![]() |
ალმანახი № 3 მართლმსაჯულების სამართალი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გრუბბე ნიელს, შტაატსი იოჰან-ფრიდრიხ |
თემატური კატალოგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ალმანახი |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 1998 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ,,ალმანახი“ გამოიცემა OSI-ს, NOVIB-ისა და ABA-ს ფინანსური მხარდაჭერით სექტემბერი 1998, სარედაქციო კოლეგია რედაქტორი: ირაკლი სესიაშვილი ტექ. რედაქტორი: გიორგი გიორგანაშვილი ნუგზარ გუმბერიძე ვერონიკა მეტონიძე ალექსანდრე ორახელაშვილი ნინო რომაშვილი ნონა წოწორია სერიაზე პასუხისმგებელი: ირაკლი სესიაშვილი აიწყო და დაკაბადონდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. რედაქციაში შემოსული მასალები არ რეცენზირდება და გამოხატავს მხოლოდ ავტორის შეხედულებებს. ერეკლე II–ის შესახვევი 7 თბილისი, საქართველო 936101 ტირაჟი 500 ცალი |
![]() |
1 მოსამართლეთა ასოციაციის სასამართლო ეთიკის კომისია |
▲ზევით დაბრუნება |
კალიფორნია
პრინციპები და პროცედურები
(მიღებული 30/06, 1984წ.)
(შესწორებული 14/09/86, 15/11/86, 25/09/88, 3/04/90, 25/08/90)
1. შესავალი
A. კალიფორნიის მოსამართლეთა ასოციაციის მუდმივი კომისია
სამართლებრივი ეთიკის კომისია არსებობს კალიფორნიის მოსამართლეთა ასოციაციის დადგენილებების საფუძველზე (პარაგრაფი VII, ნაწილი 4.) ასოციაციის პრეზიდენტს ევალება დანიშნოს 15 წევრიანი კომისია, საიდანაც სულ ცოტა 10 წევრის თანხმობა მაინც არის საჭირო ნებისმიერი კონსულტაციის, მოხსენებისა თუ რეკომენდაციის გასაცემად. კომისიის მუშაობის პრინციპები და პროცედურები მიღებულია დადგენილების თანახმად (პარაგრაფი VII, ნაწილი 11).
B. კომისიის მიზანი (დანიშნულება)
კომისიას ევალება სამართლებრივი ეთიკის კოდექსის შედგენა ნებისმიერი მოსამართლის, კომისიის წევრის, მსაჯულის ან სამართალდამცავი უწყების მოთხოვნის საფუძველზე; ასევე ამ კოდექსისა და მასში შემოთავაზებული შესწორებების განმარტება. გარდა ამისა, კალიფორნიის მოსამართლეთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელობით, კომისიამ შეიძლება შეისწავლოს და მოხსენება წარმოადგინოს სამართლებრივი ეთიკის ნებისმიერ საინტერესო საკითხზე.
2. კომისიის პროცედურები
A. არაოფიციალური პასუხები
მოკვლევა, არსებული დასკვნების ან კანონის საფუძველზე, შესაძლოა განხორციელდეს კომისიის ვიცე-თავმჯდომარის ან ვიცე-თავმჯდომარესთან კონსულტაციების შედეგად კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ ტელეფონზე საუბრით ან დაზღვეული წერილით. ვიცე-თავმჯდომარესთან კონსულტაციების დროს წევრებმა უნდა მიუთითონ შესაბამის კანონებზე, რომელიც განიხილება როგორც ,,არაოფიციალური პასუხი”. ამის შემდეგ ვიცე-თავმჯდომარე, კომისიის მომავალი სხდომისათვის ამზადებს მოხსენებას ყველა კითხვისა და პასუხის შესახებ. კომისიის 3 წევრს შეუძლია მოითხოვოს, საკითხის შემდგომი შესწავლა და გადაწყვეტა.
მოსამართლეს, რომელიც ატარებს მოკვლევას, უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ, თუ რეზოლუცია არ არის ნათელი, კომისიას შეუძლია ხელმეორედ მოითხოვოს წერილობითი მოკვლევა შემდგომი შესწავლისათვის. ასეთმა მოთხოვნამ უნდა წარმოაჩინოს ეთიკური ინტერესის შემცველი ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, უკვე ჩატარებულ ძიებასთან ერთად. დაჟინებული მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს ტელეფონის საშუალებით შეუძლია ჩაატაროს წევრების მიერ ხმის მიცემის პროცედურა, რათა მოიპოვოს სავარაუდო პასუხი, რომელიც წერილობით მოკვლევას და საკითხის შემდგომ შესწავლას წინ უსწრებს. ასეთი წერილობითი მოკვლევის მიღების შემთხვევაში, ან საკუთარი ინიციატივით, კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს კომისიის წევრს ან წევრებს საქმის შემდგომი ძიების დასრულებისა და პასუხის ფორმულირებისთვის.
შემოთავაზებული პასუხი განიხილება კომისიის მომავალ სხდომაზე. დამტკიცების შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარე ან დანიშნული წევრი ,,არაოფიციალურ პასუხს” გადასცემს მოსამართლეს, რომელიც გამოკვლევას ატარებს (იხილეთ, დანართი”).
კომისია წყვეტს, ,,არაოფიციალური პასუხი,” საკმარისია, თუ საკითხი ისეთი მნიშვნელობისაა, რომ საჭიროებს კომისიის ,,ოფიციალური დასკვნის” (კონსულტაცია, აზრი) ფორმულირებას.
B. ოფიციალური დასკვნები
თუ გადაწყდება, რომ საჭიროა კომისიის ოფიციალური დასკვნა, თავმჯდომარე საკითხს გადასცემს შესწავლისა და შესათავაზებული პასუხის ფორმულირებისათვის. შემდეგ, კომისიის დანიშნული წევრი (ვისაც ევალება საკითხის შესწავლა და პასუხის ფორმულირება) ამზადებს პასუხის მონახაზს კომისიის მომავალ სხდომაზე განხილვისათვის. აქცევს რა სათანადო ყურადღებას მასში ჩამოყალიბებული აზრის სისხარტესა და ლაკონურობას და იცავს ,,დანართში” მოცემულ ფორმას.
განხილვის შემდეგ, დასკვნის მისაღებად საჭიროა სულ მცირე 10 წევრის თანხმობა. დასკვნა უნდა შემოიფარგლოს გამოკვლევის მიერ შემოთავაზებული ფაქტებით. გარდა ამისა, დასკვნაში უნდა აღინიშნოს, რომ ის ემყარება ფაქტებს და აქვს საკონსულტაციო ხასიათი. კომისიის ნებისმიერ წევრს შეუძლია წამოაყენოს უმცირესობის მიერ შემუშავებული დასკვნის ვარიანტი, რომელიც ისეთივე წესით ვრცელდება და ქვეყნდება, როგორც უმრავლესობისა.
დასკვნას თან უნდა ერთვოდეს კომისიის ყველა წევრის სახელი და ხელმოწერა.
C. მოხსენებები
კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს პასუხის ფორმასა და მისი გაცემის პროცედურას ყველა საკითხზე, რომელიც მას განსახილველად გადაეცა აღმასრულებელი საბჭოს მიერ.
3. კომისიის მოქმედების ფორმა და პრინციპები
A. კონფიდენციალურობა
კომისიის დასკვნაში, მოხსენებაში ან რეკომენდაციაში, ასევე კომისიის ოქმებში არ უნდა იქნას მოხსენიებული იმ მოსამართლის სახელი, რომლის მოქმედებაც გახდა მოკვლევის საგანი. კომისიის წევრმა არ უნდა გაამჟღავნოს ასეთი მოსამართლის ვინაობა, აგრეთვე იმ მოსამართლის ვინაობა, რომელიც აწარმოებდა მოკვლევას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამას კანონი მოითხოვს.
B. დისციპლინარულ პროცესებსა და დავებში ჩაურევლობა
კომიტეტი არ გასცემს დასკვნას ან არაოფიციალურ პასუხს, თუ მოკვლევის საგანი წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების აღსრულების კომისიაში გამოძიების, ან სასამართლოში განსახილველი საკითხის სუბიექტს. კომიტეტის წევრი პასუხისმგებელია არასაბოლოო ან არაოფიციალური პასუხის მომზადებაზე, იმ მიზნით, რომ განისაზღვროს, არის თუ არა საკითხი გამოძიების ან მიმდინარე სასამართლო პროცესის ქვემდებარე. კომიტეტს შეუძლია აღმასრულებელი საბჭოს მოთხოვნით გადაუხვიოს მოქმედების ამ ფორმიდან. კომისიას ასევე შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ აიცილოს პასუხის გაცემა ნებისმიერ საკითხზე, თუ გადაწყვეტს, რომ პასუხი შეიძლება იყოს შეუფერებელი.
C. შუამდგომლობა ინფორმაციისათვის.
იმისათვის, რომ კომისიის პასუხი, დასკვნა ან მოხსენება ინფორმაციული უზრუნველყოფის მხრივ სათანადო დონეზე იყოს, კომისიას ან მის ნებისმიერ წევრს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს იმ მოსამართლისაგან, რომელიც მოკვლევას აწარმოებს, ან ინფორმაციის სხვა წყაროდან. კომისიის წევრს ინფორმაციის მოძიების დროს ენიჭება მოქმედების თავისუფლება, მაგრამ ისე რომ ამით არ შეილახოს კომისიის პრესტიჟი და დაცულ იქნას მოკვლევის მწარმოებელი მოსამართლის ანონიმურობა.
D. კომისიის სხდომები
იმ ხნის განმავლობაში, სანამ კომისიის მიერ საკითხის განხილვა ან მისი სხვაგვარი საქმიანობა მიმდინარეობს, კომისია იკრიბება თავმჯდომარის მოწვევით. კომისიის წელი ემთხვევა ასოციაციის ყოველწლიურ შეკრებას, და უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ კომისიის საქმიანობა დაეფუძნოს ყოველწლიურობის პრინციპს.
E. დასკვნათა საჯაროობა
კომისიის ყველა დასკვნას ასოციაცია ურიგებს თავის ახალ წევრებს. ყველა ოფიციალურ დასკვნა ყოველწლიურად ურიგდება თავის წევრებს.
კომისია კარტოთეკაში ათავსებს ყოველ ახალ დასკვნას და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად უგზავნის მას მოკვლევის მწარმოებელ მოსამართლეს. ამის გარდა, კომისია აქვეყნებს ყოველწლიურ მოხსენებას სათაურით ,,ეთიკა დღეს”, სადაც აჯამებს კომისიის ოფიციალურ დასკვნებსა და არაოფიციალურ პასუხებს. ეს მოხსენება მიეწოდება კალიფორნიის მოსამართლეთა ასოციაციის ყოველ წევრს.
ნებისმიერი ოფიციალური დასკვნის ასლი ასოციაციის წევრს მოთხოვნილებისამებრ ეგზავნება. დასკვნა, პასუხი ან მოხსენება ,,ეთიკა დღეს” შეიძლება გაეგზავნოს ასოციაციის არაწევრსაც ასოციაციის პრეზიდენტის, ან აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით, კომისიის თავმჯდომარესთან კონსულტაციის შემდეგ.
