![]() |
ბიზნესი და კანონმდებლობა №3 (2008) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: სადღობელაშვილი გიორგი, ბიწაძე კობა, ქუცნაშვილი ზაქარია, გვენეტაძე გიორგი, ცხრუკვეთელი კობა, გოგოლაშვილი თამარ, გორელიშვილი ილნარ, მესხია იაკობ, კაკაბაძე ვაჟა, მექვაბიშვილი ელგუჯა, გრიგალაშვილი ლევან, ფუტკარაძე სულიკო, მესხიშვილი ანზორ, ჭიოტაშვილი დავით, ჟოჟუაშვილი ნათია, კაპანაძე ნიკა, ვახანია ვლადიმერ, მექოშვილი მამა ლევანი |
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა |
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. ვებ გვერდი: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი მთავარი კონსულტანტი: ვლადიმერ ვახანია, იურიდიულ მეცნ. დოქტორი, აკადემიკოსი მთავარი რედაქტორის მოადგილე: ელგუჯა ლებანიძე რედაქტორი: კობა ბიწაძე სარედაქციო საბჭო: იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ანზორ აბრალავა, სოსო ცისკარიშვილი, ნოდარ ხადური, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი გვენეტაძე, ლარისა თაკალანძე, კოტე აბულაძე. კონსულტანტები: სულიკო ფუტკარაძე, ნუგზარ ქავთარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია (ხელმძღვანელი), გიორგი ნაჭყებია, ზანდა მშვილდაძე, ეკა სამხარაძე, მაკა ონაშვილი. ხელმომწერებთან ურთიერთობის კოორდინატორი: მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ბოჭორიშვილი, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა. კორექტურა: ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: №400467916; კოდი: 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა |
![]() |
1 გავყიდოთ თუ არა საქართველოს რკინიგზა?! |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი სადღობელაშვილი
„საქართველოს რკინიგზა“ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია, როგორც ეკონომიკური მომგებიანობის თვალსაზრისით, ასევე სატრანზიტო პოტენციალითაც. შესაბამისად, მისი პრივატიზებისა თუ მართვის უფლებით გადაცემისას, გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი, რათა ქვეყანამ არ დაკარგოს მეტად მნიშვნელოვანი სატრანზიტო სტრატეგიული ფუნქცია და ობიექტი არა მხოლოდ ფუნქციონირებადი დარჩეს, არამედ მკვეთრად გაიზარდოს მისი ფუნქციონირება და პოტენციალი.
დიახ, რკინიგზა მრავალსეგმენტიანი ობიექტია, მისი ეფექტიანობის ასამაღლებლად რეფორმების გატარებისას არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია რკინიგზის გასხვისებისა ან მართვის უფლებით გადაცემის საკითხის განხილვისას.
რკინიგზას განსაკუთრებულ სტატუსსა და მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს კანონმდებლობა. მის შესახებ დებულებები მოცემულია ქვეყნის უზენაეს კანონში - კონსტიტუციაში. კონსტიტუციის მე-3 მუხლი ადგენს იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება. მათ შორისაა „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზა“, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით ცალსახად არ ირკვევა, თუ რა იგულისხმება „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზაში“ კერძოდ, ცხადად არ ჩანს, თუ როგორ უნდა იყოს ასახული მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ინვესტორთან დადებულ ხელშეკრულებაში. აღსანიშნავია, რომ 2007 წლის ივლისამდე კანონით პირდაპირ იყო აკრძალული „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზის“ პრივატიზება. 2007 წლის 11 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებით კი იმ სახელმწიფო ქონების ჩამონათვალიდან, რომლის პრივატიზებაც დაუშვებელია, ამოღებულ იქნა შპს „საქართველოს რკინიგზა“. აგრეთვე, საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მარეგულირებელი ძირითადი ნორმატიული აქტია (მიღებულია 2002 წლის 28 დეკემბერს), არ იცნობს ისეთ ტერმინს, რაც ერთგვარ გაურკვევლობას იწვევს მისი პრივატიზების პროცესში.
დღეისათვის საქართველოში არსებული სარკინიგზო ტრანსპორტი და მთლიანად ინფრასტრუქტურა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს რკინიგზას“ ეკუთვნის. შპს „საქართველოს რკინიგზა“ წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც შეიქმნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და რომლის დამფუძნებელი პარტნიორი და 100 %25-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო. სახელმწიფოს უფლებამოსილებებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „საწარმოთა მართვის სააგენტო“, ხოლო წილების პრივატიზებასა და განკარგვის უფლებამოსილებებს - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საწარმოს საწესდებო კაპიტალი 930 892 213 ლარია.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები ძირითადად, არა მწარმოებლურ სფეროში, კერძოდ, მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხორციელდება. აღნიშნული დარგები საექსპორტო პროდუქციას ვერ შექმნიან და ხელს ვერ შეუწყობენ მომავალში სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის შესაცვლელად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გააძლიეროს საექსპორტო პოტენციალი. საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო სექტორთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ უფრო მეტი პროდუქცია აწარმოოს, ვიდრე მოიხმარს, უფრო მეტი გაყიდოს საგარეო სექტორზე, ვიდრე იყიდოს მისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას შედეგად მოჰყვება შიდა ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი, ფასების ზრდა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისი.
სახელმწიფო საწარმოებისა და ქონების არარეზიდენტებზე გასხვისება იმას ნიშნავს, რომ მომავალში ამ ობიექტების მიერ მიღებული შემოსავლები და მოგება წილის პროპორციულად გადაეცემა უცხოელ ინვესტორს, რაც ქვეყნიდან ფულადი ნაკადების გადინებას ნიშნავს და უარყოფითად მოქმედებს მომავლის პერსპექტივასა და პროგრესზე. აღნიშნული სირთულის დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გააძლიეროს საექსპორტო პოტენციალი, რათა მომავალში შიდა სახელმწიფოებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ მოხდეს მხოლოდ სესხის აღების, ან ქონების უცხოელებზე გაყიდვის ხარჯზე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მწარმოებლურ სფეროში განხორციელდეს, რათა აღნიშნულმა დარგებმა საექსპორტო პროდუქცია შექმნან და ხელი შეუწყონ მომავალში სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას.
საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, მომავალში ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებაზე შეიძლება იმოქმედოს შემდეგმა ფაქტორებმა:
1. ტურიზმის განვითარების შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა. თუმცა, გულახდილად უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროში საქართველოს ბევრი ქვეყანა კონკურენციას გაუწევს;
2. მინერალური თუ ჩვეულებრივი სასმელი წყლის ექსპორტმა - ამ მხრივ საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით;
3. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მსხვილი სატრანზიტო დერეფნის ჩამოყალიბებამ, რაშიც დიდი როლი ყარსი- ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტს და რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება.
ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა საშუალებას აძლევს საქართველოს, რომ ჩამოყალიბდეს, როგორც მთავარი გზაჯვარედინი ევროპისა და აზიის სატრანზიტო მაგისტრალზე. ამ გზით საქართველოს შეუძლია მომავალში საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლების გენერირება და შიდა მოხმარების დაფინანსება - შედეგად ქვეყანა მოახერხებს სავაჭრო ბალანსის დეფიციტის პრობლემების თავიდან აცილებას.
ექსპერტთა მონაცემებით, მაგისტრალი, რომელიც ევროპის სარკინიგზო ქსელზე პირდაპირ გავა, ყოველწლიურად 30 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს. საგულისხმოა, რომ ამ სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებით ევროპის ჩრდილოეთიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ტვირთები თურქეთში და შემდგომ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გავა და პირიქით, ტრანზიტის სრულიად ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. შორეულ პერსპექტივაში კი სავარაუდოდ, ყარსი- ახალქალაქის რკინიგზას ყაზახეთი და ჩინეთი შეუერთდება. ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა, რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, მასთან მიერთების სურვილი გამოთქვეს. ახალი სარკინიგზო გზით შესაძლებელი იქნება ყარსიდან ყაზახეთში, შანხაისა და ჰონკონგის მიმართულებით ტვირთების გადატანა. ასევე შესაძლებელია, ბრიტანეთიდან წამოსულმა მატარებელმა შავი ზღვის რეგიონის გავლით ჩინეთამდე მიაღწიოს. ასე რომ, მომავალი რკინიგზა ევროპიდან აზიის მიმართულებით აშკარად გააადვილებს ტვირთების გადაზიდვას. ევროკავშირის ექსპერტთა შეფასებით, დღეისათვის ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვა წელიწადში 200 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო უკვე 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი 10-ჯერ გაიზრდება და 2 მილიარდი დოლარი გახდება. ეს სერიოზული მიზეზებია, იმისათვის, რომ რკინიგზაში ინვესტიცია სწორად და სათანადო დოზით განხორციელდეს, რათა რკინიგზამ შეძლოს სამომავლო პოტენციალის განვითარება და შეძლოს დიდ სიმძლავრეებზე მუშაობა.
იმისათვის, რომ შევაფასოთ შპს „საქართველოს რკინიგზაში“ მოსალოდნელი ინვესტირების ეფექტი, როგორც ამ სექტორის მომავალ განვითარებაზე, ასევე, მთლიანად საქართველოს ეკონომიკაზე, აუცილებელია რკინიგზაში არსებული რთული მდგომარეობის ანალიზი.
რკინიგზის საქმიანობის სფერო ორ ძირითად მიმართულებად იყოფა: სატვირთო გადაზიდვები და სამგზავრო გადაყვანები. სატვირთო გადაზიდვები რკინიგზის შემოსავლის გენერირების ძირითადი წყაროა, ხოლო სამგზავრო გადაყვანები უმეტეს შემთხვევაში არც თუ მომგებიანი ოპერაციაა, რადგან მატარებლით მგზავრობის დაბალი ტარიფი საკმარისი არ არის რკინიგზის შენახვასა და მომსახურებისათვის. ცხადია, რკინიგზის ტექნიკური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, მოძველებულია როგორც ლიანდაგი, ისე მოძრავი შემადგენლობა, ამასთან, მოძველებულია ხიდები, გვირაბები რეალურად არ არის მომგებიანი სამგზავრო გადაყვანები, წამგებიანია განშტოებები, სადგურები და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობა. რელსის ბალასტის არა საკმარისი სიღრმე მიჩნეულია სარკინიგზო ხაზის ძირითად ნაკლოვანებად, რათა რკინიგზას უფრო მძიმე ტვირთების ტრანსპორტირების საშუალება მიეცეს. რაც შეეხება საკომუნიკაციო სისტემას, საჭიროა ძველი სადისპეტჩერო სისტემის ახალი ციფრული საკომუნიკაციო და სასიგნალო სისტემით შეცვლა და ა.შ. ეს და სხვა საკითხები საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციას მოითხოვს. საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დასაქმებული ორგანიზაციაა საქართველოში. საშუალო ხელფასი დაახლოებით 300 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელ პირობებში საკმაოდ მცირეა. პრივატიზების შემთხვევაში რკინიგზის ოპერაციებისა და ფინანსური შედეგის ზრდასთან ერთად სავარაუდოა, რომ გაიზრდება რკინიგზაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასიც და შესაბამისად შრომითი შემოსავალი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რკინიგზაში ინვესტიციის განხორციელება გულისხმობს მისი ტექნიკური მდგომარეობის განახლებას, ხიდების, გვირაბების, დეპოების და ა.შ. მშენებლობასა და შეკეთებას, რაც თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების და დამატებითი შემოსავლების წყარო გახდება. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისა, საქართველოს რკინიგზის მართვის უფლებით გადაცემისას, ან მისი პრივატიზებისას გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი, რათა ქვეყანამ არ დაკარგოს მეტად მნიშვნელოვანი სატრანზიტო სტრატეგიული ფუნქცია და ობიექტი არა მხოლოდ ფუნქციონირებადი დარჩეს, არამედ მკვეთრად გაიზარდოს მისი ფუნქციონირება და პოტენციალი. ამასთან, შესაძლებელი გახდეს ახალი გენერალური ტვირთების მოზიდვა, პოტენციურად დაკარგული ან სხვა ალტერნატიული მარშრუტებით მოძრავი ტვირთების საქართველოს სეგმენტზე გავლა. ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მშრალი ტვირთების მოზიდვა და ა.შ.
რკინიგზის პრივატიზაციამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტრასეკას პროგრამის, როგორც რეგიონალური თანამშრომლობისა და ევროპის ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტების შემდგომ განხორციელებას.
სასურველია, რომ პრივატიზაციის სრული პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და კანონის დაცვით წარიმართოს. ინვესტორი კომპანიის შერჩევისას გასათვალისწინებელი და შესასწავლია ამ ორგანიზაციის გამოცდილება, მისი კაპიტალი და საერთაშორისო რეპუტაცია.
მნიშვნელოვანია, რომ რკინიგზის გასხვისების პროცესში განისაზღვროს კონკრეტული პროექტების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების ვალდებულებასაც იკისრებს ინვესტორი, განხორციელების ვადების მითითებით. აქ იგულისხმება პროექტები რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, შეცვლის, გზების, ხიდების, გვირაბების შეკეთება და ახლის მშენებლობა, მოძრავი შემადგენლობის შეკეთება- შეძენა და ა.შ.
რკინიგზის გასხვისებისას გარკვეული საკითხები, კერძოდ, სახელმწიფო სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრა, ძალიან მნიშვნელოვანია დარჩეს სახელმწიფოს კომპეტენციაში.
ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება ნათლად უნდა განსაზღვრავდეს ორივე მხარის უფლება-მოვალეობებს და იცავდეს ორივე მხარის ინტერესებს.
სასურველია, რომ საპრივატიზაციო ფასი განისაზღვროს მომავალში მოსალოდნელი ფულადი ნაკადების წმინდა (შემოდინებასა და გადინებას შორის სხვაობა) დღევანდელი ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე.
მსოფლიოს რკინიგზების ისტორიაში სახელმწიფო რკინიგზებიც არის და კერძო რკინიგზებიც. რკინიგზის პრივატიზაციაც არ არის უცხო პროცესი. სარკინიგზო სექტორის პრივატიზების წარმატებული მაგალითი ესტონეთია. ეს წარმატება აიხსნება რუსეთის ეკონომიკის განვითარებით, ესტონეთის რკინიგზის ეფექტური მარკეტინგით, ბენჩმარკეტინგით, მენეჯმენტით და მოცემული შესაძლებლობის სარფიანი გამოყენებით. არ არის სავალდებულო, რომ ყველა ქვეყანა გაყვეს ესტონეთის მაგალითს და თავისი ძირითადი სარკინიგზო ქსელის პრივატიზება მოახდინოს. ბოლო დროს რკინიგზის პრივატიზაციაზე გერმანიაში ალაპარაკდნენ და გერმანიის რკინიგზის ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტეს.
მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვა არც ერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის, მასზე გადაწყვეტილებებს რეალურად თურქეთი იღებს, ვინაიდან თურქეთისაა ის ვიწრო ყელი, რომლითაც შავი ზღვა დანარჩენ სამყაროს უკავშირდება. მსოფლიო ოკეანეს იგი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით უკავშირდება. 1994 წელს თურქეთმა ცალმხრივად დააწესა სრუტეებზე ნაოსნობის რეგლამენტი. შეზღუდა დიდი გემების, განსაკუთრებით კი, ტანკერების მიმოსვლა, რითაც სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას და რეალურად დაანახა მსოფლიო თანამეგობრობას, თუ ვინაა შავ ზღვაზე „მუსიკის დამკვეთი“. ამ მაგალითის გათვალისწინებით მთელი ტრასეკა იმისი იქნება, ვის ხელშიც აღმოჩნდება საქართველოს რკინიგზა. მეპატრონე ინვესტორს შეუძლია ისეთი შეზღუდვები ან ტარიფები დააწესოს, რომლებიც ტვირთებს მარშრუტს შეუცვლის, ანდა ისეთ სტრატეგიულად და ეკონომიკურად უმნიშვნელოვანეს პროექტად იქცეს, რაც მკვეთრად გაზრდის ტვირთბრუნვას, ხელს შეუწყობს მისი პოტენციალის განვითარებას და შესაბა მისად, საქართველოში ეკონომიკის განვითარებას.
საქართველოს რკინიგზის კერძო ხელში გადაცემასთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს სხვადასხვა საფრთხეების მინიმიზაციისთვის. მისი პრივატიზებისას ნულამდე უნდა დავიდეს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური საფრთხეები.
P.S.
საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%25-იანი წილის „Parkfield Investment Limited“ -ისთვის 99 წლით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ. (საქართველოს მთავრობის განკარგულება № 423. 16.08.2007წ.)
სამი თვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შპს „საქართველოს რკინიგზა“ Parkfield Investment Limited - ს მართვის უფლებით აღარ გადაეცემოდა. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტოს განკარგულება № 423 გაუქმდა 2007 წლის 13 ნოემბრის № 622 განკარგულებით.
საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა არა მარტო შპს „საქართველოს რკინიგზის“ მართვის უფლების შესახებ განკარგულება, არამედ ამ განკარგულების გაუქმებაც.
პრივატიზაციის პროცესი გაურკვეველი იყო როგორც ქართული, აგრეთვე უცხოური მედიისთვისაც. „როიტერისა“ და „ბლუმბერგის“ რედაქტორებმა კომპანია „Parkfield Investment Limited“ -ი ბრიტანეთში ვერ აღმოაჩინეს და ეს ინფორმაცია როგორც დაუდასტურებელი, არ გაავრცელეს (Desk-იდან მოხსნეს.)
აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავაც აქტუალურია შპს „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზაციის საკითხი: 2007 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „საქართველოს რკინიგზის“ გასხვისების შესახებ. განცხადების მიღების ბოლო ვადად 2008 წლის 25 იანვარი დასახელდა.
ტრასეკას დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე რადიკალური ცვლილებები დაიწყო. რკინიგზის პრივატიზებისა და ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის მართვაზე ტენდერის გამოცხადების შემდეგ ცხადი გახდა, რომ მთავრობა თამაშის წესებს მკვეთრად ცვლის.
ევროპასა და აზიას შორის შექმნილი სავაჭრო საექსპორტო-საიმპორტო დისბალანსი ამ ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეების მკვეთრ განსხვავებაზე მეტყველებს. ამ გარემოებამ განსაზღვრა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ერთ-ერთი ძირითადი, სტრატეგიული მიმართულება: ევროპა-კავკასიააზიის სატრანსპორტო დერეფანი.
შპს „საქართველოს რკინიგზის“ პრივატიზების შემთხვევაში როგორ დალაგდება დერეფანი და ვის ხელში გადავა სტრატეგიულ დერეფანში მდებარე სტრატეგიული რკინიგზა, ჯერ უცნობია. პრივატიზების შემთხვევაში უცნობია აგრეთვე რკინიგზის როლი საქართველოს ეკონომიკაში.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება მეტწილად დამოკიდებულია მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე.
პრივატიზების შემთხვევაში არსებობს მრავალი რისკფაქტორი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ზრდასა და შემდგომ განვითარებაზე. განსაკუთრებით დიდი საფრთხის შემცველია რუსეთის ფაქტორი, რადგან რომელიმე უცხოური კომპანიის უკან შესაძლებელია იდგეს რუსეთი, ან რუსული კაპიტალი, რაც კოლაფსის ტოლფასი იქნება საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხითაც. იგი ხელს შეუშლის ტრასეკას პროგრამის, როგორც რეგიონული თანამშრომლობისა და ევროპის ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის შემდგომ განხორციელებას. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება აგრეთვე ყარსი- ახალქალაქის მაგისტრალის პროექტი.
ობიექტის პრივატიზება გულისხმობს მოგების 100%25-ის ინვესტორის მიერ მიღების უფლებას, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური რესურსების გადინებას ქვეყნის გარეთ.
პრივატიზების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფომ არ დაკარგოს უფლება გააკონტროლოს სატარიფო პოლიტიკა და იგი მის პრეროგატივაში დარჩეს, განსაკუთრებით კი ხელიდან არ გაუშვას მგზავრთა გადაყვანის ტარიფების რეგულირების ბერკეტები, რადგან სამგზავრო გადაყვანების არც თუ მომგებიანობის კუთხით, შესაძლებელია ინვესტორმა მგზავრობის ღირებულება მკვეთრად გაზარდოს, ანდა, ზოგიერთ მარშრუტზე მოხსნას სამგზავრო მატარებლები, რაც მოსახლეობის პოლიტიკურ უკმაყოფილებას გამოიწვევს.
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისიც, თუ როგორ მოახერხებს ინვესტორი გადაზიდვის პროცესში ჩართულ რკინიგზებთან, საბორნე გადასასვლელებთან და ნავსადგურებთან ერთად „ლოგისტიკური“ ჯაჭვის დაგეგმვა-შეთანხმებას და ტვირთმფლობელებისთვის შეთავაზებას, რაზეც დამოკიდებულია რკინიგზის შემდგომი პოტენციალის განვითარება.
![]() |
2 სად დავასაქმოთ 100 ათასი ადამიანი? |
▲ზევით დაბრუნება |
კობა ბიწაძე,
ეკონომიკის ექსპერტი
საქართველოს ეკონომიკის ოფიციალური „გაორმაგების“ მიუხედავად, უმუშევრობა ისევ მწვავე პრობლემად რჩება. ამ პრობლემის გადაჭრის ბევრი გზა დაისახა - ტურიზმი, მცირე ბიზნესი, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ისეთი „საბჭოთა გიგანტების“ აღორძინება, როგორებიცაა: „აზოტი“, ზესტაფონის „ფერო“, „რუსთავცემენტი“, „ჭიათურმანგანუმი“, ტყიბულის ნახშირის საბადოები და ა.შ.
ამას დაემატა დასაქმების პროგრამებიც, რომლებიც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს - თითქოსდა 100 ათასი ადამიანისთვის ყოველთვიურად 200 ლარის დარიგება ჰიპერინფლაციას გამოიწვევდა. მაგრამ პირიქით კი მოხდა - იანვრის თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,48%25 - ით შემცირდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კეინსის თეორიის ერთი ელემენტარული კანონი, რომლის მიხედვითაც, ინფლაცია იწყება მაშინ, როდესაც სრული დასაქმების პირობებში მოსახლეობის საარსებო მინიმუმია დაკმაყოფილებული. ასე რომ, დასაქმების პროგრამების გარეშედაც ყოველ ქართველ უმუშევარს უნდა ჰქონდეს ყოველთვიური შემწეობა 200 ლარის ოდენობით, მაგრამ ასეთი შემწეობა რომ დაკანონდეს, მას ალბათ, პირველ რიგში, ის ადამიანები დაინიშნავენ, ვინც უკვე მუშაობს არალეგალურად....
დასაქმების პროგრამების მესვეურები ამტკიცებენ, რომ გასულ წელს ამ პროგრამაში მონაწილეთა 30%25-ი ნამდვილად მიიღეს სტაბილურ სამუშაო ადგილზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, უმუშევართა რაოდენობა არა და არ კლებულობს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 50-იან წლებში საქართველოს ინდუსტრიალიზაციის დაწყებამდე ქვეყნის ტერიტორიაზე დაახლოებით იმდენი ადამიანი ცხოვრობდა, რამდენიც დღეს, მაგრამ უმუშევრობას არავინ უჩიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ იყვნენ აშენებულნი ზემოთაღნიშნული „გიგანტები“.
დღეისათვის, 70-იან წლებში გაჩენილი „ზედმეტი“ მოსახლეობა - 1 მილიონი ქართველი- უკვე გასულია საზღვარგარეთ. შესაბამისად, საქართველოში დარჩენილ 3,5 მილიონ ადამიანს უმუშევრობის პრობლემა არ უნდა აწუხებდეს.
მაგრამ ეს პრობლემა მაინც არის. პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ «გაქალაქებულმა» ქართველებმა დაკარგეს სოფლის მეურნეობის გაძღოლის კულტურა და უნარი, რის შედეგადაც სოფლებში მიწების ნახევარზე მეტი მიტოვებულია. საქართველოში მოხმარებული აგრარული პროდუქციის 40%25-ზე მეტი კი იმპორტირებულია. საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან და თქვენ წარმოიდგინეთ, შორეული ჩინეთიდანაც კი შემოდის ისეთი ტრადიციული „ქართული“ პროდუქცია, როგორებიცაა: ნიორი, ხახვი, ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, კარტოფილი და ა.შ.
მეცნიერთა ერთი ნაწილი თავგამოდებით ამტკიცებს - რა დროს სოფლის მეურნეობაა? - საქართველოში შეიქმნა 4 თუ 5 ტიპის „პერპეტუუმ მობილე“, ათეულობით ზემაღალი ტექნოლოგია, რომლებსაც მილიონობით ადამიანის დასაქმება შეუძლიაო. ელემენტარული საბაზრო ლოგიკით, დღეს საქართველოში უნდა არსებობდეს მინიმუმ 4 ავტოქარხანა, რომლებიც ელექტრომობილებს უნდა აწარმოებდნენ. სულ ამაოდ იმუქრებიან ზოგიერთები, აქაოდა მენავთობეები „აგვაფეთქებენო“. სინამდვილეში თვითონ ეს ნავთობკორპორაციები ხედავენ ალტერნატიული ენერგეტიკის აუცილებლობას და ნელი ტემპებით ამ მიმართულებითაც ვითარდებიან. მხოლოდ „შევრონი“ 2008 წელს აპირებს, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებაზე 6 მილიარდი დოლარი დახარჯოს.
„შევრონისთვის“ საქართველოს ბაზარი იმდენად მცირეა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით საქმის დაწყება მას არ უღირს.
ამიტომ, ამ სფეროს ისევ თვითონ ქართველებმა უნდა მიხედონ. მით უმეტეს, რომ აშშ-ში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ავტოპარკის 3%25 ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილებისგან უნდა შედგებოდეს.
ჩიკაგოს პოლიციამ უკვე შეისყიდა იაპონური კომპანიებისგან ისეთი ელექტრომობილები, რომლებიც წყალბადის ელექტრობატარეებზე მუშაობენ და რატომ დაიწუნებენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები ქართულ ელექტრომობილებს?
საქართველოს ინდუსტრიის განვითარებას თვითონ „ტრადიციონალისტი“ ქართველები აფერხებენ, არგუმენტით: „ჩვენ - ქართველები მიწის მუშა ხალხი ვართ. ამიტომაც შეგვარქვეს ძველმა ბერძნებმა „გეორგოსები“. ქართული ხასიათი ვერ იტანს ინდუსტრიასო“.
ჯერ ერთი, ძველი ქართველები ცნობილნი იყვნენ არა იმდენად მიწაზე მუშაობით, რამდენადაც მეტალურგიით - ძველ დროში რკინას და სპილენძს ქართული გვარ-ტომების სახელები ეწოდბოდათ - ხალიბი და მესინგ. ოქროს მოპოვების კოლხური ტექნოლოგიის მითვისების მიზნით ჩამოვიდა იასონი თავის არგონავტებიანად. ასე რომ, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ძველი ბერძნები „მეტალურგოსებს“ დაგვარქმევდნენ.
მაგრამ, რატომ უნდა ავყვეთ სხვის შერქმეულ სახელებს? - ძველ ბერძნებს რომ ჩვენი წინაპრებისათვის „ჰიპოპოტამოსები“ შეერქმიათ, ჩვენ რა, ბეჰემოტებივით უნდა გვეცხოვრა საქართველოს დიდ მდინარეებში?
გარდა ამისა, ქართული ხასიათი იტანდა არაბების, მონღოლების, თურქ- სელჯუკების, სპარსების, ოსმალების, ლეკების და ათასი სხვა რჯულის დამპყრობლების ხმლების ტრიალს და ახლა ავტოქარხანაში „ბოლტ-გაიკის“ და „შურუფების“ ტრიალი ვერ უნდა აიტანოს?
ასე რომ, მათ, ვინც თანამედროვე საქართველოში მძიმე მრეწველობის განვითარებას აფერხებს, ძველი ბერძნები ალბათ „იდიოტუსებს“ შეარქმევდნენ...
მით უმეტეს, რომ მრეწველობის განვითარებას არ ეწინააღმდეგება ყველაზე ორთოდოქსული და მართლაც რომ ტრადიციული მართლმადიდებლური ეკლესია.
საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს მსოფლიოს განვითარების დონეს იმისათვის, რომ გლობალიზაციის პროცესმა სუსტი ქვეყანა არ დაჩაგროს. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სულიერების ხარჯზეო.
ინდუსტრია არ მოითხოვს სულიერ მსხვერპლს, რადგან ტექნიკის გავლენა ადამიანზე დამოკიდებულია თვით ადამიანზე და არა ტექნიკაზე. ამის მაგალითია აბსოლუტურად ინდუსტრიული იაპონია. ამ ქვეყანაში მრეწველობა უმაღლეს დონეზეა განვითარებული, მაგრამ იაპონელებს არც ერთი ტრადიცია არ დაუკარგავთ. ზოგიერთმა იაპონურმა ტრადიციამ დაჰკარგა იურიდიული ძალა, დე ფაქტო კი ძალაში დარჩა - მათ შორის ისეთებიც, რომლებიც 21-ე საუკუნეში საუკუნეში ანტიჰუმანურად და ველურად გამოიყურება.
თუ როგორ მოქმედებს ქართულ სულიერებაზე ტექნოლოგიები, ამის მაგალითად ერთი კურიოზული ფაქტის გახსენება შეიძლება. ერთმა ღრმადმორწმუნე ქართველმა მენეჯერმა ე.წ. „ნოუტ-ბუკი“ იყიდა და თავის მოძღვარს აკურთხებინა. ნაკურთხმა წყალმა კლავიატურაში შეაღწია, მოკლე ჩართვა მოახდინა და დაწვა. მენეჯერმა მაშინვე დაასკვნა: „აი ხომ ხედავთ, კომპიუტერი ეშმაკის მოგონილია - ნაკურთხმა წყალმა დაწვაო“. მაგრამ მისდა გასაოცრად მონიტორი მთელი აღმოჩნდა, რადგან იგი ჰერმეტულია და მასში წყალს არ შეუღწევია. მორწმუნე მენეჯერს „ათეისტმა“ მეგობრებმა დაუწყეს დარწმუნება: „ხომ ხედავ, მონიტორი ღმერთის მიერ არის შექმნილი, რადგან ნაკურთხი წყლისაგან არ იწვისო“.
მაგრამ, თუ ტექნიკა „ეშმაკისეულია“ და ქართველთა საქმე მიწათმოქმედებაა, მაშინ თავისი სამყოფი ნიორის და ხახვის მოყვანა მაინც უნდა შეგვეძლოს „გეორგოსებს“.
საქართველოს სოფლის მეურნეობის გაჩანაგებას ვერც მაღალ გადასახადებს დააბრალებ და ვერც საწვავის სიძვირეს, რადგან მეზობელ თურქეთში ერთი ლიტრი ბენზინი საშუალოდ 188 ცენტი ღირს, საქართველოში კი 86 ცენტი.
საქართველოში 5 ჰექტრამდე მიწის მფლობელი, ასევე გადაუმუშავებელი ხილ-ბოსტნეულის გამყიდველი ფერმერი განთავისუფლებულია ყველა გადასახადისგან. თურქეთში კი შეღავათების სისტემა შედარებით უფრო სუსტია, ვიდრე საქართველოში.
მაშინ,რით გვჯობიან ჩვენი მეზობლები?
უპირველეს ყოვლისა, საქმის ორგანიზაციით. სანამ საქართველოს ეკონომიკა „გაორმაგდებოდა“, აგრარულ ბაზრებზე ქართული პროდუქცია დომინირებდა. იმპორტის წილი 20%25 -ს თუ აღწევდა და ისიც ძირითადად ხორბლის და ისეთი პროდუქციის ხარჯზე, რომლებიც საქართველოში ნაკლები რაოდენობით იწარმოება. მაგრამ, რაც უფრო იზრდებოდა მოხმარება, მით უფრო ეცემოდა ქართული პროდუქციის წილი ბაზარზე.
ეს გამოიწვია „ბრბოს ეფექტმა“, რაც დამახასიათებელი იყო ეკონომიკის ყველა სფეროსთვის - ფინანსური „ოქროს თასებით“ დაწყებული და დუბაიში „მოსეირნე“ ინდმოვაჭრეებით დამთავრებული.
ამ ეფექტის არსი საკმაოდ მარტივია: როდესაც ერთი ინდმოვაჭრე დუბაიდან რამე დეფიციტურ საქონელს (მაგალითად, მობილურ ტელეფონს) ჩამოიტანდა და ამით დიდ მოგებას მიიღებდა, მაშინვე ყველა დანარჩენი ინდმოვაჭრე ზუსტად რომ მობილური ტელეფონის საყიდლად მიდიოდა დუბაიში. ამდენი ახლადჩამოტანილი მობილური ტელეფონი კი საქართველოში არავის სჭირდებოდა. შედეგად ინდმოვაჭრეების 80%25-ი კოტრდებოდა. ალბათ ყველას ახსოვს, თუ რა ამბები ტრიალებდა საქართველოს 90-იან წლებში ამ ინდმოვაჭრეების მიერ ვალ ში ჩადებული ბინების თუ პიანინოების გამო.
დაახლოებით იგივე ხდებოდა სოფლის მეურნეობაშიც. თუ ერთი გლეხი, მაგალითად, ნივრის მოყვანით დიდ მოგებას მიიღებდა, მაშინვე ყველა მისი ნაცნობ- მეზობელი ნივრის გაშენებას იწყებდა. ამდენი ნიორი კი მაშინდელ ღარიბ საქართველოში არავის სჭირდებოდა. შესაბამისად, გლეხების 90%25- სთვის ნივრის მოყვანა წამგებიანი ხდებოდა. იგივე ხდებოდა სხვა კულტურების ბაზრებზეც. ამის შედეგად, ქართველ ფერმერებში დამკვიდრდა ასეთი სტერეოტიპი: „ყველამ რომ კიტრი (პომიდორი, ხახვი, ნიორი) მოიყვანოს, მაშინ ხომ ფასი დაეცემა და შრომა წყალში ჩაგვეყრებაო.“
ამ პრინციპის მიხედვით, გლეხების უმრავლესობა ნატურალურ მეურნეობას დაუბრუნდა და მხოლოდ თავის სამყოფი ხილ-ბოსტნეული მოჰყავს. საბაზრო პირობები კი მნიშვნელოვნად შეიცვალა:
90-იანი წლების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა შემოსავლები თითქმის 4-ჯერ გაიზარდა, სოფლის მეურნეობის მოცულობა კი დაახლოებით 2-ჯერ. ამიტომაც გაოთხმაგებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადად იმპორტული ხილბოსტნეულით ხდება.
ქართული აგრარული პროდუქციის რაოდენობის გაზრდა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებითაც კი შეიძლება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უბრალოდ უნდა მისცეს კვოტები სასოფლო თემებს - ე.ი. ამა თუ იმ თემს მისცეს რეკომენდაცია მოიყვანოს ესა თუ ის პროდუქტი იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მისი გაყიდვის ალბათობა დიდია.
აგრარული რეფორმის არსებული კონცეფციის მიხედვით არის გათვალისწინებული ფერმერთა მომსახურების ცენტრების გახსნა ყველა თემში. ეს ცენტრები მოამარაგებენ ფერმერებს შხამქიმიკატებით, ლიტერატურით ახალი აგრარული ტექნოლოგიების შესახებ და ა.შ.
მაგრამ, ასეთი ცენტრების გახსნა მხოლოდ ერთი- ორ რაიონში თუ მოხდა პოლიტიკური პი-არის მიზნით. ფერმერები ცდილობენ, რომ ამ ცენტრების გარეშედაც თვითონ გავიდნენ როგორმე ფონს. მაგალითად, მარნეულის რაიონში ორმა ფერმერმა თავისი ძალისხმევით გამოიყვანა ხორბლის ისეთი ჯიში, რომელიც ზუსტად შეესაბამება სამხრეთ საქართველოს ნიადაგს და ორმაგ მოსავალს იძლევა ხორბლის უმაღლეს ხარისხთან ერთად. ამ მაგალითიდან ჩანს, რომ აუცილებელია ახალი ჯიშების სელექცია, რადგან შემოტანილი თესლი არ არის ადაპტირებული ქართულ ნიადაგთან, რის შედეგადაც იმპორტირებული კულტურები არამდგრადი არიან დაავადებების მიმართ და შესაბამისად, მოსავლიანობაც დაბალია. სელექციის ინსტიტუტები კი საქართველოში აღარ დარჩა. თითო-ორი ფერმერის მცდელობა ყოველთვის არ გაამართლებს და სიტუაციას რადიკალურად ვერ გამოასწორებს. ასე რომ, აღნიშნულმა ცენტრებმა ალბათ სელექციისა და გამოცდილების გაზიარების ინსტიტუტების როლიც უნდა შეასრულონ.
მაგრამ, ყველაზე ადვილი და უფასო ეფექტის მიღება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ეს ცენტრები ზემოთაღნიშნულ კვოტებს გაანაწილებენ: თუ ფერმერს ეცოდინება, რომ მისი პროდუქცია იმპორტს ჩაანაცვლებს, მაშინ დანაკარგების შიშის გარეშე გაზრდის ხილ-ბოსტნეულის ნარგავებს თუ ნათესებს. შედეგად ფერმერთა უმეტესობა დამატებით ფინანსურ შემოსავლებს მიიღებს და სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს ნაკლები მოტივი ექნებათ იმისათვის, რომ „ელიავას“ ბაზრობასთან „შრომის ბირჟაზე“ დადგნენ და თავი უმუშევრად გამოაცხადონ.
![]() |
3 ფორმალური კონკურსები და იმედგაცრუებული კონკურსანტები |
▲ზევით დაბრუნება |
ზაქარია ქუცნაშვილი,
იურისტი
ზაქარია ქუცნაშვილი, იურისტი საქართველოს ახალი შრომის კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად: „დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ“. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული დებულების მიღებით აშკარად დაარღვია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
სადავო ნორმით ყველა დამსაქმებელს მიენიჭა უფლება, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - დასაქმებზე უარის თქმის შესახებ, არ დაასაბუთოს, იმისდა მიუხედავად, სამუშაოს მაძიებელი მოითხოვს ამას თუ არა, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „შრომა თავისუფალია“ ამდენად, თავისუფალი შრომის უფლების საკანონმდებლო რეგლამენტაცია სახელმწიფოს უზენაესი კანონიდან, კონსტიტუციიდან იწყება. შრომის უფლების, ისევე როგორც სხვა სოციალური უფლებების კონსტიტუციური განმტკიცებით, სახელმწიფომ თავის თავზე აიღო მათი განხორციელების ვალდებულება. მართალია, კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტში მხოლოდ შრომის თავისუფლებაზეა საუბარი, მაგრამ ეს არა თუ გამორიცხავს, არამედ, პირიქით, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს წარმოშობს. ეს ვალდებულებები კი სწორედ შრომის უფლების, როგორც სოციალური უფლების ხასიათიდან გამომდინარეობს. სახელმწიფო ვალდებულია ადამიანის მიერ შრომის უფლების როგორც განხორციელებაზე, ასევე მის დაცვაზეც. ამავე აზრს ადასტურებს თავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის № 2/80-9 გადაწყვეტილებაც, რომელიც განმარტავს: „საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი შეეხება შრომის თავისუფლებას და შრომითი უფლებების დაცვის საკითხებს. ამ მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ შრომის თავისუფლებას, ე.ი. თავისუფალი შრომის უფლებას. შრომა თავისუფალია - ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო. შრომა თავისუფალია ნიშნავს აგრეთვე იმას, რომ სახელმწიფო აღარ იღებს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებას. მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უარი თქვას უკვე დასაქმებული პირთა შრომითი უფლებების დაცვაზე. ე.ი. სახელმწიფო უარს ამბობს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებაზე, მაგრამ კისრულობს ვალდებულებას დაიცვას დასაქმებულ მოქალაქეთა შრომითი უფლებები. ამაზე მეტყველებს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი, სადაც ნათქვამია: „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით“. როგორც კონსტიტუცია ადგენს, მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვა უნდა მოხდეს კანონით, ე.ი. კანონი უნდა იცავდეს მოქალაქეთა შრომით უფლებებს. უფრო მეტიც, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, დაიცვას თავის მოქალაქეთა შრომითი უფლებები არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც. ამაზე მეტყველებს ამავე მუხლის მესამე პუნქტი, სადაც ჩაწერილია: „შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ“. საქართველოს მოქალაქეთა, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა (უცხოელთა) შრომით უფლებებში შედის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე შრომითი ურთიერთობების წარმოშობის, სამუშაოს შესრულების, მივლინებაში თუ შვებულებაში ყოფნის, შრომითი ურთიერთობების შეჩერებისა, თუ შეწყვეტის ეტაპებზე. კონსტიტუციით დაცული სიკეთე - ადამიანის შრომითი უფლებები არ შეიძლება მარტო დასაქმებულ მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვაში გამოიხატებოდეს. კონსტიტუციით დაცული სიკეთე - ადამიანის შრომითი უფლებები, დაცული უნდა იყოს როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე ყველა შემდგომი ურთიერთობების ეტაპზევე.
როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ ხსენებულ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი: „შრომა თავისუფალია - ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო“. შრომითი საქმიანობის ამა თუ იმ სფეროს არჩევისათვის კი აუცილებელია, რომ დაცული იყოს სამუშაოს მაძიებლის უფლება - იცოდეს თუ რატომ უთხრეს მას უარი დასაქმებაზე. დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა ზიანს აყენებს ადამიანის უფლებას აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო იმის გამო, რომ მას უძნელდება თავისი არჩევანის სისწორის განსაზღვრა. ერთი შეხედვით, შრომით ვაკანსიებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა კონკურსის პირობების გარდა სხვა რამე პირობით შეზღუდული არ არის და კონკურსში მონაწილეობის მიღებით, ადამიანი, თავად ირჩევს შრომითი საქმიანობის სფეროს. მაგრამ ერთგან ან/და რამდენიმე სხვა ადგილას მისი დამარცხებულად გამოცხადების შემთხვევაში, როცა ადამიანი ითხოვს და ვერ იღებს დასაბუთებას მისი დამარცხებულად გამოცხადების მიზეზების შესახებ, ეს მას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ზიანი გამოიხატება იმაში, რომ ის ვერ ამოწმებს, ვერ ზომავს შრომითი საქმიანობის არჩეულ სფეროში მისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დონეს, რაც ჯამში მის დეზორიენტაციას და მის უფლებას - თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობა - უშლის ხელს.
შეიძლება ხაზგასმით ითქვას, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 ნაწილი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის როგორც პირველ, ასევე მე-4 პუნქტებს. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული შრომის თავისუფლება, თავისი არსით გულისხმობს პროფესიის უფლებასაც. ადამიანი, რომელიც ახორციელებს ან უნდა განახორციელოს ესა თუ ის საქმიანობა და რომელიც საზოგადოებისათვის საზიანო არ არის, ეს თავისთავად, ზოგადად, მიუთითებს მის პროფესიაზე. შრომის, ანუ იგივე პროფესიის უფლება 3 ასპექტში გამოიხატება, მათ შორისაა: პროფესიის თავისუფლად არჩევის უფლება და არჩეული პროფესიის თავისუფლად განხორციელება. როგორც ვხედავთ, კონსტიტუციის დაცვის სფერო, საკმაოდ ფართოა და მისი უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ასევე მრავალფეროვანი უნდა იყოს. თუმცა შრომის კოდექსით დადგენილი სადავო ნორმა არ წარმოადგენს ისეთი შინაარსის მატარებელს, რომელიც უზრუნველყოფდა კონსტიტუციის აღნიშნული დებულების განმტკიცებას. სადავო ნორმით ვერც ერთ ზემოაღნიშნულ ასპექტში ვერ მოხერხდება კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლების (თავისუფალი შრომის უფლების) დაცვა, კერძოდ:
ა) ის რომ, სადავო ნორმის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ, ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებას მომავალში თავისუფლად აირჩიოს რომელიმე პროფესია, რადგან, უარის დაუ საბუთებლობა პირს ართმევს საშუალებას და ზღუდავს თავისი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში - უზრუნველყოს თავისი შესაძლებლობების ფარგლებისა და კომპეტენციის განსაზღვრა. იგი ხდება შინაგანად შებოჭილი პროფესიის შემდგომ არჩევაში, რადგან მან არ იცის, თუ რა მიზეზის ან მიზეზების გამო ეთქვა უარი დასაქმებაზე;
ბ) თუ პირს დაუსაბუთებლად (უსამართლოდ) ეთქმევა უარი დასაქმებაზე, მას უკვე შეეზღუდება უფლება განახორციელოს პროფესიული საქმიანობა. აღნიშნული პირდაპირ კავშირშია პირის უფლების შეზღუდვაზე - შემდგომში განახორციელოს პროფესიული საქმიანობა, რადგან დასაქმებაზე დაუსაბუთებლად უარნათქვამ პირს, შეიძლება შეექმნას პრობლემები სხვა ადგილას დასაქმებაზე, სადაც მას შეუძლია მოუწიოს მტკიცება იმისა, თუ რატომ, რა მიზეზით ეთქვა მას უარი სხვა ადგილზე დასაქმებაზე, რის მტკიცებასაც ამ უსამართლო ნორმის გამო იგი ვერ შეძლებს. შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს კანდიდატის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც მას ესაჭიროება (გამოადგება) დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამ შემთხვევაში, კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ახლა ან მომავალში. მაგალითად: ვთქვათ, სამუშაოს მაძიებელი პატიოსნად განაცხადებს, რომ ახალ სამუშაო ადგილზე განცხადების შემოტანამდე მან უკვე გაიარა კონკურსი სხვა ადგილზე და ელოდება კონკურსის შედეგებს. პირველი კონკურსიდან დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, თუ დამსაქმებელთან შეთანხმდება შრომითი ხელშეკრულების პირობებზე, ის შეიძლება გადავიდეს პირველ კონკურსში გამოცხადებულ სამუშაო ადგილზე, რის შესახებაც წინასწარ, პატიოსნად აცნობებს მეორე დამსაქმებელს. ამ დროს, პირველი სამუშაო ადგილიდან მოსული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, შეიძლება შეექმნას პრობლემები სხვა (მეორე) ადგილას დასაქმებაზე, სადაც მას შეუძლია მოუწიოს ახსნა- განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ, რა მიზეზით ეთქვა მას უარი დასაქმებაზე. აღნიშნული კი შეიძლება გახდეს საფუძველი პირის მეორე ადგილზე დასაქმებაზე უარის თქმისათვის.
გადაწყვეტილების დასაბუთება ადამიანს ეხმარება როგორც სწორ ორიენტირებაში, ასევე უკმაყოფილებს არანაკლებ მნიშვნელოვან უფლებას, ინფორმაციის თავისუფლად მიღებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად „ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია...“. მოთხოვნის შემთხვევაში დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება უკმაყოფილებს პიროვნებას უფლებას ინფორმაციაზე და როგორც ზემოთ ვთქვით, ეხმარება შრომითი ურთიერთობების ამა თუ იმ სფეროში მისი შესაძლებლობის (ცოდნის, უნარ-ჩვევების) შეფასებაში, განსაკუთრებით საკონკურსო წესით დასაკავებელ ვაკანსიებზე, რაც ჯამში შრომითი საქმიანობის სფეროს სწორედ არჩევას განაპირობებს. საქართველოს შრომის კოდექსის სადაო მუხლი სწორედ ასეთადაც იწოდება - „მუხლი 5. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე“. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს კანდიდატის შესახებ ყველანა ირი ინფორმაცია, რომელიც მას ესაჭიროება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად და ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე. ამის გარდა, როგორც ზემოთ ვთქვით, კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ახლა ან საფრთხე შეუქმნას მომავალში. მაშინ, როცა კანდიდატის უფლება მიიღოს დასაბუთებული ინფორმაცია დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ, დიდი ალბათობით, დაუკმაყოფილებელი დარჩება იმის გამო, რომ დამსაქმებელი არ არის ვალდებული გააკეთოს ეს. სამუშაოს მაძიებლის (კანდიდატის) უფლება მთლიანად დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მაშინ როგორ შეიძლება ეწოდოს ამ მუხლს „წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე“? როცა ერთი მხარე - დამსაქმებელი, უფლებამოსილია მოითხოვოს, მიიღოს და გადაამოწმოს ინფორმაცია, ხოლო მეორე მხარის - კანდიდატის უფლება ინფორმაციაზე - დიდი ალბათობით არ იქნება დაკმაყოფილებული, ანუ საკითხავია, როგორ შედგება ინფორმაციის გაცვლა?
