![]() |
პარტიული სისტემა საქართველოში (გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის) № 2 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გზამკვლევი პოლიტკური პარტიებისათვის, გარეკანზე გამოყენებულია ფრაგმენტი პაულ კლეეს სურათიდან, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისი: ალეია უიაზდოვსკა 19 00-577 ვარშავა, პოლონეთი ტელ: +448 22 520 06 00 ფაქსი: +48 22 520 06 05 ელ.ფოსტა: ofice@odihr.pl ვებ-გვერდი: http://www.osce.org/odihr/ ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი: პასაჟი 31 2511 AB, ჰააგა, ნიდერლანდები ტელ: +31 70 311 5464 ფაქსი: +31 70 311 5465 ელ-ფოსტა: info@nimd.org ვებ-გვერდი: http://www.nimd.org/ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი: მერაბ ალექსიძის 1, მე-11 სართული თბილისი 0109, საქართველო ტელ: (99532) 334081 ფაქსი: (99532) 334163 ელ-ფოსტა: Cipdd@cipdd.org ვებ-გვერდი: www.cipdd.org |
![]() |
1 პარტიული სისტემა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე ბროშურის მიზანია საქართველოს პარტიების სისტემის ძირითადი მახასიათებლების აღწერა. პარტიების სისტემაზე (ან პარტიულ სისტემაზე) საუბრისას ყურადღებას ამახვილებენ არა კონკრეტული პარტიების ქცევასა და იდოლოგიურ სახეზე, არამედ ქვეყანაში მოქმედი ძირითადი პარტიების ურთიერთმიმართებაზე. ის, თუ რამდენი პარტიაა წარმოდგენილი ამა თუ იმ პარტიულ სისტემაში, რამდენად ძლიერია თითოეული ეს პარტია და როგორია ამ პარტიებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თითოეული პარტიის ქცევას და მთლიანად პოლიტიკური სისტემის ხასიათს. საქართველოს პარტიული სისტემის წინამდებარე სურათი ბოლო 15 წლის განმავლობაში მოქმედი პარტიების და მათ შორის ურთიერთობების ანალიზს ეყრდნობა.
პარტიული სისტემები
ქვეყნის პარტიული სისტემის დახასიათებისას სხვადასხვა მაჩვენებელს იყენებენ. მათ შორის უზოგადესია სისტემაში ჩართული მონაწილეების რაოდენობითი შეფასება. ამ კუთხით, სამ კატეგორიას გამოყოფენ: ერთპარტიულ, ორპარტიულ და მრავალპარტიულ სისტემებს. ერთპარტიულ სისტემებში კანონიერად მხოლოდ ერთი ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია ფუნქციობს, რომელიც მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას. მსგავს სისტემაში არ არსებობს პოლიტიკური კონკურენცია და ხშირად მას სისტემადაც არ მოიხსენიებენ. დანარჩენი ორი კატეგორიის სისტემები მეტ-ნაკლები შეჯიბრობითობით ხასიათდება. ორპარტიული სისტემა ორი, ასე თუ ისე, თანაბარი სიძლიერის პოლიტიკური ორგანიზაციის მოქმედების ასპარეზია. ასეთ სისტემებში კანონმდებლობა არ ზღუდავს ახალი პარტიების ჩამოყალიბებას, თუმცა ორი ძლიერი პარტიისათვის კონკურენციის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც შეეხება მრვალპარტიულ სისტემას, ანალიტიკოსთა თმით, იგი მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ მასში, სულ მცირე, სამი ძლიერი მოთამაშეა ჩართული.
პარტიული სისტემები:
გრაფიკი 1. მრავალპარტიული სისტემა - ნიდერლანდები, 2007 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
გრაფიკი 2. ორპარტიული სისტემა - აშშ, 2006 წელს ჩატარებული კონგრესის არჩევნების შედეგები.
გრაფიკი 3. დომინანტური პარტიის სისტემა - სინგაპური, 2005 წელს ჩატარებული საპარლამენტო რჩევნების შედეგები.
გრაფიკი 4. ერთპარტიული სისტემა - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (აღმ. გერმნია) 1986 წელს ჩატარებული სახალხო პალატის არჩევნების შედეგები.
ქართული პარტიული სისტემა
საქართველოში დარეგისტრირებულ პარტიათა რაოდენობა 180-ს აღემატება, თუმცა ამ მხრივ საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს: ურო ძველი და კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყნებშიც დარეგისტრირებულ პარტიათა რიცხვი საკმაოდ მაღალი შეიძლება იყოს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქრთველოს შემთხვევაში დარეგისტრირებული პარტიების რიცხვი ავტომატურად არ მიუთითებს მრავალპარტიული სისტემის არსებობას. მრავალპარტიულ სისტემებში საზოგადოებრივი მხარდაჭერა რამდენიმე პარტიაზე ისე ნაწილდება, რომ გამარჯვებული პარტიაც კი მთავრობის ფორმირებისას იძულებულია, სხვა პარტიებთან შექმნას კოალიცია. საქართველოში საკანონმდებლო ორგანოში მოვედრილი პარტიები, ჩვეულებრივ, დიდი უმრავლესობით იმარჯვებენ არჩევნებზე: ეს კი სხვა პარტიებთან თანამშრომლობის საჭიროებას გამორიცხავს.
საქართველოში არჩევნებში გამარჯვებული პარტიები, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვანი უპირატესობით იმარჯვებენ და დიდი უმრავლესობით ხვდებიან პარლამენტში, რაც გამორიცხავს სხვა პარტიებთან თანამშრომლობის უცილებლობას.
ბოლო თხუთმეტი წლის გმოცდილება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქართული პოლიტიური სისტემა დავახასიათოთ როგორც ე.წ. ,,მრავალპარტიული დამარცხებული სისტემა” , სხვა სიტყვებით - დომინანტური პოლიტიკური პარტიის სისტემა. მსგავს სისტემაში ერთი პარტია დიდი უმრავლესობით იმარჯვებს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში დ ერთპიროვნულად აკომპლექტებს სახელისუფლებო ინსტიტუტებს. ხშირად ჭირს შეამჩნიო განსხვავება სახელისუფლებო და პარტიულ ბიუროკრატიას შორის. ამ სისტემაში ოპოზიციური პარტიებიც არსებობენ; ისინი მონაწილეობენ არჩევით ორგანოებში, დღის წესრიგში აყენებენ გარკვეულ საკითხებს და აკრიტიკებენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ასე რომ, ისინი გარკვეულ გავლენას ახდენენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა სერიოზული პოლიტიკური ძალია მქონე ორგანიზაციად არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიმება. ამ სისტემაში პარტიები არასტაბილურობით, კოალიციების და ალიანსების ხშირი შემნა-დაშლით ხასიათდება. ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია არაპრონციპულობით გამოირჩევა.
