The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №21 (დეკემბერი 2008)


ბიზნესი და კანონმდებლობა №21 (დეკემბერი 2008)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: პაპასქუა იური, ნაჭყებია ზაურ, კოღუაშვილი პაატა, ცინცაძე მანანა, ნატროშვილი გიორგი, ლაჭყებიანი თენგიზ, გორელიშვილი ილნარ, მესხია იაკობ, ჯიმშელაძე ეკა, ალანია ვახტანგ, აბესაძე კიაზო, აბულაძე კონსტანტინე, გველესიანი მერაბ, მაზიაშვილი ნინო, ფერაძე მარინე, კიკუტაძე ვასილ, მაისურაძე მარინა, ბეგიაშვილი მიხეილ, ქოქიაური ლამარა, ბობოხიძე ზემფირა, ჩიბურდანიძე ლაშა, მარღია ელგუჯა, მინდიაშვილი აკაკი, კვარაცხელია ნიკო
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან WWW.INOVACIA.GE ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია” რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედადქტორები: კობა ბიწაძე, ილნარ გორელიშვილი, ეკა ჯიმშელაძე. სამეცნიერო საბჭო: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ლევან გრიგალაშვილი, ნოდარ ხადური, ავთანდილ ჩუთლაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, მიხეილ ჯიბუტი, თემურ შენგელია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, კოტე აბულაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური მაკა არახამია (ხელმძღვანელი), მზია ნაჭყებია, ეკა სამხარაძე. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: №400467916; კოდი: 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა



1 ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ერთად ვიაროთ!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იური პაპასქუა
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის მთავარი რედაქტორი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ჟამთასვლამ კიდევ ერთი წელი მიითვალა...

ჩემო ძვირფასო მკითხველო, ასტროლოგებისთვის რომ გვესმინა, ვირთხის წელიწადი პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობასა და ეკონომიკური განვითარების აღმავლობას გვპირდებოდა. ვერ გეტყვით, სინამდვილეში ვის რა არგუნა ვარსკვლავების გავლენამ, მაგრამ საქართველოსთვის ეს წელი განსაკუთრებით მძიმე რომ იყო, ამაში თქვენც დამეთანხმებით.

წინამორბედებისგან განსხვავებით, 21- საუკუნის ეს მე-8 გაელვება პოლიტიკურ არენაზე ვნებათაღელვის სიმძაფრითაც გამოირჩა, ეკონომიკურ სფეროში კი ოკეანის გაღმა აგორებულმა ტალღამ ყველას ეზოში უბოდიშოდ შემოაღწია.

გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესების გამო, ამერიკასა და რუსეთს შორის დაპირისპირებამ კავკასია ლამის ცეცხლის ალში გაახვია. დიახ, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისკენ სწრაფვას მსხვერპლიც მოჰყვა...

შეგზარავს კაცს იმის გახსენება, თუ როგორ გაწბილდა არჩევანი, დაპირებების ნიაღვარს ნაფოტიც რომ არ ჩამოჰყვა, როგორ იწივლა ჰაერში ტყვიამ, როგორ დაჰყო და დაგვინაწევრა მომხდურმა მრავალჭირნახული სათაყვანო მამული, რამდენს მოსწყვიტა თვალთაგან კურცხალი შიშმა და შიმშილმა... ნატო-მ კარი ცხვირწინ მიგვიხურა, ბევრი სხვა სიკეთეც შორეული მომავლისთვის გადაიდო.

ომის ჭრილობებს ჯერ პირიც არ შეუკრავს, ექსპერტები თავდასხმის თუ თავდაცვის ახალ გეგმებზე ალაპარაკდნენ...

მოკლედ რომ ვთქვათ, 2008 წელმა რთულად და მძიმედ ჩაიარა.

თუ ძალიან ახლოს არ ხარ პოლიტიკური ინტრიგების ხლართვის სათავეებთან, ძნელია განსაზღვრო: რა გადაგვხდა თავს და რა გველის მომავალში. მათთვის კი, ვისაც ეს არ ძალუძთ, ყრუ გულთმისანი ჩაგვისვეს ჭაში, დაბლა, ჩვენს ქვევით, გამავალი გვირაბების შეერთება უნდა გვამცნოს, სამახარობლო ზარის ჩამოკვრას ელოდება... მაღლა ლელა კაკულია წინასწარმეტყველებს: ყველაფერი კარგად მიდისო. სჯერა მრავალს და დაინახავს გვიან, რომ დენის წყაროდან გასანიავებლად გამორთული დაცლილი მაცივარი თავისით არ შეივსება სურსათ-სანოვაგით.

ცხადია, სასწაულები ასე არ ხდება. არც ვარსკვლავები გამწყრალან ჩვენზე. ჩვენვე მოვიწყვეთ აწმყო და ვიმკით გაზაფხულზე დათესილი უჯიშო თესლის ნაყოფს, სხვას რა უნდა დავაბრალოთ?

მოვლენათა განვითარების შოკისმომგვრელი დინამიკის გამო, თანმდევი ყოველდღიური ტახიკარდია იმით შეიძლება დავიოკოთ, რომ მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიც ითვლიან ეკონომიკური კრიზისით მიყენებულ ზარალს და შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსვლის გზებსაც ეძებენ. თუმცა პროგნოზები დამაიმედებელი არ არის. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, რეცესია წელზე დიდხანს გაგრძელდება.

მართალია სხვებსაც უჭირთ, მაგრამ ეს ჩვენთვის, დიდი ვერაფერი ნუგეშია.

ჩვენც არ გვსურს ვინმეს ცუდად ყოფნა, მაგრამ არც დახმარებების იმედით დახატული ოპტიმიზმის არ გვწამს და არც ექვსი თვის თავზე უცხოეთიდან შემოდინებული მილიონებით ნაომარი ქვეყნის ეკონომიკის აყვავებისა გვჯერა.

როცა კრიზისი მძვინვარებს (უჭირს ქვეყანას), მაშინ თავაუღებლად უნდა მუშაობდეს ყველა: ჩინიანი და უჩინო, ხანდაზმულიც და ყრმაც, მეცნიერიც და მეისრეც, ერთი მიზნისთვის - მოინახოს ჩიხიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი.

ჩვენთან ეს არ ხდება.

ჩვენთან დაუსრულებელ (წლის განმავლობაში რამდენჯერმე) სამთავრობო კარუსელსა და მინისტრების უნიჭო გადაჯგუფებას აწყობენ...

ჩვენთან ხელისუფლების შენარჩუნებისა და შავ-ბნელ საქმეთა მიჩუმათებისთვის მოღვაწეობენ დღენიადაგ...

ჩვენთან რიგში დგანან და სავარძლების გამოთავისუფლებას ელოდებიან უცხოეთში დამოძღვრილი მედროვენი...

ხალხია ცუდ დღეში, თორემ ბევრისთვის ასეთი ვითარება ხელსაყრელიცაა. მეტი რა ვთქვა: არსად სხვაგან დოლარის კურსი ხელოვნურად არ იმართება და ასე არ დახტის, როგორც ეს საქართველოში ხდება (ლარის კურსის ყოველ აწევასა და დაწევაში გარკვეულ პირთა ინტერესები იმალება).

დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო: საქართველოში კრიზისი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდეც მძვინვარებდა და არასწორად მიმაჩნია, რომ მას გლობალური ეკონომიკური რეცესიის გამოძახილი დავარქვათ. ჩვენ მანამდეც გვქონდა კრიზისი პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში. რაც ყველაზე დამაფიქრებელია, ჩვენ სისტემური პრობლემებიც გვაქვს (არ მუშაობს სტრუქტურა. იმისდა მიხედვით, ვის რა დაესიზმრება, გამთენიისას მოქმედ ინსტიტუტს სხვა აბრას ჩამოკიდებენ, მის ხელმძღვანელს კი სამსახურში გამოცხადებამდე შეიძლება გზაში მისამართი შეუცვალონ).

ჩემის აზრით, სხვა მნიშვნელოვან მიზეზებთან ერთად, არსებული პრობლემები უმეტესწილად საზოგადოებაზე ზემოქმედების გარეგნულმა ფორმებმა, ბაქიობამ და ილუზიების შექმნამ განაპირობა. მთავარი PR-მენეჯერები დღენიადაგ იმას ცდილობენ, რომ სასურველი რეალობად მოგაჩვენონ.

ვინც ამ ვირტუალური სამყაროდან გამოსვლას ახერხებს, აშკარად ხედავს: ტყუილია, რომ 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა გასამმაგდა, გვაქვს ზრდის მაღალი ტემპები, ინფლაციის მაჩვენებელი თარგეთირებულ ზღვარს (12%25-) არ სცილდება, ამაღლდა ცხოვრების დონე, მთელი დრო მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ფიქრს და ზრუნვას ხმარდება.

ქვეყანას კატასტროფულად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, ამასთან, ექსპორტის მოცულობაში ნედლეული სჭარბობს, იმპორტში კი - ისეთი საქონელი, რომელიც ადგილობრივ წარმოებას ძირფესვიანად ანადგურებს.

ოპონენტები იტყვიან, გლობალიზაციისა და ინტეგრაციის ეპოქაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის სხვა წესები მოქმედებს. ჩვენც გვეხსნება გზა ევროპასა და ამერიკის კონტინენტზე საქონლის შესატანად.

0x01 graphic

ბატონებო, ეს თვალებში ნაცრის შეყრაა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა საკუთარი ბაზრის დაუცველობას სულაც არ ნიშნავს. გარდა ამისა, ევროპისა და სხვა კონტინენტის ბაზრებზე შეღწევა შორეული პერსპექტივაა, ჩვენ ვერ ვქმნით ისეთ საქონელს, იქაურს რომ დასჯაბნის.

ერთი სიტყვით, ქაღალდი ყველაფერს იტანს, მართვადი ოფიციალური სტატისტიკა თვალს მორცხვად ლულავს ფაქტების წინაშე. რეალობა კი ასეთია: ადრე არსებულმა კრიზისმა (მათ შორის, სისტემურმა პრობლემებმა) მიგვიყვანა ომამდე, ომმა მთლად მოსრა ხელისუფლების მიერ ნალოლიავები ეკონომიკა, გლობალური ეკონომიკური რეცესიის ტალღამ კი გადარჩენილ ნაშთებს ქვიშა მიაყარა.

ომისშემდგომ პერიოდში მკვეთრად შემცირდა კაპიტალდაბანდებათა მოცულობა, ინვესტორებმაც გული აიყარეს: ზოგი გაიქცა, ზოგმა კი შემოსვლა გადაიფიქრა. იძირება სამშენებლო ბიზნესი, მძიმე დღეები უდგას სადაზღვევო სექტორს, კრიზისმა ვაჭრობის სფეროც ჩაითრია, ჩაკვდა ტურიზმი, მრეწველობა კი გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში დასამარდა და თუ ასე გაგრძელდა, აღორძინება არ უწერია, სასურსათო პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება, არც ბანკებს ადგათ კარგი დღე, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ვფიქრობ, საქართველოში კომერციული ბანკების უმეტესობა კვლავაც განცხრომაშია და მათ ყველაზე ნაკლებად შეეხო ამერიკიდან დაძრული შტორმი (ერთი-ორი ბანკი თუ კოტრდება, რაც მენეჯმენტის პრობლემა უფროა). მეტსაც ვიტყვი, ჩვენთან ბანკებმა კიდევ მეტად დაამძიმეს და გაამწვავეს კრიზისის შედეგები.

ვისაც ამ სფეროსთან შეხება ჰქონია დამეთანხმება, რომ სამშენებლო ბიზნესს იპოთეკური ყულფი ბანკებმა მოარგეს, თანაც ისე, რომ თოკი თავიდანვე დაჭიმული ჰქონდათ და სამეწარმეო სუბიექტს ჩამუხლების საშუალებასაც არ უტოვებდნენ (გარიგებისას, ბანკები ყოველთვის მაღალ გარანტიებს ითხოვენ და თავიანთი რისკები მუდამ მრავალგზის დაზღვეული აქვთ). როგორც კი ოკეანის გაღმა საავდრო სიომ დაუბერა, საქართველოში უმალ მოთხოვნები გამკაცრდა, ბანკებმა თითქოს პირი შეკრესო, შეზღუდეს სესხების გაცემა, ამასთან, თავიანთი პროდუქტები იმდენად გააძვირეს, რომ განცდილი და მოსალოდნელი დანაკარგებიც კლიენტმა უნდა ზღოს.

ბიზნესი სესხების გარეშე ვერ სუნთქავს, ამიტომაც საბანკო პროდუქტებზე მოთხოვნა არ შემცირებულა. კრედიტ-ოფიცრებთან მოსაცდელში კვლავაც დიდი რიგები დგას.

როგორც ხედავთ, ხელოვნურად თუ ბუნებრივად შექმნილი ასეთი ვითარების გამო, ყველაზე მეტად მომხმარებელი დაზარალდა. გამკაცრებული პირობები და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები მეწარმეს დამატებით ბორკილად დაედო.

სამწუხაროდ, მარტო ეს როდია მათი ერთადერთი პრობლემა. ფორს-მაჟორის მიუხედავად, ომის შედეგებით დაზარალებულებს ბანკები და საგადასახადო ორგანოები მათ არაფერს პატიობს, პირიქით, სანქციებიც კი დააკისრა. ბიუჯეტიდან ქარს გატანებული მილიონებისა და დანაკარგების საკომპენსაციოდ, ბიზნესზე ფულის შეწერვის ახალი ექსპედიცია კარდაკარ დადის, ზოგს (არმიღებული) შემოსავლების დამალვა დასწამეს, ზოგი ურჩობისთვის დააჯარიმეს (ცხადია, მათ შორის, ამის ღირსიც ერია, ძირითადად კი მორჩილი გადამხდელი დარჩა ხელ-ფეხ შეკრული). ვინც ამ ტალღას გადაურჩა, თავს სამშვიდობოს ნუ იგულებს, ახალი წლის დადგომამდე მათ კარებზეც მორიდებითაცეკვდება უცხო თითები.

ცუდ დღეშია მოსახლეობაც. უცხოეთიდან საშოვარზე გასულთა გზავნილებმაც იკლო. იზრდება უმუშევართა რიცხვი. გაკოტრებული საწარმოებიდან დათხოვნები და უხელფასო შვებულებაში გაშვება გრძელდება.“

0x01 graphic

პრობლემათა შორის, რაც თავს დაგვატყდა, უმუშევრობა ყველაზე მძიმე და დამანგრეველია, მეტიც, ესაა კრიმინოგენულობის ზრდისა და ერის დეგრადაციის სათავე. უმუშევრობას მოსდევს შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა, დეპრესია. შიმშილს საშოვარზე გამოყავს ადამის მოდგმაც და ნადირიც (მერე მათი ქმედება ერთმანეთს ემსგავსება). უმუშევარი (დაუსაქმებელი) კაცი ფუნქციას კარგავს ოჯახში, ჩანაგდება და ჩიავდება, ლოთობს, უძლურდება, თავის მოქმედებებს ვერ მართავს, თვალი და ხელი სხვის ეზოსა თუ უბისკენ გაურბის... როცა კაცს შია, მაღალი მატერიები არ აგონდება და ჩვენც ნუ მოვთხოვთ... ვინც მის დღეში არ ყოფილა, ის ვერ გაიგებს ამ განცდას.

უსაქმურობამ დააჩლუნგა ახალგაზრდობა (რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მაქვს თინეიჯერული ელიტა, რომელიც ბაღის ასაკიდან მაღალ სავარძლებზე გადასკუპდა).

უმუშევრობამ სარჩოს საძებნელად უცხოეთს გადახვეწა ინტელექტიც და რიგითიც... (თქვენის ნებართვით, ამ საკითხზე აქ შევჩერდები. ამავე ნომერში წარმოდგენილია ბატონი ზაურ ნაჭყებიას მეტად საყურადღებო სტატია ინტელექტუალური გენოციდი», რომელშიც იხილავთ პრობლემის სრულ სიმწვავეს). მხოლოდ ერთს დავსძენ: არავის შეურაცხყოფას და არც განსჯას ვაპირებ, თუმცა, რომც ჩამქოლონ უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლების უსუსურობის მკაფიო დადასტურებაა საკუთარი

„ხალხისადმი (უდიდესი პოტენციალისადმი) ასეთი დამოკიდებულება. დანაშაულია (საშინელებაა) და ვერაფერ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას უმდიდრესი რესურსის გადინება. ამაზრზენია... ქალის მიერ უცხოეთში სხვისი „მომსახურებით“ ნაშოვნი ფულით მუცლის ამოყორვა.

დასაქმების პრობლემა არის და უნდა იყოს ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი.

ნუ ვიდავებთ... კარგად მესმის, რომ ხელისუფლება ყველას ვერ დაასაქმებს, მაგრამ ვალდებულია და ხელი უნდა შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას. საწარმოთა რეგისტრაციის გამარტივება არ ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტას. სამეწარმეო გარემოს შექმნა ფრაგმენტული ღონისძიება როდია.

როცა ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით საქართველოს მთავრობის მიერ წლის დასაწყისში პომპეზურად გაცხადებულ სიღარიბის დაძლევის პროგრამას, რომელსაც ჯერ 50 დღეში უნდა მოეხდინა სასწაული, არჩევნების შემდგომ ის 50-თვეზე გაიჭიმა, აგვისტოს მოვლენებმა კი მისი პერსპექტივა მომავალ თაობებს გადაულოცა. ამჟამად, 18 თვიანი სატყუარათი გვაბრუებენ.

ალბათ გახსოვთ, რომ მთავრობის 50-დღიანი სამოქმედო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები იყო დასაქმება, ინვესტიციების მოზიდვა, სოფლის აღორძინება, პენსიების გაზრდა, სოციალური დახმარებები და განათლება. პროგრამის მთავარი ნაწილი საქართველოს საერთაშორისო ცენტრად ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა და ა.შ.

ცოდვას დავიდებ, თუ ვიტყვი, რომ აღნიშნულიდან არაფერი განხორციელებულა. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ რაღაც ნაწილი დაიწყო, ბოლომდე კი არაფერი მისულა, რაც შესრულდა - გაკეთდა უხარისხოდ, არაეფექტურად, უზარმაზარი რესურსების ხარჯზე, თანაც გუნდების მონაცვლეობამ და ახალ-ახალ პრობლემათა წამონთებამ ისე ჩაფარცხა წინამორბედის უნიათობა (უგერგილობა), რომ პასუხი არავის უგია. ვერავინ ბედავს ეჭვი შეიტანოს „დიად საქმეთა განხორციელების რეალობაში. ფინანსური კონტროლის, მითუმეტეს, ეფექტურობის კონტროლის მექანიზმი პრაქტიკულად მოშლილია.

უნდა ვაღიაროთ, რომ პროგრამის ძირითადი პრიორიტეტების განხორციელებას ომმა მართლაც შეუშალა ხელი. ხელისუფლებას დევნილთა გასაჭირზეც მოუწია „ბეჯითად“ მუშაობა. წეროვანსა და გორის სიახლოვეს სასწრაფოდ (მართლაც რეკორდულ დროში) აშენდა ტიპიური პროექტის ფერადი სახლები. გაჩნდა ახალი დასახლებები. ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს აუგის სათქმელად: უსახლკაროდ დარჩენილთათვის „კომფორტული“ თავშესაფრები დარიგდა, თუმცა იმ ფასად სრული ინფრასტრუქტურით ბევრად უკეთესის აგება შეიძლებოდა. არ ვიცი ვისზე როგორ, მაგრამ ჩემზე გულსაკლავად იმოქმედა მათმა დანახვამ - ციმბირში გადასახლებულთა ავადსახსენებელი ბარაკები წარმომიდგა თვალწინ. ნუ მიწყენთ, თუ შევცდე: აქედანვე გული მიგრძნობს, რომ მოგვიანებით ამ „მკვიდრად ნაგებ“ კომფორტულ სახლებზე ბევრი მითქმა-მოთქმა ატყდება, ბევრი უღირსი საქციელი გამომზეურდება.

ასე და ამრიგად, ვირტუალურ სამყაროში დარჩა ახალი სამუშაო ადგილები, იაფი კრედიტით აყვავებული სოფელი, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები და აღორძინებული სოციალური სფერო. არჩევნების წინ ნომენკლატურულ ბიზნესზე დარიგებული იაფი კრედიტიდან ჩამოწველილი რძის მდინარე ჩუხჩუხით აღმა მიედინება. სიღარიბე არა თუ დავძლიეთ, ათასი ახალი მიემატა მიუსაფართა რიგს.

ძალზედ გულსატკენია, მაგრამ თქვენც ხედავთ, რომ სიღარიბის დაძლევის არანაირი პროგრამა არ მუშაობს და არც არსებობს. პროგრამა კი არა, კრიზისიდან გამოსვლის თეზისური ჩანაწერიც არ გააჩნია ეკონომიკურ გუნდს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სპონტანური, გაუაზრებელი მოქმედებები და შეცდომების სერია კვლავაც გაგრძელდება.

გასულ წელს სხვაც ბევრი იყო წარუმატებელი, შეცდომაც და გულისტკენაც. ცხადია, მიზეზთა გამო, ყველა საკითხს ვერ შევეხებით. რაც იყო ვნახეთ. რაც ვერ ვნახეთ გამოჩნდება.

ვერ გეტყვით, ვენდოთ თუ არა 2009 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს, ან თუნდაც კარის წინასწარმეტყველთა დამაიმედებელ განჭვრეტებს. გასული წლის შედეგებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ არც კარს მომდგარი წელი ჩაივლის მშვიდად.

0x01 graphic

თქმა არ უნდა, ამ შეფასებებში გადაჭარბებული მეტაფორა უთუოდ არის და დახვეწაც აკლია (ამას პრობლემის სიმძაფრის წარმოჩენისთვის ვაკეთებთ), მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ ეს სიმართლესთან ძალიან ახლოს არის. სიმართლის მოსმენა კი არ უყვართ იმათ, ვისაც შედეგზე პასუხისმგებლობა ეხებათ, ტორებს იქნევენ მერე და შესაძლოა ცხვირშიც მიიღო „თავაზიანი“ საპასუხო შემოთავაზება.

ჩვენ რა უბედურებაც გვჭირს, ნახევარზე მეტი ბრმა მორჩილების, შიშის სინდრომის, თვითცენზურის დამსახურებაცაა. ეს ცუდი ზნეა და მასში ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი ყრია. არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებთ: ოპონირება არაა ღალატი. კარგიც უნდა დაინახო და ცუდზე თვალი არ უნდა დახუჭო.

როცა გადავწყვიტეთ თქვენთვის წლის შედეგების ერთგვარი შეჯამება შეგვეთავაზებინა, იმაზეც ვიფიქრეთ, ღირს კი საახალწლოდ ასეთ მძიმე საკითხებზე აქცენტირება, ანდა ჯერაც მოუშუშებელი იარების შეხსენება?

ყველაფრის მიუხედავად, გულწრფელობა, პირდაპირობა, მოვლენათა მიუკერძოებელი წარმოდგენა ვარჩიეთ, ისე, როგორც ამას აქამდეც ვაკეთებდით.

ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან შედარებით, აქ რა მოსატანია, მაგრამ არც ჩვენ გვქონდა დალხენილი ყოფა. გაძვირდა ქაღალდი, ყველა პოლიგრაფიული მასალა თუ მომსახურება. მაინც მოვახერხეთ და (ფასის გაუზრდელად) მნიშვნელოვანი დაყოვნების გარეშე მოგვქონდა თქვენამდე მოვლენათა ობიექტური ანალიზი. ჟურნალის ფურცლებზე გაშუქდა ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა. ჩვენთვის უპირველესი საზრუნავი იყო თქვენი სატკივარი, ყურადღების გარეშე არ დაგვიტოვებია შეკითხვები თუ მომართვები სამეწარმეო, საგადასახადო, საბუღალტრო და იურიდიულ საკითხებზე.

ნუ ჩამოგვართმევთ გადაჭარბებულ განაცხადად (და არც გაზვიადებული დამსახურების მიწერას ვაპირებთ), თუ აღვნიშნავთ, რომ მატერიალურად ბევრად ძლიერი ჟურნალიც ვერ შეძლებდა იმას, რაც ჩვენ თქვენი მხარდაჭერით მოვახერხეთ: ცნობილი მეცნიერების, ექსპერტების, ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით, ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გასული წლის განმავლობაში გავმართეთ ორი კონფერენცია და ექვსი მრგვალი მაგიდა. ღონისძიებები ვრცლად გაშუქდა ჩვენს ჟურნალშიც და მასმედიის სხვა საშუალებებითაც.

ვითვალისწინებდით რა თქვენს შენიშვნებს, ჟურნალმა სახეც იცვალა, დაიხვეწა დიზაინი, გაიზარდა მოცულობა, თემატიკა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა. ჟურნალს დაემატა სამეცნიერო რუბრიკა და რეფერირებადი სტატუსი მიიღო.

არ გამოვრიცხავთ, გვქონდა გარკვეული ხარვეზებიც და შესაძლოა ყველას თანაბრად ვერ დაგითმეთ ჯეროვანი ყურადღება, რაზეც გთხოვთ, მოგვიტევოთ. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ურთიერთკეთილგანწყობილი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულის გამო, შესაძლოა მინორულ განწყობაზე დაგაყენეთ, პესიმიზმს ნუ მიეცემით. ახალი წელი ყოველთვის ახალ იმედებსა და პერსპექტივებს უკავშირდებოდა. ამჯერადაც ამ განწყობით შევხვდეთ ახალ წელს. ვისწავლოთ სხვის და ჩვენს მიერ უკვე დაშვებულ შეცდომებზე. მეტი ენერგია, მეტი სიდინჯე, მეტი წინდახედულობა გვმართებს.

ყველა პრობლემიდან არსებობს გამოსავალი. ჩვენს ყოფასაც ეშველება. თუ ეს თაობა არა, სხვა აუცილებლად შეძლებს ამას, ოღონდ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ერთად ვიაროთ.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, ძვირფასო მკითხველო.

2 ინტელექტუალური გენოციდი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზაურ ნაჭყებია
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე

ჟურნალის წინა ნომერში (ბიზნესი და კანონმდებლობა ნოემბერი, 2008 .) გამოქვეყნებულ სტატიაში უიარაღო ომი ვწერდი, რომ ქვეყნის დასაპყრობად და გასანადგურებლად ბალისტიკური რაკეტები საჭირო სულაც არ არის. რადგან არსებობს სხვა საშუალებებიც, კერძოდ, უცხო ქვეყნიდან შემოტანილი გენმოდიფიცირებული, შხამ-ქიმიკატებით და ნიტრატებით გატენილი პროდუქტები. პრაქტიკაში აპრობირებულია სხვა იარაღიც (არანაკლებ მომაკვდინებელი), რომელსაც ერის გენოფონდის განადგურება შეუძლია!..

საუბარია ინტელექტუალურ გენოციდზე, რომელსაც ხელისუფლება უწყობს საკუთარ ხალხს, მეტადრე, ერის სხვაგვარად მოაზროვნე ნაწილს.

რატომ ეშინოდათ ბოლშევიკებს ინტელექტუალების?!

ინტელიგენცია საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ყველაზე რეალურად გრძნობს ქვეყნის მაჯისცემას. ინტელიგენტობა მარტო ადამიანის ქცევითა და მანერებით არ გამოიხატება - მთავარია, რამდენად ღრმაა და კეთილგონიერებით დამუხტული მისი სულიერი სამშვინველი. თუმცა, კაცობრიობის ისტორიაში ბევრია იმის მაგალითებიც, თუ როგორ შეცვალეს საზოგადოების განვითარების ვექტორი სხვაგვარად მოაზროვნე არაკეთილგონიერებით დამუხტულმა ადამიანებმა.

დავიწყოთ იქიდან, რომ ბოლშევიკებმა მუშურ-გლეხური (ძალადობაზე დაფუძნებული) სახელმწიფოს აშენება ეკლესიების განადგურებით და ინტელიგენციის მოსპობით დაიწყეს. მათ ნაკლებად სჭირდებოდათ ე.წ. ბუნტოვშიკები (სხვაგვარად მოაზროვნეები), რომლებიც არსებული რეჟიმის ძალადობრივ ხასიათს გააშიშვლებდნენ. ცხადია, მასების აყოლიება და კომუნიზმის იდეების პროპაგანდა ინტელექტუალური გენოციდის პირობებში უფრო ადვილად შეიძლებოდა. დიახ, მტკიცე სახელმწიფოს შენებას ქვეყნის მტრებისადა ჯაშუშებისგან (საზოგადოების ხორცმეტებისგან) განთავისუფლება სჭირდებოდა. უდავოა, რომ ბოლშევიკებმა ეს ამოცანა წარმატებით შეასრულეს. ჩინებულად მუშაობდა ყბადაღებული ლოზუნგიც: ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერიადა, ვინც მათთან არ იყო, - ზოგს ჯურღმულებში უკრეს თავი, ზოგი კი პირდაპირ მოუსავლეთში „გაამგზავრეს“ შეშინებული ინტელიგენცია (ცხადია, ვინც გადარჩა) ბოლშევიკების მორჩილი და მათი იდეების უსიტყვო აღმსრულებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მუშურ-გლეხურ სახელმწიფოში, სადაც დომინანტი იყო „ხალხი“ პარტიულ სისტემაში ინტელიგენციის კვოტა საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა (აქედან გამომდინარე, ვინც კომპარტიის წევრობას ვერ მოახერხებდა, გავლენიან თანამდებობაზე არც ინიშნებოდა).

საბჭოთა იმპერიის განმტკიცების კვალდაკვალ იდეოლოგიური მტრებისადა უცხო ქვეყნის აგენტებისლანდებმაც იკლო. საზოგადოებაც თანდათან შეესისხლხორცა კომუნისტურ სამოთხეშიცხოვრებას.

თუ არსებულ სისტემას, დღევანდელი გადასახედიდან შევხედავთ, მას დადებითიც ბევრი რამ ჰქონდა. უმუშევართა არმიის არარსებობას რომთავი დავანებოთ, საკმაოდ რაფინირებული იყო კადრების შერჩევის პრაქტიკაც (ლოზუნგიც შესაფერისი ჰქონდათ: კადრები წყვეტენ ყველაფერს!). კადრების სამჭედლოდ კი კომკავშირი ითვლებოდა, სადაც ფორმალიზმსა და ადამიანებთან ურთიერთობის ანაბანას სრულყოფილად ეუფლებოდნენ. საკმაოდ ეფექტიანად მუშაობდა ბიძაშვილ-მამიდაშვილობის („ნათლიმამობის“) ინსტიტუტიც, თუმცა ნებისმიერი გავლენიანი თანამდებობისათვის კადრებს არსებული კრიტერიუმის სრული დაცვით არჩევდნენ. ამასთან მთავარი ფაქტორი პარტიული (იდეოლოგიური) ერთგულება იყო. ხოლო, თუ ვინმე საშუალო ან მაღალ იერარქიულ საფეხურებზე ასვლას მოინდომებდა, საჭირო ტესტი უნდა ჩაებარებინა, რაც უპირველესად იდეოლოგიურ მზაობას ნიშნავდა.

საზოგადოების იდეოლოგიზაციაზე მეტყველებდა ისიც, რომ თუ ამხანაგი ლეონიდ ილიჩი ან პავლე ლიგაჩოვი, რომელიც საქართველოზე განსაკუთრებით იყო „შეყვარებული“ მოსკოვში „დააცხიკინებდა“ ობშკვითში, ან ცხრუკვეთში ერთხმად უნდა გეხუვლა: იცოცხლე ჩვენო მამა და მარჩენალო, თქვენი ღრმაშინაარსიანი მოხსენება რომ არა, ჩვენს იდეურ-პოლიტიკურ დონეს რა ეშველებოდაო!

ერთი სიტყვით, მიუხედავად ფორმალობებისა (რომლებიც ხშირად მაზოხისტურ ხასიათს იძენდა) და საზოგადოების იდეოლოგიზაციისა, კადრების შერჩევის საკმაოდ ეფექტიანი სისტემა არსებობდა, რაც საშუალებას იძლეოდა ნებისმიერ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მოეხდინა. დღევანდელისაგან განსხვავებით, არც ასაკობრივი ცენზი იყო დადგენილი. პირიქით, მნიშვნელოვან თანამდებობებზე მხოლოდ მომწიფებულიკადრები ინიშნებოდა.

აქვე ერთ გარემოებას უნდა გაესვას ხაზი. კომუნისტების ზეობის პერიოდში გარკვეული ფასეულობები ჩამოყალიბდა, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. მოქნილი და დახვეწილი იყო ადამიანებს შორის ურთიერთობის ფორმებიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ კომუნისტური იდეოლოგიის საფარქვეშ იქმნებოდა კულტურისა და ხელოვნების უნიკალური ქმნილებები, რომლებიც საუკუნეებს გაუძლებენ!

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო ხელოვნურად შექმნილ-შეკოწიწებულმა სოციალისტურმა ფორმაციამ თავისი დრო მოჭამა - ურღვევი და უძლეველი საბჭოთა იმპერია ხუხულასავით დაიშალა.

0x01 graphic

წითელი ინტელიგენცია და კიტოვანის საავტორო ნამუშევარი რუსთაველზე

ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის ოფიციალურ პანაშვიდამდე საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდნენ, რომლებიც ქვეყნის იმპერიის კლანჭებისაგან დახსნას მხოლოდ საკუთარ დამსახურებად მიიწერდნენ (არადა, იმპერია ისედაც განწირული იყო). ახალი, გამსახურდიას ხელისუფლების მოსვლისთანავე საზოგადოებაში მკვიდრდებოდა აზრი, რომ ყოველივე საბჭოური უვარგისი და მიუღებელი იყო. ეროვნული ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ყოფილი პარტიული ნომენკლატურა და ე.წ. წითელი ინტელიგენცია კომუნისტების ლოზუნგი, აქაოდა, ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია წარმატებით განაგრძობდა არსებობას კომუნისტებზე გამარჯვებით ეგზალტირებულ ხელისუფლებაში, რაც საზოგადოებისთვისაც გადამდები აღმოჩნდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ დაპირისპირებაში ჩაითრიეს წითელი ინტელიგენციაც სწორედ აქედან დაედო სათავე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის ხიდჩატეხილობას, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა და აშკარა გათიშულობაში გადაიზარდა.

სამწუხაროდ, არავინ აღმოჩნდა ისეთი (თუ ერის გაერთიანებისათვის ზვარაკად თავშეწირულ გია აბესაძეს არ ჩავთვლით) ხმამაღლა რომ ეყვირა: მთელი ჩვენი დღევანდელი საზოგადოება კომუნისტური რეჟიმის პროდუქტია და ახალი საზოგადოების მშენებლობას წითელ ინტელიგენციასთან და სხვა ვითომდა კრემლის აგენტებთან ანგარიშსწორებით ნუ გავართულებთ (იმის მტკიცება, რომ .. წითელ ინტელიგენციაში სუკ-ის აგენტები არ იქნებოდნენ, ძნელია, მაგრამ უნებლიეთ შეცდომილ მოყვასს თუ შეიძულებ და მოიკვეთ, მისგან ხეირს არასდროს არ უნდა ელოდო!).

მთელი უბედურება იმაშია, რომ ეიფორიით მოსულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ინტელიგენციის არა მარტო კრემლის აგენტადმონათვლა იკმარა, არამედ მნიშვნელოვან თანამდებობებზე სამუშაოდაც ახლოს არ გაიკარა ერის გამოცდილი და ინტელექტუალური ნაწილი. ქვეყნის მართვაში გამოუცდელმა გუნდმა ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი საკადრო რესურსი ხელაღებით უგულებელყო და ასპარეზი მიტინგებიდან აკრეფილ და მრგვალ მაგიდაში შეპარულ ადამიანებს დაუთმო. მახსოვს, როგორ ინიშნებოდნენ საკვანძო თანამდებობებზე გამოუცდელი და შემთხვევითი კადრები (ასე მაგალითად, თბილისის სხვადასხვა რაიონების პრეფექტებად ელდეპოს ბრიგადირი და ბიბლიოთეკის ყოფილი გამგე დაინიშნა). კადრების ამგვარი შერჩევის გამო საკადრო რესურსი იმდენად მწირი აღმოჩნდა, რომ ვაჭრობის მინისტრად პრარაბი (სამუშაოთა მწარმოებელი), შინაგან საქმეთა მინისტრად სპორტსკოლის დირექტორი, ხოლო თავდაცვის მინისტრად (ეროვნული გვარდიის სარდლად) მხატვარი მოგვევლინა. მახსოვს, თბილისის ვიცე-მერად დაინიშნა პიროვნება, რომელსაც არც სათანადო (უმაღლესი) განათლება ჰქონდა და არც ელემენტარული შრომითი გამოცდილება. განსაკუთრებული უპატივცემულობით (ამრეზად) ეკიდებოდნენ ყოფილ პარტიულ ფუნქციონერებს.

0x01 graphic

ეიფორიით მოსული ხელისუფლება ვერც კი გრძნობდა, რომ მისთვის და ქართველი ერისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ საბედისწერო შეთქმულება მზადდებოდა, რომელსაც თვით ქვეყნის შიგნით საიმედო დასაყრდენი აღმოაჩნდა. შეთქმულთა შორის იყვნენ ე.წ. წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლებიც - ისინი, ვინც თავის დროზე ხელისუფლებისაგან და თვით საზოგადოებისგანაც გარიყული იყო.

ახლა კი მინდა ყურადღება გავამახვილო იმ შეცდომებზე, რომლებმაც სათავე დაუდო დღევანდელ უკანონობასა და ძალადობას:

- შეურაცხყოფილი და უფუნქციოდ დარჩენილი ოპოზიცია და წითელი ინტელიგენციარომლებმაც მახათის ნაცვლად მოკავშირეების ძებნა დაიწყეს;

- უხეირო საკადრო პოლიტიკა, რომელმაც თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა ერის გამოცდილი და ინტელექტუალური ნაწილი (კადრების შერჩევა ხდებოდა პარტიული და არა პროფესიონალობის ნიშნით);

- მტრებისა და კრემლის აგენტებისთვითმიზნური ძიება მოწინააღმდეგეთა ბანაკში;

- უუნარობა მართვაში, რასაც ხელი შეუწყო არაპროფესიონალთა მოზღვავებამ საკვანძო თანამდებობებზე;

- ემოციებზე დამყარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა - ტაქტიკური შეცდომები, რომელმაც გადატრიალებამდე მიიყვანა ქვეყანა;

- დიპლომატიური ლავირების უნარის არქონა, რაც ხელს უწყობდა მტრების მომრავლებას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთაც;

- ქალთა დასისაქტიური ჩარევა საკადრო პოლიტიკაში;

- არაჯანსაღი ურთიერთობა მასმედიასთან. სახელმწიფო ტელე და ბეჭდვითი მედიის პარალიზება, რაც საზოგადოებას არ აძლევდა სწორად განსჯისა და დაფიქრების საშუალებას;

- საზოგადოების დაყოფა ზვიადისტებად და ანტიზვიადისტებად, რამაც საბოლოოდ გახლიჩა და სამოქალაქო ომის ზღვართან დააყენა ქვეყანა და საზოგადოება. ღალატი შიგნიდან და ზურგში ჩაცემული მახვილი, რომელსაც სამწუხაროდ დღემდე იმკის საქართველო.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, საზოგადოებამ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა - ჩვენ ვესროლეთ ჩვენივე არჩეულ პრეზიდენტს!

საკმაოდ ამაზრზენი და დამანგრეველი აღმოჩნდა კიტოვანის საავტორო ნამუშევარი რუსთაველზე. საქართველოში დაიწყო შიშისა და განუკითხაობის ზეიმი.

უპატრონოდ დარჩენილი საზოგადოება მესიისმოლოდინში

როგორც მოსალოდნელი იყო, სამხედრო გადატრიალების შედეგებით შოკირებული საზოგადოება აპათიამ მოიცვა. სამხედრო საბჭოს კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლის კონკრეტული პროგრამა არ გააჩნდა. სასტიკად ახშობდნენ ორთოდოქს ზვიადისტთა (და საერთოდ, გამსახურდიას მომხრეების) პროტესტის ნებისმიერ გამოვლინებას. ყველა გრძნობდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლებოდა. დაიწყო ფიქრი მომავალ მესიაზე რომელიც თავისი ავტორიტეტითა და საერთაშორისო კავშირებით ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანდა - არჩევანი ედუარდ შევარდნაძეზე - ნეოკომუნისტური დემოკრატიის არქიტექტორზე და ბერლინის კედლის დამანგრეველზე შეჩერდა.

შევარდნაძემ საქართველოში ჩამოსვლისთანავე დასაყრდენი ყოფილ პარტიულ და საბჭოთა ნომენკლატურაში და წითელ ინტელიგენციაში იპოვა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების გადატრიალებაში მნიშვნელოვანი იყო სამხედრო საბჭოს წვლილი, ზოგიერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მხედრიონელები და სამხედრო საბჭოს სხვა მამამთავართა დაჯგუფების წევრებიც ინიშნებოდნენ. ცხადი იყო, რომ შევარდნაძე ორხელისუფლებიანობას დიდხანს ვერ შეეგუებოდა, მაგრამ ამისთვის ჯერ მას ძალების მოკრება სჭირდებოდა. სახელმწიფო საბჭოს მეთაური ფიქრობდა, რომ მისი ხელისუფლების ლეგიტიმაცია მხოლოდ არჩევნების გზით იქნებოდა შესაძლებელი. ამ მიზნით იგი აყალიბებს რუსული პარტიული გაერთიანების ანალოგს - მოქალაქეთა კავშირს (Гражданский союз). მოქალაქეთა კავშირი, ახალგაზრდული ორგანიზაციით (ახალგაზრდა მოქკავშირი) სტრუქტურულად და შინაარსობრივად ტყუპისცალივით ჰგავდა კომპარტიას (თავისი კომკავშირით). ერთმანეთს ასწრებდნენ შევარდნაძის ნავში ჩასხდომას, რათა შემდგომ თანამდებობის სახით მსუყე ლუკმა მიეღოთ მისგან. მართალია, საპარლამენტო სახეებითა და სამთავრობო ფიგურებით შევარდნაძე ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ქვეყანამ ნელ-ნელა ამოისუნთქა - შევარდნაძემ, თუმცა მოგვიანებით, მაგრამ მაინც შეძლო აელაგმა უკანონო ბანდფორმირებების თარეში და მისთვის ჩვეული ოსტატობით მათი მფარველებიც ზედ მიაყოლა (აღარაფერს ვამბობ სამარცხვინოდ წაგებულ აფხაზეთის ომზე, რომელიც დსთ-ში შეუსვლელობასა და ძალოვნების თვითნებობას დაბრალდა).

პირველ ხანებში ინტელიგენცია თავს დაუცველად ნამდვილად არ გრძნობდა. კადრების შერჩევის შევარდნაძისეული კრიტერიუმი (რომელიც ძირითადად პარტიულ ერთგულებაზე იყო დაფუძნებული) იმდროინდელი ისტებლიშმენტისათვის მიუღებელი არ ჩანდა - ხელმძღვანელ თანამდებობაზე იშვიათად ინიშნებოდნენ შემთხვევითი პირები (სხვათა შორის, არც თინეიჯერები იყვნენ საამისოდ მაინცდამაინც განებივრებულნი).

0x01 graphic

მაგრამ ეს იდილია თანდათან დაირღვა და ოპტიმიზაციის მოტივით დაიწყო სახელმწიფო (საჯარო) მოხელეთა შემცირების პროცესი. ოპტიმიზაციის ერთ-ერთ მიზეზად მოხელეთა ხელფასების მოწესრიგებას ასახელებდნენ (მართლაცდა, ხელფასები იმდენად მცირე იყო, სამსახურში სიარული ხშირად აზრსაც კი კარგავდა) ინტელიგენციას გარკვეული დარტყმა მიაყენა კუპონიზაციის პროცესებმაც - ზოგიერთმა თავმოყვარე ინტელიგენტმა სამსახურს ნებაყოფლობით დაანება თავი და უმუშევარი დარჩა, უმუშევართა არმიის ზრდას ხელს უწყობდა სახელმწიფო სტრუქტურების შერწყმა-გაერთიანებაც (ხშირად ულოგიკო).

ხელისუფლების შენარჩუნება, ცხადია, ახალ ინიციატივებს მოითხოვდა. შევარდნაძემაც არ დააყოვნა და ფოჩიანი კანფეტებივით დაარიგა (ოღონდ დაპირებად) მილიონი სამუშაო ადგილი რაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ირწმუნა კიდეც (ამაზე მეტყველებს არჩევნებში მოქკავშირისადმი მხარდაჭერაც). როგორც მოსალოდნელი იყო, დაპირება დაპირებად დარჩა - არათუ ახალი სამუშაო ადგილები, არსებულიც კი პანტა-პუნტად იკარგებოდა და ქრებოდა.

შევარდნაძისთვის დამახასიათებელი ე.წ. დაბალანსების პოლიტიკა საზოგადოებაში უკურეაქციას იწვევდა - ბევრი ფიქრობდა (უფრო სწორად, აფიქრებინეს), რომ ბაბუმ(როგორც მას მოფერებით ეძახოდნენ) თავისი მისია უკვე ამოწურა და ახალი სისხლის გადასხმა იყო საჭირო. გაჩნდა ლოზუნგიც საქართველო შევარდნაძის გარეშე საქმე ის არის, რომ ამ ლოზუნგის ავტორები თვით შევარდნაძის უბეში დაფრთიანებული ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორებიიყვნენ. ერთი სიტყვით, პარტიის შიგნით გაჩნდა მოჩვენებითი ოპოზიცია, რომელიც უკმაყოფილო იყო თავისი გამზრდელის მმართველობით და თვით აცხადებდა პრეტენზიას საქართველოს ნათელი მომავლის მესვეურობაზე.

ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, გადააბარა შევარდნაძემ ხელისუფლება თავის აღზრდილებს, თუ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. მაგრამ ლოგიკური ჯაჭვი იქამდე მიდის, რომ ეს ყველაფერი ფარსი და დაგეგმილი სპექტაკლი იყო, რომლის რეჟისორი ინტრიგებში დახელოვნებული ბ-ნი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ.

ლოზუნგი ოღონდ შევარდნაძე არაიმით დასრულდა, რომ ხელისუფლებაში ვარდებით მოვიდა ახალგაზრდა ტრიუმვირატი, რომელთა ჩანაფიქრის პროგნოზირება, სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ შეძლო.

ვარდების ყნოსვით გაბრუებული ინტელიგენცია და მისი საბოლოო დასაჭურისება

ინტელიგენციის საბოლოო დასაჭურისება ვარდოსნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. ყველას, ვისაც კი მარქსიზმ-ლენინიზმის ლექცია ჰქონდა მოსმენილი (ანუ იმ ეპოქის პროდუქტი იყო), საჯარო (სახელმწიფო) სამსახურებიდან ოპტიმიზაციის თუ ატესტაცია-კონკურსების წყალობით უცერემონიოდ ერეკებოდნენ. მიზეზი საკმაოდ მარტივი და ლაკონიური გახლდათ: ახალ მთავრობას ახლებურად მოაზროვნე კადრები სჭირდებოდა. რაც ყველაზე თავხედური და მიუღებელი იყო, ეს არის ასაკობრივი ცენზის დაწესება - საჯარო მოსამსახურეთა ასაკი 40 წელს არ უნდა გადასცდენოდა. მთავარი უბედურება კი იმაშია, რომ საატესტაციო-საკონკურსო კომისიებს პიროვნების პროფესიული გამოცდილება და მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები ნაკლებად აინტერესებდა (არც დღეს აინტერესებთ!). უმეტეს შემთხვევაში ეს ატესტაცია-კონკურსები ფორმალურ ხასიათს ატარებდა და კომისიამ წინასწარ იცოდა, ვინ უნდა „გაეჭედა“ თმა ყალყზე დაგიდგებოდა ადამიანს, როცა შეიტყობდი, რომ ღირსეულთა (პროფესიონალთა) ადგილს მეტწილად ამ საქმისათვის სრულიად შეუფერებელი ადამიანები იკავებდნენ (აღნიშნულმა გარემოებამ თავდაპირველად საზოგადოებაში მძაფრი პროტესტი გამოიწვია, მაგრამ, როგორც ყოველთვის გვჩვევია ხოლმე, თანდათან მინელდა).

ნიშანდობლივია ისიც, რომ კადრების შერჩევა სახელმწიფო იერარქიის ყველა საფეხურზე ერთგულების, პარტიული კუთვნილების და არა პროფესიონალობის ნიშნით ხდებოდა (და ახლაც ხდება!). ხელისუფლების საკადრო რესურსის სიმწირეზე მეტყველებს ე.წ. სამთავრობო კარუსელები. მთავარია, ერთხელ ახვიდე იერარქიულ კიბეზე და მერე თავისუფლად შეგიძლია ნებისმიერი სავარძელი „მოინადირო“ მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა სათანადო კვალიფიკაცია!

ერთი სიტყვით, ინტელექტუალებსა და განსაკუთრებით კი სხვაგვარად მოაზროვნეებს დღესაც ნაკლებად წყალობენ - პროფესიონალებზე და გამოცდილ კადრებზე მოთხოვნა საერთოდ შეჩერდა და თუ ჩარეცხვასგადავურჩით, სანაგვეში მოსასროლად ბოლოს მაინც ნამდვილად გაგვიმეტებენ!

თანდათან მიგვაჩვიეს იმ აზრსაც, რომ თანამედროვე ეპოქაში (XXI საუკუნეში) მთავარია უცხო ენისა და კომპიუტერის ცოდნა, ხოლო თუ პასპორტში უცხო ქვეყნის ბეჭედიც გექნება ჩარტყმული, მთლად უკეთესი! არ ვიცი, რა ნესტრით არიან ნაჩხვლეტიოკეანედალეულები, მაგრამ, ჭეშმარიტ და ღირებულ ფასეულობებს რომ პატივს არ სცემენ, ფაქტია!

ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოება ოლიმპიური სიმშვიდით ითმენს საშუალო და უფროსი თაობის უგულებელყოფას და თანდათან პროტესტის გრძნობაც დაუჩლუნგდა. დიახ, სამარისებური დუმილით შეხვდა იგი პროფესორ-მასწავლებელთა მასობრივ დათხოვნას სამსახურებიდან, მსოფლიო დონის ლაბორატორიებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების უცერემონიოდ გაუქმება-განადგურებას (სხვათა შორის პირდაპირ გაცხადდა, რომ საქართველოში კვლევა არ უნდა ჩატარდეს, არადა, მეცნიერება კვლევის გარეშე რა მეცნიერებაა?!), სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ქართველი კლასიკოსების ამოღებას, საქართველოს ისტორიის როგორც ცალკე დისციპლინის არასავალდებულოობას, ერთი სიტყვით, ყოველივე ეროვნული ფასეულობებისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას.

ცალკე საუბრის თემაა განათლების სისტემის მოდერნიზება რომელიც განათლების როგორც საშუალო, ისე უმაღლეს საფეხურზე სრულფასოვანი სპეციალისტის ჩამოყალიბების საშუალებას აღარ იძლევა.

დასკვნა მარტივია: ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს ინტელიგენციის დასაჭურისებისა და საზოგადოების რობოტიზაციის პროცესი, რომელიც, თუ დროზე არ შევაკავეთ, ქართველებზე როგორც ინტელექტუალურ და მაღალ ფასეულობათა მატარებელ ერზე წარმოდგენაც კი გაქრება!

წიგნი, თუ კომპიუტერი?

ამ ბოლო ხანებში ეს კითხვა ხშირად ისმის საქართველოში. მართალია, საზოგადოებას ამაზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია, მაგრამ იმჟამინდელმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბ-ნმა კახა ლომაიამ მშვიდად და გასაგებად განაცხადა: ამიერიდან წიგნს სკოლაში კომპიუტერი შეცვლისო. ამასაც ოლიმპიური სიმშვიდით შეხვდა საზოგადოება. მეტიც, ბეჭდვითმა მედიამ ეს აზრი ოპერატიულად აიტაცა კიდეც და თინეიჯერებში გამოკითხვაც კი ჩაატარა. შეიქმნა იმის ილუზია, რომ წიგნი თანდათან კარგავს თავის დამახასიათებელ ფუნქციას და მის ადგილს კომპიუტერი ღირსეულად იკავებს. ახალგაზრდებში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს ის შეხედულება, რომ წიგნის წასაკითხად დროის დაკარგვა არ ღირს, რადგან ადვილად შესაძლებელია ყველაფერი კომპიუტერში იპოვო ცხადია, კომპიუტერში ბევრ რამეს ნამდვილად „იპოვი“ მაგრამ იგი წიგნს ვერა და ვერ შეცვლის: თითოეულ მათგანს თავისი ადგილი აქვს!

კარგად მესმის კომპიუტერის განუზომელი საკაცობრიო მნიშვნელობა - იგი ინფორმაციის დაგროვებისა და ოპერატიულად გადაცემის საუკეთესო საშუალებაა (თუმცა ხშირად ისეთიც, დამანგრევლად რომ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე), მაგრამ იმის ხმამაღლა აფიშირება, რომ წიგნს კომპიუტერი შეცვლის მკრეხელობაა და იგი უინტელექტო, უგემოვნებო საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელი თინეიჯერები, კომპიუტერს ჩაფრენილები (კომპიუტერი ნარკოტიკივითაა - გემოს გაუსინჯავ და ვერ მოშორდები) ნაკლებად იწუხებენ თავს წიგნის წაკითხვაზე. მათ უფრო „Oдноклассник“ -ებში და სხვა გასართობ საიტებზე „გასეირნება“ეიოლებათ. მითუმეტეს, დღევანდელ საქართველოში ინტელექტუალურ, პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნა ხომ კატასტროფულად მცირდება! უინტელექტო ადამიანები კი უხეშები, უსულგულოები ხდებიან და საბოლოოდ ადამიანურ სახესაც კარგავენ. თუ არა წიგნებით, რით უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარული, როგორ შეითვისებენ ისინი გმირი წინაპრების სახელოვან ისტორიას?!

ბოლოთქმა

ღალატს ხშირად ჰქონდა ადგილი საქართველოს ისტორიაში. ხშირად სკამისთვის (სამეფო ტახტისთვის) ექიშპებოდნენ ქართველები ერთმანეთს და ყველა ხერხსა და საშუალებებს იყენებდნენ მიზნის მისაღწევად. გროშებადაც იყიდებოდნენ ქართველები და საქართველო!

დღევანდელი ინერტულობაც იგივე ღალატია, მიუტევებელი ღალატი, როცა ხედავ, შენი ქვეყანა უფსკრულისაკენ მიექანება და შენ არაფერს აკეთებ მის გადასარჩენად

3 მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს აგრარული პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


ა.წ. 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს აგრარული პოლიტიკა

მოწვეულნი იყვნენ მეცნიერ-ექსპერტები, ცნობილი აგრარიკოსები, ბიზნეს-სტრუქტურების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

თემის გარშემო გაიმართა მეტად საინტერესო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ბატონები: ნოდარ ჭითანავა - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი; თამაზ კუნჭულია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; პაატა კოღუაშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; რევაზ მახარობლიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი; ნოდარ ჩხარტიშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; იაშა მესხია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; დავით იაკობიძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ანზორ ბაბუხადია - ბიზნესის ინტერესების დაცვის კავშირის თავმჯდომარე; ჯემალ ბადაგაძე - აგროფირმა „ეკო-პროგრესის“დირექტორი; დავით დოლიძე - რძის პროდუქტების კომპანია „ამალთეას“გენერალური დირექტორი; სულიკო ყამარაული - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ლია ნაროუშვილი - პოეტი.

მრგვალ მაგიდას უძღვებოდა ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე ზაურ ნაჭყებია.

0x01 graphic

ზაურ ნაჭყებია: დღევანდელი დისკუსიის თემა გახლავთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს აგრარული პოლიტიკა იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში თანდათან ღრმავდება ეკონომიკური კრიზისი და საქართველო მეტ-ნაკლებად ინტეგრირებულია ამ პროცესებში, სადისკუსიო თემა აქტუალურიც არის და დაგვიანებულიც.

მოგეხსენებათ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკური განვითარების პროგრამა არ გააჩნია. ბუნებრივია, არ არსებობს საქართველოს აგრარული განვითარების კონცეფცია (იგივე აგრარული პოლიტიკა), რომელიც ქვეყნის აგრარულ პოტენციალზე და სათანადო პრაქტიკაზე იქნება დაფუძნებული.

ცხადია, ამისთვის, როგორც მინიმუმ, ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა საჭირო, თუმცა, არანაკლებ როლს თამაშობს პრაქტიკოს აგრარიკოსთა და მეცნიერ-სპეციალისტთა ძალისხმევაც.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს სასურსათო კრიზისი ემუქრება. რესურსების შემცირებასთან ერთად კატასტროფულად იზრდება ფასები აგრარულ პროდუქციაზე, რამაც ბოლო წლებში გლობალური ხასიათი მიიღო და სიღარიბის ზღვარს მიღმა დამატებით დატოვა მსოფლიოს მილიონობით ადამიანი. მიზეზი ბევრია, რაზეც დღეს დისკუსიის მონაწილენი ისაუბრებენ. მათ შორის, გამოვყოფდი პოლიტიკურ არასტაბილურობას, რომელიც საგრძნობლად აფერხებს აგრარული სექტორის განვითარებას და რომლის ცოცხალი მაგალითია საქართველოც!

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იაკობ მესხია ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობაში გამოქვეყნებულ სტატიაში აგფლაცია - მსოფლიო ეკონომიკური უსაფრთხოების ახალი მუქარა წერს, რომ 2000 წლიდან სურსათზე ფასების ზრდამ საქართველოში გამოკვეთილი ტენდენცია მიიღო და იგი ბოლო 2 წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა ავტორი აგფლაციის გამომწვევ შიდა ფაქტორებს შორის სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესი ფართობების, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შემცირებისა და სურსათის ექსპორტ-იმპორტის უარყოფით ბალანსს ასახელებს.

ერთი სიტყვით, საქართველომ, როგორც აგრარულმა ქვეყანამ დაკარგა ბუნებრივი სახე. ამდენად, აგრარული მეურნეობის განვითარებაზე ბევრადაა დამოკიდებული არა მარტო ეროვნული ეკონომიკის განვითარება, არამედ, საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხიც.

ისევე როგორც ეროვნული ეკონომიკა მთლიანად, აგრარული მეურნეობაც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფაქტობრივად მოიშალა ადრე არსებული პოტენციალი, არ არსებობს სოციალური ინფრასტრუქტურა, დაცარიელდა სოფელი - ქართველი გლეხი მის ისტორიულ ფუნქციას ვერ ასრულებს. ამაში თქვენ დისკუსიაში მონაწილეთა მიერ შემოთავაზებული ინფორმაციებით თავად დარწმუნდებით.

ქვეყანა არჩევანის წინაშე დგას - ან უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ქართული სოფელი იკარგება, ან უნდა განხორციელდეს საგანგებო ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სიცოცხლისუნარიანობის გასაძლიერებლად და მთლიანად, ეროვნული ეკონომიკის გადასარჩენად. თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა, კონკრეტული რეცეპტის გამოწერა ძნელია, მაგრამ პროფესიონალთა მოსაზრებების შეჯერებით გარკვეული მიდგომებიც გამოიკვეთება და სათანადო დასკვნების გაკეთებაც გახდება შესაძლებელი.

ახლა ყურადღებას გავამახვილებ ერთ საშიშ ტენდენციაზე, რომელმაც შესაძლოა გლობალური მასშტაბი მიიღოს და ქვეყანა განადგურების წინაშე დააყენოს.

სტატიაში უიარაღო ომივწერდი, რომ საქართველოს დაპყრობა თურმე ხახვითა და პომიდვრით ყოფილა შესაძლებელი. ცხადია, ამას თავისი წინაპირობები ახლავს თან, რომელზეც მოკლედ შევჩერდები.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩვენ საბჭოთა მეურნეობა-კოლმეურნეობებისადმი და ყოველივე საბჭოურისადმი ქრონიკული სიძულვილი გამოგვიმუშავდა და სისტემის რღვევას გამართული ინფრასტრუქტურაც ზედ მივაყოლეთ. ღონიერი ქართული სოფელი პატრონის (სახელმწიფოს მეურვეობის) გარეშე დავტოვეთ და დავასუსტეთ და გავაჩანაგეთ კიდეც, არადა, ერთ დროს საქართველო არა მარტო მისთვის საჭირო პროდუქტს აწარმოებდა, არამედ, ზოგიერთი პროდუქტი მთლიანად საბჭოთა კავშირზე იყო ორიენტირებული.

ჩვენდა სამწუხაროდ, უპატრონოდ მიტოვებულმა ქართველმა გლეხმა რეალობას ალღო ვერ აუღო, მერე და მერე უსახსროდ დარჩენილმა და ინიციატივა დაკარგულმა ხელი საერთოდ ჩაიქნია და გაზარმაცდა. ამას დაემატა ისიც, რომ ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის წყალობით, ქართული პროდუქტი იმპორტირებულთან შედარებით კონკურენტუუნარო გახდა. შედეგად სახეზე გვაქვს ტყედ ქცეული ჩაის პლანტაციები, დასალპობად განწირული სუბტროპიკული კულტურები, აბუჩად აგდებული ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები (ახლა კი ოფიციალურად აკანონებენ მის ამოძირკვას და მოსახლეობას კომპენსაციის სახით 2 ათას ლარს ჩუქნიან), უსახსრობის გამო დაუმუშავებელი ფართობები, აღარაფერს ვამბობ უცხოელებზე უცერემონიოდ გაყიდულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე.

საუბედუროდ, მიგვაჩვიეს იმ აზრსაც, რომ, საქართველომ, როგორც აგრარულმა ქვეყანამ თავისი ბუნებრივი ფუნქცია დაკარგა და გზა იმპორტირებულ გენმოდიფიცირებულ, შხამ-ქიმიკატებით და პესტიციდებით გატენილ პროდუქციას უნდა დაუთმოს.

აქვე მახსენდება თურქეთ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც დიდ საფრთხეს შეიცავს საქართველოს მომავლისათვის.

აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, მწვანე შუქი ენთება უცხოურ გენმოდიფიცირებულ აგრარულ პროდუქციას, რომელიც თავდაპირველად თავისი სიიაფით ბაზრიდან განდევნის ქართულ პროდუქციას (ამას ხელს შეუწყობს ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი). საგანგაშოა ისიც, რომ შემოტანილი პროდუქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ერთი სიტყვით, პრობლემები მასშტაბურია. მათ შერბილებას ხელისუფლების, მეცნიერ-პრაქტიკოსთა და მთლიანად საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება. მოგეხსენებათ, ხელისუფლება მოდის და მიდის, ხოლო პრობლემები არა მარტო რჩება, არამედ დღითიდღე ღრმავდება კიდეც!

დისკუსია დაწყებულია, ვნახოთ როგორი იქნება ხელისუფლების და საერთოდ, საზოგადოების მზაობა.

ახლა კი ვნახოთ, რას ფიქრობენ აღნიშნულ პრობლემებზე აგრარიკოსები და მეცნიერ-ექსპერტები.

თამაზ კუნჭულია: ვიდრე საკითხს შევეხებოდე, საჭიროდ მიმაჩნია მოკლედ დავახასიათო ის ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები, რომელთა პირობებშიც დაიწყო და გრძელდება სოფლის მეურნეობის საბაზრო ეკონომიკაზე გადაყვანის პროცესები, კერძოდ:

- საქართველო იქცა მსოფლიო ბაზრის სუბიექტად, რომლის პირობებში ფუნქციონირების არავითარი გამოცდილება არ გააჩნდა არც მოსახლეობას, არც სამეურნეო სტრუქტურებს, არც სახელმწიფოს;

- საბაზრო ეკონომიკასთან ადაპტირების პროცესები დაიწყო სამეურნეო, კოოპერატიულ, საფინანსო და საბანკო კავშირების, მსხვილი საზოგადოებრივი მეურნეობის რღვევის, ჰიპერინფლაციისა და სტაგფლაციის, ტრადიციული ბაზრების დაკარგვისა და საკუთრების უხეში ხელყოფის პირობებში;

- სამოქალაქო ომი, ომები სეპარატისტულ რეგიონებთან, პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ქვეყნის ორი პრეზიდენტის არაკონსტიტუციური გზით განდევნა, ომი რუსეთთან, ქვეყნის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა;

- ულტრალიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე სოფლის მეურნეობის საბაზრო ეკონომიკაზე გადაყვანის ჯიუტი მცდელობა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში ყოველწლიურად მცირდება და მან 2007 წელს 9.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული ტენდენცია შეგვეძლო ნორმალურად ჩაგვეთვალა, ადგილი რომ ჰქონოდა მშპ-ს სისტემატურ ზრდას და სოფლის მეურნეობა მის ერთ-ერთ მსხვილ კატეგორიად რომ არ რჩებოდეს. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სტრუქტურაც.

აქედან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ სოფლის მეურნეობა არასტაბილურად ვითარდება და შრომის მწარმოებლობის დონეც უკიდურესად დაბალია. შემცირების ტენდენციით ხასიათდება ოჯახური მეურნეობების შემოსავლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები. 1990 წელს მან შეადგინა 9.5 პროცენტი, 2003 წელს - 14.4 და 2007 წელს 7.8 პროცენტი.

საქართველოში ჩამოყალიბდა ერთწლიანი ნათესი კულტურების ფართობების მკვეთრი შემცირების ტენდენცია. თუ 1990 წელს ნათესებს ეჭირა 701.9 ათასი ჰექტარი, 2006 წელს იგი 330.2, ხოლო 2007 წელს 297.2 ათას ჰექტარამდე შემცირდა, ანუ 2.4-ჯერ. ამავე წლებში საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესები შემცირდა 2.2-ჯერ, ტექნიკური კულტურების - 1.4-ჯერ, საკვები კულტურების - 33-ჯერ.

აღსანიშნავია, რომ ძირითადი სასურსათო კულტურების ნათესები 1990-2004 წლებში მეტნაკლებად სტაბილური იყო. შემცირების ტენდენცია შეინიშნება 2005 წლიდან და იგი ხელშესახები გახდა 2006-2007 წლებში. 2007 წელს 1999 წელთან შედარებით ხორბლის ნათესები შემცირდა 2.4-ჯერ, სიმინდის - 1.8-ჯერ, მზესუმზირის - 3.2-ჯერ, კარტოფილის - 1.5-ჯერ, ბოსტნეულის - 1.4-ჯერ. 2007 წელს დაუთესავი დარჩა 405 ათასი ჰექტარი სახნავი, ანუ ამ კატეგორიის მიწების 57.7 პროცენტი.

ნათესი ფართობების შემცირებასთან ერთად შეინიშნება არა მარტო პროდუქციის წარმოების, არამედ მოსავლიანობის მაჩვენებლების შემცირება, რაც წარმოების არამდგრადობაზე, მის ექსტენსიურ ხასიათზე მიუთითებს.

სტატისტიკის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებით, მკვეთრად შემცირდა მრავალწლოვანი კულტურების ფართობები, მთლიანი მოსავალი და საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა. მრავალწლიანი კულტურების საერთო ფართობმა (ჩაის ნარგაობის გარდა) 105 ათასი ჰექტარი შეადგინა, არასრული მონაცემებით, საქართველოში (აფხაზეთის გარდა) შემორჩენილია 25-30 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაცია. ჩაიზე მოთხოვნების ზრდის მსოფლიო ტენდენციის პირობებში, მეჩაიეობის 18 ქვეყანას შორის საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც შეამცირა როგორც ჩაის ნარგაობა, ისე პროექტის წარმოება. აგროტექნიკური ღონისძიებების გაუტარებლობის გამო, ნარგაობის უმეტესობა დაკნინებულია, რის გამოც კულტურების საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა თითქმის განახევრდა.

ერთ-ერთი დარგი, სადაც გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევართან შედარებით ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, იყო მეცხოველეობა. თუმცა, ბოლო ორ წელიწადში, ისევე როგორც მემცენარეობაში, ასევე მეცხოველეობაშიც პირუტყვის სულადობის, ისე პროდუქტის წარმოების შემცირების ტენდენცია ჩამოყალიბდა. ასე მაგალითად, 2007 წელს, 2003 წელთან შედარებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 193.0 ათასი სულით შემცირდა. ამავე პერიოდში ღორის სულადობა შემცირდა 4.3-ჯერ (რასაც აფრიკული ჭირის გავრცელებამ შეუწყო ხელი), ხოლო ცხვრისა და თხის 15 ათასით. თუ 2003 წელს ყველა სახის ფრინველის რაოდენობა 9201.0 ათასი ფრთა იყო, 2007 წელს 6150.0 ათასამდე შემცირდა, რაც მნიშვნელოვანწილად, ქათმის გრიპის საწინააღმდეგოდ იძულებითი დაკვლით უნდა აიხსნას.

საქართველოში მეცხოველეობა ექტენსიური გზით ვითარდება, რაც ნათლად ჩანს როგორც პროდუქციის წარმოების, ისე პროდუქტიულობის მაჩვენებლებიდან. 2003 წელს საქართველოში აწარმოეს 109.0 ათასი ტონა ხორცი (დაკლული წონით), ხოლო 2007 წელს 69.0 ათასი ტონა, ანუ 40.0 ათასი ტონით ნაკლები. ამავე პერიოდში რძის წარმოება 140.0 ათასი ტონით შემცირდა.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების შემცირების ტენდენციის გამო უარესდება საკუთარი პროდუქციის წარმოებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები. 2007 წელს ხორბლით მოსახლეობის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტმა 8 პროცენტი შეადგინა და 2001 წელს ყველაზე მაღალ მაჩვენებელთან შედარებით 24 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 1995-2007 წლებში ხორბლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის ამპლიტუდა 8-32-1 შორის მერყეობდა. გაუარესდა სიმინდის მარცვლით, ბოსტნეულითა და კარტოფილით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები, რომლებიც საქართველოში ყოველთვის საკმარისი რაოდენობით იწარმოებოდა. უარესდება მოსახლეობის საკუთარი წარმოების ხორცით უზრუნველყოფის მაჩვენებლები. დადებითი ტენდენციები შეინიშნება მხოლოდ რძითა და კვერცხით მოსახლეობის თვითუზრუნველყოფაში.

კატასტროფულად შემცირდა ინტეგრირებულ საწარმოთა რიცხვი. იმ დარგებშიც კი, სადაც მცირე რაოდენობის, მაგრამ მაინც მაღალტექნოლოგიური საწარმოები გაგვაჩნია (გარდა ღვინის ქარხნებისა), ნედლეულით უზრუნველყოფა იმპორტირებული პროდუქციის ხარჯზე ხდება. უგულვებელყოფილია ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე გადამამუშავებელი საწარმოებისა და ნედლეულის მწარმოებლების ეკონომიკური ინტერესების გაერთიანება. შესასყიდი პროდუქციის რაოდენობის, ხარისხის, მიწოდების დროისა და ფასის გაურკვევლობის გამო შეუძლებელი ხდება რომელიმე სახის პროდუქციის წარმოებაზე დასპეციალება.

ბოლო წლებში ჩამოყალიბებული უარყოფითი ტენდენციების გამო, ქვეყანა თანდათანობით იმპორტდამოკიდებული ხდება, როგორც პროდუქციის რაოდენობის, ისე ნომენკლატურის ფართო სპექტრის მიხედვით. 2007 წელს ყველა სახის აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტმა 1 მილიარდ 150 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი გათვლებით, ყოველწლიურად 850-900 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებით უცხოელ ფერმერებს და ეს ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვახალისებით იმპორტშემცვლელი პროდუქციის წარმოებას.

0x01 graphic

აგროსასურსათო სექტორში მოშლილია საწარმოო ინფრასტრუქტურა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დიდი ნაწილი ამორტიზებულია. ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო იაპონური პროგრამა 2KR-ით და პრეზიდენტის პროგრამით ტექნიკის შემოტანამ მომსახურების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეურჩევლობის, ძვირადღირებული ტექნიკის ღირებულების განვადებით მწირი ფინანსური შესაძლებლობების მქონე გლეხობაზე გადაბარების გამო.

გაუქმებულია თესლისა და ნერგის წარმოების სპეციალიზებული მექანიზმები და მათი გაერთიანება, მწირი დაფინანსების გამო ფაქტიურად შეწყვეტილია სამეცნიერო-კვლევითი, სასელექციო სამუშაოები. ამასთან, არსებობს მრავალი მეცნიერული მიმართულების შეწყვეტის რეალური საშიშროება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფაქტიურად უარყო მსოფლიო პრაქტიკაში მიღებული მართვის ხაზობრივი სქემა, როცა დაეთანხმა რაიონული რგოლების ლიკვიდაციას და სპეციალიზებული სამსახურების რიცხოვნების მინიმუმამდე შემცირებას. უფრო მეტიც, კანონით 2010 წლის პირველ იანვრამდე აკრძალულია სურსათის ადამიანის უვნებლობაზე შემოწმება, რასაც ყველგან, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. საკარანტინო სამსახურის დაკნინების შედეგია საქართველოში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება, რომელიც ბოლო 17 წლის მანძილზე აფრიკის კონტინენტიდან მხოლოდ საქართველოში შემოვიდა.

მიუხედავად სოფლის მეურნეობაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობისა, არც ერთი დარგის მიხედვით არ არის შედგენილი განვითარების სისტემური პროგრამა. პირიქით, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შედგენა და მათი თუნდაც ნაწილობრივი დაფინანსება ბიუჯეტიდან, კანონით აკრძალულია.

იმ დროს, როცა დასახელებული დარგები გაჩერებულია, ხდება შესაბამისი ნედლეულის ცოცხალი და მზა პროდუქციის იმპორტი. არსებობს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა, მაგრამ არ არსებობს ამ დარგების ამუშავების პოლიტიკური ნება. წარმოების შეწყვეტის ტენდენციები ყალიბდება სხვა დარგებშიც. არადა, რაც დრო გადის, მით უფრო კაპიტალტევადი გახდება მათი რეაბილიტაცია.

ფინანსური დახმარების გარეშე დარჩენილ ველურ ბაზარზე მინდობილ სოფლის მეურნეობაში ჩამოყალიბდა ნატურალური ტიპის მეურნეობა, რომელშიც ყველა დარგია წარმოდგენილი და რომლის ძირითადი დანიშნულებასაც პროდუქტებზე ოჯახის საჭიროების დაკმაყოფილებაა.

სამწუხაროდ, კომერციული ბანკები კვლავ თავს არიდებენ სოფლის მეურნეობის დაკრედიტებას. სოფლად არ მუშაობს დაზღვევის სისტემა და იგი არც ამოქმედდება სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე.

ფინანსურ დახმარებებს, რომელსაც სახელმწიფო პერიოდულად და სხვადასხვა დანიშნულებით უწევს სოფლის მეურნეობას (ყურძნის შესყიდვა, საწვავის დარიგება და სხვა) უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური.

შექმნილ მძიმე სიტუაციაში გლეხმა ინტუიციური გამოსავალი იპოვა. მთავარი ყურადღება მეცხოველეობაზე გადაიტანა, რომელიც ყველაზე მომგებიან დარგად ჩათვალა, რადგან მის პროდუქციაზე მოთხოვნილება არის, პირუტყვი წლის უმეტეს დროს თვითონ ინახავს თავს და მისი მოვლა-პატრონობა მინიმალური შრომითი და ფულადი დანახარჯებით არის შესაძლებელი. ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე, სახნავიც და ბაღ-ვენახებიც საძოვრებად აქცია, მით უფრო, რომ მისი დამუშავებისათვის არც ფულადი რესურსები გააჩნდა და არც გაწეული ხარჯების ანაზღაურებას ელოდებოდა. ამ მიდგომით საქართველო გადაიქცა ექსტენსიური მეცხოველეობის ქვეყნად. თუმცა, აქაც თავისი შეზღუდვები არსებობს, თუნდაც ზამთრის საძოვრების სახით, სადაც პირუტყვის გადაჭარბებული დგომის გამო ეკოლოგიური კატასტროფაა მოსალოდნელი.

არ შეიძლება პროდუქცია დავყოთ ადგილობრივი და საზღვარგარეთის ბაზრებზე მიწოდების მიხედვით. ადგილობრივ ბაზარზე მისაწოდებელი პროდუქცია უნდა პასუხობდეს საექსპორტო პროდუქციისათვის დამახასიათებელ ყველა პარამეტრს. ასეთი პროდუქცია რაოდენობისა და ხარისხის დაგროვების კვალობაზე, ახალი თეორიის თანახმად, თვითონ გაიკვლევს გზას უცხოეთის ბაზრებზე.

ხელი უნდა შეეწყოს აგრობიზნესის განვითარებას, რისთვისაც ხელსაყრელი გარემო იქმნება მსოფლიოში სურსათის გაძვირების ტენდენციის ჩამოყალიბების გამო.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაბალი წარმოების კომპენსირება შეიძლება ეკოლოგიური პროდუქციის წარმოების გზით, რისთვისაც საქართველოში ხელსაყრელი პირობები ჩამოყალიბდა.

პაატა კოღუაშვილი: გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით, სურსათზე ფასების ზრდა საერთო ეკონომიკური კრიზისის მაჩვენებელია. გაეროს სასურსათო პროგრამამ დონორი ქვეყნებიდან უკვე გამოითხოვა დამატებით 755 მლნ აშშ დოლარი ჰუმანიტარული საქმიანობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, საკვებ პროდუქტებზე (განსაკუთრებით ხორბალზე, ბრინჯზე, მცენარეულ ზეთზე და სხვ.) ფასების მკვეთრმა ზრდამ შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკურ ზრდასა და უსაფრთხოებაზე მსოფლიოს მასშტაბით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე იმყოფება 2 მლრდ. მეტი ადამიანი, ხოლო რეალურად უკვე შიმშილობს 850 მლნ. ცნობილია ისიც, რომ ბოლო წლებში მოშიმშილეთა რიცხვის შესამცირებლად გატარებულმა ღონისძიებებმა ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო.

0x01 graphic

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის რობერტ ზოელიკის განცხადებით, მოვლენა, რომელმაც ჩუმი ცუნამის სახელწოდება მიიღო, ჩვეულებრივი კატასტროფა კი არ არის, არამედ ადამიანის მიერ არის შექმნილი. ენერგომატარებლების და საკვები პროდუქტების ფასებს შორის ურთიერთკავშირის დარღვევა მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან ერთად.

სასურველია საქართველოს გარდაქმნა მაღალ განვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, რომელიც თვითონ დაიკმაყოფილებს თავის სასურსათო და სხვა საარსებო მოთხოვნილებებს, ექნება დადებითი სალდო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობაში და ექსპორტის საგნად მეცნიერებატევადი სამრეწველო, მეცნიერული და მაღალი ხარისხის (ეკოლოგიურად სუფთა) სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ეს სასურველი მიმართულება გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოებასაც (უშიშროება), ანუ მისი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გარანტირებულ შენარჩუნებადობასაც გარე ძალების (და მათი სხვადასხვა კომბინაციების) ნებათაგან დამოუკიდებლად.

