The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №17(2008)


ბიზნესი და კანონმდებლობა №17(2008)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: პაპასქუა იური, მესხია იაკობ, საყევარიშვილი რევაზ, ელიავა ლია, ქუცნაშვილი ზაქარია, აბულაძე კონსტანტინე, აქუბარდია თამაზ, ბიწაძე კობა, ჯიმშელაძე ეკა, მელქაძე ოთარ, კუტუბიძე კოკა, ტაბიძე ლევან, სისვაძე აზიკო, ბოლქვაძე ბესიკ, ოვსიანიკოვა ნუნუ, ფუტკარაძე სულიკო, პატარაია ლელა, ვაშაკიძე თამაზ
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან WWW.INOVACIA.GE ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედადქტორები: კობა ბიწაძე, ილნარ გორელიშვილი, ეკა ჯიმშელაძე. სამეცნიერო საბჭო: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ლევან გრიგალაშვილი, ნოდარ ხადური, ავთანდილ ჩუთლაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, მიხეილ ჯიბუტი, თემურ შენგელია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, კოტე აბულაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური მაკა არახამია (ხელმძღვანელი), მზია ნაჭყებია, ეკა სამხარაძე. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: №400467916; კოდი: 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა



1 მცდარი არჩევანი, თუ დიპლომატიური უსუსურობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იური პაპასქუა
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის
მთავარი რედაქტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

აგვისტოს დასაწყისში დატრიალებულ მოვლენებს მემატიანე გვერდს ვერ აუვლის: ცხელი თავების მიერ მიღებულმა უნიათო და გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე ორი დეფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა გაჩნდა, მკერდმოჭრილი ამორძალივით დარჩა მრავალგზის ჭირნახული დედა საქართველო

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ახალ მსოფლიო წესრიგს დაედო სათავე. დიახ, გლობალური ომის საფრთხე საავდროდ შეკრებილ ღრუბელივით დაეკიდა ცის კაბადონზე: თუ დღეს (პირდაპირი გაგებით), ქვემეხები მიყუჩდა, გაღებული მსხვერპლი, გაშიშვლებული, ძარღვებამდე დასული დაპირისპირება არანაკლებ ზიანს მოასწავებს, ვიდრე ამ კონფლიქტში აფეთქებულმა ჭურვებმა უწია საქართველოს.

თითქმის წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს. ასევე, გადაჭარბებულია მისი იზოლაციაში მოქცევის გზით სასურველი შედეგის მოლოდინიც. საკამათო არ არის, რომ გლობალიზაციისა და ინტეგრაციის დღეს არსებული ხარისხი უდიდესი რესურსების მქონე ქვეყანას ანგარიშგასაწევი ლიდერის იმუნიტეტს ხანგრძლივად შეუნარჩუნებს რუსეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და ის სხვა დანარჩენ ქვეყნებს (განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებს) უფრო სჭირდება ირანის, პაკისტანის, აგრეთვე, სხვა ფეთქებადი რეგიონების პრობლემების მოსაწესრიგებლად. საყურადღებოა რუსეთთან ჩინეთისა და ინდოეთის დამოკიდებულებაც. ამდენად, მისი როლისა და ადგილის დაკნინება მხოლოდ ნაკლებად ეფექტური თვითდამშვიდების ცდაა.

ილუზიებით არ უნდა ვიკვებოთ: რუსეთის ეკონომიკურად დასუსტება (თუ გნებავთ, მისი დაშლა შემადგენელ ნაწილებად), დანარჩენ მსოფლიოს სიკეთეს არ მოუტანს. ჯერ ერთი, ეს ხანგრძლივი გლობალური ომის გარეშე არ მოხდება, მეორეც, აქედან გამომდინარე, კატასტროფული შედეგები ისე აისახება ისედაც შერყეულ მსოფლიო ეკონომიკაზე, რომ ბევრად დამანგრეველ შედეგს მივიღებთ.

ექსპერტთა შეფასებით, ომის წარმოების ერთი დღე რუსეთს ორმილიარდნახევარი რუბლი უჯდებოდა, საქართველოს ბიუჯეტს კი 280 მილიონი ლარი, ამასთან, დათვლილია მხოლოდ ის პირდაპირი მატერიალური ხარჯები, რომლებიც საზოგადად აღიარებულ გაანგარიშების მეთოდიკას ექვემდებარება (ვთქვათ, საბრძოლო თვითმფრინავების აფრენადაშვება, ტანკებისა და ბრონირებული ტრანსპორტის სადღეღამისო მოხმარება, საწვავის ხარჯი და ა.შ.), ხოლო მთლიანად, ან ნაწილობრივ განადგურებული ტექნიკის, ინფრასტრუქტურის ობიექტებისა თუ სხვა მატერიალურ ფასეულობათა საერთო ღირებულება, ცხადია, ბევრად მეტია. ადამიანთა მსხვერპლს კი ხარჯს ვერ მიათვლი და მის ოდენობას ვერც ერთი კრიტერიუმით ვერ განსაზღვრავ. ამაზრზენია (უფრო მკრეხელობა), როცა ომის მასშტაბებს დაღუპულების რაოდენობით აფასებენ.

ახალი ომი უფრო ძვირი დაჯდება.

მართალია, ქვემეხები დროებით მიყუჩდა, მაგრამ წინ უფრო ხანგრძლივი და საშიში ბრძოლა გველოდება გარდაუვალია ეთნოკონფლიქტების, სოციალური დაძაბულობისა და სამოქალაქო თუ პოლიტიკური დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია ევრაზიის სივრცეში. დაიწყო და არ დასრულდება დაშლის, დაყოფის პროცესი რუსეთში, კავკასიაში, მოლდოვეთში. უკრაინა არეულობის პირასაა. რუსეთის საშინაო ავტორიტარული და საგარეო აგრესიული პოლიტიკა, ნავთობისა და გაზის (რესურსების) გამოყენება პრობლემათა გადაწყვეტის იარაღად, მიმდინარე პროცესებს ხანგრძლივს და კიდევ უფრო დრამატულს გახდის.

ომი პრობლემების გადაწყვეტის ყველაზე სუსტი ხერხია. ბევრად უფრო რთულია საერთოდ განერიდო მას, ან მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებებითა და შეთანხმებებით დაიყოლიო მოწინააღმდეგე. ეს მხოლოდ სიბრძნით დაუნჯებულებს ძალუძთ. საგულისხმოა ისიც, რომ ომი სხვა თანმდევ უბედურებებთან ერთად, უმალ გამოკვეთს სიბინძურეს, თავის ადგილს მიუჩენს მტყუანს და მართალს. ამჯერადაც, ტყვიის პირველივე საბედისწერო გასროლიდან ბევრი სისუსტე, ვერაგობა და უნიათობა გამომზეურდა. იყო თავდადებაც...

ვაგლახ, რომ 21 - ე საუკუნეშიც ასეთია გამორჩეულად ჩვენი და საერთოდ, ადამის მოდგმის ხვედრი ფიზიკურ სამყაროში.

დრო, ძალიან ბევრს (რაც აქამდე არ იყო ცნობილი), ნათელს გახდის, ჩამოეხსნება ნიღაბი ორგულს და ორპირს, გამოჩნდება თეთრიც და შავიც. მეისტორიე უთუოდ იტყვის ვინ წამოიწყო, ვინ ვის დაასწრო და ვინ დარჩა გაბითურებული. მოგებული კი, ამ ომს (არც ერთს სხვასაც) ნამდვილად არა ჰყავს.

ყველა ომი უხეშ შეცდომათა ერთგვარი კატალოგია. როგორც ჩანს, ამ კატალოგში ომის წამომწყებთ არ ჩაუხედავთ. სავარაუდოდ, ეს ასეცაა, რადგან ომთა ისტორიიდან მრავალგზის დასტურქმნილია, რომ ბრძენთა თათბირს მოწყვეტილი საყმაწვილო სენმოუხდელი ჭაბუკნი საბედისწერო კლაკნილებში უფრო ხშირად იხლართებიან.

დიახ, ამ ომშიც ჭარბადაა უპატიებელი შეცდომა გაღმაც და გამოღმაც ჩამცხრალ ნაღვერდალს უხვად აყარეს გამხმარი ფიჩხი, არც ნავთის მისხმა დაუკლიათ და სულიც შეუბერეს ხანძრის გაჩაღებამდე.

ჩაგითრევენ, თუ სხვისი იმედით შეგულიანებული შენით ჩაერთვები, ომი შეცდომაა. თუმცა, ეს ომი აგვისტომდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და არც არასოდეს შეწყვეტილა. ომი, როგორც ასეთი (ფართო გაგებით), ორი საუკუნეა რუსეთსაქართველოს შორის მიმდინარეობს და კვლავაც დიდხანს არ დასრულდება.

ომი უუნარო პოლიტიკის გაგრძელებაა და იგი უგუნურ პოლიტიკოსთა თავში მწიფდება. სამწუხაროდ, პოლიტიკოსთა ამბიციებს აურაცხელიადამიანური და მატერიალური მსხვერპლი მოსდევს. მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგზე გადადის ომის მთელი სიმძიმეც...

ზოგიერთი გვიკიჟინებს, რომ ახლა მიზეზშედეგების გარკვევის დრო არ არის, მტერს უნდა დავანახოთ, რომ როგორც არასდროს, დღეს ერთიანი ვართ, ურყევი რწმენა და პოზიცია გაგვაჩნია, ახლა მთავარია აგრესიისგან განვთავისუფლდეთ. აქედან გამომდინარე, ათასგვარი ხერხებით იქმნება მტრის ხატი და ამ ფანდს ერის შემაკავშირებელ იარაღად იყენებენ იხლართება ახალი კონსპირაციული გეგმა და ამაშიც საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფის მუხტებია ჩამარხული. მეტიც, ლიმიტირებული პლურალიზმის პირობებში, სასურველს ახდენილად წარმოგიდგენენ და შენ ეს ზუსტად ასევე უნდა ირწმუნო. თუ არა და... მოღალატედ შეგრაცხავენ, მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტის იარლიყი ხომ გარანტირებული გაქვს!

მიმაჩნია, რომ ასეთ მიდგომაში პატრიოტული, მით უმეტეს, ქვეყნის გადარჩენისკენ მიმართული არაფერია. ის მხოლოდ PR კამპანიის სცენარისტთა დანაშაულებრივი ქმედების მიჩქმალვას და ხელმწიფობის ვადის გახანგრძლივებას ემსახურება.

ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ თემაზე გავხსნათ დისკუსია. მკითხველს ამავე ნომერში საყურადღებო მოსაზრებას ვთავაზობთ. ჟურნალის პოზიცია მყარი და გამოკვეთილია. ვფიქრობ, მიზეზშედეგის გარკვევა არა თუ გადავდოთ, დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ და მივიპყროთ მათი ყურადღება, ვისაც სწორი გადაწყვეტილების ვალდებულება აკისრია. სხვანაირად, ახალმა შეცდომებმა შეიძლება ერთიანად წაგვლეკოს.

0x01 graphic

ახლობელს რომ უთხრა, აშავებს, ამასთან, არგუმენტებიც მოუყვანო - რაშიც ცდება, ეს ნამდვილად არაა ღალატი, პირიქით, თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა.

რას ველოდით, რა მივიღეთ?

საბოლოო დასკვნების გაკეთება მართლაც ნაადრევია. დროთა განმავლობაში ისეთი ფაქტები შეიძლება გახდეს საჯარო, რაც უკვე განცდილს უფრო დრამატულს გახდის. თუმცა აქედანვე შეიძლება ისეთიც ვთქვათ, რომლებსაც ახლად გახსნილი გარემოებები ვერ შეცვლის. ცხადია, ქვემოთ წარმოდგენილ ჩემს მოსაზრებებს არა აქვს სრული ჭეშმარიტების პრეტენზია.

ღიად შეიძლება დავაფიქსიროთ: ჩვენ შევცდით არჩევანში, როცა ხელისუფლება სრულიად გამოუცდელ, ახალგაზრდებს ვანდეთ.

მე პირადად ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველო სულ სხვა პულტიდან იმართება. ჩვენი არჩევანი კი მათ ნებასურვილს კარგად მორჩილობს. საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და სატრანზიტო კორიდორის ფუნქციაში ძირითადად რუსეთისა და ამერიკის ინტერესები იკვეთება აქ დაპირისპირებულ მხარეებს ეს ორი მონსტრი წარმოადგენს. ხან ერთი ასწრებს და თავის საქმეს აკეთებინებს საქართველოს ხელისუფლებას, ხან მეორე. ხოლო როცა დაპირისპირების შედეგი ტრაგიკულამდე მიდის, მსოფლიო საზოგადოება აღშფოთებას ვერ მალავს და აგრესორის ქცევას გულწრფე ლად დაგმობს. ოღონდ ამ ფარგლებს მათი ჩარევა ვეღარ გასცილდება დემოკრატიის სტანდარტი უფრო შორს ვერ მიდის.

0x01 graphic

ბუში იქნება თუ ამერიკის სხვა პრეზიდენტი, ოკეანესგაღმელთა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, არც იმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოში ამჟამინდელი ხელისუფლება დარჩება თუ მას სხვა ჩაანაცვლებს - შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყოველთვის შეეცდება დაიცვას აქ თავისი მუდმივი სტრატეგიული ინტერესები. არც რუსეთი დათმობს თავისთვის „საკბილოს“. ამჟამად ჩვენ ამ დაპირისპირებაში მხოლოდ ხელშემწყობ როლს ვასრულებთ ორივე მხარისთვის. მეტიც, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის უფრო რაციონალურად გამოყენების ნიჭიც დავკარგეთ. ჩვენც დავიჯერეთ და სინამდვილეში კი გულზე მჯიღის ცემა, თანადგომის გამოხატვაში შეჯიბრი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატთა ლამის წინასაარჩევნო მარათონის მთავარ ნაწილად იქცა, რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა ხალხის უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვა, ამერიკასთანაც სტრატეგიულ საკითხებზე დიალოგისთვის ნიადაგი მოიმზადა... სანაცვლოდ კანფეტებს ჩამოგვირიგებენ, პამპერსებს და ტამპონებს ჩამოგვიტანენ, ტურისტის საგზალს და წყალს მოგვაწვდიან, იარაღს, ტანკებს, თვითმფრინავებს, სამხედრო ფორმებს უფასოდ მოგვცემენ, დაბალპროცენტიან საკრედიტო ხაზს გაგვიხსნიან, ტექნიკურ კრედიტს თავიანთ მუშახელს და ინსტრუქტორებს ჩამოაყოლებენ... და რაც არ უნდა მწარედ მოსასმენი გაგვიხდეს, ერთგულად გვამსახურებენ საკუთარი მიზნების უზრუნველსაყოფად.

ჩვენ შევცდით სხვა არჩევანშიც, როცა ნატოსკენ სწრაფვა ხმამაღლა განვაცხადეთ და მზადების ყველა წვრილმანი ბუდარიხას ძროხის რძესავით საქვეყნოდ ვატრიალეთ სხვის დასანახად და გულის გასახეთქად. კონფლიქტის მოგვარების ყველა გზა კუნთებზე ყურებასა და იარაღის ჟღარუნს მივაბით. პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა აფხაზი და ოსი ხალხის საქართველოსკენ მობრუნებისთვის. მეტიც, რაც სახალხო დიპლომატიამ რუდუნებით აღადგინა, ერთმა უხეშმა ჩარევამ ძირამდე ჩამოშალა;

ნატო არ იომებს საქართველოს ტერიტორიების დასაბრუნებლად (ეს თავად იაპ დე ჰოოპ სხეფერმაც განაცხადა), რუსეთთან ომს არც ევროკავშირი აპირებს და საერთოდ, არავინ არ გამოგზავნის ჯარისკაცებს საქართველოს მთლიანობის აღსადგენად. დამკვირვებლების მისიას - კი, ბატონო და ეს იქნება მაქსიმუმი.

ახალ სამხედრო აგრესიას რუსეთი არ დაუშვებს დამაჯერებლად აცხადებს მედვედევი და ახალი მსოფლიო მას ომით ვერ უპასუხებს (ისევ და ისევ თავისი კეთილდღეობის გამო). რუსეთის სრული იზოლაცია გარე სამყაროსთან, პრაქტიკულად შეუძლებელია.

გარდასულ დღეთა ქრონიკამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამ ხელისუფლებას დიპლომატიის ანბანი არც ერთ ენაზე, არც ერთ უცხოურ უნივერსიტეტსა თუ კურსებზე არ უსწავლია. სამაგიეროდ კარგად გამოსდის ლანძღვაგინება, ცხვირში ამოდენის მუქარა, საპროტესტო მანიფესტაციისა და ცოცხალი ჯაჭვის ორგანიზება. თუმცა ამით ომს ნამდვილად ვერ მოიგებ და ვერც განაწყენებულს მოულბობ გულს.

უდაოა, ისიც რომ ამ გუნდს წინამორბედისგან განსხვავებით ორგანიზაციის ნიჭი მართლაც აღმოაჩნდა, სხვათაშორის იმისიც, დღენიადაგ იმეოროს: ყველაფერი კარგად მიდის და ცოტა დაგვრჩა საბოლოო გამარჯვებამდეო. თუმცა, რომელ გამარჯვებაზეა ლაპარაკი, როცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების (იგივე რუსეთის) მიერ ომამდე კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, დავკარგეთ ახალგორის რაიონი, დიდი და პატარა ლიახვის, აგრეთვე, ფრონეს ხეობათა ქართული სოფლები, „ზემო აფხაზეთი“ კოდორის ხეობა, გარდა ამისა, რუსებმა 30კილომეტრიანი საკონტროლო ზონაც მიიღეს ფეშქაშად.

პრაქტიკულად, აღარ არსებობს გორისა და სენაკის სამხედრო ბაზები, გაძარცულია და გაპარტახებულია სამხედრო ქონება, მწყობრიდანაა გამოსული აეროდრომების ქსელი, სარადარო სისტემა, სამხედროსაზღვაო ფლოტი, საერთოდ მოისპო ფოთის სამხედროსაზღვაო ბაზა, განადგურდა გორში სამხედრო ბაზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, აფეთქდა ხიდები, დაიწვა ტყის მასივები, მოისრა ნადირფრინველი, საქართველომ კაპიტულაცია გამოაცხადა და ყოველივე ამას გამარჯვება ჰქვია?

ომმა აჩვენა, რომ ჩვენს ჯარს აკლია ორგანიზებულობა, არ ჰყავს მთავარსარდალი, არ გააჩნია რეალობის შეგრძნება (ცხადია, არ მაქვს მხედველობაში, პირადი მამაცობის მაგალითები). მე ვერ ვიკისრებ სამხედრო ექსპერტის მისიას, ამ სფეროში ძალიან ბევრი კითხვაა, მხოლოდ ერთორ ასპექტს შევეხები განსჯისათვის.

ქვეყნის ხელმძღვანელობას უნდა სცოდნოდა, რომ ცხინვალის ირგვლივ სამხედრო ძალების კონცენტრაცია და გახშირებული პროვოკაციები რუსეთთან ომს და მაშასადამე, კატასტროფას მოასწავებდა. რუსეთის ინტერესებში შედიოდა ნებისმიერი ხერხით შეეტყუა ჩვენი სამხედრო ძალა ცხინვალში და საქართველოში შემოსვლის (ოკუპაციის) რაიმე საბაბი მიეღო. ამისთვის ხანგრძლივად, მოთმინებით ელოდა ხელსაყრელ მომენტს. რა, ჩვენს მზვერავებს ობიექტივები გაეყინათ და ლიბრი გადაეფარათ თვალებზე, ვერ შენიშნეს როკის გვირაბთან ჩასაფრებული რუსეთის 58ე არმია (ათასობით ტექნიკა და ჯარისკაცი)?

თუ კი ეს ცნობილი იყო და მაინც გავარდა ტყვია, აშკარაა, სამხედრო დანაშაულთან გვაქვს საქმე. ახლა ირკვევა (ჯონ ტეფტის, კონდოლიზა რაისის და სხვათა განცხადებებიდან), რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არ შეისმინა ამერიკელების არაერთგზის გაფრთხილება და მაინც შევიდა ცხინვალში...

ერთიც მინდა ვთქვა: თუ მოიქნევ, დაარტყა უნდა კიდეც და ბოლომდე დადგე, არ გამოიქცე, წესია ასეთი. ჯარი სახელმწიფოს იმისთვის ჰყავს, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვას. ჩვენმა სარდლობამ ჯერ ცეცხლი გახსნა და მერე იქიდან ისე მოკურცხლა, ტრანსპორტს გამოასწრო, ხალხი კი შურისძიებით აღვსილ მტერს შეატოვა საჯიჯგნად. ჯარი გააქციეს კოდორის ხეობიდან, სენაკიდან, გორიდან, ტექნიკა, ტყვიაწამალი, სხვა სამხედრო ავლადიდება კი ხელუხლებელი დაახვედრეს სრულ მზადყოფნაში გასაზიდად. ისე წამოვიდნენ, მოსახლეობა არც გაუფრთხილებიათ. ამის მერე, ზოგს ჰყოფნის თავხედობა განაცხადოს, აბა, ნარჩევ ბიჭებს ხომ ვერ შევაკლავდითო რიცხობრივად ბევრად მეტ გადამთიელს.

მილიარდ ლარზე მეტია თავდაცვის ასიგნება საქართველოს სულ რაღაც ხუთმილიარდიანი ბიუჯეტიდან მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და საყველპურო შემოსავალიც არა აქვს. ეს საეჭვოდ დიდი ციფრია. ზოგადად აღიარებული პრინციპების თანახმად, ქვეყნის ბიუჯეტიდან სამხედრო ხარჯები 5%25ს არ უნდა აჭარბებდეს (ნიშნავს, რომ ქვეყანა არადემოკრატიულია და მილიტარისტულ გზას ადგას). როგორც ჩანს, ჩვენთან გაცილებით მეტი იხარჯება და მეტიც ნიავდება.

ნათქვამია, ომი ყველაფერს ჩამოწერს...

„ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ეპოქაში, სამხედრო ხარჯების ფინანსური შემოწმება ტაბუდადებულია. საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი ხარჯების ეფექტურობის შემოწმებაზე (კონტროლის ასეთი ხარისხი ჯერაც უცხოა ჩვენს პრაქტიკაში). არის ეჭვი, რომ სამხედრო ხარჯების პრიორიტეტული ზრდა, გასაიდუმლოებული ბიუჯეტი და ასე უმოწყალოდ მიტოვებული (განიავებული) სამხედრო ქონება ურთიერთკავშირშია და არაა გამორიცხული წინასწარ გამიზნული, ფარულ გარიგებათა და მოქმედებათა შედეგი იყოს.

ომი ხომ ყველა ნაკვალევს წაშლის...

რამდენიც გნებავთ იმდენია ფაქტი, რომლებსაც არანაირი გამართლება აქვს და მაინც ყურით მოთრეული არგუმენტი მოჰყავს ზოგიერთს, თითქოსდა სხვა „სიკეთესთან“ ერთად ამ ომმა რუსეთის ნამდვილი სახე დაგვანახაო.

მე რომ მკითხოთ, რაც მოხდა, არ ღირდა იმად, ამ გზით მსოფლიოს ყურადღება მიგვექცია, ნიღაბი ჩამოგვეხსნა იმპერიული ძალისათვის. მსოფლიომ ისედაც იცის ისტორიის გაკვეთილები. თუ ახლა ვსწავლობთ ამ საშინაო დავალებას, აქამდე ბეჯითად რომ უნდა გვესწავლა და ვატარებთ ექსპერიმენტებს, რომელსაც ადამიანური და მატერიალური მსხვერპლი მოაქვს, ეს კიდევ ერთი დანაშაულია!

როცა ცხინვალში საომარი მოქმედების დაწყებას კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას არქმევ, იმას ნიშნავს, რომ ვერ ხვდები ამას რა შედეგი მოსდევს. უთუოდ აჯობებდა ხმამაღლა გვეყვირა, მტერმა საზღვარი გადმოლახა და საკუთარი ხალხი, ქვეყნის მთლიანობა უნდა დაგვეცვაო. უფრო მომგებიანი იქნებოდა რუსის არმია ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შემოსულიყო. მეტი შანსი გვექნებოდა მათი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გასაყვანად.

ცხინვალში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას“ ერთი სპეცდანიშნულების ბრიგადაც მოახერხებდა და არ იყო საჭირო საერთო მობილიზაციის გამოცხადება თუ კი იქნებოდა მყარი გარანტია, რომ ამ ოპერაციაში რუსეთი არ ჩაერეოდა, თუმცა ეს პრაქტიკულად გამორიცხული იყო.

ყველა შემთხვევაში, უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ სამხედრო ოპერაციისთვის არ იყო სწორად გააზრებული დრო, მოქმედებები და მოსალოდნელი შედეგები, რაც მთავარია, მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება, რომლის გამოც რუსეთთან ომში სასტიკად დავმარცხდით.

ჩვენმა ხელისუფლებამ ისიც ვერ მოახერხა, რომ სარკოზმედვედევის შეთანხმებაში საქართველოს ინტერესები დაეცვა, რომელ ინტერესზე (პოზიციაზე) ვსაუბრობთ, დღემდე ვერ გარკვეულა რა წერია მასში. ყველა ნიშნის მიხედვით, ეს შეთანხმება კაპიტულანტურია და საქართველოდან (აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან) რუსეთის ჯარის გამოყვანის პერსპექტივასაც არ იძლევა.

ასე, რომ ჩვენს თავს ჩვენვე გამოვუტანეთ სასტიკი განაჩენი.

არის ხსნა ამ მდგომარეობიდან? საკითხავი, აი, ეს არის.

გამოსავალი ყოველთვის არის, თუ ამის ნება ერს გააჩნია. რა გზით, და რა ფორმით - ეს გამოჩნდება. მთავარია, საამისო წინაპირობა უნდა შეიქმნას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ არჩევანი.

„დემოკრატიული რეფორმების ახალ ტალღაზე“ მოფარფატე ხელისუფლება ამას ნამდვილად ვერ შეძლებს. ვერც ლელა კაკულიას წინასწარმეტყველების იმედზე გაბრწყინდება საქართველო.

რაც გვჭირს, ფარსმან სპარსის შეგონებას მახსენებს (ჩვენს მდგომარეობას ზუსტად ესადაგება): ჯოჯოხეთში ბერები დაუწყვეტიათო და ყვავი დაუნიშნავსო ხუცესად ღმერთს.

შედეგიც აქედანაა, ეს საგულ დაგულოდ უნდა დავიხსომოთ.

2 ომი და ეკონომიკა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იაკობ მესხია
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ომის პირველი მსხვერპლი ხდება სიმართლე“.
ჯონსონ ხაირამი

სახელმწიფოს ბრძოლა საკუთარი ეროვნული ინტერესებისათვის მხოლოდ მაშინაა შედეგიანი, როცა მკაფიოდაა ჩამოყალიბებული მისი მიზანი და ამოცანები. თითოეულ ქვეყანას საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გააჩნია, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სხვა ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებს.

ასეთ ვითარებაში სახელმწიფოებს შორის იწყება პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც მისი უკომპრომისობის შემთხვევაში შეიძლება სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რომელსაც უმეტესწილად ძლიერი ქვეყანა იყენებს სუსტის მიმართ და პირიქით (იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება). ამასთან, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე პოლიტიკური სამყარო, არის შედეგი წარსულში ძალადობისა, ხოლო მისი შენარჩუნება ასევე ძალადობით ხდება. ვიდრე საზოგადოება არ გადავა ცნობიერების ახალ ცივილურ პარადიგმაზე, მომავალშიც მსოფლიო პოლიტიკური რუკა ალბათ ძალადობით შეიცვლება. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოთა ტერიტორიული საზღვრები არის საუკუნეების მანძილზე წარმოებული მრავალრიცხოვანი ტოტალური და ლოკალური ომების შედეგი, რომელიც ყოველთვის მთავრდებოდა დაზავებით. ისტორიულ ჭრილში უსასრულო ომი არ არსებობს, მაგრამ ბევრი მაგალითია სახელმწიფოებს შორის უსასრულო ბრძოლებისა, რომლის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილია მოკლევადიანი ლოკალური ომები.

ნებისმიერი ომი, რა სახის და რის საფუძველზეც არ უნდა იყოს იგი წარმოებული, ტრაგედიაა ყველასათვის, ხოლო ის, ვინც ომის წამომწყებია ან თავისი ქცევით და საქმით ხელს უწყობს მას, დამნაშავეა კაცობრიობის წინაშე. დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ომში გამარჯვების შედეგად გამდიდრებულიყოს (ვოლტერი). თუმცა, როგორც კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, ეროვნულ პატრიოტიზმთან და ღირსებასთან ერთად ომების საფუძველი ხშირად ბუნებრივი სიმდიდრე, განსაკუთრებით კი ენერგორესურსები ხდება. თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით მძლავრობს მორალი - თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის და მართლაც, ყველა სახელმწიფო ქმნის არმიას, აწარმოებს და იძენს საომარ ტექნიკას და უზარმაზარ თანხას ხარჯავს ომისთვის მზადებაზე. დახარჯული ბიუჯეტიდან ნებისმიერი თანხა სამხედრო საქმეზე „დაკარგულია“, იგი იწვევს ქვეყნის ეკონომიკის დეფორმაციას და ამცირებს საზოგადოების ცხოვრების დონეს.

სულ სხვა ნიშნებით ხასიათდება ომის შემდგომი ეკონომიკა. მისი ნგრევის და დეფორმაციის ხარისხი დამოკიდებულია საომარი მოქმედებების ხანგრძლივობაზე და ომის დროს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების დამანგრეველ ძალაზე, აგრეთვე მეომარი ქვეყნების სამხედრო ხელოვნებაზე და ომის წარმოების საერთაშორისო ნორმების დაცვაზე.

ასეა თუ ისე, საქართველო მაინც იქნა ჩართული რუსეთთან ომში, რომელმაც დიდი ადამიანური და ეკონომიკური უბედურება მოუტანა ქვეყანას და რომლის პირველი ზოგადი სოციალურეკონომიკური შედეგები (ვიდრე არ მოხდება მისი ზუსტი აუდიტირება), მხოლოდ მიახლოებით შეიძლება წარმოვიდგინოთ.

ეკონომიკური ზარალი

ომმა საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა, თუმცა ერთი რამ უდავოდ ფაქტია - საომარ ვითარებაში საქართველოს ეკონომიკამ საკმაოდ მყარი მდგომარეობა გამოავლინა, რაც დაადასტურა კიდეც საერთაშორისო სარეიტინგო სამსახურმა Fitch - მა.

ეს ერთის მხრივ, განპირობებული იყო იმით, რომ უკანასკნელ წლებში საკმაოდ მომძლავრდა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, ხოლო, მეორეს მხრივ იმით, რომ ომმა მიიღო მოკლევადიანი ხასიათი და მან მხოლოდ 5 დღე გასტანა. გა ჭიანურებულ ომს რუსეთთან საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებდა და შედეგები კატასტროფული იქნებოდა.

ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლებას არ დაუთვლია ომის შედეგად მიყენებული ზარალის მოცულობა, მაგრამ მის მიახლოებით სიდიდეზე მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია დასახელდა სახელმწიფო სტრუქტურებიდან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ომის შედეგად მიღებული ზარალი შეაფასა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეფასებით ზარალი 1 მილიარდ დოლარს აღემატება. იგივე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, ხოლო საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ზარალის სიდიდე 34 მილიარდი დოლარით შეფასდა. ქართველ ექსპერტთა ერთმა ნაწილმა, სრულიად სამართლიანად აარიდა თავი ზარალის რაოდენობრივღირებულებით შეფასებას, ხოლო მეორე ნაწილმა იგი 2030 მილიარდ დოლარად შეაფასა, რაც, ჩემის აზრით, რეალობასთან ძალიან შორსაა.

0x01 graphic

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მიერ ომის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებაში, როგორც ჩანს, არაა საუბარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიყენებულ ზარალზე, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის იდეოლოგიას. ამ შეფასებებში ასევე არაა შეტანილი ქვეყნის თავდაცვის ინფრასტრუქტურაზე და შეიარაღებაზე (ნაწილი გატანილ იქნა ნადავლის სახით) მიყენებული ზარალი, რისი დაზუსტება ალბათ უახლოეს მომავალში მოხდება.

დღევანდელი - ხილული, მატერიალური და რეპუტაციული, მომავალი ზარალი, რომელიც რუსეთთან ომის შედეგად მიადგა ჩვენს ქვეყანას, მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

- დაინგრა სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, აეროდრომები, ხიდები, რკინიგზა, შენობები, ნაგებობები, გადამცემი მაუწყებლობები, ავტომაგისტრალები, საპორტო ინფრასტრუქტურა და .. შიდა ქართლში დაზიანდა საწარმოები, რის გამოც შეფერხდა ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირება, დაეცა წარმოების ზრდის ტემპები;

- ომის შედეგად დიდად იზარალა საქართველოს ეკოსისტემამ. ბორჯომხარაგაულის ნაკრძალში, რუსული ავიადაბომბვის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა, რომლის ჩაქრობა თითქმის ერთი თვე გაგრძელდა და უზარმაზარი თანხა დაჯდა, გაანადგურა ათას ჰაზე მეტი ხეტყე, 250 ჰაზე მთლიანად მოისპო ტყის საფარი, 750 ჰაზე განადგურდა ტყის 70%25, დაიწვა ენდემური ჯიშები, რომლებიც შეტანილია წითელ წიგნში;

- ფოთის ზღვის აკვატორიაზე სამხედრო ხომალდების ჩაძირვის შედეგად შავ ზღვაში ჩაიღვარა დაახლოებით 50 ტონამდე საწვავი, რის შედეგადაც მიყენებულმა ზარალმა წინასწარი მონაცემებით შეადგინა დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი დოლარი, ხოლო დაბინძურებისაგან ზარალმა 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა;

- გორთან ნაღმის აფეთქებით გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია 720 ტონა ნავთობის დაღვრა და 2000 კვ.. ნიადაგის დაბინძურება, რაც საჭიროებს ნიადაგის შეცვლის ძვირადღირებული სამუშაოებს. ზარალი მიადგა აზპეტროლს, დაიწვა მისი კუთვნილი 13 ვაგონი და საწვავი. საქართველოს ეკოსისტემაზე მიყენებული ზარალის შესაფასებლად შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც იმავდროულად მოამზადებს მასალებს ჰააგის სასამართლოზე წარსადგენად;

- გორიკასპის მონაკვეთზე რკინიგზის ხიდის აფეთქების შედეგად ზარალმა 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. სომხეთმა ტვირთის შეჩერების (107 ვაგონი ხორბალი, 50 ვაგონი საწვავი) შედეგად თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი იზარალა. ასევე დიდი ზარალი მიადგა საქართველოს და აზერბაიჯანს (აღნიშნული ხიდი სამივე ქვეყნის ერთიანი ძალისხმევით აღდგენილ იქნა 10 დღეში);

- დიდი ზარალი მიადგა სოფლის მეურნეობას, კონფლიქტის ზონაში გაჩანაგდა და ცეცხლი წაეკიდა ნათესებს, გაჩანაგდა და აუღებელი დარჩა მოსავლის დიდი ნაწილი;

- მნიშვნელოვნად იზარალა საკურორტო ბიზნესმა არა მხოლოდ საქართველოში (ბათუმი, ქობულეთი, სოხუმი და ..), არამედ, მის გარეთაც (სოჭი, იალტა, ანაპა და ..). საქართველოს კურორტებზე დამსვენებელთა რიცხვი თითქმის 80 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება ტურისტულ ბიზნესს, მან ომის შედეგად თითქმის შეწყვიტა ფუნქციონირება, დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა უარი თქვა ტურისტულ მომსახურებაზე;

- დიდი ზარალი მიადგა საბანკო სექტორს და მასთან მჭიდროდ ინტეგრირებულ სამშენებლო ბიზნესს. საბანკო სექტორმა ერთი კვირით შეაჩერა აქტიური საქმიანობა, შიდა ქართლში კომერციული ბანკების ფილიალებს (პროკრედიტბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი) გაცემული აქვთ თითქმის 100 მილიონამდე ლარის სესხი, რის დაბრუნებასაც საფრთხე შეექმნა. საომარი მოქმედებების შედეგად სენაკსა და გორში დანგრეულ იქნა ბანკის შენობები. ომის პერიოდში თითქმის მთლიანად პარალიზებული იყო სამშენებლო სექტორი;

- ზარალი მიადგათ კერძო მეწარმეებს. განსაკუთრებით იზარალეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა (ავერსი, პსპ), რომლებსაც აფთიაქები ჰქონდათ განთავსებული კონფლიქტურ ზონებში. გაიძარცვა არა ერთი კერძო საწარმო (მათ შორის . ფოთში არსებული ნიკორას საწარმო). კომპანია ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიები განადგურდა გორსა და თამარაშენში, ზარალმა შეადგინა ნახევარი მილიონი დოლარი. ადგილი ჰქონდა ენერგორესურსების უკანონო ხარჯვას რუსეთის საჯარისო ფორმირებების მხრიდან. კომპანია ენერგოპრო ჯორჯიას 6 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. ასევე საკმაოდ იზარალეს მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებმა (მაგთიკომი და ჯეოსელი). კონფლიქტის ზონებში დაზიანდა და გაიძარცვა მათი ტექნიკური საშუალებები, თუმცა მათ გამოიყენეს რა მოძრავი სადგურები, არ გაუწყვეტიათ მომსახურება. ჰაკერებმა დააზიანეს და დაბლოკეს ქართული ინტერნეტ საიტები, რითაც მათ რამდენიმე მილიონი ლარით იზარალეს;

0x01 graphic

- ომის დაწყებასთან დაკავშირებით გარკვეული რყევები განიცადა სამომხმარებლო ბაზარმა, გაიზარდა მოთხოვნა სასურსათო პროდუქციაზე და შესაბამისად, ფასებიც, თუმცა პანიკა არ შექმნილა. მოსალოდნელი იყო საწვავზე ფასების ზრდაც. საწვავის შემოტანა ძირითადად ხდებოდა აზერბაიჯანიდან, რომლის სიიაფემ საშუალება მისცა ადგილობრივ კომპანიებს 510 თეთრით შეემცირებინათ საცალო ფასი. ამავე ოდენობით შეამცირა ფასები კომპანია Rompetrol Georgia - , რომელსაც ევროპიდან შემოაქვს ნავთობპროდუქტები;

- იზარალეს საქართველოში მოქმედმა უცხოურმა კომპანიებმაც. . ფოთში არაბულ კომპანიას დაუზიანეს 300 ათასი დოლარის ღირებულების ტექნიკა, იზარალეს არენდატორებმაც - ერთი მილიონი დოლარის ზარალი მიადგა ქართულთურქული ნავთობის კომპანია ჩენელენერჯის. ასევე იზარალეს ქართულმა და უცხოურმა ავიაკომპანიებმა, რომლებმაც შეწყვიტეს ფრენა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.

გარდა მატერიალურნივთობრივი ზარალისა, ომმა საქართველოს საკმაოდ დიდი რეპუტაციული ზარალიც მიაყენა. უპირველეს ყოვლისა, საფრთხე შეექმნა ნავთობისა და გაზის სატრანზიტო არტერიას საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ, ნავთობსადენს ბაქოთბილისიჯეიჰანი (სიმძლავრით 50 მილიონი ტონა - დღეღამეში მილიონი ბარელი ნავთობი) და გაზსადენს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი (სიმძლავრით 30 მილიარდი კუბმეტრი გაზი წელიწადში). ასევე, მუქარის ქვეშ აღმოჩნდა ნავთობსადენი ბაქო-სუფსა (145 ათასი ბარელი დღეღამეში) და ნავთობტერმინალები ბათუმში და ყულევში, სადაც შემოდის ნავთობი ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან.

რუსეთსაქართველოს კონფლიქტის შედეგად საერთაშორისო ენერგომატარებლებზე კავკასიაში იზრდება ტერორისტული აქტების საფრთხეები. როგორც ცნობილია, კომპანია Britishpetrolium-მა დიდი ზარალი განიცადა 5 აგვისტოს თურქეთის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალზე, რომელიც, როგორც ჩანს, განხორციელდა სეპარატისტული ქურთული შეიარაღებული დაჯგუფების მიერ.

რეპუტაციული ზარალი მიადგა საქართველოს ტურიზმის სფეროს. ტურიზმიდან შემოსავალი საქართველოში უკანასკნელ 34 წელიწადში 5-ჯერ გაიზარდა. აღნიშნული სფეროს მეურნეობა საკმაოდ წარმატებით ვითარდებოდა. ცხადია, საომარმა მოქმედებებმა დააფრთხო უცხოელი ტურისტები და მოსალოდნელია, რომ რეპუტაციის შელახვის გამო, მათი ნაკადი (თუ ვითარება არ დარეგულირდა), არსებითად შემცირდეს.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს იმ ზარალზეც, რომელიც ქვეყანას მიადგა საქართველოში საომარი ვითარების გამოცხადების გამო. ამან გამოიწვია სახელშეკრულებო ვალდებულებების დროში გადაწევა, რაც რა თქმა უნდა, მასში მონაწილე მხარეებისთვის ზარალის შემცველია. ამის ერთერთ უტყუარ მაგალითად შეიძლება დასახელდეს არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ფოთის ინდუსტრიული ზონის მშენებლობის შესახებ, რომლის ვადამ გაურკვეველი დროით გადაიწია და მისი განხორციელების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა მათი პირველი განცხადება დამაიმედებელია.

0x01 graphic

ომმა ნეგატიური გავლენა მოახდინა საქართველოს ინვესტიციურ გარემოზეც. ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Gლობალ ინსიგჰტმა ინვესტიციური უსაფრთხოების რისკი საქართველოში „4“დან „5“მდე გაიზარდა, ხოლო ბიზნესის წარმოების რისკის რეიტინგი - „3“დან „3,5“მდე, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2008 წელს პროგნოზირებული 12 პროცენტიდან, შესაძლოა 56 პროცენტამდე დაეცეს.

სერიოზული ეკონომიკური ზარალი მიადგა ომში მონაწილე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს - სამხრეთ ოსეთს. ადგილობრივი დეფაქტო ხელისუფლება ზარალის მოცულობას 100 მილიარდი რუბლის მოცულობით აფასებს, ხოლო რუსეთის ხელისუფლება - 1 მილიარდი დოლარის სიდიდით. რუსეთის ეკონომიკური ქმედებიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ აშკარად იკვეთებოდა, რომ იგი მისი დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ემზადებოდა. ამის მკაფიო დასტურია ისიც, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში (ომის შემდგომ პირველსავე დღეებში), სამხრეთ ოსეთისთვის საბიუჯეტო ასიგნებები ცალკე სტრიქონად გამოიყო. საქართველოში ამისათვის არავის მიუქცევია ყურადღება, არადა, ეს იყო მკაფიო ნიშანი იმისა, რომ მის ეკონომიკურ აღიარებას ტერიტორიული დამოუკიდებლობის აღიარებაც მოჰყვებოდა.

ომმა დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. საფონდო ბირჟებზე მკვეთრად დაეცა აქციათა ფასი, რუბლის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა, ინფლაცია აგვისტოში გაიზარდა 0,4 პროცენტით. ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 16,4%25 - ით, პრობლემები შეექმნა საბანკო სექტორის ლიკვიდურობას, აგვისტოს თვეში კაპიტალის გადინებამ თითქმის 20 მილიარდ დოლარს მიაღწია, საბანკო კრედიტების განაკვეთი გაიზარდა 810 პროცენტით. მოკლედ რომ ვთქვათ, უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად მომძლავრებული რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ შეირყა და ეს პროცესი დღითიდღე ღრმავდება.

რუსეთის ეკონომიკა უფრო ღრმა კრიზისს გადაურჩა მისი მსოფლიო ეკონომიკაში საკმაოდ მაღალი ხარისხით ინტეგრირებულობის გამო. ევროპას და აშშის გადაწყვეტილი ჰქონდათ რუსეთისთვის საქართველოში წარმოებული ომისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, მაგრამ საერთაშორისო ბიზნესის ზეწოლის შედეგად, იგი ფაქტობრივად არ განხორციელდა. გერმანელი, ამერიკელი, ინგლისელი და სხვა ქვეყნების ბიზნესმენები მოუწოდებდნენ თავიანთ მთავრობებს ეწარმოებინათ დიალოგი რუსეთთან და თავი შეეკავებინათ სანქციებისაგან. ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს, რომელიც მსოფლიო ბირთვული იარაღის დაახლოებით ნახევრის მფლობელი, მსოფლიოში გაზის პირველი და ნავთობის მეორე მწარმოებელია, თანამედროვე მძლავრი შეიარაღების გავლენიანი ექსპორტიორი და აშშ დოლარის და სხვა უცხოური ვალუტის დიდი რეზერვის მფლობელია, აგრეთვე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია, შეუძლია მთლიანად შეცვალოს დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი და ანტისანქციებით პრობლემები შეუქმნას მსოფლიოს განსაკუთრებით კი ევროპის განვითარებულ ქვეყნებს. მიუხედავად რუსეთისადმი უცხოეთის დამოკიდებულების შერბილებისა, მისი ეკონომიკის რყევის პროცესი გრძელდება.

რა დაჯდა ომი?

რუსეთსაქართველოს ომის ღირებულებით შეფასებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ომის კალკულაცია, ზუსტი აღრიცხვა იმისა, თუ რა დაჯდა საომარი მოქმედებები მხოლოდ სამხედრო უწყებებს შეუძლიათ, რადგან მხოლოდ მათ მიუწვდებათ ხელი დახურულ ინფორმაციაზე. შეიძლება საზოგადოებამ ვერასოდეს გაიგოს საომარი მოქმედებების შედეგად გამოწვეული ზარალის ზუსტი ღირებულება და ეს არცაა გასაკვირი, ასეთია ომის წარმოების წესი.

საქართველოს ხელისუფლებას ომთან დაკავშირებულ ხარჯზე ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შენარჩუნებულია ქვეყნის სამხედრო შეიარაღების 95 პროცენტი. სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, რუსეთის არმიამ საქართველოდან გაიტანა მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული იარაღი, მათ შორის, 65 ტანკი, 45 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და სხვა ტექნიკა. რუსეთის მხარემ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ომი დღეღამეში 200 მილიონი დოლარი უჯდებოდა, რაც ჩემის აზ რით მეტისმეტად გაბერილი ციფრია და ძალიან შორსაა ფაქტობრივ მონაცემებთან. ერთი რამ უდავოდ ფაქტია! საქართველომ საკმაოდ დიდი ხარჯი გაიღო ეროვნული არმიის შესაქმნელად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვაზე გამოყოფილი ასიგნებები სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების თითქმის ერთ მეხუთედს შეადგენდა. ქვეყნის თავდაცვაზე დახარჯული სახსრების ეფექტიანობის ხარისხი კი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად უზრუნველყო სახელმწიფომ ქვეყნის ტერიტორიული უსაფრთხოების დაცვის სტრატეგია. თუ ამ კუთხით მივუდგებით საკმაოდ ცუდ შედეგებთან გვაქვს საქმე.

რუსეთის სტრატეგიისა და ტექნოლოგიების დამოუკიდებელი ცენტრის ცნობით, საქართველოში წარმოებული ომი რუსეთს 12,5 მილიარდი რუბლი დაუჯდა (დღეღამეში 2,5 მილიარდი). ამ შეფასებაში შედის თვითმფრინავების და ვერტმფრენების აფრენის, ტანკების, ქვემეხების გადაადგილებაზე დახარჯული საწვავსაპოხი მასალების ღირებულება. მათი ცნობით, რუსეთს ტანკის ერთი გასროლა 200 დოლარი უჯდებოდა, არტილერიის ქვემეხისა - 150, ნაღმის - 8, ავტომატის ათასი ვაზნა - 30, ავიაბომბი - 3000 და ა.შ. ომის ხარჯებში ყველაზე დიდი ადგილი დაიკავა საწვავსაპოხის ღირებულებამ - 1,2 მლრდ რუბლი დღეღამეში. რუსეთის მხარის მტკიცებით, მას საომარ მოქმედებებში არ გამოუყენებია ძვირადღირებული მაღალი სიზუსტის იარაღი. ძირითადად იყენებდა ვადაგასულ ტექნიკურ საშუალებებს, რაზეც ალბათ სამხედრო ექსპერტებმა უნდა გასცენ პასუხი.

0x01 graphic

ომის ღირებულების შეფასებაში უამრავი ფაქტორი მონაწილეობს. დიდი და ძლიერი ქვეყნისათვის, რომელსაც გააჩნია საკუთარი შიდა რესურსები საომარი ტექნიკის წარმოებისათვის, ომში მიყენებული სამხედრო ზარალი ნაკლები საფრთხის შემცველია, ხოლო სახელმწიფოში, რომლის სამხედრო პოტენციალი ძირითადად იმპორტზეა დაფუძნებული, ომით მიყენებული ყოველგვარი დანაკარგი ნეგატიურად აისახება ქვეყნის პერსპექტიულ სოციალურეკონომიკურ განვითარებაზე.

ფულადი და მატერიალური დახმარებები

საქართველოს დახმარების ხელი მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, საერთაშორისო და რეგიონულმა საფინანსოეკონომიკურმა ინსტიტუტებმა გაუწოდა:

  • გაეროს გადაწყვეტილი აქვს უზრუნველყოს 57 მილიონი დოლარის მობილიზაცია ლტოლვილების დასახმარებლად 6 თვის განმავლობაში;

  • ევროკავშირმა თავდაპირველად გამოყო 1 მილიონი, ხოლო შემდეგ 5 მილიონი ვერო დაზარალებულთა კვების, სამედიცინო და საბინაო უზრუნველყოფისათვის;

  • ევროკომისია აპირებს საქართველოს 2008- 2010 წლებში გამოუყოს 1 მილიარდი ევრო. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დონორთა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზაცია და თანხის შეგროვება საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად;

  • G7 - მა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს დაეხმაროს ეკონომიკის აღორძინებაგანვითარებაში;

  • აშშ - მ, მას შემდეგ, რაც საქართველოში გამოაგზავნა წარმომადგენლობითი დელეგაცია მიყენებული ზარალის შესაფასებლად, გადაწყვიტა გამოყოს 1 მილიარდი დოლარი, საიდანაც 570 მილიონი გამოიყოფა 4,5 თვეში, ხოლო დანარჩენ 430 მილიონს გამოყოფს ქვეყნის ახალი ხელისუფლება კონგრესის გადაწყვეტილების შესაბამისად. აშშ გვპირდება დახმარებას ინვესტიციების მოზიდვაში;

  • მსოფლიო ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს გამოუყოს 300350 მილიონი დოლარის კრედიტი რეფორმების გასაგრძელებლად და ინსფრასტრუქტურის აღსადგენად, ხოლო კომერციულ ბანკებს გაუხსნის 120 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზებს;

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მას შემდეგ, რაც მათმა ექსპერტებმა შეაფასეს ომით მიყენებული ზარალი, გადაწყვიტა გამოყოს 750 მილიონი დოლარის კრედიტი 18 თვის განმავლობაში. აქედან, 250 მილიონი დაუყოვნებლივ გამოიყოფა, ხოლო დანარჩენი თანხა ექვსი ტრანშის სახით;

  • ევროსაბჭომ, აშშ-მ, თურქეთმა, ყაზახეთმა, ბელორუსიამ, აზერბაიჯანმა, ისრაელმა, ქუვეითმა და სხვებმა გამოგზავნეს დიდძალი ჰუმანიტარული ტვირთი;

  • ევროპის ჰუმანიტარული დახმარების ოფისმა გამოყო 6 მილიონი ევრო დაზარალებულთა დასახმარებლად;

  • მსოფლიო სასურსათო პროგრამამ გამოყო 500 ათასი ევრო, ხოლო დანიის ლტოლვილთა საბჭომ - 300 ათასი ევრო;

  • მოსახლეობისა და განვითა რების ევროპის საპარლამენტო ფორუმმა საომარი მოქმედებების დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო გამოკვლევებისათვის 600 ათასი დოლარი გამოყო;

  • ფრანგულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Pრემიერე Uრგენცემ დაზარალებულთათვის გამოყო 200 ათასი ევრო;

  • უკრაინამ საქართველოს თავდაპირველად 11 მილიონი დოლარი გამოუყო, ხოლო შემდგომ, როგორც ეს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა - 100 მილიონი დოლარი;

  • საფრანგეთის ქ. ავინოეში 6 სექტემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით საქართველოს გამოეყოფა 15 მილიონი ევრო. აღსანიშნავია, რომ რუსულმა სააგენტოებმა გამოაქვეყნეს საეჭვო ინფორმაცია, თითქოსდა ამ შეხვედრაზე გამოითქვა ეჭვი საქართველოსთვის მიყენებული ზარალის გადაჭარბებული შეფასების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ევროკავშირი დახმარების სახით 1 მილიარდ დოლარამდე გამოყოფს;

  • გერმანიამ საქართველოსათვის ჰუმანიტარული დახმარებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში გამოყო 2,425 მილიონი ევრო, აგრეთვე აიღო ვალდებულება ლტოლვილებისათვის ბინების (სახლების) მშენებლობის შესახებ;

0x01 graphic

  • ლტოლვილებს, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე მრავალმილიონიან ფინანსურ დახმარებას ჰპირდება უმსხვილესი ეკუმენისტური ორგანიზაცია - ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, რომელიც აერთიანებს 100ზე მეტ ქრისტიანულ ორგანიზაციას;

  • ლტოლვილებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა საქართველოს მოსახლეობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახელმწიფო სტრუქტურებმა, კერძო სექტორმა (კომპანიები „მაგთიკომი“, „ჯეოსელი“, „ვისოლი“, „სახალხო ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და ა.შ.). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰუმანიტარული დახმარების პროცესი არაორგანიზებულად და ქაოსურად მიმდინარეობდა. იგი არ იყო კოორდინირებული და არანაირ მონიტორინგს არ ექვემდებარებოდა. ამის მკაფიო მაგალითია ქ. ბათუმში საეკლესიო მსახურთა ანაფორაში გადაცმულ თაღლითთა მიერ „თანხის შეგროვება“ დაზარალებულთათვის.

ამრიგად, მსოფლიო საზოგადოებრიობამ გაჭირვების ჟამს საქართველო მარტო არ დატოვა. ჯერჯერობით გაკეთებული განცხადებებისა და გადაწყვეტილებების თანახმად, საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს დაახლოებით 4 მილიარდ დოლარზე მეტ გრანტს და კრედიტს ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ლტოლვილთა დასახმარებლად. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით მთავრობა მოსახლეობას ყოველგვარ ზარალს აუნაზღაურებს. დაიწყო ლტოლვილთათვის სახლების მშენებლობა, რომლის კოორდინაცია და ხელმძღვანელობა საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა. გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით საქართველოს მთავრობა აპირებს ფონდ ფენიქსის ჩამოყალიბებას, სადაც მოხდება დახმარების მიზნით გამოყოფილი თანხების აკუმულირება. ჩემის აზრით, მიზანშეწონილია ამ ფონდის მართვა დაევალოს რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ორგანიზაცია სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ყველაზე კარგად და სრულად ფლობს რეგიონებში არსებულ სოციალურეკონომიკურ მდგომარეობას და ინფორმაციას ომის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში შეიქმნება ანტიკრიზისული საბჭო, რომლის მიზანი და ამოცანები ჯერჯერობით საზოგადოებისთვის ბუნდოვანია. ვფიქრობ, აღნიშნულმა საბჭომ უნდა შეიმუშაოს ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დაძლევის მკაფიო და მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამა. თუ იგი დაემსგავსა დღემდე შემოთავაზებულ 18 და 50 თვიან ბუნდოვან სახელისუფლებო პროგრამებს, ეფექტიანი საბოლოო შედეგები ნაკლებად სავარაუდოა.

შესაძლოა გამოყოფილი და შეპირებული დახმარებები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებაგანვითარება ჰუმანიტარული შემოწირულობებით შეუძლებელია. მთავარია ამ საგარეო ინექციებმა არ მოადუნოს ქვეყნის შიდა სამეწარმეო აქტივობა, ამასთანავე, ხელისუფლება უნდა განიტვირთოს ქვეყნის წარმატებების ამსახველი, საზოგადოებისათვის გამაღიზიანებელი ყოველდღიური პიარკამპანიებისაგან და ძირითადი აქ ცენტი აიღოს მეცნიერულად არგუმენტირებული გრძელვადიანი, სტრატეგიული კონცეფციებისა და პროგრამების შემუშავებაზე. ამას კი სჭირდება ამ საქმეში გამოცდილი, მაღალკვალიფიციური პროგნოზირების უნარის მქონე ადამიანური რესურსების ჩართვა, რომლის დეფიციტი სამწუხაროდ დღეისათვის სამთავრობო სტრუქტურებში აშკარად შეინიშნება.

მოსალოდნელი საფრთხეები

0x01 graphic

გამომდინარე იქიდან, თუ როგორ სახეს მიიღებს რუსეთსაქართველოს დაპირისპირება, მოსალოდნელია ახალი საფრთხეების აღმოცენება, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი:

  • დაუზუსტებელი მონაცემებით დღეისათვის რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს და მუშაობს ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომელთა ფულადი გზავნილები ნათესავებთან საქართველოში ყოველწლიურად შეადგენს 600700 მილიონ დოლარს. არის გარკვეული ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა კონფლიქტის შემდგომი გამწვავების შემთხვევაში მოახდინოს მათი დეპორტაცია, ან კიდევ გადაკეტოს თანხების ოფიციალურად გადმოგზავნის არხები.

  • საქართველო ჯერჯერობით ნაწილობრივ მაინცაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. გამორიცხული არაა რუსეთმა საქართველოს მნიშვნელოვნად გაუძვიროს მათი ფასი ან კიდევ, უარესს შემთხვევაში საერთოდ შეუწყვიტოს მოწოდება.

