The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საარქივო მოამბე №12


საარქივო მოამბე №12


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ყიფშიძე ნინო, ბარბაქაძე მერი, ტორჩინავა სოფიო, კაციტაძე ეკა, კერესელიძე ლია, ლაღიძე ირმა, კოსტავა მერაბ, რცხილაძე ვიქტორ
თემატური კატალოგი საარქივო მოამბე
წყარო: ISSN 1512-2867
საავტორო უფლებები: ©სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: უდკ (udc) 070 (479.22) s-127 ჟურნალის დამფუძნებელი - (სსიპ შსს არქივის დირექტორის მოადგილე) ომარ თუშურაშვილი მთავარი რედაქტორი - ნინო ყიფშიძე მთავარი რედაქტორის მოადგილე - ლია კერესელიძე ტექნიკური რედაქტორი - მერი ბარბაქაძე ქართული ტექსტების სტილი და კორექტურა - ირმა ლაღიძე ინგლისური ტექსტების თარგმანი - ნანა გრიგალაშვილი ინგლისური ტექსტების სტილი და კორექტურა - ტიმოთი ბლაუველთი (მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო განათლების ამერიკის საბჭო, პოლიტოლოგ-ისტორიკოსი) ტექნიკური უზრუნველყოფა - გიორგი ბაბუცაშვილი საარქივო დოკუმენტების მოძიების ჯგუფი - ლალი ეხვაია, ეკატერინე კუხალაშვილი, ლუკა კერატიშვილი ჟურნალის კონსულტანტები: დავით აფრასიძე (სსიპ შსს არქივის დირექტორი) გიორგი გამსახურდია ჟურნალში გამოქვეყნებული ფოტო და დოკუმენტური მასალა დაცულია სსიპ შსს არქივში. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების, დოკუმენტებისა და ფოტომასალის გამოყენება რედაქციასთან შეუთანხმებლად აკრძალულია. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ჟურნალი „საარქივო მოამბე” გამოდის კვარტალში ერთხელ მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. №72, თბილისი, საქართველო tel.: (995 32) 2 41-23-68; 2 41-22-91; 2 32-38-98. web: www.archive.security.gov.ge e-mail: moambe@pol.ge



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

არქივს ისტორიის სწორად შეცნობისა და შეფასებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიც, დაცული დოკუმენტების სახით, ჩვენი ისტორიის ნაწილს ინახავს. ნამდვილად მისასალმებელია დღეისათვის არქივის გახსნილობა, რადგან საზოგადოებამ თავისი ქვეყნის ისტორია ყოველგვარი შელამაზების გარეშე უნდა იცოდეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჟურნალი „საარქივო მოამბეც” სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

მოხარული ვარ, რომ „საარქივო მოამბის“ ახალი ნომერი დისიდენტებს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და იმ ფაქტებს ეძღვნება, თუ როგორ ეყრებოდა საფუძველი საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას; როგორ ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას, განსხვავებულ აზროვნებას.

ამ დოკუმენტების წარმოჩენითა და გაცნობით საზოგადოებას გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობა მიეცემა.

დილარ ხაბულიანი
(საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს შს მინისტრი 1990-1991 წლებში)

The archives are of tremendous importance for studying and estimating the history. Documents concerning our history are preserved in the Archive of Ministry of Internal Affairs. It is very good that the Archive is open and transparent. Thus, society can learn a true history of the country. As far as I know it is a major goal of The Archival Bulletin

I am glad that a new edition of The Archival Bulletin is about Zviad Gamsakhurdia, Merab Kostava and the following themes: how national-liberation movement was established in Georgia, how the Soviet authorities fought against a free word and different ideology.

Through learning these documents the society will have an opportunity to estate objectively the period of the 1970s.

Dilar Khabuliani
The Member of Parliament of Georgia; MIA Minister during 1990-1991

2 რედაქტორის სვეტი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„საარქივო მოამბის“ მეთორმეტე ნომერი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საქმეს ეძღვნება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში საარქივო №7726-თაა დაცული და 64 ტომს მოიცავს. 64-ტომიან საქმეში საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი, გასული საუკუნის 70-ანი წლები თითქმის სრულადაა აღწერილი. წარმოდგენილი დოკუმენტები რეალურ სურათს ქმნის იმისა, თუ როგორ იწყებოდა საქართველოში დისიდენტური მოძრაობა, როგორ ეყრებოდა საფუძველი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და რა ხერხებით ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლება თავისუფლებისთვის ბრძოლას. „საარქივო მოამბეში“ იბეჭდება ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საბრალდებო დასკვნები და ის დადგენილებები, რომლებიც დისიდენტთა ფსიქიატრიული შემოწმებისთვის იქნა მიღებული.

ჩვენი მკითხველი დოკუმენტებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე შეიტყობს, როგორ მოხდა პატრიარქ ეფრემ II-ის ანდერძის გაყალბება და საპატრიარქო საგანძურის გატანა; როგორ ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსიფიკაციას და როგორ ამცირებდა საქართველოს ისტორიის სწავლების საათებს ქართულ სკოლებში; რა მდგომარეობაში იყო ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები და როგორ იბრძოდნენ დისიდენტები ეროვნული საგანძურის გადასარჩენად; როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები სამოცდაათიან წლებში და როგორ არსებობდა „საგამომძიებლო იზოლატორის „სპეციალური“ მეორე კორპუსი“, რომელიც რეალურად პატიმარ „ობიექტთა“ სასაკლაო იყო“. აღნიშნულ საქმეში, პატიმართა წამების ფორმების გარდა, დეტალურადაა გაშიფრული მთელი სქემა, პატიმრების აგენტებად ჩათრევის, დამუშავებისა და ბოლოს „ჩამოწერის“ ანუ ფიზიკური განადგურების.

ჟურნალში ასევე იბეჭდება მწერალთა კავშირის 1977 წლის 1 აპრილის სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, იმ სხდომის, რომელზეც ზვიად გამსახურდია მწერალთა კავშირიდან გარიცხეს.

პირველად ქვეყნდება წერილები, რომლებსაც ზვიად გამსახურდია პატიმრობის დროს ციხიდან გზავნიდა. აღნიშნული წერილები ჩვენს არქივში ორიგინალის სახითაა დაცული.

„საარქივო მოამბე „მკითხველს ახალ ნომერში აცნობს იმ წერილებსაც, რომლებიც არალეგალურ გამოცემებში - „საქართველოს მოამბესა „და „ოქროს საწმისში“ იბეჭდებოდა... ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მერაბ კოსტავასა და ვიქტორ რცხილაძის სტატიები „თურქი-მესხების“ შესახებ.

გარდა ამ თემებისა, „საარქივო მოამბის“ მეთორმეტე ნომერში საზოგადოებისთვის მანამდე უცნობი ბევრი უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალაა წარმოდგენილი.

ნინო ყიფშიძე

The Archival Bulletin fall №12 presents the case of Zviad Gamsakhurdia and Merab Kostava. The case which consists of 64 volumes is preserved in the Archive of the Ministry of Internal Affairs of Georgia. Its archival number is 7726. The case presents the 1970s which is one of the most interesting periods of modern history of Georgia. These are the documents which tell the story of how dissident and national-liberation movements were created in Georgia, and how the Soviet authority did its best to hinder this process. The Archival Bulletin presents the indictments and trial-psychological examinations of Zviad Gamsakhurdia and Merab Kostava. The reader will see the documents and testimonies of the witnesses about stealing Patriarchate depository and about falsification the last will of catholicos-patriarch Ephraim II. The journal offers the story of: how the Soviet authority did its best for Russification the Tbilisi State University, how the lessons of Georgian history were reduced at Georgian schools, how the Georgian dissidents fought for defending the national monuments, how human rights were breached in the 1960s. The reader will read the article „Special” Second Building of the Investigation Insulator, Slaughter-house of the Prisoners. This article reveals not only methods of torture but also the system of how prisoners were converted into agents, used and then „discarded” that referred to as physical destruction. The Archival Bulletin offers Stenographic Report of the Writers' Union of the Georgia SSR which was held on April 1, 1977 when Zviad Gamsakhurdia was expelled from the Writers' Union.

The letters of Zviad Gamsakhurdia which he sent from prison is published for the first time. The originals of these letters are preserved in the Archive.

The Archival Bulletin offers the articles which had been published in illegal periodicals: Sakartvelos Moambe and Okros Satsmisi. One of these articles is „The Meskhetians: Georgians or Turks” by Merab Kostava and Viktor Rtskhiladze. Besides these themes, many never-before-seen documents and photo materials are published in this edition.

Nino Kipshidze

3 ეროვნული მოძრაობის სათავეებთან

▲ზევით დაბრუნება


მერი ბარბაქაძე

0x01 graphic

ზვიად გამსახურდია
www. archive.security.gov.ge

1956 წლის ცნობილი მოვლენებიდან რამდენიმე თვეში, 2 დეკემბრის დილას თბილისის ქუჩებში ხალხს ანტისაბჭოთა პროკლამაციები დახვდა გაკრული. პროკლამაციების გამოჩენიდან ორ კვირაში, 15 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები დააპატიმრა.

ჟურნალი საარქივო მოამბეწარმოგიდგენთ დოკუმენტებს სისხლის სამართლის საქმიდან №4612:

  1. 1956 წლის 2 დეკემბერს ახალგაზრდების მიერ გავრცელებული პროკლამაცია.

  2. საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს განაჩენი.

დოკუმენტი №1

ქართველებო!

ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი, ქართველი ხალხის დარბევისა და გაჟლეტის წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი. დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის ბოროტმოქმედებით, ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, დროა შევერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მიმოიხედეთ ირგვლივ, მსოფლიო ბობოქრობს, განკითხვის დღე მზადდება კრემლელი ჯალათებისათვის. თბილისში, პოზნანში, ბუდაპეშტში მათ მიერ დაღვრილი უდანაშაულო მოსახლეობის სისხლი სამართალს ითხოვს. მათი აღსასრული მოახლოებულია.

ქართველებო! სხვა არავინაა ჩვენი მშველელი, ჩვენი საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას! ძმური სალამი გმირ უნგრელ ხალხს! დაე, ყველა დამონებული ერისათვის მაგალითად იქცეს უნგრელთა გმირობა! ხელები შორს უნგრეთისაგან!

ძირს ჩვენი ხალხის სისხლში ხელებგასვრილი ოკუპანტები და მათი სამხედრო ხროვა!

ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები! გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს! რომელი მოღალატეც ამას ჩამოხსნის, სიკვდილი ელის.1

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

დოკუმენტი №2

განაჩენი

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელით საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1957 წლის 3, 4 და 5 აპრილს ქ. თბილისში საჯარო სხდომაზე შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: დ. გიორგაძე
სახ. მსაჯულები: ი. თამაზაშვილი თ. ჩხაიძე
მდივნის - დ. წაქაძის თანდასწრებით, პროკურორის - ს. ბლიაძისა და
ადვოკატების - მ. ალხაზიშვილის და შ. ლეკვეიშვილის მონაწილეობით

განიხილა საქმე №4-57 ბრალდებისა გამო:

1. ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიას, დაბადებულის 1939 წლის 31 მარტს ქ. თბილისში, ქართველის, უპარტიოს, ქ. თბილისის 47-ე საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, დაპატიმრებამდე მცხოვრების გრიბოედოვის ქ. №21-ში, წინათ სასამართლოში არ ყოფილის;

2. ანატოლი აბესალომის ძე მიქაძის, დაბადებულის 1939 წლის 2 მაისს, სოფ. მარანში, აბაშის რაიონი, ქართველის, ალკკ წევრის, ქ. თბილისის 42-ე საშუალო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, დაპატიმრებამდე მცხოვრების გენცენის ქ. №13-ში, წინათ სასამართლოში არ ყოფილის;

3. თამაზ ტარასის ძე გუნჯუას, დაბადებულის 1940 წლის 4 იანვარს ქ. თბილისში, ქართველის, ალკკ წევრის, ქ. თბილისის პირველი საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, დაპატიმრებამდე მცხოვრების სანაპიროს ქ. №1-ში, წინათ სამართალში არ ყოფილის;

4. ვლადიმერ ვასილის ძე სიხარულიძის, დაბადებულის 1940 წელს, ქ. თბილისში, ქართველის, უპარტიოს, ქ. თბილისის მე-60 სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის, დაპატიმრებამდე მცხოვრების ბესიკის ქ. №3-ში, წინათ სამართალში არ ყოფილის;

5. მერაბ ივანეს ძე კოსტავას, დაბადებულის 1939 წლის 26 მაისს, ქ. თბილისში, ქართველის, ალკკ წევრის, ქ. თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, დაპატიმრებამდე მცხოვრების ჯავახიშვილის ქ. №1-ში, წინათ სამართალში არ ყოფილის;

6. თემურ დიმიტრის ძე მეტრეველის, დაბადებულის 1939 წლის 12 აპრილს ქ. თბილისში, ქართველის, ალკკ წევრის, ქალაქ თბილისის 47-ე საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, მცხოვრების ნიაღვრის ქ. №4-ში, წინათ სამართალში არ ყოფილის;

7. თეიმურაზ გიორგის ძე ცერცვაძის, დაბადებულის 1939 წელს, 24 აპრილს, ქ. თბილისში, ქართველის, ალკკ წევრის, ქ. თბილისის პირველი საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, დაპატიმრებამდე მცხოვრების ვეძინის ქ. №9-ში, წინათ სამართალში არ ყოფილის;

8. გურამ გიორგის ძე სხირტლაძის, დაბადებულის 1941 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, ქართველის, ქ. თბილისის 39-ე საშუალო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, დაპატიმრებამდე მცხოვრების ილია ჭავჭავაძის ქ. №7-ში, წინათ სამართალში არ ყოფილის;

9. გურამ პეტრეს ძე დოჩანაშვილის, დაბადებულის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში, ქართველის, ალკკ წევრის, ქ. თბილისის პირველი საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, მცხოვრები ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქ. № 45, წინათ სამართალში არ ყოფილის;

დანაშაული გათვალისწინებულია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირთა მიმართ საქართველოს სსკ 58-10 მუხ. I ნაწილით და 58-11 მუხლით.

წინასწარი და სასამართლო გამოძიებით კოლეგიამ გამოარკვია:

1956 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ზემოთ აღნიშნულ პირთა მიმართ, იმის გამო, რომ ისინი შედიოდნენ ახალგაზრდების არალეგალურ ანტისაბჭოთა ჯგუფში. დაამზადეს ფურცლები ანტისაბჭოთა შინაარსის და გაავრცელეს ქ. თბილისში, 1956 წლის 1 დეკემბერს, ღამით.

სასამართლოში დაკითხულებმა: ზ. გამსახურდიამ, ა. მიქაძემ, თ. გუნჯუამ და ვ. სიხარულიძემ აჩვენეს, რომ 1953 წელს ადგილი ჰქონდა ურთიერთშორის აზრთა გაცვლა-გამოცვლას და მსჯელობას სხვადასხვა საკითხზე, რის შედეგადაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შეექმნათ არალეგალური ჯგუფი და გაეწიათ ბრძოლა იმ ღონისძიებათა წინააღმდეგ, რომელსაც ისინი არ ეთანხმებოდნენ. მიუხედავად ამისა, იმ დროისათვის მათ პრაქტიკულად არალეგალური მოღვაწეობა არ განუხორციელებიათ და დაკმაყოფილდნენ ამ საკითხზე მსჯელობით, არალეგალური ჯგუფი არ შეუქმნიათ.

0x01 graphic

საქმის მასალებიდან ჩანს, რომ 1956 წლის 5-9 მარტის მასიური მღელვარების და უწესრიგობის შემდეგ, სამართალში მიცემულმა ზ. გამსახურდიამ ხელახლა დააყენა საკითხი ზემოთ დასახელებულ პირთა წინაშე არალეგალური ანტისაბჭოთა მუშაობის წარმოების შესახებ და მიზნად დაისახეს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს შექმნა.

ამის შემდეგ შეიქმნა არალეგალური ჯგუფი. დასახელებულმა პირებმა განიზრახეს ამ ჯგუფის წევრთა რაოდენობის გაზრდა და ამ მიზნით სხვადასხვა დროს გახადეს არალეგალური ჯგუფის წევრებად: მ. კოსტავა, თ. ცერცვაძე, გ. დოჩანაშვილი, თ. მეტრეველი და გ. სიხარულიძე.

აღნიშნულმა არალეგალურმა ჯგუფმა, რომელიც ჩამოყალიბდა ზ. გამსახურდიას ინიციატივით, პირველი შეკრება ჩაატარა 1956 წლის ივლისის თვეში, ზ. გამსახურდიას ბინაზე.

დასახელებული არალეგალური ჯგუფი ახორციელებდა რა თავის დასახულ ამოცანებს, ჯგუფის წევრთა შეგროვებული თანხით, სამართალში მიცემული ზ. გამსახურდიას მიერ შეძენილ იქნა საბეჭდი მანქანა ქართული შრიფტით.

ამ ჯგუფის უკანასკნელ შეკრებამდე, 1956 წლის ნოემბრის ბოლო რიცხვებში განხილული იქნა საკითხი იმის შესახებ, რომ გ. სხირტლაძის ბინაზე დაიბეჭდოს ფურცლები ანტისაბჭოთა შინაარსის და გავრცელებულგაკრული იქნას ქ. თბილისში, რუსთაველის და პლეხანოვის ქუჩების რაიონში.

დასახელებული ფურცლების დაბეჭდვის შემდეგ, სამართალში მიცემულნი: გამსახურდია, მიქაძე, გუნჯუა, სიხარულიძე, კოსტავა, ცერცვაძე, მეტრეველი და დოჩანაშვილი, წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, შეხვდნენ ერთმანეთს 1956 წლის 1 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, ქ. თბილისის სახელმწიფო ოპერის შენობასთან, იმ მიზნით, რომ დაბეჭდილი 7 ცალი ანტისაბჭოთა ხასიათის ფურცლები გაევრცელებინათ და გაეკრათ.

სამართალში მიცემულებმა, როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლოში, თავი ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

სასამართლო კოლეგიამ სამართალში მიცემულთა მიმართ სასჯელის განსაზღვრისას უნდა მიიღოს მხედველობაში ის გარემოება, რომ ყველა ისინი არასრულწლოვნები არიან. ასევე მათ შეიგნეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედობის სიმძიმე და დარწმუნდნენ მცდარ მოქმედებაში. მათი წარსული არაფრით არ არის შებღალული, პირველად არიან სამართალში, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედობა გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ მათი ბავშვური საქციელით, რომ მათ ამ საქმეში წამქეზებელი და ხელმძღვანელი არ ჰყოლიათ.

ზემოთ აღნიშნულის გამო, სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა საქ. სსრ 319-ე და 320-ე მუხლებით და დაადგინა:

ცნობილი იქნან დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 58-10 მუხ. 1-ნაწ. და 58-11 მუხლით სამართალში მიცემულნი, ამიტომ ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიას სსკ 58-10 მუხლის I ნაწ. მიესაჯოს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, სკკ 58-11 მუხლით საქ. სსკ 58-2 მუხლის სანქციით მიესაჯოს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. შსკ 46-ე მუხლის შესაბამისად საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ანატოლი აბესალომის ძე მიქაძეს, ვლადიმერ ვასილის ძე სიხარულიძეს და მერაბ ივანეს ძე კოსტავას მიესაჯოთ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, სკკ 58-11 მუხლით საქ. სსკ 58-2 მუხლის სანქციით მიესაჯოთ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. შსკ 46-ე მუხლის შესაბამისად საბოლოოდ განესაზღვროთ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თამაზ ტარასის ძე გუნჯუას, თეიმურაზ გიორგის ძე ცერცვაძეს, თემურ დიმიტრის ძე მეტრეველს, გურამ გიორგის ძე სხირტლაძესა და გურამ პეტრეს ძე დოჩანაშვილს მიესაჯოთ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, სკკ 58-11 მუხლით საქ. სსკ 58-2 მუხლის სანქციით მიესაჯოთ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ 46-ე მუხლის შესაბამისად საბოლოოდ განესაზღვროთ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლო კოლეგია იღებს რა მხედველობაში იმ შემამსუბუქებელ და საშეღავათო პირობებს, რომლებიც აღნიშნულია ამ განაჩენის აღწერილობით ნაწილში და საქ. სსკ 50-ე მუხლის შესაბამისად, ყველა მსჯავრდებულს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალოთ პირობითი მსჯავრით.

განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

თავმჯდომარე: დ. გიორგაძე
სახ. მსაჯულები: თ. ჩხაიძე, ი. თამაზაშვილი.2

(სტილი დაცულია)

0x01 graphic

_______________________________

1. სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, საარქ. №5638, ტ. №9, ფურც. 33.

2. სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, საარქ. №5638, ფურც. 95.

The Beginning of the National Movement

Mary barbakadze

On the morning of December 2nd, 1956 several peculiar proclamations were posted on the streets of Tbilisi. On December 15, two weeks after the proclamations have been posted on the streets the state security committee arrested the following the 10th and 11th graders.

The Archival Bulletin presents the following documents from the criminal case №4612:

1. Proclamations which were made and spread by the fellows on December 2, 1956;

2. Verdict passed by Supreme Court of the Georgian SSR

Document №1

Georgians!

Have you not forgotten the bloody night of March 9? Have you not forgotten the bloody years 1924 and 1937? These were the years when the Georgian people were attacked and slaughtered. Until when shall we be subordinated to the communist enemy? Our ancestors did not forgive their abusers and we must not disgrace ourselves either.

Today, the whole of humanity is concerned with the offenses committed by Moscow. The issue of the Georgian people's existence is on the agenda. For this reason, it is time to unite under our flag to fight unanimously against our conqueror.

Look around! The whole world is seething. Judgment Day is being preparing against the Kremlin butchers. The blood that has been shed by them in Tbilisi, Poznan and Budapest demands justice. Their days are numbered.

Georgians! Nobody is our defender. We must help ourselves. We must gain freedom with fighting! Best regards to the heroic Hungarian people! Let their heroism be an example for all captivated nations! Keep your hands away from Hungary!

Down with the occupants and their military gangs who have dirtied their hands with our people's blood!

Down with the Georgian communists who have betrayed us! Long live free and independent Georgia! The betrayer who takes off this poster will strictly be punished!”1

On December 15th, two weeks after the proclamations had been posted in the streets, the Committee for State Security (KGB) arrested the following high school students: the 11th graders of the Tbilisi secondary school №47 Zviad Konstantinovich Gamsakhurdia and Temur Dmitrievich Metreveli; the 10th grader of the Tbilisi secondary school №42 Anatoli Abesalomovich Mikadze; the 11th graders of the Tbilisi secondary school №1 Tamaz Tarasovich Gunjua, Teomuraz Giorgievich Tsertsvadze and Guram Petrovich Dochanashvili; the 11th grader of the Tbilisi secondary school №60 Vladimer Vasilevich Sikharulidze; the 10th grader of the Tbilisi central musical school Merab Ivanovich Kostava; and the 10th grader of the Tbilisi secondary school №39 Guram Giorgievich Skhirtladze.

These young people, members of a secret organization called „Gorgasliani, behaved very bravely. They protested against the bloody policies of the Soviet System, not only in Georgia but throughout the Soviet Union. They called on society to fight for the liberation of Georgia and to overthrow the Soviet regime. They were tried in April 1957.

Document №2

The Verdict

On April 3rd, 4th and 5th, 1957, in the name of the Georgian Soviet Socialist Republic, the chamber of criminal cases of the Tbilisi court discussed the case №4-57 at a public trial in Tbilisi. The chamber's members were as follows:

Chairman: D. Giorgadze
Public Judges: I. Tamazashvili T. Chkhaidze

Secretary: D. Tsakadze; Prosecutor: S. Bliadze
Lawyers: M. Alkhazishvili, Sh. Lekveishvili

The accused were as following:

1. Zviad Konstantinovich Gamsakhurdia - born on March 31st, 1939 in Tbilisi, nationality - Georgian, non-party, 11th grader at Tbilisi secondary school №47, address: #21 Griboedovi St, no previous convictions;

2. Anatoli Abesalomovich Mikadze - born on May 2nd, 1939 in the village of Marani, Abasha region, nationality - Georgian, member of the Communist Union of Youth, 10th grader at Tbilisi secondary school №42, address: #13 Gentseni, no previous convictions;

3. Tamaz Tarasovich Gunjua - born on January 4th, 1940 in Tbilisi, nationality - Georgian, member of the Communist Union of Youth, 11th grader at Tbilisi secondary school №1, address: #1 Sanapiro St, no previous convictions;

4. Vladimer Vasilevich Sikharulidze - born in 1940 in Tbilisi, nationality - Georgian, non-party, 11th grader at Tbilisi secondary school №60, address: #3 Besiki St, no previous convictions;

5. Merab Ivanovich Kostava - born on May 26th, 1939 in Tbilisi, nationality - Georgian, member of the Communist Union of Youth, 10th grader at Tbilisi music school, address: №1 Javakhishvili St, no previous convictions;

6. Temur Dmitrevich Metreveli - born on April 12th, 1939 in Tbilisi, nationality - Georgian, member of the Communist Union of the Youth, 11th grader at Tbilisi secondary school №47, address: #4 Niaghvari St, no previous convictions;

7. Teimuraz Giorgevich Tsertsvadze - born on April 24th, 1939 in Tbilisi, nationality - Georgian, member of the Communist Union of the Youth, 11th grader at Tbilisi secondary school №1, address: №9 Vedzini St, no previous convictions;

8. Guram Giorgievich Skhirtladze - born on March 2nd, 1941 in Tbilisi, nationality - Georgian, 10th grader at Tbilisi secondary school №39, address: №7 Ilia Chavchavadze St, no previous convictions;

9. Guram Petrovich Dochanashvili - born on March 26th, 1939 in Tbilisi, nationality -Georgian, member of the Communist Union of the Youth, 11th grader at Tbilisi secondary school №1, address: №45 Melikishvili St, no previous convictions;

The above mentioned people were accused of violation of Article 58/10 Part I and Article 58/11 of the criminal code of the Georgian SSR.

The following has been asserted on the basis of preliminary and court investigations:

On December 14th, 1956, the State Security Committee (co-founded together with the Council of Ministers of Georgia) launched a criminal case against the individuals. They were accused of being members of an illegal anti-Soviet youth organization, as they had drawn up anti-Soviet materials and had spread them throughout Tbilisi in the night of December 1st, 1956.

According to Z. Gamsakhurdia, A. Mikadze, T. Gunjua and V. Sikharulidze, they had gathered in 1953 and discussed different matters. Although they had thought of forming a group of which the major focus would be opposing the activities in society of which they disapproved, the group was not formed then; hence, no illegal act was committed.

However, as the case materials read, after March 5th to 9th, 1956, Zviad Gamsakhurdia discussed the issue of forming an anti-Soviet organization again, of which their major aim was to liberate Georgia. An illegal organization was formed, and it was decided to expand the group with new members: M. Kostava, T. Tsertsvadze, G. Dochanashvili, T. Metreveli and G. Sikharulidze.

The illegal group, which had been formed under the initiative of Zviad Gamsakhurdia, held their first meeting in July 1956 in Gamsakhurdia's house.

The group carried out several illegal activities, for example, they purchased a type writer with Georgian prints, funded by money collected through the efforts of several group members.

At their last meeting in November 1956, they decided to print anti-Soviet papers in G. Skhirtladze's flat, after which they were to be spread and posted along the Rustaveli and Plekhanovi Streets in Tbilisi.

After the papers had been printed, the accused - Gamsakhurdia, Mikadze, Gunjua, Sikharulidze, Kostava, Tsertsvadze, Metreveli and Dochanashvili - met each other at the Tbilisi Opera House on the night of December 1st, 1956, to post seven copies of anti-Soviet papers.

The accused individuals found themselves guilty after the investigation and during at the trial.

The court chamber took into consideration the fact that all of the accused were underage and that they had realized their crimes and mistakes. Moreover, the accused had not committed any crime before, and it was the first time their cases had been brought before the court. In addition, nobody encouraged them to form the organization and commit anti-Soviet activities.

However, the accused were found guilty on the basis of Article 58/10 part I and Article 58/11 of the criminal code of the Georgian SSR.

The court passed the following sentence on the basis of Article 319 and Article 320 of the criminal code of the Georgian SSR:

Zviad Gamsakhurdia was sentenced to three years imprisonment on the basis of Article 58/10 Part I plus five years imprisonment on the basis of Article 58/11 and 58/2 of the criminal code of the Georgian SSR. Finally he was sentenced a five-year imprisonment term on the basis of Article 46 of the criminal code.

Anatoli Abesalomovich Mikava, Vladimer vasilevich Sikharulidze and Merab Ivanovich Kostava were sentenced to three years imprisonment on the basis of Article 58/11 of the criminal code plus four years on the basis of Article 58/2 of the criminal code of the Georgian SSR. Finally they were sentenced to a four-year imprisonment term on the basis of Article 46 of the criminal code.

Tamaz Tarasovich Gunjua, Teimuraz Giorgevich Tsertsvadze, Temur Dmitrevich Metreveli, Guram Giorgevich Skhirtladze and Guram Petrovich Dochanashvili were sentenced to two years imprisonment on the basis of Article 58/11 of the criminal code of the Georgian SSR plus three years on the basis of Article 58/2. Finally the were sentenced to a three-year imprisonment term on the basis of Article 46 of the criminal code.

Whereas the court took into consideration all the existing extenuating circumstances and Article 50 of the criminal code of the Georgian SSR the verdict is changed into probationary sentence.

The judgment is not subject to appeal.

Chairman: D. Giorgadze
Public Judges: T. Chkhaidze, I. Tamazashvili”2

____________________________________

1. On December 15th, two weeks after the proclamations

2. LEPL MIA Archive of Georgia, f.6, c.56 38, v.9, p.95 .

4 დისიდენტური მოძრაობა

▲ზევით დაბრუნება


მერი ბარბაქაძე

0x01 graphic

საბჭოთა კავშირში XX საუკუნის 60-იან წლებში დაწყებული ე.წ. დისიდენტური მოძრაობის ჩამოყალიბება სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. გასული საუკუნის 70-იანი წლების დამდეგს დისიდენტებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მიმართულებები, რომლებიც, პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით, საკმაოდ განსხვავებული იყო. ეს გახლდათ არსებითი მიზეზი ქართველი დისიდენტების გამიჯვნისა საბჭოთა დისიდენტებისაგან გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს.

საქართველოში დისიდენტურ მოძრაობას დასაწყისშივე ეროვნული ხასიათი ჰქონდა. 1956 წლის 9 მარტის მოვლენებმა ბიძგი მისცა ეროვნული მოძრაობის გააქტიურებას. ცალკეული ჯგუფების მიერ არალეგალური საქმიანობის გაშლა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში დადასტურებული ფაქტია.

XX საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან ხდება ქართველი დისიდენტების ორგანიზაციული შეკავშირება. ყოველივე ეს კი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ითავეს.

ახალგაზრდების საქმიანობამ უმალვე მიიპყრო ხელისუფლების ყურადღება. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივში დაცული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ 1977 წლის 7 აპრილით თარიღდება.1

1977 წლის 11 აპრილს დააპატიმრეს ზვიად გამსახურდია, 14 აპრილს კი - მერაბ კოსტავა. საქმის ძიება წელიწადი და ერთი თვე გაგრძელდა, დაიკითხა 160-ზე მეტი მოწმე, ამოღებულ იქნა ათობით ერთეული ნივთიერი მტკიცებულება.

გთავაზობთ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის თბილისის საქალაქო სასამართლოს 1978 წლის 19 მაისის განაჩენს, რომელიც პატიმრების - მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გამოიტანეს.

განაჩენი

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 1978 წლის 19 მაისს ქ. თბილისში საჯარო სხდომაზე შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: ა. კობახიძე
სახალხო მსაჯულები: ლ. გრიგოლია ე. ნარიმანიძე
პროკურორის გ. უგულავას
ადვოკატების: მ. ალხაზიშვილის
და ი. ნიკოლაიშვილის მონაწილეობით

განიხილა საქმე ბრალდებისა გამო:

1) გამსახურდია ზვიად კონსტანტინეს ძის მიმართ, დაბადებულის - 1939 წელს, ქ. თბილისში, ეროვნებით ქართველის, სსრ კავშირის მოქალაქის, უპარტიოს, უმაღლესი განათლების მქონეს, ცოლშვილიანის, ნასამართლეობის არმქონეს, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ყოფილი უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, მცხოვრების ქ. თბილისში, გალის ქ. №19-ში. ამჟამად პატიმრის და

2) კოსტავა მერაბ ივანეს ძის მიმართ, დაბადებულის - 1939 წელს ქ. თბილისში, ეროვნებით ქართველის, სსრ კავშირის მოქალაქის, უპარტიოს, უმაღლესი განათლების მქონეს, ცოლშვილიანის, ნასამართლეობის არმქონეს, ქ. თბილისის №3 სამუსიკო სასწავლებლის ყოფილი პედაგოგის, მცხოვრების ქ. თბილისში ჯავახიშვილის ქ. №1-ში, ამჟამად პატიმრის, რომელთაც ბრალი ედებათ საქართველოს სსრ სსკ 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

საქმის მასალების ანალიზითა და სამსჯავრო გამოძიებით სასამართლო კოლეგიამ გამოარკვია:

სამართალში მიცემულები - გამსახურდია და კოსტავა იმყოფებოდნენ რა მტრულ განწყობილებაში საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, წლების მანძილზე მისი დასუსტების მიზნით ეწეოდნენ ანტისაბჭოთა აგიტაციასა და პროპაგანდას, ამზადებდნენ, ამრავლებდნენ და ავრცელებდნენ საბჭოთა სახელმწიფოებისადმი მტრული განწყობილების გამომხატველ ლიტერატურასა და სხვა მასალებს, სხვადასხვა გზებით იძენდნენ და გასავრცელებლად ინახავდნენ ან ამრავლებდნენ და ავრცელებდნენ როგორც ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად დამზადებულ, ისე საზღვარგარეთ გამოცემულ თხზულებებს, რომლებიც დამახინჯებულად წარმოადგენდნენ საბჭოთა სინამდვილეს, შეიცავდნენ საბჭოთა სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წეს-წყობილების სახელგამტეხ ცილისმწამებლურ მონაჭორს, აგრეთვე მოწოდებას დამხობისათვის საბრძოლველად.

იმისათვის, რომ შეენიღბათ თავიანთი ანტისაბჭოთა მოღვაწეობა და მეტი მნიშვნელობა მიეცათ მათ მიერ მომზადებული ცილისმწამებლური დოკუმენტებისათვის, „ადამიანის უფლებათა დაცვის“ ლოზუნგის გამოყენებით, გამსახურდიამ და კოსტავამ, რცხილაძესა და სხვებთან ერთად, 1974 წელს თავიანთი თავი გამოაცხადეს „ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფად საქართველოში“ და ამ საფარქვეშ გაშალეს მუშაობა.

1974 წლიდან გამსახურდიამ აქტიურად დაიწყო ანტისაბჭოთა ლიტერატურის შეძენა და გამრავლება, რისთვისაც იხდიდა მნიშვნელოვან თანხას. 1974 წლის გაზაფხულზე მან ქ. მოსკოვში, ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიასთან 150 მანეთად შეიძინა ქ. პარიზის ანტისაბჭოთა გამომცემლობა „იმკაპრესის“ მიერ გამოცემული სსრ კავშირიდან მტრული მოღვაწეობისათვის გაძევებული, ა. სოლჟენიცინის წიგნის „არქიპელაგ გულაგის“ პირველ-მეორე ნაწილის ერთი და მესამე-მეოთხე ნაწილის ორი ეგზემპლარი, რომლებშიც დამახინჯებულადაა გაგებული მარქსისტულ-ლენინური მოძღვრება სოციალისტური რევოლუციისა და პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ. მტრული, ღვარძლიანი ანალიზი აქვს გაკეთებული სოციალისტური მშენებლობის გზებს ჩვენს ქვეყანაში და რომელიც ცილისმწამებლურად უტეხს სახელს სსრ კავშირის პარტიალ და სახელმწიფო აპარატის მუშაობას სოციალისტური მშენებლობის ყველა ეტაპზე. აღნიშნული წიგნის გამრავლების მიზნით, გამსახურდიამ 25 მანეთად შეიძინა ფოლგები ოფსეტური ბეჭდვისათვის. გამსახურდიას მითითებით, შესაბამისი ანაზღაურების ფასად, პოლიგრაფისტმა ნ. ი. ქავთარაძემ დაბეჭდა „არქიპელაგ გულაგის“ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები.

1975 წლის მარტში გამსახურდიამ აღნიშნული წიგნები, შემდგომი გაყიდვის მიზნით, გადასცა თავის ბინაზე ვ. გ. რცხილაძეს. დასახელებული წიგნის პირველმეორე ნაწილი გამსახურდიამ წასაკითხად გადასცა ჟ. გ. ზვეზდინას, ი. ი. ჩხარტიშვილს, ლ. ბედოშვილს, ი. ა. კენჭოშვილს. მათ კი, თავის მხრივ, გააცნეს სხვა პირებს.

ანტისაბჭოთა ხასიათის ლიტერატურის შეძენის და მისი შემდგომი გავრცელების მიზნით, გამსახურდია კავშირს ამყარებდა როგორც საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილ საბჭოთა მოქალაქეებთან, ისე კაპიტალისტური ქვეყნების წარმომადგენლებთან. 1974 წელს, ქ. ლენინგრადში იგი დაუკავშირდა ნ. ე. გორბანევსკაიას, რომელიც ადრე მსჯავრდებული იყო ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის, ამჟამად კი ცხოვრობს საზღვარგარეთ და თანამშრომლობს ანტისაბჭოთა რადიოსადგურ „თავისუფლებასთან“. მისგან მიიღო სოლჟენიცინის თხზულებები „იცხოვრე სიცრუის გარეშე“ და „წერილი საბჭოთა კავშირის ბელადებს“, რომლებიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების სახელგამტეხ ცილისმწამებლურ მონაჭორს.

1975 წელს ქ. მოსკოვში, დომოდედოვოს აეროდრომზე, გამსახურდიას ჩამოართვეს ანტისაბჭოთა ლიტერატურის დიდი ნაწილი, რომელიც მას კვლავ გორბანევსკაიამ გადასცა. იგრძნო რა, რომ მისი მოქმედება ატარებდა დანაშაულებრივ ხასიათს და მოსალოდნელი იყო მისთვის პასუხი მოეთხოვათ, გამსახურდიამ 1975 წელს, 12 სექტემბერს შეადგინა დოკუმენტი „ზვიად გამსახურდიას განცხადება დაპატიმრების შემთხვევაში“, რომელშიც ცილს სწამებს საბჭოთა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ წყობილებას, სკკპ ეროვნულ პოლიტიკას. ეს დოკუმენტი მან გასავრცელებლად გადასცა მის თანამოაზრე კოსტავას, რომლისგანაც ამოღებულ იქნა 1977 წლის 7 აპრილს ჩხრეკის დროს.

1975 წლის დეკემბერსა და 1976 წლის მაისში გამსახურდიამ გასაყიდად და გასავრცელებლად გადასცა რცხილაძეს გორბანევსკაიასაგან მიღებული სტატიების კრებული „ლოდებს ქვემოდან“ და წიგნი „მშვიდობა და ძალადობა“.

1976 წლის აპრილში ქ. თბილისში გამსახურდიამ ამალრიკისაგან მიიღო ამ უკანასკნელის ანტისაბჭოთა თხზულებები.

1975-1976 წლებში გამსახურდიამ, ანტისაბჭოთა ლიტერატურის ფართოდ გავრცელების მიზნით, ქ. თბილისში მცხოვრებ ა. მამედოვას დახმარებით, მანქანაზე ბეჭდვით გაამრავლა გორბანევსკაიასა და ამალრიკისაგან მიღებული მასალები. აღნიშნული ლიტერატურა წასაკითხად გადასცა ი. ა. კენჭოშვილს.

იმის ნაცვლად, რომ 1975 წელს ქ. მოსკოვში ანტისაბჭოთა ლიტერატურის ჩამორთმევის შემდეგ სათანადო დასკვნები გამოეტანა, გამსახურდიამ კვლავ გააგრძელა მსგავსი მოქმედება. 1976 წელს, 26 ივნისს მან ქ. მოსკოვში ამალრიკისაგან მიიღო მისი თხზულებები. ყველა ეს მასალა შეიცავს ცილისწამებას სსრ კავშირზე, მის საშინაო პოლიტიკაზე. იმავე დღეს გამსახურდია, ანტისაბჭოთა ლიტერატურის ახალი პარტიის მიღების მიზნით, ტელეფონით დაუკავშირდა სსრ კავშირში აშშ-ის საელჩოს საშინაო პოლიტიკური სექციის პირველ მდივანს, ბელოუსოვიჩს, რომელიც 1976 წლის აპრილში გაიცნო და შეთანხმებულ ადგილზე მიიღო მისგან სტამბური წესით დამზადებული ანტისაბჭოთა ლიტერატურა.

0x01 graphic

აღნიშნული ლიტერატურის ქ. თბილისში ჩამოტანა გამსახურდიამ ვერ შეძლო, რადგან იმავე დღეს ჩამოართვეს მას იგი ქ. მოსკოვში შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებმა. ამავე დროს ჩამოართვეს მას მოსკოვში გასავრცელებლად ჩატანილი მისი თხზულება „გამსახურდიას და მისი მეგობრების დაპატიმრება 1956 წელს“, რომელშიც არის მოწოდება საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისაკენ; კოსტავას მიერ 1976 წ. ივნისში მომზადებული წერილი „რადიოსადგურ ამერიკის ხმას“, რომელშიც იგი ცილს სწამებს საბჭოთა წეს-წყობილებას, თხზულება „მესხნი-თურქები თუ მესხნი ქართველები“, რომელშიც ცილისმწამებლურად ამტკიცებს, თითქოს სსრ კავშირში ციხეები და ფსიქიატრიული საავადმყოფოები ავსებულია „სამართლიანობისათვის მებრძოლებით“.

გამსახურდიამ, ნაცვლად იმისა, რომ სათანადო დასკვნები გამოეტანა, მილიციის ორგანოების მიერ მისთვის ანტისაბჭოთა ლიტერატურის ჩამორთმევის ფაქტების შემდეგ, კოსტავასთან ერთად უფრო ფართოდ გაშალა ანტისაბჭოთა პროპაგანდისტული საქმიანობა. 1976 წლის პირველ ნახევარში კოსტავამ ქართულ ენაზე თარგმნა ა. სახაროვის ბროშურა „ქვეყნისა და მსოფლიოს შესახებ“, რომლის მანქანაზე დაბეჭდილი ეგზემპლიარი გასავრცელებლად გადასცა გამსახურდიას. 1976 წლის ოქტომბერში კოსტავამ საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი სულით ავადმყოფ პ. პ. სტარჩიკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით მკურნალობისათვის მოთავსებასთან დაკავშირებით მოამზადა ცილისმწამებლური „მიმართვა მსოფლიო საზოგადოებისათვის“, რომელშიც მოუწოდებს „საბჭოთა ხელისუფლების ბოროტი ბარბაროსული მოქმედების“ წინააღმდეგ გადამწყვეტი პროტესტისაკენ.

იმავე, 1976 წელს კოსტავამ შეადგინა საბჭოთა წყობილების მიმართ ცილისმწამებლური წერილი „აშშ პრეზიდენტს“ და გასავრცელებლად გადასცა გამსახურდიას.

იმისათვის, რომ ფართო და სისტემატიური ხასიათი მიეცათ თავიანთი ანტისაბჭოთა პროპაგანდისტული მოღვაწეობისათვის, გამსახურდიამ და კოსტავამ 1976 წელს, რცხილაძესთან ერთად, დაიწყეს არალეგალური ჟურნალების - „ოქროს საწმისისა“ და „საქართველოს მოამბის“ გამოცემა, რომელთა ფურცლებზე იბეჭდებოდა ისეთი წერილები, რომლებიც შეიცავდა ცილისწამებას სკკ პარტიისა და საბჭოთა მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ, დამახინჯებული ფორმით წარმოადგენდა სსრ კავშირის საშინაო პოლიტიკურ მდგომარეობას, პროპაგანდას უწევდა საბჭოთა სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წეს-წყობილების სახელის გამტეხ მონაჭორს, ხოტბას ასხამდა პირებს, რომლებიც შეიარაღებულ ბრძოლას ეწეოდნენ საბჭოთა ქვეყნის მიმართ.

გამსახურდია სხვადასხვა საშუალებით ცდილობდა გაემრავლებინა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“. 1976 წლის დეკემბერში გამსახურდიამ შეძლო ოფსეტური ბეჭდვით გაემრავლებინა „საქართველოს მოამბის“ და „ოქროს საწმისის“ ეგზემპლიარები.

მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ, კოსტავამ და რცხილაძემ მნიშვნელოვანი რაოდენობით გაამრავლეს აღნიშნული ჟურნალები, შექმნეს პირობები ამ ჟურნალების გავრცელებისათვის, როგორც სსრ კავშირის ტერიტორიაზე, ისე - საზღვარგარეთ. ასეთნაირად აღმოჩნდა ეს ჟურნალები საზღვარგარეთ და გამოყენებულ იქნა ანტისაბჭოთა რადიოსადგურ „თავისუფლების“ მიერ საბჭოთა სახელმწიფოს მიმართ მტრული მიზნებისათვის.

ანტისაბჭოთა შინაარსის ლიტერატურის ფართოდ გავრცელებისათვის პირობების უზრუნველსაყოფად გამსახურდიამ შექმნა არქივი, როგორც თავის, ისე მეუღლის სახლში და ინახავდა იქ ამ ლიტერატურას 1977 წლის 7-15 აპრილამდე, ე. ი. ჩხრეკის შედეგად მის ამოღებამდე.

საქართველოს სსრ სსკ 71-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამსახურდიამ მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ.

სამართალში მიცემულმა კოსტავამ საქართველოს სსრ სსკ 71-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, მაგრამ ფაქტობრივად არ უარყო მისთვის წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებში მონაწილეობა.

გარდა ამისა, კოსტავასთვის წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სამართალში მიცემულ გამსახურდიასა და მოწმეთა ჩვენებებით, ნივთმტკიცებებით, ექსპერტთა დასკვნებითა და სხვა დოკუმენტებით.

0x01 graphic

ამრიგად, სასამართლო კოლეგიას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გამსახურდია და კოსტავა მოქმედებდნენ რა საბჭოთა ხელისუფლების შესუსტების მიზნით, წლების განმავლობაში ეწეოდნენ ანტისაბჭოთა აგიტაციასა და პროპაგანდას, ამიტომ გამსახურდიასა და კოსტავას მოქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსრ სსკ 71-ე მუხლის პირველი ნაწილით.

0x01 graphic

სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ გამსახურდიასა და კოსტავას მიერ ჩადენილი განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაული წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას, იწვევს ყველა პატიოსანი საბჭოთა ადამიანის გულისწყრომას და იმსახურებს წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალურ ზომას, მაგრამ მხედველობაში იღებს იმას, რომ გამსახურდიამ, როგორც წინასწარი, ისე სამსჯავრო გამოძიების დროს არა მარტო გულწრფელად აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არამედ მოინანია ანტისაბჭოთა საქმიანობა. სამართალში მიცემული კოსტავა კი, თუმც თავს არ ცნობს დამნაშავედ, ფაქტობრივად აღიარებს ბრალდებით წარდგენილ ეპიზოდებში მის უშუალო მონაწილეობას და მიაჩნია, რომ იგი ზოგჯერ შეცდომებს უშვებდა ცალკეული საკითხების გაშუქებაში.

აღნიშნული გარემოებების გარდა, სასამართლო კოლეგია სამართალში მიცემულ გამსახურდიასა და კოსტავასათვის სასჯელის შეფარდების დროს ითვალისწინებს, რომ მათ კმაყოფაზე ჰყავთ ორ-ორი არასრულწლოვანი შვილი.

აღნიშნულიდნ გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსრ სსკ 303-304-ე მუხლებით, სასამართლო კოლეგიამ დაადგინა: სასამართლოში მიცემული გამსახურდია ზვიად კონსტანტინეს ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსრ სსკ 71-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით მკაცრი რეჟიმის შრომაგასწორების კოლონიაში მოთავსებით და გადასახლება ორი წლით. სასჯელის მოხდა ჩაეთვალოს 1977 წლის 7 აპრილიდან.

სამართალში მიცემული კოსტავა მერაბ ივანეს ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსრ სსკ 71-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოთავსებით და გადასახლება - ორი წლით. სასჯელის მოხდა ჩაეთვალოს 1977 წლის 7 აპრილიდან.

ნივთმტკიცება - წიგნები, ბროშურები, ჟურნალები და სხვა მასალები ანტისაბჭოთა ხასიათის ტექსტებით (ტომები 14-44) დარჩეს საქმესთან ერთად მისი დაცვის მთელ მანძილზე.

გამსახურდიასა და კოსტავასაგან ამოღებულ პორტატულ საბეჭდ მანქანებს - „როიალი“ №365884 და „მე-8“ № 2095-ს გაუკეთდეს კონფისკაცია.

სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე -
. კობახიძე
სახალხო მსაჯულები -
. ნარიმანიძე . გრიგოლია.2

__________________________

1 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, საარქ. №7726, ტ. №58, ფურც. 2.

2 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, საარქ. №7726, ტ. №56, ფურც. 102-122.

Dissident Movement

Mary barbakadze

Dissidents of the 1960s who disagreed with the policies and actions of the Soviet government were inspired by different factors in establishing their movements.

In the early 1970s, the Soviet dissident movement was divided into different branches, each with its own political ideology. For this reason, Georgian dissidents left the Soviet dissident movement in the late 1970s.

The major objective of the Georgian dissident movement was to solve national problems. After demonstrations in March 1956, the national movement became even more active. It was a period when dissidents of the national movement were growing strong, with different groups carrying out illegal activities in the cities and regions of Georgia.

In the mid-1970s, Georgian dissidents formed their own organization at the initiation of Zviad Gamsakhurdia and Merab Kostava.

The activities carried out by the Georgian Helsinki Group attracted official attention. A resolution launching a criminal case against the group is preserved in the archives of the State Security Committee. The document was passed on April 7, 1977 .1

On April 14, 1977, Kostava was arrested following the detention of Gamsakhurdia on April 11. The investigation lasted for thirteen months, and over 160 witnesses were interrogated. The file included substantial material evidence.

We offer the Resolution passed by the Tbilisi Court of the Soviet Socialist Republic of Georgia on May 19, 1978 about the accused Zviad Gamsakhurdia and Merab Kostava

„Verdict

On May 19, 1978, in the name of the Georgian Soviet Socialist Republic, the chamber of criminal cases of the Tbilisi court discussed the case at a public trial in Tbilisi. The chamber's members were as follows:

Chairman - A. Kobakhidze,
Public Judges - L. Grigolia, E. Narimanidze,
Prosecutor - G. Ugulava,
Lawyers - M. Alkhazishvili and I. Nikolaishvili.

The accused:

1) Zviad Konstantinovich Gamsakhurdia was born in 1939, Tbilisi. Nationality - Georgian, citizenship - the USSR, non-party, education - higher, marital status - married, nottried earlier, occupation - former senior scientific worker at the Shota Rustaveli Institute of Georgian Literature, address: 19 Gali Street, Tbilisi, present status - prisoner;

2) Merab Ivanovich Kostava was born in 1939, Tbilisi. Nationality - Georgian, citizenship - the USSR, non-party, education - higher, marital status - married, not-tried earlier, occupation - former teacher at Tbilisi musical school #3, address: 1 Javakhishvili St, Tbilisi, present status - prisoner.

These persons are accused on the basis of Article 71, Part II of the USSR criminal code.

Having studied the materials submitted by the investigation, the court found as follows:

The accused, Gamsakhurdia and Kostava, had a hostile attitude toward the Soviet authorities. For years they have been involved in anti-Soviet activities and agitations. They created and spread anti-Soviet literary and scientific works that had been illegally published in Georgia or abroad. These works showed a false side of the Soviet Union and called people to fight against the authorities.

In 1974, Zviad Gamsakhurdia and Merab Kostava, with [Viktor] Rtskhiladze and others, adopted the name of the Georgian Initiative Group for the Defense of Human Rights to disguise their anti-Soviet activities and to give weightier import to their documents, written under the slogan of the „Defense of Human Rights.”

In 1974 Gamsakhurdia started to spend considerable money on buying and spreading anti-Soviet literature. In spring 1974 he paid 150 rubles for two copies of Part I, II, III and IV of the book The Gulag Archipelago by A. Solzhenitsyn. The book had been published in one of the anti-Soviet publishing houses -- „Imkapresi” in Paris. Solzhenitsyn himself had been expelled from the USSR for anti-Soviet agitation. The Gulag Archipelago proffers false ideologies of Marx and Lenin about the socialist revolution and proletariat dictatorship. The SSR party and state system are widely denounced in this book. Gamsakhurdia spent 25 rubles on foil for lithography to distribute the book, and paid polygraph worker N. I. Kavtaradze to print four sections from it.

Afterward, in March 1975, Gamsakhurdia gave these books to V. G. Rtskhiladze, who visited him in his house. Rtskhiladze was to distribute the books. Gamsakhurdia gave the first and second parts of the book to read to the following persons: Zh. G. Zvezdina, I. I. Chkhartishvili, L. Bedoshvili and I. A. Kenchoshvili. Soon after, these persons gave the book to others to read.

Zviad Gamsakhurdia started to cooperate with anti-Soviet elements to procure and disseminate anti-Soviet literature. In 1974, he met with N. E. Gorbanevskaya in Leningrad. She had been tried for anti-Soviet propaganda. At present, she lives abroad and cooperates with anti- Soviet radio station Freedom. She gave Gamsakhurdia the following essays by Solzhenitsyn: Live Not by Lies and A Letter to the Soviet Leaders. These works contain false information about the Soviet Union.

In 1975 at Moscow Domodedovo Airport, anti-Soviet literature, procured from Gorbanevskaya, was confiscated from Gamsakhurdia.

Having realized that he had committed a crime and could be charged, on September 12, 1975, Gamsakhurdia drew up a document „Zviad Gamsakhurdia's Announcement in Case of His Arrest.” In this document, he denounces the Soviet System and the politics of the USSR. He gave this document to his accomplice Kostava to circulate. We found this document on April 7, 1977, while conducting a search in Kostava's house.

In December 1975 and May 1976, Gamsakhurdia gave Rtskhiladze a collection of articles entitled Beneath the Boulders and a book called Peace and Violence to disseminate. The works were written by Gorbanevskaya.

In April 1976, Amarlik gave Gamsakhurdia his anti Soviet works.

In 1975-76, Zviad Gamsakhurdia, with the help of Tbilisi resident A. Mamedov, made copies of anti-Soviet materials which he had received from Gorbanevskaya and Amarlik. He intended to distribute the copies. The materials were transferred to I. A. Kenchoshvili to be read.

Instead of realizing his crime after anti-Soviet literature was taken from him in 1975 in Moscow, Gamsakhurdia continued his anti-Soviet activities. On June 26, 1976, he gained possession of Amerlik's works while in Moscow. The materials contain false information about the Soviet Union and its domestic policies. The same day, Zviad Gamsakhurdia spoke on the phone to the First Secretary of the Political Department of the American embassy in the USSR, Belousovich, to receive anti-Soviet literature. Gamsakhurdia met her for the first time in April 1976. Later, he received printed anti-Soviet materials at the destination.

Zviad Gamsakhurdia was not able to bring the materials to Tbilisi, as they were confiscated by workers of the Ministry of Internal Affairs in Moscow that same day. His essay, „Gamsakhurdia and His Friends' Arrest in 1956,” which he had brought to Moscow for distribution, was seized. This work was a proclamation calling for a fight against the Soviet Union. Also published were a letter „To Radio Voice of America,” written by Kostava in June 1976, and the piece „Meskhetian Turks or Meskhetian Georgians?” This work depicts Soviet prisons and mental hospitals as full of those people who are fighting for justice.

Instead of realizing his crime after his anti-Soviet literature was taken from him by the militia organs, Gamsakhurdiz intiatied his anti-Soviet activities with Kostava. In early 1976, Kostava translated an essay „My country and the World” into Georgian. He gave a copy to Gamsakhurdia to circulate. In October 1976, Kostava wrote „An Appeal to World Society,” wherein he described how P. P. Starchik had been taken to a mental hospital by force. He called the people to act against the „brutal and barbaric activities of the Soviet authorities.”

In 1976, Kostava wrote a slanderous letter against the Soviet System entitled „To the President of the USA.” He gave the letter to Gamsakhurdia to pass out.

To strengthen their anti-Soviet activities, in 1976 Gamsakhurdia and Kostava along with Rtskhiladze started to issue the illegal periodicals Okros Satsmisi ( „The Golden Fleece”) and Sakartvelos Moambe ( „The Georgian Herald”). The periodicals published only anti-Soviet articles that contained slanderous information about the domestic and foreign policies of the Soviet Union. Individuals who fought against the Soviet system were highly praised in the journals.

Gamsakhurdia used different methods to distribute the periodical Sakartvelos Moambe. In December 1976, Gamsakhurdia managed to circulate copies of Sakartvelos Moambe and Okros Satsmisi.

Having spread these periodicals around Georgia, Gamsakhurdia, Kostava and Rtskhiladze started to disseminate them throughout the Soviet Union and abroad. That is how anti-Soviet radio Freedom got these periodicals, which were used for anti-Soviet activities.

Gamsakhurdia built an archive of anti-Soviet literature in his and his wife's houses. He kept all the materials there until April 7-15, 1977, at which time a search was conducted in these houses.

Gamsakhurdia pleaded guilty on the charge of Article 71, Part I of the USSR criminal code.

The accused Kostava did not plead guilty on the charge of Article 71, part I of the USSR criminal code. But, in fact, he did not deny participating in some parts of the accusation.

Besides, the accusation against Kostava has been proved by the accused Gamsakhurdia and other witnesses, material evidence, conclusions drawn up by the experts, and other documents.

In conclusion, the court chamber proved that Gamsakhurdia and Kostava acted against the authorities. For years they have been involved in anti-Soviet activities and agitation. For this reason, Gamsakhurdia and Kostava were tried on the charge of breaking Article 71, Part I of the USSR criminal code.

The court chamber deems that the crime committed by Gamsakhurdia and Kostava is extremely dangerous for the state and for society. For this reason, they deserve the death penalty. But the court takes into consideration the fact that Gamsakhurdia owned up and repented of his anti-Soviet activities. As for Kostava, although he did not own up, he acknowledges that sometimes he made mistakes.

Besides the aforementioned reasons, the court takes into consideration the fact that two under age children depend upon the accused Gamsakhurdia and Kostava.

Whereas on the basis of Articles 303-304 of the USSR criminal code the court concluded as follows:

The accused Zviad Gamsakhurdia is found guilty on the basis of Article 71, Part I of the Georgian SSR criminal code. He is sentenced to three years in a penal colony and two years in exile. His prison service started on April 7, 1977.

The accused Merab Ivanovich Kostava is found guilty on the basis of Article 71, Part I of the Georgian SSR criminal code. He is sentenced to three years in a penal colony and two years in exile. His prison service started on April 7, 1977.

The following material evidence - books, booklets, journals and other anti-Soviet materials (volumes 14-44) shall be attached to their files.

The portable typewriters - „Royal” №365884 and „The 8th” №2095 that have been taken from Gamsakhurdia's and Kostava's houses shall be confiscated.

Chairman of the court chamber - A. Kobakhidze
Public Judges - E. Narimanidze
L. Grigolia”2 [sic.]

____________________________

1. LEPL MIA Archive of Georgia, f.6, c.7726, v58, p.2.

2. LEPL MIA Archive of Georgia, f.6, c.7726, v.56, pp.102-122.

5 საბჭოთა ფსიქიატრია და დისიდენტები

▲ზევით დაბრუნება


ნინო ყიფშიძე
სოფიო ტორჩინავა

0x01 graphic

ზვიად გამსახურდია

0x01 graphic

მერაბ კოსტავა

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხრუშჩოვმა განაცხადა: „დანაშაული საყოველთაოდ აღიარებული ქცევის ნორმებიდან გადახვევაა, რაც ძალიან ხშირად გამოწვეულია ადამიანის ფსიქიკის მოშლით; რომ საბჭოთა კავშირში აღარ არიან პოლიტპატიმრები, არ არიან წყობით უკმაყოფილონი, ის ერთეულები კი, კომუნიზმის წინააღმდეგ რომ იბრძვიან, ან უკმაყოფილებას გამოთქვამენ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, ფსიქიკურად დაავადებულები არიან“. შესაბამისად, უშიშროების ორგანოებმა დისიდენტებთან საბრძოლველად დავალება მიიღეს, ექიმებთან ერთად შემუშავდა ახალი კონცეფცია, რომელშიც მთავარი როლი შიზოფრენიის დიაგნოზს უნდა შეესრულებინა.

გამონაკლისს არც ქართველი დისიდენტები წარმოადგენდნენ. აღნიშნულ მეთოდს საბჭოთა ხელისუფლება და ფსიქიატრია XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში ქართველ დისიდენტთა წინააღმდეგ აქტიურად იყენებდა.

დისიდენტური საქმიანობის გამო 1977 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას აპატიმრებენ. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში მათი ფსიქიატრიული გამოკვლევის საკითხი დადგა დღის წესრიგში. ზვიად გამსახურდია მოსკოვში, სერბსკის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში გაიგზავნა გამოსაკვლევად, მერაბ კოსტავა კი - თბილისის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში.

აღსანიშნავია, რომ სერბსკის ინსტიტუტი ადამიანების გიჟად მონათვლის ყველაზე ცნობილი დაწესებულება იყო. ინსტიტუტის საიდუმლო განყოფილების თანამშრომლები ექსპერტიზას ატარებდნენ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც, თავის მხრივ, სახელმწიფოს უშიშროებასთან იყვნენ კავშირში და, შესაბამისად, საგამოძიებო საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ. ინსტიტუტში ფართოდ იყო გავრცელებული „კოფეინ-ბარბიტურატული განტვირთვა”, რის შემდეგაც პაციენტები მედიკამენტური გაბრუების ფონზე იძლეოდნენ ჩვენებებს. ამ ჩვენებებს კი შემდგომში უკვე მათ წინააღმდეგ იყენებდნენ. დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის დიაგნოზით შესაძლებელი ხდებოდა ნებისმიერი გამვლელის „გამოსაკვლევად „წაყვანა, რასაც დიაგნოზის დასმა და იძულებითი „მკურნალობა „მოჰყვებოდა. სერბსკის ინსტიტუტის ფსიქიატრები არასდროს უგდებდნენ ყურს იმას, თუ რას ლაპარაკობდა „პაციენტი“.ისინი აკვირდებოდნენ, თუ როგორ ლაპარაკობდა ის... მაგალითად, თუ „პაციენტი „ღელავდა, - ფსიქიატრი ავადმყოფობის ისტორიაში წერდა - „აღგზნებულია, ავადმყოფურად რეაგირებს მისთვის ემოციურად მნიშვნელოვან თემებზე”, მოწყენილობის შემთხვევაში - დეპრესიას უდგენდა, მოდუნებას კი შიზოფრენიის სიმპტომად უფორმებდა. თუ პაციენტები დარწმუნებით ამტკიცებდნენ რამეს, ფსიქიატრები ასეთ დიაგნოზს სვამდნენ - „საკუთარი პიროვნების გადაჭარბებული შეფასება“ ან „განდიდების მანია”.

„საარქივო მოამბე” გთავაზობთ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებებსა და მერაბ კოსტავას განცხადებას, რომელიც უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ალ. ინაურის სახელზე გაგზავნა. (დოკუმენტების სტილი დაცულია).

(დოკუმენტი №1)

დადგენილება

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაზე
16 სექტემბერი 1977 წ. ქ. თბილისი

„კგბ”-ს საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილემ, ზ. ხაზალიამ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად დაადგინა გამსახურდიას ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გაგზავნა;

ექსპერტების წინაშე დააყენა შემდეგი საკითხი:

1. დანაშაულის ჩადენისას იყო თუ არა ზ. გამსახურდია სულიერად დაავადებული და იყო თუ არა ის საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელი?

1965-1968 წლებში ზ. გამსახურდია პასუხისგებაში გახლდათ მიცემული ხულიგნობისა და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის.

დეპრესიული მდგომარეობის გამო, მას დაენიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გამოკვლევებისას ზ. გამსახურდია ამტკიცებდა, რომ მისი საჭმელი მოწამლული იყო, რომ მას უთვალთვალებდნენ პროკურორის მიერ მიგზავნილი ადამიანები, გარშემომყოფებს ეჭვისთვალით უყურებდა. რეაქტიული დეპრესიიდან გამოსვლის შემდეგ ცნეს შერაცხადად.

სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ზ. გამსახურდიას 1956 წლის ავადმყოფობის ისტორია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის ავლენდა უცნაურობებს და მკურნალობდა ფსიქიატრთან. 1958 წლის 2 დეკემბრიდან 1959 წლის 27 იანვრამდე გადიოდა სასამართლო-ფსიქიატრიულ-სტაციონარულ ექსპერტიზას თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რა დროსაც ექსპერტ-ფსიქიატრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გამსახურდია ღრმად ფსიქოპათიური პიროვნებაა და რომ წარსულში გადატანილი აქვს შიზოფრენია.

სერბსკის სახელობის სასამართლოფსიქიატრიული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 1977 წლის 30 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, გამსახურდია ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ის არის ფსიქოპათიური პიროვნება შეპყრობილი „განდიდების მანიით“ და ახასიათებს ემოციური არამდგრადობა. მას არ უდასტურდება დროებითი ფსიქიკური აშლილობაც კი. ამ გარემოებების გათვალისწინებით დაადგინეს, რომ ის ფსიქიკურად შერაცხადია.

მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიული კათედრის გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი . ჟარიკოვი.

კომისიის წევრები - ექსპერტ-ფსიქიატრები: . ეჩერნიკოვა, . ბობროვა, ია. ლანდაუ.1

(დოკუმენტი №2)

დადგენილება

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაზე
28 სექტემბერი 1977 წ. ქ. თბილისი

„კგბ“-ს საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილემ, ზ. ხაზალიამ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად დაადგინა კოსტავას ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გაგზავნა;

ექსპერტების წინაშე დააყენა შემდეგი საკითხი:

1. დანაშაულის ჩადენისას იყო თუ არა მერაბ კოსტავა სულიერად დაავადებული და იყო თუ არა ის საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელი?

1977 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების ექსპერტ-ფსიქოლოგების ფსიქიატრიული ექსპერტიზა ბრალდებულ მერაბ კასტავაზე (საქართველოს სსრ შსს შრომა-გასწორების რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილება - კოსტავას მასალები გადაიგზავნა 29 სექტემბერს 1977 წ.)

დახასიათება - კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია. ალკოჰოლურ სასმელს არ ეტანება.

ფსიქიატრთა დასკვნა - ფსიქიკურად არაა დაავადებული, კანონდარღვევის დროს ფსიქიკური აშლილობა არ შეინიშნებოდა, თავის ქმედებებზე პასუხისმგებელია, ამიტომ ის შეიძლება ჩაითვალოს შერაცხადად. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შეუძლია წარსდგეს სასამართლოსა და გამოძიების წინაშე.2

(დოკუმენტი №3)

საქ-ოს სსრ სახ. უშიშროების კომიტეტის
თავმჯდომარეს ალ. ინაურს
. კოსტავას

განცხადება

1977 წ. 29 სექტემბერს შევიტყვე, რომ სახ. უშიშროების კომიტეტი აპირებს ჩემს გაგზავნას გამოკვლევაზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ჩემთვის ცნობილია, რომ არა ერთი ჯანმრთელი დისიდენტი გაუგზავნიათ ამგვარ გამოკვლევაზე და შემდეგ ავადმყოფად შეურაცხიათ ისინი. მაგალითად, ლეონიდ პლიუშჩი, ა. გრიგორენკო, ვ. ფეინბერგი და ა.შ. პრიმიტიული ლოგიკაც კი საკმარისია მისახვედრად, სახელდობრ სხვაგვარად მოაზროვნეებს რად ხვდენიათ ხოლმე ჩვენში ამგვარი ხვედრი. რატომ მაინცდამაინც დისიდენტები გამოდიან ფსიქიატრიულად დაავადებულები? რატომ ერთხელაც არ მოგსვლიათ აზრად, უშიშროების რომელიმე მუშაკი გაგეგზავნათ ექსპერიმენტისათვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში? დისიდენტებს იმიტომ ეკერებათ ფსიქიკურად დაავადებულის იარლიყი, იდეოლოგიური სტანდარტიდან გადახვევას რომ ვერ იტანს ჩვენი ოფიციალობა. მე ვხედავ საშიშროებას, არც მე ამცდება ზემოთქმულ პირთა ხვედრი. ჩემთან მჯდომი უშ. კომიტეტის პატიმრებიდან ჯერ არავინ გაუგზავნიათ ამგვარ ექსპერიმენტზე. ასეთ გადაწყვეტილებას უშ. კომიტეტისას პროტესტით ვპასუხობ, რადგან ზემოხსენებულ სამედიცინო პროცედურაში ვხედავ აშკარა ნეგატიურ მიკერძოებას დისიდენტების მიმართ.

