. ცუდი ჩანაცვლებაა. დაახლოებით ის ვარიანტია, რეი ჩარლზი ნიკოლაი რასტორგუევმა რომ შეცვალოს.

ლეიკერსში ფილ ჯექსონის კონსპექტები მაიკ ბრაუნის საზეპიროებმა შეცვალა. ლეიკერსიც შეიცვალა. ცოტა არასტაბილურია და კობი ახალ სისტემას ეჩვევა. მალე ამ შეჩვევით დაიღლება და ბრაუნი სისტემას კობიზე გადააწყობს.

რეგულარული დაიღალა. უნდა მოწესრიგდეს. ფლეი-ოფამდე ფორმაში უნდა იყოს. კობისთან და ლებრონთან ერთად.

23 ოსკარი მოხუცებისთვის არის

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნიკა ესებუა

0x01 graphic

„არტისტი“

შავ-თეთრი მუნჯი კინოს ნოსტალგია, ბებერი გიგანტების დაბრუნება, ერთი-ორი ინდი ნამუშევარი და ტრადიციულად უამრავი დაუმსახურებელი ნომინაცია - ამ ყველაფერს 84-ე ოსკარის დაჯილდოებაზე ვიხილავთ, რომელიც 26 თებერვალს გაიმართება.

იანვრის ბოლო კვირას ამერიკის კინოაკადემიამ რჩეულების სია გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნომინაციები სხვა ფესტივალების ლაურეატებს და აკადემიის ყველა დროის ფავორიტ რეჟისორებსა თუ მსახიობებს დაურიგდა. ანუ მათ, ვისი კოდაკის დარბაზში გამოჩენაც სატელევიზიო რეიტინგს ერთი-ორად გაზრდის.

მარტინ სკორსეზეს ნამუშევარმა „ჰიუგო” წელს ყველაზე მეტი - 11 ნომინაცია მოიპოვა. მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმს „არტისტი” ერთით ნაკლები ჯილდოს მოპოვების შანსი აქვს. კინოაკადემიამ ახალი წესები მიიღო, ოსკარის მოპოვების შანსი იმ ფილმებს ექნება, რომელსაც კინოაკადემიის წევრების, სულ მცირე, 5%25 პირველ ადგილზე დაასახელებს. ამიერიდან აუცილებელი არ არის საუკეთესო სურათის წოდებისთვის ხუთმა ან ათმა ნამუშევარმა იბრძოლოს. წელს ამ ნომინაციაში 9 ფილმია წარმოდგენილი. 2007 წელს ძმებმა კოენებმა „თქვეს”, აქ მოხუცებისთვის ადგილი არ არისო, მაგრამ 9 ფილმიდან 4 სწორედ ბებერი ვეშაპების გადაღებულია - იმ ხალხის, ვინც უკვე ათწლეულებია, ჰოლივუდში ამინდს ქმნის. სტივენ სპილბერგის „საბრძოლო ცხენი”, მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო”, ვუდი ალენის „შუაღამე პარიზში” და ტერენს მალიკის „სიცოცხლის ხე”, ახალგაზრდა რეჟისორების მიშელ ჰაზანავიჩუსის („არტისტი”), ალექსანდრ პეინის („შთამომავლები”), ბენეტ მილერის (Moneyball), ტეიტ ტეილორის („მოსამსახურე”) ნამუშევრებს დაუპირისპირდებიან. და კიდევ, სტივენ დოლდრის ფილმს „საშინლად ხმამაღლა და საოცრად ახლოს”, რომლის ნომინირება ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც შარშან ოქროს გლობუსზე „ტურისტის” არაერთი ნომინაცია. შარშან თუ „სოციალური ქსელი” და „მეფის სიტყვა” ორი გამოკვეთილი ფავორიტი იყო, წელს, 4 ფილმს, „არტისტი”, „ჰიუგო”, „სიცოცხლის ხე” და „შთამომავლები”, გამარჯვების ერთნაირი შანსი აქვს. „შთამომავლებმა” ოქროს გლობუსი მოიგო და ამიტომ გასაკვირი არ იქნება მისი გამარჯვება. თუმცა კინოაკადემიაში წმინდა ამერიკულ ინდი ფილმებს დიდად არ სწყალობენ. „ჰიუგოს” გამარჯვების შანსს მარტინ სკორსეზეს სახელი ზრდის, მაგრამ ნამუშევარი საბავშვო ფენტეზის ჟანრისაა და ეს ჯილდოს მოპოვებას სათუოს ხდის. „არტისტი” შავ-თეთრი, მუნჯი ფილმია. ნამუშევარი მიგვანიშნებს, რომ 2011 წელსაც შესაძლებელია კარგი, კლასიკური ფილმის გადაღება. კინოაკადემიაში უყვართ ნოსტალგიური ფილმები და მალიკის ფილმთან ერთად „არტისტს” ჯილდოს მოპოვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

