The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №22


ტაბულა №22


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კვიტაშვილი ალექსანდრე, ბენდუქიძე კახა, რატიანი გიორგი, სმიტი დევიდ ჯ, ჯანაშია სიმონ, ელერდაშვილი ვახო, ბატაშვილი დავით, ბურჭულაძე ზაზა, ოდილავაძე ზურაბ, ბარათაშვილი ბიძინა, თალაკვაძე ზურა, კეკელიძე გიორგი, ჯანდიერი სანდრო, გაჩეჩილაძე თეკუნა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2010 | 6 - 12 სექტემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხანმოურავი, დავით კოვზირიძე/ჟურნალისტები: გიორგი კეკელიძე, თეონა ჯაფარიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თამარ ხორბალაძე, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, თეონა ტურაშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/მხატვარი: დავით მაჭავარიანი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟაფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ.: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, e-mail: info@mmservice.ge ფოტო გარეკანზე: REUTERS ©



1 საფოსტო ყუთი

▲back to top


0x01 graphic

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები
გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
info@tabula.ge

წავიკითხე აგვისტოს ნომერი. განსაკუთრებით საინტერესო იყო სიმონ ჯანაშიას სვეტი, „განათლების რეფორმის ხუთი წელი“. ზოგადი განათლების რეფორმას, რომელიც 2004 წლიდან დაიწყო, მრავალი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავდა. ავტორმა სწორად აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგეთა არსებობა ხშირად რეფორმის შეჩერების მიზეზი ხდება. ხშირად კი სიახლის დანერგვა მანამდე ჩერდება, ვიდრე ამ რეფორმას მოსწავლეები და მასწავლებლები გაითავისებენ. სანამ რაიმე ცვლილება დაინერგება, აუცილებელია, თავიდანვე იყოს განსაზღვრული თუ რას ემსახურება იგი. ამ შემთხვევაში რეფორმა არ შეჩერდება.

ზოგადი განათლების რეფორმამ მოსწავლეს დაუბრუნა უფლება, იყოს მიზანი და არა საშუალება. მოსწავლეებსა და მშობლებს საშუალება მისცა სკოლის განვითარების პროცესში აქტიურად ჩართულიყვნენ. ვაუჩერული სისტემის შემოღებით დაფინანსების სისტემა უფრო გამჭვირვალე გახდა.

ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, დღესდღეობით ზოგადი განათლების სისტემაში არსებობს, არის მასწავლებლების კვალიფიკაცია, რაც ამ დრომდე ეჭვქვეშ დგას. დღემდე გაურკვეველია რა ცოდნას აწვდიან მოსწავლეებს და რა მეთოდებით. პედაგოგების მხრივ რომ სერიოზული პრობლემებია, ეს მასწავლებელთა ნებაყოფლობითმა სერტიფიცირებამაც აჩვენა (10 ათასი მასწავლებლიდან 89%25-მა სასერტიფიკაციო გამოცდა ვერ ჩააბარა). სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება 2014 წლამდე ყველა პედაგოგისთვის სავალდებულოა. როგორც მინისტრმა თქვა, პედაგოგი, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდას ვერ ჩააბარებს, სკოლაში ვერ ასწავლის. განათლების სისტემაში მასწავლებელს რომ ძალიან დიდი როლი აქვს, ეჭვგარეშეა, ამიტომ ვიმედოვნებ, განათლების სამინისტრო თანმიმდევრული იქნება და ამ მნიშვნელოვან სიახლეს არაფრისდიდებით არ შეაჩერებს.

თამარ ბაღაშვილი

2 სიტყვასიტყვით

▲back to top


0x01 graphic

ჩვენი ბავშვები ქართულ ცეკვას იმ დონეზე მაინც ისწავლიან, რომ საკუთარ ქორწილში ცეკვა მოახერხონ. მაგალითად, მე ეს ვერ შევძელი და ძალიან მრცხვენია. ამასთან, გაკვეთილები უნდა შეიცავდეს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ კურსს.

  • მიხეილ სააკაშვილი. 26 აგვისტო

0x01 graphic

დიდი უსამართლობა ხდებოდა ხოლმე, დიდი უსამართლობა. თუ ვინმე იყო ამაზე პასუხისმგებელი, პირველი ეს მე ვარ.

  • კუბის ყოფილი პრეზიდენტის, ფიდელ კასტროს დაგვიანებული კომენტარი ჰომოსექსუალების დევნაზე კომუნისტური რევოლუციის დროს. 30 აგვისტო „გოგრაში ხელკეტი მოგხვდებათ. ეს არის და ეს“. რუსეთის პრემიერმინისტრი ვლადიმირ პუტინი აფრთხილებს იმ დისიდენტებს, რომლებიც არასანქცირებული მიტინგების ჩატარებას განაგრძობენ. 30 აგვისტო

გოგრაში ხელკეტი მოგხვდებათ. ეს არის და ეს.

  • რუსეთის პრემიერმინისტრი ვლადიმირ პუტინი აფრთხილებს იმ დისიდენტებს, რომლებიც არასანქცირებული მიტინგების ჩატარებას განაგრძობენ. 30 აგვისტო

0x01 graphic

მთელ ცხოვრებას შუბლზე გაკრული დაბადების მოწმობით ვერ გავატარებ.

  • ნაწყვეტი პრეზიდენტ ობამას ინტერვიუდან; გავრცელდა ხმები, რომ იგი შეერთებულ შტატებში არ დაბადებულა, ხოლო ბოლო გამოკითხვამ აჩვენა - აშშს მოსახლეობის თითქმის ერთ მეხუთედს ობამა მუსლიმი ჰგონია. 30 აგვისტო

0x01 graphic

ჩვენ ვალდებულებას, ვებრძოლოთ ტერორიზმს თავისუფლების შეუზღუდავად, ჩრდილს მივაყენებთ.

  • ნიუ იორკის მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა, რამადანის დროს გამართულ სადილზე კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი „გრაუნდ ზეროსთან“ ისლამური ცენტრის და მეჩეთის აშენებას. 25 აგვისტო

28 აგვისტო

0x01 graphic

ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარი რამდენიმე შეტაკების შედეგად 10 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. რუსული სატელევიზიო არხების ცნობით, მეომრები რეგიონში არსებული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს ასრულებდნენ.

ამერიკელმა კონსერვატორმა გლენ ბეკმა ვაშინგტონში ჩაატარა „პატივის აღდგენის რალი“, რომელსაც 300500 ათასი ადამიანი ესწრებოდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 240 მსჯავრდებული შეიწყალა,

29 აგვისტო

0x01 graphic

ბელგიურმა გაზეთებმა გამოაქვეყნეს მასალები, სადაც ნაჩვენებია, როგორ აიძულებს ბელგიის ეპისკოპოსი სქესობრივი ძალადობის მსხვერპლს არ გათქვას მომხდარი, სანამ ის არ გადადგება.

ალყაიდამ აიღო პასუხისმგებლობა ერაყის 13 ქალაქში მომხდარ ტერაქტებზე. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 56 ადამიანი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში დაბალი ტარიფების მქონე ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლის პერსპექტივაზე საუბრობს. კომპანია მომავალი ზაფხულიდან საქართველოში ფრენების დაწყებით „ძალიან დაინტერესებულია“, - განაცხადა ვერა ქობალიამ.

31 აგვისტო

ორი იემენელი ნიდერლანდების აეროპორტში ტერორისტული აქტის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს. ისინი აშშ-დან გადმოფრინდნენ და მათ ბარგში რამდენიმე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს: სამედიცინო ბოთლზე მიმაგრებული მობილური ტელეფონი, დანები და საათები.

საქართველოს საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი აგვისტოსთვის დეპოზიტების რაოდენობამ 4,5 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი თითქმის 16%25-ით მეტია ივლისში არსებულ მონაცემებზე.

1 სექტემბერი

0x01 graphic

ყველა ფოტო: REUTERS ©

გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა გორდონ ბრაუნი გააკრიტიკა და მას უცნაური და გამაღიზიანებელი ადამიანი უწოდა. ეს ტონი ბლერის პირველი განცხადებაა მასსა და გორდონ ბრაუნს შორის არსებულ ურთიერთობაზე.

  • ჩინეთის საზღვაო ფლოტმა ყვითელ ზღვაში საარტილერიო/სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა მსგავსი ერთობლივი მანევრების ჩატარებას 5 სექტემბრიდან აპირებენ. წვრთნების მიზანია ძალის დემონსტრირება ჩრდილოეთ კორეისთვის, რომელმაც 26 მარტს სამხრეთ კორეის სამხედრო გემი ჩაძირა. ამ ფაქტს 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • ბარაკ ობამამ პირობა შეასრულა - 1 სექტემბრისთვის ერაყში მხოლოდ 5 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში პოლიტიკური პრობლემები მაინც რჩება. უკვე 5 თვეა, რაც ქვეყანას მთავრობა არ ჰყავს, რადგან საპარლამენტო არჩევნების შედეგად აშკარა/უპირობო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

0x01 graphic

  • ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის მიწურულს დაამტკიცა.

  • მთავრობის სპიკერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იქნება. ეს განცხადება მინისტრთა შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ გაკეთდა.

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დაჟინებით“ მოუწოდა საკუთარ მოქალაეებს, თავი შეიკავონ საქართველოში ჩასვლისაგან, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო უსიამოვნებები. განცხადება ამის თაობაზე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ გააკეთა.

  • ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მოსახლეობას 1 სექტემბრიდან ოკუპირებულ რაიონში შესვლისათვის მოსაკრებელი დაუწესა. ყველა პირი, ვინც ახალგორში შევა, 20 ლარს გადაიხდის. ამის შემდეგ მას, ერთი თვის განმავლობაში, რაიონში გადაადგილების უფლება მიეცემა. დღემდე მსგავსი გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის იყო დაწესებული, ვინც ახალგორში არ იყო „ჩაწერილი“.

2 სექტემბერი

  • ტყიბულის მაღაროში 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქებით გამოწვეული მსხვერპლი 4-მდე გაიზარდა - 43 წლის მაღაროელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად დაშავებული 6 მაღაროელი ამჟამად მკურნალობას დამწვრობის ცენტრში გადის. აფეთქების ადგილზე ჩასული იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და შს მინისტრი. მომხდარს სამართალდამცველები იძიებენ.

  • რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩავიდა. რუსული დელეგაციის წევრები მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები მოინახულეს.

  • ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი ედუარდ კოკოითი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებოდა. კოკოითიმ ახალგორში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მშენებარე სამხედრო ქალაქი მოინახულა და რუს ექიმებს რაიონში ჰუმანიტარული აქციის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

  • აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით თურქმენული ნავთობის ექსპორტირება დაიწყო. ნავთობსადენით თვეში 200 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდება.

3 სექტემბერი

0x01 graphic

  • ვაშინგტონში, პალესტინისა და ისრაელის ლიდერებს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი მოლაპარაკებები შედგა. აშშ-ს წარმომადგენელი ამ პროცესს დადებითად აფასებს.

  • მექსიკის პოლიციამ 27 შეიარაღებული პირი მოკლა აშშ-ს საზღვართან. დაჯგუფება ნარკოტიკების გადატანაში იყო ეჭვმიტანილი. მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას.

  • ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ შექმნან სააგენტოები, რომლებიც ბანკებსა და საკრედიტო კომპანიებს გააკონტროლებენ.

  • კომპანია ბიპის განცხადებით, ნავთობის დაღვრამ 8 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა მას.

  • რუსულმა კომპანია გაზპრომმა აღიარა, რომ ევროპული ეკონომიკის აღდგენის მიუხედავად, წელს შორეულ საზღვარგარეთში გაზის ექსპორტს ვერ გაზრდის. კომპანია წელს 140 მლრდ კუბმეტრი გაზის ექსპორტირებას გეგმავს, ეს მაჩვენებელი კრიზისული 2009 წლის ჯამურ მონაცემს - 140,65 მლრდ კუბმეტრს შეესაბამება.

0x01 graphic

  • რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

  • რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი 2008 წლის აგვისტოს ომზე მორიგ ფილმს დააფინანსებს. ფილმს რუსეთში მცხოვრები უზბეკი რეჟისორი ჯანიკ ფაიზიევი გადაიღებს. ფილმის პირობითი სახელწოდებაა „აგვისტო რვა“.

  • სახალხო დამცველმა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადა. 80-გვერდიანი დოკუმენტის საანგარიშო პერიოდია - 2010 წლის იანვარი-აგვისტო. გამოკითხვა ჩატარდა 256 კომპაქტურ ჩასახლებაში და, ასევე, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სოფლებში. ანგარიშში ასახულია 500-ზე მეტი ოჯახის გამოკითხვის შედეგები.

  • პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს მიმართვა გაუგზავნა. დეპუტატმა რუსეთის პატრიარქს აფხაზეთში ქართული ეკლესია-მონასტრების ე.წ. რესტავრაციის შესაჩერებლად ზომების მიღება სთხოვა.

3 ბოშათა ბანაკი ზეცას მიემგზავრება

▲back to top


არენა

საფრანგეთი

0x01 graphic

ბორატი: ამ მანქანით ბოშებს რომ დავეჯახო, მანქანა დაზიანდება?
მანქანის დილერი: მაგრად თუ დაეჯახები…
ბორატი: ჰო, მაგრად.
მანქანის დილერი: შეიძლება „პარბრიზი“ გატყდეს…
ბორატი: და რა სიჩქარით უნდა შევასკდე, რომ დავხოცო?
მანქანის დილერი: 35-40 მილი საათში, საკმარისი იქნება…
ბორატი: გადასარევია!

დიალოგი ფილმიდან ბორატი

ცხელი ზაფხული საფრანგეთში დაბანაკებულ ბოშებს ცუდად დაუმთავრდათ - პრეზიდენტმა სარკოზიმ წლის ბოლომდე უკანონოდ დაცემული ბანაკების აღება და მობინადრეთა დეპორტაცია გადაწყვიტა. ფრანგული პოლიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესრულებას გულმოდგინედ შეუდგა - ბანაკებს მიადგა, ასობით წვრილშვილიან ოჯახს ნახევარი საათი მისცა პირადი ნივთების მოსაგროვებლად, ხოლო შემდეგ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და საცხოვრებელ ვაგონებს ბულდოზერებით გადაუარა.

ოფიციალური მონაცემებით, სულ საფრანგეთში 115 ათასი ბოშა ცხოვრობს. აქედან 100 ათასი საფრანგეთის მოქალაქეა, ხოლო 15 ათასი უკანონოდ მაცხოვრებელი. ეს უკანასკნელნი, ძირითადად, რუმინეთის და ბულგარეთის მოქალაქეები არიან. დღეისათვის ასამდე უკანონო ბანაკი აღებულია და ათას ადამიანზე მეტი რუმინეთსა და ბულგარეთში დეპორტირებული. სარკოზის მთავრობა მცირე ფულად კომპენსაციას სთავაზობს მათ, ვინც ნებაყოფლობით დატოვებს ქვეყანას. ქვეყნის ხელისუფლება ახალ წლამდე კიდევ ორასი უკანონო ბანაკის მოშლას აპირებს. საფრანგეთში სულ ექვსასი უკანონო ბანაკია.

ნიკოლა სარკოზის გადაწყვეტილებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა პანელმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთი ბოშების გასახლების გამო და ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა მეტი იღონოს საჯარო სივრცეში ქსენოფობიური და რასისტული რიტორიკის შესამცირებლად; რომის პაპმა, ბენედიქტ XVI, ფრანგულად ისაუბრა, რათა უფრო მკაფიო ყოფილიყო მისი გზავნილი, და კათოლიკეებს მოუწოდა ადამიანური მრავალფეროვნებისთვის მეტი პატივი ეცათ; ტულუზის არქიეპისკოპოსი რობერ ლე გალი უფრო შორს წავიდა და სარკოზის გადაწყვეტილება შეადარა ნაცისტური ოკუპაციის დროს ვიშის მთავრობის მიერ ებრაელების დეპორტაციას. საფრანგეთის ქალაქ ლილში მოღვაწე კათოლიკე მღვდელმა, სარკოზის გულის შეტევა უსურვა, რათა ამ უკანასკნელს დეპორტაცია შეეწყვიტა.

ბოშათა ბანაკების აღებას „საფრანგეთის სირცხვილი“ უწოდა სოციალისტმა მარტინ ობრიმ, რომელიც პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება; პრეზიდენტს კრიტიკა არც მარჯვენა ფლანგიდან დააკლეს - ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დომინიკ ვილპანმა, ყოფილი ხელქვეითის - ნიკოლა სარკოზის გადაწყვეტილება ფრანგული დროშის შავ ლაქად შერაცხა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მოკავშირეებიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სოციალისტმა ბერნარ კუშნერმა საზოგადოებას გაუმხილა, რომ გადადგომაზეც კი იფიქრა, მაგრამ გადაიფიქრა იმ მიზეზით, რომ “გადადგომა დანებების ტოლფასი იქნებოდა“. აღშფოთება არც თავდაცვის მინისტრს დაუმალავს - ცენტრისტული პარტიის ლიდერმა, ერვე მორანმა განაცხადა, რომ ბოშების სახით, სარკოზიმ განტევების ვაცი იპოვა. პრემიერ-მინისტრი ფიიონი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს „გაუწყრა“, მაგრამ აღნიშნა, რომ პროცესის ადმინისტრირება უკეთაც შეიძლებოდა.

საყურადღებოა, რომ მთავრობის წევრთა განცხადებებს წინ უძღოდა სპეკულაციები კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. წამსვლელთა შორის ბერნარ კუშნერიც მოიაზრება.

ბოშების დეპორტაციის ოფიციალურ მიზეზად მათი დანაშაულებრივი ცხოვრების წესი დასახელდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ბოშათა ბანაკებს პროსტიტუციისა და მცირეწლოვანთა ექსპლუატაციის წყარო უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრის ორტეფუმ განაცხადა, რომ დეპორტაცია “კანონიერი და აუცილებელი“ იყო. მან, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრმა ფიიონმა, გასახლების პროცესსა და ფაშისტების ბარბაროსობას შორის მართლაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიშის მთავრობის მიერ გასახლებული ებრაელების უმრავლესობამ სიცოცხლე წამებით დალია საკონცენტრაციო ბანაკებში, მათი ამ ზაფხულს საფრანგეთიდან გასახლებულ ბოშებთან შედარება, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. შოასთან (ჰოლოკოსტი) პარალელები დაგმო საფრანგეთის ებრაული ინსტიტუტების წარმომადგენლობითმა საბჭომაც (CRIF) - “როგორი აზრისაც არ უნდა ვიყოთ საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებსა და განცხადებებზე, არავის აქვს ისტორიით მანიპულირების უფლება“, - განაცხადა ებრაულმა ორგანიზაციამ გასულ კვირას.

ბოშათა უკანონო ბანაკების აყრა პოლიციასა და 22 წლის ბოშას, ლუიჯი დუკენეს შორის 16 ივლისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, არ დაემორჩილა პოლიციის ბრძანებას და მანქანის გაჩერების ნაცვლად, პოლიციელს დაეჯახა, რასაც პოლიციის მხრიდან გასროლა მოჰყვა. შედეგად ლუიჯი დუკენე დაიღუპა. ინციდენტმა ქალაქ სან-ეინანში ბოშებსა და პოლიციას შორის შეტაკება გამოიწვია. კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ შეტაკებაში არა რუმინეთის, ან ბულგარეთის, არამედ საფრანგეთის მოქალაქე ბოშები მონაწილეობდნენ. ამას გარდა, პოლიციას მსგავსი დაპირისპირება, სხვა უმცირესობათა წარმომადგენლებთანაც ხშირად მოსდის.

0x01 graphic

ბოშა გოგონა. რუბე, საფრანგეთი
ფოტო: REUTERS ©

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, არც ერთი ეთნიკური ჯგუფის სტიგმატიზებას ადგილი არ ჰქონია. ბრის ორტეფუმ განმარტა, რომ ბოშებს, როგორც რუმინეთის და ბულგარეთის მოქალაქეებს, ისე მოექცნენ და რომ საფრანგეთის ხელისუფლების მოქმედება სრულ შესაბამისობაშია ფრანგულ და ევროპულ საიმიგრაციო კანონმდებლობასთან. კანონი ისევე უნდა დაიცვას ბოშამ, როგორც ყველა სხვამ, „რომა (ბოშები) არც კანონზე მაღლა დგას და არც კანონზე დაბლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც დავთქვით, შესრულდება - ქვეყნის ტერიტორიის ნახევარი, ბოშათა უკანონო ბანაკებისგან, შემდეგ სამ თვეში გაიწმინდება“, - განაცხადა მინისტრმა. ფრანგული კანონმდებლობით, ვისაც საფრანგეთში სამ თვეზე მეტხანს დარჩენა სურს, მაცხოვრებლის მოწმობა უნდა აიღოს, ამისთვის კი უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანას ტვირთად არ დააწვება და თავის შენახვას შეძლებს.

მაგრამ რა ვუყოთ ევროკავშირის სამართალს? საგულისხმოა, რომ ბულგარეთიცა და რუმინეთიც ევროკავშირის წევრია და მათ მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლება. შესაბამისად, ბოშებს, რომლებსაც მთავრობამ კომპენსაციის სახით სამასი ევრო გადაუხადა და თვითმფრინავით შინ გაისტუმრა, ევროკავშირის კანონმდებლობა საშუალებას აძლევს, ფრანგი გადასახადის გადამხდელთა ფული უკან დასაბრუნებლად გამოიყენონ. როგორც ჩანს, ისინი ასეც იქცევიან. ეს დეტალი მიმდინარე პროცესის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა პრეზიდენტი სარკოზი ირწმუნება, რომ ბოშათა უკანონო ბანაკს საფრანგეთის ტერიტორიაზე აღარ დაუშვებს.

პოლიტიკური ოპოზიცია, ისევე როგორც კომენტატორთა დიდი ნაწილი, ოფიციალურად დასახელებულ მიზეზს არად დაგიდევთ და ბოშების აყრას სარკოზის წინასაარჩევნო ნაბიჯად მიიჩნევს - „ეს სამარცხვინო პოლიტიკა ელექტორალური სტრატეგიის ნაწილია. ამ პროცესს საფრანგეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან საერთო არაფერი აქვს“, - განაცხადა დომინიკ ვილპანმა.

დღეს ნიკოლა სარკოზის რეიტინგი 30%25-ის გარშემო მერყეობს, წინ კი რთული გზაა: 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საფრანგეთს მთლიანი შიდა პროდუქტის 8%25-იანი საბიუჯეტო დეფიციტი 3%25-მდე აქვს შესამცირებელი, იმისთვის რომ ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ეს კი საჯარო ხარჯების 100 მილიარდი ევროთი შემცირებას გულისხმობს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში, სარკოზისთვის ხარაკირის ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს. ოპონენტები თვლიან, რომ ამ ნაბიჯით, ეკონომიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანასთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტი მემარჯვენე ამომრჩევლის მხარდაჭერის განმტკიცებას ცდილობს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები კი არაერთგვაროვანია:

მემარცხენე ფრანგულ გამოცემა ლიბერასიონში გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 48%25 მხარს უჭერს ბოშების გასახლებას, 42%25 - წინააღმდეგია. ლიბერასიონი იმასაც აზუსტებს, რომ მემარჯვენეთა 70%25 გასახლების მომხრეა, ხოლო მემარცხენეთა შორის 29%25 უჭერს მხარს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. უფრო ოპტიმისტურ სურათს ხატავს სარკოზისადმი შედარებით ლოიალური გამოცემა ფიგარო. მას თუ დავუჯერებთ, დეპორტაცია ამომრჩეველთა 69%25-ის მხარდაჭერით სარგებლობს.

0x01 graphic

ფრანგული პოლიცია ექს ან პროვანსის ბოშათა არალეგალურ ბანაკში
ფოტო: REUTERS ©

ბრალდებას, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მოსახლეობის რასისტულ განწყობებზე კაპიტალიზაციას ცდილობს, გარკვეულწილად ამყარებს გასახლების პროცესის ხაზგასმული დემონსტრაციულობა. როგორც ირკვევა, ეს არ არის ბოშათა გასახლების პირველი შემთხვევა - „დიახ, ჩვენ 2009 წელს დაახლოებით 11 ათასი რომა გავასახლეთ, ხოლო 2008 წელს - 8 ათასი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფიიონმა.

ამ კუთხით ასევე საყურადღებოა საფრანგეთის ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იმიგრანტების შვილებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიციას დაუპირისპირდებიან. საგულისხმოა, რომ იმიგრანტთა საფრანგეთში დაბადებული შვილები, ავტომატურად იღებენ საფრანგეთის მოქალაქეობას, მშობლების საიმიგრაციო სტატუსის მიუხედავად. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიციატივას სასამართლო არაკონსტიტუციურად ჩათვლის - საფრანგეთის კონსტიტუციით ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანაბარია. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსტიტუცია ყოველთვის არ ასახავს უმრავლესობის განწყობას - საზოგადოებრივი აზრის კვლევები მოწმობს, რომ ინიციატივა მოსახლეობის 80%25-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.

4 ალექსანდრე კვიტაშვილი: სტუდენტს ისეთივე წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში, როგორიც პროფესორს

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

ფოტო: ბესო დარჩია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს - ალექსანდრე კვიტაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი. ტაბულა მას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

  • საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო თქვენი ამ თანამდებობაზე არჩევა. თქვენთვის?

ჩემთვისაც. აგვისტო მთავრობისთვის ძალიან დატვირთულია. საერთოდ არ ვფიქრობდი მსგავს ცვლილებაზე. თან ეს არ არის სამსახურის ჩვეულებრივი გამოცვლა. რექტორობა, თუნდაც მოვალეობის შესრულება, უზარმაზარი პატივი და პასუხისმგებლობაა. ასეთ რაღაცას ცხოვრებაში ერთხელ გთავაზობენ და სხვა შანსი შეიძლება, აღარ მოგეცეს.

  • ამ მცირე დროში თუ მოასწარით უნივერსიტეტის შიდა საკითხებსა და პრობლემებში გარკვევა?

ნაწილობრივ, კი. ჯერ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ვხვდები, რადგან სწავლა მალე განახლდება. ვესაუბრები სამეცნიერო, სასწავლო ნაწილის წარმომადგენლებსაც. ნელ-ნელა ვერკვევი ყველაფერში.

დიდ ყურადღებას ვაქცევ, რას ფიქრობენ სტუდენტები. ამის ერთ- ერთი გზა არის ფორუმების კითხვა, სადაც ისინი საუბრობენ საკუთარ პრობლემებსა და სურვილებზე. მაგალითად, წერდნენ, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვას რთული ბიუროკრატიული პროცესი ახლავს. ეს საკითხი უკვე დავაყენე.

სტუდენტები ასევე საუბრობდნენ ინფორმაციის ნაკლებობაზე, ვებგვერდის გაუმართაობაზე. სხვა პრობლემებიც, რომლებიც აქ დასახელდა, გამოსწორდება. სამომავლოდ ვაპირებ, ინტერაქტიული ვებგვერდი გავაკეთო, სადაც გავეცნობი სტუდენტების აზრებს. ცხადია, მათ პირისპირაც შევხვდები. მე არ ვიცი, სხვა რა ფუნქცია შეიძლება მქონდეს, გარდა სტუდენტებთან ურთიერთობისა.

  • სტუდენტები ლექტორების კვალიფიკაციის ნაკლებობასაც უჩივიან. რას აპირებთ ამ მიმართულებით?

ეს სასაუბროდ მძიმე, მაგრამ აუცილებელი თემაა. არის დისციპლინები, რომელიც სწრაფ გადახალისებას არ საჭიროებს. თუმცა, ყოველთვის საჭიროა, ახალი თაობა და ახალი მეთოდოლოგია შემოვიდეს. იმ დისციპლინებში კი, სადაც ამის აუცილებლობა იქნება, ლექტორები გადამზადდებიან. ამ ყველაფრის სწრაფად გაკეთება რთული იქნება.

საჭიროა, რომ მასწავლებლები უცხოეთიდანაც შემოვიდნენ. უნდა შემოვიდეს უცხოური სამეცნიერო ლიტერატურაც. ამით დავინტერესდი და მთლად კარგად ვერ გვაქვს საქმე.

ვაპირებ, გავაფართოო უნივერსიტეტის კონტაქტები. მუდმივად უნდა მიმოვცვალოთ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. აქ ერთგვარ სირთულეებს ვაწყდებით. სადაც უნდა წავიდეთ, ენის ბარიერი ყველგან გვხვდება - შეძლებენ სტუდენტები უცხო ენაზე მოსმენილი ლექციების გაგებას, იმუშავებენ პროფესორები არაქართულ, ან არარუსულ გარემოში?

პრეზიდენტსაც ვესაუბრე ამ საკითხებზე. უახლოეს მომავალში უნდა წარვუდგინო სამოქმედო გეგმა. ძირითადად სამი მიმართულებაა - უცხო ენების სწავლების გაძლიერება, იმ დისციპლინების ხელშეწყობა, რაშიც ტრადიციულად ძლიერი იყო უნივერსიტეტი და მასწავლებლების ახალი ნაკადი.

  • კიდევ რა საკითხები განიხილეთ პრეზიდენტთან შეხვედრისას?

ვისაუბრეთ უნივერსიტეტის მოდერნიზებაზე. არ ვგულისხმობ მხოლოდ კომპიუტერისა და ენების ცოდნას, რაც აუცილებელი ატრიბუტია. ქართველი სტუდენტი ვერ იქნება კონკურენტუნარიანი, თუ ელემენტარული უნარ-ჩვევები არ ექნება. სტუდენტები უნდა გავიდნენ ქვეყნის გარეთ. უნდა იყოს მუდმივი მოძრაობა.

ვისაუბრეთ იმაზეც, რომ უნივერსიტეტის ტრადიციულად ძლიერი დისციპლინები, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ავიყვანოთ მსოფლიო დონემდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის ხარჯზე სხვა დისციპლინებს ყურადღება და დაფინანსება მოაკლდება. მექანიკური ჭრა ნამდვილად არ იქნება. თუ გვინდა, რომ ვიყოთ თანამედროვე ქვეყანა, განვვითარდეთ ტექნოლოგიურად, შემოვიდეს ინვესტიციები, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ბაზა პროგრესის მისაღწევად.

კვლევითი ინსტიტუტები რომ შემოდის საუნივერსიტეტო განათლების სფეროში, ძალიან მნიშვნელოვანია. რთულია, მსოფლიოში ვნახოთ ცნობილი კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც არ არის უნივერსიტეტის ბაზაზე. იქ სტუდენტს ისეთივე წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში, როგორიც პროფესორს. ასე უნდა იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.

ამ ყველაფრისთვის საჭიროა მეტი თანხების მოძიება.

  • როგორ აპირებთ დამატებითი ფინანსების მოძიებას?

ერთ-ერთი საშუალებაა ფონდი, სადაც ფინანსურად შეძლებული ყველა უნივერსიტეტდამთავრებული გადმორიცხავს ფულს უნივერსიტეტის დასახმარებლად.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია. თუ გვინდა, განვითარდეს ქვეყანა, განათლება უნდა იყოს პრიორიტეტი და არის კიდეც. მომავალ წელს დიდი თანხები ჩაიდება ამ სფეროში. პრეზიდენტმაც თქვა, რომ ფინანსური დახმარების გაწევა შეუძლია.