  • საქართველოს რეალურ სექტორში საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებენ რუსული კომპანიები - ინტერრაოეესი, თელასი, ევრაზჰოლდინგი, ვაგონშემკეთებელი, ჭიათურმარგანეცი, თბილავიამშენი, ვითიბი ბანკი და .., რომელთა საწესდებო კაპიტალში რუსეთის კომპანიები ფლობენ საკმაოდ დიდ ნაწილს. ვითარების შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული რუსული კაპიტალის გადინება საქართველოდან. მათი ჩანაცვლება არ არის პრობლემური, მაგრამ თვით არასტაბილური ინვესტიციური გარემოს დაფიქსირება საფრთხეს შეუქმნის საქართველოში ახალი ინვესტიციების შემოდინებას. საქართველოს მხრიდან რუსულ კაპიტალს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ეს განცხადება უკვე გააკეთა ქვეყნის ხელისუფლებამ, მაგრამ არაა გამორიცხული რუსული კომპანიების ნაციონალიზაციის შესახებ გამოგონილი საბაბით, რუსეთმა მართლაც გაიტანოს კაპიტალი. ჯერჯერობით ამის საფრთხე არ არსებობს. რუსულმა ВТБ კომპანიამ, რომელსაც საქართველოში გააჩნია შვილობილი ორგანიზაცია ვითიბი ბანკის სახით, განაცხადა, რომ არ გაყიდის მას და არც გადახედავს ქართულ ბაზარზე მის სტრატეგიას, პირიქით, ხელს შეუწყობს მის განვითარებას, თუმცა დღევანდელი საქმიანობის ვექტორის საპირისპიროდ შემობრუნება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი იქნება რუსეთის სახელმწიფოებრივი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში.

  • ფინანსური დახმარებები, რომელიც უცხოეთიდან საქართველოში შემოვა, ძირითადად ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურის აღდგენის ხასიათისაა და არაა მიმართული რეალური სექტორის ინვესტირებისათვის. ომის შემდგომ პერიოდში ინვესტიციური აქტივობის შემცირებამ, არაა გამორიცხული, ნეგატიურად იმოქმედოს ბიუჯეტში საგადასახადო შემოსულობის ზრდაზე, რაც თავის მხრივ დღის წესრიგში აყენებს წინასწარი პრევენციული ღონისძიებების გატარებას (სესხის ნაწილის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა, ეროვნული ბანკის რეზერვებში მოქცევა, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და სხვა). აგვისტოს თვეში საბიუჯეტო პრობლემებმა იჩინა თავი, ბიუჯეტს დააკლდა 50 მილიონი ლარი. ჩვენი პროგნოზებით წლის ბოლომდე მოსალოდნელია ბიუჯეტს დააკლდეს 300 მლნ ლარამდე.

  • რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ შეიძლება ამ ტერიტორიებზე შეამციროს ინვესტიციური რისკები და გაზარდოს უცხოელ, პირველ რიგში კი რუსეთის ინვესტორთა სურვილი დაეუფლონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ქონებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის პრობლემას. ამიტომაც საჭიროა უფრო ქმედითი (საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხზე უკვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს) პრევენციული ღონისძიებების გატარება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რათა გამოირიცხოს კონფლიქტურ ტერიტორიებზე არსებული უძრავი კაპიტალის უცხოელ ინვესტორთა მიერ დასაკუთრება.

  • მოსალოდნელია, რომ თუ კონფლიქტური სიტუაცია დროულად არ დარეგულირდა, უცხოური ინვესტიციური აქტივობა არსებითად შემცირდება. შეიძლება დაწყებული ინვესტიციები არ გავიდეს, მაგრამ ახალი ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვნად გართულდება. არ არის გამორიცხული საფრთხე შეექმნას საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას. ამაზე მიგვანიშნებს ის გარემოება, რომ აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ აგვისტოში ვერ მოახერხა ნავთობის ექსპორტი ვერც ერთი საექსპორტო მარშრუტით. რემონტზე მყოფი ბაქოსუფსის მარშრუტი 2006 წლის სექტემბრიდან, 2007 წლის აგვისტოში უნდა ამუშავებულიყო, მაგრამ ომმა შეუშალა ხელი. ასევე, შეჩერდა ექსპორტი ბაქობათუმის და ბაქოთბილისიჯეიჰანის მარშრუტებზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ნავთობკომპანიას თბილისში სექტემბრის თვეში უნდა დაეწყო 15 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობბაზის მშენებლობა, რაც ომის გამო ოქტომბრისათვის გადაიდო. კომპანიის მიერ თბილისში ქიზიყის ქუჩაზე გაზისა და ნავთობის რეზერვუარების მშენებლობისთვის შეძენილი იქნა 5 ჰა მიწა 3 მილიონ დოლარად, თუმცა დღეისათვის შეიძლება ითქვას ამ პროექტს საფრთხე ემუქრება. ასევე, ყაზახეთმა ჩაშალა ბათუმში ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა მიწის ფართობის უკმარისობის მიზეზით. ყაზახეთი და აზერბაიჯანი საქართველოში მიმდინარე ომის დროს აქტიურად ეძებდნენ ნავთობის ექსპორტირების ალტერნატიულ გზებს, რაც აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რომ კონფლიქტის დაურეგულირებლობის შემთხვევაში საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას სერიოზული საფრთხე შეექმნება. აღსანიშნავია, რომ ბაქოთბილისიჯეიჰანის პროექტიდან საქართველოს ბიუჯეტში შედის დაახლოებით 300 მილიონი ლარი, ხოლო ბაქოსუფსის პროექტიდან - 20 მილიონი.

0x01 graphic

  • ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესი ხშირ შემთხვევაში კონფლიქტებს არ ცნობს და თავის საქმიანობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს. მაგალითად, მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციისა, ინდურმა კომპანიამ 37,1 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო საქართველოს ნავთობისა და გაზის სფეროში, ხოლო ბანკმა რესპუბლიკამ იმის შემდგომ IFC - ბანკიდან იპოთეკური კრედიტისა და ბანკის კაპიტალის გასაძლიერებლად 22 მლნ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გახსნა. ამავე დროს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სამშენებლო ბიზნესის კრიზისი, რომელიც კონფლიქტამდე დაიწყო, წლის ბოლომდე უკიდურესად გაღრმავდება და ათასობით დასაქმებული ადამიანი უმუშევარი დარჩება. ამ კრიზისს ნაწილობრივ შეარბილებს ლტოლვილებისათვის ბინათმშენებლობის დაწყება.

  • მოზღვავებული უცხოური ფინანსური დახმარებების არამიზნობრივმა და გაუაზრებელმა მიმართვამ ქვეყნის ფულად სისტემაში, შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციური პროცესების პროვოცირება. ამ კუთხით განსაკუთრებით საფრთხის შემცველია დევნილებზე ფულადი სახით დახმარებების გაცემა, ან კიდევ, ფულის არა ნაწილნაწილ, არამედ ერთბაშად გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ უცხოური ფინანსური დახმარებები საქართველოში შემოვა მატერიალურნივთობრივი ფორმით, ინფლაციური პროცესები ამ კუთხით არ იქნება საფრთხის შემცველი.

  • გარკვეული ახალი საფრთხეების შემცველია ცრუ პატრიოტიზმის გამოვლენა რუსეთსაქართველოს სავაჭრო ურთიერთობაში. რუსული წარმოების სამომხმარებლო პროდუქციის შეძენაზე უარის თქმა მომხმარებლის დაბალი კულტურის და ინტელექტის მაჩვენებელია. ამგვარი შემთხვევების პატრიოტული გრძნობის იდეოლოგიით პროპაგანდა მიუღებელია. ბიზნესი მტრული პოლიტიკისგან უნდა გათავისუფლდეს. ამერიკელი ვაჭრის მიერ რუსული არყის სანიაღვრე მილში ჩაშვება, ერთეული შემთხვევაა და არაფრის მეტყველია. ბიზნესის პოლიტიკით დაბლოკვა გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის საბაბით საქართველოს აგროსამრეწველო პროდუქციის ექსპორტის მთლიანად შეჩერებას. ამის ნეგატიური შედეგი იქნება ექსპორტიმპორტის ჩაკეტვა და ქართულ ბაზარზე რუსეთის შედარებით ხარისხიანი სამომხმარებლო და სხვა სახის საქონლის ჩანაცვლება შედარებით უხარისხო უკრაინული და თურქული პროდუქციით, ხოლო საქართველოს ექსპორტისათვის რუსული ბაზრის მთლიანად დაკარგვა.

  • კონფლიქტურ სიტუაციაში უცხოური კეთილსინდისიერი ინვესტიციების მოზიდვა გართულებულია. ამ სიტუაციით სარგებლობენ რა არაკეთილსინდისიერი ინვესტორები, ცდილობენ ქვეყანაში კრიმინალური სახსრების დაბანდებას და ფულის გარეცხვას, რაც, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია. გამომდინარე აქედან, ომის შემდგომ პერიოდში თითოეული უცხოური ინვესტიცია უნდა დაექვემდებაროს ყოველმხრივ შესწავლას და მონიტორინგს. ამ საქმეში წამყვანი როლი უნდა იკისროს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭომ, კერძოდ, ეკონომიკური უსაფრთხოების ქვედანაყოფმა (თუ ასეთი რამ არსებობს).

* * *

უინსტონ ჩერჩილმა თქვა: მე არ მჯერა, რომ რუსეთს ომი უნდოდეს, მას მხოლოდ ომის ნაყოფი უნდა.

РЕЗЮМЕ
ВОЙНА И ЭКОНОМИКА

Яков Месхия
Доктор экономических наук, профессор

Экономика Грузии продемонстрировала достаточно высокий уровень устойчивости в ходе военных действий, но цена войны оказалосъ значительной. По предварительным данным причиненный войной экономический ущерб колеблется в рамках 23 млрд. долларов США. Высоки также затраты на непосредственное ведение военных действий с Россией. Война негативно повлияла на темпы экономического роста, пострадала банковская система, уменьшились международные валютные резервы, поубавилась инвестиционная привлекательность, значителльные убытки понесла туристическая отрасль, пострадала транзитная система страны и.т.д. Крупнейшие международные рейтинговые агентства мира понизили долгосрочный рейтинг Грузии в национальной и иностранной валюте и повысили рейтинг рискованности ведения бизнеса.

В ходе военных действий российскими войсками частично разрушена военная инфраструктура и боевая техника Грузии, а также мосты железной дороги, порты, аэродромы, гражданские жилые дома, посевные площади и т.д.

Многие страны мира, а также международные финансовые и неправительственные организации оказали и оказывают большую гуманитарную помощь беженцам и материальнофинансовую помощь Грузии на востановление ее инфраструктуры. Международный валютный фонд выделил кредит на сумму 750 млн. долларов, а Всемирный банк350 млн. долларов. „Большая семерка“ выделит 15 млн. евро на поддержку экономики, США 1 млрд. долларов, Украина более 100 млн.долларов и т.д. Беженцам гуманитарную помощь оказывают различные благотворительные фонды, Евросоюз, Турция, Казахстан, Азербайджан, Беларусь, Израиль, Германия, Италия и другие страны мира.

Негативные последствия войны экономика Грузии будеть ощущать и в будущем. На какоето время иностранные инвесторы не могут быть уверены в безопасностн своей деятельности и вложений в Грузии, что негативно повлияет на темпы экономического роста страны. В случае углубления конфликта с Россией не исключено бегство иностранного капитала, в том числе и Российского, а также рост цен на импортируемые из России энергоресурсы. Эхо войны окажет отрицательное влияние на развитие туристического бизнеса, ослабит транзитную функцию страны, снизить налоговые доходы бюджета, что негативно повляет на динамику экономического развития Грузии.

Несмотря на то, что в результате военного конфликта эономика Грузии столкнулась с серьезными проблемами,при эффективном использовании внутренных и внешных ресурсных потенциалов, она может в скором будушем выйти на высокий уровень развития.

3 გარდაუვალი ომის კვალდაკვალ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რევაზ საყევარიშვილი
ანალიტიკოსი

ცოტა შორიდან დავიწყოთ: როდესაც 2006 წლის შემოდგომით საქართველომ რუსეთს ოთხი ჯაშუში დაუბრუნა და შედეგად ყოველმხრივი რუსული ბლოკადა მიიღო, ამ ბლოკადის გამოცხადების პირველივე დღიდან აქტუალობას არ კარგავდა კითხვა: ვის უფრო მეტად ავნებს ეს ბლოკადა რუსეთს თუ საქართველოს? მრავალი და საკმაოდ სერიოზული არგუმენტის არსებობის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ცხელ კვალზე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე იოლი აღმოჩნდა. მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ლაპარაკი სიმეტრიულ ზარალებზე. თუ რუსეთისთვის მიმდინარე მოვლენების ნეგატიური შედეგი უფრო მეტად პოლიტიკურ სიბრტყეზე ძევს, საქართველოსთვის ეს, უპირატესად, ეკონომიკური შინაარსის პრობლემატიკის გამწვავებაში გამოიხატებოდა.

პროცესის პოლიტიკური შემადგენელი, დღევანდელისა არ იყოს, დიდი დავაკამათის საგანი არც მაშინ გამხდარა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო, პრაქტიკულად, პირველი სრულფასოვანი პოლიტიკური და საინფორმაციო ომი, რომელიც საქართველომ რუსეთს პირწმინდად მოუგო. საქართველოს პატარა სახელმწიფომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ დაანახა, თუ რა ტიპის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მდებარეობს მისი ჩრდილოეთით. ცხადია, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს ვინმესთვის აღმოჩენა იყო. თუმცა, იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ განმეორება ცოდნის დედაა, ჩვენმა ქვეყანამ თავის მაგალითზე კიდევ ერთხელ მოახდინა დემონსტრირება, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია მთელი პოსტსაბჭოთა ისტორიის მანძილზე წუთითაც არ განელებულა. თუ პრეზიდენტ ელცინის დროს ის საქართველოსთან (და არა მხოლოდ მასთან) მიმართებაში უპირატესად სამხედროპოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, პუტინის დროს სამხედრო ასპექტმა პირველობა ნელნელა სოციალურეკონომიკურ ინსტრუმენტარიუმს დაუთმო, მედვედევის დროს კი ორივე ნაწილის სრული სიმბიოზი მივიღეთ: სამხედროპოლიტიკურეკონომიკურფსიქოლოგიური აგრესია.

0x01 graphic

ამ მხრივ პუტინმედვედევის რუსეთი მარტო საქართველოსთვის არ არის თავსატეხი. ის შანტაჟი, რომელსაც რუსეთი მთელ ევროპას უწევს, მიუთითებს, რომ ეს ზოგადად რუსული თამაშის წესია და ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ არის ამ შემთხვევაში მეორე მხარეს - გაერთიანებული ევროპა, მოძმედ გამოცხადებული ბელარუსი, თუ მტრად შერაცხული საქართველო.

ამიტომ, არსებითად, თუ პროცესს დინამიკაში შევხედავთ, დღეს ქართულრუსულ ურთიერთობებში არაფერი ახალი არ ხდება. აქ ხაზგასასმელი მხოლოდ მოულოდნელობის ეფექტია, რაც ომის დაწყებას ახლდა, თორემ ისე ეს პროცესი გარდაუვალი იყო და ყველაფერი აქეთ მიემართებოდა.

სათავე ამ პროცესს ჯერ კიდევ 7 წლის წინ, სავიზო რეჟიმის ამოქმედებით დაედო, რითაც რუსეთმა უხეშად დაარღვია ხელშეკრულება დსთს სახელმწიფოთა მოქალაქეების შეუზღუდავი გადაადგილე ბის შესახებ - პრაქტიკულად, ის ერთადერთი ხიბლი, რაც ამ ეფემერულ გაერთიანებას წლების განმავლობაში გააჩნდა.

ამას ეტაპობრივად მოჰყვა ემბარგო ქართულ ციტრუსზე, მერე სხვა აგრარულ პროდუქციაზე, მოგვიანებით ღვინოსა და მინერალურ წყლებზე და ქართულ წვენებზე. ანუ ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ ჯერი გეგმაზომიერად კიდევ ერთი - საქონლის თავისუფალი გადაადგილების აკრძალვაზე მიდგა, რაც წარმატებით განხორციელდა კიდეც.

2006 წლის ბოლოდან მოყოლებული რუსეთი უკვე სრულფასოვან ეკონომიკურ ემბარგოს ახორციელებს, რაც ყველა ტიპის ურთიერთობის ხელოვნურ, ძალისმიერ წყვეტაში გამოიხატება. იმავე სავიზო რეჟიმის გარშემო სრულიად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი - ამ პროცესის ხან შეჩერება, ხან ისევ ამუშავება, ხან შეზღუდვა და ხანაც გაჭიანურება ამის ნათელი დასტურია.

2008 წლის დასაწყისიდან შეინიშნებოდა ამ მკაცრი რეჟიმის ერთგვარი შერბილება, რაც ვიზების გაცემის შედარებით მოწესრიგებასა და კომუნიკაციების (საავიაციო, საზღვაო მიმოსვლა, საფოსტო გზავნილების აღდგენა, ლარსის საბაჟოგამშვები პუნქტის შესაძლო გახსნა) აღდგენაში გამოიხატებოდა. თუმცა, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მთელი ეს მონაპოვარი კვლავაც მყისიერად ისტორიის კუთვნილებად იქცა.

ნაომარზე

საქართველოში აგვისტოში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკური იერსახე სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. ისევე, როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა სფეროში, ეკონომიკის უამრავ სექტორში და მიმართულებით საკმაოდ მკვეთრი წყალგამყოფი გაჩნდება ომამდელი და ომის შემდგომი პერიოდების თვალსაზრისით.

საომარი მოქმედებების ვითარებაში საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობის ტესტი, ავად თუ კარგად, ჩააბარა, მაგრამ სოლიდური ზარალიც განიცადა. პირდაპირ დანაკარგებს რომ თავი დავანებოთ (და მათ შორის, უპირველესად, ადამიანურ დანაკარგებს, რაც ყველაზე აუნაზღაურებელი დანაკლისია) უამრავი ოდენობის სახსრები იმ დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება მისამართი, რასაც რუსული სამხედრო ინტერვენცია ჯერ კიდევ ანადგურებს და კიდევ გაანადგურებს, სანამ საქართველოს ტერიტორიის სხვა და სხვა ნაწილებში თავისი ჯარი უდგას და საქმიან აქტივობას ყველანაირად აფერხებს.

ეს არის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ უპირატესად სწორედაც რომ სამოქალაქო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა - გზები, კომუნიკაციები თუ სხვა და სხვა ტიპის და მასშტაბის სამრეწველო თუ საწარმოო ობიექტები, რომელზეც რუსულმა ტანკებმა და ავიაგამანადგურებლებმა არაერთი იერიში მიიტანეს.

გარდა ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს ეკონომიკას საფრთხე დაემუქრა არა მხოლოდ უშუალოდ სამხედრო აგრესიიდან, არამედ ყველა იმ შედეგის მხრივაც, რომელიც რუსულ აგრესიას მყისიერად ან შედარებით მოგვიანებით მოჰყვა.

0x01 graphic

საგარეო დანაკარგი

ომის დაწყებისთანავე საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგები ჩამოაკლო ორივე წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratingsma da Standard & Poor's - მა.

Fitch - მა საქართველოს გრძელვადიანი რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში BB დონიდან B+მდე დასწია და რეიტინგის შემდგომი შეცვლის პროგნოზად, მანამდე არსებული „სტაბილურის“ ნაცვლად, „ნეგატიური“ დაადგინა. Standard & Poor'sმა საქართველოს გრძელვადიანი რეიტინგი ასევე შეამცირა B+დან Bმდე.

საგულისხმოა, რომ ეს წლეულს უკვე მეორე სერიოზული კლებაა - Standard & Poor's - მა მაისში საქართველოს რეიტინგის პროგნოზი ერთხელ უკვე შეამცირა პოზიტიურიდანსტაბილურამდე. ჯერ კიდევ მაშინ ამ გადაწყვეტილების დასაბუთება ასეთი იყო: „პროგნოზის გადასინჯვა გამოწვეულია რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების შეუქცევადობით, რადგან სეპარატისტული რეგიონების მილიტარიზაცია იზრდება“.

სააგენტოს ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავდნენ, რომ „რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაზარდოს სამხედროების რაოდენობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, გამოიწვევს რეგიონული კონფლიქტების ესკალაციას და საქართველოს ნატოში შესვლის გართულებას. ეს, მაღალი ალ ბათობით, უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს წლევანდელ საგადასახადოსაბიუჯეტო მაჩვენებლებზე, რადგან შეუძლია გამოიწვიოს ფინანსური ნაკადების შემცირება საქართველოს მზარდ ეკონომიკაში“.

საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის „ნეგატიური“ პროგნოზით დადგენა ასე აიხსნა: სეპარატისტულ რეგიონებთან დაძაბულობის ზრდით გამოწვეულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის ზრდის იმაზე მეტად შეფერხება, ვიდრე მოველოდით.

საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის ზრდის შეფერხება იწინასწარმეტყველა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD).

ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Global Insight, რომელიც დასავლურ კომპანიებს საქართველოში ბიზნესის წარმოების რისკებთან დაკავშირებით უწევს კონსულტირებას, უსაფრთხოების რისკების რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი 3,75დან 4მდე გაზარდა (მაქსიმალური 5 ქულის პირობებში), ბიზნესის წარმოების რისკიანობის დონე კი - 3დან 3,5მდე. ანუ საქართველოში ბიზნესის წარმოება ამ ცვლილებების შემდეგ უკიდურესად სარისკოდ შეფასდა.

ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ნეგატიური შედეგისა, რაც გარდაუვლად უნდა მოჰყოლოდა რუსეთის საომარ ინტერვენციას და მოჰყვა კიდეც. ნათელია, რომ რუსული აგრესია მიზნად არა მხოლოდ ტერიტორიების მიტაცებას, ქვეყნის სამხედრო პოტენციალის შერყევას და სახელმწიფო ხელისუფლების შეცვლას ისახავდა, არამედ ეკონომიკურ დაუძლურებასაც.

საშინაო ზარალი

საბიუჯეტო პროცესი რყევებს, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გადაურჩა. ომის და მის შემდეგომ პირველ დღეებში ფუნქციონირება შეუქცევადი იყო. მაგალითისთვის, მარტო ერთ დღეს - 13 აგვისტოს ქვეყნის ბიუჯეტმა 18 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც საშუალო დღიური მაჩვენებელი 15 - 16 მილიონი ლარია ხოლმე. მაგრამ მომდევნო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების კლების ტენდენცია გამოიკვეთა, რაც საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილების შეზღუდვას დაუკავშირა. უფრო კონკრეტულად, 18 - 22 აგვისტოს სამუშაო კვირის განმავლობაში ბიუჯეტის შემოსავლების საშუალო დღიური მაჩვენებელი 10,1 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 11 - 15 აგვისტოს სამუშაო კვირის მონაცემთან შედარებით 38%25ით ნაკლები და იანვარივლისის საშუალო მაჩვენებელზე 29%25 - ით ნაკლები იყო.

საბოლოოდ, დამდგარი ზარალის ზუსტად ინვენტარიზება ამ ეტაპზე წარმოუდგენლად ისახება იმ გარემოების გამო, რომ არ არის აღდგენილი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია იმ ტერიტორიებზე, რომელიც სრულად კონტროლდებოდა 7 აგვისტომდე. შესაბამისად, სადღეისოდ კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე არსებულ ზარალზე მხოლოდ წარმოსახვითი და მიახლოებული მონაცემები არსებობს.

რაც შეეხება უკვე დადგენილ და გამოვლენილ ზარალს, ამ მხრივ საქართველოს ეკონომიკის, პრაქტიკულად, ყველა სეგმენტმა როგორც საომარი მოქმედებების წარმოების დროს, ასევე მის შემდგომ ერთთვიან პერიოდში სერიოზული დარტყმა მიიღო და სოლიდური ზარალი განიცადა, რასაც დარგების მიხედვით გაკეთებული ანალიზიც ადასტურებს. შორს რომ არ წავიდეთ, მხოლოდ სამი სფეროს ანალიზს შემოგთავაზებთ. იმ სფეროებისა, რომელთაც ყველაზე დიდი წილი ედოთ ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტებაში და რომლებიც მის ზრდას ყველაზე მეტად განაპირობებდნენ: ბანკები, მშენელობა და ვაჭრობა.

საბანკო სექტორი უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ლიდერია და მისი წარმატება დიდწილად განსაზღვრავს სხვა დარგების შეუქცევად ზრდას და ფუნქციობას.

მას შემდეგ, რაც Fitch Ratingsმა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა, ქვეყნის წამყვან კომერციულ ბანკებსაც (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, პროკრედიტბანკი, ვითიბი ბანკი ჯორჯია) რეიტინგი ერთი საფეხურით დაეწიათ. ანუ მოსალოდნელია როგორც მათი სანდოობის შემცირება, ასევე მათთვის საერთაშორისო ბაზრებიდან მოსაზიდი რესურსის გაძვირება, ლიკვიდური სახსრების შემცირება და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო მეტად გაზრდა.

ომის შემდეგ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებამ საბანკო სექტორის მომსახურების აგვისტომდელი პირობები ძალაში დატოვა, თუმცა, აშკარა ცვლილებებით. თითქმის ყველა სერვისი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კლიენტისთვის უფრო გართულებული სქემით განახლდა. ყველა შეზღუდვის მოხსნა დღესდღეობით მაინც ვერ ხერხდება და კლიენტები ბანკებთან ურთიერთობისას შეფერხებებს კვლავ აწყდებიან.

მაგალითად, განვადებების სერვისი, რომელიც საბანკო პორტფელის სოლიდურ ნაწილს შეადგენდა, შეზღუდვებით განახლდა. ამის გამო სავაჭრო ქსელებში მომხმარებელთა რაოდენობამ იკლო. ომამდელ პერიოდთან შედარებით, კლიენტების ოდენობა ზოგიერთ საცალო ქსელში განახევრებულია. აგვისტომდელ მდგომარეობასთან დაბრუნებას, ექსპერტთა პროგნოზით, 23 თვე მაინც დასჭირდება.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა იპოთეკური დაკრედიტების ნაწილში. ამ მხრივ ბაზარი, პრაქტიკულად, პარალიზებულია. თუ ახალმშენებარე სახლებში ბინების შესყიდვა აქამდე უპირატესად სწორედ ამ სქემით ხდებოდა, დღეს ეს რესურსი აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია.

ამასთან, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო რეკო მენდაციას აძლევს კომერციულ ბანკებს, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, გაამკაცრონ კონტროლი სესხების გაცემაზე. ეს კიდევ უფრო მეტად აიძულებს ბანკებს, თავი შეიკავონ კრედიტების გაცემისგან, რაც რეალურ ეკონომიკაში მისამართი ფულის მოცულობას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

ბანკების უკვე გამოკვეთილი დანაკარგებიც აშკარაა. საომარი მოქმედებების დროს მარტო სისტემის ორი ლიდერი ბანკიდან, რომლებიც სექტორის 60%25მდე აკონტროლებენ, კლიენტებმა 265 მილიონი დოლარის დეპოზიტები გაიტანეს („საქართველოს ბანკი“ - 165 მილიონი, „თიბისი ბანკი“ - 100 მილიონი), სულ მთელი სექტორიდან 300 მილიონი დოლარის დეპოზიტები გავიდა, რამაც ბანკებს ფულადი რესურსი ძალიან შეუმცირა.

სექტემბრისთვის დაგეგმილი პრეზენტაცია გადადო კახი კალაძის პროგრესბანკმა. საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება გადაავადა ლატვიურმა პარექს ბანკმაც.

0x01 graphic

რაც შეეხება სავალუტო ბაზრის მდგომარეობას, მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა და 1,41 ნიშნულის გარშემო ირყეოდა. სერიოზული სავალუტო რყევები არც მომავალშია მოსალოდნელი, თუმცა, თუ მსგავსი რამ მაინც მოხდა, ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რესურსი, რათა სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს. ოღონდ, ეს სტაბილურობაც საკმაოდ ძვირი ჯდება: 8 - დან 31 აგვისტომდე საქართველოს სავალუტო რეზერვები მეოთხედით შემცირდა - 1,47დან 1,12 მილიარდ დოლარამდე.

ომის შედეგად მძიმე დარტყმა მიადგათ იმ სხვა სფეროებსაც, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდას დიდწილად განაპირობებდნენ. მაგალითისთვის, საომარი დღეების განმავლობაში წამყვან სამშენებლო კომპანიებს თბილისში ერთი ბინაც კი არ გაუყიდიათ, რაც ისედაც კრიზისში მყოფი სამშენებლო სექტორისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურ ზრდას დიდწილად განაპირობებს, კიდევ ერთი დამატებითი განსაცდელია (დადასტურებული ინფორმაციით, აგვისტოში სამშენებლო ბაზრის ორი ლიდერიდან ერთერთმა - აქსისმა მხოლოდ 1 ბინის გაყიდვა მოახერხა, იბერიამ - ვერც ერთის, დანარჩენ კონტრაქტებზე მყიდველებმა უარი განაცხადეს. იმავე „აქსისმა“ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად 2 მილიონ დოლარზე მეტი იზარალა. 1,5 მილიონი დოლარით კომპანიამ თბილისში, აგვისტოს ცნობილი მოვლენების შედეგად იზარალა, როცა სამხედრო ინტერვენციის გამო მშენებლობები შეჩერდა. გარდა ამისა, კომპანიას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 700 ათას ლარად ღირებული საოფისე ფართი ჰქონდა, რომელიც რუსმა აგრესორებმა ტანკებით დაანგრიეს).

იმპორტის არხების დაკეტვის გამო ქვეყანაში შეფერხებით შემოდის სამშენებლო მასალებიც, რის გამოც ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობების 75%25 გაჩერებულია. მშენებლობების გაყინვა კი უდიდესი პრობლემების წინაშე აყენებს როგორც სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც ვეღარ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს (მათ შორის, როგორც კლიენტების, ასევე მოიჯარეების და კომერციული ბანკების წინაშე) და სერიოზულ პრობლემებს უქმნიან სამშენებლო ჯაჭვში ჩართულ უამრავი სხვა დარგის კომპანიებსაც (ბანკები, გადამზიდავები, მომსახურე კომპანიები და ..).

ამის გამო, სამშენებლო სექტორის ზარალი, მასში დამატებით გაჩენილი პრობლემები და დარგის კოლაფსის გაზრდილი რისკი დომინოს პრინციპით პრობლემების ჯაჭვით ემუქრება ყველა მის მომსახურე და მომიჯნავე სექტორსაც.

საომარი მოქმედებების დროს ფოთის პორტის ბლოკირებისა და საავტომობილო მაგისტრალების გადაკეტვის, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანების და საავიაციო მიმოსვლის შემცირების, ასევე საბანკო და სხვა სექტორებში ამუშავებული დროებითი შეზღუდვების გამო ქვეყანაში ტვირთების მოძრაობა და სავაჭრო ოპერაციების მოცულობა მნიშვნელოვანწილად შემცირდა.

ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების კლების ტენდენცია გამოიკვეთა. ამ პერიოდში ბევრ იმპორტიორს ექმნებოდა პრობლემა საქართველოს საზღვრიდან თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონების მი მართულებით ტვირთების გადაადგილებაში.

მეტიც: მთელი რიგი საიმპორტო ტვირთები, რომელსაც იმპორტის სტრუქტურაში სოლიდური წილი უკავიათ, ქვეყანაში საერთოდ ვერ შემოდიოდა და უმეტესწილად დღესაც ჯერჯერობით ვერ შემოდის. უპირველესად, ეს ითქმის საიმპორტო სიაში წილით მეორე ადგილზე მყოფ მსუბუქ ავტომობილებზე, რომელთა შემოტანას საჭირო დროში და ოდენობით ვერ ახერხებენ ვერც საავტომობილო კომპანიების ოფიციალური დილერები და ვერც ინდივიდუალური იმპორტიორები.

უკეთეს დღეში არც ექსპორტიორები იყვნენ, ვინაიდან მათი წარმოებული პროდუქციის გატანაც ყველანაირად შეფერხებული იყო. ექსპორტის ძირითადი საზღვაო არხი, რომელიც ფოთის პორტზე გადის, პარალიზებული იყო, ტვირთების სხვა არხებისკენ გადამისამართება კი - ნაკლებად შესაძლებელი უსაფრთხოების მოსაზრებების, ასევე დროისა და ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გამო.

იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე რთულია ცალკეული მნიშვნელოვანი პოლიტიკურეკონომიკური ტენდენციების ზუსტი პროგნოზირება, ასევე საინვესტიციო გარემოს გაუარესების გამო, სავარაუდოდ, კაპიტალის შემოდინება წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, გარკვეულწილად შენელდება.

ამასთან, გაზრდილი რისკების გამო სესხების ზრდის ტემპის შენელებას ექნება ადგილი, რაც ასევე ასახვას ჰპოვებს ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკის მახასიათებლებსა და კონფიგურაციაზე.

კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტება 2008 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 მილიარდი ლარით (56,9%25ით) გაიზარდა და 5,4 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

აქედან იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - მთელი 47%25 ვაჭრობის სფეროზე მოდიოდა. შედარებისთვის: ბოლო ერთ წელიწადში ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა 37,5%25ით გაიზარდა და 1,5 მილიარდ ლარს მიაღწია.

სესხების გაცემის გამკაცრება უდავოდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ამ მაჩვენებელსა და დინამიკაზე, რაც საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის შემდგომი განვითარების კიდევ ერთი ხელისშემშლელი გარემოება იქნება.

ეგეც წამყვანი სამეულის მდგომარეობა. გავაგრძელოთ? ალბათ, არ ღირს - უკეთესი მდგომარეობა ომის მერე არც სოფლის მეურნეობაშია, არც სატრანსპორტო სექტორში, არც კომუნიკაციების სეგმენტზე, არც ინფრასტრუქტურულ სივრცეში და არც მრეწველობაში.

მეტიც: იმავე მრეწველობაში არათუ საქმე არასახარბიელოდაა, მთელი რიგი აქტივები აღარც კი არსებობს. მაგალითად, სად არის თურქული „ეფესის“ კუთვნილი „ლომისის“ ქარხანა? მართალია, ახალგორში. სადღაა ახალგორი? ცხადია, ისევ იქ, სადაც იყო, მაგრამ ახლა სულ სხვა ხელში და სულ სხვა წესწყობილებით. ასე რომ, დანაკლისი არა მხოლოდ ფინანსური ან ტექნოლოგიური, არამედ გაცილებით სხვა შინაარსისაა.

მშვიდობისკენ

ქვეყნის ეკონომიკის კრიზისული სიტუაციებისთვის მეტნაკლებმა მზაობამ საომარი მოქმედებებით გამოწვეული ზარალი შეამცირა, თუმცა მისი სრული ნეიტრალიზება, ცხადია, ვერ მოხერხდა. ის ტენდენციები, რაც ეკონომიკის თითოეულ სეგმენტზე ომის შემდგომ პერიოდში გამოიკვეთება, ჯერ ბოლომდე არ ჩანს. მით უფრო, დღეს, როდესაც რუსული სამხედრო ძალები კვლავაც საქართველოს ტერიტორიაზე არიან და შეძლებისდაგვარად აფერხებენ მისი ეკონომიკის ფუნქციონირებას.

თუმცა, ფაქტი უკვე ის არის, რომ წლეულს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9,3%25დან უკვე 56%25 - მდე დაეცა. თუ შარშან საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, წელს მთავრობა ინვესტიციების მოცულობის შემცირებას, საუკეთესო შემთხვევაში, 1,7 მილიარდ დოლარამდე ვარაუდობს. ეს კი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც ჰაერივით საჭიროებს უცხოურ ინვესტიციებს, უმძლავრესი დარტყმაა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ 1,7 მილიარდი უცხოური ინვესტიციის პროგნოზიც საეჭვოა და საინვესტიციო დანაკარგების მოცულობა კიდევ უფრო მეტი შეიძლება იყოს.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 1 - დან 2 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. საქართველოს ეკონომიკის აღდგენას და კალაპოტში ჩაჯდომას, სენატორ რიჩარდ ლუგარის ოფისის შეფასებით, 3დან 4 მილიარდამდე დოლარი დასჭირდება. ამასთან, თუ დახმარება არ იქნება დროული, საქართველოს მშპს, 10%25 - იანი ზრდის ნაცვლად, ამავე მოცულობის დაცემა ემუქრება.

ერთი სიტყვით, სამედიცინო ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, საქართველოს ეკონომიკაში მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკამ საომარ შოკს, ავად თუ კარგად, გაუძლო. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისი საომარი რეჟიმიდან ნაკლები დანაკარგებით გამოყვანაა.

ამ თვალსაზრისით კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ საგანგებო ანტიკრიზისული ნაბიჯების მთელი წყება, რომელიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს. ამ თვალსაზრისით ყველა განსახორციელებელი ღონისძიება, შესაძლოა, არ ჯდებოდეს წმინდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებში, მაგრამ მათი განხორციელება მაინც საჭიროა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით.

4 „თუ ილუზიების ტყვეობაში დავრჩით,საკუთარი ქვეყანა სანატრელი გაგვიხდება“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რუსეთსაქართველოს აგვისტოს შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დააყენა. იყო ეს მიზანმიმართული პროვოკაცია თუ ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი, ამაზე პასუხს დრო გასცემს. დღეს კი ფაქტი ერთია საქართველომ ფაქტობრივად დაკარგა ტერიტორიები და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვალი ჯერჯერობით არ ჩანს. როგორ აისახა ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე, რა გაკვეთილები მივიღეთ ომიდან და როგორ უნდა მოხდეს ქართული ეკონომიკის ომისშემდგომი რეაბილიტაცია, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი ბატონი დემურ გიორხელიძე.

ბიზნესი და კანონმდებლობა: - როგორ აფასებთ 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოში დაწყებულ მოვლენებს - იყო თუ არა ეს მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელსაც საქართველო დაუფიქრებლად წამოეგო და ვის მიერ იყო იგი ინსპირირებული? ვინ მოიგო და ვინ წააგო ამ შეიარაღებული დაპირისპირებით, ვგულისხმობ ამერიკას, ევროპასა და რუსეთს, რადგან საქართველომ რომ ყველა ფრონტზე წააგო, ეს ფაქტია?

დემურ გიორხელიძე: - ვფიქრობ, რომ 8 აგვისტოს მოვლენები საქართველოში განსაკუთრებული სიღრმითაა გასააზრებელი და მისგან გამომდინარე შედეგების აღქმა ჩვენმა საზოგადოებამ (ყოველ შემთხვევაში, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებამ) უნდა შეძლოს, რადგან ის, რაც დღეს ხდება, არის აბსოლუტურად აცდენილი იმ ჩარჩო მიმართულებებს, რომელშიც მოვლენები ვითარდება და ეს კარგს არაფერს უქადის საქართველოს. ცხადია, დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაცია, დღევანდელ მსოფლიოში ვერ დარჩებოდა რეაგირების გა რეშე. ის შედეგები, რაც დადგა და ის მოვლენები, რაც 8 აგვისტოს განხორციელებულ ქმედებებს მოჰყვა, მსოფლიო მასშტაბისაა. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ დღეს ფაქტობრივად ყველა დიდი სახელმწიფო დადგა იმ აუცილებლობის წინაშე, რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და შეთანხმდნენ რაღაც ახალ წესრიგზე, ურთიერთობათა ახალ სისტემაზე. საქმე იმაშია, რომ ინსტიტუტები, რომლებიც ადრე საერთაშორისო სტაბილურობას უზრუნველყოფდა, აღარ მუშაობს. ამდენად, გადაჭარბებული სიხარულის საფუძველი ნამდვილად არა გვაქვს. გამომდინარე აქედან, ომისშემდგომ განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ საქართველო არ მიიღებს ისეთ ცალსახა მხარდაჭერას, რომელმაც შეიძლება საერთაშორისო სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე. თუ შედეგებს გადავხედავთ, ერთი რამ ცხადია - ჩვენ წავაგეთ. შექმნილმა პრობლემებმა სრულიად ახალი ტენდენციები გააჩინა ევროპის პოლიტიკაში და ეს უდავოდ კარგია. აშშ, რომელიც დღევანდელ სიტუაციაში ცოტა დისტანცირებულია ამ მოვლენებისგან, ალბათ მოძებნის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზებს ევროპასთან, თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ შეერთებულ შტატებს ამ მოვლენით არაფერი მოუგია. პირიქით, ისინი საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან მათი განცხადებები და პრეტენზიები რეალურ სიტუაციაში არაადეკვატური აღმოჩნდა და სხვანაირი არც შეიძლებოდა ყოფილიყო - რადგან სხვანაირი ნიშნავდა იმას, რომ უნდა დაწყებულიყო დიდ სახელმწიფოებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება, თანაც ეს ჩვენს ტერიტორიაზე შეიძლებოდა მომხდარიყო.

..: - ევროპა აქტიურად საუბრობდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, თუმცა, მოგვიანებით ამაზე საუბარმა უკანა პლანზე გადაიწია. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთთან ასეთი დაპირისპირება ევროპას უფრო დააზარალებდა, ვიდრე რუსეთს?

..: - ის, რომ სიტყვიერ დონეზე ძალიან მკაცრი შეფასებები გაკეთდა, არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა თავქუდმოგლეჯილი გადაეშვებო და რაღაც სანქციების დაწესებაში, ცივილიზებული მსოფლიოსგან რუსეთის იზოლაციის პროცესში და ა.შ. ეს ბუნებრივიცაა. ჯერ ერთი, ჩვენთან წლების განმავლობაში მიმდინარე ამ ანტირუსულმა ისტერიამ გარკვეული სტერეოტიპები ჩამოაყალიბა, რის შედეგადაც ჩვენ ვეღარ, თუ აღარ ვხედავთ რუსეთთან მიმართებაში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ყოველ შემთხვევაში, ქართულ მედიაში საუბარი ამაზე ნაკლებადაა. რეალობა კი ის გახლავთ, რომ რუსეთი საკმაოდ მჭიდროდაა ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, დასავლურ სტრუქტურებში, ის დიდი სახელმწიფოა როგორც ტერიტორიულად, ისე ეკონომიკურად და, ამდენად, მისი დატუქსვის მექანიზმები, როდესაც საერთაშორისო სტაბილურობაზეა საუბარი, უბრალოდ არ არსებობს. ამის მიზეზი არის ის, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები გააჩნიათ, ისინი ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმით სარგებლობენ და იმ გამოწვევებში, რომლებიც დღეს ცივილიზებული კაცობრიობის წინაშე გაჩნდა, ერთმანეთის იმედი აქვთ. ამიტომ, აქ გაცილებით უფრო რთული ურთიერთობებია, ისინი ერთდროულად ერთმანეთის კონკურენტებიც არიან და ძალიან ძლიერი პარტნიორებიც. ეს რეალობაა. თუმცა, ევროპა თავს არ დაიზარალებს, ევროკავშირის ლიდერმა აკი ძალიან ცალსახად ჩამოაყალიბა გაერთიანებული ევროპის პოლიტიკა (მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპისაც), ევროპა ერთიანი პოზიციით გამოვიდა. აქ საუბარი იყო ურთიერთსარგებლიანობაზე, ურთიერთსაჭიროებაზე ევროკავშირსა და რუსეთს შორის და ჩვენ ზედმეტი ილუზიები არ უნდა გვქონდეს. ის, რომ ევროპა აუცილებლად იქნება საქართველოს მხარდამჭერი მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეს ერთია, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუკი ჩვენ არასწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, ევროპა ამის გამო თავს არ დაისჯის და ამ აყვავებულ და დალაგებულ უზარმაზარ სივრცეს არ დააყენებს ახალი დიდი ომის საფრთხის წინაშე.

..: - რუსეთის მთავარი კოზირი ენერგორესურსებია, თუმცა ევროპელი ექსპერტები რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციებისგან თავის შეკავებას ერთი მოსაზრებით ხსნიან - რუსეთი ევროპის ნაწილად უნდა იქცეს, რადგან მისი იზოლაციაში მოქცევა მთელ მსოფლიოს შეუქმნის საშიშროებას. რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებას და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ევროპა ფაქტობრივად აღიარებს რუსეთის ზესახელმწიფოებრიობას?

0x01 graphic

..: - რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის იზოლაცია შეუძლებელი იყო, მე ამას კონფლიქტის პირველსავე დღეებში აღვნიშნავდი და ერთერთმა პირველმა განვაცხადე, რომ სანქციების მოლოდინი საქართველოში გადაჭარბებულია. ამ დროს გამოვდიოდი იმ რეალობიდან, რომელიც არსებობს, რადგან შეუძლებელია ასეთი დიდი სივრცის მოკვეთა ცივილიზებული სამყაროდან, როცა ამ სივრცეში არის უზარმაზარი წიაღისეული სიმდიდრეები, არსებობს თანამშრომლობის სერიოზულად აწყობილი და კარგად მომუშავე რგოლები. ამდენად, ხელაღებით ამ სივრცის დახურვა წარმოუდგენელი იქნებოდა. სხვათაშორის, ამაზე არც არავინ ფიქრობდა და არც დღეს ფიქრობს. თუკი ჩვენ სერიოზულად გავაანალიზებთ დასავლურ პრესას, იმ კრიტიკულ, საღ, ძალიან მაღალი დონის ადამიანების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, დავრწმუნდებით, რომ მათი დამოკიდებულება საკუთარი ხელისუფლებების მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო, იმიტომ, რომ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში საერთაშორისო დონეზე განხორციელდა მთელი რიგი ქმედებები, რომლებმაც მოარყია სახელმწიფოთა შორის არსებული კარგად მომუშავე სქემები და მსოფლიო ცალმხრივად დააყენა ახალი რეალობების წინაშე. დასავლეთის კრიტიკული წრეები განსაკუთრებით აღნიშნავენ იმას, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება იყო ამერიკის ადმინისტრაციის სტრატეგიული შეცდომა თავისი შორს მიმავალი ნეგატიური შედეგებით. სამწუხაროდ, ჩვენ პირველები აღმოვჩნდით, ვინც ეს ნეგატიური შედეგები საკუთარ თავზე ვიწვნიეთ და ყველაზე საშიში, რასაც დღეს მე ვხედავ, არის ის, რომ დღეს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც გაისმის, მოდით, ამით გავაჩეროთ ეს პროცესი. გამოდის, ჯერჯერობით ჩვენ ვართ ამ პროცესის მსხვერპლი ერთადერთი ქვეყანა - ჩვენ დავკარგეთ (ყოველ შემთხვევაში, ფაქტობრივად) ტერიტორიები, რომელთა უკან დაბრუნების მექანიზმები სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ჩანს. ის, რომ ჩვენ შევწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, არაფერს არ ნიშნავს, რადგან დღეს ჩვენ ისე გვჭირდება საუბარი ამ ქვეყანასთან, როგორც არასდროს, რადგან სწორედ მან ჩაგვაყენა ამ მდგომარეობაში. ის, თუ რატომ აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში, ეს ცალკე თემაა და ამას დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გაეცემა პასუხები. თუმცა, არა მგონია, ჩვენ აქ ძალიან დიდი შიდა რეზერვი გვქონდეს იმის დასადასტურებლად, რომ ყველაფერი აუცილებლად ისე უნდა გაკეთებულიყო, როგორც გაკეთდა. ასე რომ, უსერიოზულესი პრობლემა წარმოიქმნა და ეს ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც ერთი და ორი წელი არ ეყოფა. ვშიშობ, რომ თუ ჩვენ ადეკვატურნი არ ვიქნებით არსებული რეალობისა, პროცესი შეუქცევადი გახდება და იმედი იმისა, რომ აშშს პრეზიდენტი ან კონგრესი რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს და ევროკავშირი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დეკლარირებას გააკეთებს, სრულიად საკმარისი იყოს იმისათვის, რომ ვიღაც აგრესორი დაისაჯოს. არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მე ცოტა გულისტკივილით ასეთ შედარებას გავაკეთებდი - ჩვენ იმ პატარა ბავშვის მდგომარეობაში ვართ, ვინმე რომ გალახავს და ატირებული, უფრო ძლიერის მოსაყვანად რომ გაიქცევა, გამლახავის შესაშინებლად. ასეთი ლოგიკა, ასეთი მიდგომები სერიოზულ პოლიტიკაში, რბილად რომ ვთქვათ, არ არის გამართლებული და რაც მთავარია, უშედეგოა. დღეს ცხადად მხოლოდ ერთი რამ ჩანს - ცეცხლი შეწყვეტილია, ახლა ყველაფერი უნდა დაუბრუნდეს იმ მდგომარებას, რაც 8 აგვისტომდე იყო და შემდეგ უკვე ახალ რეალობაში (ხაზს ვუსვამ, ახალ რეალობაში) უნდა დავიწყოთ მოქმედებები. სამწუხაროდ, ეს ახალი რეალობა საქართველოში ჯერ სრულად გააზრებული არ არის, ჩვენ გვესმის გამარჯვების ყიჟინა, ვხედავთ საზეიმო განწყობილებას და გვაქვს სასიხარულო მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს მიმართულებით დიდი დახმარებები წამოვა. სამწუხაროდ, ეს დახმარებები აბსოლუტურად არ ცვლის იმ მდგომარეობას, რაც ჩვენს ტერიტორიულ დანაკარგებს ეხება და არ განსაზღვრავს იმ მიმართულებას, რომლისკენაც სვლა ჩვენ უკეთესობამდე მიგვიყვანს. გასათვალისწინებელია, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით დღეს უკვე სხვა პრობლემა გაჩნდა, სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც 1993 წლიდან იყო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

0x01 graphic

..: - თქვენ, მსოფლიო ახალ წესრიგზე საუბრობდით. ერთერთ ინტერვიუში ისიც განაცხადეთ, რომ ახალ მსოფლიო წესრიგში ყველაზე ფართოდ ინტეგრირებულნი იქნებიან ჩინეთი და ინდოეთი. რას უქადის ეს მსოფლიოს იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი ქვეყანა საკმაოდ კარგად მეგობრობს რუსეთთან?

..: - რაც შეეხება ჩინეთისა და ინდოეთის საკითხს, ეს არის აღტაცების მომგვრელი მაგალითები იმისა, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების სახელმწიფოებრივი მიდგომა საკუთარი სახელმწიფო ინტერესებისა და საკუთარი ხალხის მიმართ. მე ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე არ შემიძლია არ აღვფრთოვანდე იმ გრანდიოზული სახელმწიფო პროგრამებით, რომელიც ინდოეთში განხორციელდა განათლების სფეროში. ეს საკითხი სრულიად გაუაზრებელია საქართველოში და ჩვენ არც კი ვიცით, სად მიგვიყვანს ამ სფეროში ასეთი გაუაზრებელი ექსპერიმენტები. ინდოეთში კი ფანტასტიკური შედეგი სახეზეა და ეს მისი ცხოვრების ყველა სფეროზე დადებითად აისახა, მათ შორის ეკონომიკაზეც. ეს ორი ქვეყანა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება. ლათინურ ამერიკაშიც გვაქვს ბრაზილიის საუცხოო მაგალითი და მინდა გითხრათ, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების სრულიად დამოუკიდებელი და საღი განვითარების სურვილი იქეთკენ უბიძგებს მსოფლიოს, რომ თანდათან ეკონომიკური ცენტრი აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს. ლათინურ ამერიკაში ალბათ მალე წარმოიქმნება სერიოზული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მსოფლიო პოლიტიკაში სრულფასოვან მოთამაშედ იქცევა. ჩვენ, სამწუხაროდ, იგნორირებას ვუკეთებთ განვითარების ამ ტენდენციებს. ეს არის რეგიონალური ინტეგრაციის საკითხები. ჩვენ ცალმხრივად გადავწყვიტეთ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის შესვლა, ევროკავშირის წევრობა (რაც საკმაოდ ბუნდოვანი და შორეული პერსპექტივაა ჩვენთვის), მაგრამ გამოგვრჩა ის, რომ ისეთ მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ სივრცეში, როგორიც კავკასიაა, ამ სამ ქვეყანას შეეძლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაემყარებინა ერთმანეთთან და ეს სივრცე მიმზიდველი გაეხადა როგორც დასავლეთის თვის, ისე აღმოსავლეთისთვის. ჩვენ ხელიდან გავუშვით რეგიონალური ინტეგრაციის ეს სქემები. იყო ძალიან საუცხოო სქემა გუამი, მაგრამ მისგან უზბეკეთის გამოსვლის შემდეგ, რაც ამერიკელების აშკარა შეცდომის შედეგი იყო (როცა იქაც რაღაც ფერადი რევოლუციის მოწყობა მოინდომეს), გუამი ნელნელა ჩაიფერფლა და ფაქტობრივად გაქრა, რაც არ არის კარგი. სამწუხარო ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიის ეს სამი ქვეყანა ერთმანეთში საერთო ენას უბრალოდ ვერ პოულობს, რითაც აზიანებს იმ საერთო ინტერესს, რაც ნაყოფიერი თანამშრომლობის შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ აღმოვჩნდით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, როდესაც არა გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან და ეს მეზობელი ქვეყნები იწყებენ ალტერნატიული კავშირების ძიებას. ამის მაგალითად სომხეთის სრულიად გონივრული ნაბიჯებიც გამოდგება, რომელიც თავისი სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების მიზანს ემსახურება. ეს სახეზეა, მე გახლდით რამდენიმე თვის წინათ სომხეთში, ერთერთი ფონდის მიწვევით (ლექციების ციკლი უნდა წამეკითხა გეოპოლიტიკასა და ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით). ერთი ლექციის ნაცვლად ოთხი ლექციის წაკითხვა მომიწია. მე იქ ვნახე საოცრად გონიერი ადამიანები, რომლებიც ღიად საუბრობენ საკუთარი ქვეყნის მომავალზე და მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის მრავალფეროვანი ხედვა აქვთ. ასეთ ხედვებს ჩვენ საქართველოში ვერ ვხედავთ და საერთოდ დისკუსიაც კი შეწყვეტილია ამ თემაზე. ხელისუფლებას მონოპოლიზებული აქვს ყველა ინსტიტუტი და ამ მონოპოლიზაციის შედეგი სახეზეა - იკარგება საღი აზრი და რაღაც ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც კარგი შედეგის მომტანი არასდროს არ იქნება.

..: - ბნო დემურ, აგვისტოს ომმა მნიშვნელოვანწილად დააზარალა ბიზნესი, ვგულისხმობ არა მხოლოდ საომარი მოქმედების გამო გაჩენილ წყვეტას, არამედ ხელისუფლების პირდაპირი დირექტივით მის იძულებით ჩაბმას ომისშემდგომი რეაბილიტაციის პროცესში. რა მოელის ასეთ პირობებში ქართულ ბიზნესს და როგორ აისახება ეს ომი საქართველოში არსებულ ისედაც არასაიმედო საინვესტიციო გარემოზე?

..: - აგვისტოს მოვლენების შემდეგ რომ ბიზნესი და ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამას განსაკუთრებული ახსნა არ სჭირდება. შესაძლებელია თუ არა ამ მდგომარეობიდან სწრაფი გამოსვლა? რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ მე ვერ ვხედავ მთავრობის მხრიდან ჩამოყალიბებულ პოლიტიკას იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას აპირებენ სიტუაციის გასაუმჯობესებლად. გაჩნდა ახალი ილუზია, ახალი იმედი, რომ თითქოს ჩვენი მხრიდან არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, აი, ახლა დასავლეთი დაგვეხმარება, შეიქმნება საქართველოსთვის მარშალის გეგმა, შემოვა დიდი ფული, ჩვენ მალე ავყვავდებით და სხვა. მე ეს ყველაფერი ნაცარქექიას ოცნებებს მაგონებს, რადგანაც ამ ადამიანებმა, როგორც ჩანს, კარგად არ იციან მარშალის გეგმის შინაარსი და არც ის გავლენა, რაც მან დასავლეთის ეკონომიკურ წინსვლაზე იქონია. მარშალის გეგმა ომისშემდგომი ევროპის ეკონომიკის ფეხზე დაყენების პროცესში სულაც არ იყო გადამწყვეტი ან ყველაზე მნიშვნელოვანი. საერთოდ, დასავლეთ ევროპის ომისშემდგომ აღორძინებაში მარშალის გეგმის საბოლოო გავლენა 1015%25ის ფარგლებში შეიძლება შეფასდეს. დანარჩენი, ეს იყო გონიერი ხელისუფლებები, გონიერი ეკონომიკური პოლიტიკა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, რაც ჯერ მისი მაღალი სტანდარტების სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, შემდეგ კი ამ სტაბილურობის შენარჩუნებაში გამოიხატა. აქ მთავარია სახელმწიფო პოლიტიკა, ორიენტირებული საკუთარი ხალხის ნიჭისა და უნარის განვითარებაზე. მოტივირებულმა გერმანელმა, მოტივირებულმა ფრანგმა და . დააყენა ეს ქვეყნები ომის შემდეგ ფეხზე და არა მარშალის გეგმამ. ჩვენ თურმე შეგვიძლია მოსახლეობის 55%25 უმუშევარი გვყავდეს და ერთმა, გნებავთ ხუთმა ან შვიდმა მილიარდმა დააყენოს ქვეყანა ფეხზე. საქართველოს ტოლფასი ტერიტორია, ოღონდ კუნძულების სახით, გააჩნია დანიას, მაგრამ მისი სახელმწიფო ბიუჯეტი 120 მილიარდი დოლარია. ჩვენ ისევ გროშებზე ვლაპარაკობთ, იმდენად გაღარიბებულია ქვეყანა, რომ 2,3 და 5 მილიონი ასტრონომიულ ციფრებად გვეჩვენება მაშინ, როცა იმავე დანიაში არაერთი ფირმა არსებობს, რომელთაც 7 და 10 მილიარდი ყოველწლიური შემოსავლები გააჩნია. ასე რომ, ჩვენ ამ რთულ მდგომარეობაშიც არაადეკვატურები ვართ არსებულ რეალობასთან მიმართებაში და არ ვახდენთ იმის გააზრებას, თუ როგორ ჩიხში აღმოვჩნდით და რა რეალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო აქედან გამოსასვლელად.

