The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №24


ბიზნესი და კანონმდებლობა №24


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: პაპასქუა იური, ფუტკარაძე სულიკო, ჩეჩელაშვილი ანა, ბებიაშვილი ნატო, შონია ნანა, შენგელია ნათია, კოღუაშვილი პაატა, ზიბზიბაძე გიორგი, მესხიშვილი ანზორ, რამიშვილი ბადრი, ნოზაძე მზევინარ, ღლონტი ვლადიმერ, ცინცაძე ასიკო, ბობოხიძე ზემფირა, ჭიჭინაძე ბორის
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: დეკემბერი 2010 სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 10-26-28; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00- ვებ გვერდი: www.b-k.ge e-mail: inovacia@caucasus.net კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია, მზია ნაჭყებია. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, ჯამლეთ შათირიშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, ნატო კაკაშვილი, ნანა შონია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, ნაზირა კაკულია, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე, ლავრენტი ჩიბურდანიძე, მერაბ ვანიშვილი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: ვაჟა შუბითიძე, ავთანდილ ბუცხრიკიძე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი).



1 რედაქტორისგან

▲ზევით დაბრუნება


1.1 დროს ვერ შეაჩერებ!..

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იური პაპასქუა
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობისმთავარი რედაქტორი

კალენდარზე კიდევ ერთი წელი აიფურცლა. თეთრი (ფოლადისფერი) ვეფხვის წელი თეთრი ლითონის ბოცვრის (კატის, კურდღლის) წელმა ჩაანაცვლა.

დრო მიქრის...

ძვირფასო მკითხველო, ამ ერთი წლის მანძილზე ჟურნალს თქვენთან ჩვენი კეთილგანწყობა მოჰქონდა. თქვენგანაც ვგრძნობდით მხარდაჭერას. ერთად გამოვიარეთ გრძელი გზა - დეკემბრიდან დეკემბრამდის. ეს დრო მალე გავიდა. ჩვენ გვესმოდა თქვენი გასაჭირი. გულახდილად, მოურიდებლად, ობიექტურად ავსახავდით ჩვენში განვითარებულ მოვლენებს. გაწვდიდით სიახლეებს, განვმარტავდით თქვენთვის საინტერესო პრობლემურ საკითხებს.

მწამს, ჩვენი თანამშრომლობა, ურთიერთკეთილგანწყობა, საქმიანი დამოკიდებულება კვლავაც გაგრძელდება. ბოცვრის წელს დრაკონის წელი შეცვლის და ასე დაუსრულებლივ...

ყოველი წლის მიწურულს, ტრადიციულად, ჩნდება სურვილი - შევაჯამოთ შედეგები: რა იყო მნიშვნელოვანი, რა გაკეთდა, რას შეიძლება ველოდოთ?

დამეთანხმებით, 2010, ისევე, როგორც წინამორბედი წლები, რთული და მძიმე იყო. აკი გვაფრთხილებდნენ კიდეც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს წელი მშვიდი არ იქნება, ვეფხვის ხასიათიდან გამომდინარე, სავსე იქნება მოულოდნელობებით. ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები-ო.

0x01 graphic

გლობალური კრიზისი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ბუნებრივმა და ტექნოგენურმა კატასტროფებმა, რომლებიც გასულ წელს განსაკუთრებით გახშირდა, კიდევ უფრო დაამძიმეს მსოფლიო ეკონომიკა. ძვირდება წყალი, გაზი და სხვა კომუნალური მომსახურება, მგზავრობა, ბანკის სესხი და მომსახურება. ენერგეტიკული და სასურსათო პრობლემები ღრღნის ტარიფები, მოსახლეობის ისედაც დაცლილ ჯიბეებს. სოციალური უკიდურესობა კარდაკარ დაძრწის და ბოლო ლუკმას აცლის მიუსაფარ მოხუცს, ობოლს, წვრილშვილიანს, მხატვარს, მუსიკოსს, მივიწყებულ მსახიობს... სოფელს, ქალაქს, ბარსაც და მთასაც. ცოტა პროფესიული კუთხითაც თუ შევხედავთ მდგომარეობას: გაიზარდა იმპორტის მოცულობა. ბოსტნეული, ბაღჩეული, სიმინდი, ხორბალი, სურსათი, ტანსაცმელი უცხოური შემოგვაქვს - სხვისი ეკონომიკის აღმავლობას ვუწყობთ ხელს. საკუთარი წარმოების მოცულობის მაჩვენებელი ეცემა. სამომხმარებლო კალათას ვერ ავსებს თვითდასაქმებულთა გარჯით მიღებული ანაზღაურება. ინვესტორი გარბის - მოზიდული უცხოური კაპიტალის მოცულობა წინა წლებთან შედარებით ნაკლებია.

პარადოქსულია, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებლები ზევით მიიწევს - გავუსწარით ბევრ წარმატებულ ქვეყანას (ეტყობა, იქ უარესი მდგომარეობაა, ვიდრე აქ).

მეტი რა გითხრათ სანუგეშო?!

მარტო ჩვენთან კი არა, სხვაც ბევრია ასეთ ყოფაში. ჩვენ ბუნებამ მაინც დაგვინდო, შუაგულ ზამთარში მზე იჭყიტება ფანჯრებში და ძვლებს გვითბობს, სხვებთან სუსხი, ყინვა და ნამქერი აკვრია საქარე მინას. წყალს და მოვარდნილ მეწყერს, აგორებულ ზვავს, გაღვიძებულ ვულკანს ჩააქვს უფსკრულში განურჩევლად მდიდრისა და ღარიბის სიმწრით ნაშოვნი ქონება. ზოგან სიცხემ და ხანძარმა გადაბუგა ყველაფერი.

გასული წელი, მართლაც, არ იყო სტაბილური და არც უკიდურესი განცდებისგან თავისუფალი, თუმცა, რაც გვჭირს, მეტი წილი ჩვენი მიზეზითაა. ვერ ვმართეთ, ვერ გავაკეთეთ, სურვილებმა გადაგვძლია, სიფრთხილე გვაკლდა და გადაწყვეტილებებიც

დაუფიქრებლად მივიღეთ.

დიახ, ჩვენ და სხვამ არავინ!

რა იქნება ხვალ?

რეალობა იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი სტაბილურად გაგრძელდება: გვეყოლება იგივე მმართველი ძალა, იგივე ოპოზიციური სპექტრი ოდიოზური ფიგურებით, საზოგადოებაც ხელჩაქნეულის პოზიციაში დარჩება და, შესაბამისად, პრობლემებიც იგივე გვექნება აღმავალ-დაღმავალი ამპლიტუდებით.

ჩვენ ვბჭობთ, დრო არ ჩერდება. დრო ჩვენს სურვილებს არ მისდევს!

ამბობენ, სასწაულები ახალ წელს ხდებაო.

სასწაულია სურვილები რომ აგიხდება, უფრო დიდი სასწაული - წინასაახალწლო დაპირებების ასრულება.

არ ვიცი, ეს ლაპლანდიაში როგორ ხდება, მაგრამ აქ, დაპირებებიც ძლიერ ჭრელია და მიმზიდველიც. იმისდა მიხედვით, თუ პოლიტიკური დაძაბულობის რა ხარისხია ქვეყანაში, დაპირებები ხან ნიაღვრად მოედინება, ხან - წვეთ-წვეთობით, მაგრამ მოდის...

0x01 graphic

სიტყვა და საქმე - გაშიშვლებული პოლუსები

საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონების ბუმი უკვე რამდენიმე წელია გაღვიძებას იწყებს. დასაქმდებოდა ხალხი, მილიარდობით ინვესტიცია წამოვიდოდა. ეკონომიკური აღმავლობით გადავასწროთ უნდა სინგაპურს, დუბაის, ჰონ-კონგს. ფოთის პორტში ჩასახული ეს იმედი გადაედო ბათუმს, ქობულეთს, ქუთაისს, ყვარლისკენაც გაქანდა. ახლა ანაკლიას მიადგა და უშგულშიც ჩააღწია.

ინვესტიციები რომ ნებისმიერი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ეს ყველა მეტნაკლებად საქმეში ჩახედულმა ადამიანმა იცის. თუმცა, საქმეში უფრო გათვიცნობიერებული ანალიტიკოსები, ინვესტიციების შინაარსისა და მათი მოტივაციების მიხედვით, მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებასაც გამოხატავენ.

ინვესტიციას ეროვნება არ გააჩნია და ამ ნიშნით, მნიშვნელობა არა აქვს საიდან იდენს დოლარების ნაკადი - გვმოძღვრავენ ეკონომიკის მამები. რომ არ დაიჯერო, დილეტანტად მოგნათლავენ. არადა, ჩვენი იმედები მთლიანად არაბებს დაუკავშირდა - თუ ისინი ადრე ხმლითა და ყურანით მოდიოდნენ, დღეს ოფშორული ფულით, გაურკვეველი, საკმაოდ საეჭვო ღირებულებებითა და ინტერესებით მივიღეთ.

თავისუფალი ეკონომიკური ზონები, სასტუმროების მშენებლობები, ბანკების მართვა, ელექტრონული მედიის აღჭურვა და მაუწყებლობა, პარკების მოვლაპატრონობა, სოფლის მეურნეობის აღორძინება, ვინ იცის კიდევ რა, მხოლოდ ერთ კომპანიას, არაბეთის რას ალ ხაიმის საემიროს უდიდეს დეველოპერს - რაკიინის ზარ-ზეიმით დაეკისრა. ყოველ ჯერზე, ახალი საქმის ჩაბარების და იმედების ფეშენებელური პრეზენტაციები მოეწყო.

არ ვიცი რა მოელის სხვა ოფშორებს, მაგრამ „რაკიინი“ ქვეყანაში ინვესტიციას უკვე არ ახორციელებს, ფოთის და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პერსპექტივა გაურკვეველი ვადით გადაიწია. ფოთში თავისუფალი ზონის გახსნის საზეიმო ცერემონიალი კიდევ რამდენჯერ განმეორდება პრინცის მოლოდინში, არავინ უწყის. რაკიინი აქედან ისე წავიდა, აგვაშენა თუ დაგვაქცია, ვისთვის იყო საყრდენი ბოძი (რაკიინი არაბული სიტყვაა და საყრდენ ბოძს ნიშნავს), ან ვის პირად ინტერესებს ემსახურა, არავის უკითხავს. მისი წასვლა, ისე, როგორც მოსვლა, საჯაროდ არავის უთქვამს, ისე მიჩუმათდა ყველაფერი, თითქოს არაფერი მომხდარა.

დავიწყებას მიეცა სიღარიბის დაძლევის 50-დღიანი თუ 18-თვიანი პროგრამები. პომპეზური პრეზენტაციებით გამოცხადებული ამ პროგრამების ძირითადი პრიორიტეტებიც - დასაქმება, ინვესტიციების მოზიდვა, სოფლის მეურნეობის აღორძინება, პენსიების გაზრდა, სოციალური დახმარებები და განათლება იყო. პროგრამის მთავარი ნაწილი საქართველოს საერთაშორისო ცენტრად გადაქცევას ითვალისწინებდა.

ცოდვას ვერ ვიტყვი, რომ აქედან არაფერი გატოკებულა ადგილიდან, თუმცა...

ფაქტი ერთია: სოციალური სიდუხჭირე ისევ იმავე ნიშნულზე დარჩა, არსებითად არაფერი შეცვლილა.

გასულ წელს სხვა ბევრიც იყო მნიშვნელოვანი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რუსული დაზვერვის კრახი, ასტანაში ქართული დიპლომატიის გამარჯვებაზე მედვედევის რეაქცია, ბათუმში გამართული, მართლაც, შთამბეჭდავი სანახაობები, ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის სახლის მშენებლობის დაწყება.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც, ჩემის აზრით, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება და ლილოში გაფორმების ეკონომიკური ზონის პრეზენტაციაზე პრეზიდენტის მიერ ახალი ეკონომიკური კურსის გამოცხადება იყო. ეს უკანასკნელი, გაცხადებული შინაარსის თანახმად, მართლაც საყურადღებოა და ეკონომიკის გაჯანსაღების იმპულსებს შეიცავს.

მართალია, მსოფლიო ბანკის დუინგ ბიზნესის 2011-ის რეიტინგში საქართველო მეთორმეტე ადგილზეა, მაგრამ ამავე კვლევის ცალკეული პარამეტრების მიხედვით, ქვეყნის მაჩვენებელი კვლავინდებურად დაბალი რჩება. მათ შორისაა გადასახადების გადახდის სიმარტივე, რომელშიც საქართველო 61-ე ადგილზეა. აქ გადასახადების გადახდისთვის საჭირო დრო და სხვა სირთულეები იგულისხმება.

ყველასთვის ისედაც ცნობილია, რომ ჩვენში ბუღალტრული აღრიცხვა, განსაკუთრებით, საგადასახადო აღრიცხვა, ძალიან რთულია. პრაქტიკულად ნებისმიერ მეწარმეს შეიძლება მოედაო, დამატებით დააკისრო გადასახადების გადახდა, დააჯარიმო, გააჩერო, გააკოტრო. ამდენად, სავსებით სწორია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.

პრეზიდენტის განცხადებით, ახალი ეკონომიკური კურსი ითვალისწინებს: ახალი საგადასახადო კოდექსის ამუშავებას, რომელიც შეამცირებს საგადასახადო ადმინისტრირების წნეხს მეწარმეზე; დარღვევის პატიებისა და წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის შემოღებას; ასევე საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებას, რათა მეწარმე უფრო დაცულად გრძნობდეს თავს; დარიცხვის ისეთი მექანიზმის შემოღებას, რომ ბიზნესის შეცდომის გამო დარიცხულმა თანხამ საწარმოს გაჩერება და დანგრევა არ გამოიწვიოს; მაშინაც კი, თუ საწარმოს მფლობელი შეგნებულად არღვევს კონკრეტულ ნორმებს, საწარმო კი არ უნდა დაიხუროს, არამედ გადარჩეს და მუშაობა გააგრძელოს, რათა კონკრეტული ადამიანები ლუკმაპურის გარეშე არ დარჩნენ!

სახელმწიფომ გადამხდელს ხელი კი არ უნდა წაუჭიროს ყელში, არამედ, უნდა ჩაკიდოს ხელი და როგორც ჭეშმარიტი პარტნიორები, ერთად უნდა გავიდნენ სამშვიდობოს. ახალი კურსის შედეგად ჩვენ მივიღებთ ბიზნესზე ორიენტირებულ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც არ იქნება ჩასაფრებული დარღვევების გამოსავლენად, არამედ ითანამშრომლებს ბიზნესთან, რათა დაეხმაროს მას, განვითარდეს სამართლიან გარემოში. სახელმწიფოს ინტერესი ის კი არ უნდა იყოს, რომ ადამიანმა დაარღვიოს და ჩასაფრებული იყოს კუთხეში, სასტვენით ხელში ძველი გაიშნიკივით“, მისი ამოცანაა, ითანამშრომლოს და ჩამოყალიბდეს ნდობით აღსავსე ურთიერთობა.

ჯერაც ბევრი ხარვეზია დარჩენილი... ჯერაც ძალიან ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ სახელმწიფო მას სათანადოდ არ უსმენს და უსამართლოდ ექცევა; ჯერაც ხშირია შემთხვევა, როდესაც სასჯელი უფრო დიდია, ვიდრე ამას არსებული დარღვევა იმსახურებს. მე წარმეებს ხშირად სამართლიანად უჩნდებათ განცდა, რომ სახელმწიფო არ აკეთებს საკმარისს იმისათვის, რომ ბიზნესგარემო კიდევ უფრო უკეთესი იყოს.

ეკონომიკის ექსპერტთა ერთ ნაწილს მაინც ეჭვი ეპარება პრეზიდენტის ამ სიტყვების რეალიზებაში, რადგან ახლო წარსულში იყო არაერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც ანალოგიური ინიციატივები დროში გაიწელა და მივიწყებასაც მიეცა.

ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ახალ ეკონომიკურ კურსს ზურგს არ უმაგრებს მოქმედი კანონმდებლობა. ეს კი ნამდვილად ასეა!

ამ არგუმენტს ისიც ამყარებს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი სახელდება ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ბაზისად. ის იმდენად ჩქარ ტემპში და პოზიციათა შეჯერების გარეშე მიიღეს, მას ამ მისიის შესრულება არ შეუძლია, თუნდაც იმიტომ, რომ საფუძველი, რომელზეც ახალი საგადასახადო კოდექსია აგებული, ძველია დარჩენილი. მასში, წინამორბედის მსგავსად, კვლავაც ბევრია ზომაზე მეტად მკაცრი ნორმა, ბუნდოვანი დებულება, თუ ადმინისტრირების უხეშობის მოტივი. ეს მიდგომები ახალ კოდექსში ჯერჯერობით იგივეა, დღევანდელი კანონმდებლობა წინანდელისგან ამ საკითხში არსებითად არ განსხვავდება.

საგულისხმოა, რომ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, ადრინდელი პოლიტიკის თავდადებულმა დამცველებმა მმართველი გუნდიდან ერთხმად წაუმღერეს, რომ სწორედ საგადასახადო ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამო არ ხდება დამატებითი ინვესტიციების შემოდინება. საჭიროა მეწარმეებისთვის სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნა, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა, მომსახურების სანდოობის გაზრდა, ადმინისტრირების სამართლიანი პრინციპები და მეტი საჯაროობა.

ამ განწყობამდე რომ მივიდეთ, ეკონომიკური ურთიერთობების მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტები მთლიანად უნდა გადახალისდეს!

ახალი საგადასახადო კოდექსი სექტემბერში მიიღეს და 1 იანვრიდან შედის ძალაში, ანუ ჯერ კიდევ ასამოქმედებელია და ის ფაქტობრივად მთლიანად უნდა შეიცვალოს.

არის კიდევ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი გარემოება: ყველა სოციალური და ეკონომიკის აღორძინებისკენ მიმართული პროგრამა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით ცხადდება. ყველა ღონისძიება, რომელიც კი ამ პროგრამების განხორციელებას უკავშირდება, სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების, საქონლის, მომსახურების თუ სამუშაოების შესრულების ტარიფებს დღითიდღე ზრდის და ეს არ არის მარტო გლობალურ ეკონომიკური პრობლემებით განპირობებული. ბენზინის ფასების ზრდა მარტო მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის მატებაზე არაა მიბმული. აქ შიდა ბაზარზე მონოპოლიური მოთამაშეების ნება უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა, განმკითხავი არავინაა.

ხორბლის, სიმინდის, ან სხვა სასურსათო დეფიციტის შევსება საკუთარი წარმოებითაც შეიძლება. არადა, საკუთარი პოტენციალი დავივიწყეთ და უცხოურის იმედად დავრჩით.

ფაქტობრივად, რამდენიმე ძირითადი გარემოება განვიხილეთ ახლა ისეთი, სადაც სიტყვა და საქმე პარალელურად მისდევს ერთმანეთს იმდენად ზუსტად, რომ მათი გადაკვეთა ცის დასალიერშიც არ მოხდება.

სხვა მაგალითებიც ილექება მეხსიერებაში. მათი გახსენება და ანალიზი შორს წაგვიყვანს ან/და საახალწლო განწყობის ჟამს რა საჭიროა მათი დეტალური ჩამოთვლა. ბევრი ჩვენთაგანი სახლში მაცივრის კარების გახსნისთანავე ისედაც უცებ დაიმგზავრებს დაპირებების ასრულების მოლოდინის ნეტარებას.

რაც გითხარით, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა გადაჭარბებული ოპტიმიზმი არ გადაგვყოლოდა მომავალში, თორემ უარესია, როცა იქ სიცარიელე დაგვხვდება. მოლოდინის გაცრუებას, რეალობისთვის მომზადებული დახვედრა სჯობს.

კარგია, როცა დაპირებები სრულდება. სამწუხაროდ, ახალ წელსაც არ შეუძლია სასწაულების მოხდენა.

ბოლოთქმა

მაშ, რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? - შემეკითხებით ალბათ.

ახლა არაფერი, - გიპასუხებთ, - ყველა დღესასწაულებს შორის შობა-ახალი წელი გამორჩეულია. შეირგეთ და დატკბით მცირედითაც, რაც გვაქვს. მიულოცეთ ახლობლებს, თქვენც მიიღეთ კეთილი სურვილები. დაიმგზავრეთ იმედები და შეიძლება სასწაულიც მოხდეს. მერე კი გონივრულად მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება.

ბედნიერ ახალ
წელს გისურვებთ,
ძვირფასო
მკითხველო!!

2 ექსპერტის კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


2.1 დამატებული ღირებულების გადასახადი ახალი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად: სიახლენი და პრობლემები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სულიკო ფუტკარაძე
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ კონსულტანტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

2011 წლის 1 იანვრიდან მოქმედებაში შედის ახალი საგადასახადო კოდექსი. ცხადია, მის მიმართ ინტერესი არ ცხრება. გადამხდელებს აინტერესებს სიახლეები და პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ამ კოდექსმა უნდა დაამკვიდროს. ექსპერტთა შეფასებებით, ეს კოდექსი ბევრად არ ჯობია წინამორბედს, ცალკეულ შემთხვევებში კი ნორმათა გართულებასა და გამკაცრებასაც აქვს ადგილი. ამასთან, არის გამონათებებიც მოღრუბლულ ცაზე. ზოგადი დებულებების გარდა, გადახალისდა ცალკეული გადასახადის გაანგარიშებისა და ადმინისტრირების არსებული პრაქტიკა. მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ზოგიერთი ნორმა.

აქედანვე უნდა შევნიშნოთ, რომ ახალ საგადასახადო კოდექსში დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელი დებულებები ადრე მოქმედისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ამასთან, მათი ნაწილი გადამხდელის ინტერესებსაც გამოხატავს, ნაწილი კი კვლავაც პრობლემურია და შემდგომ დახვეწას საჭიროებს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ და საკითხის უკეთ აღქმის მიზნით, მოგვიწევს ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი დებულებების ურთიერთშედარება:

ახალ საგადასახადო კოდექსში დამატებული ღირებულების გადასახადს ეძღვნება მე-6 კარი. იგი მოიცავს ექვს (11-16) თავს და 27 (156-181) მუხლს, ძველში კი უფრო მეტი - 35 მუხლი (220-252; 2521) იყო. ე.ი. ნორმათა რაოდენობა შემცირდა (ნაწილობრივ, მუხლების გაერთიანების ხარჯზე) და ამ შემთხვევაში კოდექსმა გამარტივების გეზი არჩია. თუმცა ეს უფრო არსებითად არა რაოდენობაში, არამედ მათ შინაარსობრივ დატვირთვაშიც ვლინდება.

ახალი საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის დ) პუნქტის შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად ითვლება:

არარეზიდენტი (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა), რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და მუდმივი დაწესებულების გარეშე, მხოლოდ ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას.

როგორც ხედავთ, მოცემულ რედაქციაში სავსებით სწორად, უკვე გარკვევითაა მითითებული, რომ დღგ-ის გადამხდელია არარეზიდენტი, გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა, რაც არ იყო ძველ საგადასახადო კოდექსის შესაბამის დებულებაში (მუხლი 220, პუნქტი-3) და ქმნიდა გაუგებრობას, რამდენადაც საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი გასულია საზღვრებს გარეთ საშოვარზე და იქ ხანგრძლივად, 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, იმყოფებიან. ამდენად, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტებს წარმოადგენენ. ასეთ პირობებში, იშვიათად, მაგრამ მათ მიერ საქართველოში გაწეული მომსახურება ძველი საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, ექვემდებარებოდა დღგით დაბეგვრას უკუდაბეგვრის წესით. ახლა უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არარეზიდენტი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციას აღარ მიეკუთვნება;

ახალი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის (დღგ-ს გადამხდელთა სავალდებულო რეგისტრაცია) მე-7 პუნქტის შესაბამისად, დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას, საგადასახადო ორგანო თავისი ინიციატივით ატარებს ამ პირის რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად, ამასთანავე პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან და მას ცხადია, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის ახალი სსკ-ს 282 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად დაეკისრება ფინანსური სანქცია-ჯარიმა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის შემდგომ მთელ პერიოდში განხორციელებულ დღგ-ს დასაბეგრ ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 15%25-ის ოდენობით. ძველი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად კი ეს ჯარიმა დღგ-ს თანხის 100%25-ს, ანუ დასაბეგრი ოპერაციების 18%25-ს შეადგენდა, გამომდინარე აღნიშნულიდან, ფაქტობრივად, ეს ჯარიმა გადამხდელთა სასარგებლოდ 3%25-ით შემცირდა (ნაცვლად 18%25-ისა დაეკისრებათ 15%25-ი);

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიახლეა ახალი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის (დღგ-ს გადამხდელის სავალდებულო რეგისტრაცია) მე-8 ნაწილი:

სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება:

) ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები;

) ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები.

ის კი ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის განმსაზღვრელ ოპერაციებად განიხილება მხოლოდ ის რეალიზაციები, რომელიც 18%25-იანი განაკვეთით იბეგრებიან. ძველი საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლი 1-ა) პუნქტის შესაბამისად კი - დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციებად განიხილებოდა როგორც 18%25-იანი, ისე ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციებიც (საქონლის ექსპორტი, ტვირთებისა და მგზავრთა საერთაშორისო გადაზიდვები, ტურისტული მომსახურების გაწევა, თბოელექტრო სადგურებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება და სხვა). აღნიშნული უდაოდ დადებითი ფაქტორია იმ დამწყები მეწარმე სუბიექტებისთვის საწარმოებისთვის, ვინც შერეულ (როგორც 18%25-იანი, ისე ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრ) ოპერაციებს აწარმოებს. ახლა უკვე მათთვის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციისთვის ზღვარი (100 000 ლარი) მხოლოდ 18%25-იანი განაკვეთით დასაბეგრ ოპერაციების შეჯამებით აითვლება, შესაბამისად, მათ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულებაც შედარებით გვიან დაუდგებათ, ვიდრე ეს ძველი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით მოეთხოვებოდათ. თუმცა აქვე, გადამხდელებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ ნორმას უარყოფითი მხარეც გააჩნია, კერძოდ კი იმ გადამხდელების მიმართ, ვის საერთო ბრუნვებშიც ნულოვან განაკვეთიანი ოპერაციების წილი ჭარბობს და შესაბამისად, სურვილი აქვთ მიიღონ ჩათვლები საექსპორტო საქონელისა თუ მომსახურებისთვის გადახდილ დღგზე. ცხადია, ისინი არ უნდა დაელოდონ დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის დროს და ნებაყოფლობითი წესით უნდა დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელად. სხვა შემთხვევაში ისინი აღნიშნულ ოპერაციებზე დღგ-ს ჩათვლის (უკან დაბრუნების) უფლებას დაკარგავენ და დაზარალდებიან, რამდენადაც გადახდილი დღგ მათი ხარჯების გაზრდას გამოიწვევს და შეამცირებს საწარმოს მოგებას. ეს კი, თავის მხრივ, საწარმოს წმინდა მოგების და შესაბამისად, დივიდენდების შემცირების საფუძველი გახდება;

0x01 graphic

არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლეა ახალი საგადასახადო კოდექსით დღგ-ს გადამხდელთა რეგისტრაციის გაუქმების უფლების გამარტივებაც: თუ ძველი საგადასახადო კოდექსით (მუხლი-224, პუნქტი-2) დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციიდან მოხსნისთვის გადამხდელს შეეძლო მიემართა დღგ-ს გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 2 წლის გასვლის შემდეგ (ამასთან, მის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა დღგ-ს გარეშე არ უნდა აღემატებოდა 100 000 ლარს), ახალი საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ეს უკვე შესაძლებელია დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, რაც უთუოდ დადებითი მომენტია, რამდენადაც ამიერიდან დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს, თუ მათი დასაბეგრი შემოსავლები 100 000 ლარს არ აღემატება, ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციიდან მოხსნაზე 2-წლიანი ლოდინი აღარ დასჭირდებათ და დღგ-ს გადამხდელის ყულფიდან თავის დახსნა უკვე 1 წლით ადრე შეეძლებათ;

არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებით, გარკვეულწილად გართულებასთან გვაქვს საქმე საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებების, საწარმოდან, ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების, საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების, იჯარის შემთხვევაში ძირითადი საშუალების იჯარის ვადის გასვლის, ვადაზე ადრე დაბრუნების (როცა იჯარით აღებულ ქონებაზე მეიჯარის მიერ განხორციელდა სარემონტო სამუშაოები) დღგ-თი დაბეგვრასთან დაკავშირებით. ახალი საგადასახადო კოდექსი 161-ე მუხლის (დასაბეგრი ოპერაცია, ოპერაციის თანხა და დრო) თანახმად, ეს ოპერაციები ახლა უკვე დღგ-ით იბეგრება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ ხდება სამუშაოების ნაწილ-ნაწილ, ეტაპობრივი მიწოდება, დასაბეგრი ოპერაციის თანხა ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით განისაზღვრება. ეს უკანასკნელი კი გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.

ვფიქრობთ, ეს მიდგომა დახვეწას საჭიროებს, რამდენადაც ის შეიძლება გადამხდელთა დაბნევის საფუძველი გახდეს და შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს ამ მიმართებით გადამხდელთა დასჯის მეტი საშუალებები გაუჩნდებათ;

0x01 graphic

სრულიად ახლებურად არის ფორმირებული დღგ-სგან გათავისუფლებული ოპერაციების მარეგულირებელი წესები და გადასახადისგან გათავისუფლება (მუხლები 167-168). პრაქტიკულად, აქ თავმოყრილია ე.წ. დღგ-სგან გათავისუფლებული და ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები, შესაბამისად, ახალი საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლი (გადასახადისგან გათავისუფლება და მისი გამოყენების წესი) ამკვიდრებს დღგ-სგან გათავისუფლებას: დღგ-ის ჩათვლის უფლებით (იგი ძველი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის ანალოგია) და დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე (ეს უკანასკნელი კი შეესაბამება წინამორბედი საგადასახადო კოდექსის დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებს). აქედან გამომდინარე, ახალი სსკ-ის 168-ე მუხლის (გადასახადისაგან გათავისუფლება) 1 ნაწილი განსაზღვრავს იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე (მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა), ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს მომსახურების იმ ჩამონათვალს, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე. მე-3 ნაწილში წარმოდგენილია დღგ-ისგან გათავისუფლებული იმ ოპერაციების ჩამონათვალი, რომლებიც გათვალისწინებულია სპეციალური კანონებით, შეთანხმებებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, სტიქიური უბედურებების, ავარიებისა და კატასტროფების ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით საქართველოს სახელმწიფოს, ან/და საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის გადა საცემი იმპორტი, აგრეთვე იმ საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალურ სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო და უცხოეთში საქართველოს დი პლომატიურ წარმომადგენლობათა ქონების იმპორტი. ამ მუხლის მე-4 ნაწილში მოცემულია დღგ-საგან გათავისუფლებული ოპერაციები ჩათვლის უფლებით (ძველი საგადასახადო კოდექსის მიხედვით ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები).

ამ მუხლის მე-5 ნაწილში ცალკეა გამოყოფილი ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან განთავისუფლებული ოპერაციები, როგორიცაა საქონლის მიწოდება, ან/და მომსახურების გაწევა, ან/და საქონლის იმპორტი, თუ იგი ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში და ამ ხელშეკრულების შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება, ან/და მომსახურების გაწევა, ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან. ეს ფაქტობრივად იგივეა, რაც ძველი საგადასახადო კოდექსის ნულოვან განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები;

სიახლეს წარმოადგენს საქონლის დროებითი შემოტანისას საგადასახადო განაკვეთის 3 პროცენტის 0,54 პროცენტით (მუხლი 169, ნაწილი 1, პუნქტი ბ) შეცვლა, იგი, მართლაც, მნიშვნელოვანი შეღავათია გადამხდელთათვის;

გადამხდელთათვის ერთგვარ ხელშეწყობად უნდა აღვიქვათ დღგ-ის საანგარიშგებო პერიოდის გაზრდაც. ახალი საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ახლა უკვე დღგ-ის საანგარიშო პერიოდად განსაზღვრულია კვარტალი, თუმცა ახალი საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულების (მუხლი 309) მე-7 პუნქტის შესაბამისად, ცალკეული კატეგორიის გადამხდელების კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე გადასვლა განხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით 2013 წლის 1 იანვრამდე.

ასე, რომ საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლმა დღგ-ს გადამხდელები არ უნდა დააბნიოს და მათ ჯერჯერობით დღგ-ს დეკლარირება და გადახდა ტრადიციულ რეჟიმში ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით უნდა განახორციელონ;

გადამხდელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ გარემოებასაც, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობების ძირითად საშუალებებად გამოყენება უკვე დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს და ამ ოპერაციებზე დღგ-ის დეკლარაციებში ასახული თანხა, ამავდროულად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხაა. ამასთან ახალი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის (დღგ-ის ჩასათვლელი თანხა) 7-10 პუნქტების თანახმად:

ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება:

) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება აქვს ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა და ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას.

) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება არ აქვს ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა;

) ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:

.) თუ დღგ-ის გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულიად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განისაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად;

.) დღგ-ის გადამხდელს, გარდა ამ ნაწილის .) ქვეპუნქტში აღნიშნულისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად.

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ყოველწლიურად გასაუქმებელი (.) ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (.) ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:

) შენობა-ნაგებობებზე-ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;

) სხვა ძირითად საშუალებებზე - ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.

9) დღგ-ის ახლად რეგისტრირებული გადამხდელი ძირითადი საშუალებების მიხედვით დღგ-ის თანხების ჩათვლას ახორციელებს ამ მუხლის მე-7 ნაწილის , და . ქვეპუნქტების შესაბამისად.

10) ამ მუხლით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.

დამეთანხმებით, რომ ასეთი დაკონკრეტება მხოლოდ ართულებს ისედაც გამორჩევით რთულ დღგით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვასა და ადმინისტრირებასაც. მსგავსი ჩახლართული დებულების მოქმედების პირობებში საგადასახადო ორგანოებს ყოველთვის ექნებათ მათი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირებისა და გადამხდელებთან შემოდავების შესაძლებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირადად მეც ვიზიარებ ექსპერტებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალებებისა და გრძელვადიანი კონტრაქტების ეტაპობრივი დაბეგვრის რეჟიმების შემოღება გადამხდელთა ზედმეტად დაბეგვრისა და შემდგომში მათი მოხერხებულად დასჯის საფუძველი გახდება, რამდენადაც თვით ეს ოპერაციები და მასთან დაკავშირებული ჩათვლები ზემოთ ჩამოთვლილი ნიუანსების გათვალისწინებით ყოველთვის გახდება გადამხდელის ე.წ. „გამოჭერისა“ და შესაბამისად, მათი დასჯის საფუძველი;

ახალი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ) პუნქტის შესაბამისად, სხვა შემზღუდავ პირობათა შორის, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:

იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო საანგარიშო პერიოდისა მყიდველის (ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში.

ამ ნორმის ჩაკითხისვისას უმალვე ჩნდება დამატებითი კითხვები: რომელი საანგარიშო პერიოდი იგულისხმება აქ? როგორ უნდა გავიგოთ ეს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად (მუხლი 172), დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კვარტალი, თუმცა ეს ჯერ კიდევ მყარად არაა გადაწყვეტილი. თუ გარკვეული დროით საანგარიშო პერიოდად თვე შენარჩუნდება, ამ შემთხვევაში, გადამხდელებს ჩათვლის მიღების უფლება ძველ საგადასახადო კოდექსში არსებულ დებულებასთან შედარებით (90 დღე) უმცირდებათ 45 დღემდე, რაც ცხადია, გადამხდელთათვის არასასურველია და საგადასახადო კანონმდებლობის გაკეთილშობილების ნაცვლად, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. ამდენად, აქ ერთგვარ გაუგებრობას მანამ ექნება ადგილი, სანამ „ცალკეული კატეგორიის გადამხდელების კვარტალურ დეკლარირებაზე და გადასახადის გადახდაზე გადასვლა განხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, 2013 წლის 1 იანვრამდე“;

ახალი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) მე-3 ნაწილის შესაბამისად:

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშფაქტურა და წარუდგინოს საქონლის/მომსახურების მიმღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირობების დაცვით.

ვფიქრობ, ადრე მოქმედი ნორმა, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს ავალდებულებდა საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას, მოთხოვნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, გამოეწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, უფრო კანონზომიერი იყო.

რატომ უნდა დასჭირდეს ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას 30 კალენდარული დღე, პირადად ჩემთვის გაუგებარია?!

0x01 graphic

ახალ საგადასახადო კოდექსში დღგ-ისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევებზე ფინანსური სანქციები მეტწილად გადამხდელთა სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი და საგრძნობლად შემსუბუქებულია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის ჯარიმა, ნაცვლად გადასახდელი დღგ-ის 100%25-ისა, ახლა უკვე დასაბეგრი ოპერაციის 15 პროცენტის ტოლია. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალ კოდექსში უკვე აღარაა ძველი საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები. კერძოდ:

პირის მიერ დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შევსების დადგენილი წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია დღგ-ს თანხის შემცირება, ან ჩასათვლელი დღგ-ის გაზრდა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული ან ჩასათვლელად გაზრდილი დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არასრული შევსება (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ შესაბამის ველში ჩასაწერი ინფორმაცია არსებობს, იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

როგორც აქედან კარგად ჩანს, ანალოგიური დარღვევისთვის გადასახადის გადამხდელი უკვე არ დაისჯება.