0x01 graphic

„შთამომავლები“

მოულოდნელობები არ ყოფილა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში - ვუდი ალენი, ალექსანდრ პეინი, მიშელ ჰაზანავიჩუსი, მარტინ სკორსეზე და ტერენს მალიკი, აქედან ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. სამაგიეროდ, მოულოდნელი იყო საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ტილდა სუინტონის („ჩვენ კევინზე უნდა ვილაპარაკოთ”) არდასახელება. ბრიტანელ მსახიობს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) როლი ჰქონდა და, სულ მცირე, ნომინაციას ნამდვილად იმსახურებდა. მიშელ უილიამსი („ჩემი კვირა მერლინთან”), მერილ სტრიპი („რკინის ლედი”), გლენ ქლოუზი („ალბერტ ნობსი”), ვიოლა დევისი („მოსამსახურე”) და რუნი მარა („გოგონა დრაკონის ტატუთი”) საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოს ნომინანტები არიან და რუნი მარას გარდა, თითქმის ყველას ჯილდოს მოპოვების თანაბარი შანსი აქვს. მთავარი ფავორიტები აქაც „ბებერი გვარდიელები”, გლენ ქლოუზი და მერილ სტრიპი იქნებიან. ბოლო წლებისგან განსხვავებით, მამაკაცები წელს ძალიან სუსტი პერფორმანსებით არიან წარმოდგენილები. საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტულის მოპოვება ბრედ პიტს (Moneyball), ჯორჯ ქლუნის („შთამომავლები”), ჟან დუჟარდინს („არტისტი”), გარი ოლდმანს (Tinker Tailor Soldier Spy) და დემიენ ბიჩირს („უკეთესი ცხოვრება”) შეუძლიათ. ქლუნი და პიტი სრულიად დაუმსახურებლად არიან ნომინირებულნი, მაშინ როცა წელს მაიკლ ფასბენდერმა („სირცხვილი) და რაიან გოსლინგმა („დრაივი”) საოცარი პერსონაჟები შექმნეს. აკადემიამ უკვე შეგვაჩვია იმას, რომ ლეონარდო დი კაპრიოს („ჰუვერი”) არაფრად აგდებენ და უკვე ნომინაციასაც აღარ აძლევენ.

0x01 graphic

„ჩვენ კევინზე უნდა ვილაპარაკოთ”

0x01 graphic

„საბრძოლო ცხენი”

0x01 graphic

„მოსამსახურე“

0x01 graphic

„ჰიუგო“

სხვა ნომინაციებში სავარაუდო ლაურეატების გამოცნობა გაცილებით იოლი საქმეა. მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მამაკაცებში კრისტოფერ პლამერი („დამწყებები”) სავარაუდოდ არავის დაუთმობს გამარჯვებას და სრულიად დამსახურებულადაც, ქალებში კი საუკეთესო ალბათ ოქტავია სპენსერი („მოსამსახურე”) გახდება. ორივე მსახიობმა არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ოქროს გლობუსი. ძნელად სავარაუდოა კინოაკადემიაში სხვა გადაწყვეტილება მიიღონ. საუკეთესო ანიმაციური ფილმი „რანგო” გახდება, ოპერატორული ნამუშევრისთვის განკუთვნილ ოსკარს ორი ლეგენდიდან - იანუშ კამინსკი და ემანუელ ლუბეზკი, ერთ-ერთი მოიპოვებს. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ყველა ლოგიკით ირანული „გაყრა” უნდა გახდეს, მაგრამ ამ ნომინაციას ყოველთვის მოულოდნელი ლაურეატები ჰყავს.

ოსკარს ძალიან სუსტი ნომინანტები ჰყავს. 2011 წელი კინოში გამორჩეული არ იყო. თითზე ჩამოსათვლელი საინტერესო ფილმებიდან, ზოგიერთი საერთოდ ნომინაციის გარეშე დატოვეს. ეს, პირველ რიგში, ნიკოლას ვინდიგ რეფნის „დრაივს” ეხება, 2011 წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მხატვრულ ნამუშევარს. წლევანდელ ოსკარს ბილი კრისტალის დაბრუნება თუ გადაარჩენს, წამყვანის, რომლის სახელსაც ოსკარის ცერემონიის ისტორიაში საუკეთესო შოუები უკავშირდება.

24 საყვარელი ქალაქის გზამკვლევი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ალექსანდრე ფლორენსკისგან

ირინა ბაგაური

0x01 graphic

ალექსანდრე ფლორენსკი

გაბრიაძის თეატრის სალაროსთან ორკაციანი რიგია; მარჯანიშვილის მოედანზე უწესრიგოდ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები და მანქანები; სინაგოგისკენ შაბათის ლოცვისთვის საგანგებოდ გამოწყობილი შლაპიანი თბილისელი ებრაელები მიიჩქარიან; ქვაფენილზე ძაღლები მისეირნობენ და მზეს ეფიცხებიან კატები - ეს პეტერბურგელი მხატვრის, ალექსანდრ ფლორენსკის თბილისია, რომელმაც ამ უჩვეულო კადრებს ერთად მოუყარა თავი. ქალაქის თემაზე შექმნილი ოცდაცამეტი ნახატი ქართული ასოების მიხედვით გადაანაწილა და ილუსტრაციების კრებული თბილისურ ანბანად აქცია.

„თბილისური ანბანი” სპეციფიკური ტექნიკითა და იუმორით შესრულებული გზამკვლევია, სადაც თითოეულ ასოს თითო ილუსტრაცია ეთმობა. მაგალითად, ა - ავლაბარია, მეტეხის პლატოთი, სამების ახალი კათედრალისა და ეჩმიაძინის სომხური ტაძრის ხედით. ფ - ფუნიკულიორია: ნახატზე მთაწმინდა, სატელევიზიო ანძა და მამა დავითის ტაძარი მოჩანს. თითოეულ ძეგლს აგების თარიღი და დამატებითი ინფორმაციაც აქვს მიწერილი: მაგალითად, გზამკვლევში ამოიკითხავთ, რომ თავისუფლების მოედანს, სხვადასხვა დროს, ბერიას, ლენინის და ერევნის მოედანი ერქვა; რომ გველეშაპის მძლეველი წმინდა გიორგი ლენინის ძეგლის ადგილასაა აღმართული და კიდევ უფრო ადრე, ამ ადგილზე ქარვასლა იდგა.

