![]() |
ტაბულა №16 |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ბოკერია გიგა, ბენდუქიძე კახა, ჯაფარიძე ზურა, სმიტი დევიდ ჯ, სულაკაური ბაკურ, ბურჭულაძე ზაზა, ბარათაშვილი ბიძინა, ბაბუნაშვილი ვახო, სულელი უცხოელი |
| თემატური კატალოგი ტაბულა |
| საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: 2010 | 28 ივნისი - 4 ივლისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, სანდრო თარხანმოურავი, დავით კოვზირიძე, მაიკლ ჩეჩირე/ჟურნალისტები: სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, თორნიკე მეტრეველი, მიხეილ ბასილაია, გიორგი მელაძე, თეონა ტურაშვილი, გიგა ლეკვეიშვილი, ალექსანდრე მესხი, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, ნინო ჯანჯღავა, შოთა დიღმელაშვილი, მირიან ტორონჯაძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სანდრო ლომინაშვილი, სანდრო ჯანდიერი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ლევან მეტრეველი, ნიკა ესებუა, ანანო სხირტლაძე/არტ-რედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტო რედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ბესო დარჩია, ალექსანდრე ბაგრატიონი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/მენეჯერი: ნათია სოფრომაძე/ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ.:+995 32 420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: აუთდორ ტიპოგრაფი, მის.: ვაჟა ფშაველას 45, ტელ.: +995 32 916 121/© 2010 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. │ რეკლამა და მარკეტინგი: მედია მენეჯმენტ სერვისი, ტელ: 99532 92 33 47/48/49; ფაქსი: 99532 92 08 82, E-mail: info@mmservice.ge |
![]() |
1 საფოსტო ყუთი |
▲ზევით დაბრუნება |

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge
ინტერესით გავეცანი ტაბულას პუბლიკაციას „რა მოხდა ყირგიზეთში”. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ წერილი მას შემდეგ წავიკითხე, რაც ტელევიზიებმა გვამცნეს, რომ გორში სტალინის (პოლიტიკური) ძეგლი აიღეს და, ისტორიული ძეგლის რანგში, მუზეუმში გადაიტანეს. ამ ემოციურ ფონზე ვკითხულობდი ყირგიზეთში განვითარებული მოვლენების თქვენეულ ანალიზს და მივხვდი: სტლინიზმის ნაღმები კიდევ აფეთქდება იქ, სადაც ვერ აცნობიერებენ მათ არსებობას; იქ, სადაც სტალინისა და ლენინის პოლიტიკური ძეგლები ცენტრალურ მოედნებზე დგას (მაგ. ოშში). იქ სისხლიანი აფეთქების ალბათობა გაცილებით მეტია, ვიდრე სხვაგან, სადაც ისწავლეს სიკეთისა და ბოროტების გარჩევა.
ნოდარ კალანდაძე, ისტორიკოსი.
მინდა გამოვხატო ჩემი გაკვირვება თქვენი ჟურნალის რედაქციის მიმართ, რომელსაც მივიჩნევ კვალიფიციურ და ინტელექტუალ ადამიანთა ჯგუფად. გასულ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „რა მოხდა ყირგიზეთში?“ არის ასეთ პასაჟი - „ფერღანას ველი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ყირგიზებისა და უზბეკების გარდა იქ სახლობენ თურქი მესხებიც“. უცნაურია, რომ თქვენც იმ ტერმინს იმეორებთ, რომლის დამკვიდრება „ნკვდ”-მ დაიწყო და პოსტსაბჭოური რუსეთის სპეცსამსახურმა გააგრძელა. თურქი მესხი არ არსებობს. ადამიანი ან თურქია, ან არა. სხვათა შორის, მე ბევრ ადამიანთან მისაუბრია, ვისაც თქვენ ამ ფორმულირებით მოიხსენიებთ და ისინიც მიუღებლად მიიჩნევენ ამგვარ წოდებას. მოქალაქის სრული უფლებაა, მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება ნებისმიერ ეთნოსთან, მაგრამ გამოიგონო არ არსებული და შემდეგ დაამკვიდრო, როგორც ისტორიულად დასაბუთებული - არ შეიძლება.
ანა სუთიძე, პედაგოგი.
ძალიან დამაინტერესა სტატიამ „ავღანეთი - დიდი თამაში წესების გარეშე“. ერთი ამბავი გამახსენა. 1978 წელს ჯარში გამიწვიეს. ლენინგრადის მახლობლად, ვმსახურობდი. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია: ჩვენები (საბჭოთა არმია) ავღანეთში შევიდნენ და ახლა ჯარისკაცებს საგანგებოდ არჩევენ იქ გასაგზავნადო. უცნაურია, ჩემთან ერთად 7 ქართველი და 3 სომეხი მსახურობდა. ყველამ დაიწყო „ჩალიჩი“ ავღანეთში მოსახვედრად. 4 ქართველს გამოუვიდა და მთელი „ვზვოდი” ულოცავდა. ოფიცრები გვეუბნებოდნენ, თქვენ არ იცით რა „გულიანკაზე“ მიდიანო. აღარ შევუდგები იმის მოყოლას, რა გადახდათ და როგორები დაბრუნდნენ იმ ბიჭებისგან მხოლოდ სამნი. ზუსტად ერთი წლის თავზე, მე და დანარჩენები უკვე ყველა ღონეს ვხმარობდით (ძირითადად ჭაჭისა და მანდარინის სახით), რომ ავღანეთში არ მოვხვედრილიყავით, რადგან, მიუხედავად „პოლიტრუკების” მცდელობისა, ინფორმაცია იქაურ ჟლეტაზე უცებ გავრცელდა. მინდა შემოგთავაზოთ, შეისწავლეთ და გამოაქვეყნეთ მონაცემები: რამდენი ახალგაზრდა გაიწვიეს საქართველოდან ავღანეთში საბრძოლველად საბჭოთა კავშირის დროს, რამდენი დაიღუპა და რამდენი დაიჭრა. ეს მათთვის, ვის შვილებსაც ასეთი საფრთხე არ დამუქრებიათ.
თამაზ ბაქრაძე
წავიკითხე და სრულად ვეთანხმები ბატონ სიმონ ჯანაშიას მსჯელობას, რომელსაც იგი გასულ ნომერში გვთავაზობს. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ბატონი სიმონი ლოგიკურია მხოლოდ თეორიულ მსჯელობაში, პრაქტიკა სულ სხვაა. სკოლების სამეურვეო საბჭოებმა ვერ იმუშავეს. მე თავად ვიყავი ასეთი საბჭოს წევრი, როგორც მშობელი, და დავრწმუნდი, რომ ამ საბჭოების ფორმირების წესი უნდა შეიცვალოს. თუ ჩემი აზრით დაინტერესდებით, საბჭოებში მხოლოდ მშობლები უნდა შედიოდნენ, რადგან მასწავლებლების მონაწილეობა მხოლოდ კულუარულ ბრძოლებსა და ღია ინტრიგებს შობს. მე არ შევუდგები ჩემი გამოცდილების დეტალურ აღწერას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბატონი სიმონი სწორი იქნებოდა თავის ფორმულაში, სამეურვეო საბჭოები გამართულად რომ მუშაობდნენ.
ნანა გალდავა
![]() |
2 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„კონტრაქტი ითვალისწინებს საფასურის უცხოური ვალუტით გადახდას. გაზპრომი სხვა ვერაფერს მიიღებს. გადახდისთვის არც ღვეზელები გამოდგება, არც კარაქი, არც ყველი, არც ბლინები. ეს ჩვენს ბელარუს კოლეგებს უნდა ესმოდეთ”.

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი. 21 ივნისი.
„დიდი ამბავი, თუ ვიღაც უწყინარი ადამიანი საკუთარ სახლში მოსაწევს შეაკეთებს. სამართალდამცველებს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი უნდა ჰქონდეთ ამ საზოგადოებაში”.

ალასკის ყოფილი გუბერნატორი სარა პელინი. 18 ივნისი.
„ჩვენ ირანის სანქციებზე გაეროს რეზოლუციის გამო საქართველოს ავტობუსის ქვეშ არ ვაგდებთ. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით”.
აშშს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რუსეთის საკითხების დირექტორი მაიკლ მაკფოლი. 19 ივნისი.

„რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოტევის პირდაპირი საფრთხე, ძირფესვიანად აღმოფხვრილი თუ არა, მნიშვნელოვნად შემცირებულია აშშ-ს ადმინისტრაციის შეუვალი პოზიციით”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია. 25 ივნისი.

„გაერო დათანხმდა თავისი „შავი სიიდან” ამოიღოს თალიბები, რომლებიც უარს იტყვიან ალ ქაიდასთან კავშირზე”.
ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი. 22 ივნისი.
19 ივნისი
აზერბაიჯანში ოპოზიციის 80მდე აქტივისტი დააკავეს. ისინი აპროტესტებდნენ ბაქოს ცენტრალურ მოედნებზე საპროტესტო აქციების აკრძალვას.

ბირმის ოპოზიციის ლიდერი ან სან სუ ჩი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია მშვიდობის დარგში, 65 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და აშშს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ბირმის ხელისუფლებას, ან სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლონ.
20 ივნისი
გაეროს საგანგებო მომხსენებელი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში მარგარეტ სეკაგია სომხეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს. სეკაგია შეშფოთებულია სომხეთში მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის გამო.
21 ივნისი
საქართველოს პრეზიდენტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს სტუმრობდა. სააკაშვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიის etisalatის ხელმძღვანელობას შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, მათთვის ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია.

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის მინისტრ ჯორჯ ოსბორნის განცხადებით, ბრიტანეთის ევროზონაში შესვლის საკითხი მოხსნილია. მინისტრის განკარგულებით, ამ საკითხით დაკავებული დეპარტამენტიც გაუქმდა.

22 ივნისი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბრიუსელს ეწვია. ვიზიტის დროს ბაქრაძე ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. შეხვედრისას გადაწყდა, რომ რასმუსენი, სავარაუდოდ შემოდგომაზე, საქართველოს ეწვევა.
საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watchმა ანგარიში გამოაქვეყნა ყირგიზეთში მომხდარი ეთნიკური ძალადობის შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ყირგიზი ჯარისკაცები უზბეკებს სცემდნენ და უკანონოდ აპატიმრებდნენ.
ფინეთის პრემიერ-მინისტრი მარი კივინიემი გახდა. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს პარლამენტმა და პრეზიდენტმა. კივინიემი ფინეთის ისტორიაში მეორე ქალი პრემიერია. ქვეყნის პრეზიდენტი ტარია ჰალონენიც ქალია.

23 ივნისი
ეუთომ თურქეთს მოუწოდა, პატივი სცეს სიტყვის თავისუფლებას და მოხსნას შეზღუდვა პოპულარული ვებსაიტის, Youtube-ის მოხმარებაზე. შარშან თურქეთის ხელისუფალთა მიერ 5000-მდე ვებგვერდი დაიბლოკა. თურქეთმა 2007 წელს მიიღო კანონი, რომელიც ნებას რთავს ხელისუფლებას, დაბლოკოს პორნოგრაფიული და „უზნეო” ვებგვერდები.
ჰააგაში განთავსებული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ. საქართველოს იუსტიციის სამინისრტოს განცხადებით, სასამართლოს წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია რუსული ძალების მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების შესახებ.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა წვრთნები დაიწყეს. წვრთნები ოჩამჩირის რაიონის ნაგვალოუს პოლიგონზე იმართება ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებით.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ირლანდიას ეწვევა. ვიზიტი ისტორიულია. ბოლო ბრიტანელი მონარქი, რომელიც ირლანდიის რესპუბლიკას ეწვია, ჯორჯ მეხუთე იყო 1911 წელს. სხვადასხვა ირლანდიური ორგანიზაციები ელისაბედ მეორის ვიზიტის შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან.
მილიარდერი ფინანსისტის ჯორჯ სოროსის განცხადებით, გერმანიის ახალი ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკა ევროზონას დაშლის პირას მიიყვანს. სოროსის თქმით, გერმანიის პოლიტიკა სახიფათოა ევროპისთვის; მას ევროპული პროექტის განადგურება შეუძლია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ დახუროს რუსეთ- საქართველოს ომის თემა და გააგრძელოს მონიტორინგი ამ ორი ქვეყნის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე.
24 ივნისი
აშშ-მ ჩეჩენი მებრძოლი დოკუ უმაროვი ტერორისტად გამოაცხადა. შეერთებულ შტატებში მისი ყველა ანგარიში გაყინულია. იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, ვინც მასთან საქმეს დაიჭერს, მკაცრი სანქციები ელით.
გაზპრომმა ბელორუსს დავალიანების ნაწილის დაფარვის შემდეგ გაზის მიწოდება აღუდგინა. გაზის მიწოდების შეჩერების შემდეგ ბელორუსმა ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა. ევროპის რამდენიმე ქვეყნას რუსული გაზი სრულად არ მიეწოდებოდა.

ავსტრალიის ისტორიაში პირველად, ქვეყანას ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ჯულია გილარდი აირჩიეს მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი კევინ რუდი მმართველი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგა.
აშშ-ს ელჩმა უკრაინაში ჯონ ტეფტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია უკრაინაში ჟურნალისტებზე ზეწოლის გამო. უკრაინის მედიის თავისუფლების დამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის პოსტზე ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ მედიის ცენზურა გაძლიერდა.
25 ივნისი

საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს ათენის შენობაში აფეთქების შედეგად დაცვის სამსახურის უფროსი დაიღუპა. აფეთქება პაკეტში გახვეულმა მოწყობილობამ გამოიწვია. ჯერ არ არის ცნობილი, ვინ განახორციელა აფეთქება, რომელსაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგიოს პაპანდრეუმ „ტერორისტული თავდასხმა” უწოდა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 2010 წლის 5 ივლისს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვევა. თბილისამდე, ჰილარი კლინტონი კიევში, კრაკოვში, ბაქოსა და ერევანში გეგმავს ჩასვლას.
![]() |
3 კაჩინსკი კაჩინსკის შემდეგ? |
▲ზევით დაბრუნება |
არენა

გადამწყვეტი ბრძოლა პოლონეთისთვის
იაროსლავ კაჩინსკი ამომრჩევლებს ხვდება
პოლონეთში 20 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. სეიმის სპიკერმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრონის ლავკომოროვკიმ, ხმათა 41.5%25 მოაგროვა, იაროსლავ კაჩინსკიმ - 37%25. მემარცხენე ძალთა დემოკრატიული ალიანსის კანდიდატი, გრჟეგორჟ ნაპერალსკი, ხმათა 14%25-ით მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
კომოროვსკი სადამის პარტიას (სამოქალაქო პლატფორმა) ამ არჩევნების უპირობო ფავორიტად მიიჩნევდნენ, მაგრამ აპრილიდან მოყოლებული, განუწყვეტლივ იზრდებოდა იაროსლავ კაჩინსკისა და მისი პარტიის - კანონი და სამართლიანობის - რეიტინგი. როგორც ჩანს, იაროსლავ კაჩინსკიმ ბოლო დღეს მოახერხა ნეიტრალურ ამომრჩეველთა გადმობირება და, შედეგად, სულ რაღაც 4%25-იანი სხვაობა დაფიქსირდა. პირველი ტურის ამგვარად დაგვირგვინებამ კომოროვსკი საგონებელში უნდა ჩააგდოს.
2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ასე მოხდა. მაშინ ლეხ კაჩინსკიმ პირველი ტური თითქმის ანალოგი ური სხვაობით წააგო ახლანდელ პრემიერ - მინისტრ დონალდ ტუსკთან (სამოქალაქო პლატფორმა), მაგრამ მეორე ტურში გაიმარჯვა.
საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში 2010 წლის შემოდგომაზე იყო დანიშნული. 10 აპრილის ტრაგედიამ, რომელმაც პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის პოლიტიკური თუ სამხედრო ელიტის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთლიანად შეცვალა პოლონეთის პოლიტიკური ცხოვრების რიტმი.
კატინთან დატრიალებული ტრაგედია ლეიტმოტივად გასდევდა წინა საარჩევნო ციებ - ცხელებას. კატასტროფის მიზეზები დღემდე არ არის დადგენილი, გამოძიების პროცესი არ არის გამჭვირვალე და უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს. მასალა ბევრია. მათი შესწავლა საკმაო დროს მოითხოვს, თუმცა რუსულმა მხარემ თავიდანვე პილოტის შეცდომის ვერსიის პროპაგანდა დაიწყო. საგამოძიებო მასალების პოლონური მხარისათვის გადაცემა ხშირად ყოვნდებოდა.
მაგრამ, იყო სკანდალებიც. პოლონეთის სამხედრო - საჰაერო ძალების პოლკოვნიკ ბარტოშ სტროინსკის თქმით, რუსულმა მხარემ პოლონელებს შავი ყუთის გაყალბებული ჩანაწერები გადასცა. გაშიფრული მასალა, რომელზეც პოლკოვნიკმა ხელი მოაწერა, განსხვავდებოდა რუსული მხარის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციისგან.
პოლონეთში ბევრი საუბრობს დისპეტჩერის შეცდომაზე, როგორც კატასტროფის გამომწვევ მთავარ მიზეზზე. თვითმფრინავი ჩამოვარდა დასაფრენი ბილიკიდან 1000 მეტრის მოშორებით. კურსიდან ასეთი დაშორება დისპეტჩერებს უნდა შეემჩნიათ, თუმცა მათ პილოტის გაფრთხილება დააგვიანეს.
ვერ დგინდება, რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ დისპეტჩერები. კატასტროფის შემდეგ არ ჩატარებულა ალკოტესტი. ერთ - ერთი დისპეტჩერი კატასტროფიდან სამ დღეში პენსიაზე გავიდა. საკითხავია, ასეთ რთულ აეროპორტში სამუშაოდ რამდენად შესაფერისი იყო საპენსიო ასაკის თანამშრომელი? გაჩნდა ეჭვები აეროპორტის რადარის გაუმართაობასთან დაკავშირებით. პოლონური მხარისათვის ჯერ არ მიუწოდებიათ შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროტოკოლები, აეროპორტის საკონტროლო კოშკის ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები. გაკვეთას არ დასწრებია პოლონეთის წარმომადგენელი. უცნობია, როდის და როგორ ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოძიების განმავლობაში რუსულმა პრესამ გაავრცელა სხვადასხვა მცდარი ინფორმაცია. მაგრამ თვითმფრინავის პილოტს არც გამოცდილება აკლდა, არც რუსულ ენასთან ჰქონია პრობლემა, არც ლეხ კაჩინსკის ზეწოლა განუცდია და დაფრენაც მხოლოდ ერთხელ სცადა (და არა ოთხჯერ).
რუსეთის მიერ გამოძიების მასალების გაყალბება და სხვა დარღვევები ნოყიერ ნიადაგს ქმნის შეთქმულების თეორიებისთვის. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო მხოლოდ უბედური შემთხვევა და კაჩინსკი გზიდან ჩამოიშორეს. ყველაზე გავრცელებული ვერსია კი ფიქლის გაზს უკავშირდება.
პოლონეთი ფიქლის გაზის 3 ტრილიონი კუბური მეტრის მარაგს ფლობს, რაც მომავალი 200 წლის განმავლობაში მთლიანად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოთხოვნას და ევროპის ბუნებრივი აირის რეზერვებს 47%25 - ით გაზრდის. ტექნოლოგიურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ფიქლის გაზის სამრეწველო გამოყენება. ლეხ კაჩინსკი ამ რესურსების ათვისებას რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან განთავისუფლების უმოკლეს გზად მიიჩნევდა. 10 აპრილის ტრაგედიამდე ორიოდე დღით ადრე პოლონური ფიქლის გაზის ათვისებით დაინტერესდნენ წამყვანი ტრანსნაციონალური კორპორაციები - შევრონი, როიალ დაჩ შელი, ბრითიშ პეტროლიუმი, ტოტალი, ჰალიბარტონი, ექსონმობილი და შელი. ევროპაში ფიქლის გაზის მოპოვების პერსპექტივამ შეაშფოთა კრემლი: ამ შემთხვევაში დასამარდება რუსეთის ოცნება ენერგოექსპორტიორ სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე.
2009 წელს გაზპრომმა, წინა წელთან შედარებით, 22 მილიარდი დოლარით ნაკლები მოგება ნახა. გაზპრომს შტოკმანისა და ბოვანენკოს საბადოების დაკონსერვება მოუწია. ზარალის მიზეზი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც იყო, რომელსაც ფიქლის გაზის საკითხის გააქტიურებაც დაერთო.

ბრონისლავ კომაროვსკი
პოლონური ფიქლის გაზის მასშტაბური პროექტის განხორციელება წესით არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული ერთი ადამიანის სიცოცხლეზე. თუმცა, ეჭვებს აძლიერებს ახლანდელი ისტებლიშმენტის ნაწილის დამოკიდებულება ამ საკითხთან. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლონდონში ვიზიტად მყოფმა ბრონისლავ კომოროვსკიმ ფიქლის გაზის შესახებ საეჭვო კომენტარი გააკეთა - ამ გაზის მოპოვება ქვეყნის ეკოლოგიას დაანგრევსო. კომოროვსკის გამონათქვამებმა შიდაპარტიული უხერხულობაც შექმნა. რადოსლავ სიკორსკი (პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), აქტიურად ლობირებს პოლონური ფიქლის გაზის მოპოვებისთვის ევროკავშირის ეკოლოგიური კანონმდებლობის შერბილებას. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო ნომინაციისთვის კომოროვსკიმ (ტუსკის დახმარებით) შიდაპარტიულ ბრძოლაში სიკორსკი დაამარცხა. კონტრასტისთვის, პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი - იაროსლავ კაჩინსკი - ფიქლის გაზს პოლონეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური გაჯანსაღების ფორმულად მიიჩნევს და სჯერა, რომ პროექტი ქვეყანას „მეორე ნორვეგიად” აქცევს.
დამაფიქრებელი ფაქტორია პოლონეთის ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტის ენერგოთანამშრომლობა რუსეთთან. პოლონეთი ყოველწლიურად 14 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, რომლის 70 პროცენტი რუსეთიდან შემოდის. ლეხ კაჩინსკი ეწინააღმდეგებოდა პოლონეთსა და რუსეთს შორის ახალი შეთანხმების დადებას ან ძველის გაგრძელებას. 7 აპრილის ღონისძიებაზე, კატინის მემორიალთან, ტუსკი და პუტინი სიტყვიერად შეთანხმდნენ ახალ ხელშეკრულებაზე, რომელიც მალევე გაფორმდა. 2037 წლამდე მოქმედი ხელშეკრულება პოლონეთისათვის ყოველწლიურად 11 მილიარდი ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო მხოლოდ უბედური შემთხვევა და კაჩინსკი გზიდან ჩამოიშორეს. ყველაზე გავრცელებული ვერსია კი ფიქლის გაზს უკავშირდება ბრონისლავ კომაროვსკი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ამგვარად, პოლონეთი მომავლი 28 წლის განმავლობაში მთლიანად რუსულ გაზზე იქნება დამოკიდებული.
პოლონური არჩევნების მთავარი სიურპრიზი იაროსლავ კაჩინსკის ტრანსფორმაცია გახდა. ოპონენტთა მტკიცებით, იმიჯის კორექტირება კაჩინსკის ხმების მოზიდვაში ეხმარება, მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა. იაროსლავის გუნდში არ იღლებიან იმის მტკიცებით, რომ ტრაგედიამ იგი სხვა ადამიანად აქცია. კაჩინსკი შესამჩნევად დაბალანსებული და სიტყვაძუნწი გახდა - პირველი საჯარო გამოსვლა ზუსტად 52 წამი გრძელდებოდა. ერთგვარი პოლიტიკური ამნეზიაც დაემართა და დაივიწყა მისთვის დამახასიათებელი ხისტი და კონფრონტაციული განცხადებები. მისი ჩაცმულობა - სამგლოვიარო სამოსი და შავი ჰალსტუხი - პოლონელებს ყოველდღიურად ახსენებს ტრაგედიას.
იაროსლავს, საარჩევნო კამპანიის დროს, თავისი პროგრამის წარდგენაც არ სჭირდებოდა; საკმარისი იყო ეთქვა, რომ სურს გააგრძელოს მოკლული ძმის საქმეები. ტრაგედიის შემდეგ ლეხ კაჩინსკის რეიტინგმა აიწია. კატასტროფის გაურკვეველმა ატმოსფერომ კაჩინსკი პოლონეთის ჯონ კენედად აქცია - სიკვდილმა მთლიანად გადაფარა სახელმწიფოს მეთაურის რეალური მიღწევები.
თუმცა, სიბრალული არჩევნების შედეგების მთავარი განმსაზღვრელი მაინც არ ყოფილა. ბრონისლავ კომოროვსკიმ ვერ მოახერხა პირველ ტურში პრეზიდენტის სავარძლის განაღდება. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მისთვის გარკვეულ ტვირთადაც იქცა.
კომოროვსკის საარჩევნო კამპანიაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა თანაპარტიელი, სამოქალაქო პლატფორმის ლიდერი დონალდ ტუსკი. ტუსკმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენება არ ისურვა. მან მხარი დაუჭირა კომოროვსკის კანდიდატურას და არა ახლანდელ საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის. პოლონელი პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ტუსკს გავლენა ექნება კომოროვსკიზე და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, გამარჯვებული შესაძლოა სწორედ ტუსკი აღმოჩნდეს.
ბრონისლავ კომოროვსკისთან მისი მთავარი კონკურენტი გარკვეულ კონტრასტს ქმნის. კაჩინსკი ქარიზმატულია, პოლონეთის ახლანდელ პრეზიდენტთან შედარებით, და განსხვავებით კომოროვსკისგან, რომელიც დონალდ ტუსკზე დამოკიდებულ პოლიტიკოსად მიაჩნიათ, კაჩინსკის დამოუკიდებელ მოთამაშედ იცნობენ. კაჩინსკები ევროპის ყველაზე საოცარ პოლიტიკურ გუნდად მიიჩნეოდა. ლეხი - იაროსლავზე მეტად კომუნიკაბელური - ხელისუფლებაში იყო, მაგრამ სწორედ იაროსლავი გახლდათ ქვეყნის მთავარი იდეოლოგი და პოლიტიკური შემოქმედი, რომელიც ძმას ჩრდილიდან კარნახობდა ხოლმე გადასადგმელ ნაბიჯებს.
კაჩინსკის საარჩევნო კამპანიას წაადგა მისი ოჯახური მდგომარეობაც. ცოლ-შვილი არ ჰყავს, ავადმყოფ დედას კი უკანასკნელ დრომდე უმალავდა ტყუპისცალი ძმის გარდაცვალებას. როგორც პოლონეთში ამბობენ, იაროსლავ კაჩინსკი საკუთარი კატების ამარაა დარჩენილი და, უბრალოდ, იძულებული იქნება, მთელი დრო და ენერგია სახელმწიფოებრივ საქმიანობას მოახმაროს.
გაპრეზიდენტების შემთხვევაში კაჩინსკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დონალდ ტუსკი დახვდება, პარლამენტში კი - ტუსკის პარტიისგან შემდგარი უმრავლესობა. პოლონური გამოცემა პოლსკა მიიჩნევს, რომ კაჩინსკისთვის უმჯობესი იქნება დამარცხება, რადგან გამარჯვების შემთხვევაში იგი ვეღარ გაუძღვება საკუთარ პარტიას და, ამავდროულად, შეზღუდული იქნება პრეზიდენტის პოსტზე. მისი ლიდერობით კი პარტიას დიდი შანსი ექნება მოიგოს 2011 წლის საპარლამენტო არჩევნები.
კომოროვსკის პრეზიდენტობის შემთხვევაში არ წარმოიქმნება დაპირისპირება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის წინაპირობაა. ევროკავშირის ქვეყნებიდან პოლონეთი ერთადერთი იყო, რომელმაც 2009 წელი ეკონომიკური ზრდით დაასრულა, მაგრამ შემდეგ ზრდა შენელდა. სტაბილურობა შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს პოლონური ელექტორატისათვის.
საბოლოო ჯამში, არჩევნების პირველმა ტურმა გამოავლინა არა მხოლოდ გამარჯვების კანდიდატები, არამედ პოლონეთის პოლიტიკურ სისტემაში მოსალოდნელი ძირეული ცვლილებებიც. პოლონური პოლიტიკის ახალი ნაყოფი 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მომწიფდება.
ფიქლის გაზი
ფიქლის გაზი ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროა, რომელსაც განსაკუთრებული შემადგენლობის ქანებიდან იღებენ. ფიქლის გაზის მოპოვებით, ამერიკამ გადაუსწრო რუსეთს და ამჟამად მსოფლიოში გაზის უმსხვილესი მომპოვებელია. ამერიკის ბუნებრივი აირის ინდუსტრიის 20%25 ფიქლის გაზს უკავია. ფიქლის გაზის გამო ამერიკას აღარ დასჭირდა ბუნებრივი აირის იმპორტი.