აღნიშნულთან ერთად, კიდევ ერთ გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის ჯარიმის (დასაბეგრი ოპერაციის 15%25) გამოყენების შემთხვევაში, დეკლარეაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციებიც ამოღებულია კოდექსიდან. ეს მაშინ, როცა ადრე, ისედაც მკაცრი სანქციებით დამძიმებულ გადამხდელს, სხვა ზომებთან ერთად, დეკლარაციის წარუდგენლობისთვის დამატებით სჯიდნენ;

განსხვავებით წინამორბედისგან, სიახლეა და ზომიერად მკაცრიც ახალი საგადასახადო კოდექსის 280-ე (გადასახადის უკანონო ჩათვლა) მუხლი, რომლის თანახმადაც:

1. უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად (თუ დადგენილია, რომ პირს საქონელი/მომსახურება არ მიუღია) ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება - იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

2. შემთხვევებს და გარემოებებს, როდესაც ოპერაცია შეიძლება ჩაითვალოს უსაქონლოდ ან/და გარიგება - ფიქტიურად, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი

თუმცა ჯერ უცნობია, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდება ამ მუხლში აღნიშნული უსაქონლო ან/და გარიგების ფიქტიურად ჩათვლა ფინანსთა მინისტრის მიერ.

P.S. მოცემულ წერილში მკითხველს შევთავაზეთ სიახლეები, რომლებსაც ახალი საგადასახადო კოდექსი დღგ-სთან დაკავშირებით გვთავაზობს. ჟურნალის მომდევნო ნომრებში მკითხველს სხვა გადასახადებში განხორციელებულ ცვლილებების შესახებაც მივაწვდით ინფორმაციას.

მანამდე კი, გადამხდელთა სატელეფონო ზარებიდან და პირად საუბრებში შეკითხვებიდან გამომდინარე, აუცილებლად ვთვლით განვმარტოთ იმის თაობაზე, რომ გადამხდელთა დაბნევას იწვევს ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით 2011 წლის 1 იანვრიდან ცალკეული გადასახადების (საშემოსავლო გადასახადის, დივიდენდების, პროცენტების, როიალტის, ელექტრო ენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის მიწოდების) დაბეგვრის საკითხები, რამდენადაც ძირითადი დებულებით განსაზღვრულ განაკვეთებს, საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულებები (მუხლი-309) სხვაგვარ ინტერპრეტირებას აძლევს, შესაბამისად, გადამხდელებმა უნდა იხელმძღვანელონ გარდამავალი დებულებების 1-6 პუნქტებით, რომლებშიც კონკრეტულადაა მოცემული თუ როდის (წლების მიხედვით), რა საგადასახადო განაკვეთი მოქმედებს.

2.2 რას გვაძლევს ახალი საგადასახადო კოდექსი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შემოსულ კითხვებზე კომენტარს იძლევა ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ ექსპერტი კობა ბიწაძე.

- - როგორ ფიქრობთ, უპირველეს ყოვლისა იყო თუ არა აუცილებელი ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება? თქვენი აზრით რა შეიცვალა არსებითად, რა მნიშვნელოვანი სიახლეებია მასში ისეთი, რომელიც მას წინამორბედებისაგან განასხვავებს?

- ძველ კოდექსში იმდენი დამატებები და შესწორებები დაგროვდა, რომ აუცილებელი იყო მინიმუმ ახალი რედაქტირებული ტექსტის გამოქვეყნება მაინც - ვფიქრობ, ცვლილებები აუცილებელი იყო პოსტკრიზისული რეალიების გათვალისწინებით.

საშემოსავლო და მოგების გადასახადების შემცირება, მცირე და მიკრო ბიზნესისთვის გათვალისწინებული შეღავათები თითქოს ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. მაგრამ ამის პარალელურად დაინერგა კომუნალური გადასახადების ამოღების ეგზეკუციური მეთოდები. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ქართული ოჯახების უმეტესობის საშუალო შემოსავალი სულ რაღაც 300 ლარია, აქედან 5%25-იანი შეღავათი სულ 15 ლარს შეადგენს - ეს კი გაზრდილ კომუნალურ და სატრანსპორტო დანახარჯებს ცხადია ვერ დაფარავს. ასე რომ, გადასახადების შემცირებას მხოლოდ ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები იგრძნობენ, რომელთა შემოსავლის 5%25-იც სოლიდურ თანხას შეადგენს - ასეთების რაოდენობა კი არც ისე დიდია.

მინდა ყურადღება გავამახვილო აქციზებზე. აქციზების გადიდება მნიშვნელოვნად შეამცირებს ალკოჰოლის და თამბაქოს მწარმოებელთა გაყიდვებს. ამ სახის პროდუქციის გაძვირება მხოლოდ იმ მდიდარი ფენის ჯიბეს შეამსუბუქებს, რომლის მოხმარებასაც სტიმულირება არ სჭირდება. დაგვეთანხმებით, ამ ფენისთვის ფასების თუნდაც 30%25-ით გადიდება დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს - მათი მოთხოვნა ამის შედეგად არ მცირდება!

კოდექსის თვისობრივი სიახლეა აღრიცხვის რეგლამენტაცია წვრილმანების დონეზე. ეს არც ერთ შანსს აღარ უტოვებს მეწარმეს, რომ თავი აარიდოს გადასახადებს ბუღალტერიის პრინციპების საკუთარი ინტერპრეტაციების საშუალებით. როგორც ჩანს, ახალი კოდექსის ავტორებმა კარგად შეისწავლეს მეწარმეთა მიერ აპრობირებული თაღლითობის კანონიერი მეთოდები.

სანაცვლოდ თვითონ საგადასახადო ინსპექციას და სხვა მმართველ ორგანოებს ეძლევათ ფანტაზირების და ინტერპრეტაციების ფართო უფლებები.

მაგალითად, 88-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს შეღავათიანი რეჟიმი გაუუქმოს იმ საწარმოებს, რომელთა შემოსავლები, თუნდაც 100 000 ლარიან ლიმიტში ჯდება. ე.ი. მთავრობა იმ სახის საქმიანობას მიანიჭებს მცირე ბიზნესის სტატუსს, რომელსაც ღირსად მიიჩნევს... თუმცა, რა კრიტერიუმებით მიიჩნევს ღირსად - ამაზე პასუხი ახალ კოდექსში ნამდვილად არ არის.

- ახალ საგადასახადო კოდექსში გაჩნდა რამდენიმე ახალი ტერმინი, კერძოდ: საგადასახადო ომბუდსმენი, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი, წინასწარი საგადასახადო გადაწყვეტილება, პირადი საგადასახადო აგენტი, აუდიტორთა საბჭო, იმპორტის გადასახადი და სხვა. თქვენ როგორც ექსპერტი, როგორ აფასებთ ამ სიახლეებს?

- სუფთა თეორიულად ეს პროგრესული ცვლილებებია. თუმცა, პრაქტიკაში მისი დანერგვა პრობლემატურია. ცივილიზებულ ქვეყნებში კანონი სრულდება ისე, როგორც იწერება. საქართველოში კი კანონს ისე ასრულებენ, როგორც მოეპრიანებათ!

ვფიქრობ, საგადასახადო ომბუდსმენი უფრო მეტ ნდობას დაიმსახურებდა, ოპოზიციის წარმომადგენელთაგან რომ ინიშნებოდეს (თუმცა, არც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაა უცხო გაყალბება და ცილისწამება).

მთავრობის მიერ დანიშნული ომბუდსმენი ვერაფრით ვერ აჯობებს არსებულ მოსამართლეებს. როგორი ობიექტურობით გამოირჩევა დღეს ქართული სასამართლო ამაზე ერთი მიჩქმალული რეკორდი მეტყველებს - სტრასბურგში საქართველოდან შესულია 4700 საჩივარი (ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში) - ე.ი. გამოდის, რომ ყოველი მეათასე ქართველი რეალურად არის უსამართლობის მსხვერპლი.

ომბუდსმენი სრულიად ობიექტურიც რომ იყოს, დაგროვილ საგადასახადო დავებს მაინც ვერ გადაჭრის. უკვე იმდენი საჩივარია შესული დავების საბჭოში, რომ მათ წაკითხვასაც ვერ ასწერებენ და პირდაპირ წაუკითხავად ტოვებენ ძალაში. ასევე იქცევიან სასამართლოები და სხვა ინსტანციებიც...

მოხელეთა ნებაზეა დამოკიდებული თუ ვის მიანიჭონ მცირე და მიკრო ბიზნესის სტატუსი, ვის გასცენ ობიექტური პასუხი და ვის კი საერთოდ არ აღირსონ.

საზოგადეობისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. მხოლოდ ჟურნალისტებმა გაბედეს ერთხელ და ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებას უჩივლეს სასამართლოში პასუხის გაუცემლობისათვის. სასამართლომ ეს უწყება მხოლოდ 500 ლარით დააჯარიმა, ჟურნალისტები კი პასუხს მაინც ვერ ეღირსნენ. არადა, თვითონ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესი 4000 ლარი დაუჯდათ.

გეკითხებით: რომელი ბიზნესმენი გაბედავს და უჩივლებს საგადასახადო ინსპექციას პასუხის გაუცემლობისთვის?

პირად საგადსახადო აგენტს კი იქნებ იმდენი სინდისი აღმოაჩნდეს, რომ გარკვეულ საფასურად გარკვეული პასუხი მაინც გაღირსოს.

- - როგორ ფიქრობთ - გაიზარდა თუ შემცირდა გადასახადები საერთო ჯამში?

- ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემისთვის საკმაოდ მოცულობითი სტატისტიკური მონაცემების ანალიზია აუცილებელი, რასაც მომავალში შევეცდებით, ამას საკმაოდ ბევრი დრო სჭირდება.

ზოგადი შეფასებით კი მხოლოდ შემდეგი ტენდენციები შეიძლება დავახასიათოთ. საშემოსავლო და მოგების გადასახადი რა თქმა უნდა, შემცირდა, მაგრამ

გაიზარდა დღგ-თი დასაბეგრი ბაზა, ეს კი ისევ რიგითი მომხმარებლის გადასახდელია. გაიზარდა კომუნალური გადასახადებიც. მათი ამოღება 100%25-ით მოხდება. მოსახლეობის დიდ ნაწილს იმდენი დავალიანება აქვს დაგროვილი წყლისთვის და ნარჩენებისათვის, რომ მათ დაფარვას არათუ 5%25-იანი შეღავათი, არამედ მთელი წლის შემოსავალიც არ ეყოფა. ასე რომ, ვფიქრობ, საშემოსავლო გადასახადი ხელისუფლებამ მხოლოდ კომუნალური და სატრანსპორტო კომპანიების სასარგებლოდ შეამცირა.

რეალურად გაიზარდა იმპორტის გადასახადი, რადგან უკვე ყოველი საქონელი სათითაოდ განბაჟდება - ადრინდელი კილოგრამობის თუ მოცულობის ნაცვლად.

თუმცა, შეიცვალა დღგ-ს გადახდის წესი და გრაფიკები, რაც ხელისუფლების აზრით 3-თვიანი უპროცენტო კრედიტის ეკვივალენტია. ამას თან ერთვის მოგების გადასახადის შემცირება, რის გამოც საშუალო და დიდი ბიზნესის მფლობელები კმაყოფილები უნდა იყონ.

- - ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ზოგიერთი სიახლე - მაგალითად, პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება, წინასწარი გადაწყვეტილება და ცნობების გაცემაც კი ფასიანია და არც თუ ისე იაფი. თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანია ასეთი გადაწყვეტილება?

- საერთოდ სახელმწიფო ორგანიზაცია ყოველი მოქალაქისადმი თანაბრად უნდა იყოს განწყობილი და ყოველ მათგანს თანაბარი პირობებით უნდა მოემსახუროს ერთი და იგივე ვადებში.

მაგრამ, თუ ვინმეს უნდა რომ უფრო ოპერატიულად მიიღოს ინფორმაცია და ამისთვის ფულსაც იხდის (დრო-ფულია) - მას უნდა მიეცეს ამის საშუალება. ჩემის აზრით, ეს არ უნდა მოხდეს სხვების ხარჯზე. ასეთი „სულსწრაფი“ მდიდრებისთვის უნდა შეიქმნას ცალკე განყოფილება, სადაც ისინი პასუხს თუ წინასწარ გადაწყვეტილებას უფრო სწრაფად მიიღებენ ვიდრე სხვები. თუმცა, იმ სხვებსაც უნდა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ ისინიც მიიღებენ შესაბამის პასუხს უფასოდ - კანონით დადგენილ ვადებში.

პირდაპირ ვიტყვი! ცნობების გაცემა უფასო უნდა იყოს - მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ამობეჭდვა არანაირ დანახარჯებს და ძალისხმევას არ მოითხოვს - ასე რომ, ამ მომსახურებაში გადასახადის მოთხოვნა - რბილად რომ ვთქვათ, გამოძალვის ტოლფასია (ეს შენიშვნა კერძო ბანკებსაც ეხებათ).

ვისაც საგადასახადო აგენტის და წინასწარი გადაწყვეტილების მიღების ფული არა აქვს, ის მხოლოდ თავისი ცოდნის და გამოცდილების იმედზე უნდა იყოს, რადგან ახლა დადგენლი 60-დღიანი ვადა - საკმაოდ დიდ დროა ინფორმაციის მისაღებად.

- - ყველა სხვა ღირსებათა შორის, ახალ კოდექსში გადასახადების ადმინისტრირება და საჯარიმო სანქციები უფრო გამკაცრდა. რამდენად შეუწყობს ეს ხელს გადამხდელთა კულტურის ამაღლებას და რამდენად წაადგება საქართველოს ეკონომიკას?

- კულტურაზე საუბარი მაშინ შეიძლება, როდესაც სახელმწიფო მოხელესა და მეწარმეს შორის პარტნიორული ურთიერთობებია. დღეს კი ასეთი სურათი გვაქვს - მეწარმე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გადასახადი დამალოს, ინსპექტორი კი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ჯარიმა დააწეროს მას.

პატიოსან მეწარმეს არანაირი კანონის არ უნდა ეშინოდეს, მაგრამ მთავარი პრობლემაა არა კანონის სიმკაცრე - არამედ ადმინისტრირების პროცედურების უაპელაციო უკანონობა.

ცივილიზებულ ქვეყნებში საგადასახადო ინსპექტორის მოვალეობაა, რაც შეიძლება მეტი გადასახადი ამოიღოს კანონის ფარგლებში. რა მდგომარეობაშია დღეს ქართველი ინსპექტორი?

0x01 graphic

მას ავადებულებენ, რაც შეიძლება მეტი ჯარიმა გამოუწეროს ქართველ მეწარმეს (თუნდაც კანონის დარღვევით).

მეტიც ინსპექტორს უფლება აქვს შეაფასოს საქონელი არა მეწარმის, არამედ საბაზრო ფასებით. ისმება კითხვა: რა კრიტერიუმით უნდა განისაზღვროს თვითონ საბაზრო ფასები? ერთი და იგივე ხარისხის ჯინსი ბაზრობაზე 50 ლარი ღირს, პრესტიჟულ ბრენდ-მაღაზიაში კი 250 ლარი. ინსპექტორი იმ ფასს ჩათვლის საბაზროდ, რომელიც მოეპრიანება. მაგალითად, საბაჟოზე შემოსულ ჯინსს 15 ლარის ნაცვლად 150 ლარად გააფორმებინებს მეწარმეს და იმპორტის 12%25-იან გადასახადსაც ამ ფასიდან გადაახდევინებს.

ასე რომ, ინსპექტორი ვალდებული უნდა იყოს ენდოს ინვოისის ფასს და არა თავის ფანტაზიებს.

საწარმოო ფასი კი უნდა განისაზღვრებოდეს თვით ამ საწარმოს კალკულაციით და არა სხვა ანალოგიური პროდუქციის საბაზრო ფასთან შედარებით. იქნებ და იმ ანალოგიურ პროდუქციას დიდი ფასნამატი აქვს დარიცხული თვითღირებულებაზე?

ასე რომ, ეს გამკაცრებული სანქციები მხოლოდ არასანდო ელემენტების სწრაფი გაკოტრების საშუალებაა და არა საგადასახადო დისციპლინის დამკვიდრების საფუძველი.

არც წინანდელი კოდექსის სანქციები იყო მსუბუქი - მაგრამ რატომ ვერ დაამკვიდრეს მათ გადახდის კულტურა?

ამრიგად, ამ სიმკაცრის მიზანია არა ურჩი გადამხდელების დაშინება, არამედ უბრალოდ „სხვების“ გაკოტრება და მათ ადგილას „თავისიანების“ დამკვიდრება.

„ბ-კ“ - ახალი საგადასახადო კოდექსი ჯერ კიდევ არაა მოქმედებაში და უკვე დღის წესრიგში დგას მასში შესატანი ცვლილებები. ხომ არ ნიშნავს აღნიშნული ფაქტი, რომ ადრინდელივით ცვლილებების კასკადი კვლავ გაგრძელდება.

- გაგრძელდება თუ არა ცვლილებები - ეს პარლამენტის ნებაზეა დამოკიდებული. შესაცვლელი ბევრი არაფერია - ისედაც ყველა ძირითადი საკითხი სკურპულოზურად არის გაწერილი, მაგრამ დასაკონკრეტებელია ისევ და ისევ საგადასახადო ინსპექტორების კომპეტენციები.

მაგალითად, ხშირად შეხვდებით ასეთ ფრაზას (მუხლი 95. პუნქტი 2):

„საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად).

ღმერთმა უწყის რა წესებს დაადგენს ფინანსთა მინისტრი!

თუ ინსპექტორს ისევ მიეცა უფლება, რომ ეჭვქვეშ დააყენოს უცხო ქვეყნის საგადასახადო სამსახურის მიერ აღიარებული ფასი - ეს ნამდვილად არ იქნება პროევროპული, ცივილიზირებული წესი.

და საერთოდ - ახალი კოდექსის მიხედვით, ყველა დეტალურ კომპეტენციას, წესს თუ სტატუსს მინისტრი განსაზღვრავს. (მაგალითად: მუხლი 84, პუნქტი 5; ან მუხლი 205 - პუნქტი 15 და სხვა მრავალი).

არადა --როგორც ცნობილია, ეშმაკი სწორედ დეტალებში იმალება.

ასე რომ, ეს დეტალები შეიძლება დიდი დავების მიზეზი გახდეს, რამაც შესაბამისი ცვლილებები უნდა გამოიწვიოს კოდექსის ან თვითონ მინისტრის დადგენილებების ტექსტებში.

- თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, დაუყოვნებლივ რას შეცვლიდით ახალ საგადასახადო კოდექსში?

- პირველ რიგში, საერთოდ უნდა გაუქმდეს მუხლი 287, რადგან იგი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას. თუ რაღაც მიზეზის გამო კომპნაიის ბრუნვა 10%25-ზე მეტით შეიცვალა - მისი მფლობელი ა-პრიორი ცხადდება დამნაშავედ და სხვაობის 20-მაგი (?!?) ოდენობით ჯარიმდება.

ამავე მუხლის ბოლო მე-4 პუნქტში კი სწერია, რომ ამ მუხლის დებულების გამოყენებისას, საგადასახადო ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს სხვადასხვა ფაქტები და გარემოებები (მათ შორის სეზონურობა, ფორსმაჟორი და სხვა), რომლებსაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ ქრონომეტრაჟის შედეგზე...“

თუ როგორ ითვალისწინებენ საგადასახადო ორგანოები სხვადასხვა გარემოებებს - ეს ძალიან კარგად ვიცით.

გარდა ამისა, რატომ არის გასაკვირი და შეუძლებელი ბრუნვის 10%25-ით მომატება ან დაკლება საბაზრო პირობებში? შედარებისთვის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომპანიის ისტორია გავიხსენოთ:

0x01 graphic

1990 წელს IBM-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 62,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავე

წელს კომპანია აღიარეს მსოფლიოში ყველაზე მომგებიანად - 5,987 მილიარდიანი სუფთა მოგებით, ერთობლივი შემოსავალი კი 69 მილიარდს შეადგენდა.

მაგრამ უკვე 1991 წელს კომპანიის შემოსავალმა 54,7 მილიარდი შეადგინა, მოგების ნაცვლად კი ზარალი მიიღო 598 მილიონი დოლარის ოდენობით.

მომდევნო 1992 წელს შემოსავალი ისევ შთამბეჭდავი იყო - 54, 5 მილიარდი დოლარი, მაგრამ წაგება უკვე 6,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს კომპანია რომ ქართულ საგადასახადო ორგანოს შეემოწმებინა, 287 მუხლის მიხედვით - გასათვალისწინებელ საბაზრო ფორსმაჟორებს ნამდვილად ვერ ი პოვიდა, რადგან IBM-ის ასეთი წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის ბიუროკრატიული აპარატის შეცდომები იყო.

შესაბამისად, ამ კომპანიას აღნიშნული სხვაობების 20-მაგ ჯარიმას დააკისრებდნენ და სულ გააკოტრებდნენ - 407 000 ადამიანი კი უმუშევრად დარჩებოდა.

თუ დანაშაულის დამტკიცება გინდა - დამნაშავე ფაქტზე უნდა დაიჭირო.

ასე რომ, ეს მუხლი საშუალებას აძლევს საგადასახადოს, გააკოტროს ან დააჯარიმოს ის მეწარმე, რომელსაც რეალური დარღვევები არა აქვს. ამ ქრონომეტრაჟის მეთოდით რამდენიმე ცნობილი რესტორანი გააკოტრეს კიდეც - არც სეზონურობა გაითვალისწინეს და არც ხიდის ჩანგრევის ფორსმაჟორი.

3 ფინანსები

▲ზევით დაბრუნება


3.1 საწარმოს ფინანსური მდგრადობის ანალიზი და მისი გაუმჯობესების გზები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ანა ჩეჩელაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი

საბაზრო ეკონომიკის პირობებში საწარმოს ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფაში განსაკუთრებულ როლს სამეურნეო პროცესების მართვისა და რეგულირების თანამედროვე ფორმების გამოყენება ასრულებს.

საწარმოს განვითარების სტრატეგიისა და ტაქტიკის შესაბამისი მმართველობითი გადაწყვეტილებების შემუშავებაში უდიდესი მნიშვნელობა საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანალიზს ენიჭება, რომელიც საწარმოს აქტივების და მათი დაფარვის წყაროების, ლიკვიდურობის, გადახდისუნარიანობის, საქმიანი აქტივობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას გულისხმობს. აღნიშნული საკითხების შესწავლა საწარ მოს ფინანსური მდგომარეობის დიაგნოსტიკის, პროგნოზირებისა და საწარმოს გაკოტ რების თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავების საშუალებას იძლევა. ამ მეტად აქტუალური საკითხის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილია ფინანსური მდგრადობის ანალიზი წარმოადგენს.

საწარმოს ფინანსური მდგრადობა მისი ფინანსური რესურსების ისეთი მდგომარე ობა, გამოყენება და განაწილებაა, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს განვითარებას მოგებისა და კაპიტალის ზრდის საფუძველზე, გადახდისუნარიანობის და კრედიტუნარიანობის შენარჩუნების პირობებში.

საწარმოს ფინანსურ მდგრადობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელთა დაჯგუფება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორებად.

შიდა ფაქტორებს მიეკუთვნება: აქტივების მდგომარეობა და მათი ბრუნვადობა, ფინანსური რესურსების შედგენილობა და თანაფარდობა, გამოშვებული პროდუქციის სტრუქტურა, ხარჯების სიდიდე, მისი დინამიკა ფულად შემოსავლებთან მიმართებაში.

გარე ფაქტორებს კი სახელმწიფო და საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკა, ფინანსური ბაზრის, სადაზღვევო საქმის და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების ხარისხი, მომხმარებელთა შემოსავლების დონე და გადახდისუნარიანი მოთხოვნა, ვალუტის კურსის ცვლილება და საერთო ეკონომიკური სტაბილურობა.

თავის მხრივ, ფინანსური მდგრადობის ანალიზი გულისხმობს:

√ ფინანსური მდგრადობის აბსოლუტური და შეფარდებითი მაჩვენებლების ზოგად შეფასებას;

√ ფინანსურ მდგრადობაზე მოქმედი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ფაქტორების რანჟირებას მათი მნიშვნელობის მიხედვით;

√ ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესების ღონისძიებათა დასახვას, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას და სათანადო მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას.

საწარმოს მარაგებისა და დანახარჯების საკუთარი და ნასესხები წყაროებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით განასხვავებენ ფინანსური მდგრადობის შემდეგ ტიპებს:

აბსოლუტურად მდგრადი ფინანსური მდგომარეობა

ნორმალურად მდგრადი ფინანსური მდგომარეობა

არამდგრადი ფინანსური მდგომარეობა;

კრიზისული (კრიტიკული) ფინანსური მდგომარეობა.

განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

აბსოლუტურად მდგრადი ფინანსური მდგომარეობა ხასიათდება მომგებიანობის მაღალი დონით, მტკიცე საგადამხდელო დისციპლინით. ამ დროს მარაგები და დანახარ ჯები საკუთარი საბრუნავი სახსრებით მთლიანადაა უზრუნველყოფილი, რაც ასეთი უტოლობით გამოიხატება:

მატერიალური მარაგები < საკუთარ საბრუნავ სახსრებზე.

აღნიშნული თანაფარდობა იშვიათად შეიძლება არსებობდეს და არც შეიძლება იდეალურ მაჩვენებლად ჩაითვალოს, რადგანაც იმაზე მიუთითებს, რომ საწარმოს მენეჯ მენტს არა აქვს უნარი, არ სურს ან არ შეუძლია გამოიყენოს გარე სახსრები ძირითადი

საქმიანობისთვის. საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულია, რომ ნორმალურად ფუნქციონირებად საწარმოში საკუთარი საბრუნავი სახსრების წილი მატერიალურ ფასეულობებში მინიმუმ 50%25 უნდა იყოს

ნორმალურად მდგრადი ფინანსური მდგომარეობის დროს გარანტირებულია საწარმოს გადახდისუნარიანობა. მარაგებისა და დანახარჯების უზრუნველყოფა საკუთარი საბრუნავი სახსრებითა და ნასესხები წყაროებით ხდება, რაც ასეთი დამოკიდებულებით შეიძლება გამოისახოს:

საკუთარი საბრუნავი - სახსრები მატერიალური მარაგები - მარაგების ფორმირებისნორმალური წყაროები.

ამ შემთხვევაში საკუთარ და მოზიდულ სახსრებს შორის ოპტიმალური თანაფარ დობა არსებობს. მარაგების ფორმირების ნორმალური წყაროების ქვეშ იგულისხმება საკუთარი საბრუნავი სახსრების, მოკლევადიანი სესხების, კრედიტორული დავალიანებებისა და მიღებული ავანსების ერთობლიობა.

არამდგრადი ფინანსური მდგომარეობის დროს ირღვევა საგადამხდელო ბალანსი, მაგრამ რჩება გადახდის საშუალებებისა და ვალდებულებათა თანაფარდობის მოზიდული სახსრებით აღდგენის შესაძლებლობა. მარაგებისა და დანახარჯების დაფარვა ხდება არა მხოლოდ დაფარვის „ნორმალური“ წყაროების, არამედ საკუთარი საბრუნავი საშუალებების, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ნასესხები წყაროების, ე.ი. ყველა წყაროების ხარჯზე. ამ დროს საწარმო იძულებულია ყველა სახის სესხი აიღოს მარაგების შესაძენად. აღნიშნული მდგომარეობა შემდეგი სახით გამოისახება:

0x01 graphic

მატერიალური მარაგები > მარაგების დაფინანსებისნორმალური წყაროები.

ამავე დროს, ფინანსური არამდგრადობა დასაშვებად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ:

საწარმოს მარაგებისა და მზა პროდუქციის ჯამი ტოლია ან აღემატება მარაგების ფორმირებაში მონაწილე მოკლევადიანი კრედიტებისა და ნასესხები საშუალებების ჯამს.

დაუმთავრებელი წარმოებისა და მომავალი პერიოდის ხარჯები ტოლია ან აღემატება საკუთარ საბრუნავ საშუალებებს..

არამდგრადი ფინანსური მდგომარეობის დროს საწარმოში დარღვეულია ფინანსური დისციპლინა, ფულადი ნაკადების მოძრაობის სტაბილურობა, მაგრამ საწარმოს შენარჩუნებული აქვს გადახდისუნარიანობის აღდგენის შესაძლებლობა.

კრიზისული (კრიტიკული) ფინანსური მდგომარეობის დროს საწარმოს მარაგები არ არის უზრუნველყოფილი მათი ფორმირების წყაროებით, საწარმო გაკოტრების ზღვარზე იმყოფება. ამ დროს საწარმოს გააჩნია ვადაზე გადაუხდელი კრედიტორული დავალიანებები და სესხები, ასევე ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანებები. კრიზისული ფინანსური მდგომარეობის დროს საწარმო მთლიანად დამოკიდებულია დაფინანსების მოზიდულ წყაროებზე. ასეთი სიტუაციის ქრონიკული განმეორების შემთხვევაში საწარმო გაკოტრებულად უნდა გამოცხადდეს. ასეთი მდგომარეობა შემდეგი სახით შეიძლება გამოისახოს.

ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ერთერთი საწარმოს ფინანსური მდგრადობის მაჩვენებლები, რომელიც წარმოდგენილია №1 ცხრილის სახით.

.. XX-ის ფინანსური მდგრადობის მაჩვენებლები

ცხრილი №1

მაჩვენებლები

2006 წ.
31
დეკე-
მბერი
(ათასი
ლარი)

2007 წ.
31
დეკე-
მბერი
(ათასი
ლარი)

2008 წ.
31
დეკე-
მბერი
(ათასი
ლარი)

2009 წ.
31
დეკე-
მბერი
(ათასი
ლარი)

ცვლილება

2007
(ათასი
ლარი)

2008
(ათასი
ლარი)

2009
(ათასი
ლარი)

1

ძირითადი
საშუალებები
(ბრუნვისგარ-
ეშე აქტივები)
და არამატერი-
ალური
აქტივები




16,781




27,932




34,316




38,950




11,151




6,384




4,634

2

მიმდინარე
აქტივები ანუ
საბრუნავი
საშუალებები
მ.შ
ა) მარაგები



11,424



15,059



16,104



14,479



3,635



1,045



-1,625

5,294

7,013

8,794

7,255

1,719

1,781

1,539

ბ) ფულადი
საშუალებები,
დებიტორული
დავალიანებე-
ბი და სხვა
მოკლევადიანი
აქტივები




6,23




8,046




7,31




7,224




1,816




-0,736




-0,086

3

საკუთარი
კაპიტალი

11,312

19,882

24,022

25,752

8,57

4,14

1,73

4

გრძელვადიანი
სესხები და
ვალდებულებ-
ები

9,041

15,211

12,359

21,444

6,17

-2,852

9,085

5

მოკლევადიანი
სესხები

6,544

3,642

4,626

1,965

-2,902

0,984

-2,661

6

დანარჩენი
მოკლევადიანი
ვალდებულებ-
ები

1,308

4,256

9,413

4,268

2,948

5,157

-5,145

7

საკუთარ
საბრუნავ
საშუალებათა
ოდენობა


3,572


7,161


2,065


8,246


3,589


-5,096


6,181

8

მარაგების
ფორმირების
წყაროების
საერთო
სიდიდე



10,116



10,803



6,691



10,211



0,687



-4,112



3,52

9

საკუთარ
საბრუნავ
საშუალებათა
სიჭარბე/ნაკლ-
ებობა



-1,722



0,148



-6,729



0,991



1,87



-6,877



7,72

10

მარაგების
ფორმირების
ძირითადი
წყაროების
სიჭარბე/ნაკლ-
ებობა



4,822



3,79



-2,103



2,956



-1,032



-5,893



5,059

ზემოაღნიშნული მეთოდიკის მიხედვით ს.ს „XX“-ის ფინანსური მდგრადობის შეფასებით დადგინდა შემდეგი:

2006 წელს სრულდება უტოლობა 3,572 - 5,294 < 11,424 ანუ ნორმალურად მდგრადია;

2007 წელს სრულდება უტოლობა 7,013 < 7,161 ანუ აბსოლუტურად მდგრადია;

2008 წელს სრულდება უტოლობა 2,065 < 8,794 < 16,104 ანუ ნორმალურად მდგრადია;

2009 წელს სრულდება უტოლობა 7,255 < 8,246 ანუ აბსოლუტურად მდგრადია.

საწარმოს მდგრადობის შეფასებისთვის არ არის საკმარისი ასეთი ზოგადი შეფასება. საჭიროა დეტალური ანალიზი, რისთვისაც მიზანშეწონილია ფინანსური კოეფიციენტების გამოყენება. ამ უკანასკნელის საფუძველზე კი სათანადო ინტერპრეტაციების გაკეთება.

ფინანსური მდგრადობის ანალიზისთვის სპეციალური ეკონომიკური ლიტერატურით და ფინანსური ანალიზის საერთაშორისო პრაქტიკით შემოთავაზებული ფინანსური კოეფიციენტები ასეთი სახით დავაჯგუფეთ:

√ საკუთარი კაპიტალის კონცენტრაციის კოეფიციენტი;

√ ნასესხები სახსრების კონცენტრაციის კოეფიციენტი;

√ სახსრების მანევრირების კოეფიციენტი;

√ სახსრების მობილურობის კოეფიციენტი;

√ საკუთარი კაპიტალის მანევრირების კოეფიციენტი;

√ საკუთარი და ნასესხები სახსრების თანაფარდობის კოეფიციენტი;

√ ფინანსური დამოუკიდებლობის კოეფიციენტი;

√ ფინანსური დამოკიდებულების კოეფიციენტი;

√ გრძელვადიან დაბანდებათა სტრუქტურის კოეფიციენტი;

√ ფინანსური ლევერიჯის კოეფიციენტი.

საკუთარი კაპიტალის კონცენტრაციის კოეფიციენტი ახასიათებს საწარმოს მესაკუთრეთა წილს მის საქმიანობაში ავანსირებული საშუალებების საერთო ოდენობაში. მისი ოპტიმალური მნიშვნელობა 0.5 - 0,8 ფარგლებში მერყეობს. რაც უფრო მაღალია ამ კოეფიციენტის მნიშვნელობა ფინანსურად, მით უფრო მდგრადია საწარმო. საერთოდ, მიღებულია, რომ საკუთარი კაპიტალის წილი აღემატებოდეს მოზიდული კაპიტალის წილს, რადგან ამ შემთხვევაში უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ვალები საკუთარი სახსრებით დაიფარება. აღნიშნული მაჩვენებელი საწარმოს გრძელვადიანი გადახდისუნარიანობის მაჩვენებელია.

საკუთარი კაპიტალის კონცენტრაციის კოეფიციენტი
=
საკუთარი კაპიტალი
ბალანსის აქტივების ჯამი

ნასესხები სახსრების კონცენტრაციის კოეფიციენტი მიუთითებს ქონების რა ნაწილია შეძენილი ნასესხები წყაროების ხარჯზე და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

ნასესხები სახსრების კონცენტრაციის კოეფიციენტი
=
ნასესხები წყაროები
ბალანსის აქტივების ჯამი

სასურველია მისი მნიშვნელობა 0,5-ზე ნაკლები იყოს.

სახსრების მანევრირების კოეფიციენტი თავისი ეკონომიკური შინაარსით საწარმოს აქტივების ლიკვიდურ სახსრებად გარდაქმნის რეალური შესაძლებლობის მახასიათებელია და იგი გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე აქტივებსა და მოკლევადიან ვალდებულებებს შორის სხვაობის თანაფარდობა საბრუნავი აქტივების ჯამთან. მისი ოპტიმალური მნიშვნელობა 0,.2-ის ტოლი ან მეტი უნდა იყოს.

სახსრების მანევრირების კოეფიციენტი
=
მიმდინარე აქტივები-მოკლევადიანი
ვალდებულებები
საბრუნავი აქტივების ჯამი

სახსრების მობილურობის კოეფიციენტი აქტივების ლიკვიდურ სახსრებად გარდაქმნის პოტენციური შესაძლებლობის მახასიათებელია და საბრუნავი და ბრუნვის გარეშე აქტივების თანაფარდობით გაიანგარიშება.თუ აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა 0.5-ის ტოლია ან მეტია, მაშინ ბალანსის აქტიური ნაწილის სტრუქტურა დარღვეული არ არის და აქედან გამომდინარე, საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას გაუარესების საშიშროება არ ემუქრება.