ღვთის წყალობით საქართველო აფრიკა არ არის და თავად მიწა-წყალი არ დაუშვებს ადამიანები შიმშილისაგან დაიხოცონ. ქვეყანა, რომელსაც ენერგომატარებლები არ გააჩნია, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიღმა ვერ დარჩება. მოხუცების ანაბარა დარჩენილი სოფელი ძალღონე გამოცლილი და დაძაბუნებული აღმოჩნდა. საბაჟო შემოსავლებზე აგებული ბიუჯეტის წყალობით, ქვეყნის ბიუჯეტი იზრდება - ხალხი ღატაკდება. უცხოელების სურვილი საქართველოში მიწების შესყიდვისა, ძალზე ბუნებრივია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათზე აშენებული ბინებისა და კომერციული ფართების ფასი ძალზე მაღალია, ანუ საკმარისი მოთხოვნილებაა, მეორეც, გლობალური დათბობის პირობებში საქართველოს კლიმატი (ტყეები, მდინარეები, ტბები, ზღვა და წყაროები) ძალზე მიმზიდველია. წყალი, რომელიც შესაძლოა სულ რამდენიმე წლის შემდეგ ნავთობზე მეტად გაძვირდეს, მთავრობის ყურადღების მიღმაა დარჩენილი. „თბილისის წყალთან“ დაკავშირებული პრობლემებიც უმარტივესად გადაწყდა - იგი უბრალოდ უცხოელებს მიყიდეს.

0x01 graphic

რევაზ მახარობლიძე: ორი წლის წინათ ბელორუსიაში გახლდით. იმ ტრაქტორების ინსპექცია უნდა ჩამეტარებინა, რომლებსაც ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტრო იძენდა ტენდერების საშუალებით. იქ ახალგაზრდობაში ასპირანტურაში ვსწავლობდი და ვმუშაობდი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად... მივაგენი ჩემს ძველ ინსტიტუტს, მოვიკითხე მაშინდელი დირექტორი... იგი ასპირანტებით გარშემორტყმული დამხვდა და მოკლე ლექცია ჩამიტარა, რომელიც ეხებოდა ტექნიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას. აი, რა მითხრა მან: ისეთი მსხვილი ინვესტორი, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, არც ერთ ჩვენს ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას არ მოელანდებაო. იყო საკავშირო რესპუბლიკური ბიუჯეტები. საკავშირო ბიუჯეტიდან ბელორუსიაში აშენდა მინსკის სატრაქტორო ქარხანა, საავტომობილო ქარხანა, მაცივრების ქარხანა... საქართველოში ქუთაისის საავტომობილო და სატრაქტორო ქარხნები, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჩარხმშენებელი ქარხანა და სხვ. ჩვენ რომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ეს ქარხნები შევინარჩუნეთო და მათგან მიღებული შემოსავალი ჩვენ გვხმარდებაო. მან არაორაზროვნად შენიშნა, რომ ბელორუსია, ჩვენთან შედარებით დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა, რომ ჩვენ, მათგან განსხვავებით, ყველა ქარხანა გავანადგურეთ, საწარმოები მოვსპეთ... ეს ჩემთვის ჭკუის სასწავლებელი იყო.

ახლა დღევანდელ სადისკუსიო თემას დავუბრუნდეთ. როგორი ტექნიკა უნდა შევიძინოთ და რა რაოდენობით - სწორედ ეს არის სახელმწიფოებრივი ტექნიკური პოლიტიკა. უპირველესად უნდა შევთანხმდეთ, რა ტექნოლოგიით უნდა ვაწარმოოთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. ტექნიკური პოლიტიკა ასეთი უნდა იყოს: ჯერ უნდა გადავაიარაღოთ მაღალი ტექნოლოგიების შემსრულებელი მანქანები. მაგალითად, არის აგრეგატი, რომელიც ემსახურება 1 600 ჰექტარს. ერთი გავლით ნიადაგს ამუშავებს 40 სანტიმეტრის სიღრმეზე, ზედა ფენას უფრო აფხვიერებს, შემდეგ თესავს და ტკეპნის. 1 600 ჰექტარს რომ ჩვეულებრივი ტექნოლოგიით მოემსახურო, გვჭირდება 12 ტრაქტორი, 8 გუთანი, ორი კულტივატორი და ორი სათესი. წარმოიდგინეთ, 12 ტრაქტორისთვის რამდენი საწვავი იხარჯება... ამის შესახებ ძველ მინისტრებს ვესაუბრე, დავაჯერე კიდეც, მაგრამ შემდეგ მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ხელისუფლებას აინტერესებს, რომ რაც შეიძლება უფრო დიდი რაოდენობის ტექნიკა იყოს, არჩევნები ახლოვდებაო... 100- ნაცვლად 700 ტრაქტორის შეძენის შესახებ რომ განაცხადებენ, უფრო მეტ ეფექტს მოახდენსო...

როცა ტექნიკის შესაძენად ტენდერები ტარდება, ვინც იაფად შემოგვთავაზებს, მისგან ვყიდულობთ-ხოლმე. შემოგვაქვს ისინი და ერთ წელიწადში კი არა, რამდენიმე თვეში გამოდის მწყობრიდან... აქ ფასი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი. საჭიროა ადგილზე ინსპექციის ჩატარება.

ნოდარ ჩხარტიშვილი: მევენახეობა-მეღვინეობის პრიორიტეტული ადგილი საქართველოს ეკონომიკაში ვაზისა და ღვინის შესახებსაქართველოს კანონით 1998 წელს დადასტურდა, მაგრამ იგი რეალურად დარგის არსებულ მდგომარეობაზე ნაკლებად აისახა. ცოტა რამ ისტორიიდან:

ქვეყნის ეკონომიკაში მევენახეობის წილად მოდიოდა სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის 18-20%25; მეღვინეობას ეკავა კვების მრეწველობის პროდუქციის 15-16%25; იგივე ითქმის მეხილეობის-ხილის წარმოება-გადამუშავების სფეროზეც.

0x01 graphic

ვენახისა და ხეხილის ფართობმა 1980-1990 წლებში შესაბამისად 145-155 ათას ჰექტარს მიაღწია; ყოველწლიურად იწარმოებოდა 700-800 ათასი ტონა ყურძენი და 800-900 ათასი ტონა ხილი. ამასთან, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყო ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალით.

თუმცა, აღნიშნული პერიოდის წარმატებებს თან ახლდა ნეგატიური პროცესებიც - ავტორიტარული რეჟიმის გამო ქვეყანა ორიენტირებული იყო მოსავლის რაოდენობაზე, მხოლოდ გეგმების შესრულებაზე, რის გამოც სტიქიურად შემცირდა მოთხოვნილება ხარისხოვან პროდუქციაზე; საგანგაშოდ (3-4%25-მდე) შემცირდა უნიკალური ვაზის ჯიშების (საფერავი, მწვანეები, ხიხვი, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული) ფართობები და წარმოებული პროდუქცია; დომინანტური ადგილი (92%25-ზე მეტი) 2-3 მაღალმოსავლიანმა ჯიშმა დაიკავა. ბაზარზე შესაბამისად შემცირდა აღიარებული ღვინოების მიწოდება. შეილახა ქართული ღვინის ავტორიტეტი. 1990 წლიდან მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. რა იყო ამის მიზეზი? ნაჩქარევი, მოუმზადებელი მიწის პრივატიზაციის პროცესში დაშვებული შეცდომები; დაქუცმაცებული და განადგურებული მაღალპროდუქტიული ბაღ-ვენახების მასივები, სანერგეები, სასათბურე კომპლექსები, მოშლილია ზედამხედველობისა და აღრიცხვიანობის მარეგულირებელი სამსახურები.

შედეგიც ადეკვატურია: კატასტროფულად, 20-22-ჯერ შემცირდა ყურძნისა და ხილის წარმოება და დამზადება. სტატისტიკის უკანასკნელი მონაცემებით, ვენახის ფართობი შემცირებულია 37419 ათას ჰა-მდე; ასეთივე მდგომარეობაა მეხილეობაშიც. თუმცა, შეინიშნებოდა დადებითი ტენდენციებიც.

ქვეყანაში შედარებით პოლიტიკური სტაბილურობის (1995-1996 წ.წ.) პერიოდიდან აგრო-სამრეწველო სექტორში უპირველესი გამოცოცხლება მევენახეობა-მეღვინეობით დაიწყო: გაშენდა ახალი ვენახები დიდ მასივებზე; შენდება თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზებით აღჭურვილი ღვინის ქარხნები; გააქტიურდა მუშაობა საერთაშორისო ბაზრების მოსაპოვებლად. ამოქმედდა საერთაშორისო პროექტები ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოების ბაზის შესაქმნელად; „FAO „-ს ეგიდით დამუშავდა დარგის რეაბილიტაციის პროექტი; ამასთან, განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებებიც, კერძოდ:

ვაზისა და ხეხილის ჯიშობრივი ასორტიმენტის პერმანენტული სრულყოფა. ვაზის აბორიგენული და ინტროდუცირებული უნიკალური ჯიშების კლონებისა და ხეხილის მსოფლიოს უახლესი სელექციური ჯიშების ბაზაზე ინტენსიური და მაღალინტენსიური ნარგაობების შექმნა. ბიოლოგიურად ჯანსაღი (უვირუსო), სელექციურად-ჯიშობრივად სუფთა სერთიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების უზრუნველყოფა.

მევენახეობა-მეღვინეობაში 21-ე საუკუნის პრიორიტეტთა შორის პრიორიტეტი წარმოშობის ადგილის დასახელების კონტროლს დაქვემდებარებული მაღალხარისხოვანი მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და მოტკბო, აგრეთვე ცქრიალა (შამპანიურის ტიპის) ღვინოების, ქართული კონიაკის - ბრენდის წარმოების მდგრადი ბაზის შექმნას ეძლევა. ნიშანდობლივია, დადებითი ძვრები:

- მეცნიერთა ძალისხმევით, ეროვნულ ქველმოქმედ მოღვაწეთა ფინანსური მხარდაჭერით და მაქსიმალური უზრუნველყოფით, მცხეთის რაიონში მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის, ყოფილი გალავნის ექსპერიმენტალური მეურნეობის ბაზაზე, სოფ. ჯიღაურში ვაზისა და ხეხილის უვირუსო, სერთიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი - საბაზისო სანერგე, რომელიც ერთადერთია რესპუბლიკაში და უახლეს მომავალში, ჩვენი ნერგის მწარმოებლების და მის ფარგლების გარეთაც დაინტერესებულ მეურნეობებს უზრუნველყოფს უვირუსო, ჯანსაღი, სერთიფიცირებული საბაზისო ნერგებით.

აქვეა გათვალისწინებული ქართული ვაზისა და ხეხილის (აგრეთვე სამრეწველო ჯიშების) მდიდარი გენოფონდის საერთაშორისო კატეგორიის საკოლექციო ნარგაობის მოწყობა. ამ მიზნით სანერგეში მოთავსებულია 300-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში, რომელიც დაირგვება გაზაფხულზე. მშენებლობა აქტიურ პროცესშია, „ცენტრი“ფუნქციონირებს საქველმოქმედო ფორმით. აქვე გვერდს ვერ ავუვლი ერთ მეტად საგანგაშო ინფორმაციას, მთავრობის დადგენილებით და ფინანსური წახალისებით, კახეთში მიეცათ მითითება ვენახების ამოძირკვის თაობაზე, რომელსაც „წარმატებით“ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (?!).

ფაქტიურად საგანგაშოა ისიც, რომ 2006 წლიდან მეცნიერების შემდგომი ეტაპის რეფორმის მოტივით, მეცნიერება ფაქტიურად „განაიარაღეს „. მეცნიერებს ჩამოერთვათ ძირითადი ქონება, სამეცნიერო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, მიწები და გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც მცირე გამონაკლისის გარდა, დღემდე არ დაბრუნებია კანონიერ მფლობელს. მინიმუმამდე დაკნინდა ინსტიტუტების მუშაობა. გაიფანტა სამეცნიერო კადრები. შეწყდა საერთაშორისო ურთიერთობები, ამის საუკეთესო მაგალითია ქვეყანაში ერთ-ერთი, უძველესი ეროვნული მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ს.კ. ინსტიტუტი, თავისი უნიკალური საცდელი ბაზებით, მუზეუმებით, საკოლექციო ნარგაობებით.

ფარულად მიმდინარეობს სამეცნიერო დანიშნულების მიწების პრივატიზაცია: თელავში, ზესტაფონში - საქარის საცდელი სადგური, თბილისში - ექსპერიმენტარული ბაზა, საკოლექციო ნარგაობები.

შედეგი სახეზეა - ეროვნული მეცნიერება დაკნინდა. მეცნიერების გარეშე კი ქვეყნის ეკონომიკისა და დარგების აღმავლობა შეუძლებელია.

რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის შესაცვლელად?

- შემუშავებული იქნას მეთესლეობისა და სარგავი მასალის უზრუნველყოფის ქვეპროგრამები;

მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს ბაღ-ვენახების გაშენების მეცნიერულად დასაბუთებულ პროექტებს;

- განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და მეურნეობის ინტეგრაცია, გლეხთა მეურნეობის, წვრილ ფერმერთა სასოფლო-სამეურნეო წარმოების კოოპერირება;

- მხარი დაუჭიროს აგრარული მეცნიერების რეაბილიტაციას და რეფორმებს, მათ სამეცნიერო-ტექნიკური ბაზების გადაიარაღება-განმტკიცებას;

- ხელი შეუწყოს ეროვნული სოფლის მეურნეობის საშუალო, უმაღლესი და სამეცნიერო კადრების მომზადებას;

- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კოორდინაციითა და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის მონაწილეობით შემუშავდეს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ეროვნული კადრების მომზადების სახელმწიფო კომპლექსური პროგრამა;

- მიღებულ იქნას კანონი ეროვნული აგრარული კადრების მომზადების შესახებ.

ნოდარ ჭითანავა: შევეცდები, ფრაგმენტულად მოგაწოდოთ ჩემი მოსაზრებები. 1919 წელს ერთმა, შემდგომში დიდმა ქართველმა ფილოსოფოსმა, რომელიც განიხილავდა ქართველი კაცის ფენომენის მრავალმხრივობას, ასეთი მოსაზრება გამოთქვა: ქართველი კაცი აზრის ბრწყინვალებას აქცევს ყურადღებას და არა აზრების ლოგიკას. რედაქციამ გაბედულება გამოიჩინა, როცა შეეხო ისეთ საკითხს, რომელიც საქართველოში მივიწყებულია. იგი მიივიწყა პოლიტიკამ, მიივიწყა მეცნიერებამ და მასმედიამაც. მხედველობაში მაქვს პრობლემების განხილვა ეკონომიკის რეალური სექტორის ფუნქციონირებაზე. ამდენად, ვთვლი, რომ ჟურნალის ხელმძღვანელობამ გარკვეულ სითამამესთან ერთად დიდი გონიერებაც გამოიჩინა. იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პერსპექტივაში, მე ზოგიერთ მოსაზრებას შემოგთავაზებთ.

0x01 graphic

აქვს თუ არა საქართველოს აგრარული პოლიტიკა? მე სულ მესმის: აგრარული პოლიტიკა არ გვაქვსო... როგორ გეკადრებათ! ჩვენ აგრარული პოლიტიკა გვაქვს! უმჯობესია, საკითხი სხვა რაკურსით დავსვათ: რამდენად ადეკვატურია აგრარული პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ანუ რამდენად შეესაბამება იგი ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ინტერესებს? პასუხი: არ შეესაბამება! რასთან გვაქვს საქმე? არგუმენტირებული, მეცნიერული პოზიციებიდან გაანალიზებული ინფორმაციები მოგვაწოდეს. ნუ მიწყენთ და გეტყვით: ეკონომიკაზე საუბარი არის ციფრების ენით საუბარი. ციფრებს ამეტყველება სჭირდება. კიდევ კარგი, რომ ისინი მუნჯნი არიან და ვერ ლაპარაკობენ, თორემ იმდენ რამეს იტყოდნენ! ფარდას ახდიდნენ ყოველ იმ უბედურებას, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი. საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ჩემმა კოლეგებმა. ჩემი მხრიდანაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ამით ფაქტობრივად, ჟურნალის ხელმძღვანელობას ექმნება ძალიან საინტერესო პერსპექტივა, რამდენიმე ხნის შემდეგ (ვთქვათ, გაზაფხულზე), დიდი ღონისძიება - სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩავატაროთ საზოგადოების ფართო წარმომადგენლობით, სადაც სიგრძე-სიგანით განვიხილავთ აგრარული მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს - იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი ამ მიმართულებით სწორად იყოს ფორმირებული და მობილიზებული. თუ ამას იკისრებს რედაქცია, მაშინ მას თავის დროზე ჩაეთვლება, რომ ის მებაირახტრე იყო საქართველოს ეკონომიკის იერსახის - სოფლის მეურნეობის გადარჩენისთვის ბრძოლაში.

აქ ბევრი რამ ითქვა იმ შედეგებზე, რაც დღეს გვაქვს. მე ერთ თამამ განცხადებას გავაკეთებ: საქართველოს თავის განვითარების არც ერთ ეტაპზე დროსთან მიმართებაში ადეკვატური აგრარული პოლიტიკა არ ჰქონია. ვგულისხმობ იმას, რომ ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკა არ ჰქონია, აგრარული ხომ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თუმცა, საქართველო საუკუნეების მანძილზე მიწათმფლობელობის საკუთარი წესით ცხოვრობდა. სხვათა შორის, ეს კარგად შეისწავლა ილია ჭავჭავაძემ, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილმა. მაგრამ დღეს ისტორიულ მეცნიერებაშიც, პოლიტოლოგიაშიც, აგრარულ მეცნიერებაშიც ეს ხშირად ავიწყდებათ. ქართულ ეკონომიკას ყოველთვის ახასიათებდა მრავალსუბიექტიანობა (გთხოვთ, ამას მიაქციოთ ყურადღება): მიწაზე სახელმწიფო საკუთრება, მიწაზე საკომლო (კერძო საოჯახო) საკუთრება, ეკლესიების, ტაძრების საკუთრებაში არსებული მიწა, მიწაზე სასოფლო საკუთრება და ხიზნობის ინსტიტუტი, რომელიც დროებით საქართველოში შემოსულთათვის მიწის სარგებლობაში და არა საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა. საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პროცესი საქართველოში დაიწყო იმ თავისებურებების უგულებელყოფით, რაც დამახასიათებელი იყო საერთოდ სოფლის მეურნეობისათვის და, მით უმეტეს, სოციალისტური სოფლის მეურნეობისათვის.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაჩანაგდა, იგი ნულოვან საძირკვლამდე დაინგრა, სოციალური ინფრასტრუქტურა, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს. საკადრო პოტენციალი მოიშალა. არც ერთ ქვეყანაში, განვითარების არც ერთ ეტაპზე რეფორმების ასეთი შედეგები არ დაფიქსირებულა, არსად საწარმო ფონდები არ გაუნადგურებიათ!

ახლა რეფორმების პოლიტიკურ მხარეს შევეხოთ. მინდა პირდაპირ გითხრათ: საქართველოში აგრარული პოლიტიკის პოლიტიკური მხარე აბსოლუტურად იგნორირებული აღმოჩნდა. რაზეა საუბარი? ქართულ სოფელს დღეს სტატუსი არა აქვს. ჩვენ დიდ შეცდომებს ვუშვებდით თავის დროზე, როცა სოფლის მეურნეობას სოფლისგან გამოცალკევებულად განვიხილავდით. ეს უდიდესი შეცდომაა დღესაც. სოფლის განვითარება და სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება ერთი მთლიანი პროცესის ორი ორგანული ნაწილია. ერთი არ შეიძლება მეორეს მოწყვეტით. დღეს ქართულ სოფელს სტატუსი არ გააჩნია, თვითმმართველობის ევროპის ქარტიის მიერ შემოთავაზებული პრინციპების ყალბად გაგებას შეეწირა ქართული სოფელი. ეს არის უმთავრესი საკითხი, რომელიც დაუყოვნებლივ არის გადასაწყვეტი.

გარდა ამისა, ყველას გახსოვთ, რომ კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების დაშლა-დანგრევა მყისიერად დაიწყო, საბაზრო ურთიერთობებისადმი ე.წ. ბრმა ერთგულების დასტურად. მოვიდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ასე ფიქრობდა და, ამასთან მხარდაჭერა ჰქონდა საზღვრებს გარედანაც. სოფლის მეურნეობის ორგანიზაციული საფუძველი მოშლილია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აღარ არის, საწარმო კოოპერაცია საერთოდ უგულებელყოფილია. სხვა დანარჩენზე უკვე აღარაფერს ვამბობ. რა უნდა გაკეთდეს? ჩვენ კიდევ ერთ შეცდომას ვუშვებთ: ყოველთვის ხელისუფლებისკენ ვიშვერთ ხელს. მე თუ მკითხავთ, ხელისუფლების ყველა თაობას ეკისრება პასუხისმგებლობა ეროვნული ეკონომიკის მდგომარეობისათვის. ეს მარტო გუშინ და გუშინწინ არ შექმნილა. დღეს თუ ჩვენ ვინმეს ვაკრიტიკებთ, გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ დღევანდელ პროცესებთან მიმართებაში, არაადეკვატურ პოლიტიკას გვთავაზობენ.

0x01 graphic

ახლა კი ამჟამინდელი მდგომარეობის კომპლექსურ ანალიზს შემოგთავაზებთ: მე ამ პრობლემებზე დიდი ხანია ვმუშაობ და თუ ვინმე ყურადღებით უსმენდა ჩვენს მომხსენებლებს, დამერწმუნებით, რომ პირველი კომპლექსური ანალიზი მიახლოებით წარმოდგენილია. სოფლის მეურნეობა მხოლოდ სიმინდის მოყვანა არ არის, არც ჩაის კრეფა და არც ვაზის მოვლაა. ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ეს ფაქტორები, როგორც იტყვიან, განთავსებულია პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ორგანიზაციულ-მმართველობით მიდგომებში. ამიტომ, ამ საკითხების გადაწყვეტა ძალიან რთულია. პირველია პოლიტიკური საკითხი: სოფელს უნდა განესაზღვროს სტატუსი, გაიმიჯნოს საზღვრები. მე არ გამოვრიცხავ შემდეგსაც: ოღონდ, ძალიან თამამად ვერ ვამბობ, ვინაიდან ჩემს მოსაზრებას, შეიძლება ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდეს. ვფიქრობ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების გარკვეული ნაწილი სოფელს მუდმივ სარგებლობაში უნდა გადაეცეს. პრივატიზაციამ რა გამოიწვია? ისე დაიტაცეს მიწები, რომ სოფელში სასაფლაოების გაფართოების და ეკლესიის აშენებისათვის საჭირო ადგილის გამოყოფაც დაავიწყდათ. სხვათა შორის, ილია ჭავჭავაძემ პირველად, შეისწავლა მიწაზე საკუთრების ორი ფორმის მნიშვნელობა. ერთია, სასოფლო საკუთრება, მეორე კი - კერძო საკომლო საკუთრება და დაასკვნა, რომ ჭკვიანი ქართველი მეფეები წარმატებებს საკუთრების ამ ორ ფორმას შორის თანაფარდობის ბალანსირებით აღწევდნენო.

სოფლად მუნიციპალიტეტის შესახებ ამ საკითხს მინდა შევეხო და დავიმოწმო ბატონი დავით იაკობიძე, რომელიც მმართველობისა და თვითმმართველობის პრობლემებს კარგად იცნობს. რატომღაც, ევროპის ქარტიის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ფუნქციად ითვლება მოსახლეობისთვის მომსახურების მიწოდება. მაშინ, ლოგიკურად დავსვათ კითხვა: რა ვუყოთ ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კოორდინაციის ფუნქციებს? არის თუ არა ეს მისი ფუნქცია? ლოგიკურად, მისი ფუნქციაა. ეს არსად ჩანს საქართველოში.

ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებს შორის მთავარია კერძო სექტორისათვის მხარდაჭერა. ჩვენ დეკლარირება გავუკეთეთ კერძო სექტორს. დამერწმუნეთ, კერძო სექტორს არანაირი მხარდაჭერა არა აქვს. კერძო მესაკუთრეს უთხრეს: აი, დამოუკიდებელი ხართ, მოუარეთ საკუთარ თავსო! არ ხდება საკრედიტო რესურსების ფორმირება და მისი მიზნობრივად გამოყენება. არა გვაქვს ტექნიკური სერვის-ცენტრები, რომლებიც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ დიდი ხნის წინათ არის შემოთავაზებული. წარმოიდგინეთ: ამერიკული პეპელა ჩამოფრინდა და ანგრევს დასავლეთ საქართველოს მემცენარეობას... არ უნდა იყოს ორგანიზებული ე.წ. სერვის-ცენტრები ან პუნქტები, სადაც გლეხი მივა, ფულს გადაიხდის, მცენარეებს შეუწამლავენ, საჭირო ღონისძიებებს განახორციელებენ? ან ტექნიკა რომ გაუფუჭდება, შეუკეთებენ?! მე მეტსაც გეტყვით: როდესაც ტექნიკური პარკი მოიშალა სოფლის მეურნეობაში, მისი ადგილი ცოცხალმა გამწევმა ძალამ დაიკავა: ხარმა, ცხენმა, ჯორმა... საქართველოში ვინმე დაინტერესდეს: არის თუ არა სამჭედლოები, სადაც ხარისთვის ან სხვა გამწევი ძალისათვის ნალის დამზადება იქნება შესაძლებელი?.. გესმით, რაზეა საუბარი? ნალიც არა გვაქვს და გამწევი ძალის მწარმოებლურობაზე ლაპარაკს ვუნდებით.

როდესაც დავით აღმაშენებელმა ყივჩაღების 40 000 ოჯახი ჩამოიყვანა, პირობა იყო ასეთი: მიწას მისცემდნენ, დაასახლებდნენ, სამაგიეროდ კი ერთ ოჯახს ერთი ცხენი და მეომარი უნდა გამოეყვანა. ცხენს ლაგამი, უზანგი უნდოდა, მეომარს ხმალი და ფარი, ჯაჭვის პერანგი... ამას ხომ რკინა სჭირდებოდა? ისტორიკოსებმა დათვალეს, რომ თითოეულ მეომარს სჭირდებოდა 9,5 კილოგრამი ლითონი. ეს უკვე 400 000 ტონაა. საქართველოში 400 000 ტონა ლითონი მარტო იმ მეომართა აღკაზმვა-შეიარაღებას დასჭირდა. დანარჩენი რამდენი გვქონია? ეს არის ეკონომიკა: ყველაფერი ერთმანეთთან არის მიბმული ხან უხილავი, ხან კი - ხილული ძაფებით და თუ ერთი ძაფი მაინც გაწყდა, მაშინვე უნდა მიხედვა.

გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა. მე თუ მკითხავთ, უალტერნატივო პრიორიტეტი დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობაში ლიზინგის საფუძველზე გადამამუშავებელი საწარმოების ფორმირებაა (ლიზინგი ნიშნავს მოწყობილობების, დანადგარების შემოტანას იჯარის ფორმით 5, 10 ან მეტი წლით), მსოფლიოს შესაბამისი ორგანიზაციები მომსახურების ამ ფორმას იყენებენ. მათი შემოყვანაა საჭირო. ამასთან არის დასაკავშირებელი ფრანჩაიზინგი. საქართველოში ტრადიციულად საუკუნეების მანძილზე ასეთი რამ გვქონდა. რა არის ფრანჩაიზინგი? რომელიმე მსხვილი საწარმოს სახელით გამოსვლა. საქართველოში ასეთი ფორმა იყო გამოყენებული - ცხენის დაღი: ცხენს დადაღავდნენ, რაც მას რეპუტაციას ანიჭებდა. მარტივი გაგებით, ეს არის ფრანჩაიზინგი!

ბაზარზე გასვლის მხარდაჭერა. ეს ის თემაა, რომლის გარშემო ჩვენ სერიოზული კამათი გვქონდა ყველასთან. საქართველოში გამოვაცხადეთ, რომ წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრებას დავაკანონებდით. ვინც გამოაცხადა, იმან მიიჩნია, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, რომ ბაზარი ყველაფერს უზრუნველყოფს. მე ხშირად მსმენია, რომ ჩვენ მიწა მივეცით გლეხს და მან, კეთილი ინებოს და ბაზარზე გასვლა თვითონ უზრუნველყოსო. თქვენც მოგისმენიათ, ალბათ... გეკითხებით, ჩვენი ბაზარი (უალტერნატივო ბაზარი), ჯერ კიდევ 15-20 წელი არის რუსეთის ბაზარი. სახელმწიფომ რუსეთთან ვერ მოაგვარა ურთიერთობა და ქართლში ვაშლის მწარმოებელმა გლეხმა იმ ბაზარზე შეღწევა როგორ მოახერხოს? ხომ არის ელემენტარული ლოგიკა ამაში? აბა, მსოფლიო ბაზრებზე წავიდეთ. რით წავალთ? ვაშლით, ღვინით, ციტრუსებით?.. მსოფლიოს ყველა ბაზარი რეგულირებადია, მათ გიგანტები არეგულირებენ... შენ, გამოუცდელს, რომელსაც ელემენტარული ჩვევები არ გაქვს, გარდა იმისა, რომ გითხრეს, მიწა შენს საკუთრებაშია, მეტი არაფერი არ გესმის ამის... შენ როგორ გაარღვევ და როგორ შეხვალ ამ ბაზარზე? მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბაზრის ძიება, ექსტრემალურ პირობებში, როგორც გინდათ, ისე ჩათვალეთ, სახელმწიფოს ექსკლუზიური ფუნქციაა. სხვანაირად ბაზარზე ვერ შევა ჩვენი პროდუქცია.

პროტექციონისტული პოლიტიკა. ბატონები დავით იაკობიძე და იაკობ მესხია დამემოწმებიან, რომ ჩვენ პროტექციონისტული პოლიტიკის განხორციელება რომ მოვინდომოთ, საერთაშორისო შესაბამისი სტრუქტურები ამის უფლებას არ მოგვცემენ. არადა, თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა პროტექციონისტული პოლიტიკის განხორციელებით მივიდა განვითარების დღევანდელ დონემდე.

ქართველი გლეხი თავის დიდ სოციალურ-ისტორიულ ფუნქციას ასრულებდეს, რომ ყოველთვის ეროვნული ორგანიზმის მთავარი არტერიის მკვებავი უნდა იყოს: ოჯახი ჰქონდეს, ბავშვები ჰყავდეს, ქვეყნის მიწა-წყალს პატრონობდეს.

ორგანიზაციული. საწარმო კოოპერაციის განვითარება. ჩვენ ჭარბად გვქონდა კოოპერაცია, კოლექტივების თუ სხვა რაღაც ინტეგრაციული ფორმების სახით. ის უნდა დახვეწილიყო - ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამჟამად ჩანასახურ მდგომარეობაშიც კი არ არის. კოოპერატივების განვითარების გარეშე საქართველოს აგრარულ სფეროს წარმატება არ უწერია. ეს ჩემი მოგონილი არ არის. მსოფლიო გამოცდილებას აქამდე მივყავართ.

საოჯახო ტურიზმს დიდი პერსპექტივა აქვს. თესლის, სარგავი მასალების და სანაშენო საქმის ორგანიზაცია სამეცნიერო დაწესებულებებში უნდა გადავიტანოთ. ძლიერი აგრარული მეცნიერება ყოველთვის ამშვენებდა საქართველოს. შენახულია უნიკალური გენოფონდები. დღეს კი უვარგის თესლს ვთესავთ, დაბალი ეფექტიანობისაა სარგავი მასალა. ჩვენი აზრით, მათი წარმოება თავმოყრილი უნდა იყოს სამეცნიერო დაწესებულებებში.

უნდა გამოვიყენოთ მიწის დაუმუშავებლობის შემთხვევაში მისი ჩამორთმევის წესი. თბილისის გარშემო მიტოვებულია ფართობები. ქალაქის მაცხოვრებლებმა მიწა აიღეს, მას არ ამუშავებენ, ელოდებიან, როდის გაძვირდება... უნდა დადგინდეს თუ ორი წლის მანძილზე მიწა არ იქნება დამუშავებული, უნდა ჩამოერთვას მის მფლობელს: თავის დროზე კარგი საქმე გაკეთდა, რომ 5 ჰექტრამდე მიწა განთავისუფლდა გადასახადებისაგან. იქ რომ ერთი გამოცდილი კაცი ყოფილიყო, ერთი ფრაზის დამატება იყო საჭირო და ეს კანონი გარდაიქმნებოდა ძლიერ მექანიზმად. მხედველობაში გვაქვს დამუშავებული 5 ჰექტარი მიწა გათავისუფლდეს გადასახადისაგან. არადა, გათავისუფლდა ყველა, რომელიც არც მუშავდებოდა.

მე ვფიქრობ, რომ მიღებული უნდა იყოს არა პროგრამა, არამედ კანონი სოფლის მეურნეობის შესახებ. ამერიკელებს ყველაფერში თუ ვბაძავთ, ამაშიც მივბაძოთ... კანონებს იღებენ, სადაც განხილულია ყველა პრობლემა, თუ ამ კანონს მივიღებთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისი მონიტორინგის ფუნქცია დაეკისრება. დღეს არც ერთ სამინისტროს ადექვატური ფუნქციები არა აქვს. რა მექანიზმები აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს? გარდა იმისა, რომ მოუწოდოს, ეს აამუშავეთ, ეს გააკეთეთო? სათანადო მექანიზმებით აღჭურვაა საჭირო - მით უმეტეს, ექსტრემალურ პირობებში. ჩვენი აზრით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში უნდა იყოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ეს არის ერთი სხეულის ორი ნაწილი, განცალკევებულად არც ერთი ვარგა და არც მეორე.

და ბოლოს: ჩვენ აქ ვისაუბრეთ კოლეგებთან ერთად და მზად ვართ: მასმედიის წარმომადგენლებს დავეხმაროთ სოფლის მეურნეობის პრობლემებზე დასპეციალებაში, რედაქციასთან შეიძლება ორ კვირაში ერთხელ ან კვირაში ერთხელ სემინარების ჩატარება. ჩვენ რაც ვიცით, მივალთ, ავუხსნით, ვეტყვით. ამით მომზადდება კვალიფიციური კადრები, რომლებიც ყველაზე კარგად შეუწყობენ ხელს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჟურნალს, რომ ეს შეხვედრა შედგა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გაზაფხულზე უფრო თამამი და კომპლექსური ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ, ამისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ.

ანზორ ბაბუხადია: ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ჩემი აზრით, თუ გვინდა, ქვეყანა გადარჩეს, სოფლის მეურნეობას უნდა მივხედოთ. თუ გვინდა, გადარჩეს სოფლის მეურნეობა, აუცილებელია, ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ პროტექციონისტული პოლიტიკის გატარების გარეშე იგი ვერ გადარჩება. პატარა მაგალითს მოგიყვანთ: რა ურჩევნია ქვეყანას - უცხოეთიდან შემოტანილ ერთ ტონა ხორბალში 100 დოლარი გადაიხადოს, თუ იმავე ხარისხისა და იმავე კომპონენტების მქონე ხორბალში ჩვენს მწარმოებელს მისცეს 120 დოლარი? რა თქმა უნდა, ვისთანაც მქონია ურთიერთობა, 100 დოლარს ირჩევს - იქ კიდევ სხვა ინტერესებიც იჩენს თავს და ქართველი გლეხის მოყვანილი ხორბლის რეალიზაცია ფერხდება - მას პრობლემები შეუქმნეს და ხელიც დაიბანეს ამ საქმისგან. პროტექციონისტულ პოლიტიკას კი მივყავართ სიტუაციის დარეგულირებისკენ.

0x01 graphic

დავით იაკობიძე: დიდი სიამოვნებით ვუსმენდი ბატონ ნოდარ ჭითანავას და უაღრესი კმაყოფილება განვიცადე, იმიტომ, რომ მის ყველა აზრს ვეთანხმები და ისეთი განწყობა მაქვს, თითქოს თავისი შეხედულებები მან ადრე გამიზიარა. დღეს რომ გადახედავ სოფლის მეურნეობას, სიტუაცია ასეთია: მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი 8 პროცენტია. ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა აგფლაციის პირობებში, როდესაც გლობალურ გარემოში ჩაფლულები ვართ. როდესაც ჩვენ გველოდება უცხოური დახმარება სურსათის სახით და ამ დროს, თურმე ჩვენ არაფრის გამკეთებლები არ ვყოფილვართ! გავდივართ ბაზარში და რას ვხედავთ! წაგვლეკა გაყალბებულმა, არაჯანსაღმა პროდუქციამ. ეს გასაგებია ერთი რამის გამო, რომ გარდამავალ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ სამედიცინო სამსახურში თავმოყრილი სანიტარულ-ჰიგიენური დაწესებულებები და სურსათის უსაფრთხოებაზე ირიბად მოქმედი დაწესებულებები გადავაკეთეთ პირდაპირ სურსათის უსაფრთხოებაზე მოქმედ დაწესებულებებად და ეს გადავიყვანეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბჭეში (რამდენად სწორად მოვიქეცით, ეს კიდევ გასარკვევია). აიღებს თუ არა ქართველი კაცი სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით ვეტერინარის დიქტატს, ეს თავიდანვე აღვნიშნე, რომ გამორიცხულია-მეთქი. საქართველო ლატვია არ გეგონოთ! მათ იმდროინდელ პარლამენტარებს და სამინისტროს მესვეურებს თავიანთი შეხედულებები ჰქონდათ. თუ ამ პოზიციიდან შევხედავდით, დავინახავდით, რომ საქართველოს მართლაც არაადეკვატური აგრარული პოლიტიკა აქვს. რისი ბრალია ეს? ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ და ცოტათი მეშინია: ორთქლს ხომ არ ვუშვებთ? ვიღაცამ ხომ არ მოგვიწყო ეს, რომ მოდით, ბიჭებო, გული მოიოხეთ და მერე სახლში წადითო? ამასობაში კი ზოგ-ზოგები იქ გადაწყვეტილებებს იღებენ. ახლა ჩვენთან ბაკურ გულუა რომ იყოს, ბევრ სიცხადეს შეიტანდა ამ საკითხში, გვეტყოდა, რანაირი მექანიზმი გაჩნდა, რატომ არ გვენდობიან ჩვენ? რატომ არ ენდობიან ჩვენს შეხედულებებს? შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ რაღაც არაადეკვატური დამოკიდებულება გვქონდეს და არ გვესმოდეს, რა არის საჭირო საქართველოს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის? რა ხდება დღეს ბაზარზე? მიუხედავად იმისა, რომ ხაშურის რაიონს დავალება ჰქონდა მიღებული სტაფილოს დიდი რაოდენობით წარმოებისა, მაინც ვერ დავაკმაყოფილეთ მოთხოვნა სტაფილოზე! იგი სომხეთიდან შემოდიოდა. ამას დაემატა ჭარხალი, საგვიანო პომიდორი, ვაშლი. სომხებს გარგარი ადრეც შემოჰქონდათ, მაგრამ ახლა ატმის შემოტანაც დაიწყეს. რაც ჩვენ გაგვქონდა, დღეს ის შემოგვაქვს! საიდან? სომხეთიდან, ხალხო! ჩვენი და სომხეთის აგრარული პირობები ხომ ვიცით! აგრარული ბაზრის განვითარებას იმ ხალხმა ადრევე მიაქცია ყურადღება, მათ თავის დროზე დაიწყეს სელექციური მუშაობა, იმ კულტურების შერჩევა, რომლებიც ბაზრისთვის მორგებული იყო და ახლა ჩვენი ვიტამინების ბაზარზე ვაშლიც სომხურია და ყურძენიც. ვერც ერთი თქვენგანი წვნიანს ვერ გააკეთებს სომხეთთან კონტაქტის გარეშე. არ მესმის, განვითარების რა გზაა ეს... მე წინააღმდეგი არა ვარ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა, მაგრამ არსად ასეთი ამბები არ წერია, შენ დაანებე წარმოებას თავი, შირაქი დატოვე მოუხნავი, აღარ ვლაპარაკობ ზილიჩაზე, არც ტარიბანაზე, არაფერს გეუბნები ელდარზე... შირაქი, ეს პატარა შირაქი მოუხნავი დატოვე, მამაცხონებულო, და წითელი ჭარხალი სომხეთიდან შემოგაქვს? თანაც ამ წითელი ჭარხლის ყიდვა რომ შეძლო, გერმანიაში წადი, მანქანები რეცხე და ასე ნაშოვნი ფული ცოლ-შვილს გამოუგზავნეო... სად წერია ეს? არანორმალურები ვართ, თუ რა ხდება ჩვენს თავს?

0x01 graphic

ასეთნაირად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ამოფარებულები გველაპარაკებიან! 49 სეინერს რომ გაანადგურებ, მერე საკვები რომ გექნება შემოსატანი დანიიდან (კალმახის, ქათმის თუ ღორის) ხომ უეჭველია? ღორის ხორცი რომ გაათავისუფლე, ხუთპროცენტიანი აქციზისგან და დამატებითი ღირებულების გადასახადი დააწესე და ჯორცხენას ხორცს, ვირისას, ჯორისას, კურდღლისას 12 პროცენტი დაუწესე, ისიც ხომ გასაგებია, რომ შენთან ღორებს ცუდი დღე დაადგებათ. თუ ამ პრეფერენციის უფლება გქონდა, რაღა ღორს გაუკეთე ასეთი ბოროტება? რატომ გახადე 18 ლარი დღეს კახეთში ერთი კილო სამწვადე? აი, ეს არის საინტერესო, ასეთი პოზიციები უჭირავს ნაწილობრივ ფინანსთა სამინისტროს.

ვაზზე გამართული დისკუსია ყველას გვახსოვს. მინდა ამ საკითხში სინათლე შევიტანო. რაშია საქმე... რასთან არის მიბმული აქციზი? არაფერთან, იგი ლობირების საგანია. 60 თეთრი ღირს ჩამოსასხმელი ღვინის აქციზი, 1, 20 ლარი - ბოთლის ღვინისა. არყის აქციზი კი 2,5 ლარია. მიაბით ეს აქციზი ალკოჰოლთან და დავინახავთ, რომ ალაზნის ველის ვენახები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე ევროპული ტიპის ღვინოების სტანდარტებს, გადავლენ პორტვეინის წარმოებაზე. ვენახზე რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, კარგადაც რომ მოვუფრთხილდეთ, ჩვენი სამყოფი ღვინო მაინც არასდროს გვექნება, თუ არ მივაშველეთ ლუდი, არაყი, პორტვეინი... ღვინო საზღვარგარეთ რომ გავიტანოთ, ამისათვის შიგნით კი არ უნდა შევქმნათ დეფიციტი... ამიტომაც ვამბობ, თუ აქციზს მივაბამთ ალკოჰოლს, დავინახავთ, რომ ღვინის წარმოებაც ეფექტური იქნება და ლიმონათისაც. ვერც ერთი არყის ქარხანა ლიქიორს ვერ უშვებს. რატომ? იმიტომ, რომ აქციზი 2,40 ლარი ხდება. იგი მიბმული რომ იყოს ალკოჰოლზე, 25 გრადუსიან სასმელს გააკეთებდნენ... ბერკეტი, რომელმაც რაღაც უნდა აწიოს და გადაატრიალოს, საყრდენს ეძებს. ეს საყრდენი კი სახელმწიფო პოლიტიკამ უნდა შექმნას.

რაც შეეხება ფასების საკითხს: ყოველ შემოდგომაზე კანისტრებით რომ დარბიან და უნდა დავახვნევინოთ გლეხსო... რატომ არ შეიძლება აქციზი დავწიოთ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სოფელს სჭირდება საწვავი. ამასთან, ყურძენი, როგორც მალფუჭადი პროდუქტი, მინიმალური ფასის დაწესებას ექვემდებარება, რომ მასზე არ მოხდეს მონოპოლიზებული ზემოქმედება მწარმოებლის მხრიდან. ეს არ არის ბერკეტი? ბერკეტი კი არა, ეს არის საყრდენი, რომელსაც მილიონი პატარა ბერკეტი დაეყრდნობა და გადატრიალდება ქვეყანა.

ჯემალ ბადაგაძე: გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში სავალალო მდგომარეობაა. ჩვენი შეკრების მიზანი და მცდელობაა გამოვნახოთ გამოსავალი.

ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობისბოლო ნომრებში დაიბეჭდა ჩვენეული ხედვა კონკრეტული საკითხების მიმართ, რომლებიც სადღეისოდ ერთ-ერთ გამოსავალ წერტილად მიგვაჩნია ქართველი გლეხისათვის.

აქ მრავალ პრობლემებთან ერთად აღინიშნა, მეცხოველეობის საკვებწარმოების სავალალო მდგომარეობა. საილუსტრაციოდ შევეხები მხოლოდ ერთ საკითხს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში 2007 წელთან შედარებით ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების ნათესი ფართობები 329 ათასი ჰექტარიდან 9,6 ათას ჰექტრამდე დავიდა, შესაბამისად ამ კულტურების წარმოებაც 313 ათასი ტონიდან 30,0 ათას ტონამდე შემცირდა. იმ პერიოდისათვის ყოველწლიურად 1,5 მილიონი ტონა უხეში საკვები, 560 ათ. ტონამდე სენაჟი, თითქმის ერთი მილიონი ტონა სილოსი და სხვა მრავალი სახის საკვები მზადდებოდა მეცხოველეობისათვის. ბოლო ათი წელია, რაც სილოსი და სენაჟი საერთოდ აღარ ფიგურირებს მონაცემებში. არადა, საკვები ბაზის გარეშე, მოგეხსენებათ, მეცხოველეობას ძლიერ გაუჭირდება.

კონკრეტულად რით შეიძლება გამოსწორდეს მდგომარეობა?

0x01 graphic

1) მოდით ვასწავლოთ და დავეხმაროთ გლეხს დათესოს ტოპინამბური. ნორმალური აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში ერთი ჰექტრიდან 100-130 ტონა ტუბერს და 150 ტონა მწვანე მასას მიიღებს, მაშინ როდესაც საკვები ბალახების საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 2,5-3,0 ტონას შეადგენს (!!!);

2) ან ვაშოვნინოთ რუმექსის თესლი და ვასწავლოთ მისი მოვლა-მოყვანა. ერთი ჰექტარი რუმექსის ფართობიდან 240-დან 300 ტონამდე მწვანე მასას მიიღებს და ეს მწვანე მასა საკვები ღირებულებით სამჯერ სჭარბობს იონჯას, რომელსაც საკვები კულტურების მეფესუწოდებენ;

3) გლეხს ნიადაგი რომ ნოყიერი და მოსავლიანი ჰქონდეს ვასწავლოთ და დავეხმაროთ ვერმიკულტურის, ანუ ჭიაყელების გამოყენება.

ალბათ საჭიროა გამოიძებნოს უფრო კონკრეტული და რეალური გამოსავალი.

0x01 graphic

სულიკო ყამარაული: როგორც აღინიშნა, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 55 პროცენტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ეს არის უბედურება! ავღანეთშია მხოლოდ ამაზე უარესი: 80 პროცენტი. დანარჩენ ქვეყნებში ასეთი პროცენტი არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელით შრომაა უმთავრესად... საქართველოში ერთ ოჯახზე მოდის საშუალოდ ნახევარი ჰექტარი მიწა. ეს ხომ მცირეა, მაგრამ ეს ნახევარი ჰექტარი ოჯახებს აქვთ სამ-ოთხ ადგილას მიღებული, განსაკუთრებით, მაღალმთიან რაიონებში. გამოდის, რომ ეს 448 ათასი ჰექტარი სახნავი მიწა დაქუცმაცებულია სამ-ოთხ მილიონ ნაკვეთებად. როდესაც ოჯახს უნდა დაამუშაოს ეს ნახევარი ჰექტარი, უწევს 1000 მეტრის დამუშავება ერთ მასივში, მერე 10 კილომეტრის იქით გადასვლა მეორე მასივში და ა. შ. ამას ვერ ახერხებს მოსახლეობა და ამიტომ ამუშავებს მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც მას ეყოფა საკუთარი წარმოებისთვის. როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან?

სხვა გზა სოფლის მეურნეობის განვითარებისა არ არსებობს. ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი წინადადებები და რეკომენდაციები იდეალურია. რაც შეეხება მიწების პრივატიზაციას, იგი აუცილებელი პროცესი იყო, იმიტომ, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო, მაგრამ ახლა უკვე იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ასევე აუცილებელია ამ მიწების გამსხვილება. გამსხვილება კი უნდა მოხდეს კოოპერატივების სახით. თქვენ სამართლიანად ბრძანეთ, რომ კოოპერატივები არის ყველა ქვეყანაში და ჩვენთანაც უნდა განვითარდეს. აქ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი მათ ჩამოყალიბებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კოოპერატივებს პერსპექტივა არ აქვს. როგორ უნდა შეუწყოს ხელი? სოფლად უნდა იცოდნენ, რომ ის დასახლებული პუნქტი, რომელიც კოოპერატივს შექმნის, სახელმწიფოსგან მიიღებს შეღავათიან კრედიტს. მან უნდა მისცეს საწყისი თანხები იმისათვის, რომ კოოპერატივმა ფუნქციონირება დაიწყოს. გარკვეული პერიოდის მანძილზე სარწყავი წყლის, ელექტროენერგიის საფასური სახელმწიფომ გადაიხადოს, ტექნიკით მომარაგების თვალსაზრისითაც დაეხმაროს.

0x01 graphic

ლია ნაროუშვილი: მე როგორც ამ ჟურნალის მეგობარ ქალბატონს, გამიჩნდა იმედი, რომ ქვეყანას, რომელსაც ასეთი მოაზროვნე ადამიანები ჰყავს, პრობლემები არ უნდა ჰქონდეს? ამას წინათ ბელორუსიაში ვიყავი ჩასული. დილის 7-ის ნახევარზე ჩავფრინდით და თვალს არ ვუჯერებდი, ამ დროს ოხშივარი ასდიოდა ქალაქს. ყველაფერი მუშაობდა! ის „უვარგისი“ლუკაშენკო როგორ ახერხებს ამას? დილაუთენია მთელი ქალაქი სადღაც გარბის... რომ ვიკითხე, მიპასუხეს, რომ ამ ხალხს სამსახურებში მიეჩქარება. მოსახლეობის 80 თუ არა, 60 პროცენტზე მეტი დასაქმებულია. მიკვირს, როდესაც ასეთი გონიერი საზოგადოება ჰყავს ქვეყანას რატომ უნდა უჭირდეს... მე, როგორც მოქალაქეს, გული შემტკივა, რომ ჩემი უფლებები ასე შელახულია და როდესაც ასეთი მშვენიერი აუდიტორია იკრიბება, ქვეყნის შუაგულში, რატომ არ არის ეს აზრი მოსმენილი სადაც ჯერ არს?! რამდენადაც ვიცი, იქმნება ჯგუფი, რომელიც არ იქნება არც ერთი პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული, მასში შევა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ეთქმის სიტყვა ქვეყნის გადარჩენისთვის. აუცილებელია ამ თემებზე კვალიფიციური მსჯელობა. უნდა ვიბრუნოთ პირი სოფლისკენ: მე სწორედ ამაში ვხედავ გადარჩენას.

იაკობ მესხია: მართალია, არ ვარ სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი, მაგრამ ჩემი საზოგადოებრივი და სამეცნიერო სამსახურებრივი საქმიანობით ბევრჯერ ვიყავი დაკავშირებული ამ პრობლემასთან, ამდენად, გარკვეული შეხედულებები გამაჩნია. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა ყველაზე ალბათური, ფორსმაჟორული დარგია მსოფლიოში, ამიტომაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ამ დარგის განვითარებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. ბატონმა ნოდარ ჭითანავამ სწორად ბრძანა, რომ სახელმწიფოებრივი პრეფერენციის გარეშე ამ დარგის განვითარება .. საბაზრო რეგულირების თავისუფალი ბერკეტებითა და მეთოდებით შეუძლებელია. იმ გარემოებამ, რომ საერთოდ უარყოფილ იქნა და სათანადოდ არ იქნა შეფასებული ქვეყნის და საერთოდ, საზოგადოებრივ-ეკონომიკური განვითარების პროცესებში სახელმწიფოს როლი, ამან ჩვენ მიგვიყვანა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კრიზისამდე, რომლის ბადალი 30-იანი წლების შემდეგ ჩვენს პლანეტას არ ჰქონია. ახლა უკვე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქვეყნის ეკონომიკის მართვასა და რეგულირებაში სახელმწიფოს როლი უნდა ამაღლდეს. ამასწინათ, ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ცალსახად და გასაგებად აღნიშნა, რომ ჩვენ არ უნდა მივუშვათ საბაზრო ბერკეტებისკენ ეკონომიკა და აუცილებელია სერიოზულად ჩავერიოთ მასში. ეს უკვე ჩვენმა პრაქტიკამაც დაადასტურა. თქვენ ნახეთ, რომ პირველი კრიზისი, რომელიც დაიწყო ე.წ. იპოთეკური კრიზისით, გადაიზარდა საბანკო კრიზისში, რომელიც, თავის მხრივ, გადაიზარდა ფინანსურ კრიზისში. ბოლო ერთი თვეა, მთელს მსოფლიოში დაწყებულია რეცესია. ეკონომიკური ვარდნა სახეზეა. მე არ მინდა, რაღაც ტრაგედია შევქმნა, კრიზისები ეკონომიკისთვის დამახასიათებელია, მსოფლიო ამ კრიზისიდანაც გამოვა, მაგრამ, მთავარია, ჩვენ მინიმალური სოციალური დანაკარგებით გამოვიდეთ აქედან.

0x01 graphic

მინდა, ორ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო საქართველოში სოფლის მეურნეობისა და აგროსექტორის განვითარებასთან დაკავშირებით. პირველი, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირება (საერთოდ ეკონომიკური პოლიტიკა არა აქვს ქვეყანას), რომელიც პრიორიტეტულ როლს მიანიჭებდა სოფლის მეურნეობას, ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ დარგს, რომელზეც ისტორიულად დაფუძნებული იყო ჩვენი ეკონომიკა. ნებისმიერ ხელისუფალს, უპირველესად, მთავარი ყურადღება უნდა მიექცია ამ დარგის განვითარებისათვის. ეს არის უპირატესი დარგი საქართველოს ეკონომიკისათვის. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, ჩვენ ავიღეთ ორიენტაცია .. აღებ-მიცემობაზე, ჩვენი სოფლის მეურნეობა, და საერთოდ, ჩვენი ეკონომიკა დაფუძნებულია იმპორტულ ეკონომიკაზე და არა შიდა რეალური ეკონომიკის განვითარებაზე, ამან თავისი ნეგატიური შედეგები უკვე მოიტანა. რა მაქვს მხედველობაში? ყველა ქვეყანაში (განვითარებულშიც და ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც) სოფლის მეურნეობას სახელმწიფო ძალიან სერიოზულად ეხმარება. უპირველესად, ეს არის სახელმწიფოს საბიუჯეტო დახმარება, ბიუჯეტური სახსრების სუბსიდირება სოფლის მეურნეობისათვის. ეს, რასაკვირველია, ამცირებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასს იმ ქვეყანაში, სადაც ეს იწარმოება. აქ იყო დისკუსია ერთ პრობლემაზე, როგორ ყალიბდება შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასი საქართველოში და როგორია ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა. მე აქ ერთი დაზუსტება მინდა შევიტანო. ის თავისუფალი ვაჭრობის კანონი, რომელიც შემოღებულ და დადებულ იქნა თურქეთთან და რომელიც ამოქმედდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან, ცოტა სხვანაირადაა ჩამოყალიბებული, თუ ამ დოკუმენტს კარგად წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ იქ გაუქმებულია ის საგადასახადო საბაჟო გადასახადები, რომელიც მოქმედებდა ადრე საქართველოდან პროდუქციის ექსპორტისას თურქეთის რესპუბლიკაში. მაგალითად, ისეთი პროდუქტის, როგორიც არის ქართული ღვინო, რომლის გატანა ლიმიტირებულია 1,2 მილიონი ბოთლით და არა დეკალიტრით, მისი 70-პროცენტიანი დაბეგვრა, რომელიც ადრე იყო, განულებულია. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს საქართველოში ღვინის ექსპორტს და ინტერესი ქართული ღვინის შეღწევისა თურქეთის რესპუბლიკაში გაიზრდება. თუმცა, აქ ერთი პატარა ნაღმია ჩადებული...

მეორე, 4 ათასი ტონა ფორთოხლისა და მანდარინის იმპორტი თურქეთში. ადრე იბეგრებოდა 54 პროცენტიანი ტარიფით, ახლა ესეც განულდა. გარდა ამისა, განულდა 2 ათასი ტონა ვაშლის იმპორტი, რომელიც ადრე 60 პროცენტიანი სატარიფო განაკვეთით იბეგრებოდა. ამის საპირისპიროდ ახალი ხელშეკრულებით იბეგრება ყველა ის პროდუქცია, რომელიც შემოდის თურქეთიდან საქართველოში. ეს არის ვაშლი, ჩაი, თხილი, თაფლი... აქ, ბუნებრივია, ისმება კითხვა: რა გინდათ, თქვე დალოცვილებო? მე ჩემთან შემოტანილ პროდუქციას არ ვბეგრავ, საბაჟო გადასახადებს არ გახდევინებ. თუმცა, როგორც ვთქვი, აქ არის ერთი პატარა ნაღმი ჩადებული, რომელიც არის შედეგი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი, ეკონომიკურ გუნდს სამწუხაროდ, არ გაუმართლა ამ გარდამავალ პერიოდში (გარდა პატარა გამონაკლისისა), რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შევედით ამ ე.წ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ჩვენი იდეაფიქსი იმაშია, რომ, რასაც ვნახავთ, ოღონდ იქ შევაღწიოთ, და მაგას მნიშვნელობა არა აქვს, რა შედეგებს მივიღებთ მისგან. ძალიან ჭკვიანურად მოიქცა ორი ბუმბერაზი ქვეყანა: ჩინეთი და რუსეთი, რომლებმაც ფეხი ითრიეს, სანამ თავიანთი საექსპორტო პროდუქციის მოცულობა არ გაზარდეს. ქვეყანა, რომელიც ყველაფერს იღებს, შემოაქვს სხვა ქვეყნიდან, მისი შესვლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში იყო ნაჩქარევი. თურქეთი არის უზარმაზარი ქვეყანა, თურქეთის მიერ არ არის ბლოკირებული არც ერთის შემოტანა, ჩვენგან კი თურქეთში კვოტირებულია იმ პროდუქციის წაღება, რომლის ანალოგი თურქეთში იწარმოება. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი საგარეო-ეკონომიკური დიპლომატიის ერთ-ერთი ჩავარდნა, რომლის უარყოფითი შედეგები ჩვენ კიდევ დიდხანს სახეზე გვექნება, სანამ არ მოვა ისეთი ხელისუფალი, რომელიც ყველაფერ ამას გამოასწორებს.

0x01 graphic

აგფლაცია უკვე მსოფლიო პრობლემად იქცა. ეს იგივეა, რაც ფასების მატება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე უფრო ჩქარი ტემპით, ვიდრე, სხვა სახის პროდუქციაზე, მაგრამ დღევანდელმა მსოფლიო კრიზისმა აგფლაციის პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. მიუხედავად იმისა, რომ 105 მილიონი ტონა მარცვლეული აწარმოა რუსეთმა, პურზე ფასი კი არ დაცემულა, პირიქით, გაიზარდა. საქმე იმაშია, რომ ეს არის მოსავლიანობის ალბათური შედეგი და მსოფლიოში სურსათზე ფასებს სულ უფრო მზარდი ტენდენცია ექნება. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო სექტორის მთავარი სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს არა მაინცდამაინც საექსპორტო პროდუქციის წარმოება, არამედ ადგილობრივი მომსახურების დაკმაყოფილება. ჩვენმა სახელოვანმა მეცნიერებმა აქ ციფრები მოგვიყვანეს... მე ძალიან ეჭვი მეპარება ამ ციფრების სისწორეში და მიმაჩნია, რომ ჩვენი სტატისტიკის მიერ გამოქვეყნებული ციფრების 80 პროცენტი ყალბია და სინამდვილესთანაც არ არის მიახლოებული. თუმცა, ზოგადი კანონზომიერებები უკვე იკვეთება ამ მიმართულებით.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი: როგორ უზრუნველყოს სახელმწიფომ მაკროეკონომიკური პარამეტრებით სასოფლო-სამეურნეო წარმოების მართვა. სრული ქაოსია. სახელმწიფომ გამოიგონა ე.წ. იაფი კრედიტები, პირდაპირ გეტყვით: ამ იაფი კრედიტების ეფექტი ნულის ტოლფასია. ნეგატიურია საბანკო სისტემის როლი სოფლის მეურნეობის რეგულირებაში და მისი ტემპების დაჩქარებაში. ბანკები დამოკიდებული არიან ყოველწამიერ მყისიერ მოგებაზე, მთელი მათი ძირითადი ლიკვიდური თანხები მიდის აღებ-მიცემობაზე და არა რეალურ სექტორში. მითუმეტეს, ისეთ ალბათურ და დაუზღვეველ სექტორში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა. ამდენად, ბანკების როლი სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ძალიან დაბალია.

ასევე, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო მხარდაჭერა. სოფლის მეურნეობა იმდენად არის იგნორირებული, რომ ის, რასაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობას აძლევს, იმას აძლევს თავდაცვის ერთ პატარა ბრიგადას. ალბათ, დადგება ის დრო, რომ სახელმწიფო თავის პრიორიტეტად აქცევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ ცოტა გაზვიადებულად გვაქვს წარმოდგენილი, რომ საქართველო არის სოფლის მეურნეობის ქვეყანაა. აქ ერთ მნიშვნელოვან სპეციფიკას უნდა გავუსვათ ხაზი: ჩვენ სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ პროდუქტებს ვერ ვაწარმოებთ. ეს არის ცხიმი, მარცვლეული. ჩვენ არ გვაქვს საექსპორტოდ ადამიანის ფიზიკური გადარჩენისთვის პირველი რიგის აუცილებელი პროდუქტები. მართალია, ჩვენი ბუნებრივი კლიმატიდან გამომდინარე, კარგი ღვინო გვაქვს, კარგი ციტრუსი, მაგრამ, ვფიქრობ, ქვეყანა არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ ექსპორტზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ძალიან ბევრი გრანტი შემოვიდა უცხოეთიდან სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისათვის. დამეთანხმებით, რომ ეს სოფელს არ მოხმარებია. ეს თანხები ან ჯიბეში ილექება, ან.... იხარჯება მეათეხარისხოვან ღონისძიებებზე, ეს არის ე.წ. კონფერენციები, შეხვედრები... ერთი სიტყვით, ფულის გარეცხვა მიმდინარეობს. ახლა რომ ჩაიხედოთ სახელმწიფო ბიუჯეტში, სოფლის მეურნეობის ხაზით, აღმოაჩენთ ძალიან ბევრ პროგრამას: მთიანი რეგიონების დახმარება, სოფლად მუნიციპალური თვითმმართველობის დახმარება... დამიჯერეთ, მე ამასთან შეხება მქონდა წლების განმავლობაში და ამ თანხის 80 პროცენტი სოფელში არ მიდის. სერიოზულად, სტრატეგიულადაა შესაცვლელი მიდგომა ამ პრობლემისადმი.

თხოვნა მექნება ჟურნალთან: ეს მოსაზრებები ავსახოთ ჩვენს გამოცემაში, ძირითადი წინადადებები და რეკომენდაციები კი მისაღები ფორმით ხელისუფლებას მივაწოდოთ.

ზაურ ნაჭყებია: ბატონებო, ვფიქრობ (და ალბათ თქვენც დამეთანხმებით), რომ დღევანდელი დისკუსია საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ჩვენ აქ შევეხეთ იმ სასიცოცხლოდ აუცილებელ პრობლემებს, რომლის გადაწყვეტის გარეშე ქვეყნის არათუ წინსვლა, გადარჩენაც კი შეუძლებელია. ყველანი ვთანხმდებით იმაში, რომ ხელისუფლების სათანადო პოლიტიკური ნების გარეშე სოფლის მეურნეობის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარება (არსებობაც კი) შეუძლებელია. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დღეს მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის და შესაბამისად მსოფლიო სასურსათო კრიზისის ფონზე. ეს მარტო ჩვენი საფიქრალი და გასაკეთებელი არ არის - მთელი საზოგადოება უნდა დაიმუხტოს, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ.

0x01 graphic

დღევანდელმა დისკუსიამ ისიც აჩვენა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია (ხაზს ვუსვამ ჯერ კიდევ) სათანადო ინტელექტუალური და ბუნებრივი რესურსები, რომლის დროული და გონივრული გამოყენება ქვეყანას განსაცდელისგან იხსნის. ერთი სიტყვით, დროა შემოვკრათ განგაშის ზარი და პირი ვიბრუნოთ სოფლისაკენ!

ჟურნალი ბიზნესი და კანონმდებლობაგააგრძელებს დისკუსიას აღნიშნულ პრობლემებზე. ჟურნალის ფურცლებზე ადგილს დავუთმობთ ნებისმიერ სასარგებლო მოსაზრებას. ამასთან, შემოვდივარ წინადადებით, შეიქმნას ამ დარბაზშივე, სპეციალისტთა ჯგუფი ბ-ნ ნოდარ ჭითანავას ხელმძღვანელობით და დავიწყოთ მუშაობა საქართველოს აგრარულ კონცეფციაზე. რედაქციას სურვილი აქვს აღნიშნული კონფერენციის განხილვა მოეწყოს გაზაფხულზე სპეციალურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე, რომელშიც მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

0x01 graphic

4 გადავრჩებით, თუ დავიხოცებით?!

▲ზევით დაბრუნება


სასურსათო კრიზისი: რეალობა და პროგნოზები

0x01 graphic

პაატა კოღუაშვილი
სრული პროფესორი, ემდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, პური იმდენი მოვიყვანოთ, რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს

ილია ჭავჭავაძე

საქართველო უძველესი აგროკულტურის ქვეყანაა. ქართველი ხალხი ხორბალს ჯერ კიდევ ენეოლითის ხანაში იცნობდა და უკვე მოჰყავდათ ხორბლის რამდენიმე სახეობა (,,იფქლი ,,ასლი ,,დოკა ,,მახა ,,ზანდური ,,დოლი ,,ხულოგო). ეს იმის დამადასტურებელია, რომ ხორბლის კულტურულ სახეობათა ფორმირებაში ქართველმა ერმა აქტიური მონაწილეობა მიიღო.

სადღეისოდ მსოფლიოში აღწერილი და რეგისტრირებულია ხორბლის ბოტანიკურ გვარში შემავალი 23 კულტურული და 4 ველური სახეობა. ამათგან საქართველოში წარმოდგენილია 14 კულტურული სახეობა. ქართულ კულტურულ ხორბალთა შორის აღწერილია 150-ზე მეტი სახესხვაობა და ჯიშთა დიდი მრავალფეროვნება (150). მათ წარმოქმნას და ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო საქართველოს ბიოგეოკლიმატურმა მრავალფეროვნებამ, ქართველი კაცის გარჯამ, შემოქმედებითმა უნარმა და ხალხურმა სელექციამ.

დღეს მსოფლიოში ფინანსურ-ეკონომიკური და სასურსათო კრიზისი მძვინვარებს.

მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისის შესახებ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აფრთხილებდა მთელ მსოფლიოს. კერძოდ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზი იმის თაობაზე, რომ 2015-2020 წლებში პლანეტის მოსახლეობის მოთხოვნილება კვების პროდუქტებზე 50%25-ით გაიზრდებოდა, რაც უმწვავეს სასურსათო კრიზისს გამოიწვევდა. FAO-ს გენ. მდივანმა ჟაკ დიოუფმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ არ მოხდება სურსათის წარმოებაში ტექნოლოგიური გარღვევა, შესაძლოა 2010 წლიდან დაიწყოს მძიმე სასურსათო კრიზისი

ეს ოფიციალური განცხადება სერიოზული გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა გამხდარიყო სურსათის იმპორტიორი განვითარებადი ქვეყნებისათვის (მ.შ. საქართველოსთვისაც), რადგან გლობალური სასურსათო კრიზისის ნეგატიური შედეგები, როგორც წესი, პირველ რიგში, ასეთი კატეგორიის ქვეყნების ღარიბ მოსახლეობაზე აისახება.

აქედან გამომდინარე, დღეს უპრიანი იქნება, დავსვათ კითხვა იმის თაობაზე, თუ რა გაკეთდა (ან კეთდება) ჩვენს ქვეყანაში მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის პრევენციისათვის? - პრაქტიკულად, არაფერი. უფრო მეტიც, 2000-2007 წლების ფაქტობრივ მონაცემებს კრიტიკულად თუ გავაანალიზებთ დავინახავთ, რომ სურსათის წარმოების მხრივ საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. კერძოდ, 2006-2007 წლებში მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი წინა სამი წლის საშუალოსთან შედარებით 21 პროცენტული მუხლით შემცირდა და 29%25-ი შეადგინა. ეს იმ პირობებში, როცა მარცვლეულის იმპორტი 2006 წელს ყველაზე მაღალი იყო (859 ათასი ტ.) 2000 წლის შემდეგ. ანალოგიურად შემცირდა კარტოფილის (მეორე პურის), ბოსტნეულის, მცენარეული ზეთის და კვების სხვა ძირითადი პროდუქტების თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლებიც.

გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებით, სურსათზე ფასების ზრდა საერთო ეკონომიკური კრიზისის მაჩვენებელია. გაეროს სასურსათო პროგრამამ დონორი ქვეყნებიდან უკვე გამოითხოვა დამატებით 755 მლნ აშშ დოლარი ჰუმანიტარული საქმიანობის უზრუნველსაყოფად.მისი თქმით, საკვებ პროდუქტებზე (განსაკუთრებით ხორბალზე, ბრინჯზე, მცენარეულ ზეთზე და სხვ.) ფასების მკვეთრმა ზრდამ შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკურ ზრდასა და უსაფთხოებაზე მსოფლიოს მასშტაბით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე იმყოფება 2 მლრდ. მეტი ადამიანი, ხოლო რეალურად უკვე შიმშილობს 850 მლნ. ცნობილია ისიც, რომ ბოლო წლებში მოშიმშილეთა რიცხვის შესამცირებლად გატარებულმა ღონისძიებებმა ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო.

გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მონაცემებით, წარმოებასთან შედარებით სურსათზე მოთხოვნის ზრდის გამო 2007 წელს ფასები 70%25-ით გაიზარდა. სურსათის ფასებზე სერიოზულ გავლენას ახდენს ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლის ნაკლებობასაც თანამედროვე მსოფლიო ნამდვილად არ უჩივის. სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფის პრობლემის სიმწვავე იმითაც დასტურდება, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში შიმშილისა და სურსათის ნაკლებობისგან 36 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო სასურსათო პროდუქტებზე ფასების 1%25-იანი მატება, მოშიმშილე ადამიანების 16 მილიონით ზრდას იწვევს. ასეთია სურსათისა და ნავთობპროდუქტების XXI საუკუნის კრიზისის არსი.

უარყოფითი შედეგების შესარბილებლად საჭიროა: სახელმწიფოების მიერ ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება, ბიოსაწვავის საწარმოებლად გამოსაყენებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდა, საწვავის მიღების ახალი ტექნოლოგიების შემუშავება, რათა ალტერნატიული პროდუქცია ფასის მიხედვით კონკურენტუნარიანი გახდეს; სურსათის გაძვირების შესაძლო შემცირება ახალი სელექციური სასოფლო-სამეურნეო კულტურების, პირუტყვის ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყენებით; ღარიბი ქვეყნებისადმი ფინანსური და სასურსათო დახმარებების მექანიზმის შეცვლა; საერთაშორისო ორგანიზაციების - გაეროს, მსოფლიო ბანკის და სხვათა გააქტიურება (შესამუშავებელია მოდელი რომელიც იმუშავებს), მოსახლეობის შიმშილისგან ხსნისა და მოსალოდნელი „სასურსათო რევოლუციების“თავიდან ასაცილებლად. მაღალგანვითარებული ქვეყნების ბიუჯეტებსა და ფონდებში სასურსათო დახმარების პროგრამების გათვალისწინება, სიღარიბის დაძლევის ახალი მექანიზმების შემუშავება; სურსათის საყოველთაო გაძვირების პირობებში განვითარებად ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გააქტიურება.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის რობერტ ზოელიკის განცხადებით, მოვლენა, რომელმაც ჩუმი ცუნამის სახელწოდება მიიღო, ჩვეულებრივი კატასტროფა კი არ არის, არამედ ადამიანის მიერ არის შექმნილი. ენერგომატარებლების და საკვები პროდუქტების ფასებს შორის ურთიერთკავშირის დარღვევა მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან ერთად.

სამი პრობლემა, რომელიც ერთდროულად შეეხება და აღვივებს მსოფლიო კლიმატის შეცვლას, სასურსათო და განვითარების კრიზისს ეხება. აფრიკული ქვეყნები ჩანასახის განვითარების მდგომარეობაშია და XXI საუკუნეში ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ცხოვრება, კატასტროფის ტოლფასია. ამგვარი შეფასება მისცა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა აფრიკაში მიმდინარე პროცესებს.

გლობალური დათბობის პირობებში როგორ განვითარდება სოფლის მეურნეობა (თუნდაც თეორიულად), საჰარაში ვინ მოიყვანს ხორბალს, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. მსოფლიო დღევანდელი დღით ცხოვრობს და მეცნიერების არაერთი სერიოზული გაფრთხილების მიუხედავად, გარდუვალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად იმ თანხების გაცემას არ აპირებს, რომელიც აღნიშნული პროცესის ფუნდამენტურ შესწავლასა და პრევენციული ზომების მიღების შესაძლებლობას მისცემდა ადამიანებს.

ექსპერტთა აზრით, ინდოეთის და განსაკუთრებით ჩინეთის ეკონომიკის უსწრაფესმა განვითარებამ და მოსახლეობის უეცარმა გამდიდრებამ გამოიწვია სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნის და შესაბამისად საწვავზე და საკვებ პროდუქტებზე ფასების არნახული ზრდა მთელ მსოფლიოში. სხვათა შორის, კომუნისტური ჩინეთის ხელისუფლება არ ერევა ბიზნესმენთა საქმიანობაში, მას ამის არც ცოდნა და არც გამოცდილება არ გააჩნია. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩინეთში სერიოზული ინვესტიციები ჩაიდოს.

სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში, საერთაშორისო გაერთიანებებსა და ორგანიზაციებში მიღებულ გადაწყვეტილებებს არ სდევს სათანადო ეფექტი და ეს განსაკუთრებით საგრძნობია, როდესაც მათ ძლიერი სახელმწიფოების სასიცოცხლო ინტერესები არ განაპირობებს.

ამდენად, შეიძლება ვთქვათ, რომ ამჟამად დედამიწაზე არ არსებობს და ალბათ არც უახლოეს პერიოდში გამოინახება სასურსათო უზრუნველყოფის გლობალური პრობლემის გადაწყვეტის უნივერსალური მექანიზმი (მოდელი). ჩვენი აზრით, ამ პრობლემის სიმძიმე დღესაც და მომავალშიც, ეროვნულ (ქვეყნის) დონეზე გადასაწყვეტი იქნება.

აშშ-მა ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ალტერნატიული საწვავის პროგრამისათვის, რომელსაც ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები განახორციელებენ. ბიოსაწვავის გამოყენებით უახლოეს პერიოდში უნდა მოხერხდეს ბენზინის მოხმარების 20%25-ით შემცირება. ევროკავშირი ამ გზით ბენზინის მოხმარების 6-დან 20%25-დე შემცირებას გეგმავს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნის 1%25-ით ზრდა ფასის 20%25-ით მატებას იწვევს.

მსოფლიო ბაზრებზე სურსათზე ფასების ზრდამ მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში კორექტივები შეიტანა. ძვირადღირებულ და მაღალხარისხიან პროდუქტებზე მომხმარებლის მნიშვნელოვანმა ნაწილმა უარი განაცხადა, შედარებით იაფი საკვების მოხმარებაზე გადავიდა და საკუთარი რაციონიც შეკვეცა. ამას ევროპის მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციის მიერ, მსოფლიოს (მათ შორის ევროპის) 27 სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

განვითარებულ ქვეყნებში ვითარება უკეთესია, თუმცა საკმაოდ დიდია იმ ადამიანების წილი, რომელთა საკვები ულუფა შემცირდა.

იაფ საკვებზე გადასულთა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით დიდ ბრიტანეთშია -36%25. გამოკითხვის შედეგები იმასაც აჩვენებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის 70%25 უკმაყოფილოა შესაბამისი სამთავრობო პოლიტიკით. აშშ-ს მოსახლეობის 58%25-ს მიაჩნია, რომ ფასების ზრდამ სურსათზე, საწვავზე, ელექტროენერგიასა და გაზზე, მათ ცხოვრებაში კორექტივები შეიტანა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სასურველსა და შესაძლებელ მიმართულებაზე სერიოზული მსჯელობის კონტექსტში, ცხადია, მხოლოდ ორი რამ. პირველი: როგორი არ უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა და მეორე: რომელია საქართველოს ეკონომიკური მომავლის ყველაზე სასურველი სახე.

სასურველია საქართველოს გარდაქმნა მაღალ განვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, რომელიც თვითონ დაიკმაყოფილებს თავის სასურსათო და სხვა საარსებო მოთხოვნილებებს, ექნება დადებითი სალდო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობაში და ექსპორტის საგნად მეცნიერებატევადი სამრეწველო, მეცნიერული და მაღალი ხარისხის (ეკოლოგიურად სუფთა) სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ეს სასურველი მიმართულება გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოებასაც (უშიშროება) ანუ მისი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გარანტირებულ შენარჩუნებადობასაც გარე ძალების (და მათი სხვადასხვა კომბინაციების) ნებათაგან დამოუკიდებლად.

ბოლო ათწლეულთა ტენდენცია იყო მსოფლიოში სურსათზე ფასების შემცირება. 1985-2005 წლებში ეს ფასები (რეალურ სყიდვისუნარიანობაზე გადაანგარიშებით) სამი მეოთხედით დაეცა, ახლა კი განუხრელად იზრდება. ხორბლის ფასი მხოლოდ 2007 წლის გაზაფხულიდან 2008 წლის ზაფხულამდე გაორმაგდა (400 დოლარი გახდა). სახელდება ამ მოვლენის ორი ძირითადი მიზეზი. ერთია ცვლილება მოხმარებაში: რიგმა ქვეყნებმა თავისი ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის წყალობით მეტის მოხმარება დაიწყეს, ვიდრე ადრე. მაგრამ ეს მიზეზი არც ერთადერთია, არც წამყვანი. ასე რომ იყოს, მაშინ საკვების ფასების ზრდა მხოლოდ თანდათანობითი იქნებოდა და არა უეცარი, როგორც ახლა რეალურად ხდება. წამყვანი მიზეზია საკვების გამოყენება ენერგეტიკული მიზნით, რასაც, თავის მხრივ, მუდმივმოქმედი ფაქტორი აქვს - კაცობრიობის სტაბილური ენერგეტიკული გასაჭირი. ამერიკელები მზარდი ტემპით ხმარობენ უკვე ყველაზე იაფ მარცვლეულს - სიმინდს - საწვავის (ბიოეთანოლის) დასამზადებლად, რომელიც შიდაწვის ძრავებში ბენზინს ცვლის.

