The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები


საქართველოს პოლიტიკური ელიტა: ხედვები და ღირებულებები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: დარჩიაშვილი დავით , თევზაძე გიგი , ზედანია გიგა
თემატური კატალოგი ანგარიშები, ანალიზი, რეკომენდაციები (ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო")
საავტორო უფლებები: © ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო"
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს შედეგებს საქართველოში არსებული ძირითადი პოლიტიკური პარტიების კვლევისა, რომელიც 2006 წლის აგვისტო-დეკემბერში ჩატარდა. კვლევა ტარდებოდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების შიდა პროექტის ფარგლებში. მკვლევარები: გია გოთუა, დავით დარჩიაშვილი, გიგა ზედანია, გიგი თევზაძე, გია ნოდია, ლევან რამიშვილი, ლიკა სანიკიძე, ნინო ღამბაშიძე.



1 წინათქმა

▲ზევით დაბრუნება


დავით დარჩიაშვილი

დღეს ქართული საზოგადოება მრავალნაირად შეიძლება დახასიათდეს. ერთერთი, თვალშისაცემი მოარული დეფინიცია - მისი პოლიტიზირებულობაა. რა თქმა უნდა, ეს დახასიათება სუბიექტურია და აკადემიურობას მოკლებული. მაგრამ ჩვენი მედია საშუალებების აბსოლუტური უმეტესობა პოლიტიკურ დაპირისპირებებს აშუქებს დღენიადაგ, ქვეყნის ირგვლივ შექმნილი ვითარება სარისკოა და, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესებით დაინტერესება და პოლიტიკური დავებით გატაცება მართლაც დიდია.

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული ინტერესის საგანია ქართული პოლიტიკური სისტემის ძირითადი სუბიექტების - პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების ღირებულებები, ხედვები, მიზნები თუ ამოცანები. საინტერესოა ისიც, თუ რა იწვევს პოლიტიკური სპექტრის კონფრონტაციულობას, რაც გამუდმებულ და შეურიგებელ დებატებსა თუ ურთიერთბრალდებებში ვლინდება. არის ეს პოლიტიკურ ლიდერთა პიროვნული შეუთავსებლობის, პოლიტიკურ პარტიათა მსფოლმხედველობრივ-პროგრამული დაპირისპირების თუ საერთო პოლიტიკური კულტურის თავისებურებათა შედეგი?

წინამდებარე კვლევას და მის საფუძველზე გიგი თევზაძისა და გიგა ზედანიას მიერ დაწერილ შესავალ წერილს არ ჰქონია ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემის მიზანი. ფონდის ახალი პუბლიკაცია ემსახურება იმის უკეთ გარკვევას, თუ რისთვის არიან მოწოდებულნი საქართველოში მოქმედი რამოდენიმე ცნობილი პოლიტიკური ორგანიზაცია, არსებითად - სახელისუფლო პარტია და პოლიტიკური ოპოზიცია; რა აქვთ მათ საერთო ან განსხვავებული; რამდენად ემთხვევა მათი ხედვები და სურვილები საზოგადოებაში დომინირებულ ღირებულებებს. ამ უკანასკნელი ამოცანიდან იკვეთება, რომ, როგორც გიგი თევზაძე და გიგა ზედანია აღნიშნავენ, წინამდებარე პუბლიკაცია „ქართული საზოგადოების ღირებულებების“ ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც ჩვენი ფონდის შესაბამისი სერიით 2006 წელს დაიბეჭდა.

პუბლიკაციას, გარდა აკადემიური მნიშვნელობისა და ინტერესისა, განაპირობებს ორი ურთიერთგადაჯაჭვული და პოლიტიკური მნიშვნელობის ამოცანა - ამ მასალის საფუძველზე პოლიტიკურმა სუბიექტებმა წესით უკეთ უნდა გააცნობიერონ საკუთარი თავისებურებანი. პუბლიკაცია მათივე მონაყოლს ეფუძნება და, იმავდროულად, იძლევა პარტიების შედარებითი ანალიზის საფუძველს. ამავე დროს, საზოგადოებას ეძლევა დამატებითი მასალა საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციების შესამოწმებლად: დაახლოებით ერთ წელიწადში ყველანი აღმოვჩნდებით როგორც მმართველი, ისე გავლენიანი ოპოზიციური ძალების შერჩევის საყოველთაო-საზოგადოებრივი ამოცანის წინაშე.

ვიტოვებთ იმის იმედსაც, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების პოლიტიკური კულტურის განვითარებას, თანამედროვეობის ამოცანათა შესაფერისი მოდერნიზაციის მიმართულებით.

2 საქართველოს პოლიტიკური ელიტა: სიმბოლური გაცვლა და სოციალური მითოლოგია

▲ზევით დაბრუნება


გიგი თევზაძე, გიგა ზედანია

მოდერნულობა როგორც პრობლემა

„ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მოდერნულნი“1 - ასე შეიძლება შეჯამდეს პრობლემებისა და გამოწვევების ერთობლიობა, რომლებსაც დღეს საქართველო აწყდება. ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსული მტკიცებაა - საქართველო ხომ საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მთავარი მიზანიც სწორედ აგრარული რუსული იმპერიისაგან თანამედროვე ინდუსტრიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო. ინდუსტრიალიზაცია, ურბანიზაცია, სეკულარიზაცია, ბიუროკრატიზაცია - ეს ყოველივე საქართველოში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში, განხორციელდა. მოდერნულობა-არამოდერნულობის კვლევაგააზრებაში დღეს მიღებულია აზრი, რომ მოდერნიზაციის ეს პროცესი წარუმატებელი სწორედ იმიტომ აღმოჩნდა, რომ უარი ითქვა მოდერნულობის უმთავრეს მახასიათებელზე: ფუნქციონალურ დიფერენციაციაზე. როგორც ამ თეორიული დაშვების მომხრეები ამბობენ, დიფერენციაციის რამდენიმე სახე გამოიყოფა:2 ა) სეგმენტარული (რომელიც გულისხმობს საზოგადოების გაყოფას მსგავს ნაწილსისტემებად: ტომებად, ოჯახებად, სოფლებად და ა. შ.), ბ) ცენტრად და პერიფერიად (რომელიც გულისხომბს საზოგადოების გაყოფას ქალაქს, როგორც ცივილიზაციის წყაროს და სოფელს, როგორც ცივილიზაციის ზღვარს შორის); გ) იერარქიული (რომელიც გულისხმობს არისტოკრატიის ცალკე ფენად გამოყოფას), დაბოლოს, ფუნქციონალური. ფუნქციონალური დიფერენციაცია აღნიშნავს პროცესს, რომლის შედეგადაც საზოგადოების ყოველი ქვესისტემა გამოიყოფა იმ ფუნქციის მიხედვით, რომელსაც ის ასრულებს. ასეთი ქვესისტემებია: ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი, მეცნიერება, რელიგია, განათლება, მედია, ხელოვნება. დიფერენციაციის ამ სახის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულს ამ სისტემათაგან საკუთარი „ლოგიკა“, მოქმედების საკუთარი წესი აქვს; თითოეული მათგანი ავტონომიურია - და სწორედ ამ ავტონომიურობის გამო ავითარებს მანამდე არნახულ პროდუქტულობას (შდრ. ეკონომიკის სისტემის ან მეცნიერების სისტემის დინამიკა მოდერნულობის ეპოქამდე და მას შემდეგ). ამ თეორიის მიხედვით, სწორედ ეს ავტონომიურობა წარმოადგენდა დაბრკოლებას, რომლის გამოც ვერ მოხერხდა საბჭოთა კავშირის ნამდვილ მოდერნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება: ანუ, ამ თეორიის მომხრეთა აზრით, საბჭოთა კავშირში იდეოლოგია წარმოადგენდა იმ გამაერთიანებელ ჩარჩოს, რომელიც ითხოვდა ყველა სხვა სისტემის (ხელოვნება, ეკონომიკა, მეცნიერება, განათლება და ა. შ.) ძალადობრივ დამორჩილებას საკუთარი მოთხოვნებისადმი.

თუმცა, ერთი შეხედვით, ეს მწყობრი თეორია რამდენიმე წინაამღდეგობას აწყდება: პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ზემოთ აღწერილი ფუნქციონალური დიფერენციაცია უფრო მეტად შუა საუკუნეებისათვის არის დამახასითებელი, ვიდრე თანამედროვეობისათვის. პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური და სხვა ინსტიტუტების, ისევე, როგორც მათი ფუნქციების დიფერენციაცია შუა საუკუნეებში დაიწყო და პიკს, როგორც ჩანს, ახალი დროის დასაწყისში მიაღწია: საერო და საეკლესიო ხელისუფლებების ფუნქციური გაყოფა, მათი ბრძოლა რაც შეიძლება მეტი ფუნქციის მითვისებისათვის, ამქრების და გილდიების წარმოშობა, ქალაქების და სოფლების ფუნქციური დივერსიფიკაცია - ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ფუნქციონალური დიფერენციაცია შუა საუკუნეების მახასიათებელი უფროა, ვიდრე ჩვენი თანამედროვეობის. როგორც ერნსტ გელნერი აღნიშნავს, ჩვენი კულტურა ვითარდება მეტი დიფერენცირებულიდან ნაკლები დიფერენციაციისაკენ.3

გვიან შუა საუკუნეებში ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლებელი იყო თანამედროვე სამყაროს აჩრდილის დანახვა, იყო უნივერსიტეტი - არაიდეოლოგიური, სეკულარური პროფესურით, თავისუფალი და იმ მომენტში მხოლოდ საკუთარ წარმატებაზე დამოკიდებული სტუდენტებით, პროფესორთა და სტუდენტთა პრინციპული ერთობებით, რომლებიც წარმოშობის ადგილზე იყო დამყარებული და არა წევრების პროფესიაზე ან ინტერესებზე, პრინციპული თვითმმართველობით და შიდა რეგულაციებით.

მეცნიერების და ტექნოლოგიების ბუმი, რომელსაც მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული შეიძლება დავაკვირდეთ, არის სწორედ იმის შედეგი, რომ არსებული ფუნქციონალური დიფერენციაცია დაირღვა და მაგალითად, ლონდონელმა ვაჭრებმა ხელი მიჰკიდეს ტექნოლოგიის განვითარებას (რაც ოქსფორდში და კემბრიჯში შეუძლებელი იყო, რადგანაც მათ ამ დროისათვის წმინდა შუა საუკუნეობრივი სახე - ერთფუნქცური ბუნება ჰქონდათ მიღებული).4

როდესაც დღევანდელ საქართველოში მოდერნიზაციის პროექტის შესახებ ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ სწორედ ფუნქციონალური დიფერენციაციის დაძლევა (ცნობილი ქართული პოლიტიკური სლოგანი რომ მოვიშველიოთ - „ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს“ დაძლევა) არის მოდერნიზაციის კვალზე შედგომის ერთადერთი გზა.

შესაბამისად, ნიკლას ლუმანის თეორია, როგორც ჩანს, სხვა არაფერია, თუ არა იმ მითის თეორული გამართლების მცდელობა, რომელიც კვებავს ავტონომიურობის ლეგენდას, რომელიც, თავის მხრივ, თანამადროვე ადამიანის შესახებ მითოლოგიას უდებს სათავეს.

დაწყებული პოლემიკა, მართალია სცდება ამ სტატიის მიზნებს და ამოცანებს, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა აღვნიშნოთ - ადამიანის თანამედროვე აღწერები, როგორც ფილოსოფიური, ასევე, სოციალ-მეცნიერული - ყველანაირად ხაზს უსვამს მის არაავტონომიურობას, ისევე, როგორც შუა საუკუნეების ადამიანი ძირითადად შეიძლება აღიწეროს, როგორც ავტონომიური, იერარქულობის და დაქვემდებარებულობის იმ დროს გავრცელებული ლეგიტიმური აღწერების საპირისპიროდ.

პოლიტიკის სისტემა

ნიკლას ლუმანი,5 რომელიც მოდერნის მთავარ მახასიათებლად დიფერენციაციას გამოყოფს, გვთავაზობს დემოკრატიის ოპერაციონალურ გაგებას. ლუმანის მიხედვით, დემოკრატია არაა არც ა) ხალხის მმართველობა (თეორიულად ეს განსაზღვრება გამოუსადეგარია) და ბ) არც პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყველა გადაწყვეტილება პარტიციპაბელური, მონაწილეობადი ხდება (ამ შემთხვევაში უსასრულობაში მოგვიწევდა წასვლა, რადგან თავად გადაწყვეტილებებზე გადაწყვეტილებები იქნებოდა მისაღები და პროცესი დაიკარგებოდა „ტელე-დემო-ბიუროკრატიული“ პროცესის უსასრულობაში. ლუმანი გვთავაზობს, დემოკრატია გავიგოთ როგორც წვეროს გახლეჩა (Spaltung der Spitze): დიფერენცირებული პოლიტიკური სისტემის წვეროს გახლეჩა ხელისუფლებლებისა და ოპოზიციის განსხვავების შედეგად. ამ კონტექსტში ლუმანი პოლიტიკური სისტემის კოდირებაზეც საუბრობს, სადაც კოდირება სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ სისტემა ორიენტირებულია განსხვავებაზე პოზიტიურსა და ნეგატიურ ღირებულებას შორის: ჭეშმარიტი და არაჭეშმარიტი მეცნიერების შემთხვევაში, კანონიერი და არაკანონიერი სამართლის შემთხვევაში, ტრანსცენდენტური და იმანენტური რელიგიის შემთხვევაში, ხოლო პოლიტიკის სისტემის შემთხვევაში - ხელისუფლებისა და ოპოზიციის განსხვავებაზე.

ჩვენ შეიძლება გავაფართოოთ ლუმანის თეორია, და კოდირებას მივუჩინოთ ადგილი იქ, სადაც უეჭველი და აუცილებელია - სოციალური და პოლიტიკური მითების სისტემაში: ანუ, ლუმანის თეორია მართებულია მაშინ, როდესაც მის მიერ აღწერილ ავტონომიურ და საკუთარი კოდირების მქონე სისტემებს არა სისტემების აღწერილობად, არამედ ამ სისტემების აქტორების თვითაღქმად დავადგენთ.

შესაბამისად - ჩვენი გამოკვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო დაგვედგინა - რამდენად აღიქვამენ საქართველოს პოლიტიკური არენის აქტორები საკუთარ თავს ავტონომიურად - რამდენად არიან ისინი იმ თანამედროვე მითოლოგიის მატარებლები, რომლის გარეშეც შეუძლებელია იყო მოდერნული.

ამიტომ, ჩვენი პროექტის მიზანი იყო გაგვერკვია, რამდენად არსებობს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში მითი ავტონომიურობის შესახებ და შესაბამისად, რამდენად შესაძლებელია იმ სისტემის არსებობა, რომელიც მოდერნულობას უდევს საფუძვლად - ქსელური სისტემა, რომლის მატარებლებსაც აქვთ საერთო ღირებულებები, რომლეთაგანაც მთავარი - ავტონომიურობაა.6

როგორც ზემოთ ჩვენი წინასწარი მსჯელობით დადგინდა - მითი პიროვნების და სოციალური ქვესისტემების ავტონომიურობის შესახებ უპირობოდ მიუთითებს ქსელური სოციალური სისტემის არსებობას, რაც, თავის მხრივ, გაზიარებული ღირებულებების, განათლების სისტემის, ქცევის კოდექსის და კიდევ ბევრი სხვა მოდალობის არსებობას ნიშნავს. თუკი კვლევების საშუალებით ვერ ვაკვირდებით ავტონომიურობის მითის არსებობას, მაშინ რეალურად ერთმანეთისაგან ავტონომიური ქვესისტემების არსებობის მეტი შანსი არსებობს, რაც კონკრეტული საზოგადოების კონკრეტულ პოლიტიკურ სისტემაში კონსენუსის და თანხმობის ვერ-მიღწევის ტოლფასია: თუკი მე არა მაქვს ნაცვალგება7 სხვასთან მყარი ქსელური პროგრამის საშუალებით, მაშინ ჩვენი ყველა შეთანმხება ყოველთვის არის ვაჭრობის საგანი (როგორც შუა საუკუნეებში) და ყველა შეთანხმება ორმხრივ წაგებად გადაიქცევა.8

პოლიტიკური პარტიები საქართველოში

2006 წელს გამოქვეყნდა გია ნოდიასა და ალვარო პინტო სქოლტბახის მნიშვნელოვანი გამოკვლევა პოლიტიკური პარტიების შესახებ საქართველოში, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი. პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები.9 წიგნში გამოკვლეული იქნა შემდეგი საკითხები:

● პარტიის იდეოლოგიური სახე და პოლიტიკის შემუშავების მექანიზმები;

●ორგანიზაციული სტრუქტურა/ფინანსური და ადამიანური რესურსები;

● შიდა დემოკრატია;

● საზოგადოებასთან ურთიერთობა და საარჩევნო კამპანია10.

შესაბამისად, წინამდებარე გამოკვლევის მიზანი არ ყოფილა საქართველოში პარტიების ფუნქციობის არც ერთი ამ განზომილების ანალიზი. კვლევის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ქართული პოლიტიკური ელიტის (პარტიების ლიდერებისა და აქტივისტების) ხედვებისა და ღირებულებების შესწავლა. ამ მიზნით:

ა) ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები/ჩაღრმავებული ინტერვიუები საქართველოში არსებული ყველა მნიშვნელოვანი პარტიის ლიდერებთან;

ბ) თითოეული პარტიის მმართველობითი ორგანოების წარმომადგენლები გამოკითხულ იქნენ ღირებულებების კვლევის იმ კითხვარის მიხედვით, რომელიც „მსოფლიო ღირებულებების კვლევის“ ფარგლებშია შემუშავებული და რომელიც 2006 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველომ“ გამოიყენა ქართული საზოგადოების ღირებულებების კვლევისას. (გამოიკითხულ იქნენ: საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 11 რესპონდენტი, რესპუბლიკური პარტია - 11 რესპონდენტი, ახალი მემარჯვენეები - 9 რესპონდენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 8 რესპონდენტი, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 7 რესპონდენტი, საქართველოს კონსერვატიული პარტია - 6 რესპონდენტი). გამოკითხვა ჩაატარა ორგანიზაციამ BCG Research.

კვლევა ეყრდნობოდა დაშვებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების რწმენები განხილულ უნდა იქნეს როგორც დამოუკიდებელი ცვლადი, რადგან არ არსებობს თეორია, რომელიც მოახერხებდა მათ ახსნას - ე. ი. მათ დაყვანას სხვა რაიმე ფაქტორზე, მათ გადაქცევას დამოკიდებულ ცვლადად. ხოლო მათი შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიის სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს. ინდივიდების რწმენები და ღირებულებები გავლენას ახდენს მათ მოქმედებებზე და ამით, ინსტიტუციებისა და სისტემების სტრუქტურასა და ფუნქციობაზე. არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ამ ინდივიდებს შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის - ადამიანების, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - რწმენები და ღირებულებები, მათ მიერ ავტონომიურობის მითის გაზიარება არგაზიარება.

პოლიტიკური აქტივისტების რწმენები

რაც უფრო მაღალია მოსახლეობის რწმენა ავტონომიურობის მითის მიმართ, მით უფრო მეტი შანსი აქვს ამ ლიბერალურ დემოკრატიის წარმატებას ქვეყანაში. მოსახლეობას უნდა სჯეროდეს ავტონომიურობის, და ამით უზრუნველყოფდეს სიმბოლურ გაცვლას - სოციალური სისტემის ერთგვაროვნების საფუძველს. ეს მტკიცება კარგავს ტრივიალურ ხასიათს, თუ გავითვალისწინებთ ქართული საზოგადოების ღირებულებათა კვლევის შედეგად მიღებულ რეზულტატს: გამოკითხულთა 42% პირველ პოლიტიკურ პრეფერენციად ასახელებდა ძლიერი ლიდერის ყოლას, რომელსაც არ მოუწევდა თავის შეწუხება პარლამენტის ან არჩევნების გამო; იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც პირველ პრეფერენციად დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას ასახელებდა, იყო 36,3 %11. როგორც ვხედავთ, ლიბერალური დემოკრატიის, როგორც პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობის ხარისხი ქვეყანაში ჯერ-ჯერობით ვერ იქნება ამ სისტემის სტაბილობის გარანტი.

ეფექტიანობა

რწმენები, რომლებიც ეხება კრიტიკული პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის მოლოდინს სხვადასხვა რეჟიმებისა თუ ხელისუფლებების მიერ.

პოლიტიკური სისტემის ეფექტიანობის რწმენა სიმბოლური გაცვლის არსებობა-არარსებობას აღნიშნავს- მაგ., აშშ-ში, როგორც ალმონდი და ვერბა აღნიშნავენ, სკოლის მოსწავლეთა უდიდესი უმრავლესობა იძენს ამ რწმენას12. არაა გასაკვირი, რომ ადრეული სოციალიზაციის ეს გავლენა მათ ზრდასრულ ასაკშიც გაყვებათ - კითხვაზე, თუ რა არის ამ ქვეყანაში ის, რითაც ისინი ყველაზე ძლიერ ამაყობენ, ამერიკელთა 85 პროცენტი 60-იანი წლების დასაწყისში პასუხობს: „პოლიტიკური ინსტიტუციები“. ბრიტანეთში იმავე გამოკლევის 46%-ია, გერმანიაში - 7%, ხოლო იტალიაში - 3%.13 ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს, შევადაროთ აღნიშნული მონაცემები 2006 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებს: ქართველების მხოლოდ 2,2 % ასახელებს პოლიტიკურ ინსტიტუციებს როგორც სიამაყის ობიექტთა შორის პირველ არჩევანს (1,9% - როგორც მეორე არჩევანს). სამაგიეროდ, პირველ ადგილზეა „ეროვნული ტრადიციები და ისტორია“ - პირველი არჩევანი - 33,5 %, მეორე არჩევანი - 23,9 %.

რასაკვირველია, პოლიტიკური ინსტიტუციების ეფექტიანობის შესახებ ადრეულ ასაკში სოციალიზაციის შედეგად მიღებული რწმენები უცვლელი არ რჩება. თუ საფრანგეთის ან ინდოეთის პროვინციაში ბავშვობის ასაკში გამომუშავებული შეხედულება იმის თაობაზე, რომ ნებისმიერი მთავრობა ცუდია14 რეალურ გამოცდილებასთან მოვა კონფლიქტში, მოსალოდნელია, რომ ეს შეხედულება შეიცვალოს - ისევე როგორც შეიცვლება ამერიკელის ოპტიმიზმი, თუ მისი რწმენა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების ეფექტიანობაში არ გამართლდება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს სიმბოლური გაცვლის ზოგადად და კონკრეტულად, სოციალური სისტემის ქსელურობის ძალა - ისინი ერთ-ერთი პირობაა იმისა, რომ ინსტიტუციებმა გამართულად იმუშავონ.

