The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სოლიდარობა №10 (19)'07


სოლიდარობა №10 (19)'07


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: თევდორაძე ელენე, ადელხანოვი ემილ, ნოდია გია, უსუფაშვილი დავით, კაკაბაძე ნინია, გელაშვილი ნაირა, მელაძე გიორგი, ჰამარბერგი თომას, უოთკინსი რობერტ, კამინისი იორგოს, წკეპლაძე ნათია, ცხადაძე ირაკლი, იორში მათიას, კვესიტაძე ეკა, საყვარელიძე ფრიდონ, სალდაძე მალხაზ, აბაშიძე არჩილ, მაჭარაშვილი ნანი, ჩიხლაძე ირაკლი, ბილეფელდტი ჰაინერ, პაპუაშვილი ნუგზარ, კალანდაძე ნონა, რჩეულიშვილი ნინო
თემატური კატალოგი სოლიდარობა
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი გარეკანზე: მარიკა ასათიანის ფოტო რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11 თელ: 96 63 27, 92 24 77 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა ნორვეგიის მთავრობა



1 საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტს 10 წელი შეუსრულდა

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი წრე

0x01 graphic

ელენე თევდორაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა
და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

სოზარ სუბარმა ძალიან ფრთხილად დაიწყო თავისი მოვალეობის შესრულება, სწავლობდა სიტუაციას. პირველ პერიოდში გავლენა ჰქონდა სხვა ფაქტორსაც - სოზარი იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც რევოლუცია მოახ დინა. მიუხედავად ამისა, მან, მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, მეგობრობაზე წინ სამართლიანობა და ადამიანის უფლებების დაცვა დააყენა. მისი მუშაობა წინა ომბუდსმენების საქმიანობისგან ძალიან განსხვავდება. ჩემი სურვილი იქნება, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები, სხვა შემთხვევაში მხოლოდ ხალხი დაზარალდება.

0x01 graphic

ემილ ადელხანოვი

უფლებადამცველი

ძალიან მოკლედ ვიტყვი - სახალხო დამცველი იმის მაქსიმუმს აკეთებს, რისი გაკეთებაც შეიძლება, მის ბოლოდროინდელ საქმიანობას უმაღლეს შეფასებას მივცემდი.

0x01 graphic

გია ნოდია

პოლიტოლოგი

სოზარ სუბარის მოსვლის შემდეგ სახალხო დამცველის ოფისი გახდა ორგანიზაცია, რომელიც სისტემურად იკვლევს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. მისი საქმიანობის შედეგად საქართველოში ეს ინსტიტუტი ძალიან ავტორიტეტული გახდა. ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველი იყოს უფრო პრინციპული და კომპეტენტური.

0x01 graphic

დავით უსუფაშვილი

რესპუბლიკური პარტია

სოზარს თორმეტი წელია ვიცნობ. ის ყოველთვის ძალიან აქტიური, ერუდირებული და პრინციპული ადამიანი იყო. სახალხო დამცველად დანიშვნის შემდეგ ერთი წელი გაგრძელდა მისი მერყეობა, რადგან თვლიდა, რომ ხელისუფლებამ იცოდა თავისი საქმე და, რომ მას სჭირდებოდა არა ოპონირება, არამედ გვერდით დგომა. ერთი წლის გასვლის შემდეგ მან სწორად გაიაზრა სახალხო დამცველის ადგილი და როლი, თუმცა ამის გამო ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.

0x01 graphic

ნინია კაკაბაძე

ჟურნალისტი

სახალხო დამცველს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ პოლიტიზებულია. ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის აპარატი ყველაზე აპოლიტიკური და საქმიანი ორგანიზაციაა. დღეს სახალხო დამცველის აპარატი საქართველოში ერთადერთ ძლიერ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს ადამიანის უფლებებს.

0x01 graphic

ნაირა გელაშვილი

კავკასიური სახლი

სოზარ სუბარის დანიშვნამდე სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა არ ჩანდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აპარატის მოქმედების არეალი, სოზარის დანიშვნის შემდეგ, ძალიან გაიზარდა, გაცდა პენიტენციალურ სისტემას და მოიცვა სოციალური სფერო.

0x01 graphic

გიორგი მელაძე

თავისუფლების ინსტიტუტი

ძალიან კარგია ოფისის განვითარებისთვის მოქალაქეთა მიმართვების გაზრდა, რაც პოზიტიური მუშაობის მაჩვენებელია. დიდია საზოგადოების მოლოდინიც. მნიშვნელოვანი იქნება, თუ სახალხო დამცველის აპარატი გახდება უფრო სტრატეგიული და კვალიფიციური საგამოძიებო და საკანონმდებლო საკითხებზე მუშაობისას. ჩემი სურვილი იქნება, რომ სახალხო დამცველის აპარატს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტების შემუშავების გარდა, საგამოძიებო და სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება შეეძლოს.

0x01 graphic

თომას ჰამარბერგი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგისთვის აუცილებელია ომბუდსმენის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. დიდი მნიშვნელობა აქვს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშს. ხშირად ხელისუფლებას არ მოსწონს, როცა აკრიტიკებენ. მაგრამ თუ ისინი ამ კრიტიკას მიიღებენ და გაითვალისწინებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, ეს კარგი პოლიტიკის ნიშანი იქნება და ადამიანის უფლებებიც უფრო ეფექტურად იქნება დაცული. მოხარული ვარ, რომ საზოგადოება სახალხო დამცველს პატივს სცემს და იმედი მაქვს მის მიმართ ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება

0x01 graphic

რობერტ უოთკინსი

საქართველოში გაერო- განვითარების პროგრამის
მუდმივი წარმომადგენელი და გაერო- მუდმივი კოორდინატორი

მიმართულება და პოზიცია, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა აირჩია ადამიანის უფლებათა დასაცავად, ძალიან სწორად არის განსაზღვრული. მართებულად არის ფორმულირებული ის რეკომენდაციებიც, რომლებსაც სახალხო დამცველის ოფისი ხელისუფლებას აძლევს, რათა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ყველა ინდიკატორის მიხედვით, ეს ინსტიტუტი გავლენიან სახელმწიფო სააგენტოდ ჩამოყალიბდა.

0x01 graphic

იორგოს კამინისი

საბერძნეთის ომბუდსმენი

მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ ომბუდსმენის ოფისის მუშაობას საქართველოში, არა მხოლოდ ინდივიდუალური საჩივრების განხრით, არამედ ადამიანის უფლებათა პოპულარიზაციის მიმართულებითაც. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეა.

0x01 graphic

ნათია წკეპლაძე

მოსამართლე

სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის. მივესალმები ყველა წამოწყებას, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს უფრო ქმედითს და ძლიერს გახდის. აპარატის მუშაობას მაღალ შეფასებას მივცემდი

2 ქალთა უფლებები და პროსტიტუცია

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი წრე

ირაკლი ცხადაძე

ერთი რამ ნამდვილად ვიცი - არავის არ ეხალისება ქუჩაში დგომა და ამ საქმით ფულის კეთება. იურიდიული დავამთავრე, მაგრამ ჩემი პროფესიით ვერ ვიმუშავე. უნდა შეიქმნას ისეთი სამუშაო ადგილები, სადაც დღიური ანაზღაურება თუნდაც ათი ლარი იქნება. აქ ძალიან ძნელია, ზოგს შვილი ჰყავს გასაზრდელი და ფული არ აქვს, მარტო ცხოვრობს.

მარი, 25 წლის

ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრობლემა ახალი არ არის და არც მისი მოგვარებაა ადვილი. უამრავი ქალი იძულებულია შეეგუოს სულიერ, ფიზიკურ და სექსუალურ ჩაგვრას ნათესავების, მეუღლეების თუ პარტნიორი მამაკაცების მხრიდან. ძალადობა აისახება არა მხოლოდ ქალებზე, რომელთა მიმართაც ძალადობა ხოციელდება, არამედ მათ ახლობლებზეც, რადგან ქალებს ხშირად სამმაგი დატვირთვა აქვთ: ისინი ოჯახს გარეთ მუშაობენ, უძღვებიან საოჯახო მეურნეობას და შვილებს ზრდიან.

რა პრობლემებს ვაწყდებით ქალის უფლებების, მისი ჯანმრთელობის თუ ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, თუ ეს ადამიანი ნებით ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პროსტიტუციაში ერთვება, როგორ უყურებს ამ პრობლემას სახელმწიფო და როგორია ამის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება?

“პროსტიტუცია საქართველოსთვის საკმაოდ მწვავე და რთულ პრობლემად იქცა, - ამბობს სახალხო დამცველის აპარატის თავისუფლების და თანასწორობის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი თამარ რომელაშვილი, - მისი მასშტაბების ზრდა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. როგორც წესი, ამ საქმიანობაში ქალები შვილების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით ერთვებიან. ისინი იძულებულები არიან გაყიდონ სხეული, რადგან ფულის შოვნის სხვა გზა არ გააჩნიათ. მეძავთა უმრავლესობა გათხოვილი, შვილიანი ქალია, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ”.

ქეთი, 29 წლის: “უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ სამსახური ვერ ვიშოვე. ასთმიანი შვილი მყავს, რომელსაც წამლები სჭირდება. ჩემთვის მეძავობა ფულის შოვნის ერთადერთი გზა იყო”;

ნათია, 24 წლის: „ყველას უნდა, რომ პატიოსანი შრომით იშოვოს ოჯახის შესანახად საჭირო თანხა. ბევრმა, ვინც ჩემთან ერთად დგას, იცის ხელსაქმე, მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ცოტას უხდიდნენ, ასეთი ცხოვრება ირჩიეს”.

სოციალური გარემო

0x01 graphic

სოციოლოგები პროსტიტუციის გავრცელებას სიღარიბით და დიდი ქალაქების განვითარებით ხსნიან. აქ პროსტიტუციას, სიღარიბესთან ერთად, ხელს უწყობს სხვა საშუალებებით საარსებო მინიმუმის მიღების სირთულე. ქალაქებში ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს კომერციალიზაცია ხდება, აქ ბევრად იოლია დამალო პირადი ურთიერთობები, რაც შეუძლებელია სოფლის ჩაკეტილ საზოგადოებაში. გარდა ამისა, უფრო მეტია ცდუნება, რის გამოც პროსტიტუციას მისდევენ არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც აღებული თანხით თავს ირჩენენ, არამედ ისინიც, ვისაც მდიდრული ცხოვრება იზიდავს და არ აქვს შესაძლებლობა ამას სხვა გზით მიაღწიონ.

სახელმწიფოს არ გააჩნია მეძავთა წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის სტატისტიკა, ქუჩის მეძავები კი ხშირად საკუთარი კლიენტის და პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

თეო, 21 წლის: „ჩვენთან არიან ქალები, რომლებსაც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები უწევენ მფარველობას, და, თუ ისე მოხდა, რომ ამ ქალმა აგითვალწუნა, აუცილებლად შეგიქმნის პრობლემებს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბიზნესში სერიოზულად ერევიან ძალოვნები. რაც შეეხება კლიენტებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ჩემს ნაცნობებს ფიზიკურადაც გასწორებიან. ერთი ჩემი ახლობელი მანქანიდან გადმოხტა და სერიოზულად დაშავდა“.

დიანა, 27 წლის: „ოთხი შვილი მყავს და ქირასაც ვიხდი. იძულებული ვარ აქ გამოვიდე და ვიმუშაო. დღეს გამაჩერა ერთმა ძალოვანმა, რაღაც სივი მაჩვენა და დამემუქრა - თუ არ წამომყვები ნარკოტიკს ჩაგიდებ და დაგიჭერო. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია, თუმცა ამასვე ვერ ვიტყვი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე, მათთან პრობლემები არ გვაქვს. დამიჯერეთ, არავის, არავის არ სიამოვნებს ამ საქმით რომ არის დაკავებული“.

„ამ საკითხის განხილვა ტრეფიკინგის ან ოჯახური ძალადობის კანონმდებლობის ჩარჩოებში ხდება - ამბობს პარლამენტარი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, გუგული მაღრაძე - ცალკე პროსტიტუციაზე არ ყოფილა საუბარი. სამწუხაროდ საკანონმდებლო ორგანოს რაიმე ალტერნატივა არ გააჩნია, რომ ეს ქალები დაასაქმონ. საკანონმდებლო უზრუნველყოფა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. აქცენტი პროსტიტუციის პრევენციაზე უნდა გაკეთდეს. თანაც, იმდენი პრობლემებია, ვფიქრობ, ჯერ ჩვეულებრივი ადამიანების დაცვაა საჭირო“.

ისეთი სოციალური სტრუქტურები, როგორიცაა ოჯახი, თემი (საზოგადოება) ან რელიგიური გაერთიანება, ზოგჯერ შეიძლება ძალადობის ინსტრუმენტებად იქცნენ. სოციალური სტრუქტურების მხრიდან ძალადობა ხშირად შეუმჩნეველი რჩება, ისინი დაცული და ლეგიტიმირებულია საზოგადოების მიერ, როგორც წესრიგის და სტაბილურობის საყრდენი. „ამ სფეროში მომუშავე ადამიანების სრული დაცვის გარანტია განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არსებობს, - ამბობს ნინო ციხისთავი, არასამთავრობო ორგანიზაციის კავკასიის ქალთა ქსელისთავმჯდომარე. - „პროსტიტუციასთან გადაჯაჭვულია ბევრი პრობლემა და დანაშაულებრივი საქმიანობა, მათ შორის ტრეფიკინგი“.

0x01 graphic

ქეთი, 29 წლის: „სასტუმრო „განთიადში“ მუშაობისას მეპატრონე, რომელიც წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, ფიზიკურად გამისწორდა მხოლოდ იმის გამო, რომ პროტესტი გამოვთქვი, - ძალიან ცუდად ექცეოდა მეძავებს, აგინებდა, აშინებდა, საქმე იარაღით მუქარამდეც კი მიდიოდა. მახსოვს ასეთი შემთხვევა: გლდანის სასტუმროში მოიყვანეს თურქეთიდან დეპორტირებული გოგონა, რომელიც ერთი წელი მუშაობდა, მაგრამ არცერთი თეთრი არ მიუღია - მენეჯერი არაფერს აძლევდა. მიუხედავად ამისა, ის ამ საუნიდან წასვლას ვერ ახერხებდა. სადაც კი ვმუშაობდი, ყველა „მამაშა“ ცდილობდა ძალოვან სტრუქტურაში მოეძებნა ვინმე, ვინც მფარველობას გაუწევდა მის საქმიანობას. ხშირად დგებოდა ჯგუფები და საზღვარგარეთ მივყავდით სამუშაოდ. დუბაიში, სასტუმრო „კაფტანლარში“ საქართველოდან ჩაყვანილ გოგონებს იძულებით ტოვებდნენ, მათ მთელი დღე უწევდათ მუშაობა, მენეჯერი კი ანაზღაურების სახით მხოლოდ 20 დოლარს უხდიდა. ასეთივე სიტუაცია იყო თურქეთის ქალაქ ფაზარში სასტუმრო „ტურანსა“ და „მედეაში“. აქ „მამაშა“ ექვსი თვე უფასოდ ამუშავებდა მეძავებს, შემდეგ გადმოყავდა ბათუმში, პასპორტებს უხევდა და უფულოდ უშვებდა. ამ მეძავთაგან ზოგი საქართველოს მოქალაქე არ იყო“.

კანონი

საქართველოში პროსტიტუციასთან დაკავშირებით პერიოდული დისკუსიები კარგა ხანია იმართება. შევარდნაძის დროს შემუშავდა კანონპროექტის რამდენიმე ვარიანტი; ეს დავალებული ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს და ერთ-ერთ საპარლამენტო უწყებას. ამ კანონის შემუშავების მოტივი, რაც მედიის საშუალებით გაცხადდა, სახელმწიფოს შემოსავლების გაზრდა იყო: სურდათ სამორინეებში დაეშვათ პროსტიტუცია და აქედან მიღებული შემოსავალი ბიუჯეტში შესულიყო.

ნინო ციხისთავი: ამ პრობლემისადმი ადამიანური მიდგომა, თუ შეიძლება ასე ითქვას, კანონის ენაზე შეიმუშავა შვედეთის ხელისუფლებამ 1999 წელს. ეს არის კანონი „ქალის პიროვნების მთლიანობის შენარჩუნების“ შესახებ. შვედეთში ხანგრძლივი დისკუსია ჰქონდათ იმაზე, თუ რას ნიშნავს პროსტიტუცია, და ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: ეს არის რაღაცა ტიპის პროდუქცია თუ სერვისი და მასზე მზარდი მოთხოვნილება არსებობს. იმისათვის, რომ დაეძლიათ ეს პრობლემა, გადაწყვიტეს დაესაჯათ მომხმარებელი. ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში დაიწყეს ამ მიდგომის განხილვა და სწორედ ეს დისკურსი გაატარეს ტრეფიკინგთან ბრძოლაში. ასეთი მიდგომა, როდესაც ქვეყანა ქალს განიხილავს როგორც მის ძალიან მნიშვნელოვან რესურსს და თუ მას, ნებით ან უნებლიეთ, ისეთ პირობებს შეუქმნიან, რომ მეძავობა დაიწყოს, ქვეყნის ტრაგედიად წარმოუდგენიათ, ნამდვილად ერთობ ადამიანური რამ არის.

რაც შეეხება საქართველოს - ჩვენთან ამ მხრივ მართლაც სავალალოა მდგომარეობაა, რადგან, პირველ ყოვლისა, საზოგადოება ვერ აცნობიერებს რა მძიმე შედეგები მოსდევს ამ ინსტიტუტის ასე უყურადღებოდ არსებობას. შეიძლება გამოვყოთ სხვადასხვა მიდგომები: სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ამ საკითხს შავი ფარდა აქვს ჩამოფარებული, რომლის იქით მას ხელი არ მიუწვდება; თავისებური შეხედულებები აქვთ ამ საკითხზე რელიგიურ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო სექტორს. თვალსაზრისთა ასეთი მრავალფეროვნების გამო საზოგადოება დაბნეულია და ის შეფასების მარტივ გზას ირჩევს: თუ ადამიანი „სახელგატეხილ“ ადგილას დგას, თუ სხვანაირად გამოიყურება, მასზე ვრცელდება კლიშე, რომ ის მეძავია.

ცოტა ხნის წინ ვაგზლის მოედანზე ცუდად გახდა ერთი ადამიანი და იმის გამო, რომ მის გარშემო მყოფებმა იგი მეძავად მიიჩნიეს, არავინ დაეხმარა. საზოგადოების მხრიდან ამ პრობლემისადმი გაუცხოების ტენდენციები შეინიშნება, რაც ალბათ ყველაზე დიდი საფრთხეა, რადგან არსებობს იმის სტატისტიკა, რომ პროსტიტუციით დაკავებულთა რიცხვი იზრდება, ხოლო ასაკი ქვემოთ ჩამოდის, ანუ ახალგაზრდავდება“.

პროსტიტუცია, ცხადია, მარტივი პრობლემა არ არის. ამ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან არანაირი შეთავაზება არ აქვთ და როდესაც ისინი გადაწყვეტენ პროსტიტუციის გზას დაადგნენ (არ აქვს მნიშვნელობა, რა აიძულებთ ამას), მათ უკან დაბრუნების აღარანაირი შანსი აღარ რჩებათ, - მათ ამ შანსს თვითონ საზოგადოება ართმევს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პროსტიტუცია არის ადმინისტრაციული დანაშაული, რომელიც გარკვეული სახის ჯარიმებს ითვალისწინებს. ორგანიზებული პროსტიტუცია კი სისხლის სამართლის კანონით ისჯება. პროსტიტუციის ლეგალიზაციის მომხრეები მიიჩნევენ, რომ როდესაც „პროსტიტუცია“ ჩრდილიდან გამოდის, ის უფრო „კულტურული“ ხდება და საზოგადოება იოლად აკონტროლებს მას, უშვებს რა ამ სფეროში მონაწილედ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჯანმრთელობას, მაგრამ კრძალავს მეძავებზე ძალადობას და პედოფილიას. როდესაც კანონი კრძალავს პროსტიტუციას, ამით ის უარს ამბობს დაიცვას მეძავი და მისი კლიენტი.

პროსტიტუციის ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეები კი თვლიან, რომ იურიდიული ბარიერის მოსპობასთან ერთად გაიზრდება ქალებისადმი, როგორც სექსუალური ობიექტისადმი, დამოკიდებულების შემთხვევები, ეს პროფესია კი უფრო პრესტიჟული გახდება, თანაც მზარდი კონკურენციის გამო მათ კლიენტის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. ამის მაგალითად მოჰყავთ ჰოლანდიის გამოცდილება, სადაც სექსის ინდუსტრია სწრაფად ფართოვდება.

თამარ რომელაშვილი: „ვფიქრობ, ლეგალიზაცია სახელმწიფოს მხრიდან პროსტიტუციის ექსპლუატაციას გამოიწვევს. ამ ეტაპზე ალტერნატიული სამსახურის არარსებობის პირობებში გაიზრდება მეძავეთა საერთო რაოდენობა. გამოსავალი პროსტიტუციის ლეგალიზება არ არის. სახელმწიფომ სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს პრობლემას და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს. სასურველია ჩატარდეს ერთობლივი კვლევა, რომელშიც ჩართული იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართალდამცველები, მთავრობისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. უნდა განხორციელდეს სახელმწიფო პროგრამები, რომელთა მიზანი იქნება ქალებისა და გოგონების, მათ შორის სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების, ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა საფრთხე ემუქრება პროსტიტუციაში ჩაბმულთა ჯანმრთელობას“.

ძალადობა არ ცნობს საზღვრებს და მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი. საზოგადოებამ აქტიური პოზიცია უნდა დაიკავოს ქალთა მიმართ სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი ძალადობის წინააღმდეგ, რადგან ნებისმიერი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მცდელობა - ებრძოლოს ისეთ მოვლენას, როგორიც ორგანიზებული პროსტიტუციაა, საზოგადოების აქტიური მხარდაჭერის გარეშე სერიოზულ შედეგს ვერ გამოიღებს.

3 რჩევები და შეფასებები

▲ზევით დაბრუნება


ნტერვიუ

ინტერვიუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამონიტორინგო
კომიტეტის მომხსენებელთან მათიას იორშთან

ეკა კვესიტაძე

11-16 სექტემბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამონიტორინგო კომიტეტის მომხსენებელი მათიას იორში მორიგი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. ამ ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, სხვადასხვა უწყების მინისტრებს, პარლამენტარებს, საქართველოს სახალო დამცველს და ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ლიდერებს. ჟურნალსოლიდარობისათვისმიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იგი საქართველოში რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების განვითარების ტემპებსა და შესაძლებლობებზე საუბრობს.

  • რა შეიცვლა საქართველოში თქვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ?

რეფორმების სიჩქარე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, სახელმწიფო სტრუქტურებიდან დაწყებული სასამართლო სისტემით დამთავრებული, მართლაც თვალშისაცემია. ის, რაც ქართულ ეკონომიკაში ხდება, დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის. თუმცა, მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების ფრუსტრაცია და იმედგაცრუება, რომელთაც ჯერ რეფორმების მიერ მოტანილი სიკეთე არ შეხებიათ. რეფორმები ხანგრძლივი პროცესია და დიდი დრო სჭირდება იმას, რომ საზოგადოების ყველა ფენამ თავის თავზე იგრძნოს ცვლილებები.

ის პრობლემები, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა, ობიექტურად, ერთ ან ორ წელიწადში ვერ მოგვარდება. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს. მთავარია, რომ ამ ხელისუფლებას აქვს სურვილი და პოლიტიკური ნება რეფორმები მაქსიმალურად სწრაფად ჩაატაროს და ეს პროცესი შეუქცევადი გახადოს. სხვა გზა და გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა, არ არსებობს.

  • მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგადაა, სრულიად საპირისპირო სურათს ხატავს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის უმრავლესობა. ოპოზიციის კრიტიკის მთავარი თემა ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი სიტუაციაა, ისევე, როგორც მდგომარეობა სასამართლო სისტემაში; ზოგადად, დემოკრატიის ინსტიტუტების არარსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

მე ვიტყოდი, რომ ოპოზიციას აქვს მიზეზი, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პრობლემების გამო კრიტიკულად იყოს განწყობილი. თუმცა ერთი რამე ყველას უნდა ესმოდეს - როდესაც ხელისუფლების ცვლილება ხდება, ამას თან სდევს პროცედურების, კადრების და, ზოგადად, სისტემის ცვლილება. მაგრამ ის, რაც ხელისუფლების შეცვლასთან ერთად ერთ დღეში არ იცვლება, კულტურაა. ხოლო იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების სფეროში მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორდეს, საზოგადოების ცნობიერების ცვლილებაა საჭირო, რაც დიდ დროსთან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, ამ სფეროში შექმნილი სიტუაციის ინდიკატორი მხოლოდ ის არ არის, რამდენად ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები, არამედ ისიც, თუ როგორ რეაგირებს ამ დარღვევებზე ხელისუფლება.

0x01 graphic

  • და, თქვენი აზრით, როგორ რეაგირებს ხელისუფლება ასეთ დარღვევებზე?

ძალიან ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება არავის პატიობს ადამიანის უფლებების დარღვევას და ის ჩინოვნიკები, რომლებმაც მსგავსი ქმედებები ჩაიდინეს, დღეს ადეკვატურ სასჯელს იხდიან. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება სწორი მიმართულებით მიდის.

  • იმ პრეტენზიებიდან, რომლებიც ოპოზიციას ამ ხელისუფლების მიმართ აქვთ, იზიარებთ თუ არა რომელიმეს?

მოდით ავიღოთ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შემთხვევა, რომელიც ახლა ციხეში იხდის სასჯელს. მე ვიცი, რომ ამ ფაქტმა საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია და ხელისუფლების მიმართ სერიოზული ბრალდებები და პრეტენზიები გააჩინა.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ძალიან ბევრი კრიმინალი წავიდა პოლიტიკაში, რათა იმუნიტეტი მიეღო და ძველი დანაშაულებებისთვის არ დასჯილიყო. ეს ბრალდება არ ეხება ამ კონკრეტულ ქართველ პოლიტიკოსს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, მას ბრალი სერიოზული დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის. ხოლო თუ ეს ასეა, მაშინ პოლიტიკოსობა და ოპოზიციონერობა ვერავის უშველის, რადგან კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. ბუნებრივია, მე არ ვიცი, მართლა ჩაიდინა თუ არა ამ პოლიტიკოსმა დანაშაული. მე, უბრალოდ, მჯერა, რომ მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

ასეთ შემთხვევებში სწორედ დამოუკიდებელ სასამართლოს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს ეჭვმიტანილმა მართლა ჩაიდინა დანაშაული თუ ის, უბრალოდ, თავისი პოლიტიკური მრწამსისათვის ისჯება. ამიტომ საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა უმნიშვნელოვანესია. საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სასამართლოს მიუკერძოებელი და სამართლიანი გადაწყვეტილება გამოაქვს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

  • ქართული სასამართლო ჯერჯერობით საზოგადოების მხრივ ასეთი ნდობით ვერ სარგებლობს. ჩვენი საზოგადოებისგან განსხვავებით, თქვენ გჯერათ, რომ სასამართლო საქართველოში დამოუკიდებელია?

მე ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ახლა გაცილებით დამოუკიდებელია, ვიდრე ადრე იყო. მაგრამ მთავრობას კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ დაწყებული რეფორმები წარმატებით გაგრძელდეს. გარდა ამისა, ძალიან დიდი ძალისხმევის გაღებაა საჭირო, რომ საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ გაიზარდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

  • პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემები საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ციხეებში მდგომარეობა გამოსწორდეს?