არჩევნების პირველი ტური
![]() |
4 აშშ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა

თეთრი სახლი
ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაცია. ამაზე საუბარია თეთრი სახლის მიერ 24 ივნისს გავრცელებულ ფაქტების ქრონიკაში, რომელშიც აღწერილია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვის ერთწლიანი პოლიტიკის შედეგები. დოკუმენტში ერთ- ერთ საკითხად საქართველოცაა გამოყოფილი. „ობამას ადმინისტრაციას კვლავ სერიოზული უთანხმოება აქვს რუსეთის მთავრობასთან საქართველოს საკითხზე”, - ნათქვამია მასში.
თეთრი სახლის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და რუსეთისთვის თავისი სახელის - ოკუპანტის - დარქმევა დიდ დიპლომატიურ გამარჯვებად შეაფასა. „ორი წელია ვმუშაობთ ამ ტერმინის დასამკვიდრებლად. ეს ტერმინი საერთაშორისო პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება. ჩვენ ამ საკითხზე მუდმივი კონსულტაციები გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან. გუშინ მიეცა ზუსტი შეფასება იმას, რაც საქართველოში ხდება,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რუსეთი ოკუპანტად აქამდეც რამდენჯერმე მოიხსენია მაიკლ მაკფოლმა, პრეზიდენტ ობამას ასისტენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. 22 ივნისს, პრეზიდენტ მედვედევის რუსეთში ჩასვლამდე, მან განაცხადა, რომ „აშშ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რუსეთის მიერ ოკუპაციას უკანონოდ მიიჩნევს”. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ამ რეგიონში სტაბილურობა სურს, რისთვისაც საჭიროა დამკვირვებლების დაშვება და გამჭვირვალობის ზრდა რუსეთის საქმიანობასთან დაკავშირებით.
თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ამერიკელები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ რეგიონში სხვა შესაძლო სამხედრო ესკალაციაც აირიდონ თავიდან. გარდა ამისა, აგრძელებენ ზეწოლას, რათა გაძლიერდეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები რეგიონში და რუსეთმა დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თეთრი სახლის დოკუმენტშია განხილული, არის რუსეთის შესაძლო მიღება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO). პრეზიდენტმა ობამამ ღიად განაცხადა, რომ რუსეთის ამ ორგანიზაციაში მიღებით ყველა ისარგებლებს. რუსეთი წლებია ცდილობს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას. საქართველოს კი, რომელიც უკვე არის WTO-ს წევრი, შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლება და დაბლოკოს რუსეთის მიღება. ქართული მხარე კარგა ხანია ამ პოზიციაზეა და არც ახლა აპირებს, დაეთანხმოს ოკუპანტის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. თავის მხრივ, პრეზიდენტი მედვედევი შესაძლოა იმედოვნებს, რომ საქართველოს პრობლემას პრეზიდენტი ობამა მოაგვარებს. ერთობლივი პრესკონფერენციისას პრეზიდენტებს საქართველოს საკითხი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონტექსტში არ განუხილავთ.
![]() |
5 სამთავრობო ცვლილებები - დღესასწაული რომელიც მუდამ ჩვენთან არის |
▲ზევით დაბრუნება |
ტრიალებს, ბრუნავს...
„არ არის აუცილებელი ლამაზად გამოიყურებოდეს, არ არის აუცილებელი რაციონალური იყოს, უბრალოდ მთავარია, რომ მუშაობდეს და შედეგი მოჰქონდეს”, თქვა ადრე ტონი ბლერმა საკუთარი კაბინეტის მორიგი გადახალისებისას.
სააკაშვილის მთავრობაში ცვლილებებს ხალხი ისევე შეეჩვია, როგორც ინგლისში წვიმას. მისი მმართველობის სტილი ამაშიც ვლინდება. მართალია ხშირად, ამა თუ იმ მინისტრის დანიშვნის, ან თუნდაც მთელი სამინისტროს შექმნის რეზონი არათუ უბრალო მოკვდავთათვის, არამედ შესაძლოა თავად ამ გადაწყვეტილებათა ავტორისათვისაც, ბოლომდე ნათელი არ არის, მაგრამ ამაზე განსაკუთრებით აღარავინ ღელავს - ყველამ კარგად იცის, რომ არაფერია ისე წარმავალი, როგორც საქართველოს მთავრობის წევრობა.
ეს დაუწერელი კანონი საკუთარ თავზე არა ერთმა ჩინოსანმა იწვნია. უკანასკნელი მათ რიგში დიპლომატიიდან ეკონომიკის სამინისტროში დესანტირებული ზურაბ პოლოლიკაშვილი იყო, რომელმაც ადგილი სამოქალაქო სექტორიდან ახალწვეულ ვერა ქობალიას დაუთმო. ნათქვამია, პური მეპურემ გამოაცხოსო - ის ხომ ხაბაზების საოჯახო ბიზნესიდანაა გამოსული (ქალბატონ ვერას ოჯახი კანადაში European Breads Bakery-ს უძღვება) და მისი გვარის ეტიმოლოგია, სხვათა შორის, სწორედაც რომ „პურს” უკავშირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ კანადიდან რეპატრირებული „ძალიან წარმატებული ბიზნესვუმენი” ისეთივე წარმატებით გაართმევს თავს ქართულ ეკონომიკას, როგორც აქამდე დევნილთა უფლებებზე ზრუნავდა.
მოლოდინი, რომ წინა სამთავრობო ცვლილებათა ტალღაზე შექმნილი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მინისტრ დავით ტყეშელაშვილის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გადასვლასთან ერთად გაუქმდებოდა, არ გამართლდა. ამ სუპერსამინისტროს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაიშვილი ჩაუდგება სათავეში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი თემურ ჯანაშია კი სახელმწიფო დაცვის მშობლიურ სამსახურს უბრუნდბა.
ყოველი ახალი სამინისტროს შექმნასთან ერთად, სულ უფრო მცირდება სხვაობა ჩვენს მთავრობასა და მონთი პაითონის მფრინავ ცირკს შორის. მართალია, სულელური სიარულის სამინისტრო ჯერ არ გვყავს, მაგრამ ყრმათა და თამაშობათა უწყების შექმნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
ახალი მოადგილე ეყოლება საგარეო საქმეთა მინისტრსაც - პოლიტოლოგი თორნიკე გორდაძე, რომელიც ევროპულ მიმართულებას უხელმძღვანელებს. სამწუხაროდ, ამ დანიშვნით ჩვენმა გამოცემამ მუდმივი ავტორი დაკარგა.
სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მთავრობაში სულ 17 სამინისტრო და 3 სახელმწიფო მინისტრი იარსებებს. თუმცა იმის გამო, რომ უკანასკნელი დროის განმავლობაში შეცვლილი მინისტრების საერთო რაოდენობა კაბინეტის წევრთა 1/3 შეადგენს, ცვლილებების დამტკიცება პარლამენტს მოუწევს.
![]() |
6 Frankfurter Rundschau: ქართული მაფია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
არასაპარლამენტო ოპოზიციის, მაფიისა და რუსული სპეცსამსახურების კავშირზე საქართველოში ხშირად საუბრობდნენ, მაგრამ ეს ოპოზიციის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ სახელისუფლებო პროპაგანდად აღიქმებოდა. ამჯერად, ამ კავშირს ევროპელი სამართალდამცველები და მედია ადასტურებენ.
„ერთი წლის წინათ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში უდიდეს როლს ძლიერი კრიმინალური დაჯგუფებები თამაშობდნენ”, - იტყობინება ყოველდღიური გერმანული გამოცემა Frankfurter Rundschau, ავსტრიის კრიმინალური პოლიციის ანგარიშზე დაყრდნობით. ანგარიშის თანახმად, ეს კრიმინალური კლანი 2009 წელს ოპოზიციის ერთ ნაწილს დაუკავშირდა და საქართველოს მთავრობის დამხობას გეგმავდა. აქციების დაწყებამდე ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი იარაღის შეძენისა და სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის გამო დააკავეს. შემდეგ იყო მუხროვანის ამბოხიც. მაშინ საუბარი იმაზე, რომ ამ ყველაფრის მიღმა რუსეთი და მაფია იდგა, ბევრმა არასერიოზულად აღიქვა.
2009 წლის 12-13 მარტს, ოპოზიციის საგაზაფხულო აქციების დაწყებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, შევარდნაძის დროინდელი პარლამენტარისა და ბიზნესმენის, ლევან პირველის ინიციატივით, მოეწყო ქართული დიასპორის კონფერენცია ვენაში. კონფერენციას, რომელზეც საქართველოს სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, ასამდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, „ჯორჯიან თაიმსის” მფლობელი და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი (ის ამჟამად მოსკოვში იმყოფება) და ვლადიმერ ხომერიკი, რუსეთ-საქართველოს ერთიანობის ფონდის ხელმძღვანელი მოსკოვში. ამ დროს ავსტრიაში, სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე და აჭარის ყოფილი მმართველის, ასლან აბაშიძის ახლო მეგობარი შალვა ბრეუსი. 13 მარტს ისინი კიევში შეხვდნენ. ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მედიით გავრცელდა. ბათუმელი შალვა ბრეუსი, რუსეთის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად რამდენიმე რუსული კომპანიის საბჭოს წევრია.
მარტის მეორე ნახევარში ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის, ბურჯანაძის პარტიის წევრები, იარაღის შესყიდვისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაგეგმვის გამო დააკავეს. გავრცელდა ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალაც. დაკავებულთა შორის იყო პარტიის აჭარის ფრთის ხელმძღვანელი ზურაბ ავალიანი, რომლის ძმა მიხეილ ავალიანი არხანგელსკის საკრებულოს წევრია. ერთ- ერთ ვიდეოში ოპოზიციის წარმომადგენელი მალხაზ გველუკაშვილი სწორედ ავსტრიულ შეხვედრებს ახსენებს და ამბობს, რომ ის ქართველები, რომლებიც ავსტრიაში რუსეთიდან ჩავიდნენ, მათი ხალხია და ამ ადამიანებს საკმარისი ფული აქვთ იმისათვის, რომ ქვეყანა (საქართველო) ისევ „ფეხზე დააყენონ”. აქციების დროს ოპოზიცია ევროპაში „ფულის საშოვნელად” რომ დადიოდა, ამას აქციების ერთ - ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე საჯაროდ აცხადებდა. ის ივნისში, დავით გამყრელიძესთან ერთად, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, კახა თარგამაძეს შეხვდა ბერლინში. მათი შეხვედრის კადრები „იუთუბის” მეშვეობით გავრცელდა. მაშინ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ევროპაში მისი ვიზიტის მიზანი დაფინანსების მოპოვება იყო, მაგრამ კახა თარგამაძესთან მან სხვა საკითხები განიხილა.
ხელისუფლება 2009 წლის აქციების მიმდინარეობისასაც საუბრობდა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან აქციების აქტიურ მხარდაჭერაზე. მაშინ ბონდო შალიკიანისა და ტარიელ ონიანის სახელებმა გაიჟღერა. 2009 წლის 18 მაისს შალიკიანმა „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა: „ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა მას (სააკაშვილს) პასუხი ვაგებინო ყველაფრისთვის, რაც გააკეთა”. ოპოზიციის აქციების მიმდინარეობისას გამოჩნდა ასევე ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქი, ალექსანდრე ებრალიძე, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა. გივი თარგამაძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაშინ რუსთავი 2-ის ეთერით განაცხადა, რომ მუხროვანის 5 მაისის ამბოხს მხარს (საქართველო) ისევ „ფეხზე დააყენონ”.

აქციები თბილისში, 2009 წლის აპრილი
აქციების დროს ოპოზიცია ევროპაში „ფულის საშოვნელად” რომ დადიოდა, ამას აქციების ერთ - ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე საჯაროდ აცხადებდა. ის ივნისში, დავით გამყრელიძესთან ერთად, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, კახა თარგამაძეს შეხვდა ბერლინში. მათი შეხვედრის კადრები „იუთუბის” მეშვეობით გავრცელდა. მაშინ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ევროპაში მისი ვიზიტის მიზანი დაფინანსების მოპოვება იყო, მაგრამ კახა თარგამაძესთან მან სხვა საკითხები განიხილა.
ხელისუფლება 2009 წლის აქციების მიმდინარეობისასაც საუბრობდა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან აქციების აქტიურ მხარდაჭერაზე. მაშინ ბონდო შალიკიანისა და ტარიელ ონიანის სახელებმა გაიჟღერა. 2009 წლის 18 მაისს შალიკიანმა „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა: „ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა მას (სააკაშვილს) პასუხი ვაგებინო ყველაფრისთვის, რაც გააკეთა”.
ოპოზიციის აქციების მიმდინარეობისას გამოჩნდა ასევე ქართული წარმოშობის რუსი ოლიგარქი, ალექსანდრე ებრალიძე, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა. გივი თარგამაძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაშინ რუსთავი 2-ის ეთერით განაცხადა, რომ მუხროვანის 5 მაისის ამბოხს მხარს უჭერდა ებრალიძე, რომელსაც, თავის მხრივ, პუტინი აძლევდა მითითებებს. თარგამაძის ინფორმაციით, ამბოხების დაგეგმვაში შალიკიანი და ონიანიც მონაწილეობდნენ. ალექსანდრე ებრალიძის წარმომადგენელმა მაშინ ისიც განაცხადა, რომ ის საქართველოში რამდენიმე მედიასაშუალების შეძენას გეგმავდა.
ბონდო შალიკიანი, ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი, კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ახლო მეგობარია. ამჟამად ორივე მოსკოვში ცხოვრობს. ტარიელ ონიანის კრიმინალური დაჯგუფება დაპირისპირებულია კალაშოვის დაჯგუფებასთან. კალაშოვი კანონიერი ქურდის, ასლან უსოიანის, მეტსახელად დედ ხასანის, კლანს მიეკუთვნება. დედ ხასანი და ტარიელ ონიანი ერთმანეთს კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ, მისი ქონების მართვის გამო დაუპირისპირდნენ. დედ ხასანს უნდოდა კალაშოვის ქონება ლაშა შუშანაშვილისთვის ჩაბარებინა. დედ ხასანის მოკავშირე იყო იაპონჩიკი, რომელიც შარშან, სავარაუდოდ, ტარიელ ონიანის დაკვეთით მოკლეს. იაპონჩიკის დაკრძალვა ერთ- ერთი ყველაზე მასშტაბური ცერემონიალი იყო ბოლო წლების რუსეთში. იგი უფრო დიდი პატივით დაკრძალეს, ვიდრე ექს-პრეზიდენტი ელცინი. ეს არავის გაჰკვირვებია, ვინაიდან რუსეთში კრიმინალურ ავტორიტეტები გავლენიანი ადამიანები არიან. მათ მჭიდრო კავშირები აქვთ მმართველ ელიტასთან. მეტიც, კრიმინალური სამყაროსა და სამართალდამცველი ორგანოების გამიჯვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ზემოხსენებული კრიმინალური ავტორიტეტები რამდენჯერმე დააპატიმრეს და მალევე გაათავისუფლეს.
გერმანული გაზეთის, Frankfurter Rundschau-ს თანახმად, კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში გადატრიალების მოწყობას გეგმავდა, სწორედ კალაშოვის ახლო მეგობარი და დედ ხასანის კლანის წევრი ლაშა შუშანაშვილი ედგა სათავეში. ავსტრიასა და გერმანიაში მოსმენილი სატელეფონო საუბრებით გაირკვა, რომ შუშანაშვილის კლანს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან აკავშირებდა რუდიკო გოგუაძე, ქართული რესტორნის მეპატრონე ვენაში. სტატიის ავტორმა ანდრეას ფიორსტერმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გოგუაძე რუსეთში მყოფ იგორ გიორგაძეს უკავშირდებოდა. გიორგაძეს კი ქართული ოპოზიციის ერთ ნაწილთან ჰქონდა კავშირი და მათ ფულს გადასცემდა. შუშანაშვილთან კავშირი აქვს აღმოსავლეთევროპული მაფიის ერთ - ერთ ლიდერს ზაქრო კალაშოვსაც, რომელიც ამჟამად დაკავებულია. ესპანურმა სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოში ექსტრადირების შესახებ. კალაშოვის საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ საქმის ბევრ დეტალს, ალბათ, ნათელი მოეფინება.
გერმანული გაზეთის ცნობით, მათ ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ - ერთი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა. ავსტრიაში მცხოვრებ კრიმინალებს კავშირი ჰქონდათ საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსთანაც და მათგან ინფორმაციას იღებდნენ. შსს-ს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარემ შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ისინი უკვე მუშაობენ სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე და ეძებენ შსს-ს იმ თანამშრომელს, რომელიც კრიმინალებთან და ოპოზიციასთან თანამშრომლობდა. გამორიცხული არაა, რომ ოპერატიულ თამაშთან გვქონდეს საქმე და თავის დროზე კოდუა-პატარკაციშვილის შემთხვევის მსგავსად, ახლაც შსს-ს რომელიმე თანამშრომელი ინფორმაციის მოპოვების მიზნით თანამშრომლობდა მაფიასთან.
ავსტრიელი აგენტები მაფიის კვალზე დაახლოებით ერთი წლის წინათ გავიდნენ. მიმდინარე წლის მარტში უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაცია რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა. შედეგად, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ესპანეთში 75 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, რუდიკო გოგუაძეც. ყველაზე მეტი - 25 ადამიანი - სწორედ ავსტრიაში დააპატიმრეს. ოპერაციაზე პასუხისმგებელი იყო ავსტრიის კრიმინალური პოლიცია, ვინაიდან ორგანიზაციის მთავარი წევრები ვენაში ცხოვრობდნენ და მსხვილი ფულადი ოპერაციებიც ძირითადად იქ ტარდებოდა.
ავსტრია კარგა ხანია იქცა ქართველების მექად. ეს ერთ - ერთი ქვეყანაა, რომელსაც საზღვრების გახსნის შემდეგ ქართველმა იმიგრანტებმა მიაშურეს. სააკაშვილის მიერ სამსახურიდან დათხოვილი ზოგი კორუმპირებული მაღალჩინოსანიც ავსტრიაში დასახლდა. ვენაში დაიდეს ბინა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, რომლებმაც თავიანთი საქმიანობა, ანტიკორუფციული კანონების გამო, უცხოეთში გადაიტანეს. შეიძლება ითქვას, რომ ავსტრიაში რევანშისტებმა მოიყარეს თავი, რომლებსაც იმედი არ დაუკარგავთ, რომ შევარდნაძის დროინდელ გავლენას დაიბრუნებენ.
ავსტრიაში, მისი ნეიტრალური სტატუსის გამო, საბჭოთა სპეცსამსახურები ცივი ომის დროსაც თავისუფლად მოქმედებდნენ. სსრკ-ს ნგრევის შემდეგ ჩეკისტების დიდმა ნაწილმა სწორედ ორგანიზებული დანაშაულის სფეროში გადაინაცვლა.
ტარიელ ონიანი - მეტსახელი „ტარო”. კანონიერი ქურდი, „ქუთაისის კრიმინალური დაჯგუფების” ხელმძღვანელი. 1980-იან წლებში ითვლებოდა ყველაზე ავტორიტეტულ კანონიერ ქურდად მოსკოვში. 1990-იან წლებში საცხოვრებლად გადავიდა ჯერ პარიზში, შემდეგ ესპანეთში. 2006 წელს ონიანმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და მოსკოვში დასახლდა. 2006 წელს ონიანის დაჯგუფება ასლან უსოიანის, ანუ „დედ ხასანის” კლანს დაუპირისპირდა. 2009 წლის ივნისში ონიანი დააპატიმრეს. ადვოკატები მის გათავისუფლებაში 15 მილიონ რუბლს იხდიდნენ, თუმცა სასამართლომ ის არ გაათავისუფლა.
რუდიკო გოგუაძე - იყო „მხედრიონის” ერთ- ერთი დამფინანსებელი. 90-იან წლებში ჰქონდა ბენზინის ბიზნესი ედუარდ შევარდნაძის ძმისშვილთან, ნუგზარ შევარდნაძესთან ერთად. შემდგომში მისი ინტერესები ნუგზარ შევარდნაძისა და კახა თარგამაძის ინტერესებთან გადაიკვეთა. მას ბრალი დასდეს ტერაქტის მოწყობაში ნუგზარ შევარდნაძის წინააღმდეგ. გოგუაძემ თავი ავსტრიას შეაფარა. იქ ჰქონდა ქართული რესტორანი, სადაც ქართველი კრიმინალები იყრიდნენ თავს. იგი JAVA-ს დროს დააკავეს.
JAVA - 2010 წლის მარტში ევროპის მასშტაბით ჩატარებული ოპერაცია, რომლის დროსაც ქართული კრიმინალური ქსელის ოთხმოცამდე წევრი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ: ძარცვა, ფულის გათეთრება, გამოძალვა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღის უკანონოდ შენახვა, ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება. ოპერაცია გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ესპანეთში ჩატარდა. ყველაზე მეტი ადამიანი ავსტრიაში დააკავეს. როგორც გაირკვა, ვენაში ბინების ძარცვის, სავარაუდოდ, მესამედი ქართველების მაფიური ქსელის წევრებზე მოდიოდა. ესპანური პოლიციის ცნობით, ამ კრიმინალურ დაჯგუფებას ე.წ. „სალაროები” ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში. თითოეულ ქვეყანაში სალაროს აკონტროლებდა დაჯგუფების შესაბამისი ფრთის თავკაცი. სალაროებში დაგროვილ მთელ თანხას კი, თავის მხრივ, ამ მაფიოზური ქსელის ხელმძღვანელი ლაშა შუშანაშვილი აკონტროლებდა. თანხას ათეთრებდნენ საიუველირო მაღაზიათა ქსელის, რესტორნების, ავტომობილების შემკეთებელი სახელოსნოებისა და სხვა ბიზნესების მეშვეობით.
ლაშა შუშანაშვილი - კანონიერი ქურდი. ორგანიზებული კრიმინალური ქსელის ხელმძღვანელი მსოფლიო მასშტაბით. ოპერაცია JAVA-ს დროს სამართალდამცავებს დაუსხლტა და, სავარაუდოდ, საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილს აფარებს თავს. მისი ძმა, კახა შუშანაშვილი, რომელიც ორგანიზაციის ევროპულ ფრთას ხელმძღვანელობდა, ამ ოპერაციისას დააკავეს. ლაშა შუშანაშვილი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და საქმიანობდა რუსეთში.
შაქრო კალაშოვი - მეტსახელი „შაქრო მალადოი”. კანონიერი ქურდი და რუსული კრიმინალური სამყაროს ერთ - ერთი ლიდერი, ე.წ. „გენერალი”. რუსეთის „სოლნცევოს”, „იზმაილოვოსა” და „ბრატსკის” კრიმინალური დაჯგუფებების ერთ - ერთი ხელმძღვანელი. 2000 წელს რუსეთში სამჯერ სცადეს მისი მოკვლა. ამ თავდასხმების შემდეგ კალაშოვი საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. ესპანეთის სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, იგი ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელს „თერთმეტის კლანს”. არის რუსული მაფიის ერთ - ერთი ბოსი. აქვს კავშირები კრიმინალურ დაჯგუფებებთან, როგორც რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. 2006 წლის 7 მაისს კალაშოვი დუბაიში დააკავეს. იგი ექსტრადირებულია ესპანეთში, სადაც ფულის გათეთრების, გადასახადების დამალვისა და სხვა სამართალდარღვევების ბრალდებით დააპატიმრეს. 2010 წლის ივნისში ესპანეთის სასამართლომ კალაშოვს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ივნისშივე ესპანეთის სასამართლომ კალაშოვის საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო.
![]() |
7 ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმებმა განაცხადეს, რომ „დროებით ტოვებენ” ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. საბაბად „რეალური პროგრესის” მიუღწევლობა, თანათავმჯდომარეების არაკონსტრუქციულობა და მიკერძოებულობა სახელდება.
საქართველოს საგარეო უწყებამ მარიონეტული რეჟიმის ამ ქმედებას „კრემლის სპექტაკლი” უწოდა. სოხუმის ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ტაბულა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიგა ბოკერიას, ესაუბრა..

ფოტო: ბესო დარჩია
სოხუმმა განაცხადა, რომ ტოვებს ჟენევის მოლაპარაკებებს. რა არის ამის მიზანი?
მარიონეტული რეჟიმები, როგორც მხარე, ჟენევის მოლაპარაკებებში საერთოდ არ არსებობენ, არც ფორმალურად და არც რეალურად.
ეს არის რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებები, რომლებიც დაიწყო 12 აგვისტოს შეთანხმების შედეგად. საკითხის ისე დასმა, რომ ერთი მხარე გადის მოლაპარაკებებიდან, ვითარების არასწორი აღწერაა.
ჟენევის ფორმატი ასეთია - არის პლენარული სხდომა, სადაც მოლაპარაკებების ოფიციალური მხარეები არიან კონფლიქტის მხარეები - საქართველო და რუსეთი, პლუს ამერიკა. ევროკავშირი, ეუთო, და გაერო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები არიან.
რუსეთის ბოიკოტის გამო პლენარული სხდომები აღარ ტარდება. შეხვედრები მიმდინარეობს მხოლოდ სამუშაო ჯგუფების ფორმატით, სადაც ყველა მონაწილეობს პერსონალური სტატუსით, და არა როგორც ოფიციალური მხარე. სწორედ ამ ფორმატით გამართულ შეხვედრებს მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური სტატუსით ესწრებიან მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები, ისევე როგორც დევნილი ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლები.
რატომ მიიღეს მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ახლა?
ჟენევის მოლაპარაკებების შანტაჟირება მუდმივი მეთოდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოლაპარაკებები მათთვის სასურველი გზით არ მიდის ხოლმე.
ასე მაგალითად, ერთი წლის წინ, როდესაც გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშს ელოდებოდნენ აფხაზეთში მდგომარეობის შესახებ, იგივე სპექტაკლი გაითამაშეს - მოლაპარაკებებიდან ყველა გავიდა, ჯერ სოხუმის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები, შემდეგ ცხინვალის, მოგვიანებით უკვე უშუალოდ ოფიციალურმა მოსკოვმა თქვა უარი მონაწილეობაზე, რადგან მოლაპარაკებებს „მთავარი მონაწილეები” არ ესწრებოდნენო.
მათ უნდოდათ, ეიძულებინათ ჩვენი მოკავშირეები, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით უკან დაეხიათ. ამ საკითხში რუსეთი იზოლირებული აღმოჩნდა. თანათავმჯდომარეების მხრიდან გამოხატული ძალიან მკვეთრი რეაქციის შემდეგ რუსეთი იძულებული გახდა, დაბრუნებოდა მოლაპარაკების მაგიდას.
საბჭოთა დროს არსებობდა გრომიკოს ცნობილი დოქტრინა, რომ უნდა წამოაყენო აბსურდული, აგრესიული და მაქსიმალისტური საკითხები და შედეგად მიიღო რაღაც მინიმუმი. ეგ დრო წავიდა.
მათ ან ჟენევის მოლაპარაკებებში დაბრუნება და ამ ტონისა დადამოკიდებულების შეცვლა მოუწევთ, ან სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მოლაპარაკებები არ ჩაიშლება.
რისი მიღწევა უნდა ამით რუსეთს?
რუსეთი მოითხოვს, რომ თბილისმა, თურმე, უნდა გააფორმოს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმება სოხუმთან და ცხინვალთან. ასეთი მიდგომა არც ჩვენ გავიზიარეთ და, რაც უფრო მთავარია, არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჟენევის ბოლო რაუნდის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა, ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა ამ საკითხთან შესახებ.
ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მკაფიო - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევა რუსებთან შესაძლებელია, თუ საჭირო იქნება, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს 12 აგვისტოს შეთანხმება, რომლის შესრულებაც სამართლებრივად სავალდებულოა. მასში არის როგორც ცეცხლის შეწყვეტისა და ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება - ჩვენთვისაც და რუსეთის ფედერაციისთვისაც - ასევე სხვა პუნქტებიც, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი - რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან.
ჩვენ ბოლომდე ვასრულებთ ამ შეთანხმებას. რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს - არც ჯარების გაყვანის, არც სხვა ვალდებულებებს. ამიტომ ახლა თქმა - დავდოთ ახალი შეთანხმება, რომელშიც რუსეთი კი არ იქნება მხარე, არამედ მის მიერ შექმნილი მარიონეტული რეჟიმები და რუსეთს აღარ ექნება ვალდებულება ჯარების გაყვანისა - აბსურდია. რუსეთი ცდილობს, ე.წ. „ახალი რეალობის” ლეგიტიმაციას, მაგრამ ეს არ მოხდება. ამასთან დაკავშირებით პოზიცია არა მხოლოდ საქართველომ, არამედ შეერთებულმა შტატებმაც ძალიან მკაფიოდ გამოხატა.
ამიტომ, ნებისმიერი ახალი შეთანხმება თუკი დაიდება, დაიდება მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან და, გარდა ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულებისა, იქ უნდა იყოს ის ვალდებულებებიც, რომლებიც ისედაც აქვს რუსეთს აღებული და არ შეუსრულებია - პირველ რიგში, ჯარების გაყვანა.
რა მიზანს ისახავს საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებზე?
ჩვენი მიზანია დეოკუპაცია და აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა - საერთაშორისო ძალების განლაგება, რათა დევნილებმა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება შეძლონ, შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვის ქმედითი გარანტიები. ეს ყველაფერი სხვა უფრო რთულ საკითხებზე მოლაპარაკებათათვის ხელშემწყობ გარემოს შექმნის.
ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციით, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ რუსეთის მხრიდან პოლიტიკის პრინციპული ცვლილების პირობებში, ანუ იმ ფაქტის მიღებით, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარ პოლიტიკურ კურსს.
შესაძლოა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში გარღვევა არ მოხდეს მყისიერად, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ პროცესი დაიძრა, ეს იქნება ახალი ეტაპი ჩვენი ურთიერთობებისა. ჯერჯერობით ეს არ ჩანს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზას, რაზეც საქართველო დგას. ეს არის მოდერნიზაცია, ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლა და რეფორმების გაგრძელება.
ეს არ არის ადვილი გზა. ეს გზა შეიძლება გაგრძელდეს უფრო დიდხანს, ვიდრე ჩვენ გვსურს. ამ გზის ბოლომდე მიყვანას სჭირდება ნებისყოფა, სიმტკიცე და რწმენა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ამას შეძლებს.
ხომ არ ფიქრობთ, რომ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების „გადატვირთვას” საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს მხარდაჭერა შეეწირა?
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახალი პრეზიდენტი და ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი თანმიმდევრულია თავის პოლიტიკაში, როცა საქმე ფუნდამენტურ პრინციპებს ეხება. ეს ე.წ. გადატვირთვა და რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან უსაფრთხოების საკითხებზე არ ხდება ამ ფუნდამენტური პრინციპების დათმობის ხარჯზე.
ერთ-ერთი ასეთი პრინციპია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი თავისუფალი არჩევანის მხარდაჭერა. ამას ხაზს უსვამდნენ ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველა ეტაპზე.
აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ღრმავდება. ისინი აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას ყველა ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებით.
ობამას ადმინისტრაციამ პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო საქართველოს უსაფრთხოებაში. ამ პოლიტიკის შედეგად დღეს რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესიის საფრთხე მკვეთრად შემცირებულია.
![]() |
8 რუსული ცხენი |
▲ზევით დაბრუნება |
კახა ბენდუქიძე|სვეტი

დღეს დილით რომ გავიღვიძე, გორში სტალინის ძეგლი უკვე აღარ იდგა, მუზეუმში გადაიტანეს. ყველას გილოცავთ. მთავრობამ კარგი საქმე გააკეთა. ნებისმიერი საქმის გაკეთებას ფული სჭირდება. ბევრი საქმის კეთებას კი - ბევრი ფული. მაშინ რა არის უკეთესი - დიდი ბიუჯეტი თუ პატარა? საგადასახადო განხილვებმა ეს დისკუსია გამოაცოცხლა. და საერთოდ, დიდი რომ პატარას აჯობებს, ამაზე რას ვკამათობთ?!
დიდ ბიუჯეტს შეიძლება ორნაირად მივაღწიოთ - მაღალი გადასახადები გვქონდეს ან ყოველწლიურად ვალი ავიღოთ და ასე ვიცხოვროთ. პირველი გზა იგივეა - შენით ფეხი მოიტეხო, მეორე გზა კი - შენით თავი ჩამოიხრჩო. ერთ შემთხვევაში შენ ნელა განვითარდები, მეორე შემთხვევაში - ფინანსურ კატასტროფამდე მიხვალ.
შეიძლება ორივე ერთად გააკეთო - დიდი გადასახადებიც გქონდეს და ბევრი სესხიც აიღო. ნელაც განვითარდე და ფინანსური კატასტროფის მარყუჟშიც გაყო თავი. ასე იყო საბერძნეთში და შედეგიც ჩანს - ევროკავშირის წევრი ქვეყანა გადარჩა მხოლოდ მთელი მსოფლიოს დახმარების ხარჯზე. თუმცა, საბერძნეთში მუდმივი გაფიცვები და დემონსტრაციებია - შარშანდელი გალიები სიწყნარის და სიმშვიდის გამოხატულებაა იმასთან შედარებით, რაც იქ ხდება. ერთ - ერთ ბანკს გარედან ცეცხლი წაუკიდეს და ხუთი ბანკირი შენობის შიგნით დაწვეს.
მიმიქარავს ბიშკეკი!
მრავალი ქვეყნის ბიუჯეტი და განვითარება (ზრდის ტემპი) 1960-1996 წლის განმავლობაში გამოიკვლიეს ამერიკელმა ეკონომისტებმა და აღმოაჩინეს შემდეგი:

ანუ, რაც უფრო მეტია მთავრობის ხარჯების წილი მშპ-ში (რაც უფრო დიდია ბიუჯეტი), მით უფრო ნელა ვითარდება ეკონომიკა. აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივად და სტაბილურად ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ხუთი ეკონომიკა ვითარდებოდა - ჰონგკონგის, ტაივანის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის და მალაიზიის. და ამ ხუთ ქვეყანას ჰქონდა საშუალო ზრდის ტემპი 5%25 - ზე მეტი. და ბიუჯეტი მშპ-ს 25%25-ზე ნაკლები. მეტიც - მალაიზიას ბიუჯეტი სხვებზე მეტი ჰქონდა და, შედეგად, განვითარება - ნაკლები.
ახლა ამ ქვეყნებს ჩინეთიც დაემატა. ცხადია, დაბალი გადასახადებით.
ჩვენ ვართ ჯერჯერობით მეორე სვეტში - 25-30%25.
თუ ამბიციები არა გვაქვს, მაშინ არაუშავს.
ჩემი სიმპათია კი უფრო პატარა ბიუჯეტის და უფრო დაბალი გადასახადების მხარესაა.
აქ ერთი ისტორია უნდა მოვყვე - ძალიან მნიშვნელოვანი.
2008 წლის 26 აგვისტოს პუტინის, ბაღაფშის და კოკოითის ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, პუტინმა გამოაცხადა, ჩვენ საქართველოსაც ვეხმარებითო:
„Грузия получает немалые средства через МВФ. Мы являемся активным членом МВФ и регулярно выделяем этой международной финансовой организации немалые ресурсы, которые затем распределяются между нуждающимися странами, в том числе поступают в Грузию”.
რამდენიმე კვირის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოზე მსჯელობისას, ფონდის რუსმა დირექტორმა ალექსეი მოჟინმა ყველას გასაოცრად თქვა: მივცეთ საქართველოს უფრო მეტი ფული, ვიდრე ითხოვსო. დახარჯონ მეტი, ნუ დაზოგავენო.
ოღონდ ერთი პატარა პირობით - გადასახადები გაზარდონო!
მაშინ სხვა დირექტორებმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.
პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, შეემცირებინა საშემოსავლო გადასახადი 20%25-მდე. ეს ერთ - ერთი მიზეზია იმისა, რომ ჩვენ ომი+მსოფლიო კრიზისი შედარებით იოლად გადავიტანეთ.
როდესაც ბერძნებმა ხის ცხენი, შიგ დამალული მეომრებით, მიართვეს ტროას, ლაოკოონი უყვიროდა ტროელებს - „რაც უნდა იყოს, ძღვენიც მოჰქონდეს, მზარავს შიშით მე დანაელი” - ანუ ბერძნების გეშინოდეთო, თუნდაც საჩუქარი მოჰქონდეთო.
ჩვენს მტერს უნდა, რომ ჩვენ
მეტი ფული ვხარჯოთ,
გადასახადები გავზარდოთ,
ვალები ავიღოთ. რა ვქნათ?
![]() |
9 მონეტარული ინცესტი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
საქართველოს საბიუჯეტო დეფიციტი 6%25-ია. ეკონომიკური თავისუფლების აქტის თანახმად, ეს მაჩვენებელი ნახევარზე - 3%25-ზე მეტი არ უნდა იყოს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა ხელს უწყობს ბიუჯეტის ინფლაციურ დაფინანსებას. დიდი სახელმწიფო ვალის პირობებში, მსგავსი თამაში სახიფათოა.
საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვა მთავრობას თეორიულად რამდენიმე გზით შეუძლია: ეროვნული ბანკისგან ფულის სესხებით (მონეტარული პოლიტიკის საფუძველზე, რომელსაც ხშირად ფულის ბეჭდვასაც უწოდებენ), გადასახადების გაზრდით (მოქალაქეების დაბეგვრით) და საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე.
2005 წლიდან ეროვნულ ბანკს მთავრობისთვის ფულის სესხება ეკრძალება. თუმცა, მან მაინც მიაგნო გასესხების სქემას: კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემა და შემდეგ მათ მიერ სახაზინო ვალდებულებების შესყიდვა. კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან სესხს დაბალ პროცენტად იღებენ და შემდეგ, უფრო სარფიანად, მთავრობაზე ასაღებენ.
საბიუჯეტო დეფიციტის ამგვარი დაფინანსება ინფლაციის რისკს განსაკუთრებულად ზრდის. ეს, პრაქტიკულად, ფულის ბეჭდვის მეთოდია. ხაზინის განკარგულებაში ჩნდება ახალი ფული, რომელიც კერძო სექტორიდან არ გამოთავისუფლებულა. სხვა სიტყვებით, ბაზრის ყველა მოთამაშეს აქვს იმდენივე ფული, რამდენიც ჰქონდა, ხოლო ხაზინას - მეტი. ახალი ფული, მიმოქცევაში შემოსვლისას, თანაბრად არასდროს ნაწილდება: ამ შემთხვევაში, „პირველი მხარჯველის” პრივილეგია კომერციულ ბანკებს აქვთ. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ შეეცდებიან კომერციული ბანკები დეპოზიტები მოიზიდონ ათზე მეტ პროცენტად, როცა ეროვნული ბანკი მათ ამ ფულს 6-7%25-ში ასესხებს.
მეორე მხრივ, არ არსებობს ხაზინის ახალ ფულზე მოთხოვნა. შედეგად, ბრუნვაში არსებული ფულის მსყიდველუნარიანობა იკლებს.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 1.88 ნიშნულამდე დაეცა. ლარის გაუფასურებამ 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. დაახლოებით 1.89 ნიშნულზე ლარი ბოლოს 2004 წლის აპრილში იყო.
საქართველოს მოქალაქისთვის ეს ციფრები იმას ნიშნავს, რომ იმ ფულით, რაც ჯიბეში აქვს, სულ უფრო ნაკლები პროდუქტის შეძენა შეუძლია. ეს ტენდენცია უკვე აისახა სავაჭრო დახლებზე. ფქვილის საბაზრო ღირებულება ქართულ ბაზარზე 32-34 ლარს შორის მერყეობს. როგორც „ლიტვური საცხობის” წარმომადგენელმა ელენე ჩიკვილაძემ განმარტა, ფქვილის ფასის მკვეთრი მატების მთავარი მიზეზი ლარის კურსის დაცემაა. გარდა ამისა, ჩიკვილაძის თქმით, ქვეყანაში ხორბლის დეფიციტია: „ამ ეტაპზე ძველი ხორბლის მარაგი პრაქტიკულად გამოლეულია. ახალი კი, ლარის გაუფასურების გამო, ძვირი ღირს”.
რამდენიმე პროდუქტზე ფასმა მოიმატა პოპულის მაღაზიათა ქსელშიც. ყველაზე მეტად გაძვირდა ხახვი, რომელიც 1.80 ლარი ღირდა და ახლა 2.80 ლარი ღირს. ასევე, გაძვირდა ნიორი. თუ ადრე ერთი კილო ნიორი 5 ლარი ღირდა, ახლა 9.90 ლარი ღირს. წიწიბურას ფასმა 1.70 ლარიდან 1.90 ლარამდე მოიმატა. ლობიოს ფასიც თითქმის გაორმაგდა: 2.20 ლარიდან 3.80 ლარამდე.
პოპულის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი ცხვარიაშვილი ამბობს, რომ ლარის კურსის დაცემა აშკარად აისახა პროდუქციის ფასებზე: მიმწოდებლებმა ქსელს პროდუქტი მნიშვნელოვნად გაუძვირეს. მისი თქმით,ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობა აისახება როგორც უცხოურ, ისე ადგილობრივ მწარმოებლებზე. ქართული საწარმოების 95%25 უცხოურ ნედლეულზე მუშაობს, ნედლეულის შეძენა კი საზღვარგარეთ დოლარებში ხდება.
გაძვირდა გამაგრილებელი სასმელებიც. მაღაზიებში 2-ლიტრიანი კოკა-კოლა, რომელიც 2 ლარი ღირდა, ახლა 2,50 ლარი ღირს. კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას მარკეტინგის მენეჯერმა, გიორგი ახალაძემაც, პროდუქციაზე ფასების ზრდა ლარის კურსის ვარდნას დაუკავშირა. მათ ნედლეულის 90%25 საზღვარგარეთიდან შემოაქვთ.
პროდუქციის გაძვირებაზე მომხმარებელს თავდაცვის რეაქცია აქვს: ფულის მსყიდველუნარიანობის გაზრდის მიზნით, ის ფულის დაგროვებას იწყებს. ამდენად, დეფიციტის ინფლაციური მეთოდებით დაფინანსება ავტომატურად იწვევს ფულზე დამატებითი მოთხოვნის გაჩენას. დამატებითი ფული მთავრობამ შეიძლება მოიტანოს გადასახადების ან საგარეო ვალის გაზრდის ხარჯზე.
ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, უკვე გაზრდილია ორივე გადასახადი - აქციზი და ქონება - რომლებზეც ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრული რეფერენდუმი არ ვრცელდება.
ეკონომისტები თანხმდებიან, რომ გაზრდილი გადასახადები უარყოფითად იმოქმედებს საინვესტიციო გარემოზე ქვეყანაში და გაართულებს ეკონომიკურ განვითარებას. მით უმეტეს, რომ იმ ცვლილებების ვადამ, რომლებიც ინვესტორთათვის განსაკუთრებით მიმზიდველია, 2 წლით - 2013 წლამდე გადაიწია. 2011 წლის პირველი იანვრისთვის იგეგმებოდა საშემოსავლო გადასახადის 20%25-დან 18%25-მდე შემცირება და დივიდენდების - რომლებიც ახლა 5%25-ით იბეგრება - გათავისუფლება გადასახადისგან.
ბოლო ხუთი კვარტლის განმავლობაში უცხოური ინვესტიციები საქართველოში ყველაზე მცირე მოცულობით 2010 წლის პირველ კვარტალში შემოვიდა. საქსტატის ინფორმაციით, ინვესტიციები დროის ამ მონაკვეთში, შარშანდელთან შედარებით, თითქმის 42%25-ით შემცირდა და მხოლოდ 76 მილიონი აშშ დოლარია.
დანაკლისის ასანაზღაურებლად მთავრობას ვალის აღება მოუწევს.
2010 წლის მარტის ბოლოსთვის მთლიანი სახელმწიფო ვალი, წინა წლის ბოლო მაჩვენებელთან შედარებით, 6.5%25-ით ანუ 478 მილიონი ლარით გაიზარდა და 7.9 მილიარდი ლარი შეადგინა: საგარეო ვალდებულებები გაიზარდა 411 მილიონი ლარით, ხოლო საშინაო ვალდებულებები - 67 მილიონი ლარით. პირველი კვარტლის ბოლოსთვის მთლიანი სახელმწიფო ვალი 2009 წლის მშპ-ს 44%25-ს შეადგენს და 2.5 %25-ული პუნქტით აღემატება 2009 წლის ბოლოს არსებულ მონაცემს.
ივნისის დასაწყისში გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ - Fitch - საქართველოს, აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა - ნეგატიური ქვეყნებიდან მოხსნა და სტაბილურ ქვეყანათა ნუსხაში გადაიყვანა. სააგენტოს ანალიტიკოსები მაშინ ამბობდნენ, რომ საქართველოს ეკონომიკაში აღმავლობის ნიშნებია, თუმცა ქვეყნის მყარი მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასაბრუნებლად საჭირო იქნება მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის გაგრძელება.
ივნისის შუა რიცხვებში მთავრობამ ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით გაზარდა. საპარლამენტო მდივანმა, გიორგი ხუროშვილმა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა ეკონომიკის 2%25-დან 4.5%25-მდე ზრდით ახსნა. თუმცა, თუკი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მომავალშიც დაიკლებს, მთავრობას პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა ძალიან გაუჭირდება.
შესაბამისად, თუ ეკონომიკური ზრდა ვერ დააფინანსებს გაზრდილ ბიუჯეტს, მთავრობას კიდევ უფრო მეტი ვალის აღება მოუწევს.
2013 წლისთვის საქართველოს ყველაზე მეტის - 800 მილიონი ლარის გადახდა უწევს. ვალის მომსახურებაზე სახელმწიფო დღეს შემოსავლების 4%25-ს ხარჯავს. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 3.5-ჯერ მეტი - 14%25 იქნება.
ვალის გადავადება ან ახალი ვალის აღება თუ ვერ მოხერხდა, ისევ გადასახადები გაიზრდება. ამდენად, ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის შემუშავებისას, მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გასცეს პასუხი:
რატომ უნდა ჩადოს ვინმემ ფული საქართველოში, თუ სხვაგან უფრო ნაკლებს რისკავს და მეტი მოგება რჩება?
რატომ უნდა შექმნან პროდუქცია მეწარმეებმა, თუ მათი მოგების დიდ ნაწილს მთავრობა წაიღებს?
რატომ უნდა შეეცადონ ბანკები დეპოზიტების მოზიდვას, როცა მათ ეროვნული ბანკი ფულს უფრო დაბალ პროცენტად ასესხებს?
თუ ეს კითხვები უპასუხოდ დარჩება, საქართველოს ეკონომიკაში მალე შეიძლება მხოლოდ ერთი სექტორი დარჩეს: ეროვნული ბანკი - კომერციული ბანკები - სახელმწიფო ბიუჯეტი.
![]() |
10 ამინაზინი იაფად |
▲ზევით დაბრუნება |
ზურა ჯაფარიძე|სვეტი

„ფარმაცევტულ სფეროში პრინციპის - ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს - გამოყენება არ შეიძლება”, - განაცხადა რამდენიმე დღის წინათ პარლამენტის ერთ- ერთმა წევრმა ოპოზიციური ფრაქციიდან და მოითხოვა მედიკამენტებზე ფასების მაქსიმალური ზღვარის დაწესება, შემდგომ კი მისი სახელმწიფო კონტროლი. მეორე არანაკლებ ოპოზიციურად განწყობილმა პარლამენტარმა იგივე საკითხზე მოსმენა მოაწყო და შეხვედრის გახსნისას ყველას მოუწოდა, ისეთი რეგულირების მექანიზმი მოეფიქრებინათ, რომ ერთი მხრივ, წამლები ხელმისაწვდომი გაეხადათ, ხოლო მეორე მხრივ, ფარმაცევტულ სფეროში მოღვაწე კომპანიები არ დაეზარალებინათ. უდავოდ „კეთილშობილური” მოწოდებაა, თუმცა მასაც ფასების რეგულირებამდე მივყავართ.
კლასიკური შემთხვევაა, რომლის მაგალითებიც ისტორიაში უამრავი არსებობს - ფასები იზრდება, რასაც ბუნებრივად მოჰყვება მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდა, ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, „თავისუფალ ბაზარსა” და „კაპიტალისტთა სიხარბეს” თუ „სიძუნწეს” ბრალდება. მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა, ერთი შეხედვით, არც ისე რთულია - საჭიროა მხოლოდ ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზის დადგენა. მაგრამ ამისათვის საჭიროა ეკონომიკის საფუძვლების ელემენტარული ცოდნა, ან ამ საკითხით დაინტერესება და კვალიფიციური მრჩევლის მოძიება. პირველი ეზარებათ, მეორე არ ეკადრებათ - ესეც კლასიკური შემთხვევაა.
შედეგად, ვიღებთ მარტივ გამოსავალს - დავარეგულიროთ ფასები! თუ მედიკამენტები იქნება „იაფი”, მათ ყიდვას ყველა შეძლებს. საკმარისია ამ იდეის რამდენჯერმე გაჟღერება და კეთილშობილი, გაჭირვებულებზე მზრუნველი პოლიტიკოსის იმიჯი გარანტირებული გაქვს.
მაგრამ... თუ შესაძლებელია ხელოვნურად დავწიოთ ფასები მედიკამენტებზე, რატომ არ უნდა გავაკეთოთ იგივე სხვა, გაჭირვებულთათვის არანაკლები მნიშვნელობის მქონე პროდუქტებზე? რატომ არ ვაიაფებთ ხელოვნურად საკვებს, ტანისამოსს, საცხოვრებელ ბინებს?
მსგავს ინიციატივებს საფუძვლად მცდარი წარმოდგენები უდევს. ამ პოლიტიკოსებს ალბათ სჯერათ, რომ პროდუქტებზე ბუნებაში არსებობს ერთგვარი „ობიექტური” ფასები, ხოლო არსებული ფასები გარკვეული „მუდმივაა”, რომელიც შეიძლება ხელოვნურად დაიყვანო „ობიექტურ” დონემდე. ფასების მიმართ კი მუდმივი ერთადერთი ის არის, რომ ისინი მუდამ ცვალებადია.
და მაინც, რა ხდება, როდესაც სახელმწიფო ხელოვნურად აწესებს ფასის მაქსიმალურ ზღვარს რაიმეტიპის პროდუქციაზე?
როდესაც რომელიმე პროდუქტი ხელოვნურად იაფდება, ანუ მასზე „დაწესებული” ფასი ნაკლებია იმ ფასზე, რომელსაც თავისუფალი ბაზარი და ადგენდა, ამ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება. მეორე მხრივ, რადგან ფასი დაბალია, ამ პროდუქტის მომწოდებელი კომპანიების მოგების მარჟა მცირდება (ან ქრება) და პირდაპირ პროპორციულად კლებულობს მათი მოტივაცია, მიაწოდონ ბაზარს ეს პროდუქტი. შედეგად, ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც გარკვეული პროდუქტის მყიდველი ბევრია, ხოლო მიმწოდებელი ცოტა. ასე იბადება დეფიციტი.
მოგების მარჟის კლება სხვა უარყოფით შედეგსაც იწვევს. პატარა ზომის კომპანიები, რომლებიც ისედაც პატარა მოგებაზე მუშაობდნენ და ცდილობდნენ, კონკურენცია გაეწიათ შედარებით მოზრდილი კომპანიებისთვის, საერთოდ განიდევნებიან ბაზრიდან, რადგან დაწესებული დაბალი ფასი მათ ფუნქციონირებას აზრს უკარგავს (ზარალზე მოუწევთ მუშაობა). ანუ შეიზღუდება კონკურენცია, რაც უარყოფითად იმოქმედებს „გაიაფებული” პროდუქტის ხარისხ ზე.
და ბოლოს, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ჩნდება შავი ბაზარი, რომელიც ცდილობს, შეავსოს სახელმწიფოს ჩარევით გაჩენილი ხვრელები. ანუ, დეფიციტური პროდუქცია გაიყიდება ბაზრის მიღმა და, რაც მთავარია, ბევრად უფრო მაღალ ფასში, ვიდრე ის თავისუფალი ბაზრის პირობებში გაიყიდებოდა.
დეფიციტი, უხარისხო მედიკამენტები აფთიაქებში და „ხელზე ნაყიდი” ძვირი წამლები ეს არის ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების ხელოვნურად დაწევის შედეგი. ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია, ზუსტად ემახსოვრება, რას ნიშნავს ეს. თუ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ უფრო ჭკვიანია, ვიდრე საბჭოთა „გოსპლანი”, ძალიან ცდება.
ფასების ზრდა ცუდია. ცუდია ყველასთვის როგორც გაჭირვებულებისთვის, ისე შეძლებულებისთვის. მაგრამ ფასების ზრდას აქვს მიზეზები. და ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ორი: ან პროდუქცია დეფიციტურია, ან ფულის მასის ოდენობა გაიზარდა.
თუ პროდუქცია დეფიციტურია, ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქციის ბაზარი არ არის საკმარისად თავისუფალი. ანუ ვისაც სურვილი აქვს, ამ ბაზარზე შევიდეს და საკუთარი პროდუქცია მიაწოდოს მომხმარებელს, უჭირს ან არ შეუძლია ამის იოლად გაკეთება. შედეგად, დაბალია კონკურენცია და მაღალია ფასები.
თუ ფულის მასა გაიზარდა, ესე იგი, ხელისუფლება ბეჭდავს ახალ ფულს, რათა დააფინანსოს ისეთი ხარჯები, რომელთა დაფინანსებასაც არსებული შემოსავლები ვერ უზრუნველყოფენ.
ორივე შემთხვევაში, როგორც ბაზრის შეზღუდვა, ისე ახალი ფულის მიმოქცევაში გაშვება, მხოლოდ ხელისუფლებას ხელეწიფება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფასების ზრდა ყოველთვის ხელისუფლების დამსახურებაა.
301 წელს რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ გამოსცა ე.წ. „მაქსიმალური ფასების დეკრეტი”. ისიც ინფლაციას ებრძოდა. მანაც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” პროდუქტებით დაიწყო. დიოკლეტიანე სიკვდილით სჯიდა არა მარტო მათ, ვინც დაწსებულ ფასზე ძვირად გაყიდდა პროდუქტს, არამედ მათაც, ვინც საერთოდ გაყიდვაზე უარს იტყოდა. ამ პოლიტიკამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, შიმშილით და ხოცილთა რაოდენობა მრავალჯერ აღემატებოდა იმპერატორის მიერ დახოცილთა რიცხვს.
არ ღირს მსგავსი შეცდომების განმეორება. ამისთვის კი მეტი უნდა ვიკითხოთ, ეკონომიკა თუ არა, ისტორია მაინც; რომის თუ არა, საბჭოთა მაინც.

![]() |
11 მაკკრისტალის შეცვლა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ამერიკა
ბარაკ ობამამ ამერიკული და ნატოს ჯარების გენერალი ავღანეთში, სტენლი მაკკრისტალი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისი პოსტი გენერალ დევიდ პეტრეუსიმ დაიკავა. პეტრეუსის დამტკიცებამდე ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს ბრიტანელი გენერალ-მაიორი ნიკ კარტერი უხელმძღვანელებს.
მაკკრისტალი ჟურნალ როლინგ სტოუნისთვის მიცემული ინტერვიუს გამო გადააყენეს. პუბლიკაციაში მაკკრისტალი ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ არის კარგად ინფორმირებული, ასევე მოყვანილია მისი თანაშემწეების აგდებული შენიშვნები ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიმს ჯოუნსის მიმართ.
წერილის გამოქვეყნების შემდეგ აზრი ორად გაიყო. გაიხსენეს გენერალი დაგლას მაკარტურის დაუმორჩილებლობა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენისადმი კორეის ომის დროს. ხაზი გაუსვეს, რომ მაკკრისტალის ინტერვიუ არ იყო სუბორდინაციის დარღვევა ან ბრძანების შეუსრულებლობა. თუმცა, საკადრო ცვლილების უმთავრეს მიზეზს არ წარმოადგენდა მაკკრისტალის ბრალეულობა. ობამას ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ინტერვიუმ თეთრი სახლის მიერ ავღანეთში დაშვებული შეცდომები წარმოაჩინა.
პირველ რიგში მიუთითებენ კონფლიქტზე სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობას შორის. სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა მაკკრისტალი, ხოლო ამერიკის ელჩი ავღანეთში იყო კარლ ეიკენბერი. მაკკრისტალსა და ეიკენბერის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მაკკრისტალი ახერხებდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან თანამშრომლობას და ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებთან ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებდა. ეიკენბერი კი არც კარზაის და არც ადგილობრივებს არ ენდობოდა. ავღანეთიდან ინფორმაცია სამხედრო ოპერაციების შესახებ სისტემატურად ჟონავდა, რაც მაკკრისტალის გულისწყრომას იწვევდა.
ადმინისტრაციას არ ჰქონდა ერთიანი პოზიცია ავღანეთში ამერიკის პოლიტიკის შესახებ. ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ეწინააღმდეგებოდა დამატებითი ამერიკული ძალების გაგზავნას, ხოლო სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი - ემხრობოდნენ. გარდა ამისა, კლინტონი და გეიტსი ვერ ეგუებიან ჯარების გამოყვანის ხისტ ვადებს. გაუგებრობა სამოქალაქო ხელისუფლებაში ხელს უშლიდა სამხედროებს.
ობამას კიდევ ერთი შეცდომა სამხედრო ოპერაციების ვადების დაწესება იყო. მართალია, ობამამ დამატებითი ძალები გაგზავნა ავღანეთში, მაგრამ მათი იქ დარჩენის საბოლოო ვადად 2011 წლის ივლისი გამოაცხადა. ამ განცხადებამ შეარყია როგორც ამერიკელ სამხედროთა თავდაჯერება, ისე ჰამიდ კარზაისა და ავღანელების ნდობა ამერიკული პოლიტიკისადმი. თანაც, ჯარების გაგზავნა არათანმიმდევრულად განხორციელდა. თუ რესპუბლიკურმა ადმინისტრაციამ დამატებითი ძალები მაშინვე გაგზავნა ერაყში, ობამამ გადაწყვეტილების მიღებას 9 თვე მოანდომა. გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ავღანეთში მხოლოდ 21 ათასი სამხედრო ჩავიდა. ჯარების სრული დისლოკაცია 2010 წლის აგვისტოში დასრულდება.
მაკკრისტალის ინტერვიუს გამოეხმაურნენ რესპუბლიკელი სენატორები: ჯონ მაკკეინი, ჯო ლიბერმანი და ლინდსი გრეჰემი. პრესაში პირველად სწორედ მათ წამოსწიეს გენერალ დევიდ პეტრეუსის კანდიდატურა მაკკრისტალის პოსტზე.
დევიდ პეტრეუსის დანიშვნის მიზეზი მისი წარმატებაა ერაყის კამპანიაში. ერაყში მსახურობისას პეტრეუსმა განავითარა თანამედროვე ასიმეტრიული ომის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს არა ფართომასშტაბიან მოქმედებებს მეამბოხეთა წინააღმდეგ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის გადმობირებასა და მათთან თანამშრომლობას. პეტრეუსმა მოახერხა ერაყის ანბარის პროვინციაში სუნიტთა სხვადასხვა ტომთან თანამშრომლობა, რითაც შეასუსტა ალ-ქაიდას გავლენა. პეტრეუსის მოთხოვნით, ერაყში დამატებით 30 ათასი ჯარისკაცი გაიგზავნა. 2007-დან 2008 წლამდე დამატებითმა სამხედრო ძალებმა მსხვერპლის რაოდენობა 70 პროცენტით შეამცირეს. ერაყელებმა დაინახეს ამერიკელთა წვლილი მათ უსაფრთხოებაში და, შესაბამისად, დაიწყეს მათთან თანამშრომლობა. შესაძლოა ობამას ადმინისტრაციას ავღანეთში მოვლენების ამგვარი განვითარების იმედი აქვს, თუმცა ერაყსა და ავღანეთს შორის არსებობს ძირეული განსხვავებები.

ბარაკ ობამა და გენერალი პეტრუსი
ფოტო: REUTERS ©
ავღანეთში არ არსებობს მთავრობა, რომელიც ამერიკელების მიერ თალიბანისგან განთავისუფლებული ადგილების გაკონტროლებას შეძლებდა. ავღანეთის მთავრობა ჩაფლულია არაკომპეტენტურობისა და კორუფციის მორევში. ამ პრობლემებზე მიუთითებდა მაკკრისტალიც. მისი პრიორიტეტი იყო ავღანური საპოლიციო დანაყოფების განვითარება და კორუფციასთან ბრძოლა.
ერაყში პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ მოახერხა თავის წარმოჩენა მთელი ქვეყნის - და არა რომელიმე კონკრეტული ფრაქციის - ლიდერად. მან მოახერხა სხვადასხვა დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შუამდგომლობა. ამას ხელი შეუწყო ერაყელთა ნდობამ ამერიკელებისადმი. ავღანეთში კი ამერიკელთა მიმართ ნდობა იკლებს ოპერაციების წინასწარ დადგენილი ვადების გამო. როგორც ჰამიდ კარზაი, ისე რიგითი ავღანელები, იკითხავენ, რა იქნება 2011 წლის ივლისის შემდეგ? სწორედ უნდობლობის გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ კარზაის ინიციატივა, დაიწყოს მოლაპარაკებები თალიბანთან.
ავღანეთი შედგება სხვადასხვა, ერთმანეთთან ოდითგანვე დაპირისპირებული ეთნიკური ჯგუფებისგან. თუკი ერაყში ამერიკელებს სახელმწიფოებრიობის აღდგენა უწევდათ, ავღანეთში მათი ამოცანაა ახალი ქვეყანის ჩამოყალიბება. ამერიკის ყოფილმა საგარეო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა წამოაყენა მოსაზრება ავღანეთში ნახევრად დამოუკიდებელი რეგიონების კონფედერაციის ჩამოყალიბებაზე. მისი აზრით, ამერიკის ავღანური პოლიტიკა არ უნდა იყოს გათვლილი ცენტრალურ მთავრობაზე. პირიქით, ის უნდა ატარებდეს რეგიონულ ხასიათს. ჰენრი კისინჯერი ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად დაუშვებელია რაიმე ვადების დაწესება.
მაკკრისტალის გარშემო ამტყდარმა აურზაურმა ობამას, როგორც ლიდერის მიმართ კითხვები გააჩინა. ალბათ ბევრ ამერიკელს გაახსენდა პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონის სარეკლამო კამპანია, რომელიც ობამას გამოუცდელობაზე მიუთითებდა. სურათზე თეთრი სახლი გამოესახათ. მსოფლიო კრიზისის დროს, დილის სამ საათზე ტელეფონი რეკავდა. პოსტერი ეკითხებოდა ამერიკელებს, ვის უნდა ეპასუხა ზარისთვის. ორი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თეთრ სახლში მუდმივად რეკავენ, ბარაკ ობამა კი ზარებს ვერ პასუხობს.

გენერალი მაკკრისტალი
![]() |
12 არჩევნების შედეგად კურსი არ იცვლება |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
კოლუმბია
მეორე ტურის შემდეგ მემარჯვენე კანდიდატმა, მანუელ სანტოსმა, არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. საარჩევნო უბნების უმრავლესობის შედეგებით, მან ხმათა 69%25 მიიღო. სანტოსის მთავარ კონკურენტს, მწვანეთა პარტიის კანდიდატს, ანტანანას მოკუსს, ამომრჩეველთა 29%25-მა დაუჭირა მხარი.
როგორც ჩანს, კოლუმბიის პოლიტიკური კურსი უცვლელი დარჩება. სანტოსი კოლუმბიის მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკურ ხაზს გააგრძელებს. ალვარო ურიბეს მთავრობის დემოკრატიული უსაფრთხოების პოლიტიკა გულისხმობს რადიკალურ-მარქსისტულ დაჯგუფება „ფარკის” წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას, ასევე ორმხრივი სავაჭრო და სამხედრო ურთიერობის გაღრმავებას ამერიკასთან.
ექსპერტთა შეფასებით, არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ კოლუმბიელები ნარკოტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის ხისტ პოლიტიკას უჭერენ მხარს. მათ არ სურთ 8 წლის წინანდელ კოლუმბიაში დაბრუნება, სადაც ხელისუფლება ნარკობარონებს უფრთხოდა და კრიმინალებთან უაზრო კომპრომისებზე მიდიოდა.
ანალიტიკოსებისთვის მთავარ კითხვად რჩება, თუ როგორ განვითარდება სანტოსისა და ობამას ადმინისტრაციის ურთიერთობა, როდესაც დემოკრატი კონგრესმენები ალმაცერად უყურებენ ურიბეს ხისტ პოლიტიკას. უკანასკნელი წლების განმავლობაში დემოკრატებმა კოლუმბიას სამხედრო დახმარება შეუმცირეს და ბუშის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რატიფიცირებაც არაერთხელ დაბლოკეს.
ექსპერტებისა და ჟურნალისტების ინტერესს იწვევს სანტოსის ურთიერთობა ვენესუელასთან. უგო ჩავესი კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში ღიად უჭერდა მხარს ანტანანას მოკუსს, რომელიც, თავის მხრივ, ვენესუელის პრეზიდენტის მიმართ სიმპათიებს არ მალავდა საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც კი. სანტოსის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ჩავესი ორ მეზობელ ქვეყანას შორის ომსაც არ გამორიცხავდა და ქვეყანას ეკონომიკური ბლოკადით ემუქრებოდა.
კოლუმბიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ალვარო ურიბე, პრეზიდენტობის მეორე ვადას აგვისტოში დაასრულებს; ამის შემდეგ კოლუმბიას სათავეში ჩაუდგება ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ჰარვარდის კურსდამთავრებული, მანუელ სანტოსი.
![]() |
13 მემარჯვენე პარტიებმა გაიმარჯვეს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
სლოვაკეთის არჩევნები
აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი კონსერვატიული რევოლუციის
ევროპის ბოლოდროინდელმა არჩევნებმა ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში აჩვენა, რომ ევროპა მემარჯვენე პოლიტიკურ კურსს ანიჭებს უპირატესობას. ამ ტენდენციას ბევრი საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს - მოქალაქეების მიერ არჩეულმა მთავრობებმა დანახარჯები უნდა შეამცირონ.

საარჩევნო უბანი
11 ივნისს სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები შედგა. მმართველმა მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 36%25 მიიღო, თუმცა მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო მანდატების რაოდენობა ვერ მოიპოვა: 150- ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 69 ადგილს დასჯერდა.
ახლა მთვარობის ფორმირებას სლოვაკეთის დემოკრატიული ქრისტიანული კავშირის ლიდერი ივეტა რადიკოვა შეეცდება. მემარჯვენე მთავრობის შექმნის შემთხვევაში, სწორედ იგი, „ტატრა ვეფხვის” სახელით ცნობილი სოციოლოგიის პროფესორი, გახდება სლოვაკეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი.
საერთო ჯამში, მემარჯვენე პარტიებმა პარლამენტში 79 მანდატი მოიპოვეს. სლოვაკეთის დემოკრატიულმა ქრისტიანულმა კავშირმა (SDCU) ხმათა 15,4%25 დააგროვა. თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებულმა და ბიზნესის მიმართ ლოიალურად განწყობილმა ლიბერალურმა თავისუფლებისა და სოლიდარობის პარტიამ (SaS) 12,1%25-იანი მხარდაჭერა მიიღო ამომრჩეველთაგან. კონსერვატიულმა ქრისტიან-დემოკრატებმა (KDH) კი - 8,5%25. მეოთხე მემარჯვენე, უნგრელი ეთნიკური უმცირესობების პარტიამ არჩევნები ხმების 8,1%25-ით დაასრულა.
ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციური მთავრობის შესახებ მოლაპარაკება არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან დაიწყეს. ოთხი მემარჯვენე პარტია მიღებული ხმებისა და პარლამენტში მოპოვებული მანდატების პროპორციულად გეგმავს ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას. რადიკოვას პარტია ხუთ სამინისტროს ჩაუდგება სათავეში, ლიბერალური თავისუფლებისა და სოლიდარობის პარტია ოთხ პორტფელს მიიღებს, დანარჩენ ორ მემარჯვენე პარტიას კი, საერთო ჯამში, სამი მინისტრი ეყოლება მთლიან კაბინეტში.
ქვეყნის ახალ მთავრობას მნიშვნელოვანი გამოწვევები ელის. ბოლო წლებში გაუარესდა ეკონომიკური მდგომარება. გაიზარდა საგარეო ვალი - თუ ეს მაჩვენებელი 2008 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 28%25 იყო, დღეისათვის უკვე 41%25-ია. აგრეთვე დიდია ბიუჯეტის დეფიციტიც - მშპ-ს 6,8%25. ქვეყანა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საექსპორტო ბაზარზე, მისი შეზღუდვით კი ქვეყნის ეკონომიკა 4,7%25-ით შემცირდა.
2007 და 2008 წლებში ეკონომიკა პირიქით, 10,4 და 6,8 პროცენტით გაიზარდა, რის გამოც სლოვაკეთს „ევროპულ ვეფხვს” უწოდებდნენ. 2005 წელს ის რეფორმატორთაგან ერთ-ერთი წამყვანი იყო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, იკავებდა რა მეთვრამეტე ადგილს 137 ქვეყანას შორის, მსოფლიო ბანკის გამოკითხვით. 2010 წლისთვის კი, იმავე მაჩვენებლით, 42-ე ადგილზე გადაინაცვლა.
მემარჯვენე პარტიები დეფიციტის აღმოფხვრას გადასახადების, პენსიებისა და სოციალური უზრუნველყოფის შემცირებით აპირებენ. სწორედ დანახარჯების შემცირების მიზნით ეწინააღმდეგებიან წვლილის შეტანას საბერძნეთისთვის განკუთვნილ 111-მილიარდდოლარიანი დახმარების პაკეტში. სოციალური პროგრამების შემცირებასთან ერთად, გააუქმებენ ფიკოს ადმინისტრაციის მიერ მუშების დაცვის მიზნით დაწესებულ სახელფასო მინიმუმს. მემარჯვენეთა ერთ- ერთი პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა, რისი საჭიროებაც, ფიკოს მმართველობის გამო, კიდევ უფრო გაიზარდა.