მერაბ კოსტავა
1977 . 29 სექტემბერი.3

0x01 graphic

0x01 graphic

_______________________

1 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ს. №7726, ტ. №44, ფურც. 20.

2 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ს. №7726, ტ. №44, ფურც. 43.

3. სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ს. №7726, ტ. №44, ფურც. 40.

Mental Hospitals and Dissidents
of the Soviet Union

Nino Kipshidze
Sophio Torchinava

Soon after Khrushchev had come to power, he declared that dissent was a form of digression from universally accepted standards and was often caused by mental problems. He said that there were no longer any political prisoners in the Soviet Union. Those people who were no longer satisfied with the system and those persons who opposed the Soviet Union were defined to have mental problems. Accordingly, the security organs were instructed to fight against the dissidents. A new concept was drawn up with the doctors. The crucial point of the punitive measure was to be the diagnosis of schizophrenia.

The Georgian dissidents were not the exception. In the 1960s this approved method was widely used against Georgian dissidents by the Soviet authorities.

Zviad Gamsakhurdia and Merab Kostava were accused of anti-Soviet dissident activities. Zviad Gamsakhurdia was arrested on April 11 and Merab Kostava - on April 14, 1977. In a few months after their detention the question of their mental health was put on the agenda. While Zviad Gamsakhurdia was sent to the Moscow Serbsky Psychological Institute, Merab Kostava was sent to the psychological department of Ortachala prison hospital in Tbilisi.

The Serbsky Institute was noteworthy as the most well known institution where many people were declared mad. This was a place which ruined many persons' lives. The staff of a secret department of the institute examined those persons who had been accused of criminal activity. Their cases were under control of the state security organs. The method of „caffeine recreation” was widely used in the institute. The patients gave testimonies after they had been stupefied with pills. Afterwards, these testimonies were used against the patients. After concluding the diagnosis of schizophrenia, the patient was taken away for compulsory treatment. The psychologists who had been instructed by Soviet Security did not pay attention to what the patients said. They observed the patients' manner of speaking. For example, if the patient was excited the psychologist would write down in his history as follows: „He is excited. He responds painfully to the themes that are emotionally important to him”. If the patient was melancholic, the following was written: „He has depression. His melancholia is a symptom of schizophrenia”. If the patients kept on insisting their sanity, the following was concluded: „Exaggerated self-esteem or megalomania”.

The Archival Bulletin presents three documents. These are resolutions about sending Zviad Gamsakhurdia and Merab Kostava for a psychological examination. Another document is Merab Kostava's letter to the chairman of the security committee A. Inauri.

Document #1

„Resolution
About the Psychological Examination
September 16, 1977 Tbilisi

Having studied the materials of the criminal case of Zviad Gamsakhurdia, the deputy head of the KGB investigation department, Z. Khazalia, decided to send Gamsakhurdia for a psychological examination.

The following issues were submitted to the experts:

1. Did Zviad Gamsakhurdia have mental problems when he committed the crimes?

2. Could he be considered responsible for his action?

In the period 1958-1965 Zviad Gamsakhurdia was accused of hooliganism and anti-Soviet activities.

Zviad Gamsakhurdia was depressed. For this reason, he was to be examined by psychologists. During the examination he claimed that his food was poisoned and the agents of the prosecutor controlled him. He did not trust anyone. Finally he was found responsible.

The 1956 history of Zviad Gamsakhurdia's illness is attached to his case. According to this document, he had mental problems and went through psychological therapy. From December 2, 1958 to January 27, 1959 he was admitted to a mental hospital. The expert-psychologist concluded that Gamsakhurdia was a psychopath and earlier that he had exhibited symptoms of schizophrenia.

According to the medical conclusion approved by the Serbsky Central Research Institute of Psychology on November 30, 1977, „Gamsakhurdia does not have mental problems. He is a psychopath and is affected with megalomania. For this reason, it is concluded that Gamsakhurdia was responsible”.

Head of Psychology Department of First Moscow
State Medical Institute - PhD, Professor N. Zharikov;
The members of commission, expert-psychologists: T.
Echernikova, I. Bobrova, Ia Landau”.
1

Document №2

„Resolution About the Psychological Examination September 28, 1977, Tbilisi

Having studied the criminal case of Kostava, the deputy head of KGB investigation department Z. Khazalia approved a resolution sending Kostava for psychological examination.

The following issues were submitted to the expert:

3. Did Zviad Gamsakhurdia have mental problems when he committed his crimes?

4. Could he be considered responsible for his action?

After a month the following expert resolution was approved:

„Psychological Examination
About Patient Merab Kostava

These results of the psychological examination of the accused Merab Kostava were approved on October 31, 1977 by the expert-psychologists of the Department of Psychology of the Central Republican Hospital of Georgia. (On September 29, 1977 the materials about Kostava were submitted to the Department of Psychology of the Penal Republican Hospital of the MIA of the Georgian SSR).

Characteristic features: kind, fair, generous, modest, bit stubborn. It is very difficult to change his mind. He is not addicted to alcohol.

Resolution about the psychological examination: „The patient does not have mental disease. He was absolutely responsible at the time of committing the crime. At present he is responsible and thus, he is absolutely competent. He is allowed to stand trial and the investigation”.2

Document №3

„Notice of M. Kostava
To the Chairman of the State Security
Committee of the Georgian SSR
Al. Inauri

On September 29, 1977 I learnt that the state security committee is going to send me for a psychological examination. I know that many healthy dissidents were found mad after they had been sent to such examination. For example, Leonid Pliushch, A. Grigorenko, V. Fainberg and others. It is easy to guess why dissidents are treated like that and why they are ill after coming out of the mental hospitals. Why have state security workers not been sent for psychological examinations? Dissidents are proclaimed to be mad just because they have opposed the state official ideology. I am afraid I will be among those persons who have been sent for examination. None of the prisoners of the security committee who are around me have been sent to the examination yet. I protest the decision about sending me to the mental hospital. I see clearly that the state security committee is very subjective toward some of the dissidents.

Merab Kostava
September 29, 19771

______________________

1.LEPL MIA Archive of Georgia, f.6,c.7726, v.44, p.20.

2. LEPL MIA Archive of Georgia, f.6,c.7726, v.44, p.43.

3 LEPL MIA Archive of Georgia, f.6,c.7726, v.44, p.40.

6 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და ჰელსინკის კავშირი

▲ზევით დაბრუნება


სოფიო ტორჩინავა

პარიზში 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ქვრივმა ელეონორა რუზველტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანი თავისუფალი იბადება; რომ ეს დოკუმენტი არც ხელშეკრულებაა და არც საერთაშორისო შეთანხმება, ის ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპებისა და თავისუფლებების დეკლარაციაა. ადამიანის უფლებების დაცვის უნივერსალური დოკუმენტი 360-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

გთავაზობთ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წელს მიღებულ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას და მოსკოვში 1970 წელს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებულ ადამიანის უფლებათა პრინციპებს (დოკუმენტების სტილი დაცულია).

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

მხედველობაში ვიღებთ, რომ კაცობრიული ოჯახის ნებისმიერი წევრის ღირსებისა და თანასწორი, ხელშეუვალი უფლებების აღიარება თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველია;

აგრეთვე მხედველობაში ვიღებთ, რომ ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და ათვალწუნებამ გამოიწვიეს ბარბაროსული აქტები, რომელნიც ადამიანის სინდისს აღაშფოთებენ, რომ ადამიანთა მაღალ მისწრაფებადაა გამოცხადებული დამყარება იმგვარი მშვიდობისა, რომლის დროსაც ადამიანს ექნება სიტყვისა და შეხედულებათა თავისუფლება, ხოლო შიში და გაჭირვება ვეღარ ხელჰყოფს მათ. აგრეთვე მხედველობაში ვიღებთ, რომ აუცილებელია ადამიანის უფლებები დაცულ იქნას კანონის ძალით, რათა არ ვაიძულოთ ადამიანი, ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ უკანასკნელ საშუალებად მიმართოს აჯანყებას; აგრეთვე მხედველობაში ვიღებთ, რომ აუცილებელია ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის მეგობრული დამოკიდებულების განვითარებას; აგრეთვე მხედველობაში ვიღებთ, რომ გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირეულ უფლებათა მიმართ პიროვნების ღირსების, მამაკაცთა და ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართ და გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესს და ფართო უფლებათა მეოხებით ცხოვრების პირობათა გაუმჯობესებას.

0x01 graphic

0x01 graphic

მხედველობაში ვიღებთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ვალდებულება იკისრეს ითანამშრომლონ გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციასთან, ხელი შეუწყონ საყოველთაო ურთიერთპატივისცემას, ადამიანის უფლებათა და ძირეულ თავისუფლებათა განმტკიცებას; აგრეთვე მხედველობაში ვიღებთ, რომ ამ უფლებათა და თავისუფლებათა ხასიათის საყოველთაო გაგებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულების მეტის სრულყოფით შესრულებისათვის, გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა მოცემულ საყოველთაო დეკლარაციას, ვითარცა ამოცანას, რომლის განხორციელებას ნებისმიერი ხალხი თუ სახელმწიფო უნდა მიელტვოდეს. ნებისმიერი ადამიანი თუ საზოგადოებრივი ორგანო ამ დეკლარაციის გათვალისწინებით ნიადაგ უნდა უწყობდეს ხელს ამ უფლებისა თუ თავისუფლებათა მიმართ პატივისცემის გაღვივებას, ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებების მეოხებით მათი საყოველთაო და ეფექტური აღიარებისა და განხორციელების უზრუნველყოფას, როგორც ორგანიზაციაში შემავალ წევრსახელმწიფოებში, ასევე მათი იურისდიქციის ხელქვეით მყოფ ტერიტორიათა ხალხებში.

მუხლი 1. ყოველი ადამიანი თავისი ღირსებითა და უფლებებით თავისუფალი და თანასწორუფლებიანი იბადება. ადამიანები გონებითა და სინდისით არიან მომადლებულნი და ამის გამო ურთიერთთან ძმური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ.

მუხლი 2. ყოველი ადამიანი უნდა ფლობდეს ამ დეკლარაციით გამოცხადებულ ყველა უფლებასა თუ თავისუფლებას განურჩევლად რასისა, კანონისა, ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ნაციონალური თუ სოციალური წარმომავლობისა, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.

გარდა ამისა, არ უნდა იყოს რაიმე გამორჩევა ქვეყნებსა თუ ტერიტორიებს შორის, რომელთაც ადამიანი მიეკუთვნება პოლიტიკურ, უფლებრივ თუ საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, იმისდა მიუხედავად, წარმოადგენს თუ არა ეს ტერიტორია დამოუკიდებელს, მეურვეობაში მყოფს, არათვითგანმგებელს ან სუვერენულობაში სხვაგვარად შეზღუდულს.

მუხლი 3. ყოველ ადამიანს აქვს ცხოვრების, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

მუხლი 4. არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან თავისუფლებააყრილ მდგომარეობაში. მონობის, მონით-ვაჭრობის ნებისმიერი სახეობა უნდა აღიკვეთოს.

მუხლი 5. ნებისმიერი ადამიანის მიმართ წამებისა და სისასტიკის გამოჩენა არაადამიანური, პიროვნული ღირსების ხელმყოფელი მოპყრობა და სასჯელი უნდა აღიკვეთოს.

მუხლი 6. ყოველ ადამიანს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი, აქვს თავისთავის უფლებრივ სუბიექტად აღიარების ნება.

მუხლი 7. ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და განურჩევლად აქვს უფლება დაცულ იქნას კანონის მიერ. ყოველ ადამიანს გააჩნია თანაბარი უფლება დაცულ იქნას ნებისმიერი დისკრიმინაციისაგან, რომელიც არღვევს ამ დეკლარაციას, აგრეთვე წამქეზებლისაგან, რომელიც აიძულებს მას ამ დეკლარაციის დარღვევას.

მუხლი 8. ყოველ ადამიანს აქვს უფლება უფლებათა ეფექტური აღდგენისა კომპეტენტური ნაციონალური სასამართლოების მეოხებით თუ დარღვეულია კონსტიტუციით ან კანონით გათვალისწინებული მისი ძირეული უფლება.

მუხლი 9. არავინ არ უნდა იქნას თვითნებურად დაპატიმრებული, დაკავებული ან განდევნილი.

მუხლი 10. ნებისმიერი ადამიანი თავის უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისათვის, მისთვის წარდგენილი სისხლის სამართლის ბრალდების მართებულობის დადგენისათვის, სრული თანასწორობის საფუძველზე უფლებამოსილია, რათა მისი საქმე განხილულ იქნას ცხადად, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ სამართლიანობის ყოველგვარ მოთხოვნილებათა დაცვით.

მუხლი 11. ნებისმიერი, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ადამიანი უფლებამოსილია უდანაშაულოდ ჩაითვალოს მანამ, სანამ მისი დანაშაული დადგენილი არ იქნება კანონის მიერ ღია სასამართლო პროცესზე, რომლის დროსაც იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყოველგვარი საშუალებით.

2. არავინ არ უნდა იქნას გასამართლებული დანაშაულისათვის ისეთი მოქმედებისა თუ უმოქმედობის საფუძველზე, რომელნიც ჩადენის ჟამს არ წარმოადგენდნენ დანაშაულს ნაციონალური კანონისა თუ საერთაშორისო სამართლის მიხედვით. უნდა აღიკვეთოს იმაზე უფრო მძიმე სასჯელის დადება ვიდრე ეკუთვნოდა ადამიანს მაშინ, როდესაც დანაშაული ჩაიდინა.

მუხლი 12. უნდა აღიკვეთოს თვითნებური ჩარევა ნებისმიერი ადამიანის პირად ან ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის, კორესპონდენციის საიდუმლოების თუ ღირსებისა და რეპუტაციის ხელშეუხებლობის თვითნებურად ხელყოფის ცდა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება კანონის მიერ დაცულ იქნას ამგვარი ჩარევისა თუ ცდისაგან.

მუხლი 13. 1/ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევისა ნებისმიერი სახელმწიფოს ფარგლებში.

2/ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა საკუთარის ჩათვლით და ისევ დაბრუნდეს თავისსავე ქვეყანაში.

მუხლი 14. 1/ ყოველ ადამიანს აქვს უფლება დევნის შემთხვევაში ეძიოს თავშესაფარი სხვა ქვეყანაში და ისარგებლოს ამ თავშესაფარით.

2/ ამ უფლების გამოყენება აღკვეთილ უნდა იქნას მხოლოდ იმგვარი დევნის შემთხვევაში, რომელიც არაპოლიტიკური დანაშაულის ჩადენისას ან იმგვარი ქმედებისას აღიძვრის, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

მუხლი 15. 1/ ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება.

2/ უნდა აღიკვეთოს ნებისმიერისათვის თვითნებურად აყრა მოქალაქეობისა ან საკუთარი მოქალაქეობის შეცვლის უფლებისა.

მუხლი 16. 1/ სრულწლოვანებას მიღწეულ მამაკაცებსა და ქალებს აქვთ უფლება შეუზღუდველად, ყოველგვარი რასობრივი, ნაციონალური ან რელიგიის სხვაობის მიუხედავად იქორწინონ და შექმნან ოჯახი. ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებით დაქორწინების, ერთად ცხოვრებისა თუ გაყრის შემთხვევაში.

2/ ქორწინება შეიძლება მხოლოდ მექორწინეთა ორივე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობის შემთხვევაში.

3/ ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების ბუნებრივსა და ძირეულ უჯრედს და აქვს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ დაცვის უფლება.

მუხლი 17. 1/ ყოველ ადამიანს აქვს უფლება ქონების ფლობისა საკუთრივ ან სხვებთან ერთად.

2/ აიკრძალოს ნებისმიერისათვის ქონების თვითნებურად ჩამორთმევა.

მუხლი 18. ყოველ ადამიანს აქვს უფლება აზროვნების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა. ეს უფლება შეიცავს საკუთარი რელიგიისა თუ შეხედულებების გამოცვლის თავისუფლებას, საკუთარი რელიგიისა თუ შეხედულების აღმსარებლობის თავისუფლებას როგორც პირადად, ასევე სხვებთან ურთიერთობაში, საზოგადო თუ კერძო წესით: სწავლისას, ღმერთმსახურებისას, რელიგიური თუ რიტუალური წესების აღსრულებისას.

მუხლი 19. ყოველ ადამიანს აქვს უფლება შეხედულებათა თავისუფლებისა და მათი თავისუფლად გამოხატვისა. ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას დაბრკოლების გარეშე დაეფუძნო საკუთარ შეხედულებებს, აგრეთვე თავისუფლებას, ეძიო, მიიღო და გაავრცელო ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი საშუალებით სახელმწიფოებრივი საზღვრებისგან დამოუკიდებლად.

მუხლი 20. 1/ ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლება მშვიდობიანი კრებებისა და ასოციაციების მოწყობისა.

2/ აღიკვეთოს იძულებით რომელიმე ასოციაციაში შეყვანა ნებისმიერი ადამიანისა.

მუხლი 21. 1/ ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ქვეყნის მართვაში უშუალოდ ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით.

2/ ყოველ ადამიანს აქვს საშუალება იმყოფებოდეს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივ სამსახურში.

3/ ნება ხალხისა უნდა იყოს მთავრობის განმგებლობის საფუძველი; ამგვარი ნება გამოხატულებას უნდა ჰპოვებდეს პერიოდულ და არაფალსიფიცირებულ არჩევნებში, რომელიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანაბარი საამომრჩევლო უფლებით, ფარული კენჭისყრით ან სხვა ტოლფასი ფორმებით, რომელიც უზრუნველყოფს ხმის მიცემის თავისუფლებას.

მუხლი 22. ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფისა და მისი ღირსების გამკვიდრებისათვის, მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის აუცილებელი უფლებების განხორციელების ნება ეკონომიკის, სოციალურ და კულტურულ სფეროში ნაციონალურ ძალთა და საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე ნებისმიერი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად.

მუხლი 23. 1/ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების, უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

2/ ყოველ ადამიანს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს უფლება თანაბარი ხელფასისა თანაბარი შრომის შესაბამისად.

3/ ყოველ მომუშავეს აქვს უფლება სამართლიანი და დამაკმაყოფილებელი საზღაურისა, რომელიც ღირსეულად უზრუნველყოფს ადამიანის არსებობას პირადად და ოჯახითურთ, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში უზრუნველყოფს მას სოციალური უზრუნველყოფის სხვა დამატებითი საშუალებებით.

4/ ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები ან შევიდეს პროფესიულ კავშირში თავისი ინტერესების დასაცავად.

მუხლი 24. ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და მოცალეობის უფლება, რომელშიც შედის აგრეთვე სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ფასიანი პერიოდული შვებულების უფლება.

მუხლი 25. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი ცხოვრების დონე საკვებით, ტანსაცმლით, საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებით და სხვა სპეციალურ მომსახურებებითურთ, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, მას აქვს აგრეთვე უფლება იყოს უზრუნველყოფილი უმუშევრობის, ავადმყოფობის, დაინვალიდების, დაქვრივების, სიბერის ან მისგან დამოუკიდებელი გარემოებებით არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

2/ დედობა და ბალღობა განსაკუთრებული მზრუნველობისა და დახმარებისათვის იძლევა უფლებას. ნებისმიერი, ქორწინებით თუ ქორწინების გარეშე შობილი ბავშვი თანაბარი სოციალური დაცვით უნდა სარგებლობდეს.

მუხლი 26. 1/ ყოველ ადამიანს აქვს უფლება განათლების მიღებისა. სწავლა უნდა იყოს უფასო, ყოველი შემთხვევისათვის დაწყებითი და ზოგადი განათლების ფარგლებში. დაწყებითი განათლება ყველასათვის აუცილებელი უნდა იყოს. აუცილებელია ტექნიკური და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, უმაღლესი განათლება ყველასათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თითოეულის უნარის შესაბამისად.

2/ განათლება უნდა წარიმართოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისაკენ და ადამიანის უფლებათა და ძირეულ თავისუფლებათა პატივისცემის ზრდისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობას და მეგობრობას ყველა ხალხებს, რასობრივ თუ რელიგიურ ჯგუფებს შორის, ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.

3/ მშობლებს აქვთ პრიორიტეტის უფლება თავიანთი მცირეწლოვანი ბალღებისათვის განათლების სახეობის არჩევაში.

მუხლი 27. 1/ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფალი მონაწილეობისა საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, უფლება ხელოვნებით ტკბობისა, მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობისა, მისი მიღწევებით სარგებლობისა.

2/ ადამიანს აქვს უფლება თავისი მორალური და მატერიალური ინტერესების დაცვისა, რაც წარმოადგენს მის მიერ შექმნილი მეცნიერული, ლიტერატურული ან მხატვრული ქმნილების შედეგს.

მუხლი 28. ნებისმიერ ადამიანს აქვს სოციალური და საერთაშორისო წესრიგის უფლება, რომლის მიხედვითაც ამ დეკლარაციაში წარმოდგენილი უფლებანი და თავისუფლებები სრულად იქნება განხორციელებული.

მუხლი 29. 1/ ყოველ ადამიანს გააჩნია ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომელიც მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარების ერთადერთ შესაძლებლობას იძლევა.

2. თავისი უფლებებისა და თავისუფლებათა განხორციელებისას ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ იმგვარ შეზღუდვებს, როგორსაც ადგენს კანონი, მხოლოდ და მხოლოდ სხვათა უფლებებისა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარებისა და პატივისცემის გამო, აგრეთვე მორალისა, საზოგადოებრივი წესრიგისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით.

3. ამ უფლებებისა და თავისუფლებათა განხორციელება არაფრით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

მუხლი 30. ამ დეკლარაციაში არაფერი არ უნდა განიმარტოს ისე, რომ მიეცეს უფლება რომელიმე სახელმწიფოს, პიროვნებათა დაჯგუფებას თუ ცალკეულ პირებს აწარმოონ რაიმე საქმიანობა ან იმოქმედონ იმ უფლებათა და თავისუფლებათა გასანადგურებლად, რაც ჩამოაყალიბა მოცემულმა დეკლარაციამ.

/1948 წელს ამ დეკლარაციას ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირმა. რედ./

1970 წელს მოსკოვში ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა კომიტეტი

ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრინციპები

გამომდინარე იმ რწმენიდან, რომ ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის პრობლემა ერთობ მნიშვნელოვანია ცხოვრებისათვის ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად, მშვიდობის განსამტკიცებლად და ხალხთა შორის ურთიერთგაგების განსავითარებლად, და რომ იგი ხელშეუვალი სფეროა თანამედროვე კულტურისა;

ცდილობენ რა ხელი შეუწყონ საერთაშორისო მისწრაფებებს ადამიანის უფლებათა იდეის პროპაგანდისათვის და უფლებათა უზრუნველსაყოფი კონსტრუქტიული გზების მოპოვებისათვის;

აღნიშნავენ რა სსრკ-ს მოქალაქეთა შორის უკანასკნელ წლებში გაზრდილ ინტერესს კულტურის ამ სფეროსადმი;

გამოთქვამენ რა კმაყოფილებას საბჭოთა კავშირში 1958 წლიდან უფლებათა სფეროში მიღწეულ წარმატებებზე და ისწრაფვიან რა კონსულტატიურად შეუწყონ ხელი სახელმწიფოს შემდგომ ცდებს უფლებათა დაცვის გარანტიის უზრუნველსაყოფად სოციალისტური წყობის შესაბამისი სპეციფიკისა და საბჭოურ ტრადიციათა სპეციფიკის გათვალისწინებით;

ა. დ. სახაროვმა, ა. ნ. ტვერდოხლებოვმა და ვ. ნ. ჭალიძემ გადაწყვიტეს ერთად განაგრძონ მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სახელით ამ პრობლემის კონსტრუქტიული შესწავლისათვის შემდეგი პრინციპების საფუძველზე:

1. ადამიანის უფლებათა კომიტეტი წარმოადგენს შემოქმედებით ასოციაციას, რომელიც მოქმედებს სახელმწიფოს კანონების შესაბამისად, კომიტეტის ნამდვილი პრონციპებითა და რეგლამენტით;

2. კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ხელმძღვანელობენ კომიტეტის მიერ დაშვებული ნამდვილი პრინციპებითა და რეგლამენტით, ამავე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად,

რომელნიც არ ითვლებიან ისეთი პოლიტიკური პარტიების ან სხვა ორგანიზაციათა წევრებად, რომელთაც გააჩნიათ სახელმწიფოს მართვის პრეტენზია, აგრეთვე იმ ორგანიზაციათა წევრებად, რომელთა პრინციპები უშვებენ ორთოდოქსალურ ან ოპოზიციონერულ პოლიტიკურ მოღვაწეობას.

რომელთაც არ განუზრახავთ კომიტეტში მოღვაწეობა პოლიტიკური მიზნებით.

3. კომიტეტის მოღვაწეობის მიზანია:

კონსულტატიური ხელის შეწყობა სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებისადმი ადამიანის უფლებათა გარანტიის შექმნისა და გამოყენებისათვის კომიტეტის ან მთავრობის დაინტერესებული ორგანოების ინიციატივით.

შემოქმედებითი დახმარება იმ პირებისადმი, რომელნიც ადამიანის უფლებათა პრობლემის თეორიულ ასპექტთა კონსტრუქტიულ კვლევასა და სოცალისტურ საზოგადოებაში ამ პრობლემის სპეციფიკის შესწავლას ეწევიან,

კანონმდებლობითი განმანათლებლობა, სახელდობრ პროპაგანდა საერთაშორისო და საბჭოთა სამართლის დოკუმენტებისა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

0x01 graphic

4. თეორიული კვლევა და კონსტრუქტიული კრიტიკა საბჭოთა სამართალში პიროვნების თავისუფლებისა და უფლებრივი გარანტიებისა.

კომიტეტი ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ჰუმანური პრინციპებით, გამომდინარეობს საბჭოთა სამართლის სპეციფიკის აღიარებიდან, ითვალისწინებს რა გამომუშავებულ ტრადიციებს და სახელმწიფოს რეალურ სიძნელეებს ამ სფეროში.

5. კომიტეტი მზადაა შემოქმედებითი კონტაქტი იქონიოს საზოგადოებრივ და სამეცნიერო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო არამთავრობისმიერ ორგანიზაციებთან, თუკი ისინი თავიანთ მოქმედებაში გამომდინარეობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებიდან და არ ისახავენ მიზნად საბჭოთა კავშირისათვის ზიანის მიყენებას.

მოსკოვი, 4 ნოემბერი, 1970
. აკადემიკოსი . . სახაროვი,
. . ტვერდოხლებოვი, . . ჭალიძე.

დაახლოებით იმავე პერიოდში მოსკოვში ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრები არიან: ვ. ბორისოვი, ტ. ველიკანოვა, ა. ლავუტი, ს. კოვალევი, ტ. ხოდოროვიჩი და სხვანი. მოსკოვში 1968 წლიდან გამოდის არაოფიციალური ჟურნალი „მიმდინარე ამბების ქრონიკა „, რომელიც ასახავს ადამიანის უფლებების დასაცავად წარმოებული ბრძოლის სურათს საბჭოთა კავშირში.

ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი საქართველოში

ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი საქართველოში ჩამოყალიბდა 1974 წელს. ჯგუფი მიზნად ისახავდა შესწავლას გაერთიანებულ ერთა ორგანიზაციის დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ ადამიანის უფლებათა და ძირეულ თავისუფლებათა განხორციელების სხვადასხვა ასპექტებისას ჩვენს ქვეყანაში. მისი მიზანია აგრეთვე ბრძოლა ამ უფლებათა დარღვევის ან დაკნინების ყოველგვარი ფორმის წინააღმდეგ.

ჯგუფის წევრები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვიქტორ რცხილაძე და სხვანი.1

______________________

1 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ტ. №18, ფურც. 4.

The Universal Declaration of Human Rights
and Helsinki Group

Sophio torchinava

On December 10, 1948, in Paris, the United Nations General Assembly adopted the Universal Declaration of Human Rights. At the Assembly Session Eleanor Roosevelt - widow of USA President Franklin Roosevelt noted that: all human beings are born free; the document is not a treaty or international agreement; it is a declaration of general principles of human rights and of freedom. The Universal Declaration of Human Rights is translated into 360 languages. The journal Sakartvelos Moambe fall №1 starts with this declaration.

We present the Universal Declaration of Human Rights which was adopted and published by the United Nations General Assembly in 1948 and Principles of Moscow Human Rights Committee which were drawn up in 1970. [sic]

The Universal Declaration of Human Rights Preamble

Whereas recognition of the inherent dignity and of the equal and inalienable rights of all members of the human family is the foundation of freedom, justice and peace in the world;

Whereas disregard and contempt for human rights have resulted in barbarous acts which have outraged the conscience of mankind, and the advent of a world in which human beings shall enjoy freedom of speech and belief and freedom from fear and want has been proclaimed as the highest aspiration of the common people;

Whereas it is essential, if man is not to be compelled to have recourse, as a last resort, to rebellion against tyranny and oppression, that human rights should be protected by the rule of law;

Whereas it is essential to promote the development of friendly relations between nations;

Whereas the peoples of the United Nations have in the Charter reaffirmed their faith in fundamental human rights, in the dignity and worth of the human person and in the equal rights of men and women and have determined to promote social progress and better standards of life in larger freedom;

Whereas Member States have pledged themselves to achieve, in co-operation with the United Nations, the promotion of universal respect for and observance of human rights and fundamental freedoms;

Therefore the general Assembly proclaims this Universal declaration of Human Rights as a common standard of achievement for all peoples and all nations, to the end that every individual and every organ of society, keeping this Declaration constantly in mind, shall strive by teaching and education to promote respect for these rights and freedoms and by progressive measures, national and international, to secure their universal and effective recognition and observance, both among the peoples of Member States themselves and among the peoples of territories under their jurisdiction.

Article 1

All human beings are born free and equal in dignity and rights. They are endowed with reason and conscience and should act towards one another in a spirit of brotherhood.

Article 2

Everyone is entitled to all the rights and freedoms set forth in this Declaration, without distinction of any kind, such as race, color, sex, language, religion, political or other opinion, national or social origin, property, birth or other status.

Furthermore, no distinction shall be made on the basis of the political, jurisdictional or international status of the country or territory to which a person belongs, whether it be independent, trust, non-self-governing or under any other limitation of sovereignty.

Article 3

Everyone has the right to life, liberty and security of person.

Article 4

No one shall be held in slavery or servitude; slavery and the slave trade shall be prohibited in all their forms.

Article 5

No one shall be subjected to torture or to cruel, inhuman or degrading treatment or punishment.

Article 6

Everyone has the right to recognition everywhere as a person before the law.

Article 7

All are equal before the law and are entitled without any discrimination to equal protection of the law. All are entitled to equal protection against any discrimination in violation of this Declaration and against any incitement to such discrimination.

Article 8

Everyone has the right to an effective remedy by the competent national tribunals for acts violating the fundamental rights granted him by the constitution or by law.

Article 9

No one shall be subjected to arbitrary arrest, detention or exile.

Article 10

Everyone is entitled in full equality to a fair and public hearing by an independent and impartial tribunal, in the determination of his rights and obligations and of any criminal charge against him.

Article 11

(1) Everyone charged with a penal offence has the right to be presumed innocent until proved guilty according to law in a public trial at which he has had all the guarantees necessary for his defense.

(2) No one shall be held guilty of any penal offence on account of any act or omission which did not constitute a penal offence, under national or international law, at the time when it was committed. Nor shall a heavier penalty be imposed than the one that was applicable at the time the penal offence was committed.

Article 12

No one shall be subjected to arbitrary interference with his privacy, family, home or correspondence, nor to attacks upon his honor and reputation. Everyone has the right to the protection of the law against such interference or attacks.

Article 13

(1) Everyone has the right to freedom of movement and residence within the borders of each state. (2) Everyone has the right to leave any country, including his own, and to return to his country.

Article 14

(1) Everyone has the right to seek and to enjoy in other countries asylum from persecution.

(2) This right may not be invoked in the case of prosecutions genuinely arising from non-political crimes or from acts contrary to the purposes and principles of the United Nations.

Article 15

(1) Everyone has the right to a nationality.

(2) No one shall be arbitrarily deprived of his nationality nor denied the right to change his nationality.

Article 16

(1) Men and women of full age, without any limitation due to race, nationality or religion, have the right to marry and to found a family. They are entitled to equal rights as to marriage, during marriage and at its dissolution.

(2) Marriage shall be entered into only with the free and full consent of the intending spouses.

(3) The family is the natural and fundamental group unit of society and is entitled to protection by society and the State.

Article 17

(1) Everyone has the right to own property alone as well as in association with others.

(2) No one shall be arbitrarily deprived of his property.

Article 18

Everyone has the right to freedom of thought, conscience and religion; this right includes freedom to change his religion or belief, and freedom, either alone or in community with others and in public or private, to manifest his religion or belief in teaching, practice, worship and observance.

Article 19

Everyone has the right to freedom of opinion and expression; this right includes freedom to hold opinions without interference and to seek, receive and impart information and ideas through any media and regardless of frontiers.

Article 20

(1) Everyone has the right to freedom of peaceful assembly and association.

(2) No one may be compelled to belong to an association.

Article 21

(1) Everyone has the right to take part in the government of his country, directly or through freely chosen representatives.

(2) Everyone has the right of equal access to public service in his country.

(3) The will of the people shall be the basis of the authority of government; this will shall be expressed in periodic and genuine elections which shall be by universal and equal suffrage and shall be held by secret vote or by equivalent free voting procedures.

Article 22

Everyone, as a member of society, has the right to social security and is entitled to realization, through national effort and international co-operation and in accordance with the organization and resources of each State, of the economic, social and cultural rights indispensable for his dignity and the free development of his personality.

Article 23

(1) Everyone has the right to work, to free choice of employment, to just and favorable conditions of work and to protection against unemployment.

(2) Everyone, without any discrimination, has the right to equal pay for equal work.

(3) Everyone who works has the right to just and favorable remuneration ensuring for himself and his family an existence worthy of human dignity, and supplemented, if necessary, by other means of social protection.

(4) Everyone has the right to form and to join trade unions for the protection of his interests.

Article 24

Everyone has the right to rest and leisure, including reasonable limitation of working hours and periodic holidays with pay.

Article 25

(1) Everyone has the right to a standard of living adequate for the health and well-being of himself and of his family, including food, clothing, housing and medical care and necessary social services, and the right to security in the event of unemployment, sickness, disability, widowhood, old age or other lack of livelihood in circumstances beyond his control.

(2) Motherhood and childhood are entitled to special care and assistance. All children, whether born in or out of wedlock, shall enjoy the same social protection.

Article 26

(1) Everyone has the right to education. Education shall be free, at least in the elementary and fundamental stages. Elementary education shall be compulsory. Technical and professional education shall be made generally available and higher education shall be equally accessible to all on the basis of merit.

(2) Education shall be directed to the full development of the human personality and to the strengthening of respect for human rights and fundamental freedoms. It shall promote understanding, tolerance and friendship among all nations, racial or religious groups, and shall further the activities of the United Nations for the maintenance of peace.

(3) Parents have a prior right to choose the kind of

education that shall be given to their children.

Article 27

(1) Everyone has the right freely to participate in the cultural life of the community, to enjoy the arts and to share in scientific advancement and its benefits.

(2) Everyone has the right to the protection of the moral and material interests resulting from any scientific, literary or artistic production of which he is the author.

Article 28

Everyone is entitled to a social and international order in which the rights and freedoms set forth in this Declaration can be fully realized.

Article 29

(1) Everyone has duties to the community in which alone the free and full development of his personality is possible.

(2) In the exercise of his rights and freedoms, everyone shall be subject only to such limitations as are determined by law solely for the purpose of securing due recognition and respect for the rights and freedoms of others and of meeting the just requirements of morality, public order and the general welfare in a democratic society.

(3) These rights and freedoms may in no case be exercised contrary to the purposes and principles of the United Nations.

Article 30

Nothing in this Declaration may be interpreted as implying for any State, group or person any right to engage in any activity or to perform any act aimed at the destruction of any of the rights and freedoms set forth herein.

(This declaration was signed by the Soviet Union in 1948. Editor-in-chief)

The Moscow Human Rights Committee was founded in 1970
The Principles of Moscow Human Rights Committee

A.D. Sakharov, A.N. Tverdokhlebov and V.N. Chalidze believed that human rights were very important for the creation of favorable living conditions, maintaining peace

and the development of mutual understanding between nations. It was considered a necessary inclusion in the culture of the day.

These three individuals supported the international aspiration to spread the idea of human rights and to find constructive methods to establish such rights.

They noted that interest in human rights had been growing in the USSR at the time.

They spoke about the success in this sphere since 1958 in the Soviet Union. They were inclined to support the development of human rights and at the same time to take into consideration the main principles and traditions of the Soviet Union.

Sakharov, Tverdokhlebov and Chalidze decided to found the (Moscow) Human Rights Committee and to study this issue on the basis of the following principles:

1. The Human Rights Committee is a creative association acting in compliance with existing State legislation on fundamental principles and operating as a committee within existing laws;

2. A Human Rights Committee member should be a person: who follows the principles and regulations of the committee; who is not a member of any political party or organization having a claim to govern the state, or approving orthodox and opposing principles; and who does not want to be in the committee for political aims.

3. The main work of the committee is to:

(1) Support state governing bodies with consultative help in activities to guarantee human rights;

(2) Support those persons who conduct constructive and theoretical surveys of human rights in a socialist society;

(3) Introduce to society such regulations, which are necessary to promote International and Soviet Laws on human rights.

4. Theoretical surveys and constructive criticism of guarantees on human rights and freedom in Soviet Law.

The committee acts on the basis of the principles of the Universal Declaration of Human Rights and Soviet Law. It takes into consideration all the traditions and difficulties of the state in this sphere.

5. The committee is ready to cooperate with society and scientific bodies, as well as with the international nongovernmental bodies if these organs act on the basis of the principles of the Universal Declaration of Human Rights and do not intend to harm the Soviet Union.

Moscow, November 4, 1970
Academicians: A. D. Sakharov, A. N. Tverdokhlebov,
V. N. Chalidze

At the same period the Initiative Group for the Defense of Human Rights in the USSR was formed in Moscow. Its members were: V. Borisov, T. Velikanova, A. Lavut, S. Kovalyov, T. Khodorovych and others. From 1968, the unofficial periodical Chronicle of Current Events was published. The journal provided news about the defense of human rights in the Soviet Union.

The Initiative Group for the Defense of Human Rights in Georgia

The Initiative Group for the Defense of Human Rights in Georgia was founded in 1974. Its main work was to study different aspects of the Declaration passed by the United Nations and to fight against any form of breach or weakening of human rights.

The group members were: Zviad Gamsakhurdia, Merab Kostava, Victor Rtskhiladze and others.1

__________________

1.LEPL MIA Archive of Georgia, f.6, v.18, p.4.

7 ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვა

▲ზევით დაბრუნება


ნინო ყიფშიძე

0x01 graphic

1977 წელს საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობასთან დაკავშირებით მწერალთა კავშირს სათანადო რეაგირებისთვის მიმართა. ზვიად გამსახურდიას ბრალდება - ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მოღვაწეობა გახლდათ. მის სახელს უკავშირდებოდა არალეგალურ გამოცემა საქართველოს მოამბეში” გამოქვეყნებული ანტისაბჭოთა პროკლამაციები და ფაშისტად და მოღალატედ მონათლულ გენერალ შალვა მაღლაკელიძისადმი მიძღვნილი სტატია.

1977 წლის 1 აპრილის მწერალთა კავშირის სხდომაზე თითქმის ერთხმად გადაწყდა ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვის საკითხი. არგუმენტი ერთადერთი გახლდათ - მწერალთა კავშირის წევრად ითვლებიან ისინი, ვინც მთლიანად დგანან საბჭოთა პოზიციებზე და ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას კომუნიზმის მშენებლობაში. კავშირის წევრი არ შეიძლება იყოს ის, ვინც არ დგას ჩვენს, საბჭოთა პოზიციაზე.

გთავაზობთ საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის 1977 წლის 1 აპრილის სხდომის სტენოგრაფიულ ანგარიშს მცირედი შემოკლებით (სტილი დაცულია):

თავმჯდომარეობს გრიგოლ აბაშიძე.

თავმჯდომარე: - ამხანაგებო, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ერთი ისეთი საკითხის განსახილველად, რომელზედაც, ალბათ, ეს დღეები ყველა თქვენთაგანი ფიქრობს.

თქვენ ყველა გაეცანით პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს ჩვენი კავშირის წევრის ზვიად გამსახურდიას გარშემო.

ჩვენ, ყველანი, ბევრის მომსწრე ვართ, ბევრის შემთხვევა არა გვქონია. მას შემდეგ, რაც სოციალიზმმა გაიმარჯვა ჩვენს ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხალხმა სამამულო ომში ასეთი ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა და ასეთი წარმატება აქვს საბჭოთა ქვეყანას, მთელი საბჭოთა მწერლობა დარაზმულია ჩვენი პარტიის ირგვლივ და არ ყოფილა რაიმე ფაქტი რომელიმე ქართველი მწერლის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის შესახებ. უფრო მეტი კიდევ, ისეთი დიდი მწერალი ჩვენი დროისა, როგორიც კონსტანტინე გამსახურდია გახლდათ, რომელმაც ასეთი რთული გზა გაიარა, სრულიად დადგა საბჭოთა პლატფორმაზე, დაწერა ჩვენი დროისათვის სრულიად მოსაწონი ნაწარმოებები, რომანი „მთვარის მოტაცება“, მისი პუბლიცისტური ნაწარმოებები, რომლებიც იდგა საბჭოთა პოზიციებზე და ის მთელი თავისი შემოქმედებით ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საქმეს, მოგეხსენებათ, ბოლოს კონსტანტინე გამსახურდია ლენინური ორდენის კავალერიც გახლდათ და მრავალი ჯილდოსა და სახელმწიფო პრემიის მფლობელი.

ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ დღევანდელი ჩვენი სხდომა ეხება ზვიად გამსახურდიას, ჩვენი კავშირის წევრს. თქვენ იცნობთ გაზეთის მასალას. დღესაც ბლომად არის გამოქვეყნებული მასალა. ეს დღეები პრესა უთმობდა ადგილს იმ მასალებს, რომლებიც ეხებოდა ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობას. ჩვენ მოგვმართა რესპუბლიკის პროკურატურამ „სათანადო რეაგირებისათვის გეგზავნებათ… (კითხულობს)“ ეს მასალა მივიღეთ. პრეზიდიუმის წევრებმა გაიცნეს.

როგორც თქვენ ნახეთ და როგორც გაზეთები ადასტურებენ, ეს არის ანტისაბჭოთა პროპაგანდა. თქვენ მოგეხსენებათ მწერალთა კავშირის წესდება, რომლის მიხედვითაც მწერალთა კავშირის წევრად ითვლებიან ისინი, ვინც მთლიანად დგანან საბჭოთა პოზიციებზე და ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას კომუნიზმის მშენებლობაში. თუ კაცი ეწევა ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ანტისაბჭოთა მოღვაწეობას, ის თავის თავს აყენებს ამ ორგანიზაციის გარეშე. თუ ჩვენ გვაერთიანებს კომუნიზმის მშენებლობა და მისი აქტიური მშენებლები ვართ, ეს არის ჩვენი სულის, ჩვენი მოწოდების ნაკარნახევი, და თუ კაცი იბრძვის მის წინააღმდეგ, ის თვითონ აყენებს თავის თავს ამ ორგანიზაციის გარეშე, ალბათ, ის თვითონ არ სთვლის თავს ჩვენი კავშირის წევრად. აქ ბევრი მასალაა, მაგრამ მარტო ორს დავასახელებ ამ მასალიდან, ერთი გახლავთ „საქართველოს მოამბეში“ გამოქვეყნებული პროკლამაცია, ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოსკოვში გაავრცელეს ფრანგმა და ნორვეგიელმა ტურისტებმა, რომლებიც ამის გამო დაპატიმრებული იყვნენ. ეს პროკლამაცია გადმობეჭდილია ამ „მოამბეში“. მეორე, რამაც გული ატკინა ჩვენს ხალხს, ეს გახლავთ ფაშისტი გენერლის მაღლაკელიძის გარდაცვალების გამო გამოქვეყნებული მასალა, სადაც ქება-დიდებაა იმ კაცისა, რომელიც მოუძღოდა ფაშისტურ ლეგიონს და რომელიც ვითომ საქართველოს სრული განთავისუფლებისათვის იბრძოდა

აი, მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა. ამხანაგები გამოთქვამენ თავიანთ აზრს და შემდეგ მოვუსმინოთ ზვიადს, როგორ გაიმართლებს თავს.

0x01 graphic

თავმჯდომარე - ნოდარ, ხომ არ დაიწყებთ?!

. დუმბაძე - ჩვენ გავეცანით მასალას, რომელიც დაბეჭდილია არალეგალურ ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“. კიდევ გავეცანით ჟურნალების წყებას, რომელსაც „ოქროს საწმისი“ ჰქვია. პირადად მე, როდესაც წავიკითხე „ოქროს საწმისი“, ის არ მომეჩვენა სერიოზულ ჟურნალად, რადგან მასში ფრიად სუსტი და დაბალი გემოვნების ნაწარმოებები ქვეყნდება და როდესაც გავეცანი იმ მასალას, რომელიც მოგვაწოდა ჩვენ პროკურატურამ, სადაც გამოქვეყნებულია ანტისაბჭოთა პროკლამაცია, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ხალხს საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ, როდესაც წავიკითხე გენერალ მაღლაკელიძის ბიოგრაფია, რომელიც თურმე თანამშრომლობდა ჰიტლერთან, რომლის შთამომავალმა, რომლის შვილიშვილმა ისახელა თავი ვიეტნამის ომში იმით, რომ ჟლეტდა ვიეტნამში ხალხს და ამ ბიოგრაფიაში სწერია, ქართველი ხალხის სახელით ვიღაც ჰპირდება, რომ დიდი სამსახურისათვის ქართველი ხალხი მას არ დაივიწყებს, - მე მიმაჩნია, რომ ამ ჟურნალის ხელმძღვანელი ან ავტორი ამ მასალისა არ არის ღირსი მწერალთა კავშირის წევრობისა და პირადად ჩემთვის, როგორც მწერლისათვის და კომუნისტისათვის, მიუღებელია.

0x01 graphic

ნოდარ დუმბაძე

თავმჯდომარე - გიორგი!

. ციციშვილი - მე ჩემი მეგობრებისათვის არ მითქვამს, საერთოდ არ ვლაპარაკობდი, რომ ძალიან მძიმე წლები გავიარე ომში და არა იმიტომ, რომ დაჭრილი ვიყავი და ბრმა, არამედ ვნახე საშინელებანი, რომლებიც ჩემ თვალწინ ტრიალებდა. ჩვენი პროპაგანდა თავის დროზე კი არ აჭარბებდა, არამედ სუსტი იყო, რომ არ აჩვენა მთელი ის საშინელება, რაც ფაშიზმს მოჰყვებოდა.

მე ვნახე ხალხი დახოცილი „დუშეგუბებში“ მანქანებით დატვირთული რომ გამოჰყავდათ, მე ვნახე ორი შერყეული კაცი ნარვასთან, რომელთაც ტვინში რაღაცას უშხაპუნებდნენ და რამდენი საშინელება. და მე ეს საშინელებანი რომ ვნახე და გავიცანი ფაშიზმის არსი, ჩემთვის შეურაცხმყოფელია ყველაფერი ის, რასაც შეუძლია ფაშიზმის რეაბილიტირება.

მე საშინლად ამაღელვა იმან, რომ მაღლაკელიძე აქციეთ ეროვნულ გმირად, მე არაერთი პროკლამაცია ჩამვარდნია ხელში, მე შტაბში ვმუშაობდი და ბევრი მოჰქონდათ ასეთი პროკლამაციები, ის პროკლამაციები ბევრი მინახავს შტაბში, მაგრამ ამ პროკლამაციამ, რომელიც ამ არალეგალურ ჟურნალშია დაბეჭდილი, საშინლად ამაღელვა იმიტომ, რომ ქართველ ახალგაზრდობაში აღძრავს ეჭვს, ქართველ ახალგაზრდებს ეჭვს უღვივებს და ამ პროკლამაციამ შეიძლება მოწამლოს ქართველი ახალგაზრდობა. ზვიადმა ბრძანა, რომ ამისი რედაქტორი არა ვარო და ჩვენ ყველამ ვიცით, და ისეთი ავტორიტეტული ორგანო სწერს, როგორიც არის პროკურატურა.

ჩვენ წავიკითხეთ ეს მასალა, თმები ყალყზე დაგვიდგა, განსაკუთრებით ეს პროკლამაცია. წარმოუდგენელია, 1977 წელს ასეთი პროკლამაცია ვინმემ შეთხზას ან გადმობეჭდოს.

მან ამრიგად შეურაცხყო ქართველი მწერლის სახელი, რამდენადაც ის დაკავშირებულია ამ დოკუმენტთან, ყველამ ვიცით, რომ ეს ამასთან არის დაკავშირებული, მე მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, ზვიადი არ შეიძლება იყოს კავშირის წევრი.

თავმჯდომარე - იოსებ!

. ნონეშვილი - მე სამამულო ომის მონაწილე გახლავართ, იმ თაობას ვეკუთვნი და არა მარტო ჩემი თაობისათვის, არამედ ყველა თაობისათვის ცნობილია, რა საშინელებაა ფაშიზმი. კაცობრიობის ყველა გონიერ ადამიანს ფაშიზმი სძაგს და ახლა ფაშიზმზე ლაპარაკი, ფაშისტი გენერლის ეროვნულ გმირად გამოყვანა ჩემთვის წარმოუდგენელია.

მე მიჭირს, როცა ამას ვლაპარაკობ, როცა ამ საკითხზე ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ ვამაყობ კონსტანტინე გამსახურდიათი, მაგრამ მე ვხედავ, რომ ფაქტია ეს პროკლამაცია, ამ ფაშისტი გენერლის ასე ეროვნულ გმირად გამოცხადება. მაგრამ, რაც მთავარია, ზვიადი ბრძანებს, რომ ჩემი დაწერილი არ არისო და ჩვენი პრეზიდიუმის წევრებს სხვა წყარო არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რასაც პროკურატურა გვწერს, რაც პრესაშია, ის, რაც დღეს „ლიტერატურულ საქართველოშია „დაბეჭდილი. მე ამაღელვა საქართველოს პატრიარქის წერილმა, რომელიც „ლიტერატურულ საქართველოშია“ დაბეჭდილი. ეკლესიასაც უნდა ვერწმუნოთ და პროკურატურასაც, რომ მათ შეისწავლეს და გვწერენ და თუკი ის შემდეგ დაადასტურებს, დაარწმუნებს პროკურატურას (ეს არ არის ამ საქმეში), ჩვენ ყველანი გახარებული ვიქნებით და ამოვისუნთქავთ, რომ ამ საქმეში მას მონაწილეობა არ მიუღია - არც ფაშისტი გენერლის ქებასა და არც ამ პროკლამაციის შედგენაში.

მაგრამ ჯერჯერობით ეკლესია, პროკურატურა გვიმტკიცებს და როგორც წესდებაშია, მწერალთა კავშირის წევრი არ შეიძლება იყოს ის, ვინც არ დგას ჩვენს, საბჭოთა პოზიციაზე.

ამიტომ მე, როგორც სხვებმა ბრძანეს, მიმაჩნია, რომ მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს ის, ვინც პროკლამაციას ავრცელებს და ფაშისტ გენერალს აქებს.

თავმჯდომარე - მორის!

. ფოცხიშვილი - შეიძლება გამეორება მომიხდეს იმისა, რაც უკვე ითქვა. ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენს წრეში, მწერალთა რიგებში და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ასეთ მიმართულებას მოუნახავდა ფაშისტი გენერლის მოქმედებას. ამიტომ შეშფოთებული ვარ, და თუკი ეს დადასტურდება, რომ როგორმე ვინმე მხარს უჭერდა ამ წერილებს, - ასეთი კაცი არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი, თუ ეს მისი ხელიდან არის გამოსული, ის არ შეიძლება იყოს მწერალთა კავშირის წევრი.

თავმჯდომარე - კარლო!

. კალაძე - მინდა განვაცხადო, რომ სხვებთან ერთად უახლოესი, უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო ჩემთვის კონსტანტინე გამსახურდია და არის.

ახლა, დღეს მე ძალიან ძნელ მდგომარეობაში ვარ, მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა ჩვენ ზვიადმა. არა მარტო თავისი თავი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, უპირველეს ყოვლისა თავისი თავი, მაგრამ უკიდურესად ძნელ მდგომარეობაში ჩამაყენა მე და ყველა მწერალი, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში, თითქმის 40 წლის განმავლობაში, როგორც კონსტანტინესთან, ისე ამ ოჯახთან ახლოს ვიდექით.

რასაკვირველია, მე ვეკუთვნი იმ ამხანაგებს, რომლებმაც (ჩვენ) კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟიშვილი მივიღეთ მწერალთა კავშირში. მეც მივეცი ხმა.

0x01 graphic

ზვიად გამსახურდია

ახლა, ვინაიდან მწერალთა კავშირში ყოფნა ნიშნავს, რომ იზიარებდე შენ იმ შეხედულებას, იმ მდგომარეობას, იდეურად იდგე იმათ გვერდით, ვინც ამ მწერალთა კავშირშია გაერთიანებული, ამიტომ მწერალთა კავშირის უმრავლესობის აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, ის სცილდება ყოველგვარ საკითხს, ეს არის სამშობლოს საკითხი, ეს არის პატრიოტული სინდისის საკითხი, ეს არის თვით კონსტანტინესთან დამოკიდებულების საკითხი, რაც არ უნდა მძიმე იყოს, პასუხი უნდა აგოს ზვიადმა თავისთავის მაგივრად, ზვიადმა პასუხი უნდა აგოს კონსტანტინეს მაგივრადაც. ის უნდა ყოფილიყო ჩვენ გვერდით და რადგან არ ისურვა, მან უნდა მკაცრი პასუხი აგოს, და ის ამას შეურიგდა. მე მგონია, ჩვენთან ერთად მისი ყოფნა ძნელია და წარმოუდგენელი.

თავმჯდომარე - კიდევ ვის სურს გამოთქვას აზრი?

ალ. გომიაშვილი - ვიდრე ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამდე, მინდა შევეკითხო ზვიადს. ზვიადმა რეპლიკა ისროლა, ის არის მწერალთა კავშირის წევრი.

თქვენ განაცხადეთ - ამისი არც რედაქტორი ვარ და არც ავტორიო. თუ თქვენ რედაქტორი არა ხართ და არც ავტორი, როგორც მწერალთა კავშირის წევრი, როგორ უყურებთ ამ ორგანოს პოზიციას? რა პოზიცია გაქვთ ამ ორგანოსთან? და თუ თქვენ მონაწილე ხართ ამ ყველაფრისა, და იმის შესახებ, რაც გაზეთში იყო გამოქვეყნებული, იმ სიტყვების შემდეგ, რაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის პროცესში მოისმინეთ - რა აზრი დაგებადათ და რა მოსაზრება გაქვთ?

. გამსახურდია - მოკლედ მოგახსენებთ. სოლჟენიცინი რომ გარიცხეს კავშირიდან, საკუთარი ნაწარმოებებისათვის გარიცხეს. თქვენ მაგდებთ იმისთვის, რაც ჩემი არ არის, უმთავრესად ანტიფაშისტური პროკლამაციის და მაღლაკელიძის ბიოგრაფიისათვის, რომლებიც ჩემი არ არის, ჩემი დაწერილი არ არის. მე არ ვაწერ ხელს. მე ვაგებ პასუხს მხოლოდ იმაზე, რასაც მე ვწერ და ხელს ვაწერ. ეს რომ იყოს ჩემი ჟურნალი, მაშინ მოვაწერდი ხელს. შეიძლება ბევრ რამეს მე არ ვიზიარებ, ის პროკლამაცია ჩემთვის უცხოა.

თუ არის იმ ჟურნალში რაიმე დოკუმენტური მასალა, ამას ვიზიარებ. აქ ცდილობენ გაცილებით მეტი დამაბრალონ მე, ვიდრე ეს სინამდვილეშია. პრესაც ამას ცდილობს. პოზიცია? ამაზე მე თავს ვიკავებ, ამას ბოლოს ვიტყვი.

ალ. გომიაშვილი - მე მგონია ბევრი ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენი წესდება, რასაც გვეუბნება, ჩვენი ვალდებულებაა, მწერალთა კავშირის წევრები უნდა ვიყოთ საბჭოთა პოზიციაზე და ვამართლებდეთ წესდებას, ვინც ამ წესდებას არ იზიარებს, ვინც ამ პოზიციაზე არ არის, ის მწერალთა კავშირის წევრი არ უნდა იყოს.

თავმჯდომარე - ელგუჯა!

ელ. მაღრაძე - ამხანაგებმა თქვეს უკვე გარკვევით, ჩემთვისაც ბატონი კონსტანტინე იყო ვაჟკაცობის, დიდი მწერლობის და ყველაფრის იდეალი, ყველაფერ იმის, რომელმაც (მე ასე მიმაჩნია) ქართველ ერს შეუქმნა სიტყვაკაზმული მწერლობა, შეაყვარა სამშობლო, თავისი ხალხი, - ვისაც მისი წიგნები წაკითხული აქვს და სხვა ერის შვილებსაც კი შეაყვარა საქართველო. ჩემთვის დღევანდელი გამოსვლაც, ეს ლაპარაკიც ძალიან ძნელია, ეს კაცი ჩვენს ხელში გაიზარდა, ძალიან ძნელია.

მე მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდია არის მსხვერპლი იმ განუკითხაობისა, რაც 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენს რესპუბლიკაში, რასაც 20 წლის განმავლობაში ვერ ვებრძოდით და როცა მან პირველი ნაბიჯი გადადგა ამ მხრივ, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ და დამნაშავე ვართ, რომ თავის დროზე არ მივუთითეთ და არ ვუთხარით, რომ ეს მცდარი გზაა. ჩვენს ორგანიზაციას რომ უფრო მეტი ფხა, უფრო მეტი ვაჟკაცობა, შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, მიეთითებინა მისთვის (თითქმის ყველას შვილეულ ასაკად გვეკუთვნის), ჩვენ შეგვეძლო მისი მობრუნება, აღზრდა, გვეთქვა, რომ ის არის მცდარი გზა, მაგრამ ჩვენს მწერალთა კავშირში იმ 20 წლის მანძილზე იყო დანერგილი ის, რომ ექსცესებითა და ჩხუბით ვინც გადიოდა, ჩვენ ამას ვუწყობდით ხელს, ვაქეზებდით. ამანაც თავისი დაღი დაასვა. ჩვენ რომ თავის დროზე აგველაგმა ის, ვინც ექსცესებით იკაფავდა გზას, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

ახლა ის დაპირისპირებული აღმოჩნდა ჩვენთან, ყველა ჩვენთაგანთან და წესდებასთან. მისი საქციელი და მოქმედება დასაგმობია და ამდენად, მწერალთა კავშირის რიგებში რომ დარჩეს, ძნელია.

თავმჯდომარე - ხუტა!

. ბერულავა - მწერალთა კავშირი - ეს არის თანამოაზრეთა კავშირი, როგორც ამას ჩვენი წესდება ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, ეს მოქმედებაც შეუთავსებელია საბჭოთა მწერლების სახელთან.

მე მინდა დავეთანხმო ზოგიერთი ამხანაგის წინადადებას. რადგან ზვიად გამსახურდია აცხადებს, რომ ეს მას არ ეკუთვნის, რომ ეს მისი ხელმძღვანელობით, თუ მონაწილეობით არ გაკეთებულა (გვითხრას ვისია) და თუკი ეს ასეა, ერთხელ კიდევ შევეცადოთ იქიდან აღმოვაჩინოთ...…

თავმჯდომარე - ამაზე რომ არ იყოს ლაპარაკი, მოგახსენებთ: ის, რაც პრესაშია დაბეჭდილი და რაც აქ მოტანილია, ეს დადასტურებულია და არავის არ უნდოდა ამის გამოგონება და შეთხზვა. ეს არის დადასტურებული და დამტკიცებული და იმიტომ არის გამოტანილი. ვიდრე ბოლომდე არ იყო დამტკიცებული, არ გამოუტანიათ. ზვიადს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი. ის, რაც არის - დამტკიცებულია და ამას არ გავხდით სადავოდ. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ფაქტიური მასალაა. ხომ არ შეიძლება გაზეთი „კომუნისტი“, „თბილისი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ლიტერატურული გაზეთი“ ტყუილს სწერდეს?!

. ბერულავა - ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ უფლება სული აუმღვრიოს ჩვენს ახალგაზრდობას, რომელიც ჩვენ, შემოქმედებითმა მუშაკებმა უნდა აღვზარდოთ კომუნისტურ იდეალებზე და კომუნისტური სულისკვეთებით და ამ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია ძალიან მაღალ და წმინდა საქმეებზე, აქ დათმობა არ შეიძლება.

მე ვუერთდები ამხანაგების აზრს - საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებში არ შეიძლება, რომ ასეთი კაცი იყოს.

თავმჯდომარე - სერგი!

. ჭილაია - მე სხვა მასალას არ ვიცნობ, რაც გაზეთშია, იმას ვიცნობ და მე მიმაჩნია - საბჭოთა პრესაში მოყვანილი ფაქტები და მასალა ისეთ შეუვალ სურათს ქმნის, რომ აქ ორი აზრი არსებობდეს, შეუძლებელია.

ჩემთვის ყველაზე უფრო სამძიმოა ეს იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას აქვს - „თუ არა საბჭოთა ხელისუფლება, ჩემთვის დიდ მწერლობასთან წილნაყრობა არ შეიძლებოდა“. ეს აქვს ნათქვამი მას და ასე არის ნამდვილად - დიდოსტატად ის ჩვენმა სინამდვილემ აქცია და ამიტომაც ჩვენი სინამდვილის გულწრფელი მომღერალი იყო.

მით უფრო სამწუხაროა ამ დიდი ქართველი კაცის, ამ დიდი ოსტატის, ჩვენ ამ დიდ ლიტერატურულ ბრძოლებში ჩვენი მეგობრის შვილის საკითხს რომ ვიხილავთ - იყოს თუ არა ის ჩვენს რიგებში. დიდად გული მტკივა, მიმძიმს ამის წარმოდგენა იმიტომ, რომ თვითონ კონსტანტინე გამსახურდიამ რაღაც საოცრად რთული გზა გაიარა და ეს განაცხადა. ამის დამადასტურებელია მისი ნათელი შემოქმედება, რომელიც მისი ხელიდან არის გამოსული.

ამიტომ მე ვიმეორებ და ვეთანხმები ამხანაგების აზრს, მაგრამ აქ ჩვენმა პარტორგანიზაციის მდივანმა განაცხადა, „თუ ეს ასეა“ და როგორღაც ეჭვქვეშ დააყენა საკითხი, მე ვფიქრობ, საკითხი ისე უნდა გამოგეტანათ, რომ არ ყოფილიყო ეს „თუ ეს ასეა“. ეს იმ ტკივილებს კიდევ ერთ ტკივილს უმატებს. მე მომეწონა ბატონმა ალექსიმ რომ პირდაპირ მიმართა კითხვით. ზვიადმა არ უპასუხა; უპასუხეთ ბოლომდე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ნათელი დამოკიდებულება გვქონდეს საკითხთან. ვიმეორებ, მე მხოლოდ იმ მასალას ვიცნობ, რაც პრესაშია და აქ ისეთი ფაქტებია, რომ ამიტომ ამხანაგების იმ წინადადებას ვუერთდები, მაგრამ მაინც მოვითხოვ „თუ ეს ასეა“ და სხვა - ამ კითხვებზე პასუხი იყოს.

. ფოცხიშვილი - ბატონო სერგი, ზვიადმა რომ სთქვა, მე ხელს არ ვაწერ, მე არ ვარ ავტორიო, ამან დაბადა ეს აზრი.

ისე, თქვენ თუ არ წაგიკითხავთ მასალა, აქ არის და წაიკითხეთ.

თავმჯდომარე - ირაკლი, ხომ არ იტყოდით რამეს?

. აბაშიძე - რამდენი ხანია, რაც მივიღეთ ზვიადი მწერალთა კავშირში?

. გამსახურდია - 1966 წლიდან.

თავმჯდომარე - 1968 წლიდან. აქ არის მასალა, ზვიად!

. აბაშიძე - 1968 წლიდან მე არ მახსოვს რომელიმე კაცის შესახებ გველაპარაკა და მათ შორის, პირველ რიგში, რასაკვირველია, უმძიმესია ვილაპარაკო კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახის წევრების შესახებ. (თავმჯდომარე - უკაცრავად, 1965 წელს მიგვიღია წევრად.) რა მძიმეც არ უნდა იყოს ამის თქმა, ამხანაგებო, უნდა ვთქვათ - საბჭოთა მწერალს არ შეიძლება სხვა რაიმე აზრი ჰქონდეს. საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის წევრი ჩვენს წესდებას იცნობს, მათ შორის, რასაკვირველია, ზვიადიც იცნობს. რასაკვირველია, არ შეიძლება, თუ ეს ყველაფერი ვიცით, რაც ვიცით ჩვენ...… (მე ახლა ავად ვიყავი და ყველაფერი ვერ წავიკითხე). თქვენ აქ დაგიძახეს იმიტომ, რომ სთქვათ…(ზვიად გამსახურდია - ბოლოს ვიტყვი).

- სხვათა შორის, ბოლოს ჩვენ უნდა ვთქვათ. ჩვენ რას ვლაპარაკობთ?

(. გამსახურდია - სასამართლოზე ჯერ ეკითხებიან ბრალდებულს და შემდეგ გამოაქვთ განაჩენი).

- თუ საჭიროა კენჭი ვუყაროთ, კენჭი იმიტომ, რომ თქვენთვის გადაწყვეტილია, საკითხი ნათელია და მე მომხრე ვარ, საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდია გაირიცხოს, მაგრამ ჩვენ ალბათ, იმიტომ დავუძახეთ, რომ მას მოვუსმინოთ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ და მერე მოვუსმენთ?

11 წელია მწერალთა კავშირში გვყავს კაცი, ჩვენი დიდებისა და სიამაყის შვილი, ჩვენი ყველა ოჯახის შვილი. რა ვქენით, რა გავაკეთეთ?! ჩვენს თავზეც უნდა ვთქვათ და პირადად ჩემ თავზედაც - ვუთხარით მას რაიმე, გავაფრთხილეთ, დავუძახეთ? აი, მე რომ ირაკლი აბაშიძე ვარ - რა გავაკეთე. 1966 წელს მიგვიღია წევრად. ეგ დაჭერილი იყო ერთხელ, მეც მოვეხმარე. ჩემ თვალწინ უთხრა კონსტანტინე გამსახურდიამ, მოგკლავო, თუკი გაიმეორებო. მერე რა მოხდა, დავუძახეთ, ველაპარაკეთ, თუ რა ვქენით?! ასე არ არის სულ, ჩვენ ხომ გვთხოვენ პასუხს და მოგვკითხავენ და სავსებით მართალი იქნება. ასე კი არ არის - აუწევთ ხელს. ეს იმხელა დიდი მოვლენაა, რომ არც ერთ რესპუბლიკაში არ მომხდარა. თქვენ ამას ანგარიში უნდა გაუწიოთ. ეს კაცი ამბობს - მე არა ვარ რედაქტორი, ჩემი ხელმოწერა არ არის. ვკითხოთ რაშია საქმე აბა.

რა არის, დაგვეძახებინა, ერთხელ გაგვეფრთხილებინა, მეორედაც; უნდა გვემუშავა.

მე ცოტა მკაცრად გამოვდივარ, ავად ვარ - მე ჩემ შესახებაც ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ძმად მიმაჩნდა კონსტანტინე და მეგობრად მისი ოჯახი. ამ ბოლო ხანებში ხუთჯერ ვიყავით და დღე არ იყო, რომ არ დაერეკა ჩემთვის და გიორგი ნატროშვილისათვის. ჩვენ დამნაშავეები ვართ და ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს.

0x01 graphic

ირაკლი აბაშიძე

ხმები - სთქვას.