გეთახმებით, პენიტენციალურ სისტემაში სიტუაცია ძალიან რთულია. ამას ემატება ის ფონი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა კრიმინალს მთელი სიმკაცრით ებრძოლოს და ყველა დამნაშავე ციხეში გაგზავნოს. ანუ ციხეებში პატიმართა რაოდენობა იზრდება, მაგრამ არ იზრდება ციხეების რიცხვი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას - საკნები მართლაც საგანგაშოდ არის გადაჭედილი.

ასე რომ, ამ მიმართულებით მთავრობას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი. ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ ამ პრობლემის გადაჭრა არა მხოლოდ მტკიცე პოლიტიკურ ნებასთან და სურვილთან, არამედ დიდ ფულად სახსრებთანაც არის დაკავშირებული. თუმცა ყველა თანამედროვე, ცივილიზებულმა სახელმწიფომ ნორმალური ციხეების ასაშენებლად ფინანსური რესურსი უნდა გამონახოს, მიუხედავად იმისა, რომ ციხეების ასაშენებლად დიდი ხარჯების გაწევა მოსახლეობას კმაყოფილს არასოდეს ტოვებს.

მინდა ისიც ვთქვა, რომ მე უნგრეთიდან ვარ, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. თუმცა პენიტენციალურ სისტემაში კარგი მდგომარეობით ვერც უნგრეთი დაიკვეხნის.

  • თქვენ მიერ აღწერილი წარმატებების ფონზე როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს რეკომენდაციებს?

2006 წლიდან საქართველოში ევროპის საბჭოს არაერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის რატიფიკაცია მოხდა, მათ შორის არის ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩოკონვენცია. მიღებული იქნა კანონი მესხი მოსახლეობის რეპატრიაციის შესახებ, ისევე როგორც კანონი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონების რესტიტუციაზე. საქართველომ განახორციელა პოლიციის რეფორმა, მიმდინარეობს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება და კორუფციასთან ბრძოლა.

  • რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, არის თუ არა საქართველოს მთავრობა მზად, როგორც პოლიტიკური ნების, ისე კანონმდებლობის დონეზე, იმისათვის, რომ 2008 წლის არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს?

ჩემი აზრით, მომავალი არჩევნების სრულყოფილად ჩასატარებლად დღეს საქართველოში ყველა წინაპირობა არსებობს. ჩვენ უკვე მივიღეთ პირობა ხელისუფლებისგან, რომ არსებულ საარჩევნო კანონმდებლობაში შევა ცვლილებები იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებსაც ვენეციის კომისია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები იძლევიან. სხვებთან ერთად ჩვენც კიდევ ერთხელ ვურჩევთ საქართველოს მთავრობას, რომ არსებული 7-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს და ევროპულ სტანდარტებს 3-5 პროცენტს გაუთანაბრდეს. ეს ცვლილება პოლიტიკური სპექტრის გამრავალფეროვნებას და საპარლამენტო მუშაობის ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს.

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებულად ხორციელდება სამშვიდობო გეგმა სამხრეთ ოსეთში, და ხედავთ თუ არა რაიმე პროგრესს მოსახლეობის ნდობის აღდგენის პროცესში?

ამ დროისთვის ნდობის აღდგენის პროცესში თვალშისაცემ პროგრესს ვერ ვხედავ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთშიც და საქართველოშიც მომავალი წელი არჩევნების წელია. წინასაარჩევნო პერიოდი კი ნამდვილად არ არის საუკეთესო დრო ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად. მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, რომ ნდობის აღდგენაზე მუშაობა დაიწყონ.

  • რაც შეეხება აფხაზეთს?

სტატუსკვო აქაც შენარჩუნებულია და ჯერჯერობით არანაირი პროგრესი არ იგრძნობა.

4 გამოხატვის თავისუფლება - დემოკრატიის ჟანგბადი

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებები

ფრიდონ საყვარელიძე

აზრის გამოხატვის თავისუფლება განმანათლებლობის ეპოქიდან მოყოლებული ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ეს უფლება ჯეროვნადაა ასახული ადამიანის უფლებათა შესახებ არსებულ ყველა ძირითად დოკუმენტში, მათ შორის 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. ის კონსტიტუციურადაა დაცული მთელ მსოფლიოში და მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ყველა სხვა უფლებასთან.

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. ის ბევრ, ზოგჯერ ერთმანეთისგან განსხვავებულ და მრავალფეროვან კომპონენტს შეიცავს. ეს კომპონენტებია: აზრის, იდეის, სიტყვის, მედიის, ინფორმაციის შეგროვების, მიღებისა და გავრცელების თავისუფლებები, ჟურნალისტების დაცულობა და დამოუკიდებლობა, ისევე როგორც გამოხატვის ფორმის არჩევის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება ეხება არა მხოლოდ სიტყვას, არამედ მუსიკას, ქანდაკებას, თქვენ წარმოიდგინეთ - ჩაცმულობასა და ვარცხნილობასაც კი.

მსოფლიოში გამოხატვის თავისუფლების სფეროში ორი ძირითადი ტენდენცია არსებობს: ევროპული, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის დროს წარმოიშვა, და ამერიკული. ამ ტენდენციებს ქვემოთ შევეხებით.

გამოხატვის თავისუფლების ძირითადი კომპონენტები

აზრის, იდეის თავისუფლება თითქმის აბსოლუტური დაცვითაა უზრუნველყოფილი. ამ უფლების სათანადოდ დაცვის გარეშე აზრის გამოხატვის თავისუფლება ზედმეტი იქნებოდა. აზრის თავისუფლება აზრის გამოხატვის თავისუფლების წინაპირობაა.

0x01 graphic

ამ ფოტოზე მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რაც ტრანსპარანტზე წერია, არამედ ამ ადამიანთა სქესი და ჩაცმულობაც

სიტყვის თავისუფლება

ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ის გამოთქმები, რომლებიც ყველასათვის მისაღებია და სხვათა აზრებსა და გემოვნებას ეხმიანება, არამედ ისეთი აზრებისა და მრწამსის გამოთქმაც, რომლებმაც შეიძლება აღაშფოთონ ადამიანები, წყენა მიაყენონ მათ ან საზოგადოებრივი არეულობაც კი გამოიწვიონ. თუ ადამიანს არ შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს, ან, გაცილებით უარესი - თუ მას აიძულებენ თქვას ის, რასაც არ ეთანხმება, ამით შეურაცხყოფენ ადამიანის უფლებების საფუძველთა საფუძველს - მის ღირსებას. თავდაპირველად სიტყვის თავისუფლება ყველაფრის თქმის შესაძლებლობას ნიშნავდა. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ დაიწყო სიტყვის თავისუფლების გაგება, როგორც ინფორმაციის, შეხედულებების და მრწამსის გამოხატვის უფლებისა. სიტყვის თავისუფლებას, როგორც გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს, ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ.

ინფორმაციის უფლება მოიცავს ინფორმაციის მიღების, გავრცელების, შეგროვების უფლებებს. ჩვენ უფლება გვაქვს ვიცოდეთ ყველაფერი, რაც საჯარო საკითხებს ეხება. არსებითად, ინფორმაციის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება ერთი საკითხის ორი მხარეა. საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების ერთ-ერთი პრინციპია ინფორმაციის მიღების უფლება. ხელისუფლებას არა აქვს უფლება შეზღუდოს ან ხელი შეუშალოს პიროვნებას იმ ინფორმაციის მიღებაში, რომლის გადაცემაც მისთვის უნდათ. ინფორმაციის მიღების უფლება ნიშნავს, კერძოდ, უფლებას თვალყური ადევნო ხელისუფლების საქმიანობას. ადამიანს აქვს უფლება იცოდეს როგორ მიიღება მისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ინფორმაციის მიღების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ამასთან დაკავშირებით ხშირად ახსენებენ პატიმრებს, მაგრამ თვით მათდამი გამოყენებული შეზღუდვებიც კი აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მორალის დასაცავად. ადამიანს აზრები და შეხედულებები ინფორმაციის მიღების საფუძველზე უყალიბდება. თუ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, უპირველეს ყოვლისა - ინფორმაცია ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თუკი მიუწვდომელია ცოდნა, მაშინ ვერც ის საფუძველი იარსებებს, რომელზეც ადამიანის შეხედულებები უნდა დაეფუძნოს.

მოქალაქე, რომელმაც არ იცის რა ხდება მის ირგვლივ, მოქალაქე კი არა - მონაა. მოქალაქე, რომელმაც იცის რა ხდება მის ირგვლივ, მაგრამ არაფრის თქმის უფლება არა აქვს - ორმაგ მონობაშია.

დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თავისუფლება ინფორმაციის გაცვლის თავისუფლებაზეა დამყარებული. საზოგადოდ, ხელისუფლება ვალდებულია დაუშვას ინფორმაციის და იდეების თავისუფალი გაცვლა. ასეთი გაცვლა შეიძლება ინფორმაციის ფართო სპექტრს მოიცავდეს, ისეთს, როგორიცაა მეცნიერული ცოდნა, კომერციული განცხადებები თუ პირადი აზრი. პლურალისტური საზოგადოება ასევე შემწყნარებელი უნდა იყოს შოკის მომგვრელი და შეურაცხმყოფელი აზრებისადმი.

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლში ინფორმაციის შეგროვების უფლება განსაკუთრებითაა გამოყოფილი, ევროპულ კონვენციაში ეს მუხლი საერთოდ არ არის. პრაქტიკულად, განსხვავება უმნიშვნელოა, ვინაიდან კონვენციის ორგანოებმა აღიარეს, რომ ინფორმაციის შეგროვების უფლება დაცულია ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით. დამატებით აღვნიშნავთ, რომ პიროვნებას მეტი უფლება აქვს მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც პირადად მას ეხება.

0x01 graphic

ამერიკის უმაღლესი სასამართლოს წინ დადგმული ეს არქიტექტურული ფორ,ა გამოხატვის თავისუფლებას ეძღვნება

პროფესიონალ ჟურნალისტებს ხშირად უწევთ შეჯახება აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების შეზღუდვის სერიოზულ და სახიფათო მცდელობებთან. თუ ჟურნალისტი კარგად არ არის დაცული, ეს იმას ნიშნავს, რომ ითრგუნება საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის პრინციპი. და, თუმცა ჯერ კიდევ არა გვაქვს ჟურნალისტთა დამცავი ფართოდ აღიარებული საბაზო შეთანხმება, ეუთოს ვალდებულებები ითვალისწინებს ამ პრობლემას. იმ ჟურნალისტებს, რომლებიც სახიფათო პროფესიულ მისიებს ასრულებენ, უფლება აქვთ გარკვეული დამცავი ზომების იმედი იქონიონ, როგორიცაა: უგზო-უკვლოდ დაკარგული ჟურნალისტის ძებნა, მისი ბედის გარკვევა, საჭირო დახმარების აღმოჩენა და მათი ოჯახში დაბრუნების დაჩქარება. ჟენევის კონვენციის პირველი დამატებითი პროტოკოლის 79-ე მუხლის მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტების მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან ჟურნალისტები.

ხელისუფლება ხშირად ცდილობს მედიის დამორჩილებას. ეს გასაგებია, რადგან როდესაც მედია მხარს უჭერს ხელისუფლების პოლიტიკას, მართვაც უფრო ადვილია. თუ ხელისუფლება ხელში ჩაიგდებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონტროლს, იგი ვერც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ცდუნებას გაუძლებს. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა კი უცილობლად გამოიწვევს ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების კარიკატურულ დამახინჯებას.

ისევე როგორც ადამიანის უფლებათა სხვა შეზღუდვები, აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაც კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული. ამ მიზნისათვის გამოყენებული ადმინისტრაციული ბრძანებები ამ მოთხოვნას ვერ უპასუხებს. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო კონვენცია ითვალისწინებს აზრის თავისუფლად გამოხატვის შეზღუდვის მოთხოვნებს, რომელთა ჩამონათვალი დაახლოებით ასე შეიძლება წარმოვადგინოთ:

  • მიღებული ზომები კანონითაა გათვალისწინებული;

  • ისინი აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის;

  • ისინი საზოგადოებრივი აუცილებლობის ადეკვატურია.

თუ ეს მოთხოვნები სრულდება, შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს შემდეგ უფლებათა დასაცავად:

  • სხვების რეპუტაციის და/ან უფლებების;

  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების;

  • საზოგადოების სიჯანსაღის ან მორალის;

  • ეროვნული უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის;

  • უწესრიგობის ან დანაშაულობების თავიდან ასაცილებლად;

  • კონფიდენციალური ინფორმაციის გახმაურების თავიდან ასაცილებლად;

  • სასამართლო ორგანოების მიუკერძოებლობისა და ავტორიტეტის მხარდასაჭერად.

სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ამერიკული და ევროპული სასამართლო პრაქტიკა

1919 წელს აშშ-ს უმაღლესი სასამართლო განიხილავდა საქმეს - „აბრამსი აშშ-ს წინააღმდეგ“.1 ამ საქმეში მსჯავრდებული იყო რუსეთის ოთხი ახალგაზრდა მოქალაქე, რომლებიც 10 წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ აშშ ში. ისინი პრორუსი და პროგერმანელი კომუნისტები იყვნენ და ბრალი ედებოდათ აშშ-ს საწინაღმდეგო ქმედებებში გერმანელებთან ომის დროს. ბრალდებულები ავრცელებდნენ პროკლამაციებს, რომლებშიც პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთში ამერიკული ინტერვენციისადმი პროტესტის ნიშნად მუშებს იარაღის წარმოების შეწყვეტისაკენ მოუწოდებდნენ. ოთხ ახალგაზრდას ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

მოსამართლე ოლივერ უენდელ ჰოლმსი

0x01 graphic

თუმცა, ამ სასამართლოს ყველა მოსამართლემ როდი გაიზიარა ეს გადაწყვეტილება. ერთმა მათგანმა კი განსაკუთრებული აზრი დააფიქსირა. ეს მოსამართლე ოლივერ უენდელ ჰოლმსი გახლდათ. მისი აზრით, ბრალდებულები კომუნიზმისადმი რწმენის გამო გაასამართლეს, ამასთან ერთად, აშკარა იყო მათი უმეცრება და უმწიფრობა. მაგრამ ამას, ჰოლმსის აზრით, არ უნდა მოეხდინა გავლენა საბოლოო განაჩენზე. ჰოლმსი აღნიშნავდა: „ვფიქრობ, რომ მუდმივი სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ იმ აზრების გამოხატვის შეზღუდვისას, რომლებიც გვძულს და მომაკვდინებლად მიგვაჩნია, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს აზრები იმდენად უშლიან ხელს სამართლის განხორციელებას, რომ მათი გამოთქმის დაუყოვნებელი შეწყვეტა აუცილებელი ხდება ქვეყნის გადარჩენისათვის“. ჰოლმსის ამ მოსაზრებამ „იდეათა თავისუფალი ბაზრის“ სახელწოდება მიიღო. ამ თეორიის მიხედვით, მავნე გამონათქვამების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება მათთვის სხვა აზრების დაპირისპირებაა, სანამ, საბოლოოდ, სწორი აზრი არ გაიმარჯვებს.

თუმცა, მოსამართლე ჰოლმსის აზრით, გარკვეულ ვითარებებში ეს თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. შეზღუდვის საფუძვლად, მისი აზრით, გამოდგება შემდეგი კრიტერიუმი: „შეეძლო თუ არა კონკრეტულ გამონათქვამს - გარემოებებისა და ხასიათის მიხედვით - შეექმნა მავნე შედეგების გამოწვევის უეჭველი და მყისიერი საფრთხე?“ ამ შეხედულების საილუსტრაციოდ მოსამართლე ჰოლმსმა გამოიყენა ფრაზა, რომლის ციტირებას შემდგომში არაერთხელ ახდენდნენ: „სიტყვის თავისუფლების უმკაცრესი დაცვაც კი ვერ გაამართლებს ადამიანს, რომელიც ხალხით გაჭედილ თეატრში შეგნებულად ტეხს ცრუ განგაშს შეძახილით - ხანძარი! და იწვევს პანიკას“.

მავნე შედეგების გამოწვევის უეჭველი და მყისიერი საფრთხე უფრო ზუსტად სხვა მოსამართლემ ლუი ბრანდეისმა განსაზღვრა, როდესაც 1927 წელს აშშ-ს უმაღლესი სასამართლო განიხილავდა საქმეს - „უიტნი კალიფორნიის წინააღმდეგ“. „იმისათვის რომ უტყუარი გავხადოთ უეჭველი და აქტუალური საფრთხის არსებობა, უნდა დავამტკიცოთ, რომ მოსალოდნელი იყო პირდაპირი და მნიშვნელოვანი ძალადობა, ან რომ ამგვარი ძალადობისკენ მოუწოდებდნენ“, - ამბობდა ბრანდეისი. მისი აზრით, საფრთხე, როგორც აზრის გამოხატვის შედეგი, შეიძლება ჩაითვალოს უეჭველად და მყისიერად მხოლოდ მაშინ, „როდესაც ბოროტება, რომელსაც ჩვენ ვუფრთხით, იმდენად ახლოსაა, რომ ის შეიძლება დატრიალდეს მანამ, სანამ საქმე ჭეშმარიტ დისკუსიამდე მივა“.

სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მნიშვნელობის აღმოჩნდა 1964 წელს განხილული საქმე - „ნიუ-იორკ თაიმსი სალივენის წინააღმდეგ“. ალაბამის შტატის ქალაქ მონტგომერის პოლიციის კომისარმა სალივენმა სარჩელი შეიტანა ოთხი შავკანიანი სასულიერო პირისა და გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ რედაქციის წინააღმდეგ. ის ამტკიცებდა, რომ ხსენებულ გაზეთში გამოქვეყნებული ფასიანი განცხადება ცილისწამებლური იყო. განცხადებაში სასულიერო პირები მიმართავდნენ მკითხველებს ფინანსური მხარდაჭერა აღმოეჩინათ მარტინ ლუთერ კინგის დაცვის კომიტეტისათვის. სალივენი აღნიშნავდა, რომ განცხადებაში მოყვანილი მონაცემები არ შეეფერებოდა სინამდვილეს. მარტინ ლუთერ კინგი პოლიციამ შვიდჯერ კი არა, როგორც ამას სასულიერო პირები აღნიშნავდნენ, არამედ ოთხჯერ დააკავა. მცდარი იყო აგრეთვე მათი მტკიცება, რომ იმ ადგილას, სადაც შავკანიანი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტები იმართებოდა, თოფებითა და ცრემლსადენი გაზით შეიარაღებული პოლიციელები სატვირთო მანქანებით მიჰყავდათ საუნივერსიტეტო ქალაქის ალყაში მოსაქცევად. კომისარმა, რომელიც მოპასუხეთაგან ცილისწამებისათვის 500 000 დოლარს ითხოვდა, შეძლო დაემტკიცებინა, რომ განცხადებაში სხვა უზუსტობებიც იყო - და დაარწმუნა ალაბამის სასამართლო თავისი მოთხოვნის - მისთვის იმ დროისათვის უზარმაზარი თანხის მიეკუთვნების - მართებულობაში. უმაღლესმა სასამართლომ არ მიიჩნია სწორად ალაბამის სასამართლოს გადაწყვეტილება; მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებლია არსებობდეს გარკვეული საკონსტიტუციო დაცვა მათთვის, ვინც საჯარო ფუნქციონერთა ქცევას აკრიტიკებს, რაკიღა „თავისუფალ დებატებში მცდარი კონსტატაციების თავიდან აცილება შეუძლებელია, ის (კრიტიკოსი) დაცვას უნდა ექვემდებარებოდეს, რადგან სასურველია, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლებას შეექმნას მისი გადარჩენისათვის აუცილებელი „საჰაერო ბალიში“.

აზრის გამოხატვის თავისუფლებისათვის სწორედ ეს „საჰაერო ბალიშია“ აუცილებელი. ეს ნიშნავს, რომ იმ პირებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ აზრს საჯარო ფუნქციონერების მოღვაწეობის შესახებ, აქვთ შეცდომის უფლება. სიტყვის თავისუფლება და საჯარო მოხელეთა კეთილი სახელის დაცვის საჭიროება რომ მოერიგებინა, უმაღლესმა სასამართლომ მიიღო პრინციპი, რომელსაც ის შემდგომში ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებში იყენებდა - „კონსტიტუციურ გარანტიებს უცილობლად მივყავართ იმ წესამდე, რომელიც კრძალავს კომპენსაციის მინიჭებას საჯარო ფუნქციონერისათვის მის თანამდებობასთან დაკავშირებული ცრუ, ცილისმწამებლური ინფორმაციის გამო, თუკი მან არ დაამტკიცა, რომ ეს გამონათქვამები „აშკარად ბოროტი განზრახვით“ გაკეთდა. „აშკარად ბოროტი“ კი მაშინ არის განზრახვა, „როდესაც გამონათქვამის ავტორმა იცოდა, რომ ცრუობდა, ან აშკარად ზერელე დამოკიდებულება გამოიჩინა გამონათქვამის მართებულობის მიმართ“.

უმაღლესი სასამართლოს განაჩენის დასაბუთებისას საქმეში „სალივენი ნიუ-იორკ თაიმსის წინააღმდეგ“ მოსამართლე უილიამ ბრენანმა აღნიშნა: „ამ საქმის განხილვისას ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ქვეყანაში სრულად გაზიარებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც დებატები საზოგადოებრივ თემებზე უნდა იყოს თავისუფალი, ცოცხალი და ღია. ამასთან, დაშვებულია მკვეთრი, ღვარძლიანი, ზოგჯერ კი უსიამოვნო და მწვავე თავდასხმები ხელისუფლებასა და საჯარო ფუნქციონერებზე“.

ძნელია უფრო აშკარად დაუჭირო მხარი იდეათა თავისუფალი ბაზრის თეორიას. ეჭვს არ იწვევს, რომ ამ თეორიას ასეთი მხარდაჭერა წილად ხვდა ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების წყალობით. მასში, კერძოდ, ნათქვამია: „კონგრესს არ შეუძლია მიიღოს კანონები, რომლებიც ზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას“.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ევროპაში?

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული და ევროპული ტრადიციები ურთიერთმსგავსია, ევროპულში მკვეთრადაა აქცენტირებული იმათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც აზრის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს. ეს მკაფიოდ იკითხება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 (2) მუხლში. სიტყვის თავისუფლების დაცვა, ისევე როგორც საზოგადოებაში ადამიანის ნებისმიერი ქმედება, გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ასეთი შეზღუდვის წინაპირობად სახელდება სახელმწიფო უშიშროების ინტერესები, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობა, სწრაფვა საზოგადოებრივი სიმშვიდისაკენ, დამნაშავეობის თავიდან აცილება, ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის აუცილებლობა, სხვა პირთა რეპუტაციისა და უფლებების დაცვა, სასამართლოების ავტორიტეტის უზრუნველყოფა... მართალია, მე-10 მუხლში ასევე ხაზგასმულია, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებისთვის, და მხოლოდ მაშინ, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით. ეს მართალია, მაგრამ როდესაც ამერიკის კონსტიტუციის მეტად ლაკონიურ პირველ შესწორებასა და ევროპული კონვენციის საკმაოდ ტევად მე-10 მუხლს ერთმანეთს ვადარებთ, შეიძლება დავეჭვდეთ - იძლევა თუ არა საშუალებას ამ დოკუმენტთაგან მეორე, თუნდაც თეორიულად, ისევე დაიცვას სიტყვის თავისუფლება, როგორც პირველი იცავს მას.

1986 წელს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ მკაფიოდ აღიარა საჯარო ფუნქციონერების მოღვაწეობის მწვავე კრიტიკის უფლება ჟურნალისტების მხრიდან. ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსობას გადაწყვეტს, „სახიფათო“ პროფესიას ჰკიდებს ხელს, სახიფათოს მისი ჯანმრთელობისა და გუნებაგანწყობისათვის. პოლიტიკოსმა კარგად უნდა უწყოდეს, რომ შეიძლება მძიმე დღეები დაუდგეს, ადამიანები აკონტროლებენ მის ქცევას და ზოგჯერ ძალიან მკვეთრად აკრიტიკებენ მას. სწორედ ეს არის დემოკრატია და პოლიტიკოსების აღშფოთებას ამასთან დაკავშირებით არავითარი საფუძველი არა აქვს. ეს მკაფიოდ ითქვა დოკუმენტში საქმისა „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“2. გაზეთ „პროფილში“ ლინგენსმა ორი სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც მაშინდელი კანცლერი ბრუნო კრაისკი ნაცისტური წარსულის მქონე პოლიტიკოსებთან კავშირის გამო გააკრიტიკა. სტატიებში ჟურნალისტმა გამოიყენა ისეთი განსაზღვრებები, როგორიცაა: „ყველაზე საზიზღარი სახის პოლიტიკური ოპორტუნიზმი“, „უსირცხვილობა“, „ღირსების არქონა“. ლინგენსისათვის ხელსაყრელი განაჩენის დასაბუთებისას სასამართლომ აღნიშნა: „მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დაცული აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტი და მისი განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა, ის არის აგრეთვე თითოეული ადამიანის თვითრეალიზაციის პირობაც. ეს მხოლოდ იმ ინფორმაციასა და შეხედულებებს როდი ეხება, რომლებიც დადებითად აღიქმება, არ ითვლება საჩოთიროდ ან გულგრილობის გამოხატულებად მიიჩნევა, არამედ იმათაც, რომლებიც შეურაცხგვყოფენ, შოკში გვაგდებენ ან აღგვაშფოთებენ. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და შეხედულებათა საჯაროობის მოთხოვნა, რომლის გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“.

0x01 graphic

სიტყვის თავისუფლება?!

ერთ-ერთ დასკვნაში სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკოსის მოღვაწეობის კრიტიკისას ჟურნალისტს შეუძლია მას „იდიოტი“ უწოდოს. საჯარო ფუნქციონერმა უნდა აიტანოს კრიტიკა, რომლის ჩარჩოები, კერძო პირის კრიტიკისაგან განსხვავებით, გაცილებით ფართოა - ამ შეხედულების გამომხატველია ბოლო წლების სასამართლო დასკვნები. ეს მკაფიოდ ითქვა 1992 წელს, როდესაც სასამართლო განიხილავდა საქმეს „კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ“. მაშინ გაუქმდა განაჩენი, რომლითაც ბრალი დასდეს ერთ-ერთ სენატორს ბასკების მიმართ მთავრობის პოლიტიკის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიისათვის. ამ სტატიაში ავტორმა მთავრობის მიერ გამოყენებული მეთოდები ფაშისტურ ქმედებებს შეადარა.

ეჭვს არ იწვევს, რომ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საქმეებში აშშ ის უმაღლესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ბევრი დასკვნა დღეისათვის არსებულ ერთიან ფილოსოფიურ მიდგომაზე მიგვანიშნებს. ამ ფილოსოფიის მთავარი დებულებაა რწმენა, რომ საზოგადოებაში, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, ინფორმაციის საშუალებებს უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ამერიკაში ხშირად ამბობენ, რომ ჟურნალისტი ხელისუფლების მიმართ „მოდარაჯე ძაღლის“ როლს ასრულებს. „მოდარაჯე ძაღლი“ თვალყურს უნდა ადევნებდეს ხელისუფალთა წამოწყებებს და ყეფდეს, როდესაც რაღაც ისე არ ხდება, როგორც საჭიროა. ხოლო როდესაც ხელისუფალნი სერიოზულად შელახავენ საზოგადოების ინტერესებს, „მოდარაჯე ძაღლი“ არა მხოლოდ ყეფს, არამედ იკბინება კიდეც. ამერიკის უმაღლესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ ეს უწყებები ჟურნალისტებს სწორედ ამ როლს მიაკუთვნებენ.

