The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №24


ტაბულა №24


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბურაკოვა ლარისა, სმითი დევიდ ჯ., სააკაშვილი მიხეილ, პაიჭაძე დავით, ბურჭულაძე ზაზა, ჯანაშია სიმონ, შენგელაია ირაკლი, ქანანაშვილი გიორგი, თალაკვაძე ზურაბ, ესებუა ნიკა, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010|20-26 სექტემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხან-მოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, თეონა ტურაშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/მარკეტინგის მენეჯერი: გიორგი ფრუიძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა- ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/ც 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ პარტნიორი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge ფოტო გარეკანზე: © ირაკლი გედენიძე



1 საფოსტო ყუთი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge

ნეტა, არსებობს საქართველოში სივრცე, სფერო, ასპარეზი ან უბრალოდ ალაგი, სადაც სააკაშვილი არ არის? (პრეზიდენტ სააკაშვილს ვგულისხმობ). არა, მე მისი მოწინააღმდეგე არა ვარ, კიდევ სხვებს მირჩევნია. მაგრამ ყველგან და ყველაფერში? ეს კითხვა ტაბულას წინა ნომერში გამოქვეყნებული ორი პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა.

კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებლის ინტერვიუმ დამაინტერესა. ალექსანდრე კვიტაშვილზე ამბობენ, წესიერი, კარგი ადამიანიაო და ტელეეკრანზეც ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ინტერვიუშიც კარგ და წესიერ აქცენტებს აკეთებს. რაც ვერ გავიგე არის ის, თუ რატომ უყვება ის უნივერსიტეტის მართვის გეგმას პრეზიდენტ სააკაშვილს. ინტერვიუში არ არის ნათქვამი, რომ პრეზიდენტმა მთხოვა მოდი მომიყევიო, ან ამიტომ და ამიტომ მე მჭირდება, რომ პრეზიდენტმა ეს იცოდესო. პირდაპირ აცხადებს „პრეზიდენტსაც ვესაუბრე ამ საკითხებზე. უახლოეს მომავალში უნდა წარვუდგინო სამოქმედო გეგმა“ - ო. რატომ? წესია ეგეთი? სხვა რექტორებიც ასე შვებიან?

ჩემი კითხვა კიდევ უფრო გაამძაფრა პუბლიკაციამ „ბაგრატის ტაძარი საფრთხეშია“. აქ, ჟურნალ Economist-ის ონლაინ გამოცემაზე დაყრდნობით, პირდაპირ არის ნათქვამი, „პრეზიდენტი პატრიარქს ტაძრის აღდგენას დაჰპირდა“ - ო. გამაოგნებელი დაპირებაა (კაცმა რომ თქვას, თხოვნაც). თუ ბაგრატის ტაძრის აღდგენის საშუალება აქვს სახელმწიფოს, ამას ვინმეს თხოვნა რად უნდა? მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა: აღდგენაში თურმე რეკონსტრუქცია იგულისხმება, უფრო ზუსტად, ისეთივე ტაძარი უნდა ააშენონ, როგორიც საუკუნეების წინ იყო და კიდევ უფრო ზუსტად, ისეთი, როგორიც წარმოგვიდგენია რომ იყო (ჩვენ ხომ წარსულში არა იმას ვეძებთ რაც იყო, არამედ იმას, თუ რა გვინდა რომ ყოფილიყო). პრაქტიკულად კიდევ ერთი სამების ტაძარი შენდება: გადახურული, გაპრიალებული, გაკაშკაშებული (გაბრწყინებული). ამაზე თურმე ექსპერტები გამოთქვამენ პროტესტს, იუნესკო ეწინააღმდეგება, სამოქალაქო სექტორი ნერვიულობს. მაგრამ გადამწყვეტი მაინც სააკაშვილის ექსპერტული დასკვნაა - „ბაგრატი უნდა აღსდგეს, ბოლომდე დამშვენდეს და მთელი თავისი ბრწყინვალებით ისევ წარუდგეს საქართველოს“ - ო. (საინტერესოა სიტყვა „ისევ“. თითქოს ვიღაცას ნანახი აქვს როგორ ბრწყინავდა და ისევ უნდა ამის ხილვა). უცნაურია და, რექტორისა არ იყოს, ამასაც სააკაშვილთან ათანხმებს სამინისტრო? რატომ? სხვა ქვეყნებშიც პოლიტიკური ლიდერები წყვეტენ ისტორიული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს? სამინისტროები ვალდებულები არიან აღიქვან პრეზიდენტები ამ საკითხების ექსპერტებად? ყველგან და ყველაფერში სააკაშვილი?

არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ბაქრაძე

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


„წლების მატებასთან ერთად სიბრძნეს არ იძენ. უბრალოდ ნაწილებად იშლები. აი, რა გემართება“.

0x01 graphic

  • მსახიობი და კინორეჟისორი ვუდი ალენი ასაკის მატების შესახებ ინტერვიუში თავისი ახალი ფილმის, „მაღალ შავგვრემან უცნობს შეხვდებით“, შესახებ.

2010 წლის 15 სექტემბერი

„დიახ - თავისუფლებას. დიახ - კანონის უზენაესობას. არა - ერთპიროვნულ მმართველობას. პუტჩისტური რეჟიმის დიქტატი დასრულდა“

0x01 graphic

  • თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი, საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართულ რეფერენდუმში ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ.

2010 წლის 13 სექტემბერი

„მგონია, რომ ახლა ამერიკის ხელმძღვანელობამ ისეთი პოზიცია დაიკავა, რომელიც რუსეთის მთავრობას აფიქრებინებს, რომ შეუძლიათ თავს ყველაფრის უფლება მისცენ“

0x01 graphic

  • Freedom House-ის ახალი დირექტორი დევიდ კრამერი. 2010 წლის 17 სექტემბერი იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ იხუმრა იმასთან დაკავშირებით, რომ მასთან ქალების რიგი დგას, იმიტომ რომ „კარგი ბიჭია“ და თანაც „ფულიანი“.

2010 წლის 14 სექტემბერი

„ერთ გოგონას ვურჩიე მდიდარი ბოიფრენდი მოძებნოს. ეს რჩევა სულაც არ არის არარეალისტური“

0x01 graphic

  • იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ იხუმრა იმასთან დაკავშირებით, რომ მასთან ქალების რიგი დგას, იმიტომ რომ „კარგი ბიჭია“ და თანაც „ფულიანი“.

2010 წლის 14 სექტემბერი

„ჩვენ არც კლასის უწესო მოსწავლეები ვართ, რომელთაც მასწავლებელი საყვედურობს და არც პროკურორის წინაშე წარმდგარი კრიმინალები“

0x01 graphic

  • პიერ ლელუში, ევროპულ საქმეთა საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი, იცავს საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბოშების ქვეყნიდან გასახლების შესახებ.

2010 წლის 15 სექტემბერი

3 კვირა

▲ზევით დაბრუნება


13 სექტემბერი

0x01 graphic

  • ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მიერ შექმნილმა კომისიამ გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვითაც, აფრიკის კონტინენტზე სიღარიბის აღმოსაფხვრელად მრავალი მილიარდი დოლარის გამოყოფაა საჭირო. დოკუმენტი გლობალური სიღარიბის სამიტის წინ გამოქვეყნდა, ეს შეხვედრა კი ამ თვის ბოლოს, ნიუ-იორკში იგეგმება.

  • ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გაიხსნა. კადეტთა კორპუსში მე-9- მე-10 კლასების მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ ზოგად განათლებასთან ერთად სამხედრო სწავლებაც გაიარონ. მიმდინარე წელს ქუთაისში 300 კადეტი მომზადდება.

14 სექტემბერი

0x01 graphic

  • ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დაიწყო საქართველო - რუსეთის საქმის საჯარო განხილვა. ოთხი საჯარო მოსმენა განსაზღვრავს სასამართლოს იურისდიქციას - ანუ არის თუ არა სასამართლო უფლებამოსილი განიხილოს საქართველოს მიერ ორი წლის წინ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.

0x08 graphic

  • ეიფელის კოშკიდან და მისი მიდამოებიდან 2000 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია მოახდინეს. პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ეიფელის კოშკზე ბომბია. პოლიციამ ბომბი ვერ აღმოაჩინა.

0x01 graphic

  • ეგვიპტეში გაიმართა ისრაელ - პალესტინის განახლებული სამშვიდობო მოლაპარაკებები. შარმელ - შეიხში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მხარეებს შუამავლობდა. ისრაელი კვლავაც უარს აცხადებს ახალი მშენებლობების ცალმხრივი აკრძალვის გაგრძელებაზე. პალესტინის ხელისუფლება კი სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში მოლაპარაკებების დატოვებით იმუქრება.

15 სექტემბერი

  • საფრანგეთის სენატმა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა კანონი ბურკისა და ჩადრის აკრძალვის შესახებ.

  • უკრაინელი სამართალდამცავების განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობა უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, აწ გარდაცვლილი იური კრავჩენკოს ბრძანებით მოხდა. ღონღაძე ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებდა ლეონიდ კუჩმას მთავრობაში კორუფციული გარემოს შესახებ. 2000 წელს მისი უთავო სხეული კიევთან ახლოს ტყეში იპოვეს. კრავჩენკოს ბრძანება პოლიციის უფროსმა ალექსეი პუკაჩმა შეასრულა. ის გასულ წელს დააკავეს. კრავჩენკომ კი, ოფიციალური ვერსიის თანახმად, თავი მოიკლა.

  • პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტში მიიღო მონაწილეობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომლის თავმჯდომარეც პრეზიდენტი სააკაშვილია, 2008 წლიდან ევროპის სახალხო პარტიის დამკვირვებლის სტატუსის მქონე წევრია. ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის საგარეო კომისიის თავმჯდომარესაც შეხვდა.

  • საქართველომ თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომისიის სხდომაზე რუსეთის დელეგაცია არ დაუშვა. გადაწყვეტილება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განმარტა: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მიხედვით, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში პირი ჩრდილოეთიდან, ქართული ხელისუფლების ნებართვის გარეშე შევა, იგი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ დაიშვება. რუსული დელეგაცია აღნიშნული საკითხის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განხილვით იმუქრება.

16 სექტემბერი

  • კონტროლის პალატის მასალების საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძე დააკავა. კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით, ვაქცინაციის პროგრამის აუდიტით გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დარღვევები, რამაც გამოააშკარავა ჯანდაცვის სფეროში მომეტებული კორუფციული რისკები. კონტროლის პალატის მასალებით, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 1788,9 ათასი ლარის ზარალი მიაყენეს.

  • რომის პაპი ისტორიული ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს ეწვია. ეს რომის პაპის პირველი ვიზიტია სამეფოში ბოლო 28 წლის განმავლობაში. პაპი შეხვდა დედოფალს, შემდეგ კი ღია ცის ქვეშ მესა ჩაატარა.

0x01 graphic

  • ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოში შეხვედრები დაასრულეს. ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ოქტომბერში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ვენეციის კომისიის დირექტორმა თომას მარკეტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

0x01 graphic

  • საფრანგეთის ქვედა პალატამ დაამტკიცა ცვლილებები საპენსიო ასაკის 60-დან 62 წლამდე აწევის შესახებ.

  • საერთაშორისო მონეტარულმა ფონდმა პაკისტანისთვის 451 მილიონი დოლარის სესხის მიცემა გადაწყვიტა. თანხა ივლისის ბოლოდან დაწყებული წყალდიდობების შედეგად მიყენებული ზარალის გამოსწორებას მოხმარდება. ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანია დაღუპული, განადგურებულია უზარმაზარი ტერიტორიები.

  • მოსკოვში დედ ჰასანის სახელით ცნობილ კანონიერ ქურდს დაესხნენ თავს. რუსული კრიმინალური სამყაროს ერთ- ერთ ყველაზე გავლენიან მაფიოზს მუცელში ესროლეს. ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ვარაუდობენ, რომ მასზე თავდასხმა ამჟამად ციხეში მყოფი ქართველი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის, ორგანიზებულია. დედ ჰასანი და ონიანი რამდენიმე წელია დაპირისპირებულნი არიან. უსოიანი ბოლო ხანს თავს აფხაზეთს აფარებდა.

17 სექტემბერი

  • პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ახალი საგადასახადო კოდექსი. ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო და საბაჟო გადასახადი ერთიანდება, გადასახადის გადახდა ხდება კვარტალურად. მცირე ბიზნესი 3-დან 5%25-მდე განაკვეთით დაიბეგრება და ა.შ. საგადასახადო კოდექსი 2011 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.

  • სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა ხელი მოაწერა განკარგულებას იმ კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც რეგიონში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების გადაწყვეტისას კანონიერებას უზრუნველყოფს.

  • პოლონეთში, აჯანყებულ ჩეჩენთა ერთ-ერთი ლიდერი აჰმედ ზაკაევი დააკავეს. ის ქვეყანაში ჩეჩენ ხალხთა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ზაკაევის დაკავებას რუსეთი ითხოვდა. ჯერჯერობით უცნობია, პოლონური მხარე გადასცემს თუ არა მას რუსეთს. ზაკაევმა პოლიტიკური თავშესაფარი 2003 წელს მიიღო დიდ ბრიტანეთში.

0x01 graphic

4 უკუეთუ არა ვიხილო… არასადა მრწმენეს

▲ზევით დაბრუნება


არენა

0x01 graphic

სტივენ ჰოკინგი
ფოტო: REUTERS ©

„ფილოსოფია მოკვდა“, წერს სტივენ ჰოკინგი თავისი ახალი წიგნის, „დიდებული გეგმის“, შესავალში. „ფილოსოფია ვერ დაეწია მეცნიერების, კონკრეტულად კი ფიზიკის მიღწევებს“. ჰოკინგს ხშირად აინშტაინის მემკვიდრეს ეძახიან, მისი ემოციებისგან დაცლილი, ციფრული ხმა, რომელიც ხშირად „ცუდ ამბებს” გვამცნობს, ადვილი გამოსაცნობია. 68 წლის ფიზიკოსის მიზანს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა წარმოადგენს, რომლებიც კაცობრიობას ყოველთვის აინტერესებდა: საიდან გაჩნდა სამყარო? როგორ მუშაობს ის? შექმნეს თუ ყოველთვის არსებობდა? რატომ ვარსებობთ?

ერთხელ ნაპოლეონმა უთხრა ლაპლასს - „ნიუტონისგან განსხვავებით, თქვენს წიგნში სიტყვა ღმერთი ნახსენები არ არის“. ლაპლასმა მიუგო: „მე ასეთი ჰიპოთეზა არ დამჭირვებია!“ ლაპლასის აზრს იზიარებს სტივენ ჰოკინგიც. ჰოკინგი თავის ახალ წიგნში M-თეორიას უფრო საფუძვლიანად განიხილავს და მისი დახმარებით ფიზიკაში დღემდე გადაუჭრელი პრობლემების გადაწყვეტას აპირებს. ის მიიჩნევს, რომ არსებობს ფიზიკური ძალები, რომლებიც შემოქმედის გარეშე, თვითშემოქმედებას ეწევიან. თეორიის მიხედვით, შესაძლებელია რამდენიმე სამყარო ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობდეს. მათში ფიზიკურ კანონებს, მატერიის ყოფნა- არყოფნას ამ პარალელურ სამყაროებში სიმების რხევა განსაზღვრავს. თუმცა კითხვა - საიდან გაჩნდა სიმები, ფუნდამენტური ძალები და კანონები, ან როგორია მათი ბუნება - უპასუხოდ რჩება. ჰოკინგის სკანდალურმა განცხადებებმა - „საჭირო არ არის ღმერთს მივმართოთ სამყაროს შექმნის ასახსნელად“ და რომ „სამყაროს შეეძლო საკუთარი თავი არაფრისგან, ღმერთის დახმარების გარეშე წარმოეშვა“ - თეოლოგები აღაშფოთა. ჰოკინგს არაერთხელ შეახსენეს, რომ შემოქმედზე საუბარი ღვთისმეტყველების პრეროგატივაა. ვატიკანის ობსერვატორიის ასტრონომმა, ძმა გაი კონსოლმაგნომ განაცხადა: „ღმერთი, რომლისაც ჰოკინგს არ სწამს, არც მე მწამს. ღმერთი არ არის სამყაროში ერთი უბრალო ძალა ენერგიასა და ელექტროობასთან ერთად“.

წარმოდგენები სამყაროს სურათისა და მისი წარმოშობის ირგვლივ საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა. თუ ანტიკური ადამიანისთვის მეცნიერება გარესამყაროზე უბრალო დაკვირვებას წარმოადგენდა, შუა საუკუნეებში ის ერთი ღმერთის მიერ შექმნილი მსოფლიოს გააზრება იყო. თანამედროვე მეცნიერებას კი თეორიულ მსჯელობასთან ერთად მტკიცებულებები სჭირდება.

ბიბლიური მოდელი გამორჩეულია. აქ შემოქმედი ქმნილების მიღმა იმყოფება და მას ვერც გავიაზრებთ და ვერც დავინახავთ, თუ თვითონ არ ისურვა. სამყარო სწორედ მისი შექმნილია, მიუხედავად იმისა, რომ მის მიღმა იმყოფება და გონებით ვერ გაიაზრებ - „მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა” ( რომ. 1:19-20). აქედან გამომდინარე, ქრისტიანობას შეუძლებლად მიაჩნია ღმერთის არსებობის დამტკიცება ან უარყოფა.

0x01 graphic

ალბერტ აინშტაინი

0x01 graphic

აინშტაინი ამბობდა, რომ მეცნიერება საუბრობს იმაზე რაც „არის“, ხოლო რელიგია - „რა უნდა იყოს“. მათ შორის ბრძოლას თავიდან ავიცილებდით, რომ არა ზოგიერთი მორწმუნის სურვილი სამყაროს ყოველი თავისებურება ბიბლიის საშუალებით აეხსნა. ათწლეულების დავის შემდეგ, საზოგადოებაში იმედგაცრუებამ დაისადგურა. მრავალმა დასვა კითხვა - საერთოდ შეგვიძლია კი გონებით სამყაროს მისტიკურ საიდუმლოებებს ჩავწვდეთ?

როგორც ჰოკინგი ამბობს, „მეცნიერების ისტორიაში ჩვენ აღმოვაჩინეთ უკეთესზე უკეთესი თეორიები, პლატონიდან ნიუტონამდე და შემდეგ კვანტურ თეორიამდე. ბუნებრივია ჩნდება კითხვა: მიაღწევს კი ოდესმე ეს პროგრესი პიკს, როცა აღმოვაჩენთ ყველაფრის ამხსნელ თეორიას, თუ გავაგრძელებთ ძიებას, მაგრამ ვერასდროს ვიპოვით საბოლოო თეორიას? ჩვენ ჯერ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვაზე, თუმცა გვაქვს კანდიდატი თეორია ყველაფრისათვის და ეს M-თეორიაა“.

ახალი, საბოლოო თეორიის ძებნის პროცესი არა ევოლუციური, არამედ რევოლუციური ხასიათისაა. ფიზიკისთვის ერთ-ერთი ასეთი რევოლუცია აინშტაინის ფარდობითობის თეორია იყო, რომელმაც სრულიად შეცვალა მეცნიერთა შეხედულებები სამყაროზე. ველის ერთიანი თეორიის ფარგლებში ის წარუმატებლად ცდილობდა გრავიტაციისა და ელექტრომაგნეტიზმის დაკავშირებას, ხოლო ძლიერ და სუსტ ურთიერთქმედებებს გვერდს უვლიდა.

მოგვიანებით კვანტური ფიზიკაც განვითარდა, რომელმაც გააერთიანა სტანდარტული მოდელის ფარგლებში ელექტრომაგნეტიზმი, ძლიერი და სუსტი ურთიერთქმედებები. მაგრამ ამ ნოვაციამ ზოგადი ფარდობითობის ფიზიკის კატეგორიები, პირველ რიგში გრავიტაცია, ვერ ახსნა. თავის მხრივ არც აინშტაინი იღებდა ბოლომდე კვანტური ფიზიკის კოპენჰაგენის ინტერპრეტაციას. ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპზე კი ის ამბობდა: „ღმერთი კამათელს არ თამაშობს“.

ასეთ პირობებში საჭირო გახდა, ერთი სრული და ყოვლისმომცველი თეორიის შექმნა. ამის კანდიდატი M-თეორიაა, რომელიც სიმების თეორიის ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმდინარეობას წარმოადგენს. M-თეორიას აქვს პრეტენზია ყველაფერი ახსნას, ყველაფერი ერთ მარტივ და მოკლე ფორმულამდე დაიყვანოს. მიჩიო კაკუ, თანამედროვე თეორეტიკოსი ფიზიკოსი, ხშირად იმეორებს: „როცა კვანტური ფიზიკის მახინჯ ფორმულებს ვუყურებ, ვფიქრობ, ღმერთი რომ ვყოფილიყავი, მათ ნამდვილად არ გამოვიყენებდი, ერთ მცირე და ლამაზ ფორმულას მოვიფიქრებდი. ვიცი, რომ ის არსებობს და მე მისი პოვნა მსურს“.

80-იან წლებში მეცნიერებმა სამყაროს საერთო სურათის აღსაწერად სიმების თეორია შექმნეს. ამ მოდელის მიხედვით, სამყაროს უმცირესი ნაწილაკები ერთგანზომილებიანი სიმებია, რომელთაც მხოლოდ სიგრძე გააჩნიათ, სიგანე და სიმაღლე კი - არა. აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში სივრცე და დრო ოთხგანზომილებიანია, ხოლო სიმების თეორიაში სამყარო ათი ან თერთმეტი განზომილებისაგან შედგება.

ამ უკანასკნელის თანახმად, ერთგანზომილებიანი სიმები ირხევიან ათ-თერთმეტ განზომილებაში და სწორედ მათი რხევა განსაზღვრავს ჩვენს სამყაროს. იმ დროისათვის - შეიქმნა სუპერსიმის 5 ერთმანეთისაგან განსხვავებული თეორია, რაზეც მეცნიერებს სხვადასხვა აზრი გააჩნდათ. თუმცა მკვლევრებმა მალევე შენიშნეს, რომ ისინი არა განსხვავებული, არამედ ერთი საერთო თეორიის სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ. გასული საუკუნის დასასრულს მეცნიერმა ედვარდ ვიტენმა წამოაყენა თეორია, რომელიც ყველა არსებულ სუპერსიმების თეორიას აერთიანებდა. მას M-თეორია უწოდეს.

„M-თეორიაში ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას სამყაროს შექმნაზე. ამ თეორიის თანახმად, ჩვენი სამყარო ერთადერთი არ არის. თეორია ვარაუდობს, რომ მრავალი სამყარო წარმოიშვა არაფრისაგან. მათ შექმნას ღმერთი არ სჭირდებოდა. ეს სამყაროები ფიზიკური კანონების გამო გაჩნდნენ... თითოეულ სამყაროს შეიძლება საკუთარი ისტორია ჰქონდეს და სხვადასხვანაირად გამოიყურებოდეს... მხოლოდ რამდენიმე მათგანში შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსის მასშტაბის გათვალისწინებით ძალიან მცირენი ვართ, მისი საიდუმლოების ამოხსნა მაინც შეგვიძლია. იმისთვის რომ უკეთ გავიგოთ ჩვენი სამყარო, უნდა ვიკითხოთ არა მხოლოდ „როგორ“, არამედ „რატომ“, - აღნიშნავს ჰოკინგი.

ცერნის ექსპერიმენტი ფიზიკას ახალ საფეხურზე ასვლას ჰპირდება. დიდ ადრონულ კოლაიდერში ფუნდამენტური ფიზიკური თეორიები და ასევე დიდი აფეთქების თეორია ტესტს გაივლის. დიდი აფეთქება დღესაც რჩება სამყაროს წარმოშობის უმთავრეს ვერსიად. ამ 27-კილომეტრიან გვირაბ-ლაბორატორიაში ფიზიკოსები ცდილობენ ერთმანეთს უზარმაზარი ენერგიის მქონე პროტონები დააჯახონ. კოლაიდერში მიღებული შედეგები საშუალებას მისცემს მეცნიერებს, ფარდა ახადონ სამყაროს არაერთ საიდუმლოებას, რომელთა შორის შავი ხვრელიცაა. კოლაიდერის მეშვეობით ფიზიკოსები მრავალი განზომილების არსებობის დადგენას შეეცდებიან.

მეცნიერების ეს მიღწევები სავარაუდოდ მორწმუნეებს მრწამსს ვერ შეურყევს. ამ ადამიანებს უკვე გამოუმუშავდათ იმუნიტეტი. მათთვის ცხადია - ყოველ ახალ თეორიას სურს თავად იქცეს შემოქმედად. მეცნიერება და რელიგია საუკუნეთა განმავლობაში გაყოფილი არ იყო. უთანხმოება სამყაროსა და სიცოცხლის წარმოშობის საკითხზე ჩამოვარდა. დაპირისპირებამ ბედნიერი წყვილი განქორწინებამდე მიიყვანა. მართალია, საბოლოოდ თითქოს ის ჰარმონიულ თანაარსებობად გარდაიქმნა, მაგრამ დროდადრო დაპირისპირება კვლავ იჩენს თავს. ყველაფრის ახსნის სურვილისას მეცნიერება მოვალეა, არ დაკარგოს საკუთარი ბუნების ერთი უმთავრესი იარაღი - ეჭვის შეტანა. თუ ასე მოხდება, ის რელიგიად იქცევა.

სწორედ მეცნიერების ამ ვალზე საუბრობს კარლ პოპერი. მან შეიმუშავა ე.წ. ფალსიფიცირებადობის კრიტერიუმი, რომელიც მეცნიერულ თეორიებს სხვა დანარჩენისაგან გამოყოფს. ფალსიფიცირებადობა არ გულისხმობს, რომ თეორია უბრალოდ არასწორია. პოპერის მიხედვით, თეორია მეცნიერულია, თუ ის პრინციპულად ფალსიფიცირებადია, ანუ თუ მისი უარყოფა საკუთარივე მეთოდებით არის შესაძლებელი. მეცნიერულმა თეორიამ უნდა განსაზღვროს ის ფარგლები, რომელთა შიგნითაც მას მოვლენათა ახსნის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს. ის პირობები, რომელთა დადგომის შემთხვევაში იგი უძლურია. სწორედ ეს განასხვავებს მეცნიერებას და რელიგიას ერთმანეთისაგან. რელიგია რწმენის საგანია, მეცნიერება კი მუდმივად უნდა ცდილობდეს წარმოდგენილი თეორიის უარყოფას. ჰოკინგის თეორიას ბევრჯერ მოუწევს პოპერის კრიტერიუმთან შეჯახება.

0x01 graphic

დიდი ადრონული კოლაიდერი

M-თეორიას ბევრი იმედის თვალით შესცქერის. ეს თეორია, მათი აზრით, ყველაფრის ახსნას შეძლებს. რელიგიური ადამიანების სკეპტიკური განწყობა უნარშეზღუდულთა სავარძელს მიჯაჭვულ ჰოკინგსა და ამ თეორიაზე მომუშავე მეცნიერებს ოდნავაც არ უკარგავს მოტივაციას. ისინი ცდილობენ ჯერ კიდევ დაუსრულებელი თეორია განამტკიცონ, პასუხი გასცენ კითხვას, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს: რატომ?

სიმების თეორიის განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანა და მასზე მუშაობას აგრძელებს ნიუ იორკის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი გია დვალი. რამდენიმე მეცნიერთან ერთად იგი დიდი კოლაიდერის ლაბორატორიაში მუშაობს.

5 არაღიარების გზა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

რამდენიმე დღის წინ თბილისში დასრულდა ამბასადორიალი, სადაც ქვეყნის დიპლომატებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილეს. მათ შორის წამყვანი როლი უკავია ე.წ. არაღიარების პოლიტიკას. ცხადია, იგი მიზნად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების პრევენციას ისახავს.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისთანავე მედიაში საინტერესო ინფორმაცია გაჩნდა: მოსკოვი 40-მდე ქვეყანასთან აწარმოებდა აქტიურ მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმების აღიარების შესახებ. ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ - „მაღიარებლების“ ნუსხა ჯერჯერობით ამ ჩამონათვალს ვერ გასცდა. თუმცა ცნობილია ისიც, რომ რისკ-ჯგუფი უფრო ფართოა და იგი ორი კატეგორიის სახელმწიფოებს შეიცავს. პირველი - საბჭოთა კავშირის დროიდან რუსეთთან დამოკიდებულებით ურთიერთობებში მყოფი, მეორე - ე.წ. არშემდგარი სახელმწიფოები და იზოლაციონისტური პოლიტიკის მატარებელი ქვეყნები. მათთვის რუსეთის სამხედრო პარტნიორობა არსებობის ერთადერთი გზაა.

ორი წლის წინ ლუკაშენკოს ხელისუფლება გახლდათ მოწინავე ადგილზე რისკ-ჯგუფის ქვეყნებში. თუმცა პროცესი რუსეთ- ბელარუსის ცნობილი დაპირისპირებით დასრულდა. მანამდე საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობები დათბა. ეს მომენტი, ცხადია, არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობების გააქტიურება ასევე პრევენციული პოლიტიკის ნიშანია. ეს იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ირანისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სავარაუდო აღიარების შემაფერხებელი მექანიზმი სუსტია. ამ ქვეყანაზე საქართველოს მოკავშირე ქვეყნებს სუსტი გავლენა აქვთ.