სახსრების მობილურობის კოეფიციენტი
=
საბრუნავი აქტივები
_____________________
გრძელვადიანი აქტივები

საკუთარი კაპიტალის მანევრირების კოეფიციენტი ახასიათებს მიმდინარე საქმიანობის დაფინანსებისათვის გამოყენებული საკუთარი საბრუნავი კაპიტალის წილს, ანუ საკუთარი კაპიტალის იმ წილს, რომელიც დაბანდებულია საბრუნავ საშუალებებში. თავად ამ კოეფიციენტის ნორმალური სიდიდე დარგის თავისებურებებზეა დამოკიდებული და განისაზღვრება საკუთარი საბრუნავი სახსრების შეფარდებით საკუთარ კაპიტალთან. მისი საშუალო ნორმატიული მაჩვენებელი მეტია ან ტოლი 0,5-ის.

საკუთარი კაპიტალის მანევრირების კოეფიციენტი
=
საკუთარი საბრუნავი სახსრები;
____________________________
საკუთარი კაპიტალი

საკუთარი და ნასესხები სახსრების თანაფარდობის კოეფიციენტი ზოგადად ახასიათებს საწარმოს ფინანსურ სტრუქტურას და მდგრადობას. რაც უფრო მეტია საკუთარი სახსრების წილი კაპიტალში, მით უფრო დაბალია კომპანიის ფინანსური რისკები. ამ მაჩვენებლის ზრდა დადებით მოვლენად ითვლება. კოეფიციენტის მინიმალური ზღვარი ერთის ტოლია, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს ფინანსური მდგომარეობა არასაიმედო ხდება. მისი გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:

საკუთარი და ნასესხები სახსრების თანაფარდობის კოეფიციენტი
=
საკუთარი კაპიტალი
______________________
ნასესხები კაპიტალი

ფინანსური დამოუკიდებლობის კოეფიციენტი გაიანგარიშება საკუთარი კაპიტალის შეფარდებით დაფინანსების წყაროების მთლიან ჯამთან და გვიჩვენებს საკუთარი სახსრების ხვედრით წილს დაფინანსების წყაროების საერთო ოდენობაში. ამ კოეფიციენტის მნიშვნელობა საკუთარი კაპიტალის კონცენტრაციის კოეფიციენტის ტოლია, ვინაიდან გაანგარიშებაში ერთი და იგივე სიდიდეები მონაწილეობს. (აქტივების და მათი დაფინანსების წყაროების სახით).

ფინანსური დამოუკიდებლობის კოეფიციენტი
=
საკუთარი კაპიტალი
_______________________________________
დაფინანსების წყაროების მთლიანი ჯამი

ფინანსური დამოკიდებულების კოეფიციენტი საკუთარი კაპიტალის კონცენტრაციის კოეფიციენტის შებრუნებული სიდიდეა და გვიჩვენებს რამდენჯერ აღემატება აქტივები საკუთარ კაპიტალს. მაჩვენებლის ზრდა ნასესხები სახსრების ზრდაზე მიუთითებს, რაც საწარმოს ფინანსურ სტაბილურობას საფრთხის წინაშე აყენებს. თუ ამ კოეფიციენტის მნიშვნელობა ერთამდე დაეცა, ეს ნიშნავს, რომ ქონებას სრულად აფინანსებენ მესაკუთრეები. მისი გაანგარიშება ხდება ფორმულით:

ფინანსური დამოკიდებულების კოეფიციენტი
=
მთლიანი აქტივები
_____________________
საკუთარ კაპიტალი

გრძელვადიან დაბანდებათა სტრუქტურის კოეფიციენტი მიუთითებს, გრძელვადიანი აქტივების რა ნაწილია დაფინანსებული გარე ინვესტორების მიერ და რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო დამოკიდებულია საწარმო გარე ინვესტორზე.

გრძელვადიან დაბანდებათა სტრუქტურის კოეფიციენტი
=
გრძელვადიანი ვალდებულებები
_______________________________
გრძელვადიანი აქტივები

საწარმოს მთლიანი კაპიტალის სტრუქტურას ახასიათებს ნასესხები სახსრების გრძელვადიანი მოზიდვის კოეფიციენტი, რომელიც სპეციალურ ეკონომიკურ ლიტერატურაში ფინანსური ლევერიჯის სახელითაა ცნობილი და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

ფინანსური ლევერიჯი
=
გრძელვადიანი ვალდებულებები
____________________________________
საკუთარი კაპიტალი+გრძელვადიანი ვალდებულებები

ფინანსური ლევერიჯის კოეფიციენტი განსაზღვრავს გრძელვადიანი ვალდებულებების წილს გამოყენებული კაპიტალის თანხაში და მისი ზრდა დინამიკაში უარყოფითი მაჩვენებელია. გამოიყენება ფინანსური ლევერიჯის რამდენადმე სახეცვლილი ფორმა, კერძოდ:

ფინანსური ლევერიჯი
=
სესხები + პრივილეგიური კაპიტალი
_________________________________________________
მთლიანი აქტივები - მოკლევადიანი ვალდებულებები

ფინანსური ლევერიჯის მაჩვენებლის მინიმალური ზღვარი ერთის ტოლია. რაც უფრო მეტია ნასესხები წყაროების ხვედრითი წილი, მით მეტი იქნება ამ სესხებზე გადასახდელი პროცენტების ოდენობა. შესაბამისად, უარესდება საწარმოს საქმიანობის ფინანსური შედეგი.

ფინანსური ლევერიჯის დონის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ მოგებისა და ფულადი ნაკადის ზრდის ტემპები. ზომიერად მზარდი მოგებისა და ფულადი ნაკადების მქონე კომპანიამ უფრო მშვიდად უნდა აიღოს დიდი ვალი, ვიდრე არამყარი და ქაოსური ფულადი სახსრების მქონე კომპანიამ, რის გამოც დეფოლტის შედეგი კომპანიისთვის ძალიან სერიოზულია.

0x01 graphic

ს.ს „XX“-ის ფინანსური კოეფიციენტების ანალიზით გამოვლინდა, რომ საკუთარი კაპიტალის კონცენტრაციის კოეფიციენტი გაუმჯობესებით ხასიათდება და 2006 წლის 0,401-დან 2009 წელს 0,481-ს აღწევს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის სასურველი დონე, ვინაიდან საკუთარ სახსრებს ნასესხები სახსრები აღემატება.

ნასესხები სახსრების კონცენტრაციის კოეფიციენტი 0,5-ს აღემატება, რაც არასასურველია, მაგრამ ამავე დროს შემცირების ტენდენციით ხასიათდება 2006-2009 წლებში, რაც საკუთარი სახსრების ხვედრითი წილის ზრდაზე მიუთითებს.

სახსრების მანევრირების კოეფიციენტი იდეალურ მაჩვენებელზე მაღალია და გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება. გამონაკლისს წარმოადგენს 2008 წელი, როცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,128-ს აღწევს, რაც ამ პერიოდში მიმდინარე ვალდებულებების, კერძოდ კრედიტორული დავალიანებების ზრდამ გამოიწვია. თავად კრედიტორული დავალიანებების ზრდის მიზეზი კი იყო ფულადი საშუალებების მკვეთრი შემცირება 2007 წელთან შედარებით (2,076 ათასი ლარით, რამაც 13,98%25 შეადგინა) და დებიტორული დავალიანებების დაფარვის პერიოდის გახანგრძლივება, რის შედეგადაც საწარმომ ვერ შეძლო კრედიტორული დავალიანებების მკვეთრი ზრდის თავიდან აცილება.

სახსრების მობილურობის კოეფიციენტი მიუთითებს, რომ 2006-2007 წლებში აქტივების სტრუქტურა დარღვეული არ არის. 2008 წელს ეს მაჩვენებელი გაუარესებულია, ხოლო 2009 წელს ძალიან დაბალი. საერთოდ, ეს მაჩვენებელი შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

სგრძელვადიან დაბანდებათა სტრუქტურის კოეფიციენტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც გარე ინვესტორებზე დამოკიდებულების ზრდის მაჩვენებელია და არასასურველია.

საკუთარი და ნასესხები სახსრების თანაფარდობის კოეფიციენტი 1-ს ვერ აღწევს, თუმცა უახლოვდება და უმჯობესდება.

ფინანსური დამოკიდებულების კოეფიციენტი 2-ზე მაღალია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქტივები 2-ჯერ და მეტად აღემატება საკუთარ კაპიტალს. დინამიკის შესწავლით დადგინდა გაუმჯობესების უმნიშვნელო ტენდენცია.

ს.ს „XX“-ის ფინანსური კოეფიციენტების დინამიკა

ცხრილი -2

მაჩვენებლები

2006 წ.
31
დეკე-
მბერი

2007 წ.
31
დეკე-
მბერი

2008 წ.
31
დეკე-
მბერი

2009 წ.
31
დეკე-
მბერი

ცვლილება

2007

2008

2009

1

აქტივები
(ათასი ლარი)

28,205

42,991

50,420

53,429

14,786

7,429

3,009

2

გრძელვადიანი
აქტივები
(ათასი ლარი)

16,781

27,932

34,316

38,950

11,151

6,384

4,634

3

მიმდინარე
აქტივები
(ათასი ლარი)

11,424

15,059

16,104

14,479

3,635

1,045

-0,625

4

საკუთარი
კაპიტალი
(ათასი ლარი)

11,312

19,882

24,022

25,752

8,57

4,14

1,73

5

გრძელვადიანი
ვალდებულე-
ბები (ათასი
ლარი)

9,041

15,211

12,359

21,444

6,17

-2,852

9,085

6

მიმდინარე
ვალდებულე-
ბები (ათასი
ლარი

7,852

7,898

14,039

6,233

0,046

6,141

-7,806

7

საკუთარი
საბრუნავი
სახსრები
(ათასი ლარი)


3,572


7,161


2,065


8,246


3,589


-5,096


6,181

8

საკუთარი
კაპიტალის
კონცენტრაცი-
ის
კოეფიციენტი


0,401


0,462


0,476


0,481


0,061


0,014


0,005

9

ნასესხები
სახსრების
კონცენტრაცი-
ის
კოეფიციენტი



0,598



0,537



0,524



0,518



-0,061



-0,013



-0,006

10

სახსრების
მანევრირების
კოეფიციენტი


0,313


0,475


0,128


0,569


0,162


-0,347


0,441

101011

სახსრების
მობილურობის
კოეფიციენტი

0,680

0,539

0,469

0,372

-0,141

-0,07

-0,097

12

საკუთარი და
ნასესხები
სახსრების
თანაფარდო-
ბის
კოეფიციენტი



0,667



0,860



0,909



0,930



0,193



0,049



0,021

13

საკუთარი
კაპიტალის
მანევრირების
კოეფიციენტი

0,316

0,360

0,085

0,320

0,044

-0,275

0,235

14

ფინანსური
დამოკიდებ-
ულების
კოეფიციენტი

2,49

2,169

2,098

2,075

19,68

-0,071

-0,023

15

გრძელვადიან
დაბანდებათა
სტრუქტურის
კოეფიციენტი

0,538

0,545

0,360

0,550

0,007

-0,185

0,19

16

ფინანსური
ლევერიჯის
კოეფიციენტი

0,444

0,433

0,339

0,454

-0,011

-0,394

0,115

ფინანსური ლევერიჯის კოეფიციენტი 2006-2008 წლებში გაუმჯობესდა, რადგან გრძელვადიანი ვალდებულებების ხვედრითი წილი გამოყენებული კაპიტალის საერთო ოდენობაში შემცირდა, თუმცა უმნიშვნელოდ. 2009 წელს ფიქსირდება ფინანსური ლევერიჯის კოეფიციენტის საგრძნობი ზრდა, რაც არ არის სასურველი. აღნიშნულის მიზეზს ამ პერიოდში წარმოადგენს გრძელვადიანი ვალდებულებების უფრო სწრაფი ტემპით ზრდა საკუთარ კაპიტალთან შედარებით. ეს უკანასკნელი კი სესხებზე გადასახდელი პროცენტების ზრდას და შესაბამისად, საწარმოს ფინანსური შედეგების გაუარესებას იწვევს.

ფინანსური ლევერიჯის კატეგორია დაკავშირებულია ფინანსურ რისკთან, რომელიც არსებობს გრძელვადიან ვალდებულებებზე პროცენტის გადახდისთვის საჭირო სახსრების უკმარისობის გამო. ფინანსური ლევერიჯის ზრდა საწარმოს ფინანსური რისკის ზრდას მოასწავებს. წმინდა მოგება დაბალი იქნება იქ, სადაც ფინანსური ლევერიჯი მაღალია.

თუ საწარმოს საქმიანობა მთლიანად საკუთარი სახსრებითაა დაფინანსებული, მაშინ ფინანსური ლევერიჯი ერთის ტოლია. ამ დროს რისკი არ არსებობს, ხოლო მოგების ცვლილება მთლიანად რეალიზაციის მოცულობის ცვლილებით, ანუ საწარმოო პირობებითაა გამოწვეული.

ზოგადი შეფასებით, საანალიზო საწარმოს ფინანსური მდგრადობა განხილულ პერიოდში ნორმალურია, თუმცა ფინანსური კოეფიციენტების საფუძველზე ჩატარებული დეტალური ანალიზით გამოვლენილ იქნა გარკვეული ნაკლოვანებანი. ამ ნაკლოვანებათა გამოსასწორებლად კომპანიამ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი სამოქმედო გეგმა, განიხილოს, შეაფასოს, და გადააფასოს თავისი ფინანსური მდგომარეობა სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში. ასეთი ანალიზი დიდ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს, მაგრამ აუცილებელია.

მომდევნო ეტაპზე საწარმომ უნდა განსაზღვროს მიმდინარე პერიოდის მიზნები და ამოცანები და მის მიერ უკვე განსაზღვრული საჭიროებების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების ოდენობა. ბიზნესის ზომაზე მეტად გაფართოება გარკვეულ პრობლემებს უქმნის საწარმოს. ამიტომ სამოქმედო გეგმა ისე უნდა დაისახოს, რომ ის მაქსიმალურ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს არსებულ ფინანსურ შესაძლებლობებთან. ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კომპანიის შესაძლებლობები, მოთხოვნილებები და ვალდებულებები.

ყველაზე შრომატევადი და საპასუხისმგებლო ეტაპი დასახული გეგმის განხორციელებაა. ამიტომ კომპანიამ სისტემატიური კონტროლი უნდა დააწესოს მის მიერ დასახული გეგმის განხორციელების მიმდინარეობაზე.

საწარმოს ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებისთვის მიზანშეწონილია:

მიმდინარე აქტივებში დაბანდებული კაპიტალის ბრუნვადობის დაჩქარება;

მარაგებისა და დანახარჯების ოპტიმალური დონის უზრუნველყოფა;

შიდა და გარე წყაროებით საკუთარი საბრუნავი სახსრების შევსება;.

დებიტორული დავალიანებების ანალიზის საფუძველზე დაფარვის დაბალი ალბათობის მქონე დავალიანებების გამოვლენა, ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანებების ჩამოწერა და დებიტორებისგან ვალის ამოღების ღონისძიებათა შემუშავებაგატარება;

კრედიტორული დავალიანებების ანალიზი ლიკვიდურობის მიხედვით, ვადაგადაცილებული დავალიანებების გამოვლენა და მათი ჩამოწერის ღონისძიებათა გატარება. კრედიტორული დავალიანებების დაფარვის გრაფიკის შედგენა, შესაძლო გადავადებების და დისკონტების გამოყენებით;

მკაცრი ფინანსური დისციპლინის დაცვა საწარმოს პერსონალის მართვასთან დაკავშირებით.

0x01 graphic

3.2 ფინანსური ანალიზის მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნატო ბებიაშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ფინანსური ანგარიშგება საწარმოს მდგომარეობის აღწერის ძირითადი საშუალებაა. მისი ანალიზით შეიძლება შეფასდეს მენეჯერთა საქმიანობა, მათი წარმატება და შეცდომები. ვინაიდან ფინანსური დოკუმენტები პირველნი იუწყებიან კომპანიის ფუნქციონირების პროცესში მოსალოდნელ სიძნელეებზე. ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზით დაინტერესებულნი არიან პირველ რიგში კომპანიის ხელმძღვანელები, ინვესტორები და კრედიტორები.

ფირმის მენეჯმენტი ფინანსურ მაჩვენებლებს ორი თვალსაზრისით აფასებს:

რამდენად მომგებიანია საწარმოს საქმიანობა და რამდენად ეფექტიანად გამოიყენება საწარმოში არსებული რესურსები.

საწარმოო საქმიანობის შედეგების შეფასება ძირითადად მოგება-ზარალის ანგარიშგების საფუძველზე ხდება, ხოლო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა - ბალანსისა და მოგების ანგარიშგების საფუძველზე.

ყოველ კომპანიას თავისი კრედიტორის მიმართ ორი ფიქსირებული ვალდებულება გააჩნია: 1) სესხად აღებული თანხის დაბრუნება წინასწარ დათქმულ ვადებში და 2) ხელშეკრულებით წინასწარ გათვალისწინებული პროცენტის გადახდა.

ინვესტორი (აქციონერი) საწარმოს მფლობელად ითვლება, ამიტომ დაინტერესებულია კუთვნილი აქციების ფასისა და ამ აქციების შესაბამისი დივიდენდების ზრდით (აქვე შევნიშნავთ, რომ საწარმოს თავისი აქციონერების მიმართ ფიქსირებული ვალდებულებები არ გააჩნია). მომხმარებელთა ეს ორი კატეგორია გარკვეულ რისკს სწევს. კრედიტორი იმიტომ, რომ შეიძლება ვერ დაიბრუნოს გაცემული თანხა, ინვესტორი იმიტომ, რომ შესაძლებელია დივიდენდი და აქციის საბაზრო ფასი მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდეს. ამიტომ ისინი გულდასმით სწავლობენ მათთვის საინტერესო საწარმოს ფინანსურ დოკუმენტაციას, რადგან წარსულში ფირმის საქმიანობის ანალიზი და მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა (აქტივებისა და ვალდებულებების სიდიდე, მათი სტრუქტურა ფულადი სახსრების რაოდენობა და მოძრაობის ხასიათი, ვალდებულებების და კაპიტალის თანაფარდობა და ა.შ.) ხშირად წარმოდგენას იძლევა მის პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებზე.

კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი დაკავშირებულია სხვადასხვა მაჩვენებლებთან და გულისხმობს როგორც მაჩვენებლების გამოთვლას, ასევე მათი მნიშვნელობების შედარებას სხვადასხვა პერიოდების მიხედვით. ასეთი სახის დოკუმენტაციას შედარებითი ფინანსური დოკუმენტაცია ეწოდება. ფინანსური მაჩვენებლების შეფასებისას გამოიყენება: მიღებულ მაჩვენებლებთან, წინა წლების შედეგებთან და დარგში მიღებულ შედეგებთან შედარების მეთოდები.

ფინანსური ანგარიშგების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ფირმის ან კომპანიის უმთავრესი ფინანსური და საწარმოო მახასიათებლები როგორიცაა:

ფინანსური სტრუქტურა - კომპანიის აქტივები და ის ვალდებულებები, რომლებიც კომპანიამ ამ აქტივების მხარდასაჭერად იკისრა, მათ შორის კომპანიის შესაძლებლობა განახორციელოს დაგეგმილი და დაუგეგმავი ცვლილებები;

ოპერატიული ციკლი - ის ეტაპები, რომლებსაც გადის კომპანია, რათა მისი პროდუქცია ან მომსახურება მოხვდეს ბაზარზე;

ტენდენციები და შედარებითი ეფექტიანობა - კომპანიის განვითარების მიმართულებები იმ სახით, რომლითაც ისინი ვლინდება ამ და სხვა კომპანიების რამდენიმე წლის ფინანსური შედეგების შედარებაზე დაყრდნობით.

როგორც ცნობილია, საწარმო რთული ორგანიზმია. იგი შედგება პარტნიორული ჯგუფებისგან, რომლებიც იმყოფებიან მჭიდრო ურთიერთობაში. პარტნიორული ჯგუფები შეიძლება დავყოთ ძირითად და არაძირითად ჯგუფებად. ძირითადი პარტნიორული ჯგუფების ჩამონათვალი, მათი შენატანი საწარმოს სამეურნეო საქმიანობაში, მათი ინტერესები და მოთხოვნები კომპენსაციის მხრივ მონაწილეობის მიღებისთვის, მოცემულია ცხრილში.

ძირითადი პარტნიორული ჯგუფები:

პარტნიორი
ჯგუფი

პარტნიორი
ჯგუფის შენატანი

კომპესაციი
მოთხოვნები

ფინანსური ანალიზის
მდგომარეობა

მფლობელები

საკუთარი
კაპიტალი

დივიდენდები

ფინ. შედეგები და
ფინ. მდგომარეობა

ინვესტორები,
მსესხებლები

ნასესხები
კაპიტალი

პროცენტები

კრედიტუნარიანობა

მმართველები
(ადმინისტრაცია)

საქმის ცოდნა და
მართვის
გამოცდილება

შრომის
ანაზღაურება და
ზეგანაკვეთური
შემოსავალი

საწარმოს
მოღვაწეობის ყველა
მხარე

მუშაკები

შრომის
იარაღებისა და
საშუალებების
ამოქმედება

ხელფასი, პრემიები,
სოციალური
პირობები

საწარმოს ფინანსური
შედეგები

მომწოდებლები

პროდუქციის
წარმოების
უწყვეტობის და
ეფექტიანობის
უზრუნველყოფა

სახელშეკრულებო
ფასი

გადახდისუნარიანობა

მყიდველები
(კლიეტები)

პროდუქციის
რეალიზაცია

სახელშეკრულებო
ფასი

საწარმოს ფინანსური
შედეგები

საგადასახადო
ორგანოები

საზოგადოების
მომსახურება

გადასახადების
დროული და
სრული გადახდა

საწარმოს ფინანსური
შედეგები

საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს:

ბუღალტრული ბალანსი;

მოგება-ზარალის ანგარიში.

ფინანსური მდგომარეობის ქვეშ იგულისხმება საწარმოს შესაძლებლობა ფინანსირება გაუწიოს თავის საქმიანობას. ის ხასიათდება ფინანსური უზრუნველყოფით, რომელიც საჭიროა საწარმოს ნორმალური ფუნქციონერებისსთვის, ფინანსური რესურსების მიზნობრივი განთავსებით და ეფექტური გამოყენებით, ფინანსური ურთიერთობით სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, გადახდისუნარიანობით და ფინანსური მდგრადობით.

0x01 graphic

საწარმოს ფინანსური მდგომარეობა შეიძლება იყოს მდგრადი, არამდგრადი და კრიზისული. იმისათვის, რომ საწარმო განვითარდეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ ვმართოთ ფინანსები, როგორი უნდა იყოს კაპიტალის სტრუქტურა, როგორი წილი უნდა ეკუთვნოდეს საკუთარ საშუალებებს და როგორი - ნასესხებს. საჭიროა ისეთი ცნებების ცოდნა, როგორიცაა: ფინანსური მდგრადობა, გადახდისუნარიანობა, საქმიანი აქტივობა, რენტაბელობა და ა.შ. ანალიზის მთავარი მიზანია, დროულად გამოვლინდეს ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის ამაღლების რეზერვები. ამ დროს საჭიროა შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:

კომერციული, ფინანსური და საწარმო საქმიანობის მაჩვენებლების შედარების საფუძველზე მიეცეს შეფასება გეგმის შესრულებას ფინანსური რესურსების შემოდინების და მათი გამოყენების მიხედვით საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ.

შესაძლებელი ფინანსური შედეგების პროგნოზირება რეალური სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე.

კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც მიმართული იქნება ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენებისკენ.

√ ფინანსური მდგომარეობის მდგრადობის შეფასებისთვის გამოიყენება მაჩვენებლების სისტემა, რომელიც ახასიათებს ცვლილებებს:

საკუთარი კაპიტალის, მისი განვითარებისა და შექმნის წყაროების მიხედვით;

კაპიტალის გამოყენების ეფექტიანობისა და ინტენსივობის;

საწარმოს გადახდისუნარიანობის და კრედიტუნარიანობის;

საწარმოს ფინანსური მდგრადობის რეზერვით.

საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შეფასება ხდება უმეტესწილად ფარდობითი მაჩვენებლებით, ვინაიდან ბალანსის აბსოლუტური მაჩვენებელი ინფლაციის პირობებში ძნელია მივიყვანოთ შესადარებელ სახემდე. გასაანალიზებელი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ფარდობითი მაჩვენებლები შეიძლება შევადაროთ:

საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს, რომლებიც მიღებულია რისკისა და შესაძლებელი გაკოტრების შეფასებისთვის;

სხვა საწარმოების ანალოგიურ მაჩვენებლებს, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ საწარმოს ძლიერი და სუსტი მხარეები, მისი შესაძლებლობები;

წინა წლების მონაცემებს, რათა შევისწავლოთ საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ან გაუარესების ტენდენციები.

ფინანსური მდგომარეობა - ესაა მაჩვენებლების სისტემა, რომლებიც გვიჩვენებენ ფინანსური რესურსების განათავსებას და გამოყენებას. ფინანსური ანალიზის მიზანია არა მხოლოდ ფინანსური მდგომარეობის შეფასება, არამედ მუდმივი მუშაობა, რათა ეს მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ფინანსური მდგომარეობის ანალიზი გვიჩვენებს, რომელი კონკრეტული მიმართულებითაა საჭირო მუშაობა, რომელია მნიშვნელოვანი ასპექტები და სუსტი პოზიციები საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაში. ფინანსური მდგომარეობის ანალიზი შეიძლება ჩატარდეს დეტალიზაციის სხვადასხვა ხარისხით, ანალიზის მიზნებიდან, არსებული ინფორმაციიდან, პროგრამული, ტექნიკური და კადრებით უზრუნველყოფიდან გამომდინარე. მიზანშეწონილია ფინანსური მდგომარეობის ექსპრეს ანალიზის და ღრმა ანალიზის პროცედურების გამოყოფა.

ფინანსური ანალიზი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ:

საწარმოს ქონებრივი მდგომარეობა;

სამეწარმეო რისკის ხარისხი;

კაპიტალის საკმარისობა მიმდინარე და მომავალი საინვესტიციო საქმიანობისთვის;

ფინანსების დამატებითი წყაროების საჭიროება;

კაპიტალის ზრდისკენ უნარი;

ნასესხები საშუალებების გამოყენების რაციონალურობა;

მოგების განაწილების და გამოყენების საფუძვლიანობა.

ფინანსური მდგომარეობის ანალიზის ინფორმაციული უზრუნველყოფა ძირითადად დაფუძნებულია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებზე.

ფინანსური ანალიზი საწარმოს საქმიანობის სრული ანალიზის ნაწილია. შიდა სამეურნეო ანალიზი, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ბუღალტრულ ანგარიშგებაზე, შეიძლება შევავსოთ სხვა ასპექტებთ: ავანსირებადი კაპიტალის ეფექტიანობის ანალიზით, დანახარჯების ურთიერთდაკავშირების ანალიზით, ბრუნვისა და შემოსავლების ანალიზით და ა.შ.

ფინანსური ანალიზი მოიცავს:

ფინანსური მდგომარეობის ანალიზს;

ფინანსური მდგრადობის ანალიზს;

ფინანსური კოეფიციენტების ანალიზს;

ბალანსის ლიკვიდურობის ანალიზს;

ფინანსური შედეგების, რენტაბელობის კოეფიციენტების და საქმიანი აქტიურობის ანალიზს.

ფინანსური ანალიზი საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ სუსტი მხარეები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და შევიმუშაოთ მათი ლიკვიდაციის ღონისძიებები.

РЕЗЮМЕ

Значение финансового анализа в современных условиях

Финансовый анализ основывается на финансовой отчетности компаний. Финансовый анализ включает: анализ финансового состояния предприятия, анализ финансовой устойчевости, анализ финансовых коэффициентов, анализ ликвидности баланса. С помощью финансового анализа можно сравнить показаели анаизируемого предприятия с обшепринятыми нормами, с даннымы аналогичних предприятий, с положением в отрасли, а также с показателями предыдущих лет тогоже предприятия, чтобы выявить сильные и слабые стороны предприятия. Особое внимание нужно обращать на слабые стороны и разрабатывать методы для улучшения финансового состояния предприятия.

Нато Бебиашвили

4 გვეკითხებიან, ვპასუხობთ

▲ზევით დაბრუნება


4.1 რატომ ართმევენ მიწას?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რედაქციაში რეკავენ მოქალაქეები და გვთხოვენ დავეხმაროთ (და გავარკვიოთ), უკანასკნელ პერიოდში რატომ დაიწყო ადრე გაცემული და გაფორმებული მიწის ნაკვეთების კონტროლი და რატომ თხოვენ მოქალაქეებს, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ მიატოვონ მიწები, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემით ემუქრებიან. ამჯერად კონკრეტულ პრობლემაზე გვექნება საუბარი. მოქალაქემ, რომელიც ცხოვრობდა და ცხოვრობს ქ. თბილისში, რამდენიმე წლის წინათ (ზუსტად არ ახსოვს) უფასოდ მიიღო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონში. ახლა კი ედავებიან, რომ თითქოს ნაკვეთი მიღებული აქვთ უკანონოდ და თხოვენ ჩააბაროს სახელმწიფოს. მკითხველი ითხოვს გავარკვიოთ როგორ ხდებოდა მიწის ნაკვეთების განაწილება, გაცემა და რა არის კონკრეტულად მისი ბრალი. ამასთან დაკავშირებით რედაქცია დაუკავშირდა - ანზორ მესხიშვილს, დამოუკიდებელი ექსპერტს უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში და სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა აღნიშნულთან დაკავშირებით.

პასუხი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გაცემა საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გასული საუკუნის 60-70-იან წლებში დაიწყო. ქ. თბილისის მაცხოვრებელს უფლება ჰქონდა თბილისის საგარეუბნეო ზონაში, და საქართველოს ნებისმიერ რაიონში მიეღო 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რისთვისაც საჭირო იყო მიგემართათ თქვენი სამუშაო ადგილის პროფესიული კავშირისთვის ან შესაბამისი რაიონის სოფლის მეურნეობის სამართველოსათვის (სხვადასხვა პერიოდში მიწათმოწყობის განყოფილება, რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანება და რაიონის მიწის მართვის სამმართველო), რომლებსაც შერჩეული ჰქონდათ მიწის ნაკვეთები ქალაქის მოსახლეობისთვის. ქ. თბილისის მაცხოვრებელთა დიდმა ნაწილმა (ვისაც სურვილი ჰქონდა) მიიღო მიწის ნაკვეთები და დაიწყო სახლების მშენებლობა. 1972 წელს, როდესაც საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა ედუარდ შევარდნაძე, დაიწყო დარიგებული მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა (სამსახურიდან განთავისუფლება, პარტიიდან გარიცხვა). შეშინებულმა ბევრმა თბილისელმა ჩამორთმევის გარეშე მიატოვა კანონიერად მიღებული მიწის ნაკვეთი და დაწყებული სახლის მშენებლობა. ახლაც თბილისის საგარეუბნო ზონაში (მცხეთა, თეთრიწყარო, დუშეთი, თიანეთი, გარდაბანი, მარნეული) და სხვა რაიონებში მიტოვებულია და გაპარტახებულია მიწის ნაკვეთები ნახევრად აშენებული სახლებით.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდესაც დაიწყო კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების დაშლა და ლიკვიდაცია, საქართველოს მოსახლეობას ელოდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების სერიოზული დეფიციტი. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა სასწრაფო წესით მიიღო დადგენილება 39 და საქართველოს ქალაქებისა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებით გამოყო 80820 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აქედან ქალაქების მცხოვრებთათვის 53515 ჰექტარი და რაიონის ცენტრებისა და დაბების მცხოვრებთათვის 27315 ჰექტარი (მათ შორის, მცხეთის რაიონიდან 850 ჰექტარი, თიანეთიდან 1465 ჰექტარი, თეთრიწყაროს რაიონიდან 1660 ჰექტარი, გარდაბნის რაიონიდან 6590 ჰექტარი, დუშეთის რაიონიდან 1780 ჰექტარი და ასე შემდეგ).

ქ. თბილისის მაცხოვრებლებს შეეძლოთ უფასოდ მიეღოთ 1500-2500კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სოფლად მაცხოვრებლებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის მუშაკი იყო 1.25 ჰექტრამდე, მაღალ მთიან რაიონებში 5 ჰექტრამდე (კონკრეტულ ნორმას რაიონების მიხედვით ადგენდა სოფლის მოსახლეობა მათი ტერიტორიის შესაძლებობის მიხედვით). 1996 წელს ჯანმრთელობის, განათლების და კულტურის მუშაკები გაუთანაბრეს სოფლის მეურნეობის მუშაკებს. თქვენ, როგორც ქ. თბილისის მაცხოვრებელს შეგეძლოთ საქართველოს ნებისმიერ რაიონში მიგეღოთ მიწის ნაკვეთი უფასოდ. შესაბამისად, იმ დროისთვის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია უფასო იყო. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით გამოყოფილი 80820 ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან დიდი უმრავლესობა (55%25) ქ. თბილისის მოსახლეობამ ვერ აითვისა, რადგან ადგილი ჰქონდა ჩინოვნიკებიდან ხელოვნურ დაბრკოლებებს. მიუხედავად ამისა, 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ უფასოდ მიიღო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ასევე ქ. თბილისის მოსახლეობა დაუბრუნდა მიტოვებულ მიწის ნაკვეთებს და დაიწყეს დაუმთავრებელი მშენებლობის დამთავრება და მიწების ათვისება. თქვენ მიწის რეფორმის პერიოდში შეგეძლოთ უფასოდ მიგეღოთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სამწუხაროდ, მიწის რეფორმის პერიოდში ხდებოდა იმდროინდელი მთავრობის მოთხოვნით დაჩქარებული წესით მიწების განაწილება, დოკუმენტების გაფორმება და გაცემა, რათა მოსახლეობას დროულად აეთვისებინა მიწის ნაკვეთები (რომ არ დაწყებულიყო შიმშილობა). ყოველივე ეს იწვევდა გასაფორმებელ დოკუმენტებში გარკვეულ ხარვეზებს. თუ დღეს ვინმეს უნდა, დააწიოკოს თბილისის მოსახლეობა და ჩამოართვას მიწის ნაკვეთები ეს ადვილი შესაძლებელია. შედეგი კი მეტად სავალალო იქნება. თბილისის საგარეუბნო ზონაში ისედაც გაპარტახებული მიწის ნაკვეთები და ნახევრად აშენებული სახლები უარესად გაპარტახდება და დაუშნოვდება თბილისის მიდამოები.

0x01 graphic

5 ფულად-საკრედიტო პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


5.1 დაკრედიტების პრინციპები და მისი სრულყოფის გზები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნანა შონია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც.პროფესორი

კრედიტი არის დროებით თავისუფალი ფულის სესხად გაცემა უკან დაბრუნებისა და სარგებლის მიღების მიზნით. კრედიტი, მისივე ფუნქციებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ამიტომ საკრედიტო ურთიერთობის განვითარება პრიორიტეტული საკითხია, რომელიც კონკრეტულ პრინციპებზე უნდა იყოს დაყრდნობილი.

ნებისმიერ ქვეყანაში დაკრედიტების პრინცი პები შეიძლება იყოს ლიბერალური ან მკაცრი. საქართველო მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა დაკრედიტების პრინცი პების სიმკაცრის მიხედვით და აჯობა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ბელორუსია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ესპანეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, კოლუმბია, მალაიზია, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, შვეიცარია და სხვ. დაკრედიტების პოლიტიკის სიმკაცრეზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებიც მეტყველებს, კერძოდ კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პროცენტით, ანუ 21.5 მლნ ლარით შემცირდა და 5.8 მლრდ ლარი შეადგინა. მსგავსი ფაქტები, სამწუხაროდ, ამ უკანასკნელ ორ წელიწადში ხშირია.

ისმის კითხვა - რატომ მცირდება საკრედიტო დაბანდების მოცულობა და რატომ იზრდება ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა?

ჩვენს ქვეყანაში „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის“ შესაბამისად, სესხების კლასიფიკაცია წარმოებს ხუთი კატეგორიის მიხედვით: სტანდარტული სესხები; საყურადღებო სესხები; არასტანდარტული სესხები; საეჭვო სესხები; უიმედო სესხები.

სტანდარტულ სესხებს მიეკუთვნება ისეთი სესხები:

√ თუ მისი ძირითადი თანხის და პროცენტის მუდმივად გადახდა დროულად წარმოებს, ამასთან, მსესხებლის კაპიტალი და გადახდის უნარი სტაბილურია. ეს კლასიფიკაცია მისაღებია, როდესაც მსესხებელი ფინანსურად ძლიერია და აქვს საკმარისი კაპიტალი, რათა შეამციროს უარყოფითი ზეგავლენა მოულოდნელი მოვლენებისაგან, ასრულებს მომგებიანობასთან დაკავშირებულ თავის მიზნებს და აქვს საკმარისი ნაღდი ფული, რათა დროულად დააკმაყოფილოს ყველა ვალდებულება, მათ შორის აღნიშნული აქტივიც.

√ როცა მიღებული გირაო ან ი პოთეკა გამოყენებული იქნება როგორც უსაფრთხოების დამატებითი კომპონენტი, თუმცა მაინც საჭიროა მისი სწორად რეგისტრაცია და დოკუმენტურად დადასტურება.