ნდობა

რწმენების კიდევ ერთ ელემენტს წარმოადგენს ის, თუ რამდენად აქვთ პოლიტიკური სისტემის წევრებს სხვა პოლიტიკური აქტორების ნდობა. ნდობა სომბოლური გაცვლის საფუძველია. ამიტომ, ორმხრივი ნდობა ხელს უწყობს ლიბერალურ დემოკრატიას, როგორც მინიმუმ, სამი მიზეზის გამო: დემოკრატია გულისხმობს ორმხრვ კომუნიკაციას, რომელსაც ხელი ეშლება, თუ არ არსებობს ნდობა მოქალაქეებს შორის. მეორეც, ნდობა საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანები გაერთიანდენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. მესამეც, კონფლიქტები ბევრად უფრო სახიფათოა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთს არ ენდობიან. საჯარო შეჯიბრებითობა გულისხმობს საკუთარი ოპონენტების რწმენას. ისინი ოპონენტები არიან, მაგრამ არა - მტრები. ამის საპირისპიროდ, მოვიყვანოთ ერთ-ერთი პარტიის ლიდერის მიერ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი: „მე მაქვს სრულიად გულწრფელი განცდა იმისა, რომ ნებისმიერი ორგანიზებული პოლიტიკური ძალა (გარდა პარტიისა, რომელსაც ის წარმოადგენს, გ. თ.), რომელიც არსებობს ამ ქვეყანაში, არის საფრთხე ქვეყნისათვის.“ როგორც ნათლად ჩანს წინამდებარე კრებულში მოთავსებული ტექსტებიდან, ეს დამოკიდებულება საკუთარი ოპონენტების მიმართ დამახასიათებელია ყველა სხვა პარტიის ლიდერებისთვისაც. დღეს საქართველოში ნდობა პოლიტიკურ ელიტის დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის არ არსებობს. ეს უნდობლობა, თავის მხრივ, ასახავს ინტერპერსონალური ნდობის იმ ნაკლებობას, რომელიც ახასიათებს ქართულ საზოგადოებას მთლიანობაში. როგორც ქართული საზოგადოების ღირებულებების კვლევა ცხადყოფს, გამოკითხულთა მხოლოდ 13% მიიჩნევს, რომ „ადამიანთა უმრავლესობის ნდობა შეიძლება“. 44,8 % მიიჩნევს, რომ „ადამიანებთა ურთიერთობაში მეტი სიფრთხილეა საჭირო”, ხოლო 30,1 % - ,,თუ ადამიანს არ იცნობ, მას ვერ ენდობი“.15 ინტერპერსონალური ნდობის ეს დაბალი ხარისხი პირდაპირ გავლენას ახდენს დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური სისტემის სტრუქტურაზე. ,,პოლიტიკური თანამშრომლობის უნარის ნაკლებობა ასახავს პოლიტიკური მოლაპარაკების წარმოებისა და ინტერესების შეერთების (aggregate) უფრო ზოგად უუნარობას. საზოგადოება იყოფა ჩაკეტილ და შედარებით მტრულად განწყობილ ბანაკებად”.16

თანამშრომლობა

ნდობა, რასაკვირველია, დაკავშირებულია ადამიანების უნართან, დაუკავშირდნენ ერთმანეთს კოლექტიური მოქმედების განსახორციელებლად. არაა აუცილებელი, თანამშრომლობისა და კონფლიქტის სუბიექტები, კონკრეტული ადამიანები იყვნენ. ფრაქციები, პარტიები, კლასები, რეგიონები - ეს ერთეულებიც შეიძლება იქნეს განხილული, როგორც თანამშრომლობის პერსპექტიული სუბიექტები. აქ რამდენიმე შესაძლებლობა შეიძლება გამოვარჩიოთ:

ა) ნულოვანჯამიანი თამაში (zero-sum game), როდესაც აქტორები საკუთარ მოღვაწეობას შემდეგნაირად უყურებენ: რასაც მე ვიგებ, შენ აგებ, ხოლო რასაც შენ აგებ, მე ვიგებ. ასეთი იყო იტალიის პოლიტიკური სისტემა 50-იან და 60-იან წლებში. დომინანტური იყო განცდა, რომ ყოველი არჩევნები იყო შეჯიბრი ანტაგონისტური და ფუნდამენტურად დაპირისპირებული ჯგუფებისა, რომელთა შორისაც გამოიყოფოდა „ჩვენ“ და „მტრები“, ხოლო გამარჯვებული აუცილებლად დაჩაგრავდა დამარცხებულს.

ბ) მკაცრად თანამშრომლობაზე ორიენტირებული სისტემა, რომლის შიგნითაც ნებისმიერი დაპირისპირება აღიქმება, როგორც არასასურველი მოვლენა. ასეთი იყო, მაგალითად, ინდოეთის პოლიტიკური სისტემა 50-იან წლებში.

გ) სისტემა, რომელიც უშვებს როგორც თანამშრომლობას, ისე კონფლიქტს. აქ დომინანტურია შეხედულება, რომლის მიხედვითაც კომპრომისი არაა პოლიტური ძალის მაკომპრომეტირებელი ხდომილება. მაგრამ არც კონფლიქტია აუცილებლობით ცუდი - შეიძლება მის გადაწყვეტას ისეთი ვითარება მოჰყვეს, რომელიც კონფლიქტის ყველა მონაწილისათვის უკეთესი იქნება. ეს შეხედულება ახასიათებდა, მაგალითად, ბრიტანულ ლიბერალურ აზრს. საუკეთესო გამოხატულება მან ჯონ სტიუარტ მილის მიერ დაპირისპირებული შეხედულებების გამოხატვის თავისუფლებისაგან მისაღები სიკეთეების დაცვაში ჰპოვა17.

ძნელი მისახვედრი არაა, რომ მესამე მოდელი ლიბერალური დემოკრატიისათვის ყველაზე სასურველია. მაგრამ არც იმის გაცნობიერებას სჭირდება დიდი გამჭრიახობა, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის დღევანდელი მდგომარეობა ყველაზე ადეკვატურად პირველი მოდელით აღიწერება, რასაც აღიარებენ როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომამადგენლები. საინტერესოა, რომ ისინი არ მიიჩნევენ ამ სიტუაციას სასურველად, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ თვლის აღნიშნულ პრობლემაში დამნაშავედ საკუთარ თავს. მმართველი პარტიის ლიდერების აზრით, ამ პრობლემის სათავე ოპოზიციური პარტიების არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებაში ძევს, ხოლო უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია აღნიშნული ნულოვანჯამიანი თამაშის სიტუაციის შექმნაში ხელისუფლების კონფრონტაციული მართვის სტილს ასახელებს. რასაკვირველია, აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს სტრუქტურული პრობლემა - თუ პარლამენტში სახელისუფლებო პარტია აბსოლუტური უმრავლესობით არის წარმოდგენილი, მას ძალუძს გადაწყვეტილებების მიღება სხვა პარტიებთან შეთანხმებისა და თანამშრომლობის გარეშე. მეორე მხრივ, ამ სტრუქტურული პრობლემის ძირი კულტურულ ფაქტორობში უნდა ვეძიოთ, ვიდრე - პირიქით.

* * * * *

შეკრებილი ინტერვიუები ჩატარდა 2006 წლის მეორე ნახევარში. ამავე პერიოდს ეკუთვნის პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ღირებულებების კვლევა. ცხადია, რომ ავტონომიურობის შესახებ მითოლოგია ჯერ კიდევ არ მოქმედებს საქართველოს პოლიტიკურ არენაზე: ნდობა, თანამშრომლობა, წარმოდგენები სხვადასხვა ინსტიტუტების როლის და ფუნქციების შესახებ - ჯერ კიდევ ოპერირებს დამოკიდებულების და იერარქიულობის სივრცეში, რაც, ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე, იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად არ არსებობს ის სივრცე, სადაც პოლიტიკური პარტიების სისტემები ერთმანეთს კვეთენ და აწარმოებენ გაცვლას - ანუ, ისინი ისევე შორს არიან თანამედროვე, მოდერნული სიმბოლური ეკონომიკიდან, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ტიპიდან. ეს არ არის ტრაგედია, ეს არის ფაქტების აღწერითი კონსტატაცია: დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში დიალოგი დანაკარგების და ორივე მხარის წაგების გარეშე შეუძლებელია.

შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ არ შეიქმნება ქსელი, ანუ, მოიძებნება გადაკვეთის (და არა დამთხვევის) წერტილები. ანუ, ჩვენს მიერ ამ ტექსტის პირველ ნაწილში შემოღებული ტერმინოლოგიით რომ აღვწეროთ - სანამ ავტონომიურობის მითოლოგია არ დაიწყებს საკუთარი კოდებით ოპერირებას.

________________________

1. ასეთია ბრუნო ლატურის ცნობილი წიგნის სათაური (Nous n'avons jamais été modernes). ამ კონტექსტში საინტერესოა მხოლოდ სათაური და არა წიგნში განვითარებული კონცეფცია, რომლის მიზანიც თავად მოდერნულობის მრავალგანზომილებიანობისა და მრავალფეროვნების ჩვენებაა.

2. C. Baraldi, G. Corsi, E. Esposito. Clossar zu Niklas Luhmann, Suhrkamp, Frankfurt 1977 , 65-71.

3. იხ. ე. გელნერი. ერები და ნაციონალიზმი. „ნეკერი”, თბილისი, 2003.

4. H. Rushdall, Universities of Europe in the Middle Ages. Oxford: Clarendon Press, 1987.

5. N. Luhmann. Die Zukunft der Demokratie, in: K. Stüwe, G. Weber (Hrsg.), Antike und Moderne Demokratie. Ausgewählte Texte, Reclam, Stuttgart, 2004, 93-98.

6. აქ ბუნებრივია, წარმოიშობა ცოდნის და კონსპირაციის პრობლემა: თუკი წარმოდგენილი სოციალური სამყარო იყოფა ”რეალურად” და მითოლოგიურად, მაშინ რა გარანტია არსებობს იმისა, რომ რასაც ჩვენ აღვწერთ, როგორც რეალურს, მითოლოგიისვე ფენა არ არის? ამ პრობლემაზე პასუხი შეიძლება ავტორიტეტის მოხმობით (მარქსი: „იდეოლოგია არის ამოყირავებული ცნობიერება” (თუკი ცნობიერებას ჰეგელისეური აზრით გავიგებთ) ან- იმ იმპულსზე მითითებით, რაც იწვევს საზოგადოებაში ცვლილებებს - რომ არა საფუძველ-წინაამღდეგობა სოციალური სისტემის პარამეტრებს და სოციალური სისტემის შესახებ მითოლოგიას შორის - შეუძლებელი იქნებეოდა ნებისმიერი, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილების ლეგიტიმაცია.

7. J. Baudrillard. L'échange symbolique et la mort. Gallimard, 1976.

8. განსხვავებით თანამედროვე მოლაპარაკების WIN-WIN პრინციპისაგან.

9. თბილისი, 2006.

10. გ. ნოდია, ა.პ. სქოლტბახი, 4.

11. ქართული საზოგადოების ღირებულებები, თბილისი 2006 წელი, 56.

12. R. Dahl, Polyarchy. Yale University Presse, 1972, 44-145.

13. G. Almond, S. Verba, Civic Culture Revisited. Sage Publications 1989, 64.

14. ლოურენს უაილის მიერ პროვანსის ერთ-ერთ სოფელში აღნიშნული გარემოება: ბავშვებს მუდმივად ესმით უფროსებისაგან, რომ მთავრობა ბოროტების წყაროა. ეს არაა რომელიმე კონკრეტულ მთავრობაზე მიმართული რწმენა, ის ეხება ნებისმიერ შესაძლებელ ხელისუფლებას. L. Wylie, Village in the Vaucluse, New York, Harper and Raw, 1964, 208.

15. ქართული საზოგადოების ღირებულებები, 59 .

16. G. Almond, S. Verba, Civic Culture, 494.

17. R. Dahl, Polyarchy, 155-156.

3 ხედვები

▲ზევით დაბრუნება


3.1 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

▲ზევით დაბრუნება


რესპონდენტები: ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია, ალექსანდრე ლომაია, ნიკოლოზ რურუა, დავით სიხარულიძე, გიგი უგულავა

1. ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემების ხედვა. ძირითად პრობლემად სახელდება, რომ საქართველოში სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს არ მიუღწევია იმ მდგომარეობისათვის, როცა ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს. დღეს მიმდინარე რეფორმების დიდი ნაწილი დამოკიდებულია მმართველი პოლიტიკური ძალის ნებაზე, რომელიც, მართალია, ხალხის მხარდაჭერას ეყრდნობა, მაგრამ რომლის შეცვლის შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ეს პროცესი აღარ გაგრძელდეს - საქართველოს ჯერ არ გადაულახავს „ბიფურკაციის წერტილი“ (ა. ლომაია), საიდანაც გზები შემდგარი და არშემდგარი სახელმწიფოების მიმართულებით მიდის.

სახელმწიფოებრიობის შეუქცევადობის დაბრკოლებად დასახელდა სამი პრობლემა, რომელთა მოგვარების გარეშეც ეს შეუქცავადობა ვერ მიიღწევა:

) ელიტები. ჯერ-ჯერობით არაა ჩამოყალიბებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა, რომელიც გაერთიანებული იქნებოდა საერთო ფასეულობების ირგვლივ და რომელიც იქნებოდა ქვეყნის განვითარების გარანტი; ამ საკითხთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ განცდა: ნებისმიერი ორგანიზებული პოლიტიკური ძალა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა - პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ორიენტაციისათვის. ეს განცდა ემყარება ცოდნას, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წამომადგენლები ან ერთმნიშვნელოვნად არალიბერალურ პოზიციებს იზიარებენ, ან კონფორმიზმში არიან შემჩნეულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ მოახერხებენ კრიტიკულ ვითარებაში თანმიმდევრული რეფორმების გატარებას, მაგალითად, კრიმინალური მენტალიტეტის ამოსაძირკვად რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რაც დღევანდელი ხელისუფლების დეკლარირებული ამოცანაა. როდესაც ლაპარაკია საერთო ფასეულობებზე, რომელთა ირგვლივ უნდა არსებობდეს კონსოლიდირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა, უზოგადეს დონეზე ესაა ლიბერალური ღირებულებები, კანონის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, მაგ., რწმენის თავისუფლება - ეს ის საკითხებია, რომელთან მიმართებაშიც ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი ან ფუნდამენტალისტურ მიდრეკილებებს ამჟღავნებს, ან - კონფორმისტულს. ამგვარივე ეჭვით უყურებს ხელისუფლება ოპოზიციის უნარს, რადიკალური იყოს კორუფციასთან ბრძოლისას, რადგან ამისათვის საჭირო იქნება დაპირისპირება ტრადიციულ საზოგადოებრივ ელიტებთან, რისი უნარი და სურვილი ოპოზიციას არ აქვს. შესაჯამებლად შეიძლება ითქვას: ხელისუფლებას აქვს ეჭვი - ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში - ოპოზიცია ან ცნობიერად, ან საკუთარი სისუსტის გამო დათმობებზე წავა როგორც ქვეყნის საგარეო მტერთან, ისე ოლიგარქიასთან (ქვეყნის შიგნით და გარეთ), რითაც საფრთხეს შეუქმნის დღევანდელ პოლიტიკურ კურსსა და იმ ღირებულებათა დამკვიდრების პროცესს, რომელთაც ეს კურსი ეფუძნება.

ამ ღირებულებათა შორისაა ნაციონალიზმი, ოღონდ არა ეთნიკური, არამედ დამყარებული მოქალაქეობის იდეაზე. ხელისუფლება ამკვიდრებს ქართველის, როგორც პოლიტიკური ცნების, გაგებას, რაც სიახლეა ჩვენს სივრცეში. ხელისუფლების უწყება ამ მხრივ ძალიან ნათელია - ის არათუ არ აპირებს 90-იან წლებში კულტივირებული ქსენოფობიური იდეების წახალისებას, არამედ გადაჭრით ეწინააღმდეგება მათ; და ეს ხდება არა მხოლოდ დეკლარაციების დონეზე, არამედ პრაქტიკაშიც, რისი მაგალითიცაა მიწის რეფორმა.

მაგრამ ისმება კითხვა - უნდა იყოს თუ არა ხელისუფლების ამოცანა საზოგადოების ღირებულებათა ცვლა? დღესდღეობით ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვითაც, რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსული „იაკობინური ელიტა“ (ლ. რამიშვილი) რადიკალურ ცვლილებებს ახორციელებს, რაც დაკავშირებულია მოდერნიზაციის პროცესთან. ხოლო საზოგადოების 60-70 პროცენტი არ ცხოვრობს იმ ღირებულებებით, რომელთა დამკვიდრებასაც ცდილობს ეს ელიტა. რამდენად რეალისტურია ფასეულობათა ცვლა 5-10 წლის განმავლობაში? და რამდენად თანმიმდევრულად დგამს ამ მიმართულებით ნაბიჯებს დღევანდელი ხელისუფლება? რასაკვირველია, შეუძლებელია ამ ღირებულებებთან დაკავშირებით ახალი კანონების მიღება პარლამენტში, მაგრამ შესაძლებელია მათი ინკორპორირება სასკოლო კურიკულუმში. ამასთან დაკავშირებით, მოყვანილ იქნა აშშ-ის მაგალითი, სადაც იმ უბნებში, რომელთაც მაღალი კრიმინალური პრობლემა ახასიათებთ, მოსწავლეები სასკოლო პროგრამის ფარგლებში ეცნობიან დერომანტიზებულ დანაშაულებრივ სამყაროს, ხვდებიან პატიმრებს და თვალსაჩინოდ ხედავენ კრიმინალური ცხოვრების შედეგებს. მსგავსი პროგრამების შემუშავებამ შეიძლება მოგვცეს ისეთი ღირებულებების დანერგვის შესაძლებლობა, როგორებიცაა კანონმორჩილება, შრომისმოყვარეობა, ყაირათიანობა და ა. შ.

) უმუშევრობა. არსებობს უმუშევრობის მწვავე პრობლემა; ეს კი საფრთხეს უქმნის როგორც სახელმწიფოს მშენებლობის, ისე დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესებს, რადგან მუდმივად არსებობს სოციალური ძვრების საფრთხე, რომელთა მიზეზიც სიღარიბისა და უმუშევრობის კრიტიკული დონე იქნებოდა. აღინიშნა, რომ პრობლემისგადაჭრას ხელს უშლის ხარისხიანი დისკუსიის არარსებობაც - მაგ., მწვავე უმუშევრობის პირობებში მეწარმეებს მუშახელი აკლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოს ეძებს ერთი ტიპის ადამიანი, მოთხოვნა კი სხვა ტიპის კვალიფიკაციაზეა. აქედან გამომდინარე, უმუშევრობის სტრუქტურის ანალიზმა შეიძლება სერიოზულად შეუწყოს ხელი ამ მიმართულებით მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას.

) ტერიტორიული მთლიანობა. არაა გადაჭრილი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.

2. დამოკიდებულება ოპოზიციასთან; კონსენსუსის პრობლემა. საუბარი შეეხო დღევანდელი ქართული პოლიტიკის იმ მახასიათებელს, რომელიც შეიძლება აღიწეროს

ინგლისური ტერმინით „zero-sum game, ნულოვანჯამიანი თამაში. ეს ცნება გულისხმობს ისეთ სიტუაციას, რომელშიც გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, ხოლო დამარცხებულს არაფერი ხვდება. დღეს საქართველოში აშკარად ჩანს პოლიტიკური ველი, რომლისთვისაც კონსენსუსს არა აქვს მნიშვნელოვანი ღირებულება (კონსენსუსი ამ შემთხვევაში გულისხმობს სისტემას, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი, რომელსაც ეხება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩართულია ამ გადაწყვეტილების მიღებაში ან, ყოველ შემთხვევაში, მას აქვს მასში ჩართვის შესაძლებლობა). ინტერესის საგანს წარმოადგენდა სახელისუფლებო ჯგუფის წარმომადგენლების მიმართება ამ საკითხთან - არის ეს სიტუაცია მათთვის ნორმალური და მისაღები? წარმოადგენს ის მათთვის გარკვეული დროით შემუშავებულ სტრატეგიას, რომელზეც უარს იტყვიან გარდამავალი პერიოდის დასრულებისა და უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრის შემდეგ? თუ ეს სიტუაცია განიხილება მათ მიერ როგორც პრობლემა? და თუ ასეა, მაშინ სად უნდა ვეძებოთ ამ პრობლემის მიზეზები და მისი გადალახვის გზები?

როგორც გაირკვა, სახელისუფლებო ჯგუფი ამ სიტუაციას აღიქვამს როგორც პრობლემურს. მას სასურველად არ მიაჩნია დამკვიდრებული თამაშის წესები, მაგრამ ხე

ლისუფლებას არ სურს, ოპოზიციასთან თანამშრომლობის საფასურის მძევლად იქცეს. ძირითადი პრობლემა, ხელისუფლების აზრით, ოპოზიციის დამოკიდებულებაში უნდა ვეძიოთ. თავად სახელისუფლებო დაჯგუფება ცდილობდა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის შეთავაზებას პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილისათვის, მაგრამ ეს შეთავაზება აღიქვეს ან როგორც მმართველი პარტიის მიერ საკუთარი სისუსტის აღიარება, ან როგორც ხაფანგი, რომელში მოხვედრაც კონკურენტი პარტიის გაქრობას გამოიწვევდა, რადგან ეს უკანასკნელი, არსებული რადიკალური პოლიტიკური დაპირისპირებების ვითარებაში, ვერ დაიკავებდა ოპოზიციურ ნიშას. კონკრეტულ მაგალითებად მოყვანილ იქნა ოპოზიციის მიერ პარლამენტის სხდომების ბოიკოტი, ასევე ოპოზიციური პარტიების უარი, შეეყვანათ „ნდობის ჯგუფის” შემადგენლობაში ალტერნატიული კანდიდატი, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის მიერ წამოყენებული პირველ კანდიდატურაზე (ამ ჯგუფს ექნებოდა დაფარული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოპოვების უფლება).

ოპოზიციის მდგომარეობაზე საუბრისას გასათვალისწინებელია უსაფრთხოების პირობები, ანუ რუსეთის ინტერესები, რაც საქართველოს მდგომარეობას რადიკალურად განასხვავებს მაგ., რუმინეთის ან ბულგარეთის შემთხვევებისაგან. აღინიშნა, რომ საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობების გამარჯვება რუსეთის ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით უქმნის პრობლემებს, რითაც არის გამოწვეული განსაკუთრებული ზეწოლა საქართველოზე. ამ უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით უნდა იქნეს განხილული სწორედ ოპოზიციის პრობლემაც საქართველოში, რადგან საკითხი არ დგას ერთმნიშვნელოვნად ასე: ძლიერი ოპოზიცია განვითარებული დემოკრატიული ქვეყნის ელემენტია. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის გარედან იკვებება, ქვეყნის გარე პროცესებით არის ზურგგამაგრებული. ანუ ოპოზიციის მდგომარეობა ერთმნიშვნელოვნად არ განისაზღვრება ქვეყნის შიდა დინამიკით.

