![]() |
ოტომანთა დინასტია |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებიდან |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: ნები გუმუშის ნაშრომი საქართველოს შესახებ http://muslimgeorgia.org |
![]() |
1 ა. საქართველოს დაპყრობა |
▲back to top |
ოტომანების დინასტიისა და საქართველოს პირველი ურთიერკავშირი XV საუკუნის ბოლო პერიოდით თარიღდება. სწორედ ამ დროს დაიყო საქართველო შემდეგ ტერიტორიულ ოლქებად: ქართლი, იმერეთი, კახეთი და სამცხე. დოკუმენტი, რომელიც სტამბულის არქივში ინახება, გვამცნობს, რომ იმერეთის სამეფო ოტომანების იმპერიას სტამბულის (კონსტანტინოპოლის)1 დამხობის შემდეგ დაემორჩილა. ამ მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ, ოტომანების დინასტიის საზღვაო ძალებმა აფხაზეთის სანაპიროებამდე მიაღწიეს და სოხუმი დაიმორჩილეს. ქართველებმა მხარდაჭერა აღუთქვეს იმ ანტი-ოტომანურ კოალიციას, რომელსაც სათავეში ვატიკანი ედგა. ვატიკანი უარჰყოფდა იმ ფაქტს, რომ კონსტანტინოპოლი ოტომანების დინასტიამ დაიქვემდებარა. ჯვაროსნული ალიანსის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, ამიტომ ქართველები ოტომანებს არცერთ ბრძოლაში არ დაპირისპირებიან. ტრაპიზონის დაპყრობის შემდეგ ოტომანები საქართველოს დაუმეზობლდნენ და ბათუმამდე მთელი ზღვისპირეთი დაიკავეს.
ოტომანებსა და ქართველებს შორის პირველი დაპირისპირება ტრაპიზონის სანსაკბეის, იავუზ სულთან სელიმის მმართველობის პდროს მოხდა (1502-1520 წწ). მან იმერეთის დედაქალაქზე, ქუთაისზე გაილაშქრა. მართალია, ქუთაისის მთავარი ციხე-სიმაგრის აღება ვერ მოახერხა, მაგრამ ბრძოლიდან დიდძალი ნადავლითა და უამრავი მონით დაბრუნდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლა ქართველებისა და ოტომანების პირველი დაპირისპირება იყო.2 ცნობილია, რომ იმერეთი ოტომანების დინასტიას სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ დაექვემდებარა და ჯიზიას3 გადახდაც დაიწყო. სამცხის ათაბაგმა, მირზა კაბუკმა4 (1500-1515წწ) ოტომანებს მორჩილება გამოუცხადა, მათ ჯარს თავის ტერიტორიაზე გავლის ნება დართო და მათ უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფდა.5
იმერეთისა და სამცხის დაპყრობა წარმატებით დასრულდა; ოტომანები საქართველოში ახალი პოლიტიკური გეგმის განხორციელებას შეუდგნენ. 1514 წელს შაჰი ისმაილის (1502-1524წწ)6 წინააღმდეგ მიმართული ლაშქრობა ოტომანების გამარჯვებით დასრულდა. ლაშქრობას სათავეში იანუზ სულთანი ედგა. მირზა კაბუკი კი ოტომანების ჯარს მთელი ამ ბრძოლის მანძილზე ამარაგებდა სურსათით. შაჰ ისმაილის სიკვდილის შემდეგ, ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ოტომანებმა მხარი მანუჩარს დაუჭირდეს. ოტომანების მხარდაჭერის წყალობით, მანუჩარმა თავდაპირველად გამარჯვების მოპოვება მოახერხა, მაგრამ მოგვიანებით იგი ყვარყვარემ დაამარცხა, რომელსაც ამ ბრძოლაში საფავიდები უჭერდნენ მხარს.
ქართველი თავადები ამ ბრძოლაში დიდ როლს თამაშობდნენ. სტამბულში დაცულია ტოპკაპი სარაი არწივის ნაშრომი, რომლის თანახმადაც თავიდან თავადები მხარს ყვარყვარეს უჭერდნენ, მაგრამ მოგვიანებით მანუჩარის მხარეს გადავიდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც თავადებმა შეიტყვეს, რომ ირანელების 3000 კაციანი ჯარი მათ ტერიტორიას უახლოვდებოდა, მათ მხარდაჭერა შეწყვიტეს და ამით მანუჩარი ძალზე დააზარალეს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მანუჩარი დაუფიქრებლად მოიქცა, როდესაც ოლტუს ციხესიმაგრე - თავისი კუთხის დედაქალაქი მიატოვა. ყვარყვარემ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და ციხესიმაგრე დაიკავა.7
ათაბაგი ყვარყვარე (1515-1535წწ) საფავიდების მხარდაჭერას მუდამ გრძნობდა, ამიტომ ოტომანების მხარეს გადავიდა. მაგრამ 1535 წელს 15 აგვისტოს, მურკახეთის ბრძოლის დროს იგი იმერეთის მეფემ დაატყვევა და მისი ტერიტორიები თავის სამეფოს დაუმორჩილა.8 მამის დატყვევების შემდეგ, ოთარ შალიკაშვილის რჩევით, უფლისწულმა ქაიხოსრომ დახმარებისთვის ოტომანებს მიმართა. თავდაპირველად ოტომანების დახმარება არცთუ ეფექტური აღმოჩნდა და უფლისწულმა იმერეთის მეფე ვერც ერთ ბრძოლაში ვერ დაამარცხა. მუსა ფაშა, არზრუმის ბეილერბეი ერთ-ერთ ასეთ ბრძოლაში დაშავდა კიდეც.
1543 წლის გაზაფხულზე მუსა ფაშამ სამცხის დასაპურობად ბრძოლა დაიწყო და ოლტუს ციხე-სიმაგრეს ალყა შემოარტყა. ამ სისხლისმღვრელ ბრძოლაში იგი იმერეთის მეფეს, ბაგრატს (1510-1565) დაუპირისპირდა.9 შერკინების დროს ფაშა დაიჭრა, რის შედეგადაც ოტომანების არმია მტერთან ბრძოლაში მალე დამარაცხდა.10 ეს ამბავი დაიარბეკრის ბეგლარბეიმ, ჰადიმ ალი ფაშამ შეიტყო. იგი მაშინადვე გამოემართა ბრძოლის ველისკენ და ქართველები დაამარცხა.11 ორი წლის შემდეგ, 1545 წელს, ქაიხოსრომ ოტომანების დახმარებით, სოხოისტასთან12 ახლოს ბარგრატის დამარცხება შესძლო. მან შური იძია ბაგრატზე, რომელმაც ათი წლის წინ მისი ქვეყანა დაიპყრო და მამამისი დაატყვევა. ამ ყველაფრის შემდეგ ქაიხოსრო ტახტზე ავიდა. ათაბეგ ქაიხოსროს (1545-1573წწ) მეფობის პერიოდში სამცხე კვლავ ოტომანების მფლობელობაში გადავიდა. ვახუშტის ცნობით, მან ოტომანებს ირანის წინააღმდეგ ბრძოლებში გაწეული დახმარების სანაცვლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.13
ქაიხოსრომ სულთანი სულეიმან ბრწყინვალე აღმოსავლეთში გამართული ბრძოლის დროს სურსათ-სანოვაგით მოამარაგა. საფრანგეთის ელჩის, დ'არამონის მდივანი ჟან შესნიუ მოგვითხრობს, რომ აღმოსავლეთში გამართული მეორე ლაშქრობის დროს, ქართველებმა ოტომანებს ცხვარი, ყველი და ახალი ხილი შესთავაზეს.14 აჰმედ ფაშა ამ დროს სამცხეში იყო გაგზავნილი, მან უამრავი ციხე-სიმაგრის დაკავება მოახერხა. ლაშქრობის შემდეგ სულთანმა საფრანგეთის მეფეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ლაშქრობის შედეგად ქართველები ოტომანებს დამორჩილდნენ; დაპყრობილი 35 ციხე-სიმაგრიდან 14 განადგურებული იყო, დანარჩენებში კი მათი ჯარები იყო განთავსებული; ქვეყანა დაიყო ოთხ სანჯაკად, რომლებსაც ბეილერბეილიკები ედგნენ სათავეში.15 სამცხის დაპყრობილ ტერიტორიაზე დაარსდა ისეთი სანჯაკები, როგორიც იყო ტორტუმი, აღსაკალე, კემჰიდი და ლივანე.16
დროთა განმავლობაში ქაიხოსრო ნელ-ნელა ირანის მხარეს გადავიდა და პროირანულ პოლიტიკას დაუჭირა მხარი.17 შესაძლოა მისი ეს ნაბიჯი სამცხეში ოტომანების გაბატონებამ განაპირობა. არზრუმის ბეილერბეი, ისკენდერ ფაშა სამცხეში შეიჭრა, არტანუჯის ციხე-სიმაგრე დაიპყრო და ქაიხოსრო დაიმორჩილა.18 არტანუჯის დაპყრობის შემდეგ, ქაიხოსრომ დახმარებისთვის შაჰ ტაჰმასპს (1524-1575) მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ათაბეგი იძულებული გახდა, ოტომანებს დამორჩილებოდა.19 ამ პერიოდისთვის ქართლის მეფემ ლუარსაბმა, მესხი დიდებულების უფლისწულების დახმარებით დასავლეთ სამცხის გაკვეული ტერიტორია დაიკავა. ბრძოლის ორივე ფრონტზე დამარცხებულმა ქაიხოსრომ შაჰ თაჰმასპს კიდევ ერთხელ სთხოვა დახმარება. შაჰი სამცხეში შეიჭრა, დაამარცხა ქაიხოსროს მოწინააღმდეგე ყველა დიდებული და ლუარსაბის მიერ მითვისებული ტერიტორიაც უკან დაუბრუნა მას.20
1555 წელს ირანსა და ოტომანების იმპერიას შორის ამასიას ზავი დაიდო, რის შედეგადაც საქართველო ორ უდიდეს სამეფოდ გაიყო - იმერეთი, გურია, სამეგრელო და დასავლეთ სამცხე ოტომანებმა მიითვისეს; ქართლი, კახეთი და აღმოსავლეთ სამცხე ირანმა დაისაკუთრა. საერთო ჯამში, საქართველოს ოტომანების დინასტია განაგება. თუმცა ეს დიდხანს არ გაგარძელებულა. ამ ბატონობას, 1578 წელს დაწყებულმა ბრძოლამ მოუღო ბოლო.
