The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თავისუფლება № 12 (36), დეკემბერი, 2004


თავისუფლება № 12 (36), დეკემბერი, 2004


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: როდერი თილმან, ბასილაია მერაბ, ნოვიკი ბენიამინ (იღუმენი), ნოდია გია, ნუგენტი ნიკოლას, მინჩევი ოგნიან, კვესიტაძე ეკა
თემატური კატალოგი თავისუფლება
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ყველა უფლება დაცულია ვრცელდება უფასოდ რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი რედკოლეგია: აკაკი მინაშვილი გიორგი მელაძე ლევან რამიშვილი მაია ოქრუაშვილი ხათუნა კვესელავა დიზაინი: ბესიკ დანელია გარეკანზე: გუგა კოტეტიშვილის ინსტალაცია გერჰარდ შაბელის ფოტო გამოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS Center-ის ფინანსური მხარდაჭერით თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15 ფაქსი: 93 67 84 ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge www.liberty.ge



1 ფედერაციული გერმანიის იუსტიციაში ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) მოსამართლეთა უფლებამოსილების შენარჩუნება

▲ზევით დაბრუნება


რეფორმა მოკვდა, გაუმარჯოს რეფორმას!

ქართული სასამართლო რეფორმა, რომელიც 1998 წელს დაიწყო და პირველ რიგში, საბჭოთა მოსამართლეთა კორპუსისაგან განწმენდას ისახავდა მიზნად, დღეს ახალი გამოწვევის წინაშეა. რეფორმის შვიდი წლის თავზე გადაჭარბებების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ იუსტიციის საბჭოში ტესტირებაგავლილმა მოსამართლეთა კორპუსმა, მცირედი გამონაკლისის გარდა, ვერ ჩააბარა ყველაზე მთავარი - საზოგადოების მდობის გამოცდა.

ფაქტია, რომ საქართვსლოს მოქალაქეებს დღეს არა აქვთ იმის განცდა, რომ კანონიერი ინსტიტუტების ხელყოფის ან აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, მათ ინტერესებს დაიცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო. სასამართლო პრაქტიკის არაერთგვაროვნება და არათანმიმდევრულობა კი დაუცველობასთან არასტაბილურობის განცდას ბადებს და სახელმწიფოში სოციალურ პროტესტს აღვივებს.

ასეთ ვითარებაში სისტემური ცვლილებების აუცილებლობასთან ერთად ექსპერტები ადამიანური რესურსების გადახალისების, ანუ ისევ ახალი სისხლის გადასხმის აუცილებლობაზე საუბრობენ. სწორედ ამ მხრივ არის საერთაშორისო ორგანიზაციის GTZ-ის პროექტის ,,სამართლისა და იუსტიციის რეფორმები სამხრეთ კავკასიაშიფარგლებში მომზადებული სტატია, რომლის ავტორია თილმან როდერი და რომელსაც ჟურნალი ,,თავისუფლებაგთავაზობთ.

სტატიაში აღწერილი და გაანალიზებულია ის პროცესი, რომელიც გერმანიის გაერთიანების შემდეგ ,,გდრ-ელმოსამართლეთა კორპუსისაგან სასამართლო სისტემის გაწმენდას ისახავდა მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ეს გზა ერთხელ უკვე გაიარა, სამწუხაროდ, ქართველ მოსამართლეთა როგორც კვალიფიკაციის, ასევე კეთილსინდისიერების პრობლემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.

0x01 graphic

თილმან როდერი

1990 წლის 3 ოქტომბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანების შემდეგ, გდრ-ის 1500 მოსამართლიდან დაახლოებით ერთ მესამედს შეუწყდა უფლებამოსილება: ნაწილობრივ ეს განპირობებული იყო საკუთარი სურვილით, ნაწილობრივ კი - სამსახურებრივი მითითებით. სავარაუდოდ, ყოველივე აღნიშნულის საფუძველი ხშირად უშიშროების სამსახურთან ინფორმატიული თანამშრომლობა იყო. ბევრი ასეთი მოსამართლე ცდილობდა ადვოკატის ლიცენზიის მოპოვებას ან ეკონომიკის სფეროში დასაქმებას.

დარჩენილი მოსამართლეები კი განაგრძობდნენ მუშაობას ვადიანი შრომითი ურთიერთობის საფუძველზე. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ისინი არჩეულნი იყვნენ გარკვეული დროით და შესაბამისად, მათი გათავისუფლებაც შეიძლებოდა.1 აღმოსავლეთ ბერლინში ყველა მოსამართლე დროებით ჩამოაცილეს სამოსამართლეო საქმიანობას. მათი შემდგომი დასაქმების საკითხის გარკვევამდე დასავლეთ ბერლინის იუსტიციამ შეითავსა მათი საქმიანობა.

რადიკალური გადაწყვეტილებები, ისეთი როგორიცაა აღმოსავლეთ-გერმანიის ყველა მოსამართლის გათავისუფლება, საჯაროდ თითქმის არ განხილულა. უმრავლესობის აზრით, უნდა მოძებნილიყო შუალედური გზა, რათა შენარჩუნებულიყო იუსტიციის ფუნქციონირება და ამასთანავე საზოგადოებაში დანერგილიყო ნდობა ახალი სისტემის მიმართ. აღნიშნულის საფუძველზე აღმოსავლეთგერმანიის ფედერალურმა მიწებმა 1990 წლის შემოდგომაზე დაიწყეს ყოფილი გდრ-ის იმ მოსამართლეთა დაჩქარებული შემოწმება, რომელთაც ახალ სამართლებრივ სისტემაში სამუშაოს გაგრძელება სურდათ.

შპს ,,გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება“ (GTZ) არსებობს 1975 წლიდან და არის მსოფლიო მასშტაბის საწარმო მომსახურების დარგში, რომელიც მიზნად ისახავს თამანშრომლობასა და მხარდაჭერას განვითარების სფეროში. GTZ-ი წარმოადგენს გერმანიის ფედრაციული რესპუბლიკის კერძო ეკონომიკური სექტორის საწარმოს და ემსახურება განვითარებად ქვეყნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ მიზანს, კერძოდ, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების საარსებო პირობების პერმანენტულ გაუმჯობესებასა და ბუნებრივი სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების შენარჩუნებას.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) დავალებით GTZ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ახორციელებს რამდენიმე პროექტს სამართლისა და იუსტიციის მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად. ამ პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს მოკლე და გრძელვადიანი ექსპერტების მოწვევა, რომლებიც, მათ შორის, საკონსულტაციო საქმინობასაც ეწევიან და ატარებენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს. ამას გარდა, GTZ დახმარებას უწევს ახალი კანონების გამოყენებასთან დაკავშირებული პუბლიკაციების გამოცემას.

ამ შემოწმების სამართლებრივი საფუძველი იყო 1990 წლის 31 აგვისტოს გაერთიანების ხელშეკრულება, ასევე გდრ-ის კანონი მოსამართლეთა შესახებ 1990 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, რომელიც მოსამართლეთა საქმიანობისათვის იგივე წინაპირობებს განსაზღვრავდა, როგორსაც დასავლეთ-გერმანული სამართალი. ჯერ კიდევ 1990 წელს შეიქმნა მოსამართლეთა შერჩევითი კომიტეტები, რომლებმაც რამოდენიმე თვის ვადაში წარუდგინეს აღმოსავლეთ-გერმანიის ფედერალური მიწების იუსტიციის მინისტრებს იმ მოსამართლეთა სია, რომელთაც უნდა შენარჩუნებოდათ უფლებამოსილება. აღნიშნულ კომიტეტებში გაწევრიანებული იყო ექვსი ფედერალური მიწის პარლამენტის თითო წევრი და მოსამართლეთა გაერთიანების მიერ არჩეული ოთხი მოსამართლე.2 ამ ფორმით სამომავლო სამართალწარმოებას უნდა შეენარჩუნებინა დემოკრატიული ლეგიტიმურობა. გადაწყვეტილებას ყოფილი გდრ-ის მოსამართლეთათვის უფლებამოსილების შენარჩუნების შესახებ იღებდა არა საარჩევნო კომიტეტი, არამედ შესაბამისი ფედერალური მიწის იუსტიციის მინისტრი. ეს პროცესი არ იყო უცხო ასევე დასავლეთ-გერმანული პრაქტიკისათვის.3

0x01 graphic

- რატომ მოველით სამართლიანობას?

- ღმერთო, მოსამართლე გაამართლებს ყველა უკეთურობას.

შერჩევითი კომიტეტი იდგა ორმაგად რთული ამოცანის წინაშე: ერთი მხრივ, მათ ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე უნდა შეემოწმებინათ ყოფილი გდრ-ის მოსამართლეების პროფესიული დონე. მეორე მხრივ კი, ადრინდელ სასამართლო გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, თუ რამდენად გამართლებული იქნებოდა სასამართლო სისტემაში მათი შემდგომი საქმიანობა პოლიტიკური თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი ამოსავალი წერტილი, რის მიხედვითაც კომიტეტებს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, მოცემული იყო გაერთიანების ხელშეკრულების ერთ-ერთ დანართში. ამ დანართის საფუძველზე შეიძლებოდა ხელშეკრულების ვადამდე მოშლა, თუ მოსამართლე დაარღვევდა სამართლებრივი სახელმწიფოს ან ჰუმანურობის პრინციპს,4 ან იმ შემთხვევაში, თუ იგი თანამშრომლობდა უშიშროების სამინისტროსთან. 1990 წლის გდრ-ის მოსამართლეთა არჩევის დებულება5 მოსამართლეებისაგან მსგავსი სახით მოითხოვდა:

- თავისუფალ, დემოკრატიულ, ფედერალურ, სოციალურ და ეკოლოგიაზე ორიენტირებულ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთგულებას;

- მორალურ და პოლიტიკურ ხელშეუხებლობას;

- პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მზადყოფნას;

- პროფესიულ-ეთიკურ თვისებებს.

ფორმალურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით გამოვლინდა ორი პრობლემური საკითხი: მოსამართლეთა პროფესიული მომზადების დონე და დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის კოეფიციენტი. ცხადი იყო, რომ არც ერთ მოსამართლეს უმაღლესი განათლება არ მიუღია დასავლეთგერმანიაში. მაგრამ გამოითქვა ვარაუდი, რომ ახალი სამართლებრივი სისტემის დაძლევა შესაძლებელი გახდებოდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მეშვეობით. ამასთან, გდრ-ის სამართლის ცოდნა ღირებული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გდრ-ის ზოგიერთ მოსამართლეს ადრინდელი საქმიანობისთვის მოგვიანებით შეეფარდა დისციპლინური სახდელები, ჯარიმა და პატიმრობა. გდრ-ის დროინდელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას ხშირად ჩნდებოდა ეჭვი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები კანონდარღვევით იყო გამოტანილი. ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელსაც უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველზე წაუყენეს ბრალი, პოლიტიკური სისხლის სამართალის სფეროში საქმიანობდა და აშკარად შეუსაბამო პატიმრობასა თუ სიკვდილით დასჯას უფარდებდა მსჯავრდებულებს.6 მიუხედავად ამისა, მხოლოდ 32 პროცესი დასრულდა სასჯელის შეფარდებით. ფედერალურმა იუსტიციამ გამოიყენა გდრ-ის სისხლის სამართალი, იმისათვის რომ არ დარღვეულიყო სისხლის სამართალში უკუქცევითი ძალის აკრძალვის პრინციპი, რომელიც კონსტიტუციითაც არის დაცული (nulla poena sine leg). აღნიშნული პრინციპი მიუთითებს, რომ პირი მხოლოდ იმ ქმედებისთვის შეიძლება დაისაჯოს, რომლის ჩადენის დროსაც არსებობს კანონი, რომელიც ასეთი ქმედებისთვის სასჯელს ითვალისწინებს.

0x01 graphic

გერმანიის ფედერაციული სასამართლო გდრ-ის მოსამართლეების გადაწყვეტილებების შეფასებისას არ ხელმძღვანელობდა დასავლეთ-გერმანიის ფედერალური კონსტიტუციით დანერგილი ფასეულობებით. იგი მხოლოდ სამი ტიპის საქმეებში აღიარებდა გამონაკლისს: პირველი, თუ დანაშაულის შემადგენელი ელემენტები გადაჭარბებული ხასიათისა იყო; მეორე, თუ ქმედებასა და ამ ქმედებისათვის შეფარდებულ სასჯელს შორის აშკარად აღინიშნებოდა უსამართლო შეუსაბამობა, და მესამე, როცა პროცესის წარმოებისას ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი. ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გდრ-ის იმ მოსამართლეებს, რომლებსაც შეეფარდათ სასჯელი, .უმძიმესი კრიმინალური უსამართლობის - ჩადენის გამო, არ შეეძლოთ თავი დაეცვათ უკუქცევითი ძალის გამოყენების აკრძალვის პრინციპით. ამის შემდგომი პოლიტიკური და პროფესიულ-ეთიკური შემოწმებისას მოსამართლეთა შერჩევითი კომიტეტი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა გდრ-ის სამართლის იმ ნორმების გამოყენებას, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ამ გარემოებას შეეძლო თავიდანვე გამოეწვია მოსამართლეთა მთელი წრის დისკვალიფიკაცია. აქ გადამწყვეტი იყო ის გარემოება, თუ რამდენად უარყოფითად იმოქმედა თავისი მოვალეობების შესრულებისას ცალკეულმა მოსამართლემ არსებული სტრუქტურებისადმი გადამეტებული დამორჩილებით, გაუმართლებლად მკაცრი გადაწყვეტილების გამოტანით ან მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპის აბსოლუტური დათმობითა და დარღვევით. აქ ცალკეული მოსამართლის საქმიანობა პოლიტიკურ სისხლის სამართალში გამომჟღავნდა ასევე იმ მხრივ, რომ გარკვეულ მოსამართლეებს არ შეეფარდათ სასჯელი უკანონო გადაწყვეტილების გამოტანისთვის. აღმოსავლეთგერმანიის ფედერალური მიწების იუსტიციის მინისტრები გდრ-ის მოსამართლეთა უფლებამოსილების შენარჩუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადად მოსამართლეთა შერჩევითი კომიტეტის წარდგინებებით ხელმძღვანელობდნენ. მთელი ყოფილი გდრ-ის მასშტაბით უფლებამოსილება შეუნარჩუნდა იუსტიციის სამსახურში მყოფ მოსამართლეთა და პროკურორთა დაახლობით ნახევარს.7 რამდენიმე მოსამართლემ, რომელსაც ჩამოერ- თვა უფლებამოსილება, სასამართლოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება მათი უარყოფის თაობაზე. ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლო გარკვევით მიუთითებდა ზემოთ ნახსენებ კრიტერიუმებზე, რომელთა საფუძველზეც ხდებოდა შერჩევითი კომიტეტის მიერ ყოფილი გდრ-ის მოსამართლეთა გადასინჯვა. სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავდა პროგნოზირებადი (სამომავლო) შეფასების მნიშვნელობას, რომელიც მოიცავდა იმის პროგნოზს, თუ რამდენად მზად იყვნენ გდრ-ის მოსამართლეები და რამდენად შესწევდათ მათ უნარი, გაეგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა ფედერალური კონსტიტუციის შესაბამისად, კერძოდ, გამხდარიყვნენ დამოუკიდებელი მოსამართლეები და ეხელმძღვანელათ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით.8 ორ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე არ მოხდა უფლებამოსილების შენარჩუნება, მიუხედავად მოსამართლეთა შერჩევითი კომიტეტის დადებითი შეფასებისა. განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მოსამართლეთა და პროკურორთა საკითხის განხილვა მიმდინარეობდა მესაზღვრე-ჯარისკაცების წინააღმდეგ გამართული პროცესების პარალელურად, რომლებმაც დახოცეს ან დაჭრეს გდრ-დან გაქცევის მსურველები, და ასევე გდრ-ის სახელწიფო პარტიის, გერმანიის სოციალისტური ერთიანი პარტიის SED-ს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრების წინააღმდეგ გამართული პროცესების ფონზე.9 პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში მიმდინარეობდა მსჯელობა იმ ვითარებაში, როდესაც სახეზე იყო უახლესი წარსულის მაგალითები - იურისტები, რომლებიც გერმანიაში ნაციონალურსოციალისტური რეჟიმის დროს ადამიანის ძირითადი უფლებების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შესძლეს დასავლეთ გერმანიაში თავიანთი კარიერის გაგრძელება. აღმოსავლეთ გერმანიაში კი პორცესები პირიქით წარიმართა: ნაცისტური გერმანიის იუსტიციის მთელი პერსონალი (შემადგენლობა) დაითხოვეს.10 საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ყოველივე ხაზს უსვამს და ააშკარავებს იურისტთა იმ ახალი თაობის პროფესიული მომზადების დიდ მნიშვნელობას, რომელთაგან ბევრი დღეს გერმანიის იუსტიციის სისტემაშია დასაქმებული.