არის თუ არა ოპოზიციის ეს არაკონსტრუქციული განწყობა რაციონალური სტრატეგიის შედეგი და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, რაში გამოიხატება ეს სტრატეგია? ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ამ მიმართების ასახსნელად მიუთითებენ ოპოზიციის მიერ „ნაციონალური მოძრაობის” წინარერევოლუციური სტრატეგიის იმიტაციის მცდელობაზე. ოპოზიციური სპექტრის ის ნაწილი, რომელიც 2003 წლის რევოლუციის დროს პასიურობით გამოირჩეოდა (რადგან დარწმუნებული იყო, რომ რადიკალური ქმედება შედეგს არ მოიტანდა), დღეს, საკუთარი შეცდომის გაცნობიერების შემდეგ, ცდილობს რევოლუციური სიტუაციის შექმნას, ეყრდნობა რა ერთ კონკრეტულ ტელევიზიასა და ერთ კონკრეტულ ოლიგარქს. ეს ილუზიაა და ხელისუფლება ამ მცდელობას არ აფასებს, როგორც სერიოზულ საფრთხეს. მაგრამ, გარდა ამისა, ოპოზიციის რადიკალურ განწყობას ელექტორალური გათვლაც ამოძრავებს - ის მიმართულია იმ ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად, ვისთვისაც არსებული ხელისუფლება აპრიორულად მიუღებელია. ამიტომაც ყოველი ოპოზიციური პარტია ცდილობს, იყოს რაც შეიძლება რადიკალური კრიტიკოსი, რათა არჩევნებზე (მაგ., ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე) დააგროვოს ხმების გარკვეული რაოდენობა, რათა საერთოდ არ გაქრეს პოლიტიკური ჯგუფების რუკიდან.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ეს დამოკიდებულება აზიანებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისა თუ გრძელვადიანი რეფორმების განხორციელების პროცესს იმით, რომ ანელებს ამ უკანასკნელს. დროს იკარგება იმ შემთხვევებშიც, როდესაც, კონსენსუსის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა თამაშის წესებზე შეთანხმება ურთიერთდათმობების საფუძველზე. უახლესი წარსულიდან მოყვანილი იქნა განათლების რეფორმის მაგალითი, რომლის განხორციელებაც, ხელოვნურად შექმნილი კრიზისების პირობებში, მხოლოდ ურყევი პოლიტიკური ნების შედეგად იქნა შესაძლებელი. დღეს ძალზე სერიოზული რეფორმებია გასატარებელი ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სფეროში. შეთანხმების ეს შეუძლებლობა ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ მედიასაც. შეუძლებლობა კი კონკრეტულად იმას ნიშნავს, რომ ვერ ხერხდება შეთანხმება იმ საკითხებზე, რომლების შესახებაც გაიმართებოდა დისკუსია, ხოლო ის საკითხები რომელთა შესახებაც კონსენსუსი არსებობს, გვერდზე გადაიდებოდა (თავად კონსენსუსის მიღწევა რაციონალური არგუმენტაციით იქნებოდა შესაძლებელი).

ყოველივე ეს უკავშირდება zero-sum game-ის სიტუაციის შექმნისათვის განმსაზღვრელ გარემოებას - თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრისათვის, ისევე როგორც მედიის ერთი ნაწილისათვის, ხელისუფლებისა და ქვეყნის წარმატება საკუთარი პოლიტიკური კრახის ტოლფასად აღიქმება. მაგალითად იქნა მოყვანილი ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია საქართველოსა და ნატოს შორის ინტენსიური დიალოგის დაწყებისა და საქართველოსათვის MAP-ის მიცემის საკითხებთან მიმართებაში - განსხვავებით შევარდნაძის რეჟიმისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფებისაგან, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული და რომლებიც ყველა გზით ცდილობდნენ ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, რაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების სერიოზულ შემზღუდავ ფაქტორად მიაჩნდათ. დღეს კი ოპოზიციური დაჯგუფებები ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს. ამის მიზეზი სწორედ მათ მიერ არჩეული სტრატეგიაა, რომელიც zero-sum game-ს გულისხმობს: ან იგებს დღევანდელი ხელისუფლება, რაც მათ კრახს ნიშნავს, ან იგებენ ისინი, ხელისუფლება კი, შესაბამისად, განიცდის კატასტროფულ მარცხს. ეს სტრატეგია იმას იწვევს, რომ ოპოზიციას არ აქვს გრძელვადიანი გეგმები, ის მხოლოდ უშუალო ელექტორალურ წარმატებაზეა მიმართული, რაც სერიოზული პოლიტიკური მოთამაშისათვის სრულიად დაუშვებელი უნდა იყოს.

რა არის ოპოზიციის ამ განწყობის მიზეზები? სად უნდა ვეძებოთ ისინი: ღირებულებითი ორიენტაციების განსხვავებაში? ამბიციებში? ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, აშკარაა სხვადასხვა ფაქტორების კომბინაცია. ღირებულებითი განსხვავება გასათვალისწინებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ის გარემოება, რომ ოპოზიციურ დაჯგუფებებს დღეს შეუდარებლად უფრო მცირე გავლენა აქვთ, ვიდრე შევარდნაძის დროს, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს. ეს ეხება არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მედიას, არასამთავრობო სექტორს. აღინიშნა ისიც, რომ თავად ხელისუფლების შიგნით არსებობს ასეთი ტიპის უკმაყოფილება, რაც ხანდახან პრობლემებს წარმოშობს, თუმცა ეს შიდა პრობლემები არ აღიქმება ხელისუფლების მიერ როგორც ფატალურად სახიფათო. ხანდახან სწორედ შიდა დისკუსიები ასრულებს იმ აუცილებელი დებატების როლს, რომელიც კონსოლიდირებული დემოკრატიის მქონე საზოგადოებებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმართება.

ისიც აღინიშნა, რომ აქ, პირველ რიგში, სულაც არ იგულისხმება გავლენა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. საქმე ეხება ყოფით გავლენებს, როგორებიცაა თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა,კონკრეტული ბიზნესის (და არა რაღაც სახის ბიზნესის, რაც დემოკრატიული საზოგადოებებისათვის უჩვეულო არაა) ლობირება და ა. შ.

3. დიალოგისა და დებატების საჭიროება. აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც სახელისუფლებო გუნდის წინაშე დგას, ოპონენტებთან ხარისხიანი დებატების ნაკლებობაა, ხანდახან კი - მისი სრული არარსებობა. მაგრამ, მეორე მხრივ, ხელისუფლება სრულიად არარეალისტურად აფასებს იმ შეთავაზებას, რომ მოხდეს გარკვეული ფორმატის შემუშავება, რომლის შიგნითაც გაიმართებოდა დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან და ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამის მიზეზად სახელდებაოპოზიციის ორიენტაცია zero-sum game-ზე. სახელისუფლებო პარტიას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არ აქვს სურვილი, დათმობებზე წავიდეს იმ ძალებთან, რომლებიც: ა) გართულებული უსაფრთხოების პირობებში არ აპირებს საკუთარი წილი პასუხისმგებლობის აღებას და კრიტიკულ სიტუაციაში მუდამ მზადაა უკანდახევისა და კაპიტულაციისათვის; ბ) ხელისუფლების მიერ მათთვის დეკლარაციულად მინიჭებულ პოლიტიკურ წონას ისინი თავად ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ ყოველთვის, როცა კი უკმაყოფილო იქნებიან ამა თუ იმ გადაწყვეტილებით; გ) გამოთქვამენ სურვილს, ხორცი შეასხან არა ამა თუ იმ საკითხზე საკუთარ თვალსაზრისს (რაც ოპოზიციური ძალისათვის ბუნებრივი იქნებოდა), არამედ ჰქონდეთ უფლება, ვეტო დაადონ უმრავლესობის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი და ცდილობენ მის ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანას ქვეყნის შიგნით და გარეთ. ასევე ითქვა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ოპოზიციური პარტიებისა თუ ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ დისკუსიებში, პოლიტიკური შედეგი მაინც ნულის ტოლია: კონკრეტულ სიტუაციაში ხერხდება მათი დარწმუნება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მაგრამ იგივე ადამიანები მედიასაშუალებებში (სადაც დეტალური დისკუსიის დრო და ფორმატი არ არსებობს) აღარ აღიარებენ მიღწეულ შეთანხმებებს და სიტუაციას მხოლოდ ნეგატიურად აფასებენ. შეიძლება ითქვას, რომ კონსენსუსი შეუძლებელია, რადგან ოპოზიციას მიზანს წარმოადგენს ამ კონსენსუსისათვის თავის არიდება: ან იმიტომ, რომ არსებული ხელისუფლება მისთვის ბოროტებაა, რომელიც მოშორებული უნდა იქნეს, ან იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან კონსენსუსის დაფიქსირება ელექტორულად არამომგებიანად მიიჩნევა.

რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად ოპოზიციის ამ სტრატეგიას? შესაძლოა, ოპოზიციის რაღაც ნაწილი ამ არაპროდუქტიული პოზიციის გამო საერთოდ გაქრეს, მაგრამ არა მთლიანად, რადგან ამისათვის საჭირო იქნება მისი ჩანაცვლება, რაც დროს მოითხოვს. ხელისუფლების აზრით, კვიციანის შემთხვევის მაგალითზე გამოჩნდა, რომ ქვეყნისათვის სასარგებლო იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის ტიპის პოლიტიკოსების არსებობა, რომელთა დისკურსი (მიუხედავად იმისა მისაღებია თუ არა ამ დიკურსის მატარებელი კონკრეტული პოლიტიკოსი) უფრო გააჯანსაღებდა პოლიტიკურ პროცესს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს დიალოგის რესურსის ამოწურვას. მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ხელისუფლებისათვის პოლიტიკის (policy-ს აზრით) არტიკულირებისა და საზოგადოებისათვის მიწოდების საკითხია. ხშირად იმართება კამპანია ამა თუ იმ სიახლესთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი კამპანიები ამოიწურება ახალი ამბებისა თუ რეკლამის დონეზე. არ იმართება დისკუსიები არც მედიაში და არც ექსპერტთა წრეებში. აღინიშნა ისიც, რომ ეს კამპანიები, ჩვეულებრივ, მიმართულია საზოგადოების უფართოეს ნაწილზე, მაგრამ ის ვერ სწვდება ისეთ მიზნობრივ ჯგუფებს, როგორებიცაა, მაგალითად, აკადემიური წრეები და ა. შ. ეს ყოველივე კი ხელს უშლის პოლიტიკის შემუშავების პროცესს, რადგან ადეკვატური პოლიტიკა არა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების, არამედ სწორედ ხარისხიანი დებატების შედეგად იბადება. ითქვა ისიც, რომ ეს ყოველივე არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პრობლემა, არამედ, ზოგადად, საზოგადოებრივი და პოლიტიკური კულტურის პრობლემაც: იმ შემთხვევებშიც, როდესაც ხორციელდება პოლიტიკის არტიკულირება (როგორც ამას ადგილი ჰქონდა, მაგალითად, განათლების სფეროს შემთხვევაში), ხარისხიანი დებატების ნაკლებობა მაინც იგრძნობოდა (თუნდაც იმიტომ, რომ დავა იმართებოდა არაარსებით საკითხებზე, რაც არანაირად არ უწყობდა ხელს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას).

დღეს ისახება პერსპექტივა, რომ პოლიტიკის შემუშავების (policy development) პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთონ უნივერსიტეტები. ეს არ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების ჩანაცვლება, ამ ორგანიზაციებს რჩებათ საკუთარი როლი, მაგრამ, შესაძლოა, ახალი აქტორის გამოსვლამ, თუ მოხდება ექსპერტიზის მობილიზება, პოზიტიური შედეგები მოიტანოს სწორედ დებატების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. აღინიშნა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია საჯარო სფეროში ახალი ჯგუფების გამოჩენით, რომლებსაც ამა თუ იმ სფეროში ექნებოდა კომპეტენტური აზრის გამოთქმის უნარი. განსაკუთრებით სასურველი იქნებოდა, რომ ეს აზრი ყოფილიყო, ამასთანავე, კრიტიკულიც, რაც სრულფასოვანს გახდიდა თავად დისკუსიის პროცესს.

3.2 რესპუბლიკური პარტია

▲ზევით დაბრუნება


ოქტომბერი, 2006

რესპონდენტი: დავით უსუფაშვილი

პრობლემების ხედვა: რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა მისი სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესის დაუსრულებლობაა. ეს პრობლემა განაპირობებს მოქმედი პოლიტიკური სუბიექტების არასახელმწიფოებრივ ქმედებას, რაც შეუძლებელს ხდის ქვეყნის სხვა პრობლემების მოგვარებას და საფრთხეს უქმნის მის მომავალს. მათი თქმით: „ყველა - ხელისუფლება, ოპოზიცია, მოქალაქე, იძულებული ვართ საქმე ვაკეთოთ არასახელმწიფოებრივი გზით და მეთოდით, რაც, საბოლოო ჯამში, არაეფექტურია ცივილიზაციის იმ ეტაპზე, როდესაც სახელმწიფოებრივად ფორმირებული საზოგადოებები არიან ამ ურთიერთობების სუბიექტები.“

პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესის დაუსრულებლობიდან გამომდინარეობს კიდევ ორი ძირითადი „ქვეპრობლემა“, რომელთა გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესი საკითხია მიმდინარე ეტაპზე: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ელიტების დონეზე მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარება. პარტიაში უჭირთ განსაზღვრონ, რომელია ამ ორ საკითხს შორის უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური ელიტის დონეზე მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარება წინ უნდა უსწრებდეს სხვა მოვლენებს, რადგანაც ის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება სხვა, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრისას. სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესი საკითხია პოლიტიკური პარტიების, სახელმწიფო მოხელეებისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ჩართული სხვა ინსტიტუტების დონეზე. რესპუბლიკელები აღიარებენ, რომ ამ კუთხით ქვეყანაში არსებობს „ოაზისები“, თუმცა ეს არასაკმარისად მიაჩნიათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბება სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც დასაქმებულ პირთა შორის განსაკუთრებით თვალშისაცემია მისი სიმცირე: „იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სახელმწიფო მართვის ბერკეტებს იღებენ ხელში, ყველაზე ნაკლებად შეინიშნება ეს მოქალაქეობრივი ცნობიერება, ანუ ვის, რას ემსახურებიან, რატომ ემსახურებიან, რა არის მათი როლი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში, ვის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, რა არის კრიტერიუმი მათი საქმიანობის შეფასებისას. ამ სფეროში ნამდვილად კატასტროფული ვითარებაა“.

რესპუბლიკურ პარტიაში ასევე სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების შელახვის ხშირ ფაქტებს. მათთვის განსაკუთრებით საგანგაშოა სამართლებრივი მექანიზმების უგულებელყოფა. მათი აზრით, მართალია, საქართველოში აღიარებულია ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების უპირატესობა და მთელ რიგ სამართლებრივ დოკუმენტებში ეს პრინციპები გაცხადებულია, მაგრამ ისინი დეკლარირების დონეზე რჩება და მათი პრაქტიკული განხორციელების მაგალითები მეტად იშვიათია: „დეკლარირებულად ძევს კონსტიტუცია, საერთაშორისო აქტები, კანონის უზენაესობის პრინციპები, რომლებიც შემდგომ კანონებშიცაა ასე თუ ისე გატარებული. რიტორიკაც გარკვეულწილად ამ დონეზეა... მაგრამ რატომ არ სრულდება?“

პარტიული სისტემა და ურთიერთობა სხვა პარტიებთან. რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მიმდინარე პერიოდში საქართველოში დომინანტური პარტიული სისტემაა: არსებობს ერთი ძლიერი პარტია, რომელსაც მთლიანად მონოპოლიზირებული აქვს ძალაუფლება, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური ძალები გარიყულნი არიან პოლიტიკური პროცესიდან. მათი აზრით, მმართველი პარტია შეზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტებთან და პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ არსებული მდგომარეობა სახიფათოა ქვეყნის განვითარებისთვის. მათი თქმით, ძალიან დიდია ხიფათი იმისა, რომ ოპოზიცია, რომელიც ებრძვის მმართველ პარტიას, სინამდვილეში შეებრძოლება სახელმწიფო ინსტიტუტებს და ამით დაასუსტებს თავად სახელმწიფოს.

რესპუბლიკელების აზრით, დომინანტური პარტიული სისტემის არსებობას განაპირობებს ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები zero-sum game-ის პრინციპზეა აგებული. მათი თქმით, ეს მდგომარეობა „კომუნისტურბოლშევიკური“ გადმონაშთია, რომლის დაძლევა საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო. ის განსაკუთრებით სახიფათოა ელიტების დონეზე, სადაც ვერ მოხდა ისეთი ფუნდამენტური საკითხების გამიჯნვა როგორიცაა - კონკურენცია და მტრობა. რესპუბლიკელების თქმით, „კონკურენციასა და მტრობას შორის ვერ გაკეთდა განსხვავება, ხოლო საზოგადოებამ, ელიტებმა, ლიდერებმა ვერ გაიაზრეს კონკურენციის აუცილებლობა და მისი ეფექტი, მისი საჭიროება საკუთარი წარმატებისათვის. ამიტომ მთელი ყურადღება გადატანილია მტრობაზე: აუცილებლად ვიღაც უნდა დაამარცხო, ხოლო თუ დაამარცხე, მოპოვებული გამარჯვება, რა თქმა უნდა, უნდა შეირგო“.

რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ მათი მთავარი ოპონენტი სახელისუფლებო პარტიაა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პარტია ერთად მონაწილეობდა „ვარდების რევოლუციაში“ და 2004 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით გადიოდნენ, ამ ეტაპზე რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. რესპუბლიკელები აღიარებენ, რომ იზიარებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეკლარირებულ ღირებულებებს და მიზნებს, თუმცა მნიშვნელოვან განსხვავებას ხედავენ ამ მიზნების განხორციელების გზებში. მათი თქმით, „ვარდების რევოლუციამდე“ ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთგაგების მაღალი ხარისხი ჰქონდათ როგორც ღირებულებებში, ასევე პრობლემების ხედვისა და მათი გადაწყვეტის გზებში. მაგრამ ამ უკანასკნელის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა: „2003 წლის ოქტომბერში ჩვენი თვალსაზრისების იგივეობა საკმაოდ თვალშისაცემი იყო, რადგან დღეს ხელისუფლებაში, ყოველ შემთხვევაში, მმართველ პუნქტებთან, ის ხალხია, რომლებთანაც გვქონდა ურთიერთგაგების ძალიან დიდი ხარისხი პრობლემების ხევდაშიც და მათი გადაწყვეტის გზებშიც. ამიტომ არ მიკვირს, რომ პრობლემების დაფიქსირების თუ ორინტირების დასახვის დონეზე ჩვენ კვლავ ერთად ვართ, მაგრამ აღმოგვაჩნდა უზარმაზარი განსხვავება, როცა ვაანალიზებთ, თუ რომელი ნაბიჯი გვაახლოებს იმ ორიენტირთან და თუ რომელი - გვაშორებს.”

ოპონენტებთან, განსაკუთრებით კი, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან განსხვავებას რესპუბლიკელები სახელმწიფოს შენების პროცესის გააზრებაში ხედავენ: „დღეს სახელისუფლო წრეებსა და ხელისუფლების ორბიტაზე მყოფ ექსპერტებს, გინდაც არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ძალზე პოპულარულია ფორმულა, რომ სახელმწიფო შენდება და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, რაღაც პრობლემები იკვეთება, მაგრამ ისინი ნაკლებმნიშვნელოვანია. მთავარია, რომ სახელმწიფო შენდება. ამ პროცესის ჩვენეული გააზრება სწორედ საპირისპიროა: გარკვეული რაღაცეები კეთდება, მაგრამ ჯამში სახელმწიფო ვერ შენდება. აი, ამაშია განსხვავება“.

რაც შეეხება პარტიის ურთიერთობას სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან: რესპუბლიკელები აქტიურად თანამშრომლობენ ოპოზიციურ, კერძოდ კი, მემარჯვენე ორიენტაციის პარტიებთან. მიუხედავად იმისა, რომ მათ მონაწილეობა არ მიუღიათ 2005 წლის შუალედური არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ჩატარებულ პარტიათაშორის პრაიმერში, მათ პარლამენტში - საქართველოს კონსერვატიულ პარტიასთან ერთად - შექმნეს ერთიანი ფრაქცია და 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მათთან ერთად, ერთ საარჩევნო სუბიექტად მიიღეს მონაწილეობა.

ხშირად რესპუბლიკურ პარტიას ხელისუფლების „არასაკმარის“ ოპონირებაში სდებენ ბრალს. ამას ისინი თავადაც აღიარებენ, თუმცა რადიკალური პოზიციის არჩევა მათთვის მიუღებელია და, საერთო თვალსაზრისების არსებობის შემთხვევაში, მზად არიან ითანამშრომლონ ყოველ პოლიტიკურ ძალასთან: „საზოგადოებაში ინერგება იმგვარი განწყობა, რომ თუკი ხვალ რამე საკითხის გამო შევხვდი ბურჯანაძეს ან ნოღაიდელს, ან ბოკერიას მივესალმე, ამ შემთხვევაში უკვე აღარ მივეკუთვნები ოპოზიციას. როცა საზოგადეობაში ასეთი განწყობებია, დიდია წნეხი, რომ მართლაც ამ წესის კვალობაზე მოიქცე, მაგრამ ჩვენ არ ვართ ამ შემთხვევაში აწყობილი ამ გაბატონებულ საზოგადოებრივ მოსაზრებაზე, რადგან ეს არასწორია. თუ საჭიროა, ყველას დაველაპარაკებით და, ვფიქრობ, რომ პირველი, რისი უფლებაც პოლიტიკოსს არა აქვს, ეს გაბუტვის უფლებაა“.

კონსესუსის ძიება. რესპუბლიკელთათვის კონსენსუსი მნიშვნელოვანი ღირებულებაა. თუ არ იქნება მისი თუნდაც გარკვეული დოზა, ისე სახელმწიფოსა და საზოგადოების ფორმირება წარმოუდგენელი გახდება. მათი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა, რადგანაც ის ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებისთვისაა აუცილებელი: „კონსენსუსი ისეთი რამეა, რომელიც, რაღაც დონეზე მაინც თუ არ არსებობს, იქ, საერთოდ, სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე საუბარი შეუძლებელია.... პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთგაგებას საზოგადოებისთვის სასარგებლო შედეგი მოაქვს. კონსენსუსი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი, ანუ უნდა შევძლოთ რაც შეიძლება მეტი საქმის კეთება ერთობლივი ძალებით“.

რესპუბლიკელთათვის მნიშვნელოვანია, მეტ-ნაკლებად ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ფუნდამენტურ ღირებულებებზე შეთანხმების მიღწევა. ერთ-ერთი ასეთი ღირებულება, რომელზეც შეთანხმება უკვე მოხერხდა - სახელმწიფოა. კონსენსუსი მეტ-ნაკლებად მიღწეულია, აგრეთვე, საგარეო ორინეტირებთან დაკავშირებითაც, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი, რომელთა გამოც პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ურთიერთგაგება ჯერ კიდევ არაა მიღწეული. ეს საკითხებია: ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი, კანონის უზენაესობა, დეცენტრალიზაცია, პოლიტიკური თამაშის წესები. მათთვის ეს საკითხები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მათ გამო თვალსაზრისთა განსხვავებამ შეუძლებელი გახადა მათი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „ერთ გუნდში ყოფნა და თანაარსებობა.“

მომავლის პროგნოზები. რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის განვითარებისათვის და სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესის დასრულებისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი, კერძოდ კი, არჩევნების გზით ცვლილება. მათთვის მიუღებელია რევოლუციურ ან სხვა არაკონსტიტუციურ მოძრაობაში ჩაბმა, თუმცა მიაჩნიათ, რომ ხელისუფების მიერ გადადგმული მთელი რიგი ნაბიჯები პოლიტიკურ ოპონენტებს სწორედ „რევოლუციისკენ“ უბიძგებს. განსაკუთრებით, მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო პროცესის მონოპოლიზება და არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოყენება ართულებს სამართლებრივი მეთოდებით პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის ბრძოლას: „გვიჩნდება განცდა, რომ სახელისუფლებო წრეებში არიან ადამიანები, რომლებიც შეგნებულად და მიზანმიმართულად აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რათა საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდეს კვლავ რაღაც ნახევარადდემოკრატიული, ნახევრადრევოლუციური, ნახევრადკონსტიტუციური გზით. ეს თემა სერიოზულ ანალიზს მოითხოვს ყველასაგან, რადგან თუ არა ასეთი ვარაუდი (რომ ვიღაც შეგნებულად ქმნის სიტუაციას, რათა სხვა გზით, ნორმალური არჩევნების გზით, შეუძლებელი იყოს ხელისუფლების შეცვლა), მაშინ შეუძლებელია იმ ქმედებების ახსნა, რომლებზეც ხელისუფლება მიდის“.