  • დავობდნენ იმაზე, რექტორი აუცილებლად აკადემიური ხარისხის მქონე უნდა იყოს, თუ მენეჯერული უნარებია უფრო მნიშვნელოვანი. თქვენ როგორ ფიქრობთ?

გააჩნია, რა არის რექტორის ფუნქცია. თუ ამ უზარმაზარი სახელისა და ზომის უნივერსიტეტს სჭირდება მართვა და რექტორის ფუნქცია არის მართვა არა მხოლოდ სამეცნიერო, განათლების კუთხით, არამედ, ზოგადად, მენეჯერული კუთხით, მაშინ სამეცნიერო მიღწევები არ არის განმსაზღვრელი. ასეა მედიცინაშიც, სხვათა შორის. ჩვენთან, რატომღაც, მმართველად ინიშნებოდა წარმატებული ექიმი. შედეგად, კარგი ექიმისგან ცუდ მენეჯერს ვიღებდით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოწვევებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, გქონდეს სამეცნიერო ხარისხი.

  • თქვენ საუბრობთ გამოწვევებსა და გეგმებზე. როგორი უნდა იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი?

უნივერსიტეტს აქვს ამბიცია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. ის უნდა ემსახურებოდეს სტუდენტს. ყველაფერი უნდა კეთდებოდეს სტუდენტისთვის - ჩარიცხვიდან დამთავრების ჩათვლით. მას მერეც უნდა აკავშირებდეს რაღაც ალმა მატერთან. ეს მიღებული პრაქტიკაა და ძალიან მინდა, რომ იგივე მოხდეს აქაც. მაგალითად, მე ნიუ იორკის უნივერსიტეტიც დავამთავრე. რამდენჯერაც ნიუ იორკში მოვხვდები, ვყიდულობ რამე ნივთს ამ უნივერსიტეტის ლოგოთი. მათ მოახერხეს ის, რომ ჩამინერგეს სიყვარულისა და სიამაყის გრძნობა, რაც, ამ შემთხვევაში, მონეტარული კუთხით გამოიხატება.

ეს, რა თქმა უნდა, პატარა დეტალია, მაგრამ ჩვენს უნივერსიტეტშიც უნდა კეთდებოდეს ყველაფერი, რომ სტუდენტი იყოს კომფორტულად, მიიღოს მაქსიმალური ცოდნა, დახარჯოს მაქსიმალური ენერგია და იამაყოს თავისი სასწავლებლით. როდესაც წავა აქედან, უნდა თვლიდეს, რომ რაღაც ვალდებულება აქვს უნივერსიტეტის მიმართ. შემდეგ - იქნება ეს ალუმნაის ასოციაციები, თუ სხვა გზა - ის დაკავშირებული უნდა იყოს თავის უნივერსიტეტთან.

  • ცხადია, ამ ყველაფრისთვის სამი თვე ცოტაა. პირველ რიგში, რის გაკეთებას აპირებთ?

პირველ რიგში, უნდა დაიწყოს სწავლა. შემდეგ არის აკადემიური საბჭოს არჩევნები. მთავარია, სწავლის პროცესი ნორმალურად წარიმართოს. უნდა მოვემზადოთ რექტორის არჩევნებისთვისაც, რომელიც წლის ბოლოს ჩატარდება.

  • რომელშიც მიიღებთ მონაწილეობას...

ახლა ძნელი სათქმელია. უნდა ვნახო, ჩემი სამთვიანი მუშაობა რამდენად წარმატებული იქნება. ყოველ შემთხვევაში, თუ მონაწილეობა გადავწყვიტე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საბჭოს ჩემთვის ხმის მოცემა არ გაუჭირდეს.

5 პუტინი აშშ-ს საქართველოს გამო საყვედურობს

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

აშშ-ს ხელისუფლების მიერ რუსეთთან დაახლოების მცდელობა და ე.წ. „გადატვირთვის პოლიტიკა“, რომელიც მის მოკავშირეთა ნაწილს, მათ შორის საქართველოსაც, გარკვეულწილად აზარალებს, კრემლისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ტრადიციისამებრ, რუსეთმა აშშ-ს ადმინისტრაციის სიფრთხილე სისუსტედ აღიქვა. პუტინის მთავრობამ აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე, დამატებითი პრეტენზიები წამოაყენა. აშშ-ს მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების ფაქტობრივი შეჩერების პარალელურად, მოსკოვმა კვლავ გაიმეორა ქვეყნისთვის „ფართო საერთაშორისო ემბარგოს“ დაწესების მოთხოვნა. არგუმენტს გასამყარებლად სავარაუდო ომის მუქარა მოჰყვა.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადაიარაღებას აწარმოებს და ეს აშშ-რუსეთის ურთიერთობის გადატვირთვის ფარგლებში არ თავსდება“, - განაცხადა რუსეთის პრემიერმა, გამოცემა კომერსანტისთვის აგვისტოს მიწურულს მიცემულ ინტერვიუში. „პირველი - ძალიან მინდა მჯეროდეს გადატვირთვის პოლიტიკის; მეორეც, მე ის ძალიან მსურს; მესამეც, მშვენივრად ვხედავ, რომ აშშ-ს ამჟამინდელ ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების განზრახვა ამოძრავებს. მაგრამ არსებობს პრობლემებიც. მაგალითად, მიმდინარეობს საქართველოს ხელახალი გადაიარაღება. სწორედ ორი წლის წინ წინანდელ შეიარაღებას მოჰყვა ცნობილი აგრესია და სისხლისღვრა. ჩვენ, სხვათა შორის, ხშირად ვაფრთხილებდით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, პარტნიორებს. თუმცა ყველა დუმდა. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა ომამდე და აი, ახლაც აგრძელებენ მილიტარიზაციას“, - განაცხადა რუსეთის პრემიერმა. პუტინის საყვედური ევროპაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დანადგარების განთავსების თემასაც ეხებოდა, თუმცა მთავარი აქცენტი საქართველოზე გაკეთდა. რუსეთის ფაქტობრივმა ლიდერმა ეს პრეტენზია აფხაზეთის ტერიტორიაზე ფედერაციის მიერ ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარების, S-300- ის განთავსების ფონზე წარმოთქვა. ამ ყველაფერმა აშშ-ს მწვავე რეაქციის გარეშე ჩაიარა. ზუსტად ამ დროს ორი წელი შეუსრულდა ე.წ. სარკოზის შეთანხმებას, რომლის პირობებსაც რუსეთი დღემდე არღვევს.

აშშ-ს საქართველოსთან მიმართებაში, ბოლო ორი წელია, იარაღის მიწოდებაზე „გამოუცხადებელი ემბარგო“ აქვს დაწესებული. რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს: „მიუხედავად საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისა ავღანეთის ოპერაციაში, დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმას, რომ ადმინისტრაციას [ავღანეთში] საბრძოლო მოქმედებებში მიმავალი ქართული სამხედრო ნაწილებისთვის ძირითადი აღჭურვილობა, ჯავშანმანქანები და სათადარიგო ნაწილები მიეცა. გარდა ამ მოკლევადიანი დახმარებისა, საქართველო თავდაცვის უზრუნველყოფისთვის უფრო გრძელვადიან დახმარებას საჭიროებს. ეს ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის და ადრეული შეტყობინების სარადარო სისტემებს, ასევე თავდაცვის სხვა სისტემებით მომარაგებას გულისხმობს. არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ ამ ყველაფრით აშშ სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად ვინმეს მწვანე შუქს უნთებს. საქართველო ყოველთვის ნაკლებად ძლიერი იქნება, ვიდრე რუსეთი, თუმცა მისი დაუცველად დატოვება არ შეიძლება“.

აშშ-ს ადმინისტრაცია კი საქართველოს იარაღით მხარდაჭერის გარეშე დატოვებას „დაძაბულობის შემცირების“ სურვილით ხსნის. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის პრიორიტეტი რუსეთის მიერ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიღწევაა. “არ გვგონია, რომ იარაღის მიყიდვა და სამხედრო აღჭურვილობა არის გზა იმ ვითარებისკენ, რომლის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოში“, - განაცხადა გორდონმა.

ამ დღეებში ნათელი გახდა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ „დაძაბულობის შემცირებისკენ“ მიმართული ძალისხმევა და მცდელობა - გადატვირთვის პოლიტიკის კონტექსტში კრემლის კეთილგანწყობა მოეპოვებინა, უშედეგოდ სრულდება. რუსეთის პრემიერი კვლავ უკმაყოფილოა და პროცესის ომით დასრულების გამოცდილებაზე საუბრობს. პუტინის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, იტარ-ტასსთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა კრემლის მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაახმოვანა: მოსკოვი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე „ფართო საერთაშორისო ემბარგოს“ დაწესებას დაჟინებით ითხოვს.

6 დიდი რუსობა კავკასიაში

▲back to top


პოლიტიკა

0x01 graphic

2010 წლის ზაფხულში უჩვეულო გვალვა და კოლოსალური მასშტაბის ტყის ხანძრები დაატყდა თავს რუსეთის ცენტრალურ ნაწილს. მარცვლეულის ნათესების მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა, პურის ბეღლები დაცარიელდა და მოსახლეობა უსახლკაროდ დარჩა. როგორც მანამდე სხვა არაერთ კრიზისულ სიტუაციაში, რუსეთის ხელისუფლებამ და ბიუროკრატიამ ჰუმანიტარულ კატასტროფასთან გამკლავება დაგვიანებით, ტლანქად, უსუსურად და არაეფექტიანად დაიწყო და დიდი დანაკარგებითაც დაასრულა. ამან კი ბევრ საერთაშორისო დამკვირვებელს იმწამსვე გაახსენა ნორდ-ოსტი, „კურსკი“ და ბესლანი - მთელს მსოფლიოში კალაშნიკოვივით ჯერ ძნელად წარმოსათქმელი, შემდეგ კი ადვილად აღსაქმელი სახელები.

ის მექანიზმები, რომლებიც რუსულმა სახელმწიფო მანქანამ აამოქმედა ზემოაღნიშნული, ერთმანეთისაგან მეტად განსხვავებული კრიზისების ჩასაცხრობად, მრავლისმეტყველად მიანიშნებს დღევანდელი რუსეთის ჩამორჩენილობაზე, იქ გამეფებულ უკანონობასა და კორუფციაზე, ადამიანთა უუფლებობასა და უბედობაზე.

რუსეთს, ხანგამოშვებით თავსდატეხილი სტიქიური თუ არასტიქიური უბედურებების გარდა, სხვა ბევრი თავსამტვრევიც უღრღნის სახელმწიფო და საზოგადოებრივ სხეულს. ამათ შორის დემოგრაფიული პრობლემა, ბევრი მკვლევრის აზრით, ყველაზე შეუქცევადი და დამანგრეველია თუნდაც იმიტომ, რომ დემოგრაფიული კრიზისი ერთად კრავს და ერთიორად აძლიერებს ყველა იმ სოციალურ სენს, რომელიც რუსეთშია - ემიგრაცია იქნება ეს, ალკოჰოლიზმი, დაბინძურებული გარემო თუ არამდგრადი და დისფუნქციური ოჯახების სიმრავლე. ამერიკულმა ორგანიზაციამ „აზიის კვლევათა ეროვნულმა ბიურომ“ 2010 წლის მაისში გამოაქვეყნა ცნობილი პოლიტიკური ეკონომისტისა და დემოგრაფოსის ნიკოლას ებერსტადტის სქელტანიანი ნაშრომი „რუსეთის მშვიდობიანობის პერიოდის დემოგრაფიული კრიზისი“, რომელშიც ავტორი მიუთითებს მოსახლეობის კლების იმ „კატასტროფულ მასშტაბზე“, რომელიც დღევანდელ რუსეთში შეინიშნება და რომელიც „მშვიდობიანობის დროს სრულიად უპრეცედენტოა მსოფლიო ისტორიაში“.

ამ სერიოზული კვლევის ავკარგიანობის საფუძვლიანი განხილვა სხვა დროისათვის გადავდოთ. ჯერ კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ავტორი ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს, როცა რუსეთის დღევანდელ ყოფას „მშვიდობიანობის ხანას“ უწოდებს. სინამდვილეში, დღეს რუსეთი ომიანობის პერიოდშია. უფრო მეტიც, რუსეთი სამკვდრო-სასიცოცხლო ომშია ჩაბმული თავის მეზობლებთან და მსოფლიოს დიდ ძალებთან, იმპერიის აღორძინებისა და საერთაშორისო ლეგიტიმაციისათვის. დიდი რუსობა კავკასიაში ამ ომში გამარჯვების მნიშვნელოვანი, უფრო სწორად კი განმსაზღვრელი, ნაწილია ისევე, როგორც თავის დროზე იყო დიდი თურქობა მუსლიმური ხალიფატისათვის.

ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებული ორი დამანგრეველი ომი ჩრდილოეთ კავკასიაში შეიარაღებული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნის მიზეზად იქცა. მაგრამ, რაც უნდა პარადოქსული იყოს, იმის მაგიერ, რომ რუსეთის მთავრობას მთელი თავისი სახელმწიფო და ადამიანური რესურსები მოეკრიბა ჩრდილოეთ კავკასიაში დასადგურებული პრობლემების მოსაგვარებლად, მან გეოგრაფიული ესკალაციის გზა აირჩია და 2008 წელს საქართველოში შემოიჭრა. ამ მოვლენამ დაგვარწმუნა, რომ რუსეთის დიდი სტრატეგია პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ყველა ცალკეულ პრობლემას ერთი ტოტალური პრობლემის ნაწილად განიხილავს: კრემლისათვის, პრინციპში, სულ ერთია, სად ემუქრება საფრთხე იმპერიის მომავალს - ჩეჩნეთში, საქართველოში, დაღესტანში, სომხეთსა თუ აზერბაიჯანში, რომ არაფერი ვთქვათ ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, ბელარუსსა თუ უკრაინაზე. ამ „მაგარი“ დოქტრინის „რბილი“ ანალოგი კი ასე ჟღერს: მოსკოვი ჩრდილოეთ კავკასიაში პრობლემებს იმიტომ აწყდება, რომ ვერ აკონტროლებს სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში და, საერთოდ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში; საკუთრივ რუსეთში უფრო მეტი წესრიგი და სიმშვიდე იქნება, თუ მოსკოვს საშუალება მიეცემა, თავისი პირდაპირი გავლენა გაავრცელოს უკლებლივ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე; რუსეთი არ შეეგუება ურჩობასა და დაუმორჩილებლობას პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მოსკოვის პროპაგანდა ბრეჟნევის დოქტრინის ამ ახალი ვარიანტის მართებულობაში მიზანმიმართულად არწმუნებს თავის შიდა აუდიტორიასაც და მსოფლიო თანამეგობრობასაც. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულ ტერმინოლოგიასა და ტოპონიმიკაში მორიგი გარდატეხა მოხდა. ვგულისხმობ მარტო იმას კი არა, რომ ცხინვალი „ცხინვალ“-ად იქცა, ხოლო ახალგორი - „ლენინგორ“-ად, არამედ იმასაც, რომ რუსეთის ოფიციალური პირები და პრესა სამხრეთ კავკასიას ისევ ძველებური ტერმინით „იმიერკავკასიით“ (ზაკავკაზიე) მოიხსენიებენ.

რუსეთის სტრატეგიული მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიისაგან პოსტსაბჭოთა სივრცისადმი. ვაშინგტონი მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისაგან ჩეჩნეთს, რომელსაც რუსეთის სუვერენულ ტერიტორიად აღიქვამს, და საქართველოს, რომელსაც სუვერენული უფლებების მატარებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ერთი მხრივ, ეს კარგია და საერთაშორისო სისტემის მოწყობიდან გამომდინარე მართებულიცაა, მაგრამ, მეორე მხრივ, შეერთებული შტატების „დაქსაქსული“ ხედვა კავკასიისა რუსეთს თავდაჯერებასა და გაბედულობას მატებს და თავისი იმპერიული (ტოტალური) სტრატეგიის რეალისტურობაში არწმუნებს.

სანამ შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი თვალს არიდებს რუსეთის ულმობელ პოლიტიკას ჩრდილოეთ კავკასიაში და იქ დატრიალებულ ტრაგედიას, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ხანგრძლივი სტაბილურობა და მშვიდობა ტკბილ ოცნებად დარჩება. რუსეთის ტოტალური გაფართოების სტრატეგიას მხოლოდ ტოტალური შეკუმშვის სტრატეგია თუ შეაჩერებს. რა თქმა უნდა, ბევრი წყალი ჩაივლის იმ დრომდე, სანამ აშშ და თავისუფალი სამყარო გადასინჯავს თავის პოლიტიკას რუსეთისა და კავკასიის მიმართ და ახალ დოქტრინას შეიმუშავებს. მანამდე კი მოსკოვისათვის კავკასია სამხედრო-პოლიტიკურ არეალად დარჩება, ვაშინგტონისათვის კი მხოლოდ სატრანსპორტო- ენერგეტიკულ დერეფნად.

ამასობაში დიდი რუსობა მთელი თავისი სიგრძე-სიგანით იკრებს ძალას კავკასიაში: თანამედროვე S-300 რაკეტების დაყენება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ბაზების თანხლებით; ახალი შეთანხმების ხელმოწერა სომხეთთან და გიუმრის სამხედრო ბაზის ფუნქციების, დანიშნულებისა და ზომის გაზრდა (ზოგი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ რუსეთ-სომხეთის შეთანხმების ახალ ვარიანტს საიდუმლო ოქმიც ერთვის); და იდეოლოგიური და პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ საქართველოს მოქცევა მისი დისკრედიტაციისა და იზოლირების მიზნით. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთს მძლავრი და სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი გაბალის სარადიოლოკაციო სადგური აქვს აზერბაიჯანში არენდით აღებული 2012 წლამდე. სადგურის ტერიტორიაზე 1 000-მდე რუსი ჯარისკაცი მსახურობს.

0x01 graphic

სარაკეტო კომპლექსი S-300

გასაკვირი არ არის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება დროში დაემთხვა გიუმრის ბაზასთან დაკავშირებით ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, თუ როგორი გაფაციცებით ცდილობს რუსეთი მსოფლიოს თვალში მშვიდობიანი და მშვიდობის მომტანი სახელმწიფოს იმიჯის დამკვიდრებას (რაც, სხვათა შორის, ყველა იმპერიის ისტორიული ოცნებაა). რუსული პროპაგანდის მიხედვით, აფხაზეთში რაკეტებს იმისათვის აყენებენ, რომ თბილისს ხელი ააღებინონ ახალ ომზე, სომხეთში კი იმ მიზნით, რათა არ დაუშვან ახალი სამხედრო კონფრონტაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. დასავლეთში ბევრი მშვიდობისმოყვარე მემარცხენე დარჩა კმაყოფილი რუსეთის ამ „შორსმჭვრეტელური და სამშვიდობო მანევრებით“.

0x01 graphic

მედვედევი და ბაღაფში გუდაუთის სამხედრო ბაზაზე
ფოტო: REUTERS ©

სინამდვილეში კი დასავლეთის პასიურობის ფონზე რუსეთმა მკვეთრად გაიძლიერა გავლენა კავკასიაში, ფაქტობრივად ჩაშალა თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობათა დათბობის პროცესი, კიდევ უფრო გაურთულა გეოპოლიტიკური მდგომარეობა აშშ-ს მეგობარ საქართველოს და საფრთხის ქვეშ დააყენა არსებული და სამომავლო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები რეგიონში. რუსული სამხედრო ექსპანსია, ერთი წინადადებით, კავკასიიდან აშშ-ს, თურქეთისა და დასავლეთის გაძევებას და მოსკოვის ჰეგემონიის დამყარებას ემსახურება.

ზემოთ რუსეთის წინაშე მდგარი დემოგრაფიული პრობლემები ვახსენეთ, აქ კი დავამატებთ, რომ ახლანდელი დიდი რუსობა ადრეული შუა საუკუნეების დიდ თურქობას დემოგრაფიული კომპონენტითაც ემსგავსება - ოღონდ თავისებური რუსული ნიუანსებით. შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ კვლავწარმოებისა და თვითგანახლების შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მოსკოვის სურვილია არა იმდენად ეთნიკური რუსული კომპონენტის გაბნევა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში ან სხვა ტერიტორიებზე (თუმცა, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, მეტადრე აფხაზეთსა და ცხინვალში), რამდენადაც რუსეთის ფუნდამენტური დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება საშუალო და შორეულ პერსპექტივაში პოსტსაბჭოთა სივრცის ამა თუ იმ ფორმით ასიმილაციის გზით. დიდ და ძლევამოსილ იმპერიას - მით უმეტეს მრავალ ასეულმილიონიანი სახელმწიფოების მეზობლად - 140-მილიონიანი, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი მოსახლეობით ვერ ასულდგმულებ. იმპერიას ათეულ მილიონობით ახალი ნატურალიზებული ქვეშევრდომი სჭირდება.

ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან რუსული ბაზების ალყაში მოქცეული და ტერიტორიებოკუპირებული საქართველოს წინაშე სერიოზული გამოწვევებია, რომელთა დაძლევაც დიდ შრომასა და თავდადებას მოითხოვს. ნატოში გაწევრიანების გადავადების გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარება და ამის პარალელურად საქართველოს საერთაშორისო ჩართულობის გაღრმავება. თავდაცვის სისტემის გაძლიერება ამ პროცესის თანმდევი ელემენტია ისევე, როგორც ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის გაფართოება და ქვეყნის ყველა სახის სატრანზიტო შესაძლებლობის გაზრდა. რუსეთის შემაკავებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, მანამდე კი, აშშ-ს როლისა და ჩართულობის გაფართოებას საქართველოსა და მთელს რეგიონში, განსაკუთრებით აზერბაიჯანში, სათანადო ძალისხმევა სჭირდება. რუსეთის გეგმის ჩაფუშვის ერთ- ერთ სერიოზულ მიზეზად შეიძლება იქცეს თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ღერძის შემდგომი გაძლიერება და სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, რის შედეგადაც, სხვა საკითხების გადაწყვეტასთან ერთად, უნდა მოხდეს გაბალის სარადიოლოკაციო სადგურის გამოყვანა რუსეთის დაქვემდებარებიდან. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, საქართველო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, გამუდმებით უნდა ახდენდეს იქ არსებული პრობლემების ლობირებას საერთაშორისო დონეზე.

საქართველო, აგრეთვე, უნდა ეწეოდეს შეერთებულ შტატებსა და მთლიანად დასავლეთში იმ იდეის პოპულარიზაციას, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი კავკასია ერთიანი გეოსტრატეგიული სივრცეა და სამხრეთ კავკასიის პარალელურად უნდა იზრდებოდეს დასავლეთის ინტერესი და ჩართულობა ჩრდილოეთ კავკასიაში. დიდი რუსობის დასრულებას დრო და ენერგია სჭირდება. საქართველო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ამ პროცესს რაც შეიძლება ბევრმა ძალამ დაუჭიროს მხარი.

7 იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გრძლად ეგონა იარა

▲back to top


კახა ბენდუქიძე|სვეტი

0x01 graphic

ჟურნალის წინა ნომერში ჩემი სვეტი (უფრო მეტსიტყვიანი, ვიდრე სხვა დროს) იყო სამი წარმოდგენა საქართველოს მომავალზე. სამივე შარჟი ანდა კარიკატურა იყო. სამივე სხვადასხვანაირი - იმიტომ რომ მე არ ვიცი, რა მოხდება ზუსტად, და ცხადია სინამდვილე იქნება სხვანაირი. გადაიტანეთ თქვენი წარმოსახვა 1980 წელს, ან 1990 წელს, ან 2000 წელს, და პატიოსნად თქვით, თქვენ იცოდით, 2010 წლის სექტემბერი როგორი იქნებოდა?

მე არ ვიცოდი, და იმედია, არც თქვენ. არსებობს მითი, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიან ხალხს შეუძლია მომავალი განჭვრიტოს. და ამიტომ ეგენი თუ უხელმძღვანელებენ ქვეყანას, და ყველაფერს კარგად და გეგმავენ - აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია. მინ და მომავლის წინასწარ მეტყველებაზე ვისაუბროთ. დღეს პირველ ამბავს მოგიყვებით. მობილური ტელეფონი - მის გარეშე ახლა ცხოვრებას ვერ წარმოიდგენ - ამერიკელმა მარტინ კუპერმა შექმნა, კორპორაცია AT&Tისთა ნამშრომელმა, 1973 წელს.

AT&T (American Telephone & Telegraph Co.) მაშინ მსოფლიოს უდიდესი სატელეკომუნიკაციო კორპორაცია იყო. მრავალი მიმართულებით მუშაობდა, მის ლაბორატორიებში იყო შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი - ტრანზისტორი და პროგრამირების ძირითადი ენები, ლაზერი და ტელეტაიპი, რადიო ასტრონომია და სმენის აპარატი, ხმოვანი ფილმი და ინფორმაციის თეორია, იმ დროისთვის ხუთ თანამშრომელს ნობელის პრემია ჰქონდა მიღებული. რაც მთავარია - თვით ტელეფონიც AT&T-ის შვილია - კომპანია ტელეფონის გამომგონებელმა გრემბელმა დააფუძნა. ამას რატომ გიყვებით? რომ არ იფიქროთ არიფები იყვნენო.

ასე რომ, მობილური ტელეფონი თუ სადმე უნდა გამოეგონებინათ, ეს ალაგი AT&T უნდა ყოფილიყო. გადიოდა წლები, კუპერი სულ უფრო და უფრო ხვეწდა გამოგონებას, მაგრამ მაინც მძიმე იყო ჯერჯერობით მობილური, ძვირი ჯდებო და, და დაიწყო კორპორაციაში კა მათი, ჰქონდა თუ არა ამ გამოგონებას ბიზნეს პერსპექტივა. მომხრეებიც ჰყავდა მობილურ ტელეფონს, და უფრო მეტნი, რომლებიც თვლიდნენ - აქედან არაფერი გამოვაო.

1980 წელს მსოფლიოს ყველაზე მაგარმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ გადაწყვიტა ამაზე პასუხისათვის ყველაზე მაგარი კონსულტანტები მოეწვია. ეს ძალიან მიღებულია - დამოუკიდებელი ხალხი სხვანაირად შეხედავს საქმეს და შეიძლება ისეთი რამ დაინახოს, რაც შიგნიდან არ ჩანს. რამდენიმე კომპანია იბრალებს ყველაზე მაგრობას, მაგრამ კომპანია მაკ კინსი (McKinsey) ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია. ყველაზე მძლავრი ტვინები შეეჭიდნენ პრობლემას. AT&T-მ საკითხი მათ ასე დაუსვა - როგორი იქნება 20 წლის შემდეგ მობილური ტელეფონების ბაზარი მსოფლიოში?

მაკ კინსის ჭკვიანმა კონსულტანტებმა დიდხანს იფიქრეს, ესაუბრნენ AT&T-ის გენიოს ინჟინრებს, აკეთეს გამოთვლები, შექმნეს მათემატიკური მოდელები, გაითვალისწინეს, რომ მობილური აპარატი მომავალში გაიაფდებოდა და მსუბუქი გახდებოდა. და უპასუხეს - 2000 წელს გაიყიდება არაუმეტეს 1 მილიონი აპარატისა!

მაშინ რას იზამო, თქვა AT&T-იმ და დახურა პროექტი.

1997 წელს გაიყიდა 107 მილიონი მობილური ტელეფონი.

1998 წელს გაიყიდა 175 მილიონი მობილური ტელეფონი.

1999 წელს გაიყიდა 295 მილიონი მობილური ტელეფონი.

2000 წელს გაიყიდა 415 მილიონი მობილური ტელეფონი.

1994 წელს AT&T-იმ იყიდა კომპანია McCaw Communications 11,5 მილიარდ დოლარად, რომ თუნდაც დაგვიანებით, მობილური მომსახურების ბაზარზე შესულიყო. სულელები! ეს ხომ ყველასთვის ცხადი იყო, რომ მობილურს დიდი მომავალი ექნებოდა! აგერ, გავიდეთ ქუჩაში და ვისაც გინდა ვკითხოთ - ყველა გეტყვის!

8 ნაბუქო ფართოვდება: ევროპას გაზს ერაყიც მიაწოდებს

▲back to top


ეკონომიკა

აგვისტოს ბოლოს ნაბუქოს მმართველმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება თურქეთთან შემაერთებელი ორი მკვებავი მილსადენის მშენებლობის დაწყების შესახებ. აქედან ერთი საქართველოზე, ხოლო მეორე ერაყზე გადის. ამ გზით ნაბუქო გაზის სამი ძირითადი წყაროდან მომარაგდება: აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ერაყი.

აზერბაიჯანმა და თურქეთმა უკვე მოაწერეს ხელი შეთანხმებას: თურქეთი აზერბაიჯანიდან ყოველწლიურად 11 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. გადაზიდვები 2017 წლიდან დაიწყება და, სავარაუდოდ, ამ გაზის ნაწილით ნაბუქოც ისარგებლებს. პარალელურად, ჩრდილოეთ ერაყი მზადაა, ნაბუქოს გაზის საკუთარი რესურსები მიაწოდოს.

კონსორციუმის განცხადებით, ნაბუქოს გაზსადენი, 2018 წლამდე, დამატებითი კომპრესორი სადგურის აშენების შემდეგ, ყოველწლიურად 8-10 მილიარდი კუბური მეტრით ზრდის პირობებში, უკვე შეძლებს სრული დატვირთვით მუშაობას. იმედი, რომ ჩრდილოეთ ერაყში არსებული გაზის მარაგები ნაბუქოს პროექტს ახალ სიცოცხლეს აჩუქებდა, 2009 წლის მაისში გაჩნდა: გაზის მოცულობა - ყოველდღიურად დაახლოებით 3 მილიარდი კუბური მეტრი - ნაბუქოს აშენების ფინანსურ გამართლებად გამოდგა. ნაბუქოს პროექტში ერაყის ჩართვის გაჟღერებამდე რამდენიმე დღით ადრე გააქტიურდა რუსეთიც. რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ბულგარეთის, იტალიისა და სერბეთის ენერგოკომპანიებთან კონკურენტი მილსადენის - სამხრეთის ნაკადის მშენებლობის დაჩქარებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმებები ნაბუქოსთვის განაჩენის გამოტანის ტოლფასი იყო, რადგან პროექტის მომგებიანობასთან დაკავშირებით ეჭვები ისედაც არსებობდა. ერაყული გაზის გამოყენების შესახებ განცხადებამ კი ცხადყო, რომ ნაბუქო სამხრეთის ნაკადთან ასე იოლად დანებებას არ აპირებდა.

ევროკავშირი ნაბუქოს პროექტთან დაკავშირებით განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა. 2008 წლის 13 აგვისტოს, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და ბაქო-ერზრუმის გაზსადენი უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა. ერთი კვირით ადრე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა შეაჩერა მუშაობა თურქეთში კომპრესორ სადგურზე გაჩენილი ხანძრის გამო. ბათუმის ნავთობტერმინალიც შეფერხებებით მუშაობდა რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების გამო. პრობლემურმა სატრანსპორტო ხაზებმა მკვეთრად შეამცირა აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის წარმოება.

