The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №98


ტაბულა №98


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჩერგოლეიშვილი თამარ, არონი ლეონ, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, ნოდია გია, ჯგერენაია ემზარ, სუთიძე ლევან, კოკიჩაიშვილი თეონა, პელცმანი სემ, გოგიბერიძე ნინი, ბასილაია მიხეილ, ტურაშვილი თეონა, მამალაძე სალომე, ჩხიკვაძე ანი, კვანჭილაშვილი ელენე, გამცმლიძე მაკა, ტორონჯაძე მირიან, ვეკუა სალომე, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, კიკნაველიძე თამარ, რამიშვილი კოკა, მეჩითოვი იური, კიკალეიშვილი სალომე, კეკელიძე გიორგი, მესხიშვილი გიგო, ახლოური ნინა, ბაქრაძე ქეთი
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 30 აპრილი - 6 მაისი 2012 მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, თეონა ტურაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / stamba: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. გარეკანი: ტაბულა©



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რესპუბლიკელებს ლიბერალებად არ ვთვლი, ლიბერალები ბოკერია და მისი თანამოაზრეები არიან. ახლა გარკვეულ წრეებში რატომღაც ლიბერალიზმია მოდაში. რა უფრო მეტს დაგვიშავებენ ეგერთ წოდებული ლიბერალები მით უარესი იქნება მათთვის.

ეროვნული ფორუმისა და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე, საუბრობს ხელისუფლების ანტიეროვნულობაზე და აცხადებს, რომ ქართულ ოცნებასთან ერთად სწორედ ანტიეროვნული ძალების დამარცხებისთვის იბრძვის.

23 აპრილი.

0x01 graphic

„თუ ის (მარკო რუბიო) იტყვის, რომ თანამდებობა არ უნდა, ლოგინში ცხენის თავს იპოვის“

პოლიტიკური მიმომხილველი ჩარლზ კრაუტ ჰამერი ფილმიდან ნათლიაიყენებს ალუზიას იმის ხაზგასასმელად, რომ მიტ რომნის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი მარკო რუბიო უალტერნატივოა და რესპუბლიკელები მისგან უარს არ მიიღებენ.

21 აპრილი.

0x01 graphic

ამ პრეზიდენტმა გაგვიყვანა ბნელიდან და შეგვიყვანა ნათელში

აშშ პირველი ლედი, ნეშვილში დემოკრატების დონორებთან შეხვედრისას ბიბლიური ტერმინებით აფასებს საკუთარი მეუღლის მოღვაწეობას

17 აპრილი, 2012

ყველა სასტუმრო სავსეა რუსი ტურისტებით, რაც მეტს ლაპარაკობს ლავროვი, არ ჩახვიდეთ საქართველოშიო, მით უფრო მეტი რუსი ტურისტი ჩამოდის და ხომ არ ავიყვანოთ ის ტურაგენტად?

აჭარაში სტუმრობისას პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობს სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ რუსი ტურისტების მომრავლებაზე.

20 აპრილი.

0x01 graphic

„მინდა ბოდიში მოვიხადო მის წინაშე, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, ვერ შევძელით დროულად სწორი პოზიციის დაკავება. ამ არასწორი, გაუმართლებელი პოზიციის შედეგია მსხვერპლი, რომელიც მიიღო ამ ქალბატომმა“

ბიძინა ივანიშვილი მიმართავს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის დედას და კიდევ ერთხელ მიანიშნებს,რომ ომის აცილება ქართული მხარის ხელში იყო.

„მე ავიღე ქრისტეს მთასა ზედა ქადაგება, კომუნიზმის მშენებლის კოდექსი და გავიგე, რომ ჩვენ ის მთლიანად ამ ქადაგებიდან გადმოვწერეთ“.

0x01 graphic

რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი რელიგიასთან დამოკიდებულებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პარტიის კოდექსიდან ათეიზმის მოთხოვნა ამოიღო.

18 აპრილი.

2 ლეონ არონი: პუტინი მეორე ვადას ვერ მიაღწევს

▲ზევით დაბრუნება


არენა

ესაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილი

0x01 graphic

ლეონ არონი რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის, მიტ რომნის საგარეო პოლიტიკური გუნდის წევრია. ამავდროულად, ის კვლევითი ორგანიზაციის, American Enterprise Institute-ის რუსეთის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. არონი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორისაა ბორის ელცინის პირველი სრული ბიოგრაფია. ამას გარდა, წერს ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა: Washington Post, The New York Times, The Wall Street Journal, Foreign Policy, The New Republic, Weekly Standard და ასე შემდეგ. ტაბულა მას რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და პუტინის რეჟიმის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ესაუბრა. ინტერვიუს დაწყებამდე, ლეონ არონმა გვთხოვა აღგვენიშნა, რომ საუბრობს არა რომნის გუნდის სახელით, არამედ როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი რუსეთის საკითხებში.

ის, რომ რუსეთის ხელისუფლება რევიზიონიზმის მანიითაა შეპყრობილი, ნათელია. პუტინის რეჟიმი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნისუდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფასუწოდებს, მის მეზობლებს თავისუკანა ეზოდმიიჩნევს და არც მათი ტერიტორიების ოკუპაციას ერიდება. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი რუსეთის გლობალური ამბიციების განხორციელების შესაძლებლობას გამორიცხავს და თვლის, რომ დღევანდელი ხელისუფლების იმპერიალისტური გაქანება რეგიონის მასშტაბს არ სცდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მასშტაბის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი ახლა, პუტინის პირობებში?

შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ მე რუსეთისგან დღეს საშიშროებას ვერ ვგრძნობ. რუსეთი ისეთი ქვეყანაა, სადაც საგარეო პოლიტიკას საშინაო პოლიტიკა განსაზღვრავს. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა ავიღოთ - ის ხან აღმა მიდის, ხან - დაღმა. დავიწყეთ გადატვირთვა, მაგრამ ცხადია, რომ ახლა ეს ურთიერთობა დაღმართზე მიექანება. რატომ? იმიტომ, რომ ეს პუტინის რეჟიმის ინტერესებშია. პუტინს შიდა კრიზისი აქვს და საგარეო საფრთხის ილუზიის, მტრის ხატის შექმნა სჭირდება - ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის ასე იქცევიან.

ახლა რაც შეეხება „უკანა ეზოს“. დარწმუნებული ვარ, რუსეთში რომ დემოკრატიული ხელისუფლება იყოს, ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებას შეძლებდა, მაგრამ ეს ამ რეჟიმის ინტერესებში არ შედის. რუსეთს ამ თემით მანიპულირება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დასარწმუნებლად სჭირდება. ბუნებრივია, ეს ის ხალხი არაა, ვინც მოსკოვსა და პეტერბურგში პროტესტს გამოხატავს.

დღეს რუსეთში ისეთი მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფონია, არ მგონია, რეჟიმმა საგარეო ფრონტზე სიტუაციის რეალურ გამწვავებას გაუძლოს. თუმცა არც არაფერს შეცვლის. არც ომი, არც მშვიდობა - როგორც ტროცკი ამბობდა, კარგად მოქმედებს მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომლის მეშვეობითაც არსებული რეჟიმი ძალაუფლებას ინარჩუნებს.

ეგებ უკეთ განმიმარტოთ რაში სჭირდება პუტინის რეჟიმს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია? ცხადია, ის ეთნიკური აფხაზებისა და ოსების კეთილდღეობაზე ნაკლებად ფიქრობს. რაში შეიძლება გამოიყენოს უზარმაზარმა ქვეყანამ ის პატარა ტერიტორიები, რომელთა დამოუკიდებლობას პრაქტიკულად არავინ აღიარებს თავად რუსეთის, ჩავესის და ორტეგას გარდა?

საქართველო რუსეთისთვის პრობლემაა, რადგან ის მართალია არასრულყოფილი, მაგრამ მაინც დემოკრატიაა და პუტინის რეჟიმს ისევე სძულს, როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს - ისრაელი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ეთნიკური ზიზღია. მიზეზი მარტივია, როდესაც ავტორიტარული ქვეყანა ხარ, შენს საზღვრებთან დემოკრატია არაფერში გჭირდება. საერთოდ არ გჭირდება! ამიტომ, როცა გაქვს, უნდა დააზარალო, დაამცირო. საქართველო კრემლის გამოწვევაა. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა. სხვა შემთხვევაში რუსი ამომრჩეველი იკითხავს, თუკი ქართველებმა შეძლეს განვითარება, ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ? ეს პუტინს ხელს არ აძლევს.

NATO- გაფართოებისადმი შიშიც ამით აიხსნება?

კი. ვფიქრობ, ეს იმავე ხაზის გაგრძელებაა. ბუნებრივია, რუსეთმა იცის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას საქართველოს ტერიტორიიდან არ შეუტევს. მაგრამ, სამაგიეროდ, შეძლებს რეჟიმის მორალური სახე რუსეთის მოსახლეობას უკეთ დაანახოს, კონტრასტი შექმნას. სწორედ ეს დაემართა საბჭოთა კავშირს. ამერიკაში ხშირად ვამბობთ, რომ თუ საზოგადოება შენს მორალურ სახეს ლეგიტიმურად მიიჩნევს, არსებობ, თუ არა, მაშინ არსებობას წყვეტ. ერთია, შენს საზღვრებთან დემოკრატია რომ ვითარდება, და მეორეა, თუ ეს დემოკრატია უსაფრთხოების კუთხით უზრუნველყოფილია. ეს რუსეთისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა.

პუტინის დაბრუნება არავის გაკვირვებია. მაგრამ წინა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც რუსი ხალხი რეჟიმის ქმედებებს იოლად ეგუებოდა, დღეს პროტესტს გამოთქვამს. რა შეიცვალა რუსულ საზოგადოებაში? შეგვიძლია მის გამოღვიძებაზე ვისაუბროთ? რამდენად რელევანტურია არაბულ გაზაფხულთან პარალელები?

პროტესტის აგორებამდე რამდენიმე თვით ადრე თითქმის მთელი რუსეთი მოვიარე და სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობების

ლიდერებს შევხვდი. ნანახით შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი - სულ სხვა ხარისხის პასუხისმგებლობა, სამოქალაქო შეგნება და ღირსება. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს სიმპტომი ლიმიტირებული იყო და პოლიტიკურ ხარისხში გადაზრდას დრო დასჭირდებოდა. თუმცა, სულ რაღაც ხუთ თვეში, იგივე ლოზუნგები პოლიტიკური ოპოზიციის რიგებში გამოჩნდა. ეს გარდაუვალი პროცესია - თუ ქვეყანას თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბება სურს, დემოკრატიზაციის ეტაპი უნდა გაიაროს. ამის მიხვედრას ოპოზიციაში ყოფნა არ სჭირდება - ამას ყველა ხვდება, მედვედევით და კუდრინით დაწყებული, ეკონომისტებით და პოლიტიკური მკვლევრებით დამთავრებული.

0x01 graphic

საპროტესტო გამოსვლა მოსკოვში დუმის არჩევნების შემდეგ. დეკემბერი. 2011.

0x01 graphic

ბლოგერი ალექსეი ნავალნი ოპოზიციის მიტინგზე. ასტრახანი, 2012

ერთი, რაც ყველასთვის ცნობილი არ გახლდათ, ისაა, შეძლებდა თუ არა ხელისუფლება იმ რეფორმების გატარებას, რაც პოლიტიკური რეჟიმის დემოკრატიზაციას ხელს შეუწყობდა, კორუფციას ბოლოს მოუღებდა და ადამიანის უფლებებს პრიორიტეტად აქცევდა. დღეისთვის ყველასთვის ცნობილია, რომ რეჟიმს ამგვარი რეფორმების გატარების უნარი არ შესწევს.

რუსეთის ხელისუფლებას სისხლში აქვს გამჯდარი უზღვავი რაოდენობის პეტროდოლარების ერთ მუჭა ადამიანებს შორის განაწილება. ამიტომ ცხადია, რომ ცვლილება ზემოდან კი არა, ქვემოდან უნდა განხორციელდეს. ზოგიერთი სკეპტიკოსი ამტკიცებს, რომ პროტესტის მამოძრავებელი ძალა საშუალო კლასია და არა საზოგადოების ქვედა ფენა. შესაბამისად, პროტესტი ხალხის აზრს არ გამოხატავს. მაგრამ ისინი არ ითვალისწინებენ, რომ თანამედროვე რევოლუციების ძრავას სწორედ საშუალო ფენა წარმოადგენდა. საშუალო ფენა მართავდა პროცესებს პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი ფერადი რევოლუციების დროსაც. იგივე შეიძლება ითქვას ფრანგულ და ამერიკულ რევოლუციებზე - ამ ქვეყნებშიც სწორედ საშუალო ფენის წარმომადგენელმა ინტელექტუალებმა შეცვალეს რეჟიმი. ხელისუფლებას არასოდეს ცვლის ხალხის უმრავლესობა, რომელსაც ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს და ოჯახის რჩენაზე ფიქრობს. ცვლილებას ივანიშვილის „ლობისტური შეტევა“ ნამდვილად აღემატება იმ მასშტაბებს, რასაც არათუ ცალკეული პიროვნებები, არამედ ქვეყნების უმრავლესობა მიმართავს ვაშინგტონზე ზეგავლენისთვის. ყოველთვის საშუალო კლასი განაპირობებს.

ამას გარდა, გადავხედოთ პოსტავტორიტარულ ტრანზიციებს ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და მექსიკაში. პროცესებს იქაც საშუალო კლასი მართავდა და ის ყოველთვის ერთი სცენარით ვითარდებოდა - შუა ფენა მდიდრდებოდა, ზუსტად ისე, როგორც რუსეთში და სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის სურვილი უჩნდებოდა.

საუბრობენ, რომ არა მხოლოდ საშუალო კლასი, არამედ თავად პუტინის გარემოცვა - პოლიტიკური ელიტაც უკმაყოფილოა არსებული რეჟიმით. რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ეს თქვენთვის?

მე არ წარმოვადგენ ამერიკელი ანალიტიკოსების იმ ნაწილს, რომელიც რუსეთის სახელისუფლო ელიტაში მიღებულია. ასე რომ, შიგნით რა ხდება, არ ვიცი. მაგრამ შეხედეთ კუდრინს, პუტინის პირად მეგობარს. მან საჯაროდ განაცხადა, რომ დუმის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ის ჯგუფი, რომელიც მან შემოიკრიბა, ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებისგან შედგება. რასაკვირველია, ისინი საკუთარ თავს ოპოზიციას არ უწოდებენ, მაგრამ მათი ამოცანები დიდად არ განსხვავდება ოპოზიციის მოთხოვნებისგან: სამართლიანი არჩევნები, კორუფციასთან ბრძოლა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ასე შემდეგ. როდესაც ის დაითხოვეს, თუ გადადგა, ცხადი გახდა, რომ შიგნით პრობლემაა - ასეთი რამ სპონტანურად არ ხდება. ბუნებრივია, კუდრინს ერთ მშვენიერ დღეს არ გაუღვიძია და არ გადაუწყვეტია, რომ მედვედევს ვერ იტანს. საქმე უფრო რთულადაა.

იგივე შეიძლება ითქვას სურკოვზე. კი, ის თითქოს არჩევნებში Единая Россия- არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო დაითხოვეს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არაკომპეტენტურობის გამო კრემლი მთავრობის წევრებს არ ათავისუფლებს თანამდებობებიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზემოხსენებული ხალხი ოპოზიციისკენ მიიწევს, მაგრამ ცხადია, რომ ელიტაში რაღაც მოძრაობა შეინიშნება, ნათელია, რომ ელიტის წარმომადგენელთა გარკვეული ჯგუფი დისტანცირებას ახდენს კორუმპირებული ხელისუფლებისგან. ვფიქრობ, ისინი დააკვირდებიან რა მოხდება, რეჟიმი როგორ მოიქცევა, ოპოზიცია რას იზამს და იმის მიხედვით იმოქმედებენ.

ბევრი ანალიტიკოსი სკეფსისს არ მალავს რუსული ოპოზიციის მიმართ, სუსტად მიიჩნევს. თქვენ რას ფიქრობთ?

კარგი შეკითხვაა. ვფიქრობ, გარე დამკვირვებლები შეცდომას უშვებენ, როდესაც ამბობენ - „შეხედეთ ოპოზიციას, მათ ლიდერები არ ჰყავთ, ორგანიზება აკლიათ“. მართალია, იმიტომ რომ ეს სამოქალაქო მოძრაობაა. ეს არ არის პოლიტიკური მოძრაობა. პროტესტის მონაწილენი დაახლოებით იმას ითხოვენ, რასაც განდი ან მარტინ ლუთერ კინგი ითხოვდა - კანონის წინაშე თანასწორობა, ღირსება, გამართული მართლმსაჯულება, სამართლიანი არჩევნები. სწორედ ამიტომაა რთული მათთან გამკლავება - ვერ მოქრთამავ, ვერ შეაშინებ, თანამდებობებს ვერ დაჰპირდები. ისინი სახალხო ფიგურები არიან. ეს რეჟიმისთვის ცუდია. ასეთი მოძრაობა არ ქრება.

0x01 graphic

მოძრაობა მემარცხენე ფრონტის ლიდერი სერგეი უდალცოვი (ცენტრში) საპროტესტო აქციაზე. წითელი მოედანი, მოსკოვი, 2012

ამას გარდა, საგულისხმოა, რომ ლევადა ცენტრის გამოკითხვებით, რუსეთის მოსახლეობის 35%25 არჩევნების წინ თვლიდა, რომ არჩევნები სამართლიანი არ იქნებოდა. ეს 30-40 მილიონი სრულწლოვანი მოქალაქეა. იმასაც დააკვირდით, მოსახლეობის რამხელა ნაწილი გმობს კორუფციას.

მართალია, ეს მოძრაობა მოსახლეობის უმრავლესობას არ წარმოადგენს, მაგრამ სამაგიეროდ იმ თემებზე საუბრობს, რაც მილიონობით რუსს აწუხებს. ამიტომ ჩვენ ისინი არ უნდა უგულებელვყოთ მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური კრისტალიზაციის ადრეულ ეტაპზე არიან.

გრიგორი ჩხარტიშვილმა მისცა ძალიან კარგი ინტერვიუ Deutsche Welle-ს. ის ჩემი საყვარელი მწერალია. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ არის პუტინის ალტერნატივა, მწერალმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე „რა არის პუტინის ალტერნატივა“ იქნებოდა სწორი კითხვა, რადგან, როცა გვექნება სამართლიანი არჩევნები, როდესაც იდეათა სამართლიან შეჯიბრს ვიხილავთ, როცა ჩვენს ლიდერებს თავისუფალ გარემოში ავირჩევთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, ვინ არის პუტინის ალტერნატივა.

სამოქალაქო მოძრაობის, როგორც თქვენ უწოდებთ, ყველაზე გამორჩეული ლიდერი ალექსანდრ ნავალნია - მის გამოსვლებში კავკასიელების მიმართ, უმცირესობების მიმართ შოვინისტური ნოტები იგრძნობა. თქვენ რას ფიქრობთ მასზე?

ახლა ანალიტიკურ სტატიაზე ვმუშაობ და ვცდილობ, ამ მოძრაობის ობიექტური სურათი დავხატო. ამისთვის ზღვა მასალას გავეცანი. მათ შორისაა მოცულობითი საუბარი ბორის აკუნინის ბლოგზე ალექსანდრ ნავალნისთან. ასევე მისი ინტერვიუ ჟენია ალბაცთან. ცხადია, რომ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ ვითარდება, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ჭკვიანია. რუსებს რომ თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცეთ, ეჭვიც არ მეპარება, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში ნავალნის პრეზიდენტად აირჩევდნენ. ჩვენ მას ნაციონალისტად ვერ მოვნათლავთ. ალბაცთან და ჩხარტიშვილთან საუბრისას მან რუსული ერი-სახელმწიფო აღწერა ისე, როგორც პოლიტიკური მეცნიერები განმარტავენ ერი-სახელმწიფოს წარმოშობას ევროპაში, სადაც მოქალაქეობა, პატრიოტიზმი და დემოკრატია ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და ამაში ცუდი არაფერია.

ბუნებრივია, არ ვიცით, მართლა იმას ფიქრობს, რასაც ამბობს, თუ არა. პოლიტიკოსი მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნისას გამოიცნობა, მაშინ როდესაც თავისი პრინციპების ხორცშესხმის საშუალება ეძლევა. ასე რომ, მის გასაცნობად, დაცდა მოგვიწევს. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საშიში ფიგურის შთაბეჭდილებას არ მიტოვებს.

იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ამბობთ, შემიძლია ვთქვა, რომ შემდეგი 12 წლის განმავლობაში პუტინს ხელისუფლებაში ყოფნას არ უწინასწარმეტყველებთ?

არავითარ შემთხვევაში. არ მგონია, რომ პუტინმა მეორე ვადას მიაღწიოს. მე არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ პირველ ვადას დაასრულებს.

3 შეტევა ამერიკაზე

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის პოლიტიკურ სპექტრზე გავლენის მოხდენას აქტიურად ცდილობს და თბილისის მიმართ ვაშინგტონის დამოკიდებულების შესაცვლელად ძალებს არ იშურებს. ეს მცდელობები აშშ-ის მასშტაბითაც კი თვალშისაცემი და შთამბეჭდავი გახდა.

„ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ვაშინგტონს შტურმით იღებს, - წერს ვაშინგტონში გამომავალი გამოცემა POLITICO და აღნიშნავს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ივანიშვილმა რამდენიმე ლობისტური და პიარკომპანია დაიქირავა. მისი „ლობისტური შეტევა“ ნამდვილად აღემატება იმ მასშტაბებს, რასაც არათუ ცალკეული პიროვნებები, არამედ ქვეყნების უმრავლესობა მიმართავს ვაშინგტონზე ზეგავლენისთვის.

POLITICO-ს მონაცემებით, ქართველი ბიზნესმენის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობაში მთელი რიგი ავტორიტეტული კომპანიებია ჩართული. მათ შორის: Patton Boggs, National Strategies, Downey McGrath Group, Parry Romani Deconcini & Symms da BGR Group.

თითოეული კომპანია, რომელიც უცხოელ კლიენტს ლობირებს, აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციას იუსტიციის დეპარტამენტში გადის. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის პრაქტიკულად ყველა რეგისტრირებული ლობისტი მას არა როგორც პოლიტიკოსს და პარტიის ლიდერს, არამედ როგორც ბიზნესმენსა და კერძო პირს ემსახურება. შესაბამისად, მათი კონტრაქტები გაფორმებულია Lobbying Disclosure Act (LDA)-ის ფორმით. ამ შემთხვევაში ლობისტის მიმართ საჯაროობის მოთხოვნა ნაკლებია.

ივანიშვილის ლობისტებიდან ერთადერთი კომპანია, რომელმაც კონტრაქტი Foreign Agent Registration Act (FARA)-ის მიხედვით დაარეგისტრირა (რაც აშშ-ში უცხოელი პოლიტიკოსების ლობისტებისთვის სავალდებულოა), BGR Group-ია. ამ კომპანიასთან კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში ჯერ თავისუფალმა დემოკრატებმა, დეკემბერში კი პირადად ბიძინა ივანიშვილმა გააფორმეს.

თავად ბიზნესმენი არ უარყოფს, რომ მისი ლობისტური კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს ხელისუფლების იმიჯის შელახვაა. „წლების განმავლობაში სააკაშვილს ძლიერი ლობისტები ჰყავდა, ჩვენი ფულით თამაშობდა, ცდილობდა ეცრუა და დემოკრატიის ფასადი ეჩვენებინა“, - განუცხადა ივანიშვილმა New York Times-ს. მილიარდერის თქმით, მას შეუძლია, რომ ამერიკული ლობისტური კომპანიების დახმარებით აშშ-ს საქართველოში შექმნილი „რეალური სურათი“ დაანახოს.

ამით ივანიშვილმა, ფაქტობრივად, ბრძოლა გამოუცხადა „სააკაშვილის ლობისტებს“, რომელთა შორისაა ერთ-ერთი წამყვანი ლობისტური კომპანია Podesta Group-ი. მასთან კონტრაქტი საქართველოს მთავრობამ მარტში განაახლა და წლის ბოლომდე თბილისი კომპანიას 600 ათას აშშ დოლარს გადაუხდის. გასულ წლებში აშშ-ში საქართველოს ინტერესებს, Podesta Group-თან ერთად, Orion Strategies და რამდენიმე სხვა კომპანია ლობირებდა.

საქართველოს ელჩმა აშშ-ში თემურ იაკობაშვილმა POLITICO-ს განუცხადა, რომ თბილისის მიზანი „ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების ლობირებაა“. მისი თქმით, იმავეს გაკეთება საქართველოში მოქმედ სხვა აქტორებსაც შეუძლიათ. იაკობაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მცდელობები „ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების ლობირებისკენ“ იქნებოდა მიმართული.

მარტის ბოლოს აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის, რიჩარდ ნორლანდის კანდიდატურა დაამტკიცა. მანამდე, კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას, ნორლანდმა საქართველოში დაგეგმილი არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. გარდა ამისა, დიპლომატმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა „ოპოზიციური კანდიდატების შეზღუდვისა“ და პარტიების დაფინანსების შესახებ ახალი კანონმდებლობის აღსრულებისას შექმნილი პრობლემების გამო. ელჩის კრიტიკა მოჰყვა დემოკრატი სენატორის, ბენ კარდინის კითხვებს, რომელმაც საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობით შეშფოთება გამოთქვა. სენატორისა და ელჩის ამ განცხადებებს ქართული ოცნება მიესალმა.

აპრილის დასაწყისში დემოკრატმა კონგრესმენმა ჯიმ მაკდორმეტმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საქართველოში დემოკრატია სერიოზული გამოწვევების წინაშეა, ვინაიდან „პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური თავისუფლება და სამართლიანი კონკურენცია ილახება“.

მაკდორმეტი საქართველოს ხელისუფლებას ივანიშვილის დევნაში ადანაშაულებდა. მისი დოკუმენტის თანახმად, თუ საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, აშშ-მა ჩვენი დახმარება უნდა შეწყვიტოს.

აქამდე მაკდორმეტს საქართველოს საკითხებზე აქტიურობით თავი არ გამოუჩენია, მისი ერთადერთი საგარეოპოლიტიკური ინიციატივა კი სკანდალის მიზეზი გახდა - 2002 წლის ბოლოს იგი ერაყში ჩავიდა და სადამ ჰუსეინს შეხვდა. როგორც ფედერალურმა გამოძიებამ 2008 წელს დაადგინა, ეს ვიზიტი ჰუსეინის სპეცსამსახურებმა დააფინანსეს.

ამერიკული გამოცემა Foreign Policy, რომელიც ასევე მიმოიხილავს ბიძინა ივანიშვილის ლობისტურ აქტიურობას, აღნიშნავს, რომ კონგრესში ქართული დემოკრატიის საკითხებით დაინტერესების ზრდა გამოწვეულია „ვაშინგტონში ივანიშვილის და მისი პარტიის ახალი ექსპანსიური ლობისტური ძალისხმევით“.

კარდინიც და მაკდორმეტიც, რომლებიც კონგრესში საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ინიციატორები გახდნენ, რადიკალი მემარცხენეების რეპუტაციით სარგებლობენ.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ვიზიტისას, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განსაკუთრებული მადლობა მაკდორმეტს გადაუხადა. ის ასევე შეხვდა დემოკრატ კონგრესმენებს დევიდ პრაისს (თავის დროზე ერაყის ომის თავგამოდებულ მოწინააღმდეგეს), სტივ ისრაელს, რესპუბლიკელ სენატორს რიჩარდ ლუგარს და წარმომადგენელთა პალატის წევრის, დევიდ დრაიერის კაბინეტის წარმომადგენლებს.

განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომლის პრიორიტეტიც ორივე პარტიაში გავლენის მქონე ჯგუფებთან ერთდროულად მუშაობაა, ქართული ოცნება იმედებს ძირითადად დემოკრატებზე ამყარებს. იმავდროულად, ლობისტების მეშვეობით, ცდილობს უფრო ზომიერად განწყობილ რესპუბლიკელებზეც გავიდეს.

ხელისუფლების მხილების გარდა, ქართული ოცნება და მისი ლიდერი ცდილობენ აშშ-ს დაუმტკიცონ, რომ ივანიშვილის კოალიცია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია.

Washington Post-მა იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა ივანიშვილის სტატია, რომელიც ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და ამერიკელ კოლეგასთან მოლაპარაკებებს დაემთხვა. ქართული ოცნების ლიდერი ხელისუფლებას ამხელდა ადამიანის უფლებების დარღვევაში, ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ხელყოფასა და ოპოზიციის შევიწროებაში.

ამავდროულად, ივანიშვილი ირწმუნება, რომ ის და მისი პოლიტიკური პარტნიორები საქართველოს მიერ დეკლარირებული საგარეოპოლიტიკური კურსის სრულად განხორციელებაზე იღებენ პასუხისმგებლობას. თუმცა ივანიშვილის პოლიტიკურმა აქტიურობამ ოპოზიციის ახალი ლიდერის და მისი კოალიციის როგორც საგარეოპოლიტიკურ ხედვებთან, ასევე ღირებულებებთან დაკავშირებით წარმოშვა კითხვები.

კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთ მიზნად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია გამოცხადდა. თუმცა ივანიშვილმა პარტნიორებად ისეთი ძალებიც მიიწვია, რომლებიც აქამდე ამ საკითხზე სრულიად საწინააღმდეგო შეხედულებებს გამოთქვამდნენ. მაგალითად, ეროვნული ფორუმის ლიდერები კახა შარტავა და გუბაზ სანიკიძე 2007 წელს აცხადებდნენ, რომ NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებით საქართველოს გავლენის ზონებად დაყოფა ემუქრება და ალიანსში შესვლის სურვილი „ქვეყნის ღალატის გზაზე დგომის“ ტოლფასია.

აპრილში კოალიციას მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე შეემატა, რომელმაც დაადასტურა, რომ კვლავაც საქართველოს NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია.