პრობლემის გადაჭრაში თუ ვერა, შემსუბუქებაში მაინც მთავრობებს გადამწყვეტი როლი ეკუთვნით (რაც, სხვათა შორის, იმასაც ნიშნავს, რომ არაკვალიფიციური და კორუმპირებული მთავრობა თავის ქვეყანას და ხალხს ვერ დაიცავს ამ პროცესის ვერც ერთი მინუსისაგან და ვერ მოუპოვებს მას ვერცერთ შესაძლებელ პლუსს). ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის მსოფლიო ბანკის დასკვნა, რომ ღარიბი მოსახლეობა შრომის ნაყოფიერების ყოველი ერთი პროცენტის გაზრდისაგან სოფლის მეურნეობაში, სამჯერ მეტ ნამატს იღებს თავის შემოსავალში, ვიდრე ანალოგიური გაზრდისაგან მრეწველობაში ან მომსახურებაში).

ჩემის აზრით, მოსახლეობის ამა თუ იმ ფენის შველა საკვების გაძვირების პირობებში უნდა ემყარებოდეს არა მისთვის საკვების სუბსიდირებას (ანუ საკვების ხელოვნურ გაიაფებას), არამედ მისი შემოსავლის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ამა და ამ ფენის შემოსავლის გაზრდა ყოველთვის ვერ გაუსწორდება მისი საკვების ფასის ზრდას: ეს სხვადასხვა მოსახლეობას სხვადასხვაგვარად ეხება. გაანგარიშებით, ყველაზე მძიმე პერსპექტივა ამ მხრივ აქვს ღარიბი ქვეყნების ღარიბ ქალაქელსა და სოფლის მოსახლეობას, რომელსაც, როგორც ვიცით, რეალურად საქართველოს მთელი მოსახლეობის 57%25-ი ეკუთვნის დღეს.

როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლების იდეოლოგია გამორიცხავს ხელისუფლების ჩარევას ეკონომიკურ პროცესებში როგორც კონკრეტული ღონისძიებების სახით, ისე ეკონომიკური თამაშის წესებისგანსაზღვრაში ამა თუ იმ ნებისმიერი გონივრული, მაგრამ არასტანდარტული (მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყნისაგან განსხვავებული) ნაბიჯის გადადგმის სახით.

საკვების გაძვირების ხსენებული მსოფლიო პროცესი შეუქცევადია განჭვრეტად მომავალში. აი, ზოგი მონაცემი:

1. სიმინდის მსოფლიო ფასი (150 დოლარი ტონა) 50%25-ით აღემატება 2006 წლისას. ეს აისახება ყველა სხვა მარცვლეულის ფასზე. მკვეთრად შემცირდა (150 მილიონი ტონით) მარცვლის მსოფლიო მარაგთა რაოდენობა (ანუ მოთხოვნამ მკვეთრად გადააჭარბა მიწოდებას). განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ეს მოხდა სარეკორდო მსოფლიო მოსავლის (1,66 მილიარდი ტონა) პირობებში. მაშასადამე, გაძვირება გაგრძელდება.

0x01 graphic

2. საქონლის საკვები (ხორცის საწარმოებელი) მარცვლეულის მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება სტაბილურად 1-2%25-ით ყოველწლიურად. შეუდარებლად უფრო მკვეთრია, როგორც ზემოთ ითქვა, მარცვლეულის ხარჯის ზრდა ენერგეტიკული მიზნისათვის. 2000 წელს ამერიკაში ბიოეთანოლის (საწვავის) საწარმოებლად მოხმარებული იქნა 15 მილიონი ტონა სიმინდი, 2007 წელს - 85 მილიონი. ამერიკის მთავრობამ შეისყიდა მარცვლეულის მთელი შიდა მოსავლის ერთი მესამედი.

3. ბუნებრივად ისმის კითხვა: არის თუ არა მოსალოდნელი, საკვები პროდუქტების ფასთა ზრდის საპირისპიროდ, სახნავი მიწების მნიშვნელოვანი ზრდა? მაინცდამაინც არა, რადგან:

- მათი ზრდა შეზღუდულია, ერთის მხრივ, ტყეების გაფრთხილების საჭიროებით, მეორეც, იმით, რომ მათი დიდი ნაწილი ბრაზილიის შორეულ ჯუნგლებშია, რუსეთშია, ყაზახეთშია, სუდანსა და კონგოშია, ანუ ძნელი მისაწვდომია.

- სახნავი მიწების ზრდის საპირისპიროდ, მოსალოდნელია მათი დიდი ნაწილის (20%25) დაკარგვა გლობალური დათბობის პროცესის შედეგად. გარდა ამისა, ნავთობის მაღალი ფასები ალბათ შეამცირებს სასუქთა წარმოებას. გაეროს პროგნოზით, P2008 წლის ბოლოსათვის, მსოფლიოში მოსალოდნელია საკვების ფასების ზრდა კიდევ ათიოდე პროცენტით, ხოლო 50 ქვეყანაში 40%25, .. საქართველოშიც. ეს ნიშნავს წარსულთან (იაფი საკვების ხანა დასრულდა) კავშირის გაწყვეტას

4. საქართველოსათვის არსებითია ვითარების კიდევ ერთი პარამეტრიც: ამერიკული ოჯახის ხარჯში საკვებს დღეს უკავია ერთი მეშვიდედი, ღარიბი ქვეყნების მოსახლეობისაში - ნახევარზე მეტი. საქართველოში 60-70%25. მძიმეა იმის გააზრებაც კი, თუ რა შედეგს მოუტანს ქართულ ოჯახს საკვებზე ფასების შემდგომი ზრდა.

5. მთავრობის მიერ მოსახლეობის სასურსათო დახმარების ღონისძიებებში მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი: ექსპორტის შეზღუდვა (ჩემი მოსახლეობის საკვებს სხვას არ მივყიდი!) და შიდა ფასების შეზღუდვა (არ შეიძლება პური ღირდეს ამა და ამ თანხაზე მეტი!). ზოგი ქვეყანა ერთ საშუალებას მიმართავს, ზოგი (რუსეთი, არგენტინა) - ორივეს, რასაც ხშირად პოპულისტური ხასიათი აქვს. ზოგი იგებს (ეს, რა თქმა უნდა, ძლიერი ქვეყნებია). მაგალითად, ამერიკელ ფერმერთა შემოსავალი (2007 წელს) გაიზარდა 50%25-ით და 89 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე მძიმედ კი ეს, რა თქმა უნდა, ღარიბ ქვეყნებზე იმოქმედებს, რომელნიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის (საქონლის) ექსპორტიორები იყვნენ, ახლა კი შემომტანნი არიან (საქართველო ერთ-ერთი მათგანია, ასეთთა შორის არასწორი აგრარული პოლიტიკის წყალობით).

საქართველოსთვის ეს ვითარება დამატებით მინუსსაც შეიცავს: ამ პროცესში იზრდება კეთილდღეობის სხვაობა სოფელსა და ქალაქს შორის ქალაქის სასარგებლოდ (როცა ჯინის კოეფიციენტი 0,4, მაშინ ითვლება, რომ საზოგადოება უთანაბროა). შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის განვითარების გარეშე (ინსტიტუციონალური მოწყობა), ქართულ სოფელს დაცლა ემუქრება, ანუ მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ღარიბ ქვეყნებში სურსათის იმპორტი იზრდება, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების ოპერაციები, რომელნიც ახორციელებენ სასურსათო დახმარებას, მცირდება. საინტერესო ციფრია შემდეგიც: ექსპერტთა შეფასებით, თუ საკვების ფასები გაიზრდება ერთი მესამედით, ეს ცხოვრების დონეს მდიდარ ქვეყნებში შეამცირებს 3%25-ით, ღარიბი ქვეყნებისას კი 20%25-ით. მიღებული კალორიების რაოდენობა კონკრეტული ადამიანისთვის შემცირდება 2-10%25-ით. საყურადღებოა, რომ ამ მოსახლეობაში შედარებით ნაკლებ დაზარალებული იქნება იმის ორგანიზმი, რომელსაც თავისი საკვები თვითონ მოჰყავს - არც გააქვს და არც შემოაქვს, მაშასადამე, ნატურალურ მეურნეობასთან მიახლოებული ცხოვრების წესი აქვს.

გაეროს სასურსათო პროგრამის მონაცემებით, რომლის მიხედვითაც სოციალურად შეჭირვებული ქვეყნები შვიდ ჯგუფად არის დაყოფილი, საქართველომ გასული წლის მეხუთე ჯგუფიდან მეექვსე ჯგუფში ჩამოინაცვლა, რომელშიც სომხეთთან ერთად განთავსებულია აფრიკის 8 ღარიბი ქვეყანა და სადაც წლის ბოლომდე სურსათის 40%25-ით გაძვირებაა მოსალოდნელი.

ღვთის წყალობით საქართველო აფრიკა არ არის და თავად მიწა-წყალი არ დაუშვებს ადამიანები შიმშილისაგან დაიხოცონ. ქვეყანა, რომელსაც ენერგომატარებლები არ გააჩნია, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიღმა ვერ დარჩება. მოხუცების ანაბარა დარჩენილი სოფელი ძალღონე გამოცლილი და დაძაბუნებული აღმოჩნდა. საბაჟო შემოსავლებზე აგებული ბიუჯეტის წყალობით, ქვეყნის ბიუჯეტი იზრდება - ხალხი ღატაკდება. უცხოელების სურვილი საქართველოში მიწების შესყიდვისა, ძალზე ბუნებრივია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათზე აშენებული ბინებისა და კომერციული ფართების ფასი ძალზე მაღალია, ანუ საკმარისი მოთხოვნილებაა, მეორეც, გლობალური დათბობის პირობებში საქართველოს კლიმატი (ტყეები, მდინარეები, ტბები, ზღვა და წყაროები) ძალზე მიმზიდველია. წყალი, რომელიც შესაძლოა სულ რამდენიმე წლის შემდეგ ნავთობზე მეტად გაძვირდეს, მთავრობის ყურადღების მიღმაა დარჩენილი. „თბილისის წყალთან“ დაკავშირებული პრობლემებიც უმარტივესად გადაწყდა - იგი უბრალოდ უცხოელებს მიყიდეს.

აქედან გამომდინარე, საქართველოში მრავალმხრივი კრიზისია, ამაზე ბანკების კრედიტების გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები ყველაზე ნათლად მეტყველებენ. 36%25-მდე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი გაანადგურებს ისედაც მყიფე მცირე ბიზნესს და მძიმე ტვირთად დააწვება მეწარმეებს, რაც საბოლოოდ დაასამარებს ისედაც გაღატაკებულ საშუალო ფენას. ექსპერტთა შეფასებით დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემამ გაზარდა მთლიანად საქართველოში საბანკო კრედიტების პროცენტული რაოდენობა. ვერაფერს იტყვით, ბრწყინვალეეკონომიკური სვლა იყო. სამწუხაროა, რომ ამ სახელმწიფო პროექტის ავტორი ყველაზე წარმატებული ბანკირი და ყველაზე წარუმატებელი პრემიერ-მინისტრი იყო.

0x01 graphic

ცნობილია, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსის დეფიციტის მნიშვნელოვანი ოდენობა დღეისათვის სურსათზე, მათ შორის მცენარეული ზეთის, შაქრის, ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე მოდის. ეს მდგომარეობა შეიძლება მოსათმენი ყოფილიყო იმ პირობებში, როცა მარცვლეულის წარმოების ყველა ადგილობრივი რეზერვი ამოწურულია, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში არსებობს მისი წარმოების გადიდების რეზერვები და ამით სავალუტო რესურსების დაზოგვის საშუალება, მარცვლის იმპორტზე ასეთი დამოკიდებულება, ჩემის აზრით, საქართველოს აგრარული პოლიტიკის შეცდომად უნდა მივიჩნიოთ. საქმე ეხება დარგს, რომელიც მწვავე კრიზისშია და საქონელმწარმოებელს, რომელსაც არავითარი სტიმული არ გააჩნია მუშაობისათვის.

ხორბლის წარმოება ბოლო ათ წელიწადში არასტაბილური და ძირითადად კლიმატური პირობებით იყო განპირობებული. 2001 წელს საქართველოში აწარმოეს 306.5 ათასი ტონა ხორბალი, ხოლო 2006 წელს - 69.7 ათასი ტონა. ამასთან, ყოველწლიურად მცირდებოდა იმ ფართობების მოცულობა, სადაც ხორბლის მოყვანა იყო შესაძლებელი.

ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა მოთხოვნას იკმაყოფილებს საკუთარი წარმოების სიმინდის მარცვლის, კარტოფილის, ბოსტნეულ-ბაღჩეულის, ცხვრისა და თხის ხორცის წარმოებით. დანარჩენი პროდუქტებით უზრუნველყოფის მაჩვენებლები 20-85%25-ს შორის მერყეობს, მათ შორის მარცვლეულით უზრუნველყოფა 29%25-ია, ხორბლით - 9, მცენარეული ცხიმით- 5, ყველა სახეობის ხორცით - 76, რძითა და რძის პროდუქტებით-84%25-ს. ბოლო წლებში საქართველოში შეწყდა მრავალი სახეობის პროდუქტის წარმოება, მათ შორის სასაქონლო დანიშნულების სუფრის ჭარხლის, სტაფილოს, ყვავილოვანი კომბოსტოს, საადრეო ბოსტნეულის და ა.შ.

არასწორი აგრარული პოლიტიკის გამო, ქართველებმა ბოლო ორ წელიწადში (2006-2007წწ.) სურსათის უცხოელი მწარმოებლები 116632 მლნ ათასი დოლარით დააფინანსეს. კერძოდ, 2006 წელს საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 487.9 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2007 წელს - 685.5 მლნ დოლარი, ანუ 14%25-ით მეტი.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ეკონომიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი გადაწყვეტა ვერ მოხერხდება მხოლოდ აგრარული სექტორის ფარგლებში, რადგანაც იგი მოითხოვს კომპლექსურ ღონისძიებათა სისტემის შემუშავებას და განხორციელებას. კერძოდ, საჭიროა შეიქმნას აგროწარმოების განვითარების მყარი საწარმოო და არასაწარმოო ინფრასტრუქტურა, რასაც სასტარტო საფუძველი ძირითადად სახელმწიფომ უნდა ჩაუყაროს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებელია მთავრობამ შეიმუშაოს აგრარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია სწორად განსაზღვრული პრიორიტეტებით (რათა მიღწეული იქნეს დარგის პროდუქტიული კონკურენტუნარიანი უპირატესობა), რომელშიც არა უბრალოდ აგრარული, არამედ უფრო ფართო, სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის განვითარების პოლიტიკა იგულისხმება. ხელი უნდა შეუწყოს სოფლად საწარმოო და მარკეტინგულ კოოპერირებას, მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნას, აგრარული წარმოებისა და გადამმუშავბელი მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიურ გადაიარაღებას. ამასთან ერთად, მისაღებია საკანონმდებლო აქტები საქართველოს სასურსათო უშიშროების შესახებ, მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის დაცვისა და მდგრადი განვითარების შესახებ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ აგროპროდუქციასა და მისი აღწარმოებისათვის საჭირო პროდუქციაზე (მომსახურებაზე) ფასების პარიტეტის დაცვის შესახებდა სხვა, რომლებმაც უნდა შექმნან საკანონმდებლო ბაზა ქვეყანაში აგროწარმოების აღორძინებისა და შემდგომი განვითარებისათვის.

აგრარული პოლიტიკის კონცეფციით განსაზღვრული ახალი ამოცანების შესრულება წარმოადგენს ერთგვარ გარანტიას მაღალგანვითარებული სოფლის მეურნეობის შექმნისათვის, რომლის გარეშე საქართველოს წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს შეუძლია გამოკვებოს არათუ ქვეყანაში დღეს არსებული მოსახლეობა, არამედ 10-12 მლნ ადამიანი. სურსათის საყოველთაო გაძვირებას მედლის მეორე მხარეც გააჩნია. კერძოდ, თუ მანამდე საქართველოში წარმოებული პროდუქცია ფასის გამო არაკონკურენტუნარიანი იყო, ახალი გამოწვევების პირობებში შესაბამისი მარეგულირებელი ზომების გატარების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ეს შეეხება როგორც ადგილობრივი მოხმარების, ასევე, საექსპორტო დანიშნულების პროდუქციასაც.

საქართველოს მოსახლეობისთვის პური და პურპროდუქტები სასურსათო ბალანსის შემავსებელი ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია. გამომდინარე აქედან, ზედმეტია მსჯელობა ქვეყნის მოსახლეობისათვის, პურისა და პურპროდუქტების მნიშვნელობაზე, რომელზეც იხარჯება უმეტესი ოჯახების შემოსავლის 25%25-ზე მეტი.

0x01 graphic

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის, პურისა და პურპროდუქტების მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმა 350 გრ ტოლია, მაგრამ მისი რეალური მოხმარება, სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე 420-450 გრამს შეადგენს. საქართველოში სასურსათო პროდუქტების მოხმარების სტრუქტურული ანალიზიდან ჩანს, რომ კალორიულობის 65%25-ზე მეტი მოდის პროდუქტების 4 სახეობაზე: ხორბლის პურზე, მცენარეულ ზეთზე, შაქარზე და რძესა და რძის პროდუქტებზე, მაშინ, როდესაც ფიზიოლოგიური ნორმით ამ პროდუქტებზე კალორიულობის მხოლოდ 47%25-მდე უნდა მოდიოდეს.

საქართველოში, მსოფლიო ბაზრის მსგავსად, ყველა სახის საკვები პროდუქტი გაძვირდა. 2008 წლის პირველ კვარტალში, 2007 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პური გაძვირდა 36%25-ით, ხორბლის ფქვილი - 27, სიმინდის ფქვილი - 21, რძე - 39, ყველი - 28%25-ით. ამავე პერიოდში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 11%25-ით, ხოლო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინდექსი 14%25-ით გაიზარდა.

ხორბალზე ფასების ზრდამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ხორბლის იმპორტიორი ქვეყნები. ასე მაგალითად, ახალი ფასების გათვალისწინებით ერთი ტონა ყაზახური ხორბლის ფასი საქართველოს საზღვარზე 350-370 აშშ დოლარია. ფასების ზრდაზე მოქმედი ახალი ფაქტორის გათვალისწინებით იგი 380-400 დოლარამდე გაიზრდება. რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი ადგილზე 360-380 დოლარია (ტონაზე), რომელიც სატრანსპორტო ხარჯების დამატების შემდეგ 410-430 დოლარს გაუტოლდება. ერთი ტონა ამერიკული ხორბლის ფასი ადგილობრივ პორტებში (ხარისხების მიხედვით), 350-380 დოლარს შორის მერყეობს, რასაც ემატება 75-80 დოლარი ტონა ხორბლის ტრანსპორტირებისთვის, რის შემდეგადაც ფოთის პორტში, ერთი ტონა ხორბლის ფასი იქნება 420-450 დოლარი.

დასავლეთის ქვეყნებში ბოლო პერიოდში ხდება აგრარული პოლიტიკის გადახედვა (2004 წელს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ერთიანი აგრარული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ), რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებისათვის გაწეული დახმარებების (სუბსიდიის) შემცირებაში, ხოლო მეორე მხრივ, იმ მკაცრი ღონისძიებების შესუსტებაში, რაც მიმართული იყო საშინაო ბაზრების დასაცავად საგარეო კონკურენციისაგან. ეს პოლიტიკა უკვე სამართლებრივად აისახა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ე. წ. „ურუგვაისა და დოჰას რაუნდების“დოკუმენტებში.

თუ კი ურთიერთკავშირში განვიხილავთ ზემოაღნიშნულ მოვლენებს, ნათელია, რომ მარცვლეულის ექსპორტიორი ქვეყნების ახალი აგრარული პოლიტიკა გამოიწვევს არსებით ცვლილებებს მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდებასა და მასზე ფასების ფორმირებაში. კერძოდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფერმერთა დასახმარებლად გამოყოფილი სახსრების შემცირება გამოიწვევს მარცვლეულზე დანახარჯების და შესაბამისად ფასების ზრდას, რაც ფაქტობრივად კომპენსირებულ უნდა იქნეს იმპორტიორი ქვეყნების მიერ.

რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში არსებული მარცვლეულის წარმოების რეზერვების სრული ამოქმედების მიზნით?

შესაბამისი გათვლებით დადგენილია, რომ საქართველოს ყოველწლიურად სჭირდება 1700-1800 ათასი ტონა (სასურსათო და საფურაჟე) მარცვლეული (ამ მოცულობაში შედის ფიზიოლოგიური ნორმით გათვალისწინებული ხორცის და ხორცპროდუქტების, რძის და რძისპროდუქტების, კვერცხის საშუალო დონეზე წარმოებისათვის საჭირო მარცვლეული), საიდანაც უშუალოდ სასურსათო დანიშნულების უნდა იყოს 750-800 ათასი ტონა. პურზე და პურპროდუქტებზე გადაანგარიშებით ეს მოცულობა 680-690 ათასი ტონას შეადგენს, რომლისთვისაც საჭიროა 525-530 ათასი ტონა ფქვილი. აქედან, ადგილზე წარმოებული ხორბლიდან დღეისათვის შესაძლოა მიღებული იქნეს 120-140 ათასი ტონა ფქვილი (140-150 ათასი ტონა სასაქონლო ხორბლის წარმოებიდან გამომდინარე საშუალოდ). დანარჩენი ოდენობა კი იმპორტით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

0x01 graphic

საქართველოში რეალურად შეიძლება სასურსათო მარცვლეულის (სიმინდის ჩათვლით) იმ რაოდენობით წარმოება, რომელიც აუცილებელია პურსა და პურპროდუქტებზე მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ხელისუფლების ნება და ქვეყანაში ისეთი სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციის და დარგობრივი სტრუქტურის შექმნა, რომელშიც უმთავრესი პრიორიტეტი მარცვლეულის წარმოებას მიენიჭება. საამისოდ დღეისათვის არაა საჭირო დამატებითი მიწების გამოძებნა მრავალწლიანი ნარგავების გაჩეხვის ხარჯზე. მნიშვნელოვანი რეზერვი ამ მიმართულებით სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (450 ათასი ჰა ინტენსიური სავარგული) გონივრული გამოყენებაა. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის გრძელვადიანი იჯარით გაცემა შეღავათიანი პირობებით და მარცვლეული ნათესის განთავისუფლება გადასახადისაგან. შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, აგრეთვე, წარმოებული მარცვლის სახელმწიფო გარანტირებული შესყიდვის (სახელმწიფოს გადაქცევა ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქციის არა მარტო მთავარ დამკვეთად, არამედ მთავარ მყიდველად და განმანაწილებად. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი იქნება ბაზარზე მდგომარეობის სტაბილიზაცია), შეღავათიანი საკრედიტო (სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირება) და სადაზღვევო სისტემები, აგროწარმოებაში გამოსაყენებელი დიზელის საწვავის აქციზისაგან, თესლის, მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების საბაჟო და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლება, მარცვლეულის მარეგულირებელი სამსახურის ფორმირება, ფინანსურად და ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა მარცვალიშემუშავება-რეალიზაცია, სახელმწიფო სუბსიდიების გამოყენება (რაც არ ეწინააღმდეგება ვმო-ს ხელშეკრულებას, რომელიც იძლევა დამატებითი გამონაკლისის დაშვების შესაძლებობას შემდეგ შემთხვევაში: ა) როდესაც ამა თუ იმ პროდუქტზე დახმარების მთლიანი მოცულობა არ აღემატება, წარმოებული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 10%25 განვითარებადი ქვეყნებისათვის და 5%25 განვითარებული ქვეყნებისათვის; ბ) ასევე მხარდაჭერის საერთო ვალდებულებებში არ ჩაითვლება ის დახმარება, რომელიც მიმართულია არა რომელიმე პროდუქტის წარმოებაზე, არამედ მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ამ შემთხვევაში დახმარების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთლიანი ღირებულების 10%25 განვითარებადი ქვეყნებისათვის და 5%25 განვითარებული ქვეყნებისათვის. საქართველოს მიეცა უფლება გამოიყენოს აგრარული სექტორის მხარდასაჭერად 150-200 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტური საშუალებები, ვმო-ში გაწევრიანების წლისათვის ქვეყანაში წარმოებული მშპ-ის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული უფლების გამოყენებას ამჟამად ხელს უშლის საქართველოს მიერ ვმო-ს წინაშე აღებული ვალდებულება - არ გამოიყენოს ეროვნული ბაზრის დაცვის ზემოხსენებული ღონისძიებები, ვიდრე არ იქნება ამ ორგანიზაციის მოთხოვნათა შესაბამისი და სრულყოფილი საკანონმდებლო - ნორმატიული ბაზა. აქედან გამომდინარე, საჭირო არ არის იმის მტკიცება, რომ უნდა დაჩქარდეს ვმო-ს მოთხოვნათა შესაბამისი ნორმატიული ბაზრის შექმნა, რასაც ობიექტურად კარნახობს ქვეყნის შიდა ბაზარზე შექმნილი რეალური მდგომარეობა. მხედველობაში გვაქვს ადგილობრივი საქონელმწარმოებლების არათანაბარ კონკურენტულ გარემოში ყოფნა), სათესი ფართობების სახელმწიფო რეგულირებისა და ცალკეულ კულტურათა შორის მათი გადანაწილების ეკონომიკური მექანიზმის დაკანონება, ძირითადი პროდუქტების წარმოების რეგულირება და სხვა. პრობლემის გადაჭრაში მთავრობას გადამწყვეტი როლი ეკუთვნის.

მეცნიერთა და სპეციალისტთა გათვლებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტრანსფორმაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში მარცვლეულის ნათესი ფართობი გაიზარდოს 180-200 ათასი ჰა-თი, ანუ 400 ათას ჰა-მდე. სახნავი მიწების ასეთი სტრუქტურული ტრანსფორმაცია საშუალებას იძლევა საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში წარმოებულ იქნეს 1,4-1,5 მლნ ტ. მარცვლეული (მათ შორის ხორბლის წარმოება, რომელიც წლიური მოთხოვნის 65-70%25-ს დააკმაყოფილებს, ამჟამად არსებული 20-25%25-ის ნაცვლად), რაც სრულიად საკმარისია ქვეყნის სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფისთვის (საკმარისობის კოეფიციენტის მიხედვით).

ჩვენს მიერ შესრულებული გათვლებით, ხორბლის წარმოების კომპონენტების მაქსიმალურად გაძვირების პირობებში საქართველოში შესაძლებელია ხორბლის წარმოება, რომლის სარეალიზაციო ფასი, საბოლოო ანგარიშით, ერთ ტონაზე 330-350 აშშ დოლარი იქნება, ხოლო საწვავზე ფასის შემცირებისა და ხორბლის საშუალო მოსავლიანობის (30-35ტ.) ზრდის პირობებში, მასზე ფასი 250-280 დოლარის ფარგლებში ჩამოყალიბდება.

დაბოლოს, საქართველოს ეკონომიკური (მათ შორის, სასურსათო) უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება საკუთარი ხელით შექმნილ გარანტიაზე, რომ ქართველი ხალხი შიმშილით არ დაიხოცება.

5 როგორ განვავითაროთ მეცხვარეობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მანანა ცინცაძე
საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო
უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი

0x01 graphic

გიორგი ნატროშვილი
სოციალური მეცნიერების აკად. დოქტორი

ცნობილია, რომ მეცხოველეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ამ დარგის განვითარებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში წარმატებით ფუნქციონირებდა მსხვილი მეცხოველეობის კომპლექსები, სადაც დანერგილი იყო მოწინავე ტექნოლოგია და მოთავსებული იყო მაღალპროდუქტიული პირუტყვიც.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 90-იანი წლების შემდეგ მეცხოველეობის კომპლექსები, ისე როგორც მეფრინველეობის ფაბრიკები (ზოგიერთი მათგანი დღეს მცირე რაოდენობითა და სიმძლავრით არსებობს) უკვე აღარ მოქმედებენ, პირუტყვი გადაეცა მოსახლეობას კერძო საკუთრებაში, ხოლო, კომპლექსებში არსებული ტექნიკა დატაცებული და დანიავებულ იქნა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეული იყო იმით, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო აღნიშნული კომპლექსების შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, 2006 წლისათვის (1980 წელთან შედარებით) მთლიანად საქართველოში შემცირდა მსხვილფეხა რქიანი პირუტყვის სულადობა 30,0%25-ით; ღორისა 3,3-ჯერ ცხვრისა და თხის 2,5-ჯერ. ანალოგიურადვე შემცირდა პროდუქციის წარმოებაც. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში 1998 წელთან შედარებით იზრდება როგორც პირუტყვის რაოდენობა, ასევე, პროდუქციის წარმოებაც, მეცხოველეობის პროდუქციის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფიზიოლოგიურ ნორმებს. არადა, ჩვენთან ყველა პირობაა იმისა, რომ ეს დარგი მაღალ დონეზე განვითარდეს და საქართველოს მოსახლეობა დაკმაყოფილდეს საკუთარი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. მოგეხსენებათ, მეცხოველეობის დარგებიდან მეცხვარეობა ერთ-ერთი უძველესი და დიდი ტრადიციების მქონე დარგია. საქვეყნოდაა ცნობილი ქართული ცხვრის ჯიშები, რომლებიც გამოირჩეოდნენ მაღალხარისხოვანი მატყლის წარმოებით. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ეს დარგი დღეს დეგრადაციის გზაზეა და აუცილებელია, რომ გატარდეს სათანადო ღონისძიებები, რომ იგი მაღალგანვითარებულ და მაღალშემოსავლიან დარგად იქცეს.

ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ მთლიანად სოფლის მეურნეობის და მათ შორის მეცხოველეობის მკვეთრი დაცემა გამოიწვია, გადაშენებისა და განადგურების პირასაა ადგილობრივი უნიკალური გენოფონდი, როგორც მსხვილფეხარქოსან მესაქონლეობაში, ასევე მეცხვარეობა-მეთხეობაში, მეღორეობასა და სხვა უნიკალურ ჯოგებში. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ კავკასიურ წაბლა ჯიშის პირუტყვს მთლიან სულადობაში უკავია 7,6%25, შავჭრელას 1,6%25, ველის წითელს 3%25. დღეისათვის შავჭრელი და ველის წითელი ჯიშების ხალასი სულადობა ერთეულებს ითვლიან. ანალოგიური მდგომარეობაა მეგრული წითელი და ხევსურული ჯიშის პირუტყვში. გადაშენების პირასაა მისული კახური ჯიშის ღორი და სხვა ენდემური და აბორიგენული პირუტყვი. იგივე მდგომარეობაა მეცხვარეობაში. ცნობილია, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, როგორც მეცხოველეობის ყველა დარგმა, ისე მეცხვარეობამაც ძალზე დიდი ზარალი განიცადა. ქვეყანაში არსებული ცხვრის მთლიანი სულადობა 1980 წელთან შედარებით თითქმის 3-ჯერ, ხოლო 2000 წელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ შემცირდა. ამის საფუძველზე შემცირდა მეცხვარეობის პროდუქციის წარმოებაც. ანალოგიური მდგომარეობაა ხორცის წარმოებაშიც. აღნიშნულ ფაქტორებზე განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა საკვები ბაზის დაკარგვამ. როგორც ცნობილია საქართველო გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთის (დაღესტანი) საძოვრებით სარგებლობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საძოვრების სარგებლობისთვის დაღესტანმა მოითხოვა მაღალი გადასახადი, რაც საქართველოსათვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამის შედეგად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი თქვა ცხვრის სულადობის მოშენებაზე და ხელი შეუწყო შედარებით ნაკლები შრომატევადი დარგის განვითარებას. მთლიანად განადგურდა საზოგადოებრივ სექტორში ადრე არსებული თუშური ცხვრის 24 სანაშენო ფერმა და ბრიგადა, რომელთა რაოდენობაც 0,5 მლნ სულზე მეტი სელექციური თუშური ცხვარი იყო. მსოფლიო მეცხვარეობის განვითარების გამოცდილება ადასტურებს, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც მეცხვარეობაა განვითარებული, მეცხვარეობის ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება დაკავშირებულია ადგილობრივი ცხვრის პროდუქტიულობის სრულად გამოყენებასთან. ცნობილია, რომ დღეისათვის საზოგადოებრივი მეურნეობები აღარაა, ხოლო, კერძო საოჯახო ფერმებში არსებული ცხვრის რაოდენობა და მისი ჯიშობრივი შემადგენლობა საერთოდ უცნობია. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ უდაბნოს სანაშენე ექსპერიმენტალური სამხედრო მეურნეობა (საგარეჯოს რაიონში), სადაც მხოლოდ მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი ცხვრის ქართული ჯიშები.

საქართველოში მეცხვარეობას აქვს სახორცე და მატყლის წარმოების მიმართულება ნაზმატყლიანი და ნახევრად ნაზმატყლიანი ცხვრის ჯიშებით. მეცხვარეობის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიზნობრივი პროგრამების დამუშავება-დანერგვას.

საქართველოს რაიონებიდან მეცხვარეობა საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული და ყველა პირობაა იმისა, რომ კიდევ განვითარდეს. ამ მხრივ საჭიროა მიზნობრივი პროგრამების დამუშავება. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის მიზანია დედოფლისწყაროს რაიონის ფერმერულ მეურნეობებში თუშური ცხვრის ჯიშის სანაშენო ფარის შექმნა. არსებული სულადობის პროდუქტიულობის მაჩვენებლების გადიდება, მაღალპროდუქტიული სანაშენე მოზარდის გამოზრდა და მათი ფერმერულ მეურნეობებზე რეალიზაცია.

ჩვენს წინაშე დაყენებული ამოცანის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ ერთი, განხორციელდება ახლადჩამოყალიბებულ საოჯახო ფერმერულ მეურნეობებში ამჯერად ძირითადად თავმოყრილი დაბალპროდუქტიული და სხვადასხვა ჯიშების მონაწილეობით მიღებული ნაჯვარი ცხვრების მიზნობრივი გაუმჯობესება, ამაღლდება ჯიშობრივი შემადგენლობა და პროდუქტიულობის მაჩვენებლები. ამასთან, შესაძლებლობა გვექმნება სხვა კერძო ფერმების სანაშენო ფარად ჩამოყალიბებისა და დასახელებული ჯიშის ხალასი მოშენებისათვის. ამასთან, კერძო საოჯახო ფერმებში მიმდინარე უმიზნო ახალნათესური მოშენება შეჩერდება და ცხვრის არსებული სულადობა დაკნინების მაგივრად საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა აღდგეს თუშური ცხვრის მაღალპროდუქტიული სანაშენე ფარა, დაიწყოს მასზე სათანადო ზოოტექნიკური ჩანაწერების წარმოება და მაღალპროდუქტიული სანაშენო მოზარდის გამოზრდა.

ჩვენს მიერ შედგენილი მიზნობრივი პროგრამით მუშაობის პირველ ეტაპზე ზამთრის საძოვრებზე უნდა ჩატარდეს ამჟამად არსებული ცხვრის მთლიანი სულადობის ინვენტარიზაცია და დადგინდეს მათი ზუსტი ჯიშობრივი, სქესობრივი და ასაკობრივი შემადგენლობა, მათ შორის წინა წელს მიღებული ბატკნის ჩათვლით. უნდა ჩატარდეს სათანადო ნუმერაცია, ნიშანდება და სხვა სამუშაოები. ამასთან, საანალიზო წლის ივლის-აგვისტოში ზაფხულის საძოვრებზე უნდა ჩატარდეს ბატკნის ჯიშების მიხედვით გადარჩევა, პარსვა, სანაშენე ინდივიდების შერჩევა და სარეალიზაციო სულადობის გამოყოფა და სხვა სამუშაოები, ხოლო, სექტემბრის თვეში უნდა განხორციელდეს ნერბებისა და ვერძების ჯიშების მიხედვით გადარჩევა, მათი ცალკე ნოტებად დაკომპლექტება, ნერბისათვის შემზადება და ნერბის ჩატარება თუშური ჯიშის ხალასი მოშენების სრული დაცვით. ნებართვა თავისუფალი წესით უნდა დაიწყოს სექტემბრის პირველი რიცხვებიდან და გაგრძელდეს ცხვრის ბარში წასლვამდე არანაკლებ 20-25 დღის განმავლობაში. ამასთან ერთად, ცხვრის სულადობის ზამთარში უკეთ გამოზამთრებისათვის ფერმერმა უნდა მოამზადოს ბინა უდანაკარგოდ დოლის ჩატარებისთვის და მტკიცე საკვები ბაზა სულადობის გამოსაკვებად. მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა მოხდეს მიღებული ბატკნის ზუსტი აღრევა, სათანადო ნუმერაცია და ზოოტექნიკური შეფასება, სანაშენედ გადარჩევა, ბონიტირება და ა.შ. მოხდება ცხვრის ჯიშების ხარისხობრივი მოშენების დაწყება.

ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტი განხორციელდება 500 სულიან თუშური ჯიშის ფარაში. ერთი წლის შემდგომ დედა ცხვრის მაღალი კლასის სულადობა გახდება 600, რომლისგანაც მიღებული იქნება სარეალიზაციოდ წმინდასისხლიანი სულადობა - დაახლოებით 126 სული, რომელთა რეალიზაცია უნდა მოხდეს სხვა სულადობის ღირებულებასთან შედარებით მაღალ ფასებში, დაახლოებით 20 ლარის სხვაობით. მოგება იქნება 2520 ლარი. მეწარმეს დარჩება 600 სული მაღალი კლასის ცხვარი, რომლითაც გააგრძელებს მუშაობას და მოსახლეობის მომარაგებას მაღალი კლასის სულადობით.

ჩვენს მიერ დამუშავებული პროგრამა, რომლის ძირითადი ნაწილიც მოტანილი იყო ზემოთ, სავსებით რეალურია და შეიძლება ითქვას, მისი დანერგვა პრაქტიკაში ხელს შეუწყობს მეცხვარეობის შემდგომ განვითარებას, ქართული ცხვრის მოშენება-გამრავლებას და გარკვეულწილად დადებითად გადაწყდება მეცხვარეობის პროდუქციით მოსახლეობის მომარაგების საკითხი.

ანოტაცია

როგორ განვავითაროთ მეცხვარეობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში
მანანა ცინცაძე, გიორგი ნატროშვილი

საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე მეცხოველეობა წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და იგი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ძირითად დარგად ითვლება. მისი სახალხო სამეურნეო მნიშვნელობა მეტად დიდი და მრავალმხრივია. იგი იძლევა მოსახლეობის კვებისათვის ყველაზე უფრო საჭირო და ფართოდ სახმარ სრულფასოვან-ყუათიან საკვებს, როგორც პირდაპირ მოსახმარად, ისე გადამუშავებული სახით. ამასთან, მეცხოველეობის სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა დიდია იმ მხივაც, რომ იგი მრეწველობის სხვადასხვა დარგს ამარაგებს ნედლეულით.

საქართველოში მეცხოველეობა საკმაოდ მაღალგანვითარებული დარგი იყო, საკმაოდ მაღალ დონეზე ფუნქციონირებდნენ მსხვილი მეცხოველეობის კომპლექსები, ფრინველების ფაბრიკები და ა.შ., რომლებიც ფაქტიურად აღარ არსებობენ. აღნიშნულის შედეგად ისევე როგორც საზოგადოებრივი მეურნეობების ლიკვიდაციისა პირუტყვის სულადობა და შესაბამისად პროდუქციის წარმოებაც 1980 წლის მაჩვენებლებთან საგრძნობლად დაბალია. მეცხოველეობის დარგებიდან საკმაოდ მაღალგანვითარებულ დარგს წარმოადგენდა მეცხვარეობა. საქვეყნოდ იყო ცნობილი ქართული ჯიშის ცხვარი, თუმცა ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამოც ეს დარგი დეგრადაციის გზაზეა.

მეცხოველეობის (მეცხვარეობის) დარგის განვითარებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა, მეტი ყურადღება, ფართო ინვესტიციები და ამ პირობების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სასიცოცხლო მნიშვლელოვანი დარგის განვითარებას.

6 როგორ განვავითაროთ სასურსათო ბაზარი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თენგიზ ლაჭყებიანი,
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პროფესორი

ცალკეულ ქვეყნებში სასურსათო ბაზრის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება არსებულ რესურსებს, წარმოების პირობებს და ფასებს. შეიძლება ითქვას, საქართველო ამ მიმართებით ხელსაყრელ პირობებს შეიცავს საწარმოო პოტენციალის ყველა ელემენტის სახით, თუმცა, მათი მაღალეფექტურად გამოყენება ვერ ხერხდება და სასურსათო ბაზარიც შესაბამისი დონით ხასიათდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საკმაოდ კარგი ტრადიციები გააჩნდა, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მოსახლეობის სურსათით მომარაგება მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა და მთლიანად სახელმწიფო, კოოპერატივები და საკოლმეურნეო ბაზრები ანხორციელებდნენ.

სასურსათო ბაზრის ერთიანი სისტემა ურთიერთდაკავშირებული ადმინისტრაციული, სამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას გულისხმობს. ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს მიეკუთვნება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ბაზრის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება (საბითუმო ვაჭრობის ქსელი, ბირჟები, სერვისული მომსახურება) და ბაზრობა-დათვალიერებების (გამოფენების) მოწყობა.

საბითუმო ბაზრის ძირითადი საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს მომსახურებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა: საქონელმწარმოებელთათვის ბაზარზე თავისუფლად შეღწევის პირობების შექმნა, მოთხოვნა-მიწოდების კონცენტრაცია, ყველა სახის საქონელზე რეალური ფასების დაწესება, ყიდვა-გაყიდვის პროცესის დაჩქარება და მომხმარებლებისათვის ყოველგვარი ინფორმაციის მიწოდება. საბითუმო ბაზარი ეკონომიკური, სამართლებრივ-ნორმატიული და სხვა მექანიზმების გამოყენებით არეგულირებს სურსათისა და ნედლეულის ყიდვა-გაყიდვას ბირჟებზე. აუცილებელი პირობაა ბირჟების ძირითად მომხმარებელთან სიახლოვე, მაღალი ხარისხის და ფართო პროფილის მომსახურება, ბაზრის გამჭვირვალობის მაღალი დონე და ოპერატიული ინფორმაციული უზრუნველყოფა ფასების შესახებ. სურსათის საბითუმო ბაზრის მთავარი ამოცანა კი მწარმოებელთა ეკონომიკური სტიმულირებაა, რომ მიღწეული იქნას პროდუქციის რაოდენობის ზრდა, მისი ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივი წარმოების პროდუქციით ბაზრის გაჯერება და სოფლად სოციალურ-ეკონომიკური პირობების მოგვარება. ამდენად, სასურსათო საბითუმო ბაზრების სისტემას ევალება ისეთი ამოცანების შესრულება, როგორიცაა: ) მოსახლეობის მომარაგება წლის ყველა პერიოდში მაღალხარისხოვანი საკვები პროდუქტებით; ) პროდუქციის მწარმოებლებისა და მომხმარებლების თავისუფალი შეღწევა კონკურენციულ ბაზარზე მათთვის მისაღები ფასების პირობებში; ) ბაზარზე შემხვედრი ვაჭრობის ორგანიზება საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების პროდუქციის გაყიდვით; ) მსხვილ ქალაქებს, სამრეწველო ცენტრებსა და დასახლებულ პუნქტებზე სურსათის ეფექტიანად, პროპორციული გადანაწილების უზრუნველყოფა; ) მომხმარებლამდე საქონლის მოძრაობის გამარტივება და დაჩქარება.

საბითუმო ვაჭრობის ყველაზე განვითარებული ფორმაა ბირჟა. საქართველოში მისი ძირითადი საქონელი მარცვლეულია, რასაც განსაზღვრავს მოთხოვნის სიდიდე და იდენტურობა, რადგანაც მოსახლეობის ყველა ფენა მოიხმარს. სასურსათო ბირჟები განვითარებულ ქვეყნებში ახორციელებენ საკვებ პროდუქტებზე საბაზრო ფასების დაწესებას. გარდა ამისა, მასვე ეკისრება საინფორმაციო-საკონსულტაციო ფუნქციები და მყიდველ-გამყიდველის რისკის დაზღვევა. უფრო მეტიც, მსოფლიო გამოცდილებით დადასტურებულია, რომ ბირჟების გარეშე სრულყოფილი საბითუმო ბაზარი ვერ ჩამოყალიბდება. საბითუმო ვაჭრობა უცხოეთიდან, ან ბაზრობებიდან საქონლის შედარებით მცირე პარტიების შემოტანით ხორციელდება და ყოველგვარი ხელშეკრულებების გარეშე წარმოებს. ამიტომაც, საბითუმო ვაჭრობა მთლიანად საქონელბრუნვაში მხოლოდ 231,9 მლნ ლარს მოიცავს, რაც საცალო საქონელბრუნვის 14,5%25-ია. ბითუმად მოვაჭრე პირები კი მთლიანად ყველა გამყიდველთა 9,4%25-ს უდრიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპის უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია საბითუმო ბაზრის განვითარება მსოფლიო გამოცდილების გაზიარებისა და ქვეყანაში ამ მიმართებით ჩატარებული საქმიანობის გათვალისწინებით. ეს პროცესი უნდა გახდეს საქონელბრუნვის მკვეთრი ზრდის, ფასების დარეგულირებისა და სურსათით უზრუნველყოფის გაუმჯობესების საფუძველი. ქვეყნის სასურსათო ბაზარმა უნდა მიიღოს ცივილური ფორმა და არ იყოს იმპორტიორთა მოქმედებასთან, ნება-სურვილთან ზედმეტად დამოკიდებული.

მიუხედავად საბითუმო ბაზრის ასეთი მნიშვნელობისა და ფუნქციებისა, საქართველოს სასურსათო ბაზარზე გაბატონებულია საცალო ვაჭრობა, რაც მარკეტინგული საქმიანობის ძალიან დაბალი დონითაა განპირობებული და არ შეესაბამება მომხმარებელთა ინტერესებს.

სასურსათო ბაზრის წარმატებული ფუნქციონირების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნას საქონლის ასორტიმენტის დახვეწა და მისი ხარისხის ამაღლება, ბაზრის მარკეტინგული კვლევა. ამ პირობების შესრულება საშუალებას იძლევა ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია აყვანილი იქნას მსოფლიო სტანდარტების დონეზე და გაუმჯობესდეს ვაჭრობის ორგანიზაცია. ამასთან ერთად, უნდა დაიხვეწოს სამართლებრივი რეგულირების ბერკეტები. უნდა დადგინდეს ქვეყნის ბაზარზე მონაწილეთა ქცევის, კონკურსების ჩატარების, სასაქონლო ინტერვენციისა და გირავნობის წესები.

0x01 graphic

საბაზრო ურთიერთობებში მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკურ რეგულირებას. აქ იგულისხმება მხარდაჭერაც და სანქციებიც. სამწუხაროდ, ეს მხარე ჩვენს ქვეყანაში მეტად დაბალ დონეზეა ფინანსური მხარდაჭერის მხრივ. სანქციების მართლზომიერი და ზოგჯერ არაკანონიერი ღონისძიებები კი ზომაზე მეტად ტარდება, რაც საქმის სასიკეთოდ არ ვითარდება. აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების მაგალითი კი გვიჩვენებს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მიერ ბაზრის ინფრასტრუქტურის საწარმოების შექმნის, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მარკეტინგული კვლევების ბიუჯეტიდან დაფინანსება. თუმცა, აუცილებელია სუბსიდიების გამოყოფა მჭიდროდ იქნას დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკურ ბერკეტებთან, ფასებთან, გადასახადებთან და კრედიტებთან. პრობლემები მათი გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გადაიჭრას საქართველოს სასურსათო ბაზარზე და არაეფექტურია .. ქუჩის ბაზრობების დარბევა-გაუქმების, ბაზრობების გადატანა-გადმოტანის ზედმეტ ხარჯებთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, რაც მომხმარებელთა ინტერესების უგულებელყოფით ხორციელდება.

მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, საბაზრო ეკონომიკასა და ბაზრების ფუნქციონირებაში ყველაზე მთავარი მაინც ფასებია. საფასო სისტემა ერთიანი სასურსათო ბაზრისათვის, ყველა პროდუქციის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს. აქ ვგულისხმობ არა რომელიმე სახის, არამედ საორიენტაციო, გარანტირებულ, შესყიდვისა და პარიტეტულ ფასებს. ეს უკანასკნელი სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს შორის გაცვლის ექვივალენტურობას გულისხმობს, რაც ყოველთვის დარღვეულია და მოგვარებას მოითხოვს. ფასების ყველა სახეს განსაკუთრებული და მისთვის დამახასიათებელი ფუნქცია აკისრია.

საორიენტაციო ფასები გამოიყენება კონტრაქტების გაფორმებისას და ბაზარზე არ ფუნქციონირებს. ისინი ასრულებენ საორიენტაციო ფუნქციას შესყიდვებისა და გირავნობის ფასების განსაზღვრისათვის. გირავნობის ფასები და ოპერაციებიც სასურსათო ბაზრის სტაბილურობისა და რეგულირების მიზანს ემსახურება და როგორც წესი, საორიენტაციო ფასების 80-85%25-ს აღწევენ.

სახელმწიფო აწესებს საგარანტიო შესყიდვის ფასებს, რომლის მიხედვითაც, რიგი ორგანიზაციები პროდუქციას ყიდულობენ საკონტრაქტო საფუძველზე ცენტრალური (რეგიონალური) სასურსათო ფონდების ფორმირებისა და შევსებისათვის. ეს ფასები იმ დონის უნდა იყოს, რომ სურსათის მწარმოებლებს ხარჯების დაფარვის შემდეგ იმდენი მოგება დარჩეს, რომელიც გაფართოებულ კვლავწარმოებისათვის საჭირო ხარჯებზე მეტი იქნება. მათ მოცულობას ორიენტირებულის 90-95%25-ით განსაზღვრავენ.

საორიენტაციო და საგარანტიო, ანუ, მარეგულირებელი ფასები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე წესდება ცალკეული რეგიონების, ან მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. ვფიქრობ, რომ საქართველოსათვის უფრო მისაღებია ერთიანი ფასების დაწესება, რაც სპეკულაციისა და პროდუქციის არათანაბარი გადანაწილების თავიდან აცილების გარანტია იქნება. ამასთან, საქართველომ უნდა დანერგოს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის უზრუნველსაყოფად ერთიანი ფონდის შექმნის პრაქტიკა, რაც ფასების დაცვის საშუალებას მოგვცემს. იმის გამო, რომ მიწოდება მოთხოვნას მნიშვნელოვნად ჩამორჩება საგარანტიო ფასები უნდა დაწესდეს მთლიანად რეალიზებულ პროდუქციაზე და მათი მოქმედების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს მწარმოებელთათვის იმ პროდუქციაზე დანამატის მიცემით, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ამდენად, ფასების რეგულირების მექანიზმის მოქმედება ასახვას უნდა პოულობდეს სასურსათო ბაზარზე გარკვეული წონასწორობის შენარჩუნებაში. მარეგულირებელი და საბაზრო ფასების თანაფარდობით სახელმწიფომ ზემოქმედება უნდა მოახდინოს როგორც საქონელმწარმოებლების მთლიან შემოსავლებზე, ისე, მათი მოქმედების წყაროებზეც. მსოფლიოში რეგულირების ორი ხერხია აპრობირებული: პირველია, პროდუქციის, ან ფასების საშუალებით ინტერვენციის ოპერაციები. აქ ასეთი ქმედება ხორციელდება - სახელმწიფო ორგანოებმა უნდა შეისყიდონ პროდუქცია, თუ მისი ფასი საგარანტიოზე დაბლა ჩამოვიდა და შეინახონ მანამდე, ვიდრე ფასები არ ავარდება, რომ მისი გამოტანით შეზღუდონ სპეკულაციის საშიშროება. მეორეა, გარკვეული პარიტეტის შენარჩუნება მარეგულირებელ და თავისუფალ ფასებს შორის. აქ სახელმწიფო ორგანოები საგარანტიო და საორიენტაციო ფასების ზრდით მეტი მოგების მიღების საშუალებას აძლევენ მწარმოებლებს მომხმარებელთა ხარჯზე. ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მისაღებია პირველი ვარიანტი, რადგანაც მომხმარებელთა მსყიდველობითი უნარი ისედაც დაბალია, მათ არ აქვთ შემოსავლების საკმარისი რაოდენობა არსებული ფასების პირობებშიც კი დაიკმაყოფილონ მოთხოვნა.

მარეგულირებელი ფასთა სისტემის დამუშავების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ცალკეული სახის პროდუქტებსა და მთლიანად აგრარული სფეროს ფასების თანაფარდობის სრულყოფაზე, რადგან ეს პროცესი განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარგობრივ სტრუქტურასა და სურსათმწარმოებელთა შემოსავლიანობას. ვფიქრობთ, ფასები ჯერ უნდა დარეგულირდეს მემცენარეობისა და მეცხოველეობის დარგების პროდუქციებს შორის (ამას გვასწავლის მსოფლიო მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაც, სადაც იკვლევენ მარცვლეულისა და მეცხოველეობის პროდუქტების ფასების შეფარდებას და ოპტიმალურად მიჩნეულია: ხორბალი საქონლის ხორცი 1:10, ღორის ხორცში 1:9, ფრინველის ხორცში 1:8, რძეში 1:2,5, კვერცხში 1:0,6 და ა.შ. საქართველოში დღეს ეს თანაფარდობა ასე გამოიყურება: ხორბალი საქონლის ხორცი 1:17, ფრინველის ხორცში 1:16, ღორის ხორცში 1:18, რძეში 1:5, კვერცხში 0,7 და ა.შ. როგორც მაჩვენებლებიდან ჩანს, საქონლის ხორცის შეფარდება ხორბალთან 70%25-ით აჭარბებს მოწინავე ქვეყნების დონეს, რძის 2,5-ჯერ, კვერცხის 6,1%25-ით, ფრინველის ხორცის 2-ჯერ, ღორის ხორცის 2-ჯერ). ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ფასების პარიტეტი დარღვეულია და აშკარად ხორბლის მწარმოებელთა ინტერესებია იგნორირებული. ამ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზაა ქვეყნის ხელისუფლებამ შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით, დაარეგულიროს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ფასები იმპორტული უხარისხო პროდუქციის შეზღუდვით.

0x01 graphic

მოგეხსენებათ, ქვეყნის რიგი რეგიონებისთვის ძირითად კულტურას და პროდუქციას ვენახი და ყურძენი წარმოადგენენ. ვენახი, მართალია მეტად შრომატევადია, მაგრამ შემოსავლიანიცაა, თუ რა თქმა უნდა ოპტიმალური ფასების დაწესდება და მათ მიხედვით რეალიზაცია იქნება მიღწეული. დღევანდელი საბაზრო ფასები კი ძირითადი გავრცელებული ჯიშის ყურძენზე იმდენად დაბალია, რომ, გლეხები ვაზს ამოსაძირკვად იმეტებენ და ბაღჩეულ კულტურებს თესავენ. წლების განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა მოწეული ყურძნის რეალიზაციის საკითხი. ღვინის ქარხნებს არა აქვთ სახსრები, ხოლო სახელმწიფო სესხი მაღალი განაკვეთისაა. მეორეც, ისინი ძირითადად ფალსიფიცირებული ღვინის წარმოებაზე არიან გადართული და ყურძნის დამუშავებით თავს არ იწუხებენ. ამდენად, ამ დარგში ორი პრობლემაა სახელმწიფო დონეზე გადასაჭრელი - ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, მისი აღმოფხვრა და ყურძენსა და ღვინო მასალებზე პარიტეტული ფასების დაწესება.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა და მთლიანად აგრარული სფეროს სხვა მონაწილეთა შორის ექვივალენტური ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველსაყოფად აუცილებლად მიმაჩნია საშედეგო პროდუქციასა და ნედლეულზე ფასთა შეფარდების ამსახველი მყარი კოეფიციენტების შემოღება. იმ პირობით, რომ არ შეილახოს არც ერთი სფეროს მუშაკთა ინტერესები, თუმცა, გადამმუშავებელი მრეწველობიდან უნდა ამოვიღოთ ის ნაწილი, რაც მწარმოებლებმა შექმნეს და მომხმარებელთა მიერ ზედმეტადაა გადახდილი. შემოსავლების შეფარდების კოეფიციენტების შემოღება არ გულისხმობს ფასების ადმინისტრირებით შეზღუდვას, რაც დღევანდელ პირობებში არაეფექტურია, რადგან, იგი გაზრდის კონტრაბანდას და პროდუქციის გადინებას ჩრდილოვან ეკონომიკაში. პირიქით, ფასების რეგულირების მექანიზმი უპირველეს ყოვლისა ემსახურება საწარმოთა ორიენტაციას პროდუქციის ზრდისა და დანამატების აუცილებლობის დასაბუთებისათვის. ამასთან ერთად, მან უნდა უზრუნველყოს აგრარული სფეროს ყველა რგოლისა და მონაწილის მიერ ნედლეულსა და საბოლოო პროდუქტზე ფასების დადგენილი შეფარდების დაცვის აუცილებლობა.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული მექანიზმი საშუალებას იძლევა ამაღლდეს გადამმუშავებელის წარმოების შემოსავალი და გაიზარდოს მათი დაინტერესება სურსათმწარმოებელთათვის დანახარჯების სრულად ანაზღაურებისთვის, რადგანაც ნედლეულის მაღალი ხარისხი და შესაბამისი ფასი მათაც საშუალებას აძლევს გამოუშვან ძვირადღირებული პროდუქცია და მიიღონ მეტი მოგება.

სახელმწიფო რეგულირება უპირატესად სამეწარმეო საქმიანობის და საგადასახადო სისტემების ნორმების დადგენაზე დაიყვანება. გარდა ამისა, ყველაფერს მწარმოებელი და მომხმარებელი წყვეტენ. ბაზრის ბუნება ისეთია, რომ ყველა მონაწილე ცდილობს მეტი სარგებელი ნახოს სხვის ხარჯზე, ამიტომ, ვაჭრობა ყოველთვის გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. საბირჟო საქმიანობაც რისკფაქტორებს უკავშირდება, სადაც გამოყოფენ კონტროლს დაქვემდებარებულს, ანუ ისეთს, სადაც შეიძლება მიღწეული იქნას გადაწყვეტილების მიღების გზა (საფინანსო, საკრედიტო, საოპერაციო, იურიდიული და ა.შ.) და არაკონტროლირებადს (პოლიტიკური, ეკოლოგიური, ინფლაციის და ა.შ.).

აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვნად მეჩვენება საფინანსო რისკები, რომლებიც ქვეყნის პირობებისათვის ფართოდაა გავრცელებული და მოქმედია ფასებისა და ვალუტის სახით. საქართველოს ვაჭრობის სფეროში რისკს ზრდის საგადასახადო სისტემა, კონტრაბანდის მაღალი დონე და არამყარი კანონმდებლობა.

ქვეყნის სურსათის მწარმოებლებმა უნდა ისწავლონ რისკის გათვალისწინებით მუშაობა, რომ არ იზარალონ და გაკოტრდნენ. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ცალკეულ ბაზრებზე სხვადასხვა ფაქტორის როლი და გავლენის სიდიდე განსხვავებულია. ამასთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზე უდიდეს გავლენას ახდენს ნიადაგურ-კლიმატური პირობები, სეზონურობა, რეალიზაცია, მოხმარება და წარმოების სხვა თავისებურებები. ეს განსაზღვრავს ძირითადად იმას, რომ მუდმივად იცვლება ბაზრის ფასები პროდუქტებზე. გარდა ამისა, მოთხოვნა-მიწოდების ხასიათზე გავლენას ახდენს ბირჟის გარიგებების ხასიათი. სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ ფასის რისკიდან დაცვის გათვალისწინების აუცილებლობას. პრაქტიკულ საქმიანობაში რისკის შემცირებისათვის რეკომენდაცია უნდა გავუწიოთ დივერსიფიკაციის ხერხს, რაც მრავალი სახის პროდუქციის წარმოებას ნიშნავს. მრავალკულტურიანობა (დარგიანობა მეცხოველეობაში) ხელს უწყობს ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებასაც.

საქართველოს ეკონომიკაში და სასურსათო სფეროში რისკების მართვა ფაქტობრივად ვერ ხორციელდება და აუცილებელია მისი პრაქტიკაში დანერგვა. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მისაღები ფორმაა მსოფლიოში აპრობირებული ჰეჯირება, რომელიც გულისხმობს ფასების (ფასის) შესაძლებელ არახელსაყრელ მერყეობასთან დაკავშირებული რისკის დაზღვევას. ეს არის ბირჟის ერთ-ერთი ფუნქცია. მსოფლიო პრაქტიკა ჰეჯირების სხვადასხვა ფორმას იცნობს, იმის მიხედვით, თუ ვინ არის მონაწილე და რა მიზნით ხორციელდება. იგი შეიძლება განვახორციელოთ მთლიანად პროდუქციაზე, მის ნაწილზე, არსებულზე ან პერსპექტივაში მისაღებზე და ა.შ.

ქვეყნის დღევანდელ ბაზარზე ფაქტობრივად არ ხდება გაუყიდავი პროდუქციის დაფინანსება, რის გამო მწარმოებლები თავს დაჯერებულად ვერ გრძნობენ. ვთვლი, რომ ბაზარმა აუცილებლად უნდა დანერგოს ფიუჩერსული გარიგების ხერხი, რაც გულისხმობს საქონლის გაყიდვას საკონტრაქტო პირობებით, სადაც ფიქსირდება ფასიც, რომლის მიხედვითაც გაიყიდება პროდუქტი გარკვეული პერიოდის (მოსავლის აღების) შემდეგ. ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება შეიძლება განსაზღვრულ იქნას მისი ფასით, რომელიც ინვესტორისთვის ერთნაირად მომგებიანი იქნება, აქტივის შესყიდვითაც და შენახვის პირობებითაც გამოყენების მომენტამდე. მის ღირებულებას განსაზღვრავს ისეთი ძირითადი ფაქტორები, როგორიცაა: ბაზარზე აქტივის ფასი, ფიუჩერსული კონტრაქტის მოქმედების ხანგრძლივობა, საქონლის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები და საბანკო საპროცენტო განაკვეთი (სქემა 1). ფიუჩერსული კონტრაქტის მოდელი ასეთი ბლოკ-სქემით წარმოგვიდგება.

ფიუჩერსული კონტრაქტის პირობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ვალუტის კურსის რჩევის საკითხი. როგორი პარადოქსულიც არ უნდა გვეჩვენოს, კვლევით დასტურდება, რომ ლარის კურსის გამყარებამ სურსათის მოცულობისა და მოგების შემცირება გამოიწვია. ამის მიზეზია იმპორტული საქონლით გაჯერებული ბაზარი და სურსათის რეალიზაციის არასისტემური ხასიათი. ფაქტია, რომ ეროვნული ვალუტის, ლარის გამყარების შედეგად ექსპორტიორები ზარალობენ, ხოლო, იმპორტიორებს კი მოგება ეზრდება. ამიტომ ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულების ოპტიმალური განსაზღვრისთვის ეფექტურად მეჩვენება შესწორების კოეფიციენტთა სისტემის გამოყენება, რომელიც სხვადასხვა მომენტების გათვა9 ლისწინების საშუალებას იძლევა. კერძოდ, აქ ორი ძირითადი მომენტის გათვალისწინებაა აუცილებელი: 1) ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილების დროს ყველაზე მისაღები მარკეტინგული რისკის (K) შესწორების სადაზღვევო კოეფიციენტის გამოყენება, რომელიც კონტრაქტის ბოლო სტადიაზე ამოქმედდება. ამ მიზნით აუცილებელია სპეციალური სადაზღვევო ფონდის შექმნა. ამ უკანასკნელში უნდა გამოიყოს სპეციალური სარეზერვო ფონდის ნაწილი, რომელიც მოხმარდება სურსათმწარმოებელთა და რეალიზატორთა ფინანსური მდგომარეობის გამყარებას საბოლოო ეკონომიკური შედეგების მიღების პროცესში; 2) ვალუტის კურსის ევოლუციური ცვლილების დროს საჭიროა არბიტრაჟის ცვლილებების გათვალისწინება. მხედველობაში ცალკეულ ბაზრებზე ტვირთების გადაზიდვის განსხვავებული ხარჯები, საკომისიო, საპროცენტო და სხვა ფინანსური სხვაობები. აღნიშნულის გასათვალისწინებლად ვთავაზობთ საარბიტრაჟო კოეფიციენტის შემოღებას (იხ. სქემა).

ფიუჩერსული კონტრაქტის ფასისა და ღირებულების განსაზღვრის სქემა

0x01 graphic

უკანასკნელ ხანს მსოფლიოში ფართოდ დაიწყეს პროდუქციის ეკოლოგიური დაბინძურების კოეფიციენტის კვლევა, რაც კვების პროდუქტების სამომხმარებლო თვისებებზე დიდ გავლენას ახდენს. სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ასევე ეფექტურად მეჩვენება ეკოლოგიური დაბინძურების კოეფიციენტის გამოყენება, რომელიც გაანგარიშებული უნდა იქნას მავნე ნივთიერების არსებული რაოდენობის დასაშვე ნორმასთან შეფარდებით. იგი გამოითვლება ფორმულით:

Ked =fki/nki

სადაც , Ked - ეკოლოგიური დაბინძურების კოეფიციენტია;

fki პროდუქციაში ი სახის მავნე ნივთიერებების რაოდენობაა;

nki - i სახის მავნე ნოვთიერებების დასაშვები ნორმა;

აქ არ შეიძლება ერთ მომენტზე არ შევაჩეროთ ყურადღება. მსოფლიო გამოცდილებით დამტკიცებულია,რომ სასაქონლო ფიუჩერსული ბაზარი მხოლოდ მაშინ ვერ განვითარდება, თუ ინფლაციის დონე ძლიან მაღალია, ხოლო, ფასები პროდუქციაზე მუდმივად იზრდება. საქართველოში ამ ეტაპზე ფასები სურსათზე მუდმივად იზრდება, მაგრამ ლარის კურსი საკმაოდ მყარია, ამიტომ, შესაძლებელია ფიუჩერსული საკონტრაქტო ვაჭრობის განვითარება. ეს პროცესი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მიღებულმა შემოსავლებმა გადაფაროს მისი მოწყობის ხარჯები, რისთვისაც აუცილებელ პირობას დიდი მოცულობის კონტრაქტების გაფორმება წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნილება ძირითად სასურსათო პროდუქტებზე და ავამაღლოთ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ეკონომიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დონე.

ანოტაცია

როგორ განვავითაროთ სასურსათო ბაზარი
თენგიზ ლაჭყებიანი

სასურსათო პრობლემის გამწვავება განპირობებულია მისი ბაზრის არასაკმარისად განვითარებით, ინფრასტრუქტურის დაბალი დონით, საბითუმო ბაზის, სასაქონლო ბირჟების, გამოფენა-დათვალიერებების ქსელის განუვითარებლობით, საბანკო და მარკეტინგული სტრუქტურების სათანადო დონეზე ჩამოუყალიბლებობით.ქვეყნის სასურსათო ბაზრების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მათი ფართო ქსელის შექმნა,რაც მოსახლეობის საჭირო პროდუქტებით დროულ გარანტიებს ქმნის.

სასურსათო ბაზრის წარმატებული ფუნქცინირებისათვის აუცილებელია სახელმწიფო რეგულირება, რომელშიც ძირითადი პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებაა, სამამულო წარმოების ზრდისათვის ხელშეწყობის მიზნით. ყველა შემთხვევაში ამ ეტაპზე აღნიშნული ღონისძიება საკვებ პროდუქტებზე მაინც უნდა გატარდეს, შემოტანილი იაფფასიანი, უხარისხო, ეკოლოგიურად დაბინძურებული და ჯანმრთელობისათვის ხშირად საშიში საკვების მიღებისაგან მოსახლეობის დასაცავად. ამ ღონისძიებას ფართოდ იყენებენ განვითარებული ქვეყნები და მხოლოდ განვითარებადს არ შესწევს უნარი ბაზარზე ზემოქმედების მექანიზმების ჩასართველად.

7 უმუშევრობა - გარდაუვალი რეალობა თუ მიზანმიმართული დივერსია ერის წინააღმდეგ?!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ილნარ გორელიშვილი

ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობისწამყვანი რედაქტორი

ილია ჯერ კიდევ საუკუნენახევრის წინ წუხდა იმაზე, რაც საქართველოს მთავარი საწუხარია დღესაც. ქართველ კაცზე მცონარააო, ამბობენ, -წერდა იგი, რაც სიცრუეა და მტრული ნათქვამი. თუ ქართველ კაცს სათანადო პირობებს შეუქმნი, რათა ხელ-ფეხი ამოძრაოს და მასთან ერთად, გონებაც, შეუძლებელს შეძლებს. უძრაობას ობი და ხავსი მოჰყვება, დაობებული გონება კი საუკეთესო იარაღია ნიჭიერ კაცში ტალანტის სამუდამოდ დასასამარებლად. ქართველი კაცი შრომაშიაც შემოქმედია და თუ ამ ხალას ნიჭს ჩაუკლავ და უსულგულო მანქანად აქცევ, მცონარობა და უუნარობა სწორედ რომ შესაფერი ეპითეტი იქნება მისთვის.

უცხოეთში განათლებამიღებული ილია ყველაფერი უცხოურის წინააღმდეგი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ხმამაღლა მიანიშნებდა იმაზე, რომ ქართველი კაცი უგონო მიმბაძველი არ არის, რომ მან ყოველი საქმე უნდა გაითავისოს, სიგრძე-სიგანით გაზომოს და საკუთარ ხასიათში მოაქციოს. ქართველი თავისუფლების მოყვარეა და შრომაშიაც ვერ იტანს მარწუხებსო, - აფრთხილებდა ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ მაშინდელ უცხოელებს საბანკო საქმის პირველი სპეციალისტი საქართველოში - ილია ჭავჭავაძე...

საქართველო - ერთიანი მსოფლიოს ინტერიერის სამშვენისი დეკორაცია?!

გლობალიზაციის სამსხვერპლოზე მიტანილი პატარა ერების უახლესი ისტორია წყლის ორი წვეთივით ჰგავს ერთმანეთს - დაკარგული მისია, ატროფირებული ისტორიული მეხსიერება და სხვათა მსახურებად გარდაქმნილი შემოქმედებითი ენერგია. საქართველო არც პირველი იქნება და, ალბათ, არც უკანასკნელი, ვისაც, ცოტა ხანში, საკუთარი დიდებული წარსულის მხოლოდ აჩრდილიღა თუ შეახსენებს ხოლმე თავს პერიოდულად (ათასწლეულებგამოვლილი ტაძრებისა, თუ ფრესკების სახით) და იშვიათად გაღვიძებულ ეროვნულ თავმოყვარეობას ტურისტულ-გასართობ ივენთებშითუ დაიკმაყოფილებს.

გასაგებია, რომ 21-ე საუკუნემ ახალი მსოფლიო წესრიგის აუცილებლობის წინაშე დაგვაყენა. ისიც გასაგებია, რომ ეს „ახალი წესრიგი“მსოფლიოს ერთმმართველობისკენ მსწრაფი ზესახელმწიფოების ფარული ვნების მეტაფორული გამოხატულებაა, საყოველთაო დემოკრატიით სახელდებული. მაგრამ ამ ყველაფერში გაუგებარი ისაა, რატომ ვისწრაფვით თავად ჩვენ ამ „ახალ წესრიგს“პირველები შევეწიროთ და რატომ ვცდილობთ ასე გამალებით, ერთიანი მსოფლიოს ინტერიერის პირველ სამშვენის დეკორაციად ვიქცეთ?!

უმუშევრობა - საზოგადოების მართვის საუკეთესო გზა

როგორც ცნობილია, თუ გინდა საზოგადოება მართო, აშიმშილე და დაამცირე, რაც შეიძლება ხშირად მიაყენე შეურაცხყოფა. რა ლახავს ყველაზე მეტად ადამიანის თავმოყვარეობას და რითი იწყება მისი პიროვნული რღვევა? როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, საკუთარი უსარგებლობის შეგრძნება ძირფესვიანად ცვლის ადამიანის ცნობიერებას და მისი პიროვნული დეგრადაციის საწყის ეტაპს წარმოადგენს.

როდის შეიგრძნობს ადამიანი საკუთარ უსარგებლობას ყველაზე მწვავედ? - როცა მას არ ძალუძს ელემენტარული დახმარება გაუწიოს გაჭირვებაში ჩავარდნილ მოყვასს. ფსიქოლოგებისავე აზრით, საკუთარი შესაძლებლობების არარეალიზება თითოეულ ადამიანში აკუმულირებულ შემოქმედებით ენერგიას უარყოფით და აგრესიულ მუხტად გარდაქმნის და მას საზოგადოების წინააღმდეგ მიმართავს. იმის მიხედვით, საზოგადოების რა პროცენტს შეადგენს არარეალიზებულ ადამიანთა რაოდენობა, განისაზღვრება კიდეც ერის ქმედითუნარიანობის კოეფიციენტი და მისი მავნებლობის ხარისხი, რაც, სოციოლოგიის ექსპერტთა მტკიცებით, პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია უმუშევრობის პროცენტულ მაჩვენებელთან.

აი, უმუშევრობა კი, უკვე ნიშნავს დამცირებას და შიმშილს, საკუთარი უსარგებლობის გაცნობიერებით გამოწვეულ შეურაცხყოფას. ამ ყველაფერს კი ერთ ლოგიკურ დასკვნამდე მივყავართ - უმუშევრობა საზოგადოების მართვის საუკეთესო გზაა, საზოგადოებისა, რომელიც შიმშილობისა და დამცირების გამო ინსტინქტებით მართულ უინიციატივო ნაცრისფერ მასადაა ქცეული.

ეს ზოგადად. კონკრეტულად კი, რა ხდება უმუშევრობასთან დაკავშირებით ჩვენს რეალობაში, 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საქართველოში? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, კარგა ხანია, ხელისუფლებისთვის სასურველის რეალობად წარმომჩენ კანტორადაა ქცეული, ძნელია დაეყრდნო და ენდო მის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უმუშევრობის ზოგად-ეროვნული მაჩვენებელი 2007 წლის ივლისში 13,3%25, ანუ 261 ათასი ადამიანი ყოფილა, რასაც, თურმე, წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლისთვის 0,3%25-ით გადაუჭარბებია. უმუშევართა რაოდენობის ზრდა კიდევ უფრო ინტენსიური გამხდარა 2007 წლის ბოლოსთვის - ამ წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი 17-მდე, ამერიკის სავაჭრო პალატის მონაცემებით კი - 27-მდე გაზრდილა. თუ ზრდის ამ დინამიკას დავაკვირდებით და 2008 წელს კულმინაციამდე მისულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსაც გავითვალისწინებთ (რაც საქართველოს ეკონომიკაზეც მკაფიოდ აისახა), ამას კი აგვისტოს დამანგრეველი ომის შედეგებსაც დავუმატებთ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად და საით შეიძლებოდა შეცვლილიყო უმუშევრობის სტატისტიკური მაჩვენებელი 2008 წლის ბოლოსთვის საქართველოში. დამოუკიდებელ ექსპერტებს უჭირთ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, ისევე, როგორც უჭირს სახელმწიფო სტატისტიკურ უწყებასაც, რომლისთვისაც ბაზრობაზე საკუთარი გაცვეთილი პალტოს გამყიდველი უმუშევრად დარჩენილი პროფესორიც დასაქმებულ ადამიანად ითვლება. აქვე შევნიშნავთ, რომ აგერ უკვე რამდენი წელიწადია, სწორედ ასეთი თვითდასაქმებული ადამიანების ხარჯზეა შემცირებული უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი საქართველოში.

0x01 graphic

დასაქმებული საზოგადოება საქართველოსთვის გამოწერილ ახალ რეცეპტს არ შეესაბამება!

კვლავ მცირე სტატისტიკური მონაცემები მოვიხმოთ: საქართველოს მოსახლეობა ბოლო წლებში 4 მილიონზე ნაკლებია (ამ 4 მილიონში საქართველოდან ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი მილიონზე მეტი ადამიანიც იგულისხმება). გამოდის, ქვეყანაში 3 მილიონამდე ადამიანიღა დარჩენილა, რაც, ბევრი მრავალმილიონიანი ქალაქის (ნიუ-იორკი, მოსკოვი, სტამბული...) ერთი მიკრორაიონის მოსახლეობაზე ნაკლებიც კია. მაშ, რატომ მოხდა და ხდება, რომ აგერ უკვე 18 წელიწადია, ჩვენს ქვეყანაში ვერა და ვერ გადაიჭრა უმუშევრობის პრობლემა, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მილიარდობით დოლარი შემოვიდა ქართული ეკონომიკის ასაღორძინებლად, რაც ნიშნავდა კიდეც ამ პრობლემის დღის წესრიგიდან მოხსნას. ნუთუ, ჩვენთვის ასეულობით მილიონი დოლარის უშურველად მჩუქებელ განვითარებულ მსოფლიოს ის ეკონომიკური მოდელი აღარ აღმოაჩნდა, რომელიც დაუსრულებელი სოციალური სიდუხჭირიდან ამოგვიყვანდა?! ვფიქრობთ, პასუხი კითხვაზე ძალიან მარტივი და ცალსახაა - დასაქმებული საზოგადოების მოთხოვნები და ამბიციები აღარ შეესაბამება ქვეყნის (და არა სახელმწიფოს) მოწყობის იმ მოდელს, რაც ახალ წესრიგშისაქართველოსთვის არის გამოწერილი!

- ასეა თუ ისე, საქართველოში უმუშევრობა მძვინვარებს და ანგრევს ჯერ ადამიანურ, საბოლოო ჯამში კი ეროვნულ ცნობიერებას. არადა, თითქოს ევროპისკენ მივისწრაფით და მოთხოვნები და სტანდარტებიც ევროპული გვაქვს - ვაკანსიების გამოცხადებიდან დაწყებული CV-ების ჩაბარება-გადაგზავნით დამთავრებული.

თუ გინდა გჯეროდეს, უნდა დაიჯერო...