ლალა მუსტაფა ფაშა „სერდარად“ (მთავარსარდლად) დანიშვნის შემდეგ აღმოსავლეთით უზარმაზარი ჯარის თანხლებით დაიძრა. მან საქართველოს მეფეებსა და უფლისწულებს წერილები მისწერა და მათგან მორჩილებას ითხოვდა. წერილში ნახსენებ მოთხოვნას ქართლის მეფის, დავით ხანის (1564-1578) გარდა, ყველა დაემორჩილა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, არდაჰანიდან დაბრუნებული სერდარი ლალა მუსტაფა ფაშა საქართველოში შემოვიდა, ჩილდირის მდელოსთან ქართულ-ირანული კოალიცია დაამარცხა და სამცხე ისევ ოტომანებს დაუმორჩილა.
ჩილდირის ველზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ,21 სამცხის ათაბაგი ყვარყვარე (1573- 1578) ოტომანებს დაემორჩილა ასევე მოიქცა მისი ძმა, მანუჩარიც.22 ფაშამ მანუჩარსა და სხვა დიდებულებს იძულებით ჩააცვა ხალათები, რის სანაცვლოდაც ისინი უხვად დააჯილდოვა.23 ყვარყვარეს ოლყუ გადასცა, მანუჩარს სანჯაკი აზგური, მათ უმცხროს ძმას, ბექას და დედამისს, დედისიმედს, კი რამდენიმე სოფელი უბოძა.24 მოგვიანებით მანუჩარი სტამბოლში ჩავიდა და ისლამი მიიღო, რის შედეგადაც მას ჩილდირის ბეილერბეილი უბოძეს.25 სერდარი ჩილდირიდან თბილისში მანუჩარის ტანხლებით გაემართა.26 ქართლის მეფე დავით ხანი მიხვდა, რომ ოტომანებს წინ ვერ აღუდგებოდა და თბილისიდან გაიქცა.27 1578 წლის 24 აგვისტოს, კვირა დღეს, ოტომანებმა ქალაქი ხელში ჩიაგდეს.28 სერდარმა ქალაქის ბეილერბელიკად მეჰმედ ფაშა დანიშნა, კარგად შეიარაღებული მრავალრიცხოვანი ჯარი დაუტოვა და შირვანისკენ გაემართა.29
კახეთში გავლისას, მეფე ალექსანდრემ (1574-1605), სერდარს მორჩილება გამოუცხადა და მას სურსათ-სანოვაგე გადასცა. სანაცვლოდ სერდარმა მას ხალათი და ოქროს ხმალი გადასცა და მისი მმართველობა ხელშეუხებელი დატოვა.30 თუმცა თბილისის დატოვებამდე, ლალა მუსტაფა ფაშამ ალექსანდრეს წერილი გაუგზავნა - დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სერდერი მისი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებოდა. მეფემ თავის სასახლეში დიდებულები მოიწვია. მოლაპარაკების შედეგად, შეთანხმდნენ, რომ ოტომანებისთვის მორჩილება გამოეცხადებინათ.31 ალექსანდრე ოტომანებს შირვანის დასაპყრობად გამართულ ბრძოლაში შეუერთდა. მის მიერ დაპყრობილი ციხე-სიმაგრე ხეკი, მის ვაჟს, ერეკლეს სანჯაკის სახით გადაეცა.32
სერდარმა შირვანი ოსმან ფაშას ჩააბარა და ზამთრის გასატარებლად არზრუმისკენ გაემართა. გზად მან თბილისი გაიარა, სურსათ-სანოვაგე მოიმარაგა და გეზი გორისკენ აიღო. რამდენიმე ქართველმა დიდებულმა მას მორჩილება გამოუცხადა. სერდარმა ამის სანაცვლოდ გორში სანჯაკბეი ჩამოაყალიბა და არზრუმისკენ წავიდა. არზრუმისკენ33 მიმავალ სერდარს ვიწრო ხეობებში და დაუცველ მინდვრებში ქართველები ხშირად ესხმოდნენ თავს.34
საფავიდები ოტომანების შემოტევებს ვეღარ უძლებდნენ, ამიტომ მათ ქართლის ყოფილი მეფე - სიმონი (1558-1564), გაათავისუფლეს და საქართველოში მრავალრიცხოვანი ჯარით გამოუშვეს.35 ქართლში ჩამოსულმა სიმონ მეფემ ნახა, რომ ოტომანების ჯარები საგრძნობლად იყო შეთხელებული და 1579 წლის 30 მარტს36 თბილისის ციხე-სიმაგრეს ალყა შემოარტყა. მცველები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - მათ საკვები გამოელიათ, გამოგზავნილი სურსათ-სანოვაგე კი ქართველების ხელში აღმოჩნდა.37 მცველები იძულებულნი იყვნენ რელიგიით აკრძალული საკვები მიეღოთ - ისინი ძაღლებისა და კატების ხორცს ჭამდნენ. ალყაში მოქცეულ ხალხს სურსათ-სანოვაგეს კახეთის მეფე უგზავნიდა,38 მაგრამ დახმარება დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევდა, რადგანაც ციხე-სიმაგრემდე მისასვლელი ყველა გზა ქართველების მიერ იყო დაკავებული.
მომდევნო წელს სერდარმა თბილისში არსებული სიტუაციის მოგვარება გადაწყვიტა. ამ პერიოდში იგი ყარსის ციხე-სიმაგრის მშენებლობით იყო დაკავებული, ამიტომ მან თბილისში სურსათ-სანოვაგით დატვირთული მარასის ბეილერბეი, მუსტაფა ფაშა გააგზავნა და თან 12 000 კაციანი ლაშქარი გააყოლა. თბილისში ჩამოსულმა მუსტაფა ფაშამ ქალაქის დაცვა ჩერქეზ ყასიმ ბეის მიანდო. გადაწყდა, ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრიდან მცველები დაეხსნათ, მაგრამ ყასიმ ფაშას საკმარისი ჯარისკაცები არ ჰყავდა, ამიტომ აჰმედ ფაშა მის დასახმარებლად გემართა. მაგრამ მოულოდნელად თომანისის ვიწრო ხეობაში აჰმედ ფაშას ქართველები დაესხნენ თავს და სურსათ-სანოვაგე წაართვეს. აჰმედ ფაშა დაიჭრა და იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო. მოგვიანებით თბილისში სემის ბეილერბეი, ჰასან ფაშა გაგზავნეს და თან 15 000 ჯარისკაცე გააყოლეს. ჰასან ფაშამ თბილისამდე მიაღწია და ალყაში მოქცეულებს საკვები მიუტანა. ჯილდოს სანაცვლოდ აჰმედ ფაშა ხელმეორედ გახდა თბილისის ბეილერბეი.40
სერდერ ლალა მუსტაფა ფაშას ლაშქრობის შედეგად მთელი საქართველო ოტომანების ქვეშევრდომი შეიქმნა. სამცხის ათაბაგიც მათ დამორჩილდა. თბილისის ბეილერბეიკი, ისევე, როგორც გორის სანსაკბეირლიკი ქართლის დაპყრობის მერე დაარსდა. კახეთის სამეფო ოტომანთა იმპერიის ქვეშევრდომი და მოხარკე გახდა. ლალა მუსტაფა ფაშამ აღმოსავლეთის ახალ სერდარად სინან ფაშა დანიშნა. 1580 წელს იგი არზრუმის და ყარსის გავლით საქართველოში შემოვიდა და 5 აგვისტოს თომანისის უღელტეხილს მიაღწია. აქედან იგი თბილისს შევიდა, გაუთავებელი საჩივრების გამო გაათავისუფლა აჰმედ ფაშა და მის ადგილზე დანიშნა უფლისწული გიორგი, რომელმაც ამ დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო მუსულმანობა და იუსუფი დაირქვა.41
სინან ფაშას შემდეგ სერდარი ფერჰატ ფაშა გახდა. მან 1583 წელს რევანის ციხე-სიმაგრე შეაკეთა და რამდენიმე წელი მოანდომა საქართველოში სხვა ციხე-სიმაგრეების გამაგრებას. მან ლორის ციხე აღადგინა და შიგნით მცველები ჩააყენა.42 ბეილერბეიდ კი ალი ფაშა დანიშნა.43 აქედან იგი თომანისისკენ გაემართა. რადგან ძველი ციხე-სიმაგრე ხეობიდან საკმაოდ მოშორებით იდგა და გასასვლელის დაცვა კი აუცილებელი იყო, მან სამეთვალყუროდ ახალი ციხე ააგო. შემდგომ ამისა, იგი გამოსაზამთრებლად არზრუმში დაბრუნდა.44 გიორგი-იუსუფმა თომანისის ბეილერბეიდ სემენდერ ფაშა დანიშნა და ციხის დასაცავად ჯარი დაუტოვა.45
ოძემიროღლუ ოსმან ფაშამ სერდარად ცოტა ხანი დაჰყო. ამ თანამდებობაზე მალე მეორედ დაინიშნა ფერჰათ ფაშა. 1587 წელს მან საქართველოში გაილაშქრა და გორის ციხე აღადგინა.46 გორის ახლადდაარსებული ბეილერბეიკი გადაეცა მაჰმუდ ხანს, რომელიც ამ ლაშქრობის დროს დამორჩილდა მომხდურს. ჰეიდარ ფაშას ტრაპიზონის ბეიდერბეის დაცვა მიენდო.47
1590 წელს ოტომანების იმპერიისა და ირანის მიერ ხელმოწერილი სტამბულის შეთანხმების თანახმად, ირანი დათანხმდა მთელი საქართველო ოტომანებისთვის დაეტოვებინა.48 მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქების უმრავლესობა ოტომანთა ხელში იყო, სიმონი და მისი მომხრეები, რომლებსაც გორის ახლო-მახლო მდებარე სოფლებში დიდი გავლენა ჰქონდათ, ვერ გატეხეს.