კომისია დროდადრო ახდენს არსებული დასკვნების გადახალისებას მათი სრულყოფისათვის.
4. ამ პროცედურებსა და პრინციპებში შესწორების შეტანა შეიძლება ეთიკის კომისიის ნებისმიერ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
კომისიის პროცედურები
![]() |
2 კვებეკის მაგისტრატურის საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
კანადა, კვებეკი
ეთიკის კოდექსი
10. მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოიტანოს კანონის ფარგლებში;
20. მოსამართლემ მისი სამსახურეობრივი მოვალეობები უნდა განახორციელოს შეუვალად, პატივითა და ღირსებით;
30. მოსამართლის მოვალეობაა განაზოგადოს მისი პროფესიული კომპეტენცია;
40. მოსამართლემ თავი უნდა აარიდოს ნებისმიერი ფორმის ინტერესთა კონფლიქტს და თავიდან აიცილოს მისი იმ მდგომარეობაში აღმოჩენა, როდესაც მას არ შეუძლია თავისი ფუნქციების სათანადოდ აღსრულება;
50. მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური;
60. მოსამართლემ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს მაღალზნეობრივად და თავი უნდა შესწიროს კანონით მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას;
70. მოსამართლემ თავი უნდა აარიდოს მის თანამდებობასთან შეუსაბამო ნებისმიერ საქმიანობას;
80. საზოგადოებაში მოსამართლე უნდა იქცეოდეს თავშეკავებულად და შეზღუდულად;
90. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს, მოსამართლე უნდა ექვემდებარებოდეს მისი სასამართლოს მთავარი მოსამართლის ადმინისტრაციულ განკარგულებებს;
100. მოსამართლე უნდა განასახიერებდეს მიუკერძოებლობას და იცავდეს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, სამართლიანობისა და საზოგადოების უმაღლესი ინტერესების შესაბამისად.
ეთიკის კოდექსი
(ნახევარ შტატზე მომუშავე მუნიციპალური მოსამართლეებისათვის)
10. მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოიტანოს კანონის ფარგლებში;
20. მოსამართლემ მისი სამსახურეობრივი მოვალეობები უნდა განახორციელოს შეუვალად, პატივითა და ღირსებით;
30. მოსამართლის მოვალეობაა განაზოგადოს მისი პროფესიული კომპეტენცია;
40. მოსამართლემ თავი უნდა აარიდოს ნებისმიერი ფორმის ინტერესთა კონფლიქტს და თავიდან აიცილოს იმ მდგომარეობაში აღმოჩენა, როდესაც მას არ შეუძლია თავისი ფუნქციების სათანადოდ აღსრულება;
50. მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური;
60. მოსამართლემ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს მაღალზნეობრივად;
70. მოსამართლემ თავი უნდა აარიდოს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც შეუსაბამოა მისი, როგორც მუნიციპალური მოსამართლის ფუნქციებთან;
80. საზოგადოებაში მოსამართლე უნდა იქცეოდეს თავშეკავებულად და შეზღუდულად;
90. მოსამართლე უნდა განასახიერებდეს მიუკერძოებლობას და იცავდეს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, სამართლიანობისა და საზოგადოების უმაღლეს ინტერესებს.
კარი VII
მაგისტრატურის საბჭო, როგორც მოსამართლეთა პროგრამებისა და ეთიკის გამაჯანსაღებელი
თავი I
მაგისტრატურის საბჭო
ნაწილი I
შექმნა
კონსტიტუცია.
247. ორგანო, რომელსაც აქ და შემდგომ ეწოდება ,,საბჭო” ფუძნდება მაგისტრატურის საბჭოს სახელწოდებით.
შემადგენლობა.
248. საბჭო შედგება 14 წევრისაგან, მათ შორის არიან:
ა) პროვინციული სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა, და იმავე სასამართლოს უფროსი ასოცირებული მოსამართლე;
ბ) ახალგაზრდობის საქმეთა სასამართლოს თავმჯდომარე და მისი უფროსი ასოცირებული მოსამართლე;
გ) მომრიგებელ სესიათა სასამართლოს თავმჯდომარე და მისი უფროსი ასოცირებული მოსამართლე;
დ) ლავალის, მონრეალისა და კვებეკის მუნიციპალური სასამართლოების ერთ-ერთი თავმჯდომარეთაგანი;
ე) ორ-ორი მოსამართლე არჩეული პროვინციული სასამართლოს მოსამართლეებისაგან, მომრიგებელი სესიის სასამართლოდან, ახალგაზრდობის საქმეთა სასამართლოდან, ან ლავალის, მონრეალისა და კვებეკის მუნიციპალური სასამართლოებიდან და კვებეკის მოსამართლეთა კონფერენციის რეკომენდაციის საფუძველზე დანიშნული.
ე.1) ერთი მოსამართლე, რომელიც აირჩევა სხვა მუნიციპალური სასამართლოების მიერ კვებეკის მოსამართლეთა კონფერენციის რეკომენდაციის საფუძველზე ლავალის, მონრეალისა და კვებეკის მუნიციპალური სასამართლოების გარდა.
ვ) კვებეკის ბიუროს რეკომენდაციის საფუძველზე დანიშნული ორი ადვოკატი;
ზ) ორი პირი, რომელიც არც მოსამართლეა და არც ადვოკატი;
____________________________________________________
1978, c.19, s.33; 1986, c.48, s.4; 1986, c.61, s.47; 1987, c.50, s.8.
წევრთა დანიშვნა:
249. 248 მუხლის ,,დ” და ,,ზ” პუნქტებით გათვალისწინებულ საბჭოს წევრებს ნიშნავს მთავრობა. ,,ზ” პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა, იმისათვის, რომ გახდეს საბჭოს წევრი, უნდა დადოს I დანართით გათვალისწინებული ფიცი, 248 მუხლის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” პუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი უფროსი ასოცირებული მოსამართლის წინაშე.
ვიცე-თავმჯდომარე.
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა საბჭოს წევრთა მიერ მისი შემადგენლობიდან.
ვადა.
პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნულ საბჭოს წევრთა თანამდებობაზე ყოფნის ვადა არ აღემატება სამ წელს; ამ ვადის გასვლისას, ისინი რჩებიან თანამდებობაზე მანამ, სანამ არ შეიცვლებიან ან ხელახლა არ იქნებიან არჩეული.
_____________________________
1978, c.19, s. 33;
დასწრების ჰონორარი დახარჯების ანაზღაურება.
250. საბჭოს წევრებს, გარდა მოსამართლეებისა, მიეცემათ დასწრების ჰონორარი და იმ დადასტურებული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც წარმოიშვა მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას, მთავრობის მიერ დადგენილი წესისა და პირობების, და დადგენილი თანხების ფარგლებში.
ანაზღაურება.
ამასთან, მოსამართლეები უფლებამოსილნი არიან ანაზღაურებაზე, რომელიც მიეცემათ 132-ე მუხლის შესაბამისად.
_____________________________
1978, c.19, s. 33;
ქვორუმი.
251. საბჭოს რვა წევრი, თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის ჩათვლით შეადგენენ ქვორუმს.
_____________________________
1978, c.19. s. 33; 1986, c. 48. s. 5.
შეხვედრები.
252. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, თავმჯდომარის მოწვევით.
შეკრებები სხდომაზე.
იგი შეიძლება შეიკრიბოს პლენარულ სხდომაზე ნებისმიერ ადგილზე კვებეკში.
მთავარი ოფისი.
საბჭოს მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ კვებეკში ან მონრეალში, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად.
_____________________________
1978, c. 19, s.33
შიდა სტრუქტურა.
253. საბჭოს შეუძლია დაადგინოს შიდა წესები თავისი შიდა სტრუქტურისათვის ან შექმნას კომიტეტები და განსაზღვროს მათი ფუნქციები.
_____________________________
1978. c. 19, s.33
ოქმები.
254. საბჭოს ან მისი ერთ-ერთი კომიტეტის შეკრებების ოქმები ავთენტურია, თუ ისინი მოწონებულია საბჭოს ან კომიტეტის წევრთა მიერ; იგივე წესი ვრცელდება იმ დოკუმენტებზე ან ასლებზე, რომლებიც იქმნება საბჭოს მიერ, ან ქმნიან მის ოქმებს და თუ მათი ავთენტურობა დამოწმებულია თავმჯდომარის ან მდივნის მიერ.
_____________________________
1978, c. 19, s. 33
მდივანი და პერსონალი.
255. საბჭოს მდივანი და პერსონალის სხვა წევრები ინიშნებიან და ხელფასი ენიშნებათ სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად (თავი F-3.1.1.)
_____________________________________________
1978, c. 19, s. 33, 1978, c. 15, s.140, 1983, c. 55, s. 161.
ნაწილი II
საბჭოს ფუნქციები
ფუნქციები.
256. საბჭოს ფუნქციებია:
ა) ამ კარის II თავის შესაბამისად მოსამართლეთა პროგრამების გადახალისება;
ბ) ამ კარის III თავის შესაბამისად მოსამართლეთა ეთიკის კოდექსის მიღება;
გ) იმ საჩივრის მიღება და განხილვა, რომელიც წარდგენილია მოსამართლის წინააღმდეგ და რომელზეც ამ კარის III თავი ვრცელდება;
დ) სასამართლო პროცედურების ერთსახოვნებისა და ერთიანობისათვის ხელის შეწყობა;
ე) სამართლიანობის აღსრულების თაობაზე მოსაზრებების, რეკომენდაციების და თხოვნების მიღება, შესწავლა და იუსტიციის სამინისტროსათვის შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;
ვ) კანონის შესაბამისად, მსგავსი მიზნების მქონე ნებისმიერ ორგანოსთან (კვებეკის გარეთ) თანამშრომლობა.
_____________________________
1978, c.19, s.33
თავი II
მოსამართლეთა პროგრამების განახლება
ინფორმაცია, მოსამართლეთა პროგრამები.
257. საბჭომ უნდა დაადგინოს მოსამართლეთათვის ინფორმაცია, წვრთნის და განახლების მეთოდები, ან ხელახალი ორიენტაციის პროგრამები კვებეკის საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დანიშნული მთავრობის სახელით
_____________________________
1978, c. 19, s. 33;
მომზადება.
258. საბჭომ უნდა განსაზღვროს საჭიროებები, მოამზადოს პროგრამები და დააზუსტოს მიმართვის ვადები და პირობები; ამ მიზნით, მან შეიძლება ითანამშრომლოს კვებეკის მოსამართლეთა კონფერენციასთან, კვებეკის ბიუროსთან, იურიდიულ სკოლებთან და იუსტიციის სამინისტროსთან.
_____________________________
1978, c.19, s.33, 1987, c.50, s.9.
გასავლებზე უფლებამოსილება.