გახსოვთ, ალბათ, საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება - მსოფლიოში გაფანტულო ქართველებო (საქართველოს მოქალაქეებო), დაბრუნდით! არადა, ეს ქართველები, თუ მოქალაქეები ქვეყნიდან კარგ ცხოვრებას ნამდვილად არ გადაუხვეწია, სწორედ იმის გაუცნობიერებელმა შიშმა გააქცია ხალხი საკუთარი სამშობლოდან, რასაც უმუშევრობით გამოწვეული შიმშილი და შეურაცხყოფა ჰქვია. მაშინ პატრიოტიზმით ანთებულმა ბევრმა ქართველმა დაიჯერა ის, რისი დაჯერებაც უნდოდა („თუ გინდა გჯეროდეს, უნდა დაიჯერო... „) და ვარდით შემობრუნებულ ახალ საქართველოში დაბრუნდა - მდიდარი CV -ით და ანთებული გულით. მაგრამ სულ ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ საკუთარ სამშობლოს არც მისი ინგლისურ-კომპიუტერის ცოდნა და არც საერთაშორისო ურთიერთობებში გამოცდილება სჭირდებოდა - ყველა დონეზე გამეფებულმა გაუნათლებლობამ და საშინელმა არაპროფესიონალიზმმა პროფესიულ კადრებზე და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნა და ქვეყანა იმ დონის სპეციალისტების ხელში ჩააგდო, როდესაც ეკონომიკური განვითარების მინისტრი საკუთარ თავს ეკონომიურ მინისტრსუწოდებს (თუმცა, აღარ აზუსტებს, რაშია ესოდენ „ეკონომიური „).. .

0x01 graphic

ვაკანსია ქართულად

და მაინც, რა ხდება მაშინ, როცა ესა თუ ის ფირმა ან საწარმო სრულიად ცივილურად და ევროპულად(გნებავთ, ამერიკულად) აცხადებს ვაკანსიას და სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანი ამ ვაკანსიის დაკავებაზე გამოთქვამს პრეტენზიას? ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ: ახალგაზრდა კაცი, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული წარჩინებული კურსდამთავრებული, ძალიან საჭირო და მოდური ეკონომიკური მიმართულების დიპლომით, გერმანიაში სწავლაგაგრძელებული, ინგლისურ-გერმანულის სრულყოფილი ცოდნითა და უცხოეთში სათანადო პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით შეიარაღებული (დიპლომთან ერთად, რა თქმა უნდა) ცდილობს დაიკავოს ერთ-ერთი ფირმის მიერ გამოცხადებული ვაკანსია. შესაბამის ოფის-მენეჯერთან გასაუბრებაზე მისულს (სათანადო CV ვაკანსიის გამომცხადებელ ათამდე ფირმასა თუ ორგანიზაციაში აქვს გაგზავნილი, მაგრამ ამაოდ, „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“ აქაც რამდენიმე ახლობლის შეწუხება გახდა საჭირო, რომ გასაუბრების ღირსი გაეხადა ვინმეს!) მოჩვენებითი ყურადღებით უსმენენ, შეუქებენ კიდეც ენების ცოდნის ხარისხსა და პრაქტიკული საქმიანობის ჩვევებს, არც კომპიუტერთან მისი ურთიერთობის მაღალი დონე რჩებათ ყურადღების მიღმა და იმ დროს, როცა დაიმედებული ახალგაზრდა მომავალ სამუშაოზე იწყებს ფიქრს, საუკეთესო შემთხვევაში ზრდილობიანი უარით ისტუმრებენ...

თუ ოდნავ ჩავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ამ დელიკატური უარის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს. პირველი - შიში, რომ კარგი მონაცემების მქონე ახალგაზრდას სამსახურებრივი წინსვლის პერსპექტივა შეიძლება სწრაფად გაუჩნდეს და იქ ვინმე თავისიანს (ბოსის ახლობელ-ნათესავს) შეუქმნას პრობლემა და, მეორე - ვაკანსიები საქართველოში ფორმალურად ცხადდება, უბრალოდ, იმისთვის, რომ კადრების შერჩევის ევროპულ მოდელში ჩავჯდეთ, სინამდვილეში კი ნებისმიერი ანაზღაურებადი სამსახური წინასწარაა დაკავებული კადრების შერჩევის წმინდა ქართული, ნათესავ-ახლობლური პრინციპიდან გამომდინარე!

დამეთანხმებით, ორივე ეს შემთხვევა აბსოლუტურად გამორიცხავს ფირმისა თუ საწარმოს განვითარებაზე რეალური ფიქრის შესაძლებლობასაც კი და უცილობელი სტაგნაციისთვის წირავს კონკრეტულ ბიზნესს. თუმცა, ისევე როგორც ყველაფერს ამ სამყაროში, ამ შემთხვევებსაც აქვს თავისი ახსნა. ნებისმიერი მიმართულებით ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო შობს კიდეც .. მომენტის გამოყენებისმტაცებლურ შეგრძნებას, რაც აიძულებს ნებისმიერ დამსაქმებელს, სანამ ამის მომენტი და შესაძლებლობა აქვს, თავისიანს აშოვნინოს ორი კაპიკი, აღარაფრად დაგიდევს ამ უკანასკნელის განათლების ხარისხსა თუ პროფესიულ კვალიფიკაციას. ბუნდოვანებით მოცული ხვალინდელი დღე ყოველდღიურობას ათასი სიმახინჯით ავსებს და ამ სიმახინჯეთა ერთ-ერთი გამოვლინებაა სწორედ ვაკანსია ქართულად

8 მსოფლიო ეკონომიკური რეცესია და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იაკობ მესხია
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

ვაჟკაცობაა სინამდვილეს პირისპირ შეხედოს კაცმა
კონსტანტინე გამსახურდია

კრიზისები საზოგადოების განვითარების ისტორიის მუდმივი თანამგზავრია და მათი წარმოშობისა და განვითარების ისტორია ეკონომიკურ მეცნიერებაში სიღრმისეულადაა შესწავლილი.

პირველი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც ერთდროულად იჩინა თავი აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში და საფრანგეთში, მოხდა 1857 წელს. მისი მიზეზი იყო რკინიგზის კომპანიების გაკოტრება და აქციების ბაზრის მოშლა. ამას მოჰყვა ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რეალური სექტორის (თუჯის წარმოება, ბამბის მოყვანა, გემთმშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა და ა.შ.) დაცემა. შემდგომ მსოფლიო კრიზისს ადგილი ჰქონდა 1873 წელს. იგი ხასიათდებოდა როგორც მსხვილი საერთაშორისო ფინანსური კრიზისი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ლათინურ ამერიკაში ინგლისიდან საკრედიტო რესურსების სპეკულაციური ფორმით მიწოდების გამო. შემდეგ კრიზისი გავრცელდა აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში. 1914 წელს მოხდა მორიგი საერთაშორისო ფინანსური კრიზისი, რომელიც გამოიწვია პირველმა მსოფლიო ომმა. მიზეზი იყო სამხედრო მოქმედებებისათვის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მთავრობების მიერ უცხოური ფასიანი ქაღალდების ტოტალური გაყიდვა. ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 1929-1933 წლების დიდი დეპრესია, რომელიც დაიწყო ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების მკვეთრი დაცემით (60-70%25-ით), რასაც მოჰყვა საქმიანი აქტივობის შემცირება, გაუქმდა მსოფლიოს ძირითადი ვალუტების ოქროს სტანდარტი. აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში მკვეთრად დაეცა წარმოება, რასაც მოჰყვა მასობრივი უმუშევრობა. იმ დროისათვის მსოფლიოს 32 ქვეყანაში სამუშაო ადგილი დაკარგა 30 მლნ კაცმა, მათ შორის აშშ-ში 14 მილიონმა.

ომისშემდგომი პირველი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო 1957 წელს და გრძელდებოდა 1959 წლის შუა პერიოდამდე. მან მოიცვა განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ბელგია და ა.შ.), უმუშევართა რიცხვი გაიზარდა 10 მილიონი კაცით.

საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა 1973 წელს აშშ-ში დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც თავისი მასშტაბურობით, სიღრმით და ხანგრძლივობით თითქმის მიუახლოვდა 1929-1933 წლების დიდ დეპრესიას. სამრეწველო წარმოება მკვეთრად დაეცა აშშ-ში, იაპონიაში, გფრ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და ა.შ. კრიზისი გააღრმავა იმანაც, რომ „ოპეკის“ ქვეყნებმა შეამცირეს ნავთობის მოპოვება. ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 1974 წელს 12 დოლარს მიაღწია.

ცნობილია, აგრეთვე რეგიონული და ლოკალური კრიზისებიც. 1987 წელს ამერიკის საფონდო ბაზარზე ინდექსის მკვეთრი დაცემა, რომელიც გავრცელდა ავსტრალიაზე, კანადაზე, ჰონკონგზე. 1994-1995 წელს ადგილი ჰქონდა კრიზისს მექსიკაში, რომლის მიზეზი იყო ქვეყნიდან უცხოური კაპიტალის (ინვესტიციების) გაქცევა, რის შედეგადაც მოიშალა საბანკო სისტემა. 1997 წელს ანალოგიურ მდგომარეობაში იყო სამხრეთ აზიის ქვეყნები (აზიური კრიზისი). რეგიონის ეროვნული ვალუტების დევალვაციამ და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის ზრდამ გამოიწვია უცხოელი ინვესტორების წასვლა ამ ქვეყნებიდან. აზიურმა კრიზისმა მსოფლიო მშპ 2 პროცენტით შეამცირა. რუსეთის ისტორიაში კი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს ჰქონდა ადგილი 1998 წელს, რომლის მიზეზი იყო უზარმაზარი სახელმწიფო ვალის დაგროვება, ნედლეულზე დაბალი მსოფლიო ფასები და მოკლევადიანი სახელმწიფო ობლიგაციების პირამიდა, რომლის გადახდა ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ.

რა თქმა უნდა, ეკონომიკურ თეორიასა და პრაქტიკაში არსებული ბერკეტების გამოყენებით ყველა კრიზისი დაძლევადია, მთავარია, დროულად და გონივრულად გამოვიყენოთ ისინი. ასევე კრიზისის მოახლოება პროგნოზირებას ექვემდებარება, თუმცა, მოქმედი ხელისუფლებისათვის პოლიტიკური დივიდენდების დაკარგვის მიზნით, მასზე სამთავრობო მოთხოვნილება არ არის, რაც ძვირად უჯდება საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტები დიდი ხნით ადრე აპროგნოზებდნენ, რომ 2007-2008 წლებში მოსალოდნელი იყო მძლავრი ეკონომიკური კრიზისი, თუმცა იგი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ხელისუფლების ყურადღებისა და სათანადო რეაგირების მიღმა დარჩა.

პროგნოზები ახდა. 2007 წლიდან ნელ-ნელა დაიწყო მსოფლიოს ცალკეული ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ტემპების დაცემა და იყო მოლოდინი იმისა, რომ კრიზისი რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში უეცრად იჩენდა თავს. ძირითადი ყურადღება აშშ-სკენ იყო მიმართული, რადგან თითქმის ყველა ეკონომიკური კრიზისების სამშობლო ეს ქვეყანა იყო. აშშ-ზე ხომ მთელი მსოფლიო მშპ-ს 20 პროცენტზე მეტი მოდის. ისტორია კვლავ განმეორდა. 2008 წლის დასაწყისში ამერიკაში თავი იჩინა იპოთეკურმა კრიზისმა, რის შედეგადაც კრახი განიცადეს სუპერბანკებმა Lehman Brothers-მა და Mewwill Lunch-მა, რომლის პრეცენდენტს არ ჰქონია ადგილი დიდი დეპრესიის შემდეგ 80 წლის განმავლობაში. ამერიკისა და ევროპის მეგობრობაკრიზისის დროსაც ძალაში დარჩა. აშშ-ში აღმოცენებულმა იპოთეკურმა და შემდგომ საბანკო სექტორში გადაზრდილმა კრიზისმა ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც გადმოინაცვლა. მოკლე დროში დაიხურა ათობით უმსხვილესი ბანკი, უმუშევარი დარჩა 200 ათასზე მეტი თეთრსაყელოიანისაბანკო მოხელე, ბანკებმა დაკარგეს ლიკვიდობა.

მსოფლიო ეკონომიკის გაღრმავებამ და ინტეგრაციის მაღალმა ხარისხმა თავისი ნეგატიური მხარეები მკაფიოდ გამოავლინა. კრიზისმა გადაინაცვლა თითქმის ყველა კონტინენტზე. შეირყა საბანკო სექტორები აზიის უდიდეს ქვეყნებში - ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, აგრეთვე მსხვილ ქვეყნებში - ბრაზილიაში, რუსეთში, კანადაში და .. კრიზისის მასშტაბურობამ და გავრცელების სისწრაფემ სახელმწიფოთა მთავრობების დაბნეულობა გამოიწვია. თავიდანვე თითოეული სახელმწიფო ცდილობდა დამოუკიდებლად შებრძოლებოდა კრიზისულ პროცესებს, მაგრამ, შემდგომ თითქმის ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ავტონომიურ რეჟიმში კრიზისის დაძლევა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ყველაზე მეტად აშშ- ხელისუფლება დაიბნა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთგვაროვანი პრობლემების გადაწყვეტის მეთოდებს და ფორმებს წამდაუწუმ ცვლიდა, რის გამოც ბიზნესმა დაკარგა ხელისუფლებისადმი რწმენა. აშშ-ს ფინანსთა მინისტრის გეგმამ 700 მილიარდი დოლარის ბიუჯეტიდან გამოყოფაზე დააგვიანა და სასურველი შედეგი არ გამოიღო. საბანკო სექტორისადმი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები სხვა ქვეყნებმაც შეიმუშავეს: ევროკავშირმა 1,5 ტრილიონი ევრო გამოყო, ჩინეთმა - 600 მილიარდი დოლარი, ინდოეთმა - 300 მილიარდი, იაპონიამ - 200 მილიარდი, რუსეთმა - 1,5 ტრილიონი რუბლი და .., მაგრამ კრიზისის შერბილება მაინც ვერ მოხერხდა.

საქმე იმაშია, რომ საბანკო კრიზისს თან სდევდა არნახული კრიზისი საფონდო ბირჟებზე. მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში დაიწყო საფონდო კრახი, რომელიც დღესაც გრძელდება და მისი ქცევის პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. საფონდო ვაჭრობა იმდენად ტურბულენტური და ქაოსური გახდა, რომ დღის განმავლობაში ვაჭრობის ტრენდი მრავალჯერ იცვლის მიმართულებას, რამაც აჟიოტაჟი და შიში დათესა ბაზრის მოთამაშეებს შორის. კატასტროფულად დაეცა აშშ-ს მსხვილი კომპანიების აქციების „დოუ-ჯონსის“ საშუალო მაჩვენებელი, იაპონიის საფონდო ინდექსი „NIKKEI“ მოსკოვის საერთაშორისო სავალუტო ბირჟის ММВГо-ს ინდექსი, რუსეთის სავაჭრო სისტემის PTC-ის ინდექსი და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვათ, საბანკო-ფინანსური და საფონდო კრიზისი აშკარაა მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში, მაგრამ მდგომარეობა თანდათანობით კიდევ უფრო რთულდება, რადგან, იწყება მისი მორიგი ეტაპი, წარმოების დაცემის პროცესი.

0x01 graphic

მსოფლიო ეკონომიკის თითქმის ნახევარი უკვე შევიდა რეცესიის სტადიაში. მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე ოფიციალურად რეცესია დაფიქსირდა აშშ-, ევროზონის და იაპონიის ეკონომიკებში, რაც ნიშნავს, რომ მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდა შეწყდა და ადგილი აქვს შემცირებას ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში. ეს მეტად საგანგაშო მდგომარეობაა მთელი პლანეტისთვის, რამეთუ აშშ აწარმოებს მსოფლიოს მშპ- 20 პროცენტს, ევროკავშირი (15 ქვეყანა) - 15%25-, ხოლო, იაპონია - 7%25-. ექსპერტები აპროგნოზებენ, რომ გერმანიაში, რომელიც მშპ- დონით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა (აშშ-, ჩინეთის, იაპონიის და ინდოეთის შემდეგ) რეცესიას ექნება ძალიან მწვავე ხასიათი და მშპ- ზრდის ტემპი 2 პროცენტამდე დაეცემა. რეცესია დაიწყო რუსეთშიც, სადაც ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში დაფიქსირდა წარმოების დაცემა. წლის ბოლოსათვის სამრეწველო წარმოების ზრდა მოსალოდნელია 1,9%25-ით, ნაცვლად ადრე დაპროგნოზებული 4,7%25-ისა. აშშ-ში კრიზისი უფრო მწვავე იქნებოდა, რომ არ მიეღო ქვეყნის სენატს პოლსონის გეგმა რომლის საფუძველზე 700 მლრდ დოლარი გამოიყო საბანკო სექტორის დასახმარებლად. აღსანიშნავია, რომ ავტომრეწველებს სენატმა უარი უთხრა ფინანსურ დახმარებაზე.

რეცესიის ნიშნები აშკარად გამოვლინდა აშშ-ს ეკონომიკაში. აშშ-ს ეკონომიკური კვლევების ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ 2007 წლის დეკემბრიდან აშშ იმყოფება რეცესიის მდგომარეობაში. ფინანსური კრიზისის მცირეოდენი შერბილების ფონზე მდგომარეობა გართულდა ტოკიოს, ლონდონის, მოსკოვის, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე - იაფდება ცნობილი კორპორაციების აქციები, იმის გამო, რომ ძალას იკრებს რეცესია. წლის დასასრულს აშშ-ში იკლო ვაჭრობამ, შემცირდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მოცულობა. მსხვილმა ბანკებმა, მათ შორის მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკ-სიტიგრუპმა, წელი ზარალით დაასრულა, ბანკებს მოგება არ დარჩათ, გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი. ამერიკის ხელისუფლება ეძებს კრიზისის დაძლევის ახალ გზებს, თუმცა, ჯერჯერობით შედეგები არადამაკმაყოფილებელია. მსოფლიო გიგანტმა ჯენერალ მოტორსმა მთელი რიგი მარკის მანქანების წარმოება შეამცირა, ან შეწყვიტა. „კოკა-კოლა-ას წარმოების მოცულობა 30%25-ით შემცირდა და ა.შ. უმუშევრობის დონემ აშშ-ში 6,7%25 შეადგინა, ყოველთვიურად 200 ათასი სამუშაო ადგილი უქმდება. აშშ- ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაქ ობამა აღნიშნავს, რომ ამერიკის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. იგი აპირებს საგადასახადო ტვირთის შემცირებას და 2,5 მლნ სამუშაო ადგილის შექმნას.

0x01 graphic

კრიზისის წარმოშობის ადგილი რომ აშშ-ია, ამაზე პირველმა რუსეთმა განაცხადა ხმამაღლა და ამ საკითხზე დისკუსია არც დაწყებულა, რამდენადაც ყველა ქვეყნისათვის ეს ცხადი და გასაგები იყო. მაგრამ, ჯერჯერობით სადისკუსიოა კრიზისის გამომწვევი ფაქტორები და პირობები. ამერიკელები (ა. ასლუნდი) თვლიან, რომ მთავარი მიზეზი მსოფლიო კრიზისის წარმოშობისა არის აშშ- მიერ გატარებული მეტისმეტი ექსპანსიური ფულადი პოლიტიკა, აგრეთვე, მსოფლიო ეკონომიკაში ჩამოყალიბებული დისბალანსი, კერძოდ კი ჩინეთის საგარეო ვაჭრობაში მეტისმეტად მაღალი პროფიციტი და აშშ- მეტისმეტად მაღალი სავაჭრო დეფიციტი. ასევე ამერიკელებს მიაჩნდათ, რომ მსოფლიო კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია აგრეთვე აშშ- იპოთეკური დაკრედიტების გაუმჭვირვალობა და სუსტი ზედამხედველობა. მიზეზებს შორის სახელდება კომპანიების Freddy Mac და Fanny May-s (სადაც შეიქმნა კრიზისი) მეტისმეტად მცირე კაპიტალი.

ამავე დროს, არსებობს სხვა ვერსიებიც. ცნობილი სპეციალისტები თვლიან, რომ კრიზისის წარმოშობის მიზეზია სუროგატული ფულის შეჭრა საფინანსო სისტემაში, მათ შორის, განსაკუთრებით ნეგატიური როლი შეასრულეს დერივატივებმა, რომლებიც თავისი შინაარსით არის ვირტუალური, წარმოებული ფული. ექსპერტები დერივატივის მსოფლიო ბაზარს აფასებენ 600 ტრილიონ დოლარად, რაც 10-ჯერ მეტია მსოფლიოს მშპ-ს ჯამურ წლიურ მოცულობასთან. დერივატივებმა (ოფციონი, სვოპი, ფორვარდი, ვარანტი და ა.შ.), რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამერიკულ იპოთეკურ ობლიგაციებთან, გამოიწვიეს ფინანსური კრიზისი. აშშ-ს ბანკებმა მოქალაქეებზე გასცეს იპოთეკური კრედიტები და მათ შესაბამისად გამოუშვეს წარმოებული, ვირტუალური ქაღალდი, რომელიც იყიდებოდა, გადაიყიდებოდა, მაგრამ მსესხებლებმა მათი რეალური ღირებულება დროზე ვერ დაფარეს, რის შედეგადაც დაიწყო ჯაჭვური რეაქცია. დერივატივის ღირებულება იცვლება საპროცენტო განაკვეთის, საქონელზე ან ფასიან ქაღალდზე ფასის, გაცვლითი კურსის, საკრედიტო რეიტინგის და ა.შ. ცვლილების შესაბამისად. მისი მიზანია ფასთაშორისი სხვაობიდან მოგების მიღება, მაგრამ ეს ოპერაცია არ შედგა, პირიქით, მან კრიზისს ჩაუყარა საფუძველი.

კრიზისის მიზეზების ძებნაში აგრეთვე ჩაერთვნენ ასტროლოგები, მაგები, ექსტრასენსები, მკითხავები და ვარსკვლავთმრიცხველები. მათი ერთ-ერთი ვერსიით, კრიზისის გამომწვევი მიზეზია დედამიწის გადაადგილება ვიბრაციის ახალ წრეზე, კრიზისის პროვოცირება მოახდინა მერკურმა, რომელიც ფინანსურ სექტორზეა პასუხისმგებელი. მეტაფიზიკოსები თვლიან, რომ ჩინური კალენდრით ცეცხლის პერიოდი შეცვალა წყლის ძაღლის პერიოდმა და სანამ ეს არ დამთავრდება, კრიზისი გაგრძელდება. არის სხვა მრავალი ფანტასტიკური ვერსიებიც და ყოველივე ამის მიზეზია ის, რომ კაცობრიობა და განსაკუთრებით ბიზნესი ძალიან შეშინებულია და გამოსავალს ეძებენ ყველგან და მათ შორის ოკულიტიზმში.

დღეისათვის მსოფლიოში მიმდინარე კრიზისის ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი ზოგადი დასკვნები და განზოგადებები:

- აშშ- სარეზერვო სისტემის ყოფილმა მეთაურმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა ეკონომისტმა ალან გრისპენმა აღიარა, რომ მან დაუშვა შეცდომა და დროზე ვერ შეაფასა მოსალოდნელი ფინანსური კრიზისი და ამის შესახებ არ გააფრთხილა საკრედიტო ორგანოები;

- მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობებმა აღიარეს, რომ კრიზისის დაძლევა ავტონომიურ რეჟიმში შეუძლებელია, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ იბრძოლონ ერთობლივი, გაერთიანებული ძალებით. ამასთანავე, აღიარეს, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე კრიზისის დაძლევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, დღეისათვის ანტიკრიზისული ღონისძიებებისათვის მსოფლიოში დახარჯულია 10 ტრილიონამდე დოლარი. ამ მხრივ ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, რუსეთი, ჩინეთი;

- კრიზისმა გარდატეხა მოახდინა ბაზრის ფილოსოფიაში. საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანობის ძირითად კრიტერიუმად გამოცხადდა პატიოსნება, გონივრული მართვა და თანამშრომლობა. ამის საფუძველი გახდა ფინანსური აფიორის გაძლიერება უკანასკნელ წლებში, ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობის არაგონივრული ფინანსური პოლიტიკა და გლობალური ფინანსური სისტემიდან იზოლაცია. აუცილებლად იქნა მიჩნეული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გადასინჯვა იმ მიმართულებით, რომ კრიზისების დროს დაცულ იქნას მოქალაქეები, რისთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იქნას ფინანსური რესურსების და მათი მოძრაობის გამჭვირვალობა და პერსონალური იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისროს კრიზისის წარმომშობ დამნაშავე პირებს;

- დღის წესრიგში დადგა მრავალპოლარული სამყაროს პრინციპული იდეა, რომელიც რუსეთმა წამოჭრა და რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი დაეთანხმა. ასეთი მიდგომით შესაძლებლად მიიჩნევენ პარიტეტის მიღწევას საერთაშორისო ურთიერთობებში და სტაბილურობას მთელ პლანეტაზე;

- დაიწყო დისკუსია მსოფლიოს ახალ ეკონომიკურ მოდელზე. აშშ- დაზვერვის ეროვნული საბჭოს მიერ მომზადებული მოხსენების გლობალური ტენდენციები: ცვალებადი სამყაროთანახმად, პერსპექტივაში მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის მკარნახებელი და მთავარი მოთამაშეები იქნებიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. გარდა ამისა, გაგრძელდება კაპიტალის გადადინება დასავლეთიდან აღმოსავლეთში, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა და მოსახლეობის ნახევარმილიარდიანი ზრდა მიგვიყვანს რესურსების უკმარისობამდე, რაც ზრდის საერთაშორისო კონფლიქტების აღმოცენების ალბათობას. აშშ- დაზვერვის ეროვნული სამსახური საჯაროდ აცხადებს, რომ არც თუ შორეულ პერსპექტივაში ჩინეთი გახდება მსოფლიო ეკონომიკის და სამხედრო ძლიერების ლიდერი და აშშ დაკარგავს თავის დომინირებად პოზიციას მსოფლიო არენაზე;

- მსოფლიოს ზოგიერთმა ქვეყანამ ვერ გაუძლო კრიზისის ზეწოლას და დეფოლტის წინაშე დადგა. ამ მხრივ ყველაზე მწვავე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ისლანდია, პაკისტანი, არგენტინა, უნგრეთი, ბალტიის ქვეყნები, უკრაინა, ეკვადორი;

- მოსალოდნელი მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაპროგნოზება ვერ შეძლო ვერც ერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი და ..). ამან დღის წესრიგში დააყენა მსოფლიოს ახალი ფინანსური არქიტექტურის მშენებლობის ამოცანა, აგრეთვე საკრედიტო-სავალუტო სისტემის რეფორმირება და ბრეტონ-ვუდსის სისტემის ტრანსფორმაციის აუცილებლობა;

- კრიზისმა გამოავლინა, რომ მეცნიერული კვლევის შედეგების გამოყენება მთავრობების მიერ არ ხდება სათანადო დონეზე, ხოლო ბიზნესი აქცენტირებულია რა მხოლოდ მოგებაზე, მეცნიერულ დასკვნებს და წინადადებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ამის მკაფიო მაგალითია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის ნურიელ რუბინის მიერ 2006 წელს შესრულებული პროგნოზული გამოკვლევა, რომელიც ასკვნიდა კრახის დაწყებას აშშ-ში, აგრეთვე დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმებზე გაცხადებული პროგნოზები კრიზისის მოახლოების შესახებ, რომლებიც უყურადღებოდ დარჩა;

- კრიზისმა დაანახა მსოფლიოს, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები (Fitch Standard & Poor's, Moody's) ვერ უზრუნველყოფენ საიმედო და უტყუარი ინფორმაციის გავრცელებას. გამოვლინდა მათი საეჭვო და მიკერძოებული ინტერესები, რაც იქიდან ჩანს, რომ ამერიკულ კომპანიებს და მათ შორის ისეთებს, რომლებმაც კრიზისს ჩაუყარეს საფუძველი (მაგალითად, Lehman Brothers) და გაკოტრდნენ, სააგენტოები მაღალ რეიტინგს ანიჭებდნენ;

- კრიზისმა დღის წესრიგში დააყენა ცალკეული რეგიონების ეკონომიკური დაახლოებისა და კარტელური გაერთიანებების გაფართოების ამოცანა. მაგალითად, ერთიანი ეკონომიკური და ენერგეტიკული ბაზრის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო შანხაის ორგანიზაციამ, რომელშიც შედის რუსეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი, რუსეთი გამოდის წინადადებით გაზის სფეროში შექმნას მსხვილი კარტელური გაერთიანება გერმანიისა და იტალიის მხარდაჭერით. ოპეკი მოუწოდებს ნავთობის ქვეყნებს მათ კარტელში გაერთიანებისკენ, რათა დარეგულირდეს შავი ოქროს ფასი. დღეისათვის ოპეკისქვეყნები და რუსეთი ჯამობრივად აკონტროლებენ მსოფლიო ნავთობის მარაგის 80 პროცენტს. ოპეკი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ნავთობის მომპოვებელ ძირითად ქვეყნებს (ალჟირი, ანგოლა, ვენესუელა, ინდონეზია, ირანი, ერაყი, კატარი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, საუდის არაბეთი, ეკვადორი) თავის რიგებში ცდილობს გააერთიანოს რუსეთი, მექსიკა და ნორვეგია. მათი ამოცანაა ნავთობის მოპოვების შემცირებით უზრუნველყონ ნავთობპროდუქტებზე ფასების ოპტიმიზაცია;

- კრიზისმა დღის წესრიგში დააყენა აშშ ვალუტის - დოლარის მსოფლიო ვალუტად გამოყენების პრობლემა. ჩამოყალიბებული ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, მსოფლიო გახდა აშშ- ვალუტის ტყვე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ვალუტის ფუნქციას ასრულებდა აშშ დოლარი, რომელიც მიბმული იყო ოქროს სტანდარტთან, ხოლო, მისი 1970 წლებში გაუქმების შემდეგ აშშ- ხელისუფლებამ დაიწყო საკუთარი შეხედულებით დოლარის ემისია და მიმოქცევაში გაშვება. უკანასკნელ წლებში აშშ- მიერ წარმოებულმა ომმა ერაყში ტრილიონობით გაზარდა ქვეყნის ხარჯები, რის გამოც ქვეყნის ბიუჯეტში წარმოიშვა უზარმაზარი დეფიციტი. ამასთან, ამერიკის ხელისუფლებამ ყურადღების მიღმა დატოვა სხვადასხვა სახის სუროგატული საპნის ბუშტებისტირაჟირებაზე ზედამხედველობა, რამაც გამოიწვია ლიკვიდურობის გლობალური კრიზისი. ამან კი წარმოშვა როგორც ამერიკის ხელისუფლებისადმი, ასევე ვალუტისადმი ნდობის კრიზისი. მსოფლიოს ცალკეული ქვეყნები და რეგიონული გაერთიანებები დღის წესრიგში აყენებენ დოლარის სხვა ვალუტებით ჩანაცვლების აუცილებლობას;

- მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შიშობს, რომ შესაძლებელია ფინანსური კრიზისი და რეცესია გადაიზარდოს პოლიტიკურ კრიზისში. ამის დიდი ალბათობა არსებობს იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ცხოვრების დონე დაბალია, განსაკუთრებით კი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, რომლის ეკონომიკა ძირითადად სანედლეულო რესურსების ექსპორტზეა ორიენტირებული, ხოლო ამ უკანასკნელთა ფასი მსოფლიო ბაზარზე დაცემის ცენდენციით ხასიათდება.

მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პროგნოზი პესიმისტურია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, 2009 წელს განვითარებულ ეკონომიკებში ზრდა ნულთან მიახლოებული იქნება. გლობალური რეცესია გარდაუვალია. 2009 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება ფინანსური კრიზისის შერბილება და ეკონომიკა ძალიან მცირედ, მაგრამ მაინც დაიწყებს უმნიშვნელო ზრდას.

უფრო შემაშფოთებელია მსოფლიო ბანკის პროგნოზი. მათი აზრით, ფინანსური კრიზისი გადაიზრდება მძიმე რეცესიაში და 2009 წელს მსოფლიო მშპ-ს ზრდის ტემპი დაეცემა 2,5 პროცენტამდე. სიტუაცია გამწვავდება განვითარებად ქვეყნებში, სადაც ზრდის ტემპი დაეცემა 4,5%25-მდე. ამასთან, ამ ქვეყნებს მოუწევთ ბრძოლა სურსათზე და სათბობზე ფასების მკვეთრ ზრდასთან და უმუშევრობასთან. მსოფლიო ბანკი შიშობს, რომ მოსალოდნელია დიდი დეპრესიის (1929-1933წწ.) გამეორება.

ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუქმანის პროგნოზებით, მსოფლიო ეკონომიკის რეცესია გარდაუვალია და თანაც იგი შეიძლება დროში გაიწელოს.

ბუნებრივია ისმება ლოგიკური კითხვა: როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისი და რეცესიული პროცესები?

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ, მაშინ, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მთავრობები შეშფოთებულია მოსალოდნელი კატაკლიზმების გამო და გამუდმებით ეძებენ გამოსავლის გზებს და ღონისძიებებს, საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. ეს შეიძლება აიხსნას შემდეგნაირად: აგვისტოს მოვლენებმა და მისმა სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა შედეგებმა საქართველოს ხელისუფლების მთელი ყურადღება გადართო შექმნილი ვითარების შეფასებისა და სახელისუფლებო მდგრადობის შენარჩუნებისაკენ, რის გამოც არ დარჩათ კრიზისული პრობლემების გაცნობიერების რესურსი. მეორეს მხრივ, ხელისუფლების ყველა შტოში იმდენად დაბალკვალიფიციური ეკონომიკური აზროვნებაა, რომ ვერ შეძლეს მოსალოდნელი კრიზისული რყევებისა და რეცესიის მოახლოების ანალიზი, შეფასება და დაპროგნოზება. არ გამოვრიცხავ მე სამე ფაქტორსაც, რომ ხელისუფლებას კვლავაც მიაჩნია მათი ეკონომიკურ-პოლიტიკური ქმედება იმდენად წარმატებულად, რომ მსოფლიო კრიზისი ვერაფერს დააკლებს ქართულ ეკონომიკას. ეს არაა მტკიცება, მხოლოდ ჩემი ჰიპოთეზაა.

0x01 graphic

არადა, ფაქტობრივად საქართველოში თანაბრად აქვს ადგილი როგორც ფინანსურ კრიზისს, ასევე რეცესიას. საბანკო სექტორი, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებების შესახებ პიარ-კამპანია არ შეუწყვეტია, უმძიმეს მდგომარეობაშია. მათი საფრთხეები თანდათანობით იზრდება და უახლოეს მომავალში უთუოდ გამომზიურდება. ხელისუფლებას კი მათი დახმარების მიზნით ჯერჯერობით არსებითი ხასიათის არანაირი ღონისძიება არ მიუღია. ამ სექტორთან ყველაზე დაახლოებული დარგი - მშენებლობა სანახევროდ პარალიზებულია. ურთულესი ვითარებაა რეალურ სექტორში. წარმოების ტემპები და მასშტაბები ნელ-ნელა რეცესიას განიცდის. მძიმე მდგომარეობაა ტურიზმის სფეროშიც. გრძელდება უცხოური ინვესტიციების გადინების პროცესი, ხოლო ახალი ინვესტიციების მოზიდვა მაღალი რისკის გამო თითქმის შეუძლებელი ხდება. ქვეყნის მიმდინარე ბალანსი სულ უფრო უარესდება. ექსპორტი კლებულობს, იმპორტიც თანდათანობით კლების ტენდენციას ღებულობს. ეროვნული ვალუტა მყისიერად გაუფასურდა, ფასები მატულობს, ბიუჯეტის შემოსავლებით შევსების პრობლემა თანდათანობით დგება და მალე მწვავე ხასიათს მიიღებს, უმუშევრობა დღითიდღე იზრდება. მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდის ტემპი ეცემა. ერთი სიტყვით ქვეყანაში აშკარა რეცესიასთან გვაქვს საქმე.

აღნიშნული ნეგატიური ეკონომიკური პროცესები ძირითადად შემდეგი სამი მიზეზითაა განპირობებული: მსოფლიო კრიზისის ექო, აგვისტოს ცნობილი მოვლენები და სუსტი სახელმწიფო ეკონომიკური მენეჯმენტი.

საქართველოს ეკონომიკის განვითარების მოკლევადიანი პროგნოზები პესიმისტურია. როგორც გაეროს, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის კვლევები გვიჩვენებენ მომავალ 2009 წელს საქართველოში გაიზრდება სიღარიბის დონე და 100 ათასი ერთეულით შემცირდება სამუშაო ადგილი. იმისათვის, რომ კრიზისის გავლენა ქვეყნისათვის დამანგრეველი არ აღმოჩნდეს, უცხოელი ექსპერტები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გაააქტიურონ ძალისხმევა შემდეგი მიმართულებებით: პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა, რათა მოზიდულ იქნას უცხოური ინვესტიციები; სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა; სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა; სამაუწყებლო მედიისათვის თავისუფლების ხარისხის გაზრდა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება; საარჩევნო სისტემის დახვეწა-სრულყოფა.

საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობის მდგრადობის შესახებ შეფასებები გადაჭარბებულია. მსოფლიო კრიზისისა და აგვისტოს მოვლენების ეკონომიკაზე გავლენის „ეფექტი“ უახლეს პერიოდში გამოაშკარავდება, მოგვიანებით გამოვლინდება შიდა ეკონომიკური წინააღმდეგობები და დისპროპორციები. 2008 წელს ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 3-4%25-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი ამ ციფრის შენარჩუნება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გონივრულად გაუძღვება ქვეყნის ხელისუფლება ეკონომიკის მართვას და რეგულირებას.

ყველაზე მთავარი იქნება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ამ მხრივ პროგნოზები არაოპტიმისტურია, რამეთუ, მომავალ წელს პოლიტიკური ვითარების არათუ სტაბილიზაცია, არამედ აშკარა გამწვავებაა მოსალოდნელი. გამომდინარე აქედან, მხოლოდ უცხოური ინვესტიციების იმედზე ყოფნა მიუღებელია. საჭიროა შიდა რესურსების ამოქმედება, საგადასახადო ტვირთის ოპტიმალური გადანაწილება წარმოებას, კაპიტალსა და მომხმარებელს შორის. ჩვენის აზრით, სასწრაფოდაა მისაღები გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესის საგადასახადო პრეფერენციების, ან საერთოდ დაბეგვრიდან გათავისუფლების შესახებ.

საქართველოში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია მოკლევადიან, მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტაზე და ნაკლებად ითვალისწინებს გრძელვადიან ამოცანებს, რის გამოც ნებისმიერ ფორს-მაჟორულ სიტუაციას შეუძლია დაარღვიოს ქვეყნის მომავალი ეკონომიკური ბალანსი. ეს ეხება პრივატიზაციის, ფულად-საკრედიტო, ინვესტიციურ, ფისკალურ-საბიუჯეტო და სხვა პოლიტიკებს.

საქართველოში განხორციელებული პრივატიზაციიდან მიღებული სახსრები რეალური სექტორის მხარდაჭერას რომ მოხმარებოდა, დღეს ეკონომიკა გაცილებით მდგრადი და პერსპექტივაზე ორიენტირებული იქნებოდა.

საქართველოში ამ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების ერთ-ერთი ფრიად სერიოზული ნეგატიური მხარეა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გაუმჭვირვალობა. პრივატიზებული მსხვილი ობიექტების მეპატრონეები საზოგადოებისათვის უცნობია, ხელისუფლება გაურკვეველი მიზეზებით მაქსიმალურად არიდებს თავს მათ გამომზეურებას, რაც ეჭვებს უფრო აღრმავებს და სოციალურ უკმაყოფილებას ზრდის. არადა, პოსტსოციალისტურ და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში გამოიცემა სპეციალური ბიულეტენები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველანაირი ინფორმაცია პრივატიზებულ ობიექტებზე. ევროპის მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, განსაკუთრებით გერმანიაში, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი უცხოელი ინვესტორების მიერ ეროვნული ობიექტების დასაკუთრება, რაც განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის იდეოლოგიით. საქართველოში ეს უკანასკნელი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ამის მკაფიო მაგალითია, სულ ახლახან საქართველოს მთავრობასა და არაბულ კომპანია Ras Al Khaimah Investment- (რაკ ინვესტმენტი) შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფოთის პორტი მთლიანად არაბების ხელში გადავიდა.

0x01 graphic

საქართველოსთვის დღევანდელ ეტაპზე ინვესტიციების მოზიდვა ნამდვილად საშური საქმეა, მაგრამ მისი ნებისმიერი გზით მიღება შორსაა სახელმწიფოებრივი მიდგომისაგან. მოქმედი ხელისუფლება ვალდებულია მაქსიმალურად იზრუნოს მისი მმართველობის პერიოდში არსებული პრობლემების დასარეგულირებლად, მაგრამ, თუ ეს კეთდება მომავალი ხელისუფლებების ხარჯზე, მაშინ, საქმე გვაქვს პრობლემებისადმი არასახელმწიფოებრივ, ზედაპირულ მიდგომასთან და ქვეყნის სტრუქტურული ინტერესების დათმობის ხარჯზე სახელისუფლებო სკამების შენარჩუნებასთან. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, ცივილიზებულ ქვეყნებში სპეციალური სტრქტურები (უშიშროების საბჭო, სადაზღვევო სამსახური და ა.შ.) სწავლობენ ეროვნული ქონების უსაფრთხოდ გასხვისების საკითხს, რითაც ხდება ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა. ამ კუთხით საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს საქმიანობა, ჩემის აზრით, არადამაკმაყოფილებელია. ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ მის სტრუქტურაში ადრე არსებული ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი სრულიად უსაფუძვლოდ გაუქმდა და მთლიანად ეკონომიკური პრობლემა მისი ზედამხედველობის მიღმაა დარჩენილი. არადა, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ფუნქცია არ უნდა შემოისაზღვროს მხოლოდ მიმდინარე პერიოდში ქვეყნის წინაშე მდგარი პოლიტიკური პრობლემებით, არამედ, მისი სისტემატური მონიტორინგის ობიექტი უნდა იყოს ის გადაწყვეტილებები, რომლის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური შედეგები უახლოეს, ან შორეულ პერსპექტივაში იჩენენ თავს.

რეცესიის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერა რეალური სექტორისადმი. სამწუხაროდ, ბიუჯეტის შედგენაში ყოველწლიურად მიმდინარე ექსპერიმენტები და ვარჯიში არანაირ პოზიტიურ შედეგს არ იძლევა. მთავრობის პროგრამით გაპიარებული პროფიციტული ბიუჯეტი მყისიერად დეფიციტური გახდა. ბიუჯეტიდან არ გამქრალა სხვადასხვა უმიზნო და გაუაზრებელი ხარჯები. იგი გადატვირთულია მაღალი კორუფციული რისკის შემცველი პროგრამებით, რომელთა ნაწილის დასახელებაც კი ღიმილის მომგვრელია. ბიუჯეტი დგება დღევანდელი კვერცხისუპირატესობის პრინციპით, რადგან, იგი არაა ორიენტირებული პერსპექტივაზე, ხვალინდელ დღეზე, ეკონომიკურ წინსვლა და განვითარებაზე. იაფი კრედიტისიდეოლოგიის, რომელზედაც დიდი იმედები იყო დამყარებული, შედეგები უმნიშვნელოა. უფრო მეტიც, მისი მოცულობა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში 2-ჯერაა შემცირებული. არაფინანსურ აქტივებზე ხარჯები კვლავაც გაბერილია, რაც ნიშნავს ახალ მანქანებს, კაბინეტების შეკეთებას და .. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიუჯეტმა ვერ-იგრძნოკრიზისის სუსხი. სხვათაშორის, ბევრმა ქვეყანამ კრიზისის გამო საბიუჯეტო ხარჯები არსებითად შეამცირა. ლატვიამ 10 პროცენტით, რუსეთმა 8 პროცენტით, გერმანიამ - 12%25-ით და .. თანაც შეამცირეს ძირითადად მმართველობითი ხარჯები და გაზარდეს რეალური სექტორის მხარდაჭერა ,ჩვენთან ჯერჯერობით ასეთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ნაკლებად იგრძნობა. კრიზისის გამო ბევრმა ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა ხელფასები საბიუჯეტო სექტორში, ჩვენთან კი მარეგულირებელი კომპანიები და სახელმწიფო ტელეკომპანიების ხელმძღვანელები ქვეყნის პრეზიდენტზე 10-ჯერ მეტ ხელფასს იღებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. თუ კაცი შინაგანად უპატიოსნოა, მას მილიონი რომ დაუნიშნო ხელფასი, მაინც მოიპარავს, რისი მაგალითების ძებნა ძნელი არ არის.

საქართველოში ეკონომიკური კრიზისის დაძლევა საკადრო პრობლემებთანაცაა დაკავშირებული. ფაქტობრივად ქვეყანას, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა არა ჰყავს გამოცდილი მმართველი ეკონომიკური გუნდი, რომელსაც გააჩნია ანალიზის, პროგნოზირების და სათანადო გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ყველა ეკონომიკური საკითხი თავმოყრილია ერთი პიროვნების ხელში, რომელსაც ვერც ერთი ეკონომიკური უწყების მეთაური შეკამათებასაც კი ვერ უბედავს. ეს იმიტომ, რომ სხვა დანარჩენებთან შედარებით უფრო განათლებულია ეკონომიკურ საკითხებში და იგი ბელადად ჩანს, იმიტომ, რომ სხვა დანარჩენები დაბალი კვალიფიკაციისაა. ავიღოთ ერთი მაგალითი. მიმდინარე წელს მთავრობამ პარლამენტს მიაღებინა კანონი საქართველოში ფინანსური გლობალური ცენტრის ორგანიზაციის შესახებ, ხოლო შემდგომ მთავრობამ სპეციალური საკონსულტაციო საბჭოც კი შექმნა. არადა, ყოველივე ეს ხდება იმ დროს, როდესაც მსოფლიოში დაწყებულია უმძიმესი გლობალური ფინანსური კრიზისი, რომლის შედეგების და გავრცელების არეალის პროგნოზირება კვალიფიციური მთავრობისათვის არანაირ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. მეორე მაგალითი: საქართველომ თურქეთთან ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. ეს კი თურქეთისათვის, რომელსაც 1000-ჯერ მეტი საქონელი შემოაქვს ჩვენს ქვეყანაში კარგია, ხოლო ჩვენთვის, ძალიან ცუდი, რადგან ამით ჩვენ ვაქვეითებთ ადგილობრივ მეწარმეობრივ ინიციატივას და ვზრდით უმუშევრობას.

კრიზისი მალე გამოავლენს თავის ნეგატიურ ძალას. საჭიროა ხელისუფლების ძალისხმევის გაძლიერება და რადიკალური ღონისძიებების დაუყოვნებლივ მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგრადობას დიდი საფრთხე დაემუქრება.

9 ენდეთ პატარძეულს

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამაზ ტოკლიკიშვილი
„პატარძეულის“ გენერალური დირექტორის მოადგილე

კვერცხი რომ სრულფასოვანი საკვები პროდუქტია ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან გავხსოვს.არსებობს მომხმარებელთა კატეგორია, რომელიც ყველა დასახელების კვერცხის გასინჯვის შემდეგ გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონეს ანიჭებს უპირატესობას და მისი ერთგული რჩება. დღეს სწორედ იმ საწარმოს საქმიანობაზე გიამბობთ, რომლის პდორუქცია მომხმარებელთა უმრავლესობამ სწორედ ამგვარად გამოარჩია...

1970 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში საკოლმეურნებათაშორისო მეფრინველეობის ფაბრიკა დაარსდა, რომელიც 100 ათას მოქცეულზე, ანუ კვერცხმდებელზე იყო გათვლილი. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქვეყანა აირია, ფაბრიკაც გაჩერდა. ოთხმა დამფუძნებელმა: ოთარ მუჩიაშვილმა, („პატარძეულის“ ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა), ნიკო ნებიერიძემ, ლადო მარხვაშვილმა და თენგიზ ოქოცვერიძემ 1999 წელს, ფაქტობრივად, თავიდან აამოქმედეს საწარმო - ასე შეიქმნა შპს „პატარძეული“.

ამჟამად ფაბრიკაში 7 საფრინველეა. მათგან ექვსი 18 500 სულ ქათამზეა გათვლილი, მეშვიდე კი 54 000 ფრინველს იტევს. მიმდინარე წლის 11 თვეში „პატარძეულმა“ 26 მილიონი კვერცხი აწარმოა, ასე რომ, ყოველთვიური წარმადობა დაახლოებით 2 მილიონ 400 ათას ცალ კვერცხს შეადგენს. ამ ეტაპზე ორი საფრინველე გაჩერებულია, მათში გადასაყვანი მოზარდი ფრინველი იქ 2009 წლის თებერვლის ბოლოსთვის დაბინავდება. საწარმოს მთავარი ვეტექიმი, „პატარძეულის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი თამაზ ტოკლიკიშვილი დარწმუნებულია, რომ წარმადობა გაცილებით მეტი იქნებოდა, თავის დროზე ქათმის გრიპის გამო შექმნილ პანიკას ხელი რომ არ შეეშალა.

0x01 graphic

თამაზ ტოკლიკიშვილი: სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სადედე გუნდი, არადა შეიძლებოდა, რომ წიწილა თავად რესპუბლიკაშივე გამოჩეკილიყო. ჩვენ ქათმები სომხეთიდან შემოგვყავს, ქათმის გრიპის პერიოდში, როდესაც ფრინველის შემოყვანის პროცესი შეჩერდა, ჩვენც თითქმის 10 თვე გავჩერდით. ეს ის პერიოდი გახლავთ, როდესაც კვერცხსა და ქათამს მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებდა. მომხმარებელთა უმრავლესობა ინფორმირებული იყო, რომ ჩვენი პროდუქცია ხარისხიანი, საღი და ყოველმხრივ დაცული იყო, მაგრამ შეძენისგან მაინც თავს იკავაბდნენ. აქედადნ გამომდინარე, ჩვენც ვეღარ ჩავსვით წიწილის ის რაოდენობა, რომლის მეშვეობითაც მომავალში მეტ კვერცხს მივიღებდით. ამიტომ ამ რთულმა პერიოდმა თითქმის ერთი წლით დაგვწია უკან.“ კვერცხის მწარმოებელი კომპანია აგვისტოს მოვლენებმაც დააზარალა, რადგან გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, საწარმოში იმედოვნებენ, რომ მომავალი წლისათვის ყველაფერი თავის ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.

პატარძეულის კვერცხის მომხმარებელი, უმთავრესად, თბილისის მოსახლეობაა. ზაფხულობით კი კომპმანია პროდუქციას ბათუმსაც აწვდის. „თბილისელებს ხარისხთან და გემოსთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ, რასაც ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ. შედეგად კი „პატარძეულის“ კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პროდეუქტია.“ - ამბობს თამაზი.

როგორც პატარძეულის მთავარმა ვეტექიმმა გვითხრა, ფრინეველების საკვებად საწარმოში მხოლოდ საქართველოში მოწეულ პროდუქტს - სიმინდს, ხორბალს, ქერს, კოპტონსა და ზეთს იყენებენ, რაც პროდუქტს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს. ქართველ გლეხს, ფერმერს ხელი იმდენად არ მიუწვდება სასუქზე, ამიტომ პროდუქტი, რომლითაც ქათმებს ვკვებავთ, საღია და არ არის გაჯერებული ნიტრიტებითა და ნიტრატებით, შესაბამისად, საღია ჩვენი პროდუქციაც... დანამატებად ვიტამინებსა და მინერალებს ახლა მთელი მსოფლიო იყენებს, მაგრამ რაც უშუალოდ გემოვნებას აძლევს კვერცხს, ეს სწორედ ჯანსაღი ქართული პროდუქტია!.

0x01 graphic

აქამდე ფაბრიკაში ქათმებს, უმთავრესად, გალიური სისტემით ინახავდნენ, რაც საბჭოთა კავშირის პერიოდში საუკეთესოდ იყო მიჩნეული, ახლა კი თანამედროვე სტანდარტებს სრულად ვეღარ აკმაყოფილებს. პატარძეულში ფეხს უწყობენ პროგრესს, ამიტომ გადაიარაღების პროცესი უკვე დაწყებულია. ერთი საფრინველე მთლიანად თანამედროვე სტანდარტების მიხედვითაა მოწყობილი. მომავალი წლისთვის კიდევ სამი საფრინველის გადაიარაღება იგეგმება, რაც კიდევ უფრო სუფთა და ხარისხიანი კვერცხის მიღებასა და ერთეულ ფართობზე ქათმის დასმის მაჩვენებლის გაზრდას ნიშნავს. თანაც, გადაიარაღების შემდეგ საწარმო პროდუქციის მიწოდებას ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად შეცვლის. მაგალითად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ თითქმის მთელს მსოფლიოში კვერცხის მოხმარების მკვეთრი კლების ტენდენცია შეინიშნება. ამ დროისთვის ფასებიც ვარდება, რაც ფაბრიკის ბიუჯეტზეც აისახება. ამიტომ კვერცხის მწარმოებლები აღდგომის შემდგომ პერიოდში სულადობის შემცირებას ცდილობენ, რათა მხოლოდ არსებული - შემცირებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ. თუ ბაზრის მოთხოვნა გაიზრდება, ჩვენც გავზრდით წარმოებას, ამის გაუთვალისწინებლად მისი გაზრდა კი დიდ დარტყმას მოგვაყენებდა, რადგან კვერცხი მალფუჭებადი პროდუქტია... შენახვის პირობები კი გვაქვს, მაგრამ არ გვინდა, რომ ჩვენი კვერცხი სამ კვირას, ან სამ თვეს ინახებოდეს, რადგან გვირჩევნია, დიეტურ კვერცხზე ვიმუშაოთ.

კვერცხის ხუთი კატეგორიიდან ყველაზე დიდი მოცულობის - დიეტური, ანუ ნული კატეგორიის, 72 გრამზე მეტი წონის მქონე კვერცხი დადების დღიდან 7 დღის განმავლობაში ითვლება დიეტურად, შემდეგ კი სხვა კატეგორიაში გადადის. +2 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის პირობებში მისი შენახვა 25 დღეც შეიძლება, მაგრამ ეს საკითხი „პატარძეულში“ აქტუალური არ არის, რადგან მათ მიერ წარმოებული კვერცხი დახლზე დიდხანს მაინც არ ჩერდება და მაღაზიაში სამ დღეზე მეტ ხანს არც დევს.

0x01 graphic

ფაბრიკა დიდი არ არის: სულადობა 100-120 ათას კვერცხმდებელს შეადგენს. გადაიარაღების შემდეგ ეს მაჩვენებელი გაიზრდება, თუმცა არც თუ ისე მკვეთრად, რადგან ფაბრიკის ხელმძღვანელობა რაოდენობის გაზრდაზე მეტად მნიშვნელობას კიდევ უფრო სუფთა და ხარისხიანი კვერცხის მიღებას ანიჭებს. ბატონი თამაზი ფიქრობს, რომ ქათმის გრიპთან დაკავშირებული პანიკა მაინც ხელოვნურად იყო შექმნილი, რამაც ფაბრიკები კი დააზარალა, მაგრამ, სამაგიეროდ, სიფრთხილის ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა. თუმცა, აქვე დასძენს, რომ უსაფრთხოების საკითხი მეფრინველეობის ფაბრიკებში ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია და გადამფრენ ფრინველთან კონტაქტი გამორიცხულია.

თამაზ ტოკლიკიშვილი: შემიძლია, დავარწმუნო თბილისელები, რომ პატარძეულის კვერცხი, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, ყველანაირად დაცულიცაა: ხარისხი სისტემატურად მოწმდება, რასაც შესაბამისი სერთიფიკატები და ვეტერინარული დასკვნებიც ადასტურებს. გემრიელად მიირთვით ჩვენი პროდუქტი - ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჩვენს რესპუბლიკაში, თუ არა მთელს მსოფლიოში... რომლის საიდუმლოც მხოლოდ ქართულ პროდუქტშია!

ასე, რომ ენდეთ პატარძეულს!

ეკა ჯიმშელაძე

10 კომპანიაში პრობლემები გაგიჩნდათ? - მიმართეთ „ქონსელერს“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მოგვმართეთ ჩვენ, რათა თქვენი ბიზნესი დაცული იყოს! -

ასეთია აუდიტორული ფირმა ქონსელერის სლოგანი. კომპანიებს დღეისათვის ამ ტიპის მომსახურებას უამრავი ფირმა სთავაზობს. ყოველი მათგანი კიდევ უფრო მეტი კლიენტის მიზიდვას ცდილობს. არადა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საამისოდ მხოლოდ მაღალკვალიფიციური იურისტების დაქირავება არ არის საკმარისი...

აუდიტორულ ფირმა ქონსელერს ჯერ მხოლოდ ერთწლიანი ისტორია გააჩნია, თუმცა, სათანადო ნდობა და რეპუტაცია უკვე მოიხვეჭა, რასაც რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიც მოწმობს. აუდიტორული ფირმის გახსნის იდეა დამფუძნებლებს ამ მიმართულებით დაგროვებულმა სერიოზულმა გამოცდილებამ უკარნახა. მართლაც, მათ ალღომ არ უმტყუნა და „ქონსელერის“კლიენტთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. მაინც, რა გამოარჩევს ამ აუდიტორულ ფირმას უამრავი კონკურენტისგან, თანაც, ასეთი გაჯერებული ბაზრის პირობებში?

ქონსელერის მაღალკვალიფიციური იურისტები, ბუღალტერ-ეკონომისტები და სერთიფიცირებული აუდიტორები კლიენტების მიმართ ისეთი გულისხმიერებით გამოირჩევიან და ისე ოსტატურად უგვარებენ ყოველგვარ საქმეს, რომ მათ, უბრალოდ, არჩევანსაც კი არ უტოვებენ, რომ კლიენტმა მომავალში სხვა ფირმას მიმართოს... თანაც, „ქონსელერში“ მათი საქმეები სწრაფად, ხარისხიანად და საკმაოდ მისაღებ ფასად გვარდება. აუდიტორული ფირმის თანამშრომლებისთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილებაც არ წარმოადგენს პრობლემას, ასე რომ, „ქონსელერის“ მომსახურების ფასი უკვე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც იციან...

0x01 graphic

ქონსელერი კლიენტებს იურიდიული და აუდიტორული საქმიანობის ფართო სპექტრის მომსახურებას სთავაზობს: მიმდინარე თუ გასული წლების აუდიტი, როგორც იურიდიულ, ისე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები, ფირმების რეგისტრაცია, ბუღალტერიის წარმოება როგორც ფირმაში, ისე ადგილზე გასვლით, ქონების შეფასება... აღსანიშნავია, რომ ქონსელერისკლიენტებისთვის იურიდიული, თუ ფინანსური კონსულტაციები აბსოლუტურად უფასოა.

ქონსელერის გუნდი 15 პროფესიონალისგან შედგება, საჭიროების შემთხვევაში, მსხვილ კომპანიასთან მუშაობისას კი საქმეში ერთვება ასევე პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული რეზერვი. წელიწადში ერთხელ „ქონსელერის“თანამშრომლები კვალიფიკაციას იმაღლებენ, კანონმდებლობის სიახლეებს კი სისტემატურად ეცნობიან. როგორც ფირმის დამფუძნებლები აცხადებენ, კანონმდებლობა არასოდეს არ არის ისეთი, ყველას რომ მოსწონდეს: უბრალოდ, კარგად უნდა შეისწავლო იგი და ყველაფერი კარგად იქნება!..

ასე რომ, გირჩევთ: დაიცავით თქვენი ბიზნესი და მიმართეთ აუდიტორულ კომპანია ქონსელერს!

მის.: . თბილისი, ცოტნე დადიანის . 32
ტელ.: 890 69-92-98
822 69-09-19
895 22-77-14
895 38-00-85
ფაქსი: 822 69-92-98

კომპანია ქონსელერი სრულიად საქართველოს
ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს.

ღმერთმა ინებოს, ეს წელი გარდატეხის წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული თანამემამულისთვის.

11 ერთად დავძლიოთ კრიზისი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ვახტანგ ალანია,
სატრანსპორტო გადაზიდვების კომპანია სოფმარ-ის გენერალური დირექტორი

ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება ძნელია. ამ სიტყვების მიღმა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები იმალება. კერძოდ, არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, არაჯანსაღი ბიზნეს-გარემო (არაკონკურენტული პირობები). ამას, ბიზნესის კეთების არასათანადო გამოცდილებაც დავუმატოთ და პრობლემათა კასკადიც სახეზეა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყანა მტკიცედ დაადგა საბაზრო ეკონომიკის გზას. წინააღმდეგობათა ფონზე ნელ-ნელა, მაგრამ, მაინც ვითვისებთ საბაზრო ურთიერთობათა ანაბანას!

0x01 graphic

0x01 graphic

ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული არასასურველი გარემო კიდევ უფრო დაამძიმა მსოფლიოს საფინანსო კრიზისმა (რომელიც თანდათან ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა) და აგვისტოს ავადსახსენებელმა მოვლენებმა. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოც მკაცრი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა - ან ავამუშაოთ საბაზრო პრინციპებისათვის დამახასიათებელი ყველა ბერკეტები და გადავრჩეთ, ან...

კომპანია „სოფმარ“ -ის მაგალითზე გეტყვით: „სოფმარ“-ი, რომელიც არსებობის თითქმის ორ ათეულ წელიწადს ითვლის, დღემდე ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად ითვლებოდა (და ითვლება) საექსპედიტორო გადამზიდავ კომპანიათა შორის. ჩვენ კლიენტებთან ურთიერთობის საკმაოდ ხელსაყრელი (მათთვის მისაღები) ტრადიცია გაგვაჩნია. ნიშანდობლივია ისიც, რომ „სოფმარ“-ი ნებისმიერი სახის ტვირთის მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო გადაზიდვას ასრულებს. ამიტომაცაა, ჩვენი მომსახურება უნივერსალური!

შემიძლია დაბეჯითებით აღვნიშნო, რომ 2008 წელს კომპანიამ ჩვეული რიტმით დაიწყო, რომ არა ზემოთხსენებული კრიზისი და აგვისტოს მოვლენები, რომელმაც (როგორც სხვა კომპანიებზე) ჩვენზეც უარყოფითად იმოქმედა და ხელი შეგვიშალა ახალი პროექტების განხორციელებაში. თუმცა, ძირითად სტრატეგიაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.

არსებულმა კრიზისმა ნათლად დაგვანახა, რომ თუ კომპანიას არა აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გრძელვადიანი სტრატეგია, არსებულ პრობლემებთან ადაპტირებას ვერ ახერხებს და უუნარო ხდება.

0x01 graphic

0x01 graphic

კრიზისმა ისიც გვიჩვენა, რომ ამიერკავკასიის ეკონომიკა არ არის სტაბილურად განვითარებული, აქედან გამომდინარე, ძვირდება სატვირთო გადაზიდვების თვითღირებულება და მცირდება მოგებაც. პრობლემას ქმნის ისიც, რომ საკრედიტო განაკვეთების პროცენტული ზრდის გამო, ბანკებთან ურთიერთობაც შეიზღუდა.

ცხადია, ეს ყველაფერი ჩვენს საქმიანობაზეც აისახება, მაგრამ ვცდილობთ ნაკლები დანაკარგებით გადავიტანოთ კრიზისი.

რაც შეეხება პერსპექტივას, მომავალ წელს ოპტიმისტური განწყობით ვხვდებით. ვაპირებთ გავაღრმავოთ და უფრო ეფექტური გავხადოთ „სოფმარ „-ის ძირითადი მიმართულებები:

  • საკონტეინერო გადაზიდვები;

  • მშრალი, ნაყარი ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვები;

  • საავტომობილო გადაზიდვები.

ასე, რომ, ფარ-ხმალს ნამდვილად არ ვყრით!

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დამდეგი 2009 შობა-ახალი წელი მივულოცო ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის შემოქმედებით კოლექტივს და სრულიად საქართველოს.

სოფმარ-ი გისურვებთ მშვიდობიან და სტაბილურ სახელმწიფოში ცხოვრებას.

ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!

0x01 graphic

12 მიბაძეთ „ალფა“-ს

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კიაზო აბესაძე,
სამშენებლო კომპანია ალფა- დირექტორი

ეკონომიკური კრიზისის მსახვრალმა ხელმა, ყველაზე მეტად სამშენებლო ბიზნესი დააზარალა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოიძებნა კომპანია, რომელსაც არც მუშაობა შეუწყვეტია და არც თანამშრომლები დაუთხოვია... მოდით, უფრო ახლოს გავიცნოთ სამშენებლო კომპანია ალფა, რომლის სახელიც, შესაძლოა, უმრავლესი თქვენგანისთვის არ იყოს ნაცნობი, რადგან კომპანია აქტიური რეკლამის ნაცვლად, უბრალოდ, აქტიურად აშენებს. თანაც, ხარისხიანად და, რაც მთავარია, ამისთვის საკუთარ საშენ მასალას იყენებს.

სამშენებლო კომპანია ალფა 1996 წელს დაარსდა. თავდაპირველად ობიექტების მშენებლობა არ დაუწყია - საქმეს სიღრმისეულად მიუდგა და საშენი მასალების საწარმოს აშენებას შეუდგა. ამას მოჰყვა ინერტული მასალების, მეტალოპლასტმასის, ლითონის ნაკეთობების, პარკეტის, არმატურის, ბორდიურებისა და საკანალიზაციო ჭების დამამზადებელი საამქროები... ასე რომ, „ალფა“ ქვასა და ღორღს, სასაქონლე ბეტონს, კედლის, საძირკვლისა თუ ტიხრის ბლოკებს თავად აწარმოებს. გარდა ამისა, აქვე მზადდება გრანიტის პალირებული ფილებიც.

ალფა საწარმოო პროცესების დასრულებისთანავე ობიექტების მშენებლობაზე გადავიდა. საბურთალოზე 2004 წელს დაწყებული ორსადარბაზოიანი სახლის მშენებლობა უკვე დასრულდა. ამას მოჰყვა რძის კომბინატ „ამალთეას“ პირდაპირ მდებარე ორი 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ამჟამად კი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ხუთსართულიან შენობას აშენებს, რომლის დასრულებაც მომავალი წლისთვის იგეგმება.

0x01 graphic

მშენებარე კომპლექსი

ასათიანის ქ №14

როგორც მოგახსენეთ, ალფა-ში აქტიური სარეკლამო კამპანიის მომხრენი არ არიან და მიიჩნევენ, რომ მათი აშენებული სახლები საუკეთესო თვალსაჩინო რეკლამაა.

კიაზო აბესაძე, სამშენებლო კომპანია ალფა- დირექტორი: წინამძღვრიშვილის ქუჩაზე უამრავი სახლია დანგრეული. ეს ხომ თბილისის ძველი უბანია... როდესაც მოსახლეობა ძალაუნებურად უყურებს ჩვენი მშენებლობის პროცესს და შედეგსაც ხედავს, უკვე ბევრმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, რომ მათი სახლი სწორედ ალფა- ააშენოს. რამდენიმე მათგანთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ნდობა და ავტორიტეტი თანდათანობით მოვიპოვეთ. ბინის ყიდვის მსურველები ყველაფერს განსაკუთრებული სკურპულოზურობით გვიმოწმებენ. სამწუხაროდ, ხშირად მსმენია, რომ ამა თუ იმ მშენებლობაზე ბეტონს იპარავენ... ჩვენ ყველანაირ ლაბორატორიულ შემოწმებებს გავუძელით. საკუთარი წარმოება გვაქვს და ფალსიფიცირებულ ბეტონს ხომ არ დავამზადებთ? სხვისი პროდუქციის კონტროლი ხომ აღარ მჭირდება? ის კი არა და, ხარისხი ჩვენთან ისეთ დონეზეა დაცული, რომ როდესაც ინსპექციამ ჩვენი ბეტონი შეამოწმა, 300-ის ნაცვლად 315 მარკა აჩვენა! მოგეხსენებათ, თბილისი ინტელიგენციის ქალაქია. როდესაც ობიექტის სანახავად მოდის ვინმე, თავდაპირველად მისი არც პროფესია იცი, არც განათლება... ამ დროს, აღმოჩნდება მაღალკვალიფიცირებული ინჟინერი და ამოწმებს, როგორია არმირება, როგორია ბეტონი... უმაღლეს ხარისხს რომ ხედავს, თავადაც ყიდულობს და სხვასაც ურჩევს. ერთ-ერთმა ტრესტის მმართველმა, რომელმაც ჩვენგან ბინა შეიძინა, ისიც კი გვისაყვედურა რად გინდათ, ამდენ არმატურას რომ დებთ საქმეშიო... ჩვენი პასუხი იყო: პროექტით ასეა გათვალისწინებული! ჩვენ, უბრალოდ, ხარისხიანად და ერთგულად ვაშენებთ!

0x01 graphic

მშენებარე კომპლექსი დიდუბეში (ყოფილი ამალთეას ტერიტორია)

სამშენებლო მოცულობების გაზრდას „ალფა“ -ში არ აპირებენ. ჯერ ერთ პროექტს ამთავრებენ და მხოლოდ შემდეგ იწყებენ მომდევნოს. ყველაფერს რომ მოვედოთ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ თანხები გაგვებნეს და ეკონომიკა უმართავი გახდეს. სწორედ ამას ვერიდებით. გვირჩევნია, ეკონომიკური შესაძლებლობები დავზოგოთ და, რომც შეჩერდეს ბინების რეალიზაცია, მშენებლობა მაინც არ გაგვიჩერდეს. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი მიდგომა და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ მუშაობას,“- ამბობს ბატონი კიაზო.

0x01 graphic

კომპლექსი ფიქრების ქუჩაზე

რაც შეეხება ფასებს, „ალფა“ -ს ხელმძღვანელობას მუდმივად ბაზრის პულსზე უჭირავს ხელი, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში თითოეულ კლიენტს ინდივიდუალურად უდგება, საწყისი თანხის შეტანის შემდეგ კი, მოლაპარაკების შედეგად, მყიდველს მისთვის ხელსაყრელ გრაფიკს უდგენს.

აგვისტოს მოვლენებმა დაუზარალებელი არავინ დატოვა და, ბუნებრივია, გამონაკლისი არც ალფა ყოფილა: პრობლემები მომწოდებლებს შეექმნათ. თუმცა, კომპანიას მშენებლობა არ შეუჩერებია. ვინც ამ რთულ მდგომარეობას გაუძლო, მომავალში, ალბათ, უფრო მომგებიან პოზიციაში გადავა. იმედია, სიტუაცია მალე გაუმჯობესდება. ჩვენ საქმე ყოველთვის გვექნება. თუკი ქვეყანაში სამშენებლო საქმე შემოილევა, ხომ დაღუპულია იმ ქვეყნის საქმე...

0x01 graphic

ამხანაგობა წინამძღვრიშვილი 07-ის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი

ალფა ქველმოქმედებასაც ეწევა, მაგრამ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის დაჟინებული თხოვნით ამ მიმართულებაზე დაწვრილებით ვერ გიამბობთ, რადგან კიაზო აბესაძე მიიჩნევს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, რომლის აფიშირება აუცილებელი არ არის - მთავარია, დაეხმარო, ვისაც ნამდვილად უჭირს!..

ეკა ჯიმშელაძე

13 „პაკსერვისი“ საიმედო და ხარისხიანი დაფასოება-შეფუთვა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კარენ გევორქიანი,
პაკსერვისისდირექტორი

როგორი უნდა იყოს საკვები პროდუქტი, რომ მომხმარებლის მოწონება დაიმსახუროს? რასაკვირველია, უმაღლესი ხარისხის, საღი, გემრიელი, სასარგებლო... და მოსახერხებელი, საიმედოდ დაცული. შესაბამისი დაფასოებისა და შეფუთვის გარეშე საუკეთესო პროდუქციაც კი, შესაძლოა, არაკონკურენტუნარიანი გახდეს. ხარისხიანი შეფუთვა-დაფასოება კი თანამედროვე დანადგარების გარეშე წარმოუდგენელია.

ფირმა პაკსერვისიდასაფასოებელ-საფუთავ დანადგარებს 1991 წლიდან აპროექტებს და ამზადებს. კომპანიაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ცოდნა და გამოცდილება „პაკსერვისის“დანადგარების მაღალ ხარისხსა და საიმედოობას განაპირობებს. დანადგარების დასამზადებლად საწარმოში „Mitsubishi“-ს, „Festo“-ს, „Kamozzi“-ს, „Bosch“-ის, „Siemens“-ისა და მსოფლიოს სხვა წამყვანი კომპანიების მაკომპლექტებელ ნაწილებს იყენებენ. ავტომატური თუ ნახევრად ავტომატური დანადგარები თხევადი, პასტისებური თუ ძნელადდენადი პროდუქტების - არაჟნის, ხაჭოს, მაიონეზის, მდნარი ყველის, მზესუმზირის ზეთის, ღვინის, კონიაკის, არყის, თაფლის, კეტჩუპის, მდოგვის, სოუსის, ტყემლის, საკვები კონცენტრატების, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაწარმის დოზირების, პოლიმერულ ტარაში, დოი-პაკის პაკეტებში, მინის ტარასა თუ პოლიეთილენტერეფტოლატის ბოთლებში მათი ჩამოსხმა-შეფუთვისთვისაა განკუთვნილი. როგორც თავად საწარმოს დირექტორი ბატონი კარენ გევორქიანი ამბობს, ყველაზე დიდი მოთხოვნა რძის პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო დანადგარებზეა, თაფლის დასაფასოებელ აპარატურაზე მოთხოვნა კი ბოლო ერთი წელია, რაც გაიზარდა.

კარენ გევორქიანი: ჩვენი დანადგარების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ბევრს არც კი ჰგონია, თუ ისინი საქართველოშია აწყობილი... ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ჯერჯერობით კონკურენტიც კი არ გვყავს. ამ ეტაპზე, უმთავრესად, საქართველოს ბაზარზე ვმუშაობთ, სამომავლოდ კი რეგიონის ათვისების სერიოზული გეგმები გვაქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას ფარმაცევტულ მიმართულებას დავუთმობთ, რადგან ამ კუთხით მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

პაკსერვისისკლიენტები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა: ამალთეა“, დიდუბის რძე სანტე“, ბედია ეკო-ფუდი ქართული პროდუქტები ნიკორა წეროვანიდა სხვა.

0x01 graphic

14 ეკონომიკური არასტაბილურობა და ციკლურობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კონსტანტინე აბულაძე

სტუ- სრული პროფესორი, ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის სამეცნიერო საბჭოს წევრი

ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში ეკონომისტებმა შენიშნეს საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი თავისებურება -მიდრეკილება ეკონომიკური მოვლენების განმეორებისადმი.

და მართლაც, თუ სტატისტიკას გავაანალიზებთ, საზოგადოებრივი განვითარების პროცესში ეკონომიკური აქტივობა წლიდან წლამდე მერყეობს. არის პერიოდები, როდესაც წარმოების საერთო მოცულობა სწრაფად იზრდება, ზოგჯერ კი მისი ზრდის ტემპი ასევე სწრაფად კლებულობს, რამაც შესაძლოა იმ მდგომარეობამდეც მიგვიყვანოს, რასაც ეკონომიკურ დაცემას უწოდებენ.

საზოგადოებრივი წარმოების განვითარებაში პერიოდულად განმეორებადი ამგვარი მოვლენები მის ციკლურ ბუნებაზე მეტყველებს. ცალკეული ციკლის დიაპაზონი მოიცავს ეკონომიკის მოძრაობას ერთი კრიზისიდან მეორემდე ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღმავლობის ერთი წერტილიდან - (ე.წ. ბუმიდან) მეორემდე (იხ. სქემა).

ამგვარი რყევების მიზეზებს სხვადასხვაგვარად ხსნიდნენ. ეკონომისტთა ერთი ნაწილი საერთოდ უარყოფდა ეკონომიკური კრიზისების შესაძლებლობას. ჭარბწარმოების ნაწილობრივ კრიზისს კი წარმოების სხვადასხვა დარგებს შორის პროპორციის დარღვევით ხსნიდნენ, რასაც, როგორც მიაჩნდათ, თვით ბაზრი დაარეგულირებდა.

0x01 graphic

ეკონომისტთა მეორე ჯგუფი (მათ შორის, ჯ.კეინზი და სხვები) ჭარბწარმოების კრიზისს მოხმარებისადმი დაბალი ზღვრული მიდრეკილების შედეგად მიიჩნევდა. ამრიგად, კრიზისიდან გამოსავალს ისინი ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებაში ხედავდნენ.

არიან ისეთებიც, ვინც კრიზისის მიზეზს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაკლოვანებებით ხსნიან.

როგორც ვხედავთ, საბაზრო ეკონომიკის ციკლური განვითარების ერთადერთი მიზეზის დასახელება ძალზე ძნელია. ამიტომ მრავალი ეკონომისტი შემოიფარგლება ზოგადი განმარტებით იმის შესახებ, რომ ციკლური განვითარება თვით საბაზრო ეკონომიკაზე მოქმედი მრავალმხრივი ძალებისა და ფაქტორების რთულ და წინააღმდეგობრივ ბუნებაშია.

მოგების მაქსიმიზაციისკენ სწრაფვა პერიოდულად ჭარბწარმოებას წარმოშობს. ამ შემთხვევაში კი ირღვევა საბაზრო წონასწორობა, იცვლება კონიუნქტურა - საქონლისა და მომსახურების ფასი იმდენად მცირდება, რომ ზოგჯერ მწარმოებელთა უმრავლესობისათვის მისაღებზე უფრო დაბალია (რომ არაფერი ვთქვათ მოგებაზე).

ჭარბწარმოების მიზეზების შესწავლისას, ეკონომისტებმა ისეთი მოვლენების პერიოდულობას მიაქციეს ყურადღება, როგორიცაა: მოთხოვნის ცვლილება, წარმოების მოცულობის ზრდა, მოცდენები და მათ მონაცვლეობაში გარკვეული თანმიმდევრობა გამოავლინეს.

ეს პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის განვითარებისათვის, რომ XIX და XX საუკუნის ვერც ერთმა წამყვანმა ეკონომისტმა ვერ აუარა მას გვერდი.

ეკონომიკური ციკლების კვლევას მიეძღვნა ცნობილ ეკონომისტთა . კლარკის, . კონდრატიევის, . მარქსის, . მიტჩელის, . შუმპეტერისა და სხვათა ნაშრომები, რომლებიც სხვადასხვა განმარტებებსა და პროგნოზებს მოიცავს.

ამერიკელ ეკონომისტსა და სტატისტიკოსს, კ. კლარკს მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს შესაბამისი პოლიტიკის, კერძოდ, მონოპოლიების საქმიანობის რეგულირებისა და ეკონომიკის ზოგიერთი დარგის ნაციონალიზაციის პირობებში შესაძლებელია ეკონომიკის ციკლური რყევების შერბილება.

ციკლურობის თეორიის შემუშავებაში მნიშვნელოვანი როლი რუსმა მეცნიერმა ნ. კონდრატიევმა შეასრულა (გრძელი ტალღების თეორია). მოკლე, ან, როგორც მათ უწოდებენ, პერიოდული ციკლები ან ჭარბწარმოების კრიზისები კ. მარქსმა შეისწავლა.