რაც შეეხება სახელმწიფო და ეკონომიკური მოწყობის არმქონე და იზოლაციონისტურ ქვეყნებს. მაგალითისთვის, საინტერესოა ე.წ. ტაივანის მოდელი. ტაივანის დამოუკიდებლობის მაღიარებელთა 23-ეულში სწორედ საქართველოსთვის რისკ-ჯგუფში მყოფი ქვეყნები შედიან. მათ შორისაა იგივე ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა. ტაივანის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ფინანსური ან მსგავსი ინტერესებით მოპოვებული პოლიტიკური აღიარება სტაბილური არ არის. მაგალითად, 1999 წელს მაკედონიამ ტაივანის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი ანაზღაურების ფასად აღიარა, 2001 წელს კი გადაწყვეტილება შეცვალა. ნაურუს ხელისუფლებამ 2002 წელს ჩინეთისგან 130 მილიონი დოლარი აიღო და ტაივანის დამოუკიდებლობის ცნობაზე უარი თქვა. 2005 წელს კი, ახლა უკვე საწინააღმდეგო გადაწყვეტილებისთვის მიიღო შემოსავალი და ტაივანის დამოუკიდებლობა აღიარა.

0x01 graphic

შესაბამისად, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ არაღიარების პოლიტიკაში რამდენიმე მიმართულება იკვეთება:

საქართველო მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ცდილობს. არგუმენტი მარტივია - ამ გზით მიიღწევა ქვეყნების მიერ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. დღეისთვის არსებული სტატისტიკა ასეთია: 2010 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს 145 ქვეყანასთან (მათგან ორთან - რუსეთთან და ნიკარაგუასთან ამ ეტაპზე შეწყვეტილია). 2008 წლის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობა უკვე დამყარებულია 19 ქვეყანასთან, 49-სთან კი დამყარების პროცესი მიმდინარეობს. ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. პარალელურად იხსნება ახალი საელჩოები. მაგალითად, ამ დღეებში ცნობილი გახდა მექსიკაში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის განზრახვის შესახებ. ამ წრის გაფართოების მცდელობას პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტები მოწმობს. საქართველოს პირველი პირი კოსტა-რიკაში და კოლუმბიაში პრეზიდენტების ინაუგურაციას დაესწრო, ხოლო ჰონდურასისა და გვატემალის ლიდერებს შეხვდა.

გარდა ამისა, არაღიარების პოლიტიკის ნაწილია ტრადიციულ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის გაძლიერების მცდელობები. ამ სახელმწიფოებმა მსოფლიოში საკუთარი პოლიტიკური წონა უნდა გამოიყენონ პროცესის მხარდასაჭერად. ასევე ნიშანდობლივია საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგალითად ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობაში გააქტიურება. ამ პოლიტიკის წყალობით ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 35-ე სესიაზე მიიღეს სპეციალური რეზოლუცია, რომელიც რუსეთ- საქართველოს ომის შედეგებს ეხმაურება.

ასევე ამ აქტიურობის შედეგია გაეროს 7 სექტემბრის რეზოლუცია, რომლის მიღების პროცესი დეტალურ წარმოდგენას გვაძლევს არაღიარების პოლიტიკის მიღწევასა და პრობლემებზე. ხსენებული დოკუმენტი გაეროში 50-ით 17-ის წინააღმდეგ დამტკიცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მხარდამჭერთა ნუსხა ორი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციაში 36 წევრი ქვეყნით გაიზარდა. ცხადია, პრობლემაა რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა ნუსხაში მეზობელი სომხეთის აღმოჩენა და უკრაინის მიერ კენჭისყრისთვის თავის არიდება.

არაღიარების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია სარჩელები საერთაშორისო სასამართლოებში. მაგალითად, ჰააგაში ამ დღეებში მიმდინარე პროცესი, რომელზეც ერთი კვირის განმავლობაში საქართველო და რუსეთი საკუთარ არგუმენტებს წარმოადგენდნენ.

ხელშესახები შედეგები, ჯერჯერობით, სწორედ რეზოლუციები და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმების აღიარების პროცესის შეფერხებაა. თუმცა, საქართველოში, ცხადია, უფრო მეტად რეალური დეოკუპაციის პერსპექტივა აინტერესებთ. დღეს ძნელი სათქმელია, რა შეიძლება გახდეს საქართველოს შემთხვევაში გარდამტეხი წერტილი, რაც მას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში შეუწყობს ხელს. თუმცა საქართველოსთვის საინტერესო შეიძლება იყოს კვიპროსის მაგალითი. მის დამოუკიდებლობას იმავე რაოდენობის და წონის ქვეყნები უჭერენ მხარს, როგორც ეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაშია. თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავება - თურქეთი ევროკავშირისკენ მიილტვის, მას არ სურს დასავლური პოლიტიკის კეთროვნად იქცეს. იგი მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ მხარედაა ჩართული. სწორედ ამ სახელმწიფოს გავლენით კვიპროსის ჩრდილოეთმა - თურქულმა - ნაწილმა, განსხვავებით ბერძნული ნაწილისგან, გაერთიანებას დაუჭირა მხარი. რუსეთზე კი დასავლეთს მცირე გავლენა აქვს და არც ეს ოკუპანტი ქვეყანა არის მოწადინებული ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობით. შესაბამისად, 2004 წლის 24 აპრილის რეფერენდუმზე კუნძულის სწორედ სამხრეთმა, ანუ ბერძნულმა ნაწილმა თქვა უარი გაერთიანებაზე. რეფერენდუმზე ბერძენი კვიპროსელების 75-მდე პროცენტმა უარყო გაეროს გეგმა. ხოლო თურქი კვიპროსელების უმრავლესობა, 65 პროცენტი, გეგმას მიემხრო. ცხადია, ამის ერთ- ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ გაეროს მიერ შემუშავებული გაერთიანების გეგმა გარკვეულწილად პროთურქული გახლდათ. მაგალითად, გეგმის მიხედვით, თურქული ჯარები ჩრდილოეთ კვიპროსში რჩებოდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გეგმა შეიცავდა ჩრდილოეთ კვიპროსში ბერძენი დევნილების დაბრუნების დისკრიმინაციულ კვოტებს. შედეგად სამხრეთ კვიპროსი ევროკავშირში ჩრდილოეთი, ანუ თურქული, ნაწილის გარეშე შევიდა. სხვათა შორის, ამის შემდეგ კვიპროსის თურქული ნაწილის ხელისუფლებამ თავისი ინიციატივით გახსნა საზღვარი და ინტეგრაციის გარკვეულ ნიშნებსაც იძლევა.

ზემოთ უკვე ნახსენები ტაივანის გამოცდილებიდანაც საინტერესოა ერთი დეტალი - თუ თავის დროზე ტაივანი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ჩინეთთან ურთიერთობის, ბოლო წლებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია მხარეებს შორის ეკონომიკური კავშირების გაცხოველების შესახებ. თუმცა პოლიტიკური საკითხი ამ ეტაპზე კვლავ დაურეგულირებელი რჩება.

საქართველოს მიერ მომზადებული კონცეფცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თავისი შინაარსით, პირველ ეტაპზე, სწორედ მხარეებს შორის ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენას ისახავს მიზნად. რეალურ დეოკუპაციამდე, სავარაუდოდ, მსგავსი გზის გავლა საქართველოსაც მოუწევს.

6 საკონსტიტუციო ცვლილებები

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას სექტემბერში გეგმავს და მათი მიღება ალბათ ნოემბრისთვის იქნება შესაძლებელი. კანონპროექტის ძირითადი ნაწილი 2013 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. 2013 წლიდან პარლამენტი აირჩევს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ახლად არჩეული პრეზიდენტი დაამტკიცებს.

ივლისის ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ წინასწარი მოსაზრებები გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მმართველობის შერეულ მოდელზე გადადის. პროექტში საპარლამენტო მოდელის ელემენტების სიჭარბეა. კომისიას ჰქონდა რამდენიმე შენიშვნა ძირეულ საკითხებზე, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი პარლამენტისა და ახლადშემოღებულ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს შორის ურთიერთობაა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება სწორედ ამ ორ ინსტიტუტზე ნაწილდება. ამიტომაც შემოთავაზებული პროექტით გამოწვეული შესაძლო შედეგების შეფასებაა საჭირო.

კანონპროექტის მიხედვით, იგი ფაქტობრივად ჩამოშორდება პრეზიდენტის ინსტიტუტს. აღმასრულებელ ფუნქციებს მხოლოდ მთავრობა განახორციელებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრს პარლამენტი აირჩევს. შესაბამისად, იგი ანგარიშვალდებულია არა პრეზიდენტის, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლების წინაშე. პრემიერ- მინისტრს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნებში უკეთესი შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტიდან წარადგენს. მხოლოდ პარლამენტს შეეძლება დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს პრემიერი. ნდობის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერს და პრემიერი - მთავრობის სხვა წევრებს.

ეს როლი რამდენადმე გვახსენებს ვესტმინსტერულ მოდელს, სადაც არსებობს ძლიერი პრემიერი და ცერემონიალური ფუნქციების მქონე სახელმწიფოს მეთაური. ნიშანდობლივია, რომ პრემიერ-მინისტრს გაცილებით მეტი უფლებამოსილება აქვს ვესტმინსტერულ სისტემაში. თუ პრემიერი კარგავს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას, მასვე შეუძლია ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. პოლიტიკური ელიტის კონფლიქტის საბოლოო არბიტრი ამომრჩეველი გამოდის.

მეორე მხრივ, შემოდის კონსტრუქციული ვოტუმის მექანიზმი. პარლამენტი ვალდებულია მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებასთან ერთად დაასახელოს პრემიერ-მინისტრის საკუთარი კანდიდატურა. ეს მექანიზმი პოლიტიკური კრიზისების პრევენციას უზრუნველყოფს. საქართველოში კონსტრუქციული ვოტუმი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებული სახით შემოდის. სწორედ ეს იწვევს ვენეციის კომისიის კრიტიკას. ის საფრთხეს მოქმედი მთავრობის მიმართ უნდობლობისა და ახლის ფორმირების პროცედურის ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელებაში ხედავს. ეს რეალურად პოლიტიკური კრიზისის გახანგრძლივებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტიც უფლებამოსილია ჩაერიოს პროცესში და ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ დაყენებული პრემიერის კანდიდატურას. ვეტოს გადალახვა პარლამენტის 90 წევრის ხმით არის შესაძლებელი. პრეზიდენტის ჩარევა სავარაუდოდ უფრო გაახანგრძლივებს სახელისუფლებო კრიზისს.

საკანონმდებლო ხელისუფლების მთავრობის მიმართ ექსკლუზიური და ძლიერი უფლებების კონსტიტუციით დაკანონება მინიმუმ ერთ საკითხზე უნდა გვაფიქრებდეს. რამდენად სწორია შერეული მოდელის შემოღება და პარლამენტზე ამხელა პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ტრადიციები არ არსებობს და პარტიათა სისტემა განუვითარებელია. იმის რისკი, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირებამ და დესტრუქციულმა პარტიებმა ხელისუფლება მუდმივ კრიზისში ამყოფოს - ძალიან მაღალია. ეს საკითხი საქართველოსთვის განსაკუთრებით საშიში საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით შეიძლება აღმოჩნდეს.

7 რუსეთი წევრობასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

0x01 graphic

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

ამერიკიდან რუსეთში ფრინველის ხორცის ექსპორტის განახლებაზე შეთანხმება მიღწეულია. შეერთებული შტატები რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მხარს კიდევ უფრო მტკიცედ უჭერს. ამ ორგანიზაციის წევრებზე მოდის ვაჭრობის 95%25.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსმა საჯაროდ განაცხადა: „რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, ბერნსმა აღნიშნა, რომ 24 ივნისს ვაშინგტონში გამართულ სამიტზე, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სასარგებლოდ მიიღო. ყველა გადაუჭრელი საკითხი 30 სექტემბრამდე უნდა მოგვარდეს.

რუსეთი ორგანიზაციაში გაწევრიანებას 90-იანი წლების ბოლოდან უშედეგოდ ცდილობს. ყოფილმა მინისტრმა, ანატოლი ჩუბაისმა, რუსეთს ორგანიზაციაში შეღწევის ყველაზე ხანგრძლივ მცდელობაში მსოფლიო ჩემპიონი უწოდა.

ბოლო დროს რუსეთის ოფიციალური რიტორიკა შეცვლილი იყო. აგვისტოს ომის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გაწევრიანებისგანსარგებელს ვერ ხედავდა.

ერთი წლის შემდეგ, პუტინმა აზრი შეიცვალა და თქვა, რომ რუსეთს, ყაზახეთსა და ბელარუსს სურდათ საერთო საბაჟო ზონის სახით გაწევრიანება. მოგვიანებით, მოსკოვი ისევ დამოუკიდებლად შესვლის იდეას დაუბრუნდა. ამ წლის დასაწყისში კი, პუტინმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს უთხრა, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაშვება აუცილებელია, რათა ქვეყანამ ამერიკასთან სრულყოფილი თანამშრომლობა შეძლოს.

ყველაზე დიდი ბარიერი, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას წინ ეღობებოდა, ტექნიკური იყო: ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთო წესებით, იკრძალება სასოფლო-სამეურნეო სფეროსთვის პირდაპირი სუბსიდიების გაზრდა. დაფინანსების მოცულობამ ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე სამი წლით ადრე გაცემული დოტაციის საშუალო დონეს არ უნდა გადააჭარბოს. მოსკოვის შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ რუსეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორი გლობალურ ეკონომიკურ კრიზისამდეც გაკოტრების ზღვარზე იყო. რუსეთს ამიტომ თავისი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაზე უარის თქმა არ უნდა.

დასავლეთი უარზეა: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესის უგულებელყოფა, თუნდაც გამონაკლისის სახით, შექმნის პრეცედენტს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციას.

რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება უკვე 2012 წლისთვის უნდა: ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლის პირასაა. გაწევრიანების შემთხვევაში კი, მსოფლიო ბანკის გათვლების მიხედვით, რუსეთი ყოველწლიურად თითქმის 53 მილიარდდოლარიან სარგებელს ნახავს, რაც მშპ- 3.3%25-ია.

კიდევ ერთი, უკვე პოლიტიკური ბარიერია თბილისი. საქართველო 2000 წლიდან მოყოლებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და ვეტოს უფლებით სარგებლობს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ქვეყნის წევრობა არ განიხილება მანამ, სანამ თითოეულ წევრთან კერძო დისპუტები არ მოგვარდება. რუსეთის შემთხვევაში, 60-მდე ინდივიდუალური ორმხრივი შეთანხმება არსებობს. 2006 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმება გაუქმდა.

ქართული მხარე რუსეთისგან თბილისის ინტერესებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემას ითხოვს. სტრატეგიულად, საქართველოს მთავარი ინტერესი საკუთარი ტერიტორიის სრული დეოკუპაციაა, თუმცა ტაქტიკურად ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი - მაგალითად, კრემლის მიერ კონტროლირებად რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება; დევნილთა დაბრუნება, რასაც ეტაპობრივად, რუსული ჯარების აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გამოსვლა უნდა მოჰყვეს.

8 ეკონომიკური ზრდა ან ინსტიტუტები

▲ზევით დაბრუნება


ლარისა ბურაკოვა|სვეტი

0x01 graphic

რუსეთში დიდი ინტერესით განიხილავენ საქართველოში ბოლო ექვსი წლის მანძილზე განხორციელებულ რეფორმებს. ყველას საკუთარი ინტერპრეტაცია აქვს.

ვალერია ნოვოდვორსკაიამ წელს, გაზაფხულზე ამ რეფორმების შედეგები საკუთარი თვალით ნახა. იგი მიიჩნევს, რომ „გაიდარის რეფორმები 100%25-ით განხორციელდა და კვლავაც გრძელდება არა რუსეთში, არამედ საქართველოში“.

თუმცა, რამდენად გამართლებულია მსგავსი შედარება? მოდით, მივყვეთ ფაქტებს.

საწყის ეტაპზე - თუნდაც რეფორმებს შორის ათწლეულზე მეტი სხვაობით - ისტორიულად ახლობელ ამ ორ ქვეყანას, რუსეთსა და საქართველოს, შორის მართლაც ბევრი მსგავსება იყო; მაგალითად, საზოგადოების ცვლილებებისადმი მზადყოფნა ან ახალი ლიდერის რევოლუციური გზით მოსვლა. მეტიც, ორი ქვეყნის ლიდერები დამოუკიდებლად ეძებდნენ ეკონომიკური რეფორმების გამტარებლებს, რომლებიც შემდგომ მოქმედების თავისუფლებითა და ლიდერის სრული მხარდაჭერით სარგებლობდნენ. მსგავსებაა ისიც, რომ რეფორმების ავტორობა პერსონიფიცირებულია: რუსეთის რეფორმები ცნობილია გაიდარის რეფორმებად; საქართველოში, ვ. პაპავას ავტორობით კი ჩნდება ტერმინი - „ბენდუქა“, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ ბენდუქიძის ყოფილ თანამშრომლებს, არამედ მის თანამოაზრეებსაც, რომელთაც ბენდუქიძესთან პირადად არასდროს უმუშავიათ. მსგავსებების ჩამოთვლა კიდევ დიდხანს შეიძლება, თუმცა, არც განსხვავებები უნდა დაგვავიწყდეს.

მაშინ, როცა რუსეთში გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მხოლოდ ჩანასახოვან ფაზაში იყო, საქართველოში ეს პროცესი უკვე დასრულდა. შესაბამისად, რეფორმებსაც განსხვავებული ძალები უპირისპირდებოდნენ: რუსეთის შემთხვევაში კომუნისტები, საქართველოში - კორუფციონერები. ისიც საკითხავია, ამ მექრთამე ჯგუფებიდან რომელი უფრო საშიში იყო! ახალ რუსეთში ხელისუფლების ცვლილება პირველად მოხდა. საქართველომ კი, რეფორმების დასაწყისში, რამდენიმე სამოქალაქო ომი გადაიტანა, ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება, რამაც, პოზიტიური შედეგების ნაცვლად, სახელმწიფო ფაქტობრივად დაშლის პირას მიიყვანა. საქართველოდან ემიგრირებულთა რიცხვი იზრდებოდა და მოსახლეობის ქვეყნიდან გადინების წილი, რუსეთში მიგრაციულ ზრდასთან შედარებით, შეუთავსებლად მაღალი იყო. არსებითად განსხვავდებოდა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა. რეფორმების დაწყების მომენტისთვის, რუსეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1989 წლის დონის 94.2%25-ს შეადგენდა. 1989 წელი სსრკ-ში ეკონომიკური ზრდის უკანასკნელი წელი იყო. საქართველოში ანალოგიურმა მაჩვენებელმა 2003 წელს 53.9%25 შეადგინა. მეორე მხრივ, რუსეთში წარმოების ვარდნა სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოში კი 2003 წლისთვის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად მთლიანად ჩამოიშალა - შედეგად, ქვეყნის მთავარ ექსპორტს ჯართი წარმოადგენდა.

თუმცა, ორ ქვეყანას შორის არსებითი განსხვავება მაინც ცვლილებებისადმი არჩეულ მიდგომებში იმალება. რუსმა რეფორმატორებმა მთავარ თეზისად აირჩიეს - „ეკონომიკური ზრდა ან ინსტიტუტები“. ქართულმა მაგალითმა ნათლად აჩვენა ამ დიქოტომიის შეუსაბამობა: წარმატებისთვის აუცილებელია ყველა მიმართულებით რეფორმირება ანუ „ეკონომიკური ზრდა და ინსტიტუტები“. რეფორმების პირველ წლებში მშპ-ს ზრდა ამის აშკარა მტკიცებულებაა.

მაინც რა გახდა ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შედეგების მიზეზი? ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა, ბევრი პასუხი არსებობს, თუმცა არსი ჩემთვის ძალიან ზუსტად გადმოსცა კახა ბენდუქიძემ: „მთავარია იყოს ადამიანი, რომელსაც ესმის, რა არის თავისუფლება“.

ამ გაგებით კი გაცილებით მარტივია საქართველოში ბოლო წლების ისეთ საშიშ სიმპტომებთან ბრძოლა, როგორებიცაა ინფლაციის ან სახელმწიფო ხარჯების თანმიმდევრული ზრდა მშპ-სთან მიმართებაში.

9 ჩინეთის საუკუნე დაწყებამდე მთავრდება?

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

0x01 graphic

ჩინეთი შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. ქვეყანამ გაუსწრო იაპონიას, რომელიც 1968 წლიდან მეორე ადგილს იკავებდა. თუმცა უახლესი პროგნოზებით, მისი აღმასვლა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე იქნება. ჩინეთს ბევრი პრობლემა და ცოტა პოზიტიური მიდგომა აქვს საიმისოდ, რომ ეკონომიკური ზრდის აღმავალი ტრაექტორია ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოს.

რეიტინგში ასეთი გარღვევის შესაძლებლობა ჩინეთს იაპონიასთან შედარებით თითქმის სამჯერ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში გაუჩნდა. ეს ქვეყანა ყოველწლიურად 10%25-ით იზრდება მაშინ, როცა იაპონიისთვის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს მხოლოდ 2-3%25-ია. იაპონიის ნომინალური მშპ აპრილ-ივნისში 1.286 ტრილიონი აშშ დოლარი იყო, ჩინეთისა - 1.335 ტრილიონი.

ჩინეთის ეკონომიკური აღმასვლა პარადოქსებითაა სავსე. რეფორმების სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად ელიტამ ისარგებლა: ქვეყანას ათეულობით მილიარდერი ჰყავს. მათთან შედარებით, ჩინელთა უმრავლესობა იმდენად ღარიბია, რომ დანარჩენი 1.3 მილიარდი ადამიანის საშუალო ხელფასი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი უმცირესია. იმავე იაპონიაში, მაგალითად, შარშან შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 37.800 აშშ დოლარი იყო, ჩინეთში კი - 3.600 აშშ დოლარი. ყველაზე მდიდრები ისევ ამერიკელები არიან, 42.240 აშშ დოლარით ერთ სულ მოსახლეზე.

ასეთი დისბალანსის მიზეზი სახელმწიფო ხარჯების მუდმივი ზრდის პოლიტიკაა: შარშან ჩინეთმა მასიური სტიმულირების გეგმა აამუშავა. ამ პაკეტმა 1.1 ტრილიონი, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტმა 4.7 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, ამ წლის დასაწყისში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1%25-ს მიაღწია.

ეს იმაზე ბევრად მეტი ფულია, რისი ათვისებაც ჩინეთს შეუძლია. ამის შედეგად წარმოქმნილი დისბალანსი პეკინის უძრავი ქონების ბაზარს მძიმე ტვირთად უკვე დააწვა: სულ რამდენიმე თვის წინ, პეკინის 64.5 მილიონ ბინაში მთელი 6 თვის მანძილზე ელექტროენერგია საერთოდ არ გამოუყენებიათ. ახალ სახლებში ვაკანტური საცხოვრებლების მაჩვენებელი მარტო პეკინში 65%25-ს აჭარბებს. მიუხედავად ამისა, ჩინელი დეველოპერები კიდევ 50 მილიონ ასეთ ბინას აშენებენ. ტექნიკურად მშპ-ს ქმნიან - თუმცა მხოლოდ გარდაუვალ კოლაფსამდე.

მეორე პრობლემა ჩაკეტილი ეკონომიკისკენ შემობრუნებაა. მთავრობამ, როგორც ჩანს, ზურგი აქცია რეფორმირებისა და ღიაობის პოლიტიკას და პირიქით, რენაციონალიზაციისა და უცხოური ბიზნესების შევიწროების გზას დაადგა.

მესამე - ე.წ. ლეობის დიდი რაოდენობის გამო, ჩინეთს ყოველთვის ჰყავდა იაფი და მრავალრიცხოვანი მუშახელი. თუმცა უკვე პეკინელი სტატისტიკოსებიც აღიარებენ, რომ ჩინეთის მოსახლეობა პიკს 2020 წელს მიაღწევს. სულ რაღაც 3-5 წლის შემდეგ - მუშახელის რაოდენობა, ხოლო 2025 წლიდან მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა საგრძნობლად დაიკლებს. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, ჩინეთი დემოგრაფიული დივიდენდის ნაცვლად, მძიმე დემოგრაფიულ ბეგარას მიიღებს.

ჩინეთის ეკონომიკის წინააღმდეგ გარემოც იმუშავებს: მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2020 წლისთვის ქვეყანაში გარემოსდაცვითი პრობლემებისგან დაზარალებული 30 მილიონამდე დევნილი იქნება; თანაც არა ერთი რომელიმე დიდი კატასტროფის, არამედ, ზოგადად, წყლის ნაკლებობის გამო.

ჩინეთისგან განსხვავებით, მისი სამხრეთელი მეზობელი - ინდოეთი ეკონომიკური ზრდისათვის განსხვავებულ სტრატეგიას ირჩევს - რეფორმირება და კერძო სექტორის ძალისხმევის წახალისება. ეკონომისტები 2011-2015 წლებში იქ მშპ-ს 9.5%25-მდე ზრდას ვარაუდობენ.

0x01 graphic

ბოლო ათი წლის მონაცემებს თუ ავიღებთ (2009 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით), ინდოეთის მშპ საშუალოდ 7.1%25-ით გაიზარდა, ჩინეთისა კი - 9.1%25- ით. ქვეყნის ერთ- ერთი მთავარი პრობლემა ფიზიკური ინფრასტრუქტურის დეფიციტია: ინდოეთი ინფრასტრუქტურის მხრივ, გლობალური კონკურენციის ინდექსის მიხედვით, 133 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა. არაერთი გათვლით, სატრანსპორტო და სხვა ინფრასტრუქტურის არარსებობამ შეიძლება, ფისკალურ 2017 წელს, ინდოეთს 200 მილიარდი აშშ დოლარი ანუ ეკონომიკური ზრდის 1.1%25-ული პუნქტი დააკარგვინოს. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, ინდოეთის მთავრობა გზების, პორტებისა და ელექტროსადგურების მშენებლობისთვის გაორმაგებული დაფინანსების მოზიდვის პროცესში კერძო სექტორის ჩართვასაც გეგმავს. დაფინანსება 2017 წლამდე 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. 2020 წლამდე ინდოეთის მუშახელი 136 მილიონს - იაპონიის მთელს მოსახლეობაზე და ჩინეთის მუშახელზე თითქმის სამჯერ მეტს - მიაღწევს. პარალელურად, შრომითი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, ქვეყანა ინტენსიურ რეფორმას გაატარებს.

შიდა პრობლემებისა და გარე კონკურენციის გათვალისწინებით, ჩინეთს განვითარების მხოლოდ ორი შესაძლო სცენარი რჩება - ან უძრავი ქონების ბაზრის კრახი, ან მთავრობის მიერ ამ ბაზრის ხელოვნურად შენარჩუნება. სავარაუდოდ, პეკინი სწორედ მეორე გზას აირჩევს, რაც ქვეყანას, საბოლოო ჯამში, გაცილებით ძვირი დაუჯდება.

2011 წლის ბოლომდე ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორციფრა ნიშნულების ტერიტორიას დატოვებს და ღრმა ეკონომიკურ სტაგნაციაში შევა. დამოუკიდებლად ვერც გარემოს პრობლემებს დაძლევს და ვერც ახალ სტატუსს შეინარჩუნებს 2015 წლამდე. უკვე 2013 წლისთვის, ჩინეთს ისევ იაპონია გადაასწრებს და კვლავ მსოფლიოს მეორე ეკონომიკა გახდება.

10 ნაბუქოს მხარდაჭერა იზრდება

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

სამმა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ნაბუქოს გაზსადენის პროექტის 4 მილიარდი ევროთი დაფინანსება გადაწყვიტა. აქედან ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 2 მილიარდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 1.2 მილიარდ და საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC) - 800 მილიონ ევროს გამოყოფს. ამ ნაბიჯით ევროპა ნაბუქოს სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას აღუთქვამს.

უნგრეთისა და ბულგარეთის მთავრობები და კომპანიები საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდნენ. მათ კონკურენტ პროექტთან - გაზპრომის სამხრეთ ნაკადთან შედარებით უპირატესობა ნაბუქოს მიანიჭეს.

ორივე ამ ქვეყანაში ნაბუქოს მხარდაჭერა ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვა. მანამდე უნგრეთისა და ბულგარეთის სოციალისტური მთავრობები რუსულ პროექტებს უჭერდნენ მხარს. სათავეში კონსერვატორების მოსვლის შემდეგ, ბულგარეთმა უარი თქვა სამხრეთ ნაკადისა და სხვა რუსულ ენერგოპროექტებში მონაწილეობაზე. სულ ახლახან კი უნგრეთმა განაცხადა, რომ „ნაბუქო ცენტრალური ევროპის მთავარი პროექტია, რადგან მას აქვს გაზი, კონკურენტუნარიანია და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია ევროპის იმ ნაწილში, სადაც ინფრასტრუქტურა და რესურსების დივერსიფიკაცია ჯერ კიდევ პრობლემურია“.

პარალელურად, რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ ეკონომიკის მინისტრი გადააყენა. ამ უკანასკნელმა სამხრეთ ნაკადის პროექტში შესაძლო ჩართვის შესახებ მოლაპარაკებები გაზპრომთან აწარმოა. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია ზოგადნაციონალურ პოლიტიკას არ თანხვდებოდა.