ფორმალურად, მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემებში ერთი პარტიის დომინირება ბევრი სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი., განსაკუთებით, დემოკრატიის განვითარების საწყის ეტაპებზე. ეს სისტემები შეიძლება იყოს როგორც სტაბილური ისე არასტაბილური.
სისტემის სტაბილურობა ან არასტაბილურობა, ძირითადად დამოკიდებულია მმართველი პოლიტიკოსბის უნარებზე, თუ რამდენად შეუძიათ სხვებთან კომპრომისის მიღწევა და სახელსუფლებო სისტემაში პოლიტიკური მოთამაშეების გაერთიანება.
სურათი1. ქართული პოლიტიკური პარტიები ხშირად საკუთარი ლიდერის პიროვნულ თვისებებზე არიან დამოკიდებულები.
დომინანტური პარტიული სისტემების სტაბილურობა/არასტაბილურობას ხშირად საპარლამენტო და საპრეზიდენტო დემოკრატიული სისტმების განსხვავებულობაც განაპირობებს. მრავალპარტიულობა უფრო საპარლამენტო სისტემის მქონე ქვეყნებს ახასიათებს; საპრრეზიდენტო სისტემებში კი, ჩვეულებრივ, პოლიტიკური ძალაუფლება ეთი პიროვნების ხელშია თავმოყრილი, რაც სისტემაში პარტიების განფენილობაზე ახდნს გავლენას. საქართველოში სამივე მმართველი პარტია პრეზიდენტის პარტიებად მიიჩნეოდა და მთლიანად საკუთარი ლიდერის ქარიზმაზე იყო დამოკიდებული.
როგორც ჩანს, ქვეყანაში პარტიული სისტემის მთავარი მახასიათებელი პოლიტიკური სპექტრის მმართველ და ოპოზიციურ პარტიებად დაყოფაა. ეს დაყოფა აქტუალური იყო როგორც ვარდების რევოლუციამდე, ისე მას შემდეგ. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მუდმივად წარმოდგენილია ერთი სახელისუფლებო პარტია. იგი აბსოლუტური უმრავლესობით სარგებლობს და შეუძლია სხვა პარტიებთან შეუთანხმებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და გამოსცეს კანონები. პარლამენტში უხვად არიან წარმოდგენინი თავისუფალი მაჟორიტარი დეპუტატები, მაგრამ ისინიც, მეტწილად, სახელისუფლებო უმრავლესობას უჭერენ მხარს. სახელისუფლებო პარტია წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების მთავარ წყაროსაც. მართალია, ქართული კანონმდებლობა განასხვავებს პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ საჯარო მოხელეთა თანამდებობებს, მაგრამ პრაქტიკაში მისი გათვალისწინება თითქმის არ ხდება. ამას ერთვის ადგილობრივი თვითმმართველობს ორგანოების შეზუდული უფლებამოსილებები და მწირი ეკონომიკური რესურსები, რის გამოც მათი გავლენა პოლიტიკაზე უმნიშვნელოა. არსებული ვითარება ხელს უწყობს ხელისუფლების თავისუფლების მაღალ ხარისხს, რაც შეიძლება ქვეყნისათვის საჭირო რეფორმების გასატარებლად იქნეს გამოყენებული.
პარტიების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ერთპარტიული მმართველობისგან მიღებული სიკეთე ვერ გადაწონის ამავე მმართველობით მიღებულ ნეგატიურ შედეგებს, რადგან პოლიტიკური ძალაუფლების ერთპიროვნული კონტროლი საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას,
სახელისუფლებო პარტია, თავის მხრივ, ოპოზიციას ,,არაკონსტრუქციულობაში” დებს ბრალს: ისინი მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკით არიან დაკავებულნი და რეალურ ალტერნატივას არ სთავაზობენ. ოპოზიცია კი მიუთითებს, რომ, რაკი სახელისუფლებო პარტია ორი მესამედით, კონსტიტუციური უმრავლესობით, არის წარმოდგენილი, აზრი ეკარგება პარლამენტში მთ ოპოზიციურ საქმიანობას.
ისეთ სიტუაციაში, სადაც პოლიტიკური მოთამაშეები ურთიერთსაჭიროების მნიშვნელობას ვერ ხედავენ, ზედმეტია სახელისუფლებო და ოპოზოციური პრტიების თანამშრომლობაზე ლაპარაკი. აი, რას ამბობენ ოპოიციური პარტიების წარმომადგენლები: ,,პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში 97%25-იანი მხადაჭერით მოვიდა. მას არ სჭირდება ოპოზიციასთან თანამშრმლობა და არც თანამშრომლობს”. ,,ჩვენ სახელისუფლებო პარტიისთვის გავლენის არმქონე ორგანიზაცია ვართ ჩვენს შორის თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც გაჩნდება ურთიერთსაჭიროება”. ხშირად მმართველი პარტიის სიძლიერე ოპოზიციური პარტიების მიერ საფრთხედ აღიქმება. ისინი ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებას გავლენა აქვს სასამართლოზე, მედიაზე, საარჩევნო ადმინისტრაციაზე. ოპოზიციური პარტიები ამ საფთხის შემცირების ძირითდ საშუალებად დემოკატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ქვეყნის დეცენტრალიზაციასა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის მიღწევას მიიჩნევენ; ყოველივე ეს, მათი აზრით, პოლიტიკურ პარტიებს განვითარებისათვის აუცილებელ თანასწორ პირობებს შეუქმნის.
ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, ერთიან ძალებით და რესურსების გაერთიანებით შეასუსტონ სახელისუფლებო პარტიის პოზიციები. მაგალითად, ხუთ მაჟორიტარულ ოლქში 2005 წელს ჩატარებული შუალედური არჩევნების დროს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო კანდიდატები დაუპირისპირა (თუმცა უშედეგოდ) სახელმწიფო პარტიის კანდიდატებს. სანამ ოპზიციური პარტიები სუსტები არიან, მათ ურთიერთობებში იდეოლოგიურ გასხვავებულობას ნაკლები ყურადღება ექცევა.