0x01 graphic

ჯიმ მაკდორმეტი

0x01 graphic

ბენ კარდინი

გამოცემა The Weekly Standard-ი ყურადღებას ამახვილებს ივანიშვილის კაპიტალის რუსულ წარმომავლობაზე, ასევე მის ფრთხილ რიტორიკაზე რუსეთის მმართველი რეჟიმის მიმართ. იქვე მოყვანილია ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორების განცხადებები. კერძოდ, გუბაზ სანიკიძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ „სომხური ეკლესია საქართველოს გარეთ უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული და თუ მას შიგნით ისეთივე სტატუსი ექნება, ჩვენ სომხები გადაგვივლიან“. ასევე, უფლებადამცველის და ამჟამად პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ლიდერის, მანანა კობახიძის განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს თავის დემოკრატიულობას „მხოლოდ უმცირესობების, მათ შორის, სექსუალურის დაცვით უმტკიცებს“ და „ჩვენი ისტორიულ-მართლმადიდებლური ეთნოფსიქიკის, ზნეობის განადგურებით დემოკრატიის შენებას თუ ცდილობს ვინმე - ასეთი დემოკრატია ვის რად უნდა?“

„თუ ივანიშვილი და მისი ლობისტები წარმატებას მიაღწევენ, საქართველოში დემოკრატია და უმცირესობების უფლებები დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება“, - დასძენს გამოცემა.

საქართველოს შიდა პოლიტიკაში აშშ-ის როლის გათვალისწინებით, ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ ვაშინგტონში აქტიური ლობირება დაეწყო, - აღნიშნავს ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი. მისი აზრით, ივანიშვილის კამპანია ერთდროულად რამდენიმე მიზანს ემსახურება - მიაღწიოს ხელისუფლების კრიტიკას და, იმავდროულად, სიმპათიების გამოხატვას ამერიკელების მხრიდან, რასაც ის წინასაარჩევნო კამპანიისას გამოიყენებს. გარდა ამისა, ივანიშვილის მიზანია ამომრჩევლებს შეუქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ვაშინგტონის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. დაბოლოს - მიაღწიოს ოფიციალური ვაშინგტონის დამოკიდებულების შეცვლას საქართველოს ხელისუფლებისადმი.

ივანიშვილისთვის უმთავრესი კი, სოკორის აზრით, ისაა, რომ მოხდეს „აშშ-ის ოფიციალური პირების თანაბრად დისტანცირება არა მხოლოდ პოლიტიკური ძალებისგან, არამედ არჩევნების მოსალოდნელი სტრატეგიული შედეგებისგან“.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ საქართველოში სამართლიანი საარჩევნო პროცესითაა დაინტერესებული, მაგრამ სოკორის აზრით, მხოლოდ პროცესზე კონცენტრირება „ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აშშ გულგრილია არჩევნების სტრატეგიული შედეგების მიმართ“.

მისი აზრით, ის, რომ ვაშინგტონი საქართველოში არცერთ პოლიტიკურ ძალას მხარს არ უჭერს, არ უნდა ნიშნავდეს არჩევნებში მონაწილე ძალების მიზნებისა და პროგრამების მიმართ გულგრილობას. სოკორი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა საქართველოს მომავლის გარკვეულ ხედვას უნდა დაუჭიროს მხარი და „საშუალება მისცეს ქართველ ამომრჩეველს, რომ თითოეული მხარის ხედვა ერთმანეთს შეადაროს“.

„აშშ-ის უნიკალური ზეგავლენა საქართველოს შიდა პოლიტიკაზე იქ სტრატეგიული პოლიტიკის შედეგებზე პასუხისმგებლობას გულისხმობს. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ტრანსატლანტიკური ინტერესების თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ვლადიმირ სოკორი.

4 საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

0x01 graphic

OGP სამიტი ბრაზილიაში

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინოვაციებისა და რეფორმების ბრენდირებას იწყებს. იქმნება სპეციალური სააგენტო, სახელწოდებით GRAPE, რომლის მიზანიც რეფორმების ექსპორტია. ახალი სააგენტოს შექმნის შესახებ ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტზე ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელმაც GRAPE-ის დაგეგმილი ვებგვერდი სხვა ქვეყნებს პლატფორმად შესთავაზა საკუთარი რეფორმების გასაზიარებლად. სამიტზე საქართველომ მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმაც წარადგინა.

ღია მმართველობის პარტნიორობა აშშ-ის ინიციატივაა და 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. OGP 2011 წელს შეიქმნა და საქართველო მას მალევე შეუერთდა. პარტნიორობის მიზანია, მთავრობები გახადოს უფრო გამჭვირვალე, ღია, ინოვაციური და ანგარიშვალდებული - ქვეყნები ორწლიან გეგმებს ქმნიან და იღებენ ვალდებულებას, რომ პარტნიორობის 5 მიზნიდან ერთ-ერთზე მაინც იმუშაონ. საქართველომ ოთხი აირჩია: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საჯარო მმართველობაში, საჯარო ფინანსების უკეთესად მართვა და უსაფრთხო გარემო.

საქართველოს სამოქმედო გეგმა მოიცავს როგორც უკვე დაწყებულ, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს და რამდენიმე ძირითადი მიმართულებით იშლება. ერთ-ერთია მომავლის საჯარო მომსახურება. საქართველოში უკვე ფუნქციონირებს ოთხი ინოვაციური იუსტიციის სახლი, რომლებიც რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთ სივრცეში აერთიანებენ. წლეულს მათ რიცხვს კიდევ რვა იუსტიციის სახლი შეემატება, 2013-ში კი რაოდენობა თექვსმეტს მიაღწევს და შედეგად, ქვეყნის მთავარი ქალაქები დაიფარება. ამ მიმართულებით კიდევ ერთი სიახლეა Just Drive და Just Café - იუსტიციის სახლის მომხმარებლები შეძლებენ დოკუმენტები უმოკლეს დროში მანქანიდან გადმოუსვლელად მიიღონ, ან საბუთებს კაფეში დაელოდონ. აშენდება სოფლის განვითარების ცენტრებიც, სადაც სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ადგილზე შესთავაზებენ როგორც ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის, ასევე კერძო სექტორის სხვადასხვა სერვისს. აქ მოქალაქეები შეძლებენ სოციალური მომსახურების და სამოქალაქო დოკუმენტაციის მიღებას, ასევე ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციას. კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ცენტრებში მოქალაქეები მიიღებენ საბანკო მომსახურებას და სხვა სერვისებს.

გარდა ამისა, შეიქმნება მოქალაქის პორტალიც, რაც საჯარო ონლაინმომსახურებას გახდის ხელმისაწვდომს. საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის შეიქმნება ინდივიდუალური ვებსივრცე, სადაც მოქალაქე იდენტიფიცირდება ID ბარათით და ელექტრონულად შეძლებს სერვისის მიღებას.

სამოქმედო გეგმის კიდევ ერთი მიმართულება - იყავი ინფორმირებული და განავითარე საკუთარი ქვეყანა - რამდენიმე ინიციატივას აერთიანებს. ერთ-ერთია ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნება. ყველა საჯარო დაწესებულება საკუთარ ვებგვერდზე თავად გამოაქვეყნებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. შეიქმნება ვებგვერდიც, სადაც მოქალაქეები ნახავენ თემატურ სექციებად დაყოფილ საჯარო ინფორმაციას. ამავე საიტის მეშვეობით ისინი შეძლებენ, ელექტრონული ფორმით გამოითხოვონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

კიდევ ერთი სიახლეა პლატფორმა ichange.ge, სადაც მოქალაქეებს აზრის გამოთქმისა და იდეების შეთავაზების საშუალება ექნებათ. შესაბამისი გუნდი იმუშავებს მათ დახარისხებასა და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებამდე მიტანაზე. მომხმარებლებს ექნებათ ელექტრონული პეტიციების შექმნის საშუალებაც. როდესაც პეტიციებზე ხელმოწერები მიაღწევს გარკვეულ რაოდენობას (რაც ჯერჯერობით განსაზღვრული არაა), მისი განხილვა სავალდებულო იქნება.

უსაფრთხოების მიმართულებით სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დანაშაულის რუკების შემოტანას, რაც პოლიციას საშუალებას მისცემს, დააკვირდეს დანაშაულის გეოგრაფიულ განაწილებას. დანაშაულის სტატისტიკა ხელმისაწვდომი იქნება ქუჩის სიზუსტით. მთავრობა გეგმავს უსაფრთხო უბნის პროექტის წამოწყებასაც, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები ადგილობრივ პროკურატურასთან ონლაინ დაკავშირებას შეძლებენ და უბანში არსებულ პრობლემებზე აცნობებენ.

სამოქმედო გეგმის ნაწილია მომსახურების გაუმჯობესება ჯანდაცვის სფეროშიც. 2014 წლისთვის 150 ახალი საავადმყოფოს ამუშავებაა დაგეგმილი. უკვე შეიქმნა და ვითარდება ჯანდაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რაც მოქალაქეებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის სისტემაში არსებულ სერვისებზე.

საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულებას მონიტორინგს გაუწევენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გეგმის შემუშავებაშიც იყვნენ ჩართულნი. მათთვის სპეციალური ფორუმიც შეიქმნება.

5 ივანიშვილის წინასაარჩევნო მზადება

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

ყველა ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი RFE/RL

0x01 graphic

21 აპრილს ბიძინა ივანიშვილის პარტია, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო დაფუძნდა და მის თავმჯდომარედ ადვოკატი მანანა კობახიძე აირჩიეს. იქვე განმარტეს, რომ კობახიძე ამ პოზიციაზე დროებითაა. მას შემდეგ, რაც ქრისტიან-დემოკრატების ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები შევა ძალაში და ივანიშვილს პოლიტიკურ უფლებებს მიანიჭებს, თავმჯდომარე თავად გახდება.

0x01 graphic

ირაკლი ალასანია და თედო ჯაფარიძე

0x01 graphic

დავით უსუფაშვილი

ივანიშვილმა საკუთარი პარტიის საინიციატივო ჯგუფი ჯერ კიდევ თებერვალში წარადგინა. სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენლები შეადგენენ უმეტესად ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოს, რომელიც ახალი პოლიტიკური გაერთიანების აღმასრულებელი ორგანოა. თავის დროზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული „ახალი სახეები“ ყრილობაზე, ფაქტობრივად, არ გვინახავს.

მილიარდერმა და მისმა თანამებრძოლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არჩევნებში გამარჯვებას აპირებენ. თუმცა დღევანდელი მდგომარეობა მათ ამის თქმის საშუალებას ნაკლებად აძლევს. უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით (მოსახლეობა თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში გამოკითხეს), რომელიც ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარდა, ივანიშვილის კოალიციის რეიტინგი 10%25-ია, მმართველი გუნდის კი - 47%25.

0x01 graphic

სოზარ სუბარი

ივანიშვილის და მისი გუნდის რეიტინგი მილიარდერის პოლიტიკაში გამოჩენიდან დღემდე, ფაქტობრივად, განახევრებულია. ეს გასაკვირი სულაც არ არის: უკანასკნელ წლებში, ქართული პოლიტიკის თავისებურების შესაბამისად, ოპოზიციის ახალ ლიდერებს თავიდან უფრო მაღალი მხარდაჭერა აქვთ. დროთა განმავლობაში კი, ამ ლიდერების მხრიდან დაშვებულ შეცდომებთან ერთად, რეიტინგიც კლებულობს. გამონაკლისი არც ივანიშვილი ყოფილა. მაგალითად, გასულ წელს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ჯერ კიდევ არარსებული პარტიის რეიტინგი 18%25 იყო.

შექმნილი ვითარების შესაცვლელად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ივანიშვილსა და მის გუნდს სულ რამდენიმე თვე რჩება. ფაქტია, რომ აქამდე მათი კამპანია წარმატებული ნამდვილად არ იყო, შესაბამისად საინტერესოა, თუ რას აკეთებს ივანიშვილი შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად და რამდენად ცვლის იმ მიდგომებს, რამაც მისი რეიტინგის ვარდნა გამოიწვია.

კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომელიც ივანიშვილს ამომრჩეველთა ფართო სპექტრისთვის ალტერნატივის შესათავაზებლად ჰქონდა, პარტიის დაფუძნებისას მისი მიზნებისა და ამოცანების წარდგენა იყო. დეკლარაციის ტექსტი ყრილობაზე ივანიშვილმა თავად წაიკითხა და როგორც შესავალში თქვა, ურჩიეს, ხელისუფლების კრიტიკის ნაცვლად, დეკლარაციაში მხოლოდ პარტიის მიზნებზე ელაპარაკა. თუმცა ამ რჩევას მან არ დაუჯერა. დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ხელისუფლების კრიტიკასა და არსებული ვითარების უკიდურესად მუქ ფერებში დახატვას დაეთმო. როგორც ჩანს, ივანიშვილის სამიზნე ჯგუფად, ნებსით თუ უნებლიეთ, კვლავ უმცირესობაში მყოფი რადიკალურად განწყობილი ამომრჩევლები დარჩნენ, რომლებიც მდგომარეობას ასეთსავე მუქ ფერებში ხედავენ.

მილიარდერმა ამომრჩევლებისთვის ვერც საკუთარი პარტიის ტრიბუნიდან შეძლო განსხვავებული ხედვის შეთავაზება, თუმცა იყო რამდენიმე განსხვავებული და ბუნდოვანი წინადადება.

ივანიშვილი სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად, მაგალითად, გლეხთა მეურნეობების კოოპერირების ხელშეწყობას აპირებს, საბიუჯეტო სახსრებით ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტს კი საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს ჰპირდება, მიუხედავად მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა - როგორც ჩანს, საკუთარი ოჯახის წევრების ჩათვლით. მათ კი, ვისი შემოსავალიც საარსებო მინიმუმს უტოლდება, საშემოსავლო გადასახადის გაუქმების პირობას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილი, რომელიც საკუთარ თავს ქვეყნის უკანასკნელ თავისუფალ ადამიანს უწოდებს, ამომრჩევლებთან კვლავ შეზღუდულად ურთიერთობს. ყველას ახსოვს - მილიარდერმა საზოგადოებასთან ურთიერთობა ეპისტოლარული გზითა და მედიის უკიდურესად სელექციური შერჩევით დაიწყო და ხალხში პირველად პოლიტიკური მიზნების გაცხადებიდან რამდენიმე თვეში გამოჩნდა. ამ დრომდე მას მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი საჯარო გამოსვლა ჰქონდა. ქართული ოცნების ოფისებიც, რეგიონებში, უმეტესად მის გარეშე იხსნება. როგორც ჩანს, პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრისას თუ საჯარო გამოსვლისას ივანიშვილი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს.

პარტიისა და რეგიონალური ქსელის შექმნის პარალელურად, პოლიტიკური ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ის სხვა მიმართულებებითაც მუშაობს. მაგალითად, სულ მალე მისი ტელეკომპანია მე-9 არხი გავა ეთერში. არხის გუნდი რეგიონების მთლიანად დაფარვას აპირებს - საქართველოში დაახლოებით 40 ბიურო შეიქმნება, სადაც რამდენიმე ათეული გადამღები ჯგუფი იმუშავებს. თავის მხრივ, ივანიშვილის ძმის საკაბელო კომპანია გლობალ თV, რეგიონებში მაუწყებლობის გაფართოების მიზნით, სატელიტური ანტენების დამონტაჟებას იწყებს, რაც მე-9 არხის პოტენციურ აუდიტორიას გაზრდის. კომპანია კლიენტებს დაახლოებით 140 ლარის ღირებულების ანტენისთვის ცხრაწლიან განვადებას სთავაზობს.

ამ პროცესების პარალელურად, გააქტიურდა ახლადშექმნილი ამომრჩეველთა ლიგაც, სადაც გოგა ხაინდრავა, კოკა გუნცაძე, ძმები გაჩეჩილაძეები და სხვები არიან გაწევრიანებული. ისინი უკვე ემზადებიან საპროტესტო აქციების დასაწყებად.

დღესდღეობით ბიძინა ივანიშვილი კვლავ საფრანგეთის მოქალაქედ რჩება და ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებს. ამ პირობებში, ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობას და არჩევნებში კენჭისყრას მაშინ შეძლებს, როდესაც კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები შევა. ეს ცვლილებები, საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 10 წელია აქ ცხოვრობენ, პოლიტიკურ უფლებებს ანიჭებს. ცვლილებების მიღება ახლო მომავალში, მაისში, ივარაუდება.

0x01 graphic

მანანა კობახიძე

ადვოკატი მანანა კობახიძე ორგანიზაცია კონსტიტუციის 42- მუხლის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. საინტერესოა მისი, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის, აზრი უმცირესობების უფლებებსა და თანასწორობაზე. 2011 წელს, სააგენტო საქინფორმთან ინტერვიუში ის აცხადებდა, რომ უმცირესობათა უფლებების დაცვით საქართველო დასავლელ მეგობრებსდემოკრატიულობას უმტკიცებს. იქვე კობახიძე ამბობს: „ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ, თანასწორ, წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის. და კიდევ, მიუხედავად იმისა, რომევროპაში რაღაცები მართლა კარგია, ხელისუფლებას მარტოცუდი გადმოაქვს.

კობახიძე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელ და მათთან დაკავშირებულ რელიგიურ ექსტრემისტებსმართლმადიდებლობის დამცველებადაც მოიხსენიებდა. ამ პირებმა 2010 წელს ჯერ ილიაუნის წინ გამოხატვის თავისუფლების მხარდამჭერი აქცია დაარბიეს, შემდეგ კი ტელეკომპანია კავკასიაში შეიჭრნენ პირდაპირ ეთერში და იქ მყოფთა ნაწილს, მათ შორის ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კობახიძე სასამართლო პროცესზე მათი ადვოკატიც იყო.

მსგავსი ღირებულებების ადამიანები ივანიშვილის ირგვლივ იშვიათობა ნამდვილად არაა. ამის მაგალითად უკანასკნელი შემთხვევაც გამოდგება - მისივე მოკავშირე რესპუბლიკელების მიერ ქსენოფობიისთვის პარტიიდან გარიცხული მურმან დუმბაძე ივანიშვილმა თანამებრძოლად უპრობლემოდ მიიღო.

6 სექსის პოლიტიკა საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია|სვეტი

გია ნოდია

0x01 graphic

საქართველოში სექსზე რომ ჩამოვარდება ლაპარაკი, ადამიანებს სპეფიციკური ღიმილი ეფინებათ სახეზე. ეს უხერხულობის ნიშანია: ჯერ ბოლომდე ვერ გაგვირკვევია, როგორ და რა ტონალობაში ვილაპარაკოთ ასეთ თემებზე. ამიტომ ვღადაობთ.

ამას სხვა მიზეზიც აქვს: ვინც სექსზე ლაპარაკობს, ჩვეულებრივ, დასცინის საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც, მისი აზრით, ამ საკითხზე მოძველებული, ტრადიციული წარმოდგენები აქვს. მაგალითად, ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში კიდევ „ქალწულობის ინსტიტუტზე“ კამათობენ, ჩამორჩენილობის უტყუარ ნიშნად მიიჩნევა. კაი რა, რაღა დროს ეგაა!

იმათ კი, ვინც ამ დროს დაცინვის სავარაუდო ობიექტია, თვით თემის საჯარო განხილვის ფაქტი აშფოთებს. თუ სექსზე ხმამაღლა ლაპარაკია ტაბუ, პოლემიკაში როგორ ჩაერთვები? შედეგად სასაცილო რაღაცები გამოდის. თავის დროზე ზურაბ ოდილავაძის ბლოგმა საქართველოში „სექსუალური რევოლუციის აჩრდილის“ შესახებ ერთი ქალბატონი ძალიან განარისხა, მაგრამ უკეთესი არგუმენტი ვერ მოიფიქრა: მარხვის დროს ამის გამოქვეყნება როგორ შეიძლებოდაო. ჭეშმარიტად!

რაკი მარხვა დამთავრდა, შევეცდები, ამ თემაზე სერიოზულად ვილაპარაკო, თუმცა ხანდახან თუ შემომეპარა ეს ოხერი ირონია, უნდა მაპატიოთ.

სექსი პოლიტიკაა

ჯერ ვთქვათ მთავარი: სექსი პოლიტიკური პრობლემაა. „სულ გადაირიეთ, ხალხნო, რა შუაშია სექსი და პოლიტიკა?“ იმ შუაშია, რომ ამ თემაზე სხვადასხვა ნორმატული წარმოდგენა არსებობს და ისინი პირდაპირ ეხება ძალიან ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესს. იმ გადაწყვეტილებაზე, დასაცავია თუ გადასაგდები ხსენებული „ქალწულობის ინსტიტუტი“, ბევრი ჩვენი თანამოქალაქის ბედია დამოკიდებული. ეს არანაკლებ მწვავე პრობლემაა, ვიდრე ინფლაცია ან უმუშევრობა. ერთსქესიანი კავშირების დასაშვებობაზე აღარაფერს ვამბობ: დაინტერესებულთა რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ საკითხის სიმწვავე - გაცილებით დიდი. ხოლო როცა ერთმანეთს ეჯახება აზრები იმის თაობაზე, რაც ძალიან ბევრს ადამიანს ეხება, ეს პოლიტიკაა.

თეზისი მეორე. სექსუალური ქცევის ნორმების ცვლა მოდერნიზაციის და მასთან დაკავშირებული ვესტერნიზაციის პროცესის ნაწილია. დიახ, NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოება კავშირშია სექსუალურ ქცევასთან. „დასავლეთის“ ხსენებაზე ბევრ ადამიანს მეტი სექსუალური თავისუფლება (ან „აღვირახსნილობა“ - გააჩნია რა პოზიციაზე დგახარ) მოსდის თავში. ლიბერალური ღირებულებები ამ სფეროს არანაკლებ ეხება, ვიდრე კანონის უზენაესობას ან თავისუფალ ეკონომიკას.

ამასთან დაკავშირებით მახსენდება რუმინელი ფილოსოფოსის, რაღაც პერიოდში კი მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი პლეშუს მოგონება. 1990-იანების დასაწყისში, როცა რუმინეთი ევროსაბჭოში შედიოდა, მას ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მოსთხოვეს (ჩაუშესკუს დროს მკაცრად ისჯებოდა ეგ საქმე). ჰოდა, როცა მინისტრი პლეშუ ევროსაბჭოში შესვლას „აპიარებდა“, ერთ-ერთ სოფელში უთხრეს: ევროსაბჭოში შესვლა კი ძალიან გვინდა, მაგრამ პიდარასტობა სავალდებულო რომ ხდება, ეს ცოტა გვაშფოთებსო. ევროპის ხათრით რას არ იზამ კაცი, მაგრამ მაინც „ტეხავს“.

უფრო მშობლიურს გავიხსენებ - 2001 წელს, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში რომ გადავიდა და ამ ამპლუაში თავისი პირველი არჩევნები მოიგო (ვაკის მაჟორიტარი გახდა), საარჩევნო კომისიასთან შეკრებილ მიტინგზე ოპონენტებმა (ჯონდი ბაღათურიას ხელმძღვანელობით) მის მომხრეებს სულ „ონანისტებო, ონანისტებო“ უძახეს. მერე, უკვე ვარდების რევოლუციის დღეებში, ასლან აბაშიძის ბიჭებმა „კმარას“ აქტივისტებს მოუწყვეს დახვეწილი პროვოკაცია - ჰომოსექსუალებად გამოიყვანეს. ჯერ კიდევ როდის გვაფრთხილებდა შალვა რამიშვილის რადიო, „პიდარასტები მოდიანო“. ჰოდა, გამართლდა: მოვიდა ონანისტების და პიდარასტების მთავრობა, რომელიც ქალწულობის ინსტიტუტს ებრძვის და ახალგაზრდებს ბუჩქებში სექსისკენაც კი მოუწოდებს.

რა ხდება?

რა ეტაპზეა სექსი და მისი პოლიტიკა დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში? ლიბერალურ პრესაში, ბლოგებზე და ა.შ. (პრო- და ანტისამთავრობო ლიბერალებს შორის ამ მხრივ დიდი განსხვავება არაა) ისმის გოდება, რომ სექსი ჩვენთან კვლავ ტაბუა, რომ ქაჯური შეზღუდვებისაგან ვერ გავთავისუფლებულვართ და ა.შ. ოღონდ ეს ცოტა სასაცილო ხდება: რა ტაბუზეა ლაპარაკი, თუ ყველა სექსზე ლაპარაკობს? ხსენებულ ბლოგში ზურა ოდილავაძე „სექსუალური რევოლუციის აჩრდილს“ ინტერნეტული სექსის გააქტიურებაში ხედავდა, რაზეც ახალგაზრდა ოპონენტები მიუგებდნენ (როგორც ჩანს, საქმის ცოდნით), რა აჩრდილი, რის სკაიპი, რომელი ქალწულობა, ახალი თაობა დიდი ხანია საქმეზე ვართ გადასული ყოვლად ლაივშიო.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება სექსისა და მისი პოლიტიკის ნაწილში ისევეა გარდამავალ ეტაპზე, როგორც მრავალ სხვა სფეროში. ე.წ. სექსუალური რევოლუცია დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს, როგორც დისკურსის, ისე ქცევის დონეზე, და ამ ტენდენციის გამჩერებელი არავინ ჩანს. რა თქმა უნდა, ტრადიციული წარმოდგენები დღევანდელ საქართველოში გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე „იქ“, სადაც ეს ყველაფერი 1960-იან წლებში შეიცვალა. მაგრამ ტენდენცია არსებითად იგივეა.

„სექსუალური რეფორმა“ შედარებით კონტექსტში შეგვიძლია ჩავსვათ: პოლიციის რეფორმა ჯერჯერობით უფრო წარმატებულია, ვიდრე სასამართლოს, მაგრამ სასამართლოშიც ხდება რაღაც კარგი, ეკონომიკური ლიბერალიზაცია უფრო კარგად გამოგვდის, ვიდრე დემოკრატიზაცია, მაგრამ მთლად დიქტატურაც არა ვართ და ა.შ. ასევე, სექსის რეფორმა მთლად ისე კარგად ვერ მიდის, როგორც საჯარო რეესტრის, მაგრამ თუ, ვთქვათ, სარეზერვო სამსახურის მდგომარეობას შევადარებთ, აქ უფრო ახლოსა ვართ NATO-ს სტანდარტებთან.

თავის ნოსტალგიურ-ავტობიოგრაფიულ რომანში „ფეხმძიმე ქალი“ ბრიტანელი მწერალი მარტინ ემისი 1960-იანი წლების სექსუალურ რევოლუციას იხსენებს და ზუსტ თარიღსაც კი ასახელებს: დასავლეთ ევროპაში სექსი 1966 წელს აღმოუჩენიათ. მაგრამ, აგრძელებს ის, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: ნამდვილ ცვლილებას ათწლეულები დასჭირდა. ასე რომ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

ეს თემა საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება გავაკეთოთ: ეკლესიის ძალა და ავტორიტეტი ჩვენს საზოგადოებაში დიდწილად მითია. მაღალი რეიტინგი ერთია, მორალური ავტორიტეტი კი - სულ სხვა. მათ შორის განსხვავებას ჰქვია ფარისევლობა, რაც კარგადაა დაჭერილი ფილმში „ჭამა და სექსი“. მარხვის დროს სექსისგან თავშეკავება იმაზეა დამოკიდებული, კატლეტი რომელ ცხიმში შეწვი: თუ შემთხვევით კარაქი შეგერია, მერე სექსზე რატომღა უნდა თქვა უარი?

სხვა პრობლემები

„ქალწულობის ინსტიტუტი“, როგორც ქცევის სავალდებულო სტანდარტი, საქართველოშიც, როგორც ჩანს, განწირულია, თუმცა არიერგარდულ ბრძოლებს განაგრძობს. გიხაროდენ: სექსს სახელმწიფო თუ საეკლესიო ლიცენზია აღარ სჭირდება. სექსის ლიბერალური რეფორმის არსიც ესაა.

მაგრამ ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ იწყება. აღარაფერია ამ სფეროში საკამათო? საკითხი სხვა დონეზე გადადის, რომელზეც ზოგადი „პროდასავლურობა“ რელევანტური აღარაა და აქტუალური ხდება განსხვავება მემარცხენე და მემარჯვენე ლიბერალებს შორის.

1960-იანი წლების სექსუალური რევოლუციის იდეალი იყო პრომისკუიტეტი, ანუ „ყველაფერი მოსულა“ (anything goes). 1920-იანი წლების რუსი ბოლშევიკების ენაზე ამას ერქვა „ჭიქა წყლის თეორია“: სექსი ჭიქა წყალივითაა, მოგწყურდა - დალიე. ლაპარაკი რაღაც მორალურ შეზღუდვებზე: მაგალითად, იმაზე, რომ არსებობს ერთგულების იმპერატივი, პასუხისმგებლობა შენ მიერ ჩასახული, მაგრამ ჯერ დაუბადებელი არსების წინაშე, რომ ოჯახი საჭირო და გასაფრთხილებელი ინსტიტუტია - რეაქციულ ბურჟუაზიულ გადმონაშთად ჩაითვალა.

კამათის ამ დონეზე მე შეიძლება რეაქციონერების ბანაკშიც აღმოვჩნდე. არავითარი პრობლემა არ მექნება, თუ საქართველოს შემდეგი პრემიერი ან პრეზიდენტი ჰომოსექსუალი აღმოჩნდა - მაგრამ სულაც არ ვთვლი სავალდებულოდ, რომ ჰომოსექსუალური ქორწინება საკანონმდებლო დონეზე ჰეტეროსექსუალურს გაუთანაბრდეს. არაფერი მესაქმება, ვის ვისთან აქვს სექსი, მაგრამ ვისაც აქვს, შედეგებზეც უნდა აგებდეს პასუხს. ის კონცეფცია, რომ აბორტი „ქალის არჩევანის უფლებაა“ და მეტი არაფერი, ჩემთვის მიუღებელია. ის, რომ საქალწულე აპკის ულიცენზიოდ გარღვევას საზოგადოების დიდი ნაწილი ცოდვად მიიჩნევს, ხოლო ჩანასახის დედის საშოში ჩაკვლას მორალური თვალსაზრისით კბილის ამოღებისგან არ ასხვავებს, ჩვენი საზოგადოების ფარისევლობის განსაკუთრებით მწვავე მაგალითია.

ამაზე ლაპარაკს ჯერ მხოლოდ ვიწყებთ.

7 საკუთრების მეხსიერება

▲ზევით დაბრუნება


ემზარ ჯგერენაია|სვეტი

0x01 graphic

„თვითეულ თავადს თავისი სანადირო ტყე აქვს, რომელშიაც სხვას მის ნებადაურთველად არ შეუძლიან ნადირობა. თვით მთავარსაც, თუმცა იგი ყველასი ბატონია, არ შეუძლია სხვის საკუთრებაში ინადიროს, რადგან თვითონ აკრძალა სასტიკი კანონით მის ტყეებში ნადირობა და ამ კანონის დარღვევას ვერავინ ჰბედავს“.