გაზპრომმა რუმინეთს შეთავაზებით პირველად 2009 წლის შემოდგომაზე მიმართა - მას შემდეგ, რაც ბულგარეთმა უარი თქვა რუსულ ენერგოპროექტებში მონაწილეობაზე. კომპანია ამ გზით ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ან დაესაჯა ბულგარეთი, რომელიც სამხრეთ ნაკადის რუმინეთისკენ გადამისამართებას აპირებდა.

ბუქარესტში რუმინელი დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბესესკუმ ხაზი გაუსვა, რომ ის ნაბუქოს პროექტს ყოველთვის მხარს უჭერდა. მან მკაცრად გააკრიტიკა ის ჩინოვნიკები, რომელთაც „სამხრეთ ნაკადის ბაქანზე შეხტომა“ სცადეს.

0x01 graphic

გაზპრომი სამხრეთ ნაკადით 63 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებას გეგმავს, თუმცა წყაროებს არ აკონკრეტებს. თვითონ პროექტს 30 მილიარდ დოლარად აფასებს. თუმცა, არც ამ თანხის წარმომავლობაა ცნობილი.

მეორე შემთხვევაში ყველაფერი გამჭვირვალეა. ნაბუქოს თურქეთთან შემაერთებელი ორი მკვებავი მილსადენი ექნება - ერთი საქართველოზე, მეორე კი ერაყზე გაივლის. გაზსადენი ყოველწლიურად 31 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს და სამი ძირითადი წყაროდან მომარაგდება: აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ერაყი. პროექტი 8 მილიარდი ევრო დაჯდება. სამი ფინანსური ინსტიტუტი ღირებულების ნახევარს, ხოლო სამშენებლო ხარჯების 30%25-ს თავად ნაბუქოს კონსორციუმი დაფარავს. დაფინანსებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები 2011 წლის ბოლომდე მოგვარდება. მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყება.

11 ბელარუსული არჩევნების ორი ფრონტი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში გამორჩეულ ვითარებაში ჩაივლის: ალექსანდრ ლუკაშენკო, ბელარუსის უცვლელი ლიდერი და „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“, ამ არჩევნების წინ მარტო დარჩა. დასავლურ კრიტიკას, ამჯერად, კრემლთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება დაემატა. ბელარუსული ოპოზიციის ნაწილი ამას იმედით, ნაწილი კი შიშით უყურებს: თუ მოსკოვი ბელარუსი „ბატკას“ ჩამოგდებას შეძლებს, ამას დემოკრატიზაციასთან საერთო არაფერი ექნება.

0x01 graphic

ბელარუსი პიონერები

არჩევნები ბელარუსში 19 დეკემბრისთვის დაინიშნა. საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის სურვილი ათამდე ლიდერმა უკვე გამოთქვა. მათ შორის არიან: ოპოზიციის საერთო კანდიდატი 2006 წლის არჩევნებზე ალექსანდრ მილინკევიჩი, ცნობილი ექსპერტი, გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაროსლავ რომანჩუკი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, მოძრაობა ევროპული ბელარუსის ლიდერი ანდრეი სანიკოვი.

2006 წლის არჩევნებისთვის შექმნილი დემოკრატიული ძალების გაერთიანება გასულ წელს ფაქტობრივად დაიშალა. დღესდღეობით ცალკეული ოპოზიციური ორგანიზაციები ხელახალი გაერთიანების იდეით გამოდიან. თუმცა, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა პარტნიორებს ქვეყნის გარეთაც ეძებს.

აგვისტოში მოსკოვში ბელარუსული ოპოზიციის ცნობილი სახეები, მათ შორის, რომანჩუკიც, გამოჩნდნენ. მედიამ ამ ფაქტს „ბელარუსის მომავალი ლიდერების კასტინგი“ უწოდა.

რუსული წყაროების ცნობით, მედვედევმა ხელქვეითებს ურჩი ლუკაშენკოს მიმართ ისეთივე პოლიტიკის გატარება დაავალა, როგორც ეს თავის დროზე უკრაინელი იუშჩენკოს წინააღმდეგ განხორციელდა.

0x01 graphic

პრეზიდენტი ლუკაშენკო

დასავლური გამოცემები ბელარუსში კრემლის შესაძლო ფავორიტებსაც ასახელებენ: Newsweek-ის ვერსიით, მოსკოვმა გადაწყვიტა ფსონი სანიკოვზე დაედო. პირველი ღია პოლიტიკური განაცხადი ოპოზიციის კანდიდატმა სექტემბრის დასაწყისში გააკეთა, როცა ინტერვიუში საპრეზიდენტო ამბიცები დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის „განადგურებისთვის“ იბრძოლებს. მთავარ პრიორიტეტად პოლიტიკოსმა ბელარუსის ევროკავშირში გაწევრიანება დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მომხრეა.

არჩევნებში კრემლის ჩარევის საფრთხემ ბელარუსული ოპოზიციის ნაციონალისტური ფრთა შეაშფოთა. სახალხო ფრონტმა ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, არ დაუშვან კრემლის სცენარის განხორციელება და „ეროვნული ინტერესების მანიფესტს“ მოაწერონ ხელი. დოკუმენტი მხარს უჭერს: ბელარუსის გასვლას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან და საბაჟო კავშირიდან და ქვეყნიდან რუსული ბაზების გაყვანას.

სანიკოვმა მანიფესტი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, „ყველა დადებითი ცვლილება ბელარუსში მოსკოვიდან მომავალი იმპულსების შედეგი იყო“. კერძოდ, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ წყალობით ბელარუსი დამოუკიდებელი გახდა, ელცინის რეფორმებმა კი, ეს დამოუკიდებლობა განამტკიცა.

სახალხო ფრონტი აღშფოთდა. ორგანიზაციის ლიდერის იანუკევიჩის განცხადებით, მოსკოვის მხრიდან რაიმე „დემოკრატიულ იმპულსებზე“ საუბარი წარმოუდგენელია. „ჰკითხოს ქართველებს ან უკრაინელებს, ბოლო დროს მათთან მოსკოვიდან რა იმპულსები მოვიდა?“ - განაცხადა მან. მისი დასკვნით, სანიკოვი ბელარუსში სწორედ კრემლის სცენარის განხორციელებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ორ ფრონტზე - ლუკაშენკოსა და კრემლის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს.

სოციოლოგიური კვლევები მთავრობის შესაცვლელად ბელარუსების მზადყოფნას თითქოს ადასტურებს. თუმცა ოპოზიციის დაქსაქსულობა, ლუკაშენკოს მიერ მედიისა და ძალოვანი სტრუქტურების კონტროლი, რეჟიმის მოწინააღმდეგეებს არჩევნებში გამარჯვების შანსებს თითქმის არ უტოვებს.

0x01 graphic

ალექსანდრ მილინკევიჩი

რუსეთმა კიდევ ერთ ხერხს მიმართა - მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებელთა მისიაში, რომელსაც აქამდე მკაცრად აკრიტიკებდა. შესაბამისად, რუსეთი მზად არის, მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა აღარ ცნოს და ლუკაშენკო კანონგარეშედ გამოაცხადოს. თუ კრემლმა მინსკში ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით ვერ მიაღწია, რეჟიმის შესუსტებას უკვე ეკონომიკური ბერკეტებით შეეცდება.

ევროპისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია როგორი პოლიტიკა გაატაროს ბელარუსის მიმართ. სამაგიეროდ, კრემლმა კარგად იცის, რისი მიღწევა სურს. უკრაინასა და ყირგიზეთში რეჟიმების ცვლილების შემდეგ მოსკოვი თვლის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ნებისმიერი ხელისუფლების შეცვლას შეძლებს. მოსკოვში ფიქრობენ, რომ ლუკაშენკო კუთხეშია მომწყვდეული.

მაგრამ ბელარუსი არც უკრაინაა, სადაც დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიული ინსტიტუტები მეტ-ნაკლებად მოქმედებს და ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება და არც ყირგიზეთი, სადაც პრეზიდენტის დამხობა ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებულ ბრბოსაც შეუძლია. შესაბამისად, ბელარუსში გარეშე ძალების ჩარევით რეჟიმის შეცვლის ვერც ერთი აქამდე აპრობირებული სცენარი ვერ განხორციელდება. ასე რომ, რუსეთის წარმატების პროგნოზირება დღეისთვის შეუძლებელია.

12 არჩევნების ღმერთი დამარცხდა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

იაპონია

14 სექტემბერს იაპონიის პრემიერმა, ნაოტო კანმა მმართველი დემოკრატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში ყოფილი გენერალური მდივანი იჩირო ოძავა დაამარცხა. იაპონური პოლიტიკის რუხი კარდინალის გამოწვევა ხელისუფლებაში ყოფნის 3 თვის მანძილზე პრემიერ კანის ყველაზე სერიოზული გამოცდა იყო. დაძაბული ბრძოლის შემდეგ მმართველი პარტიის 206-მა დეპუტატმა მხარი პრემიერს დაუჭირა, ხოლო 200-მა - ყოფილ გენერალურ მდივანს. ვარაუდობენ, რომ პარტიის ერთიანობის შესანარჩუნებლად დამარცხებული ბანაკი მთავრობაში მნიშვნელოვან თანამდებობებს მიიღებს.

კანი ხელისუფლებაში სენატის არჩევნებში მმართველი პარტიის მარცხის შედეგად მოვიდა. მაშინ მისი წინამორბედი იუკიო ჰატოიამა გადადგა. მასთან ერთად პარტიული თანამდებობის დატოვება მოუწია ოძავასაც. რამდენადაც დიდია ოძავას პოლიტიკური გავლენა, იმდენადვე დიდია საზოგადოებისგან მისი მიუღებლობა. გაზეთ იომიური შინბუნის გამოკითხვით, 5 კაციდან 4 ოძავას მიერ მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავების წინააღმდეგია.

ოძავა პარლამენტის წევრი პირველად 1969 წელს გახდა. 80-იან წლებში იასუჰირო ნაკასონეს მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. შემდეგ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი გახდა. ლდპ-ს შიგნით ის რეფორმატორთა ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. 1993 წელს, მან, სხვა რეფორმატორებთან ერთად, ლდპ-ში განხეთქილება მოახდინა, რის შედეგაც 55-წლიანი ერთპარტიული მმართველობის შემდეგ ეს პარტია 10 თვით ოპოზიციაში აღმოჩნდა. მას შემდეგ ოძავამ, რომელსაც უბადლო ორგანიზაციული ტალანტის გამო არჩევნების ღმერთს უწოდებდნენ, არაერთი გაერთიანება შექმნა. ამ ერთობათა მიზანი იაპონიის პოლიტიკაში ლდპ-ს დომინანტური პოზიციების შერყევა და კონკურენტული პარტიული გარემოს შექმნა უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ ასეთ ძალად 1998 წელს შექმნილი დემოკრატიული პარტია იქცა, რომელმაც 2009 წლის არჩევნებში ლდპ-ს დამარცხება შეძლო.

ბოლო 30 წლის განმავლობაში იაპონიის მშპ საშუალოდ მხოლოდ 0.55%25-ით იზრდება. ნაოტო კანი ამ პერიოდის მანძილზე უკვე 22-ე პრემიერია, რომელიც ეკონომიკის ანემიიდან გამოყვანას ჯერჯერობით წარუმატებლად ცდილობს. შიდაპარტიული დაპირისპირების ფონზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან რადიკალური რეფორმების გატარება შეძლოს.

13 თურქეთის არჩევანი: Evet თუ Hayir?

▲ზევით დაბრუნება


დევიდ . სმითი|სვეტი

0x01 graphic

12 სექტემბერს თურქმა ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს 26 საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლებიც პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ იყო ინიცირებული. 58%25 მომხრეთა ხმებმა გააძლიერა ერდოღანის ხელახლა არჩევის პერსპექტივა 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რაც მას ყველაზე ხანგრძლივად მოქმედ თურქეთის პრემიერ-მინისტრად აქცევს ქემალ ათათურქის შემდეგ. თუმცა, რეფერენდუმში გამარჯვება ასევე ქმნის კონფლიქტს ერდოღანის რელიგიური ორიენტაციის მქონე სამართლიანობის და განვითარების პარტიასა და თურქეთის ტრადიციულად დომინანტურ სეკულარულ კულტურას შორის. როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო 10 თვის განმავლობაში, მნიშვნელოვანია არა მარტო თურქეთისთვის, არამედ მისი მეზობელი ქვეყნების, ევროკავშირისა და ნატოსთვის.

საკონსტიტუციო რეფორმები ეხება სამოქალაქო უფლებებს, შრომის კანონმდებლობას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და პარლამენტართა ვადას. ყველაზე საკამათო სასამართლო სისტემის ცვლილებებია. საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა 11-დან 17 წევრამდე გაიზრდება. მათგან სამს პარლამენტი დანიშნავს. მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლეს საბჭოში, რომელიც მოსამართლეთა და პროკურორთა დანიშვნას კურირებს, 7-ის ნაცვლად 22 წევრი იქნება. გარდა ამისა, სამოქალაქო სასამართლოებში შესაძლებელი იქნება სამხედრო ოფიცერთა საქმეების განხილვა.

დღეს ერდოღანს, 2007 წელს თურქეთის პრეზიდენტის პირდაპირ არჩევაზე ჩატარებულ რეფერენდუმში გამარჯვების ჩათვლით, უკვე დამორჩილებული ჰყავს ის სამი ინსტიტუტი - პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლო და არმია, რომლებიც ტრადიციულად აკავებდნენ გამოწვევებს სეკულარული ქემალისტური ინსტიტუტებისა და ტრადიციების წინაშე.

„სამხედრო ინტერვენციებისა და გადატრიალებების მომხრეებმა დღეს წააგეს“, თქვა ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვაში რეფერენდუმის დასრულების შემდეგ. „ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“, თქვა შტეფან ფიულემ, ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.

მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება ასე მარტივი არ არის. საკონსტიტუციო ცვლილებების ოპონენტები ეწინააღმდეგებოდნენ რეფერენდუმის დანიშვნას 1980 წლის სამხედრო გადატრიალების წლისთავზე და წარსულის მოვლენით სპეკულირებას. „ვერავინ უარყოფს, რომ საზოგადოება არაორდინარულ ზეწოლას განიცდიდა“, თქვა ხალხთა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ, პრესკონფერენციაზე რეფერენდუმის შემდეგ.

ცვლილებების მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ ახალი ცვლილებები სასამართლო სისტემაში, საშუალებას მისცემს მთავრობას, სასამართლოები საკუთარ პოლიტიკურ ნებას დაუმორჩილოს.

ნებისმიერ ქვეყანაში კონსტიტუციები და საკონსტიტუციო სასამართლოები იმისათვის არსებობს, რომ შეაკავოს მოკლევადიანი სახალხო მღელვარება ისე, რომ შეინარჩუნოს ეროვნული ინსტიტუტები. დღეს, ერდოღანმა და სამართლიანობის და განვითარების პარტიამ თურქეთის სწრაფად განვითარებადი საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს. ამ ელექტორალურ წარმატებას - და მის ლეგიტიმურობას - ვერავინ უარყოფს. „ჩვენ პატივს ვცემთ ხალხის ნებას“, განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.

თუმცა, ვერც იმას უარყოფს ვინმე, რომ თურქეთის დემოკრატია და უდიდესი ეკონომიკური წარმატება ათათურქის სეკულარული სისტემის შედეგია.

გარდა ამისა, თურქეთის პოლიტიკური ლანდშაფტი საკმაოდ რთულია და არ შემოიფარგლება „ხალხსა“ და „გადატრიალების მომწყობებს“ შორის დაპირისპირებით. 12 სექტემბრის რეფერენდუმის შედეგების ერთი თვალის შევლებითაც შეიძლება იმ გამოწვევების დანახვა, რომლებიც ქვეყანას ელის.

რეგიონების მიხედვით მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რუკაზე ჩანს ტრადიციულად სეკულარული რეგიონები, რომლებიც ნახევარმთვარის კონტურს მიუყვება ევროპული თურქეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ ედირნედან, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროების გავლით, ქალაქ ადანამდე. მართალია, სტამბოლის ამომრჩეველთა 55%25-მა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, მაგრამ მეგაპოლისის რუკაზე ჩანს მსგავსი კულტურული დაყოფა უბნებს შორის. ანატოლიის რეგიონი კი, პირიქით, მომხრეთა ზღვაა მოწინააღმდეგეთა რამდენიმე მცირე კუნძულით.

0x01 graphic

ერდოღანის მხარდამჭერთა აქცია
ფოტო: REUTERS ©

კულტურულ კონფლიქტს გეოგრაფიული განზომილება აქვს.

ამას ემატება ისიც, რომ რეფერენდუმმა ხაზი გაუსვა მუდმივად არსებულ პრობლემას თურქეთის ქურთ მოსახლეობასთან, რომელიც კონცენტრირებულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში და მის დიდ ქალაქებში. ტერორისტულმა ქურთების მშრომელთა პარტიამ და თავისუფლებისა და დემოკრატიის პარტიამ, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ ქურთების მშრომელთა პარტიასთან კავშირში, მოსახლეობას რეფერენდუმის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდა. მართლაც, რეგიონების მიხედვით რეფერენდუმში მონაწილეობის რუკა აჩვენებს ძალზე დაბალ გამოცხადებას ქურთებით დასახლებულ რაიონებში. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობის მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით 77%25 შეადგინა, ამომრჩეველთა მხოლოდ 9%25 გამოცხადდა რეფერენდუმზე ჰაკარიში, სადაც ცოტა ხნის წინ თურქეთის სამხედროებსა და ქურთების მშრომელთა პარტიის მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა. სამხრეთ-აღმოსავლეთის უდიდეს ქალაქ დიარბაქირში, მონაწილეობის მაჩვენებელი 33%25 იყო.

ქურთების მიერ რეფერენდუმის ბოიკოტირება უფრო მნიშვნელოვანი ასპექტია, ვიდრე იმათი მხარდაჭერა, ვინც მონაწილეობა მიიღო.

გამარჯვების ზეიმის დასრულების შემდეგ ერდოღანმა და მისმა კოლეგებმა სამართლიანობის და განვითარების პარტიიდან ალბათ გაიაზრეს, რომ მომდევნო 10 თვე რთული და გადამწყვეტი იქნება.

თურქეთის მთავარ საფრთხედ ქურთების მშრომელთა პარტია რჩება, რომელსაც, სავარაუდოდ, გამბედაობას შემატებს აშშ-სა და მოკავშირეების ერაყიდან გასვლა. მთავარი ამოცანა ახლა ბალანსის დაცვა იქნება ქურთების მშრომელთა პარტიის ტერორისტებთან ბრძოლასა და ზომიერ ქურთებთან რეფორმებზე დისკუსიებს შორის. სამართლიანობის და განვითარების პარტიამ რეიდები ჩაატარა ქურთულ მოსახლეობასთან, მაგრამ, როგორც რეფერენდუმმა აჩვენა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამასობაში, რეფერენდუმმა, როგორც ჩანს, შენელების ნაცვლად გაამწვავა დაპირისპირება თურქეთის სეკულარულ და რელიგიურ კულტურებს შორის. „მოხდება პოლიტიკის მეტი პოლარიზება და გამკაცრება, უთხრა როიტერის სააგენტოს თურქეთის ყოფილმა ელჩმა აშშ-ში, ფარუქ ლოოლუმ. „მმართველი პარტია კიდევ უფრო ნაკლებად მოუსმენს ოპოზიციას, ოპოზიცია კი უფრო გაამწვავებს ლექსიკასა და მიდგომებს ხელისუფლების შესარყევად“.

ადრეული ნიშნები იმისა, თუ როგორ მიდის საქმე, იქნება ის, თუ როგორ და რამდენად სწრაფად შეიმუშავებს ერდოღანი თურქეთის ახალ კონსტიტუციას და როგორ მოხერხდება ქალების საჯარო ადგილებში თავსაბურავის გარეშე გამოჩენის ჯერ კიდევ არსებული აკრძალვის საკითხის გადაწყვეტა.

თურქეთი საკუთარი თანამედროვე ისტორიის გზაჯვარედინზეა. რა მიმართულებას აირჩევს იგი, თურქი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენ კი, როგორც მეზობლები, მეგობრები, პარტნიორები და მოკავშირეები, ამას ინტერესით - და მცირედი შეშფოთებით - დავაკვირდებით.

დევიდ . სმითი - საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი და პოტომაკის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი.

14 მსოფლიო მიპატიჟება ჩაის წვეულებაზე

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

0x01 graphic

ჩაის წვეულების მონაწილეები

ნოემბერი

„გახსოვდეს ნოემბერში“ (Remember in November) 2010 წლის 12 სექტემბერს კოლუმბიის ოლქსა და ათობით შტატში გამართული ჩაის წვეულებების მთავარი თემა იყო. ნოემბერში შუალედური არჩევნები გაიმართება.

ამომრჩეველს უნდა ახსოვდეს, რომ კონსტიტუცია დასაცავია, ბიუჯეტი დასაბალანსებელი, ქვეყანა კი მემარცხენეების სოციალისტური იდეებისგან დასახსნელი. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს დღეს შეერთებული შტატების ყველაზე მძლავრი სახალხო მოძრაობა Tea Party.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მემარცხენე მეინსტრიმისთვის ჩაის წვეულება უკიდურესად მარგინალური, უიმედოდ ლოკალური და ზედმეტად კონსერვატიული იყო.

კონსერვატორებს 2006-2008 წლების სამარცხვინო მარცხის შემდეგ ახალი სისხლი და ახალი იდეები სჭირდებოდათ.

იმედი, რომ დიახ, ახლა მემარჯვენეებიც შეძლებენ, კონსერვატიული მედიის წიაღში დაიბადა.

დღეს გუგლის საძიებო სისტემა დაახლოებით 14-16 წამში ჩაის წვეულების ხსენებით 291,000,000 გვერდს პოულობს: ახალი ამბები თუ ბლოგერების სიმულტანური დაკვირვებები, ღრმა თუ ზედაპირული კვლევები, წიგნები, მანიფესტები, ზღვა ინფორმაცია მათთვის, ვისაც ჩაის მოძრაობის ფენომენი აინტერესებს.

დაბადება

2009 წლის 19 თებერვალს, დილის 7 საათსა და 10 წუთზე, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟიდან CNBC-ს პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტმა რიკ სანტელიმ პრეზიდენტ ობამას მიერ წინა დღით გაცხადებული სახლის მესაკუთრეთა დაცვის ახალი პროგრამა („Homeowner Affordability and Stability Plan”) ემოციურად გააკრიტიკა. ყოფილი წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც თანაბარ წარმატებას ტელეინდუსტრიაშიც მიაღწია, უფრო მორალზე საუბრობდა, ვიდრე ბაზარსა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მისი აზრით, ობამას ეკონომიკური პროგრამები წარუმატებელი ადამიანების უპასუხისმგებლო ქცევის წახალისების მეტს არაფერს მოიტანდა. უპასუხისმგებლოები წესიერი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე უნდა გადარჩენილიყვნენ.

„დამფუძნებელი მამები, ჯეფერსონი და ფრანკლინი საფლავში ტრიალებენ იმის გამო, რასაც ამ ქვეყანას ვუკეთებთ“, თქვა სანტელიმ და ყველა კაპიტალისტი, ვისაც მთავრობის ეკონომიკური გადაწყვეტილებები ყელში ამოუვიდა, ჩიკაგოს ჩაის წვეულებაზე მიიპატიჟა. სანტელის მიპატიჟება მხოლოდ იუტუბზე მილიონ ორასიათასმა „კაპიტალისტმა“ ნახა. რიკ სანტელი უნებლიეთ თანამედროვე ჩაის წვეულების ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა გახდა.

ამ ამბიდან ერთი კვირით ადრე სახალხო საპროტესტო მოძრაობის აუცილებლობაზე კონსერვატორი ბლოგერი კელი კარენდერი, იგივე „თავისუფლების მშვენება“ (liberty belle) საუბრობდა. „მელოდრამატული მემარცხენეებისგან განსხვავებით, მე არ მსურს რომ დამიჭირონ, მაგრამ მე, მათ მსგავსად, ხმამაღლა და სიძულვილით გამოვხატავ პროტესტს მათსავე წინააღმდეგ“, დაწერა კარენდერმა, მეტაფორის შერჩევისას კი შეცდა. მან „პორკულუსის“ პროტესტის ორგანიზება სცადა. ღორის (porky, piggy, porker) და სტიმულუსის კომპოზიტი, რომელსაც პოპულარულ კონსერვატორ რადიოწამყვანს, რაშ ლიმბოს დაესესხა, წარუმატებელი ნეოლინგვა აღმოჩნდა ახალი მოძრაობის დასაწყებად.

თითქმის ერთი თვის შემდეგ, 13 მარტს, ყოფილი ალკოჰოლიკი, ხშირად რეაქციული და ყოველთვის მოულოდნელი გლენ ბეკი, FOX-ის ეთერში სპეციალური გამოშვებით გავიდა. „ჩვენ ისინი ალყაში გვყავს“ - ერქვა ბეკის შოუს. „ჩვენ“ ხალხს და „ისინი“ ხელისუფლებას ნიშნავდა. მან მაყურებლებს ფოტოების გამოგზავნა სთხოვა. უამრავი ავტოპორტრეტი მოუვიდა. ფოტოები გამოფინა. მაყურებელს ხელისუფლებაზე გაბრაზებულთა სიმრავლე აჩვენა და მოუწოდა, 12 სექტემბერს გადასახადების გადამხდელთა მარში მოეწყოთ ვაშინგტონში.

ამ დღეს დაიწყო პროექტი 9/12 და დაიბადა გლენ ბეკი, როგორც ჩაის წვეულების სულიერი მამა.

12 სექტემბერი უდავოდ წარმატებული მეტაფორა იყო: დღე, როდესაც 2001 წელს ამერიკა, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, რევანშისა და გამარჯვებისთვის გაერთიანდა.

2009 წლის 12 სექტემბერს 9/12-ის მარშის ათასობით მონაწილემ გაიარა პენსილვანიის გამზირი კაპიტოლიუმის ბორცვიდან თეთრ სახლამდე. ყველაზე უწყინარ საპროტესტო ბანერებზე სიტყვებითა და იდეებით თამაშს ამოიკითხავდით:

„1984 არ არის ინსტრუქცია“; „ზოოპარკში ჰყავთ აფრიკული ლომი და თეთრ სახლში - მატყუარა აფრიკელი“.

ფენომენი

სექტემბრის მარშამდე პირველი ჩაის წვეულებები გაზაფხულზე გაიმართა: 2009 წლის 15 აპრილს, გადასახადების გადახდის ტრადიციულად ბოლო დღეს, სხვადასხვა შტატში ათასობით ადამიანი ობამას ადმინისტრაციის საგადასახადო და ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა.

მემარცხენე მედიამ აპრილში დაწყებული აქციები ზერელედ გააშუქა. მემარცხენე ექსპერტები და ტელეწამყვანები ქილიკობდნენ. ამბობდნენ, რომ არ ესმოდათ წვეულებათა მიზანი: „რთულია ილაპარაკო, როდესაც ჩაით გაქვს პირი სავსე“ („It's Hard to Talk When You're Tea-Bagging”), ამბობდნენ ისინი. (“Tea-begging” ამერიკული ურბანული ლექსიკონის მიხედვით სექსუალურ პარტნიორებს შორის ისეთი პოზაა, როდესაც ერთ-ერთის გენიტალიები მეორეს აქვს პირში). დებატები მედიაში ვულგარულ ელფერს იძენდა. შედარებით აკადემიურ დისკუსიებში დემოკრატები რესპუბლიკელებს აქციების ორგანიზების ნაცვლად ალტერნატიული ეკონომიკური პროგრამების წარმოდგენას ურჩევდნენ.

დემოკრატები ამ დებატებში, სულ მცირე, ერთ დიდ შეცდომას უშვებდნენ: აპრილის ჩაის წვეულების აქციებთან რეპუბლიკელებს, განსაკუთრებით კი კონგრესის რესპუბლიკელებს, საერთო იმდენი ჰქონდათ, რაც 1773 წელს ბოსტონის პორტში ჩაის მასობრივ ჩაყრასთან.

21-ე საუკუნის ჩაის წვეულება ომის შემდგომი ამერიკის ორი სიმბოლოს, დეტროიტის და უოლ სტრიტის, დაცემამ, 10 პროცენტს გადაცილებულმა უმუშევრობამ, სახელმწიფოს მრავალმილიარდიანმა ჩარევამ ეკონომიკაში და მემარცხენე სოციალურ-პოლიტიკურმა რეფორმებმა გამოიწვია.

ორ საპირისპირო ინსტინქტს, რეაქციასა და რეფორმას შორის მოქცეული ჩაის წვეულება დღეს ერთგვარი გიგანტური ქოლგაა, რომელიც უამრავ მოძრაობას აერთიანებს: ლიბერტარიანელი რონ პოლის მიმდევრებსა და რელიგიურ კონსერვატორებს, „ჩაის წვეულების პატრიოტებსა“ და დიკ არმის თავისუფლების მუშაკებს, Birther-ებს და Bircher-ებს, კონსტიტუციის დამცველებსა და კონსტიტუციური რეფორმის მომხრეებს, რეიგანის დემოკრატების და პეროტისტების თანამედროვე ვინტეჯს... და ყველა სხვას, ვისაც სჯერა, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, ისტებლიშმენტი კანონებს საკუთარ კეთილდღეობას არგებს, გადარჩენის გზა კი ფისკალური პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური ინიციატივა, თვითდისციპლინა და საბაზრო კონკურენციაა.