სურათი 2. ბოლო 16 წლის განმავლობაში ძალაუფლების შეცვლა ორჯერ არაკონსტიტუციური გზით მოხდა.
დომინანტური პარტიული სისტმა სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობას გამორიცხავს.
პარტიული ისტემის თავისებურებანი დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ ხდება ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების ცვლა. საქართველოში განხორციელებული მრავალჯერადი ტანსფორმაცია დემოკრატიისკენ, ჩვეულებრივ, არ ექცევა კონსტიტუციურ ჩარჩოებში. უფრო მეტიც, ეს პროცესები პოლიტიკურ ძალებს შორის უკიდურესი დაპირისპირებების და საზოგადოების მასობრივი მობილიზების ფონზე (მათ შორის, შესაძლოა, კეძო საკუთრებას და პირდ თავისუფლებას), როდესაც მთელი ძალაუფლება გამარჯვებულთა ხელში გადადის.
ქართული პოლიტიკური სისტემა შეიძლება მომავალშიც ამავე მიმათულებით განვითარდეს, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ ტრადიცია დაარღვიოს და შექმნას ახალი პრეცედენტი. არაა გამორიცხული, ის მყარ, სტაბილურ დომინანტურ პარტიულ სისტემად (რაც საქართველოს მექსიკის მაგალითთან ან სხვა ქვეყნების დამახინჯებული დემოკრატიული მმართველობის გამოცდილებასთან დააახლოებს) ან თანმიმდევრულად განვითარებად მრავალპარტიულ ან ორპარტიულ სისტემად ჩამოყალიბდეს; თუმცა, არც სხვა სცენარების გამორიცხვა შეიძლება. ეს, არსებითად, თავად პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ურთიერთთანამშრომობაზე არის დამოკიდებული. ქართული პოლიტიკური პარტიული სისტემის დასახასიათებლად მნიშვნელოვანი ინდიკატორია მისი ინსტიტუციონალიზაციის, ფრაგმენტაციისა და პოლარიზაციის დონე.
ცხრილი
საქართველო - სუსტად ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა: 1992 და 1995 წლის მოწვევების პარლამენტთა პარტიული შემადგენლობა
1992 წელი |
1995 წელი |
||
დემოკტარიული პარტია |
10 |
საქ. მოქალაქეთა კავშირი |
107 |
,,ქარტია 91“ |
9 |
ედპ |
34 |
ედპ |
12 |
საქ. აღორძინების კავშირი |
31 |
ქართ. ტრადიც. კავშირი |
7 |
სხვა პარტიები |
30 |
,,ერთობა“ |
14 |
დამოუკიდებელი დეპუტ. |
29 |
,,მშვიდობა“ |
29 |
|
|
,,11 ოქტომბერი“ |
18 |
|
|
მწვანეთა პარტია |
11 |
|
|
მერაბ კოსტავას საზ. |
5 |
|
|
ილია ჭავჭავაძის საზ. |
7 |
|
|
სხვა პარტიები |
22 |
|
|
ინსტიტუციონლიზაცია
ამა თუ იმ ქვეყნის პარტიული სისტემის შეფასებისას გამოყენებული მაჩვენებლებიდან ერთ-ერთი სისტემის ისტიტუციონალიზაციაა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მაჩვენებელი აღწერს იმას, თუ რამდენად ხშირად იცვლებიან ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე წარმოდგენილი ძირითადი პარტიები. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პოლიტიკური ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთზე მოქმედი ძირითადი პარტიები სწრაფად ჩამოდიან პოლიტიკური სცენიდან, როგორც ეს განვითარებადი და გარდამავალი პერიოდის დემოკრატიების შემთხვევაში ხდება, პარტიულ სისტემას სუსტად ინსტიტუციონალიზებულს უწოდებენ. სქართველოში არსებული პარტიული სისტემა აშკარად ამ ტიპს მიეკუთვნება. დამოუკიდებლობის პერიოდში ქართული საზოგადოება არაერთი დიდი და გავლენიანი პარტიის გაქრობის და ახალი ძლიერი პარტიების წარმოშობის მომსწრე გახდა.
დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბევრი პარტია და ბლოკი მონაწილეობდა, მაგრამ მომდევნო არჩევნებში მათი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი იღებდა მონაწილეობას. მაგალითად, 1992 წლის პარლამენტში ოცდაოთხმა პარტიამ და ბლოკმა მოიპოვა წარმომადგენლობა, თუმცა 1995 წლის არჩევნებში მხოლოდ რვა პარტიამ მიიღო მონაწილეობა, და მათგან მხოლოდ ერთმა, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ შეძლო წარმომადგენლობის მოპოვება. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა 1999 და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.
ქართული პოლიტიკური პარტიული სისტემა სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული.
განსაკუთრებით აღსანაიშნავია 2004 წლის 28 მარტს ჩატარებული განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები. იგი 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შემდეგ დაინიშნა. მასში მონაწილეობა ოცმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო. მათ შორის მხოლოდ ოთხი იყო ის პარტია, რომელიც 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობდა. ეს არ ნიშნავს, რომ ხუთი თვის განმავლობაში ოთხმოცი პროცენტით შეიცვალა პოლიტიკური სპექტრი: პარტიები ქმნიდნენ კოალიციებს ან იცვლიდნენ პარტნიორებს, პოლიტიკოსები გადადიოდნენ ერთი პარტიიდან მეორეში. მაგრამ პარტიული სისტემა ისევ უკიდურესად არასტაბილური რჩება.
ამომრჩეველთა მდგრადი მხარდაჭერით თითქმის არც ერთი პარტია არ სარგებლობს. პედერსენის ინდექსი, რომელიც ამომრჩეველთა სიმპათიების ცვალებადობას ასახავს, 1992-1995 წლების საპარლამენტო არჩევნებს შორის 75%25-ს აღწევდა, ხოლო 1995-1999 წლებს შორის კი 46%25-ამდე დაეცა. ეს მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით საკმაოდ მაღალია და საქართველოში პარტიების ჩამოყალიბება-განვითარების სირთულეებზე მიუთითითებს.
საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილება კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც პარტიული სისტემის არასტაბილურობას უწოყობს ხელს. ცვლილებები ხშრად უმნიშვნელოა, ამიტომაც სისტემის არასტაბილურობას მხოლოდ ამით ვერ ავხსნით.
ნდობა სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ (აპრილი, 2006)
გრაფიკი 5. 2006 წლის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგებით ნდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ სხვა ინსტიტუტებთან შედარებით დაბალია.