..: - ომისშემდგომ დღეებში განსაკუთრებით გამოიკვეთა საბანკო კრიზისი, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენით ისედაც შექმნილი ჰქონდა პრობლემები (ვგულისხმობ ამერიკასა და ევროპაში შექმნილ იპოთეკურ კრიზისს, რამაც ბოლო პერიოდში საქართველოს საბანკო სისტემაზეც ჰპოვა ასახვა). ცალკე საკითხია, რამდენად ნეგატიურად აისახა ბიზნესზე ბანკების მიერ კრედიტების გაცემის შეჩერება?

..: - ომის წინა პერიოდში საბანკო სისტემაში შექმნილ პრობლემებზე საუბარი ღიად მიმდინარეობდა და ამას თავისი გამომწვევი მიზეზები ჰქონდა. მე საბანკო სექტორში წარმოქმნილ პრობლემებზე ივლისის თვეში საკმაოდ ბევრი ვისაუბრე და პირდაპირ აღვნიშნე, რომ საბანკო სისტემის ის მოდელი, რომელიც საქართველოში ვითარდება, ქართულ ეკონომიკას აუცილებლად შეიყვანს ჩიხში. ფაქტობრივად აგვისტოს მოვლენები რომც არ ყოფილიყო, საბანკო სისტემა უკვე სექტემბეროქტომბერში მაინც შევიდოდა ჩიხში. მთავარია, საბანკო სექტორი იმ ამოცანებზე იყოს ორიენტირებული, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და მისი ეკონომიკის აღორძინებას ემსახურებოდეს. არ შეიძლება ისეთ უნივერსალურ საბანკო სისტემაზე საუბარი, რომელსაც მხოლოდ ქვეყნის გარეთ რაიმე მიმართულებაზე ექნება ორიენტაცია აღებული. არადა, ქვეყნის შიგნით ორიენტირებაზე ჩვენს საბანკო სისტემას არაფერი ეტყობა, რადგან ის საშინელი პროტექციონიზმი, რომელიც ქართულ საბანკო სისტემაში არსებობს, ის აბსოლუტურად არალოგიკური შერჩევა ბიზნესპროექტებისა, რომლებიც ფინანსდება, იმ პირობებში, როდესაც რაიმე პროექტის დასაფინანსებლად ძლიერი გავლენის მქონე ადამიანის მხარდაჭერა, ანდა ბანკში შიდა ხელმძღვანელობის ერთერთი პირის დაინტერესებაა აუცილებელი, ასეთი საბანკო სისტემით შორს წასვლა არ შეიძლება. ასეთი სისტემა აფერხებდა და მომავალშიც, თუ არაფერი შეიცვალა, შეაფერხებს ათი ათასობით ენერგიული, საქმიანი ქართველის ეკონომიკურ აქტივობას, რომელსაც ხელი არ მიუწვდება საბანკო კრედიტებზე. საქმე იმაშია, რომ ამ კრედიტის აღება დაკავშირებულია ისეთ სირთულეებთან, რომლის გადალახვაც ძალიან ბევრისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია.

0x01 graphic

..: - ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, თანდათან იზრდება სამომხმარებლო ფასები. რა ზეგავლენას იქონიებს ამ პროცესზე აგვისტოს ომი და ხომ არ არსებობს ქვეყანაში სასურსათო კრიზისის შექმნის საშიშროება, რასაც ავტომატურად მოჰყვება სოციალური კრიზისი?

..: - სამომხმარებლო ფასები უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც იზრდება. საქართველოში საკმაოდ მაღალია ინფლაცია, თვით ოფიციალური მონაცემებიც კი ვერ მალავს ამ ფაქტს. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ეს ციფრი 11%25 - ია და ეს არ არის რეალური ციფრი. ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს სავაჭრო ქსელიდან ქრება მთელი რიგი პირველადი მოხმარების საქონელი, ამას განსაკუთრებით დიასახლისები გრძნობენ. დარჩენილ პროდუქციაზეც ფასები შესამჩნევად იმატებს. ბუნებრივია, ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რაღაც ჩანაცვლებები უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასების ზრდას ვერანაირი ადმინისტრირება ვერ შეაჩერებს. რაც ყველაზე ცუდია, დეფიციტი არ უნდა გაჩნდეს. ამის საშიშროება, ვფიქრობ არ არის. მგონია, მალე მოიძებნება ალტერნატივები, რადგან საქონლის საკმაოდ დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოდიოდა. ალბათ ეს საქონელი ჩანაცვლდება, ამას ცოტა დრო სჭირდება. ფაქტია, რომ ამ გაჭირვების დროს ფასების მატება (და ეს არ არის 5 და 10 პროცენტი) აბსოლუტურად დაუშვებელია და ეს დამატებით პრობლემებს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს. ვფიქრობ, სოციალური კრიზისის საშიშროება არ უნდა შეგვექმნეს.

..: - ქართული ეკონომიკა აქამდე რუსულ ბაზარზე იყო ორიენტირებული. როგორ ფიქრობთ, როგორი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს საქართველომ დსთდან გამოსვლისა და რუსეთთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის პირობებში, ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსისაგან რომ იხსნას?

..: - რაც შეეხება ქართული ეკონომიკის რუსეთის ბაზარზე ორიენტირებას, ეს ბუნებრივად იყო საბჭოთა ეკონომიკიდან გამომდი ნარე. თუმცა, რუსული ბაზარიც უკვე აღარ არის ის ბაზარი, რაც საბჭოეთის დროს იყო. დღეს რუსულ ბაზარზე მსოფლიოს თითქმის ყველა მთავარი მწარმოებელია დაფუძნებული, ეს ბაზარიც იცვლება და იგი საკმაოდ კონკურენტული გახდა. ამდენად, ასეთი მოცულობითი ბაზარი ნებისმიერი ეკონომიკისთვის თავისთავად ძალიან კარგია. თქმა იმისა, რომ რუსული ბაზრის დაკარგვა საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან სასიხარულო და კარგია, აბსოლუტური სისულელეა. მაგრამ რაკი ამ რეალობის წინაშე ვდგავართ, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ და მოხდეს ორიენტირების შეცვლა. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. მე ადრეც განვაცხადე და კვლავ გავიმეორებ ხვალვე რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი დაგვიწესოს ევროპამ, რა გაგაქვს? არსად საქართველოს არ ელიან, მსოფლიოს არც ერთ კუთხეში ქართულ პროდუქციზე მოთხოვნა არ არის. ეს ადგილი მოსაპოვებელია, იმიტომ რომ საერთაშორისო ბაზარი ყალიბდებოდა უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში და თუკი ახალი ვინმე შედიოდა მასში, შედიოდა უმძლავრესი შესაძლებლობებითა და ძალიან დიდი ფინანსებით. ჩვენ კი რითი შევდივართ ამ ბაზარზე?! მე არაერთხელ მითქვამს და მომიყვანია მაგალითი დენ სიაოპინის კლასიკური გამონათქვამისა - თუკი პოლიტიკურ ასპექტში რაიმეს დათმობა უწევს სახელმწიფოს, ეს შეიძლება გააკეთო მხოლოდ იმისთვის, რომ დაიმკვიდრო ადგილი მსოფლიოს ყველაზე დიდ მოცულობით ბაზრებზე. დენ სიაოპინი გენიოსი იყო და შესანიშნავად იცოდა, სად გადიოდა ქვეყნის აღმავლობის ვექტორი. იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, საჭიროა არა ევროკავშირისა და ამერიკის მილიარდები, არამედ შრომა, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი პროდუქციისა და მომსახურების შექმნას, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მოცულობით ბაზრებზე დაიმკვიდრებს ადგილს. რუსეთი ასეთი მოცულობითი ბაზარია, დროებით ის დაიკარგა, ახლა უნდა ვიფიქროთ სხვა ბაზრებზე, მაგრამ ვიმეორებ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეისთვის გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს. ამიტომ აღფრთოვანება იმით, რომ ევროპის ბაზარი ღია იქნება, არას გვარგებს, რადგან ევროპის ბაზარი ჩვენთვის აქამდეც საკმაოდ ღია იყო, არსებობდა პრეფერენციების, შეღავათების ძალიან კარგი სისტემა და ჩვენ შეგვეძლო ამის გამოყენება, მაგრამ აქამდე ეს შეღავათები ვერაფერში გამოვიყენეთ. ამიტომ აღფრთოვანება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობით არაფერს გვარგებს. თავისუფალი ვაჭრობა გამოიწვევს იმას, რომ არაკონკურენტული ეკონომიკის ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება შეიძლება საერთოდ არარენტაბელური გახდეს და ის უკანასკნელი წერტილებიც ჩაკვდეს, რომლებიც რეალურად შეიძლებოდა ფეხზე დაგვეყენებინა.

..: - როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება იმ 2 მილიარდამდე დოლარის დახმარების მიზანმიმართული და გონივრული განკარგვის გარანტი (იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში აქამდეც უამრავი ფული შემოსულა, მაგრამ არავის გაუგია, რას მოხმარდა), ვინ გააკონტროლებს იმას, რომ ეს თანხა ქართული ეკონომიკისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება?

.: - რაც შეხება დახმარებების განკარგვის საკითხს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა შემოვა, ვინ გამოყოფს და რისთვის ამ თანხას, რა არხებით მოხვდება ის საქართველოში, შემოვა ის სახელმწიფო არხებით, თუ ეს იქნება გარკვეული დონორი ორგანიზაციების მიერ საკუთრივ განხორციელებული პროექტები. მხოლოდ ამ დეტალების დაზუსტების შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულად. თუ ეს თანხა სახელისუფლებო არხებით შემოვა, ბუნებრივია ის ბიუჯეტში უნდა აისახოს და ბიუჯეტის კონტროლის ერთი კონსტიტუციური მექანიზმი გვაქვს - კონტროლის პალატა, რომელიც უბრალოდ აღარ არსებობს, რადგან 90 - იანი წლების მეორე ნახევრიდან იგი აჩრდილიც კი აღარ არის იმ პალატისა, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ახერხებდა საბიუჯეტო თანხების კონტროლს და მისი მონაცემები პოლიტიკოსებსა და მთავრობას შეეძლოთ გამოეყენებინათ. თუ ეს განხორციელდება სხვადასხვა ფორმის დახმარებებით, მაშინ კონტროლის მექანიზმები მოსაფიქრებელია, თუკი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ დაუშვა მისი რეალური კონტროლი. გამოცდილების თვალსაზრისით, დღეს საქართველოში ნებისმიერი დონის ფინანსური ოპერაციის გაკონტროლების არანაირი პრობლემა არ არსებობს, მათ შორის მატერიალური ფასეულობებისაც. მთავარია (თუკი ასეთი მაკონტროლებელი ორგანო და ხალხი იქნა საჭირო), მთავრობის მიერ იქნას ეს დაშვებული, თორემ ჩინოვნიკი როგორც საქართველოში, ისე სხვაგან, ერთნაირად იქცევა - თუ არ არსებობს საკმარისი კონტროლი და გამჭვირვალობა, იგი ამას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, რომ ამ საკმაოდ დიდი თანხიდან ჩინოვნიკების ხელში არაფერი მოხვდეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

..: - და ბოლოს, როგორია თქვენი საიმედო პროგნოზი?

..: - მე არ ვფიქრობ, რომ დღევანდელ სიტუაციას რაღაც პროგნოზები სჭირდებოდეს. მთავარია, რამდენად ადეკვატური იქნება საქართველოში არსებული რეალურობის აღქმა. რამდენად მოახერხებს საზოგადოება, თავის მხრივ, და პოლიტიკოსები იმის საღად გააზრებას, თუ რა მოხდა და სად აღმოვჩნდით. თუ ჩვენ ვიქნებით იმ ილუზიების ტყვეობაში, რომ ხვალ სოჭს დავიბრუნებთ და ზეგ აფხაზეთს, მაშინ შეიძლება ისეთ გამოუსწორებელ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, რომ საკუთარი ქვეყანაც კი სანატრელი გაგვიხდეს. ამიტომ მე ვისურვებდი არა პროგნოზების კეთებას, არამედ ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური ძალების არსებულ სიტუაციასთან ადეკვატურობას, რამეთუ სიტუაცია ძალიან მძიმე და რთულია და აქ მარტივი გადაწყვეტილებები საკმარისი არ იქნება.

5 ომი და საბანკო სისტემა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლია ელიავა
ფინანსისტი, ექსპერტი

ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებს შორის ფორსმაჟორულ სიტუაციებზე საბანკო სისტემა ყველაზე მგრძნობიარეა. მასზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ მაკრო და მიკროეკონომიკური ფაქტორები და პირობები, არამედ, აგრეთვე პოლიტიკური რყევებიც, განსაკუთრებით კი ისეთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენები, როგორიცაა: ლოკალური და ტოტალური ომები.

ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა რუსეთსაქართველოს შორის საომარმა მოქმედებებმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში. მართალია, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ სტაბილურად შეხვდა ამ კონფლიქტს, მაგრამ მან მაინც სერიოზულად შეარყია მთლიანად ეკონომიკა და, მათ შორის, ქვეყნის საბანკო სისტემა. ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა იმაში, რომ ომის მსვლელობისას მეანაბრეების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ბანკებიდან უკან გამოითხოვა საკუთარი ანაბრები, ხოლო იურიდიულმა პირებმა საზღვარგარეთ გადაიყვანეს თავიანთი სახსრები, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ბანკების ლიკვიდობის მარაგს. ამას დაემატა ბანკების მიერ სესხების გაცემის შეზღუდვა და მთლიანობაში ქვეყნის საბანკო სისტემა სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

საბანკო სისტემაში შექმნილი რთული სიტუაციის დასაძლევად და ამ მიზნით სწორი დასკვნების გასაკეთებლად აუცილებელია სიმართლეს თვალებში შევხედოთ და მოვლენას საკუთარი სახელი დავარქვათ. გამომდინარე აქედან, უნდა ითქვას, რომ საქართველოში საფუძველი ჩაეყარა საბანკო კრიზისს. მეცნიერები მას განმარტავენ როგორც ფულადსაკრედიტო სისტემის დაბალანსებულობის პერიოდულად განმეორებად დარღვევებს, რაც გამოიხატება ანაბრების მასიურ ამოღებაში, კომერციული და საბანკო კრედიტის მკვთრ შემცირებაში, ფინანსური გაკოტრებების ზრდაში, ნაღდი ფულისა და ოქროს დაგროვებაში, პროცენტის ნორმის მნიშვნელოვან ზრდაში. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, საბანკო კრიზისი არის საბანკო სისტემის უუნარობა განახორციელოს თავისი ძირითადი ფუნქციები დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების აკუმულირებისა და მობილიზაციის, კრედიტების გაცემის, ქვეყნის ეკონომიკაში ანგარიშსწორებებისა და გადახდების განხორციელების კუთხით.

ანგარიშსწორებების საერთაშორისო ბანკის მიერ დადგენილია საბანკო კრიზისის იდენტიფიცირების ოთხი ფაქტორი: 1) თუ ბანკების პრობლემური აქტივები შეადგენენ ქვეყნის მშპს 2%25 - ზე მეტს; 2) საბანკო სისტემის გადასარჩენად აუცილებელი თანხა აღემატება ქვეყნის მშპს 2%25 - ; 3) საბანკო სექტორში ნაციონალიზაციამ მიიღო მასობრივი ხასიათი, საბანკო დეპოზიტები გაყინულია, ხოლო ხელისუფლება აცხადებს საბანკო არდადეგებებს; 4) ცენტრალური ბანკი გარანტიას აძლევს ქვეყნის მოსახლეობას ყველა სახის დეპოზიტების გაცემაზე, მაგრამ თავის გარანტიებს ვერ უზრუნველყოფს მატერიალურად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალისტები საბანკო კრიზისების კლასიფიცირებისას გამოყოფენ ხუთ პირობას და თვლიან, რომ საბანკო კრიზისი დგება მაშინ, თუ სრულდება ხუთიდან თუნდაც ერთი პირობა მაინც: 1. მთელი საბანკო სისტემის უიმედო სესხების ფარდობა მთლიან აქტივებთან აღემატება 10%25 - ; 2. სახელმწიფოს ხარჯები პრობლემური ბანკებისათვის მხარდასაჭერად აღემატება მშპს 2%25 - ; 3. განხორციელდა პრობლემური ბანკების ნაციონალიზაცია; 4. ბანკების მიერ განხორციელებულია საგანგებო ზომები, როგორიცაა: ანაბრების გაყინვა, სამუშაოს შეჩერება; 5. სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ან შექმნა გარკვეული ორგანო დაკარგული დეპოზიტების დაბრუნების გარანტირებისათვის.

საქართველოში აგვისტოში მომხდარი სერიოზული საბანკო რყევები არ განვითარებულა ცარიელ ადგილას. მათ წინ უძღოდა მთელი რიგი საფრთხეები და სხვა ნეგატიური მოვლენები როგორც საქართველოს მთელ საფინანსო სისტემაში, ასევე საბანკო სექტორში. საომარი მოქმედებები აღმოჩნდა ამ პროცესების კატალიზატორი. ომი რომ არა, ეკონომიკური კანონების ობიექტურობის პრინციპებიდან გამომდინარე, საბანკო სისტემა მაინც ვერ აუვლიდა გვერდს კრიზისულ რყევებს უახლოეს პერსპექტივაში.

საქართველოში საბანკო საფრთხის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა იყო კაპიტალის ანგარიშის ლიბერალიზაცია, რომლის გამოც ქვეყანაში შემოვიდა საკმაოდ დიდი მოცულობის ტრანსსასაზღვრო კაპიტალი პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების სახით. პირდაპირი ინვესტიციები ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ თითქმის უკონტროლოდ მოზღვავებულმა პორტფელურმა ინვესტიციებმა, განსაკუთრებით საბანკო სექტორში, რომელთა მოცულობამ 2008 წლის 1 აგვისტოსთვის შეადგინა არა ნაკლებ 1,5 მლრ. დოლარი, დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობა. ისეთ პირობებში, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი ხელოვნურადაა გამყარებული, სუსტია მაკროეკონომიკური დეტერმინანტები, განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფოს საგარეო ნასესხობების უწყვეტ ზრდას, არაადეკვატურია საფინანსო რეგულირება და საბანკო ზედამხედველობა, შემოსული უცხოური სპეკულაციური კაპიტალი ნაწილდება არათანაბრად და შესაბამისად წარმოშობს მრავალ ახალ პრობლემას. საფრთხის შემცველი გარემოებების ჩამოყალიბებისას იგი პირველი გაედინება საბანკო სექტორიდან, რაც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს მაკროეკონომიკური შოკების ზეგავლენას რთულ მდგომარეობაში მყოფ საფინანსო სექტორზე.

საქართველოში დიდი ოდენობით პორტფელური ინვესტიციების შემოდინებას ასევე ხელი შეუწყო საბანკო სექტორისთვის დამახასიათებელმა ზემაღალმა შემოსავლიანობამ. ამასთან, საფინანსო აქტივებზე ფასწარმოქმნა დამოკიდებულია არა საბანკო სექტორში არსებული კონკურენციის პირობებზე, არამედ არარეზიდენტების ნებასურვილზე. უცხოურმა კაპიტალმა კარგა ხანია საკმაოდ ღრმად გაიდგა ფესვები საქართველოს საბანკო სისტემაში, ქვეყანაში მოქმედი 21 ბანკიდან 16 უცხოელთა მფლობელობაშია. არარეზიდენტების წილი მთელ საბანკო სისტემაში საკმაოდ მაღალია. ამასთან, არსებობს მსოფლიო პრაქტიკაში კარგად აპრობირებული უცხოური კაპიტალის საკრედიტო ექსპანსიის შემაკავებელი ბერკეტი განსაკუთრებული ტიპის სახელმწიფო ბანკები - განვითარების ბანკები. ასეთი ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ ისეთ მომსახურებას, რომელსაც კერძო ბანკები ვერ უზრუნველყოფენ, მაგალითად, ისეთები, როგორიცაა: გრძელვადიანი დაკრედიტება ან სხვა სახის საინვესტიციოსაბანკო მომსახურება. აქედან გამომდინარე, იმ სახელმწიფოებში, სადაც დანერგილია ასეთი სისტემა, ბანკები საფრთხეების წარმოშობისას ეროვნული კაპიტალით ინარჩუნებენ მნიშვნელოვან მყარ პოზიციებს.

გარდა ამისა, საბანკო სექტორზე ნეგატიურად მოქმედი ფაქტორია ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფი ტემპებით მზარდი დაკრედიტების, განსაკუთრებით სამომხმარებლო დაკრედიტების ბუმი, რომლის მოცულობამ 2008 წლის 1 აგვისტოსათვის 5.7 მლრ. ლარს მიაღწია და ზრდის წლიურმა ტემპმა 33%25 - ს გადააჭარბა. უკანასკნელ წლებში ბანკები ინტენსიურად ზრდიდნენ დაკრედიტების მოცულობას, უგულებელყოფდნენ რისკების შეფასებას და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ საკრედიტო პორტფელების ხარისხს, ხოლო მაღალი რისკების კომპენსაციას ახდენდნენ მაღალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთების ხარჯზე. შედეგად, ეფექტური საპროცენტი განაკვეთი, რომელსაც ბანკები მალავენ სხვადასხვა საკომისიო გადასახადებში, ხშირად წლიურ 50%25 - აღწევდა. ხოლო, მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ზრდიდან რეცესიის სტადიაზე გადადის, საკრედიტო რისკები იწყებენ გააქტიურებას. ამ დროისათვის პრობლემური ვალების წილი ბანკების აქტივებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც არაა გამორიცხული საკრედიტო ინსტიტუტების დიდი ნაწილი აღმოჩნდეს დეფოლტის ზღვარზე.

ჩვეულებრივ, საკრედიტო რისკებზე საუბრობენ ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ლიკვიდურობის რისკზე, არადა, საბანკო სექტორის სტაბილურობის საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი გარე შოკი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ლიკვიდობის დეფიციტი. ლიკვიდურობა არის და იქნება ბანკების სიცოცხლისუნარიანობის ერთერთი მთავარი პარამეტრი, თანაც საუბარია არა მარტო ლიკვიდურობის მიმდინარე დონეზე, არამედ მისი შენარჩუნების ეფექტური მექანიზმის არსებობაზე. მაშინ, როდესაც საკრედიტო რისკები საბანკო სისტემაში გროვდება თანდათანობით, ლიკვიდურობის პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას უეცრად. თანაც რეპუტაციულ, რეგულატორულ, ახლა უკვე აქტუალურ საომარ და სხვა რთულად ფორმალიზებად რისკებს გააჩნიათ ნეგატიური ტენდენცია ტრანსფორმირდნენ სწორედ ლიკვიდურობის რისკში, როგორც ამას ჰქონდა ადგილი საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებისას.

ლიკვიდურობის უკმარისობის საგანგაშო სიმპტომები საბანკო სფეროში აღინიშნებოდა საომარი მოქმედებების დაწყებამდეც. ბანკებს არ გააჩნდათ საკმარისი ოდენობით ფული, ისინი იზიდავდნენ სახსრებს მოკლე ვადით, ხოლო განათავსებდნენ უფრო გრძელვადიან აქტივებში, რაც იწვევდა ვადიანობის მიხედვით აქტივებსა და პასივებს შორის მნიშვნელოვან წყვეტას. გარდა ამისა, ბანკების მიერ მოზიდული სახსრების წყაროები ხასიათდებიან საკმაოდ დაბალი დივერსიფიკაციით და ვერ უზრუნველყოფენ საბანკო სექტორში მიმდინარე ზრდის ტემპების შენარჩუნებას საშუალოვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, პასივების სტრუქტურაც არ გამოიყურება სახარბიელოდ. ბანკების საკუთარი კაპიტალის დაბალი დონე ვერ უზრუნველყოფს მის ხარჯზე საკრედიტო ოპერაციების გაფართოებას. ბანკების რესურსული ბაზა (მოზიდული სახსრები) საკმაოდ არასტაბილურია. საქართველოში არ არსებობს კანონი გამოუთხოვადი ანაბრების შესახებ, ასევე, არ არსებობს მოსახლეობის ანაბრების სახელმწიფო დაზღვევის სისტემა, რის გამოც საომარი მდგომარეობის დროს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პანიკამ საბანკო ანაბრები თითქმის გაა ნახევრა. ამგვარად, შეზღუდვები ლიკვიდურობაში არსებობდა თვით საბანკო სისტემის შიგნით და ომი მხოლოდ მისი კატალიზატორი აღმოჩნდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბანკო სისტემაში ლიკვიდურობის შენარჩუნების მექანიზმი საკმაოდ ცუდად მუშაობს. საბანკო სექტორის მარეგულირებელ ორგანოებს დაწესებული აქვს ლიკვიდურობის მხოლოდ ერთი სავალდებულო ნორმატივი - მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი, რომელიც არ უნდა იყოს 30%25ზე ნაკლები. თეორიულად მან უნდა უზრუნველყოს ლიკვიდობის მარაგი ბანკის საშუალოვადიანი საჭიროებისათვის. საქართველოში თითქმის ყველა ბანკი მეტნაკლებად ასრულებდა ამ ნორმატივს, ხოლო ზოგიერთ მცირე ბანკში, რომელსაც არ გააჩნია მოზიდული სახსრები და ოპერირებს მხოლოდ საკუთარი სახსრებით, ამ ნორმატივის მაჩვენებელი სავალდებულო მინიმუმზე გაცილებით უფრო მაღალია. თუ რამდენად მისაღებია ასეთი მიდგომა, ეს ცალკე დისკუსიის საგანია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სახის ბანკებს არ გააჩნიათ ფიზიკური პირების ანაბრები, საკითხი გადადის ლიკვიდურობის მართვის სიბრტყიდან ზედამხედველობისა და რეგულირების სფეროში.

0x01 graphic

მეანაბრეებში შექმნილი აჟიოტაჟის ფონზე ბუნებრივად წინა პლანზე იწევს საკითხი, თუ რამდენადაა გამართლებული საზედამხედველო ორგანოების მიერ მხოლოდ მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტის მონიტორინგი და მსოფლიო საბანკო პრაქტიკაში მიღებული ათეულობით სხვა ნორმატივების და კოეფიციენტების უგულებელყოფა. საბანკო სისტემის დაბალი ლიკვიდურობის მიზეზი, გარდა სუსტი ზედამხედველობისა, არის მეტ წილ ბანკებში ლიკვიდურობის მართვის პოლიტიკის არქონა ან მისი არაჯეროვნად განხორციელება. საკრედიტო ბუმმა თავისი დაღი დაასო ბანკების ქცევას (თავისუფალი ფულის კრედიტებში ჩაბრუნება და ლიკვიდურობის პრობლემის უგულებელყოფა). შედეგად მივიღეთ საკმაოდ შერყეული და ეროვნული ბანკის ვალებში ჩაფლული საბანკო სისტემა.

საქართველოს საბანკო სისტემისა და მისი რეგულირების სისუსტეების ანალიზი და შეფასება შეიძლება უფრო სიღრმისეულადაც, თუმცა ამით უკვე ჩამოყალიბებულ საბანკო კრიზისს ვერ შევამსუბუქებთ. იგი ომის დაწყებისთანავე განვითარდა ელვის სისწრაფით. საომარი მოქმედებების დაწყებიდან საქართველოს ბანკებმა შეწყვიტეს კრედიტების და პლასტიკური ბარათების გაცემა. ეს იყო მოსახლეობისათვის არაორაზროვანი სიგნალი იმისა, რომ მათი ანაბრები საფრთხის ქვეშაა, და შედეგად, დაიწყო მეანაბრეთა მასიური შეტევა ბანკებზე საკუთარი სახსრების ამოღების მიზნით და მათი გადაყვანით აშშ დოლარსა და ევროში. მეანაბრეთა პანიკის აღკვეთის მიზნით ქვეყანაში 12 აგვისტოს გამოცხადდა ერთდღიანი საბანკო არდადეგები და ერთკვირიანი შეზღუდვები სასესხო ოპერაციებსა და ინტერნეტბანკინგზე.

საერთაშორისო სარეიტინგო saagentom Fitch Ratings - მა საქართველოში წარმოებულ საომარ მოქმედებებზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და 8 აგვისტოს შეამცირა საქართველოსთვის ქვეყნის ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში „BB“ დონიდან „B+“ დონემდე, პროგნოზი - ნეგატიური, ხოლო 11 აგვისტოს შეამცირა საქართველოს ოთხი ბანკის რეიტინგები „BB“დან „B+“-მდე, პროგნოზი - „ნეგატიური“. ამის მიზეზად დასახელდა საქართველოში სატრანსფერტო რისკის და კონვერტაციის რისკის გაძლიერება, რაც ართულებს ამ ბანკებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას მათი მაჟორიტარი აქციონერების მხრიდან და ხელისუფლების მიერ საჭიროების შემთხვევაში ამ ბანკებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობის შემცირებას. იმავდროულად მეორე უმსხვილესმა სარეიტინგო სააგენტომ შტანდარდ & Pოორ'ს შეამცირა საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები „В+“დან „В“მდე და მოკლევადიან რეიტინგთან ერთად მოათავსა Credit Watch სიაში პროგნოზით „ნეგატიური“. ქართული არასუვერენული მსესხებლებისათვის ვალუტის გადაყვანისა და კონვერტაციის რისკის შეფასება შემცირებულია „ВВ“დან „ВВ“მდე.

0x01 graphic

მეანაბრეთა პანიკის შედეგად ბანკებში არსებული მოსახლეობის ანაბრები თითქმის განახევრდა, ასევე, მიმდინარე ანგარიშების მფლობელმა ბანკის მსხვილმა კლიენტებმა ინტენსიურად დაიწყეს ფულის გაყვანა საზღვარგარეთ, ბანკებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან მთლიანად გამოელიათ ლიკვიდობა. ამის ფონზე საქართველოს რეიტინგების შემცირება იყო სიგნალი უცხოელი ინვესტორებისათვის, რომ მათ ფულს საფრთხე ემუქრება და მათაც არ დააყოვნეს და დაიწყეს ადვილად გადინებადი პორტფელური ინვესტიციების გაყვანა საქართველოს საბანკო სისტემიდან, რამაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება. ახლა ბანკები არა მარტო ლიკვიდობის დეფიციტს განიცდიან, არამედ გადახდისუუნარობის სერიოზული საფრთხე წარმოექმნათ.

მძიმე სიტუაციაში მყოფი ბანკებისთვის ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სამაშველო ოპერაციების ჩატარება ლიკვიდობის მიწოდებისა და ბანკების სავალდებულო რეზერვების გახსნით. საბანკო კრიზისის დაწყებიდან ეროვნულ ბანკს სამი კვირა დასჭირდა იმისათვის, რომ მიეღო გადაწყვეტილება ისეთი აუცილებელი, მაგრამ მანამდე პრაქტიკულად მიძინებული ინსტრუმენტის ასამოქმედებლად, როგორიცაა: კომერციული ბანკების რეფინანსირების (დაკრედიტების) ოპერაციები. ეროვნული ბანკი მხოლოდ 20 აგვისტოს „ამსუბუქებს“ მონეტარულ პოლიტიკას 7 დღიან სადეპოზიტო სერტიფიკატებზე 12 პროცენტიანი განაკვეთის შემცირებით 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 27 აგვისტოს უკვე ხვდება, რომ ამ ინსტრუმენტზე, რომელიც მიმოქცევაში არსებული ლიკვიდობის მოცულობის შესამცირებლად გამოიყენება, აღარ იქნება მოთხოვნა ბანკების მხრიდან და შეაჩერა მისი მოქმედება. თუმცა, ძალაში დატოვა 91დღიანი სადეპოზიტო სეტრიფიკატებით ვაჭრობის შესაძლებლობა იმ იმედით, რომ ამ ინსტრუმენტს მაინც გამოუჩნდება ლიკვიდურობის პრობლემის არმქონე მყიდველი. სამაგიეროდ, აამოქმედა 7 დღიანი რეფინანსირების ინსტრუმენტი. უცნობია, თუ როგორი აუქციონები ჩატარდება ამ ინსტრუმენტზე, ერთი კი ცხადია, რომ კომერციულმა ბანკებმა მის მისაღებად გირაოში უნდა ჩადონ სახელმწიფო და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდები, რომელთა მოცულობა საბანკო სექტორში 1 აგვისტოსათვის 230 მლნ. ლარი იყო. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების 12 პროცენტიანი განაკვეთი ორჯერ შეამცირა 10%25-მდე კომერციული ბანკებისათვის მისი სიძვირის გამო და სავალდებულო რეზერვების ნორმა დაწია 5%25მდე.

აგვისტოს ბოლოსათვის ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შემცირდა 350 მლნ. დოლარით, ანუ 39%25 - ით. ბანკების სავალდებულო რეზერვები შემცირდა 85 მლნ. დოლარით, ანუ 30%25 - ით. ხოლო საკორესპონდენტო ანგარიშებზე სებში კომერციული ბანკების სახსრების ნაშთი 107 მლნ ლარით, რაც თვის დასაწყისის მონაცემების ნახევარზე მეტია. ასევე სებმა კომერციული ბანკებისათვის მოიმარაგა 240 მლნ. დოლარი და ევრო ნაღდი ფულის სახით. აგვისტოს დასაწყისისათვის კომერციული ბანკების განკარგულებაში იყო 378 მლნ. ლარის ექვივალენტი ნაღდი ფული, რომელიც თითქმის მთლიანად გაიხარჯა. მიახლოებითი გაანგარიშებით საბანკო სექტორის გადასარჩენად საჭიროა არა ნაკლებ 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ინექცია.

კომერციული ბანკების დღევანდელი ფინანსურ მდგომარეობაზე გამჭვირვალე და უტყუარი ინფორმაციის არარსებობის პირობებში რთულია გაკეთდეს დასკვნა იმის შესახებ, თუ სად იქნა მიმართული ეროვნული ბანკის სახსრები, მაგრამ შეიძლება მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ უცხოურმა პორტფელურმა ინვესტიციებმა დაიწყეს გადინება. ყოველივე ამას ემატება მსესხებლების ხარისხის გაუარესება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბანკების მხრიდან რისკებზე სათანადო კონტროლის დაკარგვა და თუ სამომხმარებლო კრედიტებზე არგადახდების ზრდა გაგრძელდა, ეს იქნება კრიზისული სიტუაციის კიდევ ერთი დამამძიმებელი ფაქტორი.

იმავდროულად ეროვნულ ბანკს უწევს ხელოვნურად გამყარებული ლარის კურსის შენარჩუნება, რაც მნიშვნელოვანი მუხრუჭია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ლარის კურსი უნდა იყოს მიახლოებული მის რეალურ მსყიდველობით უნართან და იმავდროულად ნაპოვნი უნდა იქნას კომპრომისი ექსპორტიორებისა და იმპორტიორების ინტერესებს შორის. ლარის კურსი მიბმული უნდა იყოს სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან, მათ შორის და პირველ რიგში, ინფლაციის ტემპებთან და შიდა ბაზრის ფასების მსოფლიო ფასებთან მიახლოვების პროცესებთან. ინფლაციასთან დაკავშირებით საინტერესოა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაზომილი ინფლაციის ინდექსი, რომელიც აგვისტოში ივლისის თვესთან შედარებით გაიზარდა 3 პროცენტული პუნქტით და წლიური 12.8%25 შეადგინა. ამ მატების მიზეზად დასახელდა კომბოსტოსა და მწვანილის გაძვირება მათი დროებითი დეფიციტის შედეგად, რაც სათანადო დამაჯერებლობას ნამდვილად მოკლებულია.

შექმნილ ვითარებაში ცოტა თუ მოიძებნება ბიზნესმენი, რომელიც გარისკავს ჩადოს ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. ქვეყანაში ომის შედეგად შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე მოსალოდნელია სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება, რაც კიდევ უფრო გაზრდის რისკებს და გამოიწვევს უცხოელი ინვესტორების ნდობის შემცირებას და, შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და სხვა სახის კაპიტალის შემოდინების კლებას. ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, პრობლემებს შექმნის საქართველოს მიმდინარე ოპერაციების უარყოფითი სალდოს დაფინანსებაში. 2008 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტმა მშპს 17%25 შეადგინა, რაც ქვეყნისათვის მაღალი რისკის შემცველია. მისი კომპენსირება ხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით (მშპს 9,2%25 2008 წლის პირველი კვარტალი). ამასთან, ომის ერთერთი ნეგატიური შედეგი იქნება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გაუარესება და, შესაბამისად, ინვესტორების გარკვეული დროის მანძილზე დაფრთხობა. ფულს უყვარს, უპირველეს ყოვლისა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა. ხოლო ისეთ პირობებში, როდესაც ინვესტირების ობიექტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება განადგურდეს სარაკეტო დარტყმით ან დაბომბვით, ამ რისკზე წამსვლელი და ფულის დამბანდებელი ინვესტორი არც მოიძებნება. საომარი მოქმედებები ან სხვა სახის ფორსმაჟორული სიტუაციები ინვესტორებს აძლევენ სიგნალს გამოიყვანონ ფული კონფლიქტის ქვეყნებიდან. უახლოეს პერსპექტივაში მსოფლიო საინვესტიციო საზოგადოება მაღალი სიფრთხილით მოეკიდება საქართველოს ბაზარს. ამასთან ერთად საბანკო სისტემისადმი ნდობის შემცირების პირობებში ყველაზე ცხადი და ხილვადი შედეგები საქართველოს ეკონომიკისთვის ინფლაციის ზრდაა, მისი ნეგატიური ზეწოლა ქვეყნის საბანკო სისტემაზე, ეროვნულ ვალუტასა და საერთაშორისო რეზერვებზე. ასეთმა დატვირთვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს არაუზრუნველყოფილი ბანკნოტების ბეჭდვის აუცილებლობა. ამასთან, საგარეო დაფინანსებაში წყვეტის გადასაფარად და ზოგადად შერყეული ეკონომიკის აღსადგენად საქართველოს დასჭირდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ფინანსური და რეპუტაციული მხარდაჭერა. ამისათვის გამოყენებულ იქნება დახმარება აშშსა და სსფის მხრიდან, ასევე დონორი ქვეყნებიდან, რომელთა რიცხვი ომისშემდგომ პერიოდში საკმაოდ გაიზარდა.

ომისშემდგომ პერიოდში ეკონომიკის ქცევის ბუნება ცნობილია ისტორიის სახელმძღვანელოებიდან - კაპიტალის დიდი გადინება, ჰიპერინფლაცია, მკაცრი მონეტარული ზომები, შოკური თერაპია, ანაბრების გაყინვა და, როგორც შედეგი, ეკონომიკის სრული დეფოლტი და კოლაფსი. საომარმა მდგომარეობამ საქართველოს საბანკო სისტემას მიაყენა უძლიერესი დარტყმა, ამიტომ სავსებით გამართლებულია მკაცრი ანტიკრიზისული ზომების გატარება, თუ ამის გამბედაობა და უნარი აღმოაჩნდა მონეტარულ ხელისუფლებას. ჯერჯერობით კრიზისულ სიტუაციაში ეროვნული ბანკი შემოიფარგლა მხოლოდ კოსმეტიკური ზომებით საბანკო არდადეგების, რეფინანსირების განაკვეთისა და სავალდებულო რეზერვების ნორმის დაწევის სახით.

რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, მან საქართველოში ოდიოზური სახე მიიღო. დღემდე იგი მონეტარულ ინსტრუმენტთა რიგში დეკორაციის ფუნქციას ასრულებდა. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს, თუ როგორ შეიცვლება აშშს ფედერალური სარეზერვო სისტემის რეფინანსირების განაკვეთი, იმიტომ, რომ ამას თან სდევს სერიოზული ცვლილებები საფინანსო ბაზრებზე, საქართველოში სიტუაცია პირიქითაა. რეფინანსირების განაკვეთი იცვლება ყველა სხვა დანარჩენი ინდიკატორის ცვლილების კვალდაკვალ. ამიტომ, საქართველოს პირობებში ასეთი მიდგომით იგი ვერც დღემდე ასრულებდა და ვერც მომავალში შეასრულებს საფინანსო ორიენტირის ფუნქციას.

ეროვნული მდგრადი საბანკო სისტემის შენარჩუნება შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტული პოლიტიკის განხორციელების გარეშე. საქართველოს საბანკო სექტორი უკვე ჩამოყალიბებულია როგორც არადამოუკიდებელი სისტემა, რომელიც დაკავებულია სტრატეგიული პარტნიორის ძებნით საზღვარგარეთ. თანამედროვე ეტაპზე პროტექციონისტული პოლიტიკის შემუშავება არ წარმოადგენს მონეტარული ხელისუფლების პრიორიტეტულ მიმართულებას. ბანკებს საკუთარი კაპიტალიზაციის გაზრდა უწევთ ან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების. მოგების დაგროვების, ან IPO გამოშვების გზით. თუმცა ეს უკანასკნელი ვერ იქნება ეფექტური, ვინაიდან დივიდენდების გაცემის კულტურა ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული საქართველოს საბანკო სისტემაში. ჩემის აზრით, ასეთ პირობებში სასურველი იქნებოდა მოგების ის ნაწილი, რომელიც მიემართება ბანკების კაპიტალიზაციაზე, გათავისუფლდეს დაბეგვრისაგან. ასეთი და სხვა მრავალი სახის პროტექციონისტული ზომები ინტენსიურად გამოიყენება უცხოეთის ქვეყნებში, რისი დანერგვა ჩვენს პირობებში ხელს შეუწყობდა ეროვნული საბანკო სექტორის გაჯანსაღებას.

დღეისათვის საქართველოს საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენების ანალიზი და განზოგადება საშუალებას იძლევა გაკეთდეს რიგი დასკვნები. საფინანსო ბაზრებზე საჭიროა რისკების, და მათ შორის, პოლიტიკური რისკების სისტემური შეფასება. გამომდინარე საქართველოში შექმნილი კრიზისიდან შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი საფინანსო მაჩვენებლის მდგრადობა და ზრდა გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ მაღალი რისკის შემცველია. მეანაბრის მოტივაცია, ფასები, შემოსავლები და დასაქმება შეიძლება შემცირდეს და ეს რისკი უნდა იქნას დაპროგნოზებული და გათვალისწინებული. საჭიროა ასევე პორტფელური ინვესტიციების შემოდინების რისკის შეფასება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ ფინანსურმა მარეგულირებლებმა ვერ დაინახეს კრიზისის გამომწვევი წინაპირობები, შედეგად არ მოახდინეს მათზე დროული რეაგირება და ვერ უზრუნველყვეს საფინანსო სისტემის სტაბილურობა. გამომდინარე აქედან, ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალიზირებული ინსტიტუტების დროული შექმნა, რომლებიც მოწოდებულნი იქნებიან დაეხმარონ ხელისუფლებას კრიზისების დროულად გამოვლენაში, მათ დაძლევასა და საბანკო სექტორის სტაბილურობის ამაღლებაში. ასეთებად შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტები, ასევე რესტრუქტურიზაციის სააგენტოები, პრობლემური აქტივების მართვის კომპანიები ან დეპოზიტების დაზღვევის სისტემები, რომლებიც შექმნილია განვითარებულ ქვეყნებში, აგრეთვე თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, გარდა საქართველოსი.

გადაუდებელ ამოცანად გვესახება საქართველოს საბანკო სისტემის შემდეგი პრობლემების გადაწყვეტა: საბანკო სისტემის ინსტიტუციონალურსამართლებრივი რეჟიმის გამყარება, რაც აამაღლებს მის ეფექტურობას, ტრანსპარენტულობასა და კონკურენტუნარიანობას; ადეკვატური ღონისძიებების შემუშავება საბანკო სისტემაში ლიკვიდურობის კრიზისის დასაძლევად ბანკების ეკონომიკური საქმიანობისა და საწარმოების დაკრედიტებაში მონაწილეობის გააქტიურების მიზნით; საბანკო ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მის მიმართ მოთხოვნების გაზრდა; საბანკო სისტემის რეკაპიტალიზაციის სპეციალური პროგრამის შემუშავება, რომელიც უნდა შეიცავდეს კომერციული ბანკების სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითად პრინციპებს უახლოესი წლებისათვის; საბანკო სისტემის რესტრუქტურიზაციის საბიუჯეტო სახსრებით მხარდაჭერა.

ომის ნეგატიური გამოძახილი საქართველოს ეკონომიკას და, მათ შორის, საბანკო სისტემას საკმაოდ დიდხანს გაჰყვება. საბანკო კრიზისის დაძლევის სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით საჭიროა მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებულ იქნას მონეტარული და არამონეტარული ბერკეტები საბანკო სექტორის გასაძლიერებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს კრიზისი, რომელიც საბოლოოდ მოშლის ქვეყნის საბანკო სისტემას.

РЕЗЮМЕ
ВОЙНА И БАНКОВСКАЯ СИСТЕМА

Лия Элиава
Финансист, эксперт

Военные действия в августе этого года резко пошатнули устойчивость банковской системы Грузии. Набег вкладчиков на банки вызвал не только кризис ликвидности банков, но и ответные меры властей, которые состояли в объявлении однодневных банковских каникул и недельном запрете на выдачу кредитов и функционирование интернетбанкинга. Война стала катализатором накапливаемых в предшествующие периоды таких негативных процессов, как интенсивный приток в банковский сектор спекулятивного капитала, кредитный бум, увеличение кредитного риска и риска ликвидности, слабость банковского надзора и т.д. Национальному банку Грузии пришлось в срочном порядке начать процедуры обеспечения банковского сектора как наличной, так и безналичной ликвидностью. Решение этой задачи представляется наиболее простым по сравнению с теми задачами, которые встанут перед банковской системой в ближайшем будущем. Властям Грузии предстоит противодействовать мощнейшему оттоку капитала из страны, сохранению платежеспособности банковской системы и восстановление ее основных функций в полном объеме.

6 რას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზაქარია ქუცნაშვილი
იურისტი

საქართველოს ისტორია ბევრ ტრაგიკულ მოვლენას შეიცავს. 2008 წლის აგვისტოს მოვლენები XXI საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი ტრაგედიაა. ამ მოვლენებმა საქართველო და მთელი ცივილიზებული მსოფლიო შეძრა. ქართველ იურისტებს მოგვიწია დაგვეწყო მუშაობა კანონპროექტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ვერანაირად წარმოვიდგენდი თუ ჩემი პროფესიული კარიერის რომელიმე ეტაპზე ასეთი კანონის დაწერა მომიწევდა.

რა მიზანი უნდა გვამოძრავებდეს ამ კანონის დაწერისას და რა ამოცანები უნდა დავისახოთ მის მისაღწევად? ეს არის ის მთავარი შეკითხვები, რომლის სწორად მოძებნილ პასუხებზე გადის უნიკალური კანონის მიღებაარმიღების საჭიროება. XXე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში შიდა ქართლსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებულმა მოვლენებმა ეთნიკური ქართველები და ამ რეგიონებში მცხოვრები ბევრი სხვა ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირებად აქცია. კონტროლი დავკარგეთ (გარდა კოდორის ხეობისა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ნახევარ ტერიტორიაზე. საქართველო იძულებული გახდა დათანხმებოდა თავს მოხვეულ სამშვიდობო გეგმას და შესულიყო რუსეთის გავლენის ზონად ცნობილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში.

0x01 graphic

მიუხედავად ამ მარცხისა, აფხაზეთში 13 თვის და 13 დღის განმავლობაში წარმოებული ომის პერიოდში, რუსეთის ხელისუფლება და მისი შეიარაღებული ძალები ოფიციალურად არ ჩართულან კონფლიქტში. შემდეგში, სამშვიდობო შეთანხმებებზე და ამ შეთანხმებებიდან გამომდინარე ე.წ. სამშვიდობო ძალების განლაგების ადგილების შერჩევაზე, რაოდენობაზე, შეიარაღებაზე, გადაადგილებაზე და სამონიტორინგო ადგილების საზღვრების დადგენაზე, საჭირო იყო საქართველოს ხელისუფლების თანხმობა. ჩვენი მონაწილეობით შექმნილი იყო და კონფლიქტის მოგვარებისათვის მოქმედებდა შერეული საკონტროლო კომისიები (ჯგუფები). შეზღუდვებით, მაგრამ ხალხი მაინც გადაადგილდებოდა. რუსეთის ფედერაცია ყველგან და ყოველთვის აღიარებდა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ფორმარულად მხარს უჭერდა სეპარატისტების ეკონომიკურ ბლოკადას და ამბობდა, რომ ამ რეგიონებიდან გაყვანილი ჰყავდა ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზები. უფრო მეტიც, ლისაბონის სამიტის 1996 წლის დეკლარაციის მე - 20 პუნქტის თანახმად, გმობდა ეთნიკურ წმენდას, რომლის შედეგი იყო მასობრივი ნგრევა და აფხაზეთიდან იძულებითი გაძევება, უპირატესად ქართველი მოსახლეობისა. ბოლო 34 წელიწადში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. კანონის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღების მიზანი ყველაფერი ძვე ლის აღდგენა არ უნდა იყოს, ისევე როგორც, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, საქართველოს ცალკეული ტერიტორიების მარტო ოკუპირებულად გამოცხადება არ იქნებოდა საკმარისი მიზანი. ყველაფრის აღდგენაში ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციის შუამავლის როლს, მის ე.წ. სამშვიდობო ძალებს, მის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისათვის შექმნილ ე.წ. შერეულ საკონტროლო კომისიების ფორმატს და ა.შ. კანონის მიღების მიზანი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებული, სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით დადასტურებული და დღეის მდგომარეობით დარღვეული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის (სუვერენიტეტის) აღდგენა და ამავდროულად ოკუპანტებისგან საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების განთავისუფლება. ეს არის ის მთავარი მიზანი, რასაც ამ კანონის მიღება უნდა ემსახურებოდეს. საქართველოს არ სჭირდება ახალი პატრიოტის აქტი და ადამიანების სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა. ქართველმა ხალხმა დიდიხანია ჩააბარა სახელმწიფოებრიობის და პატრიოტიზმის გამოცდა. მას სჭირდება სწორედ გააზრებული და რეალურად მოქმედი კანონი, რომელიც ოკუპანტებისგან საქართველოს განთავისუფლების პროცესს ლეგიტიმურ ჩარჩოებს მისცემს და თავნება ჩინოვნიკებს კურსის და სტრატეგიის შეცვლის უფლებას შეუზღუდავს. დიახ, ჩინოვნიკებს შეუზღუდავს და არა ხალხს. ხალხს ყოველთვის ურჩევნია მშვიდობით და არა ომით გადაწყვეტილი პრობლემები. სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჭეშმარიტი არსი ხელისუფლების და არა ხალხის უფლებების შეზღუდვაშია. საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციით ევალება განსაზღვროს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. პასუხისმგებლობა აიღოს მის კონტროლქვეშ მყოფი აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებებზე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კონფლიქტების მოგვარების პროცესის მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლებების ნებაზე მიშვებამ შედეგი არ გამოიღო. ახალი კანონის მიღებით აუცილებელია მათი მომავალი მოქმედებების ჩარჩოში მოქცევა, რომ დაღუპული, დამცირებული, განადგურებული და ბოლოს ისევ სხვაზე დამოკიდებული (ანუ სუვერენობა შელახული) არ აღმოვჩნდეთ. კანონის მიზანი დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენასა და ოკუპანტების გაძევებასთან ერთად ამ პროცესის მართვისას ხელისუფლების მოქმედებების ჩარჩოებში ჩაჯდომაშიც გამოიხატება. კონფლიქტის მოგვარების კურსის განსაზღვრაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს და მისი განხორციელება სავალდებულო ძალის მქონე კანონით უნდა იყოს დაცული.

0x01 graphic

რაც შეეხება კანონპროექტის რეგულირების სფეროს და ამოცანებს, ესენია: ოკუპანტის სტატუსის, ოკუპირებული და მისი მიმდებარე ტერიტორიების საზღვრების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დროებით მოქმედი სამართლებრივი რეჟიმების, მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველმყოფი საერთაშორისო ძალების, ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ პირთათვის ზიანის ანაზღაურების წესისა და სოციალური დაცვის დამატებით გარანტიების განსაზღვრა. ეს ის ამოცანებია, რომელთა გადაწყვეტითაც მიღწეულ უნდა იქნეს კანონით დასახული მიზნები. შესაძლებელია კანონის რეგულირების სფეროში ზიანის ანაზღაურების ოდენობის დადგენაც შევიდეს. მაგალითად, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეიარაღებული ძალების და სამართალდამცველი ორგანოების იმ თანამშრომელთა ოჯახებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ, კომპენსაციის სახით მიეცემათ 10 000 ლარი, ხოლო ვინც დაიჭრნენ 5000 ლარი. თუმცა, არცერთი სამართლებრივი აქტით არ არის განსაზღვრული იმ სამოქალაქო პირებისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა, ვინც ამ ომის შედეგად დაიღუპა, დაიჭრა ან დაინვალიდდა. ანუ დიდი სული ერი და ფსიქოლოგიური ტრავმის გარდა, ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანადაც იქცა. ზიანის ანაზღაურების ოდენობის საკითხი შესაძლებელია ასევე დარეგულირდეს კანონქვემდებარე აქტით. კანონქვემდებარე აქტი (პრეზიდენტის ბრძანებულება), როგორც კანონთან შედარებით დაბალი რანგის სამართლებრივი აქტი და აქედან გამომდინარე, მიღების და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფრო მარტივი და სწრაფი მექანიზმის გამო, შეიძლება უფრო უპრიანი გამოდგეს ზიანის შემთხვევების მრავალსახეობის და მათზე რეაგირების დროულობის გამო. მითუმეტეს, ზიანის ანაზღაურებაში მარტო სიცოცხლისთვის, ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი არ უნდა შედიოდეს და ცალკე მსჯელობის საგანი უნდა გახდეს იმ მატერიალური და მორალური ზიანის დადგენის და ანაზღაურების საკითხები, რაც ომის შედეგად ჩვენი მოქალაქეების პირად საკუთრებას თუ ბიზნესს მიადგა. საქართველოს წარმატებულ ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირ ეთხოვა ამ არასტაბილურ რეგიონებში ინვესტიციების განხორციელება. ეს თხოვნა გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან მათი ინტერესების გარანტიებს. ამიტომ მათ მიმართ, როგორც მატერიალურად დაზარალებულები ბიზნესისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომ ომი ფორსმაჟორია და ჩვენ არაფერ შუაში ვართო, არ იქნებოდა სწორი დამოკიდებულება. ეს საკითხი ამ კანონის ერთერთ მნიშვნელოვან ნაწილად უნდა იქცეს. ეს გააძლიერებს ნდობას საქმიანი წრეების მხრიდან სახელმწიფო ინტერესებისა და გარანტიების მიმართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ისევ აღსადგენია. მეწარმეების მიერ შექმნილი დოვლათისა და გადახდილი გადასახადების გარეშე კი ეს მიზანი ვერასდროს ვერ მიიღწევა.

0x01 graphic

კანონში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ტერმინთა განმარტებას. ტერმინ ოკუპანტში არ შეიძლება მოვიაზროთ სეპარატისტი, უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრი და არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მშვიდობიანი მაცხოვრებლები (როგორც ქართველები, ასევე ოსები, მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად). გამიჯვნის აუცილებლობა კონფლიქტის მოგვარების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენაში, ანუ ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებშია.

ოკუპანტი ეს არის სათანადო ნებართვის გარეშე საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და რუსეთის ფედერაციის სხვა შეიარაღებული მოქალაქეები, ანუ ე.წ. მოხალისეები (მოხალისეები ეს ის პირებია, რომლებიც არ ცხოვრობდნენ კონფლიქტურ რეგიონებში, შემოვიდნენ ნებართვის გარეშე, შეიარაღებულნი არიან და მონაწილეობას იღებენ ოკუპაციაში). პირის ოკუპანტად მიჩნევისათვის აუცილებელი გარემოებებია: რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური თუ არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირების წევრობა და საქართველოში უნებართვოდ და იარაღით ხელში შემოსვლა ან/და ყოფნა.