რონ პოლი - ლიბერტარიანელი პოლიტიკოსი, აშშ- პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი 2008 წლის არჩევნებში.

რელიგიური კონსერვატორები მემარჯვენე ქრისტიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს რელიგიური სწავლებისა და წესების პოლიტიკაში ჩანერგვას.

ჩაის წვეულების პატრიოტები - ჩაის წვეულების ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ორგანიზაცია.

დიკ არმი - პოლიტიკოსი, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი 1995-2003 წლებში, ჩაის წვეულების მანიფესტის თანაავტორი, ორგანიზაცია Freedom works-ის თავმჯდომარე.

Birther-ები - ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ინდონეზიაში დაიბადა და ამერიკის მოქალაქე არ არის.

Bircher-ები - ულტრამემარჯვენე ანტიკომუნისტური მოძრაობა ჯონ ბირჩის საზოგადოების მიმდევრები. საზოგადოება 1958 წელს ჩამოყალიბდა. ჯონ ბირჩი ბაპტისტი მისიონერი იყო, რომელიც 1945 წელს ჩინეთში კომუნისტებმა მოკლეს.

რეიგანის დემოკრატები - ამერიკული პოლიტიკური ტერმინია და ასახავს ტრადიციულად დემოკრატულ ამომრჩეველს ჩრდილოეთის შტატებიდან, რომლებმაც 1980 და 1984 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა რესპუბლიკელ კანდიდატს, რონალდ რეიგანს მისცეს.

პეროტისტები - ამერიკელი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, 1992 და 1996 წლების პრეზიდენტობის პოპულისტი კანდიდატის, როს პეროს მიმდევრები.

15 მიხეილ სააკაშვილი: რომ გადავრჩეთ, ექსტრაორდინარული მიღწევები გვჭირდება

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

0x01 graphic

ჩვენ არა ევროპის პროვინცია, არამედ რეგიონის ევროპული ცენტრი უნდა ვიყოთ. ყველაფერს გავაკეთებ, რათა იდეოლოგია და რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, დარჩეს ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგ, - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალ ტაბულას.

რა არის ეს იდეოლოგია, რა რეფორმებს გეგმავს მისი გუნდი, ამ და სხვა თემების შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტთან.

  • გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ წლის მთავარი მოვლენა საკონსტიტუციო რეფორმაა. ვენეციის კომისია შიშობს, რომ ახალი კონსტიტუცია პოლიტიკური კრიზისების საფრთხეს შეიცავს და პრეზიდენტის ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ შეკვეცას გვირჩევს. მეორე მხრივ, თქვენი ადგილობრივი ოპონენტები თვლიან, რომ კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებთ და ძალაუფლებას ვერ ელევით.

0x01 graphic

შეხვედრა მოქალაქეებთან. ძველი თბილისის ისტორიული უბანი

სინამდვილეში არც ერთი ხდება და არც მეორე. ხელისუფლებას რომ ვებღაუჭებოდე, ამისათვის სულ სხვა გზები არსებობს - რეფერენდუმი მესამე საპრეზიდენტო ვადაზე, ან მთელი ძალაუფლების პრემიერისათვის გადაცემა. ვენეციის კომისიისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ ვერ დავუშვებთ პრეზიდენტის კონსტიტუციური როლის სრულ ნიველირებას და მისთვის მხოლოდ ცერემონიული ფუნქციების დატოვებას.

ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები ექნება. ის იქნება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ასევე პარლამენტსა და მთავრობას შორის წარმოშობილ დავებში საბოლოო არბიტრი. პრეზიდენტს აგრეთვე ექნება მნიშვნელოვანი პრეროგატივები დამოუკიდებელ მარეგულირებლებსა და ეროვნულ ბანკთან მიმართებაში.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვჭირდება გაწონასწორებული კონსტიტუციური მოდელი, სადაც არც ფუნქციების დუბლირება, ამ ნიადაგზე კონფლიქტები და არც ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაცია არ იქნება. ძალაუფლება თანაბრად უნდა გადანაწილდეს, როგორც სხვადასხვა კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ისე პოლიტიკური სპექტრის შიგნითაც. ოპოზიციური პარტიებიც უნდა განვითარდნენ. უნდა გაფართოვდეს იმ პოლიტიკური ძალების წრე, ვინც იღებს კონსტიტუციით დადგენილ თამაშის წესებს და ჩართულია ჩვენი სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

სწორედ ამ მართვის დეცენტრალიზებული მოდელის შექმნას ემსახურებოდა თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში და ახლა კი პარლამენტის ქუთაისში გადატანა. ბათუმი, ქუთაისი და თბილისი უნდა გახდეს ის სამი მთავარი ცენტრი, საიდანაც მოხდება ქვეყნის მართვა. მთავრობა სულ უნდა მოძრაობდეს ამ ცენტრებს შორის. ის მუდმივად ყველგან უნდა იყოს და საქმე უნდა აკეთოს. ხალხი ყოველდღიურად უნდა გრძნობდეს, რომ მთავრობა მასთანაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დიდი მთავრობა უნდა გვყავდეს და მის გარეშე ვერავინ ვერაფერს აკეთებდეს. პირიქით, რაც უფრო მობილური და კომპაქტური იქნება მთავრობა, მით უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ხალხს.

ჩვენ მიერ წამოწყებულ საქმეს ბოლომდე მიყვანა უნდა. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა იდეოლოგია და რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენ, დარჩეს ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგ.

დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების გადაბარებაზე საუბარიც კი უხერხულია. თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ამას გადაწყვეტს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. როგორი იქნება ჩვენი საზოგადოების არჩევანი, ამაზე დღეს სპეკულაციები ნაადრევია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ჩვენ შევქმნით ყველა აუცილებელ წინაპირობას იმისათვის, რომ ნებისმიერს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა დემოკრატიული გზით მოვიდეს ხელისუფლების სათავეში.

  • რის მიღწევას ცდილობთ რეფორმატორთა გუნდის და იმ იდეოლოგიის შენარჩუნებით, რასაც თავად ეს გუნდი წარმოადგენს?

0x01 graphic

შეხვედრა მაღაროელებთან. ტყიბული

პირველ რიგში საქართველოს მოდერნიზაციას. ევროატლანტიკურ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ ფასეულობებს ალტერნატივა არ აქვს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ბრმად ვბაძავთ.

ჩვენი პოლიტიკური იდენტობა ევროპაშია. ეს ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვიგრძვნია იმედგაცრუება, გვწყენია მათი გულგრილობა. რას ვიზამთ, თამაშის წესები უნდა მივიღოთ. შუა აზიიდან და ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი უმოკლესი გზა საქართველოზე გადის. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ ვგავართ ევროპას, მაგრამ ამავდროულად კარგად შეგვიძლია გავუგოთ თურქეთს, ირანს, ჩინეთს, შუა აზიის ქვეყნებს.

საქართველო, როგორც სახელმწიფო, უნდა დაეფუძნოს იმ ჭეშმარიტ ეროვნულ და სამოქალაქო ღირებულებებს, რომელიც კი არ აპირისპირებს და ყოფს ჩვენს მრავალფეროვან საზოგადოებას ვიწრო კლანური, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით - არამედ აერთიანებს. ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ყველას გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ეს სახელმწიფო ყველას თანაბრად გვეკუთვნის, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა, ეთნიკური წარმომავლობისა, სოციალური კუთვნილებისა.

აუცილებელია არაკორუმპირებული გარემოს შენარჩუნება. ჩვენთან ხელშეუხებელი არავინაა. ახლახან დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მმართველი უმრავლესობის არაერთი წევრი, რომ არაფერი ვთქვათ საშუალო დონის ჩინოვნიკებზე.

კიდევ უფრო უნდა განვითარდეს თავისუფალი ეკონომიკა. ჩვენ უნდა გავხდეთ ამ რეგიონის ვაჭრობის, მიმოსვლის ცენტრი, იმიტომ გვაქვს ის, რაც ბევრ ქვეყანას არ მოეპოვება - არაკორუმპირებული და დანაშაულისგან თითქმის თავისუფალი გარემო, ეფექტიანი და პატარა მთავრობა, რომელიც მინიმალურად ერევა მოქალაქეების ცხოვრებაში. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ხალხს უხარია ჩამოსვლა, როგორც დასასვენებლად, ისე ბიზნესის საკეთებლად.

თავისუფალი ეკონომიკა ახსენეთ. სულ ახლახან მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ. გაფართოების სფეროში ევროკომისარმა ცოტა ხნის წინ „ზედმეტი ლიბერალიზმისათვის“ გაგვაკრიტიკა. ნიშნავს თუ არა ევროკავშირთან დაახლოება, თავისუფალი ბაზრის პრინციპების დათმობას?

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებას შევძლებთ ისე, რომ თავისუფალი ეკონომიკა დიდად არ ვაზარალოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იდეების, ადამიანების, საქონლისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლება პირველ რიგში სწორედაც რომ ევროპული ფასეულობებია.

დღეს უკვე თავად ევროპა ამბობს ნელ-ნელა უარს იმაზე, რისი შიშიც შეიძლება ჩვენც გვქონდეს - მაღალი გადასახადები და ხელგაშლილი ხარჯვა, ზედმეტი რეგულაციები და ბიუროკრატია თანდათანობით წარსულს ბარდება.

პირველ რიგში თავად ევროპელები ხვდებიან, რომ მუდმივად ძიძის როლში ყოფნას სახელმწიფო დიდხანს ვერ გაუძლებს. სოციალური ევროპის პროექტს გლობალურმა კრიზისმა ძლიერი დარტყმა მიაყენა. მგონია, რომ ევროპა გადმოდგამს უფრო მეტ ნაბიჯს თავისუფალი ეკონომიკისკენ და ადრე თუ გვიან ჩვენ სადღაც შუაში შევხვდებით.

  • ფრანგულ გამოცემა Le Monde-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ახსენეთ, რომ მტკივნეულ რეფორმებს გარდაუვლად ეწირება პოპულარობა. რომელმა რეფორმამ მიაყენა თქვენს პოპულარობას ყველაზე დიდი დარტყმა?

ყველა რეფორმამ ვიღაც გაანაწყენა. პოლიციის რეფორმამ სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელები გააბრაზა, ჯარის რეფორმამ - დათხოვნილი ოფიცრები, განათლების რეფორმამ - კიდევ უფრო მეტი ადამიანი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, შეცდომებსაც ვუშვებდით.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ საზოგადოებას არ გაუჩნდეს უსამართლობის განცდა. ვინც არ უნდა გაანაწყენო, თუ ის ფიქრობს, რომ შენ სხვა მოტივაცია არ გაგაჩნდა, გარდა იმისა, რომ კარგი გინდოდა, შეცდომას გპატიობს. არავის უნდა დარჩეს იმის შეგრძნება, რომ შენ აწყენინე მას იმიტომ, რომ ერთი კლანი მეორით ჩაგენაცვლებინა. როცა შენი მოტივაცია გულწრფელია და ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობ, ვფიქრობ, ის ადამიანი, ვისაც ეწყინა, ადრე თუ გვიან გაპატიებს. ესაა ჩემი გამოცდილება.

როდესაც არაპოპულარულ ნაბიჯებს ვდგამ, კარგად მესმის, რომ დღეს თუ არა ხვალ, საზოგადოება ამას აუცილებლად გაიგებს და მიიღებს.

ასე მაგალითად, ჩვენ გვყავს ასი ათასობით ადამიანი, რომელსაც აქვს უნივერსიტეტის დიპლომი, მაგრამ არ იცის უცხო ენა. როდესაც ვამბობ, რომ უმაღლესის დიპლომი ვერ უნდა აიღო, თუ უცხო ენა არ იცი, იმასაც ვხვდები, რომ ჩემი ნათქვამი ზოგიერთს შეიძლება ეწყინოს. მაგრამ დღეს თუ არა ხვალ, ისინიც გააცნობიერებენ, რომ ეს არ არის ვინმეს ახირება, ეს დროის მოთხოვნაა. თუ გვინდა, რომ თანამედროვეობას ფეხი ავუწყოთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.

  • შეცდომებსაც ვუშვებდითო, ახსენეთ. რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ შეცდომად?

ჩვენ შეგვეძლო უკეთ აგვეხსნა საზოგადოებისთვის რეფორმების არსი. ქართველი ხალხი ერთმნიშვნელოვნად ხვდება ცვლილებების აუცილებლობას. ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ ან ძალიან მაგრები უნდა ვიყოთ ან საერთოდ არ ვიქნებით. არ შეიძლება ვიყოთ საშუალო ევროპული ქვეყანა, ვინაიდან მათგან განსხვავებით ყოველდღიურად მეტი საფრთხის წინაშე ვართ.

0x01 graphic

სათნოების სახლში. თბილისი

სინგაპურს სწორედ ამიტომ ვახსენებ ხშირად. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მაგარი ქვეყანა. საზოგადოება ამას იღებს, ის ხვდება, რომ ეს არის გადარჩენის ერთადერთი, უალტერნატივო გზა.

  • ამ ბოლო დროს ინტენსიურად საუბრობთ „ქამრების შემოჭერაზე“, რა მიმართულებით ფიქრობთ სახელმწიფო ხარჯების შეკვეცას?

ყველა მიმართულებით. ჩვენ უნდა მივცეთ კიდევ უფრო მეტი თავისუფლება კერძო სექტორს, რომელიც ვერ განვითარდება, თუ სახელმწიფო ყველაფერს თვითონ აკეთებს.

საწყის ეტაპზე საჭირო იყო სახელმწიფოს ჩარევა. დღეს, ეფექტიანი ხელისუფლების პირობებში, შესაძლოა, სახელმწიფო ზოგიერთ პრობლემას უფრო სწრაფად წყვეტს, ვიდრე კერძო სექტორი, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დროებითი, საგანგებო ღონისძიება, მანამდე სანამ კერძო სექტორი განვითარდება და შეძლებს პასუხისმგებლობის სახელმწიფოსგან გადაბარებას. როცა ბავშვს ველოსიპედის ტარებას ასწავლი, ეხმარები, ხელით გიჭირავს და მიგყავს, მაგრამ ნელა. თუ სულ ხელით ატარე, შენც დაიღლები და ისიც. შესაბამისად, შორს ვერც ერთი წახვალთ - შეგრჩება ველოსიპედისტი, რომელმაც ველოსიპედის ტარება არ იცის. ამიტომ, აუცილებელია, შესაფერის მომენტში ხელი გაუშვა, რათა დამოუკიდებლად სწრაფად და შორს წავიდეს.

  • თავისუფლების აქტი? რა ხდება ამ მიმართულებით, დავიწყებას ხომ არ მიეცა?

შემოდგომაზე მივიღებთ.

  • ჩვენი ჟურნალი ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკას. სოციალური დახმარების პროგრამები, ერთი მხრივ, ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწვება, ხოლო მეორე მხრივ, ამ პროგრამებით მხოლოდ ღარიბი მოქალაქეები არ სარგებლობენ. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი სოციალური ბიუჯეტი უფრო ეფექტიანი, სამართლიანი და გონივრული გახდეს?

გაჭირვებული თანამოქალაქისადმი სოლიდარობის გარეშე შეუძლებელია საზოგადოება გვერქვას. სიღარიბესთან ბრძოლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიზანზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ შეიძლება ვიკამათოთ ამ მიზნის მიღწევის გზებსა და მეთოდებზე, რა უფრო ეფექტურია - ბაზარი და კერძო ინიციატივა, თუ სახელმწიფო თავისი ბიუროკრატიითა და რეგულაციებით.

ჩვენ კარგად გვესმის ის რისკები, რაც სიღარიბესთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამებს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ რაჭის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი. მათი შრომისმოყვარეობით პირდაპირ აღვფრთოვანდი - ციცაბო ფერდობზე თესავდნენ სიმინდს. ორი წლის შემდეგ ისევ იმ სოფელში ავედი და სიმინდი აღარ დამხვდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მადლიერებით მომახსენეს, რომ სიმინდი აღარ სჭირდებათ, ვინაიდან სოციალურ დახმარებას იღებენ და პურს ყიდულობენ.

ეს მაგალითია იმისა, რომ სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები ქრონიკულ სიღარიბეს აჩენს. დახმარების მიმღებს უყალიბდება დამოკიდებულება - კმაყოფილდება იმით, რასაც იღებს და მეტის მისაღებად შრომა აღარ უნდა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნების უფლება, რომ საზოგადოების ერთი, შრომისმოყვარე ნაწილის ხარჯზე ვარჩინოთ ამავე საზოგადოების მეორე, ასევე შრომისუნარიანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მუშაობა არ უნდა. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მხოლოდ მათ, ვინც საკუთარი თავის დახმარების უნარს მოკლებულია.

ამიტომ ჩვენი ამოცანაა ეს ადამიანები შესაძლებლობებით უზრუნველვყოთ, განათლება მივცეთ. ეს იქნება მათი სიღარიბიდან გამოყვანის ყველაზე უებარი საშუალება. ხოლო სოციალური დახმარება, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფებზე მივმართოთ.

მოკლედ, გასაკეთებელი მართლაც რომ ძალიან ბევრია. შეიძლება ბოლომდე ახლაც ვერ ვუხსნით ყველაფერს კარგად ხალხს, მაგრამ უფრო მეტად ვცდილობთ.

  • ხანდახან ეს მცდელობა პოპულიზმად აღიქმება. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ პოპულარობის შესანარჩუნებლად თქვენს პრინციპებთან კომპრომისზე მიდიხართ.

0x01 graphic

უმცროს ვაჟ ნიკოლოზთან და მეუღლე სანდრასთან ერთად. თბილისი

ჩვენ უწყვეტი კამპანიის რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ ამას პირადი პოპულარობისთვის არ ვაკეთებთ. დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკა სხვანაირად უბრალოდ არ კეთდება. კამპანია გვჭირდება იმისათვის, რომ რეფორმების მხარდასაჭერად მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივი ძალების მობილიზება მოვახდინოთ.

თავისუფალ საზოგადოებას ისე ვერ ავაშენებთ, თუკი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის გაცნობიერებული მხარდაჭერა არ გვექნება. მოდერნიზაციის პოლიტიკის წარმატებას საზოგადოების ინფორმირებული არჩევანი განაპირობებს. საზოგადოებას უნდა სჯეროდეს, რომ მისი არჩეული წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინსვლისათვის და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას არ ივიწყებენ.

ჩვენი საზრუნავი არა პერსონალური რეიტინგია, რომელიც ადრე თუ გვიან შარშანდელი თოვლივით გაქრება, არამედ ის, თუ რის გაკეთებას შევძლებთ, როგორ შევა ჩვენი დრო ისტორიაში, როგორ შეაფასებენ ამ წლებს მომავალი საქართველოს მოქალაქეები.

არც ერთი ჩვენგანი არ არის პლასიდო დომინგო, მარია კალასი, გრეტა გარბო ან ჯიმი ჰენდრიქსი. რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც ქუჩაში ხალხი სიყვარულით გესალმება, მხარს გიჭერს, მაგრამ ეს მხარდაჭერა ბოლომდე უნდა დახარჯო, დახარჯო რეფორმაში. პოლიტიკოსი მათ შორის იმითაც ფასდება, თუ როგორ შეცვალა საზოგადოების მენტალიტეტი.

  • თქვენ რამდენად შეძელით შეგეცვალათ ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი?

მენტალიტეტის ცვლილება ბარომეტრით არ იზომება, ეს რაღაც საერთო განცდაა. თავისუფალ საზოგადოებას შეუიარაღებელი თვალით ამოიცნობ - როგორ აცვია ხალხს ქუჩაში, რა ფერები მოსწონს, როგორ მოძრაობს. მოგზაურობისას ბევრს დავდივარ ფეხით. ავტორიტარულ ქვეყნებში თავს ცუდად ვგრძნობ - ვხვდები, რომ ხალხი შეზღუდულია, გაუცხოებული. ამიტომ ვამბობ, როცა საქართველოზე მსჯელობთ, ჩამოდით და თქვენი თვალით ნახეთ. ჩვენი საზოგადოება წინ მიდის - მისი თავისუფლების ხარისხი დღითი დღე იზრდება.

  • არაერთი წელია, რელიგიური ფუნდამენტალიზმი თქვენი ოპონენტების საყვარელ იარაღად იქცა. მათ მიაჩნიათ, რომ ლიბერალური რეფორმები და დასავლეთთან დაახლოება ეროვნულობას გვაკარგვინებს და ჩვენს ტრადიციებს ანგრევს. ანტიდასავლური განწყობების გასაღვიძებლად ერთმორწმუნეობის ფაქტორს რუსეთიც იყენებს. რატომ? ისინი მართლები არიან და დღეს ჩვენს საზოგადოებაში ფუნდამენტალიზმისათვის უფრო ხელსაყრელი ნიადაგია, ვიდრე ლიბერალიზმისთვის?

ჩვენი საზოგადოება პრინციპულად არ არის ფუნდამენტალისტური. არიან ადამიანები, ვისთვისაც რელიგია მართლა უზენაესი ღირებულებაა, მაგრამ არიან ხელმოცარული ფარისევლებიც, რომლებსაც გულის სიღრმეში არაფრის სჯერათ და საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რელიგიის თემით სპეკულირებენ. სწორედ ასეთი ხალხი შეიჭრა კავკასიის ეთერში. რუსეთთან ერთმორწმუნეობაზე საუბარი არნახული ცინიზმია. კომუნისტების გარდა, არავის მიუყენებია იმხელა ზიანი ქართული მართლმადიდებლობისათვის, რამდენიც ეს რუსეთის იმპერიამ გააკეთა. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და არის ზოგადეროვნული ინსტიტუტი. ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით რუსეთი ჩვენი ეროვნულობის მოსპობას ცდილობდა.

0x01 graphic

ბიზნესმენებთან შესახვედრად. თბილისი

უამრავი მცდელობის მიუხედავად, ჩვენი ეკლესია რუსეთის თუ ადგილობრივი ბნელი ძალების ხელში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად რომ არ იქცა, პირველ რიგში პატრიარქის დამსახურებაა. შეუძლებელია არ დაინახო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ყველა გადამწყვეტ მომენტში დაიჭირა ზომიერი პოზიცია. ეს არის ადამიანი, რომლის ავტორიტეტიც დიდი ხანია კრიტიკის მიღმაა, მიუხედავად ამისა, პატრიარქს არ დაუკარგავს კრიტიკული ხედვა. მას კარგად აქვს გააზრებული, რომ ბნელი ძალების ხელში ეკლესიას შეუძლია დამანგრეველი როლიც ითამაშოს, მაგრამ საბოლოოდ ეს თავადაც დაანგრევს.

ზოგადად, საფრთხე იმისა, რომ საზოგადოება გამზადებულ დასკვნებს ბრმად გაჰყვეს, ყოველთვის არსებობს. ეს საბჭოთა ტოტალიტარული აზროვნების გადმონაშთია. ამიტომაც შემოგვაქვს სკოლაში კრიტიკული აზროვნების კურსი, როგორც საგანი. ყველა დოგმა, ყველა მზა პასუხი უნდა დადგეს ეჭვქვეშ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოგვიწევს ფუნდამენტური ეროვნული ფასეულობების გადაფასება - არა, პირიქით, ასე უკეთ გავიაზრებთ იმას, რა არის ნამდვილი და რა ყალბი.

  • საზოგადოების მენტალიტეტი პირდაპირ უკავშირდება განათლებას. საშუალო სკოლებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით მასწავლებლების კვალიფიკაციის კუთხით. რას აპირებთ?

განათლების რეფორმის კონკრეტული კომპონენტების, მაგალითად, ეროვნული გამოცდების წარმატებას და კორუფციის აღმოფხვრას, უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი ხალხიც ვერ უარყოფს, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმირებისას დაშვებული იქნა შეცდომები. ჩვენ საკმარისად არ შევუწყვეთ ხელი არჩევანის თავისუფლებას, მრავალფეროვნებას, შეჯიბრობითობას. კონკურენციის გარეშე განათლების სისტემა ვერ განვითარდება.

0x01 graphic

აგვისტოს ომის დროს დაზიანებული შენობის დათვალიერებისას

მასწავლებლებს სჭირდებათ გადამზადება. ყველა ადამიანი ექვემდებარება გადამზადებას. ამ ხალხისთვის ჩვენ არაფერი შეგვითავაზებია, გარდა მუქარისა, რომ ყველა უნდა გავყაროთ. ეს არ არის პოლიცია. ახალი მასწავლებლის მოყვანას უნდა ძალიან დიდი დრო. ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს. ახლა ჩვენი ამოცანაა გადავამზადოთ მასწავლებლების არსებული კონტინგენტი. მატერიალურად წავახალისოთ ისინი, ვინც მუდმივად ზრუნავს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ შორის ისინი, ვინც ფლობს უცხო ენას, იცის კომპიუტერის მოხმარება, სარგებლობს ინტერნეტით.

ამას ბავშვებიც შეუწყობენ ხელს, დღევანდელი ბავშვი ინტერნეტის თაობას განეკუთვნება. ის დამოუკიდებლადაც ვითარდება და მასწავლებლისგან მეტს ითხოვს. ამგვარად მასწავლებელი ორმაგი წნეხის ქვეშ ექცევა - ერთი მხრივ მოსწავლე, მეორე მხრივ - ჩვენ.

გლობალიზაციის პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა უცხო ენა და მსოფლიო კულტურა, მხოლოდ წიგნიდან კი არა, ცოცხალ უცხოელთან ყოველდღიური, უშუალო ურთიერთობიდანაც შეიძინონ. ამ პროცესში, სწავლობენ არა მხოლოდ ქართველი მოსწავლეები, არამედ ჩვენი სტუმრებიც - ეცნობიან ქართულ კულტურას, ისტორიას, ერთი თვეა აქ არიან და ბევრი ქართული სიტყვის მნიშვნელობა უკვე იციან. გავა დრო და ჩვენ, ამ მასწავლებლების სახით, რამდენიმე ათასი საქართველოს ელჩი გვეყოლება.

რასაკვირველია, უნდა მოვიზიდოთ ახალი ხალხი. ახალი ხალხის მოსამზადებლად კი, საჭიროა საუნივერსიტეტო განათლების მკვეთრი გაუმჯობესება.

  • ცოტა ხნის წინ, სასკოლო პროგრამაში ახალი საგნის, პატრიოტიზმის დამატებაზე ისაუბრეთ. როგორ უნდა ასწავლოთ პატრიოტიზმი თავისუფალი საზოგადოების მოქალაქეს?

პატრიოტიზმი არ არის სასწავლო დისციპლინა. მისი ხელოვნური კულტივირება შეუძლებელი და კონტრპროდუქტიულია.

მომავალ თაობაში პირველ რიგში უნდა აღვზარდოთ მოქალაქე, რომლისთვისაც ფასეულია როგორც მისი პირადი, ისე მისი სახელმწიფოს თავისუფლება. ჩვენ უნდა მივცეთ ისეთი ცოდნა და უნარები, რაც ამ თავისუფლების დასაცავად არის აუცილებელი. ადრეული ასაკიდან ჩვენი მოქალაქეები უნდა აცნობიერებდნენ საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას თავისი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.

ახალგაზრდამ უნდა შეითვისოს ისეთი ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობები, როგორიც არის ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს მოზარდებში დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. პლურალისტურ პოლიტიკურ სისტემას ისე ვერ ავაშენებთ, თუკი მოქალაქეებს არ ექნებათ დებატების კულტურა, მრავალმხრივი ხედვა.

ჩვენ გვჭირდება ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები. ბევრი რამ ჩვენ საბჭოთა მეთოდებით ვისწავლეთ, გვეუბნებოდნენ, რომ წარსული თქვენია, განადიდეთ წარსული, მომავალზე კი არ იფიქროთ, იმიტომ რომ თქვენს მომავალს ჩვენ ვწყვეტთ, მოსკოვში. იმისთვის, რომ მომავალი უკეთესი იყოს, ჩვენ კრიტიკულად უნდა შევხედოთ წარსულს.

ყველა იმ საფრთხის პირობებში, რის წინაშეც დღეს საქართველო დგას, აუცილებელია ასევე სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ადამიანებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიცემა. ყოველივე ამან მოზარდი ცხოვრებისთვის უნდა მოამზადოს.

  • რაც შეეხება საფრთხეებს. რუსეთთან ომის რისკის შემცირებასთან ერთად, ბოლო რამდენიმე თვეა, საერთაშორისო საზოგადოების აშკარა გააქტიურება შეიმჩნევა. ვგულისხმობ მაღალი დონის ვიზიტებს, გაეროს ბოლო რეზოლუციას. რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით?

ის, რომ ამერიკა ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენიებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მარტივად მისაღები გადაწყვეტილება არ ყოფილა. პროგრესი აშკარად შეიმჩნევა. მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ უფრო ცხადი და ხელშესახები პოლიტიკის დანახვა გვინდა საქართველოს დეოკუპაციის მიმართულებით.

იგივე შეიძლება ითქვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაზე. სამწუხაროდ, გაწევრიანება სასურველზე მეტ დროს წაიღებს, მაგრამ ჩვენ არჩეულ კურსს არ გადავუხვევთ და ამ გზას, ყველა სიძნელის მიუხედავად, ბოლომდე გავივლით.