არქანჯელო ლამბერტი, „სამეგრელოს აღწერა“

სამუელ ბეკეტმა ერთგან აღნიშნა: „There is no escape from yesterday because yesterday has deformed us, or been deformed by us“- „გუშინდელ დღეს (წარსულს-ე.ჯ.) ვერ გავექცევით, რადგან გუშინდელმა დღემ უკვე დაგვამახინჯა, ან ჩვენ დავამახინჯეთ ის.“ ეს მნიშვნელოვანი შეგონებაა. ის შეგვახსენებს, რომ ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ მოთხრობილ წარსულთან, წარსული გამოცდილების გადმოცემასთან. ჩვეულებრივ, წარსულს აწმყოს პერსპექტივიდან ვხედავთ ხოლმე, წარსულით ხშირად აწმყოზე ვყვებით და, არც თუ იშვიათად, წარსულის კრიტიკით აწმყოს ვაკრიტიკებთ. ბეკეტის სიტყვებით მე უფრო ჩემს თავს ვაფრთხილებ, ვიდრე მკითხველს, რადგან მას ჩემი ბავშვობის რამდენიმე მოგონება მინდა გავუზიარო.

გამაოცა გლეხების სისასტიკემ. ცხადია, გლეხები ასე არ მოექცეოდნენ საკუთარ ხარებს და ისინი ასე გაძვალტყავებულებიც არ იქნებოდნენ. ეს საცოდავი არსებები ე.წ. კოლმეურნეობის ხარები იყვნენ, რომელთაც კონკრეტული პატრონი არ ჰყავდათ. გვიან მივხვდი, თვით ამ გლეხების ცხოვრებაც ბევრად როდი განსხვავდებოდა საკოლმეურნეო ხარების ცხოვრებისაგან, მათაც ცხოვრება ისე ექცეოდა, როგორც ისინი ექცეოდნენ ხარებს. მახსენდება ბავშვობაში მოსმენილი ისტორია:

„საღამოსპირია, ჩაის მკრეფავი ქალები ტომრებით დატვირთულები, წელსქვემოთ სველები, ოფლით გახვითქულები გამოდიან ჩაის პლანტაციიდან. მათ შეუმჩნევლად მიუახლოვდა რაიკომის მდივანი (რაიონის ხელისუფალი) და ოფლის სუნით შეწუხებულმა მეტისმეტად ხმამაღლა ჩაილაპარაკა: „ვინ წვება ამ ქალებთან?“ (გამონათქვამი ბევრად სკაბრეზული იყო). ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ენაკვიმატობით გამოირჩეოდა (ასევე სკაბრეზულად), უპასუხა: „ჩვენი ქმრები ბრუნდებიან ჩვენსავით აქოთებულები ყანებიდან, ბატონო, ისინი წვებიან ჩვენთან.“

ჩემს თაობას არ ახსოვს, როგორ წაართვეს ჩვენს წინაპრებს საკუთრება, მაგრამ ჩემს თაობას წინაპრებისაგან მემკვიდრეობით მიღებული მიწის საკუთრების მეხსიერება არ დაუკარგავს. კომუნისტურმა სისტემამ ვერაფერი დაუპირისპირა მიწის საკუთრების მეხსიერებას, რადგან „ადამიანი მიწის არსებაა, მიწაზე მოსიარულე. ის დგას და დადის და მოძრაობს მყარ, მტკიცე მიწაზე. ის არის მისი საყრდენი და ნიადაგი. მისი წყალობით იქმნის ის თვალსაწიერს; ის დაღს ასვამს მის შთაბეჭდილებებს და სამყაროს მისეულ ხედვას. არა მარტო სახის მოყვანილობას, არამედ სიარულისა და მოძრაობის ფორმას, აღნაგობას ის იძენს, როგორც მიწაზე დაბადებული და მიწაზე მოსიარულე ცოცხალი არსება.“ (კარლ შმიტი, „მიწა და ზღვა“, 1942, ლაიფციგი, VI გამოცემა, გერ.ენაზე, გვ.7). ვერ შეეგუენ და არ დაივიწყეს, რადგანაც ნიკოლო მაკიაველის თქმისა არ იყოს, „ადამიანები უფრო ადვილად ეგუებიან საკუთარი მამის გარდაცვალებას, ვიდრე საკუთრების (მე ვიტყოდი მეხსიერების) დაკარგვას“. რატომ? საკუთრება ნიშნავს დაცულობას. რადგან, თუ ლათინურიდან მომდინარე (et domus sua cuique est tutissimum refugium) ინგლისური გამონათქვამის “An Englisman's home is his castle,” პერიფრაზს გავაკეთებთ, „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“. „ციხესიმაგრის“, პრივატულობის განცდა საბჭოთა სისტემამ ადამიანებს წაართვა. კომუნისტებს კარგად ესმოდათ, რომ ახალ საბჭოთა ადამიანს ახალი მეხსიერება სჭირდება. მეხსიერება კი უდავოდ დაკავშირებულია ნივთებთან, საგნებთან, მიწასთან, სახლთან, თუნდაც იმავე მამის ხსოვნასთან. ამიტომაც ასე ვუფრთხილდებით ჩვენი გარდაცვლილი მშობლების დანატოვარ, ზოგჯერ სრულებით უსარგებლო ნივთს; მათ დარგულ ხეებს, რომელთან შეხება და რომლის ყვავილთა სურნელი საყვარელი ადამიანის მინავლებულ ხატებას აცოცხლებს ჩვენს მეხსიერებაში. ჯორჯ ორუელის რომანში „1984“ ნაწარმოების გმირები აღმოაჩენენ პატარა ბინას ათასი უსარგებლო ნივთით, რომელიც მათში უცნაურ, სისტემისაგან აკრძალულ, განცდას აღძრავს.

0x01 graphic

საკუთრების ჩამორთმევის დრამატულ კვალს საბჭოთა კანონმდებლობა ინახავს:

„ყველა მიწები მთელი მშრომელი ხალხის საერთო კუთვნილებას შეადგენს. მიწის ყიდვა-გაყიდვა, მისი იჯარით ან რაიმე სხვა სახით ვინმეზე გადაცემა ისპობა“.

„მიწის მშრომელნი, რომელთაც მოხუცებულობის ან დასნეულების გამო სამუდამოდ მოესპო მუშაობის უნარი, კარგავენ უფლებას მიწით სარგებლობისას, ხოლო სამაგიეროდ სახელმწიფოსაგან იღებენ დახმარებას პენსიის სახით“ (1921 წ. აპრილის 6 - საქართველოს სსრ რევოლუციური კომიტეტის დეკრეტი მიწის ნაციონალიზაციის შესახებ, N 17).

„საბჭოთა კავშირის ეკონომიკური სისტემის საფუძველს შეადგენს წარმოების საშუალებათა სოციალისტური საკუთრება სახელმწიფო (საერთო-სახალხო) და საკოლმეურნეო-კოოპერაციული საკუთრების ფორმით“ (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კონსტიტუცია, 1989 წელი, თავი 2, მუხლი 10).

„მიწა, რომელიც კოლმეურნეებს უკავიათ, მათ აქვთ მიჩენილი უსასყიდლო და უვადო სარგებლობისათვის“ (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კონსტიტუცია, 1989 წელი, თავი 2, მუხლი 12).

„ქონება, რომელიც პირად საკუთრებად ან სარგებლობისათვის აქვთ მოქალაქეებს, არ შეიძლება იყოს უშრომელი შემოსავლის წყარო და გამოყენებულ იქნეს საზოგადოების ინტერესების საზიანოდ.“ (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კონსტიტუცია, 1989 წელი, თავი 2, მუხლი 13).

ახლა მახსენდება, რომ სოფლად გლეხების სახლებს არ ჰქონდა გასაღები. ან რა საჭირო იყო ის, როცა სისტემას შეეძლო პირდაპირ შემოსულიყო „შენს“ სახლში და სრულებით უწყინარი ხუმრობის გამო, ციხეში ხანგრძლივად გამოემწყვდიე. გასაღებს დაკარგული ჰქონდა საიდუმლოს დამცველის საკრალური მნიშვნელობა.

მახსოვს ჩემი ოჯახის მუდმივი ჭიდილი საკოლმეურნეო მიწათმფლობელობასთან. მამაჩემი არასდროს კმაყოფილდებოდა საკოლმეურნეო წესდებით გლეხებისათვის დადგენილი საკარმიდამო ნაკვეთით. ის ცდილობდა ღობის გადაწევას. მეხსიერებაში შემორჩენილი, ოდესღაც საკუთარი, მაგრამ კომუნისტების მიერ აწ უკვე საერთო-სახალხო საკუთრებად გამოცხადებული მიწის შემოწევას საკარმიდამო ნაკვეთის მიმართულებით. მახსოვს მეზობლების მდუმარე თანხმობა; მეზობლებისა, რომლებიც მსგავს სიზმრებსა და ზმანებებს ელოლიავებოდნენ. და კიდევ, რელიგიით განმტკიცებული სხვისი მიწის მითვისების შიში, შიში უსამართლობის გამო წყევლისა.

ვაკვირდებოდი საბჭთა კავშირის დაშლის შემდეგ გლეხების მიბრუნებას მეხსიერებით დაცულ წინაპრების მემკვიდრეობასთან და დღეს სულაც არ მიკვირს, რომ სოფლად მიწის დაბრუნების პროცესს დიდი დაპირისპირებები არ მოჰყოლია.

საკუთრების მეხსიერება, მასთან დაკავშირებული ტრადიცია უკვდავია. არც ერთ კანონს არ ძალუძს დაამარცხოს ის. ამიტომ გვახსოვდეს ტრადიცია, როგორც აწმყოსა და მომავლის საყრდენი და საფუძველი.

8 მღვდელმსახურების კანონები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე

0x01 graphic

ცოტა ხნის წინ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე Sindicatul “Pastorul cel Bun” v. Romania დაადგინა, რომ რუმინეთის ხელისუფლების უარი, რეგისტრაციაში გაეტარებინა ამავე ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურთა პროფკავშირი, შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლებას ეწინააღმდეგება. რუმინეთის სახელმწიფომ მღვდლების პროფკავშირს, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, 10 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

ოთხი წლის წინ, რუმინულ მიტროპოლიასა და სასულიერო პირებს შორის ფინანსური კონფლიქტი წარმოიშვა. ამის შემდეგ რუმინელმა მღვდელმსახურებმა და საეკლესიო პერსონალმა იერარქიისგან საკუთარი უფლებების დაცვა სახელმწიფო ინსტრუმენტის გამოყენებით სცადეს. 35 მართლმადიდებელი მღვდელი და მრევლის წევრი, რომელთაგან უმრავლესობა რუმინეთის ოლტენიის მიტროპოლიაში მსახურებდა, შეეცადა შეექმნა პროფკავშირი „კეთილი მწყემსი“. პროფკავშირის წესდებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის მიზანია „დაიცვას მღვდელმსახურთა და ორგანიზაციის საერო წევრთა პროფესიული, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტერესები ეკლესიის იერარქიასთან და კულტების სამინისტროსთან მიმართებაში“.

იმავე წელს, კრაიოვას საქალაქო სასამართლომ მღვდელმსახურთა ორგანიზაციას პროფკავშირად დარეგისტრირების ნება დართო. მოსამართლემ მხედველობაში მიიღო, რომ მღვდელმსახურები და საერო პერსონალი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მსახურებენ, რაც რუმინეთის შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, მათ პროფკავშირის შექმნის უფლებას აძლევდა.

კრაიოვას მთავარეპისკოპოსმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. იერარქის მტკიცებით, განაჩენი რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა წესდებას ეწინააღმდეგებოდა და მის დამოუკიდებლობას ხელყოფდა. სასამართლომ დააკმაყოფილა არქიეპისკოპოსის თხოვნა და მღვდელმსახურების პროფკავშირი გააუქმა. ამის შემდეგ პროფკავშირის წარმომადგენლებმა ევროსასამართლოში იჩივლეს და საქმე მოიგეს.

ევროსასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ ეკლესია შიდა საქმიანობას კანონიკური სამართლის საფუძველზე წარმართავს. მან მიიჩნია, რომ მღვდლებს, რომლებიც საეკლესიო ხელისუფლებისგან ფულს იღებენ, ქვეყნის პროფკავშირებში დარეგისტრირების უფლება აქვთ. ამრიგად, ევროსასამართლომ რელიგიური ორგანიზაცია არ განასხვავა საერო ტიპის დამსაქმებლებისგან და ქვეყანაში არსებულ საერთო წესს დაუქვემდებარა. რუმინეთის საპატრიარქოს აზრით, მღვდლობის ჩვეულებრივ სამსახურად მონათვლა მათ რწმენას შეურაცხყოფს და ეკლესიის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ევროპული გამოცდილებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება აშშ-ის სასამართლო პრაქტიკა. ოკეანის გადაღმა აღმსარებლობის თავისუფლება ბევრად ფართო გაგებით ესმით. ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება, უზენაესი სასამართლოს ინტერპრეტაციის თანახმად, არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის რწმენის თავისუფლებას იცავს, არამედ რელიგიური ორგანიზაციისაც. თუ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმა და რელიგიური დაწესებულების დამოუკიდებლობა ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის, სასამართლო ამ უკანასკნელს იცავს. ცხადია, ეს იმ ნორმებს შეეხება, რომლებიც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის საგანი არ არის.

ამის მაგალითია იანვარში გამართული სასამართლო პროცესი. უზენაესმა სასამართლომ, საქმეზე Hosanna-Tabor Evangelical Lutheran Church and School v. EEOC თქვა, რომ სახელმწიფოს უფლება არ აქვს მიუთითოს რელიგიურ ორგანიზაციებს, რა წესით აიყვანონ ან გაათავისუფლონ მსახურები. საქმე ეხებოდა ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სკოლის მასწავლებელს შერილ პერიჩს, რომელსაც 2004 წელს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. 2005 წელს, ერთწლიანი სამედიცინო შვებულებიდან დაბრუნებულ პერიჩს უარი უთხრეს სამსახურში დაბრუნებაზე და აცნობეს, რომ მისი ადგილი სხვამ დაიკავა.

პერიჩი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მისი გათავისუფლებით დაირღვა ფედერალური ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც დამსაქმებელს შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით პერსონალის გათავისუფლებას უკრძალავს. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ რელიგიურ ორგანიზაციაზე შეუძლებელია გავრცელდეს ფედერალური კანონით გათვალისწინებული ნორმა.

მეტიც, სასამართლომ ჩათვალა, რომ არა მხოლოდ უშუალოდ რელიგიური ინსტიტუტის, არამედ მის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, სკოლების, უნივერსიტეტებისა თუ საავადმყოფოების პერსონალი, ეკლესიის მსახურად უნდა განიხილებოდეს. თუ სახელმწიფო მათ დანიშვნასა და გათავისუფლებაში ჩაერევა, ეს იქნება იმ კონკრეტული ინდივიდების აღმსარებლობის თავისუფლებაზე ძალადობა, რომელთა ნებასაც კონკრეტული ორგანიზაცია გამოხატავს. სასამართლომ ამგვარ საეკლესიო გადაწყვეტილებებში სახელმწიფოს ჩარევა აკრძალა. ამით მნიშვნელოვნად გამტკიცდა ამერიკაში მოქმედი დაუწერელი „ღვთისმსახურების გამონაკლისის“ წესი.

„ღვთისმსახურების გამონაკლისი“ გულისხმობს შრომით ურთიერთობებში ღვთისმსახურებისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული სტანდარტების გამონაკლისის წესით შემსუბუქებას. თუ კანონი ადგენს, რომ ორგანიზაციამ ადამიანს სქესის ნიშნით არ უნდა უთხრას უარი დასაქმებაზე, ან ამ ნიშნით არ გაათავისუფლოს, რელიგიურ სივრცეზე მისი განვრცობა რელიგიური ინსტიტუტის დოქტრინასთან ბრძოლის გამოცხადებას ნიშნავს. ასე შესაძლოა ორგანიზაციის არსი განადგურდეს. როგორ რეტროგრადულ იდეებსაც უნდა ქადაგებდეს კონკრეტული სექტა, თავისუფალ საზოგადოებაში მისი გამოხატვისა და რწმენის უფლებას უმაღლესი კანონი იცავს. მაგალითად, თუ კათოლიკურ ორგანიზაციებზე სახელმწიფო განავრცობს სქესობრივი ან ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოვა, რომ რელიგიურ ორგანიზმს, რომელიც ღმერთმამაკაცობრივი ბუნებისა და კაცი მღვდლის დოქტრინაზე დგას - გაანადგურებს.

ამერიკული ტრადიცია რელიგიური ორგანიზაციების განსაკუთრებულ სოციალურ ფენომენს ითვალისწინებს. რელიგიური ინსტიტუტები ხელს უწყობს სოციალური კაპიტალის დაგროვებას, რომელიც, თავის მხრივ, საქველმოქმედო ენთუზიაზმის გამოღვიძებასა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აისახება. ამერიკელები საერთო მიზნების მიღწევისთვის შეკრებილი ასოციაციების საშუალებით საუკუნეების მანძილზე ქმნიდნენ თვითორგანიზებულ, პლურალისტურ საზოგადოებას. ადამიანები საკუთარ იდენტობას გარკვეულ ჯგუფთან და კრებულთან იყალიბებენ და გამოხატავენ. რელიგიური ორგანიზაცია ადამიანის იდენტობის გამოხატვის უნიკალურ ფორმად განიხილება, სადაც ის ღმერთთან დაახლოებას სხვებთან ერთად ესწრაფვის. თემის შიდა წესრიგის ხელყოფა, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, მისი წევრების ცხოვრების წესისა და აღმსარებლობის უხეშ ხელყოფად მიიჩნევა. შესაბამისად, ინდივიდთა რწმენის პრაქტიკა განუყოფლადაა დაკავშირებული მათი რწმენის ინსტიტუციურ ფორმებთან, ინსტიტუციური განზომილება გააჩნია და მას კანონი იცავს.

რუმინეთის საპატრიარქოში შექმნილი პროფკავშირი, კერძო ურთიერთობებში სახელმწიფოს უხეში ჩარევის გარდა, აღმსარებლობის თავისუფლებასაც ლახავს. სიმართლეა, რომ ავტოკეფალიათა უმრავლესობაში მღვდელს იერარქის ნებისმიერი სურვილისადმი უსიტყვო მორჩილება უწევს. მეუფის ნებაზეა დამოკიდებული, რამდენ გადასახადს დაუწესებს ტაძარს. მეორე მხრივ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია მღვდელს იმხელა ეპიტემია დაადოს, რამდენსაც მოისურვებს. მეუფესთან მარტო დარჩენილი დაბალი ხარისხის სასულიერო პირი ვერ შეძლებს, ხმა უფრო მაღალ ინსტანციებს მიაწვდინოს - საეკლესიო სასამართლოები, რომლებმაც ამგვარი დავები კანონიკურ საფუძველზე უნდა განიხილონ, აღარ არსებობენ, ან იერარქის უშუალო დაქვემდებარებაში არიან. სინოდი კი ძალიან იშვიათად იკრიბება იმისთვის, რომ დავების განხილვა მოისურვოს, ან შეძლოს.

მაღალი საეკლესიო ბეგარა მღვდელს თვითგადარჩენისთვის ბრძოლას აიძულებს. თუ ტაძარმა ეპარქიასა და საპატრიარქოს ცალ-ცალკე უნდა უხადოს შემოწირული ფული, ეს მას უბიძგებს მოიგონოს მანქანის, სახლის, ათასგვარი ტექნიკის, მიწის, ხატების აქეთ-იქით ტარებისა და სხვა „კურთხევანის“ რიტუალები, საიდანაც დამატებით ფულს მიიღებს. სწორედ ამ ორგანიზაციის სასარგებლოდ გააკეთა მღვდელმა არჩევანი სასულიერო ხარისხის მიღებისას. მას შეეძლო გამხდარიყო ან არ გამხდარიყო მღვდელი. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ჩარევა მნიშვნელოვნად ლახავს მართლმადიდებელი მრევლის წევრებისა და რელიგიური ორგანიზაციის თავისუფლებას.

9 სისხლის დონაცია საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თეონა კოკიჩაიშვილი

0x01 graphic

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია. პაციენტთა დასახმარებლად ყოველწლიურად საშუალოდ 60 000 დონაციაა საჭირო, საქართველოში კი ეს რიცხვი 37 000-ს არ აღემატება. ამასთან, საქართველოში დონორთა 95%25 სისხლის ჩაბარებაში ფულად ანაზღაურებას იღებს.

კავკასიის ბარომეტრი 2011-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80%25-ს სისხლი არასდროს ჩაუბარებია, 61%25-ს კი დონაციის შესახებ ბოლო ორი წლის განმავლობაში არაფერი სმენია. ნახევარზე მეტი ამბობს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ნაცნობთაგან დონორი არავინ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმეტესობა (61%25) მაინც ფიქრობს, რომ დონორთათვის ფულის გადახდა არასწორია - ანაზღაურებად დონაციას მხოლოდ 22%25 ამართლებს.

უანგარო დონორთა რიცხვის სიმცირის მიზეზების დასადგენად კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით 20%25 დაზუსტებით ვერ ამბობს, თუ რატომ არ აბარებს სისხლს. 9%25-მა არ იცის სისხლი სად ჩააბაროს, 4%25-ს დონორობა არ სურს, მეხუთედი მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს, 8%25-ს ინფექციური დაავადებების გადადების ეშინია, 7%25-ს კი ნემსის შიში აქვს.

2011 წელს ცენტრმა კვლევა სამოქალაქო აქტივობის შესახებაც ჩაატარა. ამჯერად კითხვა სხვაგვარად იყო ფორმულირებული - რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ, მათი აზრით, სხვები რატომ არ აბარებენ სისხლს. აღმოჩნდა, რომ ისინი მესამე პირში საუბრისას უფრო თამამები იყვნენ. მაგალითად, 17%25 მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს საკუთარი პრობლემა აქვს და სისხლის ჩაბარებას ამიტომ ვერ ახერხებს. საკუთარ თავზე საუბრისას კი დროის უქონლობა მიზეზად მხოლოდ 6%25-მა დაასახელა. 10%25 დონორთა სიმცირეს სხვისი პრობლემების მიმართ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას უკავშირებს - საკუთარ თავზე საუბრისას კი ეს მიზეზი ძალიან ცოტამ დაასახელა.

კითხვაზე - მომავალი 12 თვის განმავლობაში ჩააბარებენ თუ არა სისხლს, რესპონდენტთა 38%25 პასუხობს, რომ გადაწყვეტილი არ აქვს, 21%25 ამბობს, რომ ეს არასდროს მოხდება, ხოლო 11%25 მიიჩნევს, რომ ალბათობა დიდია.

გამოთვლილია, რომ ადამიანების 85%25-ს სისხლის გადასხმა 75 წლის ასაკამდე ერთხელ მაინც სჭირდება. სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციებისა და ორგანოთა გადანერგვის დროს. სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად სჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს. დონორმა ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით, შესაძლოა, სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს, რადგან ჩაბარებული სისხლისაგან სხვადასხვა კომპონენტები მზადდება. მათ გარკვეული ვადა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა ყოველდღიურად ესაჭიროებათ. მაგალითად, თრომბოციტული მასა 5 დღეს ინახება, ერითროციტები - 35-42 დღეს, პლაზმას ყინავენ და ერთი წლის განმავლობაშია ვარგისი.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სისხლის გადასხმა წელიწადში 10-15 ათას ადამიანს სჭირდება. საშუალოდ, თითო პაციენტზე 4 ერთეული სისხლი იხარჯება (როგორც წესი, ერთი დონორი ერთ ჯერზე 450 მლ სისხლს აბარებს, 1 დონაცია ერთი ერთეულია). ბანკში სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია. სისხლის ჩაბარებამდე 48 საათით ადრე პოტენციურ დონორს არ უნდა აღენიშნებოდეს გაციების ან გრიპის ვირუსის ნიშნები და მინიმუმ 50 კილოგრამს უნდა იწონიდეს. ყურადღება უნდა მიექცეს გადატანილ დაავადებებს, განსაკუთრებით ინფექციურს. მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის მდგომარეობა. დონორი ვერ გახდება ის, ვინც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში იყო ორსულად ან სისხლის გზით გადამდები ინფექციები აქვს (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია).

სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-სა და კანადაში სისხლის დონორობა ჰომოსექსუალებსაც ეკრძალებათ. ჯანდაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანებით, ჰომოსექსუალებს სისხლის დონორობა არც საქართველოში შეუძლიათ - ითვლება, რომ ისინი შიდსის ვირუსის მაღალ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან. მსგავს შეზღუდვას მოწინააღმდეგეები ჰყავს - მათი აზრით, ამ შემთხვევაში სისხლის დონორობის აკრძალვა მხოლოდ ჰომოსექსუალური სქესობრივი ქცევის საფუძველზე კი არა, ზოგადად, სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ხდება. ანუ სისხლის დონორობა ეკრძალებათ როგორც აქტიური სქესობრივი ცხოვრებით მცხოვრებ ჰომოსექსუალებს, ასევე, ყველა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანს, რომელიც აქტიური სქესობრივი ცხოვრებით არ ცხოვრობს. ბრიტანეთში ჰომოსექსუალებს სისხლის დონორობის უფლება რამდენიმე თვის წინ მისცეს. მათ დონორობა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ პარტნიორთან სექსუალური კავშირიდან ერთ წელზე მეტია გასული. მსგავსი პირობით ეძლევათ დონორობის უფლება ავსტრალიაში, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკაში, შვედეთსა და ახალ ზელანდიაში.

მართალია, ჩაბარების შემდეგ სისხლი მოწმდება, მაგრამ სისხლის უსაფრთხოება მნიშვნელოვანწილად თავად დონორის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, დონორი საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას თავადვე აფასებს და სპეციალურ ანკეტას ავსებს, შემდეგ კი სისხლს გარკვეულ საფასურად ან უანგაროდ აბარებს.

0x01 graphic

ბოლო წლების განმავლობაში უანგარო დონორთა რიცხვი სულ უფრო მატულობს და მათი რაოდენობა 70 ქვეყანაში დაახლოებით 10%25-ით გაიზარდა. ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, დონორთა 95%25 ქველმოქმედებაში კვლავ ანაზღაურებას იღებს, თუმცა მინიმალურს (30-40 ლარი).

ჯო ენის სამედიცინო ცენტრის სისხლის ბანკი საქართველოში ერთადერთია, რომელიც დონორებს ფულს არ უხდის. მისი დირექტორის, ლევან ავალიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ბანკმა დაარსების დღიდან მიიღო, ვინაიდან ფინანსური დაინტერესების შემთხვევაში, დონორმა შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამალოს. გარდა ამისა, დონორების მონაცემთა საერთო ელექტრონული ბაზის შექმნამდე, იყო შემთხვევები, როდესაც სისხლს დასაშვებზე ხშირად აბარებდნენ - ახლა დონაციებს შორის 2-თვიანი შუალედი მარტივად კონტროლდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში დონორთა ნახევარზე მეტი ქალია. ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი კი - 25-44 წელი (დონორთა 48%25).

14 ივნისს, სისხლის უანგარო დონორობის მხარდასაჭერად და პატივისცემის ნიშნად, დონორთა დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს.

10 სემ პელცმანი: კაპიტალიზმი მოკვდა, გაუმარჯოს მთავრობას - ამ მიდგომამ არ გაამართლა

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ესაუბრა ელენე კვანჭილაშვილი
ფოტო ირაკლი ბლუიშვილი

0x01 graphic

თავისუფალმა უნივერსიტეტმა მორიგ საჯარო ლექციაზე ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი სემ პელცმანი მოიწვია. ტაბულა მას რეგულირების გვერდით ეფექტებზე, ბაზარზე ფასების ზრდისა და შემცირების ტემპებზე, გლობალური ფინანსური კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე, მათი ახსნის თავისებურებებსა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.

ბატონო პელცმან, ერთადერთი ეკონომისტი ხართ, ვისი სახელიც რეგულირების სპეციალურ ეფექტს უწოდეს. თქვენი განმარტებით, პელცმანის ეფექტის დროს რეგულირებას მოჰყვება გაუთვალისწინებელი შედეგები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული. რატომ ხდება ასე?

ადამიანები იმიტომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან, რომ ამის მოტივი აქვთ. რეგულირების დროს ეს მოტივები არ იცვლება, უბრალოდ, დროებით და ხელოვნურად ითრგუნება.

თავიდან ამ საკითხის კვლევა მანქანის დიზაინზე დაკვირვებით დავიწყე. 1966 წლიდან ამერიკამ მანქანის დიზაინის რეგულირება დაიწყო იმისთვის, რომ მგზავრობა უფრო უსაფრთხო გამხდარიყო. რეგულაციის გზავნილი გახლდათ არა ის, რომ ამ დიზაინის მქონე მანქანით ავარიაში ვერ მოყვებოდი, არამედ ის, რომ თუ ავარია მოხდებოდა, უფრო დაცული იქნებოდი. მე ვივარაუდე, რომ ადამიანები საჭესთან ნაკლებ სიფრთხილეს გამოიჩენდნენ - მაგალითად, უფრო მეტი სიჩქარით ივლიდნენ, ვიდრე ადრე.

ეკონომიკის პრინციპია: თუ რამე იაფდება, ოდნავ მეტს ყიდულობ. ამ შემთხვევაში იაფდება ავარიის ალბათობა. შენც უფრო მეტის უფლებას აძლევ საკუთარ თავს. ეს არის პელცმანის ეფექტი და ყველა ტიპის რეგულაციაზე ვრცელდება.

საქართველოში მანქანის ღვედის გადაჭერა აუცილებელი გახდა და გზებზე უსაფრთხოების დიდი კამპანიაც წამოვიწყეთ. პრინციპში, თქვენ ამბობთ, რომ ამას განსაკუთრებული ეფექტი არ ექნება. ასეა?

მე იმის თქმა მინდა, რომ ეს ნაბიჯი უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ზრდის, მაგრამ უმნიშვნელოდ იმასთან შედარებით, რისი მოლოდინიც იქმნება. ამერიკელმა ეკონომისტებმა შეერთებულ შტატებში ღვედის რეგულაცია შეისწავლეს და აღმოჩნდა - უსაფრთხოება სამჯერ გაიზრდებოდა, რომ არა პელცმანის ეფექტი.

მინდა კარგად გამიგოთ: მე არ ვამბობ, რომ უსაფრთხოების ზომები ცუდია, ან ღვედი არ უნდა გავიკეთოთ. პელცმანის ეფექტი იმას აჩვენებს, რომ ღვედით სხვანაირად ვიქცევით და მის გარეშე ჩვენი ქცევა სხვანაირია. რეგულაცია ჩვენს ქცევას ცვლის, თუმცა ხშირად არა იმ მიმართულებით, როგორც ეს რეგულაციით იყო ჩაფიქრებული.