აზრის გამოხატვის თავისუფლება ადამიანის სხვა უფლებების დაცვის პირობაა, როგორიცაა: შეკრებების თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება. ის აგრეთვე დემოკრატიის განუყოფელი ელემენტია. უფლებადამცავი ორგანიზაციის „Article 19“-ის აზრით, თუკი დემოკრატია სიმართლისა და თავისუფლებისათვის დაუღალავ შრომას ნიშნავს, აზრის გამოხატვის თავისუფლება „დემოკრატიის ჟანგბადია“.

__________________

შენიშვნები:

1. სტატიაში მოყვანილი ამერიკის უმაღლესი სასამართლოს საქმეების სრული ტექსტები ხელმისაწვდომია ინტერნეტში წიგნის „Freedom of the Speech in the United States“ ელექტრონულ ვერსიაში შემდეგ მისამართზე: http://www.bc.edu/bc-org/avp/cas/comm/free_speech/decisions.html

2. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს საქმეთა სრული ტექსტები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://hudoc.echr.coe.int

5 დემოკრატიაზე გადასვლის კანონზომიერებები

▲ზევით დაბრუნება


მრგვალი მაგიდა

ამ ნომერში ჩვენი სადისკუსიო თემა საქართველოს დღევანდელი პრობლემების გათვალისწინებით დემოკრატიაზე გადასვლის პროცესში მყოფი პოლიტიკური სისტემების მიმოხილვაა. შემოთავაზებული მსჯელობა დემოკრატიის კონსოლიდაციის და ტრანზიტის სპეციფიკურად ქართულ რეალობაზე არაა აგებული და მკითხველს უფრო ღია შეკითხვებს სთავაზობს: შესაძლებელია თუ არა დემოკრატიაზე გადასვლის სხვადასხვა შემთხვევებში კანონზომიერებების პოვნა? ნიშნავს თუ არა გადასვლის ამა თუ იმ შემთხვევის წარმატებული თუ წარუმატებელი მაგალითების არსებობა საქართველოს პოლიტიკური განვითარების გზის კონკრეტულ მოდელზე მორგების აუცილებლობას?

მსჯელობაში მონაწილეობდნენ: არჩილ აბაშიძე, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, ნანი მაჭარაშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტპროფესორი, მალხაზ სალდაძე, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.

მალხაზ სალდაძე: ყურადღება მინდა გავამახვილო ქართულ პოლიტიკაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე. საინტერესოა როგორ ახასიათებს იგი საქართველოს პოლიტიკური სისტემის ცვლილებებს დემოკრატიაზე გადასვლის კონტექსტში. ერთი რამ ცხადია - ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში სხვადასხვა დისკურსს შორის გაჩნდა წყალგამყოფი, რამაც თავისი ინსტიტუციური გამოხატულებაც პოვა. ერთია როგორ დაიყო, რა პოზიციებზე დადგნენ პოლიტიკურად ფორმალიზებული ძალები, და მეორეა, რომ ეს წყალგამყოფი გადის მედიაზე, სამოქალაქო სექტორზეც. რასაც ამ ბოლო დროს ვხედავთ, დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის დამაფიქრებელია; მედიის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ორი სხვადასხვა ტრიბუნაა მოცემული და სხვადასხვა მედიაორგანიზაცია ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანების პოზიციებს გამოხატავს, რაც თავისთავად საზოგადოებრივი აზრის გაყოფის მანიშნებელია. ხდება ორი პოლიტიკური დისკურსის პოლარიზაცია. რისი მაჩვენებელია ეს მდგომარეობა მომავალი განვითარების თვალსაზრისით?

არჩილ აბაშიძე: უბრალოდ, სექტემბრის ბოლოს განვითარებული პროცესების ფონზე კარგად გამოჩნდა მედიასაშუალებებს შორის მიმდინარე ომი, რომელიც ნამდვილად არ არის ახალი და უკვე დიდი ხანია გრძელდება.

ნანი მაჭარაშვილი: აქცენტს მედიაზე თუ გავაკეთებთ, ამ პოლიტიკურ პროცესებში ცხადად იკვეთება ერთგვარი დუალისტური დამოკიდებულება. ის, რომ მედია ორად არის გაყოფილი, ძალიან კარგია. ის, რომ განსხვავებული აზრის მქონეთ შეუძლიათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება, აშკარა დემოკრატიის მაჩვენებელია. იმავეს ვერ ვიტყოდით იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციას არ ექნებოდა თავისი ოპოზიციური აზრის დაფიქსირების საშუალება.

მალხაზ სალდაძე: მედიის მაგალითი იმ პრობლემების წარმოსაჩენად მოვიყვანე, რაც ქართულ პოლიტიკურ სისტემაში არსებობს. გარკვეულწილად საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში მომხდარ პოლარიზაციას და ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებულ რეფორმისტულ და ანტირეფორმისტულ განწყობებს უკავშირდება. სამაუწყებლო საშუალებათა სახელისუფლებო და არასახელისუფლებო მედიაორგანიზაციებად დაყოფა სამოქალაქო საზოგადოებასაც ყოფს. საკითხავია რამდენად მყარია დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში, შეძლო თუ არა საქართველომ პოლიტიკური განვითარების იმ გზაზე დადგომა, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების ჩართულობას უზრუნველყოფდა? ჩემი შეხედულებით, ახლა დიალოგის ასეთი სივრცე გვაქვს - საზოგადოებასთან ვსაუბრობთ ორი სხვადასხვა ტრიბუნიდან და ეს საუბარი ცალმხრივია.

არჩილ აბაშიძე: რევოლუციის მერე ოპოზიციის მხრიდან სულ იმაზეა საუბარი, რომ ხელისუფლებამ საზოგადოება აშკარად დაყო დამარცხებულებად და გამარჯვებულებად, მაგრამ ის, რომ ჩვენთან დიალოგის რეჟიმი არ არის, მარტო ხელისუფლებას არ უნდა დავაბრალოთ. სატელევიზიო გადაცემებს თუ მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ არ არის დიალოგი, ყველაფერი ჩხუბით მთავრდება, რასაც მედიაორგანიზაციები მაყურებლის მისაზიდავად იყენებენ. დიალოგის რეჟიმის არარსებობას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი მიზეზი დაბალი პოლიტიკური კულტურაა.

ნანი მაჭარაშვილი: მართალია, პოლარიზაცია გამოიკვეთა და ეს მედია საშუალებებში კარგად ჩანს, მაგრამ ცხადია, რომ განსხვავებული აზრის მატარებელი გარიყული არ არის. არსებობს ისეთი საკითხები, რომელზეც პოზიცია და ოპოზიცია ვერ შეთანხმდება. შეიძლება ხელისუფლება ცოდავს, როდესაც საზოგადოებას ამ საკითხებზე ღიად მსჯელობას არ სთავაზობს, ოპოზიცია კი მართალი არ არის, როდესაც ყოველთვის სახელისუფლებო ვერსიების საწინააღმდეგო პოზიციას სთავაზობს საზოგადოებას. მაგრამ განსხვავებული სიტუაციაა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან იქ დიალოგისთვის სივრცე არსებობს. სწორედ ის საკითხები, ის პრობლემები, რომლებიც დღეს არის გადასაწყვეტი, რომლებიც ამჟამად დგას საქართველოს წინაშე, განსაზღვრავს პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაციას, და არა ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ჯანსაღი პოლიტიკური გარემო.

მალხაზ სალდაძე: გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, როდესაც მასობრივი გამოსვლები ხდებოდა, ოპოზიციის გაერთიანება არ მომხდარა და მითუმეტეს მათ არ ჰქონიათ ანტისისტემური პოზიცია. დღეს ვხედავთ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში გაჩნდა ლოუზუნგი - საქართველო არა მიხეილ სააკაშვილის გარეშე, არამედ „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“. ითხოვენ საპარლამენტო რესპუბლიკას. ამას უფრო ღრმა მიზეზები აქვს, ვიდრე ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები ან ის, რომ მედია ოპოზიციისთვის ტრიბუნას არ წარმოადგენს. რამ გამოიწვია ოპოზიციის ანტისისტემურ პოზიციაზე გაერთიანება?

0x01 graphic

მალხაზ სალდაძე

არჩილ აბაშიძე: ამის მიზეზი შეიძლება მოახლოებული არჩევნები იყოს. ოპოზიციამ ვითომ იპოვა საერთო ლოზუნგი, მაგრამ არა მგონია ეს გაერთიანება დიდხანს შენარჩუნდეს, რადგან ძალიან განსხვავებული ძალებია შეკრებილი და დაშლის მიზეზი ლიდერების სიმრავლეც შეიძლება გახდეს. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ბევრად მისაღები იქნებოდა ოპოზიცია, რომელიც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გაერთიანდებოდა.

ნანი მაჭარაშვილი: ოპოზიციამ, რამდენიმე ხნის წინ ვერ მოახერხა საერთო კანდიდატურაზე შეთანხმება. ოქრუაშვილთან დაკავშირებით მათ გაუჩნდათ ისეთი გამაერთიანებელი ლიდერის მოპოვების შანსი, რომლის ლიდერობას ეჭვქვეშ ვერავინ ვერ დააყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილი „აუტსაიდერი“ გახდა, ოპოზიციას სურს, რომ გამოიყენოს ორი კვირის ერთიანობით დაგროვილი რესურსი, მაგრამ შეძლებს თუ არა ამის, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მემარჯვენეების ოპოზიციური პარტია განზე დგას და არ სურს გაერთიანებულ ოპოზიციასთან იქნეს გაიგივებული.

არჩილ აბაშიძე: საკითხავია რამდენად მოიაზრებდა ოპოზიცია ოქრუაშვილს თავის ლიდერად? უბრალოდ, ოპოზიციური ძალებისთვის ოქრუაშვილის მოვლენა ხმების დაგროვების ძალიან კარგი შანსი იყო, საზოგადოებაში გაჩნდა ხელისუფლებაზე განაწყენებული ხალხი, რომელთა გადაბირების და თავისკენ მიმხრობის შესაძლებლობა ყველა ოპოზიციურმა ძალამ დაინახა. კულუარული ინფორმაციით ვიცი - ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა თქვა: ყველაზე კარგ სიტუაციაში ჩვენ ვართ, რადგან ხმებს ვაგროვებთ, ოქრუაშვილი კი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ბევრს რომ ვეღარაფერს მიაღწევს, აშკარააო.

ნანი მაჭარაშვილი: ოპოზიციურ პარტიებს არასდროს ჰქონდათ მაღალი რეიტინგი. ოქრუაშვილის მხარდამჭერი ელექტორატის ის ნაწილი იყო, რომელიც ოპოზიციას მხარს არ უჭერდა, ხელისუფლების მიმართ კი იმედი გაუცრუვდა. ელექტორატი მომავალ არჩევნებზე არ წავიდოდა და დღეს „გაერთიანებულ“ ოპოზიციას ამ ადამიანთა ხმების შენარჩუნების იმედი აქვს.

არჩილ აბაშიძე: ეს სიტუაცია მაგონებს გამოთქმას „მღვრიე წყალში თევზს კარგად იჭერენ“. იმავე კობა დავითაშვილთან დაკავშირებული სკანდალი რომ გავიხსენოთ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მას პოლიტიკურ ასპარეზზე ხელახლა გააქტიურების შანსი მისცა.

მალხაზ სალდაძე: ოპოზიციამ საბოლოოდ დაკარგა იმის უნარი, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი ინსტიტუციურ ჩარჩოებში ეწარმოებინა, პარლამენტის ფარგლებში, საკმაოდ მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემების, მათ შორის რეფორმების ეტაპზე. იმას, რომ რეფორმებს ერთი გუნდი ახორციელებს, შესაძლოა დადებითი მეტი აქვს, ვიდრე უარყოფითი, რადგან ეს გუნდი მობილიზებულია და სადავეებს არ უშვებს ხელიდან. რეფორმების გატარების პასუხისმგებლობის გადანაწილება არ ხდება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებზე; ამან ასახვა პოვა საპარლამენტო სივრცეში, რომელიც ერთი პარტიის მიერ არის მონოპოლიზებული. შეიძლება ესეც ჩაითვალოს საქართველოში პოლიტიკური ძალების ორად გაყოფის მიზეზად. შედეგად ოპოზიცია ანტისისტემურ პოზიციაზე დადგა. რა სურათი იყო სხვა ქვეყნებში, სადაც დემოკრატიაზე გადასვლა, რეფორმები და საზოგადოების მოდერნიზაცია მოხდა?

ნანი მაჭარაშვილი: სისტემური პრობლემაა, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია საზოგადოებასთან ურთიერთობის მხოლოდ პირდაპირ არხებს იყენებს, რაც პოპულიზმია. ამ მხრივ მათ შორის განსხვავება არ არის. დავსვათ კითხვა: დღევანდელი ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლით შეიცვლება რამე? ისევე, როგორც დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ოპოზიციონერისთვისაც, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვს, განსხვავებული აზრი მიუღებელია. დამოკიდებულება „ვინც ჩვენნაირად არ აზროვნებს, ჩვენი მტერია“ მომავალშიც არ შეიცვლება. ეს საქართველოს პოლიტიკური კულტურისთვის ძალიან დამახასიათებელია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელები დაპირისპირების განსამუხტავად მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ ჩარჩოებს იყენებდნენ, ფრანგები კი პირიქით, მკვეთრ დაპირისპირებაზე მიდიან. ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც პოლიტიკურ კულტურას უკავშირდება - მე გავედი, მე ვარ გამარჯვებული, სხვა აზრი ჩემთვის მიუღებელია!

მახსენდება ესპანეთის გამოცდილება, სადაც კონსტიტუციის მიღებას წინ სამი შეთანხმება უძღოდა. პოლიტიკური ძალები დასხდნენ და შეთანხმდნენ: 1. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთს არ დავუპირისპირდებით, ფრანკოს რეჟიმიდან ქვეყნის გამოსაყვანად ვაწარმოებთ მუშაობას კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში; 2. მოხდა შეთანხმება ეკონომიკურ საკითხებზე; 3. მოხდა შეთანხმება საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ახალ პოლიტიკურ წყობაზე გადასვლას წინ უძღოდა დიალოგი პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენთან ახალი ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის მკვეთრი დაპირისპირების შედეგად მოდის სათავეში, არ ქმნის პირობებს პოლიტიკური პროცესების დიალოგის რეჟიმში წარსამართავად და დღევანდელი ოპოზიციაც, თუ ის ხელისუფლებაში მოვა, არ შექმნის ასეთ პირობებს.

0x01 graphic

ნინი მაჭარაშვილი

არჩილ აბაშიძე: ჩვენი ქვეყნის გამოცდილების სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან შედარებისას ძალიან ფრთხილი ვიქნები, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამიერკავკასიას განსაკუთრებული გამოწვევები ჰქონდა, ისეთი, როგორიც „ცარიელ ადგილზე“ დემოკრატიული სისტემის შექმნაა. არსებობს შიში - საქართველოშიც ხომ არ მიიღებს პროცესები ციკლურ ხასიათს, როგორც ეს ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოხდა: ერთ პრეზიდენტს დავამხობთ, მეორეს მოვიყვანთ, მერე იმასაც დავამხობთ და ა.შ.

მალხაზ სალდაძე: ლათინური ამერიკის ქვეყნებში სხვა რეჟიმებზე გადასვლის ბევრი წარმატებული მაგალითიც არსებობს, მიუხედავად იმისა, თუ რა ეკონომიკური სისტემა მოქმედებს ამა თუ იმ საზოგადოებაში, ამა თუ იმ ქვეყანაში. ბრაზილია, რომელსაც შემოსავლების გადანაწილების ყველაზე უსამართლო სისტემა აქვს, დემოკრატიაზე გადასვლის წარმატებული მაგალითია.

ციკლური რევოლუციების გამო ლათინური ამერიკა საშიში ზონა ნამდვილად არის, მაგრამ ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანა - არგენტინა - კონსოლიდაციის ისეთ გზას დაადგა, რომ ეკონომიკური კრიზისების დროსაც კი მოხერხდა მთავრობების შეცვლა კონსტიტუციურ ჩარჩოებში და დემოკრატული პრინციპების დაცვით. ამ თვალსაზრისით ლათინური ამერიკის ქვეყნებში განვითარებული მოვლენები შეიძლება გასაზიარებელიც იყოს.

ბრაზილია საქართველოსგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ჩემთვის იგი არის ნიმუში იმისა, თუ როგორ მოახერხა ახლად ჩამოყალიბებულმა დემოკრატიულმა რეჟიმმა თავიდანვე მოეხდინა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ინკლუზია, რის გამოც ქვეყანა სტაბილურად და დინამიკურად ვითარდება.

რაღაც მსგავსებები შეიძლება აფრიკულ ქვეყნებთანაც დაიძებნოს, თუმცა უფრო იმ კუთხით, თუ რა იქნებოდა ნაკლებ სასურველი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მაგალითად, ტუნისის გამოცდილება, რომელიც რეფორმიზმის ხანგრძლივი ისტორიით გამოირჩევა, არცთუ სახარბიელო პერსპექტივაა ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. ამ ქვეყანაში რეფორმებს გაუთავებელი ციკლური ხასიათი აქვს და პოლიტიკური ელიტების ცვლილება რეფორმების ახალი ეტაპის დაწყებას გულისხმობს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რამდენად წარმატებული იქნება დემოკრატიული პროცესი საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება გახლეჩილი იყოს.

ნანი მაჭარაშვილი: უკრაინა საუკეთესო მაგალითია იმისა, შეიძლება თუ არა გახლეჩილ საზოგადოებაში დემოკრატიზაციის პროცესის დადებითად წარმართვა. როგორიც არ უნდა იყოს განწყობა, რომ იუშენკო სუსტი პრეზიდენტია და ა.შ., ის თავის პოლიტიკურ კურსს მაინც დემოკრატიის პრინციპების დაცვით ახორციელებს, რაც სამაგალითო უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვის.

საქართველოში ყოველთვის დგას ასეთი კითხვა - ჯერ ქვეყანა ავაწყოთ და მერე დემოკრატიული საზოგადოების შენებას მივყოთ ხელი თუ პირიქით.

ესპანეთში ქვეყნის მშენებლობის პროცესს წინ უსწრებდა ფრანკოს ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობისგან გათავისუფლება.

არჩილ აბაშიძე: უკრაინის შემთხვევაში საზოგადოების გახლეჩას სულ სხვა საფუძველი აქვს და იქაურ ვითარებას საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ვერ შევადარებთ. იუშენკოზე ამბობენ, რომ ის ძალიან დემოკრატიულად განწყობილი ადამიანია. უკრაინელი პოლიტოლოგები ხშირად აღნიშნავენ: როდესაც ქვეყანა განვითარების ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზეა, ხელისუფლების სათავეში საჭიროა არა რბილი ხასიათის ადამიანი, არამედ მტკიცე ნებისყოფის მქონე მმართველი.

ჩვენს ხელისუფლებაში ასეთი განწყობა შეინიშნება: შეიძლება რაღაც კანონებს ვარღვევთ, მაგრამ დიდ საქმეს ვაკეთებთ და ამ ეტაპისათვის სხვაგვარად შეუძლებელია. რამდენიმე ხნის წინ უცხოელ ექსპერტთან ერთად ვატარებდი ანტიკორუფციულ კვლევას და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს გავესაუბრეთ. იგრძნობოდა განწყობა - კი, შეიძლება გვაქვს რაღაც პროცედურული დარღვევები, მაგრამ არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება. უცხოელი ექსპერტის შეფასება ასეთი იყო: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდი მიზნების გამო ყველაფერს ამართლებენო.

0x01 graphic

არჩილ აბაშიძე

ნანი მაჭარაშვილი: რუსეთში პუტინი ძალიან ბევრს მოსწონს როგორც ძლიერი მმართველი, რომელმაც ქვეყანა წინ წამოწია. მაგრამ დემოკრატიული განვითარების მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა რომ სულ უარესდება და უარესდება, ამას არავინ აქცევს ყურადღებას. რას ვთავაზობთ საზოგადოებას - წყობას, სისტემას თუ ელემენტარულ სერვისებს? სად გადის ზღვარი კარგი და ცუდი საქმის კეთებას შორის?

დღევანდელი ხელისუფლებიდან არავინ იტყვის: ჩვენ გთავაზობთ ეკონომიკურ წინსვლას, მაგრამ უარს ვამბობ დემოკრატიის განვითარებაზე, ან პირიქით - ჩვენ ვავითარებთ დემოკრატიას, მაგრამ დროებით ეკონომიკურ წინსვლას ვერ შემოგთავაზებთ.

მალხაზ სალდაძე: ლათინურ ამერიკის ქვეყნებშიც ზუსტად ასე იდგა საკითხი: რა უფრო მნიშვნელოვანია - დემოკრატიული პროცედურები თუ სწრაფი ეკონომიკური განვითარება?

არგენტინის შემთხვევა, პოსტსაბჭოთა სიტუაცაიასთან მსგავსების გამო, ჩემთვის ძალიან მახლობელია. მაგალითად, არგენტინაში 40-50-იან წლებში დემოკრატიზაციის ციკლური და წარუმატებელი მცდელობები, რაც პერმანენტულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებში გამოიხატებოდა, ქვეყანაში 70-იანი წლების სამხედრო-ავტორიტარული რეჟიმის დამყარებით დაგვირგვინდა. ამის გამო დემოკრატიაზე გადასვლის პერსპექტივა ბუნდოვანი იყო და მხოლოდ 1983 წლიდან დაიწყო დემოკრატიზაციის პროცესი. პირველი ეტაპი წარუმატებელი გამოდგა, დაიწყო კრიზისი, სამხედრო რეჟიმების დროინდელ დამნაშავეთა დასჯას სამხედროების საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა, გაიზარდა უკმაყოფილება, რადგან სოციალური პოლიტიკა არ აღმოჩნდა წარმატებული. ამის შემდეგ მენემის მთავრობა, რომელიც ერთობ რეფორმისტული იყო, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა დემოკრატიულ პროცედურებს. არგენტინა ეკონომიკური განვითარების მხრივ ძალიან დიდ წარმატებებს აღწევს, გატარდა ახალი ფისკალური პოლიტიკა, რის შედეგადაც დასტაბილურდა ჰიპერინფლაციის სტადიაში მყოფი პესო. მოკლედ, ეკონომიკური ზრდის ტემპები ძალიან დაჩქარდა, მაგრამ ამავე დროს არ წყდებოდა სკანდალები კორუფციასთან, ჟურნალისტების გაქრობასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. და მაინც პრეზიდენტი მენემი ორი ვადით იქნა არჩეული. ვადის გასვლის შემდეგ ის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც მენემი ხელმძღვანელობდა, პოლიტიკური სცენიდან გარიყული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მენემის მთავრობას ჰყავდა მომხრეები, ანტისისტემური პროცესები არ განვითარებულა, რადგან პარლამენტის სახით დიალოგისთვის საჭირო სივრცე არსებობდა, სადაც დებატები სამართლიანობა-უსამართლობის თემაზე კი არ იმართებოდა, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების საკითხებზე. ამან არგენტინის საზოგადოებას საშუალება მისცა ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელი არჩევანი გაეკეთებინა მენემის პოლიტიკასა და სხვა ტიპის პოლიტიკას შორის.

მსგავსი სიტუაციაა ჩილეშიც, რომელიც ერთდროულად არის წარმატების და წარუმატებლობის ნიმუში. წარმატებაა სტაბილური ეკონომიკა და დემოკრატიული განვითარების გზაზე დადგომა, რაც სწრაფი რეფორმების გატარების ხარჯზე მოხდა. სახელმწიფო საზოგადოების გახლეჩას რეპრესიული მანქანის ამუშავებით უპირისპირდება, ანუ საზოგადოებაში დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილი ნეგატიური მოვლენების კომპენსირებას სახელმწიფო ძალადობის საშუალებით ახდენს. ჩილემ ამ პროცესებს წარმატებით გაართვა თავი, მაგრამ ჭრილობები, რომელიც ამ საზოგადოებას 70-იანი წლებიდან მოჰყვება, ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული, ისევე როგორც ესპანეთში, სადაც დღემდე განსჯიან ფრანკოს რეჟიმს, ან მექსიკაში, სადაც დღემდე მსჯელობენ რევოლუციამდელ და რევოლუციის დროინდელ დანაშაულებებზე, რომელსაც ესა თუ ის რეჟიმი ახორციელებდა. ამიტომ წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი ძნელია.

საქართველოს შემთხვევაში საფრთხე შემდეგნაირად წარმომიდგება: ერთი მხრივ, არის პოლიტიკური ელიტა, რომელიც მართავს ძალიან დისციპლინირებულად და ორგანიზებულად, პრინციპით - „როცა ტყეს ჩეხენ, ნაფოტები ცვივა“, მეორე მხრივ, ჩნდება ანტისისტემური ოპოზიცია, რაც იმის საშიშროებას ქმნის, რომ რეფორმების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, შეიძლება შეჩერდეს ან ციკლური ხასიათი მიიღოს.

მეორე საფრთხე: თუ საზოგადოება გაიხლიჩა და დღევანდელმა ოპოზიციამ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვა, არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფო რეპრესიული მანქანა ამოქმედდეს. ამან შეიძლება რეფორმების თვალსაზრისით ბევრი დადებითი შედეგები მოგვიტანოს, მაგრამ ეს ხანგრძლივვადიან უარყოფით პროცესებს გამოიწვევს, რაც მომავალში შესაძლოა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდეს. ასეთ შემთხვევაში სამომავლოდ დემოკრატიაზე გადასვლასა თუ დემოკრატიული სტრუქტურების განმტკიცებას საფრთხე დაემუქრება.

საშიშროება შეიძლება იყოს შემდეგი: არსებობს ელექტორატი, რომელიც ოპოზიციის გარშემო ერთიანდება და რომელიც არ აპირებს ხელისუფლებას მისცეს ხმა. ასეთ დროს, ოპოზიციის დისკრედიტაციის შემთხვევაში, შეიძლება ამ ხალხს გაუჩნდეს პოლიტიკური აპათია, რაც ასევე ხელის შემშლელია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისთვის. თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი გულგრილია პოლიტიკური საკითხებისადმი, არ ვართ დაზღვეული იმისაგან, რომ პოლიტიკური ელიტა არ გაატარებს ისეთ პოლიტიკურ კურსს, რომელიც არ უპასუხებს საზოგადოების მოთხოვნილებას. საზოგადოების პასიურობის შემთხვევაში ხელისუფლებაზე გავლენის მექანიზმი დაიკარგება. ასეთ სიტუაციაში გამოსავალი ვერ იქნება ანტისისტემური ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა, პირიქით, ეს იქნება ახალი სიძნელეების დასაწყისი, მითუმეტეს, რომ არ ვიცით, რა გააზრება აქვს ოპოზიციას საპარლამენტო რესპუბლიკისა. არის შემთხვევები, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკა აბსოლუტურად გაუმართლებელია. ნიგერიის შემთხვევაში, საპარლამენტო რესპუბლიკა ხანგრძლივი სამოქალაქო ომის მიზეზი გახდა, რაც საბოლოოდ ისევ საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლით დასრულდა. შეიძლება ოპოზიციას აქვს რაიმე პროექტი, მაგრამ საზოგადოება ჯერ მას არ იცნობს და საპარლამენტო რესპუბლიკის მოთხოვნა მხოლოდ ლოზუნგის დონეზე რჩება. პროექტის არსებობის შემთხვევაში იგი განხილული უნდა იქნეს არსებულ პოლიტიკურ ელიტასთან თანამშრომლობით - გასარკვევია რა საკონსტიტუციო ნაბიჯებით შეიძლება მოხდეს სისტემის შეცვლა, რადგან ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, მივიღებთ ახალ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ძველ ხელისუფლებასთან ერთად დაჩაგრავს ყველას, ვინც მის აზრს არ გაიზიარებს. ერთადერთი გზა დიალოგის სივრცის შექმნაა. სამწუხაროდ, პარლამენტი ამ ფუნქციას ვერ ასრულებს, შეიძლება ეს უტოპიურ წინადადებასავით ჟღერდეს, მაგრამ ეს ფუნქცია არასამთავრობო სექტორმა უნდა შეასრულოს. საუბარმა ქუჩიდან და გაყოფილი მედიიდან ფორმალიზებული ურთიერთობების ჩარჩოებში უნდა გადაინაცვლოს, ეს შეიძლება იდეალური გამოსავალი იყოს.