0x01 graphic

დევნილებთან შეხვედრა საარჩევნო კამპანიის დროს

ომი ევროპისთვის სიმართლის მომენტად იქცა. მან ნაწილობრივ კარგად გაართვა თავი ამოცანას. ზოგიერთი სკეპტიკურად გვიყურებდა, ფიქრობდა, რომ საქართველოში სისტემა ჩამოიშლება. დღეს, სკეპტიკოსები ხედავენ, რომ ეს ასე არ მოხდა. დღეს, ყველას უწევს იმის გათვალისწინება, რომ რეგიონალური მნიშვნელობის ფაქტორი ვართ.

ჩვენს რეფორმებს ბევრი ქვეყანა პირდაპირ იზიარებს. რუსეთში ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გაიზიაროს. ჩვენ რეგიონში მოდის განმსაზღვრელები გავხდით. დღეს მსოფლიო კონიუნქტურა ძალიან რთულია. გლობალურმა კრიზისმა დაასუსტა ჩვენისთანა პატარა ქვეყნების შანსები. იმისთვის, რომ გადავრჩეთ, ექსტრაორდინარული მიღწევები გვჭირდება.

16 პრაგმატული ლირიკა

▲ზევით დაბრუნება


დავით პაიჭაძე|სვეტი

0x01 graphic

წიგნით მოვაჭრეთა ამასწინანდელი გასტუმრება თბილისის ქუჩებიდან რამდენიმე განმარტებას მოითხოვს - მერიისა და საკრებულოსგან არა. ჩვენგან, მოქალაქეებისგან.

სწორი ნაბიჯია, როცა ყველის, ვაშლატამას, კარტოფილისა და სხვა ასეთი სიკეთეების ქუჩაში გამყიდველებს გამოუყოფ ტერიტორიას და იქ მოუყრი თავს. ეს მეთოდი ქალაქის მერობისას ჯერ კიდევ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოიყენა, როცა დინამოს სტადიონის მეავეჯენი ნაძალადევში გადაიყვანა სავაჭროდ. ახლა ვისაც მეორადი ან აქ დამზადებული ავეჯი უნდა, ჯერ კიკვიძის ბაღთან წავა. ამავე მიდგომას ავლენს დედაქალაქის ხელისუფლება წიგნით მოვაჭრეებთანაც: გინდა ძველი ან მაღაზიებს მიღმა დარჩენილი ახალი წიგნები? ახლო მომავალში მიაკითხე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დედაენის ძეგლის მიდამოებში. ალბათ, ასე უფრო იოლი იქნება მათი დაბეგვრაც.

მაგრამ წიგნს აქვს ერთი თავისებურება - ავეჯისა თუ ჭირნახულისგან განსხვავებით. ის არ ითვლება, რომ წიგნი არ იჭმევა და ხშირად ამ დროს არა სურსათს - არამედ სწორედ წიგნს ფუთავენ ქუჩის ჭუჭყისგან დასაცავად. წიგნთან შეხვედრა ჰგავს შეხვედრას უნახავ ახლობელთან, როცა აღმოაჩენ, რომ ის თურმე მოგნატრებია. არადა, მანამდე არც კი გახსოვდა. ყველაზე სრულყოფილი კარტოფილიც კი ვერ გამოიწვევს სიხარულს, რომლის მონიჭება შეუძლია წიგნს, როცა ის მოულოდნელად გხვდება - იქ, სადაც არ ელოდი. კარტოფილის (რას ჩავაცივდი!) დანახვამ, შესაძლოა, შეგახსენოს, რომ ის გჭირდება. წიგნთან შეხვედრა კი გასურვებს მას. საჭიროება ხშირად მეორადია. წიგნს მოაქვს სპონტანურობის განცდა, რომელიც ფერს ჰმატებს შენს ყოფას. თბილისში ბოლო დრომდის სპორადულად მდგარი წიგნის სტელაჟები ასეთ განცდას ბადებდნენ ბევრგან - გლდანით დაწყებული, ისნით დამთავრებული. ეს იყო პატარა რიფები, რომელზეც ბევრი ჩვენგანი მოაცურებდა ან შეაჩერებდა მზერას - აღმოჩენისა და სიხარულის მოლოდინით. არსებითია, რომ, შეიძლება, სულ არ იცოდე, რისი ყიდვა გსურს - წიგნი თავად მოგიყვანს აზრზე და გაგიჩენს ასეთ სურვილს. დედაენის ძეგლთან სპეციალურად უნდა წახვიდე, რომ წიგნები ნახო. მანამდე კი წიგნებს წააწყდებოდი და იყიდდი წინასწარი განზრახვის გარეშეც.

ერთ ძალიან ტრაგიკულ ქართულ რომანში “Maid in Tiflis” აკა მორჩილაძეს შემოაქვს ძველი, კარგახნის ნაგროვები წიგნების მოტივი. ოჯახს თავი გააქვს ამ წიგნების ნელ-ნელა გაყიდვით. თავის დროზე ოჯახის უფროსი მათ იმისთვისაც აგროვებდა, რომ შთამომავლობას ძნელბედობისას გაეყიდა. სინამდვილეშიც, ძველი წიგნების გაყიდვა უწინარესად ასარგებლებს ჩამბარებელს და მერე უკვე მყიდველს ან უშუალო გამყიდველს. მტკვრის გასწვრივ, ერთ რიგად თავმოყრილი ძველი წიგნები ერთმანეთს უფრო მძაფრ კონკურენციას გაუწევენ, ვიდრე სხვადასხვა უბანში, პატარა ულუფებად გაყიდვისას, რადგან ამ დროს ერთი და იგივე წიგნები ერთად ვერ მოხვდებიან. გაჭირვების წლები ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის არ დასრულებულა. გასაყიდი - გასაკეთებლის არ იყოს - ჯერაც ბევრია. სახლიდან გამოტანილ წიგნს ის ყიდის, ვისაც არ ულხინს. და უკეთ გაყიდის, თუ გვერდით ტყუპისცალი წიგნი არ უდევს.

არაფერი მოხდება, თუ წიგნით მოვაჭრეებს ძველ ადგილებზე დავტოვებთ. ამით შეჭირვებულ მოქალაქეებსაც უფრო შევეშველებით და ამ ქალაქშიც შევინარჩუნებთ წერტილებს უცაბედი სიხარულის წამოსანთებლად.

17 შაკიკი - „აუტკივარი“ თავის ტკივილი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

სექტემბერი სწავლისა და ბევრისთვის თავის ტკივილის ახალი სეზონია. სკოლაში წასვლასთან ერთად ბავშვები თავის ან მუცლის ტკივილს სულ უფრო და უფრო ხშირად უჩივიან. ასეთ დროს დედებს უჭირთ გაიგონ პატარას რომლიმე ორგანო მართლა სტკივა თუ უბრალოდ, სკოლაში წასვლას ამ ფორმით აპროტესტებს. ექიმები მშობლებს ურჩევენ თავის ან მუცლის ტკივილის სეზონურობას ღიმილით არ შეხვდნენ და ბავშვის ნებისმიერი ჩივილით დაინტერესდნენ. რადგან ის, რომ შაკიკს სეზონურობა ახასიათებს, უკვე დიდი ხანია, ბავშვთა ნევროპათოლოგთათვის ცნობილია და ამას ახსნაც აქვს. სკოლაში წასვლასთან ერთად მოსწავლეებს დღის რეჟიმი ერღვევათ - ადრე დგებიან და გვიანობამდე მეცადინეობენ, გონებრივად ან ფიზიკურად უფრო მეტად იღლებიან, სრულფასოვნად არ იკვებებიან, მათ ჯანმრთელობაზე ამინდის ცვალებადობაც კი ახდენს გავლენას.

შაკიკი არის პერიოდული, მფეთქავი ხასიათის თავის ტკივილი. ეს დაავადება ზოგჯერ მხოლოდ თავის ტკივილით არ შემოიფარგლება და თან ერთვის მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავბრუსხვევა, სინათლისა და ხმაურის აუტანლობა. ბავშვებში შაკიკი კლასიკური ფორმით შესაძლოა სულაც არ გამოვლინდეს და თავის ტკივილის ნაცვლად ბავშვს მხოლოდ მუცელი სტკიოდეს ან თავბრუ ეხვეოდეს. ამ სიმპტომების გამო დედებს აზრადაც კი არ მოსდით, რომ შვილი შეიძლება მართლაც ავად იყოს. მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ შაკიკი ადრეულ ასაკში არ ემართებათ და ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითი თავის ტკივილია, რომელიც გაივლის. როგორც ნევროპათოლოგები ამტკიცებენ, ეს დაავადება სამი წლის ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ. სტატისტიკური მონაცემებით, შაკიკით ბავშვების 10%25 და თინეიჯერების 28%25-ია დაავადებული. დადგენილია, რომ შაკიკი უფრო ხშირად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აქვთ (თანაფარდობა 3:1). ბავშვთა ნევროლოგი, ნინო ლალიანი ამბობს, რომ ეს გენეტიკური დაავადებაა.

0x01 graphic

ყველა ფოტო: ბესო დარჩია

შაკიკის სიმპტომები სხვა სერიოზულ დაავადებებსაც ახასიათებს. ამიტომ მშობელმა ბავშვი ექიმთან უნდა მიიყვანოს, რათა სხვა დაავადებები გამოირიცხოს. შაკიკისაგან განკურნება მედიკამენტებით ხდება. შეტევის მოსახსნელად ექიმი პაციენტს პრეპარატს ინდივიდუალურად უნიშნავს. ბავშვებს, რომლებსაც შაკიკის შეტევა კვირაში ერთხელ ან მეტჯერ აქვთ, სპეციფიკური და ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ. მათთვის აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლაც - საჭიროა სპორტული აქტივობა, ბევრი სითხის მიღება, სრულფასოვანი კვება და ხშირი დასვენება. დაგვიანებულმა მკურნალობამ, რომელიც უმეტესწილად მშობლის უყურადღებობის ბრალია, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა იმდენად დაამძიმოს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშობელს ბოლოს და ბოლოს პატარა სამკურნალოდ მიუყვანია, მაგრამ შაკიკის მესამე სტადია განკურნების შანსს საგრძნობლად ამცირებს. შედეგი სავალალოა - ტკივილებით დასუსტებული და სწავლას ჩამორჩენილი მოზარდი.

„თუ გამოკვლევის შემდეგ ბავშვს შაკიკი არ დაუდგინდა, მშობელმა არ უნდა იფიქროს, რომ იგი ტკივილის სიმულირებას ახდენს. შესაძლოა ამ შემთხვევაში ტკივილს ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევდეს. ბავშვის ჩივილს ყველა შემთხვევაში უნდა მიექცეს ყურადღება, პრობლემის იგნორირება არ შეიძლება“, - ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი, ნატა მეფარიშვილი. პრობლემაა ტყუილიც, და ფსიქოგენური თავის ტკივილიც. აუცილებელია, დადგინდეს რატომ იტყუება ბავშვი, ამით თავს რისგან იცავს. რა ხდება მის გარშემო ისეთი, რაც თავის აუტანელ ტკივილს იწვევს.

18 ბაზალეთისა ტბის პირას…

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

0x01 graphic

ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ-ახალი წესებით, დებულებებით და ხედვებით ლამის ყოველდღიურად გვახსენებს ხოლმე თავს, ახალი ამბავი ნამდვილად არაა. სულ ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ თქვენი შვილებისთვის საჭირო სასკოლო ჩანთის შესაძენად მიიჩქაროდით, მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ბაზალეთისა ტბის პირას (სასტუმრო-კომპლექსი ბაზალეთი) ჟურნალისტებს 2010-2015 წლების ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე ესაუბრებოდა.

ახალი სასწავლო წელი სიახლეებით იწყება.

შეიცვალა მოსწავლეთა შეფასების სისტემა. ექვსის ნაცვლად, ისინი სამი კომპონენტით შეფასდებიან: საშინაო, სასკოლო დავალება და შემაჯამებელი. შეიცვალა ტრიმესტრული სწავლებაც: ამიერიდან, სასწავლო წელი სემესტრებად დაიყოფა (სადაც მკაცრადაა განსაზღვრული სწავლის დაწყება-დამთავრების თუ დასვენების თარიღები). წლევანდელი წლიდან მოსწავლეებს სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, სპორტის გაკვეთილები დაემატება. ცნობილია ისიც, რომ სკოლებში აიკრძალება ფულით ვაჭრობა და მოსწავლეებს საკრედიტო ბარათების გამოყენების სწავლა მოუწევთ, რადგან, მინისტრის განცხადებით, „მოსწავლეთა საკრედიტო ბარათის სისტემის დანერგვა და ამოქმედება, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ნაწილია“. ის დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე საპილოტე სკოლაშია ამოქმედებული, სადაც ბავშვებს უკვე აქვთ „ტაოპრივატბანკის“ ბარათები. თუმცა, როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, „უსაფრთხო სკოლის კონცეფციას“ სხვა სკოლებიც ეტაპობრივად შეუერთდებიან: ახალი სასადილოებით და ახლა უკვე „ლიბერთი ბანკის“ ბარათებით.

0x01 graphic

გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის ამოქმედდება ეთიკის კოდექსი, რომლის საფუძველზე აიკრძალება სკოლაში ძვირადღირებული ნივთების და დიდი ოდენობის ფულის შეტანა. სავარაუდოდ, ამ და სხვა მრავალი პრობლემატური საკითხის მოგვარება მანდატურებს მოუწევთ - სკოლის შინაგანი წესრიგის დასამყარებლად მოვლენილ სამკაციან ჯგუფს, რომლებიც სპეციალურად შედგენილი დებულებით იხელმძღვანელებენ. მართალია, მინისტრის თქმით, მანდატურს არანაირი უფლება არ ექნება დასაჯოს ბავშვი, მაგრამ გაფრთხილების იგნორირების შემთხვევაში, მას შეეძლება.. გამოგიგზავნოთ ჯარიმის ბარათი. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი ურჩი შვილის გამო, 15 სექტემბრიდან, სკოლიდან გადასახადები მოგივათ. არც ისე ცოტა, ჯარიმები 100 ლარიდან დაიწყება.

მანდატურებს მოსწავლეთა გაკონტროლებაში ვიდეოთვალები დაეხმარებათ, რომელიც თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის რიგ სკოლებშია დამონტაჟებული - „ვიდეოთვალის სისტემა მანდატურებისა და დირექტორის კომპიუტერზეა შეერთებული და, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სკოლებში მუდმივად მოხდება სიტუაციის კონტროლი“, - განაცხადა შაშკინმა. მიუხედავათ იმისა, რომ მინისტრმა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ რთულად აღსაზრდელ ბავშვებს შეიძლება ფიზიკური სამუშაოს შესრულებაც კი დაევალოთ, ამ თემასთან დაკავშირებით ტაბულას დასმულ კითხვას, მოკლედ უპასუხა: „ეთიკის კოდექსის საფუძველზე, ყველა სკოლა შინაგანაწესს შეიმუშავებს. სწორედ შინაგანაწესში იქნება ყველა დეტალი გაწერილი“.

19 თუთა

▲ზევით დაბრუნება


ზაზა ბურჭულაძე|სვეტი

0x01 graphic

ცოტა ხნის წინ თბილისის რკინიგზელთა კულტურის სახლში გახლდით ვერდის „რიგოლეტოზე”. მთელ ამ ამბავში ორი რამ იყო ჩემთვის საგულისხმო. პირველი ის, რომ შენობაში შესვლამდე მათხოვარმა დამწყევლა, და მეორე - დარბაზში შესვლისას გოგი გვახარიამ მითხრა, საბოლოოდ დაცემულხარ, კაპიტალისტი გამხდარხარო. ეს კი ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. რამდენადაც მეგონა, რომ ჩემი, როგორც აჩრდილის, ადგილი ოპერაში იყო. საერთოდაც, ვთვლი, რომ ყველა პატიოსანი აჩრდილი სწორედ ოპერაში უნდა სახლობდეს. ის კი არ ვიცი, ოპერის მოსმენა რამდენად ნიშნავს კაპიტალისტობას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კაპიტალისტობა აუცილებლად ნიშნავს რაღაც კაპიტალის ფლობას. არადა, იმ წუთას ჯიბეში მხოლოდ ოცთეთრიანი მეგდო. იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩემს მაწყევარ მათხოვარს. დიდი კაპიტალია, არა?

0x01 graphic

როგორი წარმოდგენა იყო და რა პუბლიკა გახლდათ იქ, ნაკლებად საინტერესოა. ეს შესავალი სულ სხვა რამის სათქმელად დამჭირდა. სიმართლე გითხრათ, ხშირად ვარ ასეთი „ოცთეთრიანი კაპიტალისტის“ როლში. მაგრამ არ ვმათხოვრობ. ხომ გსმენიათ, ოფლითა პირისათა შენისათა სჭამდე პურსა შენსაო. ჰოდა, მეც მანდა ვარ. შეიძლება, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მე ასე ვცხოვრობ - პიროფლიანი ვჭამ ჩემი არსობის პურს.

ამით იმის თქმა კი არ მინდა, არიქა, ოფლიანი პური უფრო გემრიელია-მეთქი. თუმცა, ალბათ, არც უამისობაა. სხვა მხრივ კი, მეც ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური არ მეუცხოება. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ მეც ვერ ვიხდი კრედიტებს, მეც მიჩივის ბანკი სასამართლოში, და მეც მიკვირს, თვიდან თვემდე როგორ ვცხოვრობ. ის კი არა, მეც ვიღებ ხოლმე უბნის მარკეტში პროდუქტს ნისიად, მაგრამ, მიაქციეთ ყურადღება, არ ვმათხოვრობ. მერე რა, რომ ზოგჯერ ის ავადსახსენებელი ოცთეთრიანიც არ მიდევს ჯიბეში, ხშირად მსმენია ჩემზე, ეტყობა, მაგას არაფერი უჭირს, კარგი შემოსავალი აქვსო. ნამდვილად ჯობია, ხალხს მდიდარი ეგონო, ვიდრე მათხოვარი. ახლა მთლად კაპიტალისტებში ჩავეწერე. ასე თუ გავაგრძელე, მალე შეიძლება ოლიგარქიც გავხდე. დაე, ამისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

მე ის უფრო მაფიქრებს, ამდენ მათხოვარს სად დავემალოთ. დავიჯერო, ვინმეს სიამოვნებს, გასავალს რომ არ აძლევენ, გვერდში ადევნებულები ხელზე რომ ეკიდებიან და სულში უძვრებიან შემაღონებელი წუწუნით: „დამეხმარე! ხატი იყიდე! ხურდა მაჩუქე! შენი ლამაზი თვალების ჭირიმე! ღმერთი მოგცემს!“ არიან პროფესიონალებიც, მხოლოდ გამოხედვით, ხმისამოუღებლად რომ გეუბნებიან სათქმელს, როგორც მუნჯი კინოს ოსტატები. ასეთები ძირითადად ბარებთან, მსხვილ სუპერმარკეტებთან და პრესტიჟულ უბნებში შუქნიშნებთან გხვდებიან. უფრო მიმწოლებიც არიან. ზოგი მთლად შინ შემოვარდნაზეა. მოგიკაკუნებს ან დარეკავს ზარს ბინის კარზე, და იწყება მერე: „ავადმყოფი (მშობელი ან შვილი) მყავს, მკურნალობის ფულს ვაგროვებ“.

ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ასეთ დროს კალანდაძისეული „თუთა” მახსენდება ხოლმე: „ლამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის წელზე შემომხვიოს ხელი”. სულ მგონია, რომ აი ახლა თუთასავით შემოიჭრება სახლში მათხოვარი, წელზე შემომეხვევა, შემდეგ კი ხელებზე, მხრებზე და კისერზე დამეკიდება მუდარით: „დამეხმარე რა! დამეხმარე რა! დამეხმარე რა!“

ჩვენთან ამაზე რატომღაც არ საუბრობენ. ქართულ ტოკ-შოუებში თითქოს ღიად ლაპარაკობენ ყველაფერზე, მაგრამ ამ თემაზე ყველა თვალს ხუჭავს. დავიჯერო, არავის აწუხებენ თბილისელი მათხოვრები? ხედავთ ალბათ, ყველას ერთ ქვაბში არ ვყრი, რადგან არიან მათხოვრები, რომლებსაც ისეთი სასოწარკვეთილი გამოხედვა აქვთ, სუნთქვა შეგეკვრება. არიან, ასე ვთქვათ, „სტატიკურებიც”, თავჩაქინდრულები რომ დგანან, და მარტო ამ დგომით და თავის ჩახრით მოგიკლავენ გულს. ენა არ მოგიბრუნდება, ასეთს მათხოვარი უწოდო. ასეთი არ შემოიჭრება შენთან, არ შემოგხვევს წელს ხელს და არ ჩამოგეკიდება ხელზე ვედრებით. მე იმ აბეზრებზე მოგახსენებთ, სულს რომ ამოგხდიან ხურდის გამო.

შეიძლება არ ეგების ასე აღელვება და უფრო ზომიერი საუბარი ჯობია, მაგრამ არ გამომდის, როცა საქმე მათხოვრებს ეხება. მგონი, პოლიტიკოსები და ტერორისტებიც კი მათზე ბევრად მაღლა დგანან. მოკლედ, თქვენი არ ვიცი, ჩემში კი ისინი არანაირ სიბრალულს არ იწვევენ. მით უფრო, რომ მათ დიდ უმრავლესობას ასაკიც ხელს უწყობს და ფიზიკური მონაცემებიც, რომ იმუშაონ. მაგრამ არ მუშაობენ. სამაგიეროდ, მე მძალავენ დახმარებას. ჩემს იმედად არიან. მე ხომ ვმუშაობ. მე ხომ კაპიტალისტი ვარ, და არა ოპერის აჩრდილი! თან აბსოლუტურად ყველგან მიცდიან: მეტროსთან, კინოსთან, ბართან, მარკეტთან, შუქნიშანთან, და ა.შ. მოსვენებას არ მაძლევენ, ხელებზე მეკიდებიან, მწყევლიან, შინ მეჭრებიან... ვფიქრობ, ეს გაუგებრობაზე მეტია, ეს უკვე დანაშაულია. ნუთუ შეუძლებელია მათი რამენაირად შეზღუდვა? გასაგებია, რომ მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი უძლურია, ნუთუ კანონშიც არ გვაქვს შესაბამისი მუხლი, რომელიც ამ ამბავს დაარეგულირებდა?

დაბოლოს, ოთარ ჭილაძეს თავის პირველ რომანში ერთი სრულიად ანტიმათხოვრული ფრაზა აქვს: „ძლიერია არა ის, ვინც იძლევა, არამედ ის, ვინც არ იღებს“. ცხადია, დაუზუსტებელი, პლაკატური და საკამათო აზრია. მაგრამ არის მასში რაღაც, რაც სამათხოვროდ გაწვდილ ხელს ოდნავ მაინც აგიკანკალებს. ვიცი, ვაჭარბებ, არაფრის ამკანკალებელი ეს ფრაზა არაა. უბრალოდ, ამაზე უკეთესი აქ სხვა არაფერი გამახსენდა. ბოდიში, რომ ვარსებობ.

20 მასწავლებელთა სერტიფიცირების სისტემის წარმატება

▲ზევით დაბრუნება


სიმონ ჯანაშია|სვეტი

0x01 graphic

2010 წლის ზაფხულში პირველად, მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდა. სასერტიფიკაციო გამოცდა მხოლოდ ერთი ნაწილია მასწავლებლების პროფესიის რეგულირების. მნიშვნელოვანია მრავალი კომპლექსური ნაბიჯის გადადგმა ამ კონტექსტში იმისთვის, რომ გამოცდებმა მხოლოდ ფორმალური ბარიერის ფუნქცია არ შეიძინოს, რომელსაც სისტემის ფუნქციონირებაზე გავლენა არ ექნება. ამ ნაბიჯებს შორის უპირველესია შედეგების ანალიზი, მაგრამ ამავდროულად ამ შედეგების გამოყენების ფორმები და მიმართულებები.

მასწავლებლის სერტიფიკატის ასაღებად საჭიროა ორი გამოცდის ჩაბარება. ორი გამოცდის ჩასაბარებლად წელს გავიდა დაახლოებით 6 ათასი პრეტენდენტი. მათგან დაახლოებით 1100-მა (18%25) წარმატებით დაძლია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ორივე გამოცდაში. დაახლოებით 4 ათასი მასწავლებლობის სერტიფიკატის მსურველი წელს მხოლოდ ერთ გამოცდაზე გავიდა. ერთი გამოცდა წარმატებულად ჩააბარა გასულების 50%25-მა. წელს სერტიფიკატის აღება შეეძლოთ ქართულის, მათემატიკისა და უცხო ენების მასწავლებლებს.

შედეგები, რომელიც საჯაროდ არის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი, ჯერ ღრმა ანალიზის საფუძველს არ იძლევა. ჩვენ არ ვიცით ჯერ, თუ როგორი სამუშაო, საგანმანათლებლო, სატრენინგო გამოცდილების მასწავლებლები აღწევენ წარმატებას ამ გამოცდებზე. ასევე არ ვიცით მათი ასაკობრივი, გეოგრაფიული პროფილი. არც ის ვიცით, კერძო სკოლების მასწავლებელთა ინტერესი რამდენად არის, რომ სერტიფიცირებულები გახდნენ.

მსურველთა 20%25-მა რომ აიღო სერტიფიკატი, მეტყველებს გამოცდების გარკვეულ ადეკვატურობაზე. ვისაც მასწავლებელთა ტრენინგები ჩაუტარებია, ან მათი ორგანიზება გაუკეთებია, იციან, რომ სწორედ ამდენი პროცენტია მასწავლებლებში ისეთი, რომელიც გულწრფელად დაინტერესებულია საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებით; ღიაა სიახლეებისთვის; მზად არის დრო და ენერგია დახარჯოს რაიმეს შესწავლაზე.

სასერტიფიკაციო გამოცდების როლი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს საზოგადოების მხრიდან მასწავლებელთა დაფასებისთვის. შედეგებმა აჩვენა, რომ მასწავლებლობისთვის საჭირო მინიმალური კომპეტენციების ფლობა მარტივი არ არის. დადასტურდა ისიც, რომ მასწავლებლობა უბრალოდ ნიჭი და საგნის შინაარსის ცოდნა არ არის, არამედ თეორიულ საფუძვლებზე დაფუძნებულ მრავალ პროფესიულ უნარსაც მოიცავს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაძლოა იყოს მასწავლებლის კვალიფიციურობის დადასტურება მოსწავლეებისთვის. სავარაუდოდ, სერტიფიკატი ერთ-ერთი ფაქტორი იქნება მასწავლებლების ავტორიტეტის ზრდისთვის.

სერტიფიცირების სისტემის ერთი მისიაა, რომ განაწყოს არსებული მასწავლებლები კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მისია ის არის, რომ ხელი შეუწყოს მასწავლებლების კორპუსში მუდმივ განახლებას. გამართული სისტემა, ერთი მხრივ, არასათანადო ცოდნისა და უნარების მასწავლებლებს სისტემიდან განდევნის. სკოლის ადმინისტრაციას კი მისცემს გარკვეულ ორიენტირს, რომელიც ახალი მასწავლებლების შერჩევაში დაეხმარება. წლიურად საშუალოდ 5%25-იანი კადრების ბრუნვა განათლების სისტემაში ნორმალურად ითვლება. ეს ჩვენთან წელიწადში დაახლოებით 4 ათასი ახალი მასწავლებლის სისტემაში შემოსვლას ნიშნავს.

მასწავლებლების ცვლის მუდმივი ბრუნვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ სერტიფიცირებას ასევე დაეფუძნოს მასწავლებლების წახალისების სისტემა. ეს შესაძლოა იყოს კარიერული ზრდის შესაძლებლობა და აგრეთვე ხელფასის ზრდა. პირველი მეორეს გულისხმობს, მაგრამ შემოსავლის გაუმჯობესება შესაძლოა მხოლოდ სერტიფიცირებასაც დაეფუძნოს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, სერტიფიცირებულ მასწავლებლებს შეეძლებათ იყვნენ მენტორები და მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის“. „ასწავლე საქართველოსთვის“ გულისხმობს მაღალანაზღაურებადი მასწავლებლების ისეთ სკოლებში (ძირითადად პერიფერიაზე) გაგზავნას, სადაც მასწავლებლების ნაკლებობა აქვთ. ამ პროგრამაში ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება წელს სერტიფიცირებულების რაოდენობას. რაც შეეხება მენტორობას, ეს გულისხმობს ახალბედა მასწავლებლებისთვის პროფესიულ მრჩევლობას. თუმცა იმისთვის, რომ მენტორების საჭიროება არსებობდეს, ახალბედა მასწავლებლები უნდა გაჩნდნენ. ამისთვის კი მნიშვნელოვანია ორი რამ: ანაზღაურება და სისტემის მდგრადობა უნდა იყოს ისეთი, რომ სკოლაში უმუშევარ ადამიანს მოუნდეს მასწავლებლის პროფესიის დაუფლება და შემდეგ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება; სკოლის ადმინისტრაციის მოტივირებაა საჭირო იმისთვის, რომ კადრების ცვლა იყოს მისთვის და მისი სკოლისთვის მისაღებიც და მომგებიანიც.