მაინც რა კავშირი არსებობს ბაზრის ფაქტორებსა და რეგულაციას შორის?

ეს ძალიან რთული კავშირია. უმეტესად ისე ხდება, რომ უსაფრთხოებაზე მოთხოვნას თვითონ ბაზრის განვითარება და პროგრესი ზრდის, რეგულაციას კი შეუძლია, ეს პროცესი დააჩქაროს. არ ვიცი, მანქანებში უსაფრთხოების ბალიში ან ღვედი ასე სწრაფად თუ გაჩნდებოდა, რომ არა მანქანის დიზაინის რეგულირება. თუმცა ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად მოხდებოდა. შეიძლება უფრო ნელა, შეიძლება სხვა ფორმით - მაგრამ აუცილებლად.

ერთ-ერთ კვლევაში თქვენ ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ ზოგადად ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მცირდება. რა იწვევს ამას?

საწვავის ბაზართან მიმართებაში სულ მესმოდა მომხმარებლების ჩივილი - ნავთობის გაძვირებასთან ერთად საწვავის ფასი თუ მატულობს, შემცირებასთან ერთად რატომ აღარ იკლებსო.

მეც დავფიქრდი - იქნებ არსებობს რაღაც მიზეზი, რომელიც მხოლოდ საწვავის ბაზარზე არ მოქმედებს და უფრო ფართო გავლენა აქვს-მეთქი. ფოლადის და საწვავის 300 ბაზარი გამოვიკვლიე. ეს ტენდენცია იმდენად უნივერსალურია, რომ რთულია კონკრეტული ფაქტორების გამოყოფა. იმედი მაქვს, სანამ ცოცხალი ვარ, ამ თავსატეხს ვინმე აუცილებლად ამოხსნის.

საწვავზე ფასი საქართველოშიც მაღალია. ექსპერტები ამას მონოპოლიური ბაზრით და ბაზარზე კარტელური გარიგებების შესაძლებლობით ხსნიან. ამის საფუძველზე მოითხოვენ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც საქართველოში რეფორმების შედეგად გაუქმდა. როგორ ფიქრობთ, ეს საჭიროა?

საქართველოს იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ ექსპერტული მოსაზრება გამოვთქვა, ამიტომ ჩემი შეფასება უფრო ზოგადი ხასიათის იქნება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც საქართველოს შესახებ ვიცი, ანტიმონოპოლიური ან კონკურენციის კანონმდებლობა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არ უნდა იყოს. თქვენი მთავარი საზრუნავი მაინც ეკონომიკური ზრდის მიღწევაა. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში გაჩენილი მოთხოვნა შეძლებს კონკურენციის მატებას, რაც თავის მხრივ, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენას გამოიწვევს. კონკურენციის რეგულირება ბასრი დანასავითაა და ზოგ შემთხვევაში, კონკურენციის წახალისების სახელით, თავად კონკურენცია შეიძლება შეზღუდოს. ეს ძალიან საფრთხილო საქმეა. ასეთი რეგულირების ეფექტი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ჩვენს ხელთ არსებულ მასალაზე დაყრდნობით, დადებითზე მეტად უარყოფითი შედეგი მოაქვს.

კონკურენციის კანონმდებლობის აღდგენას ჩვენგან ევროკავშირიც ითხოვს. თქვენ რა აზრის ხართ ევროკავშირის ჰარმონიზაციის პოლიტიკის შესახებ?

ჰარმონიზაციის პოლიტიკა კიდევ ერთი ძალიან საშიში იარაღია. ჰარმონიზაციის მთავარი მიზანი, როგორც ეს ევროკავშირის შექმნისას იყო ჩაფიქრებული, ბაზრის გახსნაა. პრინციპი - რისი გაყიდვაც დაშვებულია ერთ ქვეყანაში, ის შეიძლება სხვაგანაც გაიყიდოს - ცუდი სულაც არ არის, თუმცა ეს ჰარმონიზაცია დღეს ყველაფერზე, ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე ვრცელდება. მაგალითად, გადასახადების ჰარმონიზაცია დაუშვებელია. ეს ხომ ქვეყნებს შორის კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოს იმდენად კარგად არ ვიცნობ, ექსპერტული მოსაზრებები ვაფრქვიო, მაგრამ საღი აზრით თუ მივუდგებით, თქვენთვის ყველაზე მომგებიანი შვეიცარიის მოდელია - იყავით ევროკავშირთან ახლოს, მაგრამ მონეტარულად და ბევრი სხვა კუთხით დამოუკიდებლობა შეინარჩუნეთ. ლოგიკურია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სანაცვლოდ ევროკავშირმა ისეთი რეგულაციები დაგიწესოთ, რომელიც თქვენს ხარჯებს გაზრდის. ამ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნების დონეს გაუთანაბრდებით.

რა არის დღეს საქართველოს მთავარი კონკურენტული უპირატესობა გლობალურ ბაზარზე?

დაბალი ხარჯები, იაფი მუშახელი, განათლების კარგი სისტემა, გამართული ინსტიტუტები.

წინასაარჩევნოდ პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ გლობალური კრიზისის მთავარი მიზეზი ფინანსური სექტორის დერეგულაცია იყო. ეთანხმებით?

0x01 graphic

ეგ განცხადება მეც მოვისმინე და ბოლომდე ახლაც არ მესმის, რას ნიშნავს ეს ფორმულირება. ფინანსური სისტემის უსაფრთხოების ასპექტი დერეგულირებული არასდროს ყოფილა, პირიქით, გამუდმებით მკაცრდებოდა. ამის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი ისიც იყო, რომ მარეგულირებლები თვითონ რწმუნდებოდნენ - სისტემა იმაზე მეტი საფრთხის გაკონტროლებას შეძლებდა, ვიდრე ეს რეალურად შეეძლო.

როცა ობამასნაირი ადამიანი დერეგულაციაზე საუბრობს, სინამდვილეში გულისხმობს, რომ მარეგულირებლებმა ვერ მოახერხეს რეგულაციის სწორად შერჩევა და შემდეგ მისი სათანადოდ დანერგვა. თუ მართლაც ამას გულისხმობს, მაშინ ნაწილობრივ შეგვიძლია დავეთანხმოთ: კრიზისის შედეგი დადგა არა ერთ რომელიმე კონკრეტულ დღეს, არამედ წლების განმავლობაში დაგროვილი არასწორი პოლიტიკის გამო. ასეა, თუმცა ეს პოლიტიკა დერეგულაცია მაინც არ ყოფილა.

მაშინ რა არის დერეგულაცია?

რა არის? წლების განმავლობაში ამერიკაში ყველაფერს სახელმწიფო არეგულირებდა (ფინანსურ სექტორში) - დაწყებული იმით, რომელ შტატში რამდენი ფილიალი შეიძლებოდა ჰქონოდა ბანკს და დამთავრებული საბანკო განაკვეთებით. ამ შეზღუდვებმა მთელი სისტემის უსაფრთხოება დააზარალა. მერე ეს პოლიტიკა ნელ-ნელა გაქრა. მე ვერ ვხედავ კავშირს ამ ტიპის დერეგულაციასა და ფინანსურ კრიზისს შორის. მხოლოდ ამ ბრალდების საპირისპირო მხარე მხვდება თვალში - დერეგულაციის შედეგად მთელი სისტემა გაჯანსაღდა და გაძლიერდა. ამიტომაც ვამბობ - როცა ადამიანები ამბობენ, რომ დერეგულაციამ ფინანსური კრიზისი გამოიწვია, სინამდვილეში რაღაც სხვას უნდა გულისხმობდნენ. თუმცა კონკრეტულად რას, ამის განსაზღვრა მიჭირს.

სხვადასხვა ეკონომიკურმა სკოლამ ფინანსურ კრიზისს სხვადასხვა ახსნა მოუძებნა. იქნებ მოკლედ შეგვიჯამოთ ეს განსხვავებები.

თქვენ ისევ სხვის ტყავში ჩაძრომას მთხოვთ. არადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკვეთრი პოზიცია მაქვს. მე რეგულირების ასპექტზე ვამახვილებ ყურადღებას, რის გარეშეც მსოფლიო კრიზისს არ მივიღებდით. კი, კრიზისი იქნებოდა, თუმცა რეგულაციამ სიტუაცია დაამძიმა. მთავრობის პოლიტიკას სხვა რამ მოეთხოვება. არ ვამბობ, რომ პერიოდული კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელია, ეს ფინანსური ინსტიტუტების მუშაობის თანდაყოლილი მახასიათებელია. ნეგატიური შოკები ყოველთვის იქნება და ხალხიც შეიძლება ერთდროულად მიაწყდეს ბანკებს საკუთარი ფულის მოთხოვნით. ამას ვერ ავიცილებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გაუარესება და კიდევ უფრო დამძიმება.

თუ არსებობს ისეთი ეკონომიკური სკოლა, რომელმაც არა მხოლოდ ახსნა გლობალური ფინანსური კრიზისი, არამედ გარკვეულწილად მისი პროგნოზირებაც შეძლო?

ყველა, ვინც ამას იჩემებს, ან იტყუება, ან ძალიან გაუმართლა. მოდი, 2008 წლის ზაფხულში, კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე გადავინაცვლოთ. რა მოხდა? ჯერ სამშენებლო ბიზნესი გაჩერდა. მას მიჰყვა საავტომობილო ბიზნესი, რომელიც სიდიდით მეორეა ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში. თუმცა ეკონომიკა ცოტა ხანს მაინც მყარად იდგა. ამდენად, 2008 წლის ადრეული ზაფხულის გადმოსახედიდან ბანკებს პრობლემები შეექმნებოდათ, დიდ ზარალსაც ნახავდნენ, მაგრამ ნამდვილად ძნელი იყო იმის გათვლა, რომ საერთაშორისო კრიზისს მივიღებდით. ამიტომ, თუ ვინმემ კრიზისის მასშტაბი იწინასწარმეტყველა, წარმოუდგენლად გაუმართლა.

ეს კრიზისი ეკონომიკური სკოლების რეპუტაციაზე თუ იმოქმედებს?

პირველი პასუხი კრიზისზე ობამას სულისკვეთებით იყო გამსჭვალული: საბაზრო ეკონომიკის, დერეგულაციის, პრივატიზაციის დრო წავიდა. კაპიტალიზმი მოკვდა, გაუმარჯოს მთავრობას. მთავრობამ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ფინანსური სექტორი და ამაზე ბევრი ფულიც უნდა დახარჯოს. ჩემი აზრით, ამ მიდგომამ არ გაამართლა. შეიძლება ეს მართლაც იყოს ელიტის დიდი სურვილი, მაგრამ მოდი შევხედოთ, როგორ უპასუხა მსოფლიომ ფინანსური კრიზისის გამოწვევას და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ჩვენ მივიღეთ მემარცხენე პარტიები, რომლებმაც მარჯვნივ გადაუხვიეს. ისინი საკუთარ თავს დღესაც ლეიბორისტებს, სოციალისტებს და კიდევ რას აღარ უწოდებენ, მაგრამ საქმით მაინც მემარჯვენე კურსს ატარებენ. ამის მაგალითია ძალიან ბევრი ქვეყანა: ჩინეთის კომუნისტური პარტია, ინდოეთის კონგრესის პარტია, რომელიც თავიდან სოციალისტური იყო, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ინგლისი. საფრანგეთშიც კი განსხვავებული სოციალისტური პარტიაა.

რეალურად შეხედეთ, რა მოხდა 2008-2009 წლებში: თუ ვინმეს უნდოდა უკან დაბრუნება, ამის გამართლებაც შეეძლო. და მათ ეს გზა არ არჩიეს. თუმცა ერთი გამონაკლისი მაინც არსებობს - შეერთებული შტატები. უახლოეს მომავალში ვნახავთ, ეს რა შედეგებს მოიტანს. კონტრმოძრაობა უკვე დაწყებულია. აშშ მარცხნივ წავიდა. სხვა - არავინ.

მომავალში მთავრობების მხრიდან მეტ რეგულირებას უნდა ველოდოთ?

არაერთხელ დამტკიცდა, რომ ზედმეტ რეგულაციებს უარყოფითის მეტი არაფერი მოაქვს. 1970-80-იან წლებში ანტიკეინსიანური რევოლუცია გვქონდა. მაშინ ამ მიდგომის სისუსტეები კარგად გამოიკვეთა და, როგორც მეგონა, სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას. ასე არ ყოფილა, მაგრამ როგორც კი საპასუხოდ კრიზისი მივიღეთ, განათლებულმა საზოგადოებამ იმწამსვე თქვა, რომ ამაში დიდი წვლილი მთავრობას მიუძღოდა. 50 წლის წინ მიღებული გაკვეთილი ხალხმა კარგად გადაიმეორა.

კიდევ რა გაკვეთილი შეგვიძლია მივიღოთ რეგულირების ისტორიიდან?

ასეთი რამდენიმე გაკვეთილია. პირველი, როცა უკვე გაქვს რეგულაცია, მისი თავიდან მოშორება ძალიან ძნელია. სიკეთეების უმეტესობა, რასაც რომელიმე რეგულაცია გვპირდება, სინამდვილეში მარეგულირებლების მიერ კი არაა შექმნილი, პროგრესისა და ეკონომიკური ზრდის პროდუქტია. აქედან მეორე გაკვეთილი: მოთმინება გვჭირდება. და მესამე - როდესაც მარეგულირებელი ამბობს, რომ ცუდს გამოასწორებს, ეს ცუდი სინამდვილეში ისევ წამოყოფს თავს, ოღონდ სხვა ფორმით. რეგულაციას ყოველთვის აქვს გვერდითი ეფექტი. ეს არის სამი ძირითადი გაკვეთილი, რომელთა კარგად დამახსოვრებაც არ გვაწყენდა.

ბოლო შეკითხვა: სად ვიქნებით ეკონომიკურად 2050 წელს?

ევროზონასა თუ შეერთებულ შტატებში არსებული დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება შეუძლებელია. ვფიქრობ, ამ კრიზისმა უნდა განსაზღვროს რა ზომის იქნება მთავრობა მომავალში - გაიზრდება თუ შემცირდება. ზუსტი პასუხი არ მაქვს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამდენ ხანს ლოდინი არ დაგვჭირდება და 10 წელიწადში ზუსტი პასუხი გვეცოდინება.

11 გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

ნინი გოგიბერიძე

0x01 graphic

0x01 graphic

ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე ბექაური საქართველოს წინააღმდეგ - პროცესი საქართველოს გამართლებით დასრულდა. ეს ფაქტი ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩებოდა, რომ არა ერთი გარემოება - 8-გვერდიანი გადაწყვეტილების ტექსტი საქმესთან დაკავშირებული ფაქტების კვლევას თითქმის არ ეთმობა. მასში სტრასბურგის სასამართლო ძირითადად ქართველი ადვოკატების ქცევაზე ამახვილებს ყურადღებას და მას „გამაოგნებელი უპასუხისმგებლობის გამოხატულებად“ აფასებს.

ფრიდონ ბექაურმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2002 წელს მიმართა, მას შემდეგ, რაც პოლიციელის მკვლელობისთვის ქართულმა მართლმსაჯულებამ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ბექაური და მისი ინტერესების დამცველები დავობდნენ, რომ სამუდამო პატიმრობა წამების ტოლფასია და, აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება. სტრასბურგის სასამართლომ საქმე 2010 წელს დასაშვებად ცნო. თუმცა, მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის გარემოებები, რის საფუძველზეც სასამართლომ ამ საქმის განხილვა დაიწყო, 2007 წელს შეიცვალა - საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბექაურს სამუდამო პატიმრობა 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. მაგრამ, ვალდებულების მიუხედავად, ამ ფაქტის შესახებ ბექაურის დამცველებს სტრასბურგის სასამართლოსთვის არ უცნობებიათ.

გადაწყვეტილების ტექსტში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ბექაურის თავდაპირველი წარმომადგენლის - ელისო ბუთხუზის ქცევას „სამარცხვინოს“ უწოდებს. „გარდა იმისა, რომ მან ვერ წარმოადგინა მოსაზრებები საქმის დასაშვებობისა და არსებითი მხარის შესახებ, მიუხედავად ამისათვის დადგენილი ვადის გახანგრძლივებისა, დამცველმა ორჯერ დაკარგა საქმის მასალები, ვერ ითანამშრომლა მოსარჩელის სხვა წარმომადგენლებთან და მოსარჩელის ოჯახს არ აცნობა საქმის მიმდინარეობის შესახებ... მისი ზერელე დამოკიდებულება იქამდე მივიდა, რომ მან სასამართლოს დაუმალა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომჩივანს უვადო პატიმრობა თავისუფლების აღკვეთის ფიქსირებული ვადით შეეცვალა, მაშინ როდესაც ეს ფაქტი მომჩივანის საქმის არსებით ნაწილს უკავშირდებოდა“.

რაც შეეხება ბექაურის ახალ წარმომადგენლებს, ლია მუხაშავრიასა და ვახტანგ ვახტანგაძეს - „სასამართლოს მიუღებლად მიაჩნია, რომ იურისტებმა, რომლებიც საქმეში 2006 წლის ივლისში ჩაერთვნენ, 2010 წლის მაისის ბოლომდე ვერ შეიტყვეს, რომ მათ კლიენტს უვადო პატიმრობა თავისუფლების აღკვეთის ფიქსირებული ვადით ჯერ კიდევ 2007 წლის მარტში შეეცვალა. ნებისმიერ შემთხვევაში... ორივეს - მომჩივანსაც და მის წარმომადგენელსაც, უნდა ეცნობებინათ სასამართლოსთვის საქმეში ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილების შესახებ... სასამართლო ამ მნიშვნელოვან გარემოებას გაითვალისწინებდა საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლის დროს. სამწუხაროდ, მათ ეს არ გააკეთეს და არც დამაჯერებელი განმარტება წარმოუდგენიათ ამ სერიოზულ პროცედურულ დარღვევაზე“, - ნათქვამია გადაწყვეტილების ტექსტში.

ადვოკატთა არაკვალიფიციურობა და უპასუხისმგებლობა ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი პრობლემაა ქართულ მართლმსაჯულებაში. დროთა განმავლობაში ეს თემა უფრო მწვავედ იჩენს თავს. საქმე ისაა, რომ საქართველო, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიღებით, შეჯიბრებით მოდელზე გადავიდა. ამ სისტემაში უზრუნველყოფილია მხარეთა სრული თანასწორუფლებიანობა. ამას ემატება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეტაპობრივი დანერგვა სისხლის სამართლის საქმეებზე. წლების განმავლობაში კრიტიკის საგანს სწორედ სისხლის სამართლის სფეროში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრობლემა წარმოადგენდა. ამ რეფორმებმა უნდა შექმნას ყველა წინაპირობა, იმისთვის რომ მართლმსაჯულების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. მაგრამ ერთია შესაძლებლობის შექმნა და მეორე - მისი გამოყენება.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი სისტემა მხარეების - ადვოკატებისა და პროკურორების - მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა სრული შემადგენლობის გადამზადება ახალი საპროცესო კანონმდებლობის მიღებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. სასამართლო უნარ-ჩვევებში დახელოვნების გარდა, პროკურორები თანამიმდევრულობით ეცნობოდნენ საპროცესო კანონმდებლობის ნოვაციებს. ამდენად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სახელმწიფო ბრალდება უფრო მომზადებული შეხვდა ცვლილებებს.

2009 წელს რეფორმა ჩატარდა უფასო იურიდიული დახმარების სისტემაში, რომელიც მთლიანად ახალი ადვოკატებით შეივსო. როგორც ევროკავშირის მხარდაჭერით 2010-2011 წლებში TERRA-Media-ს მიერ განხორციელებული კვლევა მოწმობს, საზოგადოებრივი დამცველების მომსახურებით, კლიენტთა 71%25 კმაყოფილია.

0x01 graphic

ტრენინგების თვალსაზრისით, არც კერძო ადვოკატებს მოკლებიათ ყურადღება. ამაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ზრუნავდა და ზრუნავს. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ისარგებლეს და გამოადგათ მათ ეს დახმარება.

ადვოკატი თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლად ითვლება. თუმცა, რეალურად იურიდიული მომსახურება, როგორც წესი, ყველგან, მათ შორის საქართველოშიც, სახელმწიფოს მიერ რეგულირდება. ადვოკატისთვის სავალდებულო ნორმებს კანონი აწესებს - საქართველოში დამცველი ვერ გახდები, თუ არ მიგიღია სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული იურიდიული განათლება, სტაჟირება, არ ჩაგიბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ ხარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. თავის მხრივ, ეს ორგანიზაცია თავისი ეთიკის კომისიის მეშვეობით ზედამხედველობს მოქმედი ადვოკატების მიერ კანონისა და პროფესიული ეთიკის მოთხოვნათა დაცვას.

0x01 graphic

ადვოკატთა ასოციაციის თემა არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა სასამართლოში დავის საგანი. იყო შემთხვევა, როდესაც ეჭვქვეშ დადგა ასოციაციის სავალდებულო წევრობის ზოგადი პრინციპი და მისი შესაბამისობა გაერთიანების თავისუფლების კონსტიტუციურ ნორმასთან. ამას გარდა, დაპირისპირება გაჩნდა ადვოკატთა წრეშიც. დავამ ამ ორგანიზაციის შექმნა 2006 წლამდე გააჭიანურა. დღეს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დაახლოებით 3700 პირია.

რეალურად, საადვოკატო საქმიანობა ჩვეულებრივი სერვისია, რომელშიც მომხმარებელი ფულს იხდის. მოქალაქეს საშუალება აქვს დაიქირაოს დამოუკიდებელი ადვოკატი, რომლის მომსახურებაც, ერთ ინსტანციაში, 200-დან 500-ლარამდე მერყეობს. შეუძლია იურიდიულ კომპანიას მიმართოს, სადაც თითო ინსტანციაში წარმომადგენლობის საშუალო ფასი 1000-1500 ლარია. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, კლიენტს არა წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული თანხის, არამედ საათობრივი ანაზღაურების გაღება უწევს - საშუალო ფასი 50 დოლარიდან იწყება და 350 დოლარამდე ადის.

მიუხედავად იმისა, თუ რა ფასს იხდის მომხმარებელი ადვოკატის მომსახურებაში, დამცველის პროფესიული ვალია, რომ ყველაფერი იღონოს კლიენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მისი გამოისობით დაცვის ქვეშ მყოფს დამატებითი ზიანი არ მიადგეს. სტრასბურგის სასამართლოს ზემოხსენებული საქმე იმითაცაა საყურადღებო, რომ დამცველებმა კლიენტიც ფრუსტრირებული დატოვეს - გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ბექაურის მამა სასამართლოს შეეხმიანა და იჩივლა, რომ მისი შვილის წარმომადგენლებმა ის საინფორმაციო ვაკუუმში მოაქციეს და საქმის დეტალების შესახებ არაფერი იცოდა.

კლიენტის უფლებების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ მას ადვოკატის უხარისხო მომსახურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება შეეძლოს. ბევრ ქვეყანაში ადვოკატის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა გავრცელებული სერვისია. საქართველოში ეს პრაქტიკა ფეხს ნელა, მაგრამ მაინც იკიდებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, რამდენიმე იურიდიული ფირმა დაეზღვია. თუმცა, ამას გამონაკლისის სახე უფრო აქვს, ვიდრე წესის. გარდა ამისა, თავად ეს დაზღვევაც ჯერჯერობით სიმბოლურ ხასიათს ატარებს, გამომდინარე იქიდან, რომ სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით ადვოკატის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების პრეცედენტი პრაქტიკულად არ არსებობს.

0x01 graphic

უკმაყოფილო კლიენტთა ნაწილი, ვინც მიიჩნევს, რომ ადვოკატის ქმედებით მათი უფლებები ან ინტერესები დაირღვა, როგორც წესი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართავს. 2010-დან 2012 წლის თებერვლის ჩათვლით ეთიკის კომისიაში სულ 249 საჩივარი შევიდა. ეს ორგანო ადვოკატების დისციპლინურ დევნას ახორციელებს. მაგრამ, მოქმედი წესდების მიხედვით, კომისია ვერ აიძულებს ადვოკატს, კლიენტს გადახდილი ჰონორარი დაუბრუნოს ან მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია გადაუხადოს.

კანონით დადგენილია დისციპლინური სახდელების სხვადასხვა სახე: გაფრთხილება, საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით ან ასოციაციის წევრობის შეწყვეტა. გარდა ამისა, კომისიას შეუძლია კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს ადვოკატს. ბოლო 2 წლის მანძილზე, მხოლოდ 12 შემთხვევაში მიეცათ ადვოკატებს გაფრთხილება, ხოლო საქმიანობის უფლება 3 ადვოკატს შეუწყდა.

შესაძლოა, ადვოკატების დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემის შემთხვევათა სიმცირე იმითაც აიხსნება, რომ კომისიის 15 წევრიდან, მხოლოდ ერთია არაიურისტი. კოლეგები კი, ერთმანეთის მიმართ, როგორც წესი, უფრო ლმობიერები არიან.

თითზე ჩამოსათვლელია ისეთი შემთხვევები, როდესაც ადვოკატის უხარისხო მომსახურების გამო, კლიენტები სასამართლოს მიმართავენ. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო საქმეში მოქალაქე დავობდა, რომ ადვოკატს მომსახურების საფასური გადაუხადა, თუმცა მისი ინტერესების დამცველმა უმოქმედობა არჩია და საერთოდ არ შეიტანა საქმე სასამართლოში. ზიანის ანაზღაურება ამ შემთხვევაში სიმბოლური იყო (დაახლოებით 150 ლარი ანუ ის თანხა, რაც კლიენტმა მომსახურებაში გადაიხადა). სამწუხაროდ, ქართული სასამართლოების პრაქტიკა ამ მხრივ მდიდარი არაა. მოქალაქეებმა არ იციან რა მექანიზმებით დაიცვან თავი უვარგისი ადვოკატებისგან.

ნიშანდობლივია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში ადვოკატთა უსაქციელობის საილუსტრაციოდ სულ ექვს პრეცედენტს მოიხსენიებს. აქედან ოთხი ქართულია. სტრასბურგის სასამართლო ადვოკატებს აფრთხილებს, რომ თუ მსგავს უპასუხისმგებლობას კვლავაც ექნა ადგილი ამ ადვოკატების მხრიდან, სასამართლოს რეგლამენტი საშუალებას იძლევა, მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოღვაწეობა აეკრძალოთ.

12 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


რობერტ ტერიენის მონუმენტური სკულპტურა ბელფასტის ახლადგახსნილ ხელოვნების ცენტრში. ირლანდია

0x01 graphic

13 მეორე რაუნდი: ოლანდი-სარკოზი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

საფრანგეთი

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

22 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა და მოსალოდნელი შედეგებით დასრულდა. პირველი ადგილი ხმათა 28.6 პროცენტით სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა დაიკავა, მეორეზე კი მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი გავიდა 27.2 პროცენტით. 6 მაისს, არჩევნების მეორე ტურში სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მესამე ადგილზე რადიკალური მემარჯვენე პარტიის, ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი გავიდა. მან პროგნოზებს გადააჭარბა, ხმათა 17.9 პროცენტის მოგროვება შეძლო და საკუთარი მამის, ჟან-მარი ლე პენის რეკორდი გააუმჯობესა - 2002 წელს მიღებული ხმათა 17%25. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მაშინ ნაციონალური ფრონტის ლიდერი მეორე ტურში გავიდა, სადაც ჟაკ შირაკთან დამარცხდა.

მეოთხე ადგილი დაიკავა რადიკალმა მემარცხენემ ჟან-ლუკ მელანშონმა, რომელიც კოალიცია მემარცხენე ფრონტის კანდიდატი იყო. მის პოლიტიკურ ბლოკში კომუნისტებიც შედიოდნენ. რევოლუციურმა რიტორიკამ მელანშონს ხმათა 11%25 მოუტანა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მარინ ლე პენი და მელანშონი ერთმანეთის გალანძღვას არ თაკილობდნენ. მათი დაპირისპირება პირველი ტურის ერთ-ერთი ინტრიგა იყო. მეხუთეზე გავიდა ცენტრისტი ფრანსუა ბეირუ 9 პროცენტით. დანარჩენმა ხუთმა კანდიდატმა ჯამში 6 პროცენტზე ოდნავ მეტი მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ რადიკალმა კანდიდატებმა (ლე პენი და მელანშონი) ჯამში 29%25 მოაგროვეს - მეტი, ვიდრე ოლანდმა ან სარკოზიმ. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 80-მა პროცენტმა მიიღო.

მეორე ტურისთვის სარკოზი ოლანდს ყველა წინასაარჩევნო გამოკითხვაში ჩამორჩება. მათ შორის სხვაობა დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს. საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის (1958) 8 პრეზიდენტიდან 3 პირველ ტურში დამარცხდა, მაგრამ მაშინ ოპონენტებს შორის ასეთი სხვაობა არ იყო. გამარჯვების შემთხვევაში, ოლანდი მეხუთე რესპუბლიკის მხოლოდ მეორე პრეზიდენტი იქნება სოციალისტური პარტიიდან (პირველი ფრანსუა მიტერანი იყო 1981-1995 წლებში). სარკოზი კი გახდება მეორე პრეზიდენტი, რომელმაც მეორე ვადით გაპრეზიდენტება ვერ მოახერხა. პირველი იყო 1981 წელს მიტერანთან დამარცხებული ვალერი ჟისკარ დ'ესტენი.

სარკოზის ორ კვირაზე ნაკლები დრო აქვს ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, თუმცა მიმომხილველთა ნაწილმა ის უკვე ჩამოწერა. პრეზიდენტი ეცდება, მარინ ლე პენისა და ბეირუს ამომრჩევლები მიიმხროს. შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს 5 აუტსაიდერი კანდიდატის ხმები.

0x01 graphic

ჟან-ლუკ მელანშონი

არჩევნების დღეს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ლე პენის მხარდამჭერთა 50-60%25 მეორე ტურში სარკოზის მიემხრობა, 20-25%25 კი - ოლანდს. ბეირუს ელექტორატის 2/3 ორ დარჩენილ კანდიდატს შორის ხმებს თანაბრად გაყოფს. ოლანდი მელანშონის ელექტორატის ხმებსაც მიიღებს, რადგან მან მეორე ტურში ოლანდს ღიად დაუჭირა მხარი. არ არის გამორიცხული, რადიკალი მემარცხენე პოლიტიკოსის მხარდაჭერამ ოლანდს ცენტრისტების ხმათა გარკვეული რაოდენობა დააკარგვინოს.