პარტიების საზოგადოებრივი მიჯაჭვულობა
პარტიების საზოგადოებაზე მიჯაჭვულობის მაჩვენებელი განსაზღვრავს რამდენად ახლოა ან გაუცხოებული პოლიტიკური პარტია მოსახლეობისგან და პირიქით; ამასთნ, რამდენად წარმატებით ასრულებს პოლიტიკური ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინტერესების წარმოჩენისა და გატარების ფუნქციას. ამ მხრივ, ანალიტიკოსები საკმაოდ სკეპტიკურად აფასებენ ქართული პარტიული სისტემის მდგომარეობას. პარტიული სისტემის არასტაბილურობა გარკვეულწილად ადასტურებს კიდეც ამ სკეპტიციზმს: წარსულში საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციები ან მთლიანად გაქრა ასპარეზიდან, ან მოხდა მათი სრული მარგინალიზაცია, რაც, ალბათ, არ მოხერხდებოდა, ამ ორგანიზაციებს დასაყრდენი და მხარდაჭერა რომ ჰქონოდათ საზოგადოებაში.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც იმას აჩვენებს, რომ დაბალია მოქალაქეების პოლიტიკურ პარტიებთან ასოციაციის დონე. 2001 წელს ,,გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოკითხულთა 4.4%25 აცხადებდა, რომ ისინი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან. მათი ნახევარი ირწმუნებოდა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები არიან პარტიისა, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ სართოდ გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან. 2004 წლის ივნისში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საქართველოს ამომრჩეველთა განწყობების კვლევის შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიისადმი მოსახლეობის მიკუთვნებულობის მაჩვენებელი 2.6%25-ამდე დაეცა. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წევრობის განსაზღვრაა.
პოლიტიკური პარტიების კავშირები საზოგადოებასთან საკმაოდ სუსტია.
საზოგადოებასთან პოლიტიკური ორგანიზაციების კავშირის სისუსტეს პარტიებიც პრობლემად აღიქვამენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამას თავად საზოგადოებაში არსებული პრობლემები განაპირობებენ. ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის თქმით, საზოგადოებრივი ინტერეს-ჯგუფები ძალზე სუსტად არიან განვითარებული, რის გამოც ჭირს საზოგადოებრივი დაკვეთის გასაჩინოება. შესაბამისად, კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისას პარტიებს პოლიტიკური რისკის გაწევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უწევთ. პასიური მოქალაქეობა, ცხადია ვერ იქნება პარტიებისთვის სტიმული; ამიტომ დემოკრატიის განვითარებაზე ზრუნვა მხოლოდ საზოგადოების მცირე, აქტიურ ნაწილთან თანამშრომლობით უწევთ. ეფექტური პოლიტიკა რომ განსაზღვრონ და გაატარონ, პარტიებს არ აწყენდათ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის შესახებ პრაქტიკული ცოდნაც მიეღოთ.
საარჩევნო სისტემის და პარტიათა ლეგიტიმაცია
ეს ინდიკატორი მჭიდროდ არის დაკავშირებული ზემოთ განხილულ მაჩვენებელთან. იგი აფასებს, რამდენად ენდობა მოსახლეობა პოლიტიკურ პარტიებს, და, მათი აზრით, რამდენად სამართლიანად ტარდება არჩევნები. თუ პოლიტიკური პარტიების მიმართ არსებული ნდობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, დაბალია მისი მაჩვენებელიც სხვა სამოქალაქო ინსტიტუტებთან მიმართებაში.
მოსახლეობა, უმეტესწილად, კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს უცხადებს ნდობას და არჩევანს აკეთებს პიროვნებისადმი საკუთარი დამოკიდებულების მიხედვით. 2003-2005 წლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ მოსახლეობის ორი მესამედი ხმას აძლევდა იმ პარტიას, რომლის ლიდერიც ესიმპათიურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმავე გამოკვლევების შედეგად პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის მაჩვენებელი 2003 წელს 19%25-იდან 2005 წელს 37%25-ამდე გაიზარდა, პარტიები საქართველოში კვლავ იმ ინსტიტუტთა შორის არიან, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად ენდობა საზოგადოება.
საკმაოდ დაბალია მოსახლეობის მხრიდან არჩევნების სამართლიანობისადმი ნდობის მაჩვენებელიც. უკიდურეს ქვედა ზღვარს ამ მაჩვენებელმა 2003 წლის ნოებმერში მიაღწია, თუმცა მოგვიანებით შედარებით გაიზარდა. საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ხშირად აფასებდნენ როგორც არასამართლიანს და ეს შეფასებები 2003 წლის ნოემბრამდე სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. არჩევნებისადმი უნდობლობას ხშირად თავად პოლიტიკური პარტიებიც გამოხატავენ და ხელისუფლებას მრავალრიცხოვან დარღვევებზე მიუთითებენ. მსგავსი უნდობლობა, ძირითადად, წინა რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა ეს განწყობა - მართალია, შედარებით დაბალი დონით - ვარდების რევოლუციის შემდეგაც არის შენარჩუნებული. ხელისუფლების ოპონენტები, ჩვეულებრივ, არჩევნების პირდაპირ გაყალბებაზე არ საუბრობენ, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლასა და სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივ, პარტიული ინტერესებისათვის გამოყენებას კი აღნიშნავენ ხოლმე.
თავად მოსახლეობის მონაწილეობას ან არამონაწილეობას არჩევენებში, სწორედ, არჩევენების არასამართლიანად ჩატარების შიში განაპირობებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 2003 წელს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველთა 26%25-მა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს საარჩევნო უბანზე გაყალბების თავიდან აცილების მიზნით დგამს. მეორე მხრივ, არჩევნებში მონაწილეობის სურვილის არმქონე პირთა 32%25 დარწმუნებული იყო, რომ არჩევნები გაყალბდებოდა და ამიტომაც საკუთარი მონაწილეობის აზრს ვერ ხედავდა. 2003 წელს მოსახლეობის 65%25 დარწმუნებული იყო, რომ 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაყალბდა, ხოლო 50%25-ს მიაჩნდა, რომ მომავალი 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აუცილებლად გაყალბდებოდა. ამასთან, მოსახლეობა არჩევნების გაყალბებაში, უმეტესწილად, მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას ადანაშაულებდა.