თარგმნა თაკო ზოდელავამ

_____________________

1. დემოკრატიული ცენტრალიზმის თეორიის თანახმად, სახალხო სუვერენიტეტი ვრცელდებოდა ასევე იუსტიციაზეც. ამის გამო გდრ-ის მოსამართლეები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისაგან განსხვავებით, გარკვეული დროთ იყვნენ არჩეულნი. Rechtslexikon, hrsg. v. Staatsverlag der DDR (1988), S. 307) (იხ. სამართლებრივი ლექსიკონი).

2. შერჩევითი კომიტეტის ჩამოყალიბება განხორციელდა გაერთიანების (გერმანიის ერთიანობის აღდგენის) ხელშეკრულების 1-ლი დანართის III თავის .ა. ნაწილის N8-ე პუნქტის თანახმად.

3. მოსამართლეთა დანიშვნა, როგორც წესი, ხორციელდებოდა მოსამართლეთა სენატების (არასავალდებულო) წარდგინებით. მართალია, მათი დანიშვნა ფედერალური პრეზიდენტის კომპეტეციაა, მაგრამ მან ეს უფლებამოსილება აღმასრულებელ ხელისუფლებას, კერძოდ, ფედერალური ერთეულების იუსტიციის მინისტრებს გადასცა.

4. აღნიშნულ პრინციპებს შეიცავს 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და 1948 წლის დეკლარაცია საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების შესახებ.

5. გაერთიანების ხელშეკრულება პირდაპირ მიუთითებდა მოსამართლეთა საარჩევნო კოდექსზე.

6. იხ: ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებები.

7. მაგალითად, საქსონიაში 664 მოსამართლიდან და პროკურორიდან უფლებამოსილება შეუნარჩუნდა 343-ს. შემდეგ კი ეს რიცხვი გაიზარდა მოსამართლეთა და პროკურორთა ახალი დანიშვნით და შეადგენდა 1454-ს.

8. BVerwG, Urteil vom 6.11.1995 (2 C 21.94) (იხ: ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება).

9. საზოგადოების ყურადღების ცენტრში იდგა შვიდი პროკურორისა და მოსამართლის პროცესი, რომლებმაც 1976 და 1979 წლებში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციის წარმომადგენლის, რობერტ ჰევმანის გასამართლებაში.

10. სხვა ისტორიული პარალელები, რომელსაც 1990 წელს თვალყურს ადევნებდნენ, გახლდათ სისტემის შეცვლა საბერძნეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და არგენტინაში. არც ერთ ამ ქვეყანაში არ მომხდარა პერსონალის მაშტაბური ცვლილება.

2 ინფორმირებულ პესიმისტთა ოპტიმისტური თეორია

▲ზევით დაბრუნება


მოამზადა მერაბ ბასილაიამ

რა განაპირობებს საზოგადოების დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ? უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რა განსაზღვრავს მოქალაქის დამოკიდებულებას საკუთარი სახელმწიფოს მიმართ და უფრო გულწრფელად რომ ჩამოვაყალიბოთ, რის გამო უჭერს მხარს მოქალაქე ამა თუ იმ ხელისუფლებას?

ნებისმიერი პროფესიონალი სოციოლოგი დაუყონებლივ იტყვის, რომ კითხვის ამ სახით დასმა (როგორც მეთოდოლოგიურად, ისე არსებითად) არასწორია და რომ ასეთ კითხვაზე პასუხი (დასაბუთებული) კომპლექსური კვლევის შედეგად თუ მიიღება, და რომ ეს არის არა კითხვა, არამედ პრობლემა.

სოციოლოგიც მართალია, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ ამ კითხვაზე პასუხი (შესაძლოა,

სახეცვლილი) ბევრს სჭირდება. იგი სჭირდება პოლიტიკოსებს, მთავრობას, პოზიციას და ოპოზიციას, პრეზიდენტს და გვესაჭიროება ჩვენც, საზოგადოების წევრებს.

რა არის ის მთავარი ფაქტორი (ან ფაქტორები), რომელიც საზოგადოების, ხალხის განწყობილებას განსაზღვრავს?

უნდა ვივარაუდოდ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ამ მიმართულებით საქართველოშიარ ჩატარებულა (ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო ბაზარზე ასეთი კვლევის შედეგები ჯერ არ გამოჩენილა), თუმცა ბულგარეთში ლიბერალური სტრატეგიების ცენტრმა 2004 წელს, საზოგადოებას შესთავაზა კვლევა, რომლის მიზანი ,,გარდამავალი პერიოდის“ სახელმწიფოში მოქალაქეთა განწყობილების ასახვა და გაანალიზებაა.

ცენტრის დირექტორის, ცნობილი პოლიტოლოგისა და სოციოლოგის ივან კრასტევის განმარტებით, მათი ამოცანა იყო, გაეაზრებინათ ის ფაქტორები, რომელიც ,,სოციალური პესიმიზმისა თუ ოპტიმიზმის“ საფუძველი ხდება და საგრძნობ გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკური პროცესების დინამიკაზე.“

კვლევის ავტორებმა, სხვა კომპლექსური ამოცანების პარალელურად, მკაფიოდ გაიაზრეს მთავარი მიზანი: განესაზღვრათ ის კანონზომიერებები, რომელიც ადამიანის მოლოდინებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მის დამოკიდებულებას შორის არსებობს.

1989 წლიდან მოყოლებული, ბულგარეთში ჩატარებული არჩევნები ანტი-სახელისუფლებო ხასიათს ატარებდა, ანუ ,,ჩინოვნიკებით“ უკმაყოფილო ელექტორატი განსაზღვრავდა არჩევნების შედეგებს. ბატონი კრასტევის ფორმულირებით,

,,ბულგარეთში არჩევნებს ყოველთვის უკმაყოფილება იგებდა“.

ბულგარეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ნაკლებად აისახებოდა ისეთი ფაქტორი, როგორიც ეკონომიკური განვითარებაა. მოქალაქე ნაკლებად ხედავს კავშირს საერთო ნაციონალური პროდუქტის ზრდასა და პირად კეთილდღეობას შორის. ეკონომიკური პროცესებისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენს მოქალაქეთა ის ნაწილი, რომელიც ჩაერთო საბაზრო ეკონომიკაში და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა მათი რიცხვი არცთუ დიდია და ბუნებრივია, არც მათი განწყობილებაა განმსაზღვრელი.

,,ეკონომიკური ზრდა“ ხელისუფლებაში მყოფთა (განსაკუთრებით პოსტ-საბჭოური ქვეყნების მმართველთა) უსაყვარლესი არგუმენტია, თუმცა ამან ვერ უშველა ნეოკომუნსტთა მმართველობას, რომელიც 90-იანი წლების მეორე ნახევარში ჩამოაცილა ხალხმა ხელისუფლებას. ეკონომიკური ტრანსფორმირების ათვლის წერტილად 1996-97 წლები სახელდება, როდესაც ხელისუფლებაში ნეოლიბერალები მოვიდნენ. სწორედ ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა დემოკრატიულ ძალთა მობილიზება და ეს ქვემოდან ანუ ხალხის განწყობილებიდან მომდინარეობდა. ამდენად, სწორედ ეკონომიკურმა და არა იდეოლიგიურმა ფაქტორმა მოიყვანა ხელისუფლებაში რეფორმატორები მათი მკაფიო ეკონომიკური პროგრამით.

ივან კრასტევის შეფასებით, ხელისუფლებამ კარგად დაინახა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ მხარდაჭერას ეკონომიკური რეფორმების განხორციელების გზაზე, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ევროატლანტიკურ სივრცეში ბულგარული ეკონომიკის ინტეგრირების პერსპექტივა, სულ უფრო და უფრო კონკრეტულ კონტურებს იძენს. კვლევებმა აჩვენა, რომ ,,სოციალური ოპტიმიზმის“ თვალსაზრისით, ბულგარეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის უკანასკნელ ადგილზეა. მოსახლეობის მხოლოდ 31 პროცენტია კმაყოფილი ცხოვრების არსებული დონით მაშინ, როდესაც რუმინეთში გამოკითხულთა 40 პროცენტი პოზიტიურ ანუ ოპტიმისტურ დამოკიდებულებას ავლენს არსებული ვითარების მიმართ, სლოვენიასა და მალტაში ეს მაჩვენებელი 85 პროცენტს უახლოვდება. მაღალია ეს მაჩვენებილი თურქეთსა და უნგრეთშიც: 69 და 54 პროცენტები.

0x01 graphic

ბულგარელები ასევე კრიტიკულნი არიან იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც სახელმწიფოში უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე განხორციელდა. მხოლოდ 13 პროცენტი მიიჩნევს, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა, ხოლო 50 პროცენტი სრულიად საპირისპირო დამოკიდებულებას ავლენს. უფრო მეტიც, ბულგარელები ლიდერობენ პესიმისტური პროგნოზის თვალსაზრისითაც: 35 პროცენტი მიიჩნევს, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, სასიკეთო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ბულგარელთა მხოლოდ 15 პროცენტს აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა.

ბევრმა ანალიტიკოსმა სცადა ამ მონაცემთა იტერპრეტირება და რაციონალიზაცია, თუმცა კრასტევის კვლევაში სისტემურად ჩამოყალიბდა ,,ბულგარული ხედვის“ ანუ ,,სოციალური პესიმიზმის“ ეკონომიკური, მედია და ნაციონალურ-ფსიქოლოგიური საფუძვლები. უფრო სწორად, ლიბერალური სტრატეგიების ცენტრმა სახელები განუსაზღვრა ამ ფაქტორებს, რომელთა შორის პირველი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ფაქტორია.

,,ჩვენ პესიმისტები ვართ იმიტომ, რომ ვართ ღარიბები“,

- ივან კრასტევის შეფასებით, ეკონომიკური თეორიის გამზიარებელთა ძირითადი არგუმენტი, სწორედ ასე ჟღერს.

,,მედიის შეთქმულება“, ეს ძალაუფლებაში მყოფთა ახსნაა. მედია ამახინჯებს ფაქტებს და არ აშუქებს წარმატებებს

,,საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი, რადგან მედიის მხრიდან მანიპულირების მსხვერპლია“.

ნაციონალურ-ფსიქოლოგიური ახსნის მომხრეები უბრალოდ აცხადებენ:

,,ჩვენ პესიმისტები ვართ იმიტომ, რომ ვართ ბულგარელები“.

ივან კრასტევი მიიჩნევს, რომ პესიმიზმის საფუძვლების კვლევა საინტერესო და მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. საჭიროა, ამ პესიმიზმის დაძლევის გზების ძიება და ეს მაქსიმალურად მეთოდურად უნდა მოხდეს. კრასტევი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წევრთა თვითშეფასების კვლევა - სისტემატიზაცია. ასე მაგალითად, გამოკითხულია რესპონდენტთა დიდი ჯგუფი შემდეგი ნიშნით:

- ისინი, ვინც ოპტიმისტურად არის განწყობილი პერსონალური და სახელმწიფოებრივი წარმატების მიმართ;

- ისინი, ვინც ოპტიმისტურად არის განწყობილი საკუთარი მომავლის მიმართ, მაგრამ პესიმისტურად უყურებს სახელმწიფოს პერსპექტივას;

- ისინი, ვინც პესიმისტურად არის განწყობილი ორივე მიმართულებით.

კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე სტაბილური ჯგუფები, რომლებიც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი საკუთარი მომავლის (თუმცა არ არიან კმაყოფილები არსებული ვითარებით) მიმართ, არიან ისინი, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც აღემატება 300 ლევს (ან პირობით ერთეულს) და განათლების მაღალი ხარისხის მატარებელი რესპონდენტები (შესაბამისად, 42 და 35%25). ეს სოციალური სტრატები ასევე ოპტიმისტურად არიან განწყობილნი სახელმწიფოებრივი წარმატების პერსპექტივის მიმართაც (შესაბამისად, 36%25 და 27%25).

0x01 graphic

კრასტევის განმარტებით, განათლებულ რესპონდენტთა რაოდენობა აბსოლუტურ ციფრებში, საკმაოდ დიდია და შესაბამისად, სტაბილური განვითარების დასაყრდენად სწორედ ეს სოციალური ფენა უნდა იქცეს. უკმაყოფილოთა თვლის ნაცვლად, რეფორმატორებმა სწორედ ასეთი ჯგუფების კონსოლიდაცია და რაც მთავარია, მათი გაფართოება უნდა შესძლონ. ეს განათლების რეფორმასა და ამ სფეროში დიდ ინვესტირებას უკავშირდება.

კრასტევი დიდ ადგილს უთმობს საზოგადოებრივი განწყობილებების ფორმირებაში მედიის როლზე მსჯელობას, თუმცა აცხადებს, რომ მედია ავრცელებს არსებულ განწყობილებას, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ის თავად აღვივებს პესიმიზმს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რა თქმა უნდა, მედიას დიდი გავლენა აქვს იმ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც უკმაყოფილონი არიან და პესიმისტურად არიან განწყობილნი, მაგრამ მედია არ არის ამის მიზეზი. მიზეზი ობიექტური რეალობაა. მოქალაქემ ისედაც იცის საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. ამისათვის მას მედია არ სჭირდება.

მედია ფორმულირებას უკეთებს პრობლემას, ზოგჯერ ქმნის ემოციურ აურას ამ პრობლემის ირგვლივ, მაგრამ თავად არასოდეს წარმოშობს სოციალურ პრობლემას.

კრასტევი მიუთითებს კიდევ ერთ პრობლემაზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა თანამედროვე ბულგარეთი. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იცის, რა არის კარგი დემოკრატიაში და დაავიწყდა, რა იყო ცუდი სოციალიზმში.

გამოკითხულთა დიდი ნაწილი სოციალიზმის სიკეთეებზე საუბრობს ფრაგმენტულად, საერთო კონტექსთან კორელაციის გარეშე, მაშინ, როდესაც გამოკითხულ უმუშევართა 27%25 მიიჩნევს, რომ სოციალიზმის უპირატესობა უმუშევრობის არარსებობა იყო. 13%25 მიიჩნევს, რომ სოციალიზმის დროს ადამიანი იყო დაცული, 6%25 საუბრობს მშვიდობასა და კეთილდღეობაზე, 6%25 უფასო განათლებასა და ჯანდაცვაზე.

საინტერესოა, რომ მხოლოდ 4%25 ასახელებს პიროვნულ თავისუფლებათა არარსებობას სოციალიზმის უარყოფით მხარედ., რომ არაფერი ვთქვათ ინფორმაციის შეზღუდვაზე, რასაც რესპონდენტთა მხოლოდ 2%25 უთვლის სოციალიზმს უარყოფით მოვლენად.

რაც შეეხება დემოკრატიას 18%25 მოხარულია იმისა, რომ თავისუფლების ხარისხი გაიზარდა, 4%25 მიესალმება საზღვრების გახსნას და მოგზაურობის საშუალებას და მხოლოდ 1.3%25 ამბობს, რომ თავისუფალი მეწარმეობა წარმატების მიღწევის საშუალებაა.

დემოკრატიის იმიჯი, გამოკითხულთა ცნობიერებაში, მჭიდროდ არის დაკავშირებული ა) უმუშევრობასთან - 20%25; ბ) დანაშაულის ზრდასთან და დაუცველობასთან - 15%25; გ) სიღარიბესთან - 12%25; დ) კორუფციასთან - 3%25; ე) ანარქიასთან - 3%25.

კვლევები აჩვენებს, რომ სოციალიზმის იმიჯისადმი სენტიმენტალური განწყობილებები საზოგადოებაში მცირედ, მაგრამ მაინც მატულობს, რადგან ის, პირველ რიგში, ადამიანთა მიერ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის პოზიტიურ შეფასებას, ხოლო მოქმედი მოდელი სწორედ ამ სტატუსის დაკარგვას უკავშირდება.

საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი მოდელი გარანტიას შეუქმნის ცალკეულ ინდივიდუალებს წარმატების მისაღწევად, იგი ვერ გამოდგება ფართო ფენების წარმომადგენელთა წარმატების გარანტიად. ბულგარეთს არა აქვს კოლექტიური პროექტი, - აცხადებენ პოლიტოლოგები.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ექსპერტი მიუთითებს ბულგარელთა ერთ დამახასიათებელ თვისებაზე, რომელიც საზოგადოებრივ კვლევებშიც იჩენს თავს. ბულგარელთა ის სტრატა, რომელიც აშკარად სარგებლობს მოქმედი მოდელის შედეგებით და აქვს მომხმარებლური საზოგადოებისათვის აუცილებელი ყველა სიკეთე, საჯაროდ მხოლოდ პესიმისტურ ხედვას ავლენს და უარყოფითად აფასებს მომავლის პერსპექტივას. კრასტევი ამას სწორედ იმ ფორმულას უკავშირებს, რომელზეც ჩვენ ზემოთ ვსაუბრობდით

,,პესიმისტები ვართ იმიტომ, რომ ბულგარელები ვართ“.