სეპარატისტი ეს არის უცხო ქვეყნის ან/და საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებების დარღვევით არ ცნობენ და ცდილობენ ხელყონ (ან/და ხელყოფენ) საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუვალობა. ანუ პირის სეპარატისტად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არა აქვს მის მოქალაქეობრივ კუთვნილებას და რომელიმე შეიარაღებულ ფორმირებაში ყოფნაარყოფნის ფაქტს, ასევე მის თანამდებობრივ მდგომარეობას და პროფესიულ საქმიანობას. ისევე როგორც მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუვალობის არ ცნობა არ ითვლება საკმარის მაკვალიფიცირებელ ფაქტორად. დღეს ამ კონფლიქტურ რეგიონში მყოფი ნებისმიერი მოქალაქე იძულებულია თქვას, რომ ის ცხოვრობს დამოუკიდებელ სახელმწი ფოში და აქედან გამომდინარე, არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სეპარატისტად მიჩნევისთვის აუცილებელია, რომ სეპარატიზმი ასევე მოქმედებაში ვლინდებოდეს, კერძოდ, ხელყოფაში ან ხელყოფის მცდელობაში. ანუ, არ ცნობა და ხელყოფა არის ის ორი აუცილებელი გარემოება, რომელთა ერთობლიობა აუცილებელია პირის სეპარატისტად მიჩნევისათვის. ხელყოფის გამოვლინებაა ოკუპანტებთან თანამშრომლობა და მათი დახმარება, ისტორიული ფაქტების განზრახ დამახინჯებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელყოფა და ეთნიკური წმენდისა და ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა სახის გამოვლინება თუ ამ გამოვლინებების ხელშეწყობა და ა.შ. ვფიქრობთ, ასევე შემოსატანია მუდმივი საცხოვრებელი არეალი, როგორც სეპარატისტობის ერთერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი. კერძოდ, პირის სეპარატისტად მიჩნევისთვის აუცილებელი უნდა იყოს მისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

უკანონო შეიარაღებული ფორმირება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე შექმნილი და მოქმედი ყველა შეიარაღებული შენაერთი. აქ იგულისხმება სეპარატისტების მიერ შექმნილი თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასაზღვრო და ე.წ. „აპალჩენური“ ძალები. უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრობა ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობით დანაშაულად ითვლება და წარმოადგენს კანონიერი დევნის საგანს. ადამიანებმა ეთნიკური განსხვავებების მიუხედავად როგორც ადრე, ასევე მომავალში უნდა გააგრძელონ მშვიდობიანი ცხოვრება, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი, ნებისმიერი მიზნით, უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები გახდებიან და ჩაერთვებიან საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში, ადრე თუ გვიან ვერ ასცდებიან სა მართლიან მართლმსაჯულებას. ვფიქრობ, კანონში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მშვიდობიანი მაცხოვრებლების გამიჯვნა ოკუპანტების, სეპარატისტებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებისაგან ჩვენ მოგვცემს საშუალებას დავაფიქსიროთ ის ყველაზე მრავალრიცხოვანი მასა, რომელთანაც სწორი, გრძელვადიანი და მოთმინებითი სამუშაოების წარმოებით, შესაძლებელია შეიქმნას ჯანსაღი დასაყრდენი, რომელიც ადრე თუ გვიან საქართველოს ერთიანი საზოგადოების ნაწილი გახდება. თუ ჩვენ ყველას ოკუპანტს დავუძახებთ და ყველას შეიარაღებულსა თუ მშვიდობიან მაცხოვრებელს ერთ ქვაბში მოვხარშავთ, კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს მიმართ უნდობლობას. ყველას გავაერთიანებთ და ამით ოკუპანტებისა და სეპარატისტების წისქვილზე დავასხამთ წყალს. რუსეთის ფედერაცია პასპორტების დარიგებით და ე.წ. ქართული აგრესიის საფრთხით, ცდილობს თავის გარშემო გააერთიანოს ყველა და მათ შორის განსხვავებები წაშალოს. ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად, მოვახდინოთ მათი, მოქმედებების მიხედვით, გამიჯვნა და თითოეულთან ცალცალკე და ყველასთან ერთად შევიმუშავოთ სტრატეგიები.

0x01 graphic

P.S. შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ ტერმინ ოკუპაციის, დაზარალებულ მოქალაქეთა კატეგორიის განმარტებაზე. ისვე როგორც ოკუპირებული და მისი მიმდებარე ტერიტორიების საზღვრებზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დროებით მოქმედ სამართლებრივ რეჟიმებზე, მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველმყოფ საერთაშორისო ძალებზე და ოკუპაციის შედეგად დაზარალებული პირთათვის ზიანის ანაზღაურების წესსა და სოციალური დაცვის დამატებით გარანტიების თაობაზე.

ცხოვრება ბევრი მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საკითხისაგან შედგება, ამიტომ კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სჯობს ორიენტირებული იყოს მიზანზე და ამ მიზნის მისაღწევად გადასაწყვეტ ამოცანებზე, ვიდრე მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების დეკლარირებითა და უცხოელებისთვის ამ ტერიტორიებზე ბიზნესსაქმიანობის აკრძალვით შემოიფარგლოს.

7 ტურიზმის ანტიკრიზისული პროგრამის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კონსტანტინე აბულაძე
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

იმ მრავალმა თავსატკივარმა, რომლებიც რუსეთის აგრესიამ შეგვიქმნა, პირველ პლანზე წამოსწია ანტიკრიზისული მენეჯმენტის დანერგვისა და განხორციელების პრობლემა ეკონომიკის ყველა დარგსა და საწარმოში, რათა უმოკლეს ვადაში გადავლახოთ კრიზისის შედეგები და უზრუნველვყოთ მათი მდგრადი განვითარება.

კრიზისმენეჯმენტი, როგორც მას ზოგიერთი უცხოელი ავტორი უწოდებს (ანტიკრიზისული მართვა), მთელი რიგი არატრადიციული ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. მისთვის მრავალი თავისებურება და არა მხოლოდ არსებული და ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებაა დამახასიათებელი.

ეკონომიკის ნებისმიერ დარგში კრიზისის პირველივე სიმპტომები მის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება, რაც მთელი რიგი ისეთი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებით გამოიხატება, როგორიცაა: ბრუნვადობა, რენტაბელობა, მოგება და სხვა.

კრიზისულ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი წარმოშობის მიზეზია, რომელიც ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში სავსებით ნათელია, მაგრამ ამავე დროს სრულიად გაუგებარია ზოგადსაკაცობრიო პოზიციებიდან, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო სამართლის ნორმებზე.

კრიზისული მოვლენები შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში, მის ეკონომიკაში, სხვადასხვა დარგსა თუ საწარმოში ნებისმიერ დროს განვითარდეს.

მათი გამომწვევი ფაქტორები შემდეგნაირადაა კლასიფიცირებული: პოლიტიკური და სამხედრო კონფლიქტები, სტიქიური უბედურება, ახალი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება, კანონების ან ნორმატიული აქტების შემოღება, შემმოწმებლების ან მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა, საბაზრო კონიუნქტურის მოულოდნელი ცვლილება, კონკურენტების ზეწოლა, თანამდებობის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სხვა.

ჩვეულებრივ, კრიზისული მოვლენები ვითარდება ნელა ან სწრაფად, დისკრეტულად ან უწყვეტად, თუმცა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, საწინააღმდეგო ზომების გატარება. ამისთვის კი ახალი ცოდნა, ინოვაციური მიდგომა, მიზეზების თავიდან აცილებისა და უარყოფითი შედეგების დაძლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებაა საჭირო.

0x01 graphic

აღსანიშნავია, რომ როგორიც არ უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზი, მისი გაგრძელება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ეკონომიკის, დარგის მართვის, კომპანიის მენეჯმენტის, მათი ხელმძღვანელების საქმიანობის ან უმოქმედობის შედეგია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გახანგრძლივებული კრიზისის მიზეზი თითქმის ყოველთვის სუბიექტურია, ვინაიდან იგი მენეჯერების შეცდომებითაა გამოწვეული.

იმ შემთხვევაში, როდესაც კრიზისის მიზეზის დადგენაა საჭირო, იქმნება ანალიტიკური ჯგუფები დამოუკიდებელი აუდიტორების, ბიზნესკონსულტანტებისა და შესაბამისი პროფილის სხვა სპეციალისტთა მონაწილეობით. ასეთი ჯგუფები განსაკუთრებული სტატუსითა და საკმაოდ ფართო უფლებამოსილებით უნდა სარგებლობდნენ.

როგორც ვთქვი, დარგის მართვის სპეციფიკა კრიზისის პირობებში, გულისხმობს ისეთი მეთოდებისა და მიდგომის გამოყენებას, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციულისგან.

ანტიკრიზისული მართვა მხოლოდ დანახარჯების შემცირებით არ უნდა შემოიფარგლოს. კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების პირველ ეტაპზე სრულიად მიუღებელია გეგმიური ხარჯების ტოტალური შემცირება, ვინაიდან ზოგჯერ მიმდინარე ხარჯები კრიზისის პირობებშიც კი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათმა შემცირებამ შესაძლოა უარყოფითი შეუქცევადი შედეგი გამოიწვიოს.

ამიტომ, საწყის ეტაპზე მხოლოდ ხანგრძლივვადიანი პროგრამების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებაა მიზანშეწონილი. ფინანსური ზარალის მომტანი სტრატეგია კი ბუნებრივია, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.

აქ უპირველესად დარგის განვი თარების გეგმების კორექტირებაა საჭირო. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, ისიც რომ სხვადასხვა მიმართულების ან საქმიანობის სფეროს შემცირება რესურსების გამოთავისუფლებასთანაა დაკავშირებული, მომგებიანი ოპერაციებისა და მიმართულებების გაფართოება კი პირიქით, დამატებითი კაპიტალის მოზიდვასთან.

თუკი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარებისას ეს ორივე განსხვავებული პროცესი პარალელურად წარმოიშვა, ძალზე მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა. ამასთან არ უნდა დავუშვათ რესურსების შემცირება, ვინაიდან საჭიროა მათი ტრანსფორმირება საინვესტიციო პრიორიტეტების მიხედვით.

ანტიკრიზისულ მენეჯმენტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღონისძიებების ჩატარების დროის სწორ შერჩევას, ვინაიდან რესურსების ვადაზე ადრე გადანაცვლება მინიმალურ ეფექტს იძლევა, მაგრამ თუ პრობლემის გადაჭრა გაუმართლებლად გაგრძელდა, შესაძლოა ისეთი შეუქცევადი სიტუაცია მივიღოთ, როდესაც ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაც კი უშედეგო იქნება.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ კრიზისის დაძლევის მცდელობის პროცესში იწყება მდგომარეობიდან გამოსვლის ურთიერთსაწინააღმდეგო გზების ძიება, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე მაინც თავის მოტყუებაა.

ხაზგასასმელია ისიც, რომ კრიზისის გამომწვევი ფაქტორების უარყოფითი გავლენის მიმართ ერთერთი ყველაზე მგრძნობიარე დარგი ტურიზმია.

ცნობილი ქართული კომპანია ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის მიერ ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მომხმარებელთა უმრავლესობის აზრით, აგვისტოს მოვლენების შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმი დაზარალდა, რაზეც ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემიც მეტყველებს.

ამასთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე დგას ამოცანა თავიდან ავიცილოთ კრიზისის განვითარება, უზრუნველვყოთ დარგის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა და მისი შემდგომი მდგრადი განვითარება.

საერთოდ და განსაკუთრებით კრიზისის პირობებში ეკონომიკის ყველა დარგისა და მათ შორის ტურიზმის მდგრადობა უნდა განვიხილოთ მათი, როგორც სისტემის თვისება შეინარჩუნოს ფუნქციონირების უნარი სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორების ზეგავლენის პირობებში, რაც დაგეგმილი შედეგების მიღწევით უნდა გამოიხატოს.

ამისთვის ტურისტულმა ორგანიზაციებმა, მიუხედავად საკუთრების ფორმებისა, სამი ამოცანა უნდა გადაწყვიტონ: პირველი - დასახული მიზნებისა და მათი უზრუნველყოფის გზების განსაზღვრა კრიზისის პირობებში (ანუ რა მიმართულებით გავაგრძელოთ საქმიანობა და როგორი რესურსებით?).

მეორე - როდის, როგორ და რა თანმიმდევრობით ვაკეთოთ?

და ბოლოს, მესამე ამოცანაა - მართვის ისეთი მაღალეფექტიანი სამოტივაციო მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევასა და ამოცანების გადაჭრას.

ნებისმიერ შემთხვევაში ყოველივე ეს ამოცანა და მათ შორის სტატუსის შეცვლაც, გეგმების, სტრატეგ იისა და ტაქტიკის ტრანსფორმირებას მოითხოვს.

მოგეხსენებათ კრიზისი ბერძნული სიტყვაა და გარდატეხის მომენტს, სიტუაციის გამწვავებას, არამდგრად მდომარეობას ნიშნავს. ბუნებრივია, როდესაც კრიზისის დაძლევის ან მისი პრევენციის შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, მკითხველს არა მარტო ანტიკრიზისული მენეჯმენტის სპეციფიკური ფორმები და მეთოდები, არამედ პროგნოზიც აინტერესებს. ისმება კითხვა: კრიზისიდან გამოსვლის რა პერსპექტივაა აქვს იმ დარგს, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დიდ იმედებს ამყარებს?

მსოფლიოში არსებული გამოცდილება, ექსპერტთა, დარგის წამყვან სპეციალისტთამოსაზრებების გათვალისწინება გვაძლევს იმის რწმენის საფუძველს, რომ ქვეყანაში არსებული რესურსების მობილიზაციითა და მეგობარი ქვეყნების თანადგომით დარგი აუცილებლად დაძლევს კრიზისულ მოვლენებს და უახლოეს მომავალში კვლავ დაიწყებს განვითარებას.

ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა აგრეთვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშში, ეგვიპტეში, ინდოეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში არსებული გამოცდილება.

ნიუიორკში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარმა კატასტროფამ დიდად დააზარალა ტურიზმი არა მარტო აშშში, არამედ მთელ მსოფლიოშიც.

მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის იმდროინდელი დასკვნის თანახმად ადამიანებმა დიდი ხნით დაკარგეს ინტერესი საზღვარგარეთ დასვენების მიმართ. სიტუაცია იმდენად სერიოზული იყო, რომ გაეროს ექსპერტთა მსჯელობის საგნად იქცა.

11 სექტემბრის ტრაგედიის შედეგად ეგვიპტეში შეიქმნა უფრო მძიმე მდგომარეობა, ვიდრე 1997 წელს ქ. ლუქსორში განხორციელებული ტერაქტების შემდგომ, როდესაც ქვეყანას ბოიკოტი გამოუცხადა მსოფლიოს ტურისტულმა საზოგადოებამ. იმ დროისათვის ეგვიპტის ტურისტული დარგი თითქმის განადგურდა, ვინაიდან ქვეყანა კრიზისის შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო შიდა რესურსების მწვავე დეფიციტს განიცდიდა.

ამრიგად, ჩვენთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ეგვიპტის გამოცდილება ტურიზმის ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია ეგვიპტის არა მარტო კერძო ტურისტული კომპანიებისა და ფირმების, არამედ ხელისუფლების ძალისხმევაც. ვინაიდან იმ დროისათვის ტურიზმი ეკონომიკის წამყვან დარგად იყო გამოცხადებული, სახელმწიფომ გამოიჩინა ინიციატივა და ზარალის ანაზღაურების მიზნით შეიმუშავა ავიაკომპანიებისთვის კომპენსაციების გაცემის პროგრამა.

მთავრობის მიერ მიღებული ეს პროგრამა მიზნად ისახავდა ტურისტული დარგის გააქტიურებას, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ავიაბილეთების ღირებულება და მსოფლიო ბაზარზე გაზარდა მოთხოვნა ქვეყნის ტურისტულ პროდუქტზე.

ტურიზმი ძალზე მგრძნობიარეა მიკრო და მაკროგარემოს, განსაკუთრებით კი ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების, კრიმინოგენული სიტუაციებისა და სამხედრო კონფლიქტების მიმართ.

თითქმის მთლიანად ჩაიშალა 1998 წლის ტურისტული სეზონი ინდოეთში ბირთვული იარაღის გამოცდის შედეგად, რის გამოც დიდად დაზარალდა ეროვნული ეკონომიკა.

იმავე წელს, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია კვიპროსის მიერ რუსეთის იმდროისათვის საკმაოდ ცნობილი მძლავრი საზენიტო კომპლექსების შეძენის შესახებ და კუნძულის სადემარკაციო ხაზზე შეიქმნა დაძაბულობა, ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა ტურისტული ნაკადები.

0x01 graphic

ისეთი ტურისტული ქვეყანაც კი, როგორიცაა ისრაელი, სრულად ვერ იყენებს თავის მძლავრ ტურისტულ პოტენციალს მის ტერიტორიაზე გახშირებული ტერორისტული აქტებისა და მეზობელ ქვეყნებთან არსებული კონფლიქტების გამო.

სამწუხაროდ, კიდევ არა ერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება ბოლო პერიოდში ტურისტულ ქვეყნებში, ცენტრებსა და რეგიონებში მომხდარი ტერორისტული აქტებისა და სამხედრო კონფლიქტების, სტიქიური უბედურებების შედეგად მიღებული ზარალის, ტურიზმში განვითარებული კრიზისული მოვლენების შესახებ.

ამგვარი შემთხვევების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, მაგრამ დარგის ანტიკრიზისული მართვის თვალსაჩინო მაგალითად მინდა ევროპის ერთერთ წამყვან ტურისტულ რეგიონად აღიარებული საფრანგეთის გამოცდილება გამოვიყენო. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში ტურისტული ნაკადების შემცირების სულ უმნიშვნელო ტენდენციებსაც კი დაუყოვნებლივ მოჰყვება მთავრობის რეაგირება, მათი გამომწვევი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზების აღმოფხვრის მიზნით.

ბირთვული იარაღის მფლობელ, ეკონომიკურად განვითარებულ ამ ქვეყანაში ტურიზმი სახელმწიფოსა და პოლიტიკოსთა განსაკუთრებული ყურადღების სფეროა, პოლიტიკური კურსის განსაზღვრის ერთერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.

ამ მხრივ მისასალმებელია საქართველოს ინიციატივა, რუსეთთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენებისა და განსაკუთრებით დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიუხედავად, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ვიზების გაცემის გამარტივებული რეჟიმის შემოღების შესახებ. დარწმუნებული ვარ, ამას სხვა არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც არანაკლებ ეფექტიანი ნაბიჯებიც მოჰყვება.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების მიერ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტადაა გამოცხადებული, გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია არა მარტო ცალკეული, თუნდაც ძალზე ეფექტიანი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარება, არამედ დარგის ანტიკრიზისული მართვის კომპლექსური სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ტურიზმის რთული მდგომარეობიდან გამოყვანას, თანდათან შეამცირებს ზარალს, გაზრდის მის რენტაბელობას.

8 ომისშემდგომი საქართველოს ეკონომიკური პრობლემები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

7 აგვისტო საქართველოს ისტორიაში ისეთივე შავი ასოებით ჩაიწერება, როგორც 9 მარტი ან თუნდაც 9 აპრილი. ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთის მიერ დაგებულ მახეში თავგაყოფილი აღმოვჩნდით, რამაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა.

მსოფლიოს ექსპერტები თვლიან, რომ თავისი შედეგებით საქართველოში მიმდინარე ამ 5 დღიანმა ომმა მსოფლიო წესრიგი შეცვალა. კარგია ეს თუ ცუდი? რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის?

ამჯერად ჩემს უშუალო მიზანს ქვეყნის ომის შემდგომი პერიოდის ეკონომიკური სიტუაციის ანალიზი წარმოადგენს.

საბანკო სფერო. ცხადია, ომმა მეანაბრეების მხრიდან სრულიად გასაგები პანიკა გამოიწვია. ყველამ, ვისაც ბანკებში ანაბრები ჰქონდა გახსნილი, ფულის გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ მოინდომა მისი უკან გამოტანა, ხოლო ექსპერტთა მუდარა, რომ ამას შედეგად მოჰყვებოდა საბანკო სფეროს დანგრევა, რადგანაც ფულად რესურსებზე აჟიოტაჟური მოთხოვნა გამოიწვევდა პანიკას საბანკო სფეროში, ჰგავდა „ხმას მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.“ არადა, ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანს ვერ მოსთხოვ არ აყვეს პანიკას, რადგანაც ამ დროს მუშაობს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი, რაც ყველა სხვა ინსტინქტზე უფრო ძლიერია. ექსპერტთა მუდარა დაახლოებით იმას ჰგავდა, ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავის მგზავრებს მოსთხოვო რიგში დადგნენ და ასე ორგანიზებულად დატოვონ თვითმფრინავი, რათა გასასვლელში მგზავრების ჭყლეტა არ მოხდეს. ცხადია, შეუძლებელია ასეთ სიტუაციაში მგზავრებს ორგანიზებულობა მოსთხოვო, მითუმეტეს, როცა თვითმფრინავი ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს. თუმცა სულ სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვყოლოდა, თანაც ისეთივე ავტორიტეტული, როგორიც ამერიკის „ეროვნული ბანკის“ ყოფილი პრეზიდენტი ალენ გრინსპენია და გაეკეთებინა იგივე შინაარსის განცხადება, როგორიც ამ უკანასკნელმა 80იანი წლების დასაწყისში ამერიკის ერთერთ შტატში საბანკო კრიზისის დაწყებისას გააკეთა, - ეროვნული ბანკი დგება გარანტად და ყველა მეანაბრეს თანხები დაუბრუნდება. ამ ჯადოსნური სიტყვების შემდეგ საბანკო კრიზისი მომენტალურად ჩაცხრა.

საქართველოში არსებული კომერციული ბანკები, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩდნენ, თუმცა ცხადია, როგორც მიმდინარე, ასევე პერსპექტივაში, ზარალი ალბათ ასეულობით მილიონი ლარით გაიზომება. მიუხედავად ამისა, პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. სწორედ ამიტომ ეროვნულმა ბანკმა, მიუხედავად მისი, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს პრაქტიკულად ნულის ტოლია, მაინც უნდა თქვას თავისი სიტყვა. ეს უპირველესად ეხება კომერციული ბანკებისთვის იაფი კრედიტების მოზიდვის ყოველმხრივ ხელშეწყობას და მეორე, იმ მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას, რომელთაც საომარი მოქმედებების შედეგად ყველაფერი დაკარგეს და ადრე აღებული კრედიტების დაფარვას ვერ შეძლებენ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ქალაქ გორისა და შიდა ქართლის მოსახლეობას. ცალკე აღსანიშნავია ტურისტული და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელთა პრობლემები, რომელთაც სესხები აიღეს და მისი გასტუმრების შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ არსებობს, რადგანაც საომარი მოქმედებების გამო ტურისტული სეზონი რეალურად ჩავარდა საქართველოში.

მშენებლობა. ომის შედეგები ქვეყნის ერთერთ ყველაზე უფრო დინამიურად მზარდ დარგზეც აისახა. ეს არის მშენებლობა. ბინებზე მოთხოვნა მომენტალურად შემცირდა, რაც ცხადია, ბინების ფასებზე შესაბამის ასახვას ჰპოვებს. ჯერჯერობით სამშენებლო ბიზნესი მოლოდინის მდგომარეობაშია. ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე. თუ მოხერხდა პოლიტიკური სიტუაციის მეტნაკლები სტაბილიზაცია, მაშინ ომის შედეგების დაძლევა, ყოველ შემთხვევაში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მაინც, მალე მოხდება და გაჩნდება მომავლის რწმენა, რაც ეკონომიკური აღმავლობის დაწყების აუცილებელი პირობაა. სხვა შემთხვევაში მოხდება რიგი კომპანიების გაკოტრება და დაიწყება საბანკო სფეროსათვის მეტად უსიამოვნო პროცესები. როგორც ცნობილია, უკანასკნელ პერიოდამდე, საბანკო სფეროს ერთერთი არასასურველი ტენდენცია მდგომარეობდა იმაში, რომ, როგორც მშენებლები, ასევე ბინის ყიდვის მსურველები სესხებს ბანკებიდან იღებდნენ და არც თუ ისე იშვიათად, ერთი და იმავე ბანკებიდან, ამასთან ორივე მხარე გარანტად ბინებს დებდა. ახლა შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ვერც ბინათმშენებლებმა და ვერც ბინის მეპატრონეებმა ვერ შეძლონ სესხის დაფარვა. ამიტომ, ამ მიმართებითაც სახელმწიფომ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს. ამით ჩვენ შევძლებთ ეს ორი წარმატებული დარგი გადავარჩინოთ. აქვე გვინდა გამოვხატოთ ჩვენი გაკვირვება ზოგიერთი ექსპერტის განცხადებაზე, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასები იზრდება და, აქედან გამომდინარე, ნორმალურია, რომ საქართველოშიც ასეთივე პროცესებს ჰქონდეს ადგილი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ საქართველო განვითარებული ქვეყნების რიგს, ჯერჯერობით, არ განეკუთვნება. ამდენად, ასეთი მაღალი ფასები მშენებლობაში არა იმდენად მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული, რამდენადაც მშენებლობაში არსებული სპეკულაციური ფასებით, რაც თავის მხრივ, მშენებლობაში არსებული მონოპოლიზაციის მაღალ ხარისხისა და ამ სფეროში სახელისუფლებო სტრუქტურების გავლენას უკავშირდება. ნიშანდობლივია, რომ მშენებლობაში ასეთი წარმოუდგენლად მაღალი ფასები მოსკოვში, ერევანში თბილისში და ბაქოში გვაქვს. ეს სრულიად გასაგები გახდება, თუ დავინახავთ მსგავსებას ბიზნესის უშუალო კავშირს სახელისუფლებო ვერტიკალთან ამ ოთხივე ქვეყანაში.

ადრე ვამბობდი და კიდევ ვიმეორებ, რომ აუცილებელია ხელისუფლება ლეგალურად ჩაებას სამშენებლო პროცესებში. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებას, უნდა მას ეს თუ არა, მაინც მოუწევს ამ პროცესებში ჩართვა. გორის აღდგენა არ უნდა ხდებოდეს კერძო სამშენებლო კომპანიების „კეთილი ნების“ ხარჯზე. არც ის უნდა იყოს გამართლებული, რომ კერძო ბიზნესს დაუკვეთონ აღდგენითი სამუშაოები, რადგან ეს გაცილებით ძვირი დაჯდება და არა ნაკლებ კორუფციულ გარიგებებს შეიცავს, ვიდრე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამშენებლო ორგანიზაციის შემთხვევაში.

ენერგეტიკა. პირველ რიგში, გვინდა შევეხოთ ენერგომატარებლების საკითხს. ის, რომ უკანასკნელ წლებში ნავთობის ფასების ასეთი წარმოუდგენელი ზრდა სპეკულაციური გარიგებებით იყო განპირობებული, საქართველოში მიმდინარე პროცესებმა ნათლად დაგვანახეს. გაკვირვებას იწვევს ამ კუთხით ექსპერტთა მიერ მოვლენების „სიღრმისეული და სრულყოფილი ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვნები“. ის, რომ ეს დასკვნები მოსახლეობისათვის „თვალებში ნაცრის შეყრა იყო“, ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო ორისამი კვირის განმავლობაში. ნავთობის ფასი, იმის მაგივრად, რომ საქართველოში მიმდინარე კრიზისის ფონზე კიდევ უფრო მომატებულიყო, როგორც ეს უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ მომხდარა, პრაქტიკულად მსოფლიო რეზონანსის მქონე კრიზისული სიტუაციის ფონზე, პირიქით, - შემცირდა და არა უბრალოდ შემცირდა, არამედ ჩამოვარდა საწყისი ფასიდან მთელი 25 პროცენტით.

თუ აგვისტოს დასაწყისში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 147 დოლარს შეადგენდა, ახლა იგი 107 დოლარს შეადგენს. ძნელი არ არის იმის მიხვედრა, თუ რატომ ხდება ასე და, თუ რუსეთის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ეს არ იქნება ქვედა ზღვარი.

ნავთობის ფასების ასეთი მკვეთრი დაცემის ფონზე არანაკლებ გაკვირვებას იწვევს ბენზინის ფასების სრულიად არაადექვატური რეაგირება ქვეყნის ბენზინით მომმარაგებლების მხრიდან. ის რომ მათ ბენზინი უფრო მაღალ ფასებში აქვთ ნაყიდი და სანამ მას არ გაყიდიან, მანამ ფასებს ვერ შეამცირებენ, ნამდვილად არ გამოდგება არგუმენტად.

სწორედ ამიტომ არის კონკურენტული გარემოს შექმნა აუცილებელი. ჩვენ რომ კონკურენტული გარემო გვქონოდა ამ სფეროში, განსაკუთრებით ბაზრიდან მეთოდურად არ გამოგვედევნა წვრილი იმპორტიორები, (რომლებიც გაცილებით მცირე პარტიებს ყიდულობენ და ამიტომ მარაგებიც მცირე აქვთ, უკვე შემოიტანდნენ გაცილებით იაფ ბენზინს, რითაც თვითონაც მოგებას ნახავდნენ, საზოგადოებაც მოგებული დარჩებოდა) ეს ბობოლა მონოპოლისტები ცოტა დაფაცურდებოდნენ. ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ ისინი ასევე ზოზინებდნენ ბენზინზე ფასების აწევის დროსაც, როდესაც ნავთობის ფასები იზრდებოდა და კიდევ უფრო ძნელია იმის დაჯერება, რომ ისინი უკვე არ ყიდულობენ გაიაფებულ ნავთობს. ადვილი გასაგებია, რომ ეს ბიზნესთან დაახლოებული ხელისუფლების ინტერესებშია, მაგრამ ის რომ ასეთი მიდგომა ვერანაირად ვერ ჯდება სახელმწიფო ინტერესებში ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები. დიდი პრობლემების წინაშე დადგნენ იმპორტიორები. ყველაფერი რაც რუსეთიდან შემოდიოდა, თუ საერთოდ არ შეწყდა, მნიშვნელოვნად გაძვირდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვათ იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ შრომის დანაწილების უპირატესობის მიუხედავად, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპის უალტერნატივო უპირატესობის მიუხედავად, რასაც თეორიულ საფუძვლად რიკარდოს შედარებითი უპირატესობის პრინციპი უდევს, არ შეიძლება ისეთი სამეზობლოს პირობებში, როგორიც საქართველოს გარს არტყია, ქვეყანა მთლიანად იმპორტზე იყოს დამოკიდებული.

დღეს თვალნათლივ გამოჩნდა ისიც, რომ მიუხედავად ექსპერტთა მტკიცებისა, სტრატეგიული ობიექტის ცნების ეკონომიკაში არარსებობის შესახებ, არა თუ სტრატეგიული ობიექტის, არამედ სტრატეგიული საქონლის ცნებებს, შედეგების თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკისათვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის განუზომლად დიდი მნიშვნელობა გააჩნია. სწორედ ამიტომ აყენებდა ბევრი ქართველი ექსპერტი რუსეთისათვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვის მიზანშეუწონლობის საკითხს. უფრო მეტიც, როგორც ვხედავთ, მთლიანად საქართველო გადაიქცა გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნად, რომლის მეშვეობითაც აუცილებლად გაიხსნება ალტერნატიული ენერგომომარაგების გზა ევროპისათვის. ამ გრანდიოზული ჩანაფიქრის განხორციელება არის ჩვენი დამოუკიდებლობის უალტერნატივო გზა, რასაც იმავდროულად მოყვება ის, რომ ევროპა აღარ იქნება რუსეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ - ყოველშემთხვევაში, ენერგომომარაგების კუთხით მაინც.

9 მსოფლიო სასურსათო კრიზისი და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კობა ბიწაძე
ექსპერტი

სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა უკვე გახდა მასობრივი სოციალური მღელვარებების მიზეზი. კვლევითი ცენტრები ცდილობენ პროგნოზირება გაუკეთონ იმ ტენდენციებს, რომლებსაც სურსათის გაძვირება გამოიწვევს.

გაეროს გამოკვლევებში აღნიშნულია, რომ 2008 წელს უკვე 40 ღარიბი ქვეყანა განიცდის სურსათის მწვავე დეფიციტს.

გაეროს მონიტორინგის მონაცემებით, 2007 წელს ფასები სურსათზე წინა წელთან შედარებით 2540%25ით გაიზარდა. მიმდინარე წელს კი ზრდის უფრო მაღალი ტემპია მოსალოდნელი.

ეს ტემპი მნიშვნელოვნად უსწრებს მთელი ათწლეულის მონაცემებს: მსოფლიო ბანკის გაანგარიშებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ფასები სურსათზე მხოლოდ 75%25ითაა გაზრდილი.

ფასების ზრდის ერთერთ მიზეზად მიიჩნევა არა მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა, არამედ აგრარული პროდუქციის გამოყენება არასასურსათო დანიშნულებით, კერძოდ, ბიოსაწვავის წარმოებისათვის.

2007 წლამდე ბიოდიზელის წარმოება ნაკლებადმომგებიანი იყო, რადგან მისი თვითღირებულება კონკურენციას ვერ უწევდა ნავთობის დაბალ ფასს. თუმცა, ნავთობპროდუქტების კატასტროფული გაძვირების შედეგად ბიოსაწვავის წარმოება რენტაბელური გახდა. ამ მოვლენის საფუძველზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ასკვნის, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში ბიოსაწვავის წარმოება 170%25ით გაიზრდება.

შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა მარცვლოვან და ეთერზეთოვან კულტურებზე. უკვე დღეს შეერთებულ შტატებში მოყვანილი სიმინდის 25%25 გამოიყენება როგორც ნედლეული ბიოდიზელის წარმოებისათვის.

გარდა ამისა, სურსათზე ფასების ზრდის სხვა მიზეზებად ექსპერტები მიიჩნევენ განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, კლიმატურ ცვლილებებს გლობალური დათბობის გამო (უდაბნოთა ფართობის ზრდა, გვალვების ხანგრძლივობის გაზრდა და ..), მინერალური სასუქების გაძვირებას.

მაგალითად, ჩინელებმა თავიანთი შემოსავლების ზრდის პროპორციულად დაიწყეს შედარებით ძვირი სურსათის მოხმარება. თუ 1985 წელს “საშუალო სტატისტიკური” ჩინელი 20 კილოგრამ ღორის ხორცს მოიხმარდა, დღეისათვის უკვე 50 კილოგრამს მიირთმევს.

ყოველწლიურად უდაბნოთა ფართობი ასობით კვადრატული კილომეტრით იზრდება. ასევე შესამჩნევი ხდება ნალექების არაპროპორციული გადანაწილება დედამიწის სხვადასხვა რეგიონებს შორის - როდესაც ერთ რეგიონში ჩვეულებრივზე მეტი წვიმა მოდის, მეორე რეგიონში კი უჩვეულოდ ხანგრძლივი გვალვაა...

ასეთ კლიმატურ ფონზე კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა მარცვლეულ და ეთერზეთოვან კულტურებზე, რადგან ენერგოდამოკიდებული ქვეყნები (აშშ, ბრაზილია, ჩინეთი) სახელმწიფო სუბსიდიებით უჭერენ მხარს ბიოსაწვავის წარმოებას.

სუბსიდიების პოლიტიკის საპასუხოდ ბევრი ქვეყანა გამოიყენებს სახელმწიფო რეგულირების მეთოდებს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. მაგალითად, ყაზახეთმა შეზღუდა ხორბლის ექსპორტი და საკმაოდ მკაცრი კვოტები დაადგინა იმ მიზნით, რომ მაღალი ფასით მოხიბლულმა მწარმოებლებმა მთელი სასურსათო მარაგები არ გაყიდონ. უკრაინამ „ზედმეტად“ შეზღუდა ხორბლის ექსპორტი იმისათვის, რომ შიდა ბაზარზე დაბალი ფასები შეენარჩუნებინა. ზოგი ქვეყანა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ახდენს სასურსათო მარაგების შესყიდვას და იმავდროულად აძლიერებს მოსახლეობის ღატაკი ფენების დახმარებას სურსათით. ეგვიპტეში სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პური ისე იაფი ღირს, რომ 1 დოლარად 100 პურის ყიდვა შეიძლება. ეგვიპტელებიც ამ პურს ძირითადად პირუტყვის საკვებად იყენებენ.

სახელმწიფოთა მიერ რეგულირების აღნიშნული მეთოდების გამოყენება ქაოსს შეიტანს უკვე აწყობილ საბაზრო ურთიერთობებში, რაც ხელოვნურად გააძლიერებს ფასების მერყეობას.

თუმცა, ტექნიკურ კულტურებზე ფასების ზრდა სტიმულს აძლევს ბევრ ღატაკ ქვეყანას, რომ აწარმოონ ისეთი აგრარული პროდუქცია, რომელთა წარმოებაც ადრე წამგებიანი იყო. მალის, ტანზანიას, თუ ერითრეას უკვე მწირი მიწების გამოყენებაც შეუძლიათ ეთერზეთოვანი კულტურების მოსაყვანად. მაგრამ, ასეთი ქვეყნები ვერ დასწევენ ფასების საერთო დონეს, რადგან თვითღირებულების სიდიდის გამო იძულებულნი იქნებიან მაღალ ფასად შესთავაზონ პროდუქცია მსოფლიო ბაზარს. მსოფლიო ბაზარი კი უკვე დღესაა მზად გადაიხადოს მეტი ფასი.

ასე რომ, ფასების ზრდის ტრენდი შენარჩუნდება, თუმცა, ალბათ წლის ბოლოსთვის დარეგულირდება და ზრდის ტემპიც მნიშვნელოვნად შემცირდება. ამას ხელს უწყობს ნავთობზე ფასების დაწევაც.

თუმცა, ნავთობის მნიშვნელოვანი გაიაფების შემთხვევაშიც კი ენერგოდამოკიდებული ქვეყნები მაინც განავითარებენ ბიოსაწვავის ინდუსტრიას იმ მიზნით, რომ ნაკლებად იყონ დამოკიდებული ისეთ მონოპოლისტ სპეკულანტებზე, როგორებიცაა: რუსეთი, ირანი და ვენესუელა.

0x01 graphic

ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლისათვის აშშ გააორმაგებს სიმინდის მოცულობას ბიოეთანოლის წარმოებისათვის - ყოველწლიურად 110 მლნ ტონა სიმინდი დაიხარჯება ამ მიზნით. ევროკავშირი კი იმავე პერიოდში 20 მილიონ ტონამდე გაზრდის იმ ხორბლის მოცულობას, რომელიც ბიოსაწვავის წარმოებაზე დაიხარჯება.

ასეთი ენერგეტიკული პოლიტიკა აგრარული პროდუქციის მთელი ასორტიმენტის გაძვირებას იწვევს. თვითონ აშშში 2007 წლის განმავლობაში კვერცხი 33%25 - ით, რძე 31%25 - ით, ქათმის ხორცი 8,4%25 - ით, ხოლო ხორცი 11,5%25 - ით გაძვირდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში რძის ფასი მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა 2 - ჯერ. ამის მიზეზი კი ფურაჟის გაძვირება იყო, რადგან ბიომასის დიდ ნაწილს უკვე ენერგეტიკული მიზნით იყენებენ. საერთო ჯამში სასურსათო პროდუქციაზე საიმპორტო ფასების ზრდამ 25%25 შეადგინა. ამან კიდევ უფრო დააშორა ინდუსტრიული და განვითარებადი ქვეყნების ცხოვრების დონეები. მდიდარ ქვეყნებში ოჯახის შემოსავლის მხოლოდ 10%25 იხარჯება კვებაზე, განვითარებად ქვეყნებში კი ამ ციფრმა 65%25 - ს მიაღწია.

სურსათის გაძვირებამ მასშტაბური სოციალური მღელვარება გამოიწვია მთელ რიგ ღარიბ ქვეყნებში - მექსიკა, მაროკო, უზბეკეთი, იემენი და ა.შ.

მდიდარ ქვეყნებში სურსათის გაძვირება არც ისე მტკივნეულია მოსახლეობის მაღალი შემოსავლების გამო, მაგრამ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მაინც ეწინააღმდეგება ბიოსაწვავის წარმოების პროგრამებს.

ევროკავშირმა უარი განაცხადა ბიოდიზელის წარმოების სუბსიდირებაზე. ევროპაში არსებულმა ქარხნებმა ვერ გაუძლეს ნედლეულის გაძვირებას და გაკოტრების პირას მივიდნენ. მათი საწარმოო დატვირთვა 20 - 30%25მდე დაეცა. არსებული 13 საწარმოდან უმეტესობა დაშალეს და აშშ - ში გაყიდეს, რადგან ამერიკული ქარხნები დაბალ ფასად ღებულობენ დაძველებულ მარცვლეულს სახელმწიფოს სტრატეგიული მარაგებიდან.

ევროპამ ასევე უარი თქვა იმ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლისათვის ბიოსაწვავის წილი 10%25მდე უნდა ასულიყო.

მის ნაცვლად მიიღეს ახალი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 2015 წლისათვის ბიოდიზელის წილის გაზრდას მხოლოდ 4%25 - მდე.

აგრეთვე ეჭვის ქვეშ დააყენეს ბიოდიზელის ეკოლოგიური მიზანშეწონილობა - ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ბიოსაწვავი ნაკლებად აბინძურებს გარემოს და მისი გამონაბოლქვი არ აძლიერებს „სათბურის ეფექტს“. თუმცა, ბრიტანელ მეცნიერთა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბიოდიზელის გამონაბოლქვი ოდნავ ნაკლებად მავნებელია. ეს უპირატესობა იმდენად მცირეა, რომ ბიოსაწვავი არ შეიძლება განიხილებოდეს გლობალურ დათბობასთან ბრძოლის საშუალებად. ამ მიზეზით ბრიტანეთმაც უარი განაცხადა ბიოსაწვავის პროგრამების მხარდაჭერაზე.

ევროპელებისგან განსხვავებით აშშ სულ უფრო აძლიერებს ბიოსაწვავის წარმოების სტიმულირებას. ახალი პროგრამის მიხედვით 2020 წლისათვის ბიოეთანოლის წარმოებამ 36 მლიარდ გალლონს უნდა მიაღწიოს.

ბიოდიზელის ამერიკულმა ქარხნებმა 2007 წელს 80%25 ით გაზარდეს წარმოების მოცულობა წინა წელთან შედარებით. მთელი მოცულობა 1,7 მილიარდ ლიტრს აღემატება (ბიოეთანოლის წარმოება 2000 - დან 2007 წლამდე გაოთხმაგდა და წელს 20 მილიარდ ლიტრს მიაღწია).

დღეისათვის ამერიკაში მოყვანილი სიმინდის 25%25 ბიოეთანოლის წარმოებაზე იხარჯება. მაგრამ სიმინდის წარმოება ვერ ეწევა მასზედ გაზრდილ მოთხოვნას, რის შედეგადაც მისი ფასი იზრდება.

ამერიკის ადმინისტრაცია კი ფასის ზრდის მთავარ მიზეზად ინდოეთისა და ჩინეთის მოსახლეობის მოხმარების ზრდას ასახელებს და ბიოსაწვავის წარმოების სტიმულირებას დღითი დღე აძლიერებს.

ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ ამ მიმართულებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს კლიმატური დისბალანსები. თუ ისევ გაძლიერდა ნალექების გადანაწილების დისპროპორციები დედამიწის სხვადასხვა რეგიონებს შორის, მაშინ მოსავლიანობის მკვეთრი შემცირების გამო არათუ ბიოდიზელს გამოეცლება სანედლეულო ბაზა, არამედ პლანეტის მოსახლეობას შეექმნება შიმშილობის საფრთხე.

პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა რომის სასურსათო სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული ტენდენციების რეგულირებას.

სამიტზე შეთანხმებას მიაღწიეს სამი ძირითადი მიმართულებით:

1. იმ ქვეყნების ჰუმანიტარული დახმარება, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასურსათო კრიზისით;

2. სურსათის ექსპორტზე შეზღუდვების შესუსტება ან სრული გაუქმება პირველ რიგში, ჰუმანიტარული მიზნებით;

3. სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების გაზრდა.

ამ მიზნების მისაღწევად შესაბამისი ფინანსური სახსრებიც გამოიყო. გაერომ გადაწყვიტა 100 მილიონი დოლარი დახარჯოს განსაკუთრებულ სიტუაციებში.

მსოფლიო ბანკმა გამოყო 1,2 მილიარდი, ხოლო განვითარების ისლამურმა ბანკმა კი 1,5 მილიარდი დოლარი განვითარებად ქვეყნებში სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციისთვის.

განვითარებადი ქვეყნების დახმარების სურვილი გამოთქვეს ასევე ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ქუვეიტმა, ახალმა ზელანდიამ, ვენესუელამ და სხვ. ეს ქვეყნები მზად არიან საერთო ჯამში გამოყონ 6 მილიარდი დოლარი ღარიბი ქვეყნების ფერმერების ტექნიკური დახმრებისათვის.

ალბათ საქართველოსაც აქვს შანსი, რომ ამ სახსრებიდან მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარებები მიიღოს. ფასების ზრდის შედეგად საქართველოშიც რენტაბელური გახდება ისეთი ტექნიკური კულტურების მოყვანა, რომელთა წარმოებაც ადრე წამგებიანი იყო მცირე მასშტაბების გამო.

სპეციალისტთა აზრით, საქართველოში არსებობს საკმაოდ კარგი კლიმატური პირობები ისეთი კულტურების მოსაყვანად, როგორიცაა: სორგო, რაფსი ან ამარანტი.

გაეროს სასურსათო კომისიამ ამარანტი XXI საუკუნის მცენარედ აღიარა. ამარანტი თავისი მოსავლიანობით აღემატება როგორც სიმინდს, ასევე ხორბალს და სხვა ყველა მარცვლოვან კულტურებს. 1 ჰექტარზე მიიღება 80 ცენტნერზე მეტი ბიომასა. ამ მცენარის ყველა ნაწილი - ფესვიდან დაწყებული და თესლით დამთავრებული - სამკურნალოა. მისი მარცვლებისგან მიიღება ზეთი ან ფქვილი. მის ფოთლებს სალათებს უმატებენ. რძით მომზადებულ ამარანტის პურს ნეპალში ღმერთების საკვებად მიიჩნევენ. იგივე აზრზე არიან ამერიკელი ინდიელებიც. ამარანტი ადვილად ხარობს ბევრ ისეთ ნიადაგზე, რომლებსაც სხვა კულტურული მცენარეები ვერ ეთვისებიან.

სორგო - გვალვაგამძლე მცენარეა, ადვილად ეგუება მლაშე და მჟავე ნიადაგებს, რომლებიც საქართველოში საკმაოდ ბევრი და მიტოვებულია. არც თუ ისე შორეულ წარსულში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვითომდა მილიონობით დოლარს ხარჯავდა მლაშე და მჟავე ნიადაგების დრენაჟისთვის, მაგრამ თუ როგორ ხდებოდა ეს - ყველამ კარგად იცის. ეს ნიადაგები ისევ ისეთივე დარჩა, როგორც იყო, თუმცა დღესდღეობით მაინც გამოსადეგია სორგოს კულტივირებისათვის. სორგოსგან ათეულობით დასახელების პროდუქტი მიიღება, ნარჩენები კი კარგი საკვებია პირუტყვისათვის. სორგოს ზეთი ერთერთი საუკეთესო ნედლეულია ბიოდიზელისათვის.

რაფსი ადვილად ხარობს თიხნარ ნიადაგებზე - ასეთი მიწები კი საქართველოში ნამდვილად ბევრია. ამ კულტურისაგან მიიღება ყველაზე მეტი ზეთი ბიოეთანოლისათვის - 1,1 ტონა ჰექტარიდან (შედარებისთვის 600 კგ მზესუმზირისგან და 300 კგ სიმინდისაგან), ასევე მიიღება 3 ტონა ბიომასა, რაც საუკეთესო საკვებია შინაური ცხოველებისთვის.

ფურაჟის გაძვირების ფონზე ასეთი ტექნიკური კულტურების მოყვანა საქართველოს მეცხოველეობასაც წაადგება.

ალბათ სხვა ტექნიკური კულტურებისთვისაც მოიძებნება მიტოვებული სახნავსათესი მიწები საქართველოს ტერიტორიაზე.

მათ მოსაყვანად აუცილებელ ტექნიკას და ტექნოლოგიებს კი ალბათ ზემოთაღნიშნული დონორი ქვეყნები გვაჩუქებენ.

ასევე რენტაბელური შეიძლება გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის მოყვანაც. რომც არ იყოს მომგებიანი, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისათვის აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მაღალ ფასებში შეისყიდოს მარცვლეულის ძირითადი სახეობები, როგორც ამას ამერიკის მთავრობა აკეთებს.

არ არის გამორიცხული, მასშტაბური კრიზისების შემთხვევაში შეიძლება მეგობარმა ქვეყნებმაც კი გვითხრან უარი სურსათით მომარაგებაზე, რადგან ყველა ქვეყანა პირველ რიგში თავის მოსახლეობაზე იზრუნებს!

ამიტომ, უნდა შემუშავდეს სასურსათო უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც პირველ რიგში, სტრატეგიული მარაგების შექმნას უზრუნველყოფს.

10 როგორ ვაქციოთ კონკურენტი პარტნიორად, ანუ როდესაც 1+1 ორზე მეტია...

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

UGBC Companys პრეზიდენტთან, ბატონ გიორგი გიგოლაშვილთან საუბრისას გიჭირს დაჯერება, რომ კომპანია სულ ახლახან, 2008 წლის ზაფხულში დაფუძნდა საქართველოს უნივერსიტეტისა და პარტნიორკონსულტანტების მიერ. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ კომპანიის ბირთვში შემავალ პიროვნებათა უზარმაზარ გამოცდილებას, უდიდეს საინფორმაციო და ძლიერ ტექნიკურ ბაზებს, მჭიდრო საქმიან კავშირებს უცხოელ პარტნიორებთან, ცხადია, არც გაგვიკვირდება... ბუნებრივია, გუნდი, რომელიც სხვებს წარმატების მიღწევაში ეხმარება, თავად ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უნდა იდგეს... სხვაგვარად მას თავისი ცოდნის ან ტექნოლოგიების სხვებისთვის გაზიარების უფლება, უბრალოდ, არ ექნება...

გაერთიანება დასაწყისია, ერთად ყოფნა - წინსვლა, თანამშრომლობა წარმატებაა - ჰენრი ფორდმა ეს ფრაზა თითქოს UGBC Company სთან დაკავშირებით წარმოთქვა. მასში ისეთმა პროფესიონალებმა მოიყარეს თავი, რომელთა ცოდნა და გამოცდილება კომპანიის კლიენტთა უდავო წარმატების საწინდარია. პროექტის დაწყებისთანავე კი კონკრეტულ ორგანიზაციასთან მუშაობისათვის შერჩეული ფინანსისტების, იურისტების, მკვლევარების, მარკეტოლოგების და სხვა სპეციალისტთაგან შემდგარი ჯგუფი იკრიბება.

გიორგი გიგოლაშვილი: ჩვენ გვაქვს შექმნილი საინფორმაციო ბაზები და ვიცით, უპირველესად რომელ პიროვნებას უნდა მივმართოთ, რომ კონკრეტული საქმე უმაღლესი პროფესიონალიზმით შესრულდეს. გვაქვს ჯანსაღი ამბიცია უახლოეს მომავალში ამ ბაზარზე საკმაოდ მაღალი ადგილის დასაკავებლად... კომპანიაში ერთდროულად 60მდე ადამიანის დასაქმების შესაძლებლობასაც არ გამოვრიცხავ. ჩვენი რესურსები იმის საშუალებასაც კი გვაძლევს, რომ ერთ დღეში ათეულობით ადამიანი ჩავრთოთ კონსალტინგთან, ბაზრის კვლევასთან და გონებრივ ტექნლოგიებთან დაკავშირებულ ნებისმიერი სირთულის პროექტში. საქართველოს საკონსულტაციო, მარკეტინგული თუ სოციალური კვლევების ბაზარზე წარმოქმნილ ნებისმიერ მოთხოვნას უმაღლეს დონეზე ვაკმაყოფილებთ.

კომპანია საკუთარ მისიად საქართველოსა და უცხოეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი კეთილსინდისიერი კლიენტისა და პარტნიორისათვის უმაღლესი ხარისხისა და ფასეულობის საინფორმაციო, ექსპერტული, კვლევითი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას მიიჩნევს. პროფესიონალიზმის, ღირსებისა და პროფესიული ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით.

მაინც, კონკრეტულად რას მოუტანს კლიენტებსა და პარტნიორებს UGBC Companyსთან თანამშრომლობა? ზრდად მოგებას, ზრდად გაყიდვებს, საბაზრო შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას, დადებითი იმიჯის შექმნას და რეპუტაციის გამყარებას, ბრენდის გაძლიერებას, ბაზარზე მყარი და ძლიერი პოზიციების მოპოვებას, მყიდველთა კმაყოფილებას და კეთილგანწყობას, კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვებას, ახალ პარტნიორებთან და კლიენტებთან ურთიერთობებს, ახალი ბიზნესისა და სხვა სახის პროექტების წამოწყებას და წარმატებით განხორციელებას, ხელს შეუწყობს მათ მიზნების მიღწევასა და წარმატებულ ორგანიზაციად გადაქცევაში.

კომპანიის საქმიანობა კონსალტინგის სრულ ციკლს მოიცავს: ეს გახლავთ ექსპერტიზა, გამოკვლევები, ინფორმაციის მართვა, კონსალტინგი, ტრენინგები და მენეჯმენტი საბანკო სისტემის, სადაზღვევო ბაზრის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის, მომსახურებისა და ვაჭრობის, კავშირგაბმულობის, კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მძიმე მრეწველობის, მშენებლობის, უძრავი ქონების, კვების პროდუქტებისა და სასმელების, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების, მედიცინის, ჯანმრთელობის, ეკოლოგიის, კულტურის, ხელოვნების, ტურიზმის, გართობადასვენების, სპორტის, სოციალურ თუ პოლიტიკის სფეროებში.

საქართველოს ბაზარზე ათეულობით საკონსულტაციო კომპანია მოქმედებს. მაინც, რა გამოარჩევს UGBC Company - კონკურენტებისაგან? (მინდა აქვე დავძინო, რომ კომპანიაში თითქმის არ ხმარობენ ამ ტერმინს. თუ რატომ, ქვემოთ მოგახსენებთ).

უკვე ინოვაციაა, რომ საქართველოს უნივერსიტეტის გარდა არც ერთ სასწავლო დაწესებულებას არ აქვს საკუთარი საკონსულტაციო და კვლევების კომპანია.

საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია - UGBC Company, ბუნებრივია, ამავე უმაღლესი სასწავლებლის რესურსებს იყენებს. კომპანიის საქმიანობაში ჩართულები არიან როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული ლექტორები, ასევე ამავე სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტები. პრაქტიკა ხომ საუკეთესო მასწავლებელია!.. სტუდენტები, რომლებსაც აქვთ სურვილი, კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა და შესაბამისი ცოდნა, ჩვენთან რეალურად სწავლობენ საქმეს და ხედავენ, რა ხდება დიდი კომპანიის შიდა სამზარეულოში.” - აღნიშნავს ბატონი გიორგი გიგოლაშვილი.

კეთილსინდისიერება კომპანიის პრეზიდენტს შემთხვევით არ უხსენებია: უმაღლეს პროფესიონალიზმთან ერთად სწორედ ეს გახლავთ UGBC Company - ს ერთერთი უმთავრესი მახასიათებელი. შეიძლება, კლიენტი ვერ ერკვეოდეს რომელიმე სპეციფიკურ საკითხში, მაგრამ ჩვენ მისი დაბნეულობით ან ამ საკითხზე მისი ცოდნის ნაკლებობით არ ვსარგებლობთ. ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენს კლიენტს, პარტნიორს რეალურ, თვალსაჩინო სარგებელს მოუტანს კონკრეტული მოლაპარაკების ფარგლებში. თუმცა, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ჩვენ გვსიამოვნებს ჩვენი კლიენტებისთვის ბონუსებისა და საჩუქრების მომზადება: როდესაც გყავს ღირსეული, კეთილსინდისიერი, წარმატების მსურველი პარტნიორი, მხოლოდ ფორმალური ჩარჩოებით არ უნდა შეიზღუდო.

კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომსახურების ღირებულებაზე წინასწარ არაფერს ვიტყვით. ყველაფერი კონკრეტული პროექტის თავისებურებებსა და კლიენტის მოთხოვნებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ძნელია თქვა, რა ღირს ღვინის ბაზრის კვლევა. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტერიტორიას მოიცავს იგი, დროის რა მონაკვეთში უნდა შესრულდეს სამუშაო, ახლავს თუ არა მას მონიტორინგი, ითვალისწინებს თუ არა თითოეული მწარმოებლის იმიჯის შესწავლას, გამოსათვლელია თუ არა მათი მოსალოდნელი გაყიდვები, თუ, უბრალოდ, მხოლოდ გაყიდვის ობიექტებში წარმოდგენილი ასორტიმენტის შესწავლაზეა საუბარი? ბუნებრივია, ეს არ არის იაფი მომსახურება (პროფესიონალიზმი მთელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც ძვირად ფასობს), სამაგიეროდ, კომპანიის კლიენტი მიიღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მას კონსალტინგსა და მარკეტინგულ კვლევებზე დახარჯულ თანხაზე გაცილებით მეტ მოგებას მოუტანს.

თუ გაქვს მონაცემები, რა ხდება ბაზარზე და რა შეიძლება ხვალ მოხდეს - შენ იღებ სწორ გადაწყვეტილებას. თუ არ ფლობ ასეთ ინფორმაციას, შესაძლოა, არასწორ ინფორმაციაზე დამყარებული ქმედებებით ათეულობით და ასეულობით ათასი ლარი დაკარგო. ნაღდმა ბიზნესმენმა, რომელსაც აქვს ბიზნესის სწორი ხედვა და შესაბამისი ალღო, ზუსტად იცის, რას ვთავაზობთ.

