The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნეს მაცნე №13


ბიზნეს მაცნე №13


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: მესხიშვილი ანზორ
თემატური კატალოგი ბიზნეს-მაცნე (ჟურნალ "ბიზნესი და კანონმდებლობის" დამატება)
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა მთავარი რედაქტორის მოადგილე: ელგუჯა ლებანიძე მარკეტინგის სამსახურის უფროსი: მაკა არახამია ხელმომწერებთან ურთიერთობის კოორდინატორი: მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ბოჭორიშვილი, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა კორექტურა: ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25; ტელ./ფაქსი: 98-39-30 8(99) 79-00-34. www.inovacia.ge; e-mail: inovacia@caucasus.net საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა №400467916; კოდი 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა იანვარი 2010



1 ოფიციალური დოკუმენტები

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები.

1. 972 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 972. მომხმარებელთა უფლებების დაცვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პირი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) გამოაკრას მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას.“.

2. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირების ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასავლის ოპერაცია უკავშირდება ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდას. თუ საბანკო დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;“.

3. 107- მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4. 108- მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე) ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება.“

5. 143- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 143. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა

1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, -

იწვევს პირის დაჯარიმებას შესაბამისად სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულებით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელს. ამ მუხლით გათვალისწინებული ყადაღის დადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, -

იწვევს პირის დაჯარიმებას საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, -

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 10000 ლარით.

4. გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით განსაზღვრული პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე საქონლის გამოვლენა -

იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ საქონლის საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გადამხდელისა - დღგ-ის გარეშე, ხოლო აქციზის გადამხდელისა - აქციზურ საქონელზე, აქციზისა და დღგ-ის გარეშე).

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული:

ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი;

ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი;

გ) საქონლის დასახელება და რაოდენობა.

6. პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

ა) სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე - სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო-ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში;

ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში;

გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის ფული არ არის საქონელი.

8. საქონლის დანაკლისი განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1431 მუხლი:

„მუხლი 1431. ქრონომეტრაჟის შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ ბრუნვის შემცირება

თუ ქრონომეტრაჟით გამოვლინდა, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტში ან/და სასტუმროში 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამური ბრუნვა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) არანაკლებ 10%-ით მეტია გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვაზე (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით), -

პირი ჯარიმდება ქრონომეტრაჟით გამოვლენილი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შორის სხვაობის 50-მაგი ოდენობით.“.

7. 146- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით ხორციელდება ერთ ეტაპად იმ შემთხვევაში, თუ „საგადასახადო მოთხოვნით“ გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი არ არის საგადასახადო ორგანოს შემოწმების მასალები ან/და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმები.“.

8. 147- მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ პირი უარს აცხადებს „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებაზე ან არ ეთანხმება ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი ვალდებულია „საგადასახადო მოთხოვნის“/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ან საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით გაუგზავნოს წერილობითი საჩივარი, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, ან საგადასახადო ორგანოს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება, თუ დავის გადაწყვეტის ფორმად ირჩევს მის გადაწყვეტას სასამართლოს მიერ.“.

9. 155- მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს უფლება აქვს, „საგადასახადო მოთხოვნა“ ან ამ კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 147-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში - საგადასახადო ორგანოს შესაგებელი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში და იმავე ნაწილით განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობისას საგადასახადო ორგანოს უარი ამ ვადის ამოწურვიდან 20 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს:

ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში (გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში);

ბ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემი საგადასახადო ორგანოს მეშვეობით საბჭოში, თუ „საგადასახადო მოთხოვნით“ გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი არ არის საგადასახადო ორგანოს შემოწმების მასალები ან/და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმები. მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში);

გ) სასამართლოში.“.

10. 159- მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო უფლებამოსილია დავის განხილვის საფუძველზე:

ა) დააკმაყოფილოს საჩივარი და გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;

ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი;

დ) საჩივარი განუხილველი დატოვოს.“.

11. 258- მუხლის ცხრილის:

ა) მე-17 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

17

ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი ქანებისაგან, ნედლის გარდა; პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი, ბიტუმოვანი ქანებისაგან მიღებული ნავთობის ან ნავთობპროდუქტების 70 მას.% ან მეტი შემცველობით, ამასთანავე, ეს ნავთობი წარმოადგენს პროდუქტების ძირითად შემადგენლებს

2710 (გარდა 2710 11 110 00- 2710 19 490 00, 2710 19 510 00- 2710 19 690 00 და 2710 99 000 00)

1 ტონა

400 ლარი

ბ) 21-ე სტრიქონის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე სტრიქონი:

22

ნამუშევარი ნავთობპროდუქტები - ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი ნამუშევარი ნავთობპროდუქტები დანარჩენი

2710 99 000 00

2710 99 000 00

1 ტონა

1 ტონა

50 ლარი

400 ლარი

12. 2703 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო გადასახადის 12%-იანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:

კოდი

დასახელება

1

0105

შინაური ფრინველი ცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები

2

0201

ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული

3

0202

ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული

4

0204

ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

5

0205 00

ხორცი ცხენების, ვირების, ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული

6

0206

საკვები სუბპროდუქტები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ცხვრების, თხების, ცხენების, ვირების, ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული

7

0207

ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

8

0208

სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული

9

0209 00

ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული, და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, გაცივებული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი

10

0210

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცისაგან ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან

11

0401 10 100 00

- - პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

12

0401 20 110 00

- - - პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

13

0401 20 910 00

- - - პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

14.

0401 30 110 00

- - - პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

15

0401 30 310 00

- - - პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

16

0401 30 910 00

- - - პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა

17

0402 10 110 00

- - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

18

0402 10 910 00

- - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

19

0402 21 110 00

- - - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

20

0402 21 910 00

- - - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

21

0402 29 150 00

- - - - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

22

0402 29 910 00

- - - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

23

0402 91 110 00

- - - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

24

0402 91 310 00

- - - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

25

0402 91 510 00

- - - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

26

0402 91 910 00

- - - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

27

0402 99 110 00

- - - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

28

0402 99 310 00

- - - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

29

0402 99 910 00

- - - - პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა

30

0403

დო, აჭრილი რძე და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირებული ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე

31

0407 00

ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული

32

0408

ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

33

0409 00 000 00

ნატურალური თაფლი

34

0410 00 000 00

ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი

35

0701

კარტოფილი, ახალი ან გაცივებული

36

0702 00 000 00

პომიდორი, ახალი ან გაცივებული

37

0703

ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული

38

0704

თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, კეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული

39

0706

სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარხალი, თხისწვერა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული

40

0707 00

კიტრი და კორნიშონები, ახალი ან გაცივებული

41

0708

პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული

42

0709

ბოსტნეული დანარჩენი, ახალი ან გაცივებული

43

0710

ბოსტნეული (ახალი ან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული

44

0711

დაკონსერვებული ბოსტნეული, ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდიან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), ოღონდ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი

45

0712 20 000 00

- თავიანი ხახვი

46

0712 31 000 00

- - Agaricus გვარის სოკოები

47

0712 32 000 00

- - ხის სოკო ან აურიკულარიები (Auricularia spp.)

48

0712 33 000 00

- - საფუარი სოკოები (Tremella spp.)