ალექსანდრ ფლორენსკისთვის თბილისი მეორე მშობლიური ქალაქია. საქართველოსთან მას წინაპრების ისტორია აკავშირებს: „ჩემმა დიდმა ბაბუამ, ასევე ალექსანდრ ფლორენსკიმ მთელი ცხოვრება თბილისში გაატარა და აქვე გარდაიცვალა, კუკიაზეა დასაფლავებული. ის კარგი ინჟინერი იყო, საქართველოში გზებსა და ხიდებს აშენებდა, მისი აგებულია ბათუმი-ახალციხის გზა. ბაბუაჩემი - ანდრეი ფლორენსკი და მისი უფროსი ძმა, გამოჩენილი ფილოსოფოსი პაველ ფლორენსკიც თბილისში არიან დაბადებულები. აქ დაამთავრეს გიმნაზია, მხოლოდ დიდი ბაბუის გარდაცვალების შემდეგ დატოვა ოჯახმა საქართველო და საცხოვრებლად რუსეთში გადაბარგდა. თუმცა, თბილისში დღეს მე დავიდე ბინა, სწორედ იქ, სადაც ადრე ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა - ჯავახიშვილის, ყოფილი ნიკოლოზის ქუჩაზე”.

პირველად საქართველო 22 წლისამ ნახა. შემდეგ, 90-იან წლებში პეტერბურგში ქართველ მხატვარს, კოტე ჯინჭარაძეს დაუმეგობრდა და მეორედ მასთან ერთად ეწვია ქვეყანას: „საქართველოში ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, 1982 წელს მოვხვდი. თითქმის ყველა კუთხე შემოვიარე, სვანეთშიც კი ვიყავი. ამის შემდეგ 25 წელი აღარ ჩამოვსულვარ, მხოლოდ 2007 წელს დავბრუნდი”. კოტეზე ალექსანდრ ფლორენსკი ხშირად საუბრობს და მისთვის „თბილისურ ანბანშიც” გამონახა ადგილი - ასო „დ” - დიდუბე, ესაა წერეთლის გამზირის ილუსტრაცია, სადაც დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის ფონზე ამოვიკითხავთ წარწერას: „ქალაქის რაიონი, სადაც კოტე ჯინჭარაძე ცხოვრობს”.

0x01 graphic

„თბილისურ ანბანში” ისეთ ავტორისეულ ფურცლებს წააწყდებით, რასაც სტანდარტულ ტურისტულ გზამკვლევებში, მაგალითად, Lonely Planet-ის გაიდ-ბუქში ვერასდროს ნახავთ: ელიავას ბაზრობა, ცხრა ძმის ქუჩა ნაძალადევის რაიონში, იგივე ნახალოვკაში, მიმდინარე მშენებლობები, დადიანისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე, სარდაფში გახსნილი დუქანი „რაჭა”, მეგობარი მხატვრების სახელოსნო იერუსალიმის მოედანის ერთ-ერთ სხვენზე და ბეთლემის კლდისუბნის ღია აივანზე ჩამომსხდარი თავად მხატვარი და გალერეა ოატის მფლობელი ქალბატონი რუსიკო. „სიუჟეტების ეს არჩევანი, სწორედაც რომ ჩემს თბილისს ასახავს. მე ხომ ჩუღურეთში მაქვს სახლი, იქ, სადაც ოდესღაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, კათოლიკურ და რუსულ ეკლესიებს შორის. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი მეგობარი - კოტე ჯინჭარაძე ცხოვრობს, გარდა ამისა, როდესაც ჩემს თბილისურ ბინაში რემონტს ვაკეთებდი, ელიავაზე ხშირად მიწევდა სიარული. დუქნებს რაც შეეხება, რესტორნებზე გაცილებით მეტად მომწონს. თანაც, თბილისში ყოველწლიურად დიდ დროს ვატარებ და ამ ქალაქში სულაც არ ვარ ტურისტი. თბილისში ყველაფერი მომწონს, მტკვარზე გადებული შუშის ხიდის გარდა. ვფიქრობ, რომ ტურისტების მოხიბვლა თბილისს მისი განუმეორებლობით შეუძლია, იმით, რომ არცერთ სხვა ქალაქს არ ჰგავს - სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერა, ავლაბარი და ჩუღურეთი ყველა ტურისტულად მიმზიდველი უბანია და ასეც იქნება, თუ პირვანდელ სახეს შეუნარჩუნებენ და მათ მოდერნიზირებას არ შეეცდებიან, სხვა ქალაქებს არ დაამსგავსებენ”.

თბილისურამდე, მხატვარმა რუსი ებრაელი პოეტის - მიხაილ კოროლის ინიციატივითა და დახმარებით - „იერუსალიმის ანბანი” შექმნა და საყვარელი ქალაქების ხატვის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებს. თუმცა, მოულოდნელი შემოთავაზებებიც გამოუჩნდა: „დაჟინებით მთხოვენ „ფსკოვის ანბანის” შექმნას, გამომცემელი უკვე ნაპოვნია. ასევე შემომთავაზეს „პერმული ანბანის” გაკეთება. პირადად მე რაც შემეხება, „ქართული ანბანის” დახატვა მსურს - აბა, ტყუილად ხომ არ შემოვიარე მთელი საქართველო, ყოველწლიურად ვმოგზაურობ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ქართველზე მეტი მექნება ნანახი. ასე რომ, „ქართული ანბანი” თბილისურის ლოგიკური გაგრძელება იქნება”.

„თბილისურ ანბანს” გამომცემლობა დიოგენე, სავარაუდოდ, მარტის თვეში გამოსცემს. თუმცა, მხატვრის ალბომმა უკვე მოახერხა ონლაინდამთვალიერებლების გულის მოგება: “მიუხედავად იმისა, რომ მოკრძალებული ადამიანი ვარ, მოდი, მაინც გეტყვით, რომ ჩემი „თბილისური ანბანის” Facebook-ზე ნახვის შემდეგ, ზუსტად ვიცი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ჩემმა რამდენიმე მეგობარმა, ამ ქალაქში ჩამოსვლა მოისურვა. მართალი გითხრათ, ეს ძალიან მახარებს”.

25 „ბაია” და „ახალი გალერეა” - მხატვრობის სრული სპექტრის მოლოდინში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ინტერვიუ ბაია წიქორიძესთან

დავით ჩიხლაძე

  • დღეს შენი გალერეა კომერციულად ყველაზე წარმატებულად ითვლება. რამდენიმე თვეა, რაც მეორე, ახლახან გახსნილ „ახალ გალერეასაც” თანახელმძღვანელობ. რას მიიჩნევ „ბაია გალერეის” ან, თუნდაც, ე.წ. „ბაიას” ბრენდის წარმატების საიდუმლოდ?

რთული კითხვაა, ალბათ იმას, რომ ეს გალერეა უკვე ოცი წელია არსებობს, 1992 წელს გავხსენით, თავიდან „ორიენტი“ ერქვა. როდესაც რაღაც ამდენ ხანს არსებობს, ესეც უკვე თავისებურად მოქმედებს. გარკვეული გამოცდილება მქონდა უკვე, მხატვრის სახლიდან და კიდევ ის, რომ ეს საქმიანობა უშუალოდ ჩემს პროფესიასთან იყო დაკავშირებული. თბილისში ბევრი გალერისტია, ვინც ხელოვნებათმცოდნე არ არის. მე არ დამჭირდა ჩემი საქმიანობისთვის თეორიული ბაზისის სასწრაფოდ ძებნა.

  • საიდან იწყება შენთვის გალერისტობის ეს სურვილი, ალბათ მხატვრის სახლის გარემოდან და იმდროინდელი გამოცდილებიდან?

დიახ, სწორედ იქ გამიჩნდა ეს სურვილი, მაგრამ მაშინ ასეთი პროფესია არ არსებობდა და კერძო გალერეის გახსნა წარმოუდგენელი იყო. 1984 წელს დავიწყე მხატვრის სახლში მუშაობა, 1991 წელს ეს შენობა მთლიანად დაიწვა. ერთი ნახევრად კერძო და ნახევრად სახელმწიფო გალერეა იყო მხოლოდ - „არდიექსი”. მერე გაჩნდა გალერეა „ტაციტა”, რომელსაც თავისი საკუთარი ფართი არ გააჩნდა და სხვადასხვა სივრცეში აწყობდა გამოფენებს. იყო კიდევ „თეთრი გალერეა”. მათ 1991 წლამდე შეწყვიტეს არსებობა. ჩემი კი პირველი კერძო გალერეაა, რომელიც 1992 წლიდან დღემდე არსებობს. მერე მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გავხსენით „ორიენტი” შარდენის ქუჩაზე. 2000 წელს ამ გალერეის დამფუძნებლების შემადგენლობა შეიცვალა, მარტო მე დავრჩი მფლობელად და, შესაბამისად, სახელიც შეეცვალა, „ბაია გალერეა” დაერქვა. ძალიან საინტერესოა, როცა ჯგუფი მუშაობს ერთად. მაგრამ ასევე საინტერესო აღმოჩნდა ერთი ადამიანის მუშაობა გალერეაში. ასე უფრო მკაფიოდ ჩანს მისი დამოკიდებულება ხელოვნებასთან, მუშაობის ესთეტიკური მიმართულება. წარმატებისთვის კიდევ ერთი პლუსი ის იყო, რომ მე ძალიან ბევრ მხატვარს ვიცნობდი და მათთან ახლო საქმიანი ურთიერთობა მქონდა.

  • შენ ამბობ, რომ გალერეის შექმნა შენთვის ხელოვნების ნიმუშის კეთების მსგავსია?

კი, შემოქმედებითი პროცესია - მისი მიმართულება, მხატვრის სტილის მსგავსად, საბოლოოდ შენს სახეს ქმნის. ასევე მინდა აღვნიშნო მხატვრის სახლის დირექტორის თემო გოცაძის დამსახურება ჩემი იქ მუშაობის დროს. ის ძალიან მომთხოვნი ხელმძღვანელი იყო და მასთან ბევრი რამე ვისწავლე. 1980-იან წლებში მან ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა: შექმნა შემოქმედებითი სახელოსნოები, თანამედროვე ქართველ მხატვართა კოლექცია, გამომცემლობა, სადაც იბეჭდებოდა პირველი საგამოფენო კატალოგები, ეწყობოდა თაობათა გამოფენები. როდესაც მხატვრის სახლი აღარ იყო, სტიქიურად მოგვიხდა გალერეა „ორიენტის” დაარსება. ორი წლის განმავლობაში, ომისშემდგომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალერეა. ახლა რომ ვიხსენებ, მიკვირს, თითქოს ვიღაც სხვამ გააკეთა ეს ყველაფერი. არ ვიცი საიდან გვქონდა ეს უცნაური მიზანდასახულობა.