აღსანიშნავია . შუმპეტერის იდეა სამციკლიანი სქემის, ანუ ისეთი რყევითი პროცესების შესახებ ეკონომიკაში, რომლებიც თითქოს სამ დონეზე მიმდინარეობს და შესაძლოა მრავალი ეკონომიკური მოვლენის აღწერისთვის იქნას გამოყენებული. აღნიშნულ ციკლებს მან . კონდრატიევის, . ჟუგლიარისა და . კიტჩინის - იმ მეცნიერთა სახელები უწოდა, რომლებმაც ეს ციკლები აღმოაჩინეს. . შუმპეტერს მიაჩნდა, რომ, ეკონომიკურ სისტემაში ვლინდება სამივე ციკლის ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება.

0x01 graphic

ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ სამუელსონი განსაზღვრავს ეკონომიკურ ციკლს, როგორც საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა დარგის ზოგად თვისებას. მას მიაჩნია, რომ სწორედ ეს ციკლურობაა დამახასიათებელი განვითარებილი ქვეყნების ეკონომიკისთვის, რომლებიც თითქმის უკვე ორი საუკუნეა, რაც გარდაუვალად მიდიან ეკონომიკური დაცემისა და აღმავლობის გზით.

ეკონომიკის ციკლური განვითარების მიზეზი წარმოებისა და რეალიზაციის პირობების კონფლიქტია. წარმოება გაფართოებისკენ მიისწრაფვის, ხოლო გადახდისუნარიანი მოთხოვნა კი ჩამორჩება მას.

სხვადასხვა დროს ეკონომისტები განსხვავებული თეორიების მეშვეობით ცდილობდნენ საქმიანი აქტივობის რყევების ახსნას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მთავარი ისეთი ტექნიკური სიახლეებია, როგორც რკინიგზა, ავტომობილები, კომპიუტერები, რაც დიდ გავლენას ახდენს ინვესტიციებზე, სამომხმარებლო დანახარჯებსა, და შესაბამისად, წარმოებაზე, დასაქმებასა და ფასების დონეზე. ეკონომიკაში კი ამგვარი სიახლეები არარეგულარულია, რაც ეკონომიკური აქტივობის არასტაბილურობას უწყიბს ხელს.

სხვა მეცნიერები ეკონომიკურ ციკლებს პოლიტიკური და შემთხვევითი მოვლენებით ხსნიან. ომი, მაგალითად, შესაძლოა იყოს დამანგრეველი წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით. ომის პერიოდში დიდად იზრდება მოთხოვნა სამხედრო პროდუქციაზე, რამაც მაღალი დასაქმება და შესაბამისად ძლიერი ინფლაცია შეიძლება გამოიწვიოს. ომისშემდგომ და მასთან დაკავშირებულ სამხედრო ხარჯების შემცირების პერიოდში ჩვეულებრივ, ეკონომიკური დაცემა იწყება.

არიან ისეთი ეკონომისტებიც, რომლებსაც ციკლი წმინდა მონეტარულ მოვლენად მიაჩნიათ. როდესაც მთავრობა ემისიას მიმართავს, იქმნება ინფლაციური ბუმი. ფულის მცირე რაოდენობა კი აჩქარებს წარმოების ვარდნას და ზრდის უმუშევრობას.

მიუხედავად მრავალი განსხვავებული შეხედულებებისა ეკონომისტთა უმრავლესობას, წარმოებასა და დასაქმების დონის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად ერთობლივი დანახარჯების დონე მიაჩნია.

ცნობილია, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში საქონელსა და მომსახურებას აწარმოებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რეალიზაცია მწარმოებლებს სარგებელს მოუტანს. ამრიგად, თუ ეკონომიკაში მთლიანი დანახარჯი მცირეა მათ არ აწყობთ საქონლისა და მომსახურების დიდი რაოდენობით წარმოება, რაც იწვევს წარმოების დონის, დასაქმებისა და შემოსავლების შემცირებას. მთლიანი დანახარჯების მაღალი დონე კი იმაზე მეტყველებს, რომ წარმოების ზრდას მოაქვს მოგება, რაც აგრეთვე ზრდის დასაქმებასა და შემოსავლებს.

ეკონომიკური ციკლებისა და კრიზისების კვლევის პროცესში შეიძლება გამოვყოთ ორი ტრადიციული მიმართულება: პირველი - გადახდისუნარიანი მოთხოვნის შეზღუდვით გამოწვეული მოხ მარების შემცირება, რაც იწვევს ჭარბწარმოებას. ამ მიმართულების მომხრეებს მიაჩნდათ, რომ პრობლემის გადაჭრა მოხმარების სტიმულირებითაა შესაძლებელი. ამასობაში პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ მოხმარების შემცირება ალბათ უფრო შედეგია და არა კრიზისის მიზეზი.

მეორე მიმართულებაა - ეკონომიკის დარგების განვითარების დისპროპორციის ან „უწონასწორობის“ მეწარმეთა სტიქიური მოქმედებების, ფისკალურ, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების მიზეზით გაერთიანებული თეორიები.

ეკონომიკური ციკლის სხვადასხვა თეორიის ანალიზის შედეგად მათი დაყოფა ექსტერნალურ (გარე) და ინტერნალურ (შიდა) კატეგორიებადაა შესაძლებელი.

ექსტერნალური თეორიების მიხედვით, ეკონომიკური ციკლის მიზეზები ეკონომიკური სისტემის მიღმა უნდა ვეძებოთ: ომებსა და რევოლუციებში, ახალი ტერიტორიებისა და საბადოების ათვისებასა და მოსახლეობის ამასთან დაკავშირებულ მიგრაციაში, დემოგრაფიულ სიტუაციასა და მძლავრ ტექნოლოგიურ გარღვევებში, რომლებიც არსებითად ცვლიან საზოგადოებრივი წარმოების სტრუქტურას.

ინტერნალური თეორიების შესაბამისად, ეკონომიკური ციკლის მთავარი მიზეზები თვით ეკონომიკურ სისტემაშია. ყოველი ეკონომიკური აღმავლობა შემდგომი დაცემის ელემენტებს მოიცავს, ხოლო თითოეული ეკონომიკური დაცემა - გამოცოცხლების ელემენტებს და ეს უსასრულოდ მეორდება. ეს ეკონომიკური ციკლის თვითაღწარმოებადი სისტემაა.

ვინაიდან, უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენები არარეგულარული პერიოდულობით გამოირჩევა, ეკონომიკური ციკლი იმ ქანქარას მოგვაგონებს, რომელსაც შემთხვევითი გარეგანი მოუწესრიგებელი ბუნების ბიძგები ამოძრავებს.

ეკონომიკური რყევების სიხშირე და ამპლიტუდა გარკვეულწილად შიდა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ასევე ეკონომიკური სისტემა, მისი შინაგანი ბუნების შესაბამისად, გარე ფაქტორების რყევებზე რეაგირებს. ამრიგად, ეკონომიკური ციკლის ბუნების ახსნა შეუძლებელია გარე და შიდა ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. ამის გამო სულ უფრო იზრდება იმ ეკონომისტთა რიცხვი, რომლებიც განიხილავენ ეკონომიკური ციკლის პრობლემებს ექსტერნალური და ინტერნალური თეორიების კომბინირების (სინთეზირების) პოზიციებიდან.

0x01 graphic

ტერმინი ეკონომიკური ციკლი გულისხმობს განსაზღვრულ პერიოდში (რამდენიმე წლის განმავლობაში) ეკონომიკური აქტივობის თანმიმდევრულ აღმავლობასა და დაცემას. ცალკეული ეკონომიკური ციკლები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან ხანგრძლივობითა და ინტენსიურობით. არ არსებობს მათი პროგნოზირების ზუსტი მეთოდი, ისინი ამინდის მსგავსად არარეგულარული ბუნებით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, მათ ერთი და იმავე ფაზები ახასიათებთ, რომლებსაც მეცნიერები სხვადასხვა ტერმინებით აღნიშნავენ.

ეკონომიკურ კრიზისს ახასიათებს წარმოების მკვეთრი დაცემა, რომელიც საქმიანი აქტივობის თანდათან შემცირებით (რეცესიით) იწყება. მცირდება სავაჭრო გარიგებებისა და როგორც კრედიტით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა. ირღვევა საბაზრო წონასწორობა ერთ რომელიმე საქონელზე (მომსახურებაზე), ან რომელიმე მთელი დარგის მასშტაბით, იწყება ჭარბწარმოება, რასაც მოჰყვება ფასების დაცემა, ბანკების გაკოტრება, საწარმოთა გაჩერება, სარგებლის განაკვეთის ზრდა, უმუშევრობა.

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში პირველი კრიზისი დაიწყო ინგლისში (1825), აშშ-ში (1841), კვლავ ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში (1847).

ერთ-ერთი დამანგრეველი კრიზისი 1900-1902 წლებში ერთდროულად რუსეთსა და აშშ-ში, შემდგომ ინგლისში განვითარდა და ევროპის კონტინენტზე გადავიდა. იგი ძალზე სწრაფად მოედო ევროპის ყველა ქვეყანას - საფრანგეთს, ავსტრიას, გერმანიას, იტალიას, ბელგიას.

მსოფლიოში უძლიერესმა კრიზისმა (1929-1933) - ე.წ. „დიდმა დეპრესიამ“გამოიწვია სრული დეზორგანიზაცია კაპიტალისტური ქვეყნების, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში.

გრანდიოზულმა საბირჟო კრახმა 1929 წლის 29 ოქტომბერს - ე.წ. შავ სამშაბათს არნახულ კრიზისს მისცა დასაბამი. აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში დაიწყო ფასების უპრეცედენტო დაცემა, მოგების მკვეთრი შემცირება, კატასტროფული საკრედიტო კრიზისი და ფასიანი ქაღალდების კურსის დაცემა, ვალუტების გაუფასურება. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ უბედურებებისა, რომლებიც თავს დაატყდა უმდიდრეს და წარმატებულ სახელმწიფოებს.

აშშ- ეკონომიკის განვითარების ციკლურობა XIX-XX საუკუნეებში

წლები

რეცესია
(დეპრესია)

ეკონომიკური აღმავლობა

პერიოდი

1875-1880

x

ომისშემდგომი დეპრესია

1880-1885

x

ე.წ. „ოქროს ციებ-ცხელების
პერიოდი

1885

x

1885-1895

x

რკინიგზების აქტიური
მშენებლობის პერიოდი

1900-1905

x

საწარმოთა გაერთიანების
პერიოდი

1905

x

კორპორაციების აყვავების
პერიოდი

1910

x

1915

x

1914-1918

x

პირველი მსოფლიო ომი

1920

x

ომისშემდგომი დეპრესია

1929-1933

xx

დიდი დეპრესია

1939-1945

x

მეორე მსოფლიო ომი

1950-1955

x

ომი კორეაში

1960-1970

x

ვიეტნამის ომი

1970-1975

x

ნავთობის კრიზისი

1980-1985

x

FRS-ის დეფლაციური
პოლიტიკა

ამ კრიზისმა აიძულა მრავალი ქვეყნის მთავრობა დაეწყოთ ეროვნული ეკონომიკის უფსკრულიდან ამოყვანის მცდელობა. აღსანიშნავია აშშ-ის მთავრობის ჭეშმარიტად გრანდიოზული ძალისხმევა ეროვნული ეკონომიკის გადარჩენის მიზნით სახელმწიფოებრივი რეგულირების გზით.

მიუხედავად ამისა, 70-იანი წლების ბოლომდე სამრეწველო კრიზისები კვლავ აისახებოდა საპროცენტო განაკვეთის, მოგების, წარმოების დანახარჯების, ხელფასის დინამიკაზე (იხ. ცხრილი).

თითქმის ოთხმოცი წელია ეკონომიკას აღარ განუცდია გასული საუკუნის 30-იანი წლების ანალოგიური კატაკლიზმები და აი, მიმდინარე წლის დეკემბრის პირველ დეკადაში აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიურომ ოფიციალურად დაადასტურა ეკონომიკური კრიზისი და აღსანიშნავია, რომ მისი დაწყების თარიღად გასული, 2007 წლის სექტემბერი დაასახელა.

ეკონომიკური დაცემის შემდგომმა ფაზამ - დეპრესიამ შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდი მოიცვას. წარმოების დონე სტაბილური, მაგრამ ძალზე დაბალია, უმუშევრობის დონე კი - მაღალი. ფასების დაცემა შეჩერებულია, იწყება სასაქონლო მარაგების სტაბილიზაცია. დეპრესიის პერიოდში იწყება სამეურნეო საქმიანობის შეგუება ახალი პირობებისა და მოთხოვნებისადმი. ეკონომიკა თანდათანობით შედის ახალი წონასწორობის ფაზაში.

კრიზისის შემდეგი ფაზა გამოცოცხლებაა. მას სამომხმარებლო მოთხოვნისა და წარმოების დონის უმნიშვნელო ზრდა ახასიათებს. საწარმოები იწყებენ კაპიტალდაბანდებას შენობებსა და დანადგარებში. იზრდება ნედლეულისა და მასალების, საქონლისა და მომსახურების, აქციების ფასი, სასესხო სარგებელი. მცირდება უმუშევრობა.

გამოცოცხლების ფაზაში საქმიანი სამყარო გაუბედავად დგამს პირველ ნაბიჯებს და რწმუნდება, რომ ისინი გამართლებულია. უპირველეს ყოვლისა გამოცოცხლება მოიცავს წარმოების საშუალებათა მიმწოდებელ საწარმოებს. სხვების წარმატებით წახალისებული, იქმნება ახალი საწარმოები.

შეიძლება ითქვას, რომ გამოცოცხლების ფაზის დასრულებისას ეკონომიკა აღწევს კრიზისის წინაპერიოდის მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა დონეს. შემდგომ კი იწყება ეკონომიკური ზრდა, აღმავლობა (ბუმი). აღნიშნული ფაზისთვის დამახასიათებელია ეკონომიკური ინოვაციები, ახალი საწარმოების შექმნა, ახალი საქონლის წარმოება, კაპიტალდაბანდებათა, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების კურსის, სარგებლის განაკვეთების, ფასებისა და ხელფასების, ვაჭრობისა და მოგების სწრაფი ზრდა. ყოველივე ამასთან ერთად შესაძლოა მაღალი მდგრადი მოთხოვნა, ცხოვრების დონის ამაღლება ან ფასების სწრაფი ინფლაციური ნახტომი და სპეკულაციები, რასაც ეკონომიკის ახალი დაცემა მოჰყვება.

ხშირად აღმავლობასთან ერთად იწყება აჟიოტაჟი. წარმოების დონე დიდად აღემატება წინამდებარე ციკლში მიღწეულს. სწრაფად იზრდება ფასები. მინიმუმამდე მცირდება უმუშევრობა და არსებითად იზრდება ხელფასი.

მკვეთრად იზრდება მოთხოვნა იმ დარგების პროდუქციაზე, რომლებიც განსაზღვრავენ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის წინსვლის ტენდენციებს. წარმოების მასშტაბის ზრდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა რესურსებზე, და შესაბამისად, მათი ფასიც.

მიუხედავად ყოველივე ამისა, გამოცოცხლებისა და აღმავლობის ფაზებში ეკონომიკური სიტუაცია არ არის მშვიდი, ვინაიდან ხშირია ე.წ. ნაწილობრივი, მცირე, შუალედური დაცემა.

ამასთან, აღმავლობის ეტაპზე ძლიერდება დისპროპორცია, რომელსაც გამოცოცხლების ფაზაში ეყრება საფუძველი. იზრდება სასაქონლო მარაგები. ეკონომიკა შემდგომ ხვეულს უახლოვდება.

ამრიგად, აღმავლობა, რომელსაც ახალ დონეზე გაჰყავს ეკონომიკა, ახალი კრიზისით სრულდება.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ეკონომიკური ციკლები არსებითად განსხვავდება XIX და XX საუკუნის პირველი ნახევრის ციკლებისგან. ამჟამად სულ უფრო ნაკლებად ვლინდება ზოგადი კანონზომიერება. ეკონომიკური ციკლის ზოგიერთი ფაზა მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.

XX საუკუნის მეორე ნახევრის ციკლური რყევების ტენდენცია ცალკე საუბრის თემაა, რომელიც ჟურნალის შემდეგ ნომრებში გაგრძელდება.

15 მსოფლიო ეკონომიკური კონიუნქტურის გავლენები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მინდა შევეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხოლოდ იმ ფაქტორებს, რომელთა ძალა დიდადაა დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკურ კონიუნქტურაზე. პირველ რიგში, გამოვყოფ ფულადი გზავნილების მოდინებას. ბუნებრივია, იგი ჩვენგან უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე დღემდე ექცეოდა.

მიმდინარე წლამდე ეს თანხა სწრაფად იზრდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, 1999 წელს იგი 29,3 მლნ აშშ დოლარზე ცოტა მეტი იყო. მართალია, თანხა მცირეა, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რა დონეზე იყო მაშინ წარმოება და ხალხის ცხოვრება, იგი მნიშვნელოვანია. შემდეგ სამ წელიწადში გზავნილების ნაკადი სამჯერ და მეტად გაიზარდა და 2002 წელს 96,5 მლნ შეადგინა. ამის შემდეგ იწყება უფრო შთამბეჭდავი ზრდა: 2003 წელს - 196,6 მლნ-მდე; 2004-ში 259,1-მდე; 2005-ში 403,1-მდე; 2006-ში 553,1-მდე და 2007-ში 866,1 მლნ-მდე.

როგორ მონაწილეობს ეს თანხა ეკონომიკურ ზრდაში? ეს ხომ მხოლოდ ფულია, რომელიც, თუ მას საქონელი არ მოჰყვა, გაუფასურდება; ხოლო თუ საქონელი მოჰყვა, იგი ამ, იმპორტულ საქონელზე გაიცვლება და ქვეყნიდან გავა. გზავნილის მოძრაობის ასეთი, მარტივად წარმოდგენილი სქემა უთუოდ აძნელებს მისი როლის გაგებას. მაგრამ, იგი მხოლოდ იმპორტულ საქონელზე არ იხარჯება, მიმღები მას იყენებს სამედიცინო თუ სასწავლო დაწესებულებასთან, სამშენებლო ფირმასთან, საცხობთან თუ სხვასთან ანგარიშსწორებისას. მოკლედ, გზავნილს მულტიპლიკატორული ეფექტი აქვს - იგი მიმწოდებელთა მთელ წყებას ამუშავებს და ქმნის კიდეც. ეს ეფექტი უფრო დაბალია, ვიდრე ინვესტიციისა, მაგრამ თუ ჩვენს კონკრეტულ ვითარებაში გან ხორციელებულ უცხოურ ინვესტიციას ავიღებთ, მის შიდა ეფექტზე მაღალია, რადგან ამ ინვესტიციის დასაქონლება ძირითადად იმპორტით ხდება. სამედიცინო მომსახურება, რომელზე მოთხოვნასაც გზავნილი ზრდის, თავადაც წარმოშობს ახალ მოთხოვნას სასწავლებელზე, ბინასა და პურზე. შედეგად, გზავნილი საკუთარზე მეტ ღირებულებას აჩენს და შესაბამისი ღირებულების იმპორტსაც ისტუმრებს იგი რომ არ ფარავდეს საგარეო ვაჭრობის ბალანსში 4-მილიარდიანი გარღვევის უდიდეს ნაწილს (იმ ნაწილის გამოკლებით, რომელიც ქვეყნის საგარეო ვალს ზრდის), იმპორტის მონეტიზაცია ვერ მოხდებოდა, ანუ შესაბამისი ღირებულების საქონელი ვეღარ შემოვიდოდა და ხალხის ცხოვრების დონესთან ერთად 4-მილიარდიანი გარღვევაც მოიკლებდა.1

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გზავნილების ნაკადი მხოლოდ საგარეო ვაჭრობის დეფიციტს კი არა, იმ საგადამხდელო დეფიციტსაც ფარავს, რომელიც არ აისახება ქვეყნის საგადამხდელო ბალანსში, მათ შორის, კაპიტალიზაციის მიზნით (არალეგალურად) ან სამომხმარებლო საქონლის შესაძენად გატანილსა თუ ჩვენს მოქალაქეთა მიერ უცხოელებთან აზარტულ თამაშებში წაგებულ თანხებს. ეს ვარაუდი მხოლოდ განამტკიცებს წარმოდგენებს გზავნილების როლზე ჩვენს ეკონომიკაში, თორემ, არსებითი მნიშვნელობა მას, ცხადია არა აქვს.

შეიძლება დავასახელოთ ეკონომიკურ ზრდაზე გზავნილების ზემოქმედების კიდევ ორი უპირატესობა. პირველია ის, რომ მიღებულ მოგებას უცხოელი მესაკუთრე სადაც უნდა, იქ წაიღებს და საქართველოში მისი კაპიტალიზაციის ალბათობა მაღალი ვერ იქნება, ხოლო პურისა და სანახაობის მიმწოდებლისათვის გზავნილის მიმღების მიერ გადახდილი ფული ქვეყანაში რჩება. მეორეა ის, რომ (როგორც ეკონომიკური თეორიიდანაა ცნობილი) ფული, რომელსაც სამომხმარებლო დანიშნულება აქვს, როგორც წესი, ამ დანიშნულებით მთლიანად იხარჯება და მიმწოდებლისათვისაც მოგება მოაქვს, ინვესტიცია კი შეიძლება მომგებიანი არ აღმოჩნდეს - და საქართველოს ახალი ისტორია ამის არაერთ მაგალითს გვაძლევს.

ყოველივე ზემოთქმულიდან ჩანს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე გზავნილის ერთეულის გავლენა უფრო ეფექტიანია, ვიდრე უცხოური ინვესტიციისა. ახლა მათი მოცულობებიც შევადაროთ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანმა სიდიდემ 2006 წლის დასაწყისისთვის 2,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გზავნილების სახით ამის ტოლდიდი თანხა შემოვიდა მხოლოდ ხუთი წლის მანძილზე - 2003-2007 წლებში. ეს რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემს, სინამდვილეში კი ნაკადი უფრო დიდი იყო. ამიტომ სავარაუდოა, რომ 2006 წლამდე გზავნილები იყო საქართველოს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მომდევნო ორ წელიწადს, როგორც ზემოთ ვნახეთ, მათი მოცულობა კვლავ სწრაფად იზრდება, მაგრამ მასზე უფრო სწრაფად - ერთბაშად 3 მლრდ დოლარით (ცოტა მეტითაც) - გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი სიდიდე, რაც როგორც ჩანს, განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აღმავლობის პიკურ წერტილთან მიახლოებამ განაპირობა.

ამ სტატიის მიზანდასახულობისთვის მნიშვნელობა არა აქვს, გზავნილმა მეტი როლი შეასრულა 2000-იანი წლების ეკონომიკურ ზრდაში თუ უცხოურმა ინვესტიციებმა. მნიშვნელოვანია მხოლოდ არ დავაკნინოთ გზავნილების როლი თეორიულ ანალიზსა და პაექრობაში, ეს გაგვიძნელებდა პროგნოზის გაკეთებას. ასევე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდა მთლიანად გარეფაქტორების წილად მოდიოდა. მხოლოდ ინვესტიციებისა და ნეტო-გზავნილების (გაგზავნილი თანხების გამოკლების შემდეგ მიღებული სიდიდის) სახით ხომ ქვეყანაში შემოსულმა თანხამ 5 მლრდ აშშ დოლარს გადაამეტა. ამას უნდა დავუმატოთ საგარეო ვალიც, რომელიც მხოლოდ ერთ - მიმდინარე წლის მეორე - კვარტალში 1 მლრდ დოლარით გაიზარდა: ვალი რომ არა, ზრდის იმავე ტემპის მისაღწევად საკუთარი რესურსის გაღება მოგვიწევდა ან არადა, ზრდა გვექნებოდა ნაკლები.

დასახელებული გარეწყაროები შიდაწყაროებად რომ მოგვექცია, მათი მცირე ეფექტიანობის შემთხვევაშიც კი მშპ-ს 10-12 პროცენტიანი კი არა, სულ მცირე 20-25 ზრდა უნდა მიგვეღო.

ამოცანა სწორედ ისაა, როგორ ვაქციოთ ეკონომიკური ზრდის ამოწურვადი გარეწყაროები ამოუწურავ შიდაწყაროებად, თორემ, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც დაპირებული 4,5 მილიარდიანი დახმარებებისა და კრედიტების შემოსვლა დამთავრდება, ქვეყანას ძველი (დაახლოებით 6 მლრდ დოლარი) და ახალი ვალები ერთად დაახრჩობს.

არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ გზავნილების ზრდა გაგრძელდება. ეს წყარო ამოუწურავი როდია. ზრდის შეწყვეტა და კლებაც მხოლოდ მსოფლიო კრიზისულ მოვლენებს კი არ შეუძლია გამოიწვიოს, არამედ სხვა ფაქტორებსაც, მათ შორის დროს - სამშობლოში დატოვებულ ახლობლებთან ემიგრანტთა კავშირების შესუსტებას. როგორც ჩანს, გზავნილების ნაკადმა 2007 წელს უკვე გაიარა კიდეც პიკური წერტილი. 2008 წლის 10 თვის მონაცემებით, მან მხოლოდ 719,8 მლნ დოლარი შეადგინა და ძნელი წარმოსადგენია 2 თვეში მიაღწიოს 2007 წლის მაჩვენებელს (866,2 მლნ-ს). ამაში უნდა ვეძიოთ იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ბანკებს საქართველოში იაფი საკრედიტო რესურსი შემოაკლდათ, რომ მშენებლობა დიდ ნაწილში შეფერხდა და ა.შ.

ჯაჭვური რეაქციით, ამას შეუძლია იმის უკუეფექტი მოგვცეს, რასაც გზავნილების ზრდა გვაძლევდა. გზავნილის მიერ წარმოშობილი მიწოდების ჯაჭვი (ექიმი - პედაგოგი - მეპურე - მშენებელი - ისევ ექიმი და ა.შ.) ხომ, მართალია, მისგან გარკვეულ დამოუკიდებლობას იღებს, მაგრამ, ნაწილობრივ მაინც ისევ გზავნილის ახალ მოდინებაზეა დამოკიდებული. და თუ ეს ჯაჭვი გაწყდა, მთელი ეკონომიკა მოიშლება.

რა როლი შეასრულა მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენს ემიგრანტთა შემოსავალსა და გზავნილების ნაკადის კლებაში? უთუოდ გადამწყვეტი, ოღონდ, ამ პასუხს სტრუქტურული ანალიზით დაკონკრეტება სჭირდება. ასეთი პასუხი ამომწურავი იქნებოდა, კრიზისი კვლავ ერთნაირად რომ აზიანებდეს მსოფლიო ბაზარში ინტეგრირებულ ყველა ქვეყანას, როგორც ეს, ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე 1970-იან წლებამდე. აღნიშნული წლებისთვის ენერგორესურსების წილი წარმოების დანახარჯებში იმდენად გაიზარდა, რომ ეკონომიკის ციკლური მოძრაობის - აღმავლობა-დაცემის მონაცვლეობის - უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მათი ფასი გადაიქცა. 2008 წლის კრიზისმა შეამცირა ნავთობსა და გაზზე მოთხოვნა (სავარაუდოა, რომ მხოლოდ წარმოების შეფერხების შედეგად კი არა, არამედ რესურსდამზოგ ტექნოლოგიებსა და ალტერნატიულ წყაროებზე ორიენტაციის შედეგადაც) და ერთბაშად მკვეთრად შეამცირა მათი ფასი, რამაც გარკვეულად შეამცირა კრიზისის ძალა განვითარებულ ქვეყნებში. ეგებ უცნაურად ჩანდეს, რომ ჩვენთან გზავნილების მოდინების კლება უფრო სწორედ ამ ფასის დაცემამ გამოიწვია, ანუ გამოიწვია ფაქტორმა, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს წაეშველა. და ეს მოხდა იმის შედეგად, რომ იზარალა რუსეთმა და იკლო იქ დასაქმებულ ჩვენს თანამემამულეთა ერთობლივმა შემოსავალმაც, ხოლო ქართული დიასპორა რუსეთშია ყველაზე დიდი.

სავარაუდოა, რომ ეს პროცესი ლარის გაცვლითი კურსის სანოემბრო დაცემაზეც აისახა. ამის პირველი მიზეზი უთუოდ თვით აშშ-ში დოლარის კურსის ზრდაა, მაგრამ თავის სამშობლოში განმტკიცებული დოლარი საქართველოში ადგილიდან ვერ დაიძვრება, თუ მასზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა დარჩა უცვლელი, მოთხოვნის გადამეტებაში კი თავისი წილი უთუოდ გზავნილების კლებასაც ედო. სავალუტო ბაზარზე წარმოქმნილ გარღვევას ჩვენი ეროვნული ბანკი ერთხანს უაზროდ ებრძოდა სადოლარო ინტერვენციებით და ამას 300 მლნ აშშ დოლარი ანაცვალა. ეს თანხაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული. თუ კვლავაც ასე ვფანტეთ 4,5 მილიარდის დანარჩენი ნაწილი - თუ იგი ჩვენს მიმდინარე პრობლემებს - „ხანძრების ჩაქრობას“- შევწირეთ, შორს ნამდვილად ვერ წავალთ.

მერაბ გველესიანი

_______________

1. ამიტომ ცალმხრივად და გაუგებრადაც უნდა მივიჩნიოთ ახსნა, თითქოს ამ გარღვევას ქვეყნის სავალუტო რეზერვი ეწირებოდეს (სამწუხაროდ, ამ ახსნას ოპონენტები ჯერ-ჯერობით არ გამოუჩდნენ). ესოდენ დიდი დეფიციტის დაფარვას ან თუნდაც მისი მიზეზით სავალუტო ბაზარზე წარმოქმნილი საკურსო სხვაობის დაძლევას ჩვენი კი არა, ძლიერი ეკონომიკაც დიდხანს ვერ გაუძლებდა სხვა თანაბარ პირობებში.

16 მსოფლიო საფინანსო კრიზისი - მიზეზები, რეალიები, პერსპექტივები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კობა ბიწაძე
ექსპერტი, ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის წამყვანი რედაქტორი

2008 წელი საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზებით დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში იპოთეკური კრიზისი მძვინვარებდა. ამ კრიზისის ფონზე, 2007 წელს, მსოფლიო ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 4,2%25- გადააჭარბა. კვლევითი ცენტრების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 5%25- მიაღწევდა (მინიმუმ კი 4,5%25 -იანი ნიშნული გარანტირებული იქნებოდა).

ამერიკული იპოთეკური კრიზისისადმი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება აიხსნება იმით, რომ ასეთი კრიზისები დიდ სიახლეს არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში აღმოცენდა ანალოგიური შინაარსის იპოთეკური კრიზისი, თუმცა, მას გლობალური კატაკლიზმები ნამდვილად არ მოჰყოლია. იმ დროს ამერიკის მთავრობამ შექმნა სპეციალური ფონდი Resolution Trust Corporation (RTC), რომელსაც 300 მილიარდი დოლარი გამოუყო. ამ ფულით მოხდა ბანკებისგან უიმედო იპოთეკური სესხების გამოსყიდვა და ზედმეტი აჟიოტაჟების გარეშე კრიზისიც დარეგულირდა.

შეიძლება ითქვას, რომ ახლანდელი 700 მილიარდიანი დანაკარგი უფრო ნაკლებია, ვიდრე 300 მილიარდიანი 80-იან წლებში, მაგრამ შედეგები გლობალურია.

აქედან გამომდინარე, მსოფლიო კრიზისის მიზეზად არ შეიძლება მხოლოდ იპოთეკური დაკრედიტების სისტემის კრახი ჩაითვალოს.

საგულისხმოა ისიც, რომ ამერიკული იპოთეკური კრიზისის გლობალიზაციას ხელი შეუწყვეს იმ პროცესებმა, რომლებიც თვითონ ამერიკის გარეთ მიმდინარეობდნენ: ნავთობის ფასის კატასტროფული ზრდა, აგროპროდუქციის ბაზრების მონოპოლიზაცია ცალკეული ქვეყნების მიერ, სასურსათო კრიზისი, კონკურენციის ზრდა ინდუსტრიულ და განვითარებად ქვეყნებს შორის და ..

გარდა ამისა, თავისი თავი ამოწურა ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთმა ციკლმა. ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე მიაღწიეს ეკონომიკის რეგულირების იმ დონეს, რომ მათ შეუძლიათ ციკლური ვარდნების შერბილება, მაგრამ ანალოგიური მექანიზმები არ არსებობენ გლობალური მასშტაბით. ამიტომ ხშირად ხდება, რომ ერთ ქვეყანაში შეკავებული კრიზისი, მსოფლიოს სხვა რეგიონში პოულობს ხვრელებს და იქ იჩენს თავს... ასე მოხდა ჯაკარტაში 1997 წელს...

ეკონომიკის ციკლური განვითარება და შესაბამისად კრიზისები საბაზრო ეკონომიკისათვის. სრულიად ბუნებრივი მოვლენაა თვით აშშ-ი მასშტაბური კრიზისი ხდებოდა, როგორც წესი, 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო ევროპის ქვეყნებში 10 წელიწადში ერთხელ. უმეტეს შემთხვევაში ევროპული კრიზისები ინიცირებული იყო ამერიკული ვარდნების მიერ. გლობალური მასშტაბის კრიზისების ინიციატორად უმეტესად აშშ ევლინებოდა მსოფლიოს, მაგრამ ესკალაციის არეალები და დინამიკა ყოველთვის განსხვავებული იყო.

საბირჟო კრიზისი ამერიკაში ბოლოს 2001 წელს აღმოცენდა, მაგრამ ამ მოვლენამ არსებითი გავლენა ვერ მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე. თვით ამერიკის ეკონომიკამ უკვე 9 თვეში „მოითქვა სული „, ევროპაში „ექსპორტირებული“რეცესია კი უმნიშვნელო იყო.

საერთოდ საბირჟო კრახების ზეგავლენა რეალურ სექტორზე არც ისე დიდი და საგანგაშოა, რადგან ასეთ კრახებს დიდი ბრიყვები იწვევენ და ამ კრახების შედეგად უმეტესად დი--დი ბრიყვები ზარალდებიან.

ამ კრახის მექანიზმი საკმაოდ მარტივია: აღმავლობის დროს ვინმე ჭკვიანი ცდილობს, რომ აქცია უფრო მეტ ფასად გაყიდოს, ვიდრე იგი ღირს. საერთო ეიფორიის ფონზე აუცილებლად ჩნდებიან ისეთი ბრიყვები რომლებიც გაბერილ ფასად ყიდულობენ აქციებს და თავის მხრივ უფრო დიდი ბრიყვების ძიებას იწყებენ, რომლებიც ამ აქციაში უფრო მეტ ფასს გადაიხდიან. ბევრმა იცის, რომ აქციის ფასი არარეალურია, მაგრამ მაინც ყიდულობენ პრინციპით - ვინც არ რისკავს - ის არ სვამს შამპანურსსაბოლოო ჯამში „გაბერილი“ აქციები თავს იყრიან იმ „დი-ა-დი ბრიყვების“ხელში, რომლებიც თავისზე უფრო მეტ ბრიყვებს ვეღარ პოულობენ. როდესაც ეს „დიადი“ რისკიანები ვერ ღებულობენ იმ დონის დივიდენდებს, რასაც ელოდნენ, იწყებენ ამ აქციების გაყიდვას საკმაოდ დაბალ ფასად. ფასების ასეთ სწრაფ დაცემას მოჰყვება პანიკა, რის შედეგადაც აქციების გაყიდვას იწყებენ არა მარტო დიდი, არამედ „ნაკლებად ბრიყვებიც „... აქციათა ფასი მათ რეალურ ღირებულებაზე დაბლა ეცემა. „მუქთა“ აქციებს კი ისევ ჭკვიანი ინვესტორები ყიდულობენ და იწყება ახალი ციკლი.

აქციათა ფასი უმეტესად არარეალურ მოლოდინებზეა დამყარებული და არა იმდენად წარმოების რეალურ დინამიკაზე. მაგალითად, როდესაც ჯორჯ ბუშმა ამერიკულ ნავთობკომპანიებს ნებართვა მისცა აეთვისებინათ ალიასკის შელფი, ამ კომპანიათა აქციები 5%25-ით გაიზარდა, ნავთობის ფასი კი 12 დოლარით დაეცა. არადა, ოკეანური შელფის ათვისებას 2—3 წელი მაინც სჭირდება. .. ინვესტორებმა რეაგირება მოახდინეს ნავთობის იმ მოწოდებაზე, რომელიც მინიმუმ 2 წლის(!!!) შემდეგ განხორციელდებოდა. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ალიასკის შელფის ათვისება წამგებიანია, რადგან მისი მომგებიანობისათვის ბარე ლი 50 დოლარზე მეტი უნდა ღირდეს.

2 დოლარით დასწია ბარელი ნავთობის ფასი ბრაზილიაში ნავთობსაბადოების მხოლოდ (?!!!) აღმოჩენამ.

გაზპრომისაქციები კატასტროფულად ეცემოდა მაშინ, როდესაც გაზის ფასმა 500 დოლარს მიაღწია. ამ ვარდნის მიზეზი გახდა ჭორი, რომ რუსეთის მთავრობა უცხოელი ინვესტორების ქონების ნაციონალიზაციას მოახდენდა.

საბირჟო პანიკებს უმეტეს შემთხვევაში ჭორები იწვევენ ან ცალკეული კომპანიების უმნიშვნელო წარუმატებლობები. ვაჭრობის დინამიკაც უმეტესად თამაშის ფსიქოლოგიაზე აწყობილი, ვიდრე რეალურ ეკონომიკაზე. თვით ამ სფეროს კორიფე - ჯორჯ სოროსი აღიარებს, რომ სავალუტო ნაკადები საკმაოდ დაშორებულნი არიან რეალურ სასაქონლო ნაკადებს. მით უფრო დაშორებულია საბირჟო დინამიკა რეალურ საბაზრო კონიუნქტურას.

ამრიგად, საბირჟო კრახის შედეგად ზარალდებიან ის მდიდარი ინვესტორები, ვისაც ადვილად შეუძლია მოიშოროს ზედმეტად „გაბერილი“აქციები. ასეთი დანაკარგების შემდეგ ინვესტორთა უმეტესობას მაინც რჩება სოლიდური აქტივები.

მაგრამ საბირჟო კრახი მაინც უარყოფით შედეგებს იწვევს რეალურ წარმოებაში, ე.წ. სიმდიდრის ეფექტის ზეგავლენით. ამ ეფექტის მიხედვით, მდიდარი ადამიანი იმდენად ხელმომჭირნეა პანიკის დროს, რამდენადაც ხელგაშლილი იყო „იმედიან პერიოდში“ ასე რომ, საბირჟო კრახი უმეტესად მდიდართა ფენის მოხმარებას ამცირებს, რაც მხოლოდ ზრდის ტემპების შენელებას იწვევს და არა ამ ზრდის შეწყვეტას.

0x01 graphic

მასშტაბური კრიზისის აღმოცენებას ისეთი მოვლენები სჭირდება, რომლებიც უშუალოდ საშუალო ფენის შემოსავლებს ურტყამენ ასეთებია: საკრედიტო განაკვეთების ზრდა, ენერგომატარებლებისა და სურსათის გაძვირება, გადასახადების ზრდა სახელმწიფო სოციალური დანახარჯების შემცირების ფონზე და ..

მიმდინარე კრიზისის აღმოცენებას ყველა ზემოთაღნიშნულმა წინაპირობამ შეუწყო ხელი, კერძოდ:

1. ხელისუფლებაში მოსულმა რესპუბლიკელებმა 200 მილიარდიანი რეზერვები სამხედრო ოპერაციებზე დახარჯეს სოციალური სფეროს ნაცვლად;

2. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამერიკის ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სტაბილურ ზრდას განაგრძობდა, რისი მთავარი საფუძველიც იყო რეფინანსირების დაბალი განაკვეთები. ეკონომიკის გადაწვისაგან თავის დაზღვევის მიზნით ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რეფინანსირების განაკვეთი 5%25-მდე გაზარდა. მაგრამ, ეს ციფრი მეტისმეტი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ეკონომიკა უკვე გაყინვისსაფრთხის წინაშე დადგა. განაკვეთი ისევ 2%25-მდე დასწიეს, მაგრამ, ამ მოვლენამ უკვე ვეღარ უშველა გადახდისუუნარობის აგორებულ ტალღას...

როგორც ამერიკული ბანკები აღიარებენ, მათ ვერ დაიბრუნეს 650 მილიარდი დოლარის კრედიტები;

3. მასობრივ გადახდისუუნარობას თან დაერთო ნავთობისა და სურსათის კატასტროფული გაძვირება, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მოთხოვნა სხვა სახის საქონლებზე... ეს კი მასობრივი რეცესიის მიზეზი გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თუმცა, არც ისე წვიმს, როგორც ქუხს: მასობრივი დათხოვნებისა თუ გაკოტრებების მიუხედავად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეეპ-ის მოცულობა უმნიშვნელოდ შემცირდა. ეეპ-ის ყველაზე ნაკლები შემცირება კანადაში დაფიქსირდა - 0,1%25. არც სხვა ქვეყნებში აღინიშნება კატასტროფული ვარდნები: ლატვია - 0,2%25, დანია- 0,6%25, გერმანია - 1,4%25 და ა.შ. რეცესიის მნიშვნელოვანი დონე მხოლოდ ერთ ქვეყანაში - ავსტრალიაში დაფიქსირდა და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ ეეპ-ის 4%25 უცხოელი ინვესტორების მომსახურებაზე უნდა დახარჯოს.

ამრიგად, წლის ბოლოსათვის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი მხოლოდ 3,2%25 იქნება მოსალოდნელი მინიმალური 4,5%25 ნაცვლად. .. მცირდება არა მთლიანად ეეპ-ის მოცულობა, არამედ მისი ზრდის ტემპი და თან სულ რაღაც 1,3%25 -ით.

წესით და რიგით ასეთი ვარდნა არ უნდა მომხდარიყო, რადგან ინდუსტრიალურ ქვეყნებში მომწიფებული კრიზისები განვითარებადი ქვეყნების ზრდის ხარჯზე ნეიტრალდებოდა.

მიიჩნეოდა, რომ განვითარების ციკლური ბუნება დამახასითებელია ჩაკეტილი ეკონომიკისათვის. ხოლო გლობალიზაციის პირობებში განვითარებადი ქვეყნების სწრაფი ზრდა სრულიად გამორიცხავდა ციკლურ კრიზისებს არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც.

ექსპერტთა დიდი ნაწილის მოსაზრებით მსოფლიო ეკონომიკის უკრიზისო ზრდა უნდა გაგრძელებულიყო 2030 წლამდე - სანამ განვითარებადი ქვეყნების ბაზრები არ გაჯერდებოდა...

ასეთი ოპტიმისტური განწყობების საფუძველს იძლეოდნენ გლობალური განვითარების ტრენდები.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ მითიური მსოფლიო მთავრობავერ აკონტროლებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ენერგომატარებლების ფასი, გადახდისუნარიანობის დონე, სურსათის ფასი, სავალუტო კურსების დინამიკა და ..

1. ოპეკის ქვეყნებმა, რომლებიც აკონტროლებენ მსოფლიო ნავთობის 40%25-, ხელოვნურად შექმნეს საფასო წნეხი და ბარელი ნავთობის ფასი ლამის 200 დოლარამდე აიყვანეს (ამ გეგმას ხმამაღლადაც აცხადებდნენ).

2. სასურსათო მარაგების ძირითადი მფლობელები - აშშ და კანადა, მარცვლეულს უმეტესად ბიოდიზელის წარმოებაზე ხარჯავდნენ. ამით ისარგებლეს სხვა აგროექსპორტიორებმა და სურსათზე ერთი-ორად გაზარდეს ფასი...

3. მოხდა ვალუტების სტატუსების აღრევა. დევალვირებული დოლარისადმი უნდობლობამ გამოიწვია მასობრივი მიდრეკილებებიევროსადმი - შესაბამისად გაძლიერდა საფასო დისბალანსები არა მხოლოდ ცალკეულ რეგიონებს, არამედ სასა ქონლო ნაკადებს შორისაც.

4. კონტროლიდან გამოვიდა საკრედიტო სისტემა, რადგან ამ სფეროში რეგულირების მეთოდები მეტისმეტად ლიბერალური აღმოჩნდა.

პრობლემების მთელი ეს სპექტრი რეგულირების ჩარჩოებს მიღმა აღმოჩნდა, რადგან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა გლობალური მასშტაბით არ მოქმედებს.

გარდა ამისა, ეს პრობლემები ურთიერთდამოკიდებულნი არ არიან სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით:

ნავთობის ფასები გაიზარდა არა იმიტომ, რომ იპოთეკური კრიზისი მოხდა ამერიკაში, არამედ იმიტომ, რომ ასე მოინდომეს მსოფლიო ნავთობის მონოპოლისტებმა.

- დოლარის ჩანაცვლება ევროს მიერ მიმდინარეობს არა იმიტომ, რომ ასე უნდათ ევროპელებს, არამედ იმიტომ, რომ ევრო უზრუნველყოფილია ევროკავშირის რეალური აქტივებით. დოლარის უზრუნველყოფის საფუძველი კი არასტაბილური საფინანსო ინსტრუმენტებია...

პრობლემების ასეთმა ქაოსმა გამოიწვია გაურკვევლობა რეგულირების მეთოდიკაში.

საერთოდ კრიზისი იმიტომ არის კრიზისი, რომ ზუსტად არავინ არ იცის რა და რატომ ხდება და როგორ უნდა დარეგულირდეს არსებული დისბალანსები.

ყველა საკითხი რომ ერთმნიშვნელოვნად ნათელი იყოს, მაშინ კრიზისი არც აღმოცენდებოდა...

არათუ ახლანდელი, არამედ უკვე კარგად შესწავლილი ადრინდელი კრიზისების შინაარსი და დინამიკა იმდენად რთულია, რომ მათ განხილვას ალბათ ათტომეულები არ ეყოფა.

ამიტომ ჩვენ შემოვიფარგლებით რამდენიმე ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპის ანალიზით:

1. ყველაზე მონდომებულად განიხილება პროგნოზი, რომ დოლარი დაკარგავს მსოფლიო ფულის სტატუსს და მრავალპოლუსიანი საფინანსო სისტემა ჩამოყალიბდება: დასავლეთში აღმოცენდებიან ევროს და რუბლის ცენტრები, აღმოსავლეთში - ჩინური იუანის და იაპონური იენის ზონები დაინავებენ, ამერიკის ორივე კონტინენტი კი ისევ დოლარს დარჩება.

თუმცა, რამდენპოლუსიანი საფინანსო სისტემაც არ უნდა აღმოცენდეს, მსოფლიო ეკონომიკას აუცილებლად დასჭირდება ღირებულების უნივერსალური ეკვივალენტი და ასეთის როლი ერთმა რომელიმე ვალუტამ უნდა შეასრულოს. შუა საუკუნეებში უნივერსალურ ეკვივალენტად ოქრო ითვლებოდა. მაგრამ არა იმიტომ, რომ „დედა-ბუნებამ“მოინდომა ასე, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ეკვივალენტი მსოფლიო ეკონომიკას აუცილებლად სჭირდებოდა.

0x01 graphic

ასეთი უნივერსალური ეკვივალენტი, მით უმეტეს, სჭირდება თანამედროვე მსოფლიოს და ამ როლის შესრულება მხოლოდ ამერიკულ დოლარს შეუძლია. ბევრი საუბრობს დოლარის უზრუნველყოფის ფიქტიურობაზე, ამერიკის ეკონომიკის „პარაზიტულ“სტატუსზე, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, აშშ-ში (ერთ ქვეყანაში) იწარმოება მსოფლიოს ეეპ-ის 27%25 (!!!).

გარდა ამისა, სავალუტო რეზერვების უმეტესობა ტრადიციულად დოლარებში ინახება. ამ რეზერვების გამოყრა და ევროებზე ან იუანებზე გადაცვლა, პირველ რიგში, მსოფლიო ეკონომიკას დააზარალებს და არა იმდენად ამერიკას, რადგან ზედმეტად გაუფასურებული დოლარი სრულიად დაბლოკავს იაპონურ და ჩინურ საექსპორტო ნაკადებს. ამრიგად, დოლარის მეორე უძლიერესი ფუნდამენტი არის ამერიკის ეკონომიკის მონოფსონიურობა.

რუსეთის ბაზარიც მონოფსონიურია, მაგრამ რუსებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქართული და თურქული ექსპორტის ბლოკირება შეუძლიათ...

ჩინური იუანი უნივერსალურ ეკვივალენტად არ გამოდგება, რადგან საკმარისია ჩინური სათამაშოების თუ სხვა „ზიზილ-პიპილოების“ექსპორტს ოდნავი დაბრკოლება შეექმნას, რომ ყველა გარანტია ყბადაღებული ჩინური მოტოციკლივით დაიშლება...

ევრომ კი შეიძლება ისეთი სტატუსი დაიკავოს მსოფლიო ეკონომიკაში, როგორც ვერცხლის ფულს ჰქონდა შუა საუკუნეებში.

თუმცა, გამორიცხული არაფერია - შეიძლება თვით ევრომ მოიპოვოს ოქროს სტატუსი, მაგრამ ვერცხლის სტატუსი ისევ და ისვე დოლარს დარჩება და არა ჩინურ იუანს, იაპონურ იენას ან რუსულ „ხის“რუბლს.

2. მსოფლიო ბანკიმხოლოდ აკაბალებს ღარიბ ქვეყნებს, მსოფლიო სავალუტო ფონდიმოკვდა! უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ბრეტონ-ვუდსისსისტემა!

თუმცა, ეს ინსტიტუტები ნამდვილად არ არიან დამნაშავენი იმაში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. მსოფლიო ბანკს ნამდვილად არ შეუძლია, რომ შეაჩეროს ე.წ. „გაზის ოპეკის“ფორმირება.

არც „სავალუტო ფონდს“შეუძლია, რომ სავალუტო რეზერვები წაართვას იმ ქვეყნებს, რომლებიც ნავთობს ხელოვნურად აძვირებენ.

ისე, მსოფლიო ბანკისკრედიტების ეფექტურობა მართლაც რომ საეჭვოა.

რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები, რომლებიც თან სდევს საფონდო ბაზრების გლობალიზაციას, კაპიტალის მობილურობის ზრდის ტენდენციებს. თუ ცალკეული ქვეყნები ვერ აკონტორლებენ თავიანთ საფონდო თუ სავალუტო ბაზრებს, როგორ უნდა შეძლოს ეს „სავალუტო ფონდმა „, თუ „მსოფლიო ბანკმა „. როგორც ცნობილია, ჯაკარტის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სავალუტო კურსების არასწორი „ჰეჯირება“იყო და ამ პრობლემის გადაჭრას ალბათ რამე ახალი ტიპის გლობალური სტრუქტურების ფორმირება დასჭირდება .…..

3. დამთავრდა ლიბერალური ეკო ნომიკის ეპოქა. მომავალი მსოფლიო სოციალიზმს ეკუთვნის.

ეს მოსაზრება არ არის მოკლებული საფუძველს. ამერიკა დარწმუნდა თავისი ეკონომიკური კანონების არაეფექტურობაში. აშშ- კანონმდებლობა განსაკუთრებით ლოიალურია გაკოტრებულების მიმართ, ალბათ იმიტომ, რომ ამერიკის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვით გამოქცეულ მევალეებს. შუა საუკუნეების ევროპაში გადახდისუუნარო მევალეს ციხეში ამწყვდევდნენ. ამიტომ გაკოტრებულ ევროპელებისათვის ამერიკის ველური ჯუნგლები საოცნებო სამოთხედ გამოიყურებოდა.

ამერიკის კანონმდებლობა განსაკუთრებით ლოიალურია გაკოტრებული ფიზიკური პირების მიმართ. შეღავათები ითვალისწინებენ ვალის მნიშვნელოვანი ნაწილის სრულ ჩამოწერას და დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადებას.

მხოლოდ 2005 წელს 2 მილიონმა ამერიკელმა ფიზიკურმა პირმა გაკოტრებულად გამოაცხადა თავის თავი, მაგრამ ამ ფაქტს არავითარი კრიზისები არ გამოუწვევია.

როგორც ჩანს, გამკაცრდება კრედიტების გაცემის კრიტერიუმები. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საეჭვო კრედიტის გაცემა ფინანსურ მაქინაციად ითვლება და სათანადოდ ისჯება კიდეც.

ალბათ მოხდება სხვა ცვლილებებიც ეკონომიკის რეგულირების კანონმდებლობებში. ამერიკის მთავრობა უკვე ხდება ბანკების მფლობელი, რაც არ შეესაბამება მათ ლიბერალურ პრინციპებს.

4. თანამედროვე კრიზისი უფორ საშინელი იქნება, ვიდრე 1929 წლის დიდი დეპრესია იყო.

ეს პროგნოზი უმეტესად „ყვითელ პრესაში“იბეჭდება „საშინელებების“მოყვარული მკითხველების მოსაზიდად.

რუზველტის ეპოქისაგან განსხვავებით თანამედროვე რეგულირების მექანიზმები გაცილებით უფრო დახვეწილია. ამერიკის მთავრობამ უკვე გამოყო 700 მილიარდი დოლარი, რომელიც გაყინული საბანკო სექტორის ამოქმედებას მოხმარდება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, უკვე შეიცვალა ამ ფულის სოციალური დანიშნულება. თუ ადრე ეს ფული ცუდი აქტივების გამოსყიდვაზე უნდა დახარჯულიყო, ახლა გადაწყდა, რომ იგი სამომხმარებლო კრედიტების განახლებას მოხმარდება. ეს განაპირობა დემოკრატების პრეტენზიებმა, რომ ამდენი ფული ისევ იმ მსუქან კატებზეუნდა დაიხარჯოს, რომლებსაც ისედაც ზედმეტი აქტივები დაეკარგათო(?!). დემოკრატების ზეწოლის შედეგად მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს ფული „გაძვალტყავებულ ღარიბ კატებს“ დაურიგოს სამომხმარებლო სესხების სახით. „მსუქანი კატების“ დანაკარგების ანაზღაურებაზე კი თვით ბანკებმა უნდა იზრუნონ. სინამდვილეში ბანკებმა დაკარგეს იმდენი, რამდენადაც ხელოვნურად გაბერილი იყვნენ ფასები.

ბანკებმა ვერ დაიბრუნეს კრედიტები ნაღდი ფულის სახით, მაგრამ მათ საკუთრებაში გადავიდა უძრავი ქონება, რომელიც მინიმუმ 500 მილიარდი დოლარი ღირს. ამ ქონების გაყიდვა დღესდღეობით შეუძლებელია, მაგრამ გაქირავება ადვილია. ამისათვის ბინის მფლობელი, რომელმაც ბანკის ვალი ვერ დაფარა, უნდა გახდეს ბინის დამქირავებელი. საბანკო კრედიტისგან განსხვავებით ბინის ქირის გადახდა უფრო ადვილია. რა მნიშვნელობა აქვს ბანკისთვის, თუ რა სტატუსით დაიბრუნებს პროცენტებს? მთავარია, რომ ეს პროცენტები იმ საგირავნო ობლიგაციებზე დაირიცხოს, რომელთა შესყიდვასაც ამერიკის მთავრობა აპირებს. თუ მთავრობა შეისყიდის ამ ობლიგაციებს, მაშინ ამერიკის სახელმწიფო გახდება უმსხვილესი ბინათმფლობელი მსოფლიოში... და ამერიკის მთავრობა მიიღებს ბინის ქირას საკუთრებადაკარგული მობინადრეებისაგან. კერძო ინვესტორებმა დაკარგეს იმდენი, რამდენადაც თვითონ ხელოვნურად გაბერეს ფასები. სხვადასხვა შეფასებით, ხელოვნურად გაზრდილი ფასნამატის საერთო მოცულობა 150 მილიარდს არ აღემატება - ეს კი საკმაოდ მცირე ციფრია ამერიკისათვის. აშშ-ს ეეპი 14 ტრილიონ(!!!) დოლარს აჭარბებს - 150 მილიარდი კი ამ თანხის სულ რაღაც 1,1 %25 -ია. ასე რომ, საკუთრების მფლობელების შეცვლას დიდი მაკროეკონომიკური შედეგები არ ექნება. ამიტომ გადაწყდა, რომ 700 მილიარდიანი ინექცია მოთხოვნის სტიმულირებაზე დახარჯულიყო.

აღნიშნული სამომხარებლო კრედიტებით მსუქანი კატების მიერ წარმოებულ პროდუქციას შეისყიდიან ღარიბები და ყველა მოგებული დარჩება...

რაც შეეეხება უკვე დაწყებულ მასობრივ დათხოვნებს, გაკოტრებებს და ა.შ., ეს მხოლოდ პანიკის შედეგია. კრიზისის დროს ეკონომიკური სუბიექტები იმ თაგვებს ემსგავსებიან, რომლებიც კატის დაკნავლებაზე ლუკმას პირიდან აგდებენ და სოროებში გარბიან. თაგვები არ აკვირდებიან იმას, თუ სად არის კატა, მოსდევს თუ არა მათ. … არც ის ახსოვთ, რომ სანადიროდ გამოსული კატა არ კნავის ...

ზუსტად რომ კატის კნავილის როლს ასრულებს რამდენიმე ჭორი, თუ პუბლიკაცია კრიზისის შესახებ. სინამდვილეში არაფერი ისეთი საგანგაშო არ ხდება. მაგალითად, ამ „გაგანია“ფინანსური კრიზისის დროს საქართველოში ორი ბანკი გაიხსნა და გააქტიურდა - „პროგრესს-ბანკი“და „HSBC“ ამასთანავე, ჰონკონგის ბანკი იპოთეკური სესხების მიღებას სულ „ერთი ხელის მოსმით“გვპირდება. „პროგრესს-ბანკი“ კი დიდ კომპანიებს მოამარაგებს საინვესტიციო კრედიტებით. ამ დროს ჟურნალ-გაზეთები საქართველოს საბანკო სექტორს ლამის არის სამგლოვიარო „რექვიემებს“ უმღერიან...

თუ საქართველოსთვის გამოყოფილი 4,7 მილიარდი ნამდვილ პროექტებზე დაიხარჯა, მაშინ საქართველოს ეკონომიკა კიდევ მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს არაკრიზისულ პერიოდში მოხდებოდა.

მით უმეტეს, რომ ევროამერიკის ქვეყნებმა გამოძებნეს ნავთობის და სურსათის ბაზრის რეგულირების ახალი არაფორმალური მეთოდები. ოპეკიკი აკონტროლებს მსოფლიო ნავთობის 40%25-ს , მაგრამ დანარჩენი 60%25 ისევ თავისუფალი რჩება. მსოფლიო ფასის დასაგდებად ნავთობის 25%25-ის კონტროლიც კი საკმარისია. ამდენი წილის კონტროლს ევროამერიკა გლობალური კომუნიზმის პირობებშიც ახერხებდა.

სასურსათო ნაკადები კი უმეტესად ევროამერიკის კონტროლქვეშაა.

ასე რომ, არავითარი ეკონომიკური დაბნელებები,თუ აპოკალიფსებიმოსალოდნელი არ არის.

კვლევითი ცენტრების პროგნოზებით, 2009 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის დონე 1,3%25 იქნება. ასე რომ, ხელფასებიც და სამუშაო ადგილებიც კი არ უნდა შემცირდეს, არამედ მინიმუმ 1%25 -ით უნდა გაიზარდოს.

მოთხოვნის სწრაფი შემცირების მიზეზი ისიც არის, რომ ხელფასები მსოფლიო ეკონომიკის ზდრის პროპორციულად არ იზრდება. კაპიტალისტები ისევ არ თმობენ თავიანთ სიძუნწეს და მიწოდებას უფრო მეტად ზრდიან, ვიდრე ხელფასებს.

ეკონომიკური კრიზისის დაძლევის სიჩქარე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაამშვიდებენ მთავრობები და მასმედიები ბნედამდე შეშინებულ ეკონომიკურ სუბიექტებს.

მომავალში წაგებულნი დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც კრიზისის შიშით თავიანთ სოროებში დარჩებიან და ნებაყოფლობით იტყვიან უარს ახალი ეკონომიკის მზის სხივებში ნებივრობაზე...

17 საქართველო - მთავარი ღერძი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში დიდი პოლიტიკური თამაშების ეპოქა დაიწყო. ამ თამაშებში მხოლოდ რუსეთი არ არის ჩართული. არც შეერთებული შტატები და არც დასავლეთი არ ფიქრობს იმაზე, რომ რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან.

ეს, ჯერ ერთი, შეუძლებელია და მეორეც - არავის ინტერესებში არ შედის. რუსეთი არ არის ერთადერთი ისტორიული მოთამაშე სამხრეთ კავკასიაში - ასევე, დიდი პერსპექტივით და დიდი ამბიციით თამაშობს თურქეთი და ირანი. ირანი ყალიბდება რეგიონულ სახელმწიფოდ, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც დღეს დასავლეთსა და შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ირანს შორის არსებობს. ირანს თავისი პერსპექტივები აქვს და არც მალავს ამ ინტერესს. არც ისე შორს არის დრო, როდესაც ირანთან ურთიერთობა პრაგმატულ კალაპოტში გადავა.

ექსპერტთა აზრით, ჩვენ შეიძლება ამ თამაშებში გვერდზე აღმოვჩნდეთ, ინტერესები, რომლებიც არსებობს, უფრო დიდია, ვიდრე საქართველოს კეთილდღეობა და მისი მომავალი. ამ პრობლემების გადაჭრას კავკასიაში ყველა მოთამაშე თავისებურად უყურებს და შეეცდება მაქსიმალური შედეგი მიიღოს მისგან.

კავკასიური გეოპოლიტიკისათვის მთავარ საჯილდაო ქვად რუსეთი „ნაბუკოს“გაზსადენის ამერიკულ პროექტს იყენებს. დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროექტის დაბლოკვას რუსეთი ვერ მოახერხებს, თუმცა ეცდება, მარშრუტში კორექტივები შეიტანოს და ის საქართველოს გვერდის ავლით განხორციელდეს.

ნაბუკოსპროექტში დასავლეთს საქართველო და აზერბაიჯანი მოაზრებული ჰქონდა როგორც ღერძული სახელმწიფოები. ეს არის სოლიდური პროექტი, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს არის ერთადერთი პროექტი, რომელზეც დამოკიდებულია ევროპის გაზით უზრუნველყოფის საკითხი. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, სიტუაციები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ საყოველთაოდ ცნობილი პროექტი საქართველოს გვერდის ავლით შესრულდება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იგი პრაგმატული სახელმწიფო გახდა და დივერსიფიცირებულ გზებს ეძებს თავისი ენერგომატარებლების ტრანსფორმაციისთვის. ასეთივე თამაში დაიწყო სომხეთმაც. სამხრეთ კავკასიაში აშკარად ხდება ტექტონიკური ძვრები, რაც უპირველესად რეგიონის და დასავლეთის ენერგოპოლიტიკას უკავშირდება. იკვეთება ახალი პარტნიორებისა და მიმართულებების პოვნის აუცილებლობა.

წინასწარი მონაცემებით, ნაბუკოს პროექტი მხოლოდ აზერბაიჯანის გაზზე არ იქნება დამოკიდებული, აქ საუბარია თურქმენეთის და შუა აზიის ბუნებრივ აირზე. ნაბუკოსალტერნატივად მოიაზრება „სამხრეთის ნაკადი „, რომელსაც რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რომელი პროექტი მიიღებს უპირატესობას დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიციას დაიკავებს სამხრეთ კავკასია, ანუ საქართველო - აზერბაიჯანი და შუა აზიის ქვეყნები. ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ სამხრეთ კავკასია, შუა აზია, ახლო აღმოსავლეთი, ეს არის გეოსტრატეგიული რეგიონი, რომელიც უახლოესი 20-30 წელი იქნება მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი. მთავარია, ამ ეპიცენტრში საქართველო როგორ და რა ადგილს დაიკავებს.

თუ ეს პროექტები განხორციელდება საქართველოს გვერდის ავლით, მაშინ უნდა დაუახლოვდეს ირანს, რაც კატეგორიულად მიუღებელია შტატებისთვის. ეჭვის თვალით უყურებს ამ პერსპექტივას ევროპაც. საქართველოსთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია. შეიძლება, ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანა საქართველოს არ განიხილავს აქტიურ მონაწილედ, რა თქმა უნდა, ომის შემდგომ საქართველოს სატრანზიტო მიმზიდველობა გაფერმკრთალდა, მაგრამ არის მოლოდინი, რომ შეიცვლება სიტუაცია. არ არსებობს სხვა ალტერნატივა, ისევე, როგორც თავის დროზე არ არსებობდა ბაქო-ჯეიჰანის ალტერნატივა.

0x01 graphic

შექმნილ ვითარებაში გარკვეული სირთულეები, ალბათ, იმ პროექტებსაც შეექმნება, რომლითაც ქართული მხარეა დაინტერესებული, მაგალითად, ტრასეკა (TRACECA - Transport Corridor Europe-Caucasus-სია). მართალია, ის უკვე დიდი ხანია გამოვიდა პროექტის სტადიიდან და მისი რეალიზება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ რა პერსპექტივა და მომავალი ექნება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, განსაკუთრებით, რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შემდეგ, ძნელი სათქმელია. როგორც ცნობილია, სწორედ ტრასეკა უნდა გახდეს ის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც რუსეთისა და ნაკლებად რენტაბელური სანაოსნო გზების გვერდის ავლით, დასავლეთსა და აღმოსავლეთს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ტრასეკას მნიშვნელოვანი კომპონენტია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიც, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, დაახლოებით, 3 მლნ ბარელი ნავთობის გადაქაჩვა ხდება ჯეიჰანის სანავთობო ტერმინალიდან. დღეის მონაცემებით, ამა თუ იმ ფორმით და ინტენსივობით, ტრასეკას თანამონაწილენი არიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, ასევე, ევროკავშირის წევრები ბულგარეთი და რუმინეთი.

ცოტა ხნის წინ, ტრასეკასადმი დაინტერესება ღიად დააფიქსირა იაპონიამ და ისევე ყველაზე მზარდი და პერსპექტიული ეკონომიკის მქონე ისეთმა გიგანტმა სახელმწიფომ, როგორიცაა ჩინეთი. დღეისათვის ტრასეკას აქტიურ მოწინააღმდეგედ და კონკურენტად რჩება რუსეთი, რომელიც ყველა ხერხითა და საშუალებით ცდილობს ტრასეკასათვის პრობლემების შექმნას და პოტენციური ტვირთების საკუთარ სატრანსპორტო არტერიებზე გადამისამართებას.

0x01 graphic

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: გლობალური კრიზისის მიუხედავად, საქართველო მაინც რჩება საერთაშორისო გეოპოლიტიკური ინტერესების ცენტრში. როგორც იტყვიან, მასზე მოთხოვნა ისევ არის, როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის მხრიდან, მთავარია, ამ ინტერესების გამოყენება რამდენად გონივრულად და დაბალანსებულად მოხდება. თუ ბალანსის პოლიტიკა არ დაირღვა, საქართველო ისევ დარჩება ერთ-ერთ მთავარ ღერძად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, დიდ ენერგეტიკულ გაერთიანებაში, რომლის ახალი კონტურები უკვე იკვეთება: ეს არის სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების გამოკვეთილი ინტერესები დასავლეთისკენ, თუმცა არა ცალსახად რუსეთის გვერდის ავლით.

ნინო მაზიაშვილი

18 ნუ ვეთამაშებით ბიზნესეთიკას!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებულ ქვეყნებში, მეცნიერება და ტექნიკა ისე სწრაფად ვითარდება, რომ ადამიანები ვერც კი ასწრებენ თავიანთი ქმედებების მორალურ-ეთიკურ (თუნდაც, სამართლებრივ), შეფასებას (მორალური და სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას). თანამედროვე დიახ, ჩვენი ეპოქის ადამიანი ხშირად ისე მოქმედებს და ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ არც კი იცის, არის თუ არა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან ქცევა მორალურად მართებული.

ავსტრიელი ფილოსოფოსის ედუარდ მორშერის აზრით, ბიზნესეთიკა არ არის ჰომოგენური სფერო, არამედ შეგვიძლია ბიზნესეთიკის, სულ ცოტა, ორი დიდი სფერო განვასხვავოთ ერთმანეთისგან. ეს სფეროებია ექსტერნული ბიზნესეთიკა და ინტერნული ბიზნესეთიკა. ავსტრიელი ეთიკოსის თანახმად, ექსტერნულ ბიზნესეთიკას საქმე აქვს ეთიკურ პრობლემებთან, რომლებიც შეეხება ბიზნესთან დაკავშირებულ გარე კავშირებს, ანუ საზოგადოებასთან და სხვა სახეობის ბიზნესთან კავშირს. აქ საქმე ეხება, უპირველესად იმას, რასაც მრავალი ბიზნესმენი დეკლარირებას უკეთებს მისი საკუთარი „ფილოსოფიის“ სახით: მის ზოგად მიზნებს და ამოცანებს საზოგადოების მიმართ. ამ ტიპის კონკრეტული ეთიკური საკითხები ეხება უსაფრთხო პროდუქციას, პროდუქციის ხარისხს, მკაცრი კონკურენციის პირობებს. ინტერნულ ბიზნესეთიკას საქმე აქვს ეთიკურ საკითხებთან, რომლებიც ბიზნესის შიგნით არსებულ ურთიერთობებს მოიცავს. ესაა ურთიერთობები, ერთი მხრივ, ბიზნესის მმართველებს და თანამშრომლებს შორის და მეორეს მხრივ, თავად თანამშრომლებს შორის. მას მიეკუთვნება, აგრეთვე, ეთიკური საკითხები, როგორიცაა: უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა სამუშაო ადგილზე, სამუშაო ადგილის უსაფთხოებასთან დაკავშირებული, სამეწარმეო საქმიანობის მიმართ სოლიდარობის საკითხები და ხშირი კონფლიქტები, ამ ტიპის სოლიდარობას და საზოგადოების მიმართ სოლიდარობას შორის.

ბიზნესის სფეროში მოღვაწეებს შორის, არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებიც ბიზნესს და ეთიკას ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ სფეროდ თვლიან. მათ მიაჩნიათ, რომ ბიზნესი ორიენტირებულია მოგებაზე, წარმატებაზე, ხოლო ეთიკური პრინციპების დაცვა ბიზნესსაქმიანობაში შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. თუმცა, ამ აზრს ყველა არ იზიარებს და მიაჩნიათ, რომ წარმატებული ბიზნესი მხოლოდ ეთიკის პრინციპების დაცვითაა შესაძლებელი.

ამერიკელი ბიზნესეთიკოსის ჯონ . მაქსველის აზრით, სრულიად შესაძლებელია, რომ იყო ეთიკური და ამავე დროს მიაღწიო წარმატებას ბიზნესში. ამ საკითხს ის განიხილავს იმ პრობლემების ფონზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ში XXI საუკუნის დასაწყისში. მაქსველი აღნიშნავს, რომ 2001 წლიდან მოყოლებული ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი კომპანია გაბანკროტდა და უამრავი ადამიანი, რომელიც დასაქმებული იყო ამ კომპანიებში უმუშევარი დარჩა. მათ დაკარგეს სამსახური, საპენსიო დანაზოგი, მილიონობით ინვესტორმა კი - მილიარდობით ინვესტიციები. ხშირად ისმოდა კითხვები მომხდარი ფაქტების გამომწვევი მიზეზების შესახებ. ამერიკელი ბიზნესეთიკოსი, ამის უმთავრეს მიზეზად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დიდი კომპანიები არასერიოზულად ეკიდებოდნენ ეთიკის საკითხს. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი არაეთიკურად იქცეოდნენ.

რაში გამოიხატებოდა კომპანიების მმართველების არაეთიკური ქცევა? როდესაც კომპანია მილიარდობით მოგებას ნახულობდა, მისი ხელმძღვანელები მოგებულ ფულს ისე ექცეოდნენ, როგორც თავიანთ საკუთრებას: მას იყენებდნენ საკუთარი კეთილდღეობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, ანუ უგულებელყოფდნენ დანარჩენი თანამშრომლების ინტერესებს და მშრალზე ტოვებდნენ მათ. ის კი აღარ ახსოვდათ, რომ იმ ფულში, რომელიც კომპანიაში შედიოდა, ლომის წვლილი უბრალო თანამშრომლებს ედოთ. კომპანიის ხელმძღვანელები მსგავსი არაეთიკური ქცევით თავიანთ ორგანიზაციას უფსკრულისკენ მიაქანებდნენ.

საქმე იმაშია, რომ ხალხი ერთი მხრივ, გამოხატავს სურვილს, რომ მათ გუნდური მუშაობა, ინტეგრაცია სურთ, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც ამას კვლევები უჩვენებს (და რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს), ხალხის უმეტესობა ყოველთვის არ იქცევა გუნდური მუშაობის მოთხოვნების შესაბამისად. ის, რასაც ადამიანები სხვებისგან მოითხოვენ, თავად არ შეუძლიათ, რომ შეასრულონ. ზოგიერთი პირი ყალთაბანდობს გადასახადების გადახდისას, იპარავს ოფისის რაიმე ნივთს და მოითხოვს პატიოსნებას და გუნდური პრინციპის დაცვას კორპორაციისგან, რომლის აქციებსაც ის ყიდულობს, ასევე პოლიტიკოსისგან, ვისაც ის აძლევს ხმას. ძალიან ადვილია ეთიკაზე (ეთიკის ნორმებზე) საუბარი და კიდევ უფრო ადვილია იმ ხალხის გაკიცხვა, ვინც ეთიკური ნორმა დაარღვია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ პირადად გვეხება (ან თავად შეგვეხო) სხვისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. უფრო ძნელია, გააკეთო ეთიკური არჩევანი შენ საკუთარ ცხოვრებაში, როცა ძალიან ხშირად ვდგავართ მრავალი არჩევანის წინაშე: რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?

მოყვანილი მაგალითები იმას ცხადყოფს, რომ ადამიანების უმეტესობა (იქნება ეს მმართველი, თუ ქვედა რგოლი) ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანები სხვებისგან მოითხოვენ სამართლიან ქცევას, მაშინ როცა, თავად არ არიან სხვების მიმართ სამართლიანი.

ბიზნესეთიკოსების თანახმად, ადამიანები არაეთიკურად იმიტომ იქცევიან, რომ ისინი დაინტერესებული არიან მხოლოდ საკუთარი მოგებით, აკეთებენ იმას, რაც მათ აწყობთ და კარგია მათთვის, ფიქრობენ, რომ მათ ვერავინ გამოიჭერს ტყუილში.

ადამიანი ხშირად დგება დილემის წინაშე: ან დაიცვას ეთიკის ნორმები, ან დაარღვიოს ის. როგორც წესი, ადამიანი აკეთებს იმას, რაც მომგებიანი იქნება მისთვის და საკუთარი კარიერისთვის, არავის სურს წაგება. ბევრი ფიქრობს, რომ ეთიკა შეზღუდავს მათ არჩევანს, შესაძლებლობებს და წარმატებას ბიზნესში.

ზოგიერთი კომპანია, ხელს იღებს იმის გარკვევაზე და თავს ანებებს იმის გააზრებას, თუ რა არის ეთიკური და ამის ნაცვლად, გადაწყვეტილების მიღებისას, არკვევენ, რა არის სამართლებრივი, როგორც ნორმა. ამის შედეგი არის მორალური გაბანკროტება. როცა კევინ როლინსს, Dell Computer კორპორაციის ხელმძღვანელს შეეკითხნენ ეთიკის როლის შესახებ ბიზნესში, მან პერიფრაზირება გაუკეთა რუსი დისიდენტის ალექსანდრე სოლჟენიცინის სიტყვებს, რომელმაც თქვა: მე ჩემი ცხოვრება განვლე საზოგადოებაში, სადაც არ იყო კანონის უზენაესობა და ასეთი ყოფა იყო საშინელი. თუმცა საზოგადოებაში, სადაც კანონის უზენაესობა ეთიკური ქცევის ერთადერთი ნორმაა, ასევე ანალოგიურად ცუდია როლინსი ამტკიცებს, რომ თუკი აშშ ისწრაფვის მორალური კეთილდღეობის სამართლებრივი სტანდარტისკენ, მაშინ ჩვენ ვერ ჩავწვდით დედააზრს. ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ უფრო მეტს, ვიდრე სამართლებრივი ნორმაა.

ბიზნესეთიკოსები თვლიან, რომ სრულიად შესაძლებელია, იყო ეთიკური და მიაღწიო წარმატებას ბიზნესში. ვაშინგტონის ეთიკის რესურსების ცენტრის თანახმად, კომპანიები, რომლებიც კარგად მუშაობენ, წერილობით დადასტურებულია მათი სოციალური ვალდებულება და თანმიმდევრულად ასრულებენ ამ ვალდებულებას, არიან უფრო მომგებიანი, ვიდრე, ისინი, რომლებიც არ ასრულებენ მას. ჯეიმს ბურკე, რომელიც არის „ჯონსონი და ჯონსონის“თავმჯდომარე, ამბობს: 30 წლის წინ რომ ჩაგედოთ 30 000 დოლარი, დ. ჟ. კომპოზიტში (მაჩვენებელში), ახლა იქნებოდა 134 000 აშშ დოლარი; რომ ჩაგედოთ 30 000 აშშ დოლარი სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობის მქონე ფირმებში - თითოეულში 2000 აშშ დოლარი - ახლა იქნებოდა 1 მილიონი აშშ დოლარზე მეტი. ბიზნესეთიკის სპეციალისტები თვლიან, რომ, თუკი ეთიკურ ქცევას გაითვალისწინებ, ავტომატურად გაგხდის მდიდარსა და წარმატებულს.

ასე, მაგალითად, მაქსველმა შეიმუშავა ასეთი ფორმულა: ეთიკას + კომპეტენტურობა (პროფესიონალიზმი) = წარმატების მოპოვებას. რაც შეიძლება ასე გავიგოთ: პროფესიონალურ ბიზნესს + ეთიკა არის წარმატების საწინდარი ბიზნესსაქმიანობაში.

ხალხი, რომელიც ეთამაშება ბიზნესეთიკას, ანუ სერიოზულად არ უყურებს მას, გახდება მისი მსხვერპლი. შესაძლოა, არაეთიკურმა ქმედებამ გაჭრას რაღაც პერიოდის მანძილზე, მაგრამ, ბოლოსდაბოლოს, სიმართლე გამოაშკარავდება. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეთიკური ქცევა არის წამგებიანი ქმედება, ისევე, როგორც ვიღაც პიროვნება, რომელიც არაეთიკურია თავის ქმედებებში, შეიძლება დროებით იყოს წარმატებული. თუ შორი და გრძელვადიანი პერსპექტივიდან შევხედავთ, ყველა, ვინც ცხოვრობს ეთიკის გარეშე, წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება, ისინი ბოლოს აუცილებლად წააგებენ. ოდესმე შეგხვედრიათ ხალხი, რომელიც იტყუებოდა, ყალთაბანდობდა და საქმე ბოლომდე კარგად წაიყვანა?