ნანი მაჭარაშვილი: ლათინური ამერიკის ქვეყნების წარმატების მიზეზი ძლიერი პროფკავშირები იყო, რაც დღეს ამავე ქვეყნებისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენს საზოგადოებაში კი ასეთი რესურსი არ არის, ჩვენი საზოგადოება ძალიან ატომიზირებული და ფრაგმენტულია.

არჩილ აბაშიძე: ქართულ საზოგადოებას დემოკრატიულ სისტემაში მონაწილეობის მიღების ახალი ფორმების ათვისება სჭირდება - ჩვენთან მონაწილეობის სახეებია არჩევნებზე ხმის მიცემა და პოლიტიკური პარტიები. დემოკრატიულ სისტემაში კი ადამიანებს აქვთ საშუალება ჩამოაყალიბონ ინტერესთა ჯგუფები, ამ ჯგუფების აქტიურობით შესაძლებელია ხელისუფლებისთვის გარკვეული აზრების მიწოდება. ასეთი მონაწილეობის ფორმები ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა. ჩვენთან არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, უმრავლეს შემთხვევაში, არ აქვთ პროგრამა და ასეთი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ვერაფერს გააკეთებს.

დიალოგის ფორმა შეიძლება იყოს ისიც, რომ პოლიტიკურ პარტიებს კი არ გაჰყვნენ მიტინგებზე, სადაც რაღაც ლოზუნგებს და ახალ იდეებს წამოისვრიან, არამედ კარგად მოიფიქრონ რა უნდათ, რა აწუხებთ და ეს მოსაზრებები ანუ თავისი ინტერესები სხვა ჭრილში, ინტერესთა ჯგუფებში გადაიტანონ და არ გახდნენ რომელიმე პარტიის დროებითი დანამატი.

საქართველოში საპრეზიდენტო სისტემის დისკრედიტირება ჯერჯერობით არ მომხდარა. თუ ასე, ყოველ სამ წელიწადში ცვალე სისტემა, მაშინ საქართველოში ვერცერთი სისტემა ვერ გაამართლებს. პრობლემა ის არის, რომ ჩვენთან არსებული საპრეზიდენტო სისტემა ავტორიტარულ ნიშნებს ატარებს. გამოსვლებს შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს, თუ ხელისუფლება შეცდება და ოპოზიციის მიმართ ისეთ საშუალებებს გამოიყენებს, რაც რეფორმებს ხაზს გადაუსვამს და საერთოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესებს.

მალხაზ სალდაძე: დავეთანხმები არჩილს. საქართველოში პოლიტიკური მონაწილეობის ერთადერთი აპრობირებული ფორმა არჩევნებია. ამომრჩეველთა 80-90%25 ირჩევს ერთსა და იმავეს, რაც დაბალი პოლიტიკური კულტურის შედეგია. მსგავსი ვითარება სხვა ქვეყნებშიც ყოფილა, რადგან პოპულისტური რეჟიმები ყოველთვის ამას ემყარებიან. პოლიტიკური კულტურის დაკნინება კრიზისულ პერიოდებში ხდება, ამიტომ საზოგადოებას ყოველთვის სჭირდება მშველელი, ასეთ პირობებში მონაწილეობითი კულტურის სწავლა ძალიან რთულია. გამოსავალი სხვადასხვა გაერთიანებებია. პროფკავშირები, რომელიც ნანიმ ახსენა, ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ჩნდება და სერიოზულ ძალად ყალიბდება; საქართველოში ეს პერიოდი უკვე გავლილია. თუმცა არსებობდა ძლიერი ინტერესთა ჯგუფები ექიმთა და მასწავლებელთა გაერთიანებების სახით, რომელთაც მთავრობა უსმენდა. როდესაც სწავლაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად გაძლევს გარემო სწავლის საშუალებას. თუ არის ისეთი გარემო, რომ ჯგუფმა შეიძლება თავისი ინტერესი გაიტანოს, მან უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს. ამიტომ საქართველოში ასეთი მონაწილეობითი ფორმის დამკვიდერება დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაზე იქნება დამოკიდებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ასეთი შემთხვევა: დედა, რომლის შვილიც გაიტაცეს, გახდა ფონდის ფუძემდებელი. სახელისუფლებო ორგანოებმა ბავშვი ვერ იპოვეს. ამ ქალბატონმა საბოლოო ჯამში შეძლო ის, რომ მიღებული იქნა კანონი, რომელიც დაიცავდა ბავშვებს ასეთ შემთხვევებში. ამ ქალბატონის კონსტრუქციულ აქტიურობას მოჰყვა ეს შედეგი.

არჩილ აბაშიძე: დემოკრატიის იმპულსები ყოველთვის ხალხიდან მოდის. ვთქვათ, არსებობს რაღაც ინტერესთა ჯგუფი, მაგრამ მას ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო თავისი ინტერესის გატანა არ შეუძლია, როგორ იქცევიან? იტყვიან: რა ვქნათ, აი ასეთი ცუდი ხელისუფლება გვყავს და ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთო და ხელს აიღებენ მცდელობაზე თუ უფრო აქტიურად დაიწყებენ მხარდამჭერების ძებნას? მეორე, უფრო აქტიური დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისათვის.

მალხაზ სალდაძე: შეიძლება პრობლემა არსებობდეს და ამას ხელისუფლება შეეგუოს, როგორც მექსიკის შემთხვევაში ხდება, მაგრამ საქართველოსთვის, ქვეყნის ზომიდან გამომდინარე, პრობლემასთან შეგუება გამართლებული არ იქნება.

ნანი მაჭარაშვილი: არჩილმა სწორად შენიშნა: როდესაც ადამიანები მსგავსი პრობლემებით ერთიანდებიან, აქტიურობის რომელ ფორმას ირჩევენ - პოზიტიურს თუ ნეგატიურს? სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება აქტიურობის ნეგატიურ ფორმებს ირჩევს და არა სისტემურს.

6 Проблемы изучения грузинского языка в регионах

▲ზევით დაბრუნება


ეთნოსები საქართველოში

Ираклий Чихладзе

Одной из насущных проблем рсгионв Грузии являстся их некоторая оторванность от осталъной страны. На протяжении многиx лет регионы кoмпактного проживания этнических меньшинств - Квемо Картли и Самцхе-Джавахети как бы жили сами по себе. Местнoe насeлeние, как в экономическом, так в социальном и культурном плане фактически было бодьше «привязано» к соседним Азербайджану и Армении, чем к остальной Грузии. Не в последнюю очередь такое положение было обусловлено и элементарным незнанием государственного (грузинского) языка.

Реформа системы образования как в целом, так и в сфере школьного образования была достатояно белезенно воспринята в Квемо Картли и Джавачети. Первым в регионах распространился слух о том, что власти намерены закрыть все этнические школы и насильно начать обучать грузинскому языку.

Однако затем большая часть местного населения вроде бы убедилась в том, что речь о реформировании системы финансирования и управления школами, внедрении новых учебных методологий и пособий. То есть, реформа касалась в той или иной степени всех школ Грузии, вне зависимости от того, на каком языке велось образование, и в каком регионе они находились.

По утверждению заместителя министра образования Грузии белы Ципурия, особое внимание планировалось уделить обучению грузинского языка в негрузиноязычных с тем, чтобы затем выпусники этих школ могли принимать полноценное участие в жизни страны.

Предыдущая государственная программа по изучению грузинского языка работала в стране с 1998 года, однако не принесла никаких результатов и провалилась. По мнению специалистов, провалу программы во многом способствовало отсутствение современных методих изучения языка, учебных материалов и пособий, низкая квалификация преподавательских кадров.

Специалисты и эксперты

Лия Тушури,

Директор школы №2 (Марнеули):

Раньше основной проблемой являлась нехватка учебных материалов и кадров. К сожалению, и сегодня в школах региона работают учителя грузинского языка, сами им не владеющие.На протяжении долгого периода времени грузинский язык считался фактически второстепенныч предметом и изучался как бы по инерции, что, конечно, изучением назвать нельзя было. Дефицит кадров наблюдается в регионе и сейчас.

Проблема квалифицированных кадров не решалась годами, но сейчас лет тронулся. В прошлом году стартовал большой проект по переподготовке учителей второго языка. Я работала тренером в этом проекте и видела, что сами учителя, проходившие переподготовку, быди довольны полученными результатами. Но пусть даже крупные, но одиночные проекты случае не помогут. Нельзя отрицать, что в последнее время очень многое было сделано министерством образования, но должен сушествовать единый государственный подход и государственная политика в этом направлении.

В теx, деревнях и селах Квемо Картли, в которых работают xoрошо подготовленные учителя, заметно, что дети знают грузинcкий язык. Но ведь нельзя надеяться на отдельных специалистов и энтузиастов?

Сейчас проводится в качестве эксперимента билингвальное обучение в 20 школах Квемо Картли. Tо еcть, сразу несколько предметов препадаются на двух языках - азербайджанском и грузинском, а некотарые только на грузинском. Например, математика, cо второго класса преподается только на грузинском, как и некоторые так называемые «второстепенные» предметы. Таким образом, дети не только обучаются onpeделенному предмету, но и во время его изучеиия совершенствуют знание грузинского языка. Мне кажется, что именно билингвальное обучеиие - выход для нашего региона.

Разработаны и разрабатываются специальные учевники, в которых учтены особенности и схожесть обоих языков. Начинать обучение грузинскому языку, даже с начальных классов, сложно. Дети приходят в школу, не зная языка совсем, да и радители не смогут им помогать в обучении. Билингвальное обучение вocnpинимается более легко и проще усваивается программа.

Раньше дети начинали изучать в школе сразу литературу, не зная языка вообще. Естественно, что ребенок не сможет воспринимать литературные произведения, не понимая смысл написанного.

Сейчас разрабатываются адекватные учебники, делается то, чего не делалось на протяжении многих лет. Министерство образования имеет внутренние ресурсы, например, на очень качественном уровне проводятся тренинги для педагогов.

Что касается сдухов о закрытии школ, то надо отметить, что закрывались и подвергались оптимизации не только негрузинские школы. Приведу такой пример - в одной из азербайжанских деревень региона есть три азербайджаноязычных школы, причем ни одна из них не соответствует минимальных стандартам, расположены они в старых зданиях, во всех существует дефицит кадров, и т.д. Нужно ли эти школы сохранять, чтобы кому-то доказывать что-то? В первую очередь некачественное образование в таких школах получают местные дети, обучающиеся к тому же в не отапливаемых помещениях. Не лучше иметь одну хорошую по всех параметрах школу, обучение в которой будут проводить квалифицированные специалисты.

В школе села Ахкула учится всего 13 учеников, и когда был поставлен вопрос оптимизации, местным населением это было воспринято очень болезненно. Но ведь оптимизация предполагает в первую очередь качественное улучшение образования.

Простое население Квемо Картли очень хочет изучать грузинский язык, даже те, кто не имеет никаких претензий на получение государственных должностей и т.д., и знает, что всю жизнь проживает в своей деревне. В моей школе родители потребовали присуствовать на уроках билингвального обучения и вместе с детьми изучат грузинский язык! Я точно знаю, что в Квемо Картли есть большое желание изучать язык.

В регионах проживания этнических менышинств сегоднящсуществляется много различных международных проектов по интеграции местного населения - не лучше ли эти средстванаправить на подготовку квалифицированных кадров из числа местных жителей? Конечно, НПО делают очень большое дело в регионах, но часто бывает и так, что они просто мешают друг другу, между ними часто вазникает нездоровая конкуренция.

Паата Папава, исполнительный директор ассоциации «Школа», семья, общество»:

Мы проводили исследования в регионах Квемо Картли и Самцхе-Джавахети, на основании которых пришли к выводу, что одной из оcнoвных проблем изучення грузинского языка является уровен подготовки учителей, причем не только методически. Многие нз них просто-напросто не знали в должной степени грузинского языка. втоpaя проблема - устаревшая методика обучения второгo языка.

Одним из первых серьезных шагов можно назвать издание учебного пособия «Тавтави» («Колос»). Конечно, данное пособие не является идеальным и его еще нужно будет дopаботать, но оно направлено именно на то, чтобы помочь педагогам проводить качественное обучение.

Наша организация начинает программу в некоторых школах Тбилиси, Квемо Картли и Джавахети, направленную на усиление изучения грузинского языка в негрузинских школах. Большую помощь нам оказал экспеpт из США Алан Кроуфорд, на основе рекомендаций которого мы начинаем использовать новую методологическую базу. То есть, на первом этапе, мы отказываемся oт углубленного изучения граматики. Акцент делается на изучении разгoворного языка с использованием аудио-материалов, плакатов и т.д. Следующие зтапы пpедполагают более углубленное изучение языка. Мы предлагаем нашу программу с одной стороны школам, с другой-индивидуальным группам, тем, кто хочет изучать язык.

Гагик Яндян, HПО «Центр ссдействиа реформам и демократического развития (Ахалкалаки):

На этом этапе более или менее серьезно в Джаавахети работают Hепpавительственные организасии. Достаточно успешно работал «Дом грузинского языка» (внaчале под эгидой ОБСЕ, сейчас передан министерству образования), который привлек много слушателей.

Стоит отметить, что работа НПО направлена в основном на изучение разговорного языка. Однако надо также учитывать, что НПО не могут oxвaтить всe население региона.

В госудаpcтвенных школах страдает качество образования, которое зачастую фактически ведeтся по старым советским методикам и системе. Министерство образования апробирует новые долгосрочные учебные программы, для полного внедрения которых нужно время. То есть, ощутимые результаты могут быть, наверное, через 12лет, когда закончат школу сегодняшние первоклассники.

Заур Халилов. Исполнительный директор HПO «Центр гражданской интеграции»:

0x01 graphic

Язык общения выполняет фундаментальную роль для интеграции всех граждан страны. Перед гражданами Грузии сегодня реально стоит проблема коммуникации, функцию которой должен выполнять государственный язык. Кроме того люди, которые имеют амбиции участвовать в социально-экономической жизни страны, должны знать язык.

В течение последних 18 лет постоянно говорили о том, что существует проблема изучения грузинского языка и что с этим надо бороться. С 1997 года в бюджете Грузии была заложена статья на специальные надбавки для педагогов в рeгионах Самцхе-Джавахети и Квемо Каpтли - по 350 тысяч лари на каждый регион. Однако реально зти средства не доходили до учителей.

На всех уровнях говорили о важности изучения грузинского языка, однако реальных шагов не было. Можно сказать, что сегодня начались делаться какиетo шаги. Очень важно, что создали новые методологии преподавания и изучения языка.

На этом этапе наша организация осуществляет проекты в регионах, серьезным компонентом которых является изучение грузинского языка. За две недели только в Ахалцихе мы получили 117 анкет oт желающих изучать грузинский язык. То есть, подребность в изучении языка pеальнo сушествует в Самцхе-Джаахети и Квемо Картли. За последние два-три rода значитeльно увеличилось число учеников в грузинских школах Квемо Картли за cчет того, что этнические азербайджанцы стали отдавать своих детей в грузинские школы.

Закрытие негрузиноязычных школ - не способ добиться изучения грузинского языка в регионах, населенных этническими. Из-за реформы образования, проводимого в Грузии, количество школ в целом сократилось, в том числе и грузиноязычные школы должны существовать для тех людей, которые хотят получить образование на родном языке. Однако и в этих школах должно вестись усиленное преподавание грузинского языка. Государство должно дать возможность своим гражданам знать государственный язык.

Я принимал участие в тестировании педагогов грузинского языка. Результаты тестов окозались катастрофичными. Многие педагоги сами не знали грузинского языка и фактически были лишь номинально оформлены в школах. Большой проблемой является отсутствие кадров в рагионах, что никак нe способствует изучению языка местным населением.

Taк Hазываемая программа «миссионеров» по подготовке учительских кадров при поддержке ОБСЕ закончилась в Джаваxети,сейчас осуществляется в Квемо Картли. Но необходимо, чтобы выпускники школ получали качеcтвенное высшее образование и возврашались работать в регионы.

Мне кажется, чю очень важным шагом, для подготовки абитуриентов из регионов cтала бы система «1+4». То есть, перед поступлением в ВУЗ абитуриенты праедварительно проходили бы специальную годичную подготовку. Этот проект начнется с нового учебновo года. Выпусники негрузинских школ при этом не будут терять лишний год, так как заканчивать школу они будут на год раньше с тем, чтобы один год дополнительно говориться к поступлению в ВУЗ.

Статистика показывает, что число постпивших в ВУЗы абитуриентов из регионов очень низкое. Низок даже процент подающих, заявления в ВУЗы. Очень многие предпочитают сразу поступать в ВУЗы Aзербаиджана, Армении, России. Фактически негрузинские школы ceгодня готовят потенциальных мигрантов. Заканчивающие школы не Koнкурентоспособны и после окончания школ фактически остаются не у дел.

Очен, важно также проводить переподготовку npeдставителей национальных меньшинств, кто хорошо знает грузинский язык, но не является специалистом своей профессии. Если иx будут брать на работу, лишь учитывая знание языка, то на своем месте они будут выполнять только номинальную роль. Нужен комплексный подход.

Очень интересный эксперимен провела полицейская академия для абитуриентов - представителей национальных меньшинств из регионов. Академия оплатила им до начала занятий курсы rpyзинского языка. Сейчaс полицейская академия начинает шестимесячную специальную подготовку слушателей. Этот проект будет касаться всех слушателей, которые затем будут распределены в на службу в регионы. То есть, полицейские, которые начнут работу в регионах, уже будут иметь представление о култype, традициях, национальных особенностях проживающего здесь населения.

КВЕМО КАРТЛИ И АЗЕРВАЙДЖАН

В азербайджанских СМИ достаточно часто появляются публикации, посвещенные проблемам региона Квемо Картли. Часто затрагивается и тема изучения местным населением грузинского языка. При этом звучать и радикальные тpeбoвaния о защите прав азербайджанцев Грузии.

Интересно, что летом этого года нредседатель государственного комитета Азербайджана по работе с соотечественниками, проживающими за рубежом Назим Ибрагимов заявил, что азербайджанцам в Грузии стрпне нужно учиться на грузинском языке, чтобы интегрироваться в грузинское общество.

«Сторонниками закрытия абербайджанских школ в соседнем государстве являемся мы. Мы требуем, чтобы азербайджанские школы в Грузии были закрыты. В Грузии же напротив говорят, что все школы сразу закрыть не могут», - cкaзaл он. Koнечнo, его слова вызвали бурную реакцию не только в Азербайджане, но и в Квемо Картли.

Однако, по словам министра образования и науки Грузии Александра Ломая, в Грузии не планируется закрытие азербайджанских школ. Задача правительства Грузии, чтобы представители всех этнических меньшинств, проживающих в Грузии, в совершенстве владели государственным языком, считает министр.

ломая поясняет, что реформы в системе образования Грузии проходят с соблюдением вcex требований Конституции Грузии, и права ни одного из этнических меньшинств в Грузии нарушены не будут.

Похоже, что в самом Азербайджане понимают, что без интеграции зтничсских азербайджанцев в грузинское общество их проблемы не смогут быть решены.

«Ситуация, которая была до сих пор, способствовала оттоку азербайджанцев из зтой страны, которые по незнанию государственного языка не могли нормально трудоустроиться. В прошлом году из 9 тысяч выпускников азербайджанских школ, в rpyзинские ВУЗы поступили лишь 47 человек», - говорит Ибрагимов.

Директор центра национальных учебныx планов и оценок Симон Джанашия приветствует желание азербайджанской стороны, чтобы их соотечественники лучше обучились грузинскому языку, так как это способствует их гражданской интеграции.

«Мы способствуем азербайджанцам Грузии в изученни грузинского и вместе с тем, чтобы они не теряли собственного языка, однако требование вообще закрыть в Грузии азербайджаноязычные школы противоречит как нашему законодательству, так и нормам международного права. Азербзйджанское население должно иметь возможность выбора», - заявил Джанашия.

ДЖАВАХЕТИ И АРМЕНИЯ

Похожее отношение к интерационным процессам, проходящим в Самцхе-Джавахети, прослеживается и в армянских СМИ. Попытки властей Грузин интегрировать местное население (в том числе и в плане изучения грузинского языка), часто воспринимаются как ущемление прав этнических армян.

35-летний житель Ахалкалаки Армен говорит, что в Джавахети среди местного населения распространено мнение о том, что власти сознательно занижают уровень изучения грузинского языка с тем, чтобы местные жители не могли работать в государственных структурах. Хотя, отмечает он, в последнее время число представителей местного населения в госструктурах значительно выросло.

По мнению директора образовательного комплекса «Мхитар Себастиаци» (Армения) Ашота Блеяна, имеющиеся в Джавахети проблемы должны решаться толького в рамках мсжгосударственных, межправительственны отношений Армения-Грузия. Вместе с тем, он отметил, что Армения имеет право лишь вести деятельность, способствующую развитию образования и культури армянского населения этого района, но вмешиваться в политические вопросы Грузии Армения не имеет права.

Что Kacается изучения армянами Самцхе-Джавахетии грузинского языка, то, по словам Блеяна, живущий в Грузии армянин должен был, давно овладеть грузинским: «Ни одно государство не потерпит, чтобы его граждане не знали бы государственный язык».

Как считает губернатор Самцхе-Джавахети Гога Хачидзе, интеграция армянского населения дoлжна начаться с автомобильных дорог: «Я всегда говорил, что с одной стороны мы требуем от местного населения изучения государственного языка, а с другой стороны - нет дорог, по которым армяне могли ездить в пункты, населенные грузинами и общаться с ними. Министерство образования подготовило программу изучения армянами грузинского языка. Но представьте себе, что армянин сидит чac на уроке гpyинского языка, а когдa выходить co школы попадает опять в сфepу, где на грузинского никто не говорит. Думаю, что новые дороги помогут армянскому населению чаще посещать другие регионы Грузини и обшаться с грузинами.»

«В настоящее время существует программа по обучению 100 абитуриентов из Джавахети на подготовительныx курсах в Тбилиси для последующего поступления в грузинские вузы», - говорит Хачидзе.

7 რელიგიის თავისუფლება: საბოლოო კრიტერიუმი?

▲ზევით დაბრუნება


Tolerance

ჰაინერ ბილეფელდტი

ფრანგულიდან თარგმნა ვასილ კობახიძემ

საზოგადოების ინტერესი რელიგიის, როგორც ნოსტალგიის, ცნობისმოყვარეობისა თუ უსაფრთხოების ობიექტის მიმართ, უკანასკნელ წლებში უდავოდ გაიზარდა. რელიგიის თავისუფლების თემაც იმავე პროპორციით დაბრუნდა საჯარო დისკუსიების ცენტრში. თუმცა თვალსაზრისი, რომ რელიგიის თავისუფლება ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, პრინციპულად საყოველთაოდ აღიარებული რჩება ევროპის ქვეყნებში. ამიტომ ძალზე მკაფიოდ დაისმის კითხვა: ვის შეუძლია თავისთვის მოითხოვოს რელიგიის თავისუფლება, კონკრეტულად რას იცავს ეს თავისუფლება და ზუსტად სად გადის რელიგიის თავისუფლების საზღვრები. ე. წ. „ფსიქოსექტების“, ნეოწარმართული კულტების და ფუნდამენტალისტური მოძრაობების ადეპტებს შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია მათი რელიგიური თავისუფლების აღიარებაზე? შეიძლება მუეძინის შეძახილი იურიდიულად ქრისტიანული ეკლესიების ზარების რეკვის ტოლფასად ჩაითვალოს თუ უნდა განვასხვაოთ საზოგადოების რელიგიური უმრავლესობისა და უმცირესობის ინტერესები? შეუძლიათ მშობლებს რელიგიის თავისუფლების გამო უარი თქვან თავიანთი ბავშვებისთვის გარკვეული ტიპის სამედიცინო მკურნალობის ჩატარებაზე?

ამ ბოლო დროს გერმანიაში განსაკუთრებით მწვავე დებატები გამოიწვია პრობლემამ აქვთ თუ არა მუსლიმ მასწავლებელ ქალებს საჯარო სკოლებში მუსლიმური თავშალის ტარების უფლება. ადგილობრივი (ფედერალური მხარეების) კანონმდებლობის ამ თემასთან დაკავშირებული მრავალი ნორმის კრიტიკა ხდება რელიგიის თავისუფლების პოზიციიდან. აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს რელიგიის თავისუფლება სკოლაში რელიგიების კონფესიურ სწავლებასთან დაკავშირებულ დებატებში: შენარჩუნებული იქნეს ამგვარი სწავლება საჯარო სკოლებში თუ არაკონფესიური ფასეულობების სწავლებით შეიცვალოს?

დიდ სიახლეს არ წარმოადგენს, რომ რელიგიის თავისუფლება დაპირისპირებებს იწვევს. როგორც ადამიანის უფლება, ის თავიდანვე საკამათო იყო. ქრისტიანული ეკლესიებიც დიდხანს სიფრთხილით ეკიდებოდნენ რელიგიის თავისუფლებას, ზოგჯერ კი მძაფრად ეწინააღმდეგებოდნენ მას. რომის პაპების მრავალჯერადი დაგმობის, განსაკუთრებით კი პიუს IX-ის მიერ 1864 წელს ანტიმოდერნისტული ცდომილებათა სილაბუსის (Syllabus errorum) გამოცემის მიზეზი იყო იმის შიში, რომ რელიგიის თავისუფლება გზას გაუხსნიდა რელიგიურ ინდიფერენტიზმს, ქრისტიანობის სოციალურ მარგინალიზაციას და ათეიზმს. მხოლოდ ნაციონალ-სოციალიზმის და სხვა სახელმწიფოებრივი ტოტალიტარიზმების გამოცდილების შემდეგ დამკვიდრდა კათოლიციზმში ის იდეა, რომ სწორედაც მორწმუნეთა უფლებების დასაცავადაა აუცილებელი რელიგიის თავისუფლება. ორმოცი წლის წინ ვატიკანის მეორე საეკლესიო კრების დეკლარაციით ადამიანის ღირსება (Dignitatis humanae) დაიწყო კათოლიკეთა მიერ რელიგიის თავისუფლების აღიარება.

