The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №7-8 (2008)


ბიზნესი და კანონმდებლობა №7-8 (2008)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნაჭყებია ზაურ, პაპასქუა იური, გორელიშვილი ილნარ , ცისკარიშვილი სოსო, ხუხაშვილი გია, ქოქოლაძე ანზორ, პაპავა ლადო, ანთაძე ია, მექვაბიშვილი ელგუჯა, ხადური ნოდარ, ხომერიკი თემურ, ქუცნაშვილი ზაქარია, მესხია იაკობ, ჯგერენაია ემზარ, ჭეჟია თამარ, გვენეტაძე გიორგი, შაბურიშვილი შოთა, ვაშაკიძე ნათელა, ბიწაძე კობა, ანთაძე გიორგი, ჯიმშელაძე ეკა, გოგოძე მზია, ქარაზანიშვილი გიორგი, ფუტკარაძე სულიკო, პატარაია ლელა, იაშვილი თამაზ, ბერიძე მერაბ, ჩაჩანიძე დავით
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: WWW.INOVACIA.GE ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. veb gverdi: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი ვლადიმერ ვახანია, იურიდიულ მეცნ. დოქტორი, აკადემიკოსი მთაავრი რედაქტორის მოადგილე ელგუჯა ლებანიძე რედაქტორი კობა ბიწაძე წამყვანი რედაქტორები: ილნარ გორელიშვილი, ეკა ჯიმშელაძე სარედაქციო საბჭო: იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ანზორ აბრალავა, სოსო ცისკარიშვილი, ნოდარ ხადური, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი გვენეტაძე, ლარისა თაკალანძე.იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ანზორ აბრალავა, სოსო ცისკარიშვილი, ნოდარ ხადური, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი გვენეტაძე, ლარისა თაკალანძე. კონსულტანტები: სულიკო ფუტკარაძე, ნუგზარ ქავთარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური: თამთა მეძმარიშვილი, ზანდა მშვილდაძე, ეკა სამხარაძე ხელმომწერებთან ურთიერთობის კოორდინატორი მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა ლევან ბოჭორიშვილი, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა, კორექტურა ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა.



1 ბიზნესი გაპოლიტიკოსდა, პოლიტიკა „შეჭამს“... ბიზნესს (?!)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზაურ ნაჭყებია

ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა საქართველოს სახალხო დამცველის - სოზარ სუბარის მოხსენება, რომელიც თავიდან ბოლომდე ბრალდებებით იყო დატვირთული. სხვათაშორის, აუდიტორიაც ერთობ უჩვეულო ჰყავდა -პარლამენტართა ნაცვლად მას დიპკორპუსი და მედიის წარმომადგენლები უსმენდნენ. მაინც რამ გააცხარა სახალხო დამცველი, რატომ მოგვევლინა იგი მისთვის უჩვეულო ამპლუაში?

ექსპერტები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ: ზოგს მიაჩნია, რომ მან პარლამენტის უყურადღებობით მიღებული შეურაცხყოფა არ „გადაყლაპა“, ზოგიერთები კი ამ საქციელში რაღაც სიგნალს ხედავენ. არადა, ნორმალურ ქვეყანაში სახალხო დამცველი დიახაც რომ ასე უნდა იქცეოდეს - მან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ობიექტური რეალობა უნდა გამოხატოს! სახალხო დამცველის ინსტიტუტი რამდენიმე წელია საქართველოში არსებობს, მაგრამ უკანასკნელ მოხსენებაში გაკეთებული აქცენტებითა და შეფასებებით სუბარმა ყველა თავის წინამორბედს გადაუსწრო!..

როგორც წესი, ადამიანის უფლებები ირღვევა იქ, სადაც კანონისადმი სახელმწიფოსა (ამ შემთხვევაში - ხელისუფლების) და საზოგადოების დამოკიდებულება არაადექვატურია. მართალია, საქართველო ვერ დაიტრაბახებს რაფინირებული, ქართულ ტრადიციებსა და თავისებურებებს მორგებული კანონებით, მაგრამ, იმ კანონების პატივისცემა (ცხადია, ორივე მხრიდან) და სავალდებულობა ნამდვილად უნდა იგრძნობოდეს, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს. თუ ამ კუთხიდან შევხედავთ, სუბარს ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების კონსტატაცია ცხადია, არ გაუჭირდებოდა - რეალობაა, რომ დღევანდელი ჩინოვნიკები თავს უფლებას აძლევენ საკუთარი პერსონა კანონზე მაღლა დააყენონ („კანონი - ეს მე ვარ“).

საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ე.წ. დემოკრატიული მსოფლიოც ალაპარაკდა. რაც ყველაზე მტკივნეულია, ირღვევა ადამიანის წმიდათაწმიდა უფლება - საკუთრების უფლება. არადა, ვიდრე ქვეყანაში არ იარსებებს პოლიტიკური ნება და სახელმწიფო (კანონი) არ გახდება საკუთრების დაცვის გარანტი, იქ დემოკრატიული ფასეულობების არსებობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენდა სამწუხაროდ, იძულებითი ჩუქება საკუთრების უკანონოდ გადამისამართება, მესაკუთრის დაშინება-დაშანტაჟება და ხელოვნური მონოპოლიების დამკვიდრება საქართველოში დაუწერელ კანონად იქცა. საზოგადოებაში მყარადაა დამკვიდრებული აზრი, რომ ლობირების (წილში ჩაჯდომის) გარეშე ჩვენთან სერიოზული ბიზნესის კეთება შეუძლებელია. ყოველივე ამან, ხელი შეუწყო შიშისა და მასობრივი ფსიქოზის ჩამოყალიბებას, რამაც ადექვატური ასახვაც ჰპოვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეროვნული ვალუტის - ლარის ხელოვნურად გამყარებამ არათუ გაზარდა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა, არამედ პირიქით - მან გადახდისუუნაროთა არმიის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სამწუხაროდ, უახლოესი პერსპექტივაც დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.

რატომ გარბიან ბიზნესმენები პოლიტიკაში?!

ბიზნეს-ელიტის პოლიტიკაში გადაბარგება ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე დაიწყო. ამის თვალსაჩინო მაგალითად პარლამენტში ახლებისა და მრეწველების ფრაქციის არსებობაც კმარა. იყო აზრი, რომ პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენები სასარგებლო ინიციატივების გატანას შეძლებდნენ და ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნას შეუწყობდნენ ხელს, რომელიც გამართული ბიზნეს-გარემოს შექმნას უზრუნველყოფდა. სამწუხაროდ, ეს აზრი საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა - მათი საქმიანი ინიციატივები ხშირად ყრუ კედელს უფრო აწყდებოდა. თუ ვიხელმძღვანელებთ პრინციპით, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, წარმატებულმა ბიზნესმენებმა საკუთარი ბიზნესის გაფართოებაზე უნდა იფიქრონ, კანონშემოქმედება კი სპეციალისტებს (იურისტებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს) მიანდონ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს უზოგადესი მოთხოვნაც დარღვეულია - კანონშემოქმედებაზე პრეტენზიას აცხადებენ ისინი, ვისაც არც ელემენტარული გამოცდილება გააჩნიათ, არცა აქვს სურვილი იზრუნონ ნორმალური კანონების შექმნაზე და რაც არანაკლებ არსებითია, განახორციელონ კონტროლი მიღებული კანონების შესრულებაზე.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები ბიზნეს-ელიტის გაპოლიტიკოსების ნამდვილ გვირგვინად შეიძლება ჩაითვალოს - თუ ყველაფერმა წინასწარ დაწერილი სცენარით ჩაიარა, არ არის გამორიცხული, ახალი ქართველები პარლამენტში ახალ სახეებად ვიხილოთ. კარგია ეს თუ ცუდი? რატომ გარბიან ბიზნესმენები პოლიტიკაში?

ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იძულებითი ნაბიჯია და კანონშემოქმედების ხარისხზე დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედებს, სხვები კი ფიქრობენ, რომ საქართველოში ოლიგარქიული ბიზნესის ჩამოყალიბების საშიშროება არსებობს, რაც დადებით მოვლენად არ უნდა ჩაითვალოს. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს (რასაც, მეც ვეთანხმები), რომ მათი უმრავლესობა მხოლოდ ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებს და დროთა განმავლობაში, მიზეზთა და მიზეზთა მოშველიებით საკუთარ ბიზნესს დაუბრუნდება. რას მოიგებს ამით ქვეყანა და რას მიიღებენ გადეპუტატებული ბიზნესმენები? კითხვის პირველ ნაწილზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რაც შეეხება მეორე ნაწილს - თუ ფინანსური რესურსების არასურვილისამებრ გამოყენებას არ მივიღებთ მხედველობაში, გადეპუტატებული ბიზნესმენები ხელისუფლებისგან გარკვეულ გარანტიებს ნამდვილად მიიღებენ. ცალკე საკითხია, ვინ შეავსებს ნებაყოფლობით გამონთავისუფლებულთა ადგილებს (?!)

ერთი სიტყვით, როგორი ბალანსი იქნება მომავალ პარლამენტში, დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია (მითუმეტეს, საქართველოში მოვლენების განვითარება, ხშირად ობიექტურ კანონზომიერებებსაც აღარ ექვემდებარება). თუმცა, საეჭვოა მომავალმა საკანონმდებლო ორგანომ დღეისთვის არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე, ნორმალური, ცივილიზებული ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებაზე იზრუნოს. ცხადია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, შეიცვლება თუ არა საზოგადოების ცნობიერება და როგორი იქნება მისი დაკვეთა ხელისუფლების მიმართ საყოველთაოდ აღიარებული საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით.

მედია და ბიზნესი

ერთ-ერთ კონფერენციაზე საბერძნეთის წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორმა ბ-ნმა ჯოზეფ ჰასიდმა გულწრფელად აღიარა, რომ ბერძენი ჟურნალისტები არც მეტი, არც ნაკლები - იყიდებიან! ბ-ნ ჰასიდს აინტერესებდა, რა ხდება ამ მხრივ საქართველოში. მისგან განსხვავებით ჩემი პასუხი კატეგორიული არ ყოფილა (კოლეგებს ნამუსი მოვწმინდე).

საინტერესოა, სინამდვილეში როგორია ქართული რეალობა, როგორ უგებენ ერთმანეთს მედია და ბიზნესი, რამდენად უწყობს ხელს ქართული მედია საქართველოში ბიზნესის განვითარებას (არის თუ არა ობიექტური მსაჯული) და საერთოდ, იყიდებიან თუ არა ქართველი ჟურნალისტები?

სავსებით ვეთანხმები ჩემს კოლეგას, ქ-ნ ია ანთაძეს რომ დღეს ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს ტელესივრცეს. აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება ადვილია - გაკონტროლებული (არათავისუფალი) ჟურნალისტები იძულებულნი ხდებიან დამკვეთის (მედიამფლობელის) დაკრულზე იცეკვონ და ხელი შეუწყონ არაობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. სწორედ ამის შედეგია ე.წ. შავი პიარის ტექნოლოგიების ქართულ მედია-სივრცეში დანერგვა და უარყოფით ინფორმაციაზე ორიენტირებული ტელეგადაცემისა თუ ბეჭდური პუბლიკაციების მოძალება. თუმცა, ეს უკანასკნელნი (ბეჭდურ მედიას ვგულისხმობ) რამდენადმე მიუკერძოებელნი და გაბედულნი არიან.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ აქ პრობლემა თვით საზოგადოებაშია. თუ აღმოჩნდება, რომ იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც იყიდებიან, მოთხოვნა შესუსტდება, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

იმედია, დრო ყველაფერს მართლაცდა თავის ადგილს მიუჩენს. ქართული მედია ბიზნესის აქტიურ დამცველად და მხარდამჭერად მოგვევლინება. თუმცა, ბევრია დამოკიდებული იმაზეც, რამდენად თავისუფალი იქნება ბიზნესი სახელისუფლო მარწუხებისგან და შესაბამისად, როგორ განვითარდება ბაზარი.

რეზიუმე

დროა (თუ დაგვიანებული არა) შევეგუოთ იმ აზრს, რომ ვერც ოქროს ასოებით მოვარაყებული რეზოლუციები და ვერც ოკეანის გაღმელი კეთილი ძიები ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ნამდვილად არ გააკეთებენ - ხელოვნურად შექმნილი პრობლემების ყოველთვის სხვაზე გადაბრალებას (მტრის ხატის ძიებას) სჯობს საზოგადოებამ გამოსავალი საკუთარ თავში ეძებოს. დიახ, ჩვენი მომავალი ჩვენვე უნდა გამოვჭედოთ!

0x01 graphic

იური პაპასქუა
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის მთავარი რედაქტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

საქართველოს საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, როგორც მისი რეალიზაციის ერთ-ერთი წინაპირობა, წარმოდგენილია საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. თუ მის ავტორებს დავუჯერებთ, აღნიშნული კანონის მიზანია ბიზნესის დაწყების დაჩქარება, კომპანიების რეგისტრაციის გამარტივება და პარტნიორთა ნების გამოვლენის ხარისხის ამაღლება.

თუმცა, აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი არსებითად შეიცვალა შიდაკორპორატიული ურთიერთობების სხვა ფუძემდებლურ საკითხებშიც. შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად ახალი კანონი მივიღეთ - მთლიანად კონტინენტური ევროპის (გერმანიის) გამოცდილებაზე დაფუძნებული, სამეწარმეო მოწყობის მომწესრიგებელი ადრე მოქმედი კანონი, განახლებული ხელისუფლების მოთხოვნებს ვერ მოერგო და ინიციატორმა კანონმდებელი უმრავლესობის ნებაც წინააღმდეგობის გარეშე დაიმორჩილა.

ერთი შეხედვით, შემოთავაზებული სახეცვლილება ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების ელემენტებს უდაოდ შეიცავს, თუმცა მეტწილ, მასში წინააღმდეგობრივი, გაუმართავი (გაუმართლებელი) თუ ზედმეტად ლოიალური ნორმებიც სჭარბობს.

რაც მთავარია, აღნიშნული ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, უშუალოდ უკავშირდება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბოლოო ჩამოყალიბებას. კანონთა პაკეტში თიზ-ი (თეზ-ი, ოფშორული ზონები) წარმოდგენილია საქართველოს, როგორც გლობალური ფინანსური ცენტრის, მსოფლიო ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების აუცილებელი წინაპირობა, ეკონომიკის აღმავლობისა და კეთილდღეობის მიღწევის სწორუპოვარი შესაძლებლობა.

ცნობილია, რომ ევროკავშირის სამოქმედო პრინციპებთან (რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა ილტვის), ფოთის ტიპის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები შეუთავსებელია. ასევე, ქართველ ექსპერტთა უმეტესობას, ამ პროცესის მიმართ უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნია. თიზ- აღიქმება, როგორც გარკვეულ პირთა წრის კერძო ინტერესების შეუზღუდავი მოქმედების სფერო, შავი ფულის გათეთრების, კაპიტალის გაყიდვის წესებისაგან და გადასახადებისგან თავის არიდების გზა, რომლის წარმატების პერსპექტივა საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების საქმეში, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა. მიუხედავად ამისა, მორჩილმა უმრავლესობამ ჯერ კიდევ ნედლ (მხოლოდ ფრაგმენტულ და ზედაპირულად ეფექტურ) კანონპროექტს დაუჭირა მხარი, კანონად აქცია და აამოქმედა. 15 აპრილს შედგა პომპეზური პრეზენტაცია და ფოთში ინდუსტრიული ზონის დაფუძნება ოქროს ხანის დასაწყისად გამოცხადდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლებიდან ბიზნესისკენ მიმავალმა გუნდმა ვირტუალურ ეკონომიკაში გადაბარგებისთვის ნიადაგი მოიმზადა და ბიზნესიდან პოლიტიკისკენ მიმავალ ახალ წყებას მორგებული მართვის სადავეების ლობირების ესტაფეტა გადასცა.

გარკვეულწილად, სკეპტიკური დამოკიდებულების საფუძველს იძლევა, აგრეთვე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემადგენელი კანონების გარდამავალი დებულებები, რომელთა მიხედვითაც გათვალისწინებულია დამატებით ახალი კანონების (საფინანსო კოდექსის, საწესდებო კაპიტალის სხვა სათანადო ტერმინით ჩანაცვლების) თუ კანონქვემდებარე აქტების მიღება, ასევე, სამთავრობო ღონისძიებებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელება. მათ გარეშე, ფაქტობრივად, ვერ იმუშავებს მიღებული კანონების ცალკეული ნორმები, ვერც მთავრობის ინიციატივის წარმატებული და სრულმასშტაბიანი რეალიზაციაა შესაძლებელი. მოსალოდნელ ახალ საპარლამენტო სპექტრში კი განხორციელებული ცვლილებებისადმი (PR-ზე ორიენტირებული კურსის) კვალიფიციური მხარდაჭერის შანსი ნაკლებია. სამაგიეროდ, იქმნება სასიკეთო შედეგების მოლოდინის გაწელვის, წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალების, ფაქტობრივი გარემოებებით თავის მართლების წინაპირობა.

ამრიგად, გარკვეულ ნოვაციასთან ერთად, გადამეტებულ თავდაჯერებასთან თუ არა, იმპულსურ, კომპლექსურად ბოლომდე გაუაზრებელ ახირებასთან უთუოდ გვაქვს საქმე. წინსვლის ილუზიური შთაბეჭდილების ფონზე, ნორმატიულ აქტებში დაუსრულებელი ცვლილებებით უფრო უარესს ვღებულობთ, ამასთან, კანონის სამეტყველო ენაც გაუმართავია და ორგანიზაციულ ღონისძიებათა ნაკრებს ემგვანება. ამ შემთხვევაში, კანონშემოქმედებითი სიმწიფე, რევოლუციურ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი აქტების რაოდენობის უკუპროპორციული აღმოჩნდა.

ჯერ კიდევ წინაა კანონის (ისევე, როგორც მთლიანად კანონთა პაკეტის) მოქმედების პრაქტიკული გამოცდა, ექსპერტებიც არაერთხელ გადაიკითხავენ მას და უფრო აშკარად გამოიკვეთება მისი დადებითი თუ უარყოფითი (გავლენის კერძო ინტერესებისთვის დაქვემდებარების) ტენდენციები. მაგრამ აქედანვე შეიძლება შევნიშნოთ, რომ კანონის ახალ რედაქციაში ბიზნესისთვის (შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისთვის) ხელშემშლელი ნორმებიც ბევრია.

სამწუხაროდ, მოქმედ სახელისუფლებო გუნდს კომპანიების რეგისტრაციის გამარტივება გაიგივებული აქვს ბიზნესის წარმოების ხელშეწყობასთან. სინამდვილეში, სამეწარმეო საქმიანობის დაწყების რეგისტრაცია მხოლოდ ერთ-ერთია და ამასთან, ბევრად უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი, ბიზნეს-გარემოსთვის აუცილებელ სხვა კომპონენტებთან შედარებით. თუმცა, კომპანიების რეგისტრაციის გამარტივების მიმართულებითაც შემოღებულ ნორმებში, უკეთესი შემთხვევისთვის, იკითხება თავისუფალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა (ორმაგი სტანდარტი), უარესი შემთხვევისთვის კი, მათში თვლემს საშუალო მუხტის მატარებელი ნაღმები, რომელთა აფეთქებამ ერთდროულად სხვადასხვა სამიზნე შეიძლება დააზიანოს.

0x01 graphic

აი, როგორ მივდივართ წინ...

წინამორბედისგან განსხვავებით, ამჟამად მოქმედ „მეწარმეთა შესახებ“ კანონში მნიშვნელოვანი „სიახლეები“ შემდეგია:

ამიერიდან, სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნებისას, პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა (იხ. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი);

რეგისტრაციის მიზნებისათვის, უკვე: საწარმოს წესდების წარდგენა არ არის სავალდებულო (მუხლი 5, პუნქტი 8); კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა არ მოითხოვება (მუხლი 5, პუნქტი 9); ხელმოწერის ნიმუშიც შეიძლება არ დამოწმდეს ნოტარიულად, თუ მას შეასრულებთ მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით (მუხლი 5, მე-3 პუნქტის ბოლო აბზაცი); საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილ იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი (მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი); საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილება არ მოითხოვს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას (მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი); საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაციას ახორციელებს თავად საწარმო ნოტარიულად დამოწმებული გარიგების საფუძველზე (მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი); შესაძლებელია უცხო ქვეყნის საწარმოს რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა (რედომიცილება) საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად (მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი), ასევე, საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს უფლება აქვს გადაიტანოს რეგისტრაცია უცხო ქვეყანაში საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად (მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი);

თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები) ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები) არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ საქართველოს მოქალაქეებისათვის/ საქართველოში რეგისტრირებული საწარმოებისათვის დადგენილის ეკვივალენტურ მონაცემებს. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესის განსაზღვრა შეუძლია ფინანსთა მინისტრს. უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში მათი იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს აპოსტოლით ან ლეგალიზებული უნდა იყოს სათანადო წესით (მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი);

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით (45-ე მუხლი), ანუ დასაშვებია შპს-ის დაფუძნებისას პარტნიორები შეთანხმდნენ და წილები საწესდებო კაპიტალის ფორმირების გარეშეც გაინაწილონ;

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება (მე-8 მუხლი);

0x01 graphic

კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ (მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი), იქვე, მე-6 პუნქტი: კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს (?!..);

საქართველოს კანონმდებლობაში ტერმინი საწესდებო კაპიტალი შეიძლება გამოყენებული იყოს საზოგადოების დაფუძნებისას მისი კაპიტალის (შენატანების ჯამი), საზოგადოების საკუთარი კაპიტალის, საზოგადოების აქციების ნომინალური ღირებულების აქციის რაოდენობაზე ნამრავლის, საწარმოს პარტნიორთა ხმების სრული რაოდენობის მნიშვნელობით. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 10 აგვისტომდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელთა საფუძველზეც ტერმინი საწესდებო კაპიტალი ჩანაცვლდება სათანადო ტერმინით (69-ე მუხლის მე-6 პუნქტი) და სხვა.

აღნიშნულის გარდა, კანონიდან ამოღებულია რამდენიმე მუხლი, მათ ადგილზე დამკვიდრდა ახალი. ხელაღებით შეიცვალა ტერმინოლოგიაც: ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები ჩაანაცვლა ტერმინმა სამეწარმეო სუბიექტი; გაჩნდა ახალი სამეწარმეო სუბიექტი - სამეწარმეო ამხანაგობა; შესატანი ახლა უკვე „შენატანის“ სახით ან სხვა ბრუნვაშიც გვხვდება; აზრი დაკარგა და საწესდებო კაპიტალს მოგვიანებით ჩაანაცვლებს ახალი სათანადო ტერმინი.

რა არის კარგი, რა არის ცუდი...

ცნობილი პოეტის ლექსის ეს სათაური სწორედ დროულია. თუ რამე არ მოგწონს, კაცს ისიც უნდა უთხრა, რა, ან რატომ არ მოგწონს.

როგორც ხედავთ, სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაცია მართლაცდა იმდენად გამარტივდა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში, განცხადების გარდა, თითქმის არაფერია წარსადგენი, ხელმოწერის ნიმუშიც კი „მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით“ შეიძლება დატოვო და ნოტარიუსთან რიგში დგომაც არ დაგჭირდება; საწარმოს დაფუძნებისას, წილი განცხადების ტექსტის რედაქტირების ან საცვლების დარეცხვის (სამუშაოს შესრულების ან/და მომსახურების გაწევის) საფასურადაც დაიმკვიდრებ, ამასთან, განსაკუთრებული ძალისხმევის (მარეგისტრირებელი ორგანოს და სასკანდალო ყურადღების) გარეშე მიჩუმათდება სხვისთვის აფცქვნილი წილის გადაფორმებაც; ბიზნესს, საწარმოს საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად, გადაიტან უცხოეთში, თიზ-ში, თუ ოფშორულ ზონაში, ასევე, თუ არ მოგეწონება, დაბრუნდები უკან. ამისთვის კი არანაირი ბეჭედდარტყმული ქაღალდი არ დაგჭირდება (ბეჭედს ადრეც არ ჰქონდა გადამწყვეტი დანიშნულება. კომპიუტერულ ეპოქაში ნებისმიერ დამღას უზადოდ გაიმეორებ), და მაინც, თუ კი რაიმე გაუგებრობა წარმოიშვა, სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესის განსაზღვრას ფინანსთა მინისტრი არ დაგზარდებათ.

რა არის ახლა ამაში ცუდი? ბრმა უნდა იყო ამ ცვლილებებში სიახლე ან სიკეთის ნაპერწკალი არ დაინახო. მაგრამ მასში საფრთხის ელემენტებიც უნდა შენიშნოს ფხიზელმა თვალმა.

0x01 graphic

საფრთხილოა (და ცუდია), როცა პარტნიორობა ყოველგვარი შესატანის გარეშე, სამუშაოს შესრულების ან/და მომსახურების გაწევის საფასურადაც მოიპოვება;

კარგია, როცა საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა (ეს ადრეც ასე იყო);

ცუდია, როცა პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ (გასაგებია, რომ იგულისხმება სამეწარმეო სუბიექტზე ამ ტვირთის გადატანა). ასე ხომ პარტნიორები ერთმანეთს დაერევიან და დავებს დასასრული არ ექნება, გარდა ამისა, ასეთი მიდგომის შემწეობით, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების, სამეწარმეო სუბიექტების საზოგადოდ აღიარებული დეფინიცია აზრს კარგავს;

კარგია, როცა ბოლოს და ბოლოს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, დაიშვება წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება;

ცუდია, როცა სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესის განსაზღვრა შეუძლია ფინანსთა მინისტრს (გასაგებია, რომ მან უნდა გამოსცეს ნორმატიული აქტი), მაგრამ კანონის ენაში, წესის დამკვიდრება ვინმეს, თუნდაც მინისტრის, ნებას არ უნდა ერგებოდეს;

ცუდია, როცა შავზე თეთრიაო იტყვიან და შენც თვალებგახელილი უნდა უცქირო „გაბრდღვიალებულ“ უკუნეთს;

ცუდია, როცა ყველაფერი ეს გარკვეული ჯგუფის და არა ქვეყნის ინტერესს მოემსახურება;

ცუდია, როცა საღ აზრს არ გაიზიარებ და საკუთარი არ გყოფნის, მოსალოდნელი შედეგები განსჭვრიტო;

ცუდია, როცა არ დაიჯერებ და შენი ახირება მარცხით დამთავრდება, ფუჭად დაშვრება ენერგია, დაპირება და მოლოდინიც;

ცუდია, როცა ...

ასე შეიძლება დაუსრულებლივ გაგრძელდეს.

ცხადია, არა მაქვს სურვილი მხოლოდ ცუდი შევნიშნო, არც იმისა - საქმე რომ გაფუჭდება, გავიხარო. უფრო ცუდია, სიტყვა არ შეაწიო, სადაც ხელგეწიფება, ოღონდ საქმეს ეშველოს...

დრო განსჯის მტყუანს და მართალს. მიღებულ კანონებს სხვაც ბევრი გაეცნობა. სხვებიც სხვას იტყვიან!

2 როგორი ბიზნეს-გარემოა საქართველოში?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ილნარ გორელიშვილი
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის წამყვანი რედაქტორი

მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა მბრძანებლურ-ადმინისტრაციულ ეკონომიკაზე და არჩევანი საბაზრო პრინციპების სასარგებლოდ გააკეთა, ბევრი ფიქრობდა, რომ ადმინისტრაციული წნეხისგან გათავისუფლებული ეკონომიკა სულს მოითქვამდა, ხოლო, ე.წ. საერთო-სახალხო ქონებას ნამდვილი მესაკუთრე გამოუჩნდებოდა და ქვეყანაც ფეხზე დადგებოდა.

მართალია, ორი ათეული წელი პატარა მონაკვეთია ეკონომიკის ძირითადი ტრანსფორმაციისთვის, მაგრამ გარკვეული პრიორიტეტების გამოკვეთა მაინც შესაძლებელია. საით მიდის საქართველოს ეკონომიკა, რამდენად ხელსაყრელი პირობებია ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის, როგორ ვიყენებთ საერთაშორისო გამოცდილებას და როგორ არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა ბიზნესს საქართველოში? ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხი საზოგადოებას აინტერესებს.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ინიციატივით შერატონ მეტეხი პალასში. დაგეგმილი ბიზნეს-კონფერენცია თემაზე ბიზნეს-გარემო საქართველოში. ჟურნალის წინამდებარე ნომერი აღნიშნული თემის ერთგვარი პრეზენტაციაა. იმისათვის, რომ მთავარი თემა მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელი გახდეს, თემის გარშემო არსებული პრობლემები ცალ-ცალკე განვიხილოთ.

მაშ ასე: როგორი ბიზნეს-გარემოა საქართველოში?

0x01 graphic

სოსო ცისკარიშვილი:
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში

- ბიზნესი და კანონმდებლობა საქართველოში ისეთივე დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან, როგორც ქათამი და კვერცხი, როცა ვერ გაგირკვევია, რომელი უფრო ადრე გაჩნდა, რომელია მიზეზი და რომელი - შედეგი. ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ ბუნდოვანია, საქართველოში კანონმდებლობა ცვლის რეალობას, თუ რეალობა აყალიბებს კანონმდებლობას. თვალი რომ გადავავლოთ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, რომელიც რეალურად ოციოდე წელიწადს ითვლის, დავრწმუნდებით, რომ საკანონმდებლო დონეზე ვაჭრობის სფეროს ბევრად უფრო სერიოზული ლობიზმი გააჩნია, ვიდრე წარმოების სფეროს. შესაბამისად, არის თუ არა თავისთავად ეს ფაქტი რეალობის მიზეზი, თუ შემქმნელია იმ რეალობისა, სადაც ცხოვრება გვიწევს, ეს უკვე თეორიული საკითხია. ფაქტია, რომ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და იმ აუცილებელი პროტექციონიზმისთვის, რაც ქვეყნის შიდა ბაზრის დაცვას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას სჭირდება, ამ მხრივ, საქმე მთლად რიგიანად არა გვაქვს. ბევრი რამ არის დასახვეწი - ჯერ მთავრობის და შემდგომ უკვე საზოგადოების წარმოდგენაში ცალსახად უნდა დამკვიდრდეს იმის შეგრძნება, რომ წარმოების გარეშე ვერანაირი საბიუჯეტო რეალობა სიხარულს ვერ მოგვგვრის, თუ არ იქნა ამა თუ იმ საწარმოო პროცესის ხანგრძლივი ეკონომიკური პერსპექტივა. დღეს ძნელია რაიმე პერსპექტიულ სტაბილურობაზე ვისაუბროთ (თუნდაც საბიუჯეტო შემოსავლების კუთხით), რადგანაც ბიუჯეტის ფორმირების წყაროები არ არის დაფუძნებული წარმოებაზე, როგორც ეკონომიკის ხერხემალზე. შესაბამისად, ნებისმიერ წარმატებაში დღეს დროებითობის განცდა არსებობს. ქვეყანაში, სადაც საინვესტიციო გარემო მხოლოდ ქვეყნის პირველ პირებს მოსწონთ და ინვესტიციის შემომტანები ქვეყანაში არ მიეკუთვნებიან გამჭვირვალე კაპიტალის მფლობელთა რიცხვს, წარმოების განვითარება ყოველთვის პრობლემატური იქნება. ამიტომ, უაღრესად საჭიროა, ერთის მხრივ, თავად ხელისუფლების ეკონომიკური საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, მეორეს მხრივ კი საზოგადოებას გააჩნდეს ეკონომიკური კანონმდებლობისა და პროცესების საკმაოდ ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დონეზე.

ამდენად, ბიზნესსა და კანონმდებლობას მაინც სამუდამოდ გადაჯაჭვულ მდგომარეობაში მოუწევთ ურთიერთობა და რაც ნაკლებად აწყენინებენ ერთმანეთს, მით უფრო წარმატებული იქნება ქვეყანა მთლიანად.

0x01 graphic

გია ხუხაშვილი:
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში

- ჩვენს ქვეყანაში ძირითადი პრობლემები კანონმდებლობის დაუცველობას უკავშირდება. საქართ ველოს კანონმდებლობით, საგადასახადო ვალდებულებებზე მტკიცების ტვირთი მთლიანად დაკისრებული აქვს ბიზნესს, ანუ, გადამხდელს, რაც მას ადმინისტრაციასთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი კანონმდებლობის ფუნდამენტური ხარვეზია, აღარაფერს ვამბობ იმ განუკითხაობაზე, რაც საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგ ხდება. ეს პრობლემის მეორე ეტაპი და საუბრის სხვა თემაა. გარდა ამისა, ადგილობრივი მეწარმეობის მიმართ არ ტარდება არანაირი პროტექციონისტული პოლიტიკა. უფრო მეტიც, ჩვენ ქვეყანაში საბაჟო საზღვრები პრაქტიკულად მორღვეულია, არადა, საბაჟო გადასახადები ძირითადად ის ერთადერთი დამცავი მექანიზმია შიგა ბაზრის განვითარებისთვის, რაც იმას იწვევს, რომ ადგილობრივი მეწარმეობა იმპორტთან შედარებით აბსოლუტურად არაკონკურენტულია...

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესკანონმდებლობა საქართველოში თითქოს ლიბერალურია, მაგრამ ერთია, რისი დეკლარირება ხდება და მეორე, რასთან გვაქვს რეალურად საქმე. რეალობა კი ასეთია - ჩვენში ძალიან მაღალი რისკების საინვესტიციო გარემოა და შედეგიც შესაბამისია. საქართველოში პრაქტიკულად ცივილიზებული კაპიტალი არ შემოდის. აქ საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის, ძირითადად გაუმჭვირვალე სახელმწიფო კაპიტალთან გვაქვს საქმე, რაც, თავისთავად, ბევრ რამეზე მეტყველებს. ქვეყანაში საინვესტიციო გარემო კარგი რომ იყოს, ვფიქრობ, ნორმალური ქვეყნებიდანაც შემოვიდოდა ვინმე. არადა, ძირითადი ინვესტორები მხოლოდ მარშალისა და ვირჯინიის კუნძულებიდან არიან, ისიც დახურული კომპანიები.

0x01 graphic

ანზორ ქოქოლაძე:
კომპანია ელიტ-ელექტრონიქსის გენერალური დირექტორი

- მე არ ვთვლი, რომ ცუდი კანონმდებლობა გვაქვს, პირიქით, იგი საკმაოდ ლიბერალურია, სხვა საკითხია, რამდენად სწორად მუშაობს იგი რეალობაში და მართებულად ხდება თუ არა მისი აღსრულება! ასე რომ, კანონმდებლობასთან მიმართებაში რაიმე განსაკუთრებული პრეტენზიები არა მაქვს, თუმცა, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მუდმივ გაუმჯობესებას საჭიროებს. ვფიქრობ, ეს მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს საქმე არ უნდა იყოს, მასში ბიზნესიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული და საჭირო ინიციატივები, სწორედ ბიზნესიდან უნდა მოდიოდეს. ქართული ბიზნესი, სამწუხაროდ, კრიტიკული და პრეტენზიულია, მაგრამ ამ მიმართულებით არასაკმარისად არააქტიური. ვფიქრობ, თუ პარლამენტში მეტი ბიზნესმენები და ეკონომისტები იქნებოდნენ წარმოდგენილნი, შესაბამისად ნაკლები იქნებოდა ხარვეზი კანონმდებლობაში.

შიში, რომ ბიზნესმენთა საკანონმდებლო ორგანოში გადასვლა კონკრეტული ბიზნესის ლობირებას გამოიწვევს, უსაფუძვლოდ მიმაჩნია. თუმცა, ვთვლი, რომ თუ მხოლოდ ერთი, ან თუნდაც 5 ბიზნესმენი მოხვდება პარლამენტში, შესაძლოა ლობირების საფრთხე მართლაც გაჩნდეს. ხოლო, პირობითად, თუ 80 ბიზნესმენი იქნება პარლამენტში, ეს იმდენად ფართო სპექტრია, რომ მათი პოზიცია უკვე ქვეყნისთვის იქნება მისაღები. ამ თვალსაზრისით, ბიზნესმენის მოსვლა პოლიტიკაში შეიძლება კარგიც იყოს. თუმცა, თუკი პარლამენტში მისული ბიზნესმენი სრულად და აქტიურად არ ჩაებმება კანონშემოქმედებით საქმიანობაში, მის იქ ყოფნას არანაირი აზრი არ ექნება. ვფიქრობ, წარმატებული ბიზნესმენის გადასვლა პოლიტიკაში მისივე ბიზნესს საგრძნობლად დააზარალებს, რადგან ბიზნესის წარმატებისთვის ხელმძღვანელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

იმავდროულად ვიტყვი, რომ სრულად ვეთანხმები აზრს, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. პირადად მე მიმაჩნია, რომ ბიზნესში უფრო საჭირო ვარ, ვიდრე რომელიმე სხვა მიმართულებაში.

ვფიქრობ, სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ბიზნესში. საქართველოში ბევრს საუბრობენ ე.წ. სტრატეგიულ ობიექტებზე. ვთვლი, რომ, თუ ესა თუ ის ობიექტი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი, უნდა გადავიდეს კერძო მფლობელის ხელში. საკამათოა, ისიც, რას მივიჩნევთ სტრატეგიულ ობიექტად. სახელმწიფო არ უნდა იყოს ბიზნესსუბიექტი. ეს მხოლოდ მინიმალური პროცენტითაა დასაშვები, ისიც იმ შემთხვევაში, როცა საქმე სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება.

სხვათაშორის, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს პორტებთან დაკავშირებით. დღეს ისინი სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ვერ აკეთებს ინვესტიციას, ამიტომ ჯობია, კერძო კომპანიას გადასცეს. ამით ობიექტი უფრო ეფექტური გახდება, მისი გადამხდელუნარიანობა გაიზრდება, მეტ ინვესტიციას მოიზიდავს და ახალ პორტებს ააშენებს. შესაბამისად, გაიზრდება ტვირთბრუნვა და ამით ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციაც გაფართოვდება, დაიტვირთება რკინიგზაც, მეტი ადამიანი დასაქმდება და მეტ გადასახადს გადაიხდის. პორტს ხომ ვერავინ წაიღებს თან? რა არის ამაში საშიში?! გამომდინარე ზემოთქმულიდან, მიმაჩნია, რომ რკინიგზის პრივატიზებაც უნდა მოხდეს. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, კომპანია უნდა იყოს სანდო, რომ თავისი უხარისხო მუშაობით ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას არ შეექმნას საფრთხე.

ხელოვნურად გამყარებული ლარი და ბიზნეს-რყევები

0x01 graphic

ლადო პაპავა:
ექსპერტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

- თქვენი ჟურნალის ფურცლებზე მე უკვე მქონდა საუბარი ლართან დაკავშირებით, სადაც აღვნიშნე, რომ საქართველო დაავადებულია „ჰოლანდიური დაავადებით“. მაშინ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მივაწოდე მკითხველს და ამიტომ ბევრ რამეს აღარ გავიმეორებ, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ საქართველოში „ჰოლანდიური დაავადება“ გრძელდება. ეს ის დაავადებაა, რომლის დროსაც ქვეყანაში დიდი ოდენობით შემოდის უცხოური ვალუტა, კერძოდ, დოლარი. მოკლედ შევეხები ამ ფულის შემოდინების წყაროებს. პირველ რიგში, ეს არის უცხოური ინვესტიციები. უცხოელები ყიდულობენ კომპანიებს, უძრავ ქონებას, ბუნებრივია, ისინი შემოდიან დოლარით, ყიდვა-გაყიდვის ტრანსაქცია კი ხდება ლარში, რაც ზრდის კიდეც მოთხოვნას ამ უკანასკნელზე. მეორე გახლავთ პრივატიზაცია. ამ დროსაც სახელმწიფო ქონება იყიდება ლარებში, უცხოელს კი შემოაქვს დოლარი და ხდება გადახურდავება; მესამე - წესრიგის დამყარება საფინანსო სექტორში. ადრე ბიზნესმენები თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, ისინი ქრთამს აძლევდნენ საბაჟო თუ საგადასახადო სამსახურებს და ეს ქრთამი იყო დოლარებში. ახლა მათ გადასახადების გადახდა ძირითადად უხდებათ ლარში. დაბოლოს, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ გამოგზავნილი ფულადი გზავნილები, რომლის 98%25 მოდის დოლარზე. აი, ეს ყველაფერი იწვევს დოლარის მასის ზრდას ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, აუფასურებს დოლარს ლართან მიმართებაში. ლარის გამყარება კი ძალიან ცუდია ექსპორტისთვის და ამას ჰქვია „ჰოლანდიური დაავადება“. საქართველოში არსებულ ამ მდგომარეობას ისიც ემატება, რომ დოლარი მსოფლიო მასშტაბით უფასურდება, რისი მიზეზიც არის ამერიკის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციები სხვადასხვა ქვეყანაში, უწინარეს ყოვლისა, ერაყსა და ავღანეთში, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს, რამაც მთელ მსოფლიოში გამოიწვია დოლარის გაუფასურება. ეს არის ის ძირითადი მიზეზები, თუ რატომ მყარდება ლარი და უფასურდება დოლარი საქართველოში.

ახლა, მოდით, დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას - არის სხვადასხვა სცენარი, რა მოელის ლარს და დოლარს საქართველოში. უწინარეს ყოვლისა, შევხედოთ, რას ფიქრობს საქართველოს მთავრობა ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ამის გაგება საკმაოდ რთულია. ისმის კითხვა, საიდან უნდა ვიცოდეთ, რას ფიქრობს ჩვენი მთავრობა? რა თქმა უნდა, იმ დოკუმენტიდან, რასაც ჰქვია საქართველოს ბიუჯეტი. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის, ჯერ კიდევ იმ პერიოდის ჩათვლით, როცა ფინანსთა მინისტრი იყო ლექსო ალექსიშვილი, პარლამენტში შემოსულ ბიუჯეტის პროექტს თან ერთვოდა განმარტებები, სადაც დაფიქსირებული იყო, თუ რომელი გაცვლითი კურსით იქნა გათვლილი ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები. ეს ვალდებულება და კანონი კი არ იყო, არამედ იმის ახსნა, თუ როგორია მთავრობის ხედვა ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობის გაანგარიშებისას (ვიცით, რომ იმპორტიდან შემოდის გადასახადები და საბაჟოზე აკრეფილი თანხების დათვლისას გარკვეული საშუალო წლიური გაცვლითი კურსის ჩადებაა საჭირო). მას შემდეგ, რაც ალექსიშვილი წავიდა ფინანსთა მინისტრობიდან, ასეთი ინფორმაცია გაქრა - მთავრობა უკვე აღარ აფიქსირებს გაცვლითი კურსის ოდენობას. თანაც, როცა პარლამენტში კითხვას ვსვამთ ამასთან დაკავშირებით, პასუხს არავინ იძლევა. გამომდინარე აქედან, მთავრობის ჩანაფიქრის გამოცნობის ირიბი მეთოდიღა გვრჩება. რა მეთოდია ეს? მინდა გითხრათ, რომ პარლამენტში შემოსულ ბიუჯეტის პროექტს, განმარტებითი ბარათის გარდა, თან ახლავს დანართები. ეს ძირითადად მაკროეკონომიკური პარამეტრებია, მათ შორის არის სავაჭრო ბალანსიც, თუ როგორია ექსპორტ-იმპორტი და ეს სავაჭრო ბალანსი მოცემულია ორ ვალუტაში - ლარსა და დოლარში. სწორედ ამ ბალანსის საშუალებით შეიძლება დავთვალოთ, რა გაცვლითი კურსი ჩადო მთავრობამ ბიუჯეტის კანონში. თუმცა, აქ ჩვენ ვაწყდებით ერთ სერიოზულ კურიოზს. მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის ბიუჯეტის კანონში უკვე შევიდა ცვლილება. სანამ ეს მოხდებოდა, ექსპორტ-იმპორტის ბალანსში ექსპორტზე საშუალო წლიური კურსი აღებული იყო 1 დოლარი=1,43 ლარი, იმპორტზე კი იყო სხვა კურსი - 1დოლარი=1,47 ლარი. როგორ შეიძლება ექსპორტზე სხვა კურსი იყოს და იმპორტზე - სხვა! ეს, უწინარეს ყოვლისა, მთავრობის არაკვალიფიციურობაზე მეტყველებს, მაგრამ აქ, იმავდროულად, ჩადებული იყო სხვა რამეც - თუ ეს არის საშუალო წლიური კურსი, გამოდის, წლის ბოლომდე ლარის კურსი 1,43-ზე დაბლა უნდა დავიდეს, საშუალო წლიური 1,43 რომ დარჩეს. როცა ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და ეს ცვლილება პარლამენტმა 2008 წლის მარტში დაამტკიცა, დანართებში კვლავ იყო წარმოდგენილი სავაჭრო ბალანსი როგორც ლარში, ასე დოლარში, თუმცა, ამჯერად შეცდომა უკვე გამოესწორებინათ, ექსპორტ-იმპორტზე სხვადასხვა კურსი აღარ იყო, მაგრამ დოკუმენტში თავად კურსი იყო შეცვლილი - 1 დოლარი=1, 576 ლარს. ანუ, 2008 წლის ბიუჯეტში საშუალო წლიური გაცვლითი კურსი თითქმის ისეთივეა, როგორიც იყო 2008 წლის დასაწყისში. მოგეხსენებათ, დღეს რეალურად ასე არ არის და დოლარის კურსი კიდევ უფრო ეცემა. აქედან დასკვნა - გეგმავს მთავრობა იმას, რომ ლარი ცოტათი უნდა გაუფასურდეს, მიუახლოვდეს 2008 წლის დასაწყისის ნიშნულს, თუ ნიშნავს ეს მთავრობის არაკომპეტენტურობას, ეს საკითხი ღიად რჩება. ჩემი აზრით, უფრო მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, შეიძლება რაღაც ძველი ცხრილები ნახეს და ის მიაკრეს ბიუჯეტს დანართის სახით, რაც სულაც არ არის გამორიცხული!

გამომდინარე ზემოთქმულიდან, კარგის არაფრის თქმა არ შემიძლია - ან მთავრობამ იცის რაღაცა და მალავს, ან, უბრალოდ, გაგებაში არ არის და არაფერიც არ იცის! პირველი უფრო უარესია თუ მეორე, ამის შეფასება ძალიან ძნელია, თუმცა, რა შვებაა იმის გაგებისგან, მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ტურა?! თუმცა, საკმაოდ დიდი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ, უბრალოდ, ბევრი რამ იცის, თორემ რომ იცოდეს, ასე არ გააკეთებდა...

ძალიან გამიჭირდება იმის პროგნოზირება, რა მოუვა ლარს მომავალში, თუმცა, უფრო მეტი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდება, ანუ დოლარის გაუფასურების ტენდენცია შენარჩუნდება. რა დონემდე და როგორ, ამის წინასწარ თქმა ნამდვილად არ შემიძლია, რადგან ამისთვის აუცილებელი არანაირი ობიექტური საფუძველი არ მაქვს - ჩემს ხელთ არსებული სტატისტიკა არ არის ობიექტური. თუ მთავრობამ საშუალო წლიური გაცვლითი კურსი 1,576 იანგარიშა და ამით საბაჟოს მიანიშნა, რა გადასახადები უნდა აკრიფოს, ეს არარეალისტურია და დიდი შეცდომაა.

მინდა გითხრათ, რომ ლარის გამყარება ეროვნული ბანკის დიდი ძალისხმევით ხორციელდება. ის, რომ ქვეყნაში შემოსული უცხოური ვალუტის დიდი მასის ნაწილს არ ყიდულობდეს, ლარის გამყარება კიდევ უფრო მყისიერი იქნებოდა და ეს საერთოდ დაანგრევდა ჩვენს ეკონომიკას. ამიტომ, ეროვნული ბანკი იძულებულია შემოსული დოლარების გარკვეული ნაწილი იყიდოს. ამით ის ერთ კარგ საქმეს აკეთებს - ზრდის საკუთარ რეზერვებს, თუმცა, იმავდროულად ცუდი რამის კეთებაც უწევს - ზრდის ფულის მასას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინფლაციას. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ეროვნულ ბანკს სხვა გზა არ აქვს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას განახორციელებს საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით კი იმას, რამდენად შეკვეცს მთავრობა პოპულისტური ტიპის ხარჯებს. სამწუხაროდ, ის ამას არ აკეთებს და თავისი ქმედებით კიდევ უფრო აღრმავებს ინფლაციას - ერთი მხრივ, ეროვნული ბანკი უშვებს დამატებით ფულს, მეორე მხრივ კი მთავრობა ახორციელებს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: ფსევდოდასაქმება, ვაუჩერიზაცია, პენსიების ზრდა.

მინდა გითხრათ, რომ პენსიების ზრდისთვის ყველაზე კარგი პერიოდი შემოდგომაა და არა გაზაფხული, რადგანაც შემოდგომით, როგორც წესი, ხვავი და ბარაქაა და ინფლაცია ისეთი მწვავე არ არის, როგორც გაზაფხულზე, როცა ფასებს ბუნებრივად აქვს ზრდისკენ მიდრეკილება. ამ დროს დამატებითი ფულის მასის გაშვება შეცდომაა, თუმცა, გასაგებია, რატომ ხდება ეს აპრილში - იმიტომ, რომ მაისში არჩევნებია. მე ნამდვილად არ მინდა ჩვენმა რომელიმე მკითხველმა იფიქროს, რომ ლადო პაპავა პენსიონერების მტერია, მაგრამ ყველაფერს ჭკვიანურად უნდა კეთება. პენსიონერები მაინცდამაინც წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა გაგახსენდეს, უფრო ადრე რომ გახსენებოდა მათი პრობლემა ვინმეს, ამ ნაბიჯის გადადგმა 2007 წლის შემოდგომაზეც შეიძლებოდა.

0x01 graphic

სოსო ცისკარიშვილი: ქართული ლარი ჩემში იწვევს ტელეკომპანია კავკასიის ასოციაციას. შესაბამისად, დოლარის ასოციაციას ჩემში ტელეკომპანია იმედი იწვევს. სატელეკომუნიკაციო სივრციდან „იმედის“ გაძევებამ გაამყარა „კავკასიის“ რეიტინგი და საგრძნობლად გაზარდა მისი შემოსავლები. მაგრამ ქართული ხელისუფლების მცდელობა, რომ დოლარის ვარდნას დააბრალონ ლარის გამყარება, ცოტა უსაფუძვლოდ მიმაჩნია, რადგან დოლარსა და ევროს შორის სხვაობის ზრდის პარალელურად ასეთი ტენდენცია არ შეინიშნება ლარსა და ევროს შორის სხვაობაში. ბრუნვაში არსებული ლარის მოცულობა კი, კვლავ ტელეკომპანია „კავკასიას“ თუ შევადარებთ, ისეთივეა, როგორც მისი დაფარვის ზონა CNN-ის დაფარვის ზონასთან შედარებით. ასე რომ, არაადეკვატური სიდიდეებია და მათი შედარებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ამას აქვს საკმაოდ სუბიექტური მოტივაცია.

ლარის გამყარება, ჩემის აზრით, ძირითადად ფულადი მასის მოძრაობის ნაკლებად გამჭვირვალე პროცესებს ემყარება. არადანიშნულებისამებრ და არაგამჭვირვალედ მოძრავი ფულადი მასა საქონლის გაძვირებას და ლარზე მოთხოვნის სუბიექტურ ზრდას იწვევს. ამდენად, ძნელი წარმოსადგენია, ლარის სიმყარე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დაბრუნდება საბაზრო ეკონომიკა, პროცესებს დაერქმევა თავისი სახელი და ჩვენი ვალუტაც მიიღებს თავისუფალი არსებობის ისეთ საფუძველს, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში უნდა ხდებოდეს. ექსპორტის ხელშეწყობაზე საუბრისას კი უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მისი დამღუპველია ის პროცესი, რაც ლართან მიმართებაში დღეს ხდება ქვეყანაში

0x01 graphic

გია ხუხაშვილი: დღეს აცხადებენ, რომ მთავრობა სერიოზულ ანტიინფლაციურ ღონისძიებებსატარებს, თუმცა, ფაქტია, რომ ეს ღონისძიებები აბსოლუტურად არაეფექტურია. რაც შეეხება ლარის გამყარებას, ეს საერთოდ აბსურდული თემაა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ინფლაცია-დევალვაციის დინამიკა ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ჩვენთან კი ძალიან მაღალია ინფლაცია, დევალვაცია პრაქტიკულად არ ხდება და უფრო უკუპროცესებთან გვაქვს საქმე. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ლარი საერთოდ არ არის მიბმული ეკონომიკაზე, ანუ, ეკონომიკური პროცესი მიდის ცალკე, ქართული ვალუტის კურსი კი სულ სხვა მიმართულებით მიედინება, ანუ, ეს ორი პროცესი არანაირ ლოგიკურ კავშირში არ არიან ერთმანეთთან. ეს ფაქტი კი კიდევ უფრო ასუსტებს ექსპორტის სტიმულებს, აღარაფერს ვამბობ ამ აბსურდული მდგომარეობით გამოწვეულ სხვა პრობლემებზე. სამწუხაროდ, ლარის გამყარებას ეკონომიკურ ჭრილში მხოლოდ მინუსები გააჩნია. ვინც ამით სარგებლობს, ეს ისევ მთავრობაა, რომელიც მღვრიე წყალში მოხერხებულად იჭერს თევზს.

0x01 graphic

გიორგი ცუცქირიძე:
საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

- რატომ ფიქრობთ, რომ ლარს რამე სჭირს? არაფერიც არ სჭირს! უბრალოდ, ეს ბოლო პერიოდია, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში ამჟღავნებს გამყარების ტენდენციას. აქ ორი ძირითადი მომენტი შეიძლება გამოიყოს. პირველი ის, რომ თვითონ დოლარი უფასურდება საერთაშორისო ბაზრებზე, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია ამერიკის ეკონომიკის რეცესიასთან და იმ ფინანსურ კრიზისულ მომენტებთან, რომელიც მარტო ამერიკულ ბაზარზე არ არის, მსოფლიო ბაზარს ახასიათებს ამ ბოლო დროს. მეორე ფაქტორი, რაც ლარს ამყარებს, არის უცხოური ინვესტიციები. ქვეყნის გარედან შემოედინება ფული უცხოური ვალუტის სახით, რაც, საბოლოო ჯამში, ხურდავდება ლარზე, ეს კი ბუნებრივად ზრდის მოთხოვნას ლარზე. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ, რომ უცხოური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში კვლავ გაგრძელდება (და ეს არ არის ისეთი რამ, რაც ხვალ შეიძლება შეჩერდეს, პირიქით, უფრო და უფრო გაიზრდება) და იმის გათვალისწინებით, რომ შენარჩუნდა საერთაშორისო ბაზრებზე დოლართან მიმართებაში არსებული ტენდენცია (ანუ, თუ დოლარმა არ დაიწყო გამყარება), უნდა ვივარაუდოთ, რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდება. თუმცა, ვიტყვი, რომ ეს გამყარება დღეს არსებულ ტრენდს კი შეინარჩუნებს, მაგრამ ძალიან საგრძნობი არ იქნება.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მან ძალიანაც რომ მოინდომოს, ლარს ვერ გაამყარებს. ლარი ხელოვნურად შეიძლება გააუფასურო, მაგრამ ხელოვნურად ლარის გამყარება გამორიცხულია! ეს არასერიოზული მიდგომაა. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ცენტრალური ბანკები მიმართავენ საკუთარი ვალუტის ხელოვნურ გაუფასურებას, ანუ დევალვაციას, როცა გარკვეული მიზნები აქვთ, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ლარის ხელოვნურად გამყარება გამორიცხულია! გასაგებია, რომ გარკვეულ ინტერვენციას ეროვნული ბანკი ახორციელებს, რადგანაც დღეს თავად დოლარის გაუფასურების ტენდენციაა და ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტა ძირითადად დოლარშია. ეს კი ზრდის მოთხოვნას ლარზე. ამას გარდა, ვიცით, რომ საქართველოში ერთადერთი საგადამხდელო საშუალება არის ლარი, ყველა იურიდიული, თუ ფიზიკური პირი (განსაკუთრებით იურიდიული პირები) სახელმწიფოსთან ურთიერთობენ ლარში, იქნება ეს ანგარიშსწორება ბიუჯეტთან თუ მიმდინარე ვალდებულებების დაფარვა. გამომდინარე აქედან, ის რომ ეროვნული ბანკი ახდენს ბაზარზე ინტერვენციას, ბუნებრივია, და ეს არ შეიძლება პრობლემად ჩაითვალოს.

რაც შეეხება კრიტიკულ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ეროვნული ვალუტა და ეკონომიკა აბსოლუტურად ალოგიკურ კავშირში არიან, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებით მიდიან, პრინციპულად ვერ დავეთანხმები. ლარი მიდის იქით, საითაც ეკონომიკა მიდის. გამორიცხულია, რომ ისინი სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდნენ. საბოლოო ჯამში, ლარი ხომ მონაწილეობს მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში, აქედან გამომდინარე კი, როგორ შეიძლება, ის სხვაგან მიდიოდეს! ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არ იწვევს ლარის გამყარება ეკონომიკის გაძლიერებას. ეს აბსოლუტურად არასწორი და მოძველებული შეხედულებაა, მეტიც, მე ვიტყოდი, მე-18 საუკუნის ეკონომიკური ფორმულაა. 21-ე საუკუნეს სხვა ღირებულებები და, შესაბამისად, სხვა შეხედულებები აქვს ეკონომიკაზე. რაც დღეს ხდება, ეს სწორედ 21-ე საუკუნის მაგალითია. ჩვენთან ეკონომიკა მხოლოდ უცხოური ინვესტიციით კი არ ფორმულირდება, ამას გაგრძელება აქვს, ანუ დგება საკითხი, როგორ ახდენს ეკონომიკა ამ შემოსული ინვესტიციების გაწოვას. ამაზე კი ძალიან ბევრი ფაქტორია მიბმული - რამდენად შეუწყობს ხელს შემოსული ინვესტიციები დასაქმების ზრდას, რამდენად შეამცირებს დასაქმების ზრდა ბიუჯეტში სოციალურ ხარჯებს, რამდენად იქნება აქტუალური ახალი სამუშაო ადგილები, ინვესტიციების შემოსვლა გამოიწვევს თუ არა ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და სხვა. თუმცა, ეს უკვე ცალკე თემაა და ამაზე სხვა დროს შეიძლება ვისაუბროთ.

0x01 graphic

ანზორ ქოქოლაძე: ბუნებრივია, ლარის გამყარება, მითუმეტეს, ხელოვნური გამყარება ძალიან ცუდია ეკონომიკისთვის, რადგან ეს ხელისშემშლელია ექსპორტისთვის. რამდენად ხელოვნურად მიმდინარეობს ეს პროცესი საქართველოში, ვერ გეტყვით. ქვეყანაში დოლარის დიდი მასა შემოდის და თუკი ეროვნული ბანკი მის გარკვეულ ნაწილს ყიდულობს, ვფიქრობ, ეს სწორი ჩარევაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დოლარის კურსის ვარდნა კიდევ უფრო მყისიერი იქნებოდა, რაც უფრო ძლიერ რყევებს გამოიწვევდა ეკონომიკაში. ვფიქრობ, ეს დროებითი პროცესია, მუდმივად მზარდი ვერ იქნება ლარზე მოთხოვნა. იმპორტისთვის ეს პროცესი მისასალმებელია, ძირითადი დარტყმა ამ დროს ექსპორტზე მოდის, თუმცა, ესეც მოკლევადიანი ეფექტისთვისაა სასარგებლო, რადგან, თუ ეკონომიკაში არ მიდის ჯანსაღი პროცესები, ეს იმპორტ-ექსპორტს ერთნაირად აზარალებს. მგონია, რაც დღეს ხდება, ობიექტური რეალობაა. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ლარი კი არ გამყარდა, დოლარი გაუფასურდა, რასაც მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობაც უწყობს ხელს. საქართველოში დოლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი კი ქვეყანაში შემოსული მზარდი ინვესტიციების გამო ლარზე გაზრდილი მოთხოვნაა.

რაც შეეხება ინვესტიციების შემოდინებას, მოდით, ჯერ ავხსნათ, რა არის საინვესტიციო გარემო ზოგადად და რამდენად არის ამ გარემოსთვის აუცილებელი პირობები დაკმაყოფილებული ჩვენში.

საინვესტიციო გარემოს პირველი და ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია ბაზრის სიდიდე. ჩინეთის მაგალითი ავიღოთ. ამ ქვეყანას მილიარდნახევრიანი მოსახლეობა ჰყავს და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია. ჩინეთში საკმაოდ კაბალური საგადასახადო კანონმდებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა გაცილებით ლიბერალურია, მაინც ითვლება, რომ ჩვენთან გაცილებით ცუდი საინვესტიციო გარემოა, ვიდრე ჩინეთში. ამის მიზეზი კი სწორედ ბაზრის ზომაა, რაც ბიზნეს-გარემოს უფრო მომხიბვლელს ხდის. საინვესტიციო გარემოს მეორე განმსაზღვრელი ფაქტორი - კანონმდებლობაა. ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ლიბერალურია და ამ კომპონენტში უცხოელისთვის საკმაოდ მომხიბვლელად გამოვიყურებით. თუმცა, ამ მხრივ ყველაზე შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური არასტაბილურობაა. პატარა ბაზარი, პლუს პოლიტიკური არასტაბილურობა, რასაც ემატება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემებიც, ცხადია, ნეგატიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე. ამასთან, პრობლემები გვაქვს კანონის აღსრულების კუთხითაც. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში კერძო საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებით გახშირებულმა შემთხვევებმა ცუდი გავლენა მოახდინა საინვესტიციო გარემოზე. საკმაოდ სერიოზულია მუშა-ხელის კვალიფიკაცია. ჩვენ არ გვაქვს დიდი გამოცდილება ბიზნესში და ჩვენი ინტელექტუალური რესურსი შეზღუდულია. 1990 წლიდან სამოქალაქო ომის პირობებში ვცხოვრობდით, ბიზნესპროცესები საქართველოში, ფაქტობრივად, 1994-95 წლიდან დაიწყო, 13 წელი კი სულაც არ არის საკმარისი კარგი მენეჯერებისა და ამა თუ იმ მიმართულების კარგი ბიზნეს-სპეციალისტების მოსამზადებლად.

ცალკე საკითხია კრედიტების მოზიდვა და მათი სწორად გამოყენება. ხშირად გამიგია, ისე გამიჭირდა, კრედიტი ავიღეო. კრედიტის აღება ბიზნესში სულაც არ ნიშნავს გაჭირვებას. თუ გაქვს შანსი, მოიზიდო კრედიტი და არ იყენებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეგიძლია დაასაქმო ეს კრედიტი, ანუ არ შეგიძლია მართვა და ვერ ახერხებ დამატებითი რესურსის გამოყენებას. კრედიტის მოზიდვის წინააღმდეგი არ შეიძლება ვინმე იყოს, გნებავთ კომპანიის, გნებავთ სახელმწიფოს დონეზე. მთავარია კრედიტი სწორად დამისამართდეს, დასაქმდეს და შეგეძლოს მისი მომსახურება. ქვეყნის პროფიციტული ბიუჯეტი სულაც არ ნიშნავს, რომ კრედიტის მოზიდვა საჭირო აღარ არის.

უმუშევრობა და დასაქმება

0x01 graphic

ლადო პაპავა: რაც შეეხება დასაქმებასა და უმუშევრობის დონეს საქართველოში, აქაც ახალს ბევრს ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმების მოქმედი პროგრამები ჩვენი მოსახლეობისთვის არახალია. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? 2006 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მოიფიქრა პროგრამა, რომელსაც დაარქვა „დასაქმების ეროვნული პროგრამა“ და რომლის მიხედვითაც უმუშევრები 3 თვის განმავლობაში იღებდნენ 150-150 ლარს. პროგრამა 50 ათას კაცზე გავრცელდა და ყველა ის უმუშევარი, რომელიც ცნობას მიიტანდა, რომ რომელიღაც კერძო სტრუქტურაში მაინც ჰქონდა რაღაც სამუშაო 3 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად მიიღებდა აღნიშნულ თანხას. ეს გაკეთდა 2006 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი არჩევნების წინ. მსგავსი რამ მთავრობამ 2007 წლის დეკემბერშიც მოიფიქრა, უკვე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მასაც „დასაქმების პროგრამა“ დაერქვა, ისიც 3-თვიანად გამოცხადდა, ოღონდ 150 ლარის ნაცვლად დაწესდა 200 ლარი, 50 ათასის ნაცვლად კი მასში 100 ათასი კაცი ჩაერთო. თუმცა, ბოლოს პრემიერ-მინისტრმა დააზუსტა, რომ ეს პროგრამა არის არა 3, არამედ 6-თვიანი, ანუ თქვა, რომ ის გაიჭიმებოდა აპრილის ბოლომდე და რომ ფულის გაცემა მოხდებოდა თვეგამოშვებით. შესაბამისად, პირველი თანხა გაიცა დეკემბერში, მეორე - თებერვალში და მესამე - აპრილში. რა ხდება რეალურად? ვიღაცამ შეიძლება ამ ფორმატში მართლაც იპოვოს სამსახური, მაგრამ ასეთ პროგრამაში მონაწილეთა ძალიან მცირე ნაწილია. ძირითადად კი ეს ის უმუშევარი ხალხია, რომელთაც ნაცნობ-მეგობრები, თუ ნათესავები (საქართველო მცირე ქვეყანაა და ყველა ერთმანეთს იცნობს) აძლევენ ცნობას, რომ საკუთარ ბიზნესში ასაქმებენ 3 თვით. არანაირ ვალდებულებას ბიზნესმენს ასეთი ცნობის გაცემა არ აკისრებს. სად წაიღებს უმუშევარი ამ აღებულ ფულს, მუთაქაში შეინახავს თუ ბანკში გაიქცევა?! რა თქმა უნდა, პირველ რიგში, წავა სამომხმარებლო ბაზარზე, ან წამალს იყიდის, ან კვების პროდუქტს თუ ბავშვის ჩანთასა და ფეხსაცმელს, ანუ ჩვეულებრივ სამომხმარებლო პროდუქციაში დახარჯავს. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, აწვება ბაზარს და ფასების ზრდას უწყობს ხელს. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ მთავრობის მიერ წინასაარჩევნოდ გამომცხვარი .. დასაქმების პროგრამით არა იმდენად ვინმე საქმდება, რამდენადაც უმუშევრები იღებენ შემწეობას, რაც ირიბად არის მათი ხმების ყიდვაარჩევნების წინ, ამ ყველაფრის შედეგი კი ინფლაციის ტემპების ზრდაა.

რაც შეეხება უმუშევართა სტატისტიკას, თუკი ქვეყანაში სტატისტიკა საერთოდაა არასანდო, ის არასანდოა უმუშევრთა რაოდენობის მიმართულებითაც. აქ საინტერესოა ერთი დეტალი - ჩვენი მთავრობა ტრაბახობს იმით, რომ 2007 წლის განმავლობაში მილიარდ 600 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა ქვეყანაში და რომ ამის შედეგად 40 ათასი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამ დროს, სტატისტიკის მიხედვით, უმუშევართა რიცხოვნობა იმ პერიოდისთვის შემცირებულია მხოლოდ 20 ათასით. თუ 40 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, როგორ შემცირდა უმუშევართა რაოდენობა მხოლოდ 20 ათასით?! ამას ხსნიან იმით, რომ თითქოს ქვეყანაში საქართველოდან ემიგრირებული ბევრი ჩვენი თანამემამულე ბრუნდება, რაც მე ნაკლებად რეალისტურად მიმაჩნია. ვფიქრობ, რეალურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან და თუ ჩამოდის კიდეც ვინმე, გამოდის, ისინი უმუშევართა რიგებს ავსებენ. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოში ჩვენი თანამემამულეების დაბრუნების ყველაზე დიდი ტალღა 2006 წლის შემოდგომაზე მოდის, როცა რუსეთმა იძულების წესით გამოყარა არა მარტო ჩვენი მოქალაქეები, არამედ რუსეთის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ეთნიკური ქართველები იყვნენ.