1599 წელს სიმონმა, რომელიც საქართველოში ოტომანთა წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურად იბრძოდა, გორის ციხე დაიკავა.49 ამის საპასუხოდ ქართლში გაიგზავნა ოტომანთა ჯარი კაფერ ფაშას მეთაურობით. იმავე წელს, თურქებთან ბრძოლისას დატყვევებულ იქნა სიმონი.50 ცნობილია, რომ სიმონის დატყვევება გამუსლიმანებული ქართველის - ბარათაშვილის მეშვეობით მოხდა. სწორედ ის გაიგზავნა მეფის დასატყვევებლად. მან იცნო ცხენიდან ჩამოვარდნილი მეფე.51 სიმონი სტამბულში გაგზავნეს და იედიყულეს ციხეში დააატუსაღეს.52 ამრიგად, ქართლის წინააღმდეგობა გატეხილ იქნა და ოტომანთა ჰეგემონია განუსაზღვრელი გახდა.
ვიდრე საქართველოს გამუსულმანების პოლიტიკას შევეხებოდეთ, აქ შექმნილი ადმინისტრაციული სისტემა უნდა განვიხილოთ. ამასიის ზავის დადებისაა და არზრუმის ბეილერბეილიკს მიერთებამდე, საქართველოს ტერიოტორიაზე დაარსდა სინჯაკები, როგორებიც იყო სავსათი, იმერჰევი, მასაჰელი, ჰერტეკრეკი და ა.შ. საქართველოს სრულად შეერთების შემდეგ დაფუძნდა ჩილდირის, თბილისისა და ბათუმის უმნიშვნელოვანესი ბეილერბეილიკები. შემდგომში მათ დაემატა სხვებიც - გორი, ლორი, თომანისი, სოხუმი, აჭარა და ქუთაისი. ეს იყო ოტომანთა იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრები სამცხე-საათაბაგოსა და ქართლის სამეფოში. რაც შეეხება დანარჩენ ქართულ სამეფოებს - იმერეთსა და კახეთს, ისინი ყოველწლიურ ხარკს იხდიდნენ და მათი ადმინისტრაციული ფორმა უცვლელი გახდა. ამით იმის თქმა გვინდა, რომ კახეთი, როგორც ბეირბეილიკი, კვლავაც მეფის სამფლობელოდ დარჩა. ქუთაისისა და სოხუმის ბეილერბეილიკები კი, შეიძლება ითქვას, არ ფუნქციონირებდა.
ოტომანებმა ტერიტორიები ძველ, დამორჩილებულ მფლობელებს მიანდეს.53 ესენი იყვნენ ქართველი უფლისწულები და მათი სხვა მომხრეები, რომელთა სამფლობელოები სანჯაკებად გამოცხადდა.54 მაგალითად, ათაბაგ ყვარყვარეს სიკვდილის მერე მისი სინჯაკი ყვარყვარეს ვაჟს - ქაიხოსროს გადაეცა.55
დამორჩილებული ქართველი დიდგვაროვანნი იხდიდდნენ ხარკსა56 და ჯიზიათს.57 ცნობილია, რომ „იურთლუკ-ოსაკლიკ“-ის სისტემა საქართველოს იმ რეგიონებში ამუშავდა, სადაც დიდგვაროვანნი თურქებთან თანამშრომლობდნენ.58 ამ სისტემით, ტერიტორიები ამ დიდგვაროვანთა მფლობელობაში იყო. მათ მორიგეობით უნდა ეხადათ ყოველწლიური ხარკი და საჭიროებისდა მიხედვით თურქთა ჯარი მეომრებით მოემარაგებინათ.59 ოტომანები არ უნდა ჩარეულიყვნენ ოსაკლისების მართვაში. მაგალითად, სტამბულში გაგზავნილ წერილში ლივანეს და პერტეკრეკის სანკასბეი აღნიშნავს, რომ 70 - 80-იან წლებში მის საქმეებში გარედან ჩარევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.60 ამასთან, არზრუმის ბეილერბეუსადმი ჰეკუმში გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ქაიხოსრომ, იაკუპმა და რუსტემმა თურქებს მორჩილება გამოუცხადეს. ნაბრძანები იყო, მათ, ანუ „ოსაკებს“ არავინ უნდა შეხებოდა61 თურქები ტერიტორიებს გამგებლობაში მათდამი ლოიალურად განწყობილ ყოფილ მმართველებსა და მათი დინასტიის წარმომადგენლებს უტოვებდნენ. მათ ბეილერბეისა და სანჯაკბეის, ხოლო ტერიტორიებს ბეილერბეილიკისა და სინჯაკის სტატუსს ანიჭებდნენ.
იურტლუკ-ოსაკლისის სისტემამ ყველაზე მეტად სამცხეში მოიკიდა ფეხი. XVI საუკუნეში საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, სამცხე ადმინისტრაციული თვალსაზრისით ყველაზე მოწესრიგებული იყო.62 ნოდარ შენგელია იურტლუკ-ოსაკლისის სისტემას ასე აღწერს: „ქართული სოფლების მოსავალი ქართველ ფეოდალებს ეკუთვნოდა და მათში ქართული კანონები მოქმედებდა. ქართველი ფეოდალები ხელშეუხებლობის პრივილეგიითაც სარგებლობდნენ.“63 ისლამის რჯულზე გადასული დიდგვაროვანთა დინასტიების წარმომადგენლები ჩილდირის ბეილერბეებად ინიშნებოდნენ. მმართველობის ეს წესი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საქართველოს სხვა კუთხეებში მსგავსი არაფერი ხდებოდა.64
აკარას სანჯაკბეი მეჰმედ ბეი 22 000 აკრის ფართობის ქერიტორიას ფლობდა.65 როგორც ნ.შენგელია გვამცნობს, აკარის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა აკარაში დაარსდა და არსებული ტერიტორიები იურტლუკ-ოსაკლისის წესის თანახმად ადგილობრივ ბეებს ჯერ კიდევ სელიმ II-მდე, (1566-1574წწ) გადაეცათ.66
ზოგიერთი თურქი მმართველის შეუფერებელი დამოკიდებულების გამო ქართველები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ოტომანებმა დასაჯეს ყველა ის მმართველი, ვინც ადგილობრივებს ავიწროებდა.67 მაგალითად, ის მმართველი, ვინც იმერეთის მეფისთვის განკუთვნილი საჩუქარი მიითვისა.68 ყველა ბეილერბეის ქართველი მეფეების მიმართ პატივისცემის გამოხატვა ევალებოდა.69 სინჯაკბეებიც ვალდებული იყვნენ, ქართველებთან საუკეთესო დამოკიდებულება ჰქონოდათ.70 ამ წესის დამრღვევთ ათავისუფლებდნენ თანამდებობიდან და მათ ადგილას უფრო კეთილგანწყობილ მოხელეებს ნიშნავდნენ.71 უამრავი ასეთი შემთხვევა იხსენიება ისტორიულ წყაროებში, რაც ნათლად მიუთითებს ოტომანთა ხელისუფლების მისწრაფებაზე, კეთილი ურთიერთობა დაემყარებინათ ქართველებთან. იმპერიის მმართველებს კარგად ესმოდათ ამ პოლიტიკის აუცილებლობა სტრატეგიულად ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანაში, როგორიც საქართველო იყო. მით უმეტეს, რომ ქართველთა შორის ბევრი ოტომანთა და საფანიდებს72 შორის მერყეობდა. სულთანი სულეიმანი თავისი მეორე აღმოსავლური ლაშქრობის მერე საფრანგეთის მეფისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ ქართველების პოლიტიკა მუდმივად მერყეობს ოტომანთა იმპერიასა და ირანს შორის.73
_________________
1. ბასბაკანლიკ ოსმანლი არწივი, ჰატ-ი ჰუმაიუნ, 44604.
2. ცისანა აბულაძე, თურქული წყაროები XVI საუკუნის მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, თბილისი, 1983, 7.
3. მ. ფაჰრეტინ კირზიოგლუ, ოსმანლილარ'ინ ფაფკაზ-ელერი'ნი ფეთი (1451-1590-, ანკარა 1993, 97; ილმაზ ოზტუნა, ბუიუკ თურკი ტარიჰი, ისტანბულ 1978, XII, 351; ჰუსამეტინ მ. კარამანლი, „გურჩისტან-ტარიჰ“, თურქი დაიანეტ ვაკფი ისლამ ენსიკლოპედისი, ისტანბულ 1996, XIV, 314.
4. გურქუ კაინაკლარინდა ადი მზე კაბუკ ოლარაკ გეწმეკტედირ.
5. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წყ. ს. სუხიშვილი, თბილისი 1973, 811; ცხოვრება საქართველოსა (პარიზის ქრონიკა-, გიული ალასანია, თბილისი 1980, 42.
6. ჰაიდარ წელები, რუზნეიმ, ს. 461, 464 (ფერიდუნ აჰმედ ბეი, მუნსეატუ'ს-სელატინ ი, ისტანბულ 1271 ილე ბირლიკტე); სოლაკზადე მეჰმედ ჰემდემი, ტარიჰ, ისტანბულ 1297, 364; ისმაილ ჰაკი უზუნცარსილი, ისმანლი ტარიჰი, ანკარა 1983, II, 264; ისმაილ ჰამი დანისმენდ, იზაჰლი ოსმანლი ტარიჰი კრონოლოჯისი, ისტანბულ 1972, II, 10.
7. ტოპკაპი სარაი მუზესი არწივი, ე. 7296.
8. პარიზის ქრონიკა, 42; ვახუშტი, 811; ალენი, საქართველოს ხალხთა ისტორია, ლონდონი, 1932, 145; ნიკო ბერძენიშვილი-სიმონ ჯანაშია, გურჯისტან ტარიჰი, ჰაირი ჰაირიოგლუ, ისტანბულ 1997, 227.
9. ალი მუსტაფა ეფენდი, კუნჰუ'ლ - აჰბარ, ნურუოსმანიე, 4309, 71ბ; დანისმენდ, II, 260; კურზიოგლუ, 173; დუნდარ აიდინ, ერზურუმ ბეილერბეილიგი ვე ტესკილატი კურულუს ვე გენისლემე დევრი (1535-1566), ანკარა 1988, 66.
10. იბრაჰიმ ბეცევი, პეცევი ტარიჰი, მატბაი-ი, ამირე, 1283, I, 280; დანისმენდ, II, 260; კირზიოგლუ, 173; მიხეილ სვანიძე, საქართველოოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII.
11. ალი, კუნჰუ'ლ-აჰბარ, 130ა; დანისმენდ, II, 260; კირზიოგლუ, 174; აიდინ, 66.
12. პარიზის ქრონიკა, 43; ვახუშტი, 714; ალენი, 139; სვანიძე, 58.
13. ვახუშტი, 714.
14. ჟან შესნიუ, ლე ვოიაჟ დე მონსიურ დ'არამონ ამბასადორ პორ ლე როი ენ ლევან, მ. ჩ. შეფერ, ფრანკფურტ 1995,77.
15. შესნიუ, 265.
16. ალი, კუნჰუ'ლ-აჰბარ, 72ა.
17. იბრაჰიმ ერზურუმი, მურადნეიმი, სულეიმანიე, 2149, 154ა.
18. ალი, კუნჰუ'ლ-აჰბარ, 360ა; კირზიოგლუ, 207.
19. ფარსადან ჯორჯიკანიძე, ისტორია, ს. კაკაბაძე, თბილისი 1926, 5.
20. ჰასან-ი რუმლუ, აჰსანუ'ტ-ტავარიხ, ს.ნ. სედონი, ბაროდა 1931, 351; დანისმენდ, II, 265; ბერძენიშვილი-სანაია, 219; სვანიძე, 68.
21. დერვის აჰმედ დედე ეფენდი მუნეციმბაში, საჰაიფუ'ლ-აჰბარ, ისტანბულ 1285, III, 539.
22. რაჰიმიზადე იბრაჰიმ ჰარიმი კავუს, ზეფერნაიმ-ი სულტან მურად ჰან, ისტანბულ, 2372, 15ა; ალი, ნუსრეტნეიმი, ნურუოსმანიე, 4350,
82ა; კუნჰუ'ლ-აჰბარ, 307ა; პეცევი, II, 41; ბეკირ კუტუკოგლუ, ოსმანლი-ირან სიასი მუნასებეტლერი (1578-1612), ისტანბულ 1993, 57.
23. ჰუსეინ ბ. მეჰმედ, გაზავატ-ი ოზდემიროგლუ ოსმან ფაშა, ისტანბულ ბელედიე, ყაზმალარ 0.118/2, 35ბ; მუნეციმბაში, III, 539.
24. ალი, ნუსრეტნეიმი, 82ა; კუნჰუ'ლ-აჰბარ, 307ა; მუნეციმბაში, III, 539; იოსეფ ვონ ფურგსტოლ ჰამერი, დევლეტი ოსმანიე ტარიჰი,
მეჰმედ ატა, ისტანბულ 1332, VII, 64; სვანიძე, 108, 111.
25. ბოა, მუჰიმე დეფტერი, IL, 353; ალი, კუნჰუ'ლ-აჰბარ, 359ა.
26. ბოა, მდ, IL, 87; ალი, ნუსრეტნეიმი, 82ბ; პარიზის ქრონიკა, 52; კუტუკოგლუ, 290; აიდინ, 83
27. ალი, ნუსრეტნაიმი, 83ბ-84ა; კუნჰუ'ლ-აჰბარ, 307ა; რაჰიმიზადე, ზაფერნაიმი, 16ბ; ებუბეკირ ბ. აბდულაჰ, სარკ საფერლერი, მილეტ კტპ. ალი ემირი-ტარიჰ, 366, 3ა; პარიზის ქრონიკა, 51; ვახუშტი, 410; თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, ელდარ მამისთვალაშვილი, თბილისი 1987, 24
28. ალი, ნუსრეტნეიმი, 83ბ; კუნჰუ'ლ-აჰბარ, 307ა; პეცევი, II, 42.
29. ალი, ნუსრეტნეიმი, 200ა; კუნჰუ'ლ-აჰბარ, 307ა; რაჰიმიზადე, ზაფერნაიმი, 17ა; თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, 25.
30. ჰუსეინ ბ. მეჰმედ, 39ა.
31. ებუბეკირ ბ. აბდულაჰ, 3ა-ბ.
32. ალი, ნუსრეტნეაიმი, 106ა; კუნჰუ'ლ-აჰბარ, 309ბ-310ა; პეცევი, II, 45; მუნეციმბაში, III, 540.
33. ალი, ნუსრეტნეაიმი, 128ა-ბ.
34. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, 33; მუნეციმბაში, III, 542.
35. ალი, კუნჰუ'ლ-აჰბარ, 315ა; მუნეციმბაში, III, 542; რონალდ გრიგორ სანი, ქართველი ერის წარმოშობა, ლონდონი, 1989, 48.
36. ალი, ნუსრეტნაიმი, 201 ა; ებუბექირ ბ. აბდულაჰ, 15 ა.
37. პეცევი, II, 57.
38. ალი, ნუსრეტნაიმი, 205 ბ, პეცევი, II, 57.
39. ბოა, მდ, XXXVIII, 114.
40. ალი, ნუსრატნაიმი, 207ბ-209ა, 221ა-222ა. აირიკა ბკ. პეცევი, II, 57; ჰამერი, VII, 57; დანისმენდი, III, 44.
41. ალი, ფურსატნაიმი, ნსრ. რანა ვონ მენდე, ბერლინი 1989, 201 (28ბ); ა. მლფ., კუნჰუ'ლ-აჰბარ, 334ბ.
42. ალი, კუნჰუ'ლ-აჰბარი, 362ბ-363ა.
43. ტალიკიზადე მეჰმედ სუბჰი, ტარიჰკე, ტოპკაპი სარაი მუზესი კტპ. რევანკოშკუ. ნრ. 1300, ვრ. 7ბ; რაჰიმიზადე იბრაჰიმ ჰარიმი კავუს, კიტაბ-ი გენცინე-ი ფეთ-ი გენცე, ტსმკ რევანკოშკუ ნრ. 1296, ვრ. 15ª.
44. სუბჰი, 8ა-ბ.
45. რაჰიმიზადე, გენცინე, 15ა.
46. არზრუმი, 159ª; რაჰიმიზადე, გენცინე, 27ბ; მუსტაფა სელანიკი, სელანიკი ტარიჰი, ფრეიბურგი 1970, 225, მიუნეკიმბაში, III, 561.
47. რაჰიმიზადე, გენცინე, 27ა, 30ბ; მიუნეკიმბაში, III, 561; დანისმენდი, III, 106.
48. ჰამერი, VII, 152; დანისმენდი, III, 117; ყირზიოგლუ, 380
49. მუსტაფა ნაიმა, ტარიჰი ნაიმა რავზატუ-ჰუსეინ ფი ჰულას ატი აჰბარი'ლ-ჰაფიკინ, ისტანბულ 1283, I, 222; პარიზის ქრონიკა, 58; ვახუშტი, 418; ბერძენიშვილი-ჯანაშია, 231; სვანიძე, 226.
50. პარიზის ქრონიკა, 58; სვანიძე, 226; სანი, 49.
51. ბერძენიშვილი-ჯანაშია, 233; ნანა გელაშვილი, ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI ს), თბილისი 1995, 205.
52. ნაიმა, I, 222.
53. ბოა, მს, VII, 1705.
54. ბოა, ალი ემირი.
55. ბოა, მდ, XLVII, 21, 22, 56, 57, 145.
56. ბოა, მდ, XXII, 86, 118, 612, XXIX, 259, 567, XXXII, 501; ალი, ნუსრეტნაიმი, 192ა.
57. ბოა, მდ, XXXII, 501, LXVIII, 747.
58. ბოა, მდ, XLVIII, 747.
59. უზუნყარშილი, II, 580.
60. ბოა, მდ, LXXIII, 856, აირიკა ბკ. მდ, XXII, 221, 325.
61. ბოა, მდ, IL, 116.