ფრაგმენტაცია
ამა თუ იმ ქვეყნის პარტიული და მათლიანად პოლიტიკური სისტემის ხასიათს მნიშვნელოვანწილად პარტიული სისტემის ფრაგმენტაციის დონე განაპირობებს. ეს მაჩვენებელი პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული პარტიების რაოდენობაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, საუბარია მხოლოდ მეტ-ნაკლებად გავლენიან და ძლიერ პარტიებზე და ფრაგმენტაციის მაჩვენებელი ნაკლებად მნიშვნელოვან, თუნდაც რეგისტრირებულ და წევრთა გარკვეული რაოდენობის მქონე პარტიებს არ მოიცავს. იქ, სადაც ხელისუფლების დასაუფლებლად ბრძოლაში რამდენიმე პარტია არის ჩართული, ამბობენ, რომ პარტიული სისტემა ფრაგმენტაციის მაღალი დონით გამოირჩევა. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის პარტიულ სისტემაში პარტიები ცალ-ცალკე ვერ ახერხებენ ხელისუფლებაში მოსასვლელად საჭირო მხარდაჭერის მოპოვებას და იძულებული არიან, კოალიციებში სხვა პარტიებთან შევიდნენ.
სურათი 3. მრავალი პარტიის არსებობის გამო გამო ამომრჩეველთა ხმები იფანტება.
საქართველოში დომინანტური მმართველი პარტიის პარალელურად პოლიტიკური ოპოზიცია რამდენიმე პარტიით არის წარმოდგენილი, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანაბარი გავლენით და საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობენ. ზოგადად, პარტიული სისტემა ხმებისა და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება, რაც, ჩვეულებრივ არ მიიღწევა კოალიციების შექმნისა და თანამშრომლობის საფუძველზე. მოსახლეობის განწყობების ცვალებადობის მაღალი მაჩვენებლის პირობებში, არჩევნებს შორის პერიოდში საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქცევა მმართველ და რომელი ძირითად ოპოზიციურ პარტიად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ პარტიათა რიცხვი საკმაოდ მაღალია (180-ზე მეტი), ამ მაჩვენებლით სისტემის ფრაგმენტაციის შეფასება არასწორი იქნებოდა, რადგან მათი უმეტესობა საერთოდ არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში.
პარტიული სისტემა საქართველოში ხასიათდება, ერთი მხრივ, საარჩევნო ხმების მაღალი კონცენტრაციით, მეორე მხრივ კი - ფრაგმენტაციის მაღალი მაჩვენებლით.
არსებული სიტუაცია პრობლემურად აღიქმება თავად პარტიების მიერ. მათ მიაჩნიათ, რომ მრავალი პატარა პარტიის არსებობის გამო იფანტება მსგავსი ინტერესების მქონე სოციალური ჯგუფების ხმები, რაც ასუსტებს თითოეულ პარტიას ცალ-ცალკე და არაპროპორციულად წარმოაჩენს სოციალური ფენების ინტერესებს. დღესდღეობით არ არსებობს კონსესუსი იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის პოლიტიკური მოთამაშის არსებობა იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური საქართველოსთვის. ბევრი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ქვეყანაში ორპარტიული სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს. ხშირად კი იმაზე მიუთითებენ, რომ ამ საკითხის განხილვა და ხელოვნური ციფრების დაწესება საჭირო არ არის, რადგან საზოგადოებისთვის საჭირო პარტიების რიცხვი ,,პოლიტიკურმა ბაზარმა“ თავისით უნდა დაარეგულიროს.
4. ამომრჩევლებსა და პარტიებს შორის ურთიერთობა პოლიტიკურ ბაზარს მოგვაგონებს - პარტიები და ამომრჩევლები აქაც მათთვის მომგებიან გარიგებაში შესვლას ცდილობენ.
5. მაღალი საარჩევნო ბარიერის გამო ბევრი პარტია საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას ვერ ახერხებს.
ფრაგმენტაციის დონის დარეგულირების ერთ-ერთი მექანიზმი პროპორციულ არჩევნებში საარჩევნო ბარიერის არსებობაა. რამდენადაც ფრაგმენტაციის მაღალი მაჩვენებელი პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებაში არასასურველ მოვლენად აღიქმებოდა, საარჩევნო ბარიერი თანმიმდევრულად იზრდებოდა და 1999 წელს მან შვიდ პროცენტს მიაღწია. მოგვიანებით ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო ბარიერის დაწევა მოთხოვეს. უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა, რომ თითქმის ყველა პარტია იმ აზრისაა, რომ საარჩევნო ბარიერი 5-4%25-ზე დაბალი არ უნდა იყოს: უფრო დაბალი საარჩენო ბარიერი აწევს ფრაგმენტაციის დონეს.
პოლარიზაცია
ამ მაჩვენებლით ფასდება პოლიტიკურ მოთამაშებს შორის არსებული იდეოლოგიური/ღირებულებითი განსხვავებულობის და პრინციპული შეუსაბამობის დონე. თუ პოლიტიკური მოთამაშეების იდეოლოგიური შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაშინ პარტიული სისტემა მაღალი პოლარიზაციის დონით ხასიათდება. მსგავს სისტემებში გართულებულია პარტიათაშორისი თანამშრომლობა. შესაბამისად, ასეთი სისტემები არასტაბილურია და ,,რისკის“ მატარებლად მიიჩნევა. პოლიტიკური პარტიული სისტემის პოლარიზაცია მისი შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
ქართული პოლიტიკური სისტემა დაბალი პოლარიზაციის დონით ხასიათდება, ყოველ შემთხვევაში, პარტიებს შორის ფორმალური იდეოლოგიური განსხვავებულობის თვალსაზრისით. მეტ-ნაკლებად ძლიერი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა თავს მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის მატარებლად მიიჩნევს და მხოლოდ საქართველოს ლეიბორისტული პარტია აღიქვამს თავს მემარხცენე პოლიტიკურ ძალად. ამასთან, მემარჯვენე-ცენტრისტთა მოთხოვნები ხშირად არ განსხვავდება მემარცხენე პარტიების მოთხოვნებისგან და მათ შორის თანამშრომლობას იდეოლოგიური განსხვავებულობა არ უშლის ხელს. სინამდვილეში, პარტიების ხედვებსა და სოციალურ იდენტობაში ძალიან ბევრი საერთო ელემენტია. უფრო მეტიც, იდეოლოგიურად განსხვავებულ პარტიებს შორის წარმატებული ტაქტიკური თანამშრომლობის არაერთი პრეცედენტი არსებობს. საინტერესოა, რომ თავად ლიდერებიც კი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ პარტიებს შორის არსებულ იდეოლოგიურ განსხვავებებს.