. გამსახურდია - საერთოდ, რა უნდა მოგახსენოთ. სასამართლო რომ სასამართლოა, მას თავისი წესი აქვს - საბჭოთა კავშირსა თუ უცხოეთში არსებობს იურისპრუდენცია, არსებობს კანონი. თუ ყველაფერი მოთავებულია, უნდა გავჩუმდე და თქვენ რაც გინდათ, ის გამოიტანეთ, ის დაადგინეთ. არ შეიძლება, სანამ სასამართლო არ დაადგენს დანაშაულს, კაცი დაისაჯოს და იმის თქმა, რომ ეს სიმართლეა იმიტომ, რომ პრესაშია. პრესას შეიძლება შეეშალოს. ვერც პრესა გასწევს სასამართლოობას და ვერც პროკურატურა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ სასამართლო აღარ იქნებოდა. პროკურატურა გამოთქვამს თავის აზრს და მას რომ შეეძლოს გადაწყვეტა, მაშინ სასამართლოც არ იქნებოდა საჭირო. მარტო პროკურატურის აზრი რომ იყოს კომპეტენტური, სასამართლო აღარ იარსებებდა. სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ დაადგინოს სიმართლე, ის სიმართლე, რომელსაც ვერ ადგენს პროკურატურა.

რატომ არსებობს სასამართლო და შეიძლება თუ არა ასე სროლა ადამიანის მიმართ ინსინუაციების და ყველაფერი ის, რასაც პრესა აკეთებს?! ყველაფერი, რაც ენაზე მოადგება „სოვეტსკაია კულტურის“ კორესპონდენტს, გადმოეგზავნება აქ და იბეჭდება. ან თუნდაც ის, რომ მე რადიო „სვობოდას“ ვუგზანი მასალებს. როგორ შეიძლება ასე დაბრალება? და რამდენი უნდა მოვთვალო?

აი, თვით აქ რაც წამძღვარებულია. მე არ ვიცი, სად გამოდის ეს ჟურნალი, ვის მიერ. მე ვწერ და ვაძლევ მეგობრებს. მე ვწერ და რასაც ხელს ვაწერ, სამწუხაროდ არ იბეჭდება, ცენზურა მკაცრია, ამიტომ ვაძლევ ნაცნობმეგობრებს. მაგალითად, ძეგლთა დაცვის მდგომარეობაზე დავწერე, პრესის ყველა ორგანოს მივმართე. არ დამიბეჭდეს და შემდეგ გადავწყვიტე მიმეწოდებინა ხალხისათვის.

რაც შეეხება პროკლამაციას, არ მინახია, არც მითარგმნია და საერთოდ მე არ ვარ საბჭოთა წყობილების მტერი, არც მისი დამხობის მომხრე და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ, თუ მე რაიმეს ვწერ, ვაკრიტიკებ რომელიმე დაწესებულებას, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვარ მტერი.

ნუ აიღებთ თქვენს თავზე სასამართლოს ფუნქციას. მე ვიცი თქვენ ეს დაგეგმილი გაქვთ და, რაც არ უნდა ვთქვა, თქვენ ვერაფერს შესცვლით. ეს გადაწყვეტილია, მაგრამ თქვენ სასამართლო არ ბრძანდებით, თქვენა ხართ მწერალთა წრე.

არავითარი მაღლაკელიძის შესახებ წერილის ავტორი მე არა ვარ. გადახედეთ და ნახავთ - არც ერთი სიტყვა ჩემი არ არის.

და სხვათა შორის, მაღლაკელიძის შესახებ უნდა მოგახსენოთ, - ის თქვენი „მერნის“ კონსულტანტი იყო, თუ ის ფაშისტი გახლდათ, რატომ არ მოხვდა ნიურნბერგის პროცესში? იმიტომ, რომ სწორედ ის იყო ანტიჰიტლერელი, ანტიფაშისტი, უბრალო სამხედრო. ის გახლდათ შულენბერგის დაჯგუფების წევრი, ანტიფაშისტი.

მე არც ვიცნობდი და არც ვმეგობრობდი მაღლაკელიძესთან, ის თქვენი გამომცემლობა „მერნის“ თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში და ყველა თქვენთაგანს მასთან პური უჭამია და კარგი სიტყვა უთქვამს. (გიორგი ჟორჟოლიანი - მე არ ვარ მაგ წერილის ავტორიო...) თუ სასამართლო დაამტკიცებს, რომ მე ვარ მაგ წერილის ავტორი, ან ეს პროკლამაციაც ჩემი თარგმნილია...… მე არ ვაწერ ხელს ჟურნალს, იმიტომ კი არა, რომ მეშინია, არა, მე არა ვარ მშიშარა. მე არ ვიცი სად გამოდის ეს ჟურნალი. ამ ჟურნალში ყველაფერი - რაც ფაქტიური მასალაა - სიმართლეა და მე ამაზე ვაწერ ხელს.

. ციციშვილი - თქვენ ამბობთ, რომ არ იცით, სად გამოდის, ვინ არის რედაქტორი და ხელმძღვანელი. გაქვთ თუ არა უფლება მწერალთა კავშირის წევრს ბეჭდოთ, გაუშვათ თუნდაც უწყინარი კორესპონდენცია იმ ჟურნალში, რომლის არც რედაქტორი იცით, არც შემდგენელი, არც ინიციატორი, არც ფასი აწერია და ის კი ნამდვილად იცით, რომ არალეგალური ჟურნალია. მე პირადად არც მინახია ეს ჟურნალი. ეს რომ ყოფილიყო დაბეჭდილი „ცისკარში“, „მნათობში“, გამოვიდოდი, შევაფასებდი.

რანაირად შეფასდება ეს თქვენი საქციელი ამ შემთხვევაში, როცა თქვენ ბეჭდავთ იმ ჟურნალში?

. გამსახურდია - ბატონო გიორგი, ეს ისეთი ჟურნალია, სადაც შეიძლება ხვალ თქვენი ნაწარმოებიც მოხვდეს. მე ჩემს ნაწარმოებებს ვუშვებ ჩემს ნაცნობმეგობრებში, ისეთებს, რომლებსაც არ მიბეჭდავს პრესა. იქ რედაქციაა და კანტორა კი არ არის, როგორც წერენ, არავითარი კანტორა არ არის. ეს გეშლებათ. ეს ყველაფერი დასადგენია და რაც განზრახული გაქვთ უკვე, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ.

თავმჯდომარე - ბატონო გიორგი!

. მერკვილაძე - ზვიადის გამოსვლამ ჩვენ მაინც ვერ დაგვარწმუნა, რომ მას არავითარი კავშირი არა აქვს. მაინც ფაქტებს თავისი ლოგიკა აქვს და არა მგონია, რომ თქვენ არ იცოდეთ ამ ჟურნალის ასავალდასავალი. ბოლოს და ბოლოს თქვენი ნების გარეშე როგორ იბეჭდება? თქვენ სრული უფლება გქონდათ პროტესტი გაგეცხადებინათ ოფიციალურად, როგორც ეს მოხდა მოსკოვის გაზეთებში. და რაკი ეს ასე არ არის, თქვენ თანამშრომლობთ ამ ჟურნალში და თანაუგრძნობთ ამ ჟურნალის პოზიციას.

კავშირის წევრად ყოფნა იმას ნიშნავს, რაც ევალება, უნდა დაიცვას, თქვენი პოზიცია ამას ეწინააღმდეგება. ბუნებრივად ისმება საკითხი, - თქვენი საქმიანობის შეფასება იმ მოვლენების გარეშე არ შეიძლება.

თქვენ თქვენი ნიჭით, თქვენი ოჯახის ტრადიციებით, რასაკვირველია, კავშირში უნდა იყოთ ჩვენთან და თქვენი პრაქტიკული საქმიანობა საწინააღმდეგოა ამისა, ამიტომ მეც მხარს ვუჭერ წინადადებას, რომ თქვენი კავშირში ყოფნა შეუთავსებელია კავშირის წევრის მოვალეობასთან.

თავმჯდომარე - გურამ!

გ. ფანჯიკიძე - მე ვარ ძალიან ცუდ დღეში და ძალიან მიჭირს დღეს გამოსვლა, ვინაიდან ორი წელია მე და ზვიადი ერთმანეთს არ ველაპარაკებით, რადგან გვქონდა ძალიან დიდი ჩხუბი. ახლა არ მინდა ამ გაჭირვებულ დროს ბრალმდებელი გამოვიდე, ვინაიდან არ დავემსგავსო ჩასაფრებულ მტერს. მიუხედავად ამისა, მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს.

ისე კი არსებობს წესდება. მაგალითად, პარტიიდან რიცხავენ კაცს, თუ სამი თვის საწევრო არ გადაიხადა, ვინაიდან ზვიადი არ ემორჩილება მწერალთა კავშირის წესდებას, არ იზიარებს მის პროგრამას, თვითონვე უნდა გასულიყო ამ კავშირიდან.

რასაკვირველია, მე ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ვარ.

თავმჯდომარე - ხომ არ სურს ვინმეს კიდევ გამოთქვას აზრი?

ხმები - ყველამ გამოთქვას თავისი აზრი, ყველამ!

თავმჯდომარე - არჩილ!

. სულაკაური - მეც იგივე მინდა ვთქვა, რაც გურამმა. მე და ზვიადს არა გვაქვს კარგი ურთიერთობა დიდი ხანია. მე, როგორც თქვენ, პირველად გავიგე პრესიდან ეს ამბები. მე პრინციპულად არ ვკითხულობდი რასაც ეგ წერდა, მაგრამ ახლა რაღაცნაირად, ბატონი ირაკლის გამოსვლის შემდეგ, არ შეიძლება ანგარიში არ გავუწიო იმას, რომ პიროვნება უარყოფს, იმას ამბობს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონია...…

(. გამსახურდია - კავშირი კი მქონდა, ჩემი მასალა დაბეჭდილია, ამას ყველა ხედავს, სად და როდის გამოდის, მე არ ვიცი).

- ისიც მართალია, რომ სასამართლომ უნდა დაადგინოს. ზვიადი ისე უნდა მოსულიყო, რომ სასამართლოს დაემტკიცებინა ეს. ისე, ვიზიარებ საერთო აზრს.

თამაზ ჭილაძე - ვიზიარებ პრეზიდიუმის აზრს.

თავმჯდომარე - გურამ!

. ასათიანი - ყველამ თქვა და მეც უნდა ვთქვა - ძალიან მტკივნეული საკითხია. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მე არა მგონია, რომ დარბაზში იყოს მწერალი, რომელიც პირად მტრად თვლიდეს ზვიად გამსახურდიას. მე ესეც მაწუხებს, მე მინდა ზვიადს მივმართო და თუ ის ობიექტურად შეაფასებს, ძნელია, ასე დასცილდეს პირად განცდას.

მე მგონია ყველა, ვინც აქ არის, აბსოლუტური უმრავლესობა ისაა, რომელთაც ყველაზე მეტად იციან კონსტანტინე გამსახურდიას ფასი. უფრო მეტიც, ეს ის ადამიანები არიან, არამარტო უფროსები, არამედ შუა თაობა, რომლებიც ზვიადის ოჯახს იცნობენ, მის ღვთისნიერ დედას, შესანიშნავ დას და გასაგები უნდა იყოს ჩვენი გრძნობები.

აქვე ითქვა და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ, რასაკვირველია, ჩვენი დღევანდელი საუბარი ნაგვიანევია. უნდა გვეცადა ყოველ ჩვენგანს (ჩემგან დავიწყებ), რომ ეს დღე არ დამდგარიყო.

იმის მიხედვით, რაც მე მსმენია, რასაც გავეცანი გუშინ, მე შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება - მე ვფიქრობ, ის გზა, რომელიც ზვიადმა აირჩია, მცდარია და სარისკო. ეს ის საქმიანობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მწარე შედეგები, ისეთი სავალალო შედეგები, რომლებსაც ერთი ადამიანის ცხოვრებაც კი ვერ გამოისყიდის. მე ასე მჯერა, ამის თქმის უფლებას მაძლევს გამოცდილება, რომელიც შეუძენია უფროსი თაობის მწერლებს, კონსტანტინე გამსახურდიასა და მისი თაობის მწერლებს.

საბოლოოდ გავიმეორებ, ის, რაც აქ ითქვა, - ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი პრინციპები, თავისი წესდება და თუ რომელიმე უპირისპირდება ამ პრინციპებს, ის აყენებს თავს ამ ორგანიზაციის გარეშე.

ზვიად გამსახურდიას ადგილზე მე პირადად უფრო ადრე დავწერდი განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოგვეყვანა კავშირიდან.

0x01 graphic

შოთა ნიშნიანიძე

თავმჯდომარე - რომან, თქვენ ხომ არ გნებავთ რამე?

. მიმინოშვილი - ძალიან ძნელია ლაპარაკი. გვიან შემოვედი. აქ რაზე იყო საუბარი, მე არ ვიცი, მაგრამ რამდენადაც ვატყობ, პატივცემული ზვიადი უარყოფს იმას, რომ ეს გამოცემები მისი ინიციატივით ხდებოდა.

პრესაში რაც გამოქვეყნდა მასალა, ეს მხოლოდ ნაწილია, რის საქმის კურსში შეიძლება იყოს განყოფილება.

აქ რომ მოვდიოდი, მე ზოგიერთი რამ მოვიტანე (გადასცემს გრიგოლ აბაშიძეს) და ზოგი რამ გამგეს აქვს. ეს არის „თავისუფლების ტრიბუნა“, სადაც დაბეჭდილია ზვიად გამსახურდიას სიტყვა და აგრეთვე კონსტანტინე გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნოველა და რამდენადაც მე ვიცი კ. გამსახურდიას არქივზე არავის არ მიუწვდება ხელი.

(თავმჯდომარე - ეს არის ემიგრანტული ჟურნალი?)

- დიახ, ეს არის ემიგრანტული ჟურნალი, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან გ. წერეთელი, მ. ნოზაძე და...… ზვიად გამსახურდიას ღია წერილი პროფესორ ლენგს.

. გამსახურდია - ეს ჩემია, მე ვაწერ ამას ხელს. ეს წერილი მე გავუგზავნე დევიდ ლენგს. ასევე ხვდება „თავისუფალ ხმაში“ ყველაფერი. ვის მიაქვს, მე არ ვიცი.

. მიმინოშვილი - აი, ეს ერთგვერდიანი ამონაწერი „საქართველოს მოამბიდან“. აქ არის ჩამოთვლილი ის პირები, რომლებიც მოსკოვში ხელმძღვანელობენ ე. წ. ადამიანთა უფლებათა დაცვას და მათი წერილია, რომელსაც ხელს აწერენ: აკად. სახაროვი, ტვერდოკრედოვი და ჭელიძე და იტყობინებიან „საბჭოთა კავშირში ადამიანთა უფლებათა დაცვის ჯგუფი... (კითხულობს)...… შემდეგ ამას მოსდევს ადამიანთა უფლებათა დაცვის საინფორმაციო ჯგუფი საქართველოში” - „ადამიანის უფლებათა ჯგუფი” ჩამოყალიბდა საქართველოში 1974 წელს - ჯგუფი მიზნად ისახავს შეისწავლოს...… (კითხულობს)...… ჯგუფის წევრები: ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა, ვ. რცხილაძე და სხვანი. „ოქროს საწმისის“ შესახებაც იგივე მდგომარეობაა.

. გამსახურდია - რასაც მე ვაწერ ხელს, ის არის ჩემი, რაც შეეხება მაგ ჯგუფს, საბჭოთა კავშირმა მოაწერა პირველმა ხელი.

. მიმინოშვილი - ამ „ოქროს საწმისთან“ დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, „ოქროს საწმისში“ არის კ. გამსახურდიას გამოუქვეყნებელი ნაწარმოები. საიდან ღებულობს რედაქცია? (. გამსახურდია - მთელს ქალაქში დადის ეს.)

- აი ეს არის ჩემი ინფორმაცია.

თავმჯდომარე - რეზო!

. ჯაფარიძე - მეგობრებო, ალბათ თვითეული ჩვენგანი დათმობდა თავისი სიცოცხლის რამდენიმე წელს, რომ ეს ამბავი არ მოსწრებოდა. მე დავთმობდი რამდენიმე წელს, რომ არ მჭირდებოდეს აქ გამოსვლა. მე არ ვიტყვი რატომ, რა ურთიერთობა მქონდა კ. გამსახურდიასთან, როგორ მიყვარს ზვიადი, მაგრამ აქ რომ ბრძანდებოდეს, ჩვენს პრეზიდიუმზე, ბატონი კონსტანტინე, ისიც ასე იტყოდა.

არსებობს წესდება და ფორმალური ლოგიკა მოითხოვს, როცა არ ეთანხმები ამ წესდებას, შენ თვითონ დასწერო განცხადება და არ ჩაგვაყენო ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში.

კარგი იყო, რომ ზვიადს ასე გაეკეთებინა და ძალიან ვწუხვარ, და იძულებული ვარ ყველა იმის გამო, რაც ჩვენთან არის აქ, მხარი დავუჭირო ამ წინადადებას.

თავმჯდომარე - მურმან!

. ლებანიძე - გაოცებული ვარ იმ მდგომარეობით და გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული და სამტკიცებელი ხდება ჩვენს სხდომაზე, როგორც ბატონი ზვიადი აცხადებს, არის თუ არა ის ყველა ამ მასალის ორგანიზატორი, რედაქტორი და რედაქტორ-გამომცემელი.

0x01 graphic

მურმან ლებანიძე

თავმჯდომარე - ამხანაგებო, მე ოფიციალურად ვაცხადებ - როცა ეს საკითხი დაისვა, ჩვენ გვითხრეს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებულია და ნუ გავხდით სადაოს, და თუკი ზვიადი დაამტკიცებს, ჩვენ არ გაგვიჭირდება სხვანაირად ვიმსჯელოთ.

. ლებანიძე - მაინც, ნუთუ ზვიადს არ დაუძახეს და დღეს სალაპარაკო ხდება - არის თუ არა რედაქტორი. დღეს ზვიადი აქ უნდა მოსულიყო აბსოლუტურად განიარაღებული, აბსოლუტურად შემზადებული, რომ ეთქვა - კი ბატონო! ამის შემდეგ უნდა მოხდეს ზვიადის აღსარება და სად? - სხვაგან, ისე რომ ჩვენ არ გვეცოდინება.

თუ ის მარტო გურამ რჩეულიშვილის კეთილი მოსაგონარის ავტორია, მაშინ ულოგიკოა მისი გარიცხვა. მაგრამ თუ ის იმ ჟურნალის რედაქტორია, სადაც პროკლამაცია და მაღლაკელიძის მოსაგონარია დაბეჭდილი, მაშინ მისთვისაც და ჩვენთვისაც ნათელია, რომ ის გაირიცხება.

თავმჯდომარე - კიდევ თუ დარჩა ვინმე?

. ნიშნიანიძე - ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, რაც აქ ითქვა, თუ ეს ბრალდებები დოკუმენტირებულია, კარგია, თუკი ზვიადი მოახერხებს თავის მართლებას, მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხა, მაშინ საჯაროდ, პრესაში აღიაროს შეცდომები, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. მას ისეთი აღზრდა აქვს, ისეთ გარემოშია აღზრდილი, რომ არ შეიძლება ერისათვის სასარგებლო არ იყოს განათლების გამო, წიგნიერების გამო, ხომ შეუძლია ისე ითანამშრომლოს, რომ ერისათვის სასარგებლო იყოს. მე მგონია, მთელი ქართველი მწერლობისათვის ეს კარგი იქნება, თუ გამართლება და თავისთავის რეაბილიტაცია ვერ მოახერხა, ამ შეცდომის აღიარება ნიშნავს მისი სინდისის წინაშე ერთგვარ გამარჯვებას და პერსპექტივაში ჩვენთან იქნება ეს კაცი.

თავმჯდომარე - ბატონო დემნა!

. შენგელაია - ამხანაგებო, ძნელია იმ ყმაწვილის მდგომარეობა და მისი გათვალისწინება ჩემთვის, რომლის ხელშიც ის გაიზარდა. სულ პატარა იყო, როდესაც კონსტანტინე მას თავს ევლებოდა და დღეს სულ სხვანაირად წარმოსდგა. საკმარისია ჩემთვის ის, რაც პრესაშია, არ შეიძლება ასე, პირადი მორალის საკითხი საეჭვოა ძალიან. ანონიმურ წერილებს რომ კაცი წერს სამღვდელოებაზე, 170 წერილი გაუგზავნია ანონიმური, და ზვიადმა ამაზე ნაკლები წერილები კი არ გაგზავნაო. გაუფრთხილდეთ ქართულ ენასო, ეს ისეთ ეჭვებს აღძრავს, აქ არავითარი სასამართლო დადასტურება არ გვჭირდება, ყველაფერი ნათელია. ეს ყველაფერი ახდენს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას, როგორც მოქალაქის და აქ ინტელექტის მდგომარეობაა კიდევ საფიქრებელი. ჭკუათმყოფელი კაცი ამას არ იზამს და მით უმეტეს შენ, სამშობლოს შვილი ხარ და ამღვრევ წყალს.

მე ვწუხვარ, ჩვენი ოჯახის წევრი აქამდე რომ მივიდა და თუ ზვიადი მოახერხებს იმას, რომ გაიმართლებს თავს, არ ვიცი, ეს არის ცილისწამება. თუ ის გაიმართლებს თავს, ეს იქნება ბედნიერება, ეს იქნება მისი გადარჩენა და კონსტანტინეს გადარჩენა და გადარჩენა ჩვენი პრეზიდიუმის სახელის გატეხისა, ეს საკითხი ძალიან რთულია. რთულია ჩემთვის პირადად ბიოგრაფიულად მისი წარმოდგენა, ეს „სამიზდატი „, ეს ყველაფერი, არაფერი სისაძაგლე რომ არ აკლია ამ საქმეს. ეს სამწუხარო მდგომარეობაა. არ აკლია არც ანტიპატრიოტიზმი, არც ამხანაგების დასმენა და გაწირვა. აბა რა არის ანონიმური წერილები. მე ძალიან მენიშნა ერთი სიტყვა, რომელსაც ამბობს სამღვდელოება „პარანოიკები „.

მე ვფიქრობ, ეს საქმე გარკვეული იქნება და თუ თქვენ გაიმართლებთ თავს, ამაზე ბედნიერება რა იქნება, მაგრამ არა მგონია აქედან გამოსავალი იყოს.

თავმჯდომარე - ამხანაგებო, ყველამ გამოთქვა აზრი და ყველამ აღნიშნა ეს მძიმე ამბავი და თუ ვინმე არის მძიმე მდგომარეობაში, ჩემთვის ეს არის ყველაზე მძიმე, რადგან ჩემ დროს ხდება.

რა თქმა უნდა, თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენი მტერი ჰყავს, რომ მტრის გამოგონება კიდევ არავის არ სჭირდება და ვიდრე ამ საკითხს აქ მოვიტანდით, გვითხრეს, რომ ეს ფიქსირებულია. მაგრამ რაკი ზვიადმა ეს განაცხადა, ბევრი სიკეთე გვაკავშირებს მასთან, თუკი ის იმ აზრისაა, რომ არ იზიარებს, რაც აქ არის და გაიმართლებს თავს ან დასწერს ეხლავე, რომ გმობს ყველაფერს...…

. გამსახურდია - ყველაფერს არ ვგმობ. რაც მე დამიწერია, იმას არ ვგმობ. არავითარი ანტისაბჭოთა მე არ დამიწერია, მთავრობის წინააღმდეგ მე არაფერი დამიწერია. რაც შეეხება პროკლამაციას, ის მე არ მეხებოდა, არ ვიცი.

თავმჯდომარე - თუ თქვენ ცნობთ, რომ ეს არის ანტისაბჭოთა მოღვაწეობა, გმობთ და არ იზიარებთ; არ იზიარებთ იმ რადიოგადაცემებს და წინააღმდეგი ხართ ამ მოქმედების...…

. გამსახურდია - ყველაფერს როგორ ვგმობ, ჩემი თავის წინააღმდეგი ხომ არ ვიქნები? დამიწერია დავით გარეჯის ძეგლის მდგომარეობის შესახებ და სხვა ძეგლების შესახებაც და ამას ყველაფერს მე არ ვგმობ. ვგმობ იმ პროკლამაციას, რაც არის ანტისაბჭოთა, ანტისაბჭოთა მე არაფერი დამიწერია.

. ჟორჟოლიანი - თქვენ განაცხადეთ, - არ იცით ამ ჟურნალის გამოცემა, სად იცემა და ვინ განაგებს და არც მოგწონთ. მაშ, როგორ ბეჭდავთ?

. ნიშნიანიძე - დაწეროს ახსნა-განმარტებითი ბარათი, აი ის, რაც მოგვახსენა. ეს კარგი იქნება.

თავმჯდომარე - ზვიად, როცა თქვენ იყავით სირაძესთან, განა არ იყო ამაზე ლაპარაკი?

. გამსახურდია - სირაძესთან მე ვიყავი მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით და ეს ვუთხარი.

. ჟორჟოლიანი - „ოქროს საწმისი“ იხსნება თქვენი წერილით და ლექსით.

. გამსახურდია - ლექსი ჩემია, წერილი კი არა

. ჟორჟოლიანი - ხელმოწერა არის ბატონი ზვიადის

. ჭილაია - ბევრ რამეზე ამბობს უარს და ეგებ დაწეროს.

თავმჯდომარე - მე ნუ ჩამაყენებთ ბრალმდებლისა და მოსამართლის როლში. ჩვენ მოვუსმინეთ აქ გამოთქმულ აზრებს. თუ მართლა ზვიადი დაამტკიცებს, რომ არავითარი ურთიერთობა არა აქვს, ჩვენ გვეტყვიან და აღვადგენთ ისე, რომ წასული არ იქნება მისი გარიცხვა, ეს იქნება ჩვენთვის დიდად სასახელო და ჩვენი ყველას რეაბილიტაცია. განა მარტო ზვიადი, არამედ მთელი ორგანიზაციაა უხერხულ მდგომარეობაში. ვის გაეხარდება ეს. ხვალვე დავარღვევთ ამ დადგენილებას, ოღონდ დაამტკიცეთ. როგორ გეკადრებათ?!

0x01 graphic

სერგი ჭილაია

ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი კავშირის წევრისათვის ეს შეუთავსებელია და შენ თვითონ უნდა დაასაბუთო შენი სიმართლე. შენ ვერაფერი სთქვი.

კენჭისყრა მაინც უნდა მოხდეს, ფორმალურად ხომ უნდა ვუყაროთ კენჭი იმას, რაც აქ ითქვა.

. ჯაფარიძე - არ უნდა კენჭისყრა.

თავმჯდომარე - ვინ არის მომხრე იმ აზრისა, რომელიც თქვენ სთქვით?.. არ არის კენჭისყრა საჭირო?!... ვინ არის მომხრე იმ წინადადებისა, რომელსაც ყველა აწერს ხელს?

. აბაშიძე - რომ გაირიცხოს?!...

თავმჯდომარე - ვინ არის მომხრე გაირიცხოს, გთხოვთ ასწიოთ ხელი, გთხოვთ დაუშვათ, ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ. მაშასადამე, წინადადება მიღებულია ერთხმად.

მე კიდევ ვიმეორებ, თუ ზვიადი დღესვე დაამტკიცებს იმას, რაც მან განაცხადა - არა აქვს კავშირი ამ საქმიანობასთან, ჩვენ პირველები ვიშუამდგომლებთ, რომ გააუქმონ დადგენილება.

ალ. გომიაშვილი - მოდით ორშაბათამდე მივცეთ ვადა, ორშაბათს თუ წარმოადგენს, ხელახლა შევიკრიბოთ და გადავხედოთ.

თავმჯდომარე - ჩვენ კენჭი ვუყარეთ და გავათავეთ და მე ვამბობ - თუ კი ზვიადი გამართლდება, რომ მას არავითარი დამოკიდებულება არა აქვს და არ იზიარებს იმ პროკლამაციის დაბეჭდვას და ანტისაბჭოთა პროპაგანდას, ჩვენ ყველანი დავუჭერთ მხარს მის კავშირში დაბრუნებას.

ამით ჩვენი ეს დღევანდელი სხდომა დამთავრებულია.1

__________________

1. სსიპ საქართველოს შსს არივი, ფ. №6, ს. №7726, ტ. №52, ფურც. 47-105

Zviad Gamsakhurdia's
Expulsion from the
Soviet Union

Nino kipshidze

In 1977 the Prosecutor office of the Georgian Republic appealed to the Writers' Union concerning Zviad Gamsakhurdia's activities. Zviad Gamsakhurdia was accused of anti-Soviet agitation and activities. He was accused of writing anti-Soviet proclamations and an article about „fascist and traitor” Shalva Maghlakelidze which had been published in an illegal journal Sakartvelos Moambe ( „The Georgian Herald”).

The meeting of the Writers' Union which was held on April1, 1977 resembled the trial rather than a meeting of the Writers' Union. The decision about Zviad Gamsakhurdia's expulsion was made unanimously. The argument was as follows: „The member of the Writers' Union must actively be involved in constructing communism. If a man carries out anti-Soviet activities he/she can't be enrolled with us. Constructing communism and helping its constructors is our object. Those people who commit anti-Soviet activities must not be considered to be members of our Union”.

We offer Stenographic Report of the Writers' Union of the Georgia SSR which was held on April 1, 1977. [sic.]

Chairman - Grigol Abashidze

Chairman: - Comrades, today we have gathered here to discuss the issue all of us had been thinking about for the last few days.

You have read the materials about Zviad Gamsakhurdia that have been published in the press.

We are all witnesses to many facts. After the socialists won victories in our country and the Soviet people won the Great Patriotic War, Soviet writers have been involved in activities supporting the Soviet party. There has been not even one instance of anti-Soviet activity in the Georgian writers' circle. Konstantine Gamsakhurdia is a great writer of our time. He followed a very difficult path. His socialist novel „Mtvaris Motatseba” ( „Stealing the Moon”) has met with success. Because of his work, he was in his country's favor. As you know, Konstantine Gamsakhurdia was awarded the order of knighthood and was the recipient of many prizes and state rewards.

Today's meeting is about Zviad Gamsakhurdia who is a member of our union. There are many articles about his work in the newspaper. The prosecutor of the republic has

sent us this material with the following inscription: „Sent for appropriate response”. The members of the presidium have read this material.

This material is anti-Soviet agitation. You know the regulations of the Writers' Union, according to which the member of the Writers' Union must actively be involved in constructing communism. If a man carries out anti-Soviet activities he/she can't be enrolled with us. Constructing communism and helping its constructors is our object. Those people who commit anti-Soviet activities must not be considered to be members of our Union. Here are many materials, but I would like us to pay attention to two of them. First one is an anti-Soviet leaflet that has been published in „Sakartvelos Moambe” ( „The Georgian Herald”). This leaflet was spread in Moscow by French and Norwegian tourists. They were imprisoned for it. This leaflet wass republished in this Herald. The other material is about the death of fascist general Shalva Maghlakelidze. This one is the praise of the man who led the fascist legion as if he fought for the liberation of Georgia.

That is all I wanted to say. Now let's listen to the other comrades and then Zviad will explain himself.

Chairman - Won't you start, Nodar?!

N. Dumbadze - We have learnt the material that had been published in the illegal journals „Sakartvelos Moambe” ( „Georgian Messenger”) and „Okros Satsmisi” ( „Golden Fleece”). As for me, I did not like „Okros Satsmisi” because it consists of poor quality work. I studied the materials that had been published in this journal and given to us by the prosecutor. These materials include an anti-Soviet leaflet encouraging people to overthrow the Soviet authority and the biography of General Maghlakelidze, who was in alliance with Hitler. The General's grandson appeared himself in the Vietnam War, slaughtering people. According to this biography, someone promised him that the Georgian people would not forget him. I think that the editor of this journal or the author of this article is not worthy of being a member of the Writers' Union. He is unacceptable to me as to the writer and communist.

Chairman - Giorgi!

G. Tsitsishvili - I have never spoken about the hard time I had to go through in war. It was hard time not because I was wounded and went blind, but because I saw many terrible things. The anti-fascist activities we carried out were very weak. We should have exposed all the terrible things that came about because of fascism.

I have seen the cars filled with dead people. Near Narva I saw two mad men. A special injection was put into their brains. I have seen many terrible things. That's why anything that can rehabilitate the fascism is unacceptable to me.

I get very furious because Maghlakelidze is deemed to be a hero. I have seen many leaflets when I was working in the headquarters. But this leaflet made me furious because it can arise suspicions among the youth. Zviad said that he is not the editor of this journal. But we know that he is because we have been informed by the prosecutor.

We have read this material and were surprised. It is unbelievable to write such leaflet in 1977.

He (Zviad) insulted the name of the Georgian writer. He can't be a member of the Writers' Union.

Chairman - Joseph!

J. Noneshvili - I participated in the Great Patriotic War. Every generation knows how terrible fascism is. All reasonable people hate it. That is why it is unacceptable to me that a fascist general is considered to be a national hero.

It is very hard to me to speak about this because I am very proud of Konstantine Gamsakhurdia. What Zviad says is noteworthy. He says that he is not the author of this leaflet. The members of the Presidium know only the facts that have been informed of by the prosecutor and are published in „Literary Georgia”. I was troubled with the letter from the Catholicos-Patriarch of All Georgia that had been published in „Literary Georgia”. We all will be very happy if it turns out that Zviad did not take part either in praising the fascist general or drawing up this leaflet.

But the prosecutor and the church claim that he participated in it, and Zviad can't be a member of the Writers' Union.

As for me, I think that the person who spreads the

leaflets and praises the fascist General can't be a member

of the Writers' Union.

Chairman - Moris!

M. Potskhishvili - I am afraid I'll have to reiterate. I could not believe that there would be a person in our Union or in our country who would have characterized a fascist General like this. That is why I am worried. If there is a man who supports these leaflets, such person can't be enrolled in the Writers' Union.

Chairman - Karlo!

K. Kaladze - I want to say that Konstantine Gamsakhurdia was the closest, dearest and most devoted friend to me.

Now I am in a very difficult situation. Our Zviad drove us to such a situation. He drove not only himself into a very awkward situation but he drove me and every writer of the Union as well. We are people, who for years have had very friendly relations with Konstantine and his family. I am among those persons who voted for getting Zviad, the son of Konstantine Gamsakhurdia into the Writers' Union.

When a person is a member of the Writers' Union it is his/her duty to share its ideology and to stand by the other members of this Union.

Thus, I share position of the majority. He can't be among us as he does not share our position about different issues. Though it is very hard, Zviad must account for his and for Konstantine's actions. I think that he (Konstantine) should have been here now. It must be very difficult for him to attend this meeting.

Chairman - Who else wants to express his position?

A.Gomiashvili - First of all I want to ask Zviad. He made a comment and he is a member of the Writers' Union.

You said that you are neither editor nor author of this journal. If you are not the editor of this leaflet, what do you think about this organ? What is your attitude toward this organ? How changed your attitude after you listened to the positions at this Presidium? What do you think?

Z. Gamsakhurdia - I will express myself in brief. Solzhenitsin was expelled from the Union for his work. You want to expel me for pro-fascist proclamation and for Maghlakelidze's biography but I have not written or signed any of them. I am responsible only for what I write or sign. I would have signed these proclamations if it had been my journal. This proclamation is absolutely unknown to me. I share the documentary materials of this journal and that is all. Both you and the press try to blame me for more than actually exists. I will abstain from expressing my position. I will say it at the end.

A.Gomiashvili - I think there is no use speaking. According to the regulation of the Writers' Union, its members must share the Soviet ideology. The person who

does not accept it must not be a member of the Union.

Chairman - Elguja!

E. Maghradze - The comrades have already expressed their point. Mr. Konstantine is an idealization of bravery and a great writer. Those who have read his books fell in love with Georgia, its nation and Georgian fiction. It is very difficult for me to speak today as this person has grown before our eyes.

I think that Zviad Gamsakhurdia is a victim of the unfair situation that for twenty years has been in our country. It is our fault that we did not try to stop him when he took the first step in the wrong direction. Our organization should have shown more skill, more bravery and more foresight to stop him. He is the age of our sons. We could bring him up. But we acted to the contrary. We encouraged those who reached goals through fighting and excess. This affected Zviad. If we had hindered such persons, we would not have faced what we have to face now.

Now he is on the side of the opposition. His behavior is unacceptable and reprehensive and thus, he can't stay in the Union.

Chairman - Khuta!

Kh. Berulava - The Writers' Union consists of people with identical ideas. For this reason, Zviad's action can't be acceptable to the other members of the Union.

I approve the above-mentioned suggestion about expelling Zviad from the Union. He said that he had not written that proclamation. Let him tell us who had written it.

Chairman - Let me say that the information that is published in press is absolutely true. Nobody wanted to invent this. Zviad can express his ideas but this issue is proved to be true and there is nothing to doubt. Is it possible that newspapers like Communist, Tbilisi, Young Communist and Literary Newspaper publish false information?!

Kh. Berulava - The most important is that we must not let anyone spoil the soul of our young generation. We must raise them with communist ideology. We don't have right to compromise.

I approve the idea of the others that is as follows: such person should not be the member of the Writers' Union of Georgia.

Chairman - Sergi!

S. Chilaia - I know nothing else but what is written in the newspaper. I think that the material published in the Soviet press is so clear that there can't be any doubt about its accuracy.

Konstantine Gamsakhurdia said himself the following: „I would not be a great writer if not for the Soviet authority”. He said it himself and that is true. The existing reality made him a writer and that is why he praised it in his works.

It is a pity that we have to discuss the issues of the son of such great master. It hurts me because Konstantine Gamsakhurdia himself has gone through very a difficult life. His works speak of him.

For this reason, I agree with the idea that has been expressed here. But it is noteworthy that the secretary of the Party organ somehow doubted the facts we are discussing now. He should not have said „and if it is the truth”. I approve that Mr. Alex asked Zviad a question. He did not answer. I think that Zviad should answer clearly to clarify the situation. Let me repeat that I know the information that is written in press. Although I agree with the abovementioned suggestion, I think that each question and suspicion should be answered and clarified.

M. Potskhishvili - Mr. Sergi, this doubt arose because Zviad had said that he was not the author of that proclamation. By the way, if you have not read the material, here it is. You can read it.

Chairman - Irakli, would you like to add anything?

I.Abashidze - How long has Zviad been a member of the Writers' Union?

Z. Gamsakhurdia - Since 1966.

Chairman - Since 1968. Here is the document, Zviad!

I.Abashidze - Since 1968 we have not discussed anyone's case. Moreover it is difficult to discuss the case of Konstantine Gamsakhurdia's family member. (Chairman - Sorry, Zviad has been a member since 1965). It is very had to say but we must say that the members of the Writers' Union know the regulations and they should not have any anti-Union ideology.

Chairman - I was ill and I could not read everything. You are here to express your ideas.

Z. Gamsakhurdia - I will say at the end.

Chairman - By the way, last word belongs to us.

Z. Gamsakhurdia - At trials, the verdict is passed after an accused has expressed himself.

Chairman - I think we can vote. I am for expelling Zviad Gamsakhurdia from the Writers' Union. We call upon him to let him speak, but we are speaking and not listening to him.

This son of a great man has been among us for 11 years. What have we done?! We must say this about ourselves as well. Have any of us warned him? Let's take me. I - Irakli Abashidze have not taken any measures. He became a member of the Union in 1966. He was arrested once but I helped him. Konstantine Gamsakhurdia said that he would kill him if Zviad did the same again. But what have we done after? Nothing and for this reason, we are also responsible for everything going on here.

This man says: „I am not an editor. There is not my signature. Let's ask him what is going on. We should have called him and warned him earlier. We should have worked with him on this matter.

I know that I am strict now, but this was a concern of mine as well. I consider Konstantine my brother and his family - my friends. Lately, I have visited him five times and he rings me and Giorgi Natroshvili every day. We are guilty and we are responsible.

Voices - Let him speak.

Z. Gamsakhurdia - What can I say?! The court has its rules in the Soviet Union and abroad. It has its jurisprudence and law. I think you have decided everything. I have nothing to do but to be silent and await your verdict. It is wrong to punish a man until the trial and to say that something is true because it is written in the press. The press may make a mistake. Neither the press not the prosecutor's office can be the judge. The prosecutor expresses his position but he can't pass a sentence. If he could and if his position were competent, there would not have been a court. The court must find out the truth that is beyond the prosecutor's office.

What is the duty of the court?! Can the speeches be full of insinuations?! Our press publishes everything that is written by the correspondent of Soviet Culture. You blamed me as if I sent the information to Radio Svoboda (Freedom). Who can count the other charges against me?!

As for this journal, I don't know where and by whom it was issued. I write and give to my friends. I always put my signature to the work I do. But unfortunately, my works are not published as censorship is too strict. For this reason, I spread my work among my friends. E.g. I have written an article about defending monuments. I appealed to all the press organs but they did not publish the article. Only after that I decided to spread it so that people could read it.

As for the proclamation, I have not seen or translated it. I am not an enemy of the Soviet system. I don't want to overthrow this regime and I don't call upon anyone to have anti-Soviet inclinations. If I criticize some organ, it does not mean that I am its enemy.

Don't assume the responsibility to fulfill the functions of a court. I know that you are planning it. Whatever I say, I know it will not change your attitude toward me. But don't forget that you are not a court. You are the Writers' Union.

I am not an author of the letter about Maghlakelidze. Read it and you will guess that there is not a single word of mine.

By the way, I want to remind you that Maghlakelidze was a consultant of your Merani. If he was a fascist why he had not been in the Nuremberg process? The point is that he was anti-fascist and anti-Hitlerist. He is a simple military. He was a member of the Schulenburg group and an antifascist.

I did not know Maghlakelidze. He was not my friend. For years he had been the collaborator of your publishinghouse Merani. You are the ones who often had a good time with him. (Giorgi Zhorzholiani - He says he is not an author of the letter). Let's see if the court proves that am the author of this letter or I have translated this proclamation. I did not sign this journal not because I am afraid, but because I don't know the place where it is issued. I sign the information - that is fact and truth.

G. Tsitsishvili - You have said that you don't know where the journal is issued and who its editor is. You are a member of the Writers' Union and thus, you don't have the right to publish you articles in an illegal journal, moreover you don't know its editor or establisher. As for me, I have never seen this journal. If this article had been published in Tsiskari or Mnatobi I would have read it and thus, estimate it. I can't estimate your article as it is published in another journal.

Z. Gamsakhurdia - Mr. Giorgi, your works may be published in this kind of journal in the future. I spread my works among my friends. These are works which are not published in the press. This journal has its editorial staff. It is not an office or something like that. You are not right.

Chairman - Mr. Giorgi!

G. Merkviladze - Zviad's speech did not convince us that he did not have any connection with publishing this letter. It's hard to imagine that you don't know the details of this journal. After all, how is it possible to publish your material without having your permission? In that case, you had right to protest. But you did not do it and it makes me think that you are in alliance with this journal and approve its ideology.

Being a member of the Union means defending its position. But you are not. For this reason, it is very natural to discuss your matter.

You should cooperate with us with your skill and with your family's traditions. But now I agree with the others that you must be expelled from the Union.

Chairman - Guram!

G. Panjikidze - I am in a very difficult situation and it's very hard for me to speak now. For two years Zviad and I have not spoken to each other as we had quarreled. Now he is in trouble and I don't want to be his accuser. In spite of this, I agree with the others.

According to the regulations, a man is expelled from the Party if he has not paid the party fee for three months. Zviad does not share the ideology of the Writers' Union. He does not subordinate himself to its rules. For this reason, I think that he himself should have gone from the Union.

I agree with the Presidium by all means, but I am in a very difficult situation.

Chairman - Does anyone else want to express his idea?

Voices - Everyone should state its position, everyone!

Chairman - Archil!

A.Sulakauri - I want to repeat Guram's words. Zviad and I don't have a good relationship with one another. I learnt about this incident from press. I did not read his works. Noteworthy is Zviad's claim that he does not have any connection with the proclamation. (Z. Gamsakhurdia - No, I had connection. My work has been published in that journal but I don't know where and when it is issued). Zviad is right that this case is up to the court. On the whole I agree with the majority's idea.

Tamaz Chiladze - I agree with the Presidium.

Chairman - Guram

G. Asatiani - Everybody expressed their ideas. I want to speak too. It is a very painful question. We are really in a very difficult situation. I don't think there is a writer in the hall who considers Zviad Gamsakhurdia an enemy. This issue hurts me. I want to ask Zviad what he thinks.

I think that majority of us know how valuable Konstantine Gamsakhurdia is. We are people, including the old and young generation, who know Zviad's family. They know his divine mother and wonderful sister. Thus, our feelings are clear.

Let me repeat the aforementioned that today's discussion is belated. All of us, including me, should have done everything to avoid what had happened.

After I have listened to everyone I have the following opinion: I think that the path that Zviad has chosen is wrong and risky. This is such an activity that may cause very bad results. And these results may be so hard that one person will not be able to expiate. I believe in it through the experience of Konstantine and other writers of his generation.

I will repeat what has been already said here. Each organization has its principles, its regulations and if a member opposes any of these he himself expels himself from the organization.

If I were Zviad Gamsakhurdia I would have written a notice about leaving the Union earlier.

Chairman - Roman, would you like to add anything?

R. Miminoshvili - It is very difficult for me to speak. I was late for this discussion. I don't know what you have spoken about. As I guess, Mr. Zviad denies that these publications have been issued at his initiative.

The material that has been published in press is part of his whole work. I brought some materials with me. (He gave them to Grigol) Part I have left with the manager. This is the Tavisuplebis Tribuna (The Freedom Tribune). Here is published Zviad's speech and Konstantine Gamsakhurdia's unpublished short story. As far as I know, nobody has an access to Konstantine Gamsakhurdia's archive.

Chairman - Is it an emigrant journal?

R. Miminoshvili - Yes, it is an emigrant journal. Its editorial board consists of the following persons: G. Tsereteli, M. Nozadze and others. There is published Zviad Gamsakhurdia's open letter to professor Leng.

Z. Gamsakhurdia - It is my letter. I signed it. I have sent this letter to professor Leng. My works are published in the Tavisuplebis Xma (The Freedom Voice). I don't know who gives these materials to them.

R. Miminoshvili - Here is a one-page extract from the Georgian Herald. There is a list of those persons who defend human rights in Moscow and their letter with the signature of the following academicians: Sakharov, Tverdokredov and Chelidze. This letter is about two groups: defense of human right in the Soviet Union and in Georgia. „Group of Human Rights Defense” in Georgia was established in 1974. The major aim of the group is ... The members of the group are: Z. Gamsakhurdia, M. Kostava, V. Rtskhiladze and others.

Z. Gamsakhurdia - I sing what is written by me. As for that group, the Soviet Union has signed it first.

R. Miminoshvili - I want to say a word about the Golden Fleece. Konstantine Gamsakhurdia's unpublished works are published in that journal. How does the editorial board get these materials? (Z. Gamsakhurdia - These works are spread all over the city).

-This is what I know.

Chairman - Rezo!

R. Japaridze - My friends, I think that all of us would sacrifice a few years of living in order not to be present on this day. I would have sacrifice a few years in order not to speak now. I will not speak about my attitude toward Konstantine Gamsakhurdia and how I loved Zviad. But I know that if Konstantine had been here, he would agree with me.

Our Union has its regulations and if somebody doesn't agree with it he should leave the Union. Such people should not put us in such an awkward situation.

I wish Zviad had behaved so. I am sorry but I have to agree with the aforementioned suggestion.

Chairman - Murman!

M. Lebanidze - I can't believe that we have not clarified yet, if Zviad is really an organizer, editor and publisher of those materials that are published in these journals or not.

Chairman - Comrades, I want to say officially that when this question was stated we were told that it had been proved documentary. Don't make this question disputable. We will change our mind if Zviad claims his position.

M. Lebanidze - Today Zviad should admit that he was wrong and did what he had done. Soon after he will have to confess but we don't know the place where he will confess.

I don't think that it is logical to expel him just for the letter remembering Guram Rcheulishvili. But if he is an editor of the journal in which anti-Soviet proclamation and the letter remembering Maghlakelidze's were published, he should be expelled by all means.

Chairman - Is anyone left?

Sh. Nishnianidze - There is no doubt about what has been said here. Every accusation is proved. It is good for Zviad if he is able to explain himself. If he is not, he will have to confess his mistakes in the press. He had gained such education, that he must do activities in favor of the people. I think that it will be very good for Georgian literature if he is found not guilty. If he offers himself up, he will be welcome to our Union again.

Chairman - Mr. Demna!

D. Shengelaia - It is very hard for me as Zviad was grown up before my eyes. I remember him a child and now he is absolutely different. He had sent 170 anonymous letters concerning priests. The letters says: „Let's take care of the Georgian language”. There is no doubt that he is its author. No further confirmation is required. Such proclamations spread bad influence on everyone. A sensible man should not behave like this. Moreover, you are a son of our homeland and you must not muddy the water.

I am very sorry that a member of our „family” behaved such way. It will be very good if Zviad is able to explain himself. It will be his survival, Konstantine's survival and survival of our presidium. This issue is very complicated. It is full of anti-patriotism, denouncement and betrayal. I don't approve anonymous letters. Noteworthy is that the priests mentioned the following word „Paranoids”.

I doubt but I will be very glad if Zviad is found innocent.

Chairman - Comrades, everyone stated their positions. You say that you are in a very difficult situation but let me say that I am in the most difficult situation because I am the chairman.

You know that our country has many enemies and thus, there is no need to invent further more. This question is proved to be the truth. But Zviad tries to convince us that he is innocent and thus, he denounces everything.

Z. Gamsakhurdia - I don't denounce everything. I don't denounce what I have written. I have never written anything that would be anti-Soviet and anti-authority. As for the proclamation, I can't say anything about it as I know nothing.

Chairman - So, you admit that it is anti-Soviet activity and denounce it. You don't approve these radio broadcasts and you are against all those activities...

Z. Gamsakhurdia - I don't say that I denounce everything. I admit that I have written an article about Davit Gareja and about the other monuments. I don't denounce it. I denounce an anti-Soviet proclamation which I have not written.

G. Zhorzholiani - You have said that you don't know where this journal is published and who the editor is. If it is true how you manage to publish your articles there?

Sh. Nishnianidze - It will be very good if he writes an explanation letter about what he has said.

Chairman - Zviad, have not you spoken about this question while your visit to Siradze?

Z. Gamsakhurdia - I visited Siradze concerning the issue of inheritance.

G. Zhorzholiani - The Golden Fleece starts with your letter and poem.

Z. Gamsakhurdia - The poem is mine but the letter isn't.

G. Zhorzholiani - Here is Mr. Zviad's signature

S. Chilaia - He denies much. It will be better if he writes all about.

Chairman - I am not prosecutor or judge. We have listened to everyone. If Zviad is able to prove that he is not guilty, we will happily bring him back into our Union. The whole Union is in an awkward situation. Nobody will be happy with his exclusion.

In conclusion, such behavior is unacceptable for a member of our Union. You must prove that you are not guilty. You could not have done it yet.

Although everyone expressed their positions we must still vote.

R. Japaridze - The vote is not necessary.

Chairman - Who approves voting?

I. Abashidze - Are we voting about expelling him from the Union?

Chairman - Who is for his expelling, raise your hands, please. Who is against? Nobody is. Who abstained? Nobody did. Thus, everything has been decided unanimously.

Let me repeat once again that if Zviad is able to prove his innocence, we will annul this decree.

Al. Gomiashvili - Let's give him time up until Monday. On Monday we shall re-discuss his matter.

Chairman - No, we have already voted. If it is proved that Zviad did not have any connection with this proclamation and anti-Soviet activities, we all will support his return to the union.

Let's call it a day.1

_____________________

1. LEPL MIA Archive of Georgia, f.6, c.7726, v.52, pp.47-105

8 გენერალი შალვა მაღლაკელიძე

▲ზევით დაბრუნება


ეკა კაციტაძე

0x01 graphic

გენერალი შალვა მაღლაკელიძე

შალვა მაღლაკელიძე - ქართველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური. არალეგალურ გამოცემა საქართველოს მოამბეში გამოქვეყნდა გენერალ მაღლაკელიძის მოღვაწეობის შესახებ სტატია, რომელიც მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდიას გარიცხვის მიზეზი გახდა. საარქივო მოამბე ამ დოკუმენტს მცირედი კორექტირებით აქვეყნებს (სტილი დაცულია):

(მარტიროლოგი)

იგი მაგალითია რაინდისა, მამაცი და
კეთილშობილი თავისუფლების ჟამს და
მშვიდი და ერთგული უბედურებაში მყოფი.
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

1976 წლის 7 ნოემბერს, თბილისში, თავის პატარა ბინაში, გარდაიცვალა გენერალი შალვა მაღლაკელიძე.

გაცივდა გული მგზნებარე ქართველისა, საქართველოს გადარჩენისთვის თავდადებული მებრძოლისა, სამშობლოს წამებულისა!

შეირხნენ მგლოვიარედ საქართველოს ზარები!

მოკლედ ვაუწყოთ მკითხველს ბატონი შალვას, ამ ჭეშმარიტად დიდი ქართველის წარსული, მისი დიდებისა და წამების გზა.

იგი დაიბადა 1894 წელს იმერეთში, გლეხის ოჯახში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე იგი ბრწყინვალე სამხედრო კარიერას აღწევს, თუმცა კი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეითაა შეპყრობილი და ელოდება ხელსაყრელ მომენტს ამის განსახორციელებლად. ომში იგი იმყოფება კავკასიის ფრონტზე, ხოლო რევოლუციის დროს მას თვით ქართული ჯარის ნაწილები ასახელებენ ახალციხის გენგუბერნატორად, რასაც შემდგომში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაც ადასტურებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) შალვა მაღლაკელიძე, როგორც ვთქვით, ახალციხის გენერალგუბერნატორია, შემდეგ ინიშნება ტფილისის გენგუბერნატორად, სადაც იგი იმყოფება საბჭოთა რუსეთის ჯარების მიერ თბილისის აღებამდე და ბოლოს, 1921 წლის თებერვალმარტში მას აფხაზეთის გენგუბერნატორად ნიშნავენ რუსეთის IX არმიისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. ყველა ზემოხსენებულ პოსტზე ბატონმა შალვამ სამაგალითო თავდადება და ერთგულება უჩვენა საქართველოს!

1921 წელს ბატონი შალვა ემიგრაციაში არ წასულა, იგი შეგნებულად დარჩა სამშობლოში. მაგრამ ამავე წელს მას აპატიმრებენ (აღსანიშნავია, რომ როდესაც დაპატიმრებულ შ. მაღლაკელიძეს რუსთაველის გამზირზე ჩაატარებენ, მას ქართველი ახალგაზრდობა ცოცხალ ყვავილებს ესვრის, რის გამოც გენერალთან ერთად ოცდაათამდე ახალგაზრდასაც დაიჭერენ).

,,ჩეკა“-ში მთელი ექვსი თვის განმავლობაში მას „დაკითხვის“ დროს აწამებდა პეტროსიანცი, კამოს ძმა... ბატონ შალვას ჯერ მეტეხის ციხეში გადაიყვანენ (და ამით სიკვდილს გადაარჩენენ), ხოლო შემდეგ სულაც გაათავისუფლებენ, რის მერეც გენ. შ. მაღლაკელიძე არალეგალურ მდგომარეობაში გადადის. 1923 წელს, გენ. შ. მაღლაკელიძე (სხვათა შორის აბელ ენუქიძის დახმარებით) საზღვარგარეთ გააღწევს. ბატონი შალვა მაღლაკელიძე უცხოეთში ყოფნისას ამთავრებს პრაღის უნივერსიტეტს და ხდება იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. შემდეგ იგი ხდება ნაფიცი ვექილი. ამავე დროს, ბატონი შალვა თავმჯდომარეობდა რიგ ქართულ პატრიოტულ ორგანიზაციებს უცხოეთში, როგორიც იყო „ორნატი“, „თეთრი გიორგი“ „ქართლოსი“ (აღსანიშნავია, რომ სწორედ მან გააძევა „თეთრი გიორგის“ ორგანიზაციიდან საბჭოთა აგენტები, კალე და ნინო სალიები). იგი მეგობრობდა საზღვარგარეთ მყოფ გამოჩენილ ქართველ მეცნიერებთან და საზოგადო მოღვაწეებთან: მიხ. წერეთელთან, ვ. ნოზაძეთან, მიხ. თარხნიშვილთან, კიტა ჩხენკელთან და სხვებთან.

1930-იან წლებში ბატონი შალვა ფართო მოღვაწეობას შლის საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულს და მას მისი ნიჭის წყალობით დიდად აფასებენ ანტისაბჭოურად განწყობილ ემიგრანტთა მთელი წრეები და ორგანიზაციები: საკუთრივ რუსებისა, უკრაინელებისა (გეტმანი სკოროპადსკი), აზერბაიჯანელებისა, სომხებისა, კაზაკებისა და სხვ. (კაზაკებმა, მაგალითად, იგი სპეციალური მანდატით აღჭურვეს და თავიანთი უფლებების დაცვა სთხოვეს მას გერმანელთა სამხედრო შტაბის წინაშე, ასევე სომხებიც სთხოვდნენ დახმარებას და სხვ.).

1941 წელს, როდესაც გერმანია რუსეთს თავს დაესხა, ბატონი შალვა თავისი ვაჟით გაიოზით, რომელსაც ლეიტენანტის სამხედრო წოდება ჰქონდა, გერმანულ არმიაში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.

1942 წლის 26 მაისს (1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე) პოლონეთში, ქ. ვესელას მიდამოებში, საზეიმოდ გამწკრივებულ ჯარის თავზე აღიმართება დამოუკიდებელი საქართველოს სამფეროვანი დროშა. ამ დღეს ფიცს ღებულობდა გერმანიის არმიაში შემავალი ქართული ჯარის ნაწილი (ბატალიონი). ფიცის მიღებას ესწრებოდა ფონ დერ შულენბურგი (ყოფილი ელჩი გერმანიისა მოსკოვში, 1918 წელს საქართველოში ნამყოფი, რომელმაც შემდეგ მონაწილეობა მიიღო ჰიტლერზე 1944 წლის თავდასხმაში, რისთვისაც დახვრიტეს), გენ. კესტრინგი და ქართული ჯარების სარდლად (,,პატრონად „) დასახელებული ბ-ნი შალვა მაღლაკელიძე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს (ქართველობას) კაზაკებსა და კავკასიის სხვა ხალხებთან შედარებით დიდი უპირატესობა ენიჭებოდა, როგორც თავის დროზე ევროპის მიერ დე იურედ ნაცნობ სახელმწიფოს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ გერმანიის სამხედრო უწყება მთელ კავკასიაში მარტო საქართველოს სახელმწიფოს ცნობდა, ყველა დანარჩენს კი მასში შემავალ ავტონომიურ ოლქებად განიხილავდა. ამიტომ განსაკუთრებული იყო გერმანულ არმიაში შემავალი ქართული ჯარის ნაწილების ფიცი, რომელიც სხვა ეროვნების ჯარისკაცების ფიცისაგან იმით გამოირჩეოდა, რომ ქართული ჯარი ფიცავდა ,,რუსეთისგან განთავისუფლებულ ქართულ მიწას „, ხოლო ყველა დანარჩენი კი უშუალოდ ადოლფ ჰიტლერზე ფიცულობდა. ამის თაობაზე გენ. კასტინგსა და შალვა მაღლაკელიძეს სპეციალური აუდიენცია ჰქონდათ ჰიტლერთან, რომელსაც შეუთანხმეს ქართველთა განსაკუთრებული ფიცის ტექსტი. სწორედ ამითვე აიხსნება, რომ მხოლოდ ქართველებს დართეს ნება სახელმწიფო დროშის აღმართვისა. კავკასიის სხვა ერნი ამ დროშით უნდა გამოსულიყვნენ! სწორედ ამ ქართული ჯარის მოწინავეთი, მისი პირველი ბატალიონით (დაახლოებით 2 ათასი კაცი) მოიწევდა მისი სარდალი - ბ-ნი შალვა მაღლაკელიძე საქართველოს გასათავისუფლებლად - ბრძოლით გაიარა მთელი გზა საქართველოს საზღვრამდის, სოფელ ურუხამდის (ოსეთი), სადაც ის დაბანაკდა გერმანულ ჯარებთან ერთად.

აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი: მიუხედავად დიდი წარჩინებისა გერმანიის სამხედრო შტაბში, ბ-ნი შალვა არასოდეს არ ყოფილა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი. უფრო მეტიც, იგი ორგანულად ვერ იტანდა სს-ს და გესტაპოს და თუ რომელიმე ქართველი ამ უწყებებს ეტანებოდა, იგი ყოველნაირად ცდილობდა, რომ არ დაეშვა ეს და ურჩევდა მათ ამის საპირისპიროს. ბ-ნი შალვა გახლდათ ნამდვილი მხედარი და რაინდი. იგი ქართულ ჯარს ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მიუძღვებოდა ცხენზე ამხედრებული. და თუ გერმანულ ფორმას ჩაიცვამდა, იგი არასდროს არ იცილებდა ქართულ სამხრეებს! მისი სამხედრო მამაცობა სპეციალური ჯილდოებით აღინიშნებოდა და 1944 წელს მას გერმანული არმიის გენერლის წოდებას მიანიჭებენ (თვით ბატონ შალვას აქვს ნათქვამი, რომ ფრონტზე ყოფნისას, მე რომ მამაცობა არ გამომეჩინა, შვილის მრცხვენოდაო და შვილს კი პირიქით! განა წარმოსადგენია მამა-შვილის ამ რაინდულ ურთიერთდამოკიდებულებაზე უფრო უკეთესი?!.).

უდიდეს კეთილშობილებას და ჭეშმარიტ რაინდობას ამჟღავნებდა ბ-ნი შალვა დამარცხებული მტრის მიმართ. არასოდეს იგი ქართველ ტყვეებს არ აძალებდა გერმანული ფორმის ჩაცმას, ბევრი ასეთი ტყვე გერმანელთა წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ მან დახვრეტას გადაარჩინა! და განა მარტო ქართველები! დაუვიწყარია, მაგალითად, როგორ იხსნა ბ-ნმა შალვამ 11 სომეხი ტყვე დახვრეტისგან, როდესაც ისინი თვით მათმა თანამემამულემ დააბეზღა გერმანელთა წინაშე. ასევე დაინდო და გაათავისუფლა შალვა მაღლაკელიძემ სოფ. ურუხში მის მოსაკლავად მიგზავნილი სამი ქართველი ტერორისტი 1942 წელს. და ბოლოს, მისი და გერმანული სამხედრო უწყების დამსახურებაა, რომ საქართველო არ დაბომბეს საქართველოს საზღვარზე მდგარმა გერმანიის ჯარებმა!

1943 წლის 3 იანვრამდე დაჰყოფს ქართული ჯარი საქართველოს საზღვრებთან და ბოლოს ყველაზე გვიან დატოვებს პოზიციებს და ბრძოლით გაიკაფავს უკან დასახევ გზას. 1943 წლის ბოლოს ისევ პოლონეთში ყალიბდება ქართული ლეგიონი 7 ბატალიონის შემადგენლობით, რომელთაც საზეიმო ვითარებაში (ცერემონიალს ესწრებოდნენ გერმანელთა მხრიდან: ფონ დერ შულენბურგი, გენ. კესტრინგი, გენ. ეიხენდორფი) გადაეცემათ საბრძოლო დროშები და ენიჭებათ სახელები, აი მათი დასახელებანი:

0x01 graphic

ენერალი შალვა მაღლაკელიძე

I ბატალიონს, რომელმაც შ. მაღლაკელიძის სარდლობით ბრძოლაში მიიღო ნათლობა (ხოლო ომის ბოლოს საფრანგეთში, შერბურგთან, ამერიკელ პარაშუტისტ-დესანტებს მძაფრ ბრძოლას გაუმართავს) მიენიჭება „შალვა მაღლაკელიძის“ სახელი;
II ბატალიონს - „გიორგი სააკაძე“
III ბატალიონს - „დავით აღმაშენებელი“
IV ბატალიონს - „თამარ დედოფალი“
V ბატალიონს - „მეფე ერეკლე II“
VI ბატალიონს - „შოთა რუსთაველი“;
VII ბატალიონს - „ილია ჭავჭავაძე“

ამ ლეგიონის პარალელურად, უკრაინაში იქმნება მეორე ქართული ლეგიონი. ლეგიონებს გააჩნდათ თავისი გაზეთი „საქართველო“, რომელსაც რედაქტორობდა გაიოზ მაღლაკელიძე.

ასეთი იყო ბ-ნი შალვას (და სხვა ღირსეულ ქართველთა) ცდები საქართველოს გათავისუფლებისკენ მიმართული.

II მსოფლიო ომის დამთავრებამდე გენ. შ. მაღლაკელიძე თავმჯდომარეობდა გენ. ვლასოვის არმიის ე.წ. „რუსეთის ხალხთა განმათავისუფლებელ კომიტეტში“ (конр) შემავალ „კავკასიის კომიტეტს“.

ომის დამთავრების შემდეგ საბჭ. რუსეთმა, სტალინმა მოსთხოვა ამერიკელებს რამდენიმე გენერლის გადაცემა, მათ შორის გენ. მაღლაკელიძისა. ამერიკელებმა დააპატიმრეს გენ. მაღლაკელიძე, მაგრამ შვილისა და მეგობრების დახმარებით მას გააქცევენ შვეიცარიაში და შემდეგ რომში, სადაც გახარებული მ. თარხნიშვილი და იქაური ქართველობა მას გადარჩენის პარაკლისს გადაუხდიან. რომში ყოფნისას ბ-ნი შალვა მაღლაკელიძე, საქართველოში იტალიის ყოფილი ელჩის, ინსაბატოს დახმარებით, ხდება წევრი მასონური ლოჟისა და ღებულობს უმაღლეს რანგს მასონისას წოდებით: „სიკვდილთან შერიგებული „. სწორედ მასონთა რეკომენდაციით გენ. მაღლაკელიძეს სამხედრო მრჩევლად იყვანს პაკისტანის პრეზიდენტი აიუბ-ხანი (რომელიც თვით მასონი გახლდათ) და ამრიგად, ბ-ნი შ. მაღლაკელიძე ყარაჩიში გადადის საცხოვრებლად. იქ ყოფნისას მას ძალზე აფასებდა და მეგობრულ განწყობილებაში იყო მასთან პრეზიდენტი აიუბ-ხანი. მაგრამ 1952 წელს საბჭ. დაზვერვა თავისი აგენტების ხელით შეეცდება გენ. მაღლაკელიძის მოსპობას, მას იქ ტერორს უნიშნავენ. ამის გამო, აიუბ-ხანის რეკომენდაციით გენ. მაღლაკელიძე 1953 წლის დასაწყისში დასავლეთ გერმანიაში ჩადის და ხდება ადენაუერის სამხედრო მრჩეველი.

გერმანიაში ჩასვლის წინ გენ. მაღლაკელიძე თავის მეორე მეუღლეს და მცირეწლოვან ქალიშვილს დას. ბერლინში გამოისტუმრებს, სადაც მათ უნდა დახვედროდა მისი ერთგული ალექსი ფაჩულია. მაგრამ საბჭოთა აგენტურა ფაჩულიას მოკლავს და გენერლის ცოლ-შვილს აღმოსავლეთ გერმანიაში გაიტაცებს.

გერმანიაში ჩასვლისას გენ. მაღლაკელიძეს უშუალოდ კანცლერი ადენაუერი წარუდგენს ორ გერმანელ გენერალს და ორ პოლკოვნიკს, რომელნიც გდრ-ის ჯარში იყვნენ და ვითომც ეწეოდნენ სამხედრო დაზვერვას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ (სინამდვილეში კი მათ ადენაუერი შეცდომაში შეჰყავდათ და საბჭ. აგენტურის შემსრულებელი იარაღები იყვნენ, რომელთა ოჯახებიც ტყვედ ჰყავდათ აყვანილი). და აი, სწორედ მათი შემწეობით საბჭ. აგენტურა 1954 წლის 1 აგვისტოს გენ. შ. მაღლაკელიძეს ძალდატანებით მოიტაცებს დას. ბერლინიდან. მაღლაკელიძეს ჯერ გადაიყვანენ აღმოსავლეთ გერმანიაში (სადაც ოჯახს დაახვედრებენ), ხოლო შემდეგ მოსკოვში. ამრიგად ადენაუერმა და დასავლეთმა ვერც დაიცვა გენ. მაღლაკელიძე და ვერც გამოესარჩლა მას (ასეთი იყო ნაყოფი უძალო დემოკრატიისა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის სიბრძნე, რომ თუ სიკეთეს ძალა არ გააჩნია, იგი ბოროტებას ემსახურება).

პირველი, რაც გენ. მაღლაკელიძემ მოისმინა საბჭ. აგენტებისაგან, იყო ქართველთა (როგორც „საბჭოთა „, ისე ემიგრანტთა) უდიერი მოხსენიება. თან ისიც აუწყეს გენერალს, რომ „თქვენი მხეცები - ქართველები (იგულისხმება სტალინი - ბერია), ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, თქვენ ცოცხლად ტყავს გაგხდიდნენო!“

გენ. შ. მაღლაკელიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთელი ამ დაკითხვების მანძილზე სამხედრო სუკ-ში მას იოტისოდენადაც არ უღალატნია სამშობლო-საქართველოსათვის!