49

0712 39 000 00

- - დანარჩენი

50

0713

პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი

51

0714

მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული

52

0802

კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე

53

0803 00

ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი

54

0805

ციტრუსები, ახალი ან ხმელი

55

0806

ყურძენი, ახალი ან ხმელი

56

0807

ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი

57

0808

ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი

58

0809

გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი

59

0810

ხილი დანარჩენი, ახალი

60

0811

ხილი და კაკალი, წყალში ან ორთქლზე თბურად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაყინული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

61

0812

ხილი და კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილწყალში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი

62

0813

ხილი ხმელი, 0801-0806 სასაქონლო პოზიციების ნაყოფების გარდა; მოცემული ჯგუფის კაკლის ან ხმელი ნაყოფების ნარევები

63

0902

ჩაი საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე

64

1101 00

ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი

65

1102

დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა

66

1103

ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები

67

1105

კარტოფილის წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი, ფხვნილი, ფანტელები, გრანულები

68

1106

წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის, საგოს პალმის ნაყოფის გულის, 0714 სასაქონლო პოზიციის ძირნაყოფების ან ბოლქვნაყოფების ან 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან

69

1108

სახამებელი; ინულინი

70

1109 00 000 00

ხორბლის წებოვანა, მშრალი ან ტენიანი

71

1208 90 000 00

- დანარჩენი

72

1512 11 910 00

- - - - მზესუმზირას ზეთი

73

1512 19 900 00

- - - დანარჩენი

74

1601 00

ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა საკვები პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე

75

1602 10 00

- ჰომოგენიზებული მზა პროდუქტები

76

1602 20

- ნებისმიერი ცხოველის ღვიძლისაგან

77

1602 31

- - ინდაურის

78

1602 32

- - შინაური ქათმისაგან (Gallus domesticus)

79

1602 39

- - დანარჩენი

80

1602 41

- - ბარკლები და მათი გადანაჭრები

81

1602 42

- - ბეჭის ნაწილი და მისი გადანაჭრები

82

1602 49

- - დანარჩენი, ნარევების ჩათვლით

83

1602 50

- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისაგან

84

1602 90

- დანარჩენი, მზა პროდუქტების ჩათვლით, ნებისმიერი ცხოველის სისხლისაგან

85

1701 12

- - ჭარხლის შაქარი

86

1701 91 000 00

- - საგემოვნო-არომატული ან საღებარი დანამატებით

87

1701 99

- - დანარჩენი

88

1702

დანარჩენი შაქარი, ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზასა და ფრუქტოზას ჩათვლით, მყარ მდგომარეობაში; შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან საღებარი ნივთიერების დამატების გარეშე; ხელოვნური თაფლი, ნატურალურ თაფლთან შერეული ან შეურეველი; კარამელის კულერი

89

1703

მელასა, შაქრის ამოღებით ან რაფინირების შედეგად მიღებული

90

1704

შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს

91

1806 20 800 00

- - - შოკოლადის გემოვანი გარსები

92

1806 31 000 00

- - გულსართით

93

1806 32

- - გულსართის გარეშე

94

1806 90

- დანარჩენი

95

19

მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი

96

2001

ბოსტნეული, ხილი, კაკალი და მცენარეთა საკვებად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმრის ან ძმარმჟავას დამატებით დამზადებული ან დაკონსერვებული

97

2002

პომიდორი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული

98

2003

სოკო და ტრიუფელი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული

99

2004

სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა

100

2005

სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა

101

2006 00

ბოსტნეული, ხილი, კაკალი, ნაყოფების ქერქი ან მცენარეთა სხვა ნაწილები, შაქრით დაკონსერვებული (შაქრის სიროფით გაჟღენთილი, მოსარკლული ან დაშაქრული)

102

2007

ჯემი, ხილის ჟელე, მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული, მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით

103

2008 19

- - დანარჩენი, ნარევების ჩათვლით

104

2008 20

- ანანასი

105

2008 30

- ციტრუსების

106

2008 40

- მსხალი

107

2008 50

- გარგარი

108

2008 60

- ალუბალი და ბალი

109

2008 70

- ატამი, ნექტარინების ჩათვლით

110

2008 80

- მარწყვი და ხენდრო

111

2008 91 000 00

- - პალმის გული

112

2008 92

- - ნარევები

113

2008 99

- - დანარჩენი

114

2009

ხილის წვენები (ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატების გარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

115

2101

ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები და მათ ფუძეზე ან ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ფუძეზე დამზადებული მზა პროდუქტები; მოხალული ვარდკაჭაჭა და სხვა მოხალული ყავის შემცვლელნი და მათი ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები

116

2103

პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები; საგემოვნო დანამატები და შერეული საკაზმები; მდოგვის ფხვნილი და მზა მდოგვი

117

2106

კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

118

2201 10 190 09

- - - - დანარჩენი

119

2201 10 900 00

- - დანარჩენი

120

2201 90 000 09

- - - დანარჩენი

121

2201 90 000 99

- - დანარჩენი

122

2202

წყლები, მინერალურისა და გაზიანის ჩათვლით, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებების დანამატების შემცველობით, და სხვა უალკოჰოლო სასმელები, 2009 სასაქონლო პოზიციის ხილისა და ბოსტნეულის წვენების გარდა

123

2203 00

ალაოს ლუდი

124

2302

ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვანების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით გადამუშავების შედეგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული

125

2306 30 000 00

- მზესუმზირას თესლისაგან

126

24

თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები

127

25

მარილი; გოგირდი; მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი

128

3305 10 000 00

- შამპუნები

129

3307 30 000 00

- არომატიზებული მარილები და სხვა შედგენილობები აბაზანების მისაღებად

130

3401 11 000 00

- - ტუალეტის საპონი (სამკურნალო საშუალების შემცველი საპნის ჩათვლით)

131

3401 19 000 00

- - დანარჩენი

132

3401 20 900 00

- - დანარჩენი

133

3401 30 000 00

- ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები და კანის დასაბანი საშუალებები სითხის ან კრემის სახით და დაფასოებული საცალო ვაჭრობისათვის, საპნის შემცველი ან მის გარეშე

134

3402 19 000 00

- - დანარჩენი

135

3402 20

- საშუალებები, დაფასოებული საცალო ვაჭრობისათვის

136

3402 90

- დანარჩენი

137

3405 40 000 00

- საწმენდი პასტები და ფხვნილები და სხვა საწმენდი საშუალებები

138

3808 99 900 00

- - - დანარჩენი

139

3916

პლასტმასის მონოძაფი 1 მმ-ზე მეტი განივკვეთით, წნელები, ღერძები და ფასონური პროფილები, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი

140

3917

პლასტმასის მილები, მილაკები და შლანგები და მათი ფიტინგები (მაგალითად, შეერთებები, მუხლები, მილტუჩები)

141

3918

პლასტმასის იატაკის საფრები, თვითწებვადი ან არათვითწებვადი, რულონებად ან ფირფიტებად; პლასტმასის საფრები კედლებისა და ჭერებისათვის, მოცემული ჯგუფის მე-9 შენიშვნაში მითითებული

142

3919

პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა, ლენტები, ზოლები და დანარჩენი ბრტყელი ფორმები, თვითწებვადი, რულონებად ან არარულონებად

143

3920

პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, ზოლები ან ლენტები დანარჩენი, უფორებო და დაუარმატურებელი, არაშრეული, ფუძეშრის გარეშე და სხვა მასალებთან ანალოგიური წესით შეუერთებელი

144

3921

პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, ზოლები ან ლენტები დანარჩენი