62. ნოდარ შენგელია, „16. იუზილდა სამცხე (მეტში'ლერინ იურდუ) ათაბეილიგი“, ჩვენებური, 32 (ნისან-ჰაზირან 1999), 14; გელაშვილი,208.
63. შენგელია, 14.
64. ნოდარ შენგელია, „გურჯუსტან ჰაკმდაკი ოსმანლი ფერმანლარი“, ჩვენებური, 31 (ოსაკ-მარტ 1999), 21.
65. მოა, მდ, XV, 1279. აირიკა ბკ. მდ. XIX, 464.
66. შენგელია, „გურჯუსტან ჰაკმდაკი ოსმანლი ფერმანლარი“, 20 ვდ.
67. ბოა, მდ, XLVII, 86.
68. ბოა, მდ, VI, 970.
69. ბოა, მდ, VI, 21, LIII, 6.
70. ბოა, მდ, XLVII, 196.
71. ბოა, მდ, IV, 1530.
72. ალი, კუნჰუ'ლ-აჰბარ, 71ა-ბ; სოლაკზადე, 513; მიუნეკიმბაში, III, 500; დანისმენდი, II, 260.
73. შესნიუ, 264.
![]() |
2 ბ. გამუსულმანების პროცესი XVI საუკუნის საქართველოში |
▲back to top |
ქართველებს ისლამის აღმოცენებისთანავე მოუხდათ მასთან შეხვედრა. აზერბაიჯანის ტერიტორიის დაპყრობის მერე სურაკა იბნ ამრმა (22) 643 წელს რამდენიმეჯერ დალაშქრა კავკასია. მან ჰაბიბ მასლამა თბილისშიც გაგზავნა,1 მაგრამ ჰაბიბის ამ ლაშქრობას წარმატება არ მოჰყოლია.2 თუმცა, ცოტა ხანში, სომხეთის დაპყრობის მერე, (25) 645 წელს მაინც მოახერხა თბილისში შეღწევა3 ალყაშემორტყმული საქართველოს მეფე იძულებული გახდა, ისლამისტურ მმართველობასა და ზავის პირობებზე დათანხმებულიყო და ჰაბიბ მასლამასთვის მდიდრული საჩუქრებით ხელდამშვენებული ელჩი გაეგზავნა.4 მასლამამ მეფეს გამოუგზავნა ფირმანი, სადაც ეწერა, რომ ჯიზიათის გადახდის შემთხვევაში ქართველთა საკუთრებას და სამლოცველოებს ხელშეუხებელს დატოვებდა. ამასთან, მასლამა არწმუნებდა საქართველოს მეფეს, რომ ზარალის ოდენობის დადგენისთანავე, ეს თანხა ყოველწლიური გადასახადიდან დაექვითებოდათ.5
ჰაბიბ მასლამამ თბილისს წარგზავნა აბდ-ალ-რაჰმან იბნ სეზ-ას-სულამი, როგორც ყურანსა და სხვა რელიგიურ მოძღვრებებში ფრიად განსწავლული კაცი, რათა ქართველებისთვის ისლამის საფუძვლები ესწავლებინა.6 როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ, მისი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად მოქალაქეთა უმრავლესობამ აღიარა ისლამი7 და ბევრმა ქართველმა მიიღო მუსულმანობა.8 ბევრი მუსულმანი იქნა ჩამოსახლებული ქალაქში და მათ დასაცავად შეიქმნა გარნიზონი.9 ამის მერე ქართველების გამუსულმანების პროცესი ადგილიდან დაიძრა.10
ჰაბიბ მასლამას მიერ დაწყებული ქართველთა გამუსულმანების პროცესი განსაკუთრებით ქვეყანაში მუსლიმთა ბატონობის დროს განვითარდა. პირველად მუსლიმანი ქართველები აღმოსავლეთ საქართველოში გაჩნდნენ. შემდეგ კი, ოტომანთა იმპერიის ხანაში, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშიც ცნეს ისლამი. ცნობილია, რომ ოტომანთა მმართველობის დროს, XVI საუკუნეში ისლამი გავრცელდა აფხაზეთშიც11 და მალე ისლამურმა მოძრაობამ დასავლეთ კავკასია აღმოსავლეთს დაუახლოვა.12
როგორც ცნობილია, ტრაპიზონის სანჯაკბეის თანამდებობაზე ყოფნისას, იავუზ სულთან სელიმს ქუთაისი დაულაშქრავს და სწორედ ამ დროს რამდენიმე ქართველ უფლისწულს მიუღია ისლამი.13 განსაკუთრებით ბევრმა შეიცვალა სარწმუნოება კანუნი სულთან სულეიმანის აღმოსავლეთში გამართული ლაშქრობების დროს. მაგალითად, საფერ ბეი14 ქართველი უფლისწული იყო და სწორედ ამ ლაშქრობების დროს გახდა მუსლიმანი. კანუნიმ აღმოსავლეთში გამართული მეორე ლაშქრობის დროს, დაიკავა პეტრეკრეკი და 1552 წელს ის სამართავად გადასცა ქართველ უფლისწულს ბექა ბეის. 1557 წელს მან მუსლიმანური სახელი, სეფერი დაირქვა და იგივე სანჯაკი მას ოსაკლიკის სახით გადაეცა. მის, ასევე გამუსლიმანებულ ძმას კი, სამართავად ლივანე დერესი გადაეცა.15 ამ უფლისწულების მიბაძვით იმ პერიოდში ბევრი ეზიარა ჭეშმარიტ რელიგიას.16 აღმოსავლეთში წამოწყებული ლაშქრობის დროს გამუსლიმანებულ ქართველ უფლისწულებს შორის შავშეთის სანჯაკბეის და მის ძმებს განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ. ძმების გამუსლიმანებამ შავშეთის, იმერხევის და მასეჰელის მოსახლეობის ჭეშმარიტ რელიგიაზე მოქცევაში დიდი როლი ითამაშა. 1562 წელს შავშეთის ბეიმ, იოსებმა17 მუსლიმანობა მიიღო და აჰმედი დაირქვა; შეჭმარიტ რელიგიას მისი ძმების ეზიარნენ და მეჰმედი და მაჰმუდი დაირქვეს. ცნობილია, რომ ამ ძმების მიბაძვით ქართველთა დიდი ნაწილი მოექცა მუსლიმანურ რელიგიაზე.18 აჰმედ ბეის გამუსლიმანების შემდეგ შავშათი მას სამართავად გადაეცა19 ლალა მუსტაფა ფაშა თავის ნაშრომში ის პერიოდი აქვს ასახული, როდესაც იგი არზრუმის ბეილერბეი იყო. იგი მოგვითხრობს, რომ აჰმედ ფაშამ მუსლიმანობა მხოლოდ იმ მიზეზით გამუსლიმანდა, რომ სანჯაკბეი გამხდარიყო.20
1578 წლიდან ოტომანები მთელ საქართველოზე გაბატონდნენ. ამ პერიოდიდან დაიწყო ქართველების მასობრივი გამუსლიმანება. ისტორიული წყაროების მიხედვით, ათაბეგი ყვარყვარეს ვაჟის გამუსლიმანდა და მუსტაფა დაირქვა.21 ჩილდირის გამარჯვების შემდეგ, მანუჩარი ოტომანებს დამორჩილდა, სტამბულში გაემგზავრა და მუსლიმანობა იქ მიიღო.22 ფ.ყირზიოგლუ მოგვითხრობს, რომ იგი ჭეშმარიტ რელიგიას თავისი წინდაცვეთის რიტუალის დროს, 1579 წელს ეზიარა.23 იგი სტამბულში სულთანმა მიიწვია, რათა თავისი სურვილით გამხდარიყო მუსლიმანი.24 ამ ფაქტის დამადასტურებელი უამრავი ისტორიული წყარო არსებობს. 1579 წლის 15 იანვრით დათარიღებულ ჰუკუმში ნახსენებია, რომ ორი ქართველი უფლისწული ძმა, 250 კაცისა და ელჩების თანხლებით სტამბულში25 ჩავიდა, რათა იქ მუსლიმანობა მიეღოთ.26 ნათელია ის ფაქტიც, რომ ათაბეგი ყვარყვარე სტამბულში27 სწორედ მუსლიმანობის მისაღებად ჩავიდა.28 ჭეშმარიტი რელიგიას სამცხის სხვა დიდებულებიც ეზიარნენ.29 მანუჩარი გამუსლიმანების შემდეგ თავისი ქვეყნის ბეილერბეიკი გახდა.30 იგი ბეილერბეიკად იმიტომ დანიშნეს, რომ საქართველოსა და შირვანში გამართულ ლაშქრობებში ოტომანებს დახმარებოდა. ცხადია ის ფაქტიც, რომ გამუსლიმანებამ მის დაწინაურებაზე საგრძნობლად იმოქმედა.31 არსებობს მოსაზრება, რომ მანუჩარი ჭეშმარიტ რელიგიას თავისი ძმის ადგილის ხელში ჩაგდების მიზნით ეზიარა.32
ათაბეგი ყვარყვარეს უმცროსმა ძმამ, მანუჩარმა და ბექამ ისლამი 1625 წელს მიიღეს. ამ პერიოდში მათ ბევრმა ქართველმა კეთილშობილმა მიბაძა და ჭეშმარიტ რელიგიას ეზიარა.33 ბექამ ისლამური სახელი სეფერ ფაშა დაირქვა და ჩილდირის ბეილერბეიკად დაინიშნა. ცნობილი მოგზაური, ევლია ქელები ქართველ უფლისწულს სუნიტებით დასახლებულ აჰისკაში შეხვდა. მოგზაური მას მამაც და ნიჭიერ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენიებს.34
ლალა მუსტაფა ფაშას ლაშქრობების დროს, კახეთის მეფემ, ალექსანდრემ თავისი ნებასურვილით მიიღო მუსლიმანობა.35 ლალა მუსტაფას ერთ-ერთ წერილში ნახსენებია, რომ 1578 წლის ლაშქრობამდე ლალა ფაშას ალექსანდრეს დამორჩილება და მუსლიმანობაზე მისი იძულებით მოქცევა უნდოდა.36 მეფემ, რომელსაც თავად სურდა გამუსლიმანება, ლალა ფაშას დამორჩილდა, მაგრამ ჭეშმარიტ რელიგიას თავისი სურვილით ეზიარა. ასე რომ, ლალა ფაშას მეორე წერილში ალექსანდრეს იძულებით გამუსლიმანება ნახსენებიც არ არის. რადგანაც ალექსანდრემ თავად გამოთქვა გამუსლიმანების სურვილი, ლალა ფაშას მისთვის რელიგიის შეცვლასთან დაკავშირებული წერილი აღარ მიუწერია.37უცნაურია ის ფაქტი, რომ ალექსანდრეს გამუსლიმანება მოსთხოვეს, რადგანაც სხვა ქართველი მეფეებისთვის რელიგიის შეცვლა არავის მოუთხოვია. სერდარს არცერთი სხვა ქართველი მეფისთვის არ მოუთხოვია მუსლიმანობის მიღება. ლალა ფაშა ალექსანდრეს წერილში სწერს, რომ არზრუმის ბეილერბეიკად ყოფნის დროს მან მორჩილების და გამუსლიმანების პირობა დადო. ასევე ახსენებს იმ ფაქტსაც, რომ ალექსანდრე თავის სიძის გამუსლიმანებასა და მისთვის შავშათის სანჯაკის სახით გადაცემის პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. სერდარს იმედი ჰქონდა, რომ მეფე გამუსლიმანდებოდა და ამით მისი კეთილგანწყობის მოპოვებას შეეცდებოდა. კახეთში ბევრმა ადამიანმა მიიღო მუსლიმანობა; მათ შორის მეფის ძმებმა - ალი მირზამ და ისა ხანმა38; ჭეშმარიტ რელიგიას მეფის შვილი თავის ხალხთან ერთად ეზიარა39. ისტორიული წყაროები იმ ფაქტსაც ადასტურებენ, რომ კახეთისა და სამცხის კეთილშობილ წარმომადგენლებს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო.40 მუსლიმანობის მიღებასთან ერთად მეფე იძულებული გახდა, სერდარს დამორჩილებოდა.
ნოდარ შენგელია ტაპუ დეფტერის41 ნარკვევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აკარას მოსახლეობის გამუსლიმანების პროცესი სელიმ II-ის მმართველობის დროს დასრულოდა42. ახლა მოკლედ მოგითხრობთ იმ კამპანიების შესახებ, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის გამუსლიმანების მიზნით გატარდა. ქართლისა და კახეთის სამეფოები ირანული ზეგავლენის ქვეშ მანამდე იმყოფებოდნენ, სანამ 1578 წელს ეს სამეფოები ოტომანებმა არ დაიპყრეს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის გამუსლიმანების პროცესი აღმოსავლეთში უფრო აქტიურად მიმდინარეობდა, ვიდრე დასავლეთში. ის ფაქტი, რომ ირანს საუკუნის დასაწყისიდანვე დიდი ზეგავლენა ჰქონდა ამ სამეფოებზე, ქართველები კი ირანის სასახლის კარზე საპატიო სტუმრებად მიიჩნეოდნენ, ამ სიტუაციის გასაღებად გვევლინება. ამავე საუკუნეში ირანის ზეგავლენის წყალობით ბევრი ქართველი ეზიარა ჭეშმარიტ რელიგიას. ზოგიერთმა მათგანმა რელიგიის შეცვლის სანაცვლოდ თვალსაჩინო თანამდებობები მიიღო. ჰეიდარ მირზა, რომელსაც დედა ქართველი ჰყავდა, საფავიდების ტახტზე ავიდა, თუმცა ძალზე ცოტა ხნით.
თვალსაჩინო გამუსლიმანებულ ქართველებს შორის არიან ქართლის მეფე სიმონი და მისი ძმა დაუდ ხანი. დაუდ ხანი გამეფებამდე გამუსლიმანდა და ტახტი ოტომანების დამარცხების დროსაც ეკავა. მისი ვაჟები ირანში გაიზარდნენ და შემდეგ საუკუნეში ქართლის სამეფო ტახტზეც ავიდნენ; ეს პერიოდი ცნიბილი იყო, როგორც „მუსლიმან მეფეთა ხანა“. სიმონმა მუსლიმანობა ირანში მიიღო და მაჰმუტ ხანი დაირქვა43. შეიძლება ითქვას, რომ მისი გამუსლიმანება შაჰ ისმაილმა (1576-1578) განაპირობა. შაჰ ისმაილი და სიმონი ერთ საკანში იხდიდნენ სასჯელს. ირანიდან საქართველოში დაბრუნებულმა სიმონმა კვლავ ქრისტიანობა მიიღო. თუმცა ცნობილია ის ფაქტიც, რომ სტამბულში, იედიყულეში დატყვევებული სიმონი ისევ ეზიარა ჭეშმარიტ რელიგიას44. დაუდ ხანსა და სიმონს45 უმცროსმა ძმამ, გიორგიმაც მიბაძა - ჭეშმარიტ რელიგიაზე მოიქცა და იუსუფი დაირქვა46.
აქვე მოკლედ შეგვიძლია განვიხილოთ ქართველების გამუსლიმანების მიზეზები. დაპყრობილი ტერიტორიები სამართავად გამუსლიმანებულ ქართველ კეთილშობილებს გადაეცემოდათ. ამის ნათელ მაგალითებს წარმოადგენდნენ აჰმედ ბეი, სეფერ ბეი, ათაბეგი ყვარყვარე დ მისი ძმა მანუჩარი. ქართველებს მუსლიმანობის მისაღებად სხვა მიზეზებიც ჰქონდათ. ქაიხოსრო სტამბულში ჩავიდა და ჭეშმარიტ რელიგიას ეზიარა, სანაცვლოდ კი მას ჩამორთმეული ქონება - 600,000 აკრი მიქა, ორი სასახლე, 550 სახლი და 38 სოფელი უკან დაუბრუნეს47. აკარას სანჯაკბეი, მეჰმედ ბეიც გამუსლიმანებული ქართველი იყო; იგი სტამბულში ჩავიდა, მუსლიმანობა მიიღო, მეჰმედი48 დაიქრვა და აკარას სანჯაკიც ჩაიაბარა სამართავად49. ელიზბარი, მანუჩარის ახლო მეგობარი, ასევე ეზიარა ჭეშმარიტ რელიგიას, მუსლიმანური სახელი - მეჰმედი დაირქვა, რის სანაცვლოდაც მას 600.000 აკრი მიწა და ტორტუმი გადაეცა სანჯაკის სახით50. გამუსლიმანებამდე იგი 1200 სოფელს და ოთხ სასახლეს ფლობდა, გამუსლიმანების შემდეგ კი მან თავისთვის ტორტუმი ითხოვა, თავისი შვილისთვის კი ოთხი სასახლე ზიმეთის სახით. მისი თხოვნა არზრუმის ბეილერბეიკმა განიხილა - ტორტუმი სანჯაკის სახით ჩააბარა, სოფლები და სასახლე კი იმპერიას გადასცა საკუთრებაში51.
ოტომანებმა ქრისტიანი მმართველების გარდაცვალების შემდეგ ქონება მათ ვაჟებს ერთგულებისა და მორჩილების სანაცვლოდ გადასცეს52. მაგალითად, გურიის მმართველის ვაჟს მიწები გადასცეს და ის პირობები წაუყენეს, რომლებსაც თავის დროზე მამამისი აღიარებდა53. დიდებულებს მიწებს უბრუნებდნენ მორჩილების სანაცვლოდ და თანაც არც გამუსლიმანებას სთხოვდნენ. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ქართველებს ჭეშმარიტი რელიგია ეღიარებინათ. მაგალიტად, ბექა ბეის პერტეკრეკის სანჯაკი მაშინ გადასცეს, როცა ის ჯერ ისევ ქრისტიანი იყო. მუსლიმანობის მიღებისა და სეფერ ბეის დარქმევის შემდეგ კი 600.000 აკრი მიწა და ოსაკლიკი უბოძეს. მოგვიანებით პერტეკრეკის სანსაკბეის, სეფერ ბეის ტორტუმიდ სანჯაკი უბოძეს, რათა მას ქრისტიანი ძმებისგან თავდაცვა გაადვილებოდა54. სეფერ ბეის ერთ-ერთი ძმაც გამუსლიმანდა და მეჰმედი დაირქვა55. სოფელ აკარას შემოსავალს ორი ძმა იყოფდა56. სეფერის მსგავსად გამუსლიმანებული ქართველები უხვად დააჯილდოვეს. მაგალითად, ქართველი დიდებულის ვაჟს მუსლიმანობის მიღების გამო 40000-50000 აკრი მიწის მქონე ის სოფელი დაუბრუნეს, რომლებიც სხვებს ჰქონდათ მითვისებული57. გამუსლიმანებულ სინანს კი სეფერის მოთხოვნით ტიმარი უბოძეს 10 000 აკრი მიწით58.
გამუსლიმანებულ ადამიანებს ოტომანები ტიმარით და ზიმათით ასაჩუქრებდნენ. მაგალითად, ბათუმის ბეილერბეიკმა სტამბულში წერილი გაგზავნა, რომელშიც წერდა, რომ გურიის ერთ-ერთ მმართველს გამუსლიმანება სურდა და მუსლიმან ვაჭრებსაც ეხმარებოდა. ბათუმის ბეილერბეიკი ამ მმართველისთვის 30,000 აკრ ზიმართს ითხოვდა. საპასუხო წერილში59 ბეილერბეიკს მოსწორეს, რომ თუ გურიის მმართველი მუსლიმანობას მიიღებდა, სანაცვლოდ მას ზიმათ ტესკერეს გადასცემდნენ. ტიმარით იმ ქართველს დიდებულებს აჯილდოვებდნენ, რომლებიც უყოყმანოდ იღებდნენ მუსლიმანობას. გამუსლიმანებულ კაპლან ალის, ილიას ძეს 6.000 ტიმარი გადაეცა 8.000 აკრი მიწით.60 ტიმარი 3.000 აკრი მიწით ასევე მიიღო გამუსლიმანებულმა ქართველმა კეთილშობილმა მეჰმედმა.61
ისიც უნდა ითქვას, რომ რიგ შემთხვევებში გამუსლიმანებული ქართველები ვერ იღებდნენ იმ ქონებას, რომელიც მათ უნდოდათ. ორი ქართველი კეთილშობილი, რომლებიც უწინ სოფლებს ფლობდნენ თბილისში ვაჟებთან ერთად ჩამოვიდნენ, ჭეშმარიტი რელიგია მიიღეს და მუსლიმანური სახელები იბრაჰიმი და ისმაილი დაირქვეს. სანაცვლოდ თითოეულს მატეფერიკალიკ გედიკი და თბილისში 50 აკრი მიწა უბოძეს. ბეილერბეიკმა სტამბულში ითხოვა, რომ მათთვის სოფლები ოსაკლის ზიმეთის სახით გადაეცათ, თუმცა სოფლები მათ სულუსან ტიმარის სახით უბოძეს.62 სანამ გამუსლიმანებულ ქართველ კეთილშობილებს ქონებას გადასცემდნენ, მანამდე საფუძვლიანად იკვლევდნენ იყვნენ თუ არა ისინი ამ ქონების კანონიერი მემკვიდრეები.63
გამუსლიმანებული ქართველებთან მიმართებაში სხვა ღონისძიებებიც ტარდებოდა. არსებობს უძველესი ხელნაწერე ფერჰატ გურჯიზე, რომელიც 15.000-იან64 სილაგდარს ფლობდა. ამ ხელნაწერში ნათქვამია, რომ გამუსლიმანებულ ქართველებს ერთგულების დამტკიცების მიზნით სამხედრო სამსახურშიც გზავნიდნენ.
ოტომანები თავშესაფარს აძლევდნენ გამუსლიმანებულ ქართველებს. ასეთ ქართველებს მანუჩარის მიერ დაპყრობილ შავშათის ციხე-სიმაგრეში გზავნიდნენ. ციხე-სიმაგრეს სტრატეგიული მდგომარეობაც65 ჰქონდა - ძალზე ახლოს იყო ირანთან და კარგად იყო დაცული მტრისგან.66 ყველაფერი ეს კი იდეალურ გარემოს ქმნიდა იმისთვის, რომ ქართველებს ჭეშმარიტი რელიგია მიეღოთ.67
ქართველები იმისთვის არ მუსლიმანდებოდნენ, რომ მათთვის კუთვნილი ტერიტორიები დაებრუნებინათ.68 მაგალითად პერტეკრეკის სანსაკბეის, სეფერ ბეის თავისი ქრისტიანი თანამოძმეებისნაირი უფლებები ჰქონდა მინიჭებული. მას ბერეთი გამუსლიმანებამდე69 გადასცეს, ზიმეთს კი ვინმე ქ რისტიანი გიორგიც ფლობდა.70
არ არსებობს ისტორიული წყარო, რომელშიც ოტომანების მიერ ქართველების შევიწროვების ფაქტი იარის მოცემული. უფრო მეტიც, ყველა წყაროში ოტომენიც ჰუმანურ, შემწყალებელ ქცევაზეა საუბარი. მაგალითად, იმ ქრისტიან ქართველებს, რომლებსაც იერუსალიმის მონახულება სურდათ, სწორედ, იმპერია დაეხმარა. იმერეთის მეფემ და გურიის მთავარმა სულთანს აცნობეს, რომ მათი წმინდა ადგილები ფრანგებმა და სომხებმა დაიკავეს. მათ კუდუს კადისა და სანსაკბეის ამ საქმის გამოძიება და ქართველების კუთვნილი ტერიტორიების უკან დაბრუნება სთხოვეს.71 დაახლოებით იგივე თხოვნით მიმართა იმპერიას კახეთის მეფემ, ალექსანდრემ. საპასუხო წერილში ნათქვამი იყო, რომ იერუსიალიმისკენ მიმავალ ქართველებს გზად არანაირი უსიამოვნება არ შეემთხვეოდათ და კამამაჰის (ჯვრის ეკლესიის)72 მონახულება უპრობლემოდ შეეძლოთ. კუდუსის სანსაკბეის უბრძანეს, რომ ქართველებს კამამაჰის მონახულებაში დახმარებოდა.73 ერზრუმის ბეილერბეის კი კუდუსიდან მიმავალი ქართველების უსაფრთხოების საკითხი ჩააბარეს.74 კუდსის კანუნნეიმის მიხედვით კამამას მომლოცველთა შორის მხოლოდ ქართველებს არ ევალებოდათ გადასახადის გადახდა.75
ქართველებს დაპყრობილი ტერიტორიების მართვასთან ერთად, მუსლიმანური გაერთიანებებისა და მეჩეთების დაცვაც ჩააბარეს. ამ ფაქტს ადასტურებს ის მოვლენა, რომ იოტამის ვაჟი, ელიზბარი, ტორტუმის სანსაკად იმ პირობით დანიშნეს, რომ მუსლიმანებს არ შეავიწროვებდა და მეჩეთებს არ დაანგრევდა.76 ოტომანების ბატონობა მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი დიდ ეკლესიებს მეჩეთებად აკეთებდნენ. თბილისის დაპყრობის შემდეგ, ქალაქის უდიდესი ეკლესია მეჩეთად გადააკეთეს.77 გორის უდიდესი ეკლესია მეჩეთად ფერჰატ ფაშას სერდარად ყოფნის დროს, 1587 წელს გადაკეთდა.78 ევლია ცელები თავის ნაშრომში მოგვითხრობს, რომ თბილისში ორი მეჩეთი მდებარეობდა, ერთი ცენტრში, მეორე კი ქალაქის გალავანში. იგი იმასაც აღნიშნავდა, რომ მოსახლეობის უმეტესობა სუნიტი მუსლიმანები იყვნენ, რომელთა შორისაც ბევრი იყო რელიგიათმცოდნე.79 ქართველებს შორის იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც გამუსლიმანების შემდეგ ისევ უბრუნდებოდნენ ქრისტიანობას.80
_____________________
1. ჰალიფე ბ. ჰაიატ, ტარიჰუ ჰალიფე ბ. ჰაიატ, ეკრემ ზია უმერი, რიად 1985, 151; ებუ კაფერ მუჰამედ ბ. კერირ ეტ-ტაბერი, ტარიჰუ'ლუმემი ვე'ლ-მიულუკ, ბეირუთ 1987, V, 144; ებუ'ლ-ჰასენ ალი ბ. იზზუდინ იბნიუ'ლ-ესირ, ელ-კამილ ფი'ტ-ტარიჰ, ბეირუთ 1979, III, 29.
2. იბნიუ'ლ-ესირ, III, 29.
3. კარამანლი, „გურჯისტან“ დია, XIV, 312.
4. აჰმედ ბ. იაჰია ბ. კაბირ ელ-ბელაზური, ფიუტუჰუ'ლ-ბულდან, აბდულაჰ იუნეს ეტ-ტაბა, ბეირუთ 1087, 283.
5. ბელაზური, 283 ვდ.; ტაბერი, V, 150 ვდ.; იაკუტ ელ-ჰამევი, მუ'ცემუ'ლ-ბულდან, ბეირუთ 1990, II, 42.
6 . ტაბერი, V, 150.
7. ვ. მინორსკი-ც. ბოსვორთ, „ალ-კურჯ“, ისლამის ენციკლოპედია, ახალი გამოცემა, ლეიდენი 1979, V, 487; ბალა, „გურჯისტან“, IV, 38; მინორსკი, „ტიფლის“, XII/I, 265.
8 . კარამანლი, „გურჯისტან-ტარიჰ“, DEA, XIV, 312.
9.. ებუ'ლ-ჰასენ ალი ბ. ჰუსეინ მესუდი, მიურიუკუ'ზ-ზეჰებ ვე მედინუ'ლკევჰერ, მუჰამედ მუჰიდინ აბდულჰამიდ, კაჰირე 1964, I, 203; იაკუტ, II, 146; ფაიზ ნეციბ ისკენდერ, ელ-ფიურუჰატუ'ლ-ისლამიე ლი ბილადი'ლ-კურკ, ისკენდერიე 1988, 62.
10. მეკცუნატუკო იზეტ, კაფკაზ ტარიჰი, ისტანბულ 1330, 56.
11.. ისმაილ ბერკოკ, ტარიჰტე კაფკაზია, ისტანბულ 1958, 226.
12. სერაფეტინ ტერიმ, კაფკას ტარიჰინდე აბჰაზლარ ვე კერკესლიკ მეფჰუმუ, ისტანბულ 1976, 255.
13. ოზტუნა, XIII, 351.
14. ბოა, მდ, II, 1953, 1956, 1964.
15. აიდინ, 72.
16. ბოა, მდ, II, 1953, 1956.
17. ბოა, მდ, VII, 2303.