0x01 graphic

მარინ ლე პენი

ოლანდმა მოახერხა არჩევნების პირველი ტური ანტისარკოზულ რეფერენდუმად ექცია. სარკოზის წარუმატებლობის უპირველეს მიზეზად არა მის პოლიტიკურ პროგრამას, არამედ პიროვნულ თვისებებს ასახელებენ. 2007 წელს მან გამარჯვება ფეშენებელურ რესტორანში აღნიშნა, შემდეგ კი მილიარდერი მეგობრის იახტაზეც შენიშნეს და მსხვილ ბიზნესმენთა მეგობრის იარლიყიც მიეკერა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი და მისი მთავრობის წევრები კორუფციასა და ფინანსურ მაქინაციებშიც არიან გარეული. სარკოზის ოპონენტების მტკიცებით, არჩევნები მისი უკანასკნელი შანსია, რომ თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას - საფრანგეთის პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს.

სარკოზის არაპოპულარული გამოხდომები ოლანდის საარჩევნო კამპანიის თემა იყო. სოციალისტური პარტიის კანდიდატი წინასაარჩევნო პერიოდში განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ თავად ნორმალური პერსონაა. ოლანდის მიერ საკუთარ ნორმალურობაზე გაკეთებულ აქცენტს ჯერჯერობით შედეგი მოაქვს. Sciences Po-ს პროფესორი დომინიკ მუასი ოლანდის კამპანიას საფეხბურთო თავდაცვით ტაქტიკას, კატენაჩოს ადარებს - ოლანდმა თავიდანვე მოახერხა დაწინაურება, შემდეგ კი მისი მთავარი ამოცანა სარკოზისთვის ხელის შეშლა იყო.

სარკოზის შანსი ოლანდთან პირისპირ დებატებია, რადგან ოლანდი სამთავრობო თანამდებობაზე არასდროს ყოფილა და არც კრიზისული სიტუაციების გამკლავების გამოცდილება გააჩნია. მისი კარიერის ყველაზე ექსტრემალური მომენტი იყო 2005 წელს ევროპული კონსტიტუციის პროექტზე შიდაპარტიული დაპირისპირება. სარკოზის ექნება შანსი თავის უპირატესობებსა (ლიდერობის უნარი, პოლიტიკური გამოცდილება, კრიზისული სიტუაციებისთვის თავის გართმევა) და ოპონენტის სისუსტეებს გაუსვას ხაზი. მისი გუნდის წევრები პირველ ტურამდეც აცხადებდნენ, რომ სოციალისტური პარტიის კანდიდატთან დებატებს სულმოუთქმელად ელიან და იმედოვნებენ, რომ მხოლოდ ორი კანდიდატის პირობებში, ამომრჩევლები მათი ღირსებებისა და ნაკლოვანებების უკეთ შედარებას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ოლანდის ნორმალური პერსონით აღტაცებული არც მისი ამომრჩევლები არიან. ფრანგების 54%25 ფიქრობს, რომ სარკოზის ქვეყნის პრეზიდენტობისთვის საკმარისი ავტორიტეტი აქვს, ოლანდის ავტორიტეტში კი მხოლოდ 23 პროცენტია დარწმუნებული. ფრანგების 49%25 მიიჩნევს, რომ სარკოზის შეუძლია რთული გადაწყვეტილებების მიღება. ოლანდის მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც 23 პროცენტია. ფრანგთა 41%25 თვლის, რომ სარკოზის შეუძლია ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს. ოლანდის იმედი 27 პროცენტს აქვს.

ოლანდი გაპრეზიდენტების შემთხვევაში სარკოზის ეკონომიკური რეფორმების გაუქმებას აპირებს. ეს უკანასკნელი 2007 წელს საფრანგეთს რადიკალურ ცვლილებებს დაჰპირდა. მან ფრანგებს განუცხადა, რომ თუ უკეთესად ცხოვრება სურთ, მეტი უნდა იმუშაონ. სარკოზიმ ფრანგების მკაცრად რეგულირებული სამუშაო გრაფიკი შეარბილა - გაუქმდა შეზღუდვები ზედმეტ სამუშაო საათებზე, გაუქმდა გადასახადები სამუშაო დროის გადაჭარბებისას გამომუშავებულ შემოსავალზე. სარკოზიმ საფრანგეთის საპენსიო სისტემის რეფორმაც დაიწყო. 1945 წელს 8 დასაქმებულ ფრანგს უწევდა 1 პენსიონერის უზრუნველყოფა. ამჟამად კი ორ მომუშავე ადამიანზე 1 პენსიონერი მოდის. ამასთანავე, 1945 წელთან შედარებით სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 წლით გაიზარდა. სარკოზიმ საპენსიო ასაკი 60-დან 62 წლამდე გაზარდა.

სარკოზის რეფორმები მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შეაჩერა. საფრანგეთის საჯარო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 90 პროცენტს მიაღწია, უმუშევრობა 10 პროცენტს მიუახლოვდა, 2012 წლის დასაწყისში კი ამერიკულმა ფინანსური მომსახურებების კომპანია Standard & Poor's-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი უმაღლესი კატეგორიიდან ერთი საფეხურით ჩამოაქვეითა. კრიზისს სარკოზის სანახევროდ გატარებულმა რეფორმებმა ვერ უშველა.

ოლანდს სურს, საპენსიო ასაკი ისევ 60 წლამდე ჩამოსწიოს. ის გადასახადების გაზრდასაც აპირებს - ფრანგები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 150,000 ევროს აღემატება, შემოსავლის 41 პროცენტის ნაცვლად სახელმწიფოს 45%25-ს გადაუხდიან. ის აპირებს, რომ 75 პროცენტამდე გაუზარდოს გადასახადი მათ, ვისი შემოსავალიც წელიწადში 1 მილიონ ევროს აჭარბებს. ოლანდის ამ პუნქტს სარკოზიმ პოპულისტური უწოდა. მდიდარი ფრანგები, მაღალი გადასახადების გამო, თავიანთ კაპიტალთან ერთად ტოვებენ საფრანგეთს. მეორე მხრივ, წელიწადში 1 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი ამომრჩეველთა 0.01 პროცენტს აქვს, შესაბამისად, ოლანდის რეფორმა რეალურად მხოლოდ რამდენიმე ათას ადამიანს შეეხება, არჩევნებზე კი რამდენიმე პროცენტი შეიძლება მიიმხროს.

მიუხედავად საფრანგეთის მზარდი საჯარო ვალისა, ოლანდს არც ქამრის შემოჭერის პოლიტიკის განხორციელება სურს. ამ გადაწყვეტილებით პოტენციური ინვესტორები მოხიბლული ვერ დარჩებიან. სოციალისტური პარტიის ლიდერმა აგრეთვე განაცხადა, რომ ასწევს მინიმალურ ხელფასს და განათლების სისტემაში 60,000 მასწავლებელს დაასაქმებს.

ოლანდი ევროპის ფისკალური აქტის გადახედვასაც აპირებს - შეთანხმებაში მინიმალური ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების პუნქტის ჩადება სურს. აქტზე მოლაპარაკებების განახლება მის რატიფიკაციას ჩააგდებს.

ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტს ეკონომიკური კრიზისის გამო მანევრირების შეზღუდული საშუალება ექნება. შესაბამისად, წინასაარჩევნო დაპირებების დიდი ნაწილის შესრულებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს.

ოლანდის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ცვლილებები იქნება საგარეო პოლიტიკაშიც. სავარაუდოდ, ოლანდი სარკოზიზე ნაკლებად აქტიური იქნება. დაიშლება სარკოზისა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ევროპული დუეტი (მერკოზი). სარკოზიმ და მერკელმა ევროკავშირისა და ევროზონის ლიდერობა იტვირთეს და მათი თანამშრომლობა ევროზონის კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში საკვანძო იყო. მერკელი სარკოზის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ღიად უჭერდა მხარს, თუმცა ოლანდის გაპრეზიდენტება მერკელთან ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს. გერმანიის იგნორირებას საფრანგეთის პრეზიდენტი ვერ შეძლებს. ოლანდმა განაცხადა კიდეც, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბერლინში იქნება. სარკოზის მთელი თავისი გამოცდილების გამოყენება მოუწევს ოპონენტის დასამარცხებლად. შესაძლოა, მეორე ტურის წინ აუტსაიდერის იმიჯმა მის წისქვილზე დაასხას წყალი. საპრეზიდენტო მარათონს 6 მაისს დაძაბული ფინალი დააგვირგვინებს.

14 პოლიციის რეფორმის ესტონური გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

პოსტსაბჭოთა სივრციდან NATO-სა და ევროკავშირში შესვლა უკვე მოახერხეს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. მათგან ყველაზე გამორჩეული ესტონეთია, რომელიც სტაბილური ეკონომიკის გარდა წარმატებული პოლიციის რეფორმითაც დაიკვეხნის. ამ შემთხვევაში, საქართველოსთან შეიძლება გარკვეული პარალელების გავლება.

ჩვენგან განსხვავებით, ესტონეთში ეს რეფორმა 1990-იან წლებშივე დაიწყო და ორივე ქვეყანაში პოლიციის მოქალაქეთა მომსახურებაზე ორიენტირებულ სტრუქტურად გარდაქმნას ითვალისწინებდა. ორივეგან დაინერგა ეგრეთ წოდებული ერთი ფანჯრის პრინციპი.

როგორც საქართველოში, ისე ესტონეთში, შემცირდა პოლიციელთა რაოდენობა. საქართველოში 85,000-დან 26,000-მდე, ესტონეთში კი 8,000-დან 3,200-მდე, რითაც ესტონელები მიუახლოვდნენ პოლიციელთა და მოსახლეობის რაოდენობის შეფარდების სკანდინავიურ მაჩვენებლებს. ლიტვაში 11,000 პოლიციელია, ლატვიაში - 7,000. ყოველ 100,000 ადამიანზე საქართველოში 580 პოლიციელი მოდის, ესტონეთში - 250, ლიტვაში - 330, ლატვიაში - 370.

ესტონეთში შეიცვალა პოლიციაში მომსახურე პერსონალის ეთნიკური ბალანსიც. 1991 წელს ესტონელ პოლიციელთა 2/3 ეთნიკურად რუსი იყო. დედაქალაქ ტალინში რუს პოლიციელთა წილი 90 პროცენტს აღწევდა. უკვე 1990-იანი წლების შუა პერიოდისთვის პოლიციელთა 75%25 ეთნიკური ესტონელი იყო. პოლიციაში სამსახური მიმზიდველი გახდა ქალებისთვის - პერსონალის 1/3 მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. ლიტვაში ქალ პოლიციელთა წილი დაახლოებით 20 პროცენტია, ლატვიაში 25%25. საქართველოში კი, 2006 წლის მონაცემებით, ქალი პოლიციელები საერთო რაოდენობის 8 პროცენტს შეადგენდნენ.

ესტონეთში, სამსახურში აყვანამდე, პოლიციელთათვის სპეციალური განათლების მიღება სავალდებულო გახდა. საქართველოში პოლიციაში მუშაობის დაწყების მსურველები ფსიქოლოგიურ ტესტებს გადიან.

ესტონური რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პოლიციის პრეფექტურების რაოდენობის ოთხამდე შემცირება. მათი საზღვრები ადმინისტრაციული რეგიონების საზღვრებს არ ემთხვევა. ამით ესტონელებმა კორუფციის რისკი შეამცირეს. საქართველოში პოლიციის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია უწევს მონიტორინგს. 2003-2010 წლებში სხვადასხვა ბრალდებით 1,000-ზე მეტი პოლიციელი დააკავეს.

2005 წელს ესტონეთმა ე.წ. ელექტრონული პოლიციის (E-police) პროგრამის დანერგვა დაიწყო. ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის გაუმჯობესებისათვის მოხდა ახალი სისტემების იმპლემენტაცია და გაიზარდა პოლიციის მუშაობის ეფექტურობა. მოქალაქეებს კი სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეუძლიათ გამოითხოვონ სასურველი ინფორმაცია და თვალი ადევნონ თავიანთი ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას. ასეთი სისტემების და მომსახურების დანერგვა ლიტვასა და ლატვიაში ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

2010 წელს ესტონელებმა კრიმინალთან ბრძოლის ცენტრალური პოლიცია, უსაფრთხოების პოლიცია, საზღვრის დაცვისა და იმიგრაციისა და მოქალაქეობის დეპარტამენტები ერთ სტრუქტურად, პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტად გარდაქმნეს.

ესტონელებს თავიანთი რეფორმის წარმატებულობის საზომად მკვლელობების რიცხვის შემცირება მოჰყავთ - 1994 წელს ქვეყანაში 365 მკვლელობა მოხდა, 2010 წელს - 80. 2009 წლის მონაცემებით, ესტონეთში ყოველ 100,000 მოსახლეზე 7 მკვლელობა მოდიოდა, ლიტვაში - 9, ლატვიაში - 5. საქართველოში 2011 წელს 336 მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა აღინიშნა (ყოველ 100,000 მოსახლეზე - 7.5). ჩვენთან რეფორმის შემდეგ აღრიცხული დანაშაულის რიცხვი გაიზარდა და 2011 წელს სხვადასხვა სიმძიმის დაახლოებით 32,000 დანაშაული აღირიცხა - ორჯერ მეტი, ვიდრე 2003-ში. ამ ცვლილებას დანაშაულის რეგისტრაციის სისტემის შეცვლასა და პოლიციის ეფექტურობის ზრდას უკავშირებენ.

რეფორმის წარმატების რეალური ინდიკატორი პოლიციის მიმართ მოსახლეობის ნდობაა. 2010 წელს ლიტვაში პოლიციას ნდობას უცხადებდა მოსახლეობის 60%25, ლატვიაში - 65%25. ესტონეთსა და საქართველოში კი, 1990-იან წლებთან შედარებით, პოლიციისადმი ნდობა 10-15 პროცენტიდან 85-90 პროცენტამდე გაიზარდა.

15 ბალტიური გზა ინტერნეტისაკენ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ესტონეთი

თეონა ტურაშვილი

0x01 graphic

ახალი ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით ესტონეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. დღეს, ამ პატარა ქვეყნის კიბერგამოცდილებას, ევროპის დანარჩენი სახელმწიფოები იზიარებენ, თუმცა წინსვლას მნიშვნელოვანი გამოწვევებიც ახლავს თან. კერძოდ, კომპიუტერიზაციამ და ინტერნეტზე პოლიტიკური და სოციალური მომსახურებების მზარდმა დამოკიდებულებამ, ქვეყანა კიბერშეტევებისადმი მყიფე გახადა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთი ტექნიკურად ყველაზე განვითარებულად მიიჩნეოდა. საქმე ისაა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ აქცენტი ინოვაციების დანერგვაზე, განათლების ეფექტურ გამოყენებასა და ახალი ტექნოლოგიების ათვისებაზე გააკეთა. ამ პოლიტიკას წინაპირობაც ჰქონდა - სტრატეგიული რესურსების ნაკლებობის პირობებში, 1.4-მილიონიანი ქვეყანა მეზობლებს სათანადო კონკურენციას ვერ გაუწევდა.

„[დამოუკიდებლობის მოპოვებიდან] ჩვიდმეტი წლის შემდეგ, ინტერნეტმა უფრო მეტი გააკეთა ქვეყნისთვის, ვიდრე მხოლოდ დახმარებაა. ის მჭიდროდ დაუკავშირდა ესტონურ იდენტობას“ - ნათქვამია გასულ კვირას The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ესტონელებისთვის ინტერნეტი მხოლოდ მომსახურება არაა - ის დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ციფრული და კიბერსერვისების ათვისება დაიწყო, ამ პროცესში მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო. აშკარაა, რომ ამ გზით გადაწყვეტილების მიმღებთა ქმედებები და ზოგადად პოლიტიკური დაგეგმვაც უფრო გამჭვირვალე გახდა. გარდა ამისა, გაიზარდა მათ შორის კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლის ხარისხიც.

დღეს ესტონეთის სავიზიტო ბარათი სწორედ ინოვაციური ტექნოლოგიები, თავისუფალი ინტერნეტსივრცე და ონლაინმომსახურებაა; ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უფასო Wi-Fi-ია ხელმისაწვდომი; სკოლების 97%25 კომპიუტერიზებულია; სახელმწიფო მომსახურების 42 სახეობა ონლაინ იმართება; შარშან საგადასახადო დეკლარაციების 94%25 მოსახლეობამ ინტერნეტის საშუალებით შეავსო; ესტონელები არჩევნებში სასურველ კანდიდატს პერსონალური კომპიუტერებიდან აძლევენ ხმას, იურიდიულ დოკუმენტებზე კი სმარტფონებიდან აწერენ ხელს.

ბოლო პერიოდში ყველაზე საკამათო ID (საიდენტიფიკაციო) ბარათების დანერგვა გახდა. 10 ესტონელიდან 9 უკვე ელექტრონული ID ბარათის მფლობელია და მისი დახმარებით ესტონელებს ავტობუსის ბილეთის ყიდვაც კი შეუძლიათ. ასევე, ამ ბარათით ხელმისაწვდომია ყველა სახის ინფორმაცია, რაც სახელმწიფოს აქვს მისი მფლობელის შესახებ.

ეს უკანასკნელი დეტალი ბარათების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების მხრიდან ყველაზე დიდ საფრთხედ აღიქმება. ისინი შიშობენ, რომ ეს მოქალაქეებზე სახელმწიფოს კონტროლის დონეს გაზრდის. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბარათის მფლობელს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, გაიგოს ვინ დაინტერესდა მისი პირადი მონაცემებით. სწორედ ამ ფუნქციის საშუალებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ესტონელი კანდიდატი მისი პოტენციური ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შეეცადა.

გამარტივებული საფინანსო გადარიცხვების შესაძლებლობამ და ლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ინვესტორების მოზიდვა განაპირობა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ შვედი და ფინელი ბიზნესმენები, რამაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე დადებითად იმოქმედა.

მიღწევებთან ერთად, ამგვარმა სტრატეგიამ გამოიწვია ინტერნეტზე როგორც მოსახლეობის, ისე სახელმწიფო მომსახურების მაღალი დამოკიდებულება. თუ დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში მეზობელი რუსეთიდან უფრო ეკონომიკურ ან, უკიდურეს შემთხვევაში, სამხედრო შეტევას აღიქვამდნენ ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ, დღეს კიბერუსაფრთხოებაა მთავარი პრობლემა. მოსკოვის უარყოფის მიუხედავად, მიიჩნევა, რომ 2007 წელს ესტონეთის სამთავრობო ვებგვერდებზე განხორციელებული თავდასხმები სწორედ რუსეთიდან მომდინარეობდა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ინტერნეტმმართველობას, მრავალ სიკეთესთან ერთად, საფრთხეც უხვად ახლავს.

სწორედ ამ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შეიქმნა კიბერთავდაცვის ლიგა, NATO-მ კი ესტონეთში სამხედრო ბლოკის კიბერუსაფრთხოების კვლევითი ცენტრი დააფუძნა. როგორც ჩანს, ქვეყანამ გამოწვევების მიუხედავად, კომპიუტერიზაციის დახვეწაზე გააკეთა აქცენტი. თანაც, მან დასავლეთის ქვეყნებში უკვე დაიმკვიდრა თავი ინტერნეტექსპერტიზის მაღალი დონით. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ ზემოთ ნახსენები გადაწყვეტილება სწორედ ამაზე მიანიშნებს - აღნიშნული ცენტრი NATO-ს წევრი ქვეყნების საკვანძო სადაზვერვო და საიდუმლო ინფორმაციის მფლობელია.

16 კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

სალომე მამალაძე

0x01 graphic

Agni 5-ის პირველი ტესტირება

ცოტა ხნის წინ ინდოეთი იმ ქვეყნებს შეუერთდა, რომლებსაც შორ მანძილზე მწვდომი ატომური იარაღის გადამზიდი რაკეტა გააჩნიათ. 19 აპრილს დაგეგმილმა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა: უახლესი ტექნიკით აღჭურვილმა Agni 5-მა 5000 კილომეტრით დაშორებულ დანიშნულების პუნქტს შეუფერხებლად მიაღწია. რაკეტის ტესტირებით ქვეყნის პირველი პირები ძალიან გახარებულები არიან, თავდაცვის მინისტრმა კი ამ ოპერაციას უკვე უწოდა „ისტორიული“.

ინდოეთმა ატომურ პროგრამაზე მუშაობა 1960-იანი წლებიდან დაიწყო. დღემდე არსებული საუკეთესო სარაკეტო სისტემები მას მხოლოდ პაკისტანსა და ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილზე აძლევდა იერიშის მიტანის საშუალებას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი Agni 5 კი, საჭიროების შემთხვევაში, ინდოეთს აღმოსავლეთ ევროპასა და ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილზე თავდასხმის საშუალებას მისცემს.

17-მეტრიანი რაკეტა, რომლის შექმნაც ინდოეთს 499 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა, მთლიანობაში 50 ტონას იწონის, თუმცა მისი ტრანსპორტირება სპეციალური გადამზიდებით საკმაოდ ადვილია. პირველი ტესტირების შედეგად 5000-კილომეტრიანი დისტანცია მან 1130 წამში დაფარა. მეცნიერების განცხადებით, ატომური იარაღის უახლესი გადამზიდი ინდოეთის სამხედრო ძალებს ბევრად უფრო მოქნილს და მობილურს ხდის. რაკეტის გამოყენება ოფიციალურად 2015 წლიდან იქნება შესაძლებელი, მანამდე კი მის შესამოწმებლად კიდევ რამდენიმე ტესტირებაა დაგეგმილი.

0x01 graphic

ბალისტიკური რაკეტა Shaheen-1A

პოლიტოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ინდოეთმა Agni 5 ჩინეთის სამხედრო ზრდის საპასუხოდ შექმნა. გასულ თვეს ჩრდილოელმა მეზობელმა სამხედრო ხარჯები გააორმაგა, რამაც ყველა აზიური ქვეყანა შეაშფოთა, თუმცა რეგიონში ჩინეთის ეკონომიკური და სამხედრო ჰეგემონია ისე არავის აშინებს, როგორც ინდოეთს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი სათანადო სამხედრო მზადყოფნისთვის ყველაფერს აკეთებს, ის ჯერ კიდევ ჩამორჩება ჩინეთს, რომლის ატომურ სისტემასაც დარტყმის განხორციელება 6300 კილომეტრის დაშორებით შეუძლია.

ინდოეთის ოფიციალური პირები არ მალავენ, რომ ატომური იარაღი, საჭიროების შემთხვევაში, მეზობელი სახელმწიფოების „დასასჯელად“ იქნება გამოყენებული: „ინდოეთს ახლა უკვე შეუძლია, შეაკავოს ჩინეთი ან დასაჯოს წითელი ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში“.

ჩინეთის სამხედრო ზრდის შეჩერებით დაინტერესებული დასავლეთი ინდოეთის მიერ ახალი სარაკეტო სისტემის შექმნას მიესალმა. ობამას ადმინისტრაციამ ინდოელი მეცნიერები შეაქო და ქვეყნის პირველ პირებს ტესტირების წარმატებით დასრულება მიულოცა.

რაც შეეხება NATO-ს, ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ალიანსი ინდოეთს საფრთხედ არ განიხილავს და ატომური პროგრამის საკითხებში მის გაძლიერებას დადებითად აფასებს.

პეკინში უკვე გაკეთდა კომენტარები Agni 5-ს ტესტირებასთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ „ინდოეთმა და ჩინეთმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა სტრატეგიულ საკითხებში“, გარდა ამისა, ორივე მათგანმა უნდა იზრუნოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლიუ ვეიმინმა კი აღნიშნა, რომ: „ჩინეთიცა და ინდოეთიც სწრაფად განვითარებადი სახელმწიფოებია. ჩვენ ბუნებრივად ვართ პარტნიორები და არა მტრები!“.

თუმცა ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალება The Global Times-ი, რომელსაც ოფიციალურად აკონტროლებს ჩინეთის კომუნისტური პარტია, ინდოეთის სამხედრო შეიარაღებაზე მეგობრული ტონით არ საუბრობს - „ინდოეთმა გადაჭარბებულად არ უნდა შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები“, - ნათქვამია სტატიაში. სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ცენტრალური ტელევიზია CCTV თავის რეპორტაჟებში ინდოეთის სამხედრო ზრდას უმნიშვნელოს უწოდებს და აცხადებს, რომ Agni 5 ჩინეთისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ჩინეთსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური დუელი სათავეს 1962 წლიდან იღებს. მაშინ მხარეები ჰიმალაის მთებში მოქცეულ საზღვართან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. ჩინელი და ინდოელი ჯარისკაცები საზღვარზე დღემდე მორიგეობენ, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობას დღეს სხვა ფაქტორებიც აუარესებს: ინდოეთს არ მოსწონს ჩინეთის ახლო ურთიერთობები პაკისტანთან, ხოლო ჩინეთი უკმაყოფილებას გამოხატავს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ინდოეთის ეკონომიკური და სამხედრო გააქტიურების გამო.

Agni 5-ის ტესტირებაზე პასუხი არ დაუყოვნებია ინდოეთის ისტორიულ მტერს, პაკისტანს, რომელიც ასევე ფლობს ატომურ იარაღს. ოთხშაბათს პაკისტანმა გამოსცადა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა Shaheen-1A, რომლის მეშვეობით ბირთვული ქობინების გადატანაა შესაძლებელი. ტესტირების დროს რაკეტა ინდოეთის ოკეანეში ჩაეშვა. ქვეყნის სამხედრო უწყება რაკეტის მოქმედების რადიუსს არ აკონკრეტებს, თუმცა სამხედრო ექსპერტების თქმით, Sahin-1A 2500-დან 3000 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს.

პაკისტანსა და ინდოეთს მრავალწლიანი რელიგიური და ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ. მას შემდეგ, რაც 1947 წელს პაკისტანმა ინდოეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვება მოახერხა, ამ ორმა ქვეყანამ სამჯერ იომა. კონფლიქტის მთავარ მიზეზს, ძირითადად, მუსლიმებით დასახლებული ქაშმირის ტერიტორია წარმოადგენს. რეგიონში მდგომარეობა დღემდე კრიზისულია, ამიტომ ინდოეთის სამხედრო გაძლიერება პაკისტანისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხია.

მსგავსი შორ დისტანციაზე მწვდომი რაკეტა აქამდე მხოლოდ გაეროს მუდმივ წევრ ქვეყნებს: ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, აშშს, ბრიტანეთსა და ისრაელს ჰქონდათ. ინდოეთში იმედოვნებენ, რომ წარმატებული სამხედრო შეიარაღება გაეროში მათ პოზიციებს გაზრდის და განამტკიცებს. „Agni 5-ის ტესტირება იმის ნიშანია, რომ ინდოეთი მსოფლიო არენაზე ღირსეულ ადგილს იკავებს!“ - განაცხადა თავდაცვის საკითხებში ექსპერტმა, პროფესორმა ჰარშ ფანტმა.

17 არაბი ქალებისთვის გაზაფხული ჯერ არ დამდგარა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ანი ჩხიკვაძე

0x01 graphic

ცოტა ხნის წინ, 15 წლის მაროკოელმა ამინა ფილალიმ თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც 23 წლის მეზობელზე იძულებით გაათხოვეს და ამ მეზობელმა გააუპატიურა. ამინამ სტრესს ვერ გაუძლო და საწამლავი დალია. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. ძალდატანებით გათხოვება, გაუპატიურება და ოჯახური ძალადობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ხშირია.

გასულ წელს, ეგვიპტელი ქალები ტაჰრირის მოედანზე, მამაკაცებთან ერთად აპროტესტებდნენ ჰოსნი მუბარაქის ტირანულ მმართველობას, იყენებდნენ სოციალურ ქსელებს ინფორმაციის გასავრცელებლად და აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი მიმდინარე მოვლენებში. დასავლეთში კი არაბული გაზაფხულის დემონსტრაციებს იმედის თვალით უყურებდნენ და ავტორიტარული მთავრობების დამხობის კვალდაკვალ დემოკრატიულ ცვლილებებს ელოდნენ. მაშინ გაჩნდა აზრი, რომ რევოლუციური ტალღა ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის იდეას წინ წამოსწევდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთი მოდერნიზაციისგან დღემდე შორსაა. მეტიც, რელიგიური ფუნდამენტალიზმი იქ კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქალმა დემონსტრანტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს არაბულ გამოსვლებში, ძნელი სათქმელია, რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება მათ აქტივობას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ისლამისტები იღებენ მართვის სადავეებს და ქალთა უფლებების უხეში დარღვევა ჩვეულებრივი მოვლენაა.

ყოველდღიურად უამრავი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, როგორც საძინებლის კარს მიღმა, ასევე სახელმწიფო მოხელეების თუ საზოგადოების დაუნდობლობის შედეგად. ეგვიპტის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მამაკაცს მეუღლის ცემა შეუძლია, თუ ამას „კარგი განზრახვით სჩადის”. ქაიროს მეტროში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის ცალკე ვაგონებია განკუთვნილი; საუდის არაბეთში, იემენსა და მაროკოში ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინება და ადრეულ ასაკში დაწყებული სექსუალური ურთიერთობის შედეგად მიღებული ტრავმები.

საუდის არაბეთში ქალებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, იყარონ კენჭი და ატარონ მანქანა. ქუვეითში საკანონმდებლო ორგანოს წევრ ქალებს კოლეგები ხშირად აკრიტიკებენ ხიჯაბის არტარების გამო. სასამართლოში იშვიათია ქალისთვის სამართლიანი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან, უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცს უპირატესობა აქვს კანონის წინაშე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული ბალანსის შარშანდელ კვლევაში ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები სიის ბოლოში არიან. თუ ცალკეული ქვეყნის, მაგალითად, ეგვიპტის ქალთა უფლებების ცენტრის 2008 წლის გამოკითხვას გადავხედავთ, ეგვიპტელ ქალთა 83 პროცენტი გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო მამაკაცთა 60 პროცენტს უძალადია.

არაბულ გაზაფხულამდე ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები და კამპანიები ხშირად უკავშირდებოდა პირველ პირთა მეუღლეებს. ეგვიპტეში სუზან მუბარაქი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციას მეთაურობდა და ამ კუთხით ბევრი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იყო. ტუნისში ლეილა ბენ ალი არაბული ლიგის დაქვემდებარებაში მყოფ არაბ ქალთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. სირიის პირველი ლედი ასმა ალ-ასადი და იორდანიის დედოფალი რანია ქალთა საკითხებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი ზედაპირულ ხასიათს ატარებდა. თუ ეგვიპტელ სეჰირ ალ-მატანინის დავესესხებით - ქალები, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ, „მხოლოდ დეკორაციას” წარმოადგენდნენ.