145

3922

აბაზანები, შხაპები, წყლის ჩასადინარი ნიჟარები, პირსაბანი ნიჟარები, ბიდეები, უნიტაზები, დასაჯდომები და სახურავები მათთვის, წყალჩასაშვები ავზაკები და ანალოგიური სანიტარიულ-ტექნიკური ნაწარმი, პლასტმასებისაგან

146

3923

პლასტმასის ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის; პლასტმასის საცობები, ხუფები, თალფაქები და სხვა საცობი ნაწარმი

147

3924

სასადილო და სამზარეულო ჭურჭელი და სამზარეულოს საკუთნოები, დანარჩენი საოჯახო ნივთები და ჰიგიენის ან ტუალეტის საგნები, პლასტმასისაგან

148

4403 20 310 00

- - - მორები

149

4407 10

- წიწვოვანი

150

4407 21 900 00

- - - - დანარჩენი

151

4407 22 900 00

- - - - დანარჩენი

152

4407 29 680 00

- - - - - - დანარჩენი

153

4407 91 900 00

- - - - დანარჩენი

154

4407 92 000 00

- - წიფლისაგან (Fagus spp.)

155

4407 99 200 00

- - - ტორსული შეერთების მქონე, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი

156

4407 99 250 00

- - - - გარანდული

157

4407 99 980 00

- - - - - დანარჩენი

158

4409 10

- წიწვოვანი

159

4409 29

- - დანარჩენი

160

4413 00 000 00

მერქანი დაწნეხილი, ბლოკების, ფილების, ძელების ან დაპროფილებული ფორმების სახით

161

4418

ნაწარმი სადურგლო და სახუროო ხის, სამშენებლო, უჯრედოვანი ხის პანელების, აწყობილი ფილა-პარკეტის, სოლ-ყავრისა და სახურავის ყავრის ჩათვლით

162

6801 00 000 00

ძელურა, ბორდიურის ქვები და დასაგები ფილები ბუნებრივი ქვისაგან (გარდა ფიქლისა)

163

6802

ქვა დამუშავებული (გარდა ფიქლისა) ძეგლებისათვის ან მშენებლობისათვის და მისი ნაწარმი, გარდა 6801 სასაქონლო პოზიციის საქონლისა; მოზაიკის კუბურები და ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) ანალოგიური ნაწარმი ფუძეზე ან ფუძის გარეშე; ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) გრანულები, ნაფხვენი და ფხვნილი, ხელოვნურად შეღებილი

164

6804

დოლაბები, სალესი ქვები, სახეხი რგოლები და ანალოგიური უკარკასო ნაწარმი, განკუთვნილი სახეხად, სალესად, საპრიალებლად, მოსარგებად ან მოსაჩუქურთმებლად, ქვები ხელით სალესად ან საპრიალებლად და მათი ნაწილები ბუნებრივი ქვის, აგლომერირებული ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზივების ან კერამიკისაგან, სხვა მასალების დეტალებთან აწყობილი ან ამ დეტალების გარეშე

165

6805

ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი, გაჭრილ ან გაკერილ, ან განსაზღვრული ფორმის მისაღებად სხვა მეთოდით დამუშავებულ, ან დაუმუშავებელ ქსოვილის, ქაღალდის, მუყაოს ან სხვა ფუძეზე

166

6806

წიდის ბამბა, მინერალური სილიკატური ბამბა და ანალოგიური მინერალური ბამბები; განშრევებული ვერმიკულიტი, აფუებული თიხები, აქაფებული წიდა და ანალოგიური აფუებული მინერალური პროდუქტები; თბოსაიზოლაციო, ბგერათსაიზოლაციო ან ბგერათშთამნთქმელი მინერალური მასალების ნარევები და ნაწარმი, გარდა 6811 ან 6812 სასაქონლო პოზიციის ან 69 ჯგუფის ნაწარმისა

167

6807

ნაწარმი ასფალტის ან ანალოგიური მასალებისაგან (მაგალითად, ნავთობის ბიტუმის ან ქვანახშირის სქელფისისაგან)

168

6808 00 000 00

პანელები, ფილები, ბლოკები და ანალოგიური ნაწარმი ცემენტით, თაბაშირით ან სხვა მინერალური შემკვრელი ნივთიერებებით აგლომერირებული მცენარეული ბოჭკოების, ჩალის, ბურბუშელას, ნაფოტის, ნაწილაკების, ნახერხის ან ხე-ტყის სხვა ნარჩენებისაგან

169

6809

ნაწარმი თაბაშირის ან მის ფუძეზე დამზადებული ნარევებისაგან

170

6810

ცემენტის, ბეტონის ან ხელოვნური ქვის ნაწარმი, დაარმატურებული ან დაუარმატურებელი

171

6811

ნაწარმი აზბესტცემენტის, ცელულოზისბოჭკოებიანი ცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან

172

6812 91 000 00

- ტანსაცმელი, ტანსაცმლის საკუთნოები, ფეხსაცმელი და თავსაბურავები

173

6812 92 000 00

- ქაღალდი, სქელი მუყაო და ქეჩა ან ფეტრი

174

6812 93 000 00

- - შემამჭიდროებელი მასალა წნეხილი აზბესტის ბოჭკოსაგან, ფურცლებად ან რულონებად

175

6815

ნაწარმი ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებებისაგან (ნახშირბადიანი ბოჭკოების, ნახშირბადიანი ბოჭკოების ნაწარმისა და ტორფის ნაწარმის ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი

176

6902 10 000 00

- Mg, Ca ან Cr ელემენტების შემცველობით 50 მას.%-ზე მეტი ცალ-ცალკე ან ერთად აღებული, MgO, CaO ან Cr2O3-ზე გადაანგარიშებით

177

6902 20 100 00

- - კაჟმიწის (SiO2) შემცველობით 93 მას.% ან მეტი

178

6902 20 910 00

- - - თიხამიწის (Al2O3) შემცველობით 7 მას.%-ზე მეტი, მაგრამ 45 მას.%-ზე ნაკლები

179

6902 20 990 00

- - - დანარჩენი

180

6902 90 000 00

- დანარჩენი

181

7113

საიუველირო ნაკეთობები და მათი ნაწილები ძვირფასი ლითონებისაგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისაგან

182

7115 90 100 00

- - ძვირფასი ლითონებისაგან

183

7116

ნაკეთობები ბუნებრივი ან კულტივირებული მარგალიტის, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან (ბუნებრივი, ხელოვნური ან რეკონსტრუირებული)

184

7117

ბიჟუტერია

185

7210 41 000 00

- - გოფრირებული

186

7210 90 300 00

- - მიტკეცილი

187

7210 90 400 00

- - მოკალული დატანილი ბეჭდით

188

7210 90 800 00

- - დანარჩენი

189

7214 10 000 00

- ნაჭედი

190

7214 20 000 00

- ამონაღებების, შვერილების, ნაღარების ან გაგლინვის პროცესში მიღებული სხვა დეფორმაციების მქონე ან გლინვის შემდეგ გაღუნული

191

7214 30 000 00

- ავტომატური ფოლადისაგან დანარჩენი

192

7214 91

- - მართკუთხა (კვადრატულის გარდა) განივი კვეთის

193

7214 99

- - დანარჩენი

194

7307 93 110 00

- - - - მუხლები და სარინები

195

7308

ლითონკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან (9406 სასაქონლო პოზიციაში მოყვანილი ასაწყობი სამშენებლო კონსტრუქციების გარდა) და მათი ნაწილები (მაგალითად, ხიდები და მათი სექციები, რაბის ჭიშკრები, კოშკები, ცხაური ანძები, სახურავის საფრები, სამშენებლო წამწეები, კარები, ფანჯრები და მათი ჩარჩოები, კარების ზღურბლები, ჟალუზები, ბალუსტრადები, ბჯენები და სვეტები); ფურცლები, წნელები, კუთხოვანები, ფასონური პროფილები, მილები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან, ლითონკონსტრუქციებში გამოსაყენებელი

