![]() |
სოლიდარობა №8'06 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ფაჩუაშვილი ზაზა, აბრამიშვილი თამარ, ბერეკაშვილი ნანა, ციხისთავი ნინო, ცინცაძე ნინო, კუპრავა-შარვაშიძე მაია, საყვარელიძე ფრიდონ, თინიკაშვილი დავით, კომახია მამუკა, კალანდაძე ნონა, ნიჟარაძე ნანა |
თემატური კატალოგი სოლიდარობა |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი:ბესიკ დანელია გარეკანზე: ფოტო:ლევან ხერხეულიძე რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11, ტელ.: 96 63 27, 92 24 77 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა ნორვეგიის მთავრობა |
![]() |
1 რედაქტორისგან |
▲ზევით დაბრუნება |
ამასწინათ ბავშვის ადრეული განვითარების უცხოელი ექსპერტები საქართველოში „Workshop“-ს ატარებდნენ. ქართველი მონაწილეები ხუთ-ხუთ კაციან ჯგუფებად დაყვეს და დაავალეს, პასუხები გაეცათ შემდეგ კითხვაზე: როგორი და რა ღირებულებების მატარებელი მომავალი თაობა გვსურს.
სანამ ჯგუფები მუშაობას შეუდგებოდნენ, უცხოელებმა სხვა ქვეყნებში ჩატარებული სემინარების შედეგები წარმოადგინეს. აღმოჩნდა, რომ ჩინელებისათვის ახლა მთავარია შემოქმედებითი, ინიციატივიანი და სხვებთან თანამშრომლობის უნარის მქონე თაობა გაზარდოს; მონღოლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰყავდეთ საკუთარი ისტორიისა და ტრადიციების მცოდნე მოქალაქეები; შვედები განსაკუთრებულ უპირატესობას გენდერულ თანასწორობასა და დამოუკიდებლობას ანიჭებენ. იქ 4 წლის ბავშვები ნებისმიერ ამინდში 2 საათს გარეთ ატარებენ, მათ ხეზე აძრომის უფლებასაც აძლევენ და ცეცხლის დანთებასაც ასწავლიან. მსგავსი რამ ამერიკულ საბავშვო ბაღში რომ მოხდეს, მარეგულირებლები ამას მაშინვე აღკვეთენ. მოკლედ, ხალხი ჭრელია და საინტერესო. ყველას თავისი მიზნები აქვს და მათ თავისებური გზებით ახორციელებენ, ოღონდ ეგ არის, რომ გლობალიზაცია „მაინც თავისას ითხოვს“ და განვითარებული ან განვითარების მოსურნე ქვეყნების მიზნები ერთმანეთს მეტ-ნაკლებად ჰგავს ხოლმე...
მუშაობის შედეგები ექვსმა ქართულმა ჯგუფმა წარმოადგინა, ვფიქრობ, მიზნები ძალიან დადებითი იყო: ქართველებს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, სხვისი აზრის პატივისმცემელი და კიდევ ბევრი კარგი თვისებების მქონე მომავალი თაობა გვსურს; აღსანიშნავია, რომ ექვსივე ჯგუფის მუშაობის სტილი თითქმის ერთნაირი იყო: ჯგუფის წევრთა უმრავლესობა ითხოვდა, რომ ჩამონათვალში აუცილებლად შესულიყო ეროვნული და რელიგიური ტრადიციების მატარებლობა. ჯგუფის ლიდერი კი, ის ადამიანი, ვისაც შემდეგ ჯგუფის მუშაობის შედეგები აუდიტორიისათვის უნდა წარედგინა, მაინც ახერხებდა სხვებისათვის აეხსნა, რომ საქართველო სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის მიმდევართა სამშობლოცაა და ჯობს, ჩამონათვალში „ეროვნული და რელიგიური ტრადიციების მქონე“ ნაცვლად, უფრო ფართო მნიშვნელობის მატარებელი სიტყვა - პატრიოტი ჩაიწეროს.
იგივე განმეორდა შემდეგ ორ საკითხზე მუშაობისასაც. კითხვები კი ასეთი იყო: ა. უნდა იყვნენ თუ არა, მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციები, უნდა ახორციელებდნენ თუ არა მნიშვნელოვან სტრატეგიებს და ბ. ზოგადი მიზნების დასახვისას რამდენად უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფო გლობალურ პოლიტიკას. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჯგუფის ლიდერები მაინც ახერხებდნენ უმრავლესობისათვის დაემტკიცებინათ, რომ შესაძლებელია სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი საქმიანობა არასახელმწიფო სექტორმა სახელმწიფოს უშუალო კონტროლის გარეშე წარმართოს და თან ამისთვის, სხვა წყაროების გარდა, სახელმწიფო დაფინანსებაც მიიღოს.
უმრავლესობის ჩუმი პროტესტის მიუხედავად, ჯგუფის ლიდერებმა ესქპერტებს ისიც უთხრეს, რომ საქართველოსათვის პრიორიტეტი, პირველ რიგში, გლობალური სტრატეგიები უნდა იყოს და მხოლოდ მათი.
მოკლედ, უცხოელ ექსპერტებზე პროგრესული და ლიბერალური ხალხის შთაბეჭდილება დავტოვეთ. ისინი ერთობ კმაყოფილნი დარჩნენ და, პელევინს თუ დავესესხებით, მიხვდნენ, რომ „ვნუტრენნაია მონგოლია“-ში არ ვიმყოფებით. მაგრამ მე და თქვენ ხომ ვიცით, რომ ეს მხოლოდ აქტიური უმცირესობის ხარჯზე მოხდა. ჩვენს დემოკრატიულ ქყევანაში დღეს ხომ ინსტიტუციები, უმცირესი რგოლიდან დაწყებული უმსხვილესით დასრულებული, სწორედ ასე მუშაობს. ახლა შესაძლოა ეს კარგიც იყოს, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთი რამ კარგია გრძელვადიანი პერსპექტივისთვისაც. ამგვარი მდგომარეობა ცოტა უკეთესი ბალანსის სასარგებლოდ რომ შეიცვალოს, ვფიქრობ, აქტიურმა უმრავლესობამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ განათლება ყველგან და ყველა სფეროში მუდმივად განახლებადი პროცესია და რომ მისი ერთადერთი საზომი მხოლოდ განათლების წარმატებული რეფორმა არ არის. გათვალისწინებით უნდა იგეგმებოდეს ეროვნული მიზნები.
მოკლედ, უცხოელ ექსპერტებზე პროგრესული და ლიბერალური ხალხის შთაბეჭდილება დატოვეთ. ისინი ერთობ კმაყოფილნი დარჩნენ და, პელევინს თუ დავესესხებით, მიხვდნენ, რომ „ვნუტრენნაია მონგოლია“-ში არ ვიმყოფებით.
მაგრამ მე და თქვენ ხომ ვიცით, რომ ეს მხოლოდ აქტიური უმცირესობის ხარჯზე მოხდა. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში დრეს ხომ ინსტიტუციები, უმცირესი რგოლიდან დაწყებული უმსხვილესით დასრულებული, სწორედ ასე მუშაობს. ახლა შესაძლოა ეს კარგიც იყოს, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთი რამ კარგია გრძელვადიანი პერსპექტივისთვისაც. ამგვარი მდგომარეობა ცოტა უკეთესი ბალანსის სასარგებლოდ რომ შეიცვალოს, ვფიქრობ, აქტიურმა უმრავლესობამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ განათლება ყველგან და ყველა სფეროში მუდმივად განახლებადი პროცესია და რომ მისი ერთადერთი საზომი მხოლოდ განათლების წარმატებული რეფორმა არ არის.
![]() |
2 ელიავას სამკუთხედი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი წრე
ზაზა ფაჩუაშვილი
პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში „ელიავას სამკუთხედის“ შესახებ პირველი ცნობები 10 წლის წინათ გაჩნდა, როცა უმუშევართა პირველი ჯგუფი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ვახუშტის ხიდის ქვეშ დადგა და კლიენტს დაუწყო ლოდინი. მატიანემ მათი ვინაობა არ შემოგვინახა, მაგრამ შემოგვინახა ბირჟა, რომელმაც წლების განმავლობაში სამკუთხედის ფორმა და შინაარსი მიიღო. ფორმა - უმუშევართა ბირჟა ხიდის ქვემოდან ორივე მიმართულებით გაიზარდა, შემდეგ ხიდის სათავისკენ აუხვია და ტოლფერდა სამკუთხედი შეკრა; შინაარსი - ერთხელ მისულ უმუშევარს ბირჟა ისე შთანთქავს, როგორც „ბერმუდის სამკუთხედი“ ყველაფერს, ოღონდ ერთი სხვაობით, „ელიავას სამკუთხედი“ ყველას არ იკარებს. როგორც ვნახეთ, ბირჟაზე არცერთი თბილისელი არ დგას. რამ განაპირობა თბილისელთა ეს „იმუნიტეტი“? - ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია თავად ბირჟის მკვიდრებმა წარმოგვიდგინეს: თბილისელებს აქ ვერ ნახავთ, ეგენი საზღვარგარეთს უფრო ეტანებიან; თბილისელები ყველა დასაქმებულები არიან; თბილისელებს ასე არ უჭირთ, ქონება მოსდგამთ და ა.შ
გაბრაზებული კაცი
ვიდრე ქვეყნის რეგიონებიდან ჩამოსულ უმუშევრებს გავესაუბრებოდეთ, ერთ გაბრაზებულ კაცს გაგაცნობთ, რომელიც გაზონზე დანთებულ ცეცხლთან ჩაცუცქულიყო და ორ თანაბირჟელთან ერთად თბებოდა. ფოტოაპარატის გაჩხაკუნებაზე ძალიან გაღიზიანდა, ხელებიც გაასავსავა და იყვირა: „ვსიო“ ხო, ყველაფერი გადაღებულია?! ერთხელ გადაიღე, ორჯერ გადაიღე, სამჯერ გადაიღე. კარგი რა, კაცო! ჩემი გაჭირვება მყოფნის. მთელი დღე ტყუილად ვდგავარ და კლიენტს ველოდები. შენ კიდე მოხვალ და რამდენი გამოგდის თვეშიო, მეკითხები. ხალხი მინდა კიდე მე აქა?!
- ჯერ არაფერი მიკითხავს, რა ხალხი, ვერ გავიგე! - მივუგე გაოცებულმა.
- ეხლა ამას გააგებინე კიდე. რა ხალხი და ის ხალხი! - ხელი აიქნია გაბრაზებულმა, ადგა, ზურგი შემაქცია და გადააფურთხა. მერე შავი ნაქსოვი ქუდი შეისწორა, ხელები ლაბადის ჯიბეებში ჩაიწყო, ჩაჯდა, ისევ ამოიღო და ცეცხლზე მიაფიცხა.
- იცი, რაზე ლაპარაკობს, ძმაო? ახლავე აგიხსნით, - მითხრა მეორემ, ცოტა ნასვამმა, რომელმაც დიდსულოვნად იკისრა სამშვიდბო მისია, - ერთხელ ერთი ჟურნალისტისთვის უთქვამს ვიღაცას, თვეში 1500 ლარს ვშოულობო და მეორე დღეს იმ ბირჟას ქვეყნის ხალხი მიაწყდა.
- თქვენ ეს გჯერათ?
- ?!
- რატომ მოატყუა?
- ყელში ამომივიდა ამდენი კითხვებიო.
- ჰოდა, ხალხი მინდა კიდე მე აქა?!
- დაიწყო მეორე შეტევა გაბრაზებულმა კაცმა, - რას მიკეთებ, ძმაო, სურათს რომ მიღებ?! კლიენტის შოვნაში მეხმარები, ფულს მაძლევ თუ რა?!
- თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით? - ვცადე თემის შეცვლა და დიალოგის დაწყება ჩემს ოპონენტთან.
- ეხლა ამას ჩააბრე კიდე „აჩოტები“!
- მშენებელია, შვილო! - საუბარში ჩაერთო მესამე, დარბაისელი კაცი და გაბრაზებულს შეუტია, მორჩი ყაყანსო, მაგრამ მერე დაიწყო, რაც დაიწყო.
- აქ რომ მოდიხარ და მიჩხაკუნებ, გახედე რამდენი მშენებლობაა. მიდი იქ და ნახე, როგორ აშენებენ და იმაზე წერე.
- ერთი თვალის შევლებით რა უნდა გავიგო?
- რა გაგება უნდა, ძმაო, მუშტისხელა დაშორებებია, გადაბმებში აგურები ყრია, გადაიღე და აჩვენე. მერე ჰკითხე „პროექტიკშს“, როგორ აპროექტებენ, როგორი სიმტკიცე აქვს. ნახავ, რომ არ იციან არაფერი. იქ კიდე ხალხმა უნდა იცხოვროს. რას მიყურებ?!
- მაგ მშენებლობებზე ბედი არ გიცდიათ?
- ვინ მიგიღებს, ყველას თავის ხალხი ჰყავს! ყველაფერი ჩაწყობაზეა, მაგათ ყველაფერი ფეხებ-ე ჰკიდიათ, - განაგრძო გაბრაზებულმა კაცმა, თუმცა მე უკვე იმ დარბაისელ კაცს ვესაუბრებოდი.
- ამ კაცს მართლა სჯერა, რომ იმ ტყუილის შემდეგ ბირჟა ახალი უმუშევრებით გაივსო?
- მაგან ყველაფერზე ეგრე იცის.
- აქ თითქოს ადგილი აღარ არის და ახალი ხალხი ემატება?
- კი, როგორ არა, მოდიან.
- თქვენ საიდან ბრძანდებით?
- ჭიათურიდან ვარ, ვაჟა შეხლაშვილი. მაღაროში ვმუშაობდი სანამ დაკეტავდნენ. მერე თბილისში ჩამოვედი და აქ დავდექი.
- რამდენი წელია?
- უკვე 10 წელია.
- რა პროფესია გაქვთ?
- ელექტრიკოსი ვარ.
- სამუშაო არის?
- ხან არის, ხან - არა.
- თვეში მინიმუმ რამდენი გამოგდით?
- რა ვიცი, სამას ლარამდე, ალბათ.
- რამდენი წლის ბრძანდებით?
- სამოცდათერთმეტის.
- ჭიათურაში როდის მიბრძანდებით?
- მალე, ახალ წელს იქ ვიქნები, მთელი იანვარიც იქ ვიქნები და მერე ვნახოთ. ზამთრის თვეებში სამუშაო მაინც არ არის.
ასლან ირემაძე
ასლან ირემაძე ყველაზე ახალგაზრდა იყო მათ შორის, ვისაც ბირჟაზე ვესაუბრეთ. იგი ბათუმელია და ერთი წელია, რაც თბილისში საშოვარზე ჩამოვიდა, მაგრამ კოცონთან მსხდომთაგან განსხვავებით მას პროფესია არ გააჩნია. თუმცა „ელიავაზე“ უბრალო მუშაც პროფესიაა.
- ბათუმში საქმე ვერაფერი ნახე?
- სად არის საქმე? საქმე რომ მქონოდა, აქ ხომ არ ჩამოვიდოდი და ქირით ხომ არ ვიცხოვრებდი?
- გამოგდის რამე?
- ისე რა.
- თურქეთში წასვლა არ გიცდია? იქ ხომ უფრო მეტს იხდიან?
- გააჩნია, სად მოხვდები. ზოგი ცუდი თვალით გვიყურებს და ასეთი მუშაობა რათ მინდა.
- ვინმე გყავს სარჩენი?
- არა, ჯერჯერობით. აქ სამი ბიჭი ჩამოვედით, ბინასაც ერთად ვქი- რაობთ.
- დღიურ ანაზღაურებას რამდენს ითხოვ?
- გააჩნია, რა სამუშაოა. მძიმეა, მსუბუქია, ტვირთი სართულებზეა ასატანი თუ არა. ლიფტი არის თუ არა და ა.შ. ყოფილა შემთხვევა, დღეში ასი ლარი გამიკეთებია, მაგრამ ზოგჯერ რამდენიმე დღე ტყუილად ვდგავარ.
ნოდარ ჩაჩიბაია
ნოდარ ჩაჩიბაია ოჩამჩირიდან დევნილი შუახნის კაცია. თბილისში სტუდენტ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებში
- თქვენ რა პროფესია გაქვთ?
- სამშენებლო საქმეს ვასრულებ, „მალიარკას“ და ყველაფერს, რა ვიცი.
- ადრე სად მუშაობდით?
- ოჩამჩირეში წარმოებაში ვმუშაობდი. დევნილობის შემდეგ აქ ვარ.
- გასამრჯელო გყოფნით?
- ქირას ვიხდი და მშიერი არ ვარ, ეგ არის და ეგ. თანაც ეს ზაფხულში, თორემ ზამთარში სამუშაო აღარ არის. ახლა უკვე კლებულობს. რემონტს აღარავინ აკეთებს და ჩვენც მაგრად გვიჭირს ხოლმე.
- სხვა საქმე არ გიძებნიათ?
- სად არის საქმე?
- დასაქმების სააგენტოები არსებობს, არ მიგიმართავთ?
- დასაქმების სააგენტო თუ არა... მაგენი არიან, რაც არიან, - საუბარში ჩაერია ქუთაისელი კაცი, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა, - მევიდა, ბიჯო, ვიღაცა, წაგიყვან დაგასაქმებო, მარა ხუთ ლარს რო იშოვი, ოთხი მე უნდა მომცეო. მაგენისთვის ვიმუშაო?
- კი, მაგრამ, ვინ იყო ის კაცი, საიდან იყო?
- რა ვიცი, მაგენის!...
მბურღავები
მბურღავები ბურჟის კოლორიტს წარმოადგენენ და ქვის ლოდებში გაჭობილი უზარმაზარი ბურღებით ყველაზრ თვალშისაცემები არიან. „ელიავას სამკუთხედის“ თვალსაჩინო ნაწილი, რომელიც სანაპიროს მაგისტრალს მიუყვება, სწორეთ მათ უკავიათ.
ესენი ძვირადღირებული უცხოური აპარატურით არიან შეიარაღებულნი და საკმაოდ ძვირ მომსახურებას გვთავაზობენ. მაგალითად, 40 სმ სისქის 1 კვ/მ ბეტონის დანგრევა 90-100 ლარი ღირს. ეს ფასი ხშირად ხანგრძლივი გარიგების მიზეზიც გამხდარა და ამ ფაქტს მეც შევესწარი. ერთ-ერთი მბურღავი 50 ლარს ფეხს არ უცვლიდა, კლიენტი 20 ლარზე მეტს არ იძლეოდა და გარიგება არ შედგა, მაგრამ მერე გამოჩნდა სხვა მბურღავი, რომელსაც უფრო მოკრძალებული აპარატი ჰქონდა და, ალბათ, ამიტომ 20 ლარზეც დაჰყაბულდა.
ჯემალი: „მარტყოფელი ვარ. 1996 წლამდე მძღოლად ვმუშაობდი. მერე წარმოება გააჩერეს. მე კიდე აქ დავდექი“.
- ოჯახში რამდენი ხართ?
- ხუთი სული ვართ.
- თქვენი ხელობით ოჯახს არჩენთ?
- რა ვიცი, მეტ-ნაკლებად.
- რა ქნას ამ კაცმა იმ მარტყოფში. მიწა იქ არ არის, ვენახი და წყალი, - საუბარში ჩაერთვნენ ზესტაფონელი ბიჭები, რომლებიც ერთმანეთს ოხუნჯობაში ეჯიბრებოდნენ და არცერთ კითხვაზე სერიოზულ პასუხს არ იძლეოდნენ. სერიოზულად მხოლოდ თაღლითებს გაკრეს კბილი.
- ახლა ყველა ხელოსნობას იბრალებს. ჩალიჩობენ, ბიჭო, იღებენ მბურღავები საქმეს, ურიგდებიან კაცს, ვითომ ბრიგადა ჰყავდეთ. მერე მოდიან ჩვენთან და კაპიკებად უნდათ საქმე გავუკეთოთ. მასეთი ხალხი მაგარი საცემია. ვისაც მოატყუებენ, ამუშავებენ ვირივით.
- ვერავისაც ვერ ატყუებენ. „პროსტა“ კაცი მთელი დღე რო ტყვილა დგას, საღამოს წაყვება ვიღაცას ნახევარ ფასში, აბა რას იზამს. ხო უნდა მიიტანოს ოჯახში 10-20 ლარი მაინც, - შეეკამათა კოლეგას მეორე მბურღავი.
შოთა წულაია
შოთა წულაია უბრალო მუშაა. ოჯახი მარტვილში ჰყავს. თვითონ თავის ერთ ქალიშვილთან ერთად თბილისში ნაქირავებში ცხოვრობს და, როგორც ამბობს, ოჯახს დიდად ვერაფრით ეხმარება. მაგრამ ისიც ხეირია, ოჯახს რომ ორი პირი მოაკლდება, თანაც სტუდენტ ქალიშვილს არჩენს.
- მარტვილის რაიონის „ატკ“-ში ვმუშაობდი მძღოლად. სატვირთო მანქანა მყავდა, მაგრამ მერე არ შეიქნა სამუშაო და წამოვედი აქეთ. ერთი შვილიც აქ მყავს, სწავლობს.
- რომელ წელს დაკარგეთ სამუშაო?
- არეულობის პერიოდში, აფხაზეთის ომის მერე. ჩამოვედით და ქე ვართ აგერ უმუშევარი ხალხი.
- მარტვილში სამუშაო არაფერია? მიწა არ გაქვთ?
- მიწა კია, მარა მარტო მიწა რაა! სამუშაო არაფერია. რამე ფული ხო გჭირდება კაცს? ოჯახი იქ მყავს - მამაჩემი, ცოლი, შვილი. მიწას ისინი ამუშავებენ. აბა რას შეჭამენ?
- თქვენ ფულით ვერ ეხმარებით?
- ვუგზავნი ცოტ-ცოტას. ხშირად ვერაფრით ვეხმარები. რა ვქნა, ჩვენც ხომ გვინდა, იმდენი მაინც, რომ არ ვიშიმშილოთ. ძლივძლივობით გამომდის 300 ლარამდე, როცა სამუშაოა. ამ ფულით ტკბილ ჩაის დალევ, პურსაც მიაყოლებ, მაგრამ ავად არ უნდა გახდე
ხაშურელი გელები
ორი ხაშურელი უმუშევარი ცალკე იდგა. ორივე ერთად წამოსულა თბილისში მას შემდეგ, რაც ადგილზე სამუშაო დაკარგეს. ერთი აღმოჩნდა გელა ჭიგოშვილი, მეორე - გელა გორგოძე
გელა ჭიგოშვილი: ადრე რაღაც პატარა სათბურები იყო, იქ ვმუშაობდი. მერე დაიშალა ისენი და წამოვედით აქეთ. მას მერე ვართ აქა, რა.
- ერთად ცხოვრობთ?
- ხო, რა, ერთ ბინაში ვართ ორივე. თითო 30-30 ლარს ვიხდით. ეხლა ამბობენ, უნდა გააძვირონო. გააძვირონ კი არა, უნდა გააორმაგონო, და თუ მართლა გააორმაგებენ, ძმაო, მერე, რა ვი, აბა, შეიძლება ვეღარც გადავიხადოთ ბინის ქირა. აექ, „ნახალოვკაში“ იყო ადრე გასაქირავებელი ბინები იაფად, მაგრამ ეხლა გააძვირეს მაგათაცა და ჩვენსაზეც ამბობენ, აძვირებენო.
- ზამთარში რას აკეთებთ?
- რა უნდა გავაკეთოთ. წავალთ სოფელში ცოტა ხნით - ერთი, ორი, სამი თვით. მუშაობა მაინც არ იქნება და... თებერვალი რომ ჩაივლის, მერე ნელ-ნელა რაღაცა დაიწყება, რა.
გელა გორგოძე: სკოლის შემდეგ ქარხანაში ვმუშაობდი, სამშენებლო „ბლოკებს“ ვამზადებდით. მერე აირია-დაირია ყველაფერი. ჩვენი ცეხი გაკოტრდა და ჩამოვედით აქა, ბირჟაზე.
- რამდენი წელია?
- 10 წელია უკვე.
- რა ხელობაზე ხართ?
- უბრალო მუშები ვართ.
- საქმე როგორ მიდის?
- ზაფხულში არა უშავს, ზამთარში - ცუდად. მუშა აღარავის სჭირდება. ეხლაც, მეოთხე დღეა უმუშევარი ვდგავართ.
- კი, მაგრამ, ასეთ დროს რას ჭამთ?
- აი აქ ლარიანი სასადილოებია. მთელი ბირჟა იქ დადის.
- როგორ ლარიანი?
- ლარად შეშჭამ ერთ თეფშ ხარჩოს, შიგნით სამი ნაჭერი ხორციც გდია, და პურს. თუმცა ეხლა ამბობენ, ეგეც უნდა გააძვირონო.
- როცა მუშაობა გაქვთ, თვეში მინიმუმ რამდენი გამოგდით?
- როცა მუშაობაა, მინიმუმ 250 ლარი გამომდის, მაქსიმუმ - 350 ლარი. ისიც თუ კარგი საქმე შეგვხვდა.
- რამდენ ადამიანს არჩენთ?
- ოჯახში ოთხი მყავს, მეხუთე მე ვარ.
- რამდენად გყოფნით თქვენი შემოსავალი?
- ეეჰ... ჩვენ რა გვიჭირს, თუ ძმა ხარ! აგე ხალხი, ნაგავში იქექება და იქ ეძებენ საჭმელს. ცოდოები ეგენი არიან.
![]() |
3 ქალი იურისტის იურიდიული კონსულტაცია ქალბატონებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
მრგვალი მაგიდა
თემა, რომელსაც ახლა ვეხებით, მამაკაცთა უმრავლესობაში ირონიულ ღიმილს იწვევს, პარლამენტარ მამაკაცთა დიდ ნაწილში კი - საჯაროდ სექსისტური გამოსვლების დაუოკებელ ჟინს. თავისთავად ეს არც თუ ისე სასაცილოა, რადგან ამ გამოსვლების შემდეგ პარლამენტარები მრავალი ადამიანის ხანგრძლივად და სერიოზულად ნაშრომ უაღრესად მნიშვნელოვან კანონს „ოჯახური ძალადობის შესახებ“ ერთობ შევიწროვებული და შემცირებული სახით იღებენ. სხვათაშორის, ეს ამ საკითხთან დაკავშირებული ერთადერთი პრობლემა არ არის, რომლის მოუგვარებლობაც ჩვენი საზოგადოების განვითარებას სერიოზულად აფერხებს.
ნინო ცინცაძე: ერთი შეხედვით, საქართველოში ქალთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორი საკმაოდ ძლიერია. მეტ-ნაკლებად მედიაც უთმობს ხოლმე ყურადღებას ქალის როლსა და ადგილს ოჯახსა თუ საზოგადოებაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ბევრს კარგად არ ესმის ამ საკითხის მნიშვნელობა. მრავალი ადამიანისთვის ფემინიზმი დღესაც უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი სიტყვაა; როგორც ვაკვირდები, ამ ტერმინს მაინცდამაინც არც გენდერულ საკითხებზე მომუშავენი იყენებენ; ამიტომ, მოდით, დასაწყისისათვის იქნებ განვმარტოთ, რა კავშირია ფემინისტურ თეორიებსა და ქალის უფლებების დაცვასა და გენდერულ საკითხებს შორის.
ნანა ბერეკაშვილი, კავკასიის ქალთა ქსელი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრი: რა თქმა უნდა, ქალთა უფლებების დაცვასა და ფემინიზმს შორის პირდაპირი კავშირია. ფემინისტური მოძრაობა მე-19 საუკუნეში ქალებისთვის საარჩევნო ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად დაიწყო. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის მიზნები. თუ მე-19-მე-20 საუკუნეებში მთავარი ხმის უფლება იყო, შემდეგ სხვა მოთხოვნებიც გაჩნდა. ფემინიზმის მეორე ტალღა საკუთარი თავის განკარგვისა და ცხოვრებაში არჩევანის თავისუფლების მოსაპოვებლად აგორდა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ქალის მონაწილეობის პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრილია, მაგრამ ამისთვის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს და მას გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა ჰქვია. დღეს შეიძლება სპეციალურ ლიტერატურაში ტერმინი ფემინიზმი არ შეგვხვდეს, მაგრამ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა, რომელიც დღემდე არ არის დასრულებული, ფემინიზმით დაიწყო.
თამარ აბრამიშვილი
თამარ აბრამიშვილი, ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, ქალთა გენდერულ უფლებებზე მომუშავე კოალიცია:
ამ საკითხს საქართველოს ჭრილში განვიხილავდი. საინტერესოა, რა ხდებოდა საქართველოში მაშინ, როცა ევროპაში ფემინისტური თეორიები გაჩნდა, რამდენად აქტიურები იყვნენ ქალები მე 19 საუკუნის საქართველოში. ჩვენს საზოგადოებაში ქალთა აქტიურობა ყოველთვის იყო და ამას მიესალმებოდნენ კიდეც. ყველა საუკეთესო საქმეს, რასაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ასეთი ტიპის ორგანიზაციები ახორციელებდნენ, ქალები ედგნენ სათავეში. მაშინ მიესალმებოდნენ ქალთა განათლებასაც...
ნანა ბერეკაშვილი
ნანა ბერეკაშვილი: თამარს შევედავებოდი იმის გამო, თუ რამდენად მიესალმებოდა ქალების ასეთ აქტიურობას საზოგადოება. ნებისმიერი სასიკეთო ცვლილება ამ სფეროში ნერვების წყვეტისა და დიდი ბრძოლის ხარჯზე მკვიდრდებოდა. იმ დროის ცნობილი ადამიანების მიმოწერიდანაც ნათლად ჩანს, რომ ქალთა საზოგადოებრივ აქტიურობას არ მიესალმებოდნენ. პროგრესული ადამიანებიც კი, რომელთაც არ უნდა ჰქონოდათ ასეთი ფობიები, წარსულის ძლიერი ინერციის გამო არ იწონებდნენ ქალების გააქტიურებას.
ნინო ციხისთავი, კავკასიის ქალთა ქსელი:
ჩემთვის ფემინიზმი ჰორიზონტალური იდეოლოგიაა, რომელშიც დაცულია მთავარი პრინციპი - არ არსებობს სქესის მიხედვით დამკიდებულება და დაქვემდებარებულობა. ეს იდეოლოგია არ უნდა იყოს უკუგდებული მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში ჰგონიათ, თითქოს ფემინიზმი ვიღაცების გავეშებული ბრძოლა იყოს ვიღაცების წინააღმდეგ. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ფემინიზმი არის ქალების ბრძოლა კაცების წინააღმდეგ. ეს გამაოგნებლად მცდარი დამოკიდებულებაა. არსებობს თუ არა კავშირი ფემინიზმსა და ქალთა უფლებებს შორის? დიახ, არსებობს. ქალებს არ ჰქონდათ მარტივი, ელემენტარული უფელებები, რაც ჰქონდათ მამაკაცებს. დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ აქ, ომბუდსმენის ოფისში და ამ პრობლემებზე ვისაუბროთ. სულ ცოტა ხნის წინ კი ქალებს ასეთ თემებზე სამზარეულოშიც ეკრძალებოდათ ლაპარაკი. ქალებმა დასვეს შეკითხვა, რატომ ხდება, რომ თუ მამაკაცს უნდა მდინარის გადაცურვა, მას ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია, ქალმა კი ამისათვის უამრავ ვინმესგან უნდა აიღოს ნებართვა, იფიქროს, როგორ გაიგებს ამას საზოგადოება და ა.შ. ფემინიზმის მთავარი დამსახურება, პირველ რიგში, დიქოტომიურობის მორღვევაა: ადრე არავის საქმე არ იყო, როგორ მოექცეოდა მამაკაცი თავის დაქვემდებარებულებს (ცოლს, შვილებს) ოჯახში. ფემინისტური მოძრაობის შედეგად, დიქოტომიების საკითხის მოგვარებულია, ანუ ოჯახური ძალადობა გახდა დანაშაული და ეს აღარ არის ოჯახის შინაური საქმე, ეს უკვე საზოგადოების და, ასევე, კანონის დამცველთა საქმეც არის. ეს აშკარა გამარჯვებაა. დანარჩენი, მაგალითად, ინსტიტუციონალიზაცია, ქალთა სოლიდარობის საქმეა, ამ მხრივ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
ნინო ცინცაძე: განვითარებულ ქვეყნებში, ალბათ, სხვა სახის გენდერული პრობლემები არსებობს, მაგრამ ქართულ სინამდვილეში, ჩემი აზრით, ქალთა უფლებების ყოველ ნაბიჯზე დარღვევას ისე შევეჩვიეთ, რომ ზოგი ამას ვერც კი ამჩნევს. დავიწყოთ თავიდან: ბიჭის დაბადება უფრო სასიხარულოა, ვიდრე გოგოსი, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს რეგიონები, სადაც შვილების რაოდენობას ბიჭების რაოდენობის მიხედვით საზღვრავენ. ბევრ ოჯახში ბიჭს გოგოზე უფრო ანებივრებენ და როდესაც იგი წამოიზრდება, მშობლები მას გადასცემენ უფლებას გადაწყვიტოს, გაუშვას თუ არა სახლიდან თავისი და, მისცეს თუ არა მას მოკლე კაბის ჩაცმის ნება და ა. შ. ჩემს დროს მისაღებ გამოცდებზე ბიჭები უპირატესობით სარგებლობდნენ; ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, ძირითადად, ქალები არიან; როგორც წესი, მემკვიდრეობას მშობლები მხოლოდ მამრობითი სქესის შთამომავლებს გადასცემენ და ა.შ. მოსალოდნელია ამგვარი დამოკიდებულებების შეცვლა მეტ-ნაკლებად ახლო მომავალში?
მაია კუპრავა-შარვაშიძე, მარტოხელა ქალთა სოციაცია: რაც ჩამოთვალეთ, ამის მიზეზი საუკუნეთა განმავლობაში განმტკიცებული სტერეოტიპებია, რომლებიც დღესაც განაგრძობენ არსებობას. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ჩვანთან მემკვიდრეობის უფლება ასე ცალსახად ქალთა საზიანოდ ირღვეოდეს.ვერც იმაზე ავაგებთ ჩვენს მსჯელობას, თითქოს მისაღებ გამოცდებზე ბიჭებს საქმეს უადვილებენ. მე დავიბადე ოჯახში, სადაც მხოლოდ გოგონები იყვნენ და ეს ძალიან უხაროდათ; მაგრამ ვერ ვუარყოფთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თანასწორობის თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე როდია. ქამებს არ ეძლევათ განვითარების, თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობები. ეს არის ყველაზრ დიდი პრობლემა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიოშიც და ჩვენთანაც წლების წინ ქალების უფლებები უფრო ილახებოდა, ვიდრე ახლა. სამყაროში სტერეოტიპები, საბედნიეროდ, ირღვევა და საზოგადოებებიც უკეთესობისკენ იცვლებიან. ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რას გადაეკიდეთ ამ ქალებს, სახლში უნდათ ჯდომა და ისხდნენო. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ არჩევანის უფლებაზე. უნდა გვქონდეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ქალის უფლებებს რომ მეტი დაცვა სჭირდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაღალი თანამდებობები მხოლოდ კაცებისთვისაა, ქალს მაღალი თანამდებობის მიღწევა დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება. საქართველოში ჯერ არ არის წესად ოჯახური სამუშაოს განაწილება ქალსა და მამაკაცს შორის. ევროპის ქვეყნებმა ეს საკითხი უკვე მოაგვარეს.
ნანა ბერეკაშვილი: მაიას ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებ, ვინაიდან, ჩემი აზრით, დისკრიმინაციას შემთხვევითი ხასიათი კი არ აქვს, სისტემურია. გენდერული დისკრიმინაცია ოჯახიდან იწყება და ოჯახს გარეთაც გრძელდება. ჩვენ ვცხოვრობთ პატრიარქალურ ქვეყანაში, სადაც გენდერული თანასწორობის გაგონებაც არავის სურს.
ნინო ცინცაძე: ამ ზაფხულს მანგლისში ვისვენებდი. მეზობლის პატარა ბიჭმა ხელში ცოცხი აიღო და „ეზოს დაგვობანას“ თამაში დაიწყო, ბებიამ მაშინვე ჩხუბი დაუწყო - გოგო ხომ არ ხარ, ცოცხი დააგდეო! გენდერული აღზრდის სახელმძღვანელოში ამ შემთხვევის მოყვანა, ალბათ, იმის მაგალითად შეიძლება, როგორ არ უნდა მოიქცეს მშობელი.
ნანა ბერეკაშვილი: დისკრიმინაციული აღზრდის გაგრძელებას ძალიან ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს: მშობელთა განათლების დონე, საბავშვო ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, მედია. სატელევიზიო რეკლამები ავიღოთ თუნდაც, მთელი მათი შინაარსი ძირითადად იმაზეა აგებული, რომ ქალი არის მზარეული, სექსუალური მოხმარების ობიექტი, მამაკაცი კი ამ ყველაფრის განმკარგავია. ამერიკის შეერთებულ შტატებში გენდერულად გათვითცნობიერებულმა მშობლებმა მოინდომეს ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ: გადაწყვიტეს აღეზარდათ შვილები სქესისმიერი დისკრიმინაციული აზროვნების გარეშე - წაეხალისებინათ გოგოები დამოუკიდებლობისკენ, აქტიურობისკენ; ბიჭები კი ექსპრესიული, ემოციური თანადგომისკენ. მაგრამ გარემო ფაქტორების ზემოქმედების გამო ექსპერიმენტი ჩაიშალა: საბავშო მაღაზიებში სათამაშო განყოფილებები ბიჭებისა და გოგოებისთვის ცალ-ცალკეა მოწყობილი ბიჭებისთვის სათამაშო თოფების, ხმლების, ტანკებისა და ადამიანის გასანადგურებელი სხვა საშულებების მრავალფეროვანი არჩევანით, ხოლო გოგოებისათვის ვარდისფერ, სრულიად დეკორაციულ და ბუტაფორიულ კუთხეში განლაგებული სათამაშო სახლებით, სამზარეულოებით, სათამაშო ქვაბებითა და რბილი ფუმფულა თოჯინებით. იგივე სტერეოტიპები იყო სკოლაშიც და სხვა საზოგადოებრივ ინსტიტუტებშიც. არ გამოვიდა თანასწორი აღზრდა.
ნინო ცინცაძე: შესწავლილია თუ არა, რატომ ირჩევენ სულ პატარაობიდანვე ბიჭები „ბიჭურ“ და გოგონები სხვაგვარ სათამაშოებს? ამ არჩევანში ბუნებრივი ფაქტორი არავითარ როლს არ თამაშობს და ყველაფერი სოციალურია?
ნანა ბერეკაშვილი: ამ თემაზე უამრავი გამოკვლევა არსებობს. საკითხი დეტალურადაა შესწავლილი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით და დადგენილია, რომ ამგვარ არჩევანს მხოლოდ სოციალური ფაქტორები განაპირობებს. თანაც ამ სოციალურ ფაქტორებს იმდენად ხანგრძლივი ისტორია აქვთ და იმდენად კომპლექსურნი არიან, რომ ხანდახან ძნელი ხდება მათი ბუნებრივი ფაქტორებისაგან გამორჩევა. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ უკვე ფეხმძიმობისას, თუ ქალმა იცის, რომ გოგო ჰყავს, სხვაგვარად იქცევა, ხოლო თუ ბიჭი - სხვაგვარად. ყველაფერი ამ დროიდან იწყება. ბიჭი მუცელში რომ მოძრაობს, დედა ამბობს - ნახე რა ძლიერად ურტყამს, იმიტომ რომ ბიჭიაო. პირველი წამებიდანვე ასხვავებენ და გამზადებულ სტერეოტიპებს არგებენ შვილებს. ეს პირწმინდად სოციალური ფაქტორებია. ჩვილი გოგონა პირით თავისკენ უჭირავთ, ბიჭი - პირით გარეთ - თავისუფლების თუ სხვაზე დამოკიდებულების პირველივე მესიჯები მათ პატარაობიდანვე ეძლევათ. თუ ბიჭია, კონსტრუქტორს და მანქანებს ვაძლევთ სათამაშოდ, თუ გოგოა - თოჯინებს. რა თქმა უნდა, ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური ფაქტორების უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ ეს ჰორმონალური სხვაობები ამ ასაკში იმდენად უმნიშვნელოა (ისინი უფრო გარდატეხის ასაკში იჩენენ თავს), რომ რეალურად არაფერს შეცვლიდა, ჩვენი დამოკიდებულება რომ არ იყოს განმსაზღვრელი.
ნინო ციხისთავი: ყველა იმ არგუმენტის გასაძლიერებლად, რაც ნანამ ჩამოთვალა, დავამატებ, თუ რაში ვხედავ ბავშვებში თავიდანვე ინპლანტირებული არასწორი გენდერული აღზრდის სერიოზულ პრობლემას. როცა ჩვენ თინეიჯერებთან ან მათზე მცირე ასაკის ბავშვებთან გვაქვს ურთიერთობა, ვამჩნევთ, რომ ამ გამოუცდელ, ზოგჯერ უსუსურ არსებებს მრავალ მძიმე, სერიოზულ პრობლემასთან საკუთარი ძალისხმევით უწევთ გამკლავება. სათუოა, რომ ამ პრობლემების არსს მშობელი გაიგებს და ბავშვს მის გადაწყვეტაში დაეხმარება. დაეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ მშობელი გათვითცნობიერებულია ამ საკითხში ან ვინმე ისეთთან წამოსცდება ამის შესახებ, ვისაც მისთვის სწორი რჩევის მიცემა შეუძლია, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება. უმრავლეს შემთხვევაში ბავშვები ამ სერიოზულ პრობლემასთან პირისპირ მარტონი რჩებიან და მათ იგი რაღაცნაირად თვითონ უნდა დაძლიონ. გენდერული აღზრდის არაკორექტულობა მხოლოდ გოგოებში როდი იჩენს თავს. ეს პრობლემები თანაბრად აწუხებს ორივე სქესს. დაიბადება თუ არა ბიჭი, გავარდება თუ არა თოფი, ამის შემდეგ იწყება - აბა ბიჭია, რა ტანსაცმელი, რა სათამაშოები ვუყიდოთ? როცა ჩემი შვილის მეგობრისთვის საჩუქრის საყიდლად შევდივარ მაღაზიაში, პირველი შეკითხვაა: ბიჭია თუ გოგო? ეს კატასტროფაა! როგორ შეიძლება დავადგინოთ, რა წიგნი შეიძლება ვაჩუქოთ ბიჭს და რა -გოგოს. გოგონამ როგორ შეიძლება არ იცოდეს დაგვა, სახლის დალაგება, საჭმლის კეთება, რეცხვა! როცა ოჯახში ბიჭიცაა და გოგოც, ყველა ოჯახურ საქმეს მხოლოდ გოგოს ვავალებთ. ამასობაში ბიჭებთან მიმართებაში რა ხდება? - არ უნდა იტირო იმიტომ, რომ ბიჭი ხარ! ქალაჩუნა ხომ არ ხარ! შენ ძლიერი უნდა იყო! პატარაობიდანვე ბიჭებს აკრძალული აქვთ ტირილი. ახლა დააკვირდით გარდატეხის პერიოდს, როცა ბიჭს კუნთოვანი სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებული აქვს, ჯერ კიდევ ბოლომდე ფორმირებული არ არის მისი სხეულის კონსტიტუცია, წარმოიდგინეთ რამხელა პრობლემები აქვს მას დასაძლევი, თუ ძალადობრივად თავს მოხვეულ სტანდარტებს არ შეესაბამება. ის ძალისძალად უნდა მოერგოს ამ სტანდარტებს: პირველ ყოვლისა საკუთარ თავს, შემდეგ უახლოეს სამეგობროს, ცალკე გოგონებს, ცალკე ბიჭებს - ყველას უნდა უმტკიცოს თავისი ვაჟკაცობა. როდესაც ამას ვერ ახერხებს, საკუთარი თავის სოციალიზაციას დამხმარე საშუალებებით ცდილობს. რა არის ეს დამხმარე საშუალებები?! - სიგარეტი, ნარკოტიკი, გამაოგნებელი ბილწსიტყვაობა, ამით ცდილობს „ძალა“ აჩვენოს ყველას. ეს იმისთვის სჭირდება, რომ „გაამართლოს“ ის მოლოდინი, რაც მის მიმართ აქვთ. გენდერული აღზრდის არაკორექტულობა მერე და მერე უფრო ხშირად იჩენს თავს. უამრავ ახალგაზრდას პირველი სიყვარულის დროს წამოუტივტივდება ეს პრობლემა და სწორედ ამ პერიოდში იწყებს გამოკვეთას არასრულფასოვნების დამღა. დიახ, ეს უკვე კომპლექსი აღარ არის, ეს არის დამღა.
მაია კუპრავა
ნინო ცინცაძე: სწორ საკანონმდებლო ბაზას და კანონების ადეკვატურ აღსრულებას მრავალი სტერეოტიპის დაძლევა შეუძლია, როგორ მიმართებაშია თანამედროვე ქართული კანონმდებლობა გენდერულ პრობლემასთან?
მაია კუპრავა: ძალიან ბევრი კანონი თითქოს უსქესოდ არის დაწერილი, მაგრამ მაინც მამაკაცს ემსახურება. ქონების შესახებ კანონის დიდი ნაკლი ის არის, რომ იგი მხოლოდ მეპატრონის ინტერესებს იცავს, ხოლო ვინაიდან მეპატრონე ძირითად მამაკაცია, ქალი დაუცველი რჩება. საოცარი მდგომარეობა გვაქვს გაყრისას - აქ კანონს ტრადიციული ფაქტორები და ეკონომიკური მდგომარეობაც ემატება. ვაჟიშვილი დიდხანს ვერ ხდება დამოუკიდებელი, მშობლებისთვის ის დიდხანს რჩება ბავშვად, ამიტომ მისი ქონება მიჯაჭვულია მშობლებზე და გაყრის შემთხვევაში რა ერგება დედა-შვილს, ქმრის მშობლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ. მართალია, მიიღეს კანონი ძალადობის შესახებ, მაგრამ ძალიან შეკვეცილი სახით. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რა უხამსი დებატებისა და გამოსვლების ფონზე მიიღეს იგი, ესეც მიღწევაა.
თამარ აბრამიშვილი: ფაქტია, ჩვენ ვცხოვრობთ პატრიარქალურ საზოგადობაში. ჩვენთან მასკულინური საზოგადოებაა და წამყვანი როლი მამაკაცს აქვს, თუმცა ინტელექტუალური შესაძლებლობებით, ჭკუით ქალი მას არ ჩამოუვარდება. კანონი იცავს მესაკუთრის ქონებას, არ შეიძლება უკან დავიხიოთ და ქალის სასარგებლოდ შევცვალოთ მესაკუთრის უფლება, ამას ვერ გავაკეთებთ, სამაგიეროდ ხელი უნდა შევუწყოთ იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რაც დაიცავს ქალს. გაყრის დროს ადვოკატები ხელს არ ჰკიდებენ ქალის საქმეს, რადგან წინასწარ იციან, რომ პროცესი წაგებულია. რა შეიძლება დავუპირისპიროთ ამას? არსებობს საქორწინო ხელშეკრულება, მაგრამ ჩვენთან ის პოპულარული არ არის; რომც იყოს, ახალგაზრდა წყვილი საწყის ეტაპზე არაფრის მქონეა და რაზე დადონ ხელშეკრულება? ჩვენ გვიწევს შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან, მათ ლიდერებთან და ვესაუბრებით გენდერულ თანასწორობაზე. თუ პარტია შიგნით არ არის დემოკრატიული, დახურულია, იერარქიულია, ერთ პიროვნებაზეა აწყობილი, ის დემოკრატიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვერ ააშენებს. ჩვენთან ერთ პიროვნებაზე აგებული პარტიები არსებობს - შალვას პარტია, დათოს პარტია, მიშას პარტია.
ნინო ცინცაძე: სტერეოტიპების ჩამოყალიბებას ტრადიციაზე ორიენტირებული კონფესიებიც უწყობენ ხელს. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ჩვენთან მართლმადიდებლურ ეკლესიებში ზიარების დროს წინ მამაკაცი უნდა მიდიოდეს და უკან ქალი. ამ მიმართულებით შორს შეიძლება წასვლა, მაგრამ ეს თემები იმდენად ტაბუირებულია, რომ ამაზე საუბარი არავის უნდა. ქალბატონო ნინო, იქნებ გვიამბოთ ქრისტიან ქალთა საზოგადოებაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა.
ნინო ციხისთავი: ქალთა მდგომარეობა და რწმენის თემა აბსოლუტურად დაუმუშავებელი საკითხია. ამ ფონზე სულ ახლახან საინტერესო რამ მოხდა - გაერთიანდნენ ქრისტიანული ეკლესების მრევლთა წევრი ქალები. ცხრა დენომინაციის წარმომადგენელმა ქალებმა შექმნეს ქრისტიან ქალთა ცენტრი. მათ მოძებნეს საკუთარ თავში ძალა და ხმამაღლა თქვეს, რომ ქალების ამჟამინდელი მდგომარეობა ინსტიტუციონალური ორგანიზაციის შექმნას საჭიროებს. მანამდე, ვიდრე გაერთიანდებოდნენ, ორ წელიწადს საქმიანობდნენ ერთად. მათ აქვთ ძალიან საინტერესო მიზნები. ვფიქრობ, ჯერ თავადაც ვერ გრძნობენ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ეს ორგანიზაცია მთელი ძალით ამუშავდება. ცხრა ჭრილში შეფასდეს ნებისმიერ მოქმედება და ფაქტი - ეს არაჩვეულებრივი პესპერსპექტივაა! თუ ადრე ორი მხარე იყო მოპასუხე და მოსარჩელე, ახლა ამ მოვლენას ცხრა მხარე შეაფასებს და მათი დასკვნა ობიექტური და სამართლიანი იქნება.
საქართველოში კაზუსური მდგომარეობაა - არსებობს ადამიანის უფლება, შექმნას ოჯახი, და უფლება - დაარეგისტრიროს ოჯახი. ეს ორი სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული რამეა. თუ ოჯახი რეგისტრირებული არ არის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი არ არსებობს. საქართველოში არსე ბობს რამდენიმე ტიპის ოჯახი - ოფიციალურად რეგისტრირებული, რომელიც აღქმულია ერთადერთ ლეგიტიმურ ერთეულად და მასზეა გათვლილი კანონმდებლობა; ეკლესიურად შექმნილი, რომელთა რიცხვი საქართველოში გაიზარდა და აჭარბებს კიდეც ოფიციალურად რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობას; მესამე ტიპი არის ოჯახი, რომელიც არც ეკლესიურად და არც ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული; მეოთხე ტიპის ოჯახი კი ისეთი ოჯახია, რომელიც ოფიციალურ ქორწინებაშიც იმყოფება და ეკლესიურშიც. კანონი კი მხოლოდ ერთი ტიპის ოჯახს იცნობს - ოფიციალურად რეგისტრირებულს. თავის დროზე თითქოს შეეცადნენ ეს საკითხები კონსტიტუციური შეთანხმებით მოეგვარებინათ. კონკორდატის მესამე მუხლში წერია, რომ სახელმწიფო აღიარებს საკლესიო ქორწინებას და მორჩა. აქ გაიყინა ეს საკითხი, ამის იქი თ ვერ წავიდა საკანონმდებლო რეგულირება. როგორც იურისტები განმარტა ვენ, ეს თემა აღარ გაგრძელდა იმიტომ, რომ როგორც კი ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგუ ლირებას შეეცდებოდნენ, სახელმწიფო იძულებული გახდებოდა რეგულირების ისეთივე მექანიზ მები გაევრცელებინა სხვა რელიგიური რწმენის ადამიანთა ქორწინებების მიმართაც. ახლა ასეთი ვითარება გვაქვს: მოდიან ადამი ანები, რომლებსაც აქვთ ქორწი ნების საეკლესიო მოწმობა, და ითხოვენ თავისი კანონიერი უფლებების დაცვას. როგორ გინდა აუხსნა, რატომ ვერ იცავს სახელმწიფო მათ იმ უფლებას, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციით არის გარანტირებული. დღეს საქართველოში მრავალშვი ლიანობა სამარცხვინოდ ითვლება.
ნინო ცინცაძე: რომ წარმოვიდგინოთ იდეალური ვითარება, სადაც ქალისა და მამაკაცის უფლებები თანაბრადაა დაცული, როგორი იქნება საზოგა დოება მაშინ?
მაია კუპრავა: საზოგადოება, სადაც ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანია, უფრო ჰარმონიულია. ასეთ საზოგადოებაში ჩვენ გვაქვს არჩევანის თავისუფლება. არ ვიცი, მივიღებთ თუ არა გენდერულ თანასწორობას, მაგრამ გვეცოდინება, რომ ჩვენ ყველამ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი. ზოგნი პოლიტიკაში წავედით, ზოგნი სახლში დავრჩით, მაგრამ ასე მოვიქეცით ჩვენი თავისუფალი არჩევანის საფუძველზე და არა ვიღაცის მიერ ძალადობრივად თავსმოხვეული სტერეოტიპის გამო.
ნანა ბერეკაშვილი: ის, რომ ადამიანები თანასწორნი არიან, ნორმაა. ეს ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს და არა იდეალური და უტოპიური იდეა.
ნინო ციხისთავი
![]() |
4 სოციალიზმი და მისი პერსპექტივები 21-ე საუკუნეში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა და იდეოლოგია
„სოციალიზმის იდეა…ადამიანური სულის ერთი ყველაზე პატივმოყვარე ნაყოფია... იგი იმდენად დიდებული და კადნიერია, რომ სამართლიანად იწვევს უდიდეს აღტაცებას. ჩვენ არა გვაქვს უფლება დაუდევრად უგულებელვყოთ სოციალიზმი, ჩვენ იგი უნდა უარვყოთ, თუ გვინდა რომ მსოფლიო ბარბაროსობისაგან ვიხსნათ“.
ლუდვიგ ფონ მიზესი
„Сверху молот, снизу серп. Это - наш Совецкий Герб...“
ნაწყვეტი ერთი უაღრესად პესიმისტური და უცენზურო საბჭოური ხალხური ლექსიდან
ფრიდონ საყვარელიძე
წინა ნომრებში პოლიტიკური იდეოლოგიები - ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი მიმოვიხილეთ („სოლიდარობა“ №3,4). სოციალიზმი მესამე ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომლის მიზანი სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების აშენებაა.
სოციალისტური აზროვნების სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს უმნიშვნელოვანესი პოსტულატი საზოგადოებრივი საკუთრების შესახებ, რომელმაც კერძო საკუთრების ადგილი დაიკავა.
სოციალიზმი აცხადებს ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციას. სოციალისტური საზოგადოება ისეთ საზოგადოებას გულისხმობს, სადაც მიღწეულია ხალხის სრული გამგებლობა, სოციალური სამართლიანობა, სადაც ეკონომიკური უთანასწორობის ნარჩენები არ უშლის ხელს ყოველი პიროვნების თავისუფალ და ჰარმონიულ განვითარებას. ამ ჰუმანური მიზნების მისაღწევად სოციალისტებმა (ბოლშევიკებმა, კომუნისტებმა) გაანადგურეს რელიგია, გააუქმეს კერძო საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს და უბრალოდ სხვაგვარად მოაზროვნეებს საკონცენტრაციო ბანაკებში უკრეს თავი, მაგრამ ეს სხვა თემაა.
ზოგი რამ სოციალიზმის იდეების ისტორიული განვითარების შესახებ
(უტოპისტები, მარქსიზმი, ლენინიზმი, სტალინიზმი, ტროცკიზმი და ა.შ. გრძელი სიაა...)
სოციალიზმის თეორიის პირველი ჩანასახი ადრეულ სოციალისტ-უტოპისტებში, კერძოდ ტომაზო კამპანელასა (1478-1535 წწ.) და თომას მორის (1568-1639 წწ.) ნაშრომებში შეინიშნება. კუნძულ უტოპიაზე, რომლის შესახებაც მოგვითხრობს თომას მორი, არ არსებობს კერძო საკუთრება, ფულის მიმოქცევა, იქ სრული თანასწორობა სუფევს. საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს საოჯახო და შრომითი კოლექტივი. შრომა სავალდებულოა ყველასათვის. იმისათვის, რომ ხელი არ შეეწყოს კერძომესაკუთრულ ინსტინქტების განვითარებას, ოჯახები რეგულარულად ცვლიან ერთმანეთში საცხოვრებელ სახლებს.
სოციალისტური იდეების შემდეგი აფეთქება XIX საუკუნის დასაწყისში მოხდა დასავლეთ ევროპაში. ეს დაკავშირებულია სენ-სიმონის, ფურიესა და ოუენის სახელებთან. უნდა მოვიხსენიოთ „ხალხოსნების“ ტიპის რუსი სოციალისტების პროექტებიც, რომელთაც მხარს უჭერდნენ ა.ი. გერცენი (1812-1870 წწ.), ბ. გ. ბელინსკი (1811-1848 წწ.), ნ. გ. ჩერნიშევსკი (1828-1889 წწ.) და სხვები. გერცენს მიაჩნდა, რომ გლეხური თემი მიწის ფლობის თავისი ტრადიციული ფორმებით სოციალისტური ურთიერთობის მატარებელი იყო, ანუ სოციალისტური წყობის საფუძვლები რუსეთის სოფლებში იმთავითვე იყო წარმოდგენილი. გერცენის იდეები რევოლუციური დემოკრატიზმის პოზიციებიდან განავრცო ბელინსკიმ, რომელიც ძირითად სოციალურ ძალად გლეხობას მიიჩნევდა და გლეხური რევოლუციის მომხრე იყო. ეს თეორიები შემდგომში ვითარდებოდა ჯერ ხალხოსნების, შემდეგ კი ესერების მიერ სოციალიზმის იდეების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა კარლ მარქსმა. ის სოციალიზმს უწოდებდა ისეთ საზოგადოებრივ წყობას, რომელიც კაპიტალიზმიდან კომუნიზმზე გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს. ანუ ეს ჯერ კიდევ არ არის სოციალური სამართლიანობის საზოგადოება, არამედ მხოლოდ მისკენ გადადგმული მოსამზადებელი ნაბიჯია.
რადგანაც სოციალისტური საზოგადოება კაპიტალისტურიდან გამომდინარეობს, ამიტომ, მარქსის აზრით, ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძველი საზოგადოების თვისებებს. სოციალიზმის ძირითადი პრინციპი ასეთია - თითოეულისაგან შესაძლებლობის მიხედვით, თითოეულს შრომის მიხედვით. პიროვნების საკუთრებაში არ შეიძლება იყოს რაიმე, გარდა ინდივიდუალური მოხმარების საგნებისა. სოციალისტურ საზოგადოებაში კაპიტალიზმისაგან განსხვავებით კერძო მეწარმეობა აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. სახელმწიფო წარმოადგენს პროლეტარიატის დიქტატურას. თუმცა პროლეტარიატის დიქტატურა სულ მალე პარტიული ნომენკლატურის დიქტატურით შეიცვალა.
ბავშვი ეკითხება მარკსს: გაქვს ქვეყნიერების შეცვლის რაიმე სხვა იდეა?
მარქსი: კომენტარის გარეშე
მარქსისტული სოციალიზმი ეფუძნება რწმენას, რომ კაპიტალიზმი კლასობრივი ექსპლუატაციისა და ჩაგვრის სისტემაა და მას გადარჩენა არ უწერია. მარქსი წინასწარმეტყველებდა, რომ კაპიტალიზმს ყოველ მიზეზს გარეშე და ამხობდა პროლეტარული რევოლუცია. ეს უნდა ყოფილიყო სოციალური რევოლუცია, რომელიც წარმოების ახალ წესს დაადგენდა და სრული კომუნიზმის მიღწევით დაგვირგვინდებოდა. ასეთი რევოლუციები, მარქსის აზრით, ყველაზე განვითარებულ დასავლეთევროპულ ქვეყნებში მოხდებოდა - ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში (აქ კარგად ჩანს მარქსის ამ და სხვა წინასწარმეტყველებების რეალური ფასი, რადგანაც სოციალიზმმა სწორედ ეკონომიკურად ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთსა და ჩინეთში გაიმარჯვა).
შემდგომში სოციალიზმის იდეები ლენინმა განავითარა. მათში მისი ძირითადი საზრუნავი აისახა - ხელისუფლებაში მოსვლა და კომუნისტური წყობის დამყარება. ლენინს არ სწამდა საპარლამენტო პოლიტიკისა და არჩევნებისა. მას მუდმივად სისხლი სწყუროდა - შეიარაღებული აჯანყების გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, შემდგომში რევოლუციის დაცვა კლასობრივი მტრებისაგან ანუ ამ მტრის (თავადაზნაურობის, სამღვდელოების, ინტელეგენციის) განადგურება - აი მისი მიზნები, რომლებიც სათანადო მეთოდებით ხორციელდებოდა. ლენინი ერთი ორიგინალური იდეის ავტორიც იყო: მას ეკუთვნის ახალი ტიპის ავანგარდული პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეა. მხოლოდ ასეთი პარტია თუ შეძლებდა „მოტყუებული“ მუშათა კლასის გადაყვანას რევოლუციურ-კლასობრივ შეგნებაზე. აქედან გამომდინარე აღარც სხვა პოლიტიკური პარტიების არსებობა გახდებოდა საჭირო.
სოციალისტური იდეოლოგიის განვითარებაში სტალინის როლიც არ უნდა დავივიწყოთ. ეს როლი ლენინის როლზე მეტი თუ არა ნაკლები ნამდვილად არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ცვლილება ის იყო, რომ სტალინმა ინტერნაციონალურ იდეებს „ერთ ქვეყანაში სოციალიზმის განვითარების“ იდეა ამჯობინა (ტროცკისა და ტროცკისტებისაგან განსხვავებით, რომლებიც მგზნებარე ინტერნაციონალისტებად დარჩნენ). თუმცა სტალინი სუსტი თეორეტიკოსი იყო. სამაგიეროდ სოციალისტური იდეები მან ისე განახორციელა პრაქტიკაში, რომ აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა ვერ მოხერხდა მათი ამოძირკვა.
სოციალიზმის მოდელები
(დემოკრატიული სოციალიზმი, სოციალური საბაზრო ეკონომიკა, საბაზრო სოციალიზმი, საბაზრო დაგეგმვა, ბაზრის რეგულირება და ა.შ. ესეც საკმაოდ გრძელი სიაა...)
„ყველა შუალედურ პოლიტიკას სოციალიზმამდე მივყავართ“.
ლუდვიგ ფონ მიზესი
ძირითადი განსხვავება კაპიტალიზმსა და სოციალიზმის შორის არის, ერთი მხრივ, საბაზრო ეკონომიკა (კაპიტალიზმის პირობებში), და, მეორე მხრივ, ცენტრალური დაგეგმვა (სოციალიზმის დროს).
საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელია: კერძო საკუთრება, არჩევანის თავისუფლება და პასუხისმგებლობა არჩევანის გამო, კონკურენცია, მაღალი მოტივაცია, რესურსების ნაკლები მოცდენა, პროდუქციის უკეთესი ხარისხი. შედეგად ვღებულობთ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას, საზოგადოების წევრთა კეთილდღეობის განუხრელ ამაღლებას, ადამიანის ღირსების პატივისცემას, კანონის უზენაესობას, საზოგადოების მიერ კონტროლირებად მთავრობას.
ცენტრალურ დაგეგმვას ახასიათებს: დანგრეული ფასწარმოქმნა, ნულოვანი მოტივაცია, გაყინული ეკონომიკა, გაფლანგული რესურსები, სუბსიდირება, ტოტალიტარული კონტროლი, ღირსებააყრილი პიროვნებები, სიღარიბე, სახელმწიფო აპარატის თავგასულობა და კორუფცია.
რატომ ეშინიათ ბაზრის?
იმიტომ, რომ ბაზარზე არსებობს კონკურენცია, პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ იქ კანონის წინაშე რეალური თანასწორობა და სამართლიანობაა.
რატომ მოსწონთ ცენტრალური დაგეგმვა?
მოსწონთ, რადგან ეს შესანიშნავი საშუალებაა საიმისოდ, რომ საკუთარი სიზარმაცე გაამართლო, სხვის ხარჯზე იცხოვრო და პასუხისმგებლობა სხვას დააკისრო.
ზემოთ თქმულის გაანალიზება და ლოგიკური დასკვნების გამოტანა არ უნდა იყოს რთული საქმე. აქ აშკარაა საბაზრო ეკონომიკის უპირატესობა ცენტრალურ დაგეგმვასთან შედარებით. აქედან გამომდინარე გაჩნდა სოციალიზმის მოდიფიკაციის სხვადასხვა მოდელი, რომელიც ბაზრის როლს აღიარებს, მაგალითად, საბაზრო სოციალიზმი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბაზარი შეიძლება მოქმედებდეს არა მარტო კერძოკაპიტალისტური საკუთრების არსებობისას, არამედ საკუთრების სხვა ფორმების (კოლექტიურ-შრომითი, ერთპიროვნული) დროსაც. შვედეთის სოციალ-დემოკრატიულმა შრომის პარტიამ დაგეგმვაზე მეოცე საუკუნის 30-იან წლებში თქვა უარი, ასევე მოიქცნენ დასავლეთ გერმანელი სოციალ-დემოკრატებიც საბაზრო სოციალიზმის ნეგატიური მხარე ისაა, რომ მას თან ახლავს კაპიტალიზმის თანამდევი „ავადმყოფობები“ - სოციალური უთანასწორობა, მაკროარასტაბილურობა, გარემოს დაზიანება, თუმცა ამ უარყოფითი მოვლენების გამოსწორებას აქტიური სახელმწიფო ჩარევით და დაგეგმვით ცდილობენ.
სოციალ-დემოკრატიული პარტიები (აქ ევროპულ სოციალ-დემოკრატიას ვგულისხმობ) ამ ტიპის პარტიებს შორის ყველაზე პროგრესულები არიან. ისინი ცდილობენ სოციალისტური იდეების დემოკრატიასთან შეხამებას. სოციალიზმის იდეების რევიზია, რეფორმები, კაპიტალიზმის გაჰუმანურება, შეფარდებითი თანასწორობა, შერეული ეკონომიკა, ეკონომიკური მენეჯმენტი, საპარლამენტო და არა ავანგარდული პარტია, პოლიტიკური პლურალიზმი, ლიბერალ-დემოკრატიული სახელმწიფო - აი ნუსხა მათი იდეოლოგიური საფუძვლებისა. დამეთანხმებით, რომ ამ იდეებს ცოტა რამ თუ აქვთ საერთო სოციალიზმთან.
სოციალისტური აზროვნების ზოგიერთი საბჭოთა თავისებურებების შესახებ
საბჭოთა სოციალიზმის შესახებ არსებული მოსაზრებები პირობითად სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
პირველი - საბჭოთა სოციალიზმი სრულად შეესაბამებოდა დოგმატებს. მაგრამ თავად სისტემა ცუდი იყო. ეს იმიტომ, რომ მარქსიზმი ან ცუდია, ან უტოპიური. საბჭოთა მაგალითმა დაგვანახა მისი უტოპიურობა, რამაც ამ სისტემის კანონზომიერი კრახი გამოიწვია.
მეორე - საბჭოთა კავშირში იყო სოციალიზმი, მაგრამ საწყის, განუვითარებელ სტადიაში (დეფორმირებული ან, სხვანაირად, ფეოდალური სოციალიზმი). ამავე პუნქტს შეიძლება მივაკუთვნოთ კონცეფციები კაპიტალიზმიდან სოციალიზმზე გადასვლის ეტაპის შესახებ.
მესამე - საბჭოთა სოციალიზმი მთლიანობაში კარგი იყო, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (ვთქვათ, დაუსაბუთებელი რეპრესიები). ის მთლიანად თანხვდებოდა მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკურ სწავლებას, პასუხობდა ერის და სახელმწიფოს საჭირბოროტო პრობლემებს, ამასთან ინარჩუნებდა და ავითარებდა რუსულ ისტორიულ ტრადიციებს. საბჭოური სოციალიზმი საშუალებას აძლევდა ხალხს ეცხოვრა ნორმალურად და ჰქონოდა ძლიერი სახელმწიფო.
საბჭოთა სოციალიზმის იდეოლოგიური საფუძვლები მეტად ეშმაკურად და ვერაგულად იყო გააზრებული და დაგეგმილი.
სოციალისტების ბუნება ეგალიტარისტულია. ისინი ვერ იტანენ განსაკუთრებულობას, ტალანტს, სხვის უპირატესობას; გვერდს უვლიან გამორჩეულ პიროვნებას, ცდილობენ არ შეამჩნიონ იგი, მუდამ მზად არიან ეჭვი შეიტანონ მის შესაძლებლობებში, დასცინონ, უკანა პლანზე გადაისროლონ ინტრიგითა და ცილისწამებით. მათ ავანსცენაზე უნიჭო, უზნეო, მაგრამ მორჩილი და ერთგული ადამიანები გამოჰყავთ, რომლებიც, როგორც წესი, მათივე წრიდან არიან; მათი მეშვეობით ცდილობენ ნიჭიერთა და გამორჩეულთა გადაფარვას. ისინი სიცოცხლეს უწამლავენ ნებისმიერ ტალანტს და თუკი მიზანს ამგვარად ვერ აღწევენ, მზად არიან „მოულოდნელი“ სიკვდილის შემთხვევაში მდუღარე ცრემლით დაიტირონ ის და ძეგლიც დაუდგან. სოციალისტები ესწრაფიან ადამიანები ტრაფარეტულად დაამსგავსნონ ერთმანეთს (საბჭოური „Уравниловка“) და კლავენ ყოველგვარ ინდივიდუალიზმს.
საბჭოთა იდეოლოგია უპასუხისმგებლო, შურით („შური არს მწუხარებაი სხვისა კეთილსა ზედა“ - საბა) და შურისძიებით აღსავსე მატერიალისტური და რევოლუციური მსოფლმხედველობა იყო. ის არად დაგიდევდათ, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან განვსხვავდებით, რომ არასდროს, მთელი ისტორიის მანძილზე, არავის ჰქონია და არც ექნება ზუსტად ისეთივე აზრები, მისწრაფებები, ოცნებები, როგორიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ სწორედ ამიტომ ვართ თანასწორნი და ამიტომ უყვარს ღმერთს თითოეული ჩვენგანი.
საბჭოთა სოციალიზმი თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი იდეოლოგიაა. თავისუფლება და სოციალიზმი შეუთავსებელია, რადგან შეუძლებელია თავისუფლება კერძო საკუთრების გარეშე. ამასთან ერთად, სოციალიზმის იდეური მანქანა დაუნდობლად იბრძოდა იმისათვის, რომ თავისუფლების სურვილიც კი არავის გასჩენოდა. აქ იმას კი არ ვგულისხმობ, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვას რეპრესიები, საკონცენტრაციო ბანაკები და ფსიქიატრიული სავადმყოფოები მოსდევდა. ეს საყოველთაოდ ცნობილია. აქ ყურადღებას მივაპყრობ იმ მეთოდებს, რომლითაც კომუნისტები ცდილობდნენ არ დაეშვათ თავისუფლებაზე ფიქრიც კი. მხოლოდ რამდენიმე, ერთი შეხედვით, მარტივ მაგალითს მოვიტან.
ცნობილია საბჭოთა კავშირის წარმატებები კოსმოსის ათვისების, გნებავთ შეიარაღების დარგში. ამ დროს კი ქვეყანაში იყო ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი აუცილებელი მოხმარების ისეთ საგნებზე, როგორიცაა მაცივარი, ტელევიზორი თუ სარეცხი მანქანა. თითოეული ამ საგნის შოვნა და შეძენა დიდი დროის და ენერგიის ხარჯვასთან იყო დაკავშირებული. ერთი საგნის შეძენის შემდეგ საჭირო ხდებოდა ზრუნვა მეორე საგნის შეძენაზე და ასე დაუსრულებრივ. ამ დროს თავისუფალი აზროვნებისთვის ძნელად თუ მოიცლიდი.
საშინლად მუშაობდა ტელეფონები. ესეც შეგნებულად კეთდებოდა. რთული იყო აბონენტთან დაკავშირება და, თუ ამას მოახერხებდი, პრობლემა იყო თანამოსაუბრის სიტყვების გარჩევა, ხანაც სხვა აბონენტები ერთვებოდნენ საუბარში. ამ დროს ძნელია გემრიელად მოკალათდე სავარძელში და მაღალ იდეალებზე საუბრის სურვილი გაგიჩნდეს.
ახლა საბჭოთა რესტორნები გავიხსენოთ. მაგალითად, რესტორანი „არაგვი“ წარმოვიდგინოთ, გნებავთ, თბილისში და, გნებავთ, მოსკოვში - სინათლით გაჩახჩახებული უზარმაზარი დარბაზი, ბრაზიანი ოფიციანტები და მუსიკის და ხალხის ერთმანეთში არეული საშინელი ხმაური. აქ ვერ განმარტოვდები და ამიტომ არც „ცუდი“ აზრები მოგივა თავში. ამიტომაც ვერსად შეხვდებოდით მომცრო, ოთხ-ხუთ მაგიდიან პატარა რესტორნებს.
იმისათვის, რომ მავნე აზრები არ გაგჩენოდა, საჭირო იყო გქონოდა მუდმივი დანაშაულის გრძნობა საბჭოთა ხელისუფლების წინაშე. მაგალითად, ქუჩაზე გადასასვლელები მაინცდამაინც იქ კეთდებოდა, სადაც ამისათვის ყველაზე მოუხერხებელი ადგილი იყო. თითქოს ლოგიკურია, რომ გადასასვლელი იქ გაკეთებულიყო, სადაც ხალხს უფრო ხშირად სჭირდებოდა ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა (ვთქვათ, სასურსათო მაღაზიაში). არა, გადასასვლელს, სამასიოდე მეტრის მოცილებით აკეთებდნენ. ხალხი მაინც გადადიოდა აკრძალულ ადგილას, მაგრამ გადადიოდა იმის შეგნებით, რომ ის დანაშაულს სჩადის საბჭოთა ხელისუფლების წინაშე.
ჩვენებური სახინკლეების შესასვლელშივე საკმაოდ მკაცრი წარწერა გვამცნობდა, სახინკლეში ალკოჰოლური სასმელების შეტანა აკრძალულიაო. არადა, კარგადაა ცნობილი, რომ ეს ორი კომპონენტი (არაყი და ხინკალი) კარგად ერწყმის ერთმანეთს. ამიტომ ალკოჰოლური სასმელები მაინც შეჰქონდათ. არ მახსოვს ვინმე დაესაჯოთ ამისთვის. სამაგიეროდ, ჩვენ, საბჭოთა საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ხინკლის ჭამის დროსაც არ გვტოვებდა დანაშაულის შეგრძნება საბჭოთა ხელისუფლების წინაშე.
სოციალიზმის გადარჩენის შანსების შესახებ
ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ლუდვიგ ფონ მიზესის ნაშრომი - „სოციალიზმი“ - სოციალიზმის იდეის კრიტიკის კლასიკური ნიმუშია. მასში ავტორი პირველად შეეცადა დაემტკიცებინა სოციალიზმის შეუძლებლობა, კერძოდ, კორექტული ეკონომიკური დათვლის შეუძლებლობის გამო.
„სოციალიზმი“ 1922 წელს გამოიცა და ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ წიგნმა თანდათან შეცვალა იმ მრავალი ახალგაზრდა იდეალისტის შეხედულება, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაუბრუნდნენ უნივერსიტეტებს. მე ვიცი ეს, რადგან ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ჩვენ ვგრძნობდით, რომ ცივილიზაცია, რომელშიც გავიზარდეთ - დაემხო. ჩვენ გვსურდა უკეთესი მსოფლიოს აშენება. სწორედ საზოგადოების გარდაქმნის ამ სურვილმა გვაიძულა ეკონომიკური თეორიის შესწავლა. სოციალიზმი სასურველს გვპირდებოდა - უფრო რაციონალურ, უფრო სამართლიან მსოფლიოს. შემდეგ კი გამოჩნდა ეს წიგნი, რომელმაც თავგზა აგვიბნია. ამ წიგნმა გაგვაგებინა, რომ უკეთეს მომავალს იქ არ ვეძებდით, სადაც საჭირო იყო. ეს სიტყვები ნობელის პრემიის ლაურეატს ფრიდრიჰ ჰაიეკს ეკუთვნის. ჰაიეკი მიზესის იდეების გამგრძელებელი გახდა და მკაცრად აკრიტიკებდა სოციალიზმის იდეას, რაშიც ის ძირითადად გულისხმობდა ეკონომიკის დაგეგმვას თავისუფალი ბაზრის სანაცვლოდ, ასევე საზოგადოების პრიმატს ინდივიდთან შედარებით. მისი ნაშრომის - „გზა მონობისაკენ“ ლაიტ-მოტივი გახდა მტკიცებულება, რომ დაგეგმვა უშუალოდ იწვევს ინდივიდის მონურ დამორჩილებას სახელმწიფო მანქანისადმი. სოციალიზმის კრიტიკა მასთან არსებითად სახელმწიფო დაგეგმვის კრიტიკაზე დაიყვანება.
კრიტიკის ობიექტია აგრეთვე სოციალიზმისთვის დამახასიათებელი შემდეგი ნაკლოვანებები:
პიროვნების თავისუფლების დათრგუნვა, გარკვეული სახის საქმიანობის იძულება, დაგეგმვის მოუქნელობა, არაეფექტურობა, შეზღუდული რესურსების ეფექტური განაწილების შეუძლებლობა, საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შეუძლებლობა, კონფორმიზმი, რომელიც ინიციატივის ჩახშობამ შვა, დისკრიმინაცია (სახელმწიფო წყვეტს, როგორ გაანაწილოს რესურსები და დამოუკიდებლად აყალიბებს სამართლიანობის კრიტერიუმებს), რაც პრივილეგიების სისტემის გაჩენას იწვევს.
ლუდვიგ ფონ მიზესი (1881-1973) საბჭოთა მკითხველისათვის მსოფლიოს ამ უდიდესი ეკონომისტის არათუ წიგნები, სახელიც კი უცნობი იყო.
თავის მხრივ მიზესისა და ჰაიეკის იდეებს სოციალისტების მხრიდან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, მაგრამ მთავარი ეს არ არის.
აქვს კი აზრი 21 საუკუნეში სოციალიზმზე მსჯელობას, რომელიც, როგორც საზოგადოებრივი სისტემა, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში „გავიდა გაღმა“ („ჩაბარდა პატრონს“)? 1989-91 წლების რევოლუციებმა აღმოსავლეთ ევროპაში ფაქტობრივად არსებული სოციალიზმის უკანასკნელი ნაკვალევიც კი წაშალა. დღევანდელი მსოფლიოს საპარლამენტო სოციალისტური პარტიები ხელს იღებენ ტრადიციულ სოციალისტურ პრინციპებზე და ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკას უჭერენ მხარს. დღეს დისკუსიის საგანი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, თუ რამ გამოიწვია სოციალიზმის აღსასრული. ერთნი ამბობენ, რომ ამის მიზეზი ლიბერალური კაპიტალიზმის აშკარა უპირატესობაა (ფუკუიამა), სხვანი ამტკიცებენ, რომ მუშათა კლასის რიგები შეთხელდა, თანაც მუშათა კლასი დეპოლიტიზებულიც გახდა. ასეა თუ ისე, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა და სწორედაც რომ მემარჯვენე მიმართულებით.
თავად სოციალისტებს არ სჯერათ, რომ მათთვის ყველაფერი დამთავრდა, ბელგიელი ნეომარქსისტის რალფ მილიბენდის აზრით, წარმოდგენა, რომ კაპიტალიზმი „საუკეთესოა იმ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ წყობათა შორის, რომელთა მიღწევის იმედიც კაცობრიობას შეიძლება ჰქონდეს, ადამიანთა მოდგმის საშინელი შეურაცხყოფაა“. მეტიც, გლობალიზაციამ შეიძლება შანსი მისცეს სოციალიზმს და ის კვლავ დაიბადოს ანტიგლობალიზმისა და ანტიკაპიტალიზმის სახით.
გადარჩება კი სოციალიზმი? ძნელი სათქმელია. ის კი სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ მარქსიზმ-ლენინიზმი ნამდვილად მოკვდა და მის მოსაგონარს ვენიჩკა ეროფეევის განთქმული კოკტეილი - „Слеза комсомолки“ თუ მოუხდება.
![]() |
5 Греки Грузии |
▲ზევით დაბრუნება |
ეთნოსები საქართველოში
Мамука Комахия
Грузино-греческие отношение берут начало с давних времён, но абсолютное большенство сегодняшнего греческого населения не имеет нечего общего с появившимися в западной грузии в VIII-VII вв. До нашей эры нреческими колонистами. Предки современных греков в Грузии поселились, в оснавном, в XIX-XX вв.
Миграция и расселение греков
Первое переселение в Грузию малоазийских (анатолийских) греков связано с экономическими планами в 70-гг. XVIII века царя Картл-Кахети Ираклия II, который на работу на новых заводах заводах по переработке серебра и меди, на территории Ахтала и Алаверди, пригласил греческих мастеров из Эрзрумской и Карсской областей Анатолии. В результате, из промышленных центров Малой Азии около 800 греков со своими семьями направились для переселения в Грузию.
Процесс переселения греков в Грузию активизировался после вхождения Картл-Кахети в состав Росийской Империи. На граничащей с исламским миром грузинской территории, где кроме грузин проживало и армянское население, создание христианского ореала, прибавив к ним греческих беженцев, представляло стратегическую цель Росийской империи. По условиям Адрианаполисского мирного договора, оформлённого после русско-турецкой войны 1828-29гг., Россия должна была вывести свои войска из Эрзрумского вилайета, в результате чего местным грекам, помогавшим русским, могла угрожать опасность. В результате ходатайства генерала Паскевича, Николай I предоставил грекам право поселиться в Грузии. Греки поселились в оснавном на земле Борчалского уезда, которые были почти опустошены в результате непрерывных набегов турецких и дагестанских феодалов. К 1830 году в окресностях Цалкского района существовало около 18 греческих селений. В тот же период поселились в Дманисском районе греки, перешедшие из северо-восточных вилайетов Турции. Пришедшие меняли старую грузигскую топонимику и некоторые села называли теми названиями, в которых они проживали нп территории Турции. В результате переименования в данных районах появилась турецкая географическая номенклатура, которая сохраняется по сей день.
С 30-хгг. XIXвв. Начинается заселение греков и в Самцхе. 200 семей поселились в окресностях Борджоми, в селах Цихисджвари и Микелцминда, которые были опустошены в результате набегов мусульман. Переселение греков на территории Абхазии и Аджарии является результатом русско-турецкой войны 1877-78гг. В 1866 году, на опустовшей в результате восстания абхаз территории росийское правительство посчитало целесообоазным поселить политически надёжного, единственного народа. Массовое и периодичное заселение греков в села Аджарии начинается в конце XIX века, с 1881 года. Щдним из первых новоселов в Батуми и окресных территориях стало селение Дагва. К началу XX века численность греков в Аджарии существенно возросло. История массового переселения греков завершается в 30-х гг. XX столетия.
Примичательно, что параллелбно заседению в Грузии, происходила также и эмиграция греков. Первая их Эмиграция началась в 20-х гг. XX века, когда советизация Грузии, сложившиеся в регионе тяжёлые экономические условия и развивавшиеся на территории Турции процессы вынудили греков искать убежище на исторической родине. Следуюшая волна эмиграции приходится на 40-вые годы XX в., когда советские власти переселили понтийских греков с Черноморского побережья Грузии, Абхазии и Аджарии в Центральную Азию и районе Казахстана со сложнейшими климатическими условиями. Вдальнейшем, после реабилитации лишь часть возвратилась назад.
С момента первого массового прибытия греков до 1990-х гг. Замечался неукоснительный рост численности греков, что было результатом, в оснавном, заселения в XIX веке, а в дальнейшем, естественного роста числа населения. Греческие поселения, по большей части, расположены в южных, в юго-западных регионах Грузии. Компактные поселения находятся в Цалкском, Тетрицкаройском, Ахалцихском, Борджомском районах и на территории автономной республики Аджария.
В 1989 году в Грузии проживали 100 тысач греков, что состовляло 1,9%25 всего населения. Они состовляли большенство в Цалкском районе - 27 тысяч (61,0%25). В Цалкском районе грузинское население спустя несколько веков, снова появилось в конце 1980-х гг., когда после стийных бедствии в высокогорных районах Грузии - Сванети и Аджарии часть населения переселили в район. Врезультате заселения экологическими мигрантами на протяжении нескольких лет численность грузинского населения по малому, но всё же восрастает ежегодно.
Согласно общей переписи населения 2002 года, по сравнению с 1989 годом существенно сократилось число греков. В настояшее время в масштабах Грузии проживает всего 15 тысяч греков, сто составляет 0,3%25 всего населения страны. В городе Тбилиси в настояшее время проживает около 3800 греков, на территории Аджарии - 2200, в Квемо Картли - 7500, в том числе в Цалкском районе, где в 1989 году греки составляли большенство, около 4600. Хотя, по заключению экспертов численность греков завышена, поскольку во время переписи в общее количество зачислили тех, кто давно находится в эмиграции и не собираются возврашаться в Грузию. Большенство из них уже получили гражданство других стран без выхода из грузинского гражданства.
В миграционных процессах, начавшихся ы 1990 гг. Греки отличались особой активностью в сравнении с другими этническими группами. В этом значительную роль сыграло существование исторической родины, которая способствовала иммиграции в Грецию греков, проживающих в бывших советских республиках. Эмиграции греков вначале 1990-х гг. Способствовал также национализм, который господствовал в стране после прихода к власти Звиада Гамсахурдиа. Сторонники президента и организации националистической направленности безнаказанно притесняли представителей национальных ьеньшенств, особенно в местах их компактного расселения. Непосредственно, против греческого населения не было случаев массового притеснения, но националистическая истерия порождала определённые опасения будущего, что способствовало эмиграции греков. После свержения власти Гамсахурдия пришедшие во главу государства лидеры отказались от националистической политики. После этого, самой главной причиной эмиграции стал социально-экономический фактор.
Абслютное большенство греков уехало в эмиграцию в Грецию. Сравнительно меньше уехали на Кипр, в Россию, различные страны Европы. Большая часть эмигрировавших людей ориентирована на получение постоянного жительства в стране эмиграции. В результате эмиграции в Цалкский район, практический опустел, где, фактически, не осталось молодое поколение. Внастояшее время цалкские греки, в оснавном пожилые люди.
Эмиграцию греков из Цалкского района обслуживает также и сложившися криминогенная обстановка в районе. На протяжении многих лет часто происходили нападения на греков, были случай убииства. Особенно частыми были факты поджогов принадлежаших грекам домов и сельскохозяственных строений. Хотя по оценке греческих организаций, в последнее время такие факты существенно сократились.
Греко-язычные и тюрко-язычные
Проживаюшие в Грузии греки по языковому признаку делятся на две группы: греко-язычные элинофоны и тюрки-язычные «урумы». Элинофоны, в оснавном, проживают в Абхазии и Аджарии (малочисленные группы в селах Южной Грузии), урумы же живут, по большей части в Цалкском и Дманисском районах.
Элинофоны разговоривают на понтийском диалекте. Для обознпчения понтийского диалекта, распространённого на территории современной Грузии местное население-элинофоны применяют термин «ромейка», а себя греки называют «ромей». Свой язык они также называют «понтиака». Сохранившийся в Грузии понтийски диалект в следствие различных историко-культурных условий, значительно отошёл как от других греческих диалектов, также и от современного разговорного и литературного греческого языка. На язык греков-элинофонов определённое влияние оказали и соседние языки: русский, грузинский, турецкий и армянский.
Речь тюрко-язычного населения Цалкского района относится, в основном, к группе восточно-анатолийских диалктов турецкого языка. Цалкские греки называются урумами. Термин «урум» возник после падения Восточной римской империи и завоевания бывших византийких провинции турками. Урум происходит от латинского корня «рома», что означает Рим, т.е. римлянин - подданый Восточно-Римской империи. Под этим термином подразумевалось население завованных турками провинций, независимо от его этнической принадлежности. Урумы Цалкского района говорят на турецком наречии, которое делится на разные мало отличаюшиеся друг от друга говоры. На территории Грузии это наречие в условь разноязычного окружения подверглось сильному влиянию, с одной стороны, азербайджанского, а с другой - грузинского и русского языков.
Речь на двух различных языках проживающих в Грузии греков порождает также и проблему их идентификации, как одной этнической группы. Открыто этого не видно, но между проживающими на черноморском побережье и в Восточной Грузии греками, в определённой степени, существует и момент отчуждения.
Проблема владения государственным языком
В советский период абсолютное большенство греков образование получало в русскоязычных школах, так как знание русского языка давало перспективу получения образования и работы в масштабах Советского Союза. После распада Союза грузинский язык стал оснавным языком в общественно-политической жизни страны, которым, фактический не владеют греки. Незнание государственного языка в Цалкском районе, где проживают, в оснавном, греки, ярмяне и азербайджанцы, языком общения являются в оснавном, русский или тюркский. По заявлению местных, в школахх Цалкского райна обучение грузинского языка ещё с советского времени не отличалась особой качественностью. У населения не было желание изучать грузинский язык, так как, с практической точки зрения, достаточно было знать и русский язык. В отличие от районов, проживающие в Тбилиси греки, более-менне владеют грузинским языком, но их основным разговорным языком всё ровно остаётся русский.
Такое отношение к знанию государственного языка создало серьёзные проблемы после обретения Грузией независимости. Из-за незнания государственного языка проживающие в районах греки, фактически, находятся в информационном вакууме и не принимают участия в обшественно-политической жизни страны. Неудовлетворительное знание государственного языка гражданину греческой национальности пре-пятствует в начале работы. Избранный же в парламент в 1995 и 1999гг. Депутат греческой национальности, из-за проблем с владением государственного языка, практический не участвовал в законотворческой работе парламента.
Греки, владеюшие различными профессиями, из-за незнания государственного языка не могут сдавать экзамены, которые объязательны для получения професиональных лицензий в некоторых сферах, что подталкивает их к эмиграции. Крме того, создавшаяся в стране социально-экономическая или политическая обстановка молодому поколению кажется бесперспективным и поэтому, проявляет меньший энтузиазм к изучению грузинского языка.
Со своей стороны, государство также не может соотсетственно обеспечить процесс обучения грузинскому языку в районах компактного расселения национальных меншенств. После бархатной революции 2003 года со стороны властей в этом направлении заметна определённнная, но сделанная в эту сторону шаги, пока что из-за скромных их масштабов, не дают надежду на урегулирование проблемы в полной меры в краткий период.
Социально-Экономическое Проблемы
С социально-Экономической точки зрения особо тяжёлое положение создалось в Цалкском районе, которые отличается тяжёлыми климатическими условиями. Дороги, соединяюшие центр и район, вышли из строя. Особенно сложно перемешаться в зимнее время. В рамках строительства нефтепровода Баку-Тбилиси-Джейхан, в Цалкском районе была произведена реабилитация лишь небольшого участка дороги. Строительства финансировалось компанией British Petrolium. Также, в ближайшем будущем запланирована реабилитация магистрали соединяюшей регион джавахети с Тбилиси. Магистрал также пройдёт черех Цалкский район тем самим улучшится комуникация района с столицей. Этот проект грузинское правительство осуществляет в рамках американской программы “Millenium Callange”.
На фоне массовой безработицы среди греческого населения района, важнейшим источником доходов являются те денежные переводы, которые отправляют членам своей семьи или родственникам проживаюшие в Греции эмигранты. Источником доходов также являются распастранённые на месте сельско-хозяйственные отрасли.
В улучшении социально-экономического положения остающихся в Грузии греков большую роль играет правительство Греции и различные международные греческие организации, которые систематически осушествляет гуманитарные программы. Примечателен также и характер этих программ: например, пациентами открытых в Грузии под эгидой Мирового совета заграничных греков трёх клиник - в Тбилиси, Цалка и Цихисджвари, кроме греков является также и другое местное негреческое население.
Для греков Цалкского района, с точки зрения занятости, важнейшим фактором мог стать проект нефтепровода Баку-Тбилиси-Джейхан, так как один из участников трубопровода проходит по территории района. Но, в процессе строительства нефтепровода местные греки почти не принимали участия. Крме того, вопрос, связанный со строительством трубопровода, вызвал серьезные противоречия между этническими группами района. Положение обстоит таким образом: British Petrolium, которая финансировала это строительство, для трубопровода приобрела участки земли шириной 44 метров для коридора в тех селениях, на территорий которых проходит трубопровод. Компенсация была выплачена также тем селениям, которые расположены в двух километрах от трубопровода. Но, компания выплатила компенсации лищ той части населения, которые легально являются жителями этих селений. Это исключил заселённых недавно в район экологических мигрантов, этнических грузин, часть которых занимает дома греков насильственным и поэтому не имеют права на легальное требование компенсации. Проблему осложнил также тот факт, что найти некоторых настоящих владельцев домов сложно, так как они находятся в эмиграции.
Для греков остро стоит вопос охраны частной собственности. В этом отношении особенной остратой отличается проблема домов, принадлежащих эмигрировавших из Цалка грекам. В некоторых домах проживают родственники эмигрировавших, часть домов продана. Внастоящее время, даже в случае желания продать дом, фактически, реальных покупателей нет. Живущие в других районах и в столице люди не желают покупать дома в Цалка, а местное население не имеет возможность приобретать дома, где никто не проживает. Безхозные дома разграблены. А в части домов проживают экологические мигранты, некоторые с согласия хозяев дома, а некоторые самовольно. Несмотря на то, что власти должны были приобрести такие дома, закупать все дома и выплачивать компенсации на выделённые государством деньги не получается. В связи с предлженной государством закупочной ценой необходимо отметить, что по оценке греков, предложенная государством цена ниже реальной стоимости. По этому, некоторые владельцы предпочитают оставить продажу дома на будущее.
Несмотря на сложную социально-экономическую обстановку в Цалкском районе, заселение экологических мигрантов в регион продолжается. По мнению тех, кто критически настроен к вопросу заселения экологических мигрантов, государства в недостаточном количестве построила дома для переселенцев, и кроме того, приобретена лишь часть уже построенных домов. Мигранты же начали занимать пустые дома и неосвоенные земли, в оснавном, в греческих селениях.
Из-за незаконного вселения в дома и множества бытовых проблем в районе часто возникают споры между различными этническими группами. Если учесть и то, что часть экологических мигрантов (переселённые из высокогорного региона Аджарии грузии) являются последователями исламской веры, агреки и армяне являются христянами, возникающие между ними споры, кроме этнического, приобретают также и окраску религиозного противостояния. Противоречия между этническими группами углубляют и СМИ, который каждый из таких фактов рассмотривает в свете этнического или религиозного противостояния.
Периодическое возникновение противостояния между этническими группами района и участивщиеся факты насилия, грабежей, воровства и убийств греческая община связывает со стихийным характером программы заселения. По мнению председателя Союза греческих общин Грузии Кириака Иорданиди, это является результатом необдуманного, непродуманного и стихийного заселения в Цалкский район переселенцев из других районов Грузии. По его словам, вместе рабочими, крестьянами и интеллигенцией в районе нашли прибежище и сотни криминалов. В связи участившимися криминальными фактами против греков к МВД Грузии обратился и посол Греции в Грузии. Например 16 марта 2005 года в Цалкском районе избили и ограбили пару пожилых греков. Греки и армяне обвинили в нападении заселённых грузин, и позже они сами избили грузин и разгромили грузинскую школу. Они потребовали осуждения самосудом задержённого полицией подозреваемого. Со своей стороны, цалкские грузины заявили о систематических фактах насилия со стороны греков и армян. После этого столкновения в район прибыли и министр внутренных дел, за чем последовал ввод дополнительных полицейских сил в район. Внастоящее время в Цалкском районе постоянно находится специальный отряд МВД Грузии.
Заключение
Из проживающих в Грузии этнических меньшенств греки более всех расположены к эмиграции. После 1990-хгг. Их численность резко сократилась. Ожидается, что эмиграция греков из районов компактного проживания, особенно Цалкского района, на фоне тяжёлых социально-экономических проблем будет продолжаться, что в ближайшие годы, фактически вызовет изчезновение некогда многочисленного греческого населения Грузии. Для проживающих в Цалкском районе греков самой острой проблемой является охрана частной собственности. На этой почве конфликт между проживающими в районе греками, армянами и экологическими мигрантами - этническими грузинами - носит бытовой характер, но периодический противостояния между ними, на фоне тяжёлой социально-экономической обстановки, приобретает этнический характер. Положение дополнительно осложняется и освещением в СМИ происжодящих в районе процессов в свете этнического противостояния. С учётом упомянутых факторов, без урегулирования социально-экономических проблем и без управления процесса заселения экологических мигрантов, в районе всегда будет существовать опасность возникновения противостояния на этнической почве.
Использованная литература и источники
1. Греки в Грузии (коллективная монография), 2000. (на груз. Яз.).
2. Гачечиладзе Р. Миграция населения в Грузии и её социально-экономические последствия. 1997. (на груз. Яз.).
3. Пашаева Л. Семья и семейны быт греков Цалкского района. 1992.
4. Wheatley J. Obstacles Impeding the Regional Integration of the Kvemo Kartli Region of Georgia. ECMI Working Paper № 23, February 2005.
5. Государственный Департамент Грузии по Статистике. Результаты первой общей национальной переписи населения Грузии 2002 года, том I, 2003.
6. Газета Союза Греческих Общин Грузии Элиники Диаспора.
7. Газета Многонациональная Грузия.
8. Грузинские газеты.
![]() |
6 ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგიები საქართველოში
დავით თინიკაშვილი
ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ („Word of Life“) ჩამოყალიბდა 1983 წლის 24 მაისს შვედეთში, ქალაქ უპსალაში. ამ მიმდინარეობის ფუძემდებელია ამავე ქვეყნის მკვიდრი, ულფ ეკმანი (Ulf Ekman). თავდაპირველად ეკლესიას მხოლოდ ოცი წევრი ჰყავდა, მაგრამ დღესდღეობით ყოველ კვირა დღეს შვედეთის ამ ეკლესიის მსახურებაზე 2 000-მდე ადამიანი იკრიბება.
1970-იან წლებში უპსალაში ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფი ჩამოაყალიბა რამდენიმე სტუდენტმა, რომელთა მიზანი საკუთარ მეგობართა ევანგელიზაცია იყო. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გახლდათ ულფ ეკმანიც. იგი გულმოდგინედ სწავლობს თეოლოგიას, აქტიურად მოღვაწეობს აღნიშნული ჯგუფის სამეცნიერო საქმიანობაში; შედეგად იგი ხდება ამ დარგის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი უპსალის უნივერსიტეტში.
შემდეგ ულფ ეკმანი ამერიკაში, ოკლაჰომას შტატში, ტულსას ბიბლიურ ენტრში მიემგზავრება იქ არსებული რწმენის აღორძინების მოძრაობის გასაცნობად. ერთი წლის შემდეგ იგი შვედეთში ბრუნდება და, გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ პერიოდში ღებულობს ღვთის სიტყვას, რომელიც მოუწოდებს: „გაავრცელე რწმენის სიტყვა ადამიანებში. მიუთითე მათ ამ სულიერ იარაღზე. ასწავლე, როგორ გამოიყენონ, იგი და გაგზავნე ისინი ღვთის სახელით სულიერ ბრძოლაში გასამარჯვებლად“. ამის შედეგად 1983 წლის გაზაფხულს დაფუძნდა ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“, ხოლო იმავე წლის შემოდგომაზე ამ ეკლესიასთან ბიბლიური სკოლაც ჩამოყალიბდა. 1994 წელს ეკლესია ხსნის უნივერსიტეტსაც („Livets Ord University“), რომელსაც სამი ფაკულტეტი აქვს.
„სიცოცხლის სიტყვა“ შვედეთს გარეთ
1985 წლიდან მოყოლებული მორწმუნეთა მისიონერულმა ჯგუფებმა უპსალიდან დაიწყეს რეგულარული ვიზიტები საბჭოთა კავშირში. ეს ამ ეკლესიისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. მისიონერთა უპირველესი მიზანი იყო ლოცვა „რკინის ფარდის“ დასამსხვრევად, რომელიც დიდ დაბრკოლებას უქმნიდა სსრკ-ს ტერიტორიაზე სახარებისა და საერთოდ რელიგიური ლიტერატურის თავისუფლად შემოტანასა და გავრცელებას. ამ მისიონერულმა ჯგუფებმა ნაყოფიერად იმოღვაწევეს: 1985-1989 წლებში მათ გაავრცელეს უამრავი ბიბლია და სხვადასხვა რელიგიური წიგნი, შექმნეს მლოცველთა გაერთიანებები, მოაწყვეს პირველი კონფერენციები...
1989 წელს თვით პასტორი ულფ ეკმანი სერიოზულ ძალისხმევას მიმართავს (ფინანსური დახმარების ჩათვლით) საბჭოთა კავშირში ქრისტიანული მოძრაობის დაწყებისთვის სახელწოდებით „რუსეთის შიდა მისია“ („The Russia Inland Mission“). ულფ ეკმანის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამ გზაზე იყო 100 ვიდეომაგნიტოფონის, ასევე სხვადასხვა სახის აპარატურის გადაცემა ახალგაზრდა რუსი პასტორებისა და სამლოცველო ჯგუფების ლიდერებისათვის. ამგვარმა ტექნიკურმა მხარდაჭერამ ძალზე შეუწყო ხელი „სიცოცხლის სიტყვის“ მქადაგებლების საქმიანობას: ისინი 1990-იან წლებში უამრავი სემინარისა და კონფერენციის მოწყობას ახერხებენ.
1993 წელს მოსკოვში გამოჩნდა ამ ეკლესიის პირველი მისიონერი - უვე სვემბერგი. მან თავდაპირველად ხუთკაციანი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა. მისი ძალისხმევით გაიხსნა აგრეთვე ბიბლიური სკოლა, რომელმაც დიდი ბრძოლის შემდეგ გაიარა რეგისტრაცია. 1994 წელს სკოლამ უკვე შეძლო მსმენელთა პირველი ნაკადის მიღება (530 სტუდენტი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან).
1995 წელს ულფ ეკმანმა ეს საკრებულო გამოაცხადა „სიცოცხლის სიტყვის“ ადგილობრივ ეკლესიად მოსკოვში. მოსკოვის ამ ბიბლიური ცენტრის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ, სხვა სამისიონერო ბაზებისგან განსხვავებით, მას არანაირი ფინანსური დახმარება არ მიუღია საზღვარგარეთიდან. თავისი დაფუძნებიდანვე იგი მხოლოდ მორწმუნეთა შემოწირულობებით არსებობს.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გარდა „სიცოცხლის სიტყვამ“ წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი სხვა ქვეყნებშიც: ინგლისში, გერმანიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ბალტიის სახელმწიფოებში, თურქეთში, ავღანეთში, ისრაელში, სინგაპურში, ინდოეთში, ჩინეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში
„სიცოცხლის სიტყვა“ საქართველოში
ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ საქართველოში 1995 წელს მამუკა ჯებისაშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა.
მანამდე, 1991 წელს იგი მიემგზავრება ლატვიაში, ქ. ელგავის თეოლოგიურ ნსტიტუტში სასწავლებლად, რომელიც პირველი არადენომინაციური და ინტერკონფესიური სასწავლებელი იყო. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.
1992 წელს თბილისში დაბრუნებული მამუკა ჯებისაშვილი იწყებს მოღვაწეობას სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანთა (ორმოცდაათიანელთა) ეკლესიასთან ბიბლიური კოლეჯის ჩამოსაყალიბებლად, სადაც შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
1995 წელს მამუკა ჯებისაშვილი ეკლესიის დასაფუძნებლად მიემართება ქარელის რაიონ სოფელ კეხიჯვარში. მისი სიტყვებით, იგი რეგიონში იმიტომ წავიდა, რომ იქ განსაკუთრებული სულიერი და ეკონომიკური კრიზისი იყო. სწორედ აქ დაინახა მან საკუთარი მისია - რწმენის სიტყვა გაევრცელებინა ხალხში, რათა მისი მეშვეობით ადამიანებს გასაჭირის დაძლევაში დახმარებოდა. პასტორ მამუკა ჯებისაშვილის ღრმა რწმენით, ბიბლია ის წიგნია, რომელიც ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და რომელიც ადამიანს სხვადასხვა ცხოვრებისეული სირთულეების დასაძლევად საჭირო ძალას ანიჭებს. „ბიბლია ეს არის სიცოცხლის სიტყვა ყველასთვის“.
მისი დაუღალავი შრომის შედეგად ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში ყალიბდება ფრიად ორგანიზებული ეკლესია, რომელიც დღესაც არსებობს.
1997 წლის ივლისში იგი თბილისში ბრუნდება. 1997 წლის 7 სექტემბერს შედგა მისი პირველი მსახურება დედაქალაქში. თუმცა საქართველოში პირველი ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ ქარელის რაიონში დაფუძნდა, ამ ეკლესიის ცენტრი თბილისშია, რეგიონებში კი 14 საკრებულო მოქმედებს: ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში, გორში, გურჯაანში, თელავში და სხვ.
ეკლესიის მრევლი, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, ათასი კაცისგან ედგება (ცნობისათვის: იგივე ეკლესია აზერბაიჯანში ათასხუთას წევრს მოიცავს, ხოლო სომხეთში - რვა ათასს).
საქართველოს ევანგელურ ეკლესიაში „სიცოცხლის სიტყვა“ პასტორებად ქალების მოღვაწეობაც დასაშვებია. ეკლესიაში ფუნქციონირებს „სულიერი საბჭო“, რომლის წევრებიც მხოლოდ პასტორები არიან. საბჭო იკრიბება სამ თვეში ერთხელ სხვადასხვა საეკლესიო და სოციალური საკითხების მოსაგვარებლად.
უნდა ითქვას, რომ „სიცოცხლის სიტყვა“ იმავე დოქტრინით ხელმძღვანელობს, რითაც ევანგელურ-ორმოცდაათიანელთა ეკლესია, ხოლო ღვთისმსახურება თითქმის არაფრით განსხვავდება სხვა ტრადიციული პროტესტანტული ეკლესიების მსახურებისგან. ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღიარებს მხოლოდ ნათლობის, ზიარებისა და ქორწინების საიდუმლოებებს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამ ეკლესიის სოციალური აქტივობა. ეკლესიას გახსნილი აქვს უფასო სასადილოები თბილისში (კერძოდ, გლდანში), ბათუმში და ზუგდიდში, სადაც მხოლოდ ხელმოკლე ობლები და სრულიად უპატრონო ქუჩის ბავშვები დადიან. ამ ღონისძიების პარალელურად ეკლესიის წევრებს თავად მიაქვთ სხვადასხვა პროდუქტი მარტოხელა მოხუცთა ოჯახებში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეკლესიაში ებრაელებისადმი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენენ. სხვადასხვა სახის სოციალური შემწეობებით ხელის გამართვის გარდა, ეკლესიის ხელმძღვანელობა აქტიურ დახმარებას უწევს იმ ებრაელებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ. პასტორი მამუკა ჯებისაშვილი: „ჩვენ, ქრისტიანები დიდ ვალში ვართ ებრაელი ერის მიმართ. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის, რომ სწორედ მათ წიაღში ინება ღმერთმა ამ ქვეყნად მოსვლა. მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ მთელი ებრაელი ერი დამნაშავეა ქრისტეს ჯვარცმაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ თავად მოციქულებიც ებრაელები იყვნენ...“
საქართველოს ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აქტიურად ზრუნავს საკუთარი მრევლის სულიერ-ინტელექტუალურ განვითარებაზე. ამ კუთხით, პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ ეკლესიასთან ფუნქციონირებს ორწლიანი საღვთისმეტყველო სკოლა, სადაც პირველი წელი ბიბლიურ დისციპლინებს ეთმობა, ხოლო მეორე წელს მისიონერული თეოლოგია ისწავლება. სასწავლებელში ჩასარიცხად დაბრკოლებას არ წარმოადგენს სწავლის მოსურნეთა განსხვავებული ქრისტიანული რწმენა.
ამ ეკლესიის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში (ბოლოს მათ 14-19 ნოემბერს ბაქოში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა შვედ პასტორებთან ერთად).
პასტორი მამუკა ჯებისაშვილი რეგულარულად გამოდის საერთაშორისო ქრისტიანული ტელეარხით „CNL“. ტელეარხის ცენტრალური ოფისი ყაზახეთში მდებარეობს. არხი ინტერკონფესიურია და არცერთი კონკრეტული კონფესიის პროპაგანდას არ ეწევა. მის ეთერში საკმაოდ ხშირად გამოდიან მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან.
![]() |
7 მუსლიმები დასავლეთ ევროპაში |
▲ზევით დაბრუნება |
Tolerance
მამუკა კომახია
11 სექტემბრისა და ლონდონის მეტროში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა, დანიაში რელიგიურ თემაზე შექმნილმა კარიკატურებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა დასავლეთ ევროპაში მუსლიმთა ინტეგრაციის პოლიტიკის წარუმატებლობისა და ევროპაში ისლამურ და ლიბერალურ ღირებულებებს შორის სულ უფრო მზარდი პოლარიზაციის შესახებ. დიდი ძალისხმევის მიუხადევად, მუსლიმთა ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებაში ევროპის სახელმწიფოები კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე არიან.
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მუსლიმი მოსახლეობა უკვე რამდენიმე საუკუნეა რაც ცხოვრობს, მაგრამ მათი რაოდენობის შესამჩნევი ზრდა 1945 წლის შემდგომ პერიოდში იწყება. პირველად მუსლიმი მიგრანტები, ძირითადად მამაკაცები, ევროპაში 1950-60-იან წლებში ჩავიდნენ სამუშაოდ. ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი ურთიერთობა მხოლოდ ეკონომიკური სფეროთი შემოიფარგლებოდა. შემდგომ წლებში, ევროპულმა ქვეყნებმა შრომითი მიგრაციის შეზღუდვა სცადეს, მაგრამ საწინააღმდეგო ეფექტი მიიღეს. ბევრმა მიგრანტმა ქვეყნის დატოვების მაგივრად, თავისი ოჯახის სხვა წევრებიც თან ჩამოიყვანა. ოჯახების გაერთიანების წყალობით, მუსლიმების რაოდენობა ევროპაში შესამჩნევი გახდა, რასაც მეჩეთებისა და ისლამური ორგანიზაციების რაოდენობის ზრდაც მოჰყვა. შემდგომში მუსლიმების იმიგრაციას ხელი შეუწყო ისლამურ ქვეყნებში (ავღანეთი, სომალი, ირანი და ერაყი) მომხდარმა კრიზისებმა და პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, რამაც ბევრი აიძულა თავშესაფარი ევროპაში ეძება.
ევროპაში მუსლიმი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, რადგან მოსახლეობის რელიგიური კუთვნილების მიხედვით აღწერა არ წარმოებს. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებებით, ევროპაში დაახლოებით 15 მილიონამდე მუსლიმი უნდა ცხოვრობდეს. ყველაზე დიდი მუსლიმი მოსახლეობა საფრანგეთში ცხოვრობს (4-5 მილიონი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 7%25-ს შეადგენს), გერმანიაში 3 მილიონი (3.6%25), დიდ ბრიტანეთში 1.6 მილიონი (2.7%25,), იტალიაში 700 ათასი (1.2%25) და ნიდერლანდებში 700 ათასი (4.3%25); 300-400 ათასი ცხოვრობს ავსტრიაში, ბელგიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, შვედეთსა და შვეიცარიაში; დანიაში 150 ათასი; 50 ათასზე ნაკლებია ირლანდიაში, ფინეთში, ლუქსემბურგსა და პორტუგალიაში.
ევროპული სახელმწიფოების მუსლიმი მოსახლეობა ერთმანეთისაგან მრავალი ასპექტით განსხვავდება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მუსლიმების 50%25 სამხრეთ აზიიდან, საფრანგეთის მუსლიმების 75%25 ჩრდილოეთ აფრიკიდან, გერმანიის მუსლიმების 75%25 კი თურქეთიდან არიან წარმოშობით. განსხვავებულია მათი პოლიტიკური სიმპატიებიც. მაგალითად, გერმანიაში თურქებს ნაკლებად აწუხებთ ისრაელის წინააღმდეგ პალესტინელების ბრძოლის საკითხი. ლიბანური ან ირანული წარმოშობის შიიტ მუსლიმებს ნაკლებად აღელვებთ ჩრდილოეთ აფრიკის სუნიტი მუსლიმების პოლიტიკური პრობლემები, ალჟირის სამოქალაქო ომი ან მაროკოს მიერ დასავლეთ საჰარის ანექსია. ეს საკითხები უფრო საფრანგეთის მუსლიმებს ადარდებთ, რომლებიც წარმოშობით ჩრდილოეთ აფრიკიდან არიან.
თუმცა, ყველა ევროპელ მუსლიმს სეგრეგაციისა და მეორეხარისხოვან მოქალაქედ ყოფნის განცდა აერთიანებს. მუსლიმებისაგან განსხვავებით, შავკანიანი და ინდური წარმოშობის მოქალაქეებმა ევროპის ქვეყნებში უფრო მოახერხეს ინტეგრირება. სხვებთან შედარებით, მუსლიმ იმიგრანტებში უფრო მეტად არის გავრცელებული უმუშევრობა და გაუნათლებლობა, ახალგაზრდა მუსლიმები გაცილებით ხშირად განიცდიან პოლიციის მხრიდან ძალადობას ნარკოტიკების გაყიდვისა და წვრილმანი ქურდობის გამო. ამგვარ პირობებში ახალგაზრდა მუსლიმები ყველაზე მეტად ექცევიან ექსტრემისტული ისლამური ორგანიზაციებისა თუ მეჩეთების გავლენის ქვეშ და პოტენციური ტერორისტები ხდებიან.
მუსლიმი იმიგრანტებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება თითოეული ევროპული ქვეყნის განსხვავებული ისტორიით არის განპირობებული. გერმანელ მუსლიმთა მნიშვნელოვანი ნაწილი თურქია, რომლებიც ომის შემდგომ დანგრეული ეკონომიკის აღსადგენად გერმანიაში მთავრობის მოწვევით, „გასტარბაიტერების“ (სტუმარი მუშების) სახით, ჩავიდნენ. ისინი გერმანიის მთავრობამ დროებით მიიწვია, მაგრამ 1973 წელს, როდესაც ახალი უცხოური სამუშაო ძალისთვის საზღვრები დაიხურა, მილიონმა თურქმა გერმანიაში დარჩენა გადაწყვიტა. უფრო მეტიც, მათ თავისი მეუღლეები თუ ოჯახის სხვა წევრებიც გერმანიაში ჩაიყვანეს. დღეისათვის გერმანელ თურქთა 60%25-ზე მეტი გერმანიაში დაიბადა ან 20 წელზე მეტია აქ ცხოვრობს. ბრიტანელი მუსლიმების მსგავსად მათი უმრავლესობა ახალგაზრდაა. გერმანელ თურქთა თითქმის ნახევარი 30 წელზე ახალგაზრდაა. გერმანია სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად ნაკლებად ზრუნავდა იმაზე, რომ ადგილობრივ საზოგადოებაში მუსლიმი მოსახლეობის ინტეგრაცია მოეხდინა და მხოლოდ 2000 წელს გამოსცა კანონი, რომელიც ავტომატურ მოქალაქეობის მიღების უფლებას აძლევს იმ ახალშობილებს, რომლებიც გერმანიაში არამოქალაქე მშობლებისაგან დაიბადნენ.
საფრანგეთს, მეცხრამეტე საუკუნიდან ჩრდილოეთ აფრიკაში კოლონიური ბატონობის გამო, გაცილებით ხანგრძლივი ისტორიის მქონე მუსლიმი მოსახლობა ჰყავს. თუმცა, იმიგრაციის ძირითადი ტალღა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილ ეკონომიკურ ბუმს უკავშირდება, როდესაც საფრანგეთის ფაბრიკა-ქარხნებს იაფი მუშახელი სჭირდებოდა. დღეისათვის საფრანგეთი ევროპაში ისლამური ორგანიზაციების სიმრავლით გამოირჩევა. მათ შორის არის საფრანგეთის ისლამური ორგანიზაციების კავშირი, სადაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ ტუნისელებსა და მაროკოელებს. კავშირი რადიკალიზმით გამოირჩევა და ეგვიპტეში მოქმედ ისლამურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ფრანგი მუსლიმების ეროვნული ფედერაცია კი ნეოვაჰაბიტური მიმდინარეობის არის და საუდის არაბეთის ორგანიზაციების მხარდაჭერით სარგებლობს. საფრანგეთი თავისი ევროპელი მეზობლებისაგან განსხვავებით, საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედ ისლამურ ორგანიზაციებს მკაცრად აკონტროლებს. 1990-იან წლებში საფრანგეთმა უარი უთხრა თავშესაფარზე რადიკალ ისლამისტებს, მაშინ როდესაც მისი მეზობლები ამას აკეთებდნენ. ფრანგი სამართალდამცავები ექსტრემიზმსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილთ, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი უფლებების დარღვევის გზითაც კი აკავებენ. ყველა სალოცავი ადგილი კი პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
საფრანგეთის მთავრობის პოლიტიკამ სახელმწიფოსა და მუსლიმებს შორის დაძაბული ურთიერთობის განვითარებასაც შეუწყო ხელი, რაც შარშან ნოემბერში მუსლიმთა დიდ მღელვარებაში გადაიზარდა. ექსპერტთა შეფასებით, ეს მღელვარება არაჯანსაღი რასობრივი ურთიერთობებისა და ქალაქის გარეუბნებში არსებული მძიმე სოციალური პროცესების ერთობლიობის პროდუქტი იყო. ამის ფესვები კი საფრანგეთის მთავარი ქალაქების გარეუბნების მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების მიმართ ოცდაათწლიანი უყურადღებობის შედეგია. ამგვარ დასახლებებში არაკვალიფიციური ახალგაზრდა თაობები გაიზარდა. ისინი ძირითადად მეორე და მესამე თაობის იმიგრანტები არიან ჩრდილოეთ და საჰარის აფრიკიდან. ისინი ცხოვრობენ მძიმე პირობებში, სამუშაოს მიღების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის მათი კრიმინალურ სამყაროში შეღწევისათვის.
იმიგრანტთა ინტეგრაციის ფრანგულმა მოდელმა დაძაბულობას ზედმეტი მუხტი შესძინა. საფრანგეთის ინტეგრაციის პოლიტიკა ფრანგულ საზოგადოებაში ინდივიდის ასიმილაციას ითვალისწინებს და არა განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების განვითარებისათვის ხელშეწყობას. ამგვარ პირობებში, სადაც რასასა და რელიგიურ კუთვნილებას მნიშვნელობა არ ენიჭება, იმიგრანტებს თანაბარი შესაძლებლობის მიღების შანსი ეძლევათ. ფრანგულმა მოდელმა გაამართლა ადრეული იმიგრაციის პერიოდში, მაგრამ მან სირთულეები შექმნა პოსტკოლონიურ პერიოდში იმიგრირებულთათვის. დაბალანაზღაურებადიანი, ნაკლებად კვალიფიციური სამსახურების მოძიება ჭირს, განათლების სისტემა კი მეორე თაობის იმიგრანტებისათვის ვერ უზრუნველყოფს წარმატებულ კარიერულ წინსვლას. ამგვარი მიდგომის შედეგად აფრიკული წარმოშობის საშუალო კლასი ვერ ჩამოყალიბდა. შედეგად, მინიმალურია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკურ ინსტიტუტებში წარმომადგენლობა. ამიტომაც მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელია სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში საკუთარი ინტერესების დაცვა.
ლონდონის ტერაქტებამდე დიდი ბრიტანეთი ევროპაში მუსლიმი იმიგრანტების მიმართ ყველაზე ლიბერალურად განწყობილი სახელმწიფო იყო. თუმცა 2005 წლის ივლისის ტერაქტების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ „თამაშის წესები შეიცვალა“, რაც ტერორიზმსა და ტერორიზმის ქადაგებაში ეჭვმიტანილი უცხოელების დაკავებასა და დეპორტაციას გულისხმობს. ბლერმა ასევე განაცხადა ახალი, უფრო მკაცრი ანტიტერორისტული კანონების მიღების შესახებ, რამაც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ლონდონი რადიკალ არაბ ისლამისტებს აძლევდა თავშესაფარს და მათ ღიად ქადაგებასაც არ უკრძალავდა. რელიგიური საკითხებისადმი ზედმეტად ლიბერალური დამოკიდებულების გამო კონტინენტური ევროპა ხშირად საყვედურობდა ლონდონს. აგრესიული ისლამის მიმდევართა მასპინძლობის გამო კი, ლონდონს ზოგჯერ „ლონდონისტანადაც“ მოიხსენიებენ.
ბრიტანეთში, მრავალი პაკისტანელი და ბანგლადეშელი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩრდილოეთის სამკერვალო ფაბრიკებში სამუშაოდ ჩავიდა. შემდგომში, მრეწველობის ამ დარგში მომხდარმა კრიზისმა მათ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. ისინი დღეს ყველაზე მეტად განიცდიან უმუშევრობისა და გაუნათლებლობის პრობლემას. ბრიტანეთის მუსლიმი მოსახლეობა ჩაკეტილი ცხოვრობს და ნაკლებადაა ინტეგრირებული. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მუსლიმური თემები საკუთარი ისტორიული სამშობლოს მიხედვით, იდეოლოგიურად და სოციალურად განსხვავდებიან, რაც ხელს უშლის მათ სრულუფლებიან ბრიტანელ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. მუსლიმთა ზოგიერთი ჯგუფი კონკრეტულ ბრიტანულ ქალაქებში დასახლდა. მაგალითად, იმიგრანტები მირპურიდან (ქაშმირის ნაწილი) 1950 წლებიდან მოყოლებულნი ბირმინგემსა და ბრედფორდში სახლდებიან, მოგვიანებით მათ პენჯაბიდან და ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანიდანაც შეუერთდნენ. ზოგიერთი ჩრდილო ბრიტანული ქალაქი, მაგალითად, ჰადერსფილდი, მუსლიმ ინდოელებს იზიდავს, განსაკუთრებით გუჯარათიდან. ბანგლადეშელები აღმოსავლეთ ლონდონში სახლდებიან, ჩრდილო აფრიკელები და სხვა არაბები კი დასავლეთ ლონდონში. განსხვავებული რეგიონებიდან ჩამოსულთ განსხვავებული რელიგიური ტრადიციები ჩამოაქვთ. ბრიტანულ კულტურასთან მათი ზიარების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ ჩანს პერსპექტივა, რომ ახალგაზრდა თაობა რელიგიური გრძნობების გამოხატვისას უფრო ზომიერი იქნება. ისინი მსოფლიო პოლიტიკას კვლავ ისლამის პრიზმაში განიხილავენ და მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში ისლამის მიმდევრებთან იდენტიფიკაციას ახდენენ.
ესპანეთის ისლამური გამოცდილება გაცილებით ხანგრძლივი და უფრო რთულია. არაბებმა (პოეტურად მათ მავრებად მოიხსენიებენ) ესპანეთი ჯერ კიდევ 711 წელს დაიპყრეს და იქ 1492 წლამდე დაჰყვეს, სანამ ისინი მეფე ფერდინანდმა და დედოფალმა იზაბელამ არ განდევნეს. ამგვარი მემკვიდრეობა ისლამისადმი ესპანეთის დამოკიდებულებას დღემდე განსაზღვრავს. ესპანეთში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, ესპანელების უმრავლესობა ხაზს უსვამს თავის ევროპელობას და ცდილობს ნაკლები აფიშირება გაუკეთოს ესპანეთის კავშირს არაბულ წარსულთან.
ნიდერლანდებში მუსლიმებისადმი დამოკიდებულების ცვლილებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2004 წლის ნოემბერში რეჟისორ თეო ვან გოგის მკვლელობამ. ამ შემთხვევის შემდეგ, ამ ქვეყნის მოქალაქეები განსაკუთრებით შეშფოთდნენ რელიგიური ექსტრემიზმისა და ტერორიზმით. მათ გაუჩნდათ შეგრძნება, რომ განსხვავებული ღირებულებებისა და რწმენის ადამიანთან თანაცხოვრება და მათი ინტეგრაცია სირთულესთან არის დაკავშირებული. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა სიკვდილით დასჯის შემოღებაც კი მოითხოვა. ვან გოგის მკვლელს მოჰამედ ბოუიერს ნიდერლანდების სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, რითაც, ექსპერტების აზრით, ეთნიკური დაძაბულობისა და ისლამური ტერორიზმის საფრთხე წარმოქმნა. სასამართლო პროცესზე იგი ადვოკატების გარეშე გამოცხადდა. მან განაცხადა, რომ ხელმეორედ შანსის მიცემის შემთხვევაში, ვან გოგს, რომელსაც ისლამის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, მაინც მოკლავდა.
ნიდერლანდების სამეფოში მილიონამდე მუსლიმ მოსახლეობაში ორი დიდი ჯგუფია: 350 ათასი თურქეთიდან არის, 300 ათასი კი მაროკოდან, ძირითადად ამ ქვეყნების უღარიბესი რაიონებიდან. ორივე ჯგუფის ახალგაზრდებს მეუღლეები სამშობლოდან მოჰყავთ, რაც მათ ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციას თაობით და უფრო მეტით ახანგრძლივებს. მაროკოელ ახალგაზრდებს შორის განსაკუთრებით ხშირია წვრილმანი დანაშაულები. თურქები კი, გაცილებით ორგანიზებულად ცხოვრობენ. მათ აქვთ საკუთარი ბიზნესი (ლეგალური თუ არალეგალური) და ძლიერი კავშირები ისტორიულ სამშობლოსთან.
დანიაში მუსლიმთა საკითხის გამწვავება მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებამ გამოიწვია, რაც მრავალმა მუსლიმმა პირად შეურაცყოფად აღიქვა. თავდაპირველად მთავრობამ ეს უკმაყოფილება უყურადღებოდ დატოვა. მთავრობის ამგვარი მიდგომა ამ და ინტეგრაციის სხვა საკითხებზე მეტწილად განპირობებულია პოლიტიკაში ანტიიმიგრაციულად განწყობილი სახალხო პარტიის გავლენით, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე 1990-იანი წლების მიწურულს გამოჩნდა. მათი გააქტიურების შედეგად, დანიის მუსლიმი მოსახლეობის ინტეგრაციის საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი გახდა. კრიზისის განვითარებას სხვა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. განსაკუთრებული როლი დანიურმა მედიამ შეასრულა, რომელმაც ცეცხლზე ნავთი დაასხა და სიტყვის თავისუფლების პრინციპზე აპელირებით ისლამზე უფრო მწვავე შეტევები განახორციელა.
ევროპულ სახელმწიფოთა ინტეგრაციის პოლიტიკამ მუსლიმი ახალგაზრდების რადიკალიზაციას შეუწყო ხელი. იმიგრანტების ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქალაქებში დაფუძნებული რადიკალური ისლამური ჯგუფების წევრები გახდნენ. სარწმუნოებისათვის ებრძოლთა ქსელი გავრცობილია თელ ევროპაში. როტერდამისა და კოპენჰაგენის კაფეებში, სპონტანურად მოწყობილ სალოცავ ადგილებში ჰამბურგსა და ბრიუსელში, ისლამური წიგნის ჯიხურებში ბირმინგემსა და ლონდონში, მადრიდის, მილანისა და მარსელის ციხეებში, იმიგრანტები და მათი შთამომავლები დასავლეთის წინააღმდეგ საღვთო ომში მებრძოლთა რიგებში ეწერებიან. მწარე რეალობაა ის, რომ მუსლიმი ახალგაზრდობის რადიკალიზაცია ისეთ ქვეყნებში ხდება, როგორიც ნიდერლანდებია, რომელმაც ძალზედ ბევრი გააკეთა მუსლიმი იმიგრანტების დახმარებისათვის. უმცირესობებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებით ცნობილი ნიდერლანდები, განსაკუთრებით ამსტერდამი, ათასობით მუსლიმ თავშესაფარის მაძიებელს იღებდა, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში რეპრესიულ რეჟიმებს გაურბოდნენ. ამ ქვეყნის მოქალაქეების გადახდილი გადასახადებით ფინანსდებოდა ისლამური რელიგიური სკოლები და მეჩეთები, სატელევიზიო პროგრამები არაბულ ენაზე.
ვან გოგის მკვლელობა შოკი იყო ევროპისათვის, რადგან ბოუიერი მეორე თაობის იმიგრანტი იყო. ჰამბურგის ტერორისტული უჯრედის, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტთან იყო დაკავშირებული, წევრები ისლამური ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები იყვნენ. 2004 წლის მარტში მადრიდის მატარებლის აფეთქება კი, მაროკოელი იმიგრანტების გაკეთებული იყო. მაგრამ ვან გოგის მკვლელი და მისი თანამზრახველები ევროპაში დაბადებულები და გაზრდილები იყვნენ. ბოუიერის მშობლები 1970-იან წლებში დასახლდნენ ნიდერლანდებში და არასოდეს უსწავლიათ ამ ქვეყნის ენა. თავად ბოუიერმა კი თავის რაიონში საუკეთესო სკოლაში და კოლეჯში ისწავლა. შემდეგ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შვიდი თვე ციხეში დაჰყო, საიდანაც როგორც რადიკალი ისლამისტი ისე გამოვიდა.
ამჟამად, დასავლეთ ევროპაში საღვთო ომში მონაწილე რადიკალ ისლამისტთა ორი ტიპია: „ჩამოსულები“ და „ადგილობრივები“. „ჩამოსულები“ ტიპიური თავშესაფრის მაძიებლები ან სტუდენტები არიან, რომლებმაც ისლამურ ქვეყნებში რეპრესიების გამო ლიბერალურ ევროპაში თავშესაფარი მიიღეს. მათ შორის არიან რადიკალი იმამებიც, რომლებიც დაფინანსებას საუდის არაბეთიდან იღებენ, ხსნიან თავის მეჩეთებს, სადაც თავის მომხრეებს აგროვებენ და მრევლის წინაშე ჯიჰადს ქადაგებენ.
„ადგილობრივები“ იმიგრანტთა მეორე ან მესამე თაობის შვილები არიან, ბოუიერის მსგავსად, რომელიც დაიბადა ევროპაში და ევროპული ლიბერალიზმის იდეებით აღიზარდა. დღეისათვის, ზოგიერთი მათგანი უმუშევარია. თუმცა, არიან ახალგაზრდები, რომლებმაც შესანიშნავი საუნივერსიტეტო განათლება მიიღეს, ინტეგრირებულნი არიან ადგილობრივ საზოგადოებებში, მაგრამ მათში ყველაზე აგრესიულად განვითარდა ანტიდასავლური განწყობილება.
დასავლეთ ევროპაში მუსლიმი მოსახლეობის ინტეგრაციის კუთხით არსებული პრობლემების მიუხედავად, ზოგიერთ სფეროსა და ცალკეულ ქვეყნებში გარკვეული პროგრესი მაინც შეინიშნება. ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ მუსლიმთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, რაც 1990 წლებიდან ძალზედ გააქტიურდა. მუსლიმი დეპუტატები წარმოდგენილნი არიან დანიის, ნიდერლანდების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, ირლანდიისა და ავსტრიის პარლამენტებში. თუმცა, სამხრეთ ევროპის ქვეყნებში მათი რაოდენობა ჯერ კიდევ უმნიშვნელოა. ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ადრე, მუსლიმები ძირითადად სოციალ-დემოკრატიულ პარტიებში იყვნენ გაწევრიანებულნი, დღეს უკვე ისინი მთელი ევროპის მასშტაბით ყველა ძირითადი პარტიის წევრები არიან.
გერმანიაში თურქი მიგრანტებისათვის მოქალაქეობის მიღება ბევრად გაიოლებულია, ევროპის ბევრ სახელმწიფოში კი ინდივიდუალურად თუ მუსლიმური ორგანიზაციების საშუალებით, ისინი სრულყოფილად იღებენ სოციალურ, საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებას. საკანონმდებლო კუთხით, დიდმა ბრიტანეთმა რასობრივი შუღლის გაღვივების წინააღმდეგ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამგვარი ნაბიჯები წარმოშობს პოლიტიკურ მოლოდინს, რომ კანონმდებლობას შეიძლება ჰქონდეს აღმზრდელობითი გავლენა საზოგადოების განწყობილებასა და ქცევაზე. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში მუსლიმები ფიქრობენ, რომ ორმაგი სტანდარტები მაინც მოქმედებს. მაგალითად, მუსლიმების განცხადებით, ის ქვეყნები რომლებმაც ჰოლოკოსტის უარყოფის კრიმინალიზაცია მოახდინეს, ანტიისლამურ პუბლიკაციების გამოქვეყ-ნებას ვერ აკონტროლებენ.
ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა რელიგიურ განათლებას. მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებულია, რომ მხოლოდ რელიგიური განათლება ინტეგრაციასა და რელიგიურ შემწყნარებლობას ვერ განავითარებს, ცალკეული ქვეყნები ამ საკითხზე მეტად ზრუნავენ. მაგალითად, სეკულარულმა საფრანგეთმა რელიგიური განათლების გარკვეული ფორმების დანერგვა დაიწყო, გერმანია კი რელიგიური განათლების მიცემას ისტორიის, გეოგრაფიისა და ლიტერატურის სწავლების დროს ცდილობს.
მცირედი პროგრესის ფონზე, მუსლიმთა ინტეგრაციის პოლიტიკა არაერთი გამოწვევის წინაშეა. განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის მუსლიმებსა და არამუსლიმებს შორის არსებული უნდობლობა, რომელიც გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყნის ინტეგრაციის პოლიტიკებზე, რომლებიც უნივერსალური არ არის და ყველა სახელმწიფოს მიდგომა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულია.
მაგალითად, დიდი ბრიტანეთი ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებისას ძირითად აქცენტს ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ ინტეგრაციასა და საჯარო სექტორში რასობრივი შუღლის აღმოფხვრაზე აკეთებს, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევს ეკონომიკურ ინტეგრაციას და არ ცდილობს, რომ მიგრანტებმა თავისი თანამოქალაქეების ღირებულებები გაიზიარონ.
გერმანიაში ინტეგრაციის პოლიტიკა ძირითადად მიმართულია მუსლიმი მოსახლეობის სოციალური დახმარების სისტემაში ჩართვასა და მათი უფლებების შუამავალი ინსტიტუტების (მაგ. პროფკავშირები) საშუალებით დაცვაზე, მაგრამ იგნორირებულია პოლიტიკური ინტეგრაცია.
საფრანგეთი ინტეგრაციის პოლიტიკას სახელმწიფო ინსტიტუტების საშუალებით ახორციელებს, განსაკუთრებული როლი კი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ საგანმანათლებლო სისტემას უკავია. მაშინ როდესაც საფრანგეთი მიგრანტების მიმართ უფრო ასიმილატორული პოლიტიკით არის ცნობილი, პლურალიზმი კერძო სექტორში დაშვებულია. საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა ეჭვის თვალით უყურებს სკოლაში, საჯარო სამსახურსა და არმიაში ნებისმიერ მინიშნებას რელიგიურ ან ეთნიკურ განსხვავებაზე.
კულტურული ინტეგრაციის კუთხით ყევლა სახელმწიფო განსხვავებული გამოწვევის წინაშე დგას. გერმანიაში კულტურული ინტეგრაციისათვის პრობლემას ქმნის საზოგადოების მხრიდან მუსლიმებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება. ამ განწყობილების შეცვლისათვის მთავარი ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს გერმანიის ახლო კავშირები თურქეთთან და საკუთარი მუსლიმური მოსახლეობა, თუმცა ჯერ-ჯერობით პოლიტიკოსებმა ვერ შეძლეს საზოგადოებრივი განწყობების ამ მიმართულებით შეცვლა. დიდი ბრიტანეთში მუსლიმებს ყველაზე ნეგატიური და მტრული დამოკიდებულება აქვთ არამუსლიმი ბრიტანელების მიმართ, რაშიც ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭო ოფიციალური ლონდონის საგარეო პოლიტიკას ადანაშალებს. საფრანგეთი კი თავისი აქტიური ინტეგრაციული პოლიტიკით გამოირჩევა და მისთვის დაუშვებელია რაიმე რელიგიური განსხვავების დაშვება საჯარო სექტორში.
ევროპელ მუსლიმთა სოციალურეკონომიკური ინტეგრაცია ევროპულ მთავრობათათვის კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევაა. ევროპის მასშტაბით, მუსლიმი მოსახლეობა ყველაზე მწვავედ განიცდის უმუშევრობას. მათი დასაქმების შემთხვევაში კი, მათი ხელფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე არამუსლიმი თანამოქალაქის. ამ მხრივ ორი საკითხი მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას: განათლება, რომელიც ძირითადია ინტეგრაციისა და ცხოვრებაში ინდივიდუალური წარმატების მისაღწევად. იმ ქვეყნებში, სადაც ამ სფეროში საქმე ცუდად მიდის, პიროვნული ან საზოგადოებრივი წინსვლის ნაკლები იმედია. სოციალური დახმარებების სისტემა, თუკი აშშ იმიგრანტებს შრომის ბაზარზე ინტეგრირებას ცდილობს, ევროპა, განსაკუთრებით კონტინენტური ევროპა, მათ სოციალური დახმარებების სისტემაში ინტეგრირებას ახდენს. აქ კი ისმის კითხვა, რამდენად შეუძლია სახელმწიფოს სოციალური დახმარების სისტემამ ფართომასშტაბიან იმიგრაციას გაუძლოს.
ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებისას დაშვებულმა ხარვეზებმა დიდი გასაქანი მისცა ევროპაში მოღვაწე რადიკალურ ისლამურ ჯგუფებს, რომელთა საქმიანობის ხასიათი ბოლო ოცი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე ისინი მათი წარმოშობის ქვეყნებში, ძირითადად, ისლამური ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ, ამჟამად მათი მიზანი ანტიდასავლური ხასიათის საერთაშორისო ჯიჰადის (სარწმუნოებისათვის ომი, „საღვთო ომი“) წარმოებაა.
1980-იან წლებში ტუნისის, ალჟირის, მაროკოსა და ასევე ლიბიის ხელისუფლების რეპრესიულმა ღონისძიებებმა ისლამისტი ოპოზიციური ჯგუფების წინააღმდეგ, ამ ჯგუფის წევრები აიძულა ევროპის კავშირის ქვეყნებში ეძიათ თავშესაფარი, სადაც მათ ხელახლა დაიწყეს თავისი პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნა. მათი თავდაპირველი მიზანი მათი წარმოშობის ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ამისათვის რეპრესირებული იმიგრანტები სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში გაერთიანდნენ, რომლებიც არაბულ და ევროპულ ენებზე ვიზუალურად მიმზიდველი რელიგიური ლიტერატურის ბეჭდვასა და საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ბენილუქსის ქვეყნებსა და გერმანიაში მათ გავრცელებას იწყებენ.
ამ ჯგუფების პოლიტიკური მიზნები უკვე რომელიმე ერთი ქვეყნის პოლიტიკური საკითხებით არ შემოიფარგლება და გაცილებით უფრო ზოგად ისლამურ იდეოლოგიას უკავშირდება, რომელიც ვაჰაბიტური ფუნდამენტალისტური იდეებით არის ნასაზრდოები. საუდის არაბეთის ორგანიზაციების ფინანსური და მორალური მხარდაჭერის პირობებში, ისლამური ორგანიზაციების საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. ამის ერთ-ერთი პირველი გამოვლინება იყო სალმან რუშდის მიერ გამოქვეყნებული „სატანური ლექსები“, რამაც ევროპის მასშტაბით მუსლიმების გაღიზიანება გამოიწვია. დასავლეთ ლონდონში ახალგაზრდა რადიკალმა მუსლიმებმა „სატანური ლექსები“ დაწვეს და მოგვიანებით წიგნის ის მაღაზიებიც დაარბიეს, სადაც „სატანური ლექსები“ იყიდებოდა.
სპარსეთის ყურის ომმა და წმინდა ისლამური ქალაქების, მექასა და მედინას მახლობელ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის ჯარების განლაგებამ ისლამური გრძნობების კიდევ უფრო რადიკალიზაცია გამოიწვია. ევროპაში მოქმედი ვაჰაბიტური იდეოლოგიის მქონე ისლამური ჯგუფები კი სულ უფრო ანტიდასავლურები გახდნენ. ისლამური ორგანიზაციებისათვის დიდი შენაძენი გახდა ალჟირის ისლამური გადარჩენის ფრონტი, რომელიც 1991 წლის არჩევნების შემდეგ ალჟირის მთავრობამ აკრძალა. მისი წევრების უმრავლესობას ავღანეთის ომში ჰქონდა ნაბრძოლი და დაკავშირებული იყო საუდის არაბეთის ორგანიზაციებთან. მათ ადვილად დაამყარეს კავშირები საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მოქმედ ანალოგიურ ჯგუფებთან.
ევროპაში მუსლიმური მოსახლეობის რადიკალიზაციასა და ანტიდასავლური განწყობილების ზრდაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ოსამა ბინ ლადენის პიროვნებამ და მისმა იდეოლოგიამ. ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში რეჟიმისადმი ოპოზიციურად განწყობილი ისლამისტების დევნამ და ბინ ლადენის გმირის შარავანდედმა მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ბინ ლადენმა ისლამურ ჯგუფებს საერთაშორისო ჯიჰადისაკენ მოუწოდა, ისლამური სამყაროს მთავარი მტრების სიაში კი აშშ და ევროპის სახელმწიფოები შეიყვანა. ბინ ლადენის მოწოდებებმა ძლიერი გავლენა მოახდინეს ევროპაში მოქმედ რადიკალურ ისლამურ ორგანიზაციებზე და მათ მომავალ მიზნებზე. ბევრი მათგანისათვის დასავლეთთან კონფრონტაციის კულმინაცია 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი იყო.
11 სექტემბრის შემდეგ ევროპაში მკვეთრად გაიზარდა რასისტულ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა. ათწლეულების განმავლობაში შეუმჩნეველი მუსლიმები მოულოდნელად თვალში საცემნი გახდნენ. იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ქრისტიანობის ისლამზე უპირატესობის შესახებ განაცხადა. საქვეყნოდ ცნობილმა ბრიტანულმა გაზეთმა „The Sunday Telegraph“-მა მუსლიმები ძაღლებს შეადარა და განაცხადა, რომ ისინი ბრიტანული ცხოვრების წესს საფრთხეს უქმნიან.
ცნობილმა იტალიურმა ყოველდღიურმა გაზეთმა „ჩორრიერე დელლა შერა“-მ კი, გამოაქვეყნა წიგნიდან ნაწყვეტები, რომელიც ევროპულ საზოგადოებას ევროპის „ისლამის კოლონიად“ გადაქცევის საფრთხეზე აფრთხილებდა. მუსლიმთა და ზოგადად მიგრანტთა მოძალებამ ევროპის ქვეყნებში ულტრამემარჯვენე პარტიების წარმატებასაც შეუწყო ხელი, რომლებიც მკაცრი საიმიგრაციო კანონების მიღებას უჭერენ მხარს.
ევროპაში მსგავსი განწყობილების ფონზე, რთულია მუსლიმთა ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება, თუმცა მის გარეშე ევროპაში მუდმივად საფრთხის წყარო იქნება. მითუმეტეს, რომ მუსლიმები ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი მოსახლეობის ჯგუფია, რომელიც 2025 წლისათვის, სავარაუდოდ, ევროპის მოსახლეობის 10%25-ს შეადგენს. ამიტომაც, ევროპულმა ქვეყნებმა, უპირველეს ყოვლისა, თავისი ძალისხმევა მუსლიმ და არამუსლიმ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისაკენ უნდა მიმართონ, რაც შესაძლოა ინტეგრაციის პოლიტიკის წარმატების საფუძველი გახდეს.
![]() |
8 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება |
▲ზევით დაბრუნება |
სამართალი
ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ
მასალა მოამზადა ნონა კალანდაძემ
ბოშური წარმოშობის ბულგარეთის მოქალაქეები - პეტკოვი და ანგელოვი - მშენებლობაზე მომუშავე სამხედრო ნაწილში მსახურობდნენ. ადრე ისინი ნასამართლევი იყვნენ ქურდობისთვის.
1996 წელს სამხედრო ნაწილში გამოუცხადებლობის გამო ორივე დააპატიმრეს; პეტკოვს ხუთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ანგელოვს - ცხრათვიანი.
იმავე წელს მათ მოახერხეს გაქცევა ციხესთან არსებული მშენებლობიდან, სადაც მათ სასჯელის მოხდის დროს ამუშავებდნენ. ორივენი სოფელ ლესურაში მცხოვრებ ანგელოვის ბებიასთან, ქალბატონ ტონკოვასთან გაემგზავრნენ. ისინი არ იყვნენ შეიარაღებულნი.
მათ მიერ სამხედრო ნაწილის დატოვების შესახებ მეორე დღეს შეიტყო ხელმძღვანელობამ. გამოცხადდა ძებნა. აღნიშნული პირების დაპატიმრების შესახებ გაიცა მოსამართლის ბრძანება.
ვრაცას სამხედრო პოლიციის განყოფილებაში გაისმა ანონიმური ზარი, რომელიც იუწყებოდა, რომ ანგელოვი და პეტკოვი იმალებოდნენ სოფელ ლესურაში, ტონკოვას საცხოვრებელ სახლში.
სამხედრო პოლიციის ოფიცერმა, პოლკოვნიკმა, სამხედრო პოლიციის ოთხ სხვა ოფიცერთან ერთად, რომელთა შორის ერთი მაიორი იყო, ლესურაში გამგზავრება და ძებნილთა დაპატიმრება გადაწყვიტა. პოლკოვნიკმა, სამხედრო პოლიციის შესახებ არსებული კანონმდებლობის თანახმად, გააფრთხილა თავისი თანამშრომლები, რომ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ჩაეცვათ და შეიარაღებულიყვნენ. მან, აგრეთვე, აცნობა მათ, რომ ძებნილები ციხიდან გაქცეული საშიში ბოროტმოქმედნი იყვნენ. სამხედრო პოლიციელებს ყველა საშუალება უნდა გამოეყენებინათ ძებნილთა დასაკავებლად.
ოფიცრები ჯიპით გაემართნენ სოფელ ლესურაში. ორ მათგანს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, დანარჩენები კი სამხედრო უნიფორმაში იყვნენ გამოწყობილი. მაიორი ცეცხლსასროლი ავტომატით იყო შეიარაღებული, სხვებს პისტოლეტები დაურიგდათ. ძებნილთა დასაკავებლად მათ ფუნქციები გაინაწილეს. ერთი ოფიცერი ანგელოვის ბებიის, ტონკოვას, საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით დადგებოდა, მაიორი - დასავლეთით, ერთ-ერთი ოფიცერი ავტომანქანაში რჩებოდა, დანარჩენები სახლში უნდა შესულიყვნენ.
დაახლოებით შუადღისას ისინი მივიდნენ სოფელ ლესურის მერიაში, სადაც მდივანს და ერთ-ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს ტონკოვას სახლის ჩვენება სთხოვეს.
როდესაც სახლს მიუახლოვდნენ, ერთ-ერთმა ოფიცერმა ფანჯრიდან შენიშნა, რომ ანგელოვი შინ იმყოფებოდა. თავის მხრივ, გამოპარულმა ჯარისკაცებმაც შენიშნეს სამხედრო პოლიციის თანამშრომლები და გაქცევა სცადეს. პოლიციელები მათ გამოედევნენ. ერთმა ოფიცერმა მოუწოდა ძებნილებს, შეჩერებულიყვნენ. მან ამოიღო პისტოლეტი, თუმცა არ გაუსვრია. ძებნილები კვლავაც გარბოდნენ. ოფიცერი მისდევდა მათ. ამ დროს მაიორის ხმა გაისმა: „სდექ, სამხედრო პოლიციაა!“ ამას მოჰყვა გასროლა. ანგელოვი და პეტკოვი მიწაზე დაეცნენ, საცხოვრებელი სახლის ღობესთან ახლოს.
ცოტა ხანში, უამრავი ადამიანი შეიკრიბა შემთხვევის ადგილას. ოფიცრებმა ვრაცის ჰოსპიტალში წაიყვანეს დაჭრილები, მაგრამ ისინი გზაში გარდაიცვალნენ.
მალევე აღნიშნული ფაქტის შესახებ შეიტყვეს ვრაცის სამხედრო პოლიციის განყოფილების დანარჩენმა თანამშრომლებმა და ხელმძღვანელობამ. იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.
სამხედრო გამომძიებელმა აღწერა მომხდარი ინციდენტი, შეისწავლა შემთხვევის ადგილი და არსებული კვალები. მან აღმოაჩინა ცხრა გასროლილი ვაზნა, მიმოფანტული ტონკოვას საცხოვრებელი სახლის ეზოში და ღობესთან. სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა პეტკოვისა და ანგელოვის სიკვდილის უშუალო მიზეზი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, პეტკოვი გარდაიცვალა მკერდში მიყენებული ჭრილობის შედეგად, ხოლო ანგელოვი მთავარი არტერიის დაზიანებისგან.
სამხედრო გამომძიებელმა დაკითხა აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი: ოფიცრები, ტონკოვას ორი მეზობელი, სოფელ ლესურას მერიის თანამშრომლები და ტონკოვა.
საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილ ვაზნებზე ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ ყველა მათგანი ერთი და იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან იყო გასროლილი.
1997 წელს, აღნიშნული ფაქტიდან ერთი წლის შემდეგ, დასრულდა წინასწარი გამოძიება. დადგინდა, რომ ანგელოვმა და პეტკოვმა, რომლებიც გაიქცნენ ციხიდან, ჩაიდინეს დანაშაული. მაიორმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა მათი სიცოცხლე. თავდაპირველად მან გააფრთხილა ისინი, რომ შეჩერებულიყვნენ, რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ძებნილები კვლავ გარბოდნენ და ცდილობდნენ მიმალვას. მაიორს არ ჰქონდა განზრახული მათი მკვლელობა. სამხედრო გამომძიებელმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ მაიორი სამხედრო პოლიციის წესების შესაბამისად მოქმედებდა და წინადადებით მიმართა პლევენის რეგიონალურ პროკურატურას, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაესრულებინა.
იმავე წელს სამხედრო გამომძიებლის წინადადება გამოძიების დასრულების შესახებ პლევენის სამხედრო პროკურორმა დააკმაყოფილა. მან აღნიშნა, რომ მაიორს არ ჩაუდენია რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ის კანონიერად მოქმედებდა. პროკურორმა, რომელმაც შეისწავლა გარდაცვლილთა პიროვნული თვისებები, ასევე, მათი ოჯახური მდგომარეობა, განათლება და ნასამართლობის ისტორია, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ისინი ბულგარეთში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობას, ბოშებს, წარმოადგენდნენ.
იმავე წელს სამხედრო პროკურატურაში გარდაცვლილთა ნათესავებს უარი ეთქვათ აღნიშნული ფაქტის ხელახალ გამოძიებაზე იმ მოტივით, რომ მაიორს ძებნილთა დაკავებისას კანონი არ დაურღვევია. შესაბამისად, არ არსებობდა საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის.
იმავე წელს სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის პროკურორმა არ დააკმაყოფილა დაზარალებულთა საჩივარი საქმის ხელახალი განხილვის შესახებ.
ქვეყნის შიდა სამართალი
ბულგარეთის სამხედრო პოლიციის შესახებ კანონმდებლობით სამხედრო პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამხედრო მოსამსახურე ჩაიდენს დანაშაული ან არსებობს საფრთხე დანაშაულის ჩადენისა. ასევე, სამხედრო მოსამსახურის დაკავებისას, თუ ის გაქცევას ცდილობს, პოლიციელმა შეიძლება მიმართოს ძალისმიერ მეთოდებს. სამხედრო პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს ზეპირი გაფრთხილება და გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. თუკი გამოყენებული იქნება ძალისმიერი მეთოდები დასაკავებელი პირის მიმართ, უნდა დასაბუთდეს, რომ მის დასაკავებლად სხვა საშუალება არ არსებობდა.
ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით, თითოეული ქმედება, რომელიც გამოიყენება თავდაცვის ან სხვათა უფლებების დასაცავად, უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებას. მაგრამ კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული ცალკეული შემთხვევები, როდესაც პოლიციელს, რომლის მიმართ ძალადობას ადგილი არა აქვს, შეუძლია ძალა გამოიყენოს პირის დასაკავებლად. (თუმცა შემდგომ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზი აღმოფხვრა მითითებით, რომ მთავარია პოლიციელის მიერ თავიდან აცილებული ზარალი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე დამნაშავისთვის მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს საფუძვლიანი დასაბუთება იმისა, რომ პოლიციელმა კანონიერად გამოიყენა ძალა, მით უმეტეს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას ეხება).
დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ ბულგარეთის კანონის თანახმად, ყველა პირი დაცულია დისკრიმინაციისგან. აღნიშნული კანონი მოიცავს ძირითადად შრომით, სახელმწიფო, ადმინისტრაციულ და მომსახურების სფეროში წარმოშობილ ურთიერთობებს. ადგილი ჰქონდა თუ არა სინამდვილეში პირის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, ამას ადგენს საამისოდ შექმნილი დისკრიმინაციისგან დამცავი კომისია, რომელიც განიხილავს ცალკეულ პირთა საჩივრებს.
შესაბამისი საერთაშორისო სამართალი
გაეროს პრინციპები ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით
გაეროს ძირითადი პრინციპების თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა არ უნდა გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თავს ან სხვათა სიცოცხლეს თუ ჯანმრთელობას იცავენ, გაქცეულ საშიშ ბოროტმოქმედს აკავებენ და სხვა მეთოდების გამოყენება არაეფექტურია სამართლებრივი მიზნის მისაღწევად. ამრიგად, პოლიციელთა მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული. დაზარალებულს უნდა ჰქონდეს საშუალება მისი საჩივარი დამოუკიდებელმა სასამართლომ განიხილოს.
ბულგარეთის სახელმწიფომ 1996 წელს მოახდინა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის რატიფიცირება, რომლითაც მან ვალდებულება იკისრა, ყველა ზომა მიეღო ადამიანთა რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
გარდაცვლილთა ნათესავებმა: ანგელოვის ქალიშვილმა, ნაჩოვამ, მეუღლემ ჰრისტოვამ, პეტკოვის მშობლებმა საჩივრით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში. ისინი აღნიშნავდნენ, რომ სამხედრო პოლიციელებმა დაარღვიეს ბულგარეთის შიდა კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას. გარდაცვლილთა საქმის გამოძიება არ ჩატარებულა ყოველმხრივად და ობიექტურად.
განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ბულგარეთის სახელმწიფოს უნდა გამოეძიებინა ანგელოვისა და პეტკოვის სიცოცხლის მოსპობა რასობრივი დისკრიმინაციის საფუძველზე. მათი აზრით, დაირღვა აღნიშნული კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც შეეხებოდა დისკრიმინაციულ მოპყრობას დასაბუთების გარეშე. სამხედრო ოფიცრებმა, რომლებიც ძებნილთა დაკავებაში მონაწილეობდნენ, იცოდნენ რომელ ეთნოსს მიეკუთვნებოდნენ ისინი. ამასთან, მაიორმა თამამად გამოიყენა იარაღი ბოშებით დასახლებულ სოფელში, რითაც საფრთხე შეუქმნა მშვიდობიან მოსახლეობას. უფრო მეტიც, ხელისუფლებას უნდა გამოეძიებინა, ხომ არ მოკლეს ანგელოვი და პეტკოვი მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო, მაგრამ ამ კითხვას გამოძიების მსვლელობისას პასუხი არ გასცემია.
თავის მხრივ, ბულგარეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არ დარღვეულა აღნიშნული კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც პირთა დისკრიმინაციული მოპყრობისგან დაცვას შეეხება. მაიორმა შეურაცხმყოფელად მიმართა ერთ-ერთ მოწმეს და არა ანგელოვსა და პეტკოვს. მთავრობის აზრით, ეს ფაქტი არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო იმის დასამტკიცებლად, რომ მაიორმა ძებნილების მიმართ რასობრივი ნიშნით გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი, ამ ინციდენტში არ იკვეთებოდა რასობრივი დისკრიმინაცია გარდაცვლილთა მიმართ. ქვეყნის კანონმდებლობით, რაიმე ნიშნით განსხვავებული მოპყრობა უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე ჩვეულებრივი ძალადობრივი აქტი. სახელმწიფო არ იყო ვალდებული გამოეძიებინა საქმე, თუ არ იქნებოდა აშკარად გამოკვეთილი რასობრივი დისკრიმინაცია შესაბამისი მტკიცებულებებით.
ამასთან, მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინა დეტალური ანგარიში, რომელიც მოიცავდა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონმდებლობას, სოციალურ პროგრამებს და სხვა ღონისძიებებს.
ევროპის სასამართლოს შეფასება
სასამართლომ დაადგინა, რომ ანგელოვი და პეტკოვი უკანონოდ იყვნენ მოკლულნი, რითაც დაირღვა მათი სიცოცხლის უფლება. გარდა ამისა, რასობრივი დისკრიმინაცია ედო საფუძვლად მათ სიკვდილს.
სასამართლოს შეფასებით, დისკრიმინაცია არის პირისადმი განსხვავებული მოპყრობა, რაც არ არის გამართლებული რაიმე ობიექტური და საფუძვლიანი არგუმენტებით. რასობრივი დისკრიმინაცია ლახავს ადამიანის უფლებებს და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას საჭიროებს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს საიმისოდ, რომ თავიდან აიცილოს რასიზმის ყველანაირი ფორმა თუ გამოვლინება.
სასამართლოს აზრით, კრიტიკას იმსახურებს მაიორის ქმედება, ვინაიდან მან ძებნილთა დასაკავებლად უკიდურეს ზომას მიმართა. დასადგენი იყო ის გარემოება, თუ რამდენად შეესაბამებოდა მაიორის მიერ გამოყენებული ძალა ძებნილთა მხრიდან მომდინარე რეალურ საშიშროებას. ასევე, გამოძიება უნდა ჩატარებულიყო ყოველმხრივ; გასარკვევი იყო, აღნიშნულ პირთა მკვლელობა ხომ არ ეფუძნებოდა რასობრივ დისკრიმინაციას. მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეძლო ამ კითხვებზე პასუხის გაცემა და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა საქმის განხილვისას, რითაც გამოირიცხებოდა არსებული ეჭვი. თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეში რასობრივი დამოკიდებულება მნიშვნელოვან როლს არ თამაშობდა ანგელოვისა და პეტკოვის სიცოცხლის მოსპობასთან მიმართებაში.
სასამართლოს შეფასებით, გამოსაძიებელი იყო ის ფაქტი, თუ რატომ გამოიყენა მაიორმა ცეცხლსასროლი იარაღი ორი უიარაღო და არამოძალადე პირის მიმართ. სახელმწიფო პროკურატურას გამოძიების ეტაპზე ყურადღება უნდა მიექცია ამისთვის, რაც არ მომხდარა.
კონვენციის მე-2 მუხლით დაცულია სიცოცხლის უფლება, რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა კონვენციით დაცულ დანარჩენ უფლებათა შორის. მოპასუხე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეკისრება მისი ხელყოფისთვის. მან უნდა წარმოადგინოს სარწმუნო მტკიცებულებები, ყოველი კონკრეტული გარემოება, რომლის თანახმად შეიძლება გამართლდეს სიცოცხლის უფლების ხელყოფა. ასეთ დროს მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს მხარესაა. სიცოცხლის უფლების ხელყოფა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც უკიდურესი ღონისძიება, რაც გამართლებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ქვეყნის უშიშროების და დემოკრატიული პრინციპების დასაცავად. ამასთან, ქვეყნის კანონმდებლობა უნდა მოითხოვდეს, რომ გამოყენებული ძალა და დანაშაულის საშიშროება ერთმანეთის ადეკვატური იყოს. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია და მისი ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში.
სასამართლომ განაცხადა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ შეძლო თავისი ქმედების არგუმენტაცია, დასაბუთება იმისა, რომ მართებულად გამოიყენეს იარაღი ძებნილთა მიმართ. საჭირო იყო შემთხვევის ადგილის და ყველა სხვა გარემოების გულმოდგინე შესწავლა, არსებული ინფორმაციის შეჯერება და ანალიზი, რაც არ გაკეთებულა პროკურატურაში საქმის გამოძიებისას.
სასამართლომ ჩათვალა, რომ ანგელოვისა და პეტკოვის სამხედრო ნაწილში გამოუცხადებლობა თავისთავად არ გულისხმობდა იმას, რომ მათ ამ პერიოდში რაიმე დანაშაული ჩაიდინეს. სამხედრო ნაწილში გამოუცხადებლობა წარმოადგენდა სამართალდარღვევას, მაგრამ არ იყო სერიოზული დანაშაულის ტოლფასი.
ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ არ იყო საჭირო ძებნილთა შესაპყრობად რაიმე ძალის გამოყენება, მით უმეტეს, რომ ისინი უიარაღოდ გაიქცნენ სამხედრო ნაწილიდან და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. შესაბამისად, კრიტიკას იმსახურებს მაიორის ქმედება, რომელმაც ძებნილთა დასაკავებლად იარაღი გამოიყენა. ოფიცრებს მათ შესაპყრობად ჰყავდათ ავტომანქანა, მათი დაკავების ღონისძიება წინასწარ იყო დაგეგმილი და ტარდებოდა პატარა სოფელში, დღისით, ძებნილები შორს ვერსად გაიქცეოდნენ. მიუხედავად ამისა, პეტკოვიც და ანგელოვიც სასიკვდილოდ დაჭრეს, რაც საბოლოოდ სავალალო შედეგით დასრულდა.
სასამართლოს აზრით, ბულგარეთის პროკურატურას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებანი, რომ რამდენიმე გასროლილი ვაზნა აღმოაჩინეს ტონკოვას საცხოვრებელი სახლის ეზოში, გაქცეულებს სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული. ქვეყნის ხელისუფლებამ დაუსაბუთებლად უარყო არსებული ნივთმტკიცებები, სათანადოდ არ შეისწავლა ისინი. ასევე, არ იქნა გამოკვლეული მაიორის შესაძლო რასისტული დამოკიდებულება ძებნილთა მიმართ.
განმცხადებლები ანგელოვისა და პეტკოვის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 25 000 ევროს გადახდას მოითხოვდნენ. აღნიშნული მოთხოვნა მოპასუხე სახელმწიფოს არ გაუსაჩივრებია.
სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც იცავს პირთა სიცოცხლის უფლებას. მოპასუხე სახელმწიფოს უნდა ჩაეტარებინა ეფექტური გამოძიება ანგელოვისა და პეტკოვის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ადგილი ჰქონდა, აგრეთვე, გარდაცვლილთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას რასობრივი ნიშნით, რაც სათანადოდ არ იქნა გამოძიებული ბულგარეთის ხელისუფლების მიერ. მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებლებს 25 000 ევრო მორალური ზარალისა და გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.
![]() |
9 ჩვენზე ერთით მეტი - დაუნის სინდრომი |
▲ზევით დაბრუნება |
Stigma-free
ნანა ნიჟარაძე
მათ უჯრედებში 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომაა, იმაზე 1-ით მეტი, ვიდრე დანარჩენებს აქვთ. რატომ? - ვერავინ გეტყვით. უბრალოდ, 21-ე ქრომოსომა, დაწყვილების ნაცვლად, გასამდა.... 800 ბავშვიდან ერთი, მთელ მსოფლიოში, ამგვარი მეტობით იბადება.
გეპატიჟებით ჰოლანდიაში
ხშირად მეკითხებიან, რას გრძნობს ადამიანი, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვს ზრდის. ამ განსაკუთრებული შეგრძნების ასაღწერად ერთ პარალელს ვიყენებ ხოლმე...
როდესაც ბავშვს ელოდები, ეს იმას ჰგავს, თითქოს იტალიაში ფანტასტიკური მოგზაურობისათვის ემზადებოდე. იტალიის გზამკვლევებს ყიდულობ და არაჩვეულებრივ გეგმებს აწყობ: კოლიზეუმი, მიქელანჯელოს დავითი, გონდოლებით სეირნობა... ალბათ, რამდენიმე იტალიურ სიტყვასაც სწავლობ. მალე წასვლის დროც ახლოვდება. ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. რამდენიმეთვიანი მზადების შემდეგ, მნიშვნელოვანი დღეც დგება. ჩემოდანს ალაგებ და რამდენმე საათში თვითმფრინავიც ეშვება. ბორტის გამცილებელი კი უცებ გამოდის და ამბობს: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰოლანდიაში“.
„ჰოლანდია?! რას ამბობთ! მე იტალიაში მივფრინავდი! ახლა იტალიაში უნდა ვიყო! მთელი ცხოვრება იტალიაზე ვოცნებობდი!“ მაგრამ, მოხდა ვითმფრინავების განრიგის შეცვლა. პილოტმა თვითმფრინავი ჰოლანდიაში დასვა და იძულებული ხარ აქ დარჩე. რაც მთავარია, რაიმე ჭუჭყიან, ეპიდემიებით სავსე მხარეში არ მოხვდი. ეს უბრალოდ სხვა ქვეყანაა.
ასე რომ, ახლა თავიდან იწყებ და ამ ქვეყნის გზამკვლევებს ყიდულობ. ახლა სულ სხვა ენა უნდა ისწავლო. ადამიანების ახალი ჯგუფი უნდა გაიცნო, რომელთაც ალბათ არასოდეს შეხვდებოდი მოვლენები სხვაგვარად რომ განვითარებულიყო. ეს უბრალოდ სხვა ადგილია. ჰოლანდია იტალიაზე „ნელი“ ქვეყანაა და, შესაძლოა, არც ისეთი დიდებული, მაგრამ როდესაც აქ რჩები, ცოტა ხანში ამჩნევ, რომ აქაურობასაც თავისი მშვენიერი მხარეები აქვს. აქეთ-იქით ყურებას იწყებ და ხედავ: ჰოლანდიაში არაჩვეულებრივი წისქვილებია, აქ ლამაზი ტიტები ყვავის. ჰოლანდიელებს რემბრანდტიც კი ჰყავთ.
მაგრამ ყველა, ვისაც შენ იცნობ, ძალიან დაკავებულია საიმისოდ ჰოლანდიის მშვენიერება რომ აღმოაჩინოს. ყველას იტალიაში მიეჩქარება. ყველა იმას ყვება, რა კარგია იტალიაში და რა მაგარი დრო გაატარეს იქ. საკუთარ თავს ეტყვი: „ჰო, ასეთი მოგზაურობა (იტალიაში) მეც მქონდა დაგეგმილი. იქ მეც მინდოდა!“ უკმარისობისა და აუხდენელი ოცნების შეგრძნება არასოდეს ქრება. დიდი ოცნება არ ახდა, ეს დიდი დანაკარგია!
მაგრამ თუ მთელი ცხოვრება ამ დანაკარგზე ტირილში გაატარებ, ვერასოდეს შესძლებ ჰოლანდიის მშვენიერებისა და მისი არაჩვეულებრივი ადგილების აღქმას, შესწავლასა და შეყვარებას. ჰოლანდიაც - ზუსტად ისევე როგორც იტალია - გამოცდილებაა მათთვის, ვისაც ამის დანახვა შეუძლია. (ემილი პერლ კინგსლი)
ემილი პერლ კინგსლის „გეპატიჟებით ჰოლანდიაში“ დაუნის სინდრომის მქონე შვილის დედის ყველაზე ცნობილი ესეა. ემილი პერლ კინგსლი ამერიკული „სეზამის ქუჩის“ (ამერიკასა და ევროპაში ძალიან პოპულარული საბავშვო გადაცემათა ციკლი) ავტორია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ უკვე 30 წელია „სეზამის ქუჩაში“ სხვადასხვაგვარი შეზღუდვების მქონე ბავშვებიც მონაწილეობენ. ბავშვები, რომლებსაც ლაპარაკიც, დამარცვლაც და თამაშიც ისევე შეუძლიათ, როგორც დანარჩენ ბავშვებს. დღეს ეს უკვე აღარავის უკვირს, 30 წლის წინ კი ასე არ იყო.
„გეპატიჟებით ჰოლანდიაში“ დაწერის იდეა კინგსლის 1987 წელს მოუვიდა, მას შემდეგ, რაც სამშობიაროში ერთ დედას ამხნევებდა, რომელმაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი გააჩინა. ამ ხნის განმავლობაში მისი ესე მრავალ ენაზე ითარგნმა და დღესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იბეჭდება. ერთხელ ამ ესემ იმდენად იმოქმედა მშობლებზე, რომლებმაც ბავშვის გაჩენამდე ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შეიტყვეს, რომ მათ შვილს დაუნის სინდრომი ექნებოდა, ბავშვი დაბადების შემდეგ ჰოლანდია-აბიგაილად მონათლეს და მისი ოთახის კედლები ტიტებითა და წისქვილებით მოხატეს.
ემილი პერლ კინგსლის შვილი, ჯეისონო 1974 წელს დაიბადა. მაშინ დედას ექიმებმა შესთავაზეს, რომ ბავშვი ბავშვთა სახლში ჩაებარებინა, ნაცნობებისა და ნათესავებისთვის კი ეთქვა, რომ იგი დაიღუპა. ექიმები მას ეუბნებოდნენ, რომ ეს ბავშვი ვერც მშობლებს ვერ იცნობდა, ვერც სიარულს ისწავლიდა, ვერც ლაპარაკსა და წერა-კითხვას შესძლებდა. რამხელა შოკი იქნებოდა ამ „ექსპერტებისათვის“ ოცი წლის შემდეგ გამოსული ჯეისონის წიგნი „ჩვენც ჩაგვთვალეთ“, რომელიც მან თავის მეგობართან მითჩელ ლევიცთან (მასაც ასევე დაუნის სინდრომი აქვს) ერთად დაწერა
„დაუნი - ინგლისელი ჯონ ლანდომ დაუნი - იყო პირველი ექიმი, რომელმაც, 1866 წელს ეს სინდრომი აღწერა. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, 1959 წელს, ფრანგმა მეცნიერმა ჟერომ ლეჟენიმ აღმოაჩინა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ყოველ უჯრედში 46-ის მაგივრად 47 ქრომოსომა აქვთ, რადგან 21-ე ქრომოსომა დაწყვილების ნაცვლად სამდება. აქედან მოდის ამ სინდრომის მეორე დასახელებაც: ტრისომია 21. ტრისომია 21 დაუნის სინდრომის ყველაზე გავრცელებული ფორმაა - იგი ამ სინდრომის მქონეთა 95 პროცენტს აქვს (2%25-ს ქრომოსომათა ტრანსლოკაცია და 3%25-ს მოზაიციზმი აღენიშნება - მდგომარეობა, როდესაც 47 ქრომოსომა ყველა უჯრედში არ არის წარმოდგენილი). დაუნის სინდრომი არ არის მემკვიდრული, არც გადამდებია; საჭირო ყურადღების პირობებში ამ სინდრომის მქონე ბავშვები ბევრ რამეს მშვენივრად ითვისებენ, თუმცა მშობლებმა, ზოგადად საზოგადოებამ, ამის შესახებ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი იციან.“ |
„ქართული ჰოლანდია“
ბუნდოვანი წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის სინამდვილეში დაუნის სინდრომი, საიდან ჩნდება იგი და რამდენად შეიძლება შეცვალოს ჩვენი, ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახის ცხოვრება, ბევრ პრობლემას ქმნის. არც თუ იშვიათად პრობლემებს სათავეს ისინი უდებენ, ვინც მათი მოგვარებისთვისაა მოწოდებული - მედიკოსები. დედები, რომლებსაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავთ, ამ სავალალო რეალობას ადასტურებენ:
ნატო გორგაძე:
„ბავშვი გავაჩინე თუ არა, იმავე წამს გინეკოლოგმა თავი გადააქნია და თქვა: მოკლე ხელები აქვს. მერე პედიატრმა და ექთნებმაც თავების ქნევა დაიწყეს. მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო კარგად... ჩემზე ადრე ჩემს მეუღლეს უთხრეს, ბავშვს, სავარაუდოდ, დაუნის სინდრომი აქვს და ჯობია დატოვოთო. მე მაშინ დამელაპარაკნენ, როცა მიხვდნენ, რომ არც ჩემი მეუღლე და არც მე ბავშვის დამტოვებლები არ ვიყავით. ძალიან გამიმართლა, - არც ჩემს ქმარს და არც ჩემი ოჯახის სხვა რომელიმე წევრს ბავშვის დატოვებაზე არასდროს უფიქრია. სამწუხაროდ, ბევრი საპირისპირო შემთხვევა არსებობს.“
ზიზი მიქელაძე:
„ჩვენს კავშირში იყო ერთი 19 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც დაუნის სინდრომის მქონე გოგონა გააჩინა. სამწუხაროდ, ბავშვს გულის მანკის ძალიან მძიმე ფორმა ჰქონდა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. იმის მაგივრად, რომ დედას ამ მძიმე სტრესიდან გამოსვლაში დახმარებოდნენ, ქმრის ნათესავებმა იგი აიძულეს გენეტიკური კვლევა ჩაეტარებინა და მკურნალობა დაეწყო. ექიმსაც უარი არ უთქვამს და დიდხანს აწვალა, სანამ ეტყოდა „დამნაშავე არაფერში ხარო“. დაუნის სინდრომის გამომწვევი მიზეზი ჯერ მსოფლიოში არავის დაუდგენია. ამიტომ მას ხშირად ბუნების შეცდომასაც ეძახიან. განაყოფიერებისას შესაძლოა ქრომოსომათა ერთი წყვილი სწორად არ გაიყოს და მერე მორჩა, - გინდა ვიტამინები სვი ფეხმძიმობისას, გინდა სწორად იკვებე და გინდა არა.
ექიმებმა ეს მშვენივრად უნდა იცოდნენ და იციან კიდეც, მაგრამ ვიღაცისთვის „დანაშაულის აკიდების ხიბლი“ ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდია. ბოლოს რომ მივიყვანე ჩემი შვილი ასაცრელად პოლიკლინიკაში, პროცედურის შემდეგ მორიგე ექიმი მომიტრიალდა და „შინაურულად“ მკითხა - „მითხარი ახლა რა მოხდა, ქმარი იყო მთვრალი, არა?“ როდესაც ადეკვატურად ვუპასუხე, მითხრა - „ვიცი, მაგრამ მაინც“. სანამ ჩვენს ქვეყანაში ეს „მაგრამ მაინც“ სინდრომიარ მოიშლება, ძნელად გვეშველება რამე.“
ვინ არის დამნაშავე?
როგორც არაერთხელ გავიმეორეთ - არავინ. დაუნის სინდრომი გენეტიკური თავისებურებაა, რომელიც თავს შემთხვევით იჩენს. მას ადამიანი ვერც ხელს შეუშლის და ვერც გააკონტროლებს; არ ექვემდებარება სოციალურ, ასაკობრივ ცენზს. რაც შეეხება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს: 21-ე ქრომოსომა ბავშვის გარეგნობასა და განვითარებას განსაზღვრავს და მან, შესაძლოა, გავლენა მის ჯანმრთელობაზეც იქონიოს. 21-ე ტრისომიის ნიშნები ამ სინდრომის მქონე ყველა ბავშვს ერთნაირად არა აქვს გამოხატული, თუმცა განსაკუთრებული ფიზიკური ნიშნების ქონა ან არ ქონა ბავშვის განვითარებისთვის არსებითი არც არის.
დაუნის სინდრომის მქონე პატარების დაახლოებით 40-50%25 აქვს თანდაყოლილი გულის მანკი, რაც, როგორც წესი, სიცოცხლის პირველ კვირებშივე შეიძლება დადგინდეს, დღევანდელი, მეტად განვითარებული ოპერაციული მეთოდები კი ასეთი მანკების კორექციის შესაძლებლობას იძლევა.
შესაძლებელია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის წონა უფრო მცირე იყოს, ვიდრე სხვა ახალშობილებისა, მისი ხელ-ფეხი შედარებით მოკლე, სახეც ცოტა უფრო ბრტყელი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სხეულის ბევრი ფიზიკური თავისებურება მხოლოდ გარეგნულია და ფუნქციურ უნარებს ზიანს არ აყენებს. საერთო ჯამში ახალშობილი სიცოცხლის პირველ თვეებში ისევე მოიქცევა, როგორც იმავე ასაკის სხვა პატარები იქცევიან. მშობლების უმეტესობას ჰგონია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები განსაკუთრებით მშვიდები და უპრეტენზიოები არიან.
აუცილებელია ბავშვს რეგულარულად შევუმოწმოთ სმენა, რადგან სითხემ, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვეს ხშირად უგროვდება ხოლმე შუა ყურში, შესაძლებელია სმენის დაქვეითება გამოიწვიოს. ასევე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ანალიზი, ამ ჯირკვლის სწორი მოქმედება, რაც საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზურად ადვილად მიიღწევა, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად კუნთოვანი ჰიპოტონია აქვს, უფრო ინერტულები არიან, მაგრამ მათი ტონუსის ამაღლება სამკურნალო ფიზიოთერაპიით შეიძლება. საერთოდ, სწორად წარმართული სამედიცინო ჩარევის პირობებში ეს პრობლემები მოგვარებადია და სიცოცხლისათვის საშიში არ არის.
ადრე ითვლებოდა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები განვითარების უნარს მოკლებულნი იყვნენ. ასე იმიტომ ფიქრობდნენ, რომ ისინი შედარებით გვიან სწავლობენ ჯდომასა თუ სიარულს. მეტყველების განვითარებაც, როგორც წესი, შეფერხებული აქვთ. იმის თქმა, თუ როგორია ზუსტად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების განვითარების პოტენციალი მეცნიერებსა და პედაგოგებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია - თუ სწავლისა და განვითარების საშუალებას აძლევენ, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ბევრ რამეს კარგად ითვისებენ, ბევრ სფეროში წარმატებასაც აღწევენ, მართალია, შედარებით გვიან, მაგრამ მაინც.
ისტორია, რომელსაც თამარ მარგიშვილი ჰყვება, სწორედ ასეთ ვითარებას აღწერს:
„სამწუხაროდ, ექიმები, ნათესავები შოკირებულ და დაბნეულ დედებს ადვილად იყოლიებენ და ბავშვს ატოვებინებენ. შედეგად ჩვილ ბავშვთა სახლებში ძალიან ბევრი დაუნის სინდრომის მქონე პატარა ხვდება. მათი უმრავლესობა ზრდასრულ ასაკსაც ვერ აღწევს, რადგან მოკლებულია ისეთ სამედიცინო მეთვალყურეობას, პატარაობისას რომ აუცილებლად სჭირდებათ. ან კიდევ რჩებიან სრულიად განუვითარებელ არსებებად, რომლებსაც საკუთარი თავის მოვლაც არ შეუძლიათ. ვიცნობ ერთ ქალბატონს კახეთიდან, გვიან გათხოვდა და დაუნის სინდრომის მქონე გოგონა გააჩინა. მეუღლემ აიძულა ბავშვი დაეტოვებინა, ხუთი წლის შემდეგ ეს ქალბატონი ქმარს გაშორდა და შვილი ბავშვთა სახლიდან გამოიყვანა. იმის გამო, რომ ამ გოგონაზე ხუთ წელიწადს არავის უზრუნია (არადა სწორედ პირველი 5 წელიწადია გადამწყვეტი ბავშვის განვითარებისათვის), იგი ძალიან მძიმე სანახავი იყო: არ შეეძლო სიარული, ლაპარაკი, არაფერი ესმოდა... ამ ქალბატონს ბევრი ის ექიმი, ვისთანაც შემდეგ ურთიერთობა უწევდა, ალმაცერად უყურებდა: დროზე უნდა მიეხედა ბავშვისთვისო. მე კი ვფიქრობ, ამ ქალმა გმირობა ჩაიდინა: სულ სხვაა, როდესაც ბავშვს თავიდანვე ზრდი, ეჩვევი და შენი შრომის შედეგებსაც ხედავ... სხვათა შორის, მოყვარულ გარემოში ამ გოგონამ 6 თვის შემდეგ უკვე შესძლო სიარული და ელემენტარული ინსტრუქციების შესრულება“.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები უპირველეს ყოვლისა ბავშვები არიან და მათი განვითარებისათვის გადამწყვეტია მოსიყვარულე ოჯახური გარემო. ამიტომ განვითარებულ ქვეყანაში ისინი უკლებლივ საკუთარ ოჯახებში იზრდებიან. ასეთ ქვეყნებში დაუნის სინდრომის მქონე თითქმის ყველა ბავშვი დადის საბავშვო ბაღში, მოგვიანებით - სპეციალურ, ინტეგრირებულ, ინკლუზიურ ან ჩვეულებრივ სკოლაში. ამიტომ წერაც იციან და კითხვაც; უყვართ სკოლა და მუსიკა, მოგზაურობა და დღესასწაულების აღნიშვნა; შეუძლიათ ცურვა, კეგლის თამაში, ცეკვა, ნიჩბოსნობა, ცხენზე ჯდომა და სხვა. ამის შესაძლებლობები ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაშიც ჩნდება.
წინასწარ არავის შეუძლია იმის თქმა, რას მიაღწევს დაუნის სინდრომის მქონე პატარა მომავალში, მაგრამ, თუ ბავშვს განვითარების საშუალებას მიეცემა, იგი მას აუცილებლად გამოიყენებს, განვითარდება და დამოუკიდებელ, შეგნებულ პიროვნებად ჩამოყალიბდება. მსოფლიო დიდი ხანია დარწმუნდა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მუშაობა. ადრე ისინი, ძირითადად, უფრო დაცულ სახლებსა და სახელოსნოებში მუშაობდნენ, მაგრამ ახლა სულ უფრო მეტი დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა პოულობს სამუშაო ადგილს „ჩვეულებრივ“ სამსახურში. ამისთვის, უწინარეს ყოვლისა, უნდა გწამდეთ როგორც მისი, ასევე თქვენი ძალებისა და უნდა აგრძნობინოთ მათ ეს, აგრძნობინოთ, რომ ის თქვენი საყვარელი შვილია.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულება მსოფლიოში ყოველწლიურად იხვეწება. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება ის გახლავთ, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, მისი საშუალო მაჩვენებელი ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის ზოგადი საშუალო მაჩვენებლისაგან ბევრად არ განსხვავდება - უკვე 60 წელს გადააჭარბა.
ნატო გორგაძე:
„ამ თვალსაზრისით საქართველოში ბევრი რამაა გასაკეთებელი. ჩვენთან ჯერ არ არსებობს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისადმი დამოკიდებულების კულტურა. განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ბევრი დედა, რომელიც შეიტყობს, რომ ბავშვს დაუნის სინდრომი აქვს, აბორტს არ იკეთებს. ამის მაგივრად იგი სათანადოდ ემზადება მომავალ შვილთან ურთიერთობისთვის, - ხვდება ოჯახებს, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი იზრდება, ეცნობა საჭირო პროგრამებს და ა.შ. ბევრ ქვეყანაში არსებობენ უშვილო ოჯახები, რომელთაც სურთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი იშვილონ.
როდესაც ჩემი შვილი გაჩნდა, დაუნის სინდრომის შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა, პირველი რამდენიმე დღე მძიმე შოკიდან ვერ გამოვდიოდი, მერე ჩემმა მეგობარმა წიგნები გამომიგზავნა ამერიკიდან. ის, რომ ჩემი შვილი საკმაოდ კარგად ვითარდება, დიდწილად ამ წიგნების დამსახურებაა. ერთ-ერთი ვთარგმნეთ კიდეც და ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულისათვის უკვე გამოქვეყნდება“.
მშობლები-მშობლების დასახმარებლად
წიგნის გამოცემა ერთადერთი არაა, რასაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლების ნაწილი სხვა ბავშვებისა და მშობლების ნაწილი სხვა ბავშვებისა და მშობლების დასახმარებლად აკუთვნებს. 2006 წელს შეიქმნა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი „ჩვენი ბავშვები“ რომელიც მიზნად დაუნის სინდრომის მქონე პატარების სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნავს. მათი მშობლების ინფორმირებას, საზოგადოებაში არსებული სტიგმის დაძლევას, საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლებას, მედიცინის სფეროს მედიისა და განათლების სისტემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ისახავს.
„ვინ გაიგებს იმაზე უკეთ, ვიდრე მშობელი, რომელსაც შენსავით დაუნის სინდრომის მქონე შვილი ჰყავს! ასეთ მშობლებთან ურთიერთობა საუკეთესო გზაა გამოცდილების შესაძენად და საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, მათ მორალურ თანადგომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამბობს კავშირის წარმომადგენელი თამარ მარგიშვილი.
- ასეთი გაერთიანებები მთელ მსოფლიოში არსებობს. მგონი, მარტო საქართველო იყო ბოლო დრომდე მათ გარეშე დარჩენილი.
თითქმის ყველა მშობელს, ვინც ჩვენს კავშირშია გაერთიანებული, სამშობიაროში შვილის ბავშვთა სახლში ჩაბარებას ურჩევდნენ. ჩვენი პირველი აქტივობა სწორედ ამ პრობლემას დავუკავშირეთ. მალე ჩვენი ორგანიზაცია ორ ბროშურას გამოსცემს: ერთი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა გზამკვლევია, მეორე კი ასეთი ბავშვის სამედიცინო მეთვალყურეობას ეხება. გვინდა ეს ბროშურები სამშობიაროებში დავარიგოთ და ვთხოვოთ ექიმებს, დაბნეულ მშობელს ბავშვის დატოვება კი არ შესთავაზონ, არამედ ესენი წააკითხონ და ჩვენთან დაკავშირება ურჩიონ, უთხრან, რომ საქართველოშიც არსებობენ კარგი ფსიქოლოგები, ოკუპაციური და ფიზიოთერაპიის სპეციალისტები, რომლებიც ბავშვს განვითარებაში დაეხმარებიან.
გარდა ამისა, ვზრუნავთ ჩამოვაყალიბოთ სერვისი, რომლის ფარგლებშიც ადრეული განვითარების პროგრამით მომუშავე პედაგოგები 0-დან 7 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (არა მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონეთ) კვირაში ერთხელ სახლში ეწვევიან, ბავშვს ინდივიდუალურ პროგრამას შეურჩევნ და მშობელს ამ პროგრამის განხორციელებაში დაეხმარებიან. ასე რომ, დაინტერსებულ ადამიანებს ვურჩევ ჩვენს საიტს გაეცნონ: www.downsyndrome.ge
იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც იმის შეტყობა, რომ მათ ოჯახს დაუნის სინდრომის მქონე წევრი შეემატება, შეიძლება რთულად შესაგუებელი რეალობა აღმოჩნდეს, „ჩვენი ბავშვები“ ურჩევს:
„მოექეცით თქვენს პატარას ზუსტად ისე, როგორც თქვენსავე სხვა ბავშვებს მოექცეოდით: იარეთ მასთან ერთად სასეირნოდ და სათამაშოდ, გაატარეთ მასთან ერთად შვებულება, წაიყვანეთ საყიდლებზე, სტუმრად და ა.შ.
შესაძლოა ახლა ფიქრობთ, რომ ამიერიდან თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვლება, მაგრამ მალე დარწმუნდებით, რომ თანდათან ცხოვრება ნორმალურ მდინარებას დაუბრუნდება. არ არსებობს არაფერი, რაზეც თქვენ მხოლოდ იმის გამო უნდა თქვათ უარი, რომ თქვენს შვილს დაუნის სინდრომი აქვს. ზუსტად ისევე შეძლებთ ოჯახურ ან სამეგობრო პიკნიკებზე სიარულს, დროის გატარებას და დასვენებას, როგორც ამას ადრე აკეთებდით ხოლმე, თქვენი შვილი ისევე იმოგზაურებს თქვენთან ერთად, როგორც ნებისმიერი სხვა ბავშვი, ზოგჯერ კი ერთი კვირით ბებია-ბაბუასთან ან სხვა ნათესავებთან დარჩება. იგი ივლის ბაღში, სკოლაში და თავისუფალ დროს ისევე გაატარებს, როგორც სხვა ბავშვები ატარებენ.
თქვენს შვილს სხვა ბავშვებთან ურთიერთობა იმისთვისაც სჭირდება, რომ მისაბაძი ნიმუში ჰყავდეს. სხვების თამაშის ყურება წაახალისებს საიმისოდ, რომ მანაც იგივე გააკეთოს. ბავშვები ერთმანეთს არაჩვეულებრივ სტიმულს აძლევენ ხოლმე. ეს თქვენი პატარისათვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა ბავშვისათვის. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები განსაკუთრებით ბევრს სწავლობენ მიბაძვით.
თავიდანვე მიეცით თქვენს პატარას საშუალება მონაწილეობა მიიღოს ოჯახურ ცხოვრებაში. ნუ ჩაიკეტებით მასთან ერთად. ეწვიეთ მეგობრებსა და მეზობლებს. მოუყევით მათ თქვენი ბავშვის შესახებ. ირგვლივ მყოფნი თქვენგანვე ისწავლიან, როგორ უნდა მოექცნენ თქვენს პატარას. თუ თქვენ თქვენს ბავშვთან ჩვეულებრივად იურთიერთებთ, ისინიც ასე მოიქცევიან. თუ თქვენ აჩვენებთ სხვებს, რომ თქვენი შვილი გიყვართ სწორედ ისეთი, როგორიც იგი არის, ეს სხვებს თქვენთან და თქვენს ბავშვთან ურთიერთობას გაუადვილებს. თქვენი გულღიობა და ბუნებრიობა ბევრს მოხიბლავს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ გარშემომყოფთა თავდაპირველი უცნაური საქციელი უხერხულობითაა გამოწვეული, რადგან მათ არ იციან, როგორ მოიქცნენ. ასე რომ, თქვენ თავად გადადგით პირველი ნაბიჯი.“
მთავარია უპირობო სიყვარული
ამ ნაბიჯის გადადგმა ბევრისთვის ადვილი არაა, ადვილი არაა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ პირველი და უმთავრესი სიტყვა თვითონ უნდა თქვას.
ზიზი მიქელაძე:
„სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ოჯახს ურჩევნია ბავშვის დიაგნოზი უახლოეს მეგობრებსაც კი დაუმალოს. პირველ ყოვლისა ეს ბავშვისათვის არის შეურაცხმყოფელი - მას სამარცხვინო და დასამალი არაფერი სჭირს. თანაც ეს ძალიან ართულებს ცხოვრებას, - მერე იძულებული ხდები ბავშვი ხშირად არ გამოაჩინო, ზედმეტი კითხვები რომ არ გაჩნდეს, იმალები, ნელ-ნელა კარგავ ახლობლებს და ა.შ. ასეთი მიუღებლობის გამო ბავშვსაც და ოჯახსაც კომპლექსები უვითარდებათ. ამგვარი საქციელი ცხოვრების ტყუილუბრალოდ გართულებაა“.
მშობლების ნაწილს ისიც ძალიან აწუხებს, როგორ მიიღებს განსაკუთრებულ პატარას მისი და-ძმა. ყველაზე ნაკლები სანერვიულო სწორედ ეს არის - პატარები, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ყველაზე გულისხმიერნი არიან.
„მეც მიფიქრია ამაზე,
- გვიყვება თამარ მარგიშვილი,
- ჩემი შუათანა ბავშვი პატარაა და ასეთ რამეებზე მასთან ლაპარაკი ჯერ ადრეა, უფროსთან კი დავჯექი და ყველაფერი ვუთხარი. ავუხსენი, რა არის ქრომოსომები, რა ფუნქცია აქვთ მათ, რამდენი ქრომოსომა აქვს ჩვეულებრივ ადამიანს, რამდენი - დაუნის სინდრომის მქონეს. ვუთხარი, რომ ამ ზედმეტი ქრომოსომის გამო, მისი ძმა უფრო ნელა განვითარდება, ვიდრე დანარჩენი ბავშვები, და რომ მას ჩვენი დახმარება უფრო მეტად დასჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ ბავშვებს სჭირდებათ ხოლმე. მშვენივრად გაიგო. ვფიქრობ, რომ ბავშვები ბევრ რამეს ჩვენზე უკეთ იგებენ და ეგუებიან.“
დიახ, „ზრდასრული დამოკიდებულებები“ რომ არა, ძალიან ბევრი რამ ქვეყანაზე გაცილებით უკეთ იქნებოდა. მაშინ არ გაჩნდებოდა უცნაური კითხვები და უცნაური პასუხების უსასრულო წყება. პასუხი ხომ ერთია და ბოლოს მაინც იმ ერთადერთ პასუხამდე მიდიხარ, რომელიც ზიზი მიქელაძის სიტყვებით ასე გამოიხატება: „თითქოს ეს მანამდეც ვიცოდი, მაგრამ ახლა მთელი ჩემი არსებით ვიცი, - არჩევანი ყოველთვის სიცოცხლის სასარგებლოდ უნდა გააკეთო; და კიდევ: მთავარი ღირებულება უპირობო სიყვარულია.“
![]() |
10 Summary |
▲ზევით დაბრუნება |
The eighth issue of the magazine „Solidaroba“ includes all those headlines that we have ever had in our previous issues. In the column „Our Circle“ Zaza Pachuashvili talks about unemployment in Georgia and interviews those people who stand in front of the Eliava Market the whole day in order to get any job.
Besides the material about family violence that was published in the second issue, gender problems will be a new theme for our magazine. In the discussion women's rights defenders overview themes like gender education, woman and religion, woman and family, woman and law.
In the section „Policy and Ideology“ Fridon Sakvarelidze continues the topic about Socialism. Section „Religions in Georgia“ presents one of the Protestant Churches „Word of Life“; the section „Ethnos in Georgia“ is about Greeks living in Georgia.
The speech of US President Bill Clinton (19 July, 1995, James Madison University, Virginia) is about religious tolerance and religious education at schools.
In the section of European Court Judgments you can find the case about two ethnic Gypsies who were killed for escaping from the military unit.
The section „Stigma-free“ is about people with Down syndrome. You will learn about the opinions and experience of parents living together with their children who have such syndrome.