კონკურენტები ვახსენე და განმარტებასაც შეგპირდით. მოვუწოდებ კონკურენტებს, გავხდეთ პარტნიორები! - მიმართავს გიორგი გიგოლაშვილი საკონსულტაციო კომპანიებს - ჩვენი კომპანია არავის ეჯიბრება. კონკურენტების არსებობას კი მივესალმები, რადგან ეს კომპანიას აიძულებს, რაღაც კიდევ უფრო გააუმჯობესოს. ჩვენ ყველასთვის გახსნილები ვართ. ყოველთვის მოიძებნება ისეთი საქმე, რომელსაც სხვა კომპანია არ აკეთებს, ჩვენ კი მასზე სიამოვნებით ვიმუშავებდით, ან პირიქით. მოდით, შევავსოთ ერთმანეთის სერვისი! ასეთ ურთიერთობებს სიტყვა პარტნიორი უფრო შეეფერება. ჩვენთვის კლიენტიც პარტნიორია და კონკურენტიც. რა დროს კონკურენციაა, როდესაც ამხელა ბაზარია ასათვისებელი საქართველოში, საქმე კი ულევია. ვიცი, რომ ამ ტექსტს იმ კომპანიების წარმომადგენლებიც წაიკითხავენ, რომლებიც ბაზარზე UGBC Company - შემოსვლას კონკურენტის შემოსვლად მიიჩნევდნენ. სწორედ მათ მივმართავ: მოდით, დავუკავშირდეთ ერთმანეთს, გავაძლიეროთ ერთმანეთი, ისე, რომ 1+1 ორზე მეტი გამოვიდეს... სქემების შექმნა და ურთიერთობათა ჩამოყალიბება ჩვენ ყველა, ღირსეულ, თავმოყვარე და წარმატების მსურველ პროფესიონალთან შეგვიძლია. მოდით, ერთად წავიდეთ წინ!

UGBC Company - ს ძალიან საინტერესო სამომავლო გეგმები გააჩნია, მაგრამ მათზე საუბარს კომპანიაში ჯერ ნაადრევად თვლიან: „ყოველთვის საქართველოს ბაზრის პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, სად რა ხდება, სად შეიძლება ჩავერთოთ, დანარჩენი კი ჯერჯერობით შემოვინახოთ: დაე, საქმემ აჩვენოს!..“

ეკა ჯიმშელაძე

11 გენერალური პროკურორი იუსტიციის მინისტრის მანტიაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ოთარ მელქაძე
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

საკითხი პროკურატურის ორგანოების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი საქვეუწყებო დაქვემდებარების თაობაზე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მუსირებს და რატომღაც ამ დღეებში გახდა აქტუალური, როგორც ჩანს, ქვეყანაში უკანასკნელ ხანებში განვითარებული მოვლენების გამო.

ცხადია, მოცემული იდეის რეალიზაცია სერიოზულ კონსტიტუციურ ცვლილებებს საჭიროებს. ამდენად, იგი არ შემოიფარგლება კონსტიტუციაში მცირე რედაქციული ცვლილებებით. რეფორმირებას საჭიროებს მთელი საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც რაიმე მიმართება აქვს პროკურატურის სისტემასთან. ცვლილებები უნდა განხორციელდეს კანონში მთავრობის შესახებ, კანონში ნორმატიული აქტების შესახებ, მთელ რიგ კანონებში და კოდექსებში. საერთოდ გაუგებარია საქართველოს პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის ბედი.

როგორც ჩანს, ხელისუფლება გარკვეული გამოსავლის მოძიებას ასეთ რეფორმას უკავშირებს, თორემ, სხვა მხრივ იმის ახსნა შეუძლებელია, თუ რატომ გახდა მისი განხორციელება დაჩქარებული ტემპით მიღების საგანი, მით უფრო ქვეყანაში არსებული უამრავი პრობლემის ფონზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ საომარი მდგომარეობის გაუქმებაც ამ ინიციატივას დაუკავშირდა. როგორც ჩანს, არც თუ შემთხვევით, ვინაიდან კონსტიტუციის თანახმად, საომარი მდგომარეობის გამოცხადება იწვევს კონსტიტუციის გადასინჯვის შეჩერებას საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე (მუხლი 103).

საქმე ის გახლავთ, რომ ყოველივე ეს საქართველოს პარლამენტში დამკვიდრებული ტრადიციული სტილის გამოვლინებაა. მათგან ორ მნიშვნელოვან ტენდენციას გამოვყოფთ. ერთია ის, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ყველა კონსტიტუციური შესწორება, როგორც წესი, საპრეზიდენტო ინიციატივის საგანია და ყოველ ჯერზე, თავად კონსტიტუციის მოთხოვნების პრინციპული და პროცედურული დარღვევებით ხდება. საქართველოს პარლამენტის პრაქტიკით უგულებელყოფილია საყოველთაოსახალხო განხილვისთვის კონსტიტუციური ცვლილებების გამოქვეყნება და გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ პარლამენტში მისი განხილვის დაწყება (მუხლი 1022). ამიტომ ყოველი კონსტიტუციური ცვლილება საყოველთაოსახალხო განხილვის ფილტრს არ გადის და როგორც სამართლებრივი პროდუქტი, ცალსახად საპარლამენტო უმრავლესობის საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებული ნების გამოხატულებაა. იგივე ტრადიციამ ამჯერადაც იმარჯვა.

მეორე ტენდენცია პროკურატურის ორგანოების საქართველოს პრეზიდენტისადმი პირდაპირი დაქვემდებარების მეთოდური კურსია. საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პროკურატურა აღიარებულ იქნა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებად. გენერალურ პროკურორს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნიშნავდა პარლამენტი 5 წლის ვადით.

2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური რეფორმით, რომელმაც პირველი ნიმუშის სახით ზემოაღნიშნულ პირველ ტენდენციას მისცა დასაბამი, საქართველოს პროკურატურას, ფაქტობრივად, არაფორმალურად შეეცვალა სტატუსი. იგი გამოყვანილ იქნა სასამართლო ხელისუფლების შემადგენლობიდან და შევიდა საქართველოს კონსტიტუციის პრეზიდენტის თავში, მარტივი ნორმის დანაწესით. გენერალურ პროკურორთან მიმართებაში შენარჩუნებულ იქნა იგივე წესი, მხოლოდ უფლებამოსილების ვადისა პარლამენტის მიერ მისი დამტკიცებისათვის საჭირო ნორმატიული რეგულაციის გარეშე (მუხლი 761). შედეგად მივიღეთ სასამართლოზე ზემდგომი ორგანო, რაც, ვფიქრობ, სადავო არ უნდა იყოს.

როგორც ჩანს, ამ ცვლილებამ ინიციატორების იმედი მაინც არ გაამართლა, მათ შორის იქნებ აჩქარებული მეთოდით და ფაქტობრივი განხილვის გარეშე მიღების გამოც. თუმცა, ეს თუ პროკურატურის სისტემის პრეზიდენტისადმი პირადი დაქვემდებარების პირველი ნაბიჯი იყო, ახალი ინიციატივა იმის დასტურია, რომ დასახული მიზნის განსახორციელებელი მეთოდოლოგიური სქემა კვლავ ამუშავდა, ტენდენცია ღრმავდება. მიზანი ცხადია და მის პროცედურულ რეალიზაციას ის ამარტივებს, რომ ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი ფაქტორი ხსენებული პირველი ტენდენციის თანაქმედებაა.

0x01 graphic

ახლა რაც შეეხება თავად პროკურატურის ორგანოების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში საქვეუწყებო დაქვემდებარებას და იუსტიციის მინისტრის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობის შეთავსებას. მართალია, მთელ რიგ სახელმწიფოებში იუსტიციისა და პროკურატურის ტანდემური ბუნების სამინისტროები არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებენ, მაგრამ იქ, სადაც ასეთი სისტემა შექმნილა, იგი ერთ დღეში არ დაბადებულა. ყველა შემთხვევაში ასეთ რეფორმას რამდენიმე ათწლეულიანი სამართლებრივი ტრადიციები ედო საფუძვლად. ჩვენ კი არ გვინდა ობიექტურად შევაფასოთ ქართულ მართლმსაჯულებაში არსებული სამართლებრივად ურთულესი მდგომარეობა. გაჩნდა დირექტივა და ახალ ქართულ ნოვაციას წინ ვერაფერი დაუდგება. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მთავარი პრობლემა, ამ გაერთიანებული სამინისტროს ადგილია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების სისტემაში. უკანასკნელი დღეების მანძილზე მსმენია პარლამენტის ხელმძღვანელების არგუმენტები, რომ მოცემული რეფორმის შედეგად გაიზრდება პროკურატურის ორგანოებზე საპარლამენტო კონტროლი და მათი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდება. ობიექტურად, პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში გამჭვირვალე ნეგატივიზმის წინააღმდეგ, თუ რამე რადიკალური ღონისძიებები განუხორციელებია ხელისუფლებას? თუ რადიკალურ ცვლილებებს ამ რეფორმისგან ველით, იქნებ ვინმემ მიმანიშნოს უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლის ფაქტები, შედეგებზე რომ არაფერი ვთქვათ.

ჩემი ღრმა რწმენით, ფუჭია წარმოდგენა ასეთ პერსპექტივებზე. იგი უფრო თავის მართლების არგუმენტებად მესახება. მით უმეტეს, რომ კონსტიტუციური ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციური არეალის განმსაზღვრელ 73 - ე მუხლსაც შეეხება. კერძოდ, მისი პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, რომლის ძალითაც საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, თავის ადგილს დაიკავებს იუსტიციის მინისტრი - გენერალური პროკურორი. ზემოხსენებული ნორმის ფასეულობა უკანასკნელი წლების პრაქტიკით ფასდება: ხსენებული სამინისტროები თავისუფალი არიან მთავრობისადმი პასუხისმგებლობისაგან და არა თუ საპარლამენტო კონტროლი, მათზე არანაირი კონტროლის სხვა ფორმებიც არ ვრცელდება. ორივე აღნიშნულ სამინისტროში საფინანსო დარღვევების გამოვლინებას შეეწირა საქართველოს კონტროლის პალატის ახლად დანიშნული თავმჯდომარე.

ორი ცვლილება შეეხო კონსტიტუციის 64 - ე მუხლის პირველ პუნქტს. ერთი უკავშირდება თანამდებობის პირთა იმ სიას, რომლის მიმართაც პარლამენტს შეუძლია წამოიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. გენერალური პროკურორის ცალკე თანამდებობა აღარ იქნება და მისი ამოღება ამ სიიდან გასაგებია. ამ სიაში ნახსენებია მთავრობის წევრებიც, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა - გენერალურმა პროკურორმა რაღაც განსაკუთრებული სტატუსი შეიძინა. ის არ არის უბრალოდ მთავრობის წევრი და არც თავისი სრული დასახელებით მოიხსენიება, ანუ ღიად რჩება მისდამი იმპიჩმენტის აღძვრის საკითხი. ამასთან, მხედველობაში გვაქვს არა მხოლოდ კონსტიტუციის 73 - ე მუხლში შეტანილი ცვლილებებით მისი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან გვერდით დაყენება. ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

შემოთავაზებული კონსტიტუციური ცვლილების მიზეზად ინიციატორის მიერ ძირითად მოტივად დასახელდა ის, რომ 2004 წელს განხორციელებული ცვლილებები არ აღმოჩნდა საფუძველი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში პროკურატურის ადგილის დასადგენად. როგორც ჩანს, მართლაც ამის მიზეზით არ მო ხერხდა წლების განმავლობაში იმის გარკვევა, თუ ვის მხარეს იყო გენერალური პროკურორი და მისი სისტემა. ამ .. რეფორმის მიზანიც შესაბამისი დასახელდა - პროკურატურის ადგილის განსაზღვრა და საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა.

ფაქტობრივად, პროკურატურა მინისტრის პიროვნებასთან შეწყვილებული გენერალური პროკურორითა და პროკურატურის სათავეში მდგომი მთავარი პროკურორის სულ სხვა სტატუსით მოგვევლინება. მხოლოდ ის მაფიქრებს, ნუთუ ეფექტურობის გაზრდის მიზნით გაკეთდა, რომ პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ჩვეულებრივი კანონით შეიცვალა?!

მოცემული იდეის რიგი ხარვეზები კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტთან თანდართული კანონპროექტების პაკეტში იკითხება. წარმოდგენილი 5 კანონპროექტის ავტორია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის სამსახური. აქედან 4 კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პრეზიდენტი.

ერთი კანონპროექტის პარლამენტში შეტანის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. გასაგებია, როცა საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირებას მთავრობა ახდენს. უცნაური თავად ცვლილების ბუნებაა, რაც მთავრობის შემადგენლობაში ამ ახალი ინსტიტუტის განსხვავებულ სტატუსზე მიგვანიშნებს. კანონის ძველ ნორმაში (მუხლი 5 „გ“), რომელიც ადგენდა მთავრობის უფლებას გაეუქმებინა მინისტრების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები, თანაც უპირობოდ, გაჩნდა დამატება - გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის - გენერალური პროკურორისა. ასე რომ, იუსტიციის სამინისტრო სამთავრობო კონტროლიდან თავად მთავრობის ინიციატივით გამოვიდა.

0x01 graphic

პროკურატურის ორგანოების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი საქვეუწყებო დაქვემდებარებას მოჰყვა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გამოყოფა. მიჭირს იმის მტკიცება, ცვლილებების ამ კომპლექსში, რომელია მიზნობრივად პირველადი - იუსტიციაპროკურატურის დაწყვილება, თუ ამის შედეგად სასჯელაღსრულების სამსახურის დამოუკიდებელ ორგანოდ გამოყოფა. მით უფრო, რომ ამ ცვლილების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია და მისი გადაწყვეტილებით ამ სამსახურის თავმჯდომარეს თანამდებობაზე თავადვე დანიშნავს და გაათავისუფლებს კიდეც.

რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობის ეფექტურობის ზრდას და პროკურორის საქმიანობაზე კონტროლს, არც აქ შეცვლილა არაფერი. ახალ კანონში პროკურატურის შესახებ იგივე მუხლებია გადმოტანილი, ზოგიერთი შემზღუდველი დათქმებით. და ვიდრე საპარლამენტო და საქართველოს პრეზიდენტის კონტროლის ფორმებად იუსტიციის მინისტრის ან მთავარი პროკურორის მიერ მათი პერიოდული ინფორმირება მიგვაჩნია, არც ამით შეიცვლება რამე.

ასე რომ, მოცემული რეფორმის ძირითადი საპროგნოზო შეფასება, მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს: ერთის მხრივ, იზრდება პრეზიდენტის პირდაპირ ქვემდებარებაში მყოფი ძალოვანი სტრუქტურების პოტენციალი, მეორეს მხრივ, პროკურატურის ქვემდებარებით გაძლიერებული იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის ჯავშანქვეშ იქნება სხვათაგან დაცული. პრობლემა თავად საპროკურორო ორგანოების სისტემაშია. კონსტიტუციურად იგი იუსტიციის სამინისტროს ქვემდებარე ხდება, მაგრამ განიმტკიცებს პრეზიდენტისადმი ქვემდებარეობას, სასამართლო სისტემისადმი წლებით დამკვიდრებულ ზემდგომის პოზიციას ეს არანაირად არ შეასუსტებს. რაც მთავარია, მართლმსაჯულებაზე ამ რეფორმის შემდეგები რაიმე პოზიტივებით არ აისახება.

12 ინტელექტუალური რესურსები და ქართული რეალობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კოკა კუტუბიძე
ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაგანმტკიცების და სოციალურპოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური კრიზისის დაძლევას და შემდგომში ეკონომიკური ზრდის მყარი გარანტიების შექმნას. ამ ამოცანის გადაწყვეტა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის შიდა რესურსების მაქსიმალური მობილიზაციით უნდა მოხდეს აუცილებელია რესურსული პოტენციალის სწორი (რეალისტური) შეფასება, შესაძლებლობების გამოვლენა და მათი რეალიზაციის ხელშემწყობი გარემოს ფორმირება.

საზოგადოების განვითარების დონე განისაზღვრება ე.წ. ადამიანური კაპიტალით, რომელშიც იგულისხმება მუშაკთა შესაძლებლობები და უნარჩვევები, რაც მათ აძლევს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში აქტიური მოქმედების საშუალებას. ადამიანური კაპიტალი განიხილება როგორც იმ თვისებების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მწარმოებლობას და შეიძლება გახდეს ადამიანის, ოჯახის, საწარმოს და მთლიანად საზოგადოების შემოსავლის წყარო.

საზოგადოების განვითარების პროცესში ადამიანის ფაქტორის გააქტიურება მჭიდრო კავშირშია განათლების პოტენციალის ფორმირებასა და გამოყენებასთან, განათლების პოტენციალი ქვეყნის შრომითი რესურსების მნიშვნელოვანი ხარისხობრივი მახასიათებელია და გამოხატავს მოსახლეობის ინტელექტუალური განვითარების დონეს. მას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსებით შედარებით ღარიბი საქართველოსთვის.

საქართველოს მოსახლეობის განათლების პოტენციალის შეფასება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით ხარისხობრივი და ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით. შრომითი რესურსების ხარისხობრივი ზრდის შეფასებისთვის საჭიროა განათლების დონის ანალიზი და პერსპექტიულ მიმართულებათა განსაზღვრა. თანამედროვე პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია რამდენიმე პრობლემა - სპეციალისტთა რიცხოვნობისა და პროფესიული სტრუქტურის ოპტიმალური დონის განსაზღვრა; უმაღლესი და საშუალო განათლების სპეციალისტთა თანაფარდობის დადგენა; სპეციალისტთა მომზადების ხარისხის რეგულირება.

ეკონომიკური ტრანსფორმაციის პერიოდში უმაღლესი განათლების სისტემაში უარყოფითი ტენდენციები განვითარდა. ჯერ ერთი, საბიუჯეტო კრიზისის პირობებში პრობლემური გახდა უკვე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სრულყოფილი დაფინანსება, შემცირდა ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების მოცულობა; მეორეც, სრულად არ მომხდარა ეკონომიკის საბჭოთა სტრუქტურაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი გარდაქმნა, რამაც შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განათლების მოქმედი სისტემის შეუსაბამობა გამოიწვია.

არასაკმარისი დაფინანსების პირობებში სახელმწიფო შეეცადა განათლების რეფორმის გატარებას და მასში საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა გათვალისწინებას, მაგრამ ეს გამოიხატა მხოლოდ განათლების სფეროს დაფინანსების არა სახელმწიფო წყაროების დაკანონებით. სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები კი თითქმის მთლიანად გაუქმდა, ან მან მხოლოდ ფორმალური ხასიათი მიიღო. ყოველივე ამის შედეგად, კიდევ უფრო გამწვავდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში წარმოშობილი უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტთა ჭარბწარმოების პრობლემა. წარმოების დაცემის და სამუშაო ადგილების შემცირების პირობებში იზრდება უმაღლესდამთავრებულთა რიცხვი, ხოლო, მათი განათლების დონის კონტროლის მექანიზმები ფაქტიურად არ მოქმედებს. შრომის ბაზრის მოთხოვნების ზეგავლენა ჯერ სუსტია და არაა შექმნილი სამუშაო ძალის დასაქმების კონკურენტული გარემო. ასეთი სიტუაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობებს იმას, რომ ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა განათლების დონე და პროფესიული შემადგენლობა ეკონომიკის მოთხოვნებთან ნაკლებადაა დაკავშირებული.

ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო ურთიერ თობებზე გადასვლა არ ნიშნავს სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების უგულებელყოფას - განსაკუთრებით მეცნიერებისა და განათლების სფეროში. პრაქტიკაში საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანობა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად უწყობს იგი ხელს მოსახლეობის ინტელექტუალური დონის გამოვლენას და რეალიზაციას.

მეცნიერებისა და განათლების სისტემის ფუნქციონირების სახელმწიფო მხარდაჭერა საბოლოო ჯამში ქმნის პირობებს ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის. განსაკუთრებით აუცილებელია სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების გამოყენება განათლების სფეროში, რაც, უპირველეს ყოვლისა, ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლში უნდა გამოიხატოს.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების არასტაბილური ხასიათი მეტად ართულებს განათლების სფეროში პროგნოზირებისა და დაგეგმვის მექანიზმების გამოყენებას. ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის ინტელექტუალური შრომითი რესურსების ემიგრაციისთვის.

მიგრაციის პროცესი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემიგრანტები ხდებიან ყველაზე ნიჭიერი ადამიანები, პროფესიონალები. .. ინტელექტის გადინება ჩვეულებრივ გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანას განსაკუთრებული ნიჭის მქონე მოქალაქეები ტოვებენ (მუსიკოსები, მხატვრები, ექიმები, ინჟინრები, მეცნიერები).

ამასთან ერთად „ტვინების გადინებას“ არ უნდა შევხედოთ როგორც უარყოფით მოვლენას, ვინაიდან ეს ადამიანები სრულფასოვნად ვერ იყენებენ თავიანთ ნიჭსა და პოტენციალს თავიანთ ქვეყანაში. დამატებით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დროებით გამგზავრება ქვეყნიდან არ შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად საზიანოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, ვინაიდან, ამ ადამიანების განათლება და გამოცდილება მათი დაბრუნების შემდეგ შეიძლება გაცილებით უფრო სასარგებლო იყოს სამშობლოში. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ უცხოეთში გამომუშავებული მნიშვნელოვანი თანხების ნაწილს ისინი თავიანთ ოჯახებს უგზავნიან.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოდან მოსახლეობის, განსაკუთრებით მისი ინტელექტუალური ნაწილის მიგრაცია ამჟამად და მომავალშიც დამოკიდებული იქნება ქვეყნების სოციალურეკონომიკური განვითარების დონეთა სხვაობაზე. აქედან გამომდინარე, დგას ისეთი ღონისძიებების შემუშავების პრობლემა, რომელიც შეამცირებს ემიგრაციულ განწყობას ინტელექტუალებში, ან შექმნის მათი სამშობლოში დაბრუნების პირობებს მას შემდეგ, რაც ისინი დაეუფლნენ ნოუჰაუს და ცოდნას საზღვარგარეთ. უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ შეიძლება იქნეს მიღწეული ხელფასის სიდიდის რეგულირების ხარჯზე. ამ მხრივ აუცილებელია შემოსავლების, კერძოდ, ხელფასების სახელმწიფო რეგულირების სფეროში პრიორიტეტების მექანიზმების ფორმირება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინებს შემოქმედებითი შრომის სტიმულებს.

მიგრაციული პროცესების სახელმწიფო რეგულირებისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის ფორმირებას და სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების მექანიზმების გამოყენებას ემიგრანტთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. ეს აუცილებელია იმდენად, რამდენადაც პროცესის სახელმწიფო რეგულირების მექანიზმები ფაქტიურად არ არსებობს.

განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში შეიმჩნევა იერარქიული ურთიერთობების შესუსტება და მოქნილი, თვითორგანიზებადი, არაფორმალური სტრუქტურების როლის გაძლიერება. იერარქიული სტრუქტურები ყოველთვის დომინირებდა რუსულ ეკონომიკაში (შემდგომ სსრკში). ბუნებრივია, ანალოგიური მდგომარეობა იყო საქართველოშიც, რომელიც იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახლდათ. სამწუხაროდ, ამ სფეროში კოლონიური მემკვიდრეობა დღესაც ნაწილობრივ კვლავ ინარჩუნებს თავის გაბატონებულ მდგომარეობას, ძალაუფლება, შემოსავლები და პრესტიჟი დამოკიდებულია თანამდებობაზე. ასეთი სიტუაციის არსებობისას თითოეული ხელმძღვანელი მიილტვის მმართველობითი პირამიდის მწვერვალისაკენ. იერარქიულ სისტემაში ხელმძღვანელთა შერჩევის კრიტერიუმებს ხშირად წარმოადგენს არა შემოქმედებითი ნიჭი, პატიოსნება, თავისუფალი აზროვნების უნარი, პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი და სხვა ობიექტურად სასარგებლო თვისებები, არამედ ხელმძღვანელობის ერთგულება, სუბორდინაციის დაცვა, შემსრულებლობა (უკრიტიკო მორჩილება), არც თუ იშვიათად, მაამებლობა, მლიქვნელობა, მოსყიდვა. ჩემის აზრით, საქართველოს განვითარებული სამყაროსაგან ჩამორჩენის ერთერთი ძირითადი მიზეზი იერარქიული სტრუქტურების დომინირებაშია და ასეთი სიტუაცია არაა მარტო არმიაში და ნაწილობრივ პოლიტიკაში, სადაც ეს უბრალოდ აუცილებელია, არამედ ეკონომიკაშიც, სადაც ხშირად ის გამოდის შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისა და გამოყენების დამაბრკოლებელი ფაქტორის როლში. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში „იერარქიის რიცხოვნობა“ უნდა იყოს არგუმენტირებული ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით. ყველაზე მნიშვნელოვანია მაღალი პროფესიონალური და ინტელექტუალური დონის კადრებით სახელმწიფო მმართველობის აპარატის დაკომპლექტება. დღეისათვის ამ სფეროში კონტროლი თითქმის არ არსებობს. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ არაა შექმნილი ახალი სატარიფოსაკვალიფიკაციო ცნობარები და შესაბამისად, თანამდებობაზე დანიშვნა სუბიექტური მოსაზრებებით ხორციელდება. ამგვარად საკადრო საკითხებიც დაწესებულებების, უწყებების ხელმძღვანელთა პირადი მოსაზრებების საფუძველზე წყდება, რომელსაც ხშირად ნათესაური, მეგობრული ურთიერთობები განსაზღვრავენ და ზოგჯერ ანგარებითი მოტივაცია გააჩნია. ასეთი მდგომარეობა ნეპოტიზმის გამოვლინებაა და ქართულ საზოგადოებას ფეოდალური აზროვნებისკენ უბიძგებს. მთავარია ის, რომ ირღვევა შესაძლებლობათა თანასწორობის პრინციპი, რომელიც განვითარებული საზოგადოების შექმნის წინაპირობაა. როდესაც იერარქიულ წინსვლას საფუძვლად ინდივიდის ძალაუფლებისკენ სწრაფვა უდევს და არა პასუხისმგებლობის შეგნება, ეს ქმნის საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებთან პიროვნების დაპირისპირების პირობებს და აფერხებს ქვეყნის განვითარებას.

0x01 graphic

საბაზრო ურთიერთობების პირობებში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი მოსახლეობის ინტელექტუალური პოტენციალის ფორმირებისა და გამოყენების სფეროში. ეს როლი უფრო დიდ დატვირთვას იძენს გარდამავალ პერიოდში, როდესაც იცვლება ღირებულებათა სისტემა, ხოლო სოციალურპოლიტიკური არასტაბილურობა და დეფიციტური ეკონომიკა პრიორიტეტების განსაზღვრას ართულებს. სახელმწიფო პოლიტიკა, რომლიც მიმართული იქნება ადამიანური კაპიტალის განვითარებისაკენ, სრულ შესაბამისობაში უნდა მოექცეს ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებთან, ამასთან ერთად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ის საერთაშორისო სტანდარტები და გარანტიები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის წამყვან როლს მსოფლიო თანამეგობრობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კონტროლის სისტემის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობები ძალზე მაღალია და მას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაში. ეს შესაძლებელია გამოიხატოს საბიუჯეტო სექტორის „პროფესიონალიზაციას“ და „ინტელექტუალიზაციაში“, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ხარისხზე, სახელმწიფოს სოციალურეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაზე, ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

კონტროლის მექანიზმის გაძლიერება კადრების მართვის სფეროში შეამცირებს კორუფციის, პროტექციონიზმის და სხვა არასასურველი მოვლენების ზეგავლენას და შექმნის პირობებს „შესაძლებლობათა თანასწორობისა“ და სამართლიანობის პრინციპების დანერგვისათვის.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მორალურფსიქოლოგიური კლიმატის გაუმჯობესება ხელს უწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას, სოციალური კონსენსუსის მიღწევას და დიდი მნიშვნელობა ენიჭება წმინდა პრაგმატული თვალსაზრისითაც - იგი არაპირდაპირ ზემოქმედებს კორუფციის შემცირებაზე (ამდენად, მას აქვს ეკონომიკური ეფექტიც) და ასუსტებს სოციალურპოლიტიკური დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორებს.

ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე გლობალური ცვლილებები და დიდი სახელმწიფოების გაზრდილი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, მოითხოვს სახელმწიფოს მკვეთრ შემობრუნებას ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებისა და ზრდის მიმართულებით, რაც უნდა გამოისახოს ინტელექტუალური რესურსების მობილიზაციაში.

ANNOTATION
INTELLECTUAL RESOURCES AND GEORGIAN REALITY

Koka Kutubidze
Doctor of Philosophy

It is well known that the process of a state's development is accompanied by transformation of economic and social relations. The mentioned process implies renewal of the public's social structures and establishment of new principles and norms in the relations between different organizations, including public organizations, natural and legal persons.

In the countries of transitional economy the state still plays a significant role in managing social and economic processes. In this regard, it is especially important to ensure realistic assessment of a county's potential resources, identification of possibilities and formation of a favorable environment for their realization.

13 განათლება საზღვარგარეთ: მოდა, თუ ცოდნის მიღების ჭეშმარიტი სურვილი?!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

უკანასკნელ წლებში ქართველი მოსახლეობის შეძლებული ნაწილის უდიდესი უმრავლესობა ცდილობს თავის შვილებს განათლება საზღვარგარეთ მიაღებინოს, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპის რამდენიმე მაღალგანვითარებულ ქვეყანაში.

ჩემი დაკვირვებით, საზღვარგარეთ სწავლების მსურველ თინეიჯერთა საერთო რაოდენობა სამ ჯგუფად შეიძლება დავყოთ.

პირველი ჯგუფი შედგება იმ თინეიჯერებისაგან, რომლებიც საკმაოდ დიდ ფულად სახსრებთან ერთად ზედმიწევნით კარგად ფლობენ უცხო ენას (როგორც წესი, ინგლისურს და, არც თუ ისე იშვიათად, მეორე უცხო ენასაც), რაც მათ საშუალებას აძლევს სკოლის დამთავრებისთანავე გაემგზავრონ ევროპისა თუ ამერიკის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

მეორე ჯგუფს შეადგენენ ის თინეიჯერები, რომლებიც საქართველოში პრესტიჟულ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში გადიან სწავლას და, როგორც წესი, ორი კურსის დახურვის შემდეგ ე.წ. გაცვლითი პროგრამების მეშვეობით საზღვარგარეთ მიდიან სასწავლებლად ერთი ან ორი სემესტრით. იმის მიზეზი, რომ ისინი თავიდანვე არ მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად იმაში მდგომარეობს, რომ, ჯერ ერთი, მათ უცხო ენა ჯეროვან დონეზე არ იციან და მეორე, გაცილებით მნიშვნელოვანი მიზეზი, ინფორმაციის უქონლობა გახლავთ, თორემ 90იანი წლების დასაწყისშიც ღებულობდნენ განათლებას საზღვარგარეთ და სწორედ ისინი, ვინც საამისო ინფორმაციას ფლობდა.

მესამე ჯგუფში კი, ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, გავაერთიანოთ ე.წ. ყველა დანარჩენი, რომლებიც წარმოადგენენ სრულიად სხვადასხვა გზით საზღვარგარეთ სასწავლებლად მოხვედრილ თინეიჯერებს. მათი ერთი ნაწილი საზღვარგარეთ არის დაბადებულგაზრდილი და იქვე აგრძელებს სწავლას. მეორე ნაწილი, რომელთაც ასევე მშობლები საზღვარგარეთ ჰყავთ, აქ, საქართველოში ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებელს და შემდეგ მიდიან სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ და ა.შ.

0x01 graphic

ის ანალიზი, რომელიც ქვემოთ მინდა ჩავატარო, ძირითადად ბიზნესის და ეკონომიკური ფაკულტეტის სპეციალობით სწავლების მსურველებს ეხება, თუმცა, საზღვარგარეთ სხვა სპეციალობებით სწავლების მსურველებიც მიდიან, განსაკუთრებით სამართლისა და სამედიცინო ფაკულტეტებზე და ალბათ, მათაც აქვთ თავიანთი სპეციფიური პრობლემები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ საბაზრო სისტემა და მისი ეკონომიკური თეორია გარდა იმისა, რომ ჩვენთვის ახალი ხილია, საკმარისზე მეტად მათემატიზირებულია. იმის გამო, რომ ჩვენ ისეთი ტიპის პროფესიონალი ლექტორების ნაკლებობას განვიცდით, რომელთაც ეკონომიკური პროცესების თეორიულ გააზრებასთან ერთად საკმარისად კარგად ფლობენ მათემატიკურ აპარატს, ხოლო ვინც გვყავს მათაც ვერ ვიყენებთ ჯეროვნად (რიგი, ზოგჯერ კურიოზული, ზოგჯერ კი პოლიტიკურად ანგაჟირებული მიზეზების გამო), ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებიდან საზღვარგარეთ წასულთა უდიდეს უმრავლესობას ეკონომიკური დისციპლინების სწავლაში პრობლემები ექმნებათ. ეს, პირველ რიგში, ეხება მათემატიკის არასაკმარისად ცოდნისა და, აქედან გამომდინარე, მათემატიკური აპარატის ეკონომიკური მოვლენების ანალიზისათვის გამოყენების პროცესებს. ამ მხრივ განსაკუთრებით იმ თინეიჯერებს ექმნებათ პრობლემები, რომლებიც სკოლის დამთავრებისთანავე მიდიან საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლებლად. ამის მიზეზი, ჯერ ერთი, ის გახლავთ, რომ სამწუხაროდ თვით ყველაზე უფრო პრესტიჟულ კერძო სკოლებშიც კი, სადაც მათემატიკას ინგლისური და ამერიკული პროგრამებით გადიან, მისი სწავლება ვერ დგას სათანადო დონეზე, მეორე კი ის, რომ საზღვარგარეთ სწავლების მსურველი თინეიჯერების აღნიშნული ნაწილი იქ მიემგზავრება ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არც სპეციალურად ემზადებიან მათემატიკაში.

ის, რომ ზემოთ აღნიშნული პრესტიჟული კერძო სკოლების კურსდამთავრებულები მათემატიკაში არასაკმარისად არიან მომზადებულნი, ცხადია მასწავლებელთა მომზადების დონეში არ უნდა ვეძებოთ. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მათემატიკის მასწავლებელთა მათემატიკის ცოდნის დონე აქ არაფერ შუაშია. აქ უფრო ღრმა მიზეზებთან გვაქვს საქმე.

ჩემის აზრით, ამას რამდენიმე სერიოზული მიზეზი გააჩნია. პირველი მიზეზი, შეიძლება ითქვას ზოგადსაკაცობრიოა. კომუნისტების პერიოდის თაობას კარგად გვახსოვს, როგორ გვიჩიჩინებდნენ, რომ ადამიანი გარემოს პროდუქტია, რომ საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს საზოგადოებრივ ცნობიერებას. ასეთი იდეოლოგია მათ იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ახალი, კომუნისტური იდეოლოგიით განმსჭვალული ადამიანის შექმნის შესაძლებლობა თეორიულად დაესაბუთებინათ. სწორედ ამიტომ ებრძოდნენ ისინი გენეტიკას, როგორც მეცნიერებას. ალბათ ბევრს კარგად ახსოვს ბატონ აკაკი ბაქრაძის სიტყვები: მართალია, საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს საზოგადოებრივ ცნობიერებას, მაგრამ ინდივიდუალური ცნობიერება არ უნდა განისაზღვრებოდეს საზოგადოებრივი ყოფიერებით. სამწუხაროდ, ეს მართლაც ბრძნული გამონათქვამი უფრო სასურველობის კონსტანტაციაა, ვიდრე არსებული რეალობის; უფრო ნორმატიული მსჯელობების რანგს განეკუთვნება, ვიდრე პოზიტიურს. ჩვენი მხრიდან ამ შესანიშნავ დებულებას იმასაც დავამატებდით, რომ იდეალურ შემთხვევაში იგი არც ინდივიდუალური ყოფიერებით უნდა განისაზღვრებოდეს. თუ კომუნისტების დროს საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის სრულიად უცნობი იყო ე.წ. ნომენკლატურულ პარტიულ ელიტაში მიმდინარე სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლების შესახებ, დღეს, მოსახლეობის ინფორმირებულობის წარმოუდგენლად მაღალი დონის პირობებში, ყველაფერი, შეიძლება ითქვას, ხელის გულზე დევს და ჩვენ, სამწუხაროდ, კარგად ვხედავთ, თუ როგორ განსაზღვრავს ინდივიდუალური ყოფიერება ინდივიდუალურ ცნობიერებას, თუ თავაწყვეტილ ცინიზმში არ ჩაგვეთვლება, ხშირად საზოგადოებრივ ცნობიერებასაც. აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა ქცევა სრულიად შეესაბამება იმ კურსს, რომელსაც სკოლის დირექცია განსაზღვრავს.

მეორე მიზეზი, ზემოთქმულის შემდეგ იმდენად უმნიშვნელოდ შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, რომ შესაძლოა ღიმილიც კი მოგვაროს, მაგრამ შედეგის მხრივ იგი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველი. ეს გახლავთ ის, შეიძლება ითქვას, დამღუპველი პროცესი, რაც მეცნიერულტექნიკური პროგრესის იმ, დღევანდელი გადასახედიდან, უმარტივესმა გამოგონებამ გამოიწვია, რასაც კალკულატორი ეწოდება. ამ, თავისი არსით კეთილშობილურმა გამოგონებამ, რამაც ასეულობით მილიონი ადამიანის შრომა, ენერგია და დრო დაზოგა, შეიძლება ითქვას, აზროვნების გამოყენების უნარი და საჭიროება დააკარგვინა ჩვენი ახალგაზრდობის უდიდეს ნაწილს. ამ საშიშროებას პირველებმა იაპონელებმა უპასუხეს ადექვატურად და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან სკოლებში საერთოდ აკრძალეს კალკულატორების გამოყენება.

მესამე მიზეზი კი ძალზე პროზაული გახლავთ. როდესაც სკოლის მოსწავლეები სასწავლებლებში, ფიგურალურად თუ ვიტყვით, „ჰამერებით“ დადიან, ხელში რამდენიმე ათას დოლარიანი მობილურები უჭირავთ, ძვირფასად აცვიათ და ჯიბეში იმდენი ფული უდევთ, რომ საწყალ მასწავლებელს არც დაესიზმრება, ამ უკანასკნელთ, გარდა იმისა, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ, იმასაც ვეღარ ხვდებიან როგორ მიუდგნენ ასეთ გაზულუქებულ თინეიჯერებს, რომ მათ საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ. ისინი, უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, პრინციპის დონეზე აყვანილ უპრინციპობას იჩენენ და იმაზე უფრო გონივრულს ვერაფერს ახერხებენ, გარდა იმისა, რომ დაყვნენ მათ ნებას და მათთვის სასურველი ნიშნები დაწერონ. ამით ისინი არც მოსწავლეებთან ართულებენ ურთიერთობას, არც სკოლის ადმინისტრაციასთან და საკუთარ ადგილებსაც ინარჩუნებენ. რამდენადაც კერძო ელიტარული სკოლები ჩვენთან, ასე ვთქვათ „ახალი ხილია“, სკოლის ადმინისტრაცია ჯერჯერობით, სანამ ისინი თავიანთ ადგილს დაიმკვიდრებენ, ლოიალურია მასწავლებელთა ასეთი „პოლიტიკის“ მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ ცოტა ხანში ისინიც იმავე პოლიტიკას განახორციელებენ, რასაც ზოგიერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობა ახორციელებს.

ყველაზე დიდი ხელფასი რაც ამ მასწავლებლებს შესაძლოა ჰქონდეთ, 1000 ლარია, რაც ერთის მხრივ ნამდვილად არ არის ის ხელფასი, რომ საკუთარი საქმიანობისადმი პროფესიული სიამაყის გრძნობით განიმსჭვალო, ხოლო, მეორეს მხრივ, საყოველთაო გაჭირვების ფონზე, მითუმეტეს, რომ მასწავლებლების საშუალო ხელფასი 200 ლარს არ აღემატება, ეს დიდი თანხაა. ამიტომ ისინი ზუსტად ისე იქცევიან, როგორც სკოლის ადმინისტრაციას სურს. მაგრამ შედეგად, როდესაც ეს თინეიჯერები საზღვარგარეთ მიდიან სასწავლებლად, ისინი იქ უკვე ერთი ჩვეულებრივი სტუდენტები ხდებიან და სწავლაში სერიოზული პრობლემები უჩნდებათ. გარდა იმისა, რომ სწავლაში წარუმატებლობის შემთხვევაში ადგილი აქვს საკმაოდ დიდი თანხების უშედეგოდ გადაყრას, რა ვუყოთ იმ ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელსაც როგორც მშობლები, ასევე ეს ახალგაზრდები განიცდიან? მითუმეტეს, რომ არის თინეიჯერთა ისეთი კატეგორიაც, რომელთა მშობლებიც წელებზე ფეხს იდგამენ, რათა შვილს საზღვარგარეთ განათლება მისცენ?

როგორ მოვიქცეთ? როგორ ავაცდინოთ ჩვენი საზოგადოების ე.წ. იმ სტრესებს, იმ უშედეგოდ დახარჯულ თანხებს და, რაც მთავარია, დაკარგულ წლებს?

რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: არ შეიძლება სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვი ერთად სწავლობდეს, თუნდაც იმიტომ, რომ როგორც პლუტარქე ამბობდა, - გემების ქარავანის სიჩქარე განისაზღვრება ყველაზე ნელა მცურავი გემის სიჩქარით. რეალობაში ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც კლასში არათანაბარი სიძლიერის ბავშვებია, ძლიერებს ყოველგვარი დაძაბვის გარეშე შესაძლოა მაღალი ნიშნები ჰქონდეთ, მაგრამ შესაბამისი ცოდნა კი არ გააჩნდეთ, რამაც ძალზე ხშირად შესაძლოა მშობლები შეცდომაში შეიყვანოს და გულარხეინად ამყოფოს. ბოლო წლის მომზადებამ კი შესაძლოა ის ეფექტი ვერ გამოიღოს, რაც ცოდნის მიღების ხანგრძლივი და ყოველდღიური შრომის შედეგად მოდის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ღრმა რწმენით, აუცილებელია განათლების სამინისტროს მიერ გაუქმებული სპეციალიზირებული სკოლების აღდგენა, მათ შორის ე.წ. მათემატიკური სკოლების, - „კომაროვის“, „ვეკუას“, „რაზმაძის“ და ა.შ. ეს აუცილებელია, რათა აღდგეს მათემატიკის სწავლების ის კულტურა, რომელიც საქართველოში არსებობდა.

მანამდე კი დაინტერესებულ მკითხველს მინდა ვუთხრათ, რომ ვაპირებთ ერთერთი სერიოზული ევროპული უნივერსიტეტის მიკროეკონომიკის კურსის ამოცანების გამოქვეყნებას თავისი ამოხსნებით და კომენტარებით. მკითხველი თავად დაინახავს, რამდენად რთული მათემატიკური აპარატია გამოყენებული მის ამოსახსნელად. ამით ჩვენ გვინდა, ერთის მხრივ განათლების მესვეურებს დავანახოთ პრობლემის მთელი არსი, ხოლო მეორეს მხრივ, გავუადვილოთ მიკროეკონომიკის შესწავლა, არა მხოლოდ იმათ, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ საზღვარგარეთ წასვლა, არამედ იმათაც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო აქ რჩებიან და, ვინ იცის, იქნებ ამ ამოცანების გაცნობის შემდეგ მათაც გაუჩნდეთ სურვილი ისწავლონ მსოფლიოს ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებში და ქვეყანას ჭეშმარიტად განათლებულ ადამიანებად დაუბრუნდნენ, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი მაინც.

სავარჯიშო 1.

ვთქვათ, გვაქვს ორი საქონელი X და Y, რომელთა ფასები შესაბამისად არის Px= 25 და Py=100.

მომხმარებლის უპირატესობა (პრეფერენცეს) ამ ორ საქონელზე აღიწერება როგორც

MRSyx=∂y/∂x=y2/x2

სადაც MRS (Marginal Rate of Subtitution) არის ჩანაცვლების ზღვრული ნორმა.

ა) რას უდრის X და Y საქონლის რაოდენობის ოპტიმალური ფარდობა სამომხმარებლო კალათში?

ბ) თუ შემოსავალი ტოლია 750 ევროს, მაშინ რას უდრის წონასწორული კალათი?

ვთქვათ, ეკონომიკა ჰიპერინფლაციურ სპირალშია, რის შედეგადაც ფასებისა და შემოსავლის სიდიდე შესაბამისად გახდა P1x= 100; P1y=900; I1=6,000.

გ) რა შედეგი გამოიწვია ჰიპერინფლაციურმა სპირალმა ფარდობით ფასებთან მიმართებაში?

- ორი საქონლის ფარდობითი ფასი არ შეიცვალა.

- X შედარებით გაძვირდა

- Y შედარებით გაძვირდა

დ) გამოთვალეთ ახალი ოპტიმალური კალათა.

ე) რა გავლენა მოახდინა ინფლაციამ ინდივიდუალ კეთილდღეობაზე? რატომ? - არ მოახდინა გავლენა კეთილდღეობაზე

- კეთილდღეობა გაიზარდა

- კეთილდღეობა შემცირდა.

ამოხსნა

ა) სამომხმარებლო კალათში X და Y საქონლის ოპტიმალური თანაფარდობის საპოვნელად, როგორც ცნობილია ჩანაცვლების ზღვრული ნორმა MRS უნდა ტოლი იყოს ფარდობითი ფასის; ანუ,

ბ) საბიუჯეტო წირზე უნდა ვიპოვოთ X და Y საქონლის ის რაოდენობა, რომელიც იმავდროულად აკმაყოფილებს მათ ოპტიმალურ ფარდობას, ანუ

0x01 graphic

გ) რადგანაც 1Px<1Py, (1/9<1/4), გამოდის, რომ Y შედარებით გაძვირდა.

0x01 graphic

დ) ოპტიმალური კალათის გამოსათვლელად ამოვხსნათ:

0x01 graphic

ე) მომხმარებლის კეთილდღეობა გაიზრდა, რადგანაც ახალი კალათა უფრო მეტი რაოდენობის X საქონელს შეიცავს და იგივე საქონელს.

კომენტარები: რა შეიძლება ითქვას ამ ამოცანის შესახებ?

იმისათვის, რომ სტუდენტმა ეს ამოცანა ამოხსნას, მას კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული ეკონომიკური თეორიის ისეთი მნიშვნელოვანი განხრა როგორიცაა „მომხმარებლის არჩევანის თეორია“. ამისათვის მან უნდა ნახოს ჩვენთან საკმაოდ პოპულარული გ. მენქიუს „ეკონომიკის პრინციპების“ 21 თავი (ალბათ მაინც ჯობია ინგლისურ ვარიანტში წაკითხვა, თუმცა არც ქართულად არის ცუდად თარგმნილი, მაგრამ ქართულ თარგმანში იმდენი ტექნიკური შეცდომებია, რომ დამოუკიდებლად მომუშავე სტუდენტი შესაძლოა სასოწარკვეთილებამ შეიპყროს და საერთოდ შეეშვას სწავლას).

ამ თავში მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მომხმარებლისთვის მოცემული საბიუჯეტო შეზღუდვის პირობებში ის სამომხმარებლო კალათაა ყველაზე სასურველი, რომელიც განურჩევლობის შეძლებისდაგვარად ყველაზე მაღლა მდგომ მრუდს ეხება. აქ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ტერმინს „ეხება“. ნახაზზე განხილულია სამი შემთხვევა:

0x01 graphic

ა) როდესაც განურჩევლობის მრუდი საბიუჯეტო წირს ეხება ერთ წერტილში; ბ) როდესაც განურჩევლობის მრუდი საბიუჯეტო წირს კვეთს; გ) როდესაც განურჩევლობის მრუდს და საბიუჯეტო წირს საერთო წერტილი არ გააჩნიათ.

გ) შემთხვევა ნიშნავს, რომ მომხმარებელს გაცილებით უფრო მაღლა მდგომი განურჩევლობის მრუდი უნდა, ვიდრე ამის საშუალებას საბიუჯეტო წირი იძლევა და ამდენად, მისი განხორციელება შეუძლებელია. ბ) შემთხვევა ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია უფრო მაღლა მდგომ განურჩევლობის მრუდს შეწვდეს მოცემული საბიუჯეტო წირის პირობებში, ვიდრე ის რეალურად ანხორციელებს. და ბოლოს, ა) შემთხვევა, როდესაც მოცემული საბიუჯეტო წირის პირობებში მომხმარებელი მაქსიმალურად იკმაყოფილებს თავის მოთხოვნებს, რაც გრაფიკულად ნიშნავს საბიუჯეტო წრის განურჩევლობის მრუდთან ერთი საერთო წერტილის არსებობას.

0x01 graphic

ამგვარად, ეკონომიკური წანამძღვრების შედეგად ამოცანა დაიყვანება ისეთი წერტილის პოვნაზე, რომელიც საერთო იქნება როგორც საბიუჯეტო წრისთვის, ისე განურჩევლობის მრუდისთვის. მათემატიკურად კი ეს ნიშნავს განტოლებათა სისტემის ამოხსნას X და Y ცვლადობის მიმართ. განტოლებათა სისტემის ამოხსნა სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს საშუალო სკოლის კურსდამთავრებულისთვის. რაც შეეხება კალკულატორის გარეშე ამოხსნას, აქ უკვე დიდი სიძნელეები ექმნებათ დღევანდელ თინეიჯერებს. განტოლებათა სისტემის პირველი განტოლების გაგება საკმაოდ რთული მათემატიკური აპარატის ცოდნას მოითხოვს, თუმცა სტუდენტები ამ საქმეს საკმაოდ მარტივად წყვეტენ, - ისინი იმახსოვრებენ, რომ ჩანაცვლებას ზღვრული ნორმა MRSyx ტოლი უნდა იყოს ფარდობითი ფასის Px/ Py; ანუ MRSyx = Px/ Py, თანაც თუ ტოლობის მარცხენა მხარეში y ცვლადი იყოფა ხზე, მარჯვენა მხარეში ზემოთ ხ საქონლის ფასია, ხოლო ქვემოთ y საქონლის ფასი. და ეს სწორედ იმიტომ, რომ მათ, არ ესმით მათემატიკური მხარე ამ ტოლობისა.

რაც შეეხება მეორე ტოლობას, იგი საკმაოდ მარტივია და საბიუჯეტო წრის განტოლებას აქვს სახე: Px × X + Py × Y = I, სადაც Px და Py შესაბამისად x და y საქონლის ფასებია, ხოლო - I შემოსავალი. ამის შემდეგ ყველაფერი ცხადი უნდა იყოს მკითხველისთვის. რაც შეეხება პირველი განტოლების მათემატიკურ მხარეს, თუ მკითხველის მხრიდან თხოვნა იქნება, ჩვენ მას შემდგომში დავუბრუნდებით.

თამაზ აქუბარდია

14 როგორ ვიშოვოთ 5 მილიარდი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლევან ტაბიძე
ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი;
ფიზიკამათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

ნებისმიერი ადამიანისთვის ცნობილია, რომ თუ დაგროვილი კაპიტალი, ბუნებრივი და შრომითი რესურსები არა გაქვს, მაშინ ეკონომიკური განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა ტექნიკური პროგრესი ხდება. ეს ნიშნავს ახალი სამეცნიერო აღმოჩენების საფუძველზე (იგულისხმება ინოვაციური ტექნოლოგიები), მოვახდინოთ არსებული ან გამოუყენებელი რესურსებით წარმოების ზრდა.

დიახ, მხოლოდ ინოვაციური ტექნოლოგიები განაპირობებენ ბიუჯეტის ზრდასა და ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებას, რაც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიური სტაბილურობის გარანტია.

გაკვირვებას იწვევს, ქართველ ჩინოვნიკთა და ზოგიერთ ბიზნესმენთა დამოკიდებულება ახალ დაპატენტებულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. მათი აზრით, ჯერ უნდა დაველოდოთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და წარმოების გაშვებას სხვაგან, ცხრა მთას იქით და როცა დაინახავენ ტექნოლოგიამ „გაამართლა“ ამის შემდეგ იფიქრებენ მის მიზანშეწონილებაზე. ამ შემთხვევაში, სიტყვა „გაამართლა“, არაკომპეტენტურობას ნიშნავს, რადგან, ტექნოლოგია ჯერ მუშავდება, შემდეგ გამოსაკვლევად და დასამტკიცებლად გადაეცემა წამყვან ინსტიტუტებს დარგის წამყვან მეცნიერებს, დამტკიცებულის შესამოწმებლად და შესაფასებლად, ყოველივე ამის შემდეგ იგი გაივლის საპატენტო ბიუროს, სადაც აკრედიტებული ექსპერტები, მიღებული მასალების თავიდან გადამოწმების შემდეგ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას პატენტის მინიჭების ან არმინიჭების შესახებ. ამ პროცედურების გავლის შემდეგ პატენტი ფასდება და იგი შეიძლება გაყიდო თავის ღირებულების ფასად, გაცვალო, დააგირავო, გამოიყენო საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, ჩადო ბანკში.

არ მესმის, რა მნიშვნელობა აქვს რას გადაამუშავებ, თუ ის ეკოლოგიურად სუფთა და უნარჩენოა და ქვეყანას ფანტასტიკურ მოგებას მოუტანს. რატომ არ უნდათ გაიგონ, რომ ევროპაში (და არა მარტო ევროპაში), დაგროვილი „ნაგავი“, მომავალში მრეწველობის ფასდაუდებელი, მუდმივი ნედლეულის წყაროა, ბევრი განვითარებული ქვეყნები თანამედროვე მრეწველობაში განახლებად რესურსად ნარჩენებს იყენებს. თუ დავაგვიანებთ, ამ რესურსების პატრონი გახდება ის, ვინც ახალ ტექნოლოგიებს პირველი დანერგავს, ჩვენ კი, ისევ მაჩანჩალას როლში ვიქნებით.

ბატონებო! თუ ახალი სახლის აშენება გვინდა, ძველის ნგრევით კი არ უნდა დაიწყოთ, არამედ, პირველად ფინანსური სახსრების შემოსავლების წყარო უნდა შევქმნათ - მის სიდიდეზეა დამოკიდებული რა რაოდენობისა და ხარისხის საშენ მასალებს შევიძენთ. როდესაც ეკონომიურად და მატერიალურად მზად ვიქნებით, ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ ხელოსნის არჩევაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით ღია ცის ქვეშ. დიახ, არ შეიძლება დაპირდე ბავშვს ველოსიპედი, თუ ჯიბეში ფული არ გიდევს, არც მისი შეძენისთვის საჭირო შემოსავალი გაგაჩნია და არც ის იცი, საიდან და როგორ იშოვო იგი. ამიტომ, ჯერ ვიფიქროთ როგორ ავაღორძინოთ ეკონომიკა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდოს და ამის შემდეგ (ხელფასის რაოდენობის მიხედვით), დავპირდეთ ბავშვს ველოსიპედი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთხელ, ორჯერ და ათჯერ მოტყუების შემდეგ ბავშვი მამას მატყუარას დაუძახებს და საბოლოოდ ოჯახს ზურგს შეაქცევს. ასე აღზრდილი ბავშვის ბედი სასწორზეა დადებული, ასევეა ქვეყანაც.

თუ პოლიტიკურმა მოღვაწემ არ იცის, რომ პოლიტიკას, ეკონომიკური საფუძველი უნდა გააჩნდეს, მას პოლიტიკა საერთოდ არ ესმის.

აქედან გამომდინარე, ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ვექტორი, პირდაპირაა დამოკიდებული თითოეული ტოპმენეჯერის მხრიდან ინოვაციური წინადადებების მოზიდვაზე, მიმართულების განსაზღვრაზე.

ახლა კი პირდაპირ საქმეზე გადავალ. ხუთი წელია ვმუშაობ რუსეთის საპატენტო ბიუროს წამყვან ექსპერტად. ამ ხნის მანძილზე (როგორც რუსეთის, ასევე საზღვარგარეთელი ავტორების), რამდენიმე ასეულობით საპატენტო მასალამ გაიარა ჩემს ხელში, ვეძებდი ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებსაც მაღალი ეკონომიკური ეფექტის გარდა, დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც ექნებოდა.

პროექტები შეირჩა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის გათვალისწინებით. პირველი, მორგებულია დასავლეთ საქართველოს საზღვაო პორტებთან მიმდებარე რეგიონებს, მეორე კი, ხილით მდიდარ საქართველოს ნებისმიერ კუთხეს. იგულისხმება მრეწველობის განვითარება ამ რეგიონებში, ორი ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვით, რომელთა მეშვეობით საქართველო ისტორიულად მოკლე დროში, 4-5 წელიწადში მოახდენს ეკონომიკის განვითარებას წამყვანი ქვეყნების ეკონომიკის დონეზე, ინტეგრაციას მსოფლიო ეკონომიკაში და ყველა სოციალური პრობლემის გადაჭრას.

1. ნახმარი საბურავებისა და პოლიმერული მასალების ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგია მაღალლიკვიდურ პროდუქციად, ორგანულ ხსნარში გახსნის მეშვეობით

ტექნოლოგია მიზნად ისახავს გადაწყვიტოს მსოფლიო გლობალური ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც დგას კაცობრიობის წინაშე (ეს პოლიტიკაა) და ეხება ნახმარი საბურავებისა და პოლიმერული მასალების ნარჩენების გადამუშავებას ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის პროდუქტებად (ეს კი ეკონომიკა).

ტექნოლოგია დამუშავებულია და არა აქვს ანალოგი მსოფლიო პრაქტიკაში. არის ეკოლოგიურად სუფთა და უნარჩენო. მთელ ტექნოლოგიურ პროცესს არ გააჩნია კონტაქტი ატმოსფეროსთან. ტექნოლოგია მარტივია და არ საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. აგებულია სკოლის ქიმიის პროგრამაზე: ორგანული ნივთიერების დაშლა შემადგენელ ნაწილებად. არ სჭირდება განსაკუთრებული შენობანაგებობები.

ტექნოლოგია დაცულია რუსეთისა და საერთაშორისო პატენტებით.