0x01 graphic

კვლევის შედეგების კომენტირებისას ივან კრასტევი, რიგი ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებით აცხადებს, რომ ეკონომიკური პარამეტრების ზრდას, თუნდაც მაშინ, როდესაც ასეთი ზრდა მართლაც სახეზეა, ავტომატურად არ მოჰყვება მოქალაქეთა პოზიტიური განწყობილების ზრდა და ოპტიმისტური ხედვა. ასევე მიამიტობა იქნება იმის მტკიცება, რომ მოქალაქეთა განწყობის ფორმირება, მხოლოდ მოლოდინებსა და რეალობას შორის წარმოშობილ სხვაობას ეყრდნობა, რაც, თავის მხრივ, სოციალურ პესიმიზმს აღვივებს.

პოლიტკური და გნებავთ, საბიუჯეტო პოპულიზმიც ვერ შეიტანს საზოგადოებრივ განწყობილებაში საგრძნობ გარდატეხას.

ბულგარული გარდამავალი პერიოდის მთავარი გამოწვევა რეფორმების წარმატებით დაინტერესებულ მოქალაქეთა კონსოლიდაციაშია, რადგან როგორც კრასტევი აცხადებს, პესიმისტთა თვლას აზრი არ აქვს.

პოლიტიკური ელიტის მთავარ სამიზნედ უნდა იქცნენ ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ფიგურირებდენ, როგორც საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული რესპონდენტები, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებრივ პერსპექტივას ისინი ნაკლებად ხედავენ. ამ ჯგუფის ადმიანთა უნარ-ჩვევებს ძალუძს რეფორმირების პროცესის აღქმა და მასზე ადეკვატური რეაგირება.

მეორე უმთავრესი გამოწვევა არის განათლება და საგანმანათლებლო პროცესის სწორად ორგანიზება. კვლევების შედეგები, რომელიც ჩატარდა იმ სოციალურ ჯგუფებში, სადაც რეფორმების შედეგად უფრო მეტი დაკარგეს, ვიდრე შეიძინეს, ცხადყოფენ, რომ საგანმანათლებლო პოლიტიკას გადამწყვეტი როლი ეკისრება ბულგარეთში საზოგადოებისჩამოყალიბების საქმეში. კრასტევის შეფასებით, გასულმა 2004 წელმა აჩვენა, რომ განათლების როლი სოციალური სტრატიფიკაციის თვალსაზრისით ორჯერ გაიზარდა. ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პროგრესის აუცილებელი პირობაა დაუცველი ან ნაკლებად დაცული სოციალური ფენების წარმომადგენლებისათვის.

ამდენად, თუ გავიზიარებთ ზოგად თეზას, რომ ,,პესიმისტი ეს არის ინფორმირებული ოპტიმისტი“, მაშინ უნდა გავიზიაროთ ბულგარელი სოციოლოგების მიერ ამ კვლევების კომენტირებისას გამოთქმული თეზაც, რომ ,,სოციალური პესიმიზმის დაძლევის გზა განათლებაზე ანუ ინფორმირებაზე გადის“.

3 რა არის ადამიანის უფლებები?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იღუმენი ბენიამინ ნოვიკი

ადამიანთა უმრავლესობა ადამიანის უფლებებში რაღაც დადებითს, კარგი ტონის წესების მაგვარს გულისხმობს, რაღაც იმის მსგავსს, რომ არ შეიძლება ვისიმე წყენინება, რომ ეს ცუდია და ა.შ. ზოგადად ასეც არის, მაგრამ ეს ნამდვილად არადამაკმაყოფილებელი განმარტებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რელიგიური კუთხით განვიხილავთ ადამიანის უფლებებს.

ამ შემთხვევაში ისეთი პრობლემები იჩენს თავს, რომ მცდარი მიდგომისას არათუ მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს ვერ აღვემატებით, შესაძლოა, წარმართულ ანდა წარმართობამდელ მდგომარეობაშიც კი ჩავიგდოთ თავი. მაგალითად, შესაძლოა, განვსაჯოთ: რა მოსატანია ადამიანის უფლებები, თუკი სულის ხსნაზეა საუბარი.

საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, საკითხი მარადისობის პერსპექტივაში ,,ჟამიერის“ რელიგიურ გააზრებამდე, ანუ მეორეხარისხოვან ფასეულობამდე დაიყვანება.

აქ, ორ უკიდურესობას: სპირიტუალიზმსა და მატერიალიზმს ვხვდებით.

პირველ შემთხვევაში, აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელ დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე, სადაც წუთისოფელი გამოცდისა და მარადისობისთვის მზადების ადგილია. ამიტომ ნებისმიერი ამქვეყნიური სირთულე და ტანჯვა აღიქმება, როგორც გარდაუვალი ხვედრი (აღმოსავლური სპირიტუალიზმი ყოველთვის ფატალიზმთანაა შერწყმული), ადამიანის სული ხომ ისედაც უკვდავია და ფიზიკური სიკვდილი ვერ მოსწყვეტს მას თავის ბედს, მით უფრო, რომ ყოველთვის შეგიძლია ლოცვა ტანჯული ადამიანის საოხად. თან უფალი თუ ინებებებს, ფიზიკურ შეჭირვებასაც აარიდებს გვემულს. მაგრამ თუკი ეს არ მოხდა, მაშასადამე, ასე ყოფილა უმჯობესი, ამგვარი ყოფილა უფლის ნება-სურვილი. რეალურად კი მოვლენათა მსვლელობაში არ უნდა ჩაერიო, არაფერი უნდა შეცვალო.

მატერიალისტური (ნაწილობრივ არარელიგიურჰუმანისტური) მიდგომის მიხედვით, ადამიანის ყველა უბედურება ცხოვრების არასრულყოფილი პირობებითაა გამოწვეული (ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას). აქედან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი ცხოვრების გარემო და პრობლემები თავისთავად მოგვარდება. ასეთმა უკიდურესობამ წარმოშვა რუსული კომუნიზმი. ამგვარი დამოკიდებულება ადამიანს ღვთის ქმნილებად კი არა, მაღალგანვითარებული მაიმუნის შთამომავლად აცხადებს და არ სვამს სამართლებრივ საკითხს, რომლის საფუძველს ადამიანის, პიროვნების პატივისცემა წარმოადგენს. მატერიალიზმს ისტორიულ კანონზომიერებათა ცოდნაზე აქვს პრეტენზია და პიროვნებას თავისუფლების ერთადერთ ,,სახეობას“ სთავაზობს - თანხმობა განუცხადო მას (,,თავისუფლება არის გაცნობიერებული აუცილებლობა“). მაგრამ ღმერთის უარმყოფელმა კომუნიზმმა, ადამიანისა და მისი აქტივობის განდიდება დაიწყო და აქედან გამომდინარე, უცნაურად გაითქვიფა მასში ფატალიზმი და ვოლუნტარიზმი.

იღუმენი ბენიამინ ნოვიკი

დაიბადა 1942 წელს ლენინგრადში, სამხედრო პირის ოჯახში. 1967 წელს ლენინგრადის პოლიტტექნიკური ინსტიტუტის ინფორმატიკული ფაკულტეტი დაამთავრა. რამდენიმე წლის განმავლობაში ,,ავტომატიზებული სისტემების მართვის“ დარგში მუშაობდა. სამოცდაათიანი წლების ბოლოს დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. 1983 წელს ექსტერნად დაამთავრა ლენინგრადის სასულიერო აკადემია და იქვე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1988 წელს ბერად აღიკვეცა.

1989 წლიდან მღვდელმონაზონია.

1997 წელს, უკვე პეტერბურგის აკედემიიდან ,,სინდისისა და რელიგიის თავისუფლების“ ფედერალური კანონის მწვავე კრიტიკის გამო დაითხოვეს.

ამჟამად შტატგარეშე სასულიერო პირია, მაგრამ აქტიურად განაგრძობს საინტერესო პედაგოგიურსა და პუბლიცისტურ საქმიანობას.

სრული სურათის მისაღებად ლიბერალიზმიც უნდა გავიხსენოთ. აქცენტი აქ ე.წ. ,,ადამიანის პირველი თაობის უფლებებზე“ კეთდება, რომელიც ყველას ,,თამაშის თანაბარ წესებს“ სთავაზობს, მაგრამ არ ითვალისწინებს ადამიანების განსხვავებულ სასტარტო შესაძლებლობებს. ამ შემთხვევაში ,,ადამიანის უფლებები“ უმთავრესად უარყოფითი აზრითაა გაგებული: ადამიანი თავისუფალია იმდენად, რამდენადაც არ ლახავს მეორე ადამიანის თავისუფლებას (როგორც ეს ,,ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა 1791 წლის ფრანგულ დეკლარაციაშია“ ფორმულირებული). ცნობილია, რომ ლიბერალიზმის სუსტი მხარე არის უყურადღებობა მეორე თაობის ანუ სოციალური უფლებების მიმართ, რასაც ზოგადად სიცოცხლის უფლებაც შეიძლება დაერქვას. ეს არის სოციალური გარანტიები იმათთვის, ვისაც არ შეუძლია სიცოცხლისთვის ბრძოლასა და მუდმივ კონკურენციაში სრულფასოვნად ჩაბმა.

ქრისტიანული ტრადიცია, ღვთის განკაცების შესახებ სწავლების თანახმად, სულიერისა და მატერიალურის ურთიერთშერწყმას გვამცნობს. ამდენად, ადამიანის სხეულსა და მის საარსებო პირობებზე ზრუნვა ქრისტიანული თვალსაზრისით გამართლებულია.

ქრისტიანობამ ადამიანს ახალ განზომილებაზე მიუთითა და დაანახვა ახალი სიღრმე, მისცა მას ღმერთთან პიროვნულ ერთობაში სრული და საბოლოო თვითგანსაზღვრის მიკვლევის შესაძლებლობა და იმავდროულად, ადამიანური თავისუფლების ახალი შინაარსიც გააცხადა.

ამიტომაც ცხადი უნდა იყოს, რომ ადამიანებს არც პირდაპირ და არც ირიბად არა აქვთ ერთმანეთისათვის მატერიალური და სულიერი ზარალის მიყენების უფლება და იმ თავისუფლების წართმევის ნება, რომელიც მას ღმერთმა მიანიჭა. იურიდიულ ენაზე უფლებების, ისევე როგორც ადამიანის ღირსების წყარო, არის არა რომელიმე მიწიერი ხელისუფლება, არამედ თვით ღმერთი. სწორედ ამიტომ შეიძლება ამ უფლებებს ,,თანდაყოლილი“ ეწოდოს.

ქრისტეს მცნების აღსრულების სახელით ქრისტიანული ქველმოქმედების არაერთი მაგალითის გარდა, შეგვიძლია წმინდა ნიკოლოზის უშუალოდ უფლებადაცვითი ქმედების თვალსაჩინო ნიმუშის მოყვანაც, როცა იგი, საეკლესიო გარდამოცემის თანახმად, ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას (ჩაერია პოლიტიკაში) და წინ აღუდგა სამი ადამიანისთვის გამოტანილ უსამართლო სასიკვდილო განაჩენს. წმინდანის ცნობიერებაში გადანასკვული იყო მათი სულიერი ხსნისა და ფიზიკური სიცოცხლის საკითხი.

ამიტომ სულის ცხონების რთული და ჩვენთვის მიუწვდომელი საკითხის განუხილველად, ისე რომ ,,მხსნელებად“ არ ვიქცეთ, ვაკეთოთ ის, რასაც მოყვასის მიმართ ქრისტესგან ნამცნები სიყვარული გვავალდებულებს. რა თქმა უნდა, ჩვენ იურისტები არ ვართ და ჩვენთვის იმის ზედმიწევნით ცოდნაც არ არის აუცილებელი, ვინ მართებულადაა გასამართლებული და ვინ - არა. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სურათი სრულებით ნათელია და მაშინ კი ჩვენი ჩარევა, ზნეობრივი თვალსაზრისით, აუცილებელი ხდება.

თავად ,,ადამიანის უფლებათა“ კონცეფცია მხოლოდ ადამიანის ღირსებისა და უფლებების აღიარების შემთხვევაშია ქმედუნარიანი და საამისოდ მოგვეპოვება კიდეც ქრისტიანული საფუძვლები: ,,ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი“ და თავისუფლებით თვით ღვთისგან არის დაჯილდოებული.

დასავლურ ღვთისმეტყველებაში თანდათანობით გააცნობიერეს, რომ მადლი მხოლოდ ცათა სასუფეველში ან წმინდანის სულში აუქმებს რჯულს. მიწიერ, საზოგადოებრივ ყოფაში (მთელი საზოგადოება წმინდანივით ვერ იცხოვრებს) მადლი არ აუქმებს რჯულს, არამედ სრულყოფს. რჯულს თავისი მიჯნები აქვს, თავისი უკიდურესი საზღვარი, რომლის დარღვევას ანარქიის მძიმე შედეგებამდე მივყავართ. მაგრამ მას არ შეუძლია ყველაფრის გათვალისწინება და არც ის ძალუძს, შეაყვაროს ადამიანებს ერთმანეთი.

ამრიგად, სახარებისეულ მცნებათა შესატყვისი ცხოვრების წესის არჩევა (დასავლურ ტრადიციაში: რჩევების გათვალისწინება) ადამიანს მხოლოდ პირადად, საკუთარი თავისთვის შეუძლია, საზოგადოდ აუცილებელ კანონთა ხარისხში აყვანის მცდელობის გარეშე.

ხოლო კანონი, ვ. სოლოვიოვის თანახმად, დედამიწაზე სულთა სამოთხისეული, ჰარმონიული თანაზიარობის დასამკვიდრებლად არ არის მოცემული, არამედ, იმისათვის, რომ ჯოჯოხეთის ნაადრევად შემოჭრისაგან დაიცვას იგი.

და კვლავ ისმის ძველი კითხვა: მაინც რატომ არ შეიძლება ჭეშმარიტების მსახურება აუცილებელ წესად ვაქციოთ? უზენაეს ჭეშმარიტებას ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს, რომელსაც, ისტორიის მანძილზე მეტისმეტად ხშირად არ ითვალისწინებდნენ: ის მხოლოდ თავისუფლად შეიძლება იყოს გაზიარებული, მას მხოლოდ თავისი შინაგანი ძალით შეუძლია გამარჯვება. სხვა შემთხვევაში, ინკვიზიციის კოცონებს, რელიგიის სახელით ჩადენილ ყოველგვარ ძალადობას გამართლება ექნებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ძალადობის (კოცონთან) შედარებით ,,დახვეწილ“ ფორმაზე - სახელმწიფო რელიგიის ინსტიტუტზე, სხვა რელიგიების მიმდევართა უფლებებს აპრიორი რომ ლახავს.

საკითხი თავისუფლების შესახებ, თეორიული თვალსაზრისით, ფილოსოფიური პრობლემაა, რომელსაც მრავალი ასპექტი აქვს: სოციალური, ფსიქოლოგიური, ზნეობრივი. გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, ეს მეტად რთული და მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩვენს საზოგადოებაში ამ საკითხის მნიშვნელობის შესაბამისი ინტერესის არქონა აიხსნება არა მარტო სამართლებრივი პრობლემატიკის სირთულით, არამედ უიმედობითაც სამართლებრივი დაცვის რაიმენაირ ორგანიზებასთან დაკავშირებით. ბევრი კიდეც გვეტყვის, სამართლის ფილოსოფიით კი არა, საქმის კეთებით დაკავდითო, მაგრამ მოქმედებას წინ უძღვის აზროვნება (პირველად იყო სიტყვა...). კარგი თეორია ყველაზე უფრო პრაქტიკული რამაა.

თ. დოსტოევსკიმ საკითხი მთელი სიღრმით დაგვანახვა, ,,დიდ ინკვიზიტორს“ ვგულისხმობ. ძირითადი პრობლემა აქ ის არის, რომ მეტისმეტად რთულია თავისუფლების ზნეობრივი ასპექტის გაცნობიერება. დიდ ინკვიზიტორს ღვთის ,,შეცდომის“ გამოსწორება სურდა, ღვთისა, რომელმაც თავისუფლება უბოძა ადამიანს.

ჩვეულებრივ, თავისუფლება გაიგება, როგორც ფორმალობა, არჩევანის ცარიელი შესაძლებლობა. ხოლო არჩევანის გაკეთების შემდეგ თავისუფლება თითქოს გამოუსადეგარი ხდება. ქრისტიანისთვის ჭეშმარიტი თავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეში. მისთვის იგი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. მაგრამ ჩვენ ხშირად არ ვიცით, როგორ უნდა გამოიხატოს ეს ჭეშმარიტება არა მარტო ასკეტურ- ინდივიდუალური ასპექტით, სადაც თავისუფლების უმაღლეს გამოვლინებად თვითუარყოფა არის დასახული, არამედ სოციალურ სიბრტყეზეც (ადამიანების ურთიერთობისა). მაგალითად, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ,,ერეტიკოსებთან“, სხვა რელიგიების მიმდევრებთან, ათეისტებსა და გნოსტიკოსებთან?