სუკ-ი არ ერიდებოდა სადისტურ მეთოდებს გენერლის მიმართ. მაგალითად, გენ. მაღლაკელიძე და მისი ოჯახი, მცირეწლოვანი შვილით, რამდენიმე დღე მშიერი დატოვეს მოსკოვის სასტუმროს ოთახში (ოთახისაპატიმრო) ისე, რომ მაღლაკელიძეების ოჯახმა თვითმკვლელობა განიზრახა. მხოლოდ ამის შემდეგ (ეტყობა, ოთახში საუბრები ისმინებოდა აგენტების მიერ) შემოუტანენ მათ საჭმელს. ასე გაუკეთეს გენერალს რამდენჯერმე.

საბოლოოდ სომხური გვარით, ის საიდუმლოდ ჩამოჰყავთ თბილისში და ასახლებენ სასტუმრო „რუსთავში „. ასე რომ, ბატონი შალვა კარგა ხნის მერე შეიტყობს, რომ მისი სახელით გაზეთებმა „заря востока „-მ (1954 წლის 9 დეკემბერი) და „კომუნისტმა“ (1954 წლის 10 დეკემბერი) გამოაქვეყნეს გულისამრევი მონაჩმახი, თითქოს მაღლაკელიძე „თავის ნებით“ გადმოსულიყოს სსრკ-ში, გმობს ემიგრაციას და სხვა ამდაგვარი. ეს მონაჩმახი გადაბეჭდეს გდრ-ის გაზეთებმა და ეს ვერსია უგუნურად გაიმეორა ზოგიერთმა ქართველმა ემიგრანტმაც. აღსანიშნავია, რომ როდესაც მშობლიურ სოფელში ღრმად მოხუცებული მამის სანახავად ჩავიდა ბ-ნი შალვა, მოხუცმა იგი სახლში არ შეუშვა, სანამ არ დააფიცა დედის საფლავი, რომ საბჭოთა გაზეთებში მისი ხელმოწერით გამოქვეყნებული წერილები მისი არ გახლდათ! ასეთი იყო კეთილშობილება უბრალო ქართველი გლეხისა!

თანდათანობით, ბატონ შალვას ნება დართეს სამსახურის დაწყებისა თავისი სპეციალობით (ადვოკატობა) და პასპორტში თავისი ვინაობის ჩაწერისა (ეტყობა, ხრუშჩოვის „ლიბერალიზაცია“ მაღლაკელიძესაც შეეხო), მაგრამ იგი რამდენჯერმე მაინც დაკითხეს ტფილისის სამხედრო სუკ-ში (ჩელუსკინელების ქ. №24, შეუმჩნეველი კარები, არავითარი აბრა!) და თვით საქართველოს სუკ-ის შეფმა ა. ინაურმა.

1956 წლის მარტის გამოსვლების დროს ტფილისში, მის სახლთან, დღედაღამ დარაჯობდნენ სუკ-ის აგენტები („ვნახოთ ვინ მივა მასთან“!).

ადვოკატურ სარბიელზე ბატონმა შალვამ ნამდვილად თავი გამოიჩინა. მან ბრწყინვალედ ჩაატარა მრავალი პროცესი და დიდად გაითქვა სახელი საქართველოში. და ბოლოს, იგი მაინც „შეცდა“. როდესაც ქუთაისში იგი გამფლანგველების ერთ-ერთ ჯგუფს იცავდა, საქმეებში მან შემთხვევით აღმოაჩინა ლ. ი. ბრეჟნევის (რომელსაც მაშინ სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პოსტი ეკავა) რეზოლუცია მისივე ხელმოწერით, რომელიც სასამართლოს ფაქტიურად უბრძანებდა, რათა ერთ-ერთი გამფლანგველისთვის დახვრეტა მიესაჯათ! ხოლო სასამართლო პროცესი ჯერ არ იყო დაწყებული და რომელიც ექვს თვეს მაინც უნდა გაგრძელებულიყო. ეს გარემოება საჯაროდ ამხილა ამჯერად უკვე ადვოკატმა შ. მაღლაკელიძემ, რითაც ხსენებული გამფლანგველი სიკვდილს გადაარჩინა!

ზემოხსენებულმა ფაქტმა და აგრეთვე იმან, რომ ბ-ნი შალვა დაუნდობლად ამხელდა საბჭოთა სასამართლოს მოჩვენებით „სამართლიანობას „, გადაწყვიტა შ. მაღლაკელიძის ადვოკატურიდან გადაყენება. ამას წინ უძღოდა, შემდეგში საქართველოს იუსტიციის მინისტრის რეფერენტის, როსტომოვის (რომლის დაშნაკი ნათესავები თავის დროზე თბილისიდან გააძევა გენერალგუბერნატორმა შ. მაღლაკელიძემ) ტელეგრამა მოსკოვში: „არ შეიძლება ვანდოთ ადვოკატის ტრიბუნა ფაშისტ გენ. მაღლაკელიძეს!“

ამის შემდეგ ბ-ნი შალვა ადვოკატობიდან გადააყენეს, მცირეოდენი პენსიაც არ დაუნიშნეს და იგი იძულებული გახადეს მოხუცებულობის ჟამს რვა თუმნად ემუშავა მწერალთა კავშირის „იურისტკონსულტანტად“. (ხოლო 8 თუმანი საბჭოთა სინამდვილეში ოჯახის მქონე კაცისათვის, მოგეხსენებათ თითქმის შიმშილისაგან დაღუპვას უდრის).

ბ-ნი შალვა დაუცხრომლად იღვწოდა თავისი უფლებების აღდგენისათვის. ბოლოს პენსიის დანიშვნასაც რომ ვერ მიაღწია, შვილთან გაშვებას ითხოვდა გერმანიაში, რაზეც საქართველოს ცკ-ში ცინიკურ პასუხს იღებდა: შვილი აქ ჩამოიყვანეო (ცხადია, ციხეში ჩაგდება ან სულაც დახვრეტა არ ასცდებოდა ამით „ფაშისტ“ გაიოზ მაღლაკელიძეს!). იმის უფლება მაინც მომეცითო, თხოულობდა გენერალი, ჩემი კუთვნილი პენსია რომ მივიღო დასავლეთ გერმანიიდანო. ცხადია, ამაზედაც უარს ეუბნებოდნენ. დაბოლოს, მცირე ხნით მაინც მანახეთ შვილიო, რისთვისაც პატარა ხნით საზღვარგარეთ გაშვებას ითხოვდა.

81 წლის გენერალი გასულ წელს ცკ-ში ინსტრუქტორ ბერიშვილს უჩვენებს მასთან სრულიად შემთხვევით გადარჩენილ საზღვარგარეთულ პასპორტს (პასპორტის მაგიერი, გაცემული ამერიკელების მიერ დასავლეთ გერმანიაში, სადაც აღნიშნული იყო გენერლის გერმანიის აეროპორტებზე ყოველი დაჯდომის თარიღი და რომელიც შალვა მაღლაკელიძეს რომ მოენდომებინა, მოსკოვში დას. გერმანიის საელჩოში შეღწევისას, მას გამოადგებოდა საბუთად, რომ იგი მოტაცებული იყო!) და დასძენს, მე რომ გაქცევა მდომებოდა, ამას დიდი ხანია მოვახერხებდი ამ საბუთითო. ეხლა მენდეთ და შვილი მანახეთო!

ბერიშვილმა მეორე დღეს დაიბარა ბ-ნი შალვა. ხოლო მეორე დღეს ცკ-ში მისვლისას (ცკ-ს წინ) მას სუკ-ის აგენტები ქურდულად ამოაცლიან ამ საბუთს და გაიქცევიან!

აღშფოთებული გენერალი ბერიშვილს შესჩივლებს ამ ამბავს, რაზედაც ეს უკანასკნელი ასე მიუგებს მაღლაკელიძეს: რა ვქნათ, უშუალოდ შევარდნაძის განკარგულება გახლდათო! (ისე, ბ-ნ შალვას ეს ფაქტი მაინცდამაინც არ გაკვირვებია, რადგან ამ ხნის განმავლობაში მას რამდენჯერმე გაუჩხრიკეს ბინა მისი არყოფნის დროს).

ამის შემდეგ ბ-ნი შალვა უკურნებელმა სენმა ლოგინს მიაჯაჭვა. ყველა, ვინც კი იცნობდა ბ-ნ შალვას, განცვიფრებული იყო მისი კაჟისებური ჯანმრთელობითა და ჩინებული მეხსიერებით. ამიტომ ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მისი უეცარი „ავად გახდომა“.

„საქართველოს მოამბის“ რედაქციას გააჩნია შემზარავი მონაცემები იმის შესახებ, რომ ბ-ნი შალვას სიკვდილი არ უნდა ყოფილიყო „ბუნებრივი“. ისიც უწყის რედაქციამ, თუ რად უნდა მომხდარიყო ამჟამად მისი მკვლელობა (მოწამვლა). მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დღეისათვის ჩვენ ბოლომდე ფარდას არ ავხდით ამ საშინელ ბოროტმოქმედებას. თვით ბ-ნმა შალვამ უწყოდა მისი მკვლელობის ცდანი, მაგრამ იგი ამას არ იმჩნევდა, როგორც ჭეშმარიტი რაინდი, რამეთუ იყო იგი „სიკვდილთან შერიგებული“! (იგი თავად წინააღმდეგი იყო მის სიცოცხლეში მისი მოწამვლის ფაქტის გახმაურებისა).

სიმბოლური იყო ბ-ნი შალვას გარდაცვალება 7 ნოემბერს. მაშინ, როცა საქართველოს სატახტო ქალაქის მთავარ გამზირზე რუს დამპყრობელთა საზეიმო ჩექმების ბრახუნი ისმოდა, პატარა, მიყრუებულ ოთახში, საქართველოს მხედართმთავრის გაცივებული ცხედარი ესვენა ქართველთაგან დაუტირები! ვაე ვიცტის.

მაგრამ ერთი ბედნიერება მაინც არგუნა უფალმა შალვა მაღლაკელიძეს: მისი ნეშტი სამშობლოს მიწამ რომ ჩაიხუტა სათუთად!

„საქართველოს მოამბის“ რედაქცია ღრმა თანაგრძნობას უცხადებს დას. გერმანიაში მყოფ ბ-ნ გაიოზს და ბ-ნი შალვას შვილიშვილს, რომელიც სამხედრო მფრინავია ამერიკის ჯარში (ვიეტნამის ომში მან თავი ისახელა. ამერიკის სარდლობამ მას ჯილდოდ თვითმფრინავი აჩუქა. ხოლო რამდენიმე წლის წინ მოწერილ ბარათში იგი ასე სწერდა ბ-ნ შალვას: ,,ბაბუა, სადაც შენი მტრის სახელს გავიგებ, ყველგან შევებრძოლები მათ, იქნება ეს ვიეტნამში თუ აფრიკაში, რადგან შენ მათ ორჯერ დაგამარცხესო!“).

შეგვიძლია დავარწმუნოთ ბ-ნი გაიოზი და მისი ვაჟი, რომ მათ შეუძლიათ კვლავაც იამაყონ თავიანთი მშობლის სახელით. თუკი საქართველოს მომავალი უწერია, ბატონი შალვა მაღლაკელიძე ერთ-ერთ ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქართველ გმირთა პანთეონში.

დიდება მას!1

________________________

1 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, საარქ. №7726, ტ. №19, ფურც???????????

?

?????????????????????????????

?

eka katsitadze

Shalva Maghlakelidze - Georgian politician, public figure and commander in the Wehrmacht's Georgische Legion. An article about General Maghlakelidze was published in an illegal journal Sakartvelos Moambe („The Georgian Herald”). This article became a reason for dismissing Zviad Gamsakhurdia from the Writers' Union. The Archival Bulletin offers this document. [sic]

Shalva Maghlakelidze

Study of a Martyr

He is a model of a knight. He is brave and kind during the good times, but calm and faithful during bad times.Johann Wolfgang von Goethe

On November 7, 1976 General Shalva Maghlakelidze died in his small flat in Tbilisi. The heart of an ardent Georgian, a devoted fighter for the independence of the country and a martyr for the motherland ceased to beat!

The bells in Georgia tolled in grief!

Let us tell in short his past, the path of Mr. Shalva Maghakelidze's glory and torture.

He was born in Imereti in 1894 in a peasant family. He made a brilliant military career before World War I and supported the cause of Georgian independence. He supported the cause and waited for the right time. During World War I he fought on the Caucasian front. During the revolution he was elected governor general of Akhaltsikhe by Georgian army units and later was decorated by the government of independent Georgia.

During the independence of Georgia (1918-1921) Shalva Maghlakelidze served as Governor General of Akhaltsikhe. Afterwards, until the Russian army occupied the Georgian capital, Tbilisi, he served as Governor General of the city. In February and March, 1921, he served as Governor General of Abkhazia and was instructed to oppose the Russian 9th Army. In each of his positions Mghakelidze demonstrated his great devotion to Georgia.

In 1921, Maghlakelidze did not emigrate. Instead, he stayed, but was arrested the same year. The day he was arrested around thirty Georgian supporters were also arrested as they threw flowers for the famous detainee as he was taken along Rustaveli Avenue.

For six months the infamous Kamo's brother, Petrosiants, tortured Maghlakelidze during interrogations in the cheka. Petrosiants could not forgive the general for his role in overcoming the Georgian Muslims who fought against the Dashnak in Armenia. It was a time when Armenia had attacked Georgia. Georgian patriots managed to take Maghlakelidze to the Metekhi Prison and thus saved him. Soon afterwards, General Maghlakeldze was illegally released, and in 1923--with the help of Abel Enukidze—he managed to leave the country.

Subsequently Maghlakelidze graduated from Prague University, obtained a PhD in law and became a lawyer, while at the same time chairing Caucasian émigré organizations such as: Ornati, Tetri Giorg and, Kartlosi. He dismissed Kale Salia and Nino Salia from Tetri Giorgi as Soviet agents. He had friendly relations with well known Georgian scientists and public figures such as M. Tsereteli, V. Nozadze, M. Tarkhnishvili, Kita Chkhenkeli and others.

In the 1930s Maghlakelidze was actively involved in anti-Soviet activities. He became highly respected among anti-Soviet groups and organizations of Russians, Ukrainians (Getman Skoropadski), Azerbaijanians,Armenians, Cossacks and others. Cossacks provided him with a special mandate to mediate between them and the German military headquarters. Armenian émigrés also requested his services in a similar way.

Before World War II, Colonel Maghlakelidze served as a military advisor in the German headquarters. He met Marshal Goering and Admiral Canaris. His career advancement in German headquarters was helped by his friendly relations with German unit commanders who had visited Georgia in 1918. Shalva Maghlakelidze made a number of military-political strategies with them.

In 1941 when Germany attacked Russia Maghlakelidze and his son,Lieutenant Gaioz Maghlakelidze fought on the front lines. On May 26, 1942, the tricolored flag of Georgia was hoisted in Poland before a solemn line of troops, and the Georgian army unit that was enrolled in the German army made an oath. The ceremony was attended by Von der Schulenburg (former German ambassador to Russia). In 1918 he had visited Georgia. Later, in 1944, after a failed attempt on Hitler's life, he was executed.

Georgians were preferred to Cossacks and other Caucasian ethnic groups because Georgia was acknowledged as a de jure state by Europe. While the German military department recognized Georgia as a nation, all other states in the Caucasus were considered as autonomous regions. For this reason, the oath made by Georgians was of great importance and was different from the oath made by other ethnic groups, because while Georgians swore as „Georgia liberated from Russia”, all the others swore by Adolf Hitler. General Kestring and Shalva Maghlakelidze had a special meeting on this issue with Hitler himself. This explains the reason for giving Georgians permission to hoist their national flag. Other Caucasian ethnic groups fought under this flag.

Maghlakelidze wanted to liberate Georgia with the help of this army that consisted of 2000 men and managed to reach the village of Urukh, Ossetia where his troops joined those of the German army. Although Maghlakelidze succeeded working with the German military headquarters, he had never been a member of the German National-

Socialist Party. He detested the Gestapo and if any Georgian intended to join this organization he tried to persuade him otherwise.

Maghlakelidze was an excellent horseman. He dressed in the traditional „chokha” when he led the Georgian troops. When he wore a German uniform it also wore Georgian epaulettes. In 1944 he assumed a title of German Army General. Mr. Maghlakelidze noted himself that he would have been ashamed before his son if he had not been brave on the front, and vice-versa. Maghlakelidze was tolerant and kind to defeated enemies, however, and never made Georgian captives put on German uniforms. He saved many captives (Georgian and other ethnic groups as well) from execution after they had tried to revolt against the Germans. Once he saved eleven Armenian captives from execution after they had been denounced by their compatriot. In 1942 he pardoned and let three Georgians go who wanted to kill him in the village of Urukh. Finally, it is due to his intervention with the German military that the German army did not bomb Georgia.

The Georgian army guarded the borders of Georgia till January 3, 1943 when they had to retreat. By the end of that year the Georgian Army consisted of seven battalions formed in Poland. They were solemnly given fighting flags and the names of famous heroes of Georgia. The ceremony was attended by von der Schulenburg, General Kestring and general Eichendorff.

The first battalion was named for Maghlakelidze who had commanded it during the war. At the end of the war this battalion attacked American parachutists near Cherbourg, France. The Second battalion was named for Giorgi Saakadze; the Third for David Aghmashenebeli; the Fourth for Tamar Dedopali; The Fifth for King Erekle II; the Sixth for Shota Rustaveli;, and the Seventh for Ilia Chavchavadze. At the same time a Georgian Legion was formed in Ukraine. These legions published a newspaper called Georgia and the editor-in-chief was Shalva's son, Gaioz Maghlakelidze.

This was how Shalva Maghlakelidze and other Georgians tried to liberate their country. Before World War II was over Maghlakelidze chaired a Caucasian Committee for General Blasov's Army that included the Committee for the Liberation of the Peoples of Russia (KONR). After the war Stalin demanded that America to hand over some generals, one of which was General Maghlakelidze. The Americans had arrested the General but with the help of his son and friends, he escaped and went first to Switzerland, and then to Rome. Pátre M. Tarkhnishvili and local Georgians held a thanksgiving service for his survival. In Rome, Maghlakelidze, with the help of the former Italian Ambassador to Georgia, Insabato, became a member of a Masonic Lodge. He received the title of the highest Masonic rank „until death”. At the Freemasons' suggestion, General Maghlakelidze became military advisor of Pakistan's President Ayub Khan. The latter was a Freemason as well, and Maghlakelidze moved to Karachi. The PakistaniPresident respected him very much. However, in 1952 the Soviet KGB tried to eliminate General Maghlakelidze and President Khan suggested he move to West Germany, where he became amilitary advisor to Konrad Adenaur in 1953.

Before leaving for Germany the General sent his second wife and a young daughter to West Berlin. There they were to be met by a devoted friend, Alex Pachulia. However the Soviet intelligence agency killed Pachulia and kidnapped the General's family. When the General arrived in Germany Chancellor Adenauer presented two German generals and two colonels as being agents againstSoviet Russia. Actually, they were Soviet agents whose families had been captured by Soviet Russia. On August 1, 1954, Soviet intelligence, with the help of these agents, kidnapped the General. Maghlakelidze was first taken to East Germany (where he met his family) and then, to Moscow. In fact, neither Adenauer nor the West was able to defend General Maghlakelidze.

The Soviet agents insulted Georgians (both those in the USSR and émigrés) and told the General that if „your brutal Georgians (meaning Stalin and Beria) were alive,

they would have skinned you”. However, the General did not betray his homeland during interrogations at the military KGB. The KGB used severe interrogation techniques General Maghlakelidze and his family were left in a Moscow hotel room (the cell) and not given any food. The agents listened to them all the time. The Maghlakelidze family was allowed to eat only after they decided to commit suicide. This occurred several times.

Finally, Maghlakelidze was given an Armenian surname and taken secretly to Tbilisi. He was settled in the Hotel Rustavi. He later learned that on December 9, 1954 an article was published on his behalf in the newspaper Zaria Vostoka (Dawns of the East), and on December 10, 1954 - in the Communist. The press carried the General's?detailed „confession” in which he denounced the Caucasian émigré leaders and expressed his „sincere repentance for the crimes he had committed against the motherland”. This information was taken up by the press of the German Democratic Republic and later, some Georgian émigrés discussed it. When Maghlakelidze visited his native villageto see his elderly father, the latter did not let him in until Maghlakelidze swore on his dead mother's grave that he was not the author of the articles published in the Soviet press.

Gradually, Maghlakelidze was allowed to work in his profession as a lawyer and take back his true identity in his passport. He was likely included in Khrushchev's „liberalization” policies, yet in spite of this, he was questioned several times in Tbilisi's Military KGB on Cheluskinebi St 24, behind the unmarked door by the head of the Georgian KGB, A. Inauri. During the 1956 March demonstrations in Tbilisi, Maghlakelidze's house was under the watchful eyes of the Soviet Secret P to observe who visited him.

Maghlakelidze succeeded in many court trials and became popular all over the country. Finally, he made a „mistake”. He defended a group of embezzlers in Kutaisi.

When researching the case he discovered a resolution passed by L. I. Brezhnev (who by that time was Chairman of the Presidium of the Supreme Soviet of the Soviet Union) where the latter had ordered the court to execute one of the embezzlers. The court trial had not yet begun by the time and had been expected to last for at least six months. This discovery was disclosed by Maghlakelidze at the trial and it saved the embezzler from execution.

Following this, the fact that Maghlakelidze widely spoke of the „fairness” of the Soviet courts had a negative influence on his career as a lawyer. Rostomov, who worked with the Georgian Minister of Justice sent a telegram to Tbilisi saying „Fascist General Maghlakelidze must not serve as a lawyer!”

This resulted in Maghlakelidze being de-barred, nor did he have the right to receive a pension. He had to work in the Writers' Union as a legal advisor for a miserable sum, barely enough to avoid dying of starvation.

Even though he never received his pension he did not stop fighting for his rights. He requested to go see his son in Germany and got a cynical answer in the Cheka: „Bring your son here!” (Of course, the „Fascist” Gaioz Maghlakelidze would have been arrested or even executed if he had come.) The General asked to let him get a pension from Germany but he was again refused. He asked to go abroad for a short time to see his son.

One year earlier the eighty-one year-old General showed his passport to Beriashvili in the Cheka, which was a passport substitute issued by Americans in West Germany showing the arrival dates. Maghlakelidze could have used it as evidence of his abduction. He told them „If I had wanted to escape I would have done it with the help of this document. Now trust me and let me see my son”. Maghlakelidze was called by Berishvili and the next day when he was going to the Cheka secret police stole the document from him and ran.

The General was angry and told Beriashvili, who said: „Nothing can be done about it. It was Shevardnadze's order”. Maghlakelidze was not surprised since his flat had been searched several times recently. Maghlakelidze fell suddenly ill and was confined to bed. Those who knew him were amazed at his strong health and good memory and were thus surprised by this „sudden illness” --and his death.

The editorial board of Sakartvelo Moambe had information that Maghlakelidze did not die a natural death. They knew poisoning was the method used for his murder but for reasons imposed on them, they could not publish the truth. Mr. Maghlakelidze had known about the attempts to kill him but had not said anything. He remained defiant and „adjusted to death”; he had been against spreading news about attempts to poison him.

The death of Shalva Maghlakelidze on November 7 was very symbolic. While the Russian occupants' boots solemnly marched along the main avenue of the capital city of Georgia, the dead military leader of the country rested in a small, deserted room. Vae victis--woe to the vanquished. Yet in spite of all, it was his destiny to be buried in his motherland.

The editorial board of Sakartvelo Moambe offered condolences to Maghlakelidze's son, Gaioz. His grandson became a military pilot in the American army and was distinguished in the Vietnam War. He received an airplane as a reward from the American commanders. A few years earlier he had written to Shalva Maghlakelidze: „Grandfather, I will fight your enemies everywhere, in Vietnam or in Africa because they defeated you twice”.

We want to assure Mr. Gaioz Maghlakelidze and his son that they can be proud of their ancestor. If Georgia has a future, Shalva Maghlakelidze will take his deserved place in the pantheon of Georgian heroes.

Praise be to him!1

On behalf of the Editorial Board

________________________________

1, LEPL MIA Archive of Georgia, f.6, v.19, c.7726, pp. 101-107.

9 რუსიფიკაციის მორიგი მცდელობები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


ლია კერესელიძე

0x01 graphic

XX საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში რუსიფიკაციის მორიგ მცდელობებს ჰქონდა ადგილი. ამჯერად სამიზნე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ისტორია გახლდათ. ეს მოვლენები დაწვრილებითაა აღწერილი ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“, რომელიც დაცულია სსიპ შსს არქივში, ს.ს. №7726-ის მე-18 ტომში. დოკუმენტების სახელწოდებებია: „თბილისის უნივერსიტეტის რუსიფიკაციის ცდები“; „საქართველოს ისტორიის სწავლება ქართულ სკოლებში“; „ნიკოლოზ სამხარაძე „საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხისათვის“ (დოკუმენტების სტილი დაცულია).

დოკუმენტი №1

თბილისის უნივერსიტეტის რუსიფიკაციის ცდები

1975 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილის თანამშრომელმა მარიკა პირველმა დაიბარა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი მარიკა ლორთქიფანიძე და უთხრა: ამას წინათ რექტორმა დ. ჩხიკვიშვილმა დამავალა გადმოგცეთ, რომ თქვენს ფაკულტეტზე რამდენიმე საგანი რუსულ ენაზე უნდა წაიკითხოთო. მ. ლორთქიფანიძემ დიდად გაიოცა ასეთი წინადადება და აღშფოთება გამოსთქვა. თუ არ გჯერათ, რექტორთან შევიდეთ და თავად გეტყვითო, უთხრა მარიკა პირველმა. რექტორი მოსკოვში აღმოჩნდა წასული (როგორც ჩანს, რუსიფიკაციის ახალი ინსტრუქციების მისაღებად). რექტორმა ჩამოსვლისთანავე დაიბარა პროფ. მ. ლორთქიფანიძე და ჰკითხა, რად მიწყობთო ობსტრუქციას. მაშინ ლორთქიფანიძემ უთხრა: თუ მიგაჩნიათ, რომ სწორი არ ვარ, მოვიწვიოთ დიდი საბჭო და გამოჩენილმა მეცნიერებმა, აკადემიკოსებმა, პროფესორებმა გადაწყვიტონ ეს საკითხიო. ჩხიკვიშვილმა უთხრა: ჭკუაში ნუ მატყუებთო. მე ის კი არ მითქვამს, სწავლა იყოს-მეთქი რუსულად, არამედ ვთქვი, რუსეთიდან მოვიწვიოთ-მეთქი გაცვლის წესით ლექტორები.

ამის შემდეგ ჩხიკვიშვილმა ტაქტიკა შეცვალა და დაიწყო სათითაოდ დაბარება ფაკულტეტის დეკანებისა. 1976 წლის 15 იანვარს დაიბარა ჟიჟიაშვილი (მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი), ლომსაძე (ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი), ჩანტლაძე (პოლიტეკონომიის კათედრის გამგე), ლეკვეიშვილი (იურიდიული ფაკულტეტის დეკანი), სურგულაძე (ისტორიის ფაკულტეტის დეკანი) და განუცხადა მათ, რომ საჭიროა ზოგიერთი საგნის რუსულად წაკითხვა რუსული ენის უკეთ შესასწავლად. სტუდენტები რომ ამთავრებენ უნივერსიტეტს, ენის უცოდინარობის გამო ვერ მიდიან რუსეთში სამუშაოდ. თან ყველა ეს პირები გააფრთხილა: მ. ლორთქიფანიძეს არ შეატყობინოთ, რომ მე დაგიბარეთო ამ საკითხზე.

0x01 graphic

რუსიფიკაციის ესოდენ დაურიდებელმა ცდამ განცვიფრება გამოიწვია ფაკულტეტის დეკანებსა და პროფესორებს შორის, თუმც ყველას როდი ეყო მოქალაქეობრივი გაბედულება, რომ პროტესტი განეცხადებინა. აღმოჩნდნენ ისეთნიც, რომელთაც მხარი დაუჭირეს რექტორის წინადადებას. უმეტესობამ დუმილი არჩია. მხოლოდ ნაწილმა განაცხადა მტკიცე უარი. ასეთები იყვნენ მაგალითად, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ო. ბაქანიძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი მ. ლეკვეიშვილი. ამ უკანასკნელმა მთელი მგზნებარებით დაასაბუთა, რომ რუსულ ენაზე კითხვა ლექციებისა ეროვნულ უნივერსიტეტში დაუშვებელია. მათემატიკის ფაკულტეტის დეკანმა ჟიჟიაშვილმა განუცხადა რექტორს: სიტყვა „ინტეგრალს“ რუსულად ვიტყვი თუ ქართულად, მნიშვნელობა არა აქვს, ამიტომ წინააღმდეგი ვარ ლექციების რუსულ ენაზე წაკითხვისა. პოლიტეკონომიის კათედრის გამგემ, ჩანტლაძემ განაცხადა: სანამ მე აქ ვარ, ეს არ მოხდება, და თუ ენების შესწავლაზე მიდგება საქმე, მე მყავს სპეციალისტები, რომლებიც გერმანულად და ინგლისურადაც წაიკითხავენ ლექციებს. კატეგორიული წინააღმდეგი იყო აგრეთვე ლექციების რუსულ ენაზე წაკითხვისა ლომსაძე. დათანხმდა მხოლოდ ისტორიის ფაკულტეტის დეკანი ა. სურგულაძე. ეს უკანასკნელი თავისმა მოადგილემ გასცა მარიკა ლორთქიფანიძესთან. მარიკა ლორთქიფანიძე შევიდა რექტორ დ. ჩხიკვიშვილთან და უთხრა: ან მე დავტოვებ უნივერსიტეტს ან თქვენო. ჩხიკვიშვილი ამშვიდებდა: ქ-ნო მარიკა, თქვენს კათედრას არ ეხება, თქვენ რა გაწუხებთო. ამაზე ლორთქიფანიძემ მიუგო: ყველაფერი, რაც უნივერსიტეტში ხდება, მე მეხებაო. ჩხიკვიშვილი უკან დახევის გზას დაადგა და დაამშვიდა: კარგი, კარგი, რახან არ გინდათ, შევწყვიტოთ ამაზე საუბარიო.

აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე რუსულად წაიკითხა ლექცია დოცენტმა ტიკაძემ. მეორე დღეს სტუდენტები აღარ მოვიდნენ ლექციაზე. მ. ლორთქიფანიძემ გაიგო ეს და მიმართა ტიკაძეს, რათა აღკვეთილიყო ეს უმსგავსობა. მ. ფუთურიძემ (აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი) დაიბარა დოც. ტიკაძე და მოსთხოვა ახსნა-განმარტება, რატომ ჩაიდინე ეს საქციელიო. ტიკაძემ უთხრა: რა ვქნა, პარტკომში დამავალესო (პარტკომია რ. გორდეზიანი).

0x01 graphic

განსაკუთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა რექტორი ჩხიკვიშვილი მეცნიერული კომუნიზმის კათედრაზე. ამ კათედრის თანამშრომლებმა ერთხმად განუცხადეს მას პროტესტი ამ რუსიფიკატორული ღონისძიების წინააღმდეგ. მაშინ ჩხიკვიშვილმა შეკრიბა ამ კათედრის თანამშრომლები და უთხრა: რახან არ თანხმდებით, ცენტრალურ კომიტეტში წამოდით და იქ გავარკვიოთო. ცენტრალურ კომიტეტში კი განუცხადეს განცვიფრებულ რექტორს და პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ასეთი მითითება სულაც არ მიუციათ უნივერსიტეტისთვის; რომ ეს ნებაყოფლობითი ამბავია, თუ მოისურვებენ, შეუძლიათ წაიკითხონ რუსულ ენაზე ლექციები და ა. შ. ამის შემდეგ ჩხიკვიშვილმა გაუქმებულად გამოაცხადა თავისი 15 იანვრის დავალება.

ცხადია, რომ ცენტრალურმა კომიტეტმა ყოველივე ამით ნიადაგის ზონდირება მოახდინა და რა დაინახა ასეთი ერთსულოვანი წინააღმდეგობა, ჯერჯერობით უკან დახევის პოლიტიკა არჩია.

თბილისის სახ. უნივერსიტეტმა და ყველა იმ უმაღლესმა სასწავლებლებმა თუ სამეცნიერო-საკვლევმა ინსტიტუტებმა, რომელთაც უფლება აქვთ სამეცნიერო ხარისხების მინიჭებისა, უკვე მიიღეს სსრკ მინისტრთა საბჭოს 1975 წლის 29 დეკემბრის „Постановление №1067 о положении и порядке присуждения ученых степеней и присвоения ученых званий“, რომელსაც ხელს აწერს სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ა. კოსიგინი და სსრკ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი მ. სმირტიუკოვი.

ახალი დებულების მიხედვით აიკრძალა სამეცნიერო ხარისხების მოსაპოვებლად დისერტაციების შედგენა მშობლიურ ენაზე, ის აუცილებლად შედგენილი უნდა იყოს რუსულ ენაზე. რუსულ ენაზე უნდა იქნეს აგრეთვე დაბეჭდილი წინასწარ გამოქვეყნებული დისერტაციის ძირითადი დებულებანი და რუსულ ენაზევე უნდა ჩატარდეს დისერტაციების დაცვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბჭო მაძიებელს ნებას დართავს დაცვის დროს ილაპარაკოს მისი რესპუბლიკის სახელმწიფო ენაზე, ანუ მშობლიურ ენაზე...

რამდენიმე თვის წინათ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს და სამეცნიეროსაკვლევ ინსტიტუტებს გამოეცხადათ სსრკ უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების მინისტრის განკარგულება იმის შესახებ, რომ უმაღლესი სასწავლებლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები რომელ საგანშიც არ უნდა იყოს, თუნდაც მშობლიური ენის, ისტორიის, ლიტერატურის, - უნდა დაიწეროს მხოლოდ რუსულ ენაზე და ამ განკარგულების ძალით თბილისის სტამბებიდან მოხსნეს ქართულ ენაზე დაწერილი ყველა სახელმძღვანელო, რომელიც სტამბაში იყო ჩაშვებული დასაბეჭდად. ე. ი. საქართველოს ისტორია, ქართული ენა, ლიტერატურა, ხელოვნების ისტორია ამიერიდან უნდა დაიწეროს რუსულ ენაზე...1

0x01 graphic

დოკუმენტი №2

საქართველოს ისტორიის სწავლება ქართულ სკოლებში

როგორც ცნობილია 1957-58 წლებში მოსკოვმა დასვა საკითხი ნაციონალურ რესპუბლიკათა სკოლებში ეროვნული ისტორიის ცალკე საგნად სწავლების გაუქმებისათვის. ეროვნული ისტორია უნდა ესწავლებინათ სსრკ-ს ისტორიასთან ერთად, ფაქტიურად რუსეთის ისტორიას რომ წარმოადგენს, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. ასე რომ, ცხრილში, ჟურნალსა თუ დიპლომში აღარ აღინიშნებოდა საქართველოს ისტორია.

ამჟამად საქართველოს ისტორიას განკუთვნილი აქვს 65 საათი და მას ასწავლიან მაღალ კლასებში ოთხი წლის განმავლობაში სსრკ-ს ისტორიასთან ერთად.

განაწილება საათებისა კლასების მიხედვით ასეთია: VII კლასში საქართველოს ისტორიას ეთმობა 35 საათი, ერთიანი ოდენობის ნახევარზე მეტი და მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ბოლომდე. (ამავე კლასში სსრკ-ს ისტორიას ეთმობა 70 საათი). VIII, IX და X კლასებისათვის რჩება მარტოოდენ ათ-ათი საათი და ამ სამი წლის მანძილზე სწავლობენ მხოლოდ XIX-XX საუკუნეების პერიოდს. აღსანიშნავია, რომ 1957-58 წლებამდე ამ პერიოდის საქართველოს ისტორიას სკოლებში საერთოდ არ ასწავლიდნენ. მაშინ საქართველოს ისტორია ცალკე ისწავლებოდა საკმაოდ კარგად შედგენილი სახელმძღვანელოთი (ავტორები: ივ. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ს. ჯანაშია). ამ სახელმძღვანელოთი ძირითადად ორი წლის მანძილზე, IX-X კლასებში ასწავლიდნენ და იგი მოიცავდა პერიოდს უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე. თითოეული კლასისათვის 1948- 1952 წლებში განკუთვნილი 66-66 წლიური საათი: სულ 132 საათი, ხოლო 1953-1958 წლებისათვის საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს ეთმობოდა 99 საათი (IX კლ. - 49 საათი, X კლ. - 50 საათი), მაშინ, როდესაც ამჟამად ამ ძირეულ და უვრცელეს პერიოდს საქართველოს ისტორიისას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეთმობა მხოლოდ 35 საათი. გარდა ამისა, IV კლასში არის უფლება სსრკ-ს ისტორიის რთულად შედგენილი მასალებიდან, რომელიც 70 საათს მოიცავს, 15 საათი დაეთმოს საქართველოს ისტორიას. თანაც ამ სახელმძღვანელოს კურსი იქეთკენაა წარმართული, რომ მისი 2/3 დაეთმოს საბჭოთა პერიოდს, ხოლო 1/3 ვეებერთელა რევოლუციამდელ პერიოდს. სასკოლო განათლების მესვეურებში არსებობს აზრი, რომ ფეოდალური პერიოდის ისტორია, მეფეთა და გარდასული დროის გმირთა ცხოვრებაზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის, რომ ეს ხელს უშლის მარქსისტულ-ინტერნაციონალური სულისკვეთებით ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. ამ აზრებს მოსკოვის კარნახითა თუ საკუთარი ინიციატივით განსაკუთრებით ნერგავდა ამ ბოლო ხანებში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით. ამრიგად, ბალანსი სსრკ-ს (იმავე რუსეთის) და საქართველოს ისტორიის სწავლებას შორის თითოეულ კლასში ამგვარია: სსრკ-ს ისტორია 105 სთ. - საქართველოს ისტორია დაახლოებით 15 საათი. თუკი პეტრე დიდის პერიოდს ხმარდება 8 საათი, ივანე III-ისას და IV-ისას ერთად 10 სთ, დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეს ცალ-ცალკე თითო საათი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს, სომხეთისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ისტორიის სასწავლო საათების შემცირებითა და სსრკ-ს ისტორიასთან მისი შერწყმულად სწავლებით. უკრაინა სდუმს, რადგან რუსეთის ისტორია კიევის რუსეთით იწყება. უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ აზერბაიჯანი და შუა აზიის ქვეყნები გარდა ტაჯიკეთისა, რომელსაც საკმაოდ მდიდარი ისტორია გააჩნია.

სკოლის პედაგოგ-ისტორიკოსთა ერთერთ საკავშირო სხდომაზე საქართველოს წარმომადგენელმა დაასაბუთა საქართველოს ისტორიის შერწყმულად სწავლების უხერხულობა სსრკ-ს ისტორიასთან, ვინაიდან საქართველოს ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდელ პერიოდში იღებს დასაბამს, მაშინ როდესაც რუსეთის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. „მაშ ამოვშალოთ მასალა IX საუკუნემდე“, გამოსთქვა თავისი „კომპეტენტური“ აზრი ერთ-ერთმა მოსკოველმა თანამდებობის პირმა განათლების სფეროში. ასეთი რამ თვით შოვინისტ პურიშკევიჩებსაც კი არ განუცხადებიათ.

ისტორიის სწავლების ახალი მეთოდი თითქოს მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის ეროვნებებში „ნაციონალიზმის გაქარწყლებას“ და „ადამიანის ახალი ტიპის ფორმირებას ინტერნაციონალური სულისკვეთებით“. სინამდვილეში კი სსრკ-ს ისტორიის სახელწოდებით იგი ფაქტიურად რუსეთის ისტორიას გვთავაზობს და ამით ავლენს რუსეთის „ობიექტურ მიდგომას სხვა ეროვნებათა ისტორიებისადმი“„.2

დოკუმენტი №3

  1. ნიკოლოზ სამხარაძე3
    საქართველოს ისტორიის სწავლების საკითხისათვის

ჩვენ მოვისმინეთ მინისტრ გ. ჯიბლაძის ინფორმაცია საშუალო სკოლის სასწავლო პროგრამიდან საქართველოს ისტორიის ამოღებისთვის. მინისტრმა აღნიშნა: „საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო, შედგენილი ივ. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის და ს. ჯანაშიას ავტორობით მეტად ვრცელ მასალას მოიცავს. ამის გამო ამ სახელმძღვანელოთი სწავლება დიდაქტიკურად გაუმართლებელია და ხელმძღვანელ წრეებში იშვა შემდეგი მოსაზრება: ვიდრე ახალი სახელმძღვანელო შედგებოდეს, საქართველოს ისტორიას საშუალო სკოლებში ახალგაზრდობა შეისწავლის სსრ კავშირის ისტორიის არსებული სახელმძღვანელოებით“

შემდეგ თქვენ მოისმინეთ პედაგოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ისტორიის მეთოდური კაბინეტის გამგის, ლ. ციხისთავის სიტყვა. იგი მთლიანად მიეძღვნა დასაბუთებას, რომ ფართე მოცულობის გამო არსებული სახელმძღვანელოთი საქართველოს ისტორიის სწავლება გაუმართლებელია, „...შემომაქვს წინადადება, ახალი სახელმძღვანელოს შედგენამდე სასწავლო პროგრამიდან ამოღებულ იქნას საქართველოს ისტორიის სწავლება“ შემდეგ იგი დასძენს: „საქართველოს ისტორიას ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობა სსრ კავშირის არსებული სახელმძღვანელოებით შეისწავლის“.

...ინფორმაცია, რომელიც აქ მოვისმინეთ, გამოწვეულია არა იმით, რომ არსებული სახელმძღვანელოთი სწავლება მართლაც გაუმართლებელია, არამედ სულ სხვა განზრახვითა და მიზეზით. პარტიისა და მთავრობის მმართველ ზედა ფენაში თავი იჩინა ველიკორუსულმა დიდმპყრობელურმა შოვინიზმმა. ველიკორუსთა ეს მმართველი ფენა ცდილობს საბჭოთა კავშირში შემავალ მცირე ერებს, სამოცზე მეტი ნაციონალობისაგან შემდგარსა და მოსახლეობის ნახევარზე მეტის შემცველს, წაართვას საკუთარი თვითშეგნება და მოახდინოს მათი ასიმილაცია...

მილიონები იმიტომ როდი ღვრიდნენ სისხლს, რომ სულ მალე წაართმევდნენ სისხლით მოპოვებულ ეროვნულ თუ სოციალურ თავისუფლებას, მათ შვილებსა და შვილიშვილებს მამა-პაპათა ისტორიის შესწავლასა და თავისუფალ აზროვნებას აუკრძალავდნენ. დღეს ასე ისმის საკითხი: უარყოფა, ხელის აღება ჩვენთა წინაპართა სახელოვანი წარსულის ხსოვნისა, ეს ნიშნავს აწმყოში და მომავალშიც ბრმად მივდიოთ და მივყვეთ მბრძანებლის ნებას, შევეთვისოთ და შევესისხლხორცოთ მას...

ქართველმა ხალხმა თავის ისტორიას საფუძველი ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასეულ წლებში ჩაუყარა. შექმნა რა დამოუკიდებელი ანბანი და დამწერლობა, საკაცობრიო ისტორიის ფურცლებზე მან ბევრი საინტერესო და სასახელო საქმე ჩაწერა.

...ერის თვითგამორკვევა შეუძლებელია ისტორიული წარსულის შესწავლის, დამოუკიდებელი სუვერენული უფლების განხორციელების გარეშე. ქართველი ხედავს, რომ არსებობს ეროვნული სახელმწიფო ხელისუფლების იერარქია (წყობა). გარეგნულად ქართველი ხალხი თითქო თავად განაგებს საკუთარ თავს და თავის ბედის ბატონ-პატრონია, მაგრამ არსი სინამდვილისა მეტად მწვავეა და მტკივნეული... ნამდვილად არსებობს ეროვნული სახელმწიფოს მექანიზმი, მაგრამ ამ მექანიზმს არ გააჩნია ცხოველმყოფელი თვითმოქმედი ეროვნული სული. ეს ეროვნული სული ქართველ ხალხს რუსმა დამპყრობელმა გამოაცალა 1801 წელს. წარმოიდგინეთ სხეული უსულოდ საუკუნეთა მანძილზე, მუმიად ქცეული, მუზეუმში მისვენებული სანახაობა.

0x01 graphic

წარსულში მეფის რუსეთი დაუფარავად და დაჟინებით ახორციელებდა დაპყრობილი ხალხების შთანთქმასა და ასიმილაციას. ქართველი ხალხის მოწინავე შვილები დროდადრო ხმას იმაღლებდნენ და ებრძოდნენ მტერს...

ილია ამბობს: „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდან იწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავის წარსულისა, თავის ყოვლის ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისი წარსულისა და ყოვლის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნიდან, მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედის. წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა...“

დღეს მტერი უმიზნებს და სპობს ეროვნული ყოფადობის დასაყრდენს. ველიკორუსმა კარგად იცის, რომ ქართველი ახალგაზრდობა, აღზრდილი თავის წინაპართა გმირულ ისტორიაზე, თავისი ერისადმი მაღალი გრძნობითა და სიყვარულით განიმსჭვალება. ერის სულის შესწავლით ახალი თაობა ადვილად გამოიცნობს მტერსა და მოყვარეს. თავის წინაპართა ღვაწლს სხვა ხალხების ნამოღვაწარს შეადარებს, რაც მისცემს გაგების უნარს: ვინ ვიყავით, რა ვართ და ხვალისთვის რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ავმაღლდეთ და უზრუნველვყოთ ეროვნული ყოფადობა.

ველიკორუსი, შენიღბული და ინტერნაციონალიზმს ამოფარებული, ყოველგვარი ეროვნულ-სოციალური საღი აზრის ჩაკვლას ლამობს. იგი თანდათანობით და დაჟინებით ანხორციელებს დამორჩილებული ერების ასიმილაციას, გარუსებას. ამას დღევანდელი დღე და ჩვენი არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ადასტურებს.

ველიკორუსს პირველი იერიში განვითარებულ ერებზე მიაქვს, რომელთაც მაღალი კულტურა და ხანგრძლივი ისტორიული წარსული გააჩნიათ. ქართველ ხალხზე დაწოლა მრავალმხრივია; გაზრდილი მიგრაცია, არაქართველისთვის უპირატესობის მინიჭება, ბინებისა და სამსახურის მიცემა ინტერნაციონალიზმის სარჩულით. ქართველთა დაწინაურებული მმართველი ფენა და ინტელიგენციის ოლიგარქია ხელს უწყობს ველიკორუსს ქართველი ხალხის ასიმილაციის საქმეში... ვისაც გაგება და გული შერჩენია, მთელი სიმწვავით განიცდის ამ მდგომარეობას, იარას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ვაი, ჩვენი ბრალი: სურვილების გამომჟღავნება და მკურნალობა აკრძალული გვაქვს...

მინისტრი გ. ჯიბლაძე და ლ. ციხისთავი მოქმედებენ არა საკუთარი სურვილითა და გონებით, არამედ მბრძანებლის მითითებით. ისინი გვარწმუნებენ, რომ უკეთესია საქართველოს ახალმა თაობამ თავის წინაპართა ოცდაათსაუკუნოვანი ისტორია სსრ კავშირის ისტორიის სახელმძღვანელოთი შეისწავლოს, სადაც ქართველი ხალხის ვრცელ ისტორიას დათმობილი აქვს 10 ფურცელი.

სსრ კავშირის სამი წიგნი ფაქტიურად რუსი ხალხის ისტორიაა და არა საბჭოთა კავშირში შემავალი ხალხებისა, რადგან სამოცდაათ ხალხს ამ წიგნებში დათმობილი აქვს წიგნის მოცულობის 5%25, 95%25 კი რუს ხალხზე მოდის. თქვენ ხედავთ, თუ როგორი ფარდობაა რუს ხალხსა და სხვა ხალხებს შორის. იგივე ითქმის ცენტრალური მართვის სისტემაზე. ასეთია ველიკორუსის გაგებით თანასწორობა და ერთობა.

ქართველი ხალხის ისტორია თავისი წარსულითა და შინაარსით, მოცულობითაც აღემატება რუსეთისას. ქართველებს რუსეთზე ათასი წლით ადრე ჰქონდათ ცივილიზაცია, სახელმწიფო წყობა და დამწერლობა. ქართველები რომ წიგნებს წერდნენ, რუსები მინდორ-ველად დაეხეტებოდნენ, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. როდესაც ჩვენში „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსთა ზედა ფენაში ანბანს ძლივს კითხულობდნენ.

ქართველი ხალხი და მისი ინტელიგენცია ვერ შეურიგდება იმ ფაქტს, რომ ქართველ ახალ თაობას თავის წინაპართა ისტორიის შესწავლის უფლება წაართვას... აქვე უნდა დავსძინო: საქართველოს ისტორიას სასწავლო გეგმით კვირაში ერთი საათი აქვს დათმობილი, რაც დიდაქტიკურად გაუმართლებელია. შემომაქვს წინადადება: ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ისტორიის შესწავლას კვირაში ორი საათი დაეთმოს.4

(შემოკლებული ვარიანტი)

___________________

1 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ს. №7726, ტ. №18, ფურც. 18.

2 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ს. №7726, ტ. №18, ფურც. 11.

3 მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად I საშუალო სკოლაში, გაკვეთილებს ატარებდა ძლიერ გაბედულად, ამხელდა სოციალურ უსამართლობას და ველიკორუსულ შოვინიზმს. ამ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ 1958 წლის 16 ოქტომბერს დააპატიმრა უშიშროების კომიტეტმა, ხოლო 1956 წლის იანვარში მიესაჯა იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც განთავისუფლდა 1959 წლის 8 სექტემბერს. 10 წლის განმავლობაში არ აძლევდნენ სამსახურს, იყო ყოველგვარი საარსებო საშუალების გარეშე. 1969 წელს ნ. სამხარაძემ ვრცელი დეპეშით მიმართა ბრეჟნევს, უარი განაცხადა საბჭოთა მოქალაქეობაზე და მოითხოვა ოჯახითურთ საზღვარგარეთ წასვლა. მხოლოდ ამის შემდეგ, 1969 წლის აპრილს დანიშნეს თბილისში უბნის ექიმად (მას სამედიცინო განათლებაც აქვს)...

4. საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ს. №7726, ტ. №18, ფურც. 13.

Regular Attempts at
Russification of Georgia

lia kereselidze

In the 1970s regular attempts of Russification started in Georgia. The present victims were the Tbilisi State University and the history of Georgia. These processes were published in the journal Sakartvelos Moambe („The Georgian Herald”) which is preserved in the Archive of Ministry of Internal Affairs of Georgia, archival case №7726, volume №18. The documents are as follows: „Attempts of Russification of the Tbilisi State University”, „Teaching of the history of Georgia in Georgian schools”, Nikoloz Samkharadze „Report on Teaching the History of Georgia”.

Document № 1

Attempts of Russification of the Tbilisi?State University

In 1975, the following happened in the Tbilisi State University: Professor Marika Lortkipanidze, head of the Department of Georgian History, was called to the university and told that under the rector's instruction, she was to deliver lectures in Russian. Prof. Lortkipanidze was shocked and furious. The rector reprimanded her and asked why she resisted. Marika Lortkipanidze replied that if she was wrong, they could convene the council of scientists that would settle the question. The rector was not ready for such resistance and retreated. He said that he did not intend to teach students in Russian. He just wanted to invite lecturers from Russia through an exchange program.

In the aftermath, the rector changed strategy. On February 15, he called Mathematics Department Dean Zhizhiashvili, Biology Department Dean Lomsadze, Political Economics Department Dean Chantladze, Law Department Dean Lekveishvili, History Department Dean Surguladze and others. They were told that some subjects would be taught in Russian so that the students would improve their knowledge of the Russian language. They were forbidden to say anything about it to Marika Lortkipanidze. Although some professors were outraged by the unexpected suggestion, the majority preferred not to show it. Some of them even approved the suggestion. Fortunately there were some professors who protested. Zhizhiashvili said: „It does not matter if I say the word „integral” in Russian or in Georgian. For this reason, I am very critical too: „It will not happen while I am here. As for the language teaching, I have specialists who can give lectures in German and in English too”.

Although the rector forbade the professors to speak about it, Marika Lortkipanidze learned about the incident regardless. She went into the rector's cabinet with the following ultimatum: „Either I or you will live the university”. The rector tried to calm her down and said that this change would not affect her department. Marika Lortkipanidze replied that „Everything that happens in this university is my business”.

An assistant professor in the Department of Eastern Languages gave lectures in Russian. The next day the students skipped his class. The dean of the faculty reprimanded him. The assistant professor explained himself as follows: „It was not up to me. The party committee had given me an order”. The party committee was extremely appreciated. (For various reasons, we will not name these persons).

The staff of the Department of Scientific Communism protested unanimously. The rector suggested they discuss the issue in the Central Committee. There they were told that the university had not been given instructions about giving lectures in Russian. Thus, on January 15, this instruction was declared annulled.

Although the Russophiles stepped back soon after, on December 29, 1975, a resolution was passed by USSR Council of Ministers Chief A. Kosigin and the Council's Business Manager M. Smirtiukov. According to the resolution, „Dissertations must not be written in Georgia. They must be written in Russian. The basic regulations that are published beforehand must be written in Russian too. The dissertation must be maintained in Russian except when the council allows the candidate to speak his/her national language”.1

Document №2

Teaching of the History of Georgia in
Georgian Schools

The minister of the USSR high and special secondary schools passed a decree on publishing educational books only in Russian. Under this decree, all Georgian books were removed from the printing-houses. It meant that the history of Georgia, Georgian language and literature, art history and many other subjects must be written, printed and taught in Russian.

The history of Georgia was rejected as another weapon of Russification. The Kremlin fought against the language, as well as against the history of occupied countries. In 1957-1958 the center broached the issue of annulling national history as a separate subject and integrating it with USSR history (which was in fact the history of Russia) in the schools of „fellow” republics. The history of Georgia was no longer a part of the curriculum, syllabi or diplomas. Up to that point, history was taught with a very good book written by I. Javakhishvili, N. Berdzenishvili and S. Janashia, and 132 hours were devoted to this subject in the 9th and 10th grades. But in 1958, only 65 hours were devoted to it in the whole syllabus, in 7th grade - 35 hours, in 8th, 9th, 10th grades - 10 hours each.

At the council of history teachers, the Georgian representative expressed his dissatisfaction on the matter. He said that it was not advisable to integrate Georgian history that began thousands years ago B.C. with the USSR history that started only in the 9th century. One Russian official offered the following suggestion: „Let's erase the material before the 9th century”.1

Document №3

Nikoloz Samkharadze „Report on Teaching
the History of Georgia”.2

„Report on Teaching the History of Georgia Nikoloz Samkharadze was a teacher of history in secondary school №1. He was known for his free-thinking and for opposing Russian chauvinism. On August 26, 1958 his speech was very bold at the meeting of Georgian historians in the Georgian Ministry of Education. A short version of his speech is as follows:

„Report on Teaching the History of Georgia

We have learned that the history of Georgia will no longer be in the curriculum. The minister told us, `The book of history that is written by I. Javakhishvili, N. Berdzenishvili and S. Janashia contains too much information. For this reason, teaching with this book is didactically unreasonable. Georgian history will be taught together with the USSR history until a new history textbook is published'.

Afterwards you listened to the manager of the Methodological Cabinet of History of the Scientific Research Institute of Pedagogical Sciences. He devoted his speech to criticism of the Georgian history textbook. He suggested as follows: `Let's take the Georgian history from the curriculum until a new textbook is published. The pupils will study the Georgian history with the USSR history textbook'.

Actually, the cause of changing the book of history is absolutely different. The Russia is trying to assimilate the subnational Soviet republics and their ethnic groups.

Millions of people shed their blood to maintain their national and social freedom. The question is as follows: If now we forget our past and our ancestors, in the future we will be subordinated to the commander.

Our history began thousands years ago B.C. Many interesting manuscripts and works were made with Georgian alphabet and written language.

It is very important to study the history of the past. Outwardly the Georgians seem to be free but actually, the reality is quite different. There is a state mechanism in Georgia but actually it has not had national spirit since 1801 when the Russians occupied the country. Thus, it looks like a body without a spirit.

In the past, Tsarist Russia did not hide its desire to assimilate the occupied countries. From time to time, leading Georgians opposed the enemy.

Ilia said: `We have said several times that the destruction of the nation begins as soon as it forgets its past. It falls as soon as it forgets its history. The past is a foundation of the present and the present is a foundation of the future'.

Nowadays the enemy's aim is the foundation of nationality. `Great Russia' knows well that the Georgians, if taught the history of their heroic ancestors, will love their nation and their country. A new generation will be able to distinguish friend from the enemy. He will analyze the history and understand who we were, who we are and what we must do tomorrow.

Great Russia, tries to oppress everything that is national under the cloak of internationalism. The process of assimilation and Russification is carried out step by step.

Firstly, Great Russia attacks countries that have their own culture and a long history. Georgian people are greatly oppressed. Migration has been increased, people of non-Georgian ethnicity were given privileges, apartmentsand work according to their ethnicity. Georgian officials and intelligentsia helped Russia in this process. Those who still have a national heart feel depressed all about it.

The minister does not act on his own will. He follows instructions. For this reason, such persons convince us that it is better for the pupil to study a 30-century history of Georgia with a USSR history book where only ten pages are devoted to our national history.

USSR history books are the history of Russian people rather than the history of Soviet republics which account for 5 percent of the book. The other 95 percent is the history of Russia. This is how Great Russia defines equality and unity.

The history of the Georgian people with its content and size is more than it is of the Russians. The Georgians had a civilization, a state system and an alphabet a thousand years before the Russians. While the Georgian people were writing books, the Russians were leading a nomadic life. When the poem `Knight in the Panther's Skin' was being written, Russian aristocrats were hardly reading the alphabet.

Georgian people and intelligentsia can't put up with the fact that the new generation does not have the opportunity to learn their history. It is noteworthy that, according to the curriculum, only an hour is devoted to this subject. It is not didactically reasonable. So I suggest the following: Two hours must be devoted to the history of Georgia from next year. (short version)

_____________________

1.MIA Archive of Georgia, f.6, c.7726, b.46, v.18, p.18

2. MIA Archive of Georgia, f.6, c.7726, b.46, v.18, p.11

3. Nikoloz Samkharadze was a teacher of history in the secondary school №1. He was known for his free-thinking and opposing VelikoRussian chauvinism. On August 26, 1958 his speech was very bold at the meeting of Georgian historians in the ministry of education of Georgia.

4.MIA Archive of Georgia, f.6, c.7726, v.18, p.13.

10 საპატრიარქოს საგანძურის გატანა და პატრიარქის არჩევნების გაყალბება

▲ზევით დაბრუნება


ნინო ყიფშიძე

0x01 graphic

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საქმეში წარმოდგენილი ერთ-ერთი საინტერესო საკითხი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაშინდელი მდგომარეობა გახლავთ, რომლის შესახებაც არალეგალურ გამოცემა საქართველოს მოამბეში იბეჭდებოდა. საქართველოს მოამბის პირველივე ნომერში გამოქვეყნდა სტატიები და მოწმეთა ჩვენებები პატრიარქ ეფრემ II-ის ანდერძის გაყალბებისა და საპატრიარქოდან განძის გატანის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ფაქიზი თემაა, გვერდს ვერ ავუვლიდით და ამიტომაც საარქივო მოამბის მეთორმეტე ნომერში გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები მცირედი შემოკლებით იბეჭდება (დოკუმენტების სტილი დაცულია).

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა

როგორც ცნობილია, საბჭოური კონსტიტუცია აცხადებს ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში, და თავის მხრივ არც ეკლესიას აქვს უფლება სახელმწიფოს საქმეებში ჩარევისა. ეკლესიის მხრივ ეს წესი სავსებით დაცულია, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფოს, იგი არათუ ერევა ეკლესიის საქმეებში, არამედ გადააქცია იგი თავისადმი ყველაზე უფრო დაქვემდებარებულ დაწესებულებად. კულტურული თუ სამეურნეო ცხოვრების არცერთი სფერო არ იმყოფება ხელისუფლების ადმინისტრაციული ორგანოების ასეთი მკაცრი კონტროლის ქვეშ, როგორც ეკლესია. ეს კონტროლი არაოფიციალურია, ფარულია და მით უფრო ეფექტური.

ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითია ზემოთქმულის დასადასტურებლად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველივე დღეებიდან დაიწყო უსასტიკესი რეპრესიები სამღვდელო პირთა მიმართ. 1922 წელს დააპატიმრეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი /ხელაია/, რადგანაც მან მისწერა გენუის საერთაშორისო კონფერენციას, სადაც ამხილა წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობა და საბჭოთა რუსეთისთვის ძალით შეერთება 1921 წელს. პატრიარქი მალე გარდაიცვალა ციხიდან გამოსვლის შემდეგ /1925 წელს/. 1924 წელს ქუთაისში დახვრიტეს ეპისკოპოსი ნაზარი /ლეჟავა/, აჯანყებულთა თანადგომისთვის. 1924-37 წლებში განადგურებულ იქნა ქართული სამღვდელოების საუკეთესო ნაწილი, დაიკეტა და დანგრეულ იქნა მრავალი ეკლესია. იმხანად სახელმწიფოს მიზანი იყო საეკლესიო ქონების მიტაცება და ოპოზიციურად განწყობილი სამღვდელოების განადგურება, თუმცა დიდხანს ვერ მოხერხდა ეს. 50-იან, თვით 60-იან წლებში შეიძლებოდა ნახვა სამღვდელოების რიგებში ჭეშმარიტად რწმენისათვის თავდადებული, უანგარო ადამიანებისა, რომელნიც ერთგულად ემსახურებოდნენ ქრისტიანულ იდეალს. ასეთები იყვნენ, მაგალითად, პატრიარქი კალისტრატე /ცინცაძე/, მღვდლები: ალექსანდრე /გაბუნია/, პართენი და სხვანი. ისინი მტკიცედ იდგნენ რწმენაზე, მიუხედავად ყოველგვარი დევნისა და შევიწროებისა ხელისუფლების მხრივ / წამება, დაპატიმრება, შანტაჟი, თვალყურის დევნება, პროვოკაციები, ჭორის გავრცელება, ქადაგების აკრძალვა, მძიმე გადასახადები და სხვა/. მაგრამ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე უფრო ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ეკლესიის შიგნიდან გახრწნა, მის რიგებში შენიღბული აგენტების შეგზავნა /ამ პროცესს ზოგიერთნი „წითელი სამღვდელოების“ შექმნასაც უწოდებენ/.

0x01 graphic

უწმინდესი და უნეტარესი სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიეფრემ II

„წითელი სამღვდელოების“ განსაკუთრებული აქტივობა საქართველოში იწყება პატრიარქ ეფრემ II-ის განმგებლობის წლებიდან /1960-1972 წლები/, რომელმაც თავისი კომპრომისული, ოპორტუნისტული ქმედებებით ხელი შეუწყო სახელმწიფოს, სულ უფრო და უფრო ჩარეულიყო საეკლესიო საქმეებში. „წითელი სამღვდელოების“ გააქტივებამ გამოიწვია არნახული მორალური გახრწნა სასულიერო პირთა რიგებში. თვით პატრიარქი ეფრემ II ეწეოდა სიმონიას, ე.ი. საეკლესიო თანამდებობებით ვაჭრობას. ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი მისი „კადრების პოლიტიკისა“. მეორეს მხრივ ამ პოლიტიკას განაპირობებდა უშიშროების კომიტეტი და მინისტრთა საბჭოს რწმუნებული რელიგიის საქმეებში დ. შალუტაშვილი, რომელიც 1974 წელს მოხსნილ იქნა თანამდებობიდან მექრთამეობისათვის /„პენსიაზე გასვლის“ საბაბით/. საერთოდ, რწმუნებული ერთგვარი ქრთამის შუამავალია მთავრობის წევრებსა და ეკლესიის მსახურთა შორის.

შალუტაშვილი მოხსნილ იქნა იმის გამო, რომ მისი მექრთამეობა გახმაურდა, ხოლო მთავრობას ეშინოდა თავის თავის კომპრომეტირებისა. ამის გამო, შალუტაშვილს დაბრალდა ყოველივე. იგი აღმოჩნდა „ვაცი განტევებისა“, ხოლო მთავრობამ ისე წარმოსახა საქმე, თითქოს შალუტაშვილი თვითნებურად იღებდა ქრთამს, მთავრობის მითითების გარეშე. სინამდვილეში იგი მხოლოდ შუამავალი იყო და აკავშირებდა ჯავახიშვილს, სირაძესა და ტირისკევიჩს /მჟავანაძის ცოლი/ ეფრემ II-სთან, დავით დევდარიანთან და გაიოზ კერატიშვილთან. შალუტაშვილის მეშვეობით სუკ-ი /სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი/ ამტკიცებდა „ეფრემ II-ის კადრებს“...

ხელისუფლების ამგვარმა პოლიტიკამ გამოიღო სერიოზული შედეგები. ეკლესიას თანდათან შეუმცირდა მრევლი, ეკლესიები იკეტებოდა ზედიზედ, 35 მოქმედი ეპარქიიდან დღეს დარჩა მხოლოდ 5. ამჟამად საქართველოში სულ 44 მოქმედი ეკლესიაა, /მაშინ, როდესაც იყო ათასზე მეტი/, აქედან თბილისში 6 ქართული ეკლესიაა, 5 რუსული და 1 სომხური. დღეს მთელ საქართველოში 100-მდე საეკლესიო პირია /ყველა თანამდებობის/, კურსებზე სწავლობს ყოველწლიურად 13 კაცი. საქართველოს ეკლესიის უკიდურეს ჩაგვრაზე და დისკრიმინაციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ დღემდე საქართველოში არ არსებობს საეკლესიო ჟურნალი, მაშინ, როდესაც ასეთი ჟურნალები არსებობს რუსეთში, სომხეთში, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში. საქართველოს ეკლესიას არა აქვს არავითარი პუბლიკაციების უფლება /გარდა კალენდრისა/, არ არსებობს სასულიერო სემინარია, ხოლო ის კურსები, რომელნიც მის მაგივრობას წევენ, ახალგაზრდებს არაფერს ასწავლიან, გარდა საეკლესიო რიტუალისა და ხუცური ანბანისა /ფიქტიურად არსებობს დანარჩენი საგნები: ეკლესიის ისტორია, საღვთო წერილი და სხვა, თუმცა ლექციები ამ საგნებში არ იკითხება/. კურსებზე სწავლობს ყოველწლიურად 13- მდე კაცი, ხოლო თითოეული გამოშვება უდრის სამ სამღვდელო პირს, რომელთაც ზემოხსენებული „შერჩევისა“ და „გამოცდილების“ შემდეგ აკურთხებენ ხოლმე მღვდლებად.

დღეს საქართველოს ეკლესიას ორმაგი საფრთხე ემუქრება. ერთი სახელმწიფოს მხრივ, რომელსაც სურს მისი მოსპობა და ყველა არსებული ტაძრების გადაქცევა მუზეუმებად ან რაიმე „სასარგებლო“ შენობებად /ბიბლიოთეკებად, სასპორტო დარბაზებად, საწყობებად და ა.შ./ რისი მაგალითებიც მრავლად არის თბილისსა და მთელ საქართველოში. მეორეს მხრივ, საქართველოს ეკლესიას ემუქრება ავტოკეფალიის, ანუ დამოუკიდებლობის დაკარგვა. ეს საფრთხე მას ემუქრება დღეს რუსული ეკლესიის მხრივ.

როგორც ცნობილია, XIX საუკუნეში რუსეთმა საქართველოს წაართვა არა მარტო პოლიტიკური, არამედ საეკლესიო დამოუკიდებლობაც. იმჟამად საქართველოში, ქართველი პატრიარქების ნაცვლად, რუსი ეგზარქოსები განმგებლობდნენ. 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა ავტოკეფალია, რომელიც განმტკიცდა საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში /1918-21 წწ./. ამჟამად კი, რუსული სამღვდელოების რეაქციონერი წარმომადგენლები, ხედავენ რა საქართველოს ეკლესიის დაძაბუნებას და დაკნინებას, კვლავ იმედოვნებენ მის ხელში ჩაგდებას.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მრავალი ნაკლისა, ეფრემ II-ს მაინც გააჩნდა საეკლესიო საქმის ცოდნა და სასულიერო განათლება, მან გამოსცა „ახალი აღთქმა“ და „ლოცვანი“.