პროექტის დანერგვა სახელმწიფო მნიშვნელობისაა, რადგან:

) მოქმედი წარმოებები იქნებიან საქართველოს ბიუჯეტის მთავარი წყარო და 45 წელიწადში, გადასახადების სახით შეავსებს მას 56 მილიარდი ევროთი;

) საქართველო გახდება მთავარი სუბიექტი ევროკავშირის გლობალური ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტაში, რომელიც დაკავშირებულია მყარი ნარჩენების გადამუშავებასთან;

) საქართველო მსოფლიოს ბაზრისთვის გახდება მიმწოდებელი ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის პროდუქტების: ტოლუოლი, მაზუთი, ტექნიკური ნახშირბადი, ფოლადის ჯართი;

) მთლიანად გადაწყვეტს საქართველოსა და ევროკავშირის პრობლემას დაკავშირებულს გარემოს გაჭუჭყიანებასთან, რომელიც გამოწვეულია ნახმარი საბურავებისა და პოლიმერული მასალების ნარჩენთა მოქმედებით;

) უფასო ნედლეული, რეზინისა და პოლიმერული მასალების ნარჩენები, გამოიწვევს რეზინისა და პოლიმერული მასალების მრეწველობის განვითარებას;

) შეიქმნება რამდენიმე ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ყველა სპეციალობის ადამიანებისთვის.

ერთი წლის განმავლობაში ქარხანა, რომელიც მუშაობს ამ ტექნოლოგიით შეუძლია გადაამუშაოს 36288 ტონა ნედლეული.

საერთო ხარჯები, საპროექტო დოკუმენტაციის

(Basic Designe) დამუშავებით = 12 000 000 EUR

შემოსავალი გაყიდვიდან = 360 000 000 EUR

მშენებლობის დრო 18 თვე

ანაზღაურების პერიოდი

(საწარმოოს გაშვების შემდეგ) 2 თვე

სამუშაო ადგილები 100

გადამამუშავებელი მინი ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია ერთ წელიწადში:

1. მსუბუქი ბენზინის ფრაქცია (კომპონენტი) -ტოლუოლი 11 794 ტონა, ოქტანის რიცხვი 100, დუღილის ტემპერატურა 180оC, არ შეიცავს ტყვიას (Pb) და გოგირდს (S), გამოიყენება მაღალოქტანური ეკოლოგიურად სუფთა ბენზინის წარმოებაში.

2. მაზუთი (ანალოგი) -6 350 ტონა, შეესაბამება რუსეთის სახელმწიფო სტანდარტს ГОСТ 105899 (M40), გოგირდის შემცველობა 0.6%25.

3. ტექნიკური ნახშირბადი, შეიცავს 99,9%25 სუფთა ნახშირბადს, 2 000 ტონა, გამოიყენება დენის ქიმიური წყაროს წარმოებაში.

4. ფოლადის ჯართი, 7 258 ტონა

მინი ქარხანის წლიური მაჩვენებლები გაშვებიდან ერთი წლის შემდეგ

0x01 graphic

ვინაიდან საპროექტო ტექნიკური დოკუმენტაციის ღირებულება შედის პირველი ქარხნის საერთო ხარჯებში, ამიტომ, მეორე, მესამე და ა.შ. მინი ქარხნების მშენებლობის ღირებულება იქნება მხოლოდ დანადგარების შეძენასა და საერთო საქარხნო მეურნეობის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები და ის 3 3,5 მლნ. ევროს არ გადააჭარბებს. აქედან გამომდინარე, მინი ქარხნის წლიური სუფთა მოგებით (120 მლნ. ევრო), გაშვებიდან ორი წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე ამუშავდება 40 ასეთი მინი ქარხანა, რომლებიც ბიუჯეტს 5 6 მილიარდ ევროს მოუტანს და მთლიანად გაწმენდს საქართველოს ტერიტორიას ნახ მარი საბურავებისა და პოლიმერული მასალების ნარჩენებისგან (მთლიანად გადაამუშავებს ნახმარ საბურავებს, დაგროვილს ევროკავშირის ქვეყნებში, პლიუს შექმნის მინიმუმ 4 000 სამუშაო ადგილს, უფასო სამედიცინო დაზღვევით, კვებით, განათლებითა და დასასვენებელი საგზურებით.

მოცემული ტექნოლოგიის დანერგვით საქართველო:

1. გაზრდის ქვეყნის ბიუჯეტს ერთ მოქალაქეზე წამყვანი ქვეყნების დონეზე;

2. გახდება მიმწოდებელი ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის პროდუქტების;

3. მთლიანად გადაჭრის ევროკავშირის ქვეყნების მთავარ გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას, დაკავშირებულს მყარი ნარჩენების გადამუშავებასთან.

ეს ეკონომიკის გარდა დიდი პოლიტიკაა, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება გეოპოლიტიკურ ფაქტორს.

როგორც ვხედავთ, 45 წელიწადში ამ ტექნოლოგიის დანერგვით შეიძლება, არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, არამედ საკუთარი ეკონომიკის, მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელ ნაწილად ქცევა.

2. ხილის გადამუშავება მაღალლიკვიდურ პროდუქციად

ტექნოლოგია დამუშავებულია და არა აქვს ანალოგი მსოფლიო პრაქტიკაში. არის ეკოლოგიურად სუფთა და უნარჩენო, დაცულია რუსეთისა და საერთაშორისო პატენტებით.

პროექტის დანერგვა სახელმწიფო მნიშვნელობისაა, რადგან:

) აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხილით მდიდარ რეგიონებში (ვაშლი, მსხალი, ციტრუსი, ყურძენი და სხვა), მთლიანად მოხსნის სოციალურ დაძაბულობას სოფლად და მნიშვნელოვნად გაზრდის გლეხების შემოსავალს, ხილის შესასყიდი ფასების გაზრდით, 1 კგ- 1 §-დან;

) გადამამუშავებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში საქართველო გახდება მსოფლიო ლიდერი ეკოლოგიურად, აბსოლუტურად სუფთა პროდუქციის, პექტინისა და ინულინის მიწოდებაში, რომელიც ხარისხით აღემატება ყველა საზღვარგარეთულ ანალოგებს.

ერთი წლის განმავლობაში ქარხანას, რომელიც მუშაობს ამ ტექნოლოგიით შეუძლია გადაამუშაოს 30000 ტონა ხილი:

საერთო ხარჯები = 28,0 მლნ §

შემოსავალი გაყიდვიდან = 24,0 მლნ §

საწარმოს ძირითად სიმძლავრეზე

გასვლის პერიოდი 14 თვე

ანაზღაურების პერიოდი

(საწარმოს გაშვების შემდეგ) 18 თვე

სამუშაო ადგილები 220

ქარხანის მიერ წარმოებული პროდუქცია ვაშლისგან ერთ წელიწადში

0x01 graphic

ივლისში, სკრაში, პრეზიდენტის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, ერთმა გლეხმა სთხოვა პრეზიდენტს, დახმარებოდა მოსახლეობას ვაშლის მოსავლის გასაღებაში. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ადამიანები ცოცხალი ენციკლოპედიები უნდა იყვნენ, ეს შეუძლებელია. პრეზიდენტის პასუხმა ჩვენი გასაჭირი ის არის, რომ ქართული ჯიშის ვაშლები არგენტინულთან შედარებით დიდხანს არ ინახებაო, წარმოაჩინა, თუ რა პროფესიონალები აძლევენ რჩევებს პრეზიდენტს.

XXI საუკუნეში, ისეთი ხილის ქვეყნის (როგორიც საქართველოა), სოფლად მცხოვრებთა სიღატაკეში ყოფნა სასირცხვილო კი არა, სასიკვდილოა.

იციან თუ არა მათ, ვისაც ეს ეხება, რომ?

ხილისგან გამოიყოფა პექტინი და ინულინი, რომლებიც მსოფლიო ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობის საქონელია.

ევროპაში მოქმედი 11 ქარხნიდან 9 ეკუთვნის აშშს და ისინი მუშაობენ შემოტანილ ხილზე.

1 ტონა სამედიცინო ინულინის ფასი 1000000 § და 1 ტონა პექტინის 12000 §.

მოსახლეობიდან ხილის შესასყიდი ფასი მინიმუმ 1 §/ კგ შეიძლება იყოს.

პექტინისა და ინულინის წარმოებით საქართველო შეიძლება გახდეს მსოფლიოში ერთერთი ლიდერი.

აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვით, საქართველო, რამდენიმე წელში შეიძლება გახდეს;

1. პოლიტიკური თვალსაზრისით:

) მსოფლიო ლიდერი - გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის საკითხში.

) მსოფლიო ლიდერი - სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტების, პექტინის და ინულინის, წარმოებაში.

ლიდერი, ეს ის ქოლგაა, რომლის ქვეშ მთელი ევროპა იქნება დაცული, გარემოს დაცვის იმ გლობალური ეკოლოგიური პრობლემებისაგან, რომელიც დაკავშირებულია მყარი ნარჩენების შენახვასა და გადამუშავებასთან და ამ ქართული „ქოლგის“ მეშვეობით, ევროპა მთლიანად საქართველოზე დამოკიდებული გახდება აღნიშნულ სფეროში და არა პირიქით.

2. ეკონომიკური თვალსაზრისით:

ხუთ მილიონიან ქვეყანას, რომელსაც ექნება 5-6 მილიარდიანი (ევრო) ბიუჯეტი, ცხოვრების დონით განვითარებული ქვეყნების გვერდით დადგება და მაშინ ცენტრიდანული ძალები ცენტრისკენულით შეიცვლება.

0x01 graphic

ეს კი მეორე საკუთარი ქოლგაა.

როგორც ვხედავთ, ორი ინოვაციური პროექტების დანერგვით, უმოკლეს დროში, მთლიანად შეიძლება გადავჭრათ ქვეყნის შიდა პრობლემები და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ მსოფლიოს გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში.

ქვეყანას, რომელსაც შეუძლია, საკუთარი ეკონომიკური უშიშროებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გლობალური ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ის ძლიერი სახელმწიფოა და მას კი არ ეჩხუბებიან, არამედ პატივს ცემენ.

P.S. ახლა წარმოვიდგინოთ, კიდევ რამდენი სამეცნიერო მიღწევები არსებობს და ყოველ დღე, რამდენი ახალი ემატება. მაშინ რა ღმერთი გაუწყრათ ჩვენს ტოპმენეჯერებს?! ეკონომიკის განვითარების სამინისტრო, რომლის უშუალო მოვალეობა, ქვეყნის აღორძინებაა, 24 საათი უნდა ფიქრობდეს: რა, სად და როდის მოიძიოს და დანერგოს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. როდესაც ქვეყანაში, სიყრუისა და სიბეცის ატმოსფერო სუფევს, მაშინ, სასოწარკვეთილებამდე მიყვანილი ხალხი, უნდობლობას ასე გამოხატავს, შენი არ იცი და ღმერთმა სხვისი არ გაგაგონაო. ვერ ვნახე პიროვნება (პოზიციაში თუ ოპოზიციაში), ვისთვისაც სულერთი არ არის, საქართველოს მომავალი, საკუთარი ოჯახისა და ახლობლების კეთილდღეობა. მეტიც, ერთერთ შეხვედრაზე, საქართველოს სვეტილებთან (ეს მათი ტერმინია), გამოითქვა აზრი აღნიშნული ტექნოლოგიების რისკზე. ვერ წარმოვიდგენდი, თუ თანამედროვე „სვეტილებისთვის“ რამდენიმე ქვეყნის საპატენტო ბიუროების მიერ დაცული ტექნოლოგიები სარისკო საქმე იქნებოდა. ეს იგივეა, რომ თქვათ 2+2 კი არის 4, მაგრამ მტკიცება სარისკოაო. თუ ავიღებთ ფარმაციას, მეცნიერის, ან მეცნიერთა ჯგუფის (ან კიდევ მთელი ინსტიტუტების მიერ) იქმნება პრეპარატი გარკვეული დაავადების საწინააღმდეგოდ, რომელიც პირველად იცდება ცხოველებზე და ამის შემდეგ გადის კლინიკურ გამოცდას ავადმყოფებზე. დადებითი შედეგების შემთხვევაში განსახილველად გადაეცემა საპატენტო ბიუროს. მისი დანერგვისას არავის არ მოსდის აზრად ეჭვი შეეპაროს პატენტის „გამართლებაში“, გამონაკლისს ალბათ ჩვენ წარმოვადგენთ.

სამწუხაროდ, საქართველოში მე ვერ ვნახე ის, ვინც იცის რა უნდა აკეთოს ქვეყნისათვის!

რედაქციისგან: - ლევან ტაბიძის სტატიაში როგორ ვიშოვოთ 5 მილიარდი საკმაოდ მიმზიდველი და განხორციელებადი წინადადებებია დასმული. ავტორი ორი ინოვაციური პროექტის განხილვით გვარწმუნებს, რომ მათი მხარდაჭერის შემთხვევაში ქვეყანა ეკონომიკური აღორძინების გზას დაადგება. თუმცა აქ უფრო სახელმწიფოს მხარდაჭერაზეა საუბარი. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ვიდრე სტატია ჟურნალისთვის მომზადდებოდა აღნიშნულმა წინადადებებმა საკმაოდ დიდი გზა გაიარეს - სხვადასხვა სამინისტროებიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო არსაიდან ხმა, არსით ძახილი! ეტყობა თანამედროვე ჩინოვნიკებს ინოვაციური ტექნოლოგიების უპირატესობა და მნიშვნელობა საერთოდ არ ესმით ან მათთვის სახელმწიფოებრივი აზროვნება (მიდგომა) უცხო ხილია...

15 საერთაშორისო ბიზნესის სტრატეგიული ასპექტები გლობალიზაციის პირობებში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შოთა შაბურიშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასისტენტპროფესორი

უკანასკნელი ათწლეულიდან გლობალიზაციის ყოვლისმომცველი პროცესი საერთაშორისო ბიზნესის განვითარების განმსაზღვრელი ტენდენცია გახდა, რომელიც აქრობს ეროვნული კულტურების, ეკონომიკური სისტემებისა და სახელმწიფოების გამყოფ საზღვრებს. ბუნებრივია, ეს პროცესი უშუალოდ ზემოქმედებს კონკურენციის ხასიათზე და საერთაშორისო ბიზნესში აქტიურად ჩართული ფირმებისაგან საქმიანობის სტრატეგიების ადაპტაციას საჭიროებს.

თანამედროვე ფირმები ერთდროულად მრავალ ბაზარზე საქმიანობენ, რისთვისაც ესაჭიროებათ კონკურენციის შესახებ ფართო ცოდნა და მის საფუძველზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების გზების დადგენა. ცალკეული კორპორაციული გადაწყვეტილებისთვის აუცილებელია გლობალური პროცესების შესახებ წარმოდგენის ქონა, ასევე, გააზრება იმ შიდა ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციებისა, რომლებიც ფირმის სამოქმედო ქვეყნებში მიმდინარეობს. ეს ტენდენციები ზემოქმედებს არა მარტო ბიზნესის მოცულობაზე, კონკურენტულ სტრატეგიაზე, არამედ განსაზღვრავს მოცემული საქმიანობის განხორციელების მიზანშეწონილობას.

აქტიურად მიმდინარე გლობალიზაციის პროცესმა წარმოშვა კონკურენციის განსხვავებული ფორმები, რომელიც ცალკეული დარგების სპეციფიკას უკავშირდება. კონკურენციის ფორმათა სპექტრის ერთ ბოლოში იმყოფება ეგრეთწოდებული მრავალეროვნული კონკურენცია. ამ დროს კონკურენციის ინტენსივობა ერთი ქვეყნის ბაზარზე არ არის კავშირში სხვა ქვეყნების ბაზრებზე არსებულ კონკურენციის ხარისხთან. მაგალითად, საბანკო მომსახურებას სთავაზობენ როგორც საფრანგეთში, ისე იაპონიასა და ბრაზილიაში, მაგრამ კონკურენციის ხარისხი საბანკო სფეროში მნიშვნელოვნად განსხვავდება. უფრო მეტიც, ერთ ქვეყანაში ბანკის რეპუტაცია, კლიენტების წრე და კონკურენტული პოზიცია გავლენას არ ახდენს (ან თითქმის არ ახდენს) მის წარმატებაზე სხვა ქვეყნებში. დარგში, სადაც ბატონობს მრავალეროვნული კონკურენცია, ფირმის სტრატეგიის ეფექტიანობა და მის საფუძველზე მიღწეული კონკურენტული უპირატესობა შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის ბაზრით და არ ვრცელდება სხვა ქვეყნებზე, სადაც მოცემული ფირმა შეიძლება საქმიანობდეს. მრავალეროვნული კონკურენციის ნიშნების არსებობის შემთხვევაში არ შეიძლება ვისაუბროთ გლობალურ ბაზარზე - აქ საქმე გვაქვს თვითმყოფადი ეროვნული ბაზრების ნაკრებთან, რადგან შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი განსხვავებები მომხმარებელთა მოთხოვნილებებსა და გემოვნებაში, გასაღების არხებში, კულტურული ღირებულებების სისტემაში. ამ დარგების რიცხვში შედის: საცალო ვაჭრობა, ლუდის წარმოება, კვების პროდუქტების წარმოება, სიცოცხლის დაზღვევა, რკინის მარტივი მოწყობილობების წარმოება და სხვა.

სპექტრის მეორე მხარეს არის გლობალური კონკურენცია, რომლის დროსაც ფასები და კონკურენციის პირობები სხვადასხვა ქვეყნებში მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული და ტერმინი გლობალური ბაზარი სრულ დატვირთვას იძენს. გლობალურ დარგებში ფირმის კონკურენტული უპირატესობა ერთ ქვეყანაში მნიშვნელოვან გავლენას ახდეს მის პოზიციაზე სხვა ქვეყნებში. ფირმები ერთმანეთს მეტოქეობას უწევენ მთლიანად მსოფლიო ბაზარზე, თუმცა, მაქსიმალურ სიმწვავეს ეს ბრძოლა მსხვილ ბაზრებზე აღწევს, სადაც მონაწილეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გაყიდვების დიდი მოცულობის გამო. გლობალური კონკურენციის პირობებში კონკურენტული უპირატესობა მიიღწევა ფირმის ეფექტიანი საქმიანობით ერთდროულად ყველა ბაზარზე. მყარი კონკურენტული პოზიცია, რომელიც საწარმომ მოიპოვა ადგილობრივ ბაზარზე, ივსება საერთაშორისო ოპერაციების განხორციელებით მიღებული უპირატესობებით (საწარმოო სიმძლავრეების განლაგება იაფი სამუშაო ძალის მქონე ქვეყნებში, ფირმის იმიჯი, რომელიც სცდება ერთი ქვეყნის საზღვრებს, მომარაგების და გასაღების წყაროების დივერსიფიკაცია და სხვა). გლობალურ კონკურენციას ადგილი აქვს მიკროპროცესორების, მეხსიერების ჩიპების, საავიაციო საქონლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ა.შ. დარგებში, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით სტანდარტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება.

ცალკეული დარგების სეგმენტებს შეიძლება ერთდროულად ახასიათებდეს გლობალური და მრავალეროვნული კონკურენციის თვისებები. მაგალითად, სასტუმროების ბიზნესში დაბალფასიანი სეგმენტი ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება და მრავალეროვნული კონკურენციის ხასიათი გააჩნია. ძვირადღირებულ სეგმენტზე კი კონკურენცია გლობალურ დატვირთვას ატარებს. ისეთი ფირმები, როგორიცაა: Nikki, Marriott, Sheraton, Hilton ფლობენ სასტუმროების ქსელს ბევრ ქვეყანაში და იყენებენ მსოფლიოში გავრცელებულ დაჯავშნის სისტემას, ხარისხის სტანდარტებს და მომსახურების პირობებს, რომელიც ერთნაირ კომფორტს უქმნის მათ მომხმარებელს, მიუხედავად ქვეყნისა.

საპოხი მასალების წარმოების დარგში გემის ძრავის ზეთების სეგმენტი ხასიათდება გლობალური კონკურენციის თვისებებით. მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის პორტში იმყოფება გემი, მას ესაჭიროება ერთიდაიგივე საპოხი მასალები. ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ფირმის რეპუტაცია და ამიტომ ის ფირმები, ვინც წარმატებებს მიაღწია ამ სფეროში (Exxon, British Petroleum, Shell...) მოქმედებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება საავტომობილო ზეთების სეგმენტს, აქ კონკურენცია მრავალეროვნულ ხასიათს ატარებს. ეს იმით აიხსნება, რომ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია კლიმატური პირობები, საცალო ვაჭრობის არხები, დიდია ტრანსპორტირების ხარჯები, მოცემული საქონლის წარმოება ნაკლებად მგრძნობიარეა მოცულობის მიმართ (არ არის გამოკვეთილი მასშტაბის ეფექტი). ამიტომ ფირმის მყარი პოზიცია კონკრეტულ ეროვნულ ბაზარზე ვერ იქნება გლობალური კონკურენტული უპირატესობის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ ორი ძირითადი სტრატეგიული ალტერნატივა, რომელსაც კონკურენციის გლობალიზაცია უტოვებს ფირმებს - მრავალეროვნული და გლობალური სტრატეგია.

მრავალეროვნული სტრატეგია ემყარება საქმიანობის თითოეული ქვეყნის პირობებთან შეგუებას, რათა უპასუხოს მოცემული ქვეყნის მომხმარებლების მისწრაფებებს და კონკურენტულ გარემოს. ამ დროს სტრატეგია და მმართველობითი გადაწყვეტილებები დეცენტრალი ზებულია უცხოურ განყოფილებებს შორის, რომლებიც დამფუძნებელი კომპანიის ცოდნასა და უნარს მსოფლიო ბაზარზე შეღწევისა და ადაპტაციისათვის იყენებენ. რაც უფრო მეტად გასხვავდება ეროვნული ბაზრის პირობები, მით უფრო ხელსაყრელია მრავალეროვნული სტრატეგია, რადგან ფირმებს საშუალება ეძლევათ სწრაფად მოახდინონ რეაგირება უცხოური ბაზრების კონიუნქტურაზე და ეფექტიანად დააკმაყოფილონ მომხმარებელთა ცალკეული ლოკალური ჯგუფების ცვალებადი მოთხოვნილებები. ამ დროს საერთო საერთაშორისო სტრატეგია წარმოადგენს ცალკეულ ქვეყნებში გამოყენებული სტრატეგიების ნაკრებს.

გლობალური სტრატეგია გულისხმობს საქმიანობის წარმართვას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთიანი მიდგომით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მაღალკოორდინირებული და მაღალინტეგრირებულია. ბიზნესის სუბიექტების სტრატეგია განისაზღვრება ცენტრალიზებულად და განყოფილებებს მცირე ავტონომია აქვთ მინიჭებული. ფირმის გლობალური სტრატეგია ერთნაირია ყველა ქვეყნისათვის, თუმცა, ცალკეული ბაზრებისათვის არსებობს უმნიშვნელო განსხვავებები, რაც დაკავშირებულია მათი სპეციფიკური პირობებისადმი ადაპტაციის აუცილებლობით. (იხ. ცხრილი).

მრავალეროვნულ და გლობალურ სტრატეგიებს შორის არსებული განსხვავებები

მრავალეროვნული
სტრატეგია

გლობალური
სტრატეგია

სტრატეგიის სფერო

შერჩეული ქვეყნები
და რეგიონები

მსოფლიო ბაზარი.

ბიზნესის სტრატეგია

ცალკეული ქვეყნების
პირობებთან
ადაპტაცია

ერთიანი მიდგომა
მსოფლიოს მასშტაბით;
საჭიროების
შემთხვევაში მცირე
გადახრები ქვეყნების
მიხედვით.

საპროდუქტო
სტრატეგია

პროდუქცია
მორგებულია
ადგილობრივი
მომხმარებლების
გემოვნებაზე.

მაღალ დონეზე
სტანდარტიზირებული
პროდუქცია

საწარმოო სტრატეგია

ქარხნები
განლაგებულია
სხვადასხვა ქვეყანაში

ქარხნები
განლაგებულია
დანახარჯების
მაქსიმალური
ეკონომიის პრინციპით.

მომარაგების წყაროები

უპირატესობა ენიჭება
ადგილობრივ
მიმწოდებლებს.

ხელსაყრელი
პირობებით
მიმწოდებლები
მსოფლიოს ნებისმიერი
კუთხიდან

მარკეტინგი და
გასაღება

ცალკეული ქვეყნების
წესჩვეულებების
გათვალისწინება

მსოფლიო მასშტაბით
კოორდინირებ

ორგანიზაციული
სტრუქტურა

მნიშვნელოვანი
ავტონომიის მქონე
ქალიშვილი
კომპანიების
ფორმირება
ცალკეულ ქვეყნებში
ოპერაციების
განსახორციელებლად

ყველა ძირითადი
გადაწყვეტილება
მიიღება სათაო
ორგანიზაციასთან
მჭიდრო
კოორდინაციით.
გლობალური
სტრუქტურა
ორიენტირებულია
ყველა ქვეყანაში
განხორციელებული
ოპერაციების
უნიფიკაციაზე.

მრავალეროვნული სტრატეგიის ძლიერი მხარეა ქვეყნის ადგილობრივ პირობებთან შესაბამისობა. მსგავსი მიდგომა აუცილებელია, როდესაც არსებობს სერიოზული ეროვნული განსხვავებები მომხმარებელთა საჭიროებებში, ან ეროვნული მთავრობები იმპორტირებული საქონლის მიმართ აწესებენ დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს. ამასთან, მრავალეროვნულ სტრატეგიას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია: ის არ გულისხმობს მჭიდრო სტრატეგიულ კოორდინაციას ქვეყნების მიხედვით; მისი მთავარი მიზანია ქვეყნის ადგილობრივ პირობებთან ადაპტაცია და არა კონკურენტული უპირატესობის გამყარება სხვა ფირმებთან მიმართებით, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზარზე.

გლობალური სტრატეგია უფრო კოორდინირებულია და საშუალებას იძლევა კონცენტრირება მოხდეს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაზე როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ფირმების მიმართ. ამიტომ, თუ ამის საშუალებას იძლევა კონკურენციის ხასიათი, საერთაშორისო ბიზნესში აქტიურად ჩართული ფირმისათვის გლობალური სტრატეგია საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს.

გლობალური სტრატეგიის ჩარჩოებში ფირმამ შეიძლება დაიკავოს სამი ძირითადი პოზიცია:

1. დაბალი დანახარჯების გლობალური სტრატეგია, როდესაც ფირმა ცდილობს მისი დანახარჯები იყოს კონკურენტებზე დაბალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს მიდგომა ეყრდნობა მწარმოებლურობას და დაკავშირებულია გამოცდილების ეფექტის არსებობასთან. ის გულისხმობს დანახარჯებზე მუდმივ კონტროლს, ახალი საქონლის წარმოების დაგეგმვისა და გასაღების ხარჯების შემცირებას, საწარმოო სიმძლავრეების ისეთ განლაგებას, რომ ათვისებულ იქნეს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში რესურსების, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის, ეკონომიკური პირობების განსხვავებიდან გამომდინარე უპირატესობები.

2. დიფერენცირების გლობალური სტრატეგია, რომლის პირობებში ფირმა მსოფლიო ბაზარზე მუდმივი იმიჯის შექმნისა და მყარი პოზიციის დასაკავებლად თავის პროდუქტის დიფერენცირებას მთელს მსოფლიოში ახდენს ერთი და იგივე მახასიათებლების მიხედვით. დიფერენცირებამ შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმა: ფირმის იმიჯი, აღიარებული ტექნოლოგიური სრულყოფა, გაყიდვის შემდგომი მომსახურება. დიფერენცირების მაჩვენებლებია: პროდუქციის დამატებითი შესაძლებლობები, მისი გამოყენების ეფექტიანობა, კომფორტულობა, ხანგრძლივობა, სტილისტური ფორმები და დიზაინი. ამ მიდგომით საწარმო ცდილობს დაასაბუთოს, რომ მისი საქონელი უნიკალურია ან განსხვავდება სხვისგან, ანუ საქონლის ატრიბუტები აღემატება კონკურენტებისას. დიფერენცირების სტრატეგია ჩვეულებრივ მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს გასაღების სტიმულირებაში იმ მიზნით, რომ აცნობოს მსოფლიოს საქონლის განსაკუთრებული თვისებების შესახებ.

3. ფოკუსირების გლობალური სტრატეგია, როდესაც ფირმის ძირითად მიზანია მსოფლიო მასშტაბით იდენტური საბაზრო ნიშების მომსახურება. ამ დროს სტრატეგიული მოქმედებების კოორდინირება ხდება მსოფლიო ბაზრის ფარგლებში მიზნობრივ სეგმენტებზე მყარი კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად დაბალი დანახარჯების ან დიფერენცირების გზით.

გლობალური სტრატეგია ვარაუდობს ორი მეთოდის გამოყენებას, რომელთა მეშვეობით ფირმას შეუძლია მიაღწიოს კონკურენტულ უპირატესობას ან მოახდინოს ამა თუ იმ ქვეყანაში საქმიანობის განსაზღვრული ნაკლოვანებების კომპენსაცია: 1) საქმიანობის განსაზღვრული სახეების (სამეცნიეროკვლევითი და საცდელსაკონსტრუქტორო, მაკომპლექტებლების წარმოება, აწყობა, განაწილების ცენტრების შექმნა და ა.შ.) განლაგება სხვადასხვა ქვეყანაში იმგვარად, რომ შეამციროს დანახარჯები ან გააძლიეროს საქონლის დიფერენცირება; 2) დაშორებული განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია.

საქმიანობის განლაგება. კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად განლაგების გამოყენებისას გლობალურმა ფირმამ უნდა გაითვალისწინოს ორი მომენტი: 1) სიმძლავრეთა თავმოყრა უნდა მოხდეს ერთ, რამდენიმე თუ მრავალ ქვეყანაში; 2) როგორ ქვეყნებში განალაგოს ესა თუ ის საქმიანობა.

საწარმოო სიმძლავრეების თავმოყრა ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარადაა გამოკვეთილი მასშტაბის ეფექტი. ზოგიერთ დარგში პროდუქციის წარმოება იმდენად მგრძნობიარეა მოცულობის მიმართ, რომ ფირმა იღებს გადაწყვეტილებას ერთი ქარხნის აშენების და იქიდან მთელი მსოფლიო ბაზრის მომარაგების შესახებ.

ხშირად უფრო ეფექტიანია საქმიანობის მრავალ ქვეყანაში გაშლა. მომხმარებლების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა - პროდუქციის განაწილება დილერებს შორის, გაყიდვები და რეკლამა, გაყიდვის შემდგომი მომსახურება, როგორც წესი, მომხმარებელთან სიახლოვეს საჭიროებს. ეს კი ნიშნავს გლობალური ფირმის ფიზიკური ყოფნის აუცილებლობას ყველა იმ ქვეყანაში, სადაც პროდუქციის მნიშვნელოვანი რაოდენობა იყიდება. მაგალითად, მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ჯგუფები ფლობენ უცხოური ფილიალების ფართო ქსელს, რათა ადვილად მოემსახურონ თავისი კლიენტების საზღვარგარეთულ ოპერაციებს. საქმიანობის გაშლა მრავალ ქვეყანაში ასევე ხელსაყრელია თუ: მაღალია სატრანსპორტო დანახარჯები, დაბალია მასშტაბის ეფექტი, სავაჭრო ბარიერები ერთი ცენტრიდან ოპერაციების წარმოებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ბევრი ფირმა საქმიანობის გაშლას მიმართავს სავალუტო და პოლიტიკური რისკებისაგან თავის დასაცავად. ბუნებრივია, აღნიშნული რისკები გაცილებით მაღალია საქმიანობის ერთ ქვეყანაში კონცენტრაციისას.

საქმიანობის თავმოყრის პრობლემის გარდა გლობალური ფირმის წინაშე დგას ქვეყნის არჩევის ამოცანა. ძირითადი მიზეზი, რომლითაც საქმიანობის ესა თუ ის სახე განლაგდებოდა განსაზღვრულ ქვეყანაში იყო წარმოების ფაქტორების დაბალი ფასი. მაგრამ ამჟამად გლობალური ფირმები სხვა ფაქ ტორებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ. იაფი ნედლეულისა და სამუშაო ძალის გარდა, ინტერესს იწვევს სამეცნიერო კადრები და ინფორმაციული ბაზა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი. გარდა ამისა, ფირმები დაინტერესებულნი არიან უცხოელ პარტნიორებთან სტრატეგიული კავშირებით და ცდილობენ ფილიალები შესაბამის ქვეყნებში განალაგონ.

საქმიანობის კოორდინაცია. სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებული განყოფილებების კოორდინაციით ფირმას შეუძლია შექმნას კარგი პირობები კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისათვის გლობალურ ბაზარზე. მაგალითად, თუ ფირმის განყოფილება ბრაზილიაში მიაგნებს პროდუქციის ეფექტიანი აწყობის მეთოდს, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება შესაძლებელი გახდება ესპანეთის ქარხანაშიც. მარკეტინგული კვლევების დროს ბრიტანეთში დაგროვილი ცოდნა შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში გასაღების სტიმულირებისათვის. გლობალურ ფირმას შეუძლია წარმოება ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაიტანოს, რათა ისარგებლოს ვალუტის კურსის მერყეობით, გაითვალისწინოს ხელფასის დონე, დანახარჯები ენერგიაზე, ასევე სავაჭრო შეზღუდვები და ა.შ.

გლობალური ფირმა თვითონ ირჩევს მეტოქეების ბრძოლაში გამოწვევის დროსა და ადგილს. მას შეუძლია აგრესიულ კონკურენტებს დარტყმა მიაყენოს იმ ქვეყნის ბაზარზე, სადაც მაღალია მათი გაყიდვების მოცულობა და რენტაბელობა, ამით დაასუსტოს ფინანსურად და შეამზადოს ნიადაგი გლობალურ ბაზარზე აქტიური კონკურენტული ბრძოლის გაჩაღებისათვის.

ასევე გლობალურმა ფირმამ შეიძლება გადაწყვიტოს საფასო ომის დაწყება სუსტ კონკურენტებთან მათი ადგილობრივი ბაზრის მეტი წილის დასაკავებლად, მოკლევადიანი დანაკარგების კომპენსირება კი მოახდინოს სხვა ქვეყნებში მიღებული შემოსავლებით.

ადგილობრივი ბაზრის ჩარჩოებში გამოკეტილ ფირმებს არ გააჩნიათ შესაძლებლობა გამოიყენონ ის უპირატესობები, რასაც საქმიანობის მრავალ ქვეყანაში განლაგება და კოორდინაცია იძლევა. აცნობიერებენ რა თავის წამგებიან პოზიციას გლობალურ ფირმებთან მიმართებაში, იძულებულნი არიან ან შეწყვიტონ არსებობა, ან მოიკრიბონ ძალები და გადაერთონ გლობალური სტრატეგიების განხორციელებაზე.

ANNOTATION
STRATEGIC ASPECTS OF INTERNATIONAL BUSINESS DURING GLOBALIZATION

Sh. Shaburishvili
Doctor of Economy

The intensive globalization process has resulted in different kinds of competition, depending on the peculiarities of specific fields. At one end of the whole spectrum of all those forms of competition we have the socalled multinational competition, which occurs when the intensiveness of competition at one country's market is not connected with the degree of competition at markets in other countries. At the other end we have the global competition, when prices and conditions of competition in different countries are closely interconnected and the term “global market” is used in its full sense.

Hence, we can mark out two main strategic alternatives which the globalization of competition leaves to companies - multinational strategy and global strategy.

The more different are the conditions of a national market, the more profitable is multinational strategy. In this case a company tries to adjust to the conditions of other countries in order to meet the customers' demands and particular situation in those countries. Global strategy means doing business in many countries of the world based on a uniform, highly coordinated and integrated approach. Global strategy enables a company to gain a considerable advantage by doing and coordinating business activities in right countries, which is not possible for the companies operating at local markets.

16 ეფექტიანობა - უმოკლესი გზა ბიზნესის მწვერვალებისაკენ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აზიკო სისვაძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი

ეფექტიანობა ბიზნესის უზენაესი მიზნის მოგების მაქსიმიზაციის ყველაზე რეალური გზაა. დანარჩენი საშუალებები, როგორიცაა: გასაღების მასშტაბების გადიდება, ფასების მომატება და სხვა, წარმოებისა და ბაზრის უმკაცრესი კანონებითაა შეზღუდული და ამდენად, ბიზნესისათვის ხშირად მიუღწეველია. ამ პირობებში ეფექტიანობა გვევლინება ჯადოსნურ კვერთხად, რომლის წინაშე ბიზნესის წარმატებათა ყველაზე მჭიდროდ დახშული კარებიც კი უმტკივნეულოდ იხსნება. მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ ეფექტიანობის კატეგორიის ბუნების საფუძვლიანი გამოკვლევითაა შესაძლებელი.

ეფექტიანობის არსის გარკვევა პირველ რიგში მისი უაღრესად რთული შინაგანი სტრუქტურის შესწავლას მოითხოვს. თუ ამ კატეგორიას ეროვნული ეკონომიკის მასშტაბით განვიხილავთ, მაშინ იგი მოიცავს მაკროეკონომიკური კვლავწარმოების ერთიანი პროცესის ეფექტიანობას, სადაც წარმოების, ფულადსასაქონლო მიმოქცევის და მოხმარების სფეროთა თვისებრივი მდგომარეობა და ფუნქციონირების შედეგიანობა იგულისხმება. მაკროეკონომიკის ამ სფეროებში საქმიანობენ ბიზნესის სამეურნეო სუბიექტები: ფირმები, სავაჭრო ობიექტები, კომერციული ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ბირჟები, საინვესტიციო ფონდები, საოჯახო მეურნეობები და სხვა.

არსის თვალსაზრისით ეფექტიანობის კატეგორია გვიჩვენებს ეკონომიკის სისტემის ფუნქციონირების თვისებრივ მდგომარეობას და აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა: ეკონომიკის ინტენსიფიკაცია, საბაზრო მექანიზმის მუშაობა, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმის შედეგიანობა და სხვა. მოვლენის თვალსაზრისით ეფექტიანობის კატეგორია ასახავს სამეურნეო პრაქტიკაში მისი არსებობის ცალკეულ ფორმებს და წარმოების ფაქტორთა შედეგიანობის მაჩვენებლებს. შესაბამისად, ბიზნესის პრაქტიკაში ეფექტიანობის კატეგორია თანაფარდობითი რაოდენობრივი მაჩვენებლების სახით გვევლინება, რომლებიც ეკონომიკური, სოციალურ და ტექნიკური ეფექტიანობის ჯგუფებად იყოფიან. ეფექტიანობის ამ ფორმებს საფუძვლად უდევს წარმოების ეკონომიკური, სოციალური და ტექნიკური შედეგების შეფარდება მათ გამომწვევ დანახარჯებთან. ამასთან, სამეურნეო საქმიანობის შედეგები და დანახარჯები შეიძლება მოცემული იყოს აბსოლუტური ან საზღვრითი სიდიდეების (ნაზარდების) სახით. ჩვენთან ეფექტიანობის მაჩვენებლებს ტრადიციულად აბსოლუტურ სიდიდეთა შეფარდებით ანგარიშობენ, დასავლეთის ქვეყნებში - საზღვრით სიდიდეთა შეფარდებით, რაც გაცილებით ტევადი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო გამოკვლევებსა თუ სახელმძღვანელოებში მოგებას ეფექტიანობის მაჩვენებლად მიიჩნევენ, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ეფექტიანობის კატეგორიის არსს. ამ კატეგორიის ბუნებიდან გამომდინარე, მოგება ბიზნესის შემაჯამებელი შედეგობრივი მაჩვენებელია და არა შედეგიანობის, ანუ ეფექტიანობისა.

ეფექტიანობის კატეგორიის სრულად გაგებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს განისაზღვროს:

პირველი, რამდენად ეფექტიანია მოცემული წარმოების ფაქტორი მის წინამორბედ ან ანალოგიური დანიშნულების სხვა ფაქტორთან შედარებით, როგორც მწარმოებლურობის (სახმარი ღირებულების), ისე მასზე გაწეული ერთობლივი დანახარჯების (ღირებულების) თვალსაზრისით;

მეორე, რამდენად ეფექტიანად ვიყენებთ მოცემული სახის წარმოების ფაქტორს მოხმარების პროცესში.

კვლევის პირველი მიმართულება გვიჩვენებს წარმოების ფაქტორთა კვლავწარმოების ეფექტიანობას მისი გამოყენებისაგან დამოუკიდებლად, ხოლო მეორე მიმართულება განსაზღვრავს მათი გამოყენების ეფექტიანობას საწარმოო მოხმარების პროცესში. შესაბამისად, ეფექტიანობის ერთიანი კატეგორია თავის თავში ორ სტრუქტურულ ელემენტს - კვლავწარმოების ეფექტიანობასა და გამოყენების ანუ საწარმოო მოხმარების ეფექტიანობას მოიცავს.

ეფექტიანობის ეკონომიკური კატეგორია, როგორც თვისებრივი და რაოდენობრივი მხარის ერთიანობა, ეკონომიკური სისტემის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია და განსაზღვრავს ძირითადი მიზნის მიღწევის ხარისხს და, ამდენად, მისი პროგრესულობის საზომს წარმოადგენს.

ეფექტიანობის კატეგორია ეკონომიკის სისტემაში შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

- ეფექტიანობა ეკონომიკის სისტემის პროგრესულობის კრიტერიუმია;

- ეფექტიანობის ზრდა შემოსაზღვრული წარმოების ფაქტორებით დამატებითი დოვლათის შექმნის და ეკონომიკის ზრდის წყაროა;

- ქმნის ბიზნესის სამეურნეო სუბიექტების საქმიანობის ძირითადი მიზნის -მოგების მაქსიმიზაციის პირობებს;

- გვაძლევს ამომწურავ ინფორმაციას ეკონომიკის სისტემის და ცალკეული სამეურნეო სუბიექტების ფუნქციონირების თვისებრივი მდგომარეობის შესახებ;

- ეკონომიკის სისტემის ყველა იერარქიულ დონეზე სამეურნეო პროცესების რეგულირების ინფორმაციულ ბაზას წარმოადგენს, რომელიც იგივე როლს ასრულებს ეკონომისტისათვის, რასაც სამედიცინო ანალიზის შედეგები ექიმისათვის.

საბაზრო ეკონომიკაში წარმოების ეფექტიანობის ამაღლების შემდეგი ძირითადი მიმართულებები არსებობს:

პირველი, წარმოების ტექნიკისა და ტექნოლოგიის სრულყოფა;

მეორე, წარმოების ფაქტორთა რაციონალური კომბინაცია;

მესამე, წარმოების პროცესის ეფექტური ორგანიზაცია;

მეოთხე, ეკონომიკის დარგთა შორის წარმოების ფაქტორთა ოპტიმალური განაწილება;

მეხუთე, თავისუფალი კონკურენციის შენარჩუნების საფუძველზე საბაზრო მექანიზმის ყოველმხრივი დაცვა და მონოპოლიზმის შეზღუდვა;

მეექვსე, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამების შემუშავება და პრაქტიკული რეალიზაცია.

ეროვნული წარმოების ეფექტიანობის გადიდების უზრუნველყოფა მხოლოდ პროგრესულად განვითარებად ეკონომიკას შეუძლია, რაც მის აყვავებასა და მოსახლეობის მატერიალური, სოციალური და სულიერი კეთილდღეობის მაღალ დონეს უზრუნველყოფს. ეფექტიანობის დაბალი დონე, განსაკუთრებით მისი შემცირების ტენდენცია, ეკონომიკის სრულ ნგრევას და სოციალურპოლიტიკურ ქაოსს იწვევს. როდესაც ეკონომიკის ესა თუ ის სისტემა ამოწურავს წარმოების ეფექტიანობის შემდგომი ზრდის შესაძლებლობას - იგი არსებობას წყვეტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული წარმოების ეფექტიანობის ცვლილების მიზეზების კვლევა ეკონომიკის მეცნიერების ფუნდამენტურ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება.

ეფექტიანობის კატეგორიის ძირითადი ნიშნების, ფუნქციების, შინაგანი სტრუქტურული ელემენტებისა და მათ შორის არსებული კავშირების ანალიზი ამ კატეგორიის ზოგადი განმარტების ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა:

ეროვნული წარმოების ეფექტიანობა ეკონომიკის თვისებრივი მდგომარეობის და მისი შედეგიანობის ამსახველი კატეგორიაა, რომელიც გვიჩვენებს წარმოების ძირითადი მიზნის მიღწევის ხარისხს განვითარების მოცემული ეტაპის შემოსაზღვრულ შესაძლებლობათა პირობებში და, ამდენად, ამ სისტემის პროგრესულობის საზომს წარმოადგენს.

ეფექტიანობის ამაღლების ობიექტური აუცილებლობა ყველა ისტორიულ ეპოქაში არსებობდა. მისი საერთო სოციალურეკონომიკური საფუძველია მოთხოვნილებათა ზრდის კანონის მოქმედება წარმოების ფაქტორების და ტექნიკურ შესაძლებლობათა შეზღუდულობის პირობებში, რაც საზოგადოებას ყოველთვის და ყველგან აიძულებდა, რომ მაქსიმალური სამეურნეო შედეგების მიღების ახალი, უფრო ეფექტური საშუალებები მოეძებნა.

ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდის ობიექტურ აუცილებლობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კონკურენციული ბრძოლის ფაქტორიც, რომლის დროსაც ერთმანეთს უპირისპირდება არა მარტო სხვადასხვა კლასების, არამედ ერთი კლასის წარმომადგენელთა ეკონომიკური მოტივები. ამ თვალსაზრისით, საზოგადოების განვითარების ისტორია დოვლათის მითვისებისათვის ბრძოლის ისტორიას წარმოადგენს, ხოლო ბრძოლის სხვა ფორმების - პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ რელიგიური ბრძოლის მთავარი მიზეზი დოვლათის მითვისება, ე.ი. ეკონომიკური მოტივებია.

დოვლათის მითვისებისათვის ბრძოლა წარმოებდა ერთი მხრივ ცალკეულ კლასებსა და თვით კლასებს შიგნით, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანსა და ბუნებას შორის. ეს ბრძოლა კაცობრიობის განვითარების ყოველ ისტორიულ ეტაპზე ადამიანებს აიძულებდა ფიზიკური და სულიერი ენერგიის მინიმალური დანახარჯებით ეწარმოებინა რაც შეიძლება მეტი მატერიალური დოვლათი, რომელიც არა მარტო მათ ფიზიკურ არსებობას, არამედ დოვლათის მითვისებისათვის ბრძოლაში გამარჯვებასაც უზრუნველყოფდა. ეროვნული წარმოების ეფექტიანობის ზრდის ობიექტური მიზეზები მომავალშიც მანამ დარჩება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს. სწორედ ამიტომ ეფექტიანობა ეკონომიკის მეცნიერების მარადიულ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება.

საწარმოო პროცესების მრავალფეროვნება და სირთულე ეფექტიანობის მრავალრიცხოვან ფორმათა არსებობას განაპირობებს. ისინი თავის მხრივ ეფექტიანობის დამოუკიდებელ მაჩვენებელთა სისტემებს მოიცავენ. დროსა და სივრცეში წარმოების შედეგებისა და დანახარჯების სხვადასხვა სახეების შესაბამისად ეფექტიანობის გამოვლენის შემდეგი ფორმები არსებობს:

პირველი, კონცეპტუალური მიდგომის თვალსაზრისით, არსებობს: წარმოების ფაქტორთა შეფარდებითი ეფექტიანობა, რომელიც მათი შედეგიანობის (სარგებლიანობის) ამა თუ იმ დონეს ახასიათებს და მაქსიმალურად შესაძლო პოტენციური ეფექტიანობა, ანუ ეკონომიკური ოპტიმუმი;

მეორე, შედეგების მიღების დროის და ადგილის შესაბამისად წარმოების ფაქტორების კვლავწარმოებისა და გამოყენების ეფექტიანობის ფორმებს განასხვავებენ;

მესამე, წარმოების შედეგების სახეების მიხედვით ეკონომიკური, სოციალური და ტექნიკური ეფექტიანობის ფორმები განიხილება;

მეოთხე, წარმოების დანახარჯებისა და შედეგების მასშტაბების მიხედვით გამოითვლება:

- წარმოების ცალკეული ფაქტორების, ანუ კერძო ეფექტიანობა;

- წარმოების რამდენიმე ფაქტორის ეფექტიანობა, ანუ სინთეზური ეფექტიანობა;

- წარმოების ყველა ფაქტორის ჯამური, ანუ კრიტერიული ეფექტიანობა.

მეხუთე, დანახარჯების გაწევის დროის მიხედვით წარმოებაში შემდეგი სახის ხარჯები და, შესაბამისი, ეფექტიანობის ფორმები გამოიყოფა:

- დანახარჯები პერსპექტიული წარმოების ფაქტორების შექმნაზე, ანუ ინვესტიციები წარმოების გაფართოებაზე, ტექნიკურ გადაიარაღებაზე ან ახალ საწარმოთა მშენებლობაზე. დანახარჯების ამ ფორმას ინვესტიციების ეფექტიანობა შეესაბამება;

- დაბანდებული რესურსები, ანუ ერთდროული დანახარჯები, რომლებიც მუდმივად ფუნქციონირებენ წარმოების პროცესში და მის უწყვეტობას უზრუნველყოფენ. დანახარჯების ამ ფორმის შესაბამისად ძირითადი კაპიტალის, საბრუნავი კაპიტალის, საბრუნავი საშუალებების და ინვესტირებული ხელფასის ეფექტიანობის მაჩვენებლები გამოიყენება, რომლებიც ერთდროული დანახარჯების ეფექტიანობას ახასიათებენ;

- წარმოების ფაქტორების მიმდინარე დანახარჯები, რომელსაც მიეკუთვნება სამუშაო ძალისა და შრომის საგნების ხარჯი, აგრეთვე ძირითადი კაპიტალის ფიზიკური ცვეთის ღირებულება. დანახარჯების ამ ფორმას მიმდინარე დანახარჯების ეფექტიანობა შეესაბამება.

წარმოების ეფექტიანობის უზოგადესი ფორმებია ეკონომიკური, სოციალური და ტექნიკური ეფექტიანობა, რომელთა არსებობა წარმოების შესაბამისი შედეგებითაა გაპირობებული.

წარმოების ეკონომიკური ეფექტი მოიცავს უშუალოდ მის მატერიალურ სამეურნეო შედეგებს, რომლებიც ღირებულებითი სახით სასაქონლო პროდუქციის, მთლიანი შემოსავლის და მოგების მაჩვენებლებით გამოისახება.

წარმოების სოციალური ეფექტი მოიცავს როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ შედეგებს. მატერიალურ ელემენტებს მიეკუთვნება მოხმარების საგნები, რომლებიც ადამიანთა სოციალურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას ხმარდება, ხოლო არამატერიალურ შედეგებში იგულისხმება ადამიანთა მატერიალური და სულიერი კეთილდღეობის დონე, ცხოვრების ხარისხი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჯანმრთელობის, განათლებისა და კულტურის დონე, სოციალური თანასწორობის ხარისხი, თავისუფალი დროის არსებობა და სხვა.

წარმოების ტექნიკური ეფექტიანობა ცალკეული მექანიზმების ან მთელი ტექნიკური სისტემების ფუნქციონირების შედეგიანობას ასახავს და ისეთი ტექნიკურეკონომიკური მაჩვენებლებით გამოიხატება, როგორიცაა: მოწყობილობათა მარგი ქმედების კოეფიციენტი, მოწყობილობის სიმძლავრის ერთეულზე წარმოებული პროდუქცია და სხვა.

ეფექტიანობის ბოლო სამ ფორმას შორის ბიზნესის სამეურნეო სუბიექტები პრიორიტეტს ეკონომიკურ ეფექტს - მოგებას ანიჭებენ, ხოლო მაკროეკონომიკურ სისტემაში უპირატესობა სოციალურ ეფექტიანობას ეკუთვნის, რადგან იგი ეროვნული წარმოების უშუალო მიზანს შეადგენს. ამ დონეზე ეკონომიკური და ტექნიკური ეფექტიანობის ზრდა მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებებია.

წარმოების ფაქტორთა ცალკეული ელემენტების შედეგიანობას კერძო მაჩვენებლებით ზომავენ. ისინი შრომისა და კაპიტალის მიმდინარე და ერთდროული დანახარჯების შედეგიანობას ასახავენ. ეფექტიანობის სინთეზური მაჩვენებლებით რამდენიმე ერთგვაროვანი დანახარჯების შედეგიანობა განისაზღვრება. ასეთია, მაგალითად, თვითღირებულების და მთლიანი დაბანდებული კაპიტალის ჯამური ეფექტიანობის მაჩვენებლები.

კრიტერიული ეფექტიანობა წარმოების ყველა ფაქტორის ერთობლივ შედეგიანობას ასახავს. ასეთი მაჩვენებლის გამოყენების აუცილებლობა იმითაა გამოწვეული, რომ საკმაოდ ხშირად ეფექტიანობის მაჩვენებელთა ერთი ჯგუფი სხვა მაჩვენებლების გაუარესების ხარჯზე უმჯობესდება, რაც, შესაძლოა, სავსებით კანონზომიერი მოვლენა იყოს. ამ შემთხვევაში პასუხს კითხვაზე, თუ რა მოსდის მთლიანად წარმოების ეფექტიანობას როგორც მაკროეკონომიკის მასშტაბით, ისე ბიზნესის დონეზე, მხოლოდ კრიტერიული ეფექტიანობის მაჩვენებელი იძლევა. ამ საკითხს მომდევნო სტატიაში დეტალურად განვიხილავთ.

ANNOTATION
EFFICIENCY, THE SHORTEST WAY TO THE HEIGHT OF SUCCESS IN BUSINESS

A. Sisvadze
Doctor of Economy

Efficiency is the most realistic way to gain maximum profit, which is the chief goal of business. All other means are restricted by severe laws of production and market and are virtually impracticable. Under such circumstances, efficiency is the magic wand with the help of which it is possible to open all the doors leading to succesfull business. However, this is feasible only based on a thorough study of the nature of efficiency as a category.

In its essence this category reflects the condition of business operations, whilst as a fact it displays the quantitative relative indices of effectiveness of production factors. The economic category of efficiency, as a combination of qualitative and quantitative sides, determines the extent at which the main goal of business is achieved and thus represents a kind of standard for measuring the progress.

A rapid growth of effectiveness of business is possible only through a progressively developing economy, which can ensure prosperity and a high level of the population's material, social and spritual welfare. On the other hand, a low level of efficiency, particularly the tendency of its reduction, is sure to lead to complete destruction of economy and social and political chaos. When a particular economic system exhausts the possibilities of effective growth of production, such system ceases to exist.

The objective necessity of raising the effectiveness of production has existed in all historical periods, which is conditioned by the operation of the law of growing demands under the conditions of limited production factors and technical means. The objective necessity of the growth of economic effectiveness is to a great extent determined by the competition factor, which implies a conflict of economic interests not only between the representatives of different classes, but also within the same classes. In this regard, the history of human kind is the history of a struggle for appropriating the profit. As long as the reasons for the growth of effectiveness of business will sustain in future, that issue will always be among the constant problems of the economic science.

17 ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბესიკ ბოლქვაძე
თსუ დოქტორანტი

ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაციის ცალკეული ასპექტები გაშუქებული აქვთ როგორც უცხოელ, ასევე ქართველ მეცნიერ ეკონომისტებს. ამ მხრივ, უპირველესად, აღსანიშნავია ,,ნეოკლასიკური სინთეზისა და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაციის თეორიის ფუძემდებელი . სამუელსონი. როგორც ის აღნიშნავს, ,,ფულადსაკრედიტო და ფისკალური პოლიტიკა კოორდინირდება პროგრესირებადი ეკონომიკის მიღწევის მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას და საწარმოო პოტენციალის ამაღლებას. მისი აზრით, ,,მთელ თავისუფალ მსოფლიოში მთავრობები და ცენტრალური ბანკები აჩვენებენ, რომ მათ შეუძლიათ გადალახონ ეკონომიკის რეცესია. მათ აქვთ ფისკალური და ფულადსაკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც შეიძლება იმ ფაქტორებზე ზემოქმედება, რომლებიც განსაზღვრავენ ეროვნული შემოსავლისა და დასაქმების ზრდას.

იმასთან დამოკიდებულებით, თუ ეკონომიკური განვითარების რომელ საფეხურზე იმყოფება ქვეყანა, როგორია საბაზრო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ხასიათი და, შესაბამისად, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ინსტიტუტების ურთიერთკოორდინაციის ხარისხი, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში პრიმატი შეიძლება მიეკუთვნოს ფისკალურ ან მონეტარულ პოლიტიკას. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ სამეცნიერო ნაშრომებში ქვეყნის რეალური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და ძირითადი მაკროეკონომიკური პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტის მიზნით საბიუჯეტოსაგადასახადო და ფულადსაკრედიტო სისტემები, შესაბამისად, ფისკალური და მონეტარული მექანიზმები, ინსტრუმენტები და ინსტიტუტები გამოკვლეულია ცალცალკე, ერთმანეთისაგან იზოლირებულად და დეინტეგრირებულად, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საკვანძო მაკროეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ხარისხზე. სწორედ აღნიშნული დაედო საფუძვლად ჩვენს მიერ ეკონომიკური პოლიტიკის ზემოთ აღნიშნული მიმართულებების შესწავლასა და საბიუჯეტოსაგადასახადო და ფულადსაკრედიტო მექანიზმების შეთანხმებული გამოყენების აუცილებლობის დასაბუთებას საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში და, შესაბამისად, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკების გამტარებელი სახელმწიფო ინსტიტუტების ურთიერთკოორდინირებული მოქმედების ქცევის მოდელის შექმნას.