რევოლუციური მღელვარების შემდეგ, ლიბიის ეროვნული დროებითი საბჭოს ხელმძღვანელმა მუსტაფა აბდელ ჯალილმა განაცხადა, რომ კანონები, რომელიც შარიათს ეწინააღმდეგება, ანულირებული იქნებოდა. ჯალილი პოლიგამიის აკრძალვას გულისხმობდა, რაც კადაფის მთავრობის მიერ მართალია ოფიციალურად აკრძალული არ იყო, მაგრამ ხელისუფლება მრავალცოლიანობას გმობდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კადაფის რეჟიმი „სოციალური რეაბილიტაციის ცენტრებში” ათავსებდა „არამორალურ ქმედებაში” შემჩნეულ თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

მართალია, ეგვიპტემ არაკანონიერად გამოაცხადა სამხედრო მმართველობის მიერ წამოწყებული „ქალიშვილობის ტესტი“, რომელიც დემონსტრანტი ქალების „უმანკოების შემოწმებას“ ისახავდა მიზნად, მაგრამ ეს იმედისმომცემი ნაბიჯი არაა. ეგვიპტის ახალმა მთავრობამ პარლამენტში ქალთა კვოტა გააუქმა. მუბარაქის დროს საკანონმდებლო ორგანოში 64 ადგილი ქალებისთვის იყო განკუთვნილი და მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამდებობა ძირითადად რეჟიმისადმი ლოიალურ სახეებს ეკავათ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს ტენდენცია მაინც ქალთა ემანსიპაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა. ეგვიპტის დღევანდელ პარლამენტში კი 508 დელეგატიდან მხოლოდ ცხრაა ქალი.

სოციალურ ქსელებში ამინა ფილალის თვითმკვლელობას მღელვარება მოჰყვა. ბევრი იმედოვნებს, რომ მუჰამედ ბუაზიზის შემთხვევის მსგავსად, ამინას ტრაგედია ახალ საპროტესტო ტალღას გამოიწვევს, რომლის მთავარი მოთხოვნაც გენდერული დისკრიმინაციის შეწყვეტა იქნება.

18 საქართველო გლობალურ სავაჭრო ბაზარზე

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცმლიძე

გლობალური და ევროზონის კრიზისი მსოფლიო ვაჭრობაზე უარყოფით გავლენას 2012 წელსაც მოახდენს - ასეთია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) უახლესი ანგარიშის მთავარი დასკვნა.

WTO-ს შეფასებით, შარშან მსოფლიო ვაჭრობა 2010 წელთან შედარებით 8%25-ით შემცირდა, ხოლო წლეულს კიდევ 2%25-ით დაიკლებს. ამის მიზეზი იყო ევროპის კრიზისი და სხვა შედარებით მცირე შოკები. ევროკავშირი ბევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი და, შესაბამისად, შემოსავლის წყაროა. ამიტომ, ამ ბაზარზე მსუბუქი რეცესიაც კი მსოფლიო ვაჭრობასა და წარმოებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს მსოფლიო წარმოების ზრდის ტემპი თითქმის განახევრდა. ამას, ევროპის კრიზისთან ერთად, კიდევ ორი სერიოზული მიზეზი ჰქონდა: იაპონიასა და ტაილანდში მომხდარი მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფები და არაბული გაზაფხული.

თუმცა, WTO-ს შეფასებით, მსოფლიო წარმოებას პრობლემები გაცილებით ადრე გაუჩნდა: ორგანიზაციის გათვლებით, წარმოების ზრდის ტემპი ბოლო 20 წლის განმავლობაში საშუალოზე დაბალი იყო. დაგროვილმა პრობლემებმა კი საბოლოოდ 2008 წლის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში იჩინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ 2008-2009 წლების კრიზისის შემდეგ 3 წელი გავიდა, მსოფლიო ვაჭრობისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

საქონლის ექსპორტ-იმპორტი რეგიონების მიხედვით

0x01 graphic

WTO-ს შეფასებით, შარშან ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა განვითარებად რეგიონებს ჰქონდათ: ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკა 4.9%25-ით, დსთ-ში 4.6%25-ით, ხოლო სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში - 4.5%25-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა მსოფლიოში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შეინარჩუნა - 9.2%25, მისთვის ეს შედეგი საუკეთესო ნამდვილად არ არის: კრიზისამდე ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ორნიშნა რიცხვებში გამოიხატებოდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ბოლო, 2011 წლის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა შარშან 7%25-ით, ანუ წინა წელთან შედარებით, 0.7%25-ით უფრო მეტად გაიზარდა. ამავე წელს, საქართველომ 147 ქვეყანასთან ივაჭრა და ბრუნვა 36%25-ით გაზარდა. საქსტატისვე მონაცემებით, 2012 წლის იანვარ-მარტში საგარეო ვაჭრობა (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით) 17%25-ით გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის წილი 28%25-ს, ხოლო დსთ-ს ქვეყნებთან - 32%25-ს შეადგენს. საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (324 მილიონი აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (282 მილიონი აშშ დოლარი) და გერმანია (163 მილიონი აშშ დოლარი). უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციაა მსუბუქი ავტომობილები (105 მილიონი აშშ დოლარი), ფეროშენადნობები (59 მილიონი აშშ დოლარი) და თხილი (40 მილიონი აშშ დოლარი). უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია - ნავთობი და ნავთობპროდუქტები (181 მილიონი აშშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (154 მილიონი აშშ დოლარი) და ნავთობის აირები (105 მილიონი აშშ დოლარი).

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროგნოზით, 2013 წელს მსოფლიო ვაჭრობა 5.6%25-მდე გაიზრდება. განვითარებად ქვეყნებში ექსპორტი 4.1%25-ით, ხოლო იმპორტი 7.8%25-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ზრდის იმავე მაჩვენებლები, საშუალოდ, 1%25-ით დაბალი იქნება.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია შეიქმნა 1995 წელს. არეგულირებს გლობალურ ვაჭრობას წევრ სახელმწიფოებს შორის. აერთიანებს 157 ქვეყანას. მათ შორის, საქართველოს.

19 შატლი Discovery კოსმოსიდან მუზეუმში

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

მირიან ტორონჯაძე

17 აპრილს ვაშინგტონის ცაზე უცნაური მფრინავი ობიექტი გამოჩნდა. ეს იყო სპეციალურად მოდიფიცირებულ, დიდი სიმძლავრის ბოინგ 747-ზე მოთავსებული კოსმოსური შატლი Discovery. დისქავერის ფლორიდიდან, კენედის ცნობილი კოსმოსური პოლიგონიდან უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ. ამიერიდან ის სმიტსონის ნაციონალურ, კოსმოსური ფრენების მუზეუმში დაიდებს ბინას. დისქავერი პირველი შატლია, რომელიც, განადგურების ნაცვლად, მუზეუმში აღმოჩნდა.

Discovery მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური შატლია, რომელიც დედამიწის მახლობელ ორბიტაზე ტვირთების ასაზიდად და ასტრონავტების ასაყვანად გამოიყენებოდა. მისი ისტორია 1984 წლის 30 აგვისტოს დაიწყო. NASA- კოსმოსური შატლების პროგრამაში ის რიგით მესამე მრავალჯერადი ხომალდი აღმოჩნდა, რომლის წინამორბედები, Columbia და Challenger- იყვნენ. ბოლო სამუშაო გაფრენა შატლმა 2011 წლის მარტში შეასრულა და მას შემდეგ კენედის ცენტრში ინახებოდა. მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე Discovery ორბიტაზე 39-ჯერ აფრინდა, რაც კოსმოსური შატლებისთვის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. სწორედ მისი საშუალებით მოხერხდა ჰაბლის ცნობილი ტელესკოპის ორბიტაზე გაშვების მისიის წარმატებით დასრულება. ჯამში დისქავერიმ კოსმოსში 365 დღე დაჰყო, რაც არც ისე შთამბეჭდავი რიცხვი იქნებოდა კოსმოსური სადგურისათვის, მაგრამ სარეკორდოა სატრანსპორტო შატლისთვის. ამ ხნის განმავლობაში მან დედამიწას 5830-ჯერ შემოუარა.

როდესაც NASA- კოსმოსური შატლების პროგრამა გაუშვა, ვარაუდობდნენ, რომ მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდები, შატლები, საშუალოდ 100 გაფრენას მაინც შეასრულებდნენ ექსპლუატაციის ვადის გასვლამდე. შატლი ორბიტაზე რაკეტის დახმარებით ადის, დედამიწაზე კი დამოუკიდებლად, თვითმფრინავივით ბრუნდება. დიდი სიჩქარეები, რაც შატლის ორბიტაზე შენარჩუნებას სჭირდება (წამში 8 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს) და შემდგომ ამ სიჩქარის მკვეთრი დამუხრუჭება, უზარმაზარ რისკთანაა დაკავშირებული - მცირედი უზუსტობა და შატლი, მასში მოთავსებული ტვირთიანად და ასტრონავტებიანად ფერფლად იქცევა. ამიტომ, NASA- გადაწყვეტილებით, რამდენიმე ათეული გაფრენის შემდეგ კოსმოსური ხომალდის გამოყენება აღარ შეიძლება. ამ მხრივ Discovery- ყველაზე დიდხანს გაძლო და მხოლოდ 39- მისიის შემდეგ (როდესაც თითქმის 240 მილიონი კილომეტრი ჰქონდა დაფარული) გახდაჩამოსაწერი”.

Discovery პირველი, თუმცა არა ერთადერთი შატლია, რომელიც ვადის გასვლის შემდეგ, 2011 წელს, მუზეუმში მოათავსეს. იგივე ბედი გაიზიარეს Endeavour-მა და Atlantis-მა. თუმცა Atlantis- ფლორიდაში, კენედის ცენტრში დარჩება და დამთვალიერებლებს მიიღებს, Endeavour- კი მოგვიანებით ლოს ანჟელესში, კალიფორნიის სამეცნიერო ცენტრში გადაიტანენ.

სანამ ბოინგ 747-ის ზურგზე მოათავსებდნენ და ბოლოჯერ გაუშვებდნენ ჰაერში, დისქავერის სანახავად ფლორიდაში რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა. NASA- ვეტერანი შატლის ფრენას უამრავი ხალხი აღელვებით ადევნებდა თვალს, ხოლო ვისაც მისი ხილვის ბედნიერება არ ხვდა წილად, შეუძლიათ ინტერნეტში მოძებნონ ვიდეოები - როგორც თვითმხილველების მიერ სამოყვარულო კამერებითა და ტელეფონებით გადაღებული, ასევე NASA- ოფიციალური Youtube-ის არხის მიერ გავრცელებული. სანახაობა მართლაც შთამბეჭდავია. ვაშინგტონის თავზე გადაფრენისას პილოტებმა თვითმფრინავი სპეციალურად მინიმალურ სიმაღლეზე დასწიეს, კაპიტოლიუმის თავზე გადააფრინეს და ვაშინგტონის მონუმენტის გარშემო სამი საპატიო წრეც დაარტყეს. ასე დასრულდა NASA- ისტორიაში ყველაზე ცნობილი შატლის, Discovery- ფრენა. ახლა ის მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატია, რომელიც ახალი თაობებისთვის შეიძლება შთაგონების წყაროდაც იქცეს.

0x01 graphic

20 უმეცრების ფართი-ფურთი

▲ზევით დაბრუნება


არქივი

ილია ჭავჭავაძე

პოლიტიკური დისკურსი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში არსებობდა, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. სახელმწიფოს, ეკლესიის, ადამიანის და მთავრობის ურთიერთდამოკიდებულებაზე მაშინაც და დღესაც ბევრს კამათობენ. ილიასა და ჟორდანიას პოლემიკა დიდხანს გრძელდებოდა და ბოლოს ფატალურად დამთავრდა. იმედია, მსგავსი თანამედროვე საქართველოში არასდროს განმეორდება.

სალომე ვეკუა
ისტორიკოსი

უმეცრობა და უვიცრობა დიდი ჭირია და თუ ამას თანდაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკუიანი უცოდინარი ყოველთვის თავის ქერქშია, - რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, იქ იგი მეტიჩრობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონ-დასწონის და ამნაირად თავისს საკუთარს აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.

ამგვარ უვიცთა და უმეცართა შორის ერთი მეტად თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა ჩვენში ბატონმა ნოე ჟორდანიამ. მან სწორედ ამისთანა კაცად გამოიჩინა თავი, თუმცა კი თავი დიდ ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავის თავის ქებითა. იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს ღერძი გამოუცვალოს და თავისის ბრძანებისა და ნებისაებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა.

აქ გამოსაკიდებელი მარტო მისი ქადილი და თანხებია. ქვეყნის აშენებას გვიქადის ბატონი ჟორდანია და მისი აიარები. საბა ორბელიანის ზღაპრისა არ იყოს თვითონ მამალსავით ხეზე შემომჯდარა და იძახის, მე აქ ვიყივლებ და თქვენ მანდ ქვემოთ იყეფეთ და სოფელი აშენდებაო. ამ იმედით ბრძანდებოდეს ბატონი ჟორდანია და მისი კამპანია, და როცა ამ გზით იმან ქვეყანა ააშენოს მე წილს ნუღად დამიდებენ, არ დავემდურები. ბაქიაობა, კვეხნა, თავის თავის ქება და განდიდება უტყუარი ნიშანია იმისი, რომ ზემო სართულში ყველაფერი თავის ადგილას არ არის დალაგებული. თავის თავის მაქებარი შორს მანძილს ვერ გაივლის, მალე ჩააკეცინებენ მუხლსა, როცა დაუფიქრდებიან და შეატყობენ, რომ შიგ არა ყრია რა. ამისი დრო როცა იქნება მოვა, და იგი ბალღები, რომელთ წინაშე დღეს ბატონი ჟორდანია უმეცრობისა და უვიცობის მალაყს ტაშის ცემით გადადის, გაიზრდებიან, ისწავლიან, ცოდნით შეივსებიან და გამოარკვევენ რა არარაობის მადანია ეს ჩვენი ახალი პუბლიცისტი ყოველისმხრით, ნიჭი გნებავთ, ცოდნა, თუ ჭკუა.

21 ჯირო დ'იტალია 2012

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

პირველი სტარტი დანიაში

5 მაისს ჯირო დ'იტალია იწყება, ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირის სამი ყოველწლიური გრანდტურიდან პირველი. რიგით 95-ე ჯირო 27 მაისს დასრულდება.

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, იტალიის ტური დანიის პატარა ქალაქ ჰერნინგში აიღებს სტარტს. რბოლის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა მიქელე აკუარონემ ჰერნინგის სასტუმრო HEART-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „გვსურდა ყველაზე რთული ველოტური დანიელთათვის გაგვეცნო და მიხარია, რომ შეთავაზებას კოლეგები სიხარულით დათანხმდნენ. ჯირო დ'იტალიას ყველა მონაწილე სკანდინავიაში დაგეგმილი სამი ეტაპით ძალიან ისიამოვნებს - ეს ჩვენი დებიუტია ამ მხარეში და დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული იქნება!“.

8 მაისამდე სპორტსმენები დანიაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. 5 მაისს დანიშნული სტარტი 8,7-კილომეტრიანი ინდივიდუალური გამოდევნებაა. მეორე დღეს 206 კმ-იანი რბოლაა დანიშნული: მონაწილენი ჰერნინგიდან დანიის დასავლეთ სანაპიროს გაუყვებიან, 7 მაისს კი ქალაქ ჰორსენსიდან დაიწყებენ რბოლას, ჰორსენსის ულამაზეს ფიორდებს შემოივლიან და ქალაქში 14-კილომეტრიანი პაექრობის შემდეგ მესამე და უკანასკნელ დანიურ ეტაპს დაასრულებენ.

8 მაისი დასვენების დღეა: ჯირო დ'იტალიას ყველა მონაწილე, რბოლის მესვეურები და ჟურნალისტები (დაახლოებით 800 კაცი) იტალიას მიაშურებენ, რის შემდეგაც აპენინური ეტაპები დაიწყება: ვერონიდან მოდენამდე, ურბინოდან სანტ ელპიდიომდე, რეჩანატიდან როკა დი კამბიომდე...

95-ე ჯირო დ'იტალია 21 ეტაპს მოიცავს. ველომრბოლებს დანიასა და ნახევარკუნძულზე საერთო ჯამში 3476,4 კილომეტრის გავლა მოუწევთ.

წლევანდელი ტური ხუთ ურთულეს, ხუთვარსკვლავიან ეტაპს მოიცავს, რომელთაგან პირველი 19 მაისს, XIV ეტაპზე გაიმართება: სპორტსმენები კერასკოდან აიღებენ სტარტს და 205 კილომეტრის შემდეგ ალპებში, დაბა ჩერვინიაში შეჩერდებიან. მეორე დღეს მათ კიდევ ერთი მთაგორიანი ეტაპის გადალახვა მოუწევთ ბუსტო-არსიციოდან ლეკომდე, 21 მაისს კი მეორე და უკანასკნელი დასვენების დღე იქნება.

23, 25 და 26 მაისს უკანასკნელი სამი ხუთვარსკვლავიანი ეტაპია (ფალცესი-კორტინა დ'ამპეცო; ტრევიზო-ალპე დი პამპეაგო; კალდესი-პასო დელო სტელვიო), 27 მაისს კი მილანში 31,5-კილომეტრიანი ინდივიდუალური გამოდევნებაა და ამით იტალიის ტურიც დასრულდება.

ჯირო დ'იტალიას საორგანიზაციო კომიტეტმა დაადასტურა, რომ წლევანდელ ტურში 22 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის გრანდტურების ფავორიტები: რაბობანკი, ასტანა, კატუშა, სქაი, ეუსკალტელ-ეუსკადი, ლიკუიგაზ-ქენონდეილი... რაც შეეხება პირველობის პრეტენდენტებს, ასეთი 198 იქნება

შარშანდელი ჯიროს გამარჯვებულმა ალბერტო კონტადორმა ნოემბერში განაცხადა, რომ 2012 წელს იტალიაში ტიტულს აღარ დაიცავდა და აქცენტს ტურ დე ფრანსზე გააკეთებდა. 6 თებერვალს ესპანელს გეგმები ჩაეშალა: 2010 წლის ტურ დე ფრანსზე მას დოპინგის გამოყენება დაუმტკიცდა და ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. კონტადორს ჯირო დ'იტალიას 2011 წლის გამარჯვებულის თასიც ჩამოერთვა - ტრიუმფატორად მეორე ადგილზე გასული იტალიელი მიქელე სკარპონი დასახელდა.

კონტადორის არყოფნაში, ჩემპიონის მესამე ტიტულის მოპოვებას შეეცდება 34 წლის ივან ბასო. იტალიელმა ველომრბოლმა სამშობლოში 2006 და 2010 წლებში გაიმარჯვა. მან ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა, რომ საგაისოდ იტალიაში და საფრანგეთში ტრიუმფს გეგმავს, ესპანეთის გრანდტურს - ვუელტას კი გამოტოვებს.

მერქსი პირველი უკვდავყვეს

ჯირო დ'იტალიას დიდების დარბაზი ახლახან დაარსდა, მის პირველ წევრად კი ლეგენდარული ედი მერქსი დასახელდა. ბელგიელ სპორტსმენს სპეციალური ჯილდო მილანში გამართულ ცერემონიალზე გადასცეს.

„ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია, ბედნიერი ვარ, რომ ჯიროს დიდების დარბაზის პირველი წევრი გავხდი“, - განაცხადა მერქსმა და დასძინა - „იტალია ჩემი მეორე სამშობლოა, აქ უდიდეს წარმატებებს მივაღწიე, იტალიურ გუნდებში უამრავი რამ ვისწავლე, მაგრამ გულახდილად გეტყვით - ასეთ აღიარებაზე ვერც ვიოცნებებდი!“.

ედი მერქსი 1968-70 წლებში ფაემას გუნდში ასპარეზობდა, 1971-1976 წლებში კი მოლტენის წევრი იყო. იქ გატარებული პერიოდი ტრიუმფალური გამოდგა: მოლტენის მაისურით სამჯერ მოიგო ტურ დე ფრანსი (1971, 1972, 1974), ასევე სამჯერ ჯირო დ'იტალია (1972, 1973, 1974), 1973 წელს კი ესპანეთში, ვუელტაზეც გაიმარჯვა!

მილანში გამართულ მიღებას გასული საუკუნის 50-70-იანი წლების მსოფლიოს საუკეთესო ველოგუნდის დამაარსებლის, რენატო მოლტენის ვაჟი, მარიოც დაესწრო. მასთან ერთად, მერქსის დაჯილდოების ცერემონიალზე ბელგიელის გუნდის მწვრთნელები, მექანიკოსები და კონკურენტები: ფიორენცო მანი, ერნესტო კოლნაგო და უგო დე როსაც იყვნენ მიწვეულნი. ამ უკანასკნელთან ერთად ედიმ მოგვიანებით საკუთარი გუნდი დააარსა...

ედუარდ ლუის ჯოზეფ მერქსი, ვისაც ჟურნალისტებმა მეტსახელად კანიბალიც შეარქვეს, ჯირო დ'იტალიას ისტორიაში გამორჩეული რეკორდის მფლობელია: ჯამში 76 დღის განმავლობაში ემოსა ლიდერის ვარდისფერი მაისური!

ჯიროს ისტორია

ყველაფერი გაზეთების პაექრობით დაიწყო: გაძეტა დელო სპორტს და კორიერე დელა სერას ტირაჟის გაზრდა სურდათ, საამისოდ კი სპორტული შეჯიბრების გამართვა გადაწყვიტეს - გაძეტამ ველოტურის ორგანიზება განიზრახა, კორიერე დელა სერამ კი ავტორალის მოწყობა სცადა.

1908 წლის 7 აგვისტოს, გაძეტა დელო სპორტის დამფუძნებელმა ეუჯენიო კამილო კოსტამანამ, გამოცემის დირექტორმა არმანდო კუნემ და მთავარმა რედაქტორმა ტულიო მორგანიმ განაცხადეს, რომ 1909 წელს მრავალდღიანი საგზატკეცილო ველორბოლა გაიმართებოდა - საფრანგეთში პოპულარული ტურ დე ფრანსის მსგავსი, შეჯიბრების გამარჯვებული კი საპრიზო თანხით დაჯილდოვდებოდა.

1909 წლის 13 მაისს, შუადღის 3 საათს 7 წუთი რომ უკლდა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველოტურის ისტორიის თავფურცელი დაიწერა: 127-მა სპორტსმენმა მილანში, ლორეტოს სასახლიდან აიღო სტარტი.

რატომ მილანი და არა მარადიული რომი? მხოლოდ იმიტომ, რომ გაძეტა დელო სპორტის რედაქცია დედაქალაქში კი არა, მილანში მდებარეობდა.

პირველი ჯირო დ'იტალია 8 ეტაპად მოეწყო. სპორტსმენებს თითქმის მთელი ქვეყნის შემოვლა მოუხდათ - 2448 კილომეტრი გაიარეს. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ სტარტზე გასული 127 ველომრბოლიდან ფინიშზე მხოლოდ 49 მივიდა: ბევრმა დატვირთვას ვერ გაუძლო, სხვებს ველოსიპედი გაუფუჭდათ...

0x01 graphic

ლეგენდარული ლედი მერქსი

იტალიის პირველი ტური 3 ეტაპის ტრიუმფატორმა ლუიჯი ჯანამ მოიგო. სპორტსმენი 5325 ლირით დაჯილდოვდა, საბოლოო კლასიფიკაციაში მოხვედრილებმა კი 300-300 ლირა მიიღეს. ცნობისთვის: იმ დროს ჯიროს დირექტორის ყოველთვიური გასამრჯელო მხოლოდ და მხოლოდ 150 ლირა იყო...

1950 წლამდე ველოტურს მხოლოდ იტალიელები იგებდნენ, თუმცა შეჯიბრებაში უცხოელებიც მონაწილეობდნენ: ფრანგი ჟან-ბაპტისტ დორტინაკი გახდა პირველი არაიტალიელი, ვინც ჯიროს ეტაპზე იმარჯვა - 1912 წელს; ბელგიელი მარსელ ბუისი იყო პირველი უცხოელი, რომელმაც საერთო ჩათვლაში მოახერხა პოდიუმზე შედგომა - მესამე ადგილი 1919 წელს...

1925-1935 წლები რბოლის ისტორიაში „ბინდას ეპოქის“ სახელითაა შესული: ალფრედო ბინდამ, ვისაც „მჯდომარე მთამსვლელიც“ შეარქვეს, ჯირო 5-ჯერ მოიგო! ეს დღემდე რეკორდია, რომლის გამეორება მხოლოდ იტალიელმა ფაუსტო კოპიმ და ბელგიელმა ედი მერქსმა შეძლეს. ბინდას კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის: 1927 წელს 12 ეტაპი მოიგო! 1929 წელს მან მიჯრით მესამედ, საერთოდ კი მეოთხედ მოიგო შეჯიბრება: იმ დროისთვის ორივე მაჩვენებელი საუკეთესო იყო, ისევე როგორც 1929 წლის ტრიუმფი ზედიზედ 8 ეტაპზე!

1930 წელს საორგანიზაციო კომიტეტმა ალფრედო ბინდას 22500 ლირა მხოლოდ იმიტომ გადაუხადა, რომ რბოლა გამოეტოვებინა!

ლეგენდარული ველომრბოლი ჯირო დ'იტალიას 1935 წელს, 32 წლის ასაკში დაემშვიდობა. იმ დროისთვის მას 41 ეტაპი ჰქონდა მოგებული, რაც ასევე რეკორდი იყო და ის მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გააუმჯობესა მარიო ჩიპოლინიმ...

1936-1953 წლებს რბოლის მემატიანენი ბარტალი-კოპის დუელად იხსენიებენ. ამ ორი ბრწყინვალე სპორტსმენის პაექრობამ მთელი იტალია მოიცვა: ქრისტიან-დემოკრატები ჯინო ბარტალის ემხრობოდნენ, მემარცხენენი - ფაუსტო კოპის. პირველმა სამჯერ იმარჯვა, კოპიმ კი ბინდას რეკორდი გაიმეორა - ხუთჯერ დაასრულა ჯირო ვარდისფერი მაისურით.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იტალიის ტურის ტრიუმფატორთა შორის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებიც გამოჩნდნენ: დიდებული ჟაკ ანკეტილი - ჯირო დ'იტალიას პირველი ფრანგი გამარჯვებული; ყველა დროის საუკეთესო ველომრბოლად აღიარებული ბელგიელი ედი მერქსი; სამივე გრანდ ტურის ჩემპიონი ფრანგი ბერნარ ინო; ტურ დე ფრანსის ზედიზედ ხუთგზის მომგები ესპანელი მიგელ ინდურაინი...

2009 წელს ჯირო დ'იტალიას საუკუნოვანი იუბილე აღინიშნა: ფინიშს დედაქალაქმა უმასპინძლა.

1965 წელს შეჯიბრება სან მარინოში დაიწყო, ერთი წლის შემდეგ მონაკოში, 1973 და 2006 წლებში - ბელგიაში, 1974 წელს - ვატიკანში, 1996-ში პირველ ეტაპს საბერძნეთმა უმასპინძლა, 1998 წელს საფრანგეთის ლაჟვარდოვანმა სანაპირომ, 2002 და 2010 წლებში კი ჰოლანდიამ.

5 მაისს ჯირო დ'იტალია მეათედ დაიწყება უცხოეთში - ახლა დანიის სამეფოს ჯერია.

ვარდისფერიდან თეთრამდე

ჯირო დ'იტალიას ლიდერს ვარდისფერი მაისური (მალია როსა) აცვია - გაძეტა დელო სპორტი სწორედ ამ ფერის ქაღალდზე იბეჭდება. რბოლის ლიდერი მარტივად ვლინდება: ყოველი ეტაპის შემდეგ მონაწილეთა დრო ჯამდება და ვარდისფერი მაისურის მფლობელიც ირკვევა.

იტალიელი ლეარკო გუერა იყო პირველი, ვინც ეს მაისური მოირგო. ლიდერის სიმბოლური სამოსი 1931 წელს დაწესდა გაძეტა დელო სპორტის რედაქციის მიერ და ამით ჯირო დ'იტალიას მცირე იუბილე აღინიშნა - იმ წელს რბოლა მეოცედ ჩატარდა.

იტალიის ტურზე კიდევ სამი ფერის მაისურია დაწესებული: სამთო კლასიფიკაციის ლიდერისთვის - მწვანე (მალია ვერდე), ქულათა ჩათვლაში - წითელი (მალია როსო პასიონე), საუკეთესო ახალგაზრდისთვის კი თეთრი (მალია ბიანკა).

0x01 graphic

ალბერტო კონტადორს შარშან მოგებული ტიტული ჩამოართვეს

სამთო კლასიფიკაციის ლიდერი პირველად 1933 წელს გამოავლინეს - ჯიროს ერთ-ერთმა ლეგენდამ ალფრედო ბინდამ იმარჯვა. რაც შეეხება უშუალოდ მწვანე მაისურს, ის პირველადგილოსანს 1974 წლიდან მოსავს.

აქ მოწინავე ქულებით ვლინდება: ვინც კონკრეტულ სიმაღლეს პირველი გადალახავს, მეტ ქულას მიიღებს და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ მთები რამდენიმე კატეგორიად იყოფა, ქულებიც განსხვავებულია.

1965 წლიდან დაწესდა პრემიალური ქულები მათთვის, ვინც პირველი დაძლევს ჩიპა კოპის - მთლიანი ტრასის უმაღლეს წერტილს. ამით ორგანიზატორებმა 1960 წელს, 40 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული ხუთგზის ტრიუმფატორი ფაუსტო კოპი უკვდავყვეს...

ქულათა ჩათვლის გამარჯვებული 1966 წლიდან ვლინდება. წესები არაერთხელ შეიცვალა, დღეს კი ქულები მხოლოდ პირველ 15 ველომრბოლს ენიჭება: ეტაპის მოგება 25 ქულაა, მეორე ადგილი - 20, შემდეგ 16, 14, 12, 10, 9, 8 და ასე 1 ქულამდე. ამას გარდა, თითქმის ყველა ეტაპი მოკლე შუალედურ სპრინტს მოიცავს, სადაც ასევე თამაშდება საპრიზო ქულები, თუმცა მხოლოდ 6 მოწინავეს შორის: 8, 6, 4, 3, 2 და 1. 1970-2009 წლებში ქულათა ჩათვლის ლიდერს იისფერი მაისური ეცვა, თუმცა 2010 წლიდან ორგანიზატორებმა იისფერი წითელით შეცვალეს.