196

7309 00 100 00

- აირებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა)

197

7309 00 300 00

- - მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით

198

7309 00 590 00

- - - არა უმეტეს 100 000 ლიტრისა

199

7309 00 900 00

- მყარი ნივთიერებებისათვის

200

7310

ცისტერნები, კასრები, დოლები, კანისტრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, ნებისმიერი ნივთიერებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა), არა უმეტეს 300 ლ ტევადობისა, მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით ან მათ გარეშე, მაგრამ მექანიკური ან თბოტექნიკური დანადგარების გარეშე

201

7311 00

ტევადობები შეკუმშული ან გათხევადებული აირებისათვის, შავი ლითონებისაგან

202

7312

დაგრეხილი მავთული, გვარლები, ბაგირები, წნული ზონრები, ჯამბარები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან, ელექტროიზოლაციის გარეშე

203

7314 12 000 00

- - უწყვეტი ლენტები კოროზიამედეგი ფოლადისაგან, მანქანებისათვის

204

7314 14 000 00

- - დაწნული ქსოვილები კოროზიამედეგი ფოლადისაგან დანარჩენი

205

7314 19 000 00

- - დანარჩენი

206

7314 20

- გისოსები, ბადეები და შემოსაღობები, გადაკვეთის ადგილებში შედუღებული, მავთულისაგან მაქსიმალური განივი კვეთით 3 მმ ან მეტი, უჯრედების ზომებით 100 სმ2 ან მეტი

207

7314 31 000 00

- - მოთუთიებული

208

7314 39 000 00

- - დანარჩენი

209

7314 41 900 00

- - - დანარჩენი

210

7314 42 900 00

- - - დანარჩენი

211

7314 49 000 00

- - დანარჩენი

212

7314 50 000 00

- გამცრელ-გამწოვი ფურცელი

213

7315

ჯაჭვები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან

214

7317 00

ლურსმნები, კნოპები, ხაზვის კნოპები, დაღარული ლურსმნები, კავები (8305 სასაქონლო პოზიციაში ჩართულების გარდა) და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან, თავებით და უთავებოდ, სხვა მასალებისაგან, სპილენძისთავიანი ნაწარმის გარდა

215

7318

ხრახნები, ჭანჭიკები, ქანჩები, ყრუ ჭანჭიკები, ჩასახრახნი კაკვები, მოქლონები, სოგმანები, ჭილიპყურები, საყელურები (ზამბაროვანის ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან

216

7320

ზამბარები, რესორები და ფურცლები მათთვის შავი ლითონებისაგან

217

7321

ღუმლები გასათბობი, ღუმლები გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი (ცენტრალური გათბობის დამხმარე ქვაბიანი ღუმლების ჩათვლით), ფრიტურნიცები, მაყალები, ქურის სანთურები, საკვების გასათბობი გამათბობლები და ანალოგიური საყოფაცხოვრებო არაელექტრული მოწყობილობები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან

218

7323

ნაწარმი სუფრის, სამზარეულო ან სხვა ნაწარმი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან; „მატყლი“ შავი ლითონებისაგან; სამზარეულო ჭურჭლის საწმენდი ნეჭა, გასაწმენდი ან გასაპრიალებელი ბალიშები, ხელთათმნები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან

219

8544

სადენები იზოლირებული (ემალირებულის ან ანოდირებულის ჩათვლით), კაბელები (კოაქსიალურის ჩათვლით) და დანარჩენი იზოლირებული ელექტრული გამტარები შემაერთებელი სამარჯვებით ან მათ გარეშე; ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელები, შემდგარი ინდივიდუალურგარსიანი ბოჭკოებისაგან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აწყობილი ელექტრულ გამტარებთან ან შემაერთებელ სამარჯვებთან

2. საბაჟო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:

N

კოდი

დასახელება

1

0203

ხორცი ღორისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული

2

0406

ყველი და ხაჭო

13. 2705 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„ქ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 17049051000, 22071000000, 25010031000, 25010051000, 2506, 2507, 2508, 2509, 2511, 2522, 2524, 2525, 2526 (გარდა 2526200000), 68052000000, 68053080000 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.“.

14. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 56-ე ნაწილი:

„56. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 და 121 პუნქტების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის ქონების საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხა ჩამოიწერება ბოლო აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ოდენობით, ხოლო თუ ბოლო აუქციონზე ქონების განცხადებული საწყისი ფასი მეტია საგადასახადო ვალდებულებაზე, მაშინ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება ნულდება.“

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოსპრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი

თბილისი, 2009 წლის 18 დეკემბერი.
N 2387 - II

საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 85- მუხლის:

ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გა დაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე ახალი მფლობელის მიმართ. ამ ქონებაზე ყადაღის დადება და რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლების შესაბამისად.“;

ბ) მე-8 ნაწილის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილი წესით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში.“.

2. 87- მუხლის მე-16 ნაწილის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს - სააღსრულებო ბიუროს ან საგადასახადო ორგანოს მიერ, ანდა გაკოტრების საქმის წარმოებისას ყადაღადადებული ქონების დადგენილი წესით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში;“.

3. 88- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 88. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

1. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

2. მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო - სააღსრულებო ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილითგათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

3. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) გარეშე. მალფუჭებად საქონლად ითვლება ის საქონელი, რომლის შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები. მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის სხვა კრედიტორებს უფლება აქვთ, აუქციონის ჩატარებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მიმართონ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელს ადმინისტრაციული საჩივრით, რომ მათაც ჰქონდათ რეგისტრირებული გირავნობის უფლება გაყიდულ მალფუჭებად საქონელზე საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თარიღზე ადრე. ასეთი ადმინისტრაციული საჩივრის მიღების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს 30 კალენდარული დღის ვადაში. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო დაინტერესებულ მხარეს გადაუხდის მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მთლიან ოდენობას ან მოთხოვნილ თანხას, უმცირესი თანხის მიხედვით. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.

4. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:

ა) აღსრულების საფასური - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში

ბ) ქონების ამოღებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში - აგრეთვე ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული თანხები;

გ) გადასახადის თანხები;

დ) ჯარიმისა და საურავის თანხები.

5. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები უბრუნდება გადასახადის გადამხდელს 5 საბანკო დღის ვადაში

6. მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით რეალიზაციის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარედგინება მისი რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს ამ კოდექსით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას გადასახადის გადამხდელის (მოვალის) და რეალიზებული ქონების ახალი მესაკუთრის მიმართ.“.

4. 281- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 57- ნაწილი:

„57. გადასახადის გადამხდელის (მოვალის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით 2010 წლის 1 აპრილამდე გამოცხადებული აუქციონები ჩატარდეს და ქონების რეალიზაციის პროცესი დასრულდეს ამ კოდექსის 2010 წლის 1 აპრილამდე მოქმედი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი

თბილისი, 2009 წლის 25 დეკემბერი.
N 2460 - რს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N 916

2009 წელი 30 დეკემბერი . თბილისი

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება, აგრეთვე ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაა-ნგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ თანდართული ინსტრუქცია.