259. მთავრობა ადგენს თანხებს, რომელთა ზევითაც საბჭოს გასავლები საჭიროებენ იუსტიციის სამინისტროს თანხმობას.
_____________________________
1978, c.19, s.33
თავი III
იურიდიული ეთიკა
ნაწილი I
ძირითადი დებულებები
გავრცელება.
260. ეს თავი ვრცელდება იმ მოსამართლეებზე რომლებიც ინიშნებიან ამ აქტის შესაბამისად.
ეს ასევე ვრცელდება მუნიციპალური სასამართლოს მოსამართლეებზე და მომრიგებელ მოსამართლეებზე, რომლებიც დანიშნული არიან 186-ე მუხლის შესაბამისად, თუ ასეთი დანიშვნა მიანიშნებს, რომ მომრიგებელ მოსამართლეზე ვრცელდება 189-ე მუხლის მოთხოვნები.
_____________________________
1978, c.19, s.33; 1980, c.11, a.98
ნაწილი II
ეთიკის კოდექსი
ეთიკის კოდექსი.
261. საბჭომ მისი წესების შესაბამისად უნდა მიიღოს იურისტის ეთიკის კოდექსი.
მოსამართლეთა შეხვედრები.
თუმცა, მან წინასწარ უნდა შეკრიბოს მოსამართლეები, ვიზეც ეთიკის კოდექსი ვრცელდება, რათა გაესაუბროს მისი შესაბამისი რეგულირების შესახებ.
შეთანხმების ძალაში შესვლა.
ამ მუხლის შესაბამისად შექმნილი რეგულირებანი ქვეყნდება კვებეკის ოფიციალურ გაზეთში (Gazette officielle du Quebec) მთავრობისათვის წარდგენამდე, სულ მცირე ოცდაათი დღით ადრე. თუ იგი იმავე დამტკიცდება, ძალაში შედის მისი კვებეკის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების დღეს ან მოგვიანებით, როგორც ეს აღნიშნულია პუბლიკაციაში.
_____________________________
1978, c.19, s.33
შინაარსი.
262. ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს მოქმედების წესებს და მოსამართლეთა მოვალეობებს საზოგადოების, საქმის მხარეებისა და ადვოკატების წინაშე, და მიანიშნებს, რომელი ქმედებები და აქტები არის პატივის, ღირსებისა და სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევა, ასევე იმ ფუნქციებსა და ქმედებებზე, რომელიც მოსამართლემ უნდა განახორციელოს ანაზღაურების გარეშე, მიუხედავად 82-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისა.
სპეციალური დებულებები.
კოდექსით შეიძლება განისაზღვროს, რომ ამ დებულებების ნაწილი არ ვრცელდება მუნიციპალური სასამართლოს მოსამართლეებზე, გარდა ლავალის, მონრეალისა და კვებეკის მუნიციპალური სასამართლოებისა, ან რომ იმ მოსამართლეებისათვის დადგენილი უნდა იყოს სპეციალური დებულებები.
_____________________________
1978, c.19, s.33; 1980, c. 11, s.99
ნაწილი III
საჩივრების გადასინჯვა
საჩივრის ობიექტი.
263. საბჭო იხილავს და გადასინჯავს საჩივარს, რომელიც შემოტანილია ნებისმიერი პირის მიერ მოსამართლის წინააღმდეგ, რომელიც არ დაემორჩილა ეთიკის კოდექსის მოთხოვნებს.
საჩივრის ობიექტი.
ეთიკის კოდექსის ძალაში შესვლამდე, საბჭო იღებს და განიხილავს საჩივრებს, რომლებიც შეტანილია ნებისმიერი პირის მიერ მოსამართლის წინააღმდეგ, მასზედ რომ მან:
ა) სათანადოდ არ განახორციელა ფუნქციები;
ბ) კონკრეტული ვითარების გამო ვერ შეძლო თავისი ფუნქციების შესრულება;
გ) ჩაიდინა სასამართლოს ხელისუფლების ერთიანობის, პატივისა და ღირსების შეუსაბამო ქმედება.
_____________________________
1978, c.19, s.33
შინაარსი.
264. ნებისმიერი საჩივარი სრულდება წერილობითი ფორმით, გადაეცემა საბჭოს მდივანს და წარმოადგენს ფაქტებს და სხვა საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს, რომელთა გამოც მოსამართლე პასუხისმგებელია.
_____________________________
1978, c.19, s.33
საჭირო ინფორმაცია.
265. საბჭომ უნდა განიხილოს საჩივარი; ამ მიზნით მას შეუძლია ნებისმიერი პირისაგან მოითხოვოს ინფორმაცია, რომელსაც იგი თვლის საჭიროდ და თუ საჩივარი წარდგენილია ახალგაზრდობის საქმეთა სასამართლოს მოსამართლის წინააღმდეგ, გადასინჯავს ამ სასამართლოს შესახებ ინფორმაციას, თუნდაც ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იყოს ახალგაზრდობის დაცვის აქტით (თავი P-34.1).
კონფლიქტი.
თუ საჩივარი შეტანილია საბჭოს წევრის მიერ, მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მიერ საჩივრის განხილვაში.
_____________________________
1978, c.19, s. 33; 1986, c.48, s.6
მოსამართლის ასლი.
266. საბჭომ საჩივრის ასლი უნდა გადაუგზავნოს მოსამართლეს და შესაძლოა მისგან ახსნა-განმარტება მოითხოვოს;
_____________________________
1978, c.19, s.33
უსაფუძვლო საჩივარი.
267. თუ საბჭო საჩივრის განხილვის შემდეგ დაადგენს, რომ იგი უსაფუძვლოა ან, რომ მისი ხასიათი და მნიშვნელოვნება არ ასაბუთებს მოთხოვნას, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს მოსარჩელეს და მოსამართლეს და წარმოადგინოს მათი არგუმენტები.
_____________________________
1978, c.19, s.33
მოძიება.
268. საბჭოს შეუძლია საჩივრის განხილვის შემდეგ ჩაატაროს გამოკითხვა, თუ საჩივარი შეტანილია იუსტიციის მინისტრის მიერ ან, თუ ეს უკანასკნელი ამას მოითხოვს 103.1-ე ან 230-ე მუხლის შესაბამისად.
_____________________________
1978, c.19. s.33
ნაწილი IV
მოკვლევა
კომიტეტები.
269. იმისათვის, რომ საჩივარზე ჩატარდეს მოკვლევა, საბჭო აფუძნებს კომიტეტებს, რომლებიც შედგება საბჭოს წევრებისაგან არჩეული ხუთი პირისაგან, რომელთაგანაც ნიშნავს თავმჯდომარეს.
ქვორუმი.
სამი პირი შეადგენს კომიტეტის ქვორუმს.
_____________________________
1978, c.19, s.33
შეხვედრები.
270. კომიტეტი იკრიბება საჭიროებისამებრ თავმჯდომარის მოწვევით.
_____________________________
1978, c.19, s.33
საჩივრის ან მოთხოვნის ასლი.
271. კომიტეტი მოსამართლეს უგზავნის საჩივრის ან იუსტიციის მინისტრის მოთხოვნის ასლს, რომელიც მომზადებულია 103.1-ე ან 230-ე მუხლების შესაბამისად.
კომიტეტში გამოძახება.
საჩივრის გადაგზავნიდან ოცდაათი დღის განმავლობაში კომიტეტი იბარებს შესაბამის მოსამართლეს და მოსარჩელეს; იგი ასევე აცნობებს იუსტიციის მინისტრს, და ეს უკანასკნელი ან მისი წარმომადგენელი შეიძლება ჩაერიოს საჩივრის განხილვაში მტკიცების ან მოსმენის ეტაპზე.
_____________________________
1978, c.19. s.33
მოსმენა.
272. კომიტეტი უსმენს მხარეებს, მათ ადვოკატებსა და მოწმეებს.
ფაქტები და მტკიცებულებები.
მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ფაქტები და გამოიძახოს ნებისმიერი პირი ჩვენების მისაცემად.
დაკითხვა.
მოწმე შეიძლება დაიკითხოს ან მოეწყოს ჯვარედინი დაკითხვა მხარეების მიერ.
_____________________________
1978, c.19. s.33
უფლებამოსილებები და იმუნიტეტები
273. მოკვლევის მიზნებისათვის კომიტეტის წევრები: სარგებლობენ კომისიის წევრის გარკვეული უფლებამოსილებებითა და იმუნიტეტებით, რომელიც დადგენილია სპეციალური აქტით საზოგადოებრივი მოკვლევის კომისიების შესახებ (თავი C-37).
_____________________________
1978, c.19. s.33
აკრძალვა.
273.1. ადვოკატს, რომელიც არის მუნიციპალური სასამართლოს მოსამართლე არ შეუძლია იმოქმედოს, როგორც პროკურორმა.
_____________________________
1980, c.11. s.100
კომიტეტის წევრის.
274. მოკვლევის მხარეს შეუძლია მოითხოვოს კომიტეტის
გადადგომა.წევრის გადადგომა ერთ-ერთი იმ მიზეზით, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 234-ე და 235-ე მუხლებით.
აღიარების ვალდებულება.
კომიტეტის წევრი, რომელმაც იცის თავისი გადადგომის საფუძვლები, ვალდებულია განაცხადოს ამის შესახებ.
_____________________________
1978, c.19. s.33
პროცედურის წესები და პრაქტიკა.
275. კომიტეტმა უნდა მიიღოს მოკვლევის ჩატარების პროცედურის ან პრაქტიკის წესები.
პროცედურის წესები.
თუ საჭიროა, კომიტეტი ან მისი ერთ-ერთი წევრი გამოსცემს პროცედურის შესახებ წესებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, რომელიც აუცილებელია მისი ვალდებულებების შესასრულებლად.
_____________________________
1978, c.19. s.33
მოსამართლეობის შეჩერება.
276. საბჭოს მოკვლევის ჩატარების მიზნით შეუძლია შეაჩეროს მოსამართლის საქმიანობა.
_____________________________
1978, c.19, s.33
მოხსენება მოძიებულ ინფორმაციაზე და რეკომენდაციები.
277. კომიტეტი მოკვლევის შესახებ მოხსენებასა და რეკომენდაციებს წარუდგენს საბჭოს. იგი მოხსენებას გადასცემს იუსტიციის მინისტრს, რომელიც საბჭოსთან ერთად ადგენს 279-ე მუხლის ,,ბ” მუხლით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს.
_____________________________
1978, c.19. s.33
დაუსაბუთებელი საჩივარი.
278. თუ მოკვლევის შესახებ მოხსენებით დადგინდება საჩივრის უსაფუძვლობა, საბჭო ამის შესახებ აცნობებს მოსამართლეს, იუსტიციის მინისტრს და მოსარჩელეს.
_____________________________
1978, c.19. s.33
საჩივრის დასაბუთება.
279. თუ მოკვლევის შესახებ მოხსენებით დადგინდება, რომ საჩივარი არისდასაბუთებული, საბჭო მოხსენების რეკომენდაციების საფუძველზე;
ა) გადააყენებს მოსამართლეს; ან
ბ) რეკომენდაციას გაუწევს იუსტიციის მინისტრს და გენერალურ პროკურორს მოსამართლის გათავისუფლების საკითხი გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში (85 მუხლის შესაბამისად) ან რეკომენდაციას უწევს მინისტრს მუნიციპალური სასამართლოს მოსამართლის (გარდა ლავალის, მონრეალის, ან კვებეკის სასამართლოს მოსამართლისა) გათავისუფლების თაობაზე.
შეჩერება.
საბჭო ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით შეაჩერებს მოსამართლის საქმიანობას ოცდაათი დღის განმავლობაში.
_____________________________
1978, c.19, s. 33; 1980, c.11, s.101
სააპელაციო სასამართლოს ვოტუმი.
280. თუ იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი, 85-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს წარუდგენს ვოტუმს მოსამართლეს სასამართლოს საბოლოო მოხსენებამდე შეუჩერდება უფლებამოსილება.
_____________________________
1978, c.19. s.33
ადვოკატის მომსახურება
281. საბჭომ თავი უნდა შეიკავოს ადვოკატის ან სხვა ექსპერტის მომსახურებისაგან, რათა დაეხმაროს კომიტეტს მის მიერ მოკვლევის წარმოებაში.
_____________________________
1978, c.19. s.33
თავი IV
სხვადასხვა დებულებები
საჭირო თანხა
282. ამ კარის მოქმედებისათვის საჭირო თანხების ამოღება ხდება კონსოლიდირებული შემოსავლების ფონდიდან.
_____________________________
1978, c.19. s.33
283. (ეს ნაწილი ძალაშია 1987 წლის 17 აპრილიდან).
1982, c.21, s.1; UK., 1982, c.11, Sch.B., Part I, s.33
![]() |
3 იურისტის ეთიკა |
▲ზევით დაბრუნება |
დანია
ნიელს გრუბბე
ა. მოსამართლის როლი კონფლიქტების მოგვარებაში
1. სამართლებრივი კონფლიქტების მოგვარების ხასიათი
სამართლებრივი სახელმწიფოსათვის სამართლებრივი კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობები განსაკუთრებით ფართო და მრავალფეროვანია. თუმცა, ზოგიერთი კონფლიქტი შესაძლებელია ვერცერთი მეთოდით ვერ მოგვარდეს. მაგალითად, კონფლიქტი მყიდველსა და გამყიდველს შორის ფასის განსაზღვრისას, რომელიც გადაწყვეტის სხვა საშუალებებს მოითხოვს, მოიცავს დაპირისპირებული ინტერესების დაბალანსირების აუცილებლობას. იურიდიული კონფლიქტის განპირობებულია კანონის ან/და ფაქტების კოლიზიით. ასეთ კონფლიქტებს მოსდევს წინასწარ განჭვრეტადი ანუ ე.წ. ,,სამართლიანი” გადაწყვეტა.
იურიდიული კონფლიქტების მოგვარების ტიპიური მახასიათებელია, კანონის უზენაესობის პრინციპზე დაყრდნობით პრობლემის გადაწყვეტა. გადაწყვეტილება არ უნდა იყოს დაფუძნებული იმ შედეგებზე, რომელიც ის გამოიღებს მხარეების ან საზოგადოებისათვის. მოსამართლე, ბუნებრივია, შეეცდება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მათთვის მისაღებ შედეგებს გამოიწვევს. თუმცა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარის დამარცხება, რაც განპირობებულია კანონის უზენაესობით. უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის წესები არ უნდა ემყარებოდეს შედეგებს. ის, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება, სწორედ ამ პრინციპზეა დამოკიდებულია.
იურიდიული კონფლიქტების მოგვარება უნდა ემყარებოდეს ფაქტებს და არა შესაძლებლობებს. კანონი უნდა განსაზღვრავდეს უფლებებსა და მოვალეობებს ფაქტობრივი სიტუაციების საფუძველზე. თუ ერთი მხარე მეორე მხარის მიერ გაკრიტიკებულ ფაქტებთან მიმართებაში თავის უფლებებს აყენებს, პირველმა მხარემ უნდა იდავოს ძირითად ფაქტებზე დაყრდნობით. ამის გამო, ფაქტები განმტკიცებული უნდა იყოს უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხით. თუ ასეთი უსაფრთხოება ვერ იქნა მიღწეული, კონფლიქტის მოგვარების სიმძიმე ჩვენებებსა და მტკიცებულებებზე მოდის. მოსამართლეს არ შეუძლია თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს შესაძლებლობებზე, თუნდაც ეს უკანასკნელი სტატისტიკური ინფორმაციით იყოს შეიარაღებული.
გადაწყვეტილება იურიდიული კონფლიქტის თაობაზე, ძალაშია მაშინაც, თუ მეორე მხარე არ ეთანხმება ასეთ გადაწყვეტილებას. როგორც კი გადაწყვიტილება მიღებული იქნება, იგი ძალაშია და მისი აღსრულება, თუნდაც ძალისმიერი ფორმების გამოყენებით, უნდა მოხდეს. ასეთი ძალისმიერი აღსრულება ბუნებრივია შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ ,,სამართლიან” და ობიექტურ გადაწყვეტილებებზე.
უფრო მეტიც, იურიდიული კონფლიქტების გადაწყვეტისათვის დამახასიათებელია ის, რომ გადაწყვეტილების მიღება ხდება მიუკერძოებელი მესამე მხარის, მოსამართლის მიერ. მოსამართლის, როგორც მიუკერძოებელი მესამე მხარის პოზიციაც, ბუნებრივია, დამყარებულია საქმის არსებულ ფაქტებზე, რათა გადასაწყვეტი კონფლიქტი ობიექტურად მოგვარდეს და მიღებული იყოს რეალური და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ბ. მაღალი ეთიკური ნორმების არსებობის გამართლება
1. კანონისადმი და არა ინსტრუქციებისადმი მორჩილება
დანიის კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლე ემორჩილება მხოლოდ კანონს, რაც ნიშნავს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებები უნდა ემყარებოდეს ან პარლამენტის აქტს, ან სტატუსს, ან პრეცედენტულ სამართალს.
დანიაში სამინისტროს მიერ დაგზავნილი სამთავრობო ცირკულარები არ ითვლება ნორმატიულ მასალად. ის ძირითად ის ცირკულარებია, რომლებიც შეიცავს პარლამენტის აქტებზე ამ სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ განმარტებებს. ასეთი განმარტებები იურიდიული ძალის მქონეა მხოლოდ კონკრეტული სამინისტროსათვის და არა სასამართლოებისათვის. თუმცა, დავა შეიძლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც მოსამართლე კატეგორიულად აცხადებს, რომ პარლამენტის აქტის საფუძველზე იგი მივიდა აქტის ამა თუ იმ ინტერპრეტაციამდე, რომელიც განსხვავებულია სამინისტროს ინტერპრეტაციისაგან.
დანიაში სასამართლოები არ აგზავნიან ცირკულარებს გარკვეული წესებისა და კანონების განმარტებისათვის. თუმცა, ცალკეულმა მოსამართლეებმა შეიძლება გამოსცენ სპეციალური ლიტერატურა ან სტატიები, სადაც ისინი გამოხატავენ საკუთარ შეხედულებებსა და განმარტებებს სხადასხვა იურიდიულ საკითხებზე. ასევე ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ,,სამართლებრივ კვირეულში” კომენტარს აკეთებს განსაკუთრებული მნიშვნელობის სხვადასხვა საქმეებზე. თუმცა, ასეთი სტატიები და ლიტერატურა სასამართლოებისათვის არასავალდებულო ხასიათისაა და მათ ჩვეულებრივ არგუმენტებზე მეტი წონა არა აქვთ.
სპეციალური ინსტრუქციები, ისევე როგორც სამთავრობო სტრუქტურების მიერ მოსამართლისათვის კონკრეტულ საკითხებზე გაცემული ინსტრუქციები, საქმის განხილვის დროს მხედველობაში არ მიიღება. ინსტრუქციები არც საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან მიიღება. როგორც წესი, პოლიტიკოსები თავს არიდებენ საკუთარი აზრის გამოთქმას იმ საკითხებზე, რომლებიც სასამართლოს წინაშე განიხილება. ხშირად ხდება, რომ პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, რათა სამინისტრომ დააყენოს საკითხი, ან სამინისტრომ აიცილოს თავიდან კონკრეტული საკითხის განხილვა. ასეთი ინსტრუქციები გაიცემა მხოლოდ სამინისტროებისათვის და ზეგავლენას არ უნდა ახდენდეს სასამართლოზე. თუმცა, ასეთი ინსტრუქციები საკმაოდ იშვიათად იქმნება და გვაძლევენ ერთიან მონაცემთა ბაზას.
სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. როდესაც ზემდგომი სასამართლო იღებს ინსტრუქციებს პრინციპულ საკითხებზე, ქვემდგომი სასამართლოები, როგორც წესი, იცავენ იგივე პრინციპებს გადაწყვეტილებების გამოტანის დროს. თუმცა, ასეთ სიტუაციაშიც კი, ქვემდგომი სასამართლოს მოსამართლე არ არის შებოჭილი ინსტრუქციებით. არის შემთხვევები, როცა ქალაქის სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საკუთარი განმარტებებითა და შეხედულებებით და არა ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული ინსტრუქციით. თუმცა, ქალაქის სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, ანუ ზემდგომ სასამართლოში და განაჩენის შეცვლა გამოიწვიოს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს არ არის ადეკვატური ზომა, მოსამართლისათვის უნდა მოხდეს ასეთი ინსტრუქციის მიწოდება.
2. დამოუკიდებლობა
მოსამართლეების დამოუკიდებლობა დაფუძნებულია ზოგად პრინციპზე. მას შემდეგ რაც მოსამართლე დაინიშნება იგი არ შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს რაიმე მიზეზით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიაღწევს მინიმუმ 65 და მაქსიმუმ 70 წლის ასაკს).
უფრო მეტიც, დანიის იუსტიციის განხორციელების აქტის შესაბამისად, მოსამართლეს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა, ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას. ასე მაგალითად, იგი არ შეიძლება მსახურობდეს როგორც იურიდიული კონსულტანტი. თუმცა, დაშვებულია, რომ მოსამართლე ქმნიდეს იურიდიულ ლიტერატურას. ასევე დაშვებულია, რომ მოსამართლე ფუნქციონირებდეს როგორც არბიტრი, რომელიც დანიის კანონმდებლობის შესაბამისად მხარეებისგან იღებს ფიქსირებულ ანაზღაურებას. თუმცა, მოსამართლეთა საქმიანობა, როგორც პირების, რომლებიც არბიტრად მუშაობისას იღებენ ანაზღაურებას, შესაძლებელია იწვევდეს ანგარიშგასაწევ დებატებს. მოსამართლეთა უმეტესობა ამჯობინებს უარი თქვას არბიტრის ფუნქციებზე, რათა შეინარჩუნოს სრული დამოუკიდებლობა.
3. პასუხისმგებლობა
დამოუკიდებლობის მიუხედავად, მოსამართლეები პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
უპირველეს ყოვლისა, მოსამართლეს აქვს დისციპლინარული პასუხისმგებლობა. დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ საჩივარს განიხილავენ სასამართლოები. ასეთი სასამართლოები შედგება სამი მოსამართლისაგან, რომელთაგან ერთი უზენაესი სასამართლოს, ერთი ზემდგომი სასამართლოსი და მესამე ქალაქის სასამართლოს მოსამართლეა. ასეთ სასამართლოს შეუძლია გამოსცეს დაუთანხმებლობის ვერდიქტი, შეუძლია დააკისროს ჯარიმა, ან გაათავისუფლოს მოსამართლე. უფრო მეტიც, მოსამართლეს, ისევე როგორც ყველა მოქალაქეს ეკისრება სისხლისა და სამოქალაქო სამართლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
4. გათავისუფლება
● თუ არსებობს რაიმე საფუძველი ან ეჭვი, რომ მოსამართლეს ამა თუ იმ საქმეში აქვს პირადი ინტერესი, ის უნდა ჩამოცილდეს კონკრეტული საქმის განხილვას. ეს დებულება ვრცელდება, თუ:
● მოსამართლე წარმოადგენს საქმეში მხარეს, ან აქვს ეკონომიკური ინტერესი შედეგში, ან თუ სისხლის სამართლის საქმეში დანაშაულით მას მიადგა ზარალი;
● თუ მოსამართლეს რაიმე პირადი, ოჯახური, ურთიერთობა აქვს მხარესთან, ან იმ ადვოკატთან, რომელიც სასამართლოში წარმოადგენს რომელიმე მხარეს, ან ერთერთი მხარის საზოგადოებრივ დამცველთან;
● თუ მოსამართლე წარსულში დაკავშირებული იყო ამ კონკრეტულ საქმესთან, მაგალითად იყო ადვოკატი, ან საზოგადოებრივი დამცველი, ან პროკურორი, ან მოსამართლე ქვემდგომ სასამართლოში, როდესაც იხილებოდა ეს საკითხი ან ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა საკითხები;
● თუ სხვა რაიმე მიზეზით ეჭვქვეშ დგება მოსამართლის მიუკერძოებლობა.
მოსამართლე თვითონ წყვეტს, საქმის განხილვიდან ჩამოცილების საკითხს. თუ იგი უარს იტყვის ამაზე და საქმეში მონაწილე მხარეები შეთანხმდებიან, მისი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლოში. თუ მოსამართლემ აცილება არ განაცხადა და მოგვიანებით აღმოჩნდება აცილების საფუძველი, მისი განაჩენი ძალადაკარგულად გამოცხადდება.
5. აპოლიტიკურობა
მიუკერძოებლობის მოთხოვნა კიდევ უფრო ფართო მცნებაა, ვიდრე ის სპეციფიკური დებულებები, რომლებიც ჩართულია დანიის იუსტიციის აღსრულების აქტში.
დანიაში მიღებულია, როდესაც მოსამართლეები უარს ამბობენ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე. მაგალითად, თავიანთი ნაწერების, ლექციების საშუალებით ან სხვა რაიმე ფორმით. თუმცა, თუკი რომელიმე კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება გამოჩნდება პრესის ფურცლებზე, მაშინ შესაძლებელია გაჩნდეს მოსამართლის განცხადებები, რომელთა მიზანია სიცხადე შეიტანოს განაჩენის იურიდიულ შინაარსში, შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით. სხვაგვარად, მოსამართლეები იშვიათად ეხებიან კონკრეტულ სასამართლო საქმეებს სასამართლოს დარბაზის გარეთ, მითუმეტეს საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში, და მას შემდეგაც, რაც განაჩენი იქნება გამოტანილი.
ზოგიერთი მოსამართლე თვლის, რომ მათ, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს უნდა ქონდეთ უფლება და შესაძლებლობა ისაუბრონ ხმამაღლა საერთო პოლიტიკურ საკითხებზე. თუმცა, ძალიან იშვიათად მაგრამ მაინც ხდება, რომ მოსამართლეები თავის აზრს გამოხატავენ ტექნიკურ და არა იმ საკითხებზე, რომლებიც მიღებულ უნდა იქნეს საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ.
ასეთი შეზღუდვის მიზეზი გამომდინარეობს იმ პრინციპიდან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ კანონს; მოსამართლეებმა უნდა მიიღონ მხოლოდ ის აზრები, რომლებიც გადმოცემულია კანონით, ხოლო თუ ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ დებატებში სხვა და სხვა ნაწერებით ან სხვაგვარად, მაშინ შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ მათმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებებზეც.
6. პასიურობა
დანიის კანონმდებლობის მიხედვით, მოსამართლე უნდა იყოს პასიური სასამართლოში საქმის განხილვის დროს. ეს შეეხება, როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო სამართლის საქმეებს.
სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურორი სახელმწიფოს სახელით ბრალს უყენებს ეჭვმიტანილს მომხდარ დანაშაულთან მიმართებაში. უფრო მეტიც, პროკურორი ვალდებულია მოსამართლის წინაშე წარმოადგინოს მტკიცებულებები, როგორც მოკვლევის შედეგი, რათა მოსამართლემ შეძლოს განაჩენის გამოტანა. ამიტომ, მოსამართლემ შეიძლება აღარ დააყენოს საკითხი შემდგომ ბრალდებაზე, რადგან საქმის მოსმენის დროს შესაძლებელია პროკურორის ბრალდებები კანონიერად და საკმარისად მიიჩნიოს. მოსამართლემ უნდა მოუსმინოს წარმოდგენილ ბრალდებას და რეაგირება მოახდინოს მხოლოდ ამ უკანასკნელზე და სხვა არაფერზე.
მოსამართლე ასევე პასიურია სამოქალაქო საქმეებშიც. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ პრობლემა, ბრალდება და მტკიცებულებები, რომლებიც უნდა წარმოადგინონ სასამართლო პროცესზე.
თუ საჭიროა, რომ განმარტება მიეცეს ან უფრო მეტი სიცხადე იქნას შეტანილი საქმეში, მისაღებია, რომ მოსამართლემ დასვას შეკითხვები საქმესა და მტკიცებულებებთან მიმართებაში. მაგრამ, თუ მიმართვა ემყარება იმას, რომ მოსამართლემ წარმოდგენილი მტკიცებულებები არა-მართლზომიერად მიიჩნია, მას უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს ახალი არგუმენტები, თუ ეს ახალი არგუმენტები მხარეების მიერ წინასწარ მიწოდებული არ იყო. ასეთ შემთხვევაში დანიელი მოსამართლე გამოიტანს ოპონენტისათვის სასურველ განაჩენს, მაგრამ განაჩენში ცალსახად აისახება, რომ კონკრეტული არგუმენტები არ იყო წინასწარ წარმოდგენილი.
იგივე პრინციპი ვრცელდება ნივთმტკიცებებზეც.
მოსამართლე უძღვება პროცესს, თუმცა ფაქტიურად პროცესის წაყვანა მხარეთა ადვოკატების მიერ ხორციელდება. ეს კი მოითხოვს ორ ადვოკატსა და მოსამართლეს შორის თანამშრომლობას.
დანიაში მოქმედებს ზეპირი საქმის წარმოების პრინციპი. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოიტანოს იმის საფუძველზე, რაც მოისმინა სასამართლო პროცესის დროს. თუმცა, თავად საქმე მზადდება წერილობითი ფორმით. გამოსვლებსა და პასუხებში მხარეები აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს, თავიანთ მოთხოვნებსა და არგუმენტებს, ასევე მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილ უნდა იქნეს პროცესის დროს. საქმის მოსმენის დროს შესაბამისი დოკუმენტები იკითხება ხმამაღლა და მხოლოდ ასეთი დოკუმენტები შეიძლება მიღებული იქნეს მხედველობაში. ნივთმტკიცებები მოსამართლეს საქმის განხილვის დროს წარედგინება.
როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოში პროცესი მიყავთ ადვოკატებს და მოსამართლე მხოლოდ მაშინ ერევა, თუ ადვოკატები ვერ შეთანხმდებიან პროცედურულ საკითხებზე, ან თუ შეთანხმდებიან ისეთ პროცედურაზე, რომელიც მიუღებელია მოსამართლისათვის.
ნივთმტკიცებების წარდგენას მხოლოდ ადვოკატები ახდენენ. მოწმე, როგორც წესი იკითხება ორი ადვოკატის მიერ, მოსამართლე კი კითხვებს არ სვამს. თუმცა, თუკი ჩვენება არ არის ნათელი და ცხადი, მოსამართლეს, რა თქმა უნდა, შეუძლია დასვას კითხვები, რათა სიცხადე შეიტანოს ნათქვამში.
როგორც წესი, მოსამართლე არასდროს გამოხატავს თავის შეხედულებებს არც მოთხოვნის, არც მტკიცებულებების და არც იმ საკითხების შესახებ, რომლებიც უკავშირდება საქმეს. მოსამართლის მიერ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს რაიმე შეხედულების გამოხატვა მიუღებლად მიიჩნევა. ხოლო, როდესაც სასამართლო პროცესი დამთავრებულია, რა თქმა უნდა, მოსამართლე გამოხატავს თავის შეხედულებებს და მოქმედებს როგორც მედიატორი. თუ ამას არ მივყავართ მხარეთა შორის შეთანხმებამდე, განაჩენი იქნება გამოტანილი.
მოსამართლის პასიურობის შედეგად შეიძლება ერთ-ერთი მხარე დამარცხდეს საქმის განხილვის დროს, მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა ადვოკატმა შეცდომა დაუშვა და დროულად არ მოახდინა მტკიცებულებების წარდგენა. რა თქმა უნდა, ასეთი შედეგი არც თუ ისე სასიხარულოა, მაგრამ ეს არის მოღებული წესი. მოსამართლე აქტიურობის შემთხვევაში, როგორც წესი მოახდენს თავისი შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამომზეურებას და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ მათ აღიარებას, ამიტომ მოსამართლის პასიურობის პრინციპი საყოველთაოდ აღიარებულია.
![]() |
4 მართლმსაჯულების ეთიკა |
▲ზევით დაბრუნება |
გერმანია
დოქტორი იოჰან-ფრიდრიხ შტაატსი
ყველა მოსამართლე უნდა გაეცნოს მართლმსაჯულების ეთიკის გარკვეულ სტანდარტებს, თუ მას გადაწყვეტილი აქვს თავისი საქმე შეასრულოს ისე, როგორც ამას საზოგადოება მოელის მისგან. ზოგადად არ არსებობს მართლმსაჯულების ეთიკის წესების ფართო ასახვა, რადგან ძირითადი მოვალეობები პროფესიონალი მოსამართლისათვის ისედაც ცნობილია. გაგაცნობთ, თუ როგორ იქცევიან სასამართლო ხელისუფლების წევრები ამ წესების შესაბამისად. არის შემთხვევები, როდესაც არც თუ ისე ადვილია დაადგინო, თუ რა არის მართლმსაჯულების ეთიკის შესაფერისი. არიან მოსამართლეები, რომლებიც აშკარად არღვევენ ამ განსაზღვრულ წესებს. ამიტომ აუცილებელია გარკვეულად განისაზღვროს მართლმსაჯულების ეთიკის სტანდარტები და მათი შესრულების უზრუნველყოფის მეთოდები. ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა.