რაც შეეხება დღევანდელ პატრიარქს, დავით V-ს, მას არ გააჩნია საშუალო განათლებაც კი, იგი არის ქვაბავაზაკი, სამღვდელო სამოსით შენიღბული. თუ რარიგ გაიკაფა მან გზა კათალიკოსის ტახტისკენ, ამაზე მოგვითხრობს პროკურორის თანაშემწის, დ. ქორიძის ცნობა და ერთ-ერთი მოწმის, თ. ჯვარშეიშვილის ჩვენება. Uნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ დღეს საქართველოს ეკლესიას მართავს არა იმდენად პატრიარქი დავით V, რომელიც ძალზე მოხუცი და ავადმყოფია, არამედ „მიტროპოლიტი გაიოზი“ /კერატიშვილი/, ნამდვილი სისხლის სამართლის დამნაშავე, სამღვდელო სამოსით შენიღბული, „წითელი სამღვდელოების“ ყველაზე უფრო ტიპიური წარმომადგენელი საქართველოში.

0x01 graphic

უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს
კატოლიკოს-პატრიარქი დავით V

1. უშიშროების კომიტეტის ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი მოქმედება: აღვირახსნილი ლოთობა, გამომძალვობა, ანგარება, სიხარბე, მრევლის წევრთა შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, რათა ამით ანტიპათია გამოიწვიონ ეკლესიაში მომსვლელი ხალხისა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების თვალში და ამით სახელი გაუტეხონ რელიგიას.

2. თვალყურის დევნება და აღრიცხვაზე აყვანა ყველა მორწმუნისა და ეკლესიაში მოსული მოქალაქისა, გამოვლენა მათი ვინაობისა, სამუშაო ან სასწავლო ადგილისა, მით უმეტეს, თუ ისინი ახალგაზრდებია. დაბეზღების წერა როგორც პატრიარქისადმი, ასევე ყველა ინსტანციებში.

3. მოქალაქეთა დეზინფორმირება ეკლესიის ნამდვილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ყოველი მოვლენის ნათელ ფერებში წარმოსახვა. მთავრობისადმი მადლიერების ხმამაღლა გამოთქმა... ყოველი მაამებლობა და მლიქვნელობა.

4. ეკლესიის ნამდვილ გულშემატკივარ მორწმუნეთა დევნა, შეურაცხყოფა, გაძევება, მათზე დანარჩენი მრევლის ამხედრება, მათთვის ცილის დაწამება, ინტრიგების მოწყობა, გაჭორვა, სახელის გატეხვა, ყოველგვარი პროვოკაციების მოწყობა, ხოლო საჭირო შემთხვევაში მათ რეპრესიაში მონაწილეობა. /ასე მაგალითად: სამების ეკლესიის გუნდის ხელმძღვანელი ვალენტინა ფაილოძე, რომელიც დაურიდებლად ამხელდა ქვაბავაზაკთა დანაშაულებებს, პატრიარქ დავით V-ისა და გაიოზ კერატიშვილის ოფიციალური დაბეზღების საფუძველზე, დააპატიმრა უშიშროების კიმიტეტმა 1974 წელს/.

5. მართლმადიდებლური რიტუალების შემოკლება, დამახინჯება და გამასხარავება, განსაკუთრებით კი ნათლობის რიტუალისა /ასე მაგალითად: დიდუბის ეკლესიაში ეპისკოპოსი გიორგი ნათლობის დროს ყოველგვარ ტაკიმასხარაობას სჩადის, რათა არასერიოზული განწყობილება შეუქმნას ეკლესიაში მომსვლელებს, ხოლო დიდუბის ეკლესიის მღვდელი რომანოზი /ბიბილაშვილი/ უკიდურესად მთვრალი ატარებს რიტუალებს, თავშეუკავებლად ღრიალებს ხალხის თანდასწრებით, ეკლესიაში გახსნილი აქვს პრიტონი და ლოთების თავშესაყრელი ადგილი, რაზედაც მას არავინ სჯის/.

6. ქადაგებაზე უარის თქმა, რელიგიის შესახებ საუბრისათვის თავის არიდება, როდესაც ვინმე შეკითხვებს იძლევა. საერთოდ, არასერიოზული დამოკიდებულება რელიგიისადმი, საქმოსნური და ანგარებიანი განწყობილებების განზრახ ჩვენება ხალხისათვის.

აი, „წითელი სამღვდელოების“ ძირითადი ნიშან-თვისებანი.

როგორც ცნობილია, საბჭოურმა კონსტიტუციამ გამოაცხადა სინდისის თავისუფლება და აგრეთვე თავისუფლება როგორც რელიგიური, ისე ანტირელიგიური პროპაგანდისა. მიუხედავად ამისა, თბილისში აღდგომის დღესასწაულზე 1973, 74, 75, 76 წლებში მილიციისა და კომკავშირის მუშაკთა გაერთიანებული რეიდები აკავებდნენ სალოცავად მოსულ ახალგაზრდებს და მიჰყავდათ იქვე მახლობლად გახსნილ „შტაბებში“ დასაკითხად. მიუხედავად საქართველოს სამღვდელოების არნახული მორალური გახრწნისა, მაინც დარჩა რამდენიმე სამღვდელო პირი, რომელნიც დაუპირისპირდნენ „წითელი სამღვდელოების“ მოქმედებას, როგორც ჭეშმარიტი და ერთგული ქრისტიანები. მრევლშიც შეგვხვდება ასეთი ადამიანები. თუმცა უშიშროების კომიტეტისა და „წითელი სამღვდელოების“ მესვეურნი ყოველნაირად ცდილობენ მათ დაშინებასა და საზოგადოებისგან იზოლირებას. მთავრობა ცდილობს აგრეთვე, რომ ისინი გააძევოს პერიფერიებში.

ერთ-ერთი ასეთი მღვდელი, ვიქტორ შალამბერიძე 1974 წელს გახდა მსხვერპლი ავტოკატასტროფისა, რომელიც მას მოუწყეს.

ამ არნახულმა დანაშაულებმა და გარყვნილებამ, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ეკლესიაში, მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება და მრავალი პიროვნების თხოვნითა და განცხადებებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დამნაშავეთა წინააღმდეგ. თუმცა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ალ. ინაურისა და სხვების აქტიური ჩარევით ეს საქმე შეჩერებულ იქნა.

დამნაშავენი ჯერაც არ არიან დაპატიმრებულნი. ჩეკისტები ემუქრებიან მოწმეებს და ურჩევენ გაჩუმებას. 1974 წელს დააპატიმრეს ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვ. ფაილოძე და მიუსაჯეს წელიწად-ნახევარი „საბჭოთა წყობაზე ცილისწამებისათვის“, ხოლო 1975 წელს დააპატიმრეს ისტორიკოსი თ. ჯვარშეიშვილი.

დანარჩენ ფაქტებს უშიშროების კომიტეტის „მოღვაწეობის“ შესახებ ქართულ ეკლესიაში გვამცნობენ ქვემოთ გამოქვეყნებული დოკუმენტები:

საქართველოს კომუნისტური პარტიის
ცენტრალური კომიტეტის
ცნობა

საქართველოს საპატრიარქოში მომხდარი დანაშაულების შესახებ/

ქ. თბილისის კიროვის სახელობის რაიონის პროკურატურის წარმოებაში იმყოფება მოწმეების მასალები საქართველოს ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესიის და საპატრიარქოს მდგომარეობის შესახებ.

შემოწმებას საფუძვლად დაედო ქრისტეს მორწმუნეთა მრავალრიცხოვანი საჩივარი განმარტებანი, რომლებიც მითითებულია ქართული ქრისტიანული ეკლესიის გადაგვარების გზაზე დადგომისა და იმის შესახებ, რომ საპატრიარქოდან დატაცებულ იქნა დიდი ოდენობით ქონება, ძვირფასი საეკლესიო ნივთების: ხატების, ჯვრების, პანაღიის, ბარძიმ-ფეშხუმის, ბიბლიოთეკის, ფულის, ნახატი სურათების და სხვა სახით: მათ შორის ფასეულობისა, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდათ და საუკუნეების მანძილზე ინახებოდა, როგორც ერის კუთვნილი სიმდიდრე.

შემოწმების პერიოდში გამოკითხულ იქნა მრავალი პირი, როგორც ეკლესიის მსახურნი, ასევე მორწმუნეები, დაინტერესებულნი ეკლესიის ბედით. გარდა ამისა, ამოღებულ იქნა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებსაც მტკიცებითი ძალა აქვთ.

აღნიშნულ პირთა განცხადებებით, იმის შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს პატრიარქი ეფრემ II გარდაიცვალა და მისი ადგილი დავით V-მ, ხარიტონ ჯიბრაელის ძე დევდარიანმა დაიკავა, ქართული ეკლესია გახრწნის გზას დაადგა, კერძოდ: რიგ ეკლესიებში ახალი პატრიარქის მიერ დაბრუნებულ იქნენ ანგარებითი ქმედებისათვის, გარყვნილებისათვის, ლოთობისათვის და სხვა დანაშაულებისათვის ეკლესიიდან ადრე განდევნილი პირები, რომლებიც განაგრძობდნენ აღნიშნულ საქციელს, რაც ღვთის მსახურისათვის განსაკუთრებით მიუღებელია.

0x01 graphic

ილია შიოლაშვილი

წირვა და გალობა ეკლესიებში, ძირითადად, რუსულ ენაზე მიმდინარეობს, რაც წარმოადგენს ცდას ქართული ეკლესიისათვის დამოუკიდებლობის დაკარგვისა და მისი კვლავ რუსეთის ეკლესიისადმი დამორჩილებისა.

ამჟამინდელი კათალიკოს-პატრიარქის, დავითის თანამდებობაზე დადგომა არაკანონიერ ვითარებაში მოხდა:

ეფრემ II სიცოცხლეში, მორწმუნეებთან პირადი საუბრის დროს და ასევე საჯაროდაც, ყოველთვის აცხადებდა, რომ ერთადერთი პირი, რომელმაც ის უნდა შეცვალოს, არის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი. ამ უკანასკნელს უმაღლესი საერო და სასულიერო განათლება აქვს, ამასთან, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, არის ახალგაზრდა, სარგებლობს დიდი ავტორიტეტით და პატივისცემით როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების მორწმუნეთა შორის.

სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ეფრემ II-მ დაწერა ანდერძი, რითაც სინოდის წინაშე სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქის კანდიდატად ილია შიოლაშვილს აყენებდა. ეს ანდერძი განადგურებულ იქნა ხარიტონ დევდარიანისა და მისი მომხრეების მიერ, რის მაგივრად დევდარიანის სახელზე შედგა ახალი ყალბი ანდერძი და სინოდზე ეს ანდერძი იქნა განხილული.

სინოდის სხდომა 1972 წლის 7 აპრილს, ეფრემ II-ის გარდაცვალებიდან ორი საათის განმავლობაში იქნა მოწვეული ხარიტონ დევდარიანის მიერ. სხდომის ასე დაჩქარებით მოწვევა სხვა არაფრით იყო გამოწვეული, გარდა ხარიტონ დევდარიანის კათალიკოსის მოსაყდრედ სასწრაფოდ გახდომისა. მიზეზი ამისა ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ კათალიკოსის მოსაყდრედ /კანდიდატად/ სინოდის სხდომაზე ილია შიოლაშვილი არ დაესახელებინა ვინმეს.

სინოდის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად არ იქნენ მოწვეული მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი და ეპისკოპოსი რომანოზ პეტრიაშვილი, რაც დაუშვებელი იყო

ამრიგად, აღნიშნულ დღეს სინოდის სხდომაზე, საქართველოს კათალიკოსის კანდიდატის „არჩევნებში“ მონაწილეობა მიიღეს: ხარიტონ დევდარიანმა, ბიძინა კერატიშვილმა და ზინობი მაჟუგამ. სხდომას აგრეთვე, როგორც ეკლესიის საქმეთა რწმუნებულ დ. შალუტაშვილის წარმომადგენელი, სათათბირო ხმით ესწრებოდა ილია ჭეიშვილი. ყოველივე ეს საეკლესიო დებულების აბუჩად აგდებას წარმოადგენდა, რადგან ხარიტონ დევდარიანი თავისი კანდიდატურის სასარგებლოდ ხმას ვერ მისცემდა და ამის შემდეგ საარჩევნო ხმის უფლებით დარჩა მხოლოდ „ამომრჩევი“...

სინოდის სხდომის ოქმზე, როგორც გამოირკვა, ხელი შემდეგ მოაწერინეს ეპისკოპოს რომანოზ პეტრიაშვილს, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ზინობი მაჟუგას, ასევე რომანოზ პეტრიაშვილს, კათალიკოსობის ცრუ კანდიდატმა დავითმა, საეკლესიო კრების მიერ კათალიკოსად მის არჩევამდე ორივეს თვითონ მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება, რისი უფლებაც არ ჰქონდა.

ჩემ მიერ მასალებზე დასართავად, საპატრიარქოდან ოფიციალურად იქნა გამოთხოვილი სინოდის 1972 წლის 7 აპრილის სხდომის ოქმი, მაგრამ ეს დოკუმენტი არ გადმოგვიგზავნეს. პატრიარქმა დავით V-მ, მის მიერ ხელმოწერილ პასუხში მიუთითა, რომ „...სინოდის სხდომის ოქმს ვერ გაახლებთ, რადგან მისი დედანი, სხვა საბუთებთან ერთად, საპატრიარქო კანცელარიიდან მოიპარეს და ჩვენთან აღარაა „...

იმ პირთაგან, რომლებმაც თავიანთი ბნელი წარსულის შემდეგ მოახერხეს ეკლესიისათვის თავის შეფარება, ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს სიონის ახლანდელი ეპისკოპოსი, წილკნის ეპარქიის მმართველად წოდებული, გაიოზ /ბიძინა ტიტიკოს ძე/ კერატიშვილი

ჯერჯერობით გარკვეული არ არის, როგორ შეძლო კერატიშვილმა ეფრემ II-ის დაყოლიება ყველაფერზე, მაგრამ დადგენილია, რომ ეფრემმა იგი 1971 წლის ნოემბერში ბერად აღკვეცა, იმავე წლის დეკემბერში ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდელ-მონაზვნად აკურთხა, ხოლო 1972 წლის 26 მარტს, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ლოგინიდან ადგა, თვითონ ჩაატარა წირვა და ბიძინა კერატიშვილი ეპისკოპოსად აკურთხა. ამის შემდეგ იგი სრული ბატონ-პატრონი გახდა საქართველოს საპატრიარქოსი, ვინაიდან 1971 წლის ბოლო თვეებიდან ეფრემი, მძიმე ავადმყოფობის გამო, ლოგინზე იყო მიჯაჭვული და საქმეებს ვერ განაგებდა.

0x01 graphic

საპატრიარქოს გაძარცვაც, ძირითადად, ეფრემ II-ის გარდაცვალების დღეებში მოხდა. დატაცებულ იქნა არა მარტო საპატრიარქოს დიდძალი ქონება, რაც სახელმწიფოს საკუთრებად ითვლებოდა, არამედ თვით ეფრემ II-ის კუთვნილი ძვირფასი ნივთები, ბიბლიოთეკა, ნაშრომები, დიდი ოდენობით ფული და სხვა. გაძარცვის წინ სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო, აღეწერათ საპატრიარქოს ქონება და ამ მიზნით თხოვნით მიმართა მინისტრთა საბჭოს რელიგიის საქმეთა რწმუნებულს, დ. ა. შალუტაშვილს, მაგრამ მას ამ მიმართულებით რაიმე რეაგირება არ მოუხდენია. გარდა ამისა, იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოდან წმინდა ნინოს პანაღია დაიკარგა, მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილის განკარგულებით დაილუქა საპატრიარქოს რამდენიმე ოთახი და სეიფები, მაგრამ კერატიშვილმა შეძლო დაეყოლიებინა ეფრემ II ლუქების ახსნაზე. იმის გამო, რომ საპატრიარქოს ქონება აღრიცხული არ იყო და კონკრეტულ პირს არ ჰქონდა ჩაბარებული, შეუძლებელი გახდა იმის გარკვევა, თუ რა რაოდენობის ქონება იქნა დატაცებული. დადგენილია მარტო ის, რომ საპატრიარქოში ყველაფერი ბიძინა კერატიშვილის ხელში იყო მოქცეული და მისი შეკითხვის გარეშე საპატრიარქოში ავადმყოფ ეფრემთან მისი ნათესავებიც კი ვერ შედიოდნენ...

ქ. თბილისის კიროვის სახ. რაიონის
პროკურორის თანაშემწე, იუსტიციის
უფროსი მრჩეველი /.ქორიძე/

. თბილისის კიროვის სახ. რაიონის
პროკურორის თანაშემწეს,
ამხ. . ქორიძეს
თეიმურაზ აკაკის ძე ჯვარშეიშვილის
/მცხ. წერეთლის გამზ. 79, ბინა 51,
განათლებით ისტორიკოსი/

ახსნა-განმარტება /საპატრიარქოს გაძარცვის გამო/

...ხალხისთვის თვალის ასახვევად ბიძინა კერატიშვილმა თავს იდვა მისივე ბოროტმოქმედების შედეგად სასიკვდილოდ განწირული სულთმობრძავი კათალიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ს „მოვლა-პატრონობა“, სინამდვილეში კი ათასგვარი დანაშაულებრივი ხრიკების გამოყენებით, მან თავიდან მოიშორა ყველა მისთვის არასაიმედო სასულიერო და საერო პირი და თავისი დამქაშების დახმარებით მიაღწია რა მოქმედების მთლიან თავისუფლებას, ზემოჩამოთვლილ ნაძირალებთან ერთად გატეხა რა საპატრიარქო საგანძურის სეიფი, გაიტაცა და მიითვისა უდიდესი ისტორიული ღირებულების მქონე ფასდაუდებელი განძი. იმ ღამეს ქართველი ერის ისტორიაში ერთერთი ყველაზე უფრო უმძიმესი, უსაშინლესი და უსაზიზღრესი დანაშაული მოხდა. გატაცებული, მითვისებული და დამსხვრეულდანაწილებული იქნა ქართული ხელოვნების ის უძვირფასესი ნიმუშები, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე მილიონობით ქართველი მამულიშვილის სიცოცხლის ფასად დაცული და გადარჩენილი იქნა თვით სისხლისმსმელი მურვან-ყრუს, თემურლენგის, შაჰ-აბასის, აღა-მაჰმად ხანის და ჩვენი ერის სხვა მრავალი დაუძინებელი მტრის ხელყოფისაგან. ასე განადგურდა წმ. ნინოს, მირიან მეფის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლე II-ის და სხვა მრავალი სახელოვანი ქართველი მამულიშვილის მიერ საპატრიარქოს საგანძურისადმი შეწირული ფასდაუდებელი, პატიოსანი თვლებით შემკული და ოქრო-ვერცხლით შეჭედილი ხატები, სამკაულები, ნივთები, ტანსაცმელი, ხელსაწყოები, წიგნები და სხვა მრავალი ძვირფასეულობა.

ამ გაუგონარი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ბიძინა კერატიშვილმა საპატრიარქო ქონების აღმნუსხველი ისტორიული წიგნი დავთრიდან ამოხია და გაანადგურა ის ფურცლები, რომლებზეც ჩამოთვლილი იყო მის მიერ გატაცებული განძეულობა. ამის შემდეგ მან გატეხა დალუქული საანდერძო სეიფი, რომელშიც მდებარე ანდერძი დახია და მის მაგივრად საკუთარი ხელით შეადგინა „პატრიარქის“ ანდერძი, რომლის თანახმად პატრიარქის თანამესაყდრე გახდა მისთვის სასურველი პირი, მიტროპოლიტი დავით დევდარიანი, რომლის კანდიდატურა დიდ იმედებს აძლევდა მის შორსგამიზნულ ვერაგულ გეგმებს...

0x01 graphic

... ვიქტორ შალამბერიძის თქმით, ბ. კერატიშვილის გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ილია შიოლაშვილმა და სინოდის სხვა წევრებმა მიმართეს დ. შალუტაშვილს, დასწრებოდა საპატრიარქოს განძეულის აღწერას და დალუქვას, მაგრამ მან წაიყრუა თავი. მაშინ ილია შიოლაშვილმა მაინც შეადგინა სინოდთან არსებული კომისია, რომელმაც სასწრაფოდ აღწერა და დალუქა-დაბეჭდა საპატრიარქოს საგანძური. ამის საპასუხოდ ბ. კერატიშვილმა გადაწყვიტა, თავისი დამქაშების დახმარებით, გაეტეხა პატრიარქის საანდერძო სეიფი, რათა გაეგო, თუ ვინ იყო თანამოსაყდრედ დატოვებული. ამ საქმეში მან გადაწყვიტა, მოქრთამვით ჩაეთრია ეფრემ IIის ძმისშვილი კარლო სიდამონიძე, რომლის ჩვენების მიხედვით, ბ. კერატიშვილმა და პ. ობოლაძემ მას სთხოვეს, მონაწილეობა მიეღო საანდერძო სეიფის გატეხვაში და იმ შემთხვევაში, თუ ანდერძის თანახმად თანამესაყდრედ დატოვებული იქნებოდა მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი, დაეხიათ და სხვა შეედგინათ. კარლო სიდამონიძე წინ აღუდგა ამ უმძიმეს დანაშაულს და მტკიცედ განაცხადა, რომ მას არავითარი უფლება არ ჰქონდა ჩარეულიყო ამ სამარცხვინო ამბავში, რადგან კანონის თანახმად მხოლოდ სინოდის წევრებს აქვთ იმის უფლება, ერთად გახსნან საანდერძო სეიფი და ხალხს თანამესაყდრის ვინაობა აცნობონო... ბ. კერატიშვილი ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე შეეცადა კარლო სიდამონიძე დაეყოლიებინა და მოექრთამა იმისთვის, რომ მოწმედ დასდგომოდა მას იმ ამბავში, თითქოს პატრიარქის მიერ იყო მისთვის ნაჩუქარი, სინამდვილეში კი მის მიერ იყო მოპარული ფასდაუდებელი, პატიოსანი ქვებით შემკული და ოქრო-ვერცხლით მოჭედილი საპატრიარქო კვერთხი, მიტრა, ოქროს დიდი ჯვარი და სხვა უძვირფასესი ნივთები. ეფრემ II-ის ძმისშვილი ძლიერ აღაშფოთა ამ თავხედურმა, გაუგონარმა მოთხოვნამ და კისრისტეხით გამორეკა ისინი სახლიდან ქუჩაში...

ამ ჩავარდნით შეშფოთებულმა ბ. კერატიშვილმა სასწრაფოდ მოიწვია ზემოთ ჩამოთვლილი ნაძირალები, დამცველებად უშიშროების აგენტები და შალუტაშვილი მოიხმო და ერთად შეიმუშავეს მოქმედების გეგმა და მოახდინეს ეფრემ II-ისა და მთელი მისი რეზიდენციის არასასურველ პირთაგან იზოლაცია. მან ხელში ჩაიგდო საპატრიარქოს ყველა ოთახისა და სეიფის გასაღებები, კონტროლი და მეთვალყურეობა დააწესა ეფრემ II-ის ყველა ნათესავზე და როდესაც მდგომარეობის სრული ბატონ-პატრონი გახდა, საგანგებოდ მოიწვია ექიმი მირიანაშვილი და შეუდგა პატრიარქის „გადარჩენას“...

კერატიშვილმა ზემოთ ჩამოთვლილ ბოროტმოქმედთა დახმარებით გატეხა საპატრიარქოს განძეულის სეიფი, ეფრემ II-ის სიკვდილის ღამეს...

საგანძურის გატეხვასთან დაკავშირებით ბ. კერატიშვილმა სასწრაფო დეპეშით საგარეჯოდან გამოიძახა ძმა, რომელიც უმალვე ჩამოვიდა მანქანით თბილისში ამ დანაშაულში დახმარების გასაწევად. მოწმეების დაკითხვის დროს ერთ-ერთმა, კერძოდ ვალენტინა ფაილოძემ განაცხადა, რომ ეს დეპეშა კიროვის რაიონის პროკურორის მოადგილე დავით ქორიძესთან არის, რომელმაც ძიების დროს აღმოაჩინა იგი ფოსტა-ტელეგრაფში. ამ მოწმის თქმით, მხილებულ იქნა ბ. კერატიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამონაწილე, ბოროტმოქმედი ნინო ჯალიაშვილი; ვალენტინა ფაილოძემ პირადი ინიციატივით, ხელზე გატანებული უწყებით მოახერხა კახეთის შორეული სოფლიდან ნინო ჯალიაშვილის ჩამოყვანა და მახვილგონივრული მოქმედებით დავით ქორიძის წინაშე გამოტეხა. ამ მოწმის თქმით: ნინო ჯალიაშვილმა აღიარა, რომ სეიფის გატეხვის შემდეგ, ბ. კერატიშვილის ბრძანების თანახმად, საპატრიარქოდან პირველად ორი ჩემოდანი განძი გაატანეს „მისთვის უცნობ“ რუსებს, რომლებიც ვიქტორ შალამბერიძისა და ავთო სიხარულიძის თქმით, სინამდვილეში, შალუტაშვილის და თვალხელიძის მიერ გამოგზავნილი აგენტები იყვნენ. მოწმეების თქმით, ნინო ჯალიაშვილმა „ყოველი შემთხვევისთვის“ ჩაიწერა და დაიმახსოვრა ამ მანქანის ნომერი. ორი ჩემოდანი განძი, რომელიც ბოროტმოქმედი მღვდლების წილი იყო, ბიძინა კერატიშვილის ბრძანებით გამოიტანა გიორგი ტერზიევმა, რომელმაც გაიტაცა და გადამალა იგი.

ვიქტორ შალამბერიძისა და ავთანდილ სამხარაძის ჩვენებით, განძის გატაცების შემდეგ ბ. კერატიშვილმა ხელში ჩაიგდო ილია შიოლაშვილის მიერ მოწვეული სინოდის წევრთაგან შემდგარი განძის აღმწერი კომისიის დასკვნა-აღწერილობა და ამოიღო სიიდან ი. შიოლაშვილისა და ვ. შალამბერიძის გვარები, რითაც მოუსპო მათ საშუალება დაემტკიცებინათ, რომელი ნივთები იყო გატაცებული სეიფიდან. ამის შემდეგ ბიძინა კერატიშვილმა თავისი ხელით ამოხია განძის აღმნუსხველი ისტორიული დავთრის ფურცლები, რომლებშიც აღნიშნული იყო მის მიერ გატაცებული ძვირფასეულობა, რითაც იგი შეეცადა მთლიანად წაეშალა დანაშაულის კვალი, მაგრამ საბედნიეროდ მოწმეებმა, მათ შორის ავთანდილ სამხარაძემ, რომელიც შეუმჩნევლად თვალყურს ადევნებდა მათ ბოროტმოქმედულ საქმიანობას, ნახა ამ ამოხეული ფურცლების ნახევები და ნარჩენები. ავთო სამხარაძემ გამოიძია ეს ამბავი და მასალები შეაგროვა ბოროტმოქმედთა სამხილად...

შემდეგ ბ. კერატიშვილმა გატეხა საანდერძო სეიფი, დახია პატრიარქის ანდერძი, რომლის თანახმად, როგორც მოწმეები ვარაუდობენ, თანამოსაყდრე ილია შიოლაშვილი უნდა ყოფილიყო და თავისი ხელით შეადგინა ყალბი ანდერძი, რომელსაც ხელი მოაწერა ეფრემ II-ის მაგივრად, მის ხელწერას მიმსგავსებული კალიგრაფიით და ბეჭედიც დაარტყა. ამ ყალბი ანდერძის თანახმად, თანამოსაყდრე გახდა დავით დევდარიანი, რადგან „ანდერძში“ საკუთარი თავის ჩაწერა თავის თავის გაყიდვასა და ხალხის აჯანყებას გამოიწვევდა. ბ. კერატიშვილმა საგანგებოდ შეაჩერა არჩევანი ამ სუსტ პიროვნებაზე, რომლის თავის ნება-სურვილზე თამაში და გამოყენება მისთვის უადვილესი საქმე იქნებოდა...

ეს ზემოთ აღწერილი ამბავი ვიქტორ შალამბერიძემ მომიყვა. ეფრემ II-ის სიკვდილისთანავე ბ. კერატიშვილი დაუკავშირდა წინდაწინვე გაფრთხილებულ და მოსყიდულ ქართველი ერის დაუძინებელ და შენიღბულ მტერს, რუსეთის პატრიარქის მიერ საგანგებოდ დარიგებულ აგენტ ზინობი მაჟუგას, რომელიც უმალ გაჩნდა საპატრიარქოში და ბ. კერატიშვილის, დავით დევდარიანისა და მათი დამქაშების: თვალჭრელიძის, ბახტაძის და ბაკურაძის აგენტების დახმარებით „გახსნეს“ საანდერძო სეიფი და „ეფრემ-II-ის ანდერძის“ თანახმად თანამოსაყდრედ დავით დევდარიანი აღიარეს. დავით დევდარიანმა მადლიერების ნიშნად ამ „ოპერაციის“ მონაწილე ყველა დიდი თუ პატარა ბოროტმოქმედი გულუხვად დააჯილდოვა ძვირფასი ძღვენითა და უთვალავი ფულით.

ამის შემდეგ ბოროტმოქმედებმა განზრახ ატეხეს პანიკა: ვიღაცას საპატრიარქოს საგანძური გაუტეხია და გაუძარცვავსო და მყისვე ეს მძიმე დანაშაული თავის მოწინააღმდეგე მღვდლებს დააბრალეს. კერატიშვილმა სასწრაფოდ აცნობა ამის შესახებ მის ფარულ თანამონაწილეს, საეკლესიო საქმეთა რწმუნებულს, დ. შალუტაშვილს და ისიც სასწრაფოდ გამოცხადდა საპატრიარქოში, აღწერა სეიფი, დარჩენილი ძვირფასეულობა და დალუქა. ვიქტორ შალამბერიძის თქმით, როცა მან საგანძური ნახა, გულზე შემოეყარა, ყველა უძვირფასესი განძი ეტყობა სპეციალურად გადაარჩიეს, შეაფასეს და გაიტაცესო. ხოლო სეიფში შედარებით უმნიშვნელო ღირებულების ძვირფასეულობა ჰქონდათ დატოვებული მძარცველებს. მისი თქმით, განძის აღმნუსხველ დავთარში სწორედ ის ფურცლები იყო შერჩეული და ამოხეული, რომლებზეც ყველაზე უძვირფასესი განძი იყო აღნიშნული. 1972 წლის 6 აპრილს, ღამით, ყველა ამ მძიმე დანაშაულს ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა. აშკარა იყო, რომ ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობდა წინასწარ კარგად მომზადებული არამზადების მთელი ბანდა. რაც შეეხება დ. შალუტაშვილისა და მისი აგენტების მოღვაწეობას, გატეხილი და გაძარცული სეიფის „შემოწმების“ შემდეგ მან შეგნებულად, ყოველნაირად მიაფუჩეჩა და მიჩქმალა ეს საქმე და ზემოჩამოთვლილი დახელოვნებული აგენტების დახმარებით მოსპო ბევრი მატერიალური დამამტკიცებელი მასალები, ფაქტები და კვალის პირწმინდად წაშლას შეეცადა.

ვიქტორ შალამბერიძის თქმით, ბიძინა კერატიშვილი უმალ დაუკავშირდა და დაუახლოვდა სამგლოვიარო ცერემონიალზე ჩამოსულ სომხეთის პატრიარქ ვაზგენ I-ს, უკრაინის ეგზარქოსისა და რუსეთის პატრიარქის, პიმენის წარმომადგენლებს. ამ ეშმაკმა და გაქნილმა დიპლომატებმა ხელად აუღეს ალღო ამ სიტუაციას და ყოველგვარი დახმარება აღუთქვეს და გაუწიეს კიდევაც მათი ვერაგული მიზნებისთვის ზედგამოჭრილ დევდარიანს საპატრიარქო ტახტზე ასვლაში. დავით დევდარიანმა არ დააყოვნა და მადლობის ნიშნად ვაზგენ I-ს თანხმობა განუცხადა და შეჰპირდა საქართველოში ოთხი სომხური ეკლესიის გახსნას. პიმენის ხალხს კი ავტოკეფალიის უარყოფისა და ქვეშევრდომობაში შესვლის იმედი მისცა...

ამ მძიმე და რთულ სიტუაციაში პატრიოტი მორწმუნეები და მოქალაქეები მიხვდნენ, თუ რა დიდი საფრთხე შეექმნა ქართულ ეკლესიას და ენერგიულად წინ აღუდგნენ ბ. კერატიშვილსა და დ. დევდარიანს. ამ კრიტიკულ სიტუაციაში ცკ-ს პირველი მდივნის, ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის ცოლის უმკაცრესი ბრძანებითა და საგანგებო დავალებით დაცვის უფროსი თვალჭრელიძე, ბახტაძე, ბაკურაძე და შალუტაშვილი პირველად ხელმძღვანელობდნენ ბ. კერატიშვილისა და დ. დევდარიანის დაცვის უზრუნველყოფას, მათმა აგენტებმა ადვილად მოახერხეს ხალხის დაშინება, გაჩუმება, დასჯა, გარეკვა: შანტაჟითა და სამსახურიდან გაგდების შიშით, ეკლესიებში შესვლისათვის დაჭერით და პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში გამოჭენებით...

სწორედ ამ ზემოთ ჩამოთვლილი ხალხის დახმარებით ბ. კერატიშვილმა და დ. დევდარიანმა თავიანთი დამქაში ბოროტმოქმედებისაგან შეადგინეს „წმინდა სინოდი“ და 1972 წლის 2 ივლისს მოაწყეს მეთერთმეტე საეკლესიო კრება, რომელზედაც კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი დავით V დევდარიანი. ეს სამარცხვინო კრება, როგორც უნდოდათ, ისე წარმართეს დამნაშავეებმა და მათმა მფარველებმა - თვალჭრელიძემ, ბახტაძემ, ბაკურაძემ და შალუტაშვილმა, რომელთაც თავის მხრივ ხელმძღვანელობდა და მფარველობდა ცკ-ს I მდივნის, ვასილ პავლეს ძე მჟავანაძის ცოლი...1

_____________________

1. სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ს. №7726, ტ. №18, ფურც. 19-58.

The Robbing of the Patriarchal
Depository

nino kipshidze

The case of Zviad Gamsakhurdia and Merab Kostava contains a very interesting issue relating to the condition of the Georgian Orthodox Church. The materials about this issue were widely published in the underground newpaper Sakartvelos Moambe („The Georgian Messenger”). The articles and witnesses' testimonies concerning the falsification of the Catholicos-Patriarchs' last will and the stealing of the patriarchate depository were published in the Sakartvelos Moambe issue №1 in 1976. Although this is a very delicate issue, we cannot avoid bringing it up. For this reason, in The Archival Bulletin fall №12 we present the 1976 Sakartvelos Moambe article reflecting the condition of the Georgian Orthodox Church in the 1970s in full (The style of the documents is preserved).

Condition of the Georgian Orthodox Church

„According to the Soviet Constitution, the Georgian Church is absolutely independent from the state. The government does not have the right to interfere in the affairs of the church and the church does not have right to interfere in the affairs of the state. Although the church does not breach this regulation, it was subordinated to the state. The government rudely interfered in the affairs of the church. No cultural or agricultural institutions are under such strict control of the government as is the church. Furthermore, this control is unofficial, secret and thus, more effective.

The most demonstrative example of this is the present condition of the Georgian Orthodox Church.

As soon as the Soviet System had been established in Georgia, religious figures found themselves facing the harshest repressions. In 1922, the Catholicos-Patriarch of All Georgia, Ambrose (Khelaia) was arrested for a memorandum that he sent to the Genoa Conference in which he described the conditions in Georgia since the Red Army invaded in 1921. He protested in the name of the people of Georgia against Soviet occupation, against the deprivation of the people's rights, and demanded the intervention of civilized humanity to oppose the atrocities of the Bolshevik regime. In 1925, the Patriarch was released from prison and died soon afterwards. In 1924 the Bishop Nazari (Lezhava) was executed for supporting the anti-Soviet rebellion of that year. During 1924-1937 many Georgian religious figures were executed and many churches were closed or demolished. The major aim of the government was to seize all of the church depositories and to destroy all religious figures who were opposing the state. This goal took a long time to accomplish. In the 1950s and 1960s there were many religious figures who truly served Christian ideology, such as the Catholicos-Patriarch of All Georgia Kalistrate (Tsintsadze), the priests Alexandre (Gabunia), Parten and others. In spite of widespread repressions they did not change their beliefs. Torture, arrest, blackmail, control, provocations, slander, blackouts during church services, high taxes and other methods were used against them. But the most effective method turned out to be subverting the church from within. This process is referred to as the creation of the „Red Clergy”.

The Red Clergy became more active during the time of the Catholicos-Patriarch of All Georgia Ephrem II (1960 - 1972). He very often made compromises and opportunist settlements and thus he assisted the government in interfering in the affairs of the church. Many religious figures were horrified by this. Catholicos Patriarch Ephrem II himself was involved in simony, which is the act of

paying for sacraments and holy offices or for positions in the church hierarchy. This was supervised by a KGB and Council of Ministers lawyer named D. Shalutashvili. In 1974 he was removed for bribery. Officially it was announced that he retired. In general, lawyers serve as bribery mediators between state officials and religious figures.

Shalutashvili was discharged because an act of bribery had been exposed and the government was afraid to discredit itself, and for this reason, Shalutashvili had to take the fall and was made a scapegoat for this incident. Actually, Shalutashvili was a bribery mediator between Javakhishvili, Siradze, Tiriskevich (Mzhavanadze's wife) and Ephrem II, David Devdariani and Gaioz Keratishvili. Through the help of Shalutashvili, the KGB appointed the staff of Ephrem II...

The result of such policies is a disaster. Church attendance is decreasing, and more and more churches are closing every day. There are only five eparchies left out of thirty-five. Nowadays there are forty-four active churches in Georgia, including six churches in Tbilisi, five Russian and one Armenian. There are about a hundred clerics in Georgia and al of them hold positions. Another demonstration of discrimination against the Georgian church is the fact that a religious journal is not issued in Georgia as it is in Russia, Armenia, Baltic States and Ukraine. The Georgian church does not have the right to issue periodicals except for a calendar. There is no clerical seminary in the country. There are only clerical courses where religious rituals and the church alphabet are taught. Every year only thirteen people study in these courses. At the end of the year, only three people are consecrated as priests.

Nowadays the Georgian church is under even greater danger. On one side the government wants to degrade it and does its best to convert the churches into museums or into „more useful” buildings, such as libraries, gyms or depots. Another noteworthy fact is that the Georgian church is facing the threat of losing its autonomy. This threat comes from the Russian church.

As it is known, in the 19th century Georgia lost its political and religious freedoms. The Georgian Catholicos- Patriarchs were replaced by Russian Exarches. After the 1917 February revolution, the Autocephaly of the Georgian church was restored. The church consolidated its position during the years of independence (1918-1921). Nowadays Russian religious figures understand the precarious situation of the Georgian church and they are doing their best to recapture it.

Noteworthy is that despite Ephrem II's many flaws, he had areligious education. He published the New Testament and a prayer book.

As for the present Patriarch David V, he did not receive a religious education. Furthermore, he is an undercover government agent. The testimonies of the prosecutor's assistant, D. Koridze and the witness T. Jvarsheishvili expose him. It is significant that nowadays the Georgian church is not ruled by David V, who is very old and ill. The church is run by Metropolitan Gaioz (Keratishvili). He is a criminal dressed in religious clothing. Metropolitan Geioz was a typical member of the „Red Clergy” of Georgia.

These are the major characteristics of the „Red Clergy”:

1. The KGB looked for the following: hard-drinking, bribe-taking, self-interest, greediness, insulting believers, abuse and swearing. They wanted to make believers stop going to church and to disgrace religious beliefs.

2. Every believer was taken under surveillance. Their identities and places of work or study were identified.

Letters denouncing the Patriarch were written and sent to the highest levels of government.

3. The citizens were provided with false information about the conditions of the church.

4. Those who were genuine believers were insulted and expelled from churches. These people were preppresed and slanderous rumors about them were widely spread. In 1974 the KGB arrested the choir head of the Holy Church, Valentine Pailodze, who wanted to expose all the members of the Red Clergy. He was arrested on the basis of official denunciation made by patriarch David V and Gaioz Keratishvili.

5. Religious ceremonies were often shortened and made fun of. For example, these measures were taken to create an unserious attitude towards the church: Bishop Giorgi joked during christenings in the Didube Church; Priest Romanozi (Bibilashvili) was drunk while serving the liturgy. He cries loudly in the presence of the public. Although he converted the church into a shelter for drunkards, nobody punishes him.

6. Very often clerics refused to preach or to talk about religious topics. They had unserious attitudes toward Christianity. They called people for business and profitmaking activities.

As is known, the Soviet constitution declared freedom of conscience and freedom of religion, and not religious propaganda. In spite of the aforementioned, the police and the Young Communist League arrested all the believers who went to church on Easter in 1973, 1974, 1975 and 1976. The detainees were taken to the nearest „headquarters” for interrogation. There were a few priests who opposed the members of the Red Clergy. But the KGB and the Red Clergy did their best to intimidate and isolate them from society. The government tried to resettle them in the outlying districts.

Priest Victor Shalamberidze was one of the victims of this system. In 1974 he was killed in a car crash.

Society paid attention to the criminal activities that were taking place in the Georgian church. As many people appealed, a criminal case was launched against the offenders. But soon afterwards, because of interference of Georgian KGB Chairman A. Inauri and others the case was suspended.

The criminals have not been arrested yet. The Chekists threaten the witnesses and advise them to keep silent. In 1974, one of the witnesses V. Pailodze, was arrested and sentenced to eighteen months in prison for anti-Soviet propaganda. In 1975, the historian T. Jvarsheishvili was arrested.

The following documents reveal the activities carried out by the KGB:

The Central Committee of the Communist?Party of Georgia?Notice

(On crimes committed in the Georgian Patriarchate)

The testimonies of the witnesses concerning the conditions of the Georgian Orthodox Church and patriarchate are held in the Kirov regional prosecutor office.

The believers started to make complaints about the situation in the church. They said that the church depository, consisting of icons, crosses, Panayia, books, pictures and other items of historical significance, for centuries had been kept as a symbol of the nation.

Many religious figures and believers were interrogated. Further, certain documentary evidence was found.

According to the testimonies, after the Catholicos- Patriarch of All Georgia Ephrem II died and he was replaced by David V (Khariton Jibraelovich Devdariani), the Georgian church chose an incorrect path. Many former priests, who had previously been banned from serving the liturgy because of their greed, hard drinking and depravity, were allowed to return to the churches. These persons continued committing their earlier activities.

The liturgy and chant are served in Russian. Thus Moscow tries to deprive the autonomy of the Georgian church and to subordinate it to the Russian Church.

The present Catholicos-Patriarch, David, was illegally consecrated. It is how it took place:

Ephrem II has always said that Ilia Shiolashvili was his only successor. This is a person who had received higher secular and religious education. He knows a few languages. He is young and gained authority among Georgian and foreign believers.

Shortly before his death, Ephrem II wrote a will. According to this will, Ilia Shiolashvili was declared the Catholicos - Patriarch of All Georgia. This will was destroyed by Kharation Devdariani and his accomplices. The synod consulted a false will that was drawn up in favor of Devdariani.

Kharation Devdariani convened the synod two hours after the death of Ephrem II on April 7, 1972. He hastened the process as he was afraid that synod would consecrate Ilia Shiolashvili.

The Metropolitan Ilia Shiolashvili and Bishop Romanoz Petriashvili were not invited to the synod meeting, which was impropoer.

Thus, the following candidates participated in the election of Catholicos-Patriarch: Khariton Devdariani, Bidzina Keratishvili and Zinobi Mazhuga. The meeting was attended by the church attorneys, D. Shalutashvili and Ilia Cheishvili. The was a breach of the religious constitution, because Khariton Devdariani could not have voted in his favor...

Later Bishop Romanoz Petriashvili signed the protocol passed by the synod. Before the consecration, David V had granted Zinobi Mzhavia and Romanoz Petriashvili the title of Metropolitan.

I wanted to affix the protocol passed by the synod on April 7, 1972 to the materials. For this reason, I appealed to the patriarchate, but the protocol was not sent to me. This was written in a letter of Patriarch David V: „I can't give you the protocol passed by the synod because the original had been stolen along with other documents from the patriarchates' office”.

Among those persons who had a dark past and took refuges in the church noteworthy is bishop of Sioni and the head of Tsilkani eparchy - Gaioz (Bidzina Titikovich Keratishvili).

It is not known how Keratishvili managed to persuade Ephrem II, but the fact is that in November 1971 he was made a monk, in December a deacon and then a priest. On March 26, 1972, in spite of Ephrem's illness, Bidzina Keratishvili was consecrated a bishop. In the aftermath he seized control of the Georgian Patriarchate, because at the end of 1971 Ephrem II became very ill and was confined to bed. The patriarchate was robbed in the days surrounding Ephrem II death. Besides the patriarchate's depository, which was under state protection, the personal belongings of Ephram II were lost. These included valuable items, books, essays, and a great sum of money. Before the robbery the synod decided to describe the property of the patriarchate. For this reason, the synod appealed to the attorney of religious affairs of the Council of Ministers, A. Shalutashvili, but he did nothing. After the Panayia of the Saint Nino was stolen, Ilia Shiolashvili ordered that the rooms and safes of the Patriarchate be sealed. But Keratishvili managed to persuade Ephrem II to break the seals. It is not known what was lost, because the property had not been inventoried and nobody was responsible for it. It is known that everything in the Patriarchate was under Bidzina Keratishvili's control, and nobody was allowed even to visit the ailing Ephrem II.

The Tbilisi Kirov Regional Assistant of the Prosecutor,
Senior Advisor of the Justice D. Koridze”

„Explanation concerning the robbery of the Patriarchate

Addressed to the Regional Assistant of the Prosecutor
of the Kirov District of Tbilisi, D. Koridze
By Teimuraz Akakis dze Jvarsheishvili (address: 79
Tsereteli Ave. flat 51, Mtskheta, historian)

Bidzina Keratishvili „assumed responsibility” to look after the sick Ephrem II. Actually he committed many crimes to remove secular and ecclesiastic persons who hindered him. Later he broke into the safes of the patriarchate and stole many valuable things from the church. It was a night when the most terrible and miserable crime in the history of Georgia took place. After stealing the loot, he smashed it into pieces. These were valuable things that for centuries had been defended by the Georgian people from enemies such as Marwan ibn Muhammad, Timur Leng, Shah Abass, and Agha Muhammad Khan Qajar. Many valuable things were donated to the patriarchate by St. Nino, King Mirian, Vakhtang Gorgasali, David the Builder, King Tamar, Giorgi V Brtskhinvale, Erekle II and many other Georgian patriots. These precious things included gold and silver icons decorated with precious stones, jewelry, precious items, clothing, books and many other things.

Bidzina Keratishvili tore the pages from the inventory book wherein the stolen things were listed. Afterwards he broke the safe where the will of Ephrem II was kept. He took the will and replaced it with a forgery of his own creation. According to this will, the successor of the patriarch was Metropolitan David Devdariani. This was a person who would help him in his future plans.

According to Viktor Shalamberidze, in spite of B. Keratishvili's strong opposition, Ilia Shiolashvili and other members of the synod appealed to D. Shalutashvili to attend the property inventory. Shalutashvili did not accept this. Later, Shilashvili created a special commission which described and sealed the property of the patriarchate. B. Keratishvili decided to break the seals in reply. He wanted to know who was the successor of the Patriarch. He tried to involve the nephew of Ephrem II, Karlo Sidamonidze. According to his testimony, Keratishvili and P. Oboladze asked him to crack the safe, read the will and destroy it if the successor was Ilia Shiolashvili. Karlo Sidamonidze refused them flatly and said that he would not interfere. He said that the will could be opened only by synod members. B. Keratishvili did his best to bribe Karlo Sidamonidze. He wanted to give him gold and silver items and other valuable things which had been stolen from the Patriarchate. The nephew of Ephrem II became enraged and threw them out of the house.

After this failure, B. Keratishvili together with Shalutashvili and other accomplices drew up a plan of how to remove undesired persons from the patriarchate. He seized all the keys of the rooms and safes and put all the relatives of Ephrem II under surveillance. Afterwards he met doctor Mirianashvili and started to „treat” the Patriarch.

The night when Ephrem II died, Keratishvili, with the help of his criminal friends, broke into the safe of the patriarchate.

B. Keratishvili sent a telegram to his brother in Sagarejo asking him to help „investigate this crime”. The brother immediately came to Tbilisi. One of the witnesses, Valentine Pailodze, said that this telegram was kept by the deputy prosecutor of Kirov region of Tbilisi, D. Koridze, who found it in the post. According to this witness, Nino Jaliashvili was exposed as one of the accomplices of Keratishvili. Valentine Pailodze brought Nino Jaliashvili from the far village of Kakheti and stood her up against D. Koridze. Nino Jaliashvili said that after the safe had been cracked, two suitcases full of the jewelry were taken by a Russian. According to Viktor Shalamberidze and Avto Sikharulidze, these persons were agents who had been sent by Shalutashvili and Tvalkhelidze. Nino Jaliashvili wrote down the number of the car. Bidzina Keratishvili ordered Giorgi Terziev to steal and hide the suitcases, which was their share of the loot.

According to Viktor Shalamberidze and Avtandil Samkharadze, after stealing the goods B. Keratishvili seized the inventory made by the synod commission of Ilia Shiolashvili. Keratishvili erased the names of I. Shiolashvili and V. Shalamberidze from the inventory document and thus,these persons would not be able to prove what had been stolen from the safe. Bidzina Keratishvili destroyed those pages which contained information about the contents. Fortunately, Avtandil Samkharadze found the pieces of torn paper. He investigated the case and gathered evidence against the criminals.

Afterwards B. Keratishvili broke into the safe where the will of the patriarch was kept, according to which Ilia Shiolashvili was to be the successor, and replaced it with a forgery. He signed and sealed it with the name of Ephrem II. According to this false will, David Devdariani was to be the successor. He did not include his name in the will in order not to expose himself. B. Keratishvili chose Devdariani because he was a very weak person and Keratishvili would easily be able to handle him.

The aforementioned was told to me by Viktor Shalamberidze. As soon as Ephrem II died, B. Keratishvili contacted Zinob Mazhuga, who was an agent of the Russian Patriarch. Zinob Mazhuga came to the patriarchate and with accomplices B. Keratishvili: Tvalchrelidze, Bakhtadze and Bakuradze opened the safe and read the will. According to the „will of Ephrem II”, David Devdariani was to be the successor of the Patriarch. By way of gratitude, Devdariani gave presents to each of the participants of the activity.

They then spread the news that the property of the Patriarchate had been stolen, and they blamed the priests who opposed them. Keratishvili informed his accomplice, religious affairs attorney of D. Shalutashvil, who immediately came to the patriarchate. He described the safe and the rest of the valuables and sealed it up. According to Viktor Shalamberidze, the most valuable things had been stolen, and the thieves left only the less valuable items. The inventory papers were also missing. One person could alone would not be able to commit this crime in the single night of April 6, 1972. It was clear that an entire well-prepared gang was involved. As for D. Shalutashvili and his agents, after „checking” the broken safe they did their best to hush up the affair. For this reason, they destroyed much material evidence.

According to Viktor Shalamberidze, Bidzina Keratishvili got in touch with the Armenian Patriarch, Vazgen I, representatives of Ukrainian Exarch, and the Russian Patriarch, who had arrived in Georgia to attend the funeral procession. The foreign diplomatists guessed the situation at once and promised Devdariani to support him in his consecration. In reply, Devdariani promised Vazgen I to build four Armenian churches in Georgia. The representatives of Pimen were promised that the Georgian church would be subordinated to to them.

The real believers understood that the Georgian Orthodox Church was in danger. They opposed B. Keratishvili and D. Devdariani. At the command of the wife

of Party First Secretary Vasil Pavlovich Mzhavanadze, the heads of the public defender, Tvalchrelidze, Bakhtadze, Bakuradze and Shalutashvili, defended B. Keratishvili and D. Devdariani. Their agents managed to intimidate people who were afraid to lose their jobs, to be arrested or be announced as criminals on Radio or TV.

Through the help of their people, B. Keratishvili and D. Devdariani formed a „Holy Synod”. On July 2, 1972 the eleventh church meeting was held, in which Metropolitan David V was consecrated as Catholicos-Patriarch of All Georgia. This meeting was conducted by criminals and their supporters: Tvalchrelidze, Bakhtradze, Bakuradze and Shalutashvili, who answered to the wife of the First Secretary of the Georgian Central Committee, Vasil Pavlovich Mzhavanadze.1

_________________________

1.LEPL MIA Archive of Georgia, f.6, c.7726, v.18, b.46, pp.19-58

11 დავით გარეჯის მდგომარეობა და მისი დაცვა „გამსახურდიას საქმის“ მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


ლია კერესელიძე

0x01 graphic

გამსახურდიასა და კოსტავას საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მდგომარეობის აღწერას და ბრძოლას მის გადასარჩენად. ამ თემატიკას ეძღვნება ზვიად გამსახურდიას წერილები: ძეგლთა დაცვა თუ ძეგლთა ძარცვა?, ძეგლები და პურმარილი, ჰეროსტრატეთა თარეში, არტილერია ანადგურებს ფრესკებს, ძეგლები და ახალგაზრდობა”.

ამჯერად გთავაზობთ მათგან ერთ-ერთ დოკუმენტს. მასში დაწვრილებით არის ასახული ის სიტუაცია, რომელიც სუფევდა VI საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის, დავით გარეჯის გარშემო.

,,არტილერია ანადგურებს ფრესკებს

„დიდი ქართველი მეცნიერი დ. ჩუბინაშვილი თავის წიგნში ,,დავით გარეჯის ქვაბური მონასტრები“ (თბილისი, 1948) უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დავით გარეჯის ფრესკებს ქართული ხელოვნების ისტორიაში. კერძოდ, იგი წერდა ბერთუბნის შესახებ:

„ამრიგად, ბერთუბნის ფერწერის მნიშვნელობა მხოლოდ მის მხატვრულ თვითღირებულებაში როდი მდგომარეობს, რომლის კოლორიზმი და გამომსახველობითი ძალა განუმეორებელია, არამედ ამ ფრესკებს დიდი მნიშვნელობა აქვთ აღმოსავლეთის ხელოვნების როგორც ქრისტიანულის, ისე მუსულმანურის ისტორიისთვისაც, მისი განვითარებისა და დინამიკის შესწავლისას“.

დიდი მეცნიერის ეს სიტყვებიც რომ არ ყოფილიყო, დღეს ყოველი ცივილიზებული ადამიანისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ შუასაუკუნეობრივი კულტურის ძეგლთა განადგურება არტილერიის ცეცხლით არნახული დანაშაულია, ვანდალიზმისა და ბარბაროსობის მწვერვალი.

საოცარია ის ფაქტი, რომ 1948 წელს, როგორც კი გამოვიდა ჩუბინაშვილის წიგნი, მაშინვე გაიხსნა საარტილერიო პოლიგონი დავით გარეჯაში. ნუთუ დამთხვევაა ეს ყოველივე? ნუ ავჩქარდებით, კარგად განვიხილოთ ქვემოთ მოტანილი მასალები და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ.

დავით-გარეჯის, განსაკუთრებით ბერთუბნის გამოქვაბულების მდგომარეობა ცხადყოფს, რომ გარდა ჭურვებით აფეთქებული დეტონაციებებისა, ეს გამოქვაბულები დაანგრიეს პირდაპირი დამიზნებით ნატყორცნმა ჭურვებმა. ვნახოთ, რას წერენ ყოველივე ამის შესახებ ისეთი ოფიციალური პირები, როგორიც არიან საქართველოს ხელოვნების მუზეუმის სეიფის გამგე, პროფ. გ. აბრამიშვილი და კულტურის მინისტრი ო. თაქთაქიშვილი.

0x01 graphic

დავით გარეჯი

1976 წლის მარტში საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების სარევიზიო კომისიამ განიხილა დავით გარეჯის მდგომარეობის საკითხი. კომისიაზე ცნობა წარმოადგინა გ. აბრამიშვილმა. აი, მისი სრული ტექსტიც:

ცნობა დავით გარეჯის მდგომარეობის შესახებ

დავით გარეჯის მრავალმთის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსებისა და კედლის მხატვრობის მრავალრიცხოვანი ნიმუშის დაცულობა საგრძნობლად გაუარესდა მას აქეთ, რაც ყარაიას ველზე სამხედრო პოლიგონმა დაიწყო მოქმედება.

პოლიგონის ასაფეთქებელი მოედნები უშუალოდ ეკვრიან ბერთუბნის, უდაბნოსა და ნათლისმცემლის მონასტრებს, რომელთა საფასადო მხარე პოლიგონისკენ არიან მიმართულნი და აფეთქებისგან გამოწვეული მძლავრი ტალღები დაუბრკოლებლად აღწევენ სამონასტრო კომპლექსების მრავალრიცხოვან ღიადებში. გარდა ამისა, ხშირად, ალბათ უნებლიედ, ეს მონასტრები ყუმბარების სამიზნე ობიექტებიც გამხდარან. (მაგალითად, ცნობილია, რომ 1956 წელს პოლკოვნიკმა ანდრეევმა სამიზნე ობიექტად გამოიყენა ბერთუბნის მონასტერი, რაც გამოიკვლია ძეგლთა ინსპექციამ).

პოლიგონის წინ ჩამწკრივებული სამონასტრო კომპლექსები, რომლებსაც VI საუკუნიდან ჩაეყარა საფუძველი, საქართველოს ადრეფეოდალური ხანის კულტურისა და ხელოვნების ერთ-ერთ უბრწყინვალეს ძეგლებს წარმოადგენენ. გარეჯის სამხატვრო სკოლაში შექმნილი კედლის მხატვრობის ნიმუშებს, რომელთა მხატვრული ღირებულება და მნიშვნელობა კარგა ხანია ცნობილია როგორც ჩვენთან, ისე ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ და მსოფლიო აღიარება მოიპოვა, პოლიგონის გამო გარდაუვალი დაღუპვა ემუქრება.

ჭურვების აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციის შედეგად კატასტროფულად დაზიანდა თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის ფრესკული პორტრეტები ბერთუბნის მთავარ ეკლესიაში. 1952 წელს, როდესაც პირველად ვნახე ეს მხატვრობა, თამარისა და ლაშას პორტრეტები და, საერთოდ, ბერთუბნის მოხატულობა, შედარებით კარგად იყო დაცული. პოლიგონის სისტემატურმა მოქმედებამ დროთა განმავლობაში ძირეულად დააზიანა და დაღუპვის პირას მიიყვანა ეს უნიკალური ფრესკული პორტრეტები და მრავალმხრივ საყურადღებო კომპოზიციები. თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის ფრესკული პორტრეტის წელს ქვემოთა ნაწილი მთლიანად ჩამოიშალა და სამუდამოდ დაიღუპა. ამის გამო იყო, რომ სასწრაფოდ ჩამოხსნეს, რადგან მისი მთლიანად დაღუპვა გარდაუვალი იყო. ამჟამად ეს დაზიანებული და ნაკლული ფრესკა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

ამავე მიზეზით მთლიანად დაზიანდა ბერთუბნის მთავარი ტაძრის დასავლეთ მონაკვეთში არსებული გრაფიკულ მანერაში შესრულებული კედლის მხატვრობის ნიმუში, რომელიც ქართული ხელოვნების ისტორიაში ერთადერთ მაგალითს წარმოადგენს. საგრძნობლად დაზიანდა ბერთუბნის სატრაპეზოს მხატვრობა, კერძოდ, კომპოზიცია „ქორწილი გალილეის კანაში“ და განსაკუთრებით „წმინდა სამება“, რომლისგანაც თითქმის აღარაფერი დარჩა.

0x01 graphic

დავით გარეჯი

აფეთქების შედეგად გამოწვეული მძლავრი რხევა განსაკუთრებით საშიშია ბერთუბნის მთავარი ეკლესიისთვის, რომლის ნახევარზე მეტი ჩამონგრეულია და კლდის რამოდენიმე მონოლითსღა უჭირავს კლდეში ნაკვეთი ეკლესიის თაღის დარჩენილი ნაწილი, ასევე დიდ საფრთხეს უქმნის აფეთქებანი უდაბნოს მონასტერს, რომლის მთავარი ეკლესია, სატრაპეზო და საერთოდ, ამ მონასტრის მრავალრიცხოვანი ეკლესია-სენაკები საავარიო მდგომარეობაში არიან.

საყურადღებოა, რომ გარეჯის მრავალმთის ის სამონასტრო კომპლექსები, რომლებიც პოლიგონის ზონაში არ იმყოფებიან (ქვაბები, პირუკუღმა მთა, ბერების სერი, თეთრი სენაკები და სხვ.), როგორც კლდეში ნაკვეთი მონასტრები, ისე მათი კედლის მხატვრობა გაცილებით უკეთაა დაცული და დაზიანების არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

დასკვნა ერთადერთია: გარეჯის მრავალმთის „ათორმეტ მონასტერთა“ დაცვისათვის უპირველესი პირობაა სამხედრო პოლიგონის გადატანა მონასტრებიდან მოშორებით, თუნდაც იმავე ყარაიას ველზე, სადაც მრავალია სრულიად დაუსახლებელი ტერიტორია.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
საქართველოს ხელოვნების მუზეუმის
თანამშრომელი პროფ. . აბრამიშვილი
თბილისი, 9 მარტი, 1976.

აქვე იყო წარმოდგენილი შემდეგი მოხსენება:

საქართველოს კულტურის ძეგლთა
დაცვის საზოგადოების სარევიზიო კომისიის
თავმჯდომარეს, ამხ. ალ.
მოხსენებითი ბარათი

,,1974 წლის ოქტომბრიდან დამნიშნეს დავით გარეჯის მუზეუმის დირექტორად. ჩასვლის დღიდანვე მე დავათვალიერე დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უბნები: ნათლისმცემელი, წამებული, ჩიჩხითური, უდაბნო, ბერთუბანი. აღნიშნული ადგილები მოფენილი იყო ჭურვის ნამსხვრევებით და ტყვიის ცარიელი ვაზნებით (ეტყობა, საპასუხო სროლებს გამოქვაბულებიდან აწარმოებდნენ), რის შედეგადაც დაზიანებულია კედლები და მხატვრობა. 1975 6. VIII. ნასროლი ჭურვის აფეთქებამ გამოიწვია ხანძარი ჩიჩხითურის, ლავრასა და წამებულის ტერიტორიაზე, რის მოწმეც მე გახლდით, ამის თაობაზე შედგენილია აქტი, რომელზედაც ხელს აწერენ კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსი უ. ბაქრაძე, ამავე სამმართველოს თანამშრომლები და ძეგლის მცველები. სამწუხაროდ, აღნიშნული შემთხვევა უკანასკნელი როდია. ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ რიგ გამოქვაბულებში ჩამოვარდნილ ყუმბარათა ადგილსამყოფელი. ერთი ნასროლი ყუმბარა, რომელიც არ აფეთქდა, ინახება ჩემთან. წამებულის, ნათლისმცემლის, ჩიჩხითურის, უდაბნოს, ბერთუბნის ტერიტორიებზე გათხრილია საბრძოლო სანგრები.

პერიოდულად სამხედროების მიერ იკრძალება ძეგლის ტერიტორიაზე შესვლა, რის გამოც ძეგლის მცველები ვერ აწარმოებენ აუცილებელ სამუშაოებს. როგორც ეს გარემოება, ისე სანგრების გათხრა და ჭურვების აფეთქება დავით გარეჯს საგრძნობლად აზიანებს და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ხსენებული ძეგლიდან ახლო მომავალში მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩება

დირექტორი . ბაცაცაშვილი
11 მარტი, 1976 წელი

სარევიზიო კომისიამ დაადგინა ამ მასალების გადაცემა ძეგლთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარის ო. ჩერქეზიასათვის, რომელმაც დღემდე „გაყინა“ ეს საქმე, ისე რომ დღესაც გაურკვეველია, გადაიტანენ თუ არა სამხედროები პოლიგონს დავით-გარეჯის ტერიტორიიდან.

დავით გარეჯის მდგომარეობის შესახებ გაიგზავნა წერილები როგორც ადგილობრივ, ისე საკავშირო მთავრობაში, ასევე სსრკ სამხედრო სამინისტროში. მე, ამ სტრიქონების ავტორმა, 1975 წ. 13 სექტემბერს, საპროტესტო წერილი გავუგზავნე სსრკ სამხედრო მინისტრს ა. გრეჩკოს და ამიერკავკასიის ჯარების მთავარსარდალს პ. მელნიკოვს, როდესაც 1975 წ. 5 სექტემბერს სროლის შედეგად ატეხილმა ხანძარმა კინაღამ მოსპო ჩიჩხითური, ლავრა და ნათლისმცემელი (იხ. ქვემოთ ო. თაქთაქიშვილის წერილი ამ ხანძრის შესახებ). ამ წერილში მოვითხოვე პოლიგონის საჩქაროდ გადატანა. 1975 წ. 21 ნოემბერს მიპასუხა ამიერკავკასიის შტაბის გენერალმა დ. შკრუდნევმა, თქვენი წერილი განვიხილეო და კულტურის სამინისტროს მიაკითხეთო. მე დავწერე ახალი წერილი ბრეჟნევის სახელზე, სადაც ვანდალებს ვუწოდებდი დავით გარეჯის გამანადგურებლებს. 1976 წლის 14 თებერვალს გენერალმა შკრუდნევმა კვლავ მიპასუხა წერილით, რომელშიც წერდა: „სამწუხაროდ, დავით გარეჯის ნანგრევები პოლიგონის ცენტრშია, ხოლო პოლიგონს ვერ გადავიტანთო“. მე კვლავ მივწერე წერილი ამიერკავკასიის სარდლობას, სადაც ვეკითხებოდი მათ: „რა მიზეზით უწოდებთ თქვენ დავით გარეჯას ნანგრევებს, მაშინ, როდესაც 1972 წლის დიდი საბჭოთა ენციკლოპედია მას უწოდებს ქვაბურ მონასტერთა კომპლექსს? იქნებ თქვენი სროლების შედეგად გადაიქცა იგი ნანგრევებად? აღიარებთ თუ არა თქვენ დავით გარეჯის მუზეუმს სახელმწიფო დაწესებულებად? როგორ შევათავსოთ მუზეუმის ნორმალური ფუნქციონირება თქვენი პოლიგონის რეჟიმთან?“ უკანასკნელ წერილზე პასუხი არ მიმიღია.

0x01 graphic

მოგვიანებით გრეჩკოს და შემდეგ უსტინოვს მისწერეს პროფ. ო. ფირალიშვილმა, პროფ. გ. ციციშვილმა, ლიტერატორმა ბოგომოლოვმა, სადაც უხსნიდნენ შტაბს ძეგლის მნიშვნელობას და მოითხოვდნენ პოლიგონის გადატანას. მათ უპასუხა სსრკ სამხედრო სამინისტროდან გენერალპოლკოვნიკმა მერიმსკიმ დამამშვიდებელი წერილით, ნუ გეშინიათ, ჩვენ ზომებს მივიღებთ, რომ არ დაზიანდესო ქართული არქიტექტურის ძეგლები (ეს მოხდა 1976 წ. 24 აგვიტოს). საქმით კი საპირისპირო მოხდა. 23 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე არნახული სროლა და გრგვინვა იყო დავით გარეჯაში, დაზიანდა კიდევ ბევრი ფრესკა.

დავით-გარეჯაში 1975 წლის სექტემბერში სროლის შედეგად მომხდარი ხანძრის შესახებ ცენტრალურ კომიტეტს და ამიერკავკასიის სარდალს წერილი მისწერა საქართველოს კულტურის მინისტრმა ო. თაქთაქიშვილმა. აი, ეს წერილიც:

…...,,მიმდინარე წლის 5 სექტემბერს სამხედრო ნაწილების მეცადინეობის დროს სასწავლო ჭურვების აფეთქების შედეგად კულტურის ძეგლის „დავითგარეჯის“ ტერიტორიაზე ძეგლთა ერთ-ერთ „ჩიჩხითურად“ სახელდებული კომპლექსის დასავლეთით გაჩნდა ხანძარი, რომელიც წაეკიდა გამხმარ ბალახს და გავრცელდა ძეგლის მიმართულებით. საღამოს, დაახლოებით 19-20 საათებში, იმავე მიზეზით გაჩნდა ხანძარი იმავე ძეგლის ჩრდილოაღმოსავლეთ მხარეში და ძეგლი სამივე მხრიდან ცეცხლის ალში აღმოჩნდა (ძეგლის მეოთხე მხარე წარმოადგენს 30-მეტრიან მიუდგომელ კლდეს.... იმავე მიზეზით გაჩნდა ხანძარი კულტურის ძეგლთა კიდევ ერთი კომპლექსის „ნათლისმცემლის“ მახლობლად... ამგვარად, „დავით-გარეჯის“ კომპლექსთა ტერიტორიაზე არსებული სამხედრო პოლიგონის სამუშაო რეჟიმი არათუ ხელს უშლის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას და კულტურის ძეგლთა პოპულარიზაციას, არამედ სერიოზულ საფრთხესაც უქმნის მას, რაც ეწინააღმდეგება მთავრობის დადგენილებას ძეგლთა დაცვის შესახებ... მდგომარეობა მომავალში კიდევ უფრო გაუარესდება... ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალს ვთხოვთ შემდეგს:

სამხედრო პოლიგონზე მომქმედი ნაწილები დაავალდებულონ, განსაზღვრონ პოლიგონის ტერიტორია და დაჰყონ იგი სათანადო წესით.