იმ ქვეყნებში, სადაც ძლიერია მართლმადადებელი ეკლესიების გავლენა, დღემდე არსებობს რელიგიის თავისუფლების შემზღუდავი კონცეფციები: მაგალითად, ეს სახელმწიფოები მკაცრ სამართლებრივ საზღვრებს უწესებენ მისიონერულ მოღვაწეობას. სულ ახლახანს საბერძნეთში დააპატიმრეს იეჰოვას მოწმე. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ისეთ კონსერვატიულ ისლამურ სახელმწიფოებში, როგორებიც არიან საუდის არაბეთი, ირანი ან მავრიტანია. იქ ისლამის „დატევებამ“, შეიძლება სიკვდილით დასჯაც კი გამოიწვიოს. XIX საუკუნეში ირანში წარმოშობილი პოსტისლამური რელიგიის, ბაჰაის, მიმდევრების მდგომარეობა მძაფრად დრამატულია. ისინი, განსაკუთებით ირანში, ოფიციალურად იდევნებიან და საშინელი სოციალური დისკრიმინაციის ქვეშ იმყოფებიან. რელიგიის თავისუფლების და კონკრეტულად მუსლიმის მიერ რწმენის შეცვლის უფლების აღიარება ისლამის წიაღში რეფორმების გარშემო ამჟამად მიმდინარე მწვავე დებატების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

შეცდომა იქნებოდა ზოგიერთივით გვეფიქრა, თითქოს რელიგიის თავისუფლების მიმართ უნდობლობა მხოლოდ მონოთეისტურად წოდებული რელიგიების კონტექსტში არსებობს. ინდუიზმისა და ბუდიზმის მრავალი ადეპტი შიშობს, რომ რელიგიის თავისუფლების მიერ დამკვიდრებული რელიგიური პლურალიზმი ეჭვის ქვეშ დააყენებს მათ ტრადიციებს და სოციალურ მშვიდობას დაემუქრება. ჩინეთში, პოლიტიკური კონტროლის მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს იმ რელიგიური ჯგუფების დევნას, რომლებსაც არ სურთ მისი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა. მოკლედ, ადგილი აქვს რელიგიის თავისუფლებისადმი წინააღმდეგობას და მისი ნორმების დარღვევას სხვადასხვა რელიგიური, პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივაციით. ისტორიული თვალთახედვით, წარსულში რელიგიის თავისუფლებამ მრავალი შიში გამოიწვია; ცხადია, რომ იგი დღესაც მრავალს აშფოთებს, რადგან რეალურად ის აბსოლუტურად რევოლუციური გადატრიალებაა სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობაში. პარადიგმის ცვლილება შემდეგში მდგომარეობს: ამიერიდან რელიგიური შეხედულებების და ორიენტაციის, ცხოვრებაში რელიგიური ქცევების საკითხები, აღარ ექვემდებარება სახელმწიფოს კონტროლს და მთლიანად მიეკუთვნება პასუხისმგებლობის უნარის მქონე ადამიანების თავისუფლების სფეროს. ამ ღონისძიებამ თავისი შედეგები მოუტანა როგორც რელიგიურ ორგანიზაციებს, ასევე სახელმწიფოს. რელიგიურ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ გამოიყენონ სახელმწიფოს ძალა, რათა გაუსწორდნენ დისიდენტებს საკუთარ წიაღში და დისტანციაზე ამყოფონ კონკურენტი კონფესიები, მით უმეტეს სახელმწიფოს არა აქვს უფლება გამოიყენოს რელიგია საკუთარი ლეგიტიმაციის წყაროდ ან პოლიტიკური ინტეგრაციის საშუალებად. ამიტომ სახელმწიფოს, საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციებისათვის რელიგიის თავისუფლება ერთნაირ გამოწვევას წარმოადგენს.

რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტობა

სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის პარადიგმის ცვლილება მინიმალურია მაშინ, როდესაც რელიგიის თავისუფლება რელიგიურ ტოლერანტობასთან არის გაიგივებული - ეს კი ხშირად ხდება. მაგალითად, მუსლიმი ავტორები ხშირად აღნიშნავენ, რომ რელიგიის თავისუფლების იდეა ისლამისათვის არაა ახალი, რადგან ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ ისლამის დომინირების პირობებში შუა საუკუნეების ესპანეთსა თუ ოტომანთა იმპერიაში. ისტორიულად ისლამურ ქვეყნებში ტოლერანტობის ტრადიციულ პრაქტიკას, შუა საუკუნეების ქრისტიანულ საზოგადოებებთან და თანამედროვე ეპოქის პირველ პერიოდთან შედარებით, მრავალი დადებითი თვისება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ასეთი ტოლერანტობა არსობრივად განსხვავდება ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე რელიგიის თავისუფლებისაგან. მართალია, ისლამური სახელმწიფო თანამშრომლობდა ზოგიერთ რელიგიურ უმცირესობასთან, მაგრამ მას აგრეთვე გააჩნდა მისია დაეცვა ჭეშმარიტი რელიგიის გაბატონებული მდგომარეობა. რელიგიის შეცვლა მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლებოდა, შერეული ქორწინებები მკაცრად იყო შეზღუდული, ხოლო ისეთი სამოქალაქო სტატუსის იდეა, რომელიც ყველა რელიგიას ერთნაირ უფლებებს მიანიჭებდა, აბსოლუტურად უცნობი იყო.

0x01 graphic

რეფორმების მომხრე მუსლიმები ხშირად იმოწმებენ ყურანის ცნობილ ციტატას: „რწმენაზე იძულება არ შეიძლება“ (სურა 2, 256), როგორც ყურანში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რელიგიის თავისუფლების საფუძველს. ჩვეულებრივ კი ტრადიცია ამ ციტატის ასეთ ინტერპრეტაციას ახდენდა: მართალია, არავინ არ შეიძლება აიძულონ, რომ აღიაროს ისლამი, მაგრამ ისლამის დატოვება პრინციპულად უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივ დევნას. ასე რომ, გაწევრიანების თავისუფლებასთან ერთად არ არსებობდა წასვლის თავისუფლება.

შუა საუკუნეების ქრისტიანი მოაზროვნეების ნაწერებშიც იგივე შეხედულებებს ვპოულობთ. წმინდა თომა აქვინელი ქრისტიანად გახდომას „თავისუფლების აქტად“ თვლის, თუმცა მიაჩნია, რომ ერთხელ მიღებული ჭეშმარიტი სარწმუნოების შენარჩუნება ის აუცილებლობაა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენებით უნდა იქნეს დაცული. ისლამის ტრადიციულ ინტერპრეტაციასთან პარალელი ნათელია. სხვათა შორის, თომა შესაძლებლად მიიჩნევდა განსხვავებული სარწმუნოების მიმდევრებთან ერთად მშვიდობიან სოციალურ თანაცხოვრებას, მაგრამ „ერეტიკოსებისა“ და ქრისტიანი დისიდენტების „ბოროტი“ გავლენის წინააღმდეგ სახელმწიფოს ძალისმიერ ჩარევას მოითხოვდა. ამით იგი ტოლერანტობის ქრისტიანული ტრადიციული დოქტრინის ვიწრო საზღვრებს აწესებდა. რეფორმაციის ეკლესიებიც დიდხანს ემხრობოდნენ ამ პოზიციას და ხშირად ავლენდნენ ამგვარსავე დამოკიდებულებას.

ადამიანური ღირსებისადმი პატივისცემის გამოხატულება

რელიგიის თავისუფლება, როგორც ადამიანის უფლება, განსხვავდება არა მარტო ტრადიციული რელიგიური ტოლერანტობისაგან, არამედ უფრო შორსმიმავალი თანამედროვე ეპოქის ტოლერანტობის პოლიტიკისგანაც. მაგალითად, ფრიდრიხ დიდი ამბობდა:

ყოველ ადამიანს აქვს უფლება „თავისებურად გახდეს ბედნიერი“. ფრიდრიხ II-ის პრაგმატული რელიგიური პოლიტიკა ნამდვილად სცილდებოდა ტრადიციულ ვიწროდ შემოსაზღვრულ კონფესიურ პლურალიზმს, მაგრამ მისი მთავარი მოტივი იყო განათლებული რელიგიური ემიგრანტების მოზიდვა, რომელთაც შეეძლოთ სახელმწიფოს ეკონომიკური აყვავება. ამ პოლიტიკას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ადამიანების რელიგიური შეხედულებების საყოველთაო პატივისცემასთან: ებრაელთა მიმართ ხორციელდებოდა დისკრიმინაცია, რომელიც ფრიდრიხ II-ს მეფობის გარკვეულ პეროდში კიდევ უფრო გამკაცრდა.

ბუნებრივია, რომ რელიგიური ტოლერანტობის პოლიტიკა უფრო ჰუმანურია, ვიდრე რელიგიური შეუწყნარებლობა. მაგრამ კონცეპტუალური სიცხადისათვის მნიშვნელოვანია ტოლერანტობისა და რელიგიური თავისუფლების კატეგორიების ერთმანეთისაგან გარჩევა: მაშინ, როდესაც ტოლერანტობის გამოცხადება (ან აკრძალვა) ხელისუფლების მიერ ხდებოდა, რელიგიის თავისუფლება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ უცილობელ მოთხოვნას წარმოადგენდა; როდესაც ტოლერანტობა რელიგიური ჯგუფების ვიწრო წრეს მოიცავდა, რელიგიის თავისუფლებას საყოველთაო განზომილება ჰქონდა; და როდესაც რელიგიური ტოლერანტობის ჩარჩოებში შესაძლებელი იყო ზოგიერთ რელიგიურ ორგანიზაციებს დანარჩენებზე მეტი უფლებები ჰქონოდათ, რელიგიის თავისუფლება უკავშირდებოდა მოთხოვნას, რომ გაუქმებული ყოფილიყო ყოველგვარი დისკრიმინაცია. როგორც ადამიანის ყველა უფლება, რელიგიის თავისუფლებაც ადამიანური ღირსების პატივისცემის გამოხატულებაა. პოლიტიკურად და იურიდიულად ადამიანური ღირსება დაცულია, თუ აღიარებულია ადამიანის თავისუფალი თვითგანსაზღვრის უფლება. ღირსება ყველა ადამიანს აქვს, ამიტომ თავისუფლებები ყველას თანასწორ უფლებად უნდა იყოს დადგენილი. „ყველა ადამიანი თავისუფალი და თანასწორუფლებიანი იბადება“, ამბობს 1948 წლის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პროგრამული I მუხლი. მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების განხილვა ამ პოსტულატის შუქზე.

რელიგიის თავისუფლების სუბიექტები რელიგიები ან კონკრეტული მსოფლმხედველობები კი არ არიან, არამედ ადამიანები, რომელთა თვითგანსაზღვრის თავისუფლება რელიგიის სფეროში იურიდიულად უნდა იყოს აღიარებული. ადამიანის უფლებათა კონტექსტში ეს აღიარება ყველა ადამიანს თანაბრად უნდა ეხებოდეს და გარანტირებული იყოს არადისკრიმინაციის პრინციპის მიხედვით. რელიგიური თავისუფლებიდან გამომდინარე, პატივისცემის უფრო მეტად გამოხატვა ამა თუ იმ რელიგიური პრაქტიკისადმი, იმ მიზეზით, რომ იგი უფრო შეესაბამება მოცემული ქვეყნის ადათწესებს (მაგალითად ზარების რეკვის მუეძინის შეძახილზე უფრო მნიშვნელოვნად გამოცხადება), არალეგიტიმური იქნებოდა. რელიგიური ორგანიზაციის სიდიდე ან ისტორიული მნიშვნელობა არ უნდა ჩაითვალოს მისი წევრებისათვის პრივილეგიების მინიჭების კრიტერიუმად, არალეგიტიმურია აგრეთვე მცირერიცხოვანი ორგანიზაციების შეზღუდვა, რომელთაც ხშირად უწოდებენ „სექტებს“, რაც დამამცირებელი ტერმინია.

ბოლოს, რელიგიის თავისუფლება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს რელიგიური ორგანიზაციის დოგმატურ სისტემაზე: მაგალითად, მონოთეისტურია ის თუ არა ან, საერთოდ, თუ არის მასში ღმერთისადმი რწმენა. რელიგიის თავისუფლების უფლება არათეისტურ ორგანიზაციებსაც აქვთ, ამიტომ, ზუსტი ტერმინოლოგიით, საუბარი უნდა იყოს არა „რელიგიის თავისუფლებაზე“, არამედ „რელიგიისა და მსოფლმხედველობის თავისუფლებაზე“. სხვათა შორის ინგლისურენოვან სამყაროში გამოიყენება ტერმინი freedom of religion and belief.

მართალია, რელიგიის თავისუფლება, როგორც ადამიანის უფლება, ყოველ ცალკეულ ადამიანს მიემართება, მაგრამ მაინც არ შეიძლება მისი, როგორც მხოლოდ ინდივიდუალისტურის, ვიწრო გაგებით ინტეპრეტაცია. ის რელიგიური თემის საზოგადო პრაქტიკასაც მოიცავს, მაგალითად, ღვთისმსახურებას, ლიტურგიკულ პროცესებს, რელიგიის სწავლებას და რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანების რიტუალებს. რწმენისა და სინდისის თავისუფლებასთან ერთად, რელიგიის თავისუფლება იცავს გარეგან აღსარებას ანუ სარწმუნოების და რელიგიური პრაქტიკის თუ არათეისტური მსოფლმხედველობის საჯარო მანიფესტაციებს. პოლიტიკა, რომელიც ცდილობს რელიგიური კონფესიები მხოლოდ „პირად საქმედ“ წარმოადგინოს და საჯარო სივრცეს განარიდოს ისინი, ეწინააღმდეგება რელიგიის თავისუფლების გლობალურ მოთხოვნებს.

მნიშვნელოვანია აგრეთვე წარმოვაჩინოთ განსხვავება რელიგიის პოზიტიურ თავისუფლებასა და რელიგიის ნეგატიურ თავისუფლებას შორის. პოზიტიური თავისუფლება გულისხმობს რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი (ყველაზე ფართო გაგებით) მოღვაწეობის დაცვას, „რელიგიის ნეგატიური თავისუფლება“ კი უკრძალავს სახელმწიფოს აიძულოს ადამიანი ირწმუნოს რომელიმე რელიგია ან მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ რელიგიასთან თუ მსოფლმხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. რელიგიის თავისუფლების შესახებ ადამიანის უფლებაში ეს ორივე ასპექტი ორგანულად ერწყმის ერთმანეთს.

რელიგიის თავისუფლების საზღვრები

უკანასკნელ პერიოდში, რელიგიური მოტივაციით განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, კვლავაც სიმწვავით დაისმის რელიგიის თავისუფლების საზღვრების საკითხი. არავის ეპარება ეჭვი ამგვარი შეზღუდვების აუცილებლობაში, დებატები მიმდინარეობს მხოლოდ ამ საზღვრების დასადგენი კრიტერიუმების გამო. რელიგიის თავისუფლების შინაარსის რელატივიზაცია მავანთა სურვილის მიხედვით რომ არ მოხდეს, 1950 წელს ევროგაერთიანებამ მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელსაც „საზღვრების საზღვრებს“ უწოდებენ. იგი აკონტროლებს, რომ რომელიმე სახელმწიფოს მიერ დადგენილი რელიგიის თავისუფლების საზღვრები მეტისმეტად ვიწრო არ იყოს:

„საკუთარი რელიგიის ან მსოფლმხედველობის რწმენის თავისუფლებას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების უსაფრთხოების, წესრიგის, ჯანმრთელობის, მორალის და აგრეთვე სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“ (მუხლი 9. 2).

რელიგიის თავისუფლება კიდევ უფრო მკაფიოდაა დადასტურებული ფუნდამენტურ კანონში (მუხლი 4). აქ ის, სხვა ფუნდამენტური კანონებისაგან განსხვავებით, არანაირი ლეგალური პირობით არ არის შეზღუდული. გაბატონებული იურიდიული კონცეფციის მიხედვით, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ეს პირდაპირ ემსახურება სხვა ფუნადამენტური უფლებებისა და ამავე დონის იურიდიული პრივილეგიების დაცვას.

მაგალითად, უეჭველია, რომ რელიგიის თავისუფლება არ შეიძლება დაუპირისპირდეს სიცოცხლის უფლებას. ამიტომ მშობლებს არა აქვთ უსაზღვრო თავისუფლება, რომ საფრთხეში ჩააგდონ ბავშვების სიცოცხლე და რელიგიური მოტივით უარი განაცხადონ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე. რელიგიური ორგანიზაციის მიერ მის წიაღში არსებულ დისიდენტთა ან სხვა კონფესიის მორწმუნეთა მკვლელობისაკენ მოწოდება ცხადად არღვევს რელიგიის თავისუფლების საზღვრებს.

მაგრამ როგორი მდგომარეობაა ნაკლებად დრამატულ შემთხვევებში? მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს მოთხოვნა, რომ გარკვეულწილად შეიზღუდოს ზარების რეკვისა და მუეძინის შეძახილის სიძლიერე, რათა დაცული იქნას მეზობლად მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის უფლება, რომელიც ღამით წყნარი ძილის უფლებასაც გულისხმობს. ბუნებრივია, ამ მსჯელობიდან არ გამომდინარეობს მუეძინის შეძახილის საერთოდ აკრძალვა ან ზარების რეკვასთან შედარებით მისი ნაკლებმნიშვნელოვან მოვლენად გამოცხადება. განათლების მიღების საყოველთაო და სავალდებულო კონსტიტუციური პრინციპი არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს რელიგიის თავისუფლების გამო - შესაძლებელია მხოლოდ ნაწილობრივი შეღავათები: მაგალითად, სპორტისა და კოლექტიური ცურვის გაკვეთილების ხარჯზე, თუ მხოლოდ ასე შეიძლება იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც სინდისის თავისუფლებას ემუქრება.

რამდენიმე წელია მიმდინარეობს დებატები მუსლიმი მასწავლებელი ქალების შესახებ: შეუძლიათ მათ საჯარო სკოლებში მუსლიმური თავშალის ტარება? საკითხი რთულდება იმის გამო, რომ ერთმანეთს უპირისპირდება რელიგიის თავისუფლებაში შემავალი ორი ასპექტი - მასწავლებლის რელიგიის პოზიტიური თავისუფლება და მოსწავლეების რელიგიის ნეგატიური თავისუფლება. ჩემი აზრით, მასწავლებლის თავისუფლების შეზღუდვა, რომ გაკვეთილების დროს თავისი რელიგიური შეხედულებების მიხედვით არ იყოს ჩაცმული, მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ მასწავლებლის ქცევების ერთობლიობიდან ნათლად ჩანს ზიანის შესაძლებლობა, რაც შეიძლება მიადგეს მოსწავლეთა რელიგიის ნეგატიურ თავისუფლებას.

რელიგიის თავისუფლება სეკულარულ სამართლებრივ სახელმწიფოში

რელიგიის თავისუფლების საზღვრების არსებობა გამართლებულია, მაგრამ ეს ზიანს არ უნდა აყენებდეს ადამიანის ამ უფლების ღირებულებას. ამიტომაც რელიგიის თავისუფლების ადგილის განსაზღვრა სხვა იურიდიული გარანტიების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულებით უნდა მოხდეს. მხოლოდ უმნიშვნელოვანესი იურიდიული უფლებების, კერძოდ, ადამიანის უფლებების გამო შეიძლება შეიზღუდოს რელიგიის თავისუფლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის ადგილი აქვს რეალურ კონფლიქტს. ამჟამად გავრცელებული შეხედულებები, მაგალითად, მუსლიმური უმცირესობების მიმართ, რომელთა მიზანია ზოგადად კონფლიქტების პრევენცია, არ იძლევიან რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მოტივებს.

რელიგიის თავისუფლების სრული განხორციელება მხოლოდ სეკულარიზებულ სამართლებრივ სახელმწიფოში არის შესაძლებელი. მართლაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის ყველა უფლება შეიცავს ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან დაცვის მოთხოვნას. თუ სახელმწიფო განსაკუთრებული დამოკიდებულების ვალდებულებას გრძნობს კონკრეტული ოფიციალური რელიგიისადმი, მაშინ, სიმბოლურად მაინც, აღიარებს ამ ოფიციალური რელიგიის მიმდევრების პრიორიტეტს, რითაც დაარღვევს არადისკრიმინაციის ნორმას. ამგვარი მდგომარეობისადმი სერიოზული დამოკიდებულება მოითხოვს, რომ სახელმწიფომ არ გააიგივოს საკუთარი თავი რომელიმე კონკრეტულ რელიგიასთან და რელიგიისა და მსოფლმხედველობის სფეროში ნეიტრალური პოზიცია აირჩიოს. ასე რომ, არადისკრიმინაციის ნორმას მოსდევს სახელმწიფოს მიერ კონკრეტული რელიგიისადმი საკუთარი თავის არგაიგივების ნორმა.

სამართლებრივი სახელმწიფოს სეკულარულობის პოზიტიურ მოტივს რელიგიის თავისუფლების მიმართ ადამიანების პატივისცემა წარმოადგენს. ამიტომაც საჭიროა სახელმწიფოს რაიმე რელიგიისადმი არაგაიგივების მოთხოვნა უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდეს და განისაზღვროს, როგორც „პატივისცემით განმსჭვალული არგაიგივების პრინციპი“. გარდა ამისა, რელიგიისა და მსოფლმხედველობის სფეროში სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი არ უნდა აგვერიოს, როგორც ეს ხშირად მოსდით, უნივერსალურ „აქსიოლოგიურ ნეიტრალიტეტში“. რელიგიისა და მსოფლმხედველობის თავისუფლების ადამიანის უფლების, როგორც უმაღლესი „კონსტიტუციური ღირებულების“ ლოგიკურ შედეგს - სახელმწიფოს ნეიტრალურობას - არავითარი კავშირი არა აქვს ეთიკურ ინდიფერენტულობასთან. მათ გაიგივებას ხშირად კარიკატურულად ცდილობენ, ისინი კი ანტიპოდებს წარმოადგენენ.

პატივისცემით განმსჭვალული არგაიგივების პრინციპი, რომელიც სეკულარული სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს, სრულებითაც არ გამორიცხავს რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას. ის არ მოითხოვს, რომ გერმანიაში (და აგრეთვე მრავალ ევროპულ სახელმწიფოში) არსებული თანამშრომლობის ურთიერთობები შეიცვალოს 1905 წლიდან საფრანგეთში დადგენილი რელიგიისა და სახელმწიფოს მკაცრი გაყოფით. მიუხედავად ამისა, პატივისცემით განმსჭვალული არგაიგივების პერსპექტივაში, სასურველია სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლობის ურთიერთობები ითვალისწინებდნენ ბოლო პერიოდში ჩვენს საზოგადოებებში წარმოშობილ რელიგიურ და მსოფლმხედველობრივ პლურალიზმს.

ამ პოსტულატის განხორციელების სირთულე ჩანს გერმანიაში ამჟამად მიმდინარე დებატებში, რომლებიც საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლებას ეხება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმრავლეს ფედერალურ მხარეში არსებული კონფესიური სწავლების სისტემის შენარჩუნება მხოლოდ იმ პირობით იქნება შესაძლებელი, თუ იგი ღია იქნება ქვეყანაში იურიდიულად აღიარებული ყველა რელიგიისა და მსოფლმხედველობისათვის. თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება პრაქტიკული განხორციელების სირთულის ან სხვა მიზეზის გამო, მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში სკოლაში რელიგიის არაკონფესიური სწავლების მოთხოვნები იქნება უფრო მისაღები.

რელიგიური დისკრიმინაცია „გაბატონებული და წარმმართველი კულტურის“ სახელით?

თანამედროვე ევროპაში არ არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ სახელმწიფომ, საუდის არაბეთის ან ირანის მსგავსად, საკუთარი თავი მოიაზროს ჭეშმარიტი რელიგიის ან ღვთის მცნებების აღმასრულებელ ორგანოდ. თეოკრატია უკვე აღარ არის ევროპაში, ხოლო სახელმწიფოებრივ-რელიგიური სტრუქტურები, რომლებსაც ზოგიერთ ქვეყანაში (ინგლისი, დანია) ვხვდებით, უბრალოდ ისტორიულ ნაკვალევს წარმოადგენს.

თანამედროვე ევროპულ ქვეყნებში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია შეიძლება განხორციელდეს არა ოფიციალური ან გაბატონებული რელიგიის სახელით, არამედ „გაბატონებული კულტურის“ სახელით. ზოგადად ევროპული კულტურისა და ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოების განვითარებაში ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ისტორიული როლი ხშირად გამოიყენება საჯარო სივრცეში ქრისტიანობის სიმბოლოებისათვის პრივილეგირებული სტატუსის მინიჭების კონტექსტში, რასაც, ნებით თუ უნებლიეთ, არაქრისტიანული რელიგიებისა და მსოფლმხედველობების დისკრიმინაციისაკენ მივყავართ. ამის მრავალ მაგალითს ვნახულობთ უახლოეს წარსულში მიღებულ ნორმებსა თუ სხვადასხვა ფედერალური მხარეების მიერ სასკოლო განათლების შესახებ მომზადებულ კანონპროექტებში. განსაკუთრებით ეს ეხება რელიგიურ სიმბოლოებს.

ამ ნორმების მომხრეებს ზოგჯერ შემდეგი არგუმენტი მოჰყავთ: რელიგიის თავისუფლება და მასზე დაფუძნებული სეკულარული სახელმწიფო ქრისტიანულ კულტურაში წარმოიშვნენ და, ბოლოს და ბოლოს, მათი შენარჩუნება მხოლოდ ქრისტიანული ორიენტაციის „წარმართველი კულტურის“ ჩარჩოებში იქნება შესაძლებელი. მაგრამ ავიწყდებათ, რომ ქრისტიანულმა ეკლესიებმა თავისუფლების ფასი მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გაკვეთილისა და გრძელვადიანი ისტორიული კონფლიქტების შემდეგ გაიგეს.

დღეს ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლები სეკულარული სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის თეოლოგიური დასაბუთებისათვის იყენებენ იესოს სიტყვებს: „მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმრთისა“(მათე 22: 21), მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ იმ რელიგიურ და კულტურულ ფესვს, საიდანაც ორი ათასი წლის განმავლობაში ამოიზარდა სეკულარული სახლმწიფო. სიტუაცია უფრო საპირისპიროდ განვითარდა: ჯერ თანამედროვეობის ნიადაგზე იესოს ამ სიტყვებმა რეტროსპექტულად მიიღეს სიმბოლური მნიშვნელობა, რამაც შემდგომში სეკულარული სახელმწიფოს არსებობის თეოლოგიური დასაბუთებაც შესაძლებელი გახადა.

იმ ფაქტს, რომ რელიგიის თავისუფლება არ წარმოადგენს ქრისტიანული კულტურის ექსკლუზიურ მემკვიდრეობას, განსაკუთრებით ნათლად წარმოაჩენს რელიგიის თავისუფლების, როგორც ადამიანის უფლების, საყოველთაო განზომილება. პირიქით, ეს თავისუფლება მოგვიწოდებს გადავლახოთ ის კულტურული ჰორიზონტი, სადაც პირველად მოხდა რელიგიის თავისუფლების ფორმულირება. ის, ვინც ცდილობს ამ ჰორიზონტის შემოფარგვლას სავალდებულო „წარმმართველი კულტურის“ სახელით, რომელსაც წარმოაჩენს რელიგიის თავისუფლების გააზრების ერთადერთ პირობად, ცხადად თუ ფარულად, ეჭვის ქვეშ აყენებს, რომ რელიგიის თავისუფლება ადამიანის უფლებებს განეკუთვნება. კონკრეტულად ეს ნიშნავს რეგრესს პრემოდერნული ტოლერანტობის პოლიტიკისაკენ. ევროპული დემოკრატიები ვერ ასცდნენ ამ რეგრესს თავისი არსებობის პირველ ეტაპზე. რელიგიის თავისუფლება დისკრიმინაციის გარეშე მოითხოვს რელიგიური და მსოფლმხედველობრივი პლურალიზმის განხორციელებას, ამიტომ ეს მოთხოვნა დღესაც პოლიტიკურად აქტუალური რჩება.