ვდევნოთ ისინი, რამენაირად ავიტანოთ მათი არსებობა თუ გვახარებდეს კიდეც რელიგიური მრავალფეროვნება. ყველანი თითქოს ვთანხ დებით, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ თავისუფლად შეიძლება იყოს აღქმული. მაგრამ თავისუფლებას თან სდევს რისკი, მათ შორის ცდომილების, ამ ჭეშმარიტებაზე უარის თქმის რისკიც. როგორ შევათავსოთ ჭეშმარიტების მონიზმი და თავისუფლების პლურალიზმი?

უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ, რომ რელიგიური ჭეშმარიტება განსხვავდება სამეცნიერო

(ცდისეული) ჭეშმარიტებისგან.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ არ შევზღუდოთ ერთმანეთის რელიგიური თავისუფლება, ვინაიდან ადამიანები ონტოლოგიურად ერთ სიბრტყეზე ვდგავართ, ერთი ონტოლოგიური სატატუსით და არ გვაქვს ერთმანეთის მაგივრად მსოფლმხედველობრივი საკითხების გადაწყვეტის უფლება.

დასავლურ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ისტორიულად ჩამოყალიბდა თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ ადამიანის თანდაყოლილი, უპირველესი უფლება არის თავისუფალი აზროვნების უფლება. ბრძოლა ამ უფლების მოსაპოვებლად განსაკუთრებით რეფორმაციის პერიოდში გამძაფრდა. ეს იყო ქრისტიანობის სხვაგვარად აღსარების უფლებისათვის ბრძოლა.

და მართლაც, რელიგიურ-მსოფლმხედველობრივი შეხედულებები მთლიანობაში ცნობიერების უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს წარმოადგენს და ამ სფეროს ხელყოფა ადამიანის თავისთავადობის, მისი მეობის, ავთენტურობის,

,,სინდისის ხელყოფა გახლავთ. სინდისის თავისუფლება - თავისუფლების ყოველგვარი უფლების საფუძველია, ამიტომაც მას ადამიანური ნება, სახელმწიფო ძალაუფლება ვერც გააუქმებს და ვერც შეზღუდავს. იგი ღვთის გამოვლინებაა. ღმერთი თავისუფლებაში ხედავს მის მიერ შექმნილი ადამიანის ღირსებას. მხოლოდ თავისუფალ არსებაში შეიძლება მოიძიო ხატება და მსგავსება ღვთისა,“ - ამბობს ნ. ბერდიაევი.

ისტორიულად ადამიანის ცნობიერების მსოფლმხედველობრივი და ინტუიტურ-რელიგიური მიზანსწრაფვის ფორმირებისა და გამოხატვის უფლებას ,,სინდისის თავისუფლება“ დაერქვა.

0x01 graphic

ა. საშინი. ,,რევიზორი“

მოკლე ისტორიული ექსკურსი

ანტიკური ტრადიცია

ადამიანის უფლებათა საკითხის დასმის კლასიკურ ნიმუშად სოფოკლეს ტრაგედიიდან ,,ანტიგონეს“ ცნობილი სიუჟეტი გვესახება, სადაც ოიდიპოსის შვილმა ანტიგონემ, თებეს მმართველის, მეფე კრეონტის აკრძალვის მიუხედავად, ,,ღმერთების დაუწერელ, მაგრამ მყარ კანონზე“ დაყრდნობით, მიწას მიაბარა ომში დაღუპული ძმა, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკურ დამნაშავედ მიიჩნევდა. ანტიგონე ამის გამო სასტიკად დაისაჯა.

ბერძნების შეხედულებით, ვინმესთვის დასაფლავებაზე უარის თქმა უღვთო და ბარბაროსული ქმედება იყო, ,,ერთნაირად საძულველი ღმერთებისა და ადამიანებისთვისაც“. ადამიანის (კრეონტის) ნება ,,შეუძლებელია იყოს“, როგორც ამას ანტიგონე ამბობს, ,,უკვდავთა ნებაზე აღმატებული, დაუწერელ, მაგრამ პირუთვნელ, მარად არსებულ კანონებზე მაღლა მდგომი.“

კითხვები ასე დაისმის: არსებობს ადამიანის ისეთი უფლებები, რომლებიც საყოველთაო და ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანისთვის? ვინ არის სამართლის პირველწყარო, ღმერთი თუ ადამიანი? თუკი ღმერთია, მაშინ შეუძლია თუ არა ადამიანს, ხელყოს ის, რისი მიცემაც სხვისთვის თავად მას არ ძალუძს?

ადამიანის, მისი ბუნების, მასთან მიმართებით დასაშვებისა და დაუშვებლის ზღვარი სხვადასხვა ეპოქაში დროსთან შესაბამისი, მისთვის დამახასიათებელი რელიგიურ-ფილოსოფიური წარმოდგენებით დგინდებოდა. წარმართულ სამყაროს ადამიანის პიროვნების შესახებ ის ამაღლებული წარმოდგენა, ბიბლიურ-ქრისტიანულმა ტრადიციამ რომ მოიტანა, არ ჰქონდა. მსგავსი რამ მისთვის უცნობი იყო.

წარმართული სამყაროსთვის ზოგადად არც დამარცხებული მტრისადმი გულმოწყალების გრძნობა იყო ნაცნობი; გამარჯვებული თავისი თანატომელების თანასწორ არსებად ვერ აღიქვამდა მარცხგანცდილს. ცნობილია, რომ თვით პლატონიცა და არისტოტელეც მხარს უჭერდნენ მონობას და მონებს სრულფასოვან ადამიანებად არ მიიჩნევდნენ. მაგრამ უნივერსალური (ზოგადსაკაცობრიო) ეთიკის ელემენტები უკვე მკვეთრად გამოიხატა სტოიკოსების ფილოსოფიურ-ეთიკურ ნააზრევში (ძენონი, ეპიქტეტე, სენეკა, ციცერონი).

სტოიციზმის ეთიკაში ადამიანის განსჯითი და ნებელობითი უნარების უნივერსალობის საფუძველზე ყველა ადამიანი თანასწორად განიხილებოდა. Homo homini deus est, si suum offikum sciat (ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია, თუკი უწყის საკუთარი მოვალეობები - ქ.შ.-მდე III საუკუნის ანტიკური გამონათქვამი). ციცერონი კი წერდა: Homo res sacra hominis - ადამიანი წმინდაა სხვა ადამიანისთვის. ასეთი მიდგომა წარმართულ ქსენოფობიასა და სახელმწიფოს გაღმერთების ტენდენციას, როგორც თვითმიზანს, ეწინააღმდეგებოდა. სტოიციზმის ეთიკაში განვითარდა ბუნებითი, თავისი სტატუსით სახელმწიფო კანონებზე მაღლა მდგომი სამართლის იდეა. კანონი მხოლოდ მაშინ არის კანონი, როცა ბუნებით კანონს აირეკლავს. ამ აზრს ისტორიაში მანამდეც ვხვდებით, მაგალითად ბერძენ სოფისტებთან.

აქვე მნიშვნელოვანია წარმოვაჩინოთ, თუ როგორ ვითარდებოდა ბუნებითი გამოცხადების გზით იგივე იდეა, რაც ზებუნებრივი გამოცხა დებით იყო ნაუწყები. შეგახსენებთ, რომ კლიმენტი ალექსანდრიელი (II-III ) პროვიდენციულ პარალელს ავლებდა იუდეველთა ბიბლიასა და ბერძნების ფილოსოფიას შორის. ცნობილია, რომ ეს გზები იოანე ღვთისმეტყველის ,,ლოგოსის“ შესახებ მოძღვრებაში გადაიკვეთა. ბერძნული ფილოსოფიის ,,ლოგოსი“ გაიგივებული იყო სამების მეორე პირთან, ღვთის ძესთან. ზოგიერთი საერო მკვლევარი ამტკიცებდა, რომ წარმართულ პოლითეიზმს არ გამოუწვევია ისეთი შეუწყნარებლობა, როგორიც ბიბლიურმა მონოთეიზმმა წარმოშვა თავისი რელიგიური დოგმით: extra acclesiam nulla salvus (ეკლესიის გარეთ არ არის ხსნა). საბერძნეთისა და რომის რელიგიები მრავალრიცხოვანი მითებითა და ლეგენდებით იყო დახუნძლული, მაგრამ რელიგიური დოგმები თავიანთი ორთოდოქსულობითა და შესაბამისი ექსკლუზიურობით მათთვის უცხო იყო. სოკრატე განსხვავებული აზრისთვის უფრო იდევნებოდა, ვიდრე სხვაგვარი რწმენისათვის, თუმცა ბრალი დასდეს იმაში, რომ ამკვიდრებდა ახალ ღმერთებს.

ტაციტუსის ,,Deorum iniurae - Diis curae“ (ღმერთების შეურაცხყოფა ეხება მხოლოდ ღმერთებს) რომაელთა სამართლებრივი აზროვნების მახვილგონივრულობით როდი აიხსნება. ამის მიზეზი რომაულ სარწმუნოებრივად ეკლექტურ გარემოში რელიგიისადმი გულგრილობა იყო.

დაცვა ბიბლიური პრინციპისა ,,მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ“ /,,მე მივაგო, რამეთუ ჩემია შურისგება“ (II რჯულ. 32,35), ,,არ იძიო შური ღვთის გამო“ მონოთეიზმის პირობებში გაცილებით რთული აღმოჩნდა.

ბიბლიური ტრადიცია

ძველი აღთქმა ისტორიაში პირველად აცხადებს ჭეშმარიტებას ყველა ადამიანის, როგორც ღვთის ხატისა და მსგავსის თანაბარი ღირსების შესახებ.

0x01 graphic

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგადსაკაცობრიო (უნივერსალური) ეთიკის ელემენტები ძველ აღთქმაშივეა გამოვლენილი, სადაც რჯული არა მარტო ქვრივ-ობლების, არამედ უცხო ტომელების დაცვასაც მოითხოვდა ძალაუფლების მქონეთაგან (გამოსვლ. 23,9; ლევიტ. 19,33). უკვე მარტო ეს მიგვითითებს უდიდეს დაშორებაზე წარმართულ-გვაროვნული მსოფლშეგრძნებისგან, რომელიც ,,შიდა“ ეთიკურ ნორმებს უცხოს მიმართ არ ავრცელებდა. ქსენოფობია წარმართული სამყაროს ნორმა იყო. ძველი აღთქმის ეთიკისთვის მნიშვნელოვანი სოციალური ცნებები - სიმართლე და სამართლიანობა სათავეს ღმერთიდან იღებდა: ,,უმრავლესობას ნუ აჰყვები ბოროტ საქმეში, ნუ გადაიხრები უმრავლესობისაკენ და ნუ გაამრუდებ სამართალს“ (გამოსვლ. 23,2), ,,საძაგელია... შენი ღმერთისთვის ყველა, ვინც უკანონობას სჩადის“ (II რჯულ. 25,16); ,,სიმართლის ღმერთია უფალი“ (ესაია, 30,18). სიმართლე რაიმე კლანურ-ნაციონალური, კორპორაციული ან თუნდაც აღმსარებლობითი აზრით არ გაიგება, არამედ იგი სწორედ ღვთის სამართალია, რომელსაც საყოველთაო მნიშვნელობა აქვს.

ძველ აღთქმაში სამი ძირითადი ხელისუფლების მკაფიო განსხვავებასაც ვხვდებით: ,,უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეუფე“ (ესაია, 33,22).

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ძალაუფლების გადანაწილების უმნიშვნელოვანესი შედეგი და მთავარი მიზანია. ბიბლიურ ისტორიაში არის თვალსაჩინო მაგალითი, როდესაც წინასწარმეტყველმა და მსაჯულმა სამოელმა საულ მეფე ჩამოაშორა ხელისუფლებას. ამ ფაქტს ბიბლიური ,,უოტერგეიტიც“ შეიძლება დავარქვათ: 1974 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ აიძულა რ. ნიქსონი, გადამდგარიყო თავისი ადმინისტრაციის მიერ აშშ-ს კონსტიტუციის დარღვევის გამო. სასამართლო ხელისუფლების მიერ მონარქის აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვა იმ მნიშვნელოვან ძალისმიერ ფაქტად იქცა, რომელიც გასდევს ათასწლეულებს და კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი ფენომენების ჯაჭვს ქმნის. ახალმა აღთქმამ, წმინდა სამების მეორე პირის, ღვთის ძის განკაცებამ უსაზღვროდ გააღრმავა და დააკონკრეტა კიდეც ძველი აღთქმისეული ,,ხატება და მსგავსება ღვთისა“. ახალი აღთქმა შეიცავს სრულიად ცხად მოწოდებას უკლებლივ ყველა ადამიანის, მათ შორის, მტრების, სიყვარულის შესახებ (მათე, 5,44), რაც უნივერსალური (ზოგადსაკაცობრიო) ეთიკის მწვერვალს წარმოადგენს. იესო ქრისტემ უდიდესი შემწყნარებლობა გამოჩინა, როდესაც აკრძალა ყოველგვარი დევნა (მათე, 13,24-30). წინასწარმეტყველ ესაიას წიგნში გაკიცხულნი არიან ისინი, ,,რომლებიც მახეს უგებენ კარიბჭესთან მომჩივანს“ (ესაია, 29,21), მაგრამ თვით სასამართლოს მოთხოვნები არ განიხილება რელიგიურ მოვალეობად.

სახარება კი პირდაპირ მოგვიწოდებს, არ განვისაჯოთ სასამართლოს მეშვეობით; თავად უფალი ამბობს უარს, აღადგინოს სამართლიანობა მემკვიდრეობის თაობაზე ძმებს შორის წარმოქმნილ დავაში (ლუკა, 12,13).

ის, რომ პავლე მოციქული რომის მოქალაქის უფლებებით სარგებლობდა, ჯერ კიდევ არაფერს გვეუბნება სამართლის და უფლებების რელიგიური ღირებულების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ პავლე მოციქული რომის მოქალაქის უფლებებს იყენებდა, როგორც თავისი მისიის ხელშემწყობ საშუალებას და არა სხვაგვარი მნიშვნელობით. ნიშნავს კი ეს იმას, რომ ,,უფლებათა“ ცნება ორგანულად უცხოა სახარების სულისკვეთებისათვის?

მნიშვნელოვანი იქნება იმის გაცნობიერებაც, რომ სახარებისეულ მოძღვრებას უკიდურესად ესქატოლოგიური ხასიათი აქვს, და მასთან შედარებით არა მარტო სამართლის, არამედ რჯულის მოთხოვნებიც მეორეხარისხოვნად ჩანს... მისი მცნებები ადამიანის სინდისის, პირადი ცხოვრების, პიროვნებისკენაა მიმართული; მცნებათა უნივერსალური ხასიათის აღიარების შემთხვევაშიც მათთან თანხმობით ცხოვრება მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება დააკისრო და არა სხვას. უფალი გარკვევით ამბობს, რომ არ ღირს ზრუნვა საკუთარი საკვებისა და სამოსისთვის (მათე, 6,25), მაგრამ სხვის საკვებზე და სამოსზე კი უნდა ზრუნავდე (25,31-46). თუმცა, ცხადია, რომ საკვებსა და სამოსელს თავისთავად არ გააჩნიათ სოტეროლოგიური (ესქატოლოგიურმხსნელი), მარტივად რომ ვთქვათ, ღრმა რელიგიური შინაარსი. აქ მთავარი ცხოვრების მატერიალური მხარისადმი ჩვენი დამოკიდებულებაა. თუკი ადამიანი არა მარტო გაქურდვის გამო დარჩა საკვებისა და სამოსის გარეშე (როგორც იგავში სამარიტელის შესახებ), არამედ უსამართლო მართლმსაჯულების შედეგადაც, მაშინ ნიშნავს კი ეს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ქრისტიანებმა არავითარი პასუხისმგებლობა არ უნდა იგრძნონ? იესოს არ მოუცია მითითება, მიგვემართა სასამართლოსთვის სხვისი უფლებების შელახვისას, მაგრამ სახარება ნებისმიერი შემთხვევისთვის დაწვრილებით რეკომენდაციებს ან აკრძალვებს როდი შეიცავს.