ევროკავშირის წუხილს რუსეთის ენერგობაზარზე მიმდინარე პროცესებიც იწვევდა. ამ პერიოდში, Shell-სა და BP-ის გაზპრომის სასარგებლოდ საკუთარი აქტივების იძულებით დათმობა მოუწიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიები რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის პირას იდგნენ. მიუხედავად ამისა, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილმა ევროპულმა ქვეყნებმა არ გამოიყენეს მის მიმართ ეკონომიკური სანქციები.

შედეგმაც არ დააყოვნა და სულ რამდენიმე თვეში ევროკავშირმა პასუხად გაზის კრიზისი მიიღო.

ევროპა ბუნებრივი აირის მეოთხედს რუსეთიდან იღებს. ამ გაზის 80%25 უკრაინაზე გადის. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ბულგარეთი, მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ენერგოგიგანტზე - გაზპრომზე. ამდენად, როცა 2009 წლის იანვარში რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ფასზე უთანხმოება ენერგობლოკადაში გადაიზარდა, ბულგარეთი და ევროპის კიდევ 17 ქვეყანა გაყინვის პირას დადგა.

უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების კვალდაკვალ, ქვეყანა ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში რუსეთისკენ გადაიხარა. 2010 წლის აპრილში ხელმოწერილი ხელშეკრულებების თანახმად კი, სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის განთავსების ვადის 32 წლით გახანგრძლივების სანაცვლოდ, უკრაინამ რუსულ გაზზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება მიიღო. ამ შეთანხმებიდან ერთი თვის თავზე, 2010 წლის 28 მაისს, რუსეთის გაზპრომმა და უკრაინის ნაფტოგაზმა პარიტეტულ საწყისებზე საერთო კომპანია დააფუძნა, რაც მომავალში ორი გიგანტის პოტენციური შერწყმის წინაპირობად მოიაზრება.

უკრაინაში გაძლიერებული პოზიციების პარალელურად, რუსეთი ძალას კარგავს ბულგარეთში. ბულგარეთის ახალმა მთავრობამ უარი თქვა სამხრეთის ნაკადის გაზსადენის პროექტში მონაწილეობაზე. ქვეყანა არც ბურგას-ალექსანდროპოლისის ნავთობსადენის და არც ბილინის ატომური სადგურის პროექტში მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის გაუთავებელი მტკიცების მიუხედავად, თითქოს, სამხრეთის ნაკადისთვის საკმარისი გაზის მარაგი არსებობს, გაზპრომი ვერასდროს ასახელებს კონკრეტულ წყაროებს; მაშინ, როცა წინასწარი გათვლებით, პროექტი 30 მილიარდი დოლარი ჯდება, არც დაფინანსების წყაროებია საჯარო.

გერმანიას, რომელიც რუსეთის ყველაზე ახლო მეგობრად ითვლება, სამხრეთის ნაკადისადმი მხარდაჭერა საჯაროდ ერთხელაც არ დაუდასტურებია. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა არ არის ნაბუქოს პროექტის ყველაზე დიდი მხარდამჭერი, ყაზახეთში ვიზიტისას, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან ნაბუქოსთვის გაზის მიწოდების საკითხიც განიხილა.

0x01 graphic

ნაბუქოს 3 300-კილომეტრიანი მილსადენი გვერდს აუვლის რუსეთს, კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის გაზის მაგისტრალს და თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და ავსტრიის გავლით, გაზს ევროპულ ბაზრებამდე მიიტანს. მშენებლობის დაწყება 2011 წელს იგეგმება და უკვე სამი წლის შემდეგ მის ამოქმედებას ვარაუდობენ.

გაზის წყაროებისა და მათი ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიცირებით ევროპა ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე - რუსეთზე დამოკიდებული აღარ იქნება. კითხვას - თუ როგორ შეძლებს კასპიის ნავთობი და ბუნებრივი გაზი რუსეთის გვერდის ავლით დასავლურ ბაზრებამდე მიღწევას, პირველი პასუხები 2006 წლის ივნისსა და დეკემბერში გაეცა, როცა ჯერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ხოლო შემდეგ, ბაქო-თბილისი- ერზრუმის მილსადენები ამოქმედდა.

მანამდე, ტრადიციულად, კასპიის ნავთობი დასავლურ ბაზრებს რუსეთის შავი ზღვის ტერმინალებიდან მიეწოდებოდა. თუმცა ამან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში საცობები და გარემოს დაბინძურების პრობლემა წარმოშვა. შედეგად, ბოსფორის სრუტისთვის გვერდის ამვლელი რამდენიმე პროექტი შემუშავდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი კასპიისა და ხმელთაშუა ზღვების პირველი პირდაპირი დამაკავშირებელი იყო, რომელიც როგორც თურქეთის სრუტეებს, ისე რუსეთს უვლიდა გვერდს. ამერიკამ მხარი ამ, ეკონომიკურზე მეტად, გეოპოლიტიკურად მომგებიან პროექტს დაუჭირა - ის არ კვეთდა არც რუსეთს, არც სომხეთს, არც ირანს; ამდენად, დასავლეთსა და აზერბაიჯან-თურქეთს შორის კომპრომისს ბადებდა.

დღეს ნავთობსადენების რამდენიმე პროექტი არსებობს. ბურგას-ალექსანდროპოლისის ნავთობსადენის გარდა, რომლის დიდი წილის მფლობელიც რუსეთია, ყველა პროექტი ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ არის ინიცირებული - თუმცა, არც ერთ ამ პროექტთან მიმართებაში ამ ეტაპზე პროგრესი არ შეინიშნება.

არის ერთი სირთულეც - კასპიის რეგიონიდან ნავთობის ტრანსპორტირება რამდენიმე გზით შეიძლება, გაზის შემთხვევაში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი საშუალება - მილსადენი არსებობს. დღესდღეობით ერთადერთი გაზსადენი, რომელიც კასპიის გაზს დასავლეთისკენ რუსეთის გვერდის ავლით ატარებს, თბილისზე გადის - ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით, რომელიც 2006 წლის დეკემბერში ამოქმედდა. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის მილსადენების სხვადასხვა პროექტები არსებობს. მათგან ევროკავშირი და აშშ ერთხმად მხოლოდ ერთს - ნაბუქოს პროექტს - უჭერს მხარს.

სანამ დასავლეთში ხსენებულ პროექტებზე დებატები არ წყდება, ჩინეთი ორივე ფრონტზე პოზიციების გამყარებას ცდილობს: ამ სახელმწიფომ უკვე გამოიყვანა ნავთობსადენი ყაზახეთიდან; შარშან დეკემბერში კი, თურქმენეთ-ჩინეთის მილსადენის მშენებლობა დაიწყო.

შარშან ჰადსონის ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ გაზპრომი მზად იყო მცირე მოგების შემთხვევაშიც კი გამოეყენებინა საკუთარი მილსადენები. ამ სვლით რუსეთი ალტერნატიული პროექტების განვითარების, ხოლო ხანგრძლივი პერსპექტივის გათვალისწინებით - კონკურენციის შანსს კლავს. შედეგად, რუსეთი მიიღებს მილსადენების ქსელს, რომელსაც მხოლოდ თვითონ გააკონტროლებს. ამ შემთხვევაში, ჰადსონის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ზეინო ბარანის აზრით, რუსეთი ენერგეტიკულ შანტაჟს უფრო მასშტაბურ სახეს მისცემს და გაზის სანაცვლოდ, ევროპას პოლიტიკურ ქრთამს უფრო ადვილად დასტყუებს. სწორედ ამიტომაც, ევროკავშირს დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება, გამოიმუშაოს ენერგეტიკული სტრატეგია, რომელშიც შავი ზღვის რეგიონი არა არასტაბილურობის, არამედ გარკვეული შესაძლებლობების კერად მოიაზრება.

0x01 graphic

9 ბიუროკრატია ეკონომიკური ზრდის წინააღმდეგ

▲back to top


ეკონომიკა

გიორგი რატიანი

0x01 graphic

საქართველოს წინაშე არსებულ პრობლემათა შორის ყველაზე მწვავეა რუსული ოკუპაცია და უმუშევრობა. უმუშევრობის პრობლემა პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასთან, ანუ დაიძლევა იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვექნება. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს წინა პერიოდთან შედარებით რაოდენობრივად მეტი საქონლის და მომსახურების შექმნას, რასაც მეტი სამუშაო ძალა სჭირდება. ხელისუფლებას შეუძლია პოზიტიური როლი ითამაშოს უმუშევრობის შემცირებაში, თუ მისი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევისაკენ, ანუ საქონლისა და მომსახურების წარმოების ზრდას არ შეუქმნის ხელოვნურ პრობლემებს პოპულისტური მიზნების და პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისათვის.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ სახელმწიფოში მშვიდობიანი გზით რეინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველოს ეკონომიკური განვითარება ანუ სწორედ ზემოთ ნახსენები ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი.

აფხაზებისთვის და ოსებისთვის ეკონომიკურად მიმზიდველი უნდა გახდეს საქართველოში ცხოვრება. რთული წარმოსადგენია, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის მართლა სინგაპური უღებდეს კარს, რომელიც მსოფლიოში მე-4 ადგილზეა (საქართველო 94-ეზე) ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით (ანუ ფასების დონის და ვალუტის კურსს შორის სხვაობის იგნორირებით) გამოთვლილი შემოსავლით, მე-3 ადგილზე (საქართველო 66-ეზე) კორუფციის დაბალი დონით და აფხაზ და ოს ხალხს (კორუმპირებული პოლიტიკური ელიტის გარდა) მაინც საშუალო შემოსავლის მქონე, კავკასიურ ერებზე გენოციდის მომწყობი, ოლიგარქების რუსეთი ერჩიოს, ანუ ათასობით აფხაზი და ოსი იღებდეს რუსეთის მოქალაქეობას და გადადიოდეს საცხოვრებლად რუსეთის ტერიტორიაზე.

მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნაწილი კი არა, დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილიც მისტირის რუსეთს მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობის გამო. ქვეყნის მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის მაჩვენებელია მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ანუ ქვეყნის ტერიტორიაზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ჯამი გაყოფილი მოსახლეობის რაოდენობაზე. სწორედ მთლიანი შიდა პროდუქტის წინა წელთან შედარებით ზრდას ეწოდება ეკონომიკური ზრდა. მსოფლიო ბანკის 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის მიხედვით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 4 920 აშშ დოლარი, ხოლო ნომინალურ გამოსახულებაში - 2 520 აშშ დოლარი. რუსეთში ანალოგიური მაჩვენებელი მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის მიხედვით არის 18 945 აშშ დოლარი, ნომინალურ გამოსახულებაში - 8 676 აშშ დოლარი. რუსეთის ეკონომიკა წელიწადში 2 პროცენტით რომ გაიზარდოს, საქართველოს ეკონომიკა კი წელიწადში 10 პროცენტით, ორივე ქვეყანაში მოსახლეობის დღევანდელი რაოდენობის შენარჩუნების შემთხვევაში, 17 წელი დაგვჭირდება, რომ რუსეთს ამ მაჩვენებლით დავეწიოთ. აღარაფერს ვამბობ სინგაპურის დონეზე, რომელიც 4-ჯერ უსწრებს რუსეთს.

პრიორიტეტი რომ ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს, ამას ყოველდღე ამბობს პრეზიდენტი ან ხელისუფლების მინიმუმ ერთი წევრი, მაგრამ ბოლო პერიოდის სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკას თუ გადავხედავთ, ბევრი რამ ეკონომიკური ზრდის, ან მაღალი ეკონომიკური ზრდის საწინააღმდეგოდ კეთდება. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი თავად პრეზიდენტმა გასცა ყვარელში გამართულ მთავრობის სხდომაზე - „გაქსუებული ბიუროკრატი“ რუსეთზე მეტად საშიშია. ბევრ “გაქსუებულ ბიუროკრატს“ თუ ერთად განვიხილავთ, მივიღებთ „გაქსუებულ ბიუროკრატიას“, რომლის სიმძიმე ეკონომიკისთვის იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა დონეზე და რამდენად ხშირად ერევა ბიუროკრატია ეკონომიკის თავისუფლად ფუნქციონირებაში, ანუ რამდენად ზღუდავს ეკონომიკის სუბიექტების მცდელობას, შექმნან მეტი პროდუქტი და მიიღონ მეტი შემოსავალი, რამდენად უკარგავს მეწარმეებს სტიმულს აწარმოონ საქართველოში, ანუ რამდენად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას.

გლობალიზაციის დღევანდელი მაღალი დონე და თავისუფალი საგარეო ვაჭრობა ქვეყნებს ხელსაყრელ პირობებს უქმნის, იმ პროდუქციის წარმოებაში დასპეციალდნენ, რომლის წარმოებაშიც შედარებითი უპირატესობა აქვთ სხვა ქვეყნებთან და ამ პროდუქციის საერთაშორისო გაცვლის შედეგად მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა მიიღონ. ჩვენთან კი ბოლო წლებში სახელმწიფოს ხარჯები იზრდება, ახალ სამინისტროებს ვქმნით და ამის გამო, ახალი საგადასახადო კოდექსით გადასახადების გაზრდას ვაპირებთ. ბიზნესს ვუზრდით გადასახადებს, რომ ახალი სამინისტროები შევქმნათ? ბიზნესმა ნაკლები პროდუქცია აწარმოოს და მეტი სამინისტრო გვქონდეს? საქართველოს შედარებითი უპირატესობა სამინისტროების შექმნა და ბიუროკრატების აღზრდაა? ბიუროკრატებს გავიტანთ საერთაშორისო ბაზარზე? შესაძლებელია, მაგრამ არა მგონია, ვინმემ შეიძინოს, ყველა საქართველოში დაგვრჩება. ერის კეთილდღეობას კი ეკონომიკური ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი განაპირობებს და არა ის, თუ რამდენი ბიუროკრატი მოდის ერთ სულ მოსახლეზე.

10 თურქეთის სამხედრო ბაზები აზერბაიჯანში

▲back to top


მსოფლიო

მეტოქეობა რეგიონულ ძალებს შორის

0x01 graphic

აგვისტოში კავკასიაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა: თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს ეწვია. რუსეთის პირველმა პირმა დმიტრი მედვედევმა კი ერევანში სამხედრო ხელშეკრულება გააფორმა სომხეთის ლიდერ სერჟ სარგსიანთან. ოფიციალური ანკარა და მოსკოვი რეგიონში პოზიციე ის გამყარებას ცდილობენ. ამავდროულად, ჩნდება ინფორმაცია, თურქული სამხედრო შენაერთები სა და ბაზების აზერბაიჯანში შესაძლო განლაგების შესახებ.

17 აგვისტოს, გიულის აზერბაიჯანში ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება დაიდო. გავრცელებული ცნობებით, დოკუმენტი ბაქოს თურქული სამხედრო ჯარებით მომარაგებას ითვალისწინებს.

პარალელურად, 20 აგვისტოს მედვედევისა და სარგსიანის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით კი, რუს სამხედროებს გიუმრის ბაზაზე დისლოკაციის ვადა 24 წლით გაუგრძელდათ. აღსანიშნავია, რომ გიუმრის სამხედრო ობიექტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, თურქეთის საზღვართან სულ რაღაც 20კმ-ში.

ახალი ხელშეკრულებით რუსეთს უფლებებიც გაეზარდა: მან უნდა უზრუნველყოს სომხეთის უსაფრთხოე ბა და დაიცვას ქვეყანაში რუსეთის ინტერესები. ამავე დროს ფედერაცია თავის თავზე იღებს სომხური არმიის მოდერნიზაციას. ამ ფონზე, აშკარაა, რომ თურქი ლიდერის ბაქოში ვიზიტი რეგიონში რუსეთის სამხედრო პოზიციების გამტკიცების მცდელობების საპირწონედ დაიგეგმა. თურქულ რუსული ურთიერთობები გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა.

ერთი მხრივ, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია. თუმცა, მათ შორის მეტოქეობაც თვალსაჩინოა. ორივე მათგანი ცდილობს პოზიციები გაიმყაროს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. რუსეთისთვის საფრთხის შემცველია თურქული პან მოძრაობები: ნეო ოტომანიზმი, პან თურქიზმი. ეს ყველაფერი ყოფილ ოსმალთა იმპერიის ტერიტორიებზე ანკარის გავლენის გაზრდას ისახავს მიზნად - ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნედ კი რუსეთის თურქულენოვანი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიები გვევლინება.

თურქეთისთვის კავკასიაში ერთ-ერთი მთავარი და საყრდენი მისი „უმცროსი ძმა“ - აზერბაიჯანია. მისთვის პრიორიტეტულია ბაქოსთან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება. მოსკოვმა კი მოახერხა და ბაქოს S300 საჰაეროთავ დაცვის სისტემა მიჰყიდა. საჭირო გახდა ანკარის ადეკვატურად პასუხი. „აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი სამხედრო ბაზებს მალე განათავსებს, მაგრამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - განაცხადა აბდულა გიულიმ.

რუსული გაზეთის ნეზავისიმაია გაზეტას ცნობით, 17 აგვისტოს ხელშეკრულება თურქული სამხედრო ბაზის ნახიჩევანში აშენებას გულისხმობს. ეს ავტონომიური რესპუბლიკა თურქეთსა და სომხეთს შორის მდებარეობს. ბოლო დროს ანკარამ ამ რეგიონთან კავშირები გაააქტიურა. თურქეთის პრემიერ მინისტრმა ისიც კი განაცხადა, რომ ამ ანკლავს სომხეთისგან საფრთხე ემუქრება. სამხედრო ექსპერტების ნაწილი ნახიჩევანში თურქული სამხედრო ბაზის განთავსე ბას პერსპექტიულად მიიჩნევს. ამით ნატოს მონაცემთა ბაზას ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები გაეზრდება. მოსალოდნელია ნატოს დაზვერვის პოტენციალის მნიშვნელოვანი გაფართოებაც, რაც პირდაპირ ვნებს რუსეთის ინტერესებს.

თურქული სამხედრო ბაზის ნახიჩევანში განლაგება ძირფესვიანად შეცვლის 1921 წლის მოსკოვის შეთანხმების პირობებს: ამ ტერიტორიაზე აკრძალულია თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების გარეშე თუნდაც ერთი ჯარისკაცის შეყვანა.

11 განხეთქილება ბერლუსკონის პარტიაში

▲back to top


მსოფლიო

გასულ თვეს უმბერტო ბოსიმ, სილვიო ბერლუსკონის მოკავშირე პარტიის, ჩრდილოეთის ლიგის ლიდერმა, ფოტოგრაფებს შუა თითი უჩვენა. ეს ჟესტიკულაცია ზედმიწევნით ასახავს იტალიური პოლიტიკის დღევანდელ მდგომარეობას. მაშინ, როცა ევროპის წამყვანი ქვეყნები ეკონომიკურ დაღმასვლას ებრძვიან, იტალიას ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური კრიზისიც ემუქრება.

0x01 graphic

სილვიო ბერლუსკონი
ფოტო: REUTERS ©

სილვიო ბერლუსკონიმ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა დაკარგა. თავისუფალი ხალხის პარტიას პარლამენტის ქვედა პალატის 33 და ზედა პალატის 10 დეპუტატი გამოეყო. კოალიციიდან გამოსულმა დეპუტატებმა, ჯანფრანკო ფინის ხელმძღვანელობით, ახალი ფრაქცია - მომავალი და თავისუფლება, დააარსეს. საპარლამენტო უმრავლესობის რღვევა შემოდგომაზე ახალი არჩევნების მომასწავებელია. კონსტიტუციის თანახმად, თუ მთავრობა პარლამენტის მხარდაჭერას დაკარგავს, იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ პარლამენტს ახალი კაბინეტი უნდა შესთავაზოს ან არჩევნები დანიშნოს.

ჯანფრანკო ფინი მმართველი პარტიის (თავისუფალი ხალხის პარტია) თანადამფუძნებელი და პარლამენტის ქვედა პალატის მოქმედი სპიკერია. ბერლუსკონის მთავრობაში იგი ადრე პრემიერ-მინისტრის მოადგილის და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებსაც იკავებდა. სოციალურ საკითხებში ფინი ლიბერალია და იტალიელთა ცხოვრებაზე კათოლიკური ეკლესიის გავლენის შესუსტებას ცდილობს. იტალიის შედარებით ჩამორჩენილ სამხრეთში იგი პოპულარობით სარგებლობს. იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი მდიდარია და სწორედ მას უწევს ღარიბი სამხრეთის უზრუნველყოფა. უმბერტო ბოსი, ჩრდილოეთ ლიგის ლიდერი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩრდილოეთ იტალიაში, ამ რეგიონისთვის ფისკალური ავტონომიის მოპოვებას ცდილობს. ფინისა და უმბერტო ბოსის ხშირად მოსდით უთანხმოება, ბერლუსკონის კი ამ ორ საპირისპირო ინტერესს შორის ლავირება არ გამოსდის. უმბერტო ბოსი ბერლუსკონის ახლო მოკავშირე და პირადი მეგობარია, პრემიერ-მინისტრს კი მდიდარი ჩრდილოეთის მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება.

0x01 graphic

ჯანფრანკო ფინი

დაძაბულობა მმართველ კოალიციაში დიდი ხანია მომწიფდა. საბოლოო განხეთქილების ვაშლად კი ბერლუსკონის ახალი პროგრამა იქცა. პროგრამის ერთ- ერთი პუნქტი სასამართლო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. ექსპერტთა ვარაუდით, თუ სამართლებრივ სფეროში დაგეგმილი ცვლილებები განხორციელდება, ბერლუსკონის შანსი ექნება ხელიდან დაუსხლტეს მართლმსაჯულებას. პრემიერ-მინისტრმა კრიზისის პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია, თუმცა შემოდგომაზე სიტუაცია სავარაუდოდ გართულდება. ბერლუსკონის მომხრეები ნაადრევ არჩევნებს ლობირებენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მკვლევარი წინასწარმეტყველებდა ბერლუსკონის პოლიტიკური კარიერის დასასრულს, მოქმედი პრემიერი ჯერ კიდევ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია იტალიაში. არჩევნებში გამარჯვება მის მმართველობას კიდევ ერთხელ შესძენს ლეგიტიმურობას. მის პოლიტიკურ ოპონენტებს კი შედარებით სუსტი პოზიციები აქვთ: მემარცხენე ცენტრისტი პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი ბერლუსკონის მემარჯვენე კონსერვატორ პარტიას დაახლოებით 28%25-ით ჩამორჩება. ამდენად, ფინის და დანარჩენ ოპოზიციას არჩევნები არ აწყობთ. ისინი ცდილობენ ტაქტიკური მოსაზრებებით „ჭრელი“ ოპოზიციური ძალების გაერთიანებას. ეს ტექნიკური მთავრობის ფორმირების და არჩევნების შედარებით მოგვიანებით დანიშვნის წინაპირობა იქნება. თუმცა, ძალთა ბალანსის ამგვარი გადანაწილება ჯერჯერობით უპერსპექტივოა.

0x01 graphic

უმბერტო ბოსი

ერთი რამ ცხადია, იტალიას ცხელი შემოდგომა ელის. პოლიტიკური სიტუაციის გაუარესება ცუდად მოქმედებს ეკონომიკაზე, ამიტომ ბერლუსკონის, ხარჯვის შემცირებასთან ერთად, პოლიტიკური ბალანსის პოვნაც მოუწევს.

12 მომავალი მთავრობის ბედი დამოუკიდებელი დეპუტატების ხელშია

▲back to top


მსოფლიო

არჩევნები ავსტრალია

0x01 graphic

ჯულია ჯილარდი....ტონი აბოტი
ყველა ფოტო: REUTERS ©

უკვე მესამე კვირაა, ავსტრალია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს ეძებს. 21 აგვისტოს ფედერალურ არჩევნებში ქვეყნის მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ, ჯულია ჯილარდის მეთაურობით, საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 76 მანდატი ვერც კონსერვატიულმა, ლიბერალურმა პარტიამ დააგროვა. ამგვარი ვითარება ქვეყნის ისტორიაში 1940 წლის შემდეგ არ ყოფილა. როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოლაპარაკებებს მწვანეებთან და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან მართავენ.

ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატა 150 ადგილისგან შედგება. ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო მარათონში 73 მანდატით ლიბერალები ლიდერობენ. მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოს წინა შემადგენლობასთან შედარებით 11 ადგილი დაკარგა და 72 მანდატით მეორე ადგილზე გავიდა. ერთი წარმომადგენელი ეყოლება მწვანეთა პარტიას; დამოუკიდებელ კანდიდატებს კი 4 ადგილი ერგებათ.

ინგლისში კონსერვატიული პარტიის გამარჯვების და აშშ-ში დემოკრატების რეიტინგის კლების ფონზე, ჩანს, ანგლო-ამერიკულ რეგიონში მემარცხენე იდეოლოგია პოპულარობას ნელ-ნელა კარგავს. გაზაფხულიდან მოყოლებული ავსტრალიაში მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ ამომრჩეველთა დაახლოებით 5,5%25-ის მხარდაჭერა დაკარგა. ეს ტენდენცია მხოლოდ უხეირო ეკონომიკურ პოლიტიკას არ უკავშირდება. გლობალურ ფინანსურ კატაკლიზმებს ავსტრალიამდე არც კი მიუღწევია. მიუხედავად ამისა, მმართველ პარტიას მძიმე დარტყმა მიაყენა წინამორბედი პრემიერ-მინისტრის, კევინ რუდის, მაღაროს გადასახადის 40%25-მდე გაზრდის ინიციატივამ. შედეგად, 24 ივლისს რუდი გადადგა. მოსახლეობის მხარდაჭერისა და პოლიტიკური ლეგიტიმურობის შესანარჩუნებლად შიდაპარტიულმა ელიტამ ჯულია ჯილარდი შეარჩია.

ქვეყანას პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჩაუდგა სათავეში. პარტიაში იმედოვნებდნენ, რომ იგი ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამოსწორებას შეძლებდა. მართლაც, მისი რეიტინგი ივნისში მკვეთრად გაიზარდა. საზოგადოების სიმპათიამ პრემიერ-მინისტრი შეაცდინა. მაშინ როცა ჯილარდი ჯერ კიდევ „თაფლობის თვით“ უნდა დამტკბარიყო, ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნები უცებ 21 აგვისტოს გადმოიტანა. შიდაპარტიულმა უთანხმოებამ კი მის კანდიდატურაზე ცუდი გავლენა იქონია და პარტიის პოზიციები შეასუსტა.

ამ ფონზე, მოულოდნელ წარმატებას მიაღწია ლიბერალური პარტიის ლიდერმა ტონი აბოტმა. იგი არჩევნებამდე სულ რაღაც 9 თვით ადრე ჩაუდგა სათავეში მემარჯვენე-ცენტრისტ ლიბერალებს. უკიდურესად კონსერვატიული პოზიციების გამო, ელოდნენ, რომ აბოტი პოპულარული ვერ გახდებოდა. თუმცა, ლეიბორისტების რეიტინგის კლების პროპორციულად იზრდებოდა მისდამი მხარდაჭერა.

ავსტრალიის კურსის საბოლოო ბედს, მწვანეებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების პოზიცია გადაწყვეტს. ძირითადმა პარტიებმა დაიწყეს პოლიტიკური ვაჭრობა უპარტიო პარლამენტარებთან: ბობ კატერთან, რობერტ ოაკეშოტთან და ენტონი უინძორთან. მათ ადრე კავშირები ჰქონდათ კონსერვატიულ ეროვნულ პარტიასთან, რომელიც ლიბერალური კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორია. ჯულია ჯილარდი უპარტიო დეპუტატების მოხიბვლას საპარლამენტო რეფორმებისა და წარმომადგენლობით პალატაში დამოუკიდებელი სპიკერის პოსტის შემოღებით ცდილობს. ლიბერალებისადმი სიმპათიის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია საბოლოოდ ვის დაუჭერენ დამოუკიდებელი კანდიდატები მხარს.

მმართველ პარტიას უფრო გაუადვილდება საერთო ენის გამონახვა მწვანეებთან. ცნობილია, რომ ლიბერალი აბოტი გარემოს დაცვის საკითხებისადმი შედარებით სკეპტიკურად არის განწყობილი. მიუხედავად ამისა, მწვანეთა პარტიამ გარკვეული წვლილი შეიტანა ლეიბორისტების წარუმატებლობაში. სწორედ მათმა კანდიდატმა - ადამ ბანდტმა გაიმარჯვა მელბურნში და საკუთარ პარტიას ერთი მანდატი მოუტანა. ამ რეგიონში ტრადიციულად ლეიბორისტები ლიდერობდნენ. აგვისტოსთვის კი მწვანეების რეიტინგმა 4%25-ით მოიმატა, რაც ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ხარჯზე მოხდა.

ავსტრალიაში დღეს მთავარი პოლიტიკური საკითხი მთავრობის ფორმირებაა. პარტიებს შორის მოლაპარაკებები ჭიანურდება. შედეგად, ახალი კაბინეტის შემადგენლობა შესაძლოა ნოემბრამდე ვერც კი გაირკვეს. არსებული ვითარება უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. უკანასკნელ პერიოდში ავსტრალიური დოლარისა და სამთავრობო ობლიგაციების ფასები თანდათან იკლებს

13 შრი ლანკა: რთული გზა განვითარებისკენ

▲back to top


0x01 graphic

შრი ლანკის პრეზიდენტი რაჯაპაკსა

2009 წლის მაისში შრი ლანკის მთავრობამ მოახერხა მეამბოხე თამილების დამარცხება და ტერორისტული ორგანიზაციის, თამილელი ვეფხვების განადგურება. 30-წლიანი ეთნიკური კონფლიქტი, რომლის დასრულებისთვის ხელი ეკონომიკურ განვითარებასაც უნდა შეეწყო, ამით თითქოს ამოიწურა, თუმცა ამას პრეზიდენტ რაჯაპაკსას ავტორიტარული მმართველობის სტილმა შესაძლოა ხელი შეუშალოს.

პოლიტიკური სიტუაცია 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაიძაბა. პრეზიდენტ მაჰინდა რაჯაპაკსას კონკურენტი გენერალი სარათ ფონსეკა იყო, რომელმაც წარმატებით უხელმძღვანელა მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს. საბოლოოდ რაჯაპაკსა მეორე ვადით აირჩიეს, ხოლო გენერალი ფონსეკა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს, რასაც სახალხო მღელვარება მოჰყვა. დააკავეს ფონსეკას თანაპარტიელებიც, საპროტესტო აქციები კი ძალადობრივი მეთოდებით დაშალეს. ამას გარდა რაჯაპაკსამ მთავრობაში საკუთარი ნათესავები მოიყვანა. მისი ძმა ბასილ რაჯაპაკსა ეკონომიკური განვითარების მინისტრია და ქვეყანაში შემოსულ დიდძალ ეკონომიკურ დახმარებასა და ინვესტიციებზე ხელი მიუწვდება. პრეზიდენტის მეორე ძმა გოტაბაია რაჯაპაკსა კი თავდაცვის მინისტრია.