3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების განხორციელების დროითი გრაფიკი იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სრული განთავსება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე;

ბ) სახელმწიფო ხაზინიდან მიღებულ საგადახდო დავალებათა საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ოპერაციები ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან;

გ) საგადახდო დავალების ბანკში მიღებისა და გატარების თარიღები მითითებულ იქნეს საგადასახადო დავალების ელექტრონულ ფორმატზე;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკი 18.00 საათამდე სახელმწიფო ხაზინას ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ამონაწერს და საგადახდო საბუთებს გადასცემს ელექტრონული სახით.

4. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან

. ბაინდურაშვილი

ინსტრუქცია

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ

კარი I.

სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სხვა განმთავსებლები - საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების მთავრობები, სხვა პირები;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა - სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;

გ) ფინანსური ოპერაცია - გადასახადის ან სხვა შემოსულობების მიღება, აგრეთვე ხაზინის ერთიან ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა-გადარიცხვა ფულადი სახსრების ფაქტობრივად მიღების საფუძველზე;

დ) სხვა შემოსულობები - შემოსულობები სოციალური შენატანებიდან, გრანტებიდან, სხვა შემოსავლებიდან, ფინანსური და არაფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან;

ე) სახსრების მფლობელი - სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში.

თავი II.

ბიუჯეტის შემოსულობათა მართვა

მუხლი 2.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მეშვეობით.

მუხლი 3.

სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვვებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლებამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.

თავი III.

ბიუჯეტის შემოსულობათა განთავსების პროცედურა

მუხლი 4.

გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგადახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

მუხლი 5.

სახელმწიფო ხაზინა:

ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში) მიხედვით;

ბ) ყოველდღიურად ამზადებს საგადახდო დავალებებს შესაბამისი ბიუჯეტების (ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები) ანგარიშებზე თანხების გადასარიცხად;

გ) ამზადებს ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშგებას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ.

მუხლი 6.

საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმრთველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით. ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.

მუხლი 7.

1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ.

2. ინფორმაციაში აღინიშნება შესაბამისი კომერციული ბანკის ან მისი ფილიალის დასახელება, საგადახდო დავალების ნომერი და ბანკში წარდგენის თარიღი, ბიუჯეტის შემოსულობის თანხა და დაგვიანებული დღეების რაოდენობა.

3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (შემოდგომში - შემოსავლების სამსახურს) შემდგომი რეაგირებისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე.

მუხლი 8.

საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ელქტრონული საგადახდო დავალებების საფუძველზე ახორციელებს გადარიცხვებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან.

თავი IV. აღრიცხვა-ანგარიშგება და მონიტორინგი

მუხლი 9.

1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს.

2. ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ელექტრონული ამონაწერებისა და საგადახდო საბუთების მიხედვით იწარმოება აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრები.

3. რეგისტრი არის აღრიცხვის საფუძველი.

4. რეგისტრში აღირიცხება ფინანსური ოპერაცია და მისი შედეგი.

5. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებსა და რეგისტრთა სისტემას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

კარი II. ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება

თავი V. ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ზოგადი წესი

მუხლი 10.

ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:

ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანას სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) სხვა შემოსულობების დაბრუნებას ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანას, სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11.

1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში ტერიტორიული ორგანო) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობებისა და გადასახადის თანხების გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.

4. შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა, დაბრუნება ან შესწორება, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, სახელმწიფო ხაზინის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია, სახაზინო სამსახურის უფროსს მიანიჭოს უფლებამოსილება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად.

6. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადებისა და სხვა შემოსულობების სახეში გადატანის შესახებ, რომელსაც ყოველთვიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

7. გადასახადისა და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი გადასახადისა და სხვა შემოსულობების დაბრუნება და მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი.

თავი VI. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების პროცედურები

მუხლი 12.

1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით

4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე ტერიტორიული ორგანოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;

ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით;

გ) საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობით მიმართვას თან უნდა ახლდეს გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წერილობითი დასტური აღნიშნული ინფორმაციის მიღების თაობაზე.

5. სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია.

მუხლი 13.

1. ეს მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამი აღემატება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამს;

ბ) ტერიტორიული ორგანო ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251- ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელს უფლება აქვს ტერიტორიულ ორგანოს წარუდგინოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დარიცხულ დღგ-ს თანხაზე ჩასათვლელი თანხის გადამეტების წარმოქმნის საანგარიშო პერიოდიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

4. ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება:

ა) საგადასახადო შემოწმების გარეშე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია:

ა.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;

ა.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252- ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები;

ბ) საგადასახადო შემოწმების გარეშე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია სხვა შემთხვევები, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) საგადასახადო შემოწმების შემდეგ ერთი თვის ვადაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251- ე მუხლის პირველი ნაწილით და 252-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სამი თვის ვადაში (ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში) თუ ფიქსირდება გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელებისას - 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში დღგ-ს გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხა მხოლოდ ექსპორტზე გატანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 18 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის ექსპორტის საანგარიშო პერიოდისათვის დეკლარირებული ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხისა.

6. თუ საქართველოში შემოსავლის გაცემის წყაროსთან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, მითითებულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით.

7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტს (საწარმო, იურიდიული პირი ან/და მეწარმე ფიზიკური პირი) უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკავებული გადასახადიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუ იგი იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავალს და იბეგრება გადახდის წყაროსთან.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დეკლარაცია უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

9. “გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” არასრულად ან არასწორად შევსების შემთხვევაში ტერიტორიული ორგანო ვალდებულია “გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის” მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის უკან დაბრუნების შე-სა-ხებ და აცნობოს გადამხდელს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის უკან დაბრუნება უფლებას არ ართმევს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზების გამოსწორებით.

11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით (წერილობითი მითითება), გადასახადის გადამხდელის სტრატეგიულობის გათვალისწინებით გადამხდელს შეიძლება დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხა შემოწმების გარეშე და შემცირებულ ვადებში.

12. ტერიტორიულ ორგანოებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი VII. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან

მუხლი 14.

1. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარებს ხელს აწერენ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი და შესაბამისი უფლებამოსილი პირი და დადასტურებულია ბეჭდით.

4. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.

5. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული განაწილების მიხედვით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანის შესახებ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.

7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის გადასახადის გადატანაც წარმოებს სხვა გადასახადების სახეში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

თავი VIII. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა

მუხლი 15.

1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობების სახეების მიხედვით.

3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.

4. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნების ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გასწორების შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის ან დაბრუნების ან/და შეცდომის გასწორების მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

მუხლი 16.

1. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდის გახსნა ხდება სახაზინო სამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტური თანხები განთავსდება მხარჯავი დაწესებულებებისათვის არსებულ სადეპოზიტო კოდებზე, რის შემდეგაც საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე თანხა აისახება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის განკუთვნილ სადეპოზიტო ქვეკოდზე. საგადახდო დავალებაში არასრულყოფილი მონაცემების არსებობის შემთხვევაში თანხა აისახება განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე, რომლის იდენტიფიცირება მოხდება საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

მუხლი 17

1. ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას ან/და ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანას, ხორციელდება დეპოზიტური ორგანიზაციის მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდის არასწორად მითითების შემთხვევაში, თუ თანხის ასახვა მოხდება განუსაზღვრელი თანხის ქვეკოდზე, მხარჯავი დაწესებულების ცენტრალური აპარატი ვალდებულია გადამხდელის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს აღნიშნული სადეპოზიტო თანხის სხვა მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე გადატანა ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნება.