√ როცა ბიზნესისათვის გაცემული სესხის შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილ ფინანსურ მახასიათებლებთან ერთად მსესხებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ბიზნეს-გეგმა რეალურია და პრაქტიკულად განხორციელებადი, და რომ მისი ძირითადი პროდუქცია და მარკეტინგული სტრატეგია სტაბილურია და კონკურენტუნარიანი.

„სტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხი წარმოადგენს ნორმალურ მდგომარეობას, მაგრამ ყველა კომერციულ ბანკს მაინც მოეთხოვება საერთო რეზერვის შექმნა თითოეული „სტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 2%25-ის ოდენობით.

სესხი კლასიფიცირდებასაყურადღებოდ, თუ:

√ იგი ადეკვატურად არის დაცული, მაგრამ პოტენციურად სუსტია. მიუხედავად იმისა, რომ სესხის გაცემის დროს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და გადახდის უნარი სტაბილური ჩანდა, შემდეგში გამოჩნდა განსაზღვრული ნაკლოვანებები და ტენდენციები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გამოსწორდება, შესაძლოა გაჩნდეს ეჭვი მსესხებლის მიმართ, გააგრძელოს სესხის დროული დაფარვა. ასეთი სესხი ქმნის გაუმართლებელ საკრედიტო რისკს, მაგრამ არა ისეთს, რომ მიენიჭოს კლასიფიკაცია „არასტანდარტული“, იმიტომ, რომ საკრედიტო რისკი მოცემულ მომენტში მცირეა. ასეთი ნაკლოვანებების მაგალითებია ისეთი სიტუაციები, როდესაც საკრედიტო დოკუმენტაცია (ან მათი ნაწილი) დაკარგულია, არასრული ან მოძველებულია; როდესაც ბანკს არ ძალუძს აქტივების შესაბამისად მართვა ან მსესხებელთან სათანადო ურთიერთობა, ან როდესაც მთლიანად უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გირაო ან იპოთეკა დოკუმენტურად არ არის სწორად გაფორმებული, გადაცემული ან რეგისტრირებული, ანდა როდესაც არსებობს ინფორმაცია გირაოს ან იპოთეკის საეჭვო მდგომარეობასთან ან მის მონიტორინგთან და კონტროლთან დაკავშირებით;

√ ბანკის განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად, მსესხებელმა ვერ მოახერხა ფინანსური ანგარიშგებების მიწოდება, მათ შორის საბალანსო უწყისის ან მოგება-ზარალის უწყისის, ან სამუშაო ან ბიზნეს-გეგმის, რაზეც არსებობდა შეთანხმება;

√ მოსალოდნელია ისეთი მოვლენები მსესხებლის საქმიანობაში ან წარმოებაში, ან ისეთი მიმართულებები ბაზარზე, რომელთა გამოც შესაძლოა, რომ მსესხებლის მომავალი მოგება ან ბიზნესი გახდეს არასტაბილური, ანდა აღმოჩნდეს მნიშვნელოვნად გაუარესებული;

√ გირაოსთან ან ი პოთეკასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ არის სწორად გაფორმებული, ან როდესაც გირაო ან იპოთეკა არ არის სწორად რეგისტრირებული, და ამ ორიდან რომელიმე სიტუაციას თან ერთვის გადახდის პირველადი წყაროს საშუალებით ამ ვალის სათანადო დაფარვის დაქვეითებული უნარი;

√ სესხის ვადაგადაცილებული პროცენტი დაუფარავია და დამატებულია ძირითად თანხაზე;

√ ნებისმიერი შეთანხმებული გადახდა ვადაგადაცილებულია 30 დღეზე ნაკლები პერიოდით. თუმცა, ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „საყურადღებოდ“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 10%25-ის ოდენობით.

სესხი კლასიფიცირდებაარასტანდარტულად“, თუ:

√ იგი არაადეკვატურად არის დაცული მსესხებლის კაპიტალითა და გადახდის უნარით, ანდა გირაოს ან იპოთეკის ღირებულებით. არასტანდარტულად კლასიფიცირებულ სესხს გააჩნია ისეთი სისუსტეები ან პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დავალიანების დაფარვას ან საეჭვოს ხდის მთლიან გადახდას;

√ სესხის გადახდის ძირითადი წყაროები, მათ შორის კაპიტალი და მოგება, არ არის საკმარისი ვალის გადასახდელად. ამიტომაც ბანკმა უნდა გამოიყენოს გადახდის სხვა წყაროები, როგორიცაა: გირაოს ან ი პოთეკის გაყიდვა, მსესხებლის სხვა აქტივების გაყიდვა ან მსესხებლის სხვა ვალ(ებ)ის რესტრუქტურიზაცია.

ამასთან, არსებობს სხვა ისეთი მნიშვნელოვნად უარყოფითი პირობები, როგორიცაა: ღირებულების მქონე და რეალიზებადი გირაოს ან ი პოთეკის არარსებობა, მსესხებლის აუხსნელი და ხანგრძლივი არყოფნა, ან საკუთარი ბიზნესისადმი უყურადღებობა.

საბლანკო ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 30 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს არასტანდარტული სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ასეთი კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი;

მთლიანად უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 60 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს „არასტანდარტული“ სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „არასტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 30%25-ის ოდენობით.

სესხი კლასიფიცირდება საეჭვოდ“, თუ მას აქვს „არასტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხის მახასიათებლები, მაგრამ არსებულ პირობებში მისი გადახდა საეჭვოა ერთ-ერთი ისეთი სისუსტის გამო, როგორიცაა: გარკვეული და მნიშვნელოვანი ფაქტორის არსებობა, რომლიდან გამომდინარეც მოსალოდნელია ნაწილობრივი გადახდა უახლოეს პერიოდში და ამიტომ „უიმედო“ კლასიფიკაციის მინიჭება მოცემულ მომენტში საჭირო არ არის, სანამ ფაქტები უფრო არ გაირკვევა. „გარკვეული და მნიშვნელოვანი“ ფაქტორები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სესხის მიმდინარე ნაწილობრივი გადახდა ან გირაოს (იპოთეკის) დასაკუთრებისა და გაყიდვის პროცედურების დაწყება და განხორციელება უახლოეს მომავალში, ასევე დამატებითი გირაოს ან იპოთეკის ჩადების შესაძლებლობა, რითაც სესხი მთლიანად უზრუნველყოფილი გახდება.

საბლანკო ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 90 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს საეჭვო სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

მთლიანად უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 120 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს „საეჭვო“ სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.

ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „საეჭვოდ“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 50%25-ის ოდენობით.

სესხი კლასიფიცირდებაუიმედოდ“, თუ:

√ მსესხებლის გადახდისუუნარობის გამო შეუძლებელია მისი ამოღება ან ამოღებადი თანხა იმდენად მცირეა, რომ იგი ბანკის ბალანსზე არ უნდა დარჩეს;

√ გირაოს ან ი პოთეკის მიუხედავად, მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია 150 დღით;

√ 150-ზე ნაკლები დღით ვადაგადაცილების მიუხედავად, მსესხებლის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სესხის ამოღება მთლიანად შეუძლებელია ან ამოსაღებად მოსალოდნელი თანხები არ შეესაბამება ამოღებისათვის დახარჯულ დროსა და ხარჯებს.

დანაკარგები სესხებიდან ბალანსზე აისახება იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც დადგინდა, რომ მათი ამოღება შეუძლებელია. მათი საბუღალტრო აღრიცხვა უნდა შეწყდეს და ისინი უნდა ჩამოიწეროს ამავე პერიოდის ბალანსიდან.

ბანკებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ „უიმედოდ“ კლასიფიცირებული სესხების კანონიერად ამოღებისაკენ სათანადო ზომების გამოყენებით, ყველა არსებული გირაოს ან იპოთეკის დასაკუთრებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული (კანონმდებლობით გათვალისწინებული) პროცედურების დაცვის ჩათვლით.

0x01 graphic

ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „უიმედოდ“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 100%25-ის ოდენობით. გარდა ამისა, კომერციულმა ბანკმა გირაო და იპოთეკა არ უნდა განიხილოს როგორც სესხის გადახდის პირველადი წყარო, თუ არსებული პირობები ამას არ მოითხოვს. ამ მიზნით ბანკმა უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს პროცედურები, რომლიდან გამომდინარეც მოხდება გირაოს და იპოთეკის შეფასების პოლიტიკის ჩამოყალიბება მისი ლიკვიდურობის ან საბაზრო ღირებულების მხედველობაში მიღებით, რაც მნიშვნელოვანია სესხის კლასიფიკაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. ყველა გირაო და იპოთეკა უნდა მიეკუთვნოს ლიკვიდური ან არალიკვიდური უზრუნველყოფის კატეგორიას.

ლიკვიდურ უზრუნველყოფას მიეკუთვნება:

√ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო უწყების) უპირობო გარანტიები;

√ ფულადი დეპოზიტები თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, დაგირავებული და დაჯავშნული სესხის მიმცემ ბანკში;

√ საქართველოს სამთავრობო ფასიანი ქაღალდები;

√ ბანკისათვის გირაოს შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად გადაცემული ძვირფასი ლითონების სტანდარტიზებული ზოდები;

არალიკვიდურ უზრუნველყოფას მიეკუთვნება:

√ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების სწორად დოკუმენტირებული და რეგისტრირებული იპოთეკა;

√ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მოძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული უფლებების დაგირავება;

√ კერძო საწარმოების ფასიანი ქაღალდების დოკუმენტურად სწორად გაფორმებული და იურიდიული ძალის მქონე დაგირავება;

√ სწორად დოკუმენტირებული და იურიდიული ძალის მქონე უპირობო გარანტიები ან გამოუთხოვადი აკრედიტივები ბანკებიდან;

საწარმოებისა და კერძო პირების სწორად დოკუმენტირებული და იურიდიული ძალის მქონე უპირობო გარანტიები.

აქტივების კლასიფიკაციის სისტემიდან ჩანს, რომ კომერციული ბანკი საკრედიტო რისკის უგულვებელსაყოფად ქმნის შესაძლო დანაკარგების ადეკვატურ რეზერვებს, რითაც ის იცავს საკუთარ ინტერესებს. გარდა ამისა, კრედიტს აძვირებს სადაზღვევო ტარიფები, რასაც მსესხებელი უნებლიედ და ავტომატურად იხდის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებისას, მაგალითად: უზრუნველყოფის ობიექტის დაზღვევა, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მოქმედების სრულ პერიოდზე და სხვა, სადაც მსესხებლის ინტერესები საერთოდ იგნორირებულია.

ისმის კითხვა - ვინ იცავს მსესხებლის ინტერესებს? მსესხებელმა ბანკთან საკრედიტო ხელშეკრულება საკუთარი სურვილით გააფორმა, რათა ნასესხები თანხით კონკრეტული საქმე ეწარმოებინა და „ფულით ფული შეექმნა“, ან უკიდურეს შემთხვევაში, საარსებო საშუალება შეეძინა და გადასახადები გადაეხადა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მსესხებელი ვერ აბრუნებს კრედიტს თავისდროულად, რასაც მოსდევს სხვადასხვა სახის ჯარიმები. ბუნებრივია სესხი უფრო ძვირდება, მაგალითად:

1. ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი;

2. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5%25.

გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში ახლა მკვიდრდება, ეგრეთ წოდებული, „საკრედიტო ბარათები“, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნება უჯდება მომხმარებელს (იხილეთ ცხრილი 1, 2).

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფიზიკურ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები

სექტემბერი 2010

წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, %25

1 წლამდე

1-5 წელი

5 წელზე მეტი

იპოთეკური სესხი

17.6%25

15.0%25

ავტოსესხი

20.0%25

21.7%25

12.0%25

ლომბარდული სესხი

41.9%25

სამომხმარებლო სესხი

26.0%25

23.5%25

18.0%25

უზრუნველყოფილი

20.7%25

21.9%25

17.9%25

არაუზრუნველყოფილი

27.2%25

23.8%25

19.4%25

საკრედიტო ბარათი

26.2%25

26.9%25

განვადება

37.4%25

40.6%25

სახელფასო საკრედიტო
პროდუქტები

21.4%25

22.1%25

სხვა

20.3%25

20.9%25

19.4%25

წყარო: www.nbg.gov.ge

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფიზიკურ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები

ოქტომბერი 2010

წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, %25

1 წლამდე

1-5 წელი

5 წელზე მეტი

იპოთეკური სესხი

15.2%25

15.6%25

13.8%25

ავტოსესხი

16.6%25

17.4%25

17.3%25

ლომბარდული სესხი

41.6%25

სამომხმარებლო სესხი

17.9%25

19.0%25

16.2%25

უზრუნველყოფილი

16.4%25

21.6%25

16.4%25

არაუზრუნველყოფილი

19.9%25

16.7%25

15.0%25

საკრედიტო ბარათი

20.0%25

26.0%25

განვადება

სახელფასო საკრედიტო
პროდუქტები

18.8%25

16.6%25

14.5%25

სხვა

20.3%25

16.4%25

17.3%25

წყარო: www.nbg.gov.ge

საკრედიტო ბარათი არის საკრედიტო ფულის თანამედროვე სახე, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების აუცილებელი ატრიბუტი და გარკვეული უპირატესობებით სარგებლობს. კერძოდ:

√ საჭირო საქონლის და მომსახურების შეძენის შესაძლებლობა ნებისმიერ მომენტში;

√ ნაღდი ფულის ეკონომია მიმოქცევის სფეროში;

√ ნაღდი ფულის თანტარების საჭიროების არქონა;

√ მომსახურების ნებისმიერ სფეროში გამოყენების საშუალება;

√ ბონუსებისა და სხვა პრივილეგიების მიღების შესაძლებლობა;

√ ტრადიციულ კრედიტთან შედარებით უფრო იაფი მომსახურება;

√ საზღვარგარეთ მგზავრობისას საჭირო არ არის ანგარიშზე სახსრების დეკლარირება;

√ საკუთარი ბიუჯეტის რაციონალური დაგეგმვა

მაშასადამე, საკრედიტო ბარათი ფიზიკური პირისთვის განკუთვნილი ერთერთი ყველაზე პერსპექტიული და მოხერხებული საბანკო-საკრედიტო პროდუქტია, რომელიც თანდათანობით ცვლის სამომხმარებლო კრედიტს და კლიენტს უქმნის ჰარმონიულ დამოკიდებულებას ბანკთან, მაგრამ ქართველი კლიენტი მის შესაძენად თავს იკავებს სიძვირის გამო.

გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია:

1. შემცირდეს საპროცენტო განაკვეთები კრედიტზე;

0x01 graphic

2. კომერციულმა ბანკმა კლიენტებს უტყუარი და ცხადი ინფორმაცია მიაწოდოს და გაუწიოს პროფესიონალური რჩევები;

3. კომერციული ბანკის საკრედიტო რეკლამა და რეალობა შეესაბამებოდეს ერთმანეთს;

4. კომერციულმა ბანკმა ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომა უნდა შეიმუშაოს, რადგანაც ვადაგადაცილებული სესხების 75%25 სამომხმარებლო სესხებზე მოდის:

5. კომერციულმა ბანკმა არ გასცეს არასტანდარტული სესხი, რადგანაც არასტანდარტული სესხის გაცემით მსესხებელი თავიდანვე არის „განწირული“;

6. არასტანდარტული სესხის მფლობელის გადაცილების ვადა - 60 და მეტი დღე შემცირდეს 30 და მეტი დღით, რაც მსესხებლის „საკრედიტო ტვირთს“ საგრძნობლად შეამცირებს;

7. საეჭვო სესხის სტატუსის მქონე მსესხებლებზე ვადები - 90 და მეტი, 120 და მეტი დღე, შესაბამისად შემცირდეს - 60 და 90 დღით;

8. მსესხებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ჩაეყაროს საფუძველი საგარანტიო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომლებიც უიმედო მსესხებლებს გარანტად დაუდგებიან და, პარალელურად, გაუწევენ კონსულტაციებს სესხის მიზნობრივად გამოყენებაში.

SUMMARY

Crediting Principles and the Ways of Its Advancement In Georgia

At present Georgia takes the fifth place in terms of the strictness of crediting principles that is reflected in systematic decrease of loan amounts and increase number of the overdue payments.

Based on the abovementioned it would be expedient to consider the following issues:

1. To decrease interest rates on loans;

2. Commercial banks should provide the clients with the authentic and clear information and give professional advice;

3. Advertising of commercial banks and reality should be adequate;

4. Commercial banks should have individual approach towards the overdue customers because 75%25 of overdue debts comes on customer loans;

5. Commercial banks should not give non-standard loans because the customer is „doomed“ from the very beginning;

6. Overdue deadlines of customers having nonstandard loans should be decreased from 60 and more days to 30 and more that will significantly decrease the `loan load';

7. Deadlines of debtors with the status „doubtful“ should be decreased from 90 and more, 120 and more days to correspondingly 60 and 90 days;

8. In order to protect the interests of the borrowers the basement for the foundation of guarantee institute should be prepared. It would act as a guarantor for the doubtful debtors and simultaneously will consult them to make a reasonable use of the loans.

Nana Shonia Academic Doctor,
Akaki Tsereteli State University
Associated Professor

6 ინვესტიციები

▲ზევით დაბრუნება


6.1 ინვესტიციის სოციალურ-ეკონომიკური არსი და მისი ახლებური გაგება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნათია შენგელია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ტერმინი ინვესტიცია ლათინური სიტყვა invest-დან მომდინარეობს და „დაბანდებას“ ნიშნავს. სამამულო ეკონომიკურ ლიტერატურაში მე-20-ე საუკუნის 80-იან წლებამდე იგი სოციალისტური კვლავწარმოების პროცესების გასაანალიზებლად ფაქტიურად არ იხმარებოდა და ძირითადად კაპიტალისტური ეკონომიკის გამოკვლევებსა და უცხოელი მეცნიერების ნაშრომების თარგმანებში გამოიყენებოდა.

ამჟამად ინვესტიციები ეკონომიკურ ლიტერატურაში ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული კატეგორიაა, როგორც მაკრო, ისე მიკრო და მეზო დონეზე. მიუხედავად ამ ეკონომიკური კატეგორიისადმი სწავლულ ეკონომისტთა განსაკუთრებული ყურადღებისა, ჯერ კიდევ არ არსებობს ინვესტიციის იმგვარი უნივერსალური განმარტება, რომელიც თეორიული და პრაქტიკული მოთხოვნილებების შესატყვისი იქნებოდა. ჩემის აზრით, ნაკლებადაა შესწავლილი მისი სოციალური, განსაკუთრებით გენეტიკური მხარე.

ინვესტიციებს განმარტავენ სხვადასხვა ასპექტში, სტატიკაში, დინამიკაში, მიკრო და მაკრო დონეზე, შემოსავლიანობის დონის, დანახარჯების და რესურსების მიხედვით და ა.შ. არსებული განმარტებებიდან ძირითადი დასკვნები ის არის, რომ ინვესტიცია ეს არის: ჯერ ერთი, კაპიტალის მოძრაობის სოციალურეკონომიკური პროცესი სხვადასხვა ფორმით (ფულადი და არაფულადი; რეალური; პირდაპირი და ირიბი და სხვაა; მეორე, წარმოების ზრდისა და გაფართოების წყარო; მესამე, კაპიტალის აწმყოში დახარჯვა იმ პირობით, რომ მომავალში ახალი, უფრო მეტი კაპიტალი შეიქმნას; მეოთხე, საინვესტიციო საქმიანობის ორი მხარის შეხამება - რესურსების ხარჯვა და შედეგის მიღება.

ზემოაღნიშნული დასკვნების განზოგადებით შეიძლება ითქვას, რომ ინვესტიციას განსაზღვრავენ როგორც პროცესს, რომლის დროსაც რესურსები თანმიმდევრულად გარდაიქმნება დანახარჯებად ინვესტორის მიზნის - შემოსავლის (ეფექტის) მიღების განსახორციელებლად. ძირითადად, ინვესტიციას უკავშირებენ მხოლოდ კაპიტალის ზრდის, ან მიმდინარე შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნებს, მთავარი აქცენტი გამახვილებულია ეკონომიკურ მხარეზე. სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში მართალია, მოგება პირველ რიგში განმსაზღვრელი მიზანია, მაგრამ ინვესტიციებს შეიძლება ჰქონდეთ კაპიტალის დაბანდების სხვა ეკონომიკური და არაეკონომიკური მიზნებიც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მისი უშუალო გაიგივება კაპიტალური დაბანდების ცნებასთან (რაც ძალიან ხშირად გვხვდება), გაუმართლებელია. კაპიტალური დაბანდებები უფრო ვიწრო ცნებაა და იგი უნდა მივიჩნიოთ, როგორც ინვესტიციების მხოლოდ ერთი ფორმა.

ეკონომიკაში საბაზრო ურთიერთობათა განვითარებამ, ნებისმიერი მოვლენის, პროცესის ან ანალიზის სოციალური ასპექტების წინ წამოწევამ ინვესტიციების გადასინჯვის აუცილებლობა განაპირობა სოციალურად ორიენტირებული ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი პირობების შესაბამისად. ამ მიმართულებით გასათვალისწინებელია, ზოგიერთი მეცნიერის მიერ წინგადადგმული ნაბიჯები. მხედველობაში მაქვს მოსაზრებები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ინვესტიციების არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სხვა სასარგებლო ეფექტზე. მაგალითად, კაპიტალურ დაბანდებათა ფორმით განხორციელებულ საინვესტიციო საქმიანობის შემთხვევაში მიმართავენ ინვესტიციების შემდეგ განმარტებას: ინვესტიციები ეს არის „...ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები, სხვა ქონება, მათ შორის ქონებრივი უფლებები, ფულადი შეფასების მქონე სხვა უფლებები, რომლებსაც სამეწარმეო და (ან) სხვაგვარ საქმიანობაში აბანდებენ მოგების მიღებისა და (ან) სხვა სასარგებლო ეფექტის მიღწევის მიზნით.

ვემხრობი, რა ამ განსაზღვრას, აღვნიშნავ, რომ ინვესტიციის განმარტება ფართო ასპექტშია განხილული - კაპიტალური დაბანდება განსაზღვრულია როგორც ინვესტიციის ერთ-ერთი ფორმა და, რაც მთავარია, ყურადღება გამახვილებულია საინვესტიციო საქმიანობის არაპირდაპირ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მომავალში სხვა სასარგებლო ეკონომიკურ ეფექტზე.

საყურადღებოა ამ კუთხით ინვესტიციების განხილვა შემოსავლიანობის დონის მიხედვითაც, განსაკუთრებით კი უშემოსავლო ინვესტიციების შესახებ, მსჯელობა, ე.ი. ისეთი ინვესტიციების ობიექტების ჯგუფის შესახებ, რომელთა შერჩევასა და განხორციელებას ინვესტორი არ უკავშირებს ინვესტიციური მოგების მიღებას.

ვიზიარებ რა ამ მოსაზრებას, ავღნიშნავთ რომ მოცემულ შემთხვევაში უკეთესია ვიხმაროთ არა ტერმინი უშემოსავლო ინვესტიციები“, არამედ (არაკომერციული) სოციალური ხასიათის ინვესტიციები. ნებისმიერ ინვესტიციებს საბოლოო ჯამში მაინც მოაქვს რაღაც შედეგი, შემოსავალი, თუნდაც თვით ინვესტორისთვის. მაგალითად, სოციალურ პროექტებში ჩართვით ინვესტორი, ხარჯავს რა სახსრებს სოციალურ და ფილანტროპიულ პროგრამებზე, ამცირებს რა მიმდინარე შემოსავალს, უარს ამბობს მოცემულ მომენტში მოგების რაღაც გარკვეულ ნაწილზე, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ქმნის კეთილსაიმედო სოციალურ გარემოცვას, თავად იქმნის მყარ რეპუტაციას და იმიჯს, დამაჯერებელ რეალურ რეკლამას და იღებს კიდევაც „დივიდენდებს“ ამ საქმიანობიდან. ყოველივე ამით ხელს უწყობს ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას.

0x01 graphic

ინვესტიციების სოციალურეკონომიკური შინაარსის გარკვევაში დიდად დაგვეხმარება მისი შესწავლა გენეტიკური თვალსაზრისით (წარმოშობის მიხედვით). ამ კუთხით საყურადღებო მოსაზრებაა გამოთქმული პროფესორ გიორგი მალაშხიას მიერ შემუშავებულ მოგების მეტათეორიის კონცეფციაში, რომლის მიხედვით ინვესტიციების წყაროა წმინდა პროდუქტის (წარმოების ხარჯებს ზევით) ან წინათ ანაზღაურებული, უკვე გამოსყიდული საზოგადოების დანახარჯების ნაწილი. ე.ი. ინვესტიციები გენეტიკური, წარმომავალობის თვალსაწიერით ატარებს ნაჩუქარ, ნაბოძვარ ხასიათს. იგი, როგორც ჩანს, შეიძლება იყოს ბუნების ნაჩუქარი ძალების, თაობების, ნიჭიერ ადამიანთა მიერ დაგროვილი ცოდნის შედეგიც. ინვესტიციაც თვითონ ასევე გამოისყიდება გარკვეული პერიოდის, წლების შემდეგ და მომავალში „იმუშავებს“ უფასოდ, ბუნების ნაჩუქარი ძალების სახით. ინვესტიციების ასეთი წყარო, სოციალური ენერგია უფრო გროვდება, ვიდრე იკარგება, განსხვავებით სითბური ენერგიისგან. ეს იმით აიხსნება, რომ ინვესტიციების ასეთი წყარო უმთავრესად ადამიანთა ინტელექტუალური არამატერიალური რესურსებია, ცოდნა, გამოცდილება, გამოგონებები, აღმოჩენები და ა.შ., რომლებიც ადამიანებს ემსახურება ათეულობით წლებისა და საუკუნეების განმავლობაში, ინარჩუნებენ თავიანთ პოტენციალს (იკარგება მხოლოდ მოძველებული ინტელექტუალური ობიექტები). ინტელექტუალური რესურსები, კაპიტალი არა მარტო ძველდება ფიზიკურად და მორალურად, არამედ მას აქვს დაგროვების და გამრავლების უნარი.

ამრიგად, თუ ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით ინვესტიციები ინვესტორების ხარჯებს მიეკუთვნება, გენეტიკური თვალსაზრისით ინვესტიციები ატარებს ნაბოძვარ ხასიათსაც. და თუ ეს ასეა, მაშინ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ინვესტორმა, რომლის ინვესტიცია მომავალში, გარკვეული პერიოდის ხარჯების ანაზღაურების შემდეგ ისევ მოგვევლინება ბუნებისა და წინამორბედი თაობებისგან ნაჩუქარ ძალად, მიღებული შედეგის ნაწილი უნდა გაიღოს საზოგადოების, უმწეო ადამიანების სასარგებლოდ, თუნდაც, მაგალითად, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მრავალრიცხოვანი პენსიონერების გადასარჩენად.

სწორედ ეს არის ინვესტიციის, სოციალური ინვესტიციის მთავარი არსი. ინვესტიციის ნაწილის ასეთი სოციალური მიმართულებით წარმართვა ნებით თუ არაერთ დროს იძულებით მაინც, ნებისმიერ ინვესტორს, ბიზნესმენს მოუწევს. სანამ ქვეყანაში არ შეიქმნება მოსახლეობის საშუალო ფენა, ბედნიერი ვერ გახდება ვერც ერთი ინვესტორი, ბიზნესმენი თუ შეძლებული ადამიანი.

ამრიგად, თუ ინვესტიციას სოციალური მხარე მოსცილდა, იგი არ გახდება განვითარების წყარო, ანუ თუ განხორციელდება არაცივილიზებული მიმართულებით, ინვესტორთა უსაზღვრო ეგოიზმიდან მთლიანად საზოგადოების დანაკარგები უფრო მეტი იქნება, ვიდრე ცალკეული ინვესტორის სარგებელი. ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების გზაზე ინვესტორი ვალდებულია ფიქრობდეს არა მარტო თავის, არამედ სხვა პირების სარგებლობაზეც, რომლებიც მონაწილეობენ საერთო საქმეში.

0x01 graphic

როცა ვმსჯელობთ ინვესტიციის, ინვესტორის, ისე საქმეში მონაწილე სხვა პირების სარგებლობაზე, და რაც მთავარია, ინვესტიციის განხორციელების შედეგად მიღებულ სოციალურ ეფექტიანობაზე, ამ შემთხვევაში წამყვან როლს ასრულებს სოციალური მხარე, მოტივი, ხოლო წმინდა ეკონომიკური მომენტი მასზე დაქვემდებარებულია. ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში ინვესტორის, მეწარმის და ბიზნესმენისთვის სულ ერთი არ უნდა იყოს, თუ მათი საქმიანობის განხორციელების შედეგად როგორი შრომის პირობები იქნება მოცემულ საწარმოში და მის გარეთაც, როგორი ეკოლოგიური მდგომარეობა იქნება მოცემულ კონკრეტულ ადგილზე და მის გარეთ, საერთოდ რეგიონში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინვესტიციის საშუალებით ბიზნესის განვითარება მხოლოდ მომგებიანი საქმიანობისთვის ხელსაყრელ საბაზრო და სოციალურ გარემოშია შესაძლებელი. ამგვარი გარემოს შექმნა კი სახელმწიფოს პრეროგატივაა. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ინვესტორებს, რათა მათ მიიღონ მოგება და შემდგომ აქტიურად იზრუნონ საზოგადოების მატერიალურ და კულტურულ კეთილდღეობაზე.

საქართველოს სოციალურეკონომიკური განვითარებაში ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე მსჯელობისას უნდა ამოვიდეთ, უწინარეს ყოვლისა, ინვესტიციის მიმღები-რეცი პიენტი ქვეყნის წარმოების უზენაესი მიზნიდან. ამ გაგებით, უცხოური ინვესტიცია წარმოგვიდგება არა მოცემული რეციპიენტი ამა თუ იმ ქვეყნის აყვავების, აღორძინების მძაფრ მამოძრავებელ ძალად, ეკონომიკური პოლიტიკის ერთერთ უმთავრეს მიზნად, როგორც ეს, სამწუხაროდ, დღეს ხშირად გვხვდება, არამედ მისი საინვესსაინვესტიციო დეფიციტის შევსების წყაროდ (და არა რეცი პიენტი ქვეყნის ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაკაბალების საშუალებად, რაც თეორიულად გამორიცხული არ არის).

საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებისას, ჩვენი აზრით, ასევე უნდა ამოვიდეთ რეციპიენტი ქვეყნის წარმოების უზენაესი მიზნიდან. ყოველივე ეს იმით არის გამართლებული, რომ საინვესტიციო პოლიტიკა, როგორც ასეთი, არ არსებობს ამა თუ იმ ქვეყნის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკისგან მოწყვეტილად. თუ ეს ამ კუთხით არ განვიხილეთ, მაშინ საქმე გვექნება მხოლოდ საინვესტიციო რესურსების მოზიდვასთან და არა საინვესტიციო პოლიტიკასთან.

ინვესტიციების წარმოების უზენაესი მიზნის პოზიციიდან განხილვა ასევე მოითხოვს ამა თუ იმ ქვეყნის სამამულო და უცხოური ინვესტიციების ოპტიმალური თანაფარდობის დადგენას. ამ მიმართულებით, ჩვენი აზრით, სასურველია მოცემულ რეციპიენტ ქვეყანაში ეროვნული ინვესტიციები სჭარბობდეს უცხოურის ისე, როგორც ეს არის, მაგალითად, გერმანიაში, სადაც უცხოური ინვესტიციები 10%25-ს არ აღემატება. მაგრამ, თუკი ეს შეუძლებელია, ქვეყნის მასშტაბით დარგობრივად, მეურნეობის პრიორიტეტულ დარგებში მაინც უნდა შევინარჩუნოთ ეს უპირატესობანი. ამ მხრივ დიდი შესაძლებლობები აქვს ამა თუ იმ ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, მცირე და საშუალო ბიზნესის ინვესტირებისათვის, თუნდაც ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროში, ფარმაციის დარგშიც, სადაც შეიძლება ეროვნული ინვესტიციების უპირატესად მოზიდვა. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი, ჩემის აზრით, გვევლინება საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ, საქართველოს მაგალითზე კი, როგორც ქვეყნის გადარჩენის ფაქტორად, მითუმეტეს, როცა მსოფლიოს წამყვან განვითარებულ ქვეყნებში ასეთ ბიზნესს წამყვანი ადგილი უკავია.

ამრიგად, თანამედროვე, სოციალურად ორიენტირებული ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში ინვესტიციის ახლებური განხილვა, მისი არსის სრულად წარმოდგენა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტშია შესაძლებელი, რამდენადაც იგი მომავალში უფრო მეტი სოციალური შინაარსითა და ფუნქციით დაიტვირთება, საზოგადოების განვითარების არსებული დონიდან უფრო მაღალ დონეზე გადასვლის პირობა გახდება.

____________________

1 გერმანული ფონდის რობერტ ბოშის სპეციალისტების შეფასებით „იდეალური კონკურენცია მოდის არა მხოლოდ მაღალ მაჩვენებლებზე, არამედ იმ კეთილ საქმეებზეც, რომლებმაც მეწარმეებსა და მენეჯერებს წარმატებები მოუტანეს“ (Unternemen und Burgerliche engngement. Aufbruch zu neuen Verantwortung. Beilin: SLP, 2001, s.16): ე.ი. ინვესტორის მიერ სოციალურ ღონისძიებბზე დახარჯული სახსრები განხილული უნდა იქნას არა როგორც ზარალი, არამედ როგორც განვითარების პირობა.

2 ჩვენი აზრით, საკითხის ასეთ ასპექტში განხილვით შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ სოციალურ ინვესტიციაც ასევე ეკონომიკური კატეგორიაა. ასეთი ინვესტიცია პერსპექტივაში მოგების მაქსიმალიზაციას, მდგრადი მოგების მიღების საწინდარია. ამით შემცირდება დანახარჯები, რომელიც საჭიროა ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წინაშე დასაცავად, ასევე ძვირად ღირებული სახელმწიფო ჩარევის შედეგები, სოციალური უწესრიგობების არასტაბილურობის შედეგად წარმოქმნილი საწარმოს ქონების ზიანით გამოწვეული დანაკარგები და ა. შ. იქვე გვ. 27.

7 SOS!

▲ზევით დაბრუნება


7.1 მიწა - ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელი სივრცე

▲ზევით დაბრუნება


ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაეროს შესაბამისმა ორგანიზაციამ წერილობით გამოხატა თავისი გაკვირვება, იმის გამო, რომ საქართველოში არ აღირიცხება მიწები და არ ხდება მიწის ბალანსის შედგენა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 2004 წლის მონაცემებით, 3025.8 ათას ჰექტარს შეადგენდა. ხოლო საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით, აღრიცხულია მხოლოდ 838.0 ათასი ჰექტარი. სად დაიკარგა 2187.6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა დღემდე გაურკვეველია. სწორედ ამან გვიკარნახა ჟურნალის მკითხველებისთვის მიგვეწოდებინა ჩვენეული ხედვა ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის - მიწათსარგებლობის მდგომარეობის - დარეგულირებისა.

მიწა ადამიანის ყველა სახის საქმიანობის საწყისი და საფუძველია, მისგან ვიღებთ საკვებს, თავშესაფარს, ადგილს სამუშაოდ. მიწას განსაკუთრებული მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბუნებრივ რესურსებს შორის. ის წარმოადგენს საზოგადოების კეთილდღეობის უმთავრეს მატერიალურ წინაპირობას. საწარმოო ძალებისა და ადამიანთა განთავსების სივრცობრივი და ეკონომიკური ზრდის ყველა ფაქტორის აღწარმოებითი პროცესების ნორმალური მიმდინარეობის საფუძველს. გონივრულად და დაკვირვებით მიწის მართვის აუცილებლობა და მისი რესურსების ინტესიურად გამოყენების სირთულე ქმნის ერთიან საერთო გლობალურ საზრუნავს.

0x01 graphic

ქართველი ხალხის ისტორიულმა ორგანულმა კავშირმა მიწასთან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქართული სახელმწიფოებრიობა, მისი ეთნოფსიქოლოგიური და ეთნოკულტურული საფუძვლების შექმნა და განვითარება. საქართველოს სიჯანსაღის საძირკველი ერის მიწასთან მარადიულ ურთიერთობასა და მიწასთან უღალატო კავშირშია.

მიწა ერისთვის მისი სახელმწიფო ტერიტორიაა, სასიცოცხლოდ აუციაუცილებელი სივრცე, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხს და ფაქტობრივად წარმოადგენს ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელ პირობას.

ჩვენი სამშობლო პირველ მიწათმოქმედთა (გეორგოს ბერძნულად მიწათმოქმედს ნიშნავს) ქვეყანაა და ჩვენი წარსული და მომავალი განპირობებული და გაშინაარსებულია მიწასთან დაკავშირებული რელიგიური, რაციონალური თუ ემოციური საწყისებით. სწორედ ამიტომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესი განსაკუთრებით უკავშირდება იმ სფეროს, რომლის სახელსაც ატარებს ჩვენი ქვეყანა. მიწა ქართველი გლეხკაცისთვის არა მარტო წარმოების საშუალებაა, არამედ მისი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და ეროვნული სუბიექტის, არსის განმსაზღვრელიც. მიწისაგან გლეხკაცის მოწყვეტა გამოიწვევს არა მარტო მისი, როგორც მეწარმე ინდივიდის, ფუნქციის მოსპობას, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სოფლის როგორც ეროვნული კულტურის საფუძვლის, ყოფა-ცხოვრების წესის შემოქმედის, შემნახველისა და განმაახლებლის ფუნქციის მოშლასაც.