ისმის კითხვა: აღძრავს კი ჩვენში სახარება პასუხისმგებლობის გრძნობას საზოგადოებრივი მოვლენების მიმართ? რამდენად უწყობს ხელს, მაგალითად, უფლებადაცვით საქმიანობას, თუ აღმოსავლური ფატალიზმის კვალობაზე მთლიანად ,,ღვთის ნების მინდობას ქადაგებს“? მაგრამ ამ ლოგიკის მიხედვით, ნებისმიერი ჩაგრული თუ ტანჯული განა შეიძლება მხოლოდ ღვთის ნებას მივანდოთ? ღვთისმოსაობის ნიღბით შეფარული თვალთმაქცობა ხომ არ იქნებოდა ასეთი მიდგომა? ,,ნეტარებებში“ (მათე, 5,1-12) ორგზისაა ნახსენები ,,სიმართლე“ და ,,სიმართლისათვის დევნილები“, რომელთაც სასუფეველი აღეთქმებათ. აქ ,,სიმართლის“ მცნება ,,სამართლიანობასაც“ გულისხმობს, ანუ მასში ჩვენი მიწიერი სინამდვილისათვის აქტუალური, გარკვეული სოციალური და იურიდიული შინაარსიცაა მოცემული.

ბიბლიაში არ გვხდება გამოთქმა - ,,ადამიანური ღირსება“, რომელიც სოციოლოგიურ-კულტურული განვითარების, ადამიანის თვითშემეცნების, ცნობიერების გაღრმავების შედეგად მოგვიანებით გაჩნდა, როცა ადამიანმა არა მარტო საზოგადოებისა და სახელმწიფოს უკეთესი მოწყობის შესახებ, არამედ ამ საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან თავდაცვაზეც დაიწყო ფიქრი. სახელმწიფო ხომ, თავისი ლევიათანური ბუნებიდან გამომდინარე, მუდამ მზად არის, განიხილოს ადამიანი, როგორც თავისი შემადგენელი ელემენტი, როგორც საზოგადოებრივი წყობის იოლად ცვლადი ჭანჭიკი.

კითხვა შეიძლება ასეც დაისვას: საჭიროა თუ არა, გავაცნობიეროთ სახარებისა და წმინდა მამების ნააზრევის სულისკვეთებით ახალი საზოგადოებრივი რეალიები, რომელთა შესახებ არაფერია ნათქვამი წმინდა წერილში?

ქრისტიანული ტრადიცია

ცნობილია, რომ ქრისტიანი აპოლოგეტები, ძირითადად, სინდისის თავისუფლების მომხრენი იყვნენ.

წმ. იუსტინე ფილოსოფოსისთვის საყურადღებო იყო სიმართლისა და ჭეშმარიტების როგორც ბიბლიური, ასევე სტოიკური გაგებაც:

,,ჭეშმარიტად ღვთისმოსავმა და სიბრძნისმოყვარე ადამიანებმა მხოლოდ ჭეშმარიტება უნდა შეიყვარონ, მხოლოდ მას მიაგონ პატივი და წინაპართა შეხედულებები, თუკი უჯეროა, უარყონ კიდეც: ამგვარია ვალდებულება, საღი აზრი რომ ჩაგვაგონებს... ჭეშმარიტების მოყვარე ყოველნაირად, საკუთარ სიცოცხლეზე მეტადაც უნდა ცდილობდეს სიმართლის დაცვას სიტყვითა და მოქმედებით, თუნდაც ეს სიკვდილს უქადდეს“ (,,აპოლოგია“, I,2).

წმ. იუსტინე უშუალოდ სინდისის თავისუფლებაზე არ საუბრობს, მაგრამ მისი ქრისტიანულუნივერსალისტური ფილოსოფიის სულისკვეთება კარგად მეტყველებს ამ პრინციპის სასარგებლოდ.

ტერტულიანე (II -III სს.) წერდა:

,,ყოველ ადამიანს აქვს თანდაყოლილი ნება და ძალაუფლება, თაყვანი სცეს იმას, რასაც თვით მიიჩნევს თაყვანისცემის ღირსად. ერთი ადამიანის რელიგია სხვისთვის არც ურგებია და არც სარგებლის მომტანი. სარწმუნოებრივად გაუმართლებელია, ვინმე აიძულო, თაყვანს სცემდეს სხვა რელიგიას. თაყვანს ძალადობის შედეგად კი არა, ნებაყოფლობით უნდა სცემდე“.

ასე რომ, სინდისის თავისუფლება ბუნებითი სამართლიდან იღებს სათავეს.

ტერტულიანესთან ნათლადაა გამოხატული აზრი სახელმწიფოს, როგორც მსახურის დანიშნულების შესახებ. სახელმწიფო ძალაუფლება თავისთავად როდია პატივისცემის საგანი, პატივს ის მანამ იმსახურებს, სანამ თავის დანიშნულებას შეესატყვისება და არ მოინდომებსსაღვთო პატივს (,,Scorpiace“,14). ტერტულიანეს თანახმად, სამართლის წყარო ღმერთია (,,Apologetikum“, 30).

ლაკტანციუსი (+დაახ. 320 წ.), რომელსაც ,,ქრისტიან ციცერონსაც“ უწოდებენ, მკაფიოდ საუბრობს პიროვნების პრიორიტეტის შესახებ სახელმწიფოსთან მიმართებაში:

,,ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პატივს თანამემამულეებს უნდა მივაგებდეთ, ხოლო უცხოტომელებზე ზრუნვა კი საჭირო არ არის, ანგრევენ ადამიანთა საზოგადოებას და, ამასთან, თელავენ სათნოებას, სიქველესა და სიმართლეს“ (,,ღვთაებრივი დარიგებების შესახებ“, VI,6).

ლაკტანციუსი დარწმუნებით იმეორებს ციცერონის აზრს უნივერსალური ეთიკის (ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების) თაობაზე, რომელიც დღემდე, მისი ერთგვარი სიმარტივის მიუხედავად, არასაკმარისად პოპულარულია:

,,ჭეშმარიტი კანონი არის უშუალო და ბუნების ამსახველი გონი, რომელიც ყველა ადამიანშია შთანერგილი და უცვალებელი, მდგრადი და მარადიულია. ის სიკეთის ქმნას ჩაგვაგონებს და გვიკრძალავს ბოროტების ჩადენას... არც სენატსა და არც ხალხს მასში რაიმეს შეცვლა ან უარყოფა არ ძალუძს... მისი განმარტებისა თუ ახსნის საჭიროება არ არსებობს... შეუძლებელია, აქ ისე მოხდეს, რომ ერთი კანონი რომისთვის, მეორე კი აფრიკისთვის იყოს განკუთვნილი, ერთი აწმყოს მიემართებოდეს, ხოლო მეორე - მყოფადს. იგი ყველა ხალხისთვის ერთნაირია და ყველა დროში უცვლელად არსებობს“ (,,ღვთაებრივი დარიგებების შესახებ“, VI,8)

ლაკტანციუსის სიტყვები თითქმის სახარებისეულად ჟღერს:

,,რელიგიას იმგვარად უნდა ვიცავდეთ, რომ ჩვენ კი არ მოვკლათ, არამედ უმალ თავად ვიყოთ მოკლულნი; არა სისასტიკე, არამედ მოთმინება; არა ბოროტმოქმედება, არამედ სამართლიანობა... ვინაიდან არაფერია რელიგიაზე მეტად თავისუფალი (ნებაყოფლობითი)“...

უკომენტაროდაც ნათელია, თუ როგორ ეწინააღმდეგება ასეთი დამოკიდებულება გავრცელებულ აზრს რელიგიის, როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო მოწესეობის შესახებ.

სახელმწიფოს სეკულარული ხედვა აღმოსავლელ მამებთანაც გვხვდება, მაგრამ უფრო იშვიათად, ვიდრე დასავლელებთან. მაგალითად, წმ. თეოფილე ანტიოქიელი (I I ) წერდა:

,,მეფე თაყვანისცემისათვის როდია შექმნილი, არამედ იმისთვის, რომ კანონიერი პატივი მიაგო მას. იგი ღმერთი კი არა, ადამიანია, ღვთისგან დადგენილი არა თაყვანისცემისთვის, არამედ იმისთვის, რომ სამართლიანად საჯოს, რადგან ღმერთმა მას გარკვეულწილად მიანდო მმართველობა... თაყვანისცემა ღვთის გარდა არავის მიმართ ეგების (,,აპოლოგია“, I წიგნი ავტოლიკესადმი, თ. II ).

წმ. ილარიუს პიკტიკაველი (+დაახ. 367 წ.) მიმართავდა იმპერატორ კონსტანცის:

,,თქვენ დაგადგინეს იმის სამეთვალყურეოდ, რომ თქვენმა ქვეშევრდომებმა უტკბილესი თავისუფლებით ისარგებლონ. ეკლესიის აწ აღშფოთებული მშვიდობა ვერ აღდგება, გაბნეულებს ვერ შემოიკრებთ მათთვის საკუთარი რწმენისა და შეხედულებების, და შესაბამისად, ცხოვრების სრული თავისუფლების მინიჭების გარეშე, ყოველგვარი მონური დამცირების უარყოფით... ძალადობას ჭეშმარიტი რწმენის დასაცავადაც რომ მიმართოთ, მაშინ ეპისკოპოსები, თავიანთი სამოძღვრო ავტორიტეტით, თქვენს წინააღმდეგ გამოვლენ და იტყვიან: ღმერთი მთელი სამყაროს შემოქმედია. მას მონური, ნებაწართმეული მორჩილება არ სჭირდება. ის არ მოითხოვს იძულებით აღიარებას, მისი მოტყუება შეუძლებელია. ღვთის კეთილგანწყობა მხოლოდ წრფელი აღსარებით შეიძლება დავიმსახუროთ“.

წმ. ათანასე ალექსანდრიელი თავს იცავდა აგრესიულად განწყობილი არიოზელებისგან, რომლებსაც იმპერატორი კონსტანცი უჭერდა მხარს. წმ. ათანასე წერდა:

,,თავად უფალი არაფერს გვაიძულებს, არამედ სრულად აღიარებს ჩვენს თავისუფალ ნებას, რაკი ყველას გვეუბნება: ,,ვისაც სურს მე მომდიოს“ (მათე, 16,24). მოწაფეებსაც სევე თავისუფალ არჩევანს ანდობს: ,,თქვენც ხომ არ გსურთ წასვლა“ (იოან. 6,67). მაცხოვარი მოდის თითოეულ ჩვენგანთან, მაგრამ ძალადობით როდი იჭრება, არამედ მხოლოდ აკაკუნებს (გამოცხ. 3,20) და რაჟამს კარს უღებენ, შედის, ხოლო როცა აყოვნებენ ანდა კარს უხშობენ, მიდის. მახვილითა და ისრებით, ან სამხედრო ძალის გამოყენებით როდი გვეუწყება ჭეშმარიტება, არამედ მხოლოდ რჩევითა და დარწმუნებით. იქ კი სადღაა დარწმუნება, სადაც მეფის მიერ შიში ინერგება. სადღაა იქ რჩევა, სადაც განსხვავებული აზრისთვის გასახლებით ან სიკვდილით ისჯები?“.

მაგრამ ასეთი პოზიციის ძალას, პროფესორ ბოლოტოვის აზრით, ასუსტებდა ის გარემოება, რომ იგი მხოლოდ არიოზელთაგან დევნილი მხარის მიერ გამოიხატებოდა. პროტესტი მაშინაც რომ გამოთქმულიყო, როცა კეისრის ძალაუფლების მეხთა ტეხა თავად არიოზელებმა იწვნიეს, მისი ზემოქმედება უფრო ძლიერი იქნებოდა.

ღვთაებრივი და საერო (საიმპერატორო) სფეროების გამიჯვნა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს წარმართულ-საკრალიზებული ტიპი, ქრისტიანულ ეპოქაში მისი ,,გაეკლესიურების“ ყველა მცდელობის მიუხედავად, მუდამ ეწინააღმდეგებოდა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთში, ადამიანის პიროვნებას, უარყოფდა მისი თვითგამორკვევის უფლებას.

ვინმე იულიუს ფირმიკუს მატერნი იმავე კონსტანცი იმპერატორისადმი მიმართულ თხზულებაში ,,De errore profanarum religionum“ (,,არაწმინდა რელიგიების ცდომილებათა გამო“, 348), ურჩევდა მას, წარმართობა ძალისმიერი გზით აღმოეფხვრა და ნიმუშად ღვთივრჩეული ერის მიერ ქანანელთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ბიბლიური მაგალითი მოჰყავდა.

სინდისის თავისუფლების ამ ეპოქისათვის კლასიკურ გაგებას ნეტარ ავგუსტინესთან ვხვდებით (354-430). ვიდრე აფრიკაში ერეტიკოსები (დონატისტები) უპირატესობით სარგებლობდნენ და ავგუსტინეს დევნიდნენ, სინდისის თავისუფლების პრინციპს დევნილი მხურვალედ იცავდა. მაგრამ შემდეგ, როდესაც მათი პოზიციები შესუსტდა, ავგუსტინე მდევნელად იქცა და ერეტიკოსთა აღმოსაფხვრელად იმპერატორის ხელისუფლებას მიმართა... სადამსჯელო ოპერაციის წარმატებამ ნეტარი ავგუსტინე არჩეული მეთოდის სისწორეში დაარწმუნა და ასეთი პრინციპიც კი შეიმუშავა:

,,ვხვდებით, რომ მსგავსი იძულება არანაკლებ მართებულია, ვიდრე იმ ავადმყოფის მიმართ გამოყენებული ძალა, რომელმაც თავისი სნეულების შესახებ არაფერი იცის... ჯანმრთელებზე ზრუნვის მიზნით თუ მისი იზოლირებაა საჭირო, მით უფრო მკაცრი ზომებია გასატარებელი ერეტიკოსის წინააღმდეგ, რომელიც მორწმუნეს ხსნისკენ მიმავალი გზიდან აცდენს“.

ამრიგად, ავგუსტინე თვლიდა, რომ ძალადობა გამართლებულია, თუკი ჭეშმარიტების სახელით ხორციელდება. იგი მიუთითებდა სახარების სიტყვებზე: ,,აიძულე შემოსვლად“ (ლუკა, 14,23). ბერძნულ ზმნას: ,,ანაღკასო“ (დარწმუნება) იძულების შინაარსი აქვს. ავგუსტინეს არგუმენტაცია შემდგომში ერეტიკოსთა დასჯის გასამართლებლად იქნა გამოყენებული.

წმ. ამბროსი მედიოლანელი იწონებდა იმპერატორ თეოდოსის ძალისმიერ ქმედებებს წარმართთა წინააღმდეგ. ამართლებდა წარმართული ტაძრებისა და ქანდაკებების ნგრევასა და მოშლას. 380 წელს თეოდოსიმ გამოსცა ედიქტი, რომლის თანახმად, მისი ქვეშევრდომი ყველა ხალხი იძულებული ხდებოდა, მიეღო

,,ის რელიგია, რომელიც მოციქულმა პავლემ ასწავლა რომაელებს; ანუ, რომ უნდა გვწამდეს ერთიანი ღვთაება - მამა, ძე და სული წმინდა, თანასწორად თაყვანსაცემი წმინდა სამერთობაში“.

ედიქტით სხვა ღმერთების თაყვანისცემის შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა. 382 წელს გამოიცა კანონი, რომლითაც მანიქევლები სიკვდილითა და ქონების კონფისკაციით ისჯებოდნენ. ასევე პრეტორიის პრეფექტებს ევალებოდათ, დაენიშნათ საგანგებო თანამდებობის პირები - ინკვიზიტორები, რათა მათ გამოევლინათ მანიქევლები და დაედანაშაულებინათ ისინი სასამართლოს წინაშე.

მაგრამ მთლიანობაში დასავლელი ქრისტიანი ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანმა, თავისი ნებიდან და რწმენიდან გამომდინარე, უნდა მიმართოს ღმერთს. ამიტომ დაუშვებელია, აიძულო ვინმე, მიიღოს ესა თუ ის რელიგია საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. იძულებას თავად რწმენის ხასიათი გამორიცხავს.

წმ. თომა აქვინელი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობის დაუფარავი მომხრე იყო. იგი არწმუნებდა მთავრობას, არ დაეშვა რელიგიურ უმცირესობათა დევნა, არ წაერთმია მათთვის ჭეშმარიტი რწმენის თავისუფლად მიღების შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, ერთგვარად ხელოვნური იქნებოდა სახარებიდან და ქრისტიან ავტორთა თხზულებებიდან მეტნაკლებად შესატყვისი ციტატების შერჩევით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თანამედროვე კონცეფციების, მათი დაცვის შესაბამისი მექანიზმების დასაბუთების პირდაპირი მცდელობა.

0x01 graphic

სამართლის საფუძვლად ორი დიდებული იდეა უნდა მივიჩნიოთ: ადამიანის პიროვნების აბსოლუტური ღირსების აღიარება და ყველა ადამიანის თანასწორობა. ეს იდეები კაცობრიობის ცნობიერებაში ეტაპობრივად მკვიდრდებოდა და ისტორიული განვითარების შედეგს წარმოადგენდა. საყოველთაო მნიშვნელობა კი მათ მხოლოდ სახარების ქადაგებამ შესძინა.