3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მისი სადეპოზიტო კოდის განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე განთავსებული დეპოზიტების იდენტიფიცირება მოახდინოს თანხის ჩარიცხვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარჯავი დაწესებულება ან/და მას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაცია აღნიშნულ ვადაში არ მოახდენს თანხების იდენტიფიცირებას, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით განუსაზღვრელი დეპოზიტური თანხები მიმართოს ბიუჯეტის შემოსულობებში.

4. მხარჯავი დაწესებულება უფლებამოსილია თანხის იდენტიფიცირების მიზნით წერილობით მოითხოვოს დამატებით 10 სამუშაო დღე.

თავი IX. გადამხდელის ან კომერციული ბანკების მიერ საგადახდო დავალების შევსების, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის ან ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომების გასწორება

მუხლი 18.

კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

მუხლი 19.

საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მომართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული გადასახადის თანხის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში) კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.

მუხლი 20.

გასულ წლებში ბიუჯეტში ამ ინსტრუქციის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება ხორციელდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსუ ლობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.

მუხლი 21.

ინსტრუქციის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით.

თავი X. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა

მუხლი 22.

1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობათა სახეების მიხედვით.

3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობათა ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.

4. სხვა შემოსულობათა ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების გადასახადში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის სხვა შემოსულობათა გადატანაც წარმოებს გადასახადში, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N 910

2009 წელი 30 დეკემბერი . თბილისი

მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N669 ბრძანებაში (სსმ III, 03.08.2005წ., N91, მუხ. 1035) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე”.

2. ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1.

დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა (დანართი N1).

მუხლი 2.

დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი (დანართი N2).

მუხლი 3.

დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა (დანართი N3).”.

3. ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის” (დანართი N1):

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა”.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ნუსხით განსაზღვრულია მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთა მიმართ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გავრცელდეს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.”.

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამართალსუბიექტებს უფლება აქვთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) რეგისტრაციისათვის წარუდგინონ სხვა განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის. სააგენტოს მიერ აღნიშნული ფორმების რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი აისახება წინამდებარე ნუსხაში.”

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „31” პუნქტი:

„31. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში შეტანა და ნუსხიდან ამოღება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სააგენტოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე.”.

4. ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი” (დანართი N2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე ახორციელებს სააგენტო.

2. სამართალსუბიექტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის სააგენტოს წარუდგინონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ენის სისწორის თვალსაზრისით შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).

მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ეტაპები

1. სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას ახორციელებს სამართალსუბიექტის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;

ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ. 2. განცხადებას მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ თან უნდა ერთვოდეს:

ა) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის აღწერილობა გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;

ბ) დოკუმენტი სამართალსუბიექტის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოსაყენებლად შემოღების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და მისი ნიმუშის (პროექტის) დამტკიცების შესახებ;

3. განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით წარედგინება მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველ კომისიას.

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე სააგენტო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმას ან კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოტივირებულ უარს ამბობს რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი მათ შორის შეიძლება გახდეს წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამცავი ნიშნების არასაკმარისი რაოდენობა, მათი რეგისტრაციაში გატარების და შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში შეტანის მიზანშეუწონლობა (კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებისაგან თავის არიდება).

5. სააგენტო წერილობით აცნობებს განმცხადებელს მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერი

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმას ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება ხდება სპეციალურ ჟურნალში, რომელსაც უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) ჩანაწერის რიგითი ნომერი;

ბ) ფორმის დასახელება;

გ) სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი;

დ) რეგისტრაციის თარიღი;

ე) ფორმის კატეგორია;

ვ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი;

ზ) სამართალსუბიექტის რეკვიზიტები;

თ) შენიშვნა.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერში აისახება მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი, რასაც ტირეს შემდეგ მოსდევს რეგისტრაციის ოთხნიშნა რიგითი ნომერი მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის შესაბამისად.

4. სააგენტოში რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხ ვის ფორმებზე, პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები - „ სფს”.

მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმება, ხელახალი რეგისტრაცია

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძლებია:

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნუსხიდან ამოღება;

ბ) სამართალსუბიექტის წერილობითი განცხადება;

გ) რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების შეტანა. 3. რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების (გარკვეული რეკვიზიტების, ფორმის, ზომის, დამცავი ნიშნების რაოდენობის და სხვა) შეტანის შემთხვევაში სააგენტო აუქმებს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის წინა რეგისტრაციას (გარდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) და წინამდებარე წესის საფუძველზე ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ხელახალ რეგისტრაციას.”.

5. ბრძანებით დამტკიცებული “მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა” (დანართი N3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

. ბაინდურაშვილი

დანართი N 3

მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა

რიგითიN

ფორმის
დასა-
ხელება

რე-
გისტრა-
ციის
ნომერი

რე-
გისტრა-
ციის
თარიღი

ფორმის
კატე-
გორია

ოქმის
ნომე-
რი

სამართალ
სუბიექტის
რეკვი-
ზიტები

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

საქართველოს კანონი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N13, 12.04.2005, მუხ. 84) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამართალსუბიექტები ვალდებული არიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) რეგისტრაციაში გაატარონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართალსუბიექტები პოლიგრაფიულ საწარმოებს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგენენ სააგენტოსთან შეთანხმებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშებს.“.

3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზაუტილიზაციას ახორციელებს სააგენტო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში - საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

თავი II1

მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საფასური

მუხლი 111. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საფასურის დაწესება და მისი განაკვეთები

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საფასური არის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

2. სააგენტოს მიერ განხორციელებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის საფასური წესდება და მისი განაკვეთები განისაზღვრება ამ კანონით.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი იხდის ამ კანონით განსაზღვრულ საფასურს.

4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია მომსახურება გაწეულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილზე უფრო მოკლე ვადაში.

5. სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში დაინტერესებული პირი იხდის ასეთი მომსახურებისათვის განსაზღვრულ შესაბამის საფასურს.

მუხლი 112. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთებია:

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის (პროექტის) რეგისტრაციისათვის - 50 ლარი;

ბ) ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის - 50 ლარი.

მუხლი 113. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი ვადები

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ვადები:

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის (პროექტის) რეგისტრაციისათვის - 20 სამუშაო დღე;

ბ) ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის - 20 სამუშაო დღე.

მუხლი 114. სააგენტოს მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის (პროექტის) რეგისტრაციის თაობაზე განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციისათვის მომსახურების საფასური არის 100 ლარი.

2. ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციის თაობაზე განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის მომსახურების საფასური არის 150 ლარი.

მუხლი 115. მომსახურების საფასურის გადახდის წესი და პირობები

1. მომსახურების საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

2. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

4. გადახდილი მომსახურების საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

მუხლი 116. გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი

1. თუ მომსახურების საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ საფასურის განაკვეთს შორის.

2. გადახდილი მომსახურების საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე;

ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

გ) სააგენტომ მომსახურება არ გასწია ამ კანონით დადგენილ ვადაში.

3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ეს კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. 3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ეს კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.