  • დაახლოებით ორი წლის წინ კიდევ ერთი გალერეა გახსენი - „ტელესკოპი”, რატომ აღარ გაგრძელდა მისი მუშაობა?

ეს იყო მეგობრული შეთანხმება შენობის მფლობელთან, როდესაც ერთი წლით დამითმო ეს სივრცე. მინდოდა გამეკეთებინა დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების გალერეა, ეს ახალი, განსხვავებული მიმართულება იყო. სინამდვილეში ეს ჩემი შვილის, ლიკა ლორთქიფანიძის იდეით დაიწყო, მაგრამ მერე მას მოუწია გამგზავრება და ჩემთვის ცოტა რთული აღმოჩნდა პარალელურად ორ გალერეაში მუშაობა. ამიტომ დროებით გავაჩერეთ ეს პროექტი. ლიკა თვითონ გააგრძელებს ამ საქმიანობას მერე. მოგვიანებით კი „ახალი გალერეისგან” მივიღე წინადადება.

  • რა პოზიციაზე დაიწყე „ახალ გალერეაში” მუშაობა?

როგორც თანადამფუძნებელმა, სოფო ჩიქოვანთან და რუსუდან ჩერგოლეიშვილთან ერთად. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს შემოთავაზება, რადგან მუშაობის ახალი პერსპექტივა დავინახე. უკვე ექვსი თვეა, რაც „ახალი გალერეა” არსებობს, 1 ივლისს გაიხსნა. აქ ყველა გამოფენისთვის მზადდება კატალოგი, თვითონ საგამოფენო სივრცეც გაცილებით დიდია, ვიდრე „ბაია გალერეაში”.

  • რადგან „ახალი გალერეის” საგამოფენო სივრცე მეტ თავისუფლებას იძლევა, ხომ არ ფიქრობთ ისეთივე ჯგუფური ან თემატური გამოფენების მოწყობას, როგორითაც გამოირჩეოდა მხატვრის სახლი?

0x01 graphic

ფოტო: გია ჩხატარაშვილი

ერთი ასეთი ტიპის გამოფენა უკვე გვქონდა. „ქართული მხატვრობა - კერძო კოლექციებიდან. XX საუკუნე” - ასე ერქვა. 10-12 წელი იქნება, რაც კერძო კოლექციებს ვსწავლობ - აქაც და უცხოეთშიც. უკვე გამოვიდა რადენიმე კატალოგი და წიგნი: „ფანტასტიური ქალაქი”, „საწყისი სივრცე”, „ელენე ახვლედიანი - სურათები კერძო კოლექციებიდან”, „ნიკა ყაზბეგი”. 2011 წლის ბოლოს კი გამოიცა წიგნი, სახელად „კოლექცია”.

  • მოწვეული ან სტუმარი კურატორების პროექტები თუ გაქვთ გათვალისწინებული თქვენს მომავალ საგამოფენო პოლიტიკაში?

კი, ნამდვილად გვაინტერესებს და შეიძლება აღმოვუჩინოთ კიდეც მხარდაჭერა, მაგრამ ეს პროექტები ძალიან საინტერესო უნდა იყოს. როგორც ცნობილია, კერძო გალერეას კომერციული მოლოდინი აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი სხვა კომერციული პროექტების ხარჯზე შეიძლება გავაკეთოთ გამოფენები, რომლებიც მაშინვე არ მოიტანს ფინანსურ მოგებას. საჭიროა, რომ როგორმე მოხერხდეს არაკომერციული სფეროს წამოწევა, როგორიცაა ვიდეოარტი, პერფორმანსი, ობიექტი. აქ ძალიან რთულია თანამედროვე მხატვრობაზე მუშაობა, შეიძლება, სტუმარმა კურატორმა თვითონ მოიძიოს და მოიტანოს დაფინანსება.

  • ხშირად ესა თუ ის მხატვარი ხმამაღლა ამბობს, რომ მისი ნახატები 10-15 ათას ლარად იყიდება, მეორე მხრივ კი, მუდმივად ბაზრის არქონაზეა ლაპარაკი, რით აიხსნება ეს წინააღმდეგობა?

ერთჯერადი ფაქტებით დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი სტატისტიკის დადგენა. არც მხატვრის, არც გალერისტის ან კოლექციონერის ზეპირი ინფორმაციის გათვალისწინება არ შეიძლება - აქ მათი პირადი ინტერესი იქნება მაინც ჩართული. ხშირად ლოზუნგივით ისმის, რომ ხელოვნება ინვესტირების საუკეთესო ფორმაა, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენი ბაზარი არანაირ სისტემას არ ქმნის, ნამუშევრებს რეალური საბაზრო კურსი არ გააჩნია და საბაზრო პროცესები გამჭვირვალე არაა. ჩვენ თუ გვინდა ხელოვნების ბაზარი განვითარდეს, უნდა შედგეს ქართველი მხატვრების ფასების ზუსტი ინდექსაცია და ამ მონაცემთა დინამიკა ბოლოს ოცი წლის მანძილზე. “ბაია გალერეას” უკვე გააჩნია ეს ინფორმაცია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დავიწყებთ ამ პროექტზე მუშაობას.

  • კიდევ რა პრიორიტეტები გექნებათ „ახალ გალერეაში”?

სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა თაობის სახე არ არის გამოკვეთილი, ცალკეული მხატვრების შემოქმედებას ვიცნობთ, მაგრამ თაობა არ ჩანს, როგორც ეს 80-იან წლებში ან „მეათე სართულის” მოღვაწეობის დროს იყო. არ ჩანს დროის პარამეტრები, რომელიც პროცესს გვიჩვენებს. ვფიქრობთ, იქნებ მოვახერხოთ ამ პროცესის სტიმულირება. გვინდა დავიწყოთ საგანმანათლებლო პროგრამა დამწყები კოლექციონერებისთვის და ასევე ვმუშაობთ ახალ პროექტზე „ქართული მხატვრობა და არტობიექტი”.

26 იარაღი, როგორც ხელოვნების ნიმუში?

▲ზევით დაბრუნება


LIFE

ნინა ახლოური

0x01 graphic

შეუძლია ერთეული თუ ავტომატური გასროლა. პირდაპირი სროლის მანძილი 440 მეტრია, დამიზნებითი - 1000. თითქმის არასოდეს იჭედება - მისი იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეს, ნებისმიერ ამინდსა და გარემოში. უბრალო დიზაინით გამოირჩევა, მაგრამ იმდენად ძლევამოსილ სიმბოლოს წარმოადგენს, სახელმწიფოების დროშებსა თუ გერბებზეც კი აღმოაჩენთ. ახლახან ლონდონის დიზაინის მუზეუმმა ის თავის კოლექციას დაამატა. შესაძლოა, უკვე მიხვდით - საუბარია კალაშნიკოვის განთქმულ მოიერიშე შაშხანაზე, იგივე AK-47-ზე. სანამ ზოგიერთი კამათობს, რომელი უფრო მნიშვნელოვანი გამოგონებაა მეოცე საუკუნის ქმნილებებს შორის - კალაშნიკოვის ავტომატი თუ ატომური იარაღი - ჩნდება კითხვა - შეიძლება თუ არა იარაღი ხელოვნების ნიმუშად განვიხილოთ?

იარაღი ყოველთვის იყო ხელოვანთა შთაგონების წყარო, რაზეც ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში, სიჩუანში დამზადებული ბომბარდირის ქანდაკებაც მეტყველებს. დღეს მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს - ბენ ტერნბულს მიაჩნია, რომ კომპიუტერული თამაშების წყალობით იარაღთან და, შესაბამისად, ძალადობასთან ზიარება ადრეულ ასაკში ხდება და პროტესტის ნიშნად მას სკოლის ძველ მერხებზე გამოსახავს. ამერიკელი მხატვრისა და მოქანდაკის, პიტერ გრონკვისტის ურთიერთობა იარაღისადმი ამბივალენტურია. სკანდალურმა და ექსტრავაგანტურმა ხელოვანმა მსოფლიოს თავი მილიტარისტული ინსტალაციით - „რევოლუცია გასაოცარი იქნება” - დაამახსოვრა. მის ნამუშევრებში ძალადობის მიმართ სიმპათია არ იგრძნობა. სამაგიეროდ, კარგად ჩანს, რომ იარაღი მასობრივი მოხმარების ისეთივე საგანია, როგორც მოდური ნივთები. პრადას, გუჩის, ფენდის და სხვა ბრენდების წარწერებითა თუ ნიშნებით გაფორმებული გრონკვისტის „გლამურული” თოფები გვახსენებს, რომ დიზაინის სფეროში ავტორიტეტად, არამხოლოდ ბირკინის ჩანთები შეიძლება მოგვევლინოს.

0x01 graphic

თუ გრონკვისტი ავტომატებით ირმების რქებსაც აფორმებს, შანელის მოდის სახლი ნაკლებ ექსტრავაგანტურობაზეც თანახმაა და პისტოლეტის ფორმის ქუსლით გვთავაზობს ფეხსაცმელს. იარაღის ხელოვნება ლონდონშიც აინტერესებთ. რამდენიმე წლის წინ Craze Gallery-ის გამოფენამ რამდენიმე ხელოვანის შემოქმედებას ერთად მოუყარა თავი და საზოგადოებას „ქაღალდის ომები” წარუდგინა. ექსპონატები ქაღალდისგან დამზადებული იარაღი იყო. შემოქმედებს იარაღის ესთეტიკურად გააზრებაში სწორედ კალაშნიკოვის ავტომატი - AK-47 დაეხმარა - ის მათი შთაგონების წყაროდ იქცა. სიმბოლურია ამერიკელი მოქანდაკის, ელ ფეროუს ხედვაც. მისი სინაგოგა ტყვიებზე დგას, მინარეთები კი ავტომატის ნაწილებითაა აგებული. ერაყში ეს რეალობაა. აქ მეჩეთი მართლა კალაშნიკოვის სავაზნეების ფორმის მინარეთებით ააგეს.

ასე რომ, კალაშნიკოვის ავტომატი არ შეიძლება იყოს უბრალოდ დიზაინის სფეროს პროდუქტი. ეს რომ ასე ყოფილიყო, ნებისმიერი სახის ავტომატი დიზაინის მუზეუმში მოხვდებოდა. სიმართლე ისაა, რომ ხელოვნების ეს ნიმუში ზოგან რელიგიის ნაწილად იქცა.