სადავო ნორმით აშკარად ხელყოფილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმებიც, რომელთა დაცვასაც საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი მოითხოვს. საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლის თანახმად: „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“, კერძოდ, სადაო აქტი არ შეესაბამება: 1948 წლის 10 დეკემბრის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 23-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვით: „ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისგან დაცვის უფლება“. სადავო ნორმა არ შეესაბამება ასევე 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.“ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1964 წლის 17 ივნისს მიღებულ №122 კონვენციასაც „დასაქმების პოლიტიკის შესახებ“, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით: „ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს უზრუნველყოს ისეთი მდგომარეობა, რომ: არსებობდეს დასაქმების არჩევის თავისუფლება და ფართო შესაძლებლობები ყოველი მშრომელისათვის, რათა მიიღოს სათანადო მომზადება და გამოიყენოს თავისი უნარ-ჩვევები თავისი შესაფერისი სამუშაოს შესრულებისთვის, რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, უცხოური და სოციალური წარმოშობის მიუხედავად.“ როგორ გამოიყენებს თავის უნარ-ჩვევებს თავისი შესაფერისი სამუშაოების შესრულებისათვის თუ მას არ ეცოდინება მის დასაქმებაზე უარი რა მიზეზით არის განპირობებული, როგორ შეაფასებს საკუთარ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, თუ ეს შეფასება არ მოხდა. როგორც ვხედავთ, ის, რომ ადამიანს აქვს უფლება განახორციელოს შრომითი საქმიანობა და ასევე თავისუფლად აირჩიოს იგი, განმტკიცებულია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, არამედ საერთაშორისო აქტებით, რომელსაც საქართველოსათვის სავალდებულო იურიდიული ძალა გააჩნია. შესაბამისად, უნდა ვთქვათ, რომ სადავო ნორმა, ეწინააღმდეგება ასევე საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლსაც, რომლის თანახმად: „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.“ აღნიშნულ ნორმაში სიტყვები „საყოველთაოდ აღიარებული უფლებები“ სხვას არაფერს გულისხმობს, თუ არა თვითონ კონსტიტუციაში და საქართველოს საერთაშორისო აქტებში განმტკიცებულ უფლებებს.
თავისუფალი შრომის უფლება, როგორც სოციალური უფლებების ოჯახის წევრი, მიეკუთვნება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, რაც მოქალაქეთა ძირითადი უფლებების და თავისუფლებების აქტიურ დაცვაში უნდა ვლინდებოდეს. ეს კი, პირველ რიგში, ნორმის სწორ საკანონმდებლო რეგლამენტაციაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ სამუშაოს მაძიებლის უფლება, მათ შორის წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე, მხოლოდ დამსაქმებლის სუბიექტურ (კეთილ) ნებაზე არ იყოს დამოკიდებული. კონკურსში თუ კონკურსგარეშე მონაწილეობის შემთხვევაში ადამიანს უნდა შეეძლოს გაიგოს, თუ რატომ გამოცხადდა დამარცხებულად და აქედან გამომდინარე, რატომ უთხრეს მას უარი დასაქმებაზე.
ჩვენი კონსტიტუციით 42-ე მუხლის თანახმად, ყველა ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. შესაბამისად დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების (გადაწყვეტილების) გასაჩივრების შემთხვევაში, განსაკუთრებით კონკურსების გზით გამოცხადებულ ვაკანსიებზე, დამსაქმებელს მაინც მოუწევს სასამართლოსათვის დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ ეთქვა უარი კონკურსში მონაწილე ამა თუ იმ პირს. ე.ი. პირი იძულებული ხდება დასაქმებაზე უარი გაასაჩივროს სასამართლოში და მხოლოდ მისი საშუალებით დაადგინოს უარი რამდენად დასაბუთებულად და სამართლიანად ეთქვა. ეს კი სახელმწიფოს როგორც პოზიტიურად ვალდებული სუბიექტის მიერ თავისი ვალდებულების არშესრულებით (შესაბამისი კანონმდებლობის მიუღებლობით) ადამიანის უფლებების დარღვევაა. ასეთ საკითხზე პასუხის მისაღებად ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს სასამართლოსთვის მიმართვა. სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და შექმნას ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ადამიანის შრომის უფლებას, მათ შორის, წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზევე. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ შრომის კოდექსის ეს სადავო მუხლი ყველა შემთხვევაში სავალდებულოდ უნდა აცხადებდეს დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთებას. მაგრამ, ვფიქრობთ, რომ უარი აუცილებლად უნდა იქნეს დასაბუთებული იმ კანდიდატებისთვის, ვინც ამას მოითხოვს. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებული უნდა იყოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ. სხვა შემთხვევაში სამუშაო ადგილებზე გამოცხადებული კონკურსები აზრს დაკარგავს და დამსაქმებელი მის მიერვე დაწესებული პირობების დარღვევით მოახდენს დასაქმებულების შერჩევას.
![]() |
4 როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები ადმინისტრაციულ სასამართლოში |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი გვენეტაძე
დამოუკიდებელი ექსპერტი, ადვოკატი
გიორგი გვენეტაძე დამოუკიდებელი ექსპერტი, ადვოკატი ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგი, ჩვენი ქვეყნის სამართლის სისტემის შედარებით ახალი და ამავე დროს მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების განხორციელების გზით მიზნად ისახავს კანონიერების აღდგენას და დაცვას აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგადად ადმინისტრაციული ორგანოების მმართველობით საქმიანობაში წარმოქმნილი დავების განხილვისას.
აღმასრულებელი ხელისუფლების ესა თუ ის გადაწყვეტილება ან მოქმედება ხშირად წინააღმდეგობაში მოდის მოქალაქის, ბიზნესმენის და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების უფლებებთან და კანონიერ ინტერესებთან. აღნიშნული სიტუაცია, როგორც წესი, წარმოშობს დავას, რომლის განხილვისა და გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალურ სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს მისი განხილვა სასამართლოს მიერ.
საქართველოს საერთო სასამართლოები მოცემული სახის დავებზე მართლმსაჯულებას ახორციელებენ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ძირითადად გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი (იხ. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ხასიათდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსისგან არსებითად განსხვავებული რიგი თავისებურებებით, რომელთა სწორად გაგებას გადამწყვეტი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციულ სასამართლოში საქმის წარმოებისათვის. ძალზე მნიშვნელოვანია ამ განსხვავებათა სწორი გაგება და გამოყენება პრაქტიკაში, როგორც პროცესის მონაწილე მხარეთა, ასევე სასამართლოს მიერ.
მკითხველის ყურადღებას შევაჩერებ ერთ-ერთ ძირითად თავისებურებაზე, კერძოდ, საქმე ეხება წმინდა შეჯიბრებითობის პრინციპისგან გარკვეულ გადახვევებს ადმინისტრაციულ პროცესში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლო პროცესის მხარეებს (მოსარჩელეს და მოპასუხეს) ყველა შემთხვევაში აქვთ წარმმართველი და გადამწვეტი პოზიცია პროცესის მსვლელობისას. ისინი თვითონ წყვეტენ რა სახის გარემოებები გამოიყენონ განსახილველად და რა მტკიცებულებებს დაეყრდნონ. ესე იგი, სამოქალაქო პროცესში სასამართლო ასრულებს წმინდა არბიტრის როლს და სამართლებრივ შეფასებას აძლევს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებს.
აღნიშნულის საპირისპიროდ, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლოს დაკისრებული აქვს აქტიური როლი, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი თავისი ინიციატივით (მხარეთაგან დამოუკიდებლად), იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, აგროვებს მტკიცებულებებს და ინფორმაციას.
ამ თავისებურებებს, გადახვევას მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან, ადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, რომელიც, ერთის მხრივ, ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, მიუთითებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
განსხვავების უფრო თვალნათლივ საილუსტრაციოდ მოკლედ განვიხილოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი.
იგი მიუთითებს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. თუმცა, სასამართლოს ინიციატივა ამ შემთხვევაში შემოიფარგლება მხოლოდ სსსკ-ის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის თანახმად, სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მხარეთა შუამდგომლობით თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა.
ამრიგად, სამოქალაქო პროცესში სასამართლოს მხოლოდ მხარეთა შუამდგომლობით იმ მტკიცებულებების გამოთხოვა შეუძლია, რომელსაც მხარე ასახელებს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადმინისტრაციული მართლმსაჯულების განმახორციელებელ სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად, თავისი შეხედულებით მოიპოვოს ინფორმაცია და დამატებითი მტკიცებულება, ე.ი. აწარმოოს მხარეთა მიერ მიუთითებელი გარემოებების კვლევა.
აღნიშნული უფლებამოსილება დამატებით განმტკიცებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. უფრო მეტიც, უნიშნავს დამატებით ვადას მხარეს მტკიცებულების წარსადგენად და თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასაპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო მტკიცებულების წარდგენა, აჯარიმებს შესაბამისი თანამდებობის პირს 200 ლარით, რაც არ ათავისუფლებს მას მტკიცებულებათა შემდგომში წარდგენის ვალდებულებისგან.
ამდენად, ადმინისტრაციულ პროცესში სასამართლო გარკვეულწილად წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სუბიექტს მხარეებთან ერთად, რადგან იგი შედის სარჩელის საგნის და საფუძვლის დამამტკიცებელი გარემოებების დამოუკიდებელ კვლევასა და დადგენაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ადმინისტრაციული სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაამთავროს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ დასაბუთებით, რომ მხარემ ვერ წარმოადგინა სარჩელის ან შესაგებლის დამადასტურებელი ესა თუ ის მტკიცებულება.
ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა კანონმდებელი შეჯიბრებითობის პრინციპისგან გარკვეული გადახვევის დაშვებისას და როგორ უნდა იქნეს იგი პრაქტიკაში გამოყენებული და გაგებული კონკრეტული საქმის წარმოებისას. ხომ არ ქმნის რაიმე სახის არათანაბარ პირობებს პროცესში მონაწილე პირებისთვის, სადაც, როგორც წესი, დაპირისპირებულ მხარეებად გვევლინებიან კერძო სამართლის სუბიექტები (ფიზიკური პირი, ინდ. მეწარმე, იურიდიული პირი) და ადმინისტრაციული ორგანოები.
აღსანიშნავია, რომ იურისტთა წრეებში ადმინისტრაციულ სასამართლოს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ინკვიზიციურ“ სასამართლოს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების არსებობას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ სასამართლო მათზე დაყრდნობით, როგორც წესი, ახორციელებს მოპასუხე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს (ადმინისტრაციული ორგანოს) პოზიციის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების შეგროვებას.
ვფიქრობ, რომ აღნიშნული მოსაზრება ემყარება ინკვიზიციურობის ელემენტის არასწორ ინტერპრეტაციას, რადგან დასახელებული მუხლების შინაარსი, მათი ბუკვალური ტექსტი, ისევე როგორც კოდექსის სისტემატური განმარტება არ შეიძლება გულისხმობდეს მხოლოდ ამა თუ იმ მხარის „სასარგებლო“ მტკიცებულებათა შეგროვებას. ამდენად, მკითხველს ვურჩევთ, რომ ადმინისტრაციული დავის წამოწყებამდე კარგად გაერკვეს სამართალწარმოების ამ დარგის თავისებურებებში, რათა სწორი ტაქტიკა იქნეს არჩეული საქმის წარმოებისას.
ამ თვალსაზრისით, ყურადღება უნდა მიექცეს ადმინისტრაციული პროცესის კიდევ ერთ თავისებურებას, რომლითაც გარკვეული კატეგორიის სარჩელებზე მოსარჩელე (კერძო პირი) პრაქტიკულად მთლიანად განთავისუფლებულია მტკიცების ტვირთისაგან და იგი დაკისრებული აქვს მოპასუხე მხარეს - ადმინისტრაციულ ორგანოს. კერძოდ, კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ადმინისტრაციული ორგანოსათვის მტკიცების ტვირთის დაკისრება ზემოაღნიშნული კატეგორიის სარჩელებზე განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად უნდა გამოიცეს დადგენილ შემთხვევებში და მის გამოსაცემად უნდა ჩატარდეს ამა თუ იმ სახის ადმინისტრაციული წარმოება (მარტივი, ფორმალური, საჯარო). ადმინისტრაციული წარმოება კი მოიცავს საკითხის შესწავლას, დაინტერესებული მხარეების ჩაბმას განხილვაში, მტკიცებულებათა შეგროვებას, შეფასებას და სხვა აუცილებელ წინაპირობებს. ამდენად, იგულისხმება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია საკმარისი შესაძლებლობა მოამზადოს და დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. შესაბამისად, იზრდება მისი პასუხისმგებლობა გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშესაბამისობაზე.
სწორედ აღნიშნული გარემოება განაპირობებს იმას, რომ თუკი კერძო პირის მიერ სასამართლოში გასაჩივრდა ასეთი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს სავსებით სამართლიანად ეკისრება ვალდებულება ამტკიცოს ადმინისტრაციული აქტის (ბრძანების, დადგენილების, განკარგულების, საგადასახადო მოთხოვნის და აშ. სისწორე), სამართლიანობა და კანონშესაბამისობა.
მაგალითად, თუ საწარმოს მიერ გასაჩივრებულია საგადასახადო ორგანოს ადმინისტრაციული აქტი - „საგადასახადო მოთხოვნა“ გადასახადის თანხის დარიცხვის შესახებ, მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს მის მიერ ამ საგადასახადო მოთხოვნის მიღებას, ხოლო არსებობდა თუ არა გადასახადის დარიცხვის საფუძველი და დაცულია თუ არა საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები - უნდა ამტკიცოს მხოლოდ მოპასუხე საგადასახადო ორგანომ.
ასევე, თუ მაგალითად, გასაჩივრებულია ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ერთ-ერთი კონკურსანტისათვის უარის თქმის შესახებ, სასამართლოში დავის შემთხვევაში სწორედ ლიცენზიის გამცემმა ორგანომ უნდა ამტკიცოს, რატომ მიანიჭა უპირატესობა წარდგენილი რამდენიმე სალიცენზიო განაცხადიდან ერთ-ერთს და არა მოსარჩელეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობის
პრინციპის თავისებურებებზე მსჯელობისას უნდა დავასკვნათ, რომ ინკვიზიციურობის ელემენტი ადმინისტრაციულ პროცესში, პირველ რიგში, გამოხატულია კერძო პირის ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტები და მტკიცებულებანი, რადგან კერძო პირი ხშირად ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას ამტკიცოს უფრო მეტი, ვიდრე უკვე წარმოადგინა სასამართლოში და ასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებულ უფლებებს სასამართლო ხშირად უნდა იყენებდეს სწორედ ამ მიმართულებით.
კერძო პირის უფლებისა და ინტერესის პრიორიტეტი ადმინისტრაციულ პროცესში დასტურდება ასკ-ის 281 მუხლითაც, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს უფლება აქვს არ შეიზღუდოს სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით და პროცესის დაჩქარების მიზნით შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში - ესე იგი, სასარჩელო მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებაში. ვინაიდან ადმინისტრაციულ სასამართლოში მოსარჩელეს უმეტეს შემთხევვაში წარმოადგენს კერძო პირი, აღნიშნული დანაწესი მიმართულია სწორედ კერძო ინტერესის სასარგებლოდ.
ამავე დროს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კერძო პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესის პრიორიტეტი ადმინისტრაციულ პროცესში არ გამორიცხავს საჯარო და საზოგადო ინტერესის გათვალისწინების აუცილებლობას. იმ კატეგორიის სარჩელებზეც კი, რომლებზეც მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს (ადმინისტრაციულიაქტის არარად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების სარჩელები), სასამართლო ვალდებულია დაიჭიროს ორმხივად აქტიური პოზიცია, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებამოსილება არ არის დაკონკრეტებული რომელიმე მხარისათვის უპირატესობის მინიჭებით. აღნიშნული ნორმები თანაბრად ვრცელდება ასევე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შესაგებლის და პოზიციისდამადასტურებელი ფაქტების და მტკიცებულებების შეგროვებაზეც. აღნიშნულს ასეთი სახის სარჩელებზე ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდება ესა თუ ის ადმინისტრაციული აქტი, მხარეს ენიჭება უფლება სრულად აღიდგინოს დარღვეული უფლებები და მოითხოვოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
ამ მიმართებით სასამართლოს აქტიური როლის აუცილებლობა განპირობებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის სხვა ნორმებითაც. კერძოდ, კოდექსის 26I მუხლის მე-3 ნაწილის და 262 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განსხვავებით სამოქალაქო პროცესისაგან, ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს (ჩაატაროს განმწესრიგებელი სხდომა) მხარეთა დასწრების გარეშე (სამოქალაქო პროცესისგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ პროცესში არ დაიშვება სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა).
ეს გარემოება, ბუნებრივია წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო დაეყრდნობა მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ მტკიცებულებებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ ამა თუ იმ მხარის მიერ დაშვებულმა გულგრილობამ (შესაგებლის, მტკიცებულების წარმოუდგენლობამ) შესაძლოა გამოიწვიოს არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო, როცა დავა შეეხება ქონებრივ და ფულად ვალდებულებებს, შესაძლოა დადგეს მნიშვნელოვანი ზიანიც.
ადმინისტრაციული სასამართლოს გარკვეულ ვალდებულებას, მხედველობაში მიიღოს საზოგადო ან საჯარო ინტერესი, ადგენს არა მხოლოდ მოცემული ნორმების ზოგადი ინტერპრეტაცია, არამედ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში არსებული ცალკეული ნორმის პირდაპირი მითითება ამის თაობაზე.
ასე მაგალითად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადაო ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის არსებითი დარღვევის შემთხვევაში (რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის თანახმად აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია), სასამართლო უფლებამოსილია არ გადაწყვიტოს არსებითად სადაო საკითხი, ბათილად ცნოს ადმინისტრაციული აქტი, მაგრამ დაუბრუნოს საქმე ხელახლა გამოსაკვლევად იმავე ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი მითითებებით. ამით სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, ჩაატაროს ახალი ადმინისტრაციული წარმოება, გამოასწოროს დაშვებული დარღვევები და უტოვებს შესაძლებლობას გამოსცეს არსებითად იგივე შინაარსის ადმინისტრაციული აქტი.
ადმინისტრაციულ პროცესში სასამართლოს წმინდა არბიტრის როლისგან გარკვეული გადახვევის ელემენტებს საჯარო ინტერესის სასარგებლოდ, დამატებით ცხადყოფს, აგრეთვე ზოგიერთი საპროცესო ინსტიტუტის მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი სპეციფიკური მიდგომა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსისგან განსხვავებით, სადაც მხარეთა შეუზღუდავ უფლებას წარმოადგენს მოპასუხის მიერ სარჩელზე უარის თქმა, სარჩელის ცნობა, მორიგებით საქმის დამთავრება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია დისპოზიციურობის პრინციპის მნიშვნელოვანი შეზღუდვა. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან სცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მაგალითად, თუ დავა მიმდინარეობს 100 000 ლარის ოდენობით გადასახადის დარიცხვის კანონიერებაზე, მოპასუხე საგადასახადო ორგანოს უფლება არა აქვს შუთანხმდეს მოსარჩელეს სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში 50 000 ლარის გადახდის შესახებ. ასეთი მორიგება სასამართლოს მიერ დამტკიცებული არ იქნება. ანალოგიურად გადაწყდება საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობის ან სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში.
ამდენად, შესაძლებელია მოდავე მხარემ მიაღწიოს შეთანხმებას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსთან მორიგების თაობაზე, შედგეს მორიგების აქტი, მაგრამ შესაძლოა სასამართლომ არ დაამტკიცოს მორიგება, თუ მივა დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მაგალითად, თუ დავა მიმდინარეობს 100 000 ლარის ოდენობით გადასახადის დარიცხვის კანონიერებაზე, მოპასუხე საგადასახადო ორგანოს უფლება არა აქვს შუთანხმდეს მოსარჩელეს სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში 50 000 ლარის გადახდის შესახებ. ასეთი მორიგება სასამართლოს მიერ დამტკიცებული არ იქნება. ანალოგიურად გადაწყდება საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობის ან სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს (აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების) მიერ სარჩელის ცნობის, სარჩელზე უარის თქმის ან მორიგების შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეამოწმოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისობა კანონმდებლობასთან და შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს სარჩელის ცნობა (სარჩელზე უარის თქმა) და ადმინისტრაციული ორგანოს მორიგება. სასამართლოს ეს ვალდებულება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ადმინისტრაციული მართლმსაჯულება არა მხოლოდ ასრულებს ნეიტრალური არბიტრის მოვალეობას მხარეთა შორის, არამედ უზრუნველყოფს გარკვეულ კონტროლს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის კანონშესაბამისობაზე განსახილველი კონკრეტული საქმის ფარგლებში.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეჯიბრებითობის თავისებურება ადმინისტრაციულ პროცესში, გარკვეულწილად ინკვიზიციურობის ელემენტის არსებობა, განხილული უნდა იქნეს როგორც პროცესის ორივე დაპირისპირებული მხარის მიმართ სასამართლოს საქმიანობა, უფლებამოსილება, დამოუკიდებლად იკვლიოს როგორც სარჩელის, ისე შესაგებლის მამტკიცებელი ფაქტები, გარემოებები და მტკიცებულებანი. სასამართლომ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ სამართალწარმოების მონაწილეებმა შეავსონ არასრული და არასაკმარისი მონაცემები ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, განმარტონ და დაასახელონ მტკიცებისათვის აუცილებელი მომენტები.
ამ კუთხით, საინტერესოა როგორ რეგულირდება სამართლებრივი მტკიცების ტვირთის საკითხი საზღვარგარეთის ქვეყნების ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი თავისი შინაარსით და ცალკეული ინსტიტუტებით უფრო ახლოს დგას კონტინენტური (გერმანულ- რომანული) სამართლის პრინციპებთან, უნდა ითქვას, რომ შეჯიბრებითობის და მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი გერმანული და ფრანგული ადმინისტრაციული კანონმდებლობით ძირითადად ანალოგიურად არის მოწესრიგებული.
უფრო მეტიც, საფრანგეთის ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს არა უფლებამოსილებას, არამედ ვალდებულებას აქტიური როლი შეასრულოს მტკიცებულებათა შეგროვებაში. მაგალითად, შრომითი-სამართლებრივი დავების განხილვისას სასამართლო ვალდებულია არ დაამთავროს საქმის მომზადების ეტაპი, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდება, რომ კანონით გათვალისწინებული ყველა მტკიცებულება წარმოდგენილია მხარეთა მიერ.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ შეჯიბრებით პროცესში, რომელსაც აღიარებს ქართული ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი, მტკიცების (მთლიანად სამართალწარმოების) მიზნად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული ჭეშმარიტების დადგენა და მიღწევა, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევა, არამედ ადმინისტრაციული ინკვიზიციურობის ელემენტი მოქმედებს მხოლოდ კონკრეტული ფაქტის ირგვლივ საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ფარგლებში გარემოებებისა და ფაქტების დადგენაში.
სასამართლო არ უნდა იქცეს ადმინისტრაციულ საქმეზე გამოძიების მწარმოებელ ორგანოდ. მან ინკვიზიციურობის ელემენტი უნდა აამოქმედოს კონკრეტული საქმის საჭიროებიდან გამომდინარე ზუსტად განსაზღვრული ამოცანების მისაღწევად. ხოლო მხარეებმა უარი არ უნდა თქვან მათთვის მინიჭებული უფლებების გამოყენებაზე იმ „იმედით“, რომ სასამართლო თავად მოიპოვებს მტკიცებულებებს და დაადგენს საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ უფლებამოსილია და არა ვალდებული თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციისა ან მტკიცებულების წარსადგენად.
ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციული პროცესის ზემოაღნიშნული თავისებურებების ცოდნა, კვალიფიციურად ჩამოყალიბებული სარჩელი და შესაგებელი, სწორად წარდგენილი მტკიცებულებები და მითითებული გარემოებები მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ჩვენი უფლებების ეფექტურ დაცვას და დარღვეული უფლების აღდგენას სასამართლოში
ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციული პროცესის ზემოაღნიშნული თავისებურებების ცოდნა, კვალიფიციურად ჩამოყალიბებული სარჩელი და შესაგებელი, სწორად წარდგენილი მტკიცებულებები და მითითებული გარემოებები მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ჩვენი უფლებების ეფექტურ დაცვას და დარღვეული უფლების აღდგენას სასამართლოში.
![]() |
5 როგორ გამოვიყვანოთ კომპანია „უძრაობის“ მდგომარეობიდან |
▲ზევით დაბრუნება |
ადრე თუ გვიან, კომპანიათა აბსოლუტური უმეტესობა აწყდება ერთი და იგივე პრობლემას - ეს არის „უძრაობის“ პერიოდი, როდესაც კომპანიის გაყიდვები და შემოსავლები აღარ იზრდება და შეიძლება შემცირდეს კიდეც.
ბევრს ეს ნორმალურად მიაჩნია, რადგან ფიქრობს, რომ კომპანიამ სრულად დაიკავა თავისი ნიშა ბაზარზე და შესაბამისად ზრდის პოტენციალი აღარ გააჩნია. მაგრამ დასავლური სტანდარტებით ზრდის თუნდაც 1%25 - იანი ტემპი უკვე დიდი ტრაგედიაა, რადგან წარმატებული კომპანია წელიწადში 3%25-ით მაინც უნდა იზრდებოდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა უფრო წარმატებული კომპანია „ჩაყლაპავს“. ბევრისთვის არც ეს არის პრობლემა, რადგან „ჩაყლაპული“ კომპანიის ყოფილ მფლობელებს მაინც რჩებათ „ჩამყლაპავი“ კომპანიის აქციათა პაკეტი, რაც მათ უზრუნველ ცხოვრებას უზრუნველყოფს. მაგრამ თუ თქვენ გაგიჩნდათ ჟინი, რომ სხვები თვითონ „ჩაყლაპოთ“, მაშინ აქტიურად უნდა იმოქმედოთ ბაზარზე და თქვენი კომპანია „უძრაობის პერიოდიდან“ გამოიყვანოთ.
თუ თქვენ ორიგინალური იდეით დაიწყეთ, მაშინ თავიდანვე ყველა საქმე კარგად მიდის: გაყიდვები ყოველთვიურად ორმაგდება, კლიენტები თვითონ გეძებენ ყოველგვარი რეკლამის გარეშე და ა.შ. მაგრამ, ერთი- ორი წლის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ „ზღაპარი დამთავრდა“ - გაყიდვების ტემპი ეცემა, კლიენტების მოზიდვას სულ უფრო მეტი რეკლამა სჭირდება და ა.შ.
მაგრამ რატომ? - რა დააშავეთ ასეთი? რითი მოაძულეთ თავი ასე კეთილგანწყობილ კლიენტებს?
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - უბრალოდ თქვენმა იდეამ ინოვაციურობა დაჰკარგა და იგი ორდინალური გახდა.
თქვენი საქმე რომ სწრაფად გაკოტრებულიყო - ყველაფერი ნათელი იქნებოდა, ე.ი. უვარგისი იდეით დაიწყეთ. მაგრამ წარმატებული საქმის უეცარი დამუხრუჭება დაბნეულობას იწვევს. ზოგიერთი ამას პერსონალს აბრალებს - ამიტომ, ძველ თანამშრომლებს ათავისუფლებს და სამსახურში ახალი, ხალასი ძალები მოჰყავს.
ზოგი ხარჯების შემცირებას ცდილობს და ყოველ „თეთრზე“ ევაჭრება მომწოდებლებს.
ზოგი პროდუქციის ფასების გაზრდას ცდილობს დამატებითი რეკლამის ხარჯზე.
ზოგი ხურავს არსებულ ბიზნესს და ეძებს ახალ ნიშას მომიჯნავე ან სულაც ახალ სფეროებში.
მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შედეგი - მიზერულია, ან საერთოდ ნულოვანი.
არადა, ადვილი იქნებოდა საქმის გააქტიურება არსებული ბიზნესის ფარგლებში, მეწარმეს რომ ერთი მარტივი ამოცანის ამოხსნა შეეძლოს:
- ეცადეთ გააგრძელოთ თქვენი ბიზნესი ისევ ახალი ინოვაციური იდეით და არა დრომოჭმული სქემების სრულყოფით.
ასეთ შემთხვევაში, მაგალითის სახით მოჰყავთ ხოლმე ლეგენდა ერთ სამხრეთაფრიკელ ფერმერზე, რომელიც სწრაფ გამდიდრებაზე ოცნებობდა: როდესაც მან გაიგო, რომ კლონდაიკზე ოქროს დიდი საბადო აღმოაჩინეს, გაყიდა თავისი ფერმა და „ყინულოვან“ ალიასკაზე წავიდა, სადაც გაიყინა კიდეც. მისი ფერმის მყიდველმა კი „მზიურ“ სამხრეთ აფრიკაში იმავე ფერმის ნაკვეთზე ალმასების დი დი საბადო აღმოაჩინა: როდესაც მან გაიგო, რომ სამხრეთ აფრიკაში ბევრი ალმასებია - იქვე დაიწყო მიწის თხრა... და გაუმართლა...
ასე რომ, აუთვისებელ ტერიტორიებზე გაქცევის გარეშედაც შეიძლება ადგილობრივ ბაზარზე მოგების გადიდება.
ამისათვის არსებობს რამდენიმე სტანდარტული მეთოდი:
რეკლამის ეფექტურობის გაზრდა;
გამყიდველების მუშაობის ეფექტურობის ამაღლება;
ასორტიმენტის ოპტიმიზაცია;
ფასების ოპტიმიზაცია;
ძველი კლიენტების შენარჩუნება;
მომიჯნავე დარგებში „ბედის ცდა“;
ისეთი მარკეტინგული სტრატეგიის გატარება, როდესაც ერთ კლიენტს სხვა კლიენტები მოჰყავს...და ა. შ.
მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა. პრაქტიკაში ამ მეთოდების გამოყენებას ორიგინალური მიდგომები სჭირდება - იმდენად ორიგინალური, რამდენადაც განსხვავებულია ადგილობრივი ბაზარი სხვა ბაზრებისაგან.
სპეციფიკის მიუხედავად, მაინც არსებობს რამდენიმე ზოგადი კანონზომიერება, რაც დამახასიათებელია თითქმის ყველა საზოგადოებისთვის:
1. ეს არის აჟიოტაჟი: მაგალითად, „ფორდმა“ თავის ერთ-ერთ სპორტულ მოდელზე ისეთი დიდი აჟიოტაჟი შექმნა, რომ მდიდარი ამერიკელების ერთ ნაწილს ღამით ავტომაღაზიების წინ ეძინათ თავიანთ „ძველ“ ავტომობილებში, რომ დილით მათთვის ამ მანქანის ყიდვა სხვა მდიდრებს არ დაესწროთ.
2. დადებითი იმიჯის შექმნა ცნობილი სახეების „ჭორებით“: მაგალითად, ერთ-ერთმა ცნობილმა მომღერალმა ჰილარი დაფმა ინტერვიუში განაცხადა, რომ სულ ბოლოს მან შეიძინა ხელჩანთის ექსკლუზიური მოდელი რომელიღაც „რაიონული მასშტაბის“ მოდელიორის სალონში. ამის შემდეგ „ნახევარი“ ამერიკა ამ მოდელიორის საფირმო მაღაზიებს ეძებდა მთელ მსოფლიოში... მაგრამ, ასეთ მასობრივ აქციებზე მხოლოდ დიდ კომპანიებს მიუწვდებათ ხელი.
მცირე კომპანიებმა უფრო დახვეწილ და ორიგინალურ მეთოდებს უნდა მიმართონ. ამისათვის თეორიები ნაკლებად გამოდგება, რადგან როგორც სერ ისააკ ნიუტონი ბრძანებდა: „ნებისმიერი საგნის შესწავლაში მაგალითებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე წესებს“.
ამიტომ, თვალსაჩინო მაგალითებად შეიძლება რამდენიმე ნაკლებად ცნობილი კომპანიის გამოცდილება გამოდგეს:
ხის სახლებისგამყიდველმა კომპანიამ რამდენჯერმე გაზარდა გაყიდვების მოცულობა მას შემდეგ, რაც მისმა სარეკლამო აგენტებმა გაამახვილეს ყურადღება ამ სახლების ადვილად ტრანსპოტირების თვისებაზე: „თუ ერთი საკურორტო ადგილი მოგწყინდათ, მაშინ დაშალეთ ეს სახლი და გადაიტანეთ იგი სხვა „ახლადშეყვარებულ“ ადგილას სულ რაღაც 5 - 10 დღეში. ასეთი სახლის გაყიდვაც უფრო ადვილია, თუ ახალი სახლის შეძენას მოისურვებთო“;
რამდენიმე კონკურენტი სარეკლამო სააგენტო შეთანხმდა ურთიერთრეკლამაზე. მათი კილენტების საერთო რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზრადა იმის ნაცვლად რომ ერთმანეთისთვის კლიენტები წაერთმიათ...
ერთ-ერთი ტიპოგრაფია საჩუქრად ურიგებდა კლიენტებს თავის პერიოდულ გამოცემებს, რის შედეგადაც სულ რაღაც 3 თვეში მისი ხელმომწერების რაოდენობა გაორმაგდა, რადგან ნორმალური ფსიქიკის ადამიანში საჩუქარი აღვივებს ისეთი „პასუხისმგებლობის“ გრძნობას, რომ მან მჩუქებელს ასევე უნდა ასიამოვნოს ადეკვატური საპასუხო საჩუქრით.
თუ ამ კონკრეტული მაგალითების მასობრივი გამოყენება მოხდება - ეს მხოლოდ უკურეაქციებს გამოიწვევს მყიდველებში. ამიტომ, უმჯობესია ახალი ორიგინალური მეთოდი მოიფიქრო, ვიდრე არსებულ მაგალითებს მიჰყვე „ბრბოს ეფექტის“ მიხედვით. ამ „ეფექტის“ შედეგი მხოლოდ მასობრივი, ერთობლივი ვარდნაა...
კობა ცხრუკვეთელი
![]() |
6 თუ თქვენი საწარმო გადახდისუუნარო გახდა |
▲ზევით დაბრუნება |
თამარ გოგოლაშვილი,
იურისტი
საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 28 მარტს მიიღო საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2007 წლის 15 აგვისტოდან. შესაბამისად, 2007 წლის 15 აგვისტოდან ძალადაკარგულია საქართველოს კანონი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“.
გადახდისუუნარობის სამართალი ის დარგია, რომელსაც საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში აქამდე მას გაკოტრების სამართალი ეწოდებოდა, თუმცა, დღეისათვის მოქმედი კანონის სახელწოდებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი და ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ მას გადახდისუუნარობის სამართლის სახელით მოვიხსენიებთ.
მართალია, ისევე როგორც სამართლის სხვა დარგების (საბანკო სამართალი, სამეწარმეო სამართალი და სხვ.), გადახდისუუნარობის სამართლის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენებაც იურიდიულ ცოდნას მოითხოვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადახდისუუნარობის სამართალი (ანუ, გაკოტრების სამართალი) სამართლის იმ დარგთაგანია, რომლის გარკვეულ დონეზე ცოდნა თითოეული მეწარმისთვის აუცილებელია.
დარწმუნებული ვარ, რომ დღეისათვის თითოეული პირი, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, გარკვეული სახით იცნობს საქართველოს კანონს „მეწარმეთა შესახებ“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონსაც დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, რადგან თუ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთა მოწყობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საწარმოს (და არა მარტო საწარმოს) არსებობის იმ პერიოდს, როდესაც საწარმო ეკონომიკური არსებობის საფრთხის წინაშე დგება და ადგენს იმ წესებს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ან საწარმოს გაკოტრება, ან მისი ფინანსური სიძნელეების დაძლევა და საწარმოს გაჯანსაღება, ანუ, რეაბილიტაცია.
ვფიქრობ, მეწარმეთათვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როდის, რა საფუძვლების არსებობისას იწყებს მოქმედებას მეწარმის მიმართ გადახდისუუნარობის სამართალი და რა გზა უნდა გაიაროს მან ეტაპობრივად გადახდისუუნარობის, ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის გამოაშკარავებიდან საწარმოს გაკოტრებამდე, ან რეაბილიტაციამდე.
1. რა მიზანს ისახავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი?
- ახალი კანონი ადგენს, რომ მისი მიზანი მოვალისა და კრედიტორების ინტერესების თანაზომიერი დაცვაა. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ფინანსური სიძნელეების წინაშე აღმოჩნდება, არსებობს ორი გზა: საწარმოს გაკოტრება (ანუ, მოვალის ქონების რეალიზაცია და ამით კრედიტორების დაკმაყოფილება), ან საწარმოს რეაბილიტაცია (ანუ მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევა). ამდენად, რეაბილიტაციის ინსტიტუტის საკანონმდებლო რეგულირება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ გადახდისუუნარობის სამართალი არეგულირებს არა მარტო სამართლებრივი და ეკონომიკური „ცხოვრებიდან“ მოვალის „გაქრობას“, არამედ, მოვალის გადარჩენას, მისი სამართლებრივი და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის აღდგენას და გაჯანსაღებას.
2. ვისზე ვრცელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება?
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება შემდეგ პირებზე: ამხანაგობაზე, არარეგისტრირებულ კავშირზე, არასამეწარმეო იურიდიულ პირებზე და ბოლოს, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საწარმოთა ორგანიზაციულსამართლებრივ ფორმებზე: ინდივიდუალურ საწარმოზე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე (სპს), კომანდიტურ საზოგადოებაზე (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე (შპს), სააქციო საზოგადოებაზე (სს) ან, კოოპერატივზე.
ამდენად, დღევანდელ სამეწარმეო საქმიანობაში ესოდენ გავრცელებული ფორმის საწარმოებზე, როგორიცაა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ვრცელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ბანკებს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებს, მათი გადახდისუუნარობის საკითხებს ზემოაღნიშნული კანონი არ არეგულირებს.
3. როდის დგება მოვალის ფინანსური სიძნელეების საფრთხე?
- კანონი ადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა, ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. საინტერესოა, როდის არის მოვალე გადახდისუუნარო, ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე.
გადახდისუუნარობა სახეზეა, როდესაც, მოვალეს უნარი არ შესწევს დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა. ამდენად, იმისათვის, რომ გადახდისუუნარობის არსებობაზე ვისაუბროთ, უნდა არსებობდეს სამი პირობა:
1. უნდა არსებობდეს კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ, 2. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების ვადა უნდა იყოს დამდგარი; 3. მოვალეს არ უნდა შესწევდეს აღნიშნული მოთხოვნის შესრულების უნარი.
მოსალოდნელი გადახდისუუნარობა კი მაშინ არსებობს, როდესაც მოვალე სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში გახდება, ან შესაძლებელია გახდეს გადახდისუუნარო.
აღსანიშნავია ასევე კრედიტორის ცნება კანონის მიხედვით. კანონი ადგენს, რომ, კრედიტორი შეიძლება იყოს პირი (პირის ქვეშ იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი), რომელსაც გადახდისუუნარობის განცხადების შეტანის მომენტისათვის მოვალის მიმართ აქვს საფუძვლიანი ფინანსური მოთხოვნა. რაც შეეხება კრედიტორის მოთხოვნას, როგორც აღვნიშნეთ, იგი შეიძლება იყოს ვადამოსული (ანუ, მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადაც უკვე დამდგარია) ან, ვადამოუსვლელი (ანუ მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა). კანონი იცნობს ასევე სხვა სახის კრედიტორის ცნებას, რომელზეც შემდგომ გვექნება საუბარი.
4. სასამართლოები, რომლებიც განიხილავენ გადახდისუუნარობის საქმეებს:
- გადახდისუუნარობის შესახებ საქმეებს განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია - დასავლეთ საქართველოს.
ამასთან, გარდა არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობისა, სასამართლო საქმეს იხილავს მოვალის იურიდიული მისამართის მიხედვით, ხოლო არარეგისტრირებული კავშირისა და ამხანაგობის გადახდისუუნარობის საქმეებს - მოვალის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით.
5. სასამართლოში გადახდისუუნარობის განცხადების შეტანაზე უფლებამოსილი პირები:
- კანონი ჩამოთვლის იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან შეიტანონ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პირთა წრე ფართოა და თითოეული პირის მიერ სასამართლოში განცხადების შეტანისას უნდა არსებობდეს გარკვეული გარემოებები, შევჩერდები მხოლოდ რამდენიმე მათგანზე:
- სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის უფლება აქვს თვით გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მდგარ მოვალეს; კანონის ასეთი მიდგომა ლოგიკურიცაა, რადგან, მოვალეზე უკეთ, ალბათ, ძნელია შეაფასოს სხვა პირმა მოვალის ფინანსური მდგომარეობა, განსაკუთრებით კი, მოსალოდნელი გადახდისუუნარობისას;
- საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოებს, თუ მოვალის ვალის ოდენობა არანაკლებ 50 000 ლარია და გადასახადის გადახდის ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 60 კალენდარული დღისა;
- სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის უფლება აქვთ ასევე კრედიტორებს, კანონით ზუსტად დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი გარემოებების არსებობისას.
ძალიან მნიშვნელოვანია მოვალის უფლებების დაცვასთან მიმართებაში კანონის ის დათქმა, რომლის თანახმადაც, გადახდისუუნარობის შესახებ სასამართლოში განცხადების შეტანის უფლება ზემოაღნიშნულ პირებს (გარდა მოვალისა) აქვთ მხოლოდ მაშინ, თუ ვადაგადაცილებული მოთხოვნის შესახებ მოვალე წერილობითი შეტყობინებით იყო ინფორმირებული კრედიტორის მიერ სასამართლოში განცხადების შეტანამდე არაუგვიანეს 30 დღისა. ამასთან, შეტყობინებაში განცხადების შეტანაზე უფლებამოსილმა პირებმა უნდა მიუთითონ, რომ მოვალის მიერ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი სასამართლოში შეიტანენ წერილობით განცხადებას გადახდისუუნარობის შესახებ.
6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების ფორმა:
- კანონი ამომწურავად ჩამოთვლის იმ აუცილებელ მონაცემებს, რომლებსაც უნდა შეიცავდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, როგორც მოვალის, ისე, კრედიტორის მიერ სასამართლოში წარდგენისას. გამომდინარე იქიდან, რომ კანონში ისინი დეტალურად და ნათლადაა ჩამოთვლილი, ვფიქრობ, ისინი განმარტებას არ საჭიროებს. საინტერესოა, რომ ზოგადად განცხადების აუცილებელი რეკვიზიტების გარდა, კანონი განცხადებასთან მიმართებაში ადგენს დამატებით განსხვავებულ მოთხოვნებს იმისდა მიხედვით, თუ ვის შეაქვს განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ. ასე მაგალითად, თუ განცხადების შემტანი მოვალეა, განცხადება აუცილებლად უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოვალის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობის შესახებ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებისა და ბანკების მისამართების მითითებით, ასევე, მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლს, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე იმყოფება და სხვ. ხოლო, თუ სასამართლოში განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ კრედიტორს შეაქვს, მასში დამატებით უნდა აღინიშნოს: კრედიტორის მიერ მოვალისგან მოთხოვნილი თანხის ოდენობა, ვალის წარმოშობის საფუძველი (მაგ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება), თარიღი და მითითება, უზრუნველყოფილია თუ არა ეს ვალი (მაგალითად: თუ საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით, ან გირავნობით არის დატვირთული ქონება, აუცილებელია ამის მითითებაც), მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ მოვალე გადახდისუუნაროა და სხვ.
7. სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შედეგები:
- გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში განცხადება მიიღება წარმოებაში (თუ განცხადებას აქვს ხარვეზი, განმცხადებელს ეძლევა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად). განცხადება წარმოებაში მიიღება სასამართლოს განჩინებით, რომლითაც სასამართლო: 1. ნიშნავს მეურვეს და 2. განსაზღვრავს კრედიტორთა კრების დღეს, რომელიც უნდა გაიმართოს განჩინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
სასამართლოს განჩინება გადახდისუუნარობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ ექვემდებარება დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას სასამართლო დაფაზე და ჟურნალ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. შეიძლება სასამართლოს მიერ დადგინდეს განჩინების დამატებით სხვა ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებაც.
კრედიტორები ვალდებულნი არიან, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში წარუდგინონ სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მოვალის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი თავის მოთხოვნებს დაგვიანებით წარუდგენს სასამართლოს, აღნიშნული მოთხოვნების აღიარების საკითხს გადაწყვეტს სასამართლო.
8. მეურვე:
- როგორც აღინიშნა, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით ინიშნება მეურვე. მეურვე ცენტრალური ფიგურაა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში, რომელიც იცავს მოვალის ქონებას, იხილავს და აფასებს მოვალის კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებებს, ადგენს ყველა კრედიტორის ვინაობას და ატყობინებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ, ასევე, ახორციელებს სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებს. მეურვეზე დაკისრებული ფუნქციების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონი გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს მეურვეს, კერძოდ კი, იგი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი პირი, ნომინირებული პროფესიული ორგანიზაციის წევრი-აუდიტორი, ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი-ადვოკატი საერთო, ან სამოქალაქო სპეციალიზაციით.
9. კრედიტორთა კრება:
- გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით ინიშნება ასევე კრედიტორთა კრება, რომელსაც ამზადებს მეურვე და ხელმძღვანელობს მოსამართლე. მოცემულ შემთხვევაში ჩვენთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს კრედიტორთა კრების არა იმდენად პროცედურული საკითხები (მათ შორის, მოწვევის ვადები, გადაწყვეტილების მიღების წესები და სხვ.), არამედ მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები. კრედიტორთა კრებას შეიძლება ესწრებოდნენ როგორც კრედიტორები, ისე მოვალე.
კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე აკეთებს მოხსენებას მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების შესახებ, ასევე იმ კრედიტორების შესახებ, რომელთა მოთხოვნებიც უზრუნველყოფილია.
კრედიტორთა კრებას შეიძლება ესწრებოდნენ როგორც კრედიტორები, ისე მოვალე. კრედიტორთა პირველ კრებაზე ასევე ხდება კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და იქმნება სამომრიგებლო საბჭო.
10. სამომრიგებლო საბჭო:
- სამომრიგებლო საბჭო კოლეგიალური ორგანოა, რომელიც არსებითად აფასებს და წყვეტს მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს. იგი უფლებამოსილია, მიიღოს გადახდისუუნარობის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება:
გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ;
გადაწყვეტილება რეაბილიტაციის შესახებ;
გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ სამომრიგებლო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ხოლო, დანარჩენი ორი გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის მიღების შემთხვევაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გაგრძელდება შემდეგი მიმართულებებით: ან იწყება გაკოტრების საქმის წარმოებ, ან ხორციელდება რეაბილიტაცია. თავიანთი მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, გაკოტრება და რეაბილიტაცია საჭიროებს დეტალურ, თანმიმდევრულ ანალიზს, რის გამოც ისინი არ არის განხილული მოცემულ სტატიაში.
რეზიუმე
ზემოთ განხილული იყო გადახდისუუნარობის სამართლით რეგულირებული შესავალი და ზოგადი საკითხები - გადახდისუუნარობის განცხადების სასამართლოში შეტანა და მისი სამართლებრივი შედეგები. როგორც აღვნიშნეთ, გადახდისუუნარობის განცხადების სასამართლოში შეტანითა და მისი შემდგომი განხილვით დგინდება, რა მიმართულებით უნდა წარიმართოს საქმე: გაკოტრების, თუ რეაბილიტაციის გზით.
გერმანელი ბანკირი ბატონი აბსი კითხვაზე, როგორი იქნება პერსპექტივა, პასუხობდა: წინასწარმეტყველებაში არასოდეს შევმცდარვარ, რადგან, იგი ჯერ არასოდეს გამიკეთებიაო. როდესაც გადახდისუუნარობის სამართლის განვითარების პერსპექტივებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, დასკვნების გაკეთება ჯერ კიდევ ნაადრევია, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, კანონი სრულყოფილად და ნათლად აწესრიგებს გადახდისუუნარობასთან დაკავშირებულ საკითხებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აღნიშნული კანონი ქართულ გადახდისუუნარობის სამართალში პასუხგაუცემელ კითხვებს არ დატოვებს.
![]() |
7 სამთავრობო პროგრამა „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“: შესაძლებლობის ზღვარი, საოცნებო პერსპექტივა, თუ რეალობა |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოებაში მკვეთრად პოლარიზებული პოზიციების მიუხედავად, 5 იანვრის არჩევანი ერგო „საქართველო სიღარიბის გარეშე“. მთავრობამ პრეზიდენტისაგან მიიღო შესაბამისი დავალება და წინასაარჩევნო დაპირება პროგრამის სახით ჩამოყალიბდა. საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის ახალ შემადგენლობას და მის მიერ ინიცირებულ სიღარიბის დაძლევის პროექტს.
უმრავლესობის მიერ მოწონებული და სამოქმედოდ აღიარებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილია მიზნები და ამოცანები, რომელიც 2008-2012 წლებში უნდა განხორციელდეს. ახალ სამთავრობო გუნდს ეჭვიც არ ეპარება მისი შესრულების შესაძლებლობებში. თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. ერთი შეხედვით, მთავრობის განაცხადში იკითხება საოცნებო პერსპექტივა. ამ დოკუმენტის უფრო ღრმა გაცნობისას კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ წარმოდგენილი ცალკეული მიმართულებები და ტემპები არ შეესაბამება ფაქტობრივად არსებულ რესურსებს.
ბუნებრივია, დიდია საზოგადოების მოლოდინი და ინტერესი თავისი არჩევანის მიმართ. ცხადია, მას აქვს უფლება იცოდეს, თუ რას დაუჭირა მხარი, რამდენად რეალისტურია მიღებული დაპირებების შესრულება ან რამდენად შორია აღთქმული საოცნებო ქვეყანა, სადაც ღარიბი და მიუსაფარი აღარ იქნება.
საქართველოს სამთავრობო პროგრამა - „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ - ამა წლის 4 თებერვალს გამოქვეყნდა. ახლა უკვე შეიძლება მასზე საფუძვლიანი მსჯელობა და პროგნოზების გაკეთება. თუმცა, ის, შეიძლება ითქვას, განაცხადია და მისი რეალიზაციისთვის პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში უკვე იხილება მთლიანი პაკეტის შემადგენელი კანონპროექტები.