4. გადახდილი მომსახურების საფასური ნაწილობრივ ან მთლიანად ბრუნდება საფასურის გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 117. მომსახურების საფასურის გადახდისაგან განთავისუფლება

ამ თავით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II2 თავი:

„თავი II2

პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

მუხლი 118. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

6. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე სამართალსუბიექტების მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში ამ მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციასა და ექსპერტიზაუტილიზაციაზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,
2009 წლის 15 დეკემბერი.
N 2350 - II

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება N 242/01

2009 წლის 25 დეკემბერი
. თბილისი

კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ

კომერციული ბანკების მიმართ საჯარიმო სანქციების განსაზღვრისა და მათთვის ფულადი ჯარიმების დაკისრების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 67-ე მუხლის პირველი, მე-4 პუნქტებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების თანდართული წესი.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 7 აგვისტოს №4 ბრძანება და „ზედამხედველობასთან დაკავშირებული დავების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს 2009 წლის 6 მაისის № 3 დადგენილება.

მუხლი 3. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებების განხორციელებით.

მუხლი 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ.ქადაგიძე

კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ წესის მიზანია დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკების (შემდგომში - ბანკი) მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების საკითხები.

2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ბანკების მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ბანკმა ან მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა:

ა) დაარღვია ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეროვნული ბანკისა და/ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესები, დადგენილებები, მოთხოვნები, წერილობითი მითითებები;

ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს საბანკო ლიცენზიას ან ეროვნული ბანკისა და/ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შესაბამის დებულებას;

გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია.

დ)დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

3. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

4. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციკლ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ

5. ბანკის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 2. ფულადი ჯარიმის ოდენობა

1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული საქმიანობის გარდა ბანკის მიერ სხვა საქმიანობის წარმოებისას ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.

2. ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე ბანკის (ბანკის ფილიალის ან სხვა სტრუქტურული ერთეულის) მიერ საბანკო ოპერაციების წარმოებისას ბანკი ჯარიმდება დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.

3. ბანკის მიერ ეროვნული ბანკისა და/ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით აკრძალული ოპერაციების წარმოებისას ბანკი ჯარიმდება თითოეული ასეთი ოპერაციის წარმოების გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ის ოდენობით.

4. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ყოველწლიური დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩაუტარებლობისა და/ან აუდიტორული დასკვნის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის შემთხვევაში ბანკი ჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

5. ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის თაობაზე ეროვნული ბანკის წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) კვარტალური და აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების დადგენილი ფორმითა და/ან დადგენილ ვადებში ბეჭდვით ორგანოში გამოუქვეყნებლობის თითოეულ შემთხვევაში - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ბანკის კვარტალური და აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციისა და გამოქვეყნებული კვარტალური და აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების ელექტრონული ვერსიის დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

6. ეროვნული ბანკსა და/ან საქართველოს საფინანსო ზედაპმხედველობის სააგენტოს ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) საფინანსო ანგარიშგების, სხვა ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში ეროვნული ბანკისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ეროვნულ ბანკში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დარღვევის შემთხვევაში თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ) ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (ბალანსურ ან გარებალანსურ უწყისებში) აღურიცხველობის შემთხვევაში აღურიცხველობის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) ეროვნულ ბანკში წარდგენილი დადგენილი ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების არასწორად გაანგარიშების შემთხვევაში დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში - დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე;

ზ) საბალანსო საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში - დადგენილ ლიმიტს გადაჭარბებული თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე;

თ) საბალანსო და კრებსითი საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტების ერთდროულად დარღვევის შემთხვევაში დადგენილ ლიმიტებს გადაჭარბებულ თანხებს შორის უდიდესის 0,1 პროცენტის ოდენობით დარღვევის თითოეულ დღეზე.

7. ეროვნული ბანკისა და/ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ინსტრუქციებით, დებულებებით, წესებით, დადგენილებებით, მოთხოვნებით დადგენილი და წერილობითი მითითებებით მოთხოვნილი შემდეგი დოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) ბანკის აქციონერთა საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და სარევიზიო კომისიის კრების ოქმების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ბანკის სამეწარმეო რეესტრის, წესდების, ბანკის ფილიალების სარეგისტრაციო დოკუმენტებისა და მათში ცვლილებების შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) ბანკის აქციონერებთან დაკავშირებული საფინანსო და იურიდიული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

დ) ბანკის ადმინისტრატორებთან დაკავშირებული დოკუმენტების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) ბანკთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

8. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსუ რი მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

- 30 დღემდე დაგვიანებისათვის - 100 (ასი) ლარის ოდენობით

- 30 და მეტი დღით დაგვიანებისათვის - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;“;

ბ) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) იდენტიფიკაციის გარეშე ნებისმიერი პირისათვის საბანკო მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) მონიტორიგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში - 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

- 30 დღემდე დაგვიანებისათვის - 100 (ასი) ლარის ოდენობით;

30 და მეტი დღით დაგვიანებისთვის - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ვ) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის ბრძანებით ან განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

9. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ამავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.

10. ამ მუხლში აღნიშნული დარღვევების გამოვლენისას დარღვევის და აქტივების არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.

მუხლი 3. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება

1. ეროვნული ბანკი სანქციის სახით ჯარიმის განსაზღვრის შემთხვევაში ბანკს ათავისუფლებს უკვე დაკისრებული და არგადახდილი ფულადი ჯარიმისაგან, ასევე ახალი ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და გადახდისაგან, თუ:

ა) ბანკში მოქმედებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ბ) ბანკს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს შეუძლია ბანკი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ ფულადი ჯარიმის გადახდის შედეგად შესაძლებელია:

ა) ბანკის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას;

ბ) ბანკი გახდეს არალიკვიდური და ვეღარ განახორციელოს კლიენტთა დეპოზიტების მომსახურება, რომლის შედეგადაც შესაძლებელია შეფერხდეს ანგარიშსწორება საბანკო სისტემაში.

3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან ბანკის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცეპრეზიდენტის განკარგულების სახით.

საქართველოს კანონი სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N51, 31.12.2006, მუხ. 448) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სოციალური მუშაკი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;“.

2. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილს/მამობილს შვილობილის მოსავლელად და აღსაზრდელად.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

3. მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრევენციისა და რეინტეგრაციის მიზნით არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე ბავშვს ან/და მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა, ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მისი ოჯახურ გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

3. არაფულადი სოციალური მომსახურების სახეები, აგრეთვე ოჯახში არსებული მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის რისკის მაჩვენებელი, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

4. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომპეტენტური ორგანო შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში დაფინანსებას (თანადაფინანსებას), ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.“.

5. მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს

6. მე-17 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) აწარმოებს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას და ადამიანის სოციალური უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა და სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგის მიზნით უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას;“.

7. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 23- მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 25- მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. 26- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები:

„10. თუ სამინისტრომ განახორციელა ამ მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მიხედვით დაფუძნებული დაწესებულებების რეორგანიზაცია, მაშინ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი დაწესებულება (დაწესებულებები) „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ჩაითვალოს ლიცენზირებულად.

11. მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია განხორციელდეს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული, მის სისტემაში არსებული სპეციალიზებული დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნება/რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია (ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების დროისა და აქტის მიუხედავად), დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა/გათავისუფლება.

12. სამინისტრომ საქართველოს შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად 2010 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცება

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,
2009 წლის 18 დეკემბერი.
N 2386 - II.