მიხაილ კალაშნიკოვმა ცნობილი AK გასული საუკუნის 40-იან წლებში, სამამულო ომის შემდეგ შექმნა. როგორც თავად ამბობს, სამშობლოს დასაცავად - რათა აღარავის შეძლებოდა მისი თანამემამულეების წყენინება. საბჭოთა კავშირი AK-47-ს დიდხანს უმალავდა დასავლეთს, სანამ 1956 წელს უნგრული ამბოხის ჩახშობა არ გახდა საჭირო. მას შემდეგ სსრკ-მა ამ იარაღის წყალობით სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. მაგალითად, კალაშნიკოვის გავრცელებით მოკავშირედ გაიხადა ქვეყნები, რაც ამერიკამ თავისი M-1-ითა და M-14-ით ვერ მოახერხა. მიზეზი უბრალო იყო - ამერიკული იარაღი გადამწყვეტ მომენტში ხშირად ჭედავდა. მისი გამოყენება ისე ადვილია, რომ ახლო აღმოსავლეთში, თორმეტი წლიდან ყველას შეუძლია წამებში მისი დაშლა და აწყობა. სწორედ ამიტომ წერდა წლების წინ The Washington Post-ი, კალაშნიკოვის ავტომატი იმდენად რევოლუციური იარაღია, რომ საბრძოლო მოქმედებების ჩატარების მეთოდები და წარმოდგენა შეცვალა იმაზე, თუ როგორ მიიღწევა გამარჯვებაო.

ამის მიუხედავად, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა - არის თუ არა AK-47-ის ადგილი დიზაინის მუზეუმში? ნუთუ ის უკეთ გამოიყურება, ვიდრე M-1, ან M-25? ბოლოს და ბოლოს, დღეს უკვე აღარ მიიჩნევა „ხელოვნების ნიმუშად” სამხედრო სფეროში - ზოგიერთი თანამედროვე ავტომატი ვიზუალურადაც უფრო ლამაზია და ფუნქციური თვალსაზრისითაც ტოლს არ უდებს, თუ უკეთესი არაა. მაგრამ არცერთი მათგანი არ ასოცირდება ისეთ ფენომენთან, როგორიცაა სამოქალაქო ომი, ან რევოლუცია, თუნდაც საბჭოთა კავშირი... სხვა

ავტომატებს არ ხატავენ სახელმწიფო გერბებზე. მის პატივსაცემად აფრიკაში უამრავ ბავშვს არქმევენ კალაშს. ბოლოს და ბოლოს, AK-47 ის იარაღია, რომელიც თანამედროვე მცირე თუ დიდი კონფლიქტების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.

0x01 graphic

თუმცა, თუ ეს ხელოვნებაა, მაშინ ძალიან იაფი - აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ის ოცდაათ დოლარად იყიდება. ხელოვნება, რომლის დანახვაზეც შეუძლებელია ბინ ლადენი და სადამ ჰუსეინი არ გაგახსენდეს. „ნეტავ ბალახის სათიბი მანქანა გამომეგონებინა”, - თქვა კალაშნიკოვმა მოგვიანებით. ხელოვნების ნიმუში, რომელიც და ვინჩის ნახატზე უფრო ცნობილია, მის ავტორში სიამაყის გრძნობას უნდა აღძრავდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე რთულდება, როცა ის აღმოსავლური კონფლიქტებისა და ტერორიზმის სიმბოლო ხდება...

27 ფაეტონში - ნაახალწლევს

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რესტო

გიგო მესხიშვილი

0x01 graphic

მისამართი: ბელიაშვილის ქ., თბილისი
უბანი: დიღომი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო
ტელ: +995 595 43 10 20 ; +995 32 2 45 20 13
სამზარეულო: ქართული
საათები: ყოველდღე, 10:00-12:00, ბოლო სტუმრამდე
ბარათები: მიიღება
ფასი: 80-100 ლარი (სადილი ორ კაცზე,ღვინის, სერვისის და მუსიკის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ
ელ-ფოსტა: phaetonibohema@gmail.com
საიტი: www.phaetoni.ge

ახალი წლის სადღესასწაულო ტაშფანდური 2 დღის მონელებული გვქონდა, რომ კარს შობა მოგვადგა, რელიგიური დღესასწაული, რომელიც ენო-გასტრონომიულ ენაზე ნიშნავს დასვენებულების ენერგიულ შემოჭრას ასპარეზზე და გადაღლილების სევდიან თვალყურის დევნებას, თუ როგორ ეწაფებიან მარხვით გაცისკროვნებული მეგობრები ყველაფერ იმას, რაც შენ, ცოდვილმა, უკვე მოიბეზრე ბოლო ერთი კვირის მანძილზე. ყველაზე მძიმეა მეგობართა შემოტევის მეორე ტალღის გაძლება, მათი, ვინც 31-ში ან 1 იანვარს ტელეფონსაც კი არ იღებდნენ ცდუნებისგან თავის დასაცავად, 6-7-ში კი, პირიქით, აგრესიული პატიჟი დაიწყეს.

სანამ კიდევ ერთი განსაცდელი, ძველით ახალი წელი მოვიდოდეს, ქართველ კაცს ერთი-ორი დღე რჩება, სადღაც 9-12 იანვარს შორის, როცა შეუძლია დაისვენოს, ცოტათი ამოისუნთქოს და გაოცებულმა გააანალიზოს თუ როგორ გადარჩა.