რესპუბლიკელების აზრით, დღეს საქართველოში პოლიტიკური პარტიები თანაბარ საწყის პირობებში არ იმყოფებიან და კონკურენცია არასამართლიანი მეთოდებით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ არჩევნების გზით აპირებენ, თუნდაც ეს მიდგომა არაპოპულარული აღმოჩნდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. მათი მიზანია მოსახლეობაში ლიბერალურ ღირებულებების გავრცელება და თანმიმდევრული პოლიტიკით პარტნიორებთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლა: „საპარლამენტო არჩევნებისათვის ჩვენ გვაქვს იმის პოტენცია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ნაჩვენები შედეგი მინიმუმ გავაორმაგოთ და მაქსიმუმ გავასამმაგოთ. ჩვენ არ ვისწრაფით 80%-იანი გამარჯვებისკენ. ისტორიის ასეთი მოტრიალება კიდევ ერთი დიდი უბედურება იქნებოდა ქვეყნის ცხოვრებაში. ჩვენ ვართ საპარლამენტო მმართველობის მომხრე ანუ კოალიციურ და პოლიტიკურ ძალებს შორის გარკვეულად გადანაწილებული ძალაუფლების მომხრე. ამიტომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი ღირებულებებიდან და ჩვენი ამომრჩევლებიდან გამომდინარე, ვიქნებით სერიოზული პარტნიორი რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან სათანამშრომლოდ. ჩვენ არ დავუშვებთ რომელიმე ახალი მესიის გაჩენას, ყველანაირად შევეწინააღმდეგებით, რომ პროცესი აქეთკენ წავიდეს, რომ სააკაშვილი შევცვალოთ „სააკაშვილი 2“-ით, ვინც არ უნდა იყოს იგი“.

3.3 მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

▲ზევით დაბრუნება


ნოემბერი, 2006

რესპონდენტები: ზურაბ ტყემალაძე, თამაზ ყაჭეიშვილი, მარინა წულუკიძე

ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების ჩამონათვალი. ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემათა ჩამონათვალში სახელდება: 1) ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, 2) სტაბილური ეკონომიკური განვითარების ბაზისის მომზადება და 3) ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის გარანტიების შექმნა. მათ შორის უმთავრესი კონფლიქტური რეგიონების პრობლემის გადაჭრაა, რადგანაც შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, როდესაც მისი საზღვრები დაუცველია და სახელმწიფოს იურისდიქცია მის მთელ ტერიტორიაზე არ ვრცელდება: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძლიერი სახელმწიფოს საწინდარი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო, რომელსაც ტერიტორიები დაკარგული აქვს, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას კი ცნობენ, მაგრამ თავად თავის საკუთარ, მთლიან ტერიტორიაზე ვერ ახორციელებს იურისდიქციას, ძლიერი სახელმწიფო ვერასდროს გახდება. ხოლო თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს ძლიერი სახელმწიფო, ჩამოყალიბდეს დემოკრატიული ქვეყანა, მაშინ, ეს საკითხი უნდა გადაიჭრას”.

პარტიის ლიდერთა ხედვით, ამ პრობლემის მოგვარება უშუალოდაა დაკავშირებული სხვა ძირითადად საკითხებთ ან, კერძოდ, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოს გამოსწორებასთან: “ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ტერიტორიული საკითხების მოგვარებისთანავე ყველაფერი მოგვარდება. პირიქით, ყველაფერი კარგად უნდა იყოს, რომ ეს საკითხი გადაიჭრას... თუ ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური სივრცე არ შევქმენით და ეკონომიკურად არ მოვმძლავრდით, ანუ ეკონომიკურად მიმზიდველი არ გავხდით ჩვენი დაკარგული ტერიტორიების მცხოვრებთათვის, ძნელია ვიფიქროთ, რომ ისინი ჩვენკენ გამოიხედავენ”. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესი საკითხია კანონის უზენაესობის დანერგვა, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა კერძო საკუთრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა, რადგანაც უკანასკნელ ხანს დაფიქსირდა სახელმწიფოს მხრივ მათი შელახვის მრავალი შემთხვევა.

მრეწველთა ხედვით, რთულია ჩამოთვლილ პრობლემათაგან პრიორიტეტულის გამოყოფა, რადგანაც ისინი ურთიერთდაკავშირებულია და მათი გადაჭრისკენ მიმართული ქმედებები ურთიერთშეთანხმებული უნდა იყოს და თანადროულად განხორციელდეს.

ურთიერთობა ოპონენტებთან და პარტნიორებთან. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში მოქმედ ძირითად პოლიტიკურ პარტიებს მსგავსი იდეოლოგია აქვთ. მსგავსებაა ღირებულებით სისტემაში, თუმცა საკმაოდ განსხვავებულია თვალსაზრისები მიზნების მისაღწევად: „არავის აქვს იდეოლოგიურად განსხვავებული პოზიცია, მაგრამ როგორც კი გარკვეული საკითხი დადგება, ისეთი რადიკალიზმი იგრძნობა ხოლმე, რომ მეტი არ შეიძლება!” პარტიაში მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მმართველი პარტია მიაჩნიათ, თუმცა იმასაც აცნობიერებენ, რომ ყველა პარტია, მათ შორის ოპოზიციური და იდეოლოგიურად ახლო მდგომიც კი - მათი ოპონენტია. „რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ოპონენტია მმართველი, სახელისუფლებო პარტია... მეორე მხრივ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის ოპონენტები ვართ”.

პარტიის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ მათი და მათი ოპონენტების ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემების ნუსხა ერთმანეთისგან არ განსხვავდება: „როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე გვქონია საუბარი, იგივე პრიორიტეტები სახელდება. ამ პრიორიტეტების განსაზღვრასა და მსჯელობაში, თვით ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანაც კი არავითარი უთანხმოება არა გვაქვს”. განსხვავებას ისინი პრაქტიკულ საქმიანობაში ხედავენ, რამდენადაც მიაჩნიათ, რომ სახელისუფლებო პარტიის მიერ საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკა განსხვავდება მათ მიერ პრაქტიკულად განხორციელებული საქმიანობისაგან: „ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა განსხავდება მისი პრაქტიკული ნაბიჯებისგან”.

„მრეწველებს” განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ, ასევე, იდეოლოგიურად ყველაზე ახლო მდგომი „ახალი მემარჯვენეებისაგანაც”: “ახალ მემარჯვენეებთან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი იდეოლოგია გვაქვს და ორივე პარტია მხარს ვუჭერთ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, ჩვენ, მრეწველები, ვემხრობით ადგილობრივი ბაზრის დაცვას, ადგილობრივი მეწარმის ხელშეწყობასა და ადგილობრივი მეწარმის უკეთეს საინვესტიციო პირობებში ჩაყენებას. ისინი კი, პირიქით, ემხრობიან და მხარს უჭერენ „კარების გახსნის” ახალ ინიციატივას და საბაჟო გადასახადის ნულზე დაყვანას”.

შესაბამისად, მრეწველებს ოპონენტებთან (როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ პარტიებთან) საერთო ღირებულებები და პრინციპები აქვთ, თუმცა განსხვავებულია მათი მიღწევისა და განხორციელების გზები: “ღირებულებები მსგავსია, ლაპარაკია მიღწევაზე: დასავლური ორიენტაცია, დასავლეთთან ინტეგრაცია და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიისთვისაც ისეთივე პრიორიტეტია, როგორც სხვებისთვის. ხოლო რაც შეეხება რუსეთს, ის ძალზე მიმზიდველია ჩვენთვის როგორც ბაზარი და მისი დაკარგვა ნამდვილად არ შეიძლება. რუსეთის ბაზარზე გადის მსოფლიოს პროდუქცია და ჩვენ რატომ უნდა დავკარგოთ?”

პარტიაში დადებითად აფასებენ უკანასკნელ ხანს ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გამოცდილებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნიათ შვიდი პარტიისაგან შემდგარი საკონსულტაციო საბჭოს მუშაობა: „არ ყოფილა საკითხი, რომელზეც აზრთა შეჯერება ვერ მოხერხდა”. მართალია, აღიარებენ, რომ ჩაიშალა ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ეს არ იყო უმნიშვნელოვანესი საკითხი: „არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხი მტკიცედ და პრინციპულად არავის დაუყენებია”.

მრეწველები აღიარებენ, რომ საზოგადოებაში არსებობს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების და ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბების დაკვეთა, თუმცა ამ ეტაპზე მისი მიღწევა შეუძლებლად მიაჩნიათ. ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების მჭიდრო თანამშრომლობის მთავარი წინაღობა მათი ლიდერების პირადი ამბიციები, კავშირები და “სხვათა წინაშე აღებული ვალდებულებებია”.

პარტიული სისტემა, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთობა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ მიმდინარე პერიოდში პოლიტიკური სისტემა პოლარიზებულია. კერძოდ, მთელი პოლიტიკური ძალაუფლება ერთი, მმართველი პარტიის ხელშია თავმოყრილი, ხოლო დანარჩენები - ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პროცესებში თითქმის ვერ მონაწილეობენ. ისინი არ არიან ჩართულნი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ანგარიშს არ უწევევენ მათ ინიციატივებს: „აბსოლუტურად არ სურთ ოპოზიციის არც გაგება, არც გაკარება, არც ურთიერთობა”. მრეწველთა შეხედულებით, ამ კუთხით მდგომარეობა შევარდნაძის მმართველობის შემდეგ გაუარესდა: „მახსოვს, როცა შევარდნაძე შეგვკრებდა ხოლმე ფრაქციის თავმჯდომარეებს და კონსულტაციებს ჩაატარებდა…ჩვენ მაშინაც ოპოზიციაში ვიყავით... ახლა კი არ მახსოვს, გნებავთ პრეზიდენტს, გნებავთ პრემიერმინისტრს, გნებავთ მინისტრებს რამე საკითხზე კონსულტაცია ჩაეტარებინოს ოპოზიციასთან”.

მრეწველებს მიაჩნიათ, რომ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთობის და დიალგის ნაკლებობა საზიანოა როგორც თავად პარტიებისთვის, ასევე მთლიანად სახელმწიფოსათვის. ოპოზიციურ პარტიებს დაკარგული აქვთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, რაც მათი ამომრჩევლებისა და თავად წევრების იმედგაცრუებას იწვევს: „არ გვაქვს საკითხის დასმის შესაძლებლობაც კი, აღარაფერს ვიტყვი გატანის საშუალებაზე... ამას ხედავს საზოგადოება, ჩვენი პარტიის წევრიცა და ამომრჩეველიც, და ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რაღა გვესაქმება ამ კაცთან?”

პოლიტიკური დებატების სიმცირე და ხელისუფლების ოპონირების ნაკლები საშულება უარყოფითად მოქმედებს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკის ხარისხზე და მის დეგრადაციას იწვევს: “მაგალითად ავიღოთ ადამიანი ოჯახში ან სამსახურში: რაც უნდა კარგად უვლიდე და რაც უნდა კარგად გქონდეს საქმე, როცა არავინ გედავება, თავის აზრს არ გეუბნება და ყველაფერი უაპელაციოდ გაგდის, ადამიანის ტვინიც დუნდება. თუ ადამიანმა დაიჯერა, რომ ყველაფერში მართალია და ყველაფერი კარგადაა, მას ბევრი შეცდომა მოუვა, რადგან ადამიანის ტვინი ვერ ახერხებს ყველაფრის უცებ გადახარშვას”.

შესაბამისად, მრეწველები სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ მდგომარეობას, კერძოდ კი, თანამშრომლობისა და დიალოგის არარსებობას ნეგატიურად აფასებენ და აუცილებლად მიაჩნიათ ამ სიტუაციის გამოსწორება. ამ კუთხით, მათი აზრით, უმნიშვნელოვანესია, რათა მმართველმა პარტიამ გამოხატოს კეთილი ნება და შემხვედრი ნაბიჯები გადადგას ოპოზიციური სპექტრის მიმართ. კონკრეტულად ეს ნაბიჯები შეიძლება საპარლამენტო უმცირესობის შექმნაში გამოიხატოს, რაც საპარლამენტო ოპოზიციას პოლიტიკურ დებატებში ჩართვის და მონაწილეობის მეტ არეალს მისცემს: „ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ პარლამენტში შეიქმნას უმცირესობა... ამით ყველა კანონის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის მოგვეცემოდა დამატებითი 15 წუთი, სესიის დროს ნახევარ-ნახევარ საათიანი განცხადების და მოხსენების გაკეთების უფლება, რაზეც უარს ვერ გეტყვიან რეგლამენტის მიხედვით... ეს კი საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რათა შენი პოზიცია დააფიქსირო. დღეს ამბობენ, სუსტია ოპოზიციაო! თუ არ მისცემ ლაპარაკის საშუალებას, სუსტი იქნება, აბა, რა იქნება. მოიგდებენ 5 წუთს თუ 10 წუთს და ამ 10 წუთში უნდათ, რომ ყველაფერი თქვან”.

მრეწველები პარტიულ სისტემაში არსებულ მდგომარეობას უარყოფითად აფასებენ და მის გამოსწორებას აუცილებლად მიიჩნევენ. თუმცა უახლოეს მომავალში სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონფრონტაციის შემცირების შესაძლებლობას ვერ ხედავენ. პირიქით, ისინი ვარაუდობენ არსებული მდგომარეობის გაუარესებას, რადგანაც მმართველი პარტიისაგან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას არ მოელიან: ,,ურთიერთობების გაუმჯობესებას არ ველოდებით, თუნდაც იმიტომ, რომ სახელისუფლებო პარტიას მკვეთრად ჩამოყალიბებული პოციზია აქვს ოპოზიციის მიმართ, რასაც ყოველდღე ამჟღავნებენ... მათ მონოპოლიზირებული აქვთ აბსოლუტურად ყველაფერი”.

დიალოგის სურვილი და კონსესუსის ძიება. პარტია ღიაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან დიალოგის წარმართვისათვის. მისთვის მიუღებელია რამე ნიშნით პოლიტიკური სუბიექტების გარიყვა ან პროცესიდან გამოთიშვა. ისინი ხშირად საჯაროდაც აფიქსირებენ საკუთარ ამგვარ მზადყოფნას, თუმცა აღიარებენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პარტნიორი მათი ნდობის მოპოვებას შეძლებს: ,,მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებთანაც ხანდახან ძნელია დიალოგი და ურთიერთობა (მხედველობაში არ მაქვს ძირითადი პოლიტიკური პარტიები), მიუხედავად ამისა, მათ ,,გამოკრისტალებაზე” თანახმა არა ვარ - ყველას უნდა მოუსმინო, ყველას უნდა ესაუბრო და, რა თქმა უნდა, შენ შენი დასკვნა გააკეთო ამის შესახებ... ჩვენ არ გამოვირჩევით რადიკალიზმით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან, ვინც რადიკალიზმით გამოირჩევა, საერთო ენა ვერ გამოვნახოთ”.

პარტიისათვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს პოლიტიკური დიალოგი და კონსენსუსის ძიება. შესაბამისად, არ გამოირიცხება ამ მიზნით საკუთარი პოზიციების დათმობაც, თუ ის მის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას- არ უპირისპირდება: „ის, რაც ჩვენს იდეოლოგიაშია, არა გვგონია დასათმობი იყოს, თორემ დანარჩენი იმდენად მნიშვნელოვანი არაა... დათმობისას დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ რაზეც უარს ვამბობ, ის შედეგად ცუდს არაფერს მოიტანს და სასარგებლო იქნება საერთო საქმისთვის”.

პოლიტიკური პროცესების განვითარების პროგნოზი. პარტიაში აღიარებენ, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარების გამო ძალზე რთულია პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება. მათთვის მიუღებელია რევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლა და ის უკიდურესად იძულებით ნაბიჯად მიაჩნიათ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების შემთხვევაში, არ გამორიცხავენ ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის ალბათობასაც. დღევანდელი გადასახედიდან რთულია დაზუსტებით იმის მტკიცება, მიიღებენ თუ არა მრეწველები

მონაწილეობას რევოლუციურ პროცესებში - ეს გარემოზე, შექმნილ ვითარებასა და საზოგადოების დაკვეთაზე იქნება დამოკიდებული: „წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი რევოლუციებისა, ყველასთან ვსაუბრობ და ყველასთან ვამბობ, რომ აუცილებელია საქართველო ბოლოს და ბოლოს მივიდეს იქამდე, რომ კონსტიტუციური გზით, არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლა... მაგრამ შეცვლი ხელისუფლებას რევოლუციის გარეშე? ამგვარი საარჩევნო კანონის დროს ვერ შეცვლი!.. თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული, რომ ძალადობას ძალადობა დაუპირისპირდეს. ხოლო ის, რომ ძალადობა არსებობს ამ ქვეყანში, საკამათო არაა, რაც უნდა ვმალოთ ძალადობის ფაქტები, გვინდა თუ არ გვინდა, ისინი ძალზე ბევრია... დღევანდელი გადასახედიდან, რა თქმა უნდა, კატეგორიული წინააღმდეგი ვართ და არ შევუერთდებით, მაგრამ თუ გაუარესდა სიტუაცია და კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა, თუ დავინახეთ, რომ შველა მხოლოდ ამაშია, იძულებითი ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას. ეს იქნება არასასურველი, მიუღებელი, მაგრამ იძულებითი ნაბიჯი”.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ შექმნილი კონფრონტაციული სიტუაციის განმუხტვისათვის აუცილებელია მმართველმა პარტიამ აღადგინოს ურთიერთობა ოპოზიციასთან, გაითვალისწინოს მისი ინიციატივები და ჩაებას პოლიტიკურ დიალოგში, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა კი, თავის მხრივ, უნდა გადალახონ რადიკალიზმი და „შეარბილონ პოზიციები და ქმედებები. საჭიროა თანამშრომლობა და ოპოზიციაში, ჩანს, ამგვარი განწყობა არსებობს”.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა. მათ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვთ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში და შეუძლიათ პარტიებს შორის მედიატორის როლი შეასრულონ. თუმცა პარტიაში მიაჩნიათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არაობიექტურ განცხადებებს აკეთებენ და მხოლოდ კონკრეტულ პარტიებთან თანამშრომლობენ, ან, საერთოდ, ერიდებიან მათთან მუშაობას. შესაბამისად, ამ პროცესში მათ დადებითი გავლენის მოხდენა მხოლოდ მრავალპარტიულ გარემოში მუშაობის შედეგად შეუძლიათ: „მათ უნდა ითანამშრომლონ პარტიებთან და არა პარტიასთან”.

მრეწველებს იგივე დამოკიდებულება აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართაც. პარტიაში ხშირად ეჭვს ბადებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხედულებების სიახლოვე: „ხანდახან ისინი ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებენ, მაგრამ ეს არ ხდება ხშირად”. პარტია ნაკლებად იჩენს ადგილობრივ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ინიციატივას. ის, ძირითადად, ამ უკანასკნელთა შემოთავაზებებს იღებს და ნდობის მოპოვების შემთხვევაში თანამშრომლობს: „თუ მოვა, დიდ მადლობას ვეტყვით, რომ მოვიდა და ჩვენთან თანამშრომლობს, მაგრამ ჩვენ, ჩვენდათავად, არასოდეს ვთხოვთ თანამშრომლობას”.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების, კერძოდ კი, პარტიებს შორის მწვავე დაპირისპირების შემცირებისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და მოსახლეობის გააქტიურება: ,,საერთოდ, საზოგადოება უფრო აქტიური უნდა გახდეს. საზოგადოება ძალიან პასიურია. ჩვენ გვახსოვს ჩვენი სტუდენტობის პერიოდი, ჩვენ გვახსოვს შემდგომი პერიოდი, უფრო რთული პერიოდებიც იყო, მაგრამ უფრო აქტიური იყო ახალგაზრდობა, უფრო აქტიური იყო საზოგადოებაც. რა თქმა უნდა, ბევრნი იყვნენ მედროვეები, კარის მწერლები, პოეტები და მსახურებიც, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვისაც სწორი პოლიტიკური კურსი ჰქონდა აღებული. სამწუხაროდ, ხალხის დიდი ნაწილი დღეს ამას ვეღარ ბედავს, ადრე კი უფრო ბედავდნენ.”

3.4 თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


ნოემბერი, 2006

რესპონდენტი: კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია

ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემები. რესპონდენტის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დავყოთ. პრობლემათა ერთი ჯგუფი, რომლებიც კონსტანტინე გამსახურდიამ პირველ ადგილზე დააყენა, მოიცავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის უგულებელყოფასა და სახელმწიფო წყობილების საკითხებს ზოგადად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, პარტიის ხელმძღვანელობის აზრით, დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრების უფლების დარღვევების გახშირებულ შემთხვევებთან. ასევე საგანგაშოა ხელისუფლებასა და საზოგადოებას, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის არარსებობა და მათ შორის გაღრმავებული უფსკრული. სხვა პრობლემებიდან დასახელდა საგარეო პოლიტიკის და შიდა კონფლიქტების მოგვარების გზების გაუმჭირვალობა, ასევე, საარჩევნო პროცესში სახელმწიფოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ხელისუფლების შტოებს შორის დარღვეული ბალანსის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება, პარტიის ლიდერის აზრით, ის უფლებამოსილებებია, რომლებიც პრეზიდენტს 2004 წლის საკონსტიტუციო შესწორებების შედეგად მიენიჭა. დარღვეულია ბალანსი, როგორც აღმასრულებელი და სასამართლო, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ურთიერთობაში. „თავისუფლების” აზრით, ქვეყანაში ხელისუფლების ორგანიზებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემაა ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის შესუსტება.

კერძო საკუთრების ხელყოფის შემთხვევები, პარტიის ლიდერების აზრით, ქვეყნისთვის განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა.

პარტია „თავისუფლებისთვის”, როგორც კონსერვატიული იდეოლოგიის მატარებელი პარტიისთვის, ეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საკითხია. რესპონდენტის აზრით, შეუძლებელია ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით ჩადენილ უკანონო ქმედებებს რამენაირად გამართლება ვუპოვოთ.

ქვეყანაში იზრდება უფსკრული საზოგადაოებასა და ხელისუფლებას შორის. „მასმედიას არა აქვს არანაირი კონტაქტი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ანუ ისინი მოქმედებენ ილია ჭავჭავაძის დროინდელი პრინციპით, მე ვარ და ჩემი ნაბადიო”. ეს უფსკრული ძირითადად განპირობებულია ხელისუფლების წარმომადგენელთა ფსიქოლოგიითა და მათი ქმედებებით. ძნელი არაა, ხელისუფლებაში ნეობოლშევიკური ტენდენციებიც კი შევნიშნოთ. ის არ ფარავს სურვილს, თავად განსაზღვროს საკუთარ ოპონენტთა მისაღები წრე და ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ ამ წრის წარმომადგენლებთან.

საგარეო პოლიტიკაში, „თავისუფლების” ლიდერის აზრით, ხელისუფლება მხოლოდ ზოგადი განცხადებებით და დასავლური ორიენტაციის დეკლარირებით შემოიფარგლება. გაურკვეველი რჩება, თუ როგორ აპირებს ის გაყინული კონფლიქტების პრობლემის მოგვარებას.

ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებითა და ადმინისტრაციული რესურსების (მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების) გამოყენების შედეგად ხდება მმართველი და ოპოზიციური პარტიების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაომელიც პარტიას ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს დასახული, არის ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განვლილი გზის სწორი შეფასება. აქ, ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორებიცაა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, როლის ხელახლა თავიდან გააზრება და მისი დამხობის, შემდგომში კი მკვლელობის ამბის გამოძიება; ასევე, შევარდნაძის რეჟიმის მანკიერებათა გამომჟღავნება და მისი თანამონაწილეების დასახელება. ეს უკანასკნელნი დღევანდელი ხელისუფლების ძირითად ნაწილს წარმოადგენენ. ამ საკითხების ადეკვატური შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნება ქვეყნის განვითარების სწორი გზის არჩევა.

განსხვავება თავისუფლებასადა მის ოპონენტებს შორის. ოპონენტების დახასიათება. ძირითად ოპონენტად „თავისუფლება“ ხელისუფლებას ხედავს, თუმცა უყურადღებოდ არ ტოვებსცა განსხვავებებს. ამ პარტიასთან ინტერვიუს დროს მასა და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავებებზეც იყო საუბარი. „თავისუფლების” ლიდერები მკვეთრ ზღვარს ავლებენ იმას შორის, თუ ღიად რა ფასეულობებს ქადაგებს ღიად მმართველი პარტია და რეალურად რა პრინციპებს მისდევს ის თავის საქმიანობაში. პარტიის ხელმძღვანელთა აზრით, მმართველი პარტიის ლიდერების მიზანს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაგროვილი სიმდიდრისა და თვით ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაა. იმას, რომ მმართველი პარტია ხელისუფლების დათმობას კიდევ დიდ ხანს არ აპირებს, მის წარმომადგენელთა გამონათქვამები მოწმობს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი ხელისუფლების ლიდერები წინა რეჟიმის დანაშაულების ერთერთი თანამონაწილეები იყვნენ.

მმართველი პარტიისაგან განსხვავებით, პარტია „თავისუფლება” შედგება ადამიანებისგან, რომლებიც კომუნისტურ და შევარდნაძის რეჟიმთან თანამშრომლობაში შემჩნეულნი არასდროს ყოფილან. მათი ბიოგრაფია მათივე მიზნების სიწმინდის საუკეთესო დასტურია. ამით პარტია ,,თავისუფლება” განსხვავდება სხვა (მათ შორის „ზვიადისტური” ფრთის) პარტიებისგანაც.

„ჩვენი პოზიციები დიდი ხანია უცვლელია იგივე დასავლეთთან მიმართებაში, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ეროვნულ საკითხზეც, ანდა იგივე საქართველოს სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებით”.

პარტიისათვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული კონსერვატიული იდეოლოგია. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი დამოკიდებულება კერძო საკუთრების და, ზოგადად, პიროვნული თავისუფლების მიმართ.

ურთიერთობა პოლიტიკურ ოპონენტებთან. ძირითად პოლიტიკურ ოპონენტთან - სახელისუფლებო პარტიასთან ურთიერთობა, „თავისუფლების” ხელმძღვანელების განმარტებით, თითქმის ნულამდეა დაყვანილი. შესაბამისად, ძნელია ამ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბარი. აქ პასუხისმგებლობა, ძირითადად, ხელისუფლებას ეკისრება. მის წარმომადგენლებს საჯარო გამოსვლების დროს არაერთხელ განუცხადებიათ საკუთარი აზრი, რომლის თანახმადაც ოპოზიცია ქვეყანაში უმნიშვნელოვან როლს არ ასრულებს და მასთან დიალოგს აზრი არა აქვს. ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლება არ ერიდება ბიზნესმენების დაშინებასა და საინფორმაციო საშუალებებით მანიპულირებას. მმართველი პარტია იმ ოპოზიციურ პარტიებისათვის და ლიდერებისთვის, რომელთა მხრივიდანაც ის განსაკუთრებულ საშიშროებას ვერ ხედავს, საქმიანობის შედარებით უკეთესი პირობების შექმნას ცდილობს.

ამის მიუხედავად, „თავისუფლება” მზადაა, ყველა პოლიტიკურ ოპონენტთან და, მათ შორის, ხელისუფლებასთანაც დიალოგიზე წავიდეს. ხელისუფლებასთან დიალოგზე წასვლის ერთადერთი პირობაა ქვეყანაში ერთპარტიული რეჟიმის ჩამოყალიბების მცდელობაზე ხელის აღებაა, რაც, პირველ რიგში, საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლაში უნდა გამოიხატოს. დიალოგი, პარტიის ხელმძღვანელთა აზრით, დემოკრატიული პროცესის აუცილებელი ნაწილია და ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან ოპოზიციის განდევნა იმას ნიშნავს, რომ ამ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს ერთმევათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი წილი პასუხისმგებლობის აღების საშუალება.

კითხვაზე, ახდენს თუ არა ხელისუფლებასთან ურთიერთობაში დამკვიდრებული კონფრონტაციული სტილი უარყოფით გავლენას პარტიის მიზნების განხორციელებაზე, პასუხად ითქვა, რომ პარტია მისი ამომრჩევლების დაკვეთით მოქმედებს და ხელისუფლებასთან დაპირისპირებაც ამ დაკვეთის ნაწილს წარმოადგენს. ამავე დროს, ხელისუფლება ყველანაირად ზღუდავს მასთან დაპირისპირებული პარტიების საქმიანობას. იგი ზეწოლას ახდენს ბიზნესზე და მის წარმომადგენელებს საშუალებას არ აძლევს, დააფინანსონ ოპოზიციური პარტიები, რითაც, ცხადია, ოპოზიცია მნიშვნელოვნად ზარალდება.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას, თვითმმართველობის არჩევნების წინ მიმდინარე მოლაპარაკებებმა და ამ მოლაპარაკებების შედეგად დადებული შეთანხმების დარღვევამ პარტიას ამ ურთიერთობებში მეტი სიფრთხილისკენ უბიძგა. მისი ხელმძღვანელის აზრით, მომავალში მყარი თანამშრომლობა მხოლოდ გაზიარებული იდეოლოგიისა და ფასეულობების საფუძველზე უნდა განხორციელმოხდეს.

პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობებში პარტიის ლიდერები პოზიტიურ ცვილილებებს მოელიან. ერთი მხრივ, მოხდება მსგავსი იდეოლოგიისა და პოზიციების პარტიების დაახლოება, მეორე მხრივ კი, ხელისუფლება საგარეო და საშინაო პოლიტიკაში წარუმატებლობის გამო იძულებული გახდება, შეარბილოს ოპოზიციის მიმართ აღებული კონფრონტაციული ტონი.

რევოლუციის შესაძლებლობა და პარტიის დამოკიდებულება მის მიმართ. რევოლუციის თავიდან აცილების გზები. მომავალში ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის შესაძლებლობა, პარტიის ლიდერების აზრით, სავსებით რეალურია. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია დღევანდელი ხელისუფლების განუჭვრეტელობასთან. არაპროგნოზირებადობასთან. ზოგადად, მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი მიუღებელია პარტია „თავისუფლებისთვის”. საბჭოთა ხელისუფლებასთან რევოლუციური დაპირისპირების გზა, რომელსაც წარსულში ამ პარტიის წევრები მისდევდნენ, მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა რეჟიმის სხვა გზით შეცლის შესაძლებლობის არარსებობით იყო განპირობებული. რევოლუციური კატაკლიზმები, საერთოდ, უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე.

მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფაა. მთავრობას მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ სირაქლემას პოზიციას იკავებს. მაღალი თანამდებობის პირები გათავისუფლებული არიან იმ უკანონო ქმედებებისა და შეცდომების გამო პასუხისმგებლობისაგან, რასაც ისინი უშვებენ. შესაბამისად, დაპირისპირების მოსახსნელად და რევოლუციის თავიდან ასაცილებლად პირველი ნაბიჯები სწორედ ხელისუფლებამ უნდა გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი საზოგადოება სამართალის მოპოვებას სხვა გზებით ვეღარ შეძლებს, ის ხელისუფლების შეცვლის რევოლუციურ გზას დაუჭერს მხარს. „როდესაც სხვას არ უგდებ ყურს, არაადეკვატური ხარ, საერთოდ, პრობლემის აღქმაში. შევარდნაძეს ბოლოს ეს დაემართა…ეს არის უმთავრესი, რაც ამ ხელისუფლებას სჭირს. და ჩვენ ეს არ გვიხარია, რადგან ნამდვილად არა ვართ ისეთნი, რომ ეს გაგვიხარდეს, პირიქით, ეს ძალზე საწყენია”.

სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან თანამშროლობა. პარტია მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან სათანამშრომლოდ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ეს თანამშრომლობა ორივე მხარისათვის და მთელი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო. „ერთადერთი ძალა, რომელთანაც ჩვენ უარი განვაცხადეთ აბსოლუტურად ყველანაირ ურთიერთობებზე, არის გიორგაძის ხალხი. ამ ქვეყნის დაუფარავ მტრებთან ჩვენ ვერ დავსხდებით”.

არასამთავრობო ორგანიზაციებიდან პარტია თანამშრომლობს თანასწორობის ინსტიტუტთან, მასთან დაახლოებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან (დავით ლილუაშვილის ორგანიზაცია), ასევე ორგანიზაციასთან „პოლიტიკური პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”.

„თავისუფლება” სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც თანამშრომლობს. მიუხედავად იმისა, რომ პრაიმერის იდეა თავისთავად მიუღებელია ის, თანამშრომლობის შენარჩუნების მიზნით, შუალედური არჩევნების წინ მაინც წავიდა პრაიმერზე სხვა პარტიებთან ერთად. ადგილობრივ დონეზე ყველაზე აქტიური თანამშრომლობა ,,თავისუფლებას” ,,ახლების” რაიონულ ორგანიზაციებთან აქვს.

3.5 საქართველოს ლეიბორისტული პარტია

▲ზევით დაბრუნება


ნოემბერი, 2006

რესპონდენტები: გიორგი გუგავა, იოსებ შატბერაშვილი, კახა ძაგანია

ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემების ჩამონათვალი. პარტიის ხელმძღვანელებმა ჩამოთვალეს ქვეყნის ძირითადი პრობლემები: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების პაკეტი, კორუფცია, ხელისუფლების მხრივ ავტორიტარული წყობის დამყარების მცდელობანი. ამ ჩამონათვალიდან პირველ ადგილზე დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა დგას, ვინაიდან ეს პრობლემა, მათი განმარტებით, თვით ქართული სახელმწიფოს არსებობას უქმნის საფრთხეს. რესპონდენტების აზრით, ამ პრობლემების გადასაწყვეტად ხელისუფლებამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა შეიძლება გადაულახავი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. რესპონდენტთა აზრით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იმდენად მწვავე პრობლემაა, რომ მის გადაწყვეტაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სხვა, მათ შორის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება. „თუ არ დარეგულირდა ეს საკითხი, თუ არ მოხდა ამ პრობლემების გადაჭრა, ეს გამოიწვევს საერთო არასტაბილურობას არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთელს რეგიონში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შედეგები, რომ ჩვენ მოგვიწევს დავემშვიდობოთ უმთავრესს: „სახელმწიფოებრიობას”. ამ საკითხზე, ხელისუფლებისა და სხვა პარტიების მხრივ გამოკვეთილი პოზიციის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია არსებული პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია.

პრობლემათა კიდევ ერთი წყებაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაბალი ტემპები და სოციალური დაუცველობის მაღალი დონე. ეს ორი პრობლემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე განაპირობებს უმუშევრობის მაღალ დონეს. ამ სიტუაციაში ხელისუფლება არსებული სოციალური პრობლემების ადეკვატური უნდა იყოს და აირჩიოს იმგვარი პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ეს პრობლემები არათუ გამწვავდება, არამედ აღმოიფხვრება. „უმთავრესი ამოსავალი უნდა იყოს ხელისუფლების ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე და რომ ადამიანმა შეძლოს ელემენტარული სოციალური ფუნქციის განხორციელება საზოგადოებასა და ეკონომიკაში”

ლეიბორისტი ლიდერების განცხადებით, ხელისუფლების ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ მწვავედ დგას კორუფციის პრობლემა. მათი აზრით, რევოლუციის შემდეგ ამ პრობლემამ მხოლოდ სახე იცვალა. თუკი რევოლუციამდე კორუფცია სახელმწიფო აპარატის ყველა დონეზე შეინიშნებოდა, დღეს აშკარაა მისი ზედა დონეზე კონცენტრაცია. წინა პერიოდში გავრცელებული აღებ-მიცემობის მარტივი პრაქტიკა კორუფციული გარიგებების სხვა ფორმებმა შეცვალეს, მაგალითად, ისეთმა, როგორიცაა საბიუჯეტო თანხების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და სხვა.

ლეიბორისტების აზრით, მნიშვნელოვანი პრობლემაა ქვეყანაში არსებული მცოცავი ავტორიტარიზმის ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დეკლარაციების დონეზე დემოკრატიულ ფასეულობებს აღიარებს, რეალურად ის ავტორიტარული წყობილების მშენებლობის გზას ადგას, რისი კონკრეტული გამოვლინებებია საარჩევნო კანონმდებლობის მანიპულაცია, ოპოზიციური პარტიების საქმიანობის შეზღუდვის მცდელობა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა პრეზიდენტის სასარგებლოდ და სხვა.

პოლიტიკური ოპონენტები, მათგან განმასხვავებელი ნიშნები და ოპონენტების დახასიათება. მიუხედავად იმისა, რომ ლეობორისტებს სხვა პარტიათაგან იდეოლოგიური განსხვავებები აშორებს, მთავარ ოპონენტად ისინი მაინც ხელისუფლებასა და სახელისუფლებო პარტიას მიიჩნევენ. განსხვავებულია არა მარტო ის ფასეულობები, რომელთაც ეს ორი პარტია იზიარებს, არამედ არსებული სიტუაციის ხედვა და პრობლემების გადაჭრის გზების არჩევა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რესპონდენტების აზრით, გაცხადებულად თითქოს დემოკრატიულ და ეროვნულ ფასეულობებს მისდევენ, სინამდვილეში კი ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებისა და პირადი გამდიდრებისათვის იბრძვიან. „მათი ღირებულებებია, დაიკმაყოფილონ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები, შეინარჩუნონ ძალაუფლება და ეს ძალაუფლება ამავე დროს გამოიყენონ დიდი ქონების დასაგროვებლად. ჩვენი ამბიციაა, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს”.

ლეიბორისტი ლიდერების აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემების მათეული ჩამონათვალი განსხვავებული იქნება ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისეული ჩამონათვალისაგან. ერთადერთი პრობლემა, რომლის სიმწვავესაც ორივე პარტიას მსგავსად ხედავს, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაა, თუმცა აქაც შეინიშნება განსხვავებები, რომელიც ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებს გულისხმობს. ლეიბორისტების თქმით, ხელისუფლებას ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, უბრალოდ, არ გააჩნია. რაც შეეხება ქვეყნის სხვა პრობლემებს, სახელისუფლო პარტიისაგან განსხვავებით, ლეიბორისტები მათ გადაწყვეტაში პოზიტიურ დინამიკას ვერ ხედავენ. ამ მიმართულებებითაც ხელისუფლების ქმედებები გაუაზრებელ ხასიათს ატარებს; ის კონკრეტულ ნაბიჯებს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე დგამს და არ მოქმედებს რამე წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით.

განსხვავება ღიად გაცხადებულ და ნამდვილ ფასეულობებს შორის, ლეიბორისტების აზრით, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. ეს, პირველ რიგში, ეხება შიდა საკითხებში სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და ეროვნული ფასეულობების დაცვას. მაშინ, როდესაც მმართველი პარტია ამ საკითხებში თითქოსდა ეროვნულ პოზიციებს იკავებს, ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულების განსაზღვრა საერთაშორისო საფინანსო ნიტეტი თითქმის მხოლოდ მის გარეგნულ ატრიბუტებზე, დროშასა და ჰიმნზეა დაყვანილი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული ურთიერთობები. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული ურთიერთობები ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელების მიერ შეფასებულია როგორც, ზოგადად, არანორმალური. ამგვარ ვითარებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა, მათი აზრით, სწორედ ხელისუფლებას აკისრია. სწორედ ის ცდილობს, რომ, სხვისი აზრის დაუკითხავად, განსაზღვროს პოლიტიკური თამაშის წესები და ოპოზიციური პარტიები თავიდანვე არამომგებიან სიტუაციაში ჩააყენოს. პოლიტიკურ ოპონენტებს მმართველი პარტია ხშირად ქვეყნის მტრებად წარმოადგენს. „ნაციონალური მოძრაობის არცერთი ლიდერი არ გამოდის პოლიტიკურ ოპონენტთან პირისპირ დებატებში, თანაც აცხადებენ, რომ ჩვენ მათთან საუბარი არ გვსურს. ინდივიდუალურ ინტერვიუებშიც ისინი ძირითადად დაკავებულნი არიან ოპოზიციის შეურაცხყოფით”.

ურთიერთობის ასეთი სტილი არა მარტო ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, არამედ ხელისუფლებასა და მთელ საზოგადოებას შორის ურთიერთობაშიც დამკვიდრდა. ეს კი, თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ზოგად განვითარებაზე. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ეკონომიკური წარმატების მიღწევის რამდენიმე მაგალითი არსებობს, მეოცე საუკუნის ისტორია იმაზე მიუთითებს, რომ ამ გზით მიღწეული წარმატებები ძირითადად მოკლევადიანია. მმართველობის ამგვარი სტილი ასევე არ უწყობს ხელს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობის მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობას.

ამ ურთიერთობებში ზარალდებიან ოპოზიციური პარტიები. ხელისუფლების მიერ საინფორმაციო საშუალებათა მონოპოლიზაციის შედეგად მათ წართმეული აქვთ ტრიბუნა, რაც აუცილებელია საკუთარი პოზიციის გამოსახატავად. ასეთი ვითარება განსაკუთრებით წამგებიანია იმ პარტიებისთვის, რომლებიც პოლიტიკური ბრძოლის მხოლოდ კანონიერ ხერხებს აღიარებენ, ლეიბორისტული პარტია კი სწორედ ასეთი პარტიაა. ამავე დროს, პარტიის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებასთან რადიკალური დაპირისპირების სტილი ნაწილობრივ შესაბამისი საზოგადოებრივი შეკვეთის არსებობითაა განპირობებული.

დიალოგი. ლეიბორისტული პარტია, მისი ხელმძღვანელების განმარტებით, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო დიალოგის მომხრეა. რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დიალოგის გამორიცხვა მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება: ა) თუკი ის ხელისუფლების მოპოვებას უკანონო გზებით ცდილობს და/ან ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს; ბ) თუკი ის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს (მეორე შემთხვევაშიც კანონით მკვეთრად განსაზღვრულ მოთხოვნათა უგულებელყოფა იგულისხმება). „დიალოგი, ბუნებრივია, კომპრომისს მოითხოვს, - ეს თავისთავად, ოღონდ არ უნდა გასცდე და დათმო ის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც შენი იდეოლოგიაა დამყარებული, რაზეც პარტიაა დაფუძნებული, მაგრამ არის რაღაც, რაღაც საკითხები, სადაც კომპრომისზე უნდა წახვიდე, უნდა დათმო შენი მოსაზრებები”.

პრინციპში, დიალოგის გამორიცხვა ყველა იმ ძალასთან, რომელიც კანონს არ არღვევს, არ შეიძლება. ამავე დროს, არსებულ სიტუაციაში დიალოგის ინიციატივა საკუთარ თავზე ხელისუფლებამ უნდა აიღოს. ლეიბორისტები არ გამორიცხავენ დიალოგის წარმართვის მიზნით გარკვეულ პრინციპებსა და ინიციატივებზე უარის თქმის შესაძლებლობას. ამგვარი ტიპის დათმობა შესაძლებელია იქ, სადაც საკითხი შეეხება ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას, თვითმმართველობას, ეკონომიკურ პოლიტიკას და სხვ. ასეთი დათმობები, შესაძლოა, აუცილებელიც იყოს. ამასთან ერთად, არსებობს ისეთი საკითხები, როგორცაა, მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი, რომელთა მოგვარება მთლიანად ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული.

პროგნოზები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობების შესახებ. რევოლუციის შესაძლებლობა და პარტიის დამოკიდებულება მის მიმართ. რესპოდენტების აზრით, მომავალში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობათა მხოლოდ გაუარესებას უნდა ველოდოთ. ეს, პირველ ყოვლისა, ხელისუფლების მხრივ ავტორიტარიზმისაკენ სწრაფვას უკავშირდება. ღრმავდება უფსკრული არა მარტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ხელისუფლებასა და დანარჩენ საზოგადოებას შორისაც.

შესაბამისად, სულ უფრო და უფრო იზრდება ახალი რევოლუციის შესაძლებლობა. ლეიბორისტები კიდევ ერთი რევოლუციის მოხდენის შესაძლებლობას დადებითად არ აყურებენ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ის საზოგადოების განწყობის შედეგი იქნება და არ იქნება თავსმოხვეული უცხო ძალების მიერ, პარტია მონაწილეობას მიიღებს რევოლუციურ პროცესებში. ,,ჩვენთვის სულ ერთი არ არის, ვინ მოვა ხელისუფლებაში... ალბათ გახსოვთ ჩვენი პოზიცია შევარდნაძესთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვთქვით უარი იქ გასვლაზე, რომ ვიცოდით, ვინ მოდიოდა”. აქ ლაპარაკია არა შეიარაღებულ აჯანყებაზე, არამედ კანონის ფარგლებში მიმდინარე საერთო სახალხო გამოსვლაზე, რომლის მიზანი პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება.

სიტუაციის გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯები. არსებულ სიტუაციაში მთავარ ადგილს იკავებს ურთიერთობა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. რევოლუციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხელისუფლებამ მეტი თავისუფლება მისცეს საზოგადოებას, მიანიჭოს მას საკუთარი ინტერესების გამოხატვის მეტი შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები შეიძლება გამოვიდნენ მხოლოდ რევოლუციური პროცესების შემკავებლების როლში, მაგრამ ისინი რევოლუციური ტალღის შეჩერებას ვერ შეძლებენ. მთელი საზოგადოება, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ამ ეტაპზე უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, უფრო ძლიერი ზეწოლა განახორციელოს ხელისუფლებაზე, რათა არ დაუშვას ავტორიტარული ტენდენიცების ზრდა და რევოლუციის მომწიფება. ამ პროცესებში ასევე მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საერთაშორისო ფაქტორებმა, განსაკუთრებით კი - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ურთიერთობა სხვა პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ლეიბორისტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მათ ასეთი თანამშრომლობის დიდი გამოცდილებაც აქვთ. ამავე დროს, ლეიბორისტული პარტია უარს ამბობს სხვა პარტიებთან წინასაარჩევნო კოალიციებში შესვლაზე. ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ წარსულმა კარგად აჩვენა ასეთი კოალიციების არამდგრადობა და უპრინციპობა. ამავე დროს, ხელისუფლების აღების შემთხვევაში ლეიბორისტული პარტია კოალიციური მთავრობის შექმნის მომხრეა.

პარტია თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ძირითადად კი, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, თუმცა ამ თანამშრომლობას უფრო პერიოდული ხასიათი აქვს. პარტიისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ურთიერთობებში უფრო მეტად ურთიერთსიმპათიაზე შეიძლება იყოს საუბარი, ვიდრე თანამშრომლობაზე. ამავე დროს, არის ზოგი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელსაც არ სურს პარტიასთან თანამშრომლობა.