სერტიფიცირებულ მასწავლებელს არასერტიფიცირებულისგან ხელფასის მხრივ 75 ლარი განასხვავებს. შესაძლოა ეს მნიშვნელოვანი იყოს იმ მასწავლებლისთვის, რომელიც ნახევარ განაკვეთზე ასწავლის, დაახლოებით 150-ლარიანი შემოსავალი აქვს. თუმცა ეს ვერ მიიზიდავს ახალ კადრებს სისტემაში. საქართველოში, სადაც ყოველწლიურად 4 ათასამდე ადამიანია საჭირო მასწავლებლობის პროფესიის მუდმივი განახლებისთვის, განათლების მიმართულებით მაქსიმუმ 500 ახალგაზრდა ამთავრებს სწავლას. ეს ლოგიკურიც არის. ბაკალავრიატის მხოლოდ პირდაპირი გადასახადი, რაც მინიმალური მოთხოვნაა მასწავლებლობისთვის, მათ დაახლოებით 9 ათასი ლარი უჯდებათ, ხოლო ამ თანხას, დღევანდელი სერტიფიცირებული მასწავლებლის ხელფასით, ისინი ორ წელიწადზე ნაკლებში ვერ ამოიღებენ.

დამატებით მიმზიდველობას, ნებისმიერ სამსახურს გარკვეული სტაბილურობა სძენს. თუ ჩვენს ინტერესშია, რომ საუკეთესო კადრები მივიზიდოთ სკოლებში, სკოლებმა მათ ეს სტაბილურობის შეგრძნება უნდა შესძინონ. რა თქმა უნდა, ეს ხარისხის და პასუხისმგებლობების კლების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია პროგნოზირებადი და გრძელვადიანი გეგმების არსებობის შემთხვევაში. ეს კი ჩვენთან სერიოზული პრობლემაა, რადგან პოლიტიკოსები ხშირად სწრაფად და დაუგეგმავად იღებენ გადაწყვეტილებებს. არასტაბილურობის უახლესი მაგალითი იყო ის, რომ მასწავლებლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, ფინანსური და შინაარსობრივი ბარიერები გადალახეს იმისთვის, რომ სერტიფიკატი აეღოთ, მოულოდნელად ახალი ბარიერი დაუწესეს, რომელიც თვისობრივად უფრო ნაკლებ კომპეტენციებს ითხოვს, მაგრამ უფრო ძვირად არის შეფასებული. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ის მასწავლებლები, რომლებსაც ინგლისურის და კომპიუტერის გამოყენების კომპეტენციები ექნებათ, 200 ლარის დანამატს მიიღებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლებს, რომლებმაც თავისი ძირითადი პროფესიული კომპეტენციების ფლობა დაადასტურეს, 75-ლარიანი დანამატი აქვთ, ხოლო მეორადი კომპეტენციების დადასტურებისთვის, რომელიც არ არის გადამწყვეტი მათი პროფესიული წარმატებისთვის, მათ დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი ერგებათ. შედეგი გარკვეულწილად კი არის მასწავლებლების გამოცოცხლება ამ მიმართულებით, მაგრამ ასეთმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ასევე მრავალ მასწავლებელში ფრუსტრირებაც გამოიწვიოს. ეს კი შემდეგ სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასულების რაოდენობით დადგინდება.

მნიშვნელოვანია, რომ სერტიფიცირების პროცესმა ხელი შეუწყოს მასწავლებლების კორპუსის გადახალისებას, არსებული კვალიფიციური მასწავლებლების მნიშვნელოვნად დაფასებას, მასწავლებლობის პროფესიისადმი ნდობის გაზრდას. ამ ყველაფერმა კი, რამდენიმე წლით სტაბილურად დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა დადებითად იმოქმედოს განათლების ხარისხზეც, რადგან მარტივია იმის გამოცნობა, რომ ვერავითარი კომპიუტერი, სახელმძღვანელო, გამოცდა, სასწავლო გეგმა, ბრენდირება, მანდატური, რემონტი და სწავლის დაწყების თარიღის დადგენა ვერ შეეჯიბრება მასწავლებლის როლს მოსწავლეებში შემეცნებითი ინტერესის გაღვივებისა და ცოდნისა და უნარების ათვისების საქმეში. ამიტომ - მეტი ყურადღება მასწავლებლებს, მათდამი მოთხოვნების, მაგრამ ამავდროულად დახმარებისა და დაფასების ზრდას.

21 საზოგადოება - ამბები

▲ზევით დაბრუნება


@Israel

0x01 graphic

2007 წელს ესპანელი პორნოდილერი ისრაელ მელენდეზი მიკრობლოგინგის საიტ TWITTER-ზე დარეგისტრირდა. დილერი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რამხელა თანხას მოუტანდა მას ეს ნაბიჯი. ისრაელის მთავრობამ მომხმარებლის სახელ @ISRAEL-ში მას საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა. როგორც თავად მელენდეზი ამბობს, „თანხა ხუთი ნულით მთავრდებოდა“. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ისინი უკეთ გამოიყენებენ ამ სახელს, ვიდრე მელენდეზი“. ესპანელი უაღრესად კმაყოფილია ამ გარიგებით - ყოველდღიურად მას ათეულობით ანტისემიტური მესიჯი მისდიოდა, რის გამოც TWITTER-ს თითქმის აღარც იყენებდა. ისრაელის მთავრობას კი, რომელმაც ბოლო ხანებში სოციალური მედიის აქტიური გამოყენება დაიწყო, ეს სახელი მართლაც გამოადგება.

ქალიშვილობის ფესტივალი

ზულუსების მეფე გუდვილ ზველეტინი წუხს, რომ არასწორად გადაღებულმა ფოტოებმა შეიძლება მათ კულტურას ჩრდილი მიაყენოს. საქმე ეხება ზულუსების ყოველწლიურ, ქალიშვილობის შესამოწმებელ ფესტივალს, სადაც 25 ათასი მკერდმოშიშვლებული გოგონა მეფე გუდვილისთვის ცეკვავს. ფესტივალი ადრეც არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა უფლებადამცველი ჯგუფის თავდასხმის ობიექტი ჩატარების ფორმის გამო. მონაწილე გოგონები ვალდებული არიან საჯაროდ გაიარონ შემოწმება, რომ მათი ქალიშვილობა საჯაროდ დადასტურდეს. გარდა იმისა, რომ ეს ზულუსების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, მეფე გუდვილის თქმით, იგი ახალგაზრდებს არასასურველი ორსულობისა და შიდსისაგან იცავს.

0x01 graphic

Ногу целуй!

0x01 graphic

ბაშკირეთის ერთ-ერთი რაიონის თავმჯდომარე, დიფგატ ხანტიმეროვი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მიზეზი მართლაც გასაოცარია - იგი ბავშვებს აიძულებდა მისთვის ფეხები დაეკოცნათ. სწორედ ასე ავარჯიშებდა პატივცემული დიფგატი ადგილობრივი სკოლის ფრენბურთის გუნდს. საზოგადოებისთვის ამბავი ვიდეო საიტ Youtube-ის მეშვეობით გახდა ცნობილი. ხანტიმეროვი განმარტავს, რომ ეს მეთოდი საბჭოთა არმიაში მსახურობის დროს შეასწავლეს. „პატარებს არ მოსწონთ ფეხების კოცნა და ამიტომაც უფრო ხელებისკენ მოიწევენ“. როგორც ცნობილია, დამცირებული ბავშვების მშობლები ჯერ-ჯერობით ჩივილს არ აპირებენ.

22 არის კოსოვო!.. შემდეგი?..

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|რაზა

ირაკლი შენგელაია

ნაწილი II

სასამართლო განხილვა

მოსმენა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, როგორც აღვნიშნეთ, დაიწყო 2009 წლის 1 და დასრულდა 11 დეკემბერს. ათი დღის განმავლობაში დებატებში გამომსვლელ სახელმწიფოთა რაოდენობა იყო 30. სერბეთისა და კოსოვოს წარმომადგენელთა გამოსვლის (3-3 საათი) შემდეგ საკუთარი მოსაზრებები სასამართლოს წარუდგინეს (45-45-წუთიანი მიმართვებით) როგორც კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა, ისე იმ ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომელთაც არ ცნეს სეპარატისტული სერბული მხარე ცალკე სახელმწიფოდ. გამომსვლელთა ტექსტების შინაარსი, ICJ-ს რეგლამენტის თანახმად, განხილვის ეტაპზე კონფიდენციალური იყო (პრეს-რელიზი, #2009/17).


მრავალთვიანი განხილვის შემდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს საინფორმაციო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლო ვერდიქტს შესახებ იმისა - „შეესაბამებოდა თუ არა საერთაშორისო სამართალს კოსოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ - გამოაქვეყნებდა 2010 წლის 22 ივლისს (ინფორმაციის დეპარტამენტის არაოფიციალური განცხადება, 2010 წლის 15 ივლისი).

განმარტებები

სასამართლოს დასკვნა მრავალი განმარტების საშუალებას იძლევა, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს შევეხები:

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს უნდა მიეღო სარეკომენდაციო გადაწყვეტილება სტატუტის შესაბამისად (პრეამბულა) და მისთვის დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგების შეფასება ან კოსოვოს მხარის მიერ სახელმწიფოებრიობის მიღწევის დადასტურება ან კოსოვოს დამოუკიდებლობის ამღიარებელი სახელმწიფოების ქმედების სამართლებრივი მხარის განხილვა (პუნქტი 51) არ მოუთხოვიათ; ICJ საქმის განხილვის დროს შემოიფარგლა საერთაშორისო კანონებით და მიუხედავად საკითხის პოლიტიკური ასპექტებისა, მთავარი იყო მისი იურიდიული ხასიათი და სასამართლოზე გავლენა არ მოუხდენია პოლიტიკურ მოტივებს თუ პოლიტიკურ შედეგებს, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს მომავალში (პრეამბულა და პუნქტი 27); სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა საერთაშორისო ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება (პრეამბულა); კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებით მისი ავტორები გამოდიოდნენ არა როგორც მხარის თვითმმართველობის დროებითი ორგანოები, არამედ მათ აიღეს ვალდებულებები საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე (პრეამბულა); ICJ-ს გააჩნდა უფლებამოსილება გამოეტანა გადაწყვეტილება იმისდა მიუხედავად, თუ როგორ აფასებდა დამოუკიდებლობის ცალმხრივ აქტს სერბეთის შიდასამართლის სისტემა (პუნქტი 26); ICJ-ს გააჩნდა უფლებამოსილება არ გამოეტანა გადაწყვეტილება გენერალური ასამბლეის მიმართვასთან დაკავშირებით (პუნქტი 29), თუმცა მან იგი მიიღო „მშვიდობისა და უსაფრთხოების” აღდგენის მიზნით, „მშვიდობის ხელყოფისა და მისი დარღვევის” თავიდან ასაცილებლად, „აგრესიის აქტების” დაუშვებლობიდან გამომდინარე (პუნქტი 42); ICJ-ს არ განუხილავს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების ავკარგიანობისა და, რაც მთავარია, იმ სუბიექტების უფლების საკითხი, რომლებიც სახლობენ ამა თუ იმ სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ცალმხრივად გამოეყონ ამ სახელმწიფოებს (პუნქტი 56); ყოველ კონკრეტულ ვითარებაში მცირერიცხოვანი ერების მიერ ერთა თვითგამორკვევის უფლების გამოყენება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მისი გამოყენების აუცილებლობას (იქვე); კოსოვოს პრობლემის განხილვისა და მისი გადაწყვეტის მთელ პროცესში, გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიუღია არც ერთი რეზოლუცია, სადაც იყო მინიშნებაც კი კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების აკრძალვის თაობაზე - არ იყო მოხმობილი მხარის სერბეთის შემადგენლობაში ყოფნის იმპერატიული ნორმა, განსხვავებით ჩრდილოეთ კვიროსის თურქული რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციისგან (პუნქტები 114 და 118); ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს არ უცვნია (!!!) კოსოვოს დამოუკიდებლობა, რადგან ამგვარი აქტის მიღება სცდება ჰააგის სასამართლოს კომპეტენციას.

განჩინება

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 2010 წლის 22 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება:

„სასამართლომ დაასკვნა… 2008 წლის 17 თებერვლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია… არ არღვევს საერთაშორისო სამართლის მოქმედ ნორმებს” (IV. საბოლოო დასკვნა, მუხლი 122). ამ მუხლში მოყვანილი გადაწყვეტილებები (კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საკითხი, გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-1999 რეზოლუციასთან კოსოვოს თვითმმართველი ორგანოების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტის შესაბამისობა) ასევე ხსენებული აქტის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი. სასამართლოს მიერ გამოტანილ დასკვნას ერთვოდა ცალკეულ მოსამართლეთა განსაკუთრებულ მოსაზრებათა ნუსხა და პირველი მათ შორის იყო ICJ-ს ვიცე-თავმჯდომარის, სლოვაკი მოსამართლის, პეტერ ტომკას შენიშვნა სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ საკონსულტაციო ძალმოსილების შესახებ (დასკვნითი ნაწილი).

შეფასებები

პოლიტიკოსების, სხვადასხვა ეთნო-პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების, ექსპერტების გამოხმაურებათაგან გამოვყოფ ერთს. არსებობს ასეთი ორგანიზაცია - ევროპის თავისუფალი ალიანსი (European Free Alliance). მასში გაერთიანებული არიან პარტიები, რომელთაც სურთ საკუთარი რეგიონების თავისუფლება იმ სახელმწიფოთაგან, რომელთა შემადგენლობაშიც ისინი იმყოფებიან. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ კოსოვოს შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ალიანსის პრეზიდენტმა ერიკ დეფორტმა განაცხადა: „კოსოვოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან ის ქვეყნები, რომლებიც უფრთხიან მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ უმცირესობათა მისწრაფებებსა და თავისუფლებისკენ ლტოლვას. დარწმუნებულნი ვართ, რომ ზოგიერთი ამ სახელმწიფოთაგან ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რითაც მათი დამოკიდებულება გახდება ღია, მოქნილი და კონსტრუქციული, როდესაც საუბარი ეხება მათ საზღვრებში მცხოვრებ უმცირესობათა მისწრაფებებსა და უფლებებს“.

ცხადი უნდა იყოს - აფხაზეთის და ირონ-ქართლის (თვითწოდებით სამხრეთ ოსეთის) პრობლემა არცთუ ისე იოლად მოსაგვარებელი იქნება, თუკი ძალზე რთული არა. ბევრწილად ეს ეხება აფხაზეთს, რომელიც არის წარმომადგენლობის არმქონე ერებისა და ხალხების ორგანიზაციის (UNPO - Unrepresented Nations and Peoples Organization) წევრი 1991 წლის 6 აგვისტოდან.

კანადის კვებეკი და მისი ფენომენი

კანადის პროვინცია კვებეკში თვითგამორკვევის პროცესს 1968 წლიდან სათავეში კვებეკის პარტია ჩაუდგა. იგი ორჯერ იყო პროვინციის ხელისუფლებაში - 1976-1985 და 1995-2003 წლებში. ამ პერიოდებს ემთხვევა ორი რეფერენდუმი, რომელიც კანადის ამ ფრანგულ პროვინციაში ჩატარდა: 1980 წელს (20 აგვისტო) გამოკითხულთა 40%25-მა მხარი კვებეკის დამოუკიდებლობას დაუჭირა, მეორე - 1995 წლის (30 ოქტომბერი) რეფერენდუმის დროს მხარდამჭერთა რიცხვი 49,2%25 იყო.

1980 და 1995 წლების რეფერენდუმების შემდეგ, 1998 წელს (20 ივლისი, 2 S.C.R 217) კანადის უზენაეს სასამართლოში შედგა კანადის შემადგენლობიდან პროვინცია კვებეკის შესაძლო გასვლის საკითხის (ამ პრობლემას ჰააგის სასამართლოც შეეხო - პუნქტი 53) ხელახალი განხილვა (სასამართლო დაუბრუნდა კანადის პარლამენტის 1996 წლის 30 სექტემბრის დეკრეტს კვებეკის პროვინციასთან დაკავშირებით - 1996-1497).

ხანგრძლივი მოსმენების შემდეგ (1998 წლის 16, 17, 18, 19 თებერვალი), რომელიც წინ უძღოდა სასამართლოს ბოლო სხდომას, კანადის უზენაესმა სასამართლომ განიხილა (განჩინება. თავი III. განსახილველი საკითხები): ა) აქვს თუ არა უფლება პროვინცია კვებეკის ეროვნულ ასამბლეას, კანონმდებლობას ან მთავრობას, კანადის კონსტიტუციის გვერდის ავლით, ცალმხრივად გამოაცხადოს დამოუკიდებლობა?; ბ) აქვს თუ არა უფლება პროვინცია კვებეკის ეროვნულ ასამბლეას, კანონმდებლობას ან მთავრობას, საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში, ცალმხრივად გამოაცხადოს დამოუკიდებლობა?; გ) პროვინცია კვებეკის ეროვნული ასამბლეის, კანონმდებლობის ან მთავრობის მიერ კანადის შემადგენლობიდან კვებეკის პროვინციის გასვლის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რომელს მიენიჭება უპირატესობა, საერთაშორისო და კანადის სახელმწიფოს სამართალს თუ კვებეკის კანონმდებლობას?..

მკითხველს გავაცნობ რამდენიმე მოსაზრებას, გამოთქმულს კანადის უზენაესი სასამართლოს დასკვნაში (2 S.C.R. 217).

. კანადის სახელმწიფო და სეცესია
(პუნქტები 83-108)

კანადის უზენაეს სასამართლოს მიაჩნია: კონსტიტუცია გამოხატავს კანადელი ხალხის სუვერენიტეტს; სეცესია წარმოადგენს სახელმწიფოს ან ხალხის ნაწილის მისწრაფებას, შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო „დედა-სახელმწიფოსგან” გაყოფით; კანადის კონსტიტუცია არ უშვებს სეცესიას, მაგრამ არც კრძალავს მას; კანადის კონსტიტუცია ასევე არ ითვალისწინებს რეფერენდუმს, როგორც კვებეკის პროვინციის გამოყოფის სამართლებრივ საფუძველს; პროვინციის დამოუკიდებლობის მიღწევის გზა, რომელიც პატივს სცემს სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს, უნდა ითვალისწინებდეს კანადის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და მოლაპარაკებების გამართვას როგორც ფედერალურ, ისე სხვა პროვინციების ხელისუფლებებთან; პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ამ მექანიზმით არის შესაძლებელი და არა დამოუკიდებლობის „ცალმხრივად გამოცხადებით“ ან მეთოდებით, რომელიც არ ითვალისწინებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, როგორც კვებეკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ერთადერთ შესაძლებელ პირობას.

. სეცესიის მართლზომიერების საკითხები
(პუნქტები 109-146)

კანადის უზენაესი სასამართლო განმარტავს: საერთაშორისო სამართალი არ უშვებს, მაგრამ ამავე დროს არ კრძალავს პოლიტიკური სუბიექტის ან მისი ხალხის ცალმხრივ გამოყოფას „დედა-სამშობლოსგან“; თვითგამორკვევა ყველა ერის უფლებას წარმოადგენს, რადგან მხოლოდ იგი, თავისუფლად და გარედან ჩაურევლად, განსაზღვრავს საკუთარ პოლიტიკურ სტატუსს, ეკონომიკური და სოციალური განვითარების გზებს; ეს უფლება არ განიმარტება, როგორც დაშვება ან წახალისება ნებისმიერი ქმედებებისა, რომელიც არღვევს ან ძირს უთხრის სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს; არსებობს „შიდა და გარე“ თვითგამორკვევა ანუ თვითგამორკვევა სახელმწიფოს ფარგლებში და მისგან სეცესიით (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული მიზნების მიღწევა სახელმწიფოს ფარგლებში ან მის გარეთ); „გარე“ თვითგამორკვევა ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუკი ხალხს არ აქვს „შიდა“ თვითგამორკვევის თავისუფლება - იმყოფება უცხოურ უღელქვეშ, განიცდის ჩაგვრას, მოკლებულია განვითარების ყოველგვარ საშუალებას, ექსპლუატირებულია, ცხოვრობს უცხოური სამხედრო ოკუპაციის ქვეშ.

23 გიორგი ქანანაშვილი: ფინანსური პირამიდის პრაქტიკის გაგრძელებას არ ვაპირებთ. ეს არ არის სწორი!

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ცენტრ-პოინტი 3 წლის ვადით მართვაში გადაეცა ახალშექმნილ კომპანია დექსუსს, რომელსაც დეველოპერული კომპანია რედიქსის წარმომადგენელი გიორგი ქანანაშვილი ხელმძღვანელობს. ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ცენტრ-პოინტსა და დექსუსს შორის კვირის დასაწყისში მოეწერა ხელი სასტუმრო რედისონში, კომპანია დექსუსი ვალდებულებას იღებს, 3 წლის განმავლობაში ცენტრ-პოინტის მიერ დაწყებული ყველა პროექტი დაასრულოს. 2010 წლის ბოლომდე დექსუსის გუნდი დეტალურ ბიზნესგეგმას შეიმუშავებს, რომლის განხორციელებაც 2011 წლიდან დაიწყება.

0x01 graphic

  • რატომ ჩაიბარეთ ცენტრ-პოინტი?

ცენტრ-პოინტი იყო საქართველოს ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანია. საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის დაახლოებით 35%25-ს აკონტროლებდა. შესაბამისად, ფინანსური კრიზისის პირველმა ტალღამ სწორედ ამ გიგანტს დაარტყა: შეჩერდა მშენებლობები, კლიენტებმა თანხების გადახდა შეანელეს. ისინი არ იხდიდნენ, ცენტრ-პოინტი ვერ აშენებდა. მოკლედ, ქათმის და კვერცხის პრინციპით გადაება ყველაფერი ერთმანეთს. რომელი უფრო ადრე დაიწყო, გადახდების შეჩერება თუ მშენებლობების, არავინ იცის. კომპანია ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდა. თვითონ არაერთხელ საჯაროდ უთქვამთ, რომ მართვაში პრობლემები იყო. აღარ ჰქონდათ არც საწყისი კაპიტალი. გამოსავლის ძიებაში იყვნენ და აქციების მართვაში გადაცემა გადაწყვიტეს. ეს იყო მათი გზა. კომპანია დექსუსი სწორედ ამ პროექტისთვის შეიქმნა: მე და ჩემმა ორმა კომპანიონმა ჯერ კომპანია დავაარსეთ, შემდეგ კი სამ მიმართულებაზე გავამახვილეთ ყურადღება: პირველი, შევისწავლეთ კომპანია ცენტრ-პოინტის ფინანსური მდგომარეობა - ღირდა თუ არა, ამ კომპანიის მართვაში აღება. მეორე, ცენტრ-პოინტის დამფუძნებლებთან შევთანხმდით, თუ რა პირობებით ავიღებდით მართვაში კომპანიას. და მესამე, დავიწყეთ ინვესტიციების მოზიდვა, რადგან მართვა და ინვესტირება იყო ის ორი აუცილებელი კომპონენტი, რომელიც ცენტრ-პოინტს გასაცოცხლებლად სჭირდებოდა.

  • რა პირობებზე შეთანხმდით?

პრინციპში, ცენტრ-პოინტის ჯგუფის ძველი მენეჯმენტი ჩვენით ჩანაცვლდა. გაფორმდა ხელშეკრულება ცენტრ-პოინტ ჯგუფის ყველა ობიექტის ჩვენთვის გადმოცემაზე. ყველა ამ აქტივის გადმოცემას მოჰყვა ამ აქტივებთან დაკავშირებული ვალდებულებები; მათ შორის, ბინების მშენებლობების განახლება, მშენებლებისთვის ვალდებულებების გასტუმრება, ბანკის სესხების დაფარვა და ა.შ.

  • ბევრია ასეთი ვალდებულება?

ფაქტია ერთი რამ: თითქმის სულ ყველა ხელშეკრულება დარღვეულია. ცენტრ-პოინტს დაახლოებით 6200 მომხმარებელი ჰყავს და ჩავთვალოთ, რომ სულ ყველა ხელშეკრულება დარღვეულია. დარღვეულია ან ერთი მხარის, ან მეორე მხარის ან ორივე მხარის მიერ. ალბათ ძნელი იქნება მოიძებნოს ისეთი ხელშეკრულება, სადაც მოვალეობები ორივე მხარეს შესრულებული აქვს. ამიტომ ჩვენ ყველა კლიენტს შევხვდებით ინდივიდუალურად და ცარიელი ფურცლიდან დავიწყებთ ყველაფერს, სულ თავიდან.

  • ცარიელი ფურცელი გადახდის გრაფიკებსაც შეეხება?

ობიექტის ჩაბარებამდე ყველა ვალდებულება უნდა იყოს შესრულებული. თავისთავად, გადახდებს გავანაწილებთ და კლიენტს ამ გრაფიკებზე წინასწარ შევუთანხმდებით. სხვანაირად არ შეიძლება. მე თუ ბინას ჩავაბარებ 1 წელში და კლიენტმა კიდევ 2 წელი უნდა მოანდომოს საფასურის გადახდას, ის ერთწლიანი განსხვავება მე როგორ დავაფინანსო?! ერთადერთი გზაა, სხვა ობიექტიდან აღებული თანხით დავფარო. ჩვენ ფინანსური პირამიდის პრაქტიკის გაგრძელებას არ ვაპირებთ. ეს არ არის სწორი!

  • როდისთვის გეგმავთ დაწყებული ობიექტების ჩაბარებას?

ამ ყველაფრის დასრულებას დასჭირდება 3 წელი. ობიექტები ეტაპობრივად ჩაბარდებათ მფლობელებს: ზოგი წელსვე დასრულდება, ზოგიც მომავალ წელს. ეს დამოკიდებულია როგორც თვითონ პროექტების მდგომარეობაზე, ასევე სეზონურობასა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე. მაგალითად, მშენებარე ობიექტი გვაქვს ბაკურიანში. იქ უკვე 2 თვეში მშენებლობის სეზონი შეჩერდება. განახლებას მხოლოდ გაზაფხულიდან მოვახერხებთ.

  • ახალ ობიექტებს თუ ააშენებთ?

ცენტრ-პოინტს თავისუფალი მიწები მრავლად აქვს და ესენიც ჩვენ გადმოგვეცა. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი არ არის თავისუფალი მიწის ნაკვეთებზე ახალი ობიექტების მშენებლობა წამოვიწყოთ. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, უკვე დაწყებული მშენებლობების დასრულება და კლიენტების დაკმაყოფილება. ვეცდებით, ყველა თავისუფალი აქტივი გავყიდოთ და ეს თანხა ისევ და ისევ მშენებლობისკენ მივმართოთ. როდესაც ერთი ან ორი წელი გავა, ობიექტების 80%25 დასრულდება, ხოლო დარჩენილი 20%25 უპრობლემოდ რელსებზე დადგება, შემდეგ უკვე შეიძლება ვიფიქროთ ახალ პროექტებზე. ამ ეტაპისთვის კი ახალი ობიექტების მშენებლობა ნამდვილად არ იგეგმება.

0x01 graphic

მშენებარე სახლი ბათუმში

24 რაფაელმა მეცხრედ მოხატა

▲ზევით დაბრუნება


ჩოგბურთი|სპორტი

0x01 graphic

სეზონის ბოლო მეიჯორის ფინალში ვერ გავიდა როჯერ ფედერერი, სერენა უილიამსმა ტკივილგამაყუჩებლით თამაშს დასვენება ამჯობინა, ძმებმა ბრიანებმა ტაი ბრეიკების სერიით ტიტული მოიგეს და ამერიკელები ამერიკაში უფრო ტურისტები იყვნენ, ვიდრე ფავორიტები. ამერიკის ღია პირველობამ ბევრი საინტერესო ამბავი დაიტია და ბოლო, კაცების ფინალის დროს ჯონ მაკინროის ტელეწამყვანის სტუდიაში დაეძინა.

ამერიკული ჰარდის მეიჯორი იყო ერთადერთი, რომელიც რაფაელ ნადალს მოგებული არ ჰქონდა. ესპანელი ფინალამდეც ვერ გადიოდა. ის აგებდა ყველასთან, ვისაც სხვა ნებისმიერ ტურნირზე უშანსოდ ტოვებდა. მიშა იუჟნი, ენდი მარეი, ფედერერი, სხვებიც - ესპანელს ამერიკაში ყოველთვის რაღაც აკლდა და წლევანდელ ტურნირს რაფაელი საუკეთესო კონდიციებში შეხვდა.

ნადალი ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა, რაც ღია ერაში მანამდე მხოლოდ ოთხ ფინალისტს გაუკეთებია. ბადის მეორე მხარეს იყვნენ როჯერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. რამდენიმე წლის წინ ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ნოვაკი მეორე ეშელონის ფავორიტი გახდა და ძირითადად, რვა, მაქსიმუმ ოთხ საუკეთესოში გადიოდა, სარეიტინგო ქულებს არ კარგავდა და უმოტივაციოდ აგებდა ნადალთან ან ფედერერთან.

ფინალამდე ჯოკოვიჩმა ხუთსეტიან ეპიკში ფედერერს მოუგო. ორი მატჩ ბოლი გამოუღო, ბოლო სეტის მეათე გეიმში როჯერს სმეში დაუბრუნა და ის გათამაშებაც მოიგო. ჯოკოვიჩი როჯერზე უკეთ გადაადგილდებოდა კორტზე, უშვებდა ნაკლებ შეცდომას და რომ არ ენერვიულა, ნახევარფინალს ნაკლებ დროში და სეტში მოიგებდა. მეხუთე სეტი ნოვაკმა 7:5 აიღო, ჯამში ფედერერზე 15 ქულით მეტი (163:148) მოიგო და ნადალ-იუჟნის დაელოდა.