ტერიტორიის დადგენისას პოლიგონი მაქსიმალურად მოაშორონ კულტურის ძეგლებს.

დააწესონ პოლიგონზე მუშაობის განსაზღვრული რეჟიმი ძეგლთა დაცვის ღონისძიებათა გატარების გათვალისწინებით, როგორიცაა სამუშაო ძალისა და მასალის ტრანსპორტირება, ორგანიზებული დამთვალიერებლების მიღება, სარესტავრაციო და ძეგლთა გამაგრების სამუშაოთა წარმოება და ა. შ.

გათვალისწინებულ იქნას პერსონალის დასახლების აუცილებლობა ძეგლთა მახლობლად საკარმიდამო ნაკვეთებითა და სხვა აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობებით.

მომავალში აღარ იქნას დაშვებული 1975 წლის 5 სექტემბრის მსგავსი მოქმედებანი, რომელთაც ძალუძთ კულტურის ძეგლების სრული დაღუპვა.

ურთიერთშეთანხმებული მუშაობის ამგვარი წესის გარეშე საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს საშუალება არ ექნება „დავით-გარეჯას“, ამ საკავშირო მნიშვნელობის კულტურის ძეგლის დაცვისა, რემონტისა, რესტავრაციისა და პოპულარიზაციისა.

საქ. სსრ კულტურის მინისტრი:
. თაქთაქიშვილი

ჩვენი კომენტარი: სიმპტომატურია, რომ ხანძრის ჩაქრობაში არ მონაწილეობდა არცერთი სამხედრო პირი, მაშინ, როდესაც ჯერაც პოლიგონის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ეს გვაფიქრებინებს, რომ ისინი არათუ შეშფოთებულნი, არამედ კმაყოფილნიც კი იყვნენ ამ ხანძრის გაჩენით. საფიქრალია აგრეთვე, რომ მათ ხელმძღვანელობას აქვს საიდუმლო ინსტრუქცია ამ ძეგლის სრული განადგურებისა, ვინაიდან იგი ხელს უშლის პოლიგონის მოქმედებას!

1976 წლის 6 აგვისტოს დავით გარეჯის მუზეუმის მახლობლად ექვსი ჭურვი ააფეთქეს სამხედროებმა. ამის შესახებ მუზეუმის დირექტორმა ვ. ბაცაცაშვილმა და კულტურის სამინისტროს ძეგლთა ინსპექციის უფროსმა ვ. რცხილაძემ უჩივლეს სამხედროებს სსრკ გენერალურ პროკურორთან, ა. რუდენკოსთან, რომელმაც წერილი გადმოაგზავნა ამიერკავკასიის შტაბში, სამხედრო პროკურატურაში. ამ საქმეზე სამხედრო პროკურატურაში ვიყავით ვ. ბაცაცაშვილი, ვ. რცხილაძე და მე. ოლქის პროკურორმა გენერალმა არშავსკიმ და სხვებმა შემდეგნაირად აგვიხსნეს საქმის ვითარება: ,,რამდენადაც პოლიგონი საქართველოს ტერიტორიაზეა, თქვენი რესპუბლიკის მთავრობას ძალუძს გააუქმოს იგი, მაგრამ თქვენს შევარდნაძეს და პატარიძეს არ სურთ ურთიერთობის გაფუჭება სარდალ მელნიკოვთან, რომელიც ალბათ დიდად განრისხდება ამ გაუქმებით „. მე მენიშნა ეს ამბავი, რადგან ვიცოდი, რომ ჯერ კიდევ გრეჩკოს საქართველოში ჩამოსვლისას, 1976 წლის თებერვალში, შევარდნაძეს შეეძლო მისთვის ეთხოვა დავით-გარეჯის შესახებ, მაგრამ არ „გაიფუჭა“ მასთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ზოგისათვის პირადი კარიერა ხომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროვნული კულტურის განძი.

როგორც კულტურის მინისტრმა ო. თაქთაქიშვილმა მითხრა, კიდევ ერთი გარემოება აბრკოლებს პოლიგონის გადატანის საქმეს: აზერბაიჯანის მთავრობას არ სურს, პოლიგონს მისცეს თავისი საძოვრები, ვინაიდან „ჩობანები“ დაზარალდებიან ამით. რას იზამთ, თურმე „ჩობანების“ კაპრიზებისათვის ანგარიშის გაწევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შუასაუკუნეობრივი ქართული კულტურის უნიკალური ძეგლის ხსნა. რას იზამთ, ასეთია ჩვენი საბჭოეთი!“1

(სტილი დაცულია)

______________________

1. სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ს. №7726, ტ. №18, ფურც. 98.

The Condition of David Gareja and Its Defend
According to the „Gamsakhurdia ' s Case”

lia kereselidze

The case of Gamsakhurdia and Kostava contains important information about condition of the Georgian cultural monuments and fight for their defending. The following letters of Zviad Gamsakhurdia are about this issue: „Monument Protection or Burglary”, „Monuments and Feast”, „Raid of Herostrates”, „Artillery Destroys the Frescos” and „Monuments and the Youth”.We present one of the documents concerning the condition of David Gareja - rock-hewn Georgian Orthodox complex constructed in the 6th century. The document is titled

Artillery Destroys the Frescos”

Georgian science David Chubinishvili thought that the frescos of David Gareja were of great importance for the history of Georgia.

The following can be read in the book „Monasteries of David Gareja” written by D. Chubinishvili, published in 1948: „Bertubani painting is valuable not only for its art but for its historical importance as well. This painting is important while studying the history of Christians and Muslims”.

Let alone the words of D. Chubinishvili, it must be clear for every civilized person that destruction of the cultural monuments using the artillery is a fact of vandalism and a crime.

Noteworthy is that as soon as Chubinishvili's book had been published in 1948, artillery range was open in David Gareja. Is it just a coincidence? Let's not hurry up to make final conclusions. Let's first discuss the documents.

The situation in David Gareja and especially in Bertubani Monastery is sorrowful. They were damaged with the shells. Let's see what is written about them by the following officials: the head of Georgian Art Museum - prof. G. Abramishvili and Minister of Culture - O. Taktakishvili.

In March 1976 the reserve committee for cultural heritage of Georgia discussed the issue of David Gareja. The following notice was presented by G. Abramishvili:

Notice on the Condition of David Gareja

The condition of the David Gareja monastery complex and paintings in the church worsened after the military target range surrounding the monasteries of Bertubani, Udabno and Baptist began operation there. The monasteries are affected by the explosions. Very often they are used as targets. For example, the monument inspection investigation found that that in 1956 Colonel Andreev used the Bertubani monastery as a target.

These monastery complexes that were constructed in the 6th century are one of the greatest cultural monuments of the early feudal era. The paintings that were made in the David Gareja art academy are well known not only in Georgia but all over the world. At present, because of the military range, these monasteries are facing the threat of destruction.

The frescos of Queen Tamar and Lasha-Giorgi were damaged in Bertubani church by the vibrations from explosions. In 1952, when I saw Bertubani church for the first time, these frescos were in better condition. These unique cultural monuments were damaged step by step because of the activities carried out there on the artillery range. Part of the frescos of Queen Tamar and Lasha- Giorgi were in such terrible condition that they were taken off the church wall to avoid their destruction. Now these damaged frescos are preserved in the Georgian Museum of Art.

The wall paintings in Bertubani church were damaged. Noteworthy is that this is the only sample of such painting in the history of Georgian art. In addition, the compositions „The wedding in Galilei Kana” and „Holy Trinity” were almost destroyed.

The vibrations from the explosions are extremely harmful for the Bertubani main church. The walls of the monasteries and churches are in a critical state.

It is significant that those monastery complexes that are not near the artillery range are in better condition.

In conclusion, the artillery range should be relocated if we want to save these monastery complexes. The ranges can be placed in the Karaia valley that is not inhabited.

PhD of History of Art, colleague of the Georgian
Museum of Art G. Abramishvili

March 9, 1976, Tbilisi” [sic]

The memorandum issued by the director of the David Gareja museum, V. Batsatsashvili, on March 11, 1976 is preserved in the case file.

The memorandum is addressed to the chairman of
the Georgian society for protection of cultural monuments,
Comrade A. Robakidze:

„In 1974 I became the director of the Davit Gareja Museum. As soon as I arrived there I visited all the districts of David Gareja complex. These are Natlismtsemeli, Tsamebuli, Chichkhituri, Udabno and Bertubani. Shell fragments and empty cartridges were scattered all over the place. The walls and paintings are damaged. On August 6, 1976 a shell was detonated, causing fires in Chichkhituri, Lavra and Tsamebuli. A special act was drawn up with the signature of the head of the administration for the protection of monuments, U. Bakradze, and officials of the administration and protectors of the monuments. Unfortunately, this is not the only occasion. We can indicate the whereabouts of unexploded ordinance in the caves. I have one bomb that has not exploded. Military foxholes were dug in Tsamebuli, Natlismtsemeli, Chichkhituri, Udabno and Bertubani.

Periodically it is forbidden to cross the territory. For this reason, the guards cannot perform all of their necessary functions in David Gareja. The process of digging foxholes and detonating explosives effect the place and I assure you that soon after there will be only ruins of David Gareja remaining.”

The reserve committee sent these materials to the chairman of the Georgian society for protection of cultural monuments, local and union government and the USSR Ministry of Defense. Zviad Gamsakhurdia, the deputy head of the scientific committee for protection of monuments of the Ministry of Culture, sent a protest letter to the USSR Minister of Defense, Grechko, Trans- Caucasian Army Commander P. Melnikov, and Party First Secretary Leonid Brezhnev. In a year he received a reply from General Shkrudnev: „Unfortunately David Gareja's ruins are in the center of an artillery range that can't be removed”. Gamsakhurdia wrote in reply: „How dare you refer to David Gareja as `ruins'. Even according to the 1972 Soviet encyclopedia, it is a complex of cave monasteries. Maybe you ruined it. Do you admit that David Gareja museum is a state institution? How can a museum function beside your artillery range?” This time the letter did not receive a reply. The Minister of Culture, O. Taktakishvili, suggested cooperation to the Central Committee and the Trans-Caucasian Army Commander. Simultaneously, the professors O. Piralishvili, G. Tsitsishvili and I. Bogomolov demanded that Grechko and Ustinov remove the artillery range. They received the following letter from the center: „Your government can abolish the artillery range as it is on the territory of Georgia. But the Georgian officials did not want to spoil their relation with Commander Melnikov, who would be furious if the artillery range was removed”. There was one more reason that hindered the process of removing the artillery range. The government of Azerbaijan did not want to cede its pastures that would affect the „Chobans”. It became clear that defending „Chobans” was more important than defending cultural monument of Georgia. It was a reality of the Soviet Union!1 [sic.]

___________________________

1.LEPL MIA Archive of Georgia, f.6, c.7726, v.18, p.98.

12 „საგამომძიებლო იზოლატორის „სპეციალური“ მეორე კორპუსი, პატიმარ „ობიექტთა“ სასაკლაო”

▲ზევით დაბრუნება


ნინო ყიფშიძე

0x01 graphic

ჟურნალ საარქივო მოამბეში საბჭოთა ციხეებში პატიმრების წამების ფორმებისა და მეთოდების ამსახველი არაერთი სტატია დაიბეჭდა. საარქივო საქმე № 7726-დან ირკვევა, რომ ეს მეთოდები წლებთან ერთად საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ უფრო დახვეწა... ციხეებში წამების უსაშინლეს ფორმებს იყენებდნენ: რკინის ჯოხებით ცემას, ფოლადის ნემსებისა და მავთულების გარჭობას, ფეხებით ჩამოკიდებას, ანთებული სიგარეტით სხეულის ამოწვას, ცხელი შხაპის ქვეშ გაჩერებას, ჰომოსექსუალურ გაუპატიურებას და ..

აღნიშნულ საქმეში, პატიმრის წამების ფორმების გარდა, დეტალურადაა გაშიფრული მთელი სქემა, თუ როგორ ხდებოდა პატიმრების აგენტებად დამუშავება, მათი ჩათრევა და გამოყენება, გამოყენების შემდეგ კი - ჩამოწერა, რაც ფიზიკურ განადგურებას ნიშნავდა. ამ თემისადმი მიძღვნილი სტატიები არალეგალურ გამოცემა საქართველოს მოამბეში იბეჭდებოდა...

უფრო ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად დოკუმენტს მცირედი შემოკლებით ვაქვეყნებთ (სტილი დაცულია):

პატიმრების წამება საქართველოს სსრ ციხეებში

შემდგენელი: . გამსახურდია

1975 წლის 1-დან 9 აპრილის ჩათვლით ქ. თბილისის კიროვის რაიონის სახალხო სასამართლომ /თავმჯდომარე გაბიტაშვილი, პროკურორი მაჭარაძე, ადვოკატი ფხაკაძე /№1 საგამომძიებლო იზოლატორის კლუბში განიხილა იური გრიგოლის ძე ცირეკიძისა და ვალიკო უსუპიანის საქმე. მათ მსჯავრი ედებოდათ საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. ამ მუხლების შინაარსია: „მძიმე სხეულებრივი დაზიანება, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია” და დაზიანებულისათვის დახმარების გაუწევლობა“. საქმე მოიცავს ხუთ ტომს. მისი ნომერია 2254.

წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს დადგინდა, რომ 1973 წლის 24 ოქტომბერს ქ. თბილისის №1 საგამომძიებლო იზოლატორის პატიმრებმა იური ცირეკიძემ და ვალიკო უსუპიანმა სასიკვდილოდ სცემეს პატიმარ ისმაილოვს, ისმაილოვისათვის არ გაუწევიათ არავითარი სამედიცინო დახმარება და იგი 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. ჩატარდა ექსპერტიზა, დაჰკითხეს 43 მოწმე.

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების კომიტეტს უკანასკნელი სამი წლის მანძილზე უამრავი გაუხსნელი საქმე დაუგროვდა. გამომძიებელთა ცოდნა და გამოცდილება საკმარისი არ აღმოჩნდა ამ საქმეთა გამოსარკვევად და ამიტომ წამების მეთოდების ფართოდ გამოყენება გადაწყვიტეს, რისთვისაც თავად პატიმარ აგენტებს იყენებდნენ.

პატიმრები: ცირეკიძე და უსუპიანი აგენტები იყვნენ. ისინი ადრეც იყვნენ ნასამართლევნი სხვადასხვა დანაშაულისთვის. ციხის ადმინისტრაცია მათ წლობით აჩერებდა საგამომძიებლო იზოლატორში სასამართლოს განაჩენის შემდეგაც. ცირეკიძესა და უსუპიანს თავიანთ მუშაობაში იყენებდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების კომიტეტი და პროკურატურა... საგამომძიებლო იზოლატორის მეორე კორპუსში არსებობს „სპეციალური” №40 საკანი, სადაც სვამდნენ აგენტ ჯალათებსა და მათ მსხვერპლთ, რომლებიც „დამუშავების“ შემდეგ ან საავადმყოფოში გადაჰყავდათ, ან სხვა საკანში. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ნაცემი პატიმრები ციხის საავადმყოფოში იხოცებოდნენ. ამ საავადმყოფოს ექიმები ყალბ დიაგნოზებს ადგენდნენ და პატიმრის სიკვდილს ამა თუ იმ ავადმყოფობას აბრალებდნენ. ამას ეწოდებოდა თურმე პატიმრის „ჩამოწერა“.

პატიმარ ისმაილოვის „ჩამოწერა“ ვეღარ მოხერხდა, რადგან იგი დროზე ვერ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამიტომ გადაწყდა საქმის აღძვრა აგენტების წინააღმდეგ, ხოლო ციხის თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლება აკმარეს / მოხსნილია საგამომძიებლო იზოლატორის უფროსი ლეჟავა, მისი მოადგილე სვიმონიშვილი, ოპერრწმუნებული ფროლოვი და სხვა. /შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების კომიტეტისა და პროკურატურის გამომძიებლები კი სულაც არ დაუსჯიათ, თუმცა სასამართლო სხდომებზე გამოირკვა, რომ სწორედ ისინი არიან მთავარი დამნაშავენი, ცირეკიძისა და უსუპიანის მსგავსნი მხოლოდ ბრმა იარაღია მათ ხელში.

. თბილისის კიროვის რაიონის სახალხო სასამართლოს
იური ცირეკიძისაგან /შსს №1
საგამომძიებლო იზოლატორის პატიმარი/.

განცხადება ჩვენება

ბოროტების ფესვები

ჩემს განცხადებას თქვენამდე მე ვუწოდე „ბოროტების ფესვები“, რადგან ჩემი უწყინარი ბავშვობის დასაწყისს და შემდგომ უსიხარულო ცხოვრებას საფუძვლად დაედო ბოროტების ფესვები, რაც ჩემი გამრუდებული ცხოვრების მიზეზად იქცა და რამაც აქამდე მომიყვანა.

მე დაშინებული ვარ №1 საგამომძიებლო იზოლატორის ყოფილი ადმინისტრაციის და მისი ბანდის ნარჩენების უსამართლო ქმედებით: ისინი რეპრესიებს მიმართავდნენ ჩემს მიმართ და ყოველნაირი მეთოდებით მაიძულებდნენ ჩემს თავზე ამეღო „საქმე /მკვლელობა/ და ჭეშმარიტება დამეფარა...

ვფიქრობ, რომ შევძლებ სიმართლის წარმოჩენას. მე სკოლის მერხიდანვე გადამაცდინეს გზიდან მილიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებმა. მოტყუებითა და დაპირებებით შემაცდინეს და სავსებით ბავშვი თავიანთ აგენტად მაქციეს.

მთავრობის ორგანოებში მუშაობისათვის უღირსი პირები, აჭარბებდნენ რა თავიანთ უფლებებს, სოციალისტური კანონებით აკრძალულ დავალებებს მაძლევდნენ და ყველგან და ყოველთვის ბრმა იარაღად მიყენებდნენ იძულებით ათასნაირ ბოროტმოქმედთა, დამნაშავეთა და უდანაშაულოთა წინააღმდეგ...

საქმე, რომელიც ცრუმოწმეებითა და ფალსიფიცირებული საბუთებით შეთითხნეს ჩემს წინააღმდეგ და ბრალს მდებს ისეთ მძიმე დანაშაულში, რომელიც არ ჩამიდენია, იძულებულს მხდის „კარტები გავხსნა“...

ცირეკიძე დეტალურად იწყებს ავტობიოგრაფიის მოყოლას: დაიბადა 1938 წელს, როგორ იზრდებოდა უმამოდ, აღწერს თავისი ოჯახის საშინელ ხელმოკლეობას, შიმშილს, მძიმე პირობებს, დედამისის ტანჯვას და მონურ შრომას, რის გამოც იგი დაინვალიდდა, მაგრამ მაინც მიაღებინა შვილს საშუალო განათლება. შემდეგ ცირეკიძემ ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩააბარა, საქართველოს ჩემპიონი და სპორტის ოსტატი გახდა აკრობატიკაში. იგი ჰყვება, თუ როგორ ჩაითრიეს 1954-56 წლებში მოლოტოვის რაიმილიციის მუშაობაში სამძებრო განყოფილების უფროსმა ქოიავამ და გრიშა არახამიამ, რის შესახებაც დედამისმაც იცოდა. მას შეარქვეს მეტსახელი „ი. პოპოვი“ და ოფიცრობას შეჰპირდნენ. მას დაავალეს ქურდებთან დაახლოება, მათი ნდობის მოპოვება, რისთვისაც მათთან ერთად უნდა ეძარცვა. დაჭერის შემთხვევაში დახმარებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ როდესაც იგი ძარცვისთვის დააპატიმრეს 1958 წლის 23 ნოემბერს, არავინ დაეხმარა, არახამიაქოიავა განზე გადგნენ და ცირეკიძე ციხეში ჩასვეს. ციხეში მას აგენტი პატიმრები მიუსიეს ვასო ბერუკაშვილის მეთაურობით, რომელიც „გაიოზ ბეგოშვილის“ ფსევდონიმით მოქმედებდა. ი. ცირეკიძეს სასტიკად სცემდნენ და ბოლოს მიაღწიეს კიდეც საწადელს: იგი ციხის „ნასედკად“, ანუ ჯაშუშად აქციეს...

მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე აგენტი იყო, ი. ცირეკიძეს სხვა ქურდებთან ერთად 15 წელი მიუსაჯეს.

1961 წელს იგი გათავისუფლდა, შემდეგ კვლავ მოხვდა ციხეში ჩხუბისთვის და ა.შ. მჯდარა სხვადასხვა ციხესა და კოლონიაში. იგი აღწერს, თუ როგორ აიძულებდა მას მისი უფროსი მამალაძე, ჩაეთრია და აგენტად ექცია თავისი ცოლი გულნარა ცირეკიძე და როგორ უთხრა უარი, აღწერს, თუ როგორ არ ასვენებდა მილიცია გარეთ ყოფნისას, გამუდმებით როგორ ითრევდა აგენტურულ მუშაობაში. იგი წერს: „კახპა ქალივით ხელიდან ხელში გადავდიოდი. მუშაობას მაიძულებდა ყველა: თბილისის მილიციის სამძებრო განყოფილების უფროსი ს. მამულოვი, მისი მოადგილე გუჩმაზაშვილი, მ. ფიცხელაური, ბ. მესხი და სხვები. საქ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამძებრო განყოფილებიდან: ხ. გაგუა, ვ. თალაკვაძე, კალანტაროვი...

0x01 graphic

სასჯელს ვიხდიდი მე-4, 25-ე, 28-ე კოლონიებში და ყველგან ვეხმარებოდი ადმინისტრაციას როგორც აგენტი. 1966 წელს მე-4 კოლონიიდან უშიშროების კომიტეტის შინაგან ციხეში გადამიყვანეს, სადაც აგენტურულ მუშაობაში ხელმძღვანელობას მიწევდა აგენტთა შეფი ჟორა გეგელია.

უშიშროების კომიტეტში ყოფნისას საკანში ვამუშავებდი ობიექტებს: ვალუტით მოვაჭრეებს, ოქროს გადამყიდველებს, ჯაშუშებს, ღვინისა და კონიაკის ფალსიფიკაციის საქმეზე დაპატიმრებულ პირებს. ვმუშაობდი უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებთან: ირაკლი ცინცაძესთან, ჟორა გეგელიასთან და პირადად უშიშროების კომიტეტის საგამომძიებლო განყოფილების უფროსთან, პოლკოვნიკ ნადირაძესთან.

უშიშროების კომიტეტში მე დავამუშავე: ოქროს გამყიდველები იბრაჰიმ მამედოვი და მიშა მიხელაშვილი, კონიაკის კომბინატის დირექტორი ნ. ნ. რამიშვილი, მეღვინეთა საქმეზე დაპატიმრებული ჰუსეინ ჯაში /ბათუმში/, დავარაშვილი, შპიონი თურქი, თათარი და ა.შ. სასჯელის მოხდა დავასრულე ქსნის კოლონიაში, 1967 წლის 24 სექტემბერს გავთავისუფლდი.

მაშინვე ვთხოვე სამსახურში მიღება თბილხილბოსტანვაჭრობის ორგანიზაციას, მაგრამ დირექტორმა ვ. ხ. საყვარელიძემ უარი მითხრა: ნაციხარი ხარო. ამის გამო წავლაპარაკდით. ბოლოს სხვების თხოვნით საყვარელიძემ მაინც მიმიღო. მუშაობა დავიწყე ექსპედიტორად... ვცხოვრობდი მშვიდობიანად, არავითარი ბოროტმოქმედება არ ჩამიდენია. ცოტა ხნის შემდეგ გამომიძახეს ვ. თალაკვაძემ და ნ. პერკინმა /მკვლელობის საქმეთა სამძებრო განყოფილება/. მე ოპერატიულად და სწრაფად გადავჭერი ისეთი გადაუჭრელი პრობლემა, რისთვისაც მთელი მოსკოვი და საქართველო ფეხზე იდგა: ყველას დავუმტკიცე ჭეშმარიტება მთელი ოჯახის ამოხოცვის შესახებ ლენინგორის რაიონის სოფელ უკანამხარში. ამ საქმის ირგვლივ თითქმის ყველა აგენტი არასწორ ცნობებს იძლეოდა. თალაკვაძემ ამ საქმის გახსნისთვის პერკინის თანდასწრებით 100 მანეთით დამაჯილდოვა...

საქმეების გახსნაში ვეხმარებოდი როგორც სისხლის სამართლის, ასევე „ობეხეების“ საგამომძიებლო ორგანოებს.

1969 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომიძახა მეოთხე სამძებრო განყოფილების უფროსმა, მიშა გაბუნიამ და მთხოვა დავხმარებოდი ციხიდან გაქცეული ბანდიტის, რომან /იგივე ნუგზარ/ ჭიხვარიას, მეტსახელად „ჯაყოს“ მოძებნაში, რომელიც ხშირად გამოჩნდებოდა ხოლმე ვორონცოვის ახლომახლო, ისე კი ჭიათურის რაიონის სოფელ ნაბეღლავიდან იყო. მიშა გაბუნიამ მისი ფოტო მაჩვენა, სიტყვიერადაც აღმიწერა. მივიღე შესაბამისი ინსტრუქცია და მთელი მონდომებით შევუდექი დავალების შესრულებას.

მე მოვახერხე ჭიხვარიას პიროვნების დადგენა და დავუახლოვდი კიდეც მას. მილიციამ მომცა ცეცხლმსროლელი იარაღი და ჭიხვარიას თავის მშობლიურ სოფელ ნაბეღლავში წავყევი, სადაც შევიტყვე ყველა მისი საიდუმლო და დავადგინე ყველა მისი სამალავი. ამის შემდეგ ჩვენ ცალ-ცალკე დავბრუნდით თბილისში. გაბუნიასთან ერთად დავამუშავე ჭიხვარიას დაპატიმრების გეგმა, რაშიც მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე მისმა მოადგილემ შ. ბატიაშვილმა, ლ. გ. გაბუნიამ და სხვებმა. ჭიხვარია და მე ერთად დაგვიჭირეს უკიდურესად მთვრალები /მე იგი სპეციალურად დავათვრე წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით/, აჰყარეს იარაღი, გაასამართლეს და მკაცრი რეჟიმის ბანაკი მიუსაჯეს თხუთმეტი წლით.

იმ დღიდან გავხდი გაბუნიას თანამშრომელი. მე დავადგინე აგრეთვე ბანდიტ გ. თევდორაშვილის არსებობა, რომელიც 17 წელი იმალებოდა, და მილიციას მკვდარი ან საზღვარზე გადასული ეგონა. თევდორაშვილიც ჩემი დახმარებით დააპატიმრეს.

მ. გაბუნია ჭიხვარიას დაჭერისთვის დააწინაურეს და საქ. სსრ შსს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. მისი დახმარებით მივაკვლიე ოქროს გადამზიდველს, სომეხ „მისკას“, რომელმაც თათრის მოედანზე 450 გრამი ოქრო მიჰყიდა ვინმე ებრაელ მიშას, რომელიც ცხოვრობს დიღმის ქუჩის შესახვევში, №6. ეს აზერბაიჯანელი ებრაელი მიშა მუშაობდა ქ. გარდაბნის მაღაზიაში.

ეს ამბავი მ. გაბუნიას შევატყობინე. მან პირადად მიმიყვანა შ. ბაღათურიასთან, რომელსაც, როგორც აგენტმა მივაწოდე ცნობა ამის შესახებ და თან აღვნიშნე, რომ ამ საქმეში გარეულნი არიან თბილისის ლენინის რაიონის მილიციის თანამშრომლები, რომლებმაც ქრთამი აიღეს ზემოხსენებული პირებისგან და გაუშვეს ისინი. შემდგომში რატომღაც ეს საქმე მიჩქმალეს, რაც მინისტრის მოადგილის, კოვალჩუკისთვის არ დარჩენილა გაუგებარი. გაბუნიამ და ბაღათურიამ იფიქრეს, რომ კოვალჩუკს მე მოვახსენე ეს ამბავი და რატომღაც გაბრაზდნენ ჩემზე.

ჩვენი გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი, №4 მაღაზიის დირექტორი, ვაჟა დათუსანი კარგად მიცნობდა და მენდობოდა. მან ერთხელ მითხრა, რომ ბ. კ. საყვარელიძესთან კომერციული კავშირი ჰქონია თურმე და ერთხელ საყვარელიძემ მისი წილი 200 ათასი მანეთი /ახალი კურსით/ მიითვისა თურმე.

/ცირეკიძე ჰყვება, რომ დათუსანს უნდოდა ამ ორასი ათასი მანეთის მიცემა იმ პირისთვის, ვინც საყვარელიძის მოკვლას იკისრებდა. ცირეკიძემ ეს ამბავი გაბუნიას უამბო, რომელმაც დაავალა დათუსანის დამუშავება იმგვარად, რომ როგორმე მისთვის 10 ათასი მანეთი გამოერთმია, მაგრამ დათუსანი წინასწარ არაფერს იძლეოდა და მხოლოდ საყვარელიძის სიკვდილის შემდეგ კისრულობდა მთელი თანხის გადახდას. მაშინ გაბუნიამMდაავალა ცირეკიძეს წასულიყო საყვარელიძესთან და პირადად მისთვის ეამბნა ყველაფერი, რაც ცირეკიძემ შეასრულა. იგი რამდენჯერმე მიაგზავნეს დათუსანთან, მაგრამ იგი ანკესზე არ ეგებოდა./

„მაშინ გაბუნიამ და საყვარელიძემ ეშმაკობას მიმართეს, მეც მომატყუეს და ბრმა იარაღად გამომიყენეს: იმისთვის, რომ ციხეში ჩავესვი, საყვარელიძემ და გაბუნიამ ერთობლივად დამავალეს ინსცენირების მოწყობა, რისთვისაც საყვარელიძე დიდ თანხას და კარგ სამსახურს დამპირდა. მეც დავთანხმდი.

საყვარელიძის კაბინეტში სპეციალურად ავტეხე აურზაური, რაზეც წინასწარვე ვიყავით შეთანხმებული, და ორჯერ გავისროლე პარაბელუმი /იარაღი იმათი იყო/.

მე სულელმა არც კი ვიცოდი რა საქმისთვის მიყენებდნენ: თურმე საყვარელიძეს წინდაწინვე დაურხევია ხმა, რომ მასზე, როგორც პატიოსან თანამშრომელზე, ვიღაც გარეწრებს თავდასხმის მოწყობა და მოკვლა სურთ. /იმჟამად საყვარელიძე ჭანუყვაძესთან და მჟავანაძესთან მეგობრობდა და ეს ამბავი ყველამ იცის/.

ამის შემდეგ ატეხეს ხმაური, გავრცელდა ხმა, რომ 1970 წლის 2 ივლისს იყო მცდელობა საყვარელიძის მოკვლისა. მე მაშინვე გაბუნიასთან მივედი კაბინეტში, /არაერთგზის მისაუბრია აგრეთვე საყვარელიძესთან პირადად და ტელეფონითაც/.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ხალხმა კვლავ გამაცურა; მათ დამარიგეს მეცრუა, რომ მოკვლა კი არ მსურდა თითქოს საყვარელიძის და რომ ეს არც ინსცენირება ყოფილა, /ამაზე მირჩიეს საერთოდ გავჩუმებულიყავი/ და მეთქვა, თითქოს საყვარელიძემ დედა შემაგინა და იმაზე გაბრაზებულმა ვესროლე.

გაბუნიამ უფროსთან შემიყვანა და მე მართლაც სიცრუე ვილაპარაკე, როგორც შეთანხმებულნი ვიყავით. გამოძიებასაც და სასამართლოსაც ყალბი ჩვენებები მივეცი. სიმართლე დავფარე, თითქოს ეს ინსცენირება კი არა, ნამდვილი ამბავი იყო, რითაც საყვარელიძემ დაამტკიცა, რომ დათუსანი მისი მტერია და მის მოსაკლავად ხალხი მოისყიდა. ამ გზით იგი დროებით გამოძვრა დარჩეული თხილის კომერციის გახმაურებული საქმიდან. მაგრამ შემდეგ საყვარელიძემ ოკამში შემთხვევით ქალი მოკლა, ამას თხილის საქმეც დაემატა და მას ოთხი წელი მიუსაჯეს.

მოვტყუვდი. საყვარელიძე მევედრებოდა გავჩუმებულიყავი და ათას სიკეთეს მპირდებოდა. გამასამართლეს 228-ე მუხლის მესამე ნაწილით და 6 წელი მომისაჯეს.

დაპატიმრების შემდეგ, 1970 წლის 2 ივლისს გადამიყვანეს წინასწარი პატიმრობის საკანში /კპზ/, სადაც ნოდიას ყალბი ჩვენება მივეცი. დღე-ღამის შემდეგ გადამიყვანეს №1 საგამომძიებლო იზოლატორში. კომენდატურაში დამხვდა ლეჟავა და გამაცნო ოპერი პანფილოვი. ლეჟავამ მითხრა, რომ მას დაურეკა გაბუნიამ და რომ იგი მე მიცნობს როგორც აგენტს. მომათავსეს №2 სპეციალური კორპუსის №43 საკანში. აქვე მინდა აგიხსნათ, თუ რას ნიშნავს სპეციალური კორპუსი.

№2 კორპუსი ციხის მარჯვენა ფრთაზეა და სხვა კორპუსებისგან იზოლირებულია, იგი დაარსდა 1966 წელს და გამიზნული იყო თავიდანვე მხოლოდ აგენტურული მუშაობისთვის. ძველი კორპუსი გადაკეთდა და ყოველგვარი აპარატურით აღჭურვილი 10 საკანი გაიხსნა. ამ საკნებში მხოლოდ აგენტ პატიმრებსა და მათი საშუალებით დამუშავებულ ობიექტებს ათავსებდნენ.

კამერები არ იყო საერთო. მათში მხოლოდ 5-6 კაცს სვამდნენ. კორპუსში შესვლის უფლება ჰქონდა მხოლოდ უფროს ოპერსა და მის მოადგილეს. იქ შესვლის უფლება რეჟიმის უფროსსაც კი არ ჰქონდა.

მორიგეობდნენ სპეციალურად შერჩეული ერთგული კონტროლიორები და კორპუსის თანამშრომლები. კონტროლიორებს შორის ოპერ-განყოფილებიდან მიმაგრებულნი იყვნენ სპეციალური კონტროლიორები, რომელთაც ოპერების დავალებით პატიმართა წერილები მიჰქონდათ მათ ახლობლებთან და ამნაირად ხსნიდნენ საქმეებს...

როდესაც დავასკვენი, რომ სპეციალურ კორპუსში იმიტომ ვიყავი მოყვანილი, რომ აგენტურულად დავემუშავებინე, რათა სიმართლე დამეფარა, და რომ გაბუნიასა და საყვარელიძის მსხვერპლი გავხდი, 1970 წლის 21 ივნისს დავწვი პირადი ნივთები და გადავწყვიტე თავი დამეწვა, მაგრამ გადამარჩინეს და შიშველი გამომიყვანეს ცეცხლიდან. შემდეგ ჩამაცვეს სხვისი /დახვრეტილის/ ტანსაცმელი, და რადგან განვაცხადე, რომ დამნაშავენი საყვარელიძე და გაბუნიაა-მეთქი, იმ დღესვე შინაგან ციხეში გადამიყვანეს, რათა არ მეყბედა.

შემდეგ მეორე კორპუსში მომათავსეს, №45 საკანში. ყველანი დახმარებას მთხოვდნენ, მაგრამ გაბრაზებული ვიყავი და უარს ვეუბნებოდი. კარანაძემ მაცნობა, რომ უშიშროების კომიტეტში შენს გადაყვანაზე ჯერ თავს იკავებენო. არც მე მქონდა მუშაობის სურვილი. პანფილოვი და სვიმონიშვილი ყოველნაირად მაიძულებდნენ რომ მემუშავა, მაგრამ მე უარზე ვიდექი. იმისთვის რომ მოვეტეხე, ავანტურებს მიწყობდნენ და კარცერში მსვამდნენ. გარდა იმისა, რომ თვითონ არ ვმუშაობდი, სხვებსაც ვუშლიდი ხელს მუშაობაში.

№39 საკანში აგენტმა აღდგომელაშვილმა პანფილოვის დავალებით სასტიკად სცემა ობიექტ ისკანდერაშვილს და ვიღაც რუსს აგენტ სარქისოვის თანდასწრებით. №45 საკანში აღდგომელაშვილმა პანფილოვის დავალებით სცემა მიხელაშვილს /ებრაელი/, №44 საკანში აგენტებმა ქურდიანმა და წიკლაურმა სცემეს და სამართებლით დაჭრეს დათუსანი. №37 საკანში აგენტმა უსუპიანმა პანფილოვისა და სვიმონიშვილის დავალებით სასტიკად სცემა ობიექტ ვიტალი კუხიანიძეს, რომელსაც მთელი შიგნეული დაუზიანდა, პირიდან სისხლი აღებინა და მალე გარდაიცვალა კიდეც საავადმყოფოში. იგი „ჩამოწერეს“.

აგენტმა გურამ გოგუამ და თედო დოლიძემ №38 საკანში სცემეს ობიექტებს, მათ შორის კობახიძესაც, რომელიც ფეხებით ჩამოჰკიდეს და აიძულეს გამომტყდარიყო. ერთი სიტყვით, კორპუსი სპეციალური იყო, სადაც გაბატონებული იყო სისტემა, ნებისმიერი საშუალებით ობიექტის დამუშავებისა, რაზედაც მითითებებს იძლეოდნენ პანფილოვი, სვიმონიშვილი, ბურდული და სხვები.

ვხედავდი რა ყველაფერ ამას: რომ ადმინისტრაცია ყველანაირად იყენებს აგენტებს ათასნაირი დაპირებებით, შემდეგ კი „შიფრავენ“ მათ და ყველაფერში ატყუებენ, გადავწყვიტე აღარ მეთანამშრომლა მათთან, მაგრამ გამუდმებული კარცერებით გამტეხეს და მაიძულეს მათთან მემუშავა, მითუმეტეს რომ ყველაფერში სრულ გარანტიას იძლეოდნენ. აგენტმა დალაქიანმა დამუშავებისას ობიექტი მოკლა და მხოლოდ ერთი წელი დაუმატეს. საქმე კი მიაფუჩეჩეს... უნდა აღვწერო მეორე კორპუსის მდგომარეობა, მისი სისტემა და თუ რა დავალებები ეძლეოდათ იქ აგენტებს გამონაკლისის გარეშე. მეორე კორპუსი, როგორც მოგახსენეთ, სპეციალური იყო. ყველა საკანში აგენტები ისხდნენ და ობიექტებზე მუშაობდნენ. ისინი ათასნაირ დავალებებს ასრულებდნენ, რისთვისაც გასამრჯელოს სახით ეძლეოდათ ნარკოტიკები, მაგარი სასმელები, პაემანი სპეციალურ ოთახებსა და კაბინეტებში როგორც ახლობლებთან და ნათესავებთან, ასევე მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან, აძლევდნენ დამატებით საკვებს, ჰპირდებოდნენ გათავისუფლებას და ა.შ.

ხშირად გვავალებდნენ ობიექტების ცემას, როგორც ჩვენების გამოძალვისათვის, ასევე ადმინისტრაციის მუშაკთა პირადი ინტერესებისთვისაც. პირადად დავალებებს იძლეოდნენ: ლეჟავა, სვიმონიშვილი, პანფილოვი, ქორიძე, ფროლოვი, რომელიც თავადაც სცემდა პატიმრებს საკანში.

უნდა აღვნიშნო, რომ აგენტები დავალებებს ასრულებდნენ სხვა საკნებშიც: თავისი საკნიდან გადადიოდნენ ობიექტის საკანში, ასრულებდნენ დავალებას და მაშინვე თავიანთ საკანში ბრუნდებოდნენ. ისინი სპეციალურ კორპუსში გამოგონილი სახელებითა და გვარებით ისხდნენ. მეორე კორპუსს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპერგანყოფილების უფროსი ინსპექტორი, ლეიტენანტი ფროლოვი, ვისი მეშვეობითაც აგენტები ზეპირად თუ წერილობით ღებულობდნენ დავალებებს უფროსებისგან...

ფროლოვის დავალებით აგენტებმა - ელოიანმა და ალბერტ სააკიანმა სცემეს საშა ბაბაჩევს. ამ პროცედურას თავად ფროლოვი სათვალთვალო ჭუჭრუტანიდან უყურებდა და ტკბებოდა. ზემოხსენებულ საკანში აგენტებმა: სააკიანმა, ჩუმაჩენკომ და უსუპიანმა სცემეს ობიექტ ბაბელიანს, რაც თავის კაბინეტში ბოლომდე მიიყვანა თავად ფროლოვმა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ცემა-ტყეპა ყველა საკანში მიმდინარეობდა და კორპუსში გამუდმებით ისმოდა ობიექტთა კვნესა-ღრიალი.

ისმაილოვის სიკვდილის შემდეგაც ფროლოვის მითითებით აგენტები ისევ სცემდნენ ობიექტებს. 42-ე საკანში ადმინისტრაციის დავალებით სცემეს და მამათმავლურად გააუპატიურეს ობიექტები: ბაბევი, კიკნაძე, სტეფანია და სხვები. 45-ე საკანში სცემეს ალასკერ ალასკეროვს. 38-ე საკანში ზიბზიბაძეს და საყვარელიძეს. აგენტებმა ზიბზიბაძემ და ოქროშაშვილმა 11 იანვარს იმავე საკანში სასტიკად სცემეს ვასილიევს, რომელიც საავადმყოფოში გახდა წასაყვანი. სცემეს მოხუც საიდაკარს და სხვებს. აგენტები შედიოდნენ ნებისმიერ საკანში და ადმინისტრაციის დავალებით სცემდნენ ობიექტებს.

ზიბზიბაძე და ოქროშაშვილი 38-ე საკნიდან გადმოვიდნენ ჩვენთან, მე-40-ში და სცემეს ობიექტებს: ალასკეროვს და იამარ მაკარამოვს. 38-ე საკანში ზიბზიბაძემ და ერთმა მეგრელმა გალახეს ებრაელი ფიჩხაძე. მოკლედ, ნამდვილი სასაკლაო იყო. ეს ყველაფერი გაიგო საგამომძიებლო იზოლატორის ახალმა უფროსმა გაბუნიამ და ამ არაადამიანური დავალებების ლიკვიდაცია მოახდინა. ფროლოვს შინაგან საქმეთა კოლეგიაზე ყველაფერი დაუმტკიცეს და მოხსნეს. ფროლოვს თავად მოჰქონდა არაყი კორპუსში და აგენტებთან ერთად სვამდა საკანსა და სამუშაო ოთახში, სადაც ხშირად იმართებოდა ღრეობები. მთვრალი ფროლოვი ხშირად შევარდნილა საკანში და თვითონვე უცემია გამოსატეხი პატიმრები.

ჩვენი სააგენტურო მუშაობის ხელწერა ერთ რამესაც ითავსებდა: უფროსების დავალებითა და ოპერატიული მუშაკების მეშვეობით ობიექტებს გარე სამყაროსთან ვაკავშირებდით, რათა გამოგვერკვია თანამონაწილენი, დაგვემტკიცებინა დანაშაული, გვეშოვა ნივთმტკიცება. წერილებში ზოგჯერ ობიექტები თავიანთ საიდუმლოებებზე სწერდნენ, ამჟღავნებდნენ ფულის, ოქროს, სხვა ძვირფასეულობის სამალავებს და ახლობლებს სთხოვდნენ, სხვაგან გადაემალათ ისინი.

გარდა ამისა, ობიექტები წერილებში ასახელებდნენ თანამონაწილეებს, სთხოვდნენ დახმარებას, ეწეოდნენ ფულის გამოძალვას და უარის შემთხვევაში გაცემით იმუქრებოდნენ. ამის მიხედვით ჩვენ, აგენტები ვამუშავებდით ობიექტებს, ვარკვევდით მათ საიდუმლოებებს, ვამჟღავნებდით მათ თანამონაწილეებს, ვააშკარავებდით მათ დანაშაულს, ვიგებდით ბოროტმოქმედებებით დაგროვილი სიმდიდრის ადგილსამყოფელს და ეს სიმდიდრე შემდგომში სახელმწიფო ბიუჯეტს ემატებოდა

ამგვარ მახეში გაბმული ობიექტი იძულებული იყო, ეღიარებინა დანაშაული, დაესახელებინა თანამონაწილენი.

წინასწარ ხდებოდა ყველა წერილის ფოტოგრაფირება, რომლებიც ოპერგანყოფილების გავლით და დამაკავშირებლის ხელით გადიოდა. გარდა ამისა, ობიექტებს ვაკავშირებდით მათ თანამონაწილეებთან, რომლებიც სხვადასხვა საკნებში ისხდნენ. მათი მიმოწერის საშუალებით ვგებულობდით მათსავე დანაშაულის შესახებ. საქმიანი და საჭირო წერილები ინახებოდა აგენტებთან და ოპერგანყოფილებაში. აგენტი წერილს გადასცემს შეფს, ეს უკანასკნელი კი საგამომძიებლო ორგანოებს უგზავნის.

ზოგჯერ გამომძიებლებს ადგილზევე იძახებდნენ წერილების გადასაცემად. ისინი თავად კითხულობდნენ სააგენტურო მასალებს. ამასთან, აგენტთან საუბარში გამომძიებლები ძიებისთვის საჭირო გეზს ადგებოდნენ და სწორად წყვეტდნენ, თუ როგორ უნდა წაეყვანათ ძიების საქმე.

ზოგიერთ საჭირო წერილს დამნაშავის საქმეში აკრავდნენ, როგორც ნივთმტკიცებას, რითაც დანაშაულის ფაქტი მტკიცდებოდა.

სააგენტურო მუშაობის ხელწერაში ამგვარი ამბავიც შეინიშნებოდა: აგენტს შეცვლილი გვარით შეუშვებდნენ სხვა საკანში, სადაც იგი სცემდა ობიექტებს და თავის საკანში ბრუნდებოდა. თუკი ობიექტი იჩივლებდა, მას ყურადღებას არავინ აქცევდა, ხოლო თუ სასამართლო კერძო განჩინებას გამოიტანდა, ან ვინმე დაინტერესდებოდა ამ ამბით, მაშინ ადმინისტრაცია ოფიციალურად, წერილობით პასუხობდა, რომ ამგვარი ფაქტი არ მტკიცდებოდა, რადგან ობიექტის მიერ დასახელებული კაცი, რომელმაც მას თითქოს სცემა, მეორე კორპუსში და საერთოდ ჩვენს ციხეში არ იმყოფებაო. ფაქტი ხდებოდა, მაგრამ მისი დამტკიცება არავის შეეძლო: სხვა საკნიდან შეუშვებდნენ აგენტს ობიექტის გასალახად, ხოლო ის აგენტი, ობიექტთან ერთად რომ იჯდა საკანში, ვითომ იცავდა მას, ამნაირი მოქმედებით იგი ობიექტის ნდობას იხვეჭდა და საქმეს ხსნიდა. აგენტებს, რომლებიც უარს ამბობდნენ ბინძურ საქმეებზე, რუსეთში გზავნიდნენ, ხოლო დათანხმების შემთხვევაში, ყველაფერს უსრულებდნენ. ხშირად სასჯელსაც კი უხსნიდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სააგენტურო დამუშავების მეთოდიკაში ხელმძღვანელობა უშვებს ყოველნაირ საშუალებას, რათა აიძულონ ობიექტი აღიაროს დანაშაული. მათ წინააღმდეგ იყენებდნენ ნებისმიერ საშუალებას, ყოველნაირ მახეს, საჭიროების შემთხვევაში ისინი არ ერიდებოდნენ ობიექტის აგენტად ქცევასაც, რათა გაეჩუმებინათ იგი საკუთარი თავისა და ცოდვების მიმართ.

აგენტიც ხომ პატიმარია და თავისუფლებისათვის ყველაფერზე მიდის, ყურს უგდებს თავის შეფებს და ყველაფერს უსრულებს /ხანდახან საკუთარი სიცოცხლის რისკითაც კი/.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თავადვე ვიწვნიე ამ „სკოლების“ მთელი სისასტიკე: ნდობის მოსაპოვებლად ხშირად ვიჭრიდი ვენებს, ადმინისტრაციის დავალებით ობიექტებთან ერთად კვირაობით ვრჩებოდი მშიერი, მათთან ერთად ვიჯექი ქვეშაგებლის გარეშე ნესტსა და სიცივეში. ამნაირად შეჰყავდათ ობიექტები შეცდომაში და ჩემდამი ნდობას აღუძრავდნენ. აგენტურული მუშაობის ყველა მეთოდის აღსაწერად ქაღალდი არ მეყოფა...

პროკურორ ლეჟავასა და მისი ძმის მითითებით, როგორც მათ მითხრეს, თვითონ შევარდნაძის დავალებით, ჩემთან შემოუშვეს ობიექტი რომან ენუქიძე, რომელიც ცხვარიჭამიაში საბაღე ნაკვეთების გამნაწილებელთა ჯგუფის წევრი იყო /საკოორდინაციო ჯგუფი/. ლეჟავა, სვიმონიშვილი და სხვებიც შემპირდნენ, რომ ამ საქმის გახსნის შემთხვევაში გამათავისუფლებდნენ, რადგან თვითონ შევარდნაძემ მოგვცა სიტყვაო.

მთელი ძალები დავძაბე ობიექტ ენუქიძის დამუშავებისათვის. მას წინდაწინვე უთვალთვალებდნენ. იგი საკუთარ სახლთან დავაკავშირე, დავარწმუნე ყოველივე ეღიარებინა და დოლოიანისა და ბოტაძის მსგავსად, აღიარებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, შევარდნაძესთან გავგზავნე.

ენუქიძემ მინისტრთან ყველაფერი აღიარა, დაასახელა ყველა, ვისაც მიწები გამოუყო - თბილისის რაიონების ხელმძღვანელი მუშაკები და ცენტრალური კომიტეტის აპარატის ხალხი ჭანუყვაძისა და მჟავანაძის ჩათვლით.

სვიმონიშვილის დავალებით მე გავიშიფრე ენუქიძის წინაშე, რის შემდეგაც იგი აგენტი გახდა და ჩვენ გვეხმარებოდა. ენუქიძე სპეციალურად აქციეს აგენტად, რადგან საკუთარი თავისა და ცოდვების შიში ჰქონდა, მომავალში თავისი ჩვენება აღარ გადაეთქვა.

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პ. ვ. კოვალჩუკის თხოვნით, მე დავამუშავე ობიექტი თორაძე, რომელმაც ქრთამი მისცა მინისტრის მოადგილეს, ჩხიკვიშვილს. თორაძეს ყველაფერი ვაღიარებინე და ჩხიკვიშვილი დააპატიმრეს. ძიება მიჰყავდა წაქაძეს.

დამაკავშირებელი მელიქიანი მოხსნეს და მის მაგივრად მოიყვანეს ჯანგიანი. იუზა ჯანგიანს წერილები დაჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებულ საქმეებზე და საკითხებზე რაიონებში წერილები მიჰქონდა ე. რხინაძეს, ოპერ-განყოფილების მუშაკს, რომელიც სახლში მივიდა კარლო მიტიჩაშვილთან ველისციხეში.

სვიმონიშვილმა და ლეჟავამ პირდაპირ საავადმყოფოდან შემოსვეს ჩემთან მიტიჩაშვილი, პიჟამის ამარა, თითქმის შიშველი შუა ზამთარში /სპეციალურად/. უნდა აღვნიშნო, რომ ობიექტებს აღიარებისთვის მხოლოდ მინისტრთან როდი ვუშვებდი, არამედ ლეჟავასთან და სვიმონიშვილთანაც.

მიტიჩაშვილზე ამგვარი დავალება მივიღე: ნებისმიერი საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა მინისტრთან, შევარდნაძესთან წავიდეს აღიარებაზეო.

მთელი სამი თვე ვისწავლე მიტიჩაშვილზე. აღიარებამდე მიყვანილი ოთხჯერ გავგზავნე ლეჟავასთან და სვიმონიშვილთან, მაგრამ ბოლო მომენტში უარზე დგებოდა.

ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა დავარწმუნე მიტიჩაშვილი, რომ აღიარება მას დაეხმარებოდა და რომ მის ვაჟსაც არ გამოაგდებდნენ სამედიცინო ინსტიტუტიდან. ამის შემდეგ მან იარაღი დაჰყარა და ყველაფერი უამბო მინისტრს. ეს საქმე საფეხურებით ჯავახაძემდე ავიდა. მიტიჩაშვილი სალარიძის მეშვეობით ქრთამს აძლევდა გელბახიანს და სამედიცინო ინსტიტუტში აწყობდა თავის კახელებს ჩუმლაყიდან, ველისციხიდან, გურჯაანიდან და ა.შ. 50 000 მანეთად მიტიჩაშვილმა თავისი სამი შვილი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე მოაწყო.

შემდეგ მორიგი დავალება მივიღე მიტიჩაშვილზე: ყველანაირი საშუალებით უნდა მეიძულებინა იგი, რათა სახელმწიფოსათვის 50 000 მანეთი ჩაებარებინა. ეს საჭირო იყო როგორც ნივთიერი მტკიცება. აქ დაიწყო ნერვების აშლა: მიტიჩაშვილი სახლში აგზავნიდა წერილებს, რომლებითაც თხოულობდა ხან 5 ათას მანეთს, ხან 10 000 და არა 50 000.

დამავალეს მეცემა იგი და ამნაირად მიმეღწია საწადელისთვის. მას ვცემდით მე, ელოიანი და სააკიანი. ვცემდით სამუშაო ოთახში, მუშაკ კონსტანტინოვის თანდასწრებით. ვახდენდით აღიარებისა და წერილის გამოძალვას.

ბოლოს მიტიჩაშვილმა ჩვენი თანდასწრებით დასწერა წერილი ძმის სახელზე და კვლავ 5 ათასი მანეთი ჩასწერა. წერილებს ფროლოვსა და სვიმონიშვილს ვაბარებდით. საკნიდანვე მისწერა წერილი მიტიჩაშვილმა ცოლს, სადაც სწერდა, რომ აუზთან ცელოფანში გახვეული 50 000 მანეთი მაქვს ჩაფლულიო, ერთი კვირის შემდეგ კი განცხადება დაწერა მინისტრის, ე. შევარდნაძის სახელზე და უკანონო გზებით ნაშოვნი ფულის ადგილსამყოფელი მიუთითა. ამით დავამთავრე მიტიჩაშვილის დამუშავება. საავადმყოფოში და 41-ე საკანში მას ამუშავებდნენ აგენტები: პეტროსიანი და ინაური. სასამართლოს შემდეგ გელბახიანის საქმეზე 44-ე საკანში მიტიჩაშვილს ამუშავებდნენ აგენტები: რეხვიაშვილი და როსტოვი, ხოლო შემდეგ, 43-ე საკანში აგენტები: კოსტავა და კამკამიძე. მიტიჩაშვილის დამუშავების პარალელურად, ათამდე სხვა საქმეც გავხსენი.

1973 წლის 19 სექტემბერს გავიგე, რომ განთავისუფლების ნაცვლად ჩამომაკლეს ორი წელი. გაბრაზებული წინასწარი პატიმრობის საკნებიდან ციხეში გადავედი. დავსვი საკითხი, რომ მეკუთვნის ჯანდარა, რასაც სვიმონიშვილი შემპირდა ადრე. მოულოდნელად ბეჟანიშვილის კაბინეტში გამომიძახა ჩემმა შეფმა, ტარიელ თავართქილაძემ და მთხოვა ორი ობიექტის დამუშავება მკვლელობის საქმეზე. იგი მპირდებოდა, რომ თუ ამას გავაკეთებდი, თავად სთხოვდა მინისტრს და პრეზიდიუმში ხელახლა დასვამდნენ საკითხს, რათა ჩემთვის დარჩენილი რვა თვეც ეპატიებინათ. დავთანხმდი და გადავედი მე-40 საკანში, სადაც შემოიყვანეს აგენტი წერეთელი და ობიექტი მალხაზ თალაკვაძე, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ვინმე ებრაელი ისროს (მამათმავალი) მკვლელობაში, რაც ქ. ფოთში მოხდა. თალაკვაძის დამუშავებისას, რაშიც უშუალოდ ფროლოვიც ღებულობდა მონაწილეობას, ჩემს საკანში დავალებით შემოუშვეს აგენტები: უსუპიანი, აკოფიანი და ზერეკიძე. უსუპიანი იჯდა 37-ე საკანში, აკოფიანი და ზერეკიძე 39-ში. თალაკვაძეს სცემეს უსუპიანმა და აკოფიანმა და აღიარება გამოსძალეს. მან ეს აღიარება დასწერა და მე იგი პირადად გადავეცი ბეჟანიშვილს.

ფროლოვმა როგორც კი გაიგო, რომ თალაკვაძემ დასწერა ყალბი ჩვენება, კვლავ დაავალა უსუპიანს მისი ცემა. 1973 წლის 21 ოქტომბერს, კობლიანიძის ცვლის დროს, უსუპიანი შევიდა 42-ე საკანში, გამოიყენა მომენტი იქ სამი აგენტის ყოფნისა /იცოდა, რომ საშიშროების შემთხვევაში აგენტები დაიცავდნენ/, მაგრად სცემა თალაკვაძეს და თავის საკანში დაბრუნდა.

23 ოქტომბერს უსუპიანი და აკოფიანი შეცვივდნენ 43-ე საკანში და ობიექტების ცემა დაიწყეს. ერთს საბანი წაართვეს, რომელიც მე დავუბრუნე პატრონს. უსუპიანი თავისუფლად შედიოდა ყველა საკანში და სხვა აგენტების მსგავსად, ადმინისტრაციის დავალებით, ობიექტებს სცემდა. სასტიკად სცემა მან 44-ე საკანში შირინიანს. ქელბაქიანს და გვენცაძეს უსუპიანმა სცემა რკინით. დაუჟეჟა შიგნეულობა, რის გამოც ქელბაქიანი მთელი კვირა იწვა.

43-ე საკანში უსუპიანმა სცემა ტოშკერიას, აიძულა ლოგინის ქვეშ შემძვრალიყო და ემღერა.

თავისი საკნიდან /37/ უსუპიანი ხშირად გადადიოდა 39-ე საკანში, სადაც სცემდა ობიექტებს და აკოფიანთან ერთად მორფს იკეთებდა. მთვრალმა უსუპიანმა, რომელიც ფროლოვმა დაათრო, სცემა აგენტ გურგენ ხაჩატურიანს, რადგან იგი ფროლოვზე ყვებოდა, რომ ეს უკანასკნელი არასწორად მუშაობს და მექრთამეაო, მაგრამ ყველას ისე ეჭირა თავი თითქოს არაფერი გაეგონოს. მაშინ მე შევედი და გამოვგლიჯე იგი ხელიდან უსუპიანს. უსუპიანმა სცემა აგრეთვე მოხუც ბიგვავას და აღიარება გამოსძალა ჩაის საქმეზე. უსუპიანი როდესაც მთვრალი იყო ან ანაშა ჰქონდა მოწეული, გონებას ჰკარგავდა, ანგარიშს არაფერს უწევდა.

განცხადება საქ. შს მინისტრის,
კეთილაძის მიმართ
1974 . 15 ივნისი /გვ. საქმის 234-237/

„აგენტები დადიოდნენ სხვადასხვა საკნებში და სცემდნენ ობიექტებს“. „ფროლოვი /ოპერ-რწმუნებული/ ეწეოდა ფულის გამოძალვას, როგორც აგენტებისგან, ასევე მათი ნათესავებისგან“.

„როგორც საქმისთვის, ასევე პირადი ინტერესებისათვის, ფროლოვი აიძულებდა აგენტებს გაელახათ ობიექტები, აიძულებდა ობიექტებს ფულის მოტანას. /ისინი წერდნენ წერილებს ახლობლებსა და ნათესავებს. ეს წერილები მილიციის მუშაკებს მიჰქონდათ და უკან ფულით ბრუნდებოდნენ/“.

„ფროლოვმა სპეციალური მეორე კორპუსი ცემა-ტყეპის, სეირნობისა და პროსტიტუციის ალაგად აქცია. კორპუსში პატიმართა გალახვის ასზე მეტი ფაქტი აღირიცხება, მაგრამ ამისთვის არავინ დაუსჯიათ.“

„ლეჟავას /საგამომძიებლო იზოლატორის უფროსი/ სურდა პატიმარ ისმაილოვის მკვლელობის ფაქტის დაფარვა, მან და გამომძიებელმა ონანოვმა ფაქტის დასაფარავად საქმიდან ამოგლიჯეს ჩემი პირველი ჩვენება. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ამ საქმეს მე ავიღებდი საკუთარ თავზე. მათ მცემეს და ორჯერ მომიწყვეს გაქცევა, რათა მოვეკალი“.

(საქართველოს მოამბის) რედაქციის დასკვნა

წამების მეთოდების ფართოდ გამოყენება საქართველოს სსრ შსს-ს საგამომძიებლო იზოლატორში და სუკ-ის /სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი/ საგამომძიებლო იზოლატორში ემთხვევა შს მინისტრის, ე. შევარდნაძის მოღვაწეობის პერიოდს /1966- 1972 წწ./. იგი ამჟამად ცკ-ს პირველი მდივანია. მანვე შექმნა საგამომძიებლო იზოლატორის „სპეციალური“ მეორე კორპუსი, პატიმარ „ობიექტთა“ სასაკლაო, შსს-ს ჯალათთა თავაშვების ადგილი, სადაც წამების უსაშინლეს მეთოდებს იყენებდნენ: რკინის ჯოხებით ცემას, ფოლადის ნემსებისა და მავთულების გარჭობას, ფეხებით ჩამოკიდებას, ანთებული სიგარეტით სხეულის ამოწვას, ცხელი შხაპის ქვეშ გაჩერებას, ჰომოსექსუალურ გაუპატიურებას და ა.შ.

1975 წლის 1-9 აპრილს აგენტების ღია სასამართლოს ფარსი იმისთვის გათამაშდა, რომ შსს გაემართლებინათ საზოგადოების თვალში და მთელი დანაშაული საბრალო მსხვერპლთათვის: უსუპიანისა და ცირეკიძისათვის გადაებრალებინათ და ამით დაეფარათ მთავარი დამნაშავე, ედუარდ შევარდნაძე და მისი უწყება...1

________________________

1 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ს. №7726, ტ. №8, ფურც. 102-132.

Special Second Building of the Investigation Insulator,
Slaughter-house of the Prisoners

nino kipshidze

Numerous articles were published in the Archival Bulletin concerning the methods of torture of the prisoners in the Georgian SSR prisons. According to the archival №77-26, the Soviet authorities „improved” these methods. „The harshest methods of torturing were used in prisons: beating with iron, piercing with steel needles and wires, hanging upside down, burning with cigarettes, scalding with hot showers, rape and other methods”.

This case reveals not only methods of torture but also the system of how prisoners were converted into agents, used and then „discarded” that referred to as physical destruction. The articles concerning this issue were published in an illegal journal Sakartvelos Moambe ( „The Archival Herald”)

We offer this document: [sic.]

Torture of the Prisoners in the Georgian SSR Prisons
/by Z. Gamsakhurdia/

From April 1 to 9, 1975 the People's Court of Kirov District in Tbilisi discussed the cases of Yuri Grigorevich Tsirekidze and Valiko Usupiani. The accused were tried on the basis of Article 110, part II and Article 129 of the criminal code of the Georgian SSR for what these articles refer to as „substantive physical damage that causes death” and „refraining from helping a victim.” Gabitashvili was the chairman of the Court, Macharadze was the prosecutor and Pkhakadze was the lawyer for the defense. The five volumes of this case are filed under number 2254.

The following facts were ascertained by the preliminary investigation and then confirmed by the court: On October 24, 1973 two prisoners in Tbilisi pre-trial detention center №1, Yuri Tsirekidze and Valiko Usupiani, severely beat another prisoner by the name of Ismailov. They did not provide medical aid to Ismailov, who died as a result of his untreated injuries on October 27. A special investigation into the incident was conducted and fortythree witnesses were questioned.

Over the last three years there have been many such cases that have gone uninvestigated in the Ministry of Internal Affairs and the Security Committee of the

Georgian SSR. In some cases, investigators have not been experienced enough to ascertain information from suspects and for this reason have decided to use methods of torture. In many of these cases, prisoners have been used as the agents of torture.

Prisoners Tsirekidze and Usupiani were both agents. They had been tried for previous crimes. However, the prison administration kept them in the pre-trial detention center after the court had already passed its sentence on them. Tsirekidze and Usupiani were used by the Ministry of Internal Affairs, Security Committee and Prosecutor Office. The so-called „special” cell №40 in the second building of the pre-trial detention center was the place where agent butchers and their victims were kept. After „processing,” the victims were transferred either to the prison hospital or to another cell. Beaten prisoners often died in the prison hospital. The doctors of the hospital drew up falsedocuments with different causes of death. This process was referred to as „discarding the prisoner.”

Prisoner Ismailov was not „discarded” because he was not taken to the hospital in time. For this reason, a case was launched against the agents. The staff of the prison was dismissed, including the head of the pre-trial detention center, Lezhava, his deputy, Svimonishvili, the operative attorney, Prolov, and others. It was revealed in court that the major perpetrators were collaborators within the Ministry of Internal Affairs, Security Committee and investigators of the Prosecutor's Office. Tsirekidze and Usupiani were merely unwitting tools of these powerful figures, however, none of the principle perpetrators were punished.

To the People's Court of Kirov District, Tbilisi
From Yuri Tsirekidze (prisoner of the MIA pre-trial

detention center №1)

Declaration - Testimony
The Roots of Evil”

I call this declaration „The Roots of Evil” because the roots of evil have become the foundation of my unhappy life following a peaceful childhood.

I have been intimidated and abused at the hands of the former administration of pre-trial detention center №1 and its supporters. They oppressed me and made me assume responsibility for a murder that I did not commit and then hid the truth.

I think that I can shed light on the reality. The policemen and the staff of the Ministry of Internal Affairs of Georgia courted me and won me over when I studied at school. They deceived me with their promises. I was still a child when I became their agent.

Unworthy men who worked as the authorities used me as their unwitting weapon against people accused of crimes, whether they were guilty or innocent.

I have nothing left to do but expose those people who used false witnesses and documents against me to make up this case. They have accused me of committing serious crimes that I did not commit.

After making his opening statement, Tsirekidze narrated his biography in detail. He was born in 1938 and did not have father. His family was very poor. He lived under very tough conditions and very often went hungry. He described his mother's constant hard work and how she became an invalid. Despite this, she did her best and gave her son the opportunity to attend secondary education. Tsirekidze passed his examinations in the Institute of Physical Culture. He was a champion of Georgia in acrobatics. From 1954 to 1956 the heads of the investigation department, Koiava and Grisha Arakhamia, encouraged him to take part in the activities of Molotiv's regional police. His mother knew that this was occurring. He assumed the nickname „I. Popov.” They promised him that he would become an officer. He was tasked with befriending thieves in order to gain their trust. For this reason, he became involved in a life of crime. If he were to be arrested, the authorities were supposed to help him get released. On November 23, 1958, he was arrested for robbery. However, Arakhamia and Koiava did not come to his aid. Thus, Tsirekidze was put in prison where he was surrounded by agents under the direction of Vaso Berukashvili, nicknamed Gaioz Begoshvili, who severely beat him. Finally, these agents achieved their goal and coerced Tsirekidze into becoming one of the agents of the prison.

Although he became an agent, Tsirekidze was still sentenced to a 15-year prison term.

In 1961 Tsirekidze was released but soon thereafter was arrested again for fighting. He spent time in different prisons and penal colonies. Tsirekidze explained how his chief, Mamaladze, tried to turn his wife, Gulnara Tsirekidze, into an agent but was unsuccessful. When Tsirekidze was free the police did not leave him alone. They constantly tried to involve him in agent activities. He wrote as follows: „I was transferred from hand to hand like a whore. Everybody made me work. These people were: the head of the criminal investigation department of the Tbilisi police, S. Mamulovi, his deputiy, Guchmazashvili, M. Pitskhelauri, B. Meskhi and also collaborators from the Ministry of Internal Affairs of Georgia, Kh. Gagua, V. Talakvadze, Kalantarov and others.

I served sentences in the 4th, 25th and 28th penal colonies. In each of these I served as an agent. In 1966 I was transferred from the 4th penal colony to the prison of the Security Committee. My chief agent was Zhora Gegelia.