იდეოლოგიურად ქართული პარტიული სისტემა დაბალი პოლარიზაციის დონით ხასიათდება.
მოსახლეობას უჭირს პარტიებს შორის არსებული იდეოლოგიური განსხვავებულობა დაინახოს. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 2004 წლის ივნისს განხორციელდა კვლევა, რომლის ფარგლებში რესპონდენტებს შკალაზე პარტიების მემარჯვენე-მემარცხენედ განლაგებას სთხოვდა. გამოკითხულთა 39%25-ისთვის რთული აღმონდა პასუხის გაცემა და კითხვარში პასუხად ,,არ ვიცი“-ს უთითებდა. რესპოდენტთა 12%25-მა კი ჩათვალა, რომ ახალი მემარჯვენეები და მრეწველები მემარცხენე პარტიები არიან, მაშინ, როდესაც საქართველოში ისინი ყველაზე მემარჯვენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ ძალად მიიჩნევიან.
მართალია, ქართულ პარტიულ სისტემას იდეოლოგიისსა და პოლიტიკის საკითხებში პოლარიზაციის დაბალი დონე ახასიათებს, სამაგიეროდ, პოლიტიკური ცხოვრება, კონფრონტაციის თვალსაზრისით, მაღალი პოლარიზაციით გამოირჩევა. ამას კი ოპოზიციურ და სახელისუფლებო პარტიებს შორის არსებული მწვავე დაპირისპირება განაპირობებს.
![]() |
2 პარტიათაშორისი ურთიერთობების თავისებურებანი საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული პარტიული სისტემა მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მათ შორის ღირსსაცნობია სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების ურთიერთობა, პარტიათა შორის ნდობის ნაკლებობა და პიროვნული ურთიერთობების პრიმატი.
პარტიათა შორის ნდობის ნაკლებობა და პიროვნული უერთიერთობების პრიმატი
ჩვენში პოლიტიკური სივრცის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება პარტიებს შორის ნდობის ნაკლებობაა. ჩვეულებრივ, პარტიები ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან სათანამშრომლოდ მზადყოფნას გამოთქვამენ: ,,ჩვენ ყველა პარტიასთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. არავისთან არ გვაქვს ანტაგონისტური დამოკიდებულება და ყველასთან დიდი სურვილით ვითანამშრომლებთ“. თუმცა, ხშირად საჯარო გამოსვლებში ერთმანეთს ბრალს უპრინციპობაში სდებენ. აშკარაა, რომ ძალიან დაბალია სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის უერთიერთნდობა. მაგრამ დაბალია ნდობის ხარისხიც თავად ოპოზიციურ პარტიებს შორის. ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხშირად ეჭვი შეაქვთ სხვა პარტიის იდეოლოგიურ პრინციპულობაში და ერთმანეთს ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში სდებენ ბრალს.
მეტ-ნაკლებად ძლიერი ქართული პოლიტიკური პარტიების აბლუტური უმრავლესობა ,,ფრაქციული“ წარმოშობისაა. ეს კი მათ შორის ურთიერთობის თავისებურებებს განაპირობებს. პარტიები, ჩვეულებრივ, საკანონმდებლო ორგანოში გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერების გარშემო იქმნება. ისინი პარლამენტში ძლიერი პოლიტიკური სიის შემადგენლობით ხვდებიან, მოგვიანებით კი ამ პარტიის რიგებს პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობის ან იმედგაცრუების გამო ტოვებენ და ქმნიან ოპოზიციურ ფრაქციას, რაც მეტწილად პარტიის ჩამოყალიბებით მთავრდება. კვლევაში მონაწილე პარტიებს შორის გამონაკლისს მხოლოდ რესპუბლიკური პარტია და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს წარმოადგენენ (თუმცა რესპუბლიკელებმა 2004 წლის მარტში პარლამენტში წარმომადგენლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით მიიღეს და ოპოზიციაში იმავე წლის ზაფხულში გადავიდნენ). პარტიული გახლეჩა სხვა მიამრთულებითაც ხდება. მაგალითად, 2002 წელს თბილისის საკრებულოში არჩეული ლეიბორისტული პარტიის წევრები ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში გადავიდნენ (რომელიც ამ პერიოდში სახელმწიფო დონეზე ჯერ კიდევ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენდა). პარტიული მიკუთვნებულობის მსგავსი ცვლა ღალატად აღიქმება, რაც ძაბავს პარტიებს შორის ურთიერთობებს.
სურათი 6. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის დონე დაბალია.
პოლიტკური პარტიების წევრების პარტიული მიკუთვნებულობის ხშირი ცვლა ძაბავს მათ შორის ურთიერთობებს.
რამდენადაც პარტიები მთლიანად მათი ლიდერების ან ლიდერთა მცირე ჯგუფის პიროვნულ თვისებებზე არიან დამოკიდებულნი, კოალიციების შექმნას და დაშლას პარტიულ ლიდერთა ვიწრო წრეში არსებული ურთიერთნდობა განაპირობებს. პიროვნული ამბიციების ურთიერთშეჯახება ხშირად ხელს უშლის მსგავსი იდეოლოგიის მქონე პარტიების დაახლოებას და კოალიციის შემთხვევაში ისინი შედარებით ,,ნეიტრალური“ პიროვნების მედიაციას საჭიროებენ. მაგალითად, საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ და რესპუბლიკურმა პარტიამ 2005 წელს შექმნეს ერთიანი ოპოზიციური ფრაქცია (დემოკრატიული ფრონტი) პარლამენტში, რომლის ლიდერი ნეიტრალური პიროვნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი გახდა.
პარტიულ ურთიერთობებთან შედარებით, პიროვნული დამოკიდებულებისათვის უპირატესობის მინიჭება მნიშვნელოვანია არა მარტო ლიდერების, არამედ რეგიონების დონეებზეც. პარტიული ტერიტორიული ორგანიზაციის წევრები ხშირად სხვა პარტიებთან ურთიერთობის ფორმებს პიროვნული თვისებების მიხედვით არჩევენ. თუ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში პარტიის ავტორიტეტულ წევრს ,,ეთაკილება“ სხვა პარტიის წარმომადგენელთან ურთიერთობა, ეს მნიშვნელოვნად უშლის ხელს რეგიონში პარტიულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას.