მნიშვნელოვანი ისიცაა, რომ სწორედ ბიბლიურქრისტიანული ტრადიცია აღიარებს კაცობრიობის პროგრესს, რაც ღვთაებრივი გამოცხადების ფონზე ახალი რეალიების შემოქმედებითად გააზრებასაც ნიშნავს.

სამართლის მოჩვენებითი ,,ფორმალიზმის“ მიღმა ღრმა ცნებები ძევს: სიმართლე და სამართლიანობა.

ძალაუფლების გაგების თავისებურებანი დასავლეთსა და აღმოსავლეთში

დასავლეთ ევროპის მთელი ინტელექტუალური ისტორიის მანძილზე, საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური საკითხების დამუშავებასთან ერთად, სოციალ-პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემატიკის მიმართ მუდმივი ინტერესი არსებობდა. რა თქმა უნდა, სამართლისადმი ინტერესი უსაფუძვლოდ არ აღმოცენებულა. უკვე მოქმედებდა რომაული სამართალი, რომელიც ძველ მსოფლიოში ,,ბუნებითი სამართლის“ მწვერვალად შეგვიძლია მივიჩნიოთ... ქრისტიანობამ კი ადამიანის პიროვნების უფრო ღრმა გაგება მოიტანა, შეცვალა მისი თვითგანცდა და თვითშეგნება. ეს, რაღა თქმა უნდა, დროის ერთ მცირე მონაკვეთში არ მომხდარა, ახლებური ხედვა მრავალი წლის განმავლობაში მკვიდრდებოდა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ,,ბუნებითმა“ სამართალმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა და თითქოს ,,ზებუნებრივით“ აღივსო (ტრანსცენდენტურში შთაინერგა).

დასავლური მენტალიტეტისთვის სახასიათო შტრიხი იყო თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ ,,ზებუნებრივი“ და ,,ბუნებრივი“ არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს და რომ ,,ზებუნებრივს“ არა მარტო უშუალოდ შეუძლია თვითგამოვლენა, არამედ შუალობით, ,,ბუნებრივის“ მეშვეობით. დასავლური აზრისთვის ასევე დამახასიათებელი გახლდათ ძალაუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება. ყველა ხელისუფლება როდი ითვლებოდა კანონიერად (ღვთისგან ბოძებულად. რომაელ. 31,1), ასეთად მხოლოდ ის მიიჩნეოდა, რომელიც პასუხობდა საკუთარ დანიშნულებას. შუა საუკუნეებში უვარგისი ხელისუფლების დამხობის გასამართლებლად თეორიული დებულებაც კი იყო შემუშავებული. მთლიანობაში, დასავლეთი ლევიათანის - სახელმწიფოს ძალაუფლების შეზღუდვის გზით წავიდა; იქ ძალაში იყო ხელმწიფებისადმი უნდობლობის პრეზუმფცია.

აღმოსავლეთმა კი სახელმწიფოს ,,გაეკლესიურება“ ირჩია. აქ სახელმწიფოსადმი ნდობაში რაღაც მისტიკურს ხედავდნენ. მაგრამ შედეგად ლევიათანის გაეკლესიურების ნაცვლად თვით ეკლესია ,,გასახელმწიფოებრივდა“, ანუ მან სერვილური ფუნქციების შესრულება დაიწყო.

შესაბამისად, რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - ბიზანტიაში ძლიერდებოდა აღმოსავლური ფატალიზმის გავლენა. პავლე მოციქულის ცნობილი გამონათქვამი: ,,არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმრთისაგან“ (რომაელ. 13,1) აქ თითქმის უპირობო ჭეშმარიტებად მიიღეს ისე, რომ დიდად არც კი გაუთვალისწინებიათ მოციქულის მომდევნო სიტყვები ღვთისგან ნაბოძები ხელისუფლების ხარისხის შესახებ, სადაც მეთაური ღვთის მსახურს წარმოადგენს და მახვილს ატარებს, რათა დასაჯოს ბოროტმოქმედნი (რომაელ. 13,3-6). ასევე ყურადღების მიღმა დარჩა პეტრეს, იოანესა და სხვათა შეხედულებები იმის თაობაზე, რომ ,,მორჩილება ღმრთის მიმართ უფრო გვმართებს, ვიდრე კაცთა მიმართ“ (საქმ. მოც. 4,19; 5,29).

ბიზანტიაში, შემდეგ კი რუსეთში, შესაძლოა საიმპერატორო კარის ინტერესის გამოც, ხელისუფლებასთან მიმართება ქრისტიანებმა მისთვის ლოცვამდე დაიყვანეს. ხელისუფლება აშკარად ღვთის წინააღმდეგ მებრძოლიც რომ ყოფილიყო, მასთან დამოკიდებულება ამ თვალსაზრისით არ იცვლებოდა. (ამის ყველაზე ნათელი ნიმუშია რუსეთის კომუნისტური ძალაუფლებისადმი ეკლესიის დამოკიდებულება). ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა პარიტეტულ-სამართლებრივი კი არა (როგორც დასავლეთშია), ჰარმონიული პარადიგმით (სიმფონიით) გაიაზრებოდა. იმპერატორიუსტინიანეს (483-565) VI ნოველის (ახალი კანონი) თანახმად,

,,მღვდლობა და მეფობა არსობრივად ღვთის უდიდესი მადლი გახლავთ. პირველი საღვთო საქმეებს ემსახურება, მეორე კი ადამიანურზე ზრუნავს. ორივე ერთი წყაროდან მომდინარეობს და ადამიანის ცხოვრებას ამშვენებს. ამიტომ თუკი პირველი ჭეშმარიტად უმანკოა და ღვთისადმი ერთგულებით გამოირჩევა, ხოლო მეორე მართებული და მოწესრიგებული სახელმწიფოებრივი წყობითაა დამშვენებული, მაშინ მათ შორის სასიკეთო სიმფონია მყარდება ადამიანის მოდგმის საკეთილდღეოდ“.

ხოლო ისეთი შემთხვევა, როდესაც მღვდლობა და მეფობა საკუთარი მაღალი მოწოდების შეუსაბამო ხდება, საერთოდ არ განიხილებოდა.

აღმოსავლური სინკრეტულ-ჭვრეტითი გაგებით, ძალაუფლების პრინციპი, ისტორიული პერიპეტიების მიუხედავად, ამ ძალაუფლების კონკრეტული მპყრობელებისგან დიდად არ იყო გამოცალკევებული. ძალაუფლება სამსახურებრივ ფუნქციად კი არა, რაღაც თვითკმარ, განვითარებასა და სრულქმნას დაუმორჩილებელ, ამქვეყნად ღვთისმყოფობის ერთგვარ ხილულ ხატად გაიგებოდა. ასეთი მიდგომისას კი ძნელი არ არის აღმოსავლურ საკრალიზებულ დესპოტიებთან (სადაც მეფეებს საღვთო პატივს მიაგებდნენ) ,,მართლმადიდებლური იმპერიის“ მნიშვნელოვანი მსგავსების დანახვა.

ამგვარ ,,ჰარმონიულ“ მოდელში არა სახელმწიფოს, არამედ ,,საუფლოს“ მშენებლობა ისახებოდა მიზნად, ხოლო რამენაირი უფლებების შესახებ საკითხი არც კი დგებოდა. სამართლებრივი საკითხები ხომ უცხო ადამიანებს შორის წამოიჭრება და არა ,,მამისა და შვილების“, ,,ძმებისა და დების“ ურთიერთობაში, რომელთაც მადლის, და არა კანონის მიხედვით გადაუწყვეტიათ ცხოვრება. ხოლო საამისოდ მონარქებისთვის კონსტიტუციათა სახით სამართლებრივი შეზღუდვები კი არ უნდა ,,გამოეგონათ“ (როგორც დასავლეთში), არამედ .მინდობოდნენ ძალაუფლებას, რომელიც მამობრივ ზრუნვას იჩენს ჩვენი კეთილდღეობის მიმართ. იგი ღვთის წინაშე აგებს პასუხს, ჩვენ კი, უგუნურ შვილებს თავმდაბლობა და მორჩილება გვმართებს.“

ხელისუფლების საკრალურ-პატერნალისტური ტიპის მთელი მომხიბვლელობის (უფრო ინფანტილური ცნობიერებისათვის) მიუხედავად, მასში ერთი მეტად სუსტი მხარეა განსაკუთრებულად გამოკვეთილი. რა მოხდება მაშინ, როდესაც უმაღლესი მემკვიდრეობითი ძალაუფლება, ცხებული იმპერატორის სახით, ამა თუ იმ მიზეზით საკუთარი მაღალი დანიშნულების შესატყვისი აღარ იქნება? აღმოსავლური წარმოდგენით ხომ ხელისუფლების ხელყოფა ამბოხის უმძიმეს ფორმასთან - ღვთისმბრძოლობასთანაა გათანაბრებული. თუკი მას მაინც აქვს ადგილი, მაშინ ეს ხდება საზარელი, ყველაფრის გამანადგურებელი ფორმით, ყოველგვარი დანდობის გარეშე იმის მიმართ, რაც ამა თუ იმ სახით დაკავშირებულია იმპერიასთან. ამის მაგალითს რუსეთის რევოლუცია გვიჩვენებს. ისე სასტიკად არაფერს უსწორდებიან, როგორც კერპებს, როცა ისინი იმედს უცრუებენ. ამ შემთხვევაში ძალაუფლების მთელი პირამიდა, ცოტა ხნით ადრე უფრო მომხიბლავად რომ გამოიყურებოდა (განსაკუთრებით ესთეტიკურ დონეზე), ვიდრე ,,ხელისუფლებათა გამიჯვნის“ დასავლური ,,მოსაწყენი“ პრინციპი, მართლაც რომ ძირფესვიანად ინგრევა. ადამიანის გაგების დასავლურ-ქრისტიანული ტრადიციით, პიროვნებაში ღვთის ხატება პირველქმნილი ცოდვის შედეგად შეიბღალა. ამიტომ შეუძლებელია მთლიანად ენდობოდე ვინმეს, განსაკუთრებით ადამიანებს, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული, ანუ ძალაუფლების მქონეთ. ჯონ ლოკის (1632-1704) მიერ გამოთქმული ამ შეხედულების მიხედვით, უმაღლესი ხელისუფლების შეუმცდარობის გარანტიები არ არსებობს. სწორედ ამიტომ სახელმწიფო ძალაუფლება სამ შტოდ დანაწევრებული, გამიჯნული უნდა იყოს.

ცხადია, თუ ნათლისღების საიდუმლოც კი არ იძლევა არაფრის გარანტიას, მაშინ უფრო მეტად ეს უმაღლესი ხელისუფლის მეფედ კურთხევის წესს ეხება, რომელიც საეკლესიო საიდუმლოებას არ წარმოადგენს.

დასავლეთში ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და ძალაუფლების განმასახიერებელი პირის განსაკუთრებულ ადამიანთა ნუსხიდან ამოწერა ძალაუფლების საკრალიზებას გამორიცხავს. ძალაუფლებას დაცვითი, სამეურნეო და ადმინისტრაციული ფუნქცია აქვს დაკისრებული. განყენებულ, განსჯით გადასაწყვეტ საკითხებში ავტორიტეტის პრინციპი მთლიანად არ ქრება, მაგრამ ბევრწილად კარგავს თავის მნიშვნელობას. ავტორიტეტი იზღუდება ბუნებითი გონის ხარჯზე, ამ უკანასკნელის საფუძველს კი უნივერსალური რაციონალური საწყისისადმი ნდობა წარმოადგენს, რომელიც ყოველი ადამიანის ცნობიერებაში იჩენს თავს.

დასავლეთში გააცნობიერეს, რომ უმჯობესია, სამართლებრივი ნორმების აუცილებელი მინიმუმის მკაცრი დაცვით, ,,არასწორი მსოფლმხედველობის“ რისკზე წასვლა, ვიდრე წამოწყება ძალდატანებით ,,სწორის“ ორგანიზებისა. ხოლო აღმოსავლეთში, სადაც ხელისუფლების ღვთისგან ბოძების შესახებ პავლე მოციქულის ფრაზის (რომაელ. 13,1-6) დოგმატიზაცია მოხდა, მირონცხებული მეფე პრაქტიკულად უბრალო მოკვდავთა რიცხვს აღარ ეკუთვნოდა. იგი თითქმის უცოდველის ხარისხში იყო აყვანილი. ეს ირიბად გამოიხატა სამეფო ტიტულში ,,ავტოკრატი“ (თვითმპყრობელი). თვითმპყრობელი არავითარი მიწიერი ინსტანციის მიმართ არ იყო ანგარიშვალდებული

(ისევე როგორც პაპი, რომელიც საეკლესიო კრებებზე მაღლა იდგა) და პასუხისმგებელი მხოლოდ ღვთის წინაშე გახლდათ.

აღმოსავლეთში, მათ შორის რუსეთშიც, იურიდიული კანონი აბსოლუტურ ნორმად კი არ იყო გაგებული, არამედ მსოფლმხედველობის ერთგვარ დანამატად, რაღაც მეორადად და დამხმარედ მიიჩნეოდა. აქედან გამომდინარეობდა გარკვეულწილად ზედაპირული დამოკიდებულება კანონმდებლობის მიმართ, მისი სასურველი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენება. აქ არ იგრძნობოდა კანონთა ,,მატერიის შინაგანი წინააღმდეგობა“. თითქოსდა რით უნდა ყოფილიყო ურიგო კანონების რაოდენობრივი ზრდა, ცდები, რომ კანონმდებლობას აესახა, მაგალითად, რელიგიურ-ზნეობრივი ნორმები და მიენიჭებინა მათთვის ,,აუცილებლის“ სტატუსი? ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, ხომ საკუთარ მოვალეობებს უნდა ასრულებდნენ. მაგრამ მორალიზმი კანონმდებლობის სფეროში აუცილებლად მის რღვევას იწვევს. კანონმდებლობას თავისი კანონზომიერებანი აქვს (ეს არ გახლავთ ტავტოლოგია), რომელსაც გათვალისწინება სჭირდება.

არსობრივად ერთი და იგივე ქრისტიანული საფუძვლიდან დასავლეთსა და აღმოსავლეთში სრულიად განსხვავებული დასკვნები გაკეთდა. თუკი დასავლეთისთვის გადამწყვეტ სიტყვას ,,თავისუფლება“ წარმოადგენდა, აღმოსავლეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ,,მორჩილება“ და ,,თავმდაბლობა“ იყო. ამ შემთხვევაში მორჩილება პიროვნების რაღაც გარეშე ძალაზე, მაგალითად, ავტორიტეტზე დამოკიდებულებას ნიშნავს, რომელიც უცილობლად იძენს საკრალურობას. ამასთან, სახელმწიფო გაიგება, როგორც ღვთისგან ბოძებული. თავისუფლება კი ადამიანის პიროვნების ავტონომიურობას გულისხმობს, საზღვარს უწესებს სახელმწიფო ძალაუფლების ტოტალიტარულ მისწრაფებებს და დესაკრალიზებულ სახელმწიფოს მსახურებითი ფუნქციით შემოსაზღვრავს.

თარგმნა ბექა მინდიაშვილმა

0x01 graphic

0x01 graphic

ერთი წლის შემდეგ

კონფერენცია, სახელწოდებით ,,ერთი წელი ვარდების რევოლუციის შემდეგ: მიღწევები და წარუმატებლობები“ საქართველოში მიმდინარე მოვლენების აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის გამოცდილების ჭრილში შეფასებას ისახავდა მიზნად.

კონფერენციამ, რომელიც ბულგარეთის ლიბერალურ სტრატეგიათა ცენტრის, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, თავისუფლების ინსტიტუტისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული მრავალი მნიშვნელოვანი ასპექტი მოიცვა. მათ შორის, ადამიანის უფლებები, სასამართლო რეფორმა, სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება და სხვები. გთავაზობთ ზოგიერთ გამოსვლას ხსენებული კონფერენციიდან.

4 რევოლუცია დემოკრატიისთვის

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გია ნოდია

დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა ორი შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა საქართველო იყოს ევროპის ანუ დასავლეთის ნაწილი და შეიძლება თუ არა საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა? ეს ორი შეკითხვა ერთმანეთთან კავშირშია, რადგან, აქტიურად, ერთი და იგივეა. ეს გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობის საკითხებად, თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი ის არის, შინაგანად შევძლებთ თუ არა გავხდეთ დემოკრატიული ქვეყანა.

მიმდინარე წლის შეფასებისას ჩვენ არ ვახსენეთ ევროპა და ნატო, რადგანაც ნატოსა და ევროკავშირს ჩვენ მომავალში ვხედავთ. ევროპასა და ნატოს ჩვენ ვუყურებთ როგორც ჩვენი მომავლის მიმართულებას. ეს არ არის ჩვენი დღევანდელი დღის რეალობა, ჩვენთვის ეს უფრო შორეული ოცნებაა. საერთოდ, საქართველოში ძნელია ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხზე კონსესუსის მიღწევა. დღევანდელ საქართველოს პარლამენტში დომინირებს ერთი პარტია, მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ საკითხებზე ერთიანი კონსესუსის მიღწევა ძნელია. საკითხი, რაზეც სრული კონსესუსია და საქართველო ერთიანია, ეს არის ქვეყნის პოლიტიკური კურსი - ქვეყნის მიმართულება ევროკავშირისა და ნატოსკენ.