2009 წლის სამხედრო ოპერაციების შედეგად ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ინფრასტრუქტურა განადგურდა. რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი კი ახლაც საცხოვრებელი ადგილების გარეშეა დარჩენილი. რამდენიმეათასიანი სამოქალაქო მსხვერპლის გამო შრი ლანკა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გააკრიტიკეს და სავაჭრო და ფინანსური თავისუფლებები შეუზღუდეს. გაეროს გენერალური მდივნის ბანკი მუნის ინიციატივით, სამი ექსპერტისგან შეიქმნა პანელი, რომელსაც ინფორმაცია უნდა მოეგროვებინა შრი ლანკის სამთავრობო ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. ამ ნაბიჯმა გააღიზიანა კოლომბო. გაეროს წარმომადგენლობასთან საპროტესტო აქციებიც გაიმართა. საპასუხოდ გაერომ კოლომბოში მსოფლიო საკვების პროგრამის რეგიონული წარმომადგენლობა დახურა.

თუმცა, დასავლეთთან ურთიერთობების გართულების პარალელურად, სწრაფად ვითარდება ურთიერთობები ჩინეთთან. 2009 წელს შრი ლანკამ დახმარებების სახით მიიღო 2.2 მილიარდი დოლარი, საიდანაც ნახევარზე მეტი ჩინეთს ეკუთვნოდა. ჩინეთი დაინტერესებულია როგორც კუნძულოვანი სახელმწიფოს მზარდი ბაზრით, ისე მისი სტრატეგიული მდგომარეობით ინდოეთის ოკეანეში. მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა დიდწილად დამოკიდებულია სპარსეთის ყურიდან და აფრიკიდან იმპორტირებულ ნავთობზე, რომელიც ქვეყნამდე საზღვაო გზებით აღწევს. ინდოეთის ოკეანეში მთავარ მოთამაშეებად ამერიკისა და ინდოეთის საზღვაო ძალები რჩებიან, რაც პოტენციურ საფრთხეს შეიცავს ჩინეთისათვის. ის საკუთარი გავლენის განვრცობას ცდილობს. ამის მაგალითია ინდოეთის ოკეანეში სხვადასხვა პორტების აგება. მაგალითად, გვადარი პაკისტანში, ჩიტაგონგი ბანგლადეშში და ჰამბანტოტა შრი ლანკაში. თითოეული პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიარდი დოლარია. ნაკლებ მოსალოდნელია ამ პორტებში სამხედრო-საზღვაო ბაზების შექმნა, როგორც ფინანსური ისე პოლიტიკური სიძნელეების გამო, თუმცა ჩინელებს შეეძლებათ პორტების გამოყენება მოკლევადიანი სამხედრო ოპერაციებისათვის. ამას გარდა, ახალი ნავსადგურები ხელსაყრელი მდებარეობის გამო კონკურენციას გაუწევენ რეგიონის სხვა საგზაო კვანძებს, მათ შორის სინგაპურსაც.

0x01 graphic

ჩინეთთან ურთიერთობა შრი ლანკას შიდა ეთნიკურ და რელიგიურ პრობლემებს ვერ მოუგვარებს. მიუხედავად სტაბილური სიტუაციისა და ეკონომიკური ზრდისა, გარკვეული დაპირისპირება მაინც არსებობს სინჰალელებსა და თამილებს, ინდუსებსა და მუსლიმებს შორის. დემოკრატიული მმართველობის შესუსტებამ კი შესაძლოა ხელი შეუწყოს იმ კონფლიქტის ესკალაციას, რომელსაც შრი ლანკამ შარშან დააღწია თავი.

თამილელი ვეფხვები - ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც იბრძოდა თამილების სახელმწიფოს შექმნისათვის. 1991 წელს მოკლეს ინდოეთის პრემიერ- მინისტრი რაჯივ განდი, 1993 წელს კი შრი ლანკის პრეზიდენტი - რანასინგჰ პრემადასა. ორგანიზაციის ძირითადი ინფრასტრუქტურა და ცოცხალი ძალა 2009 წელს გაანადგურეს შრი ლანკის სამთავრობო ძალებმა.

14 ნიუ იორკში მეჩეთის მშენებლობის იდეა მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს

▲back to top


დევიდ . სმიტი|სვეტი

0x01 graphic

ამერიკისათვის ჩვეული ზაფხულის სიწყნარე წელს კამათმა დაარღვია იმ გეგმის შესახებ, რომელიც მეჩეთის აგებას ითვალისწინებს ორიოდ კვარტალში ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრიდან, ანუ ადგილიდან, 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტებმა მიწასთან რომ გაასწორეს და ხალხმა „გრაუნდ ზერო“ შეარქვა. აშშ- ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ნიუ იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი მეჩეთის აგებას ემხრობიან, ამერიკელთა 70%25 კი, CNN-ის გამოკითხვის თანახმად, წინააღმდეგია. დებატები და მათი შედეგი მნიშვნელოვანია არა მარტო ნიუ იორკის, არამედ ამერიკელებისა და მთელი მსოფლიოსათვის.

ნიუ იორკული სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი შარიფ ელ-გამალი და ისლამური ჯგუფი „კორდობის ინიციატივა“, რომლის მიზანი - საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად - „მუსლიმურ და დასავლურ სამყაროებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაა“, პარკ პლეისზე გამოთავისუფლებული სივრცის ათვისებას აპირებენ. 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტით იგეგმება 13-სართულიანი ისლამური კულტურის ცენტრის მშენებლობა 500-ადგილიანი დარბაზით, რესტორნითა და სპორტული კომპლექსით, და მეჩეთის აგება „კორდობის ინიციატივის“ აღმასრულებელი დირექტორის, იმამ ფეიზალ აბდულ რაუფისათვის.

0x01 graphic

იმამი ფეიზალ აბდულ რაუფი

0x01 graphic

ომარ აბდელ რაჰმანი
ყველა ფოტო: REUTERS ©

როდესაც პროექტის მესვეურები ბიუროკრატიულ ლაბირინთებში მიიკვლევდნენ გზას საჭირო ნებართვების მისაღებად, წინააღმდეგობა გაძლიერდა. მეჩეთის სავარაუდო მშენებლობის ადგილი ერთი უსახური შენობაა, რომელშიც ბოლოს იაფი მაღაზია იყო განთავსებული. შორიახლო არის მეორე მეჩეთი. ამ მიდამოებშივეა ოფისები, რესტორნები, აზარტული თამაშების კლუბი და სტრიპტიზბარი.

ხმაური რატომ ატყდა? იმიტომ, რომ მეჩეთის აგება ასე ახლოს იმ ადგილთან, სადაც ტერორისტებმა 2 967 ადამიანი მოკლეს, მუსლიმური და დასავლური სამყაროების ურთიერთობასთან დაკავშირებით მტკივნეულ საკითხებს აყენებს.

იმის ნაცვლად, რომ ამ საკითხების განხილვის გზით კომპრომისის მიღწევა ეცადათ, ობამამ და ბლუმბერგმა მეჩეთის მშენებლობის ადვოკატობა არჩიეს. „როგორც მოქალაქესა და პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ მუსლიმებს ისეთივე უფლებები აქვთ, მისდევდნენ თავიანთ რელიგიას, როგორც ნებისმიერ სხვას ამ ქვეყანაში“, - უთხრა ობამამ თეთრ სახლში გამართულ რამადანის სადილზე - იფტარზე - მიწვეულ სტუმრებს.

„ხალხის განწყობას თუ დავემორჩილეთ, ამით ტერორისტებს გამარჯვებას დავუთმობთ“, განაცხადა ბლუმბერგმა თავისუფლების ქანდაკების ფონზე.

ვერც ობამა მიხვდა მთავარს და ვერც ბლუმბერგი. ამერიკა ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ყველა აღმსარებლობის მილიონობით ადამიანი წარმატებულად ცხოვრობს, მათ შორის მილიონობით მუსლიმი, რომელთა განკარგულებაში 2000 მეჩეთია ამ ქვეყანაში, მათ შორის 100 მხოლოდ ნიუ იორკში. არც ისეთი სულელები უნდა ვიყოთ, რომ დავიჯეროთ, ტერორისტები უცბად იტყვიან უარს თავიანთ ბოროტ ზრახვებზე იმიტომ, რომ ამერიკა საკუთარ ტოლერანტობას კიდევ ერთი ჟესტით დაადასტურებს.

„ეს ამერიკული ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულების ტესტია“, განაცხადა ბლუმბერგმა 24 აგვისტოს ნიუ იორკის მერის ოფიციალურ რეზიდენციაში, გრეისი მენსონში, გამართულ იფტარზე.

„პირიქით“, წერილობით გამოეხმაურა ბლუმბერგის განცხადებას ნიუ იორკ პოსტის კომენტატორი მაიკლ გუდვინი, „ეს ტესტია, მაგრამ არა ამერიკული ფასეულობების გამოსაცდელად. ეს ისლამური ფასეულობების ტესტია“.

0x01 graphic

კეთილი ნების ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ის საზარელი რეალობა, რომელიც აღწერა დოქტორმა ტოფიკ ჰამიდმა, ერთ დროს ტერორისტული ორგანიზაციის წევრმა, ახლა კი ისლამური რადიკალიზმის კვლევის ხელმძღვანელმა ვაშინგტონის პოტომაკის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. „გრაუნდ ზეროზე“ მეჩეთის აგების დაშვება“, წერს ჰამიდი, „ჯიჰადისტებს შეაგულიანებს, განავრცონ თხრობა თავიანთი წარმატების შესახებ: „ჯერ 9 სექტემბერს გავანადგურეთ ამერიკის სიძლიერის სიმბოლო - მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ახლა კი ეს მეჩეთი ამერიკაში ისლამის გაძლიერების მაჩვენებელია“.

ამ ვითარებაში ამერიკელები ინტუიციით მიხვდნენ, რომ რაღაც არასწორი იყო ამ პროექტში - ასეთ გრანდიოზულში, მაინცდამაინც ამ ადგილზე, თანაც ბურუსით მოცული დაფინანსებით.

ამ შეშფოთებამ ეჭვი გააძლიერა. მეჩეთებს ხშირად იყენებენ ბოროტი განზრახვის შესასრულებლად - 1993 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში აფეთქების იდეა ჯერსი-სიტიში, ალ-სალამის მეჩეთში დაიბადა. ომარ აბდელ რაჰმანს, რომელიც იმ დროს იქ ქადაგებდა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ნიუ იორკში ხუთი სტრატეგიული ობიექტის დაბომბვის დაგეგმვისათვის.

ჯერსი-სიტის მეჩეთს ახლო კავშირი ჰქონდა მეჩეთთან ედვარდ ჯენერის ქუჩაზე მილანში, რომლის დახურვასაც იტალიის ხელისუფლება ცდილობს და რომლის ყოფილი იმამიც დაპატიმრებულია თვითმკვლელი ტერორისტების მეშვეობით აფეთქებების დაგეგმვისა და ავღანეთში ჯიჰადისტების მოსამზადებლად მოხალისეების რეკრუტირებისათვის. რამდენიმე კვირის წინ კი ჰამბურგის ხელისუფლებამ ტაიბას მეჩეთი დახურა, „რადგან იგი იყო იმ რადიკალი ისლამისტების რეკრუტირებისა და შეხვედრის ადგილი, რომლებსაც ეგრეთ წოდებულ ჯიჰადში მონაწილეობა სურდათ“.

„დასავლეთში გვავიწყდება ხოლმე, რომ შეერთებულ შტატებს მეტი მუსლიმის სისხლით აქვს ხელები დასვრილი, ვიდრე ალ-ყაიდას უდანაშაულო არამუსლიმების სისხლით“, უთხრა ახალი მეჩეთის მომავალმა იმამმა, ჰაუფმა, ავსტრალიელებს 2005 წელს.

ეს სახიფათო რამ არის, რომელიც პოლიტკორექტულობის ფარგლებს სცდება და ბოჭავს თანამედროვე დასავლურ დისკურსს. მიუხედავად ამისა, ეს რეალობაა, ისლამური ფასეულობების ტესტი, რაზეც გუდვინი წერს. გლობალიზაციამ, მათ შორის უპრეცედენტო მიგრაციამ, იუდეო-ქრისტიანული დასავლეთი ისლამის პირისპირ დააყენა. ჩვენ ისლამის მახინჯი სახე გვინახავს. მაგრამ ასევე გვინახავს მისი კეთილშობილი, მეზობლური სახე - სახე ოჯახისა, რომელსაც კუთხის მაღაზია აქვს ნიუ ჯერსის პატარა ქალაქში; სახე უამრავი მუსლიმისა როგორც ამერიკაში, ასევე მთელ მსოფლიოში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი სახე ერთმანეთში არ აგვერიოს. გულახდილი საუბარი ახალ მეჩეთზე კარგი დასაწყისი იქნებოდა.

15 ქონებრივი თამაშები სოხუმსა და მოსკოვს შორის

▲back to top


მსოფლიო

0x01 graphic

საკუთარი მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ქონების ოფიციალურ გაფორმებას ჩქარობს. სოხუმი ერთკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ მხოლოდ 200-300 ადამიანის ქონებრივი დავის განხილვას თანხმდება. ბოლო პერიოდის მოვლენებმა აფხაზეთში ქონების გადანაწილების თემა ისევ აქტუალური გახადა.

„პირველი ჩვენებით“ „რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონებრივი უფლებების აღდგენის შესახებ“ კონცეფციაზე სოხუმის მარიონეტულმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა. კონცეფცია მიუთითებდა: საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ „კოორდინაცია უნდა გაუწიოს რუსეთის იმ მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების აღდგენის საკითხებს, რომლებმაც აფხაზეთი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დატოვეს“. შესაბამისად, რუსული მოთხოვნა სპეციალურად რუსეთის მოქალაქეებისთვის რესტიტუციის კანონის მიღებას ისახავს მიზნად. თუმცა საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს, სავარაუდოდ, მხოლოდ კონფლიქტამდე არსებულ ქონებაზე როდი აქვს პრეტენზია.

თემა აფხაზური ოპოზიციური გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ იქცა საყოველთაო განხილვის საგნად. გაზეთმა ნუჟნაიამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, არც მეტი, არც ნაკლები - „ანტისახელმწიფოებრივ და ანტიაფხაზურ“ ქმედებებში დაადანაშაულა. ამას დე ფაქტო პრემიერის, სერგეი შამბას კომენტარი და კონცეფციის განხილვაზე უარის თქმა მოჰყვა. თავდაპირველი განმარტება თამამი და თავხედურიც კი გახლდათ. შამბა აცხადებდა, რომ წინადადება „მაშინვე უარყო, ვინაიდან განხილვის ღირსადაც არ ცნო“.

ბუნებრივია, ამ თვალსაზრისს რუსული მედიის მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. პირველი განცხადებიდან სამი დღის თავზე, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შინაარსის „დაზუსტება“ მოუხდა. 23 აგვისტოს შამბამ განაცხადა, რომ სოხუმს საკითხის მოგვარების აუცილებლობა ესმის, თუმცა ამავდროულად იგი დეტალურ განხილვას საჭიროებს. აფხაზებს სურთ, თავიდან აირიდონ რუსული პასპორტების მქონე ეთნიკური ქართველების დაბრუნება.

0x01 graphic

სოხუმი

„ომის დროს ძალიან ბევრი სახლი განადგურდა. საკუთარი ჭერის გარეშე დარჩენილი ხალხი ცარიელ შენობებს შეეხიზნა. ახლა სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ. ჩვენ შევისწავლით საკითხებს ყოფილი მფლობელებისთვის ზოგიერთი დაკავებული საცხოვრებლის დაბრუნების თაობაზე. ცხადია, ამ საკითხების უცებ მოგვარება შეუძლებელია, რადგანაც რუსეთის მოქალაქეობა არა მხოლოდ რუსებს, არამედ ომში მონაწილე ბევრ ქართველ დევნილსაც აქვს. არსებობს ხალხი, რომელთათვის აფხაზეთის კარი დახურულია“ - ასეთი იყო სოხუმის რეჟიმის განმარტება. ერთი შეხედვით, ეს მიზნად მხოლოდ ქართული ეროვნების მოსახლეობის დისკრიმინაციას ისახავდა. (სხვათა შორის, თავის დროზე შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც გალის ქართული მოსახლეობისთვის აფხაზური მოქალაქეობის მიღების უფლებას შეეხებოდა. აფხაზეთში ამას შიდა დაპირისპირება და თვითმარქვია უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას გადადგომის შესახებ განცხადებაც კი მოჰყვა. მაშინ ბაღაფშმა ადგილობრივ პარლამენტს მიღებული კანონი გააუქმებინა).

თუმცა ამჯერად აფხაზური მხარის შეტყობინება რუსეთში არაერთგვაროვნად აღიქვეს. ერთკვირიან ვაჭრობას შედეგიც მოჰყვა - აფხაზეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია მზადაა ახალი რუსულ- აფხაზური კომისია შექმნას. ეს სტრუქტურა ქონებრივ დავებს „ინდივიდუალურად“ განიხილავს. გადაწყვეტილება აფხაზეთში თვითმარქვია უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. შამბას თქმით, შეკრებას რუსეთის ელჩიც ესწრებოდა. მარი ონეტული რეჟიმის პრემიერ-მინისტრი აზუსტებს, რომ „საკითხი 200-300 ადამიანს ეხება. მათ ომის ან შემდგომ პერიოდში დატოვეს აფხაზეთი და ახლა საკუთარი ქონების დაკანონებას ცდილობენ“. ამით რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის უპირატესი ინტერესი დადასტურდა. ცხადია, რომ აქ კონკრეტული პერსონების ქონებრივი ინტერესების დაცვა იგულისხმება.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ „დროებით უარყოფილი“ კონცეფციიდან არ ჩანს, კონკრეტულად რომელი ქონების დაბრუნებაზეა საუბარი. კონცეფციის პირველი მუხლი ეხება იმ ადამიანებს, ვინც „აფხაზეთი ქართულ- აფხაზური კონფლიქტის დროს დატოვა“. რუსულ მედიაში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი ინტერესების დაცვას მარიონეტული რეჟიმის არსებობის პერიოდში აღმოცენებული მესაკუთრეები სთხოვენ. საუბარია მათზე, ვინც აფხაზეთში ქონება 1993 წლის შემდეგ, საერთაშორისო კანონმდებლობის აშკარა დარღვევით, თუმცა რუსეთის პოლიტიკით „წახალისების“ პირობებში შეიძინა.

ოკუპირებული რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა. ტაბულა უკვე წერდა, რომ „2009 წლის მონაცემებით, რუსი ეროვნების მოქალაქეები უცხოელთა შორის აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზე არიან - მათმა წილმა უცხოელი მყიდველების საერთო რაოდენობიდან 85%25 შეადგინა“ (უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტო Gordon Rock-ისა და სეპარატისტული აფხაზეთის უძრავი ქონების ერთ- ერთი სააგენტოს ანგარიშის მონაცემები).

ახალი დეტალები ხსენებული ანგარიშიდან - რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში უმეტესწილად საცხოვრებელ კერძო სახლებს ყიდულობენ. კერძო სახლებზე მოთხოვნის მაჩვენებელმა 45%25 შეადგინა. მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნამ - 28%25; კომერციულ უძრავ ქონებაზე - 19%25. ამავე დროს, ბინების ყიდვის მსურველთა პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 9%25-ია. ზემოთ აღნიშნულ რუსეთის მოქალაქეთა თითქმის ნახევარი (47%25) აფხაზეთში საცხოვრებელ სახლს ზღვაზე დასვენებისათვის ყიდულობს. 15%25-ს აფხაზეთში კერძო საკუთრება ბიზნესის წარმოებისათვის სჭირდება. რუსეთის მოქალაქეთა 23%25 კი აფხაზურ უძრავ ქონებაში ფულს სამომავლო სარგებლის მიღების იმედით დებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ აფხაზეთში უძრავი ქონების მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეების 15%25 აცხადებს, რომ ისინი მზად არიან აფხაზეთში საცხოვრებლად სამუდამოდ გადავიდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 80 ათასი რუსულ რუბლამდე ღირებულების უძრავი ქონება აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეთა 46%25-ს აქვს. 1,5 მილიონ რუსულ რუბლამდე ღირებულების ქონება 35%25-მა შეიძინა. 3 მილიონი რუსული რუბლი აფხაზეთში არსებულ უძრავ ქონებაში რუსეთის მოქალაქეთა მეოთხედმა გადაიხადა, ხოლო 3 მილიონ რუსულ რუბლზე მეტი - 12%25- ს აქვს გადახდილი.

0x01 graphic

სახლი სოხუმში

თუ 2009 წლის სტატისტიკა მეტ-ნაკლებად ცნობილია, აღურიცხავია 1993-2008 წლებში შეძენილი ქონება, რის შესახებაც სხვადასხვა წყაროებში განსხვავებული „ინფორმაცია“ გვხვდება. მაგალითად, აგვისტოს ომამდე და რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებამდე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გამოაქვეყნა 31 ობიექტის სია. ამ შენობათა მეპატრონეები რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები და რამდენიმე კერძო პირი არიან. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ სოხუმში, გაგრასა და გუდაუთაში სამი ვილა შეიძინა, როსატომს ბიჭვინთაში ყოფილი ლიტფონდის სახლი იჯარით ჰქონდა აღებული. ამ ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, რუსეთის ყოფილმა პრემიერმა სერგეი კირიენკომ ორი ღვინის ქარხანა შეისყიდა. ლავრენტი ბერიას ყოფილი აგარაკის ყიდვას კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ალექსანდრ ტკაჩოვს უკავშირებენ. მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ინტერესებზე ყველასთვის ცნობილია.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური რეესტრი ახლაც არ არსებობს. შესაბამისად, საეჭვოა ბოლო წლების სტატისტიკაც. რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთის ქონების შეძენასთან დაკავშირებით საინტერესოა ერთი დეტალი: აფხაზეთში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ, რუსეთის მოქალაქეებს კი - არა. ამ წინააღმდეგობის გადალახვა კი შემდეგი მეთოდებით ხდება - უძრავი ქონება აფხაზეთის მოქალაქეზე ან იურიდიულ პირზე ფორმდება. თუმცა, ამ შემთხვევებში უძრავი ქონების დაკარგვის საფრთხე არსებობს. სწორედ ამ საშიშროებიდან გამომდინარე, რუსეთი „აფხაზეთის რესპუბლიკის“ აღიარების სამართლებრივი ბაზის შექმნას ლობირებს. ეს საკითხი აქტუალური 2010 წლის იანვარ-თებერვალში იყო. მაშინ აფხაზეთის ბიუჯეტისთვის რუსული თანხების გამოყოფის ბედი წყდებოდა. მოსკოვში ვიზიტისას თავად ბაღაფშმა განაცხადა, რომ “მზადდება კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენა რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ“. მიუხედავად შეპირებისა, დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს მსგავსი ცვლილება კანონმდებლობაში არ მიუღია. თუმცა აგვისტოში Newsweek-თან საუბრისას ბაღაფშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მან რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია.

პარალელურად კი რუსულ მედიაში გახშირდა ინფორმაცია აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი ინტერესების შელახვის შესახებ. მიმდინარე წლის ივნისში მოსკოვში სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე დაზარალებულების ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი, ევროსასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, პასუხისმგებელია იმ ყველაფერზე, რაც აფხაზეთში ხდება. სწორედ მოსკოვი უზრუნველყოფს აფხაზეთის ხელისუფლების არსებობას - ეხმარება როგორც პოლიტიკურ და სამხედრო, ასევე ეკონომიკურ სფეროში. სხვათა შორის, ევროსასამართლომ ანალოგიური პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს, როცა დნესტრისპირეთში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი განიხილა. მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანეს ჩრდილოეთ კვიპროსში მომხდარი დარღვევისას - ამჯერად პასუხისმგებელი თურქეთი აღმოჩნდა. ორივე შემთხვევაში საქმე სწორედ ქონების დაბრუნებას ეხებოდა.

რუსეთის გააქტიურება მსგავს დავებს უკავშირდება, რომელთა რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, 2000-მდე აღწევს. თუ კომპრომისულ გადაწყვეტილებას (200-300 ადამიანი) გავითვალისწინებთ, ცხადი ხდება, რომ პუტინის მმართველობისთვის უმჯობესია, საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში მოხვედრილ მესაკუთრეთა ინტერესი დაიცვას.

ფაქტია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ყოყმანი და ვაჭრობა ან მეტი სარგებლის მიღებას, ანაც უმცირესობაში აღმოჩენის რეალურ შიშს ეფუძნება. ეს მით უფრო მტკივნეულად აღიქმება აფხაზურ პოლიტიკურ ელიტაში. წლებია, ამ წრისთვის „ეთნოკრატია“ პოლიტიკური არსებობის ერთადერთი ფორმაა. აფხაზეთში, კომუნისტური რეჟიმის დროსაც და შემდეგაც, ეთნოკრატიული მმართველობა იყო დამყარებული. აფხაზური უმცირესობა ზღუდავდა უმრავლესობის უფლებებს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში უმეტესად დღესაც აფხაზი ეროვნების ადამიანები არიან. აფხაზებივე წარმოადგენენ ადგილობრივი პარლამენტის უმრავლესობას.

0x01 graphic

სოხუმის ცენტრალური მოედანი

შესაბამისად, დე ფაქტო ხელისუფლების შიშის საფუძვლად სწორედ დემოგრაფიული ვითარება იქცა. ზოგიერთი კვლევა აფხაზეთში აფხაზი ეროვნების ადამიანების შემცირების ტენდენციაზე მიგვითითებს.

2003 წლის აღწერის თანახმად, რომელიც სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაატარა და მათ სასარგებლოდაა გაყალბებული, მოსახლეობა 215 272-ს შეადგენდა. ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი აფხაზები (94,606, 44 პროცენტი), შემდეგ ქართველები (45,956, 21.3 პროცენტი) და სომხები (44,870, 20.8 პროცენტი) იყო. ამ მონაცემებითაც კი აფხაზი ეროვნების ადამიანები მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები გამოდიოდა. ომის შემდგომი, თუმცა არაოფიციალური სტატისტიკით, დღეს აფხაზეთში 167 ათასამდე მცხოვრებია. აქედან უმეტესობას სომეხი ეროვნების მოსახლეობა წარმოადგენს - 57 ათასი ადამიანი, მეორე ადგილზე 46 ათასამდე ქართველია; ჩამონათვალს კი 34 ათასი აფხაზი და 23 ათასი რუსი მოსახლე აგრძელებს. ამას ემატება აფხაზეთში განთავსებული ოკუპანტთა სამხედრო ძალები.

ბოლო მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, აფხაზები თანდათან იწყებენ გაცნობიერებას, რომ საქართველოსგან გამოყოფით და რუსეთის ინტერესის სფეროში გადასვლით სრული ასიმილირების საფრთხის წინაშე დადგნენ. რუსულ- აფხაზურ ქონებრივ ისტორიასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებას ცალსახა პოზიცია აქვს. თბილისს არასდროს არ სჯეროდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი შეძლებდა რუსეთის რეალურ სურვილებთან დაპირისპირებას. თბილისი არ ცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში წარმოებულ პრივატიზაციის პროცესს. ამ მოსაზრებაში ქართული მხარე არსებულ საერთაშორისო კანონმდებლობას ეყრდნობა. გარდა ამისა, საქართველოში მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი. თბილისი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს ცნობს კანონიერად.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2006-2007 წლებში საქართველოში საპრეზიდენტო პროექტი „ჩემი სახლი“ განხორციელდა, რომლის მეშვეობითაც დევნილ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა საკუთარი ქონების რეგისტრაცია მოეხდინა. კოსმოსიდან გადაიღეს შესაბამისი ფოტოები. ასე რომ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ქონების რეესტრი, შესაძლოა არასრული ფორმით, მაგრამ თბილისში მაინც არსებობს.

რა პერსპექტივა აქვს აფხაზეთში დევნილი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების დაცვას საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე?

ხშირ შემთხვევაში, საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებაში, პრეცედენტად მოჰყავთ რესტიტუციის გამოცდილება ბალკანეთში, კონკრეტულად კი ბოსნია-ჰერცოგოვინაში. ბოსნია-ჰერცოგოვინას, ხორვატიასა და იუგოსლავიის ფედერალურ რესპუბლიკას შორის 1995 წელს დადებული ჩარჩო ხელშეკრულება პირდაპირ ეხებოდა მრავალრიცხოვან კერძო პირს, რომლებმაც ქონება დაკარგეს კონფლიქტის შედეგად. პროცესი რეალურად 1999 წლიდან დაიძრა. ბოსნია-ჰერცოგოვინაში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავდა დაზარალებულების სარჩელებს საკუთრების რესტიტუციაზე ან - სამართლიან კომპენსაციაზე. გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც კომისიას შეეძლო მიეღო, იყო იმ ხელშეკრულებების გაუქმებაც, რომელიც ქონების მფლობელებს საომარი მოქმედებების დროს იძულებით დაადებინეს. პარალელურად, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით დაფუძნდა ფონდი, რომელსაც კომპენსირების პროცესის მხარდაჭერა უნდა განეხორციელებინა. სხვადასხვა მონაცემებით, 2 მილიონი დევნილიდან სახლები ჯერჯერობით მხოლოდ 250 ათასს არ დაუბრუნებია. ზოგიერთი მონაცემით, მათმა არცთუ მცირე ნაწილმა სახლების გასხვისება და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გადაწყვიტა. თუმცა ეს უკვე ამ ადამიანების თავისუფალი არჩევანი გახლდათ.

0x01 graphic

სოხუმის სანაპირო

ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რესტიტუციის შესახებ კანონი მიიღო ხორვატიამ. ეს კანონი 90-იანი წლების ომების შედეგად დაზარალებული ეთნიკური სერბების ქონებრივი ინტერესების დაცვას და საკუთარ სახლებში დაბრუნებას ითვალისწინებდა.

რესტიტუცია განხორციელდა ჩერნოგორიაშიც, სადაც სარეკლამო განცხადებებიდანაც კი ნათელი ხდება, რომ თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ სახლი იაფად. ამის პარალელურად არსებობს კანონი რესტიტუციის შესახებ, რომელიც ამ ბინის ადრინდელ მფლობელს იცავს და მისი გამოჩენის შემთხვევაში ახალ მესაკუთრეებს პრობლემებს შეუქმნის.

ცხადია, არის მაგალითები, როცა ქონებრივი უფლებების აღდგენა არ მომხდარა. მაგალითად, იმავე ბალკანეთზე, კოსოვოს შემთხვევაში, სერბებმა დაკარგული ქონების სანაცვლოდ კომპენსაცია ვერ მიიღეს.

ასევე ცნობილია ჩეხეთის პრეცედენტი, სადაც სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ რესტიტუცია განხორციელდა. თუმცა ეს პროცესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნიდან გასახლებულ სუდეტელ გერმანელებს არ შეეხო. ისინი დღემდე დავობენ საკუთარი ქონებრივი უფლებების თაობაზე.

თუმცა, ამ ორივე შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიებზე დადასტურებული გახლდათ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები, ქონების რესტიტუციაზე მოდავე პირთა ხელისუფლებები კი - გასამართლებული.

კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა მაგალითად ეთნიკური წმენდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სწორედ ქართული ეროვნების ადამიანების წინააღმდეგ იყო მიმართული. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონი/ სამხრეთ ოსეთიდან გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეზოლუციები გაერომ ბოლო ორი წლის მანძილზე ორჯერ უკვე მიიღო. მსგავსი დოკუმენტი ეუთოს, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც აქვთ მიღებული. ამ რეზოლუციებში ხაზგასმულია დევნილი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა.

ამჟამადაც - 2010 წლის აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ვიზიტით იმყოფებოდა ნიუ იორკში. მან აშშ-ში საქართველოს მიერ ინიცირებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის - “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/ სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ“ - თაობაზე გამართა შეხვედრები. საქართველო ცდილობს გაეროს წევრ სახელმწიფოებში მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდას.

შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე რესტიტუციის განხორციელება, მათ შორის ქართული ეროვნების მოსახლეობისთვის, საერთაშორისო პრაქტიკიდან და უკვე მიღწეული საერთაშორისო რეაგირებიდან გამომდინარეც, პერსპექტიულია. ცხადია, პრობლემა ვადებშია. მანამდე კი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისა და ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების ერთობლივი კომისიის მუშაობის შედეგები წარმოაჩენს, ვინ მოხვდება რჩეულთა 300-კაციან სიაში, რომელთა საკუთრების უფლებაც რუსეთს განსაკუთრებით უღირს

16 ბოშების ოჯახი უყურებს ტელევიზორს

▲back to top


ფოტოესე

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

17 სახელმძღვანელოები წარსულის მიდგომები დღევანდელ სისტემაში

▲back to top


სიმონ ჯანაშია|სვეტი

სასკოლო სახელმძღვანელოები საბჭოთა დროს სახელმწიფოს მიერ იქმნებოდა. მათი უმეტესობა რუსეთში იწერებოდა და ქართულად ითარგმნებოდა. ჩვენთან სახელმძღვანე ლოების წარმოება 90-იანი წლებიდან დაიწყო. წინა საუკუნის ბოლოდან საგანში არსებული თითო სახელმძღვანელო შეიცვალა ორი ალტერნატიული სახელმძღვანელოთი, რომლიდანაც სკოლა ერთს ირჩევდა. ჩამოყალიბდა გამომცემლობები, რომლებიც საქართველოს სკოლებისთვის სახელმძღვანელოებისგან ვითარებით, გამოცემით, ბეჭდვითა და გავრცელებით დაკავდა. განათლების სამინისტრო ანიჭებდა მათ გამოცემებს სახელმძღვანელოს სტატუსს (გრიფს). 2004 წლიდან სახელმწიფომ გააუქმა შეზღუდვა ალტერნატივების რაოდენობაზე. გრიფი ენიჭებოდა იმდენ სახელმძღვანელოს, რამდენსაც შეეძლო გრიფირების აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილება. სახელმწიფოს მიერ წინასწარ შერჩეული სიმრავლიდან სკოლები ირჩევდნენ მათთვის სასურველს სამი წლის ვადით. ამ ცვლილებიდან ხუთი წლის თავზე, 2009 წელს, სახელმწიფომ თავის ფუნქციად სახელმძღვანელოს მხოლოდ შეფასება დაიტოვა. სახელმწიფო ზღუდავდა მხოლოდ იმ წიგნებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას (მაგ. აღვივებს რელიგიურ ან ეთნიკურ შუღლს). სკოლებს გადაებარათ სახელმძღვანელოების წინასწარი და საბოლოო შერჩევაც. სახელმძღვანელოების გამოყენების ვადა 5 წლამდე გაიზარდა.

2010 წელს გრიფირების სისტემა ისევ შეიცვალა და 2004 წლის პრინციპებს დაუბრუნდა იმის გამოკლებით, რომ სახელმძღვანელოს სკოლაში მოქმედების ხუთწლიანი პერიოდი დარჩა. ჩაითვალა, რომ 2009 წელს შემოღებული გრიფირების სისტემა არ იყო ჩვენი გამომცემლობებისა და სკოლების მომზადების დონის ადეკვატური. შედარებით ლიბერალური სისტემით, სახელმწიფო მოხელეების რწმენით, საგამომცემლო ბაზარზე უხარისხო პროდუქცია გაჩნდებოდა, მასწავლებლები კი ვერ შეძლებდნენ უხარისხოსა და ხარისხიანის გარჩევას. ამ ლოგიკით, ლიბერალური მიდგომის საფუძველზე დაზარალდებოდნენ მოსწავლეები. ამ თვალსაზრისს აქვს იდეოლოგიური საფუძვლები, რომლებიც, ერთი მხრივ, სახელმძღვანელოს დანიშნულებისა და შესაძლო გავლენის მოძველებულ ხედვას, მეორე მხრივ კი, საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში სახელმწიფოს როლის არასწორ გაგებას ეყრდნობა. ამავდროულად ეს ხედვა არ ეყრდნობა რაიმე ობიექტურად არსებულ მონაცემებს ან საგანმანათლებლო ბაზრის, ან მასწავლებლების ცოდნის შესახებ. და ბოლოს, რაც ყველაზე პრობლემატურია, ეს მიდგომა წინააღმდეგობას უქმნის საგანმანათლებლო სისტემის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას.

სახელმძღვანელოების მიმართ აღწერილი დამოკიდებულება არის 21-ე საუკუნეში გადმოყოლილი წინა ორი საუკუნის განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპების ნიმუში. სახელმძღვანელოების ამგვარი გაგება საფრანგეთის რევოლუციის დროს შემუშავდა და რეალურად დარჩა ასეთად, სანამ ერთი მხრივ ფსიქოლოგიური მეცნიერება არ განვითარდა, მეორე მხრივ კი - ტექნოლოგიები. განათლებისა და განვითარების სფეროში მოღვაწე ფსიქოლოგებმა ათეულობით წლის წინ დაამტკიცეს, რომ მოსწავლეებისთვის ერთი რაიმე რეცეპტის მიხედვით სწავლება წარუმატებელია, რადგან ეს მათი გამოცდილების, წინასწარი ცოდნისა და ინტერესების გაუთვალისწინებლობას ნიშნავს. სახელმძღვანელოების მიხედვით (არ აგვერიოს „სახელმძღვანელოების გამოყენებით“ სწავლებაში) სწავლება სწორედ ამას უწყობს ხელს. დღევანდელი თანამედროვე განათლების სისტემები სულ უფრო შორდება მას. მას წავლებლების მომზადებისას თანამედროვე უნივერსიტეტები სულ უფრო მეტ დროს იმას უთმობენ, რომ მომავალ მასწავლებელს სახელმძღვანელოსგან დამოუკიდებლად სწავლება ასწავლონ.

სახელმძღვანელოს მნიშვნელობა მცირდება. ის გაცილებით უფრო მაღალი იყო იმ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეს (და მასწავლებელსაც) მცირე საშუალება ჰქონდა, რომ ინფორმაცია რაიმე სხვა წყაროდან მიეღო. მაშინ, როდესაც არსებობს ინტერნეტი, მოსწავლეების დიდი ნაწილი ინფორმაციის უმეტეს ნაწილს სწორედაც ელექტრონული საშუალებებით იღებს. დადასტურებულია, რომ იქ, სადაც ელექტრონული მასალები გამოიყენება ჩვეულებრივი ნაბეჭდი სახელმძღვანელოების ნაცვლად, მოსწავლეების სწავლისადმი მოტივაცია უფრო მაღალია. ასევე ცნობილია, რომ მოსწავლეები სულ უფრო და უფრო მეტად აყენებენ ეჭვქვეშ სახელმძღვანელოების შინაარსს. ამას ხელს უწყობს ის ალტერნატიული ინფორმაცია, რაც მათთვის არის ხელმისაწვდომი ინტერნეტის მეშვეობით. ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც ჩვეულებრივი, ისე სპეციალურად შექმნილი საგანმანათლებლო დანიშნულების საიტების საშუალებით. ამ საიტების გრიფირება არ ხდება და, შესაბამისად, სინამდვილეში მოსწავლეს დღეს სახელმწიფოს სანქციის გავლის გარეშე შექმნილ გაცილებით მეტ წყაროზე მიუწვდება ხელი, ვიდრე ეს, ვთქვათ, 10 წლის წინ იყო.

ასევე უფრო მეტი იყო სახელმძღვანელოების მნიშვნელობა იმ ვითარებაში, როდესაც რეალურად არ არსებობდა თანამედროვე ტიპის სასწავლო გეგმა. დღევანდელი სასწავლო გეგმა აზუსტებს იმას, თუ რა უნდა იცოდეს და შეეძლოს მოსწავლეს კლასის ან საფეხურის ბოლოს. მასწავლებელი ამ გეგმის პირობებში თვითონ არჩევს ოპტიმალურ გზებს იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ადრე უბრალოდ ეწერა თემები, თემებზე განკუთვნილი საათების რაოდენობა. ასეთ ვითარებაში მასწავლებელი მთლიანად დამოკიდებული იყო სახელმძღვანელოზე და პირნათლად მიჰყვებოდა მის სტრუქტურასა და შინაარსს.

ის, რომ მასწავლებლებს სახელმძღვანელოების შერჩევის უნარი აქვთ, ცხადია. ეს მით უმეტეს დაძლევადია, რადგან გადაწყვეტილება კოლექტიურად მიიღება - სახელმძღვანელოებს სკოლაში მასწავლებლების საგნობრივი კათედრები ირჩევენ. არჩევის უნარი ჩანს იმ სტატისტიკიდანაც, რაც გამოქვეყნებულია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საიტზე (www.ncac.ge). ამ მონაცემებით ჩანს, რომ არჩევანი სპონტანური არ არის. თუ მაგ. მე-5 კლასის სახელმძღვანელოების არჩევის სპეციფიკას დავაკვირდებით, სკოლების საშუალოდ 50%25 ირჩევს ერთ სახელმძღვანელოს. დანარჩენი სკოლები კი - სხვადასხვა დანარჩენ ალტერნატივებს შორის. ზოგ შემთხვევაში (მაგ. მათემატიკა, მე-5 კლასი), სახელმძღვანელოს სკოლების 80%25-ზე მეტი ირჩევს. ეს გვაჩვენებს იმას, რომ მასწავლებლებს საკუთარი პრეფერენციები აქვთ, ხოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე გარკვეული წესები მოქმედებს, რაც მარკეტინგს, სახელმძღვანელოებისა და გამომცემლობების ავტორიტეტსა და ხარისხს უკავშირდება.

თუ მასწავლებლებს არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დამოუკიდებლად აირჩიონ სახელმძღვანელოები, გვექნება ერთი მხრივ სიტუაცია, როდესაც სახელმწიფო პროდუქტის შემქმნელსა და მომხმარებელს შორის არის მოქცეული და ცდილობს მომხმარებლის ფუნქციები თავის თავზე აიღოს. მეორე მხრივ კი, მასწავლებლებს არ ვანდობთ იმ რესურსის შერჩევას, რომელიც დღითი დღე კარგავს საკუთარ მნიშვნელობას.

სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებლებისა და გამომცემლობების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება იმის ტოლფასია, რომ ადამიანს თევზის ჭერა კი არ ასწავლო, არამედ მის მაგივრად დაიჭირო თევზი და დაჭერილებს შორის არჩევანის უფლება მისცე. ასეთი დამოკიდებულება კი გამოიწვევს იმას, რომ მასწავლებლებს ძალიან გაუჭირდებათ დღეს მზარდი რაოდენობის, თავისუფლად ხელმისაწვდომი ელექტრონული რესურსების შერჩევა. ისინი მიჩვეული და დამოკიდებულები არიან სხვის მიერ წინასწარ შერჩეულის მიხედვით მოქმედებაზე. ამიტომ ჯობია, სახელმწიფო მასწავლებლებს დაეხმაროს გადაწყვეტილებების მიღების სწავლაში, მიაწოდოს მათ ინფორმაცია სახელმძღვანელოების შესახებ, დაეხმაროს მათ, რომ კრიტიკულად შეაფასონ სახელმძღვანელოები, იმისთვის, რომ გამომცემლობებმა გაიგონ თუ რა არის ხარისხის მოთხოვნები, ვიდრე მათ მაგივრად აკეთოს ნახევარი საქმე. ამ შემთხვევაში მასწავლებელი გახდება პასუხისმგებელი საკუთარ მოქმედებაზე, აარჩევს მასალას, რაც მის მოსწავლეებს გამოადგებათ, ხოლო გამომცემლობებიც მეტი პატივისცემით მოეპყრობიან საკუთარ მომხმარებლებს

18 სად მიიდრიკონ თავი დევნილებმა

▲back to top


საზოგადოება

0x01 graphic

აფხაზეთიდან დევნილი რამაზ არონია
ფოტო: REUTERS ©

31 აგვისტოს დევნილთა სამინისტროსთან რამდენიმეკვირიანი შიმშილობის აქცია დასრულდა. თექვსმეტი მოშიმშილე მათთვის საცხოვრებელი ფართების თბილისის ტერიტორიაზე გადაცემას ითხოვდა. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი რეგიონებში თავის გატანას ვერ მოახერხებდნენ. საბოლოოდ, ეს ადამიანები ფოთში დასახლებას დათანხმდნენ.

ივლის-აგვისტოში ასობით დევნილს რამდენიმე კოლექტიური ცენტრი დაატოვებინეს. ეს პროცესი დევნილების ნაწილის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ისინი საცხოვრებლებიდან იძულებით გამოსახლებაზე ჩიოდნენ და თბილისის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. აქაც იგივე არგუმენტი იყო - რეგიონებში თავის რჩენის მწირი შესაძლებლობა.

როგორც დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, დევნილები არავის გამოუსახლებია. ისინი დროებით თავშესაფრებში იმყოფებოდნენ და არა კერძო საკუთრებაში. რაც შეეხება მათი განსახლების პროცესს, იგი 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდგომ, ეტაპობრივად მიმდინარეობს. თავდაპირველად 400-ზე მეტი ობიექტი იყო დაკავებული. ჯერ პირველადი საჭიროების ობიექტები გამოათავისუფლეს, მაგალითად, სკოლები. ივლის- აგვისტოს მოვლენები კი ამ პროცესის ნაწილია.

სამინისტროს ინფორმაციით, დევნილებს სთავაზობდნენ ან ფულად, 10 000-დოლარიან კომპენსაციას, ან საცხოვრებელ ფართებს რეგიონებში. ნელ-ნელა ისინი წეროვანში, გორში, რუსთავში, ხობში, ფოთში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, აბაშაში და სხვა ადგილებში დაბინავდნენ. ეს საცხოვრებლები მათ კერძო საკუთრებაში გადავიდა. ნაწილმა ფულადი კომპენსაცია აიღო. როგორც სამინისტროში ამბობენ, უმეტესობამ კომპენსაციას კერძო საკუთრება არჩია. მინისტრი კობა სუბელიანი ამბობს, რომ ამჟამად ფართებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კომპენსაცია არჩიეს) დაკმაყოფილების ეტაპი დასრულებულია. ქუჩაში არავინ დარჩენილა. დევნილები კვლავ მიიღებენ დახმარებას. იყვნენ ადამიანები, რომელთაც უკვე აღებული ჰქონდათ კომპენსაცია. მათ სახლებიც გააჩნდათ, მაგრამ საცხოვრებელი ცენტრების დატოვება მაინც არ სურდათ.

ივლის-აგვისტოს მოვლენებს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დევნილები სათანადოდ არ იყვნენ ინფორმირებული მათი ალტერნატიული საცხოვრებლების შესახებ. შესაბამისად, არჩევანსაც ვერ აკეთებდნენ. ასევე საუბარია შემჭიდროებულ ვადებზე. „დევნილებს, როგორც წესი, გამოსახლების შესახებ 5 დღით ადრე აფრთხილებდნენ“ - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა ფოცხო-ეწერში (ერთ-ერთი ადგილი, სადაც დევნილებს საცხოვრებლებს გადასცემენ) მონიტორინგი ჩაატარა. შემოწმებამ გამოავლინა, რომ საცხოვრებელი ფართები რეაბილიტირებულია. თუმცა, ჩასახლებულ დევნილებს არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, დაზიანებული იყო იატაკი, არ ჰქონდათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.

განცხადება გამოაქვეყნდა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარიატმაც. მათ პროცესის გაუმჭვირვალობა აღნიშნეს.

სამინისტროში ამბობენ, რომ დევნილები კარგად იყვნენ გაცნობიერებულნი იმ ყველაფრის შესახებ, რაც მოხდა. საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირება კი შეუძლებელია, თუ თავად არ დაინტერესდა.

მინისტრი სუბელიანი სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებზეც საუბრობს. მისი თქმით, ფოცხო-ეწერს ელექტროენერგია ავარიის გამო არ მიეწოდებოდა. პრობლემის მოგვარებას რამდენიმე დღე დასჭირდა. გაზი კი მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ არის. რაც შეეხება ნივთებსა და ავეჯს, ისინი დევნილებს მათ გადაზიდვაში დაეხმარებიან. თუმცა, ახლით ვერ უზრუნველყოფენ. ვრცელი და კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა დევნილების თემაზე Amnesty International-მაც. ანგარიშში საუბარია დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, დასაქმების და ხელმისაწვდომიჯანდაცვის აუცილებლობაზე. სამწუხაროდ, ანგარიში ნაკლებ ყურადღებას უთმობს დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლებას

19 ტაბულა რაზადან პალიმფსესტამდე

▲back to top


ვახო ელერდაშვილი|სვეტი

0x01 graphic

ტაბულას მე-17 ნომერში ვკითხულობთ: „ცივილიზებულ მსოფლიოსა და ჩვენ შორის შუამავლები იყვნენ ბერძნები, სპარსელები, არაბები, თურქები და რუსები, რომლებიც დროდადრო ახალი ცოდნითა და ახალი სიტყვებით გვამარაგებდნენ“. ციტატის ავტორს, ლექსო მაჭავარიანს ეს ფრაზა ილიას იდენტიფიკაციის შესახებ აზრის გასავითარებლად დასჭირდა, თუმცა ვფიქრობ, მაგალითებიც რომ მოეყვანა, არ იქნებოდა ურიგო. ამ დანაკლისის ამოვსებას მე ჩემს სვეტში (ან მომავალ სვეტებში) შევეცდები.

ერთხელ ჰომო დენტისტიკუსებს, ანუ სტომატოლოგებს შორის ერთ „სწავლულ“ დიალოგს შევესწარი. პირველი მათგანი უმტკიცებდა მეორეს, „ემალი“ რუსული სიტყვაა და ქართულად „მინანქარი“ ჰქვიაო. კამათში ისე გაერთნენ, რომ კინაღამ ბურღი ჩამატოვეს პირის ღრუში, თუმცა მე ამ მდგომარეობაში კამათში ჩარევა ვერ შევძელი და გატრუნული და პირდაპირი მნიშვნელობით პირდაფჩენილი ვუსმენდი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. კამათი დასრულდა და მე შინისაკენ გავეშურე. გზაში კი იმაზე ვფიქრობდი, რომ ასეთი “სწავლული“ დიალოგები ყოველთვის იმ ტექნოლოგიების გარშემო იბადება, რომელთა შემქმნელები ქართველები არასოდეს ყოფილან, შესაბამისად, მათი აღმნიშვნელი საკუთარი სიტყვები როგორღა უნდა გვქონდეს?!

„მინა“ (ءانيم) არაბულად მინანქარს/ ემალს ჰქვია, რომელიც სპარსულში ამავე ჟღერადობით შევიდა და იქვე დაემატა საქმის აღმნიშვნელი ბოლოკიდურა „ქარ“ (راك) და საბოლოო სახით „მინაქარ“ (راكانيم) სპარსულში მინანქრის სპეციალისტის მოსახსენიებელ სიტყვად იქცა, „მინაქარი“ (يراكانيم) კი - ამ სპეციალისტის შრომის შედეგად. როგორც ჩანს, ჩვენთან „ნ“ შუაში კეთილხმოვნების გამო ჩაემატა და საბოლოოდ “ჭეშმარიტად“ ქართული სიტყვა „მინანქარი“ მივიღეთ. რაც შეეხება სიტყვას „эмаль“, რომელიც ფრანგულად გამოიყურება როგორც йmail (ელექტრონულ ფოსტაში არ აგერიოთ), ის ჯერ ფრანგულის გზით მოხვდა რუსულში და შემდეგ ჩვენი რუსეთუმე წინაპრების წყალობით გაქართულდა კიდეც. შესაბამისად, ძნელი სათქმელია რომელი სიტყვა უფრო „ქართულია“ - ემალი თუ მინანქარი!

მე-19 საუკუნეში იყო მცდელობა, რომ არაბული „მურაბა“ ფრანგული „კონფიტიურ“-ით ჩანაცვლებულიყო. დღემდე მიმდინარეობს სპარსული „პერანგისა“ და რუსული „საროჩკის“ ხელჩართული ბრძოლა. რუსულმა „სტოლ“-მა არაბულ „მაგიდა“-სთან პირწმინდად წააგო და ინგლისურ „ვენთ“-სა და ქართულ „მოვლენას“ შორის მატჩში „ივენთი“ მცირე ანგარიშით იმარჯვებს. ასევე შეეჭიდნენ ერთმანეთს ქართული „წვეულება“ და ინგლისური „ფართი“ და ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი ბრძოლა მიმდინარეობს ჩვენს დროში, რამდენი ასეთი ბრძოლა გაიმართა და რამდენი „დამარცხებული“ სიტყვა მიეცა დავიწყებას.

სულხან-საბას „სიტყვის კონა“ სწორედ ის ადგილია, სადაც დაინტერესებულ ადამიანს ამ „დამარცხებული“ და გამქრალი სიტყვების მოძებნა შეუძლია. ასე მაგალითად, სულხან- საბა ბრძანებს „არაყი“ ოფლია არაბულად და ქართულად „იყი“ ჰქვიაო. „ბატი“ სომხური სიტყვაა და „ღერღეტი“ დაუძახეთო. „გიშერ“-იც სომხურია (ღამეს ნიშნავს) და ქართულად „სათი“ ეწოდებაო და ა.შ. მაგალითები იმაზე მეტია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუმცა ამ ძველი და თანამედროვეობისათვის არაფრისმაქნისი სიტყვების გახსენება ხანდახან სასარგებლოა თუნდაც იმიტომ, რომ „ზექართულ“ სიტყვებში შეყვარებულ ადამიანებს შევახსენოთ ან გავაგებინოთ, რომ ის სიტყვები, რომლებსაც ისინი ასე თავგანწირვით იცავენ, არაფრით აღემატებიან თანამედროვე ბარბარიზმებს.

ჩვენად წოდებული ქართული ენა პალიმფსესტს მაგონებს, რომელიც ორას-ორასი (ან უფრო მეტი) წლით ჰქონდათ მფლობელობაში ლექსო მაჭავარიანის მიერ ჩამოთვლილ ერებს: ბერძნებს, სპარსელებს, არაბებს, თურქებს, რუსებს... ახლა ამერიკელთა ჯერია და ყოველი „დამპყრობი“, თუ ცივილიზაციასთან ჩვენი დამაკავშირებელი მედიუმი ერი სიტყვების ახალი კომპლექტით „ამდიდრებდა“ მას და საბოლოოდ, ქართული ენის სახით პირველყოფილი ტაბულა რაზადან მრავალშრიანი პალიმფსესტი მივიღეთ.

P.S. ზემოთ აღწერილი „სწავლული“ დიალოგები კი, ჩემი აზრით, ამ პალიმფსესტის უნაყოფო ფხეკაა და მეტი არაფერი.

20 ბაგრატის ტაძარი საფრთხეშია

▲back to top


პრეზიდენტი პატრიარქს ტაძრის აღდგენას დაჰპირდა - კედლების, გუმბათის, ყველაფრის. რეკონსტრუქცია აშკარად მიმდინარეობს.ასეთი ჟესტი მომგებიანია იმ ქვეყანაში,სადაც წარსულის და აწმყოს დიდების ჰიპერტროფირებული გამოხატულება უფრო მოსწონთ, ვიდრე მოკრძალებული ნანგრევები; მაგრამ ეს, შესაძლოა, იყოს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მქონე
რეჟიმისა, რომლის წინაშეც UNESCO ოდესმე დამდგარა“.

ურნალ Economist-ის ონლაინ გამოცემა. 26 აგვისტო, 2010 წელი

0x01 graphic

ერთი თვის წინ, ბრაზილიაში გამართულმა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიამ, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად, საფრთხის წინაშე მდგომ მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების სიაში შეიტანა. იუნესკოს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „კომიტეტმა გამოთქვა ღრმა შეშფოთება იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ამ ისტორიულ ძეგლზე რეკონსტრუქციის დიდი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. კომიტეტს მიაჩნია, რომ ეს პროექტი შელახავს ისტორიული ძეგლის მთლიანობასა და თვითმყოფადობას და იგი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს“.

0x01 graphic

ფოტოები მოგვაწოდა ძეგლთა დაცვის სააგენტომ

ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს გელათის მონასტერთან ერთად შევიდა და იუნესკომ შუა საუკუნეების არქიტექტურის მწვერვალად აღიარა.

0x01 graphic

0x01 graphic

გასულ წელს ძეგლს ბევრი რამ გადახდა თავს. ჯერ კიდევ ზაფხულში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის გეგმა დაამტკიცა და სამუშაოების დაწყებამაც არ დააყოვნა. რეაბილიტაციის გეგმა ნაგებობის სრულად აღდგენას ითვალისწინებს.

პროფესიულ წრეში განხილული და დამტკიცებული პროექტი ფართო საზოგადოებრივი განსჯის საგანი არ გამხდარა. ბაგრატს, ეროვნულთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსიც აქვს, რაც საქართველოს მისი დაცვისა და შენარჩუნების პასუხისმგებლობას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აკისრებს.

„მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი... ითხოვს წევრი სახელმწიფოს მიერ დადასტურებას, რომ ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ დაიწყება მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ საქართველოს მხარისაგან მიწოდებული პროექტის სრული და დეტალური დოკუმენტაციის განხილვამდე“ - ნათქვამია იუნესკოს მიერ 2008 წელს სევილიაში მიღებულ გადაწყვეტილებაში.

დიპლომატიური ტონით არაერთგზის გამოთქმული ამ შინაარსის მოწოდებები, ქაღალდზე დარჩა და იუნესკოსთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები გაჩაღდა.

იუნესკოს 2004 წლის ანგარიში იუწყებოდა, რომ ნებისმიერი სარეკონსტრუქციო პროექტისას აუცილებელია ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულებისა და მისი თვითმყოფადობის გათვალისწინება. ამის გამო, საერთაშორისო ექსპერტები ყველაზე მისაღებ გზად ძეგლის ნანგრევის ფორმით შენარჩუნებას სახავდნენ. ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სწორედ ამგვარად შევიდა. იუნესკოს მიერ მისი ავთენტურობის საკითხი კი იმხანად ეჭვგარეშედ მიიჩნიეს.

ადგილობრივი სპეციალისტების მცირე ნაწილისგან სამუშაოებს დაგვიანებული, თუმცა საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კამპანია, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკის მეშვეობით დაიწყო, ფართოდ გაშუქდა და შესაბამისად საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო. ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ისტორიკოსები, მსახიობები, მწერლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ბაგრატის შესახებ საუბრობდა. ამ ვნებათაღელვას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა:

„ამ საკითხზე აზრს საერთოდ არ შევიცვლი. ბაგრატი უნდა აღდგეს, ბოლომდე დამშვენდეს და მთელი თავისი ბრწყინვალებით ისევ წარმოუდგეს საქართველოს“, - განაცხადა მან გელათის აკადემიის აღდგენილი შენობის გახსნის ცერემონიაზე 2009 წელს.

მასშტაბური რეზონანსის გამო საქართველოს საპატრიარქო ბაგრატზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების ინიციატივით გამოვიდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო - „რადგან მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჩვენი პოზიცია ასეთია: დროებით შეჩერდეს ყოველგვარი სამუშაოები, შეიქმნას როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომელშიც უნდა შევიდეს დღევანდელი სახით სამშენებლო საქმიანობის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებიც“.

ბაგრატზე სამუშაოები კი შეაჩერეს, მაგრამ დროებით. 2010 წლის 17 ივნისს რეკონსტრუქცია ისევ განახლდა. ხელისუფლება ძეგლს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ აღიქვამს. მის აღდგენას კი მხარს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია უჭერს. ქვეყანა იუნესკოსთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობისთვისაც მზადაა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ, მედიასთან საუბარში განმარტა - „ეს ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების კატეგორიას განეკუთვნება. პრობლემა, რომელიც ამ ძეგლს ყოველთვის ჰქონდა (გამოქარვა, წყალი, თოვლი, წვიმა), მოუგვარებელია და საჭიროა იუნესკოსთან თანამშრომლობით, ამ რესტავრაციის ბოლომდე მიყვანა. ყველაზე საშიში მისი არსებულ მდგომარეობაში დატოვებაა“.

დატოვებაც არის და დატოვებაც… მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ძეგლები დედამიწის ყველა კონტინენტზე გვხვდება. ბევრი მათგანი ნანგრევის სახითაა წარმოდგენილი ან ძლიერაა დაზიანებული: მათ შორისაა ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული პომპეი, ნანგრევებად ქცეული კოლიზეუმი, გადახრილი პიზის კოშკი და ა.შ. მრავალი ამგვარი ძეგლის გახსენება შეიძლება, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით დამთვალიერებლის აღფრთოვანებას იწვევს. მაგალითად, გიზის დიდი პირამიდის ერთგული მცველი სფინქსი თავის დროზე, თურმე, ბათქაშითა და კაშკაშა მოხაზულობებით ყოფილა დაფარული. ნაპოლეონის არმიამ დიდებულ სფინქსს ცხვირი ჩამოუნგრია. თუმცა, სფინქსისთვის ცხვირის მიწებება ჯერ არავის მოსვლია თავში.

21 საქართველოს მთის დაცარიელება - რატომ არის ეს ცუდი

▲back to top


დათო ბატაშვილი|სვეტი

0x01 graphic

ამ აგვისტოს სვანეთში ვიმოგზაურე. იქ ბევრი რამ არის კარგი და საინტერესო, ბუნებისა და ისტორიული ძეგლების ჩათვლით. მაგრამ ყველაზე მეტად მომეწონა ის, რომ სვანეთი არის დასახლებული რეგიონი, სადაც ბევრი ადგილობრივი ბავშვი და ახალგაზრდა ცხოვრობს და სადაც ამჟამად ძალიან აქტიურად ვითარდება ტურისტული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ეს ცოცხალი რეგიონია.

საქართველოს ჩრდილოეთში მდებარე სხვა მთიან რეგიონებში განსხვავებული ვითარებაა. ეს განსაკუთრებით ხევსურეთს და თუშეთს ეხება. ზამთარში ამ ორ რეგიონში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი რჩება. თუკი არსებული ტენდენცია არ შეიცვლება, ამ რეგიონების სრული დაცლა მოსახლეობისგან უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. საქართველოს მთის რეგიონების მოსახლეობისგან დაცლაში გადამწყვეტი როლი ბოლშევიკურმა რეჟიმმა ითამაშა. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში ხევსურეთში დაახლოებით 6 500 ადამიანი ცხოვრობდა.

0x01 graphic

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

ბოლშევიკების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად, 1950-იანი წლებისთვის ხევსურეთის დემოგრაფიული ბაზა ხელოვნურად განადგურდა ჯერ რეპრესიების, შემდეგ კი იძულებითი გადასახლების მეშვეობით. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გადა სახლებულთა ნაწილი დაბრუნდა მთაში, მაგრამ ამჟამად ხევსურეთი კვლავ იცლე ბა. ამ პროცესს კონკრეტული მიზეზები აქვს. ასეთ მიზეზთა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია ის გარემოება, რომ პირიქითა ხევსურეთში არ არსებობს არავითარი სატელეფონო კავშირი, მათ შორის - არც მობილური. ეს უამრავ პრაქტიკულ პრობლემას ქმნის - მაგალითად, ზამთარში სერიოზული დაავადების შემთხვევაში ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის ძალზედ რთულია სამედიცინო დახმარების მიღება, რადგან სამანქანო გზა ზამთარში იკეტება, ადგილზე სამედიცინო და წესებულება არ არსებობს, ხოლო ვინმეს შეტყობინება პრობლემის შესახებ შეუძლებელია, მობილური კავშირის არარსებობის გამო. ამ ტიპის პრაქტიკული პრობლემები ხევსურეთის და თუშეთის მოსახლეობას მრავლად აქვს.

ხევსურეთის და თუშეთის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მათი მოსახლეობისგან დაცლა ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ეს რეგიონები მოიცავენ უღელტეხილებს კავკასიონის მთავარ ქედზე, მათ შორის ორ უღელტეხილს, რომლებზეც სამანქანო გზები გადის. ამას ემატება ისიც, რომ ხევსურეთის ნაწილი და თუშეთი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობენ. ფიზიკური გეოგრაფიის თვალსაზრისით ისინი ჩრდილოეთ კავკასიას ეკუთვნიან. ამასთან ერთად, ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან საქართველოში გადასასვლელები მხოლოდ ამ ორ რეგიონზე გადის, ძირითადად კი ხევსურეთზე. თუ კი გავითვალისწინებთ ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ დაძაბულ ვითარებას, ძალიან მნიშვნელოვანია საიმედო კონტროლი ამ რეგიონთან მიმდებარე საქართველოს საზღვრის მონაკვეთებზე. მოსახლეობისგან დაცლილ რეგიონებში სახელმწიფო უწყებების, მათ შორის მესაზღვრეების მუშაობა უაღრესად გართულებული იქნება.

0x01 graphic

სვანეთი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

უფრო ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების საიმედოდ უზრუნველსაყოფად აუცილებელია კონტროლი საქართველოს ფარგლებში შემავალ კავკასიონის მთავარი ქედის უღელტეხილებზე. ხევსურეთის და თუშეთის სრული დაცარიელება ასეთ კონტროლს გაართულებს. შესაძლოა, დღეს ეს ვინმეს არააქტუალურად მოეჩვენოს იმ ორი დიდი „ხვრელის“ გამო, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე არსებობს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის სახით, მაგრამ ადრე თუ გვიან ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება და ეს „ხვრელები“ ჩაიკეტება. ჩრდილოეთ კავკასია კი ძალიან დიდი ხნის მანძილზე დარჩება არასტაბილურ და სახიფათო რეგიონად - იმის მიუხედავად, იქნება თუ არა იგი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, კონტროლი ხევსურეთის და თუშეთის მთიან გადასასვლელებზე საქართველოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. ამ რეგიონების სრული დაცარიელების შემთხვევაში, მომავალში იქ ადამიანთა დასახლების ნულიდან დაწყება რთული იქნება. საჭიროა დაცარიელების პროცესის შეჩერება დღესვე.

ხევსურეთი და თუშეთი იმ გამონაკლისი შემთხვევის მაგალითებია, როდესაც ნაკლებად მნიშვნელოვანია, რამდენად ეკონომიკურად თვითმყოფადნი არიან ან შეიძლება იყვნენ ეს რეგიონები. მნიშვნელოვანია მათი გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

დასახლებული ტერიტორიის ფართობის და მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, ხევსურეთი და თუშეთი სვანეთზე შეუდარებლად უფრო პატარა რეგიონებია. მათი განვითარება შედარებით მცირე ფინანსური რესურსების ინვესტირებას მოითხოვს.

სვანეთში არსებული პოზიტიური სოციალურ- ეკონომიკური ვითარება და იქ მიმდინარე დინამიკური განვითარება დადებით მაგალითს წარმოადგენს. სვანეთის პოზიტიური გამოცდილება უნდა იქნას გათვალისწინებული სხვა მთის რეგიონებთან მიმართებაშიც.

0x01 graphic

ხევსურეთი, სოფელი როშკა

22 საზოგადოება - ამბები

▲back to top


საზოგადოება

მაღაროელები

ჩილელმა მაღაროელებმა მიწის ქვეშ ყოფნის რეკორდი მოხსნეს, რომელიც მათმა ჩინელმა კოლეგებმა დაამყარეს შარშან. ჩინელებმა მოახერხეს წყლით სავსე მაღაროში 25-დღიანი ტყვეობის მერე, იქიდან ცოცხლად გამოსვლა. ჩილეში, ოქროს საბადოში, რომელიც 5 აგვისტოს ჩაინგრა, 33 კაცია გამოკეტილი. მათ მხოლოდ მე-17 დღეს მოახერხეს გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარება, როდესაც მაშველებმა სამი წვრილი ჭაბურღილი გახვრიტეს. ამ ჭაბურღილით აწვდიან მათ სასმელ-საჭმელს და ამყარებენ კომუნიკაციას. მაღაროელები თავს კარგად გრძნობენ, რასაც მათ მიერ გამოგზავნილი ვიდეოც ადასტურებს. ისინი მოთმინებით ელოდებიან სამაშველო სამუშაოების დასრულებას, რომელსაც წინასწარი ვარაუდით ოთხ თვემდე დასჭირდება.

0x01 graphic

კარლა ბრუნის მეძავი უწოდეს

0x01 graphic

ირანული ყოველდღიური გამოცემა კაიჰანი გამოეხმაურა ფრანგი „სელებრითების“ წარმოებულ საპროტესტო კამპანიას და მის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს, კარლა ბრუნის „მეძავი“ უწოდა. კამპანია ფრანგი აქტივისტის და ფილოსოფოსის, ბერნარდ-ანრი ლევის წამოწყებულია. იგი მიმართულია ირანის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც მეუღლის ღალატში ბრალდებულ საკინე მოჰამადი აშტიანის ჩაქოლვით სიკვდილი მიუსაჯა. გამოცემის თქმით, კარლა ბრუნი, ისევე როგორც კამპანიის მეორე მონაწილე იზაბელ აჯანი, ამ პროტესტით ცდილობს საკუთარი წარსულის დამალვას და თავადაც სიკვდილს იმსახურებს. გაზეთი ძირითადად სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პოზიციას გამოხატავს. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ეს განცხადება სანქცირებული არ ყოფილა და ირანის ხელისუფლების პოზიციას არ ემთხვევა.

ბეჯითი ნარკომანი

ციმბირელმა 35 წლის უმუშევარმა, რომელიც ყოფილი რკინიგზელია, რკინიგზის 1500-კილომეტრიანი მონაკვეთი გამოიყვანა მწყობრიდან იგი ორი კვირა ბეჯითად მუშაობდადა ამ დროის განმავლობაში მოახერხა 9 ათასი ცალი სამაგრი მოეპარა, რომლითაც რელსები იყო დამაგრებული. იგი მეტალის სამაგრებს ჯართში აბარებდა და აღებული ფულით ნარკოტიკულ ნივთიერებებს ყიდულობდა. „გასაოცარია მისი მუშაობის ტემპი“, აცხადებენ სამართალდამცველები. გულმოდგინე ნარკომანის „ნამუშევრის“ შეკეთებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

0x01 graphic

23 დაფა

▲back to top


ზაზა ბურჭულაძე|სვეტი

0x01 graphic

როგორც ბევრი თბილისელი, წელს მეც გახლდით ბათუმში. მეც ვნახე, რომ ქალაქი მართლაც დღითი დღე უმჯობესდება. მაგრამ ამ სვეტში სულ სხვა რამეზე მინდა მოგახსენოთ. კერძოდ - მემორიალურ დაფებზე.

სულ არ გავამახვილებდი ამაზე ყურადღებას, რომ არა ერთი დეტალი. ბათუმის სამშობიარო სახლის წინ შემთხვევით საცხოვრებელი კორპუსი აღმოვაჩინე, ფასადზე მემორიალური დაფით, სადაც ვკითხულობთ: „ამ ადგილზე არსებულ სახში (აქ „სახში“ ჟურნალის კორექტურა არ გეგონოთ) 1907-1908 წლებში ცხოვრობდა ქართული ლიტერატურის კლასიკოსი დავით კლდიაშვილი“.

მაშინ დავფიქრდი იმაზე, რომ თბილისში ძნელად თუ მოიძებნება შენობა, რომელზეც მემორიალური დაფა არაა მიმაგრებული, იმის მითითებით, რომ ამა და ამ წლებში აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამოჩენილი სახელმწიფო და საზ გადო მოღვაწე, სპორტის ოსტატი, სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, და ა.შ. ერთი შეხედვით, თითქოს როგორი გულისამაჩუყებელი და სასიამოვნო ფაქტია, რომ ვიღაცას ამაგი არ დაუკარგეს და მისი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები საქვეყნოდ გამოფინეს. თუმცა, მეორე შეხედვით, ეს ერთგვარი მატრაკვეცობაა, მგონი. ყოველ შემთხვევაში, ამდენი სასახელო მამულიშვილის არსებობა ცოტა საეჭვოდ მეჩვენება.

მემორიალურ დაფებზე ხომ მათი სახელები იწერება, ვინც წვლილი შეიტანა ქვეყნის ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა დაიკიდოს დაფები, სადაც ეწერება, რომ აქა და აქ ამა და ამ წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი ნარკოდილერი, სტაჟიანი ბოზი, ცნობილი განაბი, და ა.შ. მით უფრო, რომ ამათაც არა ნაკლები წვლილი შეაქვთ ქვეყნის ცხოვრებაში, როგორც ქორეოგრაფებს, სპორტსმენებს, დირიჟორებს, და ა.შ. ეს ისე, ხუმრობით.

ხუმრობის გარეშე კი ვფიქრობ, რომ მემორიალურ დაფებზე მათი სახელები უნდა იწერებოდეს, ვინც ქვეყნის ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა და არა, მიაქციეთ ყურადღება, რაღაც წვლილი. თორემ, საკითხავია, რა დააშავეს, მაგალითად, ტაქსისტებმა, ლიფტიორებმა, მეეზოვეებმა, მუშებმა, და ა.შ. იქნებ, ვინ მე თვლის, რომ ეს უფრო დაბალი ღირსების პროფესიებია? ცალკე საუბრის თემაა თბილისელობა. შეამჩნევდით ალბათ, არი ან ადამიანები, რომლებიც ხშირად ხაზს უსვამენ თავიანთ ქალაქურ წარმომავლობას, თვლიან რა თბილისელობას პროფესიად. პრინციპში, ისინი მარტო ამის გამოც კი იმსახურებენ დაფას. რომ არაფერი ვთქვათ „ქუჩის აკადემიკოსებზე“. ზოგიერთის აზრით, „ქუჩის აკადემია“ ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტი ჟული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ყველა კაცურ კაცს უნდა ქონდეს დამთავრებული.

თუმცა დავუბრუნდეთ დაფებს. ზოგს პირდაპირ შუბლზე აწერია, რომ მას ცხოვრებაშივე განაღდებული აქვს მემორიალური დაფა. თქვენი არ ვიცი, მე კი შემიძლია შევხედო ბევრ ქართველს და ვთქვა, დაკიდებენ თუ არა ოდესმე მისი სახლის ფასადზე დაფას. კიდევ მეტი, ზოგი ერთი თვითონვეა მოსიარულე მემორიალური დაფა. ცხადია, სხვა რანგის მოღვაწეებიც არიან. ისინი, ვინც დაფებზე მაღლა დგანან. ესენი პირდაპირ საპანთეონე მასალაა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ დარწმუნებულნი არიან, რომ უთუოდ, ყოველ მიზეზს გარეშე იმსახურებენ პანთეონს. როგორც წესი, ასეთები ბევრს არ ითხოვენ - მხოლოდ უკვდავებას. წარმოგიდგენიათ, რამდენი ქართველი ოცნებობს პანთეონში დაკრძალვაზე? ან რამდენი იბოღმება გულის სიღრმეში, როცა ვინმეს კრძალა ვენ იქ? მათი ბოღმა ადვილი გასაგებია, ყოველი ახალი მკვდარი ხომ კიდევ უფრო ავიწროებს პანთეონში მიწის ფართს, რომელიც ისედაც ცოტაა. წარმოგიდგენიათ, რამდენი ქართველი პოეტი ფიქრობს: „თუ პანთეონის ცვრიან ბალახში არ დავიმარხე, რაა მამუ ლი?“ თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა. პირადად მე, ძალიან ცოტა ვინმე თუ მეგულება, ვინც უარს იტყოდა, მისი სახლის ფასადზე დღესვე ანუ ცხოვრებაშივე და ფის დაკიდებაზე წარწერით: „აქ ცხოვრობს და მოღვაწეობს გამოჩენილი ქართველი...“ და ა.შ.

და ბოლოს, მგონი, თავშეკავება არ გვაწყენდა. ვფიქრობ, რაც მალე შევეშვებით პანთეონებზე და დაფებზე ოცნებას, მით უკეთესი. მით უფრო, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ოცნება კაცს კლავს. ყოველ შემთხვევაში, ცოცხალ კაცს მკვდარს ამსგავსებს, ქალაქს კი - სასაფლაოს. მგონი, ურიგო არ იქნებოდა, ჩვენი ცხოვრება როგორ მე უდაფოდ მოგვეწყო.

თუ არადა, ამდენ გაუგებრობას და გულში ბოღმის ჩახვევას, ბარემ პირდაპირ აეროპორტებში და საზღვრებზევე დავკიდოთ დაფები წარწერით: „აქ ცხოვრობს და მოღვაწეობს ქართველი ერი“.

24 „ზამთრის ომის“ ყურადსაღები გაკვეთილები

▲back to top


ტაბულა|რაზა

ზურა ოდილავაძე

სულ ახლახან ჟურნალ Newsweek-ში გამოქვეყნდა ცხოვრებისთვის 100 საუკეთესო ქვეყნის სია. ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის, ცხოვრების ხარისხის, განათლების და პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნად მიჩნეულია ფინეთი. ცხადი ისტორიული პარალელების გამო, არ იქნება ინტერესს მოკლებული გავიხსენოთ, თუ როგორ იპყრობდა მეზობელ, პატარა ფინეთს უზარმაზარი რუსეთის იმპერია და როგორ ცდილობდა, ამისთვის ადგილობრივი მოღალატეები გამოეყენებინა. რითი დამთავრდა ამგვარი მცდელობა, საყოველთაოდ ცნობილია. ისტორიიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანის მაგიერ, ჩვენში დღესაც არაერთგზის მოისმენ: „რუსეთის მთელ მსოფლიოს ეშინია! მისი ჯარი უძლეველია!“. აღნიშნულის საპირისპიროდ, საინტერესოა გავიხსენოთ, თუ რა დაუპირისპირა ამ მცირერიცხოვანმა ერმა მსოფლიოს უდიდეს არმიას, როგორ მოახერხა დაეღწია თავი რუსეთის კლანჭებისგან და დღეისთვის აეშენებინა აყვავებული სახელმწიფო.

საბჭოურ ფინური 19391940 წლის ომი, ანუ „ზამთრის ომი“ - შეიარაღებული კონფლიქტი 1939 წლის 30 ნოემბრიდან 1940 წლის 12 მარტამდე სსრკს და ფინეთს შორის. ჯერ კიდევ 1939 წლის 23 აგვისტოს სსრკმ და გერმანიამ დადეს ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ, ეგრეთ წოდებუ ლი „მოლოტოვრიბენტროპის პაქტი“, რომლის საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის თანახმად, სსრკს ინტერესთა სფეროში შეყვანილ იქნა ფინეთიც. უკვე იმ დროისთვის ყველასათვის ცხადი იყო, რომ სტალინი გეგმავდა ფინეთის სსრკს შემადგენლობაში შეყვანას და მის ძალადობრივ გასაბჭოებას.

30 ნოემბრის გამთენიისას წითელი არმიის ნაწილები გადავიდნენ დამოუკიდებელი ფინეთის საზღვრებს უზარმაზარ ფრონტზე ბალტიიდან ბარენცის ზღვამდე. საბჭოთა თვითმფრინავების ორმა ასეულმა დაუშინა ბომბები 16 ფინურ დასახლებულ პუნქტს. ომის და საწყისშივე სსრკს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა მარიონეტული „ტერიიოკის მთავრობა“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფინელი კომუნისტი ოტო კუსინენი. იმავდროულად, სახელდახელოდ შექმნილ „სახალხო არმიას“ უნდა შეეცვალა ფინეთში საბჭოთა საოკუპაციო ჯარები და „სახალხო მთავრობის“ მთავარი საყრდენი გამხდარიყო. ფინეთის დაპყრობის გეგმა კუსინენის მარიონეტული მთავრობის დახმარებით ჩაფლავდა. „ფინეთის სახალხო მთავრობამ“ და მისმა „სახალხო არმიამ“ თავიანთი სამარცხვინო არსებობა დაასრულეს.

წითელი არმიის დანაკარგები სამთვიან ომში შემზარავია! მოკლულთა რიცხვი 127 ათასს აჭარბებს! საბჭოთა ავიაციამ, რომელიც „ზამთრის ომში“ რიცხობ რი ვად 26 ჯერ აღემატებოდა მოწინააღმდეგისას, მოახერხა და ეკარგა 650 საბრძოლო თვითმფრინავი! მწყობრიდან გამოყვანილ იქნა 3 179 ტანკი! მოსკოვში არ ელოდნენ სერიოზულ წინააღმდეგობას ფინელების მხრიდან დალაშქრობას როგორც „სამხედრო გასეირნებას“ ისე აღიქვამდნენ. ამგვარი ილუზია საბჭოთა ლიდერების წარმოსახვაში შეიქმნა მოწინააღმდეგე არმიების განკარგულებაში მყოფი შეიარაღების და ცოცხალი ძალის შედარების საფუძველზე. ქვემოთ მოყვანილია ძალთა თანაფარდობა 1939 წლის 30 ნოემბრისთვის.

დივიზიების
რაოდენობა

პირადი
შემდგენლობა

ქვემეხი და
ნაღმტყორცნი

ტანკები

თვითმფრინავები

ფინეთის
ჯარი

14

265 000

534

26

270

წითელი
არმია

24

425 640

2 876

2 289

2 446

შეფარდება

1:1,7

1:1,6

1:5,4

1:88

1:9,1

მიუხედავად ყველა ობიექტური მონაცემისა, ომი დასრულდა საბჭოთა არმიის სრული კრახით! ჩამოვთვლი ფინელების გამარჯვების ძირითად შემადგენლებს:

1. ომისთვის მზად ყოფნა, თავდაცვითი ნაგებობების აღმართვა. დაცვის ძირითად ზღუდეს წარმოადგენ და „მანერჰეიმის ხაზი“, რომელიც შედგებოდა რამდენიმე გამაგრებული დაცვითი ზოლისგან ტანკსაწინააღმდეგო წინაღობებით, ბეტონის ნაგე ბობებში დახის მიწურებში განთავსებული საცეცხლე წერტილებით. ამ თავდაცვითი ხაზის შექმნას ხელმძღვანელობდა დიდი ფინელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ბარონი კარლ გუსტავმა ნერჰეიმი.

2. საერთაშორისო დახმარება და მოხალისეთა ლაშქრები. ომის პერიოდში ფინეთში შემოვიდა უამრავი სამხედრო ტექნიკა. ფინელების მხარეს იბრძოდა 1619 ათასამდე მოხალისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყ ნი დან.

3. ტანკსაწინააღმდეგო ბოთლები ცეცხლგამჩენი სითხით. ფინელებმა საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ პირველად მასობრივად გამოიყენეს ბოთლები ცეცხლგამჩენი სითხით, რომელთაც შემდგომში „მოლოტოვის კოქტეილი“ ეწოდა. მათი გამოყენებით 3000-ზე მეტი საბჭოთა ტანკი გამოიყვანეს მწყობრიდან.

4. პარტიზანული ომი, მოთხილამურეთა რაზმები, სნაიპერები. „ზამთრის ომში“ ფართოდ გამოიყენებოდა პარტიზანული ომის ტაქტიკა. ავტომატებით შეიარაღებული მოთხილამურეების მცირერიცხოვანი ავტონომიური რაზმები, უპირატესად ღამით, თავს ესხმოდნენ გზებზე გადაადგილებად საბჭოთა საჯარისო ნაწილებს, ხოლო შეტევის შემდეგ თავს აფარებდნენ ტყეს. უდიდეს ზარალს წითელ არმიას აყენებდნენ სნაიპერები, რომლებიც ხსნიდნენ ცეცხლს ხეებიდან. ყველაზე ცნობილი მათ შორის გახლდათ სიმოხაიხა, რომელმაც 542 წითელარმიელი გაანადგურა თავისი სნაიპერული შაშხანით და ამდენივე ავტომატით.

0x01 graphic

P.S.

ფინეთის ომის მაგალითი მოყვანილია არა მილიტარისტუ ლი განწყობების გასაღვივებლად, არამედ იმისთვის, რათა საბჭოეთიდან გადმოყოლილმა სამუდამო განწირულობის, წარუმატებლობის, დამარცხებული ერის კომპლექსმა საბოლოოდ არ დაისადგუროს ჩვენს ცნობიერებაში. საქართველოს პატარა სახელმწიფოს, მის მცირერიცხოვან ერს, არც შეიძლება უნდოდეს ომი, მაგრამ რადგან რუსეთის რელური პოლიტიკა მუდამ მიმართულია აგრესიისკენ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.

რიტორიკულ კითხვას, თუ რო გორ დავამარცხებთ რუსეთს (ანუ როგორ მივაღწევთ მათი ტანკების და ჯარების ჩვენი ტერიტორიებიდან გაყვანას), ცხადი და ერთმნიშვნელოვანი პასუხი გააჩნია - ისევე, როგორც ეს ფინელებმა, ავღანელებმა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, ძალით თუ მშვიდობიანი გზით, მსოფლიო თანამეგობრობის დახმარებით მოახერხეს. ამგვარია ისტორიის გარდუვალი ლოგიკა. დღეს უკვე ოფიციალურ დონეზე რუსეთი ცნობილ იქნა ოკუპანტად, ეს მხოლოდ დასაწყისია.

0x01 graphic

კარლ გუსტავ მანერჰეიმი

25 ყულევისა და ბათუმის დავა

▲back to top


ბიზნესი

0x01 graphic

კომპანია ტენგიზშევროილი ყაზახეთის ნავთობით მდიდარი ტენგიზის ველიდან ნავთობის საქართველოს გავლით ტრანსპორტირების შეწყვეტას აპირებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ორი ქართული - ბათუმისა და ყულევის - ტერმინალის მფლობელთა დაპირისპირებაა. ორივე მათგანს, ყაზახეთის ყაზმუნაიგაზსა და აზერბაიჯანის სოკარს, ტენგიზ შევროილის ნავთობის უმეტესი წილის ტრანსპორტირება სურს.

1993 წელს დაფუძნებული ტენგიზშევროილის მეწილეები არიან შევრონი (50%25), ექსონმობილი (25%25), ყაზმუნაიგაზი (20%25) და ლუკოილი (5%25).

2010 წლის დასაწყისამდე, ტენგიზშევროილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით სარგებლობდა. შემდეგ, ტრანსპორტიორთან ტარიფებზე ვერ შეთანხმდა და ამ მარშრუტზე უარი თქვა.

როიტერის ცნობით, დავის გადაწყვეტამდე, ტენგიზშევროილი ძველი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ისარგებლებს. სხვადასხვა გათვლით, სექტემბერში საქართველოზე გამავალი ნავთობგადაზიდვები შემცირდება 100 ათას ტონამდე, რაც აგვისტოსთან შედარებით, 65 ათასი ტონით ნაკლებია.

26 50 ნოვატორი კომპანია

▲back to top


ბიზნესი

The Daily Beast-მა 50 ნოვატორი კომპანია გამოავლინა. მთავარი კრიტერიუმი პატენტებისა და თანამშრომლების რაოდენობის თანაფარდობა იყო. მკვლევართა აზრით, ნოვატორობის გასაზომად მხოლოდ პატენტების მექანიკური ჯამი საკმარისი არ არის: მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ ყოველ კომპანიაში თითო თანამშრომელზე რამდენი ნოვაცია მოდის. კვლევამ ერთ-ერთ ფაქტორად გაითვალისწინა ბაზრის კაპიტალიზაციაც, ანუ თვითონ მომხმარებელი რამდენად ნოვატორად და კონკურენტუნარიანად მიიჩნევს ამა თუ იმ კომპანიას.

The Daily Beast ამერიკული საინფორმაციო- ანალიტიკური ვებგვერდია. მისი დამფუძნებელი ცნობილი ჟურნალების - Vanity Fair და The New Yorker - ყოფილი რედაქტორი თინა ბრაუნია. ვებგვერდზე მკითხველს შეუძლია გაეცნოს, როგორც ორიგინალ მასალებს, რაც გამოცემის მესამედს შეადგენს, ასევე, სხვა გამოცემების მიერ დაბეჭდილ სტატიებსაც.

The Daily Beast-ის კვლევის მიხედვით, პირველ ადგილზე გასულმა კომპანიამ - In terDigital Communications, რომელმაც მობილური ტელეფონებისთვის მაღალი სიჩქარის ინტერნეტ ჩამოტვირთვის სისტემა განავითარა, კვლევისთვის საინტერესო პერიოდში - 2005-2009 წლებში, თითო თანამშრომელზე პატენტების ყველაზე დიდი რაოდენობა, სულ, 717 პატენტი დააგროვა. პირველ ნომერს ყველაზე ნაკლები - 299 თანამშრომელი ჰყავს და, ამ პარამეტრის მიხედვით, დანარჩენ კომპანიებს დაახლოებით 73-ჯერ ჩამორჩება.

საყოველთაოდ ცნობილი კომპანიები, მაგალითად, Intel, Microsoft, Samsung, Sharp, LG, Fujifilm, Canon, მართალია, მოხვდნენ ორმოცდაათეულში, მაგრამ საპრიზო ადგილებიდან ძალიან შორს - 29-ე, 34-ე, 35-ე, 42-ე, 44-ე, 45-ე და 49-ე ადგილებზე, შესაბამისად.

ყველაზე მეტი - 186 897 თანამშრომელი ჰყავს კომპანიას Canon, რომელმაც შარშან შემოდგომაზე ფოტოსფეროში ახალი ტექნოლოგია დანერგა - ხმით კონტროლი: ერთი სიტყვა და ფოტოაპარატის დისპლეის სიმკვეთრე თუ სხვა პარამეტრი მფლობელის სურვილისამებრ შეიცვლება. 2005-2009 წლებში, კომპანიამ 10 ათასზე მეტი პატენტი დააგროვა. 49 მილიარდდოლარიანი ბაზრის კაპიტალიზაციით კომპანია The Daily Beast-ის კვლევაში ბოლოს წინა ადგილს დასჯერდა. ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 227 მილიარდი დოლარი აქვს კომპანიას Seiko Epson, რომელიც ცნობილია საბეჭდი კარტრიჯების ტექნოლოგიით. თავის 79 ათასზე მეტ თანამშრომელთან ერთად, კომპანიამ 2005-2009 წლებში 6 ათასამდე პატენტი დააგროვა და რეიტინგში 39-ე ადგილზეა.

ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 61 მილიონი დოლარი აქვს კომპანიას OKI Electric, რომელმაც იაპონიაში პირველი ტელეფონი შექმნა. შარშან, კომპანიამ განაცხადა, რომ გამოიგონა მიკროპროტექტორი, რომელიც ტელეფონის ხმაურს და მის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას ამცირებს. თავის 18 ათასამდე თანამშრომელთან ერთად, კომპანიამ 2005-2009 წლებში, ათასზე მეტი პატენტის დაგროვება შეძლო.

ნოვატორული იდეების მრავალფეროვნების ნაკლებობას ყველაზე მეტად ქსელური მყარი დისკების (networking hardware) ინდუსტრია განიცდის. ამ ინდუსტრიაში კვლევამ ნოვატორი მხოლოდ ერთი კომპანია - Juniper Networks გამოავლინა. 432 პატენტით, 7 ათასზე მეტი თანამშრომლითა და 13 მილიარდ დოლარამდე ბაზრის კაპიტალიზაციით კომპანია რეიტინგში 47-ე ადგილზეა.

ნოვატორული იდეებით ყველაზე მდიდარია გადამყვანების (semiconductors) (რომლებიც ძირითადად მიკროსქემების დასამზადებლად გამოიყენება) ინდუსტრია. ამ ინდუსტრიაში 22 კომპანია ფლობს პატენტს, ციფრული ვიდეოს წაკითხვიდან დაწყებული და მართვის პულტების პროგრამირებით დასრულებული.

მექანიკური დაჯამებით, ყველაზე მეტი პატენტის მფლობელია კომპანია Samsung Electronics, რომლის მთავარი გამოგონებაა ყველაზე დიდი მეხსიერების მქონე ჩიპი. 2005-2009 წლებში კომპანიამ 14 ათასამდე პატენტის დაგროვება შეძლო.

27 საკრალური კითხვა

▲back to top


ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი

0x01 graphic

როდესაც ვინმეზე მეუბნებიან, ერთი და იგივე შეცდომა მესამედ მოსდისო, ან პირდაპირ ვამბობ, რომ სულელია, ან (თუ საპატივცემულო პიროვნებაა) იგივეს, ჩემთვის, გულში ვფიქრობ!

ახლა, როცა ვიგრძენი, რომ მორიგ შესარჩევს ბავშვური ენთუზიაზმითა და ურყევი ოპტიმიზმით ვხვდები, ეს კითხვა საკუთარი თავის მიმართ გამიჩნდა!

შუა ქალაქი სეული ქეთევანისა არ იყოს - კი მაგრამ, რამდენჯერ უნდა დამემართოს ერთი და იგივე? ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ...რვაჯერ?!

უკვე მეცხრე ცდაზე ვართ! 1994 წლიდან დაწყებული მეცხრედ ვცდილობთ და უძლეველი ბარიერის გადალახვას.

პირადად მე ამისი არ მჯერა... გო ნებით... გული კი მაინც სტადიონისკენ მექაჩება. მახსენდება თემურ ქეცბაიას ფეხბურთელობის ხანა და მგონია, რომ მის მიერ დამოძღვრილი ბიჭები მინდორზე მასსავით იბრძოლებენ... მერე იწყება მორიგი მატჩი და ოცნებიდან მიწაზე ვეშვები. მახსენდება, ლელოში მისულს, კოლეგებმა ორშაბათს დასაბეჭდი სტატიისთვის შეგროვილი ინფორმაცია რომ გამაცნეს. თურმე, მავანმა ქართველმა 4 წუთი ითამაშა ფარერის კუნძულების მეორე ლიგაში, მისმა ყოფილმა მეზობელმა ლიტვის მილიციის პირველობაზე ყვითელი ბარათი მიიღო, კიდევ ვიღაცა უცნობი “ვარსკვლავი“ წითელ ხიდზე თევზით მოვაჭრეთა დუბლებში აიყვანეს, ხოლო შპიცბერგენის პირველობაზე 7 ქართველით მოასპარეზე ბარენცბურგის მორიგი მატჩი პოლარული ღამის დადგმის გამო შეწყდა და 6 თვით გადაიდო... და ბოლოს, ჩვენი ახალ გაზრდული ნაკრების კანდიდატი ტაქსის მძღოლად მოწყობილა სან მარინოში და ახლა ვარჯიშისთვის უკეთესი პირობები ექნება, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა, ვინაიდან იქ სულ ორი ტაქსი და სამი ბურთი ყოფილა!

მართლაც, როგორ უნდა მოვუგოთ ვინმეს, როდესაც არც ერთ მოწინავე ლიგაში არცერთი ჩვენებური არ თამაშობს? როცა ნაკრების კაპიტანს საკუთარ კარში ორჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე მეტოქისაში! ახლა არ მითხრათ, კალაძეზე იუვენტუსი ნადირობს ან ინგლისში ხიზანიშვილის ხუთწლიანი უთამაშებლობა მასონების მსოფლიო შეთქმულების შედეგიაო! არა, ბატონო - ყველაფერი მოდუნებისა და მოტივაციის დაკარგვის ბრალია. კარგა ხანია დამტკიცდა, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართველი სპორტსმენები მცირედის მიღწევით კმაყოფილდებიან, ზრდას წყვეტენ და ტალანტს ქარს ატანენ.

უნდა შევეგუოთ, რომ საშუალო ევროპული კლასის ნაკრებს კონკურენციას კიდევ დიდხანს ვერ გავუწევთ. მაგრამ არც მთლად უთავმოყვარეობა და ჯუჯებთან გათანაბრება გვმართებს. ახლა დავიჩემეთ, კიშინიოვში 0:0 ნათამაშებ შეხვედრაში ბევრი პოზიტიურიც ვნახეთო და ვისაც არ ეზარე ბა, თუთიყუშივით იმეორებს - კაცნაკლულებმა მთელი ტაიმი გავძელით და გოლი არ გავუშვით! მერე რა მოხდა ასეთი?! რატომ უნდა გაგვეშვა გოლი მოლდოვასთან მატჩში, რა, ბრაზილიაა თუ ესპანეთი?! იმაზე რატომ არაფერს ვამბობთ, რომ მეტოქის ნახევარზე არ გადავსულვართ და კარის მიმართულებითაც კი არ დაგვირტყამს?

ეს მოლდოვა რაღაც ღვთის რისხვად გვექცა! 1994 წლის 2 სექტემბერს თბილისში ევროპის პირველობის პირველ შესარჩევს რომ ვატარებდით, ექსტაზში ჩავარდნილმა ფედერაციამ და დღემდე უცნობმა „რეჟისორმა“ „გენიალური სვლა“ მოიფიქრა და ჩვენი ფეხბურთელების დასალოცად, 1976 წელს ამავე სტადიონის გახსნაზე ბორის პაიჭაძის მიერ ნათქვამი სიტყვა გადაამონტაჟა! წარმოგიდგენიათ რა მოგვივიდა პრესის ლოჟაში შეკრებილებს, როდესაც დინამიკებიდან ლეგენდარული პიროვნებისა და ფენომენალური ფეხბურთელის შემართებული შეძახილი გაისმა?! ყველას ჟრუანტელმა დაგვიარა და თმები (მაშინ მეც მქონდა) ყალყზე დაგვიდ გა! არა, ეს არ იყო საერთო სულიერი ამაღლებისა და პატრიოტული აღტყინებით გამოწვეული განცდა - ეს გახლდათ ხმა სამარიდან! საქმე ისაა, რომ ბატონი ბორისი 1990 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა და ნაკრებს ზეციდან მიმართავდა! რაღა გასაკვირია, რომ მოლდოვამ სრულიად ლოგიკური გამარჯვება იზეიმა - 0:1.

მოკლედ, სანამ ნაკრების მწვრთნელს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მოვთხოვთ, ფეხბურთელებმაც და გულშემატკივრებმაც ფსიქოლოგებთან (ან ფსიქიატრებთან) კონსულტაცია უნდა გავიაროთ და ლოგიკური აზროვნება ვისწავლოთ.

...წერილის თავში დასმული კითხვა კი მაინც უპასუხოდ დამრჩა

28 ევასთან ერთად და ტონის გარეშე

▲back to top


სპორტი|კალათბურთი

ზურა თალაკვაძე იზმირიდან

თურქეთში ყველაფერი თურქულადაა. ანუ დიდი დოზით ღიმილი, საშინელი ინგლისური, გამართული თურქული და უფრო მეტი მონდომება, ვიდრე პროფესიონალიზმი.

იზმირში ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ჩატარება თავისთავად კარგი იდეა იყო. ულამაზესი ქალაქი, უამრავი საინტერესო და ტურისტისთვის დასამახსოვრებელი ადგილი, სიმშვიდე სანაპირო ზოლზე და არადამღლელი ფუსფუსი ქალაქის ცენტრში. ამ მხრივ ყველაფერი ნორმაშია. უბრალოდ, თუ არ იცი, რომ ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატი მიდის, მაგრად გაგიჭირდება ამის გაგება. პრინციპში, ვერც გაიგებ. მთელ ქალაქში საკალათბურთო ფორუმთან დაკავშირებით, სამი ბანერი შევნიშნე და ორი იმდენად პატარა იყო, რომ არ დააკვირდე, ვერც გაიგებ რატომ და რისთვის დაიკიდა.

0x01 graphic

რუდი ფერნანდესი ( ბურთით)

იზმირში საფრანგეთი, ლიბანი, ახალი ზელანდია, კანადა, ლიტვა და მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი, ესპანეთი არიან. ყველა გუნდი ერთ სასტუმროში შეტენეს. სვისი იზმირში უფრო პრესტიჟული და ტევადია, ვიდრე ჰილტონი, მაგრამ ჩემპიონატის მონაწილეებს მაინც დიდი დის კომფორტი ექმნებათ. წარმოიდგინეთ, დილით ერთ ერთი ნაკრების ადმინისტრატორი თავისი მოთამაშეებისთვის ლანჩპაკეტების წამოსაღებად ადის და სამზარეულოს თანრიგში დგომა უწევს. მანამდე სენდვიჩები და ფახლავა ლიბანელებს უნდა გაატანონ, მაგრამ სამზარეულოში ყველაფერი ნელა კეთდება და ის გუნდი უკვე ვარჯიშზე აგვიანებს. მერე მიდის ადმინისტრატორის და მზარეულის ჩხუბი, ბიჭო, იცი ვინ ვარ და ასე შემდეგ…

0x01 graphic

ელი რასტომი

მოკლედ, ნაკრები ვარჯიშზე აგვიანებს, მერე, იმავე საღამოს ის ნაკრები საფრანგეთთან აგებს და ფრანგებთან წაგების შემდეგ, მარკ გასოლი და რიკი რუბიო უარს ამბობენ მას მედიასთან აუცილებელ, რეგლამენტით გათვალისწინებულ ინტერვიუზე. ალბათ მიხვდით, რომ დაზარალებული ნაკრები ესპანეთია.

ფრანგების დელეგაციას თან ახლავს ევა ლონგორია და არ ჩანს ტონი პარკერი. ყოველ შემთხვევაში, სან ანტონიოს ვარსკვლავი დარბაზში და სასტუმროში არ გამოჩენილა და ლონგორიას გვერდით ყოველთვის ძალიან მაღალი და განიერი, უშნო ულვაშში ჩაფლული ვიღაც პირადი მცველია. ევასთან გასაუბრება არარეალურია. ისევე, როგორც პირველ სამ მატჩში საფრანგეთის დამარცხება. ფრანგები წვალობენ, ყოველთვის „ნაკლებს აჯენენ“ და ბორის დიაოს თურქეთში პირადი დიეტოლოგი, მასაჟისტი, მრჩეველი, მეგობარი გოგონა და ორი შვილი ჰყავს ჩაყვანილი. თან სულ იცინის. ძალიან საყვარელი პერსონაა ფრანგების კაპიტანი.

ყველაზე უკომპლექსო და კოლორიტული ნაკრები ახალ ზელანდიას ჰყავს. დილით, იქვე, მედია კომპლექსთან გამოდიან, ცელქობენ, საშინელ თურქულ შაურმას მიირთმევენ, გამვლელებსაც დაპატიჟებენ კულინარიის ანტი შედევრზე და იქვე რჩებიან. ერთადერთი, ვინც ცოტა სოლიდურად იქცევა, ნაკრების ლიდერი კირკ პენია. ამ კაცმა ლიტვას 37 ქულა გაუკეთა, ესპანეთთან ხუან კარლოს ნავაროს შეუსრულა და რიკი რუბიო ორჯერ ქროსოვერით კინაღამ უახლოეს ტრავმატოლოგიურში გაუშვა. პენი სერიოზული მოთამაშეა, მაგრამ მხოლოდ ახალ ზელანდიაში და მაქსიმუმი, სადამდეც თურქეთში გააღწევს, მერვედ ფინალი იქნე ბა. ახალ ზელანდიას ისე ვეღარ გაუმართლებს, როგორც 2002-ში.

მაშინ ყველა გრანდი ერთმანეთს შეასკდა, მანუ ჯინობილიმ და ლუის სკოლამ რეჯი მილერი მისსავე ინდიანა პოლისში დაასტატისტეს და ზელანდია ნახევარ ფინალში გაძვრა. მოუგო იაომინის ჩინეთს და მერე ყველასთან 20 ქულაზე მეტი წააგო. საბოლოოდ, პენის და მარკ დიკელის გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა. დღემდე უდი დესი მიღწევაა ამ ნაკრებისთვის და მეეჭვება, უახლოეს მომავალში ოკეანეთის რომელიმე გუნდი 4 საუკეთესოში მოხვდეს. აქვე შედგება ნაკრების დიდი ხნის კაპიტნის, პერო კამერონის გაცილებაც. ჰო, ზელანდია ყოველი თამაშის წინ ხაკას დენ კარტერის ნაკრებზე არანაკლებ ზელანდიურად ასრულებს. ლიბანის ფანებმა ხაკა ვერ მიიღეს, ალბათ, უფრო ვერ გაიგეს და კივე ბის მსროლელს, ფილ ჯოუნსს ტრიბუნიდან თავში ხურდა მოარტყეს.

0x01 graphic

კირკ პენი

მოთამაშეებთან გასაუბრება თან რთულია და თან მარტივი. უბრალოდ, გააჩნია, როგორ ხასიათზეა ნაკრების მენეჯერი. ლიბანელების მენეჯერი სულ იცინის, უშაქრო ყავაზეც დაგპატიჟებს, მაგრამ მაინც ვერ უნ და იყოს საინტერესო ალი ელ ჰატიბთან ინტერვიუ. და ადამიანი, რომელსაც ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გავესაუბრე, ამ ჩემპიონატზე ამერიკელების და რამდენიმე თურქის შემდეგ, ყველაზე პოპულარულია. სვისის შესასვ ლელში ვაბარებ ესპანეთის დელეგაციის წარმომადგენელს პირადობის დამადასტურებელ საბუთს და გავდივართ მესამე სართულის ვერანდაზე, სადაც გველო დება პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის ვარსკვლავი, ესპანელი რუდი ფერნანდესი.

„საფრანგეთთან არ უნდა წაგვეგო. რაღაც მომენტში ზედმეტი იმპროვიზაციის გამო მოგვდიოდა შეცდომები. პირველ შეტევაში სამჯერ დავკარგეთ ბურთი, დიაოს ერთი ერთზე ვეთამაშეთ და ესეც შეცდომა იყო. პრინციპში, მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოიგო, ოპო ნენ ტებს სა სურ ვე ლად და არა სასურველად ვეღარ გადაანაწილებ. რა მნიშვნელობა აქვს, როდის შეხვდე ბი ამერიკას, ფინალში თუ მეოთხედფინალში? მაინც შეხვდები და თუ მანამდე სხვასთან გავარდები, ესე იგი ამერიკამდე მისვლის ღირსიც არხარ. უბრალოდ, უსიამოვნო იყო ტურნირის წაგებით დაწყება“.

„პო გასოლი დიდი ხანია, ნაკრების არცერთ შეკრებას არ ტოვებს. უბრალოდ, ბოლო სამი სეზონია ლეიკერსთან ერთად ფინალს თამაშობს და დაიღალა. არ მესმის, ეს რატომ არ გესმით. პო ევროპაში საუკეთესო ცენტრია, მსოფლიოშიც ერთ ერთი საუკეთესოა და რომ ეთამაშა, უფრო მოქნილი, ღრმა გუნდი გვეყოლებოდა, მაგრამის გარეშეც შეგვიძლია ჩემპიონატის მოგება. ბევრ ნაკრებს არ ჰყავს მოთამაშე, ვისთანაც ეს გუნდი ასოცირდება. ფრანგებს დააკლდათ ტონი პარკერი, ამერიკამ მთლიანად ახალგაზრდული გუნდი ჩამოიყვანა, არგენტინა ჯინობილის გარეშე თამაშობს, გერმანიას არ ჰყავს ნოვიც კი, რუსებს კირილენკოს გარეშე თამაში უწევთ. ეს ნორმალურია. ამ ხალხს ბევრი თამაშის ჩატარება მოუხდა და უბრალოდ, ისვენებს. პატრიოტიზმი აქ არაფერ შუაშია“.

0x01 graphic

ევა ლონგორია

„ესპანეთში თამაშის გაგრძელება მართლა მინდა, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც პორტლენდს ეკუთვ ნის. ამ გუნდის საკუთრება ვარ და თუ ამერიკაში დავრჩები, კარიერას მხოლოდ პორტლენდში გავაგრძელებ. პანათინაიკოსმა მგონი ბოლომდე დააკომპლექტა გუნდი და საბერძნეთის ვარიანტი ნაკლებად რეალურია. ოლიმპიაკოსიც შეივსო დარეალში არ ვითამაშებ. თუ ესპანეთში გადავალ, მხოლოდ ბარსელონაში. ჯგუფურ ეტაპზე თურქეთში მეტი თამაშის წაგებას აღარ ვაპირებთ. ალბათ, არც წავაგებთ“.

თუმცა ესპანეთმა კიდევ ერთი 40 წუთი წააგო. ლიტვას მესამე მეოთხედში 61:43 უგებდა და მერე დადგა. 73:76 ლინას კლეზას ნაკრების სასარგებლოდ და ესპანეთი მეოთხედფინალ ში (თუ მანამდე კიდევ არ იცელქებს) ამერიკას შეხვდება. ბადის მეორე მხარეს მშვენიერი განრიგი აქვს თურქეთს. ყველაზე სერიოზული, ვინც კი ერსან ილიასოვას გუნდს შეიძლება შეხვდეს, ბრაზილია ან არგენტინაა. თურქეთი სახლშია, მსაჯებიც უკვე თურქულად საუბრობენ და 2001-ში როგორც მოხდა, ალბათ მასპინძელს მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს ყველაფერში.

თურქეთი მაინც თურქეთია.

29 ევროპისკენ მეხუთედ

▲back to top


ფეხბურთი|სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეხუთედ დაიწყო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი. ჩვენი გუნდი არასდროს გასულა ფინალურ ეტაპზე, საუკეთესო მიღწევა კი ევრო 96-ის შესარჩევში დაკავებული მესამე ადგილია.

ქართველი გულშემატკივარი ამჯერად იმედიანადაა განწყობილი და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თემურ ქეცბაიაა, ნაკრების თავკაცი.

ჩვენი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ნოემბერში ჩაიბარა ნაკრები, წლეულს ერთი ამხანაგური მატჩი მოიგო ესტონეთთან, ორჯერ კი ფრედ ითამაშა - კამერუნთან და მოლდოვასთან.

ძნელი გასახსენებელია, როდის არ წააგო საქართველოს პირველმა გუნდმა ზედიზედ სამი თამაში. ამის დასადგენად სტატისტიკური ცნობარების გადაფურცვლა მოგვიწევს, თუმცა ახლა მთავარი სხვაა: შეძლებს კი გუნდი ოფიციალურ მატჩებში სასურველი შედეგის მიღწევას?

მეექვსე შესარჩევ ჯგუფს, სადაც ხორვატიის, საბერძნეთის, ისრაელის, ლატვიის და მალტის ნაკრებებიც ასპარეზობენ, ჩვენი გადასახედიდან რთული ეთქმის, რეალურად კი, თემურ ქეცბაიას რჩეულებს ევროპული საზომებით საშუალო დონის მოწინააღმდეგეებთან პაექრობა ელით. ამ ჯგუფის შედარება წინა, ევრო 2008-ის შესარჩევის მეტოქეებთან არც შეიძლება: 2006 წლის შემოდგომით საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, საწყის ტურებშივე დაკარგა ავსტრია-შვეიცარიაში მოხვედრის შანსი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ საფრანგეთთან, ფიფას ოქროს თასის მფლობელ იტალიასთან და მუნდიალის მეოთხედფინალისტ უკრაინასთან წაგების შემდეგ...

0x01 graphic

საქართველოს ეროვნული ნაკრები

საბოლოო წარმატების მისაღწევად მძლავრი სტარტია საჭირო და კაცმა რომ თქვას, კალენდრის მხრივაც გაგვიმართლა: პირველ ტურში თაობათა ცვლის პროცესში მყოფ საბერძნეთთან სტუმრად თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ასევე პრობლემებით დასუსტებულ ისრაელს უმასპინძლებს, რასაც ოქტომბერში მალტასთან შიპაექრობა და ლატვიაში სტუმრობა ერთვის. თუ მოხდა და ჩვენმა გუნდმა ორივე საშინაო მატჩი მოიგო (რისი ალბათობაც პატარა არაა) და საბერძნეთში ან ბალტიისპირეთში ქულა მაინც აიღო, 2011 წელს საკმაო რაოდენობის ქულებით და იმედიანად შეხვდება. ფავორიტ ხორვატიასთან საგაისო პაექრობების წინ კი დაგროვილ ქულებზე და მეტ-ნაკლებად გამართულ თამაშზე კარგი, არაფერი იქნება. ამხანაგური მატჩების არწაგება ერთია, ოფიციალური თამაშების მოგება კი - მეორე.

საბერძნეთში გამგზავრებამდე ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსზე გაიარა ერთკვირიანი შეკრება, თუმცა კუნძულზე გაფართოებული შემადგენლობის ნაცვლად, ქეცბაიამ ის 21 მოთამაშე იახლა, ამხანაგურ მატჩებში რომ შეარჩია. მთავარმა მწვრთნელმა ჯერ კიდევ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გუნდის ბირთვი თითქმის ჩამოყალიბებულია და ახლა ფეხბურთელების მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა.

თემურ ქეცბაიამ დღესდღეობით ყველა ძლიერ ქართველ ფეხბურთელს მოუყარა თავი. მისი მეშვეობით, ნაკრებს დაუბრუნდნენ ის ფეხბურთელებიც, ახლო წარსულში ამა თუ იმ მიზეზით გუნდს მიღმა რომ რჩებოდნენ. ეს უდავოდ მისასალმებელი ფაქტია და იმედია, ამ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს მეორეც მოჰყვება, საბოლოო ჯამში კი ჩვენი გუნდი, ბოლოს და ბოლოს, გამართულად სიარულსაც ისწავლის.

ფაქტები

...1994 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა: ევრო 96-ის საკვალიფიკაციო ტურნირში მოლდოვას უმასპინძლა და... 0:1 დამარცხდა.

...1994 წლის 16 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო: ევრო 96-ის ეგიდით უელსი შინ, ეროვნულ სტადიონზე 5:0 გაანადგურა. იმ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა ნაკრების ამჟა ინდელმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ. ეს ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვებაა ოფიციალურ მატჩებში.

...1994 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო სტუმრად: ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მასპინძელთა გუნდს 1:0 აჯობა. ერთადერთი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა.

...2006 წლის 18 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა ფარერის კუნძულებზე მასპინძლებს 6:0 სძლია. არც მანამდე და არც მას შემდეგ ნაკრებს გასვლითი შეხვედრა ასეთი უპირატესობით არ მოუგია.

...ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ქართველ ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი შეხვედრა შოთა არველაძემ ჩაატარა - 24. მასვე ეკუთვნის კიდევ ერთი რეკორდი: ყველაზე მეტი გოლი - 16. შოთა არველაძე ოთხივე ევრო შესარჩევში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამასთანავე, ის ერთადერთია, რომელმაც ევრო მატჩებში ჰეთ თრიქის შესრულება მოახერხა.

...ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეტოქეთაგან ჩვენი გუნდი არასდროს შეხვედრია ხორვატიის ნაკრებს, და ნარჩენებთან კი სხვადასხვა დროს არაერთხელ უთამაშია. საბერძნეთის და ლატვიის ნაკრებებს ქართველი ფეხბურთელები ევრო 2000-ის შესარჩევ ეტაპზეც შეხვდნენ, ისრაელის და მალტის გუნდებს კი - მხოლოდ ამ ხანაგურ თამაშებში.

0x01 graphic

საქართველო-ესტონეთის ამხანაგური მატჩი

0x01 graphic

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია
ყველა ფოტო: ბესო დარჩია

30 პატიდან პიტამდე

▲back to top


ჩოგბურთი|სპორტი

0x01 graphic

პიტ სამპრასი

ნიუ იორკში სეზონის ბოლო მეიჯორი დაიწყო. განთესილების ამბები, ბევრი უაზრო პროგნოზი, ფავორიტები და ჯონი დეპის VIP-ლოჟები - US OPEN ამას და კიდევ ბევრ სხვას ჩაიტევს, ჩვენ კი ამ ტურნირის ისტორიაში 10 ყველაზე მაგარ მამაკაც ჩემპიონზე დავწერთ.

0x01 graphic

10. პატრიკ რაფტერი

ავსტრალიელი გვიან გაიხსნა. პატი სეზონის ბოლო სლემზე 1993-2001 წლებში თამაშობდა, ორჯერ ფინალისტობა მოასწრო და ორივე ფინალი მოიგო. 1997-ში რაფტერი გრეგ რუზეცკის ხვდებოდა. ეისმენთან პატმა თითქმის იდეალური ჩოგბურთი ითამაშა, 6:3, 6:2, 4:6, 7:5 მოიგო და პირველ ორ სეტში მხოლოდ 4 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ერთი წლის შემდეგ რაფტერმა უკვე მარკ ფილიპუსისი მიანგრია და მალე, ძალიან პატარა პერიოდით, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. რაფტერი ორჯერ წლის საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელეს.

9. ბორის ბეკერი

ტურნირი ერთადერთხელ, 1989-ში მოიგო. ბორისისთვის ის სეზონი კარიერაში ერთ- ერთი საუკეთესო იყო. ფინალში მან მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ივან ლენდლი 7:6, 1:6, 6:3, 7:6 დაამარცხა და ლენდლმა ტიტულთან ერთად, პირველი ჩოგნის სტატუსიც დაკარგა. ბეკერმა 23 ეისი მოაწოდა, რაც მაშინ დაახლოებით იგივე მაჩვენებელი იყო, როგორც წინა დეკადაში გორან ივანიშევიჩის 30-35 აუღებელი მოწოდება. გერმანელისთვის ეს ამ ტურნირზე ერთადერთი ფინალი იყო.

8. სტეფან ედბერგი

ედბერგი ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხშირად, ზუსტად და კლასიკურად იყენებდა ბადესთან გასვლას. ამ ტურნირზე 55 მატჩიდან 43 მოიგო, ზედიზედ 14 სეზონი გადიოდა კორტზე და ორჯერ ჩემპიონი გახდა. 1991 წლის ფინალში მან ამერიკელი ჯიმ კურიე დატოვა უშანსოდ - 6:2, 6:4, 6:0, ერთი წლის შემდეგ კი ტიტული დაიცვა - ფინალში პიტ სამპრასთან პირველი სეტი 3:6 დათმო, მერე კი 6:4, 7:6, 6:2 აიღო სამი სეტი და პირველი ჩოგნობაც შეინარჩუნა.

7. ბიორნ ბორგი

შვედი ერთადერთია ამ სიაში, ვინც ამერიკაში ჩემპიონი ვერ გახდა, ბორგმა ოთხი ფინალი წააგო. 1976 და 1978 წლებში ბიორნი ჯიმი კონორსთან აგებს. პირველ ფინალში, თითო სეტის გაცვლის მერე, ბორგს მესამე სეტში 7 (!) სეტ პოინტი ჰქონდა და მაინც წააგო. უნდა მოეგო 1980 წლის ფინალიც, მაგრამ მაკინროისთან ბოლო სეტში მაჯა იტკინა და ბრეიკი ვეღარ დაიბრუნა. 1983-ში ბორგმა კარიერა დაასრულა.

6. ანდრე აგასი

ანდრე ამერიკის სლემზე პირველად 16 წლის გამოჩნდა და საბოლოოდ, 6 ფინალი და 2 ტიტული დაირტყა. აგასი US OPEN-ის კორტებზე ბოლოჯერ 2006-ში გავიდა.

პირველი ტიტული აგასიმ 1994-ში მოიპოვა, როდესაც ფინალში მიხაელ შტიხს პირველ სეტში მხოლოდ 9 ქულა ააღებინა და მატჩი 6:1, 7:6, 7:5 მოიგო. მეორედ ანდრე ხუთი წლის მერე გახდა საუკეთესო. ამერიკულ ფინალში ლასვეგასელმა ტოდ მარტინს ხუთ სეტში აჯობა. სამი წაგებული ფინალი სამპრასთან და ლამაზი მატჩი ფედერერთან 2005-ში. მოგვიანებით ანდრე თავის ბესტსელერში დაწერს, მაგ დროს ანაბოლიკებზე ვიჯექი და ვცელქობდიო...

5. ჯონ მაკინროი

მაკინროი აქ ყოველთვის სხვა, ნებისმიერ სასლემოსთან შედარებით მეტი მოტივაციით ჩადიოდა და ხუთი ფინალიდან არანორმალურმა ამერიკელმა მხოლოდ ერთი ვერ მოიგო.

78 მატჩი, 66 მოგება და ტიტულები 1979-81 და 1984 წლებში. კარიერაში პირველი მეიჯორი ჯონმა US OPEN-ზე მოიგო, როდესაც 1979-ში ძმაკაცი, ვიტას გერულაიტისი 7:5, 6:3, 6:3 დაამარცხა. ბოლო ფინალი ჯონმა 1985-ში ჩაატარა, როდესაც სამ სეტში ივან ლენდლთან წააგო. ეს უკვე ლენდლის ეპოქის გაგრძელება იყო.

4. ივან ლენდლი

რვა ფინალი, სამი ჩემპიონობა, არანაირი პოპულარობა და 86 საერთეულოდან 73 მოგებული შეხვედრა - ლენდლი ფენომენი იყო.

ჩეხ-ამერიკელი ზედიზედ რვაჯერ (ყველა დროის რეკორდი) გავიდა ფინალში და ზედიზედ სამჯერ (1985-87) ჩემპიონი გახდა. ლენდლმა ბოლო მოგებულ ფინალში შვედ მათს ვილანდერს 6:7, 6:0, 7:6, 6:4 აჯობა. მესამე სეტში ივანმა 11 (!!!) სეტ პოინტი გადაარჩინა.

3. როჯერ ფედერერი

როჯერს პროცენტულად საუკეთესო სტატისტიკა აქვს. 57 მატჩი, 52 გამარჯვება (91.2 პროცენტი) და ხუთი ტიტული. 2009-ში შვეიცარიელი ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან დამარცხდა. ეს იყო ფედერერის პირველი წაგება US OPEN-ზე 2004-ის მერე.

პირველი ფინალი როჯერმა 2004-ში მოიგო ოზ ლეიტონ ჰიუიტთან 6:0, 7:6, 6:0. ფედერერმა დანარჩენ ოთხ ფინალში თითოჯერ გაიარა ანდრე აგასი (2005, 6:3, 2:6, 7:6, 6:1), ენდი როდიკი (2006, 6:2, 4:6, 7:5, 6:1), ნოვაკ ჯოკოვიჩი (2007, 7:6, 7:6, 6:4) და ენდი მარეი (2008, 6:2, 7:5, 6:2).

2. ჯიმი კონორსი

კონორსი ერთადერთია, რომელსაც ტურნირი სამივე საფარზე (ბალახი, თიხა, ჰარდი) აქვს მოგებული. ჯიმიმ ერთეულებში შვიდი ფინალი ჩაატარა, ხუთი მოიგო და ტურნირი 98 გამარჯვებით დაასრულა.

პირველი ტიტული კონორსმა 1974-ში აიღო, ფინალში ბებერ კენ როუზვოლს ორი გეიმი მოაგებინა და ბოლოჯერ 9 წლის შემდეგ გახდა საუკეთესო. ჯიმიმ ორი ფინალი წააგო - ჯერ ესპანელ მანუელ ორანტესთან (1975) და ორი წლის შემდეგ არგენტინელ გილერმო ვილასსთან.

1. პიტ სამპრასი

ღია ერაში პიტი ამერიკაში ყველაზე მაგარი იყო. სოლიდური, მძიმე, ძალისმიერი ჩოგბურთით სამპრასი იგებდა ყველასთან და ნებისმიერ კონდიციაში. კონორსთან და ფედერერთან ერთად, ამერიკელს ტურნირი ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ აქვს მოგებული და ერთეულებში 80 შეხვედრიდან მხოლოდ 9 წააგო.

პიტმა ტურნირზე პირველად 1988-ში ითამაშა და 19 წლის (1990) გახდა ჩემპიონი. სამპრასი იგებდა ფინალებს ჯერ ლუის არმსტრონგის, მოგვიანებით კი არტურ ეშის სახელობის ცენტრალურ კორტებზე. იგებდა ზურგის ტრავმით, ნაოპერაციები.

პიტმა ნიუ იორკში სამი ფინალი წააგო - სტეფან ედბერგთან, მარატ საფინთან და ლეიტონ ჰიუიტთან.

სამპრასმა ხუთი მოგებული ფინალიდან სამჯერ აგასი, თითოჯერ კი სედრიკ პიოლინი და მაიკლ ჩანგი დაამარცხა. US OPEN ბოლოჯერ 2002-ში მოიგო. კორტის მეორე მხარეს კი მაშინაც აგასი იდგა. ეს იყო მისი მე-14 მეიჯორი, რის მერეც პიტმა კარიერა დაასრულა.

დაასრულა ისე, როგორც დაიწყო - ჩემპიონად.