გამოქვეყნებული სახით, ეს დოკუმენტი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური ნების გამომხატველი. მას ახალი ეკონომიკური წესრიგის, აწმყოს გარდაქმნის და უკეთესი მერმისის დამკვიდრების პრეტენზიაც გააჩნია.
ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა განაცხადის გაკეთებას, არამედ მის საფუძვლიანობას (გათვლებს), რეალიზაციის გზებს და ფაქტობრივ შესაძლებლობებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უდავოდ საინტერესოა რასთან გვაქვს საქმე, როგორ აფასებენ ამ დოკუმენტს ქართველი ექსპერტები?
ჟურნალმა „ბიზნესი და კანონმდებლობა“ რამდენიმე კითხვით მიმართა ბატონ ლადო პაპავას.
„ბ.კ.“
რამდენად შეესაბამება აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილი „მოსახლეობისა“ და „ეროვნული“ კეთილდღეობის, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული ორიენტირები საზოგადოებრივ დაკვეთას და არსებობს თუ არა რეალური რესურსი ამ პროგრამის განხორციელებისათვის?
ლადო პაპავა,
საქართველოს პარლამენტის წევრი, პროფესორი
- არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას პრემიერ- მინისტრის ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით. ნდობის გამოცხადების პროცედურა იმავდროულად მთავრობის იმ 5-წლიანი (2008-2012წწ.) პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებასაც გულისხმობს, რომელსაც ჰქვია „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“.
ზოგადად რა შეიძლება ითქვას ამ პროგრამაზე? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს დოკუმენტი არ არის პროგრამა (ნებისმიერი პროგრამა იწყება მიმდინარე სიტუაციის აღწერით, ანუ რა მდგომარეობაა, რა არის მიღწეული, სად არის პრობლემები, აქედან გამომდინარე, ყალიბდება მიზნები, შემდეგ მიზნის მიღწევის საშუალებები, მიზნის მიღწევის ვადები და მის შესრულებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები - აი, ასეთი უნდა იყოს პროგრამა). უნდა ითქვას, რომ მთავრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტში აქამდე წარმოდგენილი ამ ტიპის არცერთი დოკუმენტი არასდროს ყოფილა პროგრამა, იყო ეს ზურაბ ჟვანიას, თუ ზურაბ ნოღაიდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომელიც არაერთხელ იქნა პარლამენტში მოწონებული. ყველა ეს დოკუმენტი იყო ზოგადი განცხადებები აბსტრაქტულ თემებზე, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო იყო განზრახულობათა განაცხადები, ვიდრე პროგრამები. თუმცა, მოდით ობიექტურად შევხედოთ პრობლემას - შეეძლო კი რომელიმე მთავრობას მოემზადებინა სერიოზული პროგრამა? პასუხი უარყოფითია - არ შეეძლო და ეს არც ახლა შეუძლია, თუნდაც იმიტომ, რომ ამის ობიექტურ საფუძვლებს თავად კონსტიტუცია გამორიცხავს. ყველა შემთხვევაში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების, მისი წევრების შერჩევისთვის საჭირო ვადები იმდენად შემჭირდოებული იყო, რომ ამ ვადებში პროგრამის დაწერა ფიზიკურად იყო შეუძლებელი. რაც შეეხება ამ ახალ დოკუმენტს, რომელსაც ასევე პროგრამა ჰქვია, წინამორბედებთან შედარებით აშკარად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე არსებული ზოგადი და ბუნდოვანი განცხადებების ფონზე გაჩნდა კონკრეტიკა, ანუ გაჩნდა კონკრეტული ჩანაწერები ეკონომიკის ზრდის ტემპთან, ინფლაციის დონესთან, ბიუჯეტის პრობლემებთან, სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით; აქ უკვე არის კონკრეტული პარამეტრები, კონკრეტული ინდიკატორები, რაზეც 5 წლის შემდეგ მთავრობას (თუკი იმ პერიოდისთვის ის თავის ადგილას იქნა), შეიძლება მოსთხოვო პასუხი. მიუხედავად ასეთი კონკრეტიკისა, ეს დოკუმენტი პროგრამა მაინც არ არის და აი, რატომ: ჯერ ერთი, ყველაფერი მოცემულია ზოგადად, რომ 5 წლის განმავლობაში ამ ყველაფერს მივაღწევთ, მაგრამ რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ეს გუნდი 5 წელი იქნება მთავრობაში?! ჩვენი კონსტიტუციური მოდელით ყველაზე დაუცველი ხომ სწორედ მთავრობაა (პრეზიდენტი აირჩევა 5 წლით, პარლამენტი - 4 წლით, მთავრობას კი თუნდაც ბიუჯეტის მიღების მომენტში უკვე აქვს ნდობის გამოცხადების პრობლემა). ამიტომ, ეს ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს წლების მიხედვით, რომ თუნდაც პირველი წლის გავლის შემდეგ ვიცოდეთ, ამ მთავრობამ რა გააკეთა, რამდენად შეესაბამება ამ ერთი წლის შემდეგ მიღებული პარამეტრები საბოლოო მიზნის მიღწევის დინამიკას. ასე რომ, ერთი წლის შემდეგ ვლადიმერ გურგენიძეს (ვიმეორებ, თუ ამ მთავრობის წევრები ისევ ისხდებიან თავიანთ კაბინეტებში), ვერ შევეკითხებით, რა როგორ სრულდება, რადგან შესაძლოა მივიღოთ პასუხი, რომ წინ კიდევ 4 წელია. ამიტომ, ის, რომ შესასრულებელი ამოცანები წლების მიხედვით არ არის გაწერილი, ამ დოკუმენტის პირველი მინუსია. ამ დოკუმენტის შემდეგი მინუსი გახლავთ ის, რომ არ ჩანს, რის საფუძველზე კეთდება ეს ყველაფერი, ანუ რა რესურსი არსებობს მის განსახორციელებლად, რა ღონისძიებებია გასატარებელი იმისათვის, რომ აქ გაწერილი პუნქტები იქნას რეალიზებული და შემდეგი, ანუ მესამე მინუსი - დოკუმენტში არ ჩანს, კონკრეტულად ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, ანუ აქ საუბარი უნდა იყოს, რომელი სამინისტროს ან სამინისტროთა ერთობლიობის გასაკეთებელია ესა თუ ის ღონისძიება, რა სამართლებრივი დოკუმენტი უნდა იქნას მომზადებული კონკრეტულ შემთხვევაში და ვინ არის მასზე პასუხისმგებელი.
თუმცა, თავისთავად ეს ძალიან საინტერესო დოკუმენტია. კიდევ ერთი მომენტი - მე აღვნიშნე, რომ მთავრობის დამტკიცების საკონსტიტუციო ვადებია შემცირებული. წარმოიდგინეთ, ამ დოკუმენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერები ეკონომიკასა და სოციალურ სფეროზე. გავიხსენოთ, როდის შემოუერთდა ახალ მთავრობას ჯანდაც ვისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ის ნიუ-იორკში იყო და თბილისში პარლამენტში მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების წინა დღეს ჩამოვიდა. ეკონომიკური განვითარების მინისტრი პრეზიდენტს ახლდა სტრასბურგში, ისიც დამტკიცებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. ასე რომ, არც ერთს და არც მეორეს ამ დოკუმენტის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას, რომლის ორ საკვანძო ფიგურას (რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს დოკუმენტი), ამაზე არ უმუშავია! იმიტომ კი არა, რომ არ უნდოდათ, უბრალოდ, ვერ იმუშავებდნენ, რადგან ფიზიკურად აქ არ იყვნენ. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ კონსტიტუციური ვადები მთავრობის დაკომპლექტებასთან და მისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით არის ხელოვნური. კარგად გამიგეთ, მე წარმატება მინდა ვუსურვო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრს, ისევე როგორც მთლიანად ახალ მთავრობას, იმიტომ რომ მთავრობის წარმატება ქვეყნის წარმატებაც იქნება, მაგრამ როგორ მოვთხოვოთ პასუხი სანდრო კვიტაშვილს იმ დოკუმენტის შესრულებაზე, რომლის შედგენაშიც მას ფაქტობრივად მონაწილეობა არ მიუღია. ამით სქემის არაობიექტურობაზე ვაკეთებ აქცენტს, ანუ იმაზე, რომ იმ ვადებში, რა ვადებშიც ასეთი რამ უნდა გაკეთდეს, ობიექტურად პროგრამის წარმოდგენა შეუძლებელია.
გადავიდეთ დოკუმენტის სათაურზე - „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“. „სიღარიბის გარეშე“ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სიღარიბე აღარ უნდა იყოს. ახლა წაგიკითხავთ პუნქტს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტიდან, რომლის მიხედვითაც მთავრობა სულაც არ თვლის, რომ ქვეყანაში სიღარიბე სრულად აღმოიფხვრება: „საგრძნობლად შემცირდება სიღარიბე“ (ქვეთავი „მოსახლეობის კეთილდღეობა“ პუნქტი - 3). ნიშნავს კი ეს იმას, რომ სიღარიბე აღარ იქნება? შემდეგ ვკითხულობთ - „5 წელიწადში სოციალური პროგრამების ბენეფიციართა 50%25, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესების გამო, გამოვა ბენეფიციართა სიებიდან“. კი, ბატონო, მაგრამ მეორე 50%25 ხომ დარჩება? აქ არ არის ნაჩვენები, ბენეფიციართა საერთო რაოდენობა, მაგრამ 50%25 თუ გამოვა, ნახევარი ხომ რჩება და როგორ იქნება 5 წლის შემდეგ საქართველო სიღარიბის გარეშე? ვერ იქნება, ხომ? - შევთანხმდეთ ამაზე! ასე რომ, მთავრობა თავადვე აღიარებს, რომ ის ძირითადი ლოზუნგი, რომელიც სათაურშია გატანილი, მიუღწევადია. საერთოდ, ეს ტექსტი და მასში გაკეთებული ზოგიერთი ჩანაწერი ცოტა იუმორის განწყობაზე მაყენებს, მაგრამ მკითხველს მინდა უფრო სერიოზულად დაველაპარაკო ამ თემაზე. სიღარიბე მართლაც რთული ფენომენია და არსებობს სიღარიბის ორი გაგება - აბსოლუტური სიღარიბე და ფარდობითი სიღარიბე. გაერო- ს სტანდარტების მიხედვით, აბსოლუტურად ღარიბად ითვლება ადამიანი, რომელიც დღეში ვერ მოიხმარს 2 ამერიკულ დოლარზე მეტს. ამავე სტანდარტებით ღატაკად ითვლება ის, ვისაც დღეში ერთ დოლარზე მეტის მოხმარების საშუალება არა აქვს. ეს არის აბსოლუტური სიღარიბის და სიღატაკის ზღვარი და ეს ის თემაა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაძლევადია. თუ ამის გაკეთებას (ანუ აბსოლუტური სიღარიბის დამარცხებას) საქართველოს მთავრობა 5 წელიწადში გეგმავს, ეს შეცდომაა. ეს ის საკითხია, რომელიც ნორმალურმა და პატივმოყვარე მთავრობამ, იმ წარმატებების ფონზე, რომელსაც თვითონვე ძალიან კარგად აპიარებს, უნდა დაძლიოს, სულ ცოტა, ორ წელიწადში მაინც. დღეში 2 დოლარი, ეს თვეში 60 დოლარია, რაც 95 ლარზე ნაკლებია. მაშასადამე, პრაქტიკულად გათვლა იმაზე, რომ ჩვენ თითოეულ მოქალაქეს თვეში 95 ლარი შემოსავალი მაინც ჰქონდეს, დღევანდელი შესაძლებლობებით, შეიძლება ერთ, მაქსიმუმ ორ წელიწადში დარეგულირდეს. ეს სავსებით რეალურად გადაწყვეტადი ამოცანაა.
რაც შეეხება ფარდობით სიღარიბეს, მისი ზღვარი ცვალებადია იმისდა მიხედვით, თუ როგორია ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების დონე. მოვიყვან ასეთ მაგალითს: ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მაღალგანვითარებული სახელმწიფოა. როგორ ფიქრობს ჩვენი მკითხველი, არსებობს თუ არა ამერიკაში სიღარიბე? არსებობს! ოფიციალურად აღიარებულია, რომ ამერიკაში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს მოსახლეობის 12%25. რას ნიშნავს ამერიკაში „სიღარიბის ზღვარი“? ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ 4-სულიანი ოჯახი, რომელსაც წელიწადში 20 ათას დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, არის ღარიბი, ანუ, თითოეულ წევრზე გამოდის 5 ათასი დოლარი წელიწადში. ბუნებრივია, საქართველოში 5 ათასი დოლარი რომ ჰქონდეს ერთ სულს, იგი სულაც არ იქნება ღარიბი, მაგრამ ამერიკაში სულ სხვა ეკონომიკური განვითარების დონე, სამომხმარებლო კალათა და ცხოვრების პირობებია, ამიტომ იქ სიღარიბის ზღვარი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის განვითარების კვალობაზე ზღვარი იცვლება, ზღვარი თუ იცვლება, როგორც არ უნდა განვითარდეს ქვეყანა ეკონომიკურად, სიღარიბე ყოველთვის დარჩება, ანუ ყოველთვის დარჩება ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაკიღა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზღვრის განსაზღვრის კრიტერიუმია ცვალებადი და იგი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე. აქედან გამომდინარე, გეტყვით მთავარს - სიღარიბის აბსოლუტური აღმოფხვრა, ანუ ქვეყანა სიღარიბის გარეშე, ეს ისეთივე იდეა-ფიქსია, როგორც თავის დროზე პერპეტუუმ-მობილეს შექმნა იყო. მაშასადამე, ასეთი რამ შეუძლებელია და ეს რომ ასეა, გამოჩნდა თავად მთავრობის ჩანაწერშიც: წარმოდგენილი დოკუმენტის სათაურში არის ბლეფი, დოკუმენტში კი ჩანაწერი, „საგრძნობლად შემცირდება სიღარიბე“, სიმართლეა. თუმცა, აქაც ვისურვებდი, დაკონკრეტებულიყო, რამდენია ქვეყანაში ბენეფიციართა პროგრამის მიმღები, ღარიბები არიან მარტო ბენეფიციართა პროგრამის მიმღებები, თუ ყველა, ვინც ვაუჩერი მიიღო, ამასთან, ისინი, ვინც ვაუჩერები მიიღო, თუ ღარიბები არ არიან, რატომ გადაყარა მთავრობამ ეს ფული?! ასე რომ, აქ წინ კონკრეტული საკითხები იწევს, რომლებიც გაუგებარია და ამ საკითხშიც გვაქვს პრობლემა.
კიდევ ერთი რამ მინდა აუცილებლად აღვნიშნო - ეს არის ძალიან ცუდი ქართულით დაწერილი დოკუმენტი, განსაკუთრებით ღიმილისმომგვრელია ამ ტიპის ჩანაწერები - „უმისამართო (ბრტყელი) დახმარების პრაქტიკა შეიცვლება...“, ეს, ალბათ, ინგლისურიდან ნათარგმნია და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობაში არ მოიძებნა ქართული ენის რედაქტორი, რომელიც ამ დოკუმენტს გააკეთილშობილებდა. კიდევ ერთ კურიოზზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო - ამ დოკუმენტს აქვს ორი თავი, ორივე ეკონომიკურ ბლოკში, რომლებშიც ფიგურირებს სიტყვა „კეთილდღეობა“, ერთს ჰქვია „ეროვნული კეთილდღეობა“, მეორეს - „მოსახლეობის კეთილდღეობა“. ჩემთვის გაუგებარია და მინდა დოკუმენტის ავტორებს ვკითხო, რა განსხვავებაა „ეროვნულ“ და „მოსახლეობის“ კეთილდღეობას შორის? ეს ყველაფერი ხუმრობის ხასიათზე კი აყენებს ადამიანს, მაგრამ ეს სახელმწიფო დოკუმენტია და სახუმარო ნამდვილად არ არის. ის, რომ ქართულის კარგ მცოდნეს წაეკითხა (ამის გასასწორებლად მაღალი ეკონომიკური განათლება სულაც არ იყო საჭირო), ყველაფერი რიგზე იქნებოდა. თუმცა, გეტყვით რომ „ეროვნული“ ხშირად „სახელმწიფოს“ თვალსაზრისით გამოიყენება ხოლმე, მაგრამ ეკონომიკაში არის ცნობილი ტერმინი - „კეთილდღეობის სახელმწიფო“ (ანუ სახელმწიფო, რომელიც ორიენტტირებულია მოსახლეობის კეთილდღეობაზე), აი, „სახელმწიფოს კეთილდღეობა“ კი ნამდვილად არ მსმენია! ამაზე ავტორებმა უნდა გაგვცენ პასუხი (თუმცა ვეჭვობ, რომ მათ ეს მოახერხონ).
- მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ბევრი კონკრეტული ციფრია, რა მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა პროგრამაში ეს გათვლები, იმის გათვალისწინებით, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროს ქვესტრუქტურაა და ის დამოუკიდებლად კარგა ხანია ვეღარაფერს ითვლის?
- თავიდანვე გეტყვით, რომ რაკიღა დოკუმენტს დასაბუთება არ აქვს, ვერ გეტყვით, საიდან მოდის მასში დაფიქსირებული კონკრეტული ციფრები.
მინდა მკითხველის ყურადღება შევაჩერო ერთ ციფრზე - ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი - „მომდევნო 5 წლის განმავლობაში ეკონომიკა წლიურად 8%25-ით გაიზრდება“. ვთვლი, რომ ეს საკმაოდ რეალისტური ჩანაწერია, მაგრამ აქ მინდა შეგახსენოთ ასეთი რამ: წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობა 5 წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტის გასამმაგებას გვპირდებოდა, ეკონომიკა 3-ჯერ გაიზრდებაო! ეს ნიშნავს, რომ 5 წელიწადში ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდის ტემპი უნდა იყოს 24-25%25. ეს რომ შეუძლებელია, თავიდანვე ნათელი იყო და მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება იყო, იქიდანაც ჩანს, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობა უკვე რეალისტური 8%25-ით შემოვიდა.
რაც შეეხება 7%25-იან ინფლაციას - მივესალმები ამას, რადგან, როცა წერენ საშუალო ინფლაცია 7%25-ია, იმას ნიშნავს, რომ ცუდ წელიწადსაც კი ინფლაცია არ იქნება ორნიშნა, რადგან, როგორც წესი, გადახრა დაგეგმილიდან 2%25-ზე მეტი არ უნდა იყოს (ანუ ინფლაციას 9%25-ზე მეტს არ გულისხმობენ). ჩანაწერი ძალიან კარგია, მაგრამ აქ ერთი რამ მინდა საგანგებოდ აღვნიშნო - დღეს ინფლაციას (როგორც სხვა სტატისტიკურ ინფორმაციას ქვეყანაში), აქვეყნებს სტატისტიკის დეპარტამენტი. ის, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი დიდი ხანია „დაკოდილ მდგომარეობაშია“, ძალიან კარგად ვიცით. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს დეპარტამენტი შეიყვანეს მთავრობის შემადგენლობაში, იგი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტრუქტურული ნაწილია და რაც უნდათ, იმას აქვეყნებინებენ. სწორედ ამიტომაა, რომ მოსახლეობის მტკიცებით, ქვეყანაში ინფლაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას სტატისტიკა აქვეყნებს. როდესაც გასული წლის ნოემბერში პირველად უცხადებდნენ ნდობას ლადო გურგენიძეს, მან დააყენა სტატისტიკის გარდაქმნის აუცილებლობის საკითხი (რაც მე ძალიან მომეწონა და ამისთვის შევაქე კიდეც) და წარმოადგინა სამი მოდელი: სტატისტიკის დეპარტამენტს უნდა დაენიშნოს სამეურვეო თუ სამეთვალყურეო საბჭო, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მის დამოუკიდებლობას, ან სტატისტიკის დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს როგორც დამოუკიდებელი ორგანო (ისეთი, როგორიც ჩვენთან მოქმედი მარეგულირებელი ორგანოებია), ან გადავიდეს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში. გურგენიძეს ჰქონდა გეგმა, რომ სტატისტიკას რაღაც უნდა ეშველოს, რათა იგი გახდეს დამოუკიდებელი. აქვე მინდა დავაკონკრეტო ჩემი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით: ამ სამი მოდელიდან ჩემთვის ერთია ოპტიმალური. ვთვლი, რომ სტატისტიკა იქნება დამოუკიდებელი, თუკი ის გადავა პრეზიდენტის დაქვემდებარებაში და გეტყვით, რატომ. თუ სტატისტიკის დეპარტამენტი დარჩა მთავრობის შემადგენლობაში, სამეთვალყურეო თუ სამეურვეო საბჭო ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას, ზუსტად ისევე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ აღმოჩნდა დამოუკიდებელი. ვერც მეორე მოდელი ივარგებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დეპარტამენტი მაინც ბიუჯეტიდან მიიღებს დაფინანსებას... მარეგულირებელი კომისიების და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ის, რომ ისინი ბიუჯეტიდან ფულს არ იღებენ, ანუ ისინი ეკონომიკურად არიან დამოუკიდებლები, ვინაიდან ისინი მათივე რეგულირების სფეროებიდან მიღებული შემოსავლებით არსებობენ. თუკი სტატისტიკის დეპარტამენტი ბიუჯეტზე იქნა დამოკიდებული, ის ისევე იქნება დამოუკიდებელი, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელია“ ვითომ დამოუკიდებელი. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ილუზია. ამიტომ ჩვენი საკონსტიტუციო მოწყობის პირობებში ერთადერთი სწორი მექანიზმი არის სტატისტიკის დეპარტამენტი დაექვემდებაროს საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის პირობებში - პარლამენტს. პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა სჭირდებოდეს იმის ცოდნა, როგორ მუშაობს მისი მთავრობა! დღეს კი, ჩვენდა სამწუხაროდ, სტატისტიკა არის პიარის ელემენტი.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეესაბამება ეს პროგრამა საზოგადოებრივ დაკვეთას, გეტყვით შემდეგს: წინასაარჩევნო პერიოდში იყო დაპირება - დეკემბრიდან მინიმალური პენსია იქნება 55 ლარი, იანვრიდან - 76 ლარი. არის იანვარში 76 ლარი?! მგონი, არა. მეხსიერება იმდენად მოკლე ხომ არ გვაქვს, რომ 2-3 თვეში ყველაფერი დაგვავიწყდეს! ისიც ხომ იყო ნათქვამი, რომ 2 წელიწადში, ანუ 2009 წლიდან პენსია 100 დოლარის ექვივალენტი უნდა გახდეს. ვნახოთ, რა გვიწერია ამ დოკუმენტში - „გატარებული საპენსიო რეფორმის შედეგად გაიზრდება სოციალური პენსიის პაკეტის მოცულობა და ხარისხი, საპენსიო პაკეტი 100 დოლარს მიაღწევს და იქნება სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი კომპონენტი“. ეს ჩანაწერი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პენსია მიაღწევს 100 დოლარს (პაკეტი მიაღწევს 100 დოლარს). ვეთანხმები, ეს რეფორმა სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ნამდვილად იქნება (იმიტომ, რომ მე დღეში 2 დოლარზე ვსაუბრობდი, ხოლო თუ 100 დოლარი გახდა, ჩვენ ღარიბი პენსიონერი აღარ გვეყოლება), მაგრამ როდის, აქ ხომ ვადები არ არის მითითებული?! ეს კი ფაქტობრივად აბსტრაქტული ჩანაწერია, რადგან ფრაზა „არაუგვიანეს 2012 წლისა“ პროგრამის ენა არ არის - დაპირება კონკრეტული იყო, ვალდებულება კი - ბუნდოვანია.
კიდევ ერთი ბუნდოვანი ჩანაწერი - „ბიუჯეტის 1/3 მიმართული იქნება სოციალურ პროგრამებზე“, - ამ პატივსაცემ ხალხს ხომ შეეძლოთ ჩაეწერათ, „არანაკლებ 1/3-ისა“, ან „არაუმეტეს 1/3-ისა“, ზუსტად 1/3 ყოველთვის როგორ იქნება მიმართული სოციალურ პროგრამებზე?! ამ თვალსაზრისით, ეს ჩანაწერი საკმაოდ უხერხულად გამოიყურება. შეიძლება ვინმემ ჩემზე თქვას, წვრილმანზე ედავებაო. მე კი ვამბობ, რომ ეს არ არის წვრილმანი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბიუჯეტის ზრდის კვალობაზე ბიუჯეტის 1/3 საკმაოდ დიდი ნაწილია, სოციალურ პროგრამებზე გაშვებული ხარჯები კი უშუალოდ ინფლაციური ხარჯებია! ასე რომ, ეს საკითხიც დიდ კითხვის ნიშანს ბადებს და არა მხოლოდ ეს. ვთქვათ, ასეთი ჩანაწერი: „შენარჩუნებული იქნება პოზიტიური მიგრაცია. ფაქტობრივი მოსახლეობა 150 ათასით გაიზრდება, სამშობლოში დაბრუნებულთა რიცხვი გადააჭარბებს ემიგრირებულთა რიცხვს“ (ძალიან გთხოვთ, თქვენმა ჟურნალმა ერთი კარგი დემოგრაფიული მასალა გააკეთოს საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით). ეს ძალიან რთული ჩანაწერია, რომელიც ცუდად შეიძლება შემოგვიბრუნდეს. თუ ავტორები გულისხმობენ, რომ მომავალ 5 წელიწადში მოხდება საქართველოს სრული რეინტეგრაცია, ანუ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოერთება (რასაც, ცხადია, სულით და გულით მივესალმები), მაშინ რაოდენობა 150 ათასი ცოტაც შეიძლება იყოს. თუ აქ ის ადამიანები იგულისხმებიან, ვინც ამ წლების განმავლობაში დატოვა ქვეყანა და ისინი უნდა დაბრუნდნენ, ისმის კითხვა, რატომ, რის საფუძველზე?
„ბ.კ.“
რა ეკონომიკურ მოდელს ირჩევს მთავრობა თავისი უპირატესობის დასამკვიდრებლად (ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გასახანგრძლივებლად), აცხადებს რა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება ბოლო წლების კურსი და დინამიკა. მის მხრიდან რამდენად იგრძნობა პასუხისმგებლობა აღებული ვალდებულებების მიმართ?
- ამ დოკუმენტით და კანონპროექტთა იმ პაკეტით, რომელიც მთავრობამ პარლამენტში წარმოადგინა, წინა წლების კურსი ნამდვილად შენარჩუნებულია - საქართველოს სახელმწიფოს ნგრევა გრძელდება! თუმცა, პრეზიდენტი გვპირდებოდა, რომ აქამდე „უცხოპლანეტელებით“ დაკომპლექტებული ცუდი მთავრობა გვყავდა და იმან გაუფუჭა საქმე ქვეყანას და რომ ის «ცუდი» მთავრობა მოსაშორებელია. ახალ დოკუმენტში კი წერია, რომ ძველი კურსი შენარჩუნებულია(?). ამ კურსის კონტექსტში კი არის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბოლოოდ გაფორმება (რომელიც დაღუპავს საქართველოს ეკონომიკას და არა მარტო ეკონომიკას!) და რომ უნდა გაუქმდეს ეროვნული ბანკი. ასე რომ, კურსი ნამდვილად შენარჩუნებულია და ეს რატომ არის საამაყო, ნამდვილად არ მესმის, სააკაშვილი ხომ გვპირდებოდა, რომ კურსი უნდა შეცვლილიყო(?!)
რაც შეეხება მთავრობის მიერ არჩეულ ეკონომიკურ მოდელს, ახალს არაფერს გამოვიგონებ, რადგან ჩემზე უკეთესად უკვე თქვეს და ეს თქვა ბატონმა სოსო ცისკარიშვილმა - ამ მოდელს ჰქვია „ბენდუნომიკა“. მე ყოველთვის ვაღიარებ სწორ მიგნებასა და კარგ გამონათქვამს. ამაზე უკეთეს ახალ ტერმინს ვერ მოვიგონებთ, „საქართველოში ჰყვავის „ბენდუნომიკა“, ეს ბრწყინვალე ნათქვამია! ახალი სამთავრობო ცვლილებით ბენდუქიძის გავლენის სფერო არათუ შესუსტდა, უფრო გაძლიერდა კიდეც. აქამდე კახა ბენდუქიძე იყო მთავრობის საკმაოდ გავლენიანი, გონებამახვილი, ჭკვიანი და ძლიერი, საკუთარი თავისთვის მომართული, მაგრამ მაინც მისი ერთ-ერთი წევრი. ახლა ის მინისტრი არ არის, ოფიციალურად პოლიტიკაში არც უნდა ჩანდეს, ის კანცელარიის გამგეა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ბატონი კახა ბენდუქიძე დოკუმენტების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებაზე ოცნებობდა ოდესმე. მას ეყოლება მოადგილე, რომელიც ამას გააკეთებს. მაშინ, რა ფუნქცია ენიჭება მას? - მთავრობის სხდომაზე ვერცერთი საკითხი ვერ შევა, თუ არ არის კანცელარიის გამგის ვიზა. ამით ბენდუქიძე ხდება პრაქტიკულად მთავრობის ცენზორი, ანუ იგი გადაწყვეტს, რომელი საკითხი გავიდეს და რომელი - არა. აქვე შეგახსენებთ პრემიერ ლადო გურგენიძის განცხადებას, რომ კახა ბენდუქიძე მისი თანამოაზრე და იდეების გენერატორია. ასე რომ, ამ ახალი გადაადგილებით კახა ბენდუქიძე იძენს „რუხი კარდინალის“ ფუნქციას - ავანსცენაზე ოფიციალურად არ ჩანს, თუმცა, ყველაფერს აკონტროლებს.
ბ.კ.
იანვრის არჩევნებში ჩატარებული პლებისციტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე უნდა დაინიშნოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა ხომ არაა წინასაარჩევნო დაპირებების ერთგვარი კასკადი?
არა მგონია, რომ წინასარჩევნოდ ეს დოკუმენტი ვინმეს გაახსენდეს. პირიქით, საპარლამენტო არჩევნების წინ ახალი დაპირებების ფოიერვერკი იქნება იმისთვის, რათა ამომრჩეველთა ხმები ხელახლა იქნას ნაყიდი. ასე რომ, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენ წინ გველის პოპულისტური განცხადებების კიდევ არაერთი კურიოზი, რომელთა ასახვაც იძულების წესით თავის პროგრამაში მოუწევს გამარჯვებული პარტიის (თუკი ასეთი ერთი იქნა) მთავრობას. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მომავალი პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი იქნება და შესაძლებელი გახდება, გვყავდეს დაბალანსებული მთავრობა. „ბენდუნომიკა“ საქართველოში უნდა დამთავრდეს, რადგან ეს ხალხური თვითშემოქმედების ერთ-ერთი ნაირსახეობაა. არის ხელოვნება და არის ხალხური თვითშემოქმედება. ჩვენ დღეს მთავრობაში გვაქვს ხალხური თვითშემოქმედება, ჩვენ კი ხელოვნების ოსტატები გვჭირდება. როგორი კარგიც არ უნდა იყოს ხალხური თვითშემოქმედება, ის მაინც თვითშემოქმედებაა.
მოამზადა
ილნარ გორელიშვილმა
![]() |
8 სამთავრობო პროგრამის პოლუსები |
▲ზევით დაბრუნება |
იაკობ მესხია,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი
გასული წლის დასასრულს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა, სოციალურ-პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა მწვავე კრიზისულმა მოვლენებმა დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პროგრამის ძირითად მიმართულებათა ტრანსფორმაციისა და ახალი ორიენტირების ჩამოყალიბების აუცილებლობა. გამომდინარე აქედან, 2008 წლის იანვარში საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით, შეიძლება ითქვას, ძირითადად განსხვავდება მისი წინამორბედი სამთავრობო პროგრამისგან „ერთიანი და ძლიერი საქართველოსათვის“, რომლის მოქმედების ვადა მხოლოდ 4-იოდე თვით შემოიფარგლა.
საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამის ფორმირება ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მიმდინარეობდა. მას წინ უძღოდა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გამწვავება, პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომა, ახალი არჩევნები და შესაბამისად, მთავრობის ახალი სტრუქტურის ფორმირება. ცხადია, ასეთ ვითარებაში ახალი სამთავრობო პროგრამის ჩამოყალიბება დიდ ძალისხმევას და ინტელექტუალური რესურსების მობილიზაციას მოითხოვდა, რასაც ახალმა მთავრობამ შეიძლება ითქვას წარმატებით გაართვა თავი. სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ მაინც გარკვეული გავლენა იქონია სრულფასოვანი, გამჭვირვალე, არგუმენტირებული და საზოგადოებისათვის მარტივად აღსაქმელი სამთავრობო პროგრამის შედგენაზე.
რა ფაქტორებმა განაპირობეს ახალი სამთავრობო პროგრამის შედგენა?
გარდამავალ ეტაპზე, მსგავსად სხვა პოსტსაბჭოური და პოსტსოციალისტური ქვეყნებისა, საქართველოც ვერ აცდა ღრმა სოციალურ- ეკონომიკურ კრიზისს. უფრო მეტიც, ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, სამოქალაქო ომმა ქვეყანა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. თუმცა, 1996 წლიდან დაიწყო გარკვეული აღმავლობა.
ეკონომიკური ზრდისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაჯანსაღების კვალდაკვალ 2000-2007 წლებში გამოიკვეთა მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების ტენდენცია: თუმცა, მიუხედავად მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების მიმართულებით მიღწეული გარკვეული პროგრესისა, სიღარიბის პრობლემა მაინც მწვავე და დაუძლეველი დარჩა - ოფიციალური სტატისტიკით, დღეისათვის სიღარიბის დონე 38,5 პროცენტია, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 40 პროცენტამდე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.
ქვეყნის ეკონომიკაში მიღწეულ წარმატებებს ხელისუფლება პროპაგანდას საკმაოდ აქტიურად უწევდა, მაგრამ საზოგადოებაში თანდათანობით მწიფდებოდა მწვავე კითხვა: თუ ეკონომიკა მართლაც და მაღალი ტემპებით ვითარდება, რატომ ასევე მაღალი ტემპებით არ მატულობს მოსახლეობის ცხოვრების დონე? კითხვა სავსებით ლოგიკურია (ამ კითხვას სიმწვავეს ისიც მატებდა, რომ ბოლო წლებში მოსახლეობის დასაქმების დონე კი არ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა კიდეც). ოფიციალური სტატისტიკით, 2001 წელს უმუშევრობის დონე შეადგენდა 11,2 პროცენტს (235,6 ათასი უმუშევარი), ხოლო 2007 წელს მან შეადგინა 13,6%25 ( 270,5 ათასი უმუშევარი). ეს ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც აღრიცხავს მხოლოდ რეგისტრირებულ უმუშევრებს, ხოლო ფაქტობრივად უმუშევართა რიცხვი 3-ჯერ მეტი იყო.
ხელისუფლებამ საზოგადოების მწვავე, მაგრამ სამართლიან კითხვაზე პასუხის გაცემა დააგვიანა. ეკონომიკურ გუნდში არ აღმოჩნდა ისეთი პასუხისმგებელი მუშაკი, რომელიც ხალხს აუხსნიდა სოციალური სტაგნაციის გამომწვევ ობიექტურ და სუბიექ ტურ მიზეზებს. არადა, ეკონომიკური ზრდა, ყოველთვის იმავე სიდიდით (ტემპებით) ცხოვრების დონის გაზრდას არ იწვევს, იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახდელია საგარეო ვალები, როდესაც თითქმის ნულიდანაა შესაქმნელი ეროვნული არმია, როდესაც სარეაბილიტაციოა ინფრასტრუქტურის თითქმის ყველა სფერო, როდესაც შესაქმნელია სახელმწიფო ინსტიტუტები და ა.შ. ეს ყველაფერი ობიექტური ფაქტორებია. მაგრამ იყო სუბიექტური მიზეზებიც. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რათა შეემუშავებინა პრიორიტეტების ოპტიმალური ნუსხა, რომელთა ჩამონათვალში თანაბრად იქნებოდა რანჟირებული პრიორიტეტები და სადაც ადამიანი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ფენომენი, სამართლიან თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებდა. საუბარია მატერიალური სიკეთის ოპტიმალურ გადანაწილებაზე სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის.
სოციალური დაძაბულობის სიმწვავემ 2007 წლის მეორე ნახევარში, რომელიც ქუჩის მრავალათასიან აქციებში გამოვლინდა, ხელისუფლება აიძულა შეეცვალა პრიორიტეტების ნუსხა და მნიშვნელოვნად შემობრუნებულიყო მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენისაკენ. გარდატეხა მოხდა მყისიერად, ძალიან მოკლე დროში, ხელისუფლებამ გამოიჩინა პოლიტიკური ნება და მთელი რიგი სოციალური საკითხები ახლებურად გაიაზრა და მათი ყველაზე გადაუდებელი, მოკლევადიანი ნაწილი პრაქტიკულად ნაწილობრივ გადაწყვიტა კიდევაც. მათ შორის, აღსანიშნავია პედაგოგთა ხელფასის გაზრდა, პენსიების გადიდება, ელექტროენერგიებისა და ბუნებრივი აირის ვაუჩერების გაცემა, პენსიონერებზე მედიკამენტის შესაძენი ვაუჩერების გაცემა, ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრებისათვის სტიპენდიების დანიშვნა, დასაქმების პროგრამის ფარგლებში უმუშევრებზე თანხის გაცემა, წარჩინებულ სტუდენტებზე სტიპენდიების დანიშვნა, მილიონამდე ოჯახისათვის ხორბლის ფქვილის გაცემა, სოციალურად დაუცველთათვის სასურსათო დახმარების გაწევა, დაბალშემოსავლიან ოჯახებში შვილის დაბადებისას ფულადი დახმარების აღმოჩენა და ა.შ.
აღნიშნული ღონისძიებები უმნიშვნელოა იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე სიღარიბის დაძლევის სფეროში. ამიტომაც საჭირო გახდა გრძელვადიანი სამთავრობო პროგრამის შემუშავება, რომელშიც უფრო მკაფიოდ და სრულიად გაიწერებოდა მომავლის მიზნები და ამოცანები.
პროგრამის ძირითადი თავისებურებები. წინა სამთავრობო პროგრამებისგან და განსაკუთრებით 2007 წლის სექტემბერში მთავრობის მიერ გაცხადებულ პროგრამასთან შედარებით, ახალი მთავრობის პროგრამა ხასიათდება მთელი რიგი თავისებურებებით, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი:
- ახალი პროგრამა გრძელვადიანი ხასიათისაა, რადგან იგი მოიცავს 2008-2012 წლებს, ხოლო წინა სამთავრობო პროგრამაში აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ვადები არ იყო დაკონკრეტებული;
- წინა სამთავრობო პროგრამა უფრო თეზისურ ხასიათს ატარებდა, მასში არც ერთი მოვლენა არ იყო რაოდენობრივად დაკონკრეტებული, მაშინ როდესაც ახალ პროგრამაში ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებები ციფრობრივ პარამეტრებშია დახასიათებული, რაც, რა თქმა უნდა, მას უფრო მიზნობრივ და გამჭვირვალე სახეს აძლევს;
- ყველაზე მთავარი თავისებურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ახალ პროგრამაში შესულია ახალი საკითხები, ახალი მიზნები და ამოცანები, რომლებიც მას უფრო ინოვაციურ და შემოქმედებით ხასიათს აძლევენ. სწორედ იმ გარემოებამ, რომ პროგრამაში აისახა საქართველოს სინამდვილისთვის ჯერ კიდევ უცნობი და პრაქტიკულად არააპრობირებული ეკონომიკური ორიენტირები, ერთის მხრივ, იგი უფრო საინტერესო და შინაარსიანი გახადა, ხოლო, მეორეს მხრივ, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვების საკმაოდ დიდი წრე, რომლებზეც პასუხი პროგრამას უფრო გამჭვირვალეს, საზოგადოებისათვის სანდოს და მისაღებს გახდის.
პროგრამის მიზნები და ამოცანები. მთავრობას მიაჩნია, რომ საპროგრამო ვადაში უნდა იქნას მიღებული ორი ძირითადი მიზანი. პირველი - მოსახლეობის კეთილდღეობა - საქართველო სიღარიბის გარეშე და მეორე - ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სრული ტერიტორიული და სამოქალაქო რეინტეგრაცია.
ამ ორი ძირითადი მიზნიდან გამომდინარეობს პროგრამის ქვემიზნები და ამოცანები, რომლებითაც ძირითადად გრძელდება მთავრობის ადრინდელი კურსი, თუმცა, არის გარკვეული სიახლეები, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ- ეკონომიკურ სფეროებში.
სიახლეა, რომ ხუთწლიან პერიოდში ეროვნული უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მთავრობა გეგმავს NATO-ში გაწევრიანებას და ტერიტორიული და სამოქალაქო რეინტეგრაციის დასრულებას, აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზაციას.
პროგრამაში ავტონომიურადაა წარმოდგენილი „ეროვნული კეთილდღეობისა“ და „მოსახლეობის კეთილდღეობის“ მიზნები და ამოცანები, თუმცა, ჩემის აზრით, სადავოა კეთილდღეობის ამგვარი კლასიფიკაცია, რადგან როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მაკროეკონომიკური პოლიტიკა დაუსაბუთებლადაა გაიგივებული ეროვნული კეთილდღეობის კატეგორიასთან.
სამთავრობო პროგრამის „ეროვნული კეთილდღეობის“ ბლოკში, რომელიც, როგორც აღინიშნა, ასახავს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ძირითად ამოცანებს, სიახლეა ე.წ. „მომავალი თაობის ფონდის“ და „სტაბილური განვითარების ფონდის“ შექმნა, რომლებშიც მოხდება სავალდებულო საბიუჯეტო პროფიციტის და საპრივატიზაციო შემოსავლების აკუმულირება. „მომავალი თაობების ფონდში“ შევა ფისკალური პროფიციტის 25 პროცენტამდე და კაპიტალური შემოსავლების 75 %25, რითაც მასში აკუმულირებული იქნება მინიმუმ 3 მილიარდი ლარი. ფონდის თანხები დაიხარჯება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის და სხვა ეროვნული მასშტაბის გამოწვევების შემთხვევაში. „სტაბილური განვითარების ფონდში“ განთავსდება საბიუჯეტო პროფიციტის 30 პროცენტამდე და კაპიტალური შემოსავლების 25 პროცენტი. ფონდში დაგროვდება 2 მილიარდ ლარამდე. „მომავალი ფონდის“ მართვას განახორციელებენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, ხოლო „სტაბილური განვითარების ფონდისას“ - საქართველოს ეროვნული ბანკი.
ამ ბლოკში მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა ბიუჯეტისთვის პროფიციტულობის სავალდებულო ხასიათის მინიჭება, რომელმაც ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 0,5 პროცენტი უნდა შეადგინოს.
საქართველოს გადაქცევა საერთაშორისო საფინანსო ცენტრად წარმოადგენს ამ ბლოკის მესამე რევოლუციურ სიახლეს. ამის რეალიზაცია მოხდება საფინანსო- საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის გზით.
ბლოკი „მოსახლეობის კეთილდღეობა“ თავისი მასშტაბებით და სიღრმისეულობით განსხვავებულია წინა სამთავრობო პროგრამებისგან. საუბარია მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებათა კომპლექსზე და ამ კუთხით საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვან ზრდაზე.
ბლოკში „ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა“ დაფიქსირებულია ის ძირითადი ამოცა ნები, რომლებიც წინა სამთავრობო პროგრამებში იყო ასახული ან კიდევ, რომელთა განხორციელება პრაქტიკულად დაწყებულია. ნაწილობრივ სიახლედ შეიძლება იქნას მიჩნეული ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ამოქმედება, რომელიც მოიზიდავს 1,5 მლრდ ინვესტიციას და დაასაქმებს 20000 ადამიანს.
ბლოკში „სოფლის მეურნეობა და ბუნებრივი რესურსები“ სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს მთავრობის მიერ ბუნებრივი რესურსების მართვის ბერკეტების კერძო სექტორისათვის გადაცემა.
მიზნების და ამოცანების წრე, რომლებსაც სათანადოდ ან საერთოდ არ ჰპოვეს ასახვა სამთავრობო პროგრამაში. ნებისმიერი პროგრამა მისი კლასიკური გაგებით ნიშნავს დასახულ, გათვალისწინებულ სამუშაოთა გეგმას, გაწერილს დროსა და შემსრულებლების ჭრილში. ახალი სამთავრობო პროგრამა არასრულად, მაგრამ დროში (5 წელი) მაინც გაწერილია, თუმცა არაა გახსნილი რომელი ამოცანა რომელ წელს დასრულდება. რაც შეეხება პროგრამის სივრცობრივ- შემსრულებელთა ჭრილში გაწერას, იგი სამწუხაროდ, არ იქნა საჭიროდ მიჩნეული, რაც მის გამჭვირვალებას და შემსრულებელთა პასუხისმგებლობას ამცირებს. კომპლექსურობის პრინციპიდან გამომდინარე კი ახალი სამთავრობო პროგრამა, წინა პროგრამებისაგან უფრო მოკრძალებულია. მართალია, იგი ახალ ამოცანათა დასახვის მხრივ უფრო გაბედული და შეიძლება ითქვას, ინოვაციური ხასიათისაა, მაგრამ კომპლექსურობის მხრივ ნამდვილად ჩამორჩება ყველა წინა სამთავრობო პროგრამებს. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა შემდეგი გარემოებები:
მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნა რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, თუმცა პროგრამაში სათანადოდ არაა ასახული ამ კუთხით არსებული ამოცანები. კერძოდ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: რეგიონალური გამოთანაბრების პრობლემა, დეპრესიული და მაღალმთიანი რეგიონების პრიორიტეტული აღორძინება, მოსახლეობის ცხოვრების დონის ტერიტორიული დიფერენციაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის განვითარება და ა.შ.
მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნა აგრეთვე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რაც როგორც ჩანს, ამ პრობლემის განსაკუთრებული მნიშვნელობითაა განპირობებული. პროგრამაში არაფერია ნათქვამი მომავალ ხუთწლედში მოსახლეობის აღწერის როლზე და ამოცანებზე, დიასპორის აღრიცხვაზე და საერთოდ საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 2006 წელს 2005 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 82,8 ათასით, ხოლო 2007 წელს 2006 წელთან მიმართებაში - 96,0 ათასით, სულ ორ წელიწადში ზრდამ შეადგინა 178,8 ათასი კაცი. სამთავრობო პროგრამა კი 5 წელიწადში ითვალისწინებს სულ 150 ათასიან ზრდას, როცა ძნელი დასასაბუთებელია ან უზუსტობას აქვს ადგილი. რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულთა რიცხვის გადაჭარბებას ემიგრირებულთა რაოდენობასთან, ამის ზუსტი აღრიცხვა ფაქტობრივად შეუძლებელია, რამდენადაც დღემდე ასეთი სახის ოფიციალური სტატისტიკა რეალურ სურათთან დაშორებულია.
სადისკუსიო საკითხები. დღევანდელ პირობებში ყოველმხრივ სრულყოფილი და გამართული სამოქმედო პროგრამის შემუშავება ფაქტობრივად შეუძლებელია, ამოსავალი ინფორმაციის არასრულყოფილებისა და პოლიტიკურ, სოციალურ- ეკონომიკურ მოვლენათა სწრაფად ცვალებადობისა და ალბათური ხასიათის გამო. ამიტომაც პროგრამა, მით უმეტეს, გრძელვადიანი (ხუთწლიანი) ხასიათის, ასახავს განვითარების მხოლოდ ზოგად ტრაექტორიებს და მიმართულებებს. ამ კუთხით ზოგიერთი სტრატეგიული საკითხი გზა და გზა შეიძლება გარკვეულ გადაფასებას და ტრანსფორმაციას დაექვემდებაროს.
მაგალითად, პროგრამაში აღნიშნულია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება ბოლო წლების ეკონომიკური კურსი და დინამიკა. გაგრძელდება ეკონომიკის სწრაფი ზრდა საშუა ლოდ, ყოველწლიურად 8 პროცენტით. თუ ოფიციალურ სტატისტიკას დავუჯერებთ, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში (2003-2007 წწ.) მშპ-ს საშუალო წლიური ზრდა საბაზრო ფასებში შეადგენდა 9,1 პროცენტს, რაც პროგრამაში მოცემულ დებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის ანუ რეტრასპექტული ტემპები პერსპექტიულ ტემპებთან შედარებით უფრო მაღალია. ვფიქრობ, მთავრობას ეკონომიკური ზრდის ტემპები უფრო მაღალი უნდა დაეგეგმა, თუნდაც იმ დონეზე, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს - აზერბაიჯანს და სომხეთს გააჩნია ამ ბოლო წლებში (10-12%25).
პროგრამის თანახმად, 5 წლის განმავლობაში ინფლაცია წლიურად საშუალოდ 7 პროცენტი იქნება, რისი მიღწევა ნავარაუდევია მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით (პროგრამის საწყის ეტაპზე). მონეტარული თეორიიდან და პრაქტიკიდან ცნობილია, რომ ძვირი ფულის პოლიტიკა გარკვეულწილად ამუხრუჭებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს. ჩემი აზრით, უფრო მისაღები იქნებოდა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ნაცვლად კურსი აღებულიყო ზომიერად მკაცრ ფულად- საკრედიტო პოლიტიკაზე, რაც თავსებადია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებასთან. ასევე უნდა დასახულიყო ამოცანა, ინფლაციის ეგზოგენური ფაქტორების გავლენისგან ეროვნული ეკონომიკის დაცვის მიმართულებით.