კეთილდღეობა დაფუძნებული უნდა იყოს მორალურ საფუძველზე. მორალური ქცევა, ეს არის კეთილდღეობის ძირითადი ელემენტი და ერთადერთი გარანტია. იგივე შეიძლება ითქვას ბიზნესზეც და ოჯახზეც ან ნებისმიერ წამოწყებაზე, რაშიც გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო. და რა თქმა უნდა, ეს საფუძველი არ შეიძლება აშენდეს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ, ეს ცალკეულმა თავად უნდა გააკეთოს. უნდა ხდებოდეს საკუთარი თავის მუდმივი კონტროლი, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ. მაგრამ საიდან უნდა გავიგოთ, თუ რა არის სწორი? როგორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ყველაზე რთულ და სტრესულ სიტუაციებში. რა არის ის სტანდარტი, რომელსაც ძალა და მნიშვნელობა აქვს ყველანაირ სიტუაციაში, ის რაც დაგეხმარება, რომ გქონდეს წარმატება ბიზნესში და სხვა საქმეშიც თვითდაჯერებულობა? მკვლევარები გვთავაზობენ საუკეთესო პასუხს - ეს არის ოქროს წესი ოქროს წესი ნიშნავს შემდეგს: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ. ეს წესი შეგვახსენებს იმას, რომ სანამ ადამიანები სხვებს მოსთხოვენ სამართლიანობას, პატიოსნებას ან პასუხისმგებლობას, ჯერ თავად უნდა იყვნენ ასეთები. მას მიაჩნია, რომ ოქროს წესი ყველაზე ახლოსაა ეთიკის უნივერსალურ წესთან, გარდა ამისა, მისი ვარიაციები გვხვდება მრავალ რელიგიასა, თუ კულტურაში და ამდენად, გზის გამკვალავად შეიძლება იქცეს ეთიკურ ნორმებში ნავიგაციისდროს.

თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ, ბიზნესეთიკოსების თვალსაზრისით, მხოლოდ სერიოზული ეთიკური განათლება აძლევს პიროვნებას იმის საშუალებას, რომ კარგი და მართებული ეთიკური არჩევანი გააკეთოს.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? დავიწყოთ ბიზნესეთიკით. დღესდღეობით საქართველოში ბიზნესეთიკის პრინციპები და ნორმები ხშირად უგულებელყოფილია. არ არსებობს საჭირო და საკმარისი ინფორმაცია, რომელიც მაგალითად, ბიზნესმენს შეახსენებდა მის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და გარემოს მიმართ, მომხმარებელს კი საკმარისად ინფორმირებულს გახდიდა მისი უფლებების შესახებ.

კიდევ უფრო რთულადაა საქმე ეთიკის ზოგადი კურსის სწავლების მხრივ. საქართველოს სკოლებში ეთიკის ელემენტარული კურსიც კი არ ისწავლება. ქართულ ენაზე არ არსებობს თანამედროვე სახელმძღვანელოები და სპეციალური ლიტერატურა ამ სფეროში. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ცნობილი ქართველი ეთიკოსი გელა ბანძელაძე გამოთქვამდა გულისტკივილს იმის გამო, რომ ეთიკა საერთოდ არ ისწავლებოდა სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში და სადაც ასწავლიდნენ, იქაც არა სავალდებულო, არამედ ფაკულტატური წესით ხდებოდა. მას შემდეგ უკვე 30-წელზე მეტი გავიდა, მაგრამ, ამ მხრივ, დიდად არაფერი შეცვლილა ჩვენს ქვეყანაში (თუ არ ჩავთვლით ბიოეთიკის სფეროს, ბუნებრივია, ისმის კითხვა: როგორ ხდებოდა და ხდება საქართველოში ზნეობრივი კულტურის ფორმირება? განათლების მიღება ხომ მხოლოდ პროფესიულ განათლებას არ გულისხმობს, არამედ ადამიანის მსოფლმხედველობრივ და ზნეობრივ ფორმირებასაც, რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოს, საქართველოში ხალხის ზნეობრივი კულტურის განვითარებასა და გაჯანსაღებაზე ძირითადად ხელოვნება (მხატვრული ლიტერატურა, თეატრი, კინოფილმები) და ბოლო ხანებში რელიგია ახდენდა ზეგავლენას. ცხადია, ეს არ იყო და არც არის საკმარისი სრულფასოვანი საზოგადოებრივი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ამიტომაც ზნეობრივი აღზრდის ამ დეფიციტს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. ეთიკის მიმართ ამგვარი ინდიფერენტული დამოკიდებულება ძვირი უჯდება დღეს ჩვენს საზოგადოებას. მხოლოდ სამართლებრივი ნორმების მეშვეობით ვერ მოხერხდება არსებული სიტუაციის დარეგულირება, რამეთუ ის, ვინც კანონი უნდა დაიცვას, ხშირ შემთხვევაში, თავად არის არასრულფასოვანი ეთიკური განათლების „მსხვერპლი“ ამიტომაც გასაკვირი აღარ არის, რომ კანონის დამცველები, არც თუ იშვიათად, კანონის დამრღვევებად „მოგვევლინებიან“ ხოლმე. ჯერ კიდევ არისტოტელე აღნიშნავდა თავის „პოლიტიკაში“ რომ კარგი ცხოვრებისათვის აუცილებელია აღზრდა და უფრო მეტად ზნეობრიობის არსებობაო. შევძლებთ კი კარგ ცხოვრებას მორალისა და ეთიკის გარეშე?

საქართველოში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე, რომელიც განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროზე აირეკლება, ბიზნესეთიკის საკითხების შესწავლა, კვლევა და საზოგადოებისთვის მათი გაცნობა, ვფიქრობთ, მეტად მნიშვნელოვანია. ამას თან ერთვის შემდეგი ფაქტორებიც: ბიზნესის განვითარება ჩვენში უმეტესწილად არაჯანსაღი ბიზნესგარემოს (კორუფციისა და არაჯანსაღი კონკურენციის) ხარჯზე ხდება; ბიზნესსაქმიანობაში სრულიად იგნორირებულია ეკოლოგიის ნორმები; სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ სამეწარმეო კომპანიებში დამქირავებლის დაქირავებულ მუშაკთან დამოკიდებულება ყოველთვის ეთიკური ქცევებით არ გამოირჩევა (ხშირ შემთხვევებში ორგანიზაციებს არ აქვთ შემუშავებული ეთიკის კოდექსები, ან თუ აქვთ, ისინი, არცთუ იშვიათად, უგულებელყოფილია). ყოველივე ეს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბიზნესეთიკის საჭიროებასა და აქტუალურობას ჩვენი ქვეყნისათვის.

მარინე ფერაძე,
კავკასიის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ბიზნესეთიკის ლექტორი

ANNOTATION
BUSINESS ETHICS

M. peradze

Since 70s of the last century more attention has been paid to the Business Ethics and the Economic Ethics, as well as other spheres of applied ethics in developed countries. The article reviews the classifications of the spheres of the Business and Economic Ethics elaborated by the Austrian and German scientists Edgar Morscher and Bernd Klee and discusses their interlinkages. There are skeptics inside and outside of the business circles, whobelieve that business and ethics are incompatible. The author of the article agrees with John C. Maxwells view, who argued that being ethical and at the same time successful in business is quite possible. At the end of the article the author notes that at present in Georgia principles of the Business Ethics is often neglected,  information is either missing or absent . This is the information that would for example remind businessman about their responsibilities to society and environment and make aware consumers/employees of their rights. The author underlines the importance of the reasrch and study in the field of the business

19 როგორ შევაფასოთ უძრავი ქონება დანახარჯების მეთოდით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ვასილ კიკუტაძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
თსუ პროფესორი

ცნობილია, რომ უძრავი ქონება სპეციფიკური საქონელია, რომელიც ყიდვა-გაყიდვის ობიექტს წარმოადგენს საბაზრო ურთიერთობების პირობებში, იგი საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთი აქტიური კომპონენტია. ზოგადად უძრავ ქონებას მიეკუთვნება მიწის ფიზიკური ნაკვეთი და ადამიანების მიერ შექმნილი მიწასთან მყარად დაკავშირებული ობიექტები (შენობები და ნაგებობები), რომელთა შეხება და დანახვა შესაძლებელია

საქართველოში უძრავი ნივთის (ქონების) ცნება განმარტებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით: უძრავ ქონებას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

დღეისათვის სამეურნეო პრაქტიკაში გამოიყენება უძრავი ქონების შეფასების სამი ძირითადი მეთოდი, ესენია:

  1. უძრავი ქონების შეფასება დანახარჯების მეთოდით;

  2. უძრავი ქონების შეფასება გაყიდვების ანალიზის მეთოდით;

  3. უძრავი ქონების შეფასება შემოსავლების კაპიტალიზაციის მეთოდით.

უძრავი ქონების შეფასების სამივე მეთოდის გამოყენების ძირითადი ამოცანაა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებისგანსაზღვრა. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება კი წარმოადგენს: იმ ფულად სიდიდეს, რომლითაც გაიცვლება ქონება შეფასების თარიღისთვის დაინტერესებულ მყიდველსა და გამყიდველს შორის გაშლილი ხელისპრინციპის დაცვით, სათანადო მარკეტინგის ჩატარების შემდეგ, როდესაც თითოეული მხარე მოქმედებს გათვითცნობიერებულად, წინდახედულად და ძალდატანების გარეშე

უძრავი ქონების დანახარჯების მეთოდით შეფასებისას ერთმანეთთან უნდა შევადაროთ დანახარჯები ახალი ქონების შექმნაზე და ის დანახარჯები, რომელიც უკვე გაწეულია ანალოგიური დანიშნულების უძრავი ქონების შესაქმნელად. იმისათვის, რომ წარმოიქმნას ობიექტური სურათი უძრავი ქონების დანახარჯების მეთოდით შეფასებისას, საჭიროა განხორციელდეს შეფასების პროცესში შესაფასებელ ქონებასთან დაკავშირებული შემდეგი მომენტების გათვალისწინება:

ასაკი - მდგომარეობა - სარგებლიანობა

უძრავი ქონების შეფასება დანახარჯების მეთოდით დაფუძნებულია საბაზრო მექანიზმის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებზე, ანუ უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველი შესაფასებელ ობიექტში არ გადაიხდის იმაზე მეტს, რაც დაუჯდებოდა ანალოგიური სარგებლიანობის მქონე უძრავი ქონების შეძენა.

აღსანიშნავია, რომ დანახარჯების მეთოდი, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებიდან გამომდინარე უპირატესად გამოიყენება შენობა/ნაგებობების მშენებლობის დანახარჯების დასადგენად, რის საფუძველზეც ცვეთისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ფასდება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება. შესაბამისად, დანახარჯების მეთოდის გამოყენების საყრდენი დებულება შემდეგნაირად გამოისახება: გაუმჯობესებების (შენობა/ნაგებობების) ღირებულება განისაზღვრება როგორც დანახარჯების ჯამი, რომელიც უნდა გასწიოს ტიპიურმა მყიდველმა დროის კონკრეტული მომენტისათვის მიწის ნაკვეთზე იმავე სარგებლიანობის (შეფასების ობიექტის ადეკვატური) შენობის ან ნაგებობის მშენებლობისას. ე.ი. უძრავი ქონების (შენობა/ნაგებობების) შეფასების პროცესში ჩნდება ე.წ. ჩანაცვლების პრინციპი და აღდგენის პრინციპი, რის საფუძველზეც შესაბამისად განისაზღვრება შენობა/ნაგებობების მშენებლობის აღდგენითი და ჩანაცვლების ღირებულება. მშენებლობის აღდგენითი ღირებულება - არის ის დანახარჯები, რომლებიც საჭიროა შესაფასებელი შენობა-ნაგებობების ზუსტი ასლის ასაგებად, იმ მასალების, სტანდარტების, იგივე ხარისხის სამუშაო ძალის, იგივე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც გამოყენებულ იქნა თავის დროზე შესაფასებელი ობიექტის ასაგებად. ხოლო, მშენებლობის ჩანაცვლების ღირებულება - არის იმ დანახარჯების ერთობლიობა, რომელიც საჭიროა შეფასების მომენტისათვის შესაფასებელი ობიექტის სარგებლიანობის ექვივალენტური სარგებლიანობის მქონე ობიექტის ასაგებად, მშენებლობის თანამედროვე მასალების, სტანდარტების, ტექნოლოგიების და ა.შ. გამოყენებით. ცხადია, რომ ორი ვე პრინციპის გამოყენება პოტენციური მყიდველისთვის (ინვესტორისთვის) უზრუნველყოფს ერთნაირ სარგებლიანობას, ამიტომ ორივე მათგანი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მშენებლობის ღირებულება ინვესტორისთვის. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამეწარმეო მოგებაც, რომელიც, თავის მხრივ, ასახავს მენაშენის კომერციულ დაინტერესებას კონკრეტულ მშენებლობაში. როდესაც ღირებულების მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად ვიყენებთ დანახარჯების კონცეფციას, ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ის ეკონომიკური ჯილდოც, რომელიც საკმარისი იქნება მეწარმისთვის, რომ წავიდეს მშენებლობის პროექტთან დაკავშირებულ რისკზე.

დანახარჯების მეთოდის გამოყენება უძრავი ქონების შეფასებისას გულისხმობს დანახარჯების გაანგარიშების 4 სახის მეთოდის გამოყენებას, ესენია: 1. შედარებითი ერთეულის მეთოდი; 2. კომპონენტებად დაყოფის მეთოდი; 3. რაოდენობრივი კვლევის მეთოდი; 4. კომბინირებული მეთოდი;

შედარებითი ერთეულის მეთოდი - მარტივი, პრაქტიკული და ფართოდ გამოყენებადი მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენებისას შესაფასებელ შენობაზე გაწეული დანახარჯების შეფასება ხდება მსგავსი შენობის ფართობის (1მ2) ერთეულზე გაწეული ცნობილი დანახარჯების მიხედვით, რომელიც უკვე დაკორექტირებულია ადგილობრივი ბაზრის პირობებისა და შესადარებელი შენობების ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. შენობის ფართობის ერთეულზე დანახარჯის მაჩვენებლად გამოიყენება ციფრი, რომელიც მიიღება დანახარჯთა შეფასების აღიარებული სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც თავის მხრივ, გაანგარიშებულია კონკრეტული ზომის საბაზისოდ აღებულ შენობაზე. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც დიდი ხანია ფუნქციონირებს უძრავი ქონების ბაზარი, მსხვილი სამშენებლო კომპანიები და დანახარჯთა შეფასების აღიარებული სამსახურები, თავიანთი გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, ადგენენ შეფასებებს, რომლებსაც შემდეგ აქვეყნებენ. დანახარჯთა შეფასების მრავალი სამსახური აქვეყნებს სახელმძღვანელოებს ან აწარმოებს მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომელიც დანახარჯებს ჰყოფს ერთი კვადრატული მეტრის დონეზე, აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება უმრავლეს შემთხვევებში, ფასიანია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ერთმანეთთან უნდა შედარდეს შესაფასებელი შენობა და სტანდარტული შენობა და ხდება არსებული განსხვავებების კორექტირება. იმისათვის, რომ მივიღოთ სანდო შეფასება, საჭიროა გამოვიანგარიშოთ მსგავსი შენობების ფართობის ერთეულზე დანახარჯი ან საჭიროების შემთხვევაში (როდესაც შესადარებელი შენობა არ არის იდენტური საბაზისოდ აღებული შენობისა), დავაკორექტიროთ ეს დანახარჯი, რათა ასახოს განსხვავებები მოცულობაში, ფორმაში და სხვა მახასიათებლებში. ეს მეთოდი აღიარებულია, როგორც ყველაზე ოპერატიული მეთოდი, თუმცა იგი ხასიათდება შემოწმების შედეგების 10-20%25-იანი ცდომილებით.

კომპონენტებად დაყოფის მეთოდი - ამ მეთოდის გამოყენების არსი მდგომარეობს მშენებლობის მთლიანი ღირებულების, როგორც ამ შენობის (მშენებლობის) ძირითადი კომპონენტების ღირებულების ჯამის სახით გაანგარიშებაში. შენობის (მშენებლობის) ძირითადი კომპონენტების ხარჯების გამოთვლა წარმოებს შეფასების თარიღისთვის ამ ელემენტების ასაშენებლად საჭირო მასალების, მუშახელის და ტრანსპორტირების ხარჯების გაანგარიშებით. სამუშაოთა მოცულობები და შენობის კონსტრუქციული ელემენტების მოცულობები შესაბამის განზომილებებში განისაზღვრება საპროექტო დოკუმენტაციის ან უშუალოდ ობიექტზე ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ამ მეთოდის გამოყენება თავისთავად არ გულისხმობს გამოთვლებში ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩართვას. ამასთან თანამედროვე პირობებში, რომ არაფერი ვთქვათ „დეველოპერებზე“ თვით სამშენებლო კომპანიებიც კი რიგ შემთხვევებში ქირაობენ ქვემოიჯარეებს, რომლებიც ცალკეული სახის სამუშაოებს ასრულებენ. ეს მეთოდი სწორედ ამ დროს წარმატებით გამოიყენება ქვემოიჯარეების მიერ ცალკეული სამუშაოების აღსაღრიცხად. აღნიშნული მეთოდი ხასიათდება შემოწმების შედეგების 5-10%25-იანი ცდომილებით.

რაოდენობრივი კვლევის მეთოდი - დანახარჯთა შეფასების ყველაზე სრულყოფილი და ზუსტი მეთოდია რაოდენობრივი კვლევის მეთოდი. დანახარჯების რაოდენობრივი კვლევა ასახავს შენობა/ნაგებობის აგებისას გამოყენებული ყველა მასალის, საჭირო სამუშაო ძალის, საჭირო მანქანა-მექანიზმების ყველა კატეგორიის ერთეულის რაოდენობასა და ხარისხს. ამ მეთოდის გამოყენების საფუძველია დეტალური ცნობები სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობების შესახებ, რომელიც მიიღება საპროექტო მონაცემებიდან ან აზომვითი სამუშაოებიდან და იმ ნორმატიული მასალებიდან სადაც დეტალურადაა წარმოდგენილი შრომითი დანახარჯების, მანქანა-მექანიზმების ექსპლუატაციის ნორმატივები (მშენებლობაზე ერთი კაც-საათის შრომითი დანახარჯების სახარჯთაღრიცხვო ფასი, სამშენებლო მანქანა-მექანიზმების მანქანა-საათის ღირებულება და ა. შ.). აღნიშნული მეთოდი რამდენადაც ზუსტია, იმდენად რთულ საწყის ინფორმაციის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევების გათვალისწინებით შედგენილი გამართული მშენებლობის თანამედროვე ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები, რაც, არც თუ ისე იოლი მისაღწევია (მაგ. საქართველოში მსგავსი ტიპის დოკუმენტი დღემდე არ არსებობს, იყენებენ რუსულ ე.წ. სნიპებს). ამ მეთოდის გამოყენებისას გამოთვლებში ჩაირთვება ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. იგი ხასიათდება შემოწმების შედეგების 5%25-იანი ცდომილებით.

კომბინირებული მეთოდი - ამ მეთოდის გამოყენებისას ძირითადად ხორციელდება კომპონენტე ბად დაყოფისა და რაოდენობრივი კვლევის მეთოდის ერთობლივი გამოყენება. კერძოდ, კი სამუშაოთა დაყოფა ხდება კომპონენტებად დაყოფის მეთოდის გამოყენებით, რასაც ემატება რაოდენობრივი კვლევის მეთოდიდან მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა სახის გადასახადების გაანგარიშება. აღნიშნული მეთოდი იყენებს საბაზრო ფასების კონცეფციას და დღეისათვის უმეტესად იგი გამოიყენება.

გარდა ზემოთ აღნიშნული დანახარჯების შეფასების მეთოდებისა, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცვეთის გაანგარიშებას.

ცვეთის თანხა განისაზღვრება, როგორც სხვაობა შეფასების თარიღისათვის ახალი გაუმჯობესებების (შენობა/ნაგებობების) აშენების ხარჯებსა და გაუმჯობესებების მიმდინარე ღირებულებას შორის. ფორმალურად ცვეთა შეიძლება განისაზღვროს, როგორც რაიმე ნივთის სარგებლიანობის დანაკარგი და ღირებულების შემცირება სხვადასხვა მიზეზების გამო. გაუმჯობესებებისთვის განიხილება ცვეთის სამი სახეობა: 1. ფიზიკური ცვეთა; 2. ფუნქციონალური ცვეთა; 3. ეკონომიკური ცვეთა.

ფიზიკური ცვეთა - შენობის ღირებულების დაკარგვის პროცესი, რომელიც გამოწვეულია სამშენებლო კონსტრუქციების, მასალებისა და ელემენტების დაზიანებით ბუნებრივი დაბერების, ან არასწორი ექსპლუატაციის შედეგად;

ფუნქციონალური ცვეთა - ეს არის შენობის ღირებულების დაკარგვის პროცესი, რომელიც გამოწვეულია მისი სამომხმარებლო თვისებების თანამედროვე პარამეტრებთან შეუსაბამობით;

ეკონომიკური ცვეთა - წარმოადგენს შენობის ღირებულების დაკარგვის პროცესს, რომელიც ბაზარზე სიტუაციის, საკანონმდებლო პირობების, ფინანსური მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების ცვლილებით.

პრაქტიკაში ცვეთის შესაფასებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს რამდენიმე მეთოდი. ცვეთის შეფასებისას გამოყენებული მეთოდი უნდა ასახავდეს ინფორმირებული და გონიერი მყიდველის რეაქციას ქონების ექსპლუატაციის პირობების, ხარისხისა და ზოგადად იმ ბაზრის მიმართ, სადაც ეს აქტივი განიხილება. ცვეთის ანალიზის პირველადი მიზანია დაადგინოს ბაზრის მიერ აღიარებული ცვეთის ყველა ფორმა, გამოიყენოს ეს ფორმები და თავიდან აიცილოს ცვეთის ორმაგი შეფასება. ცვეთის შეფასების სხვადასხვა მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომბინირებულად კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, ან ცალ-ცალკე იმის დასადგენად, თუ რამდენად სწორია სხვა მეთოდებით მიღებული შედეგები. ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეთოდი იქნება გამოყენებული შეფასებისას, ცვეთის საბოლოო შეფასება უნდა ასახავდეს შენობა/ნაგებობის საბაზრო ღირებულებაში ყველა მიზეზით გამოწვეულ დანაკარგს. არსებობს ცვეთის შეფასების სამი ძირითადი მეთოდი: 1. დაყოფის მეთოდი; 2. სიცოცხლის ხანგრძლივობის მეთოდი; 3. ბაზრიდან გამოყოფის მეთოდი.

დაყოფის მეთოდი - ამ მეთოდის გამოყენებისას ცვეთის ხარისხის განსაზღვრა ხორციელდება ცვეთის სამივე ტიპის მიხედვით, ანუ გაიანგარიშება ცვეთის გამომწვევი სამივე ძირითადი მიზეზების შედეგად მოსალოდნელი დანაკარგები;

სიცოცხლის ხანგრძლივობის მეთოდი - დაფუძნებულია უძრავი ქონების ფაქტიური ასაკისა და მისი სასიცოცხლო ვადის ურთიერთკავშირზე. ეს ურთიერთკავშირი ძირითადად გამოიყენება გაუმჯობესებების მთლიანი ცვეთისა და მისი ცალკეული კომპონენტების ფიზიკური დაზიანებების შესაფასებლად; ბაზრიდან გამოყოფის მეთოდი - ახდენს მსგავსი საბაზრო გაყიდვების პირდაპირ შედარებას. იგი ეყრდნობა შედარებითი გაყიდვების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, საიდანაც ხდება ცვეთის სიდიდის გამოყოფა. აღნიშნული მეთოდი ძირითადად გამოიყენება მთლიანი ცვეთის სიდიდის დასადგენად. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში ცვეთის მეთოდების გამოყენება მოითხოვს მეტნაკლებად რთული და ტევადი ოპერაციების განხორციელებას, რასაც მომდევნო სტატიებში დეტალურად განვიხილავთ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა დანახარჯების მეთოდით დაფუძნებულია საბაზრო მექანიზმის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებზე და იგი ასახავს უძრავი ქონების ბაზარზე კარგად ინფორმირებული მყიდველისა და გამყიდველის საბაზრო პოზიციებს.

ANNOTATION

METHODOLOGICAL PRINCIPLES OF ESTIMATING THE EXPENDITURES OF REAL ESTATE BY EXPENSES

V.Kikutadze, Doctor of Economics
Sciences, Professor of Tbilisi State University

Real estate is a specific commodity of sale and purchase in terms of market relations. It's one of the active components of investment. Estimating the real estate by expenses, the cost of making new commodity is compared to the cost already spent for the other, but the identical real estate. Creating the objective view of process appreciating the real estate, it's necessary to forsee some details refering to it. These are: age, conditions and profit. Estimating the real estate in this way is based on the fundamental principles of operating the market system. That means a customer will not pay for the un-estimated object more, than he would have paid for the other estate with the same profit.

20 მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) კორექტირების შედეგების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მარინა მაისურაძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა მყიდველი ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას საწარმოს წინაშე, ვერ იხდის საქონლის ღირებულებას. ასეთი მყიდველების მიერ ვადაზე გაუნაღდებელი ანგარიშები უიმედო და საეჭვო მოთხოვნებს წარმოადგენს. თუ საწარმოს საკმარისი მტკიცებულება გააჩნია იმის შესახებ, რომ დებიტორი ვერ შეძლებს დავალიანების გადახდას, მან ასეთი მოთხოვნა უნდა გააუქმოს და ფინანსურ ანგარიშგებაში არ უნდა ასახოს ის მოთხოვნები, რომელთა მიღება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

მოთხოვნის უიმედოდ აღიარების საკმარის მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს: განცხადება მყიდველის გაკოტრების შესახებ, თუ შეუძლებელია მისი ადგილსამყოფელის მიკვლევა; სასარჩელო ვადა გასულია და სასამართლო წესით ამოღების შესაძლებლობა დაკარგულია, სასამართლო გადაწყვეტილებით მყიდველი მთლიანად ან ნაწილობრივ განთავისუფლდა თავისი ვალდებულების შესრულებისაგან. ასეთ შემთხვევაში უიმედო ვალების ჩამოწერა ნიშნავს, რომ დებიტორული დავალიანების ანგარიშის ნაშთი გადაიტანება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში როგორც ხარჯი, რადგან, ეს ნაშთი ამოუღებელი გახდა და აისახება შემდეგი გატარებით:

დებეტი - 7461 უიმედო მოთხოვნებთან დაკავშირებული ხარჯები;

კრედიტი - 1410 მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან;

საანგარიშო პერიოდის ბოლოს ჩამოიწერება მოგება-ზარალის ანგარიშზე:

დებეტი - 5330 საანგარიშგებო

პერიოდის მოგება-ზარალი;

კრედიტი - 7461 უიმედო მოთხოვნებთან დაკავშირებული ხარჯები.

სავაჭრო მოთხოვნას, რომელსაც არ, ან, ვერ ფარავს მყიდველი, ეწოდება საეჭვო მოთხოვნა და მას შესაბამისობის პრინციპიდან გამომდინარე, ხარჯებს მიაკუთვნებენ.

ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლები (მუხლი 85) განმარტავს, რომ თუ მოსალოდნელია, საწარმოს მოთხოვნების დაფარვა მართებულია ამოსაღები თანხების აქტივად აღიარება, მაგრამ, თუ ეს თანხები ძალიან დიდია, მაშინ, მიიჩნევა, რომ, როგორც წესი, მათი გარკვეული ნაწილი ვერ იქნება ამოღებული. შესაბამისად, ეკონომიკური სარგებლის მოსალოდნელი შემცირება აღიარდება ხარჯად.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის 18-ის (ამონაგები) თანახმად, როდესაც ჩნდება განუსაზღვრელობა ამონაგებში უკვე ჩართული თანხის მიმართ, ამოუღებელი თანხა, ანუ თანხა, რომლის ამოღების ალბათობა ნულის ტოლია, აღიარებული იქნება როგორც ხარჯი და არა როგორც თავდაპირველად აღიარებული ამონაგების თანხის კორექტირება.

საქონლის კრედიტში რეალიზაციის დროს კომპანიამ წინასწარ არ იცის მყიდველი გადაუხდის თუ არა მას ვალს. მეტად რთულია საწარმოსთვის თითოეული კლიენტის გადახდისუნარიანობის ინდივიდუალურად შეფასება და მოთხოვნის კორექტირება. თუ ვალის დაფარვას წელი, ან მეტი დრო სჭირდება, ამ დროს ხარჯების აღიარება ხდება იმ საანგარიშგებო პერიოდში, რომელშიც მოხდა საქონლის რეალიზაცია.

მაგალითი: კომპანია „ა“-ს, რომელიც ახორციელებდა კრედიტით ვაჭრობას, საანგარიშო პერიოდის ბოლოს მოთხოვნებმა შეადგინა 150000 ლარი. კომპანიის ადმინისტრაცია დებიტორული დავალიანების 3%25-ს მიიჩნევს საეჭვოდ.

საეჭვო მოთხოვნების აღრიცხვა:

დებეტი - 7460 ხარჯები

საეჭვო მოთხოვნებზე 4500 ლარი;

კრედიტი - 1415 საეჭვო მოთხოვნის კორექტირება 4500 ლარი.

ხარჯები საეჭვო მოთხოვნებზე დაიხურება ჩვეულებრივი წესით მოგების ანგარიშის გამოყენებით, ხოლო, საეჭვო მოთხოვნის კორექტირების ანგარიში ბალანსში შევა შესაბამისი მუხლით.

ბალანსი
31 დეკემბერი, 2007 წელი

მოკლევადიანი აქტივები:

სასაქონლო-მატერიალური მარაგები 60000 ლარი

სავაჭრო მოთხოვნები 50000 ლარი

მინუს : კორექტირება -4500 ლარი 145500 ლარი

ფულადი სახსრები 20000 ლარი

სულ მოკლევადიანი აქტივები 225500 ლარი

საეჭვო მოთხოვნების კორექტირება ამცირებს სავაჭრო მოთხოვნების სიდიდეს. საეჭვო მოთხოვნების კორექტირების ანგარიში გამოიყენება იმ მიზნით, რომ კომპანიამ წინასწარ არ იცის, თუ კონკრეტულად რომელი მყიდველი არ დაფარავს დავალიანებას. საეჭვო მოთხოვნების კორექტირების ანგარიში კონტრ-აქტიურია. ამ ანგარიშს აქვს კრედიტული ნაშთი, რომელიც გამოიქვითება სავაჭრო მოთხოვნების ანგარიშიდან და შედეგად მიიღება ამ აქტივის (დებიტორული დავალიანების) წმინდა საბალანსო შეფასება. სხვა სიტყვებით, იქმნება დებიტორული დავალიანების ანარიცხები, რათა ბალანსში აისახოს დებიტორული დავალიანების რეალური ღირებულება, ვალის ფაქტობრივი ჩამოწერის გარეშე.

პრაქტიკაში საეჭვო მოთხოვნების ოდენობის დადგენისას იყენებენ ნეტო კრედიტით რეალიზაციიდან პროცენტის და ხანდაზმულობის მიხედვით სავაჭრო მოთხოვნათა ანალიზის (რანჟირების) მეთოდებს.

საეჭვო მოთხოვნების საშუალო პროცენტის დასადგენად საჭიროა წინა ორი-სამი წლის მონაცემები საეჭვო მოთხოვნებზე, დანაკარგებისა და წმინდა რეალიზაციის მოცულობის შესახებ.

მაგალითი: საწარმოს წლის განმავლობაში კრედიტით რეალიზაციამ შეადგინა 500000 ლარი. ამავე პერიოდი საქონლის უკან დაბრუნებამ და ფასდათმობამ 50000 ლარი. ე.ი., ნეტო კრედიტით რეალიზაცია შეადგენს 450000 ლარს. (500000-50000)

წინა საანგარიშო პერიოდების ანალიზი ასეთია

წლები

ნეტო რეალიზაცია

დანაკარგები

უიმედო პროცენტი

ვალებიდან

2004

250000

3500

1.40

2005

300000

4700

1.56

2006

350000

5900

1.68

სულ

900000

13600

151

საწარმოს ბოლო სამი წლის მონაცემებიდან თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ საანგარიშგებო წლის ნეტო რეალიზაციიდან საეჭვო მოთხოვნა შეადგენა 6795 ლარს (450000*0.0151). ეს ნიშნავს, რომ საანგარიშგებო წელს ბალანსში მოთხოვნები უნდა შემცირდეს 6795 ლარით, ხოლო,

მოგების და ზარალის ანგარიშგებაში აისახება როგორც ხარჯი.

ეს აღრიცხვაში ასე აისახება:

დებეტი - 7415 ხარჯები საეჭვო მოთხოვნებზე 6795 ლარი;

კრედიტი - 1415 საეჭვო მოთხოვნების კორექტირება 6795 ლარი.

საეჭვო მოთხოვნების კორექტირების ანგარიშის კრედტში ანარიცხების თანხა შეიტანება მთლიანად იმ შემთხვევაში, თუ იგი პირველად იქმნება. შემდეგ საანგარიშგებო წელს კი კორექტირების თანხის დადგენა ხდება საწყისი ნაშთის გათვალისწინებით. მეტობის შემთხვევაში, ესე იგი როცა ანარიცხი საანგარიშგებო პერიოდში მეტია საწყის ნაშთზე, მაშინ ანარიცხის თანხა იქმნება სხვაობის თანხით. ხოლო როდესაც წლის ბოლოს საეჭვო მოთხოვნა ნაკლები აღმოჩნდება საეჭვო მოთხოვნების კორექტირების ანგარიშის კრედიტის ნაშთზე, სხვაობის თანხა უნდა აღირიცხოს შემოსავლის სახით, შემდეგი ბუღალტრული გატარებით:

დებეტი -1415 საეჭვო მოთხოვნების კორექტირება;

კრედიტი -6130 შემოსავალი საეჭვო მოთხოვნებიდან.

გადახდის ვადების მიხედვით საეჭვო მოთხოვნის სავარაუდო მოცულობის დასადგენად გამოიყენება ცხრილი, რომელშიც მოთხოვნები დაჯგუფებულია მათი ხანგრძლივობის მიხედვით და თითოეული ჯგუფისთვის გამოითვლება საეჭვო მოთხოვნა.

საეჭვო მოთხოვნების გასაანგარიშებელი ცხრილი:

გადახდის ვადის ხანგრძლივობა

მოთხოვნის თანხა

საეჭვო მოთხოვნის სავარაუდ.%25

საეჭვო მოთხოვნა

ერთ თვემდე

40000

1

400

31-დან 60დღემდე

25000

2

500

61-დან 90დღემდე

15000

4

 600

91-დან 1 წლამდე

7000

10

700

1 წელზე მეტი

3000

35

1050

სულ

90000

3250

ცხრილიდან ჩანს, რომ 90000 ლარი მოთხოვნიდან საეჭვოა 3250 ლარი.

საანგარიშგებო წელს საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს გასული საანგარიშგებო პერიოდის ნაშთს. ჩვენს მაგალითში თუ დავუშვებთ, რომ ანარიცხი შეიქმნა პირველად, მაშინ, 3250 ლარი მთლიანად აისახება საეჭვო მოთხოვნების ხარჯების ანგარიშის დებეტში, საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების კრედიტთან კორესპოდენციით. თუ გასულ საანგარიშგებო წელს საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების ნაშთი იყო 2000 ლარი, მაშინ, ანარიცხი შეიქმნება სხვაობის თანხაზე (3250-2000) - 1250 ლარზე. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ანარიცხი ფაქტიურად მეტია შექმნილი, ვიდრე, საჭიროა, მაშინ, სხვაობის თანხა გაზრდის შემოსავალს.

ანოტაცია
მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) კორექტირების შედეგების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში

მარინა მაისურაძე

დებიტორული დავალიანების ძირითად პრობლემას წარმოადგენს მისი დროულად განაღდება. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ყოველთვის ირჩევს გადახდისუნარიან პარტნიორს, პრაქტიკა არ გამორიცხავს ამ უკანასკნელის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც იწვევს უიმედო და საეჭვო ვალების წარმოქმნას.

უიმედო ვალის მიღების შესაძლებლობა აღარ არსებობს და აღიარებულ უნდა იქნეს ხარჯად.

საქონლის შემდგომი გადახდის პირობით რეალიზაციისას გაუნაღდებელი ნაწილისათვის იქმნება კორექტირების თანხა.

საეჭვო ვალების ოდენობის დადგენა ხდება საწარმოს წარსული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე ორი მეთოდით: 1) ნეტო-კრედიტით რეალიზაციიდან პროცენტის გამოთვლის და 2) ვადების მიხედვით მისაღები ანგარიშების რანჟირების მეთოდით

21 მოდით, ვნახოთ ოქრო!..

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ძვირფასი ლითონების კონტროლი, თუ ბაზრის თვითრეგულირება (?!)

მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ხელი მიჰყო ძვირფასი ლითონების (ოქრო, ვერცხლი) მოპოვებასა და მათგან სამკაულების დამზადებას, შესაბამისად, დაწესდა საოქრომჭედლო ნაწარმზე სახელმწიფოებრივი კონტროლი. პირველი ასეთი ორგანო შეიქმნა IV საუკუნეში ბიზანტიაში.

იყო კონტროლი და... აღარ არის კონტროლი

უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში საქართველოში ყოფილა ანალოგიური წესი, რაზეც მოწმობს ვერცხლის ჭურჭელზე გაკეთებული წარწერები, რომლებიც მიანიშნებენ ნივთის დამამზადებელს და შემდგომ მინაწერში აღინიშნება - ვერცხლი მისხალი 10 ან 20და ა.შ. რაც ნიშნავს მათ წონას. სამწუხაროა, რომ ქართველ ისტორიკოსთა მიერ არ არის შესწავლილი სასინჯი ზედამხედველობის როლი ქართული ოქროჭედურობის განვითარებაში.

ბიზანტიიდან ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობათა დადამღვის წესი გავრცელდა ევროპაში, კერძოდ, VIII საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთსა და გერმანიაში, 1300 წელს იგი შემოღებულ იქნა ინგლისში, ხოლო 1700 წელს რუსეთში პეტრე პირველის მიერ.

ცარიზმის დროს 1804 წელს თბილისში გაიხსნა ტიფლისკაია პრობირნაია პალატკამისი პირველი ხელმძღვანელის ვინმე მიხაეილის მეთაურობით, რომელიც ემსახურებოდა მთელს სამხრეთ კავკასიას: საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს და დაღესტანს. გასაბჭოების შემდგომ სასინჯი კონტროლის სამსახურები დაარსდა თბილისში (სამოქმედო ზონა იყო - საქართველო, დაღესტანის ა/რ, სტავროპოლის მხარე, ქ.სოჭი), ბაქოსა და ერევანში. აღნიშნული სამსახურები სხვა დროს შედიოდნენ შინსახკომის და მრეწველობის სამინისტროებში, 1951 წლიდან ისინი გადავიდნენ სსრ კავშირის ფინანსთა სამინისტროს განკარგულებაში. სწორედ ამ პერიოდიდან ძალაში შევიდა სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღები, რომლის აბრევიატურაც გახლდათ ხუთქიმიანი ვარსკვლავი და მასში ჩახატული ნამგალი და ურო. 1997 წლამდე ასეთი დამღებით იდამღებოდა ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული ყველა საიუველირო ნაკეთობა საქართველოშიც.

როდესაც სსრ კავშირი დაიშალა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა მაშინდელმა ხელისუფლებამ, კერძოდ, იმჟამინდელმა ფინანსთა მინისტრმა გურამ აბსანძემ მიიღო ჭკვიანურიგადაწყვეტილება და 1991 წლის ოქტომბერში გააუქმა სასინჯი ზედამხედველობის სამსახური, რითაც ერთობ რთულ ვითარებაში ჩააგდო იმჟამად მოქმედი თბილისის საიუველირო ქარხანა, რომლის ყოველწლიური ბრუნვა ათეულობით მილიონ მანეთს შეადგენდა და რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებაში (მაშინ საიუველირო პროდუქცია იბეგრებოდა როგორც ჩვეულებრივი გადასახადებით, აგრეთვე აქციზით, რომელიც ღირებულების 30%25 იყო), კერძოდ, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე არ ესმებოდა სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღები და ამის გამო პროდუქციის რეალიზაცია შეჩერდა, ვინაიდან კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნაკეთობა სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღების გარეშე ვერ მოხვდებოდა სარეალიზაციოდ ვერც ერთ საიუველირო მაღაზიაში.

თუმცა, მდგომარეობა მალევე გამოსწორდა და 1992 წლის თებერვლიდან, იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრის ბატონ ფარნაოზ ანანიაშვილის უშუალო ძალისხმევით, აღდგა სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია, მისი დათხოვილი ყველა თანამშრომელი დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილს და ამოისუნთქა როგორც თბილისის საიუველირო ქარხანამ, აგრეთვე ყველა ოქრომჭედელმაც, რომლებიც ქართული ოქროჭედურობის პროდუქციას სხვადასხვა სალონებში ქმნიდნენ.

სასინჯი ზედამხედველობის ინსტიტუტმა საქართველოში იარსება 2005 წლამდე, ამ 13 წლის განმავლობაში: ძვირფას ლითონებთან მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებით, საქმიანობები მოექცა ერთიან საკანონმდებლო სივრცეში, რითაც დარეგულირდა ამ მიზნით დაკავებულ პირთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; შეიქმნა სამართლებრივი საფუძვლები მწარმოებლის, რეალიზატორისა და მომხმარებლის ინტერესებს დაცვის მიმართულებით. ყველაფერი ეს რეგულირდებოდა პარლამენტის მიერ მიღებული 4 კანონისა და 8-ზე მეტი კანონქვემდებარე აქტებით. ამავე პერიოდში შეიქმნა და დაარსდა ქუთაისისა და ბათუმის სასინჯი ზედამხედველობის სამსახურები, ხოლო 1997 წლიდან ამოქმედდა სინჯის აღმნიშვნელი ეროვნული სახელმწიფო დამღები - ბორჯღალოს გამოსახულებით. ყველაფერი გეგმაზომიერად ვითარდებოდა, საქართველომ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნა შეასრულა და დადგა დღის წესრიგში საკითხი ძვირფასი ლითონების კონტროლისა და მარკირების საერთაშორისო კონვენცია „-ში (ე.წ. „ვენის კონვენცია“), გასაწევრიანებლად. აღნიშნული კონვენცია შეიქმნა 1972 წელს ქ.ვენაში, იგი მიზნად ისახავს ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული ნაწარმის კონტროლის სისტემას, რომელიც ერთიანია ყველა წევრი ქვეყნისთვის. ამასთან, მნიშვნელოვნად გამკაცრებულია და სრულყოფილად ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს; ხელს უწყობს გარანტირებული საიუველირო ნაწარმის წარმოებას და მის შეუფერხებელ გადაადგილებას (მიმოქცევას) კონვენციის წევრი ქვეყნების ბაზარზე; მაქსიმალურად იცავს მომხმარებლის ინტერესებს ყოველგვარი ფალსიფიკაციისგან (კონვენციის შტაბბინა განთავსებულია ქ. ციურიხში). კონვენციის წევრობისას სასინჯი პროცედურა შემდეგია: ნაკეთობა სავალდებულო წესით ისინჯება კონვენციის მიერ უფლებამოსილ სასინჯ სამსახურში, თუ იგი დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, მაშინ ამ ნაწარმზე ხდება შემდეგი მარკირებები:

0x01 graphic

მწარმოებლის (დამამზადებლის) დამღის ანაბეჭდი, მის მარჯვნივ (შუაში) კონვენციის სინჯის აღმნიშვნელი დამღის ანაბეჭდი და ბოლოს იმ სახელმწიფოს სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი, რომლის სასინჯმა სამსახურმაც ჩაატარა ტესტირება ამ ნაწარმზე; ასეთი წესით დადამღული ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული საიუველირო ნაკეთობები ყოველგვარი შეზღუდვის, დამატებითი საკონტროლო და სხვა საბაჟო პროცედურების გარეშე შეუძლია შეიტანოს მეწარმემ კონვენციის წევრი ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე; თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო ოდითგანვე გამოირჩეოდა ოქრომჭედლობის მაღალი კულტურით (მაღალი სინატიფით გამორჩეული სამკაულების დამზადება ჩვენი წინაპრებისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-4 საუკუნიდან) და ქართველ ოსტატებს ჰქონდათ (და აქვთ) შესრულების მაღალი (ეს მათ გენეტიკურად მოსდგამთ) კულტურა, ჩნდება შანსი, ეროვნულმა ოქროჭედურობამ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპის ბაზარზე. აღარ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, თუ რა ეკონომიკური და ფისკალური ეფექტი ექნება საიუველირო ნაკეთობების ექსპორტს ევროპის მიმართულებით.

მაგალითად, მარტივად წარმოვიდგინოთ: მეწარმემ ოქროსგან შექმნა რაღაც ნაკეთობა .წნორში, ჩამოიტანა ის თბილისში და გაატარა სასინჯ კონტროლზე, ამ ნაკეთობამ დააკმაყოფილა სტანდარტული მოთხოვნები და იგი დაიდამღა კონვენციის დამღით, მეწარმემ ამის შემდგომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე წაიღო თავისი პროდუქცია სარეალიზაციოდ ლონდონში. ყველაფერი ეს, ძალზე მარტივად მოხდა.

ახლა განვიხილოთ დღევანდელი ფაქტიური ვითარება: 2005 წლის 1 იანვრიდან ჩვენმა მთავრობამ ნოღაიდელის თაოსნობით გამოსცა საქართველოს კანონი „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის ანალიზის და დადამღვის შესახებ“კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე, რითაც ყველა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ ერთი ხელის მოსმით წყალში გადაყარეს. ახლა მეწარმე თავისუფალია, არც ნაკეთობის სინჯის დაცვას ავალდებულებს ვინმე მას და არც მის წარდგენას სასინჯ კონტროლზე, ყველაფერი თავისუფალია და ნებაყოფლობითი, რამდენი სინჯისგანაც გინდა დაამზადე ნაკეთობა და გაყიდე სადაც გინდა. კი ბატონო იგივე მარშრუტით ვნახოთ რა ელის მეწარმეს, რომელმაც წნორში დაამზადა ნაკეთობა და უნდა მისი რეალიზაცია ლონდონში: პირველი - საქართველოს საბაჟოზე მას მოსთხოვენ წარმომავლობის სერტიფიკატს, შემდგომ სინჯის შესახებ საექსპერტო დასკვნას (საჭირო გახდება ნაკეთობებზე სინჯის განსაზღვრა), ამის შემდგომ ინგლისელი მებაჟეები ეტყვიან, ეს პროდუქცია ჩვენს ლაბორატორიაში ხელახლა უნდა გადამოწმდესო; ამის შემდგომ, რათა იგი მოხვდეს ლონდონის რომელიმე მაღაზიის დახლზე, სავალდებულო წესით (ეს წესი გარდა საქართველოსი ყველა ქვეყნებში მოქმედებს) უნდა დაიდამღოს ინგლისის სასინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით - აი, ასეთი რთული, შრომატევადი, ხანგრძლივი (დროში გაწელილი) და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად ხარჯიანი გზა უნდა გაიაროს ნაკეთობამ წნორიდან ლონდონამდე. ამიტომაც თუ გადახედავთ იმპორტ-ექსპორტის ბალანსს ამ სეგმენტზე (ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული საიუველირო ნაწარმი), ნახავთ, რომ ექსპორტია - 0 ხოლო იმპორტი რამდენიც გინდა - ჩვენთან ხომ ეს ბაზარი თვითრეგულირებადია(?!)

მიღებული ფაქტიური შედეგი ასეთია: ბაზარზე მომძლავრებულია ფალსიფიცირებული პროდუქცია, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს სტანდარტი, ან რაიმე საკანონმდებლო ნორმა, რითაც რეგლამენტირებული იქნებოდა ძვირფასი ლითონების შენადნობთა შემადგენლობები და შესაბამისი ნორმატიული სინჯები, შედეგად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე თანაბარ პირობებში შეიძლება გაიყიდოს, როგორც 585 სინჯის, აგრეთვე 579, 555 და .. ნებისმიერი შემადგენლობის ოქროს ნაწარმი. მომხმარებელთა ინტერესები პრაქტიკულად დაუცველია, ვინაიდან არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებაზე, რასაც წესით კანონი უნდა კრძალავდეს და არეგულირებდეს (რომელიც სამწუხაროდ ქვეყანას არ გააჩნია).

ისმება კითხვა, რას ნიშნავს ძვირფასი ლითონების სასინჯი კონტროლი? გიპასუხებთ, ეს არის ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებულ ნაწარმში ძვირფასი ლითონის რაობის, სინჯისა და ნაკეთობის წონის დადგენა, რომლის საბოლოო შედეგია დადამღვა სინჯის აღმნიშვნელი დამღით.

0x01 graphic

სასინჯი კონტროლის სისტემები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ძვირფას ლითონებზე კონტროლის (სასინჯი კონტროლის) სისტემები ინსტიტუციური მოწყობის სახით და ქვეყნის ისტორიული მენტალობიდან გამომდინარე, განსხვავდებიან ერთმანეთისგან ორი ძირითადი პრინციპით: პირველი, როდესაც სახელმწიფოში ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული ნაწარმი ექვემდებარება სავალდებულო სასინჯ კონტროლს და მეორე, როდესაც ამ ნაწარმის დადამღვა არ არის სავალდებულო და მეწარმისთვის იგი ნებაყოფლობითია; გარდა ამ ორი მთავარი პრინციპული განსხვავებისა, არის ასე ვთქვათ, სასინჯი სისტემის შინაარსობრივი, ინსტიტუციური მოწყობის სამი განმასხვავებელი მოდელი: ერთი - როდესაც სასინჯი სისტემა მთლიანად ექვემდებარება და იმართება სახელმწიფოს მიერ, მეორე - როდესაც სასინჯი სისტემა არ იმართება სახელმწიფოს მიერ და სასინჯ კონტროლს ახორციელებენ დამოუკიდებელი საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული სასინჯი სამსახურები და მესამე - ერთგვარი შერეული სისტემა, როდესაც სასინჯი სამსახურები წარმოადგენენ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ხოლო სახელმწიფო გარკვეული დოზით მონაწილეობს მათ მართვასა და კონტროლში (ცხრილი №1).

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ქვეყანას კანონმდებლობით რეგლამენტირებული აქვს ძვირფასი ლითონების შენადნობთა ხარისხი ე.წ. სინჯი, რომელიც გამოხატავს ძვირფასი ლითონის წონითი ერთეულის რაოდენობას შენადნობის ათასეულ წონით ერთეულში (ცხრილი №2). ეს იმას ნიშნავს, რომ ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული ნებისმიერი საიუველირო ნაკეთობა, მიუხედავად იმისა, დამზადებულია ადგილზე თუ იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან, უნდა აკმაყოფილებდეს ამ ქვეყანაში მოქმედ (დაკანონებულ) რომელიმე სინჯს ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი რეალიზაცია ამ ქვეყნის ბაზარზე ყოვლად დაუშვებელია და ასეთი ქმედება კანონმდებლობით დასჯადია. აღნიშნული შეზღუდევები არ ეხება იმ ნაკეთობებს, რომლებიც დადამღულია კონვენციისსინჯის აღმნიშვნელი დამღით.

როგორც ცხრილიდან ჩანს, ევროპის უმეტეს ქვეყნებში ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული ნაწარმის წარდგენა სასინჯ კონტროლზე და მისი დადამღვა სინჯის აღმნიშვნელი დამღით, სავალდებულოა მეწარმისთვის; ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში აკრძალულია იმ საიუველირო ნაკეთობის რეალიზაცია, რომელსაც სათანადო სასინჯი კონტროლი არ გაუვლია ქვეყანაში მოქმედ სასინჯი ზედამხედველობის სამსახურში და არ არის დადამღული ამ ქვეყანაში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი დამღით, მიუხედავად იმისა, ეს ნაკეთობა დამზადებულია ადგილზე თუ იმპორტირებულია სხვა ქვეყნებიდან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სავალდებულო სასინჯი კონტროლის მოთხოვნა და ნაკეთობის დადამღვა ქვეყანაში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი დამღით, არ ეხება იმ პროდუქციას, რომელიც დადამღულია „კონვენციის“სინჯის აღმნიშვნელი დამღით.

რამდენიმე ქვეყანაში (მაგალითად, გერმანია და იტალია) ნაწარმის დადამღვა არ არის სავალდებულო, იგი ნებაყოფლობითია; .. მეწარმეს შეუძლია ნაწარმი არ წარადგინოს სასინჯ კონტროლზე ამ თუ იმ ოფისში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სრული უფლება აქვს რა სინჯის და შენადნობის შემადგენლობის ნაკეთობაც მოესურვება ის დაამზადოს და გაყიდოს; არავითარ შემთხვევაში - იგი ვალდებულია დაამზადოს ან იმპორტირება მოახდინოს მხოლოდ ისეთი ნაკეთობის, რომელიც თავისი სინჯით პასუხობს კანონმდებლობით დადგენილ რომელიმე სინჯს და დამზადებულია იმ შემადგენლობის შენადნობით, რომელიც ამ ქვეყნის სტანდარტებითაა რეგლამენტირებული.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ძვირფას ლითონებზე დადგენილ სინჯს თან ახლავს სტანდარტით ნორმირებული და დაკანონებული დასაშვები ზღვრები (ცხრილი ¹2), რომელიც მიუთითებს, რომ ამა თუ იმ შენადნობში ოქროს შემცველობა (სინჯი) არ შეიძლება ამ დასაშვებ ზღვარზე ნაკლები იყოს. მოცემული

ცხრილიდან ნათლად ჩანს, თუ რაოდენ გამკაცრებულია ეს მოთხოვნები ევროპაში, კერძოდ:  „კონვენციიდან“დაწყებული დიდ ბრიტანეთში, ჩეხეთში, დანიაში, ბალტიისპირა ქვეყნებში და ირლანდიაში ოქროს გამოყენებით დამზადებულ საიუველირო ნაკეთობებში. ოქროს სინჯზე დაშვებული ზღვარია „000 „, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქციაში დაუშვებელია შენადნობში ოქროს შემცველობა იყოს დადგენილ სინჯზე ნაკლები, მაგალითისთვის - თუ ოქროს ნაკეთობა დადამღულია 585 სინჯით და იგი იწონის 10 გრამს, ე.ი. ამ ნაკეთობაში ქიმიურად სუფთა ოქროს შემცველობა არის 5,85 გრამი; აქ დასაშვებია ოქროს შემცველობა იყოს აღნიშნულზე მეტი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს 5,85 გრამზე ნაკლები. დანარჩენ სხვა ქვეყნებშიც, გარდა გერმანიისა, რუსეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში, პოლონეთში და პორტუგალიაში დასაშვები ზღვრები ძალზე ვიწრო დიაპაზონებში 001 - 003 სინჯებში მერყეობს, რაც არანაირ მცირედ სხვაობასაც კი არ იძლევა. იგივე მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ზღვრებში 10 გრამიან 585 სინჯის ნაკეთობაში ქიმიურად სუფთა ოქროს შემცველობა იქნებოდა 5,84 - 5,82 გრამის ფარგლებში, მაგრამ არა ნაკლებ 5,82 გრამისა.

აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი ყურადღება ექცევა ევროპაში (და არა მარტო ევროპაში) მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, გარანტირებული პროდუქციის დამზადებას, მის ტესტირებას, სინჯზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოთა გამართულ მუშაობას და ა.შ.

ცხრილი №1

ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე სასინჯი კონტროლის განხორციელების სისტემები საზღვარგარეთის ქვეყნებში

0x01 graphic

საქართველოში კი ყველაფერი ეს თვითდინებაზეა მიშვებული, სახელმწიფოს მხრიდან კი არგუმენტაცია ასეთია - ბაზარი თვითონ თვითრეგულირების პრინციპით დაარეგულირებს ამას და არავითარი სახელმწიფო - პოლიტიკური ნება ამ საკითხს არ სჭირდება.

ცხრილი №2

ოქროს გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე არსებული სინჯთა
სტანდარტები საზღვარგარეთის ქვეყნებში

0x01 graphic

გამოდის, რომ ყველაფერი, რაც ზემოთ მოგახსენეთ ძალზე მარტივად შეიძლება თურმე გადაწყდეს და ევროპელები სულ ტყუილად ირჯებიან, როდესაც ასე ამკაცრებენ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს, ტყუილად ამუშავებენ სასინჯი კონტროლის ოფისებს და კვლევით ინსტიტუტებს ძვირფასი ლითონების კონტროლის მეთოდოლოგიისა და ტექნიკურ - ტექნოლოგიური პროცედურების გაუმჯობესების მიზნით.

მაშ, რისთვის მიისწრაფიან ეს ქვეყნები ძვირფასი ლითონების კონტროლისა და მარკირების საერთაშორისო კონვენციაში გაწევრიანებისთვის? ან საქართველო, როგორ მიისწრაფის ევროპაში ინტეგრაციისთვის?

მიხეილ ბეგიაშვილი,

ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებით საქმიანობაში მონაწილე პირთა უფლებებზე სამოქალაქო ზედამხედველობის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე

ANNOTATION

M. Begiashvili

In Georgia before 2005, there was a State control system (Assay offices) of articles of precious metals, which during its working period (1992-2005) made an important legislative base and activities that would allow Georgia to become a member country of “The International Convention on The Control and Marking of Articles of Precious Metals”; This process would help to regenerate Georgian traditions to make jewelries and facilitate trade in precious metal articles at the same time maintaining fair trade and consumer protection justified by the particular nature of these articles, to allow goods marked with this mark to be imported without further testing and marking, to eliminate trade barriers in the cross-border trade of precious metal articles. The national hallmark would guarantee that the purity of the metal is at least that indicated by the fineness mark.

Precious metals control has been practiced in Georgia but according to the actual situation, in a world, which is increasingly deregulated, the control of articles of precious metals may be regarded as an anachronism. Georgia has a voluntary system (articles are hallmarked by an Assay office on request of the manufacturer) and they say the fair can regularize this process itself, as a matter of fact, it can not make economical collapse, but countries having no precious metal control tend to suffer from undercarating. Goods on their markets are not the worth the value they are sold for and another negative processes too.

In Georgia there is enough quantity of gold and it would be continued to find it in the future. Georgian jewelries, that show “high master's degree” and its fineness, must share International experience and make modern technical requirements, agreed testing methods and a model of Assay offices in accordance with Georgian State economical, social and economical demands and at the same time to become a member country of “The International Convention on The Control and Marking of Articles of Precious Metals”.

The purpose of hallmarking is primarily to protect consumers from being cheated;

To ensure fair competition between manufacturers and retailers, thus ensuring market stability and growth.

Hallmarking is thus a reliable symbol of quality and the best way to boost consumer confidence and the sales of precious metals goods.

22 ინტელექტუალური კაპიტალის კომერციალიზაციის პოლუსები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლამარა ქოქიაური
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი

XX საუკუნის ბოლო წლების დინამიკა ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებში სახელმწიფოს როლი უპირატესად გაიზარდა. მოსახლეობის მატერიალური დონის დაცემასთან ერთად უკანა პლანზე გადაიწია სულიერმა და კულტურულმა ღირებულებებმა. ამიტომ მეცნიერება საზოგადოების, ქვეყნის მაგისტრალური ინტერესების მიღმა დარჩა. თუმცა, რასაკვირველია, ყველა აღიარებს: საზოგადოებას მეცნიერების, ფაქტიურად განათლების და კულტურის გარეშე არსებობა არ შეუძლია, ინტელექტუალური საქმიანობა ფაქტიურად თვითგადარჩენისა და თვითუზრუნველყოფის იმედით საზრდოობს.

თუ საქმის არსში რეალურად ჩავწვდებით, დავინახავთ, რომ მეცნიერება არ შეიძლება იყოს არც კომერციული და არც მომგებიანი (მოკლე პერიოდი გვაქვს მხედველობაში, თორემ არანაირი ეკონომიკური ეფექტი მეცნიერებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გარეშე არ მიიღება). თავისი არსით, ცოდნის წარმოება ვერ თავსდება საბაზრო კომერციული სისტემის ჩარჩოებში. მეცნიერების ეკონომიკური ეფექტი სამომავლო პერსპექტივაზეა ორიენტირებული. ცოდნის ნაყოფს, როგორც წესი, მომდევნო თაობები იმკიან.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერების არსებობასა და განვითარებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება: ამით იგი მომავალი თაობების დაკვეთას ასრულებს. სამწუხაროდ, სახელმწიფო მეცნიერებასთან მიმართებაში ხშირ შემთხვევაში უარს ამბობს მის ამ ერთ-ერთ ძირითად ფუნქციაზე და პირდაპირ მოვალეობაზე, აკისრებს რა მას კომერციალიზაციის ფუნქციას. ასეთ შემთხვევაში მეცნიერების კომერციალიზაციის ცდები, რომელიც ხშირად ზედაპირულად და საქმის გაუაზრებლად ხდება, უშედეგოდ მთავრდება.

შეიძლება თუ არა ინტელექტუალური სფეროს კომერციალიზაცია?

ისეთი სფეროების სრული კომერციალიზაცია, როგორიცაა: მეცნიერება, უმაღლესი განათლება, კულტურა, საერთოდ საზოგადოების სულიერი სფერო, - ერთი შეხედვით, თითქოსდა შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისინი წმინდა პრაგმატული გაგებით მოგებას არ იძლევიან და თავიანთი ბუნებით შემოსავლიანი არ არიან. კომერციული შეიძლება იყოს შემოქმედებითი შრომის შედეგები და არა თვით ცოდნის წარმოების პროცესი.

ცოდნის წარმოების პროცესი ხორციელდება ცოდნის ბრუნვისა და დაგროვების საერთო სისტემის სახით, რომლის საფუძველი უმაღლესი სკოლაა. ცოდნის ინდივიდუალური წარმოება არ შეიძლება იყოს საკმარისად ეფექტიანი ცოდნის არსებული სისტემის დროს. ეს შეიძლება მოხდეს მთლიანობაში, შესაბამისი სუბიექტების ურთიერთზემოქმედების სპეციალურად შემუშავებულ სისტემაში, რაც დღეისათვის მხოლოდ სახელმწიფოს თუ ხელეწიფება.

კომერციული სტრუქტურები ამ ამოცანას ერთად აღებულნიც ვერ გადაჭრიან. ეს არც არის მათი ამოცანა.

გარდამავალ პერიოდში ცოდნის წარმოების სისტემასა და წარმოებას შორის ურთიერთკავშირის სირთულის შეუფასებლობამ განაპირობა ამ სისტემის საბაზრო ურთიერთობებში ჩართვის არასწორი გადაწყვეტა. პრაქტიკაში ეს იმაში აისახა, რომ სამეცნიერო სტრუქტურები იძულებულნი გახდნენ დაკავებულიყვნენ მათთვის შედარებით უცხო და არატრადიციული საქმიანობით. ახალი ცოდნის წარმოების და მათი მომავალ თაობებზე გადაცემის მაგივრად ისინი სახსრებს ქმნიდნენ Yთავისთვის და სამეცნიერო კვლევებისთვისაც.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მეცნიერებაში ამ ბოლო პერიოდში ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაგროვდა.

90-იანი წლებიდან მოყოლებული კრიზისული მოვლენების შედეგად მეცნიერული პოტენციალის ყველა კომპონენტი მნიშვნელოვნად შემცირდა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ეს ტენდენცია დარგში ჯერ არ დასრულებულა. ამაზე მეტყველებს ქვემოთ მოტანილი ცხრილის მაჩვენებლები (იხ. ცხრილი).

როგორც ცხრილში მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, სამეცნიერო დაწესებულებების რიცხვი ბოლო ათწლეულში შემცირდა 24%25-ით, დარგში დასაქმებულთა რაოდენობა - 3,7-ჯერ, მნიშვნელოვნად შემცირდა აგრეთვე დარგის დაფინანსების მაჩვენებელიც.

მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი წარმოების განვითარება წარმოუდგენელია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გარეშე.

საქართველოს მეცნიერული პოტენციალის ძირითადი პარამეტრები

მაჩვენებლები

საზომი ერთეული

1990

1995

2000

2005

2006

1. სამეცნიეროდაწესებულებების რიცხვი

ერთეული

131

124

102

99

*

2. მეცნიერებისა დატექნოლოგიების სფეროშიდასაქმებულთა რაოდენობა

ათასი კაცი

72,3

36,0

19,3

17,3

9,1

3. დანახარჯები მეცნიერებისადა ტექნოლოგიებისგანვითარებაზე.

მლნ.ლარი

137,61

20,0

15,4

21,6

*

ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ბევრადაა დამოკიდებული მეცნიერული მიღწევების ათვისებაზე. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ წარმოებასა და მეცნიერებს შორის არსებობს ორმხრივი, ურთიერთგანმაპირობებელი და ურთიერთგანმსაზღვრელი კავშირი.

მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევათა, უახლოესი ტექნოლოგიების დანერგვა განსაზღვრავს გამოშვებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. პროდუქციის კონკურენტუნარიანობა კი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ერთ-ერთი საარსებო პირობაა. იგი მეწარმეთა მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. როგორც ცნობილია, ბაზარზე წარმატებით რეალიზდება კონკურენტუნარიანი, ე.ი. მეცნიერებატევადი პროდუქცია. პროდუქციის მეცნიერებატევადობა, ეს არის წარმოებაში მეცნიერებისა და ტექნიკის უახლოეს მიღწევათა, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად გამოშვებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებელი.

ნებისმიერ საზოგადოებაში მეცნიერების განვითარება უშუალოდ დამოკიდებულია იმ სახსრებზე, რისი გამოყოფაც შეუძლია ქვეყანას ამ დარგის განვითარებისათვის. ამ სახსრების ოდენობა და წყაროები ბევრადაა დამოკიდებული, აგრეთვე იმაზე, თუ საკუთრების რომელი ფორმაა უპირატესად საზოგადოებაში განვითარებული. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოწინავე, ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც წარმოების საშუალებებზე ტრადიციულად კერძო საკუთრებაა გაბატონებული, მეცნიერებას - ეროვნული მეურნეობის ამ წარმმართველ დარგს - აფინანსებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი. დაფინანსება ხდება შერეული გზითაც (კერძო და სახელმწიფო სექტორი ერთად). მეცნიერების დაფინანსებისათვის იქმნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო, რაც განაპირობებს ამ ქვეყანაში მეცნიერების აღმავალ განვითარებას, რაც, პირველ რიგში, აისახება მათი ეკონომიკის განვითარების დონესა და სიძლიერეში.

ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირეული საკითხი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსებაში არის მეცნიერებაზე გაწეული საერთო დანახარჯების ოდენობისა და მეცნიერების დაფინანსების წყაროების განსაზღვრა.

მეურნეობრიობის გაძღოლის მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მეცნიერების განვითარებაზე საერთო დანახარჯების ოდენობა მიზანშეწონილია განისაზღვროს ერთობლივი ეროვნული პროდუქტის, სამრეწველო პროდუქციის ზრდის ტემპის და იმ ამოცანების მიხედვით, რომელიც მოცემულ პერიოდში მეცნიერების წინაშე დგას. ასევე, აუცილებელია არსებული სამეცნიერო პოტენციალის (მეცნიერული კადრების, სამეცნიერო დაწესებულებების რიცხოვნობის, ამ დაწესებულებების ტექნიკური საშუალებებითა და სამეცნიერო აპარატურით აღჭურვის) მდგომარეობის გათვალისწინება.

დადგენილია, რომ სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ეკონომიკური კანონის თანახმად, მეცნიერების განვითარებაზე მთლიანი ეროვნული პროდუქტის 3-3,5%25 მაინც უნდა დაიხარჯოს. უფრო მეტიც, ეს მაჩვენებელი მეცნიერებაზე გაწეული დანახარჯების ქვედა ზღვარია. ამ მაჩვენებლის შემცირება უკვე იწვევს ქვეყნის სასაქონლო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირებას როგორც შიგა, ისე საგარეო ბაზრებზე თავისი თანმხლები მთელი რიგი ნეგატიური პროცესებით.

როგორც აღინიშნა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე, მოწინავე განვითარებული ქვეყნები საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავენ. აშშ-ში მეცნიერების განვითარებაზე იხარჯება ერთობლივი ეროვნული პროდუქტის 2,7%25, იაპონიაში, ეს მაჩვენებელი - 2,5%25-ია, საფრანგეთში - 2,3%25 და ა.შ.

განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 0,6-0,8%25-ია. საშუალოდ მათ, როგორც წესი, სუსტად განვითარებული მეცნიერული პოტენციალი გააჩნიათ; ზოგიერთს იგი საერთოდ არა აქვს და ამ ქვეყნების ეროვნული მთავრობების მთელი ძალისხმევა იქეთკენაა მიმართული, რომ როგორმე საკუთარი სამეცნიერო პოტენციალი შექმნან. ეს კი მეტად რთული, ხანგრძლივი, ამასთან, საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია და რაც მთავარია, მარტო ქვეყნის მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყოფაზე არ არის დამოკიდებული. მისი შექმნა ერის ისტორიულ, პოტენციურ და მთელ რიგ სხვა სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გარეშე ფაქტორებზეა დამოკიდებული.

დღეისათვის საქართველოში მეცნიერების განვითარების პრობლემებისადმი განვითარებადი ქვეყნის სტატუსით მიდგომა გამართლებული არ არის. ქვეყანას საკმაოდ მძლავრი (თუმცა, ამჟამად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი) სამეცნიერო პოტენციალი გააჩნია. მის შენარჩუნებაზე და შემდგომ ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში ჩაყენებაზე ზრუნვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანაა.

რა სახსრები იხარჯება მეცნიერებაზე დღეს? საქართველოში ადრე მეცნიერების განვითარებაზე ეროვნული შემოსავლის 2-2,5%25 იხარჯებოდა. ეს მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი ყოფილ საბჭოთა კავშირში 4,5-5%25-ს შეადგენდა.

დღეისათვის საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე ერთობლივი შიდა პროდუქტის 0,2%25 იხარჯება. ეს მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს არსებული მეცნიერული პოტენციალის შენარჩუნება-გამოყენებას. საჭიროა ამ საკითხს მეტი ყურადღება მიექცეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურების მხრიდან.

მეცნიერების დაფინანსების წყაროებს შორის ერთ-ერთი უდიდესი ადგილი ეკუთვნის ბიუჯეტის სახსრებს. ეს დაკავშირებულია, ერთი მხრივ, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა ცალკეულ სახეებთან. კერძოდ, მათ საერთო საქვეყნო მნიშვნელობასთან როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი პერიოდისათვის, მეორე მხრივ, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სპეციფიკასთან.

ბიუჯეტური დაფინანსება, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქვეყნების მეცნიერების დაფინანსებაში. აშშ-ში იგი შეადგენს 50-55%25-ს, გერმანიაში და ინგლისში - 49-50%25-ს.

ჩვენი ქვეყნის ტრადიციებიდან და მეცნიერების სტრუქტურიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მეცნიერება ძირითადად ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.

ჩვენს სინამდვილეში მეცნიერების დაფინანსებას ტრადიციულად ქვეყნის ბიუჯეტი ახორციელებდა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ასეთი სახსრები არ გამოიყოფოდა. დღეისათვის ასეთი პრაქტიკა სავსებით მიუღებელია. მუნიციპალურმა ბიუჯეტებმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ მეცნიერების დაფინანსებაში. ეს აუცილებელია თვით ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტისთვის.

ბიუჯეტური სახსრები, როგორც ეს მიღებულია განვითარებულ ქვეყნებში, შეიძლება წარიმართოს როგორც სამთავრობო, სახელმწიფო, ისე კერძო სამეცნიერო დაწესებულებების სამუშაოების დასაფინანსებლად, სახელმწიფო შეკვეთების გზით და სხვა არხებით.

მეცნიერების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა მისი დაფინანსება კერძო, სამეურნეო ფირმების მიერ. ეს უკანასკნელნი სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი ახალი პროდუქციისა და ტექნოლოგიების, ორგანიზაციული სიახლეების შექმნით. მათთვის ხელსაყრელი და აუცილებელი იქნება გამოყონ სახსრები მეცნიერული კვლევების განსახორციელებლად, აგრეთვე სხვადასხვა ფონდებში შეტანისათვის და ა.შ.

კერძო სამეწარმეო სუბიექტებს სახსრების მეცნიერების დაფინანსებაში მონაწილეობის აუცილებლობას კარნახობს საერთო კონკურენციული გარემო და სწრაფვა მეტი ეკონომიკური შედეგის მიღწევისკენ. მეწარმეებმა უნდა გაითავისონ, რომ მეცნიერული კვლევების შედეგების საწარმოო ათვისება აამაღლებს მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. ხარჯები, რომლებიც მეცნიერების განვითარებისთვის გაიღება, იძლევა ეფექტს, რაც ბევრჯერ აღემატება თვით ამ ხარჯებს.

მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი ტრადიციული წყაროა კრედიტი. ჩვენს სინამდვილეში მეცნიერების დაფინანსებაში კრედიტის გამოყენების სფერო შედარებით მცირე იყო. დღეისთვის მეცნიერების დაფინანსების ამ წყაროს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ქვეყანაში საკრედიტო სისტემის განვითარება, ბანკების საკრედიტო პოტენციის ზრდა ხელს შეუწყობს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დაკრედიტების გაფართოებას. კრედიტები შეიძლება მიმართული იყოს როგორც სამეცნიერო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისთვის, ასევე მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის. შესაბამისად, უნდა განვითარდეს დაკრედიტების როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ფორმა.

მეცნიერების განვითარებაზე კრედიტი შეიძლება გასცეს როგორც სახელმწიფო, ისე კომერციულმა ბანკებმაც. კრედიტები აუცილებლად შეღავათიანი უნდა იყოს და მისი გაცემით ეს ბანკები უნდა იყოს სტიმულირებული სახელმწიფოს მხრიდან.

სამეცნიერო კვლევების დაფინანსების ასევე ერთ-ერთი წყაროა ვენჩურული (რომელიც ჩვენს სინამდვილეში სიახლეს წარმოადგენს) და უცხოური კაპიტალი.

ჩვენს ქვეყანაში არსებული სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალისა და ტრადიციული სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების ბაზაზე საკმარისი საფუძველია სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარებისათვის როგორც ახლო მეზობლებთან, ისე საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებთან. ამგვარი კავშირების მრავალი ფორმა უკვე ჩამოყალიბდა. კერძოდ, ესაა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრამების ერთობლივად დამუშავება, ცალკეული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პირდაპირი დაფინანსება უცხო ქვეყნების მიერ, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდების დახმარება, კრედიტების გაცემა და ა.შ.

როგორც ვთქვით, მეცნიერების განვითარების საკითხში საქართველოში განვითარებადი ქვეყნების სტატუსით ხელმძღვანელობა დაუშვებელია. აქ უკვე არის მეცნიერული პოტენციალის მყარი ბაზა, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება. ჩვენი ვარაუდით, მეცნიერების განვითარებაზე ახლო მომავალში შიდა ეროვნული პროდუქტის 1,2-1,5%25 მაინც უნდა დაიხარჯოს. ეს მინიმალურად შეინარჩუნებს არსებულ სამეცნიერო პოტენციალს.

მეცნიერებისა და სამეცნიერო მომსახურების განვითარება ბევრადაა დამოკიდებული ამ დარგში კაპიტალური დაბანდებების მოცულობაზე. ეკონომიკაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო სულ უფრო ნაკლები კაპიტალური დაბანდებები გამოიყოფა ამ დარგის განვითარებისათვის.

მეცნიერების განვითარება ბევრადაა დამოკიდებული დარგის ძირითად ფონდებზე, მის მდგომარეობასა და სტრუქტურაზე. მეცნიერების ძირითადი ფონდების აქტიური ნაწილის განახლება ძირითადად განაპირობებს დარგის საბოლოო შედეგების მიღწევას. მეცნიერებისა და სამეცნიერო მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, აქ განსაკუთრებით დიდია ძირითადი ფონდების მორალური ცვეთის კოეფიციენტი.

1993 წლიდან რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის დარგებში მოხდა ძირითადი ფონდების გადაფასება. ეს პროცესი მეცნიერებასა და სამეცნიერო მომსახურებასაც შეეხო. დღეისათვის სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გააჩნია ინფორმაცია ამ დარგის ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ. ამიტომაც ვერ ხერხდება მოცემულ პერიოდში მეცნიერების ძირითადი ფონდების მდგომარეობის შეფასება.

დარგის განვითარებას აუცილებლად მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მთავრობის მხრიდან. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მატერიალური წარმოების დარგებისა და კერძოდ მრეწველობის განვითარებაში არსებული უამრავი პრობლემა სხვა მიზეზებთან ერთად იმითაც აიხსნება, რომ მეცნიერება არ დგას ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამსახურში.

ამრიგად, პრობლემები სახეზეა და ერთმნიშვნელოვნად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მეცნიერების დაფინანსებას. მეცნიერების დაფინანსებისთვის უნდა შეიქმნას სხვადასხვა წყარო, როგორც სახელმწიფო სახსრების, ისე სხვა სახსრების მოზიდვის გზით. მთავარია ერთი გარემოება, მეცნიერების განვითარებისთვის საჭირო წყაროების ფორმირების პროცესს საერთოდ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყნის ხელისუფლებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში დარგის არსებობისთვის საჭირო სახსრების ის მინიმალური დონე, რომელიც დღეისათვის არსებობს, დარგის არსებობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სასიცოცხლოდ აუცილებელი ამოცანაა სასწაულებრივად გადარჩენილი და დღემდე მოღწეული სამეცნიერო პოტენციალის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება, რაც დღეს არსებულ წყაროებზე დაყრდნობით შეუძლებელია. ხელახალი მეცნიერული პოტენციალის შექმნა და ფორმირება კი მეტად ძვირადღირებული პროცესი იქნება და საქართველოს ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ შეძლებს.

ANNOTATION

Lamara qoqiauri
Doctors of Economics profesor

Spiritual and cultural valuables were thrown to the back plan together with falling material position of the people at the stage of transiting to the market economy. This left science beneath material interests of society and the country. Though, of course, it is recognized by everyone, that the society can not exist withowt science, education and culture. Science, in fact, remained on self-secure and self-provision.

In the first place we consider it to be important to reorganize existed system of managing science. It is evident, that the state must keep social administration of the system producing knowledge, also its control ans stimulation. This gives rise to the importance of new realizing of planning science. We may say the same about financing science.

We consider fulfillment of the system financing science to be an important element of the mechanism stimulating scientific-technical progress.

The most important and fundamental problems in the business of financing scientific- technical activities is definition of the quantity of total expences wasted on science and sources of its financing.

l To our mind, it is purposeful to define the quantity of total expences according to the rate of growth of gross national product and industrial production, by those problems, which are in the science in the given moment, and also according to the situation is the existed scientific potential.

l Method of approaching towards the problem of developing science in Georgia by the status of the developing country is not ap proved nowadays. The country has quite strong scientific potential (though it is in a critical situation) and its keeping and further development is the most important problem of the stase.

To our mind, the state must pay more attention to the question of financing science. They must form various sources for it by the state expences, as well as in the way of attracting other resources. In other cases, the minimal level of the resources needed for the existing of the field, will make its existence doubtful. It is vitally important to keep basic part of the scientific potential remamed for today. This is in fact impossible leaning on the sources we have. Creating new scientific potential is the most expensive process and Georgian economy can not simply afford it.

23 მენეჯმენტის ორგანიზაციული სტრუქტურა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზემფირა ბობოხიძე,
სოფლის მეურნეობათა აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ

როგორც წესი, ორგანიზაციული სტრუქტურის სამი ტიპი არსებობს: ხაზობრივი, საშტაბო და მატრიცული.

ხაზობრივი მართვის ქვეშ იგულისხმება: ხელმძღვანელთა მთელი ჯაჭვი, რომელიც აკონტროლებს უშუალოდ წარმოებას, ანუ მოცემული ორგანიზაციისათვის მთავარი ფუნქციის შესრულებას.

საშტაბო ხელმძღვანელობა - ესაა მენეჯერები და მათდამი დაქვემდებარებული პირების ერთობლიობა, რომლებიც ორგანიზაციისთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის ფუნქციებს ასრულებენ.

თუ მართვას განვიხილავთ რომელიმე ორგანიზაციის ჩარჩოებში, მაგალითად, ცემენტის მწარმოებელი საწარმოს მიხედვით, ყველა ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის წარმოებისადმი კონტროლს, მიეკუთვნება ხაზობრივ ხელმძღვანელობას, ხოლო მათი თანაშემწეები, მრჩეველები და სხვები - საშტაბო ხელმძღვანელობას.

გარდა ამისა, საწარმოში საშტაბო ხელმძღვანელობას მიეკუთვნება ბუღალტერია, მთავარი ტექნოლოგის განყოფილება, კადრების განყოფილება და ა.შ.

თუ მართვის ორგანიზაციულ სტრუქტურას განვიხილავთ მთელი სახელმწიფოს ფარგლებში, მაშინ ჩვენ დავინახავთ, რომ საშტაბო ხელმძღვანელობის ფუნქციას ჩვენთან ასრულებს საკანონმდებლო ხელისუფლება - პარლამენტი, რომელიც ქმნის საკანონმდებლო აქტებს, ხოლო ხაზობრივ ხელმძღვანელობას ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის სათავეშიც დგანან პრეზიდენტი და მთავრობა. ეს უკანასკნელი უშუალოდ ასრულებს სახელმწიფოს მთავარ ფუნქციას - მართვას, ეყრდნობა რა კანონებს - საშტაბო ხელმძღვანელობის პროდუქტს.

XX საუკუნის დასაწყისში მოხდა ხაზობრივი და საშტაბო სტრუქტურების სინთეზი და იმ დროიდან მოყოლებული ყველა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, როგორც წესი, ხაზობრივ-საშტაბო სტრუქტურა გააჩნიათ. მაღალი ხარისხით ეს ეხებათ მსხვილ საწარმოებს. რაც შეეხება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ასეთი რთული სტრუქტურის საჭიროება არა აქვთ. პატარა საწარმოებში ხაზობრივი ხელმძღვანელი იღებს თავის თავზე საშტაბო ხელმძღვანელის ფუნქციასაც. მაგალითად, საოჯახო რესტორანი, სადაც ოჯახის მეთაური უშუალოდ ამ საწარმოს მოღვაწეობისადმი უშუალო ხელმძღვანელობის ფუნქციასთან ერთად ასრულებს მთავარი ბუღალტერის ფუნქციასაც.

ზემოთ აღნიშნულიდან იკვეთება გარკვეული კანონზომიერება, რომლისგანაც უნდა გაკეთდეს შემდეგი მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც უფრო მასშტაბურია ორგანიზაცია, მით უფრო რელიეფურად წარმოჩინდება ხაზობრივ-საშტაბო სტრუქტურა და მით უფრო დიდ როლს ასრულებს საშტაბო, ანუ ფუნქციონალური სამსახურები.

წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე, საშტაბო ხელმძღვანელობის როლი სულ უფრო იზრდება. ყველაზე უფრო გაზრდილი შტაბი შეიძლება დავინახოთ მეცნიერებატევად საწარმოებში, სადაც მუდმივად დასაქმებულია დიდი სამეცნიერო ძალები. აქ ხაზობრივი ხელმძღვანელობა მეორე პლანზე გადადის.

ამ მხრივ კარგი მაგალითია, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი იაპონური ფირმები, რომლებიც კარგად ახდენენ მოცემული ტენდენციის ილუსტრირებას. აღნიშნულ ფირმებში კონვეირული ხაზები მთლიანად რობოტიზირებული და კომპიუტერიზებულია, ხოლო მათი მომსახურე პერსონალი მცირერიცხოვანი.

მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ალაპარაკდნენ ორგანიზაციების მატრიცულ სტრუქტურებზე.

მატრიცული სტრუქტურა - ეს სამუშაო ჯგუფების ერთობლიობაა, რომელიც შექმნილია კონკრეტული ამოცანისთვის და მოქმედებს საკმაოდ მოკლე დროის მანძილზე. ამ სახის სტრუქტურის აღმოცენება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც პასუხი, ან რეაქცია საქმიანი ცხოვრების ტემპების დაჩქარებაზე, ეკონომიკურ სფეროში ცვლილებების დინამიკის ამაღლებაზე. ეკონომიკური პროცესების შემდეგმა განვითარებამ წარმოშვა აუცილებლობა უფრო ოპერატიულად განხორციელდეს რეაგირება საბაზრო სიტუაციების ცვლილებებზე. ასეთი ვითარებისთვის კლასიკური ხაზობრივ-საშტაბო სისტემა მიუღებელი აღმოჩნდა. საჭირო შეიქმნა ახალი, უფრო მოქნილი და ეფექტური სტრუქტურები. კონკრეტული ამოცანისთვის შექმნილი ჯგუფები საშუალებას აძლევდნენ ორგანიზაციას ადაპტირება მოეხდინა მთლიანად სწრაფად ცვალებადი ბაზრის მიმართ.

მატრიცული ჯგუფის შექმნა განვიხილოთ სამრეწველო საწარმოს მაგალითზე. მოცემული საწარმო იმყოფება კრიზისულ სიტუაციაში: არა აქვს ინვესტიციები, პროდუქცია ცუდად ეყიდება, ხოლო საწყობი გადავსებულია საქონელით. შეიკრიბა ადმინისტრაციის უმაღლესი რგოლი და გადაწყვიტა, რომ ჩამოაყალიბოს ჯგუფი შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად და ამ ჯგუფში მოიწვია საწარმოს სპეციალისტები სხვადასხვა სტრუქტურული სამსახურებიდან, მათ შორის, მთავარი ტექნოლოგი, მთავარი ბუღალტერი, მარკეტინგული განყოფილების ხელმძღვანელი და სხვები. ერთი კვირის შემდეგ გაიმართა დაგეგმილი თათბირი, სადაც განხილული იქნა დასმული საკითები. ესაა დროებითი ჯგუფის მაგალითი: ის შეიკრიბა კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად და შექმნილი იყო დროებით.

ეხლა უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ წარმოიშვებიან მატრიცული სტრუქტურები.

დავუშვათ, რომ მოცემულ საწარმოში პრობლემების განხილვისას გადაწყდა შეექმნათ ორი დროებითი ჯგუფი: მარკეტინგული ჯგუფი ნახევარი წლის ვადით და ფინანსურ-ეკონომიკური ჯგუფი ინვესტიციების მოზიდვის დანიშნულებით - სამი თვით. გადაწყდა, პირველი ჯგუფი შეიქმნება მარკეტინგული განყოფილების ექვსი თანამშრომლისგან, სამი თანამშრომელი იქნება ჩართული ¹2 საამქროდან და ორი თანამშრომელი ტექნოლოგიური განყოფილებიდან, ჯგუფის ხელმძღვანელობა დაევალა მარკეტინგული განყოფილების უფროსს. მეორე ჯგუფი იქმნება კადრების განყოფილების, ¹2 და ¹3 საამქროების წარმომადგენლებისაგან.

როგორც ვხედავთ, ახალი ჯგუფები ამ შემთხვევაში არსებობენ ორგანიზაციის მუდმივად არსებული, დიდი ხნის წინ ფორმირებულ სტუქტურებს შორის, მათ გვერდით. ასეთი ჯგუფების ერთობლიობას მატრიცული სტრუქტურა ეწოდება.

ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ახალი დროებითი ჯგუფების ყველა წევრი აქამდე ექვემდებარებოდნენ სხვადასხვა უფროსებს. თუ იგივე სიტუაცია იქნება შენარჩუნებული, მაშინ ეს გამოიწვევს ახალი ჯგუფების მუშაობის პარალიზებას იმის გამო, რომ ახალი ჯგუფის თითოეული წევრი აღმოჩნდა ორი უფროსისადმი დაქვემდებარების ქვეშ (ახლისა და ძველის), რათა ასეთი რამ არ იქნას დაშვებული, საწარმოს ხელმძღვანელი გამოსცემს ბრძანებას, რომელშიც მითითებულია, რომ ახალი დროებითი ჯგუფების მუშაობის პირობებში მათი ყველა წევრი გამოდის წინა ხელმძღვანელის დაქვემდებარებიდან და ექვემდებარება მხოლოდ ახალ ხელმძღვანელს.

მატრიცულ ჯგუფებს ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ადხოკრატია, (ლათინურის მიხედვით - AD HOC), რაც ნიშნავს რაღაცისადმი მიმატებას, რაღაცის წარმოშობის შემდეგ.

მენეჯმენტში ადხოკრატია მოიცავს პატარა დროებითი ჯგუფების ერთობლიობას, რომლებიც იქმნებიან იმისათვის, რათა აღმოფხვრან დროებითი ანომალია, კრიზისი, წინააღმდეგობანი დიდი საწარმოს შიგნით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარეობს შემდეგი კანონზომიერება:

რაც უფრო მსხვილია ორგანიზაცია და რაც უფრო მობილურია შიგა გარემო, მით უფრო მაღალია მატრიცული სტრუქტურების წარმოშობის ალბათობა;

რაც უფრო მცირეა საწარმო, მით უფრო ნაკლებია მატრიცული სტრუქტურების წარმოშობის ალბათობა.

სტაბილური სიტუაციისას, ერთის მხრივ, ნაკლებია არაორდინალური სიტუაციების წამოშობის ალბათობა, რომელსაც შეუძლია დაემუქროს ორგანიზაციის მდგომარეობას, ხოლო მეორეს მხრივ-ასეთ შედარებით წყნარ სიტუაციაში დიდ სტრუქტურებს შეუძლიათ უფრო ადვილად მოერგონ და შეეთვისონ ცვლილებებს, ამიტომ მატრიცული სტრუქტურის საჭიროების აუცილებლობა მცირდება. მცირე მოცულობის საწარმოებს, რომლებიც თავიანთთვის თავისთავად საკმაოდ მობილურნი არიან და ადვილად ახერხებენ ტრანსფორმირებას რეალურად შექმნილი სიტუაციის შესაბამისად, მატრიცული სტრუქტურების საჭიროება საერთოდ არა აქვთ.

მეორე ეტაპს, სტრუქტურის შექმნის შემდეგ, წარმოადგენს პერსონალის შერჩევა. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ აქ შევეხებით მის მხოლოდ ერთ ასპექტს - რა ნიშნებით უნდა მოხდეს პერსონალის შერჩევა გამზადებული ორგანიზაციული სქემის მიხედვით. ცნობილია ადამიანებისა და სტრუქტურის ერთმანეთის შესაბამისობაში მოყვანის ორი პრინციპი, „კლასიკური“პრინციპის სკოლა გვთავაზობს: ადამიანები შერჩეული უნდა იქნან ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით. ამის საწინააღმდეგო პრინციპი, რომელიც მომდინარეობს „ადამიანური ურთიერთობების“ სკოლისაგან სულ სხვა რამეზე მეტყველებს: სტრუქტურა უნდა შეიქმნას კარგად შერჩეული ადამიანების მიხედვით (ე.ი. მათ მიესადაგოს).

ერთი შეხედვით, ეს ორი პრინციპი თითქოს შეუთავსებელია. პირველი პრინციპი ასახავს XX საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიულ რეალობას, რომლისთვისაც დამახასიათებული იყო სამუშაო ძალის დაბალი ხარისხი, მოუმზადებელი პერსონალი, მსხვილი კორპორაციების ბატონობა. მეორე პრინციპი ასახავს XX საუკუნის მეორე ნახევარს: სამუშაო ძალის მაღალი ხარისხი, განსწავლული პერსონალი, მცირე და საშუალო ბიზნესის ბატონობა.

თუ საზოგადოებაში ორგანიზაციების ტიპებია გადახლართული, მაშინ პრაქტიკაში გამოყენებულ უნდა იქნეს ორივე პრინციპი.

განვიხილოთ, თუ როგორ იქმნება ცხოვრებაში მცირე ბიზნესი. თავდაპირველად თავს იყრის ორი-სამი მეგობარი და ქმნიან საშუამავლო ფირმას: ერთ ადგილას იაფად იყიდეს, ხოლო მეორეში-უფრო ძვირად გაყიდეს. საქმე კარგად წავიდა. საჭირო შეიქმნა დამატებითი პერსონალის დაქირავება. საქმე კიდევ უფრო კარგად წავიდა. აი ასე მცირე საწარმო გადაიქცევა საშუალოდ, ხოლო კიდევ შემდეგ მსხვილად. პირველი, რასაც აკეთებენ ყოფილი მეგობრები, - თავიანთი ურთიერთობების ფორმალიზების მოხდენაა ახლად მოსულებთან. ერთმანეთთან მათ ყოფნიდათ არაფორმალური ურთიერთობები და სიტყვიერი შეთანხმებები, მთავარი იყო „ადამიანური ურთიერთობები“ -ს იდეოლოგია. მაგრამ, როცა ფირმა გაფართოვდა, გამოჩნდნენ მსხვილი ქვედანაყოფები და რთული ორგანიზაციული სტრუქტურები, მკაფიოდ გაწერილი თანამდებობრივი ინსტრუქციები, პერსონალის შერჩევისა და დაწინაურების სისტემა, ორგანიზაცია გარდაიქმნა ბიუროკრატიულ სისტემად. ასე ყალიბდებოდა მსხვილი ორგანიზაციების უმრავლესობა. მთავარ ფაქტორად დამამთავრებელ ფაზაზე გახდა „კლასიკური“სკოლის იდეოლოგია: დიდ ორგანიზაციაში ყველაფერი ისე უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც საათი.

მაგრამ, აი, დიდი ორგანიზაცია უკვე იწყებს ჩამორჩენას ბაზრისაგან და სწრაფად ცვალებადი რეალობისაგან. საჭირო ხდება მისი შველა. ეს კეთდება ორი საშუალებით:

- მართვის დეცენტრალიზაციითა და მსხვილი ორგანიზაციის დაშლით მრავალ შვილობილ ორგანიზაციებად (ფილიალებად), რომლებიც ფლობენ გარკვეულ ეკონომიკურ და იურიდიულ დამოუკიდებლობას, ანუ ფილიალიზაციით;

- სტრუქტურის შექმნით, ანუ დროებითი სამუშაო ჯგუფების მძლავრი სისტემის შექმნით, რომლებიც კვლავ რჩებიან ტრადიციული სტრუქტურის ჩარჩოებში, იღებენ მხოლოდ ორგანიზაციულ და არა ეკონომიკურ და იურიდიულ დამოუკიდებლობას, არსებობენ მოკლე დროით მხოლოდ გარკვეული კონკრეტული ამოცანისათვის, რის შემდეგაც იშლებიან და შემდეგ კვლავ იქმნებიან ახლები.

ნებისმიერი საწარმოს საწყისი ფაზა - მცირე ფირმაა: არაფორმალური ურთიერთობები, განტოტებული და განშტოებული თანამდებობრივი სტრუქტურისა და იერარქიის არ არსებობა, არადიდი კაპიტალი და დაკავებული ბაზრის ერთი სეგმენტი, მცირერიცხოვანი პერსონალი, ურთიერთობები ფუნქციონირებადი მცირე ჯგუფისა და მაღალი ნდობადობის პრინციპებზე.

მეორე ფაზა - მსხვილი კომპანიაა, რომელიც გაიზარდა მცირე ფირმისაგან, ბაზრის რამდენიმე სეგმენტი, მრავალ პროფილიანი მოღვაწეობა, განტოტებული სტრუქტურა და მრავალსაფეხურიანი იერარქია, ურთიერთობების ფორმალიზაცია, ვიწრო სპეციალიზაცია, ბიუროკრატიზაცია, კაპიტალის მსხვილი ბრუნვები, უძრაობა და დაბერება.

მესამე ფაზა - კრიზისისგან გამოსვლა უზომოდ გაბერილი ბიუროკრატიული სტრუქტურისაგან, რაც ხდება ორი გზით: დეცენტრალიზაციის გზით ან მატრიცული სტუქტურის შექმნით.

დეცენტრალიზაცია გულისხმობს იმას, რომ მსხვილი კომპანია დანაწევრდება ფილიალებად ან შვილობილ წარმონაქმნებად, რომელთაგან თითოეული ფლობს იმდენად დიდ ეკონომიკურ და იურიდიულ დამოუკიდებლობას, რომ არსებითად ისინი თითქმის დამოუკიდებელი ფირმები ხდებიან.

მატრიცული სტრუქტურა ინარჩუნებს ძველი ორგანიზაციის მკაცრ ჩონჩხს, მაგრამ თავის შიგნით ქმნის სიმრავლეს წვრილი, ძალიან მობილური დროებითი გაერთიანებებისას, რომლებიც მომენტალურად რეაგირებენ საბაზრო კონიუნქტურის ცვლილებებზე, ქმნიან რა პროდუქციის ახალ სახეობებს, ახალ იდეებს, იპყრობენ ბაზრის ახალ სეგმენტებს. ფინანსურად და იურიდიულად ისინი არ არიან დამოუკიდებლები, მაგრამ ისევ მობილურები და მოქნილები არიან, როგორც შვილობილი წარმონაქმნები.

დეცენტრალიზაცია და „მატრიციზაცია“- თითქმის ტყუპები არიან. მათ ბევრი საერთო აქვთ, თუნდაც მათი ამოცანა-იხსნან ლიკვიდაციისაგან დაუძლურებული ორგანიზაციები. ამასთან, მათ მრავალი განმასხვავებელი ნიშნებიც გააჩნიათ. ორგანიზაციული სტრუქტურის დინამიკა, მისი განვითარების სასიცოცხლო ციკლი მჭიდროდ არიან დაკავშირებული ხელისუფლების პრობლემებთან.

АНОТАЦИЯ

ОРГАНИЗАЦИОННАЯ СТРУКТУРА МЕНЕДЖМЕНТА

Земфира Бобохидзе, Академический доктор селского хозяйства,
Асистент-профессор Сухумского Государственного Университета

В статье рассмотрены три типа организационных структур: линейное, штабное, и матричное. На основе анализа этих и соотвествующых управленческих структур выведены закономерности и следующие выводы:

Чем масштабнее организация, тем более рельефно выявляется линейно-штабная структура и тем большую роль исполняют штабные, т.е. функциональные службы;

Чем крупнее организация и мобильнее внутренная среда, тем выше вероятность проявления матричных структур;

Чем мельче производство, тем меньше вероятность проявления матричных структур;

Спасение организаций отстающих от рынка и меняющихся реальностей возможно:

Децентрализацией управления и разделом крупных организаций на множество мельких (филиалы), имеющих определенную экономическую и юридическую независимость, т. е. филиализацией;

Созданием новых структур или мощной системы временных рабочих групп, оставаясь в рамках традиционных структур, оставляя лишь организационную а не экономическую и юридическую независимость, действуя лишь определенное время для осуществления конкретных задач, затем эти группы распадаются и образуются новые.

24 როგორ დავძლიოთ სიღარიბე საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლაშა ჩიბურდანიძე
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის დოქტორანტი

სიტყვა ღარიბი, არ მქონე, საცოდავი, ნამდვილად არ შეესაბამება XXI საუკუნის საქართველოს. ქვეყანას, რომელიც ისტორიულად მდიდარ ქვეყანად ითვლებოდა და ძირითადად ამ მოტივით მტერთა სამიზნეც იყო.

თანამედროვე სინამდვილეში სიღარიბე მოსახლეობის ცხოვრების დონითა და მატერიალური მდგომარეობით განისაზღვრება. სტატისტიკა ცხოვრების დონეს სამი მაჩვენებლით აფასებს: სიღარიბის დონით, სიღარიბის სიღრმით, სიღარიბის სიმწვავით. ამ მაჩვენებლების განსაზღვრას საფუძვლად ასევე სამი ზღვარი უდევს: საარსებო მინიმუმი; მედიანური მოხმარების 60%25; მედიანური მოხმარების 40%25.

სიღარიბის დონე ღარიბი მოსახლეობის წილით განისაზღვრება მთელ მოსახლეობაში. სიღარიბის სიღრმის მაჩვენებელი ღარიბი მოსახლეობის სიღარიბის ზღვრამდე დაშორების წილია მთელი მოსახლეობის სიღარიბის ზღვრის ჯამური მოხმარებიდან. სიღარიბის სიმწვავე კი ღარიბ ოჯახთა შორის სიღარიბის უთანაბრობას გვიჩვენებს და იგი თავისი შინაარსით მოიცავს როგორც სიღარიბის სიღრმეს, ისე ღარიბთა შორის უთანაბრობას.

განსაკუთრებით შესამჩნევია ცხოვრების დონის სიღარიბე სოფლის მოსახლეობაში.

ცხრილი№ 1

სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში სოფლად მაცხოვრებელთა მიხედვით

0x01 graphic

ცხრილი 1-ის მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში 2005 წელს სიღარიბის დონე წინა წელთან შედარებით საარსებო მინიმუმთან მიმართებაში გაიზარდა 1,12-ჯერ და თუ 2004 წელს ყოველი 100 მაცხოვრებლიდან 37.1%25 შემოსავლების საარსებო მინიმუმზე დაბლა იდგა, 2005 წლისათვის ის 41.6%25 გაიზარდა, იმავე პერიოდთან შედარებით სიღარიბის სიღრმის ზრდამ 9%25-ი შეადგინა, სიღარიბის სიმწვავის ზრდამ 5%25, ასეთივე ტენდენციით ხასიათდება წარმოდგენილი სიღარიბის მაჩვენებლები მედიანური მოხმარების მიმართაც.

ცხოვრების დონის გაუარესებაზე განსაკუთრებით სოფლად მიუთითებს ასევე შემოსავლების კონცენტრაციის მაჩვენებელი (ჯინის ინდექსი), რომელიც გვიჩვენებს სოფლად შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გადახრას მათი თანაბარი განაწილების ხაზიდან.

ცხრილი № 2

შემოსავლების კონცენტრაციის მაჩვენებლები საქართველოს სოფლის მოსახლეობაში

ინდექსის განსაზღვრის
მაჩვენებელი

2004 წ.
საშუალოდ

2005წ.საშუალოდ

დინამიკის
კოეფი.

1

ფულადი შემოსავლები

0.53

0.53

1.0

2

მთლიანი შემოსავლები

0.44

0.44

1.0

3

ფულადი ხარჯები

0.46

0.45

0.97

4

მთლიანი ხარჯები

0.41

0.41

1.0

5

მთლიანი მოხმარება

0.38

0.39

1.02

როგორც ცხრილიდან ჩანს, ჯინის ინდექსი მთლიანი შემოსავლების მთლიანი ხარჯების მიხედვით 0-თან ახლოს არიან და შემოსავლების განაწილების თანაბრობაზე მეტყველებს, თუმცა, 0.41-0.44 დონის ინდექსი ჯერ კიდევ განაწილების უთანაბრობაზე მიუთითებს, ხოლო ფულადი შემოსავლების მიხედვით კონცენტრაციის დონეს 0.53 მაჩვენებელი შემოსავლების გადანაწილების უთანაბრობის დასტურია.

2008 წლის თებერვალს საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა პროექტი სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე რომელიც მოიცავს 50 დღის და უახლოესი მომავლის გეგმებს. ამ გეგმის ერთ-ერთი ქვეპუნქტის თანახმად, შემუშავდა გეგმა - სოფლის მექანიზაცია 2008. რომელიც ეხება სოფლის აღორძინებას. ეს გეგმა შემუშავებულია და გათვლილია 2008 წლის იანვრიდან, რომლის შინაარსი მოიცავს 350 ტრაქტორის განაწილებას რეგიონების მიხედვით:

  • პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა სოფლის მექანიზაციის ცენტრი მთავრობის მიერ გადაცემული 350 ტრაქტორის ბაზაზე;

  • ტრაქტორების მომსახურების საფასური ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის;

  • სახნავ სეზონამდე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მექანიზაციის ცენტრებს მოამარაგებს დამატებითი სასოფლო-სამეურნეო აგრეგატებით, მათ შორის გუთნებით და სხვა სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის მიზნით;

  • 2008-2011 წლებში მოხდება სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია და განვითარება;

  • 30%25-ით გაიზრდება მორწყული მიწების ფართობი;

  • პროექტის საერთო ღირებულებაა 100 მლნ. ლარამდე;

  • გარდა ამისა, 2008 წლის სარწყავი სეზონის დაწყებამდე გაიწმინდება ყველა სარწყავი არხი.

2008 წლებში ასევე 100 ახალი სოფლის მეურნეობის საწარმოს პროგრამის ფარგლებში მიწის პირველი ლოტები გამოცხადდა:

  • უახლოესი თვეების განმავლობაში ჩატარდება შერჩევა და განსაზღვრული იქნება მინიმუმ 10 სოფლის საწარმოს ინვესტორი;

  • გამარჯვებული ინვესტორების შერჩევის კრიტერიუმებია დასაქმებულთა და ინვესტიციების მოცულობა;

  • სოფლის საწარმოში საინვესტიციო გეგმის შესრულების შემთხვევაში ინვესტორი მიიღებს მიწის ნაკვეთს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

2008 წლის მარტიდან უკვე განხორციელდა სოფლად მაცხოვრებლებისათვის უფასო საწვავის დარიგება.

ასევე იწყება იაფი სესხის კომპონენტი რეგიონალური ტურიზმისა და ხალხური რეწვის განვითარება.

2008 წლის 25 თებერვლიდან დაიწყო მეწარმეების განაცხადების მიღება რეგიონალური ტურიზმისა და ხალხური რეწვის განვითარების კომპონენტიდან იაფი სესხების გაცემაზე, ამისათვის მეწარმეებმა უნდა მიმართონ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და პროგრამაში მონაწილე ბანკებს:

  • პროგრამის ფარგლებში (10 მლნ. ლარი) რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით გაიცემა იაფი სესხები;

  • 10 წლიანი შეღავათიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი არ იქნება 12%25-ზე მეტი. სესხის დაბრუნებისას გათვალისწინებულია 3 წლიანი შეღავათიანი პერიოდი.

მთავრობის მიერ დასახული ამოცანების შესრულებას საფუძვლად უნდა დაედოს მოსახლეობის დასაქმება. მხოლოდ დასაქმებიდან მიღებული შემოსავლითაა შესაძლებელი სიღარიბის დაძლევა.

ამ მხრივ, საქართველოში არც თუ სასურველი სურათი გვაქვს. 2004 წლის მდგომარეობით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შეადგენდა 2,103 მილიონ კაცს, მათგან დასაქმებულად არსებული ინდიკატორებით 1,783 მილიონი კაცი ითვლებოდა. დასაქმებული ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის - 33%25 მოდის დაქირავებულ მუშაკებზე, 66-%25-თვითდასაქმებულზე, 0,01 %25 - გაურკვეველი კატეგორიის დასაქმებულ მუშაკებზე. თუ გადავხედავთ უმუშევრობის დონეს, ეს მონაცემები ასე დივერსიფიცირდება: 1998 წელი- 266,0 ათასი უმუშევარი: 2000 წელი -329.8 ათასი უმუშევარი; 2004 წელი -320,5 ათასი უმუშევარი, სამუშაო ძალის გარეშე მოსახლეობამ 2004 წლისათვის 1,043 მილიონი კაცი შეადგინა.

პირველ რიგში, მინდა გამოვთქვა ჩვენი შეხედულება პროგრამის ირგვლივ:

  • პროგრამა დასახული ამოცანების სტრუქტურით, ეკონომიკის აღმავლობის კუთხით, სოციალური ყოფის და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ნამდვილად მისაღები და მოსაწონია;

  • ვერ დავეთანხმებით ჩვენი პირობების გათვალისწინებით პროგრამის შესრულების პერიოდს, ანუ 50 დღეს. ამ პროგრამის შესრულებას შესაბამისი დაფინანსების წყაროების არსებობის პირობებში მინიმუმ 3 წელიწადი მაინც დასჭირდება;

  • პროგრამის შესრულების აუცილებელ პირობად მიგვაჩნია მისი დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა, კონკრეტული დაფინანსების წყაროების ჩვენებით;

  • პროგრამაში არ არის გათვალისწინებული ცალკეული ღონისძიებების ალტერნატიული ვარიანტები.

ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის ბაზად სოფლად მოსახლეობის დასაქმებას მივიჩნევთ. თვითდასაქმების მოტანილი სტატისტიკური მაჩვენებლები: კერძოდ ის, რომ 2004 წლისთვის თვითდასაქმებულთა რიცხვი 1,180 მილიონ კაცს შეადგენდა, უმუშევართა რიცხვი კი 1, 043 მილიონ კაცს, ძალზე დასაფიქრებელია

განსაკუთრებით მაღალია თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა სოფლად. ძირითადი საქმიანობის კუთხით აღვნიშნავთ, რომ საშუალოდ წელიწადში სოფლის მეურნეობაში, მენადირეობაში, სატყეო მეურნეობასა და თევზჭერაში დასაქმებული იყო 2004 წლისთვის 32,1 ათასი კაცი, რაც მთლიან დარგობრივ დასაქმებაში 4,6%25-ს შეადგენს, თვითდასაქმების და მეორადი დასაქმების კუთხით იმავე დარგში დაკავებული იყო 1,239 მილიონი კაცი, რაც ასეთი კუთხით დასაქმებულთა 55,6%25-ია.

სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის თვითდასაქმება დღეისათვის არსებულ პირობებში (ფონდაღჭურვის, ფონდშეიარაღების, ენერგოშეიარაღების დაბალი დონე) სასურველ ეფექტს ვერ იძლევა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ სრული სამუშაო დღით ერთ დასაქმებულზე 2004 წელს წარმოებულია საბაზისო ფასებით 1,6 ათასი ლარის მთლიანი დამატებული ღირებულება, 1996 წელს მუდმივი ფასებით კი 1,2 ათასი ლარი.

თვითდასაქმება ჯერ კიდევ პრიორიტეტული რჩება სოფლად მცხოვრებთათვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დარგი მხოლოდ ექსტენსიური გზით ვითარდება და დაბალია მოსახლეთა რეალური ინვესტიციების წილი (ფინანსური რესურსების უკმარისობის გამო). განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისეთი საბანკო მომსახურების ათვისებას კომერციული ბანკების მიერ, როგორიცაა: ლიზინგი და სალიზინგო ოპერაციები.

ბანკებმა დღეს სიღარიბის დაძლევაში განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულონ. სოფლის მეურნეობას განსაკუთრებით უჭირს ტექნიკის საკითხებში. მათ არ ჰყოფნით სახსრები მთლიანად შეიძინონ ტექნიკა. ამ პრობლემის გადაწყვეტა სამი გზითაა შესაძლებელი, ერთი გზა გრძელვადიანი კრედიტის აღებაა და ამ ეტაპზე არც ისე ადვილი და ეფექტიანია. მეორე გზა - კომერციული კრედიტია, რადგან მომწოდებლები უცხო ქვეყნის იურიდიული პირებია, ეს გზაც დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, რჩება კიდევ ერთი გზა, ესაა საბანკო ფინანსური ლიზინგი.

ტერმინი „ლიზინგი მომდინარეობს ლათინური leasing-დან და ნიშნავს ქირაში ჩაბარებას-გაქირავებას. სალიზინგო ოპერაციებად იწოდება ოპერაციები, რომელიც გულისხმობს ბრუნვის გარეშე აქტივების გრძელვადიანი პერიოდით იჯარაზე გადაცემას.

ლიზინგურ ოპერაციებში მონაწილეობს სამი პირი: ლიზინგის გამცემი, ლიზინგის მიმღები, მიმწოდებელი (ქონების გამყიდველი). ქონების მიმღები, საჭიროებს რა განსაზღვრულ ქონებას, დამოუკიდებლად ირჩევს ამ ქონების განმკარგულებელ მიმწოდებელს. ქონების შესაძენად ფულის უქონლობის გამო, ის მიაკითხავს მომავალ ლიზინგის გამცემს, რომელსაც აქვს საშუალებები ეს ქონება შეიძინოს, - თხოვნით, მიიღოს მონაწილეობა გარიგებაში. მონაწილეობა გამოიხატება მიმწოდებლისგან ამ ქონების ყიდვაში და შემდეგ მის გადაცემაში ლიზინგის მიმღებისათვის შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

ლიზინგის მიმცემად ჩვეულებრივ, გამოდის კომერციული ბანკი, ლიზინგის მიმღებად საკუთრების სხვადასხვა ფორმის საწარმოები, ქონების მიმწოდებლად-მისი მწარმოებლები, მომარაგება-გასაღების, სავაჭრო და სხვა ორგანიზაციები, ანუ ქონების მეპატრონეები.

კომერციული ბანკისათვის, დამახასიათებელია, ძირითადად, შემდეგი სახის ლიზინგები: გრძელვადიანი, პირდაპირი, ფინანსური, წმინდა (ან ნაწილობრივი).

სალიზინგო ოპერაციებში კომერციული ბანკი წარმოადგენს ორგანიზაციულ-გამფორმებელ სტრუქტურას.

ლიზინგის მისაღებად, დაიტერესებული მხარე ბანკში წარადგენს:

1. განაცხადს, ლიზინგზე: ქონების დასახელებით, დანიშნულებით, პოტენციური მიმწოდებლით, ქონების ადგილმდებარეობით. განაცხადში უნდა იყოს მონაცემები ფერმერის საწარმოო საქმიანობაზე, ტექნიკურად გამართულად ექსპლოატაცია გაუწიოს ქონებას;

2. დოკუმენტები ბოლო 2 წლის ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად(ბალანსები, ანგარიშგებები მოგებასა და ზარალზე);

3. სალიზინგო პროექტის ბიზნეს-გეგმა.

ბანკი, ფერმერის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ამოწმებს მის ფინანსურ მდგომარეობას, სალიზინგო პროექტს საინვესტიციო მიზანშეწონილობის კუთხით და გადაწყვეტილებას ატყობინებს ფერმერს. საკითხის დადებითად გადაწყვეტისას, თანხმობას გარიგებაზე, დაერთვის სალიზინგო ხელშეკრულების ზოგადი პირობები.

ხელშეკრულების მთავარ პუნქტს წარმოადგენს სალიზინგო გადასახდელი, ის მოიცავს შემდეგ თანხებს:

  • საამორტიზაციო ანარიცხები:

  • პროცენტს ბანკის საკრედიტო რესურსების გამოყენებისათვის;

  • საკომისიო გასამრჯელოს;

  • დამატებითი მომსახურების გადასახადებს (სამივლინებო, ტექნიკური, სატრანსპორტო, საკონსულტაციო და სხვ.).

ამორტიზაციის ანარიცხების თანხა დამოკიდებულია ქონების საბალანსო ღირებულებაზე, მისი სამსახურის ვადაზე, ამორტიზაციის ნორმაზე, დაჩქარებული ამორტიზაციის შესაძლებლობაზე, ხელშეკრულების ვადაზე და გაიანგარიშება ფორმულით:

= სღ * ან/ 100*დს

სადაც: - ამორტიზაციის ანარიცხებია;
სღ - ქონების საბალანსო ღირებულება;
ან - ამორტიზაციის ნორმა;
დს - სალიზინგო ხელშეკრულების მოქმედების დრო.

ბანკის საკრედიტო რესურსების გამოყენების საპროცენტო თანხა დამოკიდებულია ქონების საშუალო ღირებულებაზე, საბანკო საპროცენტო განაკვეთის სიდიდეზე ხელშეკრულების ვადაზე და გაიანგარიშება ფორმულით:

სთ = სრ*სგ/100*დს

სადაც: სთ - არის კრედიტის გამოყენების საპროცენტო თანხა;

სრ - საკრედიტო რესურსების სიდიდე, რომელიც განისაზღვრება ქონების საშუალო ღირებულებით (პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსათვის ღირებულების სხვაობის საშუალო ნაშთი);

სგ - საკრედიტო რესურსების გამოყენების საპროცენტო განაკვეთის სიდიდე ბანკში.

საკომისიო გასამრჯელოს განსაზღვრა ხორციელდება ფორმულით:

. = სრ* სპ/100*დს

სადაც: სგ -საკომისიო თანხა;

სპ-საკომისიო პროცენტი/დამატებითი მომსახურების ანაზღაურების თანხა მოიცავს ლიზინგის მიმცემისათვის გაწეულ ყველა მომსახურებას (და).

საბოლოოდ, სალიზინგო გადასახდელი განისაზღვრება:

სგ= +სთ+.+და

მაგალითი: გავიანგარიშოთ სალიზინგო გადასახდელი კომბაინის სალიზინგო გარიგების შემდეგი მონაცემებით :

  • ლიზინგის ვადა- 6 წელი;

  • ლიზინგს დაქვემდებარებული ქონების ღირებულება- 120 ათასი ლარი;

  • ამორტიზაციის ნორმა - წლიური 10%25:;

  • საბანკო რესურსების გამოყენების პროცენტი-წლიური 20%25;

  • საკომისიო გასამრჯელო - წლიური 2%25;

  • გადასახდელი დამატებითი მომსახურებისათვის-20 000 ლარი.

გავიანგარიშოთ სალიზინგო გადასახდელის ცალკეული შემადგენელი კომპონენტები.

საამორტიზაციო ანარიცხების თანხა:

ა= (120.0)*6/100 =48.0 ათასი ლარი

საპროცენტო თანხა საკრედიტო რესურსების გამოყენებისათვის უდრის

სთ= [(120+48)/2]*20*6/ 100=84*20*6/100=100.8 ათასი ლარი:

სადაც : 48 ათასი ლარი-ქონების ნარჩენი ღირებულებაა 6 წლის ბოლოსათვის (120,0-72):

საკომისიო გასამრჯელო:

სგ=[(120+48)/2]*2*6/100=84*2*6/100=10.8 ათასი ლარი

გადასახდელი დამატებითი მომსახურებისათვის აიღება აბსოლუტური მნიშვნელობით 20 000 ლარი. თუ გადახდა წარმოებს წინასწარ, დამატებითი გადასახდელი არ აღირიცხება და იქნება:

სგ=48.0+100.8+10.08=158.88 ათასი ლარი.

თუ ლიზინგის მიმღები თანაბარი წილით გადაიხდის, სალიზინგო გადასახადი იქნება 158.88+20.06=177.88/6=29.65 ათასი ლარი.

ჩვენს მიერ მოტანილი მაგალითის და სათანადო გაანგარიშების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ:

  • ლიზინგს დაქვემდებარებული ობიექტის შეძენის შესაძლებლობა დღევანდელ პირობებში ძალზე ძნელია.

  • 120,0 ათასი ლარის კრედიტის მიღება კომერციული ბანკებიდან ძნელად მისაღწევია, კრედიტის უზრუნველყოფის შესაბამისი ღირებულების ქონების და სხვა ფორმებით უზრუნველყოფის (გარანტია თავდებობა, დაზღვევა) უქონლობის გამო.

  • ლიზინგის წესით ძირითადი საშუალებების შეძენისას მისი მთლიანი ღირებულების დაფარვა მოხდება ყოველწლიურად 6-წელზე გადაანგარიშებით, ანუ წელიწადში ჩვენი მაგალითის მიხედვით 29,65 ათასი ლარის გადახდით.

  • სალიზინგო გადასახდელისთვის ყოველწლიურად საჭირო თანხა (29,6 ათასი ლარი)ლიზინგის მიმღებმა საკუთარი წარმოების ფინანსური შედეგების გარდა შესაძლებელია მოიძიოს სხვა წყაროებიდანაც.

ANNOTATION

FOR THE ISSUE TO OVERCOME POVERTY IN GEORGIA

Lasha Chiburdanidze

Georgia is struggling to intergrate in Europe. The main trends are toward overcoming the poverty.

The work deals with:

- The level and dynamic of poverty according to the population of the village;

- prioirity trends for overcoming the poverty of Georgian government;

- The role of commercial banks and mainly the importance of private banks leasing.

25 როგორ გადავარჩინოთ იმედი!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ელგუჯა მარღია

ჟურნალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“დამფუძნებელი

მე არ ვიცი, ვინ იყო პაპაჩემი, მაგრამ მე
მაშფოთებს ის, თუ ვინ იქნება მისი შვილიშვილი.

აბრაამ ლინკოლნი

ეს წერილი 2004 წლის თებერვალში დაიწერა და მისი შემოკლებული ვარიანტი მაშინდელ ,,დილის გაზეთშიდაიბეჭდა კიდეც. ვფიქრობთ, ჟურნალისტის ნააზრევს აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს, მითუმეტეს, დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს, რას ველოდით და რა მივიღეთ!

ამ წერილის დაწერა იმ იმედმა განაპირობა, რომელიც ბოლო დროს, საბედნიეროდ, საზოგადოებაში გაჩნდა. ბრძენ ესქილეს თუ დავესესხებით, „ალხის აზრი-დიდი ძალაადა ამ შემთხვევაშიც, როცა იმედზე მოგახსენებთ, იმთავითვე ხალხის აზრს ვითვალისწინებ... მჯერა, ეს არ იქნება ის იმედი, რაზეც ჭაბუა ამირეჯიბი „დათა თუთაშხიაში“ერთგან აღნიშნავს: იმედი სადაა და შენ უნდა გამოიგონო ხალხის იმედი ანუ საუბარია ზებოს იმედზე...გახსოვთ, ალბათ, ჯუჯა ზებო, ჭაში რომ ზის გატრუნული და „მამა-მარჩენალის“წყალობის მომლოდინე იმედით საზრდოობს...

ახალი ხელისუფლების იმიჯი არის იმედის იმიჯი. ამომრჩეველმა მომავლის იმედი აირჩია...(თუმცა, 97%25 გარკვეულ უხერხულობას და საშიშროებასაც ქმნის. კონკურენტული გარემოს შექმნა კი განვითარების აუცილებელი პირობაა...) თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტმა არც ის უნდა დაივიწყოს, რომ ჰიტლერი და მუსოლინიც ხელისუფლებაში იმედის იმიჯით მოვიდნენ...

0x01 graphic

ფრანგი ჟაკ სეგალა, მასშტაბური და დიდი სარეკლამო კამპანიების, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის ცნობილი პრაქტიკოსი, თავისი პრინციპებიდან გამომდინარე, ამ აზრის ერთგულია: არ უნდა დავივიწყოთ იმის შესახებ, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ ერთმანეთს შეხვდნენ საშუალო ნიჭის მოყვარული მხატვარი და გენიალური სარეკლამო აგენტი. მათ ერთად ლამის კატასტროფამდე მიიყვანეს მთელი მსოფლიო. პირველი ჰიტლერი იყო, მეორე კი- ჰებელსი

ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ განხორციელებული პუტჩის შემდეგ, მოსახლეობა ექსპრეზიდენტ შევარდნაძეს ერთგვარი იმედით შეხვდა. მისი იმიჯიც იმედს უკავშირდებოდა. ერთი პერიოდი ის შეუცვლელიც კი ჩანდა, ყოველ შემთხვევაში, ხალხს ასე ეგონა. მაშინ ხალხის მოტყუება და დაყოლიება შედარებით ადვილი იყო... რაშიც მასმედიის წვლილი განუზომლად დიდი გახლდათ. მარტივად რომ ვთქვათ, როცა არ არის ინფორმაცია, ბუნებრივია, არ არის რეაქციაც... ერთხელ აშშ-ის პრეზიდენტმა, რიჩარდ ნიქსონმა ეროვნული უშიშროების საბჭოში საბიუჯეტო გასავლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ინფორმაციისა და პროპაგანდის კუთხით ჩადებული ერთი დოლარი ხშირად უფრო მნიშვნელოვანი შედეგის მომცემია, ვიდრე ათი დოლარი-შეიარაღების ახალი სისტემების შესაქმნელად ჩადებული...

დიდ ბრტანეთში ასეთი PR აქსიომა მუსირებს: მთავრობა უნდა მუშაობდეს წარმატებით, იმდენად ეფექტურად, რომ ყველა მოქალაქე საბოლოოდ უნდა დარწმუნდეს მთავრობის საქმიანობის ეფექტურობაში.

იმედის იმიჯით საკმაოდ ბევრი მთავრობა და ხელისუფალი მოვიდა ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში. თუმცა, ძალიან ცოტამ შეინარჩუნა ბოლომდე ეს იმიჯი. თუ რატომ, ეს უკვე ცალკე მსჯელობის საგანია.

რაც შეეხება მასმედიას, პრეზიდენტ ნიქსონის სიტყვები ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანი გახლავთ. ამჯერად, ორ საგულისხმო და კლასიკურ მაგალითს შევახსენებ მკითხველს, საიდანაც დასკვნები თავად გააკეთოს:

ფაქტი პირველი: XX საუკუნის 20-იან წლებში მინესოტას შტატის სენატორი ვინმე მაგნუს ჯონსონი ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ლოჟაში შევარდა და პრესის წარმომადგენლებს ყვირილით არაობიექტურობაში დასდო ბრალი. რეპორტიორებს ეს არ მოეწონათ. როცა სენატორმა გული მოიოხა და დატოვა ლოჟა, ჟურნალისტებმა მოილაპარაკეს და დადეს პირობა, რომ არცერთ მათგანს თავიანთ პუბლიკაციაში, არც კარგ და რაც მთავარია, არც ცუდ კონტექსტში არ უნდა ეხსენებინა სენატორის სახელი. ეს პირობა ჟურნალისტებმა ბოლომდე დაიცვეს და ამის შედეგად ჯონსონი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, საბოლოოდ განადგურდა.

0x01 graphic

ფაქტი მეორე: საინფორმაციო ომები, რაც რეგულარულად მიმდინარეობს რუსეთის ოლიგარქებს შორის, მათი მოგონილი არ არის. პირველი ასეთი „საინფორმაციო ომი“ გაიმართა თითქმის 60 წლის წინათ აშშ-ში, მულტიმილიონერ რანდოლფ ჰერსტსა და რეჟისორ ორსონ უელსს შორის. აქედან მოყოლებული იცვლებოდა თამაშის წესები, მიზნები და ასე შემდეგ; მხოლოდ ერთი რამ იყო უცვლელი, ეგრეთ წოდებული საბრძოლო მოქმედების წარმართვის მეთოდი.

აი, ხუთი პირობა, რაც მედიამაგნატმა და მულტიმილიონერმა რანდოლფ ჰერსტმა წაუყენა თავის საინფორმაციო იმპერიას, როცა გადაწყვიტა ჰოლივუდისა და მისთვის საძულველი რეჟისორის ორსონ უელსის „გასრესა „:

1. ყოველდღიურად ყველა ბეჭდვით გამოცემაში უნდა დაბეჭდილიყო სტატია ჰოლივუდის სკანდალზე, ეს იქნებოდა ძველი, თუ ახალი ფაქტი. მაგალითად: რომელიღაც მენეჯერმა მოიპარა ფული, რომელიღაც მსახიობმა შეაცდინა რეჟისორის ცოლი და ასე შემდეგ.

2. ყველა ნეგატიური სიახლე ჰოლივუდზე, თვით უმნიშვნელოც კი, ყველა გამოცემაში პირველ გვერდზე უნდა განთავსებულიყო.

3. უნდა აგორებულიყო კამპანია სამუშაო ადგილი ამერიკაში ამერიკელებს, რადგან მრავალი ფილმის წარმატება სხვა ქვეყნებიდან მოწვეული მსახიობების (ან ემიგრანტების) შედეგად იყო მიღწეული. ამგვარი კამპანია კი პირდაპირ დარტყმას აყენებდა ჰოლივუდის ბიზნესს.

4. არ უნდა ეხსნებინათ ორსონ უელსის ფილმი (ის ფილმი, რომელიც ჰერსტის პირად ცხოვრებას ეხებოდა და „საინფორმაციო ომის“დაწყების მიზეზი გახდა). არ უნდა გამოეყენებინათ ერთ კონტექსტში: უელსი და კინოსტუდია უელსი და ჰოლივუდი უელსი და კინემატოგრაფი უელსი და ფილმი უელსის დანარჩენ საქმიანობაზე უნდა ეწერათ მხოლოდ უარყოფითი კუთხით.

5. ყველა საშუალებით უნდა დაეტერორებინათ ჰოლივუდის კინომაგნატები. ხშირად უნდა შეეხსენებინათ მათთვის: თქვენ მოგინდათ გეჩვენებინათ ვიღაცის პირადი ცხოვრება? შესანიშნავია! თქვენ მოგეცემათ იმის საშუალებაც, რომ გაზეთების პირველ გვერდებზე წაიკითხოთ პირად ცხოვრებაზე, ოღონდ, ეს იქნება თქვენი პირადი ცხოვრება!

მიიღო რა, ეს მუხანათური გეგმა, ჰერსტის მედიამანქანა ისე ამუშავდა, რომ ჰოლივუდი საშინელმა პანიკამ მოიცვა. ეს ომიც ისე დამთავრდა, როგორც დღევანდელი ამგვარი ომები მთავრდება ხოლმე: ყველა მისი მონაწილე დამარცხებული აღმოჩნდა.

წერილის დასაწყისში „ხალხის აზრი“ვახსენე და ამან ერთი ასეთი მაგალითი ამოატივტივა მეხსიერებიდან. გამოჩენილმა რუსმა მწერალმა და დისიდენტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ალექსანდრე სოლჟენიცინმა სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა: ყველამ ვიცით, რომ ეკონომიკური რეფორმის გეგმა არასდროს არ გამოცხადებულა. რატომ?.. თუ ის არ გვაქვს, მაშინ ეს ავანტიურაა, თუ ის გვაქვს, მაშინ რატომ გვიმალავენ? ჩვენ ყველაფერი ვიცით: თავისუფალი ფასები მონოპოლისტების სასარგებლოდ მუშაობს. ერთი რომელიმე ვაუჩერით არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია თავისი წილი ეროვნული სიმდიდრიდან. ჩვენთვის ცნობილია პრესიდან, რომ ხან აქ, ხან იქ ხდება სკანდალური შემთხვევები, ანუ პრივატიზაცია შეუფასებლად. ვიღაცამ ეს მოახერხა საერთოდ უფასოდ, სახელმწიფოს კი არაფერი მიუღია. სახელმწიფომ გაძარცვა 70 მილიონი მეანაბრე, ყველაზე კეთილსინდისიერი, ყველაზე ლოიალური, ყველაზე ერთგული თავისი მოქალაქე; ანუ გამოატანინა უმკაცრესი განაჩენი: არასოდეს არ ენდო სახელმწიფოს და არასოდეს არ იმუშაო კეთილსინდისიერად...

0x01 graphic

ამჯერადაც დასკვნები თავად მკითხველმა გამოიტანოს...

ახლა კი ისევ იმედს დავუბრუნდეთ. ქვეყანას გაუჩნდა შელახული იმიჯის გამოსწორების პერსპექტივა. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ერთი ხელის მოსმით არც რომი აშენებულადა მით უმეტეს, ჩვენს პირობებში, გადაჭარბებული ილუზია არ უნდა დაგვეუფლოს... რაც შეეხება არსებულ რეალობას, მრავალ მიზეზს შორის, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და გულწრფელი პატრიოტიზმის დეფიციტს გამოვყოფდი.

ერთი სიტყვით, გაჩნდა იმედი, რომელიც თანდათან რუდუნებით უნდა გაღვივდეს და საბოლოოდ გადარჩენის კოცონად უნდა აბრიალდეს. გაჩნდა გამარჯვების, აღმშენებლობის და ქვეყნის ერთგულების იმედი; გაერთიანებისა და ეროვნული ენერგიის მობილიზების, მისი სწორად წარმართვის იმედი; ეროვნული იდეოლოგიის შექმნისა და პროქართული ორიენტაციის ქონის იმედი. იმის იმედი, რომ კანონმა იკანონოს, წესიერებას, ზნეობას, სიბრძნესა და ნიჭიერებას გზა გაეხსნას, დაფასდეს პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა.

გაჩნდა იმის იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლების გონიერების, წინდახედულების, გულწრფელი სურვილისა და ნების შემთხვევაში, შესაძლებელია ნებისმიერი ურთულესი პრობლემის მოგვარება, ყოველგვარი კრიზისის დაძლევა; რუბიკონის გადალახვაც და ლაბირინთიდან გაღწევაც.

ბუნებრივია, უზარმაზარი პასუხისმგებლობის აღება ერთობ ძნელი ტვირთია და სარისკო საქმე; როცა ნებაყოფლობით ებმები სახელმწიფოს მართვის უღელში, იღბლისა და ღვთის იმედის გარდა, სხვა, „სათადარიგო“იმედებიც უნდა გაგაჩნდეს... ვფიქრობ, საერთო ძალისხმევის, ჩვენი ადათ-წესების, ისტორიული წარსულის გათვალისწინებითა და ხალხის გულწრფელი სიყვარულის, მისი უანგარო ერთგულების შინაგანი მოთხოვნილების შედეგად, ალბათ, შესაძლებელია, ძნელი ტვირთის ღირსეულად ტარება. მახსენდება აბრაამ ლონკოლნის ცნობილი სიტყვები: შეიძლება ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ; შეიძლება მთელი ხალხი გააბრიყვო გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ

იმედია, ჩვენი ღრმად პატივცემული ხელისუფლება ყვარყვარისეული პრინციპით, გვაცალეთ, ბატონო!... ან ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსას რომ მოვრჩები მერე არ იხელმძღვანელებს და წლობით დაბეჩავებულ, სოციალურად დაუცველ, ქვეყნის ყველაზე ერთგულ და პატიოსან მოქალაქეებს პირში ჩალაგამოვლებულს არ დატოვებს...არც „ახლა ჩვენი დროას“ღიღინით-ღიღინით და ნიშნისმოგებით წავალთ მაინცდამაინც შორს...

0x01 graphic

იმედია, სიტყვის თავისუფლება საბოლოოდ „ჩაილურის წყალს“არ დალევს და მასმედია ხელისუფლებისგან მთლიანად არ იქნება გაკონტროლებული, როგორც ეს პოსტსაბჭოთა სივრცის უმრავლეს ქვეყანაში თანმიმდევრულად და წარმატებით ხორციელდება; არადა, მახსოვს, როგორი თავმოწონებით ვიკვეხნიდით ქართული მედიის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას! თუმცა, მედიასაც მართებს ზოგჯერ ზომიერების, ეთიკური და პროფესიული ნორმების დაცვა. ყველაფერი ნებადართულია ან ვინც იხდის, მუსიკას ის უკვეთავსპრინციპით მუშაობა, რეალური დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისგან ძალიან შორს არის... ზოგადად მასმედია ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველი უნდა იყოს და არა ბრმა იარაღი მავანთა ხელში!..

იმედია, ფეხს ვერ მოიკიდებს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიმართლმადიდებლური, ანტიეროვნული და ჩასაფრებით ზურგში მახვილის ჩაცემის სამარცხვინო ტენდენცია...

იმედია, უსამართლოდ არავინ იქნება დაკავებული და დასჯილი.

იმედია, ჩვენს სკოლებსა და სხვა სასწავლებლებში პრიორიტეტული, უპირველეს ყოვლისა, მშობლიური ენა-ლიტერატურისა და ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა იქნება და ბუნებრივია, ამის პარალელურად განხორციელდება ყველა ის სასიკეთო საგანმანათლებლო პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს პროგრესს...

იმედია, გადარჩება ქართული კულტურა...

იმედია, აღსდგება ტერიტორიული მთლიანობა...

იმედია, გავერთიანდებით ერთიანი საქართველოსთვის!

იმედია, ჩვენს ისტორიულ სირცხვილებს (ლევან სანიკიძის დათვლით 309 ისტორიულ სირცხვილამდე მოგვეპოვება) არ მიემატება ახალი, თანამედროვე სირცხვილები...

იმედია, იფხიზლებს ხალხი! გამოიჩენს გონიერებას და ოდენ პურითა და სანახაობითარ მოიხიბლება...

იმედზე ვლაპარაკობთ და იქვე რეალური საშიშროებაც იგულისხმება, შიდა თუ გარე საშიშროება...

შიდა - ისტორიული ქართლის ჭირი, ან ციხე შიგნიდან ტყდება“...

გარე - დაყავი და იბატონე ყველგან იყო და იგრძნობოდე, ოღონდ ღიად არსად არ უნდა ჩანდე... ასევე ათასი არაპროგნოზირებადი ან ნაკლებად პროგნოზირებადი უბედურება, რაც გლობალურ პროცესებს ახლავს თან...

ჩვენ, დავით აღმაშენებლის საფლავზე დავიფიცეთ, რომ ვიცხოვრებთ და ვიშრომებთ ღირსეულად, ღირსეული ქვეყნის ასაშენებლად... დავიფიცეთ და შენობითაცგავუბედეთ სწორუპოვარ წინაპარს ლაპარაკი... ერთი სიტყვით, აღმაშენებლობისსურვილი გაგვიჩნდა...ღმერთმა ინებოს!.. აღმაშენებლობა უფლის მიერ რჩეულ ერთეულთა მძიმე ხვედრი და მისიაა...

შესანიშნავია, როცა რიგითი ჯარისკაცი გენერლობაზე ოცნებობს, საკუთარ შესაძლებლობებს ობიექტურად აფასებს... მეცნიერ-ფსიქიატრები ამტკიცებენ, რომ სულიერად დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა იმიტომ ხვდება აშშ-ს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, რომ ვერ აისრულეს წადილი და ვერ დაიკმაყოფილეს თავიანთი პატივმოყვარეობა; ანუ ე.წ. განდიდების მანიით არიან შეპყრობილი. ეს სენი ჩვენს სინამდვილეშიც თვალშისაცემია...

შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ვარდების რევოლუციით მოულოდნელი ნახტომი გააკეთა. ეს სასურველი ნახტომი გულისხმობს მოპოვებულის დაცვას და ქვეყნის იმიჯზე დღენიადაგ ზრუნვას. ეს სფერო, ქვეყნის განვითარების ზოგადი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს! ხელისუფლება, რომელმაც არსებული მძიმე მემკვიდრეობიდან გამომდინარე, უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო (რის დეკლარირებასაც თითქმის ყოველდღე ვისმენთ), საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ჩანს; თუმცა, ზედმეტი თვითდაჯერებაც ხანდახან საზიანოა... „ბეწვის ხიდზე“სიარული თავის არსში ორივეს გულისხმობს: გადარჩენასაც და დაღუპვასაც...

ის ცოდვები, რომლებიც ძველ ხელისუფლებას აწევს ქედზე, უკიდურეს შემთხვევაში, ახალზეც იქნება გადანაწილებული, თუკი გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა... ვიქონიოთ იმედი, რომ ასეთი შეცდომები არ იქნება დაშვებული...იმის იმედი, რომ ხელისუფლება არ გაჯიუტდება და თვითკრიტიკის უნარს არ დაკარგავს. იმედია, ახალი გუნდი გაუბზარავი და შეუვალიც იქნება. იმედია, მუდმივად არ გაგრძელდება ძველი ხელისუფლებისკენ თითის გაშვერა და მისი უნიათობის მომიზეზებით თავის მართლება...

ხალხმა იცის მოთმენა; ჩვენ ეს ვნახეთ... თუმცა, მისი მოთმინების ფიალაც ივსება თურმე!

ამის იმედი ამჟამად არსებობს!!

ცნობისათვის: მინდა ერთი ფაქტიც გამოვყო; კერძოდ, აშშ-სთან შედარებით, რუსეთის „ბრენდინგი“ საგრძნობლად მოიკოჭლებს. ამას ადასტურებენ რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოჩენილი სპეციალისტები... თუმცა, ამ კუთხით მუშაობა სისტემატურად და აკადემიური სიზუსტით მიმდინარეობს; ერთ-ერთი წარმატებული ნიმუში კი - ვლადიმერ პუტინი გახლავთ. ის 2001 წლის „PR პერსონად დასახელდა. კომპანია PRP-ის პრეზიდენტი ანდრეი სვეშნიკოვი აღნიშნავს: პუტინის პოლიტიკური PR წარმატებულია არა მარტო რუსეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. მას ჰქონდა ძალიან კარგი პოზიციურობა ევროპაში. პრეზიდენტის იმიჯი ამჟამად მკვეთრად განსხვავდება ქვეყნის იმიჯისგან, მისი ეკონომიკისა და მმართველობისგან პუტინი არის ერთგვარი ლოკომოტივი ხოლო ქვეყნის სამინისტროები და მრავალი კომპანია მასზეა მიბმული და ჯერ-ჯერობით მათი ადგილიდან დაძვრა თუ ხერხდება

ახალი ცხოვრების სურვილმა, ახალი ეპოქისათვის დამახასიათებელი იდეები მოიტანა. ახალი ხელისუფლების მოსვლა და ახალი 2004 წელი გრანდიოზული და არნახული ღონისძიებით დავაგვირგვინეთ. გამორჩეულია პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალიც. ეს საქართველოსთვის კიდევ ერთი „ბრენდინგი“ იყო.

და ბოლოს:

გახსოვთ, ალბათ, სპილბერგის შესანიშნავი ფილმი „რიგითი რაიანის გადასარჩენად „ის ბატალური სცენები და სისხლიანი გზა, რომელსაც ჯარისკაცთა ერთი ჯგუფი, ოთხი ძმიდან ერთ-ერთი ცოცხალი ძმის, რიგითი რაიანის მოსაძებნად და გადასარჩენად გადის. დიდი ძალისხმევისა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, ეს ჯგუფი უმაღლესი მხედრობის ბრძანებას პირნათლად ასრულებს. გადარჩება რაიანი და ამით გადარჩება დედა, რომელიც გულისფანცქალით ელოდება საკუთარ შვილებს. ერთი სიცოცხლის გადარჩენით, არ მოკვდება მრავალი მშობლის იმედიც, რომლებსაც ასევე ტანჯავთ შვილების მოლოდინი...

იქ (ფილმში), სამწუხაროდ, ბევრი სისხლია...

ჩვენთანაც, რეალურ სინამდვილეში, უხვად იყო ბატალური და დრამატული სცენები... ვგულისხმობ ახალი ხელისუფლების მიერ გავლილ გზას. აქაც იყო გაწევ-გამოწევა, შეხლა-შემოხლა და ბრძოლა წესების გარეშე, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გვინახავს...

ასე იყო თუ ისე, ფაქტია, ღმერთმა არ გაგვწირა და უსისხლოდ გადავრჩით...ისიც ფაქტია, რომ ჩვენ ბევრჯერ გადაგვიწურეს იმედი; თუმცა, ადამიანი მაინც იმედით ცოცხლობს...

საბედნიეროდ, აქ ბევრი ვარდი იყო. არა თეთრი, არამედ წითელი...

იმედია, ვარდების რევოლუცია რიგითი იმედის გადასარჩენად იყო განხორციელებული. საბოლოოდ, ჩვენ ყველანი ხომ რიგითები ვართ ღვთის თვალში.

იმედია, გადარჩება იმედი! რადგან იმედიდან-უიმედობამდე არც თუ ისე დიდი მანძილია!..

ახალ ხელისუფლებას აქვს ამისი შანსი;

ჩვენ კი-იმედი!

გზასამცდარი მორბენლები

P.S. ეს წერილი მაშინ დავწერე, როცა ,,ვარდების რევოლუციით მოსული ახალი ხელისუფლება ავირჩიეთ და რაღაცნაირი, სხვა იმედიც გაჩნდა. მაშინაც გულწრფელი ვიყავი და დღესაც. არანაირი სიძულვილი ჩვენი ხელისუფლებისადმი არ მამოძრავებს. უბრალოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე; ვერავინ იტყვის იმას, რომ რომელიმე ხელისუფლების ,,დაქირავებული ჟურნალისტი ვყოფილვარ და ვინმეს საამებლად ვწერდი რამეს. მინდოდა, ისეთ ქვეყანაში მეცხოვრა, როგორიც ამ წერილის მიხედვით წარმომედგინა. თუმცა, არც მაშინ მქონდა ილუზია და ცხადია, არც მომავალში მექნება, დღევანდელი გადასახედიდან, ისევ აქტუალური გახდა იმაზე ფიქრი, რასაც ,,რიგითი იმედის გადარჩენა ჰქვია. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანასა და ერს ყოველთვის ექნება გადარჩენის იმედი. სწორედ, რწმენითა და იმედით გაძლიერებულნი მოვედით დღემდე და ვივლით წინ... ჩვენი ხელისუფლება ბეკონისეულ ,,გზასამცდარ მორბენალს დაემსგავსა, რომელსაც სწორი გზით მავალი ,,კოჭლი სჯობს... ეს უკვე აშკარად ჩანს. აქედან გამომდინარე, ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობად ჩავთვალე, კიდევ ერთხელ შემეხსენებინა ,,გზასამცდარი მორბენლებისთვის რომ მათ აქვთ კიდევ ერთი გადარჩენის შანსი - უმტკივნეულო და მშვიდობიანი გზით სხვებს დაუთმონ ასპარეზი და თუ მართლა პატრიოტები არიან, ვაჟკაცურად აღიარონ დამარცხება...(,,საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან.)როგორც ამ წერილის შესავალში ითქვა, სრული ვერსია დღემდე არსად არ დაბეჭდილა; არადა, ვთვლი, რომ თემა მართლაც აქტუალურია. მადლობა მინდა ვუთხრა ჟურნალ ,,ბიზნესი და კანონმდებლობის სარედაქციო ჯგუფს, პირადად, ბ-ნ ზაურ ნაჭყებიას, რომელმაც მიზანშეწონილად ჩათვალა სრული ვარიანტის გამოქვეყნება. ასევე მადლიერი ვარ ,,დილის გაზეთის რედაქტორის, ქ-ნ მანანა კარტოზიასი და ცნობილი პუბლიცისტის, ქ-ნ ნატო კორსანტიასი, რომლებმაც თავის დროზე სტატიის შემოკლებული ვარიანტი შესთავაზეს საზოგადოებას.

26 „მოვედი, რათა დავამოწმო ჭეშმარიტება“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აკაკი მინდიაშვილი
თეოლოგი

ჩვენი სამღვდელოება, ისევე როგორც მართლმორწმუნე ქართველობა ყველაზე ფხიზელი და ერთგული მცველი იყო ქრისტეს წმ. ეკლესიისა, წმ. მართლმადიდებლობისა, მრავალტანჯული, მრავალწამებული და მრავალსისხლდათხეული ღვთისმოყვარე და კაცთმოყვარე ქართველი ერისა. ასეა დღესაც და, ღრმად გწამს, ასე იქნება მომავალშიც, ვიდრე აღსასრულამდე ამ წარმავალი და დროებითი წუთისოფლისა.

მამულისა და სარწმუნოებისთვის საუკუნეთა მანძილზე უამრავი სამღვდელო და საერო პირი მოწამებრივად აღესრულა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც, მართალია, ე.წ. ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ცხოვრება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქრისტეს წმ. მართლმადიდებელი ეკლესიისა და სამშობლოსთვის ერთგვარ მარტვილობას წარმოადგენდა; ისინი გასაოცარი სიმტკიცითა და თავდადებით იცავდნენ ღვთივბოძებულ მართალ სარწმუნოებას, საღვთო მცნებებსა და ღვთივგანცხადებულ ჭეშმარიტებებს (დოგმატებს) და ამგვარად აღასრულებდნენ იმ მისიას, რისთვისაც უფალი თითოეულ ჩვენთაგანს (თვით საკუთარი სიცოცხლის გაწირვის ფასად) მოგვიწოდებს:

- მოვედი, რათა დავამოწმო ჭეშმარიტება!

სიტყვა მარტვილიეტიმოლოგიურად, თარგმანით სწორედ „მოწმე „-ს ნიშნავს, მას, ვინც ქრისტესმიერი მოწამებრივი ცხოვრებითა და სისხლით ამოწმებს ჭეშმარიტებას, ე.ი. ამოწმებს ხორცშესხმულ, განკაცებულ ღმერთს, ღმერთკაცს, მაცხოვარს ჩვენსას და უფალს, იესო ქრისტეს, რომელიც ამბობს:

მე ვარ ჭეშმარიტება(იოანე 14,6).

სიტყვა მარტვილიდან ანუ მოწმიდან მომდინარეობს სიტყვა მოწამე რადგან მარტვილნისიტყვით და საქმით ამოწმებდნენ და ამოწმებენ, რომ ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, ძე ღვთისა ხორცშესხმული, ნეტარი და ერთადერთი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი, ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, მაცხოვარი, ჩვენი ღმერთი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი, ვის მიერაც შეიქმნა ყოველივე და ვის გარეშე არაფერი შექმნილა, ის არის ღმერთი, რომელიც გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა ქვეყნიერებისთვის და ამაღლდა დიდებით, ძე ღმრთისა, რომელიც მოვიდა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტებაში, რომელიც არის უფალი იესო ქრისტე - ჭეშმარიტი ღმერთი და მარადიული სიცოცხლე. და სწორედ ჭეშმარიტი ღმერთის დამმოწმებელნი და აღმსარებელნი სიტყვითა თუ საქმით - სარწმუნოებრივი ცხოვრებით, - ხშირად მარტვილნი, მოწამენი ხდებოდნენ, - მოწამებრივად ასრულებდნენ თავიანთ სიცოცხლეს.

ამრიგად, ბერძნული სიტყვა მარტიროს რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც წამებულიმოწამე ეტიმოლოგიურად ნიშნავს „მოწმე“-ს, კონკრეტულად იმ მოწმეს, რომელიც ქრისტესადმი თავის ურყევ ყოვლადწმიდა რწმენას სისხლით დაამოწმებს და ვინც ქრისტესთვის საკუთარ სიცოცხლეს შესწირავს.

თვითონ იესო - უზენაესი, უმაღლესი და უპირველესი მოწმე, ანუ მოწამეა ჭეშმარიტებისთვის, რომელმაც პილატეს სამსჯავროზე ჯვარცმის წინ გამოგვიცხადა:

ამისთ შობილი ვარ და ამისთ მოვევლინე სოფლად, რათა ვწამო ჭეშმარიტი

ე.ი. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დამემოწმებინაო, რაც აღასრულა კიდეც, - ჭეშმარიტება თავისი ყოვლადწმიდა სისხლით დაამოწმა.

ამის შესახებ იოანე ღვთისმეტყველი წმ. აპოკალიფსის წიგნიდან გვეტყვის სულიწმიდისმიერ, რომ იესო ქრისტე ერთგული მოწამეა... რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ცოდვებისგან.

ესაა ყოველი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მღვდელმსახურის, და საერთოდ, ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის მისია, - აღიაროს, დაამოწმოს ჭეშმარიტება არა მარტო გულში, დაფარულად, არა მარტო სიტყვით, არა მარტო საქმითა და ცხოვრების წესით, არამედ საჭიროების შემთხვევაში, მსგავსად ქრისტეს და მისი ყველა მოწამე წმინდანისა - სისხლითაც, საკუთარი სიცოცხლის გაწირვითაც.

ამ კონტექსტში სრულიად ნათელი და გასაგებია ჩვენი დიდი წინაპრის, წმ. მეფე-ვახტანგ გორგასლის ანდერძი შთამომავლობისადმი:

ქართველნი, ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს

საქართველოს მთელი 2000 წლოვანი ქრისტიანული ისტორია ერთი გაბმული მარტიროლოგიაა, ტანჯვა და მოწამეობაა ქრისტესთვის, ანუ ჭეშმარიტებისთვის და ვიტყვით იმასაც, რომ „ქართლის ცხოვრების“სისხლიანი ქრონიკები და მარტიროლოგია ჯერ არ დასრულებულა.

გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, მღვდელმსახურთა და მართლმორწმუნე ქრისტიანთა ცხოვრება მოწამეობაა იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ მთელი ცხოვრების მანძილზე უწევთ ბრძოლა ცოდვებთან, ცოდვითმიდრეკილებებთან, ვნებებთან და როგორც წმ. პავლე მოციქული იტყოდა, ცისქვეშეთის ბნელ ძალებთან, ანუ დაცემულ ანგელოზებთან.

ერთ მღვდელმსახურს, ჰქონდა რა გულმხურვალე, წმინდა და ღრმა სიყვარული უფლისა ჩვენისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს მიმართ, სწყუროდა, მოწამებრივად მომკვდარიყო უფლისათვის და თანაც ჯვარცმული სიკვდილით.

აჰა, მოახლოვდა ჟამი მისი ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლისა, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ვერ ეღირსა ქრისტესთვის მოწამებრივ სიკვდილს და აი, გარდაცვალების წინ ის ღირსი გახდა ღვთისაგან საიდუმლოებრივი განცხადებისა იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი მისი ცხოვრება - ეს იყო ქრისტესთვის მოწამებრივი ცხოვრება, დაუძინებელი, განუწყვეტელი, შეუნელებელი ბრძოლა ცოდვებთან, ცოდვითმიდრეკილებებთან და ვნებებთან, რის გამოც, ვითარცა ჯვარცმული, ღირსი გახდებოდა მარადიულ ცხოვრებაში იმავე ზეციური გვირგვინისა, რისი ღირსნიც ქრისტესთვის ჯვარცმით წამებულნი ხდებოდნენ.

ჩვენი სამღვდელოებისა და მრევლის, საერთოდ, ქრისტესმოყვარე ქართველი ხალხის გამორჩეული თვისება ქრისტეს წმ. ეკლესიის ერთგულებასა და მართლმადიდებლობისთვის თავგანწირვასთან ერთად იყო და არის ტოლერანტობა, შემწყნარებლობა, სხვა ხალხების, სხვა აღმსარებლობის, სხვა რელიგიების მიმართ.

დიახ, ჩვენ ვიყავით და დღესაც ვართ ტოლერანტები სხვა სარწმუნოებისა და ეროვნებათა მიმართ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ვაღიარებთ მართლმადიდებლობის გარდა სხვა რომელიმე სარწმუნოების ჭეშმარიტებას, რადგან ჭეშმარიტება ერთია და ეს გახლავთ ის მოძღვრება, რომელიც ქრისტემ ზეციდან დედამიწაზე მოგვიტანა, რომელსაც დღემდე დაურღვევლად, უბიწოდ, შეურყვნელად, დაუმახინჯებლად, უზადოდ ინახავს და იცავს ერთი მხოლოდ წმ. მართლმადიდებელი ეკლესია და რომელიც ამის გამო ინარჩუნებს ადამიანის მაცხოვნებელ, გადამრჩენელ, მხსნელ ძალასა და მნიშვნელობას. სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია დარჩა დღემდე ერთგული ღვთის მოწოდებებისა და გაფრთხილებებისა, რომელნიც გამოგვიცხადა უშუალოდ როგორც თვით უფალმა ღმერთმა, ისე - წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით, რომ

- ყველა ხალხს... ასწავლეთო ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ (მათე 28,20).

- ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევაო მას ცათა სასუფეველში (მათე 5,19-20).

უფალი წმ. მოსეს, წმ. პავლესა და წმ. იოანე ღვთისმეტყველის პირით გვიცხადებს:

- არა თუ რომელიმე ადამიანი, თვით ანგელოზიც კი, თუ ის გახარებთ თქვენ რაიმეს, გარდა იმისა, რაც უკვე გეხარათ, შეჩვენებულ იქნასო(გალ. 1,81).

- ღვთის მცნებებს არც უნდა მიემატოს რამე, არც უნდა დააკლდესო (სკ. 12,32).

- ვამოწმებ ყველასათვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები:

თუ ვინმე დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს და თუ ვინმე მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებიდან, ღმერთი წაართმევს მონაწილეობას სიცოცხლის ხიდან, წმ. ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშიაო ჩაწერილი (გამოცხ. 22,18-19).

აი, ის, რაც თავად გვამცნო უფალმა, გვაუწყა წმ. წინასწარმეტყველთა და წმ. მოციქულთა მეშვეობით, იგივე დაადგინეს და დააკანონეს სულიწმიდის მადლით განათლებულმა წმ. მამებმა, წმ. საეკლესიო კრებებმა, დიდი სჯულის კანონმა

ღმერთი უცდომელია, უცოდველია, სრულყოფილია, სრული სისავსეა, ასევე - სრულყოფილი, უცდომელი, მაცხოვნებელია საღვთო სჯული, ღვთის სიტყვა, ღვთის მოძღვრება. ამიტომ მას ცოდვილ და ცდომილ ადამიანთა მხრიდან არანაირი მოდერნიზირება, არანაირი ცვლილება, არანაირი „განახლება“არ სჭირდება, რადგან ის მარად ახალია და მუდამჟამს მაცხოვნებელია, როგორც თვით უფალი ბრძანებს ამასთან დაკავშირებით.

- უმალ ცა და მიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება სჯულიდან (ლუკა 16,17).

- ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის სჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება (მათე 5,19).

ღვთის ყველა ამ ჭეშმარიტებას, ყველა ამ მცნებას შეუცვლელად და დაუმახინჯებლად, ყოველგვარი მოდერნიზებისა და ე.წ. „განახლებების“გარეშე ასრულებს და ასწავლის საუკუნეთა მანძილზე წმ. მართლმადიდებელი ეკლესია. იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების თანახმად კი:

- ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში (მათე 5,19).

ხოლო:

- ვინც დაარღვევს ერთს უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა ცათა სასუფეველში (მათე 5,19).

საგულისხმოა, რომ წმ. მამებმა 842 წელს ჩატარებულ ადგილობრივ კრებაზე დაადგინეს და გამოაცხადეს არა რელიგიათა, არა რომელიმე სხვა სარწმუნოების ზეიმი, არამედ სწორედ მართლმადიდებლობის ზეიმი. ამ კრების აქტების საფუძველს წარმოადგენდა 787 წლის ნიკეის მე-7 მსოფლიო კრების დადგენილებანი, - დაგმობილ იქნა პირველ ყოვლისა, ხატმებრძოლთა ცრუსწავლება, როგორც თავისებური განმეორება მანამდე არსებული ყველა ცრუსწავლებისა, ყველა ერესისა.