როგორც ცნობილია, ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე რესურსული პოტენციალის რაოდენობრივ-ხარისხობრივ მაჩვენებლებზე და მის გონივრულ გამოყენებაზეა დამოკიდებული. რესურსულ პოტენციალში მიწას, როგორც უვადო ეკონომიკურ აქტივს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მისი წილი ქვეყნის მთლიან ნივთობრივ სიმდიდრეში დამოკიდებულია, ერთი მხრივ, მიწის რაოდენობრივ-ხარისხობრივ მახასიათებლებზე, ხოლო მეორე მხრივ ამ ქვეყანაში არსებული კაპიტალის რაოდენობასა და სტრუქტურაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ნივთობრივი სიმდიდრის შემადგენლობაში მიწის წილი, როგორც წესი, დაბალია და პირიქით. აშშ-ის კაპიტალის და მიწის ღირებულება 1985 წელს 12.5 ტრილიონ დოლარად იყო შეფასებული, რომელშიც მიწის წილი მხოლოდ 18%25- შეადგენდა, ხოლო საქართველოში გაეროს სპეციალური მეთოდიკით გაანგარიშებული ნივთობრივი სიმდიდრე 1990 წელს სულ 275 მლრდ. აშშ-ის დოლარის ტოლფასი იყო, რომელშიც მიწას 54.3%25 ეკავა. უდავოა ისიც, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, რაც მეტი ნივთობრივი სიმდიდრე გააჩნია ქვეყანას, უფრო მეტი ერთობლივი შიგა პროდუქტის წარმოება შეუძლია ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. აღნიშნულის გამო მიწის რესურსები ყველგან და ყოველთვის მოიაზრებოდა ნებისმიერი საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი დოვლათის წარმოების მყარ ეკონომიკურ საფუძვლად. მართალია, დღეს მიწა, როგორც წარმოების ძირითადი საშუალება, აღარ განიხილება ერთადერთ სიმდიდრის დედად, მაგრამ ფაქტია, რომ ის არის და, ჩვენი აზრით, დიდხანს დარჩება არსობის პურის მოპოვების უალტერნატივო საშუალებად.

0x01 graphic

გავიხსენოთ . პეტის სიტყვები: შრომა არის ნივთობრივი სიმდიდრის მამა, ხოლო მიწა - მისი დედა.

ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ იმ ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ მიწის, როგორც წარმოების ძირითადი საშუალების, მაქსიმალური უკუგებით გამოყენების აგრარული პოლიტიკა, როგორც წესი, გადაწყვეტილი აქვთ საკუთარი ქვეყნის სასურსათო უშიშროების (უსაფრთხოების) პრობლემა. მათ რიცხვშია აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია და სხვა, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ სურსათის მსოფლიო ბაზრის ფორმირებაში და კონიუნქტურის განსაზღვრაში. აქვე უნდა ითქვას, რომ დღეისათვის საქართველო სამწუხაროდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებიც სურსათზე მოთხოვნილების უდიდეს ნაწილს იმპორტირებული საკვები პროდუქტების ხარჯზე იკმაყოფილებენ. საგანგაშო აქ, ჩვენი აზრით, უფრო ის არის, რომ სურსათით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ჩვენს ქვეყანაში კრიტიკულ ზღვრამდე მიჩნეულ ნიშნულზე (0,5) ბევრად ქვემოთაა და იმპორტზე მაღალი დამოკიდებულების დონე შემცირების ნაცვლად პერმანენტულად იზრდება. თანაც იმ პირობებში, როცა მსოფლიო ბაზარზე განუწყვეტლივ იზრდება სურსათის ფასები და კეთდება შემაშფოთებელი პროგნოზები 2010-15 წლებში მსოფლიოში სურსათის პრობლემის გამწვავების თაობაზე. ამ კონტექსტში გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ქვეყნის ძირითადი ნივთობრივი სიმდიდრის მიმართ, რომელიც სრულიად არაადეკვატურია მსოფლიოში უახლოეს წლებში პროგნოზირებული სასურსათო კრიზისისა და სხვა გლობალური გამოწვევების მიმართ. ფაქტია, რომ დღეს ჩვენს მცირემიწიან ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არ არსებობს მოთხოვნა (სხვაგვარად უკანასკნელ წლებში დასამუშავებელი მიწის ნახევარზე მეტი დაუმუშავებელი, მიტოვებული არ იქნებოდა), რაც უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მიწამ დაკარგა მარჩენალის ფუნქცია, ანუ ის არსებულ ეკონომიკურ-ტექნოლოგიურ გარემოში სოფლად საქონელმწარმოებელს ვერ აძლევს იმ დონის შემოსავალს, რომელიც საკმარისი იქნებოდა ოჯახის შენახვისა და სამეურნეო საქმიანობის აღწარმოებისთვის. სწორედ ამიტომ იცლება მთისა თუ ბარის სოფლები ახალგაზრდებისგან, პრაქტიკულად ყველა დიდ თუ პატარა სოფელში ვითარდება საშიში დემოგრაფიული პროცესი, რაც უპირველეს ყოვლისა, სოფლად მცხოვრებთა შორის ხანდაზმული ადამიანების ხვედრითი წილის გადიდებაში და მოზარდთა წილის შემცირებაში პოულობს გამოხატულებას.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სოფლად დღეს არსებული უმძიმესი კრიზისული სიტუაცია და არასახარბიელო სოციალური ფონი ძირითადად აგრარულ საკითხებში მთავრობის მონაწილეობის პასიური როლითაა განპირობებული. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მიწის რეფორმის გატარების შემდეგ ხელისუფლებას პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ საოჯახო მეურნეობისთვის საკუთრებაში უფასოდ გადაცემული მიწა ეკონომიკური თვალსაზრისით რეალიზებადი ყოფილიყო, ანუ მიწის მესაკუთრისთვის მოეტანა ეკონომიკური მოგება. ეს კი მაშინ მოხდებოდა, თუ მთავრობა მცირეოდენ დახმარებას მაინც გაუწევდა რეფორმის შედეგად წარმოშობილ მიწის წვრილ მესაკუთრეთა ახალ ფენას ფეხზე დადგომისთვის. მხედველობაში გვაქვს მცირე ნაკვეთებად დანაწევრებული მიწის კონსოლიდაციისათვის ხელშეწყობა, ტექნიკური, ფინანსური და სხვა არსებითი ხასიათის პრობლემების მოგვარება. პირიქით, აგრარული რეფორმის შემდგომ წლებში თითქოს განგებ კეთდებოდა ყველაფერი მიწაზე კერძო საკუთრების დისკრედიტაციისთვის. კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ მიწის ახლადფეხადგმული წვრილი მესაკუთრეებისთვის მიეცათ რაიმე არსებითი შეღავათები, პირიქით, ისინი დაიბეგრნენ მიწის გადასახადის საკმაოდ მაღალი განაკვეთებით (მაშინ როცა აღნიშნული გადასახადი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში პრაქტიკულად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა).

0x01 graphic

2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი: სახელმწიფო ქონების შესახებ რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასაყიდი საწყისი ნორმატიული ფასი საგრძნობლად გაზრდილია. ხოლო ახალი საგადასახადო კოდექსით, რომელიც ძალაშია 2011 წლიდან, იზრდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი.

დღემდე მოუგვარებელია სოფლად საქონელმწარმოებელთა საჭირო კრედიტების ხელმისაწვდომობის, წარმოებული პროდუქციის გარანტირებული რეალიზაციისა და სხვა არსებითი ხასიათის პრობლემები.

აგრარული წარმოება, როგორც წესი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან იდენტიფიცირდება, რადგან აქ მიწის რესურსია ძირითადი და წარმოების მთავარი ფაქტორი. ამდენად, იმის მიხედვით თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოში არსებული მიწის ფონდის მართვისადმი, შედარებით ადვილად პროგნოზირებადია შედეგიც. ჩვენი აზრით, აგროსექტორის დეგრადაციის ათვლის წერტილად 2004 წელი უნდა ჩაითვალოს, ანუ ის წელი, როცა ქვეყანაში ლიკვიდირებულ იქნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. მართალია, მისი ფუნქციები სხვა სამინისტროებზე გადანაწილდა (იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების), მაგრამ ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას - მიწების აღრიცხვისა და მიწის ბალანსის შედგენისა, რომელსაც საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი ასრულებდა - დღემდე არც ერთი სამინისტრო არ ასრულებს. მიწების აღრიცხვისა და მიწის ბალანსის შედგენის ფუნქციები ჯერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა, რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ ფუნქციების მიღებაზე. შემდგომ იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, თუმცა, შედეგი აქაც სავალალოა.

2004 წლიდან საქართველოში შეწყდა ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი სიმდიდრის - მიწის (ერის განსაკუთრებული ინტერესის საგანის) - ერთიანი ბალანსის (ანუ, მიწის აღრიცხვის და კონტროლის) შედგენისა და დამუშავების აპრობირებული პრაქტიკა, რასაც დეპარტამენტი რაიონებიდან და ავტონომიური წარმონაქმნებიდან მიღებული პირველადი მასალების დამუშავების და განზოგადების საფუძველზე აკეთებდა. დღეს ძნელად წარმოსადგენია სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული (ან საპრივატიზებო) მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები აინტერესებდეს და არ იცოდეს, როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები (სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლა, რაც აქტუალური გახდა სავარგულის თითოეულ სახეზე გადასახადის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო), რა საზღვრებში რჩება საქართველო (ოთხი მოსაზღვრე ქვეყნიდან სამთან დღემდე არ გვაქვს დადგენილი სახელმწიფო საზღვარი) და მისი ცალკეული მხარეები და რაიონები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რა რაოდენობა წავიდა ქალაქმშენებლობის, გზებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის და .., რაც მიწის მართვისა და რაციონალური გამოყენების საფუძველთა საფუძველია. მეტიც, დღეს უცნობია რა ცვლილებები მოხდა მიწათსარგებლობაში 2004 წლიდან განვლილ პერიოდში, როგორ გამოიყენება მიწის სავარგულები, აქედან, რამდენია დაქვემდებარებული ქარისმიერ თუ წყლისმიერ ეროზიას, რა უნდა გაკეთდეს მიწის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით, რატომ, ან რა მოტივით, გააუქმა ხელისუფლებამ მიწის მართვის სამსახური და მიწის ბალანსის შედგენის ყოველწლიური პრაქტიკა. ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია.

საქართველოს ძირითადი ნივთობრივი სიმდიდრის ყოველწლიურ ბალანსში მიწა აღირიცხებოდა დანიშნულებისა და კატეგორიების, აგრეთვე საკუთრებისა და სარგებლობის ფორმების მიხედვით. მასში აისახებოდა წლის განმავლობაში მიწის კატეგორიებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში და საკუთრება-სარგებლობაში მომხდარი რაოდენობრივ-ხარისხობრივი ცვლილებები. მიწის ბალანსი განიხილებოდა დაინტერესებული სამინისტროების და უწყებების მიერ და მტკიცდებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო მიწების უფრო რაციონალურად მართვის რეკომენდაციები.

მიწის ყოველწლიური ბალანსის საშუალებით სახელმწიფო აკონტროლებდა მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატებაკლების დინამიკას, ქალაქმშენებლობის, გზების და სხვა საჭიროებისათვის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ.

დღეს ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მიწის ფონდის უკანასკნელი ბალანსის მიხედვით ქვეყნის საერთო მიწის ფონდიდან (7.6 მლნ.ჰა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეადგენდა 3771.2 ათ. ჰა-ს, საიდანაც 3025.8 ათ. ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მოდიოდა (მათ შორის სახნავი 802.1 ათ.ჰა, მრავალწლიანი ნარგავები - 263.5 ათ. ჰა, სათიბი - 149.5, საძოვარი 1796.6 ათ. ჰა. კერძო საკუთრებაში გაცემული იყო 767.3 ათ. ჰა, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა 447.2 ათ. ჰა ინტენსიური სავარგული), ამასთან, სავსებით უცნობია, 2004 წლის შემდგომ პერიოდში რა ხასიათის რაოდენობრივი ცვლილებები მოხდა მიწის საერთო ფონდის სტრუქტურაში, რა რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა დარჩა ქვეყანაში (ამ კითხვაზე პასუხის მიღების ინტერესს ამაღლებს ის რომ 1997 წელს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლოსამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ,

რომელიც ნებას რთავდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მეპატრონეს სურვილისა და სათანადო თანხის გადახდის შემთხვევაში მიწა გადაეყვანა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში), რა ტრანსფორმაცია მოხდა სავარგულების სტრუქტურაში, რა რაოდენობის ინტენსიური სავარგულია დღეს საქართველოში, მათგან რამდენია პრივატიზებული, რამდენი რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და ა.შ.

თანამედროვე მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, სადაც მიწის ყოველწლიური ბალანსი ან მსგავსი რამ არ კეთდებოდეს, ანუ არ აკონტროლებდნენ მიწის რესურსების მოძრაობას (დინამიკას), ეკონომიკურსოციალური თვალსაზრისით არ აანალიზებდნენ მიწის კატეგორიებში მომხდარ რაოდენობრივ-ხარისხობრივ ცვლილებებს და არ სახავდნენ ქმედით ღონისძიებებს მიწის რესურსების რაციონალური მართვის მიზნით.

ამავე კონტექსტში უნდა ითქვას, რომ მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებისა, საქართველოს დღემდე არ გააჩნია მიწის სრულყოფილი სახელმწიფო კადასტრი, რომელიც მიწის რაოდენობრივ აღრიცხვასთან ერთად უნდა მოიცავდეს მიწის ხარისხობრივ აღრიცხვას, მიწის ეკონომიკურ შეფასებას და მიწათმოსარგებლეთა სახელმწიფო რეგისტრაციას. ჩამოთვლილი კომპონენტებიდან დღეს საქართველოში მხოლოდ მიწათმოსარგებლეთა სახელმწიფო რეგისტრაციის სისტემაა მოწესრიგებული, რომელიც ბაზარზე მიწის ყიდვა-გაყიდვის, ჩუქების და მიწის მემკვიდრეობით გადაცემის ფაქტებს აღრიცხავს. რაც შეეხება მიწის ხარისხობრივი ნიშნით აღრიცხვას (რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას - რამდენად ღირებულია სამეურნეო თვალსაზრისით ესა თუ ის მიწის ნაკვეთი როგორც ბუნებრივი რესურსი და წარმოების საშუალება) მასზე მუშაობა დღემდე დაწყებულიც არ არის.

იგივე შეიძლება ითქვას მიწის ეკონომიკური შეფასების თაობაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს მიწის შეფარდებითი ღირებულება ცალკეული რაიონის თუ მხარის ბუნებრივეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. მიწის ეკონომიკურ შეფასებაში მოიაზრება მიწის როგორც წარმოების ძირითადი საშუალების შემოსავლიანობის დონე, მიწის ხარისხი და პროდუქციის გასაღების ბაზრის მიმართ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა.

მიწის სახელმწიფო კადასტრის ბოლო ორი კომპონენტი (მიწის ხარისხობრივი აღრიცხვა და ეკონომიკური შეფასება) აუცილებელია მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, მიწაზე გადასახადის ზომის დადგენის, მიწის იპოთეკით დატვირთვის და სხვა სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის. მიუხედავად ამისა, როგორც მიწის ხარისხობრივი აღრიცხვის, ისე ეკონომიკური შეფასების საკითხები დღემდე მოუგვარებელია (ამიტომაცაა, რომ დღემდე სოფლად საქონელმწარმოებელი გადასახადს იხდის: კარგ მიწაზე, საშუალო მიწაზე და ცუდ მიწაზე. მაგრამ რას ნიშნავს კარგი, საშუალო და ცუდი მიწა ვერავინ დაგისაბუთებთ).

დაბოლოს, მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე მსჯელობა უხერხულიცაა, როცა არ არსებობს მიწის ფონდის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგი, ანუ მიწაზე დაკვირვების ორგანიზაციული სისტემა. მან უნდა გამოავლინოს მიწასთან დაკავშირებული ყველა ნეგატიური პროცესი და მოვლენა, რათა გატარდეს შესაბამისი ზომები მათი დროული აღმოფხვრისათვის. საყურადღებოა რომ ყველა ქვეყანაში მიწის მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენს როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა. მიწაზე მონიტორინგი ხორციელდება სახელმწიფო სტრუქტურის მიერ და ის პრაქტიკულად უზრუნველყოფს მიწის სახელმწიფო კადასტრის ინფორმაციულ მომსახურებას და შესაბამის კონტროლს მიწის გამოყენებასა და დაცვაზე.

მიწის მონიტორინგმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს - როგორია მიწათსარგებლობის საერთო მდგომარეობა ქვეყანაში, რა არასასურველი ცვლილებებია მოსალოდნელი მიწის ნაყოფიერებაში და რა პრევენციული ზომებია მისაღები მის აღსაკვეთად, როგორია ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიული პროცესების დინამიკა, როგორია ნიადაგში ჰუმუსის ბალანსი, მიმდინარეობს თუ არა მიწის დაჭაობების ან გაუდაბნოების პროცესი, როგორია პესტიციდებით, მძიმე მეტალებით და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურების დონე და. .. ამ კითხვებზე შესაბამისი პასუხების მოძიება დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მონიტორინგის შესაბამისი სამსახური. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2003 წლის მონაცემებით, საქართველოში ეროზიულ პროცესებს ექვემდებარებოდა 300 ათ. ჰამდე ინტენსიური სავარგული (უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს ეროზირებული ფართობების რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტი იქნება). კოლხეთის დაბლობზე შეიმჩნევა მეორადი დაჭაობების პროცესი (სულ დაშრობილი იყო 140 ათასი ჰა), გარე კახეთში - გაუდაბნოებისა, დიდი პრობლემაა ბიცობი და დამლაშებული ნიადაგები, რომელთა ფართობი 220 ათას ჰა-მდეა და ა.შ. ექსპერტული შეფასებით, დღეისათვის ეროზიის შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ყოველწლიურად იკარგება ერთი მლნ. აშშ დოლარის ღირებულების მინერალური სასუქების ეკვივალენტური რაოდენობის საკვები ელემენტები. ჰუმუსისა და საკვები ელემენტების ბალანსი პრაქტიკულად ყველა ტიპის ნიადაგში უარყოფითია, რაც არ უნდა იყოს მოულოდნელი თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალოდ 1 ჰა-ზე არც თუ შორეულ წარსულში ყოველწლიურად 160-170 კგ. მინერალური სასუქები შეიტანებოდა, რაც დღეს მხოლოდ 12-15 კგ. ფარგლებში მერყეობს (სამეურნეო პრაქტიკიდან საერთოდ ამოვარდა თესლბრუნვები, სიდერატების თესვა, მიკრობიოლოგიური სასუქების გამოყენება, რაც ბუნებრივია, ამცირებს ჰუმუსის შემცველობას და შესაბამისად, ნიადაგის ნაყოფიერებას). რაც შეეხება კოლხეთში მეორადი დაჭაობებისა (თითქმის 30 ათასი ჰა) და კახეთში გაუდაბნოების მასშტაბებს, აღნიშნულის თაობაზე ბუნებრივია ექსპერტული შეფასებით ვერ ვიმსჯელებთ, სხვა ოფიციალური მონაცემები კი სამწუხაროდ, არ არსებობს.

0x01 graphic

ყოველივე ზემოაღნიშნული იმის შედეგია, რომ მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან ერთად გაუქმდა მის დაქვემდებარებაში არსებული სამიწათმოწყობო ინსტიტუტები და ლაბორატორიები, გაჩერდა ნიადაგების კვლევის და სხვა მიმდინარე სამუშაოები. სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში (ამ დარგის ერთადერთ უმაღლეს სასწავლებელში) შეწყდა ინჟინერ-მიწათმომწყობთა კადრების გამოშვება.

როცა ქვეყანაში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენების გზებზე ვისაუბრებთ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ინტენსიური სავარგულების განსახელმწიფოებრიობის საკითხს (მათი საერთო ფართობი 400 ათ. ჰა-ს აღემატება), რომელთა პრივატიზება ვერ ხერხდება ძირითადად იმის გამო, რომ დღეს საქართველოში მიწაზე და აგრარულ შრომაზე არ არის მოთხოვნა (ჩვენი აზრით, მიწის პრივატიზება უნდა განხორციელდეს გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარის ფორმით). როგორც ერთი, ისე მეორე ფაქტორის მიწოდება ბევრად აღემატება მათზე მოთხოვნას, რის გამოც როგორც მიწას, ასევე აგრარულ შრომას არა აქვს ჯეროვანი ფასი. აღნიშნულ ფაქტორებზე მოთხოვნა მათი მონაწილეობით შექმნილ პროდუქციაზე მოთხოვნის გადიდებაზეა დამოკიდებული, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, გამოიწვევს მიწისა და აგრარული შრომის ზღვრული სარგებლობის გაზრდას და მათზე, შესაბამისად, მოთხოვნის გადიდებას. მაგრამ ეს რომ ასე მოხდეს, საჭიროა პრინციპულად ახალი აგრარული პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც რეალურად არსებობს აგროწარმოების წინაშე. მხედველობაში გვაქვს დანაწევრებული მიწების კონსოლიდაციისთვის ხელშეწყობა, აგროსექტორის განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური მექანიზმის შემუშავება და ამოქმედება, აგროწარმოებისა და მისი აღწარმოების საშუალებებზე ფასების პარიტეტის დადგენა და დაცვა, სოფლად კოოპერატიული მოძრაობის განვითარებისთვის ხელშეწყობა და სხვა პრობლემების დარეგულირება, რომელიც საბოლოო ანგარიშით სოფლად სოციალურეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და შრომის მოტივაციის ამაღლებას უკავშირდება. ამასთან ერთად, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი ეკონომიკური ეფექტის მიღება შეუძლებელი იქნება მიწის რაოდენობრივხარისხობრივი აღრიცხვის, მიწაზე მონიტორინგის და მიწის სათანადო დაცვის გარეშე. ამ მიზნით მიგვაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში (რომელსაც გადაცემული აქვს ქვეყანაში მიწის აღრიცხვის და მიწის ბალანსის შედგენის ფუნქციები) საჭიროა დროულად შეიქმნას მძლავრი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც მიწის რაციონალურ გამოყენებასთან და დაცვასთან დაკავშირებული ყველა ფუნქცია დაეკისრება.

პაატა კოღუაშვილი,
სტუ, სრული პროფესორი, ემდ,

გიორგი ზიბზიბაძე
აეი. მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ეად

ანზორ მესხიშვილი
დამოუკიდებელი ექსპერტი, უძრავი ქონების (მიწის) საკით. ეად

8 ინვესტიციები

▲ზევით დაბრუნება


8.1 საინვესტიციო გარემო საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბადრი რამიშვილი
თეუსუ, ასოცირებული პროფესორი, ეად

2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველო მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში იმყოფება, რაც ორი უმთავრესი ფაქტორითაა განპირობებული. ერთი მხრივ, კრიზისი არ იძლევა საშუალებას დაგროვების ხარჯზე, ადგილობრივი რესურსებით იქნას უზრუნველყოფილი ეკონომიკური ზრდა, მეორე მხრივ კი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაც ურთულესი საქმეა, რაც განპირობებულია ექსტრემალური პოლიტიკური მდგომარეობით.

რეგიონული თვალსაზრისით პერმანენტულად მძიმე სიტუაცია და დესტაბილიზაციის მუდმივი საფრთხე ზერთული ამოცანების წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სექტორს.

თუმცა პერსპექტივებზე მსჯელობამდე აუცილებელია არსებული ვითარების ანალიზი. რისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ავტორიტეტულ გამოკვლევებს, რადგან საინვესტიციო ბაზარი მარკეტინგული თვალსაზრისით პროფესიული მოთხოვნის სფეროა და ამ შემთხვევაში მოქმედებს შესაბამისი პრინციპები. ანუ ამ კუთხით საქართველოს პრომოუშენისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია რომელიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული შეფასებები და დასკვნები, ვიდრე საერთაშორისო ტელეარხებზე შეკვეთილი უამრავი რეკლამა თუ გადაცემა. ინვესტორები, როგორც წესი (თუ შავი ფულის გათეთრებასთან არ გვაქვს საქმე და მსგავსი რესურსების მოზიდვა არც არის სასურველი), არიან მაღალი რანგის პროფესიონალი ბიზნესმენები და მათ მოსაზიდად აუცილებელია სწორედ მსგავსი ავტორიტეტული ორგანიზაციების რეკომენდაციები. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე „მძიმეწონოსანია“

მსოფლიო ბანკი. მსოფლიო ბანკის პროექტი Doing Business-ი უკვე მერვე წელია მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას აფასებს ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს არსებობის თვალსაზრისით. შეფასებები სრულდება 10 პარამეტრის მიხედვით ცალ-ცალკე და საბოლოოდ, როგორც კრებსითი შედეგი დგება ამა თუ იმ ქვეყნის რეიტინგი ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით. ქვემოთ მოტანილია ცხრილი, სადაც ნაჩვენებია საქართველოს მიერ დაკავებული ადგილი, როგორც ცალკეული პოზიციების, ასევე საშედეგო მონაცემის მიხედვით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეფასებები არ ითვალისწინებს მხოლოდ ბიზნესის დაწყების პარამეტრს, როგორც დღეს ქართულ საექსპერტო სივრცეში ხშირად ისმის, ეს საკითხი მხოლოდ ერთ-ერთია ათ ნომინაციას შორის. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ Doing Business-ის გამოკვლევას გააჩნია ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი, ის სიტუაციას აფასებს უფრო მეტად ფორმალური კუთხით, ანუ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების ანალიზის ფონზე და ჩრდილში რჩება ქვეყნის შიგნით არსებული არაფორმალური ურთიერთობები და ზოგადი პოლიტიკური ვითარება, რაც ზოგჯერ უფრო მეტ გავლენას ახდენს საინვესტიციო გარემოზე, ვიდრე საკანონმდებლო სივრცე.

0x01 graphic

ცხრილი 1

საინვესტიციო კლიმატი საქართველოში Doing Business-ის მიხედვით

პარამეტრების დასახელება

წლები

2010

2009

გაუმჯობესება/
გაუარესება

ბიზნესის დაწყება

5

5

0

სამშენებლო ნებართვის მიღება

7

9

+2

მუშახელის დაქირავება

9

10

+1

საკუთრების რეგისტრაცია

2

2

0

კრედიტის მიღება

30

27

-3

ინვესტორის დაცვა

41

38

-3

საგადასახადო ტვირთი

64

112

+58

საზღვარგარეთთან ვაჭრობის სიადვილე

30

85

+55

კონტაქტის აღსრულება

41

42

+1

ბიზნესიდან გასვლა

95

95

0

ბიზნესის კეთება (კომპლექსური)

11

16

+5

როგორც ვხედავთ, საქართველო, „Doing Business-ის გამოკვლევების თანახმად, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით 2009 წელს მსოფლიოში მე-16 ადგილზე გავიდა, ხოლო 2010 წელს მე-11-ზე. ეს უდავოდ დადებითი ფაქტია და ალბათ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რის გამოც საქართველოში 2008 წლის ორმაგი უმძიმესი კრიზისის შემდეგ (თუმცა, მკვეთრად შემცირებული ტემპებით), მაინც გაგრძელდა უცხოური ინვესტიციების შემოსვლა. აქვე უნდა აღინიშნოს იმ მიმართულებების შესახებაც, სადაც საქართველომ უნდა გამოასწოროს მდგომარეობა. მაგალითად, ჩვენი ქვეყანა ინვესტორების დაცვის თვალსაზრისით 41- ადგილზე გავიდა 2010 წელს. ეს პოზიცია თავისთავად არ არის საგანგაშო და საკმაოდ კარგ მიღწევადაც შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ცუდია დინამიკა, ამ მხრივ 2009 წელთან შედარებით ჩვენ უკან დავიწიეთ სამი ადგილით. ძალიან საგანგაშოა, ბიზნესიდან გასვლის მხრივ საქართველოს მიერ 2009 და 2010 წლებში დაკავებული 95-ე ადგილი. ობივატელს შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ თუ ინვესტორს ხელოვნური და საკანონმდებლო წინაღობების გამოყენებით „არ გავუშვებთ“ ბინზესიდან, ეს დადებითად აისახება ეკონომიკაში კაპიტალის კონცენტრაციაზე, თუმცა ეკონომიკურ წრეებში საყოველთაოდაა აღიარებული, რომ დარგიდან გასვლის ბარიერები თავის მხრივ წარმოადგენს დარგში შესვლის ბარიერებსაც, საიდანაც ინვესტიციების გატანა რთულია, იქ არც შესვლისთვის იკლავენ თავს. ამ კუთხით საჭიროა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რაც გაამარტივებს ბიზნესის დახურვას.

გარდა უშუალოდ საქართველოს მდგომარეობის განხილვისა, სრულყოფილი სურათის წარმოსადგენად, აუცილებელია იმ ქვეყნების მაჩვენებლების ანალიზიც, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო საინტერესოა ჩვენთვის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ერთ ჯგუფში უნდა განვიხილოთ მეტნაკლებად თანაბარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მქონე სახელმწიფოები, რადგან ამ შემთხვევაში დაახლოებით იდენტური იქნება დაგროვების და მოხმარების პროპორციები. მთლიანად „Doing Business-ის მიერ საშუალოზე დაბალი შემოსავლების მიხედვით რანგირებულია 54 ქვეყანა, რომელთა ნაციონალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 1000-4000 აშშ დოლარია. ცხრილ 2-ში კი ჩვენს მიერ წარმოდგენილია საქართველოსა და იმ სახელმწიფოების მიერ დაკავებული ადგილები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, რომლებიც ზემოაღნიშნული ჯგუფის წევრობასთან ერთად გეოგრაფიული მეზობლობის, თუ სხვა მსგავსების მიხედვით საინტერესოა ჩვენი ანალიზისთვის. მაგალითად, ირანის, ერაყის და სირიის მაჩვენებლები ცხრილში მოვახვედრეთ რეგიონული პრინციპით, ხოლო ალბანეთი იმიტომ, რომ საქართველოსთან მსგავსი ზოგიერთი პარამეტრი გააჩნია და ამავე დროს მდებარეობს სტაბილურ რეგიონში. (ჩვენთვის საინტერესო იყო ყოველი ეს ფაქტორი რა გავლენას ახდენს ინვესტიციების მოზიდვაზე).

ცხრილი 2

საინვესტიციო კლიმატი საქართველოსა და ზოგიერთ შესადარ ქვეყანაში „Doing Business“-ის მიხედვით

0x01 graphic

ცხრილის ანალიზი ერთი საინტერესო ფაქტით უნდა დავიწყოთ, - მსოფლიოს იმ 54 ქვეყანას შორის, რომლებიც ნაციონალური შემოსავლების მიხედვით „Doing Business-ის მიერ გაერთიანებულნი არიან ერთ ჯგუფში, ლიდერობს საქართველო, მესამე ადგილზეა სომხეთი, ხოლო მეოთხეზე - აზერბაიჯანი. ეს უდავოდ დადებითი ფაქტია სამხრეთკავკასიის სამივე სახელმწიფოსთვის, რადგან ცალკეული ქვეყნის წარმატება ამ მხრივ მხოლოდ აძლიერებს დანარჩენი ორის პოზიციას. რაც შეეხება ჩვენს დიდ მეზობლებს ირანს, უკრაინას, ერაყს და სირიას, მათი პოზიციები ვერ არის სასურველი ამ მაჩვენებლების მიხედვით, რაც სხვადასხვა მოვლენით უნდა აიხსნას. იმისათვის, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას „Doing Business-ის მიერ შესრულებული ანალიზის ობიექტურობაში და ამავე დროს გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, თუ რამდენად მოქმედებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ამ ორგანიზაციის რეიტინგში დაკავებული პოზიცია, აუცილებელია განვახორციელოთ ზემოაღნიშნული და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მონაცემების ურთიერთანალიზი. ეს უკანასკნელი, როგორც აბსოლუტურ, ასევე ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წარმოდგენილია ცხრილ №3-ში და ცხრილ №4-ში. ამავე დროს ჩვენ აღარ გავაანალიზებთ ირანის, ერაყისა და სირიის მონაცემებს ამ ქვეყნებში შექმნილი პოლიტიკური თუ სამხედრო მდგომარეობის გამო, რაც განსაკუთრებით არახელსაყრელს ხდის იქ ინვესტიციების განხორციელებას.

ცხრილი №3 და ცხრილი №4 მონაცემების ანალიზის დროს რამდენიმე პერიოდის გამოყოფა შეიძლება. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათში ნათლად იკითხება 1998 და 2008 წლების კრიზისების გავლენა. კერძოდ, 1999 და 2009 წლებში, წინა წელთან შედარებით ყველა ქვეყნაში, გარდა ალბანეთისა და 2009 წელს აზერბაიჯანისა მკვეთრად შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. საინტერესოა 1997-2004 წ.წ. პერიოდი, როდესაც ყველა განხილული ქვეყნის მიხედვით, ორივე ცხრილის მაჩვენებლებით უპირობო ლიდერია აზერბაიჯანი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ამ სახელმწიფოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აბსოლუტური მონაცემები. აღნიშნულ პერიოდში ამ მხრივ ის უსწრებდა უკრაინასაც, რომელიც მასზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დაახლოებით 6-ჯერ მრავალრიცხოვანი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანში უცხოური ინვესტიციების, როგორც აბსოლუტური, ასევე ერთ სულ მოსახლეზე არსებული მონაცემები 2006-2007 წლებში უარყოფითი ციფრითაა გამოსახული, ხოლო 2008 წლისთვის კი მაჩვენებლები მეტად მცირეა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ წლებში აზერბაიჯანიდან გავიდა ადრე ინვესტირებული კაპიტალი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს არც ამ ქვეყნის ცუდი ეკონომიკური პოლიტიკის, არც რაიმე კრიზისის ბრალი, პირიქით, ალბათ აზერბაიჯანის ეკონომიკაში გაიზარდა ადგილობრივი ინვესტორების და განსაკუთრებით სახელმწიფო სექტორის აქტივობა, რომლებმაც, როგორც ჩანს, შეიძინეს უცხოური აქტივები. ეს ქვეყანა მძლავრ ეკონომიკურ აღმასვლას განიცდის უკანასკნელ წლებში, რაც ცხადია, ნახშირწყალბადების დიდი მარაგებითაა განპირობებული. აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარის პარიტეტული მსყიდველობითი ძალის მიხედვით 80 მილიარდ დოლარს შეადგენს და იგი უკვე გვევლინება კაპიტალის ექსპორტიორადაც, შესაბამისად, მისი მოთხოვნილება უცხოური ინვესტიციების მიმართ აღარ არის მწვავე. ზემოაღნიშნულის დასტურია თუნდაც ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანმა, ამ ქვეყნის პრეზიდენტის ილხამ ალიევის განცხადების თანახმად, საქართველოს ეკონომიკაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა. ეს, კი, ჩვენს ქვეყანაში განსახილველ პერიოდში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 40 პროცენტია. ცხრილ №3-ის მონაცემებიდან ერთი ფრიად დამაფიქრებელი ტენდენციაც ჩანს. კერძოდ, განხილულ სამ ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობები მკვეთრად - ორჯერ და მეტად იზრდება 2003 წელს 2002 წელთან შედარებით. მაგალითად, საქართველოში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 109 პროცენტით, აზერბაიჯანში - 136 პროცენტით, ხოლო უკრაინაში კი 105 პროცენტით. უკრაინისა და საქართველოსთვის ეს პერიოდია გარდამტეხი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ხოლო აზერბაიჯანში უმაღლესი ზრდის ტემპი დაფიქსირდა 2002 წელს 2001 წელთან შედარებით, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა. ამ სამ ქვეყანაში ზრდის მსგავსი სინქრონული ტემპები გამოწვეულია რეგიონისადმი მსოფლიო პოლიტიკური და საფინანსო წრეების დაინტერესებით (რაშიც ცხადია ენერგორესურსების თემა გადამწყვეტია) და ამავე დროს აღნიშნული სახელმწიფოების სწორი ინტეგრაციული პოლიტიკის გატარებით (მაგალითად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, სუამი, აბრეშუმის გზის პროექტი (ტრასეკა)).