3.6 საქართველოს კონსერვატიული პარტია

▲ზევით დაბრუნება


ნოემბერი, 2006

რესპონდენტები: გიგა ბუკია, ბეჟან გუნავა, ბიძინა გუჯაბიძე, მერაბ კაჭახიძე, კახა კუკავა

ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების ჩამონათვალი. პარტიის მიერ ქვეყნის წინაშე არსებული ძირითად პრობლემათა ნუსხაში უმნიშვნელოვანესად დასახელებულია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების არასწორი მიმართულებით განვითარება, რაც ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დარღვევაში გამოიხატება. მათი შეფასებით, ამ კუთხით მდგომარეობა გასულ წლებთან შედარებით გაუარესებულია: დარღვეულია ბალანსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებს სასამართლო ხელისუფლება: „ხელისუფლების დანაწილების განზომილებით, აუცილებელია პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს როლის გამოკვეთა. ამას სჭირდება როგორც გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები კონსტიტუციაში, ასევე უფრო მნიშვნელოვანი - თავად პარლამენტის შიგნით პოლიტიკური ძალების ბალანსის დამყარება, თუნდაც 2008 წლის არჩევნების შემედეგ... აუცილებელია, აგრეთვე, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, უნდა გამოირიცხოს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით ჩარევა მოსამართლეთა დანიშვნაში და განსაკუთრებით მათ გათავისუფლებაში”. ამას ემატება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა - სამართლიანი არჩევნების ჩატარების გამოცდილების ნაკლებობა, რაც პოლიტიკური პროცესების დემოკრატიული გზით განვითარების შესაძლებლობას დიდი საფრთხის წინაშე აყენებს. კონსერვატორების შეფასებით, ამ კუთხით მდგომარეობა, შევარდნაძის მმართველობასთან შედარებით, გაუარესდა: ,,ადრე, შევარდნაძის დროს, ბეიკერის ვარიანტს ვიხილავდით და იმითაც უკმაყოფილონი ვიყავით, რადგან უმცირესობაში ვიყავით, თუმცა ხელისუფლება მაშინ იმას მაინც თმობდა, რომ უბნებში ოპოზიცია ყოფილიყო უმრავლესობაში. ახლა კი უმრავლესობაზე, საერთოდ, ლაპარაკიც აღარაა, საარჩევნო კომისიებში ამჟამად ერთი წევრიც არ გვყავს”.

მესამე უმთავრესი პრობლემა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას - მძიმე ეკონომიკური სიტუაცაა. პარტიაში აღიარებენ, რომ უკანასკნელ პერიოდში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა საგადასახადო სივრცის ლიბერალიზაციისა და შემსუბუქების თვალსაზრისით, რომელმაც ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გააუმჯობესა, მაგრამ, კონსერვატორთა აზრით, ეს მაინც საკმარისი არაა. აუცილებელია კერძო სექტორის განვითარებისა და დაცვისთვის დამატებითი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, რადგანაც უკანასკნელ ხანს ხშირი იყო ხელისუფლების მხრივ კერძო ბიზნესმენების შევიწროების ფაქტები. „ქვეყანაში არსებობს ისეთი უწყებები, როგორიცაა პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რომელიც ბოლო ორი წლის მანზილზე ახორციელებს რეკეტს. სანამ ამგვარი რეკეტი შეეხებოდა ადგილობრივ წარმოებებს, ეს უფრო პოლიტიკური და სამართლებრივი თემა იყო, მაგრამ ამ რეკეტმა ახლა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ უკვე ეკონომიკურ პრობლემად იქცა, რის გამო საქართველო ბევრმა ცნობილმა ინვესტორმა დატოვა”.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეკონომიკურ მდგომარეობას უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის წინაშე მდგარი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა - სიღარიბე. მათი შეხედულებით, ამ პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასთან. მათი შეფასებით, სიღარიბის დაძლევა ნაკლებად არის შესაძლებელი ერთჯერადი დახმარებებისა და სოციალური პროგრამების განხორცილებით: ,,ეროვნული ამოცანა ამ ეტაპზე სიღარიბის დაძლევაა. სიღარიბე ვერ დაიძლევა ვერც პენსიებით, ვერც ერთჯერადი და ვერც მრავალჯერადი დახმარებებით, - ის შეიძლება დაიძლიოს მხოლოდ ახალი ინვესტიციებით. სწორედ ამას გვეუნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია”.

ურთიერთობა ოპონენტებთან და პარტნიორებთან. კონსერვატორები პოლიტიკურ სივრცეში მთავარ ოპონენტებად მმართველ პარტიას მიიჩნევენ. მიუხედავად განსაკუთრებით მწვავე დაპირისპირებისა, ისინი აღიარებენ, რომ სახელისუფლო პარტიაც ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების იმავე ჩამონათვალს გააკეთებდა: დემოკრატია, სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო და ა.შ. ამ ჩამონათვალს შეიძლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაემატოს, რაც, კონსერვატორთა აზრით, „ობიექტურად არსებული პრობლემაა”. მმართველი პარტიისგან ძირითად განსხვავებას კონსერვატორები დეკლარირებულ და პრაქტიკულად განხორციელებულ ღირებულებებს შორის ხედავენ. მათი შეფასებით, მმართველი ელიტის მთავარი ღირებულება „მკაცრი ხელის პოლიტიკაა”, რაც მათ არა იმდენად ქვეყნის საკეთილდღეოდ, რამდენადაც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდებათ: ,,მათი პრიორიტეტია, საქართველოში დამყარდეს, თუ ავტორიტარული არა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეჟიმი... 2004 წ. პრეზიდენტმა თქვა: ,,ტერიტორიული მთლიანობისთვის მე ორი წლით მჭირდება მკაცრი ხელი”. სხვათა შორის, მას შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა, თუმცა არც ,,მკაცრი ხელის” ლიბერალიზაციაზე ფიქრობს არავინ და არც ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაში შეცვლილა რამე. სხდასხვა მმართველი ამ ,,მკაცრ ხელს” სხადასხვანაირად ამართლებს: ზოგი - გარკვეული ანტიკომუნისტური ლოზუნგებით, ზოგი - პატრიოტული მოტივებით, ზოგიც - რელიგიური ფუნდამენტალიზმით, მაგრამ ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ნიღაბია და ეს „მკაცრი ხელი” ყველა მათგანს იმ ერთადერთი მიზნით სჭირდება, რომ უზრუნველყოფილი ჰქონდეს ხელისუფლების შეუცვლელობა”.

კონსერვატორთათვის ძნელია პოლიტიკის გამო მმართველ პარტიასთან კამათი ან მათი ოპონირება. ხშირად განუჭვრეტელია ხელისუფლების ტაქტიკა და ქმედებები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაც, შესაძლოა, თანმიმდევრული პოლიტიკის არარსებობას მიუთითებდეს. ეს კი შეუძლებელს ხდის პოლიტიკაზე დამყარებული დისკუსიის წარმართვას: „ხელისუფლება ხედავს პრობლემას, მაგრამ არ აქვს მისი გადაჭრის ჩამოყალიბებული და გათვლილი გეგმა. ეს ცხინვალის პირველმა სიტუაციამაც დაადასტურა”.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებთან მუშაობას, კონსერვატორებს გამოცდილი აქვთ რესპუბლიკურ პარტიასთან ერთ ბლოკად მონაწილეობა არჩევნებში. მათ ასევე აქვთ ქვეყანაში არსებულ სხვა მემარჯვენე ძალებთან თანამშრომლობის გამოცდილებაც. პარტიაში მზადყოფნას გამოთქვამენ, განაგრძონ პოლიტიკური დიალოგი როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე განაახლონ კონსულტაციები მმართველ ელიტასთანაც.

კონსენსუსის ძიება. კონსერვატორთათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, მიღწეულ იქნეს კონსენსუსი, ერთიანი შეთანხმება პოლიტიკური ცხოვრების სუბიექტთა შორის. მათი შეფასებით, ქვეყანაში წარმოუდგენელია დემოკრატიული პრინციპების და პლურალისტული პოლიტიკური პროცესების დანერგვა, თუ არ მოხერხდა ძირითად პოლიტიკურ სუბიექტთა შორის პოლიტიკური თამაშის იმგვარი წესების დადგენა, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება: „მართალია, უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური წყობის საკითხია, მაგრამ ის ვერ მოწესრიგდება და ვერც ქვეყანა დაადგება ლიბერალიზაციის გზას, თუ არ მოხერხდა რაღაც გარკვეული ტიპის პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა პოლიტიკურ ძალებს შორის. ისევე, როგორც ადამიანებს გვაქვს გარკვეული კონსენსუსი (მაგალითად, კანიბალიზმი საქართველოში მიუღებელია!), ასევე უნდა დამკვიდრდეს გარკვეული წესები პოლიტიკურ ძალთა შორის: მაგალითად ის,რომ რომ არჩევნები არ გაყალბდება და რომ ერთად უნდა მოვიფიქროთ, თუ როგორ არ უნდა გაყალბდეს ეს არჩევნები, რა რეალური მექანიზმები შეგვიძლია შევქმნათ ამისათვის. გარდა ამისა, უნდა გვქონდეს კონსენსუსი, რომ რეპრესია არ უნდა იქნეს გამოიყენებული როგორც პოლიტიკური ბერკეტი პოლიტიკურ ძალებს შორის”. შესაბამისად, კონსერვატორები მზად არიან, კონკრეტულ საკითხებში დათმონ კიდეც საკუთარი პოზიციები, კერძოდ, ისეთი საკითხების წამოჭრისას, რომლებიც ეხება არა ფუნდამენტურ ღირებულებებს, არამედ მათი განხორციელების ფორმებს. მათ შორისაა: ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა, მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევა. თუმცა არის საკითხები, რომელთა დათმობა კონსერვატორთათვის წარმოუდგენელია. ესენია: ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და სამართლიანი არჩევნების პრონციპების დარღვევა. ამასთანავე, პარტიაში აცნობიერებენ, რომ კონსენსუსის მიღწევისთვის დიალოგის პროცესში აუცილებელია ყველა ძირითადი პოლიტიკური სუბიექტის მონაწილეობა, მათ შორის, განსაკუთრებით, მმართველი პარტიისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აზრს კარგავს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარეშე კონსენსუსი ვერ შედგება.”

კონსერვატორები პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის წარმართვის და კონსენსუსის მიღწევის ხელმშემწყობ ფაქტორად საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს მიიჩნევენ. მათი თვალსაზრისიით, სასურველი იქნებოდა თავად ოპოზიციას ჰქონოდა საკმარისი ძალა იმისათვის, რათა პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთო მმართველი პარტია. ისინი აღიარებენ, რომ ოპოზიციური სპექტრის სისუსტე საკმაოდ ძლიერი ფაქტორი ვერ იქნება პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისთვის. სწორედ ამიტომაა აუცილებელი საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა, რომელსაც, თავის მხრივ, ხელისუფლებაზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს: „ყველაზე უკეთესი ვარიანტი, რა თქმა უნდა, იქნებოდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგეს კონსენსუსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ერთადერთი რესურსი არის დასავლეთის ზეწოლა. თავის დროზე ყველა ის ქვეყანა, რომელიც ნატო-ს შეუერთდა, ნატოს წევრმა ქვეყნებმა აიძულა, რათა ხელი მოეწერათ ისეთი კონსენსუსისათვის, სადაც ქვეყნის განვითარების ძირითადი პოლიტიკური მიმართულებები იქნებოდა ჩამოყალიბებული. ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, თუ პოლიტიკური კონსენსუსი შედგება, თუნდაც ნატოში გაწევრიანების საფასურად და დასავლეთის ზეწოლის შედეგად”.

კონსერვატორთა ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ მმართველ პარტიაშიც აღიარებენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობას. გარკვეული საკითხების გადაწყვეტა წარმოუდგენელია ყველა ძირითადი პოლიტიკური სუბიექტის ურთიერთშეთანხმების გარეშე. ამგვარი საკითხებია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისა და ბიუჯეტის გაწერის საკითხები. მათი შეფასებით, ამ საკითხებზე კონსესუსის მიღწევის გარეშე დიდია ალბათობა, რომ თავად მმართველი პარტია აღმოჩნდება არასახარბიელო მდგომარეობაში: „თუკი არ იქნა კონსენსუსი აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერი პარტია ძალიან მწარედ დაუბრუნებს ხელისუფლებას, რადგან საზოგადოებრივი აზრი, ამ შემთხვევაში, არ ემთხვევა ობიექტურ რეალობას... აფხაზური მხარე ყველა შემთხვევაში მოითხოვს უფრო მაღალ სტატუსს, ვიდრე მას ადრე ჰქონდა. ამიტომ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას ექნება შესაძლებლობა, რომ ხელისუფლების მხრიდან დათმობა სამშობლოს ღალატად შეაფასოს”.

პარტიული სისტემა, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთობა. პარტიის ლიდერები ქართულ პარტიულ სისტემას აფასებენ როგორც მყიფეს და არასტაბილურს. თავად პოლიტიკური პარტიები საკმაოდ სუსტნი არიან და ვერ ახორციელებენ პარტიის უმნიშვნელოვანეს ფუნქციებსაც კი: „რეალურად, ნამდვილი პარტიის სახით დღეს საქართველოში არც ერთი ორგანიზაცია არ არსებობს. პარტიები არა იმდენად მოძრაობის ტიპის ორგანიზაციებია (როგორც ეს ევროპასა და, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებშია), არამედ ესაა გარკვეული დისიდენტური ჯგუფები, 7-10 კაცის შემადგენლობით, თავისი გარკვეული ჯგუფებით რამდენიმე ადგილას”. ამას ერთვის მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ზედმეტი, „ზღვარგადასული” დაპირისპირება. მათი აზრით, დემოკრატიული პროცესებისათვის აუცილებელია პარტიებს შორის პოლიტიკური კონკურენციის არსებობა, მაგრამ მიმდინარე პერიოდში მათთვის მიუღებელია პოლიტიკურ ცხოვრებაში გაბატონებული რადიკალიზმისა და უკიდურესი კონფრონტაციის გარემო. კონსერვატორებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი სახის რადიკალიზმი მავნებელია ქვეყნისთვის და ხელს უშლის მის განვითარებას. ის მავნებელია, აგრეთვე, თავად პარტიების განვითარებისთვისაც გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა, შესაძლოა, გარკვეულწილად მომგებიანიც იყოს მოკლევადიანი ინტერესების მისაღწევად. კერძოდ, რადიკალიზმი და გაუცხოება შეუძლებელს ხდის პოლიტიკურად მიმართული დისკუსია-დებატების წარმართვას, რაც პოლიტიკური ოპოზიციის ამ კუთხით მუშაობის აუცილებლობას გამორიცხავს. ამ სიტუაციაში ოპონირებისთვის სრულიად საკმარისია ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკა: „დაპირისპირების ასეთი ფორმა, მისი არააკადემიური და არაპოლიტიკური სახე, განაპირობებს იმას, რომ, გარკვეულწილად, პარტიებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებსაც ზედმეტი გარჯის გარეშე შეუძლიათ თავის დამკვიდრება; გვახსოვს, რომ, რაღაც ეტაპზე, შევარდნაძის დროს, ის პოლიტიკოსი ფასობდა, ვინც შესძახებდა, საქართველო შევარდნაძის გარეშეო, და არა, დაუშვათ, ის, ვისაც ქვეყნის განვითარების პოლიტიკურ-ეკონომიკური კონცეფცია ჰქონდა ჩამოყალიბებული. სწორედ ამ გზით მიდის პროცესი დღესაც: როგორც ჩანს, საქართველოში ყველაზე ძლიერი პარტია იქნება ის, რომელიც ყველაზე რადიკალურად დაუპირისპირდება სააკაშვილს და არა ის პარტია, რომელსაც გარკვეული სამომავლო ხედვა ექნება.”

პარტიათა შორის გაუცხოება და რადიკალიზმი, რასაც შედეგად მოსახლეობისთვის საჭირბოროტო პრობლემების გადაუჭრელობა მოსდევს, შესაძლოა, ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციების ნაკადში გადაიზარდოს, რაც, კონსერვატორების შეფასებით, არასახარბიელო იქნება იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც კონსტრუქტივიზმსა და პრობლემათა ოპტიმალურ გადაჭრაზე არიან ორიენტირებულნი: „როცა ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ბალანსი და არც ცალკეული საკითხების მოგვარების არანაირი ლეგიტიმური საშუალება, ხალხი უთუოდ მივა იმ დასკვნამდე, რომ ყველა საკითხის მოგვარების ერთადერთი ფორმა ქუჩაში გამოსვლაა. ეს, ბუნებრივია, წინ წამოწევს იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ქუჩაში დგომა ეხერხებათ და არა წამოჭრილი საკითხის გადაწყვეტა”.

პოლიტიკური პროცესების განვითარების პროგნოზი. პარტიაში აღიარებენ, რომ ძალზე რთულია პროგნოზების გაკეთება, რამდენადაც პოლიტიკური პროცესების წარმართვა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია არა მარტო ქვეყნის შიდა, არამედ საერთაშორისო სუბიექტების ქმედებებზეც. ისინი ვარაუდობენ, რომ პარტიათაშორისო დაპირისპირება შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს 2008 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად. მათი აზრით, არაა გამორიცხული არც არჩევნების შემდეგ მასობრივი გამოსვლების დაწყება. რა პოზიციას დაიკავებს და რა როლს შეასრულებს თავად პარტია ამ პროცესებში, ჯერ გადაწყვეტილი არაა. თუმცა ძალის გამოყენებას კონსერვატორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან: „კიდევ ერთი რევოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება, რასაც მოჰყვება უკუსვლა არა ერთი ან ორი წლით, არამედ ძალზე სერიოზული უკანდახევა მთელი ქვეყნისთვის”. კონსერვატორთა აზრით, მასობრივ გამოსვლებს მხარს დაუჭერენ მხოლოდ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის მოთხოვნის შემთხვევაში: „არჩევნების ლეგიტიმაციას, ალბათ, დასჭირდება ხალხის ქუჩაში გამოსვლა, თუკი, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ გაიმარჯვა”.

კონსერვატორთა შეფასებით, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლა ქვეყნის განვითარების ყველაზე არასასურველი სცენარია, რომლის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის განახლება, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრები და საპარლამენტო ოპოზიციის აქტიური ჩართვა ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ისინი იმდენად სუსტნი არიან, რომ ამ პროცესში მათი სერიოზულ ფაქტორად განხილვა ძალზე რთულია და ამ კუთხით წამოყენებული ინიციატივები შეიძლება უშედეგოდ დამთავრდეს. თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მით უმეტეს, რომ გარკვეულ საკითხებში მათი აქტიური ჩართვის დადებითი გამოცდილება უკვე არსებობს. კონსერვატორები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ორ ძირითად სახეობას გამოყოფენ: 1) Think Tanks 2) Whatchdogs. მათი აზრით, პოლიტიკურ პარტიათა შორის დაპირისპირების შემცირებაში მნიშვნელოვანია მეორე ტიპის ორგანიზაციების ჩართვა. პირველთაგან განსხვავებით, ისინი არ უპირისპირდებიან ხელისუფლებას, აქვთ აკადემიური და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული ექსპერტიზის რესურსი, რაც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მედიაციის და დიალოგის დაწყების საფუძვლად: „აქაურ არასამთავრობოებს (განსაკუთრებით იმ სექტორს, რომელიც „watchdog“-ის ტიპის არაა, იმის გამო, რომ ისინი მძაფრად დაპირისპირებულნი არ არიან ხელისუფლებასთან და თან უფრო მეტად კვლევით და აკადემიურ სფეროში მუშაობენ) შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ თუნდაც კანონმდებლობის კონკრეტული საკითხები (ადამიანის უფლებებთან ან სასამართლოებთან დაკავშირებით), თუნდაც ეკონომიკური პრობლემები და დაიწყონ ამ მიმართულებით კოსენსუსის ძიება. ამ მიზნით მოიწვიონ, ექსპერტებთან ერთად ფრაქციები და გამართონ გრძელვადიანი მოლაპარაკებები. შესაძლოა, ამას არ მოჰყვეს პოლიტიკური შედეგი ერთ ან ორ კვირაში, მაგრამ თუნდაც რამდენიმე თვის შემდეგ რომ რომელიმე საკითხი ერთხელ მაინც გავიდეს საქართველოს პარლამენტში კონსენსუსის წესით, - აკადემიურად მომზადებული და განსჯილი, ეს უთუოდ დადებითი პრეცედენტი იქნება”.

3.7 ახალი მემარჯვენეები

▲ზევით დაბრუნება


ნოემბერი, 2006

რესპონდენტები: გიორგი მოსიძე, ფიქრია ჩიხრაძე

ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების ჩამონათვალი. პარტიის მიერ ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემად სახელდება დემოკრატიის ნაკლებობა, რაც ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დარღვევასა და ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაუცველობაში გამოიხატება. „პრეზიდენტის პრაქტიკულად აბსოლუტური ძალაუფლება არაფრით არ ბალანსდება, არც საპარლამენტო ხელისუფლებით და არც სასამართლო ხელისუფლებით (ეს უკანასკნელი, შესაძლოა ითქვას, პრაქტიკულად, როგორც დამოუკიდებელი შტო, არც არსებობს). უმნიშვნელო არაა ახალი ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც, ერთი მხრივ, თითქოსდა რაღაც ნიუანსებრივ ცვლის ამ რეალობას და კვეცს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, მაგრამ ეს მხოლოდ ნიუანსები და დეტალებია, რეალურად კი, შეიძლება ითქვას, მთელი პოლიტიკური პროცესის აწყობა საპრეზიდენტო ვერტიკალზე ხორციელდება”.

პარტიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნიათ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების ხშირი დარღვევა, რაც მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის შეგრძნებას ბადებს. ამ გრძნობის დამკვიდრებას ხელს უწყობს ის, რომ მიუწვდომელია სამართლიანი სასამართლო: „იმისათვის, რათა ჩვენთან ელემენტარულად მაინც არსებობდეს სამართლიანობის განცდა, რათა ჩვენს მოქალაქეებს იმის განცდა მაინც ჰქონდეთ, რომ სამართალს სადმე იპოვიან, მაშინ, შესაძლოა, ქვეყანაში არ სუფევდეს ასეთი საყოველთაო შიშის ატმოსფერო”.

დემოკრატიის ნაკლებობა საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს პოლიტიკურ პარტიებს და საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შექმნილი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაკი კერძო სექტორის წარმომადგენლები თავს არიდებენ ოპოზიციურ პარტიებთან ღია ურთიერთობას და მათ ფინანსურ მხარდაჭერას: „კონკრეტულ ბიზნესმენს რომ შესთავაზოთ ღია ურთიერთობა დაამყაროს რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან და დაჰპირდეთ, რომ მას არ ექნება ამის გამო არავითარი პრობლემა, სერიოზულად ამ დაპირებას არავინ მოეკიდება... ბიზნესის წარმომადგენლები ჭირივით ერიდებიან ოპოზიციასთან რამე ურთიერთობას და ეს ჩვენ ყველაზე მეტად დაგვეტყო, რადგან ამ პარტიის დამფუძნებელთა და მხარდამჭერთა შორის ბევრი იყო ბიზნესმენი. დღეს ეს ადამიანები ჩვენ პარტიასთან ურთერთობისაგან თავს ძალიან შორს იჭერენ”.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გარემო შევარდნაძის მმართველობის პერიოდთან შედარებით გაუარესდა, რასაც თან დაერთო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს: „შევარდნაძის პერიოდში ბიზნესმენებს არ აფრთხობდა ოპოზიციასთან ურთიერთობა. ამის მაგალითია თავად საკააშვილი, ჟვანიას პარტია და ჩვენი პარტია... მაგალითად, „კოკა-კოლა”-ს არ ეშინოდა, დაეფინანსებინა ჟვანია; თემურ ჭყონიას არანაირ პრობლემას არ უქმნიდა შევარდნაძე, მასთან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა. დღეს რეალობა შეიცვალა. კანონი აღარ გაძლევს არაფრის საშუალებას”.