18. ყირზიოგლუ, 46; ოზტუნა, XIII, 349.
19. ბოა, რუზნამცე, XV.
20. ალი, ნუსრეტნაიმი, 23ა, 24ბ.
21. ბოა, მდ, IL, 353; ალი, კუნჰუ'ლ-აჰბარ, 359ა.
22. ბოა, მდ, XXXIX, 48, 49, XLVIII, 552, IL, 353; ალი, კუნჰუ'ლ-აჰბარ, 359ა.
23. ყირზიოგლუ, 433.
24. სელანიკი, 147.
25. არნოლდ, ინტისარ-ი ისლამ ტარიჰი, ტრც. ჰასან გუნდუზლერ, ანკარა 1982, 109.
26. ბოა, მდ, XXXII, 501.
27. ბოა, მდ, XXXIX, 48, 49; ალი, კუნჰუ'ლაჰბარ, 359ა.
28. ბოა, მდ, IL, 87, XLVIII, 741.
29. ბოა, მდ, IL, 87, XLVIII, 741.
30. 104. ბოა, მდ, IL, 353; ალი, კუნჰუ'ლ-აჰბარ, 359ა.
31. 105. ბოა, მდ, IL, 87.
32. 106. არნოლდ, 109.
33. 107. არნოლდ, 109; ბალა, „გურჯისტან“, EA, IV, 842.
34. 108. ევლია ცელები, ევლია ცელებისეიაჰარნამეში, აჰმეტ ცევდეტ, დერსაადეტ 1314, II, 324.
35. 109. ყირზიოგლუ, 287.
36. 110. ალი, ნუსრეტნაიმი, 90ბ-92ბ.
37. 111. ბოა, მდ, XXXII, 83, 497, 503, LIII, 528, 735, LXXIII, 685; Mძ, IV, 134, V, 346.
38. ბოა, მდ, XLIV, 100, 130, 131.
39. ბოა, მდ, VI, 880.
40. ბოა, მდ, XXIX, 374.
41. ბოა, ტაპუ დეფტერი, 558.
42. ნოდარ შენგელია, „მუფასალ-ი დეფტერ-ი ლივა-ი აკარა-ი ულია ვე სუფლა (ასაგი ვე იუკარი აკარა ლივა'სი აირინტილი დეფტერი)“, ჩვენებური, 33 (თემუზ-ეილიულ 1999), 20.
43. ალი, კუნჰუ'ლ-აჰბარ, 315ა; ალენი, 156; გელაშვილი, 146.
44. დანისმენდი, III, 200.
45. მინორსკი-ბოსვორთი, „ალ-კურჯ“, EI2, V, 493; ყირზიოგლუ, 341.
46. 120. ჰამერი, VII, 76; ყირზიოგლუ, 341; მინორსკი-ბოსვორთი, „ალ-კურჯ“, EI2, V, 493.
47. ბოა, მდ, VI, 247.
48. ბოა, მდ, VII, 1705.
49. ბოა, მდ, V, 1364.
50. ბოა, მდ, XXXIX, 107, XLVI, 118.
51. ბოა, მდ, XXXII, 352.
52. ბოა, მდ, VI, 936.
53. ბოა, მდ, VI, 21.
54. ბოა, მდ, II, 1934.
55. ბოა, მდ, IV, 1910.
56. ბოა, მდ, IV, 1369.
57. ბოა, მდ, II, 1953.
58 . ბოა, მდ, II, 1956.
59. ბოა, მდ, LIV, 277.
60. ბოა, მდ, II, 1728.
61. ბოა, მდ, IV, 1323.
62. ბოა, კეპეკი-რუუს, 246, 178.
63. ბოა, მდ, VI. 247
64. ბოა, მდ, XV, 2094.
65. ალი, კუნჰუ'ლ-აჰბარ, 360ბ.
66. ბოა, მდ, XII, 560, XIV, 1562, XIX, 283.
67. ბოა, მდ, XIX, 283.
68. ბოა, მდ, II, 1964.
69. ბოა, ტდ, 653, 88.
70. ბერძენიშვილი-ჯანაშია, 234.
71. ბოა, მდ, XXX, 63.
72. ბოა, მდ, XXXII; 497.
73. ბოა, მდ, XXXII, 502.
74. ბოა, მდ, XXXII, 498.
75. აჰმეტ აკგიუნდიუზ, ოსმანლი კანუნნამელერი ვე ჰუკუკი ტაჰლილერი, ისტანბულ 1994, VII, 53-55.
76. ბოა, მდ, XXXII, 352.
77. ალი, ნუსრეტნაიმი, 83ბ; დანისმენდი, III, 23; კიუტიუკოგლუ, 58. აირიკა ბკ. ვახუშტი, 411.
78. ყირზიოგლუ, 363.
79. ევლია ცელები, II, 318.
80. ბოა, მდ, VI, 1345, ტდ. 653, 85, 145.
![]() |
3 დასკვნა |
▲back to top |
საქართველო ოტომანებმა XVI საუკუნეში დაიპყრეს. ამ პერიოდში ბევრმა ქართველმა უარჰყო ქრისტაინობა და მიიღო მუსლიმანობა.
მუჰიმეს ჩანაწერებიდან ჩანს, რომ გამუსლიმანებულ ქართველთა უმეტესობა მოსახლეობის ე.წ. „ელიტარული“ ფენიდან იყვნენ. მის ჩანაწერებში მოყვანილია გურიის მმართველის ვაჟის გამუსლიმანების ფაქტი.1 ჩანაწერებში ასევე საუბარია სამცხის ათაბეგებზე, ყვარყვარესა და მის ძმა მანუჩარზე. იქვე ნახსენებია ჰუსრევ გურჯი2 და ფერჰატ გურჯი.3 ჩანაწერებში ნათქვამია ისიც, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობის უმეტესობაც უყოყმანოდ იღებდა ჭეშმარიტ რელიგიას...
ოტომანები ხალხს მუსლიმანობის მიღებას არ აიძულებდნენ, ისინი მათ ჭეშმარიტი რელიგიის მიღებაში ეხმარებოდნენ. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ ტერმინი „ისლამიზაცია“ ნიშნავს, ჭეშმარიტი რელიგიის ნებაყოფლობით მიღებას და არა ისლამზე ხალხის იძულებით მოქცევას. სხვაგვარად „ისლამიზაციას“ იჰტიდა (მოქცევა) ეწოდება.
არამუსლიმანებთან მიმართებაში ოტომანების მიერ გატარებულ პოლიტიკას შეიძლება ეწოდოს „ისლამის გავრცელება სამართლიანი და შემწყნარებლური გზით“.4 სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ოტომანები არ ისახავდნენ მიზნად, რელიგიური იმპერიის5 შეექმნასა და დაპრობილი მოსახლეობის იძულებით ისლამიზაციას.6 არსებობს ნაშრომები, რომლებშიც საუბარია, რომ ოტომანები ხალხს ავიწროვებდნენ და მათ იძულებით აცვლევინებდნენ რელიგიას.7 მაგრამ კანუნნეიმში და ქართველებთან დაკავშირებულ8 სხვა რომელიმე ისტორიულ წყაროში ნახსენებიც კი არ არის მოსახლეობის შევიწროვების ფაქტი.
ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრეთ XVI საუკუნეში ოტომანების მიერ საქართველოს დაპყრობასა და მოსახლეობის გამუსლიმანების ფაქტებზე. ამ სტატიაში ნამდვილად ვერ იპოვით პასუხებს შემდეგ კითხვებზე - რა მოტივით უარჰყვეს ქართველებმა ქრისტიანობა და მიიღეს ისლამი? რა სახის რელიგიურ-კულტურული ინსტიტუტები ჩამოყალიბდა ისლამიზაციის ხელშესაწყობად? რა მოტივი ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც რელიგიას იცვლიდნენ? როგორი ფსიქოლოგიური და კულტურული ზეგავლენა არსებობდა ამ დროს?
P.S. სტატიაში გამოყენებულია შემდეგი წყაროები
ნები გუმუსი, „ოსმანლილარმ გურჯისტან ფეთი ვე ისლამლასმა ჰარეკეტლერი (XVI, ყიუზილ), ოსმანლი, გიულერ ერენი, ანკარა 1999, I, 326-335
____________________
1. ბოა, მდ, LX, 448.
2. ბოა, მდ, IV, 1009.
3. ბოა, მდ, XV, 2094.
4. კემალ გირგინ, ოსმანლი ვე კუნჰურიეტ დონემლერი ჰარიკიე ტარიჰიმიზ (ტესკილატ ვე პროტოკოლ), ანკარა 1994, 8.
5. შინასი ალტუნდაგ, „ოსმანლი იდარესი ვე გიურციულერ“. IV. ტურკ ტარიჰი კონგრესი, ანკარა 1952, 320.
6. მ. სიურეია შაჰინ, „ოსმანლი დევლეტი'ნინ ჰირისტიანლარლა მიუნასებეტლერი“, ასრიმიზდა ჰირისტიან-მიუსლიუმან
მიუნასებეტლერი, ისტანბულ 1993, 116.
7. მუჰამედ ვანილიში-ალი ტანდილავა, ლაზლარინ ტარიჰი, ჰაირი ჰაირიოგლუ, ისტანბულ 1992, 8; E, V. ხოშტარია, „საქართველო - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა - ისტორიული კვლევა“, დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, VII, 198.
8. ბოა, ტდ, 525, 3-7. აირიკა ბკ. აკგიუნდიუზ, VII, 578-582, VIII, 645-647; სერგი ჯიქია, დეფტერ-ი მუფასალ-ი ვილაიეტ-ი გურჯისტან, თბილისი 1947, ც. I, 1-5.