პარტიათაშორისი თანამშრომლობა და დაპირისპირება
თანამშომლობის ფორმები. პარტიათაშორისი თანამშრომლობის ყველაზე გავრცელებული ფორმა წინასაარჩევნო დბლოკების და ალიანსების შექმნაა. ეს ალიანსები ხშირად დროებითი და ტაქტიკურია, თუმცა, პარტიების შერწყმის პრეცენდენტებიც არსებობს. ამ ნაბიჯის გადადგმას პარტიებს მაღალი საარჩევნო ბარიერი (7%25) უბიძგებთ. პარტიების მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვას შეძლებს. საარჩევნო ბლიკების შექმნაში ჩართული არიან განსხვავებული პოტენციალის მქონე პარტიები. ხშირად პატარა პოლიტკური ორგანიზაციები ძლიერი პარტიების ირგვლივ ირაზმებიან და მათ სატელიტებად იქცევიან. მაგალითად, 2003 წლის აჩევნების წინ რამდენიმე პატარა პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირთან, იმ პერიოდის მმართველ პარტიასთან, ერთ ბლოკში - ახალი საქართველოსთვის - გაერთიანდა. ძლიერი პარტიებისთვის მსგავსი ალიანსების შექმნა დამატებითი ადამიანური რესურსის ან/და პოპულარული საჯარო პიროვნების მოპოვების შესაძლებლობაა, ხოლო პატარა ორგანიზაციებისთვის - პარლამენტში მოხვედრის ერთადერთი შანსი.
ჩვეულებრივ, საარჩევნო ბლოკის ან ალიანსის შექმნას პარტიების უმრავლესობა დადებითად აფასებს. გამონაკლისს საქართველოს ლეიბორისტული პარტია წარმოადგენს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ბლოკი ,,მერკანტილური გარიგებების შედეგია“ და არჩევნების დამთავრებისთანავე (თუნდაც წარმატების შემთხვევაში) დასაშლელად არის განწირული. ,,ცივილიზებულ სამყაროში ბლოკი ნორმალური მოვლენაა და საფრთხეს არ შეიცავს, მაგრამ აქ ზნეობრივადაც არის მისაღები“. შესაბამისად, ამ პარტიისთვის სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების დაკომპლექტებისას არის მისაღები.
პარტიათაშორისი თანამშრომლობის კიდევ ერთი ფორმა წარმომადგენლობით ორგანოებში ერთიანი ფრაქციული მუშაობაა. ამისკენ მათ კანონის მოთხოვნა უბიძგებს, რომელიც პარლამენტში ფრაქციის შექმნის, შესაბამისად, ამ სტატუსთან დაკავშირებული რესურსებისა და პრივილეგიების მოპოვების უფლებას, არანაკლებ, პარლამენტის ათ წევრს აძლევს.
პარტიები ალიანსებს ტაქტიკური მოსაზრებებით ქმნიან და კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად საკუთარ ძალებს აერთიანებენ. მსგავსი ალიანსების ჩამოყალიბება, ძირითადად, ოპოზიციურ პარტიებს შორის ხდება. მაგალითად, 2005 წლის ბოლოს თბილისის მერის პირდაპირი არჩევნების მოთხოვნით ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია გამოვიდა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც მოგვიანებით პარლამენტმა დაამტკიცა, თბილისის მერს ქალაქის საკრებულო ირჩევს). ხელისუფლების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების და გადადგმული ნაბიჯების კრიტიკის მიზნით ოპოზიციური პარტიები ხშირად საპროტესტო აქციებსაც აწყობენ.
პარტიების მიერ დეკლარირებული იდეოლოგიური პრინციპები მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენდა მათ მიერ პოლიტიკური პარტნიორების შერჩევის პროცესში. ბოლო ხანებში პოლიტიკური ალიანსების შექმნაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარტიის დამოკიდებულება ვარდების რევოლუციის მიმართ. კვლევაში ჩართული ოპოზიციური პარტიებიდან რესპუბლიკური პარტია და საქართველოს კონსერვატიული პარტია აქტიურად იყვნენ ჩრთულნი რევოლუციაში; დანარჩენებმა რევოლუციაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. იმ პერიოდში გაჩენილი წყალგამყოფი დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. საქართველოს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ,,მსგავსი იდეოლოგიური მსოფლმხედველობის მქონე პარტიათა ინტეგრაციას ხელს უშლის განსხვავებული ორგანიზაციული სტრუქტურა და ვარდების რევოლუციასთან დამოკიდებულება“. ამ უკანასკნელს სერიოზულ პრობლემად აღიქვამენ ახალი მემარჯვენეებიც: ,,ჩვენსა და სხვა მემარჯვენეებს შორის შეიძლება ბევრი საერთოა, მაგრამ ჩვენ და ისინი ვიდექით სხვადასხვა ფლანგზე, როცა იყო რევოლუცია. ეს ჯერ კიდევ აქტუალური საკითხია და დიდი მნიშვნელობა აქვს“.
კიდევ ერთი წინაღობა, რაც შედარებით მსგავსი პოლიტიკური მრწამსის მქონე პარტიების ინტეგრაციას ხვდება, მათი სტრატეგიული პრიორიტეტებია. ერთ-ერთი მათგანის თქმით: ,,ჩვენ ხშირად გვაქვს სხვა პარტიასთან თანხვედრა ,,რა“-ში, ანუ რა არის გასაკეთებელი, თუმცა დიდი განსხვავებებია ,,როგორ“-ში.
შეჯიბრი და დაპირისპირება. პოლიტიკური შეჯიბრი პარტიული პოლიტკის მთავარი ნაწილია. ის დაძაბულობის პიკს წინასაარჩევნოდ აღწევს, როდესდაც პარტიები ერთმანეთს ამომრჩეველთა ხმებში ეცილებიან. თუმცა, კონკურენცია საკმაოდ დაძაბულია არჩევნებს შორის პერიოდშიც, როდესაც პოლიტკური დებატები არჩევით ორგანოში ან მედიაში ეწყობა.