During my time in the prison of the Security Committee I „processed” different people: currency dealers, secondhand gold dealers, spies and those who were accused of counterfeiting wine and brandy. I was in alliance with the staff of the Security Committee: Irakli Tsintsadze, Zhora Gegelia and the head of the criminal investigation department, Colonel Nadiradze.

In the Security Committee I „processed” gold dealers Ibrahim Mamedov and Misha Mikhelashvili, the director of the brandy factory, N. Ramishvili; also, Husein Jashi who was arrested in Batumi, Davarashvili, Turkish and Tatar informers and others. In the end, I was in the Ksani penal colony. On September 24, 1967, I was released.

I wanted to start working for an organization that was selling nuts, fruits and vegetables, but its director, V. Sakvarelidze, turned me down because I was a former prisoner. For this reason, we quarreled. However, other people asked him on my behalf and finally he hired me. I started to work as forwarding agent. I lived a quiet life and did not commit any crimes. Soon after starting, I was called to see V. Talakvadze and N. Perkin, who were collaborators with the criminal investigation department. I successfully investigated a case that everyone throughout Georgia and in Moscow had tried to solve. This case was about a family that had been slaughtered in the village of Ukanamkhare in the Leningrad region. Every agent provided the police with false information concerning this case. Talakvadze awarded me with one hundred rubles for successfully solving this case.

Thus, I helped the investigation organs to investigate different cases.

In December of 1969, I was called into the Ministry of Internal Affairs by the head of the fourth department, Misha Gabunia. He asked me to help him find the robber Roman (Nugzar) Chikhvaria, nicknamed „Jako,” who had escaped from prison. Chikhvaria was from the village of Nabeghlaviin the Chiatura region. Misha Gabunia showed me the robber's photo and described him to me verbally. I was thus instructed and began my work.

I managed to find Chikhvaria and to become his friend. I had a firearm that had been given to me by the police. Chikvaria took me to the village of Nabeghlavi where I gained access to all of his secrets and all of his hidingplaces. After our trip to Nabeghlavi, we returned to Tbilisi separately. I worked out a plan for Chikhvaria's detention with Gabunia, his deputy, Sh. Batiashvili, L. Gabunia and others. According to the plan, I encouraged Chikhvaria to drink a lot so we were both very drunk when we were arrested. He was tried and sentenced to 15-years in a strict-regime camp.

M. Gabunia was promoted to the deputy head of the criminal investigation department of the Ministry of Internal Affairs of Georgia for arresting Chikhvaria.

I continued to work with Gabunia. I found the robber, G. Tevdorashvili, who had been hiding for 17 years. The police thought that he was either dead or had crossed the border. I helped them to arrest Tevdorashvili.

I also found the Armenian gold dealer „Miska.” He had sold 450 grams of gold at Tatar Square to the Jew Misha, who lived at Dighomi street №6 and worked at a shop in Gardabani.

I informed M. Gabunia about Miska and Misha. Gabunia took me to Sh. Baghaturia whom I informed about this case. I added that the policemen of the Lenin region in Tbilisi were involved in this case because they had been taking bribes from Armenian „Miska” and Jew Misha and letting them go. Deputy Minister Kovalchuk also knew about these persons. However, Gabunia and Baghaturia thought that Kovalchuk knew because I had informed him. For this reason, they got furious with me.

A former collaborator with our union, Vazha Datusani, who was the director of shop №4, knew and trusted me. He told me that he had made a commercial deal with B. Sakvarelidze and that Sakvarelidze had appropriated two hundred thousand rubles from him.

According to Tsirekidze, Datusani wanted to give two hundred thousand rubles to anyone who would kill Sakvarelidze. Tsirekidze told this to Gabunia who instructed him to take ten thousand rubles from Datusani as an advance on the murder. But Datusani refused to pay in advance, saying that he would pay in full after Sakvarelidze's death. Upon learning this, Gabunia sent Tsirekidze to Sakvarelidze to tell him everything.

Tsirekidze said: „Gabunia and Sakvarelidze worked out a plan. They instructed me how to help them arrest Datusani and promised to give me a good job in return. I agreed. However, they cheated me.

According to the plan, I made a scene in Sakvarelidze's study. I shot a Parabelum handgun that had been given to me by Gabunia and Sakvarelidze.

I was uninformed and I did not know why they were using me. I was not aware that Sakvarelidze had spread rumors that someone was trying to attack and kill him. At this time Sakvarelidze was a close friend of Chanukvadze and Mzhavanadze and so this was information that everyone knew.

The news of my attempted killing of Sakvarelidze on July 2, 1970 spread quickly. I went to Gabunia. Before that I had spoken to Sakvarelidze in person and on phone. In short, the authorities cheated me again. They instructed me to say: „Sakvarelidze insulted me and I shot him.”

Gabunia took me to the chief and I told this lie as he had instructed me to do. I gave this false testimony to the investigation and to the court. I concealed the truth. As a

result, Sakvarelidze was able to prove that Datusani was his enemy and had hired people to kill Sakvarelidze. The fact that Sakvarelidze was involved in the nut selling was forgotten. However, Sakvarelidze later killed a woman in Okami and was sentenced to four years in prison.

Sakvarelidze asked me not to tell the truth. I was deceived. I was sentenced to six year in prison in accordance with Article 228, part III.

On July 2, 1970 I was taken to the pre-trial detention cell (KPZ). There I gave my false testimony to Nodia. One day later I was transferred to pre-trial detention center №1. There I met Lezhava, who introduced me to Panpilov. Lezhava told me that Gabunia had phoned him and that he was aware that I was an agent. I was put in cell №43 of special building №2.

I want to explain what this „special building” was. Building complex №2 is isolated from the other building complexes. It was constructed in 1966 for intelligence activities. An old building was converted into ten cells equipped with all necessities. These cells were for agent prisoners and for those who were exposed to these agents.

There were only 5-6 prisoners in each cell. Only the senior attorney and his deputy were allowed to enter the building. Even the head of the regime was not allowed to enter.

The guards and collaborators were strictly selected. The guards took the prisoners' letters to their families. This was how the cases were investigated.

When I realized that I had been brought there to hide the truth about Gabunia and Sakvarelidze I decided to set myself on fire. On June 21, 1970 I set all of my private possessions on fire. However, I was saved and taken from the fire naked. Then I was dressed in clothes that belonged to a convict.

After I named Sakvarelidze and Gabunia as the offenders, I was taken to the prison of the Ministry of Internal Affairs. I was then transferred to cell №45. Everyone asked me to help them but I was angry and refused. Kananadze informed me that the process of transferring me to the Security committee had been hindered. I did not want to work. Panpilov and Svimonishvili wanted me to work for them but I refused. They laid traps for me and I was put in the punishment cell. I did not work and I hindered the work of others.

Under Panpilov's command the following events happened: in cell №39, agent Aghdgomelashvili beat Iskanderashvili in the presence of Russian agent Sarkisov. In cell №45, Aghdgomelashvili beat the Jew Mikhelashvili. In cell №44, the agents Kurdiani and Tsiklauri beat and wounded Datusiani. In cell №37, agent Usupian beat Vitali Kukhianidze who died in hospital soon thereafter. Kukhianidze was „discarded” according to the process I described above.

Agents Guram Gogua and Tedo Dolidze beat many targets, including Kobakhidze in cell №38. In conclusion, the special building was a place where the so-called „targets” were processed under the command of Panpilov, Simonishvili, Burduli and others.

I realized that the administration did its best to use and deceive its agents. I did not want to cooperate with them any longer but they forced me. Agent Dalakiani killed one of the targets and was sentenced to only one additional year. This affair was hushed up.

Now I want to describe the situation in the second building. As I have already said, the second building was special. There were agents working on the prisoners in each cell who performed different tasks. The agents were given drugs, alcohols and additional food in reward. They were allowed to meet with their families and have a good time with whores. They promised the agents that they would soon be released.

Very frequently the agents beat the targets to gain testimonies. The following persons gave instructions: Lezhava, Svimonishvili, Parpilov, Koridze and Prolov. Sometimes they beat the prisoners themselves.

It is noteworthy that sometimes agents beat prisoners in another cell and then returned to their own cells. They used invented names. The second building was ruled by the senior inspector of the operative department, Lieutenant Prolov. He was the mediator between the agents and the officials who gave instructions.

Under the instructions of Prolov the agents Eloian and Albert Saavian beat Sasha Babachev. Prolov enjoyed watching this process through the observation hole. The agents Saakian, Chumachenko and Usupiani beat Babelian.

In short, the process of beating targets was conducted in each cell. For this reason, the moaning of prisoners could be heard everywhere.

The process continued after Ismailov's death. In cell №42, under orders from the administration, the following prisoners were beaten and raped: Babev, Kiknadze, Stepania and others. In cell №45, Alasker Alaskerov was beaten. In cell №38, Zibzibadze and Sakvarelidze were beaten. On January 11 agents Zibzibadze and Okroshashvili beat Vasiliev who was taken to the hospital. Old Saidakar and others were beaten too. The agents would enter any cell and beat any prisoner under orders from the administration.

Zibzibadze and Okroshashvili were transferred from cell №38 to our cell №40 and beat the following targets: Alaskerov and Iamar Makaramov. Zibzibadze and a Mingrelian beat Pichkhadze in cell №38. The place was a real slaughter-house. The new head of the pre-trial detention center, Gabunia, learned about this and he suppressed these activities. Prolov was found guilty at a board meeting of the Ministry of Internal Affairs and was dismissed. Sometimes Prolov would bring in vodka, drink it in the cells and working rooms and the drunken Prolov would enter cells and beat the prisoners himself.

The prisoners' letters contained information about their supporters and accomplices. They asked for their help, threatening to otherwise expose their names. This was how the agents learned details about the prisoners (their crimes, their accomplices, the whereabouts their loot). In this was the loot was transferred to the ownership of the state.

The prisoners were forced to name their accomplices. Prisoners were in contact with their accomplices who were residing in other cells. Through their correspondence we learned about their criminal activities. A photo was taken of each letter. These letters were kept in the operative departments. The agent gave the letters to the chief who sent them to the investigation organs.

Sometimes the investigators were called to a place to give the letters. They themselves read the intelligence materials. It is noteworthy that the agents helped the investigators resolve problems. Some letters were attached to a prisoner's case as evidence.

Sometimes an agent was put in a cell under a different surname. There he beat the prisoners and returned to his cell. If the prisoner complained nobody paid attention

to him. If someone became interested in one of these incidents, the administration could answer that there was no one with such a surname residing in their prison. Even when the event really happened, no one could prove it. The prisoner was usually beaten by an agent from another cell. The agent who was living in the cell with the prisoner would help him and would this way gain the prisoner's trust. Agents who refused to be involved in these events were sent to Russia. Those who accepted were allowed everything and were very often released. Different methods

were used against the prisoners. Sometimes they were converted into agents. The agents were prisoners and did everything to gain their freedom.

As mentioned above, I know this because I took part in it. I used different methods to gain the confidence of prisoners. I often cut my veins, stayed hungry and slept without a bed in damp, cold cells with the other prisoners. As a result, the prisoners trusted me. No paper can be thorough enough to describe all the work that was done by the agents.

Under the instructions of the prosecutor Lezhava, his brother and Shevardnadze, prisoner Roman Enukidze was put in my cell. He was a member of the coordination group that had divided the land for the gardens in Tskhvarichamia. Lezhava, Svimonishvili and others promised to let me go if I helped them investigate this case. They assured me that this was possible because Shevardnadze had promised them.

I did my best to learn everything I could from Enukidze. Through my help he communicated with his family. I convinced him to admit everything in the letters. Similar to Doloian and Botadze, I encouraged him to submit evidence to the Minister of Internal Affairs of Georgia, Shevardnadze.

Enukidze admitted everything. He named everyone to whom he had given the land. They were all officials, including the staff of the Central Committee, Chanukvadze and Mzhavanadze.

Svimonishvili ordered me to tell Enukidze the truth. He also became an agent and helped us. Enukidze was converted into an agent so that his evidence would not be refused in the future.

The deputy minister of the Ministry of Internal Affairs of the Georgian SSR, P. V. Kovalchuk, ordered me to process Toradze who had paid a bribe to another deputy minister, Chkhikvishvili. I made Toradze admit everything and Chkhikvishvili was arrested. The investigation was headed by Tsakadze.

Melikian was dismissed and Jangiani took his place and was tasked with taking the letters. In the regions the letters were taken by E. Rkhinadze, who worked in the operative department. He came to the house of Karlo Mitichashvili in Velistsikhe.

Mitichashvili was dressed in pajamas when he was brought to me in the hospital. It was a very cold winter. I must admit that I had previously coerced targets into admitting evidence to the minister and to Lezhava and Svimonishvili.

I was tasked with the following: I should coerce Mitichashvili into going to minister Shevardnadze and admitting evidence to him. I had been processing Mitichashvili for three months. Four times I had sent him to Lezhava and Svimonishvili to admit evidence but at the last moment he refused.

Finally, I managed to convince Mitichashvili that admitting evidence would help him and that his son would not be discharged from the Medical Institute if he cooperated. Thus, Mitichashvili told everything to the minister. Javakhadze was informed about this case. With the help of Salaridze, Mitichashvili paid a bribe to Gelbakhiani to enroll his acquaintances in the Medical Institute. These were persons from the following regions of Kakheti: Chumlaki, Velistsikhe, Gurjaani and others. At a price of 50,000 rubles, Mitichashvili enrolled his three children at the Medicinal Faculty of the Medical Institute.

Afterwards, I was given further instructions regarding Mitichashvili: I should make Mitichashvili give 50,000 rubles to the state. They needed the money as material evidence. Mitichashvili started to send letters to his family asking for 5,000, 10,000 and sometimes 50,000 rubles.

I was told to beat him and I achieved my goal. Eloian, Saakian and I beat him in the working room of Konstantinov. We wanted to get verbal and written evidence from him.

Finally, he wrote a letter to his brother and asked him for 5,000 rubles. We gave the letter to Prolov and Svimonishvili. Mitichashvili wrote to his wife from the cell. He wrote her that he had hidden 50,000 rubles at the swimming pond. In a week he wrote a letter to minister Shevardnadze, wherein he named the whereabouts of the money. This is how I processed Mitichashvili.

In the hospital and cell №41, Mitichashvili was processed by the following agents: Petrosyan and Inauri. After the trial he was processed in cell №44 by Rekhviashvili and Rostovi, and then in cell №43 by Kostava and Kamkamidze.

While processing Mitichashvili I disclosed ten more cases.

On September 19, 1973 I learned that instead of being released my penalty was reduced to two years. I was angry and moved from the pre-trial cells to prison. There I reminded them what Svimonishvili had promised me. Unexpectedly, I was called to Tariel Tavartkiladze's study and he asked me to process two more prisoners concerning a murder. He promised me that he would personally ask the minister to release me and would submit my issue to the Presidium again. I accepted his suggestion and moved to cell №40. Residing in cell №40 were the agent Tsereteli and the target Malkhaz Talakvadze who was suspected of killing the Jew Isro in Poti. The following agents were moved to the cell to process Talakvadze: Usupiani, Akopiani and Zerekidze. Usupiani was put in cell №37, Akopiani and Zerekidz in cell №39. Usupiani and Akopiani beat Talakvadze and got his evidence. Talakvadze wrote his admission, which I gave to Bezhanishvili.

As soon as Prilov learned that Talakvadze had submitted false evidence, he ordered Usupiani to beat him again. On October 21, 1973 Koblianidze came into cell №42, beat Talakvadze and returned to his cell. He knew that there were three more agents in the cell and that if he had been in danger they would have helped him.

On October 23, Usupiani and Akopiani came into cell №43 and began to beat the targets. They took a blanket from one of them, but later I gave it back to him. Usupiani was allowed to enter any of the cells and beat the prisoners residing therein. He beat Shiriniani in cell №44. He beat Kelnakiani and Gventsadze with iron. Kelbakiani had to spent a fortnight in hospital.

Usupiani beat Toshkeria in cell №43 and forced him to lie under the bed and sing.

Usupiani often left his own cell №37 for cell №39 and beat the prisoners there. He was addicted to drugs and often got them with Akopiani. Once he was drunk and beat agent Gurgen Khachaturiani because the agent had said that Prilovi did bad work and often took bribes. I came into the room and tried to pry Khachaturiani away from Usupiani. He also beat old Bigvava and forced him to admit evidence in a case concerning tea. Usupian could not control himself when he was drunk or smoked Anasha (a drug).

Declaration to the Minister of the MIA of Georgia June 15, 1974 /page of the case 234-237/

„The agents came to different cells and beat the prisoners.”

„Prolov, the attorney, took money from the agents and their relatives.”

„Prolov made the agents beat the prisoners due to his private and business interests. He made the prisoners bring him money. Thus, they wrote to their relatives and friends and asked for their support. The letters were taken to the relatives by policemen who returned with the money.”

„Prolov converted special building №2 into a place of beating, walking and prostitution. No one was ever punished for the beatings that often took place in the building.”

„Lezhava, the head of the pre-trial detention center, wanted to hide the fact that the prisoner Ismailov had been killed. For this reason, he and investigator Onanov destroyed the first evidence that I submitted to the file. They wanted me to assume responsibility for this case. I have been beaten twice. They have tried to kill me.”

Conclusion made by the Editorial Board

The method of beating was widely used in the pretrial detention center and the State Security Committee of the Georgian SSR during the period 1966-1972, when E. Shevardnadze was the Minister of Internal Affairs. Now Shevardnadze is the first secretary of the Central Committee. He created special building №2 in the pre-trial detention center, which became a place for slaughtering prisoners and a shelter for MIA butchers. They used the harshest methods of torture: beating with iron, piercing with steel needles and wires, hanging upside down, burning with cigarettes, scalding with hot showers, rape and other methods.

From April 1 to 9, 1975 the agents were openly tried. The trial was, however, a farce. Its aim was to find Usupiani and Tsirekidze guilty and thus, to hide the activities of the real offenders - Eduard Shevardnadze and his department.1

____________________________

Lepl MIA Archive of Georgia, f.6, c. 7726, v.8, pp.102-132.

13 ზვიად გამსახურდიას წერილები ციხიდან

▲ზევით დაბრუნება


Letters of Zviad Gamsakhurdia from Prizon

0x01 graphic

0x01 graphic

14 აკრძალული ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


ლია კერესელიძე

საბჭოთა კავშირში აკრძალული ლიტერატურა - სოლჟენიცინის არქიპელაგი გულაგი, წერილი საბჭოთა კავშირის ბელადებს, 1975 წლის 30 ივნისის სიტყვა ვაშინგტონ-ჰილტონში, სახაროვისქვეყნისა და მსოფლიოს შესახებ, ანდრეი ამალრიკის იარსებებს თუ არა საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე?აშშ და სსრკ ერთ ნავში და სხვ. საქართველოში დაიბეჭდა და გავრცელდა არალეგალური ჟურნალის, საქართველოს მოამბის საშუალებით, რომელიც გახლდათ სამიზდატი და გამოდიოდა გამსახურდიასა და მისი თანამოაზრეების მიერ, საკუთარი სახსრებით.

ვინ იყო ანდრეი ამალრიკი? ...დაიბადა 1938 წელს, მოსკოვში, ისტორიკოსების ოჯახში. თავადაც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახლდათ, მაგრამ საკურსო ნაშრომისთვის - ნორმანები და კიევის რუსეთი - გარიცხეს უნივერსიტეტიდან. სხვადასხვა დროს მუშაობდა კარტოგრაფად, მედიცინის ლაბორანტად, მუშად, მთარგმნელად, კორექტორად, ავტოშეჯიბრების ქრონომეტრისტად... ავტორია ხუთი პიესისა. 1965 წელს დააპატიმრეს იმ მოტივით, რომ პიესები აშკარა ანტისაბჭოთა და პორნოგრაფიულ ხასიათს ატარებდა და ციმბირში ორწლინახევრით გადაასახლეს, სადაც მწყემსად და მედროგედ მუშაობდა. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტობა დაიწყო. 1968 წელს ცოლთან ერთად პიკეტირებდა ინგლისის საელჩოსთან. მალევე გაათავისუფლეს სამსახურიდან და ფოსტალიონად დაიწყო მუშაობა, შემდეგ პომიდვრისა და კიტრის მოყვანას მიჰყო ხელი.

1970 წელს დააპატიმრეს ლევ უბოჟკოსთან (მისი ნაშრომების გამავრცელებელი) ერთად და გადააგზავნეს სვერდლოვსკში. გადასახლებაში დაჰყო 5 წელი.

1976 წელს ანდრეი ამალრიკი სსრკ-დან გააძევეს. დაიღუპა 42 წლის ასაკში, 1980 წლის 12 ნოემბერს ესპანეთში, ავტოკატასტროფაში. დასაფლავებულია პარიზთან ახლოს, სენტ- ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე.

რეაბილიტირებულია 1991 წელს.

გთავაზობთ ნაწყვეტებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, 1969 წელს დაწერილი წიგნიდან:

იარსებებს თუ არა საბჭოთა კავშირი 1984 წლამდე?

„როგორც შეიძლება ვიფიქროთ, დაახლოებით ხუთი 1952-1957 წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა „სათავეში მდგომთა რევოლუცია“. მან ისეთი დაძაბული მომენტები გადაიტანა, როგორიცაა სკკპ ცკ-ს ე. წ. გაფართოებული პრეზიდიუმის შექმნა, ექიმთა საქმე, საიდუმლოებით მოცული სიკვდილი სტალინისა, გაფართოებული პრეზიდიუმის ლიკვიდაცია, უშიშროების ორგანოთა წმენდა, პოლიტპატიმართა მასობრივი რეაბილიტაცია, სახალხოდ დაგმობა სტალინისა, პოლონეთისა და უნგრეთის კრიზისები და ბოლოს ყველაფერი ეს ხრუშჩოვის სრული გამარჯვებით დამთავრდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა პასიურად ელოდა თავის ხვედრს; თუკი „ზემოთ“ ბრძოლა მიმდინარეობდა, „ქვემოდან“ არავის გაუღია ხმა, დისონანსად რომ გამოჩენილიყო იმასთან შედარებით, რაც „ზემოთ“ ხდებოდა...

თუმცა, როგორც ჩანს, „სათავეში მდგომთა რევოლუციამ“, შეარყია რა სტალინის მიერ შექმნილი მონოლითი, შესაძლებელი გახადა რაღაცნაირად მაინც ამოძრავებულიყო საზოგადოება და ამ პერიოდის ბოლოსათვის უკვე გამოჩნდა ახალი, მთავრობისაგან დამოუკიდებელი ძალა. ამ ძალას პირობითად შეიძლება „კულტურული ოპოზიცია“ ეწოდოს... „კულტურული ოპოზიციის“ წიაღიდან მოგვევლინა ახალი ძალა, რომელიც ოპოზიციაში ჩაუდგა არა მხოლოდ ოფიციალურ კულტურას, არამედ რეჟიმის იდეოლოგიისა და პრაქტიკის მრავალ მხარესაც. იგი წარმოიშვა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციის გადაკვეთის შედეგად (საზოგადოების მისწრაფება უფრო და უფრო მეტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინფორმაციისაკენ და რეჟიმის მისწრაფება უფრო გაეზარდათ მასებისათვის განკუთვნილი ოფიციალური ინფორმაცია) და „სამიზდატის“ სახელწოდება მიიღო...

„სამიზდატმა“, „კულტურული ოპოზიციის“ მსგავსად, თანდათან მოამზადა ახალი დამოუკიდებელი ძალა, რომელიც უკვე შეიძლება ჩაითვალოს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ნამდვილ პოლიტიკურ ოპოზიციად, ან, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური ოპოზიციის ჩანასახად მაინც. ესაა საზოგადოებრივი მოძრაობა. იგი თავის თავს დემოკრატიულ მოძრაობას უწოდებს...

უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში დაკრისტალდა სამი იდეოლოგია მაინც, რომლებსაც ოპოზიცია ეყრდნობა. ესაა: „ნამდვილი მარქსიზმლენინიზმი“, „ქრისტიანული იდეოლოგია“ და „ლიბერალური“...

ჩვენს ქვეყანაში თანდათან ყალიბდება საშუალო კლასი და მას შეიძლება „სპეციალისტთა კლასი“ ვუწოდოთ. ამ კლასს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი თავი და ოჯახები უზრუნველყვეს ცხოვრების შედარებით მაღალი (საბჭოური დონის მიხედვით) დონით, ფლობენ პროფესიებს, რაც მათ საპატიო ადგილს აკუთვნებს საზოგადოებაში, აქვთ კულტურის გარკვეული დონე და თავიანთი მდგომარეობისა და საერთოდ, საზოგადოების მდგომარეობის მეტნაკლებად საღად შეფასების უნარი...

ამგვარად, არის გავლენიანი კლასი, ან ფენა, რომელზედაც, როგორც გვეჩვენება, თითქოსდა დემოკრატიულ მოძრაობას შეუძლია დაყრდნობა...

რეჟიმს არც „სტალინიზმის რესტავრაცია“ სურს, არც „ინტელიგენციის წარმომადგენელთა დევნა“, არც „ძმური დახმარების გაწევა“ მათთვის, ვინც ამას არ ითხოვს. მას მხოლოდ ის სურს, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს: სცნობდნენ ავტორიტეტებს, ინტელიგენცია დუმდეს, სისტემა არ ირყეოდეს საშიში და უჩვეულო რეფორმებისგან. რეჟიმი თავს კი არ ესხმის, იგი თავს იცავს. მისი დევიზია: ნუ შეგვეხებით და არც ჩვენ შეგეხებით. მისი მიზანია: დაე, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც იყო. ალბათ ეს ყველაზე ჰუმანური მიზანია, რაც კი რეჟიმს დაუსახავს უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე...

მართლაცდა, ამჟამად არა მხოლოდ თვითეული საბჭოთა მოქალაქე გრძნობს თავს უფრო უშიშრად და უფრო მეტი პირადი თავისუფლება გააჩნია, ვიდრე თხუთმეტი წლის წინათ, არამედ... მწერლებიც, რეჟისორებიც ამჟამად თავიანთ შემოქმედებაში გაცილებით ფართო ჩარჩოებით არიან შემოზღუდულნი, ვიდრე წინათ და ასეა ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.

ამან საზოგადოებაში კიდევ ერთი, ალბათ ყველაზე გავრცელებული იდეოლოგია წარმოშვა, რომელსაც შეიძლება „რეფორმიზმის იდეოლოგია“ ვუწოდოთ. იგი ეყრდნობა იმ აზრს, რომ თანდათანობითი ცვლილებებისა და კერძო რეფორმების, ძველი ბიუროკრატიული ელიტის ახალი, უფრო ინტელიგენტური და საღად მოაზროვნეთი შეცვლის გზით მოხდება თავისებური „ჰუმანიზაცია სოციალიზმისა და უძრავი და არათავისუფალი სისტემის ნაცვლად მოგვევლინება დინამიური და ლიბერალური სისტემა.

მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისტორია, ნაწილობრივ რუსული ისტორია, სრულიადაც არ წარმოადგენდა გონიერების განუწყვეტელ ზეიმს და კაცობრიობის მთელი ისტორია - სრულიადაც არ ნიშნავდა თანდათანობით პროგრესს...

რეჟიმი თავის თავს სრულყოფილად თვლის და ამიტომ შეგნებულად არ სურს რაიმეს შეცვლა არც თავისი ნებით და არც მითუმეტეს ისე, რომ ვინმეს რაიმე დაუთმოს. „თავისუფლების დოზების გადიდების“ მიმდინარე პროცესს, ყველაზე მართებული იქნება, რეჟიმის დაძაბუნების პროცესს თუ დავარქმევთ. უბრალოდ, რეჟიმი ბერდება და აღარ ძალუძს ძველი ძალითა და მგზნებარებით დათრგუნოს ყველა და ყველაფერი. იცვლება მისი ელიტის შემადგენლობა... საზოგადოების სტრუქტურა... თუკი მიმდინარე „ლიბერალიზაციას“ ჩავთვლით არა განახლებად, არამედ რეჟიმის დაძაბუნებად, მაშინ ამ პროცესის ლოგიკური დასასრული რეჟიმის სიკვდილი იქნება, რასაც ანარქია მოჰყვება...

ჩემის აზრით, ვერავითარი იდეა ვერ განხორციელდება პრაქტიკულად, თუკი იგი ხალხის უმრავლესობისთვის არაა გასაგები. რუსი ხალხისთვის, ისტორიული ტრადიციისა თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო, თითქმის სავსებით გაუგებარია თვითმმართველობის, ყველასათვის თანაბრად აღსასრულებელი კანონებისა და პირადი თავისუფლების იდეა და ყველაფერ ამასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა. პრაგმატული თავისუფლების იდეაშიც კი საშუალო რუსი ადამიანი საკუთარი ცხოვრების უკეთ მოწყობის შესაძლებლობას კი არ დაინახავს, არამედ იმის შესაძლებლობას, რომ რომელიმე მოხერხებული ადამიანი მის ხარჯზე გაიუმჯობესებს მდგომარეობას. თვითონ სიტყვა „თავისუფლება“ ხალხის უმრავლესობის მიერ გაიაზრება როგორც სინონიმი სიტყვისა „უწესრიგობა“, როგორც შესაძლებლობა ანტისაზოგადოებრივ და საშიშ საქმეთა დაუსჯელად აღსრულებისა. რაც შეეხება პიროვნების უფლების, როგორც ასეთის, პატივისცემას, იგი, უბრალოდ გაუგებრობას იწვევს. შეიძლება პატივი სცე ხელისუფლებას, ძალას, ბოლოსდაბოლოს ჭკუას ან განათლებას. მაგრამ ადამიანის პიროვნება რომ თავისთავად რაღაც ფასეულს წარმოადგენს, ხალხის შეგნებისათვის ეს უბრალოდ მიუწვდომელია. ჩვენ, როგორც ხალხს, არ გაგვივლია ევროპული პერიოდი ადამიანის პიროვნების კულტისა. პიროვნება რუსულ ისტორიაში ყოველთვის საშუალება იყო და არა მიზანი. პარადოქსულია, რომ თვითონ ცნება „პიროვნების კულტის პერიოდი“ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის პიროვნების ისეთ დამცირებასა და დათრგუნვის პერიოდს აღნიშნავს, რომლის მსგავსიც ჩვენს ხალხსაც კი არ მოლანდებია მანამდე. გარდა ამისა, გამუდმებით ეწევიან პროპაგანდას, რომელიც ყოველნაირად ცდილობს, „პირადი“ „საზოგადოებრივს“ დაუპირისპიროს და პირველის არარაობა და მეორის მთელი დიდებულება წარმოაჩინოს...

0x01 graphic

რუს ხალხს... ერთი იდეა გააჩნია პოზიტიური რომ გვეჩვენება: ესაა სამართლიანობის იდეა... თუკი კარგად დავუკვირდებით და ვნახავთ რა დგას მის უკან, აღმოჩნდება რომ იგი რუსული ფსიქოლოგიის ყველაზე უფრო დესტრუქციულ მხარეს წარმოადგენს. ეს „სამართლიანობა“ პრაქტიკაში იმის სურვილად შემობრუნდება, რომ „არავინ არ გრძნობდეს თავს ჩემზე უკეთესად“. ეს არაა ყბადაღებული „გათანაბრება“, რადგანაც ხალისით ურიგდებიან იმას, რომ ბევრი უარესად ცხოვრობდეს.

ეს იდეა იცვლება სასტიკი სიძულვილით ყოველგვარი უჩვეულოსადმი, ყოველგვარი ინიციატივისადმი, ცხოვრების უფრო მაღალი და დინამიური სახეობისადმი, ვიდრე ჩვენთანაა და ამ უკეთესისადმი მიბაძვას კი არ ცდილობს, არამედ ყოველ ღონეს ხმარობენ აქეთ დაიმსგავსონ იგი და თავის დონეზე ჩამოიყვანონ...

0x01 graphic

თუკი ძველი წყობის ნორმები როგორც ქალაქში, ასევე სოფელში საბოლოოდ დაინგრა, ახალი მხოლოდ ახლა თუ იქმნება. „იდეოლოგიური საფუძველი“, რომელზედაც ეს ახალი ფორმები იქმნება, ძალზე პრიმიტიულია: ესაა მისწრაფება მატერიალური კეთილდღეობისაკენ. ქრისტიანული მორალი კეთილისა და ბოროტის მისეული გაგებით განდევნეს ხალხის შეგნებიდან. იყო ცდები ეს ,,ქრისტიანული მორალი” შეეცვალათ „კლასობრივი მორალით“, რომლის ფორმულირება ამგვარად შეიძლება: კარგია ის, რაც ამ მომენტისთვის სჭირდება ხელისუფლებას... ამდაგვარმა მორალმა საზოგადოების სრული დემორალიზაცია გამოიწვია და მას ყოველგვარი არასაამჟამინდელო ზნეობრივი კრიტერიუმები მოუსპო და გამოაცალა. ქრისტიანული იდეოლოგია, რომელიც რუსეთში საერთოდ ნახევრადწარმართულ და ამასთანავე სამოსამსახურო-სახელმწიფოებრივ ხასიათს ატარებდა, მოკვდა ისე, რომ მარქსისტული იდეოლოგიით ვერ შეიცვალა... რაიმე იდეოლოგიური საფუძვლის საჭიროება რეჟიმს აიძულებს ეძებოს ახალი იდეოლოგია, კერძოდ - ველიკორუსული ნაციონალიზმი, მისთვის ნიშანდობლივი ძალმოსილების კულტითა და ექსპანსიური მისწრაფებებით... ამდაგვარი ნაციონალისტური იდეოლოგია თუმცა კი გაუჩენს რეჟიმს დასაყრდენს რამდენიმე ხნის განმავლობაში, მაგრამ, ამავე დროს, ძალზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს ქვეყნისათვის, სადაც რუსები მოსახლეობის ნახევარსაც არ შეადგენენ...

საბჭოთა საზოგადოება შეიძლება შევადაროთ თავისებურ სამფენოვან ღვეზელს - ბიუროკრატიული მმართველი ზედა ფენა; შუა ფენა, რომელსაც ზემოთ „საშუალო კლასი“ ან „სპეციალისტთა კლასი“ ვუწოდეთ; და ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვედა ფენა - მუშები, კოლმეურნეები, წვრილი მოსამსახურეები, მომსახურე პერსონალი და ა. შ....

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რეჟიმის სულ უფრო და უფრო დასუსტებისა და თვითმოსპობის კვალობაზე მას მოუხდება შეჯახება მასზე დამანგრეველად მომქმედ ორ ძალასთან: „საშუალო კლასის“ (საკმაოდ სუსტ) კონსტრუქციულ მოძრაობასთან და „დაბალი კლასების“ დეკონსტრუქციულ მოძრაობასთან, რომელიც უკიდურესად დამანგრეველი, ძალმომრეობითი და უპასუხისმგებლო მოქმედებებით გამოიხატება, როგორც კი ეს ფენა შედარებით უსაფრთხოებასა და დაუსჯელობას იგრძნობს. მაგრამ როდის მოელის რეჟიმს მსგავსი რღვევა? კიდევ რამდენ ხანს გასძლებს იგი?

0x01 graphic

ეს საკითხი ორგვარად შეიძლება იქნას განხილული: ჯერ ერთი, თუკი რეჟიმი თვითონვე მიიღებს კარდინალურ და გადამწყვეტ ზომებს თვითგანახლებისთვის და მეორე, თუ იგი პასიურად განახორციელებს უმცირეს ცვლილებებს, რათა თავისი სრულყოფილება შეინარჩუნოს. თუმცა... შესაძლებელია... რეჟიმის გასამხედროება და აშკარა ნაციონალისტურ პოლიტიკაზე გადასვლა...

დემოკრატიული მოძრაობა, რომელსაც რეჟიმი გამუდმებული რეპრესიებით გაძლიერების საშუალებას არ მისცემს, ვერ შესძლებს კონტროლის საკუთარ ხელში აღებას... გარდაუვალი „დემოკრატიზაცია“ ძალზე მტკივნეული გზით წარიმართება, ძალაუფლება გადავა ექსტრემისტული ჯგუფების ხელში... ქვეყანა ნაწილებად რღვევას დაიწყებს ანარქიის, ძალმომრეობისა და უკიდურესი ნაციონალური მტრობის ვითარებაში... საზღვრები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ახალგაზრდა ნაციონალურ სახელმწიფოებს შორის რთულად დადგინდება, შესაძლოა სამხედრო შეტაკებები, რითიც ისარგებლებენ მეზობლები და, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი.

მაგრამ შესაძლებელია, რომ „საშუალო კლასი“ საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდება, რათა საკუთარ ხელში აიღოს კონტროლი. ასეთ შემთხვევაში ცალკეული საბჭოთა ხალხებისადმი დამოუკიდებლობის მინიჭება მშვიდობიანი გზით წარიმართება და რაღაც ფედერაციის მსგავსი შეიქმნება, მსგავსად ნაციათა ბრიტანული თანამეგობრობისა ან ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა. ომით დაუძლურებულ ჩინეთთან ზავი შეიკვრება, ხოლო ევროპელ მეზობლებთან დავა ურთიერთმისაღები პირობების საფუძველზე გადაწყდება.

შესაძლებელია მესამე ვარიანტიც, სახელდობრ - რომ არაფერი მსგავსი ზემოთქმულისა არ მოხდება.

მაშინ რა მოხდება? მე ეჭვი არ მეპარება, რომ გერმანელების, ბიზანტიელებისა და მონღოლების მიერ შექმნილმა ამ უზარმაზარმა აღმოსავლეთ-სლავიანურმა იმპერიამ თავისი არსებობის უკანასკნელ ათწლეულში შეაბიჯა. როგორც ქრისტიანობის მიღებამ გადაავადა რომის იმპერიის დაღუპვა, მაგრამ ვერ იხსნა იგი გარდაუვალი დასასრულისაგან, ასევე მარქსისტულმა დოქტრინამ შეაჩერა რუსეთის იმპერიის - მესამე რომის რღვევა, მაგრამ ძალა არ შესწევს სავსებით ააშოროს თავიდან ეს რღვევა!...1

_______________________

1 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, საარქ. №7726, ტ. №32, ფურც. 1-50.

Banned Literature in the Soviet Union

lia kereselidZe

The following banned works of literature were published in an illegal journal Sakartvelos Moambe („The Georgian Herald”): The Gulag Archipelago, A Letter To The Soviet Leaders, Speech At Washington-Hilton on June 30, 1975, (by Solzhenitsyn); About the Country and the World (by Sakharov); Will The Soviet Union Survive Until 1984?, The USA And The USSR In One Boat (by Amalrik) and others. This journal was „Samizdat” (Samizdat was a key form of dissident activity across the Soviet bloc in which individuals reproduced censored publications by hand and passed the documents from reader to reader) and was founded by Zviad Gamsakhurdia and his accomplices.

Who was Andrei Amalrik? He was born in 1938 in Moscow in a family of historians. He won admission to the history department at Moscow State University. A year before graduation he was expelled for his work „Normans and Kiev's Russia”. At different times he worked as cartographer, medical laboratory assistant, worker, translator, proof-reader, auto contest chronometer. He is the author of five plays. In 1965, Amalrik was arrested for his plays which were „anti-Soviet and pornographic”. He was sentenced to banishment in western Siberia for a two and-a-half-year term. There he worked as a shepherd. He became a journalist after he returned to Moscow. In 1968 with his wife he picketed the English embassy. Soon after he was expelled from his work and had to start working as a postman. Later, he started to grow cucumbers and tomatoes.

In 1970 he was arrested with Lev Ubozhko who spread his works. They were sentenced to banishment in Sverdlovsk for a five-year term.

In 1976 Andrei Amalrik was expelled from the USSR. He died in a car accident on November 12, 1980, in Spain at the age of forty-two. He is buried at the cemetery near Paris.

In 1991 he was rehabilitated.

We offer an extract from one of his most popular works, Will The Soviet Union Survive Until 1984?

During 1952-1957 the following events happened in the USSR: establishment of an extended presidium of the Communist Party of the Soviet Union, the doctors' case, Stalin's mysterious death, liquidation of the extended presidium, the cleansing of the Security organs, rehabilitation of political prisoners, public denouncement of Stalin, the crisis of Poland and Hungary, and Khrushchev's victory. While political fights took place in „upper society”, the situation was more stable in „lower society”. In spite of the aforementioned, the following organizations were formed: Cultural Opposition (writers started to publish their oppositional works. Many new young poets, musicians and chansonettes appeared.), semi-legal art exhibitions, and „samizdat”, in which individuals reproduced censored publications by hand and passed the documents from reader to reader.

Soon „samizdat” acquired functions of oppositional political force. This was a public movement and acquired the name Democratic Movement...

For the last fifteen years, the following three ideologies were formed: Marxism-Leninism, Christian and Liberal.

These ideologies were the major base of the opposition.

The so-called „middle class of specialists” was created. Its major work was to take measures for developing the economic and science. The members of this class provided their families with better living conditions. They had professions, positions and a certain level of culture.

At a glance, opposing Democratic Movement could rely on this class.

The Soviet System does not intend to restore Stalinism, or to persecute the members of the intelligentsia, or to help those who do not ask for it. It just wants everything to be unchanged. People should recognize authority, the intelligentsia should be quiet, and dangerous reforms should not threat the system. The Soviet regime does not attack. It just protects itself. Its slogan is: „Let everything be unchanged”. It must have been the most humane goal of the Soviet System. That's why the Soviet citizens, also the heads of industry, writers, and producers are less free than they were fifteen years earlier. The authorities tried to make reforms. As a result, the old bureaucratic elite would be replaced with a new, more intelligent and open-minded society. „But we know that there have never been clever persons in the history of Russia. And the history of mankind has never meant progress”. The process of liberalization is often hindered and degraded instead of hastening. That's why we doubt in its success. There was an impression that the plan of liberalization has been drawn up and that the reforms were made, but actually there was not any plan of liberalization. There were only attempts of decorating the bureaucratic system.

The idea of self-governance and complete freedom is absolutely incomprehensible for the Russian people. They refer to the word „freedom” as unpunished disorderliness. They don't recognize human rights as they think that only power, authority, wisdom or education must be respected. They think that a man is not something to be respected. The cult of personality was especially humiliated when a person and society opposed one another. It was a time when a person was deemed to be a nonentity while the society was shown with its magnificence.

The Russian's characteristic feature - so-called „justice”- actually meant that „Nobody must feel better that I do”. „Many people feel hurt at another person's success rather than at his failure. When a Russian sees that he is poor while his neighbor is rich he does his best to find his neighbor in poor conditions. He does not try to improve his conditions of living. This is the major characteristic of the Russian people”.

The Russians hate everything that is unusual. They hate innovations. They don't like anything that is better than theirs. They don't try to imitate. Furthermore, they do their best to degrade that innovation.

While old norms have already been annulled in the villages and cities, new norms has just started to form. The „ideological foundation” of these new norms is very simple. It is striving for material welfare. Christian morality has absolutely been rejected. There was an attempt of replacing „Christian morality” with „Class morality” which can be formulated as follows: All is good that is in need of the authority. No more ethical criterion. There was not any difference between good and bad, honesty and dishonesty, kind and cruel. For this reason, society became absolutely immoral.

Christian ideology, which had semi-paganism and state characteristics, has been annulled without replacing it with Marx ideology. The system had to find another ideology, namely „veliko-Russian” nationalism with its effusive aspiration. Such nationalistic ideology will become a system foundation but it is very dangerous for the country where the Russian people do not account for half of the population.

Thus, Russian people did not have any moral or religion. They were afraid of the regime and think that every nation must be afraid of them.

The Soviet society looks like double pie. It consists of three layers: Upper - ruling bureaucracy, middle - class of specialists and low - workers, collective farmers and petty officials.

„In conclusion, the regime was degrading and it will have to oppose the following forces: the middle class which was a very constructive and weak movement, and low class which was very deconstructive movement. But when will the regime be degraded?”

This issue has two explanations: The first is if the system itself takes cardinal and decisive measures for self-renovation. The second is if the system will carry out passive changes for keeping his perfection. But the system may be militarized and change its politics to nationalism.

The system will hinder Democratic Movement to strengthen itself, and thus it will not be able to gain control. The so-called democratization will be achieved through painful methods. The extremist groups will gain authority. Under the circumstances of anarchy, violence and hostility the country will fall apart. It will be very difficult to establish borders of young national countries within the Soviet Union. It will cause military clashed and the neighbors, especially China, will take advantage.

But maybe the middle-class will be strong enough to gain control. In such case, the Soviet countries will gain independence without any complication. In conclusion, a

federation similar to the British federation of the nations or European economic Unit will be formed. A truce will be concluded with China, which is tired of war. As for the issue with the European neighbors, this argument will be solved on the basis of the conditions that will be acceptable for both parties.

The third version is also possible. It means that nothing will happen as it was aforementioned.

What will happen? I am sure that this Eastern-Slavic Empire which had been established by the Germans, Byzantines and Mongols will soon be fall apart. The adoption of Christianity suspended the destruction of Roman Empire but it did not save it from its inescapable end. The same happened to the Russian Empire - the third Rome. Marx doctrine suspended its destruction but it's beyond its capacity to avoid destruction of the Russian Empire.1

_________________________

1.LEPL MIA Archive of Georgia, f.6, c. 7726, v.32, pp.1-50

15 „თურქი-მესხები“ თუ „ქართველი-მესხები“?!

▲ზევით დაბრუნება


სოფიო ტორჩინავა
ირმა ლაღიძე

ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი თვითგამოცემულ არალეგალურ ჟურნალ საქართველოს მოამბეში აქტიურად აშუქებდა საქართველოდან მესხთა გადასახლების საკითხს. გთავაზობთ ამ თემასთან დაკავშირებით ამონარიდებს მერაბ კოსტავასა და ვიქტორ რცხილაძის წერილებიდან, აგრეთვე შუა აზიაში, აზერბაიჯანსა და ყაბარდო-ბალყარეთში გასახლებულ მესხთა მიმართვას საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძისადმი და საბჭოთა კავშირის კომპარტიის XXIII ყრილობის პრეზიდიუმზე გაგზავნილ საჩივარს (წერილები იბეჭდება შემოკლებით; სტილი დაცულია).

მერაბ კოსტავა

ვინ არიან ეს „თურქი-მესხები“, საიდან გაჩნდნენ ისინი შუა აზიის, აზერბაიჯანისა და ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე? საიდან იშვა ეს შედგენილი სიტყვა?

თურქებად შეცდომით სახელდებული მესხები სინამდვილეში იმ უძველესი ქართული ტომის შთამომავალნი არიან, რომელთაც ძველი ბერძნები მესხების სახელით იცნობდნენ ოდესღაც და რომლებთანაც, მათივე გადმოცემით, თავად პითაგორა ეუფლებოდა სიბრძნეს. მათგან ჩამოყალიბდა შემდგომში სამცხე-საათაბაგოს დიდი სამთავრო, რომლის საზღვარი სამხრეთით მდინარე არეზს ემიჯნებოდა. მესხნი იყვნენ დავით აღმაშენებლისა და თამარ დედოფლის უპირველესი სპარაზენნი, რომელთაგან აღირჩეოდა სპასალარი იბერთა მხედრობისა, ათაბაგად წოდებული. გამორჩეული იყო კუთხე იგი, სამოღვაწეო გრიგოლ ხანძთელისა და გიორგი მერჩულესი, მრავალთა ღირსთა მამათა სავანე, მშობელი რუსთველისა, იოანე და გიორგი მთაწმინდელებისა, ბექა და ბეშქენ ოპიზრებისა, ივანე და შალვა ახალციხელთა და ა.შ. წისქვილის დოლაბი უნდა დატრიალებულიყო ამ ხალხის თავს, მათთვის თურქნი რომ ეწოდებინათ. აი, მოკლე ისტორია ამ გულისშემძვრელი ამბისა:

XVI საუკუნეში თურქთა წარიტაცეს სამცხე-საათაბაგო და გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად, სამას წელიწადში მაინც შეძლეს მესხების გამაჰმადიანება. თურქეთის აგრარული კანონი იმჟამად აცხადებდა: მთელი მიწები ალაჰს ეკუთვნის და მათი მფლობელები მხოლოდ მისი მიმდევარი მუსლიმანები უნდა იყვნენო. ალაჰის კართა დამცველად კი სულტანი ითვლებოდა. ამავდროს თურქეთში სულტანის სამსახური ნიშნავდა სამხედრო ვალდებულებას, სულტანის კანონთა დაცვა ერთდროულად ალაჰის მიმდევრობასა და მიწის ნაკვეთების მფლობელობას. ასე იქცა ამ მხარეში ქართველი გლეხისათვის დილემად გამუსლიმანება ან დაღუპვა* (*შოთა ლომსაძე, „მესხეთის ქართველი მაჰმადიანების შესახებ“), რადგან იმჟამად კაცი მხოლოდ მიწის დამუშავებით, ან სამხედრო სამსახურით საზრდოობდა.

გარდა გამუსლიმანებისა, მესხეთში თურქული ტომების ძალით ჩასახლებას და თურქულის დანერგვასაც მიჰყვეს ხელი, მაგრამ ეროვნული სახე მესხებს მაინც ვერ დაუკარგეს, ტკბილქართული ვერ დაავიწყეს. მაჰმადიან ქართველებში ძირეულ ენად ისევ ქართული რჩებოდა.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდგომ, 1928-29 წლების ომის შედეგად საქართველოს კვლავ მიერთო ახალციხის საფაშოს ნაწილი, ამჟამინდელი ახალციხისა და ახალქალაქის რაიონები.

დატრიალდა წისქვილის დოლაბი მესხების თავს. თავად ხელ-ფეხ-შებორკილ საქართველოს აღარ ძალედვა თურანის წყვდიადით დაზიანებული თანამემამულეების საკუთარი კულტურის წიაღთან კვლავაც ზიარება, რადგან შეერთებისთანავე ველიკორუსული შოვინიზმი ყველანაირად ახშობდა თვით ქართულ კულტურას, სკოლებში კრძალავდა მშობლიურ ენას, თავის ბილწ ხელებს უფათურებდა საქართველოს სულში და საკუთარი ჭკუით წყვეტდა მისთვის სასიცოცხლო საკითხებს. იმჟამად მან ავტოკეფალია წაართვა ქართველი ერის ბურჯსა და ქომაგს - საქართველოს ეკლესიას, რითაც შეარყია სვეტი ეროვნული სიმტკიცისა.

0x01 graphic

სწორედ მესხებით დაიწყო რუსეთის ვერაგული პოლიტიკა, მიზნად რომ ისახავდა და ამჟამადაც ისახავს საქართველოს ასიმილაციას. რუსეთის მთავრობამ განგებ აღარ გამოარჩია ეროვნება სარწმუნოებისაგან და მაჰმადიანი ქართველები თურქებად შერაცხა. 1829 წელს, საქართველოს მთავარმართებლის, პასკევიჩის ხელით მან ჯავახეთ-სამცხის ტერიტორიიდან აჰყარა და თურქეთში გადაასახლა მრავალი გამაჰმადიანებული ქართველი, ხოლო მათ სამკვიდრებელში ყარსიდან 30 ათასი სომეხი შეასახლა. მაგრამ ანტიქართული ღონისძიებებით არც დარჩენილი მესხები ჩაუგდია უკეთეს დღეში. რუსეთის მთავრობამ 1900-იან წლებში ახალციხის მხარის ქართველი მაჰმადიანებისთვის თურქული სკოლები გაახსნევინა, რომელნიც 1930 წლამდე არსებობდნენ, ხოლო 1930 წელს უკვე საბჭოთა მთავრობამ ქართულის ნაცვლად აზერბაიჯანული სკოლები გაუხსნა მაჰმადიან ქართველებს, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა ქართულად მეტყველებდა და ქართული სკოლების მსურველი იყო.

1944 წელს 200 ათასი მუსლიმანი ქართველი რამოდენიმე ღამეში აჰყარეს და საკუთარი სამკვიდრებელიდან შუა აზიაში გადაასახლეს ვითარცა თურქნი.

ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის დროში, როდესაც გადასახლებული ჩეჩნები, ინგუშები და ა.შ. დააბრუნეს სამშობლოში, მუსლიმანი ქართველების დაბრუნების საკითხიც დადგა. თავდაპირველად მესხებმა აღიმაღლეს ხმა და მათ მოწინავე ქართული ინტელიგენციაც მიერთო. მათი ქართველობის, მათ მიერ ჩადენილი უსამართლო აქტის საკითხი მეცნიერულად და იურიდიულად დამუშავდა და წარდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის წინაშე. თითქო საქმე აეწყო კიდეც და მესხები ის იყო უნდა სწეოდნენ სანუკვარ მიზანს, რომ ანაზდეულად მოსკოვმა ხელის ერთი აქნევით შეაჩერა ჩინებულად დაწყებული საქმე და მესხებს მისცა სსრკ-ს ნებისმიერ რესპუბლიკაში დასახლების უფლება, გარდა საქართველოსი. ამით მთავრობამ, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციაზე, უხეშად დაარღვია თვით საბჭოთა კონსტიტუციის მუხლი, სადაც საუბარია სსრკ-ს ტერიტორიაზე ნებისმიერი მოქალაქისათვის საცხოვრებლად ადგილის თავისუფლად არჩევაზე. ამგვარმა ძალმომრეობამ ვერ ამოურეცხა გულიდან მესხებს სამშობლოში დაბრუნების სურვილი. მათმა საუკეთესო შვილებმა საპროტესტო წერილებით „დაბომბეს“ საქართველოსა და მოსკოვის მთავრობა. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა ცეკას ახალი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის დროშიც. მასაც აფრთხობს მოსკოვიდან თითის მკაცრად დაქნევა. ასე რომ, არად ჩააგდეს უფლებააყრილი მესხებისა და ასევე უფლებაართმეული ქართული ინტელიგენციის ერთობლივი სურვილი. არათუ დაბრუნება, მესხებს პასპორტში ქართველად აღნიშვნის უფლებაც კი აღუკვეთეს და დღემდე აზერბაიჯანელებად, თურქმენებად თუ ყირგიზებად აღნიშნავენ. გადასახლებისთანავე, ეროვნებასთან ერთად, მათ ქართული გვარებიც წაართვეს და თურქული წესით, მამის ან პაპის სახელის მიხედვით დაუწესეს ახალი გვარები. ასეთი უბედურება ებრაელთაც კი არ გადახდენიათ თავს მათი სისხლიანი ისტორიის მანძილზე. დიასპორა, მეფის რუსეთის შემზარავი „პოგრომები“, გერმანული გაზის საკნები თუ საბჭოური ანტისემიტიზმი განიცადეს, მაგრამ ეროვნება ჯერ არავის წაურთმევია მათთვის. მსოფლიოს ისტორიაში ეს მართლაც უპრეცედენტო ამბავია! ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფალნი თავის გასამართლებლად საერთო ეკონომიკურ პრობლემებსაც იშველიებენ. თითქოს მესხების სამშობლოში დაბრუნება მუშა ხელის ნაკლებობასა და ბამბის პლანტაციათა გეგმების შეუსრულებლობას გამოიწვევს შუა აზიასა და აზერბაიჯანში, ჩააგდებს და ძირს გამოუთხრის საბჭოთა ეკონომიკას. საინტერესოა, როდიდან გაუჩნდათ სოციალიზმის მესაჭეებს ვაშინგტონამდელი ამერიკელი პლანტატორების ფსიქოლოგია, ეკონომიკის გამო ადამიანში კაცობის ერთიანად წაშლისა და დაკაბალების ეგოდენი მადა. და ამგვარები კიდევ გაჰკივიან რასობრივ დისკრიმინაციაზე დასავლეთის სამყაროში.

0x01 graphic

დიახ, თურანის შეთქმულება კვლავაც გრძელდება საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ფესვები ამჟამად ჩრდილოეთშია ღრმად დაფარული, ზედაპირზე კი, თვალსაჩინოებისთვის საქართველოს ცკ-ა წარმოჩენილი. როდესაც 1976 წლის გაზაფხულზე, თბილისში ჩამოსულ გადასახლებულ მესხთა წარმომადგენლებმა: ჯემალ აბაშიძემ და ალიხან აბასთუმანელმა მოითხოვეს საქართველოს ცკ-ს I მდივანთან, ე. შევარდნაძესთან შესვლა მათთვის მტკივნეული საკითხის გასარკვევად, მისაღები განყოფილების უფროსმა, იაშვილმა ასე განუცხადა მათ: „შევარდნაძე ნაციონალურ საკითხზე არავის ღებულობსო“, თან დასძინა: „რა მნიშვნელობა აქვს, სად იცხოვრებსო კაცი სსრკ-ს ტერიტორიაზე“. ეროვნების აღდგენისთვისაც არ დააყოვნა პასუხი: „ნაციონალური საკითხი სსრკ-ში რახანია გადაწყვეტილია და პასპორტში რა გეწერებათ, არც იმას აქვსო არსებითი მნიშვნელობა“. ასე უგულოდ მოიცილეს თავიდან შევარდნაძემ და იაშვილმა შორით მოსული, თანამემამულეთაგან შემწეობის იმედით აღსავსე ადამიანნი და უპასუხოდ გაისტუმრეს გულისფანცქალით მომლოდინე თანამოძმეებთან.

ახლა კი ბუნებრივად მივადექით კითხვას: რატომ მიიჩნიეს აკადემიკოსმა სახაროვმა და „მიმდინარე ამბების ქრონიკამ“ მესხები თურქებად და არა ქართველებად? ჩვენ ხომ ვუწყით პატივცემული აკადემიკოსისა და „მიმდინარე ამბების ქრონიკის“ ზედმიწევნითი ობიექტურობისაკენ სწრაფვა? რაშია საქმე?

გავიხსენოთ, რომ 1944 წელს მესხების გარდა საბჭოთა ხელისუფლებამ აჰყარა და გადაასახლა იმ ტერიტორიაზე ადრე შესახლებული ყარაფაფახები, თურქები და ა.შ. უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ გადასახლებულთა ეს ნაწილი მოითხოვდა თურქეთში ემიგრაციას და როგორც ჩვენმა მესხმა თანამოძმეებმა გვიამბეს, მათ საბჭოთა მთავრობისგან საქართველოში დაბრუნებაზე იმედაყრილი მესხების მცირე ჯგუფიც მიერთო. როგორც ჩანს, მათთან ჰქონდათ კონტაქტი ადამიანის უფლებათა დამცველ მოსკოველ ინტელიგენტებს, მაგრამ როდესაც ამბობენ მესხს, იქ არაფერ შუაშია თურქი და პირიქით, ნონსენსია ამ სიტყვების ერთად ხმარება. მესხები უძველესი ქართული ტომია, ამჟამად საკუთარი მიწიდან აყრილი და სამშობლოში დაბრუნებისთვის თავგანწირვით მებრძოლი. ამიტომაცაა საშურო ამ სიტყვების ნებისმიერ კონტექსტში მართებულად ხმარება.* (*აღსანიშნავია, რომ აკადემიკოსი ა. სახაროვი ამ შენიშვნის გაცნობისთანავე სავსებით დაეთანხმა მის ავტორს).1

ვიქტორ რცხილაძე დანაშაული ქართველი
რის წინაშე, მესხთა ტრაგედია

I

არა არს ტანჯვა იმაზე უფრო დიდი,
ვიდრე სამშობლოს დაკარგვა
ევრიპიდე, მედეა.

მესხეთი! მხარე ზღაპრულად ნაგებ დიდებულ მონასტერთა და მრისხანე ციხეთა /მარტო ვარძია და თმოგვის ციხე რად ღირს/, რომელიც გადაჭიმულია სოფელ აწყურიდან მდინარე არეზამდის და რომელიც იჭრება 200-ზე მეტ კილომეტრზე სსრკ-ს სახელმწიფო საზღვრიდან სამხრეთით, დღევანდელ თურქეთში, სადაც ასევე გრანდიოზული ძეგლებია მიმობნეული საქართველოს წარსული დიდებისა.

მესხეთი! - ესაა ქართული კულტურის კერა, სამხრეთის ბურჯი საქართველოსი, რომლის დაჯავშნულ მკერდს ეხლებოდა ათასი ღვარცოფი გოლვიან უდაბნოდან მოვარდნილ ურდოთა. ასეთი იყო დიდება მესხისა და მესხეთისა, ასეთი იყო დიდება საქართველოსი.

XI საუკუნის მიწურულს, ოსმალურმა მახვილმა შეანგრია სამხრეთის ბურჯი საქართველოსი და იწყო თანდათანობით დაპყრობა მესხეთის, იწყო წაბილწვა ქართველთა სავანესი.

ძალმომრეობითა და მოსყიდვით მოქმედებდა მტერი. ჯერ ათაბაგი გამაჰმადიანდა, მერე - ერი. მთელი სამი საუკუნე დასჭირდა ქართველთა გამაჰმადიანებას, მაგრამ დიდი ნაწილი მესხთა კვლავ ქრისტიანი რჩებოდა. დიდი ნაწილი მაჰმადიან მესხთა ჩუმად ქრისტიანულად ლოცულობდა, სისხლს არ ურევდა ბიძაშვილთან ქორწინებით მაჰმადიანურ ყაიდაზე, ქალნი მჭადის გამოცხობისას ჯვარს უსვამდნენ მას და ქართულ დამწერლობასაც ინარჩუნებდნენ /ე. წ. „დედაბრული ხელი“/. XVIII საუკუნიდან ოსმალონი განსაკუთრებით დევნიდნენ მართლმადიდებლურ ქრისტიანობას, რადგან მასში სჭვრეტდნენ ბუნებრივ მოკავშირეს მომძლავრებული რუსეთისას.

გასული საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთის დათვმა თავისი სისხლიანი თათი საქართველოს დაადო. „მფარველად“ მოსული ერთმორწმუნე რუსეთი ისეთ დღეში ჩააგდებს ქართველობას, რომ აჯანყება აჯანყებას მისდევს დამპყრობელთა წინააღმდეგ. რუსეთმა დაარღვია ყოველგვარი ხელშეკრულება საქართველოსთან დადებული, დააფურთხა ფიცით განმტკიცებულ ვალდებულებებს საქართველოსადმი და აღგავა ეს უკანასკნელი პირისაგან მიწისა როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, სიტყვა „საქართველო“ მოსპო და მის ნაცვლად შექმნა რუსეთის იმპერიის ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები. მაშინვე იწყო დამპყრობელმა ქართული ენის დევნა, უკვე მაშინვე ელტვოდა მოძალადე ქართველთა გარუსებას.

1828-29 წლის ომის შედეგად რუსეთმა თურქეთს წაგლიჯა ჩრდილო მესხეთი - ახალციხე და ახალქალაქის მხარე. დაპყრობილ ადგილებში რუსეთი აიძულებდა ამ მხარის მკვიდრთ, მესხებს, დაეტოვებინათ სამშობლო და თურქეთს გახიზნულიყვნენ.

რუსეთმა კარგად უწყოდა, თუ ვის ერეკებოდა სამშობლოდან. იგი ამ მხრივ არ ინდობდა ქრისტიან მესხებსაც, მას უბრალოდ ამ მხარის დაცლა და სახაზინო მიწების გაზრდა სურდა.... მისი მიზანი იყო არ დაეშვა ქართული ელემენტის გაძლიერება ამიერკავკასიაში, როგორც ყველაზე საშიში ხალხისა, რადგან ახლახან სახელმწიფოდაკარგულ ქართველებს ყველაზე მეტად ექნებოდათ სეპარატისტული მიდრეკილებანი. ამიტომ რუსეთი ყველანაირად ხელს უშლიდა მაჰმადიანი და ქრისტიანი ქართველობის გაერთიანებას ერთ ეროვნულ ორგანიზმში. ხდებოდა წარმოუდგენელი პარადოქსი: მძლავრი ქრისტიანული იმპერიის მესვეურნი თურქეთის შიდა პროვინციებიდან, ანატოლიიდან იწვევდნენ მოლებს მესხებისათვის, რომელნიც ამ უკანასკნელთ კიდევ უფრო სძირავდნენ მუსულმანურ ფანატიზმში. „ის, რაც ვერ გაკეთდა თურქთა ორასწლიანი ბატონობის დროს, - გვაუწყებს შ. ლომსაძე - სამწუხაროდ, ახლა, XIX საუკუნეში, ე.ი. შემოერთების შემდეგ სრულდებოდა”. „ბოლოს და ბოლოს მესხეთის გამაჰმადიანებული ქართველები ერთი მეორისგან ვეღარ არჩევდნენ სარწმუნოებასა და ეროვნებას. ქართველი მათთვის ქრისტიანული რელიგიის აღმნიშვნელი ტერმინი გახდა...”

მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მესხეთში ქართველთა „გათათრებით” როდი იფარგლებოდა. რუსეთმა გადაწყვიტა ამ მხარის „გარუსება”, რისთვისაც მესხებისგან წაგლეჯილ მიწებზე იწყო რუს ნასალდათართა და რუსი სექტანტების /დუხობორები, მალაკნები და სხვა/ დასახლება. ქართველები პოლიტიკურად არასაიმედო ხალხად ჰყავდა რუს მთავრობას მიჩნეული და მათი მოსახლეობის ასპარეზის გაფართოებას სახიფათოდ სთვლიდა. სომეხთა მიერ პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე ამიერკავკასიის ფარგლებში ოცნების შესაძლებლობაც კი მას ფიქრად არ მოსდიოდა, ამიტომ სომეხ ახალშენის ჩასახლება საქართველოში საშიშროებად არ მიაჩნდა. გრაფმა პასკევიჩმა ქართველებს ლიხთიმერეთიდან იქ დასახლების ნება არ მისცა და მათ მაგიერ ოსმალეთიდგან გადმოსახლებულ სომეხთაგან 30 ათასი მცხოვრები ჩაასახლა. ამ ხელოვნური საშუალებით მესხეთში, სადაც 1828 წლამდე ქართველთა მოსახლეობა 90%25-ს აღემატებოდა, 1832 წელს უკვე რუს მოხელეთა წყალობით უმრავლესობა სომეხნი იყვნენ.

1900 წლიდან რუსეთმა კიდევ უფრო გააძლიერა მესხთა გათურქება. იმპერიის განათლების უწყებამ ახალციხის ქართველ მაჰმადიანებს თურქული სკოლები დაუარსა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ დაამსხვრია რუსეთის იმპერია, ეს ჭეშმარიტი „ხალხთა საპყრობილე”. ამიერკავკასიაში მალე შეიქმნა სამი დამოუკიდებელი რესპუბლიკა: აზერბაიჯანისა, სომხეთისა და საქართველოსი.

1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთი ცნობს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და დადებს მასთან ხელშეკრულებას. მალე საქართველოს სხვა სახელმწიფოებიც ცნობენ. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია საბჭოთა რუსეთისათვის, რომ სულ მალე იგი საქართველოს თავს დასხმოდა. პატარა საქართველოს აზერბაიჯან-სომხეთის მხრიდან XI არმია, ჩრდილოეთიდან 33-ე მსროლელთა დივიზია, ხოლო აფხაზეთის მხრიდან IX არმია შემოუტევს.

რას მოუტანს მესხეთს საბჭოთა წყობილება? პირველყოვლისა, საბჭ. რუსეთი 1921 წელს თურქეთს დაუთმობს მთელ სამხრეთ მესხეთს ქ. არზრუმამდე, ხოლო საბჭ. სახელმწიფოს ფარგლებში დარჩენილ მესხეთის ნაწილებში, დღევანდელ ადიგენის, ასპინძის, ახალციხისა და ახალქალაქის რაიონებში საბჭოთა ხელისუფალნი კიდევ უფრო აძლიერებენ მესხთა გათურქებას. მათ თურქული სკოლები ძალაში დატოვეს, რომლებმაც 1930 წლამდე იარსებეს. 1930 წლიდან თურქულ სკოლებს აზერბაიჯანულით შეცვლიან და აზერბაიჯანიდან მასწავლებლები ჩამოჰყავთ. დაბნეულ მესხებს კვლავ უმტკიცებენ, რომ „ქართველი” სხვაა და „მაჰმადიანი” სხვა და ამიტომაც ვარდიაშვილებს, ბახტაძეებს, მაისურაძეებს, ყაყუნაშვილებს, ბერძენიშვილებს, გვარამაძეებს და სხვათ „აზერბაიჯანელებად” წერდნენ. ამ საქმეში მაშინ ძალზე აქტიურობდა ახალციხის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარე, აზერბაიჯანელი შაბანოვი, რომელიც ყოველნაირად ცდილობდა, რომ მესხებს ქართული გვარები აზერბაიჯანულად გადაეკეთებინათ. მიუხედავად ამისა, მესხები ოჯახებში ქართულად მეტყველებდნენ და ხშირ შემთხვევაში ქართული სკოლების გახსნასაც ითხოვდნენ.