0x01 graphic

უცხოელი ინვესტორების განსაკუთრებული გააქტიურება განსახილველ სახელმწიფოებში აღინიშნება 2004-2007 წ.წ. პერიოდში. აქ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამონაკლისია მხოლოდ აზერბაიჯანი. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ალბანეთში, რომელიც სამხრეთ ევროპის შუაგულში მდებარეობს მოსალოდნელი ზრდა ინვესტიციების თითქოს არ შეინიშნება. თუმცა, სამაგიეროდ, მისი მდებარეობა გადამწყვეტი აღმოჩნდა 2008 წლის კრიზისისგან გამოწვეული რისკების მინიმიზაციის თვალსაზრისით და 2009 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამ ქვეყანაში არათუ არ შემცირდა, არამედ უმნიშვნელოდ გაიზარდა კიდეც. ამ მხრივ ალბანეთი უდავოდ უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე საქართველო, რადგან 2008 წლის მოვლენების მსგავსი კრიზისები ევროპაში არასდროს განვითარდება. სწორედ რუსეთსაქართველოს ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო ის მიზეზები, რის გამოც 2009 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახევრდა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, შექმნილ რთულ ვითარებაში 764 მილიონი დოლარის ინვესტირებაც საკმაოდ დიდ წარმატებად შეიძლება განვიხილოთ.

ცხრილი 3

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აბსოლუტური მაჩვენებლები (ნეტო, მილიონი აშშ დოლარი)

ქვეყნები/
წლები

1997

1998

1999

2000

2001

2002

2003

2004

2005

2006

2007

2008

2009

საქართვ-
ელო

243

265

82

131

110

160

335

492

453

1170

1750
*

1564

764*

აზერბაი-
ჯანი

1115

1023

510

130

227

1392

3285

3556

1680

-584

-
4749

15

473

სომხეთი

52

221

122

104

70

111

121

249

239

453

699

935

777

მოლდავა

79

75

38

127

55

84

74

88

191

233

539

708

86

უკრაინა

623

743

496

595

792

693

1424

1715

7808

5604

9891

10913

4816

ალბანე-
თი

47

45

41

143

207

135

178

341

262

325

662

973

978

*საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები 2007 და 2009 წლებში მნიშვნელოვნად განსხვავდება მსოფლიო ბანკის მაჩვენებლებისაგან, თუმცა, რადგან სხვა ქვეყნების შემთხვევაში ვეყრდნობით ამ უკანასკნელის მონაცემებს საქართველოს შემთხვევაშიც მისით ვისარგებლებთ.

ცხრილი 4

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოსახლეობის ერთ სულზე (ნეტო, აშშ დოლარი)

ქვეყნები/
წლები

1997

1998

1999

2000

2001

2002

2003

2004

2005

2006

2007

2008

2009

საქართვ-
ელო

49,4

54,1

17,1

27,8

23,2

34,8

72,6

109,
3

100,
4

265,
9

397,
7

363,
7

177,
4

აზერბაი-
ჯანი

142,
8

129,
5

63,8

16,2

27,9

169,
8

400,
5

428,
4

200,
0

-
68,7

-
552,
2

1,7

53,8

სომხეთი

16,7

71,2

39,3

33,6

22,5

35,7

39,0

79,7

77,2

146,
2

255,
5

301,
6

250,
1

მოლდავა

18,7

18,0

9,0

31,1

13,6

21,0

18,9

22,5

50,1

61,3

145,
7

191,
0

23,9

უკრაინა

12,4

14,8

10,0

12,1

16,3

14,4

29,8

36,1

165,
8

119,
8

212,
7

235,
7

104,
7

ალბანე-
თი

15,3

14,5

13,3

46,1

66,8

43,5

57,4

110,
0

84,7

104,
8

213,
5

313,
8

315,
4

ქვეყნებში არსებული საინვესტიციო კლიმატის ურთიერთანალიზისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მე-4-ე ცხრილის მაჩვენებლები, რომელშიც მოტანილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ამ მხრივ 2006-2007 წლებში და თვით 2008 წელსაც კი უპირობო ლიდერი იყო საქართველო, თუმცა 2009 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით შემოვიდა 177 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ამ წელს აღნიშნული მონაცემის მიხედვით საუკეთესო იყო ალბანეთი. აქ ხაზგასმით უნდა შევნიშნოთ ერთი დამაფიქრებელი ტენდენცია. გაზრდილი საფრთხის განცდამ, რაც საქართველოს მიმართ 2008 წლის ომის შემდეგ იგრძნობა, შესაძლოა დააფრთხოს ინვესტორები და მათ აირჩიონ ისეთ ქვეყნებში საქმიანობის გაგრძელება, რომლებიც გაცილებით სტაბილურ გარემოში მდებარეობენ. ამ მხრივ ჩვენი უშუალო კონკურენტები არიან ალბანეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, აგრეთვე, ამიერკავკასიის და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები. იმისათვის, რომ ეს მეტოქეობა საქართველომ დაძლიოს, საჭიროა განსაკუთრებით გაზარდოს ეკონომიკური აქტივობა, აგრეთვე უფრო ღია და პროგნოზირებადი გახადოს გატარებული საინვესტიციო პოლიტიკა.

გამოყენებული მასალები:

1.www.geostat.ge
2. www.worldbank.org
3. www.doingbusiness.org
4. https://www.cia.gov/library/publications

SUMMARY

Investment Environment in Georgia

For Georgia the recent period was loaded with different events, which will determine the future of our country for a very long period of time in the future, it concerns economics as well. Attraction of foreign investment is the only chance on development for states with grave economic condition, as capability of funding of the economy at the expense of inner accumulations is minimal. The present work analyses dynamics of the flow of direct investments in Georgia and other countries, interesting for us during the period of 1997-2009. The analysis is implemented in accordance with actual situation in given countries and from the point of view of those indexes concerning simplicity of doing business, which are periodically published by the World Bank in its project „Doing Business“. Years, analyzed in the work are divided into several periods with tendencies common for several countries which are being analyzed; thus, author concludes that economic processes are not implemented independently.

Badri Ramishvili

9 საგარეო ვალი

▲ზევით დაბრუნება


9.1 უმიზნოდ აღებული ვალების სოციალურ-ეკონომიკური არსი და მისი დამანგრეველი შედეგები

▲ზევით დაბრუნება


უკანასკნელი მეოთხედი საუკუნის მანძილზე მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია მზარდი სახელმწიფო ვალის პრობლემისაკენ, ბუნებრივია, სახელმწიფო ვალის პრობლემის განხილვისას ჩნდება კითხვები: რა არის მისი წარმოშობის მიზეზი? რა ფაქტორები უწყობენ ხელს მის ჩამოყალიბებასა და ზრდას? დაძლევადია თუ არა სახელმწიფო ვალის პრობლემა?

0x01 graphic

ეროვნული ვალის ზრდის პრობლემა დღეს ერთნაირად აწუხებთ ეკონომიკურად სუსტ და ძლიერ სახელმწიფოებს. სავალო სიტუაციის დეტალები თითოეულ ქვეყანას რთული და თავისებური აქვს, რადგან მისი ჩამოყალიბების პირობები ყველა მათგანისთვის ინდივიდუალურია. თუმცა, არსებობს საერთო ელემენტი - სახელმწიფო ბიუჯეტის და საგადასახდელო ბალანსის ქრონიკული დეფიციტი, რომელთა გამომწვევი მიზეზების მიხედვით მევალე ქვეყნები შეიძლება სამ კატეგორიად დაიყოს. თითოეულ მათგანში გავაერთიანოთ სახელმწიფოები, რომლებსაც სახელმწიფო ვალის ფორმირების მსგავსი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური წინაპირობები გააჩნია.

პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები, სადაც ბიუჯეტის დეფიციტი ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ამ ქვეყნების მთავრობები თვლიან, რომ უდეფიციტო ბიუჯეტი სულაც არ არის აუცილებელი, მთავარია დაბალანსებული ეკონომიკა და არა ბიუჯეტი. მათი მიზანია სტაბილური ეკონომიკა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი და, შესაბამისად, სახელმწიფო ვალის წარმოშობის პრობლემები, მეორეხარისხოვანია. კერძოდ, წარმოების დაცემის შეჩერების მიზნით, მთავრობა ზრდის ხარჯებს და ამცირებს გადასახადებს, რითაც ხელოვნურად იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს. გადასახადების შემცირება და ხარჯების ზრდა განაპირობებს ერთობლივი მოთხოვნის ზრდას, ხოლო ეს უკანასკნელი სტიმულს აძლევს წარმოების მოცულობის გადიდებას და ამცირებს უმუშევრობას. ასეთია ხელოვნურად გამოწვეული ბიუჯეტის დეფიციტის ზემოქმედება ეკონომიკაზე ახლო პერსპექტივაში.

მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან განვითარებადი (ე.წ. მესამე სამყაროს) ქვეყნები, რომელშიც ერთიანდებიან აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის სახელმწიფოები. უმეტესი მათგანი დასავლეთ ევროპის ქვეყნების კოლონიებს წარმოადგენდნენ და ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოი პოვეს დამოუკიდებლობა. მათ არ გააჩნდათ ინდივიდუალური ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურები, ამიტომ გათავისუფლების შემდეგ ისინი უფრო მეტად ამ სტრუქტურების შექმნით აღმოჩნდნენ დაკავებულები, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დაჩქარებით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მესამე სამყაროს სახელმწიფოები ნაკლებად ფლობდნენ თანამედროვე წარმოებისთვის აუცილებელ ძირითად ფაქტორებს - კაპიტალს და კვალიფიციურ მუშა ხელს, რის გამოც თითქმის ყველა მათგანმა ორიენტაცია სოფლის მეურნეობაზე აიღო. აგრარულ სექტორში სამუშაო ძალის ასეთი კონცენტრაცია სიღარიბით აიხსნება. ამ ქვეყნებში უცხოური ვალუტის შემოსვლის ძირითად წყაროს სოფლის მეურნეობის დარგში შექმნილი პირველადი პროდუქციის ექსპორტი წარმოადგენს (გარდა ნავთობის მომპოვებელი და ექსპორტიორი რამდენიმე სახელმწიფოსი), მაშინ როცა ისინი ენერგომატარებლების, ძვირადღირებული ტექნიკისა და მომსახურების ფართომასშტაბიან იმპორტს ეწევიან. ეს ფაქტი განაპირობებს საგადასახდელო ბალანსის ქრონიკულ დეფიციტს. მწვავე დისბალანსს განიცდის მათი სახელმწიფო ბიუჯეტიც, რადგან ექსპორტი ვერ უზრუნველყოფს იმპორტის ხარჯების დაფარვას. ასეთ სიტუაციაშიც მთავრობები მოსახლეობის მხარდაჭერის და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ხშირად ატარებენ პოპულისტურ პოლიტიკას მსხვილი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, თუნდაც ამის საშუალებას არ იძლეოდეს ბიუჯეტი.

0x01 graphic

მესამე კატეგორიას მიეკუთვნებიან ე.წ. ყოფილი სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოები, რომელშიც ერთიანდებიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. 1989 წლამდე ამ ქვეყნებში გაბატონებული იყო ეკონომიკური სისტემა, სადაც გადაწყვეტილებებს წარმოებასა და დასაქმებაზე მთავრობები ღებულობდნენ. ეკონომიკური სიძნელეების მიზეზები რთული და მრავალფეროვანი იყო - ტრადიციული სავაჭრო კავშირების მოშლამ შესაბამისად ძველი სავაჭრო კავშირების მოშლა, ექსპორტის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, როცა იმავდროულად იმპორტზე მოთხოვნილება სულ უფრო იზრდებოდა. სავაჭრო კავშირების მოშლასთან ერთად გაჩნდა ფულის მიმოქცევასთან და სავალუტო ურთიერთობებთან დაკავშირებული ახალი პრობლემები, რამაც თავი განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში იჩინა. შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა კრიზისებმა დამოუკიდებელი ქვეყნების მთავრობები მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამების გატარების აუცილებლობის წინაშე დააყენა. აღნიშნულ სტაბილიზაციის პროგრამებს დიდი მოცულობის ფინანსური რესურსები სჭირდებათ. გარდაქმნის პროცესში ყოფილ სოციალისტური ქვეყნებს დიდი მოცულობის საგარეო ვალი დაუგროვდათ, რასაც ემატებოდა კომუნისტური რეჟიმიდან მემკვიდრეობით მიღებული საგარეო და საშინაო ვალიც. თუმცა რუსეთმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა საბჭოთა კავშირის თითქმის მთელ საგარეო ვალზე. დანარჩენი რესპუბლიკების კუთვნილი ოქრო-სავალუტო რეზერვების სანაცვლოდ, მაგრამ თავის მოქალაქეების და იურიდიული პირების მიმართ ყველა რესპუბლიკამ თვითონ იკისრა პასუხისმგებლობა. აღნიშნულ ქვეყნებში ჯერჯერობით სახეზეა დიდი სახელმწიფო ვალი, მისი მოხმარების შედეგი კი საკმაოდ ბუნდოვანია თითქმის ყველა ქვეყანაში.

თუ რატომ იღებენ საგარეო ვალს განვითარებადი ქვეყნები ცხადია, მაგრამ საინტერესოა, რატომ გასცემენ კრედიტებს განვითარებული ქვეყნები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ერთობ საეჭვო მევალეებზე? ძირითადად ამის სამი მიზეზი არსებობს:

1. წმინდა ეკონომიკური. განვითარებადი ქვეყნების მთავრობები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელობა თვლიან, რომ უცხოური დახმარებები არის ძირითადი და გადამწყვეტი განვითარების პროცესში და მათ მოჰყავთ ტაივანის, ისრაელის და სამხრეთ კორეის მაგალითები. თუმცა, ეს მათი სტრუქტურული მოსაზრებაა, რადგან უცხოური დახმარებების წარუმატებელი გამოყენების არაერთი მაგალითი არსებობს. უფრო გონივრული იქნება ვიფიქროთ, რომ, განვითარებულ ქვეყნებში გროვდება ჭარბი კაპიტალი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება უფრო დიდი მოგების მიღება განვითარებად ქვეყნებზე სესხის გაცემის გზით, ვიდრე ეს შეიძლება საკუთარ ტერიტორიაზე მომხდარიყო.

2. პოლიტიკური. ხშირად უცხოეთის მთავრობები განვითარებადი ქვეყნების მთავრობებს სესხს აძლევენ პოლიტიკური მხარდაჭერის, არსებული ხელისუფლების შენარჩუნებისა და ოპოზიციასთან ბრძოლის მიზნით, რათა გაიმაგრონ ამა თუ იმ ქვეყანაში თავიანთი სტრატეგიული სამხედრო თუ ეკონომიკური პოზიციები.

3.მორალური. მორალურ დახმარებაში იგულისხმება მდიდარი ქვეყნების მიერ ღარიბი სახელმწიფოების დახმარება ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის იმ ექსპლუატაციის სანაცვლოდ, რომელსაც ისინი უწევდნენ მათ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. თუმცა, ეს არგუმენტი ერთობ საეჭვოდ ჟღერს.

საქართველოს საგარეო ვალის გიგანტური მაშტაბები არსებული ეკონომიკური კავშირების მოშლის, ექსპორტის შემცირების და იმპორტის გადიდების, საგადასახადელო ბალანსის უარყოფითი სალდოს, აგრეთვე სავალუტო რეზერვებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის საგარეო სესხებით დაფინასების გზით შევსების შედეგია.

საქართველოს საგარეო ვალი 2010 წლის 31 მარტის მონცემებით 6 160 993 000 ლარია. ყველაზე მეტი ვალი ქვეყანას მსოფლიო ბანკისა და სსფ-ის მიმართ აქვს. სახელმწიფო ვალის მომსახურების სირთულეები იმითაა განპირობებული, რომ ხელისუფლება ვალებს იღებდა ისე, რომ არ ხორციელდებოდა ამ სესხების მიზნობრიობის წინასწარ შესწავლა, თანაც დაწესებული არ იყო კონტროლი მათ ხარჯვასა და დაბრუნებაზე.

ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის მიერ 2009 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალის დასაფარად 2010 წელს 95 მლნ აშშ დოლარი, 2011 წელს 121 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2013 წელს 771 მლნ აშშ დოლარია საჭირო. ეს რაც შეეხება ძირითად თანხას, რომელსაც დაემატება ვალის მომსახურებისთვის აუცილებელი პროცენტები. თუ გადავხედავთ საქართველოს სახელმწიფო ვალების სტრუქტურას და დინამიკას, შევნიშნავთ, რომ სიტუაცია არასახარბიელოა და არ შეინიშნება სახელმწიფო ვალის შემცირების ტენდენცია.

აუცილებელია, ქვეყნის ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ვალის მოზიდვასთან, მომსახურებასა და დაფარვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე კონტროლისა და ზედამხედველობის გამკაცრება. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ვალის სიდიდის ზრდა შეიცავს საფრთხეს ქვეყნის როგორც ფინანსური, ასევე ზოგადად ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.

მზევინარ ნოზაძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

РЕЗЮМЕ

Внимание мирового сообщества эа последние чертвреть века привлекает проблема увеличения государственного долга проблемой роста национального долга в ностоящее время одинаково обеспакоет как слабые так и силные государства. Долговые делали ситуаций у отделных государств сложные, но имеют свои особенности, т.к. условия их вознекновения для каждой страны индивидуальны. Несмотря на эо существуют общие элемены - государственный бюджет и хронический дефицит в платежном балансе. Государство, имеющие долговые обязательства, можно рапределить на три катгории.

В первой категории относятся экономически силные страны, где дефицит бюджета представляет собой результат здаровой экономической политики. Во - второй категории относятся развивающиеся страны (так называемые страны третьего мира), где обединёны страны Азии, Африки и Латинской Америки. К - третьей категории относятся т. н. Государства социалистического лагеря, которые в конце 20 века перешли на принципы рыночной экономики.

Если посмотрим на динамику и структуру государственного долга Грузии, заметим, что ситуация не из благоприятных. Страна имеет долг по отношению к мировому банку и МВФ. Необходимо усовершенствовать государственный контроль над своевременным покрытием долга. В притивном случае увеличение государственного долга представляет опасность как для финансовой, так и для экономической безопасности страны.

10 დაზღვევა

▲ზევით დაბრუნება


10.1 თაღლითობა სადაზღვევო ბიზნესში

▲ზევით დაბრუნება


სადაზღვევო ბიზნესის განვითარება მონაწილე მხარეების ურთიერთვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული. კანონმდებლობითა და სადაზღვევო კომპანიების მიერ განსაზღვრული პირობების დარღვევა სერიოზულ პრობლემას უქმნის სადაზღვევო ბიზნესს და ასევე, უარყოფითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

სადაზღვევო ბიზნესის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. მისი, როგორც ყველა სხვა სფეროს წინსვლა წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის მასშტაბებით განისაზღვრება. სადაზღვევო ბიზნესი სპეციფიკური პროდუქტის მიმწოდებელია მომხმარებელზე. ამდენად, მისი დამკვიდრება და შემდგომი დახვეწა უფრო მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

საქართველოს სადაზღვევო ბაზარი, მიუხედავად მისი შედეგებისა, ფეხადგმის პროცესშია. თანამედროვე პირობებში, სადაზღვევო ბაზრის სრულყოფისთვის მნიშვნელოვანი როლი, მარკეტინგული მეთოდების გამოყენებასთან ერთად, სადაზღვევო კულტურის ჩამოყალიბებას ეკისრება. მარკეტინგული მეთოდების გამოყენებით დადგინდება სადაზღვევო პროდუქტის რეალიზაციის პრობლემები, რომლებიც შეიძლება დაიყოს სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიების დონეზე გადასაწყვეტ პრობლემებად. სახელმწიფო დონეზე გადასაწყვეტი პრობლემებია: მოსახლეობის უმუშევრობის დონის შემცირება, სამომხმარებლო კალათაში აუცილებელი სადაზღვევო პროდუქტის შეტანა და შესაბამისი ხელფასით უზრუნველყოფა. აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა ორმაგ ეფექტს იძლევა: პირველი მიიღწევა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და მეორე, განვითარდება სადაზღვევო ბიზნესი, რომელიც დადებითად აისახება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტზე, ასევე, მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის შენარჩუნებაზე. მართალია, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გაიაზრა, რომ მათ გარშემო უამრავი რისკი არსებობს და მისგან დაცვა მხოლოდ დაზღვევითაა შესაძლებელი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯერ კიდევ დაბალია აქტიურობა.

სადაზღვევო აქტიურობის დაბალი დონე მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. კერძოდ: შემოსავლის დაბალი დონე; სადაზღვევო დაცვისგან მიღებული სიკეთის გაუთვითცნობიერება; სადაზღვევო კომპანიებსადმი უნდობლობა; სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას აუნაზღაურებლობის მცდელობა კომპანიის მხრიდან, ანუ .. თაღლითობა.

0x01 graphic

აქ ჩვენ ძირითადად სადაზღევევო თაღლითობის იმ ელემენტებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელსაც სამწუხაროდ, ადგილი აქვს როგორც მზღვეველების, ასევე დამზღვევების მხრიდანაც.

დაზღვევის განვითარებას თან ახლავს დანაშაულების ზრდა ბიზნესის ამ სფეროში. სადაზღვევო ურთიერთობებში მონაწილე ორივე მხარემ უნდა გაათვითცნობიეროს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-ვალდებულებების დარღვევა დასჯადია. ამავე დროს, თაღლითობები ქმნიან სერიოზულ პრობლემებს, როგორც ცალკეული სადაზღვევო კომპანიებისათვის, ასევე მთლიანად სახელმწიფოსთვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 808-819-ე მუხლებში ჩამოყალიბებულია სადაზღვევო ურთიერთობებში მონაწილე მხარეთა ვალდებულებები, რომელთა შორის ზოგიერთი მათგანი ხშირად ხდება თაღლითობის ობიექტი. მაგალითად:

მუხლი 802 - სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)

1. მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა - პოლისი).

2. სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს:

. ხელშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს);

. დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას;

. სადაზღვევო რისკის განსაზღვრას;

. დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას;

. სადაზღვევო თანხის ოდენობას;

. სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.

3. თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით აუცილებელია მონაცემები მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების განაწილების პირობების შესახებ;

მუხლი 814 - სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულება

1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს.

2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა,რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.

3. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.

4. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.

მუხლი 821 - ზიანის ანაზღაურების ფარგლები

მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

მუხლი 826 - სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა

მზღვეველი არ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულებას.

0x01 graphic

მუხლი 828 - ორმაგი დაზღვევის ბათილობა

თუ დამზღვევმა გააფორმა ორმაგი დაზღვევა მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების მიზნით, მაშინ თითოეული ხელშეკრულება, რომელიც ამ მიზნით არის დადებული, ჩაითვლება ბათილად.

მუხლი 829 - დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას

მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

მუხლი 830 - მზღვევლის მითითების შესრულების მოვალეობა

1. დამზღვევი მოვალეა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და ამასთან დაკავშირებით შეასრულოს მზღვეველის მითითებები. 2. მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს ის ხარჯები, რომლებიც მისი მითითებით იქნა გაღებული.

როგორც 802-ე მუხლიდან ჩანს, დაზღვევის პოლისი უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას დაზღვევის რისკის შესახებ და პოლისის ფასს. ხელშეკრულების დადების მომენტში არაკეთილსინდისიერ აგენტს შეუძლია კლიენტთან ერთად შეავსოს პოლისი უტყუარი ინფორმაციით მხოლოდ მასზე გადასაცემად, ხოლო სადაზღვევო კომპანიისთვის წარსადგენი ხელშეკრულების ასლის შესახებ ახსნის, რომ მას აქვს ყველა ინფორმაცია და კლიენტის გარეშე შეავსებს. აქ თითქოს არაფერია საგანგაშო, მაგრამ როდესაც ფორმდება ავტოტრანსპორტის დაზღვევა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავტომანქანის ძრავის სიმძლავრეს, ექსპლოატაციის ტერიტორიას, რომელთა მიხედვით დაანგარიშდება დაზღვევის პრემია. აგენტი კომპანიისთვის წარსადგენ პოლისში შეიტანს ისეთ მონაცემებს, რომელიც შეამცირებს დაზღვევის პრემიის სიდიდეს და გადახდილ პრემიასა და კომპანიის კუთვნილ პრემიას შორის სხვაობას თვითონ დაიტოვებს. ამ თაღლითობის გაგება დამზღვევს არ შეუძლია მანამ, სანამ არ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და სადაზღვევო ანაზღაურება მცდარი ინფორმაციის საფუძველზე დაუანგარიშდება, მაგრამ ამ მომენტისთვის შეიძლება აგენტი, რომელთანაც გააფორმა ხელშეკრულება ძალიან შორს აღმოჩნდეს. ამ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით დამზღვევმა აგენტს უნდა მოსთხოვოს პოლისის ორივე პირის ადგილზე გაფორმება და კარგად გაეცნოს რას აწერს ხელს.

0x01 graphic

პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების გაფორმებას აგენტი სხვა ანალოგიურ კომპანიების კლიენტებს სთავაზობს, მიმართვას სახელით და თავს აცნობს რომელიღაც სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლად. გამომდინარე იქედან, რომ კანონით აკრძალულია დამზღვევის ხელშეკრულების კომერციული საიდუმლოების გაცემა (საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ, მუხლი 29) გამორიცხულია კლიენტი კომპანიამ გადასცეს სხვა კომპანიას. კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელების ყველაზე მარტივი ხერხია აგენტის გადასვლა სხვა კომპანიაში. ასეთ შემთხვევაში აგენტს შეუძლია გაიყოლოს კლიენტთა ბაზის ნაწილი. ასე ხდება, როცა ახალ სამუშაო ადგილს სადაზღვევო კომპანიები აგენტებს სთავაზობენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოიზიდავენ ძველი კომპანიის კლიენტების ნაწილს. კლიენტს შეუძლია დაეთანხმოს უცნობ აგენტს ან არ დაეთანხმოს, მაგრამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა აგენტს დაესვას შემდეგი კითხვები:

1. მთავარი ოფისის მისამართი და ტელეფონის ნომერი;

2. კომპანიაში მუშაობის ლიცენზიის ასლი;

3. სადაზღვევო ოპერაციის წარმოებაზე აგენტის მოწმობა ან მინდობილობა გაცემული დასახელებული კომპანიიის მიერ.

დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას აუცილებელია კომპანიის ყველა თანამშრომლის: აგენტის, ექსპერტის, აქტუარის, უსაფრთხოების სამსახურის პროფესიული, ერთობლივი მუშაობა. ეს დაკავშირებულია ქონების სწორ შეფასებასთან. რისკის ხარისხის დადგენასთან, დაზღვევის პრემიის გამოთვლასთან. ამიტომ კომპანიებმა კადრებით დაკომპლექტებისას მათ პროფესიონალიზმზე უნდა გააკეთონ აქცენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოუცდელი, დაბალკვალიფიცირებული თანამშრომელი ადვილად მოექცევა თაღლითების გავლენის ქვეშ.

სადაზღვევო ბაზარზე ჩადენილი დანაშაულები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

  • დაზღვევის თანხაზე მეტი ანაზღაურების მიღება;

  • სადაზღვევო შემთხვევის ფალსიფიკაციით უკანონო ანაზღაურების მიღება;

  • არაკანონიერი გზით სადაზღვევო ანაზღაურების სიდიდის გაზრდა;

  • რისკის გადიდების შემთხვევაში ინფორმაციის დამალვა.

სამოქალაქო კოდექსის 821-ე მუხლის მიხედვით: მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. ამ მუხლის დარღვევის მცდელობას უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს ავტომობილების დაზღვევის დროს. დამზღვევი, რომლის მიზანია მოტყუების ხარჯზე მზღვეველისგან მიიღოს დიდი ანაზღაურება, შესაბამისად, ეცდება ხელშეკრულებაში დააფიქსიროს მაღალი სადაზღვევო თანხა. სადაზღვევო თანხის სიდიდე პირდაპირ კავშირშია ავტომანქანის ღირებულებასთან. ამიტომ, დამზღვევი აყალბებს ინფორმაციას დაზღვევის ობიექტის შესახებ. კერძოდ: „აახლებს“ ავტომანქანას, ცვლის გამოშვების თარიღს სხვადასხვა გზებით, ამაღლებს კლასს და ა.შ. შეცვლილი მონაცემებით, ქონება ფასდება მაღალ ფასად და შესაბამისად, სადაზღვევო თანხის სიდიდე მაღლდება. თაღლითობის მთავარი ნაწილი იწყება ხელშეკრულების დადების შემდეგ. დამზღვევი ახდენს მანქანის მოპარვის, ხანძრის გაჩენის ინსცენირებას, და ა.შ. ყოველივე ამის შემდეგ სადაზღვევო კომპანია გადაიხდის სადაზღვევო ანაზღაურებას, ხოლო ავტომანქანა გაიყიდება ნაწილებად.

დაზღვევის თანხაზე მეტი ანაზღაურების მიღება - ამ დარღვევას ადგილი აქვს, როდესაც დამზღვევი ქონებას დააზღვევს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიაში და საერთო სადაზღვევო თანხა აჭარბებს ქონების სადაზღვევო ღირებულებას. 828-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევმა გააფორმა ორმაგი დაზღვევა მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების მიზნით, მაშინ თითოეული ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილად. მაგრამ ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია მზღვეველისთვის ცნობილი ხდება მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. კანონი ითვალისწინებს დამზღვევის ვალდებულებას მიაწოდოს ინფორმაცია მორიგ სადაზღვევო კომპანიას არსებული დაზღვევის შესახებ, მაგრამ დამზღვევი შეგნებულად არ მიაწოდებს ინფორმაციას დაზღვევაში მონაწილე კომპანიებს და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მათგან მოითხოვს სადაზღვევო თანხის ფარგლებში ზარალის ანაზღაურებას და ცდილობს მზღვეველი კომპანია დაადანაშაულოს ბუნდოვანი ინფორმაციის მიწოდებაში.

0x01 graphic

ზოგიერთ შემთხვევაში დამზღვევი მზღვეველს არ აწოდებს ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დაზღვევის რისკის შეფასებისთვის, მაგალითად, დაზღვეული ფასეულობების შენახვის პირობებზე. ამის შედეგად, გამოთვლილი დაზღვევის ტარიფი შემცირებულია, რაც გავლენას ახდენს დაზღვევის პრემიის სიდიდეზე. ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა უამრავი სახის თაღლითობები მთელი მსოფლიოს მზღვეველებისთვის სერიოზულ პრობლემაა.

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, გაცხადებული სადაზღვევო შემთხვევების 14%25 არის თაღლითობის მსხვერპლი, ხოლო თაღლითობათა 35%25 მოდის ავტოტრანსპორტის დაზღვევაზე. ასევე თაღლითობები დამახასიათებელია ტვირთის გადამზიდავი დამზღვევებისთვის, გამომდინარე იქედან, რომ დაზღვევის ობიექტი მიეკუთვნება გადასაადგილებელ მატერიალურ ფასეულობას და მასზე კონტროლი გართულებულია თვით დაზღვევის ობიექტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.

საქართველოს სადაზღვევო ბაზარი, მართალია, არ არის თაღლითობის დიდი საშიშროების წინაშე, თუმცა ფაქტები დაფიქსირებულია. თაღლითობის ნებისმიერი შემთხვევა აგენტის მხრიდან, ისედაც ჩამოუყალიბებელ სადაზღვევო კულტურას დიდ ზიანს მიაყენებს. ყველა პრობლემას აქვს წარმოშობის მიზეზი. ამიტომ ლოგიკურია კითხვა: რომელი უფრო ადრე წარმოიშვა: თაღლითობა თუ სადაზღვევო კომპანიის მიმართ დამზღვევთა უკმაყოფილება. ჩვენის აზრით, თუ სადაზღვვეო კომპანიის მხრიდან არ იქნება მცდელობა კანონით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევაზე, თაღლითთა რაოდენობა შემცირდება. შეიძლება ითქვას, რომ თაღლითობასა და დამზღვევთა უკმაყოფილებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის, მაგრამ წესიერი კლიენტის უკმაყოფილება საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განაწყობს ე.წ. „სამაგიეროს“ გადახდისკენ, რაც აისახება სხვადასხვა სახით სადაზღვევო შემთხვევების ინსცენირებაში. საზოგადოება უნდა გათვითცნობიერდეს სადაზღვევო დაცვის აუცილებლობასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთვალდებულებების შესრულების მოთხოვნებში. ეს კონკურენტულ სადაზღვევო ბაზარზე მინიმუმამდე დაიყვანს თაღლითობას სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, მაგრამ დამზღვევებიდან მოსალოდნელი თაღლითობების ფართო წრე სადაზღვევო კომპანიებისთვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს. ნებისმიერი სახით ჩადენილი თაღლითობა კომპანიისთვის უნდა ჩაითვალოს, როგორც ფინანსური დანაკარგების მიღების რისკი. ამიტომ რისკის თეორიის მიხედვით ერთმანეთს უნდა შეედაროს რისკის რეალიზაციისგან მიყენებული ზარალი და მისგან დაცვის ხარჯი. დადებითი შედეგის მიღება გულისხმობს, რომ სადაზღვევო კომპანიებმა უნდა მიიღონ ზომები რისკების შემცირებისთვის.

იმისთვის, რომ შემცირდეს რისკები, ვფიქრობთ, უნდა გატარდეს:

ღონისძიებები ხელშეკრულების დადებამდე

1. ქონების ღირებულების ხელოვნურად გადიდების თავიდან ასაცილებლად ექსპერტთა მიერ შეფასდეს ქონება და გამოყენებული იქნას აგრეთვე ფოტოგრაფირება, რათა სადაზღვევეო შემთხვევის დადგომისას დამზღვევის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში გამოირიცხოს დამატებული ფასეულობების დაზიანების ცრუ ინფორმაცია;

2. დამზღვევი მაქსიმალურად უნდა გაერკვეს როგორც უფლება-ვალდებულებებში, ასევე თაღლითობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების არსში;

3. აუცილებელ მოთხოვნად ჩაითვალოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე სადაზღვევო კომპანიისთვის შეტყობინება, რათა გამოირიცხოს ავარიული სერთიფიკატის გაყალბება.

ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს სადაზღვევო შემთხვევის მოხდენის შემდეგ:

1. სადაზღვევო შემთხვევის მოხდენისთანავე ავარიული კომისიის მისვლა შემთხვევის ადგილზე;

2. ექსპერტთა აღჭურვა აუცილებელი ინსტრუმენტებით სიტუაციის ანალიზისთვის;

3. თაღლითობის აღმოჩენის შემთხვევაში დამზღვევის გადაცემა სამართალდამცავ ორგანოებზე.

აუცილებელია სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლობა თაღლითობების აღმოფხვრის მიმარტულებით, რადგან მისი მასშტაბების ზრდა იწვევს პოტენციური კლიენტების დაკარგვას, აძვირებს სადაზღვევო პროდუქტს და აფერხებს სადაზღვევო ბიზნესის განვითარებას.

ვლადიმერ ღლონტი,
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი

ასიკო ცინცაძე,
ასოცირებული პროფესორი

SUMMARY

Trickery in Insurance Business

Development of insurance is always accompanied with increase of crimes in this sphere of business. Trickery committed by way of any form must be considered, as a risk of getting financial loosing for a company. That's why according to the theory of risks it must be compared with each other, loss caused by realization of risks and expenses protected from them. In the work it is formed measures, which will minimize all forms of crime in the sphere of insurance.

Vladimer Ghlonti, Shota Rustaveli State University Full professor
Asiko Tsintsadze, Associated professor

ლიტერატურა

1. Алгазин А.И. Страховое мошнничество и методы борьбы с ним: учеб. - практ. пособие/А.И. Алгазин, Н.Ф. Галагуза, В.Д. Ларичев. М.: Дело, 2003;

2. საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, 1997 (ცვლილებებითა და დამატებებით);

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, თავი 20, მუხლი 808-819.

11 მარკეტინგული სტრატეგია

▲ზევით დაბრუნება


11.1 მარკეტინგ-მიქსი და გაყიდვების ანტიკრიზისული სტრატეგია

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზემფირა ბობოხიძე,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესორი

ტერმინი მარკეტინგ - მიქს პოპულარული გახდა გასული საუკუნის 60-იან წლებში, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულ ნაშრომებში ჯერ კიდევ 40-იანი წლების ბოლოდან გამოიყენებოდა.

პრაქტიკული პოპულარობის მიზეზი გახდნენ ის მოვლენები, რომლებიც 60-იან წლებში განვითარდნენ: პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნება, მრეწველობის აღორძინება ადრე ჩამორჩენილ ევროპულ ქვეყნებში და იაპონიაში... ასევე, გაიზარდა საფასო სეგმენტების რიცხვი, უფრო შესამჩნევი გახდა შემოსავლების დონის განსხვავება სხვადასხვა ქვეყნებსა და საკუთრივ, ქვეყნების შიგნით რეგიონებს შორის და ა.შ.

ამრიგად, 60-იან წლებში დაიწყო ის პრობლემები, რომელიც თანამედროვე მარკეტინგის წინაშე უფრო მეტი აქტუალობით დღეს დგას, მიუხედავად იმისა, რომ მას აქეთ შეიცვალა მარკეტინგის განხორციელების მეთოდები. მიქს-მარკეტინგის ძველი პრინციპები კი ისევ იმ ფუნდამენტად რჩება, რომელზედაც უნდა დაშენდეს მარკეტინგის თანამედროვე სტრატეგიები.