და მართლმადიდებლობის ზეიმი (და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, არა სხვადასხვა სარწმუნოებათა ზეიმი) 842 წლიდან მოყოლებული, ტრადიციულად აღინიშნება ყოველ წელს წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმ. დიდმარხვის პირველსავე კვირას, რითაც ხაზგასმა ხდება მართლმადიდებლობის განსაკუთრებული მაცხოვნებელი, გადამრჩენელი მნიშვნელობისა.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, მიუხედავად მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისა, თვით იესო ქრისტე, მისი წმ. მოციქულები, წმ. მამები დიდი სჯულის კანონი კატეგორიულად გამორიცხავენ ღვთის სიტყვის ქადაგებასა და სწავლებაში რაიმეგვარ, თუნდაც იოტისოდენა ძალდატანებას (ძალადობას). უფალი ღმერთი მოგვმართავს წმ. პეტრე მოციქულის პირით, რომ

- მწყემსეთო ღვთის სამწყსო, რომელიც თქვენს შორისაა, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა საზიზღარი შეძენისათვის, არამედ გულმოდგინებით (პეტრე 5,1).

იესო ქრისტე თვით ჭეშმარიტი სარწმუნოების, ღვთიური მოძღვრების მიღება-არმიღების უმნიშვნელოვანეს საკითხშიც კი უმთავრეს და გადამწყვეტ მნიშვნელობას თვით ადამიანის პიროვნულ, თავისუფალ ნებას ანიჭებს და საქადაგებლად წარგზავნილ მოციქულებს და ამ უკანასკნელთა სულიერ მემკვიდრეებს, სამღვდელოების წარმომადგენლებს რწმენის საქმეში ამგვარივე დამოკიდებულებისკენ მოუწოდებს:

- ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას დაიბერტყეთო მტვერი თქვენი ფეხებიდან (მათე 10,14).

თუ ადამიანი იძულებით ცდილობს ვინმეს ქრისტეს გზაზე დაყენებას, მისთვის ქრისტიანული მრწამსისა და ქრისტიანული ცხოვრების წესის თავსმოხვევას, ამით ის ბოროტებისა და ძალადობის უპირატესობასა და ძლიერებას აღიარებს, რადგან გაუცნობიერებლად თვლის, რომ ქრისტიანული მოძღვრება, ქრისტიანული სარწმუნოება - ეს უმაღლესი ღვთიური სიკეთე - მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით - ძალდატანებით, ძალადობით, იძულებით, თავისუფალი ნების დათრგუნვით (ანუ ბოროტებით) და არა ნებაყოფლობით შეძლებს ურწმუნო ადამიანი რწმენასა და ღვთიურ ნებას დაუმორჩილოს.

ამიტომ ოდითგანვე წმ. მართლმადიდებელ ეკლესიას ტოლერანტული, შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვთ სხვების, სხვადასხვა სარწმუნოებისა და ხალხების, ერების, ეთნიკური ჯგუფების მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, გამორიცხავს მათ თავისუფალ ნებაზე რაიმეგვარ ძალდატანებას, რაიმეგვარ იძულებას, მით უფრო, ჩაგვრას, დარბევას, დევნა-შევიწროებას და ა.შ. ასეა დღეს, ასე იყო წარსულში.

ასე მაგალითად, - თბილისში მაჰმადიანებით დასახლებულ უბანში წმ. დავით აღმაშენებლის მიერ აკრძალული იყო, ნიშნად ამ რელიგიის წარმომადგენელთა სულიერი გრძნობისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებისა, ღორების დაკვლა, რაც, ცხადია, არ გულისხმობდა მართლმადიდებლობის, როგორც ჭეშმარიტი მოძღვრების სხვა მოძღვრებებთან გათანაბრებას. დღესაც და წარსულშიც სამღვდელოებისა და მორწმუნე მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლები ყოველთვის მკაფიოდ მიჯნავდნენ ჭეშმარიტ და არაჭეშმარიტ მოძღვრებებს. მართლმადიდებელნი საუკუნეთა მანძილზე არა მარტო სიტყვით, არამედ ხშირად მოწამებრივი სისხლითაც ამოწმებდნენ ქრისტიანული მოძღვრების, მართლმადიდებელი სარწმუნოების ღვთივბოძებულობას, მის გადამრჩენელ ძალასა და მადლმოსილებას, მხოლოდ და მხოლოდ უფლის მიერ დაფუძნებული წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ცხოვრების შესაძლებლობას.

ჩვენი მიზანია ცხონება, ღმერთთან დაკარგული ერთობის აღდგენა, განღმრთობა, სული წმიდის მადლის მოპოვება, რაც შეუძლებელია ქრისტეს წმ. ეკლესიისა და ღვთივბოძებული მართლმადიდებელი მაცხოვნებელი ღვთიური მოძღვრების გარეშე.

სხვადასხვა საუკუნეებში არაერთხელ დასმულა ასეთი შეკითხვა:

რატომ არ ცხონდებიან არამართლმადიდებლები, მათ შორის ხომ მრავლად არიან კარგი და კეთილი ადამიანები? მაგრამ განა მათზე უკეთესი ადამიანები არ იყვნენ ძველი აღთქმის მართალი ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად ამისა, სიკვდილის შემდეგ მაინც ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. გავიხსენოთ თუნდაც თვით იაკობ პატრიარქი როგორ დასტიროდა იოსებს, როგორ დიდხანს დასტიროდა და გლოვობდა შვილს და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალო ჩემს შვილთან შავეთში (დაბადება 37, 34-35) და ამ სიტყვებით, არსებითად, დასტიროდა და გლოვობდა საკუთარ თავსაც.

ნათქვამიდან სრულიად ნათლად და ლოგიკურად გამომდინარეობს შემდეგი უტყუარი დასკვნა:

ცხონება, შეუძლებელია მაცხოვრის გარეშე და, მაშ, როგორღა ცხონდებიან სხვა რელიგიების წარმომადგენლები, რომელთაც საერთოდ არა სწამთ მაცხოვარი, ანდა - წარმომადგენლები სექტებისა, რომელთაც არასწორად სწამთ ქრისტე, ან - ისინი, რომელთაც თავისივე ნებით საერთოდ ქრისტეს წმინდა ეკლესიის გარეთ დააყენეს საკუთარი თავი?!

წმ. კვიპრიანე კარაგენელის თქმით, „ქრისტეს ეკლესიის გარეთ თავშეყრილებს ნუთუ სჯერათ, რომ ქრისტე მათთან არის? ასეთებს, თუნდაც მოკვდნენ რწმენის აღიარებისათვის, სისხლიც ვერ ჩამორეცხავს მათ ლაქას... მოწამე ვერ იქნება ის, ვინც ეკლესიაში არ არის, ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს ის, ვინც ეკლესია მიატოვა“

ცხონება, ხსნა შეუძლებელია მართალი სარწმუნოების, წმ. საეკლესიო საიდუმლოებების, უფლის მცნებათამიერი ცხოვრებისა და მაცხოვრის გარეშე, ვის მოლოდინშიც ცხოვრობდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი და მართალნი, რომლებსაც სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ.

ხსნა შეუძლებელია მხსნელის გარეშე, ე.ი. ქრისტეს გარეშე!

ის, ვინც ამტკიცებს, რომ ხსნა, ცხონება შესაძლებელია მხსნელის, მაცხოვრის გარეშეც, ის ცნობიერად, თუ გაუცნობიერებლად შეფარულად, თუ შეუფარავად გმობს თვით მაცხოვარს და ჭეშმარიტი ღვთის უარმყოფელი და ღვთისმგმობელი ხდება.

* * *

წმინდა პავლე მოციქული გვირჩევს, რომ მუდამ ვიხსენებდეთ ჩვენს წინამძღოლებს, რომლებიც ღვთის სიტყვას გვიქადაგებდნენ და მათი ცხოვრების შემყურეები ვბაძავდეთ მათ რწმენას, მათ სარწმუნოებას (ებრ. 13,7), და პირდაპირ თხოვნით მოგვმართავს ეს ღვთივსულიერი და ღმერთშემოსილი მოციქული, რომ შევიცნოთ უფლისმიერი ჩვენი წინამძღოლები და მშრომელნი, ჩვენი დამრიგებლები, უაღრესი სიყვარული გამოვიჩინოთ როგორც მათ მიმართ, ისე მათ საქმეთა გამო (1თეს. 5, 12-13).

რა თქმა უნდა, ჩვენ უაღრეს სიყვარულს უნდა ვიჩენდეთ ჩვენი სულიერი მოძღვრების მიმართ, საერთოდ სამღვდელოების მიმართ, ყოველთვის და ყველაფერში უნდა ვმორჩილებდეთ ჩვენს სულიერ წინამძღოლებს, ჩვენს დამრიგებლებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი ღვთის მცნებებისა და დოგმატების, ღვთივგამოცხადებული ჭეშმარიტებების წინააღმდეგ მოგვიწოდებენ და გვასწავლიან.

მაგრამ, მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, წმ. იოანე ოქროპირის თანახმად, ჩვენ, ქრისტიანებს, მართლმადიდებლებს, განსაკუთრებით გვაქვს აკრძალული ცდომილებაში ჩავარდნილ ცოდვით დაცემულ ადამიანთა ძალადობრივი გამოსწორება.

ჩვენი ბრძოლის მიზანია არა ცოცხალთა მკვდრებად გადაქცევა, არამედ მკვდრების (ე.ი. სულიერად მკვდრების) გაცოცხლება და ამ ბრძოლის სიყვარულით, სიმშვიდით, მოთმინებითა და ძალდაუტანებლად წარმართვა...

ჩვენ ბოროტქმედებებით კი არ ვდევნით ერეტიკოსებს, მწვალებლებსა თუ ბოროტის მოქმედთ, არამედ ღვთის სიტყვით და თვით ცრუსწავლებათა მიმდევრებს, - მწვალებლებს კი არ ვავიწროვებთ, არამედ მხოლოდ მათ სნეულებას - ცრუ, მწვალებლურ სწავლებას. ჩვენ გვძაგს არა მწვალებელი ადამიანები, არამედ თვით ამ ადამიანთა ცრუსწავლება - მწვალებლობა. ხოლო თვით მწვალებელთ, ცრუსწავლების მიმდევრებს შევაგონებთ ღვთის სიტყვით და არა მარტო შევაგონებთ, არამედ ყოველთვის ვცდილობთ კეთილს ვუყოფდეთ მათ მაშინაც კი, როცა ჩვენს წინააღმდეგ სჩადიან ბოროტებას, ამავე დროს, ყოველდღიურად ვლოცულობთ ღვთისადმი მათთვის, ვითარცა ჭეშმარიტებისაგან განდგომილი, შეცდომილი დებისა და ძმებისათვის:

პირად მტრებს ჩვენ ბოროტის წილ ბოროტს კი არ მივაგებთ, კი არ ვდევნით, არამედ ვლოცულობთ ღვთის წინაშე მათთვისაც ყოველდღიურად ისევე, როგორც მართლმადიდებელი სარწმუნოებისა თუ ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფლებისათვის აი, ამ სიტყვებით:

აცხოვნე, უფალო და შეიწყალენ მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებასანი და რომელნი მძლავრობენ და მყვედრიან მე, ნუ დასჯი ცოდვათა და უსჯულოებათა შინა მათთა ჩემთვის, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელ აქვნ ჩემდა მომართ და შეიწყალენ დიდითა წყალობითა შენითა

და, მაშასადამე, ასე და ამგვარადაც აღვასრულებთ მცნებას უფლისას:

- გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროვებთ და გდევნით (მათე 5,44).

როგორც წმ. პავლე მოციქულიც აცხადებს კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში:

- გვლანძღავენ - ვლოცავთ, გვდევნიან - ვითმენთ, სახელს გვიტეხენ - ვეფერებით (1კორინთ. 4,12-13).

წმ. პავლე მოციქულის ამ სიტყვებიდანაც შესანიშნავად ჩანს, როგორი შემწყნარებლური, როგორი მომთმენი, როგორი ტოლერანტული, როგორი ღვთისმოსავია ჭეშმარიტ ქრისტიანთა დამოკიდებულება არაქრისტიანთა მიმართ და სამაგიეროდ, როგორი აგრესიული და ძალადობრივია სხვათა დამოკიდებულება თვით მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიმართ. ეს რომ ასე არ ყოფილიყო და ასე არ იყოს დღესაც, მაშინ, ცხადია, წმ. მართლმადიდებელ ეკლესიას ამდენი ტანჯული, ამდენი დევნილი და წამებული აღარ ეყოლებოდა. სწორედ წმ. მართლმადიდებელი ეკლესიაა, წმ. პავლე მოციქულის თქმით, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა, დაფუძნებული და აღშენებული თვით უფლისა ჩვენისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ და ამიტომ მის წმ. ეკლესიას ვერ სძლევენ თვით ჯოჯოხეთის ბჭეთაგან გამოსული უბოროტესი, ბნელი ძალები. უფალმა ბრძანა: კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას(მათე 16,18).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღესაც, ვცხოვრობთ რა ყოვლად ურთულეს ეპოქაში ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის თქმით:

- ბოროტი ყოველნაირად ცდილობს ეკლესიაში შფოთისა და განხეთქილების შემოტანას.

დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანს დინების აღმა უხდება სვლა, რაც სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას გვიქმნის, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც უნდა ვიაროთ ამ გზით...

ზოგიერთნი უვიცობისა და მცირედმორწმუნეობის გამო მართლმადიდებელ სარწმუნოებას სხვა რელიგიებთან ათანაბრებს, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია იესო ქრისტეს - ღმერთის მისტიური სხეულია და იგი თვით უფლის მიერ არის დადგინებული, ამდენად და ამიტომ იგი უძლეველია.

მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მადლით არის შესაძლებელი აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლება, სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება. მხოლოდ ის იცავს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.

წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს:

სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმიდაა და სადაც სულიწმიდაა, იქ ეკლესიაა მისი სრული ჭეშმარიტებით...

პატრიარქი აფრთხილებს ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეებს:

იყავით დაკვირვებულები და ყურადღებიანები:

ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას;
ნუ დაკარგავთ სარწმუნოებას;

მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს...

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გვქონდეს სარწმუნოება, მაგრამ არა ნებისმიერი, არამედ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნეობისა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი წინაპრები, ჩვენი სამშობლო და რომელსაც ადამიანი სასუფეველში უფალთან მიჰყავს...

საუკუნეთა მანძილზე სწორედ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების ურყევად დაცვისა და მისი ერთგულებისაკენ მოგვიწოდებდნენ ჩვენი მაღალღირსეული წინაპრები არა მარტო სიტყვით, არამედ საკუთარი ცხოვრების წესითაც. რად ღირს თუნდაც წმინდა გიორგი მთაწმინდელის უძვირფასესი სიტყვების გახსენება:

ვინაითგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებასა მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი და ყოველთა უარისმყოფელთა და მწვალებელთა შევაჩვენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა და ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ

ანდა, რად ღირს გახსენება აღთქმისა, რომელიც სასულიერო და საერო პირებმა დადეს წმ. დავით აღმაშენებელთან ერთად რუის-ურბნისის კრებაზე:

ქართველთა უბიწო სარწმუნოებას რაიმე ბიწი არ შეჰხებია, ეს ღმერთმა ნუ ქნას!

არ გეცრუვებით შენ, ჩვენო სიწმინდით მშობელო წმინდაო ეკლესია!

არ გაგცემთ შენ, ჩვენო სიამაყევ - მართლმადიდებლობავ, რომლისთვისაც არასოდეს გვიღალატნია, რაც მისი შეცნობის ღირსნი გავხდით და რისი მოწმეც ჭეშმარიტებაა.

იგივე წმ. დავით აღმაშენებელი აღიარებს რა უამრავ ცოდვას, აცხადებს, რომ ერთადერთი, რაშიც არასოდეს არ შეუცოდავს, ესაა სარწმუნოება და, რომ მას მართლმადიდებლობისთვის არასოდეს უღალატია!

დაღათუ ესრეთ განვხრწენ ყოველი გრძნობანი და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ, გარნა არავე აღვიხვენ ხელნი, არცა დავდევ სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოისა, არცა უცხოთესლი რაიმე სარწმუნოებაი საწრთვნელ ვყავ სულსა, გარეშე მისსა, რომელი მასწავეს ღვთისმეტყველთა შენთა

ასე რომ, ყურად ვიღოთ გაფრთხილება უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესი, რომელიც წმ. პავლე მოციქულის პირით ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან მოგვიწოდებს, რომ: მივემსგავსოთ ჩვენს ღირსეულ წინაპრებსა და წინამძღვრებს, რომლებიც გვიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას და მივბაძოთ მათ რწმენას (ებრ. 13,7).

* * *

მართალია, ეკლესია არსებობს დედამიწაზე, მაგრამ მიმართულია ზეცისკენ - ცათა სასუფევლისკენ - ზეციური ეკლესიისაკენ, იგი ცხოვრობს დროში, მაგრამ სუნთქავს მარადისობით.

როდესაც ტაძარში - ღვთის სახლში შევდივართ, დროიდან შევდივართ მარადისობაში, როდესაც ვტოვებთ ტაძარს, ჩვენ ვბრუნდებით დროში, - ასე რომ, ამ წარმავალ დროშივე უნდა ვისწავლოთ სუნთქვა მარადისობით, სწორედ ეს სუნთქვა - მარადისობის ჟანგბადი აკლია დღეს ყველაზე მეტად ამ პრაგმატულ მერკანტილურ და ნეოწარმართულ ეპოქაში თანამედროვე ხელოვნებას, მწერლობას, პოლიტიკას და, საერთოდ, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს.

დასასრულს, ახალი აღთქმიდან გავიხსენებ უფლის სიტყვებს, პავლე მოციქულის მიერ გაცხადებულს:

- ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ის, ვინც კურთხევით თესავს, კურთხევით მოიმკის (1 კორ. 9,6) და სიკეთის სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს (9,7).

ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება სწორედ რომ თესვის დროა მომავალი, მარადიული ცხოვრებისათვის, ხოლო მომავალი ცხოვრება - დროა მომკისა, ანუ მოსავლის აღებისა. დიახ, ის საქმეები, რომელთაც აქ ვიქმთ, თესლია მომავალი ცხოვრებისათვის... „მიწა“ რომელშიც ვთესავთ ჩვენს სიტყვებსა და საქმეებს, - ჩვენი მოყვასნი არიან. რასაც აქ დავთესავთ, იქ მოვიმკით, ე.ი. რასაც აქ გავაკეთებთ მოყვასთათვის (მოყვასში პირად მტრებსაც ვგულისხმობთ), იმასვე მივიღებთ ღვთისაგან.

ჭეშმარიტი ქრისტიანები, იქნებიან ისინი სასულიერო თუ საერო პირნი, იშვიათად ტკბებიან ბედნიერებით ამქვეყნად, მაგრამ ისინი ყოველთვის ახსოვს თვით უფალ ღმერთს, - ღმერთი არავის სტოვებს საზღაურისა და ჯილდოს გარეშე...

მაშ, სინანულის წმ. საიდუმლოში გულიდან, გონებიდან და სულიდან მოვიკვეთოთ და ამოვიგლიჯოთ უკეთური სიტყვები და საქმეები, როგორც სასულიერო, ისე საერო პირებმა. გავახშიროთ და გავამრავლოთ კეთილ, ღვთისმოსაწონ სიტყვათა და საქმეთა თესვა იმ მინდორში, რომელსაც მოყვასთა სული ჰქვია, რათა როცა უფალი მოვა დიდებით, უნაყოფო ლეღვის ხედ არ გამოვჩნდეთ მის წინაშე, რომელიც სიყვარულის მოციქულს, - წმ. იოანე მახარებელს გამოუცხადებს:

- აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმისაებრ მივუზღა.

მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული (აპოკალიფსი 11,12-13).

დაე, ყველა ჩვენთაგანს, როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს ისეთი ღვთისმოსაური ცხოვრებისათვის მიგვეღწიოს, რომ წმ. იოანე ღვთისმეტყველთან ერთად მიგვეგოს უფლისათვის:

- ამინ! ჰე, მოდი, უფალო იესო!

ვიღვაწოთ, ვიბრძოლოთ ღვთის ნებისადმი სრული მინდობით, წარვსტაცოთ ჩვენი თავი ცოდვებში, ბოროტებაში ჩაფლულ წუთისოფელსა და წუთისოფლის, ანუ ამაოების მთავარს და, როგორც წმინდა დავით აღმაშენებლის მემატიანე იტყოდა, ჩვენი თავი მთლიანად „შევასაკუთროთ ღმერთს „.

27 კულტურიდან გამომდნარი ეკონომიკა უცხოეთის გამოცდილება და საქართველოს შესაძლებლობები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნიკო კვარაცხელია
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის

მიმართულების სრული პროფესორი

მუზეუმების როლი ძალზე მნიშვნელოვანია კულტურულ ტურიზმში. მათ გარეშე წარმოუდგენელია კულტურული ტურიზმის სრულფასოვანი არსებობა. ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის როლი მუზეუმების განვითარებაში. მაგალითად, 2006 წელს ავსტრიის მუზეუმები (ავსტრიაში 399 მუზეუმია, მათგან 204 სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო 195 -კერძო) დაათვალიერა 11,6 მილიონმა ადამიანმა, რაც ტურისტების საერთო რაოდენობის 43%25- შეადგენს.

ივენთ-ტურიზმის ლიდერ ქვეყანაში - გერმანიაში, სადაც 6.175 მუზეუმია (შედარებისთვის შეგახსენებთ, რომ საქართველოში 150 მუზეუმია) 2006 წელს ეს მუზეუმები დაათვალიერა 102,6 მილიონმა ვიზიტორმა. გერმანიის ორიათასზე მეტმა მუზეუმმა საერთო ჯამში 9000-ზე მეტი თემატური გამოფენა მოაწყო.

ამდენად, მატერიალური თვალსაზრისით, ტურიზმი მუზეუმებს დიდ შემოსავალს აძლევს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში მუზეუმები სახელმწიფოსგან იღებენ დახმარებას, ან მთლიანად მის დაფინანსებაზე არიან.

დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც კულტურულ ტურიზმზე არიან ორიენტირებული, მოძებნეს ტურისტული ორგანიზაციების და მუზეუმების დამაკავშირებელი გზები და საშუალებები. ასეთი კავშირები ყველა ქვეყანაში განსხვავებული და ინდივიდუალურია, რადგან ის დამოკიდებულია ქვეყნის კანონმდებლობაზე, საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარების დონეზე, ურთიერთობების არსებულ ტრადიციებზე, ადმინისტრაციულ სტრუქტურებზე და სხვ. საქართველოში, სადაც ტურიზმი ერთ უწყებაშია, ხოლო მუზეუმები სხვა უწყებების დაქვემდებარებაში, რა თქმა უნდა, განსხვავებული მიდგომაა საჭირო.

მსოფლიოში მიღებული ფორმაა ე.წ. ლობისტური კოალიციის შექმნა, რომელიც ტურიზმისა და სამუზეუმო ორგანიზაციებისგან შედგება. ასეთი კოალიციები და კონტაქტები უნდა არსებობდეს ქვეყნის, რეგიონისა და ადგილობრივ დონეზე. მუზეუმების სპეციალისტები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, მნიშვნელოვანია ერთობლივი სემინარების მოწყობა მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და რეკლამის საკითხებზე.

სამუზეუმო მენეჯმენტი და მუზეუმის მიმზიდველობა

მუზეუმის მენეჯმენტი, როგორც სოციალური სისტემა, შეიცავს ფსიქოლოგიურ, სოციოლოგიურ, სოციალურ და სოციოკულტურულ ასპექტებს. შესაბამისად, მუზეუმის მენეჯმენტის ზრუნვის საგანია:

  • მუზეუმის ფილოსოფიის განსაზღვრა;

  • სტრატეგიული პოზიციონირება;

  • პერსონალის მართვა;

  • ორგანიზაციის სტრუქტურის გამართვა;

  • ოპერატიული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

მუზეუმის მენეჯმენტს ევალება კომუნიკაციური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, ორგანიზატორული და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში მენეჯმენტი გვევლინება, როგორც მოსახლეობისთვის კულტურული მომსახურების გაწევის საშუალება, რისთვისაც აუცილებელია ინფრასტრუქტურის გამართვა, სოციალური, პოლიტიკური, პედაგოგიური და ფსიქოლოგიური მიზნების ერთმანეთთან შეთანხმება.

მუზეუმს შეუძლია მენეჯმენტის მეშვეობით მიაღწიოს სამუზეუმო ბუმს, ამისთვის კი საჭიროა ეფექტური რეაქციები, ბაზრის ცოდნა. როგორც ჰ. შპილმანი ამტკიცებს: დღეს მუზეუმის დირექტორი მენეჯმენტის სრულყოფილად დაუფლების გარეშე - ანაქრონიზმია. მისი აზრით, მუზეუმის მენეჯერი დაკავებული უნდა იყოს შესყიდვებით (იგულისხმება აუქციონებზე ახალი ექსპონატების შეძენა), მშენებლობით, პრეზენტაციებით, გამოფენებით, ისევე როგორც დიდაქტიკითა და პედაგოგიკით.

  • შესყიდვები დაკავშირებულია ახალი და დიდი ოდენობის დანახარჯებთან, მაგრამ ეს აუცილებელია მუზეუმის იმიჯისა და ახალი ვიზიტორების რაოდენობის გასაზრდელად. ამ აქტივობის წარმატებით ჩასატარებლად საჭიროა შესყიდვების მენეჯმენტის სრულყოფილად დაუფლება, მაღალი რანგის ხელოვნებათმცოდნის ანალიზი და ფინანსური გაანგარიშება, თუ საბოლოოდ რა შედეგებს მოიტანს ახალი შენაძენი;

  • პრეზენტაციები მუზეუმების საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. საკუთარი თავის წარმოჩენა დამოკიდებულია მუზეუმის კოლექციისა და სპეციალისტთა ცოდნაზე დაფუძნებული მენეჯმენტის კომბინაციაზე. პრეზენტაციის წარმატებაში განსაკუთრებული როლი ტექნიკურ აღჭურვილობაც ენიჭება;

  • გამოფენა: გამოფენებისა და სპეციალური ღონისძიებების მოწყობით მუზეუმები მაქსიმალურად ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს. მუზეუმის ფონდების მოცულობა ხშირად განსაზღვრავს გამოფენების თემატიკას და სისტემატურობას. კარგი მენეჯმენტისა და მარკეტინგის შემთხვევაში წარმატებებს აღწევენ არც თუ ისე მდიდარი ფონდის მქონე მუზეუმებიც;

  • დიდაქტიკა და პედაგოგიკა: ევროპული მუზეუმები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ობიექტებზე გაკეთებული წარწერების დიზაინისა და შინაარსის კომბინაციას. ექსპონატებთან დამონტაჟებული აუდიო მასალა, ობიექტებზე შექმნილი ფილმები, ვიდეო და აუდიო მასალები წარმატებული მომსახურების საწინდარია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ექსკურსიამძღოლის პროფესიულ ოსტატობას.

ახალი სამუზეუმო მეთოდები და ხერხები

მარკეტინგის წყალობით მუზეუმი გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული. როგორც ცნობილია, არქეოლოგიური მუზეუმები განსაკუთრებით ძნელი საჩვენებელია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის - ისინი ერთნაირად უინტერესოდ გამოიყურებიან. უთუოდ საჭიროა მათი ატრაქციულობის გაზრდა. დრეზდენის მუზეუმმა შეიმუშავა სამნაბიჯიანი სისტემა, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, რომელიც ითვალისწინებს მოსამზადებელ საქმიანობას, მომსახურებას, შედეგების შეფასებასა და დოკუმენტირებას.

ამ მეთოდის საქართველოში გამოყენება სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია. მითუმეტეს, რომ უკვე მრავალ მუზეუმს აქვს ასეთი საქმიანობის გამოცდილება. ამასთან, მნიშვნელოვანია მომსახურებაში მეტი ახალი ტიპის ინტერაქტიული თამაშებისა და სხვა ელემენტების ჩართვა. რისთვისაც საჭიროა, რომ იშვიათი და ორიგინალური ექსპონატების გვერდით გვქონდეს სპეციალურად დამზადებული ასლები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მოსწავლეებისათვის შესათავაზებელი სიტუაციური თამაშის დროს (მაგ. ხელის წისქვილით ხორბლის დაფქვის ინსცენირება, ცეცხლის დანთება კაჟის მეშვეობით, მოსწავლეებისთვის ნანახისა და განცდილის დახატვისა და აღწერის შესაძლებლობის მიცემა და სხვ.).

საინტერესო თემატური გამოფენების ორგანიზება

ადამიანი თავისი ბუნებით ცნობისმოყვარეა, მას ყველაფერი აინტერესებს. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვან ნიურნბერგის კომუნიკაციების მუზეუმში გამართულ უაღრესად წარმატებულ და პოპულარულ გამოფენას ფული, ან სიცოცხლე! საფოსტო კარეტებზე თავდასხმებიდან ვირტუალურ ინტერნეტ ყაჩაღობამდე რომელიც გაიხსნა 2008 წლის 16 თებერვალს. ქურდობა და ყაჩაღობა ისეთივე ძველი ცნებებია, როგორც ადამიანთა მოდგმა. მათი ხერხები და მეთოდები საზოგადოების განვითარებასთან ერთად “იხვეწებოდა” და სადღეისოდ სულ სხვა ფორმები შეიძინა. ეს გამოფენა ექვსი თვის მანძილზე მასპინძლობდა დამთვალიერებლებს. შესაძლოა ვინმეს სადავოდ ან საჩოთიროდ მოეჩვენოს მუზეუმის მიერ ასეთი არააკადემიური გამოფენის ორგანიზება, მაგრამ მან თავისი ფუნქცია მშვენივრად შეასრულა: მოიზიდა დამთვალიერებელი, გადასცა მას ცოდნა და მიანიჭა სიამოვნება. სხვა რა დანიშნულება აქვს მუზეუმსა და გამოფენას?

მუზეუმების მიერ ლექციების ორგანიზება

ლექციები დამახასიათებელია ყველა ტიპის მუზეუმებისთვის. მაგრამ ისინი განსაკუთრებით პოპულარულია სახლ-მუზეუმებში. გამოჩენილი ადამიანების სახლ-მუზეუმები ეწევიან არა მხოლოდ ამ ადამიანთა ღვაწლის პოპულარიზაციას, არამედ ჩართულნი არიან სამეცნიერო საქმიანობაში და მჭიდრო კავშირები აქვთ შესაბამის წრეებთან. მაგალითისთვის განვიხილოთ ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმის სალექციო ციკლი ისტორია და ფსიქოანალიზი.

ეს საღამო სამი ნაწილისგან შედგებოდა: 1. პროფ. ლუიზა აკკატის ძირითადი მოხსენება - „დომინანტი დედები“; 2. მეცნიერ გიზელა ენგელის თანამოხსენება - „სახეცვლილი მამები“ და 3. პრეზენტაცია ლუიზა აკკატის წიგნისა „მონსტრი და სილამაზე. დედის და მამის ხატების ზემოქმედება გრძნობებზე კათოლიკური აღზრდის სისტემაში“. ამ ღონისძიების კონცეფციის ავტორმა და მოდერატორმა კლაუს ნოიმუნდლინგერმა საინტერესოდ განმარტა მისი მომზადების თავისებურებები: ძირითადი მოხსენება „დომინანტი დედები“ იტალიურ ენაზე წაიკითხა იტალიელმა პროფესორმა ტრიესტის უნივერსიტეტიდან ლუიზა აკკატიმ, მონაწილეთათვის დარიგდა მოხსენების წერილობითი თარგმანი. მიაქციეთ ყურადღება კომუნიკაციის პრობლემის გადაჭრის ხერხს. სავარაუდოდ უამრავ დამსწრეს ვენაში ალბათ არ ეცოდინებოდა იტალიური ენა, მაგრამ თუ მოხსენების წერილობით თარგმანს წინასწარ გაეცნობოდნენ, ეს მათ ლექციაში სრულყოფილად ჩართვის საშუალებას მისცემდა, ამასთან ლექტორის ემოციები, მეტყველების თავისებურებები ბოდი-ბილდინგი უფრო გასაგები რომ ყოფილიყო საზოგადოებისათვის, მას ნება დართეს ლექცია მშობლიურ ენაზე ჩაეტარებინა.

სამწუხაროა, რომ გალაკტიონის, კონსტანტინე გამსახურდიას, ფიროსმანის, ან მერაბ მამარდაშვილის შემოქმედებაზე მსგავსი ფუნდამენტური განხილვები არ ეწყობა. ერთადერთი, რაც ჩემში ანალოგიის ასოციაციას იწვევს, არის კავკასიური სახლის მიერ ორგანიზებული საღამოები, მაგრამ ის ხომ მუზეუმი არ არის.

ტურისტთა და ვიზიტორთა კვლევა კულტურულ ტურიზმში

ტურისტთა და ვიზიტორთა კვლევის შედეგად მიღებული დასკვნების გათვალისწინებით შესაძლებელია კულტურული ტურების ოპტიმიზაცია, მათი კორექტირება. ხარისხის სტრატეგია მთლიანად დამოკიდებულია მარკეტინგულ კვლევებზე. ვინაიდან საქართველოში მსგავსი კვლევების დაფინანსება ჯერჯერობით არ ხდება, განვიხილოთ ეს საკითხი გერმანელი კოლეგების მაგალითზე. მათ გამოიკვლიეს მუზეუმის ვიზიტორები ჰაინც ნიქსდორფ მუზეუმ-ფორუმში (HNF), რომელიც პადერბორნში მდებარეობს და სადაც სამეცნიერო მივლინება მქონდა 2006 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ამ კვლევამ შესაძლებლობა მისცა ტურისტულ ფირმებსა და მუზეუმის მესვეურებს გაეუმჯობესებინათ შეთავაზება და მიეღწიათ ხარისხიანი მომსახურებისათვის.

ჰაინც ნიქსდორფ მუზეუმ-ფორუმი არის საბეჭდი, გამომთვლელი, საოფისე და კომპიუტერული ტექნიკის დარგში სპეციალიზებული უდიდესი მუზეუმი. 6 000 კვადრატული მეტრის სიდიდის ფართობზე გამოფენილია 1 000-ზე მეტი ექსპონატი. მუზეუმს აქვს 386 ადგილიანი ფორუმის დარბაზი, ხუთი აუდიტორია სემინარებისთვის, რესტორანი და სუვენირების მაღაზია. მუზეუმი გაიხსნა 1996 წლის 24 ოქტომბერს. ყოველწლიურ დამთვალიერებელთა რაოდენობა 150.000-ის ფარგლებში მერყეობს. ვიზიტორთა და ექსკურსანტთა სტრუქტურის ემპირიული მახასიათებლები შემდეგია:

- დამთვალიერებელთა დიდი წილი ახალგაზრდობაზე მოდის;

- უმეტესობა მამაკაცები არიან;

- უმეტესობა გამოირჩევა განათლების საკმაოდ მაღალი დონით;

- 75%25 ჩრდილოეთ-რაინ ვესტფალიიდანაა (მუზეუმი ამ მიწაზე მდებარეობს);

- 84%25 მოვიდა 100 კმ. რადიუსიდან;

- 90%25-მა მუზეუმი პირველად დაათვალიერა;

- 70%25 ჯგუფური ტურისტები იყვნენ.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით მუზეუმმა დასახა სამომავლო ღონისძიებები და შეიმუშავა ინოვაციური სტრატეგია, რომელიც შემდეგ მოსაზრებებს შეიცავს:

- ახალი მიზნობრივი ჯგუფების მოზიდვა (მაგ. ქალები, პენსიონერები);

- ფართო ფენების მოწვევა მუზეუმში სპეციალურ მარკეტინგულ ღონისძიებაზე;

- მომხმარებელთა დამაგრებისა და ხელმეორედ მოსულ დამთვალიერებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით განსაკუთრებული გამოფენის ორგანიზება და მომხმარებლებთან კავშირის დამყარების ღონისძიებების დასახვა;

- ინდივიდუალური დამთვალიერებლების რიცხვის გაზრდა მათთვის სპეციალური კურსის შეთავაზებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზების გზით.

საინფორმაციო საქმიანობის გაუმჯობესებას შეუძლია დამთვალიერებელთა რაოდენობის გაზრდა, მათი საქმიანობის პროფილის დადგენა და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება:

- გამოკითხულთა 41,5%25 მუზეუმის შესახებ ინფორმირებული იყო სკოლაში, საწარმოში და საკუთარი საქმიანობის ადგილას;

- 36,8%25 მოვიდა მეგობრებისა და ნაცნობების რჩევით;

- 18,4%25-მა მუზეუმის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო;

- 8,2%25-მა ბუკლეტისა და ბილბორდის საშუალებით მიიღო საჭირო ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების საფუძველზე გაკეთდა შემდეგი რეკომენდაციები საინფორმაციო პოლიტიკისა და PR-ის გაუმჯობესების მიზნით:

- ბაზარზე შეღწევა და სეგმენტის გავრცობა მეწარმეების, პედაგოგებისა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისთვის ინტენსიური საინფორმაციო პროპაგანდის მეშვეობით, რისთვისაც შერჩეულ იქნა მუზეუმის ირგვლივ არსებული 100 კილომეტრიანი ეკონომიკური ზონა;

- ბაზრის ათვისება სკოლებისა და საწარმოებისათვის აღნიშნულ ეკონომიკური ზონაში მიზნობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით;

- მუზეუმის თანამშრომლების გადამზადების საშუალებით დამთვალიერებელთა და ვიზიტორთა კმაყოფილების მიღწევა.

დამთვალიერებელთა გამოკითხვა ნებისმიერ მუზეუმში სასარგებლოა არა მხოლოდ შეთავაზების გაუმჯობესების მიზნით, რაც უცილობლად მოჰყვება სწორად წარმართულ და გაანალიზებულ გამოკითხვას, არამედ მას ასევე აქვს მუზეუმის საკომუნიკაციო პოლიტიკის გაუმჯობესების ფუნქცია, ეს კი მუზეუმის მიერ წარმოებული მარკეტინგული პოლიტიკის წარმატების საწინდარია.

პადერბორნის უნივერსიტეტის მიერ საკუთარ ქალაქში არსებულ სხვადასხვა მუზეუმებში მისულ დამთვალიერებელთა გამოკითხვით მიღებულ იქნა შემდეგი მაჩვენებლები:

- 60,0%25-მა დათვალიერა ციხე-სიმაგრეები;

- 41,5%25-მა ტექნიკის მუზეუმები;

- 32,2%25-მა ხელოვნების მუზეუმები;

- 30,5%25-მა ისტორიული მუზეუმები;

- 28,3%25-მა მხარეთმცოდნეობის მუზეუმები;

- 25,0%25-მა საბუნებისმეტყველო მუზეუმები.

აღნიშნული შედეგი ნათლად მეტყველებს, რომ მუზეუმის დამთვალიერებლებს შორის საბეჭდი, გამომთვლელი, საოფისე და კომპიუტერული ტექნიკის მუზეუმი ინტერესების ფართო სპექტრს აკმაყოფილებს. რადგან მისდამი ინტერესი აჭარბებს ხელოვნებისა და მხარეთმცოდნეობით მუზეუმებს. ასეთმა შედეგმა მისცა საფუძველი კიდევ ერთ სამოქმედო რეკომენდაციას, რომ აღნიშნულ მუზეუმს მიემართა მუზეუმთა გაერთიანებისათვის, რათა დახმარება მიეღო პროფესიონალებისაგან. როგორც მუზეუმის განვითარების გეგმაშია ასახული, მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საზოგადოებასთან კავშირების გაუმჯობესება და მარკეტინგული საქმიანობის წარმოება.

მუზეუმების გაერთიანებამ მოიწონა HNF-ის წინადადება ერთობლივი ღონისძიებათა წარმოების შესახებ. კერძოდ, საფასო პოლიტიკის ერთობლივად შემუშავება; თემატური პროგრამების ერთობლივად გაფორმება, ერთობლივი საკომუნიკაციო პოლიტიკის შემუშავება და ერთობლივად თანამშრომელთა გადამზადება.

მუზეუმების ასეთი გაერთიანება, ე.წ. კულტურული დაწესებულებების ჯაჭვი, უნდა გამომდინარეობდეს რეგიონული და ქვეყნის პოლიტიკიდან ამ სფეროში. ამდენად, მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ამ მიმართებით ყველაზე მეტად მისაბაძია მუზეუმების, ტურისტული ორგანიზაციების, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების ერთობლივი ძალისხმევა და შეთანხმებული მოქმედება. მიუხედავად აღნიშნული დაწესებულებების სხვადასხვა სამინისტროებში გაერთიანებისა და მათი მიზნების გარკვეული განსხვავებულობისა, უნდა გატარდეს ერთიანი პოლიტიკა ტურისტებისა და ვიზიტორების მიღების, მომსახურებისა და ქვეყნის იმიჯის განმტკიცების საქმეში ერთობლივი შეთანხმების მიღწევის გზით.

შესაძლებელია ამ ურთიერთობებში სასტუმროების, რესტორნებისა და გართობის საშუალებების, რეგიონული მმართველობების ჩართვა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება მუზეუმში

XXI საუკუნის მუზეუმები მთელი დატვირთვით იყენებენ ვებ-გვერდებს და დაგროვილი აქვთ მათი გამოყენების გარკვეული გამოცდილება. სრულიად წარმოუდგენელია ისეთი მუზეუმის არსებობა, რომელსაც ინტერნეტში საკუთარი ადგილი არა აქვს. საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩამორჩენის ძირითად ხელშემშლელ მიზეზად ასახელებენ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ჩამოყალიბებულ და დამკვიდრებულ სამუზეუმო მენტალობას, რომელიც განსაკუთრებული კონსერვატიზმით გამოირჩეოდა. XIX საუკუნეში შედგენილ ტრეტიაკოვის გალერეის წესდებაში განსაკუთრებით იყო ხაზგასმული, რომ ხელოვნების არც ერთი ნიმუში, არ უნდა გატანილიყო შენობიდან. გამონაკლისს მხოლოდ სარესტავრაციო ექსპონატები წარმოადგენდა. ბევრი ხელმძღვანელი (მუზეუმის დირექტორი, მთავარი მცველი) დღესაც ექსპონატის ასეთი დაცვის და შენახვის მომხრეა.

ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ნაბიჯები იდგმება მუზეუმებისთვის ხელშეწყობის მიმართულებით. მაგრამ ცხადია ისიც, რომ მათ არა აქვთ სათანადო ფინანსური უზრუნველყოფა, რის გამოც ჩვენი მუზეუმებისთვის დამატებითი შემოსავალი ძალზე მნიშვნელოვანია. თუ შევთანხმდებით, რომ კოლექციის გაფრთხილებისა და შენახვის სურვილი გამართლებულია და თანახმად ასეთი მსოფლმხედველობისა კოლექცია არის რეალურ საგანთა ერთობლიობა, მაშინ, როგორც კი ექსპონატს, ან მთლიანად კონცეფციას განვიხილავთ, როგორც ინფორმაციულ რესურსს, უმალ იცვლება საქმის ვითარება და რესურსის შენახვის ფსიქოლოგია მუზეუმის საწინააღმდეგო მოქმედებას იწყებს.

ჩვენთან სამუზეუმო ვებ-გვერდების მომზადების, დიზაინისა და შინაარსის მიწოდების ტექნოლოგია სრულიად განსხვავებულია და არ შეესაბამება საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტექნოლოგიებს. ჯერ ერთი, ჩვენი მუზეუმების ვებ-გვერდები ბევრად ღარიბია, როგორც თვალსაჩინოების, ისე ინფორმაციული თვალსაზრისით. მაგალითისთვის ავიღოთ სან-ფრანცისკოს ხელოვნების მუზეუმი, რომლის ვებ-პორტალზე FAMSF (Fine Arts Museums of San Francisco), 75 ათასი სურათია გამოტანილი. ვფიქრობ, ამდენი სურათი საქართველოს ყველა მუზეუმს ერთად არ ექნება. მაგრამ აქვე უნდა დაისვას კითხვა: თითოეული ეს სურათი ხომ შეიძლებოდა მუზეუმს გაეყიდა და უფასოდ ასლის გადასაღებად არ გამოეკიდა? განა სან-ფრანცისკოში ეს არ იციან? ჯერ ერთი, ინტერნეტის სურათების ხარისხი შორსაა იმისგან, რასაც პოლიგრაფია საჭიროებს, ხოლო მეორე მხრივ, უკვე არის სათანადო დამცავი მექანიზმები საიმისოდ, რომ სურათი ინტერნეტში ასლის გადაღების უფლების გარეშე განთავსდეს.

მუზეუმების ვებ-გვერდების შეფასება და მათთვის რეკომენდაციების მიცემა, კარგად დანერგილი ფორმაა საზღვარგარეთ. ვებ-გვერდის შეფასების სისტემა: Web-site Quality Evaluation Method (QEM), უკვე სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ერთი კონკრეტული მიმართულების მუზეუმების ვებ-გვერდების მოძიება და მათგან კონკურენტუნარიანი ვებ-გვერდების შერჩევა;

  • სამუზეუმო ვებ-გვერდის მიზნების, კლასიფიკატორისა და მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფის მოთხოვნების დადგენა;

  • ვებ-გვერდის საყოველთაოდ მიღებული ნორმებიდან გამომდინარე, სამუზეუმო ვებ-გვერდის თავისებურებების (შესაძლებლობის შემთხვევაში სტანდარტის) დადგენა;

  • შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა თითოეული კლასიფიკატორისათვის;

  • კერძო ვებ-გვერდის (კონკრეტული მუზეუმი) და გლობალურის (საყოველთაოდ მიღებული სამუზეუმო ვებ-გვერდი) შედარებითი ანალიზი და საბოლოო დასკვნის გაკეთება.

მუზეუმების ვებ-გვერდების შეფასება ეყრდნობა განსაკუთრებულ მეთოდოლოგიას, რომელიც შეიმუშავეს მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად. ჩვენი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მოსაზრება ეკუთვნის არგენტინელ მეცნიერს ლუის ოლსინა სანტოსს, რომლის მეთოდოლოგია ეფუძნება ლუვრის, პრადოს, არგენტინის ეროვნული გალერეისა და ბუენოს-აირესის მუზეუმის გამოცდილებას.

მუზეუმების ვებ-გვერდების შეფასებას თან ახლავს სუბიექტური მომენტებიც და პირველ რიგში გემოვნება, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებაში სრულიად განსხვავებულია და ხშირ შემთხვევაში არ ჯდება საერთაშორისო სტანდარტებში. ამიტომ შეფასებისას უპირატესობას ანიჭებენ რაოდენობრივ მაჩვენებლებს. მაგ. დამთვალიერებელთა რაოდენობა, რაც ვებ-გვერდის პოპულარობაზე აშკარად მიუთითებს, მაგრამ საბოლოოდ არც ესაა ვებ-გვერდის ხარისხის მაჩვენებელი. დამკვიდრებული მეთოდიკის თანახმად, შეფასება ექვსსაფეხურიან ღონისძიებად არის მიჩნეული:

პირველი საფეხური. კონკურენტუნარიანი ვებ-გვერდების შერჩევა: შერჩევისთვის ამოსავალ წერტილად უნდა იქცეს ვებ-გვერდის შინაარსი და არა სხვა რომელიმე კრიტერიუმი, მაგალითად, მუზეუმის ვებ-გვერდისათვის ეგზომ მნიშვნელოვანი უსაფრთხოება, ან დიზაინი;

0x01 graphic

მეორე საფეხური. ვებ-გვერდის მიზნების განსაზღვრა და მომხმარებლის აზრის გათვალისწინება: მუზეუმების ვებ-გვერდის მიზნები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს და მათი შეჯერება გაცილებით ნაკლებ სირთულეს წარმოადგენს, ვიდრე მომხმარებლის აზრის გათვალისწინება. როცა ნებისმიერი მუზეუმის ვებ-გვერდი კეთდება მის შინაარსსა და დიზაინზე სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ: მუზეუმის მენეჯერს, ვებ-გვერდის დიზაინერსა და მომხმარებელს. ამ სამი განსხვავებული აზრის შეჯერების შედეგად უნდა შეიქმნას პროდუქტი;

მესამე საფეხური. ვებ-გვერდის თავისებურებების განსაზღვრა: ამ საფეხურისთვის აუცილებელია “თავისებურებათა ხის“ შედგენა. უნდა დაჯგუფდეს სხვადასხვა თავისებურებების დამახასიათებელი ნიშნები, გამოიყოს მათი ძირითადი და მეორეხარისხოვანი თვისებები;

მეოთხე საფეხური. მუზეუმის ვებ-გვერდის თავისებურებების შეფასებისთვის კრიტერიუმების განსაზღვრა: ასეთი შეფასებისათვის მეცნიერები გვთავაზობენ ხარისხის ელემენტარული უპირატესობის მოდელს (the elementary quality preference EQi), რომელიც გულისხმობს მინიმუმს EQi = 0%25, ანუ არადამაკმაყოფილებელი სიტუაცია, ხოლო შეფასების მაქსიმუმი შეფასდება EQi =100%25-ით, მთლიანად დამაკმაყოფილებელი სიტუაცია.

მეხუთე საფეხური. ცალკეული თავისებურებების ხარისხის ელემენტარული უპირატესობის შეჯამება: გულისხმობს გლობალური უპირატესობის დადგენას. ამ პროცესის საბოლოო შედეგია ინდიკატორის მიღება. ამ შემთხვევაშიც შეფასებისთვის გამოიყენება ხარისხი, ანუ პროცენტი 0-დან 100%25-მდე. იგივე არადამაკმაყოფილებელი და მთლიანად დამაკმაყოფილებელი შეფასებით;

მეექვსე საფეხური. კერძო და გლობალური კრიტერიუმების ანალიზი, შეფასება და შედარება: ამ საბოლოო, დამამთავრებელ საფეხურზე კერძო და გლობალური კრიტერიუმების ანალიზი და რაოდენობრივი შეფასება ხდება, რაოდენობრივი შედეგები ეხება დასახულ მიზნებს და მომხმარებლის მოთხოვნებს. ციკლის უკუკავშირი აუცილებელი პირობაა.

ასეთი მეთოდიკით შედგენილი ვებ-გვერდი მიმზიდველი იქნება როგორც კულტურით დაინტერესებული მოსახლეობის, ისე ტურისტებისათვის.

ამრიგად, მუზეუმების დათვალიერება კულტურული ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე ჩვეულებრივი გამოხატულებაა. მათი წყალობით, ტურისტები ქალაქში მეტ დროს ატარებენ, რასაც მრავალი პოზიტიური შედეგი სდევს, რაც უფრო დიდხანს დარჩება ტურისტი ამა თუ იმ ადგილას, მით მეტ ფულს დახარჯავს და ამით ის ქვეყანა უფრო ისარგებლებს.

28 ბიზნეს-პალიტრა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ჯიმშელაძე ეკა

ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის წამყვანი რედაქტორი

ავერსი-რაციონალი საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს

კომპანია „ავერსი-რაციონალს“ საერთაშორისო სერთიფიკატი გადაეცა. ორწლიანი მუშაობის შედეგად „ავერსი-რაციონალის“ თანამშრომლებმა როგორც ევროპული, ასევე ამერიკული მოთხოვნების შესაბამისი ფარმაცევტული წარმოების მსოფლიო სტანდარტები დანერგეს. ამ სტანდარტებთან შესაბამისობაზე სერტიფიცირება გერმანული კომპანია TÜV SÜD Cleancert GmbH-ის ინსპექტორებმა ჩაატარეს. ამის შედეგად, გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიცა სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ „ავერსი-რაციონალის“ წარმოება ევროპულ Good Manufacturing Practice და ამერიკულ FDA სტანდარტებს შეესაბამება.

0x01 graphic

სერთიფიკატი ავერსის დამფუძნებელს, პაატა კურტანიძეს ევროპული Good Manufacturing Practice ამერიკული FDA სტანდარტების ექსპერტმა, TÜV SÜD Cleancert GmbH-ის დირექტორმა ჰორსტ ვეისიკერმა გადასცა.

დღეისათვის „ავერსი-რაციონალი“ 81 დასახელების 130 პოზიციას აწარმოებს.

0x01 graphic

ვახტანგ კიკაბიძე და თელიანი ველი დაძმობილდნენ!

ვახტანგ კიკაბიძემ და კომპანია თელიანმა ველმა ახალი ერთობლივი პროდუქტების შექმნა გადაწყვიტეს. ოთხი სახეობის ღვინო, ჭაჭა და ქართული ბრენდი ქართულ და უცხოურ ალკოჰოლურ ბაზარზე 2008 წლის დეკემბრიდან გამოჩნდა. სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმინო თრეიდისა და თელიანი ველის თანამშრომლობაზე თავად ვახტანგ კიკაბიძემ ისაუბრა. მომღერლისა და მსახიობის სახელობის ექსკლუზიურად ჩამოსხმულ ღვინოებს შორის იქნება საფერავი - საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული მშრალი ღვინო, წინანდალი, რომელიც მწვანე და რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან იწურება, ალაზნის ველი წითელი - საფერავის ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული ნახევრადტკბილი ღვინო და ალაზნის ველი თეთრი, რომელსაც რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან წურავენ. ასევე მზადდება ჭაჭა (ყურძნის არაყი, იგივე გრაპა) და ქართული ბრენდი ხუთწლიანი დაძველებით. ახალი პროდუქტები საახალწლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში გავა გასაყიდად. ქართულ ბაზარზე კი მხოლოდ წინანდალი, საფერავი და ჭაჭა გაიყიდება.

ვახტანგ კიკაბიძის სურვილია, რომ ღვინო ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომ ახალი პროდუქტების ფასი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 30 პროცენტით ნაკლები იქნება.

თანამშრომლობის წინადადებით კომპანია თელიან ველს ვახტანგ კიკაბიძემ თავად მიმართა. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მომღერლის პოპულარობის გამო, წინასწარი გათვლებით, პროექტი წარმატებული იქნება. თელიანი ველის წინასწარი მონაცემებით პირველ წელს 200 000 ბოთლის გაყიდვა იგეგმება.

ახალი პროდუქტების გამოშვება ვახტანგ კიკაბიძის 70 წლის იუბილეს დაემთხვა. ახალი ღვინის შექმნაში ვახტანგ კიკაბიძემაც მიიღო მონაწილეობა. როგორც ის თავად აღნიშნავს, ღვინოს საქეიფო ხასიათი აქვს და დაბალმჟავიანობით გამოირჩევა.

მაქსიმალ- - უკაბელო ინტერნეტ-მომსახურება

თბილისში, რუსთავსა და ფოთში მაქსიმალის მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი ჩაირთო. WIMAX ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტ-მომსახურება არაბული ინვესტიციებით შექმნილმა ბრენდმა დანერგა. მომხმარებლები, რომლებიც მაქსიმალის ქსელში 2009 წლის მარტამდე ჩაერთვებიან, სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ: მათთვის სერვისის ღირებულება პირველ მარტამდე 65 ლარის ნაცვლად 45 ლარი ეღირება, საოფისე პაკეტს კი 120 ლარის ნაცვლად 90 ლარის საფასურად მიიღებენ. უკაბელო ინტერნეტის მსურველებს თბილისში მეტეხის ქუჩა 22-ში, ბათუმში კი გამსახურდიას ქუჩა £38-ში გახსნილ მაქსიმალის სერვის-ცენტრებში მოემსახურებიან, ფოთსა და რუსთავში კი მსურველებმა მაქსიმალის სადილერო მაღაზიებს ან ცხელ ხაზს უნდა მიმართონ.

მაქსიმალის უკაბელო ინტერნეტის ჩართვა ძალიან მარტივია. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი სანდრო ქარუმიძე განმარტავს, მომხმარებელი მიიღებს უკაბელო მოდემს, რომელიც ადვილად უერთდება კომპიუტერს და მოსახერხებელია როგორც მაგიდის, ასევე პორტატული კომპიუტერებისთვის. მომავალი წლის პირველ კვარტალში მაქსიმალი კლიენტებს პორტატულ ფლეშ-მოდემებს შესთავაზებს, რომლებიც პორტატული კომპიუტერების გადაადგილების შემთხვევაშიც კი ყველგან იდეალურად მუშაობს. საქართველოში WIMAX ქსელის შექმნისა და ფუნქციონირების ლიცენზია ვიტელ ჯორჯიამ 2007 წლის სექტემბერში შეიძინა და ამ დროისთვის 25 მილიონ დოლარამდე ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. სამომავლოდ კომპანია საქართველოში კიდევ 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის დაბანდებას აპირებს.

მაქსიმალი შპს ვიტელ ჰოლდინგსის შვილობილი კომპანიის - შპს ვიტელ ჯორჯიას სავაჭრო ნიშანია. შპს ვიტელ ჰოლდინგსი მრავალეროვანი, სწრაფი ნაბიჯებით მზარდი კორპორაციაა, რომელიც სატელეკომუნიკაციო სფეროში მონაცემთა გადაცემის, ხმისა და მობილური სერვისების პროვაიდერ უმსხვილეს მრავალპროფილიან მოთამაშედ მიიჩნევა. ვიტელ ჰოლდინგსმა პარტნიორად ალკატელ-ლუსენტი აირჩია, რომელიც 130-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ალკატელ-ლუსენტი მაქსიმალს საჭირო მოწყობილობებით ამარაგებს და მას სისტემისა და ქსელის გამართვაში ეხმარება.

0x01 graphic

ახალი საკრედიტო პროდუქტი ბაზისბანკისგან

„ბაზისბანკმა“მცირე საწარმოების დასაფინანსებლად შემუშავებული ახალი საკრედიტო პროდუქტის პრეზენტაცია გამართა. როგორც ბაზისბანკის დირექტორი დავით ცაავა აცხადებს, ბანკის პრიორიტეტი ქართული სამამულო წარმოების ხელშეწყობაა. დღეს ახალი საკრედიტო პროდუქტის შექმნას იგი ერთგვარ გამოწვევადაც კი მიიჩნევს. ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მრეწველი. ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კარგად განვითარებული მცირე ბიზნესია. სწორედ ამის გათვალისწინებით გამოყო ბაზისბანკმა სპეციალური კრედიტი მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად.

ახალი საკრედიტო პროდუქტი 500-დან 200 ათას ლარამდე ოდენობის სესხებს ითვალისწინებს. მეწარმეს საშეღავათო პერიოდით სარგებლობაც შეეძლება. და რაც ყველაზე აქტუალურია: სესხი მხოლოდ უკვე არსებული, გამოცდილი საწარმოების დასაფინანსებლად კი არა, დამწყებ მეწარმეებზეც გაიცემა.

ბაზისბანკს მცირე დაკრედიტების მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია. იგი იყო პირველი პარტნიორი ბანკი სპეციალური პროგრამის Georgian Financial System Framework-ის ფარგლებში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ფინანსური სექტორისთვის შეიმუშავა. პროექტის ფარგლებში „ბაზისბანკმა“ 6-მილიონიანი საკრედიტო ხაზი მიიღო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად.

პროკრედიტ ბანკი - საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე იზრუნებს

პროკრედიტ ბანკმა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად გერმანიის განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკისგან 47,5 მილიონი დოლარი მიიღო. სათანადო ხელშეკრულებას ხელი პროკრედიტ ბანკი - საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ფილიპ პოტმა და გერმანიის განვითარების ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და კავკასიის რეგიონში როლანდ ზილერმა მოაწერეს. გაცემული კრედიტის თანხის ნახევარზე პროკრედიტ ბანკი-საქართველოს თავდებად დაუდგა ავსტრიის განვითარების ბანკი, რომელსაც ხელშეკრულების გაფორმებისას დირექტორთა საბჭოს ორი წევრი - ანდრეა ჰაგმანი და მაიკლ ვანკატა წარმოადგენდნენ. ავსტრიის განვითარების ბანკი საქართველოსთან პირველად ამყარებს ფინანსურ ურთიერთობას და ქვეყნისთვის რთულ პერიოდში სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად საქართველოს პარტნიორობას აპირებს.

აღნიშნული კრედიტი 2009 წლის დასაწყისში ხუთი წლით გაიცემა. ეს პროკრედიტ ბანკი - საქართვველოს მიერ მიღებული ყველაზე დიდი მოცულობის კრედიტია და იგი საქართველოში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისათვის გათვალისწინებული 2009 წლის საკრედიტო პორტფელის გაზრდას მოხმარდება. ფილიპ პოტი აღნიშნავს, რომ კრედიტის ასეთი შთამბეჭდავი თანხა იმაზე მიუთითებს, რომ პარტნიორები პროკრედიტ ბანკს, ზოგადად კი, საქართველოს ეკონომიკას ნდობას უცხადებენ.

მართლაც, როლანდ ზილერი აცხადებს, რომ გერმანიის განვითარების ბანკი მოხარულია, რადგან გარკვეული წვლილი შეაქვს საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნებასა და მისადმი ნდობის გამყარებაში. განსაკუთრებით, იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც საქართველო და მთელი მსოფლიო აღმოჩნდა.

ზღარბი კრედიტი-ღა გვაკლდა!

კომპანია ჯი-პი-სიმ“ ახალი პროდუქტი - ზღარბი კრედიტი დანერგა. ამიერიდან ჯიპისის მომხმარებლებს კომპანიის სააფთიაქო ქსელში 1 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენა სამთვიანი უპროცენტო საკრედიტო ბარათის საშუალებით შეუძლიათ. საშეღავათო სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ დახარჯულ თანხაზე ერთთვიანი უპროცენტო პერიოდი წესდება.

აფთიაქში ანგარიშსწორებისას ზღარბი კრედიტის მფლობელს დახარჯული თანხის შესაბამისად, უფრო მეტი ქულები (პირობითად, ვაშლები) დაუგროვდება.

ახალი საკრედიტო პროდუქტის დანერგვაში ჯიპისის პარტნიორობას საქართველოს ბანკი უწევს.

ზღარბი ბარათის მიღების პირობები მარტივია: მომხმარებელმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა და შეავსოს სტანდარტული აპლიკაციის ფორმა, რის შემდეგაც ზღარბი კრედიტის ლიმიტი განისაზღვრება. დავალიანების დაფარვა ნოვა ტექნოლოჯის თვითმომსახურების ტერმინალების „PAYBOX“-ების, საქართველოს ბანკის სერვის-ცენტრების, ინტერნეტ-ბანკის, მობილ-ბანკისა და ტელეფონ-ბანკის საშუალებითაა შესაძლებელი.

0x01 graphic

ფარმაცევტული კომპანია „ჯი-პი-სი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს. ამ დროისათვის კომპანია წითელი ა-ს ბრენდის სახელით 95 აფთიაქს ფლობს, ჯი-სის ქსელი კი 45 აფთიაქს აერთიანებს.

Fill & Go ბიზნეს-ბარათი კორპორაციული კლიენტებისთვის

რომპეტროლ-საქართველომ კორპორატიული კლიენტებისათვის უნიკალური პროდუქტი - Fill & Go ბიზნეს-ბარათი დანერგა. ახალი ბარათი რომპეტროლ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა დან ვოიკუმ და Fill & Go -ს პროექტის მენეჯერმა თამარ თანდაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე წარუდგინეს.

Fill & Go ბიზნეს-ბარათის მფლობელი რომპეტროლის ავტოგასამართი სადგურების მთელს ქსელში საწვავის შეძენისას მისთვის სასურველი ანგარიშსწორების ფორმით ისარგებლებს: ეს გახლავთ წინასწარი გადახდა ან უპროცენტო 40-დღიანი კრედიტი.

როგორც დან ვოიკუმ განაცხადა, ამგვარი ბარათები ევროპის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მათი გამოყენება კომპანიებს საწვავის მოხმარების პროცესის კონტროლის და საწვავის არამიზნობრივი ხარჯის გამორიცხვის საშუალებას აძლევს.

0x01 graphic

Fill & Go ბიზნეს-ბარათი პინ-კოდითაა დაცული. მასზე ფიქსირდება მფლობელი კომპანიის სახელი და ავტომობილის სარეგისტრაციო ნომერი. ბარათის მფლობელი კომპანია ყველა ტიპის საწვავის შეძენისას იღებს ფასდაკლებას და არ იხდის მომსახურების საკომისიოს.

რუმინულმა კომპანიამ კორპორატიულ კლიენტზე ორიენტირებული უნიკალური სერვისი საქართველოს ბაზარზე Fill & Go - ს ბრენდის სახით ზაფხულში დანერგა. სერვისით უკვე 200 კომპანია (3 000 ავტომობილი) სარგებლობს. რომპეტროლ-საქართველოს კორპორატიული გაყიდვების 35 პროცენტი ამ დროისათვის სწორედ Fill & Go -ს სისტემაზე მოდის.

როგორ იმოქმედა კრიზისმა ქართულ კომპანიებზე?

საქართველოს კერძო სექტორზე მოვლენების ზეგავლენა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამაც გამოიკვლია. კვლევამ კერძო სექტორის ის დარგები გამოავლინა, რომლებიც აგვისტოს მოვლენების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. აღნიშნული კვლევა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საქართველოში ბიზნეს-გარემოს შესწავლასა და ბიზნესის განვითარებისთვის ბარიერების მოხსნასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას ითვალისწინებს.

კვლევა თბილისსა და საქართველოს სხვა ექვს დიდ ქალაქში მოქმედ 400 კომპანიაში ჩატარდა. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ კონფლიქტმა უარყოფითად იმოქმედა კომპანიების შემოსავლების 77 პროცენტზე. მეწარმეთა ინფორმაციით, აგვისტოს მოვლენების გამო მათ კომპანიებში თანამშრომელთა რიცხვი 3,3 პროცენტით შემცირდა. მეწარმეთა 55 პროცენტი ვარაუდობს, რომ უახლოეს 6 თვეში შემოსავლების ოდენობა არ შეიცვლება, 33 პროცენტი კი მომავალს იმედით შეჰყურებს და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობის სჯერა. მეწარმეთა 66 პროცენტმა უახლოეს პერსპექტივაში საქართველოში ბიზნეს-გარემოსთან დაკავშირებით მაღალი ან საშუალო ოპტიმიზმი გამოავლინა, ხოლო საშუალო ვადიან პერსპექტივაში კი ასეთივე ოპტიმიზმი მეწარმეთა 75 პროცენტს გააჩნია.

მიგვაჩნია, რომ კერძო სექტორის განვითარება საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტიანი გზაა. ასე რომ, ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტი განაგრძობს ქვეყანაში ბიზნესის ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენას, - განაცხადა საქართველოში სამეწარმეო გარემოს ხელშეწყობის პროექტის მენეჯერმა ირინა კოკაიამ.

საინვესტიციო მენეჯმენტი და პოლიტიკა

დაინტერესებულ პირთა წრისათვის ცნობილია, რომ რეფორმირებული განათლების სისტემის შესატყვისი საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამები ეკონომიკურ დისციპლინებში არა არის უზრუნველყოფილი ქართული სახელმძღვანელოებით. უმეტესწილად, ბაკალავრების, მაგისტრების და დოქტორანტების ისედაც მწირ ბიბლიოთეკას უცხოური ავტორების თარგმანები ავსებენ. ერთი-ორი ბედნიერი გამონაკლისის გარდა, ქართულ ენაზე არსებული ნათარგმნი სახელმძღვანელოები გაჯერებულია უცხო იდეოლოგიით, რომელიც ეროვნულ ფასეულობებთან არაა თავსებადი.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მომავალმა თაობებმა ძვირფასი საახალწლო საჩუქარი მიიღეს -2008 წლის მიწურულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ დასტამბა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, თსუ პროფესორის ლამარა ქოქიაურის წიგნი საინვესტიციო მენეჯმენტი და პოლიტიკა (სახელმძღვანელო ორ ტომად), რომელიც 122,4 პირობით ნაბეჭდ თაბახს მოიცავს. ამ სქელტანიან ნაშრომში შესაბამისად წონადი სამეცნიერო ღირებულებები და ნოვაციებია, დეტალურადა არის განხილული საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის მართვის პროცესი, საინვესტიციო პორტფელის ფორმირების კრიტერიუმები, საინვესტიციო რესურსების მოზიდვის წყაროები, ინვესტიციის ბაზარი, მისი სახეები და ფორმები, ფუნქციონირების ინსტრუმენტები, აგრეთვე, სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის საკვანძო საკითხები, მოკლედ რომ ვთქვათ - საკითხთა კომპლექსი, რომლებიც საინვესტიციო მენეჯმენტის რთულ ლაბირინთებში მეგზურობას გაგიწევთ.

პირველივე გვერდებიდან იგრძნობა ავტორის მაღალი პასუხისმგებლობა, კომპეტენცია და რაც მთავარია, უაღრესად გულითადი დამოკიდებულება მკითხველისადმი. აქ გადმოცემულ საკითხთა სპექტრი ფართოა, ამასთან, ძალზედ უშუალო და გასაგებია მათი მიწოდების სტილი. წიგნის სტრუქტურა იძლევა საშუალებას მაძიებელმა (ბაკალავრმა, მაგისტრმა, დოქტორანტმა...) განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მარტივად და სწრაფად აითვისოს წარმოდგენილი მასალა და მიიღოს ამომწურავი პასუხი თემასთან დაკავშირებულ ბევრ სხვა საკითხზეც. ნაშრომის ყოველ თავს ახლავს განსახილველი (შესასწავლი) თემის მიზნისა და შინაარსის მკაფიო ფორმულირება, ასათვისებელი საკითხების ჩამონათვალი, საკონტროლო კითხვები, თვალსაჩინო მასალა (ცხრილი, დიაგრამა, სქემა, ფორმულა), მარკირებული დასკვნები, რეზიუმე, გამოყენებული ლიტერატურისა და გასაცნობად რეკომენდირებული უახლოესი ნაშრომების ნუსხა. ნაშრომს ერთვის საგნის საუნივერსიტეტო სწავლების გეგმა - სილაბუსი და მითითებულია საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად წებ - გვერდები.

ფინანსური და საინვესტიციო მენეჯმენტის ცალკეულ ასპექტებზე ცნობილია ნობელის პრემიის ლაურეატების, გამოჩენილი არაერთი (გ. მარკოვიცი, მ. მილერი, ფ. მოდილიანი, პ. სამუელსონი, უ. შარფი და სხვ.) ეკონომისტის ნაშრომები, რომელთაც ვერც ერთი მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის, თუმცა უნდა ითქვას, რომ წარმოდგენილი წიგნი ქართულ რეალობათა წიაღში იშვა და ბუმბერაზ მხრებზე დაყრდნობით ასახავს საკითხთა ჯერს, რაც ამ სივრცისთვისაცაა დამახასიათებელი. მასში უცხოურიდან გაზიარებულია მხოლოდ ზოგადი, ძირითადად კი ავტორის მდიდარ გამოცდილებას, ხანგრძლივი თავაუღებელი შრომის შედეგს გადმოსცემს, რაც უდავოა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებით დაინტერესებული ახალი თაობების დაფრთიანებას შეუწყობს ხელს და მიმდინარე გარდაუვალ ინტეგრაციულ პროცესებში გზამკვლევად გამოადგება მათ.

ცხადია, ცალკეულ ხარვეზებზეც შეიძლება შევჩერდეთ, მაგრამ მათზე თავიდანვე ყურადღების გამახვილება ნაადრევად მიმაჩნია, მითუმეტეს, რომ საერთო ჯამში მათი ხვედრი, ვფიქრობ, უმნიშვნელოა. დრო და პირუთვნელი მკითხველი უშეცდომოდ გამოარჩევს მასში ძვირად ღირებულს და ასე ვთქვათ, ზედნადებსაც. ყოველი ახალი წიგნი ავტორის გამოცდაა, თუმცა ქალბატონ ლამარას არაერთხელ ჩაუბარებია წარმატებით ტესტი და მრავალნაცადი ავტორი, დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც მხოლოდ მაღალ შეფასებას მიიღებს.

იური პაპასქუა,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

29 მოზაიკა

▲ზევით დაბრუნება


ფრანგულმა ფირმამ Perno Ricar ყველაზე ძვირადღირებული შამპანური გამოუშვა

ფირმა Perno Ricar-ის მიერ გამოშვებული ერთი ბოთლი შამპანური 4 ათას 166 ევრო ღირს.

0x01 graphic

ფასის წინანდელი რეკორდი ეკუთვნის ფირმა LVMH -ს, რომელმაც ჩამოასხა 3-ლიტრიანი დონ პერინიონის შეზღუდული პარტია. ერთი ბოთლის ფასი 12 ათას ევროს შეადგენდა - ე.ი. ერთი ლიტრის ფასი 4000 ევრო.

ამრიგად, ფრანგული ელიტარული შამპანურების ფასი საიუველირო ნაწარმის ფასებს გაუტოლდა.

მაგრამ, ამ სასმელის ყიდვა ჩვეულებრივ მაღაზიებში შეუძლებელი იქნება. ყოველი მყიდველი თვითონ უნდა მივიდეს საწარმოში, რომელიც მარნის დეპარტამენტის ქალაქ ეპერნეში მდებარეობს. იქ ცნობილი მეღვინეების რჩევით ყოველი მყიდველი თვითონ შეარჩევს კუპაჟის პროპორციებს და დასადუღებელი შაქრის დოზებს. ამრიგად, მოხდება ყოველი პარტიის „პერსონალიზაცია“. ფრანგები დაახლოებით 100 მყიდველს ელოდებიან.

მყიდველებს აქვთ უფლება, რომ ეტიკეტზე თავისი სახელი დააბეჭდინონ. 8 თვის დამატებითი დადუღების შემდეგ მიიღება უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური გემოს შამპანური.

ეს სასმელი მხოლოდ სუპერმდიდარი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. რამდენიმე ბოთლ შამპანურს საჩუქრად მიიღებენ მხოლოდ ის პოპულარული ადამიანები, რომლებსაც ელიტარულ წრეებში აფასებენ. მათ რიცხვში აღმოჩნდნენ ესპანელი მსახიობი ვიკტორია აბრილი და ბრიტანელი მომღერალი მარიანა ფეიტფული, რომლებსაც მსოფლიო ფართო მასები ნაკლებად იცნობენ მაიკლ ჯეკსონისაგან, ან მადონასგან განსხვავებით...

დღეისათვის Perno Ricar მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში გაყიდვების მოცულობით - 388,7 მილიონი ბოთლი. პირველი ადგილი კი ისევ LVMH -ს უჭირავს.

ჯადოსნური აპარატი იაფ ღვინოს სამარკოდ გადააქცევს

0x01 graphic

ახალი დანადგარის გამომგონებლები ამტკიცებენ, რომ იგი გააუმჯობესებს მდარე ხარისხის ღვინოს სულ რაღაც 30 წუთში. ეს აპარატი გარეგნულად ფართო ვაზას ჰგავს, მაგრამ, მის კედლებში ჩამონტაჟებულია მიკროტალღების გენერატორი, რომელიც ზემოქმედებს ღვინის შემადგენელ ქიმიურ ნაერთებზე.

ამ აპარატის გამომგონებელი კეისი ჯონსი ამტკიცებს, რომ ულტრაბგერები აჯახებენ ერთმანეთს ღვინის ფერმენტებს, რომ მათი დახვეწა და სინთეზირება ხდება და თან ისე, რომ თითქოს ღვინოს 8-10 წელი აძველებდნენ.

ავტორმა თავის ჯადოსნურ აპარატს „Ultrasonic Wine Ager“- უწოდა. ამ აპარატით არა მხოლოდ ღვინის, არამედ, სხვა ალკოჰოლური სასმელების გაკეთილშობილებაც შეიძლება. ექსპერიმენტების დროს ამ აპარატში გაზავებულ ვისკის ათავსებდნენ. რაც არ უნდა უცნაური იყოს, დასხივების შემდეგ ვისკის “გაუზავებელი “ გემო უბრუნდებოდა და არომატიც ისეთი ჰქონდა, რომ თითქოს 1 წლის ნაცვლად 8 წელი აძველებდნენ მუხის კასრში.

ამ დანადგარით დამუშავებულ ღვინოს ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს. იგი არ აღიზიანებს ღვიძლს და ნაბახუსევს თავის ტკივილსაც არ იწვევს.

შეცდომების გასწორება

ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ ნოემბრის ნომერში ბ-ნ ჯემალ ბადაგაძის სტატიაში: „როგორ გადავარჩინოთ სოფელი“ (გვ.89) მესამე სვეტის ბოლო აბზაცი უნდა იკითხებოდეს ასე: „ბუნებაში ამ ძნელად მოსაშორებელი სენის ათზე მეტი სახე არსებობს, ... შემდეგ როგორც ტექსტშია.

ჟურნალის რედაქცია ბოდიშს უხდის ავტორს და მკითხველებს უნებლიედ დაშვებული შეცდომისათვის.

იუმორი

ყველაზე ცუდი უსაქმურობაში არის ის, რომ მას თავს ვერ დაანებებ და სადმე დასასვენებლად ვერ წახვალ.

* * *

ექიმი: რამდენი საათი გძინავთ ყოველ დღე?

- ასე ორი -სამი საათი, ექიმო.

- ეს ხომ ცოტაა!

- სანაცვლოდ ღამე მძინავს 10 საათი.

* * *

მენეჯმენტის არითმეტიკა:

ჭკვიანი ბოსსი + ჭკვიანი თანამშრომელი

= მოგება.

ჭკვიანი ბოსსი + ბრიყვი თანამშრომელი

= წარმოება

ბრიყვი ბოსსი + ჭკვიანი თანამშრომელი

= სამსახურიდან დათხოვნა.

ბრიყვი ბოსსი + ბრიყვი თანამშრომელი

= დამატებითი სამუშაო დრო.

* * *

- როგორია შენი უფროსი - მასთან მუშაობა შეიძლება?

- საოცრად კარგი ადამიანია -- მასთან შეიძლება საერთოდ არ იმუშაო.

* * *

ფსიქიატრთან:

-ექიმო, რაღაც უცნაური მანია მჭირს, სულ უმიზეზოდ ვარიგებ ფულებს. აი მე მინდა მოგცეთ ორი ათასი დოლარი - ინებეთ… - !……

-მადლობა ღმერთს - ერთი ნორმალური პაციენტი მაინც შემხვდა...

* * *

შეფის დავალება:

თქვენ ერთი კვირა გაქვთ ამ სამუშაოს შესასრულებლად და ეს კვირა ხვალ მთავრდება.

* * *

ხუთი კაციჭამია ერთ დიდი ფირმაში მოეწყო სამუშაოდ. ერთი თვის შემდეგ შეფი იბარებს ახალ თანამშრომლებს და ეუბნება: „მე ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი მუშაობით, მაგრამ გუშინწინ დამლაგებელი გაქრა სადღაც, ხომ არაფერი იცით მის შესახებ, თორემ ხომ ხედავთ ნაგავში ვიხრჩობით .

კაციჭამიები ეფიცებიან, რომ დამლაგებელი არსად უნახავთ.

მარტო რომ დარჩნენ, მთავარი კანიბალი ეკითხება სხვებს: „ახლავე გამოტყდით, ვინ შეჭამა ის დამლაგებელი!! „

ერთ-ერთმა აღიარა: „მე შევჭამე, მერე რა მოხდა?„

- რა და ერთი თვეა ვჭამთ ამ მენეჯერებს, მარკეტოლოგებს, ფილიალების დირექტორებს და ვერავინ შენიშნა და რაღა იმ დამლაგებელზე გაგეხსნა მადა?