Tolerance

სატიაგრაჰა

მაჰათმა განდი

ინგლისურიდან თარგმნა ნინო მთვარელიშვილმა

ჩემი რწმენა - არაძალადობაა

0x01 graphic

მე აღმოვაჩინე, რომ ცხოვრებას თან ახლავს ნგრევა და აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს კანონი უფრო ამაღლებული, ვიდრე ნგრევის კანონია. მხოლოდ ასეთი კანონის მოქმედებისას იქნება საზოგადოება ჯანსაღი და გონიერი, ცხოვრებაც ეღირება იმად, რომ განვლო იგი. და თუ ეს ცხოვრების კანონია, მაშინ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ყოველდღიურ ყოფაში. სადაც არ უნდა წარმოიქმნას ფიზიკური დაპირისპირება, სადაც არ უნდა შეგეწინააღმდეგოს ოპონენტი, დაიპყარით იგი სიყვარულით. მე ეს სტიქიურად გამოვიმუშავე ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩემი პრობლემა გადაწყვეტილია. თუმცა აღმოვაჩინე, რომ სიყვარულის კანონი მოქმედებს ისე, როგორც არასოდეს უმოქმედია ნგრევის კანონს. ინდოეთში ჩვენ ვაკვირდებოდით ამ კანონის მოქმედების თვალსაჩინო დემონსტრირებას ყველაზე ფართო მასშტაბით. აქედან გამომდინარე, მე არ ვამტკიცებ, რომ სამასი მილიონი ადამიანი აუცილებლად განიმსჭვალა ძალდაუტანებლობით, მაგრამ შემიძლია განვაცხადო, რომ მან შეაღწია უფრო ღრმად, ვიდრე ნებისმიერმა სხვა იდეამ და ამასთან, ძალიან მოკლე დროში. ჩვენ არ გვქონდა ერთნაირი დამოკიდებულება არაძალადობის მიმართ და უმრავლესობისთვის ეს იყო პოლიტიკის საკითხი, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ - ქვეყანამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი არაძალადობის იდეის დასაცავად.

აუცილებელია მზაობა და იმის გაცნობიერება, რომ ძალდაუტანებლობა მენტალიტეტის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს დისციპლინას უნდა დაეფუძნოს (თუმცა შეიძლება ვინმეს არც მოსწონდეს ის), როგორც მაგალითად, ჯარისკაცის ცხოვრება. მაგრამ მე ვეთანხმები აზრს, რომ სანამ ეს არ არის შეგნებული მხარდაჭერა, მხოლოდ გარეგნული დაცვა ამ პრინციპისა ვერაფერს მოგვიტანს. ეს იქნება ნიღაბი, რომელიც ავნებს არა მარტო თავად ამ ადამიანს, არამედ სხვასაც. სრულქმნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც აზრი და სხეული ურთიერთშეთანხმებულია. ეს ყოველივე დაძაბული გონებრივი ბრძოლის შედეგად მიიღწევა. იმის თქმას, რომ მე არ ძალმიძს მრისხანება, სჯობს, თუ ვიტყვით, რომ მე ყოველთვის შემიძლია ვმართო ჩემი გრძნობები.

როგორიც უნდა იყოს შედეგი, ჩემში ყოველთვის მიმდინარეობს ბრძოლა გაცნობიერებული არაძალადობის კანონის მიზანმიმართული და უწყვეტი ძიებისათვის. ასეთი ბრძოლა ადამიანს შემდგომი ბრძოლებისთვის აძლიერებს. არაძალადობა ძლიერთა იარაღია, სუსტისთვის ის ადვილად შეიძლება იქცეს ფარისევლობად. შიში და სიყვარული ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია. სიყვარული განუსჯელად, უანგაროდ გასცემს, არ დაფიქრდება, რას მიიღებს სანაცვლოდ. სიყვარული ებრძვის მთელ მსოფლიოს, როგორც საკუთარ თავს და საბოლოოდ ბატონდება ყველა გრძნობაზე. ჩემი ყოველდღიური გამოცდილება მიჩვენებს, რომ ყველა პრობლემა შეიძლება გადაწყდეს, თუკი სიმართლისა და არაძალადობის კანონს გავიხდით ცხოვრების კანონად. სიმართლე და არაძალადობა - ჩემთვის ერთი მედლის მხარეებია.

სიყვარული მოქმედებს როგორც გრავიტაციის კანონი იმისგან დამოუკიდებლად, ვიღებთ თუ არა მას. სწავლული, მეცნიერი საოცრებებს ახდენს, ადამიანს კი, რომელიც სიყვარულის კანონს უდგება მეცნიერული აკურატულობით, უფრო დიდი სასწაულის მოხდენა შეუძლია. არაძალადობის ძალა გაცილებით უსაზღვრო, ფაქიზი და მშვენიერია, ვიდრე ბუნების მატერიალური ძალები, მაგალითად, ელექტრობა. სიყვარულის კანონის აღმომჩენი ადამიანები გაცილებით დიადნი იყვნენ, ვიდრე ნებისმიერი სახელოვანი თანამედროვე მეცნიერი. საკმარისი არ არის მხოლოდ ჩვენი ძიება, ამიტომ არ შეუძლია ყველას მიღწევების დანახვა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ილუზია (თუკი ეს ილუზიაა), რომელიც მე ხელს მიწყობს შრომაში. რაც უფრო მეტს ვმუშაობ ამ კანონზე, მით მეტ სიხარულს განვიცდი, სიხარულს, რომელიც მეხმარება ჩვენი სამყაროს მოწყობაში. ამას კი ჩემთვის მოაქვს მშვიდობა და ბუნების იმ საიდუმლოებათა ახსნა, რომელთა აღწერა მე არ ძალმიძს.

ადამიანი ბუნებით არ არის მოძალადე. როცა შევიცნობთ ჩვენს ცხოვრებას, როგორც ადამიანურს, ჩვენი გამოცდის, შემოწმების დრო დგება. ღმერთის შეცნობა კი ნიშნავს, რომ მას ყველაფერში ვხედავთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიყოთ ერთიანი თითოეულ არსებასთან. ეს არის ადამიანის უპირატესობა, რაც ასხვავებს მას ნადირისაგან და შეიძლება განხორციელდეს მაშინ, როცა ჩვენივე ნებით უარს ვამბობთ ფიზიკური ძალის გამოყენებაზე და მივმართავთ ძალდაუტანებლობას, რომელიც ღრმად არის ჩვენს გულებში ფესვგადგმული.

არაძალადობა - უმაღლესი წესის მოქმედი პრინციპია. ეს არის სულის ძალა ან ღვთიურის ძალაუფლება ჩვენში. არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია იგრძნოს მთელი მისი არსი, აიტანოს მისი სიდიადე. ამ ღვთიურობის უმცირეს ნაწილაკსაც, თუკი ის ჩვენშია, შეუძლია სასწაულის მოხდენა. მზეს თავისი ცხოველმყოფელი სითბოთი შეუძლია კვებოს მთელი სამყარო, მაგრამ თუ ვინმე მეტისმეტად მიუახლოვდება მას, ფერფლად აქცევს. ასევეა ღვთიურობაც. ჩვენ ვხდებით ღვთიურები იმ ზღვრამდე, სანამდეც ვაცნობიერებთ არაძალადობის არსს, მაგრამ ვერასოდეს გავხდებით თვით ღმერთი. არაძალადობის პრინციპი რადიუმს ჰგავს. თუკი მის უმცირეს რაოდენობას ჩავნერგავთ სიმსივნეში ისე, რომ მუდმივად, შეუმჩნევლად და მიზანმიმართულად იმოქმედოს, ავადმყოფ ქსოვილს გადააქცევს ჯანმრთელად. ასევე მოქმედებს არაძალადობის უმცირესი ნაწილაკი - ნელა და შეუმჩნევლად ცვლის მთელ საზოგადოებას.

არაძალადობა თვითკმარია. სული განაგრძობს არსებობას სიკვდილის შემდეგაც. მისი მყოფობა არ არის ფიზიკურ სხეულზე დამოკიდებული. ასევეა არაძალადობა, სულის ძალა. ის არ ითხოვს ფიზიკურ დახმარებას, დამოუკიდებლად მოქმედებს, სცილდება დროისა და სივრცის საზღვრებს. აქედან გამომდინარე, თუ არაძალადობა წარმატებულად დამკვიდრდება ერთ ადამიანში, მაშინ მისი გავლენა გავრცელდება ყველგან.

ძირითადი პრინციპი, რაზედაც არაძალადობაა დაფუძნებული, გვიჩვენებს, რომ, რასაც სიკეთე მოაქვს შენთვის, თანაბრად მოაქვს იგი მთელი სამყაროსთვისაც. ყველა ადამიანი არსებითად ერთნაირია. თუ ძალადობის სწავლებისას აუცილებელია მოკვლის ხელოვნების შესწავლა, არაძალადობის სწავლებისას სიკვდილის ხელოვნების შესწავლაა აუცილებელი. ძალადობა შიშისგან განთავისუფლებას კი არ ნიშნავს, არამედ შიშის დაძლევის ხერხების სწავლას. არაძალადობას კი, პირიქით, არა აქვს შიშის მიზეზი. იმისათვის, რომ არაძალადობის მომხრე თავისუფალი იყოს შიშისაგან, მან უნდა განაწყოს საკუთარი თავი უმაღლესი ტანჯვისათვის. მას არ უნდა ეშინოდეს თავისი მიწის, სიმდიდრისა და სიცოცხლის დაკარგვის. ვინც თავშესაფარს ღმერთში ეძებს, შეუძლია დაინახოს ღვთიური სინათლე, რომელიც აღემატება სხეულს და იმ მომენტში, როცა დაინახავს მარადიულ ნათელს, აღარ არის მიჯაჭვული მოკვდავ სხეულზე. არაძალადობის სწავლება დიამეტრულად ეწინააღმდეგება ძალადობის სწავლებას. ძალადობა საჭიროა ხილული, მატერიალური საგნების დასაცავად, არაძალადობა კი - ღვთიურის დასაცავად, საკუთარი ღირსების დასაცავად. სახლიდან გაუსვლელად არაძალადობას ვერ ისწავლი. ის ითხოვს მოქმედებას. საკუთარი თავის გამოსაცდელად უნდა ვისწავლოთ, რომ არ გვეშინოდეს საფრთხის და სიკვდილის. ვინც ცახცახებს ან იმალება თავშესაფარში, როცა ორ მოჩხუბარს ხედავს, მშიშარაა და არა არაძალადობის მომხრე. არაძალადობის მომხრე სიცოცხლესაც გაწირავს, რომ აღმოფხვრას ეს ბრძოლა. არაძალადობის დროს გამოჩენილი სიმამაცე ბევრად აღემატება ძალადობის სიმამაცეს. ძალადობის სიმბოლოა იარაღი: ფარი, მახვილი, თოფი, მათთვის კი, ვინც ემხრობა არაძალადობას, ღმერთია ფარი. პირველის მოქმედება განსაზღვრულია, მეორე უსაზღვროა. არ არსებობს რაიმე რაც გადაწონიდა სიმამაცით და ძალით მეორეს. ადამიანი ძალდაუტანებლად ფიქრობს, ამბობს, მოქმედებს და მაშინაც კი, როცა ახდენს ძალადობის პროვოცირებას, მოქმედებს თავისი ნებით. ეს უდიდესი ძალაა, ძალა, რომელსაც ვერავინ აღუდგება წინ. თვით იესომ იცოდა, რომ ბოროტებას უქადდნენ ფარისევლები, მაგრამ შესთხოვდა უფალს, შეეწყალა ისინი, „რადგან თვითონაც არ იცოდნენ, რას იქმოდნენ“.

0x01 graphic

ჩემს თავს მისიონერების მეგობრად ვთვლი. ვტკბები მრავალ მათგანთან კარგი ურთიერთობით. ჩემი მეგობრობა ბრმა არასოდეს ყოფილა მეგობრების მეთოდების ანდა მათი სისტემების მიმართ. წეს-ჩვეულებათა მცდარი გაგება ან შიში იმისა, რომ სხვებს არ შეექმნათ ჩვენს შესახებ უცნაური, ბუნდოვანი აზრი, ხშირად აკავებს ადამიანებს, გამოთქვან თავიანთი შეხედულება და ამას საბოლოოდ ფარისევლობამდე მივყავართ. თუკი არაძალადობას ინდივიდებისთვის, საზოგადოებისთვის, ერებისთვის გასაგებს გავხდით, ჭეშმარიტებაც გაჟღერდება, რაც უნდა უხეშად და არათანმიმდევრულად იყოს იგი გამოთქმული. ჩვენ ვიცით, რომ აზრი უსაზღვროდ აღემატება ქმედებას ან სიტყვას. როდესაც ურთიერთკავშირშია აზრი, სიტყვა, საქმე, ბოლო ორი განსაზღვრავს პირველს. საქმე კი სიტყვის შემოსაზღვრაა. ცოცხალი აზრი ელოდება სიტყვასა და მოქმედებაში განხორციელებას. აზრი ძალის გარეშე არაფერია, კვამლია.

მშვიდობის გზა ჭეშმარიტების გზაა. თუმცა სიმართლე უფრო საჭიროა, ვიდრე მშვიდობა. უეჭველია, სიცრუე ძალადობის დედაა. მართალი კაცი დიდხანს ვერ იქნება მოძალადე. იგი საკუთარი თავის ძიებისას იგრძნობს, რომ ვიდრე მას შერჩება ძალადობის თუნდაც მსუბუქი კვალი, ვერ იპოვის ჭეშმარიტებას. სიცრუე და ძალადობა ერთ მხარესაა, ხოლო ჭეშმარიტება და ძალდაუტანებლობა - მეორე მხარეს. ადამიანის, ხალხის ან მსოფლიოს მიერ თავისუფლების მიღწევა ზუსტ თანაფარდობაში უნდა იყოს თითოეული მათგანის არაძალადობის საზომთან. მოდით მივმართოთ ამ პრინციპს, ვისაც გვჯერა, რომ არაძალადობა არის ერთადერთი ხერხი თავისუფლების მისაღწევად. ვინც მის ჩირაღდანს მაღლა სწევს, შუქს ასხივებს დღევანდელ წყვდიადში. მცირედთა სიმართლე მიითვლება და გამოჩნდება, ხოლო მილიონების ტყუილი ქარზე სწრაფად გაიფანტება.

8 „კრიშნას ცნობიერება“

▲ზევით დაბრუნება


რელიგიები საქართველოში

ნუგზარ პაპუაშვილი

პირველი ნაბიჯი

ნახევარი საუკუნის წინათ ინდოეთში ერთმა გურუმ უთხრა მოწაფეს, პროფესიით ქარხნის მენეჯერს: წადი ამერიკაში და იქ ინდუსთა ღმერთის, კრიშნას, მოძღვრება, უფრო ზუსტად - უფალ ჩაიტანიას ეპისტოლე გაავრცელეო.

დავალება შესრულდა.

გურუ შრილა ბჰაქტისიდდჰანტა სარასვატი გოსვამი მაჰარაჯა პრაბჰუპადა იყო, შემოკლებით სარასვატი გოსვამი, ინდოეთში ცნობილი მეცნიერი და მრავალი ვედური ინსტიტუტის დამაარსებელი, მოწაფე - ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა, შემოკლებით შრილა პრაბჰუპადა, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების შემქმნელი - აჩარია.

0x01 graphic

შრილა პრაბჰუპადა დაიბადა კალკუტაში 1896 წელს. დაამთავრა ადგილობრივი უნივერსიტეტი, 1922 წელს გახდა ხსენებული გურუს მოწაფე და 1933 წელს ქ. ალაჰაბადში ინიცირებულ (ხელდასხმულ) იქნა ბრაჰმანად. გურუ „კრიშნას ცნობიერებაზე“ უამბობდა, პრაბჰუპდა ბეჯითად შრომობდა და დაწერა „ბჰაგავატგიტას“ კომენტარები. 1950 წელს მან თავი დაანება სამენეჯერო საქმიანობას, მიატოვა ცოლი, ხუთი შვილი და განეშორა ყოველდღიურობას, რათა სიცოცხლე რელიგიური რუდუნებისათვის შეეწირა. დასახლდა წმიდა ქალაქ ვრინდავანში. ეწეოდა სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას. 1965 წელს ჩავიდა ამერიკაში, იქ მან, ინდოელი წმინდანის სამოსელში გამოწყობილმა, ყოველგვარ მატერიალურ სახსარს მოკლებულმა, დაიწყო კრიშნას მოძღვრების ქადაგება. იჯდა ბაღში, ამზადებდა ინდურ კერძებს; ეპატიჟებოდა გამვლელგამომვლელთ და მათ სულიერებაზე ესაუბრებოდა. იმედგაცრუებული, საპყარი და ნარკომანი ხალხის დიდმა ნაწილმა მას მოუსმინა. მათ, რომლებმაც ახალი მოძღვრება იწამეს, 1966 წლის ივნისში „კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“ დააარსეს. „საზოგადოებამ“ სამოღვაწეო ველი მალე მსოფლიო მასშტაბით გააფართოვა.

პრაბჰუპადამ 12 წლის განმავლობაში 14-ჯერ შემოუარა მსოფლიოს. ქადაგებდა და ლექციებს კითხულობდა. მიმდევართა ყველაზე დიდი გუნდი მან ინგლისში შეიძინა. იქ მას ესტრადის სახელგანთქმული მსახიობი ჯორჯ ჰარისონი დაემოწაფა. იყო მოსკოვშიც, სადაც თანამოაზრეთა ჯგუფი შეიძინა. მათ 1978-80 წწ-ში ორგანიზაციები მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ტალინში, ერევანში, თბილისსა და სოხუმში ჩამოაყალიბეს. თაოსნობის ინიციატორები, რიცხვით 50, საბჭოთა კანონმდებლობით გაასამართლეს და დასაჯეს. დევნა პერესტროიკამდე გაგრძელდა.

ცხოვრება და მოღვაწეობა

„კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება“ ამერიკასა და ევროპაში დაარსების დღიდანვე ინტენსიურ მუშაობას შეუდგა. ააშენეს ასობით ტაძარი (აშრამი) და სკოლა; დაიწყეს თავიანთი კონფესიური ლიტერატურის ინტენსიურად თარგმნა; შექმნეს საგამომცემლო, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო მუშაობის ფართო ქსელი; შეიმუშავეს პროექტები სიღარიბისა და შიმშილობის დასაძლევად.

„კრიშნას ცნობიერებას მინდობილნი“, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც აშრამში ცხოვრობენ, საგანგებო რეჟიმში იმყოფებიან: დილის 4. 30-ზე იწყება მსახურება - მანგალა არატი (ცისკრის თაყვანისცემა), „ჰარე კრიშნა - მაჰამანტრას“ ინდივიდუალურად კრიალოსანზე განმეორება (ჯაპა მედიტაცია), რასაც მოსდევს ღვთაებათა მისალმება და დიდი სულიერი მოძღვრის - შრილა (სვამი) პრაბჰუპადას - გახსენება, ბოლოს კი ლექცია - ესაა მათი წმიდა წერილის „შრიმად-ბჰაგავატამის“ კითხვა-კომენტირება. პრასადს (წყალობას) ანუ უფალ კრიშნასადმი შეთავაზებულ საჭმელს მხოლოდ ამის შემდეგ მიირთმევენ. ეწევიან ვეგეტერიანულ ცხოვრებას, მაგრამ ჩაი, ყავა, ალკოჰოლი, თამბაქო აკრძალულია; დაგმობილია აზარტული თამაშობები; დაწესებულია სქესობრივი ცხოვრების მკაცრი რეგლამენტი; ატარებენ სპეციალურ სამოსელს; შუბლზე თიხის ხსნარით გამოისახავენ ნიშანს; იპარსავენ თმას (გარდა კოწოლისა), დააქვთ ნაჭრის პატარა აბგები.

მოძღვრება

„კრიშნას ცნობიერება“ დაფუძნებულია ვედურ ლიტერატურაზე, ძირითადად კი - „ბჰაგავატგიტაზე“. სვამი პრაბჰუპადას თქმით, რადგან „არ არსებობს განსხვავება კრიშნასა და მის სიტყვებს შორის, „ბჰაგავატგიტა“ ისეთივე თაყვანისცემას იმსახურებს, როგორსაც თავად უფალი კრიშნა, რამეთუ ორივე აბსოლუტურია“.

შრილა პირაბჰუპადა თვლიდა, რომ მისი მოძღვრება და რელიგიური სისტემა უზენაესი უფლის კრიშნას ინკარნაციას - ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ეფუძნება. ჩაიტანია XV ს-ში ცხოვრობდა, ქადაგებდა ბენგალიაში. მას ლიტერატურული მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, მაგრამ უფლებამოსილებით აღჭურვა მოწაფეები, ჩაეწერათ მოძღვრება, რომელიც მან სიტყვიერად ჩამოაყალიბა.

ჩაიტანიასა და პრაბჰუპადას მიმდევრებს სწამთ:

კრიშნა უზენაესი პიროვნებაა; თავდაპირველი უფალი, მიზეზთა მიზეზი. ყველაფერი მას ეკუთვნის და ემორჩილება; ყველა ნახევარღმერთი - ბრაჰმა, შივა, ჩანდრა, ვარუნა და სხვა - მისი მსახურები არიან. კრიშნა ზესულის სახით ყოველი ცოცხალი არსების გულში იმყოფება. მისი ცნობიერება თვლემს ნებისმიერი ადამიანის გულსა და გონებაში. კაცის მიზანია მოიძიოს, გამოაფხიზლოს და ააღორძინოს ეს ცნობიერება. კრიშნა მატერიალური სამყაროს მიღმა, სულიერ სამყაროში, პლანეტა ვრიშნალოკაზე იმყოფება, მაგრამ ენერგიებით ყველგანაა. ცოცხალი არსებები მისი მარადიული მსახურები არიან, მაგრამ მასთან სხვადასხვა სახის ურთიერთობა აკავშირებთ: შეიძლება იყვნენ ნეიტრალურნი ან - მსახურები, მეგობრები, შეიძლება მისი მშობლის ან სატრფოს როლი დაეკისროთ. სიყვარული იმასაც კი ავიწყებინებს მათ, რომ კრიშნა ღმერთია. თავი რომ დავაღწიოთ სამსარას ანუ სიკვდილ-სიცოცხლის ბორბალს და სულიერ სამყაროში დავბრუნდეთ, უნდა მივენდოთ კრიშნას, გავხდეთ მისი მსახური. მაშინ მატერიალური ენერგია, გნებავთ - კარმის კანონი, ვეღარ მოახდენს სამსარაზე გავლენას და აღარ მოგვიწევს წუთისოფელში შემოსვლა.

მაჰამანტრა

ბჰაქტის ანუ ღვთაებრივი სიყვარულის აღზრდისა და განვითარების საუკეთესო საშუალებაა მაჰამანტრა, ე.ი. დიდი მანტრა. „მანტრა“ სანსკრიტზე ნიშნავს მარცვალს, სიტყვას, ფრაზას, „მაჰამანტრა“ - დიდ, ზებუნებრივ სიტყვას, რომელსაც მისტიკური და შთამაგონებელი ძალა აქვს. იქ, მინდობილთა რწმენით, არეკლილი და კოდირებულია აღნიშნული მოძღვრების სიღრმე. იგი მედიტაციის (სულიერი ჭვრეტის) საშუალებაა. მისი დახმარებით - ამ საგალობლის მარადის და „მოუკლებლად“ წართქმით - ინდივიდი მაღლდება წარმავალ სინამდვილეზე, აღწევს ექსტაზს და ნავარდობს წმიდა სულების სამფლობელოში ზეციურ პლანეტებს შორის.

მაჰამანტრას თავისუფლების ანუ, ძველი ქართულით, გახსნილების დიად საგალობელს უწოდებენ:

„ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა,
კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე,
ჰარე რამა, ჰარე რამა
რამა რამა, ჰარე ჰარე“.

„ჰარე“ ნიშნავს უფლის ენერგიას, კრიშნა და რამა კი უფლის, ღმერთის სახელებია. მათი წარმოთქმით მლოცველი იმოსება ღვთის ენერგიით, რითაც, შეიძლება ითქვას, თრგუნავს მაიად (ილუზიად, არარაობად) წოდებულ სამყაროს და შინაგან „მე“-ს ამავე ენერგიის წყაროს აზიარებს. ეს წყარო კი ყველაზე ცხოვლად კაცთა წინაშე კრიშნასა და რამას სახით გაცხადდა. ამიტომაც ერთგულები ცხოვრებისა და შრომის ყოველ მონაკვეთზე წარმოთქვამენ მაჰამანტრას. ატარებენ კრიალოსნებს (ფსკვნილს), რომლის 108 კვანძი კრიშნას 108 შეყვარებულ მწყემს ქალს ასახიერებს. თითოეულ მძივთან იგალობება „მაჰამანტრა“. ამტკიცებენ, როდესაც პიროვნება ამგვარად ადიდებს ღვთაებრივ სახელს, თავისუფლდება ტკივილისაგან და განიცდის ექსტაზს ანუ აღტაცება-აღფრთოვანებას. ჩნდება ცეკვის მოთხოვნილება, ხშირად კი, თუ სათანადო პირობებია, - მარშის შესრულებისა ინსტრუმენტებით, სიმღერითა და როკვით ქუჩებსა და ბუნების წიაღში. ესაა კირტანა, სიტყვასიტყვით - გალობა. ამ რიტუალის საფუძველიაო, გვასწავლის პრაბჰუპადა, არჯუნას სიტყვები უზენაესი ბრაჰმანისადმი - კრიშნასადმი: „სამყაროს უხარია შენი სახელის მოსმენა და ყველა შენ შემოგნატრის!“

ქართველი კრიშნაიდები

საქართველოში „კრიშნას ცნობიერების“ ერთგულები პირველად სოხუმში გამოჩნდნენ. მათ იქ გასული საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს ჯგუფი შექმნეს. ინიციატორი და ორგანიზატორი გახლდათ ოთარ ნაჭყებია, რომელსაც ინიციაციის შემდეგ ამბარიშა დასი ეწოდა. მან საკუთარ სახლში კრიშნას ტაძარი გამართა და მოძღვრების აქტიურ ქადაგებას შეუდგა, მაგრამ მის და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ მალე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ისინი გაასამართლეს და დააპატიმრეს. ამიტომ აღნიშნული მოძრაობის ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა (თუმცა კრიშნას ერთგულები სოხუმში დღესაც იმავე სახლში ცხოვრობენ).

თბილისის ფილიალი - ვედური კულტურის ცენტრი, რომელიც 1986 წელს შეიქმნა, რეგისტრირებულია 1992 წლიდან. მას აქვს აშრამი (კელიები) ერთგულთათვის და ტაძარი - ძირითადი ღვთისმსახურებისათვის.

თბილისის აშრაში გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის კრიშნაიდთა თემის დახმარებით დაფუძნდა და აშენდა. რეგისტრირებულია „ვედური კულტურის ცენტრის“ სახელით. ამჟამად მისი პრეზიდენტია ანთიმოზ ნაცვლიშვილი, ინიციაციისეული სახელდებით ბჰაქტი ბაჰუშანა დასი, რაც ასე ითარგმნება: ერთგული მსახურების სამკაული.

ეს ორგანიზაცია ყველაზე მრავალრიცხოვანი 90-იანი წლების პირველ ნახევარში იყო (500 ერთგული). ისინი მაშინ, რელიგიურ და საგამომცემლო-ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად აქტიურ ქველმოქმედებასაც მისდევდნენ. ხსნიდნენ უფასო სასადილოებს. აფხაზ სეპარატისტებთან ომის დროს ფრონტის ხაზზე საკვები მიჰქონდათ.