თავსართი მიქს მას შემდეგ დამკვიდრდა სამეცნიერო ლიტერატურაში, რაც პროფესორმა ნეილ ბორდენმა თავის ერთ-ერთ სტატიაში მარკეტოლოგს ინგრედიენტების მიქსერი უწოდა. ბორდენის აზრით, სტრატეგიაში შემდეგი ინგრედიენტები უნდა შეერიოს: პროდუქტის დაგეგმვა, ფასწარმოქმნა, ბრენდინგი, გასაღების არხები, რეკლამა, შეფუთვა, მომსახურება, შენახვა, ინფორმაციის შეკრება და ანალიზი.

0x01 graphic

1960 წელს, ჯერომ მაკკარტნიმ ეს ინგრედიენტები 4 ძირითად კატეგორიად დაჰყო, რომლებიც დღეს ცნობილია, როგორც 4P: პროდუქტი, ადგილი, ფასი და გასაღება.

ინგრედიენტების ასეთი დაჯგუფება მართლაც აადვილებს ბაზრის ანალიზს და მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვას.

ზოგადი ფორმულა ძალზედ მარტივია: უნდა შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ადამიანების გარკვეულ ჯგუფს სჭირდება, უნდა მიაწოდო იგი იმ ადგილას, სადაც მყიდველები მას ეძებენ, უნდა დაადო ის ფასი, რომელიც მყიდველებს მაქსიმალურად სამართლიანად და მისაღებად მიაჩნიათ, თუმცა ამ მარტივი ფორმულის რეალობაში განხორციელება არც ისე ადვილია. ეს განპირობებულია იმით, რომ პასუხი უნდა გაეცეს უამრავ შეკითხვას, უნდა შემოწმდეს ამ პასუხების რეალობასთან შესაბამისობა, უნდა მოხდეს სამომხმარებლო მოთხოვნების პრეფერენციების პროგნოზირება და ა.შ.

ყოველ ინგრედიენტს თავისი კითხვები უნდა დაესვას და შესაბამისი პასუხებიც უნდა გაეცეს.

0x01 graphic

1. პროდუქტი:

რას ელიან კლიენტები ამ საქონლისგან? რომელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს იგი და ხომ არ შეიძლება, რომ კიდევ დამატებითი სამომხმარებლო თვისება შევძინოთ? ხომ არ შეიცავს ეს პროდუქტი ისეთ ძვირ კომპონენტებს, რომლებსაც მყიდველები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ?

რა ფერი, ფორმა, ზომა და ტექსტურა უნდა ჰქონდეს ამ საქონელს?

რა ლოგოტიპი და სლოგანი შეეფერება მას?

რით განსხვავდება კონკურენტებისგან, რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს მათ მიმართ?

2. ადგილი:

სად ეძებენ მომხარებლები ასეთ პროდუქტს - შერეული საქონლის მაღაზიებში, სპეციალიზირებულში, სუპერმარკეტებში, ბუტიკში, ინტერნეტ-მაღაზიაში თუ კატალოგებში?

რომელია გასაღების უფრო მართებული არხი?

სად უფრო მეტ ყურადღებას მიი პყრობს ეს პროდუქტი? - კატალოგში, ტელე-რეკლამაში, ბანერებზე თუ ინტერნეტ-გზავნილებში?

მსგავს სიტუაციაში როგორ იქცევიან კონკურენტები და რა განსხვავებული მიდგომის მოფიქრება შეიძლება?

3. ფასი

რამდენად ღირებულია თქვენი პროდუქტი მყიდველებისთვის?

მსგავს პროდუქციაზე როგორი ფასებია კონკრეტულ რეგიონში და ეს ფასები არის თუ არა სტაბილური?

რამდენად მგრძნობიარენი არიან კლიენტები ფასის მიმართ? - მცირე ფასდაკლება გამოიწვევს შესყიდვების ბუმს თუ ფასის უმნიშვნელო გაზრდა მაინც არ შეამცირებს გაყიდვების მოცულობას?

როგორია თქვენი პროდუქციის ფასი კონკურენტების ფასებთან მიმართებაში - განსაკუთრებით ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით?

4. გასაღება:

სად და როგორ უნდა მიიტანოთ თქვენი მარკეტინგული გზავნილი მყიდველებამდე?

რა საშუალებებით უნდა მოხდეს ეს? - რეკლამით მას-მედიაში, ბილდ-ბორდებით, საფოსტო გზავნილებით, ფლაერების დარიგებით, PR-აქციებით, თუ ინტერნეტით?

რა დრო და რომელი სეზონი შეეფერება პროდუქციის პოპულარიზაციას?

არის კი სხვა ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოყენება უფრო ეფექტურად შეიძლება?

როგორ ღონისძიებებს ატარებენ კონკურენტები თავიანთი პროდუქციის გასაღების მიზნით, თუ შეიძლება მათგან განსხვავებული და უფრო ეფექტური აქციების მოფიქრება?

აღნიშნული სტრატეგიიის მთავარი პირობაა ის, რომ პასუხები უნდა იყოს რეალისტური. ეს რეალიზმი უნდა ეფუძნებოდეს მყიდველების მოლოდინებს და არა თვითონ მწარმოებლების თეორიულ ილუზიებს.

წარმატების მისაღწევად, აუცილებელია მყიდველების პრეფერენციების მუდმივი შესწავლა და მარკეტინგულ სტრატეგიაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ეს ცვლილებები განსაკუთრებით საჭიროა კრიზისულ პერიოდში. ამ დროს კლიენტები ცდილობენ, რომ უფრო იაფი და სარგებლიანი საქონლის მოხმარებაზე გადავიდნენ, თუნდაც მათ კრიზისული საფრთხეები არ ემუქრებოდეს. პესიმიზმის და პანიკის საერთო განწყობა იმ მომხმარებლებზედაც კი გადადის, რომლებიც ფასების კრიზისული ზრდის შედეგად მდიდრდებიან.

ასეთ კრიზისულ პერიოდში აუცილებელია აღნიშნული ინგრედიენტების უფრო დახვეწილი, შესაბამისი მიქსირება.

0x01 graphic

ყველაზე ეფექტური მეთოდია - საჩუქრები და ფასდაკლება. ყოველ მათგანს თავისი მომხმარებლები ჰყავს. ზოგს უფასო საჩუქარი იზიდავს, ზოგი კიდევ ფასდაკლებით საზრდოობს. PR-კამპანიის ფარგლებში ორივე კომპონენტის კომბინირებაც კი შეიძლება, მაგრამ მაინც საჩუქარზე კონცენტრირება სჯობს, რადგან ძვირი საჩუქარი ან დიდი ფასდაკლება უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე იაფი საჩუქრის და მცირე ფასდაკლების ჯამი.

ერთი შეხედვით, საჩუქარსა და ფასდაკლებას შორის დიდი სხვაობა არ არის - ორივე შემთხვევაში მოგების ნორმა მცირდება, თუმცა გასათვალისწინებელია ასეთი გარემოება:

პირველ რიგში, საჩუქარი უფრო იაფია, ვიდრე ფასდაკლება, რადგან საქონლის თვითღირებულება გაცილებით ნაკლებია, მის ჩვეულ ფასზე. მომხმარებელი მის გასაყიდ ფასს უფრო აქცევს ყურადღებას (მაგალითად, მაღაზიაში ტელეფონი 100 ლარი ღირს), ვიდრე დამზადების ან შესყიდვის ღირებულებას (ავიწყდება, რომ მაღაზიას იგი 70 ლარი მაინც დაუჯდა).

გარდა ამისა, საჩუქარი სხვა საქონელს ერთვის თან - შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ამ საქონელზე ფასი შენარჩუნდეს. ამრიგად, საჩუქარი ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას უფრო ნაკლები დანაკარგებით, რადგან ფასდაკლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს შთაბეჭდილებას, როდესაც იგი 10%25-ს აღემატება. საჩუქრის ფასი კი 3%25-ის ფარგლებშიც საკმარისია.

არის კიდევ ერთი ნიუანსიც: ეს არის სხვაობა საქონლის აღიარებულ ფასსა და მის რეალურ ღირებულებას შორის.

რეალური ღირებულება - ეს არის საქონლის მატერიალური თვითღირებულება. აღიარებული ფასი კი - მომხმარებლის აზრი იმის შესახებ თუ რამდენი უნდა ღირდეს საქონელი.

ხშირ შემთხვევაში აღიარებული ფასი მნიშვნელოვნად აღემატება თვითღირებულებას. მაგალითად, უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ფრანგული შამპანური ძვირი უნდა ღირდეს, მისი საწარმოო თვითღირებულება კი ისეთივეა, როგორც სხვა შამპანურების.

აღიარებული ფასი დამოკიდებულია შემოსავლების დონეზეც. მდიდარ ქვეყნებში ჭიქა ყავა 5-10 დოლარი ღირს და ეს არავის მიაჩნია მომხმარებლის ძარცვად, რადგან ფასებთან ერთად იქ შემოსავლებიც მაღალია. შესაბამისად, საყავეს თანამშრომლებსაც მეტი ხელფასი უნდა გადაუხადონ, ვიდრე ღატაკ ქვეყანაში - ეს კი ყავის ფასს ზრდის. სინამდვილეში იმ ყავის ღირებულებიდან თანამშრომელთა ხელფასი შეიძლება მხოლოდ 10%25 იყოს.

აღიაებული ფასის გაზრდა უმნიშვნელო აქსესუარებითაც შეიძლება. მაგალითად უთო, რომელსაც სასიგნალო ნათურა აქვს 20-30 დოლარით მეტი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი, ამ ნათურის თვითღირებულება კი 1 დოლარიც არ არის. შესაბამისად, ამ უთოზე ფასი 20%25-ითაც რომ დააკლონ, ან 10 დოლარიანი საჩუქარი დაამატონ - მწარმოებლები წაგებული მაინც არ დარჩებიან.

0x01 graphic

სხვა მაგალითის მოყვანაც შეიძლება: ზოგი რესტორანი კლიენტებს სთავაზობს ოქროს ფოლგით მორთმეულ კერძებს, მაგრამ ამ ფოლგაზე თვითონ ოქრო რამდენიმე მილიგრამიც არაა დახარჯული. ცხადია, მისი თვითღირებულება რამდენიმე დოლარია, მორთმეული კერძის ფასს კი მინიმუმ 50 დოლარით ზრდის.

ასე, რომ შესაფარისი საჩუქრის, ან აქსესუარის დამატებით შეიძლება საქონლის ფასი გაზარდო მომხარებელთა წარმოდგენებში და ისინიც ადვილად გადაიხდიან მათ მიერვე აღიარებულზე უფრო მაღალ ფასს.

მაგალითად, სამედიცინო სფეროში - თუ პაციენტი გადაიხდის ექიმის მომსახურების ფასს, იგი უფასოდ მიიღებს მედიკამენტებს.

მასაჟ-სალონში კლიენტს შეიძლება შესთავაზო უფასო შხაპი - რომელიც ისედაც შედიოდა მომსახურების ფასში.

კომპიუტერების მაღაზიაში - თუ კლიენტი იყიდის მოწყობილობების სრულ პაკეტს - იგი საჩუქრად მიიღებს ანტივირუსის უფასო ინსტალაციას ან სხვა ამდაგვარ მომსახურებას.

ასეთი საჩუქრები საშუალებას იძლევა, რომ გაამართლო ძირითადი საქონლის ან მომსახურების მაღალი ფასი.

ანტიკრიზისული გაყიდვების მომგებიან ადგილას შეიძლება გამოდგეს ასევე სოციალური ქსელები. ინტერნეტის გავრცელების შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილი ვირტუალურ სამყაროში გადასახლდა. ადრე თუ დიასახლისები მაღაზიებში სიარულით ირთობდნენ თავს - დღეს უკვე კომპიუტერთან სხედან და მთელ დღეს ნაცნობებთან მიმოწერაში ატარებენ ან თამაშობენ.

თუ მყიდველი არ მოდის მაღაზიაში, მაშინ მაღაზია უნდა მივიდეს მასთან - .. ვირტუალური სავაჭრო დარბაზები უნდა გაიხსნას სოციალურ ქსელებში. უნდა მოხდეს რეკლამის დაგზავნა ელექტრონული ფოსტით ან პრინციპით გააგებინე მეგობარს.

კომპიუტერული რეკლამა ჯერჯერობით არც ისე ბევრია, რომ მომხმარებლებს თავი მოაბეზროს. ვინც უკვე შევიდა ამ სფეროში, ისინი შთამბეჭდავ შედეგებს ღებულობენ.

კომპანია Dell-მა მხოლოდ სოციალური ქსელების გამოყენებით 3 მილიონი დოლარის პროდუქცია გაყიდა ერთ წელიწადში.

ბლენდერების მწარმოებელმა BlendTech- მა YouTube-ზე მხოლოდ ერთი სარეკლამო გასართობი რგოლით 800%25-ით გაზარდა გაყიდვები.

ერთი უკრაინული ტაქსების კომპანია გამოძახებების 80%25-ს კომპიუტერებიდან ღებულობს. გარდა ამ მაგალითებისა, საკმაოდ ბევრი კომპანიაა ისეთი, რომლებმაც ინტერნეტის საშუალებით მინიმუმ 30%25-ით გაზარდეს გაყიდვები. თუმცა, სოციალურ ქსელებში ოპერირებას განსხვავებული ტი პის მიქსი სჭირდება. პირდაპირი რეკლამა მხოლოდ აღიზიანებს მყიდველებს. ამიტომ, წარმატებული კომპანიები ჯერ კონტაქტებს ამყარებნენ პოტენციურ მყიდველებთან ინტერესჯგუფების, თუ თამაშების საშუალებით და შეთავაზებებს შემდეგ ურთავენ.

ასეთი მიდგომით უფრო ადვილად მოიპოვებენ კლიენტების ნდობას და პატივისცემას.

ასე რომ, ინტერნეტი და ახალი ტექნოლოგიები მარკეტინგის დამიქსვის ახალ შესაძლებლობებს ქმნიან - რაც გამოყენებული უნდა იყოს მაქსიმალური სარგებლიანობით.

SUMMARY

Marketing-Mix and sales anticrisis strategy

The article discusses the modern marketing problems and its solution opportunity, using the strategy based on marketing-mix.

Marketing strategy is presented with four (product, place, price and sale) main ingredients.

According to the author souch grouping of ingredients simplifies the analysis of market and planning marketing strategy. Most anticrises method for sale is proposed presents and sales. The article proves the effectivness of these methods.

Zemfira Boboxidze
Academic Doctor of Economic, professor

12 ექსპერტის კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


12.1 უნდა გაიზარდოს თვითმმართველი ერთეულების ფინანსური დამოუკიდებლობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბორის ჭიჭინაძე
სოხუმის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი

ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მკაცრადაა განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციები, წლის განმავლობაში გასაწევი ხარჯები და შესაბამისი დაფინანსების წყაროები. „მიუხედავად 2008 წელს დაწყებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, დასავლეთის ქვეყნების ცენტრალური ხელისუფლებები სისტემატურად აუმჯობესებენ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების დამოუკიდებლობის ხარისხს, ცენტრალური ხელისუფლებები ადგილობრივ თვითმმართველობებს (სოფლად და ქალაქად) გადასცემენ იმ საკითხების მოგვარების უფლებებს, რომელთა მოგვარებაც ადგილებზე უფრო სწრაფად და ოპერატიულად არის შესაძლებელი. საკითხების მოსაგვარებლად ადგილობრივ თვითმმართველობებს გააჩნიათ თავისი მკაცრად განსაზღვრული ადგილობრივი შემოსავლები, ასევე მათ უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე შემოიღონ ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, სწორედ აღნიშნულის გამოყენებით აყალიბებენ ისინი დამოუკიდებელ ადგილობრივ ბიუჯეტებს.

საინტერესოა რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში. ჩვენთან მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 49- მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისგან, ისე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისგან, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან. ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად მკაცრადაა განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობების ექსკლუზიური უფლებამოსილებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ კანონმდებლობით თვითმმართველობებს ეკისრებათ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომელთა შესრულებაც ფაქტიურად საკანონმდებლო ვაკუუმის გამო შეუძლებელია, კერძოდ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად ადგილობრივი თითმმართველობების უფლებამოსილებაა ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, მაგრამ ამასთანავე არ არის მითითებული თუ რომელი გადასახადების შემოღება შეუძლიათ მათ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კი გადასახადების შემოღება ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, გამომდინარე აქედან გადასახადების შემოღებისა და გაუქმების მხრივ თვითმმართველობები ვერანაირ საკანონმდებლო აქტს ვერ მიიღებენ და აღნიშნული უფლებამოსილება ადგილობრივ თვითმმართველობებს ვერანაირად ვერ ექნებათ. ამავე მუხლის თანახმად ადგილობრივ თვითმმართველობებს ევალებათ ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება, აღნიშნული რეგულირება საქართველოს არცერთ მუნიციპალიტეტში არ ხორციელდება, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, გამოდის რომ თვითმმართველობებს ევალებათ აღნიშნული საკითხის მოგვარება, ხოლო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს. საკითხი უკვე რამოდენიმე წელია, რაც მოგვარებას ითხოვს. ასევე ვერ ხერხდება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გარე ვაჭრობის რეგულირება, საიდანაც ადგილობრივი თვითმმართველობები საკმაო თანხებს კარგავენ, საბოლოო ჯამში კი ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც განუვითარებელი რჩება. ხშირად ადგილობრივ თვითმმართველობებს კანონით დავალებული აქვთ ისეთი საკითხების მართვა, რომელთა მართვის უფლებებსაც ადგილობრივი თვითმმართველობები ფაქტიურად არ ფლობენ (ადგილობრივი ტყის ან ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა). ადგილობრივი თვითმმართველობების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა. აქაც ვალდებულება საკითხის გადაწყვეტის მხრივ ადგილობრივ თვითმმართველობებს ეკისრება, ხოლო შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა კი ცენტრიდან ხდება.

0x01 graphic

ადგილობრივ თვითმმართველობებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის ექსკლუზიური უფლებამოსილებების განმარტებიდან ჩანს, გააჩნიათ დამოუკიდებელი ადგილობრივი ბიუჯეტები, ხოლო რეალურად კი საქმე სხვაგვარადაა: ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები რეგულირდება საგადასახადო კოდექსის, საბიუჯეტო კოდექსის და მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონების შესაბამისად. საქართველოში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტების ერთადერთ შემოსავალს მოქმედი გადასახადებიდან წარმოადგენს ქონების გადასახადი, რომელიც 100%25-ით ირიცხება შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტებში. აღნიშნული გადასახადი თავის თავში მოიცავს ქონების და მიწაზე (სასოფლო და არასასოფლო) ქონების გადასახადს. აღნიშნული გადასახადის გადამხდელები საგადასახადო კოდექსის მიხედვით არიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ აღნიშნული გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.

ბალანსზე რიცხული ქონების შემთხვევაში ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი გამოიანგარიშება ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულებიდან, დასაბეგრი ქონების არაუმეტეს 1%25-ისა. გადასახადს მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან გასული წლის ქონების გადასახადის მიხედვით. 2009 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით ის ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალი (იგულისხმება დასაბეგრი შემოსავალი) არ აღემატება 40000 ლარს, თავისუფალნი არიან ქონების გადასახადის გადასახადისგან, მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე გადასახადისგან. აღნიშნული წესი არ მოქმედებს ისეთ მეწარმე ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც ქონება იჯარით, ქირით ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმით გადაცემული აქვთ სხვა პირებზე. საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით ადგილობრივ თვითმმართველობების შემოსავალს წარმოადგენს ასევე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების, მათ შორის მიწის გაყიდვიდან შემოსავალი - 100%25-ით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოპოვებული ბუნებრივ რესურსებზე გადახდილი მოსაკრებელ - 100%25-ით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების მათ შორის მიწის ქირით, სასყიდლიანი უზუფრუქტით, იჯარით და სხვა ფორმით გადაცემის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი - 100%25-ით, სატენდერო მოსაკრებელი ამოღებული ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სამსახურების მიერ - 100%25-ით, მშენებლობის ნებართვისათვის გადასახდელი მოსაკრებელი - 100%25-ით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 100%25-ით და სხვა საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული შემოსავლები, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში მოსაზიდი მოსაკრებლების ჩამონათვალი ფართოა, ისინი მინიმალურადაც კი ვერ აკმაყოფილებენ ადგილობრივი თვითმმართველობების მოთხოვნილებებს და აზრს კარგავს კანონით გარანტირებული ადგილობრივი ბიუჯეტის დამოუკიდებლობაც. ბიუჯეტის დასაბალანსებლად ცენტრიდან (თბილისი) კი ხდება თანხების გამოყოფა, მაგრამ ეს საქმეს მაინც ვერ შველის.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა ძალიან მწირია, რაც საერთო ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტების დამოუკიდებლობის ხარისხზე ნეგატიურად მოქმედებს. საქართველოს თვითმმართველობების ადგილობრივი ბიუჯეტების ანალიზმა გვიჩვენა, რომ თითქმის ყველა თვითმმართველობაში ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებს (საკრებულო) მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი საწარმოებისათვის დაწესებული აქვთ ქონების გადასახადის შემთხვევაში მაქსიმალური 1%25-იანი ზღვარი, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობები ადგილობრივი და უცხოური ინვენსტიციების მოზიდვის მიზნით არ იყენებენ კანონით მათზე მინიჭებულ უფლებებს, რათა მათ დააწესონ უფრო დაბალი საგადასახადო განაკვეთი ქონების გადასახადით დაბეგვრისას დროს, რომელიც უფრო მეტი ინვენსტიციების შემოდინებას შეუწყობს ხელს და, შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. როგორც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების სტატისტიკურმა დაკვირვებებმა გვიჩვენა ქონების გადასახადიდან მობილიზირებული თანხები შეადგენს ადგილობრივი ბიუჯეტების მთლიანი საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 17-22%25-, რაც საერთო ევროპულ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლის სიმცირისა, თვითმმართველობები მაინც ახერხებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას, რაც ძირითადად ცენტრიდან (თბილისი) შესაბამისი ტრანსფერების გადმორიცხვის გზით ხდება, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერულად დაუსაბუთებელია ტრანსფერის იმ რაოდენობის შესახებ, რომელიც უნდა მიიღოს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა. საბიუჯეტო კოდექსის 74- მუხლის თანახმად ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემათ გათანაბრებითი ტრანსფერი, რომლის გაანგარიშებაში მონაწილეობას ღებულობს ადგილებზე მოსახლეობის რაოდენობა. 6 წლამდე ბავშვების რაოდენობა, 6-დან - 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი (სარეიტინგო ქულა) ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე. საჭიროა აღინიშნოს, რომ ხშირად სტატისტიკის რეგიონალური სამსახურები ვერ ახდენენ მოსახლეობის რაოდენობის დადგენას, ადგილობრივი გზების სიგრძე არ შეესაბამება რეალობას, არ არსებობს მოსწავლეთა რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა, გამომდინარე აქედან ადგილობრივი თვითმმართველობები ვერ ღებულობენ სრულად კანონმდებლობის შესაბამისად მათ კუთვნილ გათანაბრებით ტრანსფერს, რაც ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ფინანსთა სამინისტროს დავის საგანი ხდება, წაგებული კი ადგილობრივი თვითმმართველობები რჩებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად სწორედ გათანაბრებითი ტრანსფერის საშუალებით უნდა მოახდინონ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მათ წინაშე მდგარი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების სწრაფად გადაწყვეტა.ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის გადასაცემ ტრასფერს გამოთანაბრების ფუნქცია აკისრია, ჩვენთან კი საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად 2009 წელს თბილისის ბიუჯეტი თბილისის მოსახლეობისათვის ერთ სულ მოსახლეზე ხარჯავდა დაახლოებით 500 ლარს წელიწადში, მაშინ როცა ანალოგიური მაჩვენებელი იმავე წლისათვის სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში მერყეობდა 100 დან 130 ლარამდე (ანალოგიური მაჩვენებელია თბილისის და სხვა მუნიციპალიტეტების 2010 წლის ბიუჯეტებშიც), სწორედ ასეთი შეუსაბამობები იწვევს შემდგომში ადგილობრივი თვითმმართველობების უკმაყოფილებას, ამცირებს მათი მუშაობის ხარისხს, აფერხებს ადგილობრივი ბიუჯეტის შევსების მიმართულებით ადგილობრივი რეზერვების გამოვლენისკენ სწრაფვას (თანხებს თბილისიდან მაინც გადმოგვირიცხავენ, ასეთი განცდა აქვთ ბევრ თვითმმართველობას), რაც საბოლოოდ ადგილობრივ თვითმმართველობებს ცენტრზე დამოკიდებულს ხდის, ცენტრზე დამოკიდებულება კი უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტაზე.

საჭიროა აღინიშნოს, საბიუჯეტო კოდექსის შესახებ კანონით ადგილობრივ თვითმმართველობებს გარემოს დაბინძურებიდან თითქმის არ ეკუთვნის შემოსავლები, გარემოს დაბინძურების მხრივ რომ საქართველოს 5 რეგიონში მდგომარეობა საგანგაშოა ამას ჩვენი უცხოელი მეგობრები და ასევე გაეროს შესაბამისი სპეციალისტები აღნიშნავენ და შესაბამის რეკომენდაციებსაც გვაძლევენ.

ადგილობრივი თვითმმართველობები ფაქტიურად ვერ ასრულებენ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16-ე მუხლის მიხედვით მათზე დაკისრებულ ვალდებულებას, კერძოდ თვითმმართველობები ვალდებულნი არიან მოახდინონ მუნიციპალიტეტებში გარემოს დაბინძურების მხრივ მოსახლეობისათვის საშიში რისკ ფაქტორების გამოვლენა. კონტროლის არარსებობის გამო კი ქართველი და უცხოელი ინვენსტორები არ ითვალისწინებენ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას გარემოს დაბინძურების მხრივ და საკუთარი შემოსავლების გაზრდის მიზნით ახდენენ ადგილობრივი მოსახლეობის დაბინძურებას, რაც საერთო ჯამში იწვევს ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეების დაავადებას და გარემოს რისკის ქვეშ აყენებს.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცეთ თანხები შესაბამისი ლაბორატორიების შესაძენედ, რათა სისტემატურად განახორციელონ კონტროლი გარემოზე და იმ შემთხვევაში, თუ დაბინძურება გადააჭარბებს დასაშვებ ნორმებს, კომპანიების მიმართ გამოყენებულ იქნას მკაცრი საჯარიმო სანქციები. ადგილობრივ ბიუჯეტში სისტემატურად უნდა შემოდიოდეს გარემოს დაბინძურებიდან შემოსავალი და ადგილობრივ თვითმმართველობებს მკაცრად უნდა ჰქონდეთ კანონით განსაზღვრული, რომ აღნიშნული სფეროდან მიღებული შემოსავლები მოახმაროს გარემოს გაჯანსაღებას, მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევას, ჯანმრთელობისათვის საშიში რისკფაქტორების გამოვლენას და საერთო ჯამში შესაბამის მუნიცი პალიტეტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

რთულად დგას საქმე ადგილობრივ ბიუჯეტში იმ პირებიდან მოსაზიდი თანხების მხრივ, როგორიცაა დამოუკიდებელი: ექიმები, რეპეტიტორები, დამოუკიდებელი ადვოკატები, მანქანების ხელოსნები, შენობის გამქირავებლები და სხვა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო თანხების ამოღება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საგადასახადო ინსპექციების პრეროგატივაა, კარგი იქნება თუ აღნიშნულ სფეროში დასაქმებულ პირებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განესაზღვრებათ (კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ) ყოველთვიური მოსაკრებელი, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხება, ამით აღნიშნული პირები წვლილს შეიტანენ ქვეყნის საფინანსო უშიშროების განმტკიცების საქმეში.

აღსანიშნავია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არსებობს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის შემოწმების ორი ფორმა, ესენია: საფინანსო შემოწმება, რომელსაც ატარებს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოების (საკრებულო) საფინანსო-საბიუჯეტო კომისიები და ასევე არსებობს აუდიტორული შემოწმება. როგორც ანალიზით ირკვევა საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების მხოლოდ 18%25-ში ჩატარდა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულო) საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტების საფინანსო შემოწმება, ხოლო მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ მიმართა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოწმების მეორე ხერხს, ანუ აუდიტორულ შემოწმებას, რომელიც არც თუ პატარა თანხები დაუჯდა შესაბამის მუნიცი პალიტეტებს. აუდიტორულ შემოწმებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს მოწვევით არაუმეტეს ერთხელ წელიწადში ატარებს მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტორი ადგილობრივი ბიუჯეტის აუდიტორული შემოწმების აქტს წარუდგენ საკრებულოს, ხოლო მეორე ეგზემპლარს კი აგზავნის საქართველოს კონტროლის პალატაში. აუდიტორული აქტი საჯაროა და ექვემდებარება გამოქვეყნებას (უმრავლესობა საკრებულოებისა აუდიტორული აქტის საჯაროობას არ იცავს). საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების მიერ აუდიტორებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გადახდილი თანხები ექსპერტული გაანგარიშებით 2 მილიონ ლარამდე აღწევს, აუდიტორული შემოწმების შედეგად მიღებული მარაგი ქმედების კოეფიციენტი კი შესაბამისი თვითმმართველობებისათვის ძალიან დაბალია.

საქართველოში 2009 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მკაცრად იყო განსაზღვრული, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ექსკლუზიური უფლებამოსილებების შესასრულებლად ცენტრიდან (თბილისი) გამოყოფილი გამოთანაბრებითი ტრანსფერის ხარჯვის შემოწმებას ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები არ ახდენდნენ, ამჟამად კი საქმე სულ სხვაგვარადაა, საბიუჯეტო კოდექსის მე-19- მუხლის თანახმად საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის შესრულების და ბიუჯეტის ასიგნების ხარჯვას, ანუ ამით გამოდის, რომ კონტროლის პალატა ფაქტიურად შეამოწმებს ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერის ხარჯვის სისწორესაც, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება თვითმმართველობის საქმიანობას კიდევ უფრო შეაფერხებს და თვითმმართველობის დამოუკიდებლობას ფინანსების ხარჯვის კუთხით ფაქტიურად მოსპობს, რადგან აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით ირღვევა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია, რომლის ძირითადი ფუნდამენტალური პრინცი პია ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გააჩნდეთ დამოუკიდებელი ფინანსები და ცენტრალური ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციაში. თვითმმართველობებს ფაქტიურად ესპობად ფინანსური დამოუკიდებლობა და ისინი ფინანსთა სამინისტროზე დამოკიდებულები ხდებიან.

ადგილობრივ თვითმმართველობებს „საბიუჯეტო კოდექსის“ მე-15 მუხლის თანახმად ფაქტიურად არ გააჩნიათ დამოუკიდებელი საკუთარი ფინანსები. ეხლა ვნახოთ თუ რა ხდება ქონების კუთხით:

2010 წლის მაისის ადგილობრივ არჩევნებამდე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 პრიმა მუხლის თანახმად ადგილობრივ თვითმმართველობების წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულო) უფლებამოსილებებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისა და პრივატიზების სფეროში განეკუთვნებოდა: ) ადგილობრივი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება, ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის მიწის ნორმატიული ფასის დადგენა საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით. ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტი პიური ფორმის დადგენა. ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს (გამგეობა, მერია) უფლებამოსილებებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის და პრივატიზების სფეროში განეკუთვნება: ) მის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ) თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა ან სხვაგვარად განკარგვა. ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ) თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით. ) თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხცორციელება. როგორც ჩამონათვალიდან ჩანს ადგილობრივ თვითმმართველობებს გააჩნდათ მუნიცი პალური ქონების მართვის სფეროში მკაცრად განსაზღვრული ფუნქციები. აღნიშნულ კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, რომელიც ძალაში შევიდა 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, ზემოდაღნიშნული მუხლი ძალადაკარგულად არის გამოცხადებული და ადგილობრივი ქონების პრივატიზების სფეროში ფაქტიურად აღმასრულებელი ორგანოების ფუნქციების შესახებ ცნობილი არ არის და მითითებული არ არის თუ როგორი წესით უნდა იხელმძღვანელონ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მუნიციპალური (საკუთარი) ქონების პრივატიზების კუთხით. აღნიშნული საკანონმდებლო ვაკუუმი უარყოფითად იმოქმედებს ადგილობრივ თვითმმართველობებზე და მათი საკუთარი შემოსავლების სიმწირეს გამოიწვევს.

0x01 graphic

მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ საქართველოს მასშტაბით ზოგიერთი მუნიცი პალიტეტის გამოკლებით თითქმის არ არსებობს მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების გეგმები, პრობლემებია ადგილობრივი ბიუჯეტების დაგეგმვაშიც. არ არის გამოკვეთილი პრიორიტეტები, რომელიც მეცნიერულად იქნება დასაბუთებული. ხშირ შემთხვევაში არ ხდება ბიუჯეტის საკრებულოში დამტკიცებამდე მისი საჯარო განხილვა. ასევე არ ხდება ბიუჯეტის ექსპერტული გაანგარიშება მის მიღებამდე, რათა არ ხდებოდეს ბიუჯეტის ხშირი ცვლილება, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივ თვითმმართველობებზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის და სხვა ევროპული კონვენციების თანახმად (აღნიშნული კონვენციები რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ) ადგილობრივ თვითმმართველობებს, მათ შორის საქართველოშიც, უნდა გააჩნდეთ მყარი ფინანსური დამოუკიდებლობა და საკუთარი ქონება. აღნიშნული კონვენციებით გათვალისწინებული პრინციპებისა და პრაქტიკაში მისი დანერგვის მიზნით საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში საბიუჯეტო კოდექსში და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, რათა მკაცრად გაიმიჯნოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კომპეტენციები, საქმიანობის სახეები და თანხების ხარჯვის ფუნქციები. საჭიროა, რომ ადგილობრივ თვითმმარველობებს გააჩნდეთ როგორც საკუთარი შემოსავლები, ასევე ჰქონდეთ ამ შემოსავლების ხარჯვის სისწორის შემოწმების უფლებაც. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20%25 ოკუპირებულია გარეშე ძალების მიერ, მაინც საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების გაზრდა და ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციების გაზრდის პარალელურად არ უნდა მცირდებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ხარისხი.

მე ღრმად მწამს, რომ ახლადმიღებული კონსტიტუცია წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, რაც საერთო ჯამში ადგილობრივი თვიოთმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.

13 ეკონომიკა ყველასთვის

▲ზევით დაბრუნება


13.1 არც ერთი სახელმწიფო არ შეიძლება იყოს ბაზარზე ბრძენი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რუბრიკას უძღვება საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ჟურნალ ბიზნესი და „კანონმდებლობის“ სამეცნიერო საბჭოს წევრი კოტე აბულაძე

ეკონომიკის სამყაროში მოგზაურობის მორიგი ეტაპი თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი შოტლანდიელის, „ეკონომიკის მამად“ წოდებული ადამ სმიტის სწორედ ამ სიტყვებით მინდა დავიწყო.

ამჯერად ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს კატეგორიას - მოთხოვნასა და მიწოდებას განვიხილავთ. ვიდრე ბაზრის ამ ორ ფენომენზე დავიწყებთ საუბარს, მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება შინაარსობრივ განსხვავებას ტერმინებს შორის მოთხოვნილება და მოთხოვნა. მოთხოვნა უფრო ფსიქო-ემოციურ კატეგორიას შეიძლება მივაკუთნოთ, ვინაიდან იგი მხოლოდ სურვილს გამოხატავს. მოთხოვნილება გადაიქცევა მოთხოვნად მხოლოდ მაშინ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება საქონლის ან მომსახურების შეძენის რეალური შესაძლებლობით - ფულადი რესურსით. ამდენად, მოთხოვნა ეკონომიკური კატეგორიაა. მოთხოვნა ყოველთვის ნაკლებია მოთხოვნილებაზე, ვინაიდან მომხმარებელთა სურვილის შესრულებას ფასი ზღუდავს.

მოთხოვნილებასა და მოთხოვნას ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა გააჩნია, რაშიც მარტივად შეიძლება დავრწმუნდეთ. მოდით, ეკონომიკის შემეცნების პროცესში გავრცელებული ე.წ. დაშვების პრინცი პით ვიხელმძღვანელოთ და შევეცადოთ წარმოვიდგინოთ, თუ რა მოგველის მოთხოვნილებისა და მოთხოვნის არარსებობის პირობებში. პირქუში შედეგი სულ სამი სიტყვით შეიძლება გამოიხატოს - სრული ეკონომიკური კატასტროფა.

ნებისმიერ ბაზარზე ყოველი ადამიანი ადვილად დარწმუნდება, რომ საბაზრო პროცესის არსი საქონლის ყიდვა-გაყიდვაა. აქ მთავარი მოქმედი პირები მყიდველები და გამყიდველები არიან. ამრიგად, ბაზრის კანონზომიერებებში გარკვევა მხოლოდ მათი მისწრაფებების გაცნობიერებითაა შესაძლებელი.