0x01 graphic

ბორის ბეკერი

31 ტიციან ტაბიძე - ნაწყვეტები მითიდან

▲back to top


გიორგი ეკლიძე|სვეტი

0x01 graphic

ლიტერატურას მაინც სჭირდება ლეგენდები. ანუ მათ, ვინც ლიტერატურას ქმნის.

ელიოტმა კი თქვა ავტორი მოკვდა და აწი ტექსტებს მიეძალეთო, მაგრამ მხოლოდ თეორეტიკოსებმა თუ შეისმინეს ეს ამბავი. მწერალი ხომ ადამიანია (პოეტიც), ჩვეულებრივი ადამიანი არაჩვეულებრივი ექოთი - ხან წამებული, ხან მწამებელი, ათას ფათერაკთა და ჭირთა გადამხდელი და დამთმენი ან ვერ დამთმენი. ჰოდა ხალხს აინტერესებს ისტორიები მასზე, მერე გზადაგზა რაღაც-რაღაცას თვითონ გამოიგონებს და მითებიც იბადება. მითი ხუმრობასავითაა, აბა იმ მითს რა ვუთხარი, სიმართლის მარცვალი რომ არ ურევია.

ტიციან ტაბიძეც მითების საუფლოდან მოდის, მეტი რაღა გინდათ - „ცისფერი ყანწების“ მანერული სერობები, „ქიმერიონის“ ჩვენებური ბოჰემა, ფრანგული ნიავი და ქართული ლექსი, სმა და გარჩევები, გნებავთ ლიტერატურული, გნებავთ მუშტი-კრივი, უბრობა გალაკტიონ ტაბიძესთან - მურმან ლებანიძეს აქვს ლექსად - როგორ შეებნენ ერთმანეთზე გაბუტული გალაკტიონი და ტიციანი ერთად ახირებულ „რეგვენთა ჯგუფს“. მერე კი ბოლშევიკები, „თანამგზავრობა“ - როცა ტიციანის ცნობილ ფრაზაში „სამშობლო მიწავ, გიკოცნი ფესვებს“, სამშობლოს ნაცვლად საბჭოთა ჩაჯდა, როცა არც დიადი კომუნიზმის მშენებლობაზე პოემის წერამ და სხვა არაერთმა ნაძალადევმა „აღიარებითმა წერილმა“ უშველა. (ამგვარი აღიარება-შენანების კლასიკური ნიმუშია მწერალთა კავშირის ერთი იმდროინდელი სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას გამოსვლაა მოტანილი - „ვინანიებ, ამხანაგებო, ვინანიებ (და ქვედა ყბა აუკანკალდა)“.

„ცისფერყანწელთაგან“ ბევრი უფრო არტისტული იყო, მაგრამ ბუნებით მორცხვ ტიციანს მგონი ყველაზე მეტი „თეატრი გადახდა“, როგორც მაშინ იტყოდნენ საოცარ ამბებზე. მეგობრობა მას უწინამც რუს კოლეგებთან ჰქონდა (ბარემ ფრანგებთან ექნებოდა, მაგრამ მხოლოდ იაშვილმა მოახერხა ერთწლიანი პარიზობა და მერე კარიც მიიხურა). ამ მეგობრობას უფრო ძმობა ეთქმოდა, მაგალითად ბორის პასტერნაკის შემთხვევაში, რომელსაც ბალიშის ქვეშ, სასიკვდილო სარეცელზე ორი წერილი ედო - რილკესი და ტიციანის. ასევე ძალიან საინტერესო ფაქტია - ტიტეს (გალაკტიონი ეძახდა) ის ცარიელი ფურცლები, საწერ მაგიდაზე რომ დარჩა 1937 წელს, პოეტის მეუღლემ, ნინო ტაბიძემ პასტერნაკს აჩუქა და ბორისმა „ექიმი ჟივაგოს“ წერა სწორედ მასზე დაიწყო.

ნინო ტაბიძის მოგონებებში შეხვდებით არაერთ არნახულ ამბავს. ალბათ იცით, როგორ მიიყვანა და აჩვენა საკუთარ მეუღლეს მუზა - თამუნია და რა თავგამოდებით უქებდა მის სილამაზეს. ნინო ტაბიძე წერს მაიაკოვსკისთან შეხვედრაზეც, რომელიც თბილისს 1926 წელს ესტუმრა. იგონებს დუქან „სიმპათიას“, რომლის „კედლები ვიღაც თვითნასწავლი მხატვრისთვის მიებარებინათ. აქ შეხვდებოდით მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანთა პორტრეტებს. შექსპირს მხარს მეფე სოლომონი უმშვენებდა. ორივენი პუშკინს, რუსთაველსა და ლერმონტოვს შესცქეროდნენ. შემდეგ გოგოლი, ჰომეროსი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი, სპინოზა, გოეთე, შილერი გამოეხატათ. ცნობით ვერც ერთს იცნობდით, წარწერით თუ მიხვდებოდით“.

ბუნებრივია, სრული სიმართლეც რომ ყოფილიყო, ნინო ამას საკუთარ წიგნში ვერ მოჰყვებოდა, მე კი ერთმა პატიოსანმა ლექტორმა მიამბო, ძველი დროის საქმეების კარგად მცოდნე კაცმა. მერე რამდენიმემ დამიდასტურა. მოკლედ, თბილისში ჩამოსული მაიაკოვსკი დაბინავდა ერთ-ერთ სასტუმროში. ტიციანი, პაოლო და რამდენიმე ქართველი პოეტი საგანგებოდ მომზადებულან მასთან შესახვედრად, ფრაკებში გამოწყობილები მიადგნენ ნომერს. მაიაკოვსკიმ გამოსძახა, აბაზანაში ვარ, კარი ღიაა და დაბრძანდითო, შევიდნენ და დასხდნენ. ვლადიმერი საოცრად გაფანტული ადამიანი გახლდათ, ჩაცმა დავიწყებია და ღიღინ-ღიღინით სრულიად შიშველი გამოვიდა და მიესალმა ფრაკიანებს. ესენიც არაფერს იმჩნევდნენ, მაგრამ კიდევ უარეს დღეში ჩაცვივდნენ, როცა რუსმა ფუტურისტმა მათი გაცილება მოინდომა და ლამის ქუჩაში გამოჰყვა. ბოლოს ტიციანს ამოუღერღავს: „შეგცივდებათო“. მეორე დღეს მთელ თბილისს ეს ამბავი აბოდებდა.

ერთხელ თურმე სერგეი ესენინი ესტუმრა და გახარებული ტიციანი ქართულ მასპინძლობას შეუდგა, აქეთ ბიჭებს დაუძახა, იქით გეგმა შეადგინა პურობების, მაგრამ მეორე დღეს სერგეიმ მოულოდნელად დაიწყო ჩემოდნის ჩალაგება. მერეღა უთხრა, თურმე აქ აისედორა დუნკანს ემალებოდა (რომელთანაც რომანი ჰქონდა) და სხვა მეგობრებმა უთხრეს, თბილისში შენი ყოფნის ამბავი გაიგო და ქუჩა-ქუჩა დაგეძებსო. ასე გაიპარა ესენინი და მერე ზრდილი ტიციანი აისედორას მასპინძლობდა, ოღონდ, ბუნებრივია, არაფერს იმჩნევდა.

ამბობენ, სულ ტიციანის ოინებია, ერთ-ერთი პურობისას ქართველმა მწერლებმა პაოლო იაშვილის კეპი რომ მიირთვესო. არავინ იცის, ეს ამბავი მართალია თუ არა, მაგრამ პოეტმა ერთ-ერთ ლექსში სულ სხვა რამის სათქმელად კი დაწერა: „გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში, ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო“.

მოკლედ, დანარჩენს სხვა დროს მოგიყვებით, სხვა დროს და სხვებზეც. ამით დავასრულოთ:

როცა დააპატიმრეს, აწამებდნენ და მოსთხოვეს, შეთქმულთა რაზმის უფროსის სახელი გვითხარიო, მან გიორგი სააკაძე ჩააწერინა და მერე კარგა ხანს ეძებდნენ ქართველ სარდალს გადარჩენილ მწერალთა რიგებში.

0x01 graphic

გალაკტიონ ტაბიძის შარჟი
ტიციან ტაბიძე

0x01 graphic

ტიციან ტაბიძე

შეიძლება ეს ამბავი ყველაზე მართალია. რომც არ იყოს - ლიტერატურას მაინც სჭირდება ლეგენდები. ანუ მათ, ვინც ლიტერატურას ქმნის.

32 ბათუმის კინოს საერთაშორისო ფესტივალი იწყება

▲back to top


12-19 სექტემბერს რიგით მეხუთე ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი, ხოლო ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის მხარდამჭერები:

  • საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

  • საქართველოს კულტურის სამინისტრო

  • აშშ-ს საელჩო

  • პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი

  • გოეთეს ინსტიტუტი

  • კომპანია აირზენა

წელს ძირითად პროგრამაში 50-მდე სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება, ხოლო ახალგაზრდულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში - 30. სულ დაახლოებით 20-22 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.

კინოფესტივალის პროგრამა შემდეგი სექციებისგან შედგება:

  • საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი

  • საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების კონკურსი

  • აბრეშუმის გზის ქვეყნები (თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი)

  • გერმანული კინო

  • ქართული კინო

  • ჟიურის წევრების ფილმები

  • ოსტატთა კოლექცია - ცნობილი რეჟისორების ფილმები

  • MEET THE JURY სექცია

  • ახალგაზრდა კინორეჟისორების სექცია (კონკურსი)

2010 წელს, BIAFF-ს აქვს ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელიც მოიცავს:

  • ოსკარის მფლობელი პოლონელი რეჟისორის ზბიგნევ რიბჩინსკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივა.

  • კანისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ფილმების რეტროსპექტივა და ვიზიტი. ასევე ნაჩვენები იქნება მისი ბოლო ფილმი, რომლის პრემიერა შედგა კანის კინოფესტივალზე და რომელშიც ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოში ასრულებს მთავარ როლს.

  • ოთარ იოსელიანის ვიზიტი და მისი ბოლო ფილმის, „შანტრაპას“ პრემიერა.

  • ასევე მოეწყობა მასტერკლასები, Q&A და პრესკონფერენცია, ზემოჩამოთვლილ საპატიო სტუმრებთან.

  • ამერიკული და ირანული კინოს პრეზენტაცია.

BIAFF 2010 ძირითადი კონკურსის საერთაშორისო ჟიური

  1. ზბიგნევ რიბჩინსკი - რეჟისორი (პოლონეთი)

  1. ჯუდით ბლექბერნი - ჩიკაგოს ირლანდიური კინოფესტივალის დირექტორი (აშშ)

  1. ბოჟიდარ მანოვი - კინოკრიტიკოსი (ბულგარეთი)

  1. ნინო კირთაძე - რეჟისორი (საქართველო)

  1. სიდიკ ბარმაკი - რეჟისორი (ავღანეთი)

BIAFF 2010 - ახალგაზრდა კინორეჟისორთა კონკურსის საერთაშორისო ჟიური

  1. კრისტოფერ კამიშევი - ჟიურის თავმჯდომარე (აშშ)

  1. ვასილი სიგარევი - რეჟისორი (რუსეთი)

  1. მიქაელ ბრუკი - კინოკრიტიკოსი (დიდი ბრიტანეთი)

  1. სეიფოლა სამადიანი - რეჟისორი, ოპერატორი (ირანი)

  1. ლევან კოღუაშვილი - რეჟისორი (საქართველო)

კინოფესტივალს გახსნის აბას კიაროსტამის ფილმი „დამოწმებული ასლი“. ბათუმში ნაჩვენები იქნება ლუკ ბესონის, რომან პოლანსკისა და ჯიმ ჯარმუშის ბოლო ნამუშევრები, ფესტივალს კი ოთარ იოსელიანის „შანტრაპა“ დახურავს.

33 ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკი

▲back to top


კონსიერჟი

ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოში დაცული ტერიტორიებიდან უძველესი და ყველაზე მასშტაბურია. უნიკალური ბუნების რეზერვაცია, საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და 76.000 ჰექტარზე (საქართველოს საერთო ფართობის 1%25) ვრცელდება. პარკი აერთიანებს საქართველოს რამდენიმე კუთხის განაპირა ნაწილებს და მოიცვს თორის, იმერეთის და სამცხის ტერიტორიებს. ეროვნული პარკის განსაკუთრებული მდებარეობა და კლიმატი მისი ტყის რესურსების, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებას განაპირობებს. შუა საუკუნეებში დღევანდელი ეროვნული პარკის ტერიტორია მეფეთა და მთავართა სანადირო მიდამოს წარმოადგენდა. პარკის, როგორც დაცულიტერიტორიის, ისტორია მეცხრამეტე საუკუნეში იღებს სათავეს, როდესაც უკვე რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ საქართველოში, 1862 წელს, მეფის ნაცვლად რუსეთის იმპერატორის - ალექსანდრ II-ის ძმა - მიხაილ რომანოვი დაინიშნა. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ბორჯომის ბუნებით მოხიბლულ ძმას მთელი ბორჯომის ხეობა საჩუქრად გადასცა, მიხაილ რომანოვმა ტყის მნიშვნელოვანი ტერიტორია შემოსაზღვრა და უნებართვო ნადირობა და ხეტყის ჭრა აკრძალა. ამგვარად გაჩნდა პირველი დაცული ტერიტორია კავკასიაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან 14 წლის შემდეგ, 1935 წელს დაარსდა ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი, რომლის საერთო ტერიტორია დღევანდელის მეოთხედი იყო - 18.000 ჰა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1995 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით დაარსდა ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც ოფიციაურად 2001 წელს გაიხსნა. ეროვნულ პარკში ლაშქრობა შესაძლებელია როგორც ფეხითა და კარვით, ასევე ცხენებით - პარის თორმეტადგილიან თავშესაფრებში ან მარელისის (ხარაგაულის რაიონი) სასტუმროში ღამისთევით. თან უნდა იქონიოთ საჭმლის მარაგი, საძილე ტომარა და ჭურჭე ლი.

მარშრუტების დაძლევა შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად, რუკის მეშვეობით ასევე გიდის თანხლებით (გიდის მომსახურება დღეში - 15 ლ). რუკისა და ლაშქრობისთვის აუცილებელი ატრიბუტების (საძილე ტომრები, კარვები, ა.შ.) ქირაობა შესაძლებელია ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ოფისში, ლიკანში. მარშრუტები საკმაოდ ინტენსიურია, ამიტომ მოუმზადებელი ფეხმავალთათვის მიზანშეწონილი იქნება შედარებით იოლი ბილიკით დაწყება (მაგალითად, ნაკვალევის ბილიკი).

პარკში დაცულია ველური და ხელუხლებელი ტყეები. ჭარბობს კოლხეთის ფლორისთვის დამახასიათებელი ელემენტები: ჭვავი, ქერი, წაბლი, უთხოვარი. დასავლეთში მდებარე ხევებში მცენარეულობა მცირდება და ქვაბის ხევის ტერიტორიისკენ უკვე ჭარბობს სიმშრალის მოყვარული მცენარეები, მაგალითად კავკასიური ფიჭვი, რომელიც ერთ ერთი ყველაზე მაღალი ხეა ევროპაში. პარკის ჩრდილოეთი ნაწილი, ხარაგაულის მხარე უკავია ფართო ფოთლოვან ტყეებს წაბლით, წიფელით და რცხილით, ტყეებს ცაცხვი, კოლხური მუხა და მურყანი ავსებს. ასევე მრავალფეროვანია კოლხეთისა და კავკასიისთვის დამახასიათებელი ფაუნით: სუბალპურ მდელოებზე შეიძლება გადააწყდეთ ირემს, შველს, ტყეებში ბინადრობს არჩვი, მაჩვი, წავი, კვერნა, კავკასიური შავი როჭო, მურა დათვი, გარეული კატა და ფოცხვერი.

0x01 graphic

ეროვნული პარკის ყველაზე მაღალი წერტილია სამეცხვარეოს მთა (2642 მ.), სადაც ალპური მდელოების მრავალფეროვნება განსაკუთრებით თვალში საცემია ზაფხულში. „ჩემთვის ყველაზე კარგი პერიოდია ივლისი, ყვავილებია, ლამაზია, და შემოდგომა, აი, ირმის მყვირალობის დროს, - გვეუბნება ეროვნული პარკის ქვაბის ხევის სამცველოს რეინჯერი, 50 წლის კუკური სარალიძე, - სექტემბრიდან აქაურობა გუნდივით მღერის, თითო ფურთან სამი ან ხუთი ხარი მიდის და იმას თუ არ უნდა, არცერთს არ მიიკარებს.

მარტო იმ დღეს ჩვიდმეტამდე ირემი დავთვალეთ“.

სიმაღლისა და ამინდის ცვლილებასთან ერთად აქაურობა ტერასულად იცვლება და განსაკუთრებით შემოდგომაზე თვალწარმტაც და დაუვიწყარ სანახაობას წარმოადგენს. ამას თუ დავუმატებთ ირმის მყვირალობის დაუვიწყარ აუდიოფონს, აქ გატარებული ყოველი დღე განსაკუთრებული შთაბეჭდილება იქნება. ირმის მყვირალობა 21 სექტემბრიდან იწყება.

1. ნიკოლაი რომანოვის ბილიკი

მრავალფეროვანი ბილიკი, რომელიც კვეთს ეროვნულ პარკს ლიკანიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი). მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 3941 კმ. ორი ღამისთევა ეროვნულ პარკში. ლომის მთის და სახვლარის ტურისტულ თავშესაფრებში. I დღე - დაახლოებით 5 საათი, II დღე - დაახ. 6,5 საათი, III დღე - 2 სა ა თი. ერთდღიანი ლაშქრობა შესაძლებელია ლომის მთის მცველთა თავშესაფრამდე (დაახ. 4 საათი). შეიძლება ლაშქრობა ში VI მარშრუტის კომბინირება.

2. ან დრია პირველწოდებულის ბილიკი

ბილიკი ეროვნულ პარკს აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით) კვეთს. გაივლის ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს - მთა სამეცხვარიოს (2 642 მ.) 23 ღამის თევა: ამარათის ტურისტულ თავშესაფარში, დიდი სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში და მცველთა თავშესაფრებში ან კარავში.

0x01 graphic

მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 4951 კმ. I დღე დაახ. 6 საათი, II დღე - 44,5 საათი (დამოკიდებულია ღამისთევის ადგილზე), III დღე - დამოკიდებულია ღამეს სად გაათევთ.

3. პანორამების ბილიკი

რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით აწყურის მცველთა საგუშაგოდან ამარათის ტურისტული თავშესაფრის გავლით. ერთი ღამის თევა. მარშრუტის ხანგრძლივობა: I დღე - 16 კმ, 6 საათი, II დღე - 18 კმ, 6 საათი.

4. ხელუხლებეი ტყის ბილიკი

უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნულ პარკს კვეთს. ნუნისის მცველთა საგუშაგოდან (ხარაგაულის რაიონი) ზანავის მცველთა საგუშაგომდე (ბორჯომის რაიონი) ან პირიქით. განსაკუთრებით გირჩევთ დეკის ყვავილობის დროს (აპრილი-მაისი). ღამის თევა ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან კარავში. მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 1213 კმ, და ახ. 6 საათი.

5. ზეკარის უღელტეხილის ბილიკი

აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი). მარშრუტის ხანგრძლივობა: 910 კმ, და ახ. 44,5 საათი. ერთი ღამისთევა დიდ მაღალას ტურისტულ თავშესაფარში. ეროვნული პარკის გადაკვეთა მთის ველოსიპედით შესაძლებელია აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.

0x01 graphic

6. ნაკვალევის ბილიკი

ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკანიდან ქვაბის ხევამდე (ბორჯომის რაიონი). მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 1213 კმ, და ახ. 6 საათი.

7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი

საგანმანათლებლო ბილიკი იწყება ეროვნული პარკის ბორჯომის ადმინისტრაციიდან. მარშრუტის ხანგრძლივობა: 3 კმ, და ახ. 1,5 საათი. ბილიკის გასწვრივ განლაგებულია 9 სტენდი, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხება: რას წარმოადგენს ეროვნული პარკი, ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა, მცენარეული საფარი, ტრადიციული გამოყენების ზონა და სხვა. ინსტალაციებთან მცირე სირთულეც ელით მოლაშქრეებს: უნდა გამოიცნონ სად ნადირობს მსხვერპლზე მთის არწივი ან კიდევ უნდა ააწყონ მოძრავი ინსტალაცია, რომელიც ეროვნული პარკის ცხოველებზეა: რომელი კვალი რომელ ცხოველს ეკუთვნის? ბილიკზე ლაშქრობა შესაძლებელია მარტო ან ეროვნული პარკის გიდთან ერთად.

8. მეღრუკის ხეობა წრიული ბილიკი

დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით (სტეფურის ჭალა). მარშრუტის ხანგრძლივობა: 5,5 კმ დიდი სახვლარიდან, დაახ 3 საათი.

34 არაფერი

▲back to top


გურმანი|დაიჯესტი

სანდრო ჯანდიერი

აგვისტოში თბილისში დავრჩი: მათ რიცხვს ვეკუთვნი, ვინც სიცხეს - თუნდაც ისეთ აუტანელს, მშრალსა და ორმოცდახუთგრადუსიანს, როგორიც წელს იყო - შედარებით ადვილად და უსარგებლო წუწუნის გარეშე იტანს.

სამაგიეროდ, აგვისტოს თვეში ცოცხლდება ძველი, ბავშვობის ქალაქი მოგონება: დაცარიელებული ქუჩებით, ფართოდ გაღებული ფანჯრებიდან გამომავალი აჯაფსანდალის ან ფარშირებული ბულგარულის სუნით... ადუღებულ ტროტუარზე მოარული დაღლილი, ხილით დატვირთული დიასახლისებით და უკვე კანონგარეშე გარე მოვაჭრეების მხნე შეძახილებით, შაბათ კვირა დილას: ლეღვი, ლეღვი... ან ატამი, ვაშლი, პამიდორი, ატამი....

წლევანდელი აგვისტო არამარტო ღია ფანჯრების, ღია კარის თვეც იყო: ქალაქში დარჩენილებმა აღარ იცოდნენ რა სახის განიავება ვენტილაცია გაგრილების ფორმისთვის მიემართათ: ჩემი სახლის პირველ სართულზე მცხოვრები მეზობლის კარი მთელი თვის განმავლობაში ფართოდ გახსნილი იყო. სიცხემ ამ ოჯახს 1990 იანების შიშებიც დაავიწყა და აგვისტოში კარდაკარ მოარული კრიმინალიც, ჩართულ და მთელ ქუჩაზე მორახრახე გენერატორების მომპარავი ისე, რომ პატრონი გამოფხიზლებასაც ვერ ასწრებდა...

სახლში ცხელ საღამოს დაბრუნებულს ასეთი რამეც მინახავს: აივანზე გადმომდგარი, სიცხით გათანგული ზედა სართულზე მცხოვრები მეზობელი ქალი წყალს პეშვის მექანიკური მოძრაობებით ეზოს აკმევდა, თუმცა უშედეგოდ: საღამოს უმოწყალო სიცხეშიც კი, წყლის წვეთები ჰაერშივე ორთქლდებოდა და ასფალტს მხოლოდ ორთქლის კვალი ეპკურებოდა. ვერ მივხვდი, რის ან ვის გასაგრილებლად იყო მიმართული ეს წყალკურთხევა.

საღამოობით, იტალიური ეზოს შუშაბანდებში მეზობლები ბადრიჯნიან კერძებს უღიმღამოდ მიუსხდებოდნენ; ასეთ სიცხეში, ჭამას გემო არ აქვს, ჩვევაა, მხოლოდ... მერე საზამთრო ნესვები დაიჭრებოდა.

დასიცხული და კოღო დაკბენილი ბავშვების ჭინჭყლობას საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მუსიკალური ლეიტმოტივები ერეოდა, წამყვანების დაძაბული ტემბრები, რუსული ზეთის, ჩეხური ლუდის და წამყვანი ქართული შოკოლადის - ბარამბოს სარეკლამო მხიარულება, რასაც უსათუოდ რომელიმე ეჭვმიტანილის კრიმინალური აღსარება მოჰყვებოდა, რატომღაც უფრო ბრალმდებლის კუთხით დანახული, ვიდრე თავად ბრალდებულის. შიგადაშიგ, მონოტონურად და შემდეგ ასტრონომიული პროგრესიით ვითარდებოდ ერთი გეოგრაფიული დასახელება, სიტყვა, რომელმაც შეჭამა ყველა და ყველაფერი, ჯერ ყველა ბრუნვასა და ფორმაში იხმარებოდა, შემდეგ სასვენი ნიშანი გახდა, ყველა წინადადებაში რაღაც როლი აუცილებლად ეკავა: ბათუმის აეროპორტი, ბათუმის სანაპირო, შერატონ ბათუმი, ბათუმი მაჯესტიკი, ბათუმის სტუდიიდან, ბათუმში პიაცას მოედანზე, ბათუმი ბამბარუმს, ბათუმმა უმასპინძლა, ბათუმს ეწვია, ბათუმს გადაუფრინა....

ბათუმში გაიხსნება, წყალი ბათუმს, მოდა ბათუმს, ისევ ბათუმი და ყველანაირი ბათუმი ბითუმად.... აივანზე ვიდექი, იტალიურ ეზოში, ჩაბნელებულ ბინებში აციმციმებული ეკრანების წინ მოკალათებულ მეზობლებს ვუყურებდი და ვფიქრობდი: იქნებ თბილისისთვის რეგიონალური კურიერი გამოეშვათ შემდეგი მოკლე სცენარით: იწყება საღამოს გამოშვება, საათი, მუსიკალური ქუდი, ყველაფერი, როგორც არის. შემდეგ, ჩნდება წაყმვანი და გვიცხადებს: ბატონებო და ქალბატონებო, არაფერი არ ხდება. შემდეგ კიდევ ერთი რეკლამა, ცხადია შოკოლადის, ამინდის პროგნოზი, კინო. ერთხელ, მთელი თვის განმავლობაში ხომ შეიძლება ასეთი ეთერიც გვეხილა?

ამას იმიტომ ვწერ, რომ ნამდვილად არაფერი ხდებოდა თბილისის რესტორნებში, არაფერი ახალი, ახალი არაფერი, საინტერესო არაფერი, არაფერი საინტერესო. სადღაც წამიკითხავს, რომ არაფერზე წერა უფრო ძნელია, ვიდრე რამეზე. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ აგვისტოს ეს უქმე თვე თუ არა, სხვა, უფრო იდეალური შესაძლებლობა აღარ მექნებოდა, რომ ერთხელ მეც დამეწერა არაფერზე. შეიძლება ისიც ითქვას (ჩვენში არაფრის თქმას წინ არასდროს უდგას არაფერი), რომ არაფრიდან ისევ არაფერი გამოდის და არაფერი მხოლოდ არაფერზე დაიყვანება. თუ ვინმეს ასე მოეჩვენება, ჩემი სათქმელიც ეს არის, სხვანაირად არ ვიცი როგორ ვთქვა, რომ მართლა არაფერი არ ხდებოდა.

35 კურდღელი თეთრი ღვინისა და ტარხუნის სოუსში

▲back to top


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფმზარეული
თეკუნა გაჩეჩილაძე

4- 6 ულუფა

მასალა:

1 მთლიანი კურდღელი
1 ბოთლი თეთრი
(მშრალი) ღვინო
1 ლ. ქათმის ან
ბოსტნეულის ბულიონი
300 გრ. ხახვი
300 გრ. სტაფილო
500 გრ. კარტოფილი
(სეზონურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი კარტოფილი)
2 ლაიმი ან ლიმონი
1 ქილა ხახვის მარინადი
2 საშუალო კონა ტარხუნა
მარილი
შერეული წიწაკა
3 დაფნის ფოთოლი

კურდღლის ხორცი გაცილებით უფრო მჭლეა ვიდრე საქონლის ან ღორის, გემოთი ქათმისას ჩამოგავს, თუმცა ქათამთან შედარებითაც და ცხიმიანია და ცილებით მდიდარი. ამიტომ, თითქმის ნებისმიერი ქათმის კერძი შეგვიძლია მოვამზადოთ კურდღლის ხორცით. თუ კურდღელი ახალგაზრდაა, მაშინ ხორცი ნაზი აქვს და ადვილად ითვისებს ჩვენთვის სასურველ გემოს.

საქართველოში კურდღელზე ნადირობენ, ან მცირე ფერმები აქვთ, თუმცა, ჩვენთან, კურდღლის ხორცი ნაკლებად გავრცელებულია, ამიტომ კურდღლის შეძენა ბაზარში ან სარეალიზაციო ქსელში ადვილი არ არის. წინამდებარე რეცეპტისთვის ჩვენ ბიოლოგიური მეურნეობის - ბიოფუდის (www. biofood.ge) კურდღელი შევარჩიეთ. ამ ფერმაში კურდღელი ორგანული მეცხოველეობის სტანდარტებით იზრდება, იღებს ორგანულ საკვებს, დაავადების პრევენცია ჰომეოპათიური საშუალებებით ხორციელდება და არა ანტიბიოტიკური მედიკამენტებით, რაც სტანდარტული პრაქტიკაა ინდუსტრიულ ფერმებში - ამიტომ სუპერმარკეტში შეძენილ ქათამს, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთელი და გემრიელი კურდღელი ამჯობინეთ.

მომზადების წესი:

დაჭერით კურდღელი რვა თანაბარ ნაჭრად, მოაყარეთ მარილი და ფერადი, შერეული წიწაკა. მოათავსეთ კურდღლის ნაჭრები ტაფაზე და შებრაწეთ ოთხივე მხრიდან, შემდეგ გადაიღეთ თუჯის ქვაბში. წვრილად დაჭერით ხახვი და სტაფილო, მოთუშეთ იმავე ტაფაზე. მოთუშული ბოსტნეული მოათავსეთ კურდღლის ნაჭრებთან ერთად. თუჯის ჭურჭელი დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ნახევარმთვარის ფორმებად დაჭრილი ლაიმი ან ლიმონი, ერთი ბოთლი თეთრი ღვინო, ბულიონი და დაფნის ფოთოლი. ადუღეთ ერთი საათის მანძილზე ან ვიდრე კურდღლის ხორცი ბოლომდე არ მოიხარშება. (გაითვალისწინეთ, რომ ნანადირევი კურდღლის მოხარშვას უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე ფერმის).

კუბებად დაჭერით და მოხარშეთ კარტოფილი. მოხარშული კარტოფილი ჩაუშვით კურდღლის ქვაბში, დაუმატეთ ხახვის მარინადი, გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილითა და შერეული წიწაკით და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. გამასპინძლებამდე დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა.

მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ან უბრალო გახუხულ ნივრიან ბაგეტის ტოსტთან ერთად.

კურდღლის შეძენა შეგიძლიათ ბიოლოგიური მეურნეობის სატზე: www.biofood.ge (ტელ.: 141 999). დანარჩენი მასალისთვის მიმართეთ სუპერ მარკეტებს: პოპული (ვეკუას . 3, ტელ.: 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის . 116, ტელ.: 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ.: 24 33 02/03 ).