გერმანიაში, არ არსებობს სისტემური და სრული კოდექსი ან კანონი მართლმსაჯულების ეთიკის შესახებ, თუმცა არსებობს ფედერალური კონსტიტუციის რამდენიმე წესი, რომელიც გერმანული სასამართლო ხელისუფლების მთავარ წყაროს წარმოადგენს და რამდენიმე ასპექტში ეხება იმ პირობებს, რომლებიც ვრცელდება ფედერალურ სახელმწიფო მოხელეებზე და ასახულია სხვადასხვა აქტებში. მთლიანობაში ამ აქტების დებულებები არაკოლიზიურ ურთიერთმიმართებაში არიან ერთმანეთთან. ამის გარდა, განსაკუთრებით საინტერესოა სპეციალური მომსახურეობის სასამართლოების იურისდიქცია. მომსახურების სასამართლოები შედგება პროფესიონალი მოსამართლეებისგან და მხოლოდ იმ საქმეებს იხილავს, რომლებიც მოსამართლეების შესახებ კანონმდებლობის არაფორმალურ წესებს ეხება, როგორიცაა ტრადიციები ანდა მოსამართლეთა ასოციაციების წესები. მაგრამ ეს უკანასკნელი მხოლოდ დამხმარე საშუალება, და არა კანონზე უპირატესი ძალის მქონე. ეს გამომდინარეობს იქიდან რომ ,,მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და ემორჩილებოდეს მხოლოდ კანონს.” (გერმანიის კონსტიტუცია 97-ე მუხლი).
დეტალების განხილვისას, საუბარია მართლმსაჯულების ეთიკაზე სასამართლო დარბაზში, მის გარეთ და პენსიაზე გასვლის შემდეგ. დასკვნაში კი ამ წესების დარღვევის შემთხვევაში მოსამართლეთა მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფაზე გერმანულ სისტემაში.
I. მართლმსაჯულების ეთიკა სასამართლო დარბაზში
1. ყველა გერმანელი მოსამართლე სამსახურს იწყებს სასამართლოს საჯარო სხდომაზე ფიცის დადებით. ფიცის შინაარსი, რომელიც შეტანილია სასამართლო ხელისუფლების შესახებ აქტში, განსაზღვრავს ძირითად მოვალეობებს:
,,ვფიცავ შევასრულო ჩემი სამსახური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად, განვსაჯო ჩემი საუკეთესო ცოდნით და რწმენით, პიროვნების განუსხვავებლად და ვემსახურო მხოლოდ სიმართლეს და სამართლიანობას - და ჩემთან არს ღმერთი”.
,,და ჩემთან არს ღმერთი,, შეიძლება გამოტოვებული იქნეს.
2. მიუკერძოებლობის მოვალეობა, რაც ფიცში მოხსენიებული იყო, არ საჭიროებს რაიმე ახსნას, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც იბადება ეჭვი, თუ რა გარემოებებში უნდა მიეცეს მოსამართლეს აცილება. ასე მაგალითად, სამოქალაქო საქმეში მოსამართლეს აცილება მიეცა, რადგან მან საქმის განხილვის დასაწყისში განაცხადა, რომ საქმის მსვლელობის პროცესი გაზვიადებული იყო. სისხლის სამართლის საქმეში მოსამართლეს მიეცა აცილება, რადგან იგი შეპირდა პროკურორს გარკვეულ გადაწყვეტილებას, თუ ეს უკანასკნელი მოტივაციას უარყოფდა. ორივე შემთხვევაში, აცილების მიზეზი ნათელი იყო და მოსამართლისათვის აცილება უნდა მიეცათ.
მოსამართლის მოვალეობაა მოერიდოს მიკერძოების გამოვლინებას და აიცილოს ყველა ის საქმე, რომელიც რაიმე ეჭვს იწვევს.
3. მიუკერძოებლობის სპეციალური ატრიბუტია მოსამართლის პირადი ინტერესების გამორიცხვა საქმიდან, რომელიც მან უნდა გადაწყვიტოს. სიძნელეებს იწვევს ის ფაქტი, როდესაც მოსამართლე ამა თუ იმ კორპორაციაში წილის მფლობელია, ხოლო ეს უკანასკნელი საქმის ერთ-ერთი მხარეა. თუ მოსამართლეს მცირე წილი აქვს მთავარ კორპორაციაში, ეს ფაქტი ზიანს არ გამოიწვევს, მაგრამ თუ მოსამართლე უმეტესი წილის მფლობელია კორპორაციაში, მაშინ მან აუცილებლად უნდა მისცეს აცილება წილის ოდენობასთან დაკავშირებით.
4. მიუკერძოებლობის მეორე სპეციალური ატრიბუტი არის მოსამართლის ვალდებულება - შეიმუშაოს ქცევის ისეთი პრინციპები, რომლებიც მის დამოუკიდებლობას საფრთხეს არ შეუქმნის. ($ 39 აქტი გერმანული სასამართლო ხელისუფლების შესახებ). საქმის მსვლელობისას არ უნდა მოხდეს მოსამართლის პირადი პოლიტიკური მოსაზრების ან იმ მიზეზების გამოხატვა, რის გამოც საქმე გარკვეული გზით გადაწყდა. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს მოსამართლის პირად ხასიათზე გარდაუვალ ზეგავლენას. როდესაც მოსამართლე სასამართლო დარბაზშია, იკრძალება ნებისმიერი სახის პროპაგანდა, პირდაპირია იგი თუ არაპირდაპირი.
ასე მაგალითად: შტუტგარტის პირველ ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება არასწორი იყო, როდესაც მან ბრალდებულს უფლება მისცა შეეკავებინა ელექტროენერგიის მტვერი იმ მიწებზე, სადაც ელექტროენერგია ატომური ენერგიის აგრეგატისგან წარმოიშვებოდა, რადგან მოსამართლემ ეს ფაქტი ცივილიზაციისთვის საფრთხედ მიიჩნია. შესაძლოა აგრეგატს საფრთხე შეექმნა, მაგრამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა.
5. მოსამართლე უნდა იყოს ღირსეული და თვითდაჯერებული, ასევე დამოუკიდებელი, რომელიც მან რისკის გამო შეიძლება დაკარგოს. რამოდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც მოსამართლე ბრალდებულს “ველურ უპატივცემულო მატყუარას” უწოდებდა. ფედერალურმა მომსახურების სასამართლომ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მოსამართლეს ჰქონდა უფლება გამოეხატა თავისი აზრი ასეთი გზით. თუმცა ეს გადაწყვეტილება კვლავ სადაოდ რჩება.
6. მოსამართლეს აკისრია ,,სრული ვალდებულება” თავისი სამსახურის წინაშე. გერმანული სასამართლოების ცხოვრებაში ეს მოვალეობა ხშირად იწვევს პრობლემებს. ცნობილი გამოთქმა, “მოსამართლე დილით ზის და ფიქრობს, შუადღისით კი მხოლოდ ფიქრობს,” არ არის სამართლიანი. მოსამართლეები ბევრს მუშაობენ. ზოგ საქმეს წლების განმავლობაში დიდი შრომა სჭირდება. მოსამართლეებს უფლება აქვთ აირჩიონ სამუშაო ადგილი და არ ჰქონდეთ სამუშაო საათები - სასამართლო პროცესების და ოფიციალური სხდომების გარდა. ბევრი მოსამართლე სახლში მუშაობას არჩევს, მაგრამ ეს არ ცვლის მათ ,,სრულ ვალდებულებას.” თქვენ ამას უფრო კარგად მიხვდებით, თუ დავუკვირდებით გადაწყვეტილების სიზუსტეს და პროფესიულობას. გარდა ამისა, გერმანელ მოსამართლეებს, გერმანელი სახელმწიფო მოხელეების მსგავსად, არ შეუძლიათ გაფიცვა.
7. განსახილველი საქმის მთავარ თემას ხანდახან მივყავართ გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებამდე. რამდენიმე კვირის წინ უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გაერთიანებულმა პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა განაწილებულიყო არა უგვიანეს 5 თვის განმავლობაში.
მოსამართლე ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ყველა ინფორმაცია, რომელიც მან თავისი ფუნქციების შესრულებისას მიიღო. სპეციალურ მოვალეობას წარმოადგენს საქმის განხილვისას კონფიდენციალურობის დაცვა. “”მოსამართლემ საიდუმლოდ უნდა შეინახოს განხილვის საგანი და მისი მხარდამჭერთა რიცხვი”” (№ 43 აქტი გერმანული სასამართლო ხელისუფლების შესახებ). ამ პირობიდან გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მოსამართლის მიერ ჩადენილია დანაშაული და ბრალდება წარედგინება სამართალდარღვევის შესახებ. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს წევრებმა უნდა მისცენ ჩვენება, ეს არის პროკურატურისათვის კარგად ცნობილი პრობლემა, ომის შემდგომი, სოციალისტური ეპოქის მოსამართლეებთან დაკავშირებით.
გერმანელ მოსამართლეებს სასამართლო პროცესზე აცვიათ მანტიები, - რომლებსაც იძენენ საკუთარი სახსრებით. ამ წესს გამონაკლისებიც გააჩნია. მაგ: მოსამართლისათვის, რომელიც ბავშვს დაკითხავს. არის შემთხვევები, როდესაც მოსამართლეები უმანტიოდ ესწრებიან სასამართლო პროცესს და მანტიის ჩაცმას მოძველებულად მიიჩნევენ. ათი წლის წინ ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ მანტიის ჩაცმა სავალდებულო არის, როგორც ღირსების და შეუვალობის ნიშანი. ასე, რომ მანტიის პატარა რევოლუცია ჩაიშალა.
გერმანელი მოსამართლის ოფიციალური ფუნქციები არ ამოიწურება გადაწყვეტილებების გამოტანით. იგი მეტ-ნაკლებად ვალდებულია დაეხმაროს სასამართლოს თავმჯდომარეს ხელმძღვანელობაში. უმეტესად ეს სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენცია, მაგრამ სხვა მოსამართლეებსაც აქვთ მათი წილი სამუშაო ზემოთ აღნიშნულ საქმეში. მაგ: სწავლება ახალგაზრდა იურისტებისათვის, სასამართლო სცენის დადგმა, როგორც პრაქტიკული მეცადინეობა. როგორც წესი, არცერთ მოსამართლეს არ სჭირდება სამუშაო დროის ნახევარზე მეტის დათმობა სასამართლოს ხელმძღვანელობისათვის.
II. მართლმსაჯულების ეთიკა სასამართლო დარბაზის გარეთ
სასამართლო დარბაზის გარეთ მოსამართლე სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რითაც კერძო პირები და მოქალაქეები, თუმცა ეს თავისუფლება შეზღუდულია იმ მოვალეობებით, რასაც სასამართლო საქმეების უსაფრთხოება ეწოდება. საზღვრები მოსამართლის პირად თავისუფლებასა და მის სამსახურეობრივ მოვალეობებს შორის ადვილად არ გაივლება და არსებობს განსხვავებები ეროვნული და დროის ფაქტორის გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, არსებითი პრობლემები, ყველგან ერთი და იგივეა. რამდენიმე მთავარი მოვალეობა, რომელიც მოსამართლემ უნდა დაიცვას სასამართლო დარბაზის გარეთ არის შემდეგი:
1. მოსამართლემ მხარი უნდა დაუჭიროს კონსტიტუციას, არა მხოლოდ პასიური გზით, არამედ თუ სიტუაცია მოითხოვს, აქტიური გზითაც.
2. მოსამართლე უნდა იყოს სასამართლოს ღირსეული წარმომადგენელი. ეს ნიშნავს დანაშაულის ჩადენის დაუშვებლობას. თუ მოსამართლეს აჩერებს პოლიცია და იგი ნასვამ მდგომარეობაში მართავს მანქანას, მაშინ ამას დისციპლინარული შედეგი მოჰყვება.
3. როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ მოსამართლე უნდა მოიქცეს იმგვარად, რომ მის დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას. ამ წესის გავრცელებამ შესაძლოა შექმნას პრობლემები, განსაკუთრებით იმ მოსამართლისათვის, რომელიც მონაწილეობას იღებს საჯარო პოლიტიკურ დისკუსიებში. გერმანიაში მოსამართლეები შეიძლება იყვნენ პოლიტიკური პარტიების წევრები. შეუძლიათ იმოქმედონ პარტიისათვის, შეუძლიათ დემონსტრირება გაუკეთონ მათ პოლიტიკურ აზრებს, მაგრამ ყოველთვის უნდა ეცადონ კონტროლი გაუწიონ საკუთარ ქმედებას და მოერიდონ რადიკალურ, გადამეტებულ დისკუსიებს და ქმედებებს.
4. მოსამართლე არ შეიძლება ერთდროულად ასრულებდეს სამოსამართლეო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობებს. ეს არის გერმანული სისტემის ხელისუფლების დანაწილების შედეგი. თუ მოსამართლე არჩეულია პარლამენტში და იგი იღებს ამ არჩევას, მაშინ მისი სასამართლო სამსახური წყდება პარლამენტის წევრობის ბოლომდე. წევრობის პერიოდის გასვლის შემდეგ მოსამართლე უბრუნდება სასამართლო ხელისუფლებას, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორების გერაშე. ის შემთხვევები, როდესაც მოსამართლე დებს პირობას, რომ იგი სახელმწიფოსთვის ან ადმინისტრაციისთვის იმუშავებს მისი პროფესიონალიზმის და ღირსების გამო, არ არის ადვილი. შეუძლებელია, მოსამართლის საქმიანობა შეზღუდული იყოს კონსულტაციებით და სპეციალურ შემთხვევაში ადგილობრივ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობით. არსებობდა დისკუსიები იმის შესახებ, შეეძლო თუ არა მოსამართლეს, თავისუფალ დროს ემუშავა, მოხალისე მეხანძრედ, რადგან სახანძრო ბრიგადა არის ადგილობრივი ადმინისტრაციის ნაწილი. ამის პასუხი არის ის, რომ მას შეუძლია იმუშაოს მეხანძრედ.
5. საქმიანობის გარეთ, მოსამართლემ ექსპერტის იურიდიული დასკვნა ან კონსულტაცია არ უნდა გასცეს.
6. გერმანელ მოსამართლეს შეუძლია იყოს არბიტრი, მაგრამ მხოლოდ ზემდგომი სასამართლო ორგანოს ნებართვით და გარკვეული შეზღუდვებით, რომლებიც უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას. ნებართვა უარყოფილი იქნება იმ შემთხვევებში, თუ მოსამართლე უკვე დაკავებული იქნება საქმით ან სასამართლო საქმეების გადანაწილებით.
7. მოსამართლის საქმიანობის გარდა არსებობს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ორი წესი: არ უნდა არსებობდეს რაიმე კონფლიქტი მოსამართლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და არ უნდა დაირღვეს მისი მუშაობის გეგმა. ამის ზოგადი პრინციპი არის ის, რომ დამატებითმა საქმიანობებმა არ უნდა შეადგინოს მოსამართლის ერთი კვირის საქმიანობის მეხუთედი.
8. ბოლო შენიშვნა: ყველა მოსამართლე უნდა მონაწილეობდეს შემდგომ სასწავლო პროგრამებში, რათა თანამედროვე სტანდარტებს გაუთანაბროს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები. ზოგადად მოსამართლეს აქვს უფლება თვითონ აირჩიოს გზა, რითაც იგი უზრუნველყოფს საკუთარ განათლებას.
III. მართლმსაჯულების ეთიკა პენსიაზე გასვლის შემდეგ
პენსიაზე გასვლის შემდეგ (შესაძლებელია 65 წლის მოსამართლისათვის, თუ ინვალიდია - 62 წლის შემდეგ) მაინც არსებობს რამდენიმე მოვალეობა, რაც რჩება მოსამართლეს. მან უნდა დააბრუნოს ყველა საქმე და სასამართლოს დოკუმენტები. ასევე, საიდუმლოდ უნდა შეინახოს განხილვის პროცესი. მან მხარი უნდა დაუჭიროს კონსტიტუციას.
საჩუქრების მიღება, რომლებიც მოსამართლის წინანდელ ფუნქციებს უკავშირდება კვლავაც იკრძალება. ერთ-ერთი ჯერ-ჯერობით გადაუჭრელი საკითხი არის სახელმწიფო ჯილდოები. პენსიაზე გასვლამდე ისინი მიუღებელია მოსამართლისათვის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამო. პენსიაზე გასვლის შემდეგ, ზოგიერთი სახელმწიფო აჯილდოებს მოსამართლეებს მათი სამსახურისთვის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს ამ ჯილდოებზე.
IV. მართლმსაჯულების ეთიკის ძალაში შესვლა
მართლმსაჯულების ეთიკის კოდექსის ძალაში შესვლა ყოველთვის უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. მაგრამ გერმანიაში არსებობს ეფექტური სისტემა. ამ ეთიკის კოდექსის ძალაში შესვლა შემდეგნაირად ხდება:
1. საუკეთესო გზა მართლმსაჯულების ეთიკის განხორციელებისა არის ის, რომ მოსამართლეს მიეცეს სათანადო ხელფასი და გარანტია იმისა, რომ კარგი მუშაობის შემთხვევაში დაწინაურდება. გერმანიაში მოსამართლეები სარგებლობენ სპეციალური სახელფასო სისტემით, რომელსაც სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში ზეგავლენისგან იცავს და ასევე დაწინაურების სისტემა, რომელსაც მაღალ პოზიციებზე გარკვეული ნაკლოვანებებიც აქვს, მაგრამ ზოგადად სამართლიანია.
2. ბევრ შემთხვევებში მოსამართლის შეცდომა შეიძლება გამოსწორებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ. პირველ ინსტანციაზე მოსამართლე შეიძლება აცილებულ იქნას, შემდეგ ინსტანციაზე კი მისი გადაწყვეტილება გასაჩივრდეს.
3. ცალკეულ შემთხვევებში, უფრო მაღალ სასამართლო ორგანოს, უპირატესად სასამართლოს თავმჯდომარეს, შეუძლია ჩაერიოს პროცესში. ამ პროცესს ეწოდება საზედამხედველო მომსახურება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე (№26 აქტი გერმანული სასამართლო ხელისუფლების შესახებ). ყველაზე ძლიერი საშუალება ცენზურის უფლებამოსილებაა. მოსამართლემ, რომელიც ფიქრობს, რომ ზედამხედველობის ზომების მიღებისას მისი დამოუკიდებლობა ირღვევა, უნდა მიმართოს მომსახურების სასამართლოს. მომსახურების სასამართლოში, ამ საკითხებზე აღირიცხება არც თუ ისე ბევრი შემთხვევები, რომლების უმეტესი ნაწილი უმნიშვნელოა.
4. სერიოზული დარღვევების შემთხვევაში შესაძლებელია დისციპლინარული ზომების მიღება და მოსამართლის გათავისუფლება. ასეთი ზომების მიღება გერმანელი მოსამართლეების მიმართ ძალიან იშვიათია და უმეტეს შემთხვევაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, წარმოადგენს დისციპლინარულ ჯარიმებს. რაც შეეხება უფრო მკაცრ ზომებს, ისინი შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ მომსახურების სასამართლოს მიერ.
5. სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომელიც მოსამართლეს ეხება გერმანულ კანონმდებლობაში, მცირე მნიშვნელობისაა და ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც კანონი ირღვევა.
დასკვნა: გერმანულ სასამართლო სისტემაში, უმეტეს კითხვებზე მართლმსაჯულების ეთიკის შესახებ პასუხი გაცემულია. მაგრამ კვლავაც რჩება კანონმდებლობით დაურეგულირებული პრობლემები.
![]() |
5 ქცევის კოდექსი კლერკებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
წესი 1.
კლერკი (თანაშემწე) ხელს უნდა უწყობდეს სასამართლოს, უწყების მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.
ჩვენს საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და პატიოსნება აუცილებელია სამართლიანობისათვის. კლერკმა ყოფაქცევის მაღალი სტანდარტების დაცვით ხელი უნდა შეუწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლიანობის შენარჩუნებას. წინამდებარე კოდექსის ნორმები ვერ ახდენს ზემოქმედებს და ვერ აუქმებს სხვა უფრო მკაცრ ნორმებს, რომლებიც დადგენილია კანონით, სასამართლოს ბრძანებით ან განსაზღვრული მოსამართლის განკარგულებით.
წესი 2.
კლერმა თავის ყოველგვარ საქმიანობაში უნდა გამორიცხოს უმართებულობა, შეუსაბამობა და არაკორექტულობა
კლერკი არ უნდა ეწეოდეს საქმიანობას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მისი მოქმედების სამართლიანობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. კლერკმა არ უნდა დაუშვას, რომ ოჯახურმა, საზოგადოებრივმა ან სხვა ურთიერთობებმა გავლენა მოახდინონ მის სამსახურებრივ საქმიანობაზე ან გადაწყვეტილებებზე. კლერკმა არ უნდა გამოიყენოს თავისი უწყების პრესტიჟი და რეპუტაცია სხვათა კერძო ინტერესებისათვის. კლერკმა არავის უნდა შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ უკანასკნელთ ხელეწიფებათ მასზე ზეგავლენის მოხდენა.
წესი 3.