ქართული პოლიტიკური პარტიული სისტემის ერთ-ერთი ზოგადი თვისება ისაა, რომ შეჯიბრი, მეტწილად, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს. თავად ოპოზიციური პარტიები საჯარო გამოსვლებში ნაკლებად საუბრობენ მათ შორის არსებულ განსხვავებებზე, თუმცა, ბუნებრივია, რომ ერთმანეთს საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ეჯიბრებიან. კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ხელისუფლების კრიტიკაა. პარტიებს მიაჩნიათ, რომ თუ კარგად გააკტრიტიკებენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მეტი ამომრჩევლის გულს მოიგებენ. წარსულის გამოცდილება მოწმობს, რომ ხელისუფლების შეუპოვარ ოპონენტად წარმოჩენა ოპოზიციური პარტიების პოპულარობაზე დადებთად აისახება.
სურათი 7. პოლიტიკური შეჯიბრი პარტიული პოლიტიკის ნაწილია. ამ შეჯიბრში კანონით ყველასთვის თანაბარი სასტარტო პირობები უნდა იყოს შექმნილი.
დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული პოლიტიკური სივრცე პოლიტიკურ პარტიათა შორის არსებული სერიოზული დაპირისპირებით ხასიათდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ხშირი ფიზიკური ძალადობის მიზეზი არა პოლიტიკური საკითხები, არამედ პიროვნული უთანხმოებები იყო. პოლიტიკური დებატების მონაწილეები როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე სატელევიზიო გადაცემებში ერთმანეთს არაკეთილსინდისიერებაში, გაუნათლებლობაში, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში, კრიმინალური მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებენ. სიტყვიერი შეურაცხყოფა ხშირად ფიზიკურ ძალადობაშიც გადაზრდილა. მსგავსი დებატები, მეტწილად, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის იმართება, თუმცა ადგილი აქვს ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებასაც.
რამდენადაც ფიზიკური ანგარიშსწორება პარტიული დაპირისპირებების თავისებურებად მიიჩნევა, პარტიების ნაწილს ჰყავს კარგ ფიზიკური ფორმაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცთა ჯგუფები, რომლებიც მზად არიან, მსგავს დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღონ. მათი მთავარი ფუნქცია ოპონენტთა პროვოცირება და პრობლემების ფიზიკური ძალადობით დარეგულირებაა. ბევრ მათგანს კრიმინალური წარსული აქვს. ეს ჯგუფები ვარდების რევოლუციამდე ჩამოყალიბდნენ, მაგრამ დღემდე განაგრძობენ ფუნქციობას. შიდაპარტიულ ჟარგონზე მათ ,,ზონდერ ჯგუფებად“ მოიხსენიებენ. პარტიები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობას ჰყავს ასეთი დაჯგუფებები. მათი აზრით, ამ ჯგუფების ყოლა გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგან მათ გარეშე პარტია დაუცველი დარჩებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მამაკაცთა ასეთი ჯგუფების როლი დაარჩევნო პერიოდში: იგულისხმება, რომ მათ არჩევნები გაყალბებისგან უნდა დაიცვან.
სურათი 8. პოლიტიკური სისტემის ნორმალური ფუნქციობა პარტიებისგან ურთიერთობათა გარკვეული წესების დაცვას ითხოვს.
საინტერესოა, რომ სერიოზული პიროვნული დაპირისპირება უფრო მეტად პარტიების ლიდერთა ურთიერთობას ახასიათებს. მიუხედავად ამ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობისა, პარტიის ქვედა დონის და საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმომადგენელთა ურთიერთდამოკიდებულება ცივილური და ზოგ შემთხვევაში მეგობრულიც კია.
![]() |
3 ძირითადი დასკვნები |
▲ზევით დაბრუნება |
● საქართველოში 180-ზე მეტი პოლიტიკური ორგანიზაციაა რეგისტრირებული, მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილია პოლიტიკურად აქტიური. პარტიული სისტემა ვერ ჩაითვლება კლასიკურ ერთ-, ორ- ან მრავალპარტიულ სისტემად: ის, უბრალოდ, დამარცხებული მრავალპარტიული სისტემაა, რომელშიც ერთი დომინანტი პოლიტიკური ძალა ფუნქციობს. პოლიტიკური კონკურენცია, არსებითად, დაქსაქსულ ოპოზიციურ პარტიებსა და სახელისუფლებო პარტიას შორის მიმდინარეობს. პოლიტიკური ლიდერების ცვლის მიუხედავად, 1990 წლიდან ქართული პოლიტიკური სივრცე მსგავსი პარტიული სისტემით ხასიათდება.
● პოლიტიკური სისტემა სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული. არჩევნებს შორის პერიოდში ძირითადი პოლიტიკური პარტიების რუკა რადიკალურ ცვლილებას განიცდის. პარტიების კავშირები სიოციალურ ჯგუფებთან საკმაოდ სუსტია და პარტიული სისტემის ლეგიტიმაციის დონე - დაბალი. საქართველოში სამოქალაქო ინსტიტუტებს შორის პოლიტიკური პარტიები ყველაზე ნაკლები ნდობით სარგებლობენ. პარტიის მიმართ საზოგადოებრივ მხარდაჭერას მისი ლიდერის მიმართ არსებული ნდობა განაპირობებს. პარტიისადმი ამომრჩევლის სიმპათიები არამდგრადია.
● მაშინ, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი სახელისუფლებო პარტიის ხელში, ოპოზიციურ პარტიებს შორის ფრაგმენტაციის დონე საკმაოდ მაღალია. სამაგიეროდ, დაბალია იდეოლოგიური პოლარიზაციის დონე.
● პარტიათაშორისი თანამშრომლობა საარჩევნო ბლოკების, საპარლამენტო ფრაქციების და კონკრეტული საკითხთან დაკავშირებით ტაქტიკური ალიანსების შექმნით გამოიხატება. ასეთი რამ, ძირითადად, ოპოზიციურ პარტიებს შორის ხდება; ნაკლებად გვხვდება სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა. წინასწარი არჩევნების პრაიმერის ორგანიზება პარტიათა შორის ურთიერთობის ახალი ფორმაა, რომელიც პირველად 2005 წლის პარლამენტის შუალედური არჩევნების წინ იქნა გამოყენებული.
● პარტიათა შორის კონფრონტაცია (უმეტესწილად, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის) ხშირად მწვავე პიროვნული დაპირისპირებების სახეს იღებს და ზოგჯერ ფიზიკურ ძალადობაშიც გადადის. ნაკლებად განვითარებულია ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე დებატები. პარტიათაშორის ურთიერთობებს უფრო მეტად მათ ლიდერებს შორის არსებული ურთიერთობები განაპირობებს, ვიდრე პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.