როგორც ვიცით, რომ ეკონომიკური აღწარმოების პროცესში ბაზარი საზოგადოებრივ ურთიერთობათა რთული ეკონომიკური სისტემაა. თანამედროვე ბაზარი რამდენიმე ისეთ პრინცი პზეა აგებული, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავენ მის არსსა და მკვეთრად გამოირჩევიან სხვა ეკონომიკური სისტემებისგან. ეს პრინციპებია: ადამიანების თავისუფლება, სამეწარმეო უნარი და სახელმწიფოს სამართლიანი დამოკიდებულება მათ მიმართ.

მოთხოვნა და მიწოდება საბაზრო მექანიზმის ურთიერთდაკავშირებული ელემენტებია. მოთხოვნა მყიდველთა (მომხმარებელთა) სურვილითა და გადახდისუნარიანობით განისაზღვრება, ხოლო მიწოდება - გამყიდველთა (მწარმოებელთა) მიერ შეთავაზებული საქონლის ერთობლიობით.

საბაზრო ურთიერთობების პირობებში ეკონომიკური საქმიანობის ცენტრი უშუალოდ საწარმოა, სადაც საზოგადოებისთვის საჭირო ყველა პროდუქტი და მომსახურება იქმნება. აქ კვალიფიციური კადრები ცდილობენ მინიმალური დანახარჯებით გადაჭრან რესურსების, მაღალმწარმოებლური ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენების, პროდუქციის რეალიზაციის საკითხები. ამისათვის იქმნება ბიზნეს-გეგმები, მარკეტინგული კომპლექსები, მენეჯმენტის ეფექტიანი სისტემები.

ჟურნალის წინა ნომერში ჩვენ ბაზრის ძირითად ფუნქციებს გავეცანით, მათ შორის ე.წ. სანიტარულს, როდესაც ბუნებრივი შერჩევის შედეგად სუსტი, არაეფექტიანი, ჩამორჩენილი საწარმოები იღუპებიან. ისინი კი, ვინც საქმის ღრმა ცოდნით განსაზღვრავს საბაზრო მოთხოვნასა და აწარმოებს შესაბამის პროდუქციას, ბაზარზე მყარად დამკვიდრდებიან. ამრიგად, საწარმოს ფუნქციონირების მთავარი ამოცანა მოთხოვნის მუდმივი შესწავლა და მის უმნიშვნელო ცვლილებებზეც კი სწრაფი რეაგირებაა (წარმოების მოქნილობა).

მოთხოვნის ეკონომიკური ანალიზი მრავალი საჭირბოროტო პრობლემის გადაჭრის უნივერსალური საშუალებაა. მათ შორისაა ცვალებადი ეკონომიკური პირობების, ეკონომიკური სტიმულების, გადასახადების, სუბსიდიების, საიმპორტო ტარიფების, ქვოტებისა და სამთავრობო გადაწყვეტილებების გავლენა საბაზრო ფასსა და წარმოების ეფექტიანობაზე.

ამრიგად, ბაზრის მდგომარეობას მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა განსაზღვრავს.

მოთხოვნის კანონი და მოთხოვნის მრუდი. ადამიანებს მუდამ სურთ შეიძინონ საქონელი ან მომსახურება. მათი მოთხოვნა, როგორც ეკონომიკური კატეგორია თითქმის ყოველთვის გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება - საქონლის ფასი და საქონელზე მოთხოვნის სიდიდე უკუთანაფარდობაშია ერთმანეთთან. მათ შორის არსებული მყარი და მუდმივად განმეორებადი შინაგანი კავშირი ეკონომიკურ თეორიაში მოთხოვნის კანონის სახითაა ჩამოყალიბებული. მოთხოვნის კანონის დამადასტურებელი ფაქტებია:

ჩვეულებრივ, ადამიანები დაბალ ფასად კონკრეტული საქონლის მეტ რაოდენობას იძენენ, ვიდრე მაღალი ფასის პირობებში.

დროის ნებისმიერ პერიოდში მომხმარებელი შეძენილი პროდუქტის თითოეული მომდევნო ერთეულისგან ნაკლებ კმაყოფილებასა და სარგებლობას ღებულობს, ვიდრე წინა ერთეული მოხმარებისგან. მაგალითად, ზაფხულის პაპანაქება სიცხეში თქვენ გამაგრილებელი სასმელის მეორე ჭიქა ან ბოთლი ნაკლებ კმაყოფილებას განიჭებთ, ვიდრე პირველი, მესამე კიდევ უფრო ნაკლებს, რომ არაფერი ვთქვათ მეოთხესა და მეხუთეზე. ეკონომიკაში ეს მოვლენა ზღვრული სარგებლიანობის კლების ეფექტის სახელწოდებითაა ცნობილი. ვინაიდან მოხმარებისას პროდუქტის ყოველ მომდევნო ერთეულს წინასთან შედარებით ნაკლები კმაყოფილება და სარგებელი მოაქვს, მყიდველები შეიძენენ პროდუქტის დამატებით ერთეულს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ფასი შემცირდება.

ანალიზის უფრო მაღალ დონეზე, მოთხოვნის კანონი ე.წ. შემოსავლისა და ჩანაცვლების ეფექტით შეიძლება აიხსნას. შემოსავლის ეფექტი გულისხმობს, რომ დაბალ ფასად მომხმარებელს შეუძლია კონკრეტული პროდუქტი მეტი რაოდენობით შეიძინოს და ამასთან არ შეზღუდოს ალტერნატიული პროდუქტების შეძენა. ასეთ შემთხვევაში პროდუქტზე ფასის შემცირება ზრდის მომხმარებელთა შემოსავლის მყიდველობითუნარიანობას. უფრო მაღალი ფასი ბუნებრივია საწინააღმდეგო შედეგს იძლევა. ჩანაცვლების ეფექტი კი გულისხმობს, რომ ადამიანს ნაკლებად ღირებული საქონლის შეძენის სტიმული უჩნდება ანალოგიური უფრო ძვირად ღირებული საქონლის მაგიერ. ამრიგად, მომხმარებლებს ძვირი საქონლის უფრო იაფით ჩანაცვლებისკენ მისწრაფება ახასიათებთ. მათზე შემოსავლისა და ჩანაცვლების ეფექტების ჯამური ზეგავლენა დაბალ ფასად უფრო მეტი პროდუქტის შეძენის სურვილსა და შესაძლებლობას განაპირობებს.

უკუდამოკიდებულება პროდუქტის ფასსა და მოთხოვნის სიდიდეს შორის მარტივ გრაფიკზე შეიძლება აისახოს. ამ შემთხვევაში უმჯობესია ეკონომიკურო ტრადიციის მიხედვით ვერტიკალურ ღერძზე ფასი ავსახოთ, ხოლო ჰორიზონტალურზე - მოთხოვნის რაოდენობა. ზოგ შემთხვევაში კი პირიქითაა, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა.

0x01 graphic

მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლება საქონელზე მოთხოვნის რაოდენობა ფასის ცვლილების შესაბამისად. ეს დამოკიდებულება მრუდზე წერტილის გადაადგილებით (ან მრუდის გასწვრივ მოძრაობით) გამოიხატება. იმის გამო, რომ ფასის შემცირება იწვევს მოთხოვნის ზრდას, მოთხოვნის მრუდი კლებადია. გრაფიკის თითოეული წერტილი იმ კონკრეტულ ფასსა და პროდუქტის შესაბამის რაოდენობას გამოხატავს, რომლის შეძენის სურვილი და შესაძლებლობა გააჩნია მყიდველს. იგი თავის ფარგლებში ასახავს ფასისა და მოთხოვნის სიდიდის ყველა შესაძლო ვარიანტს. მრუდის დაღმავალი მიმართულება კი მოთხოვნის კანონის არსს გამოხატავს. გრაფიკი ქმნის ნათელ წარმოდგენას ფასისა და მოთხოვნის სიდიდის დამოკიდებულებაზე და ამასთან იძლევა მათი სხვადასხვა კომბინაციის შერჩევის საშუალებას.

ინდივიდუალური მოთხოვნიდან საბაზროსაკენ. თითქმის ყველა ბაზარი მყიდველთა სიმრავლით გამოირჩევა, რაც საბაზრო მოთხოვნის კატეგორიებით აზროვნებას მოითხოვს. ჩვენი რუბრიკის მკითხველისთვის ეს ჯერ კიდევ უცნობი ტერმინი ინდივიდუალურ მოთხოვნათა ჯამს გამოხატავს.

ინდივიდუალური მოთხოვნის სკალიდან საბაზრო მოთხოვნის სკალაზე გადასვლა ძალზე ადვილია. იგი სხვადასხვა შესაძლო ფასად თითოეული მომხმარებლის მოთხოვნის სიდიდის დაჯამებითაა შესაძლებელი. ამისათვის საკმარისია გრაფიკზე ინდივიდუალური მოთხოვნის მრუდების ჰორიზონტალური შეთავსების შედეგად მთლიანი (საბაზრო) მოთხოვნის მრუდის აგება.

0x01 graphic

მოთხოვნის ცვლილების კანონზომიერებები. ნებისმიერი პროდუქტის შეძენის რაოდენობა მის ფასზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ყიდვის პროცესზე. ეს ე.წ. არაფასისმიერი დეტერმინანტებია: მყიდველთა რაოდენობა, მათი შემოსავალი, გემოვნება, მოლოდინი, ურთიერთდაკავშირებული საქონლის (.. შემცვლელების და შემავსებლების) ფასები.

მომხმარებელთა შემოსავალთან, როგორც მოთხოვნის არაფასისიმიერ დეტერმინანტთან უშუალოდაა დაკავშირებული ორი ცნება: ნორმალური საქონელი და მდარე საქონელი. ნორმალურ საქონელზე, შემოსავლის ზრდასთან ერთად მოთხოვნაც იზრდება. მდარე საქონელზე კი - პირიქით შემოსავლის ზრდის შედეგად მოთხოვნა მცირდება.

ურთიერთდაკავშირებული საქონელი, როგორც მოთხოვნის არაფასისიმიერი დეტერმინანტი ე.წ. შემცვლელებსა და შემავსებლებს გულისხმობს. შემცვლელები - ორი ისეთი საქონელია, რომელთაგან ერთის ფასის ზრდა იწვევს მეორეზე მოთხოვნის ზრდას, შემავსებლები კი - ორი ისეთი საქონელია, რომელთაგან ერთ-ერთის ფასის ზრდა მეორეზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს.

ვინაიდან, არაფასისმიერი დეტერმინანტების ცვლილება იწვევს მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას, მათ აგრეთვე მოთხოვნის ცვლილების ფაქტორებსაც უწოდებენ. თუ მომხმარებლებს აქვთ სურვილი და შესაძლებლობა თითოეულ შესაძლო ფასად საქონლის მეტი რაოდენობა შეიძინონ (რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა გაიზარდა), მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება. ერთერთი (ან რამდენიმე) დეტერმინანტის ცვლილების შედეგად შემცირებული მოთხოვნა კი იმაზე მიუთითებს, რომ თითოეულ შესაძლო ფასად მომხმარებლები საქონლის ნაკლებ რაოდენობას ყიდულობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა შემცირდა და მოთხოვნის მრუდი შესაბამისად მარცხნივ გადაადგილდება.

0x01 graphic

მოთხოვნის არაფასისმიერ დეტერმინანტებს შორის აღსანიშნავია მომხმარებელთა მოლოდინი. თუკი მომავალში ისინი საკუთარი შემოსავლის ზრდას მოელიან, შესაძლოა ნაკლები თანხა დაზოგონ და გაზარდონ დანახარჯი ან პირიქით. ეს კი გაზრდის ან შეამცირებს მოთხოვნას. თუ მათ გააჩნიათ ინფორმაცია მომავალში სასურველ საქონელზე ფასის მოსალოდნელი შემცირების ან გაზრდის შესახებ ისინი შესაბამისად თავს შეიკავებენ საქონლის შეძენაზე ან პირიქით, დააჩქარებენ მის ყიდვას.

უცვლელი ფასის პირობებში ყველა აღნიშნული ფაქტორი გრაფიკზე მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას იწვევს. მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში მრუდი მარჯვნივ, ხოლო შემცირებისას - მარცხნივ გადაადგილდება.

დღეს ჩვენ ორ დიაგრამას გავეცანით. პირველი, სადაც ფასისა და მოთხოვნის რაოდენობის დამოკიდებულებაა ასახული (ნახაზი 1), მოთხოვნის სიდიდის ცვლილებას გამოხატავს, მეორე კი, სადაც უცვლელი ფასის პირობებში მოთხოვნის არაფასისმიერი დეტერმინანტების ცვლილება მრუდის გადაადგილებას იწვევს (ნახაზი 3), მოთხოვნის ცვლილებას ასახავს. ამრიგად, მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება კიდევ ერთ განსხვავებას ტერმინებს შორის, ამჯერად მოთხოვნის სიდიდის ცვლილებისა და მოთხოვნის ცვლილების არაიდენტურობას. მოთხოვნის სიდიდის ცვლილება მოცემულ საქონელზე ფასის შეცვლითაა გამოწვეული, რაც გრაფიკულად მოთხოვნის მრუდზე ერთი წერტილიდან მეორეზე გადაადგილებით აისახება. მოთხოვნის ცვლილება კი განისაზღვრება მოთხოვნის ერთი ან რამდენიმე არაფასისმიერი დეტერმინანტის შეცვლით და გრაფიკულად აისახება მრუდის გადაადგილებით მარჯვნივ (მოთხოვნის ზრდის) ან მარცხნივ (მოთხოვნის შემცირების შედეგად).

იმისათვის, რომ მრუდზე მოძრაობასა და მრუდის გადაადგილებას შორის განსხვავება ადვილად დაიმახსოვროთ, შეგახსენებთ, რომ მრუდზე წერტილი გადაადგილდება ფასის ცვლილებისას, თვით მრუდი კი გადაადგილდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იცვლება მოთხოვნის ის განმსაზღვრელი ფაქტორები, რომელიც გრაფიკის არც ერთ ღერძზე არ არის ასახული.

დღეს ამით ვასრულებთ საუბარს მოთხოვნაზე. შემდეგ ნომერში კი ეკონომიკის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს კატეგორიაზე - მიწოდებაზე ვისაუბრებთ.

0x01 graphic

14 რეცენზია

▲ზევით დაბრუნება


14.1 წარმატებული მეცნიერული ნაშრომი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იაშა მესხია,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

გარდამავალი პერიოდის საქართველოში ზოგადად მეცნიერება კრიზისულ მდგომარეობაშია. რაც შეეეხება კონკრეტულად ეკონომიკურ მეცნიერებას, აქ მდგომარეობა კიდევ უფრო რთულადაა. პოსტკომუნისტური და პოსტსაბჭოური ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ეკონომიკურ მეცნიერებას შავი დღე დაუდგა. გაუქმდა ქვეყანაში ფუნქციონირებადი 10-მდე ეკონომიკური პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გაიყიდა მათი შენობები, დაიშალა მრავალრიცხოვანი მკვლევართა ჯგუფები, მათი დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, ხოლო მცირეოდენმა ნაწილმა კერძო და სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შეაფარა თავი. თითქმის ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში კი პირიქით ხდება, იხსნება ეკონომიკური პროფილის ახალ-ახალი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, მიმდინარეობს არსებულის აღორძინება და განვითარება.

(რეცენზია პროფესორ სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფიაზე.

პრივატიზაციის ფენომენი და პრობლემები საქართველოში, თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009)

დასამალი როდია, რომ სახელმწიფომ დაკარგა მოთხოვნილება მეცნიერულ ეკონომიკურ პროდუქტზე, სიღრმისეულ კვლევებზე, მეცნიერულ ანალიზზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე. ამ უკანასკნელთ ხელისუფლებამ ჩაანაცვლა წვრილ-წვრილი არასამთავრობო ჯგუფები, რომლებშიც ერთიანდებიან მეტწილად არაპროფესიონალები, ზედაპირული მიმოხილვითი გამოკვლევები, რომელთა მთავარი მოტივია ნებისმიერ ფასად საგრანტო დაფინანსების მიღება და არა სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი, თეორიულად და პრაქტიკულად ფასეული მეცნიერული კვლევების ჩატარება.

მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე რეფორმებმა ვერ უზრუნველყო სწავლებისა და მეცნიერების ოპტიმალური შერწყმა. საგანმანათლებლო სისტემაში მეცნიერება არც საბჭოურ პერიოდში გამოირჩეოდა დიდი აქტივობით, მაგრამ დღეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. დაიკარგა ადრინდელი მომთხოვნელობა და პრინცი პულობა სადისერტაციო გამოკვლევებისადმი. ერთი ხელის მოსმით გაუფასურდა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, იმათი დიდი ნაწილი, რომლებიც არც კი ოცნებობდნენ მეცნიერების უმაღლეს ხარისხზე, კანონში ორსტრიქონიანმა ჩანაწერმა ისინი ნამდვილ დოქტორებთან გაათანაბრა. უფრო მეტიც, საგანმანათლებლო სისტემაში დაუსრულებელმა რეფორმებმა მეცნიერული კვლევა უკანა პლანზე გადაწია და გზა გაუხსნა მთარგმნელობით-პლაგიატურ ინდუსტრიას, რომლის შედეგადაც ინტელექტუალური ბაზარი გაივსო დაბალხარისხიანი სახელმძღვანელოებით და ლექტორების დიდი ნაწილი ინდივიდუალურ მეწარმეთა კატეგორიაში აღმოჩნდა.

თუმცა, დღეისათვის ეკონომიკურ მეცნიერებას მაინც შემორჩა თითებზე ჩამოსათვლელი ჭეშმარიტი მკვლევარები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესი მათ მეცნიერულ პროდუქტზე, ისინი ჯიუტად აგრძელებენ თავიანთ შემოქმედებით საქმიანობას და იკვლევენ თანამედროვე ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებს. თუმცა, მათი საბოლოო პროდუქტი იშვიათად გამოიცემა წიგნის სახით, თანაც მცირე ტირაჟით, რადგან მათ სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით სასაქონლო-საბაზრო დანიშნულება არ გააჩნიათ მრავალი მიზეზების გამო და ძირითადად პროფესიონალებს შორის ვრცელდება საჩუქრის ან ისტებლიშმენტის ფორმით.

ამ ტი პის ნაშრომებიდან ამჟამად მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო გასულ წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ, ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფიულ გამოკვლევაზე პრივატიზაციის ფენომენი და პრობლემები საქართველოში, რომელიც, ჩემის აზრით, საქართველოში პრივატიზაციის პრობლემებზე პირველი და ერთადერთი კომპლექსური მეცნიერული გამოკვლევაა.

პრივატიზაცია, ანუ მესაკუთრის შეცვლა პოსტსაბჭოური ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მრავალწახნაგოვანი პრობლემაა. ზოგადად საკუთრება და საკუთრების ფორმის შეცვლა საფუძვლად ედო ახალი ეპოქების ფორმირებას. აგრეთვე ქვეყნებს შორის უამრავ ომებს, და სხვა სახის დაპირისპირებებს, რომელიც დღესაც გრძელდება. საკუთრების ფენომენი ყველაზე ძლიერი სტიმული და მამოძრავებელი ძალა იყო, არის და იქნება მომავალშიც, რადგან მასში დევს ადამიანის ცხოვრების დონისა და ხარისხის მთელი ფილოსოფია. რაც შეეხება პრივატიზაციის ფორმით საკუთრების შეცვლას, იგი სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებაზეა დაფუძნებული და მისი მასობრივი პრაქტიკული განხორციელება, როგორც იშვიათი მოვლენა, ძირეულად ცვლის ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოწყობას. დღევანდელი ჩვენი საზოგადოება ამ ტრანსფორმაციული ძვრების მომსწრე, მეთვალყურე და უშუალო მონაწილეა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას თან მოჰყვა ტრადიციულად ქცეული მრავალწლიანი სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პროცესი. ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი თვალსაჩინო მებრძოლის, მეცნიერის, დი პლომატისა და პოლიტიკური მოღვაწის ბენჟამინ ფრანკლინის საყოველთაოდ ცნობილმა ფრაზამ ჩემი უკეთესია, ვიდრე ჩვენი საზოგადოების სრული მხარდაჭერა ჰპოვა.

თითქმის ორი ათეული წელია საქართველოში პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მას თან ახლავს წინააღმდეგობები, შეცდომები, წარმატებები, გაუგებრობები და სხვა მრავალი თანმდევი პოზიტიური და ნეგატიური მოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ უკან მოიტოვა მასიური პრივატიზაციის პერიოდი, სახელმწიფო ქონების კერძო ხელში გადასვლის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ამიტომაც, საზოგადოებრივი ინტერესი პრივატიზაციის პროცესისადმი ჯერ კიდევ არ განელებულა. სწორედ ამ აქტუალურ პრობლემას, მისი რეტროსპექტული პროცესების სიღრმისეულ ანალიზს, შეფასებას და აქედან გამომდინარე სამომავლო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეძღვნება პროფესორ სოლომონ პავლიაშვილის წიგნი.

0x01 graphic

წიგნის შინაარსიდან აშკარად იგრძნობა ის პოზიტიური ეფექტი, რომელიც შეიძლება თან ახლდეს თეორიისა და პრაქტიკის შერწყმას. მონოგრაფიის ავტორს, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თეორეტიკოს-მკვლევარს და ასევე წლების განმავლობაში ქვეყნის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარ მესაჭეს, ჰქონდა საშუალება მოეპოვებინა, გაეანალიზებინა და განეზოგადებინა მდიდარი ფაქტობრივი მასალა და მოეხარშა იგი თავის თეორიულ ქვაბში. მან კი უთუოდ დიდად შეუწყო ხელი მეცნიერული კვლევის წარმატებულობას.

ავტორი კვლევას იწყებს საკუთრებითი ურთიერთობათა ტრანსფორმაციის თეორიული საფუძვლების შემოქმედებითი გააზრებით, აყალიბებს ამ ურთიერთობათა ამოსავალ პრინციპებს და შემდეგ გადადის პრივატიზაციასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების კვლევაზე. ავტორისეული შემოვლითი მიდგომა პრივატიზაციის საკითხების კვლევისადმი სავსებით გამართლებულად მიგვაჩნია.

მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ პრივატიზაციის გამოკვლევამდე, ნაშრომში სიღრმისეულადაა შესწავლილი საქართველოს ეკონომიკის თანამედროვე განვითარებისა და მართვის ეროვნული მოდელის თავისებურებანი, ჩამოყალიბებულია სახელმწიფო ქონების მართვის მიზნები, ამოცანები და პრინცი პები. გაანალიზებულია სახელმწიფო ქონების მართვის სახელმწიფოებრივი საფუძვლების ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოკვლეულია ქონების მართვის ჩამოყალიბებული სტრუქტურების თავისებურებანი და საწარმოთა რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური პრობლემები.

ვრცლადაა გამოკვლეული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვის დამკვიდრებული პრაქტიკა და გამოვლენილია ამ კუთხით არსებული მთელი რიგი ხარვეზები. გაკეთებულია დასკვნა, რომ სახელმწიფო დღემდე სრულად ვერ უზრუნველყოფს საწარმოთა მართვაში კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, რის გამოც ძალიან ხშირად საწარმოთა ხელმძღვანელები სახელმწიფო ქონებას იყენებენ პირადი კეთილდღეობისათვის და აზარალებენ ბიუჯეტს. ყოველივე ეს, რაზედაც სამართლიანად მიუთითებს ავტორი, დღის წესრიგში აყენებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაციის ამოცანას, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ ტი პის საწარმოთა ნაწილის რეგიონულ თვითმმართველობასა და მმართველობის ორგანოებზე სამართავად გადაცემით, ასევე მათი პრივატიზაციის დაჩქარების, ხოლო ზარალიანი და უპერსპექტივო საწარმოების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებით.

მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სარეცენზიო წიგნის მესამე ნაწილი, სადაც მდიდარი სტატისტიკური მასალების ანალიზისა და განზოგადების საფუძველზე ჩამოყალიბებულია გარდამავალ ეტაპზე საქართველოში განხორციელებული პრივატიზაციის შედეგები და ფორმულირებულია მისი პერსპექტივები უახლოესი პერიოდისათვის. პრივატიზაციის ანალიზისათვის ავტორის მიერ გამოყენებულია მსოფლიო პრაქტიკაში ფართოდ აპრობირებული თანამედროვე მიდგომები და მეთოდები, რამაც მისცა მას საშუალება პრივატიზაციის მთელი პროცესების ცალკეულ ეტაპებად კლასიფიკაციის და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავების. კვლევის შედეგად ავტორი მივიდა ფრიად საინტერესო და ორიგინალურ დასკვნებამდე, რომლის არსი მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: პრივატიზაციის პირველი (საწყისი) ეტაპი უპირატესად მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროებს და იგი შედარებით უმტკივნეულოდ და სწრაფად მიმდინარეობს, მეორე ეტაპი მოიცავს ბიზნესის შედარებით მსხვილ სტრუქტურებს, რომელიც გაცილებით უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს და შედარებით მტკივნეულად მიმდინარეობს. მეორე ეტაპი მოიცავს აგრეთვე პირველ ეტაპზე დარჩენილი მცირე მეწარმეობის პრივატიზაციის დასრულებას. რაც შეეხება პრივატიზაციის მესამე ეტაპს, რომლის დროსაც საბოლოოდ უნდა დასრულდეს პრივატიზაციის პროცესი, მოიცავს მეორე ეტაპიდან გადმოსული მსხვილი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას, რაც დროში საკმაოდ გაწელილია და პოლიტიკური პარტიების დისკუსიის ობიექტი ხდება. ამ ეტაპზე უნდა მოხდეს საკუთრების ახალი ურთიერთობების სრულფასოვანი ეკონომიკური რეალიზაცია და სისტემური გარდაქმნების საბოლოოდ დასრულება.

კიდევ ერთი საყურადღებო სიახლე - მიგნების შესახებ, რომელსაც თეორიულთან ერთად უთუოდ გააჩნია პრაქტიკული დანიშნულება. ავტორი სიღრმისეულად იკვლევს პრივატიზაციის ტრადიციულ, არატრადიციულ, ექვივალენტურ და არაექვივალენტურ მეთოდებს და საქართველოში განხორციელებულ პრივატიზაციასთან მიმართებაში აკეთებს შემდეგ დასკვნებს: ტრადიციული მეთოდი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო საწარმოების ნაწილობრივ ან მთლიან გაყიდვას კერძო სექტორისადმი, დროში იწელება და, შესაბამისად, სახელმწიფო დიდი ხნის ფარგლებში ინარჩუნებს გაბატონებულ მდგომარეობას. არატრადიციული პრივატიზაცია, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო საწარმოების მასობრივ გაყიდვას, უფასო ან კვაზი უფასო ფორმებით, სწრაფად უზრუნველყოფს სახელმწიფოს გამოთავისუფლებას მის საკუთრებაში არსებული საწარმოებიდან. ამ მეთოდის შერჩევას საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობის ანალიზი, შეფასება და შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები. ასევე, ავტორი ასკვნის, რომ ექვივალენტური და არაექვივალენტური პრივატიზაციის მეთოდების გამოყენება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისა და შეფასებიდან უნდა ხდებოდეს. სწორედ ამ მიდგომებისა და მეთოდების კომპლექსური გამოყენება დაედო საფუძვლად საქართველოში პრივატიზაციის პროცესის განხორციელებას იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რომლებითაც ხასიათდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გარდამავალ ეტაპზე.

სარეცენზიო ნაშრომში გამოკვლეულია პრივატიზაციის დინამიკის ორი ეტაპი, კერძოდ, 1993-2003 წლები და 2004-2008 წლები როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ (რეგიონულ) ჭრილში, ასევე დარგებისა და სფეროების მიხედვით. კერძოდ, გამოკვლეულია პრივატიზაციის პროცესი და შედეგები პურპროდუქტების მრეწველობაში, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციების სექტორში, ტრანსპორტში, მრეწველობაში, ჯანმრთელობის დაცვაში, განათლებაში, საბინაო სექტორში და სოფლის მეურნეობაში (განსაკუთრებით მიწის პრივატიზაცია). ხსენებულ ორ ეტაპზე განხორციელებული პრივატიზაციის შედარებით ავტორი ასკვნის, რომ ვარდების რევოლუციამდე პრივატიზაცია გაუბედავად, საზოგადოებრივ აზრთან ლოიალური დამოკიდებულებით და შეფერხებებით მიმდინარეობდა, ახალი ხელისუფლების მიერ კი პრივატიზაციამ მიიღო აგრესიული ხასიათი და შედარებით გაბედულად, უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზაციის იდეოლოგიით განხორციელდა. ნაშრომში ავტორის მიერ შემოთავაზებულია პრივატიზაციის სამომავლო, მაღალეფექტური და მოქნილი მოდელი.

0x01 graphic

სარეცენზიო წიგნში პრივატიზაციასთან დაკავშირებული რიგი საკითხები სრულად ან საერთოდ არაა ასახული. კერძოდ, პრივატიზაცია და კორუფცია, პრივატიზაციის ეფექტიანობა, პრივატიზაცია და სახელშეკრულებო ურთიერთობათა მონიტორინგი, პრივატიზაცია და მოსახლეობის ცხოვრების დონე, პრივატიზაცია და რეგიონული დისპროპორციები და ა.შ. როგორც ჩანს, აღნიშნული საკითხების კვლევა ავტორის მომავალში აქვს გათვალისწინებული. მთლიანობაში პროფესორ სოლომონ პავლიაშვილის სარეცენზიო ნაშრომი თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების თვალსაჩინო და წარმატებული შენაძენია. იგი, ისევე როგორც მისი მსგავსი გამოკვლევები, რომლებიც იშვიათად, მაგრამ მაინც გამოჩნდება ხოლმე, გვიმტკიცებს იმედს, რომ ქართული მეცნიერული ეკონომიკური სკოლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

14.2 სახელმძღვანელო ბიზნესის ენაზე

▲ზევით დაბრუნება


რეცენზია დავით ჯალაღონიას წიგნზე: ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისი სტანდარტებით, ნაწილი I.

0x01 graphic

საგამომცემლო სახლმა „ინოვაცია“ გამოსცა და მკითხველმა მიიღო ცნობილი მეცნიერის, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის დავით ჯალაღონიას მიერ მომზადებული - ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, ნაწილი I, რომელიც რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოსა და SBA (ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა) სასწავლო-მეთოდური საბჭოს გადაწყვეტილებით.

წიგნში სასწავლო პროგრამის შესაბამისად, წარმოდგენილია ათი საკვანძო თემა: შესავალი ბუღალტრულ აღრიცხვაში; ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და ობიექტი; ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი და მისი ელემენტები; ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები; პირველადი აღრიცხვა; ბუღალტრული ბალანსი; ბუღალტრული ანგარიშები; ორმაგი ჩაწერის წესი; ფინანსური შედეგი და მისი გავლენა საწარმოს კაპიტალის ცვლილებაზე; ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა. თითოეული მათგანი მოიცავს აღნიშნული თემების შემადგენელ საკითხებს და ფაქტობრივად, ხსნის (განმარტავს) თემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც დალაგებულია ლოგიკური თანმიმდევრობით, იმ პრინციპით, რაც დაინტერესებულ პირს უადვილებს სასწავლო დისციპლინის მთლიანობაში აღქმასა და გააზრებას. თეორიული კონცეფციები გაჯერებულია თვალსაჩინო და პრაქტიკული მაგალითებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა წიგნის ფინალური ნაწილი, რომელშიც ერთ მთლიან, სანიმუშო მაგალითზე დამუშავებულია და შედგენილია ფინანსური ანგარიშგების ყველა კომპონენტი: ბუღალტრული ბალანსი; მოგება-ზარალის, ფულადი ნაკადების და საკუთარი კაპიტალის ცვლილების შესახებ ანგარიშგების ფორმები, აგრეთვე განმარტებითი შენიშვნების სტრუქტურა და ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენისთვის აუცილებელი მაჩვენებელთა ჩამონათვალი, რომელზეც მომხმარებელს სჭირდება დამატებით ინფორმაციის მიწოდება.

არა მგონია, საჭირო იყოს იმის უფრო დეტალური აღწერაც, თუ რომელ თავში რა საკითხებია და როგორაა ისინი განხილული (ამას მკითხველი თვითონ ნახავს). წინასწარ, აზრის ჩამოყალიბებისთვის კი, მოკლედ, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ამ წიგნში ასახული თემებისა და საკითხების სპექტრი სრულ წარმოდგენას იძლევა ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების, სამეურნეო ოპერაციების შესაბამის ანგარიშებზე ასახვისა და ფინანსური შედეგების განსაზღვრის თეორიულ-პრაქტიკული ჩვევების ჩამოყალიბების შესახებ.

გარდა იმის, რომ ეს წიგნი აგებულია სასწავლო გეგმის მიხედვით და სრულად პასუხობს სტანდარტულ მოთხოვნებს, გამორჩევით მნიშვნელოვანი ისიცაა, რომ მასში შესაბამისი საკითხები განხილულია ამჟამად მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე (ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით), რაც მას თანამედროვეს ხდის და პრაქტიკული გამოყენების პერსპექტივას უხანგრძლივებს.

ჩემი აზრით, აქ ისიც ზედმეტია მკითხველს განვუმარტო ბუღალტრული აღრიცხვის არსისა და მისი სწავლების მნიშვნელობაზე - ისედაც ცნობილია, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ამ ინსტრუმენტს ალტერნატივა პრაქტიკულად არ გააჩნია. დამსახურებულად უწოდებენ მას ბიზნესის ენას. მის მიმართ ინტერესი და კვალიფიციურ ბუღალტრებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. შესაბამისად, არც ბუღალტრული აღრიცხვის ზოგად თუ ლოკალურ მიმართულებებზე ლიტერატურის დეფიციტი იგრძნობა.

თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი სახელმძღვანელო გამოირჩევა ორიგინალობით, მასალის გადმოცემის მარტივი, ყველასთვის გასაგები ენით, პროფესიული გამოცდილების სიუხვითა და პრაქტიკულობით, რომლებზე დაყრდნობითაც შეიძლება ცოდნა მიიღო, ან გაიღრმაო და სხვებსაც გაუზიარო.

როცა ასეთ შეფასებას არ ვიშურვებ ჯერ კიდევ ულმობელი დროის მიერ გამოსაცდელ წიგნზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის სხვა წინამორბედს ხაზი გადავუსვათ. ბატონი დავითი ბუმბერაზ მხრებზე იდგა, გაიზიარა ამ დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლების კონცეპტუალური შეხედულებები, შეისისხლხორცა აქამდე დაგროვილი მდიდარი გამოცდილება, მას საკუთარი კვლევის შედეგიც წაუმატა და ერთობლიობაში მივიღეთ კარგი, გამართული, უფრო სრულყოფილი სახელმძღვანელო, რომელზეც თაობები დაფრთიანდებიან, გაიკვლევენ გზას ბუღალტრის რთულ, მოულოდნელობებით სავსე და საინტერესო პროფესიისკენ.

ამ წიგნის გამოსვლას წინ უძღოდა დავით ჯალაღონიას ავტორობით და თანაავტორობით გამოქვეყნებული ათეული სტატია თუ ნაშრომები. მათგან საუკეთესო, ხანგრძლივი კვლევის დაუნჯებული შედეგი დაიმგზავრა ამ სახელმძღვანელომ. იგი წლების განმავლობაში მოპოვებული პროფესიული ჩვევების, მეცნიერული კვლევის, აუდიტორიებში სტუდენტებთან ურთიერთობისას დანახული პრობლემებისა და საკითხის უკეთ გადმოცემის გამოცდილების ერთგვარი ნაკრებია, რომელიც თანდათანობით დაიხვეწა და ასეთი სახით ჩამოყალიბდა.

ტრადიციულად, წიგნის დადებითი ასპექტების წარმოჩენის შემდეგ, ნაკლოვან მხარეებზეც მიანიშნებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ცალკეული ხარვეზი აქაც არის და ავტორთან ამაზე უფრო ვრცლად, წყნარ, მშვიდ გარემოში მოსაზრებებს გავცვლით.

ცხადია, უკეთესის მიღწევის სურვილი ყოველთვის იარსებებს და გარკვეული პერიოდის შემდგომ, ალბათ, თავად ავტორსაც გაუჩნდება სურვილი განაახლოს, შეავსოს ეს გამოცემა. ეს ჩვეულებრივი სამუშაო, განვითარებისკენ მიმართული პროცესია. მთავარია, რომ დღეს არსებული სახით, ეს ნაშრომი უკვე არის მაღალი ნიშნული, რომლიდანაც უფრო მაღალ ტრამპლინზე შეიძლება ასვლა.

ამ წიგნში რეალიზებული ღირებულებები, კომპეტენტურობა, აგრეთვე ბევრი სხვა ღირსება, რომლებზეც ნაწილობრივ ზევით აღვნიშნეთ, უთუოდ წაადგება ეკონომიკური პროფილის სტუდენტებს, სპეციალისტებს, პრაქტიკანტებს, ვისი სამომავლო პერსპექტივები თუ ყოველდღიური რუდუნება უკავშირდება ბუღალტრულ აღრიცხვას. ვფიქრობ, იგი მალევე იპოვის აღიარებას და ის ამ სფეროში საუკეთესო სახელმძღვანელოთა შორის მყარად დამკვიდრდება.

იური პაპასქუა
პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

0x01 graphic