გარდამავალი ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების სპეციფიკის, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებების, რეგულირებაზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენაშესწავლა და მეცნიერული ანალიზი ნაყოფიერია მხოლოდ აღნიშნული საკითხისადმი სისტემური მიდგომის პირობებში. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ეკონომიკა, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, მოიცავს როგორც საბაზრო, ასევე სახელმწიფო რეგულატორებს, რომელთა ურთიერთზემოქმედების ეკონომიკაზე გავლენისადმი კომპლექსური მიდგომა მოითხოვს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ისეთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებების გამოკვეთას, როგორიცაა: ფისკალური პოლიტიკა და მონეტარული პოლიტიკა, მათი ურთიერთკოორდინაციის როლისა და მნიშვნელობის ამაღლებას გარდამავალი ეკონომიკისათვის დამახასიათებელი მაკროეკონომიკური პროცესების ეფექტიანი რეგულირებისათვის.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების მიზნით ცალკე აღებულ საბიუჯეტოსაგადასახადო ან ფულადსაკრედიტო მექანიზმებს არ შესწევთ საკვანძო მაკროეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის უნარი. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მათი ურთიერთკოორდინაციის აუცილებლობის აქტუალობას და გარდამავალი ეკონომიკის მოთხოვნებისადმი მათ მისადაგებას. გარდამავალი ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებაში ფისკალური და მონეტარული მექანიზმების სისტემურკომპლექსური კვლევის აუცილებლობას განაპირობებს ასევე ის ფაქტი, რომ რეალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში მოქმედებენ სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს მიმართული ფაქტორები, ამიტომ რეგულირების რომელიმე ინსტრუმენტის არაეფექტიანი და ეკონომიკის არსებულ მოთხოვნებთან შეუსაბამო გამოყენება შეიძლება ნეგატიურად აისახოს სხვა რომელიმე მაკროეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტის ხარისხზე.

საბიუჯეტოსაგადასახადო და ფულადსაკრედიტო მექანიზმებით ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება და, შესაბამისად, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაცია მიზანშეწონილია წარმოვიდგინოთ განსაზღვრული სისტემის სახით, რომელშიც აისახება მისი ცალკეული ელემენტების თავისებურებები და რაც საფუძვლად დაედება კოორდინაციის სპეციფიკური მოდე ლის ფორმირებაჩამოყალიბებას.

ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაცია შეიძლება განვმარტოთ, როგორც საფინანსო და საკრედიტო მექანიზმების ურთიერთდაკავშირებული მიზნების, სუბიექტების, ობიექტების, ინსტრუმენტების და სტრატეგიების სისტემა, რომლის აუცილებლობა განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული ეკონომიკური ვექტორების არსებობით და რომელმაც უნდა უზრუნველყოს საფინანსოსაკრედიტო სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლება და, მთლიანობაში, ეკონომიკური ზრდის მდგრადი ტემპების მიღწევა.

საქართველოს საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებაში ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაცია რთული და მრავალწახნაგოვანი პროცესია, რომლის ეფექტიან განხორციელებაში მიზანშეწონილია გრადაცია გავუკეთოთ შემდეგ ასპექტებს: 1. მაკრო და მიკროეკონომიკური ასპექტი; 2. საგარეოეკონომიკური ასპექტი; 3. სამართლებრივი ასპექტი 4. ინსტიტუციური ასპექტი; 5. ფუნქციონალური ასპექტი.

მაკრო და მიკროეკონომიკური ასპექტი: კოორდინაციის მაკროეკონომიკური ასპექტი საკვანძო მნიშვნელობისაა, რადგან ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა თავისთავად მაკროეკონომიკურ სფეროს განეკუთვნება და მათ მჭიდრო ურთიერთკავშირზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რეალური მშპის ზრდის მყარი ტემპები, ფასებისა და დასაქმების დონე, ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის ინტენსივობა და ა.შ. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საფრთხეს უქმნის ეკონომიკური ზრდის მდგრად და მაღალ ტემპებს ქვეყანაში, არის ინფლაცია.

ეკონომიკის მონეტიზაციის დონე (ფართო ფულის შეფარდება მშპსთან) ქვეყანაში დაბალია და უკანასკნელ წლებში მერყეობს 15 - დან 20%25 - მდე მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპაში 55%25 - ს, ბალტიის ქვეყნებში კი 50%25 - ს აღწევს. ამის გამო, ნებისმიერი პოზიტიური ეკონომიკური მოვლენა - პირდაპირი ინვესტიციები, პრივატიზაცია თუ ბიუჯეტში გადასახადების მზარდი მობილიზება, ფულის მასის მკვეთრ მატებასთანაა დაკავშირებული და საფრთხეს უქმნის ფასების სტაბილურობას. მიუხედავად ეროვნული ბანკის მხრიდან ჭარბი ფულის სტერილიზაციით ინფლაციის გაკონტროლების მექანიზმისა, აღნიშნული ნეგატიურად აისახება საპროცენტო განაკვეთების მატებაზე, რაც ეკონომიკური ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია. იქედან გამომდინარე, რომ ფულადსაკრედიტო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა, აუცილებელია იგი განხორციელდეს პრაგმატულად და გათვალისწინებულ იქნეს ეკონომიკის რეალური სექტორის ცვლილებები, ფისკალური პოზიცია და კაპიტალის შემოსული ნაკადების გავლენა გაცვლით კურსსა და საერთო მონეტარულ მდგომარეობაზე.

შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკაში რეგულირების ისეთი ცვლადი, როგორიცაა: საპროცენტო განაკვეთი, პრაქტიკულად უმნიშვნელო როლს თამაშობს, რასაც ვერ ვიტყვით სავალუტო კურსსა და საბიუჯეტო პოლიტიკაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ მოხდეს გაცვლითი კურსისა და ფასების ,,მოჩვენებითი'' სტაბილურობიდან მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლა, მხოლოდ ეროვნული ბანკის ძალისხმევა არასაკმარისია. აუცილებელია ფისკალური ორგანოების მხარდაჭერაც, რაც პირველ რიგში, უნდა გამოიხატოს დაბალანსებულ ბიუჯეტში და ფისკალური წნეხის რეალურ თანდათანობით შემცირებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკაში დამატებითი შემოსავლების მოზიდვას და საბანკო სისტემის მეშვეობით მათ ინვესტიციებად გარდაქმნას.

კოორდინაციის მიკროეკონომიკური ასპექტი: მაკროეკონომიკურთან ერთად სპეციფიკურია კოორდინაციის მიკროეკონომიკური ასპექტი. იქედან გამომდინარე, რომ საფინანსო და საკრედიტო სისტემების კოორდინაციის პოზიტიური შედეგები და მათი ფუნქციონირების ეფექტიანობის ხარისხი, საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს მიკროეკონომიკური სუბიექტების - ფირმების საქმიანობასა და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, მათ ეკონომიკურ ქცევასა და მოლოდინზე.

საგარეო ეკონომიკური ასპექტი: მაკრო და მიკროეკონომიკურ ასპექტებთან ერთად ფისკალური და ფულადსაკრედიტო სისტემების ფუნქციონირება და მათი ურთიერთკავშირის სირთულე გამოხატულებას პოულობს კოორდინაციის საგარეო ეკონომიკურ ასპექტში, რაშიც უნდა გავიგოთ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის არაერთგვაროვანი ზემოქმედება ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის წონასწორობაზე. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ საქართველოს სავაჭრო ბალანსი (როგორც საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის საკვანძო ელემენტი) უკანასკნელი წლების განმავლობაში ხასიათდება დეფიციტის მაღალი ტემპებით (იმპორტი 23ჯერ სჭარბობს ექსპორტს), რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს, ერთის მხრივ, საბიუჯეტო ხარჯების მზარდი ტემპების ზრდის შესაბამისად იმპორტისადმი მომხმარებელთა მაღალი ზღვრული მიდრეკილება და, მეორეს მხრივ, არსებული სავალუტოსაკურსო პოლიტიკის პირობებში ეროვნული ვალუტის მყარ ვალუტასთან მიმართებით გამყარების მზარდი ტენდენციები. აქედან გამომდინარე, სავაჭრო ბალანსის უარყოფით სალდირებაზე შეინიშნება როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკის ზეგავლენა. შესაბამისი კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ფისკალური სტიმულირების პირობებში საბიუჯეტო დეფიციტის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე გავლენის უარყოფითი ეფექტი განსხვავებულია როგორც თვისებრივად, ასევე რაოდენობრივად განვითარებული და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის. კერძოდ, პირველ შემთხვევაში ამას ფისკალური ოპერაციების მიმართ კაპიტალის ბაზრის მაღალი მგრძნობიარობა და, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების ცვლილების ეფექტი, ხოლო გარდამავალ ეკონომიკაში - ერთობლივ მოთხოვნაში იმპორტული პროდუქციის შესყიდვის მაღალი წილი განაპირობებს. ემპირიული კვლევებით დადასტურებულია, რომ განვითარებულ ქვეყნებში 1 აშშ დოლარით ფისკალური დეფიციტის ზრდა იწვევს საშუალოდ 0,30 აშშ დოლარით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდას, ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში აღნიშნული ცვლილების მაჩვენებელი საშუალოდ 0,85 აშშ დოლარია. მიგვაჩნია, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემცირება მხოლოდ ერთობლივი მოთხოვნის მარეგულირებელი ინსტრუმენტების გამოყენებით ან ოპტიმალური სავალუტოსაკურსო პოლიტიკის გატარებით მოითხოვს შემდგომი გადახედვის აუცილებლობას შემდეგ გარემოებათა გამო: ) იმპორტისადმი მაღალი ზღვრული მიდრეკილების გამო აუცილებელია ერთობლივი მიწოდების სტიმულირებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა; ) საქართველოში, გარდამავალი ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმპორტთან შედარებით ექსპორტი უფრო ნაკლებად ელასტიურია სავალუტოსაკურსო ცვლილებების მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია არა იმდენად ექსპორტის სავალუტო პოლიტიკით შესაძლო წახალისება, რამდენადაც საექსპორტო პოტენციალის ასამაღლებლად არასავალუტო ხასიათის ღონისძიებების კომპლექსურად გატარება.

სამართლებრივი ასპექტი: ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ურთიერთკავშირის სამართლებრივი ასპექტი გულისხმობს მათი განხორციელებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავების აუცილებლობას. მიგვაჩნია, რომ გატარებული ფულადსაკრედიტო პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს მთავრობის მიერ განსაზღვრული ეკონომიკის სტრატეგიული განვითარების მიმართულებას და არა მხოლოდ ეროვნული ვალუტის ყოველგვარი ღონისძიებებით შენარჩუნებას. საკანონმდებლო ასპექტი კარგად ვლინდება მონეტარული მაკროეკონომიკური პარამეტრების გამოყენებით ბიუჯეტის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის დროს. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებები, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი, გამოიყენება ბიუჯეტის შედგენის მონეტარულ საფუძვლად. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ჯერ ბიუჯეტი განიხილებოდეს და მტკიცდებოდეს და შემდეგ ფულადსაკრედიტო პოლიტიკის მიმართულებები და არა პირიქით, რასაც ადგილი აქვს დღევანდელ პირობებში. სწორედ ამიტომაცაა, რომ ფულადსაკრედიტო პოლიტიკა მოწყვეტილია საბიუჯეტოსაგადასახადო პოლიტიკისაგან. იგი უნდა ხორციელდებოდეს მთავრობის მიერ ეკონომიკის განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინების საფუძველზე, რაც ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტული მიმართულების ჩამოუყალიბებლობის გამო არ ხდება, რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ გამოსწორებას.

ინსტიტუციური ასპექტი: აღსანიშნავია, რომ ფულადსაკრედიტო და ფისკალური სტრატეგიების კოორდინირების საკითხი სერიოზულ ანალიზს ინსტიტუციური თვალსაზრისით მოითხოვს. ეფექტიანი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის მიზნით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შეიქმნას ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაციის და ლიკვიდობის მართვის პალატა, რომელიც გარკვეულ კოორდინაციას გაუწევს ფისკალურ და მონეტარულ სფეროებში მიმდინარე მოვლენების განვითარების შეფასებას და გარკვეული პერიოდულობით (თვე ან კვარტალი) პროგნოზირებას გაუკეთებს ფისკალურ და მონეტარულ პარამეტრებს და მათი ურთიერთზეგავლენისა და ეკონომიკის ზრდის მდგრადობაზე გავლენის ტენდენციებს. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული პალატა ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის წინაშე, მისი საქმიანობა შემოისაზღვროს მხოლოდ ანალიტიკური ფუნქციით და, რაც უმთავრესია, მისმა ფუნქციონირებამ არ უნდა მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხზე.

ფუნქციონალური ასპექტი: ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მკაცრად განსაზღვრული ადგილი უნდა დაიკავოს ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად შესაბამისი ფუნქციების დანაწილებას და მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობის ამაღლებას მოითხოვს. კერძოდ, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამტარებელ ორგანოებს შორის დანაწილებული უნდა იყოს საფინანსოსაკრედიტო სისტემის მართვის ისეთი უმნიშვნელოვანესი და საკვანძო საკითხები, როგორიცაა: საფინანსო სისტემის სრულყოფის გადაუდებელი ამოცანების განსაზღვრა, ფინანსური ბაზრის ფორმირებისა და ფუნქციონირების რეგულირება, ურთიერთშორის სავალოსაკრედიტო ურთიერთობების სრულყოფა, საგარეო ვალის მართვისა და მომსახურების გაუმჯობესების და მისი რეალური მდგომარეობის ანალიზის მიზნით მონიტორინგის ერთიანი ცენტრის შექმნა.

ANNOTATION
PARTICULARITIES OF COORDINATION OF FISCAL AND MONETARY POLICIES IN TRANSITORY ECONOMICS OF GEORGIA

Besik Bolkwadze

In order to provide effective regulation of macroeconomic processes characteristic to transitory economics, it is essential that the role and significance of coordination between fiscal and monetary policies be raised. Neither budgetary nor monetarycredit mechanism separately is capable of solving major macro economic problems for sustainable functioning of economics. Consequently, the mentioned above stipulates the significance and actuality of the coordination and the need to meeting the requirements of transitory economics. Influence of budgetarycredit and monetary systems, optimum correlation of fiscal and monetary policies in times of transition to the market economy may seem to be a type of pragmatic, organizational problem. However, this is the most complicated fundamental issue, which affects the formation of right strategy of the country's economic development a great deal and the provision of objective and supportive conditions for effective functioning of the economics.

18 გრეიდი - შრომის სამართლიანი ანაზღაურება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნუნუ ოვსიანიკოვა
იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ პროფესორი

პრაქტიკაში შრომის ანაზღაურების სხვადასხვა სისტემები გამოიყენება, მათ შორის, ერთერთი მათგანია გრეიდინგი, რომელიც დასავლეთში ფართოდაა დანერგილი.

ტერმინი გრეიდი ინგლისურად GRADE ხარისხის მიხედვით რანჟირება პირველად გამოიყენეს გასული საუკუნის 60იან წლებში ამერიკაში, როცა შემუშავდა შრომის ანაზღაურების სატარიფო ბადის უნივერსალური მოდელი. აღნიშნული მოდელით ფასდებოდა თითოეული თანამშრომლის წვლილი საერთო საქმეში. გრეიდი თანამდებობის ჯგუფია, რომელიც უკავია გარკვეული ტიპის თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ ერთნაირი ან თითქმის ერთნაირი ხელფასი.

რატომ არის გრეიდინგი პოპულარული?

გრეიდინგის პოპულარობა განპირობებულია რიგი ფაქტორებით, კერძოდ: მეთოდის სიმარტივე, შესაძლო რეზულტატის დამაჯერებლობა და მაღალი ეკონომიკური ეფექტი, რაც საშუალებას იძლევა გადაიჭრას მთელი რიგი ამოცანებისა: კერძოდ, ფორმირდება ერთიანი წესები, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთკავშირს თანამშრომლის კვალიფიკაციას, კომპენტენციასა და თანამდებობრივ სარგოს შორის; იზრდება პერსონალის მატერიალური მოტივაციის სისტემის ეფექტურობა, იქმნება ანაზღაურების ეფექტური სისტემა და შესაძლებლობა პერსონალის განვითარების სტრატეგიის ფორმირებასა და პერსონალზე დანახარჯების მართვისათვის; მიიღწევა შრომის ანაზღაურების ფონდის ოპტიმიზაცია; განისაზღვრება არსებული თანამდებობრივი პოზიციების ღირებულებები საწარმოს სტრატეგიასთან მიმართებაში.

რა დადებითი ასპექტები შეიძლება შემოიტანოს გრეიდული სისტემის დანერგვამ?

უპირველესად მნიშვნელოვანია აღინიშნოს საჯაროობა - პერსონალს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს წარმოდგენა მათი შემოსავლის ოდენობის იმ ცვლილებებზე რომელიც თანხვედრილი იქნება მათი შემდგომი კარიერული განვითარების. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელს ეძლევა ქმედითი ინსტრუმენტი მოახდინოს შრომის ანაზღაურების ინდექსაცია და ახალ თანამდებობაზე დაშვებადობის განსაზღვრა, ჩამოაყალიბოს მკვეთრად გამიჯნული სამუშაოს აღწერილობა პერსონალის კომპენტენციისა და მათ მიერ დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით. მოახდინოს შრომის ანაზღაურების ფონდის პროგნოზირება და თანამშრომლის შემდგომი კარიერული პერსპექტივის განსაზღვრა. რაც მთავარია, გრეიდი იძლევა საშუალებას განისაზღვროს თითოეული თანამშრომლის წილი საერთო საქმეში და შესაბამისად მოხდეს მისი ანაზღაურება ანუ შეიქმნას ორგანიზაციაში კომპენტენციებით მართვის სისტემა.

როგორ განვსაზღვროთ, რომ კომპანია საჭიროებს გრეიდული სისტემის დანერგვას?

პრაქტიკოსები თვლიან, თქვენი ბიზნესი დიდ დანაკარგებს განიცდის და ამის მიზეზი თანამშრომელთა არაეფექტური მოტივაცია, შრომის დაბალი ეფექტურობაა და კადრების მაღალი დენადობა განპირობებულია „არასამართლიანი“ შრომის ანაზღაურების მოდულით (თითოეული თანამშრომლის შრომის ანაზღაურება არ შეესაბამება მის წვლილს საერთო საქმეში), ერთი და იგივე პოზიციაზე სხვა და სხვა ხელფასი აქვთ, ან მოვალეობა სხვადასხვაა, ხოლო ხელფასი თანაბარი, რომ მრავალი კომპანია ასეთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურების გრეიდულ სისტემას მიმართავს.

რით დაიწყოს მენეჯერმა, რომელმაც გადაწყვიტა დანერგოს გრეიდული სისტემა თავის კომპანიაში?

რეკომენდირებულია, რომ უპირველესად შესწავლილ იქნეს პერსონალის მოტივაციის ასპექტები, გაირკვეს მათი სტიმულირებისა და დემოტივაციის მოტივები. გამოიკვეთოს სისტემური ხასიათის მტკივნეული სფეროები. ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს სამუშაო ადგილების რანჟირება და ჩამოყალიბდეს მოთხოვნები სამუშაოს კატეგორიებსა და პერსონალის შეფასების კრიტერიუმებისადმი. აღნიშნული საშუალებას იძლევა ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბებული პარამეტრების შესაბამისად განისაზღვროს თანამდებობები და თითოეული თანამშრომლის „ფასი“ კომპანიისთვის. მოხდეს პერსონალის რანჟირება და დანახარჯების დაგეგმარება, რაც საბოლოო ჯამში პერსონალის მოტივაციის ამოცანის გადაჭრის საშუალებას იძლევა.

გრეიდული სისტემის დანერგვისათვის ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი იერარქიული აგებულება - გრეიდების რიცხვი, როგორც წესი უტოლდება იერარქიულ დონეებს.

რა შედეგებს ვიღებთ გრეიდული სისტემის დანერგვით?

პერსონალი ყოველწლიურად ადასტურებს თავის დონესგრეიდს თავისი საქმიანობის შედეგებით მოვალეობის სათანადო შესრულებით, აცნობიერებს, რა რომ მხოლოდ ძველი დამსახურება არ არის საკმარისი; სამუშაო ადგილის მნიშვნელობის გათვალისწინებით ყალიბდება თანამდებობებისადმი მოქნილი მიდგომა, მყარდება თანაფარდობა კომპანიის ინტერესებსა და სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე პერსონალის შრომის ანაზღაურების შესაბამისობას შორის; მიიღწევა კოლექტივის სტაბილურობა, იქმნება თანამდებობრივი სახელფასო განაკვეთის მოქნილი სქემა, რომელიც საშუალებას იძლევა გათვალისწინებული იქნეს მთელი რიგი ფაქტორები, კერძოდ, სამუშაოს პირობები, პერსონალის კვალიფიკაცია, შესრულებული სამუშაოს ხასიათი, ხარისხი, თანამდებობრივ იერარქიაში მისი მდგომარეობა და .. იერარქიული ყველა საფეხურისათვის, კომპენსაციის სისტემა გახდა გამჭვირვალე, თანამშრომლებს გაუჩნდათ დამატებითი სტიმული კარიერული ზრდისათვის. გამარტივდა სახელფასო ფონდის გამოთვლის პროცედურა და შესაბამისად, პერსონალზე დანახარჯის ბიუჯეტირება და ..

როგორ უნდა შევქმნათ გრეიდი?

როგორც ცნობილია, გრეიდის ფორმირება ეტაპობრივად ხორციელდება და მოიცავს სამუშაოს ანალიზს, თანამდებობრივი ინსტრუქციების ექსპერტიზას, მონაცემების მოპოვებას შრომით ბაზარზე და მათ ანალიზს, თანამდებობის შეფასებას - დასახული ამოცანების რეალიზაციისათვის მისი მნიშვნელობის განსაზღვრას და იმის გარკვევას, რამდენად თანხვედრილია ბაზრისა და შიგა თანამდებობების მონაცემები. საბოლოო ეტაპია გრეიდის ფორმირება.

იმისათვის, რომ განსაზღვროს პერსონალის ხელფასის ოდენობა მენეჯერი ხელმძღვანელობს საბაზრო ფასწარმოქმნით, ანუ კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე ფასდება თანამდებობა, ბაზრის მონაცემების გათვალისწინებით კი ინიშნება კონკურენტუნარიანი ხელფასი. ირკვევა, თუ, რაში იხდის კომპანია ამ ხელფასს. ამასთან, ფასდება შედეგი, კომპენტენცია, წვლილი საერთო საქმეში, გამოცდილება და ა.შ.

როგორ მოვახდინოთ სამუშაო ადგილის რეგლამენტაცია?

გრეიდის ფორმირებისას მეტად საპასუხისმგებლო პროცესია სამუშაო ადგილის რეგლამენტირება. ლიტერატურაში ფართოდ განიხილავენ დასავლეთში დანერგილ სამუშაოს რეგლამენტაციის იმ პრინციპებს, რომელიც ძირითადად სამ ეტაპად ხორციელდება:

პირველ ეტაპზე - განისაზღვრება ის ამოცანები, რომელიც დასახულია სტრუქტურული ერთეულისა და სამუშაო ადგილის წინაშე და მისგან გამომდინარე ფორმირდება პერსონალის მოვალეობები.

მეორე ეტაპზე - ყალიბდება პერსონალის უფლებები - უფლებამოსილებები, რომელსაც განიხილავენ, როგორც ფინანსურ, ისე მატერიალურ ასპექტში. უფლება მოვალეობა უნდა შეესაბამებოდეს პერსონალის წინაშე დასმულ ამოცანებს.

მესამე ეტაპზე - ფორმირდება პასუხისმგებლობის ზონა, რომელიც მოიცავს ყველა ამოცანას, რომელიც უნდა განხორციელდეს პერსონალის მიერ ანუ თითოეული მათგანი პასუხისმგებლობას კისრულობს მის მიერ დასახული ამოცანების მიღწევისათვის.

პერსონალის საქმიანობის შეფასებისთვის ყალიბდება კრიტერიუმები, როგორიცაა: ცოდნა, გამოცდილება, პასუხისმგებლობა და მართვის მასშტაბები, შეცდომის ფასი, ამოცანის გადაწყვეტის უნარი, კომუნიკაციის დონე, გავლენის ხარისხი, ფიზიკური დატვირთვა, ფინანსური და მატერიალური პასუხისმგებლობა, სამუშაოს სირთულე, სამუშაოს პირობები და .. თითოეულს ენიჭება გარკვეული ქულა. კრიტერიუმების შექმნა და მისთვის ქულის მინიჭება ხდება ინდივიდუალურად კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნულის გათვალისწინებით იქმნება კლასიფიკატორი, რომელიც მოიცავს კომპანიაში ყველა სამუშაო ადგილს დამლაგებლიდან კომპანიის დირექტორამდე და რომელიც განლაგებულია იერარქიულად გრეიდის - ქულების მიხედვით. თითოეულ გრეიდს სისტემაში აქვს შინაგანი სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობა - გრეიდის საფეხური. იგი წარმოგვიდგება, როგორც შიდა დაყოფის ერთეული, რომელსაც შეესაბამება ხელფასის განსაზღვრული ოდენობა გრეიდის ფარგლებში, რაც გამოიხატება სპეციალური კოეფიციენტით. წესდება თანამდებობრივი სარგო თითოეული გრეიდისათვის, რომელსაც გააჩნია მინიმუმი და მაქსიმუმი, თანამშრომლის ხელფასი ერთი გრეიდის ფარგლებში იზრდება ინდივიდუალური შედეგის მიხედვით, მისი კომპენტენციის შესაბამისად.

ხელფასის ოდენობა წესდება მკაცრად, გრეიდის საფეხურების მიხედვით. მსგავსი სამუშაო ადგილები შეიძლება მიკუთვნებულ იქნენ სხვა და სხვა საფეხურს -თითოეული თანამშრომლის ეფექტურობის გათვალისწინებით. მაგალითად, ახალი თანამშრომელი იკავებს 13 გრეიდს. თანამშრომელი, რომელიც მუშაობს დიდი ხანია და ეფექტურია მისი საქმიანობა - 67 საფეხურს. ამდენად, რეალიზებულია „კარიერული ზრდა“ ერთი თანამდებობის ფარგლებში.

რა ძირითადი პრობლემებია, რომელიც წარმოიქმნება გრეიდინგის დანერგვისას?

პირველ რიგში, აუცილებელია კომპეტენტურად წარიმართოს სამუშაო ადგილის ფორმირების პროცედურა და უზრუნველყოფილ იქნეს პერსონალის შეფასების ობიექტურობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოდელირება ანაზღაურების ახალი სისტემების აგება და მათი დიაპაზონის მინიმუმის და მაქსიმუმის განსაზღვრა თითოეული რანგისათვის, მოქმედი და ახალი სისტემის შესაბამისობაში მოყვანა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რთულია შეიქმნას „გამჭოლი” სისტემა ყველა თანამდებობისათვის. ამიტომ, კარგად უნდა იქნეს მოფიქრებული, დაინერგოს თუ არა გრეიდული სისტემა. პრაქტიკოსები გვირჩევენ თუ, მხოლოდ იმისთვის შემოგვაქვს გრეიდინგი, რომ თანამდებობის დაპირისპირებით განისაზღვროს პერსონალის ხელფასი, უფრო ადვილია სატარიფო ბადის გამოყენება. სხვა საქმეა, თუ კომპანია დაინტერესებულია პერსონალის კარიერულ წინსვლასა და დამატებითი მოტივაციით და ა. შ. მაშინ დროულია გრეიდინგის დანერგვა.

19 საყურადღებო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სულიკო ფუტკარაძე
საქართველოს ბიზნესმენთა
ფედერაციის აჭარის რეგიონული ფილიალის თავმჯდომარე, ექსპერტი

2008 წლის 15 ივლისის 206რს საქართველოს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ (სსმ 15, 22.07. 2008. ძალაშია 06.08. 2008.) საგადასახადო კოდექსში შესულ სიახლეთაგან არსებითი ხასიათისაა ფიზიკურ პირთა საშემოსავლო, აგრეთვე, დივიდენდებიდან და პროცენტებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საგადასახადო განაკვეთები (სსკის მუხლები 97, 195, 196) და ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება (მუხლი 1922). სხვა ცვლილება და დამატება, რომელიც ამ აქტით განხორციელდა, უკავშირდება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს (და შინაარსობრივად არ ცვლის მანამდე არსებულ დებულებებს) ან რედაქციული ხასიათისაა.

უფრო ნათელი და აღქმადი რომ იყოს სიახლეთა არსი, განვიხილოთ ისინი მუხლობრივად:

სსკის მე - 20 მუხლის მე - 4 ნაწილი ახალი რედაქციით ასეთნაირად იკითხება:

4. საქონლის მიწოდებად/მომსახურების გაწევად არ ითვლება:

) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის აქტივების გამოტანა იმ საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან, რომლის წილის/აქციების 50%25ზე მეტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;

) სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.

როგორც ვხედავთ, აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გადამხდელის მიერ სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემასთან ერთად მომსახურების გაწევაც აღარ ითვლება რეალიზაციად და ისინი დასაბეგრ ოპერაციებს არ წარმოადგენენ, ასევე საქონლის მიწოდებად/ მომსახურების გაწევად არ ჩაითვლება სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის აქტივების გამოტანა იმ საწარმოების საწესდებო კაპიტალიდან, რომლის წილის/აქციების 50%25ზე მეტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია. წინამორბედი რედაქციის თანახმად კი მხოლოდ საქონლის მიწოდება ითვლებოდა რეალიზაციაში და ეს მოთხოვნა მომსახურების გაწევას არ ეხებოდა.

სსკის 167 - ე მუხლი ამჟამად შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

მუხლი 167. გადასახადის განაკვეთი

ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15%25 - ით.

როგორც ცნობილია, ამ მუხლის წინამორბედი რედაქციით ფიზიკური პირის შემოსავალი 25%25 - იანი განაკვეთით იბეგრებოდა. ნორმის ახალი რედაქციის მიხედვით კი ის 15%25 - მდე შემცირდა. თუმცა ეს ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან ფიზიკური პირის შემოსავლები ახალი განაკვეთით დაიბეგრება. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ სსკის 281ე მუხლში (გარდამავალი დებულებები) შეტანილი 35ე პუნქტიც, რომლის თანახმადაც ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის 25%25-იანი განაკვეთიდან 15%25 - იან განაკვეთზე გადასვლა მოხდება ეტაპობრივად და იგი 2008 წლის განმავლობაში კვლავ - 25%25- იქნება, ხოლო 2009 წელს შემცირდება 24%25-მდე, 2010 წელს - 22%25-მდე, 2011 წელს - 20%25მდე, 2012 წელს - 18%25 - მდე და მხოლოდ 2013 წლის 1 იანვრიდან გახდება 15 %25-.

კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, დივიდენდები და პროცენტებიც (სსკის მუხლი 195, 196), ასევე არარეზიდენტების შემოსავლები გადახდის წყაროსთან (მუხლი 197) 0%25 იანი განაკვეთით უნდა დაიბეგროს, მაგრამ ეს ყველაფერი ასევე ეტაპობრივად მოხდება და ამავე კანონის გარდამავალ დებულებებში (მუხლი 281) შეტანილი დამატებების - 36 - ე და 37 - ე პუნქტების შესაბამისად, საქართველოს საწარმოების მიერ ფიზიკური პირისთვის ან უცხოური საწარმოსთვის (ასევე არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში) გადახდილი დივიდენდები და პროცენტები, თუ გადახდის წყარო საქართველოშია, დაიბეგრება: 2008 წელს - 10%25-ით, 2009 წელს - 7,5%25-იანი, ხოლო 2010 წელს - 5%25 - იანი განაკვეთით და 2010 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული განაკვეთები 0%25ს გაუტოლდება. მაგრამ ამავდროულად აქვე ჩნდება კითხვები: როგორ უნდა დაიბეგროს წინა საგადასახადო წელს (ვთქვათ, 2008 წლის) გაუცემელი ხელფასები, როცა მათი გაცემა 2009 წლის 1 იანვარში, ან მომდევნო პერიოდებში მოხდება. ანალოგიურად, გაურკვეველი რჩება წინა წლების პროცენტები და დივიდენდები, თუ მათი გაცემა მოხდება მომდევნო წლებში (2009 წლის 1 იანვრის შემდეგ). თუ გახსოვთ, ანალოგიურ მდგომარეობას ჰქონდა ადგილი საშემოსავლო და სოციალური გადასახადების გაერთიანებით ერთიანი საშემოსავლო გადასახადის - 25%25 - იანი განაკვეთის შემოღებისას. წარმოქმნილ გაურკვევლობაში სიცხადე შევიდა მაშინ, როცა სსკის გარდამავალ დებულებებში (მუხლი 281, პუნქტი 25) მიეთითა, რომ 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გაუცემელ ხელფასზე მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 12%25იანი განაკვეთი და პარალელურ რეჟიმში გადამხდელი იხდიდა სოციალურ გადასახადს 20%25ს (სსკში ეს ცვლილება შეტანილი იქნა 07.12.2007 წ.).

ამდენად, მიმაჩნია, რომ ამჯერადაც საკითხი ანალოგიურად უნდა გადაიჭრას.

სავარაუდოდ, 2009 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო კოდექსში კვლავ შევა ცვლილებები და გარდამავალ დებულებებში გაჩნდება შესაბამისი ნორმა.

განსაკუთრებით საყურადღებოა სსკში შეტანილი შემდეგი დამატება:

მუხლი 1922. ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება

0x01 graphic

1. პირს უფლება აქვს ამ კოდექსის 191 - და 192 - მუხლებით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5 წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10წლიანი ვადით. აღნიშნულის თაობაზე პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე - 5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის დასრულებიდან. ხანდაზმულობის 11 წლიანი ვადის მოქმედება არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის წინა პერიოდებზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გამოყენებისას პირს ზარალის დაფარვის შემთხვევაში უფლება აქვს არჩეული ზარალის გადატანის 10 წლიანი ვადა კვლავ შეცვალოს ზარალის გადატანის 5წლიანი ვადით, რისთვისაც მან ზარალის დაფარვიდან ნებისმიერ შემდგომ საგადასახადო წელს საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს ისევ 5წლიან ვადაზე გადასვლის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე - 2 ნაწილების დებულებების გამოყენებისას ამავე კოდექსის მე - 5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებიდან ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდის ვადით, მაგრამ აღნიშნული ვადა არ შეიძლება იყოს 6 წელზე ნაკლები და 11 წელზე მეტი.

თუ ადრე სსკის 192 - ე მუხლის ერთერთ ნაკლად მიჩნეული იყო, რომ გადამხდელს სსკის 183 - ე მუხლს მე - 13 მუხლის გამოყენების შემთხვევაში მიღებული ზარალის გამოქვითვა მხოლოდ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეეძლო, ახლა უკვე 1922 მუხლის შესაბამისად, ეს ვადა შეუძლია 11 წლამდე გაიხანგრძლივოს, რაც ვფიქრობ, მეტად არსებითი ხასიათის ცვლილებაა და მეწარმეს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს თამამად გამოიყენოს 100 %25 იანი ამორტიზაციის დარიცხვის წესი. მას ახლა უკვე უფრო ხანგრძლივი ვადა ეძ ლევა ამ წესის გამოყენებით მიღებული ზარალი, ნაცვლად 5 წლისა, 11 წლის განმავლობაში გამოქვითოს.

ცვლილებები შევიდა სსკის 230 - ე (დღგსგან განთავისუფლებული ბრუნვები) მუხლშიც, ამ მუხლის 1 - ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:

) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით; საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა, აგრეთვე პირის მიერ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტორელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება;

აღნიშნულ მუხლში შეტანილი ცვლილება ძირითადში რედაქციული ხასიათისაა, თუმცა, აქვე მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ თუ ამ მუხლის ძველი რედაქციის თანახმად, საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიის მშენებლობა, რესტავრაცია, პროექტირება და მოხატვა თავისუფლდებოდა დღგსაგან, ამიერიდან დღგს განთავისუფლებულ ბრუნვაში პროექტირება აღარ ფიგურირებს და შესაბამისად, 2008 წლის 6 აგვისტოდან აღნიშნული მომსახურება დღგით დაიბეგრება.

აქვე საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ამავე მუხლის 1ლი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სასოფლოსამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით განთავისუფლებულ ბრუნვად აღარ ითვლება კვერცხის მიწოდება.

0x01 graphic

როგორც შემდგომმა რეაქციამ დაადასტურა, ასეთი „ჩასწორება“ არ იყო ყოველმხრივ დაბალანსებული. სამწუხაროდ, ამ ნორმის ამოქმედებას უკუეფექტიც დაჰყვა და ფაქტობრივად, 2008 წლის 6 აგვისტოდან კვერცხის ფასის გაძვირება გამოიწვია.

ცვლილება შევიდა სსკის 258 - ე მუხლშიც (აქციზის განაკვეთები) და აქციზური განაკვეთის ცხრილში 1 დან 4 ის ჩათვლით გათვალისწინებული აქციზური საქონელი ახალ რედაქციაში აღარ ფიგურირებს, შესაბამისად, ყურძნის ნატურალური და ცქრიალა ღვინოები აქციზურ საქონელს აღარ წარმოადგენს, რაც ქართველი გლეხკაცისთვის, რომელიც ნატურალური ღვინის წარმოებასა და რეალიზაციას მისდევს, ერთობ მნიშვნელოვანი შეღავათია.

სიახლეს წარმოადგენს სსკის 260 - ე მუხლის მე - 5 ნაწილი, რომელიც დამატების სახით შევიდა საგადასახადო კოდექსში.

5. პირს დასავარგებელი აქციზური საქონლის იმპორტის ან შეძენის შემთხვევაში უფლება აქვს მიიღოს საგადასახადო ჩათვლა ამ აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ამ კოდექსის 71 - მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული ჩათვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი სახელმწიფოს სასარგებლოდ გირავნობით დატვირთავს იმ დასავარგებელ საქონელს (ნედლეულს), რომელზედაც უნდა მიიღოს ამ ნაწილით გათვალისწინებული ჩათვლა/დაბრუნება, ან წარმოადგენს ამ ნაწილის შესაბამისად ჩასათვლელი/დასაბრუნებელი აქციზის ოდენობის საბანკო გარანტიას დასავარგებელი საქონლით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე. ამ ნაწილით გათვალისწინებული საქონლის გირავნობით დატვირთვის, საბანკო გარანტიის წარდგენისა და რეალიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონის მე3 მუხლის „ა.ჟ“ პუნქტის შესაბამისად, დავარგება საბრენდე სპირტების, ღვინის ბრენდისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცესია, ამდენად, დასავარგებელ აქციზურ საქონელში იგულისხმება საბრენდე სპირტი, ღვინის ბრენდი ან ღვინო, რომელსაც არ აქვს გავლილი დავარგების ტექნოლოგია. საგადასახადო კოდექსში შესული დამატების თანახმად, აქციზის საგადასახადო ჩათვლა გავრცელდა დასავარგებელ აქციზური საქონლის იმპორტზეც.

20 როგორ იბეგრება ფიზიკური პირის მიერ რეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაცემული პროცენტი

▲ზევით დაბრუნება


შემოსულ კითხვებზე კომენტარს იძლევა ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის მთავარი რედაქტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი სამეწარმეო საკითხებში იური პაპასქუა.

კითხვა: საგადასახადო კოდექსის 196 - მუხლის თანახმად, რეზიდენტის მიერ გადახდილი პროცენტები იბეგრება გადახდის წყაროსთან 10%25იანი განაკვეთით, თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია, .. საგადასახადო აგენტის მოვალეობა ეკისრება სესხის ამღებს - პროცენტის გადამხდელს (საგადასახადო კოდექსის 218- მუხლის პირველი ნაწილით საგადასახადო აგენტი არის იურიდიული პირი, საწარმოორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი და თუ ისინი გასცემენ სესხის პროცენტებს, ევალებათ კიდეც მისი დაბეგვრა). გაუგებარია, როგორ რეგულირდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ რეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაცემული პროცენტის დაბეგვრა (196- მუხლი ერთმნიშვნელოვნად აწესებს პროცენტის დაბეგვრას გადახდის წყაროსთან, ხოლო 218- მუხლი კი პროცენტის გადამხდელ რეზიდენტ ფიზიკურ პირს არ აკისრებს აგენტის მოვალეობას)?

კომენტარი: შეკითხვის ავტორს შეიძლება დავეთანხმოთ, რომ აქ მართლაც არის ერთგვარი გაურკვევლობა და დასმულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსი არ იძლევა პირდაპირ პასუხს. ამასთან, წარმოდგენილი მსჯელობა შეიცავს უზუსტობებსაც და არ ითვალისწინებს დამოწმებული მუხლების ბოლო რედაქციას.

დასაბუთებული მსჯელობისთვის, მოდით ვნახოთ, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, ვინაა ფიზიკური პირი, ვის ეკისრება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება, რა განაკვეთია დადგენილი და რაც მთავარია, არის თუ არა დაბეგვრის ობიექტი?

საგადასახადო კოდექსის 36 - მუხლის თანახმად (ეს რედაქცია მიღებულია 15.07.2008 . და ძალაშია 05.08. 2008 წლიდან):

მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:

) ინდივიდუალური საწარმო ფიზიკური პირი, თუ ის მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე - 2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე;

) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე არ არის ამ ფიზიკური პირის დაბეგვრის მიზნით მისი მეწარმე ფიზიკურ პირად არცნობის საფუძველი.

უნდა შევნიშნოთ, რომ ამ მუხლში 2008 წლის 15 ივლისს შევიდა არსებითი ცვლილება, კერძოდ, ამიერიდან მეწარმედ ითვლება ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (სხვათა შორის, საგადასახადო კოდექსის მე100 მუხლის მე3 ნაწილი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე3 პუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირებს უკვე ავალდებულებს, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან 10 დღის ვადაში საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის მიხედვით), ეს ერთი და მეორე, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მუხლის მე-2 პუნქტი, რაც პირდაპირ აღნიშნავს იმას, რომ მოქალაქე, ფიზიკური პირი (თუ ის ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს), იმისდა მიუხედავად, არის თუ არა გადამხდელად რეგისტრირებული, აქვს თუ არა შესაბამისი ლიცენზია ან ნებართვა, დაბეგვრის მიზნებისთვის ითვლება მეწარმე ფიზიკურ პირად. ამდენად, მასზეც ვრცელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა.

მაშ ასე, მეწარმედ ითვლება ფიზიკური პირი-ინდივიდუალური მეწარმე და აგრეთვე, ყველა მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ (ანუ გადასახადით დასაბეგრ) საქმიანობას.

ვფიქრობ, სადაო არ უნდა იყოს, რომ ფიზიკური პირის მიერ რეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაცემული პროცენტი წარმოადგენს არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობით, ანუ ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს (იხ. სკ-ის 175-ე მუხლის პირველი პუნქტი), რომელიც ამ ფიზიკურმა პირმა რეზიდენტი ფიზიკური პირისგან მიიღო გაწეული ფინანსური მომსახურების შედეგად. სწორედ ფინანსურ მომსახურებას განეკუთვნება კრედიტების (სესხების) გაცემა (იხ. სკ-ის მე-19 მუხლის „ა“ პუნქტი. ძალაშია 13.08.2007 წ).

ამრიგად, ყველა მოქალაქე, ფიზიკური პირის მიერ რეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაცემული პროცენტი დაბეგვრის ობიექტია.

ახლა ვნახოთ ვის ეკისრება გადახდის წყაროსთან პროცენტის დაბეგვრა და რა წესით უნდა განხორციელდეს ეს პროცედურა? ამ საკითხზე პირდაპირ პასუხს იძლევა საგადასახადო კოდექსის 218-ე, 101-ე და 196 მუხლები, რომელთა მიხედვითაც:

1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

) პირი (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი), რომელიც ამ კოდექსის 174 მუხ ლით გათვალისწინებულ ხელფასს უხდის დაქირავებულს;

) პირი, რომელიც პირს უხდის პენსიას, გარდა იმ პენსიებისა, რომლებიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში;

) პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 197 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს;

) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელსაც არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა;

) პირი, რომელიც დაკავებულია სათამაშო ბიზნესით და ფიზიკურ პირს უხდის მოგებებს;

) პირი, რომელიც პირს უხდის სტიპენდიას, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა.

) საქართველოს საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს;

) პირი, რომელიც პირს უხდის პროცენტს;

) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის მე2 მუხლის 26 პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანია, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის შემთხვევაში, ასეთი რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის გაცემისას. (ეს ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან).

2. პასუხისმგებლობა გადასახადების დაკავებისა და მათი ბიუჯეტში გადარიცხვისათვის ეკისრება შემოსავლის გადამხდელ პირს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი პირი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. შემოსავლის გადამხდელის სახელით გადასახადისა და სანქციების თანხა შეიძლება გადაიხადოს შემოსავლის მიმღებმა.

3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ახდენს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას, ვალდებულია:

) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში;

) ხელფასის გადახდისას შემოსავლის მიმღებ ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნისამებრ მისცეს ცნობა ამ პირის გვარისა და სახელის, შემოსავლის თანხისა და სახეობის, აგრეთვე დაკავებული გადასახადის (თუ გადასახადი დაკავებული იყო) თანხის მითითებით;

) საგადასახადო წლის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს, აგრეთვე ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შემოსავლის მიმღებ პირს, მისი მოთხოვნისამებრ, გაუგზავნოს ცნობა ამ პირის სარეგისტრაციო ნომრის, მისი დასახელების ან გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო წლისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით.

4. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგადასახადო აგენტი ვალდებულია ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისათვის, ამავე ნაწილის მიხედვით განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით დეკლარაცია წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

5. საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება დაქირავებულის ფაქტობრივი საქმიანობის შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობის შემთხვევაშისაგადასახადო აგენტის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით (ეს რედაქცია ძალაშია 09.04.2008 .).

ფიზიკური პირის საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო ნომერია ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი. ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გარეშეც მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითოს წარმოშობილი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას. ამ ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვა (ფიქსირება) ხდება მისი საგადასახადო დეკლარაციის ან/და ბანკში წარდგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალების მონაცემების საფუძველზე (იხ. 101 - მუხლის მე - 2 ნაწილი, ძალაშია 05.08.2008 .).

მაშ ასე, ახლა უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიზიკური პირის მიერ რეზიდენტ ფიზიკურ პირზე გაცემული პროცენტი (პირი, რომელიც პირს უხდის პროცენტს 218 - მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი) იბეგრება გადახდის წყაროსთან შემოსავლის გადამხდელი პირის მიერ. დასაშვებია აგრეთვე, რომ შემოსავლის გადამხდელის სახელით გადასახადისა და სანქციების თანხა გადაიხადოს შემოსავლის მიმღებმაც 218 - მუხლის მეორე პუნქტის ბოლო წინადადება). გადახდის წესი და პროცედურა კი საკმარისად გასაგებად აღწერილია ზემოთ ციტირებულ მუხლებში.

ამასთან, გასათვალისწინებელია სკ-ის 196-ე მუხლის მე-3 პუნქტი: ფიზიკური პირის მიერ მიღებული პროცენტები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება (ძალაშია 05.08.2008 . ).

სკ-ის 167-ე მუხლი: ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15%25 - ით.

ამ მუხლის წინამორბედი რედაქციის მიხედვით, ფიზიკური პირის შემოსავალი 25%25 იანი განაკვეთით იბეგრებოდა. ნორმის ახალი რედაქციის მიხედვით კი ის 15%25 მდე შემცირდა. სსკის 281 - ე მუხლში (გარდამავალი დებულებები) შეტანილია 35 - ე პუნქტიც, რომლის თანახმადაც ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის 25%25იანი განაკვეთიდან 15%25 - იან განაკვეთზე გადასვლა მოხდება ეტაპობრივად და იგი 2008 წლის განმავლობაში კვლავ - 25%25ი იქნება, ხოლო 2009 წელს შემცირდება 24%25მდე, 2010 წელს - 22%25 - მდე, 2011 წელს - 20%25 - მდე, 2012 წელს - 18%25 - მდე და მხოლოდ 2013 წლის 1 იანვრიდან გახდება 15 %25 - ი.

21 გვეკითხებიან, ვპასუხობთ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შემოსულ კითხვებზე პასუხობს ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ექსპერტი, ბნი თამაზ იაშვილი.

კითხვა:

- როგორც ცნობილია, უმეტეს შემთხვევაში, წერილობითი ან ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე საწარმოების მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხდება გარკვეული პერიოდის შემდგომ საქონლის რეალიზაციის მოცულობიდან გამომდინარე (.. კონსიგნაცია). აღნიშნული წარმოადგენს ჩვეულებრივ სამეურნეო ოპერაციას და საბუღალტრო აღრიცხვაში მიწოდებიდან წარმოქმნილი ვალდებულებები (ანგ. 3110) სისტემატურად იცვლება. ანალოგიური სიტუაციები იქმნება მომსახურების მოწოდების, აგრეთვე, სხვა უამრავი სახის სამეურნეო ოპერაციების განხორციელების დროს. ჩამონათვალი ძალიან დიდია: მიღებული ავანსები, გადასახდელი ხელფასები და .. (ბალანსის პასივივალდებულებები).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176 - მუხლის I პუნქტის შესაბამისად სხვა შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი...

გთხოვთ განგვიმარტოთ, შეიძლება თუ არა წარმოიშვას აზრი იმის თაობაზე, რომ ბალანსის პასივში (ვალდებულებებში) რიცხულ რომელიმე თანხაზე, განსაკუთრებით მოწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილ ვალდებულებებზე საგადასახადო ორგანოებმა მოითხოვონ სარგებლის გაანგარიშება და რა საფუძველი შეიძლება დაედოს მას. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ვალდებულებებში არ ვგულისხმობთ უპროცენტოდ მიღებულ ან სხვა ანალოგიური ფინანსური ოპერაციების დროს წარმოშობილ თანხებს (ვალდებულებებს).

პასუხი:

- აზრის წარმოშობა არ იზღუდება. არ არის გამორიცხული იგი წარმოეშვათ საგადასახადო ორგანოს სპეციალისტებსაც, მათ შორის სარგებლის გაანგარიშების თაობაზე მომსახურებიდან და მიწოდებიდან წარმოქმნილ ვალდებულებებზე. ვფიქრობთ, რიგ შემთხვევებში ასეთი აზრი სულაც არ იქნება უსაფუძვლო. მითუმეტეს, ასეთი აზრი დროულად უნდა წარმოექმნას საწარმოს ბუღალტერსაც.

საქართველოს შრომის კოდექსის 31 - ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი.

ამრიგად, თუ საანგარიშგებო წლის ბოლოს, საწარმოს ერიცხება დავალიანება დროულად გადაუხდელი ხელფასებით, იგი ვალდებულია გაიანგარიშოს შესაბამისი საპროცენტო დავალიანება და ასახოს ბალანსის მოკლევადიანი ვალდებულებების ჯგუფში (შესაბამის ხარჯებთან კორესპონდენციით).

ასევე უნდა მოხდეს გადასახდელი და დროულად გადაუხდელი სარგებლის (სესხებზე, თამასუქებზე, ასევე მიღებულ ავანსებზე და კრედიტორულ დავალიანებებზე თუ ასეთი ითვალისწინებს პროცენტის გადახდას) გაანგარიშება, აღიარება და აღრიცხვა ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს (შესაბამისი ხარჯების ანგარიშებთან კორესპონდენციით).

ასეთი დავალიანებების აღსარიცხავად, მოქმედი ანგარიშთა გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ 3410 ანგარიშს გადასახდელი პროცენტები მოკლევადიანი ვალდებულებების 3400 ანგარიშების ჯგუფში (დარიცხული ვალდებულებები). 3410 ანგარიშს შესაძლოა გაეხსნას ქვეანგარიშები: გადასახდელი პროცენტები ხელფასზე, სესხებზე და სხვა.

რაც შეეხება საგადასახადო ორგანოს დაინტერესებას ამ საკითხით. გადახდილი პროცენტები, თუ იგი დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, მიეკუთვნება ხარჯებს და გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან, საშემოსავლო (მოგების) გადასა ხადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას. ამდენად, საგადასახადო ორგანო აუცილებლად დაინტერესდება, რამდენად დროულად და სწორადაა გაანგარიშებული და ხარჯებს მიკუთვნებული გადახდილი პროცენტები.

კითხვა:

- არის თუ არა ფულის გასესხება ფინანსური მომსახურება? - საგადასახადო კოდექსის მე - 19 მუხლის თანახმად, კრედიტის გაცემა არის ფინანსური მომსახურება, ხოლო მე - 12 მუხლის მე - 12 ნაწილით კი პროცენტი არის სავალო ვალდებულებებთან (გარდა..... მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებებისა) .. კრედიტებთან .... დაკავშირებული გადასახადი. .. არ არის მომსახურება ?!

პასუხი:

- ფულის გასესხება არის ფინანსური მომსახურება (საგადასახადო კოდექსის მე19 მუხლის პირველი ნაწილი).

რაც შეეხება პროცენტის კოდექსისეულ განმარტებას, რომელიც მოყვანილია კოდექსის მე - 12 მუხლის მე - 12 ნაწილში, მასში პირდაპირ არის მითითებული, რომ:

პროცენტი არის სავალო ვალდებულებებთან, მათ შორის კრედიტებთან (სესხებთან) დაკავშირებული გადასახდელი/შემოსავალი.

ვფიქრობთ, რომ სადავო არ უნდა იყოს, პროცენტის განმარტების ის ნაწილიც, რომლის თანახმად, პროცენტს არ მიეკუთვნება სავალო ვალდებულებები, წარმოქმნილი საქონლის/მომსახურების მიწოდებიდან, რომლებიც განეკუთვნება, მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილ, ანუ კრედიტორული დავალიანებების კატეგორიას.

კითხვა:

- 2008 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა სოციალური გადასახადი, რომლითაც არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა არ იბეგრებოდა. ამჟამად ორივე ეკონომიკური საქმიანობა იბეგრება 25%25 - ით. რა სხვაობაა სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს შორის?

პასუხი:

- სოციალური გადასახადის გაუქმების შემდეგ, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 25%25 იანი განაკვეთით.

ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა (სამეწარმეო იქნება იგი თუ არასამეწარმეო), რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის, ან კომპენსაციის მიღების მიზნით. საგადასახადო კოდექსი არ ანსხვავებს სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს.

საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი - სხვაობა ერთობლივ შემოსავალსა და კოდექსით გათვალისწინებულ გამოქვითვებს შორის. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი.

სამეწარმეო და არასამეწარმეო შემოსავლებს შორის განსხვავებას არ ითვალისწინებს არც საგადასახადო კოდექსის ის მუხლები, რომლებიც არეგულირებენ საგადასახადო შეღავათებს მოგების და საშემოსავლო გადასახადებზე.

ამავე დროს საგადასახადო კოდექსში არის 281 - ე მუხლის 23 - ე ნაწილის „ვ“ პუნქტი, რომელიც 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით, აწესებს 12%25 იან განაკვეთს საშემოსავლო გადასახადს ცალკეული სახის შემოსავლებზე, მათ შორის მიღებულ ანაზღაურებებზე, რომლებიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით. მათ შორის იგულისხმება არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში (ერთჯერადად), მეწარმედ არა რეგისტრირებული პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვით ან იჯარით გაცემით მიღებული შემოსავალი.

კითხვა:

- 2009 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება საგადასახადო კოდექსის 196 მუხლის მე5 ნაწილი, რომლითაც შემოვიდა ცნება ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტები. რომელი ორგანიზაციები მოიაზრება ამ ცნებაში? შეიძლება თუ არა მეწარმე ფიზიკური პირი განეკუთვნებოდეს მათ რიცხვს? როგორ შეიძლება სათანადო ლიცენზიის მიღება?

პასუხი:

- საგადასახადო კოდექსის 196ე მუხლი მე5 ნაწილის თანახმად:

ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული პროცენტები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და პროცენტის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ შეიტანება.

ფინანსურ ინსტიტუტებს განეკუთვნება სახელმწიფო და კერძო კომერციული ორგანიზაციები (ფორმები), რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ნებართვის საფუძველზე ახორციელებენ:

  • დაკრედიტებისა და სადეპოზიტო ოპერაციებს;

  • საქმიანობას საფონდო, სავალუტო, ფიუჩერსების ბაზარზე;

  • ფინანსურ მომსახურებას.

დასმული კითხვის კონტექსტში, ფინანსურ ინსტიტუტებად იგულისხმება საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობის განმახორციელებელი სამეურნეო სუბიექტები, რომლებიც გასცემენ პროცენტებს შეტანილ ანაბრებზე. ასეთი საქმიანობის ლიცენზირებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“, მუხლი 6 „ბ“).

ასეთი საქმიანობა წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და მისი განხორციელების უფლება, ანუ სათანადო ლიცენზია მიეცემა მხოლოდ სათანადოდ რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს.

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის მე9 მუხლი მოითხოვს, რომ განცხადება ლიცენზიის მისაღებად უნდა შეიცავდეს მონაცემებს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ.

კითხვა:

- ფიზიკურ პირს, ბინის გაქირავებისას, აქვს თუ არა უფლება მიღებული შემოსავლიდან გამოქვითოს საამორტიზაციო ანარიცხი და რემონტის ხარჯები წლიურად 55 პროცენტის ოდენობით და აუცილებელია თუ არა რემონტის ხარჯების დამადასტურებელი საბუთების ქონა?

პასუხი:

- საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის კოდექსით გათვალისწინებულ გამოქვითვებს შორის (მუხლი 166).

ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომლებიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამორტიზაციისა და რემონტის ხარჯების გამოქვითვას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის 183-ე და 184-ე მუხლები. კოდექსი ამ გამოქვითვებთან დაკავშირებით, ფიზიკური პირებისათვის რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

ამავე დროს, ამორტიზაციის ხარჯის დასადგენად გასარკვევი იქნება:

) მისი ნარჩენი ღირებულება, რადგან ამორტიზაცია ერიცხება აქტივის ნარჩენ ღირებულებას (ჯგუფის ღირებულებით ბალანსს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის);

) რემონტის ხარჯების გამოსაქვითად აუცილებელი იქნება გაწეული ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები, გაფორმებული საგადასახადო კოდექსის 93 მუხლის მოთხოვნების დაცვით.