სწორედ ასეთ ანალიტიკურ დღეებში მივაკითხეთ მე და ჩემმა მეგობარმა რესტორან ფაეტონს და ეზოში შესვლისთანავე აღმოვაჩინეთ, რომ ერი ისვენებდა საბოლოო, საკონტროლო დარტყმის წინ. ჯერ ერთი, სადგომზე საერთოდ არ იდგა მანქანები, შიგნით ვერც მომსახურე პერსონალს მოვკარით სადმე თვალი, დარბაზში კი მხოლოდ ერთი სევდიანი სუფრა იყო გაშლილი, სადაც ძველი თაობის დეიდები სადღეგრძელოებს ჩურჩულებდნენ. მიმტანი დიდხანს ვეძებეთ და როგორც იქნა ვიპოვეთ, დავიკავეთ ადგილი, გადავშალეთ მენიუები და ვთხოვეთ მაქსიმუმ 5 წუთში მოეხედა ჩვენთვის. მიმტანი ისევ დაიკარგა, 20 წუთის თავზე კი ძლივს გამოვიჭირეთ სულ სხვა მიმტანი, ჩავაწერინეთ შეკვეთა და ვთხოვეთ, ამასობაში ერთი ჭიქა ჩამოსასხმელი ღვინო გაესინჯებინა. „მანავი” - ასე ამაყად უხმობენ თავიანთ ჩამოსასხმელს ფაეტონში, რომელიც, მოკლედ რომ ვთქვათ, არ დაილეოდა.

გადავხედეთ ღვინის ბარათს, რომელიც მართალია თავიდან საკმაოდ მრავალფეროვნად გამოიყურებოდა, რადგან ათამდე კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი, მაგრამ ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, რომ ასარჩევი არაფერი იყო. ჰარიფი ხომ არა ვარ 67 ან 104 ლარიანი ქართული ღვინო ავიღო უბრალო ვახშმისთვის? რაც მთავარია, არცერთი ღვინო ჭიქით არ იყიდებოდა, რაც, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა. კახური ტრადიციული მხოლოდ ორი კომპანიის ღვინო ჰქონდათ, ისიც საკმაოდ დაბალხარისხიანი. ავიღეთ ბადაგონის მწვანე და მაგრად ვინანეთ, რადგან ღვინო საოცრად უფერული და უხასიათო მეჩვენა. ცოტა სხვანაირი „მწვანე” მახსოვდა ბადაგონისგან.

პირველი მწვანე სალათა შემოვიდა. მოვაწურეთ ლიმონები და გზა გავუხსენით ჩიხირთმას, რომელიც ძმრიანი მოვიდა, არადა, ჯობდა ძმარი ცალკე მოეტანათ, იქნებ არ მიყვარს ძმრიანი! წვენს არა უშავდა, აცოცხლებდა, ხორცი კი, როგორც თითქმის ყველა ქართული რესტორნის ჩიხირთმაში, მშრალი იყო და უგემური (ეჰ, სადა ხართ გარდასულ დროთა სოფლის ქათმებო!). შემდეგ ლობიო მოვიდა, ჩვენი ეროვნული ტკივილი. რატომ ტკივილი? იმიტომ, რომ ბოლო წლების მანძილზე კარგი ქოთნის ლობიოს დაგემოვნება თითქმის შეუძლებელი გახდა, ყველგან სალობიანე ლობიოსგან მომზადებული, უცნაური, მონაცრისფერო, ძალიან ცხარე, ბლომადმწვანილმოყრილი ფსევდოლობიო მოაქვთ ხოლმე. ახლა მჭადს არ იკითხავთ? გაციებული იყო, შესაძლოა წინა დღის გამომცხვარიც.

თევზისა და ხორცის მოლოდინში ჭარხლის ფოთლის ფხალიც გამოვჩანგლეთ ერთი-ორჯერ - ძალიან სასიამოვნო, საშუალო სიმწარის, მსუბუქი ფხალი. საოცრად სურნელოვან კალმახსაც შევეგებეთ. თევზი, რა თქმა უნდა, სუნელებში იყო შემწვარი და ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ტბის კალმახზეა საუბარი.

ხორცის ჯერიც დადგა - ბატკნის მწვადმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად შთამბეჭდავი იყო. გემრიელი იყო ღორის მწვადიც, თუმცა ვერაფრით გაგვაკვირვა. ხორცეულს საფერავი ჩავაყოლეთ და ბოლოს საქართველოს სადღეგრძლოთი დავამთავრეთ, ვადღეგრძელეთ ქვეყანა, რომელიც გვამძიმებს, მაგრამ მაინც გვიყვარს. ასევეა ქართული სამზარეულოც, გვამძიმებს, მაგრამ მაინც ვეტანებით. სიმძიმეს კი, პირველ რიგში, ღვინო უხდება, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჭირს ქართულ რესტორნებში. ვიმეორებ, მიუხედავად მოჩვენებითი მრავალფეროვნებისა ღვინის ბარათში.

28 ქათმის სალათი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შეფ-მზარეული
გიორგი რაუში

Localino
ფალიაშვილის 14

2 ულუფა
მასალა:
70 გრ. ქათმის ფილე
1 შეკვრა სალათის ფურცელი
20 გრ. ნიგოზი
1 ც. კიტრი
1 ც. პომიდორი
50 გრ. სტაფილო
50 გრ. ხახვი
4 ც. ზეთისხილი
დრესინგი (საკაზმი)
50 გრ. ღვინო
მარილი
პილპილი
ჯამში: 10 ლარი

მომზადების წესი:

დაჭერით ქათმის ფილე, შეწვით ნიგოზთან ერთად ზეთსა და 50 გრ. ღვინოში.

გახეხეთ სტაფილო, წვრილად დაჭერით სალათის ფურცლები და მოათავსეთ თეფშზე. დაჭრილ ბოსტნეულს დაადეთ ზემოდან შემწვარი ქათმის ნაჭრები, მოასხით საკაზმი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ზეთისხილი.

გასაფორმებლად გამოიყენეთ კიტრი, პომიდორი და ხახვი.

0x01 graphic