პროგრამით გათვალისწინებულია საგეგმო პერიოდში 10 მლრდ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. ვფიქრობ, ეროვნული ეკონომიკის აღორძინებისათვის უფრო მნიშვნელოვანია არა იმდენად ინვესტიციების რაოდენობა, ვიდრე ინვესტიციების სტრუქტურა, რადგან საშუამავლო ინვესტიციები მეტწილად გამოიყენება არა რეალური სექტორის ასაღორძინებლად, არამედ «აღებ- მიცემობის» კუთხით. ეს საკითხი ცალკე დისკუსიის საგანია. საქართველოში მოზიდული ინვესტიციების სტრუქტურა დღეისათვის ნაკლებად ოპტიმალურია.
პროგრამა ითვალისწინებს ბიუჯეტის მექანიკურ პროფიციტულობას. მასში საუბარია ხელოვნურ სავალდებულო პროფიციტულობაზე, რადგან საბიუჯეტო ხარჯების ნორმატივებიდან გამომდინარე, მაღალგანვითარებული ქვეყნებიც კი ვერ ადგენენ პროფიციტულ ბიუჯეტს. ხელოვნური პროფიციტულობის მიღწევა არაა პრობლემა - საბიუჯეტო ვალდებულებების სხვადასხვა ვარიაციით შეიძლება შედგენილ იქნას მეტნაკლებად პროფიციტული ბიუჯეტი. ერთის მხრივ, საბიუჯეტო ვალდებულებების შეზღუდვა უდავოდ ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახსრების ეკონომიურად ხარჯვას, მაგრამ სხვა მხრივ ამან შეიძლება წარმოშვას ახალი პრობლემები. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ დღის წესრიგში მწვავედ დგას მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ფუნქციების (რომელთა სასტარტო დონე ძალიან დაბალია), შესრულების ამოცანა, მომავალში სახელმწიფო ფინანსურ რესურსებზე მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზრდება, რაც თავის მხრივ პრობლემებს შეუქმნის პროფიციტული ბიუჯეტის შედგენას. აქ გათვალისწინებულია ფასწარმოქმნის პრობლემაც, რადგან მომავალში ფასების ზრდას ალტერნატივა არა აქვს, რადგან გაგრძელდება მსოფლიო ფასებთან დაახლოების პროცესი. ასევე, გათვალისწინებულია ეკონომიკური კანონზომიერებაც, რომლის თანახმად, ზომიერად დეფიციტური ბიუჯეტი სტიმულს აძლევს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა ბუნებრივი პროფიციტული ბიუჯეტის შედგენა, თუმცა, მომავალ ხუთწლედში ეს ფაქტობრივად შეუძლებელია.
პროგრამა ითვალისწინებს საგადასახადო წნეხის შემდგომ ლიბერალიზაციას, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 15 პროცენტამდე შემცირებას და კაპიტალზე გადასახადის მთლიანად გაუქმებას. სადავო ნამდვილად არ არის ის ფაქტი, რომ დაბალი გადასახადები ასტიმულირებს მეწარმეობრივ აქტივობას. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი, მაგრამ გასათვალისწინებელია რიგი ენდოგენური ფაქტორები. კერძოდ, დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში საგადასახადო წნეხი გაცილებით დაბალია ე.წ. „ლაფერის მრუდის“ კრიტიკულ წერტილთან შედარებით (დაახლოებით 35 პროცენტი), რაც მიგვანიშნებს, რომ ეროვნული საგადასახადო სისტემა საკმაოდ ლიბერალურია. ჩემი აზრით, დღეს მთავარი ამოცანა მდგომარეობს არა იმდენად ზოგადად საგადასახადო განაკვეთების შემცირებაში, არამედ უფრო საგადასახადო ტვირთის ოპტიმალურ გადანაწილებაში წარმოებას, მოხმარებასა და კაპიტალს შორის. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, საჭიროა დიფერენცირებული საგადასახადო განაკვეთების შემოღება, რომლითაც შესაძლებელი გახდება ეროვნული რეალური სექტორის უფრო დაჩქარებული აღორძინება- განვითარება და, შესაბამისად, ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმება.
პროგრამაში მოცემული რევოლუციური ინიციატივის - საქართველოს გადაქცევა საერთაშორისო საფინანსო ცენტრად, შეფასება ძალიან რთულია, რამდენადაც მისი შინაარსი არაა ბოლომდე გახსნილი და, შესაბამისად, მრავალი კითხვა იბადება. მაგალითად, რას ნიშნავს «განთავსებული იქნება 12 მლრდ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი». სად განთავსდება? კომერციულ ბანკებში?
პროგრამის თანახმად, ექსპორტის წილი მშპ-ში მიუახლოვდება 40 პროცენტს. ამასთან, პროგრამაში არაფერია ნათქვამი, როგორი თანაფარდობა დამყარდება ექსპორტსა და იმპორტს შორის. დღეისათვის იმპორტი ექსპორტს 4-ჯერ აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს თანაფარდობა შენარჩუნდება, ქვეყანაში დასაქმების პრობლემის დაძლევა შეუძლებელი იქნება, რამეთუ მაღალი იმპორტით საქართველო ხელს უწყობს სხვა ქვეყნებში სამუშაო ძალის დასაქმებას.
პროგრამაში დასახულია ამოცანები დასაქმებისა და სიღარიბის პროგრამის დაძლევის მხრივ. ნავარაუდევია 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც უმუშევართა მხოლოდ 25-30 პროცენტს დაასაქმებს. ფაქტობრივად, დღეს უმუშევრობის დონე 3-4-ჯერ უფრო მაღალია ოფიციალური სტატისტიკის მიერ დაფიქსირებული 13,6 პროცენტიანი დონისგან. ამასთან, საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. პროგრამის ძირითადი მიზნების ჩამონათვალში მკაფიოდაა დაფიქსირებული № 1 მიზანი - „მოსახლეობის კეთილდღეობა - საქართველო სიღარიბის გარეშე“, თუმცა, პროგრამის შინაარსში საკითხი დაყენებულია უფრო ფრთხილად: „საგრძნობლად შემცირდება სიღარიბე - 5 წელიწადში სოციალური პროგრამების ბენეფიციართა 50%25 მათი კეთილდღეობის გაუმჯობესების გამო გამოვა ბენეფიციართა სიებიდან“. თუ ამ უკანასკნელ ფორმულირებას დავეთანხმებით, გამოდის, რომ თავდაპირველი ფორმულირება „საქართველო სიღარიბის გარეშე“ მომავალ ხუთ წელიწადში ფაქტობრივად არ შესრულდება, რაც რეალურად უნდა ჩაითვალოს. სიღარიბის დაძლევას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. მისი ბუნებიდან გამომდინარე, მთლიანად სიღარიბის დაძლევა პრაქტიკულად შეუძლებელია. არ არსებობს დედამიწაზე სახელმწიფო, რომელსაც სიღარიბის პრობლემა მეტ-ნაკლებად არ აწუხებდეს, რადგან სიღარიბე ფარდობითი და მოძრავი სიდიდეა საბაზრო ეკონომიკის პირობებში. თუ პროგრამის კონკრეტული ნაწილიდან გამოვალთ, 2012 წლისათვის საქართველოში სიღარიბის დონე შენარჩუნდება 20 პროცენტის სიახლოვეს. რა თქმა უნდა, პროგრამა უფრო კონკრეტული იქნებოდა თუ მასში დაფიქსირდებოდა პროცენტებში სიღარიბის დონის, სიღარიბის სიღრმის და სიღარიბის სიმწვავის მოსალოდნელი ცვლილებები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პროგრამის სხვა დებულებებზეც შეიძლება დისკუსიის გამართვა, თუმცა, ამჯერად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება.
![]() |
9 გადავშენდებით, თუ გავიზრდებით?! რეალობა და პროგნოზი |
▲ზევით დაბრუნება |
ვაჟა კაკაბაძე,
თეუსუ-ის პროფესორი
დღევანდელი მოვლენები ადასტურებენ, რომ საქართველოსათვის რეგიონული ინტეგრაცია ის კრიტერიუმია, რომელიც უზრუნველყოფს მის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და დაიცავს მას ეკონომიკური იზოლაციის წარმოშობის საფრთხისგან. 2005 წლიდან კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესები გააქტიურდა, რაც უსაფრთხოების გარანტი იქნება მასში მონაწილე სახელმწიფოებისათვის.
ეკონომიკური უსაფრთხოების ეროვნულ და რეგიონულ განზომილებას შორის უფრო მჭიდრო კავშირია, ვიდრე, სხვა მაღალ საერთაშორისო განზომილებასთან. ეს გამოწვეულია იმით, რომ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა გაცილებით ადვილი მისაღწევია იმავე რეგიონულ დონეზე; დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკაში სახელმწიფოების მზარდი ურთიერთდამოკიდებულება უშუალო გავლენას ახდენს (ზოგჯერ აკნინებს) მცირე ქვეყნების პოლიტიკურ ავტონომიაზე, ტრადიციულ ღირებულებებსა და სოციალურ სტრუქტურაზე; ამჟამად, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ეჭვის ქვეშ აყენებს სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე უფრო ძვირფასს - ავტონომიურობას, დემოგრაფიულ ბალანსსა და კულტურულ ღირებულებებს.
ზემოთ აღნიშნულიდან აშკარაა, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს სამ სხვადასხვა ტენდენციას შორის ჭიდილი. პირველი: მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ღრმა ინტეგრირება; მეორე: რეგიონულ ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრირება და რეგიონის გარე ეკონომიკურ ურთიერთობათა შენარჩუნება; მესამე: ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ვფიქრობ, საქართველომ მეორე და მესამე ტენდენციების შესაძლო ვარიანტები უნდა გათვალოს და სწორედ მასზე ააგოს სამომავლო ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პროგრამა. ამდენად, საქართველოს უსაფრთხოების ცენტრალურ საკითხად გვევლინება, დემოგრაფიული ბალანსის უზრუნველყოფა, ეკონომიკის უწყვეტი ფუნქციონირება, ეკონომიკური სისტემების ისე განვითარება, რომ შიდა საფრთხეებისა და საერთაშორისო ურთიერთდამოკიდებულების ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება შეეძლოს.
ზემოთქმული გვაძლევს საფუძველს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამი ძირითადი ელემენტი გამოვყოთ: პოლიტიკური ავტონომიურობა, ეკონომიკის სტაბილურობა, ქვეყნის დადებითი დემოგრაფიული ბალანსის ჩამოყალიბება-შენარჩუნება.
პოლიტიკური უსაფრთხოების შენარჩუნების და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, XXI საუკუნეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მკვიდრი მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება. ამდენად, აუცილებელია არსებული ვითარების ანალიზი და მისი საპროგნოზო შედეგების გათვლა. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია არა მარტო საქართველოს, არამედ, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბარი.
2003 წლის აშშ-ს ორგანიზაციის Population Reference Bureau (PRB)-ის ანგარიშის შესაბამისად, დსთ-ის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ზრდის მკვეთრი ცვლილებებია მოსალოდნელი. განსაკუთრებულ ყურადღებას კავკასიის რეგიონის ქვეყნების პროგნოზი იქცევს. ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობა 41%25-ით გაიზრდება და 8 მლნ 200 ათასიდან 11 მლნ 600 ათასს მიაღწევს. სომხეთში ამავე პერიოდში, მხოლოდ 4%25-ანი ზრდაა მოსალოდნელი და 2050 წელს 3.2 მლნ-დან 3,4 მლნ იქნება.
PRB-ს შემაშფოთებელი პროგნოზი აქვს საქართველოს შესახებ: ექსპერტები მოსახლეობის 43%25-ით შემცირებას ვარაუდობენ, ანუ ამჟამინდელი 4,6 მლნ-დან 2,6 მლნ-მდე დაიწევს.
საყურადღებოა, რომ 1926 წელს სამხრეთ კავკასიაში ქართველები სომხებზე 253 ათასი კაცით მეტი იყო, ხოლო აზერბაიჯანელებზე - 108 ათასით. 1989 წლის აღწერის მონაცემებით, ქართველებს სომხები 107 ათასი ადამიანით აღემატებოდნენ, აზერბაიჯანელები - 1390 ათასით. ,,გაერო“ - ს სოციალურ- ეკონომიკური ინფორმაციისა და პოლიტიკური ანალიზის დეპარტამენტის შეფასებით, თუ 1990 წელს კავკასიის რეგიონის მოსახლეობაში (თურქეთის გათვალისწინებით), საქართველოს მოსახლეობის წილი 7.5%25-ს უდრიდა, 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 5%25-ზე მეტი არ იქნება. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივ ცვლილებასთან დაკავშირებით არასასიამოვნო მონაცემებს აქვეყნებს ნიუ-იორკის დემოგრაფიული ბიუროც. მათი პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობა 2025 წელს 3.6 მლნ-ის, ხოლო 2050 წელს კი, 2.5 მლნ-ის ტოლი იქნება. მაშასადამე, 50 წლის შემდეგ 2000 წელთან შედარებით შემცირდება 1.9 მლნ ადამიანით, ხოლო 1989 წელთან შედარებით 2.9 მლნ ადამიანით.
ეს მძიმე დემოგრაფიული ვითარება და, შესაბამისად, პროგნოზი, ძირითადად განპირობებულია ქვემოთ ჩამოთვლილი შექმნილი და მოსალოდნელი გარემოებებით.
არსებული მდგომარეობა: არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება. ექსპერტთა ანალიზით, ინფლაციის ტემპი 2006 წელს 14,5%25-ია (საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 8%25); მოუგვარებელია კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც მოსახლეობის დამატებით მიგრაციას იწვევს; ძვირია ბინების ახლადმშენებარე სახლებში შეძენა, გასულ საუკუნეში აშენებული ბინების უმეტესობა დანგრეული ან ავარიულია; მოუგვარებელია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაც.
მოსალოდნელი მდგომარეობა: რუსეთის მხრიდან კონფლიქტის ზონებში ვითარების დაძაბვა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური ვითარების მკვეთრი გაუარესება და ინფლაციის ზრდა; საქართველოს დარჩენილი მოსახლეობის 15%25 სამუშაოს ძიებას დაიწყებს სხვა ქვეყნებში.
ზემოთ მოყვანილი არსებული და მოსალოდნელი მდგომარეობისა და სხვა ეკონომიკური პარამეტრების ანალიზი მაინც გადამოწმებას მოითხოვს ახალი მიზეზებისა და შექმნილი ვითარების კვალობაზე. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკური მონაცემები და პროგრესიული საშუალოს გამოთვლები დემოგრაფიულ ზრდას გვკარნახობს.
მოსახლეობის ყოველწლიური ზრდა საშუალო არითმეტიკული გათვლებით 1.0017 ანუ 100,1%25-ს შეადგენს. ეს გათვლები ადასტურებს, რომ გაეროს 20-წლიანი პროგნოზი მცდარია.
გაერომ თავის დროზე პროგნოზის სამი ვარიანტი შეიმუშავა და სამივე პესიმისტურია. მაგალითად, მისი გათვლებით 2030 წელს საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ქვემოთ უნდა ჩამოვიდეს (თუმცა, ასევე არასახარბიელოა საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებიც, მაგრამ, ეს მონაცემები ძირითადად საქართველოს მოსახლეობის ემიგრაციული ფაქტორიდან გამომდინარეობს). ჩვენი გათვლებით, 2020 წელს მოსახლება გაიზრდება და 4467.5 ათასი გახდება.
საქართველოს დემოგრაფიული პროგნოზის განსაზღვრისას აუცილებელია დემოგრაფიული დაბერების პროცესისა და სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების გათვალისწინება (2002-2006 წლების პერიოდი ყველაზე უფრო კარგად ახასიათებს ქვეყნის დემოგრაფიულ აწმყოს და მომავალს).
დემოგრაფიული დაბერების პროცესი საქართველოში. საქართველო დემოგრაფიულად დაბერებული ქვეყანაა. 1997 წლისთვის ყოველი მეექვსე ადამიანი (17,3%25) 59 წელს იყო გადაცილებული, ხოლო XXI საუკუნის დასაწყისისთვის კი, ყოველი მეხუთე. ამგვარად, საქართველო აქტიურად დაბერებული ქვეყნების რიგში ჩაეწერა, ყოველივე ეს მნიშვნელოვანი სოციალურ- ეკონომიკური, მორალურ- ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე გვაყენებს.
მოსახლეობა დემოგრაფიულად დაბერებულად ითვლება, თუ 60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეთა წილი მთელი მოსახლეობის 12%25-ია. დაბერების საწყის ასაკად 60 წელი ითვლება. სიბერის ასაკის განსაზღვრა განსხვავებული იყო ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში ასაკის პირველ პერიოდიზაციას XI ს-ში ვხვდებით ცნობილი ექიმის ქანანელის ტრაქტატში „უსწორო კარაბადინი“, თითქმის იგივე პერიოდიზაციას იმეორებს XV ს-ის ექიმი ზაზა ფანასკერტელი. მათი აზრით, სიბერე 52-54 წლიდან იწყება. XXI ს-ში ხანდაზმულ ასაკის ადამიანებად ითვლებიან 74 წელს მიღწეულები, ხოლო 75 წელს გადაცილებულები მოხუცებად (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკა ციით), 90 წელს გადაცილებულები კი დღეგრძელებად.
დემოგრაფიული დაბერების პირველი ეტაპი დაკავშირებულია შობადობის შემცირებასთან, მეორე - მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდასთან.
XIX ს-ში, საქართველოში, დემოგრაფიული დაბერების პროცესი შობადობის შემცირებით დაიწყო. ეს ითვლება პირველ ეტაპად, რომელიც გაგრძელდა XX ს-ის 20-იან წლებამდე. 59 წელს გადაცილებულთა ხვედრითმა წილმა 8%25-ს გადააჭარბა და დემოგრაფიული დაბერების მეორე ეტაპი დაიწყო. გარდაცვლილთა მკვეთრი შემცირების გამო იმატა მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ. ეს იყო დემოგრაფიული ახალგაზრდობიდან დემოგრაფიულ სიბერემდე გარდამავალი პერიოდი. იგი გაგრძელდა 70-იან წლების ბოლომდე.
1970 წლიდან იწყება დემოგრაფიული დაბერების მესამე ეტაპი, რომელიც დღემდე გრძელდება. იგი მოიცავს მოსახლეობის ბუნებრივ და იძულებით მიგრაციულ პროცესებს და მათთან დაკავშირებულ ახალ სქესობრივ- ასაკობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ამ დროიდან საქართველოს მოსახლეობა გადასცილდა დემოგრაფიული სიბერის ზღვარს (12%25), 59 წელს გადაცილებულთა შორის გარდაცვლილთა ზრდის ხარჯზე იზრდება გარდაცვლილთა ზოგადი მაჩვენებელი, დაბერების ტემპიც შედარებით სტაბილური ხდება.
1992 წელს დაწყებულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარემო - მოსახლეობამ დროის უმცირეს მონაკვეთში მიაღწია დემოგრაფიის დაბერების მაღალ დონეს. XX ს-ის მიწურულს ყოველი მეექვსე ადამიანი 59 წელსაა გადაცილებული. მისი მედიანური ასაკი 33.7 წელია, ე.ი. მოსახლეობის ნახევარი აღნიშნულ ასაკზე უხნესია. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდის გამო დაბერებულ მოსახლეობაში იზრდება მოხუცთა კონტიგენტი (75-89), თუმცა, ხანდაზმულები (60-74), ჯერჯერობით, ყველაზე მსხვილ ასაკობრივ ჯგუფს შეადგენენ.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც დემოგრაფიული დაბერება ქმნის, საპენსიო ასაკის მოსახლეობის მატებაა, რასაც მოსდევს შრომისუნარიანთა ხვედრითი წილის შემცირება და დასაქმებულთა ეკონომიკური დატვირთვის ზრდა. ეს თავის მხრივ, იწვევს ეროვნული შემოსავლის ზრდის ტემპის შენელებას და, შესაბამისად, ცხოვრების პირობების გაუარესებას. მოსახლეობის დაბერებულ კონტიგენტს, თავისი შრომითი ასაკის შესაბამისად, აქვს კონსტიტუციური უფლება, განსაზღვროს თავისი შემდგომი ცხოვრების წესი. მითუმეტეს, რომ პროფესიული დაბერება არ ემთხვევა ბიოლოგიურ დაბერებას. პროფესიული შრომისუნარიანობა უფრო ნელა ქვეითდება, ვიდრე ზოგადად შრომისუნარიანობა. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება დაბერებული მოსახლეობის მიერ შრომითი დასაქმების მოთხოვნისა და დასაქმების უზრუნველყოფის აუცილებლობა.
მოსახლეობის დაბერებული კონტიგენტის ზრდა ამწვავებს თაობათა შორის ბრძოლას: ახალგაზრდობა საზოგადოებაში თავისი ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვის, საპენსიო ასაკს მიღწეულები კი, დაკავებული ადგილის შენარჩუნებას ცდილობენ. თუმცა, საპენსიო ასაკის შემცირება სახელმწიფოსათვის წამგებიანია, ვინაიდან ეზრდებათ: სამედიცინო მომსახურების, სოცუზრუნველყოფისა და სხვა ხარჯები.
ამდენად, საპენსიო კანონმდებლობის შექმნისას და დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებისას, სასურველია გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული კრიტიკული დემოგრაფიული ვითარება, რაც უხლოეს ათწლეულში მოსახლეობის სქესობრივ- ასაკობრივ სტრუქტურაზეც აისახა. აუცილებელია: სამი და მეტი შვილის სტიმულირება; სამშვილიანი დედისათვის 55 წლის ასაკში 20 წლიანი სამუშაო სტაჟის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა (სამ შვილზე მეტის ჰყოლის შემთხვევაში კი, წანამატით - პენსიის 20%25), მარტოხელა მოხუცებულთათვის ცენტრებისა და უფასო სამედიცინო პუნქტების გახსნა.
რას გვპირდება ეკონომიკა?
2011 წლისათვის საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების სოციალურ- ეკონომიკური საპროგნოზო მონაცემები, უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ 2050 წლისათვის ქართველი ერის დემოგრაფიული ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდება. საქართველოს სოციალურ- ეკონომიკური საპროგნოზო მაჩვენებლები (წყარო: საქართველოს ეკონომიური განვითარებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროები), შემდეგნაირად გამოიყურება:
მთლიანი შიდა პროდუქტი. საშუალოვადიან პერიოდში ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 7-7.5%25-ის ფარგლებშია ანსაზღრული.
ინვესტიციები და სამომხმარებლო ხარჯები. 2007 წლის შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში კერძო ინვესტიციებს ზრდის ტენდენცია ექნება და 2011 წლისათვის მშპ-ის 29%25- ს გადააჭარბებს. ამასთან, 2008-2011 წლებში სამომხმარებლო ხარჯების რეალური მოცულობა გაიზრდება, ხოლო მის წილობრივ დონეს მშპ-თან მიმართებაში კლების ტენდენცია ექნება.
სავაჭრო ბრუნვა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. მთავრობის წინასწარი გათვლებით, 2011 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობითი მაჩვენებელის მნიშვნელობა -19%25-ის ფარგლებში იქნება.
მონეტარული სექტორი. 2008-2011 წლისათვის სამომხმარებლო ფასების საშუალო წლიური ცვლილება 5-7%25-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. მთავრობის ვარაუდით, ამავე პერიოდში მოსალოდნელია ფულის მიმოქცევის სიჩქარის შემცირებაც, როგორც M3-თვის, ისე M2-თვის, ხოლო ფულის მულტიპლიკატორებისათვის კი ზრდის ტენდენციას გვიწინასწარმეტყველებენ.
დასაქმება და უმუშევრობა. პროგნოზული შეფასებით, 2011 წლისათვის, 2006 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.0-2.5%25-ი პუნქტით შემცირდება. ეს მაჩვენებელი საყურადღებოა დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღების თვალსაზრისით და დამაიმედებელია. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ დემოგრაფიულმა ზრდამ შეიძლება გადააჭარბოს ჩვენს მიერ გათვლილ 6%25-ს.
ფისკალური პოლიტიკა 2008-2011 წლებში ითვალისწინებს: ვალის შემცირებას მშპ-ის 20%25-მდე; საბიუჯეტო ხარჯები არ გასცილდება მშპ-ის 30%25-ს; სახელმწიფო სექტორში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები სრულად მოექცევიან სტანდარტული საბიუჯეტო ანგარიშის ჩარჩოებში; ბიუჯეტის დეფიციტი არ გადააჭარბებს მშპ-ის 2%25-ს; დეფიციტის დაფინანსება არ მოხდება ეროვნული ბანკის სესხების გზით.
2008-2011 წლების შემოსავლები ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, ზრდის ტენდენციის ხასიათის მატარებელი იქნება. საპროგნოზო პერიოდში ყოველწლიურად შემოსავლებისა და გრანტების მოცულობა 14-15%25-ით გაიზრდება და 2011 წლისათვის მშპ-ის 29%25-ს გადააჭარბებს. რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლებს, მისი ყოველწლიური ნომინალური ზრდა 15-16%25-ის ფარგლებში იქნება და 2011 წლისათვის მშპ-ის 28.0%25-მდე მიაღწევს. ასევე, ვარაუდობენ - თუ წინა წლებში არაპირდაპირი გადასახადების მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა პირდაპირი გადასახადების მოცულობას, 2008-2011 წლებში პირდაპირი გადასახადების ზრდის ტემპები გადააჭარბებს არაპირდაპირი გადასახადების ზრდის ტემპებს და მათი მოცულობები ერთმანეთს დაუახლოვდება. 2011 წლისათვის არაპირდაპირი გადასახადები მშპ-ის 15.0%25- ის, ხოლო პირდაპირი გადასახადები კი მშპ-ის 13%25-ის დონეზე იქნება.
გადასახდელები ირითადი კონომიკური ატეგორიების ჭრილში
ნაერთი ბიუჯეტი. მაკროეკონომიკური გათვლების შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების პროგნოზი მშპ-ს მიმართ 2008 წლისთვის 29.5%25, ხოლო 2009-2011 წლებისათვის - 30%25 იქნება.
საქონელსა და მომსახურებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან გასაწევი ხარჯები 2008 წლისთვის მშპ-ის 13%25 იქნება, ხოლო 2009 წლისთვის მთავრობის გაანგარიშებით მშპ-ს მიმართ 13.9%25-მდე, 2010 წლისთვის - 14.1%25-მდე, ხოლო 2011 წლისათვის - 14.7%25-მდე გაიზრდება.
სუბსიდიებისა და ტრანსფერების მუხლით გასაწევი ხარჯების მოცულობა 2008 წლისათვის ნავარაუდევია მშპ-ს მიმართ 8.8%25-ის დონეზე, 2009 წლისთვის - 8.7%25-ს არ გაცდება, 2010 წლისთვის 8.4%25-ს, ხოლო 2011 წლისთვის - 7.9%25-ის დონეზე ჩამოყალიბდება.
კაპიტალური ხარჯების წილი მშპ-ს მიმართ 2008 წლისთვის 7.1%25-ს გაუტოლდება. ხოლო, 2009-2011 წლებში კი - 7.0%25-ის დონეზე ჩამოყალიბდება.
პროცენტების დასაფარად გაწეული ხარჯები 2009 წელს 0.5%25-ის, ხოლო 2010-2011 წლებში 0,4%25-ის ფარგლებში განისაზღვრა.
სახელმწიფო ბიუჯეტი: გადასახდელები 2008 წლისთვის საანგარიშო პერიოდის მშპ-თან მიმართებაში განსაზღვრულია 26.3%25, 2009 წლისთვის - 26.8%25, 2010 წლისთვის - 26.7%25, ხოლო 2011 წლისთვის 26.6%25-ის დონეზე. ეკონომიკური კატეგორიების მიხედვით, გადასახდელებისა და ხარჯების 2008-2011 წლებზე გადანაწილება შემდეგნაირადაა განსაზღვრული:
შრომის ანაზღაურების მუხლით გასაწევი ხარჯების ოდენობა 2008 წელს მშპ-ს მიმართ 3.2%25-ის, 2009 წელს 3.2%25-ის, 2010 წელს 3.1%25-ის, ხოლო 2011 წელს კი 3%25-ის დონეზეა ნავარაუდევი.
სუბსიდიებისა და ტრანსფერების მუხლით გასაწევი ხარჯების ოდენობა 2008 წელს მშპ-ს მიმართ 11%25-ის, 2009 წელს 11.3%25-ის, 2010 წელს 10.9%25-ის, ხოლო 2011 წელს კი 10.4%25-ის დონეზეა ნავარაუდევი.
კაპიტალური ხარჯები 2008 წლისათვის მშპ-ს მიმართ 5%25- ის, ხოლო 2009-2011 წლებისათვის 4.9%25-ის დონეზეა ნავარაუდევი.
ადგილობრივი ბიუჯეტი: გადასახდელები 2008-2011 წლებისათვის ზრდის ტენდენციითაა განსაზღვრული. კერძოდ, 2008 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები მშპ-ს 6%25 იქნება, ხოლო 2009-2011 წლებში 6.3-6.4%25-ის დონეზე შენარჩუნდება.
შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული ხარჯები ადგილობრივ ბიუჯეტში 2008-2011 წლებში მშპ-ის მიმართ 0.5%25-ის დონეზეა განსაზღვრული.
სხვა საქონელსა და მომსახურების მუხლით ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 2008 წელს იგეგმება ხარჯები მშპ-ის 2.8%25-ის, ხოლო 2009 წელს 3.3%25-ის ოდენობით, 2010-2011 წლებში კი, შესაბამისად, 3.2 და 3.3%25-ის დონეზე შენარჩუნებით.
სუბსიდიებისა და ტრანსფერების მუხლით გასაწევი ხარჯების ოდენობა 2008-2010 წლებში მშპ-ს მიმართ 0.6%25-ის, ხოლო 2011 წელს 0.5%25-ის დონეზე ჩამოყალიბდება.
კაპიტალური ხარჯების მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 2008-2011 წლებისათვის მშპ-ს მიმართ 2.1%25-ის დონეზე ჩამოყალიბდება. სახელმწიფო ვალის სტრატეგია: საგარეო ვალის მომსახურება 2008-2011 წლებში გაანგარიშებულია შემდეგი დაშვებებით: გათვალისწინებულია საგარეო ვალის რესტრუქტურირების პარიზის კლუბის 2001, 2004 წლების შეთანხმებათა პირობები; არაა ასახული მომავალში ასაღებ ვალდებულებათა საპროგნოზო მაჩვენებლები; ნავარაუდევია, რომ თურქმენეთის ვალი სრულად დაიფარება 2008 წლის დასაწყისში.
საშინაო ვალის მდგრადობა და სტრატეგია: სამოქმედო გეგმა: ე.წ. „ისტორიული ვალების“ სრული ინვენტარიზაცია და რაციონალური ანაზღაურების მექანიზმის განხორციელება.
მოსალოდნელი შედეგი: 2030 წლის 16 მარტამდე განხორციელდება ეროვნული ბანკის მიმართ მთავრობის დავალიანებისა და მომავალი 20-25 წლების განმავლობაში „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებული სავალო ვალდებულებების სრული დაფარვა.
რეფორმების მოსალოდნელი მიღწევები 2008-2011 წლისთვის და 2050 წლის შემდეგ
საქართველოს მთავრობის მიერ პრიორიტეტული მიმართულებებისა და შესაბამისი რეფორმების განხორციელების შემთხვევაში, ჩვენი მოსაზრებით, ქვეყანა მიაღწევს:
2011 წელს დემოგრაფიული ვითარება პოზიტიურ მხარისკენ შემოტრიალდება და 2050 წლისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ქართველები არ იქნებიან მიჩნეული როგორც გადაშენების ზღვართან მისული ერი, ამასთან, აღნიშნული პერიოდის რეფორმები ხელს შეუწყობს კონფლიქტური კერების აღმოფხვრას და სახელმწიფო იურისდიქციის გავრცელებას მის მთელ ტერიტორიაზე; ინტეგრაციული პროცესების გააქტიურებას და მასში საქართველოს როლის ზრდას; სახელმწიფო მართვისა და ხარჯვის მაღალეფექტურობას (ელექტრონული მთავრობა); ეროვნულ ტრადიციებსა და საერთაშორისო სამართლიანობის პრინციპზე დამყარებული მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას; დეცენტრალიზებულ უფლებებსა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე დამყარებულ თვითმმართველობის ორგანოების შექმნას; ქმედუნარიანი თავდაცვითი სისტემის და სამხედრო ინდუსტრიის ჩამოყალიბებას; რაციონალური სამართალდამცავი სისტემის ჩამოყალიბებას და ქვეყანაში საზოგადოებრივი კონტროლის ამაღლებას; ეკონომიკური თავისუფლების ამაღლებას და ვირტუალური სოციალურ-ეკონომიკური სარგებლიანობის განსაზღვრას; ეკონომიკურ მიუკერძოებლობას და მინიმალურ ჩარევას; ქვეყნის ეკოლოგიური ვითარების გათვალისწინების საფუძველზე მცირე ელექტროენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბებას და ბუნებრივი ენერგორესურსების რაციონალურ გამოყენებას; მომხმარებელზე ორიენტირებულ მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შექმნას; ფინანსურ მდგრადობას და წამახალისებელ საინვესტიციო გარემოს; ეკონომიკურად დეპრესიული რაიონების გამოთანაბრებას (2011 წ.) და მათი ეკონომიკურად აქტიურ ზონებად გადაქცევას; ეკოლოგიურად დაბინძურებული კერების აღმოფხვრას და მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფების უგულებელყოფას; სიღარიბის დონის მაქსიმალურ შემცირებას (2011 წ.) და შიდა ეკონომიკური პოტენციალის საფუძველზე უმუშევრობის დონის 10%25-მდე შემცირებას (2050 წ.); ეროვნულ ფასეულობებზე დამყარებული და მსოფლიო მოთხოვნების გათვალისწინებით მდგრადი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებას; მაღალი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების და ლაბორატორიების შექმნას; კონკურენტუნარიანი კულტურულსაგანმანათლებლო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას; ღია და ტოლერანტული გარემოს შექმნას; ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის გაზრდას (2011 წ.) და მასში სრულ გაერთიანებას.
ზემოთ მოცემული შედეგების მისაღწევად საქართველოს საპატრიარქოს, ხელისუფლების, მთავრობის, საზოგადოებისა და ყველა პიროვნების მოქმედების ცენტრში უნდა იყოს პრინციპები: ერის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება; მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცება; პიროვნული თავისუფლების აღიარება და მისი ძირითადი უფლებების ხარისხის ზრდა; პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება; მცირე და საშუალო სამეწარმეო საქმიანობის განვითარება; ტერიტორიული მთლიანობის სრული და უმოკლეს პერიოდში აღდგენა. ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების აღსრულების მიზნით, საპატრიარქომ, კერძო და სამთავრობო ორგანიზაციებმა, ცალკეულმა პიროვნებებმა უნდა უზრუნველყონ თავისი მასშტაბური, მცირე და მოკლევადიანი საქმიანობის მისადაგება შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებთან:
,,მცირე და მოკლევადიანი საქმიანობა“. ყოველი ინიციატივა და საქმიანობა უნდა გამომდინარეობდეს რელიგიის, ერის და სახელმწიფოს ინტერესებიდან. გადაწყვეტილების ალტერნატივების არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს უახლოეს პერიოდში მიღებულ სარგებლიანობას.
,,სასარგებლო და დემოკრატიული საქმიანობა“. ყოველი ინიციატივა და საქმიანობა უნდა გამომდინარეობდეს რაციონალური მომგებიანობის პრინციპიდან, რომელიც მიიღწევა და გულისხმობს: საქმიანობის გამჭვირვალობას დასაშვებ ნორმამდე; მაღალ სამოქალაქო კონტროლს: უწყებათა საჯარო ანგარიშვალდებულებას; მმართველობის დეცენტრალიზაციას და მმართველობის დაბალ იერარქიულ საფეხურზე კომპეტენციათა დონის ამაღლებას.
,,მიზნობრივი პროგრამები“. უნდა გამომდინარეობდეს რელიგიური, დემოგრაფიული და ეკონომიკური ინტერესებიდან, მისი მიზნობრიობა მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და განპირობებული უნდა იყოს შემდეგი პრინციპებით: რესურსების და მომსახურების მიწოდება პირდაპირ მოსარგებლეზე - პრინციპით: ,,დახმარება უკავშირდება მოსარგებლეს“; ,,თანაბარი დახმარების პრინციპის» (დახმარება ყველას, მათ შორის შეძლებულებს) შეცვლა ,,სამართლიანი დახმარების პრინციპით“ (დახმარება მიზნობრივად უმწეოებს და ხელმოკლეებს).
,,მიზნობრივი ხარჯვა“ - უნდა გამომდინარეობდეს მოსალოდნელი შედეგების პრინციპიდან, კერძოდ: განსაკარგი რესურსების განაწილება ეროვნული ინტერესების შესაბამისად; ქვეყნის ფინანსური რესურსების ფრაგმენტირების შესაძლო მიზეზების აღმოფხვრა; მოქნილი და შექმნილი ვითარების ადექვატური ბიუჯეტის შემუშავება.
„კარგი პრაქტიკა“. ყოველი ინიციატივა და საქმიანობა უნდა გამომდინარეობდეს ერის და მართლმადიდებლური სარწმუნოების ინტერესებიდან, რომელიც გულისხმობს: ეროვნული ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე, საერთაშორისო პრაქტიკის, გამოცდილებების დანერგვას საზოგადოების ცხოვრებაში და ეკონომიკაში; საერთაშორისო ფინანსური რესურსების გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც შიდა რესურსები არასაკმარისია.
,,ინტერესთა თანაარსებობა“. ყოველი ინიციატივა და საქმიანობა უნდა გულისხმობდეს: ქვეყნის ერთიან ინტერესებთან შეთანხმებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობას, პირადი ინტერესების დათმობას; კავკასიის რეგიონში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესების გააქტიურებას და ამ პროცესების კვალობაზე ეროვნული და ეთნიკური ინტერესების ჰარმონიზაციას.
„რელიგიური თანაარსებობა“ ყოველი ინიციატივა და საქმიანობა უნდა გულისხმობდეს: ტრადიციული რელიგიების თანაარსებობას ძირითადი რელიგიის სახელმწიფო დონეზე აყვანის კვალობაზე.
![]() |
10 ეროვნული ბანკის „რეფორმირება“ - კორპორაციული, თუ სახელმწიფო ინტერესი? |
▲ზევით დაბრუნება |
ელგუჯა მექვაბიშვილი,
ეკონომიკის მეცნიერებათა
დოქტორი, ექსპერტი
საბანკო საკითხებში
ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ირგვლივ ბევრი დაიწერა და საინტერესო მოსაზრებებიც გამოითქვა. თუმცა, შეიძლება ამ საკითხს სხვა რაკურსითაც შევხედოთ.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცენტრალური ბანკი არის ქვეყნის საბანკო სისტემის სიძლიერის გარანტი. მის ინსტიტუციურ სიმტკიცეზე და ეფექტიან საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეროვნული ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირება და განვითარება. ცენტრალური ბანკის წარმატებითი საქმიანობის განმსაზღვრელი პრინციპია მისი დამოუკიდებლობა, რაც კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული აშშ-ში ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში. იგი საფუძვლად დაედო 1914 წელს შექმნილ ფედერალურ სარეზერვო სისტემას, ანუ აშშ-ის ცენტრალურ ბანკს და გამოიხატებოდა იმაში, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წევრები ინიშნებოდნენ და დღესაც ინიშნებიან 14 წლის ვადით. ამ ვადის ხანგრძლივობით ისინი ჩამორჩებიან მხოლოდ უზენაესი სასამართლოს წევრებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მსგავსი პრაქტიკის მიზანი ის არის, რომ მმართველთა საბჭოს წევრები, ისე როგორც მთლიანად ფედერალური სარეზერვო სისტემა, არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი და მონეტარული ხელისუფალია. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ აშშ-ში ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარეს ძალაუფლებით აღჭურვილ მეორე ადამიანად მიიჩნევენ ქვეყნის პრეზიდენტის შემდეგ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტიური მონაწილეობით დაიწერა, ამ ინსტიტუტის მაღალი დონით დამოუკიდებლობის პრინციპს ემყარებოდა. საქართველოს წინა ხელისუფლება (მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონი 1995 წელს შეიქმნა და მასში პერიოდულად შედიოდა შესწორებები) მაქსიმალურად ცდილობდა არ შეეზღუდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ამის შედეგი კი ის იყო, რომ საყოველთაო აღიარებით ეროვნული ბანკი წლების მანძილზე წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფო ინსტიტუტს, არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკისათვის, შედარებით სტაბილურ 1996-97 წლებში, არამედ მოგვიანებით დაწყებულ მწვავე საბიუჯეტო კრიზისის პირობებშიც. ეროვნული ბანკის სიმყარის, დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მკაცრი გამოცდა მოხდა 1998 წლის სექტემბერში. სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში 1997 წელს დაწყებულმა მწვავე საფინანსო კრიზისმა 1998 წელს რუსეთის საფინანსო და განსაკუთრებით საბანკო სფეროს კოლაფსი გამოიწვია. რუსეთიდან კრიზისმა საქართველოს საბანკო სისტემაშიც შემოაღწია და სექტემბრის პირველსავე შაბათ- კვირას, როდესაც თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა დაკეტილი იყო, ლარის კურსმა კატასტროფული ვარდნა დაიწყო. მთლიანად საბანკო სფეროში შეიქმნა ძალიან სახიფათო სიტუაცია. აშკარად გამოიკვეთა საბანკო პანიკის წარმოქმნის საფრთხე, რომელსაც შეეძლო დაენგრია ჩამოყალიბების პროცესში მყოფი და ჯერ კიდევ სუსტი საბანკო სისტემა. სიტუაციიდან გამოსვლა მოხერხდა მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ბანკის, მთავრობისა და კომერციული ბანკების შეთანხმებული, გაბედული და სწორი მოქმედების შედეგად. სიტუაციას მართავდა ეროვნულ ბანკში შექმნილი ანტიკრიზისული ჯგუფი. ეროვნული ბანკის საბჭომ ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად მიიღო გადაწყვეტილება ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დოლარის ინტერვენციის შესახებ. დრომ აჩვენა, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს საბანკო სისტემა გადაარჩინა. კარგად მახსოვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის იმჟამინდელი ხელმძღვანელის უმწვავესი რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეროვნულ ბანკს საყვედურობდა სავალუტო რეზერვების გახარჯვის გამო. ზემოაღნიშნული ეპიზოდი იმისათვის გავიხსენე, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გამესვა ძირითადი დასკვნისთვის: ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არის მისი წარმატებული და ეფექტიანი ფუნქციონირების საფუძველი და აუცილებელი პირობა.
სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის აშკარა საფრთხე გამოჩნდა. მავანთა დაჟინებული მცდელობით, თავდაპირველად გაჩნდა ე.წ. „სავალუტო საბჭოს ფარის“ იდეა, რომლის საფუძვლიანი ანალიზი პროფესორმა ლადო პაპავამ შემოგვთავაზა. მან გააკეთა დასკვნა, რომ ეს სტრუქტურა არ შეიძლება გამოდგეს ეროვნული ბანკის სრულფასოვან შემცვლელად. ამ იდეის პრაქტიკული განხორციელება ვერ მოხერხდა და რა იყო ამის მიზეზი, ამაზე დანამდვილებით რამის თქმა ძნელია. შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ იგი ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა თვით პარლამენტის შიგნით. დღეს იგივე ჯგუფი, გაცილებით გაძლიერებული შემადგენლობით, ეროვნული ბანკის დაკნინების ახალ მოდელს გვთავაზობს. მრავალ «ნოვაციათა» შორის, რასაც ეს იდეა შეიცავს, ჩემის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი: პირველი, ნავარაუდევია ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან კომერციული ბანკების ზედამხედველობის სამსახურის გამოტანა, რაც არ არის სწორი მოსაზრება. ჯერ ერთი, შეიძლება თამამად ითქვას, რომ აქამდე ეროვნული ბანკი მთლიანობაში წარმატებით ახორციელებდა საზედამხედველო ფუნქციას და მეორე, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ცენტრალური ბანკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა კომერციული ბანკების რეგულირება და მთლიანად საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. არსებობს ამ პრაქტიკიდან მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი, მაგრამ რატომ უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ გამონაკლისით? ბ-ნი ლადო პაპავა მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის დაკნინებას, მის ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტად გადაქცევას მოასწავებს კანონპროექტში გაკეთებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა დატოვოს თანამდებობა ქვეყანაში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში. ამ მოსაზრების არგუმენტად გვთავაზობენ ე.წ. პროფიციტული ბიუჯეტის დაკანონებას. ერთი შეხედვით, აქ თითქმის ყველაფერი ლოგიკურია: ფინანსთა სამინისტრო პასუხს აგებს ბიუჯეტზე, ეროვნული ბანკი კი ინფლაციაზე. თუმცა, ეს კონსტრუქცია მხოლოდ ერთი შეხედვითაა ლოგიკური და რეალისტური. სინამდვილეში კი სრულიად განსხვავებული ვითარებაა. დავიწყოთ პროფიციტის დაკანონების პრინციპიდან. აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვავოთ ეკონომიკური და იურიდიული კანონები. ეკონომიკის ფუნქციონირებას განსაზღვრავს ეკონომიკური კანონები, რომლებიც ობიექტური ხასიათისაა, იურიდიული კანონები კი ეხმარებიან ან ხელს უშლიან ამ პროცესს. პროფიციტული ბიუჯეტის დაკანონება და რეალურად მისი მიღწევა სხვადასხვა რამ არის. უამრავი ფაქტორი არსებობს, რომელმაც ბიუჯეტის პროფიციტის კანონის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. და მაინც, თუ დავუშვებთ, რომ შესაძლებელია პროფიციტული ბიუჯეტის შენარჩუნება ხანგრძლივი დროის მანძილზე, ნიშნავს კი ეს იმას, რომ ინფლაცია შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ მონეტარული მიზეზით? ვფიქრობ, რომ ეს ამას არ ნიშნავს, შემდეგი მიზეზების გამო: პირველი, ინფლაცია შეიძლება წარმოშვას არამხოლოდ მთავრობის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა, არამედ არც თუ ისე მცირე მნიშვნელობის მქონე მიკროეკონომიკურმა პროცესებმაც, რომლებთან ეროვნულ ბანკს ნაკლები შეხება გააჩნია. მეორე, გასათვალისწინებელია გარეგანი ფაქტორების საკმაოდ მნიშვნელოვანი ზეგავლენა ქვეყნის შიგნით ინფლაციური პროცესების განვითარებაზე, რომლის ზუსტი პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელია. მესამე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ე.წ. მოთხოვნის ინფლაციაც, რომელიც უპირატესად წარმოების პრობლემაა და არაა წმინდა მონეტარული. ამ პრობლემას ეროვნული ბანკი ეფექტიანად ვერ დაარეგულირებს. მეოთხე, ასევე უნდა გავითვალისწინოთ დანახარჯების ზრდისაგან გამოწვეული ინფლაციის შესაძლებლობა, რომელიც გამოიხატება მონოპოლიური ძალაუფლების მქონე გამყიდველების მიერ საქონელზე ფასების მომატებაში. ამგვარ ფაქტებს დღეს უხვად ვაწყდებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაშასადამე, ინფლაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის მიბმა ნიშნავს მის თავზე „დამოკლეს მახვილის“ ჩამოკიდებას და მთავრობის „ხელის ბიჭად“ გადაქცევას. არ მგონია, რომ ამ ტიპის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქვეყნისთვის რაიმე სარგებლობის მოტანა შეეძლოს. ჩემის ღრმა რწმენით, ეროვნული ბანკის ზემოაღნიშნული სახით რეფორმირების აუცილებლობის არავითარი ობიექტური საფუძველი დღეს არ არსებობს. მაშინ რატომ ცდილობენ ასეთი გულმოდგინებით მის განხორციელებას? ჩემი აზრით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არაფრით არ ჯდება ავტორიტარული მართვის იმ სტილში, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში დამკვიდრდა. მეორე, აშკარაა საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ჯგუფის სურვილი მსგავსი მანიპულაციების გზით თავის ხელში მოაქციოს ფინანსურ ნაკადებზე სრული კონტროლი. მესამე, სახეზეა გატარებული ღონისძიებებისადმი „სერიოზული რეფორმირების“ ელფერის მიცემის სურვილი, რითაც ძალიან არის გატაცებული ჩვენი ხელისუფლება.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩამოთვლილი მიზეზები სუბიექტური ხასიათისაა, ან სუბიექტურ მიზნებს ემსახურება. ალბათ არ იქნება სწორი, თუ მცირერიცხოვანი ჯგუფების კორპორაციულ ინტერესებს ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებს ვანაცვალებთ.
წარმატების არსი არის არა იმაში, თუ რას მიაღწიე,
არამედ რაზე თქვი უარი.
რუპერტ მერდოკი
ადამიანის მთავარი თვისებაა აზროვნება; მოდით
ვიაზროვნოთ ღირსეულად!
ბ. პასკალი
წარმატების მთავარი ფორმულაა, იცოდე,
როგორ მოექცე ხალხს.
რუზველტი
![]() |
11 როგორ გამოვიყენოთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა |
▲ზევით დაბრუნება |
ლევან გრიგალაშვილი,
ეკონომიკის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი
რამდენიმე წელია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში ფუნქციონირებენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. მათი საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხებზე ეკონომიკურ ლიტერატურასა და სახელმძღვანელოებში არაფერია ნათქვამი.
ცნობილია, რომ ცალკეული სამეურნეო სუბიექტები, მაგალითად, საბიუჯეტო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები თავიანთი საქმიანობის სპეციფიკით გამოირჩევიან.
არასამეწარმეო იურიდიულ პირთა საქმიანობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მათი ძირითადი მიზანი არ არის მოგების მიღება. ისინი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი ორგანიზაციული წარმონაქმნებია. თუმცა, მათ სამეწარმეო საქმიანობისა და შესაბამისად მოგების მიღების უფლებაც აქვთ. სწორედ ამ თავისებურებათა გამო, არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის შემოღებულია შესაბამისი ანგარიშთა გეგმა.
არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ-ის) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტში მითითებულია, რომ იგი შემუშავებულია ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის, რომლებიც არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. იქვე აღნიშნულია, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირები, რომლებიც თავიანთ ძირითად საქმიანობასთან ერთად ახორციელებენ სამეურნეო ფუნქციებს, ბუღალტრულ აღრიცხვაში ამ სტანდარტთან ერთად იყენებენ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს (ბასს). ამასთან, აღსანიშნავია, რომ, თუ აიპ-ის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი ვერ უზრუნველყოფს ამა თუ იმ სააღრიცხვო ობიექტის მიმართ მოთხოვნას, მაშინ, გამოყენებული უნდა იქნეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები.
აიპ-ის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტსა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმაზე დაყრდნობით, არასამეწარმეო და სამეწარმეო საქმიანობის აღრიცხვის უნიფიცირების მიზნით, შესაძლებელია გამოვიყენოთ ჩვენს მიერ შემუშავებული ქვემოთ მოცემული მოდიფიცირებული ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
აქტივები
1. მიმდინარე აქტივები
11 ფული სალაროში
1110 ეროვნული ვალუტა სალაროში
1120 უცხოური ვალუტა სალაროში
12 ფული საბანკო ანგარიშებზე
1210 ეროვნული ვალუტა ბანკში
1220 უცხოური ვალუტა ბანკში
13 მოკლევადიანი ინვესტიციები
1310 მოკლევადიანი ინვესტიციები
14. მოკლევადიანი მოთხოვნები
1410 მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან
1420 მოთხოვნები პერსონალის მიმართ
1430 გადახდილი ავანსები
1440 მოთხოვნები ორგანიზაციის წევრების მიმართ
1450 მოთხოვნები დონორების მიმართ
1460 გადახდილი დღგ
1490 სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები
16 მატერიალური მარაგი
1610 ნედლეული და მასალები
1620 მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები
1630 საქონელი
1640 მზა პროდუქცია
1650 სხვა მატერიალური მარაგები
17 წინასწარ გაწეული ხარჯები
1710 წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა
1720 სხვა წინასწარ გაწეული ხარჯი
18 დარიცხული მოთხოვნები
1810 მისაღები დივიდენდები
1820 მისაღები პროცენტები
1890 სხვა დარიცხული მოთხოვნები
19 სხვა მიმდინარე აქტივები
1910 სხვა დარიცხული მოთხოვნები
2. გრძელვადიანი აქტივები
21 ძირითადი საშუალებები
2110 მიწის ნაკვეთები
2120 შენობა- ნაგებობები
2130 ოფისის აღჭურვილობა
2140 სატრანსპორტო საშუალებები
2150 დაუმთავრებელი მშენებლობა
2160 სხვა ძირითადი საშუალებები
2190 იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა
22 ძირითადი საშუალებების ცვეთა
2210 შენობა- ნაგებობების ცვეთა
2220 ოფისის აღჭურვილობის ცვეთა
2230 ავეჯისა და სხვა ინვენტარის ცვეთა
2240 სატრანსპორტო საშუალებების ცვეთა
2290 იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობის ცვეთა
22 გრძელვადიანი მოთხოვნები
2310 ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული მოთხოვნები
2390 სხვა გრძელვადიანი მოთხოვნები
23 გრძელვადიანი ინვესტიციები
2410 მონაწილეობა სხვა საზოგადოებაში
2490 სხვა გრძელვადიანი ინვესტიციები
25 არამატერიალური აქტივები
2510 არამატერიალური აქტივები
2520 არამატერიალური აქტივების ცვეთა
ვალდებულებები
3. მიმდინარე
31 მოკლევადიანი ვალდებულებები
3110 მიწოდებიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
3120 გადასახდელი ხელფასები
3130 საიჯარო გადასახდელები
3140 ვალდებულებები პერსონალის წინაშე
3150 ვალდებულებები დონორების წინაშე
3190 სხვა მოკლევადიანი ვალდებულებები
32 მოკლევადიანი სესხები
3210 მოკლევადიანი სესხები
3220 გრძელვადიანი სესხების მიმდინარე ნაწილი
33 საგადასახადო ვალდებულებები
3310 გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი
3330 გადასახდელი დღგ
3340 გადასახდელი მოგების გადასახადი
3350 გადასახდელი ქონების გადასახადი
3390 სხვა საგადასახადო ვალდებულებები
34 დარიცხული ვალდებულებები
3410 გადასახდელი პროცენტები
3490 სხვა დარიცხული ვალდებულებები
4. გრძელვადიანი ვალდებულებები
41 გრძელვადიანი ვალდებულებები
4110 გრძელვადიანი სესხები
4120 ვალდებულებები ფინანსურ იჯარაზე
42 ანარიცხები
4210 საპენსიო უზრუნველყოფის ანარიცხები
4220 სხვა ანარიცხები
43 სხვა გრძელვადიანი ვალდებულებები
4310 განსაკუთრებული საწევრო შენატანები
4320 სხვა გრძელვადიანი ვალდებულებები
5. ფონდები
51 შეუზღუდავი ფონდი
5110 დაგროვილი საერთო ფონდი 5120 საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შედეგი
5130 დაგროვილი შემოსავლების ნამეტი
5140 დაგროვილი დეფიციტი
5150 მოგება- ზარალი სამეწარმეო საქმიანობიდან
5160 გაუნაწილებელი მოგება
5170 დაუფარავიზარალი
52 დროებით შეზღუდული ფონდი
5210 ფულადი ფონდი
5220 გრძელვადიანი აქტივების ფონდი
5230 მოკლევადიანი აქტივების ფონდი
5240 პროექტების მხარდაჭერის ფონდი
53 მუდმივად შეზღუდული ფონდი
5310 ფულადი ფონდი
5320 გრძელვადიანი აქტივების ფონდი
შემოსავლები და ხარჯები
6. შემოსავლები
61 საოპერაციო შემოსავლები
6110 საწევრო შენატანები
6120 შემოწირულობები
6130 ათვისებული გრანტები
6140 შემოსავალი რეალიზაციიდან
6150 მომავალი პერიოდის შემოსავლები
6190 სხვა საოპერაციო შემოსავლები
7. ხარჯები
71 საოპერაციო ხარჯები
7110 ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები
7120 სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები
7190 სხვა საოპერაციო ხარჯები
72 საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები
7210 ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები
7220 სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები
7290 სხვა საერთო ხარჯები
73 არასაოპერაციო ხარჯები
7310 საპროცენტო ხარჯები
7320 არასაოპერაციო ზარალი
7390 სხვა არასაოპერაციო ხარჯები
8. განსაკუთრებული შემოსავლები და ხარჯები
81 განსაკუთრებული შემოსავლები და ხარჯები
8110 განსაკუთრებული შემოსავლები
8120 განსაკუთრებული ხარჯები
წარმოდგენილ ანგარიშთა გეგმა რვა განაყოფისაგან შედგება. ესენია: მიმდინარე აქტივები, გრძელვადიანი აქტივები, მიმდინარე ვალდებულებები, გრძელვადიანი ვალდებულებები, ფონდები, შემოსავლები, ხარჯები, განსაკუთრებული შემოსავლები და ხარჯები. როგორც ვხედავთ, აქტივებისა და ვალდებულებების პერიოდიზაცია (მოკლევადიანად და გრძელვადიანად) ბასს-ების ანალოგიურადაა წარმოდგენილი.
მოცემულ ანგარიშთა გეგმის სპეციფიკას წარმოადგენს მასში ისეთი განაყოფის და შესაბამისად, ბუღალტრული ანგარიშების არსებობა, როგორიცაა: ფონდები, მაგალითად, ანგარიში 5110 „დაგროვილი ფონდი“ - განკუთვნილია ისეთი სახსრების აღსარიცხავად, რომელიც არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა მიიღო გრანტის სახით, თავისი ძირითადი ფუნქციის განსახორციელებლად. ანგარიში 5120 „საანგარიშო პერიოდის საქმიანობის შედეგი“ გვიჩვენებს აიპ-ის საქმიანობის შედეგს. ეს შედეგი შეიძლება იყოს შემოსავლების გადამეტება ხარჯებზე ან ხარჯების გადამეტება შემოსავლებზე, თუმცა ძირითადი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ეს არ იქნება მოგება ან ზარალი. მოგება-ზარალის აღსარიცხავად შემოღებულია ანგარიში 5150 „ზარალი სამეწარმეო საქმიანობიდან“, ანუ ეს ანგარიში გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც არასამეწარმეო იურიდიული პირი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და შესაბამისად, ამ საქმიანობიდან მიღებულ ფინანსურ შედეგებს განსაზღვრავს.
ანგარიში 52 - „დროებით შეზღუდული ფონდი“ მოიცავს ისეთ ანგარიშებს როგორიცაა: 5210 „ფულადი ფონდი“, 5220 „გრძელვადიანი აქტივების ფონდი“, 5240 „პროექტების მხარდაჭერის ფონდი“ აიპ-ის შემოსავლების ამსახველი ანგარიშები დაყოფილია „საოპერაციო შემოსავლებად“ და „სხვა შემოსავლებად“. საოპერაციო შემოსავლებს მიეკუთვნება ისეთი ანგარიშები, როგორიცაა: 6110 „საწევრო შენატანები“, 6120 „შემოწირულობები“. რაც შეეხება 6130 ანგარიშს - „ათვისებული გრანტები“, მასზე აღირიცხება უკვე გამოყენებული გრანტები. ხარჯების ანგარიშები 3 განაყოფის სახით არის წარმოდგენილი. როგორიცაა: „საოპერაციო ხარჯები“, „საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები“ და „არასაოპერაციო ხარჯები“. ცალკე განაყოფის სახით არის წარმოდგენილი „განსაკუთრებული შემოსავლები და ხარჯები“.
განვიხილოთ რამდენიმე სამეურნეო ოპერაცია და შევადგინოთ ბუღალტრული გატარებები: მაგალითი. არასამეწარმეო იურიდიული პირის ბალანსი 200-X წლის 1 იანვრისათვის შემდეგ სურათს იძლევა:
აქტივები |
ფონდები და ვალდებულებები |
სალარო ( 1110)--------------------1000 |
მოკლევადიანი სესხები (3210)----10000 |
სულ აქტივები 287500 |
სულ ფონდები და ვალდებულებები 287500 |
საანგარიშო პერიოდში არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ განხორციელებულია შემდეგი ოპერაციები:
1. წარმოებას გადაეცა ნედლეული და მასალები
დებეტი 7120 „სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირ. ხარჯები“
კრედიტი 1610 „ნედლეული და მასალები” |
6000
6000 |
6000 |
2. გამოტანილია ბანკიდან სალაროში
დებეტი 1110 „ეროვნული ვალუტა სალაროში“
კრედიტი 1210 „ეროვნული ვალუტა ბანკში“ |
20000
20000
20000 |
|
3. საამქროდან მიღებულია საწყობში მზა პროდუქცია
დებეტი 1640 „მზა პროდუქცია“
კრედიტი 7120 „სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირ. ხარჯები“ |
9000
9000 |
9000 |
4. გაეგზავნა მყიდველებს მზა პროდუქცია გასაყიდი ფასებით
ამ პროდუქციის ფაქტიური თვითღირებულება შეადგენდა
დებეტი 1410 „მოთხოვნები მიწოდებიდან“
კრედიტი 6140 „შემოსავლები რეალიზაციიდან“ |
20000
12500
20000 |
20000 |
5. მიღებულია მიმწოდებლებისაგან მასალები
დებეტი1610 „ნედლეული და მასალები“
კრედიტი 3110 „ვალდებულებები მიწოდებიდან“ |
1800
18000 |
18000 |
6. ჩარიცხულია ანგარიშსწორების ანგარიშზე ბანკის სესხი
დებეტი 1210 „ფული ბანკში“
კრედიტი 3210 „მოკლევადიანი სესხები“ |
15000
15000 |
15000 |
7. დაუკავდათ მუშა- მოსამსახურეებს საშემოსავლო
დებეტი 3120 „გადასახდელი
კრედიტი 3310 „გადასახდელი |
2360
2360 |
2360 |
8. გაცემულია მუშა-
დებეტი
კრედიტი1110 |
17340
17340 |
17340 |
9. გადარიცხულია მიმწოდებლებზე
დებეტი 3110 „ვალდებულებები
კრედიტი |
25000
25000 |
25000 |
10. ჩამოიწერა ხარჯებში
დებეტი
კრედიტი
|
1000
1000 |
1000 |
11. მიღებულია უსასყიდლოდ
დებეტი
კრედიტი |
2000 |
2000 |
12. ინვენტარიზაციის შედეგად
დებეტი
კრედიტი |
3000 |
3000 |
13. მიმწოდებელმა აიპ-ის გადაახდევინა ჯარიმა
დებეტი
კრედიტი |
500
500 |
500
|
14. დაიხურა არასაოპერაციო
დებეტი
კრედიტი |
500
500 |
500 |
15. დარიცხულია მოხმარებული
დებეტი
კრედიტი |
1500
1500 |
1500 |
16. დარიცხულია ძირითადი საშუალებების ცვეთა
დებეტი
კრედიტი |
10000
10000 |
10000 |
17. ჩამოწერილია
დებეტი
კრედიტი |
12500
12500 |
12500 |
18. დაიხურა შემოსავლების (რეალიზაციის) ანგარიში
დებეტი
კრედიტი |
20000
20000 |
20000 |
19. დარიცხულია
დებეტი
კრედიტი |
1400 ლარი (7000-ის 20%25)
1400 |
1400 |
20. სალაროდან
დებეტი
კრედიტი |
800
800 |
800 |
21. საანგარიშო პერიოდის წმინდა
დებეტი
კრედიტი |
5600 |
5600 |
არასამეწარმეო იურიდიულ პირთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის ცალკეულ საკითხებს განვიხილავთ მომდევნო სტატიებში.
![]() |
12 კანონის არასწორი განმარტებით უკანონოდ დასჯილი გადამხდელები |
▲ზევით დაბრუნება |
სულიკო ფუტკარაძე,
ექსპერტი საგადასახადო საკითხებში
საგადასახადო კოდექსის ბევრი მუხლი ერთმნიშვნელოვანი გაგებით არ იკითხება. აქედან გამომდინარე, კეთდება მათი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები. ამაზე არაერთხელ დავწერე, მათ შორის, ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ რამდენიმე ნომერში. 2007 წლის ოქტომბრის (№18) ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში კანონქვემდებარე აქტებით დაწესებული უკანონობა და არამართლზომიერად გაზრდილი გადასახადები“ მკითხველის ყურადღება მიეპყრო იმას, თუ როგორ ხდება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გადასახადების განაკვეთებისა და გადასახადით დასაბეგრი ობიექტების ხელოვნურად და არამართლზომიერად გაზრდა. ამჯერად შევჩერდები იმაზე, თუ როგორ ხდებოდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის საფუძველზე სანქციის არასწორად გამოყენება, რის შედეგადაც დღგ-სა და აქციზის მრავალი გადამხდელი სრულიად არამართლზომიერად ჯარიმდებოდა.
საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი დღგ-სათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის (მუხლი 140) მნიშვნელოვან ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს და იგი ფაქტობრივად, 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრულ ადრემოქმედი ნორმის ანალოგიურია. გარდა ამისა, ახალი საგადასახადო კოდექსით შემოღებულია ახალი სანქციებიც, დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურით 45 დღიანი ვადის დარღვევის (მუხლი 247, პუნქტი 4, ქვეპუნქტი „ე“) და დღგ-ს გადასახადის არასწორი ჩათვლის ან დაბრუნების (მუხლი 138) შემთხვევებისთვის.
გადამხდელებისთვის ცნობილია, რომ როგორც წესი, საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ხოლო 2007 წლის მარტიდან კი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლითაც საგადასახადო ორგანოები ხელმძღვანელობენ საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.
სწორედ ასეთი გზით გამოცემული ბრძანებები, შიდა ინსტრუქციები, თუ მეთოდური მითითებები ხშირად ხდება საფუძველი შემდგომი არასწორი მოქმედებებისა და გადამხდელთა არასწორად დასჯისა. აღნიშნულის ილუსტრაციაა საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 138-ე მუხლის გამოყენება გაცემული ერთ-ერთი ასეთი არასწორი ინტერპერტაცია და მითითება. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 30 აგვისტოს №2012, ხოლო შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 3 აპრილის №2903 ბრძანებებით დამტკიცებული მეთოდური მითითებების ,,საგადასახადო სამართალდარღვევებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-144 მუხლებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების შესახებ,“ მე-4 მუხლში განხილულია შემდეგი მაგალითი: „შპს „მერკურმა“ 2006 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაცია წარმოადგინა 15 მაისს, რომლის მიხედვით, დასაბეგრ ბრუნვაზე დღგ-ის თანხამ შეადგინა 3000 ლარი, შეძენილ საქონელზე, მომსახურებაზე გადახდილმა (გადასახდელმა) დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 5000 ლარი, ანუ საგადასახადო კრედიტმა შეადგინა 2000 ლარი. შემოწმებით დასაბეგრ ბრუნვაზე დღგ-ის თანხამ შეადგინა 4000 ლარი, შეძენილ საქონელზე, მომსახურებაზე გადახდილმა (გადასახდელმა) დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 4500 ლარი. დეკლარაციის შედეგით საგადასახადო კრედიტმა შეადგინა 500 ლარი. აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადი შემცირებულია 1500 (2000- 500) ლარით, რაზედაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა 375 (1500*25%25) ლარი.“ ამ და ანალოგიურ შემთხვევებზე აქვე მითითებულია, რომ „გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციაც.“
საგადასახადო კოდექსის ამავე 138-ე მუხლის გამოყენებაზე, ასევე ხაზგასმით მიუთითებს მეთოდური მითითების მე-10 მუხლიც (მე-3 აბზაცი):
„საგადასახადოკოდექსის აღნიშნული მუხლით ფინანსური სანქციის გამოყენებისათვის აუცილებელ საფუძვლად კანონმდებლის მიერ გამოკვეთილია არასწორი მონაცემების შემცველი დოკუმენტი. მათ შორის, საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა (კანონის დარღვევით გამოწერილი, ყალბი, ასევე 45 დღის ვადის დარღვევით წარმოდგენილი), საბაჟო დეკლარაცია სსკ 241-ე მუხლის თანახმად, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა, რომელიც გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნის განხილვის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, შეიძლება საფუძვლად დაედოს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის მომავალი საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ჩათვლა (გადასახადის თანხის ფარგლებში).
ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნება.“
მეთოდურ მითითებაში მოცემული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მაკონტროლებელი ორგანოები 45-დღიანი ვადის დარღვევით წარმოდგენილ დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებულ ჩათვლებზე (როგორც დღგ-ზე, ისე აქციზზე), გადამხდელებს აკისრებდნენ საგადასახადო კოდექსის როგორც 132-ე მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმებს გადასახადის შემცირებისათვის, ისე 138-ე მუხლით გათვალისწინებულ ჯარიმას დღგ-სა და აქციზის გადასახადის 300%25-ის ოდენობით.
ახლახან, შემოსავლების სამსახურის მიერ, აღმოჩენილ იქნა, რომ კანონის ასეთნაირი განმარტება თურმე სწორი არ იყო და 45-დღიანი ვადის დარღვევით წარმოდგენილი დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ შეიძლება განხილულ იქნეს არასწორი მონაცემის შემცველ დოკუმენტად, რომელზეც სსკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად ვრცელდება 300%25-იანი ჯარიმა (დღგ-სა და აქციზში). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეთოდურ მითითებებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 12 დეკემბრის №7892 ბრძანებით, შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც, აღნიშნული მეთოდური მითითებების მე-4 მუხლიდან საერთოდ ამოღებულ იქნა ზემოთ მოყვანილი მეხუთე მაგალითი, რომელიც ხაზგასმით მიუთითებდა სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური სანქციის გამოყენებაზე, ხოლო მეთოდური მითითებების მე-10 მუხლი ახალი რედაქციით შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
„მუხლი 10. საგადასახადო კოდექსის მუხლი 138 - გადასახადის არასწორი ჩათვლა ან დაბრუნება.
გადასახადის გადამხდელის/ საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში არასწორი მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენა, რაც იძლევა გადახდილი გადასახადის მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლის ან დაბრუნების საფუძველს, - იწვევს დაჯარიმებას, ჩასათვლელი ან დასაბრუნებელი თანხის 300 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის აღნიშნული მუხლით, ფინანსური სანქციის გამოყენებისათვის აუცილებელ საფუძვლად კანონმდებლის მიერ გამოკვეთილია არასწორი მონაცემების შემცველი დოკუმენტი. კერძოდ, ფიქტიური გარიგების ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ან/და საბაჟო დეკლარაცია, ან ჩათვლის მისაღებად მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტი, რომელიც გადამხდელის/ საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნის განხილვის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, შეიძლება საფუძვლად დაედოს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის მომავალი საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ჩათვლა (გადასახადის თანხის ფარგლებში).
ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნება.“
როგორც ვხედავთ, მეთოდური მითითების მე-10 მუხლის ახალ რედაქციაში (ძველისგან განსხვავებით) არასწორი ჩათვლის მიღების საფუძვლად არ განიხილება დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებით 45-დღიანი ვადის დარღვევით მიღებული ჩათვლა (როგორც დღგ-ში, ისე აქციზში), რამდენადაც იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ყალბი საგადასახადო დოკუმენტი (ცხადია, არ იგულისხმება ის შემთხვევა, როცა საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა გამოწერილია ფიქტიურ გარიგებაზე) და შესაბამისად, მასზე სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებაც სრულიად უკანონო და არამართლზომიერი იყო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 12 დეკემბრის № 7892 ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 3 აპრილის № 2903 ბარძანებით „საგადასახადო სამართალდარღვევებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-144 მუხლებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების შესახებ მეთოდურ მითითებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, ზემოთ აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულია, მომავალში გადამხდელები საგადასახადო ორგანოების მიერ აღნიშნულზე ალბათ აღარ დაისჯებიან, მაგრამ რა შეღავათია იმათთვის, ვინც აქამდე უკანონოდ დაისაჯა?!
მოქმედი კანონმდებლობა გადამხდელს აძლევს უფლებას 6 წლის განმავლობაში დაიბრუნოს სადაო თანხა, თუმცა, ეს სხვა პრობლემაა და მსჯელობის საგანი. საგადასახადო დავები ხშირად დროში გაწელილი პროცესია. ამასთან, ინტელექტუალურ და მატერიალურ რესურსებს საჭიროებს. ამდენად, გადამხდელს ის ხელს არ აძლევს და საბოლოოდ მოტყუებული რჩება.
P.S.
იქნება ვინმეს მოცემული სტატია უკვე ღია კარის მტვრევად მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია ფაქტები, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ზემოთ აღნიშნულ მეთოდურ მითითებებში შეტანილი ცვლილებების შემდგომაც მაკონტროლებელთა მხრიდან კვლავ ჰქონდა ადგილი სსკ-ს 138-ე მუხლის ძველი ინტერპრეტაციით გამოყენების შემთხვევებს, რაზეც გადამხდელს შემოსავლების სამსახურში მოუხდა დავა (საბედნიეროდ დავა გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყდა) და აღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე ფაქტობრივად გადაჭრილი პრობლემის შესახებ ინფორმაცია გადამხდელთათვის მიგვეწოდებინა. თუკი მაკონტროლებელთა მხრიდან კვლავ ექნება ადგილი სსკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად 45-დღიანი ვადის დარღვევით საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურებით მიღებულ ჩათვლებზე 300%25-იანი ჯარიმის გამოყენების შემთხვევას, იგი საგადასახადო შემოწმების შედეგებზე სათანადო დოკუმენტების გაფორმებამდე (აქტის შედგენამდე) იქნას გადაწყვეტილი (აღნიშნული ბრძანების მოშველიებით) და შემდგომ გადამხდელებს შემოსავლების სამსახურში აღნიშნულზე დავა აღარ მოუხდეთ.
რედაქციისაგან: ვიზიარებთ რა საკითხის აქტუალობას, ჟურნალ „ბიზნეს-მაცნეს“ მე-4 ნომერში ვაქვეყნებთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 12 დეკემბრის № 7892 ბრძანებით „შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 3 აპრილის № 2903 ბრძანებით „საგადასახადო სამართალდარღვევებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-144 მუხლებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების შესახებ მეთოდურ მითითებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“.
![]() |
13 საკონტროლო-სალარო აპარატები: აქილევსის ქუსლი |
▲ზევით დაბრუნება |
არავინ დაობს იმაზე, რომ „გადასახადები გარდაუვალია“ და გადამხდელი მას კეთილსინდისიერად უნდა იხდიდეს, არც იმაზე, რომ გადამხდელს აღრიცხვა უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული და უნდა შეეძლოს დაადასტუროს შემოსავლების (შესაბამისად, გადასახადების მოცულობის) უტყუარობა.
რამდენად პასუხობს დროის ამ მოთხოვნას საკონტროლო-სალარო აპარატები? ეს საკითხი ხშირად გამხდარა ვნებათაღელვის საგანი. ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობაც“ არაერთხელ გამოეხმაურა ამ თემას.
ამჯერადაც,
საკითხის აქტუალობა განსაზღვრა რედაქციაში შემოსულმა შემდეგმა შეკითხვამ:
- ბაზრობებსა და ბაზრებში დახლზე მოვაჭრეებს შორის კვლავ ატყდა მითქმა-მოთქმა, თითქოს ახალი მოდიფიკაციის საკონტროლო-სალარო აპარატები უნდა შეგვაძენინონ და დავდგათ.
რა ხდება? რამდენჯერ და რამდენი (ან რომელი) აპარატი უნდა შევიძინოთ? როგორც კი შედარებით სტაბილური სამუშაო განწყობა იქმნება, უმალვე ხდება (შეიძლება ითქვას, იმწუთსვე იგეგმება) ვითარების ამღვრევა. როგორ გავიგოთ, საკონტროლო-სალარო აპარატები წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილია, თუ ისედაც გაჭირვებული მისახლეობისგან ლუკმა-პურის წართმევის საშუალება? გთხოვთ, გვიპასუხოთ.
რედაქციაში შემოსულ ამ და სხვა შეკითხვებს პასუხობს ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ მთავარი რედაქტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ბ-ნი იური პაპასქუა.
დავიწყოთ იქიდან, რომ საკონტროლო-სალარო აპარატები მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი კულტურის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია და მას კონტროლის ფუნქციაც აკისრია. დღეს, წარმოდგენაც ძნელია „გუდვილში“, „პოპულში“ ან სხვა ჰიპერ - თუ სუპერმარკეტებში მომხმარებელმა პროდუქტი მომსახურების ასეთი ფორმის გარეშე მიიღოს.
სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ასეთივე წარმატებით საკონტროლო- სალარო აპარატების გამოყენების შესაბამისი კომფორტი ყველგან თანაბრად როდია. ბაზარზე (ბაზრობაზე) მოვაჭრისთვის, რომლის შემოსავალი სალუკმა-პურო ზღვარს ვერ სცილდება, საკასო აპარატი, რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტი ტვირთია. ჰიპერ - თუ სუპერ მარკეტებში მომსახურების დონესთან მოსახლეობის დიდი ნაწილის საცხოვრისი და სამეწარმეო პირობები ძალიან შორსაა.
დროის მოთხოვნის თუ მომსახურების კულტურის აუცილებელი ფუნქციის გარდა, რაც სავალალოა, ჩვენთან საკონტროლო-სალარო აპარატები სადამსჯელო (სავაჭრო) ფუნქციის მატარებელიც გახდა - ეს ზოგადად. კონკრეტულად კი, საკონტროლოსალარო აპარატებთან დაკავშირებით, მართლაც არის მითქმა- მოთქმა. აღნიშნული თემით სპეკულირება შეიძლება კვლავაც გაგრძელდეს, რამდენადაც მიმაჩია, რომ ეს საკითხი საერთოდ საფუძვლიანად არაა შესწავლილი და გადაწყვეტილი. ყოველშემთხვევაში, მისი შემოღება-გაუქმება ან საშეღავათოდ ბიზნესის რომელიმე სფეროს გამორჩევა, არ უნდა იყოს ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული და მით უმეტეს, წინასაარჩევნო დაპირებების შემადგენელი. ამასთან, კანონის (საგადასახადო კოდექსის) შესაბამისი მუხლი ერთმნიშვნელოვნად, გაორებული აზრის გარეშე უნდა იკითხებოდეს. ეს სხვა თემაა და კითხვასთან პირდაპირი კავშირი არც აქვს.
მოცემულ საკითხზე კი შეიძლება დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ამჯერად ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნილი და უსაფუძვლოა. აღნიშნულზე განცხადებები გაკეთდა მასმედიის საშუალებებშიც. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც კატეგორიულად უარყო ასეთი ინფორმაცია და თავის ვებგვერდზე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, უპირველესად კი ბაზრობებსა და ბაზრებში დახლზე მოვაჭრეებისთვის გამოაქვეყნა შესაბამისი განმარტებები. რამდენადაც ცნობილია, არც ერთ ინსტანციაში არ იხილება საამისო კანონპროექტი და ხელისუფლება არ გეგმავს დათქმულ დრომდე გადათქვას გასული წლის ბოლოს დაპირებისამებრ შემოღებული ნორმა.
მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსში მართლაც შესულია ცვლილება (281-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 28-ე ნაწილი), რომლის თანახმადაც: „2010 წლის 1 იანვრამდე საკონტროლოსალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ სამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობების) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.» ერთი შეხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, აღნიშნული კატეგორიის მოვაჭრეთათვის შეღავათის დაწესების თაობაზე, მოქმედებს და ამ თვალსაზრისით, ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ ჯერ მშვიდად იყონ. მაგრამ ამასთან, ვფიქრობ, აუცილებელია ვთქვათ, რომ ნორმის ახალი რედაქცია წინააღმდეგობრივ ელემენტებსაც შეიცავს. საქმე იმაშია, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილება აზუსტებს იმ პირთა წრეს, რომლებსაც საკონტროლო- სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება გადაუვადდათ ანუ ეს ნორმა არ ეხება იმ პირს, რომელიც იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას, აგრეთვე „რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად“ (სხვათა შორის, ზემოაღნიშნული ნორმა ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულია წინადადების ბოლო ნაწილის დაზუსტების გარეშე). გარდა ამისა, ამავდროულად, კოდექსში შესული გამარტებებით დაზუსტდა, თუ რას ნიშნავს „დახლი“, „ბაზარი (ბაზრობა)“, „არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა)“ საგადასახადო მიზნებისათვის, აღნიშნული კატეგორიები (მე-12 მუხლის 41-ე, 45-ე და 46-ე ნაწილები) გულისხმობს:
„41. დახლი - საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი არასტაციონარული სავაჭრო ადგილი, რომელიც არ ქმნის დახურულ სივრცეს, სახურავით ან მის გარეშე“;
„45. ბაზარი (ბაზრობა) - მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ;
46. არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა- ნაგებობა) - ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება“.
პრობლემის მასშტაბურად აღქმისთვის, მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, აგრეთვე ვის ეხება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. საგადასახადო კოდექსის მიხედვით (მუხლი 221, სავალდებულო რეგისტრაცია), პირი ვალდებულია გატარდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში, თუ:
ა) ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს; მან ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის;
ბ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს აქციზური საქონლის წარმოებას ან/და იმპორტს (გარდა საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა ან/და მიწოდებისა), იგი უნდა გატარდეს რეგისტრაციაში აქციზური საქონლის მიწოდებამდე;
გ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად ან/და ერთ დღეში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს. პირი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მიწოდების განხორციელებამდე.
დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ, რომ „ლილოს“, „ელიავას“ ავტომანქანების ბაზრობებზე და „ოქროს ბირჟაზე“ დასაქმებულთა (მოვაჭრეთა) უმეტესობა აქ ჩამოთვლილ პირობებს ეთანადება, შესაბამისად, ეკისრებათ საკონტროლო- სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება.
წარმოდგენილი განმარტებების (საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლების) და საქართველოში არსებული ბაზრების (ბაზრობების), მათში განთავსებული დახლების და არასტაციონარული სავაჭრო ადგილების სახეების, აგრეთვე, აქ მოვაჭრე პირების ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმათა სიმრავლის გათვალისწინებით, გადამხდელთა ნაწილი შეიძლება მოერგოს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების გადავადების პირობას, ნაწილი კი (აქციზური საქონლის იმპორტიორები, წელიწადში 100000 ბრუნვის მქონე და ბაზარზე/ ბაზრობებზე ნახევრად სტაციონალური თუ არასტაციონალური სავაჭრო ადგილებზე დასაქმებულები)- მუდმივად იქნება ორჭოფულ მდგომარეობაში (აქედან გამომდინარე შედეგებით). ამრიგად, 281-ე მუხლის 28-ე ნაწილის წარმოდგენილი რედაქცია ერთსა და იმავე ტერიტორიაზე (ბაზარზე თუ ბაზრობაზე) მოვაჭრე პირებისთვის ერთდროულად სხვადასხვა სტანდარტის გამოყენების და შესაბამისად, მდგომარეობის დაძაბვის საფუძველია. ძნელია წინასწარ თქვა, ვის რაში დასჭირდება და როდის, რა მიზნით გამოიყენებს საგადასახადო კოდექსის შესაბამის ნორმაში ჩადებულ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, მაგრამ ფაქტია, რომ ბაზრებზე (ბაზრობებზე) ყველა მოვაჭრისათვის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების 2010 წლამდე გადავადების პირობა ცალსახად გამოკვეთილი არ არის.
გადამხდელები უკმაყოფილებას საკონტროლო-სალაროების შეცვლასთან დაკავშირებითაც მართლაც გამოხატავენ. როგორც ჩანს, აქ ინფორმაციის არ ქონასთან გვაქვს საქმე. მათ, ვისაც ეს აინტერესებს განუმარტავთ, რომ საგადასახადო მიზნებისათვის გამოსაყენებელია ისეთი აპარატები, რომლებთაც აქვთ განსაზღვრული სტანდარტის ფისკალური მეხსიერება და შეტანილია რეესტრში. სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგიერთი მოდიფიკაციის მოდელი ხმარებიდან ამოაქვთ და ხდება მათი ახლით ჩანაცვლება.
ამჯერადაც, საკონტროლო-სალარო აპარატების გარკვეული მოდიფიკაცია ამოღებულ იქნა რეესტრიდან. ფინანსთა სამინისტროს განმატების თანახმად, „აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მომხმარებლებთან გამართული კონსულტაციები, ვინაიდან სალარო აპარატების იმპორტიორები დღეისათვის ვეღარ ახორციელებენ კონკრეტული სახეობის სალარო აპარატებისა და სათადარიგო ნაწილებს იმპორტს და რაც ყველაზე არსებითია, ვეღარ უზრუნველყოფენ ტექნიკური მომსახურებით იმ მომხმარებლებს, რომლებსაც შეძენილი აქვთ ასეთი ტიპის სალარო აპარატები“.
რამდენად სარწმუნოა ეს არგუმენტი, ეს საკამათო შეიძლება იყოს, მაგრამ შეიძლება დაბეჯითებით ვთქვათ, რომ გადამხდელებს ძველი მოდიფიკაციის საკონტროლო- სალარო აპარატებით სარგებლობის გამო 2008 წლის განმავლობაში პრობლემები არ შეექმნებათ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 25 დეკემბერის ბრძანების შესაბამისად, რეესტრიდან ამოღებული საკონტროლო- სალარო აპარატების მოქმედების ვადა გაგრძელებულია 2009 წლის 1 იანვრამდე. ეს ერთწლიანი ვადა დაშვებულ იქნა იმისათვის, რომ სავაჭრო ობიექტების მფლობელებს საშუალება ჰქონდეთ დაჯარიმების გარეშე, ეტაპობრივად ამოიღონ რეესტრიდან ამოღებული სალარო აპარატები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ზემოაღნიშნული ბრძანება საჯარო დოკუმენტია. ძალაში შესვლის დღიდან ის გაკრულია ყველა რეგიონალურ ცენტრსა და საგადასახადო ინსპექციაში. დაინტერესებულ გადამხდელებს შეუძლიათ გაეცნონ მას და იქვე მიიღონ კონსულტაციებიც.
ზოგად ასპექტში, შეიძლება დავსძინოთ, რომ ფაქტობრივად, საქართველოში დაურეგისტრირებელი საკონტროლო- სალარო აპარატების შემოტანა არ ხდება. საგადასახადო ინსპექციას რეესტრში დაურეგისტრირებელი აპარატები აღრიცხვაზე არც აჰყავს. გასაგებია, უმჯობესდება მეცნიერულ- ტექნიკური პროგრესი და ფისკალური მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობები. მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ საკანტროლო-სალარო აპარატების ყოველი ახალი თაობა, შემომტანის გავლენის წილ, ამოღებულ იქნეს რეესტრიდან და შეცვალოს წინამორბედი. მით უმეტეს ისინი იაფი სულაც არა ღირს და მცირე შემოსავლიან მეწარმეებს ისედაც მძიმე ტვირთად აწვებათ.
უნდა ვირწმუნოთ, რომ გადამხდელის კეთილსინდისიერებას არ განსაზღვრავს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატის ქონა-არქონა და ეს ფორმა არ გახლავს ერთადერთი უტყუარი საშუალება გადასახადების ადმინისტრირების სრულყოფისთვის.
კითხვა: ახლახან საქართველოსა და თურქეთს შორის დაიდო ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 2007 წლის 28 დეკემბერს. სამწუხაროდ, ჩვენთვის ხელმისაწვდომ ვერც ერთ საიტზე და სხვა წყაროებშიც ვერ მოვიძიეთ უშუალოდ ხელშეკრულების ტექსტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განგვიმარტოთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 195-ე, 196-ე და 197-ე მუხლებით გათვალისწინებულის გარდა, დამატებით სხვა რა შეღავათებს ითვალისწინებს ხსენებული ხელშეკრულება?
პასუხი: საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. ამ ფონზე, სავსებით ბუნებრივია განსაკუთრებული ინტერესი ამ ურთიერთობათა მარეგულირებელი საერთაშორისო აქტების მიმართ. მათ შორის, ერთ-ერთია „შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, რომელსაც ხელი მოეწერა 2007 წლის 21 ნოემბერს ქ. თბილისში. დოკუმენტი რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წლის 28 დეკემბრის № 5652-რს დადგენილებით.
ეს შეთანხმება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი, ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს და გამოიყენება შემოსავლებზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი მხარის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, ან მისი ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ან გასამრჯელოს მთლიან თანხებზე გადახდილი გადასახადების ჩათვლით.
ეს შეთანხმება ვრცელდება საქართველოს შემთხვევაში - საშემოსავლო და მოგების გადასახადებზე, თურქეთის რესპუბლიკის შემთხვევაში - საშემოსავლო და კორპორაციულ გადასახადებზე.
შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური, ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.
შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, მასში განმარტებულია ტერმინები და მათ დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხებიც. სიზუსტისა და გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია მათ მკითხველი უშუალოდ გაეცნოს და იხელმძღვანელოს შეთანხმების აუთენტურ ტექსტში წარმოდგენილი რედაქციის მიხედვით. დოკუმენტის მიმართ ასეთი დაინტერესების გამო, ვაქვეყნებთ მას ჟურნალის დამატებაში „ბიზნეს- მაცნე“ (იხ. „ბიზნეს- მაცნე“, № 4).
შეთანხმების თანახმად, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვისთვის მხარეები ხელმძღვანელობენ შემდეგი მეთოდით:
1. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადის საერთო მოცულობიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში გადახდილი გადასახადის ტოლია. ამასთან, ასეთი გამოქვითვა არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. როდესაც ამ შეთანხმების დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისაგან გათავისუფლებულია ამ სახელმწიფოში. ამ სახელმწიფოს, ამის მიუხედავად, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი.
დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსაზღვრულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას, ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით.
კითხვა: საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ხელფასის გაცემის დადგენილი ვადის დარღვევისთვის დასაქმებულს ყოველ დაგვიანებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს საურავი დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ოდენობით. გთხოვთ, განგვიმარტოთ, აღნიშნული საურავის თანხა ჩაითვლება თუ არა დაქირავებულის სარგებლად და, შესაბამისად, თუ დაიბეგრება იგი საშემოსავლო გადასახადით და თუ დაიბეგრება, მაშინ რა განაკვეთით (12%25-ით თუ 25%25-ით)?
პასუხი: ეს ის შემთხვევაა, როცა ნორმა პრაქტიკულად არ მუშაობს. კერძო სექტორში დაქირავებულმა ოღონდ ხელფასი მიიღოს და დაგვიანების ანაზღაურებაზე ხმას ვინ ამოიღებს. დამქირავებელს კი ძალზედ ბევრი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ შრომის ანაზღაურების დაგვიანებას არგუმენტი მოუძებნოს ან საერთოდ არ დააფიქსიროს. და მაინც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს. ხელფასის გაცემის დადგენილი ვადის დარღვევისათვის დაქირავებულის მიერ მიღებული საურავის თანხა დაკავშირებულია ხელფასთან და ამიტომ განიხილება, როგორც ხელფასის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
რაც შეეხება იმას, თუ რა განაკვეთით უნდა დაიბეგროს ასეთი შემოსავალი, გაცნობებთ, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2007 წლის 7 დეკემბრის № 5569-რს საქართველოს კანონით საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გაუცემელ ხელფასებზე მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 12%25-იანი განაკვეთი, ხოლო 2008 წლის 1 იანვრიდან დარიცხულ ხელფასებზე - საშემოსავლო გადასახადის 25%25-იანი განაკვეთი.
კითხვა: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი ახალი რედაქციით:
„ბ) ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა), ფასიანი ქაღალდების და საწესდებო კაპიტალის წილის მიწოდება ან/და იმპორტი“.
აქვე, საგადასახადო კოდექსში შევიდა ახალი დამატება, რომ 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა იგულისხმება ამ უკანასკნელში?
პასუხი: 2005 წლამდე მოქმედ საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, მასში 2000 წლის 13 ივლისის № 472- რს კანონით ცვლილების შეტანამდე, ფინანსურ მომსახურებად განიხილებოდა მხოლოდ აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები. აღნიშნულ პერიოდამდე საწესდებო კაპიტალში წილის რეალიზაცია უპირობოდ განიხილებოდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. საგადასახადო კოდექსში ზემოაღნიშნული ცვლილების (2000 წლის 13 ივლისის № 472-რს კანონი) შეტანით და ახალ, 2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ნორმის უცვლელად დატოვებით, საწესდებო კაპიტალში წილი დაბეგვრის მიზნებისთვის ფაქტობრივად ისევე უნდა ყოფილიყო განხილული, როგორც ფასიანი ქაღალდი, რაზეც მეტყველებს ახალი საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის «დ” ქვეპუნქტის ჩანაწერი: „საწესდებო კაპიტალში წილის, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება“. საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ფასიანი ქაღალდების მიწოდება 2005 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდა დღგ-სგან. შესაბამისად, ამავე პერიოდიდან წილის მიწოდებაც უნდა გათავისუფლებულიყო დღგ-ისაგან. მაგრამ იმის გამო, რომ დღგ-სგან გათავისუფლებული საქონლის/ მომსახურების მიწოდების ან/და იმპორტის სახეების ჩამონათვალში საწესდებო კაპიტალში წილის მიწოდება არ ფიგურირებდა, და იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 28-ე ნაწილით წილი (ასევე ფასიანი ქაღალდები) ინტერპრეტირებულია როგორც მატერიალური აქტივი, რომლის მიწოდება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ამიტომ პრაქტიკაში წილის მიწოდებისას ხშირად ხდებოდა ამ ოპერაციის დაბეგვრა დღგ-თ.
საგადასახადო კოდექსში 2007 წლის 7 დეკემბრის № 5571 კანონით შეტანილი ცვლილებებითა და დამატებით, საწესდებო კაპიტალში წილის მიწოდება გათავისუფლდა დღგ-სგან და ეს გათავისუფლება გავრცელდა 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც. ამ უკანასკნელში იგულისხმება სწორედ ის გარემოება, რომ წილის მიწოდების ის ოპერაციები, რომლებიც დაიბეგრა აღნიშნული შეღავათის ამოქმედებამდე, დაექვემდებარება გადასინჯვას და, მათზე შეღავათის გავრცელების გათვალისწინებით, მოხდება დღგ-ს იმ დეკლარაციების დაზუსტება, რომელშიც აისახა აღნიშნული ოპერაციები.
კითხვა: მყავს შვილად აყვანილი 22 წლის სტუდენტი (შეიძლება ამას აქვს მნიშვნელობა). ვმუშაობ, ხელფასის სახით ვღებულობდი 350 ლარს გარკვეული დროის განმავლობაში.
გთხოვთ, განმიმარტოთ, უნდა დამიკავდეს თუ არა საშემოსავლო გადასახადი, თუ არა - მაშინ შეიძლება თუ არა დამიბრუნდეს უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში გადახდილი თანხა. თუ შეიძლება - მაშინ რა საბუთები უნდა წარვადგინო სამსახურში?
პასუხი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება იმ პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში).
საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვად ითვლება პირი სრულწლოვანების მიღწევამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია თვრამეტი წლის ასაკს.
ზემოაღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, თქვენ გეკუთვნით შეღავათი საშემოსავლო გადასახადში იმ შემთხვევაში, თუ შვილად აყვანის მომენტში ბავშვი არ იყო სრულწლოვანი, ანუ არ იყო 18 წლის და ისიც მხოლოდ ბავშვის შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე შემოსავალზე.
წარმოდგენილი მონაცემებიდან (არ ჩანს კონკრეტული დეტალები, მათ შორის, როდის მოხდა შვილად აყვანა, იმ დროს, ერთი წლის განმავლობაში გქონდათ თუ არა 3000 ლარამდე შემოსავალი), ნაკლებ სავარაუდოა თქვენზე შეღავათი გავრცელდეს. მაგრამ თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებს, მაშინ შეგიძლიათ წარადგინოთ დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, მოითხოვოთ საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება და ზედმეტად გადახდილი თანხის ანაზღაურება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და ანაზღაურების მოთხოვნით“. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, „საგადასახადო მოთხოვნის“ (გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის შესახებ) და «გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ (ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან/და ჩათვლის თაობაზე) წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს ვადა აითვლება შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან“.
კითხვა: ინდივიდუალური მეწარმის მუშაობის პრაქტიკაში ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როცა საქონლის იმპორტისას საქონელი რამდენიმე შემთხვევაში განბაჟებული იქნა არა ინდივიდუალური მეწარმის საიდენტიფიკაციო ნომრით, არამედ, ამავე პიროვნების, როგორც ფიზიკური პირის პირადობის მოწმობის საფუძველზე.
გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა წესით შეიძლება აიღოს შემოსავალში ასეთი წესით განბაჟებული საქონელი ინდივიდუალურმა მეწარმემ (მიგვითითეთ საბუღალტრო გატარება) და შესაძლებელია თუ არა ფიზიკური პირის სახელით განბაჟებულ საქონელზე, ინდივიდუალურმა მეწარმემ (რომელიც ფაქტობრივად იგივე პიროვნებაა) მიიღოს დღგ-ს ჩათვლა იმ საბაჟო დეკლარაციებით, რომლებიც ფიზიკური პირის სახელით აქვს განბაჟებული?
პასუხი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის № 233 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლის თანახმად, ინდივიდუალური საწარმო არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმის წარმონაქმნი, ხოლო ფიზიკური პირია საქართველოს მოქალაქე (გარდა 2006 წლის 1 ივლისამდე არსებული წესის მიხედვით საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანილი ფიზიკური პირისა), რომელიც უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის პროცედურების გავლის გარეშეც, წარმოშობილი საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას, ასევე, საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას მიუთითოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი). ამავე ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოში იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე (როგორც ფიზიკური პირი) და იგი შემდგომში აპირებს დააფუძნოს ინდივიდუალური საწარმო, რომლის ადგილმდებარეობა (იურიდიული მისამართი):
ა) ემთხვევა ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიას, მის მიერ დაფუძნებული ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციას (სამეწარმეო რეესტრში შეტანას), დადგენილი წესის შესაბამისად, ახორციელებს იგივე საგადასახადო ორგანო. სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემების კომპიუტერულ ბაზაში შეტანა ხორციელდება აღნიშნული ფიზიკური პირის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებების შეტანის გზით;
ბ) არ ემთხვევა ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიას, ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაცია (სამეწარმეო რეესტრში შეტანა) ხორციელდება საქმიანობის ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ორგანოს მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვაზე გადმოყვანის შემდეგ. სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემების კომპიუტერულ ბაზაში შეტანა ხორციელდება აღნიშნული ფიზიკური პირის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებების შეტანის გზით.
ინდივიდუალური მეწარმე, როგორც სამართლებრივი ფორმა, აღინიშნება კოდით 01, ხოლო ფიზიკური პირი - კოდით 16.
კითხვიდან არ ჩანს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, ამიტომ ზოგადი მიდგომა შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
- თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ, მაშინ საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, იგი ვალდებული იყო საქონლის იმპორტისას მიეთითებინა ინდივიდუალური მეწარმის საიდენტიფიკაციო ნომერი;
- თუ ფიზიკური პირი არ იყო რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, მაშინ იგი ვალდებული იყო, საქონლის იმპორტის შემთხვევაში, იმპორტის განხორციელებამდე დამდგარიყო საგადასახადო აღრიცხვაზე და საბაჟო დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე მიეთითებინა გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; - თუ ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერი მისი სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებებამდე და ამავე ფიზიკური პირის როგორც ინდივიდუალური მეწარმის საიდენტიფიკაციო ნომერი მისი სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/ აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებების შეტანის შემდეგ იდენტურია (ერთნაირია), მაშინ მას შეუძლია მიიღოს დღგ-ს ჩათვლა იმ საბაჟო დეკლარაციებით, რომლებიც ფიზიკური პირის სახელით აქვს განბაჟებული, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად.
განბაჟებული საქონელი ინდივიდუალურმა მეწარმემ შემოსავალში უნდა აიღოს შემდეგი ბუღალტრული გატარებით:
დებეტი 1600 „სასაქონლო- მატერიალური მარაგი“
დებეტი 3340 „გადახდილი დღგ“
კრედიტი 1110 ან 1210 „ფულადი სახსრები“. საანგარიშგებო წლის ბოლოს უნდა მოხდეს გადასახდელი და ჩასათვლელი (გადახდილი) დღგ-ს ანგარიშების ურთიერთშედარება და მიღებული ნაშთის გადატანა მომდევნო წლისთვის შესაბამის ანგარიშებზე. მაგალითად, თუ დეკლარაციის შედგენისთვის გადასახდელი დღგ-ს თანხა არ იქნება გადახდილი, მაშინ იგი ნაშთად დარჩება 3330 - „გადასახდელი დღგ“ ანგარიშის კრედიტში.
კითხვა: პროდუქციის რეკლამირების მიზნით, ორგანიზაციის საწყობიდან გავეცით პროდუქცია შესაბამისი ანაზღაურების გარეშე კლიენტების კუთვნილ მოწყობილობებზე მისი გამოცდისთვის. საქონლის მიწოდებაზე გამოვწერეთ სასაქონლო ზედნადები, რომელშიც საქონლის ფასი ჩავწერეთ - საქონლის შესყიდვის ფასს დამატებული 18%25 (დღგ) და შენიშვნის სახით მივუწერეთ, რომ „საქონელი გაიცა უფასოდ, პროდუქციის გამოცდის მიზნით“.
საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილში წერია, რომ საქონლის კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე.
გთხოვთ, განგვიმარტოთ, გვქონდა თუ არა უფლება საქონლის საბაზრო ფასად მიგვეჩნია მისი შესყიდვის ფასი, იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში მოგების გადასახადი 0 იქნება, და ასევე, არის თუ არა გათვალისწინებული კანონით რაიმე შეზღუდვა რეკლამის სახით უსასყიდლოდ საქონლის გაცემის ოდენობაზე?
პასუხი: რეკლამის ხარჯები შედის კომერციული ხარჯების შემადგენლობაში, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას და მიეკუთვნება პერიოდის ხარჯებს. მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში კომერციის ხარჯები აისახება ჯამობრივად ერთი მუხლით.
რეკლამის სახით უსასყიდლოდ საქონლის გაცემის ოდენობაზე რაიმე შეზღუდვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. საგადასახადო კოდექსის თანახმად, პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება (არა აქვს მნიშვნელობა ასეთი მიწოდება რა მიზნით ხდება) ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, რომლის თანხა განისაზღვრება გადაცემული საქონლის საბაზრო ფასით. რეკლამის მიზნით მიწოდებული აქტივების შესაძლო სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა თვითონ გადამხდელმა უნდა განახორციელოს, რისთვისაც უნდა გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი მეთოდები.
თქვენს მიერ საბაზრო ფასად საქონლის შესყიდვის ფასის, ანუ ნულოვანი მოგების, დაფიქსირების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო გადასახადის თანხის სიდიდეს გიანგარიშებთ საშუალო საბაზრო მოგების გათვალისწინებით. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქონლის შესყიდვის ფასი დაემთხვეს საბაზრო ფასს.
![]() |
14 ვის რა აინტერესებს? |
▲ზევით დაბრუნება |
ანზორ მესხიშვილი,
დამოუკიდებელი ექსპერტი
უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში
კითხვა:
- თბილისის შემოგარენში 15 წელია დაკავებული მაქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული, ამ მიწის ნაკვეთზე აშენებული მაქვს პატარა ფიცრული შენობა. მიწის ნაკვეთი რომ დავიკანონო, როგორ მოვიქცე?
პასუხი:
- მიწის დაკანონებისათვის განცხადებით უნდა მიმართოთ ქ. თბილისის საკრებულოსთან არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ახვლედიანს. განცხადებას უნდა დაურთოთ შემდეგი დოკუმენტები:
პირადობის მოწმობის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (რომელიც უნდა იყოს შესრულებული UTM 38N პროექციაში, საკოორდინაციო სისტემა WGS 84). ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან (საჯარო რეესტრიდან) ცნობა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არავიზე არ არის რეგისტრირებული, რისთვისაც თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა წარუდგინოთ განცხადება და აღნიშნული ნაკვეთის სქემატური გეგმა, ცნობა (თუკი ასეთ ცნობას სადმე მოიძიებთ) იმის თაობაზე, თუ თქვენს მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი რომელ კატეგორიას განეკუთვნება სასოფლო, თუ არასასოფლო- სამეურნეოს, თქვენს მიერ დაკავებული ნაკვეთის აეროგადაღების ფოტო, სასურველია განცხადებასთან ერთად წარადგინოთ მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლებიც დაადასტურებენ, რომ თქვენ მართლაც 15 წელია აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაკავებული გაქვთ. ნაკვეთის ფოტო სურათი, სადაც უნდა ჩანდეს თქვენს მიერ აშენებული სახლი, ასევე თუ ხელთ გაგაჩნიათ რაიმე ქვითრები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე იხდიდით ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ფულს (თუ ასეთი გაგაჩნიათ).
ყოველივე ზემოთ აღნიშნული მასალების მოსაპოვებლად და დოკუმენტების მოსაწესრიგებლად შეგიძლიათ მიმართოთ „პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფს“, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, მარჯანიშვილის ქ. № 4, ტელ: 45 19 00, 96 34 43.
კითხვა:
- საკუთრებაში მაქვს სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მინდა ავაშენო საცხოვრებელი სახლი, საჭიროა თუ არა რომ, სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი გადაყვანილი იქნას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიაში და თუ საჭიროა, ვის მივმართო და როგორ მოვიქცე?
პასუხი:
- თუ თქვენი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში, ასეთ შემთხვევაში სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაყვანა არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად არ არის აუცილებელი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გინდათ ააშენოთ სამეწარმეო ობიექტი, მაშინ აუცილებელია სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების კატეგორიის შეცვლა - გადაყვანილი იქნას არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში. ქალაქების: თბილისისა და ბათუმის ადმინისტრაციულ და სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთების გადაყვანისათვის უნდა მიმართოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. სხვა ყველა შემთხვევაში მიწის კატეგორიის შესაცვლელად საკმარისია მიმართოთ შესაბამისი ქალაქის (რაიონის) სარეგისტრაციო სამსახურს (საჯარო რეესტრს). ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა (სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაყვანა არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში) ღირს 34001 ლარი, სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა (სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაყვანა არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში) კი - 100000 ლარი. სხვა შემთხვევებში კატეგორიის შეცვლა უფასოა.
კითხვა:
- ქ. თბილისის ერთ-ერთ რაიონში არის გამოუყენებელი მიწის ნაკვეთი, რა არის საჭირო აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესაძენად?
პასუხი:
- უნდა მოიძიოთ ამ ნაკვეთის სქემატური ნახაზი და განცხადებით მიმართოთ ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს (საჯარო რეესტრს) რომელიც გასცემს ცნობას, არის თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთი თავისუფალი და ხომ არავისზეა რეგისტრირებული (ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს ჰგონიათ, რომ მიწის ნაკვეთი თავისუფალია, სინამდვილეში ის უკვე გაყიდულია და აღრიცხულია სარეგისტრაციო სამსახურში (საჯარო რეესტრში), როგორც საკუთრება). იმ შემთხვევაში თუ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან (საჯარო რეესტრიდან) მიიღებთ ცნობას, რომ მიწის ნაკვეთი არავისზე არ ირიცხება, ამ ცნობით და განცახდებით უნდა მიმართოთ ქ. თბილისის მერიის ურბანული- დაგეგმარების სამსახურს, რომელიც განიხილავს თქვენს საკითხს და გააკეთებს დასკვნას, შესაძლებელია და მიზანშეწონილია თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვა. ამის შემდეგ ურბანული დაგეგმარების სამსახური ქ. თბილისის მერიას წარუდგენს გასაყიდი მიწის ნაკვეთების სიას. თბილისის მერია საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, გასაყიდი მიწების სიას დასამტკიცებლად წარუდგენს ქ. თბილისის საკრებულოს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გასაყიდი მიწის სიები და პირობები გამოცხადდება პერიოდულ პრესაში, დაინიშნება აუქციონი, რაშიც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა.
კითხვა:
- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქვს აშენებული კაპიტალური ავტოფარეხი. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ შეიძლება მისი დაკანონება?
პასუხი:
- პირველ რიგში, უნდა დაადგინოთ, თქვენი ავტოფარეხი განთავსებულია თუ არა თქვენი კორპუსის (სახლის) მიერ დაკავებული მიწის ფართობის (წითელი ხაზის) ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ავტოფარეხით დაკავებული მიწის ფართობი მოქცეულია კორპუსის წითელ ხაზებში, უნდა შექმნათ კორპუსში მაცხოვრებელთა ამხანაგობა, რისთვისაც საჭიროა კრების ჩატარება. კრებას უნდა ესწრებოდეს კორპუსში მაცხოვრებელ ოჯახთა 2/3. აირჩევთ თავმჯდომარეს, მდივანს და დაამტკიცებთ წესდებას, დაამოწმებთ ნოტარიულად, რის შემდეგ ამხანაგობის კრება უფლებამოსილია განიხილოს თქვენი ავტოფარეხის დაკანონების საკითხი. თუ კრებას დაესწრება ამხანაგობის წევრთა 2/3, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, კრების ოქმი, ამხანაგობის დაფუძნების ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია და ავტოფარეხის დაკავებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი (რომელიც შესრულებული უნდა იყოს UTM 38N პროექციაში, საკოორდინაციო სისტემა WGS 84), თქვენი პირადობის მოწმობის ასლთან ერთად, უნდა წარუდგინოთ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს (საჯარო რეესტრს).
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ავტოფარეხით დაკავებული მიწის ნაკვეთი არ არის განთავსებული თქვენი კორპუსის მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებში, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს ბატონ მამუკა ახვლედიანს და იხელმძღვანელოთ საქართველოს პრეზიდენტის № 525 ბრძანებულებით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“; მიღებული 2007 წლის 15 სექტემბერს.
![]() |
15 სადაზღვევო რისკის კლასიფიკაცია და შეფასება |
▲ზევით დაბრუნება |
დავით ჭიოტაშვილი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
სადაზღვევო ორგანიზაციის სადაზღვევო პორტფელის ფორმირება და ზარალის გადანაწილების პრობლემის გამოკვლევა უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს ისეთი მნიშვნელოვანი სადაზღვევო საქმიანობის არსებითი მახასიათებლის შესწავლასა და გამოყენებას, როგორიცაა: „სადაზღვევო რისკი“.
დაზღვევაში ტერმინით „სადაზღვევო რისკი“ აღინიშნება:
პოტენციური სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზარალის დადგომის ალბათობა, როგორც სადაზღვევო ტარიფის აგების საფუძველი;
კონკრეტული მოვლენები, რომელთა შემთხვევითობებისთვის ტარდება დაზღვევა;
ქონების ღირებულების ნაწილი, რომელიც დაზღვევით არაა მოცული და დატოვებულია დამზღვევის რისკზე;
მზღვეველის კონკრეტული დაზღვევის ობიექტები და ზარალის დადგომის ალბათობის ხარისხი.
სადაზღვევო პორტფელის ფორმირებისას ტერმინი „სადაზღვევო რისკი“ გამოიყენება მისი პირველი მნიშვნელობით. სადაზღვევო ოპერაციების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფისა და დაბალანსებული სადაზღვევო პორტფელის პოზიციიდან ტერმინი „სადაზღვევო რისკი“ - ძირითადად გამოიყენება მის მეოთხე მნიშვნელობაში.
პირთა, ან საგანთა ერთიანობა, რომელთა შორისაც ხდება რისკის განაწილება, ქმნის სადაზღვევო ერთობლიობას. სადაზღვევო ერთიანობა შეიძლება იყოს სამი სახის: დახურული, ღია და სტაციონარული. დახურული ერთობლიობის ქვეშ იგულისხმება ერთიანობა, რომელშიც არ არის მოსალოდნელი დამზღვევთა ახალი ნაკადის შემოსვლა. ღია ერთობლიობა, დახურულისაგან განსხვავებით, ისეა ფორმირებული, რომ მოსალოდნელია დამზღვევთა ახალი ნაკადის შემოსვლა, ანუ განმასხვავებელი თვისებაა - უწყვეტი განახლება. პრაქტიკაში შედარებით უფრო გავრცელებულია ღია ერთობლიობა. ერთობლიობა არის სტაციონარული, თუ წონასწორობა შენარჩუნებულია შეთანხმების ახალ შენაკადსა და განადენს შორის. თუ წონასწორობა დარღვეულია, ერთობლიობა არის არასტაციონარული. საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციათა აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს სწორედ არასტაციონარულ ერთობლიობასთან, რის შედეგადაც სადაზღვევო გამოთვლები (აქტუალური გამოთვლები) ყოველთვის არაა საიმედო. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზია მზღვეველის მიერ სადაზღვევო და არასადაზღვევო რისკის განსაზღვრის დროს.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო ორგანიზაციის საქმიანობის თავისებურებას წარმოადგენს სადაზღვევო ურთიერთობების ალბათური ხასიათი, დაზღვევის ობიექტების სადაზღვევო რისკი და სადაზღვევო მომსახურება, რესურსების დროებითი და ტერიტორიათშორისი გადანაწილება, მზღვეველსა და დამზღვევს შორის ურთიერთობის ჩაკეტილი ხასიათი (რაც ნიშნავს იურიდიულად მყარი შეთანხმების არსებობას და მხარეთა ვალდებულებებს) მოითხოვს სადაზღვევო საქმიანობის მართვის განსაკუთრებულ მიდგომას.
რისკის შეფასებისას მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას ოთხი სხვადასხვა მიდგომა: საინჟინრო (ეყრდნობა ავარიათა სტატისტიკას), მოდელური (მავნე ფაქტორთა ზემოქმედება ადამიანსა და გარემომცველ სამყაროზე), ექსპერტული და სოციოლოგიური გამოკვლევა. რისკის მართვისას იყენებენ მრავალკრიტერიალურ არჩევანს, რომლის პროცედურა აღიწერება გადაწყვეტილების მიღების თეორიით. ამასთან, „რისკის ზომა“ ნაწევრდება და გამოიხატება იერარქიულად რაოდენობრივი მახასიათებლების დახმარებით.
სადაზღვევო საქმეში რისკის ზომის განსაზღვრის ამოსავალ წერტილად უმეტესად გამოიყენება მისი დადგომის ალბათობისა და მოსალოდნელი ზარალის სიდიდეთა შეფარდება. აღნიშნული არ ეწინააღმდეგება რისკ-მენეჯმენტში მიღებული რისკის განსაზღვრას. სადაზღვევო რისკის შედარებით ზუსტი განსაზღვრა და შეფასება შესაძლებელია მათემატიკური მეთოდებით - ალბათობის თეორიაზე, დიდ რიცხვთა კანონზე, სტატისტიკაზე და ემპირიულ პროგნოზებზე დაყრდნობით.
სადაზღვევო რისკის ტექნიკური შეფასებისას შეიძლება წამოიჭრას გარკვეული პრობლემები, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით. მაგალითად, დამზღვევის მისწრაფება კომერციული საიდუმლოების დაცვისაკენ, მისი ფსიქოლოგიური განწყობა დამალოს ინფორმაცია ტარიფის შემცირების მიზნით და ა.შ. ამასთან დაკავშირებით მზღვეველებს უნდა ჰყავდეთ საკუთარი პროფესიონალი სპეციალისტები - აქტუარები, სხვადასხვა სახის რისკების შესაფასებლად და უშუალოდ სადაზღვევო ობიექტის გამოკვლევისას უნდა ჩატარდეს მათი სწორი შეფასება.
რისკის კლასიფიკაციისას შეგვიძლია გამოვყოთ: პიროვნული რისკები; ქონებრივი რისკები; პასუხისმგებლობის რისკები და ვალდებულებათა შეუსრულებლობის რისკები.
რადგან რისკის არსებობა საზოგადოებისთვის დიდი დისკომფორტია, იგი ცდილობს მაქსიმალურად შეებრძოლოს მას სხვადასხვა მეთოდებით: რისკი შეიძლება თავიდან ავიცილოთ; რისკი შეიძლება სხვას გადავცეთ; რისკი შეიძლება შევამციროთ და რისკი შეიძლება გადავანაწილოთ დროსა და სივრცეში.
გამომდინარე აქედან, დაზღვევა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც რისკის სხვისთვის გადაცემისა და შემდგომში მისი დროსა და სივრცეში გადანაწილების პრინციპით, რისკის შემცირების მეთოდი.
ეკონომიკურ თეორიაში არსებობს რისკის სიდიდის კლასიფიკაციის სხვადასხვა ვარიანტები. რისკ-მენეჯმენტში კი რისკი უნდა დაიყოს შემდეგ ჯგუფებად: დასაშვები, კრიტიკული და კატასტროფული. ამ კლასიფიკაციის დადებით მხარეს წარმოადგენს მისი სხვადასხვა პირობებში გამოყენების შესაძლებლობა.
სტიქიური უბედურებისას იცვლება, როგორც დამზღვევის, ასევე მზღვეველის ფინანსური მდგომარეობა. მზღვეველის ფინანსური მენეჯმენტის პოზიციიდან და დამზღვევის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე რისკის სამი დონე შესაბამისად განსაზღვრავს რისკის შემდეგ სახეებს:
დასაშვები რისკი - სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მოგების სრული დაკარგვის საშიშროება;
კრიტიკული რისკი - ნავარაუდევი შემოსავლების დაკარგვა;
კატასტროფული რისკი - მთელი ქონების დაკარგვა და გაკოტრება.
რამდენადაც მზღვეველი წარმოადგენს სამეურნეო ერთეულს, ეს კლასიფიკაცია მისთვისაც მისაღებია. ასე, რომ მზღვეველის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, რისკის აღნიშნული დონეები ხასიათდება შემდეგნაირად:
დასაშვები რისკი - რომელიც არ აღემატება საერთო პრემიების ზღვარს სატარიფო პერიოდში;
კრიტიკული რისკი - სადაზღვევო ფონდის სრული გამოყენება საკუთარი კაპიტალის შენარჩუნებისათვის;
კატასტროფული რისკი - მთელი ქონების დაკარგვა და გაკოტრება.
სადაზღვევო საქმის პრაქტიკაში სატარიფო განაკვეთის და ფასის გამოთვლისას, საკითხი ძირითადად ეხება მზღვეველის რისკს. მისი შეფასებისათვის იყენებენ რისკის შედარებით დაწვრილებით კლასიფიკაციას: მსხვილი და კატასტროფული, დიდი, საშუალო, პატარა და უმნიშვნელო. ჩემის აზრით, რისკის ბოლო სახე ყოველთვის არსებობს სამეწარმეო საქმიანობის ნებისმიერი სახეობის დროს. რისკის საკუთარ თავზე აღებისას, მზღვეველის ინტერესში ძირითადად საშუალო რისკები ექცევა, თუმცა, მაღალი, მსხვილი და კატასტროფული რისკების პრობლემა იხსნება ისეთი სადაზღვევო მექანიზმების გამოყენებით, როგორებიცაა: თანადაზღვევა და გადაზღვევა.
ბაზარზე მოქმედ ყოველ სადაზღვევო ორგანიზაციას აქვს როგორც გარე ვალდებულებანი (პარტნიორების, ბიუჯეტის, კლიენტების და სხვ. წინაშე), ასევე შინა ვალდებულებანი (დამფუძნებლების, ფილიალების, საკუთარი თანამშრომლების და ა.შ.). ამ პოზიციებიდან სადაზღვევო ორგანიზაციათა გარე ვალდებულებანი მოიცავენ სადაზღვევოს და არასადაზღვევოს, რომელთა შორის ძირითადი როლი მიეკუთვნება სადაზღვევო ვალდებულებებს, რადგანაც:
მათი შესრულებისას ადგილი აქვს სადაზღვევო საქმიანობის საზოგადოებრივი დანიშნულების სადაზღვევო დაცვის რეალიზაციას;
სადაზღვევო ვალდებულებათა სიდიდეზე გავლენას ახდენს რისკის კატეგორია, რის გამოც ისინი ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას.
სადაზღვევო საქმიანობის არსებითი მახასიათებლების ზემოქმედება მზღვეველის მიერ დამზღვევის წინაშე აღებულ რისკ-ვალდებულებათა ფორმირებაზე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც:
1. სადაზღვევო რისკის არსებობა გულისხმობს მზღვეველის ვალდებულებათა მოცულობის ცვლილებების შესაძლებლობას, რომელსაც საფუძვლად უდევს ობიექტური მიზეზების გავლენა.
2. სადაზღვევო ურთიერთობის ჩაკეტილი ხასიათი წარმოადგენს თეორიულ პოსტულატს, რომელიც საფუძვლად უდევს სატარიფო განაკვეთის გამოთვლას. თანამედროვე პირობებში თითქმის არაა სადაზღვევო კომპანია, რომელიც მუშაობს დამზღვევთა ჩაკეტილ შემადგენლობებთან. ამასთან დაკავშირებით, ერთი სადაზღვევო გაერთიანებისთვის გამოთვლილი ტარიფი მოქმედებს მეორე, რეალურად არსებული სადაზღვევო პორტფელის პირობებში. ეს გარემოება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მიზეზს, რომელიც ხელს უწყობს ე.წ. „მზღვეველის შეცდომას“ რისკის განსაზღვრის დროს, რაც განაპირობებს, დამზღვევის წინაშე არაადეკვატურ გარემოებებს რესურსების ფორმირებისას. ამასთანავე იგი წარმოადგენს ერთ-ერთს იმ ფაქტორებიდან, რომლებიც წარმოქმნიან სპეციფიკურ „სადაზღვევო რისკს“.
3. დაზღვევის მესამე არსებითი პირობაა ზარალის განშლადობა დროსა და სივრცეში. სწორედ ეს მოვლენა აძლევს საშუალებას მზღვეველს საკუთარ თავზე აიღოს ვალდებულებანი დამზღვევთა წინაშე, რომელიც ბევრად აჭარბებს მისი საკუთარი სახსრების მოცულობას. თვით ზარალის განშლადობის არსებობის ობიექტური ფაქტი მზღვეველს არ უხსნის პასუხისმგებლობას ვალდებულებათა გადაფარვაზე, თუ სადაზღვევო შემთხვევები ერთდროულად მოხდა მთელ სადაზღვევო პორტფელზე.
სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის სპეციფიკურ თავისებურებას წარმოადგენს თავად სადაზღვევო ურთიერთობათა სარისკო ხასიათი. რისკი დამახასიათებელია არა მარტო კომპანიის შიგნით, არამედ გარემო სამყაროსათვის და შესაბამისად მზღვეველებს შეიძლება დაემუქროს არა მარტო სადაზღვევო რისკი, არამედ ის რისკებიც, რომლებიც გამოწვეულია მათზე დამოუკიდებელი მიზეზებით: პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური. შორეულ პერსპექტივაში საკუთარი საქმიანობის წარმართვისას, უნდა იქნეს პროგნოზირებული ამა თუ იმ მოვლენის ალბათობა (სადაზღვევო და არასადაზღვევო), სტატისტიკურ, ფინანსურ და სხვა ანგარიშებზე დაყრდნობით, ასევე ინფორმაციებზე გარე სამყაროს მდგომარეობის შესახებ (პოლიტიკური კატაკლიზმების სიხშირე საზოგადოებაში, სოციალური დაძაბულობა, ინფლაცია და ა.შ.). შინა და გარე რისკ-ფაქტორების ზემოქმედების შესწავლას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა სადაზღვევო კომპანიის მართვის საქმეში. სადაზღვევო ორგანიზაციების მართვისა და ფინანსური მდგრადობის სპეციფიკა გამოიხატება სწორედ რისკვალდებულებათა ფორმირების თავისებურებებსა და მათი შესრულებისათვის საჭირო რესურსების ფორმირების თავისებურებებში, ასევე ვალდებულებათა შესრულების დამატებითი ფინანსური გარანტიების არსებობის აუცილებლობაშიც.
![]() |
16 როგორ დავაზღვიოთ ავტომობილი |
▲ზევით დაბრუნება |
მკითხველთათვის საინტერესო კითხვებზე კომენტარს იძლევა ექსპერტი დაზღვევის საკითხებში ბ-ნი გიორგი გიგოლაშვილი.
კითხვა:
- გთხოვთ განგვიმარტოთ, რას მოიცავს ავტომობილების დაზღვევა და რა უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის დაზღვევის სურვილის შემთხვევაში?
კომენტარი:
- ავტომობილების დაზღვევა მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა სახის რისკის დაზღვევას, კერძოდ:
1. ავტომობილის დაზღვევა ქურდობა- გატაცება- ძარცვისაგან. ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ვალდებულებას იღებს აანაზღაუროს ამ რისკების შედეგად ავტომობილის (ან მისი ნაწილ( ებ) ის - თუ ეს გათვალისწინებულია სადაზღვევო ხელშეკრულებით) დაკარგვით გამოწვეული ზარალი.
2. ავტომობილის დაზღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის რისკებისაგან. ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ვალდებულებას იღებს აანაზღაუროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის დაზიანებით ან განადგურებით გამოწვეული ზარალი.
3. ავტომობილის დაზღვევა ხანძრის, აფეთქების, სხვადასხვა საგნის დაცემის, სტიქიური უბედურებებისაგან. ამ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია ვალდებულებას იღებს აანაზღაუროს ამ რისკების დადგომის შედეგად ავტომობილის დაზიანებით, ან განადგურებით გამოწვეული ზარალი.
4. მძღოლისა და მგზავრების სხეულის დაზიანება ან გარდაცვალება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ასეთი შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო კომპანია დაზარალებულზე, ან მის სამართალმემკვიდრეზე გასცემს ხელშეკრულებით წინასწარ შეთანხმებულ სადაზღვევო თანხას.
5. მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა. ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს მძღოლის მიერ მესამე პირებისათვის მიყენებულ ზარალს ხელშეკრულებაში მითითებული ლიმიტების გათვალისწინებით.
ავტომობილის დაზღვევის სურვილის შემთხვევაში, პირველ რიგში, ყურადღებით უნდა გაეცნოთ სადაზღვევო ხელშეკრულებას და დაზღვევის წესებს. სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ თქვენზე დაკისრებული ვალდებულებები (მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების, პრემიის გადახდის, სადაზღვევო შემთხვევაზე შეტყობინების და სხვ.), წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს გავლენას მოახდენს სადაზღვევო შემთხვევის გამოძიებაზე, ზარალის სიდიდეზე, ან სხვა მნიშვნელოვან გარემოებაზე - სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება სამართლიანად გითხრათ უარი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
მეორე რიგში - აუცილებლად განსაზღვრეთ ავტომობილის დაზღვევასთან დაკავშირებული პარამეტრები: ავტომობილის რეალური სადაზღვევო ღირებულება და პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხა უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, ნახეთ რამდენია ფრანშიზას სიდიდე, ნახეთ რამდენად ახლოსაა რეალურ საჭიროებებთან პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტები და უბედური შემთხვევისგან დაზღვევის სადაზღვევო თანხები. ნებისმიერი ამ პარამეტრის რეალობასთან შეუსაბამობამ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას შეიძლება წარმოგიშვათ მანამდე გაუთვალისწინებელი პრობლემები.
კითხვა:
- რას ნიშნავს გადაზღვევა, რაში სჭირდება ეს სადაზღვევო კომპანიას და ზრდის თუ არა მის გადახდისუნარიანობას?
კომენტარი:
- გადაზღვევა არის „დაზღვევა სადაზღვევო კომპანიისთვის“. პროფესიონალურად განხორციელებული გადაზღვევით, რა თქმა უნდა, იზრდება სადაზღვევო კომპანიის გადახდისუნარიანობა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია სხვა სადაზღვევო კომპანიას (გადამზღვეველს) გადასცემს ისეთ რისკებს, რომელთა ანაზღაურებაც მისთვის არასასურველი და/ან პრობლემატური იქნებოდა და ამ რისკის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი (სადაზღვევო კომპანიის წინაშე) ხდება ეს გადამზღვეველი კომპანია. როგორც წესი, გადაზღვევაზე სადაზღვევო კომპანია მიმართავს მაღალ, არასტანდარტულ, პორტფელში ცოტა რაოდენობით არსებულ რისკებს. სადაზღვევო კომპანიის შერჩევისას თქვენ შეგიძლიათ დაინტერესდეთ მისი გადამზღვეველი პარტნიორებით, სადაზღვევო კომპანია, როგორც წესი, მზადყოფნით გადმოგცემთ მათ შესახებ ინფორმაციას, ხოლო ძლიერი და ავტორიტეტული გადამზღვეველი კომპანიის პარტნიორობა სადაზღვევო საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.
კითხვა:
- შესაძლებელია თუ არა სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება სადაზღვევო აგენტის დახმარებით? რაიმე საფრთხესთან ხომ არაა ეს დაკავშირებული?
კომენტარი:
- სადაზღვევო აგენტი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელია და მასთან ხელშეკრულების გაფორმება ნიშნავს სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას. თუ სადაზღვევო აგენტი თქვენთვის უცხო პიროვნებაა, პირველ რიგში, დარწმუნდით მის უფლებამოსილებაში: მოითხოვეთ სადაზღვევო აგენტის მოწმობა, პირადობის მოწმობა, სურვილის შემთხვევაში მისი ვინაობა გადაამოწმეთ სადაზღვევო კომპანიაში დარეკვით; გადაამოწმეთ თქვენთვის გადმოცემული დოკუმენტაციის სინამდვილეში თანხის ხელზე გადახდის შემთხვევაში აუცილებლად მოითხოვეთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი... სადაზღვევო აგენტის მომსახურება ხშირად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე თქვენი ვიზიტები სადაზღვევო კომპანიის ოფისში, თუმცა, ბევრი რამაა დამოკიდებული აგენტის პროფესიონალიზმზე და დასაზღვევი ობიექტისა და რისკების მახასიათებლებზე.
კითხვა:
- რა პროცედურებია აუცილებელი სადაზღვევო ხელშეკრულების დასადებად?
კომენტარი:
- ბევრი რამ დამოკიდებულია დასაზღვევ ობიექტზე, ზოგადად, პირველ რიგში თქვენ სადაზღვევო კომპანიას აწვდით ინფორმაციას დასაზღვევი ობიექტის, რისკების, დამზღვევის, ზარალების ისტორიის შესახებ, რაც მზღვეველს საშუალებას აძლევს განსაზღვროს რისკის სიდიდე და მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაზღვევის ან ამაზე უარის თქმის შესახებ. მეორე რიგში ხდება სადაზღვევო კომპანიის მომსახურების მისადაგება თქვენს კონკრეტულ საჭიროებებზე, ამის შემდეგ მხარეთა შორის საბოლოოდ თანხმდება ყველა პარამეტრი და ბოლოს იდება სადაზღვევო ხელშეკრულება. სადაზღვევო კომპანიის მიერ უმეტესად ეს პროცედურები სტანდარტიზებულია და მინიმალურ დისკომფორტს უქმნის კლიენტს.
კითხვა:
- რას ნიშნავს ნდობისა და უმაღლესი კეთილსინდისიერების პრინციპი დაზღვევაში?
კომენტარი:
- ყველა სახის საქმიანი ურთიერთობა უნდა ეყრდნობოდეს უმაღლესი კეთილსინდისიერების პრინციპს ანუ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს ტყუილი, ან ტყუილის განზრახვა. სადაზღვევო ურთიერთობები ეფუძნება მხარეთა ურთიერთნდობას და კონფიდენციალობის მოთხოვნებს.
უმაღლესი კეთილსინდისიერების პრინციპი ნიშნავს მხარეთა ვალდებულებას შეატყობინოს მეორე მხარეს ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი, რომელიც მოახდენდა გავლენას მეორე მხარის გადაწყვეტილებაზე, გაეფორმებინა თუ არა ხელშეკრულება.
სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სადაზღვევო ორგანიზაციამ უნდა გაანალიზოს რისკი, უნდა მოახდინოს რისკის რეგისტრაცია და ამის შემდეგ გადაწყვიტოს იღებს თუ არა რისკს და როგორი იქნება მისი დაზღვევის პირობები. სადაზღვევო საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაზღვევი ობიექტისა და რისკის შესახებ ცოდნას ფლობს (ან უნდა ფლობდეს) მხოლოდ ერთი მხარე - დამზღვევი - და იგი ვალდებულია გადასცეს სადაზღვევო ორგანიზაციას ამასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია. სადაზღვევო ორგანიზაცია დამზღვევისგან მოითხოვს გარკვეული სახის მონაცემებს, ასევე მოითხოვს იმ ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც არ ყოფილა სპეციალურად მოთხოვნილი, მაგრამ ეხება დასაზღვევ ობიექტს და რისკს. ამავე დროს, არაა გამორიცხული სადაზღვევო ორგანიზაციას ჰქონდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არაა ცნობილი დამზღვევისთვის. ბუნებრივია, სადაზღვევო ორგანიზაციაც ვალდებულია გაამჟღავნოს ეს ინფორმაცია და არ დაუშვას დამზღვევის მხრიდან არასრული ან სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემების მიღება.
დაზღვევაში უმაღლესი კეთილსინდისიერების პრინციპი ნიშნავს:
დამზღვევის ვალდებულებას შეატყობინოს სადაზღვევო ორგანიზაციას ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, ანუ ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც იმოქმედებდა ფრთხილი მზღვეველის გადაწყვეტილებაზე მიეღო თუ არა დასაზღვევად მოცემული რისკი და თუ მიიღებდა - რა პირობებით, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს ინფორმაცია მოთხოვნილი და სადაზღვევო ორგანიზაციის ვალდებულებას, გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უცნობია დამზღვევისათვის და რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სადაზღვევო ურთიერთობებზე.
![]() |
17 გონივრული რისკის ფასი |
▲ზევით დაბრუნება |
ნათია ჟოჟუაშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
ჯეკ უელჩი - ბიზნესის ფილოსოფიის „გამომგონებელი“
ჯეკ უელჩის ამერიკის ბიზნეს-ელიტის ერთ-ერთი ლეგენდაა. მას არ დაუწყია ბიზნესი წვრილმანების გაყიდვით და შემდეგ საქმე კორპორაციების შესყიდვით არ გაუგრძელებია, მაგრამ იგი ისტორიაში შევიდა, როგორც კორპორაციული მმართველობის კორიფე - მისი ხელმძღვანელობით ისედაც გიგანტური „ჯენერალ ელექტრიკსის“ ბრუნვა ხუთჯერ, მოგება ათჯერ გაიზარდა, მოგების ნორმა კი გაორმაგდა!!!
ჯეკ უელჩი მუდმივად იმყოფებოდა ბიზნეს-მკვლევართა ყურადღების ცენტრში, რადგან იგი მოქმედებდა საკმაოდ მარტივი, შეიძლება ითქვას, ბანალური პრინციპებით. ხანდახან იგი დინების საწინააღმდეგოდაც „მიცურავდა“, ამიტომ მის ბიზნეს- სტრატეგიას უმეტეს შემთხვევაში კრახს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ექსპერტთა გასაოცრად ჯეკ უელჩს დამარცხების სიმწარე არასოდეს უგემნია.
როდესაც ჯეკ უელჩი „ჯენერალ ელექტრიკს“ ჩაუდგა სათავეში, ეს კომპანია მასშტაბური დანაკარგების საშიშროების წინაშე იდგა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებიც კი საკმაოდ შემაშფოთებლად გამოიყურებოდა. ამიტომ ჯეკ უელჩმა გადაწყვიტა ახალი ბიზნეს-ფილოსოფიით გამოეცოცხლებინა კომპანია. მან „ჯენერალ ელექტრიკსი“ ალმოდებულ პლატფორმას შეადარა და განაცხადა: „თუ გვინდა ეს „პლატფორმა“ ხანძარს გადავარჩინოთ, „ჯენერალ ელექტრიკსი“ უნდა გახდეს ყველაზე კონკურენტუნარიანი კომპანია მსოფლიოში“.
ექსპერტებს ეს სასაცილოდაც არ ეყოთ: „ისედაც ყველა კომპანია ცდილობს, რომ ყველაზე კონკურენტუნარიანი იყოს. ეს მიზანი იმდენად ბანალურია, რომ ამის შესახებ არც კი საუბრობენ.“ მაგრამ ჯეკ უელჩის ამ ბანალურმა ლოზუნგმა ერთ გუნდად შეკრა კომპანიის მთელი კოლექტივი, რამაც საშუალება მისცა ბოსს, რომ მოქმედების უფრო კონკრეტული მეთოდები და გრაფიკი შეემუშავებინა. ძირითადი მიმართულებები სამ პუნქტს მოიცავდა:
1. „ჯენერალ ელექტრიკსი“ გასაღების ბაზარზე: კომპანიის ბიზნესი საუკეთესო უნდა იყოს ბაზარზე.
2. ეფექტურობა: კომპანიის პერსონალი და ინფრასტრუქტურაუნდა იყოს მაქსიმალურად
რენტაბელური.
3. ტალანტების გაერთიანება: კომპანიამ მხარი უნდა დაუჭიროს მხოლოდ საუკეთესო იდეებს და წინადადებებს.
არც ეს კონკრეტული მიმართულებები ბრწყინავენ ფილოსოფიური სიღრმით, მაგრამ საუკეთესოზე ორიენტაციამ „ჯენერალ ელექტრიკსს“ წარმოუდგენელი წარმატებები მოუტანა:
1981 წელს, როდესაც ჯეკ უელჩი „ჯენერალ ელექტრიკს“- ის ხელმძღვანელობას შეუდგა, კომპანიის წლიური გაყიდვები 25 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მოგება 1,5 მილიარდს, კომპანიის საბაზრო ღირებულება 12 მილიარდად იყო შეფასებული.
2001 წელს კი, როდესაც ჯეკ უელჩმა თანამდებობა დატოვა, „ჯენერალ ელექტრიკს“- ის წლიური ბრუნვა 129,9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მოგება კი 14,1 მილიარდს.
1993-დან 1998 წლამდე „ჯენერალ ელექტრიკსი“ ამერიკული ბაზრის ლიდერი იყო. კომპანიის აქციების მომგებიანობა წელიწადში 24%25-ს შეადგენდა, აქციათა ღირებულება ყოველწლიურად 40—50%25-ით იზრდებოდა და 2001 წლისათვის აქციათა საერთო ღირებულებამ 400 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ასეთი წარმატების მიზეზად მიიჩნევა ჯეკ უელჩის მთავარი ფილოსოფიური პრინციპი, რომელიც „ნომერ 1 და ნომერ 2“ სახელწოდებითაა ცნობილი.
კომპანიის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, ჯეკ უელჩმა შესთავაზა აქციონერებს, რომ „ჯენერალ ელექტრიკს“-ის განკარგულებაში დარჩენილიყო მხოლოდ ის ქვედანაყოფები, რომლებსაც თავიანთ ბაზრებზე „ნომერ 1“ ან „ნომერ 2“ პოზიცია ეკავათ, დანარჩენები კი უბრალოდ უნდა დაეხურათ.
ეს მოთხოვნა განპირობებული იყო იმით, რომ 70-იანი წლებიდან აზიელმა კონკურენტებმა უფრო იაფი ელექტროტექნიკის წარმოება დაიწყეს, ვიდრე „ჯენერალ ელექტრიკსი“ სთავაზობდა მომხმარებელს.
აზიელების უპირატესობები არ იყო ტოტალური, მაგრამ „ჯენერალ ელექტრიკსი“- ის 350 ქვედანაყოფიდან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს ჰქონდა მოწინავე პოზიციები თავიანთ ბაზრებზე -- ასეთები იყო: ენერგეტიკული დანადგარების, გამანათებელი სისტემების და ელექტროძრავების წარმოება.
გლობალური მასშტაბით „ჯენერალ ელექტრიკს“ - ს უპირატესობები ჰქონდა პლასტიკების, გაზის ტურბინებისა და საავიაციო ძრავების წარმოებაში. 1981 წლისთვის მხოლოდ გაზის ტურბინების წარმოება იზრდებოდა, საავიაციო ძრავების წარმოება კი რენტაბელობის დონეს ჰკარგავდა. ასევე შესუსტდა კომპანიის პოზიციები ტრადიციული ელექტროტექნიკის წარმოებაში.
ამიტომ ჯეკ უელჩმა გადაწყვიტა, რომ მოეხდინა იმ სფეროების სტიმულირება, სადაც კომპანიას აშკარა უპირატესობები გააჩნდა, ნაკლებად პერსპექტიული სფეროები კი უნდა დაეხურათ, რომ შეეჩერებინათ მათზე ფუჭი დანახარჯები.
ასეთ წინადადებას თავიდან არავინ ეთანხმებოდა: „თანამედროვე ეკონომიკაში კომპანიის სტაბილურობის გარანტი ზუსტად რომ წარმოების დივერსიფიკაციაა და თქვენ, მისტერ უელჩ, ამ დივერსიფიკაციის შეზღუდვას გვთავაზობთო?“
ჯეკ უელჩმა აუხსნა დირექტორთა საბჭოს, რომ „ჯენერალ ელექტრიკსი“ უნდა იყოს გამორჩეული, უნიკალური კომპანია, რომელიც ცნობილი იქნება წარმატების მაღალი დონით რამდენიმე დარგში, რადგან ნაკლებადპერსპექტიულ სეგმენტების „ხავსზე ჩაჭიდება“ მხოლოდ დანაკარგებს მოუტანს კომპანიას. კონკურენციის გაღრმავება აღარ დაუტოვებს შანსებს რიგით, ორდინალურ მწარმოებლებს. უპირატესობებზე ორიენტაცია კი უფრო გააძლერებს კომპანიის აგრესიულობას და „ჯენერალ ელექტრიკსი“ შეძლებს საფასო პოლიტიკა უკარნახოს „თავის“ ბაზრებს.
ჯეკ უელჩმა მიიჩნია, რომ კომპანიის ზედმეტი ბალასტი იყო ის ბიუროკრატია, რომელიც ნაკლებადპერსპექტიულ სფეროებს მართვდა. მან ამის გამო „ჯენერალ ელექტრიკსი“- ს პერსონალი 412000 დან 229000- მდე შეამცირა. გარდა ამისა, ჯეკ უელჩმა გაყიდა კომპანიის არაეფექტური ქვედანაყოფები საერთო ღირებულებით 12 მილიარდი დოლარი, მაგრამ იმავდროულად შეისყიდა ახალი საწარმოები, რომლებშიც 26 მილიარდი დოლარი გადაიხადა.
ამ ოპერაციების „ფილოსოფია“ მდგომარეობდა იმაში, რომ ჯეკ უელჩი მხარს უჭერდა არა კომპანიის ერთობლივ ზრდას მხოლოდ ამ ზრდის მიზნით, არამედ იგი ააქტიურებდა კომპანიის ფუნდამენტურ საფუძვლებს: ახალი სტრატეგია ახდენდა იმ მიმართულებების სტიმულირებას, სადაც „ჯენერალ ელექტრიკს“- ს იმთავითვე ძლიერი პოზიციები გააჩნდა.
ასეთმა პოლიტიკამ გამოიწვია კორპორაციისმაქტივების ნახტომისებური, „კვანტური“ ზრდა.
ჯეკ უელჩი პირველი იყო, ვინც ყურადღება მიაქცია პერსპექტიულ მომიჯნავე დარგებს: „რადიო კორპორეიშნ ოფ ამერიკა“ არ განეკუთვნებოდა სამრეწველო სფეროს, მაგრამ იგი იყო „ჯენერალ ელექტრიკს“- ის პროდუქციის მსხვილი მომხმარებელი. ამიტომ ჯეკ უელჩმა იფიქრა: „ხომ არ სჯობს რომ ამ „რადიო კორპორეიშნ ოფ ამერიკა“- ს აქციათა პაკეტი „ვიყიდოთ“, ვიდრე მას ელექტროდანადგარები მივაწოდოთო“. მით უმეტეს, რომ ამ რადიოკომპანიის შემოსავლები დღითიდღე იზრდებოდა - იგი იყო პირველი კომპანია, რომელიც გავიდა ტელემაუწყებლობის ბაზარზე, ასევე ეს კომპანია ფლობდა უმსხვილეს ხმისჩამწერ სტუდიებს, კოსმოსურ თანამგზავრულ სისტემებს და ა.შ.
„რადიო კორპორეიშნ ოფ ამერიკა“ - ს ნამდვილად არაფერი უჭირდა იმისათვის, რომ თავის აქციათა პაკეტი გაეყიდა, მაგრამ „ჯენერალ ელექტრიკს“ - ი მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა უთანამედროვესი აპარატურის მიწოდებაზე, თუ ეს მედია- კომპანია თავის აქციათა პაკეტის მნიშვნელოვან ნაწილს დასთმობდა...
იგივე ტაქტიკა გამოიყენა „ჯენერალ ელექტრიკს“ - მა კომპანია „მორისსტაუნის“ მიმართ, რომელიც ფლობდა კოსმოსური ნავიგაციისა და კომუნიკაციების სისტემებს. ამ კორპორაციას ასევე აქციათა პაკეტი მოსთხოვეს „ჯენერალ ელექტრიკს“ - ის ელექტრონული სისტემების სანაცვლოდ...
ასეთი შენაძენების შედეგად „ჯენერალ ელექტრიკს“ - ის კაპიტალი 30,28 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
მაგრამ ჯეკ უელჩი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ტექნოლოგიური ზეწოლებით - მას მიაჩნდა, რომ კორპორაციაში მთავარი კაპიტალი თვით პერსონალია. ამიტომ იგი მუდმივად გამოდიოდა მოხსენებითი სიტყვებით „ჯენერალ ელექტრიკს“ - ის თანამშრომელთა თავყრილობებზე. გარდა ამისა, ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს იგი სწერდა სპეციალურ წერილს კომპანიის აქციონერებს, სადაც გადმოცემული იყო მისი ბიზნეს- ხედვის ძირითადი მიმართულებები. თვით ჯეკ უელჩი მიიჩნევდა, რომ ეს წერილი ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა „ჯენერალ ელექტრიკს“ - ის საქმიანობაში.
გარდა ამისა, ჯეკ უელჩმა თავის კაბინეტში დაამონტაჟებინა სპეციალური ტელეფონი, რომლის ნომერიც ყველა რიგითმა სავაჭრო აგენტმა იცოდა. თუ რომელიმე აგენტი ხელსაყრელ კონტრაქტს გააფორმებდა, მას შეეძლო დაერეკა უელჩისთვის და ამის შესახებ ეცნობებინა. რაც არ უნდა დაკავებული ყოფილიყო, უელჩი მაშინვე პასუხობდა აგენტს და აქებდა მას. შემდეგ კი ამ აგენტს მისალოც ბარათს უგზავნიდა.
ასეთი „მლიქვნელობა“ წარმოადგენდა ჯეკ უელჩის ბიზნეს-ფილოსოფიის კიდევ ერთი „კატეგორიის“ შედეგს, რომელსაც ეწოდება „თანამშრომელთა ტვინისა და ენერგიის რეალიზაციის სტრატეგია“. ეს სტრატეგია განპირობებული იყო იმით, რომ მასობრივი დათხოვნების შემდეგ კორპორაციის დარჩენილი თანამშრომლები დეპრესიაში აღმოჩნდნენ -- მათ თავიანთი აზრის გამოთქმისაც კი ეშინოდათ, რომ ზემდგომი უფროსების უკმაყოფილება არ გამოეწვიათ. ამიტომაც იკისრა ჯეკ უელჩმა მთელი პერსონალის „ქება- დიდების“ ვალდებულება. თანამშრომლებიც გრძნობდნენ, რომ თვითონ იყვნენ საქმის მკეთებელნი და არა უბრალოდ კორპორაციული „მახინის“ საცოდავი „ჭანჭიკები“....
ამასთანავე, ჯეკ უელჩმა დაიწყო ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყველა თანამშრომელს შეეძლო მიეწოდებინა იდეა თუ როგორ განვითარებულიყო კომპანია. კომპანიის მენეჯერები ერთობლივად განიხილავდნენ ამ წინადადებებს და წყვეტდნენ, თუ რომელი მათგანის განხორციელება იქნებოდა მომგებიანი. ამ პროგრამამ მოსალოდნელზე მეტი შედეგები მოიტანა.
ჯეკ უელჩის ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი კატეგორია იყო «მომავლისაკენ სწრაფვა», რაც გუკილსხმობდა, რომ ძლიერი ფოკუსირება უკვე მიღწეულ შედეგებზე კი არ უნდა მომხდარიყო, არამედ უნდა ეძიათ ახალი ალტერნატიული შესაძლებლობები.
ჯეკ უელჩი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც გამოიყენა სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდები - იგი ითხოვდა თავისი მენეჯერებისაგან, რომ შეესწავლათ კომპანიის ზრდის საგარეო პირობები გრძელვადიან ასპექტში და შეედარებინათ ეს მონაცემები კორპორაციის ზრდის შინაგან შესაძლებლობებთან.
ასეთმა ფილოსოფიამ წარმოუდგენლად გაზარდა კორპორაციის პარამეტრები. მაგრამ ერთმა ხარვეზმა თავი მაინც იჩინა - „ჯენერალ ელექტრიკსის“ პროდუქციის ხარისხი საკმაოდ ჩამორჩებოდა „მოტოროლას“, „ჰიულეტ-პაკარდის“ და სხვა ზოგიერთი კონკურენტის ხარისხობრივ მაჩვენებლებს. თუმცა, ვერავინ იტყოდა, რომ „ჯენერალ ელექტრიკსის“ ნაწარმი უხარისხოა. როგორც აღმოჩნდა, თანამშრომლების ინიციატივების წახალისებამ უარყოფითად იმოქმედა მათ დამოკიდებულებაზე ხარისხის მიმართ. ღებულობდნენ რა უფროსობისაგან მადლობებს ახალი იდეებისათვის, ისინი თავიანთი მუშაობის ხარისხსაც გადაჭარბებულად აფასებდნენ, რაც პროდუქციის ხარისხის დონეზე უარყოფითად აისახებოდა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჯეკ უელჩმა 1995 წელს შეიმუშავა ხარისხის კონტროლის პროგრამა - „სიგმა ექვსი“.
„სიგმა ექვსი“. - ეს არის განზომილებათა სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა კორპორაციას, რომ გაეგოთ, როგორ უნდა აღმოეფხვრათ წარმოებაში არსებული დეფექტები.
ხარისხის კონტროლმა უკვე რამდენიმე წელიწადში შესამჩნევი შედეგები მოიტანა: 2000 წლისათვის „ჯენერალ ელექტრიკს“- მა მოიპოვა პირველობა მთელ რიგ ბაზრებზე. იგი გახდა ნომერ 1 ისეთ მასშტაბურ ბაზრებზე, როგორებიცაა: სამრეწველო ძრავები, სამედიცინო დანადგარები, პლასტიკების წარმოება, საკრედიტო ბარათების ელექტროსისტემები, ტურბინები ელექტროსადგურებისათვის, კომპიუტერული კომუნიკაციები, აეროკოსმოსური ძრავები, ელექტროგამანაწილებელი სისტემები.
„ჯენერალ ელექტრიკს“- მა მოიპოვა მეორე ადგილი ასევე გლობალური მნიშვნელობის სფეროებში : განათების სისტემები (ნეონის და ვარვარა ნათურები, სხვადასხვა ტიპის სანათები...) და საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა (ქურები, მაცივრები, ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხი მანქანები და ა.შ.).
კორპორაციის განვითარების კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენდა გლობალიზაცია. 1990-იან წლებამდე ითვლებოდა, რომ საზღვარგარეთ მუშაობა გაცილებით რთულია. ამიტომ ამერიკულ კომპანიათა მნიშვნელოვანი ნაწილი, ისევე როგორც „ჯენერალ ელექტრიკსი“, თავიანთი მოგების 80%25-ს თვით აშშ-ს ტერიტორიაზე ღებულობდნენ. მაგრამ 90-იანი წლებიდან დაიწყო საგარეო ინვესტიციების ბუმი. ამ ტენდენციას არც „ჯენერალ ელექტრიკსი“ ჩამორჩა და უკვე 2000 წლისათვის კორპორაციის 340000 თანამშრომლიდან 140000 საზვარგარეთ მუშაობდა.
„ჯენერალ ელექტრიკს“- მა ფეხი აუწყო, ასევე მომსახურების ბაზრის წილის ზრდის ტენდენციას. 1980 წელს კორპორაცია შემოსავლების 85%25-ს წარმოების სფეროდან ღებულობდა. მაგრამ ჯეკ უელჩი დროულად მიხვდა, რომ მომავალი მომსახურების სფეროს ეკუთვნის. ამიტომ სწრაფი ტემპებით დაიწყეს მისი სტიმულირება. 1999 წლისთვის კომპანიის ერთობლივმა შემოსავალმა 111,6 მილიარდი შეადგინა, საიდანაც უკვე 35,7 მილიარდი მომსახურების სფეროზე მოდიოდა.
ასეთი ტოტალური წარმატებების შემდეგ ექსპერტებმა აღიარეს ჯეკ უელჩის ბიზნეს- გენია და მისი ფრთოსანი გამონათქვამების შეგროვება დაიწყეს. ყველაზე მეტი მნიშვნელობა ჯეკ უელჩის შემდეგ გამონათქვამებს მიანიჭეს:
შექმენით ისეთი მარტივი, გასაგები, რეალური კონცეფციები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნება კლიენტზე;
დაისახეთ და მიაღწიეთ აგრესიულ მიზნებს, მაგრამ იმავდროულად გაითვალისწინეთ პასუხისმგებლობა და მოვალეობები;
ეცადეთ გახდეთ თქვენი საქმის ოსტატები და ნუ ეცდებით „საკმეველი უკმიოთ“ ბიუროკრატიას და ყველაფერს, რაც მასთანაა დაკავშირებული;
იყავით დარწმუნებულნი თქვენს თავში სხვების შთაგონების მიზნით და მოიქეცით თავისუფლად..... ეცადეთ მოიპოვოთ ნდობა იმისათვის, რომ მიიღოთ უფლებამოსილებანი ...... მზად იყავით მიიღოთ ახალი იდეები;
განივითარეთ გლობალური აზროვნება და იყავით მზად გაითავისოთ გლობალური იდეები;
მხარი დაუჭირეთ გარდაქმნებს და ისიამოვნეთ ამით ... არ შეგეშინდეთ ცვლილებების....
იყავით ენერგიულები და ეცადეთ ეს ენერგიულობა სხვებსაც გადასცეთ...
მოითხოვეთ მაღალი ხარისხი და ებრძოლეთ ბიუროკრატიას..
დააფასეთ მსოფლიო ინტელექტუალური პოტენციალი და შექმენით გუნდები ამ პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით;
ყოველთვის ეძებეთ და გამოიყენეთ ახალი იდეები მათიწარმომავლობის მიუხედავად...
მხოლოდ რამდენიმე ბიზნეს-ლიდერს თუ გააჩნდა ასეთი მარტივი და იმავდროულად ყოვლისმომცველი „ფილოსოფიური კატეგორიების“ ნაკრები....
აღნიშნული შეგონებანი და აღწერილი ბიზნესსტრატეგიები გამოსადეგია არა მხოლოდ გიგანტური კორპორაციებისათვის, არამედ ყველაზე მცირე საწარმოებისათვისაც კი...
![]() |
18 ზაზა რაზიკაშვილი: ჩვენ ჩვენი კლიენტების მშვიდი ძილი ვიყიდეთ! |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო აგერ უკვე მერამდენე წელიწადია, დიდ სამშენებლო პოლიგონადაა ქცეული. დეველოპერული კომპანიები თავს იწონებენ ორიგინალური და ფეშენებელური ბინათმშენებლობებით და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობენ კლიენტებს. ძვირადღირებული საცხოვრებელი ფართების ამ მარათონში ყველას თავისი გამორჩეული შტრიხი და ნიშა აქვს დაკავებული და არცთუ მცირე კონკურენციის პირობებში, საკუთარი ბიზნესის გაძლიერებისთვის იბრძვიან.
სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავი“ ამ მარათონის ავანგარდში დგას და თავის საქმიანობაში „სასიამოვნოსა და სასარგებლოს“ წარმატებულ სინთეზს ახორციელებს. კომპანიის თავკაცი ძლიერ ქართულ ფესვზე ამოზრდილი ის ადამიანია, რომლისთვისაც ფულის კეთება თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. დიდი ვაჟას ღირსეული შთამომავლის, ბატონ ზაზა რაზიკაშვილის ცხოვრებისეული კრედო საქართველოს გაძლიერებაზე გადის და ამ ვექტორიდან გადახვევას არასოდეს აპირებს. „თუ არ იქნა ახლის მუდმივი ძიება, მუდმივად ფორმაში ყოფნის სურვილი, ვერც სპორტსმენი და ვერც ბიზნესმენი წარმატებას ვერ მიაღწევს“, - აცხადებს ყოფილი მოჭიდავე და საკუთარი კომპანიის წარმატებას თანამოაზრეთა იმ ჯგუფის დამსახურებად მიიჩნევს, ვისი მაღალპროფესიონალური გამოცდილება და ადამიანური ერთგულებაც, აგერ უკვე რამდენი წელია, თან სდევს. ფშაველი კაცისთვის დამახასიათებელი მოკრძალებით, საკუთარ თავზე ნაკლებს საუბრობს, თუმცა, მის ღირსებებზე საუბარს არ გაურბიან თანამშრომლები: „არსებობენ კარგი სპეციალისტები, მაგრამ, მერწმუნეთ, საქმიანობის წარმატებას მეტწილად კარგი ხელმძღვანელი განსაზღვრავს. მასში არის უზარმაზარი ენერგია, ადამიანური სითბო და საქმისადმი უსაზღვრო ერთგულება“, აცხადებს „ოლიმპიური ვარსკვლავის“ არქიტექტორთა მონიტორინგის ჯგუფის უფროსი ბატონი ილო შარაშენიძე და იმ უძილო ღამეებისა და 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის შესახებ მოგვითხრობს, რაც ბატონი ზაზა რაზიკაშვილისთვის ცხოვრების წესადაა ქცეული.
როგორ გაჩნდა იდეა
ჩვენ ჩვენი საქმიანობა სამშენებლო ბიზნესში ამ კომპანიით არ დაგვიწყია, პირიქით, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვენი საქმიანობის აპოგეა, ანუ შეჯამება იმ გამოცდილებისა, რომელიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა და უფრო დიდ მასშტაბებზე გავედით. „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შექმნის იდეა დაიბადა მაშინ, როდესაც ზვიადაურმა ცნობილი ჟესტი გააკეთა და მთელი საქართველო (მგონი 1981 წლის შემდეგ ასეთი რამ არც მომხდარა) ქუჩაში ულოცავდა ერთმანეთს მის გამარჯვებას. ეს დღე ყველას გვახსოვს და კიდევ დიდხანს გვემახსოვრება. ამ დიდი გამარჯვებიდან ორი დღის შემდეგ კი ჩემმა მეორე მეგობარმა, გიორგი ასანიძემ გვასახელა, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა იდეა, ჩამოგვეყალიბებინა კომპანია სახელწოდებით „ოლიმპიური ვარსკვლავი“, რადგან ჩავთვალეთ, რომ სახელწოდებაში პოზიტივი უკვე იდო ჩვენი ბიჭების გამარჯვებების სახით. ამ სახელწოდებაში ზუსტადაა განსაზღვრული ის ნიშაც, რომლის დაკავებაც ჩვენ შევძელით და რომელიც სხვა კომპანიებისგან გამოგვარჩევს. ეს არის საცხოვრებელ-საზოგადოებრივი სპორტული კომპლექსები. ჩვენ ჩვენს მაცხოვრებლებს პირდაპირ სახლში მივუტანეთ ყველა სახის პატარა სპორტული სეგმენტი. დღეს ყველა მიხვდა, რომ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ფასი არაფერია. სჯობს ადამიანი თავიდანვე დაკავდეს სპორტით, ვიდრე მერე ექიმებთან უამრავი თანხა დახარჯოს ჯანმრთელობის აღსადგენად. მაგრამ ერთია იდეა, მეორე კი ის ადამიანი, რომელშიც რეალიზებულია ეს იდეა, ანუ ცოცხალი მაგალითი. ჩვენს ყველა კომპლექსში აუცილებლად იცხოვრებს ერთი სპორტული გმირი, ერთი წარმოჩინებული სპორტსმენი, რომელსაც, ჩვენ, ცხადია, ბინას ვჩუქნით. ეს ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობაა - ერთი მხრივ, ხდება სპორტსმენის წახალისება (ვიცით, რომ ჯერჯერობით საქართველოში ამ მხრივ პრობლემები მაინც არსებობს). მოგეხსენებათ, წახალისებული და მოტივირებული სპორტსმენი უფრო მაღალ შედეგს აღწევს. სპორტი ხომ ჩვენში თვითშეწირვა და 24-საათიანი შრომაა, რომელშიც ერთმა წამმაც კი შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგიყაროს (ეს ტრავმირებული ზვიადაურის მაგალითზეც კარგად გამოჩნდა). მეორე მხრივ, მოსახლეობას და ბავშვებს, რომლებიც ჩვენს სახლებში იცხოვრებენ, გვერდით ეყოლებათ წარმატების ცოცხალი მაგალითი, ჯანსაღი მიბაძვის ობიექტი, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. ამას გარკვეული იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს და ეს არის ჩვენი ნიშა. იმაზე, რომ ჩვენ ამ მხრივ სწორი მიგნება გავაკეთეთ, ჩვენს კომპანიაში გაყიდვების დინამიკის სწრაფი ზრდაც მეტყველებს - ხალხს უნდა, რომ ჩემპიონის გვერდით იცხოვროს.
პირველი დაზღვეული მშენებლობა საქართველოში
სპორტი და ბიზნესი ხასიათით ჰგავს ერთმანეთს, მიზანსწრაფვაში სპორტსმენის და ბიზნესმენის მსგავსება საუბრის ცალკე თემაა, მაგრამ აქ ვიტყვი ერთს - თუ არ იქნა მუდმივი ზრდა, თუ არ იქნა მუდმივად ახლის ძიება და მუდმივად ფორმაში ყოფნის სურვილი, ვერც სპორტსმენი და ვერც ბიზნესმენი წარმატებას ვერ მიაღწევს. სწორედ ამ ახლის ძიებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ გავაკეთეთ პირველი დაზღვეული პროექტი, ეს არის ჩვენი პოლისი № 1 (ჩვენი კომპანია ცდილობს, ყველაფერში პირველი იყოს). 6 თვე ვიმუშავეთ იმაზე, რომ დაზღვევის სათანადო ფორმა შერჩეულიყო და სადაზღვევო კომპანია „ბი-სი-აისთან“ ერთად ეს მოვახერხეთ, რითაც ფაქტობრივად მოვსპეთ კითხვები: „რომ არ აშენდეს?“ ან „რომ რამე მოხდეს?“ჩვენ ჩვენი კლიენტების მშვიდი ძილი ვიყიდეთ, - ასე ვამბობთ ხოლმე.
რაც შეეხება სხვას, ჩვენ გვაქვს მომსახურების სრული პაკეტი, ეს არის მშენებლობისა და არქიტექტურული მონიტორინგი, სრული საბანკო მომსახურება (დაწყებული პორფელიოდან, „იპო+“-ის ჩათვლით), ანუ ჩვენთან ბინის შესყიდვა არის მაქსიმალურად გამარტივებული, ფულიც კი არ სჭირდება ადამიანს - თუ მას შესაბამისი შემოსავალი აქვს, შეუძლია ჩვენი კლიენტი გახდეს. ამ ყველაფრისთვის კი მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“. საერთოდ მიმაჩნია, რომ საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტი ასე უნდა დაუდგეს ერთმანეთს გვერდში და რომ იტყვიან, სოფელიც აშენდება.
ზვიადაურისა და რაზიკაშვილის კიდევ ერთი შეხვედრა
ჩვენი კომპანიის საქმიანობაში არის ცოტა რომანტიკული მომენტიც - ეს გახლავთ ზვიადაურისა და რაზიკაშვილის კიდევ ერთი შეხვედრა. გარდა იმისა, რომ ეს ბიჭი კარგი სპორტსმენია და ყველას გვიყვარს, ფშავ-ხევსურეთი პატარა კუთხეა (გასაგები მიზეზების გამო, იქიდან ძალიან დიდი მიგრაცია მოხდა, მხარე თითქმის დაიცალა, მთელ ფშავ-ხევსურეთში 120-კილომეტრიან პერიმეტრზე 500-600 კომლამდეღა ცხოვრობს) და ჩემთვის ამიტომაც იყო ზვიადაურის გამარჯვება ძალიან ახლობელი. ეს გახდა იმის მიზეზიც, რომ ჩვენ ამ საქმეშიც ერთად ვართ, ზვიადაური თავისი შრომითა და მიღწევებით ჩვენი საამაყო სახეა. თავისთავად ცხადია, ბიზნესში დიდი გამოცდილების დაგროვება ოლიმპიელმა ბიჭებმა ვერ მოასწრეს, მაგრამ ისინი თავის გამარჯვებებით ქმნიან იმ პოზიტივს, რომელიც ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რადგან ეს ფაქტორი ხალხს უღრმავებს ჩვენდამი ნდობას და ადამიანებში აღვივებს სწრაფვას, იცხოვრონ ჩემპიონის გვერდით. ასე რომ, თავისი გამარჯვებებით ჩვენი ჩემპიონები ჩვენს საქმესაც წარმატებით აკეთებენ.
რა იყო მანამდე...
წინასწარ გავთვალე ამ საქმის თანმდევი ყველა უარყოფითიდავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ცნობილი გპი, საავტომობილო- საინჟინრო ფაკულტეტი, თუმცა, მაშინ ჩვენთან ყველა ის საგანი იკითხებოდა, რაც სამშენებლო ფაკულტეტზე. ყოფილი სპორტსმენი ვარ, მოჭიდავე, მაშინდელი საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. შემდეგ, როცა საქართველოში ბიზნესის პირველი ტალღა წამოვიდა, 1991 წელს, ჩამოვაყალიბეთ „წყლების სახლი“, შევისყიდეთ „ვაჟას წყლის“ ჩამომსხმელი ქარხანა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი პერსპექტივა ჰქონდა ამ ბიზნესს, ცნობილი მოვლენების შემდეგ, ჩვენთან სიტუაცია აირია და მე წავედი ქვეყნიდან, 5-6 წელი ვიყავი წასული, სხვაგან გავაკეთე ბიზნესი და დიდი გამოცდილებით ჩამოვედი უკან. ჩემი ჩამოსვლა დაემთხვა სამშენებლო ბუმის დაწყებას საქართველოში. აქ ერთი კურიოზი მინდა გავიხსენო, რამაც გარკვეულწილად განსაზღვრა კიდეც ჩემი სამშენებლო ბიზნესით დაინტერესება. როცა საქართველოში არ გახლდით, თბილისში, ხილიანის ქუჩაზე მქონდა კერძო სახლი, რომელიც ერთ-ერთმა კომპანიამ დაანგრია (არ მინდა სახელი ვთქვა) იმ პირობით, რომ როცა ჩამოვიდოდი, მის ადგილას აშენებულ კორპუსში ბინას დამახვედრებდნენ. მაგრამ დამხვდა დაუსრულებელი შენობა და მოტყუებული მობინადრეების მთელი არმია - აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ პირველი დაზღვევა ჩვენმა კომპანიამ აიღო, ყველაფერი ხომ საკუთარ თავზე მქონდა გამოცდილი! დაზარალებულმა მოსახლეობამ მთხოვა სათავეში ჩავდგომოდი ბინათმშენებლობის საქმეს და კერძო ინვესტორის სტატუსით ავაშენეთ კიდეც მრავალსართულიანი კორპუსი, რასაც კიდევ ერთი მშენებლობა მოჰყვა და ხილიანზე ორი დიდი ლამაზი სახლი წამოვჭიმეთ. შეიძლება პარადოქსია, მაგრამ მე მადლობელი ვარ იმ არასასიამოვნო შემთხვევისა, რადგან მაშინ მე ზუსტად დავინახე ყველა ის ცუდი ასპექტი, რაც სამშენებლო ბიზნესს შეიძლება ჰქონოდა. შესაბამისად, რისკი. ამიტომ ხშირად ვამბობ ხოლმე, ცუდი უკვე ნანახი მაქვს და შემიძლია შემდეგი სვლები სწორად დავგეგმო. მოკლედ, ასე მოვხვდი ამ ბიზნესში. შემდეგ შევიკრიბეთ თანამოაზრეების ჯგუფი, ფინანსურადაც უფრო მოვძლიერდით და რაკიღა იდეა კარგი, ნიშა კი სწორად იყო მოძებნილი, სხვებიც დაგვიდგნენ გვერდში, პირველ რიგში, ვიმეორებ, „საქართველოს ბანკი“ და უკვე სერიოზულ კომპანიად ჩამოვყალიბდით. ეს 2004 წელს მოხდა.
მთავარი სტრატეგია
თბილისი თავკომბალა რომ არ გახდეს, ქალაქის დაგეგმარებასთან შეთანხმებით შემუშავებულია სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, დიდი სავაჭრო ცენტრები ქალაქის პერიფერიებში უნდა გავიდეს. ჩვენ ეს პროცესი უკვე დავიწყეთ, უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი კეთდება მუხიანში, რომელიც არის მულტიფუნქციური საზოგადოებრივ- სავაჭრო ცენტრი და ამ მიმართულებით კვლავაც ვაგრძელებთ მუშაობას. მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად სწორია, რადგან ე.წ. „საძილე რაიონები“ თბილისში აღარ უნდა არსებობდეს და თითოეულ მათგანს შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება ფართების ფასებს, ეს საკითხი დიფერენცირებულია ქალაქის სხვადასხვა რაიონის მიხედვით. ბოლო დროს მოხდა ნახტომი ფასებში, რადგან საგრძნობლად გაძვირდა სამშენებლო მასალა. შესაბამისად, საბურთალოზე 950 დოლარამდე ავედით, ორთაჭალაში - 700 დოლარამდე, ეს არის საცხოვრებელი ფართების ფასი. ცალკეა კომერციული ფართების ღირებულება, მუხიანში - 1700 დოლარი, საბურთალოზე - 3000. რაც შეეხება მშენებლობის მოცულობას, ეს ციფრი საკმაოდ დიდი და დინამიკურად მზარდია, საშუალოდ 250- 300 ათასი კვადრატული ფართის მშენებლობა მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში და მე ვთვლი, რომ ეს საკმაოდ სერიოზული მოცულობაა საქართველოს მასშტაბებისთვის.
მოცულობითი ზრდა თვითმიზანი არ არის!
კომპანია უნდა იზრდებოდეს, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მოცულობითი ზრდა ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ხარისხი და კომფორტია. მოცულობითი ზრდა იქამდეა კარგი, სანამ იგი კომპანიის საქმიანობის ხარისხობრივ ზრდას უწყობს ხელს და არა პირიქით. ხანდახან მოცულობითი ზრდით ზედმეტად გართობა ხარისხს სერიოზულად აზარალებს. ვაშენოთ ბევრი და უხარისხო, ჩვენთვის მიუღებელი ლოზუნგია. ამიტომ, ეს მოთხოვნა ჩვენთან მკაცრადაა დაცული. ჩემთვის ძალზე საამაყოა, რომ კომპანიაში სპეციალისტთა ბრწყინვალე ჯგუფებია მობილიზებული, რომლებიც უზრუნველყოფენ მშენებლობისა და კომფორტის მაღალ სტანდარტებს. ყოველი ახალი ობიექტი იგეგმება უმაღლეს პროფესიულ დონეზე და საერთო მოცულობით კონტექსტში. შემოთავაზება ძალიან ბევრია, მაგრამ ჩვენი სპეციალისტები უმკაცრეს ფილტრში ატარებენ თითოეულ მათგანს იმის მიხედვით, თუ რომელი მშენებლობის დაწყება არ დაარღვევს ჩვენს მოთხოვნებს.
რეგიონები
„ოლიმპიური ვარსკვლავი“ აშენებს რეგიონებშიც. მაგალითად, ბაკურიანში შენდება სპორტულ-საცხოვრებელი კომპლექსი იმ სპეციფიკიდან გამომდინარე, რასაც ბაკურიანის ტიპის დასახლება მოითხოვს. ეს არის სასტუმროს ტიპის კომპლექსი. ასეთივე კომპლექსები გვექნება ბათუმსა და თითქმის ყველა საკურორტო ზონაში. შემდეგ უკვე შევხედავთ და იმის მიხედვით, თუ რომელი ქალაქი იქნება მზად ძვირადღირებული ფართების შესაძენად, მშენებლობის გეოგრაფიას გავაფართოვებთ. ჯერჯერობით ასეთი რამდენიმე ქალაქია, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი. თავისთავად ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფართოდ ვიყოთ წარმოდგენილი მთელ საქართველოში, ანუ გეოგრაფია ბრენდისა ჩვენთვის ძალიან ღირებულია, თუმცა, ეს არ არის თვითმიზანი, მთავარია, რამდენად ჩაჯდება ეს გეოგრაფია ჩვენი საერთო წარმატებისა და წინსვლის კონტექსტში. ჩვენ ახლა ქალაქის ნაკლებად განვითარებულ უბნებშიც ვმუშაობთ (მაგალითად, დადიანის ქუჩა) და ძალიან საამაყო იქნება, თუ ამ მიმართულებითაც პიონერები აღმოვჩნდებით, ანუ იმ უბნებში ავაშენებთ სახლებს, სადაც ახალი შენობები პრაქტიკულად არ დგას. გეტყვით, რომ სულ ცოტა ხანში „ოლიმპიური ვარსკვლავი“ ქალაქის ყველა უბანში აინთება.
მტკიცე და საიმედო სახლი
ილო შარაშენიძე, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ არქიტექტურული მონიტორინგის ჯგუფის უფროსი:
- დეველოპერულ კომპანიას ჰყავს ექსპერტთა ჯგუფი (და ეს იყო ბატონი ზაზას დაჟინებული მოთხოვნა, რათა მშენებლობის ყველა ეტაპი დეტალურად შემოწმებულიყო), რომელიც მუდმივად მუშაობს შენობა-ნაგებობის მდგრადობისა და სიმტკიცის უზრუნველყოფაზე, იქნება ეს ბეტონის ხარისხის შემოწმება თუ არმატურის სიმტკიცე (5 სხვადასხვა ლაბორატორიაში ცალ-ცალკე მოწმდება იმ ბეტონისა თუ არმატურის ხარისხი, რომელიც შემოდის რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და საბოლოოდ ირჩევა საუკეთესო). იყო შემთხევევბი, როდესაც ჩვენ მცირე ხინჯის გამოც კი უარი ვთქვით ამა თუ იმ მასალაზე. ჩვენი სპეციალისტები სათანადო გეოლოგიური და სეისმომედეგური გათვლების შემდეგაც კი დამატებით სამუშაოს ატარებენ სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია თუ გამავალი წყლების დრენაჟი (ძნელია, ქალაქის ხელმძღვანელობას მოსთხოვო ყველაფერი). ეს, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ პროექტის გარკვეულ კორექტირებას და გაძვირებასაც იწვევს, მაგრამ სამაგიეროდ იზრდება საიმედოობისა და სიმტკიცის ხარისხი, რაც სრული გარანტიაა იმისა, რომ ჩვენ პირნათელი ვიყოთ როგორც საკუთარი კლიენტის, ისე მთელი ქალაქის წინაშე. ამ საკითხებზე ჩვენთან მომუშავე სპეციალისტები თავის საქმის საუკეთესო ექსპერტები არიან (მათი ასაკი 50 წელი და ზემოთაა, რაც მათ დიდ გამოცდილებაზეც მეტყველებს). სწორედ მათთან კოორდინირებული მუშაობით ხდება მშენებლობის თითოეული დეტალისა და კვანძის ჩაბარება. ჩვენც შეგვიძლია იაფად შევიძინოთ არმატურაც და ცემენტის ხსნარიც, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ხარისხი და მასალის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ამ მხრივ, ფიზიკურადაც და სულიერადაც ძლიერ ხელმძღვანელთან გვაქვს საქმე, რომელიც მცირე გადაცდომასაც კი არავის აპატიებს. ეს მისი სახელისა და პრესტიჟის საკითხია, რომელიც საკმაოდ ღრმა ფესვებიდან მოდის.
და კიდევ ერთი, კომპანიის ხელმძღვანელობის და მისი პრეზიდენტის სურვილია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მუშაობა თანხვედრაში იყოს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საერთო გეგმასთან, რომელიც ახლა მუშავდება.
ბიზნესი და კანონმდებლობა
„ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა დღეს დახვეწის პროცესშია. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და მიმაჩნია, რომ მან მოგვისმინა და ჩვენს შორის საქმიანი მსჯელობა შედგა. წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესება სახეზეა (ადრე მართლაც ბარბაროსული კანონები მოქმედებდა), კანონმდებლობა გამარტივდა და უფრო გასაგები გახდა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანა და შესაბამისად, მისი კანონმდებლობაც ჩამოყალიბების პროცესშია, მიმდინარეობს ძიება იმისა, თუ საგადასახადო კანონმდებლობის რომელი მოდელი გაამართლებს, რომელი ქვეყნის გამოცდილებაა ჩვენთვის მისაღები. ეს რთული პროცესია, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ დღეს ისეთი კანონებია, რომ მუშაობა შეუძლებელი იყოს. ფაქტია, რომ ყველა ვმუშაობთ და არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა, რაც უფრო დროულად დაიხვეწება საგადასახადო პოლიტიკა (და ეს 24-საათიანი შრომის შედეგი უნდა იყოს), უკეთესია. აქვე უნდა აღვნიშნო ერთი რამ - საგადასახადო ტვირთის ყოველგვარი შემსუბუქება იწვევს დასაბეგრი სუბიექტების ზრდას. აქ ძალიან ზუსტად უნდა იყოს ყველაფერი გათვლილი, ბიუჯეტმა შეიძლება მოიმატოს კიდეც ბიზნესისგან მარწუხის მოხსნით, თუმცა, მთლად ყველაფრის მოხსნა არ შეიძლება. ბიზნესის მთავარი ვალდებულება ხომ ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაა. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის განვითარება ქვეყნისთვის უმძიმესი, დასაქმების პრობლემის გადაჭრასაც უწყობს ხელს. ჩვენს მაგალითზე გეტყვით - დეველოპერული ჯგუფი ეს ხომ აისბერგის მხოლოდ წვერია, რომლის ქვეშაც უამრავი ორგანიზაცია მუშაობს. ეს არის 15-20 სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე სამშენებლო ჯგუფები, მთლიანობაში უზარმაზარი რაოდენობა ადამიანებისა და რაც უფრო მეტი ობიექტი აშენდება, მით უფრო მეტი ხალხი იქნება დასაქმებული. ჩვენ იმითაც ამაყნი და წელშიგამართულნი ვართ, რომ თითოეული ახალი მშენებლობის დაწყება ქალაქის არა მარტო ვიზუალურ გალამაზებას, არამედ უამრავი ახალი ადამიანის დასაქმებას და მრავალი ოჯახის წელში გამართვას უწყობს ხელს. ამას ემატება ბიუჯეტში შესული დამატებითი თანხაც, რაც, ისევ და ისევ, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას ხმარდება. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ბიზნესის სხვადასხვა სექტორი ერთმანეთს უნდა ამოუდგეს გვერდში (გახსოვთ, ალბათ, მევენახეობას რომ გაუჭირდა და მოხდა ბიზნესმენების მიერ ყურძნის შესყიდვა). ეს ერთი ქვეყანაა, რომელშიც ყველას თავისი მოქალაქეობრივი ტვირთი და შესაბამისად, ვალი აქვს მოსახდელი. საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ ყოველთვის უნდა გავუწოდოთ ერთმანეთს დახმარების ხელი. მე ჩვენი სფეროს სხვა წარმომადგენლებს კონკურენტებსაც არ ვეძახი, ისინი ჩვენი კოლეგები არიან და ვთვლი, რომ ჯანსაღი, პატიოსანი ბრძოლა გამოავლენს საუკეთესოს“, - მიაჩნია ბატონ ზაზა რაზიკაშვილს.
„დემოკრატია არ ნიშნავს სრულ თავისუფლებას, რასაც ანარქიამდე მივყავართ. დემოკრატია ეს არის კანონების სწორი მუშაობა და წახალისება ბიზნესში. ვფიქრობ, რომ საგადასახადო პოლიტიკას დახვეწა სჭირდება, რაც კანონმდებლისა და ბიზნესმენის ერთობლივი მუშაობით შეიძლება იქნას მიღწეული. ჯერჯერობით ამ ურთიერთობების დეფიციტი შეიმჩნევა, რაც გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს, რითაც სახელმწიფო უფრო ზარალდება, ვიდრე კერძო კომპანიები. ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა მივუერთდეთ საერთაშორისო ევროსტანდარტებს და იმისათვის, რომ ეს მოხდეს, გადამხდელუნარიან კომპანიებს უნდა შევუწყოთ ხელი, რათა მათი საქმიანობა კონტროლირებადი და მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. მე ვერ ვხედავ, რომ ამის ნება არ იყოს ან საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ორგანოებიდან, ან ბიზნესის მხრიდან. უბრალოდ, საჭიროა აქტიური მუშაობა და პრობლემური საკითხების სწორად გადაწყვეტა“ - აცხადებს ბატონი ილო შარაშენიძე.
ნიკა კაპანაძე
![]() |
19 ვლადიმერ პუტინის მმართველობის საიდუმლო |
▲ზევით დაბრუნება |
ვლადიმერ ვახანია,
იურიდიულ მეცნიერებათა
დოქტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი: დაიბადა ლენინგრადში 1952 წელს. 70-იანი წლების დასაწყისში ჩააბარა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ითვლებოდა წარჩინებულ სტუდენტად. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განაწილებით გააგზავნეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. დაქორწინდა 1983 წელს.
1985-1990 წლებში მსახურობდა დასავლეთ გერმანიაში.
1991 წელს უკვე პოლკოვნიკი ვლადიმერ პუტინი საკუთარი სურვილით მიდის სამსახურიდან.
1991 წლიდან იკავებს სანკტ- პეტერბურგის მერიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ხოლო 1996 წლის აგვისტოდან ხდება რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველის მოადგილე.
1997 წელს - პრეზიდენტის მთავარი საკონტროლო სამმართველოს თავმჯდომარეა, ხოლო 1998 წლის მაისში - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მმართველის პირველი მოადგილე.
1998 წლის მარტიდან - ვლადიმერ პუტინი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანია.
1999 წლის აგვისტოში აწინაურებენ რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარედ.
1999 წლის დეკემბრიდან - რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია.
2000 წლის 26 მარტს - აირჩიეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად.
2004 წლის 14 მარტს - ხელმეორედ იქნა არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე.
ბევრნი კითხულობენ: რა არის ვლადიმერ პუტინის მმართველობის საიდუმლო, როგორია მისი, როგორც რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ისტორიული როლი? ვერც ერთი ექსპერტი ან ისტორიკოსი დღეს ვერ გასცემს ერთმნიშვნელოვან პასუხს ამ კითხვას. პუტინის მოღვაწეობა ათწლეულების შემდეგ შეფასდება, მაგრამ მისი საქმიანობის ზოგადი სტატიკური სურათი დღესაც შეგვიძლია წარმოვსახოთ.
პუტინი, უწინარეს ყოვლისა, თავისი ერის, თავისი დროისა და რუსეთის ისტორიის გამორჩეული წარმომადგენელია. მან შეძლო ის, რაც ვერ შეძლო სტალინის შემდგომ ხანაში სახელმწიფოს ვერც ერთმა ხელმძღვანელმა: მან აღადგინა სახელმწიფოს კონტროლი საზოგადოებისადმი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერით, შეინარჩუნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი - კონსტიტუცია, ოპოზიცია, მეწარმეობის თავისუფლება და ყოველივე ეს - დადგენილი წესის ფარგლებში. მშვიდად და დარბაისლურად აგრძნობინა ყველას, უწინარეს ყოვლისა, ოლიგარქებს, ვინ არის მთავარი, ვინ არის ოჯახის პატრონი. ამასთან, არ დაუტოვა თავის ოპონენტებს არავითარი არგუმენტი პრეტენზიებისათვის, მტრები კი დაუნდობლად ამხილა. საშინაო
პოლიტიკაში პუტინის ძირითადი პოსტულატი გახდა ეკონომიკა. აქ მან თავი გამოიჩინა როგორც ნამდვილმა ბიზნესმენმა. სახელმწიფო მშნებელობის საკეთილდღეოდ რუსეთის ბუნებრივ სიმდიდრეთა გამოყენება მისთვის იქცა ქვაკუთხედად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა, რომელმაც აიძულა დასავლეთი, გამხდარიყო რუსეთის პარტნიორი, შექმნა მმართველობის მძლავრი ფინანსური ბერკეტი. მან გაათავისუფლა რუსეთი უცხოეთის ვალებისაგან და დაიხსნა იგი დასავლეთის კაბალური უღლისაგან. საგარეო- პოლიტიკურ სფეროში პუტინი კონფრონტაციაში კი არ უდგება შესაძლო მოწინააღმდეგეებს, არამედ აწარმოებს მათთან დიალოგს. საერთაშორისო ინტეგრაციის და შემდეგ, მსოფლიოს გარდაუვალი გლობალიზაციის პირობებში ეს არის გარე სამყაროსთან ურთიერთობის საუკეთესო მეთოდი. საბჭოურ წარსულს პუტინი პატივისცემით ეკიდება, დსთ-ს ქვეყნების მიმართ - პრაგმატულია. საგულისხმოა ის გარემოება, რომ პუტინმა პირველად რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთა ოთხმოცი წლის ისტორიის მანძილზე - არ დაუწყო გმობა თავის არც ერთ წინამორბედს.
პუტინის ხანაში უდავოდ გაიზარდა რუსეთის გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე. განა შეიძლება ედავო მოყვანილ მონაცემებს? დიახ, შეიძლება, მაგრამ ძნელია. არის ნაკლოვანებანი პუტინის მმართველო ბაში? დიახ, არის, მაგალითად, არ აღმოფხვრილა კორუფცია. იგი ჯერ კიდევ ამუხრუჭებს საზოგადოების განვითარებას (არის სხვა მინუსებიც, მაგრამ პლუსები მეტია). მაგრამ, განა შეიძლებოდა ეს აღმოფხვრილიყო ასეთ მოკლე ვადაში? ალბათ, არა! მთავარია, რომ ამ და სხვა ამოცანების გადაწყვეტა სურს ხალხს და სურს, რომ პუტინი ხელისუფლების საჭესთან დარჩეს. დღეს გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს და ვერსიებს, თუ როგორ არის შესაძლებელი პუტინისთვის ძალაუფლების შენარჩუნება.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამალას ეშინია, დარჩეს უპუტინოდ, ვინაიდან ამალა, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ მისი წასვლის შემდეგ ძალაუფლების შექმნილი ვერტიკალი შეიძლება ჩამოინგრეს და ისინი ნანგრევებში მოჰყვნენ. ეშინია პუტინს, პრეზიდენტის ძალაუფლების გარეშე დარჩეს? არა, ძალაუფლება მას უკვე აწუხებს, მას სურს ოჯახური სიმყუდროვე და სიმშვიდე. უდავოა, მისი პოლიტიკური კაპიტალი სულ მალე ერთობ ავტორიტეტული გახდება და ამას ეფუძნება შემდეგი ვერსია.
პუტინმა უკანასკნელ მომენტში ყურად იღო ხალხის თხოვნა და რეფერენდუმის გზით, გამონაკლისის სახით, კონსტიტუციის შეუცვლელად (რუზველტის მაგალითისამებრ) შეიძლება დარჩეს შემდეგი ვადით. მაგრამ ამისათვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს. ქვეყანაში ყველაფერი მშვიდადაა, არ არის ქაოსი, არ არის სამხედრო მდგომარეობა და საგანგებო სიტუაცია. შეიძლება ისინი შეიქმნას? შეიძლება, მაგრამ საშიშია: შედეგები განუჭვრეტელი იქნება. შეუძლია პუტინს, ასეთი დიდი პოლიტიკური გამოცდილების მოღვაწეს, წავიდეს ამაზე? ნაკლებად მოსალოდნელია. ალბათ, არა.
პუტინი ტოვებს თავის პოსტს, ხალხი აირჩევს რუსეთის ნომინალურ პრეზიდენტს, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ მოიხსნის უფლებამოსილებას, გაიმართება ვადამდელი არჩევნები. ვადამდელ არჩევნებში კვლავ გავა პუტინი და მართავს ქვეყანას ოთხი-რვა წლის მანძილზე - არც კონსტიტუცია ირღვევა და საერთაშორისო გაერთიანებაც კმაყოფილია. შესაძლებელია ასეთი ვარიანტი? დიახ, შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად არის სარწმუნო. როგორც ამბობენ, „ოლიმპოდან არ ჩამოდიან, ოლიმპოდან ჩამოსული უკან არ ბრუნდება“.
პუტინი კვარცხლბეკიდან ყოველგვარი პირობის წამოუყენებლად ჩამოდის, მიდის „თავსუფალ ნაოსნობაში“. ეს მისაღებია მისთვის, მაგრამ ნაკლებად სარწმუნოა, ვინაიდან ამ წლებში შეძენილ კაპიტალს აქვს თავისი პოტენციალი და ასე უბრალოდ ვერ გაქრება. ეს ბუნების კანონია. რომ გაქრეს? არა!
პუტინი ამთავრებს საპრეზიდენტო კარიერას, ხდება უმრავლესობის პარტიის ლიდერი და მაშასადამე, ერის ლიდერიც. გავლენას ახდენს დიდმნიშვნელოვან სახელმწიფო გადაწყვეტილებათა მიღებაზე. ეს ვერსია ყველაზე უფრო სარწმუნოა.
პუტინი, როგორც პარტიული უმრავლესობის ლიდერი, ხდება მთავრობის თავმჯდომარე და არსებითად, ქვეყანას ხელმძღვანელობს და ეს მისაღები ვერსიაა.
პუტინმა ოსტატურად შექმნა სიტუაცია, რომლის დროსაც მისი წასვლით არ არის დაინტერესებული საზოგადოების შედარებითი უმრავლესობა. მან პრაქტიკულად არ დაუტოვა არავითარი შანსი თავის მოწინააღმდეგეებს და მის რეკომენდაციას პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატთან დაკავშირებით გაიზიარებენ ამომრჩევლები.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტრიგა გახდა პუტინის ადგილმონაცვლის ვინაობა. არსებობს რამდენიმე დაჯგუფება და სახელი, მაგრამ პუტინისთვის მთავარია კანდიდატი, რომელიც განაგრძობს მის პოლიტიკას და არ შეიბოჭავს თავს პარტიული ვალდებულებებით. ყველა კანდიდატურას შორის დ.ა. მედვედევი გამოიკვეთა.
ამრიგად, პუტინის ეპოქას ბევრი დადებითი რამ ახასიათებს, მაგრამ არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ვერ მიგვიღია. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პუტინმა საზოგადოებას გადმოულოცა - გაიაზროს და უპასუხოს. მაგრამ ნათქვამია, „დრონი მეფობენ და არა მეფენიო“. დრო, დრო გვიჩვენებს ყველაფერს.
![]() |
20 რელიგია და კულტურა |
▲ზევით დაბრუნება |
მამა ლევანი (მექოშვილი),
ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელი
კულტურა პირველქმნილი ცოდვის შედეგია. იქიდან მოყოლებული ის ქმნის მეორად სამყაროს, მეორად რეალობას. ცოდვის შედეგად ადამიანი და სამყარო მთლიანად შეირყვნა, არ დარჩა არც ადამიანის სულში (ისევე, როგორც სხეულში) და არც სამყაროში ისეთი კუთხეკუნჭული, რასაც ცოდვის ხელი არ შეეხო.
თუმცა, პირველ ადამიანებს ახსოვდათ უცოდველი სამყაროს სიმფონია ადამიანსა და ღმერთს შორის, ადამიანსა და ხილულ სამყაროს შორის და თვით ადამიანის სულიერ ძალებს შორის. ისინი მისტიროდნენ ძველ მდგომარეობას და ცდილობდნენ დაებრუნებინათ ძველი ნეტარება. კულტურის მეშვეობით ადამიანი ხან ნოსტალგიას გამოხატავდა პირველი ცხოვრებისადმი, ხანაც რეალობაში სურდა განეხორციელებინა მიუწვდომელი ოცნება - დედამიწაზე სამოთხის შექმნა (იდეა კომუნიზმის შესახებ).
ცოდვის შედეგად ღმერთი უცხო გახდა ადამიანისთვის. სამოთხეში ადამიანი ხედავდა ღმერთს, მასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა, ე.ი. შეიძლება ვთქვათ, მასთან მუდმივ ზიარებაში იმყოფებოდა. სამოთხის დატოვების შემდეგ, ადამიანი ღმერთს დაშორდა და დაიწყო მასზე ფიქრი, მასზე ლაპარაკი. გონებაში აღადგენდა იმ სურათებს, რომელიც მათ ერთობას გამოხატავდა. დღესაც, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩვენ ღმერთის შესახებ ცოდნის გამოცდილებას უფრო ვაგროვებთ, ვიდრე ღმერთთან თანაზიარების სურვილს გამოვხატავთ.
ღმერთთან საუბარს, ანუ ჭეშმარიტ ლოცვას, ღმერთზე ლაპარაკი გვირჩევნია. ჩვენ ღმერთთან თანაზიარობა რომ არ დაგვეკარგა, არც სახარების ქადაგება იქნებოდა საჭირო და, მითუმეტეს, არც საღვთისმეტყველო ტრაქტატების წერა. ადამიანს ღმერთის სახე არ უნახავს და მას გამოხატავს ხატწერაში ან საღვთისმეტყველო წერილებში. ე.ი. კულტურა თვით ქრისტიანულიც, ადამიანის დასნებოვნებული ბუნებიდან გამომდინარეობს. სურათი, ხატი, სახება გვესაჭიროება მაშინ, როდესაც გვერდით ძვირფასი არსება არ გვყავს. როგორც აპოკალიფსი გვაუწყებს ზეციურ იერუსალიმში ხელქმნილი ტაძარი არ იქნება: „ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი“ (გამოცხ. 2122), ცხადია, არც ხატების და არც საღვთისმეტყველო წიგნების საჭიროება გვექნება, რადგანაც მაშინ „პირისპირ“ ვიხილავთ ღმერთს, საჭირო აღარ იქნება სარკეში ღვთის ანარეკლის ხილვა. კულტურით ღმერთის შემეცნება ალბათ იგივე იქნება, რასაც პავლე მოციქული სარკეში უფლის დიდების დანახვაზე საუბრობდა.
როგორც ღმერთის შესახებ სწავლებას არ შეუძლია შეცვალოს ღმერთთან ჭეშმარიტი ზიარება, ისე კულტურა ვერ შეძლებს იმ განხეთქილების სრულყოფილად აღდგენას, რაც დაემართა ადამიანის სულს და გონებას. ცოდვამ ადამიანთა გაუცხოებაც გამოიწვია: „და დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ და გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს“ (დაბ. 3.7). კულტურის ერთ-ერთი დანიშნულება ადამიანთა შორის გართულებული ურთიერთობის აღდგენაა. ამ სიძნელიდან თავის დასაღწევად კულტურა გვთავაზობს თავის საშუალებებს: მუსიკას, მხატვრობას, კინოს და სხვა. ესა თუ ის კულტურა ადამიანის შინაგანი თუ გარეგანი სამყაროს ანარეკლია. იგი გადმოსცემს საზოგადოების სიხარულს და ტკივილს, რატომაა ყველაფერი კლასიკური მიმზიდველი? ალბათ იმიტომ, რომ მასში ღვთის ძიებაა, დაკარგული გზის ძიებაა, რომელიც დაცემული ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური, გონებრივი შესაძლებლობების მრავალფეროვნების, სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილით ხელოვნების ფონზე ვლინდება.
კულტურას ქმნის ადამიანი, ხოლო რელიგია ადამიანს აზიარებს იმას, რაც კულტურის მიღმა დგას, რაც ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დაცემულ სამყაროში არა მხოლოდ ზეციური პურით ცოცხლობს კაცი. მის სამშვინველს (სულის შემადგენელ ნაწილს) მოთხოვნილება გააჩნია, რომლის ერთერთი მკვებავი კულტურაა. ქრისტიანობა სულაც არ ებრძვის კულტურას, მისი დანიშნულებაა სამყაროს ფერიცვალება, ყველაფრის „განღმრთობა“. გავიხსენოთ ქრისტეს იგავი ცომისა და საფუარის შესახებ, ცომს თუ საფუარი არ აურიე მცხობელი სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, ასევე სამყაროში არსებული „ინსტიტუტები“ თუ არ განიღმრთო, ფუჭი იქნება მათი დანიშნულება. მართალია, მეორედ მოსვლის შემდეგ, კულტურის ფუნქცია უკვე ამოწურული იქნება, მაგრამ მანამდე ის კაცობრიობას აუცილებლად სჭირდება. „კულტურულ პროგრესზე“ უფრო ძვირფასი წინსვლა ელოდება კაცობრიობას, ამიტომ ამოწურავს იგი არსებობას ისტორიის ბოლოს. ხოლო სანამ არ დამდგარა ეს ჟამი, ქრისტიანს აქვს უფლება ისწავლოს და ასწავლოს, იმსახუროს სახელმწიფო სტრუქტურებში, დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიას, იყიდოს და გაყიდოს, შექმნას ოჯახი და დატკბეს თავისი შვილების წარმატებით, წიგნები წეროს და მოუსმინოს მუსიკას. სამოთხეში კულტურის საჭიროება არ ყოფილა, არც ზეციურ იერუსალიმში დაგვჭირდება ის, მაგრამ სანამ ამ დაცემული ქვეყნის შვილები გვქვია, უნდა შევქმნათ კულტურის ნიმუშები და გამოვიყენოთ ისინი. როგორც აღვნიშნეთ - კულტურა დაცემული ადამიანის შემოქმედებაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ცოდვაა. ცოდვის შედეგად ჩვენი სხეული დასნებოვნდა და მოკვდავი გახდა, მიუხედავად ამისა, პავლე მოციქული მას „სულიწმიდის ტაძრად რაცხს“ (1 კორ. 619). დაცემის შედეგად, ადამიანის გონება დიდი წვალების და ფიქრის შედეგად პოულობს ღმერთს, მაგრამ მამებიდან არავინ ამბობს, რომ განსჯა და ლოგიკური აზროვნება ცოდვაა.
ხელოვნება ადამიანს გარკვეული დოზითაც მიანიჭებს კურნებას. მაკურნებელი წამლის დაწუნება და გადაგდება კი არ იქნება. კულტურა ყავარჯნის როლს ასრულებს, ხოლო გამოჯანმრთელებამდე ყავარჯენზე უარის თქმა უგუნურება იქნებოდა. ეკლესია ადამიანს მის ნამდვილ დანიშნულებას მიუთითებს და ამ მიზნის განსახორციელებლად კულტურაზე ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, თუმცა, ხელოვნების და მეცნიერულ- ტექნიკური პროგრესის მიღწევები ეკლესიის მხრიდან არ ყოფილა დაგმობილი. რა თქმა უნდა, რაც მეტად სულიერია ადამიანი, ნაკლებად ფასობს მისი ინტელექტი, მაგრამ თუ სულიერების საფეხურზე ჯერ არ ავსულვართ სჯობს განათლებით „მოვიწონოთ“ თავი. ქრისტიანის ერთერთი დანიშნულება სულაც არაა მხოლოდ ღმერთზე ფიქრი, მოყვასის შეცნობა და მისი გულის ზრახვების გაგებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც ბრწყინვალედ აქვთ გადმოცემული ჩვენს თანამედროვე ქართველ მწერლებს. თუმცა, რელიგიური მოტივები თითქმის შეუმჩნეველია მათ უმრავლესობის შემოქმედებაში, მაგრამ ადამიანის დანახვა როგორადაც არიან ისინი გადმოცემული ნაწარმოებებში, მხოლოდ ქრისტიანული ტრადიციებით (სინანულით, მიტევებით) თუ იქნება შესაძლებელი. ადამიანი შეიძლება ეკლესიის წევრად ითვლებოდეს, მაგრამ წარმართული ცხოვრების წესით ცხოვრობდეს. ხოლო ნომინალური ქრისტიანები, ან ისინი, ვინც ფორმალურად (ალბათ, უფრო ძალდატანებით) ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც სახარებას, ნამდვილად ქმნიდნენ ქრისტიანული კულტურის ნიმუშებს. ამის მაგალითია ჩვენი XX ს-ის კინემატოგრაფია, ლიტერატურა და ფილოსოფიაც კი. ადამიანის სული ნათლობისას უცბად ვერ შეიმოსება ქრისტეს ნათლით. ამას დიდი ხნის მოღვაწეობა და თავგანწირვა სჭირდება. როგორც ჩანს, უცბად არ ხდება ადამიანის სულიერი დეგრადაციაც, ის დიდხანს ინარჩუნებს ღვთის ხატებას და უცბად არ კვდება მასში სუფთა სინდისის ხმა. ისე რომ, ჩვენს ქვეყანაზე მოწევნული ათეისტური ხანა მხოლოდ უარყოფითი შემოქმედებით როდი ხასიათდება. კარგი და სასარგებლო ყველაფერში უნდა ვეძებოთ. წმ. იოანე ოქროპირი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში კი უღმერთოებისადმი მიბაძვასაც გვირჩევს, იმ გაგებით, რომ როგორი გულმოდგინებით აღასრულებენ ისინი თავიანთ საქმეს, ასეთივე მონდომება ჩვენც რომ გამოგვეჩინა საღვთო საქმეებში არ გვაწყენდა. თესალონიკელებისადმი პავლე მოციქულის წერილიც ამას გვიდასტურებს: „ყველაფერი გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ“ (1 თეს.521). წმ. ბასილი დიდი ახალგაზრდებს ერთ-ერთ წერილში მიუთითებს, თუ წარმართთა ნაწარმოებებიდან რა უნდა შეითვისონ და რა განაგდონ. ღირსი გრიგოლ ხანძთელი ხომ ყველაფერზე დაკვირვების შედეგად „ჯერკვალს“ განაგდებდა და კეთილს შეითვისებდა. დროის დინების შესაბამისად, კულტურაც იცვლება. ამა თუ იმ მიმდინარეობაში ის შეიძლება დაიხვეწოს და საუკეთესო სახითაც წარმოგვიდგეს ან პირიქით, ისეთი ცვლილება განიცადოს, რომ სრულიად უგემოვნო სახე მიიღოს. კლასიკური წიგნების გვერდით ყოველთვის ცოცხლობს ვულგარული ლიტერატურაც, შედევრების გვერდით, ხშირად უსახო სახეები გამოიფინება, ნაზი მუსიკის პარალელურად ხშირად ხმაური ისმის. კულტურას ყველა ეპოქაში ესაჭიროება დაცვა და ეს თითოეული პიროვნების ვალია. კლასიკურ ხელოვნებაზე აღზრდილი მოზარდისთვის ღვთაებრივი ჭეშმარიტების მიღებაც ადვილია. ასეთები მყარად იკიდებენ ფეხს ეკლესიაში და ნაკლებადაა საშიშროება მისგან წასვლისა. მოდერნიზმი მუსიკის, მხატვრობის, ლიტერატურის ჰარმონიას და ფორმას არღვევს. ჰარმონიის შესანარჩუნებლად კი მყარი საფუძველია საჭირო, რომელიც ახალ-ახალი ქარიშხლებით არ შეირყევა. ოჯახი და საგანმანათლებლო კერები უნდა იქცეს ჭეშმარიტი კულტურის კარებად. სატელევიზიო გადაცემები და საგაზეთო პუბლიკაციები ძირითადად სენსაციური ამბების გადმოსაცემად მზადდება. ერთი და იგივეს ჩვენებითა (ტელესერიალები, პოლიტიკური ლანძღვა-გინება) და ბეჭდვით, თანამედროვე ადამიანმა ხანდახან ნამდვილად უნდა თქვას უარი ასეთ თანამედროვეობაზე და გახდეს არისტოტელეს და ნეტარი ავგუსტინეს, მაქსიმე აღმსარებლისა და ჰომეროსის, ვაჟა- ფშაველას და დოსტოევსკის თანამედროვე. ადამიანი ბუნებით შემოქმედი არსებაა, ის მუდამ უნდა ქმნიდეს საჭიროს და აუცილებელს საზოგადოებისთვის, არ უნდა დათანხმდეს უხეშად შემოთავაზებულ „სილამაზეს“, რომლის მიღმაც შხამი იმალება. ჩვენი ვალია შვილები დავარწმუნოთ იმაში, რომ ისტორია მათით არ იწყება. უნდა დაიჯერონ, რომ მათ გვერდით მყოფი ადამიანების გარდა, კიდევ არსებობდნენ ღირსეული ადამიანები, რომელთა ცხოვრებისეული გამოცდილება ყურადსაღებია.
ნამდვილად არსებობს ღირებულებათა იერარქია, ხოლო მათი თანასწორობა ნამდვილად მიუღებელია: არ შეიძლება მართლმადიდებლობა და ჯადოქრობა ერთ დონეზე დავაყენოთ, ბეთჰოვენის შემოქმედებას დისკო და რეპი გავუთანაბროთ.
ხელოვნების ზოგიერთი სახეობა შეიძლება შევიწყნაროთ, ზოგიც შევიყვაროთ. მათ შორის არიან კარგებიც და უკეთესნიც. სასურველია, რომ ყველა მათგანს თავისი ადგილი ჰქონდეს მიჩნეული, ხოლო შეუწყნარებელია, როცა მდარე ხარისხის ხელოვნებას დიდ მიღწევებზე აქვს პრეტენზია. ღირებულებების განსაზღვრას ხშირად „კონფლიქტიც“ ახლავს თან. ზოგჯერ ძნელია განსაზღვრო, რაა უკეთესი საკუთარი თავისთვის ან მოყვასისთვის. ზოგჯერ ისიც ხდება, როცა იცი უკვე რაა უმჯობესი, მაგრამ გიჭირს შედარებით ღირებულ ფასეულობასთან განშორება. სახარებაში ამ საკითხზე ასე საუბრობს ქრისტე: „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე“ (ლკ. 426). აქ სიძულვილს კი არ გვინერგავს უფალი, არამედ სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს. ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის არის მომენტები, როცა მან ნათესაურ ღირებულებებს, სულიერი ფასეულობა უნდა ამჯობინოს. მთავარის დაკარგვას სჯობს დროებითზე ვთქვათ უარი, ხოლო თანამედროვე „პლურარისტებისთვის“ ყველაფერი ერთნაირად ღირებულია, ყველაფერი მისაღებია, მათთვის კულტურის სივრცე მხოლოდ ჰორიზონტალურად განივრცობა. კულტურა კი ღირსეულს ნაკლებად ღირებულზე აღამაღლებს. ამ დაცემულ სამყაროში კი ორიენტირება მხოლოდ მაღალ-დაბალი „საფეხურების“ გამოა შესაძლებელი. ორიენტირად ხომ ამაღლებული და განსხვავებული ნიშანი გამოგვადგება, რომელიც სხვა ყველა დანარჩენს არ ჰგავს და ან მასთან არაა შერწყმული. იმ სამყაროში სადაც განსხვავებები არ არსებობს, ორიენტირიც არ მოიძებნება. ძნელი იქნება სიკეთის და ბოროტების განსხვავება. მასობრივი „კულტურა“ სწორედ ამ ვერტიკალურ ორიენტირებს შორისაა, რომელსაც წინ აუცილებლად ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა შეეწინააღმდეგოს. ადამიანს მხოლოდ კულტურის სივრცეში არ უწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. არსებობს რელიგიური მოღვაწეობაც, რომელიც ჩემის აზრით, უფრო აღმატებულია. შევაჯამოთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კულტურულ სივრცეში არსებობს იერარქიული წყობა, ხოლო კულტურა მთლიანობაში თავისი უმაღლესი სართულებით, მასზე აღმატებული სივრცის, რელიგიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. კულტურა, ადამიანის სრულყოფილებისათვის სწრაფვაში, ერთ-ერთ საფეხურს წარმოადგენს. ხოლო, „კულტურათა დიალოგის“ ორომტრიალში ისე შეიძლება დაიკარგოს ადამიანი, რომ დაავიწყდეს მთავარი დიალოგი, რომლისთვისაც ის შეიქმნა, ეს დიალოგია ღმერთთან საუბარი - ლოცვა. კულტურა საინტერესო და ძვირფასი რამაა, მაგრამ მისი პირობითობის დანახვა ყველას როდი ძალუძს. ადამიანის სულის ის მდგომარეობა, რომელიც კულტურის გარდა უფრო ძვირფას განძს ეძებს, ახლოსაა ღმერთთან. ასეთი გრძნობები ბადებენ ადამიანში რელიგიურ მოთხოვნილებებს. თუმცა, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ რელიგიურ ადამიანს თითქოს სრულებით არ ესაჭიროება კინო ან თეატრი, როდესაც პიროვნება ღმერთს შეიცნობს და ნაწილობრივ დაშორდება ძველ გარემოს, გარკვეული დროის შემდეგ ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მას. მან ძველ გარემოში უნდა მიიტანოს ღმერთთან ურთიერთობისა და ზიარების გამოცდილება. ასეთი პიროვნება უკეთესად აუხსნის, მათ ღმერთის შესახებ, რადგანაც მან მათი ენა იცის, პიროვნებას კი თავის ენაზე უნდა ესაუბრო და მისთვის ნაცნობი ხილული საგნებით გამოხატო უხილავი ღმერთი. ასეთ შემთხვევაში ნორმალური ურთიერთობა ყალიბდება ეკლესიასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შორის.
ქრისტიანობაში ღმერთი ეძებს ადამიანს „აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ, თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან“ (გამოცხ. 3,20). ღმერთის ძახილი „ადამ, სად ხარ?“ მთელ ბიბლიას გასდევს ფონად. ხელოვნებაში ისე შეიძლება ჩაიძიროს ადამიანი, რომ მაღლა არც აიხედოს. იშრომოს, იწვალოს და ღმერთს ერთი ციდა საქმნელიც არ დაუტოვოს. ქრისტიანობაში ადამიანი ღმერთს უბრუნებს მისსავე ნაბოძვარს, მაგალითად: მსხვერპლშეწირვისას ძღვენი ღვინო და პური ისევ ღვთის მოცემულია, ლოცვისას გაღებული გული, ღმერთის მიერ მოცემული და განათლებული. ხელოვნებაში ძირითადად ადამიანური ნაშრომი გვაქვს, ღმერთის ხელი კი ხშირად უგულებელყოფილია.
მიუხედავად ამისა, ეკლესიისა და ხელოვნების ურთიერთდაპირისპირება მაინც არ განიხილება. - ანტიკურ ხანაში თეატრი წარმართული კულტურის საყრდენი იყო. წარმართი ორატორი ლიბანიოსი იმპერატორ ივლიანე განდგომილს 363 წელს წერს: „თეატრში ღმერთებს მსხვერპლს სწირავენო, უამრავმა ადამიანმა თავისი შეხედულება შეიცვალა; თეატრში მხურვალე ტაშისცემის დროს ღმერთებს მოუხმობდნენ“ (722-ე წერილი).
ცხადია, სამართლიანი იყო საეკლესიო მამების გულისწყრომა იმ მაზიარებლების მიმართ, რომლებიც ჯერ ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ხოლო შემდეგ, თეატრში განასახიერებდნენ ზევსის თაყვანისმცემელ ქალღმერთ მინერვას. თეატრი იმ დროს წარმართული იყო და მკაცრად იცავდა თავის კანონსაც. თუ თეატრი ადრე ეკლესიის მოწინააღმდეგე იყო, დღეს იგი (და რა თქმა უნდა, მასთან ერთად კინოც) ქრისტიანული კულტურის დამცველად შეიძლება მოგვევლინოს. ასეთი თეატრი და კინო ვიცით ჩვენ სოციალიზმის ეპოქაში. ცხადია, არის ამ ხელოვნების იმ შტოს გამგრძელებლებიც, რომლებიც თეატრის კონსერვატიზმს (ძველ ტრადიციებს, უხამსობა, ძალადობა, ეროტიზმი) იცავენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვცხოვრობთ არა პირველ საუკუნეებში, არამედ XXI საუკუნეში, სადაც ქრისტიანულ კულტურას XV საუკუნოვანი ფენომენი გააჩნია. ხელოვნების ეს დარგები მოვალენიც არიან ეკლესიის მოკავშირენი გახდნენ, რადგანაც შექსპირი, ბრეხტი, ვაჟა იცავენ ქრისტიანულ მემკვიდრეობას პოსტმოდერნისტულ მწერლობას შორის.
ეკლესია და თეატრი (კინო) სხვადასხვა „სამყაროები“ არიან და რადგანაც ისინი განსხვავდებიან, ამიტომაც აუცილებელია მათ შორის დიალოგი. ვიმეორებ, ეკლესია არ ეწინააღმდეგება თეატრს, მისთვის მთავარია თეატრისა და კინოს შედევრების შედეგად როგორი მსოფლმხედველობა უყალიბდებათ ადამიანებს. თუმცა, ეკლესიამ უნდა გააფრთხილოს მსახიობი, რომ იგი განსაცდელის და ხშირად ცოდვის წინაშეც დადგება. თეატრსა და კინოში მუშაობა რისკთანაა დაკავშირებული. მსახიობი ხომ თავის პერსონაჟად „გარდაიქმნება“, მისი არამარტო გრძნობებით, არამედ ვნებებითაც ცხოვრობს. ასეთი თამაშების დროს მას პიროვნების დაკარგვაც ემუქრება, როგორც ბუდისტ ბერს, რომელიც მედიტაციებით ცდილობს თავისი პიროვნების წაშლას.
ქრისტიანის მოღვაწეობა კი სიწმინდის დაცვაა. საკუთარი თავის ერთგულება, უფრო ზუსტად ჩვენ ერთგულნი ვართ იმისა, რაც კარგია ჩვენში. ეს კი საშუალებას გვაძლევს ღმერთი არ დაგვავიწყდეს, რადგანაც სიწმინდე ღმრთისგან მოგვეცა და მადლობის თქმაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ქრისტიანობა სვლაა იმ მწვერვალისკენ, რომლის დასაპყრობადაც თამაში არ გამოგვადგება. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტანი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ თამაშობენ, ნიღაბს არ ეფარებიან, მაგრამ მისაღწევია ასეთი მდგომარეობა. წმინდანების მაგალითი წინ გვაქვს. უფრო რთულად აქვს საქმე მსახიობს, როცა იგი ცდილობს სხვისი გრძნობებითა და ვნებებით იცხოვროს და ამავე დროს შეინარჩუნოს სიწმინდე. თუ მსახიობის პროფესია რისკთანაა დაკავშირებული უფრო მეტად ესაჭიროება მას ეკლესიის მხარდაჭერა, ხოლო თვითონ პირადი ღვაწლის გაწევაზე არ უნდა თქვას უარი.
კინოს და თეატრს შეუძლია ადამიანს სინანულის გრძნობა აღუძრას, ლოცვა დააწყებინოს, მაგრამ ამის გარდა არსებობს საიდუმლოებები, რომლის მოცემაც კინოს არ შეუძლია. თეატრი ვერ შეძლებს ადამიანის ზიარებას. ეკრანიზაციებიც სხვადასხვანაირი არსებობს - კარგი და მდარე ხარისხის. კარგი შედევრი თავისებურად მისიონერადაც გამოდგება, თუ მაყურებელს მოყვასის სიყვარულს თუ თავდადებას ასწავლის. ხოლო თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ამოცანაა ადამიანმა კი არ იფიქროს, არამედ დაფიქრებულად მიიღოს რეკლამირებული პროდუქტი. ამ პირობებში ვინც დაგვეხმარება, რომ დინების საწინააღმდეგოდ ვიცუროთ, ჩვენი მოკავშირე იქნება, კინოს და თეატრს კი ამის გაკეთება შეუძლია.
ბიბლიური სიუჟეტების გამოყენებაც შეიძლება ალბათ ხელოვნებაში, ძველად მოგვების მიერ ქრისტეს თაყვანისცემის სცენები იდგმებოდა (ევროპაში ძირითადად). ბიბლიურ თემებზე პიესები, ლექსები და პოემები იწერებოდა. ხოლო ქრისტეს ღვთისმშობლის და ანგელოზების განსახიერება ალბათ არ შეიძლება. ის, რაც ცოდვად ითვლება მართლმადიდებლური სწავლებით, შეიძლება ცოდვად არ შერაცხოს იმ კულტურამ, რომელშიც იდგმებოდა ესა თუ ის ფილმი ან სპექტაკლი. აუცილებლად უნდა განვასხვავოთ რომელ ფილმშია ჩადებული აშკარა ღვთის გმობა და რომელში მსახიობის გულწრფელი თამაში (რომელსაც თავისი შინაარსით ხანდახან ღმერთის ძიებაც შეიძლება ვუწოდოთ), სადაც ის დარწმუნებულია, რომ თავისი ქმედებით არ არღვევს თავის ზნეობრივ თუ რელიგიურ პრინციპებს. წმინდა მამები, დაწყებული პავლე მოციქულიდან, თავის ქადაგებებში ხშირად იყენებდნენ წარმართულ ტექსტებს (როგორც ფილოსოფიურ, ისე მხატვრულს). მაგრამ, შეგნებული ანტიქრისტიანული „შედევრის“ გამოყენება კეთილი მიზნებისთვის ნამდვილად შეუძლებელია. მნიშვნელოვანია ავტორის ჩანაფიქრი ამა თუ იმ ფილმის, ან სპექტაკლისა. მაყურებელზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია წინასწარ იმის ცოდნას, ესა თუ ის ნაწარმოები არის თუ არა ანტიქრისტიანული ან ცოდვიანი. ამის გაგება ძნელი არ არის რეკლამიდან ან ახლობლებიდან, რომლებმაც უკვე ნახეს სურათი, ხოლო ფილმის ბოლომდე ნახვას კი არავინ დაგვაძალებს.
კიდევ ერთი მომენტი, ესა თუ ის ფილმი, რომელიც მდარე ხარისხის შეიძლება აღმოჩნდეს, ცუდ ზეგავლენას ვერ მოახდენს მოზარდზე, თუ ჩვენ მათთან ერთად ვნახავთ ამ სურათს და განხილვასაც მოვაწყობთ. ისიც უნდა ითქვას, რომ როცა უყურებთ დღევანდელ სერიალებს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ადამიანს სხვა გამოსავალი არ გააჩნია - ან ფლიდი და გაიძვერა უნდა გახდე ,ან გამომძალველი და მატყუარა, ან კაცის მკვლელი. თითქოს პატიოსანი ცხოვრებით ვერ შეძლებ ვერაფრის მიღწევას. ე.ი. ასეთი ფილმები, არა მარტო ზნეობრივი, არამედ სოციალური მნიშვნელობითაც საშინელებაა.
აქ უკვე ისმის კითხვა, რა „დოზით“ უნდა გავერთოთ ხელოვნებით რომ ცოდვად არ შეგვერაცხოს? ალბათ იქამდე, სანამ მაყურებელი არ დაიწყებს გმირის მსგავს თამაშს. უნდა ნახო სხვისი თამაში, მაგრამ შენ არ დაიწყო ის. XIV-XV ს.ს. ბიზანტიაში „თეატრად“ ინტელექტუალთა პაექრობის ადგილი იწოდებოდა. ასეთი სახის თეატრში წარმოდგენილი იყო რიტორიკული გამოსვლანი თუ დისპუტები. იმ დროს, გამომსვლელი თავისთავს განასახიერებდა და არა ლიტერატურულ გმირს, ე.ი. თეატრი თავისი ახალი მნიშვნელობით საკუთარ თავზე მუშაობის, საკუთარი აზრების წარმოჩინების ადგილი იყო. ხოლო დღევანდელი თეატრი საუკეთესო ქმნილებებით თითქმის იგივე მნიშვნელობისაა.
ხელოვნება თავის რეალობას ქმნის. რეჟისორმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ მის გმირებს აუცილებლად მიბაძავენ, მათი ცხოვრებით იცხოვრებენ. იმის თქმა, რომ „ფილმი სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ, ეს ხომ მხოლოდ გართობაა“ - არასწორია. ამა თუ იმ გმირის შექმნა უკვე პედაგოგიური აქტია, ეს უკვე ე.წ. ქადაგებაა. ფილმების (სპექტაკლების) მიხედვით მოზარდები თავიანთი ცხოვრების კორექტირებას ახდენენ, „სწამთ რაც ფილმებია გადმოცემული და სუსტნი, ჯერ ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდები ადვილად ექცევიან მის ზეგავლენის ქვეშ. ხშირად მისით ცხოვრობენ. კინო მეტად ეფექტური საშუალებაა და ალბათ აჯობებს ღირებული მიზნებისთვის გამოვიყენოთ. ჩვენი პრეტენზია, ცხადია გმირის როლის მიმართ კი არ გაისმის, არამედ იმისკენ თუ ამ როლს როგორ და რისთვის გვაწვდიან. ალბათ ზოგი რეჟისორი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ მისი ფილმის ნახვის შემდეგ ჩვენი თინეიჯერები რას მოიმოქედებენ, მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ჩვენი მოზარდების სულიერი მდგომარეობა, მათი სისუსტეები. ჩვენი ვალია ამა თუ იმ სურათის მიერ გამოწვეული რეზონანსის „ჩახშობა“, ახსნაგანმარტების მიცემა იმაზე, რა მიზნითაც შეიქმნა ესა თუ ის სურათი. არის ისეთი ფილმებიც, რომლის მინუსი ის არის, რომ მათში კარგ რამეს ვერ იპოვი. მსახიობებში სინდისის ქენჯნას ვერ დაინახავ. მათი რეაგირება ამა თუ იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე ნულის ტოლფასია.
უამრავი ფილმია ქრისტეზე გადაღებული და კიდევ ბევრს გადაიღებენ. ბევრი მათგანი, არა როგორც საღვთისმეტყველო ნაშრომი, არამედ როგორც ფილმი საინტერესოა. ზოგში პილატეა კარგად წარმოდგენილი, ზოგშიც ქრისტეს მდევნელები. ზოგი ფილმი კი ესთეტიკური კუთხითაა მშვენიერი, ზოგ ფილმში ქრისტეს ტანჯვაზეა გამახვილებული ყურადღება. ასეთი ფილმების ნახვისას ალბათ, აღარ გვექნება პრეტენზია ზოგჯერ ხელოვანი ჯვარცმულად რომ ვაღიაროთ.
ბიბლიის სიუჟეტიანი ფილმები მაშინ ახდენენ მაყურებელზე უარყოფით გავლენას, თუ მათ წიგნები არ აქვთ წაკითხული, ან თუ ბიბლიური ამბების შესახებ კომპეტენტური პირებისგან არ სმენია, ხოლო ფილმებში ბევრი რამ ისტორიული, თუ დოგმატური დარღვევებია გადმოცემული. ზოგ მაყურებელს ასეთი ეკრანიზაციები პირველწყაროს გასაცნობად უბიძგებენ, ზოგისთვის კი დამაკმაყოფილებელიცაა: „სიუჟეტი ჩემთვის ცნობილია, ალბათ საჭირო არაა კითხვისთვის დრო დავკარგო!“ მაყურებელმა კი უნდა იცოდეს, რომ სახარების ქრისტე და ფილმის ქრისტე ერთი და იგივე არაა.
ჩვენ ნამდვილად არ ვაყენებთ შეურაცხყოფას ამა თუ იმ ფილმს ქრისტეზე გადაღებულს და როგორ უნდა შევხედოთ მათ, ისიც აღვნიშნეთ. ჩვენი მხრიდან ისიც არ იქნება სწორი, თუ ფილმს წავუყენებთ საღვთისმეტყველო ტრაქტატის პრეტენზიას. ჩვენის აზრით, არსებობს ლიტერატურული ხატიც. ნებისმიერი მქადაგებელი მსმენელში ქრისტეს ხატს «ხატავს». ეს ხატი შეიძლება «კანონიკურიც» იყოს, შეიძლება არც გამოუვიდეს, მაგრამ მათგან ცხადია არც ერთს არ აქვს უფლება მოციქულთა მიერ შექმნილი ქრისტეს ხატის შეცვლისა.
არსებობს სულიერი ხატი და გამიწიერებული, თითქმის სურათად ქცეულიც, ე.ი. ყველა ხატს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია საეკლესიო ხატის სტატუსზე. ფილმის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის (შეიძლება ხატის ხატად ვაღიაროთ, ან) ხატის წინა საფეხურია. იოანე ოქროპირის ქადაგებას, ალბათ დღევანდელი ჩვენი სულიერი მდგომარეობიდან ვერ გავიმეორებთ, მაგრამ ჩვენს ქადაგებასაც შეუძლია სარგებლის მოტანა. დღევანდელი ადამიანისთვის კინოს და თეატრის გარემოება სავსებით მისაღებია და სასარგებლოც. ხალხურ სიმღერებს (ქრისტიანული შინაარსითაც) არავინ იმღერებს ტაძარში. ხოლო ისინი მისაღები იქნება სკოლებში და სუფრებზეც. მართლმადიდებელს აქვს უფლება უყვარდეს ბეთჰოვენის მუსიკა, რომელსაც არასოდეს გამოიყენებს ეკლესიაში. ე.ი. ხელოვნებას თავისი ადგილი აქვს სამყაროში, რომლის განსაზღვრა ალბათ ბევრს უჭირს.
ჩვენი აზრით, მართლმადიდებლებს აქვთ უფლება მოისმინონ და მოიწონონ კიდეც არაეკლესიური მუსიკა თუ მხატვრობა, ოღონდ უფლის ადგილი არავინ არ უნდა დაიკავოს. წიგნების კარადაში სახარების გვერდზე ქრისტიანს შეუძლია თამამად ჰქონდეს კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებიც, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია მონასტერი და ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი სურათი. ბერები უფრო მეტი მოღვაწეობით და თავშეკავებით ცხოვრობენ და მათი მკაცრი ცხოვრების წესით ერში ყველა ვერ იცხოვრებს. თუ ადამიანი თაბორის მთის მწვერვალზე არ იმყოფება და მასზე ფილმმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა - მისი აზრები მიწიერ ყოფას მოწყვიტა და საკუთარ თავზე სერიოზულად ჩააფიქრა, უკვე კარგის ნიშანია.
საერო კულტურას აქვს პოტენცია ერში კეთილი თესლი დათესოს. მას მაშინ აქვს დიდი მნიშვნელობა, როცა ქვეყანაში სულიერება კლებულობს ან საერო ხელისუფლება ემტერება ეკლესიას. ამის ბრწყინვალე მაგალითია სოციალიზმის ხანის ჩვენი მწერლობა, კინო და მუსიკა. ქრისტიანობის გასავრცელებლად ხელოვნების ნებისმიერი სტილი გამოიყენება, თუ მასში ხელოვანი ქრისტეს ერთგულებას გამოიჩენს, სათნოებაა.
![]() |
21 თანამედროვე მსოფლიო სუპერბრენდები |
▲ზევით დაბრუნება |
ნინო პაპაჩაშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
XXI საუკუნეში ყველაზე დეფიციტური საქონელია ყურადღება
ისინი იპყრობენ ჩვენს ყურადღებას, იჭრებიან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, გადაიქცნენ ჩვენი ყოველდღიური საუბრის ნაწილად, გვახსენებენ, რომ ჩვენთვის საჭირონი არიან. როგორ მოიპოვეს ეს „ექსკლუზიური“ უფლება „ჩვეულებრივი“ საქონლისაგან განსხვავებით? მართლა ფლობენ რაიმე „ზებუნებრივ“ უნარს ჩვენი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, თუ ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფია მათი განსხვავებულობა? ალბათ, ყველაფერია ერთად აღებული და კიდევ უფრო მეტიც. ვიდრე უბრალოდ გასაყიდად დამზადებული პროდუქტისგან გამორჩეულ, განსხვავებულ და ყურადღებამისაქცევ საქონლად იქცეოდნენ, მათ დიდი გზა გაიარეს. მათ ბრენდებს უწოდებენ.
მაინც რა არის ბრენდი? როგორია მისი შექმნის წესები, განვითარების სტრატეგია და როგორ ხორციელდება ბრენდების ხელშეწყობა?
რას გულისხმობენ ადამიანები, როცა ამბობენ სიტყვას „ბრენდი“. უბრალოდ, ადამიანებმა იციან, რომ კარგი სავაჭრო მარკის საქონელი უფრო ძვირი ღირს სხვებთან შედარებით. ბრენდი სასმელსაც ნიშნავს, მაგრამ ის ინგლისური სიტყვა „brandy“-დან მოდის. ამჯერად, იმ ბრენდზე ვსაუბრობთ, რომელიც ინგლისური წარმოშობის სიტყვაა - „brand“ და ნიშნავს დაღს, დადაღვას; შანთს, დაშანთვას; დამღას, დამღის დასმას; გადატანითი მნიშვნელობით ლაქას, კვალის დატოვებას; ფაბრიკის ნიშანს, მარკას; ხარისხს, სახეს, მუგუზალს.
ადრე საქონელს (პირდაპირი მნიშვნელობით ცოცხალ არსებებს ვგულისხმობთ) დამღას ასვამდნენ, რომ მათთვის განსაკუთრებული ნიშანი დაედოთ, იოლად ამოეცნოთ და სხვის საქონელში არ არეოდათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მარტივი ამოსავალი საქონლის მწარმოებლებმა და შემდეგ მარკეტოლოგებმა წარმატებულად და ამაღლებულ რანგში შეინარჩუნეს ბრენდინგის სტრატეგიებში. ამიტომ არის, რომ მათ მიერ განვლილი გზებიც ორიგინალურია.
AMA (American Marketing Associations) განმარტავს, რომ ბრენდი არის „სახელი, ტერმინი, სიმბოლო ან დიზაინი ან ყველაფრის კომბინაცია, რომელიც აღნიშნულია გამყიდველის (გამყიდველთა ჯგუფის) საქონლისა და მომსახურების იდენტიფიკაციისათვის, ასევე, იმისათვის, რომ საქონელი და მომსახურება განსხვავდებოდეს კონკურენტების საქონლისა და მომსახურებისაგან.“
ნებისმიერი საქმის წარმატებისთვის საჭიროა ახალი იდეები. ბრენდინგის, მარკეტინგის და რეკლამის სფეროში კი მის გარეშე წინ ვერ წახვალ. ბრენდინგის სფეროში ბევრია საინტერესო, შემოქმედებითი, ზოგჯერ პროვოკაციული აზრები და შეხედულებები. წარმატებული ბრენდები მეტად ინდივიდუალურია. ხშირად ისინი საფუძველს უყრიან გარკვეულ მოდელებს, რომელთა ადაპტირება აუცილებელია შესაბამის დროსა და სივრცესთან. წარმატებული ბრენდის გამოცდილების პირდაპირი გამეორება კი შეიძლება წარუმატებლობის მიზეზიც გახდეს.
რა არის საჭირო წარმატებული ბრენდის შემუშავებისა და განვითარებისათვის და რომელ საბაზრო სტრატეგიებს მოაქვს საუკეთესო შედეგი? ბრენდების ასობით კონცეფციები უკვე შექმნილია სამეცნიერო წრეებში და პრაქტიკოსი მენეჯერების მიერ. ისინი ცდილობენ ახსნან ბრენდის „იდენტურობა“, მომხმარებელთა „ლოიალურობა“ მისდამი და „ურთიერთქმედება“ ერთმანეთს შორის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრენდი - ეს უწინარეს ყოვლისა საქონელია, რომელიც გასაყიდად არის შემოთავაზებული რაიმე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და გააჩნია გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც სტაბილურად ადასტურებენ მის იდენტურობას დროსა და სივრცეში. ეს არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა ბრენდის არსებობისათვის. ყოველ ახალ მოდელს აქვს არსებობის უფლება. ბრენდების შემქმნელები ბევრს ფიქრობენ, როგორ უნდა მოიქცნენ ისე, რომ არ შეგვეძლოს სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქტის გარეშე ცხოვრება. საბოლოო მიზანიც ლოგიკურად ცხადია - ჩვენ შევიძენთ სასურველ პროდუქტს, დავიკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნილებას, კომპანიაში კი შევა შემოსავალი. მშვენიერია! ორივე მხარე მიიღებს სარგებელს!
საიდან იწყება ბრენდინგის სტრატეგია? გამოკვლევები მეტად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბრენდის შემუშავებასა და კომპანიის სათანადო მომზადებაში. მომხმარებელთა მოტივაციის და იმ სოციალური კონტექსტის გამოვლენა, რომელშიც ყალიბდება მყიდველთა ქცევა, - არ არის იოლი. ამ ერთობლიობაში გარკვევა რთულია, მაგრამ ბრენდინგისა და რეკლამის სტრატეგიის გადაწყვეტილების მიღება ,,გზამკვლევის“ გარეშე თითქმის შეუძლებელია. სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში აისახება ბრენდინგის ყველა წინააღმდეგობა და სირთულე, როგორც ახალი იდეის გენერირების თვალსაზრისით, ისე მისი შეფასების კრიტერიუმების შემუშავების თვალსაზრისით.
შესაძლებელია იმის გამო, რომ მარკეტინგის სპეციალისტების სტილი და ტაქტიკა იცვლება ძალიან სწრაფად, ჩვენ გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ბრენდინგის სტრატეგია იცვლება ყოველწლიურად. თუ ჩვენ გადავხედავთ თანამედროვე ბრენდის ისტორიას, მაშინ დავინახავთ, რომ თავის განვითარებაში მან გაიარა სამი პერიოდი. ყოველი მათგანი შეიძლება განისაზღვროს იმით, თუ რაზე ხდებოდა ფოკუსირება: საქონელი, მომხმარებელი და კონკურენცია. ყოველი სტადია წარმოშვა თავისი დროის საბაზრო გარემომ, მაგრამ ყოველი მათგანი გადაიზარდა საკუთარ სკოლაში და უფრო ავსებდნენ, ვიდრე ცვლიდნენ არსებულს. არის ცნობები იმის შესახებ, რომ ახლა იბადება მეოთხე სტადია, რომელიც ასევე გადაიზრდება სკოლაში. ამ სტადიის ფოკუსი გახდება კომპანია.
სუპერსქემატურად ბრენდინგის სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები ისტორიული ევოლუციის შესაბამისად, შეიძლება ასე წარმოვადგინოთ:
ბრენდის |
მიზეზები |
ძირითადი იდეა |
ფოკუსი |
რეკლამის ტიპური |
საქონელი |
შეფუთული |
უნიკალური |
საქონლის |
საქონლის |
მომხმარებელი |
საქონელთა |
მომხმარებელთა აზრებში |
ბრენდის |
ცხოვრების |
განადგურება |
ბაზრის |
მომხმა- |
კონკურენცია; |
შოკური, სიურ |
კომპანია |
ბრენდის ახალი |
კორპო- |
კომპანიის ფასეულობები |
კომპანიის ჰიმნი
|
ბრენდინგის სტრატეგიის წარმატებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ფირმამ ყურადღება უნდა გაამახვილოს მომხმარებელთან, პარტნიორებთან და საკუთარ პერსონალთან ურთიერთობებზე და თუ საჭიროა, შეცვალოს არსებითად. ფირმის ქცევის შეცვლა მოითხოვს დეტალურ დამუშავებას: როგორი მოქმედებები იქნება სასურველი, სად და ვინ განახორციელებს მათ. ერთიანი აზრი აქ არ არსებობს. ყოველი გადაწყვეტილება ინდივიდუალურია. რა ითვლება დადებით ეფექტად და როგორ იზომება იგი - ეს კიდევ ერთი თემაა დისკუსიისათვის.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ფინანსური და კომერციული წრეები განსაკუთრებით დიდ ინტერესს ავლენენ ბრენდისა და ბრენდინგის მიმართ. ზოგიერთმა კომპანიამ უკვე კარგა ხანია, რაც ირწმუნა ბრენდის ღირებულება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია: „COCA-COLA“: იგი არის რეცეპტის და ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი და არა უბრალოდ საწარმოების, სადაც პროდუქტი იწარმოება და ჩამოისხმება ქილებსა და ბოთლებში. როგორც ერთ-ერთმა მისმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ „COCA-COLA“ დაკარგავს კატასტროფაში მთელ თავის საწარმოო სიმძლავრეებს, იგი გადარჩება. მაგრამ თუ მომხმარებელი მოულოდნელად დაკარგავს მეხსიერებას და დაავიწყდება „COCA-COLA“, კომპანია გაკოტრდება.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთიანი აზრი, როგორ უნდა განისაზღვროს ბრენდის ფინანსური ღირებულება, კომპანიები მზად არიან მასში გადაიხადონ არცთუ ისე მცირე თანხები. დაახლოებით 20 წელია, რაც 4000-ზე მეტი ბრენდის კლასიფიკაცია ხორციელდება 1974 წელს დაარსებული წამყვანი გლობალური ბრენდის სააგენტოს Interbrand-ის მიერ BusinessWeek- თან ერთად. (ეს უკანასკნელი 1929 წელს დაარსებული ჟურნალია და დღეს 140 ქვეყანაში ვრცელდება ყოველკვირეულად.) Interbrand--ის მიერ შემუშავებულია ბრენდის ღირებულების განსაზღვრის მეთოდი. იგი გაიანგარიშება, როგორც მომავალი ერთი წლის განმავლობაში (ივლისის დასაწყისიდან ივნისის ბოლომდე) ბრენდის მოსალოდნელი და გარანტირებული შემოსავლების წმინდა მიმდინარე ღირებულება. იმისათვის, რომ განიხილონ, ბრენდი უნდა იყოს მინიმუმ 2,7 მლრდ აშშ დოლ. ღირებულების, იღებდეს შემოსავლების დაახლოებით ერთ მესამედს წარმოშობის ქვეყნის გარეთ, ჰქონდეს საჯარო ფინანსური მონაცემები, ხელმისაწვდომი მარკეტინგი და გარდა პირდაპირი მომხმარებლებისა, ფართო საჯარო პროფილი.
ბრენდის აგების იდეამ უკვე დაადასტურა თავისი სარგებლიანობა, სხვა შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა იმის ახსნა, თუ რატომ ხარჯავენ კომუნიკაციებზე უზარმაზარ თანხებს, რათა შექმნან „ჩვენი მარკა“.
აი ისინიც, უკანასკნელი წლების მსოფლიოს სუ ბრენდები. აქ საინტერესოა მათი ღირებულება. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ისინი მართლაც წარმატებით მუშაობენ - ჩვენთვის ხომ ყველა მათგანი დიდი ხნის ნაცნობი, ზოგიერთი კი - ძალიან ახლობელია.
პრაქტიკა გვკარნახობს ზოგიერთ დეტალს, რომლის გათვალიწინებაც აუცილებელია წარმატებული ბრენდინგისთვის. ბრენდი არის:
იურიდიული ინსტრუმენტი. იგი არის ინვესტიცია ფირმის მხრიდან, რომელიც განხორციელებულია რაიმე ეკონომიკური შედეგის მისაღებად;
განსხვავების საშუალება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ AMA-ს განმარტებაში.
კომპანია. პროდუქტის მწარმოებელი ორგანიზაციის კულტურა, თანამშრომლები და განვითარების პროგრამა, რომელიც ამავე დროს, მკვეთრად განსხვავებული და ღირებულია მომხმარებლისათვის და ქმნის საფუძველს მომხმარებლებთან ურთიერთობისათვის.
გაიგივების საშუალება. ბრენდის შემუშავებისას სპეციალისტები ცდილობენ შექმნან ვიზუალური ნიშნების ერთობლიობა. ისინი იდეალურ შემთხვევაში ატარებენ აზრობრივ დატვირთვას (სიმბოლო, ფერი, სლოგანი, მოხაზულობა, შეფუთვა და ა. შ.), რომელიც საშუალებას აძლევს მათ დაამყარონ კავშირი ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის, მისცენ მკვეთრი პოზიცია ბრენდს მომხმარებლების ფასეულობების და უპირატესობების სისტემაში.
სახე მყიდველის წარმოდგენაში. ყოველი ადამიანის წარმოდგენაში საქონელი ქმნის მრავალ უნიკალურ ასოციაციას, სრულიად შესაძლებელია, რომ ეს წარმოდგენები მცირედ პასუხობდნენ თვით საქონლის რეალიებს. ყოველი ადამიანი თავისებურად აღიქვამს და ქმნის საქონლის საკუთარ სახეს.
პიროვნულობა. დიდი ხანია შენიშნეს, რომ ადამიანებს ახასიათებთ მათ გარშემო არსებული საგნებისათვის პიროვნული მახასიათებლების მიწერა. საქონლის შერჩევისას მყიდველები უპირატესობას ანიჭებენ იმას, რომელიც მათ საკუთარი ხასიათისთვის უფრო შესაბამისი ეჩვენებათ.
ურთიერთობა. ბრენდები შეიძლება პერსონიფიცირებული იყოს მყიდველთა მხრიდან. ადამიანთა და საქონელთა შორის შეიძლება დამყარდეს ურთიერთობები, რომლებიც ძალიან ჰგავს ადამიანთა ურთიერთობებს. უფრო მეტიც, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თვითონ საქონელს შეუძლია ჰქონდეს პოზიცია მყიდველებთან ურთიერთობაში. მაგალითად, ძვირფასი მანქანის ელემენტები პოტენციურ კლიენტებზე განსაზღვრული აღმატებულობით იქმნება.
დამატებული ღირებულება. ამოცანების მთელი სპექტრიდან, რომლებიც ბრენდის წინაშე დგას, ერთ-ერთი მთავარია: მისი განსხვავება სხვებისგან, კონკურენტული უპირატესობის მიღწევა და ამაღლებული (პრემიუმ) ფასის დაწესება. მომხმარებელი მზად არის მეტი გადაიხადოს საუკეთესო ხარისხში, ის რეალურად არსებობს თუ უბრალოდ მის აღქმაშია.
ევოლუციონირებადი არსი. ბრენდი შეიძლება განვითარდეს დროთა განმავლობაში, „არაბრენდირებული მოხმარების საგანი“ შეიძლება გადაიქცეს „ურთიერთობად“, რომელიც ცვლის კავშირს მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის.
ბრენდინგი იმ მყიდველებთან სასარგებლო უკუკავშირის მიღწევის საშუალებას იძლევა, რომლებიც მიზნობრივ ჯგუფებად მიიჩნევა და ვისზეც მიმართულია ბრენდი. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს სარეკლამო სააგენტოებისა და საკონსულტაციო ფირმების, მწარმოებლების უმრავლესობა მხარს უჭერს ბრენდების დამუშავებისას პერსონიფიცირებულ მიდგომებს. მაგალითად, ერთ-ერთი საუკუნოვანი ისტორიის მქონე სარეკლამო სააგენტომ JWT (J. Walter Thomson) შეიმუშავა Thompson Total Brandingis სისტემა, რომელიც თანამედროვე გაგებით სამი შემადგენლის უნიკალური კომბინაციაა: გრძნობისა და ფიზიკური შეგრძნებების (როგორ გამოიყურება ბრენდი, როგორ ჟღერს, რა სუნი აქვს), რაციონალური (რას შეიცავს ბრენდი თავის თავში, როგორ არის აგებული, როგორ მუშაობს) და ემოციური (რა განწყობას იწვევს, როგორია მისი სარგებლობის ფსიქოლოგიური შეგრძნებები). ამ შემადგენლების შეჯამებით ჩვენ ვიღებთ პიროვნულობას. ადამიანებიც, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს ურთიერთობა, შეიძლება აღვწეროთ გრძნობის, რაციონალური და ემოციური შემადგენლების მიხედვით. ბრენდებიც უნდა შეიცავდნენ ამ კომპონენტებს, რადგან საქონელი მხოლოდ მაშინ იქცევა ბრენდად, როცა მას შეუძლია მომხმარებლის გარკვეული შეგრძნებების გამოწვევა.
პროდუქტი: ხარისხი, შესრულება, შესაძლებლობები, ვარიანტები, ფერი, შემადგენელი ნაწილები, დამატებითი სერვისი. ყოველივე ეს არის მწარმოებლის კონტროლქვეშ და აქვს მეტად დიდი გავლენა ბრენდზე მისი შექმნის დროს.
მწარმოებელი: მწარმოებლის ან სავარაუდო მწარმოებლის რეპუტაციას გავლენა აქვს პროდუქტზე ისევე, როგორც - პირიქით.
სახელი, შეფუთვა: სტილი, თუ როგორ წარმოითქმება სახელი, ასოციაციები, რომლებსაც ის იწვევს; გარე შეფუთვის ტიპი, შინაარსი, კომპლექტაცია, დიზაინი.
რეკლამა, წინ წაწევა და ფაბლისიტი: ანიშვნელობა, სტილი, შემოქმედებითი მიდგომა და მედიის გამოყენება.
ფასი, გავრცელება ქვეყანაში, გაყიდვის ადგილებში განლაგება: სად და როგორ მიეწოდება პროდუქტი, რომელ საქონელთან ერთად არის მაღაზიაში, რა ფასი აქვს და რა თანაფარდობაშია ამ კატეგორიის სხვა საქონელთან.
მომხმარებლები და მოხმარების კონტექსტი: ვინ, როგორ, სად და როდის სარგებლობს ამ საქონლით.
კონკურენტები, ისტორია: ყველაფერი, რაც საქონელს ეხება, განიხილება მომხმარებლების მიერ კონკურენტების მიწოდების პრიზმიდან. ბრენდის განვითარების ისტორია საკმაოდ ძლიერ ზეგავლენას ახდენს მომხმარებლებზე.
ამგვარად, ჩვენ შეიძლება დავინახოთ, რომ მყიდველზე ზემოქმედებს ყველა შესაძლო შეგრძნებების ერთობლიობა, რომლებიც მის შემეცნებაში აყალიბებს ბრენდის სახეს. ინფორმაციის მიღების არც ერთი გზის იგნორირება არ შეიძლება, რადგან უმცირესმა დისონანსმაც კი შეიძლება გაანადგუროს შთაბეჭდილება. მით უმეტეს, თუ სიტყვა „მომხმარებლის“ უკან იმალება ჩვეულებრივი ადამიანი მთელი თავისი მწუხარებითა და სიხარულით, რომლისთვისაც ნებისმიერი ბრენდი შეიძლება იქცეს ყოვლისმომცველი ბრმა სიყვარულის საგანი.