პარტიის ლიდერთა შეფასებით, დემოკრატიის ნაკლებობა საფრთხეს უქმნის არა მარტო პოლიტიკური, არამედ მედია-ინსტიტუტების საქმიანობასაც. ამ თვალსაზრისით მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა უკანასკნელ ხანს, რაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები არასწორი გზით წარმართვაზე მიუთითებს: „როცა პარტიული პლურალიზმი რთულ მდგომარეობაშია, მედია პლურალიზმის თვალსაზრისითაც აღარა გვაქვს საქმე კარგად... ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო რამდენიმე წლის წინათ. მაშინ სხვადასხვა ინტერესის მქონე ელექტრონული მედია-საშუალება არსებობდა. დღეს კი ნელ-ნელა ვიწროვდება ეს არეალი და, რაც უფრო ვიწროვდება, მით უფრო შეზღუდული ხდება მედია-საშუალებების ობიექტურად გამოყენების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, დემოკრატიის ხარისხის თვალსაზრისით, საქართველო მიდია სერიოზულად იხევს უკან”.

პარტიული სისტემა - ურთიერთობა ოპონენტებთან და პარტნიორებთან. მემარჯვენეთა პარტიაში მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მმართველ პარტიას მიიჩნევენ, თუმცა აღიარებენ, რომ მათ შორის იდეოლოგიურ საკითხებში სხვაობა მინიმალურია. მემარჯვენეები ძირითად განმასხვავებელ ნიშანს დეკლარირებულ და პრაქტიკულად განხორციელებულ ღირებულებებში ხედავენ: „მომისმენია და წამიკითხავს პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლები უცხოური აუდიტორიის წინაშე და უცხოურ პრესაში. რასაც იგი იქ წერს, შეიძლება ითქვას, რომ, მნიშვნელოვანწილად, იმ ღირებულებების დეკლარირებაა, რასაც ჩვენც გავიზიარებდით და ხელს მოვაწერდით... მაგრამ აქ, საქართველოში, აბსოლუტურად საპირისპირო კეთდება იმისა, რაც უცხოეთში ითქმება და იწერება. მან იცის, რომ აქ იმის საპირისპირო უნდა გააკეთოს, რასაც იქ ამბობს, რათა ძალაუფლება განიმტკიცოს”.

პარტიის შეფასებით, მათი შეხედულებანი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სფეროშიც ძირითადად ემთხვევა მათი პოლიტიკური ოპონენტების პოზიციას. ისინი მხარს უჭერენ ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, თუმცა განსხვავებულად ხედავენ ამ მიზნის მიღწევის რეალურ მოტივაციას. მემარჯვენეთათვის მთავარი ღირებულებაა ქვეყანაში დემოკრატიული სტრუქტურებისა და ლიბერალურ ღირებულებათა დამკვიდრება, რაც საქართველოს დასავლეთთან დაახლოების გარანტი გახდება. მმართველი პარტიისათვის კი მთავარი ღირებულებაა ძალაუფლების შენარჩუნება: „საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხში თითქოს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, დეკლარირებულად მაინც, ერთიანია... ნატო ჩვენთვის სტაბილურ, ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოთა გაერთიანებაა. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს, რომ ამ გაერთიანებაში იყოს ჩვენი ქვეყანაც, ოღონდ იყოს ასევე სტაბილური, ძლიერი და განვითარებული დემოკრატიით. ჩვენი ხელისუფლების თვალთახედვით კი, მათ ნატო სჭირდებათ და აინტერესებთ საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების გასამტკიცებლად”.

პარტიაში აღიარებენ, რომ დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია თავად მმართველი პარტიისათვის გარკვეული ტიპის შემზღუდველ ფაქტორად შეიძლება იქცეს. ამ ინტეგრაციისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება ძალაუნებურად დემოკრატიზაციის გზაზე დააყენებს ქვეყანას, თუმცა ისიც მიაჩნიათ, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან წამოყენებული მოთხოვნები „კეთილსინდისიერად შესრულდეს და არა იმ მიზნით, რომ ვიღაც მოვატყუოთ”.

პარტიაში დადებითად აფასებენ უანასკნელ ხანს ოპოზიციურ პარტიათა შორის მიღწეული თანამშრომლობის მაღალ ხარისხს. ისინი აღიარებენ, რომ გარკვეულ საკითხებში მათი თვალთახედვა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებს მათ მჭიდრო თანამშრომლობას, რაც, ძირითადად, კონკრეტულ საკითხებზე ერთიანი პოზიციის დაფიქსირებაში გამოიხატება: „ეს გაუთავებელი ყველას ერთად დგომის მოთხოვნაც კატასტროფაა, რადგან საბოლოო ჯამში ეს არ გამოდის, ხოლო თუ გამოდის, ეს ისეთი მყიფე ერთობაა, სადაც, ელემენტარულად, ლეიბორისტებსა და მემარჯვენეებს შორის ეკონომიკურ პოლიტიკაზე მსჯელობა, აბსოლუტურად წარმოუდგენელია... არის ხოლმე სიტუაცია, როცა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გაიძულებს, მოგწონს თუ არ მოგწონს, დადგე მეორე მხარეს, გარკვეულ ძალებთან. არის თუ არა ეს თანამშრომლობა, კიდევ საკითხავია!”

პარტიაში აღიარებენ, რომ პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობას პიროვნული ფაქტორები განაპირობებს და ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება იდეოლოგიურ და ღირებულებით მსგავსებას. პარტიების უმრავლესობა პრაქტიკულად იმისაგან განსხვავებულ პრონციპებს ახორციელებს, რაც დეკლარირებული აქვს. ამას ერთვის საზოგადოებაში კლასიკური პოლიტიკური იდეოლოგიების ცოდნის ნაკლებობა, რაც ამ კუთხით პარტიების დახვეწის მოტივაციას ამცირებს: „ღირებულებითი ერთობის საფუძველზე საქართველოში ჯერ-ჯერობით არ შექმნილა არც ერთი გაერთიანება. ჩვენთან ძალზე მოდურია მემარჯვენეობაზე ლაპარაკი, მაგრამ პოლიტიკურ ბაზარზე მემარცხენე ლოზუნგები კარგად იყიდება და ელექტორატი პირდაპირ ითხოვს ამას შენგან. რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, ქვეყანაში იმგვარი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომ თუკი ამომრჩეველს პარტია მოსწონს, ის მემარჯვენე ჰგონია, სინამდვილეში კი სერიოზული მოთხოვნილება სწორედ მემარცხენე ლოზუნგებზეა”.

კონსენსუსის ძიება. პარტიაში ნეგატიურად აფასებენ იმ წესებს, რომელთა მიხედვითაც ქვეყანაში პოლიტიკური გადაწყვეტილებებს იღებენ ან პროცესებს მართავენ. ერთიც და მეორეც მთლიანად მონოპოლიზირებულია სახელისუფლებო პარტიის მიერ და ოპოზიციური პარტიები სამოქმედო არეალის გარეშე არიან დარჩენილნი. არ ითვალისწინებენ ოპოზიციური პარტიების ინიციატივებს და არ ეძებენ კონსენსუსს მათთან შეთანხმების მიღწევის მიზნით. მემარჯვენეთა შეფასებით, მმართველი ელიტისათვის კონსენსუსი და კომპრომისი მნიშვნელოვან ღირებულებას არ წარმოადგენს: „მათ აქვთ კომპლექსი, რომ არაფრით არ შეიძლება დაეთანხმო იმას, რასაც ოპოზიცია მათ ეუბნება. ამას პირდაპირ ამბობენ, არც მალავენ... პირდაპირ, ღია ოპონირებაში მათ ძალიან უჭირთ კომპრომისზე წასვლა. საერთოდ, ამ ხელისუფლებას ასეთი კურსი აქვს, რომ მათთვის კომპრომისი უკანდახევას ნიშნავს... აქედან გამომდინარე, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელთანაც კომპრომისებზე საუბარი ძალზე ძნელია, - კომპრომისზე არა აუცილებლად ჩემს სასარგებლოდ, არამედ კომპრომისზე, ზოგადად, დემოკრატიის და საქმის სასიკეთოდ”.

პარტიაში აღიარებენ, რომ მმართველ პარტიასთან თანამშრომლობა მხოლოდ დახურულ კარს მიღმაა შესაძლებელი. ზოგიერთი საკითხის გადაჭრისას, შესაძლოა, ეს მისაღები ფორმაც კი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხელს უშლის პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფას. ამასთანავე, ეს ეწინააღმდეგება პარტიის, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტის ამბიციების დაკმაყოფილებას: „პარლამენტში ხშირად ვართ ამგვარი დილემის წინაშე: თუ ძალიან გვინდა საკითხის გადაწყვეტა, ჯერ აუცილებლად უნდა ვცადოთ კულუარული გზა, მაგრამ უარი უნდა ვთქვათ, ხმამაღლა განვაცხადოთ ჩვენი დამოკიდებულება. თუმცა განუწყვეტლივ ამგვარი დილემის წინაშე დგომა თავად პოლიტიკურ პროცესსაც უკარგავს აზრს. ხშირია, რომ, როცა ცდილობ საკითხის კულუარულად გადაჭრას, აგვიანებ პოლიტიკურ განაცხადს, რაც საკმაოად ართულებს ვითარებას”.

არსებული სიტუაცია, პარტიის შეფასებით, ნეგატიურად მოქმედებს მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ხარისხზე და მავნებელია თავად პარტიის საქმიანობისა და მომავალი განვითარებისათვის. პარტია, რომელსაც არ აქვს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის ბერკეტები, კარგავს ამომარჩეველთა ნდობას და მხარდაჭერას: „არსებული სიტუაცია პოლიტიკურ პროცესს არათუ აძნელებს, არამედ ერთგვარად სტერეოტპილსაც ხდის, იმიტომ, რომ ხელისუფლება თავისას ლაპარაკობს, ოპოზიცია კი - თავისას. დებატებისას მოქალაქე გისაყვედურებს, ოპოზიცია მხოლოდ ლაპარაკობს, სჯობს საქმე დაგვანახოსო! მაგრამ როგორ გავაკეთებთ საქმეს, თუკი ნებისმიერ ჩვენს სიტყვას შეეწინააღმდეგენ, თუკი ჩააგდეს ჩვენი ნებისმიერი წინადადება, თუ მიკროფონი გამოგვირთეს.”

მემარჯვენეებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მწვავე დაპირისპირებას თავად მოსახლეობა მოითხოვს. ისინი რადიკალურად არიან განწყობილნი ხელისუფლების მიმართ და ოპოზიციური პარტიებისგანაც შესაბამის დამოკიდებულებას ითხოვენ: „ამომრჩეველიც და მხარდამჭერიც, რომელიც რადიკალურად არის განწყობილი, თავის მხრივ, არ გაპატიებს იმას, რომ შენ ხელისუფლებას დაუთმე”.

პოლიტიკური პროცესების განვითარების პროგნოზი. პარტიის ლიდერთა შეფასებით, მიმდინარე პერიოდში ძალზე რთულია თუნდაც უახლოესი მომავლის პოლიტიკური პროგნოზირება. პოლიტიკური სისტემა იმდენად არასტაბილურია და იმდენადაა დამოკიდებული მრავალი სუბიექტის ქმედებაზე, რომ რთულია განსაზღვრო ხელისუფლების ცვლის სცენარიც კი, თუმცა, არსებული თამაშის წესებიდან გამომდინარე, მისი არაკონსტიტუციური გზით შეცვლა გამორიცხული არ არის: „ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ისინი არჩევნებით არ შეცვალონ... ძალზე რთული თამაშის წესებია, რომლებიც, შეიძლება ითქვას, შეუძლებელს ხდის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას... ასეთ სიტუაციაში ოპოზიციის განვითარების რეალური საფუძველი არ არსებობს. თუ ყველაფერი ამ მიმართულებით წავა, ეს შეიძლება მოხდეს ხვალ, ზეგ ან 5 წლის შემდეგ, მაგრამ უსამართლობის განცდა გროვდება საზოგადოებაში, უამრავი ადმიანი ძალიან გამწარებულია და ეს გამწარება კი პოლიტიკურად აღარ იმართება ხოლმე”.

თავად პარტიას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლის არაკონსტიტუციური სცენარი მიუღებელია, რადგან ის ქვეყნის მომავლისთვის დამღუპველი იქნება. პარტია არ მონაწილეობდა 2003 წლის ნოემბრის მოვლენებში, რასაც საკუთარი კონსტრუქციულობით და რევოლუციური ცვლილებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით ხსნის, თუმცა აღიარებს, რომ ხშირად მასობრივი გამოსვლების დროს კონსტრუქტივიზმი აზრს კარგავს: „ჩვენი ხმა მაშინ ნამდვილად ჩაიკარგა რევოლუციურ პერიპეტიებში. როცა მეგაფონით ისმის მოწოდებები, დავამხოთ და გავაგდოთო, იქ კონსტრუქციული საუბარი კონსტიტუციურ განვითარებასა და კონსტიტუციურ გზაზე აბსოლუტურად მეასეხარისხოვანი ხდება და ჩვენ ეს გამოვცადეთ საკუთარ თავზე.” ამ ეტაპზე პარტიის მონაწილეობა მსგავს აქტივობებში მემარჯვენეებს სათუოდ მიაჩნიათ, რადგანაც, მათი აზრით, რევოლუციებში წარმატებას მხოლოდ არაკეთილსინდისიერი მიზნების მქონე ძალები აღწევენ, რაც ავტომატურად გამორიცხავს მემარჯვენეთა წარმატებას: „ჩვენთვის არაა ხელსაყრელი რევოლუცია, რადგან რევოლუციურ პროცესებში ჩვენნაირად განწყობილი პოლიტიკური ძალის წარმატება მინიმალურია. რევოლუციის დროს ყოველთვის მოგებულნი არიან ავანტიურისტული, არასერიოზული ძალები.”

პარტიისთვის მომავალი პოლიტიკური პროცესების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მისაღები მოდელი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მიერ საკანონმდებლო ორგანოში სერიოზული წარმომადგენლობის მოპოვება და შემდგომი არჩევნებისათვის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის საფუძვლის მომზადება იქნებოდა, თუმცა, მათი აზრით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში, ამ სცენიარის განვითარებას სერიოზული საფრთხე ექმნება: „წარმოვიდგინოთ, რომ 2008 წლის არჩევნებში თუნდაც სამ პოლიტიკურ ძალას გადაელახა ბარიერი და თუნდაც ისევ უმრავლესობით მოსულიყო ნაციონალური მოძრაობა, ეს აღარ იქნებოდა უძლეველი ნაციონალური მოძრაობა და უძლეველი სააკაშვილი, რომელსაც უკვე მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის შეეძლებოდა მოემზადებინა საფუძველი ალტერნატივისათვის. შეიძლება ის ალტერნატივა არ ყოფილიყო მაშინვე მომგებიანი, მაგრამ მოგვცემდა სერიოზული ბალანსის საშუალებას. თუმცა სააკაშვილმა არანაირად არ მოინდომა ამის დაშვება, რადგანაც მას არ უნდა, რომ კითხვის ნიშანი გაჩნდეს მის მომავალ ვადასთან დაკავშირებით”.

პარტიაში ამჟამად არა აქვთ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული ზედმეტად კონფრონტაციული დამოკიდებულების შესუსტების „მზა რეცეპტი”, თუმცა მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ სივრცეში დარღვეული ბალანსის აღდგენისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება და ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურება. განსაკუთრებით დადებითი გავლენა, შესაძლოა იქონიოს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამ და ხელისუფლების კრიტიკის გამწვავებამ. მით უმეტეს, რომ უკანასკნელ ხანს ამის წარმატებული მაგალითებიც არსებობს: პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და დიპლომატიური კორპუსის დაინტერესებამ, რაც პარტიებს შორის მწვავე დაპირისპირებას იწვევდა, შეაჩერა პარლამენტის მიერ მისი მიღება და განხილვა, რაც ევროპის საბჭოს ფარგლებში იქნა გადატანილი.

3.8 „საქართველოს გზა”

▲ზევით დაბრუნება


დეკემბერი, 2006

რესპონდენტი: სალომე ზურაბიშვილი

ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემები. ქვეყნის პოლიტიკური სისტემის წინაშე მდგარი პრობლემებიდან ყველაზე მთავარია დიალოგის არარსებობის პრობლემა. ხელისუფლება დიალოგს არა მარტო პოლიტიკურ ოპოზიციასთან, არამედ, საერთოდ, მთელ საზოგადოებასთან არ აწარმოებს. ეს შეესაბამება ხელისუფლების მიერ ღიად გაცხადებულ სურვილს, რომ ქვეყანა მართოს მხოლოდ საკუთარი თვალსაზრისის მიხედვით და მმართველობის პროცესში სხვათა აზრი არანაირად არ გაითვალისწინოს. ასეთი ვითარება ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის საჭიროებას მეორე პლანზე აყენებს, ვინაიდან ოპოზიცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ვერანაირ მონაწილეობას ვერ იღებს.

საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემებიდან დღეს ყველაზე მწვავეა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა. მთელი ქვეყნის განვითარება ფერხდება იმის გამო, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა სასამართლოს გზით სამართლიანობის მიღწევის შესაძლებლობა. არ არსებობს ბიზნესის წარმოებისათვის აუცილებელი პირობები, დარღვეულია ბალანსი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, - პირველ რიგში, სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა არის ის საკითხი, რომლის გადაწყვეტის გარეშე ყველა სხვა რეფორმა აზრს იქნება მოკლებული.

ერთ მნიშვნელოვან თემას ეკონომიკური პრობლემები წარმოადგენს. აქ პრივატიზაციის, განსაკუთრებით კი, მიწის პრივატიზაციის გაუმჭვირვალობის პრობლემა დასახელდა. პრივატიზაციის პროცესში ამ პრობლემის არსებობის გამო ხდება მთლიანად პრივატიზაციის იდეის დისკრედიტაცია. ეკონომიკის სფეროში კიდევ ერთი პრობლემაა საკუთრების უფლებების ხშირი დარღვევა, რაც, თავის მხრივ, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემასთანაა დაკავშირებული. „ეკონომიკა ვერ აეწყობა, თუ ორი რამ არ ახლავს თან: ერთია სასამართლო (რათა მე დაცული ვიყო), ხოლო მეორეა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა”.

ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ყველა ამ პრობლემასთან არის დაკავშირებული. მანამ, სანამ საქართველო სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის მიმზიდველი არ გახდება, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება. ქვეყნის გაერთიანების აუცილებელი წინაპირობაა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან უშუალო დიალოგის წარმოება და ურთიერთნდობის ჩამოყალიბება.

ოპონენტები. სხვა ოპონენტებს შორის მთავარ ოპონენტად პარტიის ლიდერი ხელისუფლებას ასახელებს. უთანხმოება ხელისუფლებასთან, ძირითადად, უკავშირდება არა რამე განსხვავებას თვალსაზრისებსა და ორიენტაციაში (ხელისუფლების მიერ გამოცხადებული პოლიტიკის დაახლოებით 90 პროცენტი პარტიისათვის მისაღებია), არამედ იმ რეალურ პრაქტიკას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს.

ოპოზიციური სპექტრიდან ყველაზე შორს „საქართველოს გზისაგან” ლეიბორისტული პარტია დგას. ამ პარტიის იდეოლოგია და ამომრჩეველთა ის ტიპი, რომელსაც ეს პარტია ეყრდნობა, ყველაზე ნაკლებად არის მისაღები „საქართველოს გზისათვის”.

ყველაზე ახლოს სალომე ზურაბიშვილის პარტიასთან „ახალი მემარჯვენეები” დგანან. „ახლებს”, ისევე როგორც „საქართევლოს გზას”, გამოკვეთილი მემეარჯვენე იდეოლოგია აქვთ, მაშინ როდესაც სხვა პარტიები ამ ორიენტაციის ერთგულებაში საკმარისად თანმიმდევრულები არ არიან. სხვა პარტიებთან უთანხმოება ასევე პროგრამული ხასიათის სხვადასხვა საკითხითაა განპირობებული. მაგალითად, რესპუბლიკელების მიერ ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკა სავსებით მისაღებია პარტიისთვის, თუმცა მათი პოზიტიური პროგრამა საკმარისად ნათელი არაა, ხოლო ამ პროგრამის ზოგიერთ საკითხში „საქართველოს გზასა” და რესპუბლიკელებს შორის შეუთანხმებლობაა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ურთიერთობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის. პარტიის ლიდერის აზრით, დღესდღეობით მთავარ პრობლემას არა პრეზიდენტსა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის დარღვეული ბალანსი წარმოადგენს, არამედ ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე, როგორიცაა, მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო. ,,შესაძლოა, ხვალ უკეთესი კონსტიტუცია გვჭირდებოდეს, მაგრამ დღეს ეს არ არის მთავარი, - მთავარია ის ძირითადი ბალანსი, რომელიც მე, როგორც სუბიექტს, ამ ქვეყანაში მაძლევს იმის განცდას, რომ დღესვე შემიძლია დავიწყო ან ეკონომიკური, ან პოლიტიკური აქტიურობა და ვიყო სრულიად დაცული”.

ურთიერთობები ხელისუფლებასთან და სხვა პარტიებთან. სხვა პარტიებთან ნორმალური ურთიერთობების აწყობის აუცილებელი პირობა, პარტიის ლიდერის აზრით, უნდა იყოს ამ პარტიების პოზიციების გარკვევა. დღეს სხვა პარტიების იდეოლოგია და მათი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ საკმარისად გარკვეული არ არის. „ძალზე ძნელია, ურთიერთობა აეწყოს მხოლოდ იდეოლოგიურ საფუძველზე. რაც უნდა ახლოს იყო, ალბათ, მაინც მთელი დანარჩენი პარტიის ცხოვრება მნიშვნელოვანაწილად დამოკიდებულია პიროვნებებზე, რაც ძველი წყობის კიდევ ერთი გადმონაშთია”. პარტიების უმრავლესობას დეკლარირებული აქვს ზოგადად მემარჯვენე პოზიციები, ხოლო ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ნატო-ში შესვლა ან ეკონომიკის საბაზრო პრინციპზე აწყობა, მსგავსი პოზიციები უკავიათ. ამავე დროს, გარკვეული არ არის, თუ ყოველი მათგანისათვის რას ნიშნავს „მემარჯვენე”, „ლიბერალი” და ა. შ. ასევე ბუნდოვანია, თუ კონკრეტულად რა გზებს, რა პოლიტიკას სთავაზობს საზოგადოებას ესა თუ ის პარტია ხსენებული ზოგადი მიზნების მისაღწევად. ნებისმიერი პარტნიორობა პარტიებს შორის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ამ საკითხებში თანხმობის მიღწევის შედეგად.