0x01 graphic

სოსო ცისკარიშვილი: ჩვენ უკვე რამდენიმე წელია გვაჩვევენ დასაქმების პროგრამების წინასაარჩევნო გააქტიურების პრაქტიკას, რაც, თავისთავად, არცთუ ზნეობრივი მოვლენაა. შესაძლოა, ეს რამდენიმე ათეული ადამიანისთვის მართლაც იყოს სულის მოთქმის საშუალება, მაგრამ, ზოგადად, ამით დასაქმებისა და ნდობის დეფიციტის ერთობლიობა ყალიბდება ჩვენს ცნობიერებაში. ეს უნდობლობა შემდგომ, სამწუხაროდ, სიმსივნესავით ედება მთლიანად საზოგადოების და ხელისუფლების ურთიერთობას. დასაქმებას სჭირდება სამუშაო ადგილები, სამუშაო ადგილებს სჭირდება ინვესტიციები, ინვესტიციებს - შესაბამისი გარემო ქვეყანაში და თუ ეს გარემო, ისევ ვიმეორებ, მოსწონთ მხოლოდ ქვეყნის პირველ პირებს, მაშინ საიდუმლოც გაგვანდონ, რატომ არიან თავად ისინი ასე მოხიბლულები. რეკლამირება მხოლოდ გაკეთებულის შეიძლება, გაუკეთებლის წარმოჩენა მიღწეულ მიზნად სავარაუდოა ერთხელ და ორჯერ დაიჯეროს ადამიანმა. მუდმივად იმის მტკიცება, რომ აი, ჩვენ ამდენი ადამიანი დავასაქმეთ და ერთი კვირის შემდეგ აღმოჩნდეს - არცერთი მათგანი იქ აღარ მუშაობს, სადაც დასაქმებული უნდა გეგულებოდეს, რასაკვირველია, მძიმე აღსაქმელია. ამდენად, ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრად უფრო სერიოზული სამუშაოა გასაწევი და ამას პოლიტიკური კეკლუცობის სახე არ უნდა ჰქონდეს, რადგან მოსახლეობა საარჩევნო მასალა არ არის. ვიდრე ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოსახლეობის მიმართ ასეთი აგდებული დამოკიდებულებაა, სასიკეთო შედეგი, რასაკვირველია, არასოდეს დადგება..

0x01 graphic

გია ხუხაშვილი: საქართველოში ადრე და დღეს მოქმედი ე.წ. დასაქმების პროგრამები არცერთი არ ყოფილა რეალური დასაქმების პროგრამა. ესენი ფსევდოსოციალური პროგრამებია, რომლებიც არჩევნების წინ შედის ხოლმე აქტიურ ფაზაში. სიმართლე გითხრათ, მათი მიზანი არც არასდროს ყოფილა დასაქმება, რადგან ისინი წმინდა წყლის სოციალური დახმარების პროგრამებია. ხელისუფლების მოვალეობა არც არის მოსახლეობის პირდაპირი დასაქმება. მისი მოვალეობაა დაბალი რისკების საინვესტიციო, კონკურენტული გარემოს შექმნა, ამ გარემოს დაცვის გარანტად დადგომა და ჩაურევლობა. როდესაც ქვეყანაში ასეთი გარემო უზრუნველყოფილია, ამის შემდეგ, ეკონომიკა თავისით ვითარდება. თუკი ეკონომიკა ვითარდება, ბუნებრივია, იქმნება სამუშაო ადგილები. ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და არა ხელისუფლება. ნორმალურ ქვეყნებში ხელისუფლებას არ დაჰყავს ავტობუსებით უმუშევრები და ამ კადრების ტელევიზორში დატრიალების შემდეგ ეს ავტობუსები ისევ უკან არ ბრუნდებიან ვითომ დასაქმებულ ადამიანებთან ერთად.

0x01 graphic

ანზორ ქოქოლაძე: საქართველოში დიდი რაოდენობით უმუშევარი ადამიანია და იმავდროულად გვაქვს კვალიფიციური ადამიანების დეფიციტი. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ბიზნესი კვალიფიციური კადრების სერიოზულ შიმშილს განიცდის. რეაგირება კადრებზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არათანაბარია. მიწოდება გაცილებით მცირეა, ვიდრე მოთხოვნა. განათლების სისტემა ვერ ასწრებს ბიზნესისთვის საჭირო რაოდენობით კადრების მომზადებას, ამიტომ უნდა მოხდეს ამ პროცესში ხელოვნური ჩარევა, რათა დაჩქარდეს ბალანსის აღდგენა მოთხოვნა-მიწოდებას შორის. რაკიღა გამოკვეთილია, რომ პრობლემა კვალიფიკაციის ამაღლებაშია, ვფიქრობ, მთავრობა აბსოლუტურად სწორი მიმართულებით მიდის, როცა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების ქსელს ანვითარებს. ამ საქმეში ორივემ, სახელმწიფომაც და ბიზნესმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ. მე იმასაც მივესალმებოდი, სახელმწიფომ რომ ბიზნესსკოლებს სუბსიდირება გაუკეთოს და ამით ამ ტიპის სასწავლებლების მოტივაცია გაზარდოს. ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში, უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული, ამ ტიპის სკოლის ჩამოყალიბებაშიც მივიღოთ მონაწილეობა.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, გეტყვით, რომ არსებული სოციალური ვალდებულებებიდან ჩვენ ყველაზე პრიორიტეტულად განათლებისა და დასაქმების სფეროების ხელშეწყობა მიგვაჩნია. თუ რამე უშველის ჩვენ ქვეყანას, ეს არის განათლებული და შემდგომ დასაქმებული ადამიანი.

სხვათაშორის, ჩვენმა კომპანიამ გააგრძელა ევრობანკის დაფინანსებით არსებული სამწლიანი პროექტის საქმიანობა, რომელიც მეწარმეთა გადამზადებას ითვალისწინებდა. ჯერჯერობით სამი ცენტრი მუშაობს საქართველოს მასშტაბით: ქუთაისი, თელავი და ბათუმი. ვეხმარებით, რომ მათ კრედიტი უპრობლემოდ მოიზიდონ. ჩვენ ყველა იმ ადამიანს ვუწყობთ ხელს, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს ბიზნესში და არ იცის, როგორ დაიწყოს. მსურველს შეუძლია გაიაროს ერთკვირიანი ტრეინინგი, მოიფიქროს იდეა, მოამზადოს ბიზნეს-გეგმა, 1500 დოლარის ფარგლებში და ჩვენ ვუდგებით გარანტორად ბანკში კრედიტის ასაღებად და მერე პროცენტის ნახევარსაც ვუფინანსებთ. ამ პროექტში 300-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ვფიქრობთ, ეს მიმართულება კიდევ უფრო გავაფართოვოთ. საშუალო და წვრილი ბიზნესის ხელშეწყობა ყველაზე საუკეთესო გზაა დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად.

მედია და ბიზნესი

სოსო ცისკარიშვილი: მედია და ბიზნესი, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთთან პროფესიულ ურთიერთობაში უნდა იყვნენ - არც ჟურნალისტმა უნდა დაივიწყოს საკუთარი პროფესია და არც ბიზნესის წარმომადგენელმა. ჩვენთან, სამწუხაროდ, ჟურნალისტიკამ, როგორც ბიზნესმა, დაჩაგრა ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია და ამდენად, როცა ესა თუ ის საქმიანობა მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული, იქ გულწრფელობასა და სამართლიანობაზე საუბარი ცოტა საჩოთიროდ მეჩვენება. არადა, პროფესიული ჟურნალისტიკა ჰაერივით აუცილებელია ბიზნესის განვითარებისთვის. ჟურნალისტური პროფესიონალიზმი, ვგულისხმობ არა ზოგადად ჟურნალისტიკას, როგორც განყენებულ დარგს, არამედ სპეციალიზირებულ ჟურნალისტიკას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ მიკროფონის ხელში დაჭერით და მას საკუთარი კომენტარის, აზრის გამოთქმის, ანალიზის ნიჭიც გააჩნია. ჟურნალისტი, რომელიც გარდა საერთო პროფესიული განათლებისა, ფლობს რომელიმე ვიწრო დარგს ისევე, როგორც ამ დარგის პროფესიონალი, სერიოზული მიღწევაა, როგორც მთლიანად ჟურნალისტიკის, ისევე იმ დარგისა, რომელშიც ის სპეციალიზდება. მახსენდება ასეთი მაგალითი: კომსომოლსკაია პრავდაში მუშაობდა ჟურნალისტი

0x01 graphic

იაროსლავ გოლოვანოვი. როგორც კი კოსმოსის სივრცის ათვისება დაიწყო, გოლოვანოვმა გადაწყვიტა, ღრმად ჩაეხედა ამ საკითხებში და საბოლოოდ ისეთ პროფესიულ სიმაღლეებს მიაღწია, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური კვლევის სააგენტო (NASA) საკუთარ წლიურ პროგრამას უკეთებდა ხოლმე პრეზენტაციას, მას ყოველთვის იწვევდნენ, როგორც ექსპერტს, ამ პროგრამის შესაფასებლად. საბედნიეროდ, ჩვენს დღევანდელ ბიზნეს-გარემოშიც არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც არცერთ ბიზნესმენზე ნაკლებად არ არიან ჩართულნი ეკონომიკური პროცესების პროფესიულ ანალიზში (ასეთად, უპირველეს ყოვლისა, რეზო საყევარიშვილი მახსენდება). იმედი მაქვს, მათ მიმბაძველები გაუჩნდებიან და ბევრი თქვენი პროფესიის ადამიანი გადაწყვეტს იყოს არა „ყველაფრის ჟურნალისტი” (რაც, ჩემი აზრით, რეპორტიორობისთვის არის მხოლოდ დასაშვები), არამედ ამა თუ იმ პროფესიისთვის საინტერესო პარტნიორიც. სწორედ ასეთი მედია შეძლებს სერიოზული მხარდაჭერა გაუწიოს ბიზნესს.

0x01 graphic

გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, მედიასა და ბიზნესს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები არ არსებობს. ბიზნესი ძირითადად რეკლამის მიმცემია მედიაში. არ გამოვრიცხავ და არის ჩვენ ქვეყანაში როგორც „შავი პიარის“, ასევე პირიქით, შეფარული რეკლამის არაერთი ნიმუში. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ურთიერთობა მაინცდამაინც ჯანსაღია, თუმცა, სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული პრეტენზიებიც არ მაქვს მედიისა და ბიზნესის ურთიერთობასთან, რადგან, ჩვენთან დღეს მედია (განსაკუთრებით ელექტრონული), უფრო პროპაგანდაზეა ორიენტირებული და ძირითადად პოლიტიკური საკითხებითაა დაკავებული. თუმცა, არის 2-3 ვითომ ეკონომიკური პროექტი, რომლებიც, სამწუხაროდ, ისევ პოზიტივზეა გათვლილი და მათში აბსოლუტურად არ არის საუბარი იმ პრობლემებზე, რაც დღეს რეალურად აქვს ბიზნესს საქართველოში. ასე რომ, პროპაგანდისტული თვალსაზრისით, მედიისა და ბიზნესის ურთიერთობაში არის რაღაც პოზიტივი. რაც შეეხება რეალობას, რეალობიდან ეს ყველაფერი მოწყვეტილია და ვფიქრობ, ეს ურთიერთობები მაინცდამაინც ჯანსაღი არ არის.

მედიის თავისუფლების ხარისხზე, კი ლაპარაკი საერთოდ არ ღირს უპირველესად, ვსაუბრობ ელექტრონულ მედიაზე, რადგან, ვფიქრობ, რომ ბეჭდურ მედიას ამ თვალსაზრისით პრობლემები შედარებით ნაკლები აქვს. სამწუხაროდ, ელექტრონული მედია საქართველოში პრაქტიკულად მონოპოლიზებულია ხელისუფლების მიერ, ამიტომ ამას უკვე მედია აღარ ჰქვია, ეს არის ერთი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ხელისუფლების 100%25-იანი კონტროლის ქვეშაა და, ფაქტობრივად, „ქართული კომუნიზმის“ პროპაგანდას ემსახურება.

0x01 graphic

ანზორ ქოქოლაძე: ვფიქრობ, მედია და ბიზნესი დღეს აქტიურად თანამშრომლობენ. სხვა საკითხია, საკმარისია თუ არა თანამშრომლობის ეს ხარისხი. მედიისთვის, ისევე როგორც სხვა სფეროებისთვის, ბაზარი მცირეა, შესაბამისად, ეს ხელს უშლის მის განვითარებას, ტირაჟი მცირეა (ვსაუბრობ ბეჭდვით მედიაზე), ფიქსირებული ხარჯები კი მძიმედ აწვება მედიას და საკმაოდ ცუდ დღეში აყენებს მას. ბაზრის სიმცირე იწვევს იმას, რომ ბიზნესკომპანიების სარეკლამო ბიუჯეტები მცირეა და ესეც ცუდად აისახება მედიის მდგომარეობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. ვფიქრობ, როგორი მდგომარეობაც არის ზოგადად ქვეყანასა და ეკონომიკაში, იმის შესაბამისია მედიასა და ბიზნესს შორის ურთიერთობაც. რაც შეეხება ჟურნალისტების მუშაობის ხარისხსა და მათ მიუკერძოებლობას, ან თუნდაც, ე.წ. გაყიდულ ჟურნალისტებს, ვფიქრობ, ამაში გასაკვირი არაფერია და მსგავსი რამ ჩვეული მოვლენაა მთელი მსოფლიოსთვის. აქ პრობლემა უფრო საზოგადოებაშია. თუ საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც იყიდებიან, მოთხოვნა შესუსტდება, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. გრძელვადიან მოთამაშედ ის ჟურნალისტი შემორჩება, ვინც არასოდეს გაყიდულა. მას რეიტინგი შეუნარჩუნდება. პირველი შემფასებელი ხომ საზოგადოება - მკითხველი და მაყურებელია. ბუნებრივია, სასურველია არ იყვნენ, არ გაიყიდონ ჟურნალისტები, მაგრამ ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. ცუდია, როცა ჟურნალისტები მიუღებელი მეთოდებით მუშაობენ, ვგულისხმობ ე.წ. შავ პიარს. თუმცა, ვფიქრობ, ესეც დიდხანს ვერ გაგრძელდება და ამ მოვლენასაც საზოგადოება ადრე თუ გვიან თავის ადგილს მიუჩენს. მედიას სჭირდება ინფორმაცია, ბიზნესს კი პოპულარიზაცია. ასე რომ, ეს ორი სფერო ურთიერთგადაჯაჭვულია, ისინი ერთმანეთს ავსებენ. თანამშრომლობა მით უფრო გაიზრდება, რაც უფრო გაიზრდება ბაზარი და განვითარდება ბიზნესი. ბიზნესის ხარისხობრივი ამაღლება იწვევს მედიის ხარისხობრივ ზრდას და პირიქით, ბიზნესის ვარდნა ავტომატურად აისახება ყველა დანარჩენ სფეროზე, რადგან ბიზნესია ის ლოკომოტივი, რამაც უნდა წარმართოს შემდგომში მთელი ეკონომიკა და საერთოდ, საზოგადოებრივი ცხოვრება.

საბოლოო ჯამში კი, მიუხედავად ხარვეზებისა, თუ ავიღებთ პოსტსაბჭოთა სივრცეს, მედიის განვითარების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესოდ შეიძლება ჩაითვალოს, განსაკუთრებით, შუა აზიისა და კავკასიის სივრცეში.

0x01 graphic

ია ანთაძე:
ჟურნალისტი

- აქ ორი მიმართულება უნდა გამოვყოთ - მედია, როგორც თავად ბიზნესი და ზოგადად, თავისუფალი მედიისა და ბიზნესის ურთიერთდამოკიდებულება. საქართველოში მედიის მთავარი პრობლემა მედიის მფლობელებშია. მედიაორგანიზაციები არიან გაზეთები, რადიოები და ტელევიზიები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტელევიზიები, რადგანაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე ყველაზე მეტ გავლენას სწორედ ტელემედია ახდენს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. საქართველოში ტელევიზიებს დამატებით ის პრობლემაც გააჩნიათ, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თითოეულმა მათგანმა შეიცვალა მფლობელი (ბოლო ასეთი მედიასაშუალება იყო ტელეკომპანია „იმედი“, ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც მფლობელი უშუალოდ რევოლუციის შემდეგ არ შეუცვლია), რითაც პრაქტიკულად დასრულდა ხელისუფლების ერთიანი გეგმა (და მე მჯერა, რომ ასეთი გეგმა ხელისუფლებაში ნამდვილად არსებობდა) დაკავშირებული იმასთან, რომ ტელევიზიის მფლობელები გამხდარიყვნენ ან თავად ხელისუფლებაში მყოფი, ან მასთან დაახლოებული ადამიანები. ცალკე თემაა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული ჩვეულებრივი ბიზნესორგანიზაცია და ფინანსდება ბიუჯეტიდან, ამიტომ მასზე შეგვიძლია არ ვისაუბროთ. თუმცა, ერთიან კონტექსტში თუ ვიტყვით, რასაკვირველია „საზოგადოებრივ მაუწყებელშიც“ ხელისუფლებას სჭირდებოდა ისეთი მდგომარეობა, როდესაც იგი არა მხოლოდ „ნიუსების“, გადაცემების დონეზეც კი გააკონტროლებდა სიტუაციას. „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ რომ ხელისუფლებას ხელი ასე თავისუფლად არ მიუწვდებოდეს, აბსოლუტურად დაეკარგებოდა აზრი ფულის ჩადებას ნებისმიერ სხვა, კერძო ტელევიზიაში, გამომდინარე იქიდან, რომ თუკი იარსებებს ალტერნატიული ინფორმაციის მომწოდებელი ერთი არხი მაინც, რასაკვირველია, საზოგადოებას აღარ დასჭირდება სხვა, ძირითადად პროპაგანდაზე ორიენტირებული არხები. ამიტომ საქართველოში დღეს ხელისუფლება პრაქტიკულად მთლიანად აკონტროლებს ტელესივრცეს და ამაში მას ეხმარებიან ის მედიამფლობელები, რომლებიც იცვლებიან იმისდა მიხედვით, რამდენად არიან დაახლოებულნი ხელისუფლებასთან. ამის მაგალითია ტელეკომპანია „რუსთავი-2“, რომელშიც ყველას თვალწინ იცვლებოდნენ მფლობელები და გენერალური დირექტორები იმის მიხედვით, ხელისუფლებაში მათთან დაახლოებული პირები რამდენად იყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები ქვეყანაში. როდესაც ამ უკანასკნელების პოზიციები სუსტდებოდა ან თვითონ მოდიოდნენ ხელისუფლებიდან, ტელევიზიის ხელმძღვანელობაც ტოვებდა ტელევიზიას. გამომდინარე ზემოთქმულიდან, ფაქტობრივად, საქართველოში მედია, როგორც ცალკე ბიზნესი, არ არსებობს, ყველა ტელევიზია არის დოტაციური და ამას არც არავინ მალავს. კერძო ტელევიზიები პრაქტიკულად მათი მფლობელებისთვის არის არა შემოსავლის წყარო, არამედ პირიქით, გასავალი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავის სხვა ბიზნესს უკეთებენ სახურავს იმითი, რომ ხელისუფლებას უნახავენ საკუთარ ტელევიზიებს. აი, ასეთია მედიაბიზნესთან დაკავშირებული სამწუხარო რეალობა საქართველოში.

რაც შეეხება გაზეთებს, მათი შენახვა არ არის ისეთი ძვირი, როგორიც ტელევიზიების. ამიტომ, გაზეთების მფლობელები და მთავარი რედაქტორები არც შეცვლილან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და დღეს პრესა გაცილებით არაკომფორტულია ხელისუფლებისთვის, ვიდრე ტელევიზია. აქვე გეტყვით, რომ გაზეთებიც, რომლებიც დღეს გამოდიან, პრაქტიკულად სულს ღაფავენ. ვერცერთი გაზეთის რედაქტორი ვერ იტყვის, რომ გაზეთის შემოსავლებით გამდიდრდა და რომ ეს გაზეთი ან თავს ირჩენს ან იმ ადამიანებს, რომლებიც მასში არიან დასაქმებულნი. სამწუხაროდ, ასეთი რეალობა დღეს ნაკლებად გვაქვს.

თუმცა, აღვნიშნავ, რომ მუშაობენ ძალიან კარგი რადიოები, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებიც ძირითადად დონორების ფულით არსებობენ და გამომდინარე აქედან, მათი თავისუფლების ხარისხიც უფრო მეტია. აი, ასეთი მდგომარებაა მედიასთან, როგორც ბიზნესთან დაკავშირებით.

0x01 graphic

რაც შეეხება მედიისა და ბიზნესის პარტნიორულ ურთიერთობას, გეტყვით, რომ მედიის დამოუკიდებლობის ძირითადი საყრდენი არის სარეკლამო შემოსავალი. სარეკლამო შემოსავალი კი შეუძლებელია არსებობდეს ბიზნესთან ურთიერთობის გარეშე. აქვე უნდა აღვნიშნო და ამით ჩემს პირად აზრს მოგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გააკეთა თავისთვის, იყო ის, რომ შეზღუდა თავისუფალი ფული საქართველოში. ამით მან მძიმე დარტყმა მიაყენა, ერთის მხრივ, პოლიტიკურ ოპოზიციებს, მოუსპო რა მათ ბიზნესთან ღია ურთიერთობის საშუალება, და მეორეს მხრივ თავისუფალ მედიას, რომელსაც ფაქტობრივად ასევე აუკრძალა ურთიერთობა ბიზნესთან, ამა თუ იმ ფორმით საკუთარ კონტროლქვეშ აიყვანა რა ყველანაირი ბიზნესი საქართველოში. მიუხედავად ამისა, რაღაც იმედი მაინც დარჩა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია „კავკასიაში“ იმატა რეკლამების რიცხვმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი მთლად ბოლომდე არ არის გაკონტროლებული ხელისუფლების მიერ. თუმცა, რეგიონებში ეს ხდება - ბიზნესს პირდაპირ უკრძალავენ ხელისუფლებისთვის არასასურველ მედიაორგანიზაციებში ჩადონ რეკლამა.

რაც შეეხება ამ ორი სფეროს ურთიერთობას, ვფიქრობ, რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა ბიზნესსა და მედიას არა აქვთ. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ბიზნესი მედიასთან მედიამფლობელის გავლით მოდის, მედიამფლობელები კი სულაც არ არიან ნეიტრალური ადამიანები, ვიმეორებ, ისინი ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენენ. ამიტომ ხელისუფლების მიღმა ურთიერთობა ბიზნესსა და მედიას ძალიან ცოტა აქვთ. მთავარი პრობლემა ამ ურთიერთობაში კი არის ის, რომ სარეკლამო ბაზარი მედიისთვის საქართველოში ისედაც მცირეა და ისიც პოლიტიკური ნების მიხედვით გადანაწილებული. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ტელეკომპანია და რადიო იმედს რეკლამა არასოდეს აკლდათ. აღსანიშნავია, რომ მაინცდამაინც განსაკუთრებული მხარდაჭერა არც ბიზნესს აქვს მედიის მხრიდან, რადგანაც თავად მედიაც არ არის თავისუფალი. მინდა გითხრათ, რომ ერთგვარი კომპლექსია ქართულ მედიაში - თუ რაიმე კარგს იტყვი ვინმეზე, შეიძლება ის გაზეთი აღარავინ წაიკითხოს და ტელეგადაცემასაც არ უყურონ, რადგან მედია ძირითადად უარყოფით ინფორმაციაზეა ორიენტირებული. თუმცა, არსებობდა გამონაკლისებიც. გასულ გაზაფხულზე ევროკომისიის წარმომადგენლობის დაფინანსებით განხორციელდა პროექტი, რომელიც ტელევიზიებში საინფორმაციო პროგრამების ანალიზს ითვალისწინებდა (მე ვიყავი პროექტის დირექტორი), რომლის განხორციელების დროსაც ევროპელმა ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაზე მეტი სიუჟეტი ბიზნესის შესახებ იყო „ქრონიკაში“ და ყველაზე მეტად ბიზნესის ინტერესებს იცავდა ტელეკომპანია „იმედი“. შენარჩუნდება თუ არა ეს ხაზი ამ ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენის შემდეგ, არავინ იცის, მაგრამ ის, რომ ბიზნესსაც სჭირდება მედიის მეტი ყურადღება, ისევე როგორც მედიას - ბიზნესის მეტი თანადგომა, უდავოა. პრობლემის თავი და თავი კი არის ის, რომ ყველაფერში ერევა ხელისუფლება და მისი ინტერესი, რაც მთლიანად ასვამს დაღს საქართველოში ყველა სფეროს, მათ შორის (და ყველაზე განსაკუთრებულად) კი მედიისა და ბიზნესის ურთიერთობას.

3 გლობალური ფინანსური არასტაბილურობა და საქართველოს პერსპექტივები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ელგუჯა მექვაბიშვილი
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ფინანსური გლობალიზაცია ეკონომიკური გლობალიზაციის საფუძველია. იგი სასესხო კაპიტალის, პირდაპირი უცხოური და პორტფელური ინვესტიციების, ვალუტის ბაზრის გიგანტური ზრდით, ფინანსურ სფეროში უზარმაზარი ღირებულებების შექმნით და კონცენტრაციით გამოიხატება.

აღნიშნული პროცესების მასშტაბურობაზე ნათელ წარმოდგენას იძლევა შემდეგი მონაცემები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მსოფლიოში 2000 წელს 4.8 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია 1982 წლის 567 მილიარდი აშშ დოლარის ნაცვლად. მათი ზრდის ტემპი თითქმის 2-ჯერ აღემატებოდა მსოფლიო წარმოებისა და ვაჭრობის ზრდის ტემპებს. 1995 წელს მსოფლიო ეკონომიკაში პორტფელური ინვესტიციები 20 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა და 10-ჯერ აღემატებოდა 1980 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 1998-99 წლებში მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის საშუალო ტემპი იყო 3.4%25, მსოფლიო ექსპორტისა-6%25, ხოლო ობლიგაციებისა და აქციების ზრდის ტემპი კი-8..2%25. სხვადასხვა ექსპერტული გაანგარიშებით, ეკონომიკის რეალურ სექტორში დაბანდებულ ყოველ 1 დოლარზე მოდიოდა ფინანსურ სფეროში დაბანდებული 50 დოლარი. ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის კაპიტალიზაცია ასტრონომიულ თანხას - 100 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ფინანსური ტრანსაქციების წლიური ბრუნვა კი თითქმის 500 ტრილიონს.

ფინანსური გლობალიზაციის უშუალო ზემოქმედებით განპირობებული მზარდი ფინანსური კარგახსნილობა ხელს უწყობს ეროვნულ სახელმწიფოებში უცხოური კაპიტალის შემოდინებას და შიდა დანაზოგებთან ერთად უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას. გამოკვლევებით დასტურდება, რომ უკანასკნელი 15-20 წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის ტემპები იმ ქვეყნებში იყო შედარებით მაღალი, რომლებმაც სხვებზე უკეთესად მოახერხეს საკუთარი ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაცია. ფინანსურ გლობალიზაციას დადებითთან ერთად უარყოფითი შედეგებიც ახლავს თან. არც თუ იშვიათად, მას შედეგად მოსდევს ფინანსური კრიზისები. გლობალიზაციის ეპოქის ფინანსურ კრიზისებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 1997 წლის ფინანსური კრიზისი, რომელიც საქართველოსაც შეეხო. თავდაპირველად კრიზისმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 5 ქვეყანა - სამხრეთ კორეა, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია და ფილიპინები მოიცვა. მან მნიშვნელოვანი ზემოქმედება იქონია იაპონიის ეკონომიკაზე, გადავიდა რუსეთში და ამ უკანასკნელიდან საქართველოშიც შემოაღწია. 1998 წლის სექტემბერში ლარის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა, ფასები გაიზარდა და ეკონომიკის განვითარების ტემპები შემცირდა. სავალუტო კრიზისის კულმინაციის პერიოდში ლარის კურსი თითქმის 80%25-ით დაეცა, ფასები კი 1.5-ჯერ გაიზარდა. შექმნილ სიტუაციაში საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) თავდაპირველად შეეცადა შეენარჩუნებინა ლარის ფიქსირებული კურსი, ეკონომიკურმა აგენტებმა კი საკუთარი შემოსავლების დაცვის მიზნით კიდევ უფრო გააძლიერეს დაწოლა სავალუტო ბაზარზე, რამაც საგრძნობლად გაზარდა დოლარზე მოთხოვნა და დაბლა დასცა ლარის კურსი. ეროვნული ვალუტის შემდგომი კატასტროფული ვარდნის თავიდან ასაცილებლად ეროვნულმა ბანკმა დეკემბრის თვეში დაიწყო აქტიური სავალუტო ინტერვენცია, რასაც სებ-ის სავალუტო რეზერვებიდან 110 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დანახარჯი მოჰყვა. 1998 წლის დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა უარი განაცხადა ფიქსირებული სავალუტო კურსის შენარჩუნებაზე და გადავიდა თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმზე. ამ ღონისძიებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სავალუტო ბაზრის კრიზისის დაძლევაში.

მსოფლიო ფინანსურ წრეებში დასრულებულიც კი არ იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსური კრიზისის მიზეზებსა და შედეგებზე დისკუსია, რომ სისტემური ფინანსური კრიზისი დაიწყო თურქეთში, რომელიც 2000-2001 წლების მიჯნაზე განვითარდა. თურქეთის ფინანსურმა კრიზისმა ასევე იქონია ზეგავლენა საქართველოს სავალუტო ბაზარზე, თუმცა, ეს არ იყო ისეთი მწვავე, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კრიზისის გავლენა - ლარის კურსი მხოლოდ 11 პუნქტით დაეცა.

ამჟამად მსოფლიო ეკონომიკა კვლავ სერიოზულ სიძნელეებს განიცდის, რაც უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებაში. სიძნელეები განაპირობა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწყებულმა იპოთეკურმა კრიზისმა, რომელიც მოგვიანებით მთელი ეკონომიკის რეცესიაში გადაიზარდა. აღნიშნულმა ფაქტმა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების განუწყვეტელ ზრდასთან ერთად განაპირობა დოლარის გაუფასურება და ეჭვქვეშ დააყენა მისი, როგორც მსოფლიო ვალუტის ფუნქცია. იპოთეკური კრიზისის მიზეზი იყო ე.წ. ცუდი სესხების დიდი რაოდენობით გაცემა, რასაც განაპირობებდა საბანკო კონკურენციის მაღალი დონე. მაღალი კონკურენციის ეკონომიკაში, ბიზნესის განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, ბანკები ერთმანეთს ეჯიბრებიან და დიდი რაოდენობით გასცემენ ლიბერალურ სესხებს. რას უნდა ველოდოთ ამერიკის იპოთეკური კრიზისიდან და მოახდენს თუ არა იგი ზემოქმედებას საქართველის საბანკო სექტორზე? ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძალიან ძნელია. არსებობს გარემოებათა ორი ჯგუფი, რომელიც ურთიერთსაპირისპირო ზემოქმედებას ახდენს აღნიშნული კრიზისის საქართველოში გავრცელების შესაძლებლობაზე. პირველი, საქართველოს საფინანსო და საბანკო სფეროები ამჟამად ნაკლებადაა ინტეგრირებული გლობალურ ფინანსურ სისტემაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კრიზისის ვირუსის შემოტანის შესაძლებლობას. ამასთანავე, საქართველოს საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელში სულ უფრო იზრდება უცხოური კრედიტების წილი. კერძოდ, 4.5 მილიარდი აშშ დოლარიდან 3 მილიარდ დოლარზე მეტი პორტფელში უცხოური კაპიტალია. ეს იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელ ხანებში განუხრელად მაღლდება ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებულობის დონე მსოფლიო ფინანსურ ბაზრებთან და, შესაბამისად, ნებისმიერი კრიზისული მოვლენა, რომელიც ამ ბაზარზე შეიძლება განვითარდეს, მეტნაკლები ზომით საქართველოს ფინანსურ სექტორსაც შეეხება. შეიძლება ითქვას, რომ ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა: ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების ფასი ბოლო პერიოდში 3%25-ით შემცირდა და 26 აშშ დოლარი შეადგინა. 2006 წლის ნოემბერში, ანუ განთავსების მომენტში, იგი 18.75 აშშ დოლარი იყო, ხოლო მოგვიანებით კი 40 აშშ დოლარს გადააჭარბა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში უკანასკნელ წლებში ძალიან სწრაფად იზრდება სამშენებლო, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები. განსაკუთრებით თვალშისაცემია ბანკების მიერ სამშენებლო კომპანიებზე გაცემული კრედიტების მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან მშენებლობა საქართველოში ამჟამად ყველაზე სწრაფად ზრდადი ბიზნესია. ამასთან, მოსახლეობის მსყიდველობისუნარიანობა არ იზრდება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. ეს კი ეკონომიკის ამ სეგმენტში კრიზისის წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს საბანკო სფეროზე. აღნიშნულის მიუხედავად, იპოთეკური კრედიტების სარგებლის განაკვეთი არ გაზრდილა და როგორც კომერციული ბანკების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ზრდა არც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. პირიქით, წამყვანმა ბანკებმა - საქართველოს ბანკმა და თიბისი ბანკმა აღნიშნულ საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი 14-დან 13%25-მდე დასწია. ქვეყნის შიგნით და მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი არატიპიურია და მომავალში საპროცენტო განაკვეთის ზრდას უნდა ველოდოთ. კორპორატიული აქტივების ხარისხის მოსალოდნელმა გაუარესებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დაკრედიტების პირობების გამკაცრება და სესხების საგრძნობი გაძვირება. ეს კი აუცილებლად შეამცირებს ეკონომიკურ აქტიურობას, შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის უმუშევრობას.

0x01 graphic

საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო კანონთა პაკეტი გლობალური ფინანსური ცენტრის შესახებ, რომელიც გულისხმობს უცხოური კომპანიებისათვის შეღავათების მინიჭებას. უპირველეს ყოვლისა, საუბარია სპეციალური საგადასახადო რეჟიმის შემოღებაზე. ამ გზით მთავრობა ვარაუდობს შედარებით მოკლე პერიოდში რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ვფიქრობ, რომ მთავრობის ამგვარი ოპტიმიზმი გადაჭარბებულია. ჯერ ერთი, მსოფლიო ეკონომიკაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, უცხოელი ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მაღალი პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობით გამორჩეულ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიასაც საქართველო, სამწუხაროდ, არ მიეკუთვნება. მეორე, არ არის იმის დიდი შანსი, რომ საქართველოში შემოვა მოწინავე ქვეყნების ან ცნობილი ტრანსნაციონალური კომპანიების კაპიტალი, ვინაიდან საქართველო და კავკასია გეოეკონომიკური თვალსაზრისით ჯერჯერობით არ წარმოადგენს მათი მნიშვნელოვანი ინტერესის ობიექტს. ჩვენი შიდა ბაზარი და ზოგადად რეგიონი, საკმაოდ პატარაა გლობალური ეკონომიკის მასშტაბით. მესამე, საქართველოში არ არსებობს ის ინსტიტუციური, ტექნიკურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და ამავდროულად სუსტია საკუთრების სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, რაც აუცილებელია დიდი რაოდენობის უცხოური კაპიტალის მომსახურებისთვის. ამ თვალსაზრისით, ალბათ არ იქნება ზედმეტი იმის გახსენება, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი იყო შიდა ბაზრისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების არასაკმარისი დონე, რის გამოც ამ ქვეყნებმა ვერ შეძლეს იქ შედინებული უზარმაზარი კაპიტალის „გადახარშვა“. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ფოთში შექმნილ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში შემოვა საეჭვო წარმოშობისა და მოკლევადიანი უცხოური კაპიტალი, ანუ .. ცხელი ფული, რომელიც კონიუნქტურის მცირეოდენი გაუარესების შემთხვევაშიც კი პანიკურად გაიქცევა ქვეყნიდან და გამოიწვევს მნიშვნელოვან ფინანსურ-ეკონომიკურ დესტაბილიზაციას.

ამრიგად, საქართველოს ეკონომიკაში ამჟამად მიმდინარე პროცესების ანალიზი იმის პროგნოზირების საშუალებას იძლევა, რომ მომავალში „საგარეო შოკების“ ზემოქმედება შეიძლება გაძლიერდეს, რასაც ქვეყანა ყოველმხრივ მომზადებული უნდა შეხვდეს. თუ რა გზებით არის ეს შესაძლებელი, ცალკე მსჯელობის საგანია.

RESUME
GLOBAL FINANCIAL INSTABILITY AND THE PROSPECTS OF GEORGIA

ELGUJA MEKVABISHVILI
Professor, Doctor of Economic Science

The financial globalization is the basis of economic globalization and it has both positive and negative impacts on economic development of national states. The positive result of the above factor is that the financial globalization promotes the influx of foreign capital into a country, which, together with domestic savings, ensures its economic development. Moreover, financial globalization is accompanied by global financial crises affecting the post-soviet states including Georgia. The first case when Georgia's economy was affected took place back in 1998. It was a currency crisis, which was a result of the 1987 financial crisis in the South-East Asia.

At present, there is a possibility of the US mortgage crisis affecting Georgia's banking system, which can be facilitated by several factors - firstly, the considerable increase of foreign credits in the credits portfolio of the Georgian banking sector; secondly, the rapid increase of construction, mortgage and customer credits while the purchasing capacity of the population is decreasing; and thirdly, the creation of Poti free industrial area within the framework of the Global Financial Center project, which can assist the flow of doubtful short-term credits or the so called “hot money” into the country. As it can be illustrated by the international practice, the above process is one of the main preconditions of financial destabilization in a country.

The analysis of the processes underway in the Georgian economy and the global economy leads us to think that the influence of “external shocks” upon our economy and particularly its financial sector will increase in future, which should be dealt with due care by the Georgian government.

4 ზოგიერთი მონეტარული ფაქტორის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნოდარ ხადური
ეკონომიკის დოქტორი,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაში კონსენსუსი იშვიათად მიიღწევა, ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის ირგვლივ, როგორიც სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაა, დღეს ასეთი კონსენსუსი პრაქტიკულად მიღწეულია

თითქმის აღარავინ არ კამათობს იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონკურენცია, ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის მობილურობას, განახორციელოს საკუთარი ფუნქციების (და არა მხოლოდ ქონების) პრივატიზაცია, შეამციროს ეკონომიკაში ჩარევა, პარტნიორული ურთიერთობა დაამყაროს ბიზნესთან, მიაღწიოს ფასების სტაბილურობას, დააბალანსოს ბიუჯეტი, გამჭვირვალე გახადოს საკუთარი ხარჯები, ხელი შეუწყოს თავისუფალ ვაჭრობას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და კაპიტალის ლიბერალიზაციას.

ამ ღონისძიებების განხორციელებით შესაძლებელი გახდება სტაბილური ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რასაც საბაზრო მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება დაედება საფუძვლად.

პოლიტიკოსები სულ უფრო მეტი სერიოზულობით აღიქვამენ დიდი სახელმწიფოს არაეფექტიანობას. მაღალი გადასახადების, ბიუჯეტის დეფიციტის, სახელმწიფოს მიერ საკრედიტო ბაზარზე ფულის სესხების, გაცვლითი კურსებით მანიპულირების ზეგავლენა იშვიათად ფასდება დადებითად.

სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობა აქტუალურია ყველა ქვეყანაში, მაგრამ იგი განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ ქვეყნებში, რომელსაც სახელმწიფოს ეკონომიკური პროცესების მართვის „დიდი გამოცდილება” გააჩნიათ. პოსტკომუნისტური ქვეყნები, რომელთა რიცხვს საქართველოც მიეკუთვნება, არცთუ მთლად მდიდარია ასეთი სასარგებლო გამოცდილებით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ოფიციალურად დეკლარირებულია ის პრინციპები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, დიდია ცდუნება სახელმწიფომ „საკუთარი სამრეკლოდან“ უყუროს ბიზნესს და დასაშვები და დაუშვებელი მეთოდებით მის განვითარებას “სასურველი“ მიმართულება მისცეს!

ეს კარგად გამოჩნდა ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოში, სახელმწიფოს გაცხადებული ულტრალიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის კვალობაზე, ხშირი იყო ქონების როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური ექსპროპრიაციის ფაქტები, ბიზნესის არაოფიციალური გადასახადებით დაბეგვრის შემთხვევები და ..

ყურადღებას აღარ გავამახვილებ ამ ფაქტორებზე, რადგან, მათი ანატომია, ხშირად სცილდებოდა ეკონომიკურ გარემოს და უფრო წმინდა პოლიტიკური ღონისძიებებისკენ იხრებოდა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდგომ საქართველოში ბევრი, საქართველოსათვის მანამდე უცხო ეკონომიკური პროცესი დაიწყო. ამ პროცესებმა სრულიად ახალი ელფერი შეიძინეს. ეს განსაკუთრებით მაკროეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებას შეეხება.

კერძოდ, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე. თუ მანამდე ლარზე მოთხოვნას აყალიბებდა მხოლოდ სამომხმარებლო ხარჯები და ბიუჯეტში შესატანი დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი1, დღეისათვის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.

1995-2003 წლებში, მიუხედავად მართლაც წარმატებული ფულის რეფორმისა, რომლის შედეგადაც ლარმა შეძლო და მიმოქცევიდან განდევნა ერთდროულად სამი ვალუტა: ეროვნული ბანკის კუპონი (ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მას განდევნა ნამდვი ლად აღარ სჭირდებოდა), რუსული რუბლი (რომელიც გამოიყენებოდა დაბალ და საშუალოფასიანი ნივთების ფასების დასადგენად და შესაძენად) და დოლარი (რომელსაც ძვირადღირებული საგნების ღირებულების გაზომვისა და შეძენის ფუნქცია ჰქონდა). მიუხედავად ამისა, ლარმა ვერ შეძლო კუპონის მიერ შელახული ნდობის სრულად დაბრუნება. ბიზნესი მთლიანად დოლარზე დარჩა მიბმული, რასაც ადასტურებდა საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციის კოეფიციენტი, რომელიც ბოლო პერიოდამდე საკმაოდ მაღალი რჩება.

0x01 graphic

2003 წლის დასაწყისში უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების 98%25 აშშ დოლარში იყო, მიუხედავად იმისა, რომ დოლარი თმობს საქართველოში (ისევე როგორც მთელ მსოფლიოში) პოზიციებს, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების 79%25 მაინც აშშ დოლარშია.

საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციის კოეფიციენტი დაახლოებით 65%25-ია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლარი სრულყოფილად ვერ ასრულებს ფულის ფუნქციებს. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციის გამო, რაც აისახა კიდეც იმაში, რომ ხელისუფლებას საგარეო-ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენის არცერთი პირდაპირი მექანიზმი აღარ დარჩა. ეკონომიკური რეფორმების პირველივე წლებში გაუქმდა არასატარიფო ბარიერები, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რეალურად გაუქმდა სატარიფო ბარიერებიც და საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალური საგარეო-ეკონომიკური რეჟიმის მქონე ქვეყანად იქცა. შესაბამისად, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირებისთვის ერთადერთ ქმედით ინსტრუმენტად სწორედ გაცვლითი კურსი რჩება. ამასთან, საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციის მაღალი დონის გამო, გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობისთვის, არამედ ქვეყნაში შიდა ტრანზაქციებისთვისაც.

სამწუხაროდ, დღემდე საქართველოში ლარის მიმართ დოლარის კურსის ცვალებადობის მიუხედავად, საქართველოში სერიოზული კონტრაქტები ისევ დოლარში ფორმდება.

თუმცა, ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე აქცენტს მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობაზე გადავიტანთ. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარი გამოიყენება არა მხოლოდ აშშ-სთან ურთიერთობაში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანასთან. მით უფრო, რომ მსოფლიო ბაზრებზე დოლარში ხდება ნავთობის, ხორბლის ფასების კოტირება.

1995 წელს, როდესაც საქართველოში ფულის წარმატებული რეფორმის შედეგად მიმოქცევაში ლარი შემოვიდა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმოქცევაში მხოლოდ 95 მლნ. ლარი იყო, აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 1,3 ლარის პარამეტრზე დაფიქსირდა (იხ. ცხრ.1).

2003 წლის ნოემბერში, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ წინ, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის რაოდენობა 460 მლნ. ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2007 წლის დეკემბერში მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობამ 1,3 მლრდ. ლარს გადააჭარბა, რასაც, ერთი შეხედვით, გაცვლითი კურსის დაცემაც უნდა გამოეწვია, თუმცა, მოხდა პირიქით, 2004 წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ამაღლების შეუქცევადი პროცესი მიმდინარეობს, რასაც შესაძლოა ანტიინფლაციური დატვირთვაც ჰქონდეს. თუმცა, ამაღლების ამგვარმა ტემპებმა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ისედაც მძიმე საგადამხდელო ბალანსი (იხ. ცხრ.2)

ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მკვეთრად მაღლდება აშშ დოლარის მიმართ და შედარებით სტაბილურია ევროს მიმართ. თუმცა, თუ 2003 წლის ნოემბერში 1 ევროში 2,61 ლარის მიღება შეიძლებოდა, 2005 წლის ნოემბერში კურსი 2,11 ლარამდე, ანუ 20%25-ით ამაღლდა. შემდეგ ევროს მიმართ ლარის გაცვლითი კურსის შემცირების პროცესი დაიწყო და 2008 წლის მარტში 2,33 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც მარტის ბოლოს დოლარის გაცვლითი კურსი 1,44 ლარამდე დაეცა.

რასაკვირველია, კურსის ამგვარ, მეტად სერიოზულ რყევას არ შეიძლებოდა მაკროეკონომიკურ გარემოზე თავისი ზეგავლენა არ მოეხდინა. განსაკუთრებით კი ექსპორტისა და იმპორტის თანაფარდობაზე.

მე-3 ცხრილიდან აშკარად ჩანს, რომ თუ 1995 წელს იმპორტის ექსპორტით გადაფარვის მაჩვენებელი 32%25 იყო, რომელიც 2000 წლისათვის 46%25-მდე გაიზარდა, დღეისათვის 23%25-მდეა შემცირებული.

1995 წლიდან 2007 წლამდე ექსპორტის მოცულობა 8-ჯერ გაიზარდა, იმპორტისა კი 11-ჯერ. თუ ამას დავუმატებთ, რომ ნომინალური მშპ იმავე პერიოდში 3,9 მლრდ. ლარიდან 17 მლრდ ლარამდე, ანუ 4,36-ჯერ გაიზარდა, ხოლო რეალური მშპ მხოლოდ 2,1-ჯერ, ადვილი შესამჩნევია, რომ ვალუტის გაცვლითი კურსის ამაღლებამ საგადამხდელო ბალანსის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

სამწუხაროდ, ვერ ხერხდება საქართველოში ინფლაციის დამარცხება. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი იაფდება და ამასთან, იმპორტის ხვედრითი წილი მოხმარებაში იზრდება, რასაც თან დაერთო საბაჟო გადასახადის გაუქმებაც, დღგ კი 20%25-დან 18%25-მდე შემცირდა, ფასების სტაბილიზაცია სერიოზულ პრობლემად რჩება (იხ. ცხრ.4).

0x01 graphic

ცხრილი 4. წლიური ინფლაცია 1996-2008 წლებში.

დღეისათვის საქართველოს მთავრობა სერიოზულ განაცხადს აკეთებს, რომ იგი შეეცდება მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას შეუწყოს ხელი და ინფლაცია მოთოკოს. მონეტარული ინსტრუმენტები, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც ჩანს, არცთუ ისე სანდოა, რაც დღის წესრიგში სხვა ინსტრუმენტების გამოყენების აუცილებლობას აყენებს. მათ შორის, ალბათ, უმთავრესი გაცვლითი კურსია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოხმარების დიდი ნაწილი იმპორტით იფარება, გასაგებია, რომ ვალუტის კურსით სამომხმარებლო ფასების შეკავება აბსოლუტურად რეალურია, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს ექსპორტის გაძვირებას და შესაბამისად, საგადამხდელო ბალანსის კიდევ უფრო გაუარესებას გამოიწვევს.

_________________

1. სტატისტიკური ინფორმაცია აღებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდიდან www.nbg.gov.ge.

5 რა უშლის ხელს მიკროსესხების ბაზრის განვითარებას საქართველოში?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თემურ ხომერიკი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

საქართველოში საოჯახო მეურნეობების დანაზოგი უმნიშვნელოა, ხოლო მოსახლეობის ფართო ფენები სიღატაკის ზღვარზეა. ქვეყანაში მზარდი უმუშევრობისა (სახელმწიფო სამსახურებიდან დათხოვნილი მუშაკები, საწარმოთა რესტრუქტურიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული სამუშაო ძალა, კრიზისული მოვლენების გამო თვითდასაქმებული ღარიბი ფენების საქმიანი აქტივობის შეზღუდვა და სხვ.) და სიღარიბის პირობებში მნიშვნელოვანია მიკროსაწარმოთა ფორმირებისა და საქმიანობის ხელშეწყობა.

ამ ადამიანების საქმიანი აქტიურობის განვითარებაში და თვითდასაქმებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მიკროდაფინანსება სიღარიბესთან ბრძოლისა და უმუშევრობის დონის შემცირების ინსტრუმენტად განიხილება.

საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ კანონის სათაურის მიუხედავად, იგი ლოკალური პრობლემების სტრატეგიულ გადაწყვეტასაც ემსახურება და სესხების ბაზრის მეშვეობით კლასტერიზაციის განვითარების საშუალებას იძლევა. ამჟამად საქართველოს რეგიონებში მრავალი სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამა ხორციელდება, რომლებიც ბუნებრივად უნდა ავსებდნენ ერთმანეთს. თუმცა, კლასტერული პრინციპით მიდგომის არარსებობის გამო დასაქმების, გადამზადების, იაფი კრედიტის და ტექნიკური დახმარების პროგრამები და სხვა ხორციელდება სპონტანურად და არაკომპლექსურად. შედეგად, გამოუყენებელია დარგობრივი და ტერიტორიული განვითარების არსებული პოტენციალი. საკრედიტო კავშირი განხილული უნდა იყოს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიული განვითარების, ინიციატივის წახალისებისა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი თვითშემოქმედების ფორმა, ასევე მოქნილი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა.

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სარგებლობს ათასობით მიკროსაფინანსო ინსტიტუტის მომსახურებით, რომელსაც თითქმის ოცდაათწლიანი ისტორია გააჩნია და გავრცელებულია როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. ადამიანთა სულ უფრო მზარდ ნაწილს უჩნდება მოთხოვნილება რისკიან გარემოში ნაცნობებთან ერთად გააერთიანონ დანაზოგები ურთიერთდახმარებისა და ურთიერთდაფინანსებისთვის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შემდეგ. კომერციული ბანკებისაგან განსხვავებით, რომელთა ძირითადი მიზანი მოგების მიღებაა, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები თავისი სტატუსითა და ხასიათით არაკომერციული ორგანიზაციებია და ისინი სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმდენად, რამდენადაც ეს ემსახურება მათი შექმნისას დასახული მიზნების განხორციელებას.

თანამედროვე ეკონომიკა უკვე დაიყო მდიდრებისა და ღარიბების ეკონომიკებად. ბიზნეს-ელიტა გადაწყვეტილებებს ღებულობს დროის ადექვატურად და გლობალურ მასშტაბში. სიღარიბისა და სიმდიდრის პოლარიზაციის პირობებში, მეორე - საზოგადოების ყველაზე მრავალრიცხოვანი და ცხოვრებისუნარიანი, მაგრამ დაბალშემოსავლიანი ნაწილი, კვლავაც აგრძელებს მოღვაწეობას ძველ განზომილებებში, მათი ქცევა უფრო პროგნოზირებადია და ადვილად ასახსნელია დღემდე ცნობილი კლასიკური კონცეფციების ფარგლებში. დროის მოკლევადიან შუალედში ორივე ფენა იბრძვის არსებული რესურსების გადანაწილებისა და ეფექტიანი ალოკაციისთვის. ამ კონკურენციაში გავლენიანი ხალხის მხარეს ხშირად დგას საბანკო-საფინანსო კაპიტალი, ქვეყნების პოლიტიკური ელიტა და სახელმწიფო მანქანა ვირტუალური ეკონომიკისთვის დამახასიათებელი მთელი არსენალით, ხოლო დანარჩენებს შეუძლიათ ძირითადად საკუთარი დანაზოგებისა და ძალისხმევის გაერთიანების იმედად იყვნენ. სწორედ ამ უკანასკნელთათვისაა არსებითი საზოგადოებრივი სექტორის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროს განვითარება, როგორიცაა: მიკროსაფინანსო სეგმენტი. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის პირობებში კი იგი აქციეს კომერციული სფეროს დანამატად და აღარაფრით განსხვავდება სხვა საკრედიტო ინსტიტუტებისგან, პირიქით, ხშირ შემთხვევაში დაბალი შესაძლებლობების გამო უფრო კაბალურ პირობებს თავის კლიენტურას სთავაზობს. თუნდაც საზოგადოებრივი კონსენსუსისთვის გამოსავალს წარმოადგენს მიკროდაფინანსების შემდგომი კანონიერი განსაზოგადება”, ბიუროკრა ტული რეგულირების კლანჭებიდან დახსნა და მოსახლეობისთვის იაფი საბანკო მიკროკრედიტების ხელმისაწვდომობის ზრდა.

საქართველოში ბიზნეს-სესხების ბაზარი განვითარების მასშტაბით ჯერჯერობით არ არის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების შესატყვისი. ამასთან, საბანკო აქტივები უკანასკნელ 3 წელიწადში გაიზარდა 2-ჯერ და მთლიანი შიდა პროდუქტის 42,6%25 შეადგინა/ეს თანაფარდობა ბევრად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნებისას/. თუმცა კომერციული ბანკების აქტივებში კვლავაც მცირეა საკუთარი კაპიტალის წილი და მაღალია დეპოზიტების დოლარიზაციის დონე. მიუხედავად ფინანსური სექტორის ინსტიტუტების განვითარებისა, მათი რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე მკვეთრად ჩამორჩება საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებს (დღეის მდგომარეობით კომერციული ბანკების 124 ერთეულია, სერვის ცენტრები - 416; რეგისტრირებულია 806 ვალუტის გამცვლელი პუნქტი, 15 სადაზღვევო კომპანია, 1 საფონდო ბირჟა და ა. შ.). მიუხედავად იმისა, რომ დიდია მოსახლეობის მოთხოვნა დაბალპროცენტიან კრედიტზე, მათი უმეტესობა საბანკო სექტორს მიმართავს მხოლოდ კომუნალური გადასახადების დასაფარად. რაც შეეხება მიკროდაფინანსებას, მისი სტრუქტურა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულისაგან მკვეთრად არ განსხვავდება. ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და კომერციული ბანკებმა მოიცვეს პოტენციური კლიენტურის მხოლოდ 1/3, ხოლო დანარჩენი მიკროსამეწარმეო ორგანიზაციები ნაღდი ანგარიშსწორებით ახდენენ ფინანსურ სახსრებზე საკუთარი მოთხოვნილებების სხვადასხვა წყაროებიდან დაკმაყოფილებას. 2005 წლამდე როგორც კრედიტებზე, ასევე დეპოზიტებზე, საპროცენტო განაკვეთი ხასიათდებოდა შემცირების ტენდენციით. 2005 წლიდან კი კვლავ აღინიშნა საპირისპირო პროცესი და უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებისთვის 10,1%25-ია, ხოლო კრედიტებზე - 16,7%25. ცხადია, მეწარმეთათვის ადვილი არაა მაღალ პროცენტში აღებული კრედიტის დაფარვა.

0x01 graphic

მცირე სამეწარმეო სუბიექტების ინვესტიციური აქტიურობა წახალისებას საჭიროებს, მათ შორის მიკროფინანსებისა და მიკროკრედიტების ხელმისაწვდომობის მიმართებითაც. ამ საქმეში განსაკუთრებულია არასაბანკო სექტორის, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლი, რადგან მიკროდაფინანსება მეწარმეებს საშუალებას აძლევს გამარტივებული დოკუმენტაციითა და პროცედურით მიიღონ სათანადო სახსრები, თანაც ყოველივე ეს ხორციელდება ძალიან მოკლე დროში და ხელმისაწვდომი რეჟიმით; იგი არ საჭიროებს გარანტიების ძვირ მეთოდებს და გირავნობის მძიმე პირობებს (უზრუნველყოფისთვის გამოიყენება ჯგუფური გარანტიები, თავდებობის სხვადასხვა ფორმები და ..). მხარდაჭერას საჭიროებს საკრედიტო კავშირების შექმნაც, რომელიც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, იურიდიული და ფიზიკური პირების ფინანსური ურთიერთდახმარების საშუალებაა. მცირე ბიზნესის ისეთი ფუნდამენტური პრობლემა, როგორიცაა: წარმოების მაღალტექნოლოგიური ძირითადი საშუალებებით სარგებლობა, უკანასკნელ პერიოდში წარმატებით იჭრება ლიზინგური ურთიერთობების განვითარებით, მცირე ბიზნესის ორგანიზაციისას ასევე ფართოდ გამოიყენება ფრანშიზის უპირატესობები. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მცირეა ვენჩურული ინვესტირების შემთხვევები. თუმცა, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თუ საბანკო დაწესებულებები და ლიზინგური კომპანიები ადვილად მიდიან მსხვილ და საშუალო საწარმოებთან თანამშრომლობაზე, მცირე და მიკროსაწარმოების დაფინანსების ძირითად წყაროდ დღემდე არასაბანკო საფინანსო დაწესებულებები, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები და საკრედიტო კავშირები რჩება. ამის დასაძლევად აუცილებელია მცირე ბიზნესის დაფინანსებაში საფინანსო-საკრედიტო რისკების გარანტიების მყარი მექანიზმების დანერგვა. ასევე მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისთვის განსაზღვრული კრედიტების შემდგომი გაიაფებისთვის ეროვნული ბანკის მიერ სათანადო პოლიტიკის გატარება, რისთვისაც საჭიროა საბანკო პროდუქტების ღირებულების შემცირების რეზერვების სრულად ამოქმედება. საშუალო და მცირე მეწარმეობის განვითარება წარმოუდგენელია ამ სუბიექტებისთვის გამიზნულ პროექტებში მონაწილე ინვესტორთა ხელშეწყობის გარეშე. დღემდე ნათლად არაა გამოკვეთილი სახელმწიფო ფინანსების როლი მიკროსაფინანსო სექტორის მხარდაჭერაში. ამასთან, არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მჭიდროდ ურთიერთთანამშრომლობენ საბანკო სექტორთან.

0x01 graphic

საბანკო მიკროკრედიტები ხასიათდება შედარებით მცირე თანხით (1000-დან 15 000 აშშ დოლარამდე), უფრო მცირე ვადებით (საბრუნავი საშუალებების შესავსებად - 3-12 თვე, ხოლო ძირითადი საშუალებებისა და რემონტისთვის - 6-24 თვე), დაფარვის უფრო მოქნილი გრაფიკით (ყოველკვირეულად, თვეში ორჯერ, თვეში ერთხელ). მართალია, საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვანია, მაგრამ გამარტივებულია სესხის უზრუნველყოფა - გამოიყენება როგორც პირადი საკუთრება, ასევე საწარმოო და პერსონალური აქტივები, მისაღებად ითვლება მესამე მხარის თავდებობის რეჟიმიც, ამასთან, მინიმალური მოთხოვნაა კრედიტის თანხის 100%25-ით უზრუნველყოფა. გამოიყენება მიკროსაკრედიტო ხაზის მექანიზმებიც (მაქსიმალური ვადით 36 თვე), რაც უზრუნველყოფს კლიენტისა და ბანკის გრძელვადიან ურთიერთობას და ამცირებს ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს. იმის გათვალისწინებით, რომ იგი ძირითადად მცირე ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, რომელიც, მართალია, მოქნილია, მაგრამ აკლია სტაბილურობა, კრედიტები გაიცემა მხოლოდ განსაზღვრულ ფენებზე და საქმიანობის სფეროებზე, კერძოდ, შეუსაბამოდ ითვლება მსესხებელი, რომელსაც: აქვს საქმიანობის 6 თვეზე ნაკლები გამოცდილება; არ გააჩნია საქმიანობის ფიქსირებული და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; ასევე, თუ მისი საქმიანობის სფეროა სოფლის მეურნეობა (გარდა გადამამუშავებელი წარმოებისა), თამბაქოსა და სპირტიანი სასმელების წარმოება, აზარტული თამაშების ბიზნესი, საქმიანობა, რომელიც გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს და ..

როგორც ვხედავთ, საბანკო მიკროკრედიტი მცირე საწარმოებისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამასთან, ერთის მხრივ, ვლინდება საბანკო სისტემისა და სახელმწიფო ფინანსებისადმი მოსახლეობის ნდობის დეფიციტი, ხოლო მეორეს მხრივ შეინიშნება ბანკების ნდობის კრიზისი მსესხებლებისადმი. ამ პირობებში მეწარმეთათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული მიკროსესხები, რომლებიც მიკროსაფინანსო მომსახურებას სთავაზობენ მცირე მეწარმეობით დაკავებულ პირებს ჯგუფური და ინდივიდუალური სესხების სახით. პირველ შემთხვევაში სასესხო პროდუქტი გაიცემა ჯგუფური გარანტიის საფუძველზე და მისი აღება შეუძლია მცირე მეწარმეობით დაკავებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჯგუფური სესხი გაიცემა გირაოს გარეშე და დაბრუნების გარანტიას წარმოადგენს სოლიდარული პასუხისმგებლობა. თუმცა, დასარეგულებელია საპროცენტო განაკვეთის საკითხი და უფრო ზუსტად უნდა განისაზღვროს რისკების კონცენტრაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზღვრები, ამასთან არ უნდა შეიზღუდოს ოპერაციული პოლიტიკის მოქნილობა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონი მიღებულ იქნა მხოლოდ 2006 წლის ივლისში და მანამდე მიკროდაფინანსება რეგულირდებოდა სამეწარმეო კანონმდებლობით, სამოქალაქო კოდექსითა და კანონით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ. მიკროსაფინანსო სექტორი ფუნქციონირებდა არასამთავრობო (არაკომერციული) ორგანიზაციების, ფონდებისა და კავშირების სახით. ახალი კანონმდებლობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და საქმიანობს მისივე ზედამხედველობით /მომავალში ეს ფუნქცია გადაეცემა ეროვნულ ბანკთან არსებულ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს/. კანონში განსაზღვრულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესაქმნელად საწესდებო კაპიტალში ფულადი შესატანი არ უნდა იყოს 250 000 ლარზე ნაკლები, ხოლო ამ ორგანიზაციების მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. მიკროკრედიტი განმარტებულია, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისგან. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის მიკროსესხების, მათ შორის სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში; ფულადი გზავნილების განხორციელება; სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება; მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული კონსალტინგის გაწევა; სესხების მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან; იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა (მათი ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%25-ს); საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები (მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების გამოშვება-რეალიზაცია და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები).

საკანონმდებლო რეგულირების სფეროში მოექცა სესხის გაცემის პირობები და მსესხებლისა და გამსესხებლის უფლება-მოვალეობები. მიკროსესხის გაცემა დასტურდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულებით, ხოლო მიკროსესხის გაცემის წესებსა და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, აქვე დგინდება საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, მომსახურების გადასახდელი და სხვ. სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია სესხის მიზნობრიობაზე მონიტორინგის წარმოება და იგი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალობა სესხთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეიძლება ითქვას, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში დამყარდა ფისკალური წესრიგი, ხოლო უცხოური კაპიტალის მონაწილეობით განხორციელებულმა მსხვილმასშტაბიანმა პრივატიზაციამ და პირდაპირი ინვესტიციების დიდმა ნაკადებმა უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდება განაპირობეს, რამაც განსაზღვრა შიდა სავალუტო ბაზრის კონიუნქტურა, კერძოდ, ქვეყნის შიგნით ამ ოპერაციების განსახორციელებლად უცხოელებს უხდებათ უმთავრესად აშშ დოლარის კონვერსია ეროვნულ ვალუტაში. გამოიკვეთა ეროვნული ვალუტის - ლარის გამყარების გრძელვადიანი ტენდენცია, თუმცა, ლარის კურსის გამყარების ბუნებრივ-ხელოვნურმა მეთოდებმა გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკის საექსპორტო შესაძლებლობათა რეალიზაციაზე. როგორც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ანალიზი მოწმობს, შემოსული საინვესტიციო ნაკადები ძირითადად ფრაგმენტული და ამდენად, ნაკლებად სტაბილური იყო. წინა წლებში, მათი უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ნავთობსადენისა და გაზსადენის მშენებლობას უკავშირდებოდა. მას შემდეგ, ინვესტიციების დარგობრივ სტრუქტურაში უფრო მომსახურების სფერო ჭარბობს, ხოლო პრივატიზების შედეგად მიღებული საინვესტიციო ნაკადები თავისი ბუნებით ერთჯერადია, თუ მათ არ მოჰყვება შემდგომი კაპიტალდაბანდება. ქვეყანამ ჯერჯერობით ვერ შეძლო ახალ, მაღალტექნოლოგიურ დარგებში კაპიტალის მოზიდვა. მართალია, უძრავ ქონებასა და ინფრასტრუქტურის ობიექტებში განხორციელებული კაპიტალდაბანდება აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას, მაგრამ, შედარებით ნაკლები ეფექტიანობის მომტანია წარმოებისა და განსაკუთებით ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. პერსპექტივაში უნდა წახალისდეს კაპიტალდაბანდებები ისეთ წარმოებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

ინფლაციური რისკები ზემოქმედებას ახდენს სესხების ბაზრის ფორმირებაზე და სტრუქტურაზე. რამდენადაც ინფლაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ხელისუფლების მოვალეობაა წინ აღუდგეს ინფლაციურ პროცესებს, შეიმუშაოს ანტიინფლაციური პროგრამა და მისი პრაქტიკული რეალიზაციით განამტკიცოს ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სტაბილურობა. განასხვავებენ ორგვარ მიდგომას: პირველი გულისხმობს ადაპტაციური პოლიტიკის გატარებას, რომლის დროსაც ადგილი აქვს ეკონომიკური საქმიანობის ინფლაციურ პროცესებთან შეთანაწყობა-შეთავსებას, ხოლო მეორე ანტიინფლაციური პოლიტიკის გატარებით - ინფლაციის მინიმუმამდე დაყვანას. ინფლაციასთან ბრძოლის ადაპტაციური პოლიტიკა მაღალი რისკის შემცველია და მისი გამოყენება მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა. ცხადია, იგი გრძელვადიან პერიოდში სასურველ შედეგს არ იძლევა, რის გამოც საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციით, საქართველოსთვის უფრო პრიორიტეტულად მიჩნეულია ანტიინფლაციური ღონისძიებების გატარება.

ამ ფონზე, გახშირდა საუბარი ეროვნული ბანკის როლის ცვლილებაზე და მთელი რიგი ფუნქციების ახალი ინსტიტუციებისთვის/მაგ. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოზე, რომელიც იქმნება ეროვნულ ბანკთან და ჰყავს თავისი საბჭო; ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, რომელსაც მიენიჭება საბჭოს კომპეტენციათა ნაწილი და ა.შ./გადაცემაზე, რომელთა სამართლებრივი სტატუსი მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, რბილად რომ ვთქვათ, დასაზუსტებელია. თავიდან მსჯელობდნენ ე. წ. ,,სავალუტო საბჭოთი“ (Cuurency Board) ეროვნული ბანკის ჩანაცვლებაზე. ამ მექანიზმის შემოღება ასე თუ ისე მიზანშეწონილია ინფლაციის მაღალი დონის დროს და როგორც საერთაშორისო პრაქტიკამ დაადასტურა, მე-20 საუკუნის მიწურულს ლათინურ ამერიკაში განვითარებული ჰიპერინფლაცია სწორედ ამ მექანიზმით მოთოკეს, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეამცირეს მინიმუმამდე. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეროვნული ვალუტა ფიქსირებული კურსით ებმის რომელიმე მყარ უცხოურ ვალუტას/ვალუტათა კალათას/, ხოლო მისი გაცვლა აღნიშნულ ვალუტაზე ხორციელდება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს მოითხოვს, რომ ქვეყანას გააჩნდეს დიდი რაოდენობით ფინანსური რეზერვები უცხოურ ვალუტაში და არადეფიციტური ბიუჯეტი. ამდენად, გასაგებია მთავრობის მიერ გაცხადებული ეროვნული ბანკის რეფორმა, თუმცა, რამდენად გაამართლებს იგი ახალი რეალიების პირობებში, ძნელად პროგნოზირებადია. ცხადია, ყოველივე ზემოაღნიშნული ზეგავლენას იქონიებს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებაზე.

0x01 graphic

საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები 1997 წლიდან დაფუძნდა, ხოლო პირველი საკრედიტო კავშირი 2002 წელს შეიქმნა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარა ცხრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ. გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, საქართველოში უკვე 10 წელია ფუნქციონირებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთაც თავის დროზე რეგისტრაცია გაიარეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და ჩამოყალიბდნენ, როგორც არაკომერციული ფონდები. ისინი ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2007 წლის 11 ივლისს მიღებული საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, 2007 წლის ბოლომდე უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, რაც მიმდინარეობს ამჟამად. 2007 წლის დასაწყისისთვის კი მიკროსაფინანსო საქმიანობას ოფიციალურად ახორციელებდა 13-მდე ორგანიზაცია, რომელთა დიდი ნაწილი დაფუძნებულია უცხოური დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით. მათი სასესხო პორტფელი დაახლოებით 51 მლნ. ლარია და 43 ათასი, ძირითადად თვითდასაქმებული, მსესხებელი მიღებული მიკროსესხებით ავითარებს ბიზნესს. მხოლოდ არარეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ („კონსტანტა”, „ფინკა საქართველო”, „კრედო”, „კრისტალი”, „მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი” და სხვ.) გასულ წელს გაიცა 100 მლნ. ლარამდე მიკროსესხი 55 000 მსესხებელზე.

საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულია 22,2 მლნ. ლარის მოცულობის სესხი, რაც მათი მთლიანი აქტივების 67%25-ია. რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელი უმთავრესად სამომხმარებლო სესხებისგან შედგება (პორტფელის 53%25), თუმცა, თანდათან იზრდება მცირე ბიზნესისთვის გაცემული მიკროსესხების ოდენობაც. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიკროკრედიტების ძირითადი არეალია ვაჭრობისა და მომსახურების სექტორების დაფინანსება. შედარებით გაიზარდა სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი სახსრების წილი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტთა უდიდესი ნაწილი ინდივიდუალური პირები არიან (იურიდიულ პირებზე მოდის მათ მიერ გაცემული სესხების მხოლოდ 6%25).

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მარეგულირებელი ნორმების დაწესებით, აქტუალობა არ დაუკარგავს არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო კავშირების შესახებ 2002 წლიდან მოქმედ კანონმდებლობას. საკრედიტო კავშირები ფუნქციონირებენ როგორც კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმოები, რომლებიც მხოლოდ თავისი წევრებისგან (ფიზიკური პირებისაგან) იღებენ ანაბრებს, აძლევენ მათ სესხს, ახორციელებენ ნებადართულ საბანკო საქმიანობას და მათი უმთავრესი მიზანი არაა მოგების მიღება.

საკრედიტო კავშირების განვითარება სასოფლო-სამეურნეო წარმოების ფინანსური უზრუნველყოფის ერთ-ერთი პროგრესული ფორმაა. საკრედიტო კავშირები, როგორც მეურნე სუბიექტები, თავისი საქმიანობით ხელს უწყობენ სოფლად და, საერთოდ, რეგიონულ დონეზე ფინანსების გადანაწილებასა და ფულის მიმოქცევას. ასევე საფუძველს უყრიან თანამედროვე საკრედიტო ურთიერთობების ჩამოყალიბებას რეგიონებში, რაც, თავის მხრივ, მცირე ბიზნესის განვითარებას, სოფლად მცირე საწარმოების ფუნქციონირებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უზრუნველყოფს. ჭარბი ლიკვიდობის შემთხვევაში საკრედიტო კავშირი უფლებამოსილია განახორციელოს ინვესტიცია სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, კომერციულ ბანკში მოკლევადიანი დეპოზიტების სახით და სხვა საკრედიტო კავშირებზე მოკლევადიანი სესხების გაცემით.

საქართველოში საკრედიტო კავშირები ჩამოყალიბდა მაშინ, როცა გლეხების უმეტესობას არ გააჩნდა სათანადო ფინანსურ-მატერიალური და ტექნიკური რესურსები საქმიანობის დასაწყებად, ხოლო საბანკო სესხები მათთვის ხელმიუწვდომელი იყო.

საქართველოში საკრედიტო კავშირების რაოდენობა 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით 23 ერთეულით განისაზღვრა /წლის ბოლოსთვის დაემატა კიდევ ერთი კავშირი/. დღეისთვის საკრედიტო კავშირების მოქმედების არეალი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს /განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი აქტიურობა აჭარასა და გურიაში/. მათი კონსოლიდებული მთლიანი აქტივები 1 539 551 ლარს შეადგენს, საიდანაც 67%25 წმინდა საკრედიტო დაბანდებაზე მოდის.

კანონმა საკრედიტო კავშირების შესახებ ჩამოაყალიბა მათი რეგისტრაციის, ლიცენზირების, ფინანსური პარამეტრების, მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის და საქმიანობის წესის ძირითადი ნორმები. საკანონმდებლო ცვლილებებით იგეგმება აღნიშნულზე ზედამხედველობა დაევალოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელიც საკრედიტო კავშირებს პერიოდულად განუსაზღვრავს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. ბოლო პერიოდში საკრედიტო კავშირების რიცხვის შემცირება გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ მათი უმეტესობა ვერ პასუხობდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, არამედ იმითაც, რომ საკრედიტო კავშირს მოეთხოვება გირაოში ჩასადები ქონება და მათზე გაცემული სესხების პროცენტიც საკმაოდ მაღალია.

მცირეა სოფლის მეურნეობის სფეროსთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გაცემული სახსრები, ხოლო საბანკო კრედიტების მოკლევადიანობა და მაღალი საპროცენტო განაკვეთები შეუსაბამოა აგრარული სექტორის კვლავწარმოების თავისებურებებთან. მართალია, სამთავრობო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება იაფი კრედიტების პროგრამა საბანკო სექტორის მეშვეობით და უკვე გამოიყო 40 მლნ. ლარამდე ხუთი საწარმოს მხარდასაჭერად, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით მოთხოვნა ათჯერ აღემატებოდა გამოყოფილ სახსრებს და 9%25-იანი განაკვეთიც არაა აგრარულ სექტორში მოქმედ მეწარმეთათვის მცირე ტვირთი. ამასთან, საბანკო ინსტიტუციისთვის, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ეს პროგრამა, სადღეისოდ არსებული საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით, აღნიშნული ღონისძიება არამიმზიდველია, ხოლო უპროცენტო სესხი მიკროსაფინანსო სექტორის გადარჩენის ერთ-ერთი შესაძლებლობაა. თუკი თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბებისთვის სახელმწიფო თავის არსენალში იყენებს კლასტერიზაციის მექანიზმებს, აგრარული ტერიტორიული ერთეულებისთვის ამგვარი კომპლექსური მიდგომა დღემდე არ შეინიშნება. ამის გარეშე კი, სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი ყოველგვარი ინიციატივის (მაგ., მანქანა-ტრაქტორთა პარკების ჩამოყალიბება და სხვ.) გრძელვადიანი პერსპექტივა შეზღუდულია. ინოვაციების სიმცირე, გამოყენებული მოძველებული ტექნოლოგიები, მაღალი დანახარჯები, გაუმართავი ლოჯისტიკის სისტემა, დასაქმებულთა დაბალი შემოსავლები, ფერმერთა დაბალი პროფესიონალიზმი, საჭირო საექსპერტო-კონსალტინგური მომსახურების ხელმიუწვდომლობა და ამ სფეროში მოქმედ საწარმოთა კონკურენტუნარიანობის შემზღუდველი სხვა პირობები, კიდევ უფრო განამტკიცებს მოსაზრებას კლასტერული პრინციპით საქართველოს რეგიონების განვითარების აუცილებლობაზე. იგი ხელს შეუწყობს ამ რეგიონებში სოციალურ-დემოგრაფიული სიტუაციის გაჯანსაღებასაც.

საჭიროა მეწარმეობის მხარდამჭერი მიკროსაკრედიტო ორგანიზაციების ხელშეწყობა და სახელმწიფო მხარდაჭერა, ასევე დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის გააქტიურება და საქმიანობის ამ ფორმების განვითარების კოორდინაციის გაძლიერება. მიკროდაფინანსება ხელს უწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკიდან მეწარმეთა ლეგალურ ბიზნესში გადაყვანას, ქვეყნის საგადასახადო შემოსავლების მატებას და მიკროკრედიტით მოსარგებლე მცირე მეწარმეებისთვის საბანკო კრედიტისკენ შემდგომ მოძრაობას. საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირებისა და საკრედიტო გარანტიების პროგრამების დანერგვა კიდევ უფრო დააჩქარებს პოზიტიურ შედეგებსაც.

RESUME
PROBLEMS OF MICRO LOAN MARKET DEVELOPMENT

Professor Temur Khomeriki

Household savings are insignificant in Georgia, vast majority of the population live in poverty. Supporting the formation of micro-enterprises while spread unemployment and poverty in the country carries utmost importance (there are lots of people losing their jobs, working force dismissed as a result of enterprise restructuring, limiting the activities of self-employed population living in poverty etc,). State as well as non-governmental organizations play an important role in developing these people's business activities. Micro financing is viewed as a tool while fighting against poverty and unemployment.

In spite of the title - law on `financial sector global competitiveness' it serves the strategic solving of local challenges as well and enables to develop loan market clusterization. Numbers of state and international programs are implemented in regions of Georgia nowadays; they should naturally fill each other. Although due to absence of cluster principle the programs of employment, training cheap credit, technical assistance are carried out spontaneously. As a result, existing field and territorial development potential is not used. Credit units should be viewed as a form of local self government's democratic development, encouraging initiative, citizens' social activity as well as a flexible social and economic system.

Author based on factual materials states, that the social function of micro financing go beyond its economical intent: micro financing enable entrepreneurs to receive suitable means by way of simplified documentation and procedures, herewith in a very short term and available regime; there is not necessity of expensive methods of guarantees and heavy terms of mortgage agreements. Creation of credit unions also needs support as it is ability of mutual aid for juridical and physical persons, nothing to say about its other positive sides.

As said by author it is necessary to maintain entrepreneurship supported micro-creditor organizations and state support, also making more active collaboration with donor organizations and international financial institutions and coordination strengthening on this form of activity development. To increase the effectiveness of performance of credit unions it is necessary: to restructure the credit unions with financial problems and guarantee them state support on supplying with long-term low-percentage credits; to create the special insurance system for credit unions' assets and loan services; to provide with appropriate information and fulfill educational and consulting work for the reason to improve the level of competence of credit unions' members and look through modern experience on financial, accounting, tax, new technologies and other matters and etc.

In condition of globalization and due to territorial-administrative arrangement, by author consideration, it is very effective for Georgia to develop local economy according to cluster principle.

6 2007 წლის ყველაზე სამართლიანი და უსამართლო კანონები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზაქარია ქუცნაშვილი
იურისტი

2007 წელს საქართველოს პარლამენტმა 35 ახალი კანონი მიიღო. თუ ამ წელს მიღებული კანონების მაჩვენებლებს წინა -2006 წლის 27, ხოლო 2005 წელს მიღებულ 40 ახალ კანონს შევადარებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ კანონშემოქმედებითი აქტიურობის თვალსაზრისით, ეს წელი საშუალო აქტივობის წელი იყო...

ჩვენ მოსმენილი გვაქვს საქართველოს მთავრობის სამოქმედო პოლიტიკა, გვაქვს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა, გვაქვს საგარეო პოლიტიკა, გვაქვს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, გვაქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა, მაგრამ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის მე-18 წლის მიუხედავად, არასდროს არ გვქონია ქართული სამართლის პოლიტიკა. სამწუხაროდ, არასდროს არ დამდგარა ეს საკითხი მწვავედ და შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი მიღების აუცილებლობა მმართველებს კარგად არც არასდროს ესმოდათ. სწორად ჩამოყალიბებული, საჯაროდ და საზოგადოების მონაწილეობით განხილული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული ქართული სამართლის პოლიტიკა, ყველას მოგვცემდა საშუალებას კარგად გაგვეაზრებინა და სწორი მიმართულებით წაგვეყვანა როგორც კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ასევე საგამოძიებო-საპროცესო და სამოსამართლო პრაქტიკა. ყველას გვეცოდინებოდა, თუ რა მიმართულებით უნდა ვითარდებოდეს სამართალის საკონსტიტუციო, თვითმმართველობის, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საგადასახადო, საარჩევნო და სხვა დარგები. რა განსხვავებები უნდა იყოს სამართლის თითოეულ ამ დარგს შორის. რა პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს თითოეული ცალ-ცალკე და რა უნდა იყოს საერთო ყველასათვის. ეს გარდა იმისა, რომ დაგვაზღვევდა ქართული სამართლის, ასევე მისი ცალკეული დარგების მცდარი მიმართულებით განვითარებისაგან, ამასთან, საზოგადოებას მისცემდა საშუალებას ხალხის წარმომადგენლების მეშვეობით ეკონტროლებინა პროცესი. ამით დაინტერესებული პირები პროცესის მონაწილენი გახდებოდნენ და არა უუფლებო მაყურებლები. პოლიტიკის არსებობა კიდევ უფრო აუცილებელია თუნდაც, ხელმძღვანელი კადრების ასეთი ხშირი ცვლის გამო. ახალი მმართველები, როგორც წესი, ყველაფერს იწყებენ თავიდან ან კიდევ, ინერციით მიჰყვებიან მოვლენებს. ისევ გაუაზრებლად და სამართლის სხვა დარგებისგან მოწყვეტით იღებენ ფრაგმენტულ გადაწყვეტილებებს ან კიდევ რეფორმატორის იმიჯის შესაქმნელად მხოლოდ პირადი შეხედულების მიხედვით ცდილობენ ცვლილებების შემოთავაზებას.

ჩვენი ამოცანაა საზოგადოება ერთად და თითოეული ინდივიდი ცალ-ცალკე, ბუნებრივად, საკუთარი სურვილით ვაქციოთ კანონების მთავარ დამცველებად. რომ ისინი პირველნი იდგნენ კანონების შესრულების სადარაჯოზე, რომ ისინი იყვნენ დაინტერესებულნი სამართლიანი კანონების შესრულებაში. სახელმწიფო როგორც დამზღვევი, დამცავი ინსტიტუტი მხოლოდ მაშინ ერთვებოდეს პროცესში, როცა საზოგადოებრივი, ეთნიკური, ტრადიციული, პროფესიული წესები აღარ მუშაობს (მოქმედებს) და მართლაც საზოგადოებისათვის საშიშ პიროვნებასთან, ან მოვლენასთან გვაქვს საქმე. სახელმწიფო ყველაზე სამართლიანი რეპრესიული ფუნქციის მატარებელი ორგანო უნდა გახდეს, როცა მის მიერ დროულად მიღებული დანაშაულის აღმკვეთი ან სადამსჯელო ზომები საზოგადოებაში მხარდაჭერილი იქნება. დასჯა არა დასჯისთვის, არამედ დასჯა გამოსწორებისათვის.

კანონები უნდა იქმნებოდეს ხალხისათვის. მათ, რეალური პრობლემების გადასაწყვეტად, ეფექტურად მოქმედი მექანიზმები უნდა შემოჰქონდეთ. 2007 წელს მიღებული კანონებიდან ყველაზე სამართლიან კანონად შეიძლება ჩაითვალოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების აღიარების შესახებ”. ყველას კარგად გვახსოვს როგორ ზღუდავდა ადამიანის საკუთრების უფლებას საბჭოთა სახელმწიფო. შესაძლებლობის ქონის შემთხვევაშიც კი მოქალაქეს არ ჰქონდა უფლება საკუთრებაში ჰქონოდა 2 და მეტი საცხოვრებელი ბინა თუ სახლი. გამონაკლისს მხოლოდ აგარაკების მიმართ უშვებდნენ. კიდევ უფრო უსამართლო იყო სახელმწიფოს ჩარევა ადამიანის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შერჩევაში. მოქმედებდა საკმაოდ მკაცრი ე.წ. ჩაწერის ინსტიტუტი, რის გარეშეც ადამიანს იმ დასახლებულ პუნქტში ცხოვრების და შრომის უფლება ეზღუდებოდა. ერთობლიობაში ამან წარმოშვა თვითნებურად დასახლებული საცხოვრებელი ადგილები. ბუნებრივია, ყველა დროში ადამიანს საცხოვრებელი ბინა/სახლი სჭირდება იქ, სადაც აპირებს რომ იცხოვროს და იმუშაოს. ამ თვალსაზრისით, დიდი ქალაქები ყველაზე მეტად გამოირჩა... ამ კანონის მიღებით შესაძლებელი გახდა დე-იურე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების დაკანონება იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ, რომლებიც აღნიშნულ მიწას თვითნებურად დაეუფლნენ, ააშენეს სახლები და წლების განმავლობაში დე-ფაქტო ფლობენ მას. ასეთი ქონება ხშირად ყიდვა-გაყიდვის ობიექტიც გამხდარა. მყიდველი აცნობიერებდა, რომ მის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი არ იყო დაკანონებული და აქედან გამომდინარე, მისი ყიდვა-გაყიდვა იურიდიული თვალსაზრისით მოქმედი კანონების ფორმალური მოთხოვნების დარღვევით უნდა განეხორციელებინა. ყიდულობდა იმის გამო, რომ როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, უნდოდა ეცხოვრა და ემუშავა. ყიდულობდა, აშენებდა, გაჰყავდა კომუნიკაციები, იხდიდა ელექტროენერგიის, წყლის, გაზის მიწოდების, თუ სატელეფონო მომსახურების ღირებულებას. მაგრამ, ცხოვრება შეიძლება ისე დაესრულებინა, რომ საკუთარ ქონებაზე საკუთრების მოწმობა ვერ მოეპოვებინა. ანდერძი დაეწერა და საკუთარი შრომითა და სახსრებით აშენებული სახლი მემკვიდრესათვის ვერ გადაეცა (რა თქმა უნდა, კანონით დადგენილი წესით). ახალი კანონის მიღებით გაჩნდა რეალური მექანიზმი, რომ ეს პრობლემა ხალხის სასარგებლოდ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას.

ადამიანებს მიეცათ საშუალება საკუთრებაში მიიღონ არა მარტო თვითნებურად დაკავებული, არამედ მართლზომიერ მფლობელობასა თუ სარგებლობაში არსებული მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებიც. ეს კანონი გავრცელდა არა მარტო არასასოფლო ტიპის, ანუ, ქალაქის მიწებზე, არამედ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზეც. როგორც იცით, ბევრ სოფელში ჯერაც არ ჩატარებულა ე.წ. საკადასტრო-აზომვითი სამუშაოები და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლად განაწილებული მიწების ბევრ ნაკვეთზე (ე.წ. 1,25 ჰექტარი მიწა) დღემდე არ არის გაცემული საკუთრების მოწმობა. 1998-2003 წლებში სახელმწიფოს მიერ გრანტული წესით (სახსრებით) ჩატარებული დიდი ოდენობის აზომვითი (საკადასტრო) სამუშაოების მიუხედავად, ძალიან ბევრი სოფელი და მათი მიმდებარე ტერიტორია დარჩა კერძო საკუთრების მოწმობის გარეშე. ცუდია ის, რომ გამოტოვებული, თუ გამორჩენილ იქნა ეს ნაკვეთები, მაგრამ კარგია, რომ ახალი კანონი იძლევა საშუალებას გლეხის მიერ საკუთარი სახსრებით ჩატარებული საკადასტრო-აზომვითი სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, სხვა დამატებითი ხარჯების გაღების გარეშე, სახელმწიფოსგან მოითხოვოს და მიიღოს მესაკუთრის მოწმობა. ამ კანონის მიღებით ხელი შეეწყო კერძო მესაკუთრის ცნების გამყარებას, რაც ესოდენ დაკნინებული აღმოჩნდა ბოლო პერიოდში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, ყველაფერი ამის გამო, საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების აღიარების შესახებშეიძლება მივიჩნიოთ 2007 წლის ყველაზე სამართლიან კანონად.

0x01 graphic

0x01 graphic

რაც შეეხება 2007 წლის ყველაზე უსამართლო კანონს, ასეთად ჩაითვლება კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ”. ამ კანონით შემოვიდა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორი ფორმა - სამართლებრივი და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ზედამხედველობა. ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრა სახელმწიფო რწმუნებულის, ანუ, გუბერნატორის ინსტიტუტი. ისმის მარტივი შეკითხვა - თუ თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები არიან, მაშინ, რატომ დაუწესეს ზედამხედველებად გუბერნატორები? გუბერნატორები, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურის, ანუ ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირის წარმომადგენლები არიან. სად არის დაცული სამართლებრივი სახელმწიფოს ხელისუფლებათა გამიჯვნის ფუნდამენტალური პრინციპი? რამდენად შეძლებენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი გუბერნატორები სამართლებრივი ზედამხედველობის გაწევას, მაშინ, როცა ამ ფუნქციას ასრულებდა და კვლავაც სასურველია რომ ასრულებდეს იუსტიციის სამინისტრო - სახელმწიფოში სწორედ ამისათვის შექმნილი და საზოგადოებისაგან დაფინანსებული სამთავრობო დაწესებულება. ასევე უსამართლოა ის, რომ თვითმმართველობის ორგანოებისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს მიზანშეწონილობის მოტივით. ე.ი. გუბერნატორის მიზანშეწონილობაზე ხდება დამოკიდებული ხელისუფლების დამოუკიდებელი ორგანოს - თვითმმართველობის საქმიანობა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები რაიმე საჩუქარი კი არ არის, რომ მჩუქებლის მიმართ გამჩუქებელს სავალდებულოდ გასათვალისწინებელი რეკომენდაციების მიცემის უფლება ან კიდევ უარესი, საჩუქარის მოხმარებაზე ზედამხედველობის დაწესების უფლება მიენიჭოს. არა, ეს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებაა, რისი შესრულებაც სამართლიანი კანონებით და სასამართლოთი უნდა კონტროლდებოდეს. სწორედ იმიტომაა სასამართლო ხელისუფლება პროფესიული ნიშნით შექმნილი (მხოლოდ იურისტებს შეუძლიათ იქ მუშაობა), განსხვავებით ხელისუფლების დანარჩენი შტოებისაგან, რომ მხოლოდ მას აქვს ვალდებულება აკონტროლოს ყველა დანარჩენი (როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი) ხელისუფლების საქმიანობის შესაბამისობა საქართველოს ძირითად და ასევე სხვა კანონებთან მიმართებაში. ფინანსური კონტროლი სახელმწიფოში ხორციელდება ასევე განსხვავებული წესით და კონსტიტუციურ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილ საქართველოს კონტროლის პალატის მეშვეობით. ეს ორი ინსტიტუტი, სასამართლოს და საქართველოს კონტროლის პალატის სახით, სამართლიანი და ეფექტური კონტროლის განსახორციელებლად სრულიად საკმარისია და არ იყო არაინარი აუცილებლობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის ზედამხედველობა და თანაც ამ წესით დაგვეწესებინა.

7 მონეტარული პოლიტიკის ახალი ორიენტირი - ინფლაციური თარგეთირება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იაკობ მესხია
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, საბაზრო კანონების დამკვიდრებისა და მსოფლიო ეკონომიკური გლობალიზაციის გაღრმავების კვალდაკვალ მიმდინარეობს ფინანსური სტაბილიზაციის ოპტიმალური მოდელის ძიება და პრაქტიკული აპრობაცია.

დღის წესრიგში მწვავედ დადგა ეკონომიკისთვის ყველაზე საშიში და დამანგრეველი მოვლენის - ინფლაციის ზრდის პრობლემის გადაწყვეტა. უკანასკნელ პერიოდში ინფლაციურმა პროცესებმა ჩვენშიც იჩინა თავი - 2007 წელს საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი - 10,9 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულმა საქართველოს ხელისუფლებას უბიძგა ინფლაციის დასარეგულირებლად სათანადო ზომები მიეღო, რაც დაფიქსირდა კიდეც მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელ კანონმდებლობაში.

ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში 2008 წლის 14 მარტს შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს ძირითად ამოცანად განესაზღვრა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, მან უნდა მიაღწიოს ფინანსური სისტემის სტაბილურობას და გამჭვირვალობას, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. ამრიგად, ეკონომიკური ზრდისადმი ხელშეწყობა, თუ მას ხელი არ შეეშლება ძირითადი ამოცანის რეალიზაციაში, ეროვნული ბანკის ინტერესებში არ შედის.

კანონში შეტანილი ცვლილებებით, ახლებურადაა ჩამოყალიბებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პრინციპები. კერძოდ, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად დადგენილია სამომხმარებლო ფასების საერთო დონის საშუალოწლიური ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში. ამასთან, ამ მაჩვენებელს, ანუ იგივე ინფლაციის მიზნობრივ ორიენტირს (თარგეთს) ეროვნული ბანკი ადგენს ავტონომიურად, ხოლო მისი ზედა ზღვარი კანონით დადგენილია - 12%25.

კანონში შეტანილი ცვლილებებით აქცენტი აღებულ იქნა სამომხმარებლო ფასების მიზნობრივ მაჩვენებელზე, რაც თავისი შინაარსით სხვა არაფერია, თუ არა საყოველთაოდ მიღებული და აღიარებული კატეგორია - ინფლაციური თარგეთირება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონეტარული რეჟიმის ახალ ორიენტირზე, ინფლაციურ თარგეთირებაზე ჯერ კიდევ 5 წლის წინ საქართველოს ეროვნული ბანკი ღიად აყენებდა წინადადებას ინფლაციურ თარგეთირებაზე გადასვლის აუცილებლობაზე. ინფლაციური თარგეთირების რეჟიმზე მონეტარული პოლიტიკის გადართვისათვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს თარგეთირების მეთოდოლოგიური საფუძვლების შესწავლას, ქვეყნის მონეტარული გარემოს სიღრმისეულ ანალიზს და ყველა იმ წინაპირობების გამოკვლევას, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ახალი რეჟიმის პრაქტიკაში დანერგვას.

მსოფლიო პრაქტიკაში გამოიყენება თარგეთირების სამი ძირითადი რეჟიმი: გაცვლითი კურსის თარგეთირება, მონეტარული თარგეთირება და ინფლაციური თარგეთირება. ინფლაციური თარგეთირება, რომელიც მონეტარული პოლიტიკის შედარებით ახალი რეჟიმია, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში პირველად იგი 1990 წელს გამოიყენა ახალიზელანდიის ცენტრალურმა ბანკმა. შემდგომ კი - კანადამ (1991 წ.), დიდმა ბრიტანეთმა (1992 წ.), შვედეთმა, ფინეთმა და ავსტრალიამ (1993 წ.).

გარდამავალი ეკონომიკის პირველი ქვეყანა, რომელმაც პრაქტიკულად გამოიყენა ინფლაციური თარგეთირება, იყო ჩეხეთი, ხოლო განვითარებადი ქვეყნებიდან - ბრაზილია. ინფლაციური თარგეთირების ელემენტების გამოყენებას შეუდგნენ ისრაელი და ჩილე. დღეისათვის ევროპაში ინფლაციურ თარგეთირებაზე გადავიდნენ შვეიცარიის, ნორვეგიის, ისლანდიის ცენტრალური ბანკები.

ზოგადად ინფლაციური თარგეთირება შეიძლება დახასიათდეს, როგორც მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი, რომელიც ეფუძნება ინფლაციის პროგნოზს. ცენტრალური ბანკი წინასწარ საზღვრავს ინფლაციის მოსალოდნელ პარამეტრებს და მის საფუძველზე ადგენს რაოდენობრივ-მიზნობრივ ორიენტირს (თარგეთს) საგეგმო პერიოდისათვის, ისე რომ, საკუთარ თავზე არ იღებს ვალდებულებას სხვა სახის მიზნობრივი ორიენტირების მიღწევაზე.

მონეტარული პოლიტიკის სხვა ცნობილი რეჟიმებისგან განსხვავებით, ინფლაციური თარგეთირება გულისხმობს ცენტრალური ბანკის საქმიანობის სრულ თავისუფლებას და მოქნილობას. ინფლაციური თარგეთირების გამოყენების დროს ცენტრალური ბანკი თავის თავზე იღებს ოფიციალურ ვალდებულებას უზრუნველყოს მხოლოდ მთავარი მიზნობრივი ორიენტირის მიღწევა.

იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც იყენებენ თარგეთირების რეჟიმს, გვაძლევს საშუალებას ჩამოვაყალიბოთ მონეტარული რეჟიმის გამოყენებისათვის აუცილებელი ზოგადი მინიმალური მოთხოვნები და პირობები.

უპირველეს ყოვლისა, ინფლაციური თარგეთირება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც დაბალი ინფლაციის უზრუნველყოფა არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ, აგრეთვე ფაქტობრივად წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის უმთავრეს მიზანს. ქვეყნის ხელისუფლება მკაფიოდ უნდა აცნობიერებდეს, რომ ინფლაცია ეკონომიკას აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს, რომ მონეტარული და ფისკალური ექსპანსიით შეუძლებელია ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების სტიმულირება და, რომ საბიუჯეტო დეფიციტის მონეტიზაცია ქმნის წინაპირობებს ეკონომიკაში ფასების ტემპების ზრდისთვის, ფინანსური სექტორის სტაბილურობის მოშლისთვის და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდის შენელებისთვის.

ინფლაციური თარგეთირების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ცენტრალური ბანკი ფლობდეს სრულ საზოგადოებრივ ნდობას და მისი საქმიანობა იყოს გამჭვირვალე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებობს აგრეთვე მონეტარული პოლიტიკის განსახილველი რეჟიმის სხვა პირობებიც: ცენტრალური ბანკის ავტონომიურობის სათანადო ხარისხით უზრუნველყოფა და უარის თქმა სხვა მაჩვენებლების თარგეთირებაზე, გარდა ინფლაციის პროგნოზისა. ცენტრალური ბანკის ავტონომიურობა გულისხმობს ფისკალური დომინირების პრინციპის, ანუ მონეტარული პოლიტიკის ფისკალურ ინტერესებზე დაქვემდებარების უარყოფას. პრაქტიკული კუთხით, ეს ნიშნავს მთავრობის დაკრედიტებასა და საბიუჯეტო დეფიციტის მონეტარიზაციაზე უარის თქმას, აგრეთვე ეკონომიკაზე პირდაპირი კრედიტების გაცემის აკრძალვას. გარდა ამისა, ცენტრალურ ბანკს უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებაში, იმ მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებაში, რომელსაც ის ჩათვლის მიზანშეწონილად.

აქ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას უნდა გაესვას ხაზი. მოკლევადიან პერიოდში მონეტარული ექსპანსიის მეშვეობით შესაძლებელია ერთობლივი გამოშვების ზრდა, უმუშევრობის შემცირება, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა, აგრეთვე სხვა მოკლევადიანი ხასიათის ამოცანების გადაჭრა, რაც საბოლოო ჯამში დიდი ძალისხმევის გარეშე მთავრობას აძლევს საშუალებას მიიღოს პოლიტიკური დივიდენდები. ასეთი პოლიტიკის საბოლოო შედეგები ვლინდება უფრო გვიან, ვიდრე მთავრობის საქმიანობის დრო კანონითაა დადგენილი (4-5 წელი), რის გამოც გარკვეულ დროით ლაგას აქვს ადგილი, ვიდრე დაიწყება ინფლაციის ტემპების ზრდა, ფინანსური არასტაბილურობა და რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელება. ცხადია, მოქმედი ხელისუფლების მიერ დატოვებული პრობლემების გადაწყვეტაზე ზრუნვა მოუწევს ახალ მთავრობას. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს, რომ ფისკალური პრინციპების დომინირება მონეტარულ პოლიტიკაზე დროში შეუსაბამო და არათავსებადია. მოქმედი ხელისუფლება მარტივ და მოკლევადიან დროში ეფექტის მომცემი გადაწყვეტილებებით, გრძელვადიან პერიოდში ახალ ხელისუფლებას ახვედრებს რთულ და ძნელად გადასაჭრელ პრობლემებს.

0x01 graphic

გარდამავალი პერიოდის პირობებში სიტუაცია ღრმავდება იმითაც, რომ საჭირო ხდება რეალურ საწარმოო სექტორში, ძირითადი კაპიტალის განახლება, სტრუქტურული გარდაქმნების ჩატარება და სხვა ისეთი პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც ხელს უწყობენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაზრდას. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო ეძებს ბიუჯეტის შევსების დამატებით წყაროებს. ერთ-ერთი ასეთი წყარო, როგორც წესი, ცენტრალური ბანკის კრედიტებია. სწორედ ეს გარემოება უდევს არგუმენტად იმ მოსაზრებას, რომ ინფლაციური თარგეთირების რეჟიმი შესაძლებელია ეფექტიანად იქნას გამოყენებული მხოლოდ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში.

ინფლაციური თარგეთირების გამოყენების აუცილებელი მოთხოვნაა აგრეთვე სხვა მაჩვენებლების მიხედვით ოფიციალურ ორიენტირებზე (მაგ.: გაცვლით კურსზე ან ფულადი მასის აგრეგატებზე) უარის თქმა.

ზემოხსენებული მეთოდური წინაპირობების გარდა, ინფლაციური თარგეთირების გამოყენებისთვის ცენტრალურმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს მთელი რიგი ტექნიკური პირობების შესრულება. კერძოდ, საჭიროა განისაზღვროს ცენტრალური ბანკის მიერ კონტროლირებადი მაჩვენებელი, რომელიც დაახასიათებს ქვეყნის ეკონომიკაში ფასების ზრდის ტემპებს. უპირატესად ასეთ კონტროლირებად მაჩვენებლად ცენტრალური ბანკი ირჩევს სამომხმარებლო ფასების ინდექსს. ჩვეულებრივ მასში შედის იმ საქონლისა და მომსახურების ჯგუფები, რომელთა ფასებზე ზეგავლენას ახდენენ ისეთი ფაქტორები, რომლებზეც ცენტრალურ ბანკს არ შეუძლია კონტროლის განხორციელება: მათ შორისაა ფასების ადმინისტრაციული რეგულირება, ირიბი გადასახადებისა და ფასების ზრდა იმპორტირებულ საქონელზე. ამ მიზეზების გამო, ცენტრალური ბანკის კონტროლირებად მაჩვენებლად გამოყენება კორექტირებული („გაწმენდილი“) ინდექსი, საიდანაც გამოირიცხება საქონლისა და მომსახურების ის ჯგუფები, რომელთა ფასები რეგულირდება მთავრობის მიერ, ანდა ექვემდებარებიან არსებით რყევადობას ცენტრალური ბანკის მონეტარული ქმედებების მიუხედავად.

სამომხმარებლო ფასების ინდექსის კორექტირება-გაწმენდის პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებში. გარდა რეგულირებადი ფასებისა, გამოირიცხება ირიბი გადასახადების ცვლილება, ფასები იმპორტირებულ საქონელზე, აგროსამრეწველო საწარმოების პროდუქციაზე და სურსათზე, რომლებიც განიცდიან არსებით რყევას, მაგრამ ნაკლებად მგრძნობიარე არიან მონეტარული პოლიტიკის მიმართ.

უნდა აღინიშნოს, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსის კორექტირება-გაწმენდა ცენტრალური ბანკებისთვის ძალიან პრობლემურია. ერთის მხრივ, მისი კორექტირება ცენტრალურ ბანკს აძლევს საშუალებას უფრო სრულად გააკონტროლოს ინფლაცია. მეორეს მხრივ, გაუწმენდავი ინდექსის გამოყენების პირობებში ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გატარებისას დაშვებული შეცდომები, შეიძლება განეიტრალდეს ფასების ადმინისტრაციული რეგულირებით. მაგალითად, თუ თავისუფლად დადგენადი ფასები, რომლებიც მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედებას ექვემდებარებიან, იზრდება პროგნოზულზე უფრო მაღალი ტემპებით, ხოლო ადმინისტრაციულად რეგულირებადი ფასები გეგმიურზე უფრო ნაკლებად, მაშინ სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინასწარ დადგენილ ფარგლებს არ გასცდება. მაგრამ, შესაძლებელია მოხდეს პირიქით: მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებისას, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ფასების მოცემულ ფარგლებში შენარჩუნებას, ცენტრალური ბანკი შეიძლება წააწყდეს მთავრობის მხრიდან ადმინისტრაციულად რეგულირებადი ფასების ზრდის პრობლემას. თუ ცენტრალური ბანკი კონტროლირებად მაჩვენებლად იყენებს ჩვეულებრივ (გაუწმენდავ) სამომხმარებლო ფასების ინდექსს, მას მოუწევს პროგნოზული ინფლაციის დაუცველობა-მიუღწევლობაზე სრული პასუხისმგებლობა.

ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრალურ ბანკს, ასევე მთავრობას ინფლაციის ფაქტორული ანალიზის დროს მოუწევთ იმის დადგენა, რამდენი პროცენტით მოიმატა ინფლაციამ ფასების ადმინისტრაციული რეგულირების და სხვა ფაქტორების შედეგად, რომლებიც არ ექვემდებარებიან მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გავლენას. ეს საკითხი დაკავშირებულია ცენტრალური ბანკისა და მთავრობის შეთანხმებულ საქმიანობასთან, რომელსაც, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფლაციური თარგეთირების გამოყენების დროს.

გარდამავალი ეკონომიკის პირობებში ინფლაციური თარგეთირების გამოყენება ბევრადაა დამოკიდებული სტატისტიკური ინფორმაციის საიმედობაზე და ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხების კვლევების ხარისხზე, განსაკუთრებით, მის პროგნოზირებაში გამოყენებული მეთოდოლოგიის გამართულობაზე.

ინფლაციის პროგნოზირებაში განმსაზღვრელ როლს თამაშობს იმ ფაქტორებისა და პირობების სრულად განსაზღვრა და რაოდენობრივ მაჩვენებლებში ასახვა, რომლებიც რეალურ გავლენას ახდენენ ინფლაციის ცვლილებაზე. ეს ურთულესი პრობლემაა და მას ყოველთვის ეკონომიკურად კარგად განვითარებული ქვეყნებიც ვერ ახერხებენ. საქმე იმაშია, რომ ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების ერთი ნაწილი ძნელად, ან საერთოდ არ ექვემდებარება პროგნოზირებას. მათ შორის უნდა აღინიშნოს: ნედლეულზე და მასალებზე (განსაკუთრებით, ენერგომატარებლებზე) ფასების რყევა მსოფლიო ბაზარზე; სასოფლო-სამეურნეო წარმოების (აგროსამრეწველო სექტორის) პირობების შეცვლა; ბუნებრივი კატაკლიზმები და სხვა ფორს-მაჟორული მოვლენები, რომლებიც იწვევენ შოკებს მოთხოვნა-მიწოდებაში; ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გადახრა პროგნოზირებული მაჩვენებლიდან, რომელიც არ წარმოადგენს შიგა ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის შედეგს.

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სტატისტიკური მონაცემების დროითი ტრენდების ხარისხი და ხელმისაწვდომობა. 7-10 წლიანი დროითი სტატისტიკური ტრენდები საკმარისია ინფლაციის ეკონომეტრიკული მოდელებით პროგნოზირებისათვის, მაგრამ ასეთი შესადარი მწკრივების ფორმირება დიდ სირთულეს წარმოადგენს, რაც ხელს უშლის ინფლაციური თარგეთირების გამოყენებას. გამომდინარე აქედან, ცენტრალურმა ბანკებმა ინფლაციური ორიენტირის დადგენისას მიზანშეწონილია დაიტოვოს რაღაც გარკვეული სივრცე მანევრირებისათვის და თარგეთი განსაზღვროს არა წერტილოვანი, არამედ დერეფნის ფორმით, ანუ შემოსაზღვროს მისი მაქსიმალური და მინიმალური შესაძლო რაოდენობრივი მახასიათებლები.

დღევანდელ ეტაპზე საქართველოში ინფლაციური თარგეთირების წინაპირობები, მისი პრაქტიკული რეალიზაციის წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

1. საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკისა და საერთო ქვეყნის საბანკო სექტორისადმი ნდობის ხარისხი საკმაოდ მაღალია. ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ 2007 წელს წინა წელთან შედარებით საბანკო აქტივები 67,1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მთლიანი დეპოზიტების მოცულობა - 54,1 პროცენტით. 2008 წლის 1 მარტისათვის საბანკო სექტორში განთავისუფლებული დეპოზიტების მოცულობამ შეადგინა 2,9 მილიარდი ლარი. დეპოზიტების სტრუქტურაში 70 პროცენტამდე უცხოური ვალუტაა განთავსებული, თუმცა, ამ ბოლო პერიოდში ლარში განთავსებული დეპოზიტები უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება, რაც მეტწილად ეროვნული ვალუტისადმი ნდობის შემდგომი განმტკიცებისა და აშშ დოლარის შესუსტებით უნდა აიხსნას. უმჯობესდება დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი, რომელიც 2007 წელს წინა წელთან შედარებით 6,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2008 წლის 1 მარტისათვის 65,5 პროცენტი შეადგინა. ამ საქმეში დიდი პოზიტიური როლი შეასრულეს კომერციულმა ბანკებმა ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე უფრო მაღალი სარგებლიანი პროცენტის (10,1) დაწესებით უცხოურ ვალუტაში განთავსებულ (8,5%25) დეპოზიტებთან შედარებით.

ეროვნული ბანკი ინფლაციის შესამცირებლად შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ მონეტარულ ინსტრუმენტებს: მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და ღია ბაზრის ოპერაციები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონები, რეპო ოპერაციები და სხვ.

2. ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები უკანასკნელ პერიოდში მაღალი ტემპებით იზრდება. 2008 წლამდე სახელმწიფო ბიუჯეტები დეფიციტურ ხასიათს ატარებდა, თუმცა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შედგენას საფუძვლად დაედო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგია და იგი პროფიციტურად გამოცხადდა. ბიუჯეტის შედგენის ტექნოლოგიის ანალიზიდან მარტივად დგინდება, რომ ფაქტობრივად საქმე გვაქვს არა პროფიციტურ, არამედ საკმაოდ დეფიციტურ ბიუჯეტთან. ჩემის აზრით, ინფლაციური თარგეთირების წინაპირობების ანალიზისა და მიზნობრივი ორიენტირის პროგნოზირებისას ეროვნულმა ბანკმა მკაფიოდ და პრინციპულად უნდა შეაფასოს სახელმწიფო ბიუჯეტის სიზუსტის ხარისხი და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც მას მოქმედი კანონმდებლობითაც აქვს დავალებული. სულ ახლახანს, მთავრობამ გადაწყვიტა ევროობლიგაციების ფორმით ნახევარმილიარდიანი (აშშ დოლარი) სესხის აღება, რაც ბიუჯეტის პროფიციტურობის იდეოლოგიას თავდაყირა აყენებს. ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკა არახელსაყრელ პირობებს ქმნის ინფლაციური თარგეთირებისათვის.

0x01 graphic

3. ინფლაციური თარგეთირების პოზიციებიდან სერიოზულ მრავალფაქტორულ კვლევას საჭიროებს ლარის გაცვლითი კურსის სფეროში ჩამოყალიბებული ტენდენციები. ეროვნული ვალუტის უწყვეტი გამყარების პირობებში, ინფლაციის ტემპების ზრდა და ამ ნეგატიური პროცესის გამომწვევ მიზეზად მხოლოდ ეგზოგენური ფაქტორების (ნავთობის, ხორბლის და .. გაძვირება, დოლარის გაუფასურება) დასახელება არადამაჯერებელია. ხოლო ინფლაციის ენდოგენურ ფაქტორებს შორის ატმის გაძვირება და პომიდორის გაიაფება ცივილურ ქვეყნებში დიდი სკანდალის საფუძველი გახდებოდა.

4. ინფლაციური თარგეთირების კუთხით ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოების ინფორმაციული მოთხოვნილება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და, გამომდინარე აქედან, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების დროით ვადებზე. იმ გარემოებამ, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ აპელირებას აკეთებს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებზე, საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვან მატებაზე და იმავდროულად არ უხსნის საზოგადოებას, თუ რატომ არ იზრდება მათი ცხოვრების დონე ეკონომიკური წარმატებების კვალდაკვალ, იწვევს სამართლიან უკმაყოფილებას და სოციალურ დაძაბულობას. არადა, ინფორმაციის გამჭვირვალებას და მისი შინაარსის გახსნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცების კუთხით. ობიექტური რეალობა კი ასეთია: იყო და მომავალშიც მოსალოდნელია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, მაგრამ ასევე მაღალი ტემპებით შეუძლებელია ცხოვრების ხარისხის გაზრდა, რაც განპირობებული იყო და იქნება უახლოეს მომავალში იმით, რომ ქვეყნის დაბალი სასტარტო დონიდან გამომდინარე კვლავაც მაღალი იქნება სახელმწიფო ხარჯები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, სოციალური ინფრასტრუქტურის დარგების აღორძინება-განვითარებაზე და .. მაშინ, როდესაც ყოველივე ეს წინასწარ ეცოდინება მოსახლეობას და მიწოდებულ არგუმენტაციას ექნება საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ცხადია, შემცირდება მოლოდინი ცხოვრების ხარისხის მყისიერ გაუმჯობესებაზე და არ იქნება მოთხოვნა და ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინი შემოსავლების (ხელფასების, პენსიების, დახმარებების და ..) მნიშვნელოვან გაზრდაზე.

5. ინფლაციური თარგეთის პროგნოზირების მიზნით, ფისკალურ ხელისუფლებას მოუწევს მეცნიერულად არგუმენტირებული მეთოდიკის შემუშავება. საზოგადოების მოთხოვნაა, რომ იცოდეს სამომხმარებლო საქციელზე ფასების დინამიკის ზუსტი პროგნოზი. რა თქმა უნდა, საჭირო გახდება სამომხმარებლო ფასების ინდექსის კორექტირება-გაწმენდა, მაგრამ ინფლაციის პროგნოზირებისას გვერდი არ უნდა აუაროს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ რყევებს, სტრატეგიულ საქონელზე ფასების მატებას. უნდა იქნეს გათვალისწინებული ის გარემოებაც, რომ საქართველოს თითქმის ყველა ძირითადი სტრატეგიული პროდუქტის (ნავთობი, ხორბალი და სხვა) იმპორტი უხდება და შესაბამისად, ადგილი ექნება ინფლაციის იმპორტსაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში ადგილი ექნება სამომხმარებლო საქონელის მსოფლიო ფასებთან მიახლოების პროცესს, რაც ობიექტური მოვლენაა. ამ ფაქტორების თუნდაც ზედაპირული ანალიზი მიგვანიშნებს, რომ ინფლაციური თარგეთის ზედა ზღვარი გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ეს დადგენილია დღევანდელ ეტაპზე (12%25).

0x01 graphic

6. ინფლაციური თარგეთირების რეჟიმისათვის მიუღებელია ქვეყნის შიდა ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ეიფორიის და პიარის ფონზე. ანალიზი და შეფასება უნდა იყოს ობიექტური და კრიტიკული, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ცთომილებები თარგეთირებაში.

ამ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად უსვამენ ხაზს საქართველოში ეკონომიკურ წარმატებებს, რაც, რა თქმა უნდა, მათი კვლევების შედეგია. თუმცა მათ საფუძვლად უდევს საქართველოს სტატისტიკური უწყებისა და სამთავრობო სტრუქტურებიდან მიწოდებული ინფორმაციები, რომლებიც, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის ხარისხით არ სარგებლობენ. მიუხედავად ამისა, უცხოურ შეფასებებსა და სარეიტინგო გამოკვლევებში, მაინც იკვეთება ის ზოგადი დადებითი და უარყოფითი ტენდენციებიც, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.

ამ კუთხით, მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FITGH-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები საქართველოს ეკონომიკის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ამ გამოკვლევის თანახმად, ძლიერი მხარეებია: სახელმწიფო ვალის ზომიერი და კლებადი დონე; მთავრობის მიერ ვალის მომსახურების ხელსაყრელი გრაფიკი; მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალი ტემპი; სტრუქტურული რეფორმების ბოლოდროინდელი პროგრესი; ინვესტიციების მაღალი დონე და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება; საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. საქართველოს ეკონომიკის სუსტ მხარეებად კი მიჩნეულია შემდეგი: მიმდინარე ანგარიშის დიდი დეფიციტი და საგარეო დაფინანსების საჭიროება; მცირე ეკონომიკური და საექსპორტო ბაზა, შედარებით მაღალი ინფლაცია და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი; განუვითარებელი ადგილობრივი სავალო ბაზარი; ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის დაბალი დონე ანალოგიური განვითარების მქონე ქვეყნებთან შედარებით; მნიშვნელოვანი პოლიტიკური რისკები; ვალის რესტრუქტურიზაციაში არსებული პრობლემები.

ზემოთ ჩამოყალიბებული შეფასებები ძირითადად სწორად ასახავენ საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს, თუმცა, რამდენიმე კომენტარის გაკეთება მაინც საჭიროდ მიგვაჩნია. პირველი, საქართველოს სახელმწიფო ვალი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა, თქმა იმისა, რომ იგი მომავალში სტაბილურად შემცირდება და 2010 წლისათვის მშპ- 15 პროცენტს გაუტოლდება, როგორც ჩანს, რეალობას მოკლებულია. ამას ადასტურებს, საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ინიციატივა ევროობლიგაციების ბაზაზე 750 მილიონიანი ახალი სასესხო ვალდებულების აღების შესახებ. მეორე, მშპ- ზრდის ტემპი ფაქტობრივად 9-11 პროცენტის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს (აშშ - 3,4%25; ბელგია - 3,2%25; გერმანია - 2,8%25; იაპონია - 2,3%25 (2007.) და ..), მაგრამ, ასევე მნიშვნელოვნად ჩამორჩება დსთ- ცალკეულ ქვეყნებს (აზერბაიჯანი - 34,5%25; სომხეთი - 13,3). საერთოდ, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპები მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში და ეს ლოგიკურია, რადგან ამ ქვეყნების სასტარტო დონე დაბალია და, შესაბამისად, ტემპებში გამოხატული ზრდა მაღალია, მაგრამ ზრდის თითოეული პროცენტის აბსოლუტური მოცულობა მრავალჯერადობით ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. გამომდინარე აქედან, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები მხოლოდ ფარდობითი შინაარსისაა და იმისათვის, რომ 1 სულ მოსახლეზე მშპ- მოცულობით მოხდეს გამოთანაბრება განვითარებული ქვეყნებთან, თუნდაც, უახლეს 10 წლისათვის, ზრდის მშპ- ტემპები გაცილებით მაღალი უნდა იყოს. მესამე, სადისკუსიოა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში მაღალია ინვესტიციების დონე და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება. მართალია, საქართველო საერთაშორისო კაპიტალისათვის მიმზიდველ საინვესტიციო ქვეყნად განიხილება, მაგრამ კაპიტალის შემოდინება მეტწილად ხდება არა რეალურ, არამედ საბანკო სექტორში, რაც გარკვეული რისკის შემცველია.

7. ინფლაციური თარგეთის დადგენა, ანუ პროგნოზირება ურთულესი ანალიტიკურ-კვლევითი და შემოქმედებითი პროცესია. იგი მოითხოვს ინფლაციაზე მოქმედი უამრავი ფაქტორებისა და პირობების სიღრმისეულ ანალიზს, განსაზღვრებას, ეკომეტრიკული და სხვა სახის მათემატიკური ინსტრუმენტარის გამოყენებას. თარგეთის პროგნოზირებისას დაუშვებელია მხოლოდ ინერციული, პასიური მიდგომების გამოყენება. ამასთან ერთად, საჭიროა აქტიური, დინამიკური მოდელების გამოყენება. ყოველივე ეს დღის წესრიგში აყენებს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში მძლავრი კვლევითი სამსახურის შექმნის აუცილებლობას.

8. რამდენადაც ფასების სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი და რომ თავიდან იქნას აცილებული თარგეთის პროგნოზირებასა და რეალიზაციაში ცდომილებისას უწყებათაშორისი გადაბრალება, მიზანშეწონილია ეროვნულმა ბანკმა შექმნას მონეტარული სტატისტიკის მძლავრი სამსახური, რომელიც, ერთის მხრივ, მოიპოვებს და გაანალიზებს ინფლაციასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას გამჭვირვალე და ობიექტური მონეტარული ინფორმაციით.

РЕЗЮМЕ
НОВЫЙ ОРИЕНТИР МОНЕТАРНОЙ ПОЛИТИКИ: ИНФЛАЦИОННОЕ ТАРГЕТИРОВАНИЕ

Яков Месхия
Доктор экономических наук, профессор

В соответствии с законом „О Национальном банке Грузии“, главной задачей монетарной власти является обеспечение стабильности цен путём целевого ориентира -инфляционного таргетирования. Для достижения этого необходимо создать определенные политические и экономические условия, в частности: главной целъю монетарной политики должно быть снижение уровня инфляции; обеспечение в должной степени автономности централъного банка и отказ от таргетирования каких-либо других показателей, кроме прогноза инфляции; отказ от фискального доминирования над монетарной политикой; запрет на кредитование правительства и монетизацию бюджетного дефицита и т. д.

Создав необходимые предпосылки для использования инфляционного таргетирования Национальный банк Грузии должен определитъ контролируемый показатель - индекс потребительских цен, путём корректирования и „очищения“ его от групп товаров и услуг, цены на которые не поддаются монетарному регулированию.

Для эффективного использования нового монетарного режима необходимо пересмотреть ряд методических и организационных основ экономической политики: обеспечитъ высокое качество государственной статистики; достичъ критической и обьективной оценки сбалансированности доходов и расходов государственного бюджета, а также структуры расходов; отказаться от поспешной и необоснованной оценки последствий социально - экономических реформ для получения краткосрочных политических дивидендов; для прогнозирования инфляционного таргета необходимо разработать научно обоснованную методику, максимально учитывающую экзогенные и эндогенные факторы, вляющие на индекс потребительских цен; обеспечить многовариантное прогнозирование инфляции с использованием инерционно -генетических и целевых динамических математических инструментов; в рамках структуры Национального банка Грузии создать мощные подразделения монетарной статистики и исследовательский центр прогнозирования инфляции.

Практическое внедрение режима инфляционного таргетирования требует выполнения двух ключевых условий. Национальный банк Грузии должен обладать автономностью такой степени, при которой он сможет отказаться, во первых, от принципа фискального доминирования и, во вторых, от таргетирования всех других экономических показателей, кроме показателя инфляции, поскольку при наличии нескольких целевых ориентиров неизбежно возникнет конфликт между ними.

8 საქართველოში ინფლაციის რისკი საკმაოდ მაღალი იქნება!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი

ემზარ ჯგერენაია:

საქართველოში დღის წესრიგში დადგა მონეტარული პოლიტიკის, ფულად-საკრედიტო სისტემისა და საბანკო სექტორის ფინანსური რეგულირების გარდაქმნის აუცილებლობა. საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონთა პაკეტი მიიღო, რომელიც ფაქტობრივად უკვე ამოქმედდა.

აღნიშნული კანონების მიღებას წინ უძღოდა დებატები, რამაც საშუალება მოგვცა, ისინი დახვეწილიყო და მნიშვნელოვანი ხარვეზებისგან განთავისუფლებულიყო. თუმცა, კვლავაც ჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხი საზოგადოებას აინტერესებს.

ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის კითხვებს პასუხობს თსუ- პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, -ნი ემზარ ჯგერენაია.

. - საქართველოს კანონი ეროვნული ბანკის შესახებ განსაზღვრავს მის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს, რომლის საფუძველზეც, სებ- პასუხისმგებელია ინფლაციის მაჩვენებელზე და ფულად-საკრედიტო პროცესებზე - თუ ინფლაციის მაჩვენებელი ოთხ კვარტალში 2%25- გადააჭარბებს, საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, კენჭისყრაზე დააყენოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენების მიზანშეწონილობის საკითხი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლარის კურსის ხელოვნურად გამყარება მიმდინარეობს და ინფლაციური პროცესებიც მნიშვნელოვნად იზრდება. რა ბერკეტები გააჩნია ეროვნულ ბანკს ინფლაციის გასაკონტროლებლად და საერთოდ, რა დადებითი და უარყოფითი ასპექტებით ხასიათდება აღნიშნული კანონი?

ემზარ ჯგერენაია - ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ლარის კურსისა და ინფლაციის საკითხი. სტატისტიკის დეპარტამენტი მუდმივად აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც მითითებულია, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების მაჩვენებელი) 2008 წლის 28 თებერვლიდან 6 მარტამდე 99.87%25 შეადგინა. ეს ინდექსი 49 დასახელების საქონლისა და მომსახურებისგან შედგენილი კალათის ფასების ცვლილებას ასახავს. მაკრო-ეკონომიკის მაჩვენებელი სწორედ ინფლაციის შედგენის ამგვარი მეთოდიკით განისაზღვრება. თუ ამ მეთოდით გავიანგარიშებთ საქართველოში არსებული ფასების მდგომარეობას და სამომხმარებლო ფასების ინდექსს, ვნახავთ, რომ ინფლაციის დონე საკმაოდ მაღალია, რაც გარე და შიდა ეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული. ეს პრობლემა აწუხებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას.

მსოფლიო ბაზარზე ნებისმიერი ნედლეული, იქნება ეს ენერგომატარებლები, კვების პროდუქტები, ლითონები, სატრანსპორტო მომსახურება და ა.შ., ფასების მატების ტენდენციით ხასიათდება. მის ასეთ ცვლილებას სხვაგვარად „მოციმციმე არითმიასაც“ უწოდებენ. თუ შევისწავლით დოლარი-ლარის გაცვლით სავალუტო კურსს, ვნახავთ, რომ იცვლება არა ბოლო ორი ციფრი, არამედ იცვლება ნიხრი, დიდი ციფრები და სერიოზულად იცვლება ევრო-დოლარის კურსიც...

ცნობილ ეკონომისტთა და ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენელთა მტკიცებით, ინფლაციის ზრდის ძირითადი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე სანედლეულო საქონელზე, განსაკუთრებით, ნავთობზე ფასების ზრდაა; ეს ანალოგიურად საქართველოზეც აისახება და თუ ეს ასე გაგრძელდა, ინფლაციის რისკი ქვეყანაში ყოველთვის იარსებებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ესაა ტენდენცია და არა ერთი და ორი თვის მაჩვენებელი, რაც საკმაოდ სერიოზული მომენტია. ბოლო ორი კვირის მანძილზე მსოფლიო სავალუტო ფონდმა უკვე მეორედ გამოაქვეყნა 2008 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი, რომლის მაჩვენებელი 6 მლნ-იან მინიმუმს შეადგენს. გამკაცრდა სავალუტო პოლიტიკა და ბევრმა ბანკმა ათობით მილიარდი თანხა ჩამოწერა, ვერც ამან უშველა მსოფლიო ეკონომიკის რეცესიას. თვითონ მსოფლიო ეკონომიკა იმყოფება კრიზისის ფაზაში. თუ ადრე მსოფლიო ექსპერტები ამტკიცებდნენ იმას, რომ კრიზისი არ შეეხება განვითარებად ქვეყნებს, დღეს უკვე ხმამაღლა აცხადებენ, რომ ეკონომიკური კრიზისი განვითარებად ქვეყნებზეც აუცილებლად იქონიებს გავლენას.

რა ხდება შიდა ფაქტორებთან დაკავშირებით?

ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ინფლაციაზე ზეგავლენას ახდენს. საქართველო სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების მზარდი ტემპით გამოირჩევა. მისი ზრდის დინამიკა 2001 წლიდან 2007 წლამდე 4 მილიარდ ნახევარს წარმოადგენს.

გარდა ამისა, 3-ჯერ გაიზარდა ხელფასებისა და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არაკაპიტალური ხარჯების ოდენობაც.

2003 წლიდან სამშენებლო კრედიტების მოცულობამ მხოლოდ იპოთეკურზე 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. მშენებლობების ტემპი მაღალია და ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, ასევე იმატებს საბანკო ინვესტიციებიც. აქედან გამომდინარე, ინფლაციის საკმაოდ დიდი რისკი არსებობს. ინფლაციის ზრდის ბოლო ფაქტორი არჩევნები და მასთან დაკავშირებული, სერიოზული, სოციალური ძვირადღირებული პროექტების უმოკლეს ვადაში განხორციელებაა. ვფიქრობ, რომ აპრილ-მაისში ინფლაცია საქართველოში პიკს მიაღწევს, რაც სრულიად ბუნებრივია.

0x01 graphic

ისმის ლოგიკური კითხვა: - თუ ექსპორტის მოცულობა 2007 წელს მყარი ინვესტიციებით 4 მლრდ 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რა უდგას საპირწონედ იმპორტს ამ შემთხვევაში? - ექსპორტი, ინვესტიციები, ტრანსფერები - ჯამში აღებული ეს ყველაფერი 3,2 მლრდ დოლარს შეადგენს. მეორე მხარეს იმპორტია, რომლის მოცულობა 5,2 მილიარდია - ეს ოფიციალური სტატისტიკაა, სხვაობა ამათ შორის 2 მლრდ დოლარია. ლარის კურსი დოლართან, წესით უნდა ეცემოდეს, უფრო მეტიც, ბანკთაშორის ბირჟის გარეშე 2007 წელს 6,4 მლრდ აშშ დოლარი გაიყიდა, ჯიხურებში - 0,6 მლრდ დოლარი, ხოლო ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე - 430 მლნ აშშ დოლარი. ეს ის ბირჟაა, რომელზეც აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა-მიწოდება წყვეტს 6 მილიარდის კურსს. სახელმწიფო ამტკიცებს, რომ არ ერევა ამაში და სავალუტო კურსი თავისუფალია. სავალუტო ბირჟა ფაქტიურად, სიმბოლურია, ლარის კურსის მხარდაჭერა ხელოვნურად ხდება სწორედ იმ 2 მილიონის გამო - იყოს იაფი იმპორტი და ინფლაცია არ გაიზარდოს; ეროვნული ბანკის რეზერვები ჩვენი იმპორტის სამი თვის მოცულობის ტოლი უნდა იყოს, რომლის ოდენობა თვეში სულ ცოტა 500-600 მილიონია, რაც იმას გულისხმობს, რომ ლარის კურსის ხელოვნურად შენარჩუნება გვიწევს. თუ გადავხედავთ რუსეთიდან გადმორიცხულ ტრანსფერებს, რომლის ოდენობა 750-800 მლნ-ია, ისინი გაცვლით კურსში უზარმაზარ თანხას კარგავენ. არსებობს აგრეთვე მეორე ფაქტორი - ექსპორტიორები, ამიტომ რეალურად ინფლაციის რეგულირების მექანიზმები ეროვნულ ბანკს არა აქვს, რამაც საბანკო სექტორისა და ეროვნული ბანკის რეფორმირება გამოიწვია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში რეგულატორის პრობლემა არსებობს და ეს თვით ამერიკაშია. ის, რაც იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით ამერიკაში გასული საუკუნის 29-39 წლებში მოხდა, - დიდი ფინანსური დეპრესიებიდან და კრიზისიდან მოყოლებული, დღესაც, აშშ-ში იგივე რეგულატორის სისტემა მოქმედებს, რომელიც რუზველტის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, რომ ცვლილებები განიცადა ბაზარმაც, ბიზნესმაც, მათ შორის რეგულატორის მექანიზმებმაც. დღეს კი აშშ-ის ბაზარს სერიოზული რეგულირება სჭირდება. ანალოგიურად, ეს ხდება ჩვენთანაც, საქართველოში. რამდენად მზადაა ეროვნული ბანკი ინფლაციის რისკის გასაკონტროლებლად? - თუ დოლარის მიმართ კურსის ცვალებადობაა რეალური ბერკეტი? - მე არ ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს - ჩემთვის გაუგებარია აპრილის პირველ რიცხვებში ევროს მიმართ რატომ გამყარდა ლარი? - ეს ხომ ანეგდოტურია. მესმის ისიც, რომ ხელთა გვაქვს ფორმალური დიდი სოციალური ფიქსინგი, ღია გაცვლითი წესი დოლარის მიმართ და ევროც კურსი-კურსით გადაგვყავს, მაგრამ ევროს მიმართ ლარის კურსის გამყარება ყველაფერს ეწინააღმდეგება. ინფლაციის რისკი საქართველოში წლის პირველ ნახევარში საკმაოდ მაღალი იქნება.

როგორი იქნება რეგულირების ინსტიტუციონალური ცვლილება საქართველოში? - მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამას ძალიან სერიოზული სამთავრობო პროგრამა სჭირდება და ასევე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ ჩვენ ამ „ცუნამს“ წინ აღვუდგეთ.

.. - საქართველოს კანონი საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ საქართველოში ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. კანონის მიზანია საქართველოს ინტეგრაცია მსოფლიო ფინანსურ სისტემაში. რას ნიშნავს გლობალური ფინანსური ცენტრი, რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას და ვის ინტერესებს ემსახურება იგი? ჟურნალის მკითხველს ალბათ დააინტერესებს, რამდენადაა მორგებული ეს კანონი ქართულ ეკონომიკურ სინამდვილეს და მსოფლიო ფინანსურ სისტემაში ვის გაუწევს საქართველო კონკურენციას?

0x01 graphic

აღნიშნული დოკუმენტის გაცნობა გვაფიქრებინებს, რომ ამ შემთხვევაში უფრო ღონისძიებათა პაკეტთან გვაქვს საქმე, ვიდრე კანონთან... თქვენი კომენტარი.

.. - ქვეყნისთვის მთავარ პრობლემას ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. ინვესტიცია, თავის მხრივ, არის კარგი და ცუდი. ის კარგია, როცა ახალი ტექნოლოგიები ინერგება, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ა.შ. აქ საუბარია ეკონომიკის ამა თუ იმ დარგის წამოწევაზე. ცუდია იმით, რომ მისი სტერილიზაციაა საჭირო, რაც ინფლაციასთან და გარკვეულ რისკ-ფაქტორებთანაა დაკავშირებული. მხედველობაში მაქვს 1937-38 წლები, რომელიც სერიოზული ფინანსური კრიზისით ხასიათდებოდა. მისი ძირითადი მიზეზი სწორედ ინვესტიციების არასწორად სტერილიზება იყო. თავად ინვესტიცია გახდა ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი. ჩვენი მიზანია, ამ შემთხვევაში სერიოზული და შეღავათიანი ფინანსური პირობები შევუქმნათ ინვესტორებს იმისთვის, რომ მათ არჩევანი საქართველოზე გააკეთონ. რამდენად სპეციფიურია ეს პირობა, რაც ჩვენმა თაობამ მიიღო - ამას მომავალი გვიჩვენებს. რამდენად მიმზიდველი იქნება ეს პირობები რომელიმე უცხოური ბანკისთვის, - კაპიტალის 10%25 100 მლნ-ით იყოს წარმოდგენილი, ამაზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია, რადგან შეიძლება ის ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს; არსებობს კიდევაც საქმიანი წინადადებები და საამისო არეალი მსოფლიოში ოფშორული სისტემის სახით...

ალბათ სწორედ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ მივიღოთ მყარი და მზარდი ინვესტიციები, ვის ინტერესებს ემსახურება ეს? - რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებს, რომ კიდევ ერთხელ გაუმჯობესდეს საგადამხდელო ბალანსი. ის, რომ საქართველომ მსოფლიოში საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდროს, - უდავოა. ამის აუცილებლობის საკითხი დღეს რეალურად დადგა ჩვენი ქვეყნის წინაშე. საქართველოს საბანკო-საფინანსო სფერო საკმაოდ მიმზიდველი და არარენტაბელურია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

.. - პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გურგენიძის განცხადებით, ლარის კურსის დოლართან განსაზღვრა დღეს უკვე ნაკლებად პრიორიტეტულია, რადგან ქართული პროდუქციის ექსპორტის 25%25 ევროპულ ქვეყნებზე გადის. მისი განმარტებით, ეროვნული ვალუტის (ლარის) დამოკიდებულება ევროსთან ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე აშშ დოლართან. გვაინტერესებს, თქვენი როგორც ექსპერტის მოსაზრება, რას გამოიწვევს ეს მოვლენა სავალუტო ბაზარზე და რა მოელის ამ შემთხვევაში ქართულ ლარს?

.. - ის, რომ ჩვენი ექსპორტის 25%25 ევროპის ბაზარზე გადის, ამას სამომხმარებლო მაჩვენებლების სერიოზული ვარდნა მოჰყვება და აქედან გამომდინარე, ქართული ექსპორტიც შემცირდება ევროპაში. მსოფლიო ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დღეს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება და თავისთავად, ეს საქართველოსაც შეეხება. რაც შეეხება იმას, რომ ლარის კურსის განსაზღვრა ევროს მიმართ უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, გურგენიძის მხრიდან ეს არამართებული განცხადებაა.

ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან: ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 11,8%25-ით იყო დაგეგმილი. მან რეკორდი დაამყარა და ნავთობ-ექსპორტიორმა ქვეყნებმა წუწუნი დაიწყეს - არ გვინდა დოლარის ნავთობზე ფასების დაფიქსირებაო; როგორც კი ეს პროცესები დაიწყო, აშშ-მ ჩინური საქონლის მოხმარება შეამცირა. ჩინეთის ეკონომიკა 100%25-ს ქვევით განვითარებაზე ჩამოვიდა, მის პროფიციტულ-სავაჭრო ბალანსს პირველად შეექმნა პრობლემები და ბიუჯეტის ზრდა 9,2-ის დონეზე დაფიქსირდა. მართალია, ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ქვეყანამ სერიოზული ეკონომიკური ვარდნა მიიღო.

კონტრაქტორები, რომელთაც 2007 წელს 5 მლრდ 200 მლნ-იანი იმპორტი განახორციელეს საქართველოში, 80%25 აშშ დოლარშია ნაწარმოები. ეჭვი მეპარება, უახლოეს პერიოდში დოლარმა ლიდერის პოზიციები ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით დათმოს. ეს ამერიკის სერიოზულ დამარცხებას ნიშნავს. აშშ-ის ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური რესურსები გააჩნია. არსებობს თანამედროვე, ვირტუალური ეკონომიკის ახალი სკოლის თეორია, რომელიც მომხმარებელსა და ფასების განაწილებას გულისხმობს. ძველი, კლასიკური ეკონომიკური თეორია დღეს სერიოზულ რეფორმირებას განიცდის, თუ ფასების მიწოდებით მსოფლიო ბაზარზე ფასები იმატებდა, საქონლის მოხმარება მცირდებოდა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პროდუქციაზე ფასებიც მატულობს და მოხმარების დონეც საკმაოდ მაღალია. ეს ახსნა კლასიკურ ეკონომიკურ თეორიას არ ჰქონდა. სტაგნაცია სახეზეა - მსოფლიოში ახალი ეკონომიკა ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქედან მსოფლიო ეკონომიკა რადიკალურად გარდაქმნილი და შეცვლილი გამოვა. ჩვენ კი, ვეცადოთ, რომ ახალდაბადებული, ახლებური სტილით და ტემპებით განვითარებადი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი გავხდეთ.

ესაუბრა
თამარ ჭეჟია

9 კანონმდებლობა და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გიორგი გვენეტაძე
დამოუკიდებელი ექსპერტი, ადვოკატი

ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სამეწარმეო საქმიანობის (სხვაგვარად, ბიზნეს საქმიანობის) განხორციელებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ ურთიერთობას სახელმწიფოს მაკონტროლებელ ორგანოებთან, რადგან განხორციელებული კონტროლი ხშირად მეწარმისათვის ნეგატიურ სამართლებრივ და ფინანსურ შედეგებს იწვევს. ამდენად, ვფიქრობთ, საინტერესოა, თუ როგორ არეგულირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა კონტროლის განხორციელების პროცედურებს და რა უფლება-მოვალეობები გააჩნიათ მეწარმეებს კონტროლის განხორციელების პროცესში და ამ მიმართებით სამართლებრივი დაცვის რა მექანიზმები არსებობს.

პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მეწარმეობის თავისუფლება. კერძოდ, კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარებას. სახელმწიფოს აღნიშნული კონსტიტუციური ვალდებულება განმტკიცებულია სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითაც.

თუმცა, მითითებული სამართლებრივი ნორმები არ გულისხმობს მეწარმეობის ყოველმხრივ და შეუზღუდავ თავისუფლებას. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის და სხვა ლეგიტიმური მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სახელმწიფოს გააჩნია უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს მეწარმის საქმიანობის კონტროლი შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მეშვეობით.

ბევრს ალბათ ახსოვს მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ქაოსური სიტუაცია, როცა თითქმის ყველა სახელმწიფო, თუ არასახელმწიფო ორგანო თავს უფლებას აძლევდა საკუთარი სურვილისამებრ მიეღო გადაწყვეტილება საწარმოს შემოწმებაზე (ხშირად არცთუ კანონიერი მიზნებისათვის).

ხსენებული ქაოსის და თვითნებობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2001 წლის 8 ივნისს მიიღო კანონი სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ (შემდგომში „კანონი“), რომელმაც დაადგინა მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრი და შემოწმების უფლება დაუკავშირა სასამართლოს მიერ ნებართვის გაცემას, რამაც მეტნაკლებად მოაწესრიგა კონტროლის განხორციელების პროცედურები.

აღნიშნული კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს მიერვე დადგენილი ვადით და ფარგლებში საწარმოს საქმიანობის შემოწმების უფლება გააჩნია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრში“ რეგისტრირებულ მაკონტროლებელ ორგანოს.

მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრში რეგისტრირებულია რამდენიმე ათეული ორგანო. თუმცა, მათგან მხოლოდ რამდენიმეა საერთო-სახელმწიფოებრივი (მაგალითად, საქართველოს კონტროლის პალატა, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო და ა.შ.) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მაკონტროლებელი უწყებები. ისინი მოქმედებენ მხოლოდ შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში (მაგალითად, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური).

მაკონტროლებელ ორგანოთა ნუსხა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და იგი ხელმისაწვდომია ყველასათვის (გამოქვეყნებულია იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე).

მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრი ხშირად იცვლება კანონმდებლობაში განხორციელებული შესწორებების შესაბამისად. ბოლო წლებში შეიმჩნევა მათი რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირება. ამიტომ, შემოწმების შემთხვევაში ყველა მეწარმემ ყურადღება უნდა მიაქციოს, გააჩნია თუ არა შემმოწმებელ ორგანოს მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოწმება ჩაითვლება უკანონოდ და მის შედეგებს არ მიენიჭება იურიდიული ძალა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მეწარმის საქმიანობა უნდა შემოწმდეს მხოლოდ სასამართლოს ბრძანებით. თუმცა, არსებობს გამონაკლისები, როცა ცალკეულ შემთხვევებში, სპეციალური კანონით (მაგალითად, საგადასახადო კოდექსით) დადგენილი წესით შესაძლებელია მეწარმის საქმიანობაზე კონტროლი განხორციელდეს სასამართლოს ბრძანების გარეშეც. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, აქ კი შევჩერდებით კონტროლის განხორციელების ზოგად წესზე, რაც განსაზღვრულია სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით.

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოზე, აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციულ) ორგანიზაციაზეც, რომელიც ამ საქმიანობის ნაწილში ეწევა მეწარმეობას. როგორც ვხედავთ, კონტროლს შეიძლება დაექვემდებაროს არა მარტო შპს-, სააქციო საზოგადოების, ინდ. მეწარმის და .. საქმიანობა, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის, კავშირის, ფონდის საქმიანობაც, ისიც - მხოლოდ გაწეული სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში.

მაგალითად, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯარო სკოლა, უნივერსიტეტი), ან ესა თუ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია, გარდა საწესდებო ამოცანებით განსაზღვრული საქმიანობისა, ქონებას აქირავებს და შემოსავალს იღებს, ეწევა საქონლის იმპორტსა და ექსპორტს, იგი მაკონტროლებელი ორგანოს, ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანოების მხრივ კონტროლს დაექვემდებარება მხოლოდ აღნიშნული ქონების გაქირავების ან შესაბამისად განხორციელებული იმპორტ-ექსპორტის ნაწილში.

თავად სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი ნიშნავს ადმინისტრაციულ ორგანოთა კანონმდებლობით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მისი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, სამართალდარღვევების გამოვლენა ან შესაბამისი სანქციის დაკისრება.

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონის მიზნებისთვის კონტროლს არ წარმოადგენს, მაგალითად, ლიცენზიის, ნებართვის, სერტიფიკატის გაცემა და სხვა.

ბუნებრივია, საწარმოთა საქმიანობის სახეებიდან და სახელმწიფოს ამოცანებიდან გამომდინარე, მეწარმის საქმიანობის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოს მიერ. რაც შეეხება მეწარმის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაზე კონტროლს, მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, აგრეთვე საქართველოს კონტროლის პალატა.

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია მოსამართლის ბრძანების საფუძველზე კონტროლი გაუწიოს სამეწარმეო საქმიანობას (შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს გამოშვებული ნაწარმის ხარისხი ან საწარმოში გარემოს დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა).

ბრძანებას მეწარმის შემოწმების შესახებ გასცემს სასამართლო მეწარმის ადგილსამყოფელის მიხედვით.

მოსამართლემ ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ უნდა გასცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი ორგანო მას წარუდგენს დასაბუთებულ და საფუძვლიან ინფორმაციას მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შესახებ. თუ მოსამართლე არ გასცემს ბრძანებას, მეწარმის შემოწმება არ განხორციელდება.

0x01 graphic

ცალკეულ გადაუდებელ შემთხვევებში მაკონტროლებელ ორგანოს უფლება აქვს დაიწყოს შემოწმება, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა და დაუყოვნებლივ (არა უგვიანეს 24 საათისა) შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში მაკონტროლებელმა ორგანომ სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს შემოწმების გადაუდებლად დაწყების აუცილებლობა.

ზემოაღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მეწარმის შემოწმება უკვე დაწყებულია, მაგრამ მოსამართლემ შემოწმების შესახებ ბრძანების გაცემაზე უარი თქვა, იგი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მეწარმეს უპირობოდ დაუბრუნდეს მაკონტროლებელი ორგანოსათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხა ან სხვა ქონება თუ დოკუმენტი. თუ ეს შეუძლებელია, მეწარმეს მიეცემა სათანადო და სრული ანაზღაურება. მას უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს უკანონო შემოწმებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს.

მაგალითად, საგადასახადო ორგანომ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით დალუქა საწარმო, ესე იგი დაიწყო მისი შემოწმება, ხოლო სასამართლოს ბრძანების მისაღებად მიმართა მომდევნო დღეს. სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას ჩათვალა, რომ არ არსებობდა საწარმოს დალუქვის გადაუდებელი აუცილებლობა და შესაბამისად უკანონოდ სცნო დაწყებული შემოწმება. ასეთ შემთხვევაში, საწარმოს შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მიადგა საწარმოს დალუქვით და საქმიანობის უსაფუძვლოდ შეჩერებით.

მეწარმის საქმიანობის შემოწმებისას კანონით მისი სამართლებრივი დაცვის გარანტიაა ისიც, რომ მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს მეწარმე მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს სასამართლოს ბრძანება. მაგალითად, თუ სასამართლოს მიერ გაცემულია ბრძანება შპს „საქართველოს“ შემოწმების შესახებ და ბრძანებაში მითითებულია, რომ უნდა შემოწმდეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობა დღგ-ს გადასახადის კუთხით - 2006-2007 წლების საანგარიშო პერიოდში, მაკონტროლებელ ორგანოს უფლება არა აქვს მოითხოვოს სხვა გადასახადების (საშემოსავლო, აქციზის, ქონების გადასახადის და სხვა) გადახდის მდგომარეობის შემოწმებაც და ასევე უფლება არა აქვს გასცდეს შესამოწმებელ პერიოდს.

კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა მაკონტროლებელ ორგანოს ეკრძალება მეწარმეს მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. მაგალითად, საგადასახადო ორგანოს უფლება არა აქვს შემოწმების პროცესში დაინტერესდეს საწარმოს მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ან სახანძრო უსაფრთხოების დაცვის მდგომარეობით.

0x01 graphic

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მეწარმე შეამოწმა უფლებამოსილმა მაკონტროლებელმა ორგანომ, დაუშვებელია საქმიანობის იმავე საკითხთან დაკავშირებით იგი შეამოწმოს სხვა მაკონტროლებელმა ორგანომ, ან იმავე მაკონტროლებელი ორგანოს სხვა დანაყოფმა (გამონაკლისია მხოლოდ საქართველოს კონტროლის პალატა, რომელიც უფლებამოსილია ამა თუ იმ მაკონტროლებელი ორგანოს შემოწმებისას მოითხოვოს მისგან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველი დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა მათი კამერალური შემოწმების მიზნით). მაგალითად, თუ ამა თუ იმ გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობა 2005-2007 წლების საანგარიშო პერიოდში შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატამ, საგადასახადო ორგანოს უფლება არა აქვს მოითხოვოს იგივე პერიოდის შემოწმება იმავე გადასახადებთან მიმართებაში. ან თუ შემოწმება ჩაატარა შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, იმავე თემატიკით და პერიოდზე შემოწმების ჩატარება ეკრძალება თბილისის საგადასახადო ინსპექციის დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებას (თუ, რა თქმა უნდა, არ არსებობს რაიმე ახლად აღმოჩენილი გარემოება).

რაც შეეხება სასამართლოში მეწარმის საქმიანობის შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესს, იგი განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით (აღნიშნული კოდექსის მე-71 თავით). მოსამართლე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის გადაცემიდან 48 საათის განმავლობაში.

სამწუხაროა, რომ მიმდინარე წელს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში მეწარმის საქმიანობის კონტროლის შესახებ ბრძანების გაცემის პროცედურების მარეგულირებელ ნორმებში შეტანილი მთელი რიგი ცვლილებების შემდეგ სასამართლოს მიენიჭა უფლებამოსილება ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა დაუსწრებლად განიხილოს მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ. ვფიქრობთ, რომ ასეთ შემთხვევაში მეწარმეს ესპობა შესაძლებლობა, რომ დაასაბუთოს შემოწმების უსაფუძვლობა, აცნობოს სასამართლოს, რომ იგი უკვე შემოწმებულია იმავე ან სხვა მაკონტროლებელი ორგანოს მიერ, წარადგინოს მტკიცებულებები და ..

აღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმემ სასამართლოსაგან შეტყობინების მიღების შემთხვევაში (საიდანაც ირკვევა, რომ განიხილება მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობა მისი საქმიანობის შემოწმების თაობაზე), დაუყოვნებლივ, 24 საათის ვადაში წერილობით უნდა წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები, შუამდგომლობები თუ მტკიცებულებები. მათ შორის, შესაბამისი მტკიცებულებით დაუდასტუროს სასამართლოს, თუკი იგი უკვე შემოწმებულია იმავე ან სხვა მაკონტროლებელი ორგანოს მიერ.

სპეციფიკურად წყდება საკითხი მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ, თუკი შუამდგომლობას შემოწმების შესახებ აღძრავს ოპერატიულ-სამძებრო ორგანო (მაგალითად, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სხვა). პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ორგანო თავად ვერ შეამოწმებს მეწარმის საქმიანობას, - მან შემოწმება უნდა დაავალოს შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს. მაგალითად, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს ამ კანონის თანახმად უფლება არა აქვს თავად შეამოწმოს საწარმოს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობა. ეს უფლებამოსილება გააჩნიათ საგადასახადო ორგანოებს. ამდენად, საგამოძიებო დეპარტამენტმა სასამართლოს უნდა მიმართოს შუამდგომლობით, რომ ამა თუ იმ მეწარმის საქმიანობის შემოწმება დაევალოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა დანიშნოს საბუღალტრო ექსპერტიზა.

კერძოდ, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებაზე. ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს თხოვნით, შემოწმების უფლებას მოიპოვებს მოსამართლის ბრძანებით. სასამართლოში შუამდგომლობით შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც სასამართლოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას მეწარმის მიერ კანონმდებლობის დარღვევების შესახებ. მოსამართლე საკითხს განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა დაუსწრებლად.

ზემოთ განხილული კანონის ნორმები ადგენენ ზოგად წესს, რომლის თანახმად საწარმოს საქმიანობა უნდა შემოწმდეს მხოლოდ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე.

თუმცა, ამავე კანონით და ზოგიერთი სხვა საკანონმდებლო აქტით ცალკეულ მაკონტროლებელ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განახორციელოს მეწარმის საქმიანობის კონტროლი სასამართლოს ბრძანების გარეშე. კერძოდ, კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება:

1. საგადასახადო და საბაჟო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებულ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებზე;

2. საქართველოს ეროვნული ბანკის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;

0x01 graphic

3. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;

5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული კომისიების მიერ განხორციელებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე;

6. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.

აღნიშნულ გამონაკლისთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანოთა უფლებამოსილება ცალკეულ შემთხვევებში განახორციელონ მეწარმის საქმიანობის კონტროლი მოსამართლის ბრძანების გარეშე. ამ უფლებამოსილებას აწესებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ მეწარმის საქმიანობის შემოწმება არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში:

1. მიმდინარე კონტროლის განხორციელებისას (წარდგენილი დეკლარაციების და გაანგარიშებების შემოწმება, გადამხდელისათვის ინფორმაციის და დოკუმენტების მოთხოვნა და ა. შ.);

2. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების განხორციელებისას (აქ იგულისხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რაც აქციზური საქონლის მფლობელთან შეიძლება ჩატარდეს შეუზღუდავად -ნებისმიერ დროს, ხოლო არააქციზური საქონლის მფლობელთან - არა უმეტეს 3-ჯერ კალენდარული წლის განმავლობაში);

3. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას (როცა საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფროსის ბრძანებით მეწარმის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში);

4. გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმებისას;

5. იმ საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების დროს, რომელიც ტარდება საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციისას;

6. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განიხილება გადასახადის გადამხდელის საჩივარი და თავად გადამხდელი თანახმაა მისი საქმიანობა შემოწმდეს სასამართლოს ბრძანების გარეშე.

როგორც ვხედავთ, დაშვებულია ბევრი გამონაკლისი კანონით დადგენილი ზოგადი წესიდან და სასამართლოს ბრძანების გარეშე მეწარმის შემოწმების შესაძლებლობა მაკონტროლებელ ორგანოებს მინიჭებული აქვთ საკმაოდ ხშირ შემთხვევაში. მეწარმემ ეს უნდა გაითვალისწინოს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში.

RESUME
PROCEDURES OF CONTROLLING ENTREPRENEURIAL ACTIVITIES BASED ON THE CURRENT GEORGIAN LEGISLATION

GIORGI GVENETADZE
Independent Expert, Lawyer

The success of entrepreneurial activities carried out by natural and legal persons is to a great extent dependent upon the entrepreneurs' relations with the state agencies since the control exercised upon such activities often produce negative legal or financial results for the businesspersons.

Based on the state's obligation to perform such tasks as protecting human lives and health, maintaining public order, fulfilling the budgets of state and local self-governmental bodies and other legitimate tasks, the state is authorized to exercise control over entrepreneurial activities pursuant to law, through respective controlling bodies.

In Georgia, the rule and procedures for controlling entrepreneurial activities are generally determined by the mentioned “Law on Controlling Entrepreneurial Activities”. Under that law, the control of any entrepreneur's activities can be exercised only based on a court's order and only by the bodies registered in the list of controlling bodies. A judge shall be authorized to issue an order on controlling an entrepreneur's activities only in such case if the controlling body presents to him/her respective information with well-grounded suspicions regarding violation of law by the entrepreneur. If the judge does not issue an order, the entrepreneur's activities shall not be subject to control.

However, this law and several other legal acts authorize particular controlling bodies to exercise control over entrepreneurial activities without a court's order. Namely, such authority is vested in the following agencies: tax and customs bodies under the Department of Revenues based on Paragraph 2, Article 99 of the Tax Code; the National Bank of Georgia; the Office of State Supervision over Insurance; a legal entity under public law - the Office of Financial Monitoring of Georgia; and independent regulatory national commissions. In addition, such authority shall at a certain extent exercised by the Ministry of Power Engineering and the Georgian State Agency of Technical Supervision.

Thus, we can see that quite a few exceptions to the rule established by law are allowed and in a number of cases, controlling bodies are authorized to control entrepreneurial activities without court's order. Such is the reality the entrepreneurs have to face in their everyday activities.

10 ოფშორი - ცრუ კომპანია, თუ ფირმის კონფიდენციალობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შოთა შაბურიშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასისტენტ-პროფესორი

ამ ბოლო წლებში ფართო გავრცელება ჰპოვა ოფშორულმა ბიზნესმა. ექსპერტთა მტკიცებით, ამ სფეროში მოქმედი კაპიტალი თითქმის ტრილიონი დოლარია. მასში თითქმის ორი მილიონი სუბიექტი მონაწილეობს (იურიდიული და ფიზიკური პირი) და ყოველწლიურად რამდენიმე ათასი კომპანია რეგისტრირდება.

ტერმინი ოფშორი (off shore - ნაპირებს მიღმა) პირველად ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში გამოიყენეს, ისეთი ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც სახელმწიფოებრივი კონტროლისგან თავის არიდების მიზნით საქმიანობა საგადასახადო იურისდიქციის საზღვრებს გარეთ გადაიტანა. თანამედროვე პირობებში ეს ტერმინი უფრო ფართო გაგებით გამოიყენება და მოიცავს როგორც ფირმებს, რომლებიც იყენებენ სხვა ქვეყნებს თავიანთი საფინანსო საქმიანობის დაგეგმვისას, ასევე ზონებს (სახელმწიფო ან ტერიტორია), სადაც უცხოური კომპანიებისთვის სპეციალური სავალუტო, საგადასახადო და ორგანიზაციული შეღავათები მოქმედებს.

ოფშორულ ზონაში იგულისხმება იურისდიქცია, რომელშიც კანონმდებლობით განსაზღვრულია ოფშორული ტიპის საფინანსო-ეკონომიკური ოპერაციების განხორციელების ნორმები. ისინი ძირითადად მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებს, ან თვითმართვად ტერიტორიებს წარმოადგენენ. თანამედროვე მსოფლიოში არსებული ოფშორული ზონების რაოდენობა ზუსტად არაა დადგენილი. ჩვეულებრივ, საერთაშორისო კლასის ცნობილი კომპანიები მიუთითებენ 200-ზე მეტ ოფშორულ იურისდიქციაზე. ცალკეული სეკრეტარული ფირმები აღნიშნავენ მათ განკარგულებაში არსებული და დღეისათვის ხელმისაწვდომი 1000-ზე მეტი ოფშორული ზონიდან ნებისმიერის გამოყენების შესაძლებლობაზე.1 ოფშორული იურისდიქციების რაოდენობის ასეთი განსხვავება აიხსნება ამ სფეროსთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემებით და უპირველესად, მისი კონფიდენციალური ხასიათითაა განპირობებული.

ოფშორულ იურისდიქციაში ინკორპორაციისა და რეგისტრაციის პროცედურა უმაღლეს დონემდეა სრულყოფილი. ახალი კომპანიის შესაქმნელად ერთიდან რამდენიმე დღეა საჭირო, მზა ფირმის ყიდვა კი დაუყოვნებლივ შეიძლება. რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის განცხადებები შეიძლება ბევრ გაზეთსა და ჟურნალში ვიხილოთ, ხოლო ფასები ასეთ მომსახურებაზე მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფშორული ფირმის შეძენა საშუალოდ 500 აშშ დოლარად არის შესაძლებელი.2

ოფშორული კომპანიების რეგისტრაციით ძირითადად დაკავებულნი არიან სეკრეტარული ფირმები, სარეგისტრაციო აგენტები. მათი შერჩევა შესაძლებელია ინტერნეტის, ჟურნალ-გაზეთების, ან კოლეგების რეკომენდაციით. ოფშორული ფირმის რეგისტრაციისას აუცილებელია მიუთითოთ: სასურველი იურისდიქცია, საწესდებო კაპიტალის მოცულობა და ფორმირების მეთოდი (ანუ რისგან იქნება შემდგარი), საფირმო სახელწოდება, დამფუძნებლის საპასპორტო მონაცემები. სარეგისტრაციო აგენტი ამოწმებს საფირმო სახელწოდების უნიკალურობას (აუცილებელი პირობაა უცხოური კომპანიებისთვის) და გადასცემს ინფორმაციას თავის წარმომადგენელს რეგისტრაციის ქვეყანაში. იურისტები აფორმებენ ოფშორულ ფირმას ადგილობრივ სარეგისტრაციო პალატაში და სადამფუძნებლო დოკუმენტებს ამოწმებენ ნოტარიულად. დამოწმებული დოკუმენტები ეგზავნება დამფუძნებელს.

ოფშორული კომპანიის რეგისტრაციის (შესყიდვის) ღირებულება განისაზღვრება საწესდებო კაპიტალის მოცულობით და იმ შენატანით, რომელიც რეგისტრაციისას უნდა გადაუხადო ოფშორულ სახელმწიფოს. გარდა ამისა, ოფშორული ტერიტორიების უმრავლესობაში გათვალისწინებულია ყოველწლიური მოსაკრებელი ოფშორული კომპანიის სტატუსის შენარჩუნებისთვის. სეკრეტარული კომპანია ასევე ითხოვს თანხის გადახდას ოფშორული ფირმის მომსახურებისთვის (დეკლარაციების წარდგენა, აქციონერთა რეესტრის წარმოება და სხვა). ამ გადასახდელების თანხა დამოკიდებული იქნება სამუშაოს მოცულობაზე.

0x01 graphic

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ოფშორული კომპანია მხოლოდ ქაღალდზე არსებული საწარმოა და იგი წარმოადგენს ანგარიშს ბანკში. ამ ანგარიშს ელექტრონული საშუალებებით მართავს ცრუმაგიერი პირი, რომლის სახელზე რეგისტრირებული დოკუმენტები ინახება სეკრეტარულ კომპანიაში. მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში ოფშორული კომპანიები ჩვეულებრივი წესით მუშაობენ და სხვა ფირმებისგან მხოლოდ დაბეგვრის და კონფიდენციალობის დონით განსხვავდებიან. ამასთან, ოფშორულ კომპანიას შეიძლება ჰქონდეს ფილიალი სხვა ქვეყანაში, რომელშიც იგი განახორციელებს რეალურ საქმიანობას.

იურიდიული თვალსაზრისით, ოფშორული კომპანია სხვა საწარმოებისგან პრინციპულად არაფრით განსხვავდება. იგი სამეწარმეო სამართლებრივი ურთიერთობების სრულუფლებიანი სუბიექტია და შეუძლია დადოს გარიგებები სხვა იურიდიული პირების თანასწორად. მიუხედავად ამისა, „ოფშორული კომპანია“ არ არის იურიდიული ტერმინი. კანონში, რომლის საფუძველზეც ხდება მოცემული ტიპის ფირმების რეგისტრაცია, ისინი შეიძლება განისაზღვროს, როგორც არარეზიდენტები (Non Resident), გადასახადებისაგან განთავისუფლებული (Exept) ან საერთაშორისო ბიზნესის კომპანიები (International Business Company).3

შეიძლება გამოვყოთ ოფშორული კომპანიის შემდეგი ძირითადი თავისებურებები:

  • მფლობელები არ შეიძლება იყვნენ მოცემული ოფშორული იურისდიქციის რეზიდენტები;

  • ნებისმიერი კომერციული ოპერაცია უნდა განხორციელდეს რეგისტრაციის იურისდიქციის საზღვრებს გარეთ;

  • კონტროლისა და მართვის ცენტრი განლაგებულია საზღვარგარეთ;

  • საგადასახადო შეღავათები;

  • ყოველწლიური სარეგისტრაციო მოსაკრებელის გადახდის ვალდებულება;

  • რეგისტრაციის პროცედურის და საწარმოს მართვის სიმარტივე;

  • წარდგენითი აქციების, ნომინალური მფლობელებისა და დირექტორების გამოყენების შესაძლებლობა;

  • საერთო კრებისა და დირექტორთა საბჭოების ჩატარების შესახებ მოთხოვნების ფორმალური ხასიათი;

  • მინიმალური მოთხოვნები ფინანსურ ანგარიშგებასა და აუდიტორული შემოწმების ჩატარებაზე;

  • სავალუტო კონტროლის არარსებობა.

ოფშორული კომპანიის მიმართ წაყენებული მოთხოვნები ასევე დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაზე. მაგალითად, აშშ, გერმანია და შვეიცარია მკაცრ მოთხოვნებს არარეზიდენტი კომპანიების მიმართ (დიდი სადამფუძნებლო კაპიტალი, გამკაცრებული ანგარიშგება, ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობა) აწესებს. ჰიბრალტარში ოფშორული ფირმის გახსნისთვის აუცილებელია წარადგინოთ ბანკში ანგარიშის დამადასტურებელი დოკუმენტები და ბანკის რეკომენდაცია. როგორც წესი, ბევრი კუნძულოვანი ოფშორი, მაქსიმალურად ლიბერალურია. ისინი ძირითადად ორიენტირებულნი არიან კომპანიებიდან ყოველწლიური შენატანების მიღებაზე და ხშირად ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასაც არ ითხოვენ (ბაჰამის, მარშალის, კაიმანის კუნძულები).4 ქვეყნების დიდ ნაწილში არსებობს შეზღუდვები არარეზიდენტი კომპანიების საქმიანობაზე. თუ დაცული არ იქნება განსაზღვრული პირობები, მაშინ ოფშორულ ფირმებსაც რაც რეზიდენტ კომპანიებს იგივე ოდენობის გადასახადების გადახდა მოუწევთ.

ოფშორული კომპანიები სხვადასხვა მიზნით იქმნება, რომელთაგან აღსანიშნავია: დაბეგვრის ოპტიმიზაცია; საერთაშორისო იმიჯის შექმნა; ბიზნესის რეალური მფლობელის შესახებ ინფორმაციის დაფარვა; კაპიტალის საზღვარგარეთ გატანა და მასზე საკუთრების უფლების დაცვა. განვიხილოთ ამ მიზნების მიღწევის მექანიზმები.

1. დაბეგვრის ოპტიმიზაცია. გლობალიზაციის ეპოქაში ფირმები აქტიურად ახორციელებენ საერთაშორისო საგადასახადო სტრატეგიებს, რომელიც პრაქტიკაში შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმის მქონე ტერიტორიების ძებნაში გამოიხატება. ყველაზე ხშირად ოფშორული კომპანიები იქმნება რეზიდენტობის პრინციპით გადასახდელი გადასახადების (ძირითადად პირდაპირი გადასახადები) კანონიერი გზით მინიმიზაციისათვის. ამ დროს ბიზნესმენის მოტივები ზედაპირზე იმყოფება და შემდეგში მდგომარეობს - რატომ გადავიხადო ზედმეტი, თუ შესაძლებელია საერთოდ არ გადავიხადო. თუ გადასახადების მინიმიზაცია, მაგალითად, ერთდღიანი ფირმების გახსნით, კანონდარღვევაა, ოფშორული კომპანიების გამოყენებით ეს ლეგალური გზით მიიღწევა. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე . ხენდი აღნიშნავს, რომ ყველას აქვს უფლება ისე მოაწყოს თავისი ფულადი საქმეები, რომ გადასახდელი გადასახადები მინიმუმამდე შეამციროს... არავინაა ვალდებული ისე დაგეგმოს შემოსავლები და ხარჯები, რომ ასიამოვნოს ფინანსთა სამინისტროს... მოქალაქისათვის არ არსებობს არანაირი, მათ შორის პატრიოტული ვალდებულებაც კი, გაზარდოს გადასახადების გადახდა.5

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში გადასახადების შემოღების შემდეგ ბერძენმა და ფინიკიელმა ვაჭრებმა საქმიანობა მეზობელ კუნძულებზე გადაიტანეს. ანალოგიური მაგალითები არსებობს შუა საუკუნეებშიც. XV საუკუნის ევროპაში ინგლისელი ვაჭრები გაცილებით დაბალი გადასახადების გამო შალის გაყიდვას ფლანდრიაში ამჯობინებდნენ. ოფშორების მეშვეობით გადასახადების ოპტიმიზაციას აქტიურად მიმართავენ ისეთი ცნობილი და მნიშვნელოვანი კომპანიები, როგორიცაა: BMW და General Motors. კორპორაცები Stanley Works და Pricewaterhouse Coopers და მაღალი გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად ცენტრალური ოფისების გადატანას აშშ-დან ბაჰამის კუნძულებზე აპირებენ.6

დაბეგვრის ოპტიმიზაციის მიზნით ფირმები აქტიურად იყენებენ ეგრეთწოდებულ ტრანსფერტულ ფასწარმოქმნას (transfer pricing). ამ დროს ძირითადი

მწარმოებელი კომპანია ბაზირებული მაღალი გადასახადების მქონე ქვეყანაში თავის პროდუქციას დაბალ ფასებში მიყიდის ოფშორულ ფირმას, რომელიც თავის მხრივ, პროდუქციას უკვე რეალურ ფასად გადაყიდის. ამგვარად, მოგება თავს იყრის ოფშორულ ზონაში, სადაც მინიმალური განაკვეთით იბეგრება. თუ გვსურს ოფშორული ფირმა (მაგალითად, ამერიკული კომპანია დელავერის შტატიდან) გამოვიყენოთ, როგორც გადასახადების ოპტიმიზაციის სქემის რგოლი, აუცილებელია დავარეგისტრიროთ უცხოური შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (Foreign Limited Liability Company (FLLC)). ამ შემთხვევაში შემოსავლები არ დაიბეგრება აშშ-ის ტერიტორიაზე იმ პირობით, თუ მისი წყარო იმყოფება ქვეყნის იურისდიქციის გარეთ. მაგალითად, თუ თქვენ ყიდულობთ საქონელს გერმანიაში და ჰყიდით საქართველოში, ამერიკაში რეგისტრირებული FLLC-ის გერმანული ფირმის კონტრაგენტად გამოყენებისა და შემდეგ საქონლის საქართველოში გაყიდვით მთელი შემოსავალი თავს მოიყრის ოფშორში და არ დაიბეგრება.

2. საერთაშორისო იმიჯის შექმნა. ბევრ ქვეყნებში ინვესტიციების მისაზიდად შექმნილია შეღავათიანი პირობები, რომელიც მხოლოდ უცხოურ კომპანიებზე ვრცელდება. მეორეს მხრივ, საგადასახადო სამსახურები ოფშორული ფირმების კონტრაქტებს განსაკუთრებულად ამოწმებენ. რიგ ქვეყნებში მოქმედებს ანტიოფშორული კანონმდებლობაც. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია აწარმოებს იმ სახელმწიფოების და ტერიტორიების სიას, რომლებიც არ გასცემენ ინფორმაციას საგადასახადო და ფინანსურ ოპერაციებზე. დღეს ამ სიაში 7 ქვეყანა შედის: ანდორა, ლიბერია, ლიხტენშტეინი, მარშალის კუნძულები, მონაკო, ნაურუ და ვანუატუ. ამ სახელმწიფოების მიმართ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები იყენებენ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს. ფულის გათეთრების წინააღმდეგ საერთაშორისო ჯგუფს (Financial Action Task Force) შავ სიაში შეაქვს ყველა ის ქვეყანა, რომელიც არ ახორციელებს აქტიურ ბრძოლას ფულის გათეთრების წინააღმდეგ. დიდი შვიდეულის ქვეყნების მხარდაჭერით შექმნილი ფინანსური სტაბილურობის ფორუმი სისტემატურად აქვეყნებს ოფშორული ზონების საიმედოობის რეიტინგს, სადაც მთავარი კრიტერიუმი გამჭვირვალების დონეა, ანუ საიმედოდ მიიჩნევა ოფშორი, სადაც არ არსებობს საბანკო საიდუმლოება, განვითარებულია მაკონტროლებელი ორგანოები და კანონმდებლობა. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოფშორული ზონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საიმედოობას. შესაბამისად, განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა ტერიტორიები, რომლებიც განვითარებული ქვეყნების გავლენის ზონაში იმყოფებიან.7

0x01 graphic

0x01 graphic

ასეთ ვითარებაში ფირმის საერთაშორისო იმიჯის ასამაღლებლად შეიძლება მარტივი ხერხის გამოყენება. კომპანია რეგისტრირდება ოფშორულ იურისდიქციაში (მაგ. ვირჯინიის კუნძულებზე), ოფისი კი (საფოსტო ყუთი) არსდება ლონდონში, აქვე იხსნება საბანკო ანგარიშიც. ამის შემდეგ ფირმა გარეგნულად გამოიყურება როგორც ბრიტანული.8

არსებობს იმიჯის ამაღლების სხვა საშუალებებიც. მაგალითად, თანამედროვე სქემებში ოფშორული კომპანიის განთავსება ხდება არა პირველ (ხილულ) დონეზე, არამედ მეორე (შენიღბულ) დონეზე. პირველ დონეზე უნდა ფიგურირებდეს პრეზენტაბელური, საიმედო ქვეყანაში (დანია, ესპანეთი, ინგლისი, კანადა და ა.შ.) რეგისტრირებული ფირმა. ამ პრეზენტაბელური ფირმის მფლობელად გვევლინება ოფშორული კომპანია, რომელიც შეღავათიანი პირობების მქონე ტერიტორიაზეა რეგისტრირებული. ფინანსური ოპერაციები ასეთი პრეზენტაბელური ფირმების მეშვეობით, როგორც წესი, ხორციელდება ოფშორულ კომპანიასთან სააგენტო შეთანხმების საფუძველზე. მიუხედავად მნიშვნელოვანი თანხისა, რომელიც ამ გზით საიმედო ფირმაზე გაივლის, უკანასკნელი გადასახადს იხდის საკომისიოდან, რაც მთლიანი ბრუნვის მხოლოდ რამდენიმე პროცენტს შეადგენს.

3. ბიზნესის რეალური მფლობელის შესახებ ინფორმაციის დაფარვა. ოფშორული კომპანიების გამოყენება ბიზნესმენს საშუალებას აძლევს დარჩეს ინკოგნიტოდ. ოფშორული ფირმების გახსნა ძირითადად ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც დიდია კორუფციის დონე, ადამიანის უსაფრთხოება ნაკლებად დაცულია, საჯარო მოხელეები აქტიურად მონაწილეობენ ბიზნესში და სურთ ამის დამალვა. საქართველოში აქტიურად მიმდინარე პრივატიზების პროგრამებში მონაწილე ოფშორული ფირმების სიუხვეც ალბათ ამით აიხსნება. მაგალითად, მესაკუთრე, რომელსაც არ სურს თავისი თავის აფიშირება, ოფშორულ ფირმას გახსნის კვიპროსში ან ანტალიის კუნძულებზე (ჰოლანდია), სადაც დაცულია ოფშორული კომპანიის მფლობელის ანონიმურობა. შემდეგ ოფშორული კომპანია ყიდულობს ქართული საწარმოს აქციებს. იმის გარკვევა, თუ ვინ ფლობს სინამდვილეში ქართულ ფირმას, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, თუ მფლობელი თავად არ ისურვებს ამას.

ოფშორულ კომპანიასთან ეფექტიანი მუშაობისთვის ზუსტად უნდა განისაზღვროს მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის აუცილებელი დონე. იმისათვის, რომ დაიმალოს ინფორმაცია მფლობელის შესახებ, ოფშორულ ბიზნესში იყენებენ მართვის ისეთ ხერხებს, რომელიც შესაძლებელს გახდის მთლიანად ან თითქმის მთლიანად ამოიძირკვოს მისი სახელი საბუთებიდან (მაგალითად, აქციები წარმდგენზე). ხშირად ამისთვის ნომინალურ აქციონერებს იყენებენ (თუ ამის საშუალებას იძლევა ოფშორული ტერიტორიის კანონმდებლობა) და ნიშნავენ ნომინალურ დირექტორებს (პრეზიდენტებს). ნომინალური აქციონერები საბუთებით გვევლინებიან ოფშორული კომპანიის დამფუძნებლებად, მაგრამ არ გააჩნიათ აქციების განკარგვის უფლება. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული პრეტენზიები ასეთი აქციონერების მხრიდან, მათ ხელი უნდა მოაწერონ დეკლარაციას აქციების განკარგვაზე უარის თქმის შესახებ დამფუძნებლის სასარგებლოდ. ამგვარად, ოფშორული ტერიტორიის კანონმდებლობა დაცული იქნება, ხოლო რეალური მფლობელის სახელი არ შევა რეესტრში.

ნომინალური დირექტორის (პრეზიდენტის) თანამდებობაზე ხშირ შემთხვევაში ინიშნება იმ კომპანიის თანამშრომელი, რომელიც ოფშორულ ტერიტორიაზე ახორციელებს სარეგისტრაციო მომსახურებას. მისივე მონაცემები მიეწოდება სარეგისტრაციო ორგანოს. ნომინალური დირექტორის (პრეზიდენტის) უფლებების შეზღუდვისთვის, როგორც წესი, გამოიყენება უარის წერილი - მის მიერ ხელმოწერილი განცხადება განთავისუფლების შესახებ თარიღის დასმის გარეშე, რომელიც მესაკუთრესთან ინახება. თუ მესაკუთრეს სურს კომპანია მართოს თავისი სახელით, ამ შემთხვევაში მასზე გამოწერენ მინდობილობას.

აუცილებლობის შემთხვევაში სეკრეტარულ კომპანიას შეუძლია უზრუნველყოს სრული ნომინალური მომსახურება (full-time nominal service). ეს მომსახურება გულისხმობს, რომ მის მიერ დაქირავებული ოფშორული ფირმის თანამშრომლები არა მხოლოდ ნომინალურად ირიცხებიან, არამედ რეალურადაც მუშაობენ - ამზადებენ დოკუმენტებს, ხელს აწერენ კონტრაქტებს, ხვდებიან კონტრაგენტებს და ა.შ.

4. კაპიტალის საზღვარგარეთ გატანა და მასზე საკუთრების უფლების დაცვა. ოფშორული ფირმების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს დიდი თანხების საზღვარგარეთ გატანის პროცესს. მაგალითად, ქართულ საწარმოს შეუძლია შექმნას ოფშორული კომპანია, გააფორმოს მასთან მომსახურების გაწევის ან სესხის ხელშეკრულება და რეგულარულად გადარიცხოს მომსახურების ღირებულება ან სესხის პროცენტები.

გარდა ამისა, აქციების და სხვა აქტივების ოფშორულ კომპანიაზე გაფორმება საკუთრების უფლების დაცვის ინსტრუმენტია. ოფშორული ფირმისათვის აქტივების ჩამორთმევა სასამართლო გადაწყვეტილებითაც კი რთულია. ამისთვის საჭიროა მისი მესაკუთრის დადგენა (ამის გაკეთება, როგორც უკვე აღვნიშნეთ საკმაოდ რთულია), რის შემდეგაც სასამართლო აღმასრულებლებმა უნდა მოძებნონ ის და აიძულონ აქტივები გადასცეს ახალ მფლობელს. ოფშორულ კომპანიებთან სასამართლო დავების წარმოება საზღვარგარეთ არის საჭირო, რაც დამატებით ბარიერს წარმოადგენს. აქტივების დაცვის მიზნით ხშირად იქმნება ოფშორული კომპანიების მთელი ჯაჭვი (ერთი ოფშორული ფირმა ეკუთვნის მეორეს, მეორე - მესამეს და ა.შ.). შედეგად აქტივების რეალური მფლობელის დადგენა და მისთვის პრეტენზიის წარდგენა შეუძლებელი ხდება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ოფშორული სქემების დაგეგმვის პროცესი მთელ რიგ საფრთხეებთან ერთად დაკავშირებულია ფირმის მომგებიანობის ზრდასთან. ოფშორულ ბიზნესში რეალური მუშაობა უკვე არსებული მექანიზმების მუდმივ აპრობაციასთან ერთად ახალი გადაწყვეტილებების დაუღალავ ძიებას მოითხოვს. ამიტომ, ეს პროცესი კომპანიის საერთაშორისო საქმიანობის ოპტიმიზაციის ერთ-ერთ რთულ და ეფექტიან საშუალებად უნდა განვიხილოთ.

RESUME
MECHANISM OF OFFSHORE BUSINESS

SHOTA SHABURISHVILI
Academic Doctor of Economy Assistant Professor at Tbilisi State University

Recently offshore business has widely spread throughout the world. According to some estimation, the capital circulating in that area reaches trillion dollars. Almost two million subjects (legal and natural persons) are involved in this sphere and several thousand companies are registered annually.

In legal sense, an offshore company does not actually differ from any other enterprise. It represents a full subject of entrepreneurial legal relations and is authorized to conclude contracts like other legal entities. However, an „offshore company“ is not a legal term. In the law based on which such firms are registered, they can be defined as non-residents, exempts from taxes or international business companies.

Offshore companies have the following peculiarities: the owners of such companies cannot be the residents of those offshore jurisdictions; no commercial transaction can be carried out beyond the boundaries of the registration jurisdiction; the center of control and management is situated abroad; tax benefits are enjoyed; annual registration fees are collected; the registration procedure and management of an enterprise are simple; it is possible to use representative actions, nominal owners and directors; the requests regarding holding of general meetings and meetings of directorial boards are formal; there are minimal requirements regarding financial responsibility and conducting of an audit; currency control does not exist.

Offshore companies are established for different purposes. Such purposes can be the following: optimization of taxation; creation of an international image; concealing the information on the real owner of the business; taking the capital abroad and protection of its ownership right. The present article covers the mechanisms of achieving those goals.

The process of planning offshore schemes is connected with a number of dangers and is at the same time associated with the increase of a firm's profitability. Actual involvement in offshore business requires constant search of new mechanisms together with constant approbation of the already existing ones. Therefore, such process should be regarded as one of the most complicated and effective means of optimization of a company's international activities.

_______________

1. ყორღანაშვილი ლ., ოფშორული ბიზნესი, თბილისი 2003, გვ.14

2. შაბურიშვილი შ., ოფშორული ბიზნესის მოტივაცია, საერთაშორისო საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო შრომების კრებული „საერთაშორისო ბიზნესი“, თბ. 2005 №4-5, გვ. 34-43.

3. მამულაშვილი ლ., ტუღუში გ., თავისუფალი ეკონომიკური ზონები - ოფშორული ცენტრები, თბილისი 2005, გვ. 87.

4. Налоговый рай без двойной бухгалтерии, журнал „Валютный спекулянт“ №4 (18) 2001, с.76-78.

5. Макдауэлл Д., Новис Г., Последствия отмивания денег и других финансовых преступлений, Экономические перспективы, Электронный журнал государственного департамента США, 2001, №2. http://usinfo.state.gov/journals/journal.htm.

6. Балан П., Багамские, Бермудские и Каймановы острова, журнал „Валютный спекулянт“ №6 (20) 2007, с.76-79.

7. Лаханов Ю., Оффшори: надёжность и популярность, журнал „Валютный спекулянт“ №6 (8) 2000, с.74-75.

8. Нетёсова А., Как работать с офшорами, Журнал „Финансовый директор“, № 2, 2005. www.fd.ru

11 ქართული ბანკების ტრიუმფი მსოფლიო კრიზისის ფონზე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნათელა ვაშაკიძე
აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი მასწავლებელი

გავრცელდება თუ არა მსოფლიოს საბანკო კრიზისი საქართველოს საბანკო სექტორზე

მსოფლიო საბანკო კრიზისმა ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ იგი მმართველი შვიდეულის მთავარ პრობლემად იქცა. ვითარება იმდენად რთულია, რომ ოქროს შვიდეულის მომდევნო შეხვედრებიც საბანკო იპოთეკური კრიზისის გადალახვის გზების ძიებას მიეძღვნება.

გლობალურმა კრიზისმა საქართველოშიდაც შემოაღწია, მაგრამ საქართველოს საბანკო სფერო საკმაოდ იზოლირებულია მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისგან.

ევრო-ამერიკის ქვეყნებში არსებული საბანკო კრიზისი გამოიწვევს დანაკარგებს 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობით - ასეთი პროგნოზები გამოაქვეყნა ამე რიკულმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs. ზოგიერთი ექსპერტისთვის ეს ციფრი მეტისმეტად გადაჭარბებულია. მაგრამ ამ პროგნოზირების პერსპექტივაში არანაირად არ ეწერება ქართული საბანკო სექტორის მომავალი. მსოფლიო კრიზისის გამომწვევი ფაქტორები საქართველოში საერთოდ არ მოქმედებს.

0x01 graphic

როგორც ცნობილია, მსოფლიო საბანკო კრიზისის მიზეზი გახდა სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხების მიმღებთა მასობრივი გადახდისუუნარობა. თავის მხრივ, კი ეს პროცესი გამოიწვია ევრო-ამერიკულ კომპანიებში მიმდინარე კადრების ოპტიმიზაციამ.

ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ძალიან პოპულარული გახდა „ფუნქციონალური“ მენეჯმენტის და მარკეტინგის თეორიები. ამ ახალი მართვის კონცეფციის მიხედვით, საწარმოს ყოველ ფუნქციას და სტრუქტურულ ქვედანაყოფს უნდა ჰყოლოდა ცალკე მმართველი ჯგუფი თავისი ანალიტიკოსებით, მენეჯერებით და ასისტენტებით. „ფუნქციონალისტთა“ აზრით, შრომის ასეთი დანაწილება მენეჯმენტშიც ისევე ეფექტური იქნებოდა, როგორც წარმოებაში - დავიდ რიკარდოს „მახათის წარმოების“ ცნობილი მაგალითის მიხედვით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომპანიები კმაყოფილი იყვნენ იმით, რომ მათი ორგანიზაციული სტრუქტურის „ყოველი ტოტის ტოტის ტოტს“ ცალკე მენეჯერი ჰყავდა. შემდგომში საფასო კონკურენციის გაძლიერებამ აიძულა კომპანიები ხარჯების შემცირებაზე ეზრუნათ და რადგან ტექნოლოგიური ეკონომიის შესაძლებლობები უკვე ამოეწურათ, მათ გადაწყვიტეს, რომ ზედმეტი კადრების განთავისუფლებით სახელფასო ხარჯები შეემცირებინათ. 90-იანი წლების ბოლოდან დაიწყო „კადრების ოპტიმიზაცია“ და ამას თეორიული „გამართლებაც“ მოუძებნეს. ახალი თეორიების მიხედვით, „ფუნქციონალური“ მარკეტინგი აღარ ამართლებს, ამიტომ კომპანიები გადავიდნენ ე.წ. Event - მარკეტინგზე, მენეჯმენტს კი უნივერსალიზმი „მოსთხოვეს“. ამ უნივერსალიზმის მიხედვითაც, მხოლოდ ერთი მენეჯერი უნდა განაგებდეს რამდენიმე საწარმოო ქვედანაყოფს, რადგან ერთი ადამიანის მიერ აღქმული პრობლემების სპექტრი უფრო ადვილი გადასაწყვეტია. ამის გამო, მაღალანაზღაურებადი „ფუნქციონალური“ მენეჯერების მთელი არმია უმუშევარი დარჩა - ისინი იძულებულნი გახდნენ გადასულიყვნენ მომსახურების სფეროში არაკვალიფიციურ სამუშაოზე, სადაც ანაზღაურება არც ისე მაღალია. შესაბამისად, მათ ვეღარ შეძლეს იმ კრედიტებზე პროცენტების გადახდა, რომელიც აღებული ჰქონდათ მაღალი ხელფასის იმედით.

მაგალითად, კომპიუტერული უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Dell-ს 2011 წლისათვის დაგეგმილი აქვს თავისი თანამშრომლების 10%25 სამსახურიდან დაითხოვოს. სამსახურიდან უკვე განთავისუფლებულია 5500 თანამშრომელი, 8000-ს კი მომავალში დაატოვებინებენ კომპანიას. Dell-ს და ბევრ სხვა კომპანიას ნამდვილად არ ემუქრება კრიზისი, მაგრამ „კადრების ოპტიმიზაციას“ მაინც ახდენს. იგივე პოლიტიკას აწარმოებენ სხვა სამრეწველო კომპანიები. კადრების ოპტიმიზაციამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ უმუშევართა არმია კიდევ უფრო გაიზრდება. მომსახურების სფეროს, მისი ზრდის მიუხედავად, არ შეუძლია ამდენი უმუშევარის დასაქმება.

0x01 graphic

სხვათა შორის, ბანკები კიდევ უფრო აძლიერებენ საბანკო კრიზისის გამომწვევ მიზეზებს. სამრეწველო კომპანიების მსგავსად მათაც დაიწყეს თავიანთი „ფუნქციონალური“ თანამშრომლების დათხოვნა. ბოლო 3 კვარტალის განმავლობაში ამერიკულმა ბანკებმა 60 ათასზე მეტი თანამშრომელი დაითხოვეს. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება -ექსპერტთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, წლის ბოლომდე ამერიკის საბანკო სექტორიანად 300 ათასამდე „ზედმეტ“ თანამშრომელს დაითხოვენ. ეს კი ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას და თვით საბანკო სექტორს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს. არადა, დასავლურ ბანკებს ნამდვილად არ სჭირდებათ თანამშრომლების დათხოვნა. ისინი კოლოსალურ რეზერვებს ფლობენ და კადრების პრობლემების გადაწყვეტაც შეუძლიათ, თანხის თუნდაც ნაწილი მარტო ამ მიმართულებას რომ ხმარდებოდეს. მაგალითად, ბანკმა „მერილ ლინჩმა“ ერთ-ერთი ფრანგული ბანკი შეისყიდა 1,3 მილიარდ დოლარად მას შემდეგ, რაც დანაკარგების სახით 11,3 მილიარდი დოლარი ჩამოწერა (!!!).

სწორედ ასეთი ზედმეტი რეზერვები გახდა კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი . ფლობდნენ რა უზარმაზარ რესურსებს, ბანკები ძალიან ადვილად გასცემდნენ სესხებს საეჭვო გადახდის უნარის მქონე კლიენტებზეც - ასე რომ, მსოფლიო კრიზისი ნაწილობრივ თვით ბანკების „დამსახურებაა“ .

საქართველოს ბაზარზე სხვა ვითარებაა. ქართულ ბანკებს არათუ რეზერვები - საკმარისი სახსრებიც კი არ აქვთ კრედიტებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამიტომ, მდგომარეობის საკომპენსაციოდ, ბანკებმა ნამდვილი შეჯიბრი გამართეს ანაბრების მოზიდვის მიზნით: რას არ სთავაზობენ ისინი ქართველ მეანაბრეებს - 15%25-იან განაკვეთს დეპოზიტზე, მილიონი ლარის გათამაშებას 500 ლარიან ანაბრებზე და ა.შ. ასეთმა „მომაჯადოებელმა“ წინადადებებმა შესაბამისი შედეგები მოიტანეს - 1 მარტისთვის საქართველოს ბანკებში განთავსებულმა ანაბრებმა საერთო ჯამში 2,9 მილიარდი ლარი შეადგინეს, რაც 47,2%25 ით (!) მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამასთან, ლარში განთავსებული დეპოზიტები 83,5%25-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი მხოლოდ 33,2%25-ით.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები არ აღმოჩნდა საკმარისი კრედიტზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ქართულმა ბანკებმა უცხოური რესურსების მოზიდვა დაიწყეს. მხოლოდ საქართველოს ბანკმა 300 მილიონი დოლარი მოიზიდა, იგივე თანხა მიიღო თი-ბი-სი-ბანკმა თავისი უცხოელი პარტნიორებისაგან, ასევე გაზარდეს თავიანთი უცხოური რესურსები ტაოპრივატბანკმა და ვი-თი-ბი ბანკმა.

უცხოური კაპიტალის მასობრივი შემოდინების მიუხედავად, განაკვეთები ქართულ კრედიტზე არ კლებულობს - პირიქით, გაიზარდა კიდეც 1-2 %25-ით. ეს სიტუაცია უცხოელებსაც აწყობთ, რადგან საქართველოში ორმაგი მოგების მიღება შეუძლიათ. განვითარებულ ქვეყნებში ანაბრები მიიღება 4-5%25 წელიწადში, კრედიტები კი გაიცემა 8-11%25-იანი განაკვეთით.

ეს თანაფარდობა, ალბათ, ასეც დარჩება. რომელიმე ბანკმა ანაბრებზე სარგებელი რომ შეამციროს, ფულის მიმწოდებელ მეანაბრეებს დაკარგავს. კრედიტზე კი განაკვეთს ვერ შეამცირებს, რადგან ეს წამგებიანი იქნება...

ერთი შეხედვით, შესაძლებელია, რომ კრედიტი გაიაფდეს იაფი უცხოური რესურსების ხარჯზე, მაგრამ ეს თვითონ უცხოელებს არ აწყობთ, მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყნებში ისინი ზარალს განიცდიან. საქართველოში კი ორმაგი მოგების მიღების პერსპექტივა ჯერ კიდევ ძლიერია, რადგან, აქ ჯერ კიდევ მრავალი პოტენციალი აუთვისებელია.

საქართველოში არსებული ფულის დეფიციტი აიძულებს ბანკებს, რომ დაკვირვებულად იმოქმედონ და არ გასცენ კრედიტები ისეთ საქმეებზე, რომელთა წარმატებაც საეჭვოა. ასე რომ, კორპორაციული კლიენტების მხრიდან მასობრივი გადახდისუუნარობის პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

ექსპერტთა ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს ბანკების ლიბერალობას სამომხმარებლო სესხების გაცემის საკითხებში. ზოგიერთი ბანკისთვის 200 ლარიანი ხელფასის ცნობაც კი საკმარისია იმისათვის, რომ, მაგალითად, მობილური ტელეფონის ან ტელევიზორის ყიდვა დააკრედიტონ. არადა, 200 ლარი ეს რეალური საარსებო მინიმუმია და როგორ უნდა გადაიხადოს ასეთი შემოსავლის პირმა დამატებით კიდევ საპროცენტო განაკვეთები?

ალბათ, ბანკირებს ქართული „ოჯახური სოლიდარობის“ იმედი აქვთ. ობიექტურად თუ დავაკვირდებით იმ „200 ლარიან“ მომხმარებელს დღითი დღე მეტი შანსი აქვს, რომ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო იშოვოს.

საქართველოში ნამდვილად არ არის მოსალოდნელი „კადრების ოპტიმიზაციის“ შედეგად მასობრივი უმუშევრობა, რადგან ქართულ ფირმებში კადრები იმთავითვე ოპტიმიზირებულია. ქართველ ბიზნესმენთა დიდი ნაწილისთვის ჯერაც უცხოა, თუ რა არის ფუნქციონალური მენეჯმენტი ან მარკეტინგი, ამიტომ სამსახურში იმდენი კადრი აჰყავთ, რამდენიც უკიდურესად აუცილებელია.

0x01 graphic

ამას ემატება მზარდი უცხოური ინვესტიციები. საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის და საქართველოს იმიჯის შელახვის მიუხედავად, უცხოური ინვესტიციების ნაკადი კიდევ უფრო იზრდება. მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისიდან, სულ რაღაც 3 თვის განმავლობაში, საქართველოში შემოსულმა ინვესტიციებმა 500 მილიონი დოლარი შეადგინეს. ეს კი ჩვენი ქვეყნის მასშტაბისთვის საკმაოდ დიდი ციფრია.

ამ პროექტებში ათასობით ადამიანი დასაქმდება უშუალოდ, თანმდევ ინფრასტრუქტურებშიც ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამასთან, უცხოელი ინვესტორები რამდენჯერმე მეტ ხელფასს უხდიან თანამშრომლებს, ვიდრე თვითონ ქართველი ბიზნესმენები - ასე რომ, სამომხმარებლო, თუ იპოთეკური კრედიტების კრიზისი საქართველოში მოსალოდნელი არ არის.

ერთადერთი პრობლემა, რაც უკვე გაცემულ კრედიტებს შეეხება - ეს არის დოლარის კურსის დაცემა. კრედიტის მიმღებთა დიდი ნაწილი ხელფასს დოლარებში ღებულობს - ამ ხელფასის მოცულობა ლარებში კი იკლებს. შესაბამისად, მათი გადახდისუუნარობაც მცირდება. ლარებში მხოლოდ მცირე სესხები გაიცემა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. დიდი მოცულობის გარიგებების ფასები, როგორც წესი, დოლარებშია ფიქსირებული. საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაზე ნამდვილად არ არის გაცემული იმდენი სესხები, რომ მათმა გადაუხდელობამ მთელი საბანკო სექტორის კრიზისი გამოიწვიოს.

ამრიგად, საქართველოში საბანკო კრიზისისათვის ობიექტური წინაპირობები არ არსებობს. სუბიექტური მიზეზებით კი ნებისმიერი სისტემის მოშლა შეიძლება. თუნდაც ნავთობზე ფასის ზრდა ხელოვნური სპეკულაციების შედეგია: რამდენჯერაც კოლუმბიაში რომელიმე მარქსისტი პარტიზანი გაიფაჩუნებს ან კალაშნიკოვის ავტომატიდან გაისვრის, იმდენჯერ ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 2 დოლარით იზრდება. ერთი ბარელი ნავთობის მოპოვება კი 3-დან 5 დოლარამდე ჯდება. თუ ნავთობის ბირჟაზე სპეკულაციები გაგრძელდება და წლის ბოლოსათვის ბარელის ფასი 200 დოლარს მიაღწევს, როგორც ამას ცნობილი ექსპერტები ვარაუდობენ, საქართველოს ეკონომიკა ამ მოვლენას ნამდვილად ვერ გაუძლებს. კრიზისში აღმოჩნდება არა თუ საბანკო, არამედ ეკონომიკის ყველა სექტორი.

გამოსავალი ამ შემთხვევაში არის მხოლოდ შემოსავლების ინდექსაცია ფასების ზრდის პროპორციულად. საქართველოს მთავრობა თავგამოდებით კი ებრძვის ფასების ზრდას, მაგრამ ობიექტური მიზეზების აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ეროვნულმა ბანკმა 9-დან 11%25-მდე გაზარდა განაკვეთები სადეპოზიტო სერტიფიკატებზე -მიმოქცევიდან „ზედმეტი“ ფულის ამოღების მიზნით. ფასები იზრდება არა იმიტომ, რომ მოსახლეობას ბევრი ფული აქვს, არამედ იმიტომ, რომ ძვირდება საწვავი, რაც ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას. შესაბამისად, მეწარმე იძულებულია ფასებიც გაზარდოს. მაგალითად, „ნიკორამ“ 25%25 ით გაზარდა თავისი პროდუქციის ფასები. გაყიდვების მოცულობა თითქმის იგივე პროპორციით შემცირდა, რაც ძალიან არ უნდოდათ კომპანიის მესვეურებს, ისინი იძულებული იყვნენ გაეზარდათ ფასები, რადგან საწვავის გაძვირების გამო, წაგებაზე ვერ იმუშავებდნენ.

ამიტომ საქართველოს მთავრობამ ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით ან ნავთობის ფასები უნდა დააწევინოს ლონდონის ბირჟაზე მოკალათებულ სპეკულანტებს (რაც ფანტასტიკის ზღვარსაც სცილდება), ან უნდა მოახდინოს მოსახლეობის შემოსავლების სტიმულირება ინფლაციის პროპორციულად. ინფორმაციის, უბედურება მდგომარეობს არა თვითონ ფასების ზრდაში, არამედ იმაში, რომ მოსახლეობის უმეტესობას არა აქვს საკმარისი ფული გაძვირებული პროდუქციის შესასყიდად.

RESUME
GEORGIAN BANKS' TRIUMPH AGAINST THE BACKGROUND OF THE WORLD CRISIS

Will the world's bank crisis affect the Georgian bank sector?

NATELA VASHAKIDZE
Senior Teacher at the Economics Department of
A. Tsereteli State University in Kutaisi

The expansion of the world's bank crisis has reached such a grand scale that it has became the main concern of the ruling “Seven”. The situation is so grave that the next meetings of the „Golden Seven“ will also be dedicated to finding the ways of overcoming the mortgage crisis in banks.

The global crisis caused by the „staff optimization“ in European and American states reached Georgia as well, but the banking area of Georgia is sufficiently isolated from the processes going in the world's economy. Therefore, despite the massive influx of foreign capital into this country, the rates of Georgian credits have not yet decreased. The possibility of gaining double profit is still strong here, since there are many unused potentialities.

Within the environment, which is relatively favorable for the banking area, a considerable problem is created by the fall in exchange of dollars, and the high speed at which prices for customer goods are rising. A considerable part of the clients who take credits are paid salaries in dollars, which means that their salaries in GEL and, respectively, their paying ability are reduced.

The only solution in this case is indexation of incomes in proportion to the rise of prices. The Georgian government is making great efforts to prevent the rise of prices, but they still fail to eliminate the objective reasons of that process.

In order to fight the inflation, the Georgian government should either make the speculators at London Stock Exchange reduce the prices for oil (which is absolutely incredible), or ensure the stimulation of the populations' salaries in proportion to the inflation. The „trouble“ with the inflation is not the rise of prices but the fact that the most part of population has not enough money to buy goods at increased prices

12 როგორი PR აადვილებს კომპანიის წარმატებას?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კობა ბიწაძე
ექსპერტი

არც ერთი კომპანია არ იშურებს ძალებს თავისი პოპულარობის ზრდისათვის -აქვეყნებს რეკლამებს მრავალტირაჟიან გაზეთებში, ატარებს პრეზენტაციებს, არიგებს პრეს-რელიზებს და სარეკლამო ბუკლეტებს. მაგრამ, არც ისე იშვიათად ამ აქციების შედეგები საკმაოდ მოკრძალებულია, მიუხედავად იმისა, რომ აქციები PR-ის ყველა წესების დაცვით ტარდებოდა.

როგორც წესი, წარუმატებლობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ PR - მენეჯერები ვერ გრძნობენ საზოგადოებრივი განწყობის ოუმს. თუ კომპანია მხოლოდ თავისი თავის წარდგენითაა დაკავებული და მხოლოდ თავის ნებაზე ცდილობს შეცვალოს საზოგადოების განწყობა, ასეთი ცალმხრივი ორიენტაცია ყველაზე უკეთეს შემთხვევაში აუდიტორიის გულგრილობას იწვევს. ანტიპათია უფრო ძლიერია, თუ პროდუქცია მოძველებულია ან დროის სულისკვეთების კონტექსტიდანაა ამოვარდნილი.

ასე რომ, PR-კამპანიის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოებრივი განწყობების გათავისება და გათვალისწინება ისტორიულ კონტექსტში.

მაგალითისთვის, ლამბორჯინი კაუნტაჩის პრეზენტაცია გასული საუკუნის 50-იან წლებში რომ მოეწყოთ - აუცილებლად ფიასკოთი დამთავრდებოდა, რადგან მაშინდელი საზოგადოება „ლამბორჯინის“ ამ მოდელს დაჭეჭყილ ბენზობაკად ჩათვლიდა და არა ხელოვნების ნიმუშად. ძველმოდური საზოგადოება სილამაზედ მიიჩნევდა ავტომობილის კორპუსის „ბორცვების“ გრაციას - ამიტომაც აქვთ „50-იანელ“ ავტომობილებს არაადეკვატურად გამობერილი „ფრთები“, გაბზეკილი საბარგულები თუ ბამპერები და „გადმოკარკლული“ ფარები....

თანამედროვე ადამიანისთვის კი 50-იანი წლების ავტომობილების დიზაინი არაესთეთიკურად გამოიყურება - ჩვენს დროში უფრო მეტად აფასებენ ბრტყელი ზედაპირების გრაციას ყოველგვარი ზედმეტი „ბორცვების“ გარეშე.

თუმცა, მხოლოდ საზოგადოების განწყობებისადმი ადაპტაცია კომპანიის პროგრესს ზღუდავს. ამიტომ უკეთესია, თუ კომპანია შესთავაზებს საზოგადოებას რაიმე ნოუ-ჰაუს და შეეცდება აუდიტორია მის უპირატესობაში დაარწმუნოს. თუ გინდა, რომ წარმატებას მიაღწიო, უნდა ეცადო იყო თანამედროვე და არა ძველმოდური. როგორც ლაროშფუკო ამბობდა: იყო თანამედროვე - ნიშნავს იმდენად გაუსწრო დროს, რომ მას საშუალება ჰქონდეს დროდადრო დაგეწიოს.

ამრიგად, დროს არც ძალიან უნდა ჩამორჩე და არც ძალიან უნდა გაუსწრო. ასეთ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება შეცვალოთ კომპანიის აუდიტორიის აზროვნების წესი თქვენდა სასარგებლოდ.

PR-კამპანიის მიზანი არის ზუსტად რომ კლიენტურის აზროვნების შეცვლა და არა უბრალოდ პოპულარობის მოპოვება.

ამიტომ PR-აქციები არ უნდა წარმოადგენდეს უბრალოდ ინფორმაციის მიწოდებას სარეკლამო ბუკლეტების, თუ პრეს-რელიზების სახით. ამ ინფორმაციის მიზანი უნდა იყოს აუდიტორიის „იდეოლოგიური დამუშავება“ და არა უბრალოდ კომპანიის გაცნობა. მაგრამ თქვენი კომპანიის მიერ შეთავაზებული ინოვაციები, ნამდვილად უნდა იმსახურებდნენ იმას, რომ მათთვის ახალი „იდეოლოგია“ შეიქმნას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებზე აპელაციაც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კომპანიის შეთავაზებები და „პროპაგანდა“ უნდა იყოს პოზიტიური.

ნეგატიური იმპულსები პესიმისტებსაც კი უარყოფითად განაწყობს კომპანიის მიმართ, არათუ ოპტიმისტებს. ადამიანთა უმეტესობა ისწრაფვის პროგრესისკენ, კეთილდღეობისაკენ. თუ თქვენ აჩვენებთ მათ, რომ თქვენი კომპანია მზად არის მხარი დაუჭიროს ამ მისწრაფებებს, მაშინ შედეგი შთამბეჭდავი იქნება: უფრო მეტი ადამიანი მოინდომებს თქვენთან თანამშრომლობას, კლიენტები განმეორებით დაკვეთებს განათავსებენ თქვენთან, დადებითისკენ შეიცვლება იმ ადამიანების განწყობაც, რომლებიც ჭორების ან არასწორი წარმოდგენების გამო უარყოფითად იყვნენ განწყობილი თქვენი კომპანიის მიმართ.

PR - აქციების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ისეთი უცნობი მტრების შემორიგება, რომლებიც ჭორებისა და ე.წ. შავი PR“-ს გამო გადაგემტერნენ. სამწუხაროდ, ინფორმაციულ ეპოქაში ჭორებმა კიდევ უფრო მეტი ძალა შეიძინეს მასმედიის საშუალებით. ქართულ პრესაში ხშირად იბეჭდება შავი PR-ის მარგალიტები: რატომ არ უნდა ავიღოთ კრედიტი სახალხო ბანკისგან?!, რას გვატყუებს PSP??? - ეს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიების სათაურებია. გარდა ამისა, ვიღაც „ასინეთები“ ხალხში ავრცელებენ ჭორებს, რომ ავერსი ორმაგ ფასად ასაღებს წამლებს იმ პენსიონრებზე, რომლებიც ე.წ. წამლის ვაუჩერს წარადგენენ - ეს „გასაღება“ მერიის ხარჯზე მიმდინარეობს და ამ ორმაგი ფასებით თბილისის მერიის თანამშრომლებიც „ითბობენ“ თურმე ჯიბეებს.

თუმცა, ე.წ. შავი PR ნამდვილად არ არის სუფთა ქართული მოვლენა. თვით ყველაზე თავისუფალ ამერიკაშიც კი. იქაც ხალხურ თუ საგაზეთო ჭორებს საკმაოდ დიდი ძალა აქვთ. მაგალითად, აშშ-ს საკმაოდ დიდ ქალაქში (ყველა რომ ერთმანეთს არ იცნობს), ერთ-ერთ რიელტორს მისმა „მეგობრებმა“ ისე გაუფუჭეს რეპუტაცია ბინძური მითქმა-მოთქმით და პუბლიკაციებით, რომ მასთან კლიენტები აღარ მიდიოდნენ. მაშინ ამ რიელტორმა თვითონ დაიწყო პოტენციურ კლიენტებთან სიარული და დაარწმუნა ისინი, რომ იგი სასიამოვნო, ნორმალური ადამიანია და არა თაღლითი ან გაიძვერა მონსტრი რაღაც ფსიქიკური გადახრებით.

ამასთანავე, შეიძლება გავიხსენოთ ბილ კლინტონის, ნიუ-იორკის მერის . ჯულიანოს და თვით ჯორჯ ბუშის ოჯახთან დაკავშირებული შავი PR“-ის მაგალითები.

ასე რომ, PR - უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ აჟურულ მასობრივ აქციებს, არამედ ასევე „დაზვერვას“ იმ მიზნით, რომ გაარკვიოთ, თუ ვინ რა მეთოდებით ცდილობს თქვენი რეპუტაციის შელახვას, ვინ რა სტატუსით იცნობს თქვენს კომპანიას და ა.შ. საზოგადოების წინაშე გამოსვლებით ან თუნდაც პრეს-რელიზების ტექსტებით უნდა შეეცადოთ ზედმეტი მინიშნებების გარეშე გაანეიტრალოთ ჭორები და დაარწმუნოთ აუდიტორია, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ ის თვისებები, რასაც „კეთილისმსურველები“ მოგაწერენ.

ამრიგად, PR - აქციების შედეგად თქვენ ან უნდა შექმნათ ახალი განწყობა, ან უნდა გაამყაროთ არსებული, თუ იგი თქვენთვის ხელსაყრელია, ან უნდა შეცვალოთ, თუ ეს განწყობა თქვენს წინააღმდეგაა მიმართული.

აუდიტორიის წინაშე არასწორად მოქცევამ შეიძლება შელახოს კომპანიის იმიჯი. ამიტომ ყოველი სიტყვა აწონილ-დაწონილი უნდა იყოს და უნდა შეესაბამოდეს საზოგადოების პოზიტიურ მოლოდინებს. ამისთვის თქვენ კარგად უნდა ერკვეოდეთ, თუ რა იციან თქვენს შესახებ ამა თუ იმ წრეებში, რა წარმოდგენები აქვთ კომპანიის კორპორაციულ კულტურაზე და მის პროდუქციაზე და ა.შ.

პირველ რიგში, იფიქრეთ საზოგადოების იმ ჯგუფების შესახებ, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ კომპანიის მოღვაწეობაზე.

მათი აქტივაციის მიზნით თქვენ თქვენის მხრივ უნდა მოახდინოთ პოზიტიური ზეგავლენა მათზე. საერთოდ, საზოგადოება ნებისმიერ სიახლეს გარკვეული ქვეცნობიერი სკეფსისით ხვდება - ამიტომ, თქვენ უნდა დაარწმუნოთ თქვენი აუდიტორია, რომ კომპანიის ახალი შეთავაზება ნამდვილად ხელსაყრელია მათთვის და რომ სკეპტიკურ განწყობებს ნამდვილად არ იმსახურებს.

0x01 graphic

ამ მიზნის მისაღწევად, რომ იტყვიან, ყველა მეთოდი მისაღებია. დარწმუნება არ უნდა შემოიფარგლებოდეს ერთჯერადი აქციებით. კლიენტებთან ხშირი კონტაქტები უნდა გქონდეთ. მუდმივად უნდა აკონტროლოთ მათი განწყობების ცვლილებები და უნდა ეცადოთ შეინარჩუნოთ მათთან პარტნიორული ურთიერთობები. ამისთვის უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:

1. PR-ისთვის განკუთვნილი ინფორმაცია უნდა იყოს რანგირებული და სორტირებული კლიენტების ყოველი ჯგუფის მიხედვით, მათი მიკროსოციალური ფსიქოლოგიის გათვალისწინებით.

2. ამა თუ იმ ჯგუფთან მუშაობისთვის უნდა შეარჩიოთ PR - მენეჯერი მათივე წრიდან, რომელიც კარგად გრძნობს ამ ჯგუფის ფსიქოლოგიას და განწყობებს.

3. ინფორმაცია უნდა იყოს მოქნილი და მუდმივად განახლებადი ყოველი ცვლილების შესაბამისად.

პროფესიონალმა PR-მენეჯერებმა კარგად იციან, თუ როგორ შეცვალონ კლიენტების განწყობა ინფორმაციის ადეკვატური მიწოდებით. ამ მიზნით ისინი მიმართავენ გულახდილი საუბრის ტაქტიკას.

კლიენტს ნეიტრალური ექსპერტის განწყობით უნდა დაესვას შეკითხვები: თუ რა იცის მან კომპანიის შესახებ? რა წარმოდგენა აქვს მას კომპანიის კორპორაციულ კულტურაზე? კომპანიის რა მოქმედება იწვევს მათ გაღიზიანებას ან, პირიქით, მხარდაჭერის სურვილს?

პროფესიონალმა PR - მენეჯერმა კლიენტს უნდა აგრძნობინოს, რომ თვითონაც არის დაინტერესებული ობიექტური ინფორმაციის მიღებით როგორც ჩვეულებრივი, დაქირავებული თანამშრომელი და არა როგორც კომპანიის ქომაგი და გულშემატკივარი. ასეთი პოზიციებიდან უფრო ადვილია კომპანიისადმი ნეგატიური განწყობების განეიტრალება.

თავის მართლების თუ საწინააღმდეგოს მტკიცების ტაქტიკა თვითონ მენეჯერმა უნდა შეარჩიოს კონკრეტული სიტუაციის მიხედვით.

ასევე ეფექტურია, თუ PR-მენეჯერი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სხვა კომპანიების აქციებში, როგორც მათი პარტნიორი და გულშემატკივარი. სხვის პრეზენტაციაზე თქვენი კომპანიის სახელის გაჟღერება არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე საკუთარი რიგითი PR-აქცია.

გარდა ამისა PR უფრო ეფექტური მეთოდია, ვიდრე რეკლამა:

1. PR გაცილებით იაფია, ვიდრე რეკლამა: პოპულარულ გაზეთებში მიმზიდველი სარეკლამო განცხადების განთავსება 2000 ლარი მაინც ღირს და თან არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ იმ გაზეთს თქვენი პოტენციური კლიენტები იყიდიან და თან მაინცდამაინც თქვენს განცხადებას წაიკითხავენ. იგივე 2000 ლარად კი შეიძლება თავისუფლად დაბეჭდოთ 1000 პრეს-რელიზი ან სარეკლამო ბუკლეტი, ხოლო მეორე 1000 ლარის ანაზღაურების ფასად სარეკლამო აგენტები მათ ზუსტად იმ ფირმების მისამართზე მიიტანენ, რომლებიც თქვენი პოტენციური კლიენტები არიან. შეიძლება სარეკლამო აგენტებმა პირადი გასაუბრებით უფრო დააინტერესონ ადრესატები, თორემ პრეს-რელიზების გაგზავნა ფოსტითაც შეიძლება.

სატელევიზიო რეკლამის სიძვირეზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია - პრესტიჟულ ტელეარხზე შესამჩნევი სარეკლამო აქციის მოწყობა რამდენიმე ასეული ათასი ლარი ღირს - ამდენი მოგებაც კი არ აქვს კომპანიების უმეტესობას.

2. PR - არის კლიენტამდე უშუალო მიღწევის ყველაზე ეფექტური მეთოდი. რეკლამას იშვიათად თუ უსმენს ვინმე, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს რეკლამა მათ თავს ახვევს რაღაც უსარგებლო პროდუქციას. PR-ის საშუალებით კი პოტენციურ კლიენტს სთავაზობთ თანამშრომლობას მისი კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით. ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი „თანამშრომლობა“ უკვე „ყელში ამოუვიდათ“: კანადის ერთ-ერთი ქალაქის მცხოვრებლებმა თავიანთ მერიას მიმართეს თხოვნით, რომ აეკრძალათ კომვოიაჟერების სახლებში ვიზიტი. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია. ასეთი ნეგატიური განწყობების თავიდან აცილების მიზნით უნდა გამოიყენოთ PR-ის კიდევ ერთი უპირატესობა.

3. PR - ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რაც საშუალებას აძლევს მენეჯერებს გამოიმუშაონ კლიენტებთან ურთიერთობების სულ უფრო დახვეწილი და მიმზიდველი მეთოდები. თუ მენეჯერი აუდიტორიასთან ურთიერთობაში ვერ შედის, მაშინ ეს თვითონ მენეჯერის ბრალია და არა საზოგადოების, რადგან ცივილიზებულ ქვეყნებში იშვიათია ისეთი სექტანტური ან კრიმინალური სოციუმები (უბნები), რომლებიც თანამედროვე საზოგადოებრივ ურთიერთობებს უარყოფენ ან გაურბიან. ზუსტად ამიტომ.

4. საზოგადოებასთან აწყობილი ურთიერთობები - ახალი საქონლის გასაღების ძლიერი წინაპირობაა. იგივე კანადაში ყოველწლიურად 2 მილიონ ერთეულზე მეტ ვარგის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ჰყრიან. სულ რაღაც 2 თუ 3 წლის ტელევიზორებს, მაცივრებს, კომპიუტერებს, მობილურ ტელეფონებს თუ ფოტოაპარატებს სანაგვეზე აგდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მოძველებულ მოდელებად მიიჩნევენ. არადა, ასეთი დონის ტექნიკა განვითარებად ქვეყნებში ძვირადღირებულად და პრესტიჟულად მიიჩნევა.

ვარგისი და თან ახალი ნივთების გადაყრა და მათ ნაცვლად უახლესი მოდელების შეძენა ალბათ მხოლოდ PR-ის ზემოქმედებით შეიძლება...

13 GMP მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად ემზადებიან

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გიორგი ანთაძე

პირველი იყო სიტყვა... მაშინაც კი, როდესაც საქმე ფარმაცეტული კომპანიის შექმნაზე მიდგა...სიტყვა ანუ იდეა... ჯი-ემ-პის დამფუძნებელ გიორგი ანთაძეს 90-იანი წლების ბოლოს, საკმაოდ არეულ-დარეულ პერიოდში მოუვიდა. იმ დროისათვის ბატონ გიორგის ფარმაცეტულ წარმოებაში ყოფნის საკმაოდ გამოცდილება დაუგროვდა, თუმცა, სამედიცინო ინდტიტუტის კათედრაზე დარჩენის ნაცვლად კერძო ბიზნესს მოჰკიდა ხელი და იტალიელ პარტნიორებთან ერთად ფარმაცეტული მცირე საწარმო დააფუძნა.

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე იმ პერიოდისთვის ყველაზე მსხვილმა და აქტიურმა კომპანია პე-ეს-პე-მ კი, რომელსაც სურდა, ადგილობრივ ბაზარზე დიდი წვლილი ჰქონოდა, სამამულო წარმოების პროდუქციას, საერთაშორისო ფარმაცეპტულ სტანდარტებზე ორიენტირებული ქართული საწარმოს შექმნა გადაწყვიტა და პარნიორობა სწორედ გიორგი ათაძეს შესთავაზა.

0x01 graphic

რატომ მაინცდამანიც მას? გიორგი ანთაძე დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ ბიზნესში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პირადი კონტაქტების საფუძველე მიიღება, რაც ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა, დიდი როლი შეასრულა მისმა გამოცდილებამაც, რადგან სამოქალაქო ომის შემდგომ საქართველოში წამალს რეალურად თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი თუ ამზადებდა. „პე-ეს-პე- გადაწყვეტილება, წასულიყო წარმოების დაფუძნებისა და განვითარების გზით, მაშინდელი გადმოსახედიდან ძალიან გაბედული, კომერციული თვალსაზრისით კი, თითქმის უსაფუძვლოც კი იყო, - იხსენებს გიორგი ანთაძე - რადგან იმ პერიოდში მედიკამენტების დისტრიბიუტორი ნებისმიერი ფირმა, რომელიც მედიკამენტების რეალიზაციით იყო დაკავებული, ბევრად მეტ მოგებას მიიღებდა, მაგრამ პე-ეს-პეამ გზით არ წავიდა. გაითვალა საკმაოდ შორეული პერსპექტივა. გადავწყვიტეთ, თუ ვაკეთებდით, გაგვეკეთებინა მსოფლიო სტანდარტების შესატყვისი საწარმო.“

აი, ასე გაჩნდა GMP („ჯი-ემ-პი“) 1999 წელს, 2000 წლის თებერვალში კი საწარმომ პირველი პროდუქცია გამოუშვა.

საგულისხმოა, რომ საწარმოს შექმნის პერიოდში არ არსებობდა არანაირი შიდა სტანდარტი, თუმცა, უმაღლეს სტანდარტებთან გათანაბრება საწარმოს დამფუძნებლებმა თავად, სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნის გარეშე გადაწყვიტეს. შედეგად, ჯი-ემ-პი ამ დროისთვის ყველაზე სრულყოფილი და მსხვილი ფარმაცევტული საწარმოა მთელს კავკასიაში. უცხოელი სპეციიალისტები ხშირად გაოცებასაც კი ვერ მალავენ, როდესაც ჩამოდიან მათი აზრით განვითარებად ქვეყანაში და ქარხნის დათვალიერებისას მომავლის ტექნოლოგიებს ეჩეხებიან.

0x01 graphic

-ემ-პი-ს უპირატესობა იმაშია, რომ საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს და ეფექტური მარკეტინგის მეშვეობით წარმატებით ნერგავს ახალ პროდუქტებს, ხარისხის უზრუნველყოფის მთელი სისტემა კი მომხმარებელზეა ორიენტირებული. საერთაშორისო სტანდარტებთან კომპანიის მართვის ხარისხის შესაბამისობას 2004 წელს მიღებული ISO-9001:2000 სერტიფიკატი ადასტურებს, ხოლო გასულ წელს ჯი-ემ-პი-ში დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულმა დამოუკიდებელმა აუდიტებმა შესაბამისი უმკაცრესი აუდიტის შედეგად კომპანიას GMP- ის (Good Manufacturing Practice) სერტიფიკატი მიანიჭეს.

ამ დროისათვის-ემ-პი- პრეპარატები საექსპორტოდ გადის შუა აზიის ქვეყნებში, უკრაინაში, აფრიკის ქვეყნებში. მედიკამენტების ამა თუ იმ ქვეყანაში ექსპორტისთვის საჭიროა მათი ამ ქვეყანაში დარეგისტრირება, რაც საკმაოდ ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესია მაღალი სტანდარტებითა და მოთხოვნებით. რუსეთში 4 პრეპარატია რეგისტრირებული დაწყებულია ექსპერტიზის პროცედურა საფრანგეთსა და ჩეხეთში. გიორგი ანთაძე იმედოვნებს, რომ ორიოდე წელიწადში -ემ-პი-ს პროდუქცია საფრანგეთის აფთიაქების თაროებზეც გამოჩნდება.

გიორგი ანთაძე: „შესაძლოა, კომერციული თვალსაზრისით, რუსეთის ბაზარი უფრო მომგებიანი იყოს, მაგრამ საფრანგეთის ბაზარზე შესვლა განსაკუთრებით საამაყოა, რასაც, ვფიქრობ, აუცილებლად მივაღწევთ“.

მართალია, -ემ-პი-ს წარმოებულ პროდუქციას საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების პროდუქციის 85 პროცენტი უჭირავს, მაგრამ კომპანიის გენერალურ დირექტორს ბაზარზე თავად ადგილობრივი პროდუქციის წილის სიმცირე აღელვებს.

გიორგი ანთაძე: „ნორმალურ ქვეყანაში ადგილობრივ წარმოებაზე 60 პროცენტი მაინც უნდა მოდიოდეს, ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10 პროცენტს უტოლდება. სწორედ ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს მუშაობა. იმედია, სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც (ჩვენ მათ კონკურენტებად კი არა, პარტნიორებად უფრო მივიჩნევთ) გაძლიერდებიან, ფეხზე მყარად დადგებიან და ერთად შევავიწროვებთ დაჩავაჩოჩებთრეალურ კონკურენტებს - უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი ბეზრის ხარჯზე იზრდებიან. მომხმარებლისთვის ადგილობრივი პროდუქციის შეთავაზება ჩვენი ეკონომიკის რდაცაა, დასაქმებაც და ასების მკვეთრი ცვლილებისაგან მოსახლეობის დაცვაც. ასე, რომ, ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობა უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ბრმა კონკურენცია. რაც მთავარია, ნუ დაგავიწყდებათ, რომ წამალი პროდუქტია, რომელსაც, უპირველესად, სოციალური დატვირთვა გააჩნია და მხოლოდ შემდეგ - კომერციული!“

კომპანიაში მხოლოდ 150 თანამშრომელია დასაქმებული, ვინაიდან ტექნოლოგიური პროცესები სრულად ავტომეტიზებულია. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას კომპანიაში პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევენ.

0x01 graphic

გიორგი ანთაძე: „მაღალტექნოლოგიური დანადგარების ყიდვე დღეს თითქმის ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, ყველაზე დიდი პრობლემაა პერსონალი, რომელმაც ეს მანქანები უნდა აამოძრაოს. ჩვენ სწორედ ხალხით ვამაყობთ და არა დანადგარებით“.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ რამდენიმე ადამიანი დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებშიც დაასაქმა, თუმცა ბატონი გიორგი გარკვეულ უკმაყოფილებასაც ვერ მალავს: ჯი-ემ-პი20 ადამიანის დასასაქმებლად იყო მზად, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათთან მისულ უმუშევართა უმრავლესობას მხოლოდ ბეჭდის ჩარტყმა და ყოველთვიურად 200 ლარის აღება სურდა...

გიორგი ანთაძე: მთავარი კრედო, რომელსაც ჩვენი კომპანია ეფუძნება, სიყვარულია. ყველაფერი ამ გრძნობაზე დაყრდნობით აშენდა, თითოეულ ადამიანს ამ კრიტერიუმით ვუდგებით: თუკი იგრძნობა, რომ შეუძლია მთელი გულით შეიყვაროს საქმე, რომელსაც ხელს ჰკიდებს, მის განათლებასა და დაოსტატებას უკვე ჩვენს თავზე ვიღებთ.

ჯი-ემ-პი მხოლოდ ფარმაცევტული წარმოება როდია - გარკვეულწილად, ეს ფარმაციის მთელი სკოლაა. კომპანიამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციაც შეითავსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად ფარმაციის მაგისტრების მომზადება დაიწყო.

გასულ წელს კომპანიამ სერიოზულ პროექტს მოკიდა ხელი და, პირველად საქართველოში, საკუთარი წარმოების პრეპარატების ბიოექვივალენტობის კვლევას შეუდგა. ეს საკმაოდ რთული კლინიკური კვლევის სახეა, როდესაც შეისწავლიან კონკრეტული კომპანიისა და სხვა ფირმის ანალოგიური დანიშნულების პრეპარატების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედებას ჯანმრთელი მოხალისეების მეშვეობით. ერთი პრეპარატის კვლევას დაახლოებით 4-5 თვე სჭირდება. შემოწმება 14 მედიკამენტმა უკვე გაიარა, თანაც, წარმატებით. კვლევა კი გრძელდება, რადგან ამ პროცედურის გავლა აუცილებელია მედიკამენტის სხვა ქვეყნებში დასარეგისტრირებლად.

გიორგი ანთაძე: წამალი ისეთი პროდუქტია, რომელსაც ვერ ექნება ხარისხის გრადაციები - მისი ხარისხი მხოლოდ უმაღლესი უნდა იყოს! - ასეთია ჩვენი ფილოსოფია ხარისხთან მიმართებაში“, - ეს სულაც არ არის ადვილი და საკმაოდ სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვს ლაბორატორიების მოსაწყობად და კვლევების ჩასატარებლად, მაგრამ სხვაგვარად წარმოუდგენელია, თუკი გვინდა მსოფლიო ბაზარზე გასვლა. არადა, რატომაც არა?.. რატომ არ შეიძლება, რომ უნგრული, სლოვაკური თუ ბელგიური კომპანიების გვერდით ადგილი ქართულმა კომპანიამაც დაიმკვიდროს? ეს სულაც არ არის განუხორციელებელი ოცნება, მთავარია, გვქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ნდობა. ისედაც უკვე დავანგრიეთ ზოგიერთი სტერეოტიპი, რომ, თითქოს, ქართველები ზარმაცები ვართ, შინაგანაწესს ძნელად ვემორჩილებით... დავამტკიცეთ, რომ საქმის კეთება ქართველებს შესანიშნავად შეუძლიათ! მთავარია, იპოვო ადამიანში ის, რასაც ხელი უნდა ჩასჭიდო და სწორად მიმართო. მოტივაცია მხოლოდ ფული არ არის - თითოეულმა თანამშრომელმა უნდა შეიგნოს და ირწმუნოს, რომ ის არის ღირსეული მონაწილე იმ საქმისა, რომელსაც აკეთებს.

კომპანია ამ დროისათვის 100-მდე დასახელების მედიკამენტს აწარმოებს, სამომავლოდ კი ამ ციფრის მკვეთრ ზრდას არა, მაგრამ მორალურად მოძველებული პრეპარატების ამოღებასა და მათი ახალი პრეპარატებით შეცვლას აპირებს. წელიწადში ჯი-ემ-პი მომხმარებელს 10-15 ახალ მედიკამენტს სთავაზობს. ეს ჯერჯერობით მხოლოდ ტაბლეტებსა და კაფსულებს ეხება, მაგრამ უკვე დაწყებულია მუშაობა სერიოზულ პროექტზე, რომლის თანახმადაც, კომპანია 2010 წლისათვის წამლის საინექციო ფორმებსაც გამოუშვებს და მედიკამენტების ჩამონათვალს 200-მდე გაზრდის.

უკვე ორი წელია, კომპანიაში აქტიური სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობს. კვლევის განყოფილება შესაბამისად აღიჭურვა, რაც კვლევების კიდევ უფრო გაფართოების საშუალებას იძლევა. ეს ყველაფერი კი კომპანიას ოდესმე აუცილებლად მიიყვანს იქამდე, რომ, ერთ მშვენიერ დღეს, ჯი-ემ-პი მსოფლიოს ორიგინალურ პრეპარატს შესთავაზებს...

ეკა ჯიმშელაძე

14 ისარგებლეთ და მოიგებთ! „CLG Georgia“ - თქვენი საიმედო პარტნიორი

▲ზევით დაბრუნება


სატრანსპორტო-საექსპედიციო კომპანია კარგო ლოჯისტიკს გრუპ ჯორჯია (CLG Georgia) საქართველოში ოთხი წელიწადია, რაც შეიქმნა და ამ ხნის მანძილზე საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. კომპანიის ძირითადი მიზანია სხვადასხვა სახის ტვირთების გადაზიდვა, ტრანსპორტირების ორგანიზება და ადრესატამდე მიტანა. იგი ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც 2006 წლიდან გადამზიდავთა საერთაშორისო ფედერაციის FIATA- წევრია.

0x01 graphic

სულიკო ჩაჩავა, შპს CLG Georgia- დირექტორი: ჩვენი კომპანია საქართველოს საექსპედიციო მომსახურების ბაზარზე 2004 წლიდან დამკვიდრდა. თავდაპირველად საქმიანობა საჰაერო ექსპედიტორობით დავიწყეთ, თუმცა, კომპანიის სწრაფი განვითარებისა და სწორი მენეჯმენტის შედეგად, მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ და უკვე ორი წელიწადია, მომხმარებლებს სატრანსპორტო მომსახურების სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

მომსახურება კარიდან-კარამდე

CLG Georgia ტვირთების გადაზიდვას აწარმოებს არამარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. მომსახურების სერვისი მოიცავს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების მუდმივ კონტროლს. კომპანია ორგანიზებას უწევს როგორც ტვირთის კონკრეტულ მისამართზე მიტანას, ისე დატვირთვის ადგილზე საბაჟო პროცედურებს და მის დაზღვევას.

0x01 graphic

სულიკო ჩაჩავა: ჩვენი კომპანია იმათაც გამოირჩევა, რომ თითოეულ დამკვეთს ინდივიდუალურად ვემსახურებით და ტვირთების გადაზიდვას ვაწარმოებთ კარიდანკარამდე'.

გვეამაყება, რომ კომპანიამ დანერგა ახალი ტიპის მომსახურება - შიდა და თანმდევი გადაზიდვების სერვისი.

მაგალითად, თუ X კომპანიამ Y კომპანიას . ბათუმში უნდა გაუგზავნოს მცირე მოცულობისა და წონის ტვირთი, ის იძულებულია ეძებოს გადაზიდვის სხვადასხვა ხერხი (რეისში მიმავალი ავტობუსი ან მინი ავტობუსი). ასეთ დროს გაწეული ხარჯი არ აღინუსხება ბუღალტერიაში და არ არსებობს 100%25-ით მყარი გარანტია, რომ აღნიშნული ტვირთი ჩაბარდება უშუალოდ მიმღებს (რა დროის ლოდინიც არ უნდა დასჭირდეს ამას).

კომპანია CLG ამ შემთხვევაში კლიენტს სთავაზობს შემდეგ სერვისს: კომპანიის თანამშრომელი შემკვეთის მიერ მითითებული მისამართიდან იღებს ტვირთს (ხელმოწერით), მოაქვს ჩვენს ოფისამდე, სადაც ხდება ტვირთის მარკირება და მიწოდება შემკვეთის მიერ მითითებულ ადრესატამდე (ადრესატის ხელმოწერით). გაწეულ მომსახურებაზე კლიენტთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე იწერება დღგს ანგარიშ ფაქტურა თვეში ერთხელ, ან ორჯერ.

ასევე არსებობს თანმდევი ტვირთების სერვისი: ყოველ ხუთშაბათს თბილისიდან გადის მანქანა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რომელიც ივსება სხვადასხვა კომპანიების კუთვნილი მცირეგაბარიტიანი ტვირთებით, მაგ.: თუ X კომპანიას გასაგზავნი აქვს 1019 კგიანი ამანათები ხაშურსა და ბათუმში, CLG-ის თანამშრომლები ოთხშაბათს საღამოს გამგზავნის მისამართიდან აიღებენ ამ ამანათებს და ხუთშაბათს საღამომდე მიიტანენ ადრესატამდე. 10 კგიანი ტვირთებისთვის ამ სერვისის ღირებულება შეადგენს 34 ლარს დღგს ჩათვლით, რაზეც წარმოდგენილი იქნება ანგარიშ-ფაქტურა.

0x01 graphic

CLG-GEORGIA- პრიორიტეტი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის CLG Georgia-ს პრიორიტეტები კონიუნქტურის ცოდნამ განაპირობა, რომ CLG Georgia-მ შექმნა კლიენტების მომსახურების ახალი გზა, რომელიც გულისხმობს სწრაფ და ხარისხიან, სრულიად განსხვავებული ტიპის მომსახურებას. კომპანიის პრიორიტეტებია: ტრანსპორტირების ოპტიმალური მარშრუტისა და საუკეთესო გადაზიდვების შერჩევა; ტვირთზე განუწყვეტელი მეთვალყურეობა და დაყოვნებათა სწრაფი აღმოფხვრა; კლიენტების მუდმივი ინფორმირება ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ.

CLG Georgia კომპანიას, ხშირად სავაჭრო დილერს უწოდებენ, რადგან მისი მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სხვა ქვეყნების ბაზრების სპეციფიკის შესახებ. კომპანია კლიენტებს ემსახურება პროდუქციის შერჩევაში, მის შეძენასა და შემდეგ, ტვირთის ტრანსპორტირებაში. კომპანიამ, უკვე ორი წელიწადია, მოახერხა საერთაშორისო ბაზრის ათვისება და დამკვეთთა სპექტრის გაფართოება.

კონტაქტები სხვა კომპანიებთან

კომპანიის სწორ სტრატეგიასა და წარმატებულ საქმიანობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ CLG Georgia“-მ საკმაოდ გააფართოვა თავისი საქმიანობის არეალი და არაერთ ქვეყანაში შექმნა სააგენტო ქსელი. ასევე მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა რამდენიმე საერთაშორისო გადამზიდავ და საექსპედიტორო კომპანიებთან.

სულიკო ჩაჩავა: ჩვენი კომპანიის წარმატებული საქმიანობა, გარკვეულწილად, ახალგაზრდა და პერსპექტიული კოლექტივის დამსახურებაა. კომპანიის მომსახურებით კლიენტები კმაყოფილნი არიან და კვლავ აგრძელებენ ჩვენთან საქმიან ურთიერთობას.

ერთი სიტყვით, კლიენტებს ვთავაზობთ კომფორტულ მომსახურებას და მზად ვართ მათი ტვირთი ხელისგულზე ვატაროთ.

ასე რომ, გირჩევთ, ისარგებლოთ CLG Georgia-ს მომსახურებით, ამით აუცილებლად გაგიადვილდებათ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული რთული პროცედურები და დაგეზოგებათ დრო!

მზია გოგოძე

კომპანიის კოორდინატებია:
თბილისი, ვაჟაფშაველას გამზ. 9;
ტელ.: +995 (32) 205 205; ფაქსი: +995 (32) 372571;
el-fosta: info@clg.ge
www.clg.ge

15 ქართული სამზარეულო იმერული აქცენტით

▲ზევით დაბრუნება


არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, აქ მთავრდებოდა თბილისი და იწყებოდა გარდაბნის რაიონი. დედაქალაქის საზღვრების გაფართოების შემდეგ რესტორანი იმერული ოდა, თბილისური რესტორნების რიცხვს შეუერთდა.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

რუსთავის გზატკეცილის №65ში წელიწადნახევრის წინათ გახსნილი რესტორნისთვის კი, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა: ერთხელ შემთხვევით შესული ადამიანი, როგორც წესი, რესტორნის მუდმივ კლიენტად იქცევა. მიზეზი საკმაოდ მარტივია: ზომიერ ფასად იმერული სამზარეულოს უგემრიელესი კერძების შეთავაზების გარდა, რესტორნის 30 კაციანი კოლექტივი სტუმრებზე სწორედ რომ სახელგანთქმული იმერული სტუმართმოყვარეობის შესაფერისად ზრუნავს.

რესტორნის ორსართულიან დარბაზს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალითაა მოპირკეთებული და სტუმარს სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას ჰგვრის, ერთდროულად 300 ადამიანის მიღება შეუძლია, ქართული ტრადიციული ელემენტების გამოყენებით გაფორმებულ ეზოში კი 8, 10, 15 და 20 კაციანი ფაცხებია ჩადგმული იმ სტუმრებისათვის, რომლებსაც განცალკევებით მოსვენება ურჩევნიათ.

იმერული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, რესტორანი სტუმრებს ტრადიციულ ხინკალსა და მწვადსაც სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ იმერულ ოდაში ხაჭაპურს, ხინკალსა თუ მწვადს საგანგებოდ ამ მიზნისთვის შერჩეული სპეციალისტები ამზადებენ. რაც შეეხება საფირმო კერძს, მას იმერეთიჰქვია და რესტორნის შეფმზარეული კეცზე მწყერის, ღორის სუკისა და პომიდვრისაგან ამზადებს. მრავალფეროვანია რესტორნის სამარხვო მენიუც.

0x01 graphic

რაც შეეხება ღვინოს, აქ კი უკვე მასპინძლები მხოლოდ იმერული სასმელით არ შემოიფარგლებიან და სტუმარს უმაღლესი ხარისხის ნატურალურ შუამთას”, ცოლიკაურს”, საფერავსათუ ხვანჭკარას დააგემოვნებინებენ. ბარი კლიენტებს ევროპულ ალკოჰოლურ სასმელებს სთავაზობს.

იმერულ ოდაში ყველა კერძი სტუმრის შეკვეთისთანავე, ახალახალი მზადდება, გარდა ჩაქაფულისა და ჩაშუშულისა. რესტორნის დამფუძნებელი ავთანდილ მარუაშვილი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ კერძის მომზადებამდე იმერულ ოდაში გატარებული დრო კლიენტს სასიამოვნო მოგონებად ექცეს. საგანგებოდ მოწვეული ტრიოს მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკის გარდა, ბატონმა ავთანდილმა სტუმრების საამებლად ეზოში ეგზოტიკური ფრინველებიც კი მოაშენა და სიამოვნებით აღნიშნავს, რომ ფარშევანგების, ხოხბების, ჩინური ქათმებისა თუ იაპონური ფარშევანგის სილამაზით არაერთი სტუმარი მოხიბლულა. საგულისხმოა, რომ რესტორანმა უცხოელ სტუმრებშიც მოასწრო პოპულარობის მოხვეჭა, ამიტომ „იმერული ოდის” ოფიციანტებად მხოლოდ უცხო ენების მცოდნე, მაღალკვალიფიციურ კადრებს არჩევენ.

რესტორანი დილის 10 საათიდან უკანასკნელი სტუმრის გაცილებამდე მუშაობს. სტუმრების განკარგულებაშია ავტოსადგომი და იქვე მოწყობილი ავტოგასამართი სადგური.

როგორც რესტორნის მეპატრონე აღნიშნავს, ყველა კლიენტი კმაყოფილი ტოვებს კვების ობიექტს, განსაკუთრებით კი ბატონ ავთანდილს ის ფაქტი ეამაყება, რომ რესტორანი ყველაზე მეტად თავად იმერლების საყვარელ ადგილად იქცა, იმერული სამზარეულოს ავკარგი კი მათზე უკეთ ვის მოეხსენება...

ეკა ჯიმშელაძე

16 დანერგეთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემა

▲ზევით დაბრუნება


თქვენ მენეჯმენტის სისტემები დაგეხმარებათ

დღეს, ბიზნესის სფეროში არსებული უმკაცრესი კონკურენციის პირობებში, კომპანიათა უმრავლესობა ცდილობს, არა მხოლოდ გაამყაროს თავისი მიღწევები პროდუქციისა თუ მომსახურების ბაზარზე, არამედ საკუთარი საქმიანობის განვითარების ახალ, ხარისხობრივ დონეზე გადავიდეს. ინიციატივის დათმობა და გაჩერება სიცოცხლისუნარიანობისთვის ბრძოლაში წაგებას ნიშნავს... განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან მცირე და საშუალო საწარმოები, სადაც კონკურენცია ძალიან მაღალია.

რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საწარმოს ხელმძღვანელმა ბაზრის ამ ურთულეს პირობებში? რა უნდა გააკეთოს საწარმოს სტაბილური მდგომარეობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად?

ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო დონეზე, უმთავრესად, მისი საწარმოო პროცესების ხარისხით განისაზღვრება. ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ეფექტური სისტემაა ხარისხის მიმართ ყველა იმ მოთხოვნის სამართავად, რომლებსაც თანამედროვე ორგანიზაციებს წაუყენებენ.

ორგანიზაციის წარმატების განმსაზღვრელ სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, დღეს უპირატესობა ინოვაციური საქმიანობის შესაძლებლობას, პროდუქციის წარმოებისა და შეთავაზებული მომსახურების გააზრებულ პროგრამას, ბაზრის ცვალებადი პირობებისა და მომხმარებლის მოთხოვნებისადმი მოქნილ მორგებისუნარიანობასა და, რასაკვირველია, უმაღლეს ხარისხს ენიჭება.

0x01 graphic

ასეთი მაღალი მოთხოვნების შესრულება მხოლოდ იმ ორგანიზაციებს შეუძლიათ, რომლებსაც ხარისხის მენეჯმენტის სისტემა აქვთ დანერგილი: იგი სტრუქტურიზებული და გამჭვირვალე პროცესებისა და პასუხისმგებლობების მეშვეობით ქმნის მნიშვნელოვან რგოლს ორგანიზაციის მთლიანი თანამედროვე მენეჯმენტისთვის.

გერმანული ჰოლდინგი TUV SUDDEUTSCHLAND საქართველოში 2000 წლიდან საქმიანობს, თუმცა, 2003 წელს მისი დაარსებიდან 125 წელი შესრულდა. ამ ხნის მანძილზე ჰოლდინგმა სოლიდური გამოცდილება დააგროვა და სერიოზული საერთაშორისო ავტორიტეტიც შეიქმნა. ამ დროისათვის ევროპაში, ამერიკასა და იაპონიაში ჰოლდინგის 65 ფილიალი და წარმომადგენლობა მოქმედებს. TUV SUDDEUTSCHLAND-ის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტია საწარმოთა ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2000, ასევე ISO 14001:2004 ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემების, OHSAS 18001: 1999 შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის, ISO 22000: 2005 საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მენეჯმენტის და HACCP სტანდარტის კომპანიებში დანერგვა

და მათი სერთიფიცირება, რაც მთელს მსოფლიოში პარტნიორ კომპანიებთან და მომხმარებელთან დამოკიდებულებაში ნდობის უმთავრესი პირობა და არსებულ კონკურენტუნარიან გარემოში წარმატებული საქმიანობის ძირითადი ინსტრუმენტია.

საქართველოში TUV SUDDEUTSCHLAND-ის ოფიციალური პარტნიორია კომპანია მენეჯმენტის სისტემები, რომელიც ორგანიზაციებს სასერთიფიკაციოდ მომზადების მიზნით საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს.

როგორც მენეჯმენტის სისტემების დირექტორი ბ-ნი ელგუჯა მელაძე აღნიშნავს, მსგავსი სერთიფიკაცია სიახლეა ქართული სინამდვილისათვის, თუმცა, 20-მდე მეტ ჩვენს მიერ მომზადებულ ქართულ კომპანიას შესაბამისი სერთიფიკატი უკვე მიენიჭა, 5-6 კომპანია შემოწმებას უახლოეს თვეებში გაივლის, ხოლო წლის ბოლომდე მათი რიცხვი 15-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ISO-ს სისტემით სერთიფიცირება ნებაყოფლობითია. ბატონი ელგუჯა იმ დროს იხსენებს, როდესაც კომპანია, უმთავრესად, თავად აწვდიდა ორგანიზაციებს ინფორმაციას იმ დროისათვის თითქმის უცხო სერთიფიკაციის შესახებ, მაგრამ კომპანიების მხრიდან მოთხოვნა პრაქტიკულად არ იყო.

ბატონი ელგუჯა თვლის, რომ სურათი თანდათანობით, კარდინალურად შეიცვალა და ახლა დაინტერესება თავად კომპანიებისგან მოდის, რაც კარგი ნიშანია და საქართველოში კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობით აიხსნება.

მენეჯმენტის სისტემები სასერთიფიკაციოდ ამზადებს კომპანიებს, ხოლო TUV SUDDEUTSCHLAND-ი სასერთიფიკაციო აუდიტის წარმატებით გავლის შემდეგ მათ სერთიფიკატს ანიჭებს. შემოწმება რამდენიმე დღე გრძელდება, მოსამზადებელი პროცესი კი, შესაძლოა, სამი თვიდან ორ წლამდეც კი გაგრძელდეს.

თუმცა, როგორც „მენეჯმენტის სისტემების“ ხელმძღვანელი აცხადებს, ნამდვილი მუშაობა მხოლოდ ამ სერთიფიკატის მინიჭების შემდეგ იწყება, რადგან სტანდარტის ერთხელ მოპოვება საქმეს არ შველის: ეს მუდმივად კონტროლირებადი სისტემაა და საკონტროლო აუდიტი ყოველწლიურად ტარდება.

ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, სწორედ კონკურენტუნარიან გარემოში ვითარდება: ყველა კომპანიას სურს, დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ მისი პროდუქციისა თუ მომსახურების ხარისხი უკვე საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

0x01 graphic

სამყარო შევიდა მსოფლიო ეკონომიკის გლობალური ტრანსფორმაციის ეპოქაში - კონკურენცია უკვე გლობალურ დონეზე მძაფრდება. საერთაშორისო სტანდარტების პროფესიონალური გამოყენება და მათ საფუძველზე აგებული აკრედიტაციის, სერთიფიცირებისა და სტანდარტიზაციის ნაციონალური ინფრასტრუქტურა ზრდის საწარმოების, დარგებისა და მთლიანად ქვეყნების კონკურენტუნარიანობასა და კაპიტალიზაციას, ამცირებს რისკებს, აადვილებს საქონლისა და მომსახურების ტრანსნაციონალურ გადაადგილებას. რასაკვირველია, არსებობს საწარმოს ზედაპირზე შენარჩუნებისკენ მიმართული ტრადიციული ღონისძიებები - რეკლამა, კომპანიის იმიჯზე ზრუნვა, საწარმოო სიმძლავრეების გაფართოება, მაგრამ მომხმარებლის მოზიდვისა და პარტნიორებისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საქმეში კომპანიებს ყველაზე უკეთ სწორედ სერთიფიკატი ISO 9000 - პროდუქციისა და მომსახურების სტაბილურობის ოფიციალურად დამადასტურებელი დოკუმენტი დაეხმარება, - განმარტავს ელგუჯა მელაძე.

მენეჯმენტის სისტემების პირველი კლიენტი კომპანია ჯეოინჟენერინგი გახდა, რომელსაც მოჰყვა არქიტრავი, დიო, სამშენებლო ფირმა დტს, ახალი სამშენებლო კომპანია NCC/TBC ჯგუფი, ინტერპლასტი, თეგეტა მოტორსი, სტამბა კაბადონი, სტამბა ილიონი სასტუმრო ძველი მეტეხი, ფარმაცევტული კომპანია GMP/PSP/, ჯგუფი ავერსი ფარმა - ავერსი, ჯი და ჯი, ელიტელექტრონიქსი, სამშენებლო კომპანია ალიონი 99 ჯეპრა, ავიასაწვავსერვისი.

სულ ახლახან მათ რიგებს შეუერთდა სამშენებლო კომპანია გუმბათი-1, რომელიც აჭარაში პირველი სერთიფიცირებული კომპანიაა.

0x01 graphic

ხარისხის მენეჯმენტის სისტემა რვა ძირითად პრინციპს მოიცავს. ეს არის: ორიენტაცია მომხმარებელზე, ხელმძღვანელის ლიდერობა, თანამშრომლების სრული ჩაბმა საქმიანობაში, პროცესებისადმი მიდგომა, სისტემური მიდგომა მენეჯმენტისადმი, მუდმივი გაუმჯობესება, ფაქტებზე დაფუძნებული მიდგომა გადაწყვეტილების მიღებისას და ურთიერთხელსაყრელი დამოკიდებულება მიმწოდებელთან.

ზოგიერთს, შესაძლოა ასეთი შეკითხვაც გაუჩნდეს: რაში მჭირდება ISO 9000- სერთიფიკატი, თუკი ეს დოკუმენტი არანაირ ნებართვას არ იძლევა? სწორედ ამით განსხვავდება იგი ლიცენზირებისა და სხვა ანალოგიური დოკუმენტებისგან, რომ ეს არის არა ნებართვის მიმცემი, არამედ, დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს საწარმოს შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე და, აქედან გამომდინარე, შეკვეთებისა და მიმართვების რაოდენობის გაზრდაზე. სწორედ ეს დოკუმენტი იქცევა ერთგვარ გარანტიად საინვესტიციო კომპანიებისთვის, რომლებსაც საწარმოსთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მხარდაჭერა განუზრახავთ მისი სიმძლავრეებისა და საწარმოო პროცესების სრულყოფის მიზნით. გარდა ამისა, ISO 9000-ს სერთიფიკატი სადაზღვევო კომპანიებისთვის საწარმოსთან დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს. ISO 9000-ს სერიის საერთაშორისო სტანდარტებით სერთიფიკაციის პროცედურის გავლით საწარმო ფულს კი არ ხარჯავს, არამედ მას განვითარების პერსპექტივაში აბანდებს. შედეგი კი, როგორც წესი, სწრაფადვე იჩენს თავს - ეს არის უპირატესობა, როგორც ადგილობრივი შეკვეთებისა, თუ უცხოური კომპანიების შეკვეთების მიღებისას და ტენდერებში მონაწილეობისას, ასევე, პროდუქციის დაუბრკოლებელი ექსპორტი და, როგორც შედეგი, კომპანიის მატერიალური კეთილდღეობა.

ისეთ ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს, როგორიცაა: აკრედიტაცია, სტანდარტიზაცია და სერთიფიკაცია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ეფექტურად გამოიყენებენ თავიანთი ნაციონალური ბაზრების დაცვის მიზნით. ამ ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან მიერთება კი, პრაქტიკულად, ბარიერებს ხსნის უცხოური კომპანიებისთვის, მათი საქონლისა და მომსახურებისათვის... როდესაც ქვეყანა სათანადოდ მომზადებულია, ორგანიზაციებში ფართოდაა დანერგილი ხარისხის მართვის სისტემები, მაშინ, ადგილობრივ კომპანიებს ეძლევათ შანსი, თანაბარ დონეზე გაუწიონ კონკურენცია უცხოურ კომპანიებს როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე.

ხოლო, თუ ქვეყანა ამისთვის არ არის მზად, მაშინ უცხოური, უფრო იაფი და ხარისხიანი, სერთიფიცირებული საქონელი და მომსახურება ავიწროებს ადგილობრივს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის და ბუნებრივია მეწარმეებისთვისაც ნამდვილი ტრაგედიის ტოლფასია და წარმოების ვარდნას, უმუშევრობას, ხელმძღვანელი კადრების უცხოელებით შეცვლას იწვევს, რაც არაერთმა ქვეყანამ უკვე გამოსცადა.

ბუნებრივია, საქართველო ვერ გამოაკლდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. მით უმეტეს, რომ აღნიშნული კუთხით ჩვენს ქვეყანაში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია: ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმატებული კომპანიები სერთიფიკაციასა და კადრების მომზადებაზე საერთო ხარჯების 20 პროცენტს მაინც მიმართავენ, საქართველოში კი, მცირე საწარმოებში ეს მაჩვენებელი 0,8 პროცენტია, საშუალო საწარმოებში - 45 პროცენტი, ხოლო მსხვილ საწარმოებში - 12 პროცენტი.

ასე რომ, მენეჯმენტის სისტემები დაეხმარება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი პროდუქციის, ან მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ამაღლებისკენ, მენეჯმენტის სისტემის სრულყოფისკენ, საერთაშორისო პროექტებსა და ტენდერებში მონაწილეობისას უპირატესობის მოპოვებისკენ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების პროცესის გამარტივებისკენ, სერიოზული ადგილობრივი, თუ უცხოური პარტნიორებისა თუ ინვესტორების მოზიდვისკენ და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, უცხოური კომპანიებისგან შეკვეთების მიღებისკენ მიისწრაფიან.

ეკა ჯიმშელაძე

17 პრობლემებს თქვენს მაგივრადაც მოაგვარებენ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემებს თქვენს მაგივრად, - ასეთი სლოგანით ხელმძღვანელობს შპს პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფი, რომელიც კლიენტებს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. სხვა ანალოგიური კომპანიებისგან განსხვავებით (მათი რიცხვი კი დღეისათვის საქართველოს მასშტაბით თითქმის 150- აღწევს), პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფი მხოლოდ უძრავი ქონების რეგისტრაციის თემით არ შემოიფარგლება და, როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაცილებით კონცეპტუალურად უყურებს ამგვარ საკითხებს.

ყველაფერი კი 2006 წლის 29 სექტემბერს დაიწყო. კომპანიის დირექტორი, საერთაშორისო ექსპერტი უძრავი ქონების ადმინისტრირების საკითხებში დავით ეგიაშვილი სიამოვნებით იხსენებს, როგორ შემოიკრიბა გარშემო სამი ადამიანი, რომლებსაც თავიდან მხოლოდ მეგობრობა და წამოწყებული საქმის წარმატებით დაგვირგვინების იმედი აერთიანებდა... ახლა კი პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფი უკვე 25 თანამშრომელს ითვლის, საერთაშორისო პროექტებში აქტიურად მონაწილეობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს გამოცდილებას უზიარებს.

ევროპისა და შედარებით ნაკლებადგანვითარებულ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. ურთიერთობისას საერთაშორისო ექსპერტებსა და ორგანიზაციებს ერთგვარი ხიდი სჭირდებათ, რომლის როლსაც შესანიშნავად ასრულებს საქართველო: ჩვენ შესაბამისი გამოცდილებაც გვაქვს, ორივე მხარის ენა ვიცით და, ადრე თუ საერთო სამშობლო უზბეკებთან და ტაჯიკებთან გვქონდა, ახლა თითქმის ერთი სამშობლო გვაქვს ევროპელებთან, - აცხადებს დავით ეგიაშვილი.

საქართველოში დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად კი ბატონ დავითს საზღვარგარეთ საკმაოდ ხშირად იწვევენ, რაც მისმა შრომითმა ბიოგრაფიამაც განაპირობა: დავით ეგიაშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ და გაეროს განვითარების პროგრამის მიწის მართვის პროექტის ეროვნულ დირექტორად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეობის პერიოდში განხორციელებული რეფორმა WB/IFC-s Doing Business 2006-ის მიერ მსოფლიოში საუკეთესოდ შეფასდა. გარდა ამისა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სახელმძღვანელო როგორ დავიწყოთ მიწის კონსოლიდაცია ცენტრალური და აღმოსავლეთის ქვეყნებში, ბატონი დავითის თანაავტორობით მომზადდა.

კომპანია, რომელმაც უძრავი ქონების მართვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები გააერთიანა, კლიენტებს კვალიფიციურ კონსულტაციას სთავაზობს მიწისა და სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ პრობლემურ და სადავო საკითხებზე, იურიდიულ მომსახურებას ადმინისტრაციულ და სასამართლო ორგანოებში, შიდასაკადასტრო აზომვასა და ტექნიკური პასპორტის მომზადებას, სწრაფ და უსაფრთხო მომსახურებას უძრავ ქონებაზე საკუთრების, იპოთეკის, იჯარისა და სხვა უფლებების რეგისტრაციისათვის. ამასთან, ეხმარება მოქალაქეებს რეგისტრაციისა და დაკანონებისათვის საჭირო დოკუმენტების მოძიებასა და სრულყოფაში, პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფი მოქალაქეებს საცხოვრებელი

და არასაცხოვრებელი ფართის, აგარაკების, მიწის ნაკვეთების პრივატიზებასა და საკუთრების უფლების რეგისტრაციაში, საპროექტოსაძიებოსამშენებლო სამუშაოების აღებაში, პროექტის დამტკიცებასა და ექსპლუატაციაში მიღებაში, უძრავი ქონების ყიდვაგაყიდვაში დაეხმარება და კერძო არბიტრაჟის მომსახურებასაც გაუწევს, ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემთხვევაში კი უცხოელი ინვესტორების პარტნიორად და კონსულტანტად იქცევა.

0x01 graphic

კომპანიას თავდაპირველად, უმთავრესად, უძრავი ქონების დარეგისტრირების მსურველი ის მოქალაქეები აკითხავდნენ, რომლებსაც საჯარო რეესტრში წასვლა არ უნდოდათ. რაც შეეხება არქიტექტურულ-სამშენებლო საკითხს, კომპანიაში თვლიან, რომ ამ მხრივ აბსოლუტურად სამართლიანია მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მკაცრად ითხოვს შესაბამისი პროცედურების დაცვას. თუმცა, მოსახლეობა ახალ სიტუაციას ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია. აქამდე კაცი იშოვიდა ფულს და სახლს ააშენებდა, ახლა კი ჯერ ვერ შეეგუა, რომ სადღაც ვიღაცას რაღაც უნდა შეუთანხმოს... მაგრამ ნუ ღელავთ! ჩვენ აქ ვართ და ყველაფერს თქვენს ნაცვლად მოვაგვარებთ! - აცხადებს პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

კომპანიის მთავარი კონსულტანტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დამოუკიდებელი ექსპერტი მიწათსარგებლობის საკითხებში ბნი ანზორ მესხიშვილი, რომელიც ჩვენი ჟურნალის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ მიწათსარგებლობის საკითხებში წლის საუკეთესო ექსპერტად დაასახელა, ქართველ მომხმარებელს ჭირვეულად არა, მაგრამ საკმაოდ მომთხოვნად და პრეტენზიულად მიიჩნევს. საკითხის გადაწყვეტისას ძალიან სულსწრაფები ვართ, გვინდა, რომ ყველაფერი უცბად გადაწყდეს და, თანაც, აუცილებლად ჩვენს სასარგებლოდ. ქართველი მომხმარებლის პირადი ინტერესები ხშირად სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დგას და კანონიერი უარის შემთხვევაშიც კი იგი გულდაწყვეტილი და უკმაყოფილო რჩება.

კომპანია რეფორმების განხორციელების მხარდასაჭერად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთანაც თანამშრომლობს. ანზორ მესხიშვილი სწორ და ხალხისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ბრძანებულებას მოქალაქეთა მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც თბილისის ვიცემერი მამუკა ახვლედიანი ხელმძღვანელობს. პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფში თვლიან, რომ კომისია ობიექტურად იხილავს წარმოდგენილ საკითხებს და სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ ვუადვილებთ ამ კომისიას საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას, რადგან ჩვენს მიერ წარდგენილი მასალა არის სრულყოფილი, დოკუმენტაცია კი - საფუძვლიანი და კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს კომისიაში მასალების წარდგენისას რომელიმე დოკუმენტი აკლიათ, არასრულყოფილია აზომვითი ნახაზი, არ არის სიტუაციური გეგმები ან აეროფოტოგადაღება, ჩვენ კი ყველაფერს . . ერთი ფანჯრის პრინციპით ვაკეთებთ, ჩვენვე წარვადგენთ კომისიაზე, ადმინისტრაციულ განხილვასაც თავადვე ვესწრებით. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც მანამდე მოყოყმანე კომისიას ჩვენი მომზადებული საექსპერტო დასკვნის გაცნობის შემდეგ სულ სხვა სურათი გადაეშალა წინ და საქმეც მოქალაქეთა სასიკეთოდ გადაწყდა - იხსენებს ბატონი ანზორი.

0x01 graphic

პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფს ამ დროისთვის სამი ფილიალი გააჩნია: ორი თბილისში, ერთი კი - მცხეთაში, უახლოეს მომავალში კი ოფისების გახსნას საქართველოს რეგიონებშიც აპირებს. ერთ თვეში ამოქმედდება კომპანიის ფილიალი ფოთში, მას კი ბათუმი, ქუთაისი და გურჯაანი მოყვება.

0x01 graphic

0x01 graphic

კომპანიის ხელმძღვანელი სიამაყით საუბრობს პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფის შიდა მენეჯმენტზე და აღნიშნავს, რომ მათ გუნდში არ არის მკაცრად გაწერილი იერარქია, ამის საშუალებას კი თანამშრომელთა დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება იძლევა.

რა სახის გადასახადებს გვახდევინებენ? რატომ გვახდევინებენ? რამდენი უნდა გადავიხადოთ? რა ევალება გადამხდელს? რა ევალება საგადასახადო ინსპექტორს? რომელი გადასახადისაგან ვართ გათავისუფლებული? - კომპანია პერიოდულად გამოსცემს სხვადასხვა სახის საინფორმაციო ბუკლეტებსა და წიგნებს, რომლებშიც მარტივი და გასაგები ენითაა ახსნილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის საკითხები, რომლებიც თითქმის ყველა მოქალაქეს აინტერესებს.

ამ ბიზნესით დაკავებული ფირმების უმრავლესობისთვის მთავარია, აიღოს ფული კლიენტისაგან, დაურეგისტრიროს უძრავი ქონება და ამით ამოწუროს მასთან ურთიერთობა. მათ ერთი რამ ავიწყდებათ: ბაზაში დარეგისტრირებული ნაკვეთების რაოდენობა იზრდება, ტექნოლოგიები კი - ვითარდება, რაც ასეთ კომპანიებს, უბრალოდ, მოკლავს... ამ საქმეს აუცილებლად უფრო ფართო ასპარეზიდან შეხედვა სჭირდება, - აღნიშნავს დავით ეგიაშვილი.

პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფი მოქალაქეთა სახელით წყვეტს ათასგვარ პრობლემას, ზოგავს მათ დროსა და ენერგიას და, რაც მთავარია, ამ საკითხებს სწორედ პროფესიონალები აგვარებენ: სწორედ ესაა ამ კომპანიის მთავარი ხიბლი.

ეკა ჯიმშელაძე

18 საქართველოს კანონმდებლობა და რეკლამის სამართლებრივი რეგულირება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გიორგი ქარაზანიშვილი
იურისტი

ბიზნესი და კანონმდებლობის მე-5 ნომერში განვიხილეთ რეკლამის ძირითადი მახასიათებლები და მისი სამართლებრივი რეგულირების ასპექტები სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით. ამჯერად, შევეცდებით შედარებით ვრცლად მიმოვიხილოთ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.

1998 წელს მიღებული კანონი რეკლამის შესახებ არეგულირებს საქართველოს სასაქონლო (სამუშაოთა, მომსახურების) და საფინანსო ბაზრებზე (ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩათვლით) რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის, რეკლამისადმი ზოგად მოთხოვნებს, ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, სამედიცინო ნაწარმის თუ მომსახურების, ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის, ფასიანი ქაღალდების რეკლამის, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებს. იგი ვრცელდება საქართველოსა და უცხო ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე აწარმოებენ, განათავსებენ და ავრცელებენ რეკლამას საქართველოში. კანონი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქმედება რეკლამის სფეროში იწვევს (შეიძლება გამოიწვიოს) შესაბამის უარყოფით შედეგებს (კონკურენციის შეზღუდვა, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეცდომაში შეყვანა) საქართველოს ტერიტორიაზე. კანონი არ ვრცელდება პოლიტიკურ რეკლამაზე, ფიზიკურ პირთა იმ განცხადებებზე, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან, აგრეთვე, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხებზე. პოლიტიკური რეკლამა (წინასაარჩევნო რეკლამა) მოწესრიგებულია 2001 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ორგანული კანონით - საქართველოს საარჩევნო კოდექსით და 2004 წლის 23 დეკემბრის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით, ხოლო სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ. რეკლამის სხვა სახეებთან ერთად, აღნიშნულ საკითხებსაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ, მანამდე კი გავეცნოთ იმ ზოგად მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია რეკლამისთვის რეკლამის შესახებ კანონით.

კანონის მე3 მუხლში მოცემულია რეკლამის განმარტება: რეკლამა საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. აქვეა განმარტებული იმ სუბიექტთა წრეც, რომელთა მონაწილეობის გარეშეც შეუძლებელია სარეკლამო ურთიერთობის არსებობა, კერძოდ:

  • რეკლამის დამკვეთი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისათვის;

  • რეკლამის მწარმოებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარეკლამო ინფორმაციას მზა სახეს აძლევს განთავსებისა და გავრცელებისათვის;

  • რეკლამის გამავრცელებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით;

  • რეკლამის მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საყურადღებოდ ან/და რომელზე შესაბამისი ზეგავლენის მოსახდენადაც ვრცელდება სარეკლამო ინფორმაცია.

კანონით დაწესებული უპირველესი მოთხოვნაა, რომ რეკლამა მისი წარდგენის მომენტშივე გასაგები უნდა იყოს სპეციალური ცოდნისა და ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად, როგორც უშუალოდ რეკლამა. გარდა ამისა, რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა1, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს კანონი ავალებს მისი ტრანსლიტერაციის2 წესით გადმოცემას ქართულ ენაზე (მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი). კანონი აწესებს მოთხოვნებს უცხო ენაზე შესრულებული წარწერებისათვის, კერძოდ, ასეთი წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით (გარდა ტელეპროდუქციისა) არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას (მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი), ხოლო ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებადი და კითხვადი (მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი). კანონი ითვალისწინებს სპეციალურ მოთხოვნას ისეთი საქონლის რეკლამისთვის, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, კერძოდ, ასეთ რეკლამას უნდა ახლდეს აღნიშვნა სერტიფიცირებულია (მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი).

კანონით დადგენილია მთელი რიგი აკრძალვები. სახელდობრ, აკრძალულია:

იმ საქონლის რეკლამირება, რომლის წარმოება და რეალიზაციაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით ან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას), მაგრამ ასეთი ნებართვა არ არის მიღებული; აგრეთვე იმ ეკონომიკური აგენტის რეკლამირება, რომლის საქმიანობაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას) მაგრამ ასეთი ნებართვა არ არის მიღებული (მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი);

არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება (მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი);

რეკლამაში ფიზიკური პირის გამოსახულების ან სახელის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე (მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი);

რეკლამა უბიძგებდეს მოქალაქეებს ძალადობის, აგრესიისა და ქაოსისკენ, მოუწოდებდეს მათ საშიში ქმედებისკენ, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან დაემუქროს მის უსაფრთხოებას (მე4 მუხლის მე11 პუნქტი);

რეკლამის გადასახდელის დიფერენცირება რეკლამირებადი საქონლის სახეების მიხედვით (მე4 მუხლის მე12 პუნქტი).

კანონი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა დაცვას რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს და ამ მიზნით, მათი გულუბრყვილობისა და გამოუცდელობის ბოროტად გამოყენებისაგან მათ დასაცავად კრძალავს:

0x01 graphic

არასრულწლოვანთათვის შთაგონებას - დაარწმუნონ მშობლები ან სხვა პირები რეკლამირებადი საქონლის შეძენაში;

  • არასრულწლოვანთა ყურადღების მიპყრობას იმაზე, რომ რეკლამირებადი საქონლის ფლობა უპირატესობას ანიჭებს მათ სხვა არასრულწლოვანთა მიმართ, ხოლო მისი უქონლობა იწვევს საწინააღმდეგო ეფექტს;

  • რეკლამაში ისეთი ტექსტის, აუდიოდა ვიდეოინფორმაციის მოთავსებას, რომლებიც აჩვენებს არასრულწლოვნებს საშიშ ადგილას ან ვითარებაში;

  • არასრულწლოვანთათვის საქონლის გამოსაყენებლად საჭირო ჩვევების აუცილებელი დონის გაუთვალისწინებლობას (ამასთან, თუ საქონლის გამოყენების შედეგები ნაჩვენები ან აღწერილია, რეკლამა უნდა იძლეოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რისი მიღწევაც რეალურად შესაძლებელია იმ ასაკობრივი ჯგუფის არასრულწლოვანთათვის, რომლისთვისაც განკუთვნილია ეს საქონელი);

  • არასრულწლოვანთათვის საქონლის ღირებულებაზე (ფასზე) არარეალური (დამახინჯებული) წარმოდგენის შექმნას, კერძოდ, სიტყვების მხოლოდ, სულ რაღაც და მათ მსგავსთა გამოყენებით, აგრეთვე პირდაპირი ან ირიბი მითითებით იმაზე, რომ რეკლამირებადი საქონელი ხელმისაწვდომია ყველა ოჯახის ბიუჯეტისათვის (მე-14 მუხლი);

  • სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამირებისას არასრულწლოვანთა გამოსახულების ან ხმის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას (მე-4 მუხლის მე-14 პუნქტი);

  • ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის მიმართვას უშუალოდ არასრულწლოვნებისადმი, აგრეთვე ასეთი რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელებას არასრულწლოვანთათვის გათვალისწინებულ კინოდა ვიდეომომსახურებაში, რადიოდა ტელეგადაცემებში, ბეჭდვით გამოცემებში (მე8 მუხლის მე-4 პუნქტი);

  • ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელებას საბავშვო და სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე მათგან 100 მეტრის რადიუსში (მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი).

ზემოაღნიშნული ზოგადი მოთხოვნების გარდა, კანონი ადგენს სპეციალურ მოთხოვნებს რეკლამის ცალკეული სახეებისთვის, განვიხილოთ ისინი ცალცალკე:

არა გარერეკლამა

არა გარერეკლამასთან დაკავშირებით კანონით იკრძალება:

  • არასარეკლამო, ვიდეო, აუდიოდა კინოპროდუქციაში, აგრეთვე ბეჭდვით გამოცემებში რეკლამის მომხმარებელთა ყურადღების ერთდროული აქცენტირება საქონლის კონკრეტულ მარკაზე (მოდელზე, არტიკულზე), დამამზადებელზე, შემსრულებელზე ან გამყიდველზე, იმ წინასწარი მითითების გარეშე, რომ ეს არის რეკლამა (მე5 მუხლის პირველი პუნქტი);

  • კინოდა ვიდეომომსახურებაში ფილმის დემონსტრირების შეწყვეტა რეკლამით, გარდა სერიებს (ნაწილებს) შორის შესვენებისა (მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი);

  • ტელექსით ან ფაქსით რეკლამის გავრცელება აბონენტის წინასწარი თანხმობის გარეშე (მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი).

უფასო საცნობარო სატელეფონო მომსახურებისას რეკლამა აბონენტს შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შეტყობინების შემდეგ (მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი), ხოლო სატელეფონო, საკომპიუტერო და სხვა ფასიანი საცნობარო მომსახურებისას რეკლამა აბონენტს შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ მისი თანხმობით, ამასთან, ამგვარად მიწოდებული რეკლამის ღირებულება არ უნდა შევიდეს აბონენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ღირებულებაში (მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი).

0x01 graphic

გარე რეკლამა

კანონის თანახმად, გარე რეკლამას წარმოადგენს რეკლამა, რომელიც გავრცელებულია პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების და სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, ბანერი, ბილბორდი, ლაითბოქსი) გამოყენებით. ასეთი სახის რეკლამაზე დადგენილია შემდეგი სახის აკრძალვები:

  • გარე რეკლამა არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს;

  • გარე რეკლამამ არ უნდა გააუარესოს საგზაო ნიშნების, მაჩვენებლების და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას;

  • შენობანაგებობებზე გავრცელებული რეკლამა არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი;

  • ნებისმიერი სახით გავრცელებული გარე რეკლამა არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს (მე6 მუხლის მე-2 პუნქტი).

გარე რეკლამის განთავსებასა და გავრცელებაზე ნებართვას გასცემენ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები წერილობითი ფორმით (მე6 მუხლის მე3 პუნქტი). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება წარმოადგენს თვითმმართველობის ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. რეკლამის გავრცელებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან (ან პირთან, რომელსაც აქვს ქონების ფლობის უფლება) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების წერილობითი ნებართვა (მე6 მუხლის მე6 პუნქტი). კანონის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს გარე რეკლამაზე ზემოაღნიშნული ორგანოების მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნომრის მითითება (მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი). კონკრეტული ობიექტიდან დაშორებული უნდა იყოს 1,5 მეტრით მაინც (მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი).

თბილისში გარე რეკლამის გავრცელება რეგულირდება ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №432 გადაწყვეტილებით (შემდგომში „გადაწყვეტილება“). გადაწყვეტილების პირველი მუხლის თანახმად: . თბილისში, სახელმწიფო ან ადგილობრივი საკუთრების მიწაზე, ასევე ადგილობრივ საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებზე გარე რეკლამის განთავსება განხორციელდეს . თბილისის მთავრობის დადგენილების საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით. აქვე მითითებულია ის პირობები, რომლებსაც უნდა შეიცავდეს ასეთი სახის ხელშეკრულება, კერძოდ, ეს პირობებია:

) ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გარე რეკლამის განთავსებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა, გადახდის ვადა და წესი;

) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

) კონკრეტული ურთიერთობებიდან გამომდინარე დადგენილი სხვა პირობები;

) ხელშეკრულების მოშლის პირობები და მხარეთა შესაბამისი ვალდებულებები;

) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემები (მე-2 მუხლის პირველი პუნქტი).

0x01 graphic

ზემოაღნიშნული პირობების მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულება არ განაპირობებს მიწის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლას და არ ანიჭებს პირს გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გარდა სხვა ქმედებათა განხორციელების უფლებამოსილებას (მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა შეადგენს 4 (ოთხი) წელს. ამ ვადის გასვლის შემდგომ, პირი ვალდებულია საკუთარი სახსრებით განახორციელოს გარე რეკლამის დემონტაჟი, თუ ხელშეკრულებით ან პირისა და ქ. თბილისის მერიის შემდგომი ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მე-4 მუხლი). თბილისის ტერიტორიაზე განთავსებული გარე სარეკლამო საშუალებების მესაკუთრეთა მიერ ქ. თბილისის მერიისათვის გადასახდელი საზღაურის ოდენობად განსაზღვრულია კონკრეტულ ადგილზე რეკლამის განთავსებიდან მიღებული შემოსავლების 15%25 (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სარეკლამო საშუალება ცარიელია ან მასზე განთავსებულია რეკლამის გამავრცელებლის რეკლამა ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რეკლამის გამავრცელებელმა ქ. თბილისის ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს კონკრეტულ ადგილზე რეკლამის განთავსების თაობაზე ბოლო ხელშეკრულებით მიღებული შემოსავლების 15%25 (მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი).

რეკლამა სატრანსპორტო საშუალებებზე

სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის გავრცელება ხდება შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესთან (ან პირთან, რომელსაც აქვს სატრანსპორტო საშუალების ფლობის უფლება) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული („რეკლამის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი).

ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამა

ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამა მთელს მსოფლიოში წარმოადგენს რეკლამის ყველაზე უფრო მკაცრად რეგულირებულ სახეებს. „რეკლამის შესახებ“ კანონი იძლევა მათ განმარტებებს, კერძოდ, ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამა წარმოადგენს რეკლამას, რომელიც შეიცავს ალკოჰოლიანი სასმელის ან ალკოჰოლიანი სასმელის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშანს, ლოგოტიპს, ალკოჰოლიანი სასმელის, მისი ტარის, მოხმარების პროცესის ან მასთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას (მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი), ხოლო თამბაქოს ნაწარმის რეკლამა ეს არის რეკლამა, რომელიც შეიცავს თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშანს, ლოგოტიპს, თამბაქოს ნაწარმის, მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მასთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას (მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი). კანონით ყველაზე მეტი აკრძალვა და შეზღუდვა სწორედ რეკლამის ამ სახეების მიმართაა დაწესებული. უფრო კონკრეტულად, აკრძალულია:

  • ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, გავრცელების წესის მიუხედავად, ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ ალკოჰოლის ან თამბაქოს გამოყენება ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივ თუ სპორტულ სარბიელზე წარმატების მიღწევას (მე-8 მუხლის პირველი პუნქტი);

  • რეკლამა ახდენდეს ალკოჰოლის ან თამბაქოს გამოყენებისგან თავის შეკავების დისკრედიტირებას (მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი);

  • რეკლამა შეიცავდეს ინფორმაციას ალკოჰოლის ან თამბაქოს დადებითი სამკურნალო თვისებების შესახებ (მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი);

0x01 graphic

  • მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებზე (და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მეტრის ფარგლებში) და სატრანსპორტო საშუალებებზე (მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი);

  • ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის მიმართვა უშუალოდ არასრულწლოვნებისადმი, აგრეთვე, ასეთი რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება არასრულწლოვანთათვის გათვალისწინებულ კინოდა ვიდეომომსახურებაში, რადიოდა ტელეგადაცემებში, ბეჭდვით გამოცემებში (მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი);

  • ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე მათგან 100 მეტრის რადიუსში (მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი) არსებობს გამონაკლისი: რეკლამის შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-51 პუნქტის შესაბამისად, სპორტის ორგანიზაციებში ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამის გავრცელება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპორტის ორგანიზაცია (სტადიონი, სპორტული დარბაზი) მასპინძლობს ადგილობრივი (ეროვნული/ლოკალური) ან საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტულ ღონისძიებას (გარდა საბავშვო სპორტული შეჯიბრებისა).

  • მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე (მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი).

გარდა საერთო აკრძალვებისა, კანონი ადგენს სპეციალურ მოთხოვნებს ამ ორივე სახის რეკლამისთვის. მე-8 მუხლის მე-61 პუნქტის თანახმად, ალკოჰოლიანი სასმელის რეკლამას, რომელიც შეიცავს ასეთი სასმელის ტარის გახსნილ მდგომარეობაში ან მისი მოხმარების პროცესის დემონსტრირებას, მოწოდებებს მისი გამოყენების შესახებ, უნდა ახლდეს გაფრთხილება: ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას. ამასთანავე, იგი არ უნდა არღვევდეს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ, ეთიკურ და ეთნოფსიქოლოგიაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს. რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმს, მისი რეკლამა არ უნდა შეიცავდეს ამ ნაწარმის კოლოფისა და ყუთის გახსნილ მდგომარეობაში და მისი მოხმარების პროცესის დემონსტრირებას, მოწოდებებს მისი გამოყენების შესახებ, არღვევდეს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ, ეთიკურ და ეთნოფსიქოლოგიაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს (მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი). თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელებას უნდა ახლდეს გაფრთხილება: ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ამ რეკლამაში აგრეთვე უნდა ფიგურირებდეს ერთ-ერთი შემდეგი განცხადებათაგანი: „მოწევა იწვევს კიბოს“, „მოწევა იწვევს გულის დაავადებებს“, „მოწევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს“, „მოწევა ორსულობის დროს საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას“, „პასიური მოწევა საშიშია ჯანმრთელობისათვის“. ამგვარი ინფორმაცია უნდა ავსებდეს რეკლამის მთელი მოცულობის არანაკლებ 10 პროცენტს (მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი).

სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა

სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამას წარმოადგენს რეკლამა, რომელიც შეიცავს იმ პროდუქციის დემონსტრირებას, რომელიც ემსახურება სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მათ შორის სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა („რეკლამის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი). კანონით აკრძალულია ასეთი სახის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებსა და ჟურნალების გარეკანზე (მე-81 მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება სექსუალური ხასიათის სამკურნალოპროფილაქტიკურ საშუალებებსა და სამედიცინო ნაწარმზე, თუ ეს აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (მე-81 მუხლის მე-2 პუნქტი). აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამირებისას არასრულწლოვანთა გამოსახულების ან ხმის ნებისმიერი ფორმით გამოყენება (მე-4 მუხლის მე-14 პუნქტი).

სამედიცინო ნაწარმის (მომსახურების) რეკლამა. ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების რეკლამა

რეკლამის აღნიშნული სახეების მარეგულირებელი ნორმები ძირითადად ამკრძალავ ხასიათს ატარებს. კერძოდ, კანონით აკრძალულია:

  • სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობათა და სამედიცინო ტექნიკის რეკლამის გავრცელება, თუ მათ წარმოებაზე ან/და რეალიზაციაზე არ არის გაცემული ნებართვა (მე-9 მუხლის პირველი პუნქტი);

  • მკურნალობის, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის მეთოდების რეკლამის გავრცელება, თუ ასეთ მომსახურებაზე არ არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა, აღნიშნულ სფეროში გამოგონებაზე პატენტის3 მიღების შემთხვევაშიც კი (მე-9 მუხლის პირველი პუნქტი);

  • წამლის შესახებ ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც არწმუნებს მომხმარებელს, რომ მისი გამოყენებისათვის საჭირო არ არის ექიმის კონსულტაცია, არა აქვს თანმხლები მოვლენები, მისი გამოყენება საგრძნობლად გააუმჯობესებს ჯანმრთელობას, ხოლო გამოუყენებლობა გააუარესებს მას, რომ წამლები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც კვების პროდუქტები, კოსმეტიკური საშუალებები ან მოხმარების სხვა საგანი (მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი);

0x01 graphic

  • საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების, აგრეთვე იმ სამკურნალწამლო საშუალებების რეკლამის გავრცელება, რომლებიც გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით და/ან შეიცავს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ, შხამშემცველ ან რადიაქტიურ ნივთიერებებს (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი);

  • სავაჭრო ობიექტების აბრებზე დიაბეტისა და სხვა დაავადებების ხსენება (მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი);

  • ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების (გარდა დამატებითი საკვებისა), საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების ნებისმიერი სახის რეკლამა (მე-91 მუხლი).

სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობათა და სამედიცინო ტექნიკის რეკლამის გავრცელება, რომელთა გამოყენება მოითხოვს სპეციალურ მომზადებას, კანონის მე9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებადართულია იმ ბეჭდვით გამოცემებში, რომლებიც განკუთვნილია სამედიცინო და ფარმაცევტული დარგის მუშაკებისათვის. ამასთან, კანონის სავალდებულო მოთხოვნით რეკლამა უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნებართვა შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობის თუ სამედიცინო ტექნიკის წარმოებაზე და/ან რეალიზაციაზე.

იარაღის რეკლამა

„რეკლამის შესახებ“ კანონით აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება. ყველა სხვა სახის, მათ შორის, სანადირო, სპორტული იარაღის რეკლამის გავრცელება შეიძლება, რომელსაც გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა შესაბამისი ორგანოა სპეციალური ნებართვის საფუძველზე (მე-10 მუხლი).

ფასიანი ქაღალდების რეკლამა

საქართველოში ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს 1998 წლის 24 დეკემბრის საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ. ფასიანი ქაღალდი (ფასიანი ქაღალდები) ეს არის მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, ან რომელიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად, ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ შეძენის უფლების მატარებლები, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები (მე-2 მუხლის 32-ე პუნქტი). „რეკლამის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და განთავსების შესახებ რეკლამის გავრცელების მიზანია ინფორმატიულობა. ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და მიწოდება ხდება მხოლოდ მათი ემისიის პროსპექტის4 მეშვეობით. კანონი იძლევა იმ სავალდებულო მონაცემების ჩამონათვალს, რაც მითითებული უნდა იყოს ფასიანი ქაღალდების შესახებ რეკლამაში. ეს მონაცემებია:

) ემიტენტის დასახელება;

) ანდერრაიტერის დასახელება და მისამართი;

) განთავსებისათვის პასუხისმგებელი პირების ვინაობა და მისამართი;

) სად და ვისთან შეუძლია პოტენციურ ინვესტორს შეიძინოს ემისიის პროსპექტი ან გაეცნოს მას;

) ლიცენზიის ნომერი და იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც გასცა ლიცენზია (მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი).

აქვე განსაზღვრულია ის შეზღუდვები, რაც დაკავშირებულია ასეთი სახის რეკლამის გავრცელებასთან. კერძოდ, დაუშვებელია:

) ფასიანი ქაღალდების რეკლამის გავრცელება მათი ემისიის პროსპექტის სახელმწიფო რეგისტრაციამდე;

) ემისიის პროსპექტში აღნიშნულის გარდა რაიმე სხვა ინფორმაციის გავრცელება;

) საქმიანობის მომავალი ეფექტიანობის (მომგებიანობის) შესახებ ნებისმიერი გარანტიის, დაპირების ან ვარაუდის განცხადება, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების საკურსო ღირებულების გაზრდის თაობაზე;

) ჩვეულებრივ აქციებზე დივიდენდების გარანტირებული სიდიდის ჩვენება;

) ემიტენტის მიერ საკუთარი ფასიანი ქაღალდების თვითკვოტირების ნებისმიერი ცდა და გამოვლინება (მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი).

სოციალური რეკლამა

„რეკლამის შესახებ“ კანონის მიხედვით, სოციალურ რეკლამას წარმოადგენს საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას (მე-12 მუხლის პირველი პუნქტი). სავალდებულო მოთხოვნის თანახმად, სოციალურ რეკლამაში არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციის დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს (მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი).

შედარებითი რეკლამა

„რეკლამის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-61 პუნქტის შესაბამისად, შედარებითია რეკლამა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიუთითებს კონკურენტზე ან ისეთ საქონელზე ან/და მომსახურებაზე, რომლებიც შეთავაზებულია კონკურენტის მიერ. კანონით, შედარებითი რეკლამა დაიშვება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

) თუ ის ერთმანეთს ადარებს ისეთ საქონელს ან/და მომსახურებას, რომლებიც გამოიყენება ერთი და იმავე საჭიროებისათვის ან მიზნისათვის;

) თუ ის ობიექტურად ადარებს ერთმანეთს საქონლის ან/და მომსახურების ერთ ან მეტ საგნობრივ, არსებით, შემოწმებად და ტიპურ თვისებებს, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს ღირებულება;

) თუ ის ბაზარზე არ იწვევს აღრევას რეკლამის დამკვეთსა და კონკურენტს ან რეკლამის დამკვეთისა და კონკურენტის სავაჭრო ნიშნებს, სავაჭრო დასახელებებს, სხვა განმასხვავებელ ნიშნებს, საქონელსა და მომსახურებას შორის;

) თუ ის არ ახდენს კონკურენტის მდგომარეობის, სავაჭრო ნიშნების, სავაჭრო დასახელებების, სხვა განმასხვავებელი ნიშნების, საქონლის, მომსახურების ან საქმიანობის დისკრედიტაციას;

) თუ ის წარმოშობის მითითებით გამოშვებული პროდუქციის რეკლამირებისას, თითოეულ შემთხვევაში, მიუთითებს იმავე დასახელების პროდუქციას;

) თუ ის არ სარგებლობს კონკურენტის სავაჭრო ნიშნის, სავაჭრო დასახელების და სხვა განმასხვავებელი ნიშნის რეპუტაციით ან კონკურენტპროდუქტის წარმოშობის აღნიშვნით;

) თუ ის არ წარმოადგენს საქონლისა ან/და მომსახურების რეპროდუქციას, რომელთა სავაჭრო ნიშანი და სავაჭრო დასახელება დაცულია (მე-121 მუხლი).

სამაუწყებლო რეკლამა და სპონსორობა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით. რეკლამის შესახებ კანონი იძლევა სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის შემდეგ განმარტებებს: სამაუწყებლო რეკლამა - მაუწყებლის5 მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებულ ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას (მე-3 მუხლის მე-15 პუნქტი), ხოლო მე-13 მუხლის შესაბამისად, სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევის და გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით) სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. ამასთან, სპონსორული შენატანი განიხილება რეკლამის ღირებულებად, ხოლო სპონსორი და დამსპონსორებელი, შესაბამისად, რეკლამის დამკვეთად და რეკლამის გამავრცელებლად. კანონი უკრძალავს სპონსორს რეკლამის მწარმოებლისა და გამავრცელებლის საქმიანობაში ჩარევას. სპონსორობის უფლება არა აქვთ იმ პირებს, რომელთა ნაწარმის ან საქმიანობის გავრცელებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ კანონით (მაგალითად, საბრძოლო იარაღის მწარმოებელი არ შეიძლება იყოს სპონსორი, ვინაიდან „რეკლამის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება). „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს კომერციულ, სოციალურ და წინასაარჩევნო რეკლამებს. სამაუწყებლო რეკლამაზე ვრცელდება ის ზოგადი მოთხოვნები და აკრძალვები, რაც „რეკლამის შესახებ“ კანონითაა დადგენილი.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, მსგავსად „რეკლამის შესახებ“ კანონისა, ასევე დადგენილია გარკვეული აკრძალვები და მოთხოვნები სამაუწყებლო რეკლამის და სპონსორობის მიმართ მათი სპეციფიკის გათვალისწინებით. სახელდობრ, აკრძალულია:

  • არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება (63-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

  • ახალი ამბების, საზოგადოებრივპოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში (63- მუხლის მე-5 პუნქტი);

  • ტელეშოპინგი გამიზნული იყოს არასრულწლოვანთათვის (63 მუხლის მე7 პუნქტი);

  • საზოგადოებრივი მაუწყებლობის არხზე კომერციული რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს - სხვა დღეებში, გარდა სპორტული პროგრამების, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ფარგლებში, საკონკურსო პროგრამების დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროისა (64- მუხლის პირველი პუნქტი);

  • ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს წევრი ან მოხელე, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტის ლიდერი ან თანამდებობის პირი, პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ან ბლოკი, სხვა საარჩევნო სუბიექტი იყოს პროგრამის სპონსორი (67- მუხლის პირველი პუნქტი);

0x01 graphic

  • ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაა ისეთი საქონლის წარმოება, ან მომსახურების მიწოდება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია რეკლამის შესახებ საქართველოს კანონით, იყოს პროგრამის სპონსორი (67- მუხლის მე-2 პუნქტი);

  • სპონსორის და რეკლამის მიმწოდებლის მიერ გავლენის მოხდენა მის მიერ დაფინანსებული პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე (69- მუხლის პირველი პუნქტი);

  • სპონსორის და რეკლამის მიმწოდებლის ჩარევა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის სარედაქციო დამოუკიდებლობაში (69- მუხლის პირველი პუნქტი);

  • პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას (56- მუხლის მე-4 პუნქტი) (თუმცა, საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ასეთი სახის პროგრამა ან რეკლამა განათავსოს ნებისმიერ დროს, კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 56- მუხლის მე-6 პუნქტი).

კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით აკრძალულია შემდეგი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა:

) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა;

) რელიგიური ცერემონია;

) პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია;

) ახალი ამბების, საზოგადოებრივპოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამა ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია;

) მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 45 წუთზე ნაკლებია.

მოთხოვნები, ძირითადად დაკავშირებულია რეკლამის და ტელეშოპინგის განთავსების სპეციფიკასთან, მათ შორის, დღეში რამდენი წუთი უნდა დაეთმოს ამა თუ იმ არხზე რეკლამას, დროის რა პერიოდის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს ინტრვალები რეკლამისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის, რა სახის პროგრამები, რამდენ ხანში ერთხელ და რამდენი წუთით შეიძლება შეწყდეს რეკლამებით და ა.შ. დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება დაფარვის სახით (მათ შორის, „მოძრავი სტრიქონის“ გამოყენებით) რეკლამირებისას. ამასთან, სავალდებულო მოთხოვნაა, რომ დაფარვის ზომა არ უნდა აღემატებოდეს კადრის ფართობის 7%25-ს (64-ე მუხლის მე-12 პუნქტი). კანონის ზოგადი მოთხოვნის თანახმად, რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს (63-ე მუხლის მე-4 პუნქტი).

სახელმწიფო კონტროლი რეკლამის სფეროში

რეკლამის სფეროში სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ, ხოლო სამაუწყებლო სფეროში კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, იგი აკისრებს პასუხისმგებლობას მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელებს სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისათვის. აღნიშნული ორგანოები კონტროლის მიზნით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

0x01 graphic

  • ახორციელებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რეკლამის კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს;

  • იღებენ გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებასა და კონტრრეკლამის განხორციელებაზე;

  • უფლებამოსილნი არიან რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისრონ ადმინისტრაციული სახდელი;

  • უფლებამოსილნი არიან მიმართონ შესაბამის ორგანოებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე;

  • უფლებამოსილნი არიან რეკლამის მწარმოებელთა და გამავრცელებელთაგან შეუფერხებლად მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია.

თავის მხრივ, რეკლამის დამკვეთი, მწარმოებელი და გამავრცელებელი ვალდებულნი არიან შეინახონ სარეკლამო მასალები და მათი ასლები, მათში შემდგომში შეტანილი ყველა ცვლილების ჩათვლით, რეკლამის უკანასკნელად გავრცელების დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში. თუ სარეკლამო მასალა სადავო გახდა - შესაბამისი ორგანოების მიერ ამ დავის გადაწყვეტამდე („რეკლამის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლი), და მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, დადგენილ ვადაში წარუდგინონ მაკონტროლებელ ორგანოებს. მაკონტროლებელ ორგანოებს ეკრძალებათ იმ მონაცემების გახმაურება, რომლებიც კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს, ხოლო გახმაურების შემთხვევაში, მათ ევალებათ მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მე-18 მუხლი).

პასუხისმგებლობა რეკლამის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

რეკლამის დამკვეთი, მწარმოებელი და გამავრცელებელი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებენ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის. კერძოდ, დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის შინაარსზე, თუ არ დამტკიცდა, რომ ეს დარღვევა მოხდა მწარმოებლისა და გამავრცელებლის მიზეზით; მწარმოებელი პასუხს აგებს იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გაფორმებას, წარმოებას ან მომზადებას; ხოლო გამავრცელებელი პასუხისმგებელია იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს ან საშუალებებს (რეკლამის შესახებ კანონის მე-20 მუხლი). აქვე აღსანიშნავია, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე. მათ შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება რეკლამის დამკვეთს (მაუწყებლობის შესახებ კანონის 63- მუხლის მე-3 პუნქტი).

რეკლამის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, პირებს, რომელთა უფლებები და ინტერესები დარღვეულია არასათანადო რეკლამის შედეგად, უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს ჯანმრთელობისა და ქონებისთვის, სახელის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის თაობაზე და მოითხოვონ არასათანადო რეკლამის საჯაროდ უარყოფა. პასუხისმგებლობის დაკისრება რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს არ ათავისუფლებს რეკლამის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისაგან და კონტრრეკლამის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების შესრულებისაგან. მათ უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ სასამართლოს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, აღნიშნული განცხადების სასამართლოში შეტანა არ აჩერებს მაკონტროლებელი ორგანოს გადაწყვეტილების შესრულებას, თუ სასამართლომ არ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ („რეკლამის შესახებ“ კანონის მე-21 მუხლი).

იმედს ვიტოვებთ, რომ წინამდებარე სტატია, საინტერესო იქნება ქართველი ბიზნესმენებისთვის და დაეხმარება მათ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ცოდნის გაღრმავებაში.

RESUME
ADVERTISING AND GEORGIAN LEGISLATION

GIORGI KARAZANISHVILI
Lawyer

Advertising, which is one of the essential elements of today's market economy, is regulated in Georgia by the February 18, 1998 Law of Georgia on Advertising and December 23, 2004 Law of Georgia on Broadcasting. The present article is aimed at gi-ving its reader the main idea about the basic aspects of advertising law. It contains detailed descriptions of different kinds of advertisements (non-external adver-tising, external advertising, advertising the means of transportation, alcoholic beverages and tobacco, se-xual production, medical products/service, artificial baby food, weapons, bank securities, as well as soci-al advertising, comparative advertising, broadcasting advertisements and sponsorship). It also covers the norms regulating those advertisements and require-ments that should be satisfied by every particular kind of advertisement, also different restrictions, state con-trol in the advertising field and the responsibility in case of violating the legislation on advertising.

Additionally, in order to help readers in unders-tanding specific terms, the article provides them with interpretations brought from different normative acts, particularly: February 5, 1995 Law of Georgia on Trade Marks; October 31, 1997 Law of Georgia on Free Trade and Competition; Resolution No 4-32 passed by the Tbilisi Sakrebulo (self-government body) on December 29, 2006; December 16, 2005 Organic Law of Georgia on Local Self-Government; December 24, 1998 Law of Georgia on Security Market; February 5, 1999 Law of Georgia titled the Patent Law of Georgia; June 25, 1999 General Administrative Code of Georgia; October 31, 1997 Law of Georgia on Public Service; October 31, 1997 Law of Georgia on Political Unions of Citizens; and August 2, 2001 Organic Law of Georgia - the Election Code.

It is impossible for any kind of business environ-ment to exist without advertising, and one of the main conditions for effective utilization of the latter is the perfect knowledge of the regulatory legal base. Res-pectively, the present article is a step towards this end.

_________________

1. სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.

2. ტრანსლიტერაცია [ლათ. trans-ით, გავლით და litterა-ასო] - ერთი დამწერლობის ასოების გადაცემა სხვა დამწერლობის ასოებით

3. პატენტი - 1999 წლის 5 თებერვლის საქართველოს კანონის „საქართველოს საპატენტო კანონის“ შესაბამისად გაცემული დამცავი დოკუმენტი

4. ემისიის პროსპექტი - წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით.

5. მაუწყებელი - მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

19 საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება - პილპილმოყრილი მადლი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სულიკო ფუტკარაძე
ექსპერტი, საქართველოს
ბიზნესმენთა ფედერაციის
აჭარის რეგიონული ფილიალის თავმჯდომარე

ახალი საგადასახადო კოდექსის (2004 .) ერთერთ დადებით ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს მე12 თავი გადასახადებით დასაბეგრი ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშგება, რომელიც გადამხდელთა გადასახადების დეკლარირებას, დეკლარირებულ გადასახადებში ცვლილებების შეტანასა და საგადასახადო დეკლარაციების საგადასახადო ორგანოში წარდგენის დადგენილი ვადების გადავადების საკითხებს შეეხება.

აღნიშნული თავიდან, ვფიქრობ, განსაკუთრებით საყურადღებოა 96-ე მუხლი - საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება, რომლის თავდაპირველი რედაქცია, 2007 წლის 11 ივლისის №5280 რს საქართველოს კანონით, უმნიშვნელოდ შეიცვალა და იგი ამჟამად ასე იკითხება:

მუხლი 96. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება.

თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი წლიური საშემოსავლო, ქონების ან მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე და გადაიხდის იმ დროისათვის მოსალოდნელ გადასახადსაც. დეკლარაციის წარდგენის ვადა ავტომატურად გაგრძელდება 3 თვით. ამ მუხლის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება არ მოქმედებს გადასახადის გადახდის დროზე და არ აჩერებს გადაუხდელ გადასახადზე საურავის დარიცხვას.

ცვლილება გამოიხატა იმაში, რომ გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დეკლარაციების ჩამონათვალიდან, ამოღებულია სიტყვა სოციალური. ეს ხდება მაშინ, როცა 2007 წლის შედეგებით ინდივიდუალურ მეწარმეებს სოციალური გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდათ და შესაბამისად, მისი ამოღებაც დეკლარაციების ჩამონათვალიდან სოციალური გადასახადის გაუქმებასთან ერთად, 2008 წლის 1 იანვრიდან უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამ „მცირედი“ შეუსაბამობისა, შეიძლება ითქვას, ამგვარად შექმნილი სირთულე დაძლევადია: თუ ინდივიდუალური მეწარმე 2007 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაციის ვადის გაგრძელებას მოითხოვს, წლიური სოციალური გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადასაც გააგრძელებს. როგორც წესი, ინდივიდუალური მეწარმე ჯერ სოციალურ გადასახადს გაიანგარიშებს, ხოლო მისი ხარჯად აღიარების შემდეგ - საშემოსავლო გადასახადს. ამრიგად, გამოსავალიც მოინახება. მაგრამ ეს ყველაფერი წვრილმანია იმასთან შედარებით, რაც დეკლარაციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით იქმნება. კერძოდ, სსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2007 წლის 27 მარტს (ეს მაშინ, როცა აღნიშნული წლიური დეკლარაციების წარდგენის ვადა და შესაბამისად ვადის გაგრძელებაც 31 მარტს იწურებოდა) 2824 ბრძანებით დაამტკიცა მეთოდური მითითება - საგადასახადო კოდექსის 96- მუხლის (საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება) გამოყენების შესახებ, რითაც განისაზღვრა საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების პროცედურები. ზემოაღნიშნულის თანახმად, გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით საგადასახადო ორგანოები აწარმოებენ გადასახადის იმ გადამხდელთა რეესტრს, რომლებსაც საგადასახადო ორგანოს მიერ გაუგრძელდათ შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა.

აღნიშნული მეთოდური მითითებებით, სსკის 96-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მოგების, ქონების, სოციალური და საშემოსავლო გადასახადების წლიური დეკლარაციების ვადის გაგრძელების პროცედურები შედგება 5 ეტაპისაგან, რომლის მიხედვითაც:

I ეტაპზე, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს მიმართავს წერილობით და საგადასახადო ორგანოში წარადგენს განაცხადს (მეთოდური მითითებების №1 დანართი) გადავადების მოთხოვნის მიზეზების მითითებით.

II ეტაპზე, საგადასახადო ორგანოში განაცხადის წარდგენისას გადასახადის გადამხდელზე გაიცემა განაცხადის წარდგენის დამადასტურებელი ცნობა (დანართი №2). მასში აღინიშნება გადამხდელის საიდენტიფიკაციო (პირადი) ნომერი, რომლითაც წარდგენილი განაცხადი ტარდება რეგისტრაციაში და ენიჭება ნომერი.

III ეტაპზე, საგადასახადო ორგანოს მიერ მოწმდება დადგენილ ვადაში გადაიხადა თუ არა გადამხდელმა მოსალოდნელი გადასახადი. (გადასახადის გადახდის ვადა კი ემთხვევა დეკლარაციის წარდგენის ვადას 31 მარტს). თუ აღნიშნული გადასახადი გადამხდელის მიერ არ იქნა გადახდილი ამ ვადაში, წარდგენილი განაცხადი უარყოფილი იქნება და საგადასახადო ორგანო გადამხდელს უგზავნის შეტყობინებას, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ეცნობება, რომ საგადასახადო დეკლარაციის წარსადგენად კანონით განსაზღვრული ვადა ძალაში რჩება და გადასახადის გადახდის შემთხვევაში საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა ავტომატურად გაუგრძელდება 3 თვით, გამოითვლება და დაფიქსირდება ახალი თარიღი, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ შედგება და ამოიბეჭდება შეტყობინება, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ეცნობება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ახალი ვადის თაობაზე.

IV ეტაპი, მიღებული გადაწყვეტილება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ ინახება გადამხდელის საქმეში, რის შემდგომაც ამოიბეჭდება ზემოთ ხსენებული შეტყობინება გადამხდელზე გასაგზავნად.

V ეტაპი, „შეტყობინება“ გადაეცემა გადასახადის გადამხდელს და მისი გადამხდელისთვის ჩაბარების თარიღი ფიქსირდება საქმეში.

საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება არ მოქმედებს გადასახადის გადახდის დროზე და არ აჩერებს გადაუხდელ გადასახადზე საურავის დარიცხვას. ამასთან, საურავის დარიცხვა, როგორც წესი, ხორციელდება საგადასახადო დავალიანების თანხაზე, მისი წარმოქმნის მომდევნო დღიდანვე.

მეთოდურ მითითებაში განხილულია მაგალითი:

გადამხდელმა, მისი საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით ორგანოს მოთხოვნით საგადასახადოს მომართა 2005 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ, რომლის წარდგენის ვადაც იწურება 2006 წლის 13 მარტს გადამხდელმა გადაიხადა რა იმ დროისათვის მოსალოდნელი მოგების გადასახადი, თანხით 150000 ლარის ოდენობით, მას ავტომატურად გაუგრძელდა მოგების გადასახადის წარდგენის ვადა 3 თვით, რომლის წარდგენის ახალი ვადა დადგინდა 2006 წლის 1 ივლისი.

აღმოჩნდა, რომ გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების მომენტისათვის გადავადებული დეკლარაციით გადახდილი მოგების გადასახადის თანხა 50000 ლარით ნაკლებია 1 ივლისისათვის ფაქტიურად დეკლარირებულზე.

ამ შემთხვევაში გადამხდელს გადაუხდელ საგადასახადო დავალიანებაზე დაერიცხება საურავი 0.07%25-ის ოდენობით დაწყებული 2006 წლის 1 აპრილიდან 2006 წლის 1 ივლისამდე პერიოდისათვის თანხით 3150 ლარის ოდენობი (50000 X 0.007 X 90 : 100).

0x01 graphic

როგორც ვხედავთ, აღნიშნული მაგალითი მთლიანად შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 13 აპრილის №3073 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 96- მუხლის (საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება) გამოყენებასთან დაკავშირებით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე ცვლილებები შევიდა აღნიშნულ მეთოდურ მითითებაში და მასში განხილული მაგალითი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:

გადამხდელმა, მისი საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით მიმართა 2005 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ, რომლის წარდგენის ვადაც იწურება 2006 წლის 13 მარტს გადამხდელმა გადაიხადა რა იმ დროისათვის მოსალოდნელი მოგების გადასახადი, თანხით 150 000 ლარის ოდენობით, მას ავტომატურად გაუგრძელდა მოგების გადასახადის წარდგენის ვადა 3 თვით, რომლის წარდგენის ახალი ვადა დადგინდა 2006 წლის 1 ივლისი.

აღმოჩნდა, რომ გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების

მომენტისთვის გადავადებული დეკლარაციით გადახდილი მოგების გადასახადის თანხა 50 000 ლარით ნაკლებია 1 ივლისისათვის ფაქტიურად დეკლარირებულზე.

ამ შემთხვევაში გადამხდელს გადაუხდელ საგადასახადო დავალიანებაზე დაერიცხება საურავი 0.07%25-ის ოდენობით დაწყებული 2006 წლის 1 აპრილიდან 2006 წლის 1 ივლისამდე პერიოდისათვის თანხით 3150 ლარის ოდენობით (50 000 X 0.007 X 90 : 100) და საჯარიმო თანხა დეკლარციის საფუძველზე დამატებით გადასახდელი თანხის 5%25-ის ოდენობით ყოველი სრული (არასრული) თვისათვის თანხით 7 500 ლარის ოდენობით (50000 X 5 : 100 X3).

როგორც ვხედავთ, აქ უკვე გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით საურავთან ერთად, სსკის 131 მუხლის შესაბამისად, დამატებით დაერიცხება ჯარიმა ყოველი სრული (არასრული) თვისათვის დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის, რაც ვფიქრობ, არამართლზომიერია და იგი საგადასახადო კოდექსის 96ე მუხლის მოთხოვნებს არ შეესაბამება, აგრეთვე, იგი წინააღმდეგობაში მოდის სსკის 97ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების ახალ რედაქციასთან:

მუხლი 95. საგადასახადო დეკლარაცია

7. თუ გადასახადის გადამხდელი არ წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში (დროებით) აღარ ახორციელებს სამეურნეო ოპერაციებს და ამ პერიოდში უნდა განახორციელოს საგადასახადო ანგარიშგება, მას უფლება აქვს, აღნიშნული პერიოდის მიხედვით არ წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები (გაანგარიშებები), გარდა საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადების ყოველწლიური დეკლარაციებისა (25/05/2006 3138-I).

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, რომლის მიხედვით, მისი შემოსავლები, ხარჯები და საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისი პერიოდების მიხედვით ნულის ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიცედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად (11/07/2007 5280რს).

0x01 graphic

ცხადია, სსკს 95-ე მუხლის ზემოთაღნიშნული მე-7, მე-8 ნაწილები პირდაპირ არ უკავშირდება წლიურ დეკლარაციებს, მაგრამ უბრალო ლოგიკიდან გამომდინარე, თუ სსკ-ის 95-ე მუხლის მე-8 ნაწილი უკვე გადამხდელის მიერ საერთოდ ჩაუბარებელ დეკლარაციას ნულოვან დეკლარაციად ჩაბარებად განიხილავს და შემდგომში წარდგენილ შესწორებულ დეკლარაციაზე ჯარიმა აღარ ვრცელდება, განხილული მაგალითის შემთხვევაშიც გამოდის, რომ გადამხდელმა 2005 წლის სავარაუდო მოგების გადასახადად ჩათვალა 100 000 ლარი და გადაიხადა იგი დადგენილ ვადაში (31 მარტის ჩათვლით), შემდეგ კი 1 ივლისს ჩაბარებული დეკლარაციით თუ აღმოჩნდა, რომ უნდა გადაეხადა არა 100 000 ლარი, არამედ 150 000 ლარი (50 000 ლარით მეტი), ეს უკანასკნელი უკვე უნდა ჩაითვალოს დაზუსტებულ დეკლარაციად და გადამხდელი მაგალითში მოყვანილი ჯარიმით (სსკ-ს 136-ე მუხლით) 7 500 ლარით (50 000 X5%25 X3 თვე) აღარ უნდა დაჯარიმდეს. ვფიქრობ, მეთოდურ მითითებებში საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის მე-8 ნაწილში 2007 წლის 11 ივლისის ბრძანებით შეტანილი ცვლილებების გადახედვა სჭირდება და იგი ისე უნდა შესწორდეს, რომ სსკს 131-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადამხდელს აღარ დაეკისროს.

ვფიქრობ, წარმოდგენილ მოსაზრებას არავითარი ძალა არ ექნება მანამ, სანამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შესაბამის ცვლილებას არ შეიტანს ზემოთაღნიშნულ მეთოდურ მითითებებში. იქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა გადამხდელთა ინტერესებს, მათ ვურჩევთ წლიური დეკლარაციების წარდგენის ვადაში (31 მარტი) სავარაუდო გადასახადის მაქსიმალური ოდენობით გადახდას ისე, რომ ვადის გაგრძელების შემდგომ პერიოდში დეკლარირებული გადასახდელი თანხა ყველა შემთხვევაში ნაკლები აღმოჩნდეს ფაქტობრივად გადახდილ თანხაზე (რათა თავიდან ავიცილოთ ხსენებული 5%25-იანი ჯარიმა ყოველ სრულ (არასრულ) თვეზე). ამ შემთხვევაში უკვე გადამხდელს წლიური დეკლარაციის ჩაბარების შემდეგ წარმოექმნება ზედმეტობა მოცემულ გადასახადში, რომელიც სსკს 219-ე მუხლით გათვალისწინებულ მიმდინარე გადასახადებში ჩაეთვლება.

20 არამატეიალური აქტივები, მათი ბუღალტრული და სამართლებრივი ასპექტები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლელა პატარაია
მაგისტრი

თანამედროვე ეტაპზე არამატერიალური აქტივების მრავალ სახეობას ვხვდებით, რაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ სოციალურეკონომიკური და ტექნოლოგიური ურთიერთობების განვითარებასთანაა დაკავშირებული. ასეთი ურთიერთობების განვითარებამ, თავის მხრივ, საწარმოო საქმიანობაში გამოსაყენებელი ახალი იდეების, გზებისა და მეთოდების არსებობას შეუწყო ხელი, რამაც, საბოლოო ჯამში, არამატერიალური აქტივების წარმოქმნა განაპირობა.

ზოგადად, არამატერიალური აქტივები ესაა ისეთი აქტივები, რომელთაც არ გააჩნიათ ფიზიკური ფორმა და შეუძლიათ ეკონომიკური სარგებლის მოტანა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ასეთებია ლიცენზია, კონცესია, საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი, პატენტი, ნოუჰაუ, პროგრამული უზრუნველყოფა, ფრანჩაიზი, მარკეტინგული უფლებები, გუდვილი და სხვ. მიუხედავად თითოეულის განსხვავებული შინაარსისა, ყოველ მათგანს ახასიათებს საერთო ნიშან-თვისებები: არ გააჩნიათ ფიზიკური ხელშესახები ფორმა, შეიძლება ვერც თვალით დავინახოთ, თუმცა ყველა მათგანს ეკონომიკური სარგებელი მოაქვს და შესაძლებელია ამ სარგებლის იდენტიფიცირება.

საერთაშორისო პრაქტიკაში განასხვავებენ ორი ტიპის არამატერიალურ აქტივებს. პირველი: ესაა სამართლებრივად წარმოქმნილი არამატერიალური აქტივები, როგორებიცაა: საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი და სხვ. ხოლო მეორე კონკურენტულ საწყისებზე წარმოქმნილი არამატერიალური აქტივებია, კერძოდ, ნოუჰაუ, მარკეტინგული უფლებები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვ.

წარმოშობის წყაროს მიხედვით, განასხვავებენ შეძენილ და საკუთარი ძალებით შექმნილ არამატერიალურ აქტივებს. პირველი მათგანი დაკავშირებულია საწარმოდან (ორგანიზაციიდან) ფულადი სახსრების გასვლასთან. რაც შეეხება საკუთარი ძალებით არამატერიალური აქტივების შექმნას, იგი კაპიტალური დაბანდებების განსაკუთრებული სახეა და გულისხმობს საწარმოს (ორგანიზაციის) ძალებით არამატერიალური აქტივების მიღებას. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ასეთი გზით არა-მატერიალური აქტივების მიღების აღრიცხვა გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, არამატერიალური აქტივების საკუთარი ძალებით შექმნის პროცესი უკავშირდება სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების გაწევას. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ახალი სამეცნიერო ან ტექნიკური ცოდნის მიღების მიზნით გაწეული კვლევით და სამეცნიერო ხასიათის სამუშაოებია, რომლებიც აღირიცხება როგორც პერიოდის დანახარჯები. რაც შეეხება საცდელსაკონსტრუქტორო სამუშაოებს, რომლებიც ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევის შედეგად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას, იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია რომ ასეთ საქმიანობაზე გაწეული დანახარჯები მომავალში მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს და შესაძლებელია ამ დანახარჯების საიმედოდ შეფასება, უნდა მოხდეს მისი კაპიტალიზაცია - აღირიცხოს როგორც არამატერიალური აქტივის შეძენა და ამორტიზირდეს ხარჯების გაწევის ან სამუშაოებთან დაკავშირებული ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაბამისად. არამატერიალური აქტივების მიღება (მიუხედავად იმისა, შეძენილ იქნა თუ საკუთარი ძალებით წარმოებული) ბუღალტრულად აისახება შემდეგნაირად:

- არამატერიალური აქტივები

- ფულადი საშუალებები

არამატერიალური აქტივების შეძენასა და საკუთარი ძალებით წარმოებაზე გაწეული ხარჯების ამორტიზაცია აისახება შემდეგნაირად:

- არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია

- არამატერიალური აქტივები

ქვემოთ არამატერიალური აქტივების ზოგიერთ კატეგორიაზე შევაჩერებ ყურადღებას.

ლიცენზია, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, წარმოადგენს სახელშეკრულებო უფლებას გარკვეული სახის საქმიანობაზე, ეს იქნება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ბუნებრივი წყლებით სარგებლობა თუ სხვა. რაც შეეხება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ლიცენზიად განიხილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. კანონმდებლობით გამიჯნულია ოთხი ტიპის ლიცენზია პირველი, ესაა სარგებლობის ლიცენზია, რომლითაც პირს ენიჭება განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება, რომელიც გაიცემა აუქციონის წესით და რომლის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა შესაძლებელია, მეორე ესაა საქმიანობის ლიცენზია, რომლითაც პირს ენიჭება განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია, მესამე ესაა გენერალური ლიცენზია, რომელიც გულისხმობს ისეთ უფლებას, როდესაც პირს შეუძლია ერთიანი ზოგადი ლიცენზიის საფუძველზე განახორციელოს მსგავსი ტიპის საქმიანობები და არ არის ვალდებული ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული საქმიანობისთვის ლიცენზია, და ბოლოს, სპეციალური ლიცენზია, როდესაც პირს უფლება ეძლევა განახორციელოს რომელიმე ვიწრო საქმიანობა.

ბუღალტრული აღრიცხვის თვალსაზრისით, ლიცენზიის შეძენა აღირიცხება შემდეგი გატარებით:

- ლიცენზიები 2510

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 3110

ლიცენზიების შეძენაზე გაწეული დანახარჯები ამორტიზირდება სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში და ბუღალტრულად აისახება შემდეგნაირად:

- ლიცენზიების ამორტიზაცია 2610
- ლიცენზიები 2510

კონცესია, ესაა სახელმწიფოსგან წიაღისეულისა და მიწის ნაკვეთების განსაზღვრული პირობებით ექსპლუატაციაში გადაცემაზე უფლების მიღება. უფლების მიღება კაპიტალიზირდება და აისახება შემდეგნაირად:

- კონცესიები 2520

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 3110

კონცესია ამორტიზირდება სასარგებლო მომსახურების ვადის შესაბამისად და აღირიცხება შემდეგი გატარებით:

- კონცესიების ამორტიზაცია 2620

- კონცესიები 2520

საავტორო უფლება წარმოადგენს ლიტერატურაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში შესრულებული ნაშრომების ავტორთა სამართლებრივ უფლებებს ამ ნაშრომების მონოპოლიაზე. ეს უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში და წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის ობიექტს, რომელიც ფორმდება კონტრაქტით.

თითქმის მსგავსი შინაარსისაა კოპირაიტი (უფლება ტირაჟირებაზე), რომელიც გულისხმობს სახელმწიფოსაგან უფლებების მოპოვებას ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების ნამუშევრების გამოცემასა და რეალიზაციაზე.

საავტორო უფლებისა და კოპირაიტის შეძენა ბუღალტრულად აისახება შემდეგნაირად:

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 3110

საავტორო უფლებისა და კოპირაიტის შეძენაზე გაწეული დანახარჯები ამორტიზირდება სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში და ბუღალტრულად აისახება შემდეგნაირად:

- სხვა არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია 2690

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

საავტორო უფლებისა და კოპირაიტის რეალიზაციის შემთხვევაში შედგება შემდეგი გატარება:

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან 1410

- სხვა არასაოპერაციო შემოსავლები 8190

ამასთან, დამატებით საავტორო უფლებისა და კოპირაიტის თვითღირებულებები ჩამოიწერება არასაოპერაციო შემოსავლებიდან, გატარებით:

- სხვა არასაოპერაციო შემოსავლები 8190

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

სავაჭრო ნიშანი ექსკლუზიური უფლებაა, რომელიც დაცულია კანონით და რომელიც გულისხმობს სიმბოლოების, ნიშნების, საფირმო სახელებისა და პროდუქციის სხვა მახასიათებლების, როგორებიცაა: შეფუთვა, სტილი და სხვ. გამოყენებას. ასეთი მახასიათებლები გამოარჩევენ საქონლის (მომსახურების) მწარმოებელ საწარმოს სხვა საწარმოებისგან, ხოლო წარმოებულ პროდუქტს - სხვა პროდუქტებისგან.

სავაჭრო ნიშნების შეძენა აისახება შემდეგნაირად:

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 3110

სავაჭრო ნიშნების ამორტიზაცია აღირიცხება შემდეგი გატარებით:

- სხვა არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია 2690

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

სავაჭრო ნიშნების რეალიზაციის შემთხვევაში შედგება შემდეგი გატარება:

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან 1410

- სხვა არასაოპერაციო შემოსავლები 8190

ამასთან, დამატებით სავაჭრო ნიშნის თვითღირებულება ჩამოიწერება არასაოპერაციო შემოსავლებიდან, გატარებით:

- სხვა არასაოპერაციო შემოსავლები 8190

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

პატენტი - ესაა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ტექნიკური დოკუმენტაციისა და გამოგონების სახელმწიფოებრივ დონეზე აღიარებას და მის ავტორს დაპატენტების ობიექტზე ანიჭებს საავტორო უფლებას 17 წლის განმავლობაში. ასეთი დოკუმენტების გაცემა ხდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით (საქართველოში ასეთ ორგანოს წარმოადგენს საქპატენტი).

პატენტის შეძენა ფასდება მასზე გაწეული დანახარჯების თანხით. რაც შეეხება პატენტის საკუთარი ძალებით წარმოებას, ამ შემთხვევაში, პატენტზე გაწეულ დანახარჯებს მიეკუთვნება დაპატენტების ობიექტის რეგისტრაციისა და დაცვისათვის გაწეული დანახარჯები.

პატენტის შეძენა აისახება შემდეგი გატარებით:

- პატენტები 2530

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 3110

სავაჭრო ნიშნების ამორტიზაცია აღირიცხება შემდეგი გატარებით:

- პატენტების ამორტიზაცია 2630

- პატენტები 2530

პატენტის გადაცემა შესაძლებელია გარკვეული ვადით, რის სანაცვლოდაც პატენტის მფლობელი ღებულობს არასაოპერაციო შემოსავალს - როიალტის სახით. აღნიშნული ოპერაცია ბუღალტრულად აისახება შემდეგნაირად:

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან 1410

- სხვა არასაოპერაციო შემოსავლები 8190

ნოუჰაუ (ვიცი - როგორ), იგივე ინტელექტუალურ საკუთრებას, იგივე წარმოების საიდუმლოებას მიეკუთვნება სამეცნიერო, კომერციული, ფინანსური, ტექნოლოგიური თუ სხვა სახის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მის მფლობელს ანიჭებს გარკვეულ უპირატესობას სხვებთან შედარებით და რომელიც არ არის დაცული სახელმწიფოებრივ დონეზე, თუმცა, მას იყენებენ წარმოებაში, სამეცნიერო გამოკვლევებში და ა. შ.

ნოუ-ჰაუს წყარო შეიძლება იყოს სამეცნიეროტექნიკური მიღწევა, ახალი ტექნიკა და კომპიუტერული პროგრამები, მონაცემები პროდუქციის რეალიზაციაზე, ბაზრის კონიუნქტურაზე, რეკლამაზე, ფინანსებზე და ა. შ.

საქართველოში ნოუ-ჰაუს (კომერციული საიდუმლოების) დაცვის სამართლებრივი რეგულირება ხდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, მეწარმე, რომელიც ფლობს ნოუ-ჰაუს, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ ან კომერციულ ინფორმაციას და დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის აუცილებელი ღონისძიებებით, განსაკუთრებულ უფლებას ფლობს ამ ინფორმაციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის ინფორმაცია, თავისი შინაარსით, კონფიდენციალურია, იგი შეიძლება ყიდვაგაყიდვის საგანიც კი გახდეს.

ნოუ-ჰაუს შეძენა შესყიდვის ღირებულებით აისახება შემდეგნაირად:

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 3110

ნოუ-ჰაუს ამორტიზაცია საკონტრაქტო ვადის განმავლობაში აღირიცხება შემდეგი გატარებით:

- სხვა არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია 2690

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

ნოუ-ჰაუს რეალიზაცია ბუღალტრულად აისახება შემდეგნაირად:

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან 1410

- სხვა არასაოპერაციო შემოსავლები 8190

ამასთან, დამატებით ნოუ-ჰაუს თვითღირებულება ჩამოიწერება არასაოპერაციო შემოსავლებიდან, გატარებით:

- სხვა არასაოპერაციო შემოსავლები 8190

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

ფრანჩაიზი წარმოადგენს საწარმოს უფლებას განახორციელოს კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობა სხვა კარგად ცნობილი კომპანიის სავაჭრო ნიშნის ქვეშ, ამ კომპანიის სავაჭრო მარკების, ტექნოლოგიების, ძირითადი საშუალებების და სხვა მატერიალური და არამატერიალური აქტივების, გასაღების ქსელის და ა. შ. გამოყენებით.

ფრანჩაიზის შეძენა ბუღალტრულად აისახება შემდეგნაირად:

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 3110

რაც შეეხება ფრანჩაიზის ამორტიზაციას, იგი ამორტიზირდება ამ უფლების გამოყენების განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 20 წელიწადისა. ამორტიზაცია აისახება შემდეგი გატარებით:

- სხვა არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია 2690

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

ფრანჩაიზის რეალიზაცია აისახება შემდეგნაირად:

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან 1410

- სხვა არასაოპერაციო შემოსავლები 8190

ამასთან, დამატებით ფრანჩაიზის თვითღირებულება ჩამოიწერება არასაოპერაციო შემოსავლებიდან, გატარებით:

- სხვა არასაოპერაციო შემოსავლები 8190

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

მარკეტინგული უფლებები ესაა საწარმოს მიერ სხვა საწარმოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ან მინიჭებული განსაკუთრებული უფლებები, რომლებიც შეიძლება გულისხმობდეს მწარმოებლის პროდუქციის გავრცელების ექსკლუზიურ უფლებას კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, სხვისი კუთვნილი მაღაზიათა ქსელით საკუთარი პროდუქციის გავრცელების უფლებას და ა. შ.

მარკეტინგული უფლებების შეძენა ბუღალტრულად აისახება შემდეგი გატარებით:

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 3110

რაც შეეხება მარკეტინგული უფლებების ამორტიზაციას, იგი ამორტიზირდება ამ უფლების გამოყენების განმავლობაში და აისახება შემდეგი გატარებით:

- სხვა არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია 2690

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

მარკეტინგული უფლებების რეალიზაცია აისახება შემდეგნაირად:

0x01 graphic

- ნაღდი ფული/ფული საბანკო ანგარიშებზე

ან

- მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან 1410

- სხვა არასაოპერაციო შემოსავლები 8190

ამასთან, დამატებით მარკეტინგული უფლების თვითღირებულება ჩამოიწერება არასაოპერაციო შემოსავლებიდან, გატარებით:

- სხვა არასაოპერაციო შემოსავლები 8190

- სხვა არამატერიალური აქტივები 2590

გუდვილი (კეთილი ნება) ესაა სხვაობა საწარმოს შესყიდვის ფასსა და წმინდა აქტივების (აქტივებს მინუს ვალდებულებები) ღირებულებას შორის. საწარმოს შეძენისას წმინდა აქტივების ღირებულებისგან განსხვავებული თანხის გადახდა შეიძლება დაუკავშირდეს საწარმოს ადგილმდებარეობას, პერსონალის მაღალ კვალიფიკაციას, საქმიან კულტურასა და გამოცდილებას, საწარმოს რეპუტაციას და ა. შ.

გუდვილი შეიძლება ჩამოყალიბდეს საწარმოს შიგნით. მას თანდართული გუდვილი ეწოდება, ან შეძენილი სხვა საწარმოს შეძენის ან სხვა საწარმოსთან შერწყმის შედეგად. პირველი მათგანი ღებულობს მონაწილეობას შემოსავლების მიღებაში, თუმცა, არ აღიარდება აქტივად, იქედან გამომდინარე, რომ მისი შეფასება საკმაოდ რთულია. მეორე შემთხვევაში ხდება გუდვილის აღიარება - დადებით ან კიდევ, უარყოფით გუდვილად, იქედან გამომდინარე, წმინდა აქტივებზე მაღალ, თუ დაბალ ფასად იქნა შეძენილი მოცემული საწარმო.

დადებითი გუდვილის შემთხვევაში გვექნება შემდეგი ბუღალტრული გატარება:

- შეძენილი საწარმოს აქტივები

- გუდვილი

- საწარმოს შესაძენად გადახდილი ფული

- შეძენილი საწარმოს ვალდებულებები

უარყოფითი გუდვილი შეგვიძლია ფასდათმობით შეძენის ანალოგიურად განვიხილოთ. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, შეძენილი საწარმოს არაფულადი აქტივების რეალური ღირებულება უნდა შევამციროთ ფასდათმობის პროპორციულად (საბაზისო მეთოდი). ამით გავანულებთ გუდვილს. თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაშინ უარყოფითი გუდვილი განიხილება გადავადებულ შემოსავლად (ალტერნატიული მეთოდი) და აისახება შემდეგი გატარებით:

- შეძენილი საწარმოს აქტივები

- საწარმოს შესაძენად გადახდილი ფული

- შეძენილი საწარმოს ვალდებულებები

- გადავადებული შემოსავალი

და ბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არამატერიალური აქტივები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საწარმოთა (ორგანიზაციათა) საქმიანობის პროცესში და მათ ფლობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მათი წარმატებული ფუნქციონირების საკითხიც.

21 საპირველაპრილო ხუმრობა, თუ კიდევ ერთი ხელბორკილი მეწარმისთვის

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამაზ იაშვილი
ექსპერტი

საქართველოს კანონმდებლობის .. ხვრელებზე დღემდე ბევრი თქმულა და დაწერილა. ეს ის ხვრელებია, რომელიც ხშირად ხელბორკილად იქცევა ხოლმე მეწარმისათვის. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს.

დღემდე ძალაშია საგადასახადო კოდექსის 133 მუხლი, რომლის თანახმად:

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესების დარღვევა ჩადენილი ერთ საგადასახადო პერიოდში იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი ერთ საგადასახადო პერიოდზე მეტი ხნის განმავლობაში, იწვევს დაჯარიმებას სამმაგი ოდენობით.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილში ვკითხულობთ: ამ მუხლის მიზნებისთვის შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესების დარღვევად ითვლება პირველადი დოკუმენტების, სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების, საბუღალტრო რეგისტრების უქონლობა, ან დადგენილი წესის დარღვევით მათი წარმოება, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშებზე და ანგარიშგებაში გადასახადის გადამხდელის სამეურნეო ოპერაციების, ფულადი სახსრების, მატერიალური ფასეულობების, არამატერიალური აქტივებისა და ფინანსური დაბანდებების არადროულად და არასწორად ასახვა. 133-ე მუხლის ეს ნაწილი კოდექსში შესულია 2006 წლის 29 დეკემბერს.

აღნიშნული მუხლიდან გაუგებარია: შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის რომელი წესების დარღვევის, რომელი საბუღალტრო რეგისტრების უქონლობისათვის უნდა გადაიხადოს ჯარიმა გადასახადის გადამხდელმა. რა ითვლება ასეთი წესების დარღვევად, გადასახადის გადამხდელის სამეურნეო ოპერაციების, ფულადი სახსრების, მატერიალური ფასეულობების, არამატერიალური აქტივებისა და ფინანსური დაბანდებების არადროულად და არასწორად ასახვად. რატომ უნდა გადაიხადოს მეწარმემ 3000 ლარი ჯარიმა მხოლოდ იმისათვის, რომ მისი საბუღალტრო რეგისტრები ვიღაცას არასრულად ეჩვენება შევსებული (?!)

არ არის აუცილებელი დიდი გამჭრიახობა იმის მისახვედრად, რომ გამორიცხულია იმ საწარმოს არსებობა, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც არ დაუშვებს რამდენიმე შეცდომას ზემოთ მოყვანილი გრძელი ჩამონათვალიდან და არ მოუწევს 3000 ლარიანი ჯარიმის გადახდა, სხვა შესაძლო ჯარიმებისა და საურავების გარდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, თუ რა დიდი ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს, დღევანდელი მცირე საწარმოთა და ინდმეწარმეთა უდიდესი ნაწილისათვის 3000 ლარიანი ჯარიმა, ადვილად მივხვდებით რა მოხერხებულია ეს მუხლი გამომძალველებისათვის, თუ იგი სპეციალურად ამ მიზნით არ არის შეტანილი საგადასახადო კოდექსში.

გავიხსენოთ დღემდე მოქმედი დებულება სალაროს მეურნეობაზე და მისი მოთხოვნები სალაროს ნაშთის შესახებ, რომლის პირველივე გვერდზე ვკითხულობთ: პირები, რომლებზედაც ვრცელდება მოცემული დებულება, ვალდებულნი არიან სამუშაო დღის ბოლოს ნაღდი ფულის ამონაგები შეიტანონ მომსახურე ბანკში თავის ანგარიშზე. თუ დებულებას დავუჯერებთ, იგი ვრცელდება უკლებლივ ყველა სამეურნეო სუბიექტზე, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე, რომელთა წლიური შემოსავალი 40000 ლარს აღემატება, ანუ დაახლოებით 100 ლარს დღეში. ეს კი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყოველი ნაყინის გამყიდველი ვალდებულია სამუშაო დღის ბოლოს ნაღდი ფულის ამონაგები შეიტანოს მომსახურე ბანკში თავის ანგარიშზე. ძნელი მისახვედრი არ არის რა ხასიათზე დადგებიან ბანკები (აღარაფერს ვამბობთ ნაყინის გამყიდველზე) ყველა ინდმეწარმე, მართლა რომ დადგეს ბანკის კარებთან ყოველ საღამოს თავისი ასი ლარის შესატანად, დილას კი უკან გამოსატანად.

ყოვლად მიუღებელია ამ „დებულებით“ დადგენილი სალაროს ნაშთის ლიმიტებიც. საწარმოს, რომელსაც თვეში 50000 ლარამდე თვიური ამონაგები გაჩნია, დღის ბოლოს სალაროში მხოლოდ 150 ლარის დატოვების უფლება აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ თუ დღის ბოლოს საწარმოს სალაროში აღმოჩნდება 155 ან 160 ლარი, სხვაობა დღის ბოლოს შეტანილი უნდა იქნეს მომსახურე ბანკში.

ამ დებულების წყალობით კიდევ უფრო უარეს დღეში აღმოჩნდნენ საწარმოები, რომლებსაც არ ჰყოფნით დადგენილი ლიმიტის ნაშთები და იძულებული არიან:

* მეორე დილიდანვე დაიკავონ რიგი ბანკებში, წინა საღამოს შეტანილი ფულის გამოსატანად, ან

* საღამოს, ლიმიტს ზევით თანხები ფიქტიურად გასცენ საქვეანგარიშოდ, დადგენილი ლიმიტის დაცვის მიზნით.

ნებისმიერი მეწარმისათვის ნათელზე ნათელია, რომ ასეთი დებულებისა და ლიმიტების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბუნებრივად ისმება კითხვა: ვის და რისთვის სჭირდება ასეთი დებულება და ასეთი ლიმიტები. ვის აქვს უფლება მეწარმეს უკარნახოს, როდის და რამდენი ფული შეიტანოს ბანკში და რამდენი დაიტოვოს სალაროში. რატომ უნდა უხადოს ბანკს საზღაური მომსახურებისათვის, რომელიც მას არ სჭირდება?!

პასუხი მარტივია, საწარმოში დღის ბოლოს, ლიმიტის გადამეტება გარანტირებულია, გარანტირებულია ბუღალტრული აღრიცხვის წესების დარღვევა და მოთხოვნა 3000 ლარამდე ჯარიმის გადახდის თაობაზე (სსკ მუხლი 133). (ეხლა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 2041 მუხლით).

ასეთ პირობებში, 2008 წლის 14 მარტს პარლამენტი იღებს კანონს, რომლითაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შედის 2041 მუხლი - ბუღალტრული აღრიცხვის წესების დარღვევა. კანონმა ფაქტიურად აღადგინა (ყოვლად მიუღებელი რედაქციით) ადრე კოდექსიდან ამოღებული 204 მუხლი - საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, კოდექსის ახალ მუხლს მოვიყვან სრულად:

0x01 graphic

1. ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემცველი საბუღალტრო დოკუმენტის შექმნა, გამოყენება ან საგადასახადო დოკუმენტის აღრიცხვა, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების, ზეგავლენით ვაჭრობის ან ასეთი საქმიანობის დაფარვის მიზნით - ისჯება ჯარიმით.

2. იგივე ქმედება:

. ჩადენილი არაერთგზის;

. რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

კანონი და აღნიშნული მუხლი ძალაში შევიდა პირველი აპრილიდან.

არ არის გამორიცხული, რომ კანონმდებელს გაახსენდა ქვეყანაში არარსებული ბუღალტრული აღრიცხვის ინსტიტუტი და ცდილობს არსებული მდგომარეობის გამოსწორებას, წესრიგის დამყარებას ეკონომიკისთვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში. ვფიქრობთ, რომ ასეთი მიზნის არსებობისას, შედეგი სულაც არ იქნება ადექვატური. საკანონმდებლო სიახლემ, რბილად რომ ვთქვათ, გააოგნა უკლებლივ ყველა „ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირი“. მუხლის გაცნობის შემდეგ არ შეიძლება არ გაჩნდეს კითხვა კანონის ავტორის, მიმღებისა და დამკვეთის მიმართ - ასეთი კანონის არსებობის პირობებში ურჩევდნენ ისინი თავის შვილებს, შვილიშვილებს, ახლობლებსა და ნებისმიერ სხვა ადამიანს-ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელ პირად საქმიანობას? ვფიქრობთ, რომ არა.

კანონიდან გაუგებარია ვინ არის ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირი. ბუღალტრული და საგადასახადო დოკუმენტები იქმნება სამეურნეო საქმიანობის ყველა რგოლში პირველადი დოკუმენტების სახით. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საგადასახადო დოკუმენტის შევსების ინსტრუქციებს, დღემდე არ არსებობს რამდენადმე სრული ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ბუღალტრული აღრიცხვის, პირველ რიგში, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების წესებს. დღემდე არ არსებობს შეფასების ცივლიზებული ინსტიტუტი, სამწუხაროდ, იშვიათად ახსენდებათ, თუ როგორ ხდება 2 მილიონიანი ქონების გაყიდვის 250 ათასად გაფორმება. ეკონომიკური ლექსიკონიდან ფაქტიურად გამქრალია ტერმინები: რესურსების ეკონომია, რესურსების ხარჯვის, გამოსავლიანობის, ბუნებრივი და ძნელად ასაცილებელი დანაკარგების ნორმები. არადა, დასაბუთებული, სათანადო წესით შედგენილი და დამტკიცებული ხარჯვის ნორმების გარეშე, ფიქცია იქნება მონაცემები ხარჯვის, შესაბამისად, მოგებისა და მოგების გადასახადის შესახებ. ობიექტური შეფასების გარეშე, ასევე ფიქცია იქნება ფინანსური ანგარიშგებაც. თუ ამას დავუმატებთ: შემფასებლებს, რომელთა შეფასების მიდგომები და კრიტერიუმები ვერ უძლებენ კრიტიკას; აუდიტორებს, რომლებსაც არ ეხერხებათ უარყოფითი დასკვნების დაწერა; საგადასახადო კოდექსს, რომელიც გაუთავებლად იცვლება და ცვლილებები, როგორც წესი, გამოქვეყნებიდან 15 დღეში შედის ძალაში; პრაქტიკულად შეუძლებელია გაუგებარ კითხვებზე და პრობლემებზე რამდენადმე მისაღები პასუხის მიღება (წერილობით გაგზავნილ სამ კითხვაზე პასუხს ღებულობ მხოლოდ ერთზე, მინაწერით: პასუხი წარმოადგენს რეკომენდაციას და იურიდიული ძალა არა აქვს); ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია:

1. შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგებისა და ამ ინსტიტუტის სამართლებრივი ბაზის მდგომარეობას.

2. შემუშავდეს ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკის ერთიანი წესები და აღრიცხვის წესები მცირე საწარმოებისათვის, აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. დაზუსტდეს კრიტერიუმები იმ საწარმოების დასადგენად, რომლებმაც:

- სრულად უნდა აწარმოონ ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების დაცვით.

- აღრიცხვა აწარმოონ გამარტივებული წესით და ეს წესი მართლაც უნდა იყოს მარტივი.

- უნდა წარადგინონ ფინანსური ანგარიშგება საგადასახადო ორგანოებში, სადაც ასეთი ანგარიშგება ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. რატომ გვავიწყდება, რომ საწარმოს ფინანსური ანგარიშგება საჯარო ინფორმაციაა და იგი მზადდება მხოლოდ ასეთი ანგარიშგების გარეშე მომხმარებლისათვის.

4. დაზუსტდეს საწარმოს მცირე საწარმოს კატეგორიისადმი მიკუთვნების კრიტერიუმები. კონკრეტულად განისაზღვროს ის, რისი დარღვევისათვისაც დაისჯება ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირი. განისაზღვროს: ბუღალტრულ აღრიცხვაში დასაშვებია ის, რაც დასაშვებია, თუ დასაშვებია ის, რაც არ არის აკრძალული.

5. მიღებული იქნეს საშემფასებლო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი.

6. მიღებული იქნეს ნორმატიული აქტი, რომელიც წესრიგს დაამყარებს მატერიალური რესურსების, გამოსავლიანობის, დანაკარგების ნორმირების საქმეში.

7. შეიქმნას მექანიზმი (სასურველია მუდმივმოქმედი შერეული კომისიის სახით), რომელიც უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის და ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირის მიერ რთულ და გაუგებარ კითხვებზე ამომწურავი და იურიდიული ძალის მქონე პასუხის მიღებას. გაუქმდეს საგადასახადო კოდექსის სამარცხვინო 47- მუხლი. შეიქმნას საგადასახადო კოდექსის 52- მუხლის 1-ლი ნაწილის და პუნქტების შესრულების რეალური მექანიზმები.

8. უარი უნდა ითქვას მრავალწლიან პრაქტიკაზე, როდესაც პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მისაღებად, საკმარისი იყო ბუღალტერთა პროფესიული გაერთიანების წევრობა და ძნელად მოიძებნებოდა აუდიტორის წოდების მაძიებელი, რომელსაც უარი უთხრეს ამ წოდების მიღებაზე.

9. უარი ითქვას პრაქტიკაზე, როდესაც საგადასახადო კოდექსში ცვლილება შედის პარლამენტის პრაქტიკულად ყოველ სხდომაზე. ცვლილებები საგადასახადო კოდექსში ძალაში შევიდეს სულ ცოტა ერთი წლის შემდეგ.

10. ყველა ამ საკითხის გადაწყვეტამდე შეჩერდეს სისხლის სამართლის კოდექსის 2041 მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 133- მუხლის მოქმედება. ამ მუხლში დაზუსტდეს:

- ვინ არის ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირი;

- რას ნიშნავს არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემცველობა;

- რას ნიშნავს საგადასახადო დოკუმენტის აღრიცხვა;

- რას გულისხმობს გამორჩენა;

- რას ნიშნავს გამორჩენა ან უპირატესობის მიღება, რას ნიშნავს სხვა პირი;

- რას ნიშნავს ზეგავლენით ვაჭრობის ან ასეთი საქმიანობის დაფარვის მიზნით;

- რას გულისხმობს მნიშვნელოვანი ზიანი. ვფიქრობთ, რომ უარი უნდა ითქვას პრაქტიკაზე, როდესაც 10000 თუ 100000 ლარის ერთნაირად მიჩნევა დიდი ოდენობად საწარმოებისათვის წლიური 100000 და 100 მილიონიანი ბრუნვით.

ქვეყანაში უნდა მოწესრიგდეს აღრიცხვა. უნდა დაწესდეს კონტროლი და მკაცრი, მაგრამ უპირობოდ სამართლიანი და ადექვატური პასუხისმგებლობა აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დაცვაზე. ასეთი პასუხისმგებლობა მიმართული უნდა იყოს ბუღალტერთა კორპუსის, აღრიცხვის ინსტიტუტის გაძლიერებისა და არა მისი საბოლოო მოშლისათვის. აღრიცხვის მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს. რამეთუ დაწერილია: აღრიცხვის გარეშე არ არის კონტროლი. კონტროლის გარეშე კი ჩირადაც არ ღირს ხელისუფლება.

ფაქტია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი ძნელად მოისურვებს ბუღალტრობას და ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელ პირობას, რაც საეჭვოა წაადგეს ქვეყნის მეწარმეობასა და ეკონომიკას მთლიანად, რეფორმების ამ ძალზე დაძაბულ და რთულ ეტაპზე.

რამდენადაც მოულოდნელად არ უნდა მოგეჩვენოთ, ბოლო წლების ქართული პოლიტიკა ზედმეტად არის „ბუღალტერიზებული“. სამწუხაროდ, კვლავ რჩებიან ძალები, რომელთაც არ აწყობთ მოწესრიგებული ბუღალტერია, ცივილიზებული შეფასების ინსტიტუტი, დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტი-თანამედროვე ეკონომიკის ეს უალტერნატივო ელემენტები.

22 ექსპერტის კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

რედაქციაში შემოსულ კითხვებს პასუხობს ექსპერტი სამეწარმეო საკითხებში, იურიდიული ფირმა ალპ- ინტერნეიშენალ გრუპის დამფუძნებელ-პარტნიორი ანდრო ასლანიშვილი.

კითხვა:

- 20%25-იანი აქციების მფლობელი პარტნიორის მოთხოვნის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების კრების ჩატარებიდან რამდენი ხნით ადრე უნდა გადაიცეს წლიური ანგარიში და სხვა პუბლიკაციები (მეწარმეთა შესახებ კანონის -3 მუხლი, .9)?

პასუხი:

- მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი ამჟამინდელი რედაქციით არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ ვადებს იმასთან დაკავშირებით, თუ სააქციო საზოგადოების აქციონერთა კრების ჩატარებიდან, რა ვადაში უნდა გადაეცეს პარტნიორს წლიური ანგარიშის ასლი ან სხვა პუბლიკაცია. აქედან გამომდინარე, ასეთი მოთხოვნა და, შესაბამისად, ინფორმაციის გადაცემა უნდა მოხდეს შესაძლო უმოკლეს ვადებში მოთხოვნისთანავე, გაჭიანურების გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში სააქციო საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გარკვეულ ვადებს და წესს პარტნიორისათვის ზემოაღნიშნული ინფორმაციის გადაცემისათვის. ამ შემთხვევაში გამოიყენება საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული წესები.

კითხვა:

- იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებამ არ დააკმაყოფილა პარტნიორის მოთხოვნა მისი სასამართლოში მიმართვის თაობაზე, რა პერიოდში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წლიური ანგარიშის წარდგენასა და მის შემოწმებაზე?

პასუხი:

- მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი, ისევე, როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, სპეციალურად არ აწესრიგებს და შესაბამისად არ განსაზღვრავს თუ რა ვადაში უნდა მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება პარტნიორისათვის წლიური ანგარიშის წარდგენაზე ან მის შემოწმებაზე. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (სსსკ) დადგენილი ვადები. კერძოდ, სსსკის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია სამოქალაქო საქმე განიხილოს სასარჩელო განცხადების მიღებიდან 2 თვის ვადაში. გამონაკლისს წარმოადგენს განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეები, რომელთა განსახილველი ვადა სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა.

კითხვა:

- ჩვენი ორგანიზაცია არაკომერციულია და ორიენტირებულია საგრანტო დაფინანსებაზე. ზოგიერთ საგრანტო პროექტში ჩვენ ვმონაწილეობთ როგორც კონტრაქტორები, მიღებული თანხები ჩვენთვის გრანტად არ ითვლება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასეთმა შემოსავლებმა შეადგინა 90000, 00 ლარი.მოვიპოვეთ ახალი გრანტი და თებერვლიდან ჯამური შემოსავლები (გრანტიდან და არა გრანტიდან) გადააჭარბებს 100000 ლარს. საჭიროა თუ არა ამ ფაქტის შესახებ საგადასახადო ინსპექციაში განცხადება და დღგს გადამხდელად დარეგისტრირება?

პასუხი:

- თუ არაკომერციული ორგანიზაცია ორიენტირებულია საგრანტო დაფინანსებაზე, მაგრამ ამავდროულად მონაწილეობს საგრანტო პროექტში როგორც კონტრაქტორი ორგანიზაცია, როდესაც ასეთი წყაროებიდან მიღებული თანხებისაგან შემდგარი ჯამური შემოსავლები გადააჭარბებს 100000 ლარს, საჭიროა, რომ ორგანიზაციამ გააკეთოს განაცხადი ამ ფაქტის შესახებ საგადასახადო ინსპექციაში და დარეგისტრირდეს დღგს გადამხდელად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221- ე მუხლის შესაბამისად.

კითხვა:

- როგორია ქვეყნის შიდა და საზღვარგარეთ მივლინებების დღეღამური ხარჯების ტარიფები?

პასუხი:

- სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ქვეყნის შიგნით დაქირავებულის სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანების პირველი პუნქტით (დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ) და შეადგენს 15 ლარს. იგი გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით. რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების სადღეღამისო ხარჯებს, მათი ანაზღაურების ნორმები მოცემულია აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ დანართ N1-ში (ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს დაქირავებულისათვის სადღეღამისო ხარჯებისათვის და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები) და მათი ზღვრული ოდენობა დამოკიდებულია ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა: სამივლინებო ქვეყანა და ამ ქვეყანაში მოქმედი უცხოური ვალუტის დასახელება. რაც შეეხება გრძელვადიან მივლინებებს, ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით, დაქირავებულის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი (30 დღეზე მეტი ვადით) სამსახურებრივი მივლინებისას, პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვრება ზემოაღნიშნული დანართ N1-ის მიხედვით. 30 დღის ზემოთ კი ანაზღაურების ნორმები განისაზღვრება ამავე დანართით დადგენილი საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებათა მუშაკებისათვის მოკლევადიანი მივლინებისას ასანაზღაურებელი ნორმების მსგავსად იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს. ამასთან, ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანების 41-ე პუნქტი ადგენს მაღალი რანგის თანამდებობის პირთა საზღვარგარეთ მივლინებებისას სადღეღამისო ნორმის დანამატებს, რომლებიც მოყვანილია მოცემული ბრძანებით დამტკიცებულ დანართ N2-ში.

კითხვა:

- საოფისე ტექნიკა იბეგრება თუ არა ქონების გადასახადით?

პასუხი:

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია (გარდა მიწისა), მის ბალანსზე რიცხული ქონება ან ამ ქონების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის N176 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (,,ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ'') მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქონება მოიცავს ყველა ნივთს და არამატერიალურ სიკეთეს, რომელთა შეუზღუდავად შეძენა, ფლობა და განკარგვა და ასევე, რომლებით სარგებლობა შეუძლიათ პირებს. მაშასადამე, საოფისე ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, იბეგრება ქონების გადასახადით. ამ მოსაზრებას განამტკიცებს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის (ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება) პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი. იქ ნათქვამია, რომ ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ორგანიზაციის ქონება, გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა. აქვე, შეგახსენებთ სსკის 274-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო გადამხდელის სათანადო მომართვის შემთხვევაში ვალდებულია, ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით გადამხდელს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია.

კითხვა:

- კერძო ფიზიკური პირისაგან ვქირაობთ მსუბუქ ავტომანქანას თვეში 300 ლარად. რა დაქვითვები უნდა განხორციელდეს ამ შემთხვევაში? საჭიროა თუ არა ამ მანქანით სარგებლობის დროს ყოველდღიური საგზურების გამოწერა?

პასუხი:

- კერძო ფიზიკური პირისაგან მსუბუქი ავტომანქანის დაქირავების შემთხვევაში, დადგენილი პერიოდულობით გადახდილი ქირა ექვემდებარება შესაბამისი წესით გამოქვითვებს, ვინაიდან სსკის (177-ე მუხლი) მიხედვით ერთობლივი შემოსავლებიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან. ხოლო რაც შეეხება დაქვითვებს, ავტომობილის დაქირავებისათვის გადახდილი ქირიდან შესაბამისი ორგანიზაციის მიერ უნდა განხორციელდეს სსკის 167-ე მუხლით გათვალისწინებული 25%25-იანი დაქვითვა. რაც შეეხება მანქანით სარგებლობის დროს საგზურების გამოწერას, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ამჟამინდელი მდგომარეობით მსგავს მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.

კითხვა:

- რა სახის წლიური დეკლარაციების ჩაბარება ევალება არასამთავრობო ორგანიზაციას საგადასახადო ინსპექციაში?

პასუხი:

- არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუ ისინი ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, სსკის 172-ე მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოში ყოველი წლის ბოლოს წარსადგენი აქვთ მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია (ისევე როგორც ქონების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაცია), რადგან, სსკის 30ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ ორგანიზაცია ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, მისი ქონება და საქმიანობის ნაწილი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას, ითვლება საწარმოს ქონებად და საქმიანობად.

კითხვა:

- შპს- დამფუძნებელთაგან 2004-2006 წლებში საწარმოს მიღებული აქვს სესხები სამეურნეო საჭიროებისათვის 18 თვიანი ვადით, 20%25-იანი განაკვეთით, რაზეც გაფორმებულია სასესხო ხელშეკრულებები. დარიცხული პროცენტები გამოქვითულია ერთობლივი შემოსავლიდან და დაკავებულია მიღებული პროცენტის საშემოსავლო გადასახადი 10%25. გაცემულ პროცენტებზე არ არის დარიცხული სოციალური გადასახადი. გთხოვთ განგვიმარტოთ სესხის პროცენტს ხსენებულ პერიოდში დაერიცხება თუ არა სოციალური გადასახადი?

პასუხი:

- იმ შემთხვევაში, თუ შპს-ს დამფუძნებელს, როგორც ფიზიკურ პირს, სასესხო ხელშეკრულების დადების დროს არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა, მაშინ საწარმო იმავდროულად ასრულებს საგადასახადო აგენტის როლს და სესხის პროცენტს ხსენებულ პერიოდში სსკის 266-ე მუხლის ბ) პუნქტის შესაბამისად ერიცხება სოციალური გადასახადი.

კითხვა:

- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის 1047 ბრძანებით დამტკიცებულია ინსტრუქცია გადახდის წყაროსთან დაბეგვრისა და სოციალური გადასახადის დეკლარაციის ფორმის შევსების შესახებ. ინსტრუქციის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები იბეგრება სოციალური გადასახადით. ადრე დამტკიცებული ინსტრუქციებით (2007 წლის 23 იანვრის ნომერი 31 ბრძანება, 2006 წლის 28 ივლისის ნომერი 865 ბრძანება, 2004 წლის 31 დეკემბრის 893 ბრძანება) გაცემული პროცენტები სოციალური გადასახადით არ იბეგრებოდა. . . მოცემული ინსტრუქცია არ შეესაბამებოდა კოდექსს. ამ შემთხვევაში საქართველოს კანონის ნორმატიული აქტების შესახებ შესაბამისად ადრე მიღებულ ინსტრუქციებზე გავრცელდება თუ არა სსკის 124- მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები გაცემული პროცენტების სოციალური გადასახადით დაბეგვრაზე?

პასუხი:

- 2007 წლის 23 იანვრის N31 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია სინამდვილეში ითვალისწინებდა გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტების დაბეგვრას სოციალური გადასახადით. ამის ნათელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ იმავე 2007 წლის 23 იანვრის N31 ბრძანების დანართი N2 (ყოველთვიური საგადასახადო ანგარიში სოციალური გადასახადის დეკლარირების, შრომის ანაზღაურების თანხებსა და დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ), რომლის მეორე ნაწილის მე3 გრაფაში მითითებული იყო „რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე“ (რომლებსაც არ გააჩნიათ გადასახადის გადამხდელის მოწმობა) გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურების (სარგებლის) ღირებულება. თავის მხრივ, მე3 გრაფაში მითითებული თანხა ავტომატურად ჰპოვებდა ასახვას ამავე დოკუმენტის მე8 გრაფაში, ვინაიდან, სესხისათვის გადახდილი პროცენტი არის მომსახურების გაწევისათვის გადახდილი სარგებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარმოადგენს სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. შესაბამისად, ადრინდელი და ამჟამინდელი ინსტრუქციების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები იბეგრებოდა და ამჟამადაც იბეგრება სოციალური გადასახადით.

კითხვა:

- არარეზიდენტის მიერ თურქეთიდან თბილისამდე ტვირთის ტრანსპორტირებისათვის მიღებული შემოსავალი საწარმომ დაბეგრა 4 პროცენტით. სსკის 240-, 241-, (პირველი ნაწილის ქვეპუნქტი) და 232- მუხლების გათვალისწინებით ხსენებული თანხა დაიბეგრება თუ არა უკუდაბეგვრის წესით?

პასუხი:

- სსკ-ის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკუდაბეგვრის ოპერაცია ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც, დღგ-ს გადამხდელად არარეგისტრირებული არარეზიდენტის მიერ საგადასახადო აგენტისათვის მომსახურების გაწევა ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. იმავე კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის დ) ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება ტვირთის გადატანის ან მგზავრთა გადაყვანის ადგილსამყოფელი ტრანსპორტირების დაწყებისას, თუ მომსახურება დაკავშირებულია ამ გადაზიდვებთან. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში უკუდაბეგვრის ოპერაცია ვერ განხორციელდება. ამასთან შეგახსენებთ იმ გარემოებასაც, რომ სსკის 233-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით, ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების მიწოდება იბეგრება დღგს ნულოვანი განაკვეთით. აქედან გამომდინარე, უკუდაბეგვრის ოპერაცია აზრს კარგავს და მას რაიმე საგადასახადო ეფექტი ვერ მოჰყვება.

კითხვა:

- საწარმოს საანგარიშო წლის დასაწყისისათვის არ გააჩნდა ქონება. საანგარიშო წელში (10 იანვარს) შეიძინა 50000 ლარის ღირებულების ქონება, რომლის საბალანსო ნარჩენმა ღირებულებამ ცვეთის გათვალისწინებით წლის ბოლოსათვის შეადგინა 40000 ლარი. ქონების გადასახადის გაანგარიშების წესის თანახმად, ქონების გადასახადი შეადგენს (0+40000):2X1%25=200 ლარს, არადა საწარმოს აღნიშნული ქონება წლის დასაწყისშივე რომ ჰქონდა ბალანსზე, ქონების გადასახადი აღნიშნული გაანგარიშებით იქნებოდა (50000+40000):2X1%25=450 ლარი.

გთხოვთ განგვიმარტოთ:

რამდენად კანონზომიერია პირველი გათვლის მიხედვით (200 ლარი) ქონების გადასახადი და რაიმე შეცდომას ხომ არ ვუშვებთ მის გაანგარიშებაში, რამდენადაც იგი მეორე ვარიანტთან შედარებით სოლიდურ სხვაობას (250 ლარი) იძლევა?

პასუხი:

- სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის N176 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის („ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის (ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში) და უცხოური საწარმოსათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება არა უმეტეს 1%25-ის ოდენობით. ამასთან, საანგარიშო წლისათვის აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების ღირებულების ჯამის 2-ზე გაყოფით. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საწარმოს საანგარიშო წლის დასაწყისში არ გააჩნდა ქონება, ამიტომ ქონების გადასახადი უნდა გაანგარიშდეს (0+40000):2X1%25=200 ფორმულით და შესაბამისად საწარმოს მიერ ქონების გადასახადის სახით გადასახდელი ექნება 200 ლარი.

კითხვა:

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199.4 მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელმა აღრიცხვა უნდა აწარმოოს საგადასახადო მიზნებისათვის აღრიცხვის საკასო ან დარიცხვის მეთოდით იმ პირობით, რომ იგი ერთ მეთოდს გამოიყენებს საგადასახადო წლის განმავლობაში. კოდექსის 104.4 მუხლის ბოლო წინადადების ჩვენეული ინტერპრეტაციის გათვალისწინებით, თუ გადამხდელი იყენებდა აღრიცხვის საკასო მეთოდს, წლის განმავლობაში დღგს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში იგი ვალდებულია შეწყვიტოს აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენება და გადავიდეს დარიცხვის მეთოდზე. ეს უკანასკნელი კი უკვე შეუსაბამობაში მოდის 199.4 მუხლის მოთხოვნებთან, რომ აღრიცხვის არჩეული მეთოდი გამოყენებული უნდა იქნას საგადასახადო წლის განმავლობაში.

გთხოვთ განგვიმარტოთ:

) თუ გადასახადის გადამხდელი იყენებს აღრიცხვის საკასო მეთოდს და წლის განმავლობაში იგი დარეგისტრირდა დღგს გადამხდელად, უფლებამოსილია თუ არა გადავიდეს დარიცხვის მეთოდზე მაშინ, როცა საგადასახადო კოდექსის 199.4 მუხლის შესაბამისად იგი ვალდებული იყო საგადასახადო წლის განმავლობაში გამოეყენებინა აღნიშნული მეთოდი.

) დღგს გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან დღგს ნაწილში გამოიყენოს დარიცხვის მეთოდი, ხოლო შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის მიზნით კი წლის ბოლომდე გააგრძელოს საკასო მეთოდის გამოყენება.

პასუხი:

- ა) მიუხედავად სსკის 199.4 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესისა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა აღსარიცხავად უნდა გამოიყენოს საკასო ან დარიცხვის მეთოდი (იმ პირობით, რომ იგი ერთ მეთოდს გამოიყენებს საგადასახადო წლის განმავლობაში), სსკის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს. კერძოდ, სსკის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №899 ბრძანებით დამტკიცებული შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული სისტემით მოსარგებლე პირთა შემოსავლების და ხარჯების წესის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელზე, რომელიც რეგისტრირებულია დღგს გადამხდელად, ვერ გავრცელდება შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესები. ამიტომ, იგი ვალდებულია გამოიყენოს დარიცხვის მეთოდი. მაშასადამე, თუ გადასახადის გადამხდელი იყენებს აღრიცხვის საკასო მეთოდს და წლის განმავლობაში იგი დარეგისტრირდა დღგს გადამხდელად, მაშინ პირი უფლებამოსილია გადავიდეს დარიცხვის მეთოდზე.

ბ) ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსი ამჟამინდელი რედაქციით არ ითვალისწინებს აღრიცხვის მიზნებისათვის ერთდროულად საკასო და დარიცხვის მეთოდების გამოყენებას.

23 რა უნდა ვიცოდეთ უძრავ ქონებაზე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შემოსულ კითხვებზე კომენტარს იძლევა ექსპერტი უძრავი ქონების საკითხებში, პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფის მთავარი კონსულტანტი, დამოუკიდებელი ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი ბნი ანზორ მესხიშვილი.

კითხვა:

- გთხოვთ განგვიმარტოთ, რა იურიდიული მნიშვნელობა აქვს ქონებას?

პასუხი:

- ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს.

ნებისმიერი ქონება შესაძლოა წარმოდგენილი იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის სახით. მატერიალური ქონება ანუ ნივთი, შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი. უძრავ ქონებას, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწა მასში არსებული წიაღისეულით; მიწის ზედაპირზე არსებული წყლის ობიექტები, მრავალწლიანი ნარგავები, შენობები, ნაგებობები და მიწასთან მკვიდრად დაკავშირებული სხვა ობიექტები.

კითხვა:

- რა იგულისხმება ქონების საკუთრების ქვეშ?

პასუხი:

- მესაკუთრეს შეუძლია, კანონიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით (ნივთით) სარგებლობა, განკარგოს იგი, თუ ამით არ ილახება, მეზობლის, ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

სამოქალაქო სამართალში აღიარებული ცნების თანახმად, „საკუთრება არის ნივთზე ბატონობის სამართლიანად აღიარებული უფლება“. საკუთრება გულისხმობს „უფლებას“ და არა ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა გამოიხატება „მფლობელობის“ ფორმით. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ფლობის ნებითი მოპოვებით.

კითხვა:

- მაქვს საკუთრებაში მიწის ნაკვეთი, ჩემი მეზობელი ჩემი ნაკვეთის გვერდით აშენებს ისეთ ნაგებობას, რომელიც შემდგომში შემიშლის ხელს ჩემი ნაკვეთის სრულყოფილად გამოყენებაში. მაქვს თუ არა უფლება მოვითხოვო მეზობლისგან ასეთი ნაგებობის აშენების აკრძალვა?

პასუხი:

- მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

კითხვა:

- მიწის რეფორმის პერიოდში მივიღე მიწის ნაკვეთი, ჩემს ირგვლივ სხვებმაც მიიღეს მიწის ნაკვეთები. დღესდღეობით, როდესაც ყველამ დაიწყო საკუთრი ნაკვეთების შემოღობვა, შეუძლებელი ხდება ჩემს ნაკვეთთან მისვლა. გთხოვთ განმიმარტოთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი:

- თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთებზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით ერთჯერადი გადახდით შეიძლება გამოიხატოს.

კითხვა:

- რას გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება?

პასუხი:

- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფ ლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის კერძო საკუთრებაში სასყიდლიანი ფორმით გადაცემას.

კითხვა:

- ჩემი ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთის მეზობელთან მაქვს საერთო სარგებლობის ღობე, ღობე ავარიულ მდგომარეობაშია და მოითხოვს შეკეთებას, მივმართე მეზობელს, რომ ერთობლივად გაგვეკეთებინა ღობე, რომელზედაც მან უარი განმიცხადა. გთხოვთ განმიმარტოთ, რა უფლებებით ვსარგებლობ?

პასუხი:

- თუ მიწის ორი ნაკვეთი ერთმანეთისგან გამიჯნულია ღობით ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობით, ივარაუდება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ ნაგებობით, თუკი ნაგებობის გარეგნული მხარე პირდაპირ არ მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი მეზობლის საკუთრებაა.

თუ ორივე მეზობელი უფლებამოსილია ერთობლივად ისარგებლოს საზღვრად გამოყენებული ნაგებობით, თითოეულ მათგანს შეუძლია ნაგებობა მხოლოდ ისე გამოიყენოს, რომ ამით ხელი არ შეუშალოს მეორე მეზობელს თანასარგებლობაში.

ნაგებობის მოვლისა და შენახვის ხარჯები მეზობლებს შორის ნაწილდება თანაბრად. ვიდრე ერთ-ერთი დაინტერესებულია ამ სასაზღვრო ნაგებობის არსებობით, დაუშვებელია მისი აღება ან შეცვლა მეზობლის თანხმობის გარეშე.

კითხვა:

- რა ფორმით ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება?

პასუხი:

- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება: ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით; ) სპეციალური აუქციონის საფუძველზე; ) ღია აუქციონის საფუძველზე.

პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სპეციალური აუქციონის საფუძველზე პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ღია აუქციონის საშუალებით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთები და ასევე ის მიწის ნაკვეთები, რომელთა შეძენის მსურველი სპეციალურ აუქციონზე არ გამოვლინდა.

კითხვა:

- შეიძლება თუ არა იპოთეკით დატვირთული პრივატიზებული მიწის ნაკვეთის შემდგომი გასხვისება?

პასუხი:

- იპოთეკით დატვირთული პრივატიზებული მიწის ნაკვეთის შემდგომი გასხვისება მესაკუთრეს შეუძლია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და ამ შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკით გათვალისწინებული ვალდებულებები ავტომატურად გადადის მიწის ნაკვეთის ახალ მესაკუთრეზე.

კითხვა:

- 1950იან წლებში, სოფელში, ჩემი მამაპაპის მიწის ნაკვეთი თვითნებურად შემოღობა ბიძაშვილმა და ამუშავებს. რამდენჯერმე ვთხოვე ნაკვეთის დაბრუნება, მაგრამ უარს ამბობს (ნამდვილად რომ გვეკუთვნის ჩვენ, ამის მოწმეები არიან მამიდები და მეზობლები). ახლა გადავწყვიტე მივმართო სასამართლოს. რამდენად კანონიერი იქნება ჩემი ქმედება?

პასუხი:

- თუ თქვენს მიერ მითითებული მიწის ნაკვეთი 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით თქვენს ოჯახს კანონიერად არ ერიცხებოდა და ეს მიწის ნაკვეთი მიწის რეფორმის პერიოდში (19921998 წლებში) არ მიგიღიათ, ძალიან მცირე შანსია, სასამართლოში საქმე თქვენს სასარგებლოდ გადაწყდეს. ამასთან გასათვალისწინებელია, რის საფუძველზე დაეპატრონა თქვენი ბიძაშვილი მიწის ნაკვეთს, აქვს თუ არა მას შესაბამისი დოკუმენტაცია.

კითხვა:

- მამაჩემი 1932 წლიდან იყო სოფლის ცალკე კომლი და ეწერა 7500 კვ. მიწა, რომელიც 1939 წელს საკოლმეურნეო ფართობის გაზრდასთან დაკავშირებით ჩამოაჭრეს. შვილები ვცხოვრობთ ამავე სოფელში და ვართ უმიწო კომლები. გვაქვს თუ არა უფლება, მოვიზომოთ მიწის ნაკვეთი სოფლად არსებული ნორმების მიხედვით?

პასუხი:

- თუ თქვენს კომლს მითითებული მიწის ნაკვეთი არ ერიცხებოდა 1992 წლის 1 იანვრამდე იმ დროს არსებული ზონარგაყრილი და საკომლო წიგნების მიხედვით და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი რეფორმის პერიოდში (19921998 წლები) არ მიგიღიათ, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უფასოდ ვერ მიიღებთ.

კითხვა:

- სოფელში მაქვს მამისეული სახლი 0,4 ჰა მიწის ნაკვეთით. დედა, რომელიც განკარგავდა ამ ქონებას, გარდაიცვალა 1991 წელს. როგორც ერთადერთ მემკვიდრეს, ქონების გადმოსაფორმებლად მომთხოვეს მიწის გადასახადის დავალიანების დაფარვა, თუმცა გადახდა ადრე არ მოუთხოვიათ. გთხოვთ განმიმარტოთ, მეკუთვნის თუ არა რაიმეს გადახდა და რა კურსით?

პასუხი:

- თუ დედათქვენი კომლის უკანასკნელი წევრი იყო, უპირველეს ყოვლისა, უნდა დააზუსტოთ, 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ამ კომლის სახელზე აღრიცხული ნაკვეთის ფართობის ოდენობა. თუ ეს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დედის სახელზე და თქვენ ხართ მისი მემკვიდრე ან არსებობს ანდერძი თქვენს სახელზე, პირველ რიგში, უნდა მოხდეს მიწის გადაფორმება. თუ ეს მიწის ნაკვეთი თქვენს სახელზეა რეგისტრირებული და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, 2004 წლიდან გათავისუფლებული ხართ მიწის გადასახადისგან, ხოლო თუ თქვენს სახელზე არ იყო გადასახადი გაწერილი, „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მიწის გადასახადის ვალდებულებები ჩაითვალა შესრულების (აღიარების) ნაწილში შესრულებულად 2004 წლამდე.

კითხვა:

რის საფუძველზე მოხდა მიწის განაწილება რეფორმის პერიოდში?

პასუხი:

- საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის, 6 თებერვლისა და 10 მარტის დადგენილებების შესაბამისად, საქართველოში კომლები (ოჯახები) დაიყო მიწის მიმღებთა 3 კატეგორიად: პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი კომლები, რომელთა ერთ-ერთი წევრი მუდმივად ცხოვრობდა სოფლად და დასაქმებული იყო სოფლის მეურნეობაში. ასეთი კომლებისთვის დადგინდა ნორმა 1,25 ჰა მდე, ხოლო მთის რაიონებში 5 ჰექტრამდე. მიწის მიმღებთა მეორე კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი კომლები (ოჯახები), რომელთა ერთ-ერთი წევრი ცხოვრობდა სოფელში, მაგრამ არ იყო დასაქმებული სოფლის მეურნეობის სფეროში. ამ კატეგორიისათვის ნორმა შეადგენდა 0,75 ჰა მდე, ხოლო მთის რაიონებში 5 ჰა მდე. მესამე კატეგორიას მიეკუთვნება ქალაქებისა და დაბების მცხოვრებნი. მათთვის ნორმა შეადგენდა 0,25 ჰა მდე, ხოლო მთის რაიონებში 1 ჰა მდე. თბილისის საგარეუბნო ზონებში ნორმა შეადგენდა 0,15 ჰა მდე. მიწის განაწილება მოხდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების (ოჯახების) მიხედვით, ხოლო 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლების დაკმაყოფილება ხდებოდა სხვა წესით. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, მიწის რეფორმის კომისია და შესაბამისი საკრებულო იღებდა გადაწყვეტილებას და შესაძლებლობის ფარგლებში აწესებდა გასაცემი მიწის მაქსიმალურ ნორმას.

კითხვა:

- წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში სამ მოქალაქეზე გაცემული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობაში დაშვებულია შეცდომები. რაიონში რეგისტრატორის შტატი გაუქმებულია და არც არის შესაბამისი სამსახური, რომ შეცდომები გასწორდეს. აქვს თუ არა დაშვებული შეცდომების გასწორების უფლება სოფლის გამგებელს (ან ვინ არის პასუხისმგებელი)?

პასუხი:

- თქვენი ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. რაიონში რეგისტრატორის შტატი არ გაუქმებულა. რაიონებში ლიკვიდირებულია მიწის მართვის სამმართველოები და შექმნილია სარეგისტრაციო სამსახურები. საკითხის გასარკვევად უნდა მიმართოთ წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურს.

კითხვა:

- მინდა გავყიდო ჩემს სახელზე რიცხული საკარმიდამო ნაკვეთი (0.15 ჰა). საჭიროა თუ არა ცოლის თანხმობა, თუ ეს ნაკვეთი დაოჯახებამდე მივიღე?

პასუხი:

- თუ ეს ნაკვეთი დაოჯახებამდე მიიღეთ, თქვენს საკუთრებას წარმოადგენს და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გასხვისებისას ცოლის თანხმობა საჭირო არ არის.

კითხვა:

- 20052006 წლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი რაიონის სარეგისტრაციო სამსახურმა დაარეგისტრირა ამხანაგობის სახელზე შენობის ფართი. რეგისტრაცია განხორციელდა ამხანაგობის კრების ოქმის, ამხანაგობის წესდების და ტექნიკური პასპორტის საფუძველზე. რამდენად სწორია სარეგისტრაციო სამსახურის მოქმედება?

პასუხი:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, რომელიც მიღებულ იქნა 1997 წლის 25 ნოემბერს, საბინაოსამშენებლო კოოპერატივები ჩაითვალა გაუქმებულად. მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეული იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-232 მუხლების მიხედვით).

საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, როგორც ყოფილ კოოპერატიულ ბინებში, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში დაიწყო ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბება. ამხანაგობების ჩამოყალიბების შედეგად ბინის მესაკუთრეები, სამართლებრივად სრულყოფილი ფორმით, გახდნენ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საერთო საკუთრების, მათ შორის მათი სახლისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები.

სარეგისტრაციო სამსახურებში ჩამოყალიბებული სარეგისტრაციო პრაქტიკის საფუძველზე ამხანაგობების სახლების რეგისტრაცია ხდებოდა შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე: ამხანაგობის კრების ოქმის, (ნოტარიულად დამოწმებული) ამხანაგობის წესდების (ნოტარიულად დამოწმებული), ამხანაგობის წერილობითი მომართვის, შესაბამისი მომსახურების საფასურის ქვითრისა და სახლის ტექნიკური პასპორტის საფუძველზე.

თუ მრავალბინიან სახლში ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა შექმნილი იყო, ამხანაგობის კრების ოქმით, რომელიც უნდა ყოფილიყო ნოტარიულად დამოწმებული, რომელსაც თან უნდა ხლებოდა ამხანაგობის მიერ დამტკიცებული წესდება, ასევე ნოტარიულად დამოწმებული, სარეგისტრაციო სამსახურს სრული უფლება ჰქონდა მოეხდინა საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია.

ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად, სარეგისტრაციო სამსახურში უნდა ყოფილიყო წარდგენილი სარეგისტრაციო მომსახურების დამადასტურებელი საფასურის ქვითარი, სახლის ტექნიკური პასპორტი, ამხანაგობის წერილობითი მომართვა და ამხანაგობის თავმჯდომარის პირადობის მოწმობის ასლი.

24 ვინ მოგვპარა „ენერგია“?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მერაბ ბერიძე:

ამ თემის ირგვლივ 2004-2006 წლებში გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის ფურცლებზე რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნე. მიზანი მარტივი გახლდათ: მხარი დამეჭირა ფრიად საინტერესო (და საჭირო!) საქმისათვის, მაშინდელი საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა რომ წამოიწყო და... მოულოდნელად შეწყვიტა ზუსტად მაშინ, როცა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. საუბარია ცნობილი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის მერაბ ბერაძის პროგრამა ენერგიაზე. იგი კვირაში ერთხელ 25 წუთიანი ხანგრძლივობით გვთავაზობდა კონკრეტულ მასალებზე აგებულ გადაცემებს ენერგომატარებლების არატრადიციულ წყაროებზე, საინჟინრო ნოვაციებზე, საგამომგონებლო საქმიანობაზე... თავის დროზე ტელეჟურნალისტს ამ თემისადმი ინტერესი გაუღვივა აუტანელმა კრიზისმა, რის გამოც ქვეყნის ყველა კუთხე წყვდიადში ჩაიძირა. ადამიანებს ძალზე უჭირდათ ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იმ უბრალო მიზეზები გამო, რომ არ გვყოფნიდა ელექტროენერგია, გაზი, სხვა ენერგომატარებლები.

მაინც, რა იყო გადაცემათა დედააზრი და რითი მიიქცია საყოველთაო ყურადღება, იქნებ არ უღირდა ტელევიზიას დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯვად? იქნებ ვინმეს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა იმ რეზერვის ამოქმედება, პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გარანტი რომ გახლდათ? ერთი სიტყვით, კითხვა უამრავი იყო, პასუხი კი დუმილი.

უნდა ვაღიაროთ, რომ მერაბ ბერაძემ ახალი ველოსიპედის გამოგონება კი არ დააპირა, არამედ შემოგვთავაზა კონკრეტული საშუალებები და წყაროები. ეკრანზე ხშირად გამოდიოდნენ მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, გამომგონებლები და უბრალო ადამიანები, ვისაც ჰაერივით სჭირდებოდა კონკრეტული საქმის დაწყება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტელეწამყვანი „ხელცარიელი“ არასოდეს მოდიოდა: მისი ყოველი გადაცემა გამაგრებული იყო პრაქტიკული მაგალითებით, ენთუზიასტთა მიერ უკვე ხორცშესხმული საქმეებით. საჭირო იყო მათი გამოცდილების მასობრიობა, ფართოდ გავრცელება, რისთვისაც, წარმოიდგინეთ, განსაკუთრებული კაპიტალდაბანდებები არ გვჭირდებოდა.

0x01 graphic

მაინც, რას ემყარებოდა მერაბ ბერაძის ენთუზიაზმი. ისეთ რა მარგალიტს მიაგნო, ხელის ერთი დარტყმით რომ აპირებდა მეტად მძიმე სოციალური რეალობის შეცვლას?

მერაბ ბერაძე: - ჩვენი ქვეყანა ენერგომატარებლების სიუხვით არ გამოირჩევა. სწორედ ამის გამოა, დიდ რაოდენობით ელექტროენერგიას, გაზს, სადიზელო საწვავს რომ ვყიდულობთ. ყოველწლიურად ამ აუცილებელი რესურსის შესაძენად მილიონები იხარჯება. ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს, როცა ამ საკითხის დამუშავება და საჯაროდ გამოტანა დავაპირე, ტელემაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტმა აქტიურად დამიჭირა მხარი, ვინაიდან ჩემი იდეა ქარის წისქვილებთან ბრძოლას სულაც არ გულისხმობდა (თუმცა შემდეგ საჭირო ენთუზიაზმი აღარ გამოავლინა). საუბარია მზის, ქარის, წყლის ენერგიის, სათქმელად სრულიად უბრალო - საქონლის ნაკელის გამოყენებაზე. წელიწადში ჩვენთან 245 დღე მზიანია, 122 - ქარიანი. გვაქვს 26 ათასი დიდი და მცირე მდინარე. წარმოიდგინეთ, ღვთისაგან ბოძებული ეს განძი ჩვენს სამსახურში რომ ჩავაყენოთ, რამდენ პრობლემას მოვხსნით, რამდენ ადამიანს გავუადვილებთ ცხოვრების პირობებს, გადავარჩენთ ასობით ჰექტარ ტყეს, შევავსებთ სახელმწიფო ბიუჯეტს. რაც მთავარია, არავისზე აღარ ვიქ ნებით დამოკიდებული და ჩვენი ჩრდილოელი დიდი მეზობელიც ვეღარ შეგვავიწროვებს! სტატისტიკასაც მოვიშველიებ: საქართველოში მარტო ოჯახების საჭიროებისათვის წელიწადში ასი ათასობით კუბური ხეტყეა საჭირო. გიგანტი ქვეყნებისათვის იქნებ ეს არც ისე დიდ ციფრი იყოს, მაგრამ ჩვენთვის, სადაც განუწყვეტლივ ბობოქრობენ ზვავები და მეწყერები, წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია, წყალდიდობები, დანაკარგი ფრიად შთამბეჭდავია! ზემოთ მდინარეები ვახსენე. ყოველ მათგანზე შეიძლება მცირე და დიდი ჰესების აგება, სრულიად მარტივი დანადგარების მოწყობა და ჩვენ შევძლებთ არა მარტო საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, არამედ წელიწადში 4 მილიარდი დოლარის ელექტროენერგიის გაყიდვას! მითხარით, ვინ, რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა უარს ამ სიკეთეზე? ეტყობა, ქართველები ჯეროვნად ვერ ვაფასებთ იმ ღვთივკურთხეულ სიკეთეს, რაც განგებამ გვიბოძა. რა შეიძლება ეწოდოს ყოველივე ამას - დაუდევრობა, უმადურობა, ქარაფშუტობა თუ ყველაფერი ერთად აღებული? პირველად ამ თემას 1990 წელს შევეხე. მაშინ საქართველოს ტელევიზიაში მეტად საინტერესო გადაცემა მიჰყავდა ბატონ ზაზა კაციაშვილს. სწორედ მან გამაცნო გამომგონებელი ძმები თემურ და ნოდარ მაისურაძეები. მათ ტივტივა ელექტროსადგურის აგება გადაწყვიტეს. რუსთავის ქალაქკომის პირველი მდივნის ჟიულ შარტავას მხარდაჭერით ძმებმა ჩანაფიქრი მალე სისრულეში მოიყვანეს და გამოცდამაც წარმატებით ჩაიარა. ალაპარაკდა პრესა, ტელევიზია. მაგრამ დაიწყო აფხაზეთის ტრაგედია. ცხადია, სიახლისათვის აღარავის ეცალა...

0x01 graphic

მეორე მაგალითი. 1995 წელს გამომგონებელმა კობა ნაფეტვარიძემ შექმნა მოხერხებული, კომპაქტური მიკროელექტროსადგური, რომელსაც ჩვენი რედაქციის პატივსაცემად „მოამბე“ დაარქვა. მას მხარში ამოუდგა ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის დირექტორი არჩილ მურღულია. ააწყეს რამდენიმე დანადგარი. რომ გვეგონა, მის შეძენაზე ტაციაობა გაიმართებოდა, არაფერიც! მე მგონი, იმ მიკროსადგურის სიკეთეში დღემდე ბევრი ვერ გაერკვა. ერთადერთი სისტემა შეიძინა აჭარის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ასლან აბაშიძემ და მაღალმთიან სოფელ უჩამბაში მისი დამონტაჟებაც უზრუნველყო. გვიან ღამით, როცა წყალი ხელოვნურ არხში გადავუშვით, უეცრად უამრავი ნათურა აციმციმდა. ყველანი ავცეკვდით, ერთმანეთს ვეხვეოდით და ვკოცნიდით. თბილისში დაბრუნებულმა საგანგებო რეპორტაჟი მოვამზადე. იგი რამდენჯერმე გადაიცა. როგორი გამოხმაურება აღარ მივიღეთ! გვწერდნენ და გვირეკავდნენ. სამი თვის თავზე დეპეშა მივიღეთ. უჩამბელები გვწერდნენ, ელექტროსადგური ლაბასავით ერთგულად მუშაობს და უამრავ პრობლემას გვიხსნისო. მერე გაზეთები ალაპარაკდნენ ჩვენზე, ჟურნალისტებმა სოფელი აყრას გადაარჩინესო, „ენერგიას“ კი კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის რეცეპტი უწოდეს...

არ მინდა, რომ ჩემს თანამემამულეებს გამოუსწორებელი კონსერვატორები ვუწოდო... მაგრამ, მე მგონი, რაც მოხდა, ისევ და ისევ მავანთა ინტერესების ბრალია. მიაჩნიათ, რომ თუ ქვეყანაში მზისა და ქარის დანადგარები ამუშავდება, მათი ბიზნესი საფრთხეში აღმოჩნდება. ეგეც არ იყოს, ცოტა გვიჭირს სხვათა გამოცდილების გადმოღება, თითქოს ჩვენს თავმოყვარეობას ჩრდილი ადგებოდეს! აბა, ნახეთ, რა წარმატებებს მოაღწია იაპონიამ, რომელიც ენერგომატარებლების სიმდიდრით ვერ დაიკვეხებს! განსაკუთრებული აქცენტი სწორედ რომ ინტელექტუალურ სფეროზე გადაიტანეს. იაპონია უცხოური ტექნოლოგიების უმსხვილესი იმპორტიორია. გასულ საუკუნეში მათ 25 ათასამდე ლიცენზია შეიძინეს და 11,5 მილიონი დოლარი გადაიხადეს. უკუგებას აღარ იტყვით? დღეს ეს ქვეყანა ავტომანქანების, ზუსტი ხელსაწყოების, სხვა პროდუქციის უდიდესი ექსპორტიორია. იაპონიაში საგამომგონებლო საქმეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები არეგულირებენ, ჩვენთან კი, შეიძლება ითქვას, ეს ყველაფერი ან თვითდინებაზეა მიშვებული, ან საქმეში ჩაუხედავი ჩინოვნიკების ხელშია... მითხრეს, იაპონიის ყოველ საწარმოში არის მოწოდება: იზრუნე ჩვენთვის და ჩვენ ვიზრუნებთ თქვენზე და საწარმოს თითოეული მუშაკი, ნებისმიერი მოქალაქე ცდილობს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს სიახლეთა დანერგვაში. რამდენი წელი უნდა გავიდეს, ჩვენც ამ პრინციპით რომ ვიმუშავოთ?

- თქვენ ზემოთ ბიოდანადგარებიც ახსენეთ. მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება, ამ გამოგონებას მაინც თუ მიეცა გასაქანი?

მერაბ ბერაძე: - თავმოსაწონი ნამდვილად არაფერია! ვინც ბიოდანადგარის სიკეთე ირწმუნა, დიდი ხანია, სარგებლობს კიდეც. ბევრი ენთუზიასტი გამოჩნდა საგარეჯოში, წყალტუბოში, აბაშაში, თელავში, თერჯოლაში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, მცხეთაში, ხობში, სამცხეჯავახეთში, თბილისის გარეუბანშიც კი! მაგრამ ეს მაინც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რისი მასშტაბებიც გაგვაჩნია! წარმოიდგინეთ, თუ მოსახლეს რამდენიმე ძროხა ჰყავს და მის ნაკელს ბუნებრივი აირის მიმღებ სისტემაში გადაამუშავებს, საკუთარი გაზი ექნება. ეს კი სითბოსაც ნიშნავს და სინათლესაც, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასაც, უფრო მეტის შექმნის სურვილსაც. ასე, რომ ბიოსისტემა ჯერაც ელოდება თავის რიგს, მით უმეტეს, რომ მისი დამზადება განსაკუთრებულ, დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს. უმარტივესი მოსავლელი და მოსახმარია. სპეციალისტებიც გვყავს - ავთანდილ ბიწაძე, თამარ დუდაური, გენო ფარცხალაძე, მალხაზ სანიკიძე... ისიც სათქმელია, რომ უკვე მოხმარებული ნაკელი უკეთესი ხდება, რაც მიწის გასანოყიერებლად არის საჭირო. ეს კი ბიოლოგიურად სუფთა მოსავალია. ბატონ დავით ნაკანისგან, რომელმაც ბიოდანადგარებს დიდი შრომა შეალია, ვიცი, რომ რუმინეთში ნაკელის ბრიკეტების გამოშვება დაუწყიათ. ისეთი დიდ მოთხოვნილებაა, შეკვეთებს ვერ აუდიანო...

0x01 graphic

- სამწუხაროდ, 2004 წლის აპრილში თქვენი სატელევიზიო გადაცემა ენერგია დახურეს. როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა ასე ტელევიზიის ხელმძღვანელობა, რომლისგანაც ადრე მხარდაჭერა არ გაკლდათ?

მერაბ ბერაძე: - მე თვითონ ვარ გაოცებული! უნდა გითხრათ, რომ ჩემი გადაცემების გამო ოთხჯერ წარმადგინეს სახელმწიფო პრემიაზე და... ოთხჯერვე უარი მითხრეს... საინტერესო აქ სხვა რამ არის: წარდგენის ინიციატორი ორჯერ ტელევიზიის ხელმძღვანელობა, პირადად ბატონი ზაზა შენგელია გახლდათ. შეფასებებში ფიგურირებდა სიტყვები შესანიშნავი, სასარგებლო, კვალიფიციური, პოპულარული... და ყოველივე ამის შემდეგ ენერგია თვითონ ბატონ ზაზა შენგელიას განკარგულებით დახურეს, როგორც... უინტერესო, არაფრის მომცემი! სწორედ რომ ამაზეა ნათქვამი, მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენაო. დარწმუნებული ვარ, ასეთი უკიდურესი ზომა კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი ინიციატივით არ მიუღია... ეტყობა ე.წ. ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე.

აი, ასეთი იყო ჩემი საუბარი ბატონ მერაბ ბერაძესთან, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, იმედი მაინც არ დაუკარგავს. სჯერა, რომ საქართველოში ადრე თუ გვიან მოიძებნებიან ადამიანები, ვინც არატრადიციულ ენერგომატარებლებს ჯეროვან ყურადღებას მიაქცევს. ცხადია, მხედველობაში მყვანან ისინი, ვინც მუსიკას უკვეთავს, ვისაც უპირველესად ევალება ქვეყნის ბედიღბალზე ზრუნვა. ერთგვარ „ამძრავად“ უთუოდ გამოდგება საყურადღებო ინფორმაცია: ამ ცოტა ხნის წინათ ამერიკის ექს ვიცეპრეზიდენტს ალ გორს მიანიჭეს ნობელის პრემია. მერე, არ იკითხავთ, რისთვის? მზის განახლებადი ენერგიის, როგორც პრაქტიკული შედეგების მქონე იდეის პროპაგანდისათვის! ეს ხდება ეკონომიკურად უმდიდრეს ქვეყანაში! აი, ჩვენთან კი, სადაც ყველაფერს მართლაც ოქროს ფასი ადევს, როცა ენერგეტიკული უზრუნველყოფა ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლების შეუცვლელი გარანტია, ამ იდეების მხურვალე მხარდამჭერსა და პოპულარიზატორს „ბრანწს“ უჩვენებენ!

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!

აი, იუნესკომ კი სათანადოდ დააფასა მერაბ ბერაძის შრომა - მეცნიერებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის საგანგებო მედლით დააჯილდოვა!

ენერგიის აკრძალვას საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ვინ აღარ ჩაერია საქმეში! აღშფოთებას არ მალავდნენ საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერები ივერი ფრანგიშვილი, ალბერტ თავხელიძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი, რევაზ სალუქვაძე... ისინი პროგრამის დაუყოვნებლივ აღდგენას მოითხოვდნენ. ამასვე მოითხოვდა საქართველოს პარლამენტის 48 წევრი. საუბედუროდ, მეტისმეტად ყრუ და შეუვალი გამოდგა იმ კაბინეტის კედლები, სადაც ეს ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღეს.

ელგუჯა ლებანიძე

P.S. ამა წლის 24 მარტს საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრებმა ჯუმბერ ლომინაძემ, ივანე კიღურაძემ, ოთარ კვესიტაძემ, ნოდარ ნუცუბიძემ და მინდია სალუქვაძემ წერილით მიმართეს საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს. მასში ნათქვამია:

ქალბატონებო და ბატონებო! ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრებმა რამდენჯერმე გამოვხატეთ ჩვენი დადებითი პოზიცია სატელევიზიო პროგრამა „ენერგიასთან“ დაკავშირებით, რომელსაც პოპულარული ჟურნალისტი, ეროვნული აკადემიის სპეციალური პრიზის მფლობელი, საინჟინრო აკადემიის მრჩეველი, მეცნიერებაში საგანგებო წვლილის შეტანისათვის იუნესკოს ვერცხლის მედლის კავალერი (ერთადერთი თავის კოლეგებს შორის) ბატონი მერაბ ბერაძე უძღვებოდა. ეს იყო საქართველოში დღემდე უკონკურენტო, ფრიად პოპულარული სატელევიზიო საავტორო პროგრამა მეცნიერებასა და ტექნიკაზე, საგამომგონებლო საქმიანობაზე, მზის ენერგიის წყაროების დანერგვაზე.

ცნობისათვის: სწორედ ამ უკანასკნელის პროპაგანდისათვის ამერიკელ ალ გორს მიენიჭა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული - ნობელის პრემია. ჩვენთან კი „ენერგია“, აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით, ამ ოთხი წლის წინათ დახურეს, არადა მას ნამდვილად შეუძლია ფრიად მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს იმ ამოცანების წარმატებით გადაწყვეტაში, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ადრინდელმა ხელმძღვანელობამ ყურად არ იღო ჩვენი არა ერთი თხოვნა. იქნებ თქვენ მაინც გამოასწოროთ ეს შეცდომა და აღადგინოთ პროგრამა ენერგია.

25 ფანტასტიკური რეალობა ურწმუნო თომების ტყვეობაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დავით ჩაჩანიძე
გამომგონებელი

ტექნიკური პროგრესის უჩვეულო, არნახულმა გაქანებამ კაცობრიობას უამრავი თავსატეხი გაუჩინა. აგერ, მერვე წელია, ოცდამეერთე საუკუნეში შევაბიჯეთ და მეცნიერები სულ უფრო შეშფოთებით საუბრობენ ენერგომატარებლების კატასტროფულ შემცირებაზე. როგორც ამბობენ, 2050 წლისათვის ნავთობის მარაგი ამოიწურება. ეტყობა, ნამეტანი ცნობისმოყვარენი, თავნება და ჯიუტები გამოვდექით, დედამიწაზე ფაქტობრივად არ დარჩა კუთხეკუნჭული, სადაც ცხვირი არ ჩავყავით. ჩვენი თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ ბაბილონის გოდოლის აგებაც კი გადავწყვიტეთ..

დიახ, შევიჭერით ყველგან, სადაც კი ჩვენმა თვალმა და გონებამ შეიჭვრიტა. ალბათ, სხვაგვარად მოქცევა არც შეგვეძლო. არადა, რაც მეტი დრო გადის, კრიზისი სულ უფრო და უფრო მწვავდება.

ამ ფონზე მეც (და ბევრი სხვაც!) დიდი ინტერესით შეხვდა ცნობას, რომ ქართველმა კაცმა უბენზინო, წყალზე მომუშავე ძრავა შექმნა! ვიფიქრეთ, ეშმაკის ჯინაზე ჩვენს მრავალ პრობლემასაც გადავწყვეტთ და ცხოვრებასაც საამურს გავხდითო. ეს იმედი კიდევ უფრო გაღვივდა, როცა საქართველოს ტელევიზიამ ერთერთ გადაცემაში სიახლეც გვიჩვენა და მისი ავტორიც!

მაგრამ ჩვენს მოლოდინს ცივი წყალი გადაესხა. ყოველ შემთხვევაში, საკმაო დრო გავიდა, სიახლის რეალიზებაზე კი ჩამიჩუმიც არ ისმის. რაშია საქმე, რატომ მიივიწყეს და მიჩქმალეს ეს საინტერესო გამოგონება, რომელიც კაცობრიობას უდიდეს სიკეთეს პირდება? სად, რომელ ინსტანციაში დაიბლოკა იგი და ვის არ აძლევდა ხელს მისი გავრცელება? თუ ჩვენში ვერ შენიშნეს მისი მნიშვნელობა, სხვა ქვეყნებს რაღა დაემართათ? მით უმეტეს, რომ საავტომობილო საწვავზე (?!) მოთხოვნილება წლითიწლობით იზრდება და მისი ფასიც კატასტროფულად მატულობს? ერთი სიტყვით, კითხვა უამრავი დაგროვდა.

ამ უჩვეულო გამოგონების ავტორთან, ბ-ნ დავით ჩაჩანიძესთან შეხვედრა დიდად არ გაგვჭირვებია. იგი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ცოტა ეჭვიანად და ცოტა ინტერესითაც შემოგცქერის. წარმოიდგინეთ კაცი, რომელსაც სათქმელი ბევრი აქვს, მაგრამ... თითქმის არაფერს გეუბნება! მიზეზი ათასია, მათ შორის - უნდობლობა, სიფრთხილე, რაღაცის თუ ვიღაცის მიმართ შიში. თუ უნდობლობაა, ალბათ ამისი საფუძველიც არსებობს. არც შიშია გამორიცხული - იმხელა საქმეს შეეჭიდა, ენერგომატარებლებისადმი დღევანდელი დამოკიდებულება თავდაყირა უნდა დააყენოს და საკმაოდ გავლენიან ბატონებს (ჩვენშიც და სხვაგანაც) სერიოზული პრობლემები შეუქმნას!

დავით ჩაჩანიძე: - იქნებ ამ პუბლიკაციამ ყინული გაალხოს და საქმე ადგილიდან დაძრას. შეიძლება ითქვას, ეს საუკუნის გამოგონებაა, მაგრამ მას ჯერჯერობით... პერსპექტივა არ გააჩნია. რატომ? - იკითხავს შეცბუნებული ადამიანი. - იმიტომ რომ...

და იგი ჩემთვის გასაგებ ენაზე მიხსნის, რატომ არის ჯერჯერობით ნაადრევი წყალზე მომუშავე ძრავის გამოყენება. რაშია საიდუმლოების არსი, ღრმად რომ ჩავწვდე, ამისათვის საჭირო ცოდნა რომ მქონდეს, დეტალებში ჩხრეკის უფლებას არც ბატონი დავითი მომცემს - როგორ გამოამწყვდია „ფანტას“ ორლიტრიანი ბოთლისოდენა მოდელში ჩვეულებრივი წყლის საწვავად გარდაქმნის „რეცეპტი“, ეს მისი საიდუმლოებაა. მთავარი ის გახლავთ, რომ წყალი კი არ დაშალა წყალბადად და ჟანგბადად, არამედ ზუსტად ისეთი გამოიყენა, როგორიც ბუნებამ შექმნა!

ახლა - როგორი ამბავია, ჩაჯექი ავტომანქანაში, იარე და სადღაც გაგიჩერდა. ბენზინგასამართი სადგურის მოძებნა სულ არ გჭირდება. მთავარია, ცოტაოდენი წყალი (ღვინო, არაყი, „პეპსი“, „კოკა,“ „ფანტა“...) იშოვო და ისევ შეგიძლია გზას გაუდგე. თანაც, რაღაც ათიოდე ლიტრით, სულ ცოტა, 1500 კილომეტრს გაივლი! ფანტასტიკაა, არა? ალბათ ჟიულ ვერნის გონებაც ვერ მისწვდებოდა ამ სასწაულს! ჩვეულებრივი ქართველი კაცის - დავით ჩაჩანიძის გონება კი მისწვდა!

აი, ამ სასწაულზე მეუბნებიან, პერსპექტივა არა აქვსო. თანაც ვინ? თვით იდეის ავტორი და ხორცშემსხმელი!

ესეც ხომ თავისებური პარადოქსია?

თუმცა, მე ჯერ არ ვიცი, ბატონმა დავითმა თავის „პირმშოს“ რატომ გამოუტანა ასეთი მკაცრი განაჩენი.

დავით ჩაჩანიძე: - ახლა ნავთობის მოპოვებაზე, გადამუშავებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებში მილიონობით ადამიანია დაკავებული. მარტო შევრონსა და ბიპიში, თითოეულში, 200-350 ათასამდე კაცი მუშაობს. ამ სფეროდან შევსებას იღებს ყველა სახელმწიფოს ბიუჯეტი. ჩემმა გამოგონებამ ყველა მათგანი მშრალზე უნდა დასვას და აი, რატომ: ვთქვათ, დავამზადეთ უამრავი მოდელი, აღვჭურვეთ ავტომანქანები. მერე? წყალს ხომ ვერ გაყიდი? დღეს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა ენერგოშემცველებს ეფუძნება. ნავთობს ამაში ლომის წილი უდევს, ამიტომ, წყლის ძრავა ამ აწყობილ ეკონომიკას ძირს გამოუთხრის. როგორ ფიქრობთ, რომელი სახელმწიფო ან კომპანია შეეგუება ამას?

ისეთი „რკინის“ ლოგიკაა, პასუხის გაცემა ყველას გაუჭირდება. თუმცა, მახსენდება ჩემი რესპონდენტის ნათქვამი, არ არსებობს იდეა, რომლის განხორციელებაც არ შეიძლება. მოდით, ეს ნააზრევი ასე გადავაკეთოთ: არ არსებობს ვითარება, საიდანაც გამოსავალი არ მოიძებნება! მთავარია, ნება, სურვილი, ინტერესი იყოს! ბოლოსდაბოლოს, ხომ შეუძლია, სახელმწიფომ ასეთ ძრავაზე მომუშავე ტექნიკას ფიქსირებული გადასახადი დაუწესოს? ალბათ, სხვა მეთოდიც არსებობს.

დავით ჩაჩანიძე: - მოდელის გამოყენება ჯერჯერობით ელექტროსადგურებში შეიძლება. გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციას წინ არაფერი უდგას! არც სახელმწიფო იზარალებს და არც ეკონომიკა. ყოველ შემთხვევაში, დასაწყისისთვის ურიგო საქმე არ იქნება. სხვა საინტერესო იდეაც მაქვს - ჩვეულებრივი ძრავის, გენერატორისა და ჩემი პატარა საიდუმლოს კომბინაცია. ასეთი აღჭურვილობის ავტომანქანას საწვავი საერთოდ არ დასჭირდება. რაც შეეხება სახელმწიფო ინტერესებს, მათი დაცვა და გაკონტროლება შეიძლება აკუმულიატორებით, რომლებიც ძრავის ასამუშავებლად არის აუცილებელი. ასეთი აკუმულიატორი ჩვეულებრივისგან განსხვავდება. სწორედ მასში უნდა ჩავდოთ ღირებულება, რომელსაც საწვავის რეალიზაციიდან ვიღებდით. ამით სახელმწიფოც მოიგებს და ავტომობილის მფლობელიც. არც ეკონომიკა დაზარალდება.

ნუთუ არავინ დაინტერესებულა მისი წინადადებებით? რომელიმე მეწარმეს მაინც არ გაუჩნდა სურვილი, რომ სიახლის დანერგვით თავისი საქმე წინ წაეწია?

0x01 graphic

დავით ჩაჩანიძე: - ჩვენებიდან არანაირი შემოთავაზება არ მქონია, აი, უცხოეთში კი უკვე დაიწყეს ელექტროსადგურების გადაიარაღება. ალბათ მოვა დრო და ჩვენც მივბაძავთ. არადა, პირიქით კი უნდა ხდებოდეს. თუმცა, აღარაფერი მიკვირს, ბატონო! თქვენ გგონიათ, სხვა იდეები არ მაწუხებს? რა ხანია, დავამზადე საკუთარი კონსტრუქციის გაზქურა, რომელიც თავისი ყველა პარამეტრით სჯობია დღემდე არსებულ ანალოგებს. ირანელებმა მოისურვეს მისი შეძენა, მაგრამ უარი ვუთხარი. ძალიანაც ვნანობ! დღემდე ვერავინ დავაინტერესე იდეით, როგორ შევცვალოთ დაზიანებული საბურავი ავტომანქანიდან გადმოუსვლელად. უფრო კბილის მოსასინჯად ან წილში ჩასაჯდომად მაკითხავენ. ვისაც ჩემისთანების დახმარება შეუძლია, რატომღაც მიაჩნია, რომ ქართველ კაცს რაიმე ღირებულის შექმნა არ ძალუძს. ნურას უკაცრავად! სწორედ რომ ქართველმა კაცმა გამოიგონა ხანძრის ჩასაქრობი ეფექტური საშუალება, რომლის ბადალი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება და რომელსაც ჯერჯერობით ჯიუტად არ იყენებენ, თუმცა აგერ, ახლახანს, მარტო წალკაში, თელავსა და გურჯაანში სტიქიამ ტყის საკმაოდ დიდი მასივები შეიწირა...

მერე ბატონმა დავითმა მიამბო, გამოგონებისა და მეცნიერების საერთაშორისო ორგანიზაციამ - ჰაიტეკმა როგორ მიიწვია დავოსის კონფერენციაზე. იქ მან ტორნადოს გაუვნებელყოფის გეგმა წამოაყენა. მაისში, როცა ამერიკის კონტინენტს ეს საშინელი მონსტრი შეაზანზარებს ხოლმე, შეეცდება, ადგილზე დაადასტუროს თავისი იდეის რეალობა. პრინციპი კი „ალაზანი“ და „გრადია“, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგოდ რომ იყენებდნენ. როგორც ბატონი დავითი ბრძანებს, საჭიროა მხოლოდ „რეცეპტის“ დადგენა, რაც მას ძალუძს.

დავით ჩაჩანიძე: - იდეების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივი. ზოგი ფართო მასშტაბისაა, ზოგი - ლოკალური. რესურსი უამრავია - ალტერნატიული ენერგეტიკა, აეროდინამიკა, ბიოგაზი, უხმაურო იარაღი, ელექტრო მაგნიტები... საქართველო ცოცხალი გონების ადამიანთა ოაზისია. სამწუხაროდ, ბევრი წავიდა უცხოეთში, ვინაიდან აქ თავისი შესაძლებლობების რეალიზება ვერ მოახერხა. ვინც დარჩა, ჯიუტად ებრძვის მწარე რეალობას, რომლის არსი ის გახლავთ, რომ ბევრ ბიზნესმენს უჭირს სტერეოტიპების მსხვრევა. არადა, ყოველი სიახლე მათაც და ქვეყანასაც დიდ სიკეთეს ჰპირდება. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე. მიუხედავად ამისა, არსად წასვლას არ ვაპირებ! ოთხმოცდაათიან წლებში უკვე ვიყავი იტალიაში, ოღონდ, როგორც ავტომრბოლელი - იმათ ნაკრებში გამოვდიოდი. უცხოეთისკენ გახედვა აღარ მინდა. მაინც აქ მირჩევნია, რადგან არც ასეთი ქვეყანაა სადმე და არც ხალხი...

0x01 graphic

მაინც რამდენი ჩაჩანიძეა დღეს საქართველოში? თუ სადმე სამართალია, ბატონ დავითს ყველაფერი უნდა ჰქონდეს, რაც ადამიანს ესაჭიროება. ის კი დღემდე ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში და ექსპერიმენტების მოწყობისა კი არა, ძველისძველი ავტომანქანის შესაკეთებელი სახსრებიც არ გააჩნია. მუშაობს საავტომობილო ფედერაციაში, პარალელურად კი ბავშვებს საბრძოლო ხელოვნების - ხრიდოლის ანაბანას ასწავლის. ნეტარებით იხსენებს თბილისის 53- საშუალო სკოლას, ფიზიკისა და ქიმიის პედაგოგებს ოთარ ჯეგნერაძეს და თამარ კიკნაძეს. სწორედ რომ მათი დამსახურებაა მისი დღევანდელი გატაცება, რაშიც განგების ნებასაც ხედავს.

0x01 graphic

მე კი, ვიდრე წერტილს დავსვამდე, მაინც მინდა, რომ იმედი გამოვთქვა - ადამიანები, ზემოთაც და ქვემოთაც, უთუოდ დაინტერესდებიან ყველაზე ფანტასტიკური, თუნდაც დაუჯერებელი იდეებით. უამისოდ არა თუ რომელიმე სახელმწიფოს, თვით დედამიწასაც მომავალი არ უწერია. მეცნიერულტექნიკური პროგრესი ის პერპეტუმმობილეა, რომელიც შეუწყვეტლად ამარაგებს კაცობრიობას არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელი რესურსით.

გური ჯანელია

26 ფული, ფული მინდა!..

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ედვარდ ბაფეტის სისუსტენი

ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში უკვე გიამბეთ უოლსტრიტელი გობსეკის - ჰეტი გრინის შესახებ. სამწუხაროდ, ის არც პირველია და არც უკანასკნელი. აგერ, ახლახანაც დაიბეჭდა პატარა წერილი ამერიკელ ლედიზე, რომელმაც ნათესავებს ბრანწი უჩვენა და მთელი თავისი ქონება - 12 მილიონი დოლარი ძაღლს დაუტოვა... ისე, კაცმა რომ თქვას, განა რაიმე უნდა გაგვიკვირდეს? განა ჩვენ კი არა გვყავს თანამედროვე მეჯღანუაშვილები, რომლებიც, ჩვენივე ბედოვლათობით ჩვენგან მოპარულ თხილს მშვიდად შეექცევიან თავიანთ მყუდრო სოროებში, გაჭირვებული ნათესავმოკეთეები კი არ ახსენდებათ?

მაგრამ, მოდით, დროებით თავი დავანებოთ შინაური ნაგვის ქექვას იმ იმედით, რომ ოდესღაც გონს მოეგებიან და გადამალულ განძს სამზეოზე გამოიტანენ. ახლა ისევ ამერიკაში „გადავსახლდეთ“, ვეწვიოთ ედვარდ ბაფეტს, რომელიც დიდ საინვესტიციო ჰოლდინგს მართავს და 44 მილიარდ დოლარს ფლობს. 78 წლის ბაფეტის მამა ბირჟის მაკლერი და კონგრესმენი იყო. განსაკუთრებული ალღოიანობით გამოირჩეოდა, თუმცა, შვილმა მალე „მოუჯოკრა“ - 11 წლისამ აქციები შეიძინა და როგორც კი მათი ფასი „ავარდა“, მაშინვე ხელი დაიცალა, სამაგიეროდ პირველი 10 დოლარიც შეირგო. აღმოჩნდა, რომ იჩქარა - ცოტაც რომ მოეცადა, მოგება ასგზის მეტი იქნებოდა. სხვისთვის იქნებ ეს მწარე გაკვეთილი კატასტროფითაც დამთავრებულიყო, მაგრამ ედვარდი სხვაგვარად მოიქცა: იმ დროს გახმაურებულ ბენჯამენ გრემის ინტელექტუალურ ინვესტორს ჩაუჯდა და სულ ბურდღა ადინა - ისედაც ციფრების დამახსოვრების დიდოსტატმა წიგნს თითქმის ყველაფერი გამოსწოვა, რისი მოცემაც შეეძლო. ამის შემდეგ მოთმინება და ხელსაყრელი მომენტის შერჩევა ბაფეტისთვის ისეთივე ჩვეულებრივი რამ გახდა, როგორც მწყერზე გაწაფული მწევარისათვის - ნაბული.

დიახ, ბაფეტმა საკუთარი გონებით შექმნა უზარმაზარი იმპერია, რომელმაც მთელს პლანეტაზე უმდიდრეს ადამიანად აქცია. ყიდულობდა ჩაწოლილ დაბალფასიან აქციებს თუ საქონელს, მერე კი სარფიანად ყიდდა.

არც თავისი პირველი მასწავლებელი - ბენჯამენ გრემი დაივიწყა: კოლუმბიის უნივერსიტეტში რომ ჩაირიცხა, მაშინვე მოძებნა და დაუახლოვდა. ჰარვარდის ბიზნეს სკოლაშიც მისი მფარველობით სარგებლობდა. 1957 წელს მშობლიურ ომაპში დაბრუნდა და საინვესტიციო ამხანაგობა დააარსა. მისი ამჟამინდელი ბიზნესის მნიშვნელოვანი წილი დაზღვევას უკავშირდება, თუმცა, არც ფინანსურ მომსახურებაზე, საკონდიტრო მრეწველობის, საგამომცემლო საქმის, საიუველირო ნაწარმის, ავეჯისა და ხალიჩების, სამშენებლო მასალების ბიზნესზე ამბობს უარს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბაფეტის ქონებამ უკვე 44 მილიარდს გადააჭარბა.

ასეთ შემთხვევაში კაცს უნებურად დაებადება კითხვა: არის კი ედვარდ ბაფეტი ბედნიერი? მას ხომ ყველაფერი გააჩნია, რაც ცხოვრებით ტკბობის ოლიმპზე ასასვლელად არის საჭირო? კი გააჩნია, მაგრამ...

ცოლი წავიდა სხვისასა...

ბაფეტმა ვერა და ვერ მოაგვარა პირადი ცხოვრება. აგერ, უკვე 31 წელია, ცოლმა, მისი ფირმის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერიც რომ გახლავთ, მიატოვა და ლატვიელ ემიგრანტ ასტრიდ მენკსთან ურთიერთობა ამჯობინა! იგავმიუწვდომელმა სიძუნწემ სამ შვილთანაც გაურთულა ურთიერთობა. უფროსმა ვაჟიშვილმა ჰორვარდმა მამისგან იჯარით აიღო ფერმა და გვარიან პროცენტებსაც უხდიდა. ან, რა გუნებაზე იქნება ქალიშვილი, რომელსაც მამა ტაქსის ფულს სესხად აძლევს და გარანტიისათვის ხელწერილს ართმევს? ეტყობა, სიძუნწე ძვალრბილში აქვს გამჯდარი და სულაც ფეხებზე ჰკიდია, ვინ რას იტყვის მასზე. განა გაუჭირდებოდა, რაიმე ქველმოქმედება რომ გაეწია? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ხელიდან ერთ ცენტსაც ვერ გააგდებინებთ! ამხელა კაპიტალის მფლობელი ბაფეტი საკმაოდ იაფფასიან სახლში ცხოვრობს და... ჩვეულებრივ ბუტერბროდებს შეექცევა!

ედვარდ ბაფეტს არც ის ანაღვლებს, რა ბედი ეწევა მისი სიკვდილის შემდეგ უზარმაზარ კომპანიას, რომელიც ბაფეტის მათემატიკურ გათვლაზეა აგებული. არც ცოლი და არც შვილები დარწმუნებული არ არიან, რომ მემკვიდრის „სახელოს“ ეღირსებიან. ასე, რომ, შესაძლოა, ედვარდ ბაფეტის შეკოწიწებული იმპერია მალე ხუხულასავით დაიშალოს. სხვა რომ არა იყოს რა, მულტიმილიარდერი 80 წელს უკაკუნებს.

ბაფეტს არც ის ედარდება, ამერიკული პრესა ხშირად ძუნწის ეპითეტით რომ მოიხსენიებს. ერთი სიტყვით „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - სიძუნწე და შრომისმოყვარეობა, დიდი ხანია, ბაფეტის ცხოვრების ნორმად იქცა.

გური ჯანელია

27 ისტორიული არჩევანიდან დღევანდელ რეალობამდე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მზია გოგოძე

ქართული სამყარო მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, ვკითხულობთ საქართველოს პატრიარქის 2007 წლის სააღდგომო ეპისტოლეში.

რამდენად არის დღევანდელი ქართული სახელმწიფო ამ ისტორიული არჩევანის ერთგული მიმდევარი?

როგორია დღეს ერის სულიერი მდგომარეობა?

რამდენად ჰუმანურია სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობა?

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, მწერალსა და დრამატურგს - მამუკა დოლიძეს; ექიმს, აღმოსავლური მედიცინის სპეციალისტს - გიორგი ღამბაშიძეს, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატს - თინათინ თუშმალიშვილს და წმიდა სამების ტაძრის მოძღვარს, მღვდელ მიქაელ გვარამაძეს ვეწვიეთ.

0x01 graphic

გიორგი ღამბაშიძე: სამწუხაროდ, დღეს საქართველოში სიყვარულის, კეთილგანწყობისა და თანაგრძნობის დეფიციტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფო, რომელიც დღეს შენდება, თანდათან შორდება ჩვენს სულიერ ფასეულობებს.

ქართულ რეალობაში სხვა გამაერთიანებელი ძალა, გარდა მართლმადიდებლობისა და ეკლესიისა, არ არსებობს. ეკლესიაა ხელისუფალთა, თუ ჩვეულებრივ მოქალაქეთა ცხოვრების საერთო წესის დამდგენი. ასე იყო დასაბამიდან, ასე უნდა იყოს დღესაც: ქართული სახელმწიფო ქართული ეკლესიის გარშემო უნდა შენდებოდეს. რეალობა კი სულ სხვაგვარია.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, იგრძნობა არა მარტო ტექნოლოგიური, არამედ დიდი სულიერი ცვლილებები. გლობალური ცვლილებების წარმართვაში ზოგიერთ ქვეყანას განსაკუთრებული როლი ენიჭება. რეალურად დღეს საქართველო აპოკალიფსურ მდგომარეობაშია და ამ დროს ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ღვთისაკენ მიმავალ მართლმადიდებლურ გზასა და თანამედროვე ცივილიზაციის მიერ შემოთავაზებულ ისეთ „დემოკრატიულ ღირებულებებს“ შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს სარწმუნოებას, ადათწესებს, ეროვნულ ფასეულობებს. როცა დემოკრატია სიტყვისა და ადამიანის უფლებების დამცველად გვევლინება, ეს ძალიან კარგია. მაგრამ ტრადიციასა და რელიგიურ მრწამსს რომ ეხებიან, ეს ჩვენს საზოგადოებაში დიდ გაღიზიანებას იწვევს.

საქართველო არის მართლმადიდებლურქრისტიანული ქვეყანა. არ მეგულება მსოფლიოში სხვა ერი, რომელსაც ქრისტიანობისთვის წამებული ამდენი მეფეწმინდანი ჰყავდეს და ერთ დღეში წამებული 100 000 მოწამე. ამერიკული ორსაუკუნოვანი დემოკრატიისგან განსხვავებით, საქართველოს დემოკრატიის უფრო დიდი გამოცდილება აქვს. ქართველი მეფეები ერის ხსოვნას შემორჩნენ არა მხოლოდ მოგებული ომებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღვთისმოსაობით, თავმდაბლობით, მოყვასისადმი სიყვარულით, მიმტევებლობით, ტოლერანტობით. 800 წლის წინათ, დავით აღმაშენებლის დროს, აშენდა არა მარტო ქრისტიანული ტაძრები, არამედ მეჩეთი, სინაგოგა, გრიგორიანული ეკლესია. ეს ფაქტიც იმაზე მეტყველებს, რომ ქართველებისთვის დემოკრატია და ტოლერანტობა სულის ნაწილია და გენეტიკაში გვაქვს ჩადებული. ჩვენდა სავალალოდ, ერის სულიერ მდგომარეობაზე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ის ღირებულებებიც, რაც ვითომდა „დასავლურმა დემოკრატიამ“ ქართულ ოჯახებში შემოიტანა, კონკრეტულად ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებში. თითქოსდა ქალის უფლებების დამცველი ემანსიპაციური ღირებულებები, ფაქტობრივად, მოგვევლინა ქალისა და მამაკაცის ბუნებით განსაზღვრული როლის ამრევად.

რაც შეეხება სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთკავშირს, გეტყვით, რომ დღეს ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას შორის, თითქოს ფარული დაპირისპირებაა. სამწუხაროდ, დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული თანამედროვე დემოკრატები, მიზანმიმართულად ცდილობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების დაკნინებას და მის გათანაბრებას სხვადასხვა სექტანტურ რელიგიურ მიმდინარეობებთან. ღვთის წყალობით, ქართველი ხალხი ბრძენია და ყველაფერს საღად აანალიზებს. საპატრიარქო კი, ასეთ მზაკვრულ ჩანაფიქრს ტაძრების მშენებლობითა და გაძლიერებული ლოცვით პასუხობს.

ქართველი ერი მართლმადიდებლობამ იხსნა განადგურებისაგან.… ქრისტიანული რელიგია, კერძოდ, მართლმადიდებლობა ქართველი ხალხის ისტორიისა და კულტურის ნაწილი კი არ არის, არამედ თავად გახლავთ ამ ისტორიის და კულტურის შემქმნელი. ასე რომ, ქართველი ერისა და რელიგიის ერთმანეთისგან განცალკევება შეუძლებელია.…

ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელია ერის სულიერ აღზრდაზე, საზოგადოებაში პატრიოტიზმის, სიყვარულის, უფროსებისა და წინაპრებისადმი პატივისცემის გრძნობის გაღვივებაზე. ჩვენი სულიერი მოძღვრების უმთავრესი ფუნქციაა ადამიანების სულიერი და ზნეობრივი სრულყოფა.

ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში ეკლესიამ, როგორც ერის წინამძღოლმა თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე და განვითარებულ მოვლენებს სწორი მიმართულება მისცეს, რასაც ჩვენი პატრიარქი და სულიერი მამა ილია II შესანიშნავად აკეთებს…

ერის სულიერ ცხოვრებაზე ცუდ გავლენას ახდენს უცხოური ელემენტების შემოჭრა. სხვა ქვეყნებიდან ყველაფრის გადმოღება და დანერგვა ჩვენი ერის მენტალიტეტის გაუთვალისწინებლად არასწორია. საქართველო ტრადიციების ქვეყანაა, რასაც გაფრთხილება სჭირდება. ამიტომ, დღეს თითოეული ჩვენგანის ვალია დავიცვათ ადათწესები და ჩვენი ეროვნული ფასეულობები.

0x01 graphic

მამუკა დოლიძე: სადაც სახელმწიფო ჩამოყალიბებულია და ნორმალურად არის განვითარებული, რელიგიას თავისი როლი და ადგილი უკავია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ, როცა ქვეყანაში კრიზისია, მაშინ სულიერმა მოღვაწემ შეიძლება არა მარტო რელიგიური, არამედ მოქალაქეობრივი პოზიციაც გამოხატოს, რათა ადამიანი გამოაფხიზლოს და დაუბრუნოს თავის ძირითად საქმიანობას.

დღეს, სამწუხაროდ, ქვეყნის „პოლიტიზაცია“ მოხდა. ინტერესების გაღარიბება შეიმჩნევა და ყველაფერი კონცენტრირებულია მხოლოდ პოლიტიკაზე. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა დაკარგეს ინტერესი თავიანთი ძირითადი საქმიანობის მიმართ და ყველა ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში.

აქედან გამომდინარე, ეკლესიას საზოგადოების სწორად დამოძღვრის თვალსაზრისით, უდიდესი ფუნქცია დაეკისრა. ბევრს ჰგონია, რომ პატრიარქი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. ეს არასწორია, რადგან თუ ჩვენი სულიერი მოძღვარი არ ჩაერია და არ განმუხტა სიტუაცია, პოლიტიკოსებს უჭირთ საკითხის მოგვარება. მართლმადიდებლურ ცნობიერებასა და პრინციპებს ადამიანებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ვფიქრობ, სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობა ჰარმონიული არ არის და ვერც იქნება, რადგან სახელმწიფო თავისი ბუნებით ძალადობის იარაღია და თავისი ინტერესები აქვს. რელიგია კი უფრო თავისუფალი და ჰუმანურია. აქედან გამომდინარე, რელიგიას შესწევს ძალა საზოგადოება სწორ გზაზე დააყენოს.

მართლმადიდებლური პრინციპების დამცველი ადამიანი უფრო კანონმორჩილია და სიკეთისკენ არის მიმართული: ცდილობს ბოროტებას სიკეთით უპასუხოს. ჭეშმარიტი პატრიოტი უნდა იხრებოდეს ეკლესიისა და არა რომელიმე პარტიის მხარეზე, რომელსაც იგი ეკუთვნის. ეკლესიის მსახურნი, მართლაც, უანგაროდ დგანან ქვეყნის ინტერესების დასაცავად და დიდი რუდუნებით ემსახურებიან ხალხს.

კარგი იქნება, თუ რელიგიური პრინციპების მიმდევარი ადამიანები იქნებიან ქვეყნის მმართველობაში, რადგან მორწმუნე ადამიანი უფრო კანონმორჩილია და საზოგადოებისადმი დადებითად არის განწყობილი, იგი არ ცდილობს სიტუაციის დაძაბვას.

სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი მომენტია. ამ შემთხვევაში კი უპირატესობა უნდა მივანიჭოთ იმ ძალას, რომელიც უანგაროდ ემსახურება სიკეთეს და საზოგადოებასაც სწორ მიმართულებას აძლევს.

0x01 graphic

თინათინ თუშმალიშვილი: სახელწიფოსა და რელიგიის ურთიერთობა, მართლაც, ჰარმონიული უნდა იყოს. რელიგია თვალყურს უნდა ადევნებდეს მთავრობის საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში თავის აზრს გამოთქვამდეს. ღვთისმსახურის მიერ გამოთქმული მოსაზრება ყოველთვის პატრიოტული და ჭეშმარიტია, ხალხიც მას უფრო ენდობა. ვფიქრობ, ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობა ყოველთვის ჰარმონიული უნდა იყოს. ჩვენი პატრიარქის გონივრული გამოსვლები ერის მიმართ ყურადსაღები, პატრიოტული და ჰუმანურია.

საერთოდ, ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, სასულიერო პირს შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს. საქართველოს ისტორიაში ამის უამრავი ფაქტი არსებობს.

ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ გაუფასურდა. ზოგს ქართული ტრადიციები დრომოჭმულად მიაჩნია. ამიტომ, აუცილებელია მომავალი თაობის აღზრდა ეროვნული სულისკვეთებით და ქართული ტრადიციების გათვალისწინებით.

ქართველებისთვის უმთავრესი ენა, მამული და სარწმუნოებაა, თუ ჩვენ ერთ-ერთი მათგანი დავკარგეთ, როგორც ერი, გადავშენდებით, ეს კი ღმერთმა ნუ ქნას...

0x01 graphic

მამა მიქაელი (გვარამაძე): მადლობა უფალს, რომ საქართველოში ბოლო დროს ბევრი ტაძარი აშენდა და არაერთ ეკლესიამონასტერს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ეს, რა თქმა უნდა, ერის სულიერ ძლიერებაზე მიგვანიშნებს.

ქართველი ერის სულიერ წინსვლაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჩვენი პატრიარქის ლოცვაკურთხევითა და მოსახლეობის შეწევნით დედაქალაქში აშენდა სამების საკათედრო ტაძარი.

ღვთის მადლით, ბოლო წლებში ეკლესიაში მრევლი მომრავლდა. მათი რიცხვი, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს, ამისათვის აუცილებელია მთლიანად ოჯახები იყოს მართლმადიდებლური, რათა მშობლებმა შვილებს ხელი შეუწყონ ქრისტიანულად იცხოვრონ, ხშირად იარონ ტაძარში, დაესწრონ წირვას და გახდნენ ეკლესიის წევრნი. თუმცა, მხოლოდ ეკლესიაში ლოცვა როდია საკმარისი, მართლმადიდებელმა ადამიანმა კეთილი საქმეები უნდა აკეთოს. ტაძარში არის ის ადგილი, სადაც ადამიანი ცდილობს ცოდვების მონანიებას და გახლეჩილი სულის აღდგენას, ეკლესიაში მრევლს უდიდესი მადლი ეძლევათ, რათა შეძლონ ქრისტეს მცნებების აღსრულება და ღვთიური სრულყოფისაკენ სწრაფვა. ბოროტი ყოველთვის იბრძვის იმისთვის, რომ ადამიანი ჭეშმარიტების გზას ააცდინოს, სექტების მომრავლებაც ამის ერთ-ერთი მაგალითია.

ეკლესიური ცხოვრების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ადამიანი სანამ მართლმადიდებლურ ცხოვრებას არ დაიწყებს მას არ ძალუძს საკუთარ სულში მიმდინარე პროცესების აღქმა.

თუ ეკლესია თავის ადგილზე არ დგას, მაშინ ერი სულიერად დაკნინებულია. მღვდელმსახური - ცოცხალი ღმერთის მსახურია. იგი თავისი მოღვაწეობით ადამიანებს ღვთისმოსაობისკენ მოუწოდებს.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბევრი ჭირვარამი გადაიტანა და ვერც სამოცდაათწლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა ვერაფერი დააკლო. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესია დღევანდელ ნიჰილიზმს, უსიყვარულობასა და გულგრილობასაც გაუმკლავდება. ტაძარში ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვერანაირი განსაცდელი დააშორებს ღვთის სიყვარულსა და რწმენას.

საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა მართლმადიდებელია, მაგრამ რამდენად არის მართლმადიდებლური ეს პრინციპები, რომლითაც დღეს ხორციელდება ქვეყნის მართვა?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან პოლიტიკა, მაინც ბინძური საქმეა და ქვეყნის მმართველობაში სულიერად ძლიერი ადამიანი უნდა იყოს, რომ ცდუნებას გაუძლოს და არაფერი შეეშალოს. ხელისუფლების წარმომადგენლები იმ საზოგადოებამ აღზარდა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. კომუნისტების უღმერთობის კვალი მათ სულიერ თუ ზნეობრივ ჩამოყალიბებაში მკვეთრად ჩანს და შედეგიც სახეზეა...

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, ხელისუფლება მკვეთრად შემობრუნდა ეკლესიისკენ, ითვალისწინებს პატრიარქის რჩევებს, რომლის ლოცვაკურთხევას უდიდესი ძალა აქვს.

ჩვენ თუ გვინდა ბედნიერ საქართველოში ვიცხოვროთ, აუცილებელია სულიერად გავძლიერდეთ. მშობლებმა ბავშვები ხშირად მიიყვანონ ტაძარში, რათა სამომავლოდ, საზოგადოება ჯანსაღი გაიზარდოს. ერის და ბერის ერთიანობით საქართველოს გამთლიანდება, თუ ახლა არ დავიწყეთ ნერგების დარგვა და მოვლა, წლების შემდეგ ნაყოფს ვერ მოვიმკით. მომავალი თაობა - ეს ის ძალაა, რომელმაც არამარტო ეკლესიამონასტერი, არამედ საზოგადოება უნდა ააშენოს და საქართველო გაამთლიანოს.

ღმერთმა სიყვარული, სიმშვიდე, ცოდვათა მიტევება, მოთმინება და სასოება არ მოგაკლოთ. ამინ!

28 ბიზნეს-პალიტრა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ეკა ჯიმშელაძე
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის
წამყვანი რედაქტორი

თი-ბი-სი უპროცენტო სესხს გვთავაზობს

„თი-ბი-სი ბანკმა“ უნიკალური საკრედიტო ბარათის - თი-ბი-სი ქარდის პრეზენტაცია სააკაძის მოედანზე, ჟიული შარტავას №6-ში, ახლადგახსნილ ფილიალში გამართა. სიახლის შესახებ ჟურნალისტებს ბანკის პრეზიდენტი ვახტანგ ბუცხრიკიძე ესაუბრა.

ახალი საკრედიტო ბარათი საქართველოში ამ დროისათვის ყველაზე ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით გამოირჩევა. იგი 25-დან 55 დღემდე განისაზღვრება - ამ პერიოდის განმავლობაში თი-ბი-სი ქარდის მეშვეობით აღებულ სესხს პროცენტი არ დაერიცხება, ასე რომ, კლიენტს გამოყენებული თანხის აუჩქარებლად დაფარვის საშუალება ეძლევა. გარდა ამისა, „თი-ბი-სი ქარდს“, რომლის აღების პროცედურაც საკმაოდ მარტივია, აქვს უვადო საკრედიტო ლიმიტი, კრედიტი კი უზრუნველყოფისა და თავდებობის გარეშე გაიცემა.

ბარათის მიღება შეუძლიათ 20 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომელთა სამუშაო გამოცდილება 6 თვეს, ყოველთვიური შემოსავალი კი - 200 ლარს შეადგენს (რეგიონის მცხოვრებთათვის ეს თანხა 100 ლარით განისაზღვრა).

0x01 graphic

რაც შეეხება „თი-ბი-სი ბანკის“ ახალ ფილიალს, იგი მომხმარებელს მომსახურების სრულიად განსხვავებულ ფორმებს სთავაზობს: კლიენტსა და ბანკის თანამშრომელს შორის მოხსნილია ყოველგვარი ბარიერი, მომსახურების პროცესს კი მომხმარებელი გახსნილ სივრცეში, საკუთარი თვალით ხედავს, თავადაც ადევნებს თვალს კომპიუტერის ეკრანს და ამა თუ იმ მომსახურების შეძენის შესახებ გადაწყვეტილებას ბანკის თანამშრომელთან ერთად იღებს. როგორც „თი-ბი-სი ბანკში“ აცხადებენ, ახალი ფილიალი პირდაპირ გამოხატავს ბანკის სლოგანს „ჩემს გვერდით ჩემი ბანკია“.

ტრადიციული სალაროს ნაცვლად ბანკის ახალ ფილიალში საბანკო მანქანებია დადგმული. კლიენტებს სერვის-ადმინისტრატორი შეეგებება და სათანადოდაც დააკვალიანებს, ასწავლის ბანკომატით სარგებლობის წესებს და მომხმარებლის შეკითხვებს უპასუხებს.

ავსტრალიურ, ფრანგულ და იაპონურ ლუდსაც გავსინჯავთ!

ბალტიკა საქართველოში ავსტრალიურ, ფრანგულ და იაპონურ ლუდს შემოიტანს. ამ სიახლის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს და ჟურნალისტებს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 2007 წლის ფინანსური ანგარიში გააცნეს.

ლუდსახარში კომპანია ქართული ბაზრის პრემიალურ სეგმენტში საკუთარი პოზიციების გაძლიერებას სალიცენზიო პროდუქციის პორტფელის გაფართოებით იწყებს. „ბალტიკა“ ქართველ მომხმარებელს ამჯერად ავსტრალიურ ბრენდს Foster's“ და ფრანგულ ლუდს Kronenbourg 1664-ს სთავაზობს, წლის ბოლოსთვის კი საქართველოში საუკეთესო იაპონურ ლუდად აღიარებული Asahi super dry“-ს შემოტანასაც აპირებს. მისი წარმოება სანკტ-პეტერბურგში შემოდგომაზე დაიწყება.

0x01 graphic

„ბალტიკამ“ ლუდის იმპორტი საქართველოში 2002 წლიდან დაიწყო და ქართველ მომხმარებელს წარმოუდგინა „ბალტკის“ ბრენდის სრული ხაზიც და კომპანიის სხვა ბრენდები: არსენალნოე, ნევსკოე და ლიცენზირებული ბრენდი „Carlsberg“-ი.

საქართველოს ბაზარს „ბალტიკის“ წარმომადგენლები სამხრეთ კავკასიის რეგიონში პრიორიტეტულად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ ქართველი მომხმარებელი ძალიან მომთხოვნია და დახვეწილი გემოვნებითაც გამოირჩევა. თავის მხრივ, „ბალტიკა“ საქართველოში ლუდის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია და იმპორტული ლუდის ბაზრის 47 პროცენტს ფლობს. გასული წლის შედეგებით, კომპანიის მიერ შემოტანილი ლუდის წილმა მთლიანი ბაზრის 16 პროცენტი შეადგინა.

კომპანია 2007 წელს საქართველოში მიღწეული შედეგებით კმაყოფილია. წლის ბოლოსთვის „ბალტიკის“ გაყიდვები 85 პროცენტით გაიზარდა. კომპანიის საექსპორტო გაყიდვების დირექტორის, დიმიტრი კისტევის ინფორმაციით, ლუდის მოხმარება საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში საშუალოდ 11 ლიტრს შეადგენს, ყოველ წუთში კი 12 ბოთლი ლუდი ბალტიკა იყიდება. ლუდის მზარდი ბაზარი საქართველოში ბაზრის ყველა მონაწილის განვითარების საშუალებას იძლევა. მომხმარებლის თვალში უპირატესობის მოპოვებისათვის ბრძოლაში ერთერთ უმთავრეს საშუალებად პროდუქციის ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვას, დისტრიბუციის განვითარებასა და კლიენტებისადმი პასუხისმგებლურ დამოკიდებულებას მივიჩნევთ, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ საქართველოში ხუთწლიანი მოღვაწეობის მანძილზე კომპანიამ სავაჭრო ბრუნვასა და მარკეტინგულ პროგრამებში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო და მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ „ბალტიკამ“ საბავშვო სპორტის, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა და საბავშვო სახლების დახმარების მიზნით რამდენიმე საქველმოქმედო პროექტიც განახორციელა.

მალე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტიც გვექნება

კომპანია ვტელ-ჯორჯია საქართველოში მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტს შემოიტანს და მომხმარებელს ხმისა და მონაცემთა გადაცემის სერვისებს შესთავაზებს. როგორც კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა ხალედ რიფაიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, სიახლე შემოდგომაზე თავდაპირველად ბათუმში დაინერგება, შემდეგ - თბილისში, წლის ბოლომდე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელი საქართველოს სხვა ქალაქებსაც დაფარავს.

0x01 graphic

„ვტელ-ჯორჯია“ დუბაიში დაარსებული სატელეკომუნიკაციო კომპანია „ვტელ-ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა, რომელმაც ფილიალი საქართველოში გახსნა და მოიპოვა ვაიმაქსის ლიცენზია. იგი 2,3 გეგაჰერცზე იმუშავებს. ხალედ რიფაი ჯერჯერობით ვერ ასახელებს, რა რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს საქართველოში. ჩვენთვის მთავარია, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის სერვისი, ინვესტიცია კი მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდება, - განმარტავს იგი. კომპანიის ტექნიკური დირექტორი არც ფასებს აკონკრეტებს, თუმცა, ამბობს, რომ ფასები საქართველოს ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი იქნება, ახალი სერვისები კი კორპორატიულ მომხმარებელსა და საცალო ბაზარზე იქნება გათვლილი. არაბი ინვესტორი საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოური ინვესტიციების სერიოზულ მხარდაჭერაზე საუბრობს და დასძენს, რომ საქართველოს მზარდი და განვითარებადი ბაზარი საკმაოდ მომხიბვლელი და მიმზიდველია.

ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების - GTZ“-ის ორგანიზებით საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ ღვინის ტურიზმის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა. „GTZ“-ის ერთ-ერთი პროექტის - კერძო სექტორის ხელშეწყობა საქართველოში ფარგლებში მოწყობილმა ღონისძიებამ გერმანელ, იტალიელ, ხორვატ, სერბ და რუმინელ ექსპერტებს უმასპინძლა. მოწვეულმა სტუმრებმა ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს ღვინის ტურიზმის განვითარების ფაქტებსა და ტენდენციებზე და ქართველ კოლეგებს თავიანთი ქვეყნების გამოცდილებიდან კონკრეტული მაგალითები გააცნეს. სიმპოზიუმის დასკვნითი ნაწილი საჯარო დისკუსიას დაეთმო.

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა კნუტ გერბერმა განაცხადა, საქართველოში ღვინის ტურიზმს განვითარების სერიოზული პერსპექტივა აქვს. ქართულ ღვინოს წარმატებით შეუძლია საერთაშორისო ბაზრების ათვისება. ეს განსაკუთრებით კარგად მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ქართულმა ღვინომ რუსული ბაზარი დაკარგა და ალტერნატიული ბაზრების ათვისება დაიწყო, - აღნიშნა გერბერმა და იქვე დასძინა, რომ ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულ ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმკვიდრებს, თუკი ის ხარისხიანი იქნება. როგორც აღმოჩნდა, თავად კნუტ ბერგერს წარუშლელი შთაბეჭდილება 2004 წელს ჩამოსხმულმა „მუკუზანმა“ დაუტოვა.

ფართო კარით - ტურიზმში

0x01 graphic

საგამოფენო ცენტრმა „ექსპოჯორჯიამ“ მე-10 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლა. გამოფენის სტუმრებს თავიანთი მომსახურება უცხოურმა და ადგილობრივმა ტურისტულმა სააგენტოებმა, ტურ-ოპერატორებმა, სასტუმროებმა, გართობისა და კულტურული დასვენების ცენტრებმა და სატრანსპორტო კომპანიებმა გააცნეს. ხალხმრავლობა ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სტენდებთან შეინიშნებოდა. როგორც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ექსპერტმა ილკერ გორატეშმა განაცხადა, უზარმაზარია ამ ტიპის გამოფენების როლი ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და განვითარების საქმეში, რასაც კონკრეტული შედეგი - ამ ქვეყნების მკვიდრთა დამეგობრება და ერთმანეთის კულტურის უკეთ გაცნობა მოყვება. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში გამართულ ტურისტულ გამოფენებში, საქართველოსთან ამ კუთხით ურთიერთობის გამყარებას კი პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს და არსებული კავშირების მომავალში კიდევ უფრო მეტად გაფართოებას აპირებს.

ტრადიციულ ტურისტულ გამოფენას წელს ახალი მხარდამჭერი გამოუჩნდა: ღონისძიების მოწყობა თბილისის მერიასთან, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომაც ითავა.

ნავთობპროდუქტებს ოქროს ფასი დაედო

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა ნავთობპროდუქტების ბაზარზე ამჟამინდელი ვითარება მიმოიხილა და განაცხადა, რომ წელს ნავთობზე ფასების ზრდის ნეგატიური პროცესი მიმდინარეობს: თუ წლის დასაწყისში ბარელი ნავთობი 90-92 დოლარი ღირდა, ახლა ის 107-110 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ე.ი. ნავთობის ფასი 18-20 დოლარით, ანუ 18-20 პროცენტით გაიზარდა. ამ ფაქტის გამომწვევ მიზეზებს შორის ვანო მთვრალაშვილმა დოლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება, გეოპოლიტიკური ფაქტორები, მსოფლიოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრეების ნაკლებობა და ნავთობის მოპოვების უცვლელად დატოვების შესახებ ოპეკის გადაწყვეტილება დაასახელა. ყოველივე ამან გამოიწვია ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების ზრდა, რომლითაც ხორციელდებოდა საქართველოში მისი იმპორტი. კერძოდ, Platt's European Marketscan“ - Fob Med(Italy)-ს მიხედვით, წლის დასაწყისში ერთი ტონა ბენზინის ფასი 830-850 დოლარს შეადგენდა, დღეისათვის კი - 920-930 დოლარია: ბენზინი საშუალოდ 100 დოლარით ანუ 12 პროცენტით გაძვირდა.

რაც შეეხება დიზელის საწვავს, ყველაზე მეტად სწორედ მისმა ფასმა მოიმატა: იანვრის პირველ რიცხვებში 800-820 დოლარი იყო, დღეისათვის კი - 1010-1020 დოლარი გახდა, ე.ი. 200 დოლარით (25 პროცენტით) მოიმატა. კავშირის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დიზელის საერთაშორისო ფასი 1000 დოლარს არასოდეს ასცილებია.

დღევანდელი ფასებით, აზერბაიჯანული და თურქმენული წარმოების დიზელის საწვავის თვითღირებულება საბითუმო და საცალო დანამატის გარეშე 1,60 ლარს შეადგენს.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირში აღნიშნავენ, რომ კარსაა მომდგარი საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს კი დიზელის საწვავში მაღალი ფასის გადახდა უწევთ, ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასებზე. თუმცა, ეს ობიექტური რეალობაა, რომლის წინაშე დგას ნავთობის ყველა არამწარმოებელი მომხმარებელი ქვეყანა, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

დამშვიდობება უნივერმაღ თბილისთან

0x01 graphic

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წარსულში საკმაოდ პოპულარულ უნივერმაღ თბილისის ადგილას კომერციული, გასართობი და საქმიანი ცენტრი „Willbrook Platinum Tbilisi Plaza“ აშენდება. ახალ პროექტს, რომლის ღირებულება 100 მილიონი დოლარია, მულტინაციონალური კორპორაცია „Willbrook Management International“-ი და არქიტექტურისა და მშენებლობის მენეჯმენტში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Bovis Lend Lease“ განახორციელებენ. კომპლექსის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე და თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრნენ. მინისტრმა „Willbrook Management International“-ისა და Bovis Lend Lease“-ის დონის ინვესტორების საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები ნიშნავს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენას შეეხება.

თანამედროვე არქიტექტურის უახლესი სტანდარტების მიხედვით შექმნილი კომპლექსი 85 ათას კვადრატულ მეტრს დაიკავებს, ამოქმედების შემდეგ მასში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება.

კალა კაპიტალი მინიქალაქს ააშენებს

„მილანის“ ქართველმა ლეგიონერმა კახა კალაძემ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა ახალი ერთობლივი ბიზნეს-პროექტი - კალა კაპიტალი წამოიწყეს. როგორც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, ბიზნეს-ჯგუფი უცხოური და ქართული კაპიტალით დაფინანსდება და ინვესტიციებს სამ სფეროში: ენერგეტიკაში, უძრავ ქონებასა და საბანკო პროექტებში ჩადებს. კახა კალაძეს ბიზნესი უკრაინაში, ყაზახეთსა და იტალიაშიც აქვს წამოწყებული, თუმცა, აცხადებს, რომ მისთვის მთავარი საქართველო და ამ ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანაა. სექტემბერში გაიხსნება „კალა კაპიტალის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანია - პროგრეს-ბანკი, რომელიც უნივერსალური ტიპის იქნება და კლიენტებს სრულ, მაღალხარისხიან საბანკო მომსახურებას შესთავაზებს. ბანკს ალექსი ალექსიშვილი უხელმძღვანელებს. „კალა კაპიტალი“ ჰესების მშენებლობის, ნავთობმოპოვებითი საქმიანობისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისების საკითხებითაც არის დაინტერესებული.

„კალა კაპიტალის“ ყველაზე მასშტაბური პროექტია „არსენალი“: გეგმის მიხედვით, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ორ კილომეტრში, არსენალის მთის 80 ჰექტარზე 10 წელიწადში მინიქალაქი გაშენდება. ამ გრანდიოზული პროექტის განსახორციელებლად კომპანია 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავს. „არსენალი“ სამთავრობო და საცხოვრებელ კომპლექსებს, საკონფერენციო ცენტრებს, ვილებს, „ა“ კლასის ოფისებსა და კომერციულ ფართებს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებსა და გასართობი ტიპის დაწესებულებებს მოიცავს. სავარაუდოდ, პროექტის ამოქმედება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ერთპროცენტიან ზრდას განაპირობებს და 25 ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის. გარდა ამისა, ივნისში დაფუძნდება საქველმოქმედო ფონდი „კალა“, რომელიც მიუსაფარ ბავშვებსა და უმწეო მოხუცებს დაეხმარება, საქართველოს რეგიონებში კი სპორტულ მოედნებს ააშენებს.

გზამკვლევი - უცხოელი ინვესტორებისათვის

საინვესტიციო ინტერნეტ-გზამკვლევი www.investmentguide.ge საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ერთობლივი ძალისხმევით განახლდა. აღნიშნული ბიზნეს-ასოციაციები მიზნად ისახავენ საქართველოსა და აშშ-, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ხელშეწყობას. გზამკვლევის შექმნის აუცილებლობა კი საქართველოს მიმართ უცხოელი ინვესტორების მზარდმა ინტერესმა და მათ მიერ ჩვენი ქვეყნის ბიზნეს-კლიმატისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ რეალური და შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნამ განაპირობა. როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰიუ მაკდაუელმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, გზამკვლევი სისტემატურად განახლდება და ქართული ბიზნესისა და საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ სანდო და დროული ინფორმაციის მოპოვების მნიშვნელოვანი წყარო გახდება.

იმისათვის, რომ გზამკვლევი მაქსიმალურად პრაქტიკული და საინტერესო ყოფილიყო, ბიზნეს-ასოციაციებმა ვებ-გვერდის სტრუქტურისა და მასში მოთავსებული ინფორმაციის კორექტულობის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან გამართეს.

0x01 graphic

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ესბენ ემბორგი აღნიშნავს, რომ გზამკვლევს ქართულ რეალობაში ანალოგი არ გააჩნია, სისტემატური განახლებისა და ონლაინ რეჟიმში მუშაობის გარდა მისი უდიდესი პრივილეგიაა ის ფაქტი, რომ ბიზნესმენებისათვის შექმნილი ვებ-გვერდი თავად ბიზნესმენებმა მოამზადეს, რაც გზამკვლევში განთავსებული ინფორმაციის უტყუარობისა და საფუძვლიანობის გარანტად გვევლინება.

პროექტის მომზადებაში ბიზნეს-ასოციაციებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და სტატისტიკის დეპარტამენტი დაეხმარნენ.

ვისაც არ გეზარებათ, იდავეთ!

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2008 წლის მარტში 86 საჩივარი განიხილა, საპრეტენზიო თანხამ კი 28 321 956 ლარი შეადგინა. ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილდა 15 საჩივარი, რომელთა საპრეტენზიო თანხა 720 682 ლარია. 38 საჩივარზე, რომელთა საპრეტენზიო თანხა 25 592 323 ლარია, დავის განხილვა შეჩერდა, საბჭოში სათანადო ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოდგენა კი შემოსავლების სამსახურს დაევალა. მომჩივანის მხრიდან გასაჩივრების პროცედურების დარღვევის გამო საერთოდ არ განხილულა 7 საჩივარი, რომელთა საპრეტენზიო თანხა 93 347 ლარია.

23 საჩივარი, საპრეტენზიო თანხით 1 910 102 ლარი, არ დაკმაყოფილდა, 3 კი - საპრეტენზიო თანხით 5 502 ლარი, შემოსავლების სამსახურს განსახილველად დაუბრუნდა.

სულ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 77 325 710 ლარის საპრეტენზიო თანხის 249 საჩივარი განიხილა, რომელთაგან ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილდა 36, საპრეტენზიო თანხით 5 293 851 ლარი. დაუკმაყოფილებელი დარჩა 44 საჩივარი, რომელთა საპრეტენზიო თანხამ 18 030 997 ლარი შეადგინა.

კოსმეტიკა - ყველა დონის მომხმარებლისათვის

იყავი ლამაზი და საქმიანი - ასეთი სლოგანი აქვს კომპანიას, რომელიც საქართველოს ბაზარზე სულ ახლახან შემოვიდა. თურქული კოსმეტიკურ-პარფიუმერული მარკის Farmasi“-ს ფრანგულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქცია მზადდება სტამბულში მდებარე ფაბრიკაში, სადაც ყველა პროცესი მთლიანად ავტომატიზებული და სტერილურია.

Farmasi“ ქართველ მომხმარებელს დეკორატიულ კოსმეტიკასა და ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. 1 400-მდე დასახელების პროდუქციაზე ფასები 1 ლარიდან 18 ლარამდე მერყეობს, აქედან გამომდინარე, Farmasi“ საშუალოშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. პირველ ეტაპზე პროდუქციას დისტრიბუტორები გაავრცელებენ.

როგორც Farmasi“-ს აღმასრულებელი მენეჯერი შორენა მემანიშვილი ამბობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომპანია ქალბატონებს დასაქმებაში დაეხმარება, ხოლო უკვე დასაქმებულებს ან სტუდენტებს დამატებით შემოსავალს მოუტანს.

ერთი თვის განმავლობაში კომპანიამ უკვე 78 ადამიანი დაასაქმა.

დისტრიბუტორები გაყიდული პროდუქციის 16,5 პროცენტს მიიღებენ, ტრენინგებს გაივლიან, მათ შორის ყველაზე წარმატებულები კი კვალიფიკაციის კიდევ უფრო ასამაღლებლად თურქეთში გაიგზავნებიან.

0x01 graphic

კომპანიის სარეკლამო მენეჯერის, უტა იმნაძის თქმით, Farmasi“ ქსელური მარკეტინგის სხვა კომპანიებისაგან სრულიად განსხვავებულია, ზომიერ ფასად მომხმარებელს მაქსიმალურად ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს, თანაც, Farmasi“-ს დეკორატიული კოსმეტიკის ფერთა გამა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

Farmasi“-ს მარკის პროდუქცია მსოფლიოს 54 ქვეყანაში იყიდება.

გამორჩეულებს ჯილდოები გადასცეს

ამერიკის სავაჭრო პალატამ დაარსებიდან 9 წლის იუბილე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ აღნიშნა და ამ თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ყველაზე აქტიური მხარდამჭერი კომპანია, რომელიც ყველაზე მეტად დაეხმარა პალატის ბიუჯეტს სპონსორობის, დონაციისა თუ ჟურნალ Investor.ge“-ში განთავსებული რეკლამის სახით, UGT“ აღმოჩნდა.

პრიზი ბიზნეს-საზოგადოების საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის USAID-ის წარმომადგენელს, ოლინ ნეგილს გადაეცა.

კომიტეტების მუშაობაში შეტანილი წვლილისათვის საინვესტიციო პალატის თავმჯდომარე კლიფ ისააკი დაჯილდოვდა.

ამერიკის სავაჭრო პალატის მაღალი შეფასება მიიღო კომპანიამ, რომელიც პალატის წევრი არ ყოფილა, მაგრამ, როგორც ამ ორგანიზაციაში აცხადებენ, მათთან ერთად იღვწოდა ბიზნეს-საზოგადოების მთავრობასთან, პარლამენტთან თუ პრესასთან ურთიერთობის გაღრმავებისათვის: ამ ნომინაციაში გამარჯვებულისათვის განკუთვნილი პრიზი USAID-ის კავკასიის ოფისის მისიის ხელმძღვანელს - ბობ უილსონს გადაეცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე და ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ემი დენმანი სპეციალური აღნიშვნის პრიზებით დაჯილდოვდნენ.

400 მილიონი - ნიას საბიუჯეტო შენატანი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაცია ნია- 5 წლის იუბილე აღნიშნა და სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართულ წვეულებაზე მისულ სტუმრებს ასოციაციის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ნია-ს პრეზიდენტმა გიორგი კოტრიკაძემ ნავთობპროდუქტების სექტორში ამ პერიოდის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაჯამა და საზოგადოებას შეახსენა, რომ რამდენიმე წლის წინათ ამ სექტორიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 100120 მილიონი ლარი შედიოდა, ნავთობპროდუქტების ბაზრის 60 პროცენტი კონტრაბანდული იყო, გართულებული იყო განბაჟების რეჟიმი, არ არსებობდა არც სრულყოფილი საგადასახადო სისტემა და არც ერთიანი აღრიცხვიანობის სისტემა ექსპორტ-იმპორტის შესახებ, საბაჟო და საგადასახადო სისტემაში კი კორუფცია მძვინვარებდა. ამ დროისათვის კი, კოტრიკაძის თქმით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა: ბაზარზე კონტრაბანდის მაჩვენებელი მინიმუმამდე დავიდა, საბიუჯეტო შენატანმა კი 400 მილიონ ლარს მიაღწია. გიორგი კოტრიკაძე ამ წარმატებებს ასოციაციისა და მასში გაერთიანებული კომპანიების ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხსნის და დასძენს, რომ ინვესტიციების გაზრდაცა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე ცნობილი ბრენდების შემოსვლაც სწორედ ამ წარმატებებმა განაპირობა.

უახლოეს მომავალში ასოციაცია საქმიანობას საკანონმდებლო სფეროს შემდგომი დახვეწისა და გამარტივების მიზნითაც გაააქტიურებს. უმნიშვნელოვანეს საკითხად ასოციაციაში ნავთობ-პროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მიიჩნევენ.

0x01 graphic

საიუბილეო შეხვედრაზე ნია-ს წევრმა კომპანიებმა: ეკო ჯორჯიამ, ლუკოილ ჯორჯიამ, რომპეტროლ ჯორჯიამ, სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა და ვისოლ ჯორჯია პეტროლიუმმა თავიანთი ბრენდების საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

უპრეცედენტო სადაზღვევო პაკეტი

სამედიცინო დაზღვევა თვეში მხოლოდ 1.70 ლარად - ასეთი უპრეცედენტო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა ამიერიდან ჯეოსელისა და ლაი-ლაის ყველა აბონენტს შეუძლია. „ჯეოსელისა“ და დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაოს“ ერთობლივი პაკეტი - ყველაზე დაზღვეული აბონენტი მომხმარებელს სთავაზობს უფასო გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას (ირაოს ცხელი ხაზი: 822 949 ან 822 949111), ავერსის დაგროვებით ფასდაკლების ბარათებს, ასევე 20 პროცენტიან ფასდაკლებას სამედიცინო ცენტრ იუნონაში, შპს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში, სამედიცინო ცენტრ ციტოსა' და ბავშვთა სასწრაფო დახმარება პედიატრში (822 53 06 06). სრული სადაზღვევო წლიური ლიმიტი 5 ათასი ლარით განისაზღვრა.

როგორც „ჯეოსელის“ გენერალური მენეჯერმა ოსმან თურანმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია 11 წლის მანძილზე აბონენტებს ცხოვრებას უადვილებდა და კომფორტს უქმნიდა, თუმცა, დროებით გამოტოვებული იყო ერთი საკითხი - ჯანმრთელობის დაცვა, რასაც ახლა უკვე ინოვაციური მომსახურება უზრუნველყოფს და ნებისმიერი აბონენტი მას მარტივად, სიმბოლურ ფასად შეიძენს. „ჯეოსელმა“ სიახლის შემოღება კომპანიის 11 წლის იუბილეს დაამთხვია.

„ირაოს“ დირექტორმა ვასილ ახრახაძემ ჟურნალისტებს ახალი სადაზღვევო პაკეტის დეტალები გააცნო. მომსახურების გასააქტიურებლად საჭიროა SMS-ით გაგზავნოთ დასაზღვევი ადამიანის პირადობის მოწმობაში მითითებული 11-ნიშნა პირადი ნომერი 7003-ზე. საგულისხმოა, რომ საკუთარი თავის ნაცვლად, შეგიძლიათ ახლობლის ჯანმრთელობა დააზღვიოთ, თუმცა, ერთი მობილური ნომრიდან მხოლოდ ერთი ადამიანის დაზღვევა შეიძლება.

სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა სერვისის გააქტიურებიდან 5 დღის შემდეგ 25 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. გააქტიურებიდან ყოველი მომდევნო 30 დღის შემდეგ აბონენტის სურვილის შემთხვევაში სადაზღვევო თანხა ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრება, თანხის არარსებობის შემთხვევაში კი მომსახურება გაუქმდება მის ხელახლა გააქტიურებამდე.

დაზღვეული აბონენტის პირადი ნომრის ან დაზღვევის ვადის შესამოწმებლად 7003-ზე უნდა გაგზავნოთ სიტყვა VADA, დაზღვევის გასაუქმებლად კი - STOP.

თუკი დაზღვეულია რომელიმე მშობელი, ბავშვებზე „პედიატრის“ ფასდაკლება გავრცელდება.

როგორი ბიზნეს-გარემო გვაქვს?

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ სასტუმრო თბილისი მარიოტში კვლევის - ბიზნეს-გარემო საქართველოში პრეზენტაცია გამართა და ჟურნალისტებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიზნეს-გარემოს შესახებ თავად ქართველი ბიზნესმენების მოსაზრებები გააცნო. კვლევა, რომელიც პროექტის - „ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, მეწარმეობის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრმა დააფინანსა. ეს პროექტის მხოლოდ პირველი, დიაგნოსტიკური ნაწილია, შემდეგი ეტაპი კი კვლევის დროს გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებასა და რეკომენდაციების შემუშავებას გულისხმობს.

როგორც ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ანი ქათამიძემ განმარტა, საქართველოს ეკონომიკურ გარემოს ყოველწლიურად უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია აფასებს, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიზნეს-გარემოს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას თავად ქართველი ბიზნესმენები ფლობენ და ამ გარემოს მათზე უკეთ არავინ იცნობს.

კვლევამ ქართული ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემები გამოავლინა. მეწარმეთა ყურადღება, უმთავრესად, კანონების ირგვლივაა კონცენტრირებული, თუმცა, ასევე აქტუალურია შრომის ბაზართან, ინფორმირებულობასა თუ ფინანსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები. მეწარმეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ კანონმდებლობის ხშირი ცვალებადობა უარყოფითად მოქმედებს ბიზნესზე, განსაკუთრებით კი - მცირე კომპანიებზე.

0x01 graphic

კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 1 000 მეწარმე გამოიკითხა.

გამოკითხულ საწარმოთა 68 პროცენტის გამოცდილება 5 წელს არ აღემატება. კვლევის ავტორთა მოსაზრებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ბიზნესის მართვის კულტურა და ტრადიციები ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო და შესაბამისი კანონმდებლობა არასტაბილურია და კვლავაც განვითარების გზაზე იმყოფება. გამოკითხული კომპანიების 61 პროცენტის ზოგადი შეფასებით, საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო მეტ-ნაკლებად ნორმალურია, ხოლო 26 პროცენტი მიიჩნევს, რომ არსებული გარემო აფერხებს ბიზნესის განვითარებას.

საგადასახადო კოდექსი თავიანთი საქმიანობის მარეგულირებელ კანონად ბიზნესმენთა მხოლოდ 77 პროცენტმა დაასახელა, კანონი მეწარმეთა შესახებ - 17 პროცენტმა. გამოკითხულთა 14 პროცენტმა საერთოდ ვერ გაიხსენა ვერც ერთი კანონი.

საშემოსავლო გადასახადს მეწარმეთა 96 პროცენტი იხდის, სოციალურს - 86 პროცენტი. საგულისხმოა, რომ საწარმოთა მხოლოდ 61 პროცენტი იხდის მოგების გადასახადს, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი კი - გამოკითხულ რესპონდენტთა 27 პროცენტია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მეწარმემ გადასახადებზე შეკითხვის პასუხად ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სხვა კომუნალური გადასახადები ჩამოთვალა...

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ, სამწუხაროდ, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ბიზნესის წარმოებისათვის საჭირო უნარების ათვისების კუთხით. ანი ქათამაძე ამბობს, რომ მცირე ბიზნესს საქართველოში, უმთავრესად, ის ადამიანები იწყებენ, რომლებმაც სამუშაო ვერ იპოვეს და ამ გზით მხოლოდ ყოველდღიური შემოსავლის შოვნას ცდილობენ. ბუნებრივია, ასეთი მეწარმეების მიზანი სულაც არ არის ბიზნესის განვითარება ან საერთაშორისო ბაზარზე გასვლა: ზოგიერთი მათგანი იმასაც კი აცხადებს, რომ მათ ახალი კლიენტის მოზიდვა სულაც არ სჭირდებათ...

მეწარმეებს გარკვეული მოთხოვნები მედიასთანაც აქვთ: მათ საშუალო მეწარმის წარმატების ისტორია უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე მსხვილი კომპანიის მფლობელისა.

სემინარი ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის ბათუმში სემინარი გამართა. მედიის წარმომადგენლებს სისტემის მნიშვნელოვანი სიახლეები ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა და მისმა მოადგილემ ვაჟა პეტრიაშვილმა გააცნეს. მაგალითად, სამინისტრომ გადასახადის გადამხდელებს მომსახურების თანამედროვე, შედარებით კომფორტული და მარტივი მეთოდი შესთავაზა: ნებისმიერ გადამხდელს შეუძლია ინტერნეტის საშუალებით მიიღოს გადახდილი გადასახადის თაობაზე ინფორმაცია, შეამოწმოს პირადი საგადასახადო აღრიცხვის ბარათი ან ურთიერთშედარების აქტი, საგადასახადო დეკლარაცია კი ელექტრონული გზით გადაიხადოს: ამისათვის გადამხდელი უნდა დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე: www.taxdep.ge, შევსებული დეკლარაცია კი შემოსავლების სამსახურს ონლაინ რეჟიმში გაუგზავნოს. ვებ-გვერდის მომხმარებლები საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით გათვალისწინებულ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებსაც გაეცნობიან და საგადასახადო და საბაჟო გადასახდელების სახეების, განაკვეთების, გადახდისა და დეკლარირების ვადებისა და წესების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

ფინანსთა მინისტრმა რისკების მართვაზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის ამუშავების საკითხებზე ისაუბრა. იმპორტის საბაჟო რეჟიმში გასაფორმებლად განკუთვნილი ტვირთების ეფექტური კონტროლისათვის ფინანსთა სამინისტროში დაინერგა სპეციალური პროგრამა, რომელიც წინასწარ დადგენილი რისკის კრიტერიუმებისა და შერჩევითი პრინციპის გამოყენებას გულისხმობს. საბაჟო რისკების მართვის სისტემა დაბალი რისკის იმპორტიორებს გამარტივებულ და დაჩქარებულ პროცედურებს შესთავაზებს, სამაგიეროდ, მაღალი რისკის იმპორტიორებისათვის კონტროლს გაამკაცრებს. რისკების მართვის სისტემა იმპორტის რეჟიმში გასაფორმებლად განკუთვნილ ტვირთებს ე.წ. „დერეფნის“ პრინციპით გააკონტროლებს: „ყვითელი დერეფანი“ საქონელს დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმების გარეშე გაატარებს, „წითელ დერეფანში“ კი, პირიქით - საქონელი მხოლოდ დეკლარაციისა და თანდართული დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და დეკლარირებული საქონლის დათვალიერების საფუძველზე გაივლის. რისკების მართვის სისტემის ამოქმედების წყალობით, დოკუმენტების კამერალური შემოწმების ხანგრძლივობა ორი დღიდან ორ საათამდე მცირდება. პროგრამა ASIKUDA-ს სისტემის გამოყენებით მოქმედებს და პრაქტიკულად გამორიცხავს იმის განსაზღვრის შესაძლებლობას, თუ რომელ დერეფანში მოხვდება საქონელი, რაც საბაჟო მოხელესა და იმპორტიორს შორის რაიმე სახის გარიგების შესაძლებლობას მინიმუმამდე შეამცირებს.

ევროკომისიის „საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ფინანსთა სამინისტრო ახალ საცნობარო-საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს აამოქმედებს. სპეციალურ ნომერზე 077 დარეკვით ფიზიკური თუ იურიდიული პირები საგადასახადო და საბაჟო გადასახადების, განაკვეთების, გადასახადისა და დეკლარირების ვადებისა და წესების შესახებ ყველა საჭირო კონსულტაციას საგადასახადო თუ საბაჟო ორგანოებში მისვლის გარეშე მიიღებენ.

Auto Bild“- ქართული ვერსია ექნება

30 აპრილს მთელს მსოფლიოში ცნობილი ავტოჟურნალის - „Auto Bild“-ის ქართული ვერსია გამოვა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ჟურნალის გამომცემელმა კომპანია მედია მენეჯმენტ სერვისმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციასთან ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა.

„მძღოლების მეგზური და პარტნიორი“ - ასეთია ჟურნალის სლოგანი. ევროპის უმსხვილესი საგამომცემლო სახლის „Axel Springer“-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო პროექტი - Auto Bild“-ი ამ დროისათვის 30 ქვეყანაში გამოიცემა და მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ და მაღალტირაჟიან ავტოჟურნალადაა მიჩნეული. Auto Bild“-ი 1986 წელს გერმანიაში დაარსდა, სულ მალე კი, როგორც ჟურნალის ქართული ვერსიის გამომცემელი გიორგი შარაშიძე იმედოვნებს, ქართველი ავტომოყვარულებისა და მძღოლების სამაგიდო გამოცემად იქცევა.

0x01 graphic

ქართულ Auto Bild“-ში, უმთავრესად, ექსკლუზიური მასალები - ცნობილი ავტომობილების როგორც ახალი, ასევე მეორადი მოდელების ამომწურავი ტესტები, შედარებები და დეტალური განხილვები იქნება წარმოდგენილი. მკითხველი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას ყველა კლასისა თუ ასაკის მანქანებისა და აქსესუარების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან ქართული Auto Bild“-ის მკითხველები ოფიციალურად ჩაერთვებიან ევროპის საუკეთესო ავტომობილის გამოვლენის ყოველწლიურ პროცესში.

ყოველთვიური ჟურნალი 100-გვერდიანი იქნება და ჯერჯერობით სამი ლარი ეღირება.

გამარჯვებულთა ტრიუმვირატი

ფონდმა ქართული ხარისხი ხარისხის ნიშნის დამადასტურებელი სერტიფიკატები კიდევ სამ წარმატებულ კომპანიას გადასცა. ამჯერად ხარისხის ნიშანი სამშენებლო კომპანია ლიბო +-მა, ქართულ-ევროპულმა ჰუმანიტარულ-ტექნიკურმა ინსტიტუტმა და საზეიმო ცერემონიის მასპინძელმა სასტუმრო ამბასადორმა დაიმსახურეს.

სერტიფიკატები კომპანიების წარმომადგენლებს ფონდის ხელმძღვანელმა გიგლა კუნჭულიამ გადასცა და აღნიშნა, რომ ღონისძიების მიზანი ბიზნესის განვითარების, მაღალი ხარისხის პროდუქციისა თუ მომსახურების წარმოჩენა და ამ საკითხით საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაინტერესებაა.

ფონდმა „ქართული ხარისხი“ და მედია-ჰოლდინგმა „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს, რომლის თანახმადაც, გიგლა კუნჭულიას განმარტებით, მედია-ჰოლდინგი ქართული ხარისხის ნიშნის მფლობელი კომპანიების ცნობადობის ზრდას უზრუნველყოფს.

ფონდ „ქართულ ხარისხს“ ზაფხულში 5 წელი შეუსრულდება. ამ ხნის განმავლობაში ფონდმა „ხარისხის ნიშანი“ 70 კომპანიას მიანიჭა.

სტუმრები კმაყოფილი დარჩნენ

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია 27 მაისს დამსაქმებელთა, მეწარმეთა და მრეწველთა საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ჟენევაში ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მხოლოდ ფაქტის დოკუმენტური დადასტურებაა საჭირო. 2000 წელს დაფუძნებული არასამთავრობო ბიზნეს-გაერთიანება, რომელიც თავის წევრთა ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კომპლექსური სისტემის დაგეგმვასა და განხორციელებას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებასა და არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას უზრუნველყოფს, საერთაშორისო ორგანიზაციაში 2005 წელს ასოცირებულ წევრად მიიღეს, ახლა კი წევრობის უმაღლეს საფეხურზე გადასვლის ღირსად ჩათვალეს. ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ამ ფაქტს მხოლოდ ასოციაციის აღიარებად კი არა, მთლიანად საქართველოში არსებული ბიზნეს-კლიმატისა და ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარების პერსპექტივების აღიარებად მიიჩნევს და დასძენს, რომ საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში ჩამოსვლამდე დარწმუნებული იყვნენ, რომ ჩვენს ქვეყანში ბიზნესის წამოწყება საშიში იყო, ბიზნესმენებს იტაცებდნენ და .. მაგრამ ჩამოსულებს სულ სხვა სურათი გადაეშალათ: ექსპერტებმა ბიზნესმენების მოსაზრებები მოისმინეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი რამდენიმე საწარმოც დაათვალიერეს და სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩნენ.

დამსაქმებელთა, მეწარმეთა და მრეწველთა საერთაშორისო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ბარდე და ამ ორგანიზაციის მრჩეველი ერიკ ოშლინი 18 მაისს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ეგიდით სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართულ კონფერენციასაც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სტრატეგია და დამსაქმებელთა, მეწარმეთა და მრეწველთა საერთაშორისო ორგანიზაციის ხედვა მსოფლიოში ბიზნეს-გარემოს განვითარების შესახებ, შეხვედრის მონაწილენი კი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და „საქართველოში ტუბერკულოზის, მალარიისა და შიდსის წინააღმდეგ გლობალური ფონდის პროექტების ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს“ მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ, რომელიც ამ დაავადებების მიმართ ბიზნესმენთა დამოკიდებულებასა და ქცევას შეეხებოდა.

კონფერენციაზე შეფასდა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ფორუმის მონაწილეებმა კი 2007 წელს განხორციელებული ინვესტიციების მოკლე ანალიზი და მოსალოდნელი ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, შარშან საქართველოში 1 600 000 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, წლეულს კი, მხოლოდ სამი თვის მონაცემებით, ინვესტიციის მოცულობამ 700 000 000 დოლარი შეადგინა.

კიდევ ერთი ახალი რესტორანი

m-group-მა სანაპიროზე, გორგასლის 7-ში ახალი რესტორანი - პურის სახლი - სათონე გახსნა. ეს არის ტრადიციული ქალაქური რესტორანი, რომლის ინტერიერში თანამედროვე ელემენტებიც უხვადაა ჩართული. რესტორანი სტუმრებს თონეში დამზადებული ქართული კერძებით გაუმასპინძლდება, თუმცა, დამატებით განსაკუთრებული ვიზუალური გაფორმებით შესრულებულ კერძებსაც შესთავაზებს, თანაც ცოცხალი ქართული ქალაქური მუსიკის თანხლებით.

0x01 graphic

რესტორნის დარბაზს ერთდროულად 90 სტუმრის მიღება შეუძლია, საზაფხულო ღია ტერასა კი 40-მდე ადამიანს იტევს. ზაფხულში ამოქმედდება რესტორნის მეორე სართულიც, სადაც ამ დროისათვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

პურის სახლი - სათონე 12 საათიდან ბოლო კლიენტის გაცილებამდე იმუშავებს.

წლის ბოლომდე m-group-ი თბილისში კიდევ ათი რესტორნის გახსნას აპირებს.

29 ეკონომიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი შენაძენი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ახლახან, გამომცემლობა ინოვაციამ გამოსცა ნოდარ ჭითანავას და ლარისა თაკალანძის მონოგრაფია - სოციალური ეკონომიკა: ფორმირება და განვითარება (I ნაწილი).

მონოგრაფია სოციალური ეკონომიკის ფორმირებისა და განვითარების პრობლემებს ეძღვნება. ამ კონტექსტში კომპლექსურად და ერთიანი კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური მიდგომითაა განხილული და გაანალიზებული საქართველოში საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები, დაშვებული შეცდომების (თეორიულ-პოლიტიკური, თეორიულ-ეკონომიკური, თეორიული და პოლიტიკურ-სამართლებრივი, თეორიულ-მეთოდოლოგიური ხასიათის შეცდომები) განმსაზღვრელი გარე და შიდა ფაქტორები. ამასთან, ახსნილია ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის წინააღმდეგობრივი ხასიათი - ცალკეულ ეტაპზე გამოცოცხლებისა და დაქვეითების ტენდენციები, საბაზრო მექანიზმის სპონტანურად დამკვიდრება და სამამულო წარმოების დაცვის ეპიზოდური მცდელობები, ჩრდილოვან ეკონომიკასთან დეკლარირებული ბრძოლა და ეროვნული სიმდიდრის ძარცვის მოტივაციის აღზევება, სახელმწიფო ეკონომიკური როლის მინიმიზაციის კურსი და ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მნიშვნელობის გაცნობიერება, შიდა ფაქტორების იგნორირება და ინტეგრაციული პროცესების ცალმხრივი განვითარება.

ავტორთა მოსაზრებით: დღეს საქართველოში ჩამოყალიბდა და არაეფექტიანად ფუნქციონირებს კვაზი საბაზრო ეკონომიკური სისტემა - კონგლომერატი, მეურნეობრიობის თვისებრივად ახალი ისტორიულ-ეკონომიკური ტიპი და აქედან გამომდინარე, რადიკალურად უნდა დადგეს მისი ეფექტიანობის ამაღლების ამოცანა. ამ მიზნით წიგნში შემოთავაზებულია არგუმენტირებული რეკომენდაციები ეკონომიკური განვითარების დაჩქარების („გარღვევის სტრატეგია“), ეროვნული ეკონომიკის სოციალური მიმართულების, მდგრად და უსაფრთხო განვითარებაზე გადასვლის მიზანშეწონილობაზე (აუცილებლობაზე).

აღნიშნული წიგნი საზოგადოებისთვის საინტერესო ბევრ საკითხზე, (მათ შორის, როგორია, როგორი შეიძლება და უნდა იყოს ეროვნული ეკონომიკა), მკითხველს სთავაზობს საყურადღებო გადაწყვეტას.

ამდენად, იგი დიდ სამსახურს გაუწევს არა მხოლოდ სოციალური ეკონომიკის შემსწავლელთ, არამედ საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველებს.

30 ორი საჭირო წიგნი

▲ზევით დაბრუნება


აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას სახელი კარგადაა ცნობილი არა მარტო ჩვენში, არამედ, რუსეთის სამეცნიერო წრეებშიც. რამდენიმე წელია, იგი აქტიურად იკვლევს ეკონომიკის ურთულეს საკითხებს, სისტემატურად გამოსცემს წიგნებს, რომელთაც უდაოდ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნიათ.

ახლახან საგამომცემლო სახლმა ინოვაციამ მკითხველს შესთავაზა ვლადიმერ ვახანიას ორი ახალი წიგნი - მსოფლიოს ფინანსური დაზვერვები და ფული და ტერორი. როგორც სათაურები გვამცნობს, საქმე გვაქვს კვლევის ფრიად სერიოზულ საკითხებთან, რომელთაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვთ მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარებისთვის.

80-იანი წლების შუახანებიდან მსოფლიო გაერთიანებამ გაიცნობიერა, რომ აუცილე ბელია გვქონდეს შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია. კრიმინალური ელემენტებისთვის დანაშაულობათა შედეგად შემოსავლის გზების გადაკეტვა დიდ როლს ასრულებს ნარკოტიკების გავრცელების, ორგანიზებული დამნაშავეობის, კორუფციის, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში, აგრეთვე, ფინანსური ბაზრების მთლიანობის დაცვაში, - ნათქვამია მსოფლიო ფინანსური დაზვერვების შესავალში. მზარდმა დამნაშავეობამ აიძულა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები, რათა შექმნილიყო ფინანსური დაზვერვის დანაყოფები (ფდდ). სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ სათანადო ინფორმაციის მიღება, ანალიზი და გავრცელება, რათა ხელი შეუწყონ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

0x01 graphic

0x01 graphic

ფდდ- პირველი დანაყოფები გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს შეიქმნა. შემდგომში მათი რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა ეგმონტის ჯგუფის ფდდ არაფორმალური ასოციაციის დაარსება. 2003 წელს იგი 84 წევრს აერთიანებდა. ასოციაციამ მოიწონა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის რეკომენდაცია, გადასინჯული ნუსხა. ფინანსური დაზვერვის დანაყოფების მნიშვნელობის აღიარებამ მხარდაჭერა ჰპოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, აგრეთვე, მთელი რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან.

ფდდ- შექმნას და შემდგომ ფუნქციონირებას, ცხადია, თავისი წესები და გამოცდილება აქვს. სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს ვლადიმერ ვახანია წიგნის 7 განყოფილებაში. აქ არის ქვეთავები ნაბიჯები ფდდ- შესაქმნელად, ფდდ- ადგილი ეროვნულ ადმინისტრაციაში, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ფინანსური დაზვერვების საერთაშორისო ჯგუფი ეგმონტი და სხვ. როგორც ვხედავთ, წიგნში ბევრი რამ არის ისეთი, რისი გაცნობაც და შესწავლაც უთუოდ დაეხმარება შესაბამისი სამსახურის მუშაკებს, მითუმეტეს, რომ ფულის გათეთრების მეცნიერებას ჩვენშიც საკმარისი წარმატებით ფლობენ.

„მსოფლიოს ფინანსური დაზვერვების თემას აგრძელებს და ავსებს მეორე წიგნიც - ფული და ტერორი. ტერორი, როგორც იტყვიან, „არ ახალია, ძველია“ და მან ბევრ ქვეყანას მიაყენა მძიმე დარტყმა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ტერორიზმმა საშიშროება შეუქმნა მთელ მსოფლიოს, მის მშვიდობიან განვითარებას, ამიტომ, მასთან ბრძოლამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო.

წიგნში განხილულია ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო გაერთიანების საქმიანობის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები, ამ მიზნით შექმნილ ორგანიზაციათა ფუნქციები და საქმიანობის თავისებურებები. დიდი ადგილი ეთმობა ფატფ- - ფინანსური ბოროტმოქმედების წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო ორგანიზაციას, ეგმონტის ჯგუფს, მოცემულია საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ.

წიგნები განკუთვნილია მკითხველთა ფართო ფენებისთვის, იგი განსაკუთრებით დაეხმარება საქმიან წრეებს, სამართლდამცავი ორგანოების მუშაკებს და, რა თქმა უნდა, სტუდენტ ახალგაზრდობას, ვინც აქტიურად ემზადება სრულიად ახალი ტიპის ქვეყნის მშენებლობისთვის.