პრეზიდენტი ბაჰუშანა დასი გვიამბობს: „ომისა და გაჭირვების წლებში რამდენიმე უფასო სასადილო გავხსენით: თბილისშიც და სხვაგანაც - სოხუმში და გროზნოში. მაშინ ბევრი დახმარება შემოდიოდა. შემდეგ ეს კავშირები შეწყდა. მართლმადიდებლებმაც შიგადაშიგ უარი თქვეს დახმარების მიღებაზე. სულხან-საბას (ყოფილი პუშკინის) უნივერსიტეტის რექტორმა, მაგალითად, მოულოდნელად ასეთი ულტიმატუმი წამოგვიყენა: ორი კვირის განმავლობაში დახურეთ სასადილოო. ჩვენ იგი მეორე დღესვე დავხურეთ. მას გაუკვირდა: ეგონა, ჩვენ რაღაც სხვა, მერკანტილური, მიზნები გვამოძრავებდა. იძულებული გავხდით, ეს ყველაფერი ჩუმად გვეკეთებინა, რაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა: სიკეთე ასეთი შიშის ქვეშ (ვაიმე, ამისათვის არავინ დამსაჯოსო) რატომ უნდა აკეთო? ისე ჩანს, რომ ქველმოქმედების უფლება მარტო მართლმადიდებლებს აქვთ. ისეთი ვითარებაა, რომ ვისაც სიკეთეს უკეთებ, ისე გიყურებს, თითქოს იმისი მტერი ხარ“.

ამჟამად საქართველოს მოქალაქე კრიშნაიდების რიცხვი 200-ს არ აღემატება.

9 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

▲ზევით დაბრუნება


სამართალი

შამაევი და 12 სხვა პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ

მასალა მოამზადა ნონა კალანდაძემ

0x01 graphic

2002 წლის 4 ოქტომბერს აბდულვაჰაბ შამაევი, რიზვან ვისიტოვი, ჰუსეინ აზიევი, ალდან ადაევი და ჰუსეინ ხაჯიევი საქართველოდან რუსეთში იქნენ ექსტრადირებული, ხოლო იმავე წლის 17 და 18 ოქტომბერს ისინი წინასწარი გამოძიების იზოლატორში მოათავსეს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში, სტავროპოლის მხარის ერთ-ერთ ქალაქში მდებარეობს. მათი პატიმრობის ადგილი უცნობი რჩება.

რაც შეეხება არაექსტრადირებულ პირებს, მ. მარგოშვილი გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ 2003 წლის 8 აპრილიდან თავისუფალია, გელოგაევი გათავისუფლებული იქნა 2004 წლის 6 თებერვლის სასამართლოს განჩინებით, ხანჩიკაევი, ისაევი, მაგომადოვი და კუშტანაშვილი 2005 წლის 5 და 6 იანვარს და 18 თებერვალს გათავისუფლდნენ. ხაჩიევი და ბაიმურზაევი რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა 2004 წლის 19 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ისინი თბილისიდან გაუჩინარდნენ 2004 წლის 16 და 17 თებერვალს. ამჟამად ორივენი ესენტუკის საპატიმროში უნდა იყვნენ.

2002 წლის 3 და 5 აგვისტოს აღნიშნულმა პირებმა გადმოკვეთეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი გირევის საკონტროლო პოსტის მახლობლად. ზოგიერთი მათგანი დაჭრილი იყო და თან ავტომატები და ყუმბარები ჰქონდათ. ქართველი საზღვრის დამცავებისგან დახმარების მიღების შემდეგ მათ ნებაყოფლობით ჩააბარეს იარაღი. მიღებულ იქნა საზღვრის დამრღვევთა პირადობის დასადგენად საჭირო ზომები - მათი ვინაობა დადგინდა.

შემდეგ ისინი გადაიყვანეს თბილისის ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდათ ოპერაცია.

2002 წლის 5 აგვისტოს ტეპზაევის (მარგოშვილი), ვისიტოვის, ბაისაროვის (კუშტანაშვილი), აზიევის, შამაევის, ხაჯიევისა და ისიევის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და საბაჟო წესების დარღვევის, იარაღის შემოტანის, იარაღის უკანონო ტარების, შენახვისა და გადატანის, საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით მათ სამი თვით წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ. ამის შემდეგ დააპატიმრეს ხანოევი, ბაიმურზაევი, ხაჩიევი, უსმანოვი, მირზოევი და ადაევი.

2002 წლის 6 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი თბილისში ჩამოვიდა და აღნიშნულ პირთა ექსტრადიცია მოითხოვა, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტების არასაკმარისობის გამო მას ამაზე უარი ეთქვა. ამასთან, ქართული მხარის აზრით, ექსტრადიციის შემთხვევაში პატიმართა მიმართ სათანადო მოპყრობისა და მათი უფლებების დაცვის გარანტიები არ არსებობდა.

2002 წლის სექტემბერში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს მიაწოდეს მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები: დადგენილება ჩეჩნეთში მოქმედი ფედერალური გენერალური პროკურატურის სამსახურის მიერ თითოეული პირის საქმის განხილვის თაობაზე, მათ მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შეტყობინება, სასამართლო დადგენილების დამოწმებული ასლები, რუსეთში მათ წინააღმდეგ აღძრული საქმის ამონაწერები, ფოტოსურათები, პასპორტის ასლები და სხვ.

დაკავებულებს რუსეთში ბრალად ედებოდათ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ორგანოების მუშაკებზე ფიზიკური ძალადობა, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზება და ამ ფორმირებებში მონაწილეობა, იარაღით ვაჭრობა, რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთა. გენერალურმა პროკურატურამ რუსული მხარისაგან მოითხოვა გარანტიები, რომ დაკავებულები სიკვდილით არ დაისჯებოდნენ. რუსეთის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს პიროვნებები სიკვდილით არ დაისჯებოდნენ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის არსებობის გამო, რომელიც რუსეთში ძალაშია 1996 წლიდან. მოგვიანებით, ბრალდებები ხელახლა განისაზღვრა და გაფართოვდა. ისინი ტერორიზმსა და ბანდიტიზმშიც დაადანაშაულეს.

2002 წლის 4 ოქტომბერს თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა 5 მოსარჩელის გადაცემა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებისთვის. ესენი იყვნენ ხაჯიევი, ვისიტოვი, შამაევი, ადაევი, ხოლო აზიევი ტელევიზიით გაშვებულ არც ერთ სიუჟეტში არ ჩანს.

ამის შემდეგ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მადლობის წერილი გამოუგზავნა ქართულ მხარეს და აცნობა, რომ დაკავებულებს ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება, უზრუნველყოფილ იქნენ იურიდიული დახმარებით და გამოძიებაც კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა.

2002 წლის 28 ოქტომბერს რუსულმა მხარემ მოითხოვა გელოგაევის, ბაიმურზაევის, ხაჩიევისა და მირზოევის ექსტრადიცია. საპასუხო წერილში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნა, რომ თბილისში პატიმრობაში მყოფი რვა პირის მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი დაკავების დადგენილებაში მოხსენიებული გვარები არ შეესაბამებოდნენ მათ რეალურ გვარებს და საჭირო იყო მათი ვინაობის დადგენა.

მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ბაიმურზაევს, მირზოევს და ხაჩიევს შესაბამისად ერქვათ მავლადინოვიჩი, გელოგაევი და ელიხაჯიევი და ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა მათ ექსტრადიციაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავებულებმა სასამართლოში გაასაჩივრეს და ექსტრადიციის გაუქმება მოითხოვეს, თუმცა ამაზე უარი ეთქვათ. სასამართლომ კანონიერად ჩათვალა ხაჩიევისა და გელოგაევის ექსტრადიცია. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით ხაჩიევის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა, ამიტომ მისი ექსტრადიციის შეჩერება და დამატებითი ძიებისთვის მისი საქმის გენერალური პროკურატურისთვის გადაგზავნა გადაწყვიტა.

ევროპული სასამართლოს შეფასება

შამაევმა და სხვა პატიმრებმაც მიმართეს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს. მათი განმარტებით, დაირღვა აზიევის სიცოცხლის უფლება. მათ მიაჩნდათ, რომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომად გენლებმა ექსტრადირებული მოსარჩელეები რუსეთში სასიკვდილო განაჩენის გამოტანის, გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის და ცუდი მოპყრობის რისკის წინაშე დააყენეს. რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის შემთხვევაში სხვა მოსარჩელეებიც იმავე ბედს გაიზიარებდნენ.

კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად:

„1. ადამიანის უფლება სიცოცხლეზე დაცული იქნება კანონის მიერ. არავის სიცოცხლე არ შეიძლება იყოს განზრახ ხელყოფილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება პიროვნების დამნაშავედ აღიარების შემდეგ და როცა ასეთ სასჯელს ითვალისწინებს კანონი.

2. სიცოცხლის წართმევა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგო ქმედებად, თუ იგი წარმოადგენს ძალის გამოყენების შედეგს, რომელიც არ სცილდება საჭიროების ფარგლებს:

a. ნებისმიერი პიროვნების უკანონო ხელყოფისგან დასაცავად;

b. რათა მოხდეს კანონიერი დაპატიმრება ან აღიკვეთოს კანონიერად დაკავებული პირის გაქცევა;

c. ამბოხებისა და ჯანყის ჩასახშობად კანონიერად მიღებული ზომების დროს“.

კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად:

„არავინ შეიძლება გახდეს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლი“.

მოსარჩელეთა წარმომადგენლების მიხედვით, აზიევი გარდაიცვალა საქართველოში ან რუსეთში მისი ექსტრადიციის დროს. ისინი ძირითადად იმ მტკიცებებს ეყრდნობოდნე, რომლებიც მათ თბილისში ჩატარებული სასამართლო პროცესის დროს მოისმინეს, და კიდევ - „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრის“ განცხადებას. მათ ისიც საეჭვოდ მიაჩნდათ, რომ აზიევი არ ჩანდა ვიდეოჩანაწერში, რომელიც თბილისის აეროპორტშია შესრულებული მოსარჩელეების რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის მომენტში.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფდა ამ მოსაზრებას და ამტკიცებდა, რომ აზიევი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. მან წარმოადგინა აზიევის სურათები მისი ექსტრადიციის შემდეგ, რომლებსაც თან ერთვოდა სამედიცინო დასკვნები. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების მტკიცებას იზიარებდა.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, აზიევის უფლებები არ დარღვეულა.

განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ „ჯანმრთელნი“ რუსეთში ჩასვლისას და რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ 2002 წლის 14 ნოემბერს წარმოდგენილ სამედიცინო დასკვნებში არაფერი იყო ნათქვამი იმ ჭრილობების შესახებ, რომლებიც 2002 წლის 3 და 4 ოქტომბერს ქართული სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევამ გამოიწვია. გარდა ამისა, განმცხადებელთა აზრით, შეუძლებელი იყო ქართულ მხარეს არ სცოდნოდა, რომ რუსების მოპყრობა დაკავებული ჩეჩნების მიმართ სასტიკი იქნებოდა.

ქართულმა მხარემ ის დოკუმენტები და გარანტიები მოიშველია, რაც რუსეთის მხრიდან იყო გაცემული ექსტრადირებულების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით.

თუმცა, ევროპული სასამართლოს შეფასებით, ეს საკმარისი არ იყო და შესაბამისად საქართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას.

განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ისინი ოფიციალურად არასდროს ყოფილან დაკავებულები მათი ექსტრადიციის მიზნით, და მათ პატიმრობაში აყვანას შეიძლებოდა პატიმრობის შენიღბული ფორმის სახე მისცემოდა, რაც იკრძალება კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით.

კონვენციის მე-5 მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილების თანახმად:

„1. ყველას აქვს პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. არავის წაერთმევა თავისუფლება ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა და ეს მოხდება კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად:

გ. პიროვნების კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება განხორციელებული იმ მიზნით, რომ მოხდეს მისი წარდგენა უფლებამოსილი კანონიერი ხელისუფლების წინაშე, მის მიერ დანაშაულის ჩადენის კანონზომიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში ან როდესაც დაპატიმრება ან დაკავება კანონზომიერად აუცილებლად განიხილება მის მიერ დანაშაულის ჩადენის ან შემდგომი მისი გაქცევის თავიდან აცილებისთვის;

დ. პიროვნების კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება მის მიერ ქვეყანაში უკანონოდ შესვლის აღკვეთისთვის ან იმ პიროვნების დაპატიმრება ან დაკავება, რომლის წინააღმდეგ ხორციელდება ღონისძიებები მისი დეპორტაციის ან გადაცემისთვის.

2. ყველა დაპატიმრებულს მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ აცნობებენ მისი დაპატიმრების მიზეზებსა და მის წინააღმდეგ აღძრულ ბრალდებებს.

4. დაპატიმრებით ან დაკავებით თავისუფლებააღკვეთილ ყველა პირს უფლება მიეცემა განახორციელოს ქმედებანი, რომლითაც მისი დაკავების კანონზომიერება სწრაფად გადაწყდება სასამართლოს მიერ და გათავისუფლდება, თუ მისი დაკავება არ არის კანონიერი“.

საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, მოსარჩელეების პატიმრობის პირობები შეესაბამებოდა კონვენციის მე-5 მუხლის პირველ ნაწილის „ვ“ მოთხოვნებს, რადგან ისინი გაფრთხილებული იყვნენ მათი ექსტრადიციის პროცედურასთან დაკავშირებით.

სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეთა პატიმრობა ყოველთვის შეესაბამებოდა იმ გამონაკლისებს, რომლებსაც ითვალისწინებს კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები, და არ იყო უკანონო. ამდენად, კონვენციის აღნიშნული მუხლის დარღვევას იმ საკითხში, რომელიც ეხება მოსარჩელეთა სადავო პატიმრობას, საქართველოში ადგილი არ ჰქონია, მაგრამ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტები.

მოსარჩელეთა წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მათ აეროპორტში გაყვანამდე შეიტყვეს ექსტრადიციის შესახებ.

ექსტრადიციის გადაწყვეტილების შეტყობინების არარსებობის გამო მათ არ ჰქონდათ საშუალება სასამართლოსთვის მიემართათ.

კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად:

„ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, ექნება ეფექტური ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნას იმ პირების მიერ, რომლებიც სარგებლობდნენ ოფიციალური უფლებამოსილებით“.

სასამართლოს შეფასებით, 2002 წლის 4 ოქტომბერს ექსტრადირებულ ხუთ მოსარჩელესთან დაკავშირებით უგულებელყოფილი იქნა კონვენციის მე-13 მუხლი. ამასთან, საქართველომ დაარღვია თავისი ვალდებულებები, რაც მას აკისრია კონვენციის 34-ე მუხლის მიხედვით. აღნიშნული მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს ხელი არ შეუშალოს პიროვნებას სასამართლოში სარჩელის შეტანისა და თავისი საქმის ეფექტურად დაცვის უფლების გამოყენებაში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული ვალდებულება დაირღვა რუსეთის ხელისუფლების მხრიდანაც, რადგან მათ მიერ მიღებულმა ზომებმა ხელი შეუშალა შამაევის, აზიევის, ვისიტოვის, ხაჯიევის, ადაევის, ბაიმურზაევისა და ხაჩიევის სარჩელის უფლების გამოყენების ეფექტურობას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საგამოძიებო მისიის შესრულებისთვის დაბრკოლების შექმნის დროს და რუსეთში პატიმრობაში მყოფ მოსარჩელეებთან დაშვებაზე უარის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ მიუღებელი ფორმით ხელი შეუშალა ამ ფაქტების დადგენას. აქედან გამომდინარე, მათ არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობენ კონვენციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუკი სასამართლო გამოაცხადებს, რომ განაცხადი მიღებულია, იგი შეუდგება საქმის განხილვას მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად, და, თუ საჭირო იქნება, ჩაატარებს გამოძიებას, რომლის ეფექტური განხორციელებისთვის შესაბამისი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ყველა აუცილებელი საშუალების გამოყენებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ თერთმეტი მოსარჩელე გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხუთი მათგანის ექსტრადიციის მცდელობისას, და ყველა მოსარჩელის უფლება, რომელიც გარანტირებულია მე-5 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტებით, დარღვეულ იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მოსარჩელეთ მიადგათ მორალური ზარალი. შესაბამისად, შამაევს, აზიევს, ხაჯიევს და ვისიტოვს, რომლებიც ექსტრადირებული იქნენ, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად გამოეყოთ 8000 ევრო; ადაევს - 6000 ევრო; ისაევს, კუშტანაშვილს, ხაჩუკაევს, მაგომადოვს, გელოგაევს, ხაჩიევს და ბაიმურზაევს - 4000 ევრო; მარგოშვილს - 2500 ევრო; შამაევს, აზიევს, ხაჯიევს და ვისიტოვს, რომლებიც ექსტრადირებული იყვნენ, - 3000 ევრო მორალური ზარალისათვის, რაც საქართველოს მიერ 34-ე მუხლის დარღვევის შედეგია, ხოლო რუსეთის მიერ აღნიშნული მუხლის დარღვევის გამო - 6000 ევრო. ამასთან, მოსარჩელეებს აუნაზღაურდებოდათ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები.

10 ტუბერკულოზი

▲ზევით დაბრუნება


Stigma-free

ნინო რჩეულიშვილი

შეტევა დამეწყო... ექიმები გვერდზე გადგნენ და მიყურებდნენ...

17 წლის გოგონა, საქართველო

ტუბერკულოზი წარმოადგენს ინფექციურ დაავადებას, რომელსაც მსოფლიოში გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული სტიგმის მიხედვით დღეისთვის მხოლოდ აივ/შიდსი უწევს კონკურენციას. ტუბერკულოზით მსოფლიოში ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი კვდება. ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა 2 მილიარდს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედი ტუბერკულოზის მიკობაქტერიის მატარებელია.

როგორც კი ორგანიზმის დამცველობითი ძალები შესუსტდება, მიძინებული ბაქტერიები იღვიძებენ და გამრავლებას იწყებენ. მათ შეიძლება დააავადონ ნებისმიერი ორგანო, თუმცა ყველაზე ხშირი (80-85%25) ფილტვის ტუბერკულოზია. ფილტვის ტუბერკულოზის ე.წ. ღია ფორმით დაავადებული ადამიანი იქცევა „ინფექციის რეზერვუარად“ და ჰაერში მიკობაქტერიებს გამოყოფს. როდესაც ბაქტერიები ჭარბად გამოიყოფა, დაავადებულთან ინტენსიურ კონტაქტში მყოფი პირებიც ინფიცირდებიან.

მეოცე საუკუნემდე ტუბერკულოზი პრაქტიკულად განუკურნებელი იყო.

ვუმკურნალოთ თუ დავსაჯოთ?

ტუბერკულოზით დაავადებულებს საუკუნეების წინაც „არ სწყალობდნენ“. ბაბილონის მეფის, ხამურაბის, კოდექსის თანახმად (ჩვ.წ.აღ.-მდე II ათასწლეული), ქმარს უფლება ენიჭებოდა გაყროდა ცოლს, თუკი ის ფილტვების ტუბერკულოზით დაავადდებოდა. სხვა კოდექსები კიდევ უფრო მკაცრი იყო - აკრძალული იყო ქორწინება იმ ადამიანთან, ვისი ოჯახის წევრიც ტუბერკულოზით იყო დაავადებული.

უკვე ჩვენს დროში დაავადებულებს სპეციალურ სანატორიუმებში ათავსებდნენ, რომლებიც საავადმყოფოზე მეტად ციხის იზოლატორებს ჰგავდა, მათ ტანსაცმელსა და პირად ნივთებს კი წვავდნენ. დაავადებულთა ოჯახის წევრებზე არ ქორწინდებოდნენ - ტუბერკულოზი გენეტიკური დაავადება ეგონათ და ფიქრობდნენ მემკვიდრეობით გადადისო.

დღესდღეობით ასე აღარ ხდება. მედიცინა განვითარდა - ტუბერკულოზის გამომწვევი მიზეზები ცნობილი გახდა, მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდები კი თანდათან იხვეწება. ის უკვე განკურნებადია, თუკი დაავადებული სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხავს.

1995 წლიდან საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამა მოქმედებს, რომელიც ამ დაავადების კონტროლის საერთაშორისოდ მიღებულ პრინციპებს - ე.წ. Dots-სტრატეგიას ეფუძნება. პროფ. ნანა ქირია, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, აღნიშნავს, რომ ამ სტრატეგიის რეალიზაციის შედეგად შესაძლებელი გახდა ტუბერკულოზური ინფექციის მართვა და დაავადებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. „მკურნალობის კურსი ორ ეტაპს მოიცავს და საშუალოდ 6-9 თვეს გრძელდება. ფილტვის ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებულს საწყის ეტაპზე უტარდება ქიმიოთერაპია სპეციალიზებულ ტუბ-სტაციონარში მანამ, სანამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და გადამდებლობის თვალსაზრისით საშიში აღარ იქნება, შემდეგ კი მკურნალობა უგრძელდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამბულატორიულ რეჟიმში (ტუბსაწინააღმდეგო დისპანსერში ან ტუბკაბინეტში). ფილტვის ტუბერკულოზის მცირე ფორმებით დაავადებულ პაციენტებს კი, რომელთაც ბაქტერიაგამოყოფა არ აღენიშნებათ, შეიძლება მკურნალობის მთელი კურსი მხოლოდ ამბულატორიულ რეჟიმში ჩაუტარდეს“.

0x01 graphic

თუმცა, დაავადებათა რიცხვი კვლავაც საკმაოდ სოლიდურია: ყოველწლიურად ტუბერკულოზის 6 ათასი შემთხვევა რეგისტრირდება. მკურნალობის პროცესი ხშირად დროულად არ იწყება და სერიოზული შეფერხებებით მიმდინარეობს. „ტუბერკულოზი ძალიან ვერაგი დაავადებაა. ვერაგია ორი პარამეტრით. პირველი: არა აქვს ისეთი სპეციფიკური სიმპტომი, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტს აქვს ტუბერკულოზი. ხველა, პერიოდულად სხეულის ტემპერატურის მომატება 37-მდე, უმადობა, ოფლიანობა, - ეს ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებასაც ახასიათებს....“ თუმცა, ზოგჯერ ავადმყოფებს სისხლიანი ხველა აღენიშნებათ, რომელიც ყველაზე კარგი „სიმპტომია“, ვინაიდან, როცა პაციენტი სისხლს ხედავს, შეშინებული მაშინვე ექიმთან მიდის. და მეორე: მედიკამენტების მიმართ მგრძნობიარობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებიდან 10, მაქსიმუმ 30 დღეში პაციენტი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს, მას არაფერი აღარ აწუხებს და ხშირად ნაადრევად წყვეტს მკურნალობას. ამიტომ ექიმმა უნდა აუხსნას პაციენტს, რომ ეს სუბიექტური განცდაა და განკურნებას არ ნიშნავს. დაავადებულთა შორის 30-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები (ძირითადად მამაკაცები) ჭარბობენ. ანუ ესენი შრომისუნარიანი ადამიანები არიან, ხშირ შემთხვევაში ოჯახის ერთადერთი მარჩენალნი. ამიტომაცაა, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება მალე დაასრულონ მკურნალობა“.

სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად უგულებელყოფენ ექიმების რჩევებს და მკურნალობას წყვეტენ, თუმცა მალე იძულებულნი ხდებიან უფრო გართულებული მდგომარეობით დაუბრუნდნენ სამკურნალო დაწესებულებას. „თუ დაწყებულ მკურნალობას ერთხელ შეწყვეტ, მეორეჯერ დაიწყებ და შეწყვეტ, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია თანდათანობით ეგუება მედიკამენტს - ვითარდება წამლებისადმი მდგრადი, ე.წ. რეზისტენტული ტუბერკულოზი, რომლის მკურნალობა ძალიან პრობლემურია და ნაკლებად ეფექტური“.

ტუბერკულოზით დაავადებულთა დაგვიანებით გამოვლენა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების წარმოქმნა ხშირად უკავშირდება სტიგმის არსებობას. „არის შემთხვევები, როცა ჩვენთან მოდის ავადმყოფი, რომელსაც შორს წასული პროცესი აქვს - უკვე აშკარაა, რომ ეს არ არის ერთი და ორი კვირის წინ დაავადებული ადამიანი. ხშირად, ზუსტად სტიგმის გამო, პაციენტს არ უნდა ტუბდაწესებულებაში მისვლა, ნაცნობმა რომ არ დაინახოს, და მკურნალობს კერძო ექიმთან, არასპეციალისტთან. ექიმების უმრავლესობამ იცის, რომ გარკვეული პრეპარატები არსებობს ტუბერკულოზის სამკურნალოდ... ხან ორ, ხან სამ პრეპარატს უნიშნავს...

მაგრამ არასპეციალისტი ვერ შეძლებს, რომ მედიცინის ყველა დარგში არსებულ სიახლეს გაეცნოს... არის მკურნალობის, ერთი შეხედვით, თითქოსდა უმნიშვნელო ნიუანსები, რომელთა არცოდნაც პაციენტისათვის საბოლოო ჯამში შეიძლება სავალალოდ დამთავრდეს“.

სტიგმის დასაძლევად, პირველ რიგში, იმ ცრურწმენებს უნდა ვებრძოლოთ, რომლებიც საზოგადოებაში ტუბერკულოზის შესახებ არსებობს. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არანაირი საყოფაცხოვრებო ნივთიდან - არც თეფშიდან, არც ჭიქიდან - ტუბერკულოზი არ გადადის. ეს ძველი წარმოდგენაა... 20-30 წლის წინანდელ სახელმძღვანელოებში წაიკითხავთ, რომ ტუბერკულოზიანი ავადმყოფის მიერ ნახმარი ჭურჭლის გამოყენება საშიშია, უნდა ჩატარდეს დეზინფექცია ქლორიანი წყლით და ა.შ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ, მართალია, ტუბერკულოზის მიკობაქტერია გარემოში სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს, მაგრამ ის არ მრავლდება, და მაგიდიდან, თეთრეულიდან, სავარცხლიდან ადამიანზე არ გადადის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებული ქალის გაჩენილი ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელია, უბრალოდ, თუ იმ პერიოდში დედა ბაქტერიაგამომყოფია, ბავშვი უნდა მოარიდონ, რათა დედისგან ჰაერ-წვეთოვანი გზით არ დასნებოვანდეს“.