ივეტა რადიკოვა და ბელა ბუგარი
ყველა ფოტო: REUTERS ©
სლოვაკეთის დემოკრატიული ქრისტიანული კავშირი 1998-2006 წლებში, ქვეყნის სათავეში ყოფნის დროს, სწორედ ამგვარ პოლიტიკას ატარებდა. დაიწყეს ქვეყნის საბჭოთა გეგმიური ეკონომიკის შეცვლა თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკით. რადიკალურ რეფორმებს შორის შედიოდა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ფირმებისა და ბანკების სრული პრივატიზაცია. ამის პარალელურად აქცენტი გაკეთდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე. შემოიღეს თავისუფლებისა და სოლიდარობის ლიდერის მიერ ინიცირებული 19%25-იანი ერთიანი საგადასახადო განაკვეთი ყველა მოქალაქისათვის, განურჩევლად მათი საშემოსავლო გადასახადისა. შედეგად, 2000 წლიდან პირდაპირი საგარეო ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში ექვსჯერ გაიზარდა, კულმინაციას კი 2006 წლისთვის მიაღწია. წლის ბოლოსთვის შემოსული ინვესტიციების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 18 ათას დოლარს უტოლდებოდა. მოქნილი შრომის ბაზრის შექმნით მნიშვნელოვნად იკლო უმუშევრობის დონემ; 2004 წლის 18%25-იანი მაჩვენებელი 2008 წელს 8,4%25-მდე დაეშვა. მოსახლეობაში უმწვავესად აღიქმებოდა მკაცრი რეფორმები სოციალურ სფეროში, კერძოდ, სამუშაო რეგულაციების შესუსტება და სოციალური პროგრამების შეზღუდვა. 2004 წლის გამოკითხვით, მოსახლეობის 70%25 ეწინააღმდეგებოდა მთავრობის ეკონომიკურ და, განსაკუთრებით, სოციალურ პოლიტიკას. მიუხედავად ამისა, მხარს უჭერდნენ ინვესტიციების მოზიდვას, რამაც დადებითად იმოქმედა საშუალო ფენაზე. 2006 წლის არჩევნებში მემარჯვენეები სწორედ ხისტი ეკონომიკური რეფორმების გამო დამარცხდნენ. ფიკომ მათ ხედვას არჩია მოქალაქეებზე ორიენტირებული სტრატეგია - ერთიანი გადასახადების გაუქმება, სოციალური სარგებლის გაზრდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, სოციალური უზრუნველყოფის გაზრდის მიუხედავად, მაინც შეინარჩუნა წინა მემარჯვენე მთავრობის ეკონომიკური კურსი.
სლოვაკეთს ურთიერთობა გაუფუჭდა უნგრეთთან. ქვეყანაში ნახევარმილიონიანი უნგრული დიასპორაა. სამხრეთ მეზობელი სლოვაკეთის მმართველ ძალებს უმცირესობათა ჩაგვრაში ადანაშაულებს. 2006 წელს სამთავრობო კოალიციაში რადიკალურად განწყობილი პარტიების მიღებამ ვითარება უფრო გაამწვავა. ეს პარტიები გამოირჩევიან რადიკალური და ქსენოფობიური დამოკიდებულებით ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისადმი, მაშინ, როცა უნგრეთში მემარჯვენე ვიქტორ ორბანი იმარჯვებს და მისი ერთ- ერთი პრიორიტეტია ქვეყნის გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა უფლებების დაცვა.
სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნები უკვე „ძალიან დიდ შედეგად” შეაფასა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ზსოლტ სემჯენმა. ეს გამოწვეულია მემარჯვენეთა პოტენციურ სამთავრობო კოალიციაში უნგრელ უმცირესობათა პარტიის ყოფნით. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაუმჯობესებას ელიან

რობერტ ფიკო
![]() |
14 შუა აზია: „გადატვირთვა“ არ უშველის! |
▲ზევით დაბრუნება |
დევიდ ჯ. სმიტი|სვეტი

7 აპრილს მსოფლიო ცდილობდა, მიეკვლია რუსული ანაბეჭდისთვის ყირგიზეთის გადატრიალებასა და პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევის ჩამოგდებაში. ამერიკის მაგალითიდანაც ჩანს, რომ რეჟიმის შეცვლამ შეიძლება სოციალური დაძაბულობა გამოიწვიოს. როგორც ჩანს, მოსკოვს კარგად გამოსდის დამსხვრევა, მაგრამ არ შეუძლია გატეხილის შეწებება.
კვირებიც არ დასჭირდა ეთნიკური ყირგიზებისა და უზბეკების ერთმანეთთან გადაკიდებას. პრეზიდენტ როზა ოტუნბაევას დროებითი მთავრობა უუნარო ან უნებისყოფო აღმოჩნდა უზბეკების დასაცავად ყირგიზული ბანდებისა და სამხედრო ქვედანაყოფებისაგან.
სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკური ყირგიზები, უზბეკები და ტაჯიკები მოქცეულები არიან სტალინის დროინდელ საზღვრებში, რომელიც სწორედ ეთნიკური შუღლის გასაღვივებლად დააწესეს.
პრობლემის თავი და თავი ნაყოფიერი ფერგანას ველია, რომელსაც სამი ქვეყანა იყოფს. უზბეკეთი ფლობს ხეობას, ყირგიზეთი - გარშემო მთებს, ტაჯიკეთი კი - განაპირა ნაწილს, საიდანაც ხეობაში მდინარე სირ - დარია მოედინება.
უზბეკეთი ტაჯიკეთთან ურთიერთობაში ელექტროენერგიითა და გაზით მანიპულირებს. დუშანბე მდინარე ვახშის შევიწროებას აპირებს, რაც გამოიწვევს ნაკადის შემცირებას უზბეკეთისაკენ. პასუხად, ტაშკენტმა ტაჯიკეთისკენ მიმავალი სარკინიგზო ხაზი დაახშო.
ყირგიზეთის საზღვართან უზბეკეთის სამი მოწყვეტილი ნაწილის არსებობა უფრო ძაბავს ურთიერთობას. მიმოსვლა, მწყემსვის უფლება და წყალი ის სადავო საკითხებია, რამაც ყირგიზები და უზბეკები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განაწყო ბოლო კვირების განმავლობაში.
არალის ზღვის დაშრეტასთან ერთად მთელი რეგიონი შრება. მოსახლეობის რჩენა ძნელდება, რაც დაპირისპირებას უფრო ამწვავებს. ამას დაუმატეთ რეგიონის სიახლოვე ავღანეთთან, მილსადენები, ბუნებრივი რესურსები, ნარკოტრეფიკი, ორგანიზებული დანაშაული და რადიკალური ისლამისგან მომავალი პოტენციური საფრთხე. შედეგად, მივიღებთ მუდმივ შფოთვას - მღელვარებას, რომელიც აუცილებლად მიიპყრობს რეგიონში მოქმედი ექვსი უმთავრესი ძალისა და გაძლიერებული უზბეკეთის ყურადღებას.
რეგიონი მეტწილად ამერიკისა და რუსეთის ყურადღებას მოითხოვს. მათი ბაზები რამდენიმე კილომეტრშია ერთმანეთისგან და ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკიდან.
„გადატვირთვის” პოლიტიკის ერთგული ვაშინგტონი მოსკოვთან თანამშრომლობით კმაყოფილდება, გასცემს ათი მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას და საშუალო დონის დიპლომატს ავალებს სამხრეთ ყირგიზეთში მომხდარი მოვლენების გამოძიებას (დიპლომატები იკვლევენ მაშინ, როცა არ იციან, სხვა რა აკეთონ).
რუსეთმა 500 პარაშუტისტ-მედესანტით გაამაგრა ბაზა და ოტუნბაევას ძალოვნები გაუგზავნა დასახმარებლად, მაგრამ უარი უთხრა სამშვიდობო ძალებით დახმარებაზე. გრძელი ლოჯისტიკური ხაზითა და დასუსტებული არმიით მოსკოვი არ რისკავს უზბეკებთან შებმას.
ტაშკენტს არ მოსწონს თავისი სამხრეთ საზღვარი და მგზნებარედ სურს, დაიცვას ეთნიკური უზბეკები. შუააზიური სტანდარტებით, უზბეკეთი ძლიერი ქვეყანაა. შესაძლოა მან კონფლიქტი საზღვრების შესაცვლელად და რეგიონალური მნიშვნელობის გასაზრდელად გამოიყენოს.
უზბეკეთის მზარდი მნიშვნელობა არ გამოჰპარვია ინდოეთს, რომელიც ბუნებრივად დაინტერესებულია პაკისტანით, ავღანეთითა და სხვა მიმდებარე ქვეყნებით. ახალი დელი ამყარებს სამხედრო კავშირს ტაშკენტთან და, ამავდროულად, ინარჩუნებს ფახორის საჰაერო ბაზას ტაჯიკეთში.

ჩინეთს ეშინია, შუააზიური მღელვარება ქსინიანის მოუსვენარ რეგიონსაც არ მოედოს. თურქმენეთ- უზბეკეთ-ყაზახეთ-ჩინეთის 40 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის მილსადენი ყირგიზეთის ჩრდილოეთ საზღვართან გადის, რომლითაც იგი ყაზახეთს ემიჯნება. უზბეკეთ-ყირგიზეთ-ჩინეთის რკინიგზა კი ზუსტად ყირგიზეთის სახიფათო რაიონშია განლაგებული. ამ ხაზით დაინტერესებულია თურქეთი და ირანიც.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმეტ დავითოღლუ, ყაზახეთში იმყოფებოდა, ყირგიზეთის დახმარების კოორდინირებისთვის. დახმარებას აგზავნის თურქული ფონდიც, რომელიც დაუპირისპირდა ისრაელის სამხედროებს ღაზას სანაპიროსთან. ინდოეთის მსგავსად, ირანიც დაინტერესებულია პაკისტანით, ავღანეთითა და სხვა მიმდებარე ქვეყნებით. თეირანში კი ყოველთვის ეძებენ შესაძლებლობას, განავრცონ ისლამური რევოლუცია.
ახლა რადიკალური ისლამი თითქოს განდევნილია შუა აზიიდან, მაგრამ ყირგიზეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა კვლავ დააბრუნებს მას სარბიელზე.


ყველა ფოტო: REUTERS ©
გადაუწყვეტელი პრობლემები და მაღალი გეოპოლიტიკური ფსონი რეგიონს არეულობებით ემუქრება. რუსეთს არც სურდა და არც აქვს სურვილი გაამთელოს ის, რაც გატეხა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ალბათ მალე ჩაერთვება შუააზიურ საქმეებში და არ დაუშვებს ამერიკის გავლენას რეგიონზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკელ სამხედროებზე. ვაშინგტონს ამ დარტყმის მოგერიება მხოლოდ „გადატვირთვის” პოლიტიკაზე უარის თქმით შეუძლია. იგი უნდა შეეშვას შუა აზიაში საკუთარი ინტერესების დაქვემდებარებას მოსკოვისათვის და უნდა აწარმოოს მხნე დიპლომატია თითოეულ შუააზიურ ქვეყანასთანაც და სხვა გარე ძალებთანაც.
_________________
* დევიდ ჯ. სმიტი - საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი და პოტომაკის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი.
![]() |
15 ჩვილთა ვარამი ანუ სიკვდილი დაბადებამდე |
▲ზევით დაბრუნება |

ყველა ფოტო: REUTERS ©
„მე პატიოსნად ვიქცევი. ყოველთვის ვაფრთხილებ პაციენტს, რომ შეიძლება საქმე ცუდად წავიდეს. უარს მაინც არავინ ამბობს. ტირიან, მეხვეწებიან, თმებს იგლეჯენ, იმუქრებიან, რომ თავს მოიკლავენ, თუ არ დავეხმარები. რას არ ნახავს კაცი. მუხლებში მივარდებიან და მევედრებიან. აი, ნახეთ, კაკლის კარადა. ხედავთ? ზედაპირი დაზიანებული აქვს. ეს ერთმა სასოწარკვეთილმა, შეძლებულმა ქალბატონმა ჩაიდინა. მე მას დავეხმარე. ახლა სამზარეულოში ათკილოიანი ქლიავის ჯემი მიდევს - იმ ქალბატონმა გამომიგზავნა გუშინ. შემიძლია გაჩვენოთ. და ეს ყველაფერი - მხოლოდ მადლიერების ნიშნად, ფული ხომ უკვე გადახდილი ჰქონდა. იცით რას გეტყვით, - მითხრა მტკიცე ხმით ბუშემ - თქვენ თუ გნებავთ თაღლითი მიწოდეთ.... სხვები მფარველ ანგელოზს მეძახიან”.
ბუშე, ერიხ მარია რემარკის ცნობილი რომანის „ტრიუმფალური თაღის” ეპიზოდური გმირი, არალეგალური აბორტების კეთებით ირჩენდა თავს 30-იანი წლების საფრანგეთში. ეს სახიფათო პრაქტიკა რამდენიმე ათეული წლის წინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო ევროპაში. არასასურველი ორსულობის შეწყვეტას ბევრი ესწრაფოდა, აკრძალვის გამო კლინიკას ვერ მიმართავდა, ამიტომ ექიმბაშთან მიდიოდა. ამ პრაქტიკას ბევრის სიცოცხლე ეწირებოდა. ბევრი კი ბიოლოგიური შვილის ყოლის უნარს საერთოდ კარგავდა.
ევროპისგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირში აბორტზე შეზღუდვა 1920 წელს მოიხსნა. მოგვიანებით სტალინმა დემოგრაფიული მოსაზრებების გამო, ისევ აკრძალა, თუმცა, 1955 წელს ხელახალი ლეგალიზაცია მოხდა.
საქართველოში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილ რესპუბლიკაში, აბორტი შეზღუდვების გარეშე დაშვებულია 12-14 კვირის ვადამდე. ამ ვადის შემდეგ ორ სულობის ხელოვნური შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სამედიცინო ან განსაკუთრებული სოციალური მიზეზებით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული სოციალური მიზეზების სპექტრი იმდენად ფართოა, მონდომებულ ადამიანს მისი პოვნა არ უნდა გაუჭირდეს. განსაკუთრებულ მიზეზად ითვლება აგრეთვე გაუპატიურება და ინცესტი.
2005 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მიხედვით, ქართველი ქალები, ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობების ჯამური კოეფიციენტით მსოფლიოში მოწინავეები არიან. თითოეული მათგანი ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ სამჯერ იკეთებს აბორტს. მაშინ, როდესაც ამერიკაში ხუთ ქალზე ერთი აბორტი მოდის. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია საქართველოში და ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას სასტიკად ეწინააღმდეგება, აბორტის წინაშე უძლურია.
აბორტების სიხშირეზე დიდ გავლენას ახდენს სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა ფაქტორები. ითვლება, რომ ინფორმირებულ საზოგადოებაში სადაც მოზარდები სქესობრივ განათლებას იღებენ, დაბალია აბორტების რიცხვი, ვინაიდან არასასურველი ორსულობების რაოდენობა იკლებს. კვლევები იმაზეც მიანიშნებს, რომ თუ საზოგადოება ქალს ქორწინებამდე სქესობრივი კავშირისგან თავშეკავებას სთხოვს და სქესობრივი განათლებაც მხოლოდ ამ მოთხოვნის გარშემო ტრიალებს, აბორტების რიცხვი მაღალია, რადგან ახალგაზრდებმა არ იციან თავი როგორ დაიცვან.

ამასვე ადასტურებს ზემოხსენებული კვლევაც, რომელიც საქართველოს ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ჩაატარეს 2005 წელს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არასრული საშუალო განათლების ქალებში გამოვლინდა. ისიც აღსანიშნავია, რომ აბორტის კოეფიციენტი სოფლად უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქში.
კვლევის შედეგად ისიც გაირკვა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა - 80%25 - მხარს უჭერს სქესობრივი ცხოვრების სწავლებას სკოლებში, თუმცა მათგან მხოლოდ ნახევარს მიეცა ამის საშუალება.
ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზეზები ორ ჯგუფად იყოფა: პერსონალური და სამედიცინო. სამედიცინო მიზეზად ითვლება შემთხვევები, როდესაც ნაყოფს გენეტიკური დეფექტი აქვს, ან იმგვარი ზემოქმედების ქვეშ მოექცა, რამაც შეიძლება დეფექტი გამოიწვიოს, ან ორსულის ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე და ა.შ. თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ აბორტების უმრავლესობა მსოფლიო მასშტაბით არა სამედიცინო, არამედ პერსონალური მიზეზით კეთდება. მიზეზი ხან ემოციურია, ხან პრაგმატული. ზოგიერთი ბავშვს კარიერისთვის ხელისშემშლელად მიიჩნევს, ზოგს ფინანსურად უჭირს, ზოგი მარტოხელაა.
ამ მხრივ გამონაკლისს არც ქართველი ქალები წარმოადგენენ. 2005 წლის მონაცემებით, აბორტების მხოლოდ 1.4%25 იყო განპირობებული დედის ჯანმრთელობის მდგომარეობით, 1%25 - ნაყოფის დეფექტით. პაციენტთა დიდი ნაწილი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზეზად ასახელებდა, რომ შვილი ან შვილები უკვე ჰყავდა და მეტი შვილი ან საერთოდ, ანდა იმ დროისთვის არ სურდა, ამისთვის კი ის არა კონტრაცეფციას, არამედ აბორტს მიმართავდა. საქართველოში, ისევე როგორც სხვა პატრიარქალური კულტურის ქვეყნებში, ანუ იქ, სადაც შვილად ბიჭი ურჩევნიათ, აბორტის მიზეზი ნაყოფის მდედრობითი სქესიც გამხდარა.

აბორტის მოწინააღმდეგეთა აქცია ვაშინგტონში
ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტის პრაქტიკას ადამიანი დიდი ხნის წინათ ეზიარა. მის შესახებ ინფორმაციას ჯერ კი დევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1550 წლით დათარიღებულ ეგვიპტურ პაპირუსებში ვაწყდებით. ის უცხო არც ჩინელებისთვის, არც ბერძნებისთვის და არც რომაელებისთვის ყოფილა. მუცლის მოსაშლელად ქალები სვამდნენ მაპროვოცირებელ მცენარეულ ექსტრაქტებს, ასრულებდენ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, ცოცავდნენ, ხტუნავდნენ. არქეოლოგიური მასალა, ქირურგიული ჩარევის შემთხვევებსაც ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ აბორტის ფართომასშტაბიანი სამართლებრივი რეგულირება მე-18 საუკუნემდე არ დაწყებულა, აბორტი, როგორც სამართლებრივი ფენომენი პირველად ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1764 წლით დათარიღებულ ჰამურაბის კანონებში გვხვდება.
ძველად, საქართველოში აბორტი მკაცრად ისჯებოდა. ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის მიხედვით, ქალი თუ მუცელს მოიშლიდა, თემიდან განდევნიდნენ. მას ქმარი უნდა დაშორებოდა. წამლის მიმცემი, თუ მდიდარი იყო, თემიდან განიდევნებოდა, თუ ღარიბი - შეარცხვენდნენ კიდეც. თუ ორსული გარდაიცვლებოდა, წამლის მიმცემს თავს კვეთდნენ.
მე-19 საუკუნის ბოლოდან აბორტი უამრავ ქვეყანაში საერთოდ აიკრძალა და მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე უკანონოდ კეთდებოდა. მისი ლეგალიზება ფემინიზმის მეორე ტალღას უკავშირდება. თუმცა, დიდ ბრიტანეთში ის დღესაც მხოლოდ გამონაკლისის სახითაა დაშვებული - მაშინ, როდესაც ორსული ან გონებრივი ან ფიზიკური ზიანის საფრთხეს გრძნობს. შესაბამისად, ყველა მსურველი, ორსულობის შეწყვეტის მიზეზად გონებრივ ან ფიზიკურ ჯანმრთელობას ასახელებს.
ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა და მისი ფორმები დღემდე ცხარე დებატების საგნად რჩება, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. აბორტის მიმართ დამოკიდებულებას ამერიკაში ელექტორალური მნიშვნელობა აქვს. რესპუბლიკელთა დიდი ნაწილი აბორტის აკრძალვის მომხრეა, დემოკრატები კი პირიქით. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ძნელი წარმოსადგენია რესპუბლიკელი რუდი ჯულიანი დემოკრატ ნიუ იორკელებს მერად აერჩიათ, ის რომ აბორტის აკრძალვის მომხრე ყოფილიყო, თუმცა, მისი ეს პოზიცია გახდა საპრეზიდენტო პრაიმერის წაგების ერთ- ერთი მიზეზი.

ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა, რომ „უკანონო და კანონიერ აბორტს შორის წყალგამყოფად უნდა იქცეს ჩანასახის მიერ მგრძნობელობის უნარის შეძენისა და მისი ცოცხლად ყოფნის ფაქტი”. ის, რომ სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია, ყველასთვის ცხადია, მაგრამ აბორტის აკრძალვის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როდიდან იწყება ჩანასახის სიცოცხლე.
აბორტის აკრძალვის მომხრეებს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ სიცოცხლე ჩასახვის მომენტიდან იწყება. მოწინააღმდეგეები კი ერთ აზრზე ვერ ჩამოყალიბებულან. ისინი ამტკიცებენ, რომ საწყის ეტაპზე ემბრიონი მხოლოდ განაყოფიერებული კვერცხუჯრედია, რომელსაც არც კიდურები აქვს, არც თავი, არც ტვინი, ვერ ხედავს, არ ესმის, არ აქვს შინაგანი ორგანოები, ფიქრის, შეხების, ტკივილის, ყნოსვის უნარი. ის მხოლოდ უჯრედების გროვაა და ცოცხალ ადამიანად ვერ ჩაითვლება. მაგრამ სხვადასხვა აზრი აქვთ იმაზე, თუ ორსულობის რა ეტაპიდან უნდა განვიხილოთ ჩანასახი სიცოცხლედ. ზოგი თვლის, რომ 4 კვირიდან, ანუ გულისცემის დაწყებიდან, სხვები - 6 კვირიდან, როდესაც ტვინის ნაოჭები ჩნდება, ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩანასახი ცოცხალია იმ მომენტიდან, როდესაც მას დედის სხეულის გარეთ არსებობის გაგრძელება შეუძლია. არიან ისეთებიც, რომლებიც დაბადებამდე ნაყოფის სიცოცხლის უფლებას არ აღიარებენ, სწორედ იმ მოსაზრებით, რომ სხვა ზღვარის გავლება შეუძლებელია და სახიფათო კამათისკენ მივყავართ, რომლის ლოგიკური დასასრულიც აბორტის აკრძალვა შეიძლება გახდეს.
მეცნიერება ზუსტად და დეტალურად ხსნის პროცესს, რის შედეგადაც სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი ახალშობილ ბავშვად გარდაიქმნება. მაგრამ მან ჯერ ვერ იპოვა ზუსტი პასუხი კითხვაზე თუ განვითარების რა ეტაპზე იძენს ჩანასახი მგრძნობელობის უნარს.
რონალდ რეიგანის სიტყვები - „როდესაც ჩანასახს სიცოცხლეს ვართმევთ, მას სტკივა, ტკივილი ხანგრძლივი და მწარეა” - 1984 წელს, ექსპერტების დიდმა ნაწილმა სასტიკად გააკრიტიკა არაკომპეტენტურობის გამო. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებამ გვიჩვენა, რომ რეიგანი არ სცდებოდა. დღეს მეცნიერთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ჩანასახი ტკივილს გრძნობს მე-20 კვირიდან, თუმცა არ არის გამორიცხული ტექნოლოგიების განვითარებამ მომავალში ეს ვადა შეამციროს.
ასე მაგალითად, სულ რაღაც სამი ათეული წლისწინ, მსოფლიოს წამყვანი ექიმები მიიჩნევდნენ, რომ ახალშობილების ნერვული სისტემა იმდენად განუვითარებელია, ისინი ტკივილს ვერ გრძნობენ და ანესთეზიასთან დაკავშირებული რისკის გაწევას ერიდებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მოსაზრება მცდარია, ახალშობილი ტკივილს გრძნობს და გაუტკივარება ოპერაციის შედეგად ახალშობილთა სიკვდილიანობას 25%25 -დან 10%25-მდე ამცირებს. მოგვიანებით ისიც დამტკიცდა, რომ დღენაკლული ბავშვებიც კი, რომლებიც ნორმალურ ვადაზე 18 კვირით ადრე, ანუ ორსულობის 22-ე კვირას იბადებიან, გრძნობენ ტკივილს და წუხდებიან ნემსის ან სკალპელის შეხებისას.
ამ ფაქტმა ექიმები დააფიქრა იმაზე, გრძნობს თუ არა ნაყოფი ტკივილს მუცლად ყოფნისას. აი, რას ამბობს ქუინსლანდის უნივერსიტეტის კლინიკური კვლევითი ცენტრის დირექტორი, ავსტრალიელი ექიმი ნიკოლას ფისკი: „როდესაც ორსული დედა ნაყოფზე პროცედურის ჩატარებისას მეკითხებოდა, გრძნობდა თუ არა მუცლადმყოფი ტკივილს, წლების განმავლობაში ერთნაირ პასუხს ვცემდი „რასაკვირველია არა”, მაგრამ კვლევებმა ჩემი პასუხის სისწორეში დამაეჭვა”. დადასტურდა, რომ 18 კვირის ჩანასახი ქირურგიული ჩარევისას სტრესის ჰორმონებს გამოყოფს. იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი მსუბუქი გაუტკივარების ქვეშაა, სტრესის ჰორმონების გამოყოფა ნახევრდება.
ფაქტია, კამათი იმაზე, თუ როდიდან ხდება ჩანასახი ცოცხალი ორგანიზმი ჯერ არ დასრულებულა. “თუ არ იცი სხეული მკვდარია, თუ ცოცხალი, ის არ უნდა დამარხო. ვფიქრობ, ეს მოსაზრება საკმარისია იმისთვის, რომ მუცლადმყოფები დავიცვათ” - წერდა რონალდ რეიგანი ჟურნალში „Human Life Review”. აბორტის აკრძალვის მომხრენიც და მოწინააღმდეგენიც თანხმდებიან, რომ აბორტი მავნე პრაქტიკაა, მათი უმრავლესობის მიზანიც ერთია შემცირდეს აბორტის რაოდენობა და აუცილებელი აბორტები გახდეს უსაფრთხო, მაგრამ ისინი ამ მიზნის მიღწევას სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ.
ისტორია ცხადყოფს, რომ აბორტთან ბრძოლის რეპრესიული მეთოდი ეფექტური არ არის. ქალები პოულობენ ექიმბაშებს და მზად არიან სიცოცხლის რისკის ფასად მოიშორონ არასასურველი ნაყოფი. ყველაზე ნათელი მაგალითი პოლონეთია, სადაც აბორტი ცივი ომის დასრულების შემდეგ აიკრძალა. შეძლებული ქალები მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობენ აბორტის გასაკეთებლად, ხოლო ღარიბები არალეგალურ გზას მიმართავენ, რაც არც თუ იშვიათად ფატალური შედეგით მთავრდება. თანაც ეს მაშინ, როდესაც პოლონეთში მოსახლეობის უმრავლესობა აბორტის აკრძალვის მომხრეა. „ყველაფერი პიროვნების განათლებამდე და ინფორმირებულობამდე მიდის, - უთხრა ტაბულას საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ზაზა ბოხუამ, - აბორტთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა არის კონტრაცეფცია.”
რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მიხედვით, გამოკითხული ქალების 97%25 იცნობდა კონტრაცეფციის, სულ მცირე, ერთ თანამედროვე საშუალებას მაინც, მაგრამ მისი გამოყენების ცოდნა ძალიან დაბალი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ქორწინებაში მყოფ ქალთა თითქმის ნახევარი ცდილობს ორსულობისგან თავის დაცვას, ოღონდ ტრადიციული მეთოდების გამოყენება, მაგალითად, არასრული სქესობრივი აქტი, მკვეთრად სჭარბობს თანამედროვეს. ტრადიციული მეთოდები კი არასაიმედოა და დაფეხმძიმების ალბათობის მაჩვენებლით, მკვეთრად უსწრებს თანამედროვეს. ხშირად შეხვდებით ქალებს, რომლებსაც კონტრაცეპტივების უსაფუძვლოდ ეშინიათ - ამტკიცებენ, რომ აბები იწვევს ჭარბთმიანობას, უშვილობას, წონის მომატებას. ალბათ ამითაც აიხსნება, რომ საშვილოსნოს შიდა საშუალებას გაცილებით უფრო მეტი ქალი მიმართავს კონტრაცეფციისთვის, ვიდრე აბებს. საინტერესოა ისიც, რომ კვლევის მიხედვით, სქესობრივად აქტიურ ახალგაზრდა ქალებს შორის, 99%25-ს არ მიუმართავს კონტრაცეფციისთვის პირველი სქესობრივი აქტის დროს, თუმცა მათგან მხოლოდ 78%25 -ს სურდა შვილი.
ამ მხრივ, აღსანიშნავია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაც, რომელიც აბორტსა და კონტრაცეფციას თანაბრად მიუღებლად მიიჩნევს. “კონტრაცეპტივები ხშირად იმასაც ვერ შველის, რასაც ვითომ უნდა შველოდეს და თან უამრავ რაღაცას აჩენს, გვერდითი მოვლენები ახლავს - უთხრა ტაბულას ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ, - თავიდანვე რომ არ მოგეკლა, ღმერთი გაძლევდა შვილს და შენ უარი თქვი - არ მჭირდება ბავშვიო. თუ ღმერთს არ უნდა რომ გყავდეს შვილი, თვითონვე წაიყვანს და თუ უნდა, შენ ვინ გეკითხება მის სიცოცხლის შესახებ რომ იღებ გადაწყვეტილებას”. უნდა აღინიშნოს, რომ მეუფე სტეფანე საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელია.
ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა კი ადასტურებს, რომ „კონტრაცეფციის გამოუყენებლობა აბორტების ძირითადი გამომწვევი მიზეზია საქართველოში”.

![]() |
16 расстрелять |
▲ზევით დაბრუნება |
ფოტოესსე

მადლობას ვუხდით საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს და ვახტანგ რურუას ფოტო მასალის მოწოდებისათვის

ფოტო: REUTERS ©
სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირში რეპრესირებულ იქნა დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი. საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში გადასახლებით სხვადასხვა დროს 40 მილიონ ადამიანამდე დაისაჯა. „ტროიკის” გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს 20 მილიონი ადამიანი.
![]() |
17 ხიჭვი ანუ სტალინის ბოლო გადასახლება |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
დავით პაიჭაძე
„განათების მიზეზი ხარ,
მიწას შენი შერჩა შუქი,
სამოცი მზის ფრთებზე ზიხარ,
ვით ზღაპრული მზეჭაბუკი”.
სტალინისადმი,
ალექსანდრე აბაშელი

ყველა ფოტო: REUTERS ©
თბილი საღამოა. თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ნაწილი ხალხით გავსებულა. ადამიანები დუმან და თავები აუღერიათ. აქა-იქ ხმადაბალი საუბარი ისმის. იგრძნობა მსუბუქი დაძაბულობა. მოედანზე აღმართულ ძეგლს დიდი ამწე მისდგომია. მუშები სკულპტურას სქელ ტროსს ახვევენ. ფუყე ტოტემი მალე დაემხობა. მანამდე ქალაქის ხელისუფლებამ მოქალაქეებს აცნობა, ძეგლს ავიღებთო. მარიამობა დღე დგას. ოღონდ 1990 წელია.
ლენინის ძეგლი მუხლში გადატყდა და ისე დაემხო პირქვე. იქ მყოფ ადამიანებს არ ეტყობოდათ, რომ დიდი შვება და სიხარული იგრძნეს. უხმოდ, თითქოს შეფიქრიანებულნი დაიშალნენ.
20 წლის წინანდელისგან განსხვავებით, სტალინის ძეგლი აიღეს უხალხოდ, უპიაროდ, წყნარად. სწორად ქნეს. და აი, რატომ:
არა იმიტომ, რომ „მოსახლეობის ეშინოდათ”. მოსახლეობისა ხელისუფლებას თუ მაინცდამაინც ეშინოდა - უფრო არჩევნებამდე, როცა ბოლომდე დარწმუნებული არ იყო თავის ლეგიტიმაციაში. 30 მაისს მიღებული მანდატი, ხელისუფლებას, იმედია, არა მარტო ძეგლის აღებისას მიანიჭებს გაბედულებას.
მეორეც, ხელისუფლებამ, ჩანს, უარი თქვა იაფფასიან და სარისკო პიარზე. „ძეგლებს ეომებიან, მეტის თავი არ აქვთ”, „ხალხს არაფერს ეკითხებიან” (მაშინ ჰკითხეს, კი, სტალინის ძეგლს რომ დგამდნენ), „ძეგლის ხელყოფა არნახული ვანდალიზმია” (რაღაც მსგავსი უკვე მოასწრეს და თქვეს ლეიბორისტებმა), „ეგენი სტალინის ძეგლში თავის კომპლექსებს ებრძვიან” (საქართველოში ბოლო დროს არ ჭირს სამოყვარულო ფსიქოანალიზის ვარსკვლავები), „მთავარია, სტალინი ჩვენი თავებიდან გავიტანოთ” (ჰო, მაგრამ საეჭვოა, ძეგლის დარჩენა ამას ხელს უწყობდეს) - ამგვარ დისკურსს უნდა შებმოდა გამოწერილი ჭეშმარიტებები სტალინის „კაიკაცობის” შესახებ?
ესეც არ იყოს, ძეგლის დადგმა იქნებოდა ეს, გადაადგილება თუ აღება - საჯაროდ ამის კეთებას ყოველთვის მოჰყვებოდა ღრმა ან ნაკლებაზრიანი კრიტიკული სჯანი - ესთეტიკით დაწყებული, მისტიკით გაგრძელებული და დემოკრატიით დამთავრებული. დისკუსია ხშირად ისეთ დონეზე მიდიოდა, რომ მასში ჩართვით უფრო წააგებდი, ვიდრე ჩაურთველობით. მით უმეტეს, ხელისუფლების ზოგი სვლა ამ მიმართულებით ულაპარაკოდ მარცხიანი იყო (იხ. გიგანტური მამალო - ნ. ლადარიას დეფინიციაა - თავისუფლების მოედანზე). ამ ჯერზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხელისუფლებამ მოილია თითქმის ერთი წლის მანძილზე ნაწყვეტ- ნაწყვეტ მიმდინარე დებატები სტალინის ძეგლის აღება- დატოვების შესახებ. ყველა პოზიცია განაწილდა, ამ საკითხზე კამათს შეუძლებელია სიმწვავე ახლდეს. თან მსოფლიო ჩემპიონატია. მედიის ნაწილს ორდღიანი ისტერიაც არ გამოუვა.
და კიდევ, არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ ამ ხელისუფლებას სტალინი ესიმპათიურება და აქამდე იმიტომ უფრთხილდებოდა. ძეგლის აღებისას ხელისუფლება ისევე გულწრფელი იყო, როგორც ამ ნაბიჯის მოწონებისას ასიათასობით ჩვენი მოქალაქე.
შარშან ივლისში მოქალაქეთა ჯგუფმა შეადგინა ტექსტი, სადაც ცხადად იყო გამოხატული დამოკიდებულება სტალინის ძეგლისადმი. აი ისიც:
ახლოვდება ერთი წლისთავი იმ დღიდან, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ საქართველოს.
ქართული ქალაქებიდან ყველაზე მძიმე და მტკივნეული დარტყმა 2008 წლის აგვისტოში გორმა მიიღო.
გორში დღესაც დგას სტალინის ძეგლი - ძეგლი იმ კაცის, ვისი პოლიტიკური შთამომავლების ბრძანებითაც შარშან მუსრავდნენ ქართულ სოფლებს, კლავდნენ და ძარცვავდნენ საქართველოს მოქალაქეებს.
სტალინს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან, მაგრამ ის შეიძლება და უნდა გავიტანოთ ჩვენი აწმყოდან სწორედ იქ, სადაც ისტორია ინახება - მუზეუმში.
გორში, სტალინის მუზეუმში დაცულია საბჭოთა ლიდერის რამდენიმე სკულპტურა. სწორად მიგვაჩნია, მათ რიგს შეემატოს დღეს გორის ცენტრში აღმართული სტალინის ქანდაკება.
თუ ვინმე იმსახურებს ძეგლს საქართველოს შუაგულში - ესენი არიან მოქალაქეები და ჯარისკაცები, ვინც შარშან წინააღმდეგობას უწევდა მტერს და ემხვერპლა მასთან ბრძოლას.
გორი არ არის უწინარესად სტალინის ქალაქი. ის ჩვენი დროის ქართველი გმირების ქალაქია, რომელთა თავს მხოლოდ საძმო სასაფლაოები არ უნდა გვახსენებდნენ. ხოლო გორში თავს არ უნდა გვახსენებდეს ფიგურა იმ კაცისა, ვინც ერთნაირად იყო როგორც ქართული სახელმწიფოს, ისე ადამიანის ბედნიერების მტერი.
სტალინის ძეგლი ალბათ მალე დაიდებს ბინას სტალინისავე მუზეუმში, რომლის ეზოშიც მისი ერთი პატარა ძეგლი უკვე დგას, ხოლო შენობაში ქვაში ნაკვეთი ჯუღაშვილის დიდი ზომის თავია. მაგრამ მუზეუმში სკულპტურის მხოლოდ გადატანა საკმარისი არ არის. შესაცვლელია მუზეუმის კონცეფციაც. იქ მისულ მნახველებს, სტალინის ნივთებისა და მეტ-ნაკლებად ისედაც ცნობილი ბიოგრაფიული დეტალების გაცნობის გარდა, უნდა უამბობდნენ, რას წარმოადგენდა იოსებ ბესარიონის ძე.
„საბჭოთა ხელისუფლება - ეს არის ორგანიზებული სამოქალაქო ომი” - ღიად აცხადებდა თვალსაჩინო ბოლშევიკი ლევ ტროცკი. ბოლშევიკებმა, შეიძლება ითქვას, იმიტომაც მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება, რომ სამოქალაქო ომი გაეჩაღებინათ. ომი რომ მოილიეს, მალე აღმოჩნდა, რომ სსრკ-ში ჰიპერინფლაციის შედეგად, 1917 წელთან შედარებით, ფასები 100 მილიონჯერ (!) მომატებულიყო.
სტალინმა მოიფიქრა ორი საშუალება კოლექტივიზაციის განსახორციელებლად: 1. გაჟუჟა საშუალო და მეტი შეძლების გლეხები და 2. დანარჩენები აქცია სახელმწიფოს მონებად. 1932 წელს გამოსცა დეკრეტი, რომელიც სიკვდილით სჯიდა ან 10 წლამდე ციხეს უსჯიდა რამდენიმე თავთავის მომპარავსაც კი. გლეხთა წინააღმდეგობის გასატეხად უკრაინაში, ყაზახეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში 1932-33 წლებში სტალინმა ხელოვნურად გამოიწვია შიმშილი, მთელი მოსავალი წაართვა გლეხებს, ხოლო რეგიონებს არმიის ნაწილებით ალყა შემოარტყა, რათა მშიერი ხალხი საშოვარზე სხვაგან არ წასულიყო. მარტო ამ ნაბიჯმა 7 მილონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ყაზახეთის მოსახლეობის ერთი მესამედი გაწყდა.
მეოცე საუკუნის 30-იანი წლების „წმენდა” - ეს იყო განუკითხავი ტერორი, რომელსაც ისტორიაში ვერაფერი შეედრება, ვერც სისასტიკით და ვერც მსხვერპლთა რაოდენობით. სტალინი პირადად უძღვებოდა ამ კამპანიას და თავის ბრძანებულებებში ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვდა, იქამდე ეწამებინათ პატიმრები, სანამ „დანაშაულს” არ აღიარებდნენ. სტალინური პოლიტბიურო უშიშროების სამსახურს უწესებდა „კვოტებს”, სადაც უთითებდა, რაიონის მოსახლეობის რა პროცენტი უნდა დაეხვრიტათ და გაეგზავნათ ბანაკებში (მაგალითად, 1937 წლის 2 ივნისს განსაზღვრეს რეპრესიების კვოტა მოსკოვისა და მოსკოვის ოლქისთვის - 35 ათასი კაცი, საიდანაც 5 ათასი უნდა დაეხვრიტათ). 1937-38 წლებში, დიდი ტერორის პიკზე, დღეში საშუალოდ ათას ადამიანს სჯიდნენ სიკვდილით (შესადარებლად: მეფის რეჟიმმა მთელ იმპერიაში 1825-დან 1910 წლამდე პოლიტიკური დანაშაულისთვის სიკვდილით დასაჯა 3932 ადამიანი - 85 წლის მანძილზე სტალინის 4 დღის „ნორმა”).
რაც შეეხება სტალინსა და საქართველოს... ის სიტყვის კაცი გამოდგა - თქვა, „საქართველოს ოქტომბრის რევოლუციის ცხელი უთოთი უნდა გადავუაროთ”- ო და შეასრულა კიდეც.
გასულ კვირაში საქართველომ კიდევ ერთი ხიჭვი ამოიძრო ეროვნული სხეულიდან.

![]() |
18 უკან, საბჭოთა კავშირში |
▲ზევით დაბრუნება |
ბაკურ სულაკაური|სვეტი

საბჭოთა კავშირის სკოლებში თითოეულ საგანში არსებობდა მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო, რომლითაც ხანდახან რამდენიმე თაობა ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა. ყოველ საგანში ერთი სახელმძღვანელოთი სწავლება იმდენ ხანს გრძელდებოდა, რომ ადამიანების უმრავლესობას, ვისაც ეს ნანახი და გამოცდილი აქვს, სხვაგვარად ვერც წარმოუდგენია. უფრო მეტიც, მათ ისიც კი არ იციან, რომ ასე მხოლოდ საბჭოთა კავშირში და რამდენიმე ტოტალიტარულ ქვეყანაში იყო. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში თითოეულ სასკოლო საგანში არსებობდა და არსებობს ერთზე მეტი, ერთმანეთის კონკურენტი სახელმძღვანელო და მერე ამ წიგნებიდან არჩევანს მასწავლებელი ან სკოლა აკეთებს. შესაბამისად, სხვადასხვა სკოლაში ბავშვები სხვადასხვა წიგნით სწავლობენ. ამ ქვეყნებში არც მასწავლებელი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მშობელი არასოდეს იკითხავს, რატომ არ არის ყველა სკოლაში ერთი და იგივე სახელმძღვანელო. დაახლოებით ისევე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე არავინ იკითხავს, რატომ არის ასარჩევად წარმოდგენილი ერთზე მეტი კანდიდატურა.
შეკითხვა იმის შესახებ, რა საჭიროა არჩევანის გაკეთება („ნუთუ არ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტონ, რითი უნდა ისწავლებოდეს ეს საგანი სკოლაში?”), სინამდვილეში საბჭოთა ადამიანის შეკითხვაა.
საბჭოთა კავშირის დაშლამ ბევრ რამეში გამოიწვია ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები სასკოლო სახელმძღვანელოების ქართულ ბაზარს შედარებით გვიან შეეხო: პირველად მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოს გადაწყდა, რომ გამოეცხადებინათ კონკურსი სახელმძღვანელოების შესაქმნელად (ეს კონკურსები სოროსის ფონდის ინიციატივით დაიწყო), ოღონდ იმ პირობით, რომ კონკურსის გამარჯვებული შეიძლებოდა ყოფილიყო, მაქსიმუმ, ორი ერთმანეთის კონკურენტი წიგნი (იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამი არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო დაიწერებოდა). ეს კონკურსები მომდევნო წლებშიც ცხადდებოდა პერიოდულად და უსისტემოდ. ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ არ არსებობდა ახალი სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო ახალი სახელმძღვანელოები. შესაბამისად, ისინი იწერებოდა ოდნავ მოდიფიცირებული საბჭოთა პროგრამების საფუძველზე. ეს იყო ნაბიჯების გადადგმა ბაზრის დემონოპოლიზაციის მიმართულებით, მაგრამ არა ბაზრის ლიბერალიზაციისკენ.
არსებითი ცვლილება მოხდა 2004 წლიდან: ჯერ ერთი, შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმა ყველა კლასისთვის და პარალელურად გამოცხადდა კონკურსები 2005 წელს პირველი, მე-7 და მე-10 კლასების ყველა სახელმძღვანელოზე, ხოლო მომდევნო წლებში - მე-2, მე-8 და მე-11 კლასის და ა.შ. წიგნებზე. მთავარი ცვლილება მაინც ის იყო, რომ კონკურსის გამარჯვებულთა რაოდენობა აღარ იყო შეზღუდული. ე.წ. გრიფი ენიჭებოდა ყველა კარგ სახელმძღვანელოს. ყოველ საგანში გაჩნდა ერთმანეთის ალტერნატიული ბევრი სახელმძღვანელო (ზოგიერთ საგანში ათიც კი), საიდანაც არჩევანს მასწავლებელი აკეთებდა. შეგნებული არჩევანის გაკეთებას მასწავლებლის მხრიდან მცირე ძალისხმევა სჭირდება (ის უნდა გაეცნოს ალტერნატიულ წიგნებს), რაც ძალიან ბევრი მასწავლებლის უკმაყოფილებას იწვევდა და იწვევს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად მატულობს იმ მასწავლებელთა რაოდენობა, ვისაც მოსწონს, რომ სასურველი წიგნი თავად უნდა შეარჩიოს, მაგრამ უკმაყოფილოთა რიცხვი ჯერჯერობით უფრო დიდია. ამ უკანასკნელთ ურჩევნიათ, მათ ნაცვლად სხვამ გადაწყვიტოს, რა წიგნი გამოიყენონ სასწავლო პროცესში. ცხადია, თუ მასწავლებელს არ შეუძლია, მის ხელთ არსებული რამდენიმე წიგნიდან საუკეთესო შეარჩიოს, თუნდაც ზერელე გადაკითხვით, მას სკოლაში არაფერი ესაქმება. სახელმძღვანელოების ბაზარი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოში, ბევრი სხვადასხვა შეფასებით, მაგალითად, მსოფლიოს გამომცემელთა ასოციაციის ექსპერტთა შეფასებით, ერთ- ერთი ყველაზე ნაკლებად კორუფციული და უაღრესად ლიბერალური იყო მსოფლიოში.
სამწუხაროდ, განათლების სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლისთანავე გამოიკვეთა სახელმძღვანელოების ლიბერალური ბაზრის შეზღუდვის ტენდენცია. ეს ცხადი გახდა პირველივე განცხადებებიდან, რომ ძალიან ბევრი ცუდი სახელმძღვანელოა და საჭიროა, სამინისტრომ რაღაცნაირად შეზღუდოს მათი რაოდენობა, რათა ბაზარზე ცუდი წიგნი აღარ ხვდებოდეს. გამკაცრდა სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების პირობები. ეს ტენდენცია ზოგადად რეფორმების გადასინჯვის ტენდენციის ნაწილია. შედეგად უკვე წელსვე მივიღეთ ის, რომ ამას წინათ სამინისტროს ერთ - ერთმა მაღალჩინოსანმა ტელევიზიით გამოსვლისას სიამაყით განაცხადა: წელს კონკურსზე წარდგენილი სახელმძღვანელოებიდან გრიფირებულების რაოდენობა 40%25-ით შემცირდა. ყველაზე უსიამოვნო შედეგი მაინც ის არის, რომ რამდენიმე საგანში მივიღეთ ერთი, უალტერნატივო სახელმძღვანელო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს წიგნები მართლაც აშკარად აღემატებოდა დანარჩენებს, ფაქტია, რომ ზოგიერთი კლასის ზოგიერთ საგანში გვაქვს მდგომარეობა, როგორიც არ გვქონია ბოლო 12 წლის განმავლობაში.
ბუნებრივია, ლიბერალური ბაზრის წინააღმდეგ გაბრძოლება პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნა ხევი: მასწავლებელთა უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ უწევთ არჩევანის გაკეთება. ამ უკმაყოფილებას ისინი ყველგან (მათ შორის პრეზიდენტთან შეხვედრების დროსაც) გამოხატავენ. მაგრამ საქმე ისაა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თითო საგანში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო დარჩება, ეს მასწავლებლები მაინც უკმაყოფილოები იქნებიან არსებული წიგნით, რადგან არასოდეს არ იტყვიან, რომ მათ მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგები თავად მათი არაკვალიფიციურობის ბრალია და არა სახელმძღვანელოსი.
საერთოდ, თანამედროვე სკოლა მთელ მსოფლიოში აღარ არის ინფორმაციის დამახსოვრებაზე ორიენტირებული და სწავლების მთავარი მიზანი ხდება გარკვეული უნარ-ჩვევების ფორმირება. თანამედროვე მეთოდებით სწავლებას სჭირდება სხვადასხვა ტიპის რესურსი (იქნება ეს სახელმძღვანელო, სხვადასხვა შემეცნებითი წიგნები, თვალსაჩინოებები, ინტერნეტი და ა.შ.). შესაბამისად, სახელმძღვანელო თანამედროვე სკოლაში მხოლოდ ერთ- ერთი რესურსია (და არა ერთადერთი, როგორც ეს ძველად იყო). ამიტომ სახელმძღვანელოს როლი სწავლებისას შედარებით მცირეა, ვიდრე წინათ იყო.
ბევრი ადამიანი, ვინც სახელმძღვანელოების ამა თუ იმ ასპექტით უკმაყოფილოა, ზემოთქმულს არ ითვალისწინებს. საზოგადოებაში (მასწავლებლები და მშობლები) არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რაც ქმნის უკმაყოფისაზოგადოება ლების ფონს:
1. რატომ არ შეიძლება დადგინდეს, რომელი სახელმძღვანელოთი ვასწავლოთ?
იმიტომ, რომ ეს ვიღაცამ (თუნდაც ექსპერტმა) უნდა დაადგინოს და ვინც არ უნდა იყოს იგი, მისი შეხედულებები იქნება სუბიექტური და საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის მიუღებელი. აჯობებს ეს თითოეულმა მასწავლებელმა თავისთვის გადაწყვიტოს. გარდა ამისა: რა შეიძლება უფრო მეტად იქცეს კორუფციის მიზეზად - როცა ექსპერტთა მცირე ჯგუფი წყვეტს სახელმძღვანელოს ბედს თუ როცა რამდენიმე ათასი მასწავლებელი აკეთებს საკუთარ არჩევანს?
2. სახელმძღვანელოები ძალიან ხშირად იცვლება.
სინამდვილეში იცვლება ხუთ წელიწადში ერთხელ, რაც საბჭოთა ადამიანისთვის შეიძლება ხშირიცაა.
3. სახელმძღვანელოები ძალიან მძიმეა და მოსწავლეებს უჭირთ მათი ტარება.
ასეთი მოსაზრების ავტორმა იქნებ დაასახელოს ქვეყანა, სადაც სახელმძღვანელოები მსუბუქია, ან წარმოადგინოს მოდელი, როგორ შეიძლება შემსუბუქდეს სახელმძღვანელოები.
4. მოსწავლე სხვა სკოლაში რომ გადადის, წიგნები უნდა შეცვალოს და ასეთ შემთხვევაში როგორ მოახერხებს სწავლას?
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ყოველი კლასის ბოლოს მოსწავლეს უნდა გამოუმუშავდეს გარკვეული უნარ-ჩვევები, რაშიც ნებისმიერი წიგნი დაეხმარება, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმას შეესაბამება. შედეგების მიღწევა შესაძლებელია ნებისმიერი სახელმძღვანელოთი, ამიტომ წიგნის შეცვლა არაფერს ცვლის შედეგების მიღწევის თვალსაზრისით.
5. თუ მასწავლებლებს უჭირთ არჩევანის გაკეთება სხვადასხვა სახელმძღვანელოს შორის, არ ჯობია, ეს მათ ნაცვლად ვინმე უფრო კომპეტენტურმა პირმა გააკეთოს?
თუ მასწავლებელი არჩევანს ვერ აკეთებს, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი სახელმძღვანელოთი ასწავლის, რადგან შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ნიშნავს, რომ შედეგების მიღწევა შესაძლებელია. გარდა ამისა, არჩევანი არ სურს მასწავლებელთა ნაწილს (და არა ყველას) და რა დააშავა იმ ნაწილმა, ვისაც სურს, თავად აირჩიოს?
ზოგადად, სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია, სახელმძღვანელოების ლიბერალურ ბაზარზე უარი თქვას იმის გამო, რომ მასწავლებლების დიდ ნაწილს ეს არ მოსწონს, არაგონივრული საქციელია - მასწავლებლების ამავე რაოდენობას არასოდეს მოეწონება არც ერთი სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა შექმნას იგი. სახელმძღვანელოების ლიბერალური ბაზარი არის ერთადერთი აპრობირებული მოდელი მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში. აჯობებს, ისევ ამ მიმართულებით ვიაროთ, ვიდრე უკან, საბჭოთა კავშირისკენ.

![]() |
19 ტორტი |
▲ზევით დაბრუნება |
ზაზა ბურჭულაძე|სვეტი

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს შადრევნები, ესტაკადები, ხიდები... ასევე გვაქვს ნაკურთხი მანქანები, საეკლესიო მაღაზიები... მაგრამ არ გვაქვს არც ერთი სექს-შოპი. ვითომ დიდი ამბავი, რომ არ გვაქვს, როგორღაც ხომ ვმრავლდებით. მაგრამ ასე ხომ ცხოველებიც მრავლდებიან. არადა, არც ერთი ევროპული ქვეყნის დედაქალაქი არ მეგულება, სადაც არაა სექს-შოპი.
ჩვენ გვრცხვენია სექსზე ლაპარაკი. ჩვენ რაღაცნაირად გვერიდება პრეზერვატივის ყიდვა აფთიაქში თუ სუპერმარკეტში. ჩვენ გვიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ჩვენს დედებს ჩვენს მამებთან ჰქონდათ სექსი. არადა, ჰქონდათ! ჩვენ დავპატიჟებთ საყვარელ ქალს სახინკლეში, მაგრამ ვერ ვაჩუქებთ მას ფალოიმიტატორს, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან პრაქტიკული რამეა.
ჭეშმარიტად საოცარია, როცა დააკვირდები და აღმოაჩენ, რამდენი სექსუალურად არარეალიზებული ადამიანი დადის თბილისის ქუჩებში. შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად გამოარჩევ მათ შეწუხებულ სახეებს და ისტერიულ გამოხედვებს. მათი უმეტესობა - ქალიც და კაციც - ყოველთვის რაღაცნაირად მომართულია. შარზე შეიძლება არ არიან, მაგრამ უფრო კაპასები ნამდვილად ბრძანდებიან, უფრო იოლადაც ფეთქდებიან, ღიზიანდებიან, და საერთოდ, ყოველმხრივ ნეგატიურად არიან დამუხტულები. არადა, რა ჯობია სექსუალურად დაკმაყოფილებული ქალის მზერას?
მგონი, სექსის არქონის გამოა ამდენი აგრესიაც. ჩვენ ერთმანეთს უფრო ადვილად დავამტვრევთ ყბებს, დავულეწავთ ძვლებს, დავუსახიჩრებთ სხეულს და დავუნაყავთ ცხვირ-პირს, ვიდრე ჩვენს ცოლს კუნილინგუსს გავუკეთებთ. არადა, იმსახურებენ! ჩვენი საყვარელი ქალები ნამდვილად იმსახურებენ იმაზე მეტს, ვიდრე მრავალსართულიან სადღეგრძელოებში და ლოცვებში მათი მოხსენიებაა.
რასაკვირველია, ერთი სექს-შოპი მთელ პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ ეს ნამდვილად იქნებოდა ნაბიჯი წინ. თანაც უდიდესი ნაბიჯი. მგონი, ეს იქნებოდა იმის ერთგვარი ნიშანი, რომ არ ვართ ბნელი ხალხი, არ ვართ დაძაბულები, არ ვართ ჩაკეტილები. სხვათა შორის, ხშირად ასკეტურობა საფუძველია არასრულფასოვნების კომპლექსის, ერთმანეთის მიმართ გაუცხოების, პანიკის და ა.შ. ძალიან ძნელია ჩვენი დედების სექს-შოპში წარმოდგენა, როგორ არჩევს იგი ინტიმურ კოსმეტიკას, ეროტულ თეთრეულს, ტყავის წკეპლას ან რამე ლატექსის აქსესუარს თავისთვის, თავისი ქმრისთვის ან სექსუალური პარტნიორისთვის. სამაგიეროდ ადვილად წარმოვიდგენთ ჩვენს დედებს თავწაკრულებს ხელში ცოცხით და აქანდაზით... ოღონდ არა ფალოიმიტატორით!
ჩვენ რომ გვითხრან, სექსაპილური დედა ან ცოლი გყავსო, გავბრაზდებით. იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერი ევროპელი ამას დიდ კომპლიმენტად მიიღებდა. ამიტომ, ვერ ვხვდები, მე რომ ქართველი ვარ, მაშასადამე ევროპელი როგორ ვარ, როდის ვარ, სად ვარ, რაში ვარ, რატომ ვარ, რითი ვარ. არადა, პირადად მე, მინდა ვიყო ევროპელი. ძალიან მინდა. არ მინდა მქონდეს ამდენი ნაკურთხი მანქანა, სამარხვო ტორტი, საეკლესიო მაღაზია... სამაგიეროდ მინდა მქონდეს სექსის მაღაზია.
შეიძლება, მე ვაზვიადებ და სულაც არაა თბილისი ასექსუალური ქალაქი. შეიძლება, არც ქართველია ისე გაავებული, დაძაბული და გაბოროტებული ასკეტურობის გამო, როგორც მე მეჩვენება. მაგრამ მგონია, რომ რაღაცნაირად ვერ ვართ სექსუალურად რეალიზებულნი. ვერ ვღებულობთ სექსით სიამოვნებას. ვერ ვგრძნობ სექსის სუნს. სამაგიეროდ ვგრძნობ საკმევლის, ოფლის და აგრესიის სუნს. ის კი არა, მგონია, რომ სიტყვა „სექსი” დღემდე ვერ მოვიშინაურეთ. თითქოს შევეჩვიეთ მას, ყურსაც ისე აღარ გვჭრის იგი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვგუობთ მას, რაღაც გვეხამუშება. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუსმენთ ქართულ სიმღერებს პეპლებზე, აფრებზე, თოვლზე, ღვინოზე, ვაშლის გამყიდველზეც კი, მაგრამ არა სექსზე. სექსზე სიმღერას ჩვენ ვერ ვუსმენთ სახეზე ღიმილის გარეშე. გაიხსენეთ ნებისმიერი ქართული სიმღერა, სადაც სიტყვა სექსია ნახსენები და ნუ გაიღიმებთ.
გავანებოთ იმას თავი, რომ სექსი აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას და ზრდის შრომისუნარიანობას. სიყვარული და შრომა კი, ფროიდს თუ დავესესხებით, ჩვენი ადამიანურობის მთავარი ქვაკუთხედებია, ხოლო ლიბიდო ფსიქიკის, და ზოგადად, მთელი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა. ასკეტურობა კი მრავალ სექსუალურ კომპლექსს იწვევს, რომლებიც, თავის მხრივ, ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემის წყაროა. სხვა თუ არაფერი, რეგულარული სექსი უბრალოდ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ძნელი სათქმელია, ასე რატომ ჩამოვრჩით, რამ ჩაგვკეტა და დაგვაკომპლექსა. ისრაელშიც კი, წმინდა მიწაზე, თითქმის იმდენივე სექს-შოპია, რამდენიც მეტროს სადგურია თბილისში.
დაბოლოს, ჩვენთან ეს იმდენად წამგებიანი თემაა, რომ ვერც ერთი ქართული პოლიტიკური პარტია ვერ ბედავს ამაზე ლაპარაკს. სანამ ამდენი ნაკურთხი მანქანა ივლის, ამდენი სამარხვო ტორტი გამოცხვება, ამდენ ჩაქაფულს აიტანენ აღდგომის დღეებში საფლავებზე, მანამდე არ გაიხსნება სექს-შოპი თბილისში. ზოგი ამბობს, რომ ბევრი გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ზოგი იბრძვის დღესვე. ზოგი მოდის საქმით და გვპირდება საქმეს.
ზოგი გვთავაზობს იაფ გაზს და უფასო წყალს. მაგრამ არავინ გვპირდება სექს-შოპის გახსნას. წარმოიდგინეთ პარტია, რომელიც, სხვა რამეებთან ერთად, სექსის მაღაზიის გახსნასაც დაგვპირდებოდა. როგორ ფიქრობთ, ექნებოდა მას გამარჯვების შანსი? მგონი, არანაირი.

![]() |
20 როცა სიკვდილი ახლოსაა |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება

ვეგეტატიური ეწოდება პაციენტის მდგომარეობას, როდესაც მას არ შეუძლია გარე გაღიზიანებაზე რაიმე ხილული ფორმით პასუხის გაცემა. მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტები უიმედოდ ითვლებოდნენ მანამ, სანამ ბრიტანელმა და ბელგიელმა მეცნიერებმა არ აღმოაჩინეს მეთოდი, რომლითაც შეიძლება ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან კომუნიკაცია. მათ მოახერხეს ავტოკატასტროფის შემდეგ შვიდი წლის განმავლობაში საწოლს მიჯაჭვულ 29 წლის მამაკაცთან კონტაქტის დამყარება. პაციენტი მანამდე სიცოცხლის არანაირ ხილულ ნიშნებს არ ავლენდა. უდავოა, რომ ეს აღმოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სიცოცხლის უზრუნველყოფის აპარატიდან ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გამორთვის საკითხს.
ყველაფერი კემბრიჯის უნივერსიტეტში, სამედიცინო კვლევითი საბჭოს შემსწავლელ განყოფილებაში დაიწყო. მეცნიერთა ჯგუფმა, დოქტორ ადრიან ოუვენის ხელმძღვანელობით, მოიფიქრა ტვინის აქტივობის მონიტორინგისთვის მაღალ ტექნოლოგიური სკანერის გამოყენება. შედეგად აღმოჩნდა, რომ პაციენტს მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია „ კი” ან „არა”. მათ პაციენტს მისცეს სპეციალური ინსტრუქცია, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში ეფიქრა... ჩოგბურთის თამაშზე, ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში საკუთარ სახლზე. ამ დროს მისი ტვინის სხვადასხვა მონაკვეთი აქტიურდებოდა, რასაც სკანერი სათანადოდ აფიქსირებდა. „შედეგები განსაცვიფრებელია. პაციენტის ტვინის აქტივობის მიხედვით დავადგინეთ, რომ ის შეკითხვებს სწორად პასუხობს,” აცხადებს დოქტორი ოუვენი.
ამ კვლევაზე დაყრდნობით ის ვარაუდობს, რომ ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფები შეიძლება იმაზე უკეთ აზროვნებდნენ, ვიდრე ჩანს. „იმის გასაკეთებლად, რასაც ჩვენ ვთხოვთ, პაციენტს უნდა ესმოდეს ინსტრუქციები, უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული მეხსიერება, რათა გაიხსენოს ის მოქმედება, რომლის წარმოსახვით შესრულებასაც ითხოვენ მისგან და მოახერხოს გონების კონცენტრაცია შესაბამის საკითხზე”. ამბობს ოუვენი. ჩატარებული კვლევებით გამოჩნდა, რომ ყოველი ხუთი ვეგეტატიური პაციენტიდან ერთის ტვინი მაინც ფუნქციონირებს სრულად, თუმცა, მათ ყოველთვის არ აქვთ საშუალება, გარე სამყაროს რაიმე გააგებინონ. ცნობილია, რომ ვეგეტატიურად მიჩნეულ პაციენტთა 40%25 ადრე თუ გვიან ახერხებს კომუნიკაციის დამყარებას გარშემო მყოფებთან.
მეცნიერებმა პირველ შედეგებს თებერვლის და საწყისში მიაღწიეს, თუმცა, მეთოდის საიმედოობისთვის ისინი კვლევებს აგრძელებენ. მათ ექვს ჯანმრთელ მოხალისეზეც ჩაატარეს ექსპერიმენტი და დაადგინეს, რომ მეთოდი 100%25-იანი საიმედოობით მუშაობს. თუმცა, მას აქვს ნაკლიც. პაციენტის სკანირება იმდენჯერ, რამდენჯერაც ვინმეს მისთვის კითხვის დასმა მოუნდება, საკმაოდ არაპრაქტიკულია. ამიტომ, კვლევითი საბჭოს წევრები უფრო იაფი და მოსახერხებელი მეთოდის შექმნაზეც მუშაობენ.
გარდა იმისა, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება გავიგოთ, განიცდის თუ არა პაციენტი ტკივილს, არის კიდევ ერთი მომენტი. ალბათ ძნელი წარმოსადგენია იმაზე დიდი ტანჯვა, რასაც უსიცოცხლო სხეულში გამოკეტილი საღი აზროვნების მქონე პაციენტი განიცდის, რადგან კომაში მყოფი ადამიანისგან განსხვავებით, ვეგეტატიურ პაციენტს, უბრალოდ, ძალიან ღრმად სძინავს. ექიმები ასეთ პაციენტებს გამოჯანმრთელების თითქმის ნულოვან შანსს აძლევენ და ხშირია შემთხვევები, როდესაც მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზეც ნაკლებად ზრუნავენ. გამოკვლევა კი, ნამდვილად იძლევა დაფიქრების საფუძველს.
![]() |
21 მიხოიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
სულელი უცხოელი|სვეტი

ამას წინათ ჩემმა მეგობარმა მაღაზია გახსნა, რამდენიმეთვიანი მზადებისა და მძიმე შრომის ნაყოფი. შევთავაზე, წვეულებით დავაგვირგვინოთ, დავპატიჟოთ ბევრი ხალხი, ახალი ბიზნესი გავახმაუროთ - მეთქი. „არა, მიპასუხა, მეშინია, მეტისმეტად ჭარბად არ მოვიზიდო კლიენტებიო”.
ეს გაუკუღმართებული მიდგომა კაპიტალიზმთან იმდენად უჩვეულო და თავისებურია, რომ, საქართველოს გარდა, არსად შემხვედრია. აუცილებელი არაა, ჰარვარდის ბიზნეს სკოლა გქონდეს დამთავრებული, რომ მიხვდე რაც მეტი კლიენტია, მით უკეთესი შენი გაყიდვებისთვის. თუ ძალიან ბევრი მუშტარი გყავს, შეგიძლია ფასიცაწიო. მაგრამ საქართველო ის ადგილია, სადაც მოთხოვნა - მიწოდების ფუნდამენტური კანონი უბრალოდ ფეხს ვერ იკიდებს.
ავიღოთ მაგალითად უძრავი ქონება. თბილისში ასობით ცარიელი ბინაა, რომელსაც არავინ ქირაობს სიძვირის გამო. ნებისმიერ ნორმალურ ადგილას, რაღაც, სახელად „ბაზრის ძალა ” , მფლობელებს აიძულებდა, ფასი დაეგდო. მაგრამ ეს ხომ საქართველოა, სადაც ადამიანებს ურჩევნიათ, საერთოდ არ იშოვონ ფული, ვიდრე თავი მოტყუებულად იგრძნონ, როცა ფასს დააკლებენ. თუ ბიძაშვილ გიორგის აქვს ბინა, რომელიც 500- ად გააქირავა, მაშინ მერატომღა ავიღო ნაკლები. მერერა, რომ ცოტა წყალი ჩამოდის და საპირფარეშო გარეთაა აი, ლოგიკა.
ბევრი ქართველისთვის მუშაობა ფულის სანაცვლოდ იგივეა, რაც მანქანაში უსაფრთხოების ქამრის გაკეთება რა საჭიროა, თუ შეგიძლია თავიდან აიცილო. ნაცნობ ოჯახს „დაჩა” აქვს ერთ ღარიბ სოფელში. თითქმის არავინაა იქ ოფიციალურად და საქმებული, სიდუხჭირეა. მაგრამ როცა ოჯახმა დაიწყო ვინმეს ძებნა, ვისაც უხვად გადაუხდიდა ბაღის მოვლის სანაცვლოდ, არავის გამო უთქვამს სურვილი. არადა, საუბარია მთის, მუშა, ყაირათიან ხალხზე. ნებისმიერი მათგანი სიამოვნებით შეგიკეთებთ სახურავს, მოგიჭრით ხეს, მაგრამ როგორც კი საქმეში ფული ერთვება, რცხვენიათ ამბობენ, ჩიტი ბრდღვნად არ ღირსო.
ფულის აღებისადმი ამრეზით ყურება ქართულ ფოლკლორშიცაა ასახული. გახსოვთ ძველი ანეკდოტი, მოგზაური კაკლის ჩეროში წამოწოლილ მიხოს რომ გადააწყდება და ნიგვზის მიყიდვას სთხოვს? მიხო იუარებს. მოგზაური ეუბნება, რამდენსაც გინდა, იმდენს გადაგიხდი, იმდენს მოგცემ, რომ ქვეყნის ზურგზე საზრუნავი აღარ გექნებაო. მიხო პასუხობს: აბა შემომხედე, განა ახლა მაქვს რამე საზრუნავიო? საქართველოში გარდაცვლილი სოციალიზმის ადგილი ოცი წლის შემდეგ სხვა სისტემამ დაიკავა, მაგრამ, მოლოდინის საპირისპიროდ, ეს ახალი სისტემა არ არის დასავლური ტიპის კაპიტალიზმი. ქართულ ეკონომიკურ სისტემას არც მარქსის ფილოსოფია უდევს საფუძვლად. ის კაკლის ქვეშ გაწოლილი მიხოს ფილოსოფიას ეყრდნობა და ამ ფილოსოფიას ჰქვია მიხოიზმი.

![]() |
22 ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
სქესი - არჩევით

შვედეთში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ორწლინახევრის შვილის სქესს მალავს. ამ ახალმა ამბავმა ბევრი კითხვა გააჩინა. მეგობრებისა და ნათესავების კითხვაზე, „ბიჭია თუ გოგო?” ისინი მარტივად პასუხობენ: „ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და თქვენი საქმე არ არის!” წყვილი ბავშვს ყველასთვის გაუგებარ სახელს „ფოფის” ეძახის.
ფოფის დედის განცხადებით, ასეთი იდუმალების მიზეზი ის არის, რომ მათი სურვილია, ბავშვი უფრო თავისუფალი გაიზარდოს.
ფოფის გარდერობში თანაბრადაა ორივე სქესისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი. ბავშვი ყოველ დილას თავად ირჩევს, რა ჩაიცვას იმ დღეს. მისი ვარცხნილობაც ყოველდღიურად იცვლება. ამით მშობლები ცდილობენ, შვილი სტერეოტიპებისგან თავისუფალ გარემოში გაზარდონ.
ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ფოფის უფლებების დარღვევაა, ამის გამო კი ცოლ-ქმარი უნდა დაისაჯოს. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფოფის მშობლებს უკვე გამოუჩნდნენ მიმბაძველები ევროპაში და ბევრი ახალგაზრდა წყვილი ბავშვის „აღზრდის” ასეთ მეთოდს ემხრობა.
სექსი ტურიზმის დეპარტამენტის სახელით

ალბანეთის მთავარი სატელევიზიო არხი სკანდალში გაეხვა. რამდენიმე თვის წინ არხმა ეთერში გაუშვა ჩანაწერი, რომელშიც კულტურის მაშინდელი მინისტრი ილი პანგო ახალგაზრდა გოგონას სამუშაოს სანაცვლოდ სექსს სთავაზობდა. ჩანაწერში, მინისტრი გასაუბრებაზე მის ვილაში დაბარებულ გოგონას ჯერ ბიკინის ჩაცმას და შემდეგ სექსს სთხოვდა. ამის სანაცვლოდ ტურიზმის დეპარტამენტში კარგ სამსახურს ჰპირდებოდა.
მართალია, ჩანაწერის ნახვის შემდეგ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა პანგო თანამდებობიდან გაათავისუფლა, მაგრამ ამ უკანასკნელმა დრო არ დაკარგა და არხის ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივლა. ტელევიზიას პანგოსთვის 400.000 ევროს გადახდა დაევალა.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ექსმინისტრმა ტელევიზიის მსხვერპლად გამოაცხადა თავი და აღნიშნა, რომ სექსი არაფერ შუაში არ იყო! ის ცდილობდა, გოგონაში ტურისტული აგენტისთვის საჭირო მონაცემები შეემოწმებინა. ეს იყო და ეს.
უგემური ფილტვი

ფრანგი ნიკოლას კოკეინი საფრანგეთის სასამართლოს წინაშე წარდგა მკვლელობისა და კანიბალიზმის გამო. მან ციხეში თანამესაკნე მოკლა და მისი ფილტვის ნაწილი შეჭამა.
მისი ადვოკატების თქმით, დანაშაულის ჩადენამდე მან დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, მაგრამ მისი თხოვნა იგნორირებულ იქნა.
„მე ბევრჯერ ვითხოვე დახმარება, განვაცხადე, რომ ვიყავი საშიში. ახლა ავმოქმედდი და მომაქციეს ყურადღება,” - განაცხადა კოკეინმა სასამართლოზე.
კოკეინი 39 წლისაა და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
ტიერი ბოდრის გვამი პოლიციელმა იპოვა. მისი ამოცნობა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან სახე და სხეული მაკრატლით ჰქონდა დაზიანებული. ნიკოლას კოკეინს მისთვის ფილტვი ამოუჭრია საჭმელად, მაგრამ არ მოსწონებია და უკან ჩაუბრუნებია - გულის ამოჭრა მინდოდა, მაგრამ შემეშალაო. სასამართლოზე კი სინანულით განაცხადა, რომ ბოდრის მოკვლა სრულებით არ უნდოდა.
![]() |
23 ერთმორწმუნე რუსეთი |
▲ზევით დაბრუნება |
ზურაბ ოდილავაძე
„უგანათლებულესო მეფის ძეო, კათალიკოზო ანტონ!
საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ, საქართველოს ეკლესიაც უთუოდ უნდა შეერთებულიყო უწმინდესის და უმართებულესის სინოდის გამგეობასა. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათალიკოზის ყოფნა... ზემორე აღწერილ მიზეზთა გამო, პატივსა გცემთ რა, ყოვლად უმოწყალესად გთხოვთ, გადადგეთ თქვენ სა ქართველოს ეკლესიის საქმეების გამგებლობიდან.
ს. პეტერბურგი, 10 ივნისს, 1811 წ. ალექსანდრე”.
ამ წერილით მიმართა საქართველოს ეკლესიის უკანასკნელ კათალიკოს პატრიარქს, ანტონ II-ს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ. მანამ, 1810 წლის 3 მარტს, კათალიკოსი ანტონ II, ვითომ და საქართველოს ეკლესიის საქმეების მოწესრიგების მიზნით, თითქმის ძალით გაიწვიეს პეტერბურგს. საქართვეოს ეკლესიის მეთაურად დანიშნეს ვარლამ ერისთავი და უბოძეს საქართველოს ეგზარქოსის ტიტული. მასვე დაავალეს, შეემუშავებინა სასულიერო დიკასტერიის (საქართველოს ეკლესიის სათავეში მდგომი რუსეთის სინოდის განყოფილება) მოწყობის პროექტი.
გენერალმა ტორმისოვმა პირდაპირ განუცხადა ვარლამს: „სინოდის ობერ - პროკურორი მამცნობს, რომ ხელმწიფე იმპერატორის სურვილით, საქართველოს ეკლესიის მართვა - გამგეობა ისე უნდამო აწყოთ, რომ იგი დამოკიდებული იქნეს წმინდა სინოდზე”. ამ პროექტის თანახმად, შეიქმნა დიკასტერია და საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია, ანუ გაუქმდა ივერიის უძველესი საკათალიკოსო, სიკვდილამდე კათალიკო სად არჩეულ ანტონ II-ს, დამოუკიდებელი საეკლესიო ოლქისა და მსოფლიო ეკლესიის წევრს, ჩამოერთვა ხარისხი. რუსეთის სინოდმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით დაარღვია 30-ე და 35-ე მუხლი მო ციქულთა კანონებისა, ასევე 22-ე კანონი ანტიოქიის კრებისა, რომლის მიხედვით, რუსეთის ეკლესიას არ შეეძლო მასზე ძველ საქართველოს ეკლესიაზე განეხორციელებინა დიქტატი. მაშასადამე, რუსეთის ეკლესიამ არაკანონიერი გზით, თვითნებური გადაწყვეტილებით, გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
გარდა ამისა, რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის მიმართ ჩაიდინა უკანონობათა მთელი წყება:
1. საქართველოს ეკლესიას ჩამოართვა ადგილ-მამულები და ეკონომიკურად წელში გატეხა იგი. მთლიანობაში ჩამორთმეული ქონების ღირებულება, რომელიც რუსეთის მთავრობამ ქართველ ერს წაართვა, შეადგენდა 140 მილიონ მანეთს;
2. გააუქმა საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებები. სინოდის მოხელეებმა მტკვარში გადაყარეს ყველა კანონი და დადგენილება ქართული ეკლესიის შესახებ, დაწვეს აუარებელი უძველესი საეკლესიო დოკუმენტი, ხოლო რაც დარჩა, პეტერბურგში წაიღეს;
3. დაავალა საქართველოს ეკლესიას ედღესასწაულა რუსეთის ეკლესიის წმინდანთა დღეები. გარდა კვირა და უქმე დღეებისა ან დიდი რელიგიური დღესასწაულებისა, ტაძარში ლოცვა უნდა ჩაეტარებინათ რუსეთიდან ჩამოსულ ბერებს. ეგზარქოსმა პალადიმ გამოსცა განკარგულება, შეეცვალათ ქართული სახელები ბერძნულ - რუსულით, დაეჯარიმებინათ ის მღვდლები, რომლებიც შემდეგში დაარქმევდნენ სახელებს ქართველი წმინდანების პატივსაცემად. ეგზარქოსმა ევგენი ბაჟენოვმა დაიწყო სვეტიცხოვლის „რესტავრაცია” და, მისივე განკარგულებით, რუსმა სალდაფონებმა კირით გაათეთრეს სვეტიცხოვლის შიდა კედლები, რის შედეგადაც განადგურდა ბევრი შესანიშნავი ძველი ფრესკა. ასეთივე ბედი ეწია საქართველოს უმეტესი ეკლესიების მოხატულობას;
4. საქართველოს სასწავლებლებში ქართული ენა იკრძალებოდა და სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ეგზარქოსმა პავლემ სასულიერო სემინარიებში აკრძალა ქართული სასულიერო და საერო ლიტერატურის სწავლება. სასულიერო სასწავლებლებიდან დაითხოვა ქართველი მასწავლებლები და ისინი რუსებით შეცვალა. იგივე ბედი ეწია უძველეს ქართულ საგალობლებს. ანტონ II-სადმი გაგზავნილწერილში მთავარსარდალი ციციანოვი ასე ახასიათებდა ქართულ გალობას: „ეკლესიის აქაური ქართული საგალობლები თხის კიკინს უფრო ჰგავს, ვიდრე სიმღერას, სჯობს ვასწავლოთ კიევური ნოტები”. ასევე შეაფასა ქართული საგალობლები ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა, რომელმაც მიმართვაზე დაენერგათ ქართული საგალობლების სწავლება უარი განაცხადა: ქართული უნოტო სიმღერა არ ატკბობს სმენასო;
5. საქართველოს ეკლესიის მმართველებად ადგენდა ეგზარქოსებს, რომლებმაც არ იცოდნენ ქართული ენა, არ იცნობდნენ ქართველი ერის ისტორიას, ტრადიციებს.
რუსმა ეგზარქოსებმა და სასულიერო პირებმა გაძარცვეს ქართული ეკლესია-მონასტრები, შეცვალეს ქართლ-კახეთის ეპარქიათა სტრუქტურა. ეგზარქოსის საქმიანობის პროგრამა კარგად იყო ჩამოყალიბებული შავრაზმელ მღვდელ ვოსტორგოვის სიტყვაში: „საქართველოს ეგზარქოსს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ახსოვდეს, რომ ის ვალდებულია, მთელი თავისი ენერგია მოახმაროს ქართველთა გარუსების საქმეს რელიგიურ საფუძველზე”.
ეგზარქოსი ფეოფილაქტი იქამდე მივიდა, რომ შეეხო წმინდა ნინოს საფლავს, მაგრამ ღმერთმა აღარ აცალა და იქვე, საფლავთან ამოაძრო სული; ეგზარქოსმა ევგენი ბაჟენოვმა ეკლესიები და მონასტრები გაქურდა; ისიდორემ ქართულ ეკლესიებს მამულები წაართვა; ეგზარქოსმა ევსევი ილინსკიმ, რომელიც მეტად გახრწნილი და მექალთანე იყო, გაყიდა ქართველ კათალიკოსთა უძვირფასესი სამოსელი, ხატებსა და შესამოსლებს ძვირფასი ქვები ჩამოხსნა და მონაწილეობა მიიღო გელათის მონასტრის სახლის დატაცებაში. მისი ეგზარქოსობის დროს ქართულმა ეკლესიამ ორი მილიონი მანეთის ქონება დაკარგა.

ეგზარქოს პავლეს კიშინიოვიდან სემინარიის რექტორად გამოაყოლეს დეკანოზი ჩუდეცკიც, რომლის მეუღლესთან ეგზარქოსს სამარცხვინო კავშირი ჰქონდა. რექტორი თბილისში სემინარიის ნამოწაფარმა ქართველმა პირადი ანგარიშის გამო მოკლა და მისი ანდერძის აგებაზე ეგზარქოსმა მთელი ქართველობა დაწყევლა. ამის გამო თავადაზნაურთა წინამძღოლმა დიმიტრი ყიფიანმა 8 ივნისს 1887 წელს ეგზარქოსს წერილი მისწერა და შეუთვალა, ბოდიში უნდა მოიხადოთ ქართველი ერის წინაშეო. ამის გამო ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს და მალევე პეტერბურგში გაიწვიეს საქმის გამოსაკვლევად, მაგრამ იგი მოსყიდულმა მკვლელმა მოკლა.
![]() |
24 Adieu La France, Ciao Italia! |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|სამხრეთი აფრიკა 2010

ირლანდიელი გულშემატკივარი ტიერი ანრის ბანერთან
მსოფლიო ჩემპიონი იტალია და ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი ჯგუფიდან ვერ გავიდნენ - ორივე ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
მარჩელო ლიპიმ და რაიმონ დომენეკმა, რომლებიც ოთხი წლის წინაც ხელმძღვანელობდნენ გუნდს, სანაკრებო კარიერა სამარცხვინოდ დაასრულეს.
სკუადრა აძურა, პირველ ორ შეხვედრაში მოპოვებული ამდენივე ქულის შემდეგ, სლოვაკეთთან მოულოდნელად 2:3 დამარცხდა. იტალიელებს მერვედფინალში გასასვლელად მხოლოდ ერთი გოლი დააკლდათ...
საფრანგეთის ნაკრებმა კი ჯგუფში სამიდან ორი მატჩი წააგო, ერთადერთი გოლი გაიტანა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.
ფრანგთა შედეგი მოულოდნელი, მაგრამ, გარკვეულწილად, მოსალოდნელიც იყო: ერთი მხრივ, რჩეული ფეხბურთელები, უდიდესი გამოცდილება და შესანიშნავად ორგანიზებული ხანგრძლივი მოსამზადებელი შეკრება, მეორე მხრივ, არცთუ სასიამოვნო სიტუაცია გუნდში და მიუღებელი შედეგები ამხანაგურ მატჩებში.
უარყოფითმა გადაწონა: პირველ ტურში ურუგვაისთან უფერული თამაშის შემდეგ რაიმონ დომენეკის გუნდი მექსიკასთან დამარცხდა და... დაიწყო: ნიკოლა ანელკამ დომენეკს შეაგინა, მწვრთნელმა ფორვარდი გუნდიდან გააგდო, კაპიტანმა პატრის ევრამ, აქაოდა, ეს ამბავი გუნდს არ უნდა გასცდენოდაო, ორი ვარჯიში ჩაშალა, ფიზმომზადების მწვრთნელმა კი - თქვენთან მუშაობა აუტანელიაო, ევრას ეჩხუბა და შეკრება დატოვა.
ათ დღეში განვითარებული ეს მოვლენები მასპინძლებთან უკანასკნელ ტურში სამარცხვინოდ და ალბათ, ლოგიკურად დასრულდა: ფრანგები სამხრეთაფრიკელებთან 1:2 დამარცხდნენ, დომენეკმა კი მატჩის შემდეგ საყოველთაოდ მიღებული ეტიკეტი დაარღვია და მასპინძელთა მთავარ მწვრთნელს, კარლოს ალბერტო პარეირას ხელი არ ჩამოართვა.
ფრანგული სპორტული პრესა არასდროს მალავდა, რომ დომენეკი მოთამაშეების პატივისცემით ვერ სარგებლობდა და მისი დანიშვნა შეცდომა იყო. რაც შეეხება ოთხი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფრანგების გასვლას, ჟურნალისტები ამ წარმატებას გენიოსი ზინედინ ზიდანის შეუდარებელი თამაშის შედეგად უფრო თვლიდნენ.
ზიდანის წასვლის შემდეგ, ევრო 2008-ზე, საფრანგეთი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. როგორც ახლა, მაშინაც მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა და ერთი ქულა მოიპოვა.
მაშინ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელი არ დაითხოვა. სპეციალისტების და გულშემატკივრების წინააღმდეგობის მიუხედავად, დომენეკს ორი წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი. შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ფრანგებმა მეორე ადგილი დაიკავეს, პლეი-ოფში კი ირლანდიას ტიერი ანრის ხელით და მსაჯის დახმარებით სძლიეს.
სახელმწიფო სკანდალი - ასე დაასათაურა ეკიპმა ნაკრებისადმი მიძღვნილი წერილი.
ფრანგები შინ 24 ივნისს დაბრუნდნენ, ტიერი ანრი კი იმავე დღეს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდა.
თუმცა, მთავარი ახლა ისაა, რომ 1 ივლისიდან ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება: ლორან ბლანი, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი.
P.S. იტალია გახდა მსოფლიოს მესამე ჩემპიონი, რომელმაც ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო. პირველი ბრაზილია იყო 1966 წელს, მეორე კი - საფრანგეთი 2002-ში.
საინტერესო ფაქტები
…ინგლისის ნაკრებმა მერვედფინალის საგზური 23 ივნისს, სლოვენიასთან 1:0 მოგებით მოიპოვა. 36 წლის წინ, 1974 წლის 23 ივნისს, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ერთადერთი გოლი გაიტანა - პოლონეთთან 1:2 წაგებულ მატჩში.
...სამხრეთ აფრიკა გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მასპინძელი, რომლის ნაკრებმაც ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო.
...არგენტინის ნაკრები საბერძნეთთან სათამაშოდ ლეო მესიმ გაიყვანა. ის არგენტინელთა ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.
...საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მეათე შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს და ლეგენდარული მიშელ იდალგოს რეკორდი დაამხო (9 მატჩი).
...მექსიკელმა ხავიერ ერნანდესმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საიუბილეო, 2100-ე გოლი გაიტანა! ეს მეორე ტურში, საფრანგეთის ნაკრებთან 2:0 მოგებულ მატჩში მოხდა.
…შვეიცარიის ნაკრებმა ჩილესთან 0:1 წაგებულ მატჩში მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა: ფინალურ ეტაპზე 558 წუთის მანძილზე არ გაუშვა გოლი! მანამდე რეკორდი იტალიას ეკუთვნოდა 550 წუთით.
...პორტუგალიის ნაკრებმა ჩრდილოეთ კორეას 7:0 სძლია, გოლები კი ექვსმა ფეხბურთელმა გაიტანა. კიდევ ერთ პორტუგალიელს რომ გაეტანა გოლი, კარლოს კეირუშის გუნდი იუგოსლავიელთა რეკორდს გაიმეორებდა: 1974 წელს, ზაირთან 9:0 მოგებულ მატჩში, შვიდმა იუგოსლავიელმა მოახერხა ზუსტად დარტყმა.
...მექსიკელი კვატემოკ ბლანკო ერთადერთია ნაკრების ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი. ამავდროულად, 37 წლის და 151 დღისა, ის მესამე უხუცესია ტურნირის ისტორიაში, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.
…ჰონდურასის ნაკრები გახდა პირველი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, სადაც სამი ძმა თამაშობს. ტრავმირებული ხულიო სესარ დე ლეონის ნაცვლად ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მესამე პალასიოსს, ჯერის უხმო. 28 წლის ჯერი პალასიოსის უმცროსი ძმები, 25 წლის უილსონი და 23 წლის ჯონი თავიდანვე იყვნენ გუნდის განაცხადში.
...ჩილესთან 0:1 წაგებულ მატჩში ვალონ ბეჰრამი გააძევეს. ის შვეიცარიის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე წითელი ბარათი მიიღო.
...აშშ-სლოვენიის ფრედ 2:2 დასრულებულ მატჩში ამერიკელთა მეორე გოლი 87-ე წუთზე მაიკლ ბრედლიმ შეაგდო. მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად გაიტანა გოლი ფეხბურთელმა, რომლის მამაც (ბობ ბრედლი) ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
![]() |
25 ადიდასი კიდევ უფრო გამდიდრდა |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი

ყველა ფოტო: REUTERS ©
კომპანია ადიდასისთვის 2010 წელი უკვე სარეკორდოდ მომგებიანია: აღმასრულებელი დირექტორის ჰერბერტ ჰაინერის თქმით, პირველ კვარტალში მხოლოდ საფეხბურთო სექტორმა 1,5 მილიარდი ევროს მოგება მოიტანა, რაც გასულ წელთან შედარებით 15 პროცენტით მეტია.
ფინანსურ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატმა: ტურნირის წინ სხვადასხვა გუნდის 6,5 მილიონი მაისური გაიყიდა. გულშემატკივრები განსაკუთრებით აქტიურობენ არგენტინაში, სამხრეთ აფრიკაში, გერმანიასა და მექსიკაში - თითოეულ ქვეყანაში მილიონზე მეტი მაისურია გაყიდული.
ადიდასის მესვეურები არნახულ მოგებას ელიან ფეხბურთის ბურთების სექტორშიც: ოფიციალური მონაცემით, დღეისთვის უკვე გაყიდულია მსოფლიო ჩემპიონატის 13 მილიონი ოფიციალური ბურთი ჯაბულანი, წლის ბოლოსთვის კი ეს ციფრი, სავარაუდოდ, 20 მილიონს მიაღწევს.
ახალი ამბები
...არგენტინის ნაკრების ფორვარდი დიეგო მილიტო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალში ორი გოლი გაიტანა, მილანის ინტერთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და კლუბში 2014 წლის 1 ივლისამდე დარჩება.
…საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო: გერმანელ სპეციალისტ ოტო რეჰაგელს, რომელიც 2002 წლიდან წვრთნიდა გუნდს, 1 ივლისს ეწურება კონტრაქტი და ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას აღარ აპირებს.
…ურუგვაის ნაკრების ფორვარდ დიეგო ფორლანს იუვენტუსი იწვევს. იტალიური პრესის ცნობით, ტურინული კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უკვე ესაუბრა მადრიდის ატლეტიკოს მაღალჩინოსანს. დიეგო ფორლანის სანაცვლოდ იუვენტუსი პორტუგალიელი ნახევარმცველ ტიაგუსაც თმობს.
..ჩილეს ნაკრების გულშემატკივრებს, რომლებიც სამხრეთ აფრიკას ეწვივნენ, ქვეყნის ყველაზე დიდმა ლუდსახარშმა კრისტალმა 15 ათასი ქილა ლუდი აჩუქა. კომპანია კრისტალი ნაკრების ერთ-ერთი სპონსორიცაა.
...კოტ დ'ივუარის ნაკრების ნახევარმცველი იაია ტურე, სავარაუდოდ, კლუბს გამოიცვლის: 27 წლის ფეხბურთელს, რომელიც ბოლო სეზონში იშვიათად ხვდებოდა ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში და ამის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავდა, ინგლისის მანჩესტერ სიტის უკავშირებენ. ამ კლუბში იაიას ძმა კოლო ირიცხება. ესპანელები კოტდივუარელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ.
![]() |
26 კობის სამყარო და მარკ კიუბანის ლექსიკა |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი

კობი ბრაიანტი NBA-ს საუკეთესო მოთამაშე გახდა
ფოტო: REUTERS ©
რეგულარული სეზონის დროს ყველა ზეპოპულარული ჟურნალების გარეკანებზე ძირი თადად ისინი ხვდებიან, ვისაც პლე იოფში ამის მცირე შანსი ექნება. რეგულარული ლებონ ჯეიმსის, დუაიტ ჰოვარდის, კარმელო ენტონის პერიოდია და მერე პლე - იოფი, სხვების დრო იწყება.
NBA-ს სახე ლებრონია და ყველაზე მაგარი - მაინც ბრაიანტი. ჯეისონ კიდი ნოემბერ-მარტში სამმაგ დუბლებს აკეთებს და პლეი - ოფში უკვე მეორადი მოხმარების საგანია. გახუნებული, ვერა ფერს რომ ვერ მოარგებდა ვერსად ვერ გამოიყენებ.
სეზონი დასრულდა, ლეიკერსმა ფინალში 4:3 მოუგო სელტიქსს, მეთექვსმეტედ გახდა ჩემპიონი და რევიუშიც ამ 9 თვის ყველაზე საინტერესო ამბებზე ვისაუბრებთ.
ლეიკერსმა ყველაზე რაციონალურად გადაანაწილა სახელფასო ფონდი და ლიგაში საუკეთესო, ასაკითაც მომხიბვლელი ხუთეული დააყენა. კობიმ თითქმის მთელი რეგულარული ფილ ჯექსონის შემტევ სამკუთხედში რონ არტესტის აკლიმატიზაციას დაახარჯა და ბევრიც ინერვიულა.
არტესტმა სუსტად, უმოტივაციოდ ჩაატარა პირველი ორი სერია, ფინიქსთან კი სტივ ნეში გააქრო და ბოლო ორ 48 წუთში პერსონალურად ეთამაშა მასზე ბევრად მაღალ და ფიზიკურად ძლიერ ამარე სტაუდმაიერს. რონის უნივერსალიზმი ყველაზე უფრო ფინალში გამოჩნდა. კევინ გარნეტი, რეიჯონ რონდო, პოლ პირსი, რეი ალენი - ჯექსონმა არტესტი მონაცვლეობით ყველას დაუყენა და სამჯერ დაპატიმრებულმა, 15 დისკვალიფიკაციით დასჯილმა რონმა ლტოლვით, უხეშად, მოტივირებულმა, ყველაზე სტაბილურად ითამაშა.
არტესტის სახით კალიფორნიელებმა ძალიან ძლიერი ინდივიდუალური დამცველი აიყვანეს, მაგრამ გუნდი ვერ გახდებოდა ჩემპიონი პოგასოლის გარეშე.
ესპანელი ნომინალურად მძიმე ფორვარდია. როდესაც ელ ეის გუნდს ენდრიუ ბაინუმი დაემტვრა, ფილმა იძულებითი როტაციით გასოლი ცენტრზე დააყენა და მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ლამარ ოდომი თამაშობდა. ბაინუმი დაბრუნდა, მაგრამ გუნდი მაინც პო-ლამარის ტანდემს ენდობოდა და ფინალში ლეიკერსმა სიმაღლით მოიგო.
სელტიქსმა ამ შემადგენლობით ბოლო სამ სეზონში მეორედ გაჩემპიონების კარგი შანსი ვერ გამოიყენა და, ალბათ, მომდევნო რეგულარულს, სულ მცირე, 6 ახალი მოთამაშით და ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდება. დოკრივერსს კონტრაქტი დაუმთავრდა და ბოსებს შეუთვალა, სამ სეზონში 23 მილიონი დოლარი მინდაო. გუნდის მფლობელებმა 20 მილიონი შესთავაზეს და მოლაპარაკება აღარ განახლებულა.
სეზონის სტარტზე და რეგულარულის მსვლელობისას ყველაზე მეტს დალას მავერიქსი ხარჯავდა. ენერგიას, დროს, ფულს ტეხასელების მფლობელი, მილიარდერი მარკ კიუბანი დირკ ნოვიცკისთვის (მისი აზრით) უნაკლო გუნდის დაყენებას ცდილობს და, უკვე მეოთხე სეზონია, ბევრს ვერაფერს აღწევს.
კიუბანმა დირკს, ჯეისონ კიდს და შონ მერიონს კარგი ცენტრი ბრენდან ჰეივუდი და უნივერსალი მსროლელი კეირონ ბატლერი დაუმატა. ნოვიცკიმ სოლიდური სეზონი ჩაატარა, მერე კი დაიწყო პლეი - ოფი და დალასი პირველ წრეში სან ანტონიოსთან დამარცხდა. სერია პირადად მოიგეს დანკანმა და მანუ ჯინობილიმ.
კიუბანს ბევრი ფული აქვს და ამ ფულის და ხარჯვა უყვარს. სან ანტონიოსთან მეორე, წაგებული მატჩის შემდეგ, ბოსმა ბრიფინგი მოაწყო, სადაც აღნიშნა, თუ ლიგის კომისარს, დევიდ სტერნს ჰგონია, რომ ცხენის სასქესო ორგანოზე მომხიბვლელია, მაშინ დედაჩემი კრისტინა აგილერააო. კიუბანს 440 000 დოლარი გადაახდევინეს. ორ დღეში, სპურსის და მავერიქსის მესამე მატჩამდე, მარკმა კიდევ ერთი ბრიფინგი ჩაატარა და დევიდ სტერნს ბოდიში მოუხადა. მისტერ სტერნ, უკაცრავად, ცხენი ჩემი ცოლის საყვარელი ცხოველია და თქვენ უფრო ღორის სასქესო ორგანოს მაგონებთო. ლიგის დისციპლინარულმა კომიტეტმა მარკის საბანკო ანგარიში კიდევ 600 000 დოლარით შეამსუბუქა.

სან ანტონიოს თემა უახლოეს წლებში ვეღარ იქნება აქტუალური, ყოველ შემთხვევაში, ამ შემადგენლობით. გრეგ პოპოვიჩს საჩემპიონო რესურსის დეფიციტი აქვს და თუ ტიაგო სპლიტერი ვერ გაამართლებს, სპურსმა იქნებ დიდი სამეულიდან (დანკანი-პარკერი-ჯინობილი) ერთ- ერთის გაყიდვაზე დაიწყოს ფიქრი. დანკანი, ალბათ მაინც ხელშეუხებელია და პარკერის აყვანა უკვე რამდენიმე გუნდს სურს. სხვებზე მეტად ნიქსი და კავალიერსი აქტიურობენ.
დანკანმა დალასთან სტაბილურად, საშუალო ორმაგი დუბლით ითამაშა და, ალბათ, მისი გუნდი ფინიქსსაც გაივლიდა, ტიმის გარდა, სანზისთვის პრობლემები სხვასაც რომ შეექმნა.
სან ანტონიოს თემა ჩვენთვის ორმაგად აქტუალური იქნება. პოპოვიჩმა სეზონის მსვლელობისას ორჯერ ახსენა ვიქტორ სანიკიძე და თუ საქართველოს ნაკრების მსუბუქი ფორვარდი მადრიდის რეალში არ გადავა, სპლიტერთან ერთად კარიერას ტეხასში გააგრძელებს.
რეგულარულის ინდივიდუალური პრიზებიც ლოგიკურად გადანაწილდა. საუკეთესო დამცველი დუაიტ ჰოვარდი (18.3 ქულა, 13.2 მოხსნა, 2.8 ბლოკი, 0.9 ჩაჭრა) გახდა და პირველწლიანებში ლიგამ საკრამენტოს ტაირეკ ევანსი (20.1 ქულა, 5.8 პასი, 5.3 მოხსნა) გამოარჩია.
ლებრონი MVP გახდა და პლეი- ოფში კლივლენდი ზედიზედ მეორედ ვერ გასცდა მეორე წრეს. შარშან ჯეიმსის გუნდი მეჯიქმა გამოაგდო, წელს კი - სელტიქსმა. უტიტულო სვლის გამო გუნდის მფლობელებმა მთავარი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი გაუშვეს და მის ადგილ ზე დანიშვნის ფავორიტად მიჩიგან სთეითის მთავარი მწვრთნელი ლარი იზო სახელდება.
2010-11 წლების სეზონის დაწყებამდე გაირკვევა, სად გააგრძელებენ კარიერას ლებრონი, კრის ბოში, დუეინ უეიდი, ტონი პარკერი, ამარე სტაუდმაიერი და ლამარ ოდომი. ზაკ რენდოლფს (მემფისი) სასამართლო პროცესი ელის და, ალბათ, ვერ დაამტკიცებს, რომ 15 წლის გოგონასთან სექსი არ ჰქონია. დევიდ სტერნი კიუბანს კიდევ არაერთხელ დააჯარიმებს და ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი კვლავ ლეიკერსი იქნება. თუ ფილ ჯექსონს შეინარჩუნებს.

რონ არტესტი და პოლ პირსი
რეკორდების ზღვა

ნიკოლა მაიუ და ჯონ ისნერი
გინესის რეკორდების წიგნში ამ შედეგს ძალიან დიდხანს ვერავინ გააუმჯობესებს. უიმბლდონის პირველი წრის შეხვედრაში ამერიკელი ჯონ ისნერი ფრანგ ნიკოლა მაიუს სამ დღეს ეთამაშებოდა - ჯერ ჩატარდა 3 სეტი, მერე ტრილერი შეწყდა მეხუთე სეტში, როდესაც ანგარიში 59:59 იყო, მესამე დღეს კი ამერიკელმა ბრეიკი 69:68-ზე გააკეთა, პირველივე მატჩ პოინტი გამოიყენა და საბოლოოდ 6:4, 3:6, 6:7, 7:6, 70:68 მოიგო.
რეკორდები: 1. ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩოგბურთის ისტორიაში (11 საათი, 5 წუთი), 2. ყველაზე ხანგრძლივი მეხუტე სეტი (494 წუთი), 3. ყველაზე მეტი ჯამური ქულა (980), 4. ყველაზე მეტი ჯამური ეისი (215), 5. ეისების ინდივიდუალური რეკორდი ორივე მონაწილის მხრიდან (ისნერი - 112, მაიუ - 103).
ეისების წინა რეკორდი ხორვატმა ივო კარლოვიჩმა შარშან დევისის თასზე, რადეკ შტეპანეკთან დაამყარა - 78. უიმბლდონზე კი კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა - ნოვაკ ჯოკოვიჩთან წაგებულ მატჩში ამერიკელმა ტეილორ დენტმა 238 კმ/სთ სიჩქარით მოაწოდა. წინა რეკორდი კიდევ ერთ ამერიკელს, ენდი როდიკს ეკუთვნოდა - 234.
![]() |
27 წავსულვართ პაპუაში და ეგაა |
▲ზევით დაბრუნება |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი

1982 წლიდან მოყოლებული, ფიფა- მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტთა რიცხვი ჯერ 24, მერე კი 32 გუნდამდე გაზარდა და გადაწყვიტა, მსოფლიო ფეხბურთის ფორუმები არასაფეხბურთო ქვეყნებში ჩაეტარებინა. მას მერე ყველა საგაზეთო სტატიაში თუ პრივატულ საუბარში ვცდილობ დავამტკიცო, რომ ეს აბსოლუტურად უაზრო გადაწყვეტილებებია!
წლევანდელმა მუნდიალმა ამაში კიდევ უფრო დამარწმუნა. ამდენი ცუდი, უინტერესო და უკლასო მატჩი არსად და არასოდეს მინახავს.
თუ ასე გაგრძელდა, მომავალ ჩემპიონატებზე 64, მერე კი 128 გუნდი ითამაშებს, ტურნირებს კი არუბა, მიკრონეზიის ფედერაცია ან კირიბატი უმასპინძლებს. და რას მისცემს ეს ფეხბურთს?! ახლა ვიღაცამ შეიძლება პატრიოტიზმის უქონლობაში დამადანაშაულოს და ნაწილობრივ მართალიც იქნება - ასეთ შემთხვევაში ხომ სოლომონისა და კუკის კუნძულების ნაკრებებთან ერთად, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებიც გახდეს ფინალისტი! პაპუა ახალი გვინეის დედაქალაქ მორესბის მოდერნიზებული სტადიონის ტრიბუნებზე გამოჩნდებიან ჩვენი ჩოხოსნები და ადგილობრივი კოროვაის ტომის კანიბალ ბელადს ხასანბეგურას ამღერებენ... მერე ჩვენები ქულებს გაიყოფენ კიურასაოს ეროვნულ გუნდთან და 1/64 ფინალში გავალთ.
დათო მინაშვილი კი გავარდნილი რუსების ჯინაზე გაიმეორებს ისტორიულ ფრაზას: Представляю, что сейчас творится в Тбилиси, ликует столица Грузии...
მაგრამ დავუბრუნდეთ რეალობას და შევთანხმდეთ - ასეთი დაბალი დონის ტურნირი ჯერ არ ყოფილა! ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს დიდი მოულოდნელობაა - ფეხბურთთან ძალიან შორს უნდა იყო, რომ ჰონდურასის, კორეებისა და ბევრი მათნაირი უნიჭო გუნდის თამაშისგან რაიმე ტაქტიკურ სიახლეს, უზადო ტექნიკის დემონსტრირებას ან ღრმა საფეხბურთო აზროვნებას ელოდო.
გასაგებია, რომ ფიფა- ს გადაწყვეტილება მხოლოდ კომერციული და პირადული ინტერესებითაა ნაკარნახევი - რაც უფრო მეტი ფინალისტია, მით მეტი ტურისტი ჩადის მათი თამაშის საყურებლად, მეტია სატელევიზიო რეპორტაჟი, იზრდება სარეკლამო შემოსავალი და ა.შ. პრეზიდენტის არჩევნებზეც ნამდვილ ფეხბურთთან მწყრალად მყოფი ეს ქვეყნები ერთხმად უჭერენ მხარს აველანჟის, ბლატერისა და მათნაირი ფუნქციონერების კანდიდატურებს...
რეალურად კი ფეხბურთიც ზარალდება და გემოვნებიანი გულშემატკივარიც.
აბა, რა საჭიროა აზიიდან და ოკეანიიდან ამდენი ფინალისტის გამოვლენა?! რა, ძალიან ისიამოვნეთ ორი კორეის, იაპონიის, ავსტრალიისა და ზელანდიის თამაშით?! ჩრდილოეთ კორეა ხომ საერთოდ ანეკდოტური გუნდია! ჯერ მეკარის ნაცვლად ფორვარდი ჩამოიყვანეს, მერე პორტუგალიიდან მწვრთნელის გარდა ყველას გაატანინეს გოლი, თვითონ კი პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებაზე მეტს ფიქრობენ, ვიდრე თამაშზე.
ან რა სიახლე შემოგვთავაზა აფრიკულმა სექსტეტმა?! პირველ ორ ტურში მარტო განამ მოიგო, ისიც შემთხვევით! მასპინძლებს ტაქტიკურ არსენალში მხოლოდ ვუვუზელას გამაყრუებელი ჭყვიტინი აღმოაჩნდათ და მინდორზე დაკარგული ქულების კომპენსირება ტურისტების ძარცვით გადაწყვიტეს.
ეს უაზრო ტრაექტორიით მფრინავი, დაწყევლილი ბურთი ჯაბულანი ხომ საერთო უბედურებად იქცა. ადიდასს პრესტიჟი დააკარგვინა, ფავორიტებს - ქულები, გულშემატკივარს კი - მოსვენება! უბედურება ისაა, რომ 32-გუნდიან ტურნირზე ასეთი „პრახადნოი” თამაშების მოლოდინი თავიდანვე მაღალია და ერთადერთ იმედად ტრადიციული გუნდების მატჩებიღა გვრჩება. საკმარისია, რომელიმე ფავორიტმა თავი შეინახოს ან ფორმის პიკს მეორე ეტაპზე მიაღწიოს, რომ ჯგუფური ტურნირი აუტანელი სანახავი ხდება.
...და ვინ თამაშობს კარგად? ისევ გრანდები: ბრაზილია, არგენტინა, ჰოლანდია, ურუგვაი, ესპანეთი, პორტუგალია, მექსიკა. უთუოდ მოუმატებენ ინგლისი და გერმანია. ჰოდა, არ ჯობია, ამათ დავუმატოთ კიდევ 7 მაგარი გუნდი და 4-წლიანი მოლოდინი უმაღლესი დონის ფეხბურთით დავიკმაყოფილოთ?!
ვიცი, რომ ეს წერილი ვერაფერს შეცვლის. ფიფა გააგრძელებს თავის პოლიტიკას, ბლატერი დარჩება პოსტზე ან ძალაუფლებას გაჩინოვნიკებულ პლატინის გადააბარებს, გუნდების რაოდენობა არ შემცირდება, ორგანიზატორთა გეოგრაფია კი გაიზრდება. ჰოდა, თუ ასეა, წავსულვართ პაპუაში და ეგაა...

![]() |
28 აქა ვდგავარ ანუ ფეხბურთის საქმე |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი კეკელიძე|სვეტი

მესხმა ბურთი გაიტანა კარში, სახიფათო მდგომარეობაში” - საოჯახო ზეპირისტყვიერების ისტორიკოსები დღემდე დავობენ, მე მეკუთვნის ეს სტრიქონები თუ ჩემს ბიძაშვილს.
ღრმა ბავშვობა იყო, ცოტაც რომ ამოვცურე, ასე გაგრძელდა - გურიაში ფეხბურთის მოედანი ხშირ შემთხვევაში ქუჩა იყო, სადაც მანქანა ისეთივე სიხშირით ჩამოივლიდა, რა სიხშირითაც შიშველი ფანები ჩამორბიან ნამდვილ სტადიონებზე. დარტყმას დაყუდება ერქვა. თუ მეკარეს ძლიერი ბურთების ეშინოდა - დაყუდება არ იყო. ბურთი ძელს არ ხვდებოდა, თუ კი, მაშინ კარის ზომა იზრდებოდა - ძელის მაგივრობას ქვა სწევდა. ფეხები სულ დალეწილი გვქონდა, „აბა, ბალეტს ხომ არ ვცეკვადით”.
ჰო, ალბათ ყველგან ასე ხდებოდა. არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ადამიანებს, როგორც წესი, სწორედ ასე დაწყებული ისტორიები გვიყვარს - ისინი ხომ ღარიბ უბნებში იზრდებოდნენ, აი, პელე ჩვრის ბურთით თამაშობდა, მარადონა - ფორთოხლით, აგერ ახლა რიბერი ლამის მეკურტნედ მუშაობდა და რუნი ვიღაც ჯიბგირებთან მუშტი-კრივით ამთავრებდა „მატჩს”.
სანაკრებო განხრით მე ინგლისის გულშემატკივარი ვარ. ეს არ ვიცი, საიდან მოდის, ვერაფრით ვიტყვი - ერთ დღეს მაკმანამანის ლამაზ პასს ვუყურე, რივალდოს ფინტს ვამჯობინე და ავირჩიე-მეთქი. უფრო ბრმა ამბავს ჰგავს. ალბათ ყველა ასე ირჩევს თავიდან, თითქმის თვალდახუჭული და მერე, ჭირში თუ ლხინში, გვერდით უდგას საყვარელ გუნდს. არგენტინა ჩემი მტერია (ბრჭყალებში რომ ჩავსვა, ყალბი იქნება). განა არ ვიცი, რომ ხშირად გვჯობნიან ხოლმე (ეს უცხო გუნდებზე პირველ პირში ლაპარაკიც ფეხბურთის სენთაგანია), რომ მარადონას იმ საღამოს ხელიც ღმერთის ჰქონდა და ფეხიც, რომ ოუენის მცირე რევანში და ბექემის მიკნავლებული თერთმეტმეტრიანი ისტორიას არ ცვლის, მაგრამ „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”.
ისე, აშკარად ძველი საქმეა:
ფარაონთა სამარხებში არქეოლოგებმა ბურთებს მიაგნეს. არავინ იცის, რისთვის იყენებდნენ მათ ეგვიპტელი ზეპურები, მაგრამ ადამიანებმა ერთ დღესაც რომ ფეხი დაჰკრეს, ცხადია: ძველი ბერძნები ესკიპიაქა ვდგავარ ანუ ფეხბურთის საქმე როსს თამაშობდნენ, რომაელები - გარპას-ტუპს, იაპონელები - კემარს, ჩინელები - ძი-ნიუს. ეს სახეობები ფეხბურთის ჰომოერეკტუსები იყვნენ.
ფეხბურთის ჰომოსაპიენსი (დღეს ჰომოფაბერად ქცეული) ინგლისში დაიბადა XIX საუკენეში.
ფეხბურთს ჩვენშიც თამაშობენ. ადრე უფრო უკეთ. იმ ადრინდელის ექოს ექო იყო ავტორდაუდგენელი სტრიქონები, დასაწყისში რომ გაგაცანით და ალბათ გაგაცინეთ.
ნუ ჩამითვლით ფსევდოპატრიოტულ გამოხდომად, როდის-როდის და, ფეხბურთზე ლაპარაკისას ყველაზე გულწრფელი ვარ - აბა, ადექით, ჩასვით მესხის ადგილას რომელიმე ქართველი ფეხბურთელის გვარი, დაარღვიეთ მარცვლების რაოდენობა, რიტმი, რითმა, რაც გნებავთ. ამაოდ. სახიფათო მდგომარეობაც ვერ შევქმენით, გოლს ვინღა ჩივის.
რა გაეწყობა, ეს არა და საფეხბურთო „ჩვენები” ხომ ქმნიან. შეიხედეთ ფანჯარაში - გაგანია მუნდიალია.

P.S. გაგანია მუნდიალია და სომალიში, ალ-ქაიდას მეგობარი ორგანიზაციების კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი ყურება აიკრძალა. ჰიცბულ ისლამის ლიდერთაგანმა, მოჰამედ აროსმა, მას „დროისა და ფულის უაზრო ფლანგვა” უწოდა და დამრღვევისთვის ოცდაათი ჯოხის დაკვრა ბრძანა.
![]() |
29 ჩვენ ერთი გუნდი ვართ?! |
▲ზევით დაბრუნება |
ვახო ბაბუნაშვილი|სვეტი

ფეხბურთის არაფერი გამეგება, არ ვიცი ფეხბურთელების სახელები, არ მესმის მწვრთნელების ტაქტიკის, არ მახსოვს, რომელ წელს ვინ რა მოიგო თუ წააგო, მაგრამ რაღაცები ამ ცოდნის გარეშეც კარგად ჩანს.
თანამედროვე ფეხბურთი გლადიატორების ბრძოლას მაგონებს და ფეხბურთელები ხომ ნამდვილი გლადიატორები არიან. მეორე მხრივ, მსოფლიო ჩემპიონატი ბრძოლის ველს ჰგავს, რომელზეც ქვეყნები თავიანთ ამბიციებს იკმაყოფილებენ. ქვეყნის გუნდები ჯარის ელიტურ ნაწილებს ჰგვანან. მხედართმთავრები ტაქტიკას იმუშავებენ, ქვეყნების მმართველები ბრძოლის ველს საუკეთესო ადგილებიდან აკვირდებიან. დიდი სიამაყე და პატივია ამ ბრძოლაში მონაწილეობა, შენი ქვეყნის პატივი შენს ხელშია (ამ შემთხვევაში ფეხებში). ყველა დროის უძლიერესი არმია ერთ მუშტად შეკრული გუნდია, ერთი გუნდია. ჯარისკაცები ერთმანეთისთვის თავს გაწირავენ, ერთმანეთს ძმებად აღიქვამენ. ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელებიც ასე არიან.
ორ ამბავს მოვყვები ჩემებურად. არც ერთი პერსონაჟი გამოგონილი არ არის. ორივე სიუჟეტი დოკუმენტურია, ორივე მიამბო ფეხბურთზე შეყვარებულმა და გულშემატკივარმა ადამიანმა.
ამბავი 1
ამ დიდი ქვეყნის მოასპარეზე ელიტური ნაწილი მეზობელ ქვეყანაში ჩავიდა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ თავისი უპირატესობა დაემტკიცებინა. შერკინება არ იყო იოლი, მოწინააღმდეგე სერიოზული და გამოცდილი გახლდათ. ქვეყნის პრესტიჟი ამ ბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული. დაძაბულობა ჰაერს ხუთავდა. გასახდელში გლადიატორები მდუმარედ ემზადებოდნენ ბრძოლისთვის.
ქვეყანას ერთი ცოცხალი ღმერთი ჰყავდა. ხორცშესხმული ღმერთი, ყოფილი გლადიატორი. ეკლესიებსაც აგებდნენ მის სახელზე და ძეგლებსაც უდგამდნენ. მასზე ხალხი სიმღერებს თხზავდა. იმდენად უყვარდათ, რომ მის ადამიანურ სისუსტეებს არაფრად აგდებდნენ და პატიობდნენ. ყველა გლადიატორს ოცნებაში მის ოსტატობასთან მიახლოება სურდა. მას DI0S-ი ერქვა.
მხედართმთავარი ბოლო დარიგებებს აძლევდა დაძაბულ, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულ მეომრებს. მოულოდნელად გასახდელის კარი გაიღო და ოთახში ღმერთი შემოვიდა. უკან ამალა მოჰყვებოდა. დანამდვილებით არავინ იცის, რატომ ჰქონდა ღმერთს თვალები წყლიანი - პატრიოტული ცრემლების თუ კოკაინის მორიგი დოზის გამო, მაგრამ ის, რასაც ეს ფართოგუგებიანი თვალები ასხივებდნენ, ოთახში ყველასთვის გასაგები იყო. საუკუნეებია, ეს სხივი ამხნევებს ჯარებს, ხალხს. ხშირად გამხდარა ამ სხივის ნაპერწკალიც კი დიდი გამარჯვებების საწინდარი. უსიტყვოდ, მინიშნებების გარეშე წრე შეიკრა. ერთმანეთის მხრებზე ძლიერი ხელები უწყეტ ჯაჭვს კრავდა. ჯარისკაცი, ღმერთი, მხედართმთავარი, ვექილი, მეჭურჭლეთუხუცესი, გულშემატკივარი, მემატიანე - ყველა ერთად იდგა და, მტრის გულის გასახეთქად, მთელი ხმით, თავისი ვერცხლისფერი ქვეყნის ჰიმნს ღრიალებდა. ეს ერთი გუნდი იყო. ამის შემდეგ DI0S-ი თავისი ამალით ისევე უეცრად გაქრა გასახდელიდან, როგორც გაჩნდა. წინ რთული მატჩი იყო, ქვეყნის პრესტიჟი...
ამ დღეს არგენტინის ნაკრებმა გათელა მოწინააღმდეგე.
მბავი 2
ამ პატარა, ღარიბი ქვეყნის მოასპარეზე ელიტური ნაწილი მეზობელ ქვეყანაში ჩავიდა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ თავისი უპირატესობა დაემტკიცებინა. შერკინება არ იყო იოლი, მოწინააღმდეგე სერიოზული და გამოცდილი გახლდათ. ქვეყნის პრესტიჟი ამ ბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული. დაძაბულობა ჰაერს ხუთავდა. გასახდელში გლადიატორები მდუმარედ ემზადებოდნენ ბრძოლისთვის.
ამ ქვეყნის ერთ-ერთ ელიტურ გლადიატორს, რომელსაც კარიერის დამთავრების შემდეგ კრიმინალური ავტორიტეტობა ჰქონდა ოცნებად, მეორე ახალბედა, მაგრამ ნიჭიერი გლადიატორისთვის 100 ვერცხლი მოუგია. რაღაც მდაბიოთა თამაში ყოფილა: „ქალის სახელს ვერ გათქმევინებ?” იმანაც „ვერაო” და „აჰა, ხომ გათქმევინე, მომეცი 100 ვერცხლიო!” ახალბედამ ხელი ხმლის ტარს დაადო: „რა სისულელეს მეუბნები? არაფერსაც არ მოგცემ”. მოიღუშნენ გლადიატორები. თამაშის წინ გასახდელში ერთმანეთს ამრეზით უყურებდნენ. „ეს პატარა ნაბიჭვარიო”, ფიქრობდა გულში ერთი. „ფუ, ამის უნიჭო დედაო...” ფიქრობდა მეორე. გულები სიძულვილით ივსებოდა.
ამ ქვეყანას ხორცშესხმული ღმერთი არ ჰყავდა. ამ ქვეყანაში ყველას ღმერთად მიაჩნდა თავი.
თამაშის წინ გასახდელიდან გასვლისას ერთმა გლადიატორმა თავის მეგობარს გადაულაპარაკა: „ჩემი დედა... თუ ამ პატარა ნაბიჭვარს ის ახალი მანქანა არ ავახიო”.
დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებს წარმატება არ ჰქონია. დიდი ხანია ეს ერთი გუნდი არ არის.
P.S. ბოდიშს ვუხდი ფეხბურთზე ფანატიკურად შეყვარებულ ჩემს მეგობრებს. მე მართლა არ მესმის ფეხბურთი.
![]() |
30 ამბები - ბიზნესი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ტრამპის ბიზნესი საქართველოში

საქართველოს უძრავი ქონების ბიზნესში შემოსვლას ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი გეგმავს. Forbes-ის ინფორმაციით, ტრამპის ქონებამ უმაღლეს ნიშნულს - 3 მილიარდ აშშ დოლარს - 2007 წელს მიაღწია.
ტრამპი ფლობს აშშ-ში უმსხვილეს კომპანიას Trump Organization და სამშენებლო კომპანიას Trump Entertainment Resorts, რომელიც მსოფლიო მასშტაბით უმსხვილეს სამორინეებისა და სასტუმროების ქსელებს მართავს. საინვესტიციო ობიექტების შესარჩევად თბილისში უკვე ჩამოვიდა მსოფლიოს ერთ- ერთი უმდიდრესი ადამიანის კუთვნილი კომპანიის - The Trump Organization - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი. მაიკლ კოენი მშენებლობისთვის, თბილისის გარდა, ბათუმშიც ათვალიერებს ტერიტორიებს.
დონალდ ტრამპი საქართველოში ინვესტირებით აპრილში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტისას დაინტერესდა. მაშინ სააკაშვილი აცხადებდა, რომ ტრამპი პოლიტიკოსებს იშვიათად ხვდება, თუმცა ბიზნესის თვალსაზრისით, საქართველოს იმდენად საინტერესო ქვეყნად მიიჩნევს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრას დათანხმდა.
კოენმაც დაადასტურა, რომ ტრამპი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით „განსაკუთრებით დაინტერესდა”. ის მოლაპარაკებას მართავს უძრავი ქონებისა და ტრანსპორტირების კომპანია სილქ როუდ ჯგუფთან, საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში ინვესტიციების შესახებ.
სილქ როუდ ჯგუფმა ტრამპს საქართველოში ინვესტირების წინადადებით აპრილში, პრეზიდენტ სააკაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას მიმართა. თუ გარიგება შედგება, დიდი ნახტომი იქნება სილქ როუდ ჯგუფის კარიერაში. ეს კომპანია ქვეყნის მასშტაბით აქტიურადაა ჩართული უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაში. მან სულ ახლახან გახსნა საკუთარი ოფისი ნიუ- იორკში და ცდილობს, მაღალი რანგის ინვესტორები საქართველოს ბიზნესპოტენციალით დააინტერესოს. მაგალითად, რადისონის ქსელი თბილისში სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით შემოვიდა.
ტრამპის ინვესტიციების მოზიდვა წაადგება საქართველოს ეკონომიკასაც, რომელიც დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე. 2010 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 44%25-ით შემცირდა.
საქართველოში ტრამპი გეგმავს თურქეთში აშენებული 40-სართულიანი საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსის მსგავსი პროექტის განხორციელებას.
შარშან, მაისის დასაწყისში, პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა ტრამპის ყოფილი მეუღლე ივანა ტრამპიც, რომელიც ბათუმში გასართობი ცენტრის გახსნას გეგმავს და ამ ეტაპზე საინვესტიციო გარემოს სწავლობს.
IT სამოთხე საქართველოში

საქართველოს მთავრობას უნდა, ქვეყანა საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ცენტრად აქციოს. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 18 ივნისს განაცხადა, რომ (IT) სისტემებისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს გადასახადებისგან თავისუფალი ზონა. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად არის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, ინიციატივის მთავარი მიზანია ინვესტიციების მოზიდვა მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებიდან, რათა მათ საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობები გახსნან. დიდი ბრიტანეთის ელექტრონული ჟურნალის TECHWORLD ანალიტიკოსის, ჯონ დანის შეფასებით, ამ მიზნის მიღწევას საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მსხვილი IT ინვესტორებისთვის ქვეყანაში მომატებულ საგარეო პოლიტიკურ რისკებს გრძელვადიანი საგადასახადო და შიდაპოლიტიკური სტაბილურობა დააბალანსებს.
ბიზნესინკუბატორი

ბიზნესინკუბაცია ბიზნესის მხარდაჭერის პროცესია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესკომპანიების სწრაფ განვითარებას, ბაზარზე ადგილის დამკვიდრებასა და გაყიდვების ზრდას. კლიენტებისათვის სერვისების შეთავაზების მეთოდები, ორგანიზაციული სტრუქტურა და სამიზნე კლიენტთა კატეგორიები, ინკუბატორების მიხედვით, ერთმანეთისგან განსხვავდება. განსხვავებულია მიზნებიც, მათ შორის, სოფლის მეურნეობის დივერსიფიცირება, საფინანსო-სამრეწველო რეგიონებში დასაქმების ზრდა, ტექნოლოგიური განვითარება.
ბიზნესინკუბატორი საქართველოში, მსოფლიო ბანკის ერთ- ერთი პროექტით, 2002 წელს შეიქმნა. პროექტის ხელმძღვანელის ვაჟა გოგინაშვილის განცხადებით, ინკუბატორი სამ კომპანიას ეხმარება. სამივე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს, ძირითადად, ვების, სოფთვეარ დეველოპმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობისათვის შექმნილი ინკუბატორები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. ამერიკა ამ ინდუსტრიის პიონერი ქვეყანაა. 1980 წელს აშშ-ში 100-მდე ინკუბატორი არსებობდა, 2000 წელს კი ეს რიცხვი 1000-მდე გაიზარდა. ინკუბატორის კლიენტებმა 1980 წლიდან ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი შექმნეს.
დასავლეთ ევროპაში დღეისათვის დაახლოებით 900 ინკუბატორია. ბიზნესინკუბატორები ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება ევროგაერთიანების დიდ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია. ყველაზე მეტი - 300 ინკუბატორი - გერმანიაშია.
აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესინკუბატორებმა 90-იანი წლებიდან მოიკიდეს ფეხი. პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი, ხორვატია, ბულგარეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც ბიზნესინკუბატორები 90-იანების დასაწყისში შეიქმნა. ლიტვაში ბიზნესინკუბატორთა ქსელის განვითარება შედარებით გვიან დაიწყო - პირველი ინკუბატორი 1998 წელს დაარსდა. აღმოსავლეთევროპული მოდელის ინკუბატორები ძირითადად ტექნოლოგიური და შერეული ტიპის სპეციფიკისაა.
დსთ-ს ქვეყნებში ბიზნესინკუბაციის პირველი მოდელი უზბეკეთში შეიქმნა. დსთ-ში ძირითადად ტექნოლოგიური, შერეული და სპეციფიკურ ჯგუფებზე გათვლილი ინკუბატორები არსებობს. ქვეყნების უმრავლესობაში ინკუბატორთა მიზანია ინოვაციების განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა.
ბიზნესინკუბაციის კუთხით, აზიაში ყველაზე განვითარებულია ჩინეთი, სადაც UNDP - ის მიერ 1987 წელს პირველი პროექტი განხორციელდა. პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა და დღეს ჩინეთში 127 ინკუბატორი მოქმედებს. ჩინური ინკუბატორები, რომლებსაც 10.000 კვ.მ-ზე მეტი ფართობი უჭირავთ, მომხმარებლებს ძირითადად საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზებით მომსახურებას სთავაზობენ.
აზიაში ამ კუთხით ყველაზე ნაკლებგანვითრებული ინდოეთია, თუმცა ბიზნესინკუბატორთა დაფუძნების პროცესი უკვე მიმდინარეობს ნიუ დელიში (ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტი), მუმბაიში, სამხრეთით მდებარე ბიოტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ჰაიდერაბადსა და სხვა ადგილებში.
ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ბიზნეს- ინკუბატორების შექმნაზე უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ლიბერალიზაცია, კანონმდებლობის დახვეწა და შესაბამისი ინსტიტუტების შექმნა-განვითარება, რადგან ამ შემთხვევაში, ინკუბატორის როლს თავად სახელმწიფოც წარმატებით გაართმევს თავს.
ბილაინი და მზის ენერგია