ამ საკითხთან მიმართებაში წინა ხელისუფლებასა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის გარეგნულად დიდი განსხვავება არ არის. შევარდნაძე ასევე საუბრობდა თავის გეგმებზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ და იგი თავის უმნიშვნელოვანეს მიღწევად პირველ რიგში საქართველოს ევროპასთან დაახლოებას და მილსადენის მშენებლობას თვლიდა. განსხვავება დღევანდელ და წინა მთავრობას შორის არის ის, რომ ახლანდელი ხელისუფლება უფრო მყარად და მიზანდასახულად ცდილობს ამ საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში წინ წამოწევასა და პირველ ადგილას დაყენებას. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის ინაუგურაციის გაშუქებისას უცხოური პრესა განსაკუთრებით ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებდა, რომ საქართველოს დროშის გვერდით ევროპის დროშა ფრიალებდა. ამ მთავრობას მეტად აქვს გააზრებული, რომ საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკას არ უნდა ემიჯნებოდეს. ევროპისა და ნატოსკენ ორიენტაცია, პირველ რიგში, ქვეყნის ცვლილებას ნიშნავს. შევარდნაძის პერიოდში დასავლეთზე ორიენტაცია უფრო გეოპოლიტიკური თამაში იყო, ვიდრე ქვეყნის რეალური რეფორმირება. დღევანდელ მთავრობას გააზრებული აქვს, რომ ორიენტაცია ევროპასა და ნატოსკენ ძირეულ რეფორმირებას ნიშნავს.

შევარდნაძე ყოველთვის ნატოზე მეტად იყო ორიენტირებული, ვიდრე ევროკავშირზე, როცა სააკაშვილი აქცენტს უფრო ევროკავშირზე აკეთებს. ეს ალბათ დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ შევარდნაძის დროს დასავლური ორიენტაცია იყო ერთგვარი გეოპოლიტიკური ვაჭრობის საგანი, როცა დღეს დასავლეთისკენ სწრაფვა უფრო მეტად ქვეყნის ძირითადი მიმართულება გახდა.

საქართველოს რევოლუციების დიდი გამოცდილება გააჩნია. ჩვენ სამი რევოლუცია გადავიტანეთ: 1) კომუნიზმის შემდეგ გამსახურდიას არჩევნებში გამარჯვებას მშვიდობიანი რევოლუცია უწოდეს 2) როცა გამსახურდია გავაგდეთ და შევარდნაძე მოვიყვანეთ, ჩვენ ამას რევოლუციის ნაცვლად, პროდემოკრატიული გადატრიალება ვუწოდეთ და 3) 2003 წლის ნოემბრის რევოლუცია, რომელსაც ვარდების რევოლუცია დავარქვით.

ზოგიერთ ადამიანს უყვარს სიტყვა რევოლუცია, რადგან იგი ემოციებთან ასოცირდება და რაღაც ღირებულება აქვს, რეფორმების წარმატებით განსახორციელებლად ემოციური მუხტის შესანარჩუნებლად. მაგრამ ზოგიერთს, და მათ შორის, მეც ეს სიტყვა ცოტათი მაშფოთებს, რადგან იგი არაკანონიერთან და არაკონსტიტუციურთან ასოცირდება. მაგრამ რაც არ უნდა ვუწოდოთ რევოლუციას, როგორც არ უნდა შევაფასოთ იგი, დღეს ძირითადი არის ის, თუ რა შეიცვალა და როგორი ცვლილება განხორციელდა რევოლუციის შედეგად. ახალი ამ რევოლუციაში წინა ორი რევოლუციისგან განსხვავებით იყო ის, რომ მასში პროდემოკრატიული მნიშვნელობა ყველაზე უფრო ნათლად იყო გაცხადებული. შესაძლოა, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, მოიტანა თუ არა, ან მომავალში მოიტანს თუ არა ეს რევოლუცია დემოკრატიას, მაგრამ ეს უეჭველად იყო რევოლუცია დემოკრატიისთვის. იდეა და სულისკვეთება ნამდვილად იყო განმსჭვალული დემოკრატიის სულისკვეთებით, რაც მანამადე ნამდვილად არ იგრძნობოდა. ამ მნიშვნელობით, 2003 წლის რევოლუცია ყველაზე მეტად იყო აღმოსავლეთ ევროპის 1989 წლის რევოლუციის იდენტური, ვიდრე 1990 ან 1992 წლების რევოლუციები. ზვიად გამსახურდიას მთავრობა იყო ეროვნული მთავრობა, და იყო ამაყი კომუნისტური ხელისუფლების დამარცხებით. მაგრამ მისი მმართველობის პერიოდში აღმასრულებელი მთავრობის ნახევარი კომუნისტური ბიუროკრატია იყო, ამდენად, ამ რევოლუციამ მმართველ ელიტაში ძირეული ცვლილებები ვერ მოიტანა. შევარდნაძის დაბრუნება იყო იმ პიროვნების დაბრუნება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბერლინის კედლის დანგრევაში, მაგრამ კვლავ კომუნისტური ბიუროკრატიის ნაწილი იყო. შევარდნაძის მოსვლამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო კომუნისტური ნომენკლატურის რეაბილიტაციას. ორივე შემთხვევაში ჩვენ გვქონდა განსხვავებული სტილითა და პროპორციით აღრეული მმართველი ელიტა, მაგრამ მთავრობაში ჩვენ არ გვყოლია ახალი ელიტა, განსხვავებული მიზნებითა და აზროვნებით. ნოემბრის რევოლუციის შემთხვევაში ელიტარული ცვლა განხორციელდა. პირველად ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე ხელისუფლებაში მოვიდა ხალხი, რომელსაც არა აქვს კომუნისტურ მთავრობაში მოღვაწეობის გამოცდილება. როგორც ჩვენ ზოგჯერ ირონიულად ვამბობთ, ეს არის ხალხი, რომელიცინგლისურად ლაპარაკობს და იცის კომპიუტერზე მუშაობა, ეს შესაძლებლობები ერთგვარი ,,კულტურული“ ნიშანია, რომელიც განასხვავებს მათ კომუნისტური ბიუროკრატიისგან, რომელმაც არ იცის ინგლისური და ეჭვის თვალით უყურებს კომპიუტერს, ან მათზე მხოლოდ გასართობ თამაშებს თამაშობს.

0x01 graphic

მე ხშირად კრიტიკულად ვარ განწყობილი დღევანდელი მთავრობის მიმართ, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში გვყავს ხელისუფლება, რომელსაც გააჩნია ნათლად გამოკვეთილი მიზნები. თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ეს ხელისუფლება იმის გამო, რომ მას არა აქვს მიზნის მისაღწევი მეთოდები. ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია შევარდნაძის მიმართ იყო ის, რომ ჩვენ არ ვიცოდით, თუ რა უნდოდა მას, ჩვენ არ ვიცოდით, თუ რა მიმართულებით მოძრაობდა ქვეყანა. ის მგონი საერთოდაც არ მოძრაობდა. დღეს ჩვენ გვჭირდება რაღაც იდეოლოგია. ვინმემ უნდა დაწეროს, რომ აი, ეს არის ჩვენი ქვეყნის იდეოლოგია. დღევანდელი პრობლემა დემოკრატიის რესურსების ნაკლებობაა. ნათელია, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატია, მაგრამ როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა აჩვენა, საქართველოში არ არსებობს ერთიანი დემოკრატიული მოძრაობა. არ არსებობს საზოგადოებაზე დაფუძნებული დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტია. შესაძლოა, ჩვენ გვაქვს საბაზისო გაერთიანებები, მაგრამ არ გაგვაჩნია, არ გვაქვს დასავლური ტიპის ღია პარტია. კიდევ ერთი პრობლემა ადამიანური რესურსების დეფიციტია. ანუ არ გვყავს ხალხი, რომელსაც შეუძლია, დასავლურ სტილში რეალურად აკეთოს სამთავრობო, სოციალური და ბიზნეს საქმე. დღევანდელ სესიაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ რეალურად ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც პროკურატურაში სათანადოდ იმუშავებს. სამოქალაქო საზოგადოება აცხადებს, რომ ისინიც ძალზე ცოტანი არიან, და უჭირთ მეტი ხალხის პოვნა. არის ინსტიტუციური პრობლემა, ძალზედ ცოტა ინსტიტუტია, რომელიც შესაძლოა ჩაითვალოს დემოკრატიისათვის ძლიერ რესურსად. მაგრამ თუ შევადარებთ დღევანდელ სიტუაციას 10 წლის წინანდელს, მე ამ მხრივ დიდ პროგრესს ვხედავ, შესაძლოა ისეთ დონის პროგრესსაც, რომელსაც არ ველოდი. დემოკრატიასთან დაკავშირებით მე მაქვს მკაფიო პასუხი, საქართველოს შესაძლოა იყო ახალი დემოკრატია.

17 დეკემბერი
თბილისი 2004

5 საზოგადოებრივი მაუწყებლობა: ვალდებულება და პასუხისმგებლობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნიკოლას ნუგენტი მედია ექსპერტი

თქვენი კონფერენცია მოითხოვს პასუხს შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა საქართველო, გახდეს ახალი დემოკრატიის კერა? ჩემი კვალიფიკაცია უფლებას მაძლევს ვილაპარაკო მხოლოდ მედიის კუთხით და ისიც მცირე მასშტაბით, როგორც ეს შეეფერება ადამიანს, რომელიც ახლახანს ეწვია თქვენს ქვეყანას. ამასთანავე ვისაუბრებ ჩემი იმ მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია დიდი ბრიტანეთისძირითად საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან.

ძველი, მაგრამ უტყუარი გამონათქვამია -

,,თავისუფალი პრესა არ ქმნის დემოკრატიას, მაგრამ დემოკრატია არ არსებობს თავისუფალი პრესის გარეშე“.

ეს აზრი ადასტურებს მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებას ამ ორ ცნებას შორის.

მე-18 საუკუნის შოტლანდიელი მწერალი თომას კარლაილი ზუსტად ახასიათებს ამ ურთიერთობას, როდესაც პრესას ,,მეოთხე ხელისუფლებას“ უწოდებს, რომელიც კონტროლისა და გაწონასწორების დემოკრატიულ სისტემაში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების მხარდამხარ იღწვის. იმათ მიმართ, ვინც ძალაუფლებას ფლობს, პრესა ,,უოთჩ დოგის“ (მოდარაჯე ნაგაზის) ფუნქციას ასრულებს.

სულ ახლახანს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ცნო, რომ ,,პრესა დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებით როლს ასრულებს“, როდესაც, ერთის მხრივ, ააშკარავებს ხალხის დამოკიდებულებას და შეხედულებებს პოლიტიკური ლიდერების მიმართ და, მეორეს მხრივ, აძლევს შესაძლებლობას პოლიტიკოსებს, ასახონ საზოგადოების განწყობილება. ეს კი საშუალებას იძლევა, ყველამ მიიღოს მონაწილეობა თავისუფალ პოლიტიკურ დებატებში.

ის, რაც თომას კარლაილმა და ევროპის სასამართლომ პრესასთან მიმართებაში თქვეს, ყველაზე მეტად მიესადაგება სამაუწყებლო მედიას, რომელიც თითქმის მთელ საზოგადოებას მოიცავს. სწორედ დაფარვის ამ უზარმაზარი არეალის გამოა საჭირო მედიის ძალაუფლების საიმედოდ გამოცდა. ძალაუფლებამოჭარბებული მედია არაფრით სჯობნის სუსტ ან მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიას.

ნებისმიერი ნაციისთვის გამოწვევაა, მიაგნოს კონტროლისა და გაწონასწორების სისტემას - როგორც ეს კარლაილს ესახებოდა და სადაც უმთავრესი ანგარიშვალდებულების კონცეფციაა. მედიის დახმარებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი არჩეული და დანიშნული ოფიციალური პირების ანგარიშვალდებულება იმ ხალხის წინაშე, ვისაც ისინი ემსახურებიან. თავად მედია - განსაკუთრებით სამაუწყებლო - უნდა იყოს ანგარიშვალდებული იმ ხალხის წინაშე, რომელსაც ემსახურება. ამ პროცესის განხორციელება შესაძლებელია რეგულირების სისტემისა და დამოუკიდებელი მართვის ორგანოების მეშვეობით.

ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა, გავცნობოდი პარლამენტში სამაუწყებლო სისტემის რეფორმის შესახებ კანონის მიღების პროცესს. ვეწვიე სახელმწიფო ტელევიზიას, რომლის ეთერში ხელახალი გასვლა ნიშნავს იმას, რომ ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჩამოყალიბების კრიტიკული ეტაპია. განსაკუთრებით დავინტერესდი, რა გზით აპირებთ, მიაწვდინოთ ხმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და ენობრივ უმცირესობებს.

რასაკვირველია, საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნას, რომელიც ხალხის წინაშე მეტად იქნება პასუხისმეგებლი, ვიდრე დღევანდელი მთავრობის მიმართ, გაცილებით დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე თავად კანონის მიღებას.

ბრიტანეთში BBC-ის 80 წელზე მეტი დასჭირდა, რათა გამხდარიყო ავტონომიური საზოგადოებრივი მაუწყებლობა, რომელსაც აღიარებენ, როგორც ხელისუფლებისგან მისი დამოუკიდებლობის გამო, ასევე საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულების გამო. მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც უზრუნველყოფს მთავრობისგან BBC-ის დამოუკიდებლობას: იგი თავისუფალია კომერციული ინტერესისაგან, რადგან მცირედი გამონაკლისის გარდა, აქ არ ხდება რეკლამის განთავსება. მას გააჩნია გარანტირებული დაფინანსების სისტემა, რომელსაც ვერ ხელყოფს მთავრობა. მმართველი საბჭოს შემადგენლობა არ არის პოლიტიკური. მართალია, საბჭოს წევრებს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ისინი ინიშნებიან გარკვეული გარანტიებული ვადით და მათი გათავისუფლება არ შეუძლია პრემიერ-მინისტრს ისეთი საკამათო თემის გაშუქების გამოც კი, როგორიცაა ბრიტანეთის მონაწილეობა ერაყის კონფლიქტში. მაგალითად, თუ BBC განარისხებს მთავრობას ოსამა ბინ ლადენის შესახებ ფილმის ტრანსლირებით.

სისტემა, რომელიც ჩვენ ბრიტანეთში გვაქვს სრულყოფილი არ არის და საჭიროებს დახვეწას. მართალია, ახლახანს განხორციელდა მაუწყებლობის რეგულირების რეფორმა, მაგრამ ისეთი ფუნდამენტური საკითხი, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების ან რელიგიური ორგანიზაციებისათვის საეთერო არხების კონტროლის აკრძალვა, კვალავაც ხელშეუხებელია.

წელს BBC-მ გადაიტანა თავისი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისი, როდესაც ამ ორგანიზაციის ორი მთავარი ფიგურა - საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი აიძულეს, გადამდგარიყვნენ, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის კაბინეტთან მათი მკვეთრი დისპუტი ერაყის ომის გაშუქების საკითხებთან დაკავშირებით. BBC-ისთვის ეს სერიოზული შოკი იყო, 80 წლის განმავლობაში განვითარდა მოქნილი პოლიტიკა და ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ ახალი ლიდერების თაოსნობით შეძლო ამ კრიზისის გადალახვა და ძველი პოზიციების დაბრუნება. ეს პროცესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმაც (დაიბეჭდა გაზეთ ,,გარდიანში“) წაახალისა. გაირკვა, რომ 3-ჯერ მეტი ბრიტანელი BBC-ის უფრო ენდობოდა, ვიდრე მთავრობას. დამეთანხმებით, ეს ფაქტორი საზოგადოებრივი მაუწყებლობის კარგი ინდიკატორია.