კლერკმა თავისი სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს გულდასმით და მიუკერძოებლად
კლერკის სამსახურებრივ მოვალეობებს პრიორიტეტული მდგომარეობა უკავიათ მის სხვა ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებაში. სამსახურებრივ მოვალეობებში შედის ყველა მოვალეობა, კანონით დაწესებული ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოთა კონფერენციის რეზოლუციით, იმ სასამართლოს მიერ, რომელშიც ის მსახურობს და დანიშნულია მოსამართლის მიერ.
ამ მოვალეობათა შესასრულებლად გამოიყენება შემდეგი ნორმები:
ა) კლერკმა პატივი უნდა სცეს და დაემორჩილოს კანონს და თავისი ქცევით ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი რწმენის განმტკიცებას სასამართლოსა და მისი უწყების სამართლიანობასა და მიუკერძოებლობაში.
ბ) კლერკმა თავისი პროფესიული კომპეტენცია უნდა შეინარჩუნოს სათანადო სიმაღლეზე. მას უნდა ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა; იყოს თავაზიანი და მიუკერძოებელი ყველასთან, ვისთანაც აქვს ურთიერთობა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე; ყოველთვის ახსოვდეს თავისი მოვალეობები და ყურადღებით და სამართლიანად მოექცეს ყველას, განურჩევლად იმისა, იურისტია იგი თუ საზოგადოების რიგითი წევრი.
გ) მოსამართლისა და კლერკის ურთიერთობა უნდა იყოს ღრმად კონფიდენციალური. კლერკმა თავი უნდა შეიკავოს ყოველგვარი კომენტარისაგან დასრულებულ ან ჯერ კიდევ სასამართლო განხილვის პროცესში მყოფ საქმეებთან დაკავშირებით. მან არასოდეს, არანაირ ვითარებაში არ უნდა გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მან მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ეს ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს პირადი მიზნებისათვის.
წინამდებარე ნორმა არ უკრძალავს კლერკს გააკეთოს ოფიციალური განცხადებები უფლებამოსილების იმ ფარგლებში, რომელსაც მას მოსამართლე უწესებს.
დ) კლერკმა უნდა აუწყოს მოსამართლეს ნებისმიერი გარემოების ან თავისი მოქმედების შესახებ, რომელიც შეიძლება იქცეს მოსამართლის დისკვალიფიკაციის საფუძვლად. მაგალითად, მომავალი სამსახურებრივი ურთიერთობის შესახებ რომელიმე იურიდიულ ფირმასთან; კლერკის მეუღლის კავშირის შესახებ რომელიმე იურიდიულ ფირმასთან და ა.შ.
წესი 4.
კლერკს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებებში, რომელთა მიზანია კანონების, სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების აღსრულების გაუმჯობესება
კლერკს, რომელიც ვალდებულია სათანადოდ შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს იურიდიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ შემდეგ ღონისძიებებში:
ა) კლერკს შეუძლია ისაუბროს, წეროს, წაიკითხოს ლექციები, ასწავლოს და ასევე მონაწილეობდეს სხვა ღონისძიებებში, რომელთაც კავშირი აქვთ სამართალთან, სამართლებრივ სისტემასა და მართლმსაჯულებასთან.
ბ) კლერკს შეუძლია იყოს წარმომადგენელი, უფლებამოსილი პირი ან ხელმძღვანელი რომელიმე ორგანიზაციისა ან სახელმწიფო დაწესებულებისა, რომელიც დაკავებულია კანონის, სამართლებრივი სისტემის ან მართლმსაჯულების სრულყოფის საკითხებით. კლერკმა მსგავს ორგანიზაციებს დახმარება უნდა გაუწიოს ფონდების მოძიებაში და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მათ მართვასა და კაპიტალდაბანდებებში, მაგრამ პირადად არ უნდა მონაწილეობდეს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, რომელთა საშუალებითაც ხდება თანხების მოპოვება.
საზოგადოებრივ და კერძო დაწესებულებებს, რომლებიც დაკავებული არიან გრანტების გაცემით, კლერკმა შეიძლება მისცეს რეკომენდაციები იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც ეხება კანონებს, იურიდიულ საქმიანობასა და მართლმსაჯულებას.
წესი 5.
კლერკმა ისე უნდა დაარეგულიროს თავისი სამსახურის გარე საქმიანობა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს რისკი ამ საქმიანობის შეუთავსებლობისა სამსახურეობრივ მოვალეობასთან
1. ფულადი თანხების თაობაზე შუამდგომლობის დროს კლერკმა არ უნდა გამოიყენოს (და არც სხვებს მისცეს უფლება, გამოიყენონ) უწყების პრესტიჟი და რეპუტაცია.
2. კლერკმა არ უნდა იშუამდგომლოს სასამართლოს პირადი შემადგენლობის წინაშე, რათა მათ შესწირონ თანხა ან მონაწილეობა მიიღონ რომელიმე სამოქალაქო ან საქველმოქმედო საქმიანობაში, მაგრამ შეუძლია მათი ყურადღება მიიქციოს თანხების შეგროვების ისეთ საყოველთაო კომპანიებზე, როგორიცაა the Combined Federal Campaign და the United Way.
3. კლერკმა არ უნდა იშუამდგომლოს თანხის მიღების თაობაზე ადვოკატებთან ან სხვა პირებთან, რომლებიც შესაძლებელია მომავალში წარსდგნენ იმ სასამართლოს წინაშე, სადაც ის მუშაობს.
გ. ფინანსური საქმიანობა.
1. კლერკმა თავი უნდა შეიკავოს ფინანსური ან ბიზნეს გარიგებების დადებისაგან, რომლებიც შეიძლება დამამცირებელი აღმოჩნდეს მისი უწყების ღირსებისათვის; ხელი შეუშალოს მომავალში მისი სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებას; გავლენა მოახდინოს მის პოზიციაზე ან აღმოჩნდეს იმ პირთან, რომელიც შეიძლება მომავალში წარსდგეს იმ სასამართლოს წინაშე, სადაც იგი მუშაობს.
კლერკს სამსახურეობრივი საქმიანობის პერიოდში შეუძლია მოიძიოს და მიიღოს სამსახური, სადაც შეიძლება იმსახუროს მას შემდეგ, რაც კლერკად მოღვაწეობას დაასრულებს.
თუკი რომელიმე იურიდიული ფირმა, იურისტი ან ორგანიზაცია, რომელთაც აიყვანეს კლერკი სამსახურში ან უნდა გააკეთონ ეს მომავალში, სასამართლოში საქმის წარმოების პროცესში წარსდგება იმ სასამართლოს წინაშე, სადაც კლერკი მუშაობს, მან მაშინვე უნდა აცნობოს ამის თაობაზე მოსამართლეს და ამ შემთხვევაში მისი მონაწილეობის ხარისხს ამ საქმეში მოსამართლე განსაზღვრავს.
2. არც კლერკმა და არც მისი ოჯახის წევრებმა არ უნდა მიიღონ საჩუქარი, მემკვიდრეობა, ან სესხი იმ პირისაგან, რომლის ინტერესები განიხილება ან შეიძლება მომავალში განხილულ იქნას იმ სასამართლოში, სადაც კლერკი მსახურობს. ასევე არ შეიძლება საჩუქრის, მემკვიდრეობისა და სესხის მიღება იმ ვითარებაში, რომელიც სამართლიანად შეიძლება მიჩნეული იქნას, როგორც გავლენის მქონე კლერკის მიერ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.
კანონისა და აშშ-ე სასამართლოს კონფერენციების მოთხოვნის თანახმად, კლერკმა სასამართლოს უნდა აცნობოს იმ საჩუქრისა და მემკვიდრეობის ღირებულების შესახებ, რომელიც მიღებული არ არის სისხლით ან ქორწინებით შეძენილი ნათესაობისაგან.
დ. იურიდიული პრაქტიკა.
კლერკს ეკრძალება იურიდიული პრაქტიკა. კლერკმა უნდა გამოარკვიოს და დაიცვას ის შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია მოსამართლის ან სასამართლოს მიერ და შეეხება ყოფილი კლერკის იურიდიულ პრაქტიკას მოსამართლის ან სასამართლოს წინაშე წარდგომამდე.
წესი 6.
კლერკმა რეგულარულად უნდა წარმოადგინოს ანგარიში იმ ანაზღაურებათა და ჯილდოთა შესახებ, რომელიც მიიღო არასამსახურებრივი საქმიანობით
კლერკს შეუძლია მიიღოს ანაზღაურება და ჯილდო ამ კოდექსით დაშვებული ყველა არა სამსახურებრივი საქმიანობით, თუკი გადამხდელი არ ახდენს ზეგავლენას კლერკზე, მისი სამსახურებრივი საქმიანობის დროს და არც ამ ზეგავლენის მოხდენის შთაბეჭდილებას ქმნის. ანაზღაურება ექვემდებარება შემდეგ შეზღუდვებს:
ა. ჯილდო
ჯილდოს ფულადი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ ფარგლებს, ანუ არ უნდა იყოს იმ თანხაზე მეტი, რასაც ჩვეულებრივ იღებენ სხვა პირები ანალოგიური საქმიანობის საფასურად.
ბ. ხარჯების ანაზღაურება.
ხარჯების ანაზღაურება უნდა შეესაბამებოდეს გზაზე, კვებასა და საცხოვრებლის დაქირავებაზე კლერკის მიერ გაწეული ხარჯების რეალურ ოდენობას.
ნებისმიერი თანხა, რომელიც აღემატება ზემოაღნიშნულს, ითვლება ჯილდოდ.
გ. საჯარო ანგარიში
კლერკმა უნდა მოამზადოს და წარმოადგინოს საჯარო ანგარიში, ყველა შემთხვევაში, რომელსაც ითვალისწინებს კანონი და აშშ-ს სასამართლოების კონფერენცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, კლერკს არ შეუძლია მიიღოს ხელფასი ან ხელფასის დანამატი, როგორც ანაზღაურება სამსახურებრივი საქმიანობისათვის სხვა წყაროებიდან, გარდა აშშ-ს მთავრობისა.
წესი 7.
კლერკმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური მოღვაწეობისაგან
ა. პოლიტიკური მოღვაწეობა
კლერკმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური მოღვაწეობისაგან; იგი არ შეიძლება იყოს ლიდერი ან ფლობდეს პოლიტიკური ორგანიზაციის ოფისს. კლერკი არ შეიძლება გამოვიდეს სიტყვით რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის ან კანდიდატურის სასარგებლოდ ან სახალხოდ დაუჭიროს მათ მხარი.
კლერკმა არ შეიძლება იშუამდგომლოს თანხის შეწირვის თაობაზე რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის, კანდიდატურის ან მოვლენის სასარგებლოდ.
კლერკი არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან რაიმე სახით მისდევდეს პოლიტიკურ საქმიანობას.
წესი 8.
შეთანხმების ძალაში შესვლის დრო
პირებმა, რომელთა მიმართაც ეს კოდექსი გახდება მოქმედი, თავიანთი საქმეები შეძლებისდაგვარად უნდა მოიყვანონ მასთან შესაბამისობაში და გააკეთონ ეს დანიშვნიდან არაუგვიანეს 30 დღისა.