ბილაინი, პირველად საქართველოში, მზის ენერგიაზე მომუშავე საბაზო სადგურს გამოიყენებს. საბაზო სადგური მცხეთა-მთიანეთის რაიონში, თბილისი-გუდაურის ავტომაგისტრალთან ახლოს მდებარეობს. მზის ელემენტი ენერგიას მზის სხივით იღებს და, შესაბამისად, მისი ექსპლუატაციაში მიღებით, გარემო არ ბინძურდება.
უკვე სამი თვეა სადგური საცდელ რეჟიმში შეუფერხებლად მუშაობს. „ამ სადგურის დადგმით უპირველესად ის ვაჩვენეთ, რომ საქართველოში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც, მიუდგომელ ადგილებშიც შესაძლებელია ასეთი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამოყენება”, - აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი.
ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშვილი იმედოვნებს, რომ ალტერნატიული ენერგიის ტექნოლოგიები, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო მეტად განვითარდება და მაკროეკოლოგიურ შედეგებს მოიტანს - მაგალითად, ნაკლებ გამონაბოლქვს ან ნაკლებ ღვარცოფულ მოვლენებს.
10 ასეთი სადგურის ამოქმედებას ბილაინი ძნელად მისადგომ ადგილებში - სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და სვანეთშიც გეგმავს.
![]() |
31 ექსტრავაგანტური იდეები თამამი მამაკაცებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|fashion
(გაზაფხული/ზაფხული 2011. მილანის მამაკაცთა მოდის კვირეული)
მილანში დასრულდა გაზაფხული/ზაფხული 2011 მამაკაცების მოდის კვირეული. მართალია, ქართული ცხოვრების წესი ჯერ კიდევ შორსაა იმ განწყობისგან, რომელსაც ინდუსტრიის წამყვანი სახელები გვთავაზობენ, მაგრამ ჩვენშიც მოიძებნებიან ძლიერი სქესის თამამი წარმომადგენლები - სწორედ მათ შეუძლიათ, დაიჭირონ თადარიგი და მომავალი გაზაფხულისთვის ინტენსიურ ფერებზე, თანამედროვე ქსოვილებსა და კლასიკური ფორმების თავისუფალ ინტერპრეტაციაზე გაამახვილონ ყურადღება.
დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას საიუბილეო ჩვენებას (კომპანიის მამაკაცის ხაზი 20 წლის გახდა) მუსიკალურად ენი ლენოქსი აფორმებდა. მათი კოლექციის მთავარი ინსპირაცია იყო სიცილია და მამაკაცის ტანისამოსის ტრადიციული იტალიური დამუშავება. მათ თავიანთი არქივიც გამოიყენეს და ადრეული კოლექციებიდან ჩრდილოიტალიელი ფერმერების სელის ქსოვილისგან დამზადებული განიერი შარვლების მსგავსი მოდელები აჩვენეს თოკის ქამრებით. ასევე იყო საზაფხულო პიჯაკები სარჩულის გარეშე და აქრომატული ბამბის ძაფით ნაქსოვი ტანისამოსი, მაისურები და მოკლე შარვლები.
უკვე მეხუთე სეზონია, ჟილ სანდერის სახლისთვის რაფ სიმონსი ქმნის კოლექციებს. მისი გატაცება თანამედროვე სახვითი ხელოვნებითა და ახალგაზრდული თემატიკით ამჯერაექსტრავაგანტური იდეები თამამი მამაკაცებისთვის (გაზაფხული/ზაფხული 2011. მილანის მამაკაცთა მოდის კვირეული) დაც გამოიკვეთა - ინტენსიური, თითქმის სინთეტიკური ფერები და მინიმალისტური კონსტრუქცია თხელი ტრიკოტაჟის მაისურებით იყო გათამაშებული, მაისურებზე კი ფსიქოდელიური მოტივები გახლდათ დაბეჭდილი - ურბანული გარემოსთვის შექმნილი ეს ტანისამოსი მომავალი სეზონის აშკარა ჰიტი იქნება.
სპორტული ტანისამოსის კომპანია მონკლერი, რომელიც ცნობილია თავისი სათხილამურო ეკიპირებით, სულ უფრო მეტ სივრცეს იკავებს ყოველდღიური მოდის სამყაროში - მეორე სეზონია, კომპანია მამაკაცის საზაფხულო კოლექციებს წარმოადგენს. ჩვენებები ყოველთვის განსხვავებულ ატმოსფეროში იმართება. ამჯერად ეს იყო ველოტრეკი, მთავარი ინსპირაცია კი ტურ დე ფრანსი - ვიწრო შარვლები წვივზე მოჭერილი თასმებით, ლურჯი, თეთრი და წითელი ფერის პატარა ველოსიპედებისგან აწყობილი ორნამენტი საწვიმრებსა და ტრიკოტაჟის ტანისამოსზე. საფრანგეთის დროშა ასევე იკითხებოდა კეპებსა და ფეხსაცმელებზე. ჩვენების ბოლოს მოდელები ველოსიპედებით გამოვიდნენ.
მიუჩია პრადა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერია, რომლის კოლექციები სეზონიდან სეზონამდე ყოველთვის განსხვავდება. ლურჯი ფერის სხვადასხვა ტონალობები ფოსტალიონის უნიფორმების ასოციაციას იწვევდა. ჯინსის ქსოვილი, რომელიც სულ უფრო ხშირად გვხვდება პოდიუმებზე, ამ კოლექციაშიც უხვად იყო გამოყენებული.

მონკლერის კოლექციიდან
ალექსანდრ ლი მაქქუინის გარდაცვალების შემდეგ სარა ბარტონმა ამ ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის პოზიცია დაიკავა. პირველი კოლექცია, რომელიც მან მილანში აჩვენა, სადა ტანსაცმლისა და ზედაპირული ისტორიულობის სინთეზს წარმოადგენდა. იყო რამდენიმე ექსტრავაგანტური კოსტიუმიც, რომელიც თავად მაქქუინის ხელწერას მოგვაგონებდა - წითელი შარვალი პრიმიტივისტული ორნამენტით და დეკონსტრუირებული ფრაკი.

სტივ მაკქუინის კოლექციიდან

უჩის კოლექციიდან

გ პრადას კოლექციიდან

ჟილ სანდერის კოლექციიდან
![]() |
32 მარადიული ტრილერი |
▲ზევით დაბრუნება |
მუსიკა|კულტურა

ეს არის აფროამერიკელი ბიჭუნას თავგადასავალი, რომელმაც დაამსხვრია რასობრივი ბარიერები, შექმნა დაუვიწყარი მუსიკა, ცუდ და სახიფათო ამბებში გაიხლართა, ბოლოს კი განუმეორებელ ისტორიად მოგვევლინა. ერთი წელია, რაც ისტორია დასრულდა. თუმცა, დასრულდა კი?!
ჯექსონი - მუსიკოსი
თავიდან ძმებს ოჯახურ ბენდში მისი მიღება არ სურდათ ასაკის გამო. ხუთი წლის მაიკლმა მათ ჯინაზე სკოლის კონცერტზე გულის დამწველი სიმღერა შეასრულა - Climb Every Mountain. მასწავლებლებმა ჯერ იქვითინეს, შემდეგ კი ოვაცია მოაწყვეს, ხოლო ჯოზეფ ჯექსონმა, ბიჭების მამამ, დიდი კომერციული გეგმები დახლართა, ბენდს The Jackson 5 უწოდა და ქალაქ გარის კლუბებისკენ გზა დაულოცა. იმ დროს რასიზმი სულს კი ღაფავდა, მაგრამ აფროამერიკელი მუსიკოსებისთვის წარმატების მიღწევა მაინც ძნელი იყო. ჯექსონებს გაუმართლათ. მათ ჰყავდათ მაიკლი, რომლის ხმას ყველაზე უიმედო რასისტებიც კი აღიარებდნენ. და დაიანა როსი, თავადაც რასიზმის მსხვერპლი, იმ დროს უკვე დიდი ვარსკვლავი, რომელმაც ბიჭუნებს რეკომენდაცია გაუწია ლეიბლთან Motown და რომელიც მოგვიანებით იტყვის: „მაიკლი ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია.” პირველ ალბომს სიმბოლური სათაური ჰქონდა - Diana Ross Presents The Jackson 5. ალბომი სენსაციად იქცა, ორ კვირაში ამერიკული ჩარტების სათავეში მოექცა და პირველი ადგილიდან ჩამოაგდო ბითლზის Let It Be. პატარა ჯექსონებმა მეორეჯერაც ჩამოიტოვეს დიდი ბითლზი, ამჯერად სიმღერით The Long and Winding Road.
ოჯახური იდილია 1975 წლამდე გაგრძელდა, როცა ბენდი Motown-ს გაეყარა, თუმცა, ძველმა ლეიბლმა ჯგუფის სახელი, როგორც სავაჭრო მარკა, დაიტოვა - ჯგუფი, უბრალოდ, The Jacksons გახდა. ახალი ბენდი ძველის აჩრდილი იყო. ჯექსონებმა სამი წელი ჩავლილ დიდებას კვალდაკვალ სდიეს, შემდეგ კი პატარა მაიკლი მარტო გაუყვა დიდი მუსიკოსის რთულ გზას.
სოლო კარიერის განმავლობაში ჯექსონმა 6 ალბომი ჩაწერა. ექვსივემ დიდი წვლილი შეიტანა მუსიკის განვითარებაში, ტრილერი კი სულაც უკვდავ ნამუშევრად იქცა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით: 2009 წლის მონაცემებით, კვირაში საშუალოდ 6000 დისკი იყიდება.

ჯექსონი - ადამიანი
ჯექსონომანებისთვის მაიკლი სიკეთეს და სითბოს განასახიერებდა, სხვებისთვის რასის მოღალატე, პედოფილი და გარყვნილი იყო. უოლტ დისნეის დიდი მოყვარული ჯექსონი ხშირად მასპინძლობდა ობოლ და მიუსაფარ ბავშვებს ნევერლენდის ვილაში. მას არასდროს დაუმალავს, რომ ბავშვებთან ერთად იძინებდა, რომ მათი უმანკოება აღაფრთოვანებდა.
რაც შეეხება კანის ფერის შეცვლას, ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. ერთნი ამტკიცებენ, რომ წარმატებით გაზულუქებულ მაიკლს საკუთარი წარმომავლობის რცხვენოდა, მისი კულტის ქურუმები კი აფრიალებენ საექიმო დასკვნებს, რომლებშიც გარკვევით წერია, რომ ოპერაციების სერია უცნობმა ინფექციამ გამოიწვია.

ვერც გაზულუქებულის სტატუსი ერგება ბოლომდე. ფაქტია, არასდროს ყოფილა ფულის ზედმეტად მოყვარული. 1984 წელს ანტიალკოჰოლური სარეკლამო კლიპისთვის მაიკლმა უსასყიდლოდ დათმო სიმღერა Beat It. ერთი წლის შემდეგ სრულიად უფასოდ იმუშავა ჰიმნზე We Are The World, ტურნეების დროს ბილეთების გარკვეული რაოდენობა უფასოდ გადაეცემოდათ გაჭირვებულ ახალგაზრდებს - სხვანაირად ისინი ვერასდროს მოხვდებოდნენ კერპის კონცერტზე. მუსიკოსი რამდენჯერმე სტუმრობდა აფრიკას, ყოველწლიურად მილიონობით დოლარს რიცხავდა აფროამერიკელი ახალგაზრდების დასახმარებლად. დღემდე მოქმედებს მისი სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის. და ბოლოს, ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი - 1987 წელს იაპონური ტურნეს დროს გაიტაცეს და მოკლეს პატარა ბიჭუნა იოშიაკი. შეძრწუნებულმა ჯექსონმა ბიჭუნას ოჯახს 20 ათასი დოლარი გადაურიცხა, ტურნე კი მის ხსოვნას მიუძღვნა.
ჯექსონომანია ჯექსონომანია ჯერ კიდევ ოჯახური ბენდის დროს დაიწყო და, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამის თქმის საბაბს იძლევა ის, რომ კერპის გარდაცვალების შემდეგ თხუთმეტმა ჯექსონომანმა თავი მოიკლა. ჯექსონის შემოქმედება იქცა უამრავი მუსიკოსის შთაგონების წყაროდ.
„მან მუსიკა გააცოცხლა. მან მუსიკის მაგიაში დამარწმუნა,” - თქვა პაფ დედიმ მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ.
„მაიკლ ჯექსონი რომ არა, მე არ ვიქნებოდი მუსიკოსი, შემსრულებელი და შოუმენი,” - განაცხადა აშერმა.
პარალელურად, ჯექსონი უამრავი ადამიანისთვის არასრულფასოვნების კომპლექსის დაკმაყოფილების საშუალებად იქცა. Youtube-ზე დღემდეა შემორჩენილი პოლიციის განყოფილებაში გადაღებული ფირი, სადაც დალილავებულ მომღერალს პოლიციელები აბუჩად იგდებენ და ხელკეტებს ურტყამენ.
ამ ინციდენტმა ბევრს გაახსენა ჯექსონის სიტყვები - ზიზღით სავსე სამყაროში უნდა გარისკო და გიყვარდეს, უიმედობით სავსე სამყაროში უნდა გაბედო და იოცნებო.
![]() |
33 ქართული საბალეტო დასი ფესტივალზე Jacob's Pillow |
▲ზევით დაბრუნება |

ცეკვის ფესტივალი Jacob's Pillow ყოველწლიურად ამერიკაში, მასაჩუსეტსში იმართება და შეერთებული შტატების ნაციონალურ ღირსშესანიშნაობად ითვლება. Jacob's Pillow-ს ტრადიციულად მსოფლიო მასშტაბის ხელოვანები სტუმრობენ. 19 ივნისს რიგით 78-ე საერთაშორისო ფესტივალი გალა კონცერტით გაიხსნა. საზეიმო გახსნაში, მსოფლიოში სახელგანთქმულ სხვა მოცეკვავეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ნინო ანანიაშვილმა.
ფესტივალის პირველი კვირა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასს დაეთმო. 23- დან 27 ივნისამდე ქართულმა დასმა ოთხი ქორეოგრაფის შვიდი საბალეტო დადგმა წარმოადგინა: ჯირი კილიანის - Falling Angels, ჯორჯ ბალანჩინის - Duo Concertant, ალექს რატმანსკის - Bizet Variations და სერ ფრიდრიხ ეშტონის - ტაისი, სილვია, კატა და გაზაფხულის ხმები.
დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართული დასის პირველივე წარმოდგენას - New York Times-მა პრიმა ბალერინას ვრცელი სტატია მიუძღვნა: „ქალბატონი ანანიაშვილი მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავობიდან წამში იქცა ეროვნულ გმირად, როცა 2004 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიწვევით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი გახდა,” - წერს გამოცემა. ფესტივალის ვებგვერდზე ვრცლად არის მოცემული ინფორმაცია ნინო ანანიაშვილისა და ქართული საბალეტო დასის შესახებ. „კლასიკური ბალეტის უდავო სუპერვარსკვლავი” - ამ სათაურით იწყება jacobspillow.org-ზე განთავსებული ინფორმაცია ნინო ანანიაშვილიზე.
Jacob's Pillow 29 აგვისტომდე გაგრძელდება და მასში 200-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილებას.
![]() |
34 საბა და ლიტერატურული მკითხაობა |
▲ზევით დაბრუნება |

საბა 2009, დაჯილდოვების ცერემონიალი
ფოტო: TBC ბანკი
ლიტერატურული პრემია საბას ანონიმურმა ჟიურიმ ფინალისტები გამოაცხადა. დაჯილდოება ივნისის მიწურულს ან ივლისის დასაწყისში გაიმართება. ტაბულა გაგაცნობთ ეგრეთ წოდებულ შორთ-ლისტებს და მათთან დაკავშირებულ მოარულ პროგნოზებს.
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
ლია სტურუა - ზღვა დაკეტილია - სიესტა
დიანა ანფიმიადი - კონსპექტური მითოლოგია - საუნჯე
ზაზა ბიბილაშვილი - ჩემი მდოგვის მარცვალი - ინტელექტი
ზვიად რატიანი - ნეგატივი - დიოგენე
ბელა ჩეკურიშვილი - ღია ბარათები - მერიდიანი
ლია სტურუა ბესიკ ხარანაულთან ერთად ახალი ქართული ვერლიბრის დამამკვიდრებელი და ნოვატორია, შესაბამისად, მისი კრებული ერთ- ერთ ფავორიტად მოიაზრება. თუმცა, აქვეა ზვიად რატიანიც, ავტორი, რომელიც ქართულ ლიტერატურაში ოთხმოცდაათიანების დასაწყისში გამოჩნდა და დღეს ერთ- ერთ საუკეთესო (ზოგიერთის აზრით, უპირველეს) პოეტად ითვლება. საბას შარშანდელი ნომინანტი, დიანა ანფიმიადი, კონცეპტუალური და ძალიან საინტერესო წიგნით არის წარდგენილი. მართალია, ბელა ჩეკურიშვილისა და ზაზა ბიბილაშვილის კრებულები ფავორიტები არ არის, მაგრამ ნიჭიერი ავტორების პოეზიას საკუთარი გულშემატკივარი ყოველთვის ჰყავს.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
ბესო ხვედელიძე - თაგვის გემო - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ზურაბ ლეჟავა - ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
კოტე ჯანდიერი - კონკიას ღამე - დიოგენე
რეზო თაბუკაშვილი - მზეო, არ ამოხვიდე - საარი
აქ ფავორიტის გამორჩევა ნამდვილად ჭირს, რადგან მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის ავტორები და კრებულები შეირჩა. თუმცა, ქართული ლიტფორუმების მომხმარებელთა აზრით, ონლაინ სივრცეში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორით დაწყებული, წიგნის უბრალო მოყვარულით დამთავრებული, ყველას შეხვდებით. მთავარი დუელი მაინც ზურაბ ლეჟავასა და ბესო ხვედელიძის წიგნებს შორის გაიმართება. კოტე ჯანდიერი და რეზო თაბუკაშვილი ქართული პროზისთვის პატარა სახელები ნამდვილად არ გახლავთ. ასე რომ, პროგნოზის გაკეთება ჭირს.
წლის საუკეთესო რომანი
ზაზა ბურჭულაძე - ADIBAS - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ლაშა ბუღაძე - ლიტერატურული ექსპრესი- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ნაირა გელაშვილი - პირველი 2 წრე - კავკასიური სახლი
ნაირა გელაშვილი - ჩვენი გრძელი ამბავი - კავკასიური სახლი
აკა მორჩილაძე - მამლუქი - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ეს ნომინაცია, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე მეტ ყურდღებას იმსახურებს. თავის დროზე არც სკანდალები დაჰკლებია და არც საჯარო მითქმა-მოთქმა. ავტორთა ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. საბას არაერთგზის გამარჯვებული აკა მორჩილაძე ლაშა ბუღაძის ლამის ავტობიოგრაფიულ რომანს ეპაექრება, თუმცა, მთავარი ინტრიგა, როგორც ამბობენ, თანამედროვე ქართული პროზის ერთ- ერთი საუკეთესო მწერალი ქალის ნაირა გელაშვილის რომანებსა და ზაზა ბურჭულაძის გახმაურებულ წიგნს შორის დაიხლართება.
წლის საუკეთესო დებიუტი
ირაკლი ქასრაშვილი - სოკრატე - შემეცნება
რატი რატიანი - შიშველი მეფე - ლოგოს პრესი
ქეთი ნინიძე - მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია - ინტელექტი
მაკა ლდოკონენი - ქიშმიშიანი ამბები - დიოგენე
შარშანდელისგან განსხვავებით, როცა ამ ნომინაციაში პრიზი ორ ავტორს გადაეცა, წლეულს ალბათ ტრადიციულად ისევ ერთი გახარებული დებიუტანტი იქნება. მაკა ლდოკონენი უკვე ბევრისთვის საყვარელ ავტორად იქცა, საკუთარი ნახატებით გაფორმებული მოთხრობების წიგნით. რაც შეეხება რატი რატიანს, ახალგაზრდა ავტორის გამოჩენამ თავიდანვე დიდი ხმაური გამოიწვია, რადგან მალევე ცნობილი გახდა, რომ ამ ფსევდონიმს ქალი ეფარებოდა. გარდა ამისა, ლიტერატურის მოყვარულთა წრეებში ბევრმა შენიშნა მისი ნიჭიერება და ერთ- ერთ ფავორიტადაც მოიხსენიება. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ქეთი ნინიძის საინტერესო სამეცნიერო ნაშრომი. ამ ტიპის კრებული დებიუტისთვის მართლაც რომ იშვიათია და თუ გაიმარჯვებს, არავის გაუკვირდება.
წლის საუკეთესო პიესა
ირაკლი სამსონაძე - საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში - ჟურნალი გრაალი
თამარ ბართაია - მთავარი როლი - დიოგენე
როგორც წესი, ამ ჟანრში ქართულ ლიტერატურას ძალიან უჭირს. იმდენად, რომ ერთ წელს დრამატურგიაში საბა საერთოდ არ გაიცა. ამაზე ამჯერად წარმოდგენილი ნაწარმოებების რიცხობრივი სიმწირეც მეტყველებს. ვინ აიღებს პრიზს - სამსონაძე თუ ბართაია, ჟიურის გამოვნებაზეა დამოკიდებული.
წლის საუკეთესო თარგმანი
ორჰან ფამუქი - ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები - მთარგმნელი ნანა ჯანაშია - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მიგელ დე უნამუნო - ესსეები - მთარგმნელი მერი ტიტვინიძე - სიესტა
თანამედროვე არაბული პროზის მცირე ანთოლოგია - ღიმილი წყლის ბაგეზე - მთარგმნელი იზოლდა გრძელიძე - უნივერსალი
გაიუს ვალერიუს კატულუსი - ლექსების წიგნი - მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი - ლოგოსი
მიშელ უელბეკი - პლატფორმა - მთარგმნელი ირმა ტაველიძე - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ალექსანდრე დიუმა - კავკასია - მთარგმნელი თინათინ ქიქოძე, ია ბერსენაძე, გიორგი ეკიზაშვილი - აგორა
მირჩა ელიადე - მითის ასპექტები - მთარგმნელები მზია ბაქრაძე, ბელა წვერაძე - ილია ჭავჭავაძის სახ. გამომცემლობა
გერმანული გროტესკის მცირე ანთოლოგია - მთარგმნელთა ჯგუფი - თბილისი
ბაჰრამ სადეყი - სასუფეველი - მთარგმნელი მზია ბურჯანაძე - ნეკერი
ბორის ვიანი - გულსაგლეჯი - მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი - დიოგენე
ფირდოუსი - მეფე ხოსროვ ფარვიზი - ბელა შალვაშვილი - ნეკერი
სასიამოვნოა, რომ ყოველწლიურად მსოფლიო ლიტერატურის არაერთი კლასიკოსი ითარგმნება. ყველაზე ბევრი ფინალისტი, ტრადიციულად, ამ ნომინაციაშია. წლეულს, თუ პროგნოზებს დავეყრდნობით, ოთხი ძირითადი ფავორიტია: ირმა ტაველიძის თარგმნილი უელბეკი, ნანა ჯანაშიას - ორჰან ფამუქი, პრემია გალას გამარჯვებული მერი ტიტვინიძის მიგელ დე უნამუნო და პაატა ჯავახიშვილის ბორის ვიანი.
წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
დავით ქართველიშვილი - პროზისა და საკუთარი თავის შესახებ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ზურაბ ქარუმიძე - ჯაზის ცხოვრება - სიესტა
მაკა ჯოხაძე - სამოთხე უსიყვარულოდ - ინტელექტი
ეთერ თათარაიძე, ამირან არაბული - აღათო - უნივერსალი
ზურაბ აბაშიძე - ცივი ომი - წარსული თუ დღევანდელობა - საარი
ზაზა აბზიანიძე - ლიტერატურული პორტრეტები - ბაკმი
მირიან ებანოიძე - კლასიკის კვლევა არაკლასიკურ ეპოქაში - საგამომცემლო სახლი ქუთაისი
პორფირე - თერიონის ვარდი - უნივერსალი
წელს შესაძლოა საბა აფროამერიკულ ჰანგებზე ამღერდეს - ზურაბ ქარუმიძის წიგნი - მხატვრულად გადმოცემული ჯაზის ისტორია - კონკურსის ერთ- ერთი ფავორიტია. უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ დავით ქართველიშვილს წიგნს - ერთგვარ ქსპერიმენტს ესეისტიკაში. ფავორიტად ითვლება ზურაბ აბაშიძის ნარკვევიც.

![]() |
35 ევროსადილი ლისის ტბის პირას |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი
ქართული ელემენტებით და კახური ღვინის თანხლებით

ფოტო: ბესო დარჩია
მისამართი: ლისის ტბა
უბანი: ჩრდილოეთ საბურთალო
ტელ: 895 95 95 72/891 21 11 99
სამზარეულო: ევროპული, ქართული
საათები: 11:00 - 02:00 (სამუშაო საათები დამოკიდებულია ამინდზე)
ბარათები: მიიღება
ფასი: 90 ლ (სადილი ორ კაცზე, ღვინით და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: საკუთარი
გასულ კვირას ქალაქს გავერიდეთ და ვეწვიეთ ლისის ტბაზე მდებარე რესტორანს, რომელსაც რატომღაც კაფე ლისის ტბა ჰქვია. რესტორანი გარემონტებულ თეთრ საბჭოთა პავილიონშია. უზარმაზარი ეკრანი, მობილური აუზი, დასასვენებელი პუფები... ეს არასრული ჩამონათვალია „კაფეს” ატრიბუტებისა, რომელიც ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი - ხედით ტბაზე. მშვენიერი.
მენიუ ქართული და ევროპული კერძების სინთეზით არის შედგენილი. მივესალმოთ, რატომაც არა. ხაჭაპურების გვერდით პიცებია გაწერილი და სტეიკებთან ქართული კეცის კერძები თანამშრომლობენ. ტაში? ოფიციანტს ოთხ კაცზე გათვალისწინებული ერთადერთი მენიუ გამოვართვით და შატო მუხრანის საფერავი (2007) შევუკვეთეთ. ჩვენს ზემოთ შატო მუხრანის სარეკლამო პანოა აღმართული: Chateau Mukhrani, est. 1879! ამ უწყვეტი ტრადიციის ისტორიით დავინტერესდი და შატო მუხრანის საიტზე შევედი, მაგრამ ამაოდ - არ მუშაობს. იყოს, როგორც არის. დარჩეს ეს მუხრანის მეღვინეობის საიდუმლოდ. ამ მარნის გარდა, ღვინის ბარათი შედგება თბილღვინოსა და ქინძმარაულის მარნის ძვირად ღირებული ჩამოსხმებით. არის ორმოცდაათლარიანი და სამოცდაათლარიანი ღვინოებიც კი. გაუგებარია, რატომ ღირს ორ და სამწლიანი დაძველების ქართული ღვინო ასე ძვირი? ავიღოთ თუნდაც ეს შატო მუხრანის საფერავი, რომელიც 32 ლარი ღირს და მოდის ჩამოუყალიბე ბელი, არამდგრადი ბუკეტითა და უსიამოვნო დაბოლოებით. კი ბატონო, გავიგეთ, რომ ეს ღვინო პრესტიჟული ბრიტანული ჟურნალის Harpers Wine and Spirit-ის მიერ შარშან ვენაში ჩატარებული ქართული ღვინის დეგუსტაციის შედეგებით ათეულში მეცხრე ადგილზე მოხვდა. ნუთუ ეს არის საკმარისი? სალათები ერთმანეთსაც ჰგავს და ტიპურ თბილისურ ევრორესტორანში მოღვაწე სალათებსაც. მწვანე სალათა პესტოთი და ნუშით (10ლ) - ინდუსტრიული, სუპერმარკეტში შეძენილი დაბალხარისხიანი პესტოთია გაწყობილი და ძალიან სუსტი გემო აქვს. სალათა კაპრეზე (10ლ) გაყინული მოცარელათია გაწყობილი, რომელმაც მოტანამდე გალღობა ვერ მოასწრო. რატომ? არ ჯობია, ისევ სულუგუნი იყოს, მით უმეტეს, თუ მენიუ ქართულ- ევროპული კერძებით არის შედგენილი? იყოს სულუგუნი, ოღონდ არა ისეთი, როგორიც ყველის ნაირსახეობაშია (12ლ), მშრალი, მაცივარში დაძველებული სულუგუნით, გაყვითლებული, მლაშე იმერულით და როკფორით, რომელსაც ვერაფერი დააკლეს და შედარებით კარგია. ძირითადი კერძები გემრიელია, მათ სოუსებსაც თითქოს არა უშავს. ამ სოუსებს რაღაც პირველშობილი გემო აქვს, აშკარად დახვეწა აკლია. ასეთი იყო, მაგალითად, ღვინის სოუსი (სტეიკი ღვინის სოუსით, 20ლ) და სოკოს სოუსი (მედალიონები სოკოს სოუსით, 18ლ). კარგი იყო ორაგულის სტეიკი პესტოთი (20ლ), კარგად შემწვარი, მოზრდილი ორაგულის ნაჭერი; იმდენად კარგი, რამდენადაც ჩვენთან შესაძლებელია. ყველაფერ ამას მაინც მეგრული კუპატი (12ლ) ჯობდა. შებოლილი ქათამი კეცზე ქართულ სოუსში (14ლ) იყო რაღაც ექსპერიმენტის მცდელობა, თუმცა, რა ექსპერიმენტისა, ძნელი სათქმელია: ეს იყო ნაღების სოუსისა და ბაჟეს ელემენტების შეუღლების წარუმატებელი მცდელობა. შებოლილი ქათმის ხორციც ამ არშემდგარი ექსპერიმენტის სიმაღლეზე იდგა. თავისთავად ასეთი მცდელობები მისასალმებელია და ვესალმებით კიდეც, ოღონდ წარმატებას უფრო ვესალმებით, ვიდრე შეუსრულებელ საშინაო დავალებას. უხერხულია, როდესაც ასეთი კერძი სამზარეულოს კედლებს ტოვებს.
და მაინც, აქ გატარებული საღამო, თუ ამინდმაც ივარგა, თავისთავად მშვენიერია. თავი აგარაკზე გგონია და ლისის ტბაც კი, რომელიც დღის მშვენებით ვერ დაიკვეხნის, მწუხრისას არცთუ ისე ცუდი სანახავია.
ტაბულა რესტორნებს
მიმოიხილავს ანონიმურად
![]() |
36 ტარტი |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
12 ნაჭერი
მასალა:
ცომისთვის
300 გრ. ფქვილი
1 კვერცხი
1 მარგარინი
1 მწიკვი სოდა
1 მწიკვი მარილი
შიგთავსი
100 გრ. შოკოლადი
1 კგ. მარწყვი
500 გრ. არაჟანი
1 მწიკვი ვანილი
მოსართავად
1 კგ. ატამი
ჯამში: 15 ლარი

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ცომი - დაკეპეთ მარგარინი ფქვილთან ერთად, შეურიეთ კვერცხი, მარილი, სოდა და ათქვიფეთ მიქსერის ცომის ჩხირებით. შეკრული ცომი შედეთ მაცივარში და გააჩერეთ 1 საათი.
გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გაყავით ორ ნაწილად. ცომის ერთი ნაწილი გააბრტყელეთ და ჩააკარით ტარტის ფორმაში. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 10-15 წუთი. გამომცხვარი მასა ამოიღეთ ფორმიდან, გაცივების შემდეგ წაუსვით გამდნარი შოკოლადი და კვლავ მაცივარში დააბრუნეთ.
დარჩენილი ცომი შეინახეთ ტარტის მოსართავად.
შიგთავსი - გაასუფთავეთ მარწყვი, მოაჭერით წვეტიანი თავი და ყუნწი. გამომცხვარი ფორმა მაცივრიდან გამოიღეთ და ამოავსეთ გამზადებული მარწყვებით.
არაჟანს დაუმატეთ ვანილის ფხვნილი, გადაურიეთ და მოასხით მარწყვს. მორჩენილი შენახული ცომი გამოაცხვეთ, დაფშხვენით და მოაყარეთ მარწყვს. ზედაპირი შეგიძლიათ გააფორმოთ ატმის ნაჭრებით.