რაფაელთან რუსმა ითამაშა ის, რაც იცოდა და ნადალმა ისე, როგორც მოინდომა. მომენტებში ესპანელი ისეთ დარტყმებს აბრუნებდა, რამდენჯერმე აპლოდისმენტები მიშასგანაც მიიღო. ნადალმა იუჟნის მასტერკლასი საათ-ნახევარში და სამ სეტში (6:2, 6:3, 6:4) ჩაუტარა. იუჟნიმ მაქსიმუმი გააკეთა და ახალ კლასიფიკაციაში კარიერაში მეორედ პირველ ათეულში შევა. რუსი სეზონის ბოლოს პრო-ტურის შემაჯამებელ ტურნირზე (ლონდონში) მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

ფინალში იყო 9 ბრეიკი, 21 გამოუყენებელი ბრეიკპოინტი, ნადალის დომინაცია, ჯოკოვიჩის ქარიზმა და ლოგიკური ფინალი. უბრალოდ, მეორე სეტის ბოლოს, როცა ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ დააბრეიკა რაფაელი, საერთო ანგარიში გაათანაბრა და გულში მუშტი შემოირტყა, სერბი უფრო იყო პოტენციური ჩემპიონი, ვიდრე ნადალი. და ილუზია მესამე სეტის სტარტზევე გაქრა. ნადალი აკეთებს ბრეიკს და მარათონული მეორე სეტის (71 წუთი) წაგების შემდეგ, ისევ წინ გადის.

0x01 graphic

მარდი ფიში

ნადალმა ფინალი 6:4, 5:7, 6:4, 6:2 მოიგო და კარიერაში მეცხრედ გახდა დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი. ესპანელმა წელს მარტო ავსტრალიაში ვერ შეძლო ჩემპიონობა და მომდევნო სამ მეიჯორზე ინადალა. 24 წლის ფენომენს ფინალამდე სეტი არ ჰქონდა წაგებული და ბოლო მატჩში უფრო მეტჯერ წააგო საკუთარი მოწოდება (3), ვიდრე წინა 6 დაპირისპირებაში. ღია ერაში ნადალი ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც ოთხივე დიდი ტურნირი აქვს მოგებული.

ნადალი: „ფედერერი ყველა დროის საუკეთესოა და ბედნიერი ვიქნები, თუ როჯერის შედეგს მივუახლოვდები. მას 16 მეიჯორი აქვს მოგებული, მე - 9. კიდევ 7 ან მეტი დიდი ტურნირის მოგება რთული იქნება. როჯერიც ალბათ უტიტულოდ არ დარჩება. კონკურენცია გაიზარდა, მომდევნო სეზონიდან ბრუნდება დელ პოტრო, ვისთანაც ყოველთვის პრობლემები მქონდა. როჯერიც დაისვენებს და 2011-ში კარიერაში ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულის დაცვა მომიწევს“.

ამერიკელებისგან ყველაზე მეტს მარდი ფიშისგან ელოდნენ. ბოლო 5 ტურნირიდან, ფიშს მოგებული ჰქონდა 3 და ერთი ფინალი ითამაშა. ნადალის ბადეში რომ ყოფილიყო, ფიში ალბათ უპრობლემოდ გავიდოდა ნახევარფინალში, მაგრამ მეოთხე წრეში ჯოკოვიჩს შეხვდა და სამ სეტში უფრო მეტი უნებლიე შეცდომა დაუშვა, ვიდრე სუფთად ქულა აიღო. ფიშმა წააგო, მაგრამ კლასიფიკაციაში მაინც წინ წაიწია. მეოთხე წრემდე გავიდა კიდევ ერთი ორმეტრიანი იანკი სემ ქუერი და მერე შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკასთან წააგო. 2011-ში ფედერერი და ვავრინკა დევისის თასზე ითამაშებენ. შვეიცარიასაც ტურნირის პოტენციური ფავორიტი გუნდი ეყოლება. ვავრინკამ მანამდე მარეი დაასტატისტა და შოტლანდიელის კარიერა კვლავ უმეიჯოროდ მიდის. ალბათ, ეგრეც დასრულდება.

პირველ კვირასვე მორჩა ყველაფერი ენდი როდიკისთვის. ამერიკელების ფეშენბოი ჩოგბურთზე თითქმის აღარ ფიქრობს, ბევრს და უაზროდ ცელქობს, მონაწილეობს გოლფის საჩვენებელ ტურნირებში სილვესტერ სტალონესთან და ლებრონ ჯეიმსთან ერთად, მწვრთნელები აჰყავს და ეგრევე უშვებს. როდიკი დაისვენებს და თუ მერეც იანკო ტიპსარევიჩის დონის ხალხთან წააგებს, თავისუფლად შეუძლია ჩოგბურთიდან გოლფზე ან პულზე გადავიდეს. როდიკს სეზონის ბოლომდე ხუთასამდე ქულა ექნება დასაცავი და იდენტური, ანუ უინიციატივო ჩოგბურთით ძალიან გაუჭირდება თუნდაც პირველ ოცეულში დარჩენა. ტიპსარევიჩმა ენდის 3:6, 7:5, 6:3, 7:6 მოუგო, 16 ეისი მოუწოდა და სამი ბრეიკი გაუკეთა. როდიკმა მიღებაზე 133 გათამაშებიდან მხოლოდ 23 აიღო.

ფედერერმა ამერიკული მეიჯორის ვერმოგებით წლის ბოლოს კლასიფიკაციაში ნადალის გადასწრების შანსი დაკარგა. ესპანელი კი ნებისმიერ შემთხვევაში სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებს. ყველა დარჩენილი მატჩი რომც წააგოს.

0x01 graphic

ენდი როდიკი

ქალებში არ იყო სერენა და 6-7 მანდილოსანს თავისუფლად შეეძლო არტურ ეშის სტადიონზე ფინალში გასვლა და ფინალის მოგება. სხვებზე უფრო კიმ კლაისტერსს გაუმართლა. ბელგიელმა ფინალში რუს ვერა ზვონარევას 3 გეიმი მოაგებინა, 59 წუთში დაასრულა ყველაფერი და ტიტული დაიცვა. კიმისთვის ეს კარიერაში მესამე მოგებული სასლემოა და სამივეჯერ კლაისტერსი ამერიკაში ხდებოდა ჩემპიონი. ზვონარევა წელს მეორედ გადის სლემის ფინალში და მეორედ ახერხებს ბოლო მატჩის ერთ საათზე ნაკლებში წაგებას. უიმბლდონზე პატარა ვერას ზორბა სერენამ გადაუარა.

25 ტკბილი თურქული მოგონებები

▲ზევით დაბრუნება


კალათბურთი|სპორტი

0x01 graphic

თურქი გულშემატკივრები

ზურა თალაკვაძე

მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ წელს უნდა იმართებოდეს. ევროლიგა, სხვა ლიგა, კახა ლაბორალის ჩემპიონობა, ცსკა-ს ამბები და მაკაბიში ახალი რუსტერის დაყენება თავისთავად საინტერესოა. უბრალოდ, მომაბეზრებელია ეს ყველაფერი და ერთი დიდი რუტინა ხდება. მსოფლიოზე მხოლოდ ყველაზე კარგებს, ბევრ უკეთესზე უკეთესს ხედავ და მერე რა, თუ თურქეთში ბევრი მეგატიპი ვერ ჩავიდა. მსოფლიო ჩემპიონატი მაინც წონადი, დასამახსოვრებელი მოვლენა იყო და გული დამწყდა, რომ უკვე მოგონებაა. სასიამოვნო, ემოციურად მოსაგონარი, მაგრამ მაინც წარსული.

იზმირში ჯგუფური ეტაპი ვნახე. ყველაზე ევროპული თურქული ქალაქი ამ მოვლენით, ანუ ქალაქში ფერნანდესების და დიაოების ჩასვლით ისევე იყო დაინტერესებული, როგორც ქართველი მწვრთნელების უმრავლესობა ბოლო საკალათბურთო ნოვაციებით. იზმირში ორივე სანაპიროზე, ამ ტურნირის მიმდინარეობის ამსახველი რამდენიმე პოსტერი ეკიდა და დარბაზიც თითქმის არ გავსებულა. ყველაზე დიდი აუდიტორია ლიტვის თამაშების დროს იკრიბებოდა და შვიდასამდე ყვითელ-მწვანე ფანი ემოციისგან იცლებოდა, ლინას კლეიზა ამას მოედანზე აკეთებდა და ლიტვის ბოსი, კესტუტის კემზურა ბოლო წამებზეც დაძაბული იყო.

ტურნირის შეჯამება თან იოლია და თან - რთული. სათქმელი ბევრია და მაინც ესპანეთით დავიწყებ.

ბოლო ევრობასკეტი მახსენდება. ყოველი ესპანური გაუგებრობის, პო გასოლის ნაკრების კიდევ ერთი მძიმე და უინიციატივო მაზოხიზმის მერე მქონდა იმედი, რომ აი, ცოტაც და გუნდი მოუმატებს, ესპანურად ითამაშებს. ანუ შეასრულებს. ანუ მოიგებს და საკალათბურთო სიამოვნებას გაგიხანგრძლივებს. მაშინ კმაყოფილების ეს დოზა გასავარდნი ეტაპიდან მივიღეთ. დასვენებულმა და უკვე ბოლომდე მოტივირებულმა ესპანეთმა აიწყვიტა, აქეთ-იქით ყველა მიანგრია და ფინალში სერბეთს 85:63 მოუგო. პო იყო ის, რაც თურქეთში ერთი ამერიკელი ღლაპი გახდა. გასოლმა რამდენიმე Vშ-ში მარტომ ათრია მთელი გუნდი და ტურნირის MVP გახდა.

თურქეთში სერჟიო სკარიოლოს ის, კარგი გასოლი აღარ ჰყოლია. ჩავიდა პოს ძმა, მარკი. პო მოგვიანებით, სტამბოლში ჩაისეირნებს, ესპანეთ-სერბეთს დაესწრება და ცუდ ხასიათზე დატოვებს დარბაზს. ულამაზეს და გიგანტურ დარბაზს, რომლის რეკონსტრუქციაც დაახლოებით 3 მილიონი ევრო დაჯდა. რეკონსტრუქცია დასჭირდება ესპანეთის ნაკრებსაც. ის რესურსი, რომლითაც გუნდი ბოლო ყველა საერთაშორისო ტურნირზე ლაღად, მართლა დასამახსოვრებლად თამაშობდა, ამოიწურა. ახალ გენერაციაში კი არ ჩანან გარბახოსები, ნავაროები, რეიესები, კალდერონები. ნაკრების მომავალი რუდი ფერნანდესი, რიკი რუბიო და კიდევ რამდენიმე ნიჭიერი, მაგრამ უკვე ფულზე შეყვარებული სუბიექტია. სხვა ინტერესებით მიდიან დიდ კალათბურთში და ეს ინტერესები ყოველთვის ძალიან შორს იყო იმ დიდი ხალხისგან, ვინც ჩამოვთვალეთ. ნავარომ ვაშინგტონში 5 მილიონის და მეტის აღების პერსპექტივას ბარსაში დაბრუნება და ნაკლები ანაზღაურებით თამაში ამჯობინა. და ეს პატარა, დიდი კაცი ამერიკულ ლიგაში ნაღდად არ ყოფილა ბალასტი (საშუალოდ თითქმის 11 ქულა).

0x01 graphic

ლინას კლეიზა

პოს სანაკრებო მომავალი უფრო ლეიკერსზეა დამოკიდებული. კალიფორნიაში ესპანელი უკვე თითქმის შაკია, კობისაც დაუძმაკაცდა და ბოლო სუპერსერიაში უფრო პო იყო კობი, ვიდრე თვითონ ბრაიანტი. სეზონში 100-ზე მეტი მატჩის ჩატარება რთული და დამღლელია. თან, ესპანეთის კალათბურთის ფედერაციას ლეიკერსისთვის გადასახდელი სადაზღვევო თანხაც (4 მილიონ დოლარზე მეტი) ემეტა.

0x01 graphic

ანდრეი ვორონცევიჩი

ესპანეთს ლიტვაშიც ფავორიტი გუნდი ეყოლება და ესპანეთზე ფავორიტი და ტოტალიზატორების საყვარელი სუბიექტი ლიტვა იქნება. კლეიზას, მანტას კალნიეტისის, რობერტას იავტოკასის და ლიტველების ლიტვა. კემზურა დიდი მწვრთნელია. იმდენად ავტორიტეტული, რომ კლეიზაც მორიდებულად ხრის თავს, როდესაც წუთშესვენებისას ეს კაცი სასქემო დაფას ლამის თავზე ამტვრევს. იზმირში საკალაის ულტრასები გავიცანით. მთელი ნაკრები მოკლედ დაგვიხასიათეს, ანუ იავტოკასი კაცია, სეიბუტისი ჩვენი ძმაკაცი, კალნიეტისი ძველი ბიჭი და „სვოი ტიპი“, პოჩუსი უფრო მეტ დროს ქალებთან ატარებს, ვიდრე ვარჯიშებზე (და მაინც სერიოზული მოთამაშეა), იასიკიავიჩუსი გენიოსი და ნევროზიანი მილიონერია (რომელიც თურქეთში არ ყოფილა და ლიტვაში იქნება). და კლეიზა. გაპიარებული, ნიჭიერი, ბრექი პერსონა, რომელიც მაჩიულისს სოფლელს ეძახის, იავტოკასის კაპიტნობა და ავტორიტეტი მისთვის მიუღებელია და ნაკრები უყვარს. მართლა უყვარს. როდესაც ლიტვამ ამერიკასთან წააგო, ლინასი იქვე, შერეული ზონის კიდესთან იდგა და ტიროდა. მერე ბოდიში მოიხადა, იქნებ ჩემ მაგივრად სხვა ვინმეს გაესაუბროთო. კლეიზას არც ემოცია დაუმალავს და ისიც თქვა, დღეს ლიტვა მარტო მე დავაღალატე და ქალაჩუნასავით დავრბოდიო. უფრო მძიმედ დაახასიათა საკუთარი თავი, მაგრამ შინაარსი თითქმის იგივე იყო.

0x01 graphic

კევინ დიურანი და სემიჰ ერდენი

ლიტვის ამ გენერაციამ მაქსიმუმი გააკეთა და მაგრად მეეჭვება, ნახევარფინალში თუნდაც თურქეთს რომ შეხვედროდა, მოეგო. მესამე ადგილი კემზურას ნაკრებისთვის ზედგამოჭრილია და კლეიზაც დამსახურებულად შევიდა მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში, სადაც მის გარდა მილოშ ტეოდოშიჩი, ჰედო თურქოღლუ, კევინ დიურანი და ლუის სკოლა მოხვდნენ. ლინასი, რომელიც ოლიმპიაკოსიდან ტორონტოში გადავიდა, ამერიკაში სამ ნომერს თამაშობს და მსოფლიოზე მძიმე ფორვარდად იდგა. კემზურამ ყველაფერი იდეალურად გათვალა.

ტურნირს რამდენიმე აღმოჩენა ჰყავდა. ახალი ზელანდია მთლიანად კირკ პენისთან ასოცირდებოდა და ლოგიკურიც იყო. პენი დიდი მოთამაშე, არაჩვეულებრივი პიროვნება და ხაკას ყველაზე ეფექტურად შემსრულებელია. იქვე იყო პერო კამერონი. ასტრიდ ლინდგრენის ერთი მფრინავი, საყვარელი კაცის აბორიგენი პროტოტიპი, ბოლო 8 წელია, ნაკრების კაპიტანი იყო და თურქეთში ეს კარიერა დაასრულა. და იყო 22 წლის ტომას აბერკრომბი. 198 სანტიმეტრი, ძალიან კარგი საშუალო სროლა, ნორმალური პასი და ლტოლვა. ტომასმა ტურნირი საშუალოდ 12.7 ქულით და 6.8 მოხსნით დაასრულა. მომენტებში პენისაც უკანა პლანზე წევდა, კამერონსაც იქვე აჩოჩებდა და ტურნირის ყველაზე ეფექტური სლემიც ამ ზელანდიელი სკოტი პიპენის იყო. შეტევაში აბერკრომბიმ 18 მოხსნა გააკეთა. ანუ, თავის ნაკრებში ყველაზე მეტი და ამ მაჩვენებლით ტურნირის პირველ ათეულშიც მოხვდა.

0x01 graphic

დეავიდ ბლატი

რუსებს ჰყავთ დევიდ ბლატი და იმ ნაგვისგან, რაც სლავებმა თურქეთში ჩაიყვანეს, ამ გენიალურმა მწვრთნელმა მაინც კარგი, მებრძოლი გუნდი შეაკოწიწა. ანდრეი კირილენკოს, ვიქტორ ხრიაპას, კელი მაკკარტის და ჯეი არ ჰოლდენის გარეშე რუსებმა ამერიკასთან მეოთხედფინალამდე მარტო თურქეთთან წააგეს. ამერიკასაც ბოლომდე შეაკლეს თავი და მარტო 10 ქულა დათმეს. გაიბრწყინა რუსების ფორვარდმა ანდრეი ვორონცევიჩმა.

ცსკა-ს მილიტარისტულ გუნდში ეს ბიჭი უფრო სხვას ასვენებს, ვიდრე თამაშობს და ჩემპიონატზე ორივეს მშვენივრად, ძალიან მაღალ დონეზე აკეთებდა. ზელანდიასთან კამერონს ცოტა უხერხულად მოექცა, პენის გენიტალიებში ბურთი გაარტყა, აბერკრომბის რუსულად მიაგინა და მერე ეგრევე გადაუთარგმნა ყველაფერი. პარალელურად, 18 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა, ამერიკასთან კი 14 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და მარჯვენა კოჭის სერიოზული ტრავმა დაირტყა. ვორონცევიჩი იგივე კირილენკოა, ოღონდ ჯერ იუტას ფორვარდივით ვერ დაფრინავს.

ბევრი დაიწერა და უფრო მეტი დაიწერება კევინ დიურანზე. ულებრონოდ, დაღლილი კობის და სამწამიანში ჰოვარდის და ბოშის გარეშე, ამერიკა მთელი ტურნირი დიურანი იყო. სტატისტიკა მეორეხარისხოვანია და ოკლაჰომას ახალგაზრდა ფორვარდმა გააკეთა ის, რასაც იგივე ბრაიანტი ლეიკერსში, ტიმ დანკანი სან ანტონიოში, დირკ ნოვიცკი გერმანიის ნაკრებში, მანუ ჯინობილი კი ყველგან აკეთებს. დიურანი იყო ლიდერი, ყველაზე სასარგებლო და სახიფათო მოთამაშე, არაჩვეულებრივი რესპონდენტი და ამერიკის „ოცნების“ გუნდის მთავარი საოცნებო პერსონაჟი.

სტამბოლში თურქეთის თამაშის ნახვა ლამაზი, დამღლელი და აუცილებელი იყო. თურქეთი მოედანზე ღიმილით გადიოდა, მერე ცოტა მოუქნელად ჩააგდებდა პირველ 3-4 სამიანს, ცოტა მსაჯებიც იცელქებდნენ და ჰედოს გუნდი ფინალში გავიდა. 2001-ში უფრო მსაჯებმა მოინდომეს, ვიდრე თურქებმა, 9 წლის შემდეგ კი ნაკრებმა ისევ ფინალი რომ ითამაშა, მსაჯებზე წონადი ჰედოს და დანარჩენი ლომების დამსახურება იყო. და თურქი ფანები... აუცილებლად უნდა გამოვიდეს გულშემატკივრებისთვის სპეციალური, არალიმიტირებული ტირაჟის DVD, სადაც თურქი გულშემატკივრის სწორ, ეფექტურ და საკუთარი ნაკრებისთვის ზუსტ სამიანებზე აუცილებელ ქცევას ვნახავთ. და ეს დისკი თბილისშიც უნდა იყიდებოდეს. სპორტის სასახლეში მისულ ქართველს „საქართველო“-ს დაძახება რომ არ ეუხერხულოს და ტალღის გაკეთების დროს რომ არ წაიქცეს. და ჰიმნის შესრულებისას მესიჯს რომ არ გზავნიდეს და უაზროდ, ტექსტის უცოდინარმა, ტუჩები რომ არ ამოძრაოს.

0x01 graphic

ტომას აბერკრომბი

უფრო შორს უნდა გასულიყო ბრაზილიაც. უბრალოდ, რუბენ მანიანოს თავიდან არ ჰყავდა ანდერსონ ვარეჟაო და მაქსიმალურად იტვირთებოდა ტიაგო სპლიტერი. მერე, როცა კლივლენდის ცენტრმა ზურგის ტრავმა მოირჩინა, არგენტინასთან ბრაზილიის არგენტინელმა მწვრთნელმა ჯერ ანდერსონი დააყენა, მერე სპლიტერი ორი წუთით შეაგდო სკოლასთან სარესტლინგოდ და მერე სულ დაიბნა. ბრაზილიაც დაბნეული იყო საფინალო სასტვენის მერე. მიხვდა რომ წააგო და ვერ მიხვდა - როგორ.

ფიბამ თურქულ ჩემპიონატს მაღალი შეფასება მისცა. დარბაზის გარეთ სრული ქაოსი და დილეტანტიზმი და დარბაზში სამოთხე. დარბაზის გარეთ თურქეთი და დარბაზში დიდი კალათბურთი. დიურანის, სკოლას, პენის, კლეიზას, ჰედოს კალათბურთი.

ლიტვაში უკეთესი უნდა იყოს. იქ საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს!  

26 სათვალიანი კაცი ბათუმში ანუ ნესტიანი კინოს ქრონიკები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|კინო

რეპორტაჟი ბათუმიდან

ნიკა ესებუა

12 სექტემბერს რიგით მეხუთე ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი გაიხსნა. დასაწყისი უცნაური გახლდათ. ქალაქი, რომელსაც წელს რამდენიმე ასეული ათასი ტურისტი ეწვია, კინოთეატრის გარეშეა. ფილმების ჩვენება ბათუმის დრამატულ თეატრსა და სასტუმრო ინტურისტში იმართება. ერთადერთი კინოთეატრი, რომელიც საჭირო დონის აპარატურით იყო აღჭურვილი, ახლა რემონტდება და მის ადგილას სასტუმრო ან რესტორანი გაიხსნება. კინოს გემოს ხაჭაპურისა ამჯობინეს.

0x01 graphic

აბას კიაროსტამი
ფოტო: გია გოგატიშვილი ©

გახსნის ცერემონიალი ბათუმის დრამატულ თეატრში ჩატარდა. საპატიო ჯილდოები გადასცეს ძირითადი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეს, ზბიგნევ რიბჩინსკისა და ცნობილ ირანელ რეჟისორს აბას კიაროსტამის. დარბაზი სავსე იყო ხალხით, ვინც კიაროსტამის კი არა, სტივენ სპილბერგს ვერ იცნობდა სახეზე. „ეს სათვალიანი ვინ არის?“ მოიძახა ერთ-ერთმა „კინომოყვარულმა“ როდესაც კანის პრიზიორი კიაროსტამი სცენაზე ავიდა. ფესტივალი მისი უახლესი ნამუშევრით („დამოწმებული ასლი“ გაიხსნა. რეჟისორი საშინლად უკმაყოფილო დარჩა ჩვენებით და ფილმის დაწყებისთანავე დატოვა დარბაზი, რაც გასაკვირი არ არის. თეატრში ეკრანი თეთრის მაგივრად რუხი იყო, ფოკუსი - გასასწორებელი, ქართული სუბტიტრები ისე დაბლა გასდევდა ფილმს, რომ მაყურებელს არჩევანი უნდა გაეკეთებინა: ან ფილმის ცქერა, ან მხოლოდ კითხვა. მაყურებელიც დიდი ენთუზიაზმით არ იყო განმსჭვალული „დამოწმებული ასლისადმი“ ჩვენების მანძილზე მობილურებზე რეკვა, ოჯახების მოკითხვა და „კარგი აჭარულის ტოჩკა მასწავლე“ ადაჩურჩულებები არ შეწყვეტილა.

ორშაბათს ძირითადი საკონკურსო პროგრამა პოლონელი რეჟისორის, კატალინა როსლანიეკის ძალიან სუსტმა ფილმმა „შოფინგ-ცენტრის გოგონებმა“ ახსნა. ეს არის ისტორია გოგონაზე, რომელიც ცდილობს მეგობრები გაიჩინოს, ქალიშვილობა დაკარგოს, საკუთარი თავი იპოვოს. მოკლედ, გაცვეთილ და გადაღეჭილ თემატიკაზე გადაღებული ფილმია, რომლის ფესტივალზე ჩვენების არანაირი საჭიროება არ იყო. საერთოდ, საკონკურსო პროგრამა ჯერჯერობით სიძლიერით ვერ დაიკვეხნის. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით თითქმის ყველაფერი ვნახე და ძალიან ცოტაა ფილმის სტატუსის ტარების ღირსი. და კიდევ უფრო ცოტაა ხარისხიანი მხატვრული ნამუშევარი. „შოფინგ-ცენტრის გოგონების“ შემდეგ აბას კიაროსტამის „ახლო კადრი“ ნდა გასულიყო, მაგრამ რეჟისორი სცენაზე ავიდა და გაბრაზებულმა განაცხადა, რომ საღებავის ყიდვას აპირებდა ეკრანის თეთრად შესაღებად. ასეთ პირობებში ის თავისი ნამუშევრის გაშვებას არ აპირებდა.

ორშაბათს ჩინგიზ რასულზადეს „თოჯინები“ აჩვენეს. ვცდილობ გავიხსენო, ამაზე ცუდი ფილმი კინოთეატრში რა მინახავს და „მაიტა ნასოსის“გარდა არაფერი მომდის თავში. ეს არის 6 მეგობრის ისტორია, რომლებიც პარკში მუშაობენ, საკუთარი თავის ძიებაში არიან და მათ თვალწინ ინგრევა საბჭოთა კავშირი. ექვსი პერსონაჟიდან რეჟისორი, ერთის სიუჟეტური ხაზის განვითარებასაც ვერ ახერხებს ნორმალურად, მსახიობები შემაძრწუნებლად ცუდად თამაშობენ.

კიაროსტამის ფილმის ჩვენება არც სამშაბათს გაიმართა. მე ექსკლუზიური ინტერვიუ უნდა ჩამეწერა ირანელ რეჟისორთან, მაგრამ ფესტივალის ორგანიზაციის ამბებზე ისე იყო გაბრაზებული, ინტერვიუზე ოცნებაც არ ღირდა. იმედია, ეკრანის გამოცვლასთან ერთად ინტერვიუზეც დამთანხმდება.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „არაფერი პირადული“

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „თოჯინები“

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „შოფინგ-ცენტრის გოგონები“

ოთხშაბათიდან კინოცხოვრება „გართულდა“ მხატვრულ და დოკუმენტურ ჩვენებებთან ერთად, ახალგაზრდული ფილმების კონკურსიც დაიწყო. მათ განმეორებით არ აჩვენებენ, შესაბამისად, მაყურებელი ხშირად არჩევანის წინაშე დგას თუ რას უყუროს. ერთ-ერთი ასეთი არჩევანი ახალგაზრდული სექციის სასარგებლოდ გავაკეთე. კმაყოფილი დავრჩი თორნიკე ბზიავას „აპრილის სუსხის“ რდა ყველა მოკლემეტრაჟიანი ქართული ნამუშევრით.

ზურა დემეტრაშვილის „ოცნება ლასკალაზე“ ოკუმენტური ფილმია მოხუც ქალზე, რომელიც წლებია, სამხატვრო აკადემიაში ნატურად მუშაობს. დემეტრაშვილს, დამწყები რეჟისორის კვალობაზე, კარგად აქვს გადმოცემული სათქმელი. სასაცილო, სევდიანი ფილმი ოცნებასა და რეალობაზე. „ამომავალი მზის ქვეყანა” ნათია ნიკოლეიშვილის ანიმაციური ფილმია. ძალიან გამიხარდა ქართული მულტფილმის საკონკურსო პროგრამაში ნახვა. ნახატი ორიგინალურია, სტილი საინტერესო, აი, სიუჟეტი კი მოიკოჭლებს. სამაგიეროდ, ძალიან კარგი სიუჟეტი ჰქონდა კიდევ ერთი ქართველის, ვალერიან კირკიტაძის ფილმს „რეზუს უარყოფითი“. ფილმის მოქმედება ფსიქიატრიულ კლინიკაში ვითარდება, დამწყები ექიმი პაციენტების თამაშში ჩაერთვება და იღუპება. ამ ახალგაზრდების სახით სამი აბსოლუტურად განსხვავებული, იმედისმომცემი რეჟისორი იზრდება. ვაკო კირკიტაძეს თავისი ნამუშევარი მონრეალის ფესტივალზე ჰქონდა გატანილი და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

სამშაბათს ძალიან წვიმდა, ოთხშაბათი მოღრუბლული იყო, ხუთშაბათს ბათუმში მზიანი ამინდი გამოვიდა და ჩვენებებს ხალხი მოაკლდა. ახალგაზრდების უმეტესობა ზღვაზე გავიდა, მხოლოდ საღამოს კიაროსტამის ფილმის სანახავად მოგროვდა ხალხი. დიდი ამბავი მოხდა: თეთრი ეკრანი დაკიდეს, შესაბამისად, აბას კიაროსტამის „ახლო კადრსაც“ აადგა საშველი და... ფესტივალზე უდავოდ საუკეთესო ფილმი ვნახეთ.