ზოგჯერ ოჯახის წევრები ტუბერკულოზით დაავადებულს საავადმყოფოში არ აწვენენ, რათა ეს ამბავი არ გახმაურდეს; ცალკე ჭურჭლიდან აჭმევენ, მაგრამ არ ანიავებენ იმ ოთახს, რომელშიც ერთად იმყოფებიან, იმიტომ, რომ ეშინიათ, ავადმყოფს არ შესცივდეს. არადა ასეთ პირობებში ბაქტერიაგამომყოფ ავადმყოფთან ხანგრძლივი ურთიერთობა ბევრად უფრო სარისკოა, ვიდრე საერთო საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობა. ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდათ ტუბდისპანსერში დაინახოს ვინმემ. „იყო შემთხვევა, როცა ექიმს სტუდენტი შვილი ჰყავდა ავად და დამიმალა, რომ მის მეუღლეს რეზისტენტული ტუბერკულოზი ჰქონია. თურმე იმიტომ დამიმალა, რომ ჩემი ერთი კოლეგის თანაჯგუფელია და არ უნდოდა იმას გაეგო... თავიდანვე თუ გვეცოდინებოდა, რომ ბავშვს რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ მამასთან ჰქონდა კონტაქტი, ანუ, თუ გვეცოდინებოდა, რომ დიდი იყო ალბათობა ისიც რეზისტენტული ტუბერკულოზით ყოფილიყო დაავადებული, მკურნალობის სხვა ტაქტიკას მივმართავდით... ზოგჯერ მაშინაც მალავენ ამ ამბავს, როცა შვილის სიცოცხლე სასწორზე დევს, რაც დაბალი სამედიცინო კულტურის ბრალია; სამწუხაროდ, ეს ექიმებსაც ეხება...“

ცნობილია, რომ ბავშვების ტუბერკულოზი პრაქტიკულად არაა გადამდები, რადგან ბავშვები ჭარბად არ გამოყოფენ მიკობაქტერიებს. თუმცა ეს ბევრი ექიმისთვისაც კი არ არის ცნობილი. წარსულში ტუბერკულოზით დაავადებული 17 წლის გოგონა იხსენებს, თუ როგორ მიიღეს ერთ-ერთ სამკურნალო დაწესებულებაში (სახელწოდების დასახელებისგან თავს ვიკავებთ). „მიმიყვანეს 11 საათზე და 7 საათამდე დამათრევდნენ, არ დამაწვინეს... 7 საათამდე 39 გრადუსიანი სიცხით ფეხზე ვიყავი, უჭმელი. მომცეს ნიღაბი და გამაფრთხილეს, გარეთ უამისოდ არ გამოხვიდეო... ალბათ ეშინოდათ, რომ გადაედებოდათ... ტომოგრაფიაზე რომ შემიყვანეს და ცივ ტახტზე დავწექი, შეტევა დამეწყო, ხველება ამიტყდა. მაშინ დედაჩემი ჩემი ნივთების მოსატანად იყო წასული. დედაჩემის მეგობარი იყო ჩემთან. ექიმები გვერდზე გადგნენ და მიყურებდნენ. ახლოს არ მოვიდნენ. დედაჩემის მეგობარი მოვარდა და ყვიროდა, ბამბა მაინც მომეცით, რომ სისხლი მოვწმინდოო“.

საბედნიეროდ, კოშმარი მხოლოდ სამ დღეს გაგრძელდა. „იქიდან ხუდადოვზე გადამიყვანეს. ნიღბით მიმიყვანეს და ყველა ისე მიყურებდა, ეს ვინ არისო... მერე ისე ვიკითხე, შეიძლება მოვიხსნამეთქი, და - შეიძლება კი არა, დროზე მოიხსენიო (იცინის). და მერე შემიყვანეს ძალიან საყვარელ პალატაში... იმის მერე ნიღაბი აღარ გამიკეთებია... ექსკურსიებზე დავყავდით, მთავარი ექიმი კალათბურთს გვეთამაშებოდა... ძალიან კარგი ხალხი იყო...“

მერე რა, რომ მქონდა?!

„არ გეუბნებიან არაფერს, მაგრამ ატყობ, რომ არ სიამოვნებთ შენთან ურთიერთობა... ზოგი საერთოდ აღარ მელაპარაკებოდა, მათ შორის ახლო მეგობრებიც, კლასელები...“

ასეთი რეაქციის შიშით ყოფილი პაციენტების უმრავლესობა არ ამჟღავნებს, რომ წარსულში ტუბერკულოზი აქვს გადატანილი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა სტიგმის მოსახსნელად. „ვაპირებდით სტიგმის შესამცირებლად ასეთი პროექტი განგვეხორციელებინა: არის ძალიან ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი (მათი დასახელების უფლება არა მაქვს), რომლებიც ტუბერკულოზით იყვნენ ავად და განიკურნენ. ჩვენ გვინდოდა, რომ ამ ადამიანების მაგალითი მისაბაძი ყოფილიყო სხვებისთვის. მაგრამ როგორ ფიქრობთ? ზოგიერთმა გვითხრა, მე ჩემი ცოლისთვისაც კი არ მითქვამს ჯერ, ავად რომ ვიყავიო, ამიტომ ამისი აფიშირება არ მინდაო. ფაქტობრივად ყველამ უარი გვითხრა“. თუმცა ქალბატონი ნანა იმასაც აღნიშნავს, რომ გამონაკლისებიც არის. „არსებობენ ისეთებიც, ვინც დაგვთანხმდნენ. ზოგიერთი მათგანი პარლამენტშია და ამბობს, რომ ავად იყო და ოპერაციაც კი გაიკეთა, ახლა კი ჯანმრთელია“.

გოგონა, რომელიც 4 წლის წინ განიკურნა, არასოდეს არ ცდილობდა თავისი ამბის დამალვას, ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად. „როცა რაღაცას ვყვები, მივაყოლებ ხოლმე, რომ მქონდა... მაგრამ მერე რა, რომ მქონდა?! როცა ადამიანი შეგნებულია და ნორმალურად აზროვნებს... და ვეუბნები, რომ ვიმკურნალე და კარგად ვარ, რატომღა უნდა უფრთხოდეს ჩემთან ურთიერთობას?!“.

გულწრფელობას ჩინებული შედეგი მოსდევს. დღესდღეობით ამ გოგონას აღარ ექმნება პრობლემები, ის ახერხებს თავისი ახალი მეგობრები დაარწმუნოს, რომ მასთან ურთიერთობა არავისთვის საშიში აღარ არის. ერთ-ერთ მათგანს გავესაუბრეთ. „შოკივით იმოქმედა ჩემზე, როცა თქვა, ადრე ტუბერკულოზი მქონდაო. ისე ახსენა... რაღაცაზე ვლაპარაკობდით... ტუბერკულოზზე საშინელი წარმოდგენა მქონდა, ვიცოდი, რომ ძალიან მძიმე დაავადებაა და ჰაერით ადვილად გადადის. მან კი მითხრა, ახლა საშიში აღარ ვარო, და შემომხედა. მეც რა? გავუღიმე და საუბარი გავაგრძელეთ... მერე ერთხელ ჩემს ერთ ნაცნობს ტუბერკულოზზე ველაპარაკებოდი. მიმტკიცებდა, ნამდვილად ვიცი, ექიმებისგან გამიგია, რომ ტუბერკულოზი ბოლომდე არასოდეს იკურნებაო, ყოველთვის შეიძლება გაიღვიძოსო. ცოტა კი შევფიქრიანდი მაშინ, მაგრამ თან ვფიქრობდი, იმან ხომ მითხრა, საშიში არაფერიაო, მეგობარი ხომ არ მომატყუებდა-მეთქი? ჰოდა, რა ვიცი... მეგობართან ერთიერთობას ამის გამო ხომ არ შევწყვეტდი! ისე, მერე სწორედ ექიმებისგან შევიტყვე, რომ ტუბერკულოზი მართლა მთლიანად განკურნებადი ყოფილა. გამიხარდა, რომ ვენდე მეგობარს და არ გავწბილდი“.

იქნებ ესაა პასუხი კითხვაზე - რა მოხსნის სტიგმას? ანუ - ნდობა მოხსნის და - ელემენტარული სამედიცინო განათლება. სამწუხაროდ, დღეს ორივე გვაკლია.

11 შემწყნარელობა წარმატებისათვის

▲ზევით დაბრუნება


pro-აქცია

მერაბ ბასილაია, ფონდ ALPE-ის პროგრამების დირექტორი

„განათლება შემწყნარებლობისათვის“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ევროკავშირის გრანტით ფონდი ALPE ახორციელებს.

0x01 graphic

საუკუნეების მანძილზე საქართველოში მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ გარემოში თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება დაგროვდა და მართლაც უნიკალურ ცხოვრების წესად დამკვიდრდა. მაგრამ ცხოვრების ეს წესი უფრო ყოფითი გამოცდილებაა. საქართველოში ჯერჯერობით არ არის სრულფასოვანი მრავალეთნიკური თანაცხოვრებისათვის საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება. პოლიტიკური გამოუცდელობა დამახასიათებელია როგორც ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმრავლესობისათვის, ასევე ეთნიკურ/რელიგიურ უმცირესობებისთვისაც. აქედან გამომდინარეობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დამკვიდრებული ცხოვრების ანკლავური წესი, ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებისადმი გაუცხოება და, როგორც შედეგი, მოქალაქეთა დიდი ჯგუფების ურთიერთსტერეოტიპიზაცია ეთნიკური და რელიგიური ნიშნით. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სტერეოტიპიზაცია თავს იჩენს არამარტო უმცირესობა-უმრავლესობის ურთიერთობაში, არამედ თავად უმცირესობების დამოკიდებულებაშიც ერთმანეთის მიმართ. სტერეოტიპიზაცია, უსაფუძვლო იქნება ის თუ საფუძვლიანი, საბოლოო ჯამში უმართებულოა. თუ უმცირესობები ანკლავური ცხოვრების წესით ცხოვრობენ, უმრავლესობაც ანკლავურად აზროვნებს და, შესაბამისად, ასევე ცხოვრობს. პრობლემები, რომლებიც ამ ნიადაგზე პერიოდულად წარმოიშობა, საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია უკლებლივ ყველასათვის.

რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობათა დინამიკაში ქვეყანაში მცხოვრებ უმრავლესობას ეკისრება, რადგან ისევ და ისევ უმრავლესობა განსაზღვრავს ამ ურთიერთობათა ხასიათს. როდესაც მრავალეთნიკური თანაცხოვრების პოლიტიკურ გამოცდილებაზე ვსაუბრობ, შემწყნარებლობის ის არსი მაქვს მხედველობაში, რომელსაც ამ ცნებაში დასავლური ცილივილიზაცია გულისხმობს და რასაც სამოქალაქო საზოგადოების პრინციპები ეფუძნება. ნორმალური თანაცხოვრება კი მრავალეთნიკურ საზოგადოებაში მთლიანად განათლების, როგორც აკადემიური, ისე სამოქალაქო განათლების, სწორად და ეფექტიანად ორგანიზებაზეა დამოკიდებული.

ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ საქართველოს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და პიროვნული წარმატების უდავო წინაპირობაა.

ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე თავისუფლად უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებში, ღებულობდეს განათლებისა და დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს, ფლობდეს აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის მიღების შეუზღუდავ უფლებას.

ეს ურთულესი საკითხებია, რადგან ამ უფლებათა რეალიზაციას საკმაოდ დივერსიფიცირებული ცოდნა ესაჭიროება. სწორედ განათლება შემწყნარებლობისათვის არის ევროკავშირის ეგიდით შემოთავაზებული ჩვენი პროექტის კონცეფცია.

პროექტის აქტივობათა ძირითადი ნაწილი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებზე არის ორიენტირებული, თუმცა თბილისის არაქართულენოვანი საჯარო სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები და მედიასაშუალებები პროექტის ასევე მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფებია.

ამ პროექტში მონაწილეობა საინტერესო იქნება მოქმედი ჟურნალისტებისთვის, საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის, სამეურვეო საბჭოს წევრებისა და მოსწავლეებისთვის. მათთვის დაგეგმილია საინტერესო გაცვლითი პროგრამები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფორმატში იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მომავალში აპირებენ სკოლებსა და მედიაში საქმიანობას, შეიქმნება საგანგებო სასწავლო მოდულები, რომლებშიც ჩამოყალიბდება შემწყნარებლობა და მედიამრავალფეროვნება როგორც სასწავლო დისციპლინა და ის საუნივერსიტეტო სწავლების შემადგენელ ნაწილად დამკვიდრდება.

ახლა რაც შეეხება საკუთრივ პროექტს. მისი ძირითადი ამოცანაა მულტიეთნიკური დიალოგის, კულტურული მრავალფეროვნების, ურთიერთგაგებისა და ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების გზით ქვეყანაში შემწყნარებლობის კულტურის ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცება, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და, როგორც შედეგი, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა.

ამ მიზანდასახულობამ განსაზღვრა პროექტის სპეციფიკური ამოცანებიც:

  • ეთნიკურ/რელიგიურ უმცირესობებსა და უმრავლესობას შორის დიალოგის ხელშეწყობა.

  • ეთნიკურ/რელიგიური ჯგუფებისათვის დახმარების გაწევა საკუთარი ინტერსების უკეთ გააზრებისა და მათი ადეკვატურად გამოხატვისათვის.

  • მულტიეთნიკურ ურთიერთობებში მედიის როლის ამაღლება და მედიაორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების პროფესიული ზრდისთვის ხელშეწყობა.

  • ახალგაზრდებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.

  • სამოქალაქო სივრცეში უმცირესობების ინტეგრირების ხელშეწყობა.

  • საზოგადოებრივ პროცესებში ქალების მაქსიმალურად ჩართვის ხელშეწყობა.

აღნიშნული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმაც:

  • შემწყნარებლობის კულტურის შესახებ სასწავლო მოდულების შექმნა ჟურნალისტებისა და საშუალო სკოლების მასწავლებლებისათვის.

0x01 graphic

  • საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობა შემწყნარებლობის თემატიკასთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე.

  • სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრთან და ამ ცენტრთან არსებულ უმცირესობათა საბჭოებთან თანამშრომლობა და რეკომენდაციათა პაკეტის შემუშავება.

  • ტრენინგების სისტემა მოქმედი ჟურნალისტებისა და მასწავლებლებისათვის.

  • ტრენინგები სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის.

  • საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით ვორქ-შოპების ორგანიზება ცენტრალური და რეგიონალური მედიის მოქმედი ჟურნალისტებისთვის.

  • შემწყნარებლობისა და მრავალფეროვნების თემატიკაზე სასწავლო და აკადემიური ლიტერატურის შექმნა და გამოცემა.

  • გაზეთ „24 საათში“ პერიოდული საგაზეთო ჩანართის მომზადება სახელწოდებით „ჩვენ“.

  • სპეციალურად პროექტის ფორმატში შექმნილი ვებ-გვერდის www.petblogger.com-ის განვითარება და მასში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა.

  • თანამშრომლობა ექსპერტთა ჯგუფთან გენდერულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით

10 ოქტომბერი - ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

10 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სპეციალური მოხსენება წარუდგინა. მოხსენება შეიცავს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ვითარების ამსახველ მასალას, რომელიც ფსიქიატრიის სფეროში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლის მიზნით საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს მიერ იქნა მოპოვებული. მონიტორინგი საქართველოში არსებულ ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განხორციელდა.

არჩილ თალაკვაძე, სახალხო დამცველის აპარატის ადმინისტრაციული სამართლისა და სოციალურ-ეკონომიკურ საქმეთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

2005 წელს სახალხო დამცველის ინიციატივით შეიქმნა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო. საბჭოს წევრები არიან: „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“, „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ და „ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“.

საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭომ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით 2007 წლის I ნახევარში განახორციელა მონიტორინგი შემდეგ დაწესებულებებში: მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ქ. თბილისის ა. ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ბედიანის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოსა და ბათუმის რესპუბლიკურ ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში. ჩატარებული მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ ტრადიციული, ინსტიტუციურ მომსახურებაზე ორიენტირებული და ცენტრალიზებული ფსიქიატრიული სერვისი ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ინტერესებისა და უფლებების სრულყოფილ დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

თანამედროვე ფსიქო-სოციალური მოდელის შემუშავებისა და დანერგვისათვის საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და თემზე დამყარებული სოციალური სერვისის განვითარება.

2005-2006 წლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გაცემული რეკომენდაციები ფსიქიატრიული დაწესებულებების მუშაობაში უკვე აისახა.

ა.ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრსა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა საყოფაცხოვრებო პირობები.

მ.ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ქ. თბილისის ა.ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრსა და ბათუმის რესპუბლიკურ ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში დაინერგა ალტერნატიული თერაპიის მეთოდები. გაუმჯობესდა არაფსიქიატრიულ სამედიცინო მომსახურებაზე ხელისაწვდომობა. პაციენტები მონაწილეობენ კულტურულ ღონისძიებებში. თითქმის ყველა დაწესებულებაში გაკრულია დაწესებულების შინაგანაწესი და ინფორმაცია პაციენტთა უფლებების შესახებ, განყოფილებებში დამონტაჟებულია საჩივრის ყუთები.

უარყოფთი ტენდენციები

ყველგან, სადაც განხორციელდა მონიტორინგი, პაციენტებს უწევთ დაწესებულებების საჭიროებისთვის შრომა სამართლიანი ანაზღაურების გარეშე. ხშირად ისინი დაბალი მედპერსონალისთვის განკუთვნილ სამუშაოს ასრულებენ. გამოკითხვით ჩანს, რომ ასეთ შრომას იძულებითი ხასიათი არ აქვს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პაციენტებისა და პერსონალის ურთიერთობა არათანაბარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ურთიერთობაა, პერსონალის მხრიდან მათი შრომის გამოყენება პაციენტის უფლებების აშკარა დარღვევაა.

ყველა დაწესებულებაში მოუგვარებელია პაციენტის სოციალური პრობლემები, გაურკვეველია მათ პენსიებთან და ქონებასთან დაკავშირებული საკითხები.

0x01 graphic

პაციენტების პირადი ცხოვრების უფლება შეზღუდულია. პაციენტებისთვის არ არის დამონტაჟებული ტელეფონი, არ აქვთ განმარტოების საშუალება, არ შეუძლიათ აბაზანის სურვილისამებრ გამოყენება, პალატებში არ არის დამონტაჟებული ინდივიდუალური განათება, პაციენტებს არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი უსაფრთხო სათავსოები.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ზოგიერთ დაწესებულებაში ხშირია პაციენტთა ფიზიკური შეზღუდვის, მათ მიმართ მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, არის ხანგრძლივი იზოლირების შემთხვევები.

გამოკითხული პაციენტები მტკივნეული ინექციით დასჯაზეც მიუთითებენ. პერსონალის თქმით, პაციენტებს ინექციები იძულებით მხოლოდ კრიზისულ სიტუაციებში უკეთდებათ.

მწვავე პრობლემად რჩება სამედიცინო პერსონალის დაბალი ანაზღაურება, რაც მათ უკმაყოფილებას და უმოტივაციობას იწვევს. დაბალი ანაზღაურების პირობებში ვერ ხერხდება კვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაც პაციენტთა მკურნალობისა და მოვლის ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს.

რეკომენდაციები

მონიტორინგის გათვალისწინებით შემუშავებული იქნა რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებებისთვის: საჭიროა ერთი პაციენტის სტაციონარული მკურნალობისთვის დღიურად გამოყოფილი დაფინანსების გაზრდა (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს).

აუცილებელია თემზე ორიენტირებული ფსიქიატრიის განვითარება. უწყვეტი ფსიქიატრიული სერვისის ჩამოყალიბება, რომელიც პაციენტის მკურნალობას და მის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს).

იმ საავადმყოფოებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის, დაშვებულ იქნას სოციალური მუშაკის შტატი, რადგან პაციენტთა სოციალური საკითხები, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგება, პირადი შემოსავლების, მეურვეებთან ურთიერთობისა და პაციენტების საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები, მოაგვაროს კომპეტენტურმა პირმა.

ფსიქიატრიული დაწესებულებების ადმინისტრაციამ დამატებითი ზომები უნდა მიიღოს საკუთარი უფლებების შესახებ პაციენტთა ინფორმირებისათვის. დაწესებულების ადმინისტრაციამ უნდა შექმნას ქმედითი მექანიზმი პაციენტთა ინფორმირებისთვის

მათი დაავადების დიაგნოზის, მკურნალობისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სამედიცინო დოკუმენტაცია. დაუყოვნებლივ მოსაგვარებელია ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა სტაციონარიდან გაწერის საკითხი.

ადმინისტრაციამ მკაცრი კონტროლი უნდა დააწესოს დაბალი მედპერსონალის მხრიდან პაციენტთა შრომისა და მათ მიმართ ფიზიკური შეზღუდვების მეთოდთა გამოყენებაზე, რათა ეს ქმედებანი სავალდებულო პროცედურის დაცვით განხორციელდეს (ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს).

აუცილებელია მკურნალობის პროცესში ისეთი ალტერნატიული მკურნალობის მეთოდების ჩართვა, რომლებიც სტაციონარში პაციენტის უნარვევების შენარჩუნებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. საჭიროა შეიცვალოს პაციენტის როლი მკურნალობის პროცესში, პაციენტი უნდა აღიქმებოდეს არა მხოლოდ მზრუნველობის ობიექტად, არამედ - პარტნიორად. საკუთარი მკურნალობის პროცესში მონაწილეობის უფლება პაციენტებს „პაციენტთა უფლებების შესახებ“ კანონით აქვთ გარანტირებული (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს).

„ანტისტიგმა-მარში“ - ერთად დავძლიოთ სტიგმა!

ზურაბ ქარჩავა

ყოველი წლის 10 ოქტომბერს მსოფლიოს მოსახლეობა აღნიშნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეს. სამწუხაროდ, ამ პრობლემის მქონე ადამიანები მრავლად არიან საზოგადოებიდან გარიყულთა და სტიგმატიზირებულთა შორის.

ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა დისკრიმინაცია შეიძლება გამოვლინდეს მათ მიმართ არასწორი პოლიტიკის გატარებითა და საკანონმდებლო შეზღუდვებით. ეს შეიძლება იყოს: ზოგიერთი პროფესიის ადამიანთათვის ამ პროფესიით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის აკრძალვა, იძულებითი მკურნალობა, იზოლაცია, იზოლირებულ დაწესებულებებში მკურნალობა, საზღვარგარეთ მოგზაურობისა და მიგრაციის უფლების შეზღუდვა და სხვ. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის „იარლიყი“ უარყოფითად მოქმედებს ამ იარლიყის მატარებელთათვის სამედიცინო და პრევენციული მომსახურებისა და განათლების ხელმისაწვდომობაზე, მათ დასაქმებაზე, შემოსავლებზე, პროფესიულ ზრდასა და, ზოგადად, პირად ცხოვრებაზე.

0x01 graphic

არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია ანტისტიგმა“ თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მომუშავე თანამოაზრეთა ჯგუფის მიერ 2001 წელს დაფუძნდა და თავის ძირითად მიზნად ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ადაპტაციასა და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების სასიკეთოდ შეცვლას ისახავს.

MATRA (KAP)-ის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ნიდერლანდების საელჩო აფინანსებს, „ასოციაცია ანტისტიგმას“ ინიციატივით 2007 წლის 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოეწყო მსვლელობა სახელწოდებით „ანტისტიგმამარში“. იგი ცენტრის ოფისთან დაიწყო და ა. ზურაბაშვილის სახელობის ფსქიატრიულ საავადმყოფოსთან დასრულდა. აქციაში მონაწილეობდნენ გლდანის სკოლების მოზარდები („ფოკუს-ჯგუფი“), მოხალისეები, ცენტრის პერსონალი, მომხმარებლის განვითარების კლუბის იუზერები და მოწვეული სტუმრები - პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის წევრები („ანტისტიგმაც“ ამ კოალიციის წევრია 2006 წ. დეკემბრიდან), იუზერთა ოჯახის წარმომადგენლები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, დისპანსერული განყოფილების ექიმები. აქციის ძირითადი მიზანი იყო ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. სტიგმას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ასეთთა მიმართ, უდიდესი უარყოფითი ზეგავლენა აქვს მათზე, ამის შედეგად ისინი საზოგადოებიდან ირიყებიან, მათ მიმართ საზოგადოების წევრთა დამოკიდებულება აგრესიულია, რითაც ირღვევა მათი უფლებები. საზოგადოება, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ივიწყებს იმას, რომ ამ ადამიანებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც საზოგადოების სხვა წევრებს. ასეთები დახმარებას, გაგებას საჭიროებენ და არა უარყოფას და იგნორირებას.

მსვლელობის შემდგომ ორი ღონისძიება გაიმართა: საფეხბურთო მატჩი და ერთობლივი ნახატის შექმნა, რაშიც შერეული ჯგუფი მონაწილეობდა. მოზარდები, მოხალისეები და იუზერები ერთობლივად ქმნიდნენ ა. ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ეზოს კედელზე ნახატს, რომელიც მათ სურვილებსა და მიზნებს გამოსახავდა. ღონისძიების დასკვნითი ეტაპზე მონაწილეებს მიესალმა „ასოციაცია ანტისტიგმას“ აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ნატალია ხონელიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის დღე. მილოცვას შეუერთდნენ სახალხო დაცვის აპარატის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი, ა. ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ბატონი ბიძინა მგალობლიშვილი, დისპანსერული განყოფილების გამგე ბატონი დავით სარიშვილი.

წიგნის პრეზენტაცია

0x01 graphic

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში“ 18 ოქტომბერს ვილჰელმ ბუშის წიგნის იესო - ჩვენი ბედისწერა პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გერმანულიდან თარგმნეს ქალბატონებმა ნაირა გელაშვილმა და მარინა ასათიანმა.

ვილჰელმ ბუში (1897-1966 წწ.), ცნობილი გერმანელი პროტესტანტი პასტორი და ქადაგი, მრავალი წიგნისა და ბროშურის ავტორია. იესო ქრისტეს ერთგულებისა და უკომპრომისო მსახურებისათვის გერმანიაში ნაციზმის ბატონობის დროს იგი ხშირად ხვდებოდა საპყრობილეებში.

„იესო - ჩვენი ბედისწერა“ 17 ქადაგებისაგან შედგება. წიგნი შორს დგას თეოლოგიური თუ ფილოსოფიური ხასიათის განყენებული მსჯელობისაგან და მკითხველთა ფართო წრისთვის ადვილად აღსაქმელ სულისმარგებელ საუბარს წარმოადგენს. მისმა ტირაჟმა უკვე 1990 წელს, 30-ე გამოცემისას, გადააჭარბა მილიონ ეგზემპლარს, 2002 წელს კი 42-ედ გამოიცა.

„ამ წიგნისა და მისი მსგავსი სხვა წიგნების თარგმნითა და გამოცემით გვსურს მცირედით მაინც დავეხმაროთ დღევანდელ ახალგაზრდობას მორალური ორიენტირებისა და ფასეულობების ძიებაში, - ამბობს ქალბატონი ნაირა გელაშვილი, - საზოგადოებაში, სადაც თითქმის მოშლილია აღზრდის სისტემა და გაწყვეტილია კავშირი მშობელსა და შვილს შორის, ასეთი წიგნების გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიურობის კულტურის გააზრებისათვის”.

12 Summary

▲ზევით დაბრუნება


The rubric „Our Circle“ of the 19th issue covers the topic of prostitution - the theme which is a taboo for our society. When and how are the rights of women infringed and what is the role of the social environment in this respect?

How do democratic processes develop in Georgia? To what extent are human rights violated in the process of different system reforms? These topics are discussed in the interview with Mr. Mátyás EÖRSI, head of the delegation of the Council of Europe Parliamentary Assembly Monitoring Committee and in the „Round Table“ with political scientists Mr. Zurab Abashidze, Ms. Nani Macharashvili and Mr. Malkhaz Saldadze.

Mr. Pridon Sakvarelidze analyzes Freedom of Expression and the leading cases of the European Court of Human Rights (ECtHR) in this respect. Russian article by Mr. Irakli Chikhladze deals with the problem of studying Georgian language by ethnic minorities. Furthermore, material presented in „Pro Action“ - „Tolerance for Success“, covers the issue of integration of the ethnic minorities.

Under the column „Religions in Georgia“ the reader will find information on the Krishnait Church.

The rubric „Justice“ presents a summary of the ECtHR case „Shamaev and others v. Georgia and Russia“.

„Stigma-free“ is about social conditions of the people with tuberculosis.

Under the rubric „News“ we will tell you about the events dedicated to the International Day of Mentally Disabled Persons.