2 ექსპერტის კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


რა უნდა ვიცოდეთ უძრავ ქონებაზე

შემოსულ კითხვებზე კომენტარს იძლევა ანზორ მესხიშვილი: პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფის მთავარი კონსულტანტი, დამოუკიდებელი ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში, ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

კითხვა:

- ავჭალაში მაქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სურვილი გამიჩნდა ჩემს საკუთარ ეზოში ავაშენო სასტუმრო, აუცილებელია თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის გადაყვანა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში და თუ აუცილებელია რა დამიჯდება 500 კვ.. გადაყვანა სასოფლო-სამეურნეო კატეგორიიდან არასასოფლო-სამეურნეო კატეგორიაში.

პასუხი:

- ქ. თბილისში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაყვანა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაში ფასიანია. საჭირო მიწის კატეგორიის შეცვლის აუცილებლობა, თქვენს შემთხვევაში სასტუმროს ასაშენებლად მიწის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხა შეადგენს 1700 ლარს.

კითხვა:

- გთხოვთ განმიმარტოთ, რამდენი ლარია . თბილისში მიწაზე ქონების გადასახადი?

პასუხი:

- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი ერთ კვ.მ-ზე წელიწადში 0.24 ლარია. ქ. თბილისის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (ურბანული მიწები) დაყოფილია 3 ზონად და 53 ქვეზონად. ყველაზე მინიმალური გადასახადია წელიწადში 1 კვ.მ.-ზე 0.12 ლარი, ხოლო მაქსიმალური 1 კვ.მ-ზე 0.36 ლარი. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, ერთ ჰა-ზე წლიური გადასახადი შეადგენს კარგი მიწის 57 ლარს, მწირი მიწის 31 ლარს, გარდა თბილისის დასახლებების სოფლებისა. თბილისის დასახლების(ქ.თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში) სოფლებში წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო. ვარკეთილი გადასახადია კარგი მიწები 52 ლარი, მწირი მიწები 27ლარი.

კითხვა:

- მიწის ნაკვეთი გამაჩნია ყოფილი ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე, სად უნდა დავარეგისტრირო გარდაბნის რაიონში თუ . თბილისში?

პასუხი:

- რეგისტრაცია უნდა გააკეთოთ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში (საჯარო რეესტრში) შეგიძლიათ ქ. თბილისში ავტორიზირებულ მომხმარებლებთანაც.

კითხვა:

- რის საფუძველზე რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის დანიშნულება და კატეგორია, თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული იგი?

პასუხი:

- თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

კითხვა:

- . თბილისის გარეუბანში მინდა ვიყიდო სახლი მიწის ნაკვეთით, რა არის არის ამისთვის საჭირო?

პასუხი:

- პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ საქმე თაღლითან არ გაქვთ. ამისთვის საჭიროა გამყიდველს მოსთხოვოთ შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურიდან, თუ თბილისში ყიდულობთ სახლს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დარწმუნდებით, რომ სახლი და მიწის ნაკვეთი გამყიდველის საკუთრებაა და არ არის დატვირთული იპოთეკით, საგადასახადო გირავნობით და არ არის დაყადაღებული.

2007 წლამდე ნასყიდობის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაფორმებულიყო ნოტარიუსთან, 2008 წლიდან ამის აუცილებლობა არ არის. შეგიძლიათ თქვენ და გამყიდველი მიბრძანდეთ შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრატორთან, თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარეგისტრაციო მომსახურების საფასური, თუ გნებავთ მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა, დამატებით უნდა წარადგინოთ საკადასტრო გეგმისათვი შესაბამისი საფასურის ქვითარი. სახელმწიფო რეგისტრატორთან თქვენ და გამყიდველი ხელის მოწერით დაადასტურებთ ნასყიდობის გარიგებას. 6 სამუშაო დღის შემდეგ შეგეძლებათ აიღოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითაც დადასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული სახლი და მიწის ნაკვეთი თქვენი საკუთრებაა.

კითხვა:

- ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში 2009 წლის დეკემბერში შეტანილი იქნა სერიოზული ცვლილებებისა და დამატებები გთხოვთ მოგვცეთ განმარტებები და კომენტარები.

პასუხი:

- კანონის ძველი რედაქციით თვითნებურად დაკავებული მიწის დაკანონება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, განთავსებული იქნებოდა საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული). ახალი რედაქციით დამატებით შესაძლებელია თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასევე დაემატა და უფლება მიეცათ დაიკანონონ მიწის ნაკვეთი კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, თუ მათ საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული. კანონის ეს მუხლი (მე-2 მუხლის, „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რდაქციით:

თვითნებურად დაკავებული მიწა - ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;;

კანონს დაემატა განმარტება რა იგულისხმება შენობის ქვეშ და რას ნიშნავს დროებითი შენობა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: შენობა - სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა;

დროებითი შენობა - ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები..

შეიცვალა თვითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური. ადრინდელი რედაქციით თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური, კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის შეადგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე მიწაზე ქონების გადასახადის ოცმაგ ოდენობას, ახალი რდაქციით კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის შეადგენს: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე - მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე - საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ასმაგ ოდენობას და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური:

) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის შეადგენს: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე - მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე - საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ასმაგ ოდენობას;

) ფიზიკური პირისთვის შეადგენს: სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე - საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე - საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობას, მაგრამ თუ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგი ოდენობა მეტია მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე მოქმედ ნორმატიულ ფასზე, მაშინ თვითნებურად დაკავებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს.;

ახალი რედაქციით საქართველოს პრეზიდენტს უფლება მიეცა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურისგან განთავისუფლების და კანონს დაემატა ახლაი მუხლი.

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დაადგინოს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურისაგან განთავისუფლების შემთხვევები.

კითხვა:

- არის შემთხვევები, როდესაც მოსარგელე საცხოვრებელ სადგომში შესახლებულია ადმინისტრაციული აქტით ასეთ შემთხვევაში, როგორ წყდება საკითხი?

პასუხი:

- ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეუძლია მოსარგებლეს მოსთხოვოს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოსარგებლეს სახელმწიფო აუნაზღაურებს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას. სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღება ხდება მესაკუთრის ან მოსარგებლის მოთხოვნით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

კითხვა:

- როდესაც მოსარგებლეს საცხოვრებელ სადგომში განხორციელებული აქვს მიშენება-მოშენების ან/და არსებითი გაუმჯობესების ხარჯები, ვალდებულია თუ არა მესაკუთრემ მოსარგებლეს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯები?

პასუხი:

- მესაკუთრე, რომელიც მოსარგებლეს მოსთხოვს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტას, ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარგებლეს მის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და არსებითი გაუმჯობესების ხარჯები საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით. მოსარგებლე უფლებამოსილია მესაკუთრის თანხმობის გარეშე გაუკეთოს ქონებას გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული კაპიტალური რემონტი. მესაკუთრის ინიციატივით გარიგების მოშლის შემთხვევაში მოსარგებლეს აქვს ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისთვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

კითხვა:

- როგორ იანგარიშება საბაზრო ღირებულება?

პასუხი:

- საქონლის საბაზრო ღირებულება (ფასი) განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში-რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მგსავს) საქონელზე დადებული გარიგების, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ ინფორმაციის, საფუძველზე. საქონლის საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისთვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნი ინფორმაცია.