საუკეთესო ახალგაზრდა 1976 წლიდან საერთო წესის, ნაჩვენები დროის მიხედვით ვლინდება. 1994 წლამდე ამ კატეგორიაში მხოლოდ 24-წლამდელთა შედეგებს ითვალისწინებდნენ, 2007 წლიდან კი თეთრი მაისურისთვის ბრძოლის უფლება 25-წლამდელებს დართეს. 1995-2006 წლებში საუკეთესო ახალგაზრდა არ გამოვლენილა.

ვარდისფერი, მწვანე, წითელი და თეთრი... ჯიროს ისტორიას კიდევ ერთი, შავი ფერის მაისურიც ახსოვს - რბოლის მაჩანჩალასთვის, თუმცა ის XX საუკუნის 40-იანი წლების შემდეგ აღარ გამოუყენებიათ.

ჯირო 'იტალია: ყველა ტრიუმფატორი

1909 - ლუიჯი ჯანა, 1910-1911 - კარლო გალეტი, 1912 - ატალა (ინდივიდუალური ჩემპიონი არ გამოვლენილა), 1913 - კარლო ორიანი, 1914 - ალფონსო კალსოლარი, 1915-1918 - არ ჩატარებულა, 1919 - კონსტანტე ჯირარდენიო, 1920 - გაეტანო ბელონი, 1921-1922 - ჯოვანი ბრუნერო, 1923 - კონსტანტე ჯირარდენიო, 1924 - ჯუზეპე ენრიკი, 1925 - ალფრედო ბინდა, 1926 - ჯოვანი ბრუნერო, 1927-1929 - ალფრედო ბინდა, 1930 - ლუიჯი მარკიზიო, 1931 - ფრანჩესკო კამუსო, 1932 - ანტონიო პეზენტი, 1933 - ალფრედო ბინდა, 1934 - ლეარკო გუერა, 1935 - ვასკო ბერგამასკი, 1936-1937 - ჯინო ბარტალი, 1938-1939 - ჯოვანი ვალეტი, 1940 - ფაუსტო კოპი, 1941-1945 - არ ჩატარებულა, 1946 - ჯინო ბარტალი, 1947 - ფაუსტო კოპი, 1948 - ფიორენცო მანი, 1949 - ფაუსტო კოპი, 1950 - უგო კობლე (შვეიცარია), 1951 - ფიორენცო მანი, 1952-1953 - ფაუსტო კოპი, 1954 - კარლო კლერიჩი (შვეიცარია), 1955 - ფიორენცო მანი, 1956 - ჩარლი გაული (ჰოლანდია), 1957 - გასტონე ნენჩინი, 1958 - ერკოლე ბალდინი, 1959 - ჩარლი გაული (ჰოლანდია), 1960 - ჟაკ ანკეტილი (საფრანგეთი), 1961 - არნალდო პამბიანკო, 1962-1963 - ფრანკო ბალმამიონი, 1964 - ჟაკ ანკეტილი (საფრანგეთი), 1965 - ვიტორიო ადორნი, 1966 - ჯანი მოტა, 1967 - ფელიჩე ჯიმონდი, 1968 - ედი მერქსი (ბელგია), 1969 - ფელიჩე ჯიმონდი, 1970 - ედი მერქსი (ბელგია), 1971 - გიოსტა პეტერსონი (შვედეთი), 1972-1974 -ედი მერქსი (ბელგია), 1975 - ფაუსტო ბერტოლიო, 1976 - ფელიჩე ჯიმონდი, 1977 - მიშელ პოლენტიე (ბელგია), 1978 - იოჰან დე მუიუნკი (ბელგია), 1979 -ჯუზეპე სარონი, 1980 - ბერნარ ინო (საფრანგეთი), 1981 - ჯოვანი ბატალინი, 1982 - ბერნარ ინო (საფრანგეთი), 1983 - ჯუზეპე სარონი, 1984 - ფრანჩესკო მოზერი, 1985 - ბერნარ ინო (საფრანგეთი), 1986 - რობერტო ვისენტინი, 1987 - სტივენ როში (ირლანდია), 1988 - ენდრიუ ჰამპსტენი (აშშ), 1989 - ლორენ ფინიონი (საფრანგეთი), 1990 - ჯანი ბრუნო, 1991 - ფრანჩესკო ჩიოკიოლი, 1992-1993 - მიგელ ინდურაინი (ესპანეთი), 1994 - ევგენი ბერზინი (რუსეთი), 1995 - ტონი რომინგერი (შვეიცარია), 1996 - პაველ ტონკოვი (რუსეთი), 1997 - ივან გოტი, 1998 - მარკო პანტანი, 1999 - ივან გოტი, 2000 - სტეფანო გარძელი, 2001 - ჯილბერტო სიმონი, 2002 - პაოლო სავოლდელი, 2003 - ჯილბერტო სიმონი, 2004 - დამიანო კუნეგო, 2005 - პაოლო სავოლდელი, 2006 - ივან ბასო, 2007 - დანილო დი ლუკა, 2008 - ალბერტო კონტადორი (ესპანეთი), 2009 - დენის მენშოვი (რუსეთი), 2010 -ივან ბასო, 2011 - მიქელე სკარპონი

22 რაც ხდებოდა ხოლმე

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კრივი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

მოღუშული დღე იყო. 1969, 31 აგვისტო. წამოწვიმა, გადაიღო, ისევ წამოწვიმა. როკი მარჩიანომ ტაქსი გამოიძახა. ცოტა გვიანია, ცოლმა, ბარბარამ, ბავშვები დააძინა. როკი შევიდა როკო კევინთან, დახედა ცხვირგატეხილ, პატარა იტალიელს, გაეცინა და ოთახიდან გავიდა. შუბლზე აკოცა მეორე ცელქ ბურთს, მერი ჯეინს და ცოლს თვალებით დაემშვიდობა. მალე დავბრუნდები, შენ ბიჭები გააფრთხილე, რომ ხვალ საღამოს მაგარი დრო გავატაროთ, ბაბს, ოქეი? როკი აეროპორტში წაიყვანეს.

მარჩიანოს პატარა თვითმფრინავი Cessna 172 მეგობრების საჩუქარია. 17 წლის წინ, როკომ საჩემპიონო გარჩევაში ჯერსი ჯო უოლკოტს მოუგო. ეს 1952 წლის 23 სექტემბერს მოხდა - 28 წლის მარჩიანო 38 წლის უოლკოტთან ქულებით აგებს, უოლკოტმა როკო პირველ რაუნდში დააგდო და იტალიელი ჯერსის კედელს ვერ შლის. უოლკოტი მეცამეტე რაუნდამდე ძლებს და მეცამეტეში როკომ მარჯვნიდან, ქუჩურად შემოარტყა ჯოს. იმ დარტყმამდე ჯერსი ჯო სამივე მსაჯის დაფაზე (8:4, 7:5, 7:4) იგებდა. მარჩიანო მსოფლიო ჩემპიონია.

როკის გასახდელში ძმაკაცებმა მიაკითხეს. ლუის ტომას ფრატო. იგივე ლიუ ფერელი - რამდენიმე მკვლელობა, ღამის კლუბების ქსელი ჩიკაგოში, კარგი მზარეული და მაფიის ბოსი. ჩარლზ ჯიოე. ფრატოს ძმაკაცი, დანების სპეციალისტი, ექვსი დაუმტკიცებელი მკვლელობა, ფრატოზე უკეთესი მზარეული. ჯიბეში დედიკოს ნაჩუქარი ვარდისფერი ცხვირსახოცი უდევს. მენი დიო. როკოს კლასელი. ოთხჯერ აყვანილი, ოთხჯერ გამოშვებული და 12 მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა. მუშაობს ლუის ფრატოზე. დააქვს ამანათები და ამანათის მიმღები შემდეგ ამანათს ვეღარ ხსნის. ის მისი ბოლო ამანათია. როგორც სენიორ ფრატო ამბობდა, ხდება ხოლმე.

ძმაკაცებმა როკოს პატარა საჩუქარი გაუკეთეს. ლუისმა მარჩიანოს Cessna 172 აჩუქა. თან ძმისგან, ფრენკი „ცალყურა“ ფრატოსგან მოკითხვა გადასცა. ფრენკიმ მასაჩუსეტსში ორი პოლიციელი დაჭრა და როკოს საჩემპიონო გარჩევაზე ვერ მივიდა, იჯდა. ფრენკიმ როკოს მოკითხვა ძმას გამოატანა. სიტყვიერად გამოატანა, წერა არ იცოდა. როკოს ძმაკაცებმა გალახული უოლკოტიც მოინახულეს. ფრატომ ჯოს ყურზე ხელი მოუთათუნა და მარჩიანოსთან დაბრუნდა. როკო, დღეს პატარა კლუბი დავხურეთ, ბევრი გოგოები, მაგარი მუსიკა იქნება, მალე მოდი აზრზე, მოწესრიგდი და მენი დაგელოდება, ჩემი მანქანით მოგიყვანს. როკომ ლუისს უოლკოტზე ანიშნა, ისიც მოდისო. ფრატო შევიდა უოლკოტთან და მოგუდული ხმით უთხრა: დღეს ჩვენთან ერთად ხარ, როკოს გამოყევი და სადაც მოხვალ, იქ ხმა არ ამოიღო, ჩუმად იჯექი და მერე მალე წადი. და დაამატა, გაგიმართლა, ბიჭი, ხდება ხოლმე.

...თვითმფრინავში როკისთან ერთად 22 წლის ფრენკ ფერელია. ფრატოს შვილი. დე მოინში როკოს და ფრატოს ძმაკაცი, ალესიო ვლერიო დაცხრილეს. ჩემპიონი და ფრენკი მარჩიანოს პირადი თვითმფრინავით სწორედ დე მოინში, აიოვაში მიფრინავენ დაკრძალვაზე. მერე როკო ეგრევე უკან დაბრუნდება. 1 სექტემბერს მისი დაბადების დღეა, 46 წლის ხდება. ძმაკაცები მივლენ, იქვე ირბენენ როკოს შვილები და 4 წლის ინგლისური ბულდოგი, ლუი.

მარჩიანო უყვება ფერელს, რომ სკოლიდან ისტორიის მასწავლებლის გალახვის გამო გააგდეს. როკო ფრენსის მარკეჯანო, ჩვენი როკი დაიბადა ბროქტონში, პიერინო მარკეჯანოს და პასკუალინა პიჩუტოს ოჯახში. იტალიელი ემიგრანტები ექვს შვილს ზრდიდნენ - მომავალი ჩემპიონი, მისი სამი და (ალისია, კონჩეტა და ელიზაბეთი) და ორი ძმა (სონი და პიტერი).

მარჩიანო უყვება ფერელს, რომ მამამ ჯერ ბეისბოლზე შეიყვანა. იქ მწვრთნელი გაეხუმრა, რა საინტერესო ინგლისური გაქვს, შვილო, შენს ინგლისურს სპაგეტის სუნი ასდისო. მარჩიანომ ქოუჩს სახის ძვალი გაუტეხა, ორივე ფეხი მოტეხა და როკო ერთი წლით ჩასვეს. ბეისბოლი მორჩა, დაიწყო კრივი ციხეში, უბანში და მერე ლეგალიზებული კრივი რინგზე.

მარჩიანო უყვება ფერელს, რა ხდებოდა ლეგენდარულ ჯო ლუისთან ჩხუბის წინ (1951, 27 ოქტომბერი). როკომ ჯოს ჩხუბამდე, ბრიფინგზე რამდენიმე სიტყვა უთხრა - მისტერ ლუის, ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მოკრივე ხართ და თუ მაინც მე მოვიგებ, არაფერი იქნება პირადული. და ფრატოსგან ნასწავლი სიტყვები დაამატა - ხდება ხოლმე. ლუისს გაეცინა. რინგზე ჯოს აღარ ეცინებოდა. როკომ კერპი დააგდო. ორჯერ დააგდო და 27 წლის მარჩიანოსთან დიდი ჯო ლუისის კარიერა დაიხურა.

0x01 graphic

როლანდ ლასტრაზას და როკი მარჩიანოს ორთაბრძოლა

0x01 graphic

მარჩიანო უყვება ფერელს, რომ კრივიდან წაუგებელი წავიდა. მძიმე წონაში ერთადერთი წაუგებელი. ბიჭმა პროფესიონალების 49 გარჩევაში მიიღო მონაწილეობა, ყველა მოიგო და 88 პროცენტი ნოკაუტით დაამთავრა. პროფესიული კრივის ისტორიაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი - მერე მოდიან მაიკ ტაისონი (78 %25) და სონი ლისტონი (78). შორს არის მუჰამედ ალი (66 %25).

მარჩიანოს კიდევ ბევრი რაღაც უნდა ეთქვა და ვერ მოასწრო. თვითმფრინავი დაშვების დროს ხეს შეასკდა, როკო, ფერელი და პილოტი ნანგრევებში, ცეცხლში რჩებიან. როკომ იტალიური ამბების მოყოლა ვერ მოასწრო. ვერ თქვა ბოლო სიტყვა ძმაკაცის დაკრძალვაზე. ვერ ჩავიდა საკუთარ დაბადების დღეზე.

ბოლო სიტყვა მარჩიანოზე მუჰამედ ალიმ თქვა 1970 წლის 13 აგვისტოს:

„ბევრი ამბობს, რომ მარჩიანოს გაუმართლა, სუსტ ან ასაკოვან პრეტენდენტებს ხვდებოდა, მაგიტომ არ წააგო და ექვსჯერ შეინარჩუნა მსოფლიო ჩემპიონის ქამარი. როკის გაუმართლა? კი, გაუმართლა, რომ როკი იყო. გამიმართლა მე, რომ როკი ჩემ დროს აღარ ჩხუბობდა. გააკეთეთ დიდი რინგი, შეაგდეთ იქ ყველა დროის ყველა ჩემპიონი და რინგიდან ცოცხალი მხოლოდ როკი ჩამოვა. ჩამოვიდოდა. გვენატრები, ძმაო“.

იქ რომ ლუის ფრატო ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა - shit happens, ხდება ხოლმე.

23 ჯადოსნური ღიმილი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კალათბურთი

ზურაბ თალაკვაძე

მეჯიქ ჯონსონი კალათბურთის ღიმილი იყო. ბუნჩულა კაცი დიდი გულით და ბევრი მოგონებით. თუმცა რაღაც მომენტში გაირკვა, რომ ჯადოქარს შიდსი აქვს და აღარ ეღიმება. და სიკეთემ მოიწყინა. ზუსტად მაშინ დაურეკა ჯონსონს მეორე ლეგენდამ, ლარი ბერდმა და ორ სიტყვაში ტკივილი, მონატრება დაიჭირა. ბერდი რამდენიმე საათში მეჯიქთან იყო. დაილაპარაკეს, ბერდმა მეჯიქს საყვარელი ბანანისკრემიანი ფუნთუშები აუტანა და მასთან დარჩა. მეორე დილას, იმავე აპარტამენტებში, იმავე საწოლზე, ახალმა მეჯიქმა გაიღვიძა. სამზარეულოში ლარი ფუსფუსებდა და ცოტა ხანში, მეგობრები გამოკვლევაზე, პროფესორ ედ ო'ბენონთან გავარდნენ.

0x01 graphic

ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი

მეჯიქის კარიერაში კიდევ ერთი მაგარი მომენტი იყო.

1992 წელი, 9 თებერვალი, ორლანდო, ფლორიდა. All Star Game. პირველ ხუთეულებს გულშემატკივრები ირჩევენ და პირველ ხუთეულში მეჯიქ ჯონსონი უნდა ყოფილიყო. მისტერ ჯონსონმა ლიგის კომისარს და თამაშის ორგანიზატორებს გადაურეკა, ვერ ჩამოვდივარ, ილინოისში, მეგობრებთან გადავფრინდები, პოკერს ვითამაშებო. ლიგამ მეჯიქთან ერთ კაცს გადაარეკინა. ჯონსონს ბერდმა დაურეკა. ლარიც აირჩიეს და ლარიმ დისკოზის გამო ვერ ითამაშა. თუ ჩახვალ, ორლანდოში მეც ვიქნები, ოღონდ უნდა ითამაშო, სხვა ვარიანტი არ არის, ეუბნება მეჯიქს ლარი.

თამაშის დღეა. ბერდი ჯერ აღმოსავლეთის გასახდელში შედის. დაკუნთულ უკანალზე ჩქმეტს სკოტი პიპენს, რომელმაც პირველ ხუთეულში ლარი შეცვალა. მაიკლ ჯორდანს ოფლსაწმენდს კევინ უილისის ჩანთაში უმალავს. ბიჭებს ბოდიშს უხდის და მეორე გუნდის გასახდელში შედის.

იქ მეჯიქი ზის. დევიდ რობინსონთან, კლაიდ დრექსლერთან ერთად. ლარიმ მეჯიქს ერთი სიტყვა უთხრა, გაეცინა, მეგობარს დაემშვიდობა და გასახდელიდან გავიდა.

მეჯიქი მოედანზე გადის და დარბაზი ცოცხლდება. იმ მომენტში გულშემატკივრების სურვილი, კალათბურთზე გაგიჟებული ხალხის ცხოვრება ერთ კაცზე იყო დამოკიდებული. ის კაცი ცოტა მორიდებულად დგას ცენტრში.

მეჯიქმა 29 წუთი მიიღო. ჯონსონმა 25 ქულა, 9 პასი დატოვა, ჯეფ ჰორნაჩეკს ყურზე აკოცა, დენ მარლის ბურთი ფეხებში გაუტარა, დაეწია, ბურთს მიუსწრო და მარლის დაუბრუნა. ჭკვიანი დენი აზრზე ვერ მოვიდა, როგორ მიიღო ბურთი. მეჯიქმა კარლ მელოუნს ბურთი ფეხით აუგდო. მეჯიქი ერთობოდა და ამერიკა ისვენებდა. ამერიკამ ყველაზე თბილი ამერიკელის სითბო დაიბრუნა და ეს ორლანდოში ხდებოდა.

მეჯიქთან ერთად მთელი დარბაზი ერთობოდა.

თამაშის მერე ჯონსონთან ბევრი ჟურნალისტი მიდის. ჭრელი, სტანდარტული, ამერიკული კითხვების კორიანტელია. მეჯიქი პასუხობს. ხანდახან პაუზას იღებს, ისვენებს. ბუნჩულა კაცი დაიღალა.

მერე, ბრიფინგის დასასრულს, ერთი გოგონა ეკითხება, მისტერ ჯონსონ, რა გითხრათ გასახდელში ბერდმა?

მეჯიქი ჩერდება, ცოტა ხანს ფიქრობს და გოგონას პასუხობს - ლარიმ მითხრა, Smile.

გაიღიმე.

24 F5 გამოსაფხიზლებ ლად

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

თამარ კიკნაველიძე

0x01 graphic

F5 - ასე ჰქვია ფილმს, რომლის პრემიერაც 2012 წლის სექტემბერში გაიმართება. მისი სცენარისტის, რეჟისორის და პროდიუსერის - ალექსანდრე ქორიძის მიზანია ახალი ქართული მუსიკალური ჯგუფების პოპულარიზაცია და, როგორც თავად ამბობს, „საზოგადოების გამოფხიზლება“.

80-წუთიანი ფილმი შედგება რვა კინონოველისგან, რომელთაგან სამი უკვე გადაღებულია. „თითოეული ნოველის ისტორია რეალური და ირეალური სამყაროს ზღვარზე თამაშდება“, - გვითხრა რეჟისორმა, რომლის მხატვრულ-დოკუმენტურ-ანიმაციური პროექტის სიუჟეტი და ესთეტიკა განსაზღვრა მუსიკალურმა ჯგუფებმა: Zurgi, Kung Fu Junkie, Landmark, Stia, TeTe, Svansikh, Pornopoezia, Catch the clouds.

ალექსანდრე ქორიძე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოსკოვის წამყვან ტელეარხებზე მუშაობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. რუსეთში გამგზავრებამდე მან ქართველ მაყურებელს რამდენიმე დოკუმენტური ნამუშევრით დაამახსოვრა თავი. მათ შორის ნინო ქათამაძეზე გადაღებული ფილმით „ზღვისეული“. ამჟამად მასთან ერთად პროექტზე მუშაობს ოპერატორი სანდრო დარახველიძე, ხმის რეჟისორი ვანო გვარაძე, საინფორმაციო მხარდამჭერები კი არიან - რუსთავი 2 და myvideo.ge

როგორ დაიბადა F5-ის გადაღების იდეა?

ალექსანდრე ქორიძე: საქართველოში რომ ჩამოვედი, იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რა მიმართულებით შეიძლებოდა გამომეყენებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება. ალბათ რომელიმე ტელევიზიაში ან სარეკლამო სააგენტოში უნდა მემუშავა... ამაში სათაკილო არც არაფერი იქნებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ დღეს საქართველოში უკვე მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც სატელევიზიო და სარეკლამო პროდუქციაზე კარგად მუშაობენ და, შესაბამისად, მათ ნაკლებობას აღარ განვიცდით. ახლა უფრო ისეთების დეფიციტია, ვისაც, თუნდაც, F5-ის გადაღება შეუძლია...

რა არის F5-ის კონცეფცია?

F5 ხომ „რეფრეშს“, ანუ განახლებას, გამოცოცხლებას ნიშნავს. შესაბამისად, გულისხმობს ისეთი პროექტის შექმნას, რომელიც საზოგადოებაში პატარ-პატარა რევოლუციებს მოახდენს და ხალხს გამოაცოცხლებს. ჩემთვის, როგორც ხელოვანისა და რეჟისორისთვის, ნებისმიერი სატელევიზიო თუ სარეკლამო პროდუქტის შექმნაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ისეთი თემების შემოგდება, რომლებიც მას გამოაფხიზლებს და აიძულებს იფიქროს ისე, როგორც არასდროს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პროექტი, რომელზეც ახლა ვმუშაობ, არ არის მხოლოდ კინო. ამასთან, F5 ჟანრული მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა - მასში შერწყმულია მხატვრული და დოკუმენტური კინო, ანიმაცია, მიუზიკლი.

რატომ ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები და არა, ვთქვათ...

...დები იშხნელები? მათი მუსიკა, ვფიქრობ, ბრწყინვალეა, მაგრამ არჩევანი გავაკეთე სწორედ იმ ჯგუფებზე, რომლებიც მუსიკალურ სფეროში მინირევოლუციებს ახდენენ და ამიტომაც არიან საინტერესონი. გარდა ამისა, მართლა ძალიან მომწონს მათი მუსიკა და მიმაჩნია, რომ გაცილებით გემოვნებიანია, ვიდრე დღევანდელი ქართული ესტრადა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებშია ჩარჩენილი. ფილმისთვის ისეთი სცენარი დავწერე, რომელიც შეიძლება ძნელად აღსაქმელი აღმოჩნდეს, რამდენადაც არის ფანტასმაგორიაც, სიურრეალიზმიც და აბსურდიც.

ზემოთ სცენარი ახსენეთ და საინტერესოა, როგორ შეიქმნა ისტორიები ნოველებისთვის?

ისტორიების შექმნისკენ ჯგუფების მუსიკალურმა კომპოზიციებმა მიბიძგა. მათმა სიტყვებმა, განწყობამ, რომელიც სხვადასხვა სიმღერის მოსმენისას შემექმნა. მუსიკოსების ბიოგრაფიებმა. თავიდან ყველას შევხვდი, გავეცანი მათ ბიოგრაფიებს და შეხედულებებს. მაგალითად, პორნოპოეზიას აქვს მკვეთრად გამოხატული სოციალური პროტესტი, რომელიც მის ისტორიას დაედო საფუძვლად. სტიას შემთხვევაში ნოველის შინაარსი მუსიკის განწყობამ განაპირობა, Catch the clouds-ის ისტორია ჯგუფის სიმღერა „ქოვბოის“ სიტყვებმა „მომიტანა“. ამ ჯგუფების პოპულარობა დღითი დღე იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ პროდიუსერები არ ჰყავთ და ყველაფერს თვითონ აკეთებენ.

რამდენად მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს პროექტი შენთვის, როგორც ფილმის პროდიუსერისთვის?

იმის გამო, რომ მე თვითონ ვარ ფილმის პროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი, ხარჯები დაახლოებით 10-ჯერ მიმცირდება. თუმცა, როგორც ხელოვანს, უკვე მაქვს ისეთი ნამუშევრის შექმნის ამბიცია, რომელიც განსხვავებული იქნება ყველა იმ ფილმისგან, რომელიც კეთდებოდა და დღესაც კეთდება. ისიც კარგად ვიცი, რომ ფილმის გადასაღებად 300-600 ათასი ლარი საჭირო არ არის, ეს ყველაფერი მითია და მადლობა ღმერთს, Sony-ის, Canon-ს და Panasonic-ს, ვინც საკუთარი იდეების განხორციელებაში გვეხმარება. შესაბამისად, F5-ის გადაღება ძალიან ძვირი არ მიჯდება და არა მგონია, მინუსებში გადავიდე. ჩემი, როგორც პროექტის ავტორის და რეჟისორის მთავარი ამოცანაა იმ ახალი ქართული ჯგუფების პოპულარიზაცია, რომელთა კომპოზიციები ფრანგულმა, იტალიურმა, გერმანულმა ლეიბლებმა იყიდეს და ჩვენთან, რატომღაც, ბევრმა არ იცის. ისინი მეც ტაბულა ART-ის დახმარებით გავიცანი.

25 დემონტაჟი სტალკერის ზონაში

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ|კულტურა

ინტერვიუ კოკა რამიშვილთან

დავით ჩიხლაძე

კოკა რამიშვილის ხელოვნება თბილისისთვის ჯერ ბოლომდე გასაგები არ უნდა იყოს. უფრო სწორად, დღეს უფრო ნაკლებადაა გასაგები, ვიდრე ადრე. ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს. საბჭოთა კავშირის დანგრევისას, ნებისმიერი ავაგნარდისტული ტრადიცია, როგორც სიახლე, ისე მაინც იქცევდა ყურადღებას, დღეს კი ხელოვნების განვითარების დანიშნულება ჩვენი საზოგადოებისთვის საბოლოოდ ამოუხსნელი რჩება. საქართველოს ყოველდღიური გარემო სულ უფრო ივსება ეთნო-დეკორატიული ბუტაფორიებით და კომფორტზე მატერიალისტური ფიქრით. ჩვენს საზოგადოებას კითხვა არ უყვარს. შეიძლება, ამიტომაც უარყო კოკა რამიშვილმა ადვილად დასანახი ფერწერა და ის ტექსტით და წიგნით შეცვალა.

რამ განაპირობა, რომ ქართველი არტისტი, რომელმაც თბილისში ისწავლა და ძირითადად აქ მუშაობდა, გამხდარიყო ინტერნაციონალური მხატვარი და მოეპოვებინა საკუთარი გალერისტები?

ეს განაპირობა ბევრმა მუშაობამ იმისთვის, რომ მეპოვა ჩემი თავი და მეთქვა ის, რისი თქმაც მინდოდა. დასავლეთ ევროპაში აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ინტერესი შენელდა, ამიტომ ეგზოტიკურ ხელოვნებას დღეს მაყურებელი არ ჰყავს. თუმცა, მეორე მხრივ, კრიზისი იქაც არის. მნიშვნელოვანია, რომ არავინ უყურებს შენს ეროვნებას, მაქსიმუმ აღნიშნონ, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან ხარ. უნდა იყო გასაგები და ფლობდე იმ ენას, რაც დღეს ხელოვნებაში აქტუალურია. მერე მოდის შენი თემა, რომელიც ან დააინტერესებს მაყურებელს, ან - არა. ჩემს შემთხვევაში მაყურებელი დაინტერესდა.

მინდა გავიხსენო ის პერიოდი, როცა სიტყვებით დაიწყე მუშაობა. ჯერ კიდევ ოცი თუ მეტი წლის წინ უარყოფდი ფერწერას თუ ნახატს. რატომ ხდებოდა ეს, როდესაც დღეს ჯერ კიდევ ბევრი ცდილობს იყოს კარგი ფერმწერი?

პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია მეთოდი და არა მასალა. ფერწერას და ნახატს მე არასდროს უარვყოფდი - არ ვიღებდი მხოლოდ რეპრეზენტაციის მეთოდს, რომელიც დღეს ჩვენთან ბატონობს. დღევანდელი ფერწერა არის სრულიად ახალი ფენომენი, ვიდრე ფოტოგრაფიამდე და კინემატოგრაფიამდე იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ფოტო უნდა გამოიყენო და კოპი-პეისტით შექმნა იგივე იკონოგრაფია, რაც ფოტოზეა. თუმცა, მაგალითად, გერჰარდ რიხტერი ამასაც აკეთებს.

შენში თითქოს არის მწერლის, რომანისტის (ყველაზე ფუნდამენტური გაგებით) რაღაც მოტივაცია...

ჩემთვის თემა და მისი გაშუქება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ასე იყო ყოველთვის. თუ შენ ჩემში რომანისტს ხედავ, ეს საინტერესოა. ამაზე არ მიფიქრია, ლიტერატურის მხრიდან არ შემიხედავს ჩემი ფერწერისთვის. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან არ მინდა ის ლიტერატურას დაემსგავსოს. მაგრამ გეთანხმები, ეს თემები წიგნებად გადაიქცევიან ხოლმე და მათი რიცხვი იზრდება.

0x01 graphic

კოკარამიშვილი, „კასპი” სერიიდან „თეთრისინათლე”.
აკრილი, ტილო

კონცეპტუალიზმისთვის ყოველთვის იდეა უფრო იყო პრიორიტეტი, ვიდრე მასალა. სადამდე შეიძლება მივიდეს ასეთი ასკეტიზმი? და რას ნიშნავდა შენთვის ამ კონტექსტში გულუბრყვილო და მარტივი სასიყვარულო ბარათების ნახატების გამოფენა ბაია გალერეაში?

„მე შენ მიყვარხარ“ - თავიდან ბოლომდე კონცეპტუალური პროექტი იყო. ეს ფრაზა იყო „დაწერილი“ ყვავილების ზედაპირზე. მე გამოვიყენე ინტერდისციპლინარული მეთოდი, თბილისისთვის გასაგები ენით დავხატე ეს ტილოები, შევფუთე ბაია გალერეაში და ზემოდან დავაწერე „მე შენ მიყვარხარ“. ეს პროექტი ძალიან შორს იდგა თანამედროვე სნობური ტენდენციებისგან, რაც მაშინ თბილისში იყო. ეს საკმაოდ რადიკალური პროექტი იყო ჩემთვის და მიზნად ისახავდა სხვადასხვა კომერციული და გულუბრყვილო პოზიციის ჩვენებას რეგიონალურ კონტექსტში.