კრიზისის გადასალახად BBC შეეცადა, გაეუმჯობესებინა ანგარიშვალდებულება იმ ხალხის წინაშე, ვისაც ის ემსახურება, მაგალითად, გასაჩივრების სისტემის მეშვეობით. ახალი ტელეპროგრამა ,,ნიუსუოჩი“ და მისი ვებ-გვერდი წარმოდგენას შეგიქმნით ამ წამოწყების შესახებ. მეორე მაგალითია ნეიტრალური ტერმინოლოგიის შერჩევა: გაოცდებით, როცა გაიგებთ, რამდენი ძალისხმევა სჭირდება ამ პროცესს. მაგალითად, არ შეიძლება ,,ბანდიტის“ გამოყენება იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ჩეჩნეთში იბრძოდა, როგორც მათ მოსკოვი უწოდებს; ან მეამბოხეების იმ ხალხზე, ვინც ამერიკელებს ერაყში წინააღმდეგობას უწევს, სიტყვა დაუმორჩილებელი გაცილებით ზომიერ ტერმინად მოიაზრება; არასდროს გამოიყენოთ ფრაზა ,,თავისუფლებისთვის მებრძოლი“ ან ,,ტანჯული“; ჩვენ ძალიან ფრთხილნი ვართ, როცა ვიყენებთ სიტყვებს ,,ტერორისტი“ ან ,,მსხვერპლი“. თითოეული შემთხვევა უნდა განვიხილოთ ყურადღებით, რათა მიკერძოება არ გამოვიჩინოთ. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში სტუმრობისას, დავინტერესდი, იგივე ფრთხილი დამოკიდებულება ხომ არ არსებობდა სამხრეთ ოსეთის მოვლენების გაშუქებასთან მიმართებაში.

დასასრულს, მინდა გითხრათ, რომ დემოკრატია ვითარდება და უმჯობესდება. და მე მჯერა, რომ მედია შეძლებს, შეასრულოს ,,მეოთხე ხელისუფლების“ მისია, საზოგადოებრივი მაუწყებლობა კი ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, რომელიც შესაძლოა, განსხვავდებოდეს მთავრობის ინსტრესებისგან.

6 ...როცა ახალი ელიტა ძველს ემსგავსება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ოგნიან მინჩევი

ინტერვიუ ბულგარეთის რეგიონალური და საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან ოგნიან მინჩევთან

თქვენი აზრით, კომუნისტური რეჟიმის კოლაფსის შემდეგ რა საერთო გამოწვევები ჰქონდათ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს? როგორ მოხდა, რომ ზოგიერთი ქვეყანა დღეს ევროკავშირისა და ნატოს წევრია, ზოგიერთმა კი ჯერაც ვერ მოაგვარა ელემენტარული სოცილური პრობლემები?

გარდამავალი პერიოდი არავისთვის ყოფილა ადვილი. ამ ე.წ წარმატებულ ქვეყნებსაც ძალიან მძიმე პრობლემები ჰქონდათ. მაგრამ მათ შეძლეს ამ პრობლემების უფრო მოკლე დროში მოგვარება.

მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ, პოსტ-სოციალურ ქვეყნებს გვაქვს, არის დაპირისპირება ორ ელიტასა და შესაბამისად, ორ მსოფლმხედველობას ანუ მომავალზე ორ განსხვავებულ წარმოდგენას შორის.

საბჭოთა ელიტას უნდა, რომ ძალაუფლება აღიდგინოს და სახელმწიფო ქონების მოპარვა გააგრძელოს. ხოლო იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოს, სურს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაანგრიოს და მოშალოს. რადგან იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანაში მყარი და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არსებობს, მაშინ კორუფციისათვის სუსტი ნიადაგი არსებობს და ძალზედ ძნელია სიმდიდრის კონცენტრირება მხოლოდ ცალკეული ჯგუფების ხელში.

პოსტ-კომუნისტური ელიტა ამყარებს ოლიგარქულმაფიურ რეჟიმს, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის დეზინტეგრაციამდე, მასობრივი სიღარიბემდე და აპათიამდე მივყავართ.

ალტერნატიული ხედვა აქვს რეფორმისტულ ელიტას, რომელსაც უნდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, რეფორმების გატარება და ზოგადად, იმ კურსის არჩევა, რომელიც დემოკრატიულ პროცესებს დააჩქარებს.

მაგრამ მთავარი პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა ახალი ელიტა ძველ, კომუნისტურ ელიტას ემსგავსება და ქვეყნის გაძარცვას გაორმაგებული ენთუზიაზმით ცდილობს. სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნების ტრაგედია. ბევრი შემთხვევაა, როდესაც სწორედ ახალმა ელიტებმა წარმოშვეს კლანური, კორუმპირებული რეჟიმები.

რა გახდა იმ ქვეყნების წარმატების მიზეზი, რომლებმაც სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით თავიდან აიცილეს ასეთი კლანური, კორუმპირებული რეჟიმები?

ამ ქვეყნების წარმატებაში ბევრმა ფაქტორმა ითამაშა როლი, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი მათგანია.

პირველი იყო ის, რომ ამ ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმის დროსაც არსებობდა ძლიერი სამოქალაქო ოპოზიცია, რომელმაც მოახერხა, გამხდარიყო მმართველი ელიტა. რა თქმა უნდა, მათი მმართველობის პერიოდშიც იყო კორუფცია, მაგრამ მათ შესძლეს, შედარებით სწრაფად განეხორციელებინათ ცვლილებები, რამაც განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდა.

გარდა ამისა, ამ ქვეყნებმა შეინარჩუნეს კარგად გამართული საჯარო-ადმინისტრაციული სისტემა. ეს სისტემა პოლიტიკური ცვლილებების დროსაც განაგრძობდა ფუნქციონირებას, მაშინ, როცა დანარჩენ ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმის დამხობასთან ერთად ადმინისტრაციული ინსტიტუტების დაშლაც დაიწყო. ძველი კომუნისტური ელიტა კი ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებდა.

საქართველოში ძველი პოსტკომუნისტური ელიტა ახალმა ელიტამ რევოლუციის გზით ჩაანაცვლა. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახალი ხელისუფლება ძველ ხელისუფლებას არ დაემსგავსოს?

ყველაზე მთავარი გამართული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. დღეს, შესაძლოა, ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, გამიკვირდებოდა კიდეც ასე რომ არ იყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემების მოგვარება ძლიერი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციისა და საზოგადოების აქტიურობის ფონზე ხდებოდეს.

როდესაც ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში პრესაში ჩნდება ფაქტები კორუფციაზე, ხელისუფლებამ უკვე იცის, რომ ამაზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს.

ჩვენს ქვეყნებში კი ძალიან ხშირად ასე არ ხდება. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან საზოგადოებრივი აზრი სუსტია. ასე რომ, ახლა მთავარი ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან პროცესებსა და მოვლენებზე ძლიერი საზოგადოებრივი აზრის შექმნაა.

როგორ შეაფასებთ ზოგადად იმ პროცესს, რომელიც ვარდების რევოლუციის სახელით მოინათლა?

რევოლუცია, როგორც ბულგარელმა ისე აღვიქვი, რადგან მსგავსი მოვლენები ჩვენც გადავიტანეთ.

დასავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოსა და უკრაინაში მომხდარ რევოლუციებს ხშირად ადარებენ პრაღის ხავერდოვან გადატრიალებას. მაგრამ იმას, რაც ამ ორ ქვეყანაში მოხდა, უფრო მეტად იმ მოვლენებს ვამსგავსებ, რომელსაც ჩემს ქვეყანაში 1997 წლის იანვარსა და თებერვალში ჰქონდა ადგილი და რაც ბელგრადის ქუჩებში ორჯერ, 1996-97-სა და 2001 წლებში მოხდა.

ეს იყო ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა, რაც გამოიწვია არა კომუნისტური რეჟიმის კოლაფსმა, არამედ პოსტ-კომუნისტური მთავრობების უუნარობამ - გაეუმჯობესებინათ სიტუაცია ქვეყანაში, გაეტარებინათ აუცილებელი რეფორმები, მოემზადებინათ ნიადაგი პოლიტიკასა და ეკონომიკაში გარდამავალი პერიოდისათვის. ამის გამო, ეს ქვეყნები სიღარიბესა და კორუფციაში ჩაიძირნენ, რამაც მოსახლეობა სრულ აპათიამდე მიიყვანა. სწორედ ამ აპათიამ და იმედგაცრუებამ გამოიწვია ის პროცესები, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა და უკრაინაშიც მსგავსი მოვლენები განვითარდა, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიულმა პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ის ნელ-ნელა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც მოიცავს?

რაც შეეხება დემოკრატიის მომავალს გლობალურად, ამას ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში. ჩვენ კარგად ვხედავთ რა ხდება დღეს ერაყში. ბევრი ქვეყანა თავის კულტურულ-რელიგიური ტრადიციებიდან გამომდინარე, ძალიან ძნელად იღებს დემოკრატიულ ტრადიციებს.

მაგრამ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევრაზიაზე, ამ უზარმაზარ რეგიონზე, რომელიც წლების მანძილზე კომუნისტური მმართველობის ქვეშ იყო, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ აქ დემოკრატიისათვის კარგი ნიადაგი არსებობს. ამ სივრცეში დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობა ჯერ კიდევ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ დაიწყო და როდესღაც ის ჩინეთის საზღვრებსაც მისწვდება.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ დემოკრატიული პროცესები აქ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან თუ სხვა ორგანიზაციებიდან იმართება, მე ღრმად მწამს, რომ დემოკრატიის სტიმულირება თვითონ საზოგადოების შიგნიდან ხდება. შესაძლოა, რაღაც ნაწილს ვიღაც მართლაც უხიდიდა ფულს იმისათვის, რომ ამ პროცესების ავანგარდში მდგარიყო, თუმცა საპირისპიროზე მეტყველებს ერაყის მაგალითი, სადაც დემოკრატიის ასაღორძინებლად უზარმაზარი ფული ჩაიდო, მაგრამ მაინც უშედეგოდ. ასე რომ, ცვლილებების დიდი ტალღა უკვე აგორდა და, როგორც ვთქვი, ის ერთ დღეს ჩინეთამდეც მიაღწევს.

როდის მიაღწევს ეს ტალღა რუსეთამდე?

მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად შეაღწევს რუსეთში და მთლიანად მოიცავს მას. თუმცა დღეს მთავარი კითხვაა - როდის?

ჯერჯერობით რუსეთის მმართველი ელიტა გაყინულია წარსულში, რომელსაც არსაით არ მიჰყვას რუსეთი და უბრალოდ ძველი, იმპერიალისტური ინსტიქტების გააქტიურებას უწყობს ხელს.

თუ რუსეთი მოახერხებს ახალი ელიტის შექმნას, რომელიც ახალი დროის რეალურ გამოწვევებს დაინახავს და შესძლებს მასთან გამკლავებას, დარწმუნებული ვარ, რუსეთი მიიღებს დემოკრატიას და დააჩქარებს კიდეც მის განვითარებას.

სამწუხაროდ, დღეს მოსკოვში ყველა რეტროგრადული ძალა ძველი ყაიდის გეოპოლიტიკური ხედვის გარშემოა გაერთიანებული, რის გამოც ხდება ახალ რეალობაში რუსეთის როლის არაადეკვატურად აღქმა. დღეს კრემლს პრეტენზია აქვს, რომ ევრაზია მისი გავლენის სფეროა. მაგრამ, მალე ევრაზიის ქვეყნები თამაშის საერთო წესებს აღიარებენ და ამ წესებით ითამაშებენ. რუსეთი კი უძლური იქნება, რომ თავისი ნება მოახვიოს სხვადასხვა ერებს, ისე როგორც ეს სულ ახლახანს უკრაინაში მოხდა. იგივე უკრაინის მაგალითზე რუსეთმა უნდა გაანალიზოს, რომ ძველი თამაშის წესებით უკვე ვეღარ ითამაშებს.

დარწმუნებული ვარ, დღეს რუსეთში ბევრი ადამიანია, რომელიც კარგად აცნობიერებს, რომ კრემლმა პოლიტიკა უნდა შეცვალოს. მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ჯერჯერობით არ არიან იმ საკვანძო თანამდებობებზე, რომ გადაწვეტილების მიღების პროცესზე გავლენა მოახდინონ. ხოლო ისინი, ვისაც ეს თანამდებობები უკავიათ, ისეთი ჯგუფების ინტერესებს გამოხატავენ, რომელთაც რეალობის გრძნობა მთლინად დაკარგული აქვს. ისინი ცხოვრობენ ოცნებით, რომ ისევ აღადგენენ რუსეთის იმპერიას დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც სრულიად განსხვავებულია და სადაც აღარ არის ადგილი ასეთი იმპერიების არსებობისთვის.

რუსეთს დღეს სხვა სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს არის ისლამისტური სამხრეთი, ჩინეთის ეკონომიკური და დემოგრაფიული ბუმი მაშინ, როდესაც ციმბირის საზღვარი ჩინეთთან ცარიელია. ეს არის ის გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც რუსეთს სერიოზულ პრობლემებს უქმნის და იმის მაგივრად, რომ მოსკოვში ამ გამოწვევების დასაძლევად კონკრეტულ მექანიზმებზე მუშაობდნენ, მმართველი ელიტა ისევ რაღაც განუხორციელებელ და უსარგებლო ოცნებებს არის ჩაჭიდებული.

რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ღმოჩნდება, თუ ქვეყნის შიგნით დემოკრატიულ ჯგუფებსა და იმპერიალისტურ ძალებს შორის გახლეჩვის პროცესი დაიწყება. ეს ასეც მოხდება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს დემოკრატიული პროცესების ტალღა რუსეთშიც ძლიერად აგორდება.

ევროპა ყოველთვის ლოიალური იყო რუსეთის მიმართ. თუმცა უკრაინის საკითხმა აიძულა ევროკავშირის ლიდერები, ძალიან მკვეთრი და ცალსახა კომენტარები გაეკეთებინათ და გაეკრიტიკებინათ რუსეთი უკრაინის შიდა საქმეებში უხეში ჩარევისათვის. როგორ გგონიათ, ხომ არ იწყება ახალი ეტაპი რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობაში?

ევროკავშირსა .და რუსეთს შორის ურთიერთობები სერიოზულად ფუჭდება, ამას ორი მიზეზი აქვს: უკრაინის საკითხი მეორეა; პირველი მიზეზი კი არის ის, რომ რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ ახლა იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ რა შედეგები მოაქვს მისთვის ევროკავშირის გაფართოებას. ის ევროპას ყოველთვის განიხილავდა, როგორც მეორეხარისხოვან მტერს, რადგან მთავარ გამოწვევად და საფრთხედ მხოლოდ ამერიკას აღიქვამდა.

მაგრამ ევროკავშირი დღეს უკვე რეალური და მთავარი კონკურენტია რუსეთისათვის. მოსკოვმა უნდა შეცვალოს თავისი ეკონომიკური და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა მთელი ევროპის მასშტაბით და პირველ რიგში, მის ძველ სატელიტებთან აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებიც დღეს ევროკავშირის წევრები არიან. ეს მართლაც დიდი გამოწვევაა და რუსეთმა უკვე აჩვენა, რომ ამ ახალმა რეალობამ საკმაოდ გააღიზინა იგი.

მეორე მიზეზი კი, რა თქმა უნდა, უკრაინაა. თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ევროპა ყოველთვის არიდებდა თავს რუსეთთნ ურთიერთობის გამწვავებას. მაგრამ უკრაინის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ევროპელებისათვის.

ბრიუსელი, შესაძლოა, არ შეწინააღმდეგებოდა იმას, თუ უკრაიანა ე.წ ბუფერულ ზონად დარჩებოდა ევროკავშირსა და რუსეთს შორის. მაგრამ იქ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ უკრაინა ნეიტრალური ვეღარ იქნებოდა. ის ან ბელარუსის მსგავსად რუსეთის სატელიტ ქვეყანად უნდა ჩამოყალიბებულიყო, როგორიც ეს პუტინს უნდოდა იანუკოვიჩის დახმარებით; ანდა ქვეყნად, რომელსაც მართალია, მჭიდრო ურთიერთობა ექნებოდა რუსეთთან, მაგრამ ასევე ინტენსიურ და მრავალმხრივ კავშირებს დაამყარებდა ევროპულ ინსტიტუტებთან.

ასე რომ, ბრიუსელი არჩევანის წინაშე დადგა: უკრაინა - მეორე დიდი ბელარუსია, ან უკრაინა - თანამედროვე ევროპული ქვეყანა. და მათ რასაკვირველია, მეორე ვარიანტს დაუჭირეს მხარი.

მაგრამ დაუშვებს თუ არა რუსეთი ევროპასთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებას?

რა თქმა უნდა, ის ვითარება, რომელშიც ახლა რუსეთი აღმოჩნდა, აქტიურად განიხილება მოსკოვში. ეს რუსეთის თვითაღქმასთან დაკავშირებული პრობლემაა. ამაზე მე უკვე ზემოთაც ვილაპარაკე - რუსეთი ან დასავლეთის ცალკე მდგარი ალტერნატივა იქნება, როგორც ბევრს უნდა რუსეთში. ან მოექცევა დასავლური პოლიტიკური ღირებულებების ჩარჩოებში.

ანუ რუსეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს?

რუსეთმა ნამდვილად უნდა გააკეთოს არჩევანი. მე ვერ ვხედავ, რომ მას გააჩნდეს საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ დასავლეთის ალტერნატივად ჩამოყალიბდეს.

ესაუბრა ეკა კვესიტაძე