მართალია, ფესტივალი ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა ურსულა ანტონიაკის ფილმი „არაფერი პირადული“ ჯერჯერობით მთავარი ჯილდოს მოპოვების უმთავრესი ფავორიტია, რასაც ვერ ვიტყვით რეჰა ერდემის „კოსმოსზე“ ფილმზე, რომლის ჩვენებისას თითქმის მაყურებლის ნახევარმა დარბაზი დატოვა, მეორე ნახევარი კი მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ ჩაეძინა. ესაა ფსევდოინტელექტუალური ფილმი, რომელსაც არ აქვს სიუჟეტი, ის იდეები და სიმბოლოები, რომლის ჩვენებასაც რეჟისორი ცდილობს, პირდაპირი გაგებით სასაცილოა.

თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფესტივალი კინოთეატრის მაგივრად თეატრში გადის, სადაც ნესტის სუნი დგას, სკამები ჭრიალებს და ცუდი ეკრანია, კიდევ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აფიშა სულ ირევა, ხან რა ფილმი გადის, ხან რა, არც იმას თუ არ ჩავთვლით, რომ სუბტიტრები ხანდახან არაპროფესიონალური ნათარგმნია (I will take my son's records - წესით არის „ჩემი შვილის ჩანაწერებს წავიღებ“ აქ კი ნათარგმნი იყო, როგორც „ჩემი შვილის რეკორდს მოვხსნი“, ასევე არ ჩავთვლით ყველა სეანსის დაგვიანებას, მაშინ ძალიან მაგარ ფესტივალს მივიღებთ.

27 ისტორია, რომელიც ნაცნობი უნდა გახდეს

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურა|კულტურა

0x01 graphic

„გერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა. ნაშუადღევს ცურვის გაკვეთილი“ - ეს ფრანც კაფკას ჩანაწერია, რომელიც ლაშა ბაქრაძემ თავისი წიგნის ერთ-ერთ თავს წაუმძღვარა. ციტატა მწერლის დღიურიდანაა და 1914 წლის 2 აგვისტოთი თარიღდება. სიმბოლურია - ნაშრომში პირადი და ზოგადსაკაცობრიო მოვლენები ერთმანეთს ენაცვლება, ოღონდ მონაწილე მეოცე საუკუნის პროზის კლასიკოსი არ გეგონოთ. წიგნი ეხება გერმანულ - ქართულ ურთიერთობებს პირველი მსოფლიო ომის დროს. დასახელებაც იგივეა.

ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობა 1914-1918 წლებში თითქმის უცნობი მოვლენა გახლავთ. საომარი მოქმედებების გაჩაღებისთანავე ქართველ ემიგრანტთა მცირე ნაწილი გერმანიის მხარეს დადგა. როგორც ავტორი გვამცნობს, სწორედ ამ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგია 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა გერმანიის მიერ. ნაშრომში პოპულარულ ენაზე არის მოთხრობილი ისტორია იმ ადამიანებზე, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში გაშორდნენ სამშობლოს და საქმიანობა, თანაც საკმაოდ წარმატებული, საზღვარგარეთ გააგრელეს.

რა პროფესიისა და შეხედულების კაცს აღარ შეხვდებით, მათი მოღვაწეობის არეალი მთელი ფრონტის ხაზზეა გადაჭიმული. თურქეთში ქართული გაზეთის გამოცემის მცდელობა, ბრანდერ-მაჩაბლის მისია, ლეო კერესელიძის „აგენტობა“, ევგენი გეგეჭკორი და ნოე ჟორდანია - მოკლედ, არაერთ თქვენთვის უცნობ და უაღრესად საინტერესო ფაქტს გაეცნობით. წიგნში ბევრი უნიკალური ფოტო, პლაკატი, სქემაა გამოქვეყნებული.

პრეზენტაცია 14 სექტემბერს, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა. გარდა იმისა, რომ ავტორმა დაწერის მოკლე ისტორია გააცნო მკითხველს, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ საინტერესო მასალებიც ენახათ. მაგალითად: ვიდეოკადრები სახელგანთქმული პრინცი მაჩაბლის მონაწილეობით, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოში ცნობილი სუნამოს მწარმოებელი გახლდათ.

ლაშა ბაქრაძემ ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა: „ეს წიგნი ჩემი დისერტაციაა, რომელიც მე 2002 წელს დავიცავი და შემდეგ წლების განმავლობაში ვფიქრობდი მის გამოცემას. ამ ეპოქით მაშინ დავინტერესდი, როდესაც საქართველოში მის შესახებ ფაქტობრივად არაფერი ვიცოდით, ანუ კომუნისტების დროს. თავიდან ჩემი მიზანი იყო დამეწერა წიგნი საერთოდ ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ პირველი მსოფლიო ომის დასაწყისიდან მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე. მაგრამ მასალის სიმრავლის გამო ამ ეტაპზე ერთ ნაწილზე შევჩერდი. აქ საუბარი საქართველოს 1921 წლის დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ პერიოდსაც ეხება, თუმცა ძირითადი ნაწილი საქართველოს ეროვნული კომიტეტის ირგვლივაა. მე მქონდა საშუალება მემუშავა გერმანიისა და ავსტრიის არქივებში. ნაშრომი გამდიდრებულია საარქივო მასალით და დოკუმენტებით, რაც ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე უშუალოდ მოგონებებზე დაყრდნობა“.

28 ოთხიდან პირველი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|მოდა

გულახდილად რომ ვთქვათ, მსოფლიო მოდა, მიუხედავად დიდი მრავალფეროვნებისა, ოთხი ქალაქის მოდის კვირეულებზე ყალიბდება და ვითარდება. ჯერჯერობით ამ ქალაქების კვირეული მზა ტანსაცმლის ინდუსტრიის სწრაფი განვითარებისათვის სრულიად საკმარისია.

ნიუ იორკი კონსერვატიულ, ზომიერად ნოვატორულ კოლექციებს გვთავაზობს. ლონდონი, მონარქიის მიუხედავად, ბრიტანული მუსიკისთვის დამახასიათებელ რევოლუციურ მუხტს ამ სფეროშიც იზიარებს და ხშირად თამამი და მოულოდნელი იდეებით შემოდის ასპარეზზე. მილანი ის ადგილია, სადაც ხელობა ტანსაცმლის შექმნის მაღალ ხელოვნებად იქცა. პარიზი კი ყველაფრის კრისტალიზაციას ახდენს და საბოლოოდ წინასწარმეტყველებს ყოველ მომავალ სეზონს.

გასულ ხუთშაბათს ნიუ იორკის კვირეული დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ასე გაცვეთილი, უტრირებული მხრების შემდეგ მინიმალიზმი თავის უკანასკნელ, ყველაზე გამოკვეთილ პერიოდთან მივიდა. 90-იანი წლები თამამად შეგვიძლია ახალ, ზოგად ტენდენციად განვიხილოთ.

რიჩარდ ჩაიმ, რომელიც დამოუკიდებელ კარიერას მეორე წელია აშენებს, აღნიშნა: „მე 90-იანების ბავშვი ვარ და ეს ყოველთვის შეიმჩნევა ჩემს ნამუშევრებში”. მან ხისტი ფორმები რომანტიკულ მინიმალიზმად წარმოადგინა, გამჭვირვალე აბრეშუმები და გაუმჭვირვალე ფაქტურები სხვადასხვა სიგრძის დეტალებთან ერთად გრძელ, ჰაეროვან სილუეტებად აჩვენა.

მარკ ჯაკობსი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული დიზაინერია, რომელიც ერთ სეზონზე სამ კოლექციას ქმნის - ორს საკუთარი ბრენდისათვის და ერთს ღრმად ბურჟუაზიული ლუი ვიტონისათვის. მარკ ჯაკობსმა ამჯერად ჰედონისტური 70-იანი წლების ციტირება მოახდინა, როგორც ყოველთვის, ოდნავ სიურრეალისტური, მაგრამ უაღრესად კომერციული ჭრელი კოლექციით, გიგანტური ორქიდეებით და ჩალის ქუდებით.

0x01 graphic

რიჩარდ ჩაი

0x01 graphic

მარკ ჯაკობსი

0x01 graphic

ჰელმუტ ლანგი

Y-3 იოჯი იამამოტოს შედარებით იაფიანი ხაზია, რომელსაც ის ნიუ იორკში აჩვენებს. ურბანული, პრაქტიკული ტანისამოსის კოლექციები, როგორც წესი, სპორტული ეკიპირების და მისი პირადი ესთეტიკის კომბინაციას წარმოადგენს. ისტორიული დეტალები აქ ყოველდღიურ ტანისამოსად იყო წარმოდგენილი, მაღალხარისხიანი ინოვაციური ქსოვილები და იამამოტოს საყვარელი ინდიგო, შავი და წითელი.

კრაფტის ქაღალდის ფაქტურას და ტონალობებს მიამსგავსა დონა კარანმა თავისი კოლექციის თითქმის ყველა მოდელი. ხან დაჭმუჭნული, ხან კი გახუნებული კრეპსატინის, მეტალის სარჟის და თხელი აბრეშუმის მოკლე ქურთუკები გრძელ, უსახელო კაბებთან ერთად აჩვენა. მიუხედავად თანამედროვე ქსოვილებისა, მათი დამუშავების გამო ტანსაცმელს სასიამოვნო ორგანული აურა ჰქონდა.

კელვინ კლაინი ამერიკული ოცნების და ამ ოცნების დიზაინის ერთ-ერთი ლეგენდაა. მოდის სახლს ამჟამად ფრანჩესკო კოსტა მეთაურობს. ის ზუსტად ხვდება ამ ცივი, მაგრამ ამავდროულად უაღრესად კომერციული ბრენდის ესთეტიკას. მან ორმხრივი აბრეშუმი, მინიმალისტური კონსტრუქცია და ვერტიკალური ნაკეცები გრაფიკულ ტანისამოსად აქცია. კლაინის კაბებსა და პიჯაკებზე თარგის დეტალები არქიტექტურულ ნახატს ქმნის, ჯიბე დეკორირების ელემენტად იქცევა, ხოლო სახელო - მონუმენტური დეტალია.

ნიუ იორკში მოღვაწე ავსტრიელ დიზაინერს ჰელმუტ ლანგს უკავშირდება 90-იანი წლების ინოვაცია და მინიმალიზმი. კომპანია პირადად ჰელმუტ ლანგის გარეშე სხვადასხვა მფლობელების ხელში განაგრძობს მოღვაწეობას, 2007 წლიდან კი კოლექციებს ცოლ-ქმარი მაიკლ და ნიკოლე კოლვოები ქმნიან. ამჯერად მათ მთავარ კონცეპტუალურ მოდელად თეთრი კრეპის უსარჩულო პიჯაკი და მიკროშორტები აირჩიეს, შემდეგ კი თავიანთი პრეზენტაცია ლანგისეული ლექსიკონით განაგრძეს - ასიმეტრიული კაბები, უსაყელო ქურთუკები და მინიმალისტური საღამოს სექსუალური კაბები.

მომავალ კვირას კი ლონდონი გველის.

0x01 graphic

Y-3

0x01 graphic

კელვინ კლაინი

0x01 graphic

დონა კარანი

29 PIXAR - ნამდვილი ანიმაციური ამბავი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|კინო

0x01 graphic

2006 წელს ქოლბი ქერთინი 10 წლის გოგონა იყო, როდესაც ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. სამი წლის შემდეგ, აპრილში გოგონამ პიქსარის მულტფილმ „მაღლას“ ტრეილერი ნახა, ქოლბი იმდენად მოიხიბლა ანიმაციური ფილმის რეკლამით, რომ უკანასკნელ სურვილად დედას ამ მულტფილმის ნახვა სთხოვა. ლიზა, ქოლბის დედა იხსენებს, რომ კითხვაზე - მოითმენდა თუ არა ის ფილმის გამოსვლამდე, გოგონამ უპასუხა: „მე მზად ვარ სიკვდილისთვის, მაგრამ მულტფილმს დაველოდები“. გოგონას მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, „მაღლას“ გამოსვლისას მას უკვე აღარ შეეძლო სახლიდან გასვლა. ქოლბის დედამ პიქსარში დარეკა, აუხსნა შვილის მდგომარეობა და სთხოვა, თუ შესაძლებელი იყო, სახლში სწვეოდნენ და სპეციალური ჩვენება მოეწყოთ. პიქსარის წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს და მართლაც, მეორე დღეს კომპანიის წარმომადგენელი ქერთინების ოჯახს ეწვია. მულტფილმის სპეციალურ DVD ვერსიასთან ერთად, მთავარი პერსონაჟების სათამაშოები და უამრავი სუვენირი მიუტანა, მათ შორის ზუსტად ისეთი დღიური, როგორიც ფილმის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს აქვს და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ინახავს. ქოლბი უკვე ძალიან სუსტად იყო, ტკივილი იმდენად აწუხებდა, რომ თვალის გახელაც აღარ შეეძლო და მულტფილმის ჩვენებისას დედა უყვებოდა, თუ რა ხდებოდა ეკრანზე. მულტფილმის დასრულებისთანავე პიქსარის წარმომადგენელი წავიდა, DVD ვერსია აღარავის უნახავს. გოგონა იმ საღამოსვე გარდაიცვალა.

პიქსარი დღემდე საიდუმლოდ ინახავს იმ ადამიანის ვინაობას, ვინც ქოლბის ეწვია. ეს ისტორია შესანიშნავად გადმოსცემს კომპანიის სახეს, რომელსაც ადამიანების ყველაზე კარგად ესმის.

ყველაფერი 1979 წელს დაიწყო. როდესაც ჯორჯ ლუკასმა კომპანია დააარსა და ფილმების სპეცეფექტებზე მუშაობა დაიწყო. 1986 წელს ეს სტუდია სტივ ჯობსმა იყიდა და სახელად პიქსარი დაარქვა. 1991 წელს საბედისწერო ნაბიჯი გადაიდგა. პიქსარმა დისნეისთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულების თანახმად, პიქსარს სამი ანიმაციური ფილმი უნდა გადაეღო უოლტის შთამომავლებისთვის. სწორედ აქ დაიწყო რევოლუცია - 1995 წელს „სათამაშოების ამბავი” გამოვიდა, კინოს ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. პროდუქცია თავიდან ბოლომდე კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გააკეთეს. ენდის, ვუდის და სხვა სათამაშოების ისტორიამ 30-მილიონიანი ბიუჯეტით, კინოგაქირავებაში 360 მილიონი დოლარის მოგროვება მოახერხა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ტოპ კრიტიკოსისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამას მოჰყვა „მწერების ცხოვრება“ და „სათამაშოების ამბავი 2“, რომლებმაც პიქსარი ანიმაციური ფილმების ნამდვილ გიგანტად აქციეს.

პიქსარის წარმატების საიდუმლო 4 გენიოსია: ჯონ ლასეტერი, ენდრიუ სტანტონი, ლი ანკრიჰი და ბრედ ბირდი. სტუდიის ყველა პროექტზე ისინი ერთად მუშაობენ, უმკაცრესად უდგებიან ფილმის შექმნის თითოეულ ეტაპს, სწავლობენ პერსონაჟებს. „რატატუის” შექმნისას ყველა მზარეულობაში დაიხვეწა. „ნემოს ძიებაზე“ მუშაობისას კი „პიქსარის ტვინის“ თითოეული წევრი წყალქვეშ ყვინთავდა. სცენარს იქამდე ამუშავებენ, სანამ იდეალურ სახეს არ მიიღებს. რობოტ უოლიზე მულტფილმის შექმნის იდეა პიქსარში დაახლოებით ათი წლის წინ გაჩნდა, მაგრამ ანიმაციური ფილმი მხოლოდ 2008 წელს გამოვიდა, მაშინ როდესაც სცენარი პიქსარში უნაკლოდ მიიჩნიეს.

პიქსარი ერთადერთი კინოკომპანიაა, რომლის ყველა ნამუშევარი ერთნაირი წარმატებით სარგებლობს კინოგაქირავებასა და კრიტიკოსთა წრეებში. წელს გამოსული „სათამაშოების ამბავი 3“ პირველი მულტფილმი გახდა, რომელმაც მილიარდზე მეტი შემოსავალი მოიტანა და 2010 წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმის წოდების უმთავრესი ფავორიტია. ასევე კარგი შანსი აქვს, ოსკარის ნომინაცია მოიპოვოს საუკეთესო მხატვრული ფილმის წოდებაში, რაც ამ ჟანრისთვის უდიდესი მიღწევაა.

„სათამაშოების ამბავი 3“-ის ნახვა ქართველ მაყურებელს უკვე შეუძლია თბილისის კინოთეატრებში.

30 თუშეთის დაცული ტერიტორიები

▲ზევით დაბრუნება


კონსიერჟი

შეიქმნა 2003 წელს ფართობი - 122 050 ჰა (ევროპაში ყველაზე დიდი დაცული ტერიტორია) საუკეთესო პერიოდი ვიზიტისთვის - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ესაზღვრება ხევსურეთს, კახეთს და რუსეთის ფედერაციას კლიმატი - ზომიერი, ალპური ხალხი - მეტად სტუმართმოყვარე

0x01 graphic

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

თბილისიდან ქვემო ალვანამდე მანქანით ორ საათში ჩახვალთ, ალვანიდან ომალომდე კი გზის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. გზა ომალოსკენ გადის აბანოს უღელტეხილზე, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღლა - ზღვის დონიდან 2926 მეტრზე მდებარეობს. უღელტეხილი რამდენიმე თვეა გახსნილი და მასზე გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილებითაა შესაძლებელი. უამინდობაში მგზავრობა რეკომენდებული არ არის.

თუ თბილისიდან გსურთ წასვლა და არ იცით ეს როგორ გააკეთოთ, მაშინ დაუკავშირდით დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას, რომელიც მანქანას დაგიჯავშნით. თუ კარგი ამინდია, თვითმფრინავით შეგიძლიათ გადაფრენა. ფრენაზე ინფორმაციასაც ნაკრძალის ადმინისტრაციაში მიიღებთ (web: www.tushetipa.ge, mob: 8 77 92 11 33, e-mail: an -alvani@ yahoo.com).

შედარებით მარტივი და იაფია თბილისიდან ალვანში ჩასვლა. აქ ტრანსპორტის შოვნა უფრო გაგიადვილდებათ.

ტურისტული მარშრუტები თუშეთში 4-დან 50 კილომეტრამდე მერყეობს. ზოგიერთი ადგილის მონახულება ფეხითაა შესაძლებელი, მაგრამ თუ უფრო ღრმად გინდათ ულამაზეს ხეობას შეყვეთ, ფარსმა, ჭეშო, გონთაი და სხვა ჯადოსნური ადგილები კარგად ნახოთ, მაშინ ცხენების დაქირავება მოგიწევთ. თუშეთში 11 ტურისტული მარშრუტი არსებობს.

ღამე შეგიძლიათ კარვებში გაატაროთ, ხოლო თუ ველური ეგზოტიკა არ მოგწონთ, მაშინ საოჯახო სასტუმროში 20 ლარად იშოვით ღამის გასათევს, სამჯერადი კვებით - 50 ლარად.

თუშეთში საქართველოს მთიანეთისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა მცენარე და ცხოველი შეგხვდებათ. ცირცელი, არყები, ფიჭვები და დეკის ხშირი ბუჩქნარი - თუშური მთების ფერდობებს მაზებს (ამ ყველაფერს თეთრად დაფენილი ცხვრის ფარებიც ემატება, რაც მნახველებს პატარა, კავკასიურ ექსტაზში აგდებს).

ორბები, ბატკანძერები, მთის არწივები, კირკიტები და კაკაჩები, მშვიდობიანი ჩიტებიდან როჭოები და შურთხები თქვენს გულსა და ფოტოაპარატსაც გაახარებენ. ცხოველების სიფრთხილის გამო მათ ალბათ ვერ შეხვდებით, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თუშეთში არიან დათვები, ფოცხვერები, მგლები, მელიები, გარეული ღორები, კვერნები და ყველა ვიმედოვნებთ, რომ შემორჩენილია წინააზიური ლეოპარდი, ჩვენებურად - ჯიქი. სწორედ ამიტომ, მტაცებლების გამო კემპინგი ყველგან არაა დაშვებული.

თუ თუშეთში რომელიმე დღესასწაულის დროს მოხვდებით, შეგიძლიათ ისროლოთ მშვილდი, ოჩოფეხებზე დადგეთ, იჯირითოთ... და მთავარი! ადგილობრივი უგემრიელესი სამზარეულოს შედევრებით დატკბეთ. შინაური ლუდი, ხინკალი და გუდის ყველი თუშური სამზარეულოს მთავარი ღირსშესანიშნაობებია.

საინტერესო და გასათვალისწინებელი ფაქტები:

1. თუშურ სოფლებში ღორები და ქათმები თითქმის არავის ჰყავს მოშენებული.

2. ნუ წაიღებთ ღორის ხორცს და მის შემცველ ხორცპროდუქტებს. ადგილობრივები ღორის ხორცს არ ეკარებიან და სტუმარსაც სთხოვენ, რომ მათ ადათს პატივი სცენ.

3. გუდის ყველი - ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტი თუშურ, ქართულ და მსოფლიო კულინარიაში. თუ უცხოელი ბრძანდებით და ეს საოცრება ჯერ არ დაგიგემოვნებიათ, მაშინ გეტყვით, რომ ეს ყველი თვისებებით ფრანგულ როკფორს ჰგავს, ოღონდ ცისფერი ობის გარეშე. გირჩევთ სასწრაფოდ ახვიდეთ თუშეთში და დააგემოვნოთ.

წლეულს თუშეთში ტურისტების რაოდენობა გასამმაგდა. სექტემბრის ბოლომდე კი ჯერაც დიდი დროა და ამიტომ, წადით თუშეთში!

31 მცირემოსავლიანი რთველი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|ღვინის კლუბი

0x01 graphic

ბოლო წლების მანძილზე რთველს მუდამ თან ახლავს პრობლემები. სახელმწიფო, უკვე რამდენიმე წელია, სუბსიდიას გამოჰყოფს გლეხების დასახმარებლად, მაგრამ სამწუხაროა, რომ გლეხის მთელი წლის ნაშრომს სუბსიდიაც კი ვერ შველის. უცნაურია, მაგრამ გლეხს, რომელიც მთელი წლის მანძილზე შრომობს, კიდევ დახმარება სჭირდება.

მნიშვნელობა არ აქვს, ყურძნის მოსავალი დიდი იქნება თუ მცირე, გლეხი ყოველთვის საფიქრალშია ჩავარდნილი. დიდი მოსავალი გლეხს იმიტომ აშინებს, რომ ამდენს არავინ ჩაიბარებს და არც თავად აქვს საკმარისი ჭურჭელი ღვინის დასაყენებლად, მცირემოსავლიან წელს კი ჩაბარება აზრს კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წელს ოჯახმა შემოსავალზე საერთოდ არც უნდა იფიქროს.

წლევანდელი რთველი ყველაზე მცირემოსავლიანია უკანასკნელი წლების მანძილზე, შეიძლება ითქვას, რეკორდულად მცირემოსავლიანიც კი. თუკი გასულ წლებში, 160-200 ათასი ტონა ყურძენი მოდიოდა კახეთში, წელს იგი 85 ათას ტონას ვერ გადააჭარბებს.

0x01 graphic

თავისთავად, მცირემოსავლიანობაში ცუდი არაფერია, პირიქით, რაც უფრო ნაკლებადაა დატვირთული ვაზი და მცირეა მოსავალი, მით უფრო კარგი, ღრმა და გემრიელი ღვინო დგება, თუმცა როდესაც მცირე მოსავლიანობას ბუნებრივი მოვლენები და სტიქიური უბედურებები იწვევს, ეს უკვე სხვა საქმეა.

მსოფლიოში უკვე ათეული წლებია მცირემოსავლიანობის უპირატესობებზე საუბრობენ. ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ უხვი მოსავალი მხოლოდ თავსატეხია მეღვინისთვის და ხშირად გლეხისთვისაც. მოსავალზეა დამოკიდებული ღვინის კლასიფიკაციაც, ანუ მისი ხარისხის ნიშანი. თუკი მოსავლიანობა, ვთქვათ, რომელიმე უმაღლესი კლასის ვენახში ყოველწლიურად აჭარბებს ნორმას, მას კლასიფიკაციას აკლებენ და ღვინოც ქვეითდება. ამიტომ ზოგიერთი ვენახის მფლობელი თავის ე.წ. მწვანე რთველს (ამ დროს ხელოვნურად ამცირებენ მტევნების რაოდენობას, რათა დარჩენილმა მტევნებმა მეტი ის ნივთიერება მიიღონ, რაც უმთავრესია ღვინისთვის და მის ხასიათს აყალიბებს შემდგომში) ფარულად ატარებს, რათა მოსავალმა არ გადააჭარბოს ნიშნულს.

როცა მოსავლიანობა მატულობს, მტევნისა და მარცვლის წონაც მატულობს, იგი წყლით ივსება, დაბლა იწევს მჟავიანობა, შაქრის დონე კი გემოს შესუსტებას იწვევს. უხვმოსავლიანი ვენახიდან მიღებულ ახალგაზრდა ღვინოს თითქმის არა აქვს ე.წ. დაბოლოება, ანუ გემოს ხანგრძლივობა. მასში ნაკლებად შეიმჩნევა ჯიშური თვისებები და ხილის ტონები. დაძველებასთან ერთად კი ხილის ის უმცირესი კვალიც გაქრება, უკბილო, მოუქნელ, უგემურ ღვინოდ იქცევა და მთელი ჯიშური ხასიათი შეიძლება უკვალოდ დაიკარგოს. მცირე მოსავლის უპირატესობები საქართველოში მხოლოდ ერთეულებმა იციან, თუმცა წელს ის ერთეულებიც ვერ მოიცლიდნენ საამისოდ. რაღა დროს მოსავლის ხელოვნურად შემცირებაა, როცა „წინ წყალია, უკან კი მეწყერი“, როცა მოსავლის ნაწილი დაიწვა, ზოგიც დაისეტყვა, სადღაც დალპა, სადღაც კი ჭრაქმა და ნაცარმა დააზიანა ყურძენი.

ამის მიუხედავად, წელს მაინც შეიძლება ზოგიერთი ადგილის გამორჩევა, სადაც ჩინებული ღვინო შეიძლება დადგეს: ეს კახეთსაც ეხება, ქართლსაც, იმერეთსაც და რაჭასაც, თუმცა სიმცირის გამო წლევანდელ რთველზე ფასმა ყურძენზეც მოიმატა და მოგვიანებით ეს ალბათ ღვინოზეც აისახება.

საერთოდ, ყველაზე რთულ წლებში დაყენებული ღვინო ყველაზე ძვირად ფასობს ხოლმე და როგორც ზოგიერთი ღვინის მცოდნე ამბობს, რთულ წლებში ზოგან ისეთი შედევრიც გამოერევა, როგორსაც საუკეთესო წლების თანაბრად კარგ ღვინოებში შეიძლება ვერც გადააწყდეთ.

ერთი სიტყვით, დაველოდოთ 2010 წლის მოსავლის დაღვინებას და იმედი დავიტოვოთ, რომ წელს დაწურულ ღვინოებშიც გამოერევა ძალზე დახვეწილი ნიმუშები, რომლებიც სულ სხვანაირად გაგვახსენებენ მცირემოსავლიან 2010 წელს.

32 სტეიკ-სალათი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული
თეკუნა გაჩეჩილაძე

4 ულუფა
სალათი:
800 გრ. საქონლის სუკი
300 გრ. სალათის მიქსი
(მწვანე სალათი, არუკოლა, აისბერგი)
200 გრ. პომიდორი ჩერი
2 საშუალო ზომის
ხახვი (წითელი)
20 გრ. ბალზამიკოს
კონცენტრატი
მარინადი:
სამი ლიმონის წვენი
100 გრ. ზეითუნის ზეთი
შერეული წიწაკა
საკაზმი:
50 გრ. ძმარი ბალზამიკო
60 გრ. ზეითუნის ზეთი
1 ჩაის კოვზი დიჟონის
მდოგვი
მარილი (გემოვნებით)
შერეული წიწაკა
(გემოვნებით)
ჯამში 22 ლარი

მომზადების წესი:

საკაზმი - ძმარი ბალზამიკო, ზეითუნის ზეთი, მდოგვი, მარილი და შერეული წიწაკა დააბლენდერეთ, სანამ მასა ბლანტე სოუსის სისქეს არ მიიღებს.

სალათი - დაჭერით სუკი 4 თანაბარ ნაჭრად და დაბეგვეთ. ჩადეთ მარინადში და გააჩერეთ მინიმუმ 4 საათი ან მთელი ღამე.

ამოიღეთ სტეიკის ნაჭრები მარინადიდან, გაამშრალეთ და შეწვით გახურებულ ტაფაზე 3 წუთი თითო მხარეს (საშუალოდ შემწვარი ხორცისთვის) ან 5 წუთი (კარგად შემწვარი ხორცისთვის). გამზადებული სტეიკის ნაჭრები დაჭერით ზოლებად.

სალათის ჯამში აურიეთ სალათის მიქსი, თხლად დაჭრილი ხახვი, პომიდორი ჩერი და მოასხით საკაზმი.

გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, მოაყარეთ ზოლებად დაჭრილი სტეიკი და მოასხით შედედებული ბალზამიკოს კონცენტრატი.

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული ( ვეკუას . 3, ტელ.: 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის . 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 4 ულუფა 24 33 02/03 ).