ვფიქრობთ, რომ ამორტიზაციისა და რემონტის ხარჯების გამოქვითვების ოპერაციების სწორად შესრულებისთვის, აუცილებელი იქნება ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, თუნდაც გამარტივებული ფორმით.

კითხვა:

- პირი, რომელიც არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, ითვლება თუ არა გადასახადის გადამხდელად, როცა არა აქვს დასაბეგრი შემოსავალი (შეადარეთ 38 პუნქტს, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც ეკისრება გადასახადის გადახდა სკის მიხედვით). ეკისრება თუ არა მას ამ პერიოდში დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება? რა სანქციები შეიძლება გავრცელდეს გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირზე, რომელიც დასაბეგრი შემოსავლის არ ქონის პერიოდში, შესაბამისად, არ წარადგენს დეკლარაციას?

პასუხი:

- დასაბეგრი შემოსავალი არის სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის კოდექსით გათვალისწინებულ გამოქვითვებს შორის (მუხლი 166). ეს კი ნიშნავს, რომ როდესაც პირს არა აქვს დასაბეგრი შემოსავალი, მას შესაძლოა ჰქონდეს დიდი მოცულობის შემოსავლები და გამოსაქვითი ხარჯები, რომელიც ასეთ შემოსავლებს აღემატება. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, დასაბეგრი შემოსავლის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ პირს არ უწარმოებია აქტიური ეკონომიკური საქმიანობა.

ამდენად, როდესაც პირი ახორციელებს აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას, მან უნდა წარადგინოს სათანადო დეკლარაციები, მიუხედავად, ასეთი საქმიანობის ფინანსური შედეგებისა.

ამავე დროს, საგადასახადო კოდექსის 95 - ე მუხლის თანახმად:

თუ გადასახადის გადამხდელი არ წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ დროებით აღარ ახორციელებს სამეურნეო ოპერაციებს და ამ პერიოდში უნდა განახორციელოს საგადასახადო ანგარიშგება, მას უფლება აქვს აღნიშნული პერიოდების მიხედვით არ წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები (გაანგარიშებები) გარდა საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადების ყოველწლიური დეკლარაციებისა.

საგადასახადო დეკლარაციების არასწორად და არადროულად წარმოდგენისთვის ეკონომიკური სანქციები განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 131 - ე მუხლით, თუ არ აღმოჩნდება, რომ ასეთი ქმედება შეიცავს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ნიშნებს.

22 როგორ დავაკანონოთ მიწა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების შემდეგ მუშაობა შეაჩერეს მცხეთის, აბაშის და გარდაბნის რაიონების საკრებულოებთან შექმნილმა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიებმა. შესაბამისად, შეწყდა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესი, რამაც შექმნა ერთგვარი სკეპტიკური დამოკიდებულება არჩევნებამდე საამისოდ გამოცემული პრეზიდენტის ბრძანებულებისადმი. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა რაიონებსა და ქალაქებშიც.

ჟურნალის რედაქციაში უწყვეტად შემოდის შეკითხვები შექმნილ ვითარებასთან და საერთოდ, მიწის ნაკვეთების დაკანონებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ დამოუკიდებელ ექსპერტის უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში პროფესიონალკონსულტანტთა ჯგუფის მთავარი კონსულტანტის - ანზორ მესხიშვილის კომენტარს.

- საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ბრძანებულება №525 ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ გამომდინარეობს საქართველოს კანონიდან ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. აღნიშნული კანონი და პრეზიდენტის ბრძანებულება დღესაც მოქმედებს, იგი არ შეჩერებულა, ამდენად, მისი დრამატიზირება საჭირო არ არის!

ქ. თბილისის საკრებულოსთან, აგრეთვე ყველა ქალაქის და რაიონის საკრებულოებში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისიები, რომლებიც განიხილავენ მოქალაქეთა განცხადებებს. სამწუხაროდ, ჩვენმა მოქალაქეებმა ბოროტად ისარგებლეს აღნიშნული ბრძანებულებით, მისი გამოსვლის შემდეგ შემოღობეს მიწები და მოინდომეს მათი დაკანონება, რამაც კომისიას დიდი სირთულეები შეუქმნა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 1 ივლისისათვის მიწის ნაკვეთის დაკანონების შესახებ კომისიებში შესული იყო 20 000 განცხადება. თავდაპირველად, განსახილველად იბარებდნენ ყველა განმცხადებელს, ახლა კი საბუთების მიღებას აწარმოებენ იურისტკონსულტანტები, რომლებიც ამოწმებენ საბუთებს და თუ სრულყოფილი არ არის, მოქალაქეებს უკან უბრუნებენ. ქ. თბილისში ამ მხრივ საქმე კარგად არის, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ქალაქებისა და რაიონების კომისიებზე.

ვინაიდან ძალიან ბევრი განცხადება შედის მოქალაქეთა მხრიდან, კომისია კი მათ განხილვას და განმარტებების მიცემას ვერ აუდის, სურვილი გვაქვს განვუმარტოთ მკითხველს, რას ითვალისწინებს ეს კანონი და პრეზიდენტის ბრძანებულება.

მათი მიზანია საქართველოს მოქალაქეების მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების აღიარება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, დაკანონებას ექვემდებარება სამი კატეგორიის მიწა: მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სარგებლობაში არსებული და თვითნებურად დაკავებული. უფრო გასაგები რომ იყოს, მოდით, განვმარტოთ რას ნიშნავს თითოეული:

1. მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა არის სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობანაგებობებით, ან მის გარეშე, რომელზეც ფიზიკურ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ზემოთ აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე.

2. სარგებლობაში არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობანაგებობებით, ან მის გარეშე, რომელზეც ფიზიკურმა ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა სარგებლობის უფლება მოიპოვა 1998 წლის 12 ნოემბრამდე.

3. თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობანაგებობებით ან მის გარეშე. ასეთი მიწა დაკანონებას ექვემდებარება, თუ საკუთრების უფლების აღიარების მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

აქვე შეიძლება დავამატოთ, რომ დაკანონებას არ ექვემდებარება შემდეგი მიწები: პირუტყვის გადასარეკი ტრასა, ტყის ფონდის მიწები, დაცული ტერიტორია, რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყეპარკი, სკვერი და სხვა, ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო რელიგიური ძეგლები, საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო) და დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყეპარკი, სკვერი, ხეივანი) მიწები, თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტის სანიტარულ დაცვითი ზონები; წყლები, რომელზეც განლაგებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტრო გაყვანილობის) ობიექტები; სპეციალური დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მაგალითად თავდაცვის და მობილიზაციისთვის განკუთვნილი; სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთები, სასაფლაო და პანსიონი; სანიტარული და დაცვის ზონები; მიწები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისათვის.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, კომისიებმა მასობრივად დაუბრუნეს დოკუმენტები განმცხადებლებს მათი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მოტივით. როგორც ჩანს, პრეტენდენტებმა არ იციან ან ნაკლებად არიან ინფორმირებულნი მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტების შესახებ. შევეცდები კიდევ ერთხელ მივაწოდო მკითხველს, რა საბუთები უნდა წარადგინოს მოქალაქემ, რომელსაც მიწის დაკანონება სურს.

უპირველესად, მან უნდა დაწეროს განცხადება, რაშიც აღნიშნული იქნება მიმართვის ადრესატი, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომისია, განმცხადებლის ვინაობა და მისამართი, განმცხადებლის მოთხოვნა, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ნუსხა, განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.

აღნიშნულ განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუკი ასეთი არსებობს). აღნიშნული საბუთები უნდა მოიძიოს საჯარო რეესტრის არქივში (ყოფილ ტექბიუროში);

3. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს მიწის ნაკვეთის და შენობანაგებობის საზღვრები და ფართობი. ამასთან, განცხადებას უნდა ერთვოდეს საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია, სიტუაციური გეგმა (ამას აკეთებენ კერძო ფირმები, მათ შორის, ჩვენც). აღნიშნულს უნდა დაერთოს აეროფოტოგადაღების სურათი. თბილისის აეროფოტოგადაღება 2006 წლამდე. ეს კარგი საბუთია იმის დასადასტურებლად, სარგებლობდა თუ არა განცხადებაში მითითებული ნაკვეთით დაინტერესებული პირი. ხშირად არის, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდათ შემოღობილი და ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთი, მაგრამ მათ სარგებლობაში იყო. ასეთ შემთხვევაში საექსპერტო გამოკვლევებით ადგენენ, როდის დაიკავა მან მიწა, რამდენიმე დღის წინ, თუ მართლა იყო დაკავებული წლების განმავლობაში.

4. აუცილებელია განცხადებას ერთვოდეს ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად. ასეთ ინფორმაციას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლოა თუ არასასოფლო). სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მისი ხარისხობრივი მონაცემებიც (კარგია თუ მწირი);

5. თბილისის ან შესაბამისი რაიონის სარეგისტრაციო სამსახურიდან (საჯარო რეესტრიდან) მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს 2 ცნობა. პირველი, რომ მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი არავისზე არ არის რეგისტრირებული (სქემატური გეგმის საფუძველზე) და მეორე, ცნობადახასიათება და საინვენტარიზაციო გეგმა არქივიდან (ყოფილი ტექბიუროდან);

6. საჭიროა დაკავებული ობიექტის ფოტოსურათები;

7. კომუნალური (წყლის, გაზის, ელექტროენერგიის) გადასახადის ქვითრები (თუ ასეთი არსებობს);

8. სამი ან ხუთი მეზობლის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, თუ რომელი წლიდან აქვს დაკავებული მიწის ნაკვეთი და რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან ამ ნაკვეთის დაინტერესებული პირის მფლობელობაში დაკანონებისა;

9. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, იმ შემთხვევაში, თუ დასაკანონებელ მიწის ნაკვეთთან ერთად კანონიერად ფლობთ მიწის ნაკვეთს;

0x01 graphic

10. იურიდიული პირის შემთხვევაში საჭიროა ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

11. ცნობა მიწის კატეგორიის შესახებ;

12. საექსპერტო ცნობა (საჭიროების მიხედვით).

ახლა კი ისმება კითხვა: ფასიანია თუ უფასო მიწის დაკანონება?

თუ ფიზიკური პირი საკითხის განხილვის დროს კომისიას დაუმტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთი მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა, ამ შემთხვევაში მიწა მას გადაეცემა უფასოდ. თუ კომისია დაამტკიცებს, რომ დაინტერესებულ პირს მიწა სარგებლობაში ჰქონდა 1994 წლამდე, ამ შემთხვევაშიც მიწა გადაეცემა უფასოდ. სხვა შემთხვევაში მიწის საკუთრებაში დაკანონება ფასიანია. კერძოდ, თუ მოქალაქე დაამტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთს სარგებლობის უფლებით ფლობს 1994 წლის შემდეგ, გადაიხდის მიწის გადასახადის ხუთმაგ ოდენობას. თვითნებურად დაკავებული მიწის შემთხვევაში სასოფლო სამეურნეო მიწაზე ათმაგ ოდენობას, ხოლო არასასოფლო-სამეურნეოზე ოცმაგ ოდენობას.

ასევე, ჩვენი ჟურნალის მკითხველებს აინტერესებთ, თუ მოქალაქეს თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე აშენებული სახლი, რას იხდის სახლის დაკანონებისათვის?

ასეთ შემთხვევაში, აზომვით ნახაზში უნდა იყოს დატანილი ამ სახლის ზომები, ფართობი. დაკანონების პროცესში სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად აღირიცხება მის სახელზე და მასზე ცალკე გადასახადი გათვალისწინებული არ არის.

ამასთან, ისმება კითხვა: რამდენ ხანში უნდა განიხილოს კომისიამ მოქალაქის განცხადება?

კომისია ვალდებულია ერთი თვის ვადაში განიხილოს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ კომისია ჩათვლის რომ რაიმე საბუთი არ არის სრულყოფილი და მოითხოვს დამატებითი მასალის წარდგენას, ასეთ შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს, განხილვის ვადა გააგრძელოს კიდევ ორი თვის ვადით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მოქალაქეს ეძლევა ქვითარი და იგი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში გადაიხადოს საფასური, რასაც წარუდგენს კომისიას. ამის შედეგად, კომისიამ სამი დღის ვადაში უნდა გასცეს საკუთრების მოწმობა. თუმცა ეს ვადები ბოლო ხანებში დარღვეულია იმის გამო, რომ ძალიან ბევრი განცხადება არის განსახილველად შესული და დაწესებულ ვადებში ვერ ასწრებენ. გასული წლის დეკემბრის თვეში შეტანილი განცხადებები დღემდე არ არის განხილული. არის შემთხვევები, როდესაც განმცხადებელს უბრუნებენ საბუთებს და არ არის დაკონკრეტებული რატომ აბრუნებენ მასალებს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ბრძანებულებაში და კანონში უკანასკნელ პერიოდში ხშირად შედის ცვლილებები. მათ შორის, 2008 წლის 21 ივლისს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2007 წ., N 131, მუხ. 1421) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატება და წესის მე3 მუხლის მე2 პუნქტის:

) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით

) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია წყლის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

) ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

1) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას;

) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;

) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყეპარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;

აღნიშნული ცვლილებით დაზუსტდა ჩამონათვალი იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც არ ექვემდებარებიან დაკანონებას.

ცხადია, ასეთი ხშირი ცვლილებები ქმნის გარკვეულ სირთულეებს, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია.

კითხვა:

- 1998 წლის 14 აგვისტოს 13 წლის ვადით საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მომცეს 14 ჰა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა. ყოველ წელს ვიხდიდი მიწის გადასახადს.

როდესაც შესაბამის ორგანოს მივმართეთ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე, აღმოჩნდა, რომ საიჯარო ხელშეკრულებას არ ჰქონდა გამგებლის ხელმოწერა და ბეჭედი, მარტო ჰქონდა მიწის მართვის სამმართველოს ბეჭედი, ხელმოწერა და რეგისტრაციის ნომერი. ამასთან, არ არსებობს დადგენილება მიწის გადმოცემის თაობაზე.

გთხოვთ ამიხსნათ, მაქვს თუ არა მიწის შესყიდვის უფლება და რა ფორმით?

პასუხი:

- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გაცემა ხდებოდა 1996 წლის 28 ივნისის საქართველოს კანონის საფუძველზე. „სასოფლოსამეურნეო მიწის იჯარის შესახებ“ აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან, როდესაც მიღებულ იქნა საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსი. ამ კოდექსის მიღებიდან 1998 წლის 2 აგვისტომდე სასოფლოსამეურნეო მიწების იჯარით გაცემა ხორციელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე ნაწილის მეექვსე თავის - „სასოფლოსამეურნეო მიწის იჯარა“ შესაბამისად. 1998 წლის 2 აგვისტოს მიღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის № 446 ბრძანებულება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ. ამ ბრძანებულების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შექმნილი იყო სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის გამცემი მუდმივმოქმედი კომისიები. კომისიები იხილავდა განცხადებებს მიწების იჯარით გაცემის შესახებ. კომისიაზე საკითხის განხილვისა და დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დგებოდა კომისიის ოქმი შესაბამისი ხელმოწერებით და ეს ოქმი ეგზავნებოდა რაიონის გამგეობას. რაიონის გამგეობა განიხილავდა კომისიის ოქმს და დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში თავის გადაწყვეტილებას უგზავნიდა რაიონის მიწის მართვის სამმართველოს (ამჟამად ეს სამმართველოები ლიკვიდირებულია). რაიონული გადაწყვეტილების საფუძველზე, მიწის მართვის სამმართველო აფორმებდა საიჯარო ხელშეკრულებას. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება ხდებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 20 აგვისტოს № 2372 ბრძანების შესაბამისად. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ (ამისათვის არსებობდა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ხელშეკრულების ტიპიური ფორმა, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიერ) რაიონის გამგებელი ხელს მოაწერდა საიჯარო ხელშეკრულებას როგორც მეიჯარე და დაუსვამდა რაიონის გამგეობის ბეჭედს, რის შემდეგაც შესაბამისი რაიონის მიწის მართვის სამმართველო თავისი ხელმოწერითა და ბეჭდით გაატარებდა რეგისტრაციაში. ხელშეკრულებას თან უნდა დართოდა შემდეგი დოკუმენტები:

  1. იჯარით გაცემული ნაკვეთის (ნაკვეთების) გეგმა და ექსპლიკაცია;

  2. იჯარის ობიექტების აღწერილობის ოქმი;

  3. განსაკუთრებულ რეჟიმში გამოსაყენებელი საიჯარო მიწის ნაკვეთების აღწერილობა;

  4. მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) იჯარით გაცემაზე ნებართვა;

  5. მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) იჯარით გაცემაზე თანხმობა;

  6. სხვა აუცილებელი დანართები (საჭიროების შემთხვევაში).

როგორც შეკითხვიდან ჩანს, თქვენი საიჯარო ხელშეკრულება არ არის გაფორმებული ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამდენად, ის არალეგიტიმურია. გარდა ამისა, აქვე შეიძლება ითქვას, რომ მარტო მიწის გადასახადის გადახდა არ არის საფუძველი იმისა, რომ მიწა გამოისყიდოთ. თუმცა, ასეთი სახით (არალეგიტიმური) ხელშეკრულება არც მიწის გადასახადით დაბეგვრის საფუძველი შეიძლება ყოფილიყო.

არ გამოვრიცხავ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყოს ანგარიშგასაწევი გარემოებებიც, რომლებიც მოიჯარის კეთილსინდისიერებას და გარიგების გარემოებისას მის სასარგებლოდ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი ნორმების დარღვევას ადასტურებდეს.

ვფიქრობ, ეს საკითხები უფრო დეტალურადაა შესასწავლი და საკითხის განსახილველად უნდა მიმართოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. იმ შემთხვევაში თუ უარს გეტყვიან მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაზე, საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად უნდა მიმართოთ სასამართლოს.

23 წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბუღალტრული აღრიცხვა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლელა პატარაია
მაგისტრი

ხელშეკრულებები საქმიანი სამყაროს ყოველდღიურობად იქცა იქნება ეს ყიდვაგაყიდვის ჩვეულებრივი ურთიერთობა თუ უფრო მნიშვნელოვანი კონტრაქტი განსაზღვრულ ფასად, განსაზღვრულ ადგილას და განსაზღვრული აქტივის მიწოდებაზე.

ეს უკანასკნელი წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტად იწოდება და დაკავშირებულია საბაზისო ობიექტის არაპირდაპირი გზით მიწოდებასთან. მას ძირითადად იყენებენ რისკების საკუთარ თავზე ასაღებად, ან პირიქით, რისკებისგან თავის ასარიდებლად.

წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩნია პირობითი ღირებულება, რომელიც წარმოადგენს წონის ან მოცულობის ერთეულს, აქციების რაოდენობას, ვალუტის მოცულობას ან კონტრაქტით განსაზღვრულ სხვა პარამეტრს.

წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტის შემთხვევაში, ნაცვლად საბაზისო ობიექტის პირდაპირი გზით მიწოდებისა, ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ გაცვალონ ფულადი ან სხვა სახის აქტივები მომავალში, დროის განსაზღვრული მონაკვეთისათვის.

წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების შეძენისას გადაიხდება გარკვეული საფასური, რომელიც ზოგჯერ პრემიის, ზოგჯერ - მარჟის სახელწოდებითაა ცნობილი.

წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების სახეებია: ოფციონი, ფიუჩერსული კონტრაქტები, ფორვარდული კონტრაქტები და სვოპი.

ოფციონი ესაა კონტრაქტი ორ მხარეს შორის, რომლითაც ერთი მხარე ყიდულობს, ხოლო მეორე მხარე ყიდის ფიქსირებულ ფასად, ოფციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში აქტივების გარკვეული კატეგორიის შეძენის უფლებას (და არა ვალდებულებას).

საერთაშორისო პრაქტიკაში განასხვავებენ ორი ტიპის ოფციონს: ოფციონს ყიდვაზე” (Call Options) და ოფციონს გაყიდვაზე (Put Options).

Call Options ის შეძენის დროს მყიდველი ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია აქტივზე ფასების ზრდა. ამ შემთხვევაში გადახდილი პრემია აღირიცხება შემდეგნაირად:

დებეტი ოფციონზე გადახდილი პრემია;

კრედიტი ფულადი სახსრები სალაროში/ბანკში.

აქტივების შეძენა აისახება შემდეგი გატარებით:

დებეტი ფინანსური/არაფინანსური აქტივები;

კრედიტი ფულადი სახსრები სალაროში/ ბანკში.

რაც შეეხება Put Options ს, მას მიმართავენ მაშინ, როდესაც მოსალოდნელია მომავალში აქტივებზე ფასების დაცემა. შესაბამისად, Put Options ის შეძენის შემთხვევაში გადახდილი პრემია აისახება შემდეგი ბუღალტრული გატარებით:

დებეტი ოფციონზე გადახდილი პრემია;

კრედიტი ფულადი

სახსრები სალაროში/ბანკში.

აქტივების გაყიდვა საბალანსო ღირებულებაზე მაღალ ფასად აღირიცხება შემდეგნაირად:

დებეტი ფულადი სახსრები სალაროში/ბანკში;

კრედიტი არასაოპერაციო მოგება;

კრედიტი ფინანსური/არაფინანსური აქტივები.

ოფციონისათვის გადახდილი პრემიის ჩამოწერა შეძენილი (გაყიდული) აქტივების შესაბამისად, აისახება როგორც არასაოპერაციო ზარალი, შემდეგი ბუღალტრული გატარებით:

დებეტი არასაოპერაციო ზარალი;

კრედიტი ოფციონზე გადახდილი პრემია.

ფიუჩერსული კონტრაქტი ესაა ისეთი ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველი ღებულობს, ხოლო გამყიდველი ახორციელებს განსაზღვრული საქონლის ან ფინანსური ინსტრუმენტის მიწოდებას განსაზღვრულ ადგილზე და დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, კონტრაქტის შედგენის თარიღით დადგენილი ფასით.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ფიუჩერსული კონტრაქტებისას მხარეები ბროკერების მეშვეობით ახორციელებენ ნებისმიერ ოპერაციას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფიუჩერსული გარიგებისას მყიდველისთვის რისკი საკმაოდ მაღალია, ვინა იდან ფიუჩერსული კონტრაქტის ვადის გასვლის შემდგომ ანგარიშსწორება სავალდებულო ხასიათს ატარებს. ამასთან, ფიუჩერსული ხელშეკრულებები ქმნიან ისეთ სიტუაციას, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის ფლობასთან დაკავშირებული რისკების იმ პირებზე გადანაწილებას, რომლებსაც სურთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, შესაძლო მოგების მიღების სანაცვლოდ.

ფიუჩერსული გარიგების მონაწილე მხარეები ახორციელებენ საგარანტიო შენატანებს ყოველი გარიგების მიხედვით, რომელიც ორი სახისაა: თავდაპირველი, ანუ საწყისი მარჟა და ვარიაციული, იგივე ცვლადი მარჟა.

საწყისი მარჟის გადახდა განიხილება როგორც ფიუჩერსული კონტრაქტის დეპოზიტთან დაკავშირებით მოთხოვნების წარმოშობა და ბუღალტრულად აისახება შემდეგნაირად:

დებეტი ფიუჩერსული კონტრაქტის დეპოზიტი;

კრედიტი ფულადი სახსრები

სალაროში/ბანკში.

საწყისი მარჟის უკან დაბრუნების შემთხვევაში, შედგება შემდეგი ბუღალტრული გატარება:

დებეტი ფულადი სახსრები სალაროში/ბანკში;

კრედიტი ფიუჩერსული

კონტრაქტის დეპოზიტი.

რაც შეეხება ვარიაციული (ცვლადი მარჟის) დარიცხვას, ეს ხდება მაშინ, როდესაც ფასების არახელსაყრელ ცვლილებებს აქვს ადგილი. კერძოდ, თუ ფასები ისე იცვლება, რომ მონაწილე მხარეს ანგარიშზე რჩება საწყისი მარჟის 75%25 ზე ნაკლები, იგი ვალდებულია შეავსოს მარჟა (75%25 მდე).

ვარიაციული მარჟის გადახდა აღირიცხება შემდეგნაირად:

დებეტი ფიუჩერსული კონტრაქტის დეპოზიტი;

კრედიტი ფულადი სახსრები

სალაროში/ბანკში.

გადახდილი მარჟა მიეკუთვნება ან არასაოპერაციო ზარალს (ფასების დაცემის შემთხვევაში) ან არასაოპერაციო მოგებას (ფასების ზრდის შემთხვევაში) და აისახება შემდეგი ბუღალტრული გატარებებით:

დებეტი არასაოპერაციო ზარალი;

კრედიტი ფიუჩერსული

კონტრაქტის დეპოზიტი.

ან

დებეტი ფულადი სახსრები სალაროში/ბანკში;

კრედიტი არასაოპერაციო მოგება.

ფორვარდული კონტრაქტი ურთიერთობის ისეთ ფორმას წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს გარკვეული ვალდებულების წარმოშობას, როდესაც მყიდველი თანახმაა იყიდოს და გამყიდველი თანახმაა მიაწოდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო ობიექტი, მომავლის განსაზღვრულ პერიოდში, ფიქსირებულ ფასად. თუმცა, ასეთი ვალდებულების არსებობა სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტრუმენტის აღიარება ხდება მაშინათვე - პირიქით, საბაზისო ობიექტის ყიდვის (მიწოდების) ვალდებულება წარმოიშობა მომავლის განსაზღვრულ პერიოდში ანუ მაშინ, როდესაც რეალურად დადგება საბაზისო ობიექტის ყიდვის (მიწოდების) ვალდებულება. სწორედ ამიტომაა, რომ ასეთ ხელშეკრულებებს გაფორმებისას ნულოვანი ღირებულებები გააჩნიათ და ზოგჯერ, „ჩვეულებრივი” ხელშეკრულებების სახელითაც კი მოიხსენიება.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ვალდებულების ხანმოკლეობის გამო ფორვარდული ტიპის ხელშეკრულებების ფინანსურ ინსტრუმენტებად აღიარება არ ხდება. შესაბამისად, აღრიცხვაში მათი ასახვა ხდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს მხარეებს შორის ანგარიშსწორებას, შემდეგი ბუღალტრული გატარებებით:

დებეტი ფინანსური/არაფინანსური აქტივები;

კრედიტი ფულადი სახსრები

სალაროში/ბანკში.

აქტივების ყიდვის შემთხვევაში

ან

დებეტი ფულადი სახსრები სალაროში/ბანკში;

კრედიტი ფინანსური/არაფინანსური აქტივები.

აქტივების მიწოდების შემთხვევაში:

ანგარიშსწორების მომენტისათვის ფასების ცვლილება (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასზე მეტ ან ნაკლებ ფასად) აღიარდება არასაოპერაციო ზარალად ან მოგებად, შემდეგი ბუღალტრული გატარებებით:

დებეტი არასაოპერაციო ზარალი;

კრედიტი ფინანსური/არაფინანსური აქტივები.

ან

დებეტი ფინანსური/არაფინანსური აქტივები;

კრედიტი არასაოპერაციო მოგება.

სვოპი წარმოადგენს ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს ერთი აქტივის ან ვალდებულების სხვა ანალოგიურ აქტივში ან ვალდებულებაში გაცვლას რისკების გაზრდის ან შემცირების გზით, შემოსავლების მაქსიმიზაციის ან დანახარჯების მინიმიზაციის მოტივით. სვოპებიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: აქტივების სვოპი, საბაზისო სვოპი, აქციების სვოპი, კრედიტის დეფოლტის სვოპი, სავალუტო სვოპი, ვალების სვოპი და სხვ.

და ბოლოს, წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმენტებს, მიუხედავად განსხვავებული შინაარსისა, ახასიათებთ ერთი საერთო თვისება: ყოველი მათგანი გულისხმობს ურთიერთობის ისეთი ფორმის არსებობას, რომლის დროსაც მხარეები თანხმდებიან გაცვალონ ესა თუ ის აქტივი ან ვალდებულება შესაძლო რისკის ფასად, მოგების მაქსიმალური ზრდის ან დანახარჯების მინიმუმამდე შემცირების მისაღწევად.

24 ISO 9000 ის სტანდარტების სერია და მცირე მეწარმეობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამაზ ვაშაკიძე
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი

საქართველოსთვის, ISO 9000 ის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების სერია შედარებით ახალი პროდუქტია. ეს სერია პირველად 1987 წელს გამოქვეყნდა და ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტრუქტურას აღწერს. ამ სტრუქტურის დანერგვა წარმოებული პროდუქციის, მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და დანაკარგების შემცირების საშუალებას იძლევა. ჩვენს ჟურნალში გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია ISO 9000ის სტანდარტის სერიის შესახებ (2008, აპრილი; ივლისაგვისტო). თუმცა, ქვემოთ მოყვანილ პუბლიკაციაში ეს საკითხები სულ კუთხითაა განხილული და ვფიქრობთ, მკითხველის ინტერესს გამოიწვევს.

14 ოქტომბერს მსოფლიო აღნიშნავს სტანდარტების საერთაშორისო დღეს. ISOს (სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ინიციატივით 1970 წლიდან დაწყებული, ყველა წელიწადს ენიჭება თემატიკური ლოზუნგიდევიზი. მაგალითად, 2006 წლის დევიზი იყო: სტანდარტები: მცირე მეწარმეობის განვითარების დიდი შესაძლებლობები.

საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებით, დღეს მსოფლიოში საწარმოების 95%25 მცირე და საშუალო კატეგორიას მიეკუთვნება. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით ვერ აცნობიერებენ, რომ მთელ მსოფლიოში მცირე მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერა ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას, პროდუქციისა და მომსახურების დივერსიფიცირებულ მიწოდებას, უახლესი მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაში დანერგვას და ტრადიციული, ეროვნული წარმოების შენარჩუნებას ნიშნავს.

2007 წლის მონაცემებით ISO 9001 სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატს მსოფლიოში ფლობს 161 ქვეყნის 780 ათასი ფირმა და მათ შორის 25%25, ამ ქვეყნების შესაბამისი კლასიფიკაციის მიხედვით, მცირე მეწარმეობის სუბიექტია. ISO - ს სერტიფიკატის მფლობელ ქვეყნებთა შორის პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს.

საქართველოში (უახლესი მონაცემებით) ISO 9001 - ით სერტიფიცირებულია 58 კომპანია, თუმცა, მათ შორის, ჩვენთან არსებული კრიტერიუმების მიხედვით (120 მდე მომუშავე პერსონალი და წლიური ბრუნვა 500 ათასი ლარი), არც ერთი მცირე საწარმო არ არის.

რა უშლის ხელს ქართულ მცირე მეწარმეობას საერთაშორისო სტანდარტების აღებაში ?

მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, უპირველესად სამ ძირითადს მათგანს გამოვყოფდი:

- ყველა სახის რესურსების შეზღუდულობა;

- სიძნელეები სტანდარტის დანერგვის აუცილებლობის გააზრებაში და მის გამოყენებაში;

- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვისა და შენარჩუნების საკმაოდ მაღალი ღირებულება.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცირე საწარმოების (მცირე ბიზნესის) ცნებაში აერთიანებენ მცირე და საშუალო ბიზნესს, თუმცა განსხვავებული განმსაზღვრელი კრიტერიუმებით.

აქვე დავძენ, რომ მსოფლიოში არ არსებობს მცირე მეწარმეობის განსაზღვრის ერთიანი მიდგომა, მაგალითად, გერმანიაში მცირე ბიზნესის სუბიექტად მიიჩნევენ საწარმოს, სადაც მუშაკთა რიცხვი არ აღემატება 500 ადამიანს. იაპონიაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში მცირე საწარმოდ ითვლება საწარმო არა უმეტეს 300 თანამშრომლით, ხოლო საცალო ვაჭრობაში არა უმეტეს 50. დიდ ბრიტანეთში, ოფიციალურად რეგისტრირებულ 4,5 მლნ საწარმოთა 99%25 ში საქმიანობს არა უმეტეს 50 ადამიანისა.

ასეთი სხვაობების თავიდან ასაცილებლად და შესაბამისად კრიტერიუმების პრეფერენციების გამოყოფის მიზნით ევროკომისიამ, ჯერ კიდევ 1996 წელს შეიმუშავა შემდეგი კრიტერიუმები და მათი გამოყენების რეკომენდაციები გასცა:

- მიკრო საწარმო: 10 მუშაკზე ნაკლები;

- მცირე საწარმო: 50 მუშაკზე ნაკლები და წლიური ბრუნვა არა უმეტეს 7 მლნ ეკიუ (ევროს უნაღდო წინამორბედი);

- საშუალო საწარმოები: 250 მუშაკზე ნაკლები და წლიური ბრუნვა არა უმეტეს 40 მლნ ეკიუ.

2002 წელს ევროკომისიამ გადაამუშავა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების კრიტერიუმები, რომლებიც ძალაში 2005 წელს შევიდა და დღესაც მოქმედებს:

-მიკრო საწარმო: 10 მუშაკზე ნაკლები და წლიური ბრუნვა 2 მლნ ევრო;

-მცირე საწარმო: 1049 მუშაკი და წლიური ბრუნვა 10 მლნ ევრო;

- საშუალო საწარმო: 50249 მომუშავე და წლიური ბრუნვა 50 მლნ ევრო.

ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში შესვლის გზას ადგას, საწარმოების ზომის განმსაზღვრელი, ზემოთ მოცემული კრიტერიუმები აუცილებლად უნდა იყოს ადაპტირებული საქართველოს რეალობასთან და მიღებული კანონის სახით.

ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ISO 9001 სერტიფიკატის არსებობა ნებისმიერი ზომის საწარმოში მის ელიტარულობაზე მიუთითებდა. დღეს კი თუ კომპანიას სურს დაიკავოს თავისი ადგილი მსოფლიო ბაზარზე, საერთაშორისო სერტიფიკატის არქონა, რბილად რომ ვთქვათ უხერხულია.

მსოფლიო მაგალითები გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში მცირე საწარმოს უფრო მეტად ესაჭიროება ISO 9001 სერტიფიკატი, ვიდრე ცნობილი ბრენდების მქონე, მსხვილ კომპანიებს. მსხვილების წარმატებას ხელს უწყობს სახელიც, ფართო სარეკლამო კამპანიის ჩატარების საშუალებაც, რესურსების მარაგი და ა.შ. ამ ჩამონათვალიდან ცოტა რამ თუ გააჩნია მცირე საწარმოებს.

ვინაიდან, მცირე ბიზნესი მთლიანობაში ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში სოციალურეკონომიკური სფეროს უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს, წამყვანი სახელმწიფოები მცირე მეწარმეობის განვითარების მოთხოვნიდან გამომდინარე სხვადასხვა სახით უწევენ მას მხარდაჭერას. მაგალითად:

ფინანსური მხარდაჭერა, სუბსიდიების და სუბვენციების სახით;

მატერიალურტექნიკური და ინფორმაციული რესურსებით;

ახალი ტექნოლოგიების შეღავათიანი პირობებით გამოყენება;

კადრების მომზადების ორგანიზაცია და ა.შ.

მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ერთ ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი სტანდარტიზაციაა. მისთვის საერთაშორისო სტანდარტის მიღება მსხვილ საწარმოსთან გატოლების ტოლფასია.

კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა: რატომ არ სარგებლობს საერთაშორისო სტანდარტი შესაბამისი პოპულარობით მცირე მეწარმეობაში?

მცირე საწარმოების მენეჯმენტს საერთოდ და კერძოდ, მცირე საწარმოებში ხარისხის მენეჯმენტს თავისებურებები გააჩნია. მთავარია მათი გამოვლენა, არსებულ მაგალითებთან შედარება და ანალიზის გაკეთება. მცირე მეწარმეობის თავისებურებების რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ:

პერსონალის მცირე რაოდენობა;

თანამშრომელთა შორის უშუალო და მყარი დამოკიდებულება;

ამოცანათა ფართო წრე, რომლებიც აკისრია ცალკეულ მუშაკს;

საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთი ან ორი პირის მიერ.

როდესაც მცირე საწარმოს სერტიფიკაციაზე ვლაპარაკობთ, ათვლით წერტილად ადამიანური რესურსები უნდა მივიჩნიოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მცირე საწარმოს თანამშრომლები უფრო შემჭიდროებულნი და ერთმანეთში დაახლოვებულნი არიან. მათ იციან, რომ საკუთარი მატერიალური სიძლიერე მხოლოდ მათზეა დამოკიდებული და ამიტომ ფირმის წარმატების დიდი მოტივაცია გააჩნიათ. მუშაკთა სიმცირე განაპირობებს დოკუმენტაციის ნაკლებ რაოდენობას. ამასთან ცალკეულ თანამშრომელს აკისრია ბევრად მეტი ფუნქცია, ვინაიდან მცირე მეწარმეობას დიდი შტატის შენახვის საშუალება არ გააჩნია.

მცირე ბიზნესს უფრო მეტად ესმის ხარისხის საბაზრო არსი. აქედან გამომდინარე, ISO - ს სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი მცირე საწარმოს საშუალებას მისცემს უფრო სარფიანად გაუკეთოს რეალიზაცია საკუთარ პროდუქციას. მიეცემა პრიორიტეტი ტენდერში მონაწილეობის და შეღავათები კრედიტების აღებისას. იზრდება პარტნიორთა, განსაკუთრებით უცხოელების, ნდობა. ამასთან აღვნიშნავთ, რომ ISO - ს სერტიფიკატი, პირველ რიგში, კომპანიის იმიჯია. იგი მეტყველებს ბიზნესის სტაბილურობაზე და წარმოებული პროდუქციის (მომსახურების ) მართლაც მაღალ ხარისხზე.

ISO 9001:2000 თავის ახალ გამარტივებულ ფორმაში ძალზე ადვილი გამოსაყენებელია მცირე ბიზნესისათვის. აქედან გამომდინარე მცირე საწარმოსთვის შემუშავებული ხარისხის მართვის სისტემა (ხმს) უნდა იყოს ლაკონური, გასაგები და მობილური. ვინაიდანაც მცირე საწარმოებში მართვის სისტემა ძირითადად ვერტიკალურადაა აგებული, სხვა თანამშრომლებთან შედარებით, ხელმძღვანე ლობის უმაღლესი რგოლი ყველაზე ფართოდაა ინფორმირებული ფირმის ფუნქციონირების პრობლემებზე. შესაბამისად, ISO - ს მოთხოვნების მიხედვით, გარდა ექვსი აუცილებელი პროცედურისა, სწორად განსაზღვრავენ დამატებითი პროცედურის აღწერის აუცილებლობას ან დოკუმენტაციის შედგენას.

იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში მცირე ბიზნესმა მართლაც დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი, აუცილებელია მის მიერ წარმოებული პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდა, რასაც პირველ რიგში ემსახურება საერთაშორისო სტანდარტები. ამის ღრმად გააზრებისთვის საჭიროა მცირე ბიზნესში დასაქმებული კადრების მომზადებაგადამზადება, რისთვისაც საჭიროა შემსწავლელ მოტივაციური ტრეინინგების ჩატარება. მათ კურსდამთავრებულს, პირველ რიგში, უნდა შეეძლოს საწარმოს დიაგნოსტიკის ჩატარება, რომლის მსვლელობაში უნდა გაირკვეს ფუნქციონირებს თუ არა სრულყოფილად პროცესები, რა მიმართულებით სჭირდება პროცესებს დამატებითი შემუშავება, თანამშრომლების პასუხისმგებლობის და დაკისრებული მოვალეობების საზღვრების დადგენა და ა.შ.

საქართველოს უახლოესი ისტორიის გარკვეულ პერიოდში მცირე ბიზნესის სტრატეგია ეფუძნებოდა მეწარმის ინტუიციას, პირად კავშირებს და ა.შ. ასეთი მიდგომა ნელნელა წარსულს ბარდება. WTOში შესული ქვეყნის კონკურენტუნარიანი მცირე ბიზნესის სტრატეგია აგებული უნდა იყოს სისტემურ მიდგომაზე და ხ მ ს.

თანამედროვე ეკონომიკის პირობებში ბიზნესპროცესების ლოგიკა მცირე მეწარმისგან მოითხოვს პროდუქციის და მომსახურების ხარისხის პრინციპულად ახალ დონეზე აწევას, მათ შესაბამისობას მსოფლიო სტანდარტებისადმი. ქართული ბიზნესისათვის, მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის არსებულ ეტაპზეც კი, ხარისხის სტანდარტების დანერგვა ბევრად აადვილებს ამ მოთხოვნების შესრულებას და საქმიანი კავშირების დამყარებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ WTO - ში შესვლის შემდეგ ქართულ ბიზნესს საკუთარ ტერიტორიაზე უხდება კონკურენცია უცხოელ კოლეგებთან. შესაბამისად, ქართველ მომხმარებელს, გარდა პატრიოტიზმისა, უნდა გააჩნდეს საფუძვლიანი არგუმენტები ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შესაძენად. ერთერთ ასეთ მნიშვნელოვან არგუმენტს ISO 9001:2000 სერტიფიკატი წარმოადგენს.

იმისათვის, რომ მცირე საწარმოებმა ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ISO სტანდარტების დანერგვაში, ISOს ცენტრალურმა ოფისმა გამოსცა შემდეგი სახელმძღვანელოები:

ISO 9000 for Small Businesses;

Quality Systems in the Small and Medium Enterprises;

ISO 9001:2000 for Small Businesses - ამ გადამუშავებულ გამოცემაში მოცემულია ახალი მოთხოვნები, რომლებიც მცირე ბიზნესს საშუალებას მისცემს თავისი მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშაოს ხარისხის მართვის ახალი გეგმები;

Help! ISO for SME - ? ეს გამოცემა მცირე მეწარმეობისათვის დაწვრილებით ინფორმაციას იძლევა იმ ახალი საკითხების შესახებ, რომლებიც გასათვალისწინებელია ISO 9001 სერტიფიკატის მისაღებად;

ISO - Manual for Small Enterprises.

ხ მ ს მუდმივი გაუმჯობესობის მოთხოვნიდან გამომდინარე, სიახლეების სტიმულს წარმოადგენს და ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების წარმოებაში დანერგვას. მენეჯმენტი, როგორც ხ მ ს განუყოფელი ნაწილი, ახალი იდეების გენერაციის, მათი დანერგვისა და სრულყოფის პირობებს ქმნის. ხარისხის მართვის სისტემაში ინოვაციების სამართავად აუცილებელია:

შემოქმედების პროცესზე ორიენტირებული სტრუქტურა;

პასუხისმგებლობის განაწილება;

უმაღლესი ხელმძღვანელობის მხარდაჭერა;

ხ მ ს ჩართული კონტროლის მეთოდების არსებობა;

ინოვაციების მართვის წარმატებული სისტემის არსებობა.

ხ მ ს შემავალი ინოვაციური პროცესი წარმოადგენს მეცნიერული მიღწევების გარდაქმნას ინოვაციაში, რის შედეგად ბაზარზე ახალი (გაუმჯობესებული) პროდუქცია წარმოიქმნება და მომხმარებლის მხრიდან მისი აღიარება ხდება.

მცირე საწარმოები ინოვაციების სწრაფი და მოქნილი დამნერგავები არიან, გადაწყვეტილების მიღების მობილურობა ახასიათებთ, კომპაქტური ორგანიზაციული სტრუქტურა გააჩნიათ, ბაზრის საკუთარ სეგმენტზე ლიდერებში გასვლის დაუოკებელი სწრაფვით გამოირჩევიან, გააჩნიათ უზარმაზარი სურვილი დაამტკიცონ, რომ მათი პროდუქცია არაფრით ჩამოუვარდება ცნობილი ბრენდების მწარმოებლებს. მცირე მეწარმეობა ISO 9001 სერტიფიკატის მიღებით ადასტურებს არა მარტო იმას, რომ შეუძლია უზრუნველყოს თავისი პროდუქციის და მომსახურების მაღალი ხარისხი, არამედ რაც მეტად მნიშვნელოვანია, ადასტურებს იმას, რომ ორგანიზაციის ხ მ ს მუდმივად განიცდის სრულყოფას და გაუმჯობესებას, რაც არსებულ მომენტშიც და მომავალშიც მაღალი ხარისხის გარანტიას წარმოადგენს.

25 იაფი სესხი მითი, თუ რეალობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ომარ ბილონაშვილი
გამომგონებელი

მივესალმები თქვენი ჟურნალის მკითხველებს და მადლობას გიხდით ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების შეულამაზებელი და რეალისტური ანალიზისათვის.

ჩემი დაინტერესება გამოიწვია თქვენს ჟურნალში გამოქვეყნებულმა საინტერესო სტატიამ იაფი სესხის შესახებ. ვინაიდან თვითონ გავხდი ამ პროგრამის მიმზიდველ ბადეში გაბმული, გადავწყვიტე ეს პატარა და ვფიქრობ არც თუ ისე უმნიშვნელო ისტორია თქვენთვის მომეყოლა.

ზემოთ აღნიშნული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე, სადაც მოცემულია სესხის გაცემის პირობები, მიზნები, ფორმები და ა.შ...

ასეთივე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზეც. ამასთან, ამ ფონდის საიტზე წარმოდგენილია ინფორმაცია გაფორმებული კონტრაქტების შესახებაც.

რაღა თქმა უნდა, მკითხველთა აბსოლუტურ უმრავლესობას ნანახი ექნება იაფი სესხის შესახებ ტელეარხებზე დატრიალებული სარეკლამო კლიპები, ასევე, სიუჟეტები ამ პროგრამის ფარგლებში ამუშავებულ საწარმოებსა თუ ახალ ბიზნესებზე, რომლებიც ასე ოპტიმისტურად განაწყობენ ადამიანს და ძლიერ ეფექტს ახდენენ მოსახლეობის იმ ფენაზე, რომელიც მართლაც უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ წინასაარჩევნოდ ,,შემოთავაზებული“ ამ იაფი ფულის მომხმარებელი.

ვინ არის ან ვინ უნდა იყოს, რა ტიპის საწარმოებისთვისაა განკუთვნილი, მართლა მიიღო თუ არა ამ ხალხმა ეს სესხი, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები - კომისია, თუ მისი წევრები? ასეთი და სხვა მრავალი კითხვა გამიჩნდა პირადად მე და დარწმუნებული ვარ ბევრ სხვასაც.

როგორც პროგრამის დებულება გვეუბნება, იგი განკუთვნილია ძირითადად სოფლის მეურნეობის, ხალხური რეწვისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე მეწარმეებისთვის. დაფინანსება შეუძლიათ მიიღონ როგორც უკვე არსებულმა, ასევე დამწყებმა ბიზნესებმა, ანუ იმ ხალხმა, ვისაც კარგი ბიზნესიდეა და მონდომება გააჩნია. კარგი და პატიოსანი. თუმცა, ყველაფერი ისე როდია, როგორც ლამაზად შეფუთული „ზღაპარი“ (სარეკლამო რგოლი) გვეუბნება.

მოკლე ისტორია

2008 წ. 28 მარტს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შენობაში განთავსებულ ე.წ. ,,ბუტკაში მჯდომ ქალბატონებს ,,ჩავაბარე“ იაფი სესხის პროგრამაში მონაწილეობისთვის 2 (ორი) პროექტი. აქედან, ერთი განკუთვნილი იყო დედოფლისწყაროში, კერძოდ კი შირაქში ახალი წისქვილისა და საცხობის მოწყობილობების შესაძენად და ასამუშავებლად. დასაქმდებოდა 30მდე ადამიანი და მის განხორციელებას დასჭირდებოდა 4550000§; მეორე პროექტი მოიცავს, როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე, ტურიზმსაც. საქმე შემდეგში გახლავთ: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტში“ შევიტანე განაცხადი ¹478/04 სამრეწველო დიზაინის ნიმუშზე - ,,კასრის ფორმის ჯიხური“. აღნიშნული დიზაინი მიეკუთვნება მცირე არქიტექტურულ ნაგებობებს. დღეის მდგომარეობით გამოქვეყნებულია (,,საქპატენტის“ ბიულეტენი, № 9, 2008წ.) და უახლოეს მომავალში გაიცემა პატენტი ანუ დაცული იქნება. პარალელურად დაპატენტების პროცესი მიდის რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც.

პროექტის არსი

კასრის ფორმის არქიტექტურული შენობა, რომელიც გარედან ეფექტური და მიმზიდველი უნდა იყოს, როგორც ტურისტისათვის, ასევე ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის. გარდა გარეგანი ფორმისა, შიგნიდანაც ორიგინალურ და საინტერესო დიზაინს მოიცავს. მისი დადგმა შეიძლება როგორც ისტორიულ ძეგლებთან, ასევე, თანამედროვე ნაგებობებთან, ქალაქში თუ ქალაქგარეთ ტურისტებით დატვირთულ ადგილებში. შენობის (კასრის) ქვეშ სიღრმეში განლაგებული მცირე მარანი და საჭაშნიკე კი დამატებითი პლიუსებია ასეთი ტიპის მცირე ბიზნესისათვის. პროექტის მიხედვით, შენობაში გაიყიდება როგორც ცნობილი ქართული კომპანიების ღვინოები, ასევე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, კერძო მევენახეების (მეღვინეების) სახლის ღვინოები და სხვა სპირტიანი სასმელები (როგორც უცხოელები ამბობენ Home Made), რაც საშუალებას მისცემდა რამდენიმე ასეულ ფერმერს მოეწოდებინა განსხვავებული და ხარისხიანი ღვინოები და სხვა სპირტიანი სასმელები, რაც უდავოდ კონკურენციის პირობებში მათი ხარისხის ამაღლებასაც ხელს შეუწყობდა. საწყის ეტაპზე ასეთი ნაგებობების განლაგება შეიძლება თბილისის რომელიმე ისტორიულ უბანში, სიღნაღში, თელავში, ბათუმში და ქუთაისში. ობიექტებზე შესაძლებელი იქნება ღვინოებისა და სხვა სპირტიანი სასმელების გარდა სხვადასხვა სუვენირებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენაგაყიდვა, რაც ხელს შეუწყობდა მეთუნეების, მქსოველების, ჭედურობის ოსტატების თუ სხვა ხელოსანთა და მცირე მეწარმეთა ნაკეთობების რეალიზაციას.

ტურისტულის გარდა, ასეთი ობიექტები შეიძლება განლაგდეს ჩვეულებრივ ხალხმრავალ სარეალიზაციო ადგილებშიც, რაც რა თქმა უნდა ჩაანაცვლებდა ე.წ. ,,ბაზრის ღვინოებს, რომელთა წარმოშობა და ხარისხი თავისთავად ეჭვს იწვევს მომხმარებელში, სერთიფიცირებისა და ხარისხის კონტროლის უქონლობის გამო.

0x01 graphic

პერსპექტივა

საქართველოს ბაზარზე პროექტის წარმატების შემთხვევაში შეიძლება მისი განვითარება ღვინის და სხვა სპირტიანი სასმელების ფართოდ მომხმარებელ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, აშშ თუ სხვა. ამ ქვეყნებში დღეისთვის მიმდინარეობს დიზაინის ნიმუშის დაპატენტების პროცესი.

მიმდინარე სიტუაცია

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში პროექტების ჩაბარებისას, „ბუტკაში” მჯდომმა ქალბატონმა მითხრა, რომ პასუხი დაახლოებით 2 კვირაში იქნებოდა. ორი კვირის შემდეგ მისულს შემომთავაზეს, დამერეკა ნომერზე 98 84 73, რომელიც კედელზე ე.წ. „ფლომასტერით“ იყო მიწერილი(?). სხვა უამრავ წარწერას შორის, როგორებიც არის მაგ. „ვანოს+ანო=“ და ა.შ. როდესაც დავრეკე, მითხრეს, რომ მოწონების შემთხვევაში დამირეკავდნენ. ორისამი დღის ინტერვალით ვრეკავდი და პასუხი იგივე იყო. გავიცანი ხალხი, ვისაც შეტანილი ჰქონდა პროექტები მეფუტკრეობაზე, მევენახეობაზე, მესაქონლეობაზე და ა.შ. არც ერთ მათგანს პასუხიც კი არ მიუღიათ, როგორც მეანაბრეებს არ მიუღიათ ყოველი არჩევნების წინ დაპირებული საკუთარი(!) დანაზოგი.

დავუბრუნდეთ საქმეს, 20 ივნისის შემდეგ, ზემოთხსენებულ ნომერზე მოპასუხე ახალგაზრდას გაბრაზებულმა მოვთხოვე ჩემი პროექტების დაბრუნება. ჩემდა გასაკვირად, გამომეცხადა 1718 წლის ახალგაზრდა და ჩამომიტანა პირველი პროექტის ქსეროასლი და მითხრა, რომ მეორე პროექტი ვერ იპოვეს (?!) და თან დამამშვიდა, რომ აუცილებლად იპოვიდნენ და თუ მოეწონებოდათ, აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ. მას შემდეგ ჩაილურის წყალთან მეც ბევრჯერ ავიარჩავიარე (კახეთში ჩასვლაჩამოსვლისას), იაფი კრედიტის კლიპებიც ძველებურად აბოლებენ დღის განმავლობაში ნაჯაფარ და საღამოს ტელევიზორთან მიმჯდარ კახელ, რაჭველ, გურულ თუ ქართლელ კაცს, ვისთვისაც განკუთვნილა ეს კრედიტი, პასუხი კი არ ჩანს.

მცირე ანალიზი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია გაფორმებულ კონტრაქტებზე ასე თუ ისე ნათელ წარმოდგენას იძლევა რეალურ სურათზე. ძვირფასო მკითხველო, კარგად მოგეხსენება, რომ ინტერნეტი და შესაბამისად, ეს ინფორმაცია სოფელში მცხოვრები 1000 კაციდან 999 კაცისათვის ისევე მიუწვდომელია, როგორც საკუთარი ყურების ხილვა. ხოლო ეს ინფორმაცია გასაგებად გვეუბნება, რომ კონტრაქტების 99%25 მიღებული აქვს წარმოებებს რომელთაც 200300 ათასი ლარის (და მეტის) ქონება გააჩნიათ სესხის უზრუნველსაყოფად (ამას მოითხოვს პროგრამის დებულება), ანუ ის ე.წ. „მცირე მეწარმეებზე” არ ყოფილა სინამდვილეში გათვლილი.

დასკვნის მაგიერ

მთლიანობაში ეს არ ჰგავს ფართოდ რეკლამირებულ „ყველა ინიციატივიან მეწარმეზე“ შეპირებულ იაფი სესხის კეთილშობილურ ჩანაფიქრს. ეს, პირადად მე, მაგონებს პოლიტიკური ხელისუფლების ძველთაძველ და მრავალნაცად „პური და სანახაობის“ თანამედროვე ნაირსახეობას და იგივე პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების ეკონომიკურ ხერხს. ვისურვებდი, რომ ვცდებოდე.

26 * * *

▲ზევით დაბრუნება


იზნესი და კანონმდებლობა

ყოველთვიური სამეცნიერო ანალიტიკურპრაქტიკული ჟურნალი

საავტორო უფლება

სტატიები, რომლებიც ჟურნალში გამოქვეყნებისთვისაა განკუთვნილი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ორიგინალური კვლევის შედეგი. ნაშრომი არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს და შესაბამისად გამომცემელი ნებისმიერი სახის დარღვევისგან უნდა იყოს დაზღვეული. ხელნაწერი, ან ნაშრომი გადადის გამომცემლის ლეგალურ საავტორო უფლებაში.

სტატიის გამოქვეყნების წესი:

1. ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12იანი შრიფტით, დაშორება ხაზებს შორის 1,5.

2. სტატიის მოცულობა 510 გვერდი.

3. სტატიაში მიეთითოს ავტორის (ან ავტორთა) სრული სახელი, გვარი და სამეცნიერო წოდება.

4. სტატიას უნდა ახლდეს რეზიუმე, სადაც აღწერილი იქნება სტატიის პრინციპული მიმართულებები. იგი არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას. სტატიისა და რეზიუმეს სათაურები აუცილებლად იდენტური უნდა იყოს.

5. თუ სტატია მოიცავს მეთოდოლოგიას, იგი უნდა გამოიყოს ცალკე ქვესათაურით. სათაურები უნდა იყოს მოკლე, განსაზღვრული და დაუნომრავი. ცხრილები, დიაგრამები - მინიმუმამდე დაყვანილი, შავთეთრი, არაბული ნომრების გამოყენებით. ტექსტში აუცილებლად მიუთითეთ „იხ. ცხრილი“.

6. სტატია და რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იქნეს ასევე დისკეტაზე (CD, Floppy), გამოიყენეთ შრიფტი AcadNusx.

ყველა სამეცნიერო ნაშრომი რეცენზირდება. უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში ნაშრომი არ გამოქვეყნდება, ხოლო ხელნაწერი რედაქციაში რჩება.

შეცდომების გასწორება

ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ივლისიაგვისტოს ნომერში (გვ. 59) ქალბატონ ლია ელიავას სტატიის სათაური: რა უშლის ხელს საბანკო კრიზისის მდგრადობას უნდა იკითხებოდეს: რა უშლის ხელს საბანკო სისტემის მდგრადობას, ასევე ლარისა ყორღანაშვილის სტატიის სათაურში (გვ. 77) სიტყვა კლარტერები უნდა იკითხებოდეს: კლასტერები.

ჟურნალის რედაქცია ბოდიშს უხდის ავტორებს და მკითხველებს უნებლიედ დაშვებული შეცდომებისათვის.

ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის რედაქცია.