ჩვენთან სისტემატიზებული კრიტიკის მექანიზმი, ფაქტობრივად, არ არსებობს, ყველაფერს მაინც ფრაგმენტული ხასიათი აქვს. რამდენად შეიძლება ეს ხელს უშლიდეს მხატვრის და, საერთოდ, მხატვრობის განვითარებას? თუ კრიტიკა შენთვის არაფერს ნიშნავს?

მე ხშირად მითქვამს, რომ როცა თბილისში ჩამოვდივარ, ხალხთან და საზოგადოებასთან კულტურული კონფლიქტი მაქვს. ერთ-ერთი მიზეზი ჯანმრთელი კრიტიკის არარსებობაა. ეს მხატვრისთვის ხელისშემშლელია, მაგრამ ამაშიც არის რაღაც საინტერესო, ანუ აბსოლუტურად საწინააღმდეგო სტრატეგია უნდა იხმარო, რომ საქართველოში გაგიგონ. სწორედ ამის მაგალითი იყო ჩემი პროექტი „მე შენ მიყვარხარ“.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ თბილისი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თითქოს თბილისისთვის აკეთებ ყველაფერს.

როგორც იცი, მე ნახევრად ესტონელი ვარ და ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი საქართველოს გარეთ მაქვს გატარებული. მერე დაიწყო ჩემი სამხატვრო ცხოვრება დასავლეთში, ამ მუდმივ მოგზაურობაში. ამიტომ, მე არ ვარ კორუმპირებული ამ მენტალიტეტით და არც ანგაჟირებული ნაციონალური გრძნობებით. ეს კი საშუალებას მაძლევს დავინახო ის, რასაც ვერ ხედავს აქ მცხოვრები ადამიანი. მეც მივდივარ იმ აზრამდე, რომ აქ მართლაც ვეძებ რაღაცას. ვმუშაობ ჟენევაში, თბილისშიც, მაგრამ საკვანძო ადგილები მაინც შვეიცარიაში უნდა გავაკეთო. აქ როგორც კი ჩამოდიხარ, თითქოს კავშირიდან იშლები და ექცევი მოჯადოებულ ზონაში. ეგეც არის ამ ადგილის საოცრება - სტალკერის ზონა საქართველოში.

სულ ახლახან ბაქოში გქონდა გამოფენა, რომლის სამზადისიც სამ წელიწადს გრძელდებოდა. იქნებ არა მხოლოდ კონკრეტულად თბილისის, არამედ მთლიანად კავკასიური ნარატივი გხიბლავს?

ნამდვილად ასეა, ეს ადგილი საკმაოდ მიმზიდველია და სავსეა პარადოქსებით. ეს რუსეთიც არ არის, კიდევ უფრო დახურული სივრცეა, რომლის გაგების გზა მარტო ვერტიკალზე თუ გადის, გარშემო სულ მთებია. დღევანდელი სიტუაცია არის დრამატული და, ამასთან, მდიდარი მასალა მხატვრისთვის ან მწერლისთვის. ეს დრო მე-20 საუკუნის ოციანი წლების ავანგარდისტულ პროექტს ჰგავს და ახლა ჩვენ ამ პროექტის დემონტაჟის პერიოდში ვცხოვრობთ. როგორი იქნება მომდევნო პროექტი, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.

26 ფოტოგრაფის ერთი ფოტო

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

იური მეჩითოვი

0x01 graphic

ეს არცთუ ისე ურიგო სურათი ქორწინების სახლთან არის გადაღებული. ძველი ყაიდის თბილისელები კაი დროს იხსენებდნენ, როდესაც მე უხეშად ჩავერიე მათ საუბარში. საბოდიშო ნამდვილად მქონდა, მაგრამ ჩემი გმირების ცოტაოდენი გაღიზიანება სურათს ნამდვილად მოუხდა.

1981 . ოქტომბერი

27 რაულ ვალენბერგი - ადამიანი, რომელმაც სამყაროს შეცვლა სცადა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

სალომე კიკალეიშვილი

შვედი დიპლომატის, რაულ ვალენბერგის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპის სახლში გაიმართა ფოტოგამოფენა და სემინარი, რომელზეც უნგრეთის, შვედეთის და ისრაელის ელჩებმა, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ვალენბერგის ინსტიტუტის დირექტორმა მარი ტუმამ მისი ღვაწლის შესახებ ისაუბრეს. მოგვიანებით კი, ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შეუერთდა და სტუმრებთან ერთად, ვალენბერგის და ჰოლოკოსტის დროს დაღუპულთა მოსახსენიებლად, სანთლების დანთების ცერემონია გაიმართა.

რაულ ვალენბერგი

დაიბადა 1912 წლის 4 აგვისტოს სტოკჰოლმთან ახლოს, ლიდინგეში. მამა - რაულ ოსკარ ვალენბერგი შვედეთის საზღვაო ფლოტში სამხედროდ მსახურობდა და შვილის დაბადებამდე სამი თვით ადრე, სიმსივნით გარდაიცვალა. ბავშვს დედა, მარია სოფია ვაისინგი და ბაბუა - გუსტავ ვალენბერგი ზრდიდნენ. ბაბუამ ჯერ სამხედრო სასწავლებელში, მოგვიანებით კი ფრანგული ენის სასწავლად, საფრანგეთში გაუშვა.

ვალენბერგები წარმოადგენდნენ შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გვარს, რომლის წევრები გავლენიანი ბანკირები, დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები იყვნენ; რაულის ბაბუაც, წლების განმავლობაში, დიპლომატიურ სამსახურს ეწეოდა ტოკიოში, კონსტანტინოპოლსა და სოფიაში. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ძალიან უნდოდა, ახალგაზრდა ბანკირის გზას დადგომოდა, მან სხვა არჩევანი გააკეთა - არქიტექტურა. განათლება მიჩიგანის უნივერსიტეტში მიიღო, სწავლა წარმატებით დაამთავრა და 1935 წელს სტოკჰოლმში, მეორე ადგილზეც კი გავიდა, როდესაც ერთ-ერთ პრესტიჟულ კონკურსზე „მოცურავე აუზის“ პროექტი წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორობა ყოველთვის უნდოდა, უკან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ შვედეთში ამერიკული დიპლომით სამსახურს ვერ იშოვიდა; მთელი კურსი აქ უნდა გაევლო თავიდან. ამიტომ იმავე წელს, ჰოლანდიის ბანკის ხაიფას (ისრაელი) ფილიალში დაიწყო მუშაობა. ამ დროს ის პირველად შეხვდა გერმანიიდან გამოქცეულ ებრაელებს და სწორედ მათგან მოისმინა ერთი შეხედვით სრულიად დაუჯერებელი, წარმოუდგენელი ისტორიები.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იძულებით გადაადგილებულთა საბჭო შექმნა. ორგანიზაციის მიზანი ნაცისტებისგან ებრაელთა გადარჩენა იყო. სწორედ მაშინ, საბჭოს წევრებისთვის შვედეთის მიერ უნგრელ ებრაელთა გადასარჩენად წამოწყებული ოპერაციის შესახებ გახდა ცნობილი - შვედეთის წითელი ჯვრის დელეგატი ვალდემარ ლანგლეტი ბუდაპეშტში შენობებს ქირაობდა „შვედური ბიბლიოთეკის“ ან „შვედეთის კვლევითი ინსტიტუტის“ სახელით და იქ ებრაელებს ასახლებდა. სწორედ იმ პერიოდში 31 წლის რაულ ვალენბერგი შვედეთის დიპლომატიური მისიის მეორე მდივნად დაინიშნა.

0x01 graphic

რაულ ვალენბერგი 1944

პირველი, რაც მან ბუდაპეშტში გააკეთა, იყო ის, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4500 შვედური დამცავი პასპორტის დამზადების აუცილებლობაში დაარწმუნა. შვედეთის გერბით დამშვენებული დოკუმენტები ებრაელებს ბანაკებისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. გარდა ამისა, ის ჩუმად, პირადად ამზადებდა საბუთების ათასობით ასლს - „არჩევანი არ მაქვს. ამ დავალების შესრულებას დავთანხმდი და სტოკჰოლმში ვერასდროს დავბრუნდები, თუ არ მეცოდინება, რომ იმდენი ებრაელი გადავარჩინე, რამდენის ხსნაც ადამიანის ძალებს არ აღემატებოდა“. მისი თავდადება და შეუპოვარი ხასიათი კარგად ჩანს კიელ გრედეს ფილმში „საღამო მშვიდობისა, ბატონო ვალენბერგ“, სადაც 2 საათის მანძილზე უყურებ ადამიანს, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს იპოვოს ტყვეთა გადარჩენის გზები, თუნდაც ამისათვის ათასი ტყუილი, ათასი ხიფათი გამოიაროს... მოქრთამოს, დააშანტაჟოს მაღალჩინოსნები, მარტომ იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ.

0x01 graphic

სიცოცხლის ხე. ბუდაპეშტი

„ერთხელ 800 ებრაელი მუშის მაუთჰაუზენისკენ გამგზავრების ამბავი შევიტყვეთ, - ყვებოდა მისი თანამედროვე, იონი მოსერი, - ვიცოდით, იქიდან ხალხი საკონცენტრაციო ბანაკში უნდა წაეყვანათ. მაშინვე წავედით. ადგილზე მივედით თუ არა, ვალენბერგმა დაიძახა - ხელი ასწიეთ ყველამ, ვისაც შვედეთის პასპორტები გაქვთო. ვიცოდით, რომ არც არავის ჰქონდა. მისი ბრძანებით, ხალხს შევერიე და ყველას ჩავჩურჩულებდი - ხელი სასწრაფოდ ასწიეთ! ასწიეთ ხელები! ისე დამარწმუნებლად გაითამაშა ეს ყველაფერი და გამოიყვანა 800 ადამიანი, რომ ვერც ერთმა ბადრაგმა ხმა ვერ ამოიღო“.

წითელი ჯარების შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე კი, რაულ ვალენბერგმა ბუდაპეშტის გეტოში გამოკეტილი უამრავი ებრაელი იხსნა სიკვდილისგან. ეს მისი ბოლო გმირობა იყო, რის შემდეგაც ვალენბერგზე აღარავის სმენია. თითქოს აორთქლდა, გაქრა.

დაბოლოს

რაულ ვალენბერგი 1945 წლის 17 იანვარს დააპატიმრა ბუდაპეშტში შესულმა საბჭოთა ჯარმა. დადიოდა ხმები, რომ ის ჯაშუშობის ბრალდებით გაამწესეს მოსკოვში, ლუბიანკის ციხეში; საბჭოთა კონტროლის ქვეშ მყოფი „რადიო კოშუტი“ კი იმას იმეორებდა, რომ ვალენბერგი ბუდაპეშტის ქუჩებში არეულობისას მოკვდა... საბჭოთა მთავრობა ჯერ ყველაფერს უარყოფდა და შვედეთიდან შემოსულ წერილებს მხრების აჩეჩვით და გაურკვეველი პასუხებით ისტუმრებდა, ბოლოს კი, 1989 წელს, ვალენბერგის ოჯახის წევრები მოსკოვში მიიპატიჟეს და მისი პირადი ნივთები გადასცეს.

ვალენბერგმა 100 ათასამდე ებრაელი გადაარჩინა. მასზე მხატვრული და დოკუმენტური ფილმები გადაიღეს; მისი სახელი დაარქვეს ქუჩებს სხვადასხვა ქვეყნებში; მისი მემორიალები დადგეს ლონდონში, ბუდაპეშტში, სტოკჰოლმში, გიოტებორგში... მის სახელს ატარებს სკოლები ბერლინში, ბრუკლინში, ბუდაპეშტში... მიჩიგანში მისი სახელობის ჯილდო ყოველ წელს გადაეცემათ გამოჩენილ ჰუმანიტარებს. ვალენბერგის სახელობის საერთაშორისო ფონდი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე მუშაობს, ხოლო მისი სახელობის ინსტიტუტი ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის. 1981 წელს ის გახდა მეორე ადამიანი, ვისაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. იერუსალიმში კი კატასტროფის მუზეუმის, იად ვაშემის გასწვრივ არის კეთილმორწმუნეთა გამზირი, რომელიც 600 ხითაა შემოფარგლული. ხეები იმ არაებრაელთა პატივსაცემადაა დარგული, რომლებმაც ებრაელები ნაცისტების კლანჭებიდან იხსნეს. ერთ-ერთი მათგანი რაულ ვალენბერგის სახელს ატარებს.

ხეზე გამახსენდა. ბუდაპეშტში, დოჰანის ქუჩაზე ევროპაში ყველაზე დიდი სინაგოგა დგას. მას ზოგჯერ ასეც ეძახიან - დოჰანის დიდი სინაგოგა. გვერდით ებრაელთა მუზეუმია. აქვეა 1944-45 წლებში, გერმანელთა ბანაკებში დაღუპულ უნგრელ ებრაელთა სასაფლაო. სინაგოგის უკან კი, რაულ ვალენბერგის სახელობის მემორიალური პარკია, სადაც ერთი უცნაური და ძალიან შთამბეჭდავი ხეა - ლითონის ტირიფი. მძიმედ გადმოშლილ ტოტებზე ათასობით ლითონისვე ფოთოლია. როდესაც ახლოს მიხვალ და თითოეულს დააკვირდები, მასზე ადამიანების ამოტვიფრულ სახელებს, დაბადების და გარდაცვალების წლებს ამოიკითხავ. მიუხედავად იმისა, რომ ლითონის ხეს სიცოცხლის არაფერი ეტყობა, მას სიცოცხლის ხეს ეძახიან. ეს ყველაზე უცნაური ხეა, რაც ცხოვრებაში მინახავს.

28 კონფლიქტი „ვეფხისტყაოსანთან“

▲ზევით დაბრუნება


გიორგი კეკელიძე|სვეტი

წერილები ეროვნული ბიბლიოთეკიდან

0x01 graphic

ხოლო ერთი მათგან - ჟურნალისტთაგანი - მოდის და მეკითხება.

„ვეფხისტყაოსნის“ ვახტანგისეული გამოცემა გამოვფინეთ ბიბლიოთეკაში. იუნესკომ ამ პოემის წლად გამოაცხადა 2012.

ჰოდა, მოვიდა და იკითხა - ეს დაბეჭდვიდან 300 წელი რატომ, პოემა ხომ 1712 წლის წინ დაიწერაო. რას ვაკეთებდითო. უფრო ადრე დაგვებეჭდაო. ესეც ასე. მანამდე ჩემს უფროს კოლეგას სტუმრობდა მედიელი. აჩვენა ილიას ფოტოები და მერე მიმოწერათა ასლები. ეს ჭავჭავაძის პირადი წერილებიაო. პასუხად - რა მაგარია, თქვენ მოგწერათო?

ალბათ.

დანამდვილებით რაც მგონია (პირველ სიტყვასა ზედა მოვიდეთ), ქართველებს ყოველთვის ნაკლებად გვესმოდა რუსთაველი. ან გვესმოდა და გავურბოდით. ხსენებული შემთხვევის მასშტაბებს არ ვგულისხმობ, ბუნებრივია. ის, რომ დაწვა გვინდოდა და გმობას არ ვაკლებდით - არახალია. ის, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოეზია, რომლის იქით მართლაც არაფერი მეჩვენება, ნაცოდვილარად მიგვაჩნდა. ის, რომ მხოლოდ ოდენ აფორიზმები გვეგონა მისი ძლიერი მხარე და მეგობრობა „ვეფხისტყაოსანში“ და ფატმანის სახე, რომელსაც მასწავლებლები შორიდან, ძალიან შორიდან გვანახებდნენ. ასე თუ გაიცანი, მერე აღარ შველის უნივერსიტეტებში ტროპის სახეობების სწავლა, ტექსტის ადრერენესანსულობის გაგება და ანტიკურ-სუფისტური სინთეზის ძებნა. მაინც ტარიელ-ავთანდილის ძმობა გეგონება ყველაფერი. რაც თავისთავად კარგია, მაგრამ მხოლოდ ეს - „ვეფხისტყაოსანი“ არ არის.

0x01 graphic

აი, მაგალითად, ზღვა. შოთა ზღვის პოეტია. ანუ სივრცის. მოშლილი სა-ზღვა-რი უყვარს. ჩვენ ყოველთვის გავურბოდით ტალღებს. ხალხი ნაპირთან ცხოვრობდა და ცურვა არ იცოდა. არც ფლოტი გვყავდა. არც დიდი დანანება მინახავს სადმე ამის გამო. ეს უკვე კონფლიქტია. ტექსტსა და საზოგადოებას შორის, რომელმაც ეს ტექსტი ზეპირად იცის. თითქოს უცნაურია. და ვფიქრობ, ცუდიც. მარტო ის კი არ არის საწყენი, ტექსტის დაწერის ან, ვმკრეხელობ და, პირველად დასტამბვის თარიღი არ ვიცოდეთ.

თუმცა, ვინმეს შეიძლება იმაზე წყდებოდეს გული, მზითევად რომ აღარ იყენებენ ამ წიგნს. კაცია და გემოვნება. თუ გუნება. მე ის მეწყინა, ერთი გახალხურებული, მეცხრამეტე საუკუნის პროზაული „ვეფხისტყაოსნის“ ბოლოს, მთხრობელი ამბობს, ეს ხალხი კი ვატარე აქეთ-იქით, ვაომე და ვატრფიალე, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე რას ირჯებოდნენო. ამ მთხრობელზე კი არ მწყდება გული, არამედ იმ არაერთ სტუდენტზე, რომლებიც იმავეს ამბობენ. საზეპიროებს არავინ აძლევს. არც იმას ვთხოვთ, გვითხრან შოთა კუპრი ვინ მიიჩნია რუსთაველად და ნიკო მარს რა ეგონა და რა არ. მხოლოდ, ერთი შეხედვით, მცირე რამე გვინდა. ასე, საბჭოთა სახელმძღვანელოების ენაზე რომ ვთქვათ - „რას მოგვითხრობს „ვეფხისტყაოსანი“. მაგრამ ჩვენ ვიცით კი? ან გვინდა კი ვიცოდეთ?

დაბრალებებიც გვიყვარს. იმ აფორიზმში, ძუ და ხვადი რომ სწორია, ლომი რომ წერია, გვავიწყდება. კიდევ მონების გათავისუფლება უნდოდაო. ვინმე მალე დღევანდელი ლარის კურსის საუკუნეთა ტევრიდან მჭვრეტელს დაინახავს მასში. მოკლედ, საშინლად გვასწავლიდნენ და ასეც ვასწავლით.

ტყულიად კი არ ამბობდნენ. „ვეფხისტყაოსანი“ - საქართველოა. საქართველო, რომელმაც დღემდე ვერ შეიცნო საკუთარი თავი. და არავინ იცის შეიცნობს თუ არა. ან საჭიროა კი? ეგებ ასეა ის უფრო მომხიბვლელი.

29 LIFE/GuIdE

▲ზევით დაბრუნება


1. 3D კინო თანდათან მოსაწყენი რეალობა ხდება. სულ სხვაასამგანზომილებიანი შპალერი, რომელმაც ჯერ კომპიუტერის ეკრანებზე დაიმკვიდრა ადგილი, შემდეგ კი სახლისკედლებზეც გადაინაცვლა. ის ძალიან რეალისტურ და ცოტაფუტურისტულ გარე მოსქმნის - ჩვეულებრივ ოთახს იოლად გადააქცევსსაჰარის უდაბნოდ ან ღამის პარიზად. არჩევანი იმდენად დიდია,რომ ზოგიერთი მწარმოებელი უკვე ეკოლოგიურ 3D შპალერსაც კიგვთავაზობს.

2. რთულია ისეთი მრავალფუნქციური ნივთის პოვნა, როგორიცაა iPhone- ისთვისგანკუთვნილი BookBook- საფულე, მობილური ტელეფონის ჩასადები და სავიზიტო ბარათების სატარებელი აქსესუარი ძველი წიგნის გარეგნობით. ეს კომფორტულია, რადგან სახლში ვერ დაგრჩება საფულე, თუმობილური თან გაქვს და პირიქით. BookBook-შიტელეფონი დაცულია დაზიანებისგან,საფულე კი ქურდების ყურადღებისგან, თუმცა არც ანტიკვარული წიგნი გამოიყურებანაკლებად მიმზიდველად...

3. როგორც წესი, მზისგან კანის დაცვაზე ფიქრს ზაფხულის წინ ვიწყებთ ხოლმე. არა და, მარტიდან ულტრაიისფერი გამოსხივება მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ კანის კიბოს, ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების გაჩენის პრევენციისთვის SPF-ის გამოყენება აუცილებელია. Clarinsის UV Plus SPF 40, მინერალური ფილტრების დახმარებით, სახის კანს არა მხოლოდ მავნე გამოსხივების, არამედ თავისუფალი რადიკალების მოქმედების განაცდა იცავს.

30 პურის სახლის უჩაქაფულო გაზაფხული

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რესტო

მოამზადა ნინა ახლოურმა

გიგო მესხიშვილი

0x01 graphic

პურის სახლი რესტორანი
გორგასლის ქ.7

უბანი: აბანოთუბანი
ტელ: (995 32) 30 30 30
სამზარეულო: ქართული
საათები: 12:00 -02:00 (ბოლო სტუმრის გაცლებამდე)
ბარათები: მიიღება
ფასი: 100-150 (სადილი ორ კაცზე ღ ვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ
ელ-ფოსტა: breadhouse@mgroup.ge
საიტი
http://www.breadhouse.mgroup.ge/

პურის სახლისწინ გადათხრილი დაგვხვდა ყველაფერი. ალბათ ძეგლთა მიგრაცია ჯერ არ დამთავრებულა და ამჯერად ნიკო ფიროსმანის სკულპტურას უპირებენ სადმე გადატანას. ზედა დარბაზში, „სათავადოშიბანკეტი იყო და ქვემოთ, რესტრონის წინ ავიღეთ მაგიდა. ჰაერზე.

აპრილის თბილი საღამოა, სიმწვანე ძალაში შედის, მენიუსაც კი ყდაზე გაზაფხული აწერია... ერთი სიტყვით, კარგ ხასიათზე ვართ. ვათვალიერებთ კერძების ჩამონათვალს და პირველი იმედგაცრუების ჯერიც დგება. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა სალათა ბულგარული წიწაკითაა მომზადებული - ხბოს, ქათმის და ა.შ. მხოლოდ ერთს არ ეწერა ბულგარული, ამიტომ სწორედ მას დავადგით თვალი. უბრალო მწვანე სალათი (8.00 ლარი) - დაფლეთილი სალათის ფოთლები, ზეთი, ლიმნის ნაჭრები, მთლიანი შავი ზეთსიხილები, წვრილად დაჭრილი კიტრი. შატო მუხრანის გორული მწვანეს წრუპვა უკვე დაწყებული გვქონდა და ამ სალათამაც დროზე მოგვისწრო.

ორაგულის წვნიანის (15.00 ლარი) ჯერიც დადგა. პირველი, რამაც ამ წვნიანში ყურადღება მიიქცია, დიდი რაოდენობით ბაჰარი იყო (ჩვენთან რო დუშისტი პერეცს ეძახიან). კამა, სტაფილო, ცხიმიანი წვენი. ორაგულის ხორცი ძალიან დონდლო და მოფამფალებული იყო, ზუსტად ისეთი, ჩვენს მარკეტებში ასე გავრცელებულ საშენის კალმახს რომ აქვს ხოლმე მოხარშვის შემდეგ. ალბათ მოგიხარშავთ ეს კალმახი და გახსოვთ მისი ფაფისებრი კონსისტენცია. თავად წვენი გემრიელი იყო, განსაკუთრებით მჟავიანობა მეამა გადაღლილზე და მსუბუქ ნაბახუსევზე.

შემდეგ ბოსტნეულის მწვადი მოვიდა (8.00 ლარი). პირველ რიგში პამიდორი გადავიღე და ძალიან მესიამოვნა ცეცხლის გემო, რომელიც ნაკვერჩხალზე შემწვარმა პამიდორმა დამიტოვა, კარგი იყო შემწვარი ბულგარულები, წითელი და მწვანე, ქამა სოკო და ბადრიჯანი.

ძალიან დაგვწყდა გული და გაგვიკვირდა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ბატკნის ჩაქაფული არ ჰქონდათ. თანაც ამ გაგანია სეზონზე, ბრწყინვალე შვიდეულში, მაშინ, როცა მთელი ერი ბატკნის ჩაქაფულს ითხოვს. ძალიან სუსტი იყო ტოლმა ვაზის ფოთოლში (13.50 ლარი). არ ვიცი, შეიძლება ძველიც იყო, იმდენად უსიამოვნო გემო დატოვა ტოლმამაც და ნივრიანი მაწვნის საწებელმაც.  ჩემს მეგობარს ძალიან გადაბერებული ეჩვენა ვაზის ფოთოლი, რაშიც მართალი იყო, მე კი ხორცის შიგთავსთან მქონდა ძირითადი პრეტენზია. ერთი სიტყვით, სომხეთიდან ჩამოსული მეგობარი რომ მიიყვანო პურის სახლში, აუცილებლად გეტყვის: У вас не умеют готовить Толма. სხვათა შორის, მწვადზეც იმავეს გეტყვის, რადგან აქაური ღორის მწვადიც (11.00 ლარი) ძალიან უნიათო რამეა - დამწვარი კიდეები, მაგარი ხორცი, ნახშირი და ძვალი. საერთოდ, ამ ბოლო დროს ქართული კვების დაწესებულებებში მწვადი ჩიხში შევიდა.

კარგი იყო მწყერი მაყალზე (6:50 ლარი), თელავის მარნის საფერავსაც მოუხდა და პიკანტური გემოც კი გაუჩინა ღვინოს. მწყერს სუნზე მოყვა ადგილობრივი ქუჩის კატა, რესტორნის საკვებით ნაპატივები. სხვაზე არაფერზე ჰქონდა რეაქცია, როგორც ჩანს, განსაკუთრებით მწყერი უყვარს. ჩემმა მეგობარმაც უშურველად დაუყარა ძვლები. კატამ გაილაღა.

ყველის ასორტი (14.00 ლარი) ჩავარდნა იყო. პრინციპში ამას არც ეთქმოდა ასორტი. აბა სადაური ასორტია სამნარი ყველისგან შემდგარი (იმერული, სულგუნი და შებოლილი სულგუნი) 6 ნაჭრიანი თეფში.

ღვინოებს რაც შეეხება, როგორც გითხარით, მუხრანის გორული მწვანე ავიღეთ, ერთი ბოთლი. გარდა ამისა, აქცია ჰქონდა რესტორანს და თელიანის სამშვენისი გაგვასინჯეს, კლასიკურად, ევროპულად დაყენებული. ძალიან დუნე ღვინო აღმოჩნდა, რომელიც აშკარად დაჯაბნა შატო მუხრანის წყალწყალა, მაგრამ სურნელოვანმა ღვინომ. ქვევრის სამშვენისი ზედმეტად იყო მუხის ტონებით დამშვენებული, თუმცა წიწაკის სიცხარე დაამარცხა და ტოლმასა და შემწვარ ბოსტნეულსაც მოუხდა.

ღვინის ბარათში კომპანიების რაოდენობა აქაც შეზღუდულია, მხოლოდ რამდენიმე ბობოლა, და ერთი უსახელაური და ერთიც ბიო-საფერავი. ცქრიალა ღვინო სამწუხაროდ მარტო თელიანი ველისაა. სამაგიეროდ Dom Pérignon აქვთ 480 ლარად და Moët & Chandon 180 ლარად. სულ ესა ვართ?

ისევ უნდა ვთქვა ჭიქით ღვინის გაყიდვაზე. აქ, ზოგიერთი ღვინო ერთი ჭიქა 12-16 ლარი ღირს. მაგ. შატო მუხრანის ან თელიანის რომელიმე თეთრი 11-12 ლარი შეიძლება ღირდეს, ბოთლი კი 29-31 ლარი. მერე მოვა მიმტანი და ეშმაკურად შემოგთავაზებს - „ბარემ ბოთლი აიღეთ, უფრო იაფი დაგიჯდებათ“. მე კიდე ნერვები მეშლება ასეთ ხრიკებზე, იმიტომ, რომ ეს ამბავი პირველ რიგში ქართული ღვინის ცნობადობას აკნინებს. ქვეყანაში ხომ ისედაც 2-3%25-ია ბოთლის ღვინის მოხმარება... ამას დაუმატეთ ქართული ღვინოების ხარისხისა და ფასის სრული შეუსაბამობა და მიხვდებით რატომაცაა ასეთ დღეში ქართული მეღვინეობა და გასტრონომიული კულტურა.

კერძის ფასებზეც ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ეს უფრო ზოგადი ტენდენციაა და ამაზე ცალკე სტატიის დაწერაც შეიძლება.

31 „შუბა“

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

გვერდს წარმოგიდგენთ მაიონეზი სლობოდა

„მათთვის, ვინც უანგაროდ უყვართ“

0x01 graphic

შეფ-მზარეული ქეთი ბაქრაძე

მასალა:

4 ლუფა

მასალა:

2 კარტოფილი
2 სტაფილო
1 ჭარხალი
3 კვერცხი
1 შეკვრა მწვანე ხახვი
250 გრ. მაიონეზი „სლობოდა“ - „პროვანსალი“
1 ლიმონი
2 სუფრის კოვზი არაჟანი
მარილი
პილპილი
სურვილისამებრ, კერძს ეგიძლიათ დაუმატოთ შებოლილი ორაგული.
ჯამში: 12 ლარი

მომზადების წესი:

მოხარშეთ კარტოფილი, ჭარხალი და კვერცხი.

დაჭერით მწვანე ხახვი წვრილად და გახეხეთ სტაფილო.

მას შემდეგ რაც კარტოფილი და ჭარხალი მოიხარშება, გააცალეთ კანი და გახეხეთ.

ლანგარზე დააწყვეთ ფენაფენა გახეხილი კარტოფილი, სტაფილო და ჭარხალი.

ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ 250 გრ. მაიონეზი „სლობოდა“ ჩააწურეთ 1 ლიმონი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი არაჟანი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და გადაურიეთ.

მიღებული მასა სუფრის კოვზით წაუსვით ფენაფენა გამზადებულ ბოსტნეულს, ზედა ფენას მოაყარეთ გახეხილი კვერცხი, მოასხით შეზავებული მაიონეზი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

ფენებს შორის, შეგიძლიათ დაუმატოთ შებოლილი ორაგული

0x01 graphic