იმ დროს, როდესაც ბერიას ჯალათები საქართველოში სისხლის ღვრას აყენებდნენ და თვით ბერია თავის კაბინეტში ქართველ ინტელიგენტებს, ცნობილ მწერლებსა და მუსიკოსებს თმებით ათრევდა და წიხლებით ზედ დგებოდა, მაშინ ახალციხელი ჩეკისტი, ვასილ ლომსაძე ასეთ სურათს წააწყდა: „მაგონდება ასეთი შემთხვევა, ახალციხიდან ბორჯომის მიმართულებით X კილომეტრზე, სოფ. წნისთან შორი გზის პირას საგზაო „ბუტკასთან” ორი გიორგიწმინდელი ქართველი მაჰმადიანი სანთელს უნთებდა დანგრეულ „ბუტკის” კედლებს. ჩემს შეკითხვაზე, თუ თათარი ვაჟნი დანგრეულ „ბუტკას” რად უნთებდნენ სანთელს, მათ მიპასუხეს, რომ იქ ოდესღაც მათი მამაპაპის ქართული სალოცავი ეკლესია იყო, შოსე-გზის მშენებლობის დროს ეკლესია „ბუტკად” აქციეს და ისინი თავიანთ ქართულ სამლოცველოს არ დაივიწყებენ და ყოველთვის სანთელს აუნთებენ”.

1941-42 წლებში, როდესაც საბჭოთა სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, მესხებს ქართულ სკოლებს გაუხსნიან. მაგრამ ამ დროს უკვე მზადდებოდა შემზარავი დანაშაული საქართველოს წინაშე. ვიღაცას უკვე ხელს უშლიდა მესხები მესხეთში, ვიღაც კვლავ ლამობდა მესხებისგან მესხეთის დაცლას. ამ მიზნით ხელოვნურად შექმნეს დეზერტირთაგან ბანდა, რომელსაც წინდაწინ იარაღი ადიგენის რაიონის НКВД-ს უფროსმა კარახანიანმა დაურიგა. და აი, ერთ ასეთ პროვოკატორთაგან შექმნილი ბანდის /რიცხობრივად დაახ. 20 კაცი/ ქმედება დაედო საფუძვლად მესხთა 200 000-იანი მოსახლეობისათვის ბრალდების წაყენებას, რომ ისინი არაკეთილსაიმედონი არიან სსრკ-სათვის და მათი ყოფნა მესხეთში, თურქეთის მახლობლად, ყოვლად დაუშვებელია.

1944 წლის 15 ნოემბერს, ბერიას ოპერატიულობითა და ბელადის დასტურით, აჰყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს 200 ათასამდე მესხი თავისი სამშობლოდან. მაშინ, როდესაც მესხ ახალგაზრდობას წარმატებით აბრძოლებდნენ დასავლეთის ფრონტზე გერმანელთა წინააღმდეგ, მათი ოჯახები დაუნდობლად გაწირეს და ერთ ღამეში მესხთა 220 სოფელი დაცარიელდა. მესხებით დატვირთულ სატვირთო ვაგონებს თვეობით აჩერებდნენ სადმე ჩიხში და იხოცებოდა ხალხი შიმშილისა და წყურვილისაგან. ძალზე შეთხელებული მესხთა რიგები შუა აზიის მშიერ ველზე დაასახლეს....

ამრიგად, მოხდა უდიდესი ბოროტება, დანაშაული ქართველი ერის წინაშე, რომელსაც მისი ორგანული ნაწილი ახლა უკვე ფიზიკურად მოწყვიტეს და რომლის დანაკლისი ფრიად შემაშფოთებელი ხდებოდა საქართველოში ქართველი მოსახლეობის საერთო შემცირებასთან დაკავშირებით. მესხთა ამ გადასახლებას საქართველოს ისტორიაში შაჰაბასის მიერ ქართველთა აყრა-გადასახლება თუ შეედრება.

ჩვენს წერილს „მესხთა ტრაგედია” ვუწოდეთ. სინამდვილეში იგი საქართველოს, ზოგადად ქართველთა ტრაგედიაა... მესხთა პრობლემა ქართველთა პრობლემაა, იგი ჩვენი მისახედი და ჩვენი საზრუნავია. ამას ითხოვს საქართველოს ინტერესები, მისი მომავალი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის იმპერიალისტური, ქართული ერის დასუსტებისაკენ მიმართული პოლიტიკის წყალობით, მესხებს მთელი XIX საუკუნის განმავლობაში და თვით XX საუკუნის I ნახევარში მაჰმადიანობისაკენ უბიძგებდნენ, თავიანთ ეროვნებასა და ენას ავიწყებდნენ და „თურქებად” სახავდნენ. ამიტომ 1944 წელს გადასახლებულთა გარკვეულმა ნაწილმა ქართული ენა უკვე გადასახლებამდე არ იცოდა. მესხთა გადასახლება პროვიდენციალური აღმოჩნდა მათთვის. წამებამ შეანჯღრია მათი ისლამში გამყინვარებული სული და თავიანთ „ვინაობაზე” ჩააფიქრა. ამის შემდეგ იწყება მათ შორის კვლავ აღმოჩენა საქართველოსი, თავიანთი ქართველობისა, ეროვნებისა და ისტორიისა. ამიტომ საქართველომ დღეს მათ ხელი უნდა გაუწოდოს და უპატრონოს ისე, როგორც თავის გაუბედურებულ, ავადმყოფ შვილს; მაგრამ დედა ენა დავიწყებულ მესხთა გარდა არის კიდევ დიდი ნაწილი ქართულოვანი მესხებისა. მით უმეტეს, საქართველომ უნდა დაიხსნას ისინი ეროვნული გადაგვარებისაგან!

მესხები დღეს გაფანტულნი არიან სსრკ-ს შემდეგ მხარეებში: 1. ყაბარდობალყარეთის ასსრ-ში - 3 000 სული /სულ 500 ოჯახამდე/, ამათგან 200 სული თუ იქნება ნამდვილი ყარაფაფახი/ყარაფაფახები, ანუ შავფაფახიანები, იგივე თურქაზერბაიჯანელებია, რომელთაც მესხნი - „აჯამებს” ეძახიან/ 2. აზერბაიჯანის სსრ-ში: საათლის, საბირაბადის, ჟდანოვის, კუბა-ხაჩმაზის რაიონებში და კიროვაბადში - 12 300 სული მესხია; 3. უზბეკეთის სსრ-ში მესხთა ძირითადი მასაა დაახლოებით 60%25. ისინი ცხოვრობენ ფერგანის, ნამანგანის, ანდიჟანის, ტაშკენტის, სამარყანდის, ბუხარის და კაშკადარის ოლქებში; 4. ყაზახეთის სსრ-ში მესხთა დაახლოებით 10%25-ია. ისინი ცხოვრობენ ალმა-ატის, კიზილორდონის, ჯამბულის და ჩიმკენტის ოლქებში; 5. დანარჩენი მესხები ყირგიზეთსა და თურქმენეთშია მიმოფანტული.

ამ ადგილებში მესხებს ძირითადად ბამბის პლანტაციებში ამუშავებდნენ. მათი ექსპლუატაციით აღნიშნული რესპუბლიკები დიდ მოგებას ნახულობდნენ და ცხადია, ყოველნაირად ეწინააღმდეგებიან მესხთა დაბრუნებას სამშობლოში. მესხთა ეს ყოფა ძლიერ მაგონებს ზანგთა აფრიკიდან ამერიკაში დეპორტირებას, როდესაც მათ მონური შრომისათვის იყენებდნენ. ამავე დროს, როგორც ვთქვით, მესხები ეროვნების დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან. მათ სურვილის წინააღმდეგ იმ ეროვნებას უწერენ პასპორტში, რომელთა რესპუბლიკებშიც ისინი ამჟამად იმყოფებიან. /ამ დროს ხშირად ხდება ხოლმე ისეთი კურიოზები, როდესაც მესხს, მაგალითად, პასპორტში ეროვნება „უზბეკი” უწერია, ხოლო სამხედრო ბილეთში - „აზერბაიჯანელი”/. ასეთი ძალდატანებით ელტვიან მათ ასიმილაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან. ყოველივე ამით სარგებლობენ ფანატიკურად განწყობილი მუსულმანური ელემენტები, რომლებიც პროთურქულ აგიტაციას ეწევიან ხალხში. განსაკუთრებით აზერბაიჯანშია მესხთა მდგომარეობა სავალალო. ყველაზე მძიმე საარსებო პირობები და ნაციონალური ჩაგვრაა იქ მათი ხვედრი...

ჩვენი მხრიდან გვინდა შემდეგი განვუცხადოთ საბჭოთა მთავრობას. ჩვენი მოთხოვნები მესხთა საქართველოში დაბრუნების შესახებ არ გახლავთ რაიმე „ნაციონალისტური”, „უკანონო” მოთხოვნა. პირიქით, ჩვენი მოთხოვნა ითვალისწინებს საბჭოთა კონსტიტუციის იმ მუხლებს, სადაც გარანტირებულია ეროვნებათა უფლებები სსრკ-ში. ჩვენ ვითვალისწინებთ აგრეთვე „ადამიანის უფლებათა დეკლარაციის” იმ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელზედაც საბჭოთა მთავრობის ხელმოწერაცაა. შეგვიძლია დავარწმუნოთ საბჭოთა მთავრობა, რომ მესხები საქართველოში არანაკლებ ეკონომიკურ მოგებას მისცემენ სახელმწიფოს. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ ნდობას, იმედია, მათი „გაქართველებით” ისინი უფრო სანდონი გახდებიან, ვიდრე „გათურქებით”, რასაც ამჟამად აქვს ადგილი...

სიყვარულისა და სიკეთის ღმერთის შეწევნით თვალი გავუსწოროთ საქართველოს მომავალს!2

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური
კომიტეტის პირველ მდივანს

ამხ. ედუარდ შევარდნაძეს

ქართველ მაჰმადიანთა წარმომადგენლობისგან მესხეთიდან,
რომელნიც საქართველოდან 1944 წელს
გაასახლეს ვითარცა „თურქნი”.

მ ი მ ა რ თ ვ ა

ძვირფასო ედუარდ! ძვირფასო თანამემამულენო და სისხლისმიერნო ძმანო. უკვე 30 წელია, რაც გაგვთიშეს.

1944 წლის 15 ნოემბერი ჩვენი ხალხის ცხოვრებაში აღინიშნა როგორც გლოვისა და უმძიმეს მოგონებათა დღე.

30 წელია, რაც ჩვენი ხალხის მზერა მიპყრობილია საყვარელი, მშობლიური მესხეთისაკენ, რომელიც მოგველის თავის პირმშოებს. ჩვენ ერთი ხალხი ვიყავით და ათეული საუკუნეები ვცხოვრობდით თქვენთან ერთად, ერთ დიდ ოჯახად. მაგრამ ცალკეულმა პირებმა, რომელთაც არ ესმოდათ ჩვენი ისტორია, დაარღვიეს ჩვენი ოჯახი და გაგვთიშეს. მათ არ მიიჩნიეს ისტორიულ საბუთად ჩვენი ქართული წარმომავლობა, ქართული გვარები, ქართული ენა.

ჩვენ გაგვასახლეს ვითარცა „თურქნი” და 220 სოფელი ერთ ღამეში გააუბედურეს.

ამჟამად ჩვენ მომავალი თაობის ბედი გვაწუხებს, ბედი ქართველებისა მესხეთიდან. ამიტომაც მოგმართავთ ესოდენ დაბეჯითებით დაგვეხმაროთ, რათა კვლავ განვიცადოთ დიადი ბედნიერება, დავუბრუნდეთ სამშობლოს და ვიცხოვროთ ერთობლივი ეკონომიკური და სულიერი ცხოვრებით მშობლიურ ქართველ ხალხთან ერთად. ყურს ნუ დაუგდებთ პოლიტიკურ ავანტიურისტებს, რომლებიც პირადი ინტერესებისათვის ყველანაირად ცდილობენ მტრობა ჩამოაგდონ ძმებს შორის და ამით სამუდამოდ სხვა ქვეყანაში დატოვონ ხალხი.

ჩვენ არამც და არამც არ ვითხოვთ მატერიალურ დახმარებას, არამედ მოგიწოდებთ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად, საქართველოს რესპუბლიკის აღზევებისა და განდიდებისათვის.

სამშობლოს გრძნობა და სიყვარული წლიდან წლამდე როდი მცირდება. პირიქით, იზრდება იგი და მომავალ თაობებს გადაეცემა. ამჟამად დაახლოებით 300 ათასი ქართველი მუსლიმანი მესხეთიდან ცხოვრობს მარტოოდენ სამშობლოში დაბრუნების ოცნებით. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მშობლიური მიდამოები, ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ჩვენი მშობლიური მხარისა და ჩვენი გამოჩენილი წინაპრების - შოთა რუსთველის, სარგის თმოგველის, გიორგი და იოანე მთაწმინდელების, სერაპიონ ზარზმელის, ბექა და ბეშქენ ოპიზართა და სხვათა სადიდებლად, ჩვენი წმინდა მიწა-წყლის სადიდებლად, ეგზომ ძვირფასისა ჩვენთვის.

ისტორიულად კულტურულმა ხალხმა, თავისი ნაციონალური სულით სახელოვანმა, მშობლიური რესპუბლიკის ბჭენი არ უნდა გადაუკეტოს სისხლისმიერ და სულიერ შვილებს, ქართველ მუსულმანებს მესხეთიდან.

ოცი წელია ნიადაგ გავკივით, ვაცხადებთ პროტესტს, რომ „თურქები” არა ვართ!

თუ ხიშტები არ დაეხმარება, მეცნიერულად ვერავინ შეძლებს ჰპოვოს ჩვენს შორის თურქი ან აზერბაიჯანელი. ჩვენ კი ადვილად ვპოვებთ ათიათასობით კაცს, რომელთაც შემოუნახავთ ენა თავიანთი წინაპრებისა, ქართველებისა მესხეთიდან, ქართული გვარები, წეს-ჩვეულებანი, ფსიქიკა, ეთნიკური თავისებურებანი, ფიზიონომია და ა.შ.

მოწინავე ინტელიგენცია ჩვენი ხალხისა მუდამ იბრძოდა სამშობლოში დაბრუნებაზე, მშობლიურ ქართველ ხალხთან შეერთებაზე. ამ საკითხებით არაერთგზის მიგვიმართნია საქართველოს პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელთათვის, მაგრამ საუბედუროდ ოცი წლის განმავლობაში დადებით პასუხს ვერ ვეღირსეთ.

1963 წლის ზაფხულში ნაციონალობის აღსადგენად ჩვენ, ჯგუფმა, დელეგატებმა ხალხისა, მივმართეთ სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა მოსკოვი არ დაინტერესებულა ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე აღედგინა ჩვენთვის ნაციონალობა. როდესაც სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულმა განყოფილებამ მოითხოვა უფლება უმაღლესი საბჭოსაგან, მინისტრთა საბჭოსაგან, სსრკ-ს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისაგან შესატყვისი დოკუმენტები წარედგინა მათთვის, თითოეულმა უარი განაცხადა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით ჩვენ დავასკვენით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში მრავალი სიძნელე გვეღობება. ამ საკითხის ბედის ანაბარა დაგდება 300 ათას ქართველს გამოაცლის ხელიდან საქართველოს. საქართველოსათვის კი ეს ამბავი ერთობ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ამჟამად ნაციონალობათა გამსხვილების პროცესი მიმდინარეობს. სხვა რომ არა იყოს, ამაში არც დაგვეთანხმებიან, არც დაგვიმადლებენ მომავალი თაობები. რაც შეგვეხება ჩვენ, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ხალხი ვიხსნათ სამარცხვინო ასიმილაციისაგან. მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ მამულის დაუხმარებლად გაგვიჭირდება ამის მიღწევა.

ამჟამად 150 ოჯახზე მეტმა გაგზავნა საჩივარი სსრკ-ს ნაციონალურ პალატაში. ნაციონალობის აღდგენასა და ქართული გვარების დაბრუნებას მოითხოვენ ისინი. განცხადების შეტანა დღესაც გრძელდება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ მესხურ პრინციპიალობას, სანამ სამართლიანობით არ გადაწყდება ჩვენი საკითხი. ქართველი მუსულმანების ტრაგედიის ღრმა ანალიზმა მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ თავის დროზე ხალხს არ ჰყავდა მოწინავე ინტელიგენცია, რომელიც იზრუნებდა მის ბედიღბალსა და მის სამშობლოზე.

ხალხი სავსებით გაუნათლებელი იყო და მუსლიმანი სასულიერო პირების გავლენას განიცდიდა. მას ჩასჩიჩინებდნენ: ყველა მუსლიმანი ძმაა, ხოლო არამუსლიმანი, შენი ღვიძლი ძმაც რომ იყვეს - მტერი. ამიტომ არაბები და თურქები უფრო ახლობლად ეჩვენებოდათ, ვიდრე სისხლისმიერი ქრისტიანი ძმა. ამჟამად დოგმატის დრო გადაეგო. მესხეთში იშვა ინტელიგენცია, რომელიც სხვა თვალით უმზერს სამყაროს.

ერთ-ერთმა პატრიოტმა თავის გამოსვლაში განაცხადა: „ერთად აღებულ ყველა რწმენასა და სარწმუნოებაში არ გავცვლი სამშობლოს ერთ მუჭა მიწას. ჩემი სამშობლო საქართველოა, ჩემი წინაპრები ქართველები იყვნენ და მეც ქართველი ვარ. ჩემი სამშობლოს, ჩემი ხალხის ჭირი და ლხენა ჩემი ჭირი და ლხენაა. ესაა ჩემი მრწამსი, ესაა ჩემი მოძღვრება”.

ამჟამად სასულიერო პირთა მოწინავე ნაწილიც მხარს გვიჭერს და ამბობს: რელიგიის შეცვლით არ იცვლება ნაციონალობა.

ამასთან ერთად, ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი მეგობრების, რომელნიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ ამ მნიშვნელოვანი საქმისათვის, სამშობლოში დაბრუნებისათვის ქართველი მუსლიმანებისა მესხეთიდან და ქართველ ხალხთან მათი კვლავ შეერთებისათვის. მადლიერნი ვართ საქართველოს მეცნიერთა აკადემიისა მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით, მწერალთა კავშირისა ირაკლი აბაშიძის თაოსნობით, დაბოლოს ჩვენი პატივცემული პატრიოტის, შოთა ლომსაძისა, რომელიც აგერ ოცი წელია ჩვენთან ერთად მუშაობს გაუბედურებული ხალხის ხელახალ აღზრდასა და აღდგენაზე, აგრეთვე ვახტანგ ჯაფარიძისა და სხვ.

ამჟამად ჩვენ გვაინტერესებს მეტად ძნელი და საპასუხისმგებლო საკითხი:

არის კია შესაძლებელი ხალხის დაბრუნება და მისი ხელახალი აღზრდა? უცილოდ შესაძლებელია. ჩვენის აზრით, დასაწყისისათვის სასურველი იქნებოდა 150-200 ოჯახის დაბრუნება მშობლიურ მიწა-წყალზე. ეს იქნებოდა თვალსაჩინო დადასტურება ორი სისხლისმიერი ძმის კვლავ დაახლოებისა.

ჩვენ, ხალხის წარმომადგენელნი, მისი სახელით პასუხს ვაგებთ საქართველოს პარტიისა და მთავრობის წინაშე, რომ შევძლებთ ახლანდელი და მომავალი თაობის ხელახალ აღზრდას, თუმცა 350 წლის განმავლობაში მიყენებული ჭრილობების შეხორცება ხანგრძლივ დროს საჭიროებს. ამას კი სჭირდება დედობრივი ალერსის სისათუთე და მამობრივი მზრუნველობა.

სამშობლოში დაბრუნებულები, ჩვენი პატიოსანი შრომით განვაახლებთ მშობლიური მესხეთის მხარეს.

ხალხის წარმოგზავნილები
უმაროვ - გოზალიშვილი,
ხალილ აიუბოვ, აბაშიძე ჯემალ
ჩვენი მისამართია: ყბ ასსრ, ურვანის
რაიონი, ბსიკათის საბჭოთა მეურნეობა.
ჯემალ აიუბოვ - აბაშიძე3

საბჭოთა კავშირის კომპარტიის XXIII
ყრილობის პრეზიდიუმს პარტიის წევრის
1972 წლიდან /პარტბილეთი №06009596/,
ადიგენის რაიონის სოფ. უდეში დაბადებულის,
აზერბაიჯანის სსრ ქალაქ მინგეჩაურში
მცხოვრების, სკოლა-ინტერნატის
მასწავლებლის, ლატიფშაჰ ბარათაშვილის

ს ა ჩ ი ვ ა რ ი

1944 წლის 15 ნოემბერს ჩვენი უდანაშაულო ხალხი გახდა მსხვერპლი სტალინის პიროვნების კულტის და ბერიას დიქტატურისა და იარაღის ძალით იქნა გაძევებული მშობლიური მიწა-წყლიდან. გამოიყენეს რა ბოროტად უმაღლესი საბჭოთა სახელმწიფოებრივი განმგებლობა, მოგვიწყეს „ლენინგრადის საქმის”-მაგვარი პროვოკაცია და სოციალიზმის დაცვის საბაბით საქართველოს სსრ ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ბოგდანოვკის მუსულმანური რაიონებიდან განდევნეს და შუა აზიის რესპუბლიკებში განთესეს 198 000 მცხოვრები.

მოახდინეს ჩვენი ხალხის დისკრიმინაცია, მთელი ქონების კონფისკაცია, ჩვენს მომავალ თაობას კი აჰყარეს სამშობლოში დაბრუნების უფლება. დაარღვიეს ჩვენი ეთნოგრაფია, ეკონომიკა, კულტურა და მთელი სულიერი სიმდიდრე. დღემდე მაინც იმას ვფიქრობთ, რომ 22 წლის მანძილზე განაწამები ხალხის ღაღადისი ბოლოს და ბოლოს მიაღწევს სსრკ-ს კომპარტიის ცკ-მდე და მინისტრთა საბჭომდე და მოიძებნება ადამიანი, რომელიც ხელს მოჰკიდებს ჩვენი რეაბილიტაციის საქმეს.

1935-1953 წლებში ბერიას ბანდები თავიანთი ავტორიტეტის ასამაღლებლად თანდათანობით ძირს სცემდნენ ჩვენი ხალხის ავტორიტეტს საბჭოთა მთავრობის წინაშე.

1942-44 წლებში პროვოკაციამ ჩვენ მიმართ კულმინაციურ წერტილს მიაღწია.

1942 წელს აჭარიდან გადმოაგზავნეს პროვოკატორი ჯანფალად პლატელი ოღლი თანამზრახველებით - ასლანითა და ყაფლანით, რომელთაც ეწოდათ ადიგენის НКВД. ამ უკანასკნელებმა კარგად უწყიან, თუ ვინ გამოგზავნა ისინი. მათ ასეთი დავალება მიიღეს: შექმნან სამხედრო პროვოკაცია სოფელ მოხეს გარშემო და ხელოვნურად გაამძაფრონ იგი, როგორც ანტისაბჭოთა მოქმედება მესხების მხრიდან.

ჩვენთვის ეს ამბავი ნათელი გახდა მხოლოდ ჩვენი ცხოვრების დანგრევის შემდეგ. ზაფხულში, პროვოკატორმა მოკლა НКВД-ს თანამშრომელი, სოფელ სმადის მცხოვრები მელიქბეგი, რადგან მელიქბეგს სურდა მისი დაპატიმრება. სხვა წარმატება მას არ ჰქონია. ადიგენის რაიონის რაისამომხმარებლო კავშირის თავმჯდომარე, სოფ. უდეს მცხოვრები ბინალი ჭილაშვილი მომიყვა შემდეგს: 1942 წ. როგორც ადიგენის პარტიის რაიკომის რწმუნებული, სოფ. მოხეზე ვიყავი მიმაგრებული. დამავალეს თვალყური მედევნებინა სოფ. მოხეს სამეურნეო და პოლიტიკური ცხოვრებისათვის. ერთ საღამოს მე დავარიგე რაიონის სამხ. კომისარიატის უწყებები წითელ არმიაში მობილიზაციისათვის, მაგრამ დილით გამოირკვა, რომ უწყებების დარიგებამდე ადიგენის რაიონის შსსს უფროსმა წვევამდელებს დაურიგა შაშხანები ვაზნებითურთ და ისინი იქცნენ დეზერტირებად, გაჰყვნენ პროვოკატორ „ჯანფალადს”.

ასეთი დეზერტირი 15-20 კაცზე მეტი როდი იყო /შემდგომში ეს რიცხვი პროვოკატორებმა გაზარდეს X-ოდენობამდე/. შემდგომად ამისა - ჰყვება ჭილაშვილი - მე უმალ ვაცნობე ეს ამბავი ადიგენის რაიონის I მდივანს, ამხანაგ დ. გელაძეს. ალბათ მან მიიღო შესაბამისი ზომები, რის გამოც რაიონის НКВД-ს უფროსი სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს.

აი, როდის დაწყებულა პროვოკაცია.

1942 წლის ოქტომბერში სოფელ მოხეში გაიწვიეს ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის რაიონებისა და მათში შემავალი სოფსაბჭოთა მეურნეობების განმანადგურებელი ბატალიონები.

პირადად მე ვმონაწილეობდი „მოხეს ბრძოლაში”, როგორც უდეს სოფსაბჭოს გამანადგურებელი ბატალიონის წევრი.

პარტიისა და გამანადგურებელი ბატალიონის წევრები სოფ. აფიეთიდან, ჩემთან ერთად რომ მონაწილეობდნენ ე.წ. „მოხეს ბრძოლაში”, ამგვარ განმარტებას იძლეოდნენ. „მე, რამიზ ხურშუდ ოღლი, დაბ. 1932 წელს, ადიგენის რაიონის სოფ. აფიეთის მცხოვრები, კოლმეურნეობა „სოციალიზმის” ყოფილი თავმჯდომარე, როგორც მოწმე, მოკლე განმარტებას ვიძლევი ე.წ. „მოხეს ბრძოლაზე”.

1943 წლის ზაფხულში ადიგენის რაიონს მოევლინა ხელისუფლებისათვის უცნობი შეიარაღებული ყაჩაღი, რომელმაც ავანტიურით გაითქვა სახელი. დიდხანს არ იცოდნენ მისი ვინაობა და წარმომავლობა. ბოლოს მან თავის გარშემო შემოიკრიბა რამოდენიმე უსაქმური და მოკლა რამოდენიმე კაცი: მელიქბეგ მუსაევი, ბიანლი მახმუდოვი და სამხედრო მოსამსახურენი.

მელიქბეგ მუსაევი მილიციის თანამშრომელი იყო, ხალხის უსაყვარლესი ადამიანი.

ამგვარად, ასლანად სახელდებული ეს ბანდიტი, აჭარის ასსრ-ის ხულოს რაიონის სოფ. აგარის მცხოვრები, მოხეს მახლობლად ბრძოლით შეხვდა გამანადგურებელ ბატალიონს, რის შედეგადაც მოკლულ იქნა რამოდენიმე კაცი. ამის შემდეგ იგი გაქრა ჩვენი რაიონიდან.

აჭარაში ყოფნისას, 1944 წლის ზამთარში მან მოკლა კიდევ რამოდენიმე ამხანაგი.

დაბოლოს, 1944 წლის გაზაფხულზე ეს ბანდიტი მოკლეს დიდაჭარის ხიდზე აჭარის შსს-ს ორგანოებმა /ხურშუდ ოღლი რ./.

ქ. ფრუნზე. 2/VII, 1963 წელი.

„ძვირფასო მეგობრებო: მე, ქიბარ ოღლი ალადინი, დაბ. 1903 წელს ადიგენის რაიონის სოფ. ანიეთში, პარტიის წევრი 1938 წლიდან, ადიგენის პარტიის რაიკომის ყოფილი ინსტრუქტორი, როგორც მოწმე ვიძლევი მოკლე განმარტებას, ე.წ. „მოხეს ბრძოლის” შესახებ. ეს მოხდა 1943 წლის აგვისტოსა თუ სექტემბერში, არ მახსოვს, მაგრამ ის კი ნამდვილად მახსოვს, რომ ამ ავანტიურის მეთაური აჭარელი იყო. მან იმჟამად მოკლა ოფიცერი, უფროსი მილიციელი მუსაევი და სხვები. ბანდიტი აჭარის ასსრ ხულოს რაიონიდან იყო წარმოშობით.

/ქიბარ ოღლი ალადინ/

ამ შემთხვევის მნიშვნელობის გაზრდის მიზნით იმ დღეებში მოხეში იმყოფებოდნენ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა კომისარი რაფავა და მისი თანამშრომლები. იქვე მიწვეულ იქნა სასაზღვრო ჯარების რამდენიმე ნაწილი.

„ოპერაცია” შვიდი დღე გაგრძელდა. „ოპერაციის” დროს არავინ დაუპატიმრებიათ. მესაზღვრეთა და მანადგურებელთა წასვლის შემდეგ დეზერტირები თავისით ჩაბარდნენ. მათ არავითარი მიზანი არ ჰქონიათ და ამიტომ ადვილად მოხვდნენ პროვოკატორის გავლენის ქვეშ.

სოფ. უდეს მცხოვრებმა, ადიგენის რაიონის გამანადგურებელი ბატალიონის წევრმა პავლე კაკაშვილმა მოკლა ადიგენის რაიონის შემნახველი სალაროს უფროსი, სომეხი ვახანი, იმ საბაბით, თითქოს ორთავეს ერთი ქალიშვილი უყვარდათ და ეს მკვლელობა დეზერტირებს გადააბრალა. იმჟამად ეს იყო ხელსაყრელი მომენტი შავ საქმეთა ავტორებისათვის.

რათა ზემოხსენებული ავანტიურისტის კვალი დაეფარათ, დაქირავებული პროვოკატორისა საბჭოთა არმიის ლეიტენანტის ფორმით, იგი მოკლეს აჭარის ასსრ-ის სოფ. ზოდის მცხოვრებლებმა, „ჯანფალად პლატელი ოღლის” შავბნელ თანამზრახველთა დავალებით, სახელდობრ, იგი მოკლა დეიდაშვილმა ხულოს ხიდის მახლობლად. მოკლეს აგრეთვე პროვოკატორის მკვლელიც სოფ. ზოდში. პროვოკატორის თანამებრძოლნი ასლანი და ყაფლანი აორთქლდნენ პროვოკაციის ადგილიდან.

ჩვენი გასახლების შემდეგ გაავრცელეს კიდევ ერთი პროვოკაცია, თითქოს მესხეთში აღმოეჩინოთ სამხედრო საწყობები საბრძოლო აღჭურვილობით. ასე მიაღწიეს თავიანთ მიზნებს ბნელი განზრახვის ადამიანებმა.

ზემოხსენებული პროვოკაციის შედეგად 1943 წელს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ნაციონალური თვითმკვლელობის საძირკველს და მესხთა ტრაგედიას 1944 წლის 15 ნოემბერს, რომელიც კონსპირატიულად მზადდებოდა.

რომ შევაჯამოთ რომანოვთა რუსეთში მომხდარი ებრაელთა ყველა პოგრომის მატერიალური ზარალი, იგი ვერ შეედრება იმ მატერიალურ ზარალს, რომელიც ორგანიზებულად მოგვაყენეს ჩვენ 1944 წლის 15 ნოემბერს.

ხელისუფალთა მიერ ჩვენი დარბევის კონკრეტული სურათისთვის მსურს მოვიყვანო შემდეგი რიცხვები:

რაიონები

სოფ. საბჭოების რაოდენობა

სოფლების რაოდენობ

ოჯახთა რაოდენობ

ადამიანთა რაოდენობა

წართმეული ქონების ჯამი /მანეთებში/

დიგენი
ხალციხე
ასპინძა
ახალქალაქი
ბოგდანოვკა

18
16
14
15
1

73
70
65
10
2

10950
10500
9750
2500
300

65700
63000
58500
9000
1800

54 750 000
52 500 000
48 750 000
7 500 000
1 500 000

სულ

64

220

33000

198000

165 000 000

თითოეულ ოჯახზე საშუალოდ მოდის 6 სული, ხოლო ყოველ სოფელზე 150 ოჯახი.

უსამართლობის დონემ იმდენად იმატა, რომ 1944 წელს სოციალიზმის ეპოქაში, „ლენინის დროშის ქვეშ” სოციალიზმის ვითომდა დაცვისათვის ორდენებითა და მედლებით აჯილდოვებდნენ მათ, ვინც განსაკუთრებით გაითქვა სახელი სიმკაცრით კავკასიის მცირერიცხოვანი მუსულმანი ხალხების გადასახლებისას. ეს ორდენები დღემდე არ გაუუქმებიათ.

საწყენია, რომ ზოგიერთი მუშაკი დააჯილდოვეს სწორედ მცირერიცხოვანი ხალხების იმ არაადამიანური გათელვისთვის. იმედია, ამჟამად ჩვენი მთავრობა შეისწავლის დაჯილდოებისა და ზემოხსენებული ინიციატორების საკითხს და გააუქმებს ჯილდოებს.

მესხები კლასს როდი წარმოადგენენ. 200 ათას მესხთა შორის იყო და არის მრავალი მუშა, კოლმეურნე და მოსამსახურე. ყველა ისინი იყვნენ და არიან კომუნიზმის მშენებლები. საბჭოთა კავშირის ყველა სხვა ხალხებისა და ნაციონალობების მსგავსად მათაც გაიარეს საბჭოთა სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპი 1921-1944 წლამდე

ჩვენ ვიზრდებოდით საბჭოთა ხალხთან ერთად - იმავე დონეზე, ერთად გაგვივლია კლასობრივი ბრძოლები, ერთად გადავედით სოციალიზმში, ხელმძღვანელობას გვიწევდა ერთი და იგივე პარტია, ერთად ვიბრძოდით და დავამარცხეთ ფაშიზმი, და ბოლოს სხვებთან ერთად ჩვენც გავხდით სოციალისტური საზოგადოების წევრები. ცხადია, მთელი საბჭოთა ხალხი თავისი კლასებით ჩვენთან ერთად ანტიკომუნიზმისკენ უნდა წარმართულიყვნენ, თუკი ამგვარად წარმოგვიდგენდნენ ბერიას ავანტიურისტული ბანდები.

საბჭოთა დემოკრატია, საბჭოთა ადამიანის უფლებანი ჩინებულადაა წარმოდგენილი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში, კომუნისტური პარტიის პროგრამაში. მით უფრო ძნელი დასაჯერებელია ხელისუფალთა მიერ მოწყობილი 1944 წლის კოშმარი.

„...ჩვენ ვიცით, თუ სად მიგვიყვანა სტალინის მიერ შემოთავაზებულმა თეორიამ კლასობრივი ბრძოლის გამწვავების შესახებ სოციალიზმის მშენებლობაში წარმატებების შესაბამისად. ამ თეორიამ, როგორც ცნობილია, გამოიწვია სოციალისტური კანონების უხეში დარღვევა. სკკპ-მ ბოლო მოუღო ამ ამბავს, რომლის მსგავსსაც შემდგომში იგი აღარ დაუშვებს. იგი ატარებდა და კვლავაც გაატარებს მუშათა კლასისა და გლეხთა კავშირის გაძლიერების პოლიტიკას, ყველა მშრომელის ერთ კოლექტივად გაერთიანების პოლიტიკას კომუნიზმის მშენებლობისათვის”. /ამხ. მ. ა. სუსლოვის მოხსენებიდან სკკპ ცკ-ს პლენუმზე 14/II, 1964 წელს/.

მიუხედავად ამისა, დღემდე გრძელდება ჩვენ მიმართ თვალყურის დევნება, თითქოს მესხები უცხო ქვეყნის აგენტები იყვნენ. ჩვენი ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად სახ. უშიშროების კომიტეტმა აქტიურად მოჰკიდა ხელი ჩვენი საქმეების დამუხრუჭებას.

თავდაპირველად მათ მიმართეს ქართველ მწერლებსა და პოეტებს, რათა დაეწერათ მოთხრობა ან რომანი, რითაც შეიძლებოდა თავის მართლება, რომ მუსულმანი მესხების გასახლება მართლაც კანონზომიერი, სოციალიზმისა და კომუნიზმისათვის სასარგებლო მოვლენა იყო. როდესაც ასეთი მწერალი ვერ მოძებნეს, იგივე საქმე დაავალეს ჩვენი ხალხის პირმშოს, კომუნისტს, რომელიც მთელი სიცოცხლე კონტრდაზვერვაში მუშაობდა, სასაზღვრო ჯარების პოდპოლკოვნიკს, ამჟამად ქ. თბილისში მცხოვრებ აზალხან ალიმხანოვს და დიდძალ ფულად ჯილდოს დაპირდნენ, მაგრამ ალიმხანოვმა უარი განაცხადა საკუთარი ხალხის სტრეიკბეხერობაზე. მაშინ სახ. უშიშროების კომიტეტის უფროსის მოადგილის ინიციატივით იგი სამსახურიდან გაანთავისუფლეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გასახლების მერე იგი გაანთავისუფლეს სამსახურიდან, როგორც არასანდო პირი. თანაც ცრუობდნენ, რომ მისი პირადი საქმე „დაიკარგა” რესპუბლიკური სასაზღვრო შტაბის სეიფიდან. ალიმხანოვს დღემდე არ ეშვებიან. მას ხშირად ათავისუფლებდნენ, როგორც არასანდო პირს და დღესაც იმავეს განაგრძობენ, გასახლებასაც კი უპირებენ ქ. თბილისიდან, მაგრამ დღემდე მიზეზი ვერ უპოვეს.

ბოლოს იპოვეს „მწერალი”, მისცეს დავალება, თემის სახელწოდებაა „პაროლი აკ-ჩაი” და ფსევდონიმი „ს-პრაღა”. ეს კამპანია დაიწყო გაზეთ „მოლოდაია გრუზიის” ფურცლებზე 1964-65 წლებში. ჩვენი შეურაცხყოფის მიზნით „ს-პრაღამ” შექმნა „დოკუმენტური” მოთხრობა, სადაც ამტკიცებდა, რომ მესხები, ქართველი მუსულმანები, თურქეთის სახელმწიფოს ჯაშუშები და საბჭოთა სახელმწიფოს გამცემლები არიან.

აი, სანამდე მივიდა ეს უგნური ცილისწამება ჩვენ მიმართ. ჩვენ მოვითხოვთ შეწყდეს ამგვარი შეურაცხყოფა ჩვენი ხალხისა, სახელოვანი მშრომელებისა, კომუნისტებისა, მასწავლებლებისა და ა.შ.

ყოველივე ეს ემსახურება ქრისტიანი ქართველებისა და ქართველ მუსულმანთა დამაკავშირებელი ძაფების გაწყვეტას.

ამჯერად ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ლენინური 23-ე ყრილობა, რომელიც ბოლო ხანებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნაციონალურ პოლიტიკას, აუცილებელ დახმარებას გაგვიწევს ამ ისტორიულ საქმეში, ამ ჰუმანურ ქმედებაში, რაც მაგალითის მიმცემი იქნება მთელი მსოფლიოს ხალხებისათვის.

მესხები, ქართველი მუსლიმანები ჩინებული მეცხოველეები, მებაღეები, მიწათმოქმედნი, შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანები არიან. ეჭვს არ იწვევს, რომ თავიანთ მშობლიურ მხარეში ისინი დიდ სარგებლობას მოუტანენ ჩვენს განვითარებად სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას.

ასე რომ, მესხების რეაბილიტაცია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პოლიტიკური, ეკონომიკური, ნაციონალური, ისტორიული და დემოგრაფიული თვალსაზრისით.

ჩვენ ასევე დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ღონისძიება მთელი ქართველი ხალხის მიერ აღქმული იქნება, როგორც ჩვენი პარტიის და ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვა მისი ისტორიული ბედისადმი, რაც საფუძველი გახდება ჩვენი ხალხის ახალი შრომითი და სამეურნეო გამარჯვებებისა.

ლატიფშაჰ ბარათაშვილი
1965 წლის 25 დეკემბერი
ქ. მინგეჩაური

________________________

1 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ს. №7726, ტ. №8, ფურც. 102-132.

2 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ტ. №33, ფურც. 16.

3 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ტ. №19, ფურც. 23.

4 სსიპ საქართველოს შსს არქივი, ფ. №6, ტ. №19, ფურც. 89-92.

The Meskhetian:
Turks or Georgians”?!

sophio torchinava
irma laghidze

The Initiative Group for the Defense of Human Rights often covered the issue of the Meskhetians emigration from Georgia in his illegal journal Sakartvelos Moambe ( „The Georgian Herald”). We offer extracts concerning this issue from the articles of Merab Kostava and Viktor Rtskhiladze. We also offer an appeal to First Secretary of the Central Committee of Georgia by the Meskhetians who had been emigrated to Central Asia, Azerbaijani and Kabardo- Balkareti, and a complaint submitted to the Presidium of the 23th Congress of the Communist Party of the Soviet Union. (We offer a short version of the letter. sic)

Merab Kostava

Who are the so-called Meskhetian Turks? How did they appear in Central Asia, Azerbaijan or the North Caucasus? Where is this compound word derived from?

Meskhetians are not ethnic Turks. Actually their ancestors were from an ancient Georgian tribe who were called Moskhebi by the Greeks. These people were Pythagoras' teachers. Samtskhe Saatabago, also known as the Principality of Meskheti, was established on this territory. Its south border expanded along the Araz River.

King David the Builder and Queen Tamar selected the leader of Iberian army, also known as Atabagi among Meskhetians. This land was special. There lived and worked the following notables: Grigol Khandzteli, Giorgi Merchule, Rustaveli, Ioane and Giorgi Mtatsmindeli, Beka and Beshken Opizaris, Ivane and Shalva Akhaltsikhelis, and others. Something really horrible must have happened to call these people Turks. This is how it happened:

In the 16th century the Ottomans invaded Samtskhe Saatabago. Despite the Meskhetians' resistance, the Turks managed to convert them to Islam. According to

Ottoman agrarian legislation, „All the lands belong to Allah and the landlords must be Muslims. Allah's defender was called Sultan who was the owner of the lands and who had assumed military responsibilities as well. Thus, the Georgian peasantry had a choice: to become Muslim or to die”. ( „Georgian Muslims from Meskheti” by Shota Lomsadze).

Besides, the Turkish tribes were settled in the region, and they started to spread Turkish language. But Meskhetians did not lose their national features. They did not forget the Georgian language. Muslim Georgians' basic language was Georgian.

After the Russian Empire annexed Georgia in 1828- 1929, Akhaltsikhe Sapasho (the present Akhaltsikhe and Akhalkalaki regions) became part of Georgia again. Turkish Meskhetians did not have the chance to study Georgian culture as this time the Russian Empire tried to suppress everything connecting with nationality. The Georgian language was banned to use at schools. Consequently, the church, which was the base of Georgian nationality, lost its autonomy.

The Russian Empire started its politics of assimilation with the Meskhetians. Muslim Georgians were proclaimed to have Turkish nationality. In 1829 the chief-command of Georgia - Paskevich, was instructed to move Muslim Georgians from Samtskhe-Javakheti and to settle them in Turkey. Consequently, their territories were occupied by 30,000 Armenians who had been moved from Kars. The rest of the Meskhetians did not find themselves in better conditions because of anti-Georgian activities. In the 1900s many Turkish schools were open for Georgian Muslims in the Akhaltsikhe region. In 1930 the Soviet authorities converted these schools into Azerbaijani schools. Noteworthy is that people spoke Georgian and wanted Georgian schools.

In 1944 200,000 Georgian Muslims were deported into Central Asia as if they were Turks.

During the Khrushchev and Brezhnev years, when deported Chechens and Ingush settled back to their homeland, the issue of returning Georgian Muslims was raised by the agenda. Leading Georgian intelligentsia supported Meskhetians who were first to express their protest. They drew up the scientific and juridical document about the ethnicity of Georgian Muslims and submitted it to the government of Georgia. It seemed as if everything was going on for the benefit of Meskhetians but unfortunately, Moscow hindered the process with one blow. Finally, the Meskhetians were allowed to settle in every USSR republic except Georgia. Thus, the government breached both - the Universal Declaration of Human Rights and Article of the USSR Constitution about free choice of selecting settlement in the USSR. Meskhetians did not lose hope of coming back to their homeland. They „bombed” the governments of Georgia and Moscow with protest letters. The situation did not change even when Eduard Shevardnadze became First Secretary of the Central Committee. He was ruled from Moscow. For this reason, nobody paid attention to the Meskhetians and to the Georgian intelligentsia. Furthermore, they were Azerbaijanis, Turks or Kyrgyz, according to their passports. After they had been deported, their Georgian surnames were annulled and they assumed new Turkish surnames. Even the Jewish people did not have to go through such conditions during their bloody history. They went through the strict regime of the Russian Empire, furnaces in Germany and finally, the regime of the Soviet Union but nobody seized their ethnicity. It happened for the first time in world history.

Noteworthy is that the officials explained themselves with economical problems. They said that the Meskhetians' arrival in Georgia would have reduced workers and thus, affected cotton plantation and the economy in Central Asia and Azerbaijan. As a result, all this would have undermined the Soviet economy. These officials were those who denounced racial discrimination in the West.

We must say that the Turan conspiracy against Georgia continued in the North. Although the Central Committee of Georgia acted, the main decisions were made in Moscow. In spring of 1976 the spokesmen of deported Meskhetians, Jemal Abashidze and Alikhan Abastumaneli, arrived in Tbilisi. They wanted to meet the First Secretary of the Central Committee Eduard Shevardnadze but the head of the reception department, Iashvili told them: „Nobody is allowed to speak with Shevardnadze about a national issue”. Then he added: „What's the importance of living place in the USSR?” About restoration of nationality he said: „The issue of your nationality has already been solved in the USSR and whatis written in your passports does not matter at all”. This is how Shevardnadze and Iashvili let these people go back to the Meskhetians who were waiting for their spokesmen hopefully.

Here is a very important question: Why did academician Sakharov and Chronicle of Current Events consider Meskhetians to be of Turkish and not Georgian ethnicity? We all know that Sakharov and the Chronicle want to be very objective. What's the matter?

Let's appeal to history and remember that, besides Meskhetians, in1944 Karapapakhebs and Turks were deported from Turkey by the Soviet authorities. According to the Georgian Meskhetians, they joined those Turks who wanted to return to their land. They cooperated with the intelligentsia who fought for human rights in Moscow. It is crucial to realize that Meskhetians and Turks are not synonyms. They have nothing in common. Meskhetian is an ancient Georgian tribe which has been deported from its land. These are people who are doing their best to return to Georgia. That's why it is so important to use these words: Meskhetians and Turks properly. (Noteworthy is that academician A. Sakharov absolutely agreed with the author of this statement)1

Viktor Rtskhiladze
Crime against the Georgian Nation Meskhetians' Tragedy

I

There is no greater torture than to lose a homeland

„Medea” by Evripide

Meskheti! It is a land of the greatest monasteries and fortresses which are stretched from the Atskuri village to the Araz River. Only Vardzia and Tmogvi fortress are worth to mention. The land is starched along 200 kilometers from the USSR to the south (present Turkey) where are also many monuments of Georgia's glorious past.

Meskheti! It is a cradle of Georgian culture. It is a cradle of the country which had to defend itself against the attacking hordes of enemies. It was the glory of the Meskhetians. It was the glory of Georgia.

In the late 11th century the Ottoman Empire invaded South Georgia and started to annex and profane Meskheti.

The enemy used his power and a method of bribery. First Atabeg (hereditary title of nobility of Turkic origin, indicating a governor of a nation or province) and then people were converted to Islam. It took three centuries to convert the Georgians to Islam but most of the Meskhetians were Christians. The majority of Meskhetian were Christian prayers praying in secret. They didn't approve the Turkish tradition about the marriage between cousins. Females made a sign of cross on maize-bread while baking. They kept using Georgian alphabets (the so-called „Female handwriting”). In the 18th century the Ottoman Empire started to fight against the orthodox Christianity as they saw that it was a major supporter of Russia. While the orthodox Christianity was persecuted the catholic followers and especially Armenian Gregorians had privileges in the Ottoman Empire through the help of Roman catholic Pope.

At the beginning of the last century „north bear” (Russia) touched Georgia with its bloody paw. The Georgians found themselves in a very difficult situation under the „care” of Christian Russia and a series of uprisings took place. Russia breached all treaty which had been drawn up between him and Georgia. The country stopped existing as an independent political unit. Russia created Tbilisi and Kutaisi Governates. The Georgian language was persecuted. The process of Russification started.

In 1928-1929 Russia seized south Meskhetia (Akhalkalaki and Akhaltsikhe) from Turkey. Russia made the local residents of conquered lands leave their places and move to Turkey.

Russia knew whom he was driving out. Christian Meskhetians were not an exception. He just wanted to add these lands to his exchequer. His major goal was not let the Georgians strengthen in the Trans-Caucasus. Russian knew that the Georgians would have inclination to separatism as they had just lost independence. That's why Russia did its best to hinder the Georgians to cooperate with Muslims. The following paradox occurred: The Russian officials invited mullahs from far Turkish province - Anatolia who pushed the Meskhetians to Muslim bigotry. According to Sh. Lomsadze, „The Turks could not accomplish their goal during two hundred years. And now in the XIX century the Meskhetians are converted to Muslim. They can't see difference between religion and nationality. The term „Georgian” refers to as religion for them…”

The Russian policies did not end up with converting the Georgians into Turks. The Russians decided to start Russification. The Russian sects, including the Doukhobors and Molokans were settled on the Meskhetians' lands. While the Russian authority considered Georgian people politically unreliable nation the Armenians were not thought to have ambitions for the independence. For this reason, Russia decided to settle the Armenians in Georgia. Thus, court Paskevich did not let the Georgians move from Imereti to Meskheti. Instead of them 30,000 Armenians were moved from the Ottoman Empire. While in 1828 ninety percent of the inhabitants were the Georgians in Meskheti, in 1832 through the help of the Russian officials the Armenians were the majority.

Since 1900 the process of converting the Meskhetians into the Turks became even more active. Many Turkish schools were founded in Akhaltsikhe for Muslim Georgians.

Soon after the fall of the Russian Empire (which can also be called „People's Prison”) during the February Revolution of 1917 the following independent republics were formed in Trans-Caucasus: Azerbaijani, Armenia and Georgia.

On May 7, 1920 the Soviet Russia recognized the independent republic of Georgia and a treaty was drawn up between these two countries. Soon after the others states also recognized Georgia. But it did not hinder Russia to attack Georgia. Thus, very soon the XI Army from Azerbaijani and Armenia, the thirty-third infantry division from the north and IX Army from Abkhazia invaded Georgia.

What did the Soviet System brought to the Meskhetians? First of all, in 1921 the Soviet Russia transferred the territory from south Meskheti up to the city Erzurum to the Turks' ownership. As for those parts of Meskheti which subjected to the Soviet Union, including present regions of Adigeni, Aspindza, Akhaltsikhe and Akhalkalaki, the Soviet authorities tried to convert the inhabitants to Muslim. There were Turkish schools until 1930 when these schools were replaced with the Azerbaijanian ones. The teachers were brought there from Azerbaijani. The people who had the following Georgian surnames were announced Arbaijanians: Vardiashvili, Bakhtadze, Maisuradze, Kakunashvili, Berdzenishvili, Gvaramadze and others. The chairman of the Akhaltsikhe regional executive committee - Azerbaijanian Shabanov was actively involved in this activity. He tried the Georgians to change their surnames into Azerbaijanian. In spite of all this, the Meskhetian families spoke Georgian. Very often they demanded to open Georgian schools.

While the butchers of Beria shed blood in Georgia and even Beria himself beat the Georgian intelligentsia, famous writers and musicians in his study a chekist from Akhaltsikhe - Vasil Lomsadze became a witness of the following: „Once I met two men at the village of Tsnisi, ten kilometers away from Akhaltsikhe to Borjomi. They were Georgian Muslims from Giorgitsminda. I saw them lighting candles at the walls of a small cabin. I asked them why they were doing it. They said that there had been a church where their Georgian ancestors prayed before. They said that they would never forget the Georgian church and would always light candles there”.

When the Soviet Union had hard times in 1941-1942 the Georgian schools were open for the Meskhetians. At the same time somebody wanted to move the Meskhetians from their land. For this reason, the gang of the deserters was formed. The gang was equipped with the rifle by the head of Adigeni regional NKVD - Karakhanian. The gang consisted of twenty persons. Their activity became a reason for accusing 200,000 Meskhetians of the following: They were very dangerous elements for the USSR. For this reason, they should not be near Turkey in Meskheti.

On November 15, 1944 at the initiative of Beria and on the basis of resolution passed by the leader, 200,000 Meskhetians were exiled from their land to Central Asia. While Meskhetian fellows were used for fighting against the Germans their families were doomed and it took just one night to empty 220 villages. The vans which were full of the Meskhetians had been stopped for months and people died of hunger and thirst. Reduced Meskhetians were settled at poor lands of Central Asia.

In conclusion, the greatest cruelty happened toward the Georgian people. Its important part was seized and taken away. It was very bad as the Georgian nation was reduced. The analogue of the Meskhetians emigration is only the emigration of the Georgians carried out by Shah Abbas.

We called the letter „Meskhetians' tragedy” but actually, it is a tragedy of Georgia. A problem of the Meskhetians is a problem of the Georgians. We are to solve it. It is in the interest of Georgia. As it was aforementioned Russia tried to weaken the Georgians. During the 19th and the early 20th centuries the Russian officials did their best to convert Georgians to Muslims. For this reason, some people had forgotten Georgian before they were emigrated. The emigration turned out to be providential for them. Torture made them think over their nationality. They found out that they were Georgians, they found out their history. For this reason, Georgia must take care of them now as of ill children. While many Meskhetians forgot Georgian, many of them still remember it. Georgia must save them from national degradation.

The Meskhetians are spread along the following regions of the USSR: 1. Kabardo-Balkareti (Azerbaijani) - 3000 persons (500 families), 200 of which are real Karapapakhi (Karapapakhi, also known as Shavpapakhians - Turk-Azerbaijanians whom Meskhetians call „Ajams”); 2. Saatli, Sabirabadi, Zhdanov, Kuba-Khachmaz and Kirovabad (Azerbaijani) - 12,300 Meskhetians; 3. About sixty percent of Meskhetians are in Uzbekistan. They live in the territories of Pergan, Namangani, Andizhani, Tashkent, Samarkand, Bukhar and Kashkadar; 4. There is about ten percent of Meskhetians in Kazakhstan. They live in the regions of Alma-Ata, Kyzylorda, Jambul and Chimkent; 5. The rest of Meskhetians are in Kirghizia and Turkmen.

The Meskhetians worked mainly in cotton plantations in these regions. The countries gained profit through their exploitation. For this reason, they did not want to let Meskhetians go back to their land. This is an analogue of Negros' deportation from Africa to America when they were used as slaves. Besides, the Meskhetians threaten a danger of losing their ethnicity. According to their passports, they had ethnicity of the country where they lived. That's why according to the passport, some Meskhetians were Uzbeks, and according to the military bulletin, they were Azerbaijans. Through such forceful method they were tried to become assimilated with the local residents. The Muslims who were involved in pro-Turk agitation made use of it. Meskhetians' condition is the hardest in Azerbaijani where they had the poorest living conditions.

We want to appeal to the Soviet authorities. Our appeal about returning the Meskhetians to their land is not illegal and nationalistic declaration. Furthermore, our

appeal is drawn up on the basis of the Soviet Constitution about nations' rights within the USSR territory. We take into consideration the International Declaration of Human Rights which had been signed by the Soviet Union. We assure the Soviet government that the Meskhetians would bring an economical profit. Besides they will be more reliable political elements when they are Georgians than when they are Turks.

Through the help of love and kindness let's face the future of Georgia!1

Address to the First Secretary of the Central
Committee of the Communist Party of Georgia
Eduard Shevardnadze
From the Representatives of Georgian Muslims from
Meskheti Who had been
Emigrated as Turks from Georgian in 1944

APPEAL

Dear Eduard! Dear compatriots and brothers! It has been thirty years since we were removed from one another.

The 15th of November, 1944 is a day of mourning and a day of the hardest memories for our people.

We have been looking forward to our land, to Meskhetia which has been waiting for his sons for thirty years. We were one nation. We have lived as one family for many centuries. But the enemy who did not know our history destroyed it and separated us. They did not take count of our Georgian ethnicity, Georgian surnames and Georgian language.

We were emigrated as Turks and thus, 220 villages were desolated in one night.

At present we are concerned with the future of next generation who are the Georgians from Meskheti. That's why we appeal to you to help us to return our land and to live with the Georgian people. Don't listen to the political adventurers. It is in their interest to separate us and to leave the Meskhetians in a foreign country for ever.

We don't ask you for material security. We just call on you to defend the interests of the Georgian people as it will become the main base for developing the Republic of Georgia.

Love of our land is not reducing from year to year. Furthermore, it is growing and transferring from generation to generation. At present there are 300,000 Georgian Muslims who live with one dream: to come back to their land. We love our homeland. We want to live in order to praise the following Georgian notables: Shota Rustaveli, Sargis Tmogveli, Giorgi and Ioane Mtatsmindelebi, Serapion Zarzmeli, Beka and Beshken Opizars and others. We want to live in order to praise our land which is so dear to us.

The Georgians are known for their culture and national spirit. That's why they should not close the door to their brothers - the Georgian Muslims from Meskheti.

For twenty years we have been claiming that we are not Turks.

It is impossible to find a person of Turkish or Azerbaijanian ethnicity among us. But there are thousands of persons who did not forget their native language, their Georgian surnames, Georgian traditions, ethnical identities and features.

Progressive intelligentsia of our people has always fought for returning to their land. We have appealed many times to the Georgian officials. Unfortunately we have not received a positive answer for twenty years.

In 1963 we - the delegates of the Meskhetians, appealed with the issue of rehabilitating nationality to the Presidium of the USSR Supreme Council. But Moscow did not want to rehabilitate our nationality on the basis of documents. Afterwards the department of history of the USSR Science Academy demanded for valuabledocuments from the USSR Council of Ministers but they were refused.

For this reason, we realized that many aspects hinder us to solve this problem. In result, 300, 000 Georgians will lose their homeland. On the whole it will inflict Georgia asthe process of national increasing is going on at present. Let alone everything future generations will not understand us. We will do everything to save our people from shameful assimilation. But we realize that it will be very difficult without the support from our homeland.

Over one hundred and fifty families have made a complaint to the USSR national chamber. They demand rehabilitation of their nationality and their Georgian surnames. They are still handing in the complaints. We will defend rights of the Meskhetians until this issue is not settled fairly. Having realized the tragedy of Georgian Muslims we concluded that there had not been progressive

intelligentsia earlier who would have defend them and their land.

People were not educated and they were ruled by Muslim religious figures. The people were taught that: „while every Muslim is your bother, those who are not Muslims are your enemy even your relatives. For this reason, they thought that the Arabs and Turks were closer to them than their Christian brothers. But the situation has changed. There is intelligentsia in Meskheti who sees everything differently.

One of the patriots said in his speech as follows: „I will not change one fist of ground of my homeland into all religions taken in all. My homeland is Georgia, my ancestors were the Georgians and I am a Georgian. The trouble and happiness of my homeland and of my people is my trouble and happiness. This is my belief. This is my doctrine”.

At present progressive part of religious figures support us and said that changing your religious belief does not mean changing your nationality

Besides, we are grateful to our friends who supported us to rehabilitate emigrated Georgian Muslims to Meskheti. We are grateful to the Georgian science academy and its head - Muskhelishvili; to the Writers' Union and its head - Irakli Abashidze; and finally we are grateful to the patriot Giorgi Lomsadze who has been actively involved in this activity for twenty years. We are also grateful to Vakhtang Japaridze and others.

At present we are concerned with one very important issue which is as follows:

Is it possible to rehabilitate these people back to their homeland? We think that it is possible. At the beginning it would be very good to rehabilitate 150-200 families.

We, the representatives of these people, take responsibility before the Georgian party and government that although it will take much time to „cure wounds” of 350 years, we will be able to re-grow up present and future generations. It will be achieved through motherly and fatherly love and care.

After rehabilitation we will do our best to renew our land of Meskheti.

Representatives of People:
Umarov - Gozalishvili Khalil
Aiubov - Abashidze Jemal
Address: The USSR Kabardo-Balkareti, Urvan
Region, the soviet economy of Bsikati
Jemal Aiubov - Abashidze
2

Address to the XXIII Congress Presidium of
the Soviet Union
From Latipshah Baratashvili - Party Member since 1972
(party-bulletin #06009596)
Born in the Village of Ude, Adigeni Region, Residing in
Mingechauri, SSR of Azerbaijan, Teacher of Boarding
School

C OMPLAINT

On November 15, 1944 our innocent people became victims of Stalin's personal cult and Beria's dictatorship and they were emigrated from their land. On the ground of defending socialism 198,000 inhabitants were emigrated from the following Muslim regions of the Georgian SSR: Akhaltsikhe, Aspindza, Akhalkalaki, Adigeni and Bogdanovsk.

These people were discriminated. Their property personality were confiscated and next generation were deprived the right of coming back to their native land. They interfered in our ethnography, economy, culture and religion. We hope that this appeal of the people who had been tortured for twenty-two years will be brought to the cheka of the Communist Party of the USSR and the Council of Ministers. We hope that there is someone who will take responsibility for our rehabilitation.

During 1935-1953 the groups of Beria did their best to reduce our authority in their favor.

During 194201944 the provocations reached the highest point.

In 1942 agent Janpalad Platel Oghli was sent from Adjara with their accomplices: Aslan and Kaplan. They were called the Adigeni NKVD. They knew who had sent them. They were instructed to form military provocation in the vicinity of the village Mokhe and make it so that the Meskhetians were accused of the activities that actually would be committed by them.

We realized the truth only after our lives had been ruined. In summer the agent kill the NKVD worker Melikbeg - resident of the village Smadi as Melikbeg wanted to arrest him. The chairman of the Adigeni regional consumer committee - Binali Chilashvili resident of the village Ude told me as follows: In 1942 I was sent to the village of Mokhe as an attorney of the Adigeni regional committee. I was to control economic and political system in the village of Mokhe. One evening I spread the announcements of the regional commissariat about mobilization in the Red Army. In the morning I found out that the head of the Adigeni regional ministry of internal affairs had given rifles to the fellows. Thus they could not restrain the provocation of „Janpaldi” and became the deserters.

Later provocateurs increased the number of the deserters. Actually they were fifteen or twenty persons. I told the news to the first secretary of Adigeni region - D. Geladze. He must have taken some measures as the head of Adigeni NKVD was transferred to another position.

This is when the provocation started.

In October of 1942 the battalions from Adigeni, Akhaltsikhe and Aspindza were sent to the village of Mokhe to inflict the economy of the village.

As for me, I participated in the so-called „Mokhe Fight” as I was a member of the fighter battalion which had been sent to the village of Ude.

The members of the party and fighter battalion from the villages of Apieti, who fought with me in the socalled „Mokhe Fight” explained as follows: „I - Ramaz Khurshud Oghli, born in 1932, resident of the village Apiet, former chairman of collective farm „Socialism”, give the explanation about the so-called „Mokhe Fight”.

In summer 1943 an armed robber appeared in the region of Adigeni. Nobody knew his identity and where he was from. A few idlers joined him and they killed the

following persons: Melikbeg Musaev, Bianli Makhmudov and several militaries.

Melikbeg Musaev was a policeman. Everybody loved him.

The robber's name was Aslan. He was a resident of the village Agara, Khulo region of Adjara SSR. He disappeared from our region after he had killed a few members of fighter battalion.

In 1944 he killed a few persons in Adjara.

Finally, in spring 1944 he was killed on the Didachara Bridge by the worker of Adjara MIA - Khurshud Oghli.

The city of Prunze, 2.VII.1963

„Dear friends, I - Kibar Oghli Aladin, born in 1903 in the village of Anieti, Adigeni region, party member since 1938, former instructor of regional committee give the explanation about the so-called „Mokhe Fight”. It happened in August or September of 1943. I remember that the head of this adventure was from Adjara. He killed an officer - senior policeman Musaev and others. The robber was from the region of Khulo.

Kibar Oghli Aladin

Commissar of Internal Affairs of the Georgian SSR -Rapava and a few his collaborators arrived in Mokhe. A few units of border army were sent too.

„Operation” has lasted for seven days. Nobody was arrested. After the units and fighter militaries had left the place the deserters themselves surrendered. It was easy to catch them in trap as they did not have any goal.

Resident of the village Ude, Adigeni region - Pavle Kakashvili who was a member of fighter militaries killed the head of the regional saving bank - Armenian Vakhan. The motive of this murder was that they love one woman. He shifted his blame on the deserters.

In order to hide this incident the killer was killed by the inhabitants of the village Zodi, Adjara region under the instruction of accomplices of Janpalad Platel Oghli. Namely, he was killed by his cousin near the bridge of Khulo. Soon after, his cousin was also killed in the village of Zodi. As for the Aslan and Kaplan, they disappeared

After we had been emigrated another proclamation was spread about finding military depots in Meskheti. This is how they accomplished their goal.

The year of 1943 became a base for the tragedy of the Meskhetians on November 15, 1944.

Loss of the Jewish people in Russia was nothing compare to loss of the Meskhetians on November 15, 1944.

Regions

Village Councils

Villages

Families

Persons

Confiscated Estate
(rubles)

Adigeni
Akhaltsikhe
Aspindza
Akhalkalaki
Bogdanovka

18
16
14
15
1

73
70
65
10
2

10950
10500
9750
2500
300

65700
63000
58500
9000
1800

54 750 000
52 500 000
48 750 000
7 500 000
1 500 000

Total:

64

220

33000

198000

165 000 000

This is a table of the loss:

Six persons account for one family and 150 families account for one village.

In 1944 unfairness reached its highest point.

Those persons who were famous for their cruelty during emigration of Muslim people were awarded with medals. These medals have not been annulled yet.

It is pity that people were awarded for their brutal activities committed against the Muslims. I hope that our officials will discuss this issue and annul these awards.

The Meskhetians are not united under class. There are many workers, collective farmers and clerks among 200,000 Meskhetians. All of them were and are constructors of the communism. Alike to the other Soviet people they have passed through every stage of development of the Soviet Union from 1921 to 1944.

We lived with other Soviet people. We were together in class struggle. We were united under one party. We defeated fascism together. Finally we together became the members of the socialist society.

The Constitution of the Soviet Union and the program of the Communist Party reveal the Soviet democracy and human rights of the Soviet people. For this reason, it is

hard to believe the nightmare that was organized by the authority in 1944.

Extract from the report by M.A.Suslov at the Plenum of the Communist Party of the Soviet Union, 14.II.1964:

„...We know the outcomes of the class struggle at the heel of socialism construction. One of the outcomes was that regulations of the socialism were rudely breached. The communist party of the Soviet Union eradicated such facts. Its major work is to defend working class and the peasant union. Every worker will be united under one collective for communism construction”.

In spite of this, we are still controlled as if the Meskhetians were agents of another country. The committee of peoples' security does its best to hinder our activities in favor of rehabilitating our people.

At first they appealed to Georgian writers and poets. They wanted them to write a story or a novel about that the emigration of the Meskhetians was legal and it happened in favor of Socialism and Communism. Such writer was not found. Finally it was decided that the communist, worker of security service, lieutenant-colonel - Azalkhan Alimkhanov was to accomplish this task. Alimkhanov who lives in Tbilisi was promised to be awarded with great sum of money. But Alimkhanov flatly refused. At the initiative of the deputy head of security committee he was dismissed from work. Noteworthy is that he was dismissed as an unreliable person. His personal file was „lost” from the safe of border headquarter. Alimkhanov is still under control. He is systematically dismissed from work as an unreliable person. They are going to move him away from Tbilisi.

Finally they found a „writer”. He had to write a story titled „password Ak-Chai” under the pen-name „S-Pragha”. This campaign started with the help of the newspaper „Molodaya Gruzia” in 1964-1965. In order to insult us S-Pragha wrote documentary story wherein he claimed that the Meskhetians, also known as Georgian Muslims were agents of the Turks and that they betrayed the Soviet Union.

This is how we were slandered. We demand to stop such insult against our people who actually are working people, the communists, tutors and so on.

Their major aim is to separate Christian Georgians from Muslim Georgians.

This time we believe that the 23th congress of Lenin which is interested in the issue of nationality will support us. It will be an example for the other people.

The Meskhetians, also known as Georgian Muslims are great cattle-breeders, gardeners, cultivators, diligent and honest people. There is no doubt that they will do much favor for their land.

In conclusion, rehabilitation of the Meskhetians is important in favor of our politics, economic, national, historical and demographical issues.

We also believe that people will consider your help as activity of the authority in favor of our country. Afterwards it will become a base for our future victories.

Latipshah Baratashvili
December 25, 1965
Mingechauri

_____________________

1.. LLEPL MIA Archive of Georgia, f.6, v.33, p.16.

2.LEPL MIA Archive of Georgia, f.6, v.19, p.23.

3. LLEPL MIA Archive of Georgia, f.6, v.33, p.16.

4. LEPL MIA Archive of Georgia, f.6, v.19, pp. 89-92.