ამჟამინდელი ურთიერთობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. პარტიის ლიდერის თქმით, პირადად მას, მთავ რობიდან წამოსვლის შემდეგ, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელთან. ამ ურთიერთობების გამოსწორებისათვის პირველი ნაბიჯი სწორედ ხელისუფლებამ უნდა გადადგას, თუმცა, როგორც ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, ის მზად არაა არც დიალოგისათვის და არც ოპოზიციის რამე ფორმით ჩართვისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებში არსებული პრობლემების გავლენა ქვაყანასა და პარტიაზე. ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის არარსებობა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნისათვის ყველა კრიტიკული საკითხის გადაწყვეტაზე. პარტიის ლიდერის თქმით, ხელისუფლების მიერ ჩადენილი შეცდომები სწორედ გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან საზოგადოებრივი ჯგუფების განდევნის შედეგია. პოლიტიკურ ურთიერთობებში დამკვიდრებული კონფრონტაციული სტილი ხელისუფლებას უბიძგებს, რომ არათუ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობა იტვირთოს და მათი გამოსწორება ცადოს, არამედ, პირიქით, მიჰყვეს ერთხელ მიღებულ არასწორ გადაწყვეტილებებს და მათ შედეგად წარმოქმნილი პრობლემები კიდევ უფრო გააღრმავოს. „დღევანდელი ზოგადი კრიზისი, იქნება ეს სოციალური თუ ეკონომიკური კრიზისი, საგარეო პოლიტიკის კრიზისი, ყველაფერი მომდინარეობს არარსებული დაილოგიდან”. ამავე დროს, დღეს ქვეყნის წინაშე იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემები დგას, რომ პასუხისმგებლობა მათ გადასაწყვეტად საკუთარ თავზე უნდა აიღოს პოლიტიკურ თამაშში ჩართულ მონაწილეთა მაქსიმალურად ფართო სპექტრმა. „პრინციპში საქართველოს დღეს სჭირდება ერთიანი ეროვნული მთავრობა”.

ოპოზიციასა და ხელისუფლების შორის არსებული ურთიერთობები პარტიის საქმიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, „საქართველოს გზაც” მოკლებულია საშუალებას, მიიღოს სათანადო ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხის გარშემო. შესაბამისი ინფორმაციის უქონლობის გამო მას უჭირს საკითხთა მთელ წყებაზე კონსტრუქციული კრიტიკის ან წინადადებების შეთავაზება, ხოლო ლანძღვა-გინება კი ამ პარტიისათვის ჩვეული სტილი არაა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის საჭიროა არა მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების ამუშავება, არამედ სპეციფიკური საკითხების გამო ნდობის ჯგუფების შექმნაც და მათში ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართვა.

დიალოგისთვის მზაობა. „საქართველოს გზა” არ გამორიცხავს დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას არც ერთ საზოგადოებრივ ჯგუფთან და პარტიასთან, ოღონდ ნათქვამი არ ეხება გიორგაძის მოძრაობას, რადგან ის უშუალოდ უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ცხადია, დიალოგისათვის მზაობა გარკვეულწილად იმ საკითხებზეც არის დამოკიდებული, რომლის გარშემოც ეს დიალოგი უნდა შედგეს. მაგალითად, პრივატიზაციის საკითხზე ლეიბორისტებთან დიალოგში შესვლას, ალბათ, ნაკლები აზრი აქვს, თუმცა ამ შემთხვევაშიც პარტია ასეთ შეთავაზებაზე უარს არ იტყვის. ზოგადად, რომელიმე ჯგუფთან დიალოგზე უარის თქმა საზოგადოების ამ ნაწილის გარიყვას ნიშნავს და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებთან საუბარი შეუძლებელი ხდება, არ შეიძლება მათი მხარდაჭერების გამორიცხვა დიალოგის პროცესიდან .

კომპრომისი ამა თუ იმ საკითხზე პოლიტიკური საქმიანობის აუცილებელი ნაწილია. პარტიამ, შესაძლოა, დათმოს არა მხოლოდ რომელიმე, პრინციპული მნიშვნელობის არმქონე საკითხი, არამედ - საპასუხო დათმობის შემთხვევაში - დროებით უარი თქვას რომელიმე პრინციპულ საკითხზე ყურადღების გამახვილებაზეც კი. ასეთი დათმობის მთავარი წინაპირობა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების გამჭირვალობა უნდა იყოს.

რევოლუციის შეასაძლებლობა. მისი თავიდან აცილების გზები. პარტიის ლიდერის თქმით, ქვეყანაში სულ უფრო მეტად იზრდება რევოლუციის შესაძლებლობა. რაკი საზოგადოებას ერთმევა მის წინაშე მდგარი პრობლემების კანონიერი გზით მოგვარების შესაძლებლობა, რევოლუცია რჩება დღევანდელი ვითარების შეცვლის ერთადერთ გზად. „საქართველოს გზა” ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მომხრე არაა, თუმცა ძნელია იმის წარმოდგენა, რომ კრიზისულ ვითარებაში პარტიის ზოგიერთი წევრი განზე დადგება და რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს. ყველა შემთხვევაში, „საქართველოს გზა” რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსვლას არ აპირებს. რევოლუციისგან, პარტიის ლიდერის თქმით, ყოველთვის სხვა ტიპის, არადემოკრატიული პარტიები იგებენ.

პირველი ნაბიჯი რევოლუციის თავიდან ასაცილებლად თავად ხელისუფლებამ უნდა გადადგას. მან, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას მისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რაც თავის მხრივ, დიალოგის დაწყების წინაპირობა უნდა გახდეს. აუცილებელია, რომ მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად შეიმუშავონ პოლიტიკური თამაშის წესები და ურთიერთობების კორექტული ფორმები დაიცვან. არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ პროცესში მედიატორის როლის შესრულება შეუძლიათ.

ურთიერთობა სხვა პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. როგორც აღინიშნა, იდეოლოგიური პოზიციებით „ახალი მეემარჯვენეები” ყველაზე ახლოს არიან „საქართველოს გზასთან”. მათი პოლიტიკური განცხადებებიც ყველაზე ხშირად ემთხვევა ზურაბიშვილის პარტიის თვალსაზრისს. რაც შეეხება სხვა მემარჯვენე პარტიებს, მათი პოზიციები გარკვეული ბუნდოვანებითა და არათანმიმდევრულობით გამოირჩევა. კონსერვატორები ხშირად ლეიბორიტების მსგავს პოზიციებს იკავებენ, ამ ვითარებაში გაურკვეველია ხოლმე მათთან ერთიან ბლოკში მყოფი რესპუბლიკელების პოზიციაც.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უფრო ადვილია, ვინაიდან ისინი, როგორც წესი, თავის საქმიანობაში გარკვეული სფეროთი შემოიფარგლებიან. ამ სფეროში ისინი ხშირად პარტიაზე უფრო კომპეტენტურები არიან ხოლმე და მათთან თანამშრომლობას პარტიისათვის სარგებლობა მოაქვს. რუსეთიდან დეპორტირებულ მოქალაქეთა საკითხის გარშემო პარტია თანამშრომლობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლთან”. ასევე მისთვის ხშირად ახლოა ახალგარზრდა იურისტების პოზიციები და მოსაზრებები.

4 ღირებულებები

▲ზევით დაბრუნება


ჩატარებული ინტერვიუების რაოდენობა

ინტერვიუების რაოდენობა

კონსერვატიული პარტია

6

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

7

ნაციონალური მოძრაობა

8

ახალი მემარჯვენეები

9

რესპუბლიკური პარტია

11

ლეიბორისტული პარტია

11

სულ

52

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ეთანხმებით შემდეგ მტკიცებულებებს?

ცხრილში მოცემული რიცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

I ნაწილი

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

როდესაც სამუშაო ადგილების რაოდენობა შეზღუდულია მამაკაცებს უპირატესი უფლება აქვთ სამსახურზე

ვეთანხმები

2

1

4

5

1

1

არ ვეთანხმები

5

5

2

6

5

10

არ ვიცი

1

როდესაც სამუშაო ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ადამიანები უნდა აიძულონ, პენსიაზე გავიდნენ

ვეთანხმები

2

1

2

1

არ ვეთანხმები

4

6

6

11

7

10

როდესაც სამუშაო ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, დამქირავებლებმა სამუშაოზე აყვანის უპირატესობა ქართველებს მიენიჭოს სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან შედარებით

ვეთანხმები

2

5

6

2

არ ვეთანხმები

4

4

4

5

7

11

ეთანხმებით შემდეგ მტკიცებულებებს?

ცხრილში მოცემული რიცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

II ნაწილი

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

როდესაც სამუშაო ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, დამქირავებლებმა სამუშაოზე აყვანის უპირატესობა მართლმადიდებლებს უნდა მიანიჭონ სხვა რელიგიის მიმდევრებთან შედარებით

ვეთანხმები

4

6

3

არ ვეთანხმები

7

6

2

6

7

11

არ ვიცი

1

უსამართლობაა ინვალიდებისათვის სამუშაოს მიცემა, როდესაც ჯანმრთელები ვერ შოულობენ სამუშაოს

ვეთანხმები

1

1

1

არ ვეთანხმები

6

6

4

11

3

11

არ ვიცი

1

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

რისი, თუ საერთოდ გწამთ, შემდეგი სიიდან?

ცხრილში მოცემული რიცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

I ნაწილი

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

ღმერთის

დიახ

6

4

7

11

9

9

არა

1

არ ვიცი

1

სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ

დიახ

6

2

4

9

7

2

არა

1

2

2

2

6

არ ვიცი

2

2

1

3

სულის

დიახ

4

4

7

10

9

7

არა

1

1

1

2

არ ვიცი

3

1

2

ეშმაკის

დიახ

3

4

7

10

4

3

არა

3

2

1

6

7

არ ვიცი

2

1

ჯოჯოხეთის

დიახ

3

4

7

9

4

3

არა

3

2

1

6

6

არ ვიცი

2

1

3

რისი, თუ საერთოდ გწამთ, შემდეგი სიიდან?

ცხრილში მოცემული რიცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

II ნაწილი

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

სინდისის

დიახ

4

4

7

9

7

4

არა

2

3

1

2

5

არ ვიცი

2

1

2

ცოდვის

დიახ

6

6

7

14

9

9

არა

1

1

1

2

არ ვიცი

1

3

მკვდრეთით აღდგომის

დიახ

5

3

4

9

2

4

არა

2

1

2

1

6

6

არ ვიცი

3

1

1

1

რეინკარნაციის

დიახ

4

1

2

1

არა

6

2

6

14

7

10

არ ვიცი

2

1

გთხოვთ მიპასუხოთ, რა როლს თამაშობს თქვენი რელიგიური რწმენა შემდეგი გადაწყვეტილებების მიღების დროს?

ცხრილში მოცემული რიცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

ოჯახურ ფინანსებთან დაკავშირებით

მთავარ როლს თამაშობს

1

2

2

1

უმნიშვნელო როლს თამაშობს

2

2

5

5

2

2

არანაირ როლს არ თამაშობს

6

4

7

არ ვიცი

2

დაქორწინებისა და ბავშვის აღზრდის საკითხებში

მთავარ როლს თამაშობს

6

6

უმნიშვნელო როლს თამაშობს

2

6

1

7

3

არანაირ როლს არ თამაშობს

1

1

2

1

1

სამსახურში

მთავარ როლს თამაშობს

1

უმნიშვნელო როლს თამაშობს

3

3

1

2

4

არანაირ როლს არ თამაშობს

6

3

6

7

3

4

კოლეგებთან ურთიერთობაში

მთავარ როლს თამაშობს

1

2

6

1

უმნიშვნელო როლს თამაშობს

1

3

6

6

1

4

არანაირ როლს არ თამაშობს

7

2

1

2

2

6

გთხოვთ მიპასუხოთ, რა როლს თამაშობს თქვენი რელიგიური რწმენა შემდეგი გადაწყვეტილებების მიღების დროს?

ცხრილში მოცემული რიცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

არჩევნებში ხმის მიცემის დროს

მთავარ როლს თამაშობს

1

2

3

უმნიშვნელო როლს თამაშობს

1

2

6

1

1

არანაირ როლს არ თამაშობს

1

6

6

4

6

10

რას უნდა უყუროს ოჯახმა ტელევიზორში ან კინოში

მთავარ როლს თამაშობს

1

2

4

1

1

უმნიშვნელო როლს თამაშობს

1

5

4

6

6

1

არანაირ როლს არ თამაშობს

7

2

1

1

3

5

ჯანმრთელობაზე ზრუნვისას

მთავარ როლს თამაშობს

1

2

6

6

3

უმნიშვნელო როლს თამაშობს

5

2

5

3

3

არანაირ როლს არ თამაშობს

7

1

3

1

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ამჟამად ბევრს მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის მიზნები მმავალი ათი წლის განმავლობაში. ამ ბარათზე მოცემულია რამდენიმე მიზანი, რომელთაც განსხვავებულ პრიორიტეტს ანიჭებენ. შეგიძლიათ მითხრათ, პირადად თქვენ, რომელი მათგანი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად?

ცხრილში მოცემული რიცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწ.გად.საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

I არჩ.

I I არჩ.

I არჩ.

I I არჩ.

I არჩ.

I I არჩ.

I არჩ.

I I არჩ.

I არჩ.

I I არჩ.

I არჩ.

I I არჩ.

ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის უზრუნველყოფა

2

6

6

7

8

11

9

11

1

ამ ქვეყნის ძლიერი თავდაცვითი ძალების უზრუნველყოფა

6

1

2

4

5

1

ადამიანებს უფრო მეტად შეეძლოთ ჩარევა საკუთარი სამსახურებისა და თემების საქმეებში

1

3

3

6

8

1

10

ჩვენი ქალაქებისა და სოფლების მეტად გალამაზება

1

არ ვიცი

1

რომ შეგეძლოთ არჩევა, ბარათზე მოცემული სიიდან, რომლის შესახებ იტყოდით,რომ უფრო მნიშვნელოვანია?

ცხრილში მოცემული რიცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწ.გად.საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

I არჩ.

I I არჩ.

I არჩ.

I I არჩ.

I არჩ.

I I არჩ.

I არჩ.

I I არჩ.

I არჩ.

I I არჩ.

I არჩ.

I I არჩ.

ქვეყნის წესრიგის შენარჩუნება

4

4

2

1

1

1

1

2

1

მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ხალხისათვის მეტი მონაწ

1

3

3

3

2

6

4

3

3

1

3

ფასების ზრდასთან ბრძოლა

2

2

1

1

სიტყვის თავისუფლების დაცვა

3

3

3

3

3

4

3

3

5

4

3

7

არ ვიცი

1

დახედეთ ამ ბარათს და მითხარით, რამდენად დიდია თქვენი ნდობა სიიდან თითოეულის მიმართ, დიდი, საკმაოდ, არც იმდენად თუ საერთოდ არ ენდობით?

ცხრილში მოცემული როცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

I ნაწილი

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

ეკლესია

ძალიან დიდი

2

3

2

6

4

2

საკმაოდ დიდი

1

2

5

2

4

2

დიდი

4

2

2

1

2

არც იმდენი

1

1

2

საერთოდ არ ვენდობი

2

შეიარაღებული ძალები

საკმაოდ დიდი

1

1

1

დიდი

2

1

2

2

1

არც იმდენი

2

2

1

7

7

საერთოდ არ ვენდობი

2

1

2

2

2

არ ვიცი

1

განათლების სისტემა

საკმაოდ დიდი

4

დიდი

4

არც იმდენი

1

2

1

1

1

საერთოდ არ ვენდობი

1

4

6

4

2

საკმაოდ დიდი

4

სამართლებრივი სისტემა

დიდი

4

არც იმდენი

1

2

4

1

საერთოდ არ ვენდობი

1

4

7

1

10

ძალიან დიდი

1

საკმაოდ დიდი

1

2

1

1

დიდი

1

1

4

2

1

დახედეთ ამ ბარათს და მითხარით, რამდენად დიდია თქვენი ნდობა სიიდან თითოეულის მიმართ, დიდი, საკმაოდ, არც იმდენად თუ საერთოდ არ ენდობით?

ცხრილში მოცემული როცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

I I ნაწილი

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

პროფკავშირები

დიდი

1

არც იმდენი

6

1

1

1

2

2

საერთოდ არ ვენდობი

2

1

6

7

6

1

არ ვიცი

1

1

პოლიცია

ძალიან დიდი

1

საკმაოდ დიდი

6

დიდი

2

1

1

1

არც იმდენი

1

6

2

6

2

საერთოდ არ ვენდობი

2

2

7

2

1

პარლამენტი

ძალიან დიდი

1

საკმაოდ დიდი

6

2

დიდი

1

არც იმდენი

1

6

1

1

6

6

საერთოდ არ ვენდობი

1

2

10

2

7

სამოქალაქო /საჯარო/სახელმწიფო სამსახური

ძალიან დიდი

1

საკმაოდ დიდი

7

დიდი

1

1

არც იმდენი

1

2

7

1

საერთოდ არ ვენდობი

6

10

2

6

წამყვანი კომპანიები

ძალიან დიდი

1

საკმაოდ დიდი

2

2

1

დიდი

6

1

1

1

2

არც იმდენი

1

1

1

6

2

7

საერთოდ არ ვენდობი

1

1

2

დიდი

1

დახედეთ ამ ბარათს და მითხარით, რამდენად დიდია თქვენი ნდობა სიიდან თითოეულის მიმართ, დიდი, საკმაოდ, არც იმდენად თუ საერთოდ არ ენდობით?

ცხრილში მოცემული როცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

I I I ნაწილი

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

სოცუზრუნველყოფის სისტემა

საკმაოდ დიდი

1

არც იმდენი

1

1

1

საკმაოდ არ ვენდობი

1

1

2

3

6

არ ვიცი

1

1

7

4

7

ტელევიზია

საკმაოდ დიდი

1

დიდი

1

1

არც იმდენი

1

1

1

3

6

6

საკმაოდ არ ვენდობი

1

1

1

1

4

ნატო

ძალიან დიდი

1

1

2

საკმაოდ დიდი

2

2

2

3

2

დიდი

3

6

2

5

არც იმდენი

3

1

7

1

4

საკმაოდ არ ვენდობი

1

პოლიტიკური სისტემა

ძალიან დიდი

3

საკმაოდ დიდი

3

დიდი

1

1

1

არც იმდენი

1

2

1

1

2

საერთოდ არ ვენდობიარ ვიცი

1

1

1

1

7

არ ვიცი

1

დახედეთ ამ ბარათს და მითხარით, რამდენად დიდია თქვენი ნდობა სიიდან თითოეულის მიმართ, დიდი, საკმაოდ, არც იმდენად თუ საერთოდ არ ენდობით?

ცხრილში მოცემული როცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

I V ნაწილი

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

პრეზიდენტი

ძალიან დიდი

7

დიდი

1

1

6

არც იმდენი

1

1

2

3

1

საერთოდ არ ვენდობი

4

1

1

7

1

მთავრობა

ძალიან დიდი

4

საკმაოდ დიდი

3

დიდი

1

1

არც იმდენი

2

2

1

1

1

საერთოდ არ ვენდობი

4

1

10

1

11

პოლიტიკური პარტიები

ძალიან დიდი

1

საკმაოდ დიდი

1

1

დიდი

3

1

1

2

2

არც იმდენი

3

1

7

9

2

6

საერთოდ არ ვენდობი

1

1

2

2

არასამთავრობო სექტორი

ძალიან დიდი

1

საკმაოდ დიდი

1

1

დიდი

3

2

1

2

2

1

არც იმდენი

4

4

1

2

6

7

საერთოდ არ ვენდობი

1

6

7

აღგიწერთ პოლიტიკური სისტემების სხვადასხვა ტიპებს და გკითხავთ, რას ფიქრობთ თითოეულზე როგორც ამ ქვეყნის მართვის ფორმაზე. რას იტყოდით თითოეულ მათგანზე, რომ იგი ძალიან კარგია, შედარებით კარგია, შედარებით ცუდია თუ ძალიან ცუდია როგორც ამ ქვეყნის მართვის ფორმა?

ცხრილში მოცემული როცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

ძლიერი ლიდერის დილა, რომელსაც არ უწევს შეწუხება პარლამენტის ან არჩევნების გამო

ძალიან კარგია

1

2

1

შედარებით კარგია

3

2

1

1

შედარებით ცუდია

1

2

2

2

ძალიან ცუდია

1

1

1

2

4

11

არ ვიცი

2

ექსპერტებმა და არა მთავრობამ მიიღონ გადაწყვეტილება, იმის მიხედვით, თუ რას თვლიან ისინი ქვეყნისთვის სასიკეთოდ

ძალიან კარგია

შედარებით კარგია

1

1

1

შედარებით ცუდია

2

1

ძალიან ცუდია

1

1

2

2

1

1

არ ვიცი

2

სამხედრო მმართველობა

შედარებით ცუდია

1

ძალიან ცუდია

7

6

7

11

1

11

არ ვიცი

1

დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა

ძალიან კარგია

1

6

7

11

7

1

შედარებით კარგია

2

2

ამ სიაში ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებია წარმოდგენილი. გამოყავით ისეთი ჯგუფები, რომლების მეზობლად ყოლას არ ისურვებდით?

ცხრილში მოცემული როცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

ადამიანები კრიმინალური წარსულით

7

6

7

1

1

4

რელიგიური სექტის წარმომადგენლები

3

6

6

1

1

1

პოლიტიკური ექსტრემისტები

6

1

6

6

7

1

ლოთები

6

6

7

7

1

6

რელიგიური ექსტრემისტები

4

1

6

1

1

9

დიდი ოჯახები

1

ემოიციურად გაუწონასწორებელი ადამიანები

4

2

7

9

7

6

მუსლიმები

1

1

1

2

უცხოელი მუშები

1

4

1

ადამიანები, რომლებსაც შიდსი აქვთ

1

2

1

2

2

ნარკომანები

1

1

7

11

7

6

ჰომოსექსუალები

4

1

7

9

1

1

სომხები

1

3

აზერბაიჯანელები

2

ოსები

1

აფხაზები

1

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება?

ცხრილში მოცემული რიცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

უსაფრთხოების გარანტიბს

7

3

5

6

2

7

ეკონომიკურ აყვავებას

2

3

6

6

2

7

სოციალურ კეთილდღეობას

2

6

4

6

7

2

ქართული კულტურის თვითმყოფადობის დაკარგვას

1

2

2

1

დემოკრატიის გაძლიერებას

6

6

7

5

2

10

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

2

1

2

2

5

2

კულტურულ მრავალფეროვნებას

2

1

5

7

4

2

უმუშევრობას

2

ბიუროკრატიას

1

5

2

დანაშაულის ზრდას

1

არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა

1

რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს NATO-ში გაწევრიანება?

ცხრილში მოცემული რიცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

უსაფრთხოების გარანტიბს

1

4

6

1

9

10

ეკონომიკურ აყვავებას

2

2

3

3

9

1

სოციალურ კეთილდღეობას

2

1

3

3

6

დემოკრატიის გაძლიერებას

4

3

1

7

1

9

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

1

2

4

7

6

2

არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა

1

1

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

რომელს იცნობთ ევროკავშირის ჩამოთვლილი ინსტიტუტებიდან?

ცხრილში მოცემული რიცხვები აღნიშნავენ პასუხების რაოდენობას

ნაც. მოძ.

კონს. პარტ.

მრეწვ. გად. საქ.

ლეიბ. პარტ.

ახალი

მემარჯ.

რესპ. პარტ.

ევროკომისია

ვიცნობ

3

6

6

10

1

11

არ ვიცნობ

1

1

ევროპარლამენტი

ვიცნობ

3

6

7

11

1

11

არ ვიცნობ

მინისტრთა საბჭო

ვიცნობ

7

3

6

6

7

11

არ ვიცნობ

1

3

5

5

1

ევროპის ცენტრალური ბანკი

ვიცნობ

7

4

1

6

4

5

არ ვიცნობ

1

2

6

7

2

6

ევროგაერთიანების სასამართლო

ვიცნობ

7

5

5

9

1

10

არ ვიცნობ

1

1

2

2

1

1

ევროპის ომბუდსმენი

ვიცნობ

5

3

2

2

4

1

არ ვიცნობ

1

3

6

5

2

2

ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლო

ვიცნობ

6

1

1

არ ვიცნობ

2

5

6

11

1

11

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic