The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №102


ტაბულა №102


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჩხიკვაძე ანი, უგულავა სალომე, ავალიანი დიმიტრი, მაჭარაშვილი ნინო, ჯაფარიძე ზურაბ, კვანჭილაშვილი ელენე, მინდიაშვილი ბექა, სუთიძე ლევან, ჩაფიჩაძე გუგა, ტურაშვილი თეონა, ბასილაია მიხეილ, გუნია ირაკლი, გამცემლიძე მაკა, ტორონჯაძე მირიან, ვაჟა ფშაველა , თალაკვაძე ზურაბ, გოდუაძე ლაშა, შუბაშვილი ქეთი, ყაზახიშვილი თინა, ცაგარელი გვანცა, ახლოური ნინა, ხარბედია მალხაზ
თემატური კატალოგი ტაბულა
აღწერა: 2012 | 28 მაისი - 3 ივნისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bцlgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციისნებართვის გარეშე აკრძალულია



1 წერილი რედაქტორს

▲ზევით დაბრუნება


საფოსტო ყუთი/ონლაინ გამოხმაურება

რედაქციის განცხადება

19 მაისს, ჟურნალის მთავარ რედაქტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს Facebook-ის პირად გვერდზე შეეხმიანა სააგენტო TS PRESS-ის ხელმძღვანელი, ქ-ნი ელისო ჯანაშია და საყვედური გამოთქვა, რომ სტატიაში, რომელიც გარდაცვლილი პატიმრის, ზურაბ დელიანიძის თემას ეხებოდა (ტაბულა, № 100, 14-20 მაისი), მათი ექსკლუზიური ფოტომასალა წყაროს მითითების გარეშე გამოვიყენეთ.

პასუხად, გვსურს განვაცხადოთ, რომ ტაბულას ფოტო განყოფილებამ, სტატიის - „კიდევ ერთი სიკვდილი ქართულ ციხეში“ - ილუსტრაცია YouTube-ზე ანონიმური ავტორის მიერ ატვირთული ვიდეოს კადრებით დაამზადა.

ვწუხვართ, რომ აღნიშნული ვიდეო, ქ-ნი ელისო ჯანაშიას მტკიცებით, TS PRESSისგან მოპარული აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ქ-ნმა ჯანაშიამ ვიდეოს არსებობის შესახებ შეიტყო, ის YouTube-იდან აიღეს.

ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილს
ჟურნალ ტაბულას მთავარ რედაქტორს

ქალბატონო თამარ,

თქვენთვის გამოგზავნილ წერილში, საქართველო ში საბერძნეთის ელჩი მისი ქვეყნის შესახებ ეუთოს არარსებული ანგარიშის მითითებაში, არაპროფესიონალიზმში, დიპლომატისთვის შეუფერებელ ქცევასა და საბერძნეთის შეურაცხყოფაში მადანაშაულებს (იხილეთ ტაბულა № 96, 16-22 აპრილი). ელჩმა ეს წერილი ჩემი იმ სტატიის საპასუხოდ გამოაგზავნა, რომელიც ტაბულამ 2012 წლის მარტში გამოაქვეყნა.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საბერძნეთში არსებული მდგომარეობა მე კი არა, ეუთომ შეაფასა საკუთარ ანგარიშში. ამრიგად, ეუთოს ანგარიში არსებობს და ამიტომ, ნება მომეცით, მივუთითო როგორც ელჩს, ასევე ტაბულას მკითხველებს ამ ანგარიშის ვებ გვერდის მისამართი:

http://www.oecd.org/document/57/0,3746,en_33873108_33873421_49262649_1_1_1_1,00.htm, რათა თავად განსაჯონ ჩემი სტატიის მისამართით გამოთქმული პრეტენზიების სამართლიანობა. გარდა ამისა, ამ ანგარიშზე დაყრდნობით არაერთი სტატია გამოქვეყნდა გაზეთებში, მათ შორის Financial Times-სა და Der Spiegel-ში.

მე არასდროს მითქვამს, რომ საბერძნეთს რეფორმები არ გაუტარებია. თუმცა, როგორც ეუთოს ანგარიშში წერია, შეშფოთებას იწვევს ის, რომ „ბევრი ამბიციური რეფორმა არასწორად განხორციელდა“ (მოკლე მიმოხილვა, გვ.2). მიმაჩნია, რომ საბერძნეთს პრობლემები, უარყოფის ნაცვლად, დროზე რომ ეღიარებინა და მოეგვარებინა, ქვეყანა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა.

ჩემი პროფესიული და დიპლომატიური უნარ - ჩვევების საბერძნეთის ელჩისეული შეფასება მაინც და მაინც არ მაღელვებს. ვფიქრობ, ჩემი პროფესიონალიზმის მაჩვენებელი ჩემი სამუშაო გამოცდილებაა. თუმცა მადარდებს ის, რომ საბერძნეთის ელჩს ჩემი, როგორც ევრო კავშირის ყოფილი ელჩის თანამდებობის მითითებით, სურს, წამართვას ადამიანის ფუნდამენტური უფლება. კერძოდ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება.

მე, როგორც ამას ელჩი ამტკიცებს, საბერძნეთისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. უფრო მგონია, რომ ჩემი პროფესიონალიზმის და პატიოსნების ეჭვქვეშ დაყენებით,

შეურაცხყოფას საბერძნეთის ელჩი მაყენებს.

პერ ეკლუნდი
საქართველოში ევროკავშირის

წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„გაუგებარია, რა შუღლზე საუბრობთ, ბატონო ლაშა?! თუ საუბრობთ შუღლზე მორალსა და ამორალობას შორის, შუღლზე ცოდვასა და სათნოებას შორის, შუღლზე იმ კატეგორიებს შორის, რომელთა დაზავებაც წარმოუდგენელია, მაშინ კი - ჩვენ ასეთ შუღლს ვაღვივებთ“.

  • ქრისტიან - დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი უმრავლესობის წევრებთან კამათისას, მისი პარტიის ინიციატივაზე გეი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის შესახებ.22 მაისი.

0x01 graphic

„როცა ადამიანები იწყებენ იმაზე ლაპარაკს, რომ „ახლა მე უფრო ბრძენი გავხდი“, ამ გზით ადამიანები ნიღბავენ იმას, რომ ისინი ნაკლებად ქმედითები არიან... სიბრძნე რეალურად ნიშნავს, რომ რისკებზე არ მიდიხარ და ერთი რამ, რასაც ყველა თქვენთაგანს გირჩევთ გააკეთოთ არის ის, რომ ყოველთვის რისკზე წადით“. ეს ერთადერთი გზაა წარმატებისთვის“.

  • პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოში, ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე გამოსვლისას. 20 მაისი.

0x01 graphic

„არ გავხდები ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თანამონაწილე, არ ვისარგებლებ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით და არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში“.

  • ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს იმ საკონსტიტუციო შესწორებით სარგებლობაზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მომავალ არჩევნებში კენწი იყაროს და მოუწოდებს პრეზიდენტ სააკაშვილს ცვლილებას ხელი არ მოაწეროს.ამავდროულად, ის აპირებს პოლიტიკაში დარჩენას, როგორვ ქართული ოცნების ლიდერი. 22 მაისი.

0x01 graphic

„როდესაც პრეზიდენტის ბიოგრაფიას ვკითხულობდი, დამაინტერესა, რომ მან ახალგაზრდობაში გარკვეული დრო გაატარა შეერთებულ შტატებში ამერიკული ფასტ-ფუდის შესასწავლად. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ პოლიტიკა აირჩია, ჩვენთვის საინტერესო იქნება მისი აზრი ჩიკაგოს ჩიზბურგერების შესახებ“.

  • აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიმართავს საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს. საჯარო შეხვედრისას. 18 მაისი.

0x01 graphic

„ამ პატარა საქართველოში ამდენი პედერასტი საიდან მოიყვანეს? ჩემს ახალგაზრდობაში სულ ორი პედერასტი იყო, მაგრამ რცხვენოდათ და მალავდნენ ამას. ახლა რა უფლებებისათვის იბრძვიან, ერთბაშად შვილები არ გააჩინონ! ერთადერთი, რაც ჰიტლერმა კარგი გააკეთა, ეს იყო, ასეთები გემით შორს გაიყვანა და ჩაძირა!“

  • რეჟოსორი გიგა ლორთქიფანიძე გაზეთ ასავალ-დასავალისთვის მიცემულ ინტერვიუში ეხმაურება თბილისში გამართულ ლგბტ მსვლელობას.21 მაისი.

0x01 graphic

„როდესაც საქმე ეხება მტრულ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის ოცი პროცენტი, რომელიც ჩვენს ტაძრებს, მაგალითად, ილორში, ისტორიულ სახეს უცვლის, სასულიერო პირებს აკავებს...არ მახსენდება ასეთი გაბედული ყიჟინა და დემონსტრაციები გაბედული პატრიოტული ლოზუნგებით. ხოლო როცა მეგობრულ სახელმწიფოზე, აზერბაიჯანზეა საუბარი, ლამის ომის გამოცხადებისკენ მოგვიწოდებენ“.

  • უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უპასუხისმგებლოს უწოდებს იმ საჯარო პირების ქცევას, რომლებიც დავით გარეჯის კომპლექსის სადავო ნაწილთან დაკავშირებით აგრესიული განცხადებებით გამოვიდნენ. მისივე თქმით, საკითხი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების გზით გვარდება. 20 მაისი.

0x01 graphic

როდესაც ახალი ბრინატელი პრემიერი თანამდებობას იკავებს, ის მაშინვე ბუკინგემის სასახლეში მიდის, რომ ხელზე ემთხვიოს მონარქს. როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტს ირჩევენ, ის მაშინვე ბერლინში მიდის, რომ ხელზე ემთხვიოს გერმანიის კანცლერს.“

  • ცნობილი ბრიტანელი კონსერვატორი მომხიბლველი პიტერ ჰიტჩენსი ევროკავშირს „სულელურ იმპერიას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნები გერმანიის ვასალების როლს ირგებენ. 19 მაისი.

3 ჩიკაგობლუზი NATO-სა და ორკესტრისათვის

▲ზევით დაბრუნება


არენა

ანი ჩხიკვაძე

0x01 graphic

1-22 მაისს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერები ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. იქ წევრმა ქვეყნებმა, მოწვეულ სახელმწიფოებთან ერთად განიხილეს ევროპული კრიზისის პირობებში ალიანსის სამხედრო ძლიერების შენარჩუნების, NATO-ს მოკავშირეებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივი თავდაცვის გაძლიერების გზები.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავს, კრიტიკოსები ოცდამეერთე საუკუნეში ანაქრონიზმად მიიჩნევენ. NATO შეიქმნა როგორც საბჭოთა კავშირიდან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ბლოკი. მისი დაარსებიდან უკვე რამდენიმე წელიწადში ბევრი ეჭვქვეშ აყენებდა ალიანსის დანიშნულებას და სიცოცხლისუნარიანობას. ცივი ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ალიანსი დაიშლებოდა, ამის ნაცვლად კი - NATO-მ ახალი წევრები მიიღო. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის შემდეგ ალიანსის მიმართ უკმაყოფილების კიდევ ერთი ტალღა აგორდა. დღეს, როდესაც ავღანეთის მისია დასასრულს უახლოვდება, NATO-ს მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა კოსოვოსა და ლიბიის კონფლიქტებში სამხედრო ინტერვენციამ საერთაშორისო არენაზე მისი მნიშვნელობა განამტკიცა.

დღეისათვის NATO არის ალიანსი, რომელიც გლობალური უსაფრთხოების დამცველად გვევლინება. რეგიონალურ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ყველაზე ეფექტურმა საერთაშორისო მოთამაშემ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ქვეყნები მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში არიან და დანახარჯების შემცირებას ცდილობენ, ისინი საერთო თავდაცვისათვის ფინანსური კონტრიბუციის გაზრდას ვერ შეძლებენ.

NATO-ს თავდაცვის ხარჯებში ამერიკის შეერთებული შტატების ხვედრითი წილი 75 პროცენტს შეადგენს. ევროპის კონტრიბუცია, 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე, ერთი მესამედიდან ერთ მეხუთედამდე შემცირდა. ევროპის ქვეყნები სამხედრო ხარჯებს კიდევ უფრო ამცირებენ: გერმანიამ გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების, აღჭურვილობის და ვერტმფრენების რიცხვი შეამციროს, ბრიტანეთმა სამხედრო შენაერთები ერთი მეხუთედით შეკვეცა, იტალიამ თავდაცვის ბიუჯეტს ორი წლის მანძილზე მეორედ გადახედა, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ოლანდი ხელმომჭირნე პოლიტიკას ატარებს და ავღანეთის ნაადრევად დატოვებას აპირებს.

ალიანსის წევრებისთვის ერთიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას კიდევ უფრო ართულებს ეროვნული დათქმების პრაქტიკა. ის გულისხმობს, რომ ქვეყნებს აქვთ გარკვეული რეგულაციები, თუ რომელ შემთხვევაში შეუძლიათ და რომელ შემთხვევაში ეკრძალებათ საჯარისო ნაწილების ამოქმედება. სწორედ ამიტომ, როგორც ჯოსეფ ნაიმ აღნიშნა, ავღანეთის სამხრეთ პროვინციების ცხელ წერტილებში ბრიტანელები და ამერიკელები იბრძოდნენ, ხოლო ჩრდილოეთით, შედარებით მშვიდ პროვინციებში - ფრანგები, იტალიელები და გერმანელები.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ევროპის პასიური როლი უჩენს განცდას, რომ ამერიკა ევროპის საქმესაც აკეთებს. მათი შეხედულებით, ევროპამ მეტი უნდა გაიღოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ეს ამერიკელებს იზოლაციისკენ მისწრაფებებს უღვივებს და სწორედ ამიტომ, გამოკითხვების მიხედვით, ათი ამერიკელიდან შვიდს მიაჩნია, რომ აშშ-მა ავღანეთი უნდა დატოვოს.

0x01 graphic

პენტაგონის განცხადებით, ევროპის კონტინენტზე მყოფი ამერიკული შენაერთებიდან 20 ათასი სამხედრო სამშობლოში დაბრუნდება. ევროპაში დღეს 80 ათასი ამერიკელი სამხედრო მსახურობს. აღნიშნული გეგმით, მომავალ დეკადაში 487 მილიარდი დოლარი დაიზოგება. ექსპერტების აზრით, ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის შეზღუდვა ამერიკის მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დაუცველობის შეგრძნებას გაუჩენს.

ამერიკის და ალიანსის სამხედრო ვალდებულებების განხილვისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვადასხვა ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყნებს შორის სამხედრო პოლიტიკის განსხვავება გარდაუვალია. როგორც რობერტ კაგანი წერდა, განსხვავებული სამხედრო ძლიერება განაპირობებს საერთაშორისო გარემოს, სტრატეგიული ამოცანების და ინტერესების განსხვავებულ აღქმას. ევროპასა და ამერიკას შორის ამ კუთხით სხვაობას კარგად გამოხატავს კაგანის ფრაზა, რომ ევროპელები არიან ვენერიდან, ხოლო ამერიკელები მარსიდან.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შემცირებული ბიუჯეტის ფარგლებში რესურსების სწორად გასანაწილებლად წამოაყენა „საზრიანი თავდაცვის“ ინიციატივა, რომელიც სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი საკითხი გახდა. რასმუსენის განმარტებით, „საზრიანი თავდაცვა ნაკლებ ფასად, ერთიანი მოქმედებით და მოქნილობით უსაფრთხოების გაძლიერებას გულისხმობს“. ინიციატივის ფარგლებში დაიგეგმა ოცამდე პროგრამა, რომელთა მეშვეობითაც არსებული დანახარჯების უფრო ეფექტურად გადანაწილება მოხდება.

NATO-ს რიგით 25-ე სამიტი ყველაზე დიდი შეხვედრაა ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში - მასზე 60 ქვეყნის პირველი პირები იყვნენ მიწვეულნი. პრეზიდენტ ობამას მშობლიურ ქალაქში კონფერენცია საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა - აქტივისტები ავღანეთის და ერაყის ომებს აპროტესტებდნენ. დემონსტრაციების კვალდაკვალ, ჩიკაგოს მერიის და პოლიციის ვებგვერდებზე კიბერშეტევები განხორციელდა.

0x01 graphic

კონფერენცია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების თანხლებით გაიხსნა. სამიტზე ბოლო წუთებში იყო მიწვეული პაკისტანის პრეზიდენტი აზიფ ალი ზარდარი. ზარდარის ოფიციალური შეხვედრა ობამასთან არ შედგა, ხოლო რასმუსენმა მასთან მოლაპარაკება სამომავლოდ გადადო. ამან NАТО-ს ნოემბრის ოპერაციაში 24 პაკისტანელი სამხედროს დაღუპვით ორ ქვეყანას შორის გამოწვეული უთანხმოება შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს. პაკისტანის ლიდერს ნათლად აგრძნობინეს, რომ NATO ისლამაბადის მიერ ავღანეთის სატრანსპორტო გზის ჩაკეტვით უკმაყოფილოა.

საინტერესოა, რომ სამიტზე არ იმყოფებოდნენ ცენტრალური აზიის ქვეყნები. ერთი მოსაზრებით, ისინი რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობის გაფუჭებას უფრთხიან და ამიტომ მიწვევაზე უარი თქვეს. სამიტზე არ გაემგზავრა სომხეთის პრეზიდენტიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩიკაგოს სამიტზე გამოთქმული მოსაზრებები ეწინააღმდეგება ყარაბაღის გარშემო არსებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს“.

სამიტზე მონაწილეობაზე უარი თქვა ვლადიმირ პუტინმა. ის არც დიდი რვიანის შეხვედრას დასწრებია. სავარაუდოდ, რუსეთის ლიდერს არ სურდა, რომ არაპირდაპირი მხარდაჭერა გამოეხატა NATO-ს ამბიციური გეგმებისთვის და ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟების გეგმას მიმხრობოდა.

NATO-ს ლიდერთა გადაწყვეტილებით, ანტისარაკეტო სისტემა „შუალედური მზადყოფნის“ ეტაპზე გადავა. იგეგმება ხმელთაშუა ზღვაში იმ ამერიკული ხომალდების განლაგება, რომლებიც რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკით იქნებიან აღჭურვილი, ხოლო თურქეთში სარადარო სისტემა დამონტაჟდება. ეს გადაწყვეტილება არცთუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა რუსეთისათვის. პუტინმა NATO-ს წევრები გააფრთხილა, რომ აღნიშნულ სისტემაზე იერიშს მიიტანს, თუ ეს რუსეთს საფრთხეს შეუქმნის. მოსკოვმა სარაკეტო თავდაცვით სისტემაზე ინფორმაციის მიწოდება და მათ გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. როგორც ჩანს, ცივი ომის რიტორიკა დღეს კრემლისთვის ისევ აქტუალურია. საპასუხოდ რასმუსენმა აღნიშნა, რომ სარაკეტო სისტემა ირანისგან მომავალი საფრთხის წინააღმდეგაა მიმართული და რუსეთისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

ალიანსმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა, რომ შეშფოთებულია ირანის და ჩრდილოეთ კორეის მცდელობით, შექმნან ატომური ბომბი და ორივე ქვეყანას მოუწოდა - შეწყვიტონ ატომური პროგრამა და შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები.

ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთის საკითხიც განიხილეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ NATO რეგიონში დემოკრატიულ ცვლილებებს ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, ის მზადაა განავითაროს პარტნიორობა და უზრუნველყოს მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის დაცვა. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ NATO მზარდი შეშფოთებით ადევნებს თვალყურს სირიის კრიზისს და მხარს უჭერს გაეროსა და არაბული ლიგის სამშვიდობო ქმედებებს. თუმცა რასმუსენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ორგანიზაცია სირიაში შეჭრას არ გეგმავს.

გასულ წელს, ლიბიაში მუამარ კადაფის წინააღმდეგ წამოწყებულმა სამხედრო კამპანიამ წარმატებასთან ერთად ბევრი პრობლემაც გამოკვეთა, რის გარშემოც ალიანსის წევრებმა ილინოისში იმსჯელეს. ალიანსს მნიშვნელოვანი გარღვევები ჰქონდა მეთვალყურეობის და დაზვერვის კუთხით. ლიდერთა გადაწყვეტილებით, მიღებულია ახალი ხმელეთზე ბაზირებული სამეთვალყურეო სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს კავშირის წევრებს, რადარების და მზვერავი ვერტმფრენების საშუალებით კონფლიქტურ წერტილში არსებული სიტუაცია სწორად შეაფასონ. საინტერესოა, რომ თუ NATO-ს წინა ოპერაციებში, მაგალითად კოსოვოს ომში, ამერიკის შეერთებულ შტატებს წამყვანი როლი ჰქონდა, ლიბიის ინტერვენციის დროს სამხედრო ოპერაციების 90 პროცენტი ევროპის ქვეყნების მიერ იყო წარმოებული. NATO-ს მისიების უკეთ კოორდინაციის და მოქნილობისთვის, ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა საჭირო.

0x01 graphic

ავღანეთის მომავლის საკითხს სამიტზე ცენტრალური ადგილი ეჭირა. გადაწყდა, რომ 2013 წლის შუაში ავღანეთის ჯარს უსაფრთხოებაზე კონტროლი გადაეცემა, ხოლო NATO-ს ჯარები ქვეყანას 2014 წლამდე დატოვებენ. თუმცა საგულისხმოა, რომ ქაბულს ფინანსური დახმარება გაუგრძელდება. 1 მაისს, ქაბულში, პრეზიდენტებმა ობამამ და ყარზაიმ დადეს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომ ჯარების გასვლის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ შეუწყობს ხელს ავღანეთის ეკონომიკურ განვითარებას და უსაფრთხოებას. ამერიკა მას სამხედროების გაწვრთნასა და მომზადებაშიც დაეხმარება.

„საერთაშორისო ასპარეზზე ავღანეთი ტვირთად აღარ დააწვება ჩვენს მეგობრებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა მოკავშირეებს“, - განაცხადა ჰამიდ ყარზაიმ. რასმუსენის თქმით კი, NATO ავღანეთიდან გამოსვლას არ ჩქარობს და მისი სტრატეგია და მიზანი უცვლელი რჩება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მომავალი მაინც ბუნდოვანია. თალიბანთან მოლაპარაკებები ჯერ ისევ გაყინულია, იქაურ სამხედრო ძალებს არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, რომ გაუმკლავდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. გარდა ამისა, კრიზისში ჩაძირულ ევროპის ქვეყნებს ავღანეთისთვის ფინანსური დახმარების შემცირება სურთ. 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთისთვის განკუთვნილი სამხედრო და ფინანსური დახმარება გააუქმა, ნაჯიბულას რეჟიმი რამდენიმე თვეში დაემხო. ეთნიკურად მრავალფეროვან ავღანეთში, NATO-ს ჯარების გამოსვლასთან ერთად, იმავე სცენარის განვითარება სულაც არაა გამორიცხული.

საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული, ავღანეთში NATO-ს დარჩენის წინააღმდეგი იყო, ალიანსის წევრებს განუცხადა, რომ ფრანგული შენაერთები ქვეყანას ამ წლის ბოლომდე დატოვებენ. ამერიკის და გერმანიის წნეხის მიუხედავად, ოლანდმა თავის საარჩევნო დაპირებებს არ უღალატა. ანგელა მერკელის განცხადება, რომ ავღანეთს ალიანსის წევრები ერთად დატოვებდნენ, არ გამართლდა. ასევე წინასაარჩევნო გათვლას ჰგავს ობამას გადაწყვეტილებაც, მოკლე დროში ავღანეთი ნაწილობრივ დატოვოს.

სამიტი ახალი წევრების მიღებას არ ითვალისწინებდა, თუმცა ჩიკაგოს დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ალიანსი მიესალმება საქართველოს, ბოსნიის, მაკედონიის და მონტენეგროს მისწრაფებას, შეუერთდნენ NATO-ს. ორგანიზაცია მოუწოდებს აღნიშნულ ქვეყნებს, არჩეული გზა გააგრძელონ და ჰპირდება, რომ ალიანსის წევრები აუცილებლად გახდებიან.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 2012 წლის სამიტი ექსპერტთა ნაწილისთვის იმის დასტური იყო, რომ მისი, როგორც გლობალური უსაფრთხოების დამცველის სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდა. თუმცა, მაშინ როდესაც NATO-ს სამხედრო შენაერთები ავღანეთს ტოვებენ და სირიაში დაპირისპირება გრძელდება, ძნელი სათქმელია, როგორი იქნება ორგანიზაციის როლი მომავალში.

4 ასპირანტებო! სწორდით! სმენა!

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

NATO

სალომე უგულავა

0x01 graphic

პრეზიდენტები ბარაკ ობამა და მიხეილ სააკაშვილი NATO-ს ჩიკაგოს სამიტზე

მჯერა, რომ ეს სამიტი უნდა იყოს უკანასკნელი სამიტი გაფართოების გარეშე - ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა წარმოთქვა NATO-ს ჩიკაგოს სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის 28 წევრი და 4 ასპირანტი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას. საქართველოს, მაკედონიის, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენლებთან შეხვედრა ორდღიანი სამიტის დასკვნით დღეს გაიმართა. ის, რომ NATO-ს რიგით 25-ე სამიტი გაფართოების სამიტი არ იქნებოდა, კარგა ხნით ადრე გახდა ცნობილი. საქართველომ NATO-სგან პოზიტიური სიგნალები კვლავ მიიღო - აღინიშნა ქვეყნის პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ორგანიზაციის წევრი აუცილებლად გახდება. თუმცა გაწევრიანების გზაზე რაიმე კონკრეტული ნაბიჯი სამიტის ფარგლებში არ გადადგმულა. პოზიტიური სიგნალები მიიღეს სხვა ასპირანტმა ქვეყნებმაც, მაგრამ მათაც მოცდა მოუწევთ.

ის, რომ საქართველო ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად მოექცა ასპირანტთა რიგებში, ჩიკაგოს სამიტის სიახლეს წარმოადგენს. ბალკანეთის ქვეყნები NATO-ში გაწევრიანებასთან ახლოს არიან, შესაბამისად, მათთან დაჯგუფება პროგრესად იქნა აღქმული. „საქართველო ჩვენი რეგიონიდან გადავიდა ბალკანეთის რეგიონში. ფაქტობრივად, შეიქმნა არაფორმალური კლუბი და ყველამ იცის, რომ ეს სამი ბალკანური ქვეყანა ნებისმიერ შემთხვევაში გახდება NATO-ს წევრი. ამ თვალსაზრისით, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

წარსულში, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს უკრაინის საკითხთან ერთად განიხილავდნენ. თუმცა უკრაინაში პოლიტიკური ვითარების შეცვლასთან ერთად პრიორიტეტებიც შეიცვალა და ქვეყანამ ამ ეტაპზე NATO-სკენ მისწრაფებაზე უარი თქვა. საქართველოსა და უკრაინის „დაწყვილებას“, მინუსებთან ერთად, პლუსებიც ჰქონდა. ერთი მხრივ, უკრაინაში შესაბამისი რეფორმები არ ტარდებოდა, არ არსებობდა პოლიტიკური ნება და საზოგადოებრივი კონსენსუსი ალიანსში გაწევრიანებაზე. მეორე მხრივ კი, 50-მილიონიანი უკრაინა მნიშვნელოვანი ქვეყანაა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და სამხედრო შესაძლებლობებით. მას NATO-ს წევრ ქვეყნებში დიდი დიასპორებიც ჰყავს და ისინი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს ლობირებდნენ.

ალიანსში გაწევრიანების გზაზე ოთხივე ასპირანტ ქვეყანას მეტ-ნაკლებად განსხვავებული გამოწვევები აქვს. არავისთვის დამალული არ არის, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას რუსეთი ეწინააღმდეგება. გეოპოლიტიკური ხასიათის პრობლემები აქვს მაკედონიასაც - ამ ქვეყნის სიტუაცია, ერთი შეხედვით, კომიკურია, რადგან MAP-ი ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო, თუმცა მისი ალიანსში გაწევრიანება იმიტომ ფერხდება, რომ საბერძნეთი ქვეყანას სახელის შეცვლას სთხოვს. ამ თითქოსდა მარტივ სიტუაციას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და ძლიერი ნაციონალისტური განწყობები უმაგრებს ზურგს. თავის მხრივ, უფრო შიდა რეფორმების გატარება-გაგრძელებაზეა დამოკიდებული მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ბედი. ამ უკანასკნელმა კონსტიტუციაში უნდა შეიტანოს ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ მონტენეგროს, მაკედონიის მსგავსად, უკვე MAP-ი აქვს მიღებული.

ჩიკაგოს სამიტის წინ NATO-ს დასავლეთში არაერთხელ მოუწოდეს, რომ ასპირანტი ქვეყნების ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა. აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივნებმა, დონალდ რამსფელდმა და უილიამ კოენმა, ასევე პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, სენდი ბერგერმა, ბარაკ ობამას ამ საკითხზე წერილით მიმართეს. „დღეს NATO გზაჯვარედინზე დგას. მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯებს ამცირებენ, ახალი ასპირანტი ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან ალიანსს საჭირო სამხედრო ძალითა და რესურსებით უზრუნველყოფენ. და მიუხედავად იმისა, რომ 1990-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ რეგიონი მყარი და თანმიმდევრული ნაბიჯებით მიიწევს წინ, სტაბილურობა ბალკანეთში გარანტირებულად ვერ ჩაითვლება, - აცხადებენ ისინი და ამატებენ - თავს უფლებას ვერ მივცემთ, შერეული სიგნალები გავუგზავნოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც მზად არიან, ჩვენ გვერდით იდგნენ და სურთ, რომ მათი მნიშვნელობა გავითვალისწინოთ“. ამ ქვეყნებს შორის ისინი საქართველოსაც მოიხსენიებენ. თავის მხრივ, ბალკანეთის ქვეყნების NATO-ში სწრაფი გაწევრიანების სხვა მხარდამჭერებს, სერბეთში ულტრანაციონალისტი პრეზიდენტის ტომისლავ ნიკოლიჩის არჩევა იმის დასტურად მოჰყავთ, რომ ეს ქვეყნები წარსულისკენ წავლენ, თუ დასავლური ორგანიზაციები მათ სრულ მხარდაჭერასა და ინტეგრირებას არ უზრუნველყოფენ.

ჩიკაგოს სამიტზე 4 ასპირანტი ქვეყნის წინსვლა რომ უნდა მომხდარიყო - არა მხოლოდ იმისთვის, რომ მათ ეს დაიმსახურეს, არამედ რეგიონების სტაბილიზაციისა და ამ გზით ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ხელშესაწყობად - ამაზე ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონიც მიუთითებდა.

უშუალოდ საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერენ კონგრესშიც. მაგალითად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე ილეანა როს-ლეტინენი სამიტის წინ აშშ-ის ადმინისტრაციას მიმართავდა, ემუშავა მოკავშირეებთან, რომ საქართველო ალიანსში მაქსიმალურად მალე გაწევრიანებულიყო. ის ხაზს უსვამდა საქართველოს სტრატეგიულობას და მისი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობას. დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი კი აღნიშნავდა, რომ საქართველო წევრობის გზაზე პროგრესს, წინსვლას იმსახურებდა. მისი თქმით, საქართველოს მსგავსი ქვეყნის დაჯილდოებით, NATO დაადასტურებდა, რომ მისი ღია კარის პოლიტიკა ნამდვილია.

სამიტის საბოლოო დეკლარაციაში საქართველოს საკითხს რამდენიმე მუხლი დაეთმო. აქ NATO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილებისა და შემდგომში მიღებული გადაწყვეტილებების ყველა ელემენტი. 2009 წელს სტრასბურგისა და კელის სამიტზე NATO-მ განაცხადა, რომ რეფორმების პროცესში წინსვლისთვის საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დაეხმარება. ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში NATO აღნიშნავს, რომ ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის ზედამხედველობაში ცენტრალური როლი NATO-საქართველოს კომისიასა და საქართველოს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას აკისრია.

0x01 graphic

დეკლარაციაში NATO-მ ხაზი გაუსვა საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: „მივესალმებით საქართველოს პროგრესს, რომელსაც მან ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიაღწია, რათა რეფორმების, წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებისა და NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში ალიანსთან აქტიური პოლიტიკური ჩართულობის გზით, სისრულეში მოიყვანოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ამ კონტექსტში შევთანხმდით, რომ საქართველოს ალიანსთან კავშირი გავაფართოოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგით, პრაქტიკული თანამშრომლობით და თავსებადობის გაძლიერებით“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ამავდროულად, NATO მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებს და ხაზს უსვამს 2012 და 2013 წლებში თავისუფალი, სამართლიანი და იმგვარი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას, რომელშიც ყველა შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილის გამო ალიანსი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოთქვამს საქართველოს, როგორც ალიანსის არაწევრი, ISAF-ის ოპერაციაში რიგით მეორე კონტრიბუტორი ქვეყნის მიმართ. დეკლარაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე მიესალმება მის სრულ შესაბამისობას ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებასთან და საქართველოს მხრიდან ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ცალმხრივ ზომებს.

NATO მიესალმება საქართველოს ცალმხრივად დადებულ პირობას ძალის გამოუყენებლობაზეც, რუსეთსაც მოუწოდებს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ და აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებისაკენ. ალიანსი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გარკვეულ საკითხებზე უთანხმოებები არსებობს. NATO შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების ზრდის გამო. ის რუსეთს მოუწოდებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გაუქმებისა და იქ ჰუმანიტარული დახმარებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების თავისუფლად შესვლის დაშვებისკენ.

NATO-ს მომდევნო სამიტი, სავარაუდოდ, 2014 წელს გაიმართება. იქნება თუ არა ის გაფართოების სამიტი, ჯერჯერობით რთული სათქმელია. ძნელად განსასაზღვრია ისიც, რამდენად შეეხება ეს გაფართოება საქართველოს. თავის მხრივ, მომდევნო სამიტს იმედიანად შეჰყურებს საქართველოს პრეზიდენტი. „ჰილარი კლინტონმა და ძალიან ბევრმა სხვა გამომსვლელმა განაცხადეს, რომ შემდეგი სამიტი იქნება ალიანსის გაფართოების სამიტი. ის, ალბათ, 2014 წელს გაიმართება და ვფიქრობ, საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს. ასე დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ. ჩვენი პროგრესი აუცილებლად გაგრძელდება და მომდევნო სამიტისთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნებით. მაშინ კი, ძალიან ძნელი იქნება იმის ახსნა, რატომ არ იღებენ საქართველოს NATO-ში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

5 ივანიშვილის ბიზნესი რუსეთში: რასაცა გასცემ, შენია

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

ბიძინა ივანიშვილი რუსულ აქტივებს თავიდან იშორებს. ქართული ოცნების ლიდერი აცხადებს, რომ პირობას, რომელიც ამომრჩევლებს პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მისცა, ამ თვის ბოლომდე შეასრულებს.

რამდენიმე დღის წინ რუსულ Forbes-თან საუბრისას ივანიშვილმა რუსული აქტივების გაყიდვის მოტივები კიდევ ერთხელ განმარტა. მისი თქმით, არ სურს ვინმეს ეჭვი დარჩეს, რომ პოლიტიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით რუსეთზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ბიზნესმენის მტკიცებით, რუსეთში მისი აქტივების გაყიდვა აუცილებელი პირობაა მომავალში მოსკოვთან ურთიერთობების დასარეგულირებლად.

„რუსეთთან მოლაპარაკება, რასაც ჩემი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აპირებს, ძალიან რთული იქნებოდა, იქ აქტივები რომ მქონოდა. ეს ქონება მოლაპარაკებებს ხელს შეუშლიდა, - განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა, - ყველაზე რთულია არა ქართველებს, არამედ რუსებს ავუხსნა ყველაფერი, რადგან ჩემი ბიზნესი რუსეთში ყველასათვის ტვირთი იქნებოდა და გააჩენდა ეჭვებს, რომ პროცესებს რაღაც სხვა მოტივები აქვს“.

რუსეთში საკუთარი კაპიტალის რეალიზაციის გეგმები ივანიშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, Reuters-ისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში დააანონსა. როგორც მაშინ ბიზნესმენი ვარაუდობდა, „იქ [რუსეთში] არავინ დამზოგავს და იქ, ალბათ, ყველაფრის გაყიდვა მინიმალურ ფასებში მომიწევს“.

მას შემდეგ ბიზნესმენი აქტივების გაყიდვას ცდილობდა, პირველი შედეგები კი ამას მაისში მოჰყვა - მოკლე პერიოდში ივანიშვილმა ზედიზედ რამდენიმე მსხვილი გარიგების გაფორმება მოასწრო. მათ შორის ბანკ Российский кредит-ის, მოსკოვში დეველოპერული აქტივებისა და სააფთიაქო ქსელის გაყიდვის შესახებ.

ივანიშვილი გარიგებებით კმაყოფილი დარჩა - მისი განცხადებით, კრიზისისა და დროში შეზღუდულობის გათვალისწინებით, მან აქტივებში „ნორმალური ფასი“ მიიღო.

Российский кредит-ი ინვესტორთა იმ ჯგუფზე გაიყიდა, რომელთა შორის მსხვილი ბანკირები: გიორგი გენსი, ანატოლი მოტილევი, ბორის ხაიტი, ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკოიანოვი და ვლადიმირ ფაეროვიჩი არიან. გარიგების მოცულობა 352 მილიონი დოლარია.

Российский кредит-ი 1998 წლამდე რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი იყო, მაგრამ დეფოლტის შემდეგ მეანაბრეების გასტუმრება ბოლომდე ვერ შეძლო და დროებით სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა.

მოგვიანებით კრედიტორებთან დავა მოგვარდა, თუმცა ბანკმა საწყისი მდგომარეობის დაბრუნება ვერ შეძლო. რუსული გამოცემა Коммерсант-ი აღნიშნავს, რომ Российский кредит-ი წარსულში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი იყო, თუმცა დღეს ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ის ბანკების პირველი ოცეულის მიღმა იმყოფება და მისი ღირებულება ძალიან დაეცა.

რუსულ ბიზნესსააგენტოს РБК daily-ს მოჰყავს კომპანია Uralsib Capital-ის ანალიტიკოსის, ლეონიდ სლიპჩენკოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფასი, რომელიც მყიდველებმა ბანკში გადაიხადეს, გამყიდველისთვის „ძალზე მომგებიანია“. მისი თქმით, „გარიგების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე მეორე ეშელონის ბანკები იყიდება“.

როგორც Коммерсант-ს ფინანსური კომპანია Солид-ის ანალიტიკოსმა ელენა იუშკოვამ უთხრა, ბანკის საკუთარი კაპიტალი დაახლოებით 290 მილიონი დოლარია. შესაბამისად, ივანიშვილმა ის დაახლოებით 21-პროცენტიანი პრემიით გაყიდა. კიდევ ერთი რუსი ანალიტიკოსის, ივან ანდრიევსკის შეფასებით, დღეს ბაზარზე არსებულ სიტუაციაში „ასეთი დონის ბანკის“ მფლობელს, გაყიდვისას დამატებითი პრემიის იმედი არ უნდა ჰქონოდა.

მოსკოვში დეველოპერული აქტივები ივანიშვილის კომპანია Уникор-მა БИН-ჯგუფს 982,5 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ობიექტებს შორისაა მშენებარე მიკრორაიონი სადოვიე კვარტალი, ტვერსკაიას ქუჩაზე მშენებარე სასტუმრო კომპლექსი ლუქს-ოტელი და მრავალფუნქციური კომპლექსი Summit. ასევე, ოჩაკოვოში კაუჩუკის ქარხნის ტერიტორია.

როგორც Коммерсант-ი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, ივანიშვილის დეველოპერული აქტივების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ანუ პრაქტიკულად იმ ფასს, როგორც გაიყიდა. ამ აქტივების მყიდველები არიან ინგუშური წარმომავლობის მილიარდერი მიხაილ გუცერიევი და მისი ძმისშვილი მიხაილ შიშხანოვი.

0x01 graphic

სააფთიაქო ქსელი Доктор Столетов-ი კი ივანიშვილმა მიჰყიდა კომპანია Империя-фарма-ს, რომლის უკან, რუსული წყაროების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად ფედერაციის საბჭოს (სენატის) სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს შვილი, სერგეი მატვიენკო დგას. დღემდე ეს კომპანია მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობდა. ამ გარიგების მოცულობა 60 მილიონი დოლარია.

РБК daily-ს ცნობით, მეორე პოტენციურმა მყიდველმა, საინვესტიციო ფონდმა Hi Capital, გარიგებაზე უარი თქვა, რადგან „გამყიდველი წამგებიანი კომპანიისთვის ძალიან დიდ ფასს ითხოვდა“.

საერთო ჯამში, რუსული აქტივების გაყიდვით ივანიშვილმა 1,4 მილიარდამდე დოლარი მიიღო და რუსეთში გასაყიდი მხოლოდ აგრარული კომპანია Стойленская нива დარჩა, რომელიც Уникор-მა გასაყიდად ჯერ კიდევ თებერვალში გაიტანა.

მაშინ ივანიშვილი კომპანიაში 350 მილიონ დოლარს ითხოვდა, რაც, Коммерсант-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, რეალურ ფასს თითქმის ორჯერ აღემატებოდა. დღეისთვის, სააგენტო Reuters-ის თანახმად, Стойленская нива 250 მილიონად იყიდება. ამ გარიგების გაფორმებასაც ივანიშვილი მაისის ბოლომდე აპირებდა.

ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად ერთადერთი რუსი ოლიგარქია, რომელმაც ქვეყანა დატოვა და საკუთარი აქტივების არა „მინიმალურ ფასებში“, არამედ საბაზრო ფასებით და უფრო ძვირად რეალიზაცია მოახერხა.

ამ თვის დასაწყისში, დევნილი რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი ტაბულასთან ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ ივანიშვილის ბიზნესს რუსეთში პრობლემები არ აქვს. რაც, მისი აზრით, ადასტურებს, რომ იგი „ხელისუფლების წესებით თამაშობს“. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი ივანიშვილის ახალი წარმატებული გარიგებების შესახებ.

თავად ბერეზოვსკიმ, ვინც პუტინს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაუპირისპირდა, დიდი დანაკარგი განიცადა. 2000 წელს ხელისუფლებამ მასზე ზეწოლა დაიწყო, რომ საკუთარი აქტივები დაეთმო. საბოლოოდ, ბერეზოვსკი და მისი პარტნიორი ბადრი პატარკაციშვილი იძულებულნი გახდნენ ОРТ-სა და Сибнефть-ის აქციები ნაკარნახებ დაბალ ფასად გაეყიდათ. კრემლის ინტერესებს ამ მოლაპარაკებებზე წარმოადგენდა ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, რომლისგანაც ბერეზოვსკი ლონდონის სასამართლოში ითხოვს დაკარგული აქტივების ღირებულების ანაზღაურებას.

2003 წელს გადასახადის გადაუხდელობის ბრალდებით დააპატიმრეს ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი, რომელიც დღემდე პატიმრობაში რჩება და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სინდისის პატიმრად არის აღიარებული. რუსეთში ხოდორკოვსკის დაკავების რეალურ მიზეზად მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას ასახელებდნენ. ხოდორკოვსკის კომპანია ЮКОС-ი, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია, დაანაწევრეს და აუქციონის წესით სახელმწიფო და ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიებზე გაყიდეს.

მიხაილ გუცერიევი, რომელმაც ივანიშვილის ერთ-ერთი აქტივი შეიძინა, წარსულში თავადაც „ექსპროპრიაციის“ მსხვერპლი გახდა. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ინგუშეთის პრეზიდენტთან, მურატ ზიაზიკოვთან დაპირისპირება იყო.

2007 წელს გუცერიევი იძულებული გახდა კომპანია Руснефть-ის საკონტროლო პაკეტი კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკასთვის მიეყიდა, სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტა და ქვეყანა დაეტოვებინა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ძებნაც გამოცხადდა, თუმცა, დღემდე უცნობ გარემოებებში, გუცერიევმა 2010 წელს ხელისუფლების კეთილგანწყობა და Руснефть-ის აქციებიც დაიბრუნა.

მობილური ტელეფონების უმსხვილესი დისტრიბუტორის, კომპანია Евросеть-ის დამფუძნებლის, ევგენი ჩიჩვარკინის ბიზნესის მითვისება ხელისუფლებამ 2008 წლის სექტემბერში დაიწყო. კომპანიის ოფისში ჩხრეკის შემდეგ, რისი საბაბიც კონტრაბანდისა და ადამიანის გატაცების საქმე გახდა, ჩიჩვარკინმა და მისმა პარტნიორმა კომპანიის 100 პროცენტი მილიარდერ ალექსანდრ მამუტს მიჰყიდეს.

მოგვიანებით ჩიჩვარკინი ლონდონში გაემგზავრა, რუსი სამართალდამცავები გამოძალვაში დაადანაშაულა და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. საპასუხოდ, პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ჩიჩვარკინის ექსტრადირება მოითხოვა...

პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი საქართველოს ევროატლანტიკურ ვექტორს შეინარჩუნებს, რაც მოსკოვის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება. მაგრამ მსხვილი რუსი ბიზნესმენების ისტორიები მოწმობს - კრემლი ივანიშვილს მოწინააღმდეგედ რომ აღიქვამდეს, რუსეთში აქტივების სარფიანად რეალიზების შესაძლებლობას არ მისცემდა. მით უმეტეს - ხელისუფლებასთან დაახლოებულ სტრუქტურებზე.

როგორც მარტში ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი წერდა, ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლებასთან რაიმე კავშირს უარყოფს, თუმცა მისი ყოფილი უახლოესი ბიზნესპარტნიორი ვიტალი მალკინი ამჟამად ფედერაციის საბჭოს წევრია და ბოლო დრომდე ივანიშვილის ზოგიერთ პროექტშიც წილობრივად მონაწილეობდა. „ძნელია დაიჯერო, რომ პუტინის რუსეთში ასეთი მასშტაბის მომგებიანი სამეწარმეო საქმიანობა ხელისუფლების თანხმობის გარეშე იყო შესაძლებელი“, - მიიჩნევს სოკორი. მისი აზრით, ივანიშვილის რუსული აქტივების რეალიზაცია არჩევნების წინ თანხების მობილიზებას ემსახურება. ხოლო რუსეთის ხელისუფლებასთან მისი კავშირის დეტალები, ქართული საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობი რჩება.

6 რუსეთში საქართველოს საინფორმაციო სურათი იცვლება

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

დიმიტრი ავალიანი

საქართველოს მიმართ რუსული საზოგადოების განწყობა იცვლება. არა იმდენად თბილისის საინფორმაციო პოლიტიკის, რამდენადაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყნის გახსნილობის დამსახურებით. საქართველოს თემა რუსეთში კვლავაც პოპულარულია, ოფიციალური რუსული პროპაგანდის პოზიციები კი თანდათანობით სუსტდება.

რუსულენოვანი ქართული ტელეარხი ПИК-ი (პირველი საინფორმაციო კავკასიური), რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონზეა ორიენტირებული, რუსეთის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებსაც აქტიურად აშუქებს. ბოლო დროს თვალშისაცემი გახდა, რომ ПИК-ი რუსული ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო გახდა მათივე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. არხის სიუჟეტები და გადაცემები რუსულ სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება.

რუსეთის ტერიტორიაზე არხის გადაცემების ნახვა თანამგზავრის ან ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი. რუსეთიდან ПИК-ის ვებგვერდის მნახველთა რიცხვი მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილამდე, 263 ათასიდან 344 ათასამდე გაიზარდა. მაისში კი, პროგნოზების თანახმად, ნახევარ მილიონს გადააჭარბებს. კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი ПИК-ის სიუჟეტებს YouTube-ზე ნახულობს. ამ მაჩვენებელმა პიკს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს და შემდგომ პერიოდში - მარტის თვეში მიაღწია და 2 მილიონ 200 ათასს გადააჭარბა.

ПИК-ის რეიტინგებმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის აგვისტოში არხმა რუსეთის პრეზიდენტთან, დმიტრი მედვედევთან ინტერვიუ ჩაწერა. თავად ინტერვიუ ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებსაინტერესო აღმოჩნდა - მედვედევმა თბილისის მიმართ კრემლის ტრადიციული ბრალდებები გაიმეორა. თუმცა ფაქტმა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა არხს, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ „ძირგამომთხრელ“ მუშაობაში ადანაშაულებდნენ, ტელევიზიის რუსეთში „ლეგალიზებას“ და მის ცნობადობას შეუწყო ხელი.

0x01 graphic

მას შემდეგ, რაც აპრილის ბოლოს ПИК-ის ეთერში პოპულარული ტელეწამყვანის, ქსენია სობჩაკის თოქშოუ „მთავარი თემა“ გავიდა, არხის მიმართ ინტერესი რუსეთში კიდევ უფრო გაიზარდა.

„არხმა უკვე შეიძინა გარკვეული რეპუტაცია. ჩვენი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციის ყველა ლიდერმა, ბევრმა პოლიტიკოსმა თუ სახელმწიფო სათათბიროს წევრმა უკვე იცის ПИК-ის შესახებ“, - განაცხადა ტაბულასთან საუბრისას ПИК-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე კოტრიკაძემ.

მისი თქმით, არხის საინფორმაციო პოლიტიკა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებას ითვალისწინებს და ამით მაყურებელს საკუთარი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა უჩნდება.

რაც შეეხება რუსეთში საქართველოს თემით დაინტერესებას, კოტრიკაძის თქმით, Эхо Москвы-ს ან იგივე ПИК-ის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შესახებ სიუჟეტები დიდი პოპულარობით სარგებლობს. „რუსები ძალიან ინტერესდებიან საქართველოთი. მგონი, ეს ის თემაა, რომელიც რუსეთში ნეიტრალურს არავის ტოვებს“.

როგორც ტაბულასთან საუბრისას რუსული გამოცემა Коммерсант-ის ჟურნალისტმა ოლგა ალენოვამ აღნიშნა, საქართველოს მიმართ რუსული საზოგადოების დამოკიდებულებაში ბოლო წლებში გარდატეხა მოხდა და ჩვენი ქვეყნის მიმართ ნეგატიური განწყობა თანდათანობით ქრება.

ეს ტენდენცია, მისი თქმით, თბილისის მიერ ჩრდილოკავკასიელებისთვის და შემდეგ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაუქმებით დაიწყო. „ეს ისეთი ნაბიჯებია, რომლებიც საქართველოსადმი ინტერესს აღძრავს. ქვეყანა ღიაა, ადამიანს შეუძლია უბრალოდ ბილეთი იყიდოს და ჩამოვიდეს. ეს იდეალური ვარიანტია, თუ შენი ქვეყნის წარმოჩენა გსურს“, - მიიჩნევს ალენოვა.

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობა დაიწყეს, ჩვენთან უამრავი ჩრდილოკავკასიელი ჩამოვიდა. ალენოვას თქმით, როგორც წესი, ისინი საქართველოთი აღფრთოვანებულები რჩებოდნენ და თავიანთ შთაბეჭდილებებს ნაცნობებსა თუ ნათესავებს უზიარებდნენ.

ჟურნალისტის თქმით, საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის „საინტერესოა იმ მხრივ, რომ ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ასეთი მასშტაბური რეფორმები მიმდინარეობს. ჩემთვის საინტერესოა მკითხველს ვაჩვენო, როგორ შეიძლება ასეთი რამ პოსტსაბჭოთა მენტალობის ხალხმა გააკეთოს“.

ალენოვა იხსენებს, რომ მისმა პირველმა სტატიამ საქართველოში პოლიციის რეფორმაზე, მკითხველებს შორის „ფურორი“ მოახდინა - ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს სიმართლეა. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ თემაზე სხვა პუბლიკაციებიც გაჩნდა, უნდობლობა გაქრა.

ქართული რეფორმების შესახებ ინფორმაციას რუსულ საზოგადოებას აცნობდნენ ისეთი ცნობილი ჟურნალისტებიც, როგორებიც არიან იულია ლატინინა და მატვეი განაპოლსკი. ასევე, კატონის ინსტიტუტის ექსპერტი, ეკონომიკის საკითხებში ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი. მათი წყალობით, რუსული აუდიტორიისთვის ბევრი რამ გახდა ცნობილი 2008 წლის აგრესიის შესახებ.

გარკვეული დამსახურება რუსული საზოგადოების ინფორმირებაში ქართველ ბლოგერებსაც მიუძღვით. გიორგი ჯახაია საკუთარი რუსულენოვანი ბლოგის cyxymu.livejournal.com საშუალებით ყოველდღიურად ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, გამოხატავს პოზიციას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან და რუსეთში სიტუაციასთან დაკავშირებით.

2009 წლის აგვისტოში მისი ბლოგი იმდენად მასიური კიბერშეტევის ობიექტი გახდა, რომ livejournal-ი და Twitter-ი გარკვეული დროით მსოფლიო მასშტაბით გაითიშა. ბლოგერმა ამაში რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. როგორც ტაბულას გიორგი ჯახაიამ უთხრა, მის ბლოგზე დღე-ღამეში 3-4 ათასი მომხმარებელი შედის. მისი თქმით, რუსეთისთვის არა, მაგრამ საქართველოსთვის ეს დიდი მაჩვენებელია. ბლოგის მნახველთა 70 პროცენტი რუსეთიდანაა.

საერთოდ, რუსულენოვანი ქართველი ბლოგერების რიცხვი 300-დან 400-მდეა და თითოეული მათგანის აუდიტორია, უმეტეს შემთხვევაში, რამდენიმე ასეული მომხმარებლით შემოიფარგლება. „არ მგონია, 140-მილიონიანი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ აზრზე დიდი გავლენა გვქონდეს. მაგრამ, საერთო ჯამში, ქართველ ბლოგერებს რაღაც გავლენა მაინც გვაქვს - ჩვენს აზრს პატივს სცემენ, აინტერესებთ, რას ვფიქრობთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე“, - ამბობს ჯახაია.

მისივე თქმით, რუს ბლოგერთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საქართველოს სიახლეები და ქვეყნის განვითარება. ჯახაიას აზრით, ქვეყნებს შორის კავშირების გაწყვეტის პირობებში ბლოგერების ურთიერთობა დიალოგისა და დისკუსიის მნიშვნელოვანი საშუალებაა.

თავის მხრივ, ოლგა ალენოვა საუბრობს იმ რუსი ბლოგერების დამსახურებაზე, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებით ისარგებლეს და საქართველოს ესტუმრნენ. მათი პუბლიკაციები ყოველთვის ძალზე პოპულარულია. „შეიძლება ითქვას, დღეს ბლოგერები უფრო მეტს აკეთებენ საქართველოს მიმართ ინტერესის გაღვივებისთვის, ვიდრე მედია. მასმედიას თავისი კანონები აქვს - უნდა აჩვენოს ყველა მხარე, ინფორმაცია დაბალანსებულად გაავრცელოს. ბლოგერები კი მკითხველებს მხოლოდ თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ და ჰყავთ აუდიტორია, რომელიც მათ იცნობს და ენდობა“, - ამბობს ალენოვა.

რუსი ჟურნალისტის აზრით, გარდატეხა საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში იმითაც არის განპირობებული, რომ რუსეთში საპროტესტო განწყობები იზრდება. შესაბამისად, „ხალხი უკვე ნაკლებად ენდობა ოფიციალურ პროპაგანდას. ადამიანები, რომლებიც ინტერნეტით სარგებლობენ, უკვე სხვაგვარად ფიქრობენ. მათ შორის, საქართველოს შესახებ“.

დღეისთვის რუსეთში ინტერნეტით მოსახლეობის 58 პროცენტი სარგებლობს. შესაბამისად, მოქალაქეთა 40 პროცენტზე მეტს არ აქვს წვდომა ალტერნატიულ ინფორმაციაზე როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

ალენოვას აზრით, რუსეთის ის აუდიტორია, რომელიც ინფორმაციას მხოლოდ ტელევიზიით იღებს, განსაკუთრებით პროვინციებში, საქართველოს მიმართ კვლავ უარყოფითად არის განწყობილი. ამ მხრივ, მისი თქმით, გამონაკლისი ჩრდილოეთ კავკასიაა, რომლის მოსახლეობასაც საქართველოს შესახებ რუსული პროპაგანდის „ზღაპრების“ აღარ სჯერა.

რუსეთის მასშტაბით ჩრდილოკავკასიელი ბლოგერების აქტიურობა და ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვი შედარებით დაბალია, მაგრამ პირადი კავშირების დამსახურებით, საქართველოს შესახებ ინფორმაცია რეგიონში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.

7 იმპერატორი და პაპი: ბრძოლის ადგილი - ამერიკა

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე

ობამას ადმინისტრაციას კათოლიკე ეკლესია უჩივის. მთელი უმაღლესი იერარქია, ნიუ იორკისა და ვაშინგტონის კარდინალთა მეთაურობით - 40 კათოლიკურ ეპარქიასა და ორგანიზაციასთან ერთად, ფედერალურ სასამართლოებში ათზე მეტი სარჩელით შევიდა. „ჩვენ აღვძარით სარჩელი სახელმწიფოს მხრიდან ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ თავისუფლებაზე თავდასხმის შესაჩერებლად: არ ერეოდეს სახელმწიფო რელიგიური ინსტიტუტების ფუნქციონირებაში“, - თქვა ვაშინგტონელმა კარდინალმა დონალდ ვუერლიმ წინა კვირას, სპეციალურ განცხადებაში.

რელიგიური თავისუფლების ხელყოფის შესახებ განგაში კათოლიკე ეკლესიისა და სხვა კონფესიათა ლიდერებმა იანვარში ატეხეს. კონფლიქტი სახელმწიფოსა და ეკლესიებს შორის ე.წ Obamacare-ის გარშემო დაიწყო. ამჟამინდელი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი საყოველთაო, სავალდებულო დაზღვევას ითვალისწინებს. უარის მთქმელს კი ჯარიმებს უწესებს.

იმავე აქტში, რელიგიურ თუ მათ მიერ დაარსებულ საგანმანათლებლო, სამედიცინო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს დასაქმებულებისთვის ისეთი სადაზღვევო პაკეტის შეძენა ევალებათ, რომელიც კონტრაცეფციის, სტერილიზაციისა და აბორტის თანხებსაც დაფარავს. ეკლესიათა უმრავლესობისთვის ეს სინდისზე ძალადობაა, რადგან მათ ფულის ხდა იმაში მოუწევთ, რასაც სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულად თვლიან.

ობამას ადმინისტრაციასთან რელიგიური ორგანიზაციების რამდენიმეთვიანი დიალოგის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თეთრი სახლის ამჟამინდელმა მკვიდრმა კომპრომისზე წასვლა სცადა - ეკლესიებს პირდაპირი მოთხოვნა მოუხსნა, მაგრამ სადაზღვევო კომპანიები დაავალდებულა, ამ ორგანიზაციების თანამშრომლებს აბორტსა და კონტრაცეფციაზე მომსახურება უფასოდ შესთავაზონ. ობამას ბუღალტრული ილეთით, ეკლესიას მოუწევს, სადაზღვევო კომპანიას ფული მისცეს - ხოლო სადაზღვევო „უფასოდ“ დააზღვევს ორგანიზაციის თანამშრომლებს. ეკლესიის სინდისი ფორმალურად, ბუღალტრულ დოკუმენტებში სუფთა იქნება. ბუნებრივია, ეს უკანასკნელნი ამით არ დაკმაყოფილდნენ.

აგვისტოში დაწყებული და იანვარში დასრულებული ობამას ინიციატივა, საბოლოოდ, მომავალ წელს უნდა დაინერგოს. „ეს იქნება წელი, როცა ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ სიარული“, - ასე შეაფასა კარდინალმა დოლანმა მომავალ წელს კათოლიკე ეკლესიის ცხოვრების პერსპექტივა.

კათოლიკე ეკლესიისა და სხვა კონფესიათა წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არ არის „ეკლესია სახელმწიფოს წინააღმდეგ, საარჩევნო წელს“ - „ეს არის გამოწვევა მორწმუნეთათვის, შეძლონ სამოქალაქო არენაზე რელიგიური თავისუფლების დაცვა“. კარდინალი დოლანი, რომელიც ამერიკის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტია, ამბობს, რომ „ეკლესია აიძულეს, ეკლესიას ეს არ სურდა“.

კათოლიკე იერარქიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ ითამაშა. პონტიფექსი, რომელსაც ჯერ კიდევ კარდინალობისას სოციალიზმისა და კომუნიზმის აქტიურ კრიტიკოსად იცნობდნენ, რამდენიმე თვის წინ ვატიკანში, ამერიკის ეპისკოპოსთა უმაღლეს წარმომადგენლობასთან შეხვედრისას, ამ ქვეყნის ფუნდამენტური ფასეულობების ეროზიაზე ალაპარაკდა.

პაპმა თქვა, რომ ეპისკოპოსებმა მას „ბოროტი პრაქტიკის“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ უამბეს, რომელიც ეკლესიას ავალდებულებს, თანამშრომლები აბორტსა და კონტრაცეფციაზე დააზღვიოს. პაპმა მოუწოდა კათოლიკე ეკლესიის საერო პირებს, „დაამოწმონ საკუთარი რწმენა“ სამოქალაქო არენაზე. მან ყურადღება იუდეო-ქრისტიანულ მორალსა და სამოქალაქო ფასეულობებზე გაამახვილა. უზენაესი პონტიფექსის მწვანე შუქის შემდეგ, ამერიკის ეკლესიები თავდაცვის აქტიურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ეკლესიათა წარმომადგენლები არ იბრძვიან ქალებისთვის კონტრაცეფციის გამოყენების უფლების წართმევისთვის, რომელიც ისედაც ხელმისაწვდომია. საქმე რელიგიური თავისუფლების უხეშ ხელყოფასთან გვაქვს. სახელმწიფოს სურვილი, თავს მოახვიოს რელიგიურ ორგანიზაციებს საკუთარი მსოფლმხედველობა, ფაქტობრივად, არსს უკარგავს მათ არსებობას.

გარდა სინდისზე ძალადობისა, პრობლემურად იქცა თავად რელიგიური ორგანიზაციის ობამასეული განმარტება. ამ კანონის მიხედვით, რელიგიური ინსტიტუტი მხოლოდ ისაა, რომელიც აღასრულებს ღვთისმსახურებას, მაგრამ თუ ამ ინსტიტუტს დაარსებული აქვს საქველმოქმედო ან საგანმანათლებლო ორგანიზაცია, მათ სახელმწიფო რელიგიური მსახურების ნაწილად არ აღიარებს. შესაბამისად, ობამა აბორტსა და კონტრაცეფციაზე დაზღვევის გამონაკლისს მხოლოდ მღვდელმსახურებაზე უშვებს, მაგრამ მათ სოციალურ მსახურებას ამისთვის „არასაკმარისად რელიგიურად“ მიიჩნევს. ვაშინგტონის კარდინალმა ამ ლოგიკას აბსურდული უწოდა - „გამოდის, დედა ტერეზას მსახურება რელიგიური არ იყო და მასაც მოუწევდა საკუთარი თანამშრომლები აბორტზე დაეზღვია“.

0x01 graphic

კანონი ლახავს ამერიკის კონსტიტუციის პირველ შესწორებას - კონგრესს არ აქვს უფლება, მიიღოს კანონი, რომელიც რელიგიურ ინსტიტუტს შეზღუდვებს დაუწესებს. რაც შეეხება ეკლესიათა დაარსებულ სოციალურ ორგანიზაციებს, აქაც ე.წ. ღვთისმსახურების გამონაკლისის წესი მოქმედებს. ღვთისმსახურების გამონაკლისი სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, რელიგიურ ორგანიზაციებს გამონაკლისის წესით უმსუბუქებს. მაგალითად, თუ შტატში ანტიდისკრიმინაციული კანონი მოქმედებს ჰომოსექსუალთა სამსახურში აყვანაზე, სახელმწიფოს უფლება არ აქვს, იგივე ვალდებულება რელიგიურ ორგანიზაციებზე განავრცოს.

ეს წესი იანვარშიც გამტკიცდა, როცა უზენაესმა სასამართლომ საქმე ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ობამას ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა სასამართლოში სრული კრახი განიცადა. ცხრა მოსამართლიდან არცერთმა, მათ შორის ობამას მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმაც, არ დააკმაყოფილეს შერილ პერიჩის, გათავისუფლებული სკოლის მასწავლებლის სარჩელი. ის მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, ლუთერულმა სკოლამ სამსახურში აღარ მიიღო. პერიჩი ამტკიცებდა, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლად იქცა. სასამართლომ კი ჩათვალა, რომ აღმსარებლობის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ ინდივიდებს, არამედ მთელ რელიგიურ ორგანიზაციას. შესაბამისად, საქმე ეკლესიის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ამ საკითხს სამოქალაქო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირების განზომილებაც აქვს. რელიგიური თუ არარელიგიური საქველმოქმედო სექტორის რეგულირებით, სახელმწიფო რისკავს, საერთოდ გაანადგუროს ისინი. თვითორგანიზებული და პლურალისტური საზოგადოება სამოქალაქო ინსტიტუტებზე დგას. ასე იცავდა საუკუნეთა მანძილზე ამერიკული საზოგადოება თავს, ერთი მხრივ, ტოტალიტარიზმისგან და მეორე მხრივ - სიღარიბისგან. ამ ინსტიტუტებისთვის ფორმალური დამოუკიდებლობის მიცემა და სახელმწიფოს მხრიდან წესების თავსმოხვევა - სახიფათოა. ამან შეიძლება ორგანიზაციის არსის განადგურებამდე მიგვიყვანოს.

რელიგიური ორგანიზაციები საკუთარ საქმიანობას რწმენის პრინციპებიდან გამომდინარე წარმართავენ და მის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. მათი ქველმოქმედება კი ამერიკული საზოგადოების კეთილდღეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. თუ ეკლესიებს მოსთხოვენ, სიკეთე აკეთონ აბორტში ფულის გადახდით, ან ჰომოსექსუალთა სამსახურში აყვანით, ეს მათ რწმენასთან კონფლიქტში მოვა და მალე საქმიანობის გაგრძელების არავითარი მოტივაცია აღარ დარჩებათ.

კათოლიკე ეკლესიის სოციალური დოქტრინა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს: ოჯახს, რელიგიურ და სხვადასხვა ნებაყოფლობით გაერთიანებებს. იგულისხმება, რომ სწორედ ეს ინსტიტუტებია საკვანძო თავისუფლებისთვის - რომელშიც ტირანები დემოკრატებად იქცევიან, ადამიანებად, რომელთაც თავისუფალი საზოგადოების შენება შეუძლიათ.

იოანე II ამ ინსტიტუტებთან დაკავშირებით ასეთ ფრაზას იყენებდა: „საზოგადოების სუბიექტურობა“. როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაცია არ იზიარებს ამ შეხედულებას მრავალშრიან დემოკრატიაზე, სადაც სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ როლს თამაშობს. უკანასკნელი მაგალითიც აჩვენებს, რომ ამის საპირისპიროდ, ინდივიდად მხოლოდ სახელმწიფო აღიქმება, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები კი - სახელმწიფოს გაგრძელებად. შესაძლოა, ირონიულადაც ჟღერდეს, რომ კათოლიკური ეკლესია, რომელსაც ისტორიის მანძილზე დიდხანს ადანაშაულებდნენ ანტიდემოკრატიულ ტენდენციებში, ახლა მთავარ როლშია დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვაში.

სახელმწიფო, რომელიც სამოქალაქო ინსტიტუტებსა და საზოგადოებას საკუთარი წესებით ცხოვრების აუცილებლობას უდგენს, თვლის, რომ ინდივიდსა და მას შორის სივრცე აღარ უნდა არსებობდეს. ხოლო ინსტიტუტები მისი იდეოლოგიური გაგრძელებებია. ასეთ მიდგომას National Review-ს კომენტატორი ჯონა გოლდბერგი „ლიბერალურ Gleichschaltung“-ს უწოდებს. ეს გერმანული სიტყვა „კოორდინაციას“ ნიშნავს. მისი თქმით, გერმანული ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოს მიზანი, ნებისმიერ დაწესებულებასა თუ ინსტიტუტზე საკუთარი იდეოლოგიის გავრცელება იყო. „თანამედროვე პროგრესიზმი არ წარმოადგენს ბიწიერ იდეოლოგიას. მისი მიზანი არ არის ბოროტება და ჰიტლერიზმთან მისი შედარებაც შეუძლებელია. მაგრამ არსებობს პროგრესისტული „კოორდინირება“, რაც იმავე პრინციპით მოქმედებს, რითიც ნაციზმი - პროგრესისტული დღის წესრიგი ყველა დაწესებულებაზე უნდა ვრცელდებოდეს!“. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მსოფლმხედველობის თავსმოხვევა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისთვის, თუნდაც რეტროგრადული იდეების წინააღმდეგ მიმართული, საბოლოოდ, სიკეთის სახელით, ტოტალიტარულ ძალად იქცევა.

აშშ-ის მოსახლეობის 22%25-ის იერარქთა რადიკალურმა ნაბიჯმა, შესაძლოა, ობამას მეორე ვადით არჩევაში ხელი შეუშალოს. მარტის დასაწყისიდან აპრილის შუა რიცხვებამდე, Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით, ობამას მხარდაჭერა კათოლიკეთა შორის მნიშვნელოვნად დაეცა. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა 2008 წელს არჩევნები 54%25 კათოლიკე ამომრჩევლის მხარდაჭერით მოიგო. მისი რეიტინგი კი, კვლევის პერიოდში, იმავე ჯგუფში 53%25-დან 45%25-მდე დაეცა.

ხოლო არაესპანურენოვან კათოლიკეებში, რელიგიურ თავისუფლებაზე ზეწოლის შემდეგ, 45%25-დან 37%25-მდე დაიწია. ამერიკის ე.წ. შუა დასავლეთში, განსაკუთრებით ოჰაიოსა და პენსილვანიაში, სადაც არაესპანურენოვანი კათოლიკეების დიდი კონცენტრაციაა, ობამამ შეიძლება ხმათა დიდი ნაწილი დაკარგოს, რადგან ამ რეგიონში მერყევი ამომრჩეველი ცხოვრობს.

მეოცე საუკუნის განმავლობაში კათოლიკე ამომრჩეველი ძირითადად დემოკრატიულ პარტიას უჭერდა მხარს. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ეს სურათი შეიცვალა და, როგორც წესი, კათოლიკეები ისეთივე არჩევანს აკეთებენ, რასაც ამერიკის მთელი მოსახლეობა. თუმცა აქ ორი კატეგორიის კათოლიკეები შეიძლება გამოვყოთ: ესპანურენოვანი და არაესპანურენოვანი. პირველნი დღესაც დემოკრატიული ორიენტაციის არიან. ღრმადმორწმუნე კათოლიკეები კი ხმას, როგორც წესი, რესპუბლიკელებს აძლევენ.

ამერიკის ამჟამინდელი მეთაური, როგორც ჩანს, რეიტინგის ვარდნას დიდად არ უფრთხის. მორწმუნე ამომრჩეველი მას ხმას ძირითადად არ აძლევს. ობამას გათვლა, სავარაუდოდ, განქორწინებულ ქალებზე, უმაღლესშემდგომი განათლების მქონეებზე, უმცირესობებსა და სეკულარებზე აქვს. თუმცა ოჰაიოს წაგება არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის სასურველი არ არის. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც ამ შტატის მხარდაჭერის გარეშე თეთრ სახლში დაბინავება მოახერხა, კენედი იყო. ამასთან, არსებობს ეჭვი, რომ ეს გაყალბების ხარჯზე მოხდა. თანამედროვე „იმპერატორისა და პაპის“ ბრძოლა მალე სასამართლოებში გადაინაცვლებს, სადაც ობამას ადმინისტრაციას განმარტებების გაკეთება მოუწევს.

8 სტუდენტური თვით-არჩევნები 2012

▲ზევით დაბრუნება


ნინო მაჭარაშვილი

0x01 graphic

18 მაისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. შედეგების პროგნოზირება არც ისე რთული იყო, თუმცა არჩევნები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მარტში განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც თვითმმართველობის წევრებმა სტუდენტებს სცემეს.

წინა მოწვევის თვითმმართველობა 110 არჩეული წევრისგან შედგებოდა - მათგან 107 ერთიანი სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი იყო. ვითარება არც წლევანდელი არჩევნების შემდეგ შეცვლილა - ერთიანმა სტუდენტურმა მოძრაობამ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და მესაჭის როლი შეინარჩუნა.

არჩევნებში სამი ორგანიზაცია მონაწილეობდა: ერთიანი სტუდენტური მოძრაობა, სტუდენტები სტუდენტებისთვის და თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი. გარდა ამისა, იყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატები. საერთო ჯამში, 120 ადგილზე 154 დარეგისტრირებული კანდიდატი მოდიოდა. საარჩევნო პროცესს ადმინისტრირება ცსკო-მ გაუწია. უშუალოდ პროცესს აკვირდებოდა საერთაშორისო ორგანიზაცია - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება (ISFED).

თვითმმართველობის წლევანდელი არჩევნები მაღალი აქტივობით არ გამოირჩეოდა: ამომრჩეველ სტუდენტთა რაოდენობა სულ 25 380-ია, მონაწილეობა კი 7307-მა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 29 პროცენტამდეა. შედეგები ასე გადანაწილდა: 120-დან 116 ადგილი ერთიანმა სტუდენტურმა მოძრაობამ მოიპოვა, დანარჩენი ოთხი - დამოუკიდებელმა კანდიდატებმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსიდან.

არჩევნებამდე ამ ფაკულტეტზე სტუდენტების გამოკითხვა ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდა სოციოლოგთა საზოგადოებამ. კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ სტუდენტთა უმრავლესობა დაგეგმილი არჩევნების შესახებ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა - ძირითადად, მიზეზთა შორის ინტერესის და კანდიდატების მიმართ სიმპათიის არქონა სახელდებოდა.

დებულების მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სტუდენტური თვითმმართველობა თავად ირჩევს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს აქვს, ვინც რეგისტრაციის პირობებს დააკმაყოფილებს. არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღნიშნულა, თუმცა სტუდენტთა ნაწილი წინასაარჩევნო პერიოდში უსამართლობას, საარჩევნო წესებსა და დარეგისტრირებისას შექმნილ პრობლემებს უჩიოდა.

დარეგისტრირებისთვის, პირადობისა თუ სწავლის დამადასტურებელ ცნობებთან ერთად, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შესაბამის კურსზე მყოფი ამომრჩეველი მხარდამჭერი სტუდენტების 15%25-ის ხელმოწერა უნდა წარადგინონ, ხოლო ორგანიზაციას სასურველი ფაკულტეტის სტუდენტთა 30%25-ის მხარდამჭერი ხელმოწერის წარდგენა ესაჭიროება. შედარებისთვის, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, პარტიამ, რომელსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს, ცესკო-ს, სულ ცოტა, 25 ათასი მხარდამჭერი ამომრჩევლის სია უნდა წარუდგინოს (ნაცვლად ძველ კოდექსში არსებული 30 ათასისა), რაც საერთო რაოდენობის 0.75%25-ია. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით კი, მხარდამჭერთა სიის საჭირო რაოდენობა არ უნდა იყოს იმ ოლქის ამომრჩეველთა 1%25-ზე მეტი, სადაც არჩევნები მიმდინარეობს.

სტუდენტთა ნაწილის პრეტენზია სწორედ ხელმოწერების მაღალ რაოდენობას ეხება - მით უმეტეს, არსებული დებულებით, ორგანიზაციას, რომელსაც თვითმმართველობაში უკვე ჰყავს წარმომადგენელი, ხელმოწერების წარდგენა არ ევალება. სტუდენტების აზრით, ეს მათ ერთიან სტუდენტურ მოძრაობასთან იმთავითვე არათანაბარ პირობებში აყენებს. მეორე მხრივ, ცესკო-ს მხრიდან შევიწროებაზე საუბრობენ ისინიც, ვინც ხელმოწერების საჭირო რაოდენობა შეაგროვა, მაგრამ გარკვეული ხარვეზების გამო, უფლება ვერ მიიღო, მდგომარეობის გამოსასწორებლად კი სამი დღის ვადა მისცეს. შეცდომების გამოსწორებისთვის გამოყოფილი მცირე დროის მოტივით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა სტუდენტურმა ხმამ. არჩევნების დღეს აქცია ლაბორატორია 1918-მაც გამართა - მათი კანდიდატებიც მიიჩნევენ, რომ დარეგისტრირებაში ხელი შეუშალეს.

თავის მხრივ, ცესკო-ს თავმჯდომარე დიმიტრი გეგენავა ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ დაშვებული ხარვეზები არ გულისხმობდა მარტივ შეცდომებს - საუბარი იყო არასწორ პირად ნომრებზე. ამასთან, ზოგიერთი ხელმომწერი არ იყო შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენელი და სხვა. მისივე თქმით, ცესკო-ს წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგი არ ევალებოდა, თუმცა იქ ცდილობდნენ, რომ სტუდენტებს ხელი არ შეშლოდათ - მაგალითად, პლაკატების გაკვრაში.

თსუ-ში ამბობენ, რომ არჩევნებისთვის სულ 6800 ლარი დაიხარჯა - 2300 ლარი ბიულეტენებისა და საარჩევნო პოსტერების დაბეჭდვაზე, ხოლო 4500 - ცესკო-ს წევრების ანაზღაურებაზე.

სტუდენტური თვითმმართველობა ორი წლის ვადით ირჩევა.

9 შეუსრულებელი დაპირება

▲ზევით დაბრუნება


ზურაბ ჯაფარიძე|სვეტი

0x01 graphic

არსებობს თუ არა პირდაპირი კორელაცია სახელმწიფო ხარჯების ოდენობასა და ეკონომიკის ზრდის ტემპს შორის? ბრიტანული ეკონომიკურ საკითხთა ინსტიტუტი 24 ქვეყანაში 60 წლის განმავლობაში აკვირდებოდა ამ ორ მაჩვენებელს. მისი დასკვნის მიხედვით, სახელმწიფო ხარჯების მშპ-სთან მიმართებაში ყოველი 1%25-ით მატება საშუალოდ 0.1%25-ით ანელებს ეკონომიკურ ზრდას. ანუ, რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო, მით ნელა იზრდება ეკონომიკა. და პირიქით - რაც უფრო ნაკლებ ფულს იღებს მთავრობა ეკონომიკიდან, მით უფრო სწრაფად იზრდება შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს კვლევა მეტწილად განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ტარდებოდა, ადვილი მისახვედრია, რომ საქართველოს შემთხვევაში ზრდის ტემპი სახელმწიფო ხარჯების ყოველი 1%25-ით შემცირებაზე (მშპ-სთან მიმართებაში) კიდევ უფრო მაღალი იქნება.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში სხვა რეფორმებთან ერთად საგადასახადო სისტემის ცვლილება დავიწყეთ, გადასახადების რაოდენობასთან ერთად მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგადასახადო განაკვეთებიც. ამან თვალსაჩინო შედეგი მოგვიტანა - 2003 წელთან შედარებით ეკონომიკა 8 მილიარდიდან სამჯერ, 24 მილიარდამდე გაიზარდა. გაიზარდა სახელმწიფოს შემოსავლებიც - 800 მილიონიდან 8 მილიარდამდე. ეს უკვე აღარ არის სადღაც ვიღაცის მიერ ჩატარებული კვლევა. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ მოხდა უკანასკნელ 7-8-წლიან პერიოდში.

რატომ უწყობს ხელს სახელმწიფო ხარჯების შემცირება ეკონომიკის ზრდას, არც ისე რთული ასახსნელია. როდესაც ჩვენ, მოქალაქეები ვიხდით ნაკლებ გადასახადს, გვრჩება მეტი ფული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მეტი თავისუფლება - შეგვიძლია მეტი არჩევანის გაკეთება და მეტი პროდუქტის (მომსახურების) ყიდვა. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ბაზარზე არსებული ფასების რთული სისტემის საშუალებით ვაგზავნით სიგნალებს - რა გვსურს მეტი, რა უფრო აკმაყოფილებს ჩვენს დღევანდელ მოთხოვნებსა თუ გემოვნებას. შედეგად, ვიღაცები, ვისაც საერთოდ არ ვიცნობთ და დიდი ალბათობით არც არასოდეს გავიცნობთ, იწყებენ ჩვენ მიერ მოწონებული და მოთხოვნილი პროდუქციის წარმოებას ან ზრდიან არსებული წარმოების მოცულობას. გადასახადების შემცირების შემთხვევაში თუ იმდენი ფული დაგვრჩება, რომ გადავწყვეტთ არ დავხარჯოთ და დავზოგოთ - ეს გამოიწვევს დეპოზიტების მოცულობის ზრდას ბანკებში. დანაზოგების ზრდა კი ნიშნავს, რომ ფულის ფასი, იგივე საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ბანკები გვთავაზობენ, დაიწევს. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ბიზნესები შეძლებენ ისეთი პროექტების დაწყებას, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ფულის მაღალი ფასის გამო ვერ დაიწყებდნენ. ეს ასევე ნიშნავს, რომ მეტი მოქალაქე შეძლებს სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხის აღებას დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო. ასე და მხოლოდ ასე იზრდება ეკონომიკა.

როდესაც ვიხდით მაღალ გადასახადს, ჩვენი თავისუფლება მეტად იზღუდება - ნაკლები ფულით ნაკლები არჩევანის გაკეთებისა და ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეგვიძლია. სამაგიეროდ, ჩვენ ნაცვლად ამ არჩევანს აკეთებს რამდენიმე ბიუროკრატი - ჩვენი ფული სწორედ მათი გემოვნების მიხედვით დაიხარჯება. სწორედ აქ იჩენს თავს პრობლემა. როდესაც ვხარჯავთ საკუთარ ფულს, ყურადღებას ვაქცევთ, რომ მივიღოთ ის პროდუქტი და იმ ხარისხის, რომელიც გვსურს. როდესაც ბიუროკრატი ხარჯავს სხვის ფულს, მას ასეთი ინტერესი უბრალოდ არ აქვს. თუმცა, ამასაც რომ თავი დავანებოთ, შეუძლია კი რამდენიმე სახელმწიფო მოხელეს განსაზღვროს, რა გვინდა? თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული ადამიანის ღირებულებათა სისტემა, ისევე როგორც ინტერესები და მისწრაფებები, განსხვავებულია და, დამატებით, ეს ყველაფერი ყოველდღიურად იცვლება - შეუძლებელია ერთმა ან რამდენიმე ადამიანმა, თუნდაც ყველაზე ძლიერი კომპიუტერის დახმარებით, განსაზღვროს დროის კონკრეტულ მომენტში არსებული მოთხოვნები. ეს მხოლოდ თავისუფალ ბაზარს შეუძლია. სწორედ ამიტომ, როდესაც ვხარჯავთ ფულს, ეკონომიკა სწრაფად იზრდება, ხოლო როდესაც სახელმწიფო ხარჯავს - პირიქით.

რამდენიმე წლის წინ, გადასახადების რაოდენობის და საგადასახადო განაკვეთების შემცირებასთან ერთად, მთავრობამ პირობა დადო, რომ საშემოსავლო გადასახადს კიდევ უფრო შეამცირებდა. საბოლოო ჯამში, ამ გადასახადის განაკვეთი 15%25-მდე უნდა დაწეულიყო. ამ დაპირების შესრულებამ ერთხელ 2008 წლის ომისა და მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის გამო გადაიწია. 22 მაისს კი გაირკვა, რომ საშემოსავლო გადასახადის დაწევაზე საერთოდ აღარ უნდა ვიფიქროთ.

მთავრობის ახალი ინიციატივით, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, 2013 წლიდან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს საშუალება ექნება, სურვილის შემთხვევაში, 20%25-იანი განაკვეთიდან 18%25 გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი 2%25 გადარიცხოს ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშზე. საინტერესოა, რომ ასეთი სურვილის არარსებობის შემთხვევაში, ეს 2%25 ისევ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება. ასევე საინტერესოა, რომ ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშებზე დაგროვილი თანხების სამართავად იგეგმება სპეციალური აქტივების მმართველი კერძო კომპანიების შექმნა, რომლებიც ჩვენს ფულს ისე განკარგავენ, რომ თავადაც მოგება ნახონ და ჩვენც მოგება დაგვირიცხონ. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ახალი ინიციატივა ისე შეიფუთა, თითქოს მოქალაქეებს ნებაყოფლობითი არჩევანის საშუალებას აძლევდეს.

რატომ არის ეს ინიციატივა პრობლემატური?

მთავარი პრობლემა არაპროგნოზირებადი საგადასახადო გარემოა - ჩვენ წლების წინ დავპირდით ინვესტორებს, რომ საშემოსავლო გადასახადს დავწევდით. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ამის სურვილი აღარ გვაქვს. ეს არასწორია. ეს ნიშნავს, რომ არათანმიმდევრულები ვართ და ხვალ შეიძლება კიდევ უფრო უარესი გავაკეთოთ. ინვესტორები, რომელთა მიერ შემოტანილ კაპიტალზეც დამოკიდებულია როგორც ეკონომიკური აქტივობის ზრდა, ისე დასაქმების დონის მატება, როდესაც ფულს დებენ ბიზნესში, აკეთებენ გათვლებს, ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანს და თუ ისინი ელიან, რომ საგადასახადო ხარჯები შეუმცირდებათ - ეს ასე უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში მათი ნდობა ჩვენი ეკონომიკური გარემოს მიმართ კლებულობს. ეს კი ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციებს და ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას.

შემოთავაზებული სისტემა ნებაყოფლობითი არ არის. მოქალაქე იძულებულია არჩევანი გააკეთოს მხოლოდ ორ ალტერნატივას შორის, რომელთაგან არცერთი აძლევს უფლებას, სურვილის შემთხვევაში სახლში წაიღოს გადასახადზე ვითომ დაკლებული 2%25. არსებული ალტერნატივებიდან ნებისმიერის არჩევის შემთხვევაში მოქალაქე ვერ მოახდენს საკუთრების უფლების რეალიზაციას ამ ფულზე, სულ მცირე, 15 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, თუ დაგროვებით ანგარიშზე გადარიცხავს). ბუნებრივია, მოქალაქეთა უმეტესობა 2%25-ს მიმართავს სპეციალური დაგროვებითი ანგარიშისკენ (იმ იმედით, რომ თვალუწვდენელ მომავალში შეძლებს ამ ფულის უკან დაბრუნებას), მაგრამ ამას გააკეთებს არა იმიტომ, რომ ასე სურს (რაც ნებაყოფლობითი ქმედების არსს წარმოადგენს), არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფომ სხვა ალტერნატივა შემოთავაზებული სისტემა ნებაყოფლობითი არ არის. მოქალაქე იძულებულია არჩევანი გააკეთოს მხოლოდ ორ ალტერნატივას შორის, რომელთაგან არცერთი აძლევს უფლებას, სურვილის შემთხვევაში სახლში წაიღოს გადასახადზე ვითომ დაკლებული 2%25. დაკავშირებული: საქართველო საერთაშორისო ინდექსებში ევროკავშირი მარგარიტა პავლოვნას როლში საქართველო ელექტრონული შესყიდვების გამოცდილებაზე არ დაუტოვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ და სურათი გავამარტივოთ, სახელმწიფო ბიუროკრატები გვეუბნებიან - თქვენ არ იცით რაში დახარჯოთ ეს 2%25, ამიტომ გამოგართმევთ, ერთად დავაგროვებთ და მივცემთ მათ, ვინც იცის, როგორ შეიძლება ამ ფულით მოგების ნახვა.

თუ ამ ინიციატივის მიზანი ჩვენი სიბერის უზრუნველყოფაა, მაშინ ის არაეფექტური და უსამართლოა. სახელმწიფოს საქმე არ არის მიგვითითოს, რა გზით გვირჩევნია სიბერეში შემოსავლის მიღება. 2%25-ის ჩვენ მიერ განკარგვის შემთხვევაში, ვიღაც ამ ფულს შეიტანს კერძო სადაზღვევო კომპანიაში, ვიღაცამ შესაძლოა ჩადოს უძრავ ქონებაში, რომელსაც სიბერეში გააქირავებს, ხოლო ვიღაცამ შვილების სწავლა დააფინანსოს იმაზე გათვლით, რომ სიბერეში სწორედ შვილები შეინახავენ. ეს კონკრეტული მოქალაქის არჩევანია და ნაკლებად დასაჯერებელია, სახელმწიფო ბიუროკრატებს უფრო მეტად ადარდებდეთ ჩვენი სიბერე, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს.

საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა ვანდოთ ჩვენი ფული ხელოვნურად შექმნილ კერძო სტრუქტურებს. საფინანსო ინსტიტუტები ბანკების სახით ისედაც არსებობს და თუ დეპოზიტზე მათ მიერ შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთი დააკმაყოფილებს რომელიმე მოქალაქეს, ის ფულს ისედაც შეიტანს ამ ბანკში. როდესაც საფინანსო ინსტიტუტისთვის ფულის მინდობის პროცესი ნებაყოფლობითია, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქე ვერ ხედავს უკეთეს, უფრო მოგებიან ალტერნატივას. როდესაც მოქალაქეს სახელმწიფო აიძულებს, ფული რომელიღაც ხელოვნურად შექმნილ სააქციო საზოგადოებას ანდოს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეს სხვა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ იძულებულია საკუთარი მისწრაფებების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. და რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ახლადშექმნილი სტრუქტურები უკეთესად შეძლებენ ჩვენი ფულის განკარგვას, ვიდრე თუნდაც არსებული ბანკები? დავუშვათ გაკოტრდნენ და დაკარგეს ჩვენი ფული, რა ხდება ამ დროს? გასაგებია, რომ ვიღაცებს დაიჭერენ და პირდაპირ ეთერში ვნახავთ მათ დამცირებულ ფიგურებს, მაგრამ ჩვენს ფულს დააბრუნებს ვინმე? გადასახადის გადამხდელების, ანუ ისევ ჩვენ ხარჯზე, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით დაბრუნება - დაბრუნება არ იქნება.

დაბოლოს, რადგან სტრუქტურები, რომელთა შექმნაც ახლა იგეგმება და რომლებმაც გონივრულად უნდა განკარგონ ჩვენი შემოსავლებიდან აღებული 2%25, არ არსებობენ, ეს ნიშნავს, რომ მსგავს სერვისზე მოთხოვნა უბრალოდ არ არსებობს. რა გარანტია გვაქვს, რომ ეს სააქციო საზოგადოებები კომპეტენტურნი აღმოჩნდებიან? რა გარანტია გვაქვს, რომ ასეთი სტრუქტურების შექმნა და მათთვის სამართავად ჩვენი ფულის (დაახლოებით 160 მილიონი ლარი, თუ გავითვალისწინებთ 2012 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს და ჩავთვლით, რომ ყველა მოქალაქე აირჩევს 2%25-ის სპეციალურ დაგროვებით ანგარიშზე გაშვებას) გადაცემა არ მოხდება კორუფციული გარიგებების შედეგად? ფულით მეტი ფულის შოვნა არის ბიზნესი. ბიზნესი კი კერძო მეწარმემ უნდა აკეთოს საკუთარი ფულით, და არა რამდენიმე ბიუროკრატის მიერ შერჩეულმა კერძო მეწარმემ ჩვენი ნაჩუქარი ფულით.

ეს ინიციატივა საზიანოა. საშემოსავლო გადასახადი უნდა შეგვემცირებინა 15%25-მდე, როგორც დაგეგმილი იყო. ამ გზით მეტ ფულს დავტოვებდით კერძო სექტორში (ჩვენს ჯიბეებში) და ხელს შევუწყობდით ეკონომიკის უფრო სწრაფად ზრდას; ასევე, შევასრულებდით დადებულ პირობას. დასავლური ცივილიზაცია სწორედ შეთანხმებული პირობების შესრულებაზე დგას.

10 აზერბაიჯანი საერთაშორისო ენერგოასპარეზზე

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

0x01 graphic

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი ცდილობს კასპიის აუზის ქვეყნებს გასცდეს და საერთაშორისო ენერგომწარმოებლის სახელი დაიმკვიდროს. ამ მიზნის მიღწევაში აზერბაიჯანის პირველი პარტნიორი ისრაელია. SOCAR-ის ფილიალი უკვე ფლობს 5%25-იან წილს ისრაელის ნავთობით მდიდარ საბადოში Med Ashdod, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან 16 კილომეტრით არის დაშორებული. კონტრაქტის მიხედვით, ბურღვითი სამუშაოების უმეტეს ნაწილს თავად SOCAR-ი ჩაატარებს.

ეს SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ ნავთობის მოპოვების პირველი მცდელობა იქნება. Med Ashdod-ის რეზერვები დაახლოებით 39.2 მილიონ ტონად (280 მილიონი ბარელი) არის შეფასებული და აზერბაიჯანული კომპანიის გამოთვლებით, საშუალო ზომისაა. საინტერესოა, რომ კასპიის ზღვაში SOCAR-ი ბევრად მეტ ნავთობს მოიპოვებს, თუმცა ისრაელის საბადოზე მუშაობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს: ამით კომპანია ქვეყნის გარეთ ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენს და საერთაშორისო ნავთობწარმოებისთვის აუცილებელ გამოცდილებასაც დააგროვებს.

ამ მხრივ ისრაელი საუკეთესო პარტნიორია: ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მასთან ყველაზე მეტს სწორედ აზერბაიჯანი ვაჭრობს - მხოლოდ 2011 წელს ორ ქვეყანას შორის საშუალოდ 4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ტრანზაქცია განხორციელდა. ამავე წელს, აზერბაიჯანმა ისრაელში 2.5 მილიონი ტონა (18.5 მილიონი ბარელი) ნავთობი გაიტანა ექსპორტზე და 2.1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ენერგეტიკის გარდა, ორი ქვეყანა ინტენსიურად ვაჭრობს სამხედრო აღჭურვილობით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით და მედიკამენტებით. სულ ახლახან, აზერბაიჯანმა ისრაელისგან 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა შეიძინა, რითაც დასავლეთის ქვეყნების კრიტიკა დაიმსახურა.

ანალიტიკოსების შეფასებით, აზერბაიჯანის მხრიდან ისრაელთან ახალი გარიგება ირანის მორიგ გაღიზიანებას გამოიწვევს: ირანი აზერბაიჯანს - ქვეყანას, სადაც შიიტი მუსლიმები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ - ისრაელთან მჭიდრო კავშირების დამყარებასთან დაკავშირებით გამუდმებით აკრიტიკებს. თუმცა ირანს არ აქვს საკმარისი ბერკეტი იმისთვის, რომ ამ ორ ქვეყანას თანამშრომლობის გაღრმავების მოტივაცია გაუქროს: SOCAR-ი ირანში არც რაიმე მნიშვნელოვან აქტივებს ფლობს და მასთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებითაც არ გამოირჩევა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში SOCAR-ი ენერგოდისტრიბუციის ქსელს უცხოური ბაზრების ათვისების გზით აფართოებს და მნიშვნელოვან აქტივებსაც ფლობს. მათ შორის საქართველოში, თურქეთში, რუმინეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ყაზახეთში, დიდ ბრიტანეთში, ირანში, გერმანიაში. SOCAR ასევე ფლობს სავაჭრო კომპანიებს სინგაპურში, ვიეტნამში, ნიგერიაში და სხვა ქვეყნებში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილი კომპანია - SOCAR Georgia Petroleum-ი საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2006 წლის სექტემბერში შემოვიდა. მას შემდეგ, 2011 წლის იანვრის ჩათვლით, კომპანიამ საქართველოში აზერბაიჯანიდან 1.5 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოიტანა. კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა საწვავის შესანახი საწყობების აშენებას და ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებას გულისსმობს.

11 ბოლო ჟამის მართლმადიდებელი

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

ბექა მინდიაშვილი

მართლმადიდებელი მაშინ ხარ, როცა ურჯულო პაპისტების ტაძრებს საიმედოდ დაიპყრობ, ხოლო სომეხ მწვალებლებს ეკლესიებს არ დაუბრუნებ - ჯობს განადგურდეს. რასაც მოიხვეჭ, შენია, რაც არა - დაკარგულია.

მართლმადიდებელი ხარ, როცა მამათმავლებს ცხვირპირს გაუერთიანებ და სამგზის მართლმადიდებელი იქნები, თუ ყველა მამათმავალს ერთად ერთ დიდ გემში შეყრი, ზღვის შუაგულში გაიყვან და გადაუძახებ - გამორჩეული სათნოება ეს მაშინაა, როცა თავადაც ლატენტური მამათმავალი ხარ.

მართლმადიდებელი ხარ, როცა კაცური კაცი, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი და ნაქეიფარი, ოჯახურ კერას დაუბრუნდები და ცოლს შეუძახებ: დედაკაცო, უწმინდესის კურთხევა აღასრულე დროზე და ტაშტი მოიტა და ფეხები შიგ ჩამაყრევინე და დამბანე და თავი შემომწირე და ა.შ.

მაშინაც ხარ მართლმადიდებელი, როცა გარეჯისა და ვარძიის ქვაბულებს ევრორემონტით გაამშვენებ, ბეტონის ბლოკებით ამოქოლავ, კონდიციონერებს დაუმონტაჟებ - მაგრილობელი ნიავის ამბავში, ხოლო გაურკვეველი საზღვრების დასაპყრობად შავფაროსანთა ლაშქარს წაუძღვები და მამაპაპურ ომს გააჩაღებ.

მართლმადიდებელი ხარ, როცა ეკლესიის მტრად და ერის მოღალატედ გამოაცხადებ ყველა არამართლმორწმუნეს და ღმერთის სახელით დაატერორებ და დააჩმორებ უჯიშოებს.

მართლმადიდებელი ხარ, როცა ეროვნულ გენს გამოიკვლევ ახალი მეთოდებით და დარწმუნდები, რომ თეთრი, იბერიული რასსის სისხლი გიჩქეფს ძარღვებში. მართლმადიდებელი ხარ, როცა შავჯიპს ისე ორგანულად შეეზრდები, რომ ძნელი იქნება გარჩევა, სად არის შავიჯიპი და სად შავანაფორიან შავსათვალიანი მეუფე.

მართლმადიდებელი ხარ, როცა საღვთო წერილს არც შენ წაიკითხავ და არც სხვას მისცემ ამის უფლებას, არამედ ოქროსა და ვერცხლის ყდებში გამოამწყვდევ, რომ წონაში მოიმატოს და თუ საჭირო გახდა, მტერსა და მოღალატეს თავში ჩასცხებ.

მართლმადიდებელი მაშინაც ხარ, როცა იმავე საქმისთვის ჯვრის, ხატისა და საცეცხლურის გამოყენების ხელოვნებას დაეუფლები, ხრიდოლთან ერთად.

მართლმადიდებელი ხარ, როცა ერთმორწმუნე პუტინს პრეზიდენტობას მიულოცავ, ხოლო ერთმორწმუნე მედვედევს პრემიერობას - შემდეგ მედვედევს ისევ პრეზიდენტობას და პუტინს ისევ პრემიერობას, შემდეგ პუტინს ისევ პრეზიდენტობას და მედვედევს ისევ პრემიერობას და ასე უკუნითი უკუნისამდე

ხოლო ერთმორწმუნე მართლმადიდებელი ხარ ის, ვინც უწმინდეს მაჯას კრიალოსანთან ერთად უძვირფასესი შვეიცარიული საათით დაიმშვენებ და მერმე სასწაულებრივად გააქრობ მას, საათის ანარეკლს კი მაგიდის პრიალა ზედაპირს შეატოვებ მარადისობის ანაბეჭდად.

მართლმადიდებელი ხარ, როცა ოშკსა და იშხანს დაიკიდებ, დასანგრევად გაწირავ და ერთი მეჩეთის აშენებასაც კი არ დაუშვებ გაბრწყინებული ივერიის მიწაწყალზე.

მართლმადიდებელი ხარ მაშინ, როცა ლოცვას გააძლიერებ და საპროტესტო ლიტურგიასაც გამართავ, თუ საჭირო შეიქნა.

მართლმადიდებელი ხარ, როცა ღმერთზე უკეთ ეშმაკს იცნობ და ღვთის შიშს ეშმაკის შიშითა და მახვილით დანერგავ.

მართლმადიდებელი ხარ მაშინ, როცა ფუფუნებაში ჩაფლული სამშობლოსთვის ჯვარს ეკვრი და სამშობლოც ჯვარს გაეკვრება შენთვის ამის გამო.

მართლმადიდებელი ხარ, როცა უნეტარესის დასაცავად ცხრასართულიანი გინებით ბუღსა და კორიანტელს დააყენებ forum.ge-ში და მართლმადიდებელი ხარ მაშინაც, როცა ლიბერასტებს ამ ცხრასართულიანებს გადაუგზავნი ფეისბუქით.

მართლმადიდებელი ხარ, როცა გრანდიოზულ კონცერტს გამართავ პარიზში, სამას კაცს წაასხამ, ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში განთავსდები, მაგალითად ინტერკონტინენტალში, და ამას მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედების მიზნებით ჩაიდენ - გინდა მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარო. ძალიან მაგრა გინდა. მართლაც რომ მოდი ჩემთან, უფალო, დავიღალე. იავნანო და ვარდოვნანო.

მართლმადიდებელი ხარ, როცა სიძულვილის წილ სიძულვილს თესავ და სიყვარულის წილ ისევ სიძულვილს თესავ და ვიღაც ნაზარეველ ბომჟს ყურს არ უგდებ - სასაცილოდ გეყოფა განა კაცს ამ გიჟის მცნებები? ეგ ვინ იყო? ღრუბლებში დაფრინავდა, ცხოვრებისა არაფერი გაეგებოდა. ჰოდა, გაფრინდა კიდევაც სადაც საჭიროა. მორჩა, აღარ არი.

და აი, მართლმადიდებელი ხარ, როცა იმ გიჟი იესოს მიმდევრების სიძულვილით გაქვს აღვსილი წმინდა გული, იმათი მტრობით სულდგმულობ, ვინც ჩვენ, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ფარისეველ იბერიელებს მტრების სიყვარულზე, მეორე ლოყის შეშვერაზე, მაგინებელთა დალოცვაზე და ეგეთ სისულელეებზე გვიჩიჩინებს.

„არავითარ შემთხვევაში ელექტრონული ბარათების, პირადობის მოწმობების აღება არ შეიძლება. იქ არის მხეცის სახელი დაფიქსირებული - სამი ექვსიანი... იუსტიციის სახლები შეიქმნა საქართველოში. ეს არის ის ადგილები, სადაც ანტიქრისტეს მომსახურება მოხდება და ანტიქრისტესთვის ყველანაირ ნიადაგს მოამზადებენ საზოგადოებაში“.

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი. 2011 წელი.

„თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხნის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა“.

საქართველოს საპატრიარქოს სპეციალური განცხადება თურქეთ-საქართველოს სახელმწიფოებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. მანამდე, 26 იანვარს, ანკარაში თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები შეთანხმდნენ ოშკისა და იშხნის რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებაზე, ხოლო ახალციხეში - რაბათის კომპლექსში არსებულ აჰმედიეს მეჩეთის რესტავრაციაზე.9 თებერვალი, 2012 წელი.

„ეს ვნებათაღელვა ჩაცხრება მაშინ, როცა ეს საკითხი გადაწყდება, ისე როგორც საჭიროა და ისე როგორც სამართალი მოითხოვს. როცა ეს სადემარკაციო ხაზი ორ ქვეყანას შორის გაივლის ჩვენი ძეგლების იქით... მანამდე არ დაცხრება ვნებათაღელვა. ჩვენ ვაპირებთ განვაგრძოთ აქტიური მოქმედებები, რადგან დალოდების დრო არ არის. იქ თუ გაივლო ხაზი და მოხდა შეთანხმება, შემდეგ საჭიროა უკვე ომი, რომ დაიბრუნო ის“.

დავით გარეჯის წინამძღვარი, მამა ილარიონი მეცხრე არხის ეთერში საუბრობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. 16 მაისი, 2012.

„ბოლო-ბოლო გინდა, როგორც იაპონია დაემხო, ისე დაემხოს ეს ქვეყანა? გინდათ, რომ ღმერთმა გოგირდი გვაწვიმოს? მოხდება ეს, დაუშვებს ღმერთი ამას“.

დეკანოზი დავით ქვლივიძე მიმართავს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს. 17 მაისი, 2012.

„კათოლიკურმა ეკლესიამ, სანამ მრევლს დაკარგავდა, ღმერთი დაკარგა. ღმერთს რომ დაკარგავ, ადამიანებსაც კარგავ ... მათ არა მარტო დაკარგეს მრევლი, არამედ იმდენად წაუხდინეს თავიანთ მრევლს წარმოდგენა საკუთარ რელიგიაზე, კათოლიციზმს ვგულისხმობ, რომ დიდი უმრავლესობა მათი მიდის მუსულმანობაზე“.

დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი  მედიაკავშირ ობიექტივის სტუდიაში ევროპაში კათოლიკური ეკლესიის შესახებ საუბრობს. 2011 წელი.

„ჩვენ ძალადობისკენ არასდროს არავის... თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, თვლის, რომ ამ ადამიანების მიერ თავისი ავადმყოფობის დემონსტრირება მიუღებელია. ისინი არამარტო მძიმე ცოდვაში არიან, არამედ ესაა ავადმყოფობა. მათ კანონი იცავთ, სახლში არავინ უვარდებათ, მაგრამ გეი-აღლუმების ჩატარება საჭირო არაა. საზოგადოების ნაწილს ეს აღიზიანებს და ჩვენ ამ პროცესის შესაჩერებლად ბერკეტი არ გვაქვს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ქუჩებში ტრანსპარანტებით არ უნდა გამოვიდნენ“.

მამა მიქაელ ბოტკოველი მედიასთან საუბრობს 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობაზე. 17 მაისი, 2012.

„ჩვენ დიდი ხანია ბევრ რამეს ვითმენთ... რაც არ უნდა ჭკვიანი ადამიანები შეიკრიბონ, ეშმაკზე გენიოსები ვერ იქნებიან... ტყუილად იბრძვიან და ტყუილად ცდილობენ, აკრძალული ხერხებით გვირტყან. ჩვენ ვითმენთ ამ გამოხტომებს, ერთხელაც იქნება, ჭკუასაც ვასწავლით... ჩვენც ადამიანები ვართ, სასულიერო პირები და ყველანაირი ბრძოლა შეგვიძლია... თუ ესენი, მცირერიცხოვანი - საიდან მოტანილი, არ ვიცი - საზოგადოებები იცავენ თავს, ჩვენ ვერ დავიცავთ? თუ რა ძალა გაგვაჩერებს... ჩვენ მიმართ არის ყველანაირი ექსტრემიზმი... ჩვენ არაფრის არ გვეშინია“.

გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი სამების ტაძარში ქადაგებაში უკანასკნელ მოვლენებს - ლგბტ და ფემინისტთა აქციებს, ასევე დავით გარეჯის თემას განიხილავს. 20 მაისი, 2012 წელი.

„ისინი ავადმყოფებიც არიან და უმძიმეს ცოდვაშიც იმყოფებიან. ჩვენ ვართ ტრადიციული, მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომლისთვისაც ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის ნება. ... უნდა ჰქონდეს იმის ბერკეტები, რომ ხალხის გაღიზიანება არ გამოიწვიონ ერთეულმა ავადმყოფმა ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებაში ზიზღსა და სიძულვილს იწვევენ“.

მამა მიქაელ ბოტკოველი ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობაზე კომენტარს აკეთებს. 17 მაისი, 2012.

„ნუ აფიქსირებენ ქართველები, რომ გეიები არიან. ეს არის უცხო ქვეყნიდან, გარედან მოხვეული თემა, რომ გადაფარონ დავით გარეჯის ისტორიული თემა... ერთი პატარა ბაღი გაუკეთეთ გეიებს და მიეცით... ეგენი პროვოკაციისთვის არიან მოსულები. არ არიან ქართველები. ... ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ დაესხით თავს და რაღაცა - მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი“.

0x01 graphic

ქაშვეთის ტაძრის მოძღვარი მამა ელიზბარი გამოთქვამს მოსაზრებას რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ლგბტ უფლებადამცველთა მისამართით. 18 მაისი, 2012.

0x01 graphic

„2013 წელში, ეს არის მეცნიერული ახსნა... მზეზე მოხდება დიდი აფეთქებები, მაგნიტური ველი მოიცავს მთელ კაცობრიობას. მაგნიტური ველის გავრცობით მთელ კაცობრიობაზე, დაიკარგება მთელი ელექტრონული კომუნიკაციები. ამ დროს მაგნიტური ველი ადამიანის გონებაზე ცუდად იმოქმედებს და კაცობრიობის ნახევარი გაგიჟდება... და ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ შეშლილ ადამიანს... ასეთი შეიძლება პრეზიდენტი გახდეს, პრემიერი გახდეს, მეფე, დედოფალი“.

ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი მეუფე იობ აქიაშვილი ქადაგებაში მოსალოდნელ კატასტროფაზე საუბრობს. 2011 წელი.  

„ჩვენ გვედვებიან სარწმუნეობას და ეროვნულობასაც...მეშვიდე საუკუნიან მოყოლებული დრემდე სომხეთი...მზაკვარი ერი ყოველთვსი ცდილობდა ჩვენს ქვეყანაში სარწმუნოების დამახინჯებას..თუ ვინმე დღეს მოსფლიოში არის მართლმადიდებლობის კუნძული, ერთ-ერთია ქართველი ერი. სწორედ ამას ებრძვიან...ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მანამდე არ შედგება, ვიდრე ხელისუფლების სათავეში ერთმორწმუნე ადამიანები არ მოვლენ“.

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მედიაკავშირ ობიექტივის სტუდიაში საუბრობს კანონზე, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალებას აძლევს.

12 უკუნეთი - უკუნისამდე

▲ზევით დაბრუნება


ტაბულა|ფოკუსი

ლევან სუთიძე, ნინო მაჭარაშვილი

0x01 graphic

ელ გრეკო. ტაძრიდან მოვაჭრეთა განდევნა. 1609

უკანასკნელ ხანებში მართლმადიდებელი სასულიერო პირების და მრევლის ნაწილმა საზოგადოების ყურადღება რამდენიმე აქტივობით მიიპყრო - ჯერ იყო და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბერ-მონაზვნობა მონასტრის ტერიტორიების წართმევაზე ალაპარაკდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ღალატში დასდო ბრალი, შემდეგ კი ექსტრემისტულმა მართლმადიდებლურმა ორგანიზაციებმა ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართულ მანიფესტაციას გაგრძელების საშუალება არ მისცეს და მის მონაწილეებზე იძალადეს. მოვლენები ერთგვარად დააგვირგვინა პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობ იაკობაშვილის საკვირაო ქადაგებამ სამების საკათედრო ტაძარში - იგი ეკლესიის კრიტიკოსებს დაემუქრა და განაცხადა, რომ საპატრიარქოს მოთმინება ულევი არაა, ამიტომ, თუ არ გაჩერდებიან, ქრისტეს ერი ყველას ჭკუას ასწავლის. ქორეპისკოპოსის ქადაგებამ საბოლოოდ გააცხადა, რომ საპატრიარქო, საკუთარი ავტორიტეტის გამოყენებით, ორივე შემთხვევაში ძალის დემონსტრირებას ცდილობდა.

აღსანიშნავია, რომ მეუფე იაკობის ქვეყნის მთავარი კათედრალის ამბიონიდან ქადაგება კონკრეტული ეპისკოპოსის პირადი აზრი არ იყო და, როგორც თავად აღნიშნა, მთელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის დამოკიდებულებას გადმოსცემდა. ქორეპისკოპოსი პატრიარქის ვიკარიუსის, მისი მოადგილის ხარისხია და ყოველი საჯარო განცხადება პატრიარქის სიტყვად უნდა მივიღოთ. ამავე ქადაგებაში მეუფე იაკობი გარეჯის ამბავსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ჩვენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ საქართველოს... ეს იქნება გარეჯში თუ ნებისმიერ სხვა წერტილში“.

სამღვდელოება და მასთან ერთად პოლიტიკოსები, რომლებიც შექმნილ მდგომარეობაზე პოლიტიკურ კაპიტალიზებას ცდილობენ, სახიფათო ზღვარზე თამაშს არ მოერიდნენ: მრავალჯერ გაისმა ირიბი და ზოგჯერ, პირდაპირი მოწოდებები მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაძაბვაზე, მეტიც, ნახსენები იყო „ომის დაწყებაც“. ეს მაშინ, როცა იგივე სპექტრი, შერჩევითი პატრიოტიზმის პრინციპით, ტერიტორიებთან დაკავშირებულ რეალურ პრობლემებზე დუმს - მათთვის მსგავსი პროტესტის საბაბი ილორის ტაძრის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენაც კი არ გამხდარა.

ის, რისთვისაც სინოდის სხვა წევრებთან თათბირის შემდეგ ქორეპისკოპოსი სისხლის დაღვრას აპირებდა და მრევლს რაზმავდა, სინამდვილეში საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ერთი შეხვედრით ისევე მოგვარდა, როგორც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გვარდებოდა. როგორც გაირკვა, ის, რაც სასულიერო პირებმა, მათთან უნისონში მყოფ პოლიტიკოსებთან და საჯარო პირებთან ერთად, აზერბაიჯანის საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრად მონათლეს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გარკვეული პერიოდულობით მეორდებოდა. ყველა შემთხვევაში, მხარეები შეთანხმებას აღწევდნენ.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს იცოდა, თუმცა ადგილზე სიტუაციის დაძაბვასა და მასობრივ მსვლელობებზე უარი არც მას შემდეგ თქვა, რაც მორატორიუმის მიღწევის შესახებ მოლაპარაკება შედგა. დღეს, დავით გარეჯის კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ყველა მოქალაქესა თუ უცხოელ ტურისტს უპრობლემოდ შეუძლია გადაადგილება.

დავით გარეჯის გარშემო ხმაურს 17 მაისიც დაერთო - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომლის აღსანიშნავადაც ქართული ლგბტ უფლებადამცველები ფილარმონიის წინ შეიკრიბნენ. ფერადი დროშებითა და სხვადასხვა ტრანსპარანტებით, მონაწილეები სოლიდარობას გამოხატავდნენ ლგბტ ადამიანების მიმართ და მათ დისკრიმინაციას გმობდნენ.

რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავისუფლების მოედნისკენ აპირებდა მსვლელობის გამართვას. როგორც აღმოჩნდა, გზად გამვლელების მიერ გამოხატული უკმაყოფილება მხოლოდ იმის შესავალი იყო, რაც აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ელოდათ. რუსთაველის მეტროსთან დემონსტრანტების შეჩერება სცადა მსგავსი და სხვა სახის ღონისძიებების ჩაშლით ცნობილმა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა, რომელსაც მისივე წევრები, ავთანდილ უნგიაძე და მამა დავით ისაკაძე ხელმძღვანელობდნენ. აქვე იყო დეკანოზი დავით ქვლივიძე, რომელიც, ტრადიციულად, გოგირდის წვიმითა და მიწისძვრებით იმუქრებოდა.

სასულიერო პირები პოლიციას სთხოვდნენ, გარყვნილების ქადაგება აღეკვეთათ და მსვლელობა შეეჩერებინათ, თუმცა უარი მიიღეს. აქციის ჩაშლის მცდელობა მონაწილეებთან სიტყვიერი დაპირისპირებით გაგრძელდა და მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როდესაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია, საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო და 5 ადამიანი დააკავა. აქედან სამი - აქციის მონაწილე აღმოჩნდა, ორი კი მათთან დაპირისპირებული პირი. დაკავებულები მალევე გაათავისუფლეს. მსგავსი გადაწყვეტილება ზოგმა სახელმწიფოს არაეფექტურ ქმედებად, მსვლელობის მონაწილეების დაკავება კი უსამართლობად შეაფასა.

18 მაისს მეორე აქცია გაიმართა და ამჯერად მონაწილეები წინა დღის ძალადობას აპროტესტებდნენ. აქციას ჰოლანდიის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩებიც შეუერთდნენ, თუმცა დემონსტრაციის დასრულების შემდეგ, რამდენიმე აგრესიულად განწყობილმა ადამიანმა მონაწილეებზე გაიწია, პოლიცია მათ გამოედევნა - ნაწილი აიყვანა, ხოლო ერთი ახალგაზრდა ქაშუეთის ტაძარში მამა ელიზბარმა შეიფარა. საბოლოოდ, პოლიციამ იმ დღეს უკეთ მოახერხა აქციის მშვიდობიანად დასრულების უზრუნველყოფა.

ყველაფერთან ერთად გამვლელების რეაქციაც მოწმობს, რომ საზოგადოებაში ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობები ჯერ კიდევ ძლიერია, თუმცა სანამ ლგბტ მანიფესტანტებს ორგანიზებული, მართლმადიდებელი ჯგუფი არ გადაეღობა, გზის გარკვეული ნაწილის გავლა მათ მაინც მშვიდობიანად შეძლეს. მომხდარის შემდეგ პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა: „ჩვენ ძალადობისკენ არასდროს არავის მოვუწოდებთ... თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, თვლის, რომ ამ ადამიანების მიერ თავისი ავადმყოფობის დემონსტრირება მიუღებელია. ისინი მხოლოდ მძიმე ცოდვაში არ არიან, ეს ავადმყოფობაა“.

მართლაც, საქართველოს საპატრიარქო ძალადობისკენ პირდაპირ არავის მოუწოდებს, თუმცა არც ფიზიკური ზეწოლისგან თავის შეკავებაზე ქადაგებით ირჯება. ისინი, როგორც წესი, მათსავე იურისდიქციაში შემავალ ექსტრემისტ მღვდლებთან და მრევლის წევრებთან კავშირს უარყოფენ: როცა ეს უკანასკნელნი უმცირესობებს არბევენ, ტელეკომპანიაში იჭრებიან ან უნივერსიტეტთან გამოხატვის თავისუფლებისთვის შეკრებილ ადამიანებს სცემენ. სამაგიეროდ, შემდეგ მხარს უჭერენ - გამშვენებული ჯვრის და მიტრის ტარების უფლებას ანიჭებენ. ასე დააჯილდოვა პატრიარქმა მამა დავით ისაკაძე, როცა მისი რაზმი თბილისის ცენტრში ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდა. ძალადობის მიმართ ამგვარი პოზიციის დაჭერით საპატრიარქო ქრისტიანული მორალის სახელით განხორციელებული ძალადობის თანამონაწილე ხდება. ეს მორალური პრინციპები მაშინ აქტიურდება, როდესაც საქმე ისედაც დისკრიმინირებულ მცირე ჯგუფებს ეხება. სამაგიეროდ, არ მოქმედებს მაშინ, როდესაც სასულიერო პირები გაჭირვებულ ადამიანებს საპატრიარქოს ლიცენზიის გარეშე სანთლების გაყიდვას უკრძალავენ.

ცალსახაა, რომ ეკლესია ცდილობს, მისთვის არასასურველი პირების გასაჩუმებლად საზოგადოების აგრესია არ შეაჩეროს. ამ პოზიციას მეორე მხარეც აქვს: სახელმწიფოს პოპულარულ რელიგიურ ინსტიტუტთან პირდაპირ დაპირისპირება უჭირს, ხოლო ექსტრემისტულ ჯგუფებთან დისტანცირებით, გარკვეულწილად, ხელ-ფეხი ეხსნება დამნაშავეების დასასჯელად.

ზემოხსენებულ მოვლენებში დამნაშავე პირების დასჯით, სახალხო დამცველის ანგარიშებში რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული შემცირდა - ეს მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მიერ ძალადობის აღკვეთა რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზაა. ჰომოფობიასთან და ქსენოფობიასთან ბრძოლა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა სახელმწიფო მოახერხებს, ლგბტ ჯგუფმა საკუთარი ხილვადობა დაუბრკოლებლად, ფიზიკური ზეწოლის შიშის გარეშე გაზარდოს.

13 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გროზნო. იანვარი, 1995

ფოტო: © Stanley Greene :NOOR

14 ხვალ იყო სირიზა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

საბერძნეთი

გუგა ჩაფიჩაძე

0x01 graphic

სირიზას ლიდერი ალექსის ციპრასი

საბერძნეთის პრეზიდენტის კაროლოს პაპულიასის გადაწყვეტილებით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 17 ივნისს გაიმართება. ამის მიზეზი ქვეყანაში კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მორიგი მოლაპარაკებების ჩაშლა გახდა - 2012 წლის 8 მაისს, საპარლამენტო არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, საბერძნეთის მემარცხენე რადიკალურმა პარტიამ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. არჩევნებამდე საბერძნეთს ეყოლება ტექნიკური მთავრობა, რომელსაც სათავეში უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს, სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი პანაიოტის პიკრამენოსი ჩაუდგება.

სირიზას ლიდერის, ალექსის ციპრასის თქმით, მისი პარტია არ ითანამშრომლებს იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ქვეყნის საბიუჯეტო დახმარების სანაცვლოდ, ევროკავშირის და მსოფლიო სავალუტო ფონდისგან მოთხოვნილი ხარჯების შემცირებას დაუჭერენ მხარს. მემარცხენე რადიკალები (ციპრასის ხელმძღვანელობით) საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობენ ევროზონასთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ შეთანხმებაზე უარის თქმას, მაგრამ ფინანსურ დახმარებას მაინც ითხოვენ.

6 მაისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების დათვლის შედეგად გაირკვა, რომ საბიუჯეტო ეკონომიის მხარდამჭერმა მმართველმა პარტიებმა უმრავლესობა დაკარგეს. მათ ჯამში დაახლოებით 32%25 მიიღეს. კონსერვატიული ახალი დემოკრატიის პარტიას ხმების 19%25 ერგო, მეორე ადგილზე 17%25-ით მემარცხენე კოალიცია სირიზა გავიდა, ხოლო მმართველ კოალიციაში შემავალი სოციალისტური პასოკის პარტია მესამე ადგილზე აღმოჩნდა ხმების 13%25-ით. სირიზის ლიდერმა ალექსის ციპრასმა ევროკავშირთან შეთანხმებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა და მემარცხენე კოალიციური მთავრობის შექმნა გადაწყვიტა.

წინასწარი გათვლებით, ვადამდელ არჩევნებზე სირიზას, სხვა კიდევ უფრო რადიკალურ მემარცხენე პარტიებთან ერთად, გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ახალგაზრდა რადიკალი ციპრასი საბერძნეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ითვლება, რომ საბერძნეთ-ევროკავშირის რთული ურთიერთობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს.

არჩევნებმა საბერძნეთში მემარცხენე ანტიევროპული ძალების ქვეყნის სათავეში მოსვლის შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო 37 წლის ალექსის ციპრასი ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერი გახდა.

ციპრასი ათენში საბერძნეთის სამხედრო ხუნტის დაცემიდან 3 დღის შემდეგ, 1974 წელს დაიბადა. პოლიტიკაში ახალგაზრდობიდანვე ჩაერთო. 1991 წელს საბერძნეთის ხელისუფლებაში ახლად მოსული მემარჯვენე მთავრობის მიერ განათლების არაპოპულარული რეფორმის გასაპროტესტებლად 17 წლის ციპრასმა სკოლების ოკუპაცია თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტა და რამდენიმე თვის განმავლობაში ათენის არაერთი სკოლა დაიკავა.

ეს მისთვის თავბრუდამხვევი პერიოდი იყო და თინეიჯერმა მემარცხენე რადიკალმა პოლიტიკური წარმატება პირველად სწორედ მაშინ გამოსცადა - სკოლის მოსწავლე აქტივისტმა მთავრობისგან აღნიშნულ საკითხზე დათმობას მიაღწია, შეხვდა ახალგაზრდა თანამემამულე და თანამოაზრე სტუდენტ გოგონა ბეტი ბაზიანას და მასთანვე დააკავშირა მომავალი ცხოვრება. წყვილს ახლა ერთი საერთო შვილი ჰყავს და მეორეს ახლო მომავალში ელოდება.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან ათენშივე მდებარე ნაციონალურ ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე ჩააბარა და, პარალელურად, აქტიური პოლიტიკური ცხოვრება განაგრძო.

მალე მისი პოლიტიკური აქტივობა რადიკალ მემარცხენეებსა და მწვანეთა მემარცხენე პარტიას დაუკავშირდა. საუნივერსიტეტო პოლიტიკა საქალაქო პოლიტიკით შეიცვალა და 2006 წელს ციპრასმა საკუთარი კანდიდატურა ათენის მერის არჩევნებზე წარადგინა ახალი მემარცხენე კოალიცია სირიზას სახელით. ახალგაზრდა პოლიტიკოსმა დებიუტისთვის შესანიშნავი შედეგი მიიღო - გამოცდილ მოწინააღმდეგეებთან გამართულ საარჩევნო ბრძოლაში ციპრასმა მესამე ადგილი დაიკავა.

არჩევნებიდან სულ რაღაც ოთხ წელიწადში, ციპრასი პარტიის ნაციონალურ ლიდერად აირჩიეს. 34 წლის ასაკში ის საბერძნეთის ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერი გახდა, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გააკრიტიკა საბერძნეთის ხელისუფლების ფინანსური აღდგენის გეგმა.

ციპრასის თქმით, საერთაშორისო კრედიტორებისგან სამუშაო ადგილების შემცირების და პრივატიზაციის პოლიტიკის მოთხოვნა საბერძნეთს არაფერს არგებს: „მალე ისინი დემოკრატიაზე უარის თქმასაც მოგვთხოვენ“, განაცხადა ციპრასმა.

თვის დასაწყისში ჩატარებულ არჩევნებზე კოალიცია სირიზამ ამომრჩეველთა ხმების 17%25 მოიპოვა, რამაც ალექსის ციპრასი საბერძნეთის პარლამენტში რიგით მეორე ყველაზე დიდი პარტიის ლიდერად და ბერძნული პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად აქცია.

ზოგიერთი ბერძენი პოლიტიკოსი თვლის, რომ ციპრასმა ბოლომდე ვერ ახსნა თავისი დამოკიდებულება და გეგმები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ეკონომისტი და Greece's Free-Marketeer Drassi Party-ს ლიდერი მირანდა ხაფა ამტკიცებს, რომ ციპრასი რეალობისგან შორს დგას და მისი მესიჯები პოპულისტურია. ის მომხრეებს ჰპირდება, რომ ბოლოს მოუღებს მტაცებლურ ეკონომიკას და საბერძნეთის ევროზონაში დარჩენას უზრუნველყოფს, რაც რეალურად შეუძლებელია.

ევროსტრუქტურებსა და საბერძნეთს შორის შემდგარი შეთანხმების თანახმად, თუ ქვეყანა საბიუჯეტო ხარჯებს 14,5 მილიარდი ევროთი შეამცირებს, დამატებით 240-მილიარდევროიან ტრანშს მიიღებს. გამოკითხვების თანახმად, ბერძნების დიდი ნაწილი ევროზონაში დარჩენას უჭერს მხარს, მაგრამ იმ ვალდებულებების შესრულება არ უნდა, რასაც ქვეყანას ევროზონის წევრობა აკისრებს. ევროზონაში საბერძნეთის მიღება თავიდანვე გაყალბებული სტატისტიკის საფუძველზე მოხდა და მოგვიანებით გაირკვა, რომ დაწესებულ მოთხოვნებს საბერძნეთი არ აკმაყოფილებდა.

საბერძნეთში შექმნილმა მდგომარეობამ ბევრი ევროპული ქვეყანა ჩააგდო რთულ სიტუაციაში, განსაკუთრებით გერმანია და მისი მეთაური ანგელა მერკელი. მერკელის ქრისტიანულ-ლიბერალური კოალიცია რეგიონულ არჩევნებს არჩევნებზე აგებს გადასახადის გადამხდელთა უკმაყოფილების გამო. საქმე ისაა, რომ გერმანიის მშპ-ის 8%25 სამხრეთ ევროპის ქვეყნების სუბსიდირებისათვის იხარჯება. მერკელის თქმით, საბერძნეთთან შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა არ გადაიხედება. არაა გამორიცხული, მემარცხენე რადიკალების მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში, საბერძნეთის ევროზონის დატოვებას მერკელის სახით დიდი ლობისტი გამოუჩნდეს.

განსხვავებული პოზიცია აქვს პარიზს. ათენს პარიზის 65 მილიარდი ევრო მართებს (სახელმწიფო ვალი), ფრანგული კერძო კომპანიების მიმართ ვალი კი 37 მილიარდი ევროა. ამას ემატება დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ღირებულების ფრანგული ინვესტიციები საბერძნეთში, აგრეთვე მასთან საფრანგეთის სავაჭრო ბალანსი − 1,87 მილიარდი ევრო. ანალიტიკოსების აზრით, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა და დრაქმის დაბრუნება მის გაუფასურებასა და დევალვაციას გამოიწვევს, რაც საფრანგეთის სავაჭრო ბალანსზე უარყოფით გავლენას იქონიებს. გამოდის, რომ ევროზონიდან საბერძნეთის გასვლამ საფრანგეთი შეიძლება საკმაოდ აზარალოს. თუმცა, საბერძნეთის ხელისუფლებაში მემარცხენე რადიკალების მოსვლამ უფრო მასშტაბური ფინანსური კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

15 ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

უკრაინა

თეონა ტურაშვილი

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უკრაინაში ოპოზიციური სპექტრი კონსენსუსის მონახვას და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიისთვის წინააღმდეგობის გაწევას ერთიანი ძალებით ცდილობს. აქამდე გაერთიანებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მაისის შუა რიცხვებში (12 მაისს) საერთო მიზნები დაასახელეს, ხოლო წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში, ერთიან სიასაც განსაზღვრავენ.

0x01 graphic

არსენი იაცენუკი

უკრაინის ერთიანი ოპოზიციის პროგრამის პირველი ნიმუშის მიხედვით, კენჭისყრაში გამარჯვებისა და საკანონმდებლო ორგანოში საკმაო რაოდენობის მანდატების მოპოვების შემდეგ ისინი პრეზიდენტისადმი ნდობის საკითხს რეფერენდუმზე გაიტანენ. ამავდროულად, იგეგმება პირველი პირის იმპიჩმენტის მოწყობის პროცედურების ჩამოყალიბება/გაწერა. გარდა ამისა, ოპოზიციის მტკიცებით, იმუნიტეტი მოეხსნებათ დეპუტატებსა და მოსამართლეებს, შესაძლებელი გახდება პარლამენტარების გამოწვევა. მათ მთავარ მიზნად კი ეკონომიკური ვითარების გამოსწორება, ევროინტეგრაციის პროცესის განახლება და მთავრობის მოქალაქეებისადმი დაქვემდებარების აღდგენა დაისახეს. თუმცა, პროგრამა უმეტესწილად აბსტრაქტული ამოცანებით შემოიფარგლება და პრობლემების გადასაჭრელად კონკრეტულ ალტერნატივებს ამომრჩეველს ნაკლებად სთავაზობს.

0x01 graphic

იულია ტიმოშენკო

როგორც ცნობილია, დაპატიმრებული ლიდერის, იულია ტიმოშენკოს მემარჯვენე-ცენტრისტულმა ბატკივშინამ და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, არსენი იაცენიუკის ცენტრისტული ცვლილებების პარტიამ 23 აპრილს შეთანხმებას მიაღწიეს - ისინი იბრძოლებენ ერთიანი სიით, რომლის სათავეშიც ეს ორი ლიდერი იქნება დასახელებული. სწორედ ეს ძალები არიან აღნიშნული გეგმის ავტორები.

მიუხედავად ამ წარმატებისა, ოპოზიციას მთავარი გამოწვევა წინ ელის: უნდა შეადგინონ ერთიანი სია, სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი და, რაც ყველაზე მთავარია, საერთო ერთმანდატიანი ოლქებისთვის მაჟორიტარული კანდიდატები უნდა დაასახელონ. ამ საკითხებზე შეთანხმება ოპოზიციის ერთიანობის მთავარი ტესტი იქნება და არჩევნების საბოლოო შედეგებზეც აისახება.

უცნობია, როგორ მოიქცევიან დანარჩენი პატარა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები. მათგან რამდენიმე მცირე პარტია - სახალხო მოძრაობა, პარტია უკრაინისთვის, სახალხო თავდაცვა და პოლიტიკური გაერთიანება რეფორმა და წესრიგი - ერთიან ოპოზიციაში გაერთიანებას აპირებს. მსგავსი სურვილი გამოთქვა ნაშა უკრაინას პოლიტიკური საბჭოს იულია ტიმოშენკოუფროსმა, ვალენტინ ნალივაიშენკომ. მისმა საპატიო თავმჯდომარემ და ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ოპოზიციას ამ ეტაპზე გაერთიანება სჭირდება. მისი პარტია ჯერჯერობით 1%25-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.

მოვლენათა ამგვარი განვითარება მმართველი ძალისთვის მნიშვნელოვან თავსატეხს შექმნის. აპრილში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ბატკივშინას და ცვლილებების პარტიას 15%25 და 9%25-იანი მხარდაჭერა აქვთ, ამ დროს კი რეგიონების პარტიის რეიტინგი 18%25-ს შეადგენს. 5%25-იანი ბარიების გადალახვას მოახერხებს კიდევ ორი პოლიტიკური ძალა: პიოტრ სიმონენკოს პრორუსული-მემარცხენე, კომუნისტური პარტია (5,3%25) და ვიტალი კლიჩკოს პროევროპული, უკრაინის რეფორმების დემოკრატიული ალიანსი (UDAR) - 5,1%25.

0x01 graphic

ვიტალი კლიჩკო

ანალიტიკოსების ნაწილის მოსაზრებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ახალ პარლამენტში შესაძლოა 450-დან170 ადგილი მოიპოვოს, მათ შორის 40-45 ერთმანდატიან ოლქებში. დღეს ტიმოშენკოს ფრაქციას საკანონმდებლო ორგანოში 100 წარმომადგენელი ჰყავს, რეგიონების პარტია კი 191 მანდატის მფლობელია. დანარჩენი ადგილები მცირე პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებზე მოდის. ოპოზიციამ უმრავლესობაც რომ მიიღოს, ბევრი ეჭვობს, რომ ხელისუფლება რეალური გავლენის შენარჩუნებას მაინც შეძლებს. პირველ რიგში, სკეპტიკოსები ერთმანდატიანი ოლქების ფაქტორს ასახელებენ. აქ ყოველთვის გავლენიანი და ხელისუფლებასთან დაახლოებული მილიარდერი კანდიდატები იმარჯვებენ. ასევე, ბოლო დროს გახშირდა მმართველი პარტიის მიერ ოპონენტთა გადაბირებისა და მოსყიდვის ფაქტები, რაც შესაძლოა არჩევნების დროსაც გაგრძელდეს.

ამის მიუხედავად, ოპოზიციის მთავარი გამოცდა თავად მის შიგნით ერთიანობის განმტკიცება და შენარჩუნებაა. საჭიროა ერთიან პროგრამაზე კონსენსუსის მიღწევა. უფრო მეტიც, ზოგადი მიზნების დასახელების ნაცვლად, მოსახლეობა, გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის, კორუფციისა და ბიუროკრატიული პრობლემების ფონზე, ფუნდამენტურ ცვლილებებსა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება.

პროგრამის გაცნობისას ოპოზიციის ლიდერებმა დასძინეს, რომ მაის-ივლისის პერიოდში გაიმართება კონფერენციები, მრგვალი მაგიდები სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, რიგით მოქალაქეებთან, ექსპერტებთან. ამგვარი შეხვედრების მიზანი საბოლოო პროგრამის შემუშავება და სამოქმედო გეგმის დასახვა იქნება. ვიტალი კლიჩკოგარდა ამისა, ბატკივშინას ლიდერი ჯერ კიდევ დაპატიმრებულია. მართალია, ტიმოშენკოს სიაში დატოვება ოპოზიციას რეიტინგს უმაღლებს, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამან პარტიის შიგნით შეიძლება ლიდერობის პრობლემა გამოიწვიოს. ამ გამოწვევების გადალახვის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ოპოზიციის შანსები გაიზარდოს.

თუმცა არსებობს ერთი გარემოებაც - ქვეყანაში კიდევ რამდენიმე ოპოზიციური ძალაა. როგორც უკვე აღინიშნა, ზოგიერთმა მათგანმა გაერთიანების სურვილი უკვე გამოთქვა. ერთიანი ოპოზიციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიტალი კლიჩკოს UDAR-ის მხარდაჭერა, მაგრამ ჯერჯერობით ის დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. თუ იანუკოვიჩის ოპონენტები ამ ორ ძალასთან გაერთიანებას გადაწყვეტენ, მაშინ ერთიან სიაზე, ერთმანდატიანი კანდიდატების ვინაობასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმება უფრო გაჭირდება. თანაც, ცნობილია, რომ თავად ოპოზიციური სპექტრი მეტად დანაწევრებულია.

როგორც ჩანს, უკრაინის ორმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ გაერთიანების შემდეგ საერთო პროგრამის წარმოდგენა მოახერხა. თუმცა, მთავარი გამოწვევა - კონკრეტული ღონისძიებების, რეფორმების დაგეგმვა, პარტიის სიის ჩამოყალიბება - კვლავაც გადასალახი აქვთ.

16 მილიონობით ჩინელი კვლავ გამოქვაბულში ცხოვრობს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ანი ჩხიკვაძე

0x01 graphic

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი ბევრისთვის ამერიკის შეერთებული შტატების დაისის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღმასვლის მანიშნებელი იყო. თუმცა, 2010 წლის მონაცემებით, 2005 წლის დოლარებში დათვლილი ერთ სულ მოსახლეზე ჩინეთის რეალური შიდა პროდუქტი აშშ-ის მე-19 საუკუნის დასასრულის დროინდელი მონაცემების ტოლია (2800$). მიუხედავად ეკონომიკური სასწაულისა, მოსახლეობა იქ ჯერ კიდევ ღარიბია.

ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციებში 30 მილიონზე მეტი ადამიანი გამოქვაბულებში ცხოვრობს. ეს გამოქვაბულები, ანუ იოდონგი, მეორე ათასწლეულის დასაწყისიდან იღებს სათავეს და რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, 21-ე საუკუნეშიც ბევრი მოსახლე ჰყავს.

შენსის პროვინციის მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ გამოქვაბულებში ცხოვრობს. უნდა აღინიშნოს, რომ საცხოვრებელთა უმრავლესობა ხელოვნურია - ყვითელმიწა ნიადაგი საშუალებას აძლევს ლიოსის პლატოს მცხოვრებლებს, რომ მიწისქვეშ სახლები იოლად ააშენონ. ზოგიერთ გამოქვაბულს გარეთა ფასადი აქვს, ანუ მიწაში ნაწილობრივაა განთავსებული, უმრავლესობა კი ბნელი და ტენიანია, რაც იქ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის.

სიღარიბე ჩინელებს აიძულებს, რომ ჩვეულებრივ ბინასა და გამოქვაბულს შორის, ამ უკანასკნელზე გააკეთონ არჩევანი. ისინი საცხოვრებელი პირობებით პრეისტორიულ გამოქვაბულებს უტოლდება, მაგრამ იმის გამო, რომ მიწისქვეშ სახლის აშენებას ნაკლები სახსრები სჭირდება, მოსახლეობისთვის აქ ცხოვრება უფრო ხელმისაწვდომია.

0x01 graphic

თუმცა გამოქვაბულშიც გვხდებიან სხვადასხვა სოციალური ფენის ოჯახები. შენსის შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს იქ წყალგაყვანილობა, ელექტროენერგია და საკაბელო ტელევიზია აქვთ. ნაკლებად შეძლებულებს ისიც აკმაყოფილებთ, რომ მღვიმე ზაფხულობით სიგრილეს ინარჩუნებს, ზამთარში კი სითბოს.

მღვიმეში ოთახის დაქირავება უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული სახლის. როგორც Los Angeles Times-ი წერს, ერთოთახიანი მღვიმის ქირაობა თვეში 30 დოლარი ღირს, ხოლო სამოთახიანი მღვიმე სააბაზანოსთან ერთად, შეგიძლიათ 46 ათას დოლარად იყიდოთ. არქიტექტორ ლიუ ხიაპინის თქმით - „გამოქვაბული ენერგოეფექტურია, ფერმერებს შეუძლიათ სამეურნეო მიწის დაზოგვა, თუ სახლს კლდეში გამოკვეთენ. ასევე, მღვიმის აშენება დიდ ცოდნას არ მოითხოვს და არც ძვირი ჯდება“.

ჩინეთის ვიცეპრეზიდენტი სი ძინპინი, რომელიც ჰუ ძინტაოს მემკვიდრედ მოიაზრება, გადასახლებაში ყოფნისას, შვიდი წლის მანძილზე, გამოქვაბულში ცხოვრობდა. მაო ძე დუნის და კომუნისტური პარტიის წევრებისთვის იანანის (ქალაქი შენსის პროვინციაში) მღვიმეები, 1935-1948 წლებში, პარტიის ბაზას წარმოადგენდა. ბევრი ახალგაზრდა კომპარტიელისთვის იანანის გამოქვაბულები პილიგრიმობის ადგილია.

სანამ მოსახლეობის შემოსავლის დონე არ აიწევს, იოდონგები კვლავ შეინარჩუნებენ პოპულარობას, ხოლო სანამ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი არ მოიმატებს, ჩინეთზე, როგორც წამყვან მსოფლიო ძალაზე, საუბარი ადრეა. გამოქვაბულს მარტო საცხოვრებლის დანიშნულება არ აქვს - მიწისქვეშ სკოლებს და უნივერსიტეტებსაც წააწყდებით. მაგალითისთვის, იანანის უნივერსიტეტი მღვიმეებს სტუდენტურ საცხოვრებლებად იყენებს. სიანის უნივერსიტეტის პროფესორის და არქიტექტორის, ვან ხუნის თქმით, შესაბამისი რენოვაციების და გაუმჯობესების მეშვეობით, მაგალითად სავენტილაციო სისტემის დამონტაჟებით, ტრადიციული მიწის გამოქვაბულები შეიძლება ისეთივე კომფორტული იყოს, როგორც თანამედროვე სახლები. მაგრამ მღვიმის მცხოვრებლებს სავენტილაციო სისტემის დამონტაჟების და რენოვაციის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, გამოქვაბულებში ცხოვრებას ნამდვილად არ მოისურვებდნენ.

როდესაც სოფლის მოსახლეობა საცხოვრებლად ქალაქში გადადის, ბევრ მათგანს მღვიმეებში ცხოვრების ნოსტალგია აქვს. ზოგის აზრით, გამოქვაბულში ცხოვრება თემურ კუთვნილებას აღვივებს, სამეზობლო ერთმანეთთან ახლოსაა, ქალაქში კი შენი ბინის გარეთ არავის იცნობ. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ჩინელები საცხოვრებლად ქალაქში გადადიან.

გამოქვაბულებში ცხოვრება არცთუ უსაფრთხოა. 1556 წლის შენსის მიწისძვრამ ეს ნათლად აჩვენა - მღვიმეების ბინადრები მიწამ ჩაიტანა. მიწისქვეშა სახლები წვიმის პერიოდში ზედმეტად ტენიანია, რაც იქ მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.

0x01 graphic

შენსის პროვინცია ერთ-ერთი უღარიბესია ჩინეთში. მის მცხოვრებთ არ აქვთ ძირითადი საცხოვრებელი პირობები, რომ არაფერი ვთქვათ ტელევიზორებზე, სარეცხ მანქანებსა და ღუმელებზე. ამ ვითარების გათვალისწინებით, შენსის მღვიმეები ემსგავსება გეტოებს, სადაც მოსახლეობა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

მკაცრი ფისკალური რეფორმების მითი და ოლანდის ეფექტი

17 ევროზონის კრიზისი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

საფრანგეთში ფრანსუა ოლანდის გამარჯვება და საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებზე ეკონომიკური რეფორმების მომხრე პარტიების ჩავარდნა ევროპაში მკაცრი ფისკალური ღონისძიებების დასასრულის დასაწყისად შეფასდა. თუმცა პოლიტიკური რიტორიკის მიღმა, ევროპაში მტკივნეული ეკონომიკური რეფორმები ძნელად შესამჩნევია.

ევროპის ქვეყნების კრიზისამდე მისვლის ერთ-ერთი მიზეზი გადაჭარბებული სამთავრობო ხარჯვა იყო, რის შემდეგაც მათ მსხვილი საჯარო ვალი დაუგროვდათ. ევროპას მარგარეტ თეტჩერის სიტყვები აუხდა. რკინის ლედის განცხადებით, სოციალიზმის პრობლემა ის იყო, რომ ის სხვის ფულს გამოლევამდე ხარჯავდა. თუმცა ევროპელები უფრო შორს წავიდნენ. კრიზისის მიუხედავად, მათ ხარჯვაზე უარი არ უთქვამთ, მდგომარეობიდან გამოსვლას კი გადასახადების გაზრდით ცდილობენ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიხედვით, საფრანგეთის საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრის 50 პროცენტი გადასახადების გაზრდაზე მოდიოდა. გაზრდილ გადასახადებზე კიდევ უფრო მეტად არიან დამოკიდებული საბერძნეთი და პორტუგალია. ევროკავშირის მონაცემებით, 2010-2011 წლებში წევრ ქვეყნებში გადასახადების გაზრდისა და სამთავრობო ხარჯვის შემცირების შეფარდება 9/1 იყო.

თუმცა ანალიტიკური ცენტრის, American Enterprise Institute-ის მიხედვით, OECD-ის წევრების 1970-2007 წლების ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ მთავრობის მიერ ხარჯვის შემცირება ფისკალური დაბალანსებისთვის უფრო ეფექტური საშუალებაა, ვიდრე გადასახადების აწევა. მეტიც, დეფიციტის შემცირების 85%25 სწორედ ხარჯვის შეზღუდვაზე უნდა მოდიოდეს. OECD-ის ერთ-ერთ რაპორტში კი ხაზგასმულია, რომ ფისკალური დაბალანსების საერთაშორისო გამოცდილება ხარჯვის შემცირების უპირატესობაზე (გადასახადების გაზრდასთან შედარებით) მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, ოლანდის გაპრეზიდენტებით ევროკავშირის ხარჯვისა და გადასახადების ზრდის პოლიტიკა, სავარაუდოდ, არათუ შეიცვლება, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება. საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ევროპის ფისკალური აქტის გადახედვა იყო. შეთანხმებას ევროკავშირის 27 წევრიდან, ბრიტანეთისა და ჩეხეთის გარდა, ყველა შეუერთდა და ის ხელმომწერ ქვეყნებში ფისკალური დაბალანსებისკენ მიმართულ რეფორმებს ითვალისწინებს. მისი მიხედვით, წლიური საბიუჯეტო გადახარჯვა მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ოლანდს სურს ხელშეკრულებაში მინიმალური ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების პუნქტი ჩაიდოს.

ოლანდისა და მემარცხენეთა მიერ აქცენტირებული ეკონომიკური ზრდა კეინსიანურ მიდგომას - სახელმწიფო ხარჯვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადასახადების გაზრდისა და სამთავრობო ხარჯვის შემცირების შეფარდება 9/1 იყო. გაზრდით ეკონომიკის სტიმულირებას - გულისხმობს. მაგალითად, ოლანდის გეგმები ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას მოიცავს. ასეთი მიდგომა მდგრადი ეკონომიკური განვითარების ნაცვლად კრიზისს დაამძიმებს, გარკვეული ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშიც კი, მის ეფექტს გაზრდილი ინფლაცია და კიდევ უფრო მომატებული დეფიციტი გადაფარავს.

ევროპის მემარჯვენე პოლიტიკური ძალები საჯარო ვალსა და საბიუჯეტო დეფიციტზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა პრობლემის გადაჭრა სახელმწიფო ხარჯვის გაყინვითა და გადასახადების გაზრდით სურთ. საფრანგეთში ნიკოლა სარკოზიმ და ბრიტანეთში დევიდ კამერონმა გადასახადები ასწიეს, ასევე მოიქცა იტალიაში მარიო მონტი, იმავეს აპირებს ესპანეთში მარიანო რახოი. გადასახადები გაიზარდა ჰოლანდიაშიც, გერმანიაში კი ანგელა მერკელმა საკუთარი გადასახადების დაწევის პროგრამა ვერ შეასრულა. წლების მანძილზე ევროპელი მემარჯვენეები ბრიუსელიდან თავსმოხვეულ ეკონომიკურ პოლიტიკასაც აკრიტიკებდნენ. თუმცა სუვერენულობაზე საუბარს, მერკელისა და სარკოზის მიერ მთელი ევროპისთვის გამოწერილმა ეკონომიკურმა რეცეპტებმა გამოაცალეს საფუძველი.

საბოლოოდ აღმოჩნდა, სარკოზიმ პრეზიდენტის პოსტი ოლანდს დაუთმო, მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია გერმანიის რეგიონულ არჩევნებში მიყოლებით თმობს პოზიციებს, ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორებს ლეიბორისტებმა აჯობეს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატთა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ევროპა კრიზისამდე მიიყვანა, ამომრჩეველი მაინც მათ უბრუნდება.

ევროპელი მემარჯვენე პარტიების კრიზისის მიზეზი ის არის, რომ მათ რეიგანის ან თეტჩერის მსგავსი ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ოპტიმისტური პროგრამა არ აქვთ. შესაბამისად, ამომრჩევლისგან მკაფიო, ერთპიროვნულ მანდატს ვერ იღებენ. კრიზისიდან გამოსვლისა და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ, ჭეშმარიტად კონსერვატიულ რეფორმებს - სამთავრობო ხარჯვის შეზღუდვას, გადასახადების შემცირებასა და ეკონომიკის დერეგულაციას - ევროპაში გამონაკლისის სახით (შვედეთი) თუ შეხვდებით.

ოლანდის ევროპის ფისკალური აქტის ჩასწორების სურვილს მერკელი ეწინააღმდეგება. მან კატეგორიულად გამორიცხა აქტის გადახედვა. ერთი მხრივ, გერმანელებს აღარ სურთ სხვა ქვეყნების სამთავრობო ხარჯვის დაფინანსება. მეორე მხრივ, მერკელს 2012 წლის შემოდგომაზე არჩევნები ელის და, სავარაუდოდ, გერმანელი ამომრჩეველი კომპრომისს არ მოუწონებს. ევროკავშირის ლიდერებმა ოლანდს, შესაძლოა, სხვა ღონისძიებები შესთავაზონ: ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების ახალი მექანიზმის შემუშავება, ევროკავშირის ბიუჯეტის გაზრდა ან წევრი ქვეყნებისთვის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების მოთხოვნების შერბილება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის გათვლებით, საფრანგეთი 2013 წლისთვის ვერ შეძლებს დეფიციტის ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნიშნულამდე, მშპ-ის 3 პროცენტამდე ჩამოყვანას.

ანალიტიკოსები, მათ შორის გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი, აღნიშნავენ, რომ ოლანდმა ფრანგებსა და ევროპელებს კრიზისიდან მტკივნეული რეფორმების გარეშე გამოსვლის ფუჭი იმედი მისცა. ოლანდი ფრანგებს დაჰპირდა, რომ მილიონ ევროზე მეტი შემოსავლის მქონე ფრანგებს გადასახადებს 41-დან 75 პროცენტამდე გაუზრდიდა. თუმცა ეს ცვლილება ოლანდის ბიუჯეტს მხოლოდ 300 მილიონი ევროთი თუ შეავსებს, რაც მისი ხარჯვითი გეგმებისთვის საკმარისი არ იქნება. ამას გარდა, ოლანდმა თავის მოწინააღმდეგედ ფინანსური სამყარო გამოაცხადა და ევროზონის კრიზისი ეკონომიკის ლიბერალიზაციას, დერეგულაციასა და პრივატიზაციას დააბრალა. თუმცა მისი ოპონენტები, საფრანგეთის მიერ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის დაკარგვას სწორედ ამ რეფორმების არარსებობას აბრალებენ.

ევროზონის მდგომარეობა საბერძნეთის არჩევნებმა ვერ გააუმჯობესა. გამარჯვება ვერცერთმა პარტიამ ვერ მოახერხა. ხმები ისე გადანაწილდა, რომ პოლიტიკური ძალები კოალიციას ვერ ქმნიან მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. სავარაუდოდ, საჭირო გახდება ივნისში განმეორებითი არჩევნების გამართვა, რომელშიც, გამოკითხვების მიხედვით, რადიკალი მემარცხენე პარტია სირიზა გაიმარჯვებს. მისი ლიდერი ალექსის ციპრასი ევროკავშირის მოთხოვნებსა და შეთავაზებულ რეფორმებს არ ეთანხმება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპულმა ბანკებმა უკვე დაიწყეს მომზადება საბერძნეთის ევროზონიდან გასვლისა და საბერძნეთში ფულადი ერთეულის, დრაქმის დაბრუნებისთვის. მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ევროკავშირის უპირველესი მიზანი იქნება, იგივე ბედი იტალიასა და ესპანეთს ააცილოს თავიდან. თუმცა ეკონომიკური მიმომხილველები ეჭვობენ, ეყოფა თუ არა ევროკავშირს ამისთვის ფინანსური მექანიზმები.

18 შიში და სიძულვილი ლიბიაში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ჩრდილოეთ აფრიკა

ირაკლი გუნია

0x01 graphic

კადაფის დამხობას ლიბიაში მშვიდობა არ მოჰყოლია, რევოლუციით მხოლოდ ქვეყნის პრობლემების პანდორას ყუთი გაიხსნა. ქვეყნის დროებითი მმართველობა საჰარული სამხრეთ ნაწილის კონტროლს ვერ ახერხებს, ხოლო შიდა რეგიონული დაძაბულობა სულ უფრო მატულობს. მსოფლიოს ყველაზე შეიარაღებულ სახელმწიფოში სამხედრო ფორმირებები კანონს არ ემორჩილებიან, ერთ-ერთი მათგანი კი პრემიერმინისტრის ოფისსაც დაესხა თავს. არჩევნები ივნისშია დაგეგმილი, თუმცა მოსახლეობა დემოკრატიის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. 40-წლიანი დიქტატურის შემდეგ ლიბიაში სახელმწიფოს შენების პროცესი კვლავ შორეულ პერსპექტივად ჩანს.

10 მაისს შეიარაღებულმა პირებმა იერიში მაშინ მიიტანეს დროებითი პრემიერმინისტრის ოფისზე, როდესაც ის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას მართავდა. ეს შეტევა სამხედროებს შორის მზარდი უკმაყოფილების შედეგია - ისინი სამოქალაქო ომში გაწეული სამსახურისთვის კუთვნილ გასამრჯელოს ითხოვენ. კადაფის წინააღმდეგ მებრძოლი ამბოხებულების (თჰუვარი) ეროვნულ ჯარში ინტეგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რეგულარულ არმიაში ჩართვაზე მეტად ისინი ლოკალური კავშირების შენარჩუნებაზე ზრუნავენ. ამბოხებულები რევოლუციას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ და დაძაბული ურთიერთობა აქვთ კადაფის არმიის ყოფილ ჯარისკაცებთან, რომელთა უმრავლესობას ომში მონაწილეობა არ მიუღია და ამით სამუშაო შეინარჩუნა.

კადაფის რეჟიმის დაცემის შემდეგ ლიბიის დროებითი საბჭო უშედეგოდ აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ტომების ლიდერებთან (ტრიპოლის ცენტრალური ხელისუფლების აღიარების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ). ეროვნული საბჭო ვერ ახერხებს აფრიკის სიდიდით მეოთხე ქვეყნის 6,000-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაკონტროლებას, ხოლო ლიბიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, ბერბერები და შავკანიანი აფრიკელები არაბულ ტომებს კონტრაბანდისტული მარშრუტების ხელში ჩასაგდებად ეცილებიან. ქვეყნის ტერიტორიაზე 20 მილიონამდე სხვადასხვა სახეობის იარაღი არსებობს, რომელთა დიდი ნაწილი კადაფის ყოფილი არსენალიდან მითვისებული ნადავლია. შედარებით მშვიდობიანი ვითარებაა ხმელთაშუაზღვისპირა ზოლში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს და პოლიცია თავის ფუნქციებს ასრულებს. ტრიპოლის რადიოსადგურები ათწლეულების მანძილზე პირველად გადმოსცემენ ამერიკულ პოპმუსიკას.

პოსტკადაფისეულ ლიბიაზე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების ანგარიშში მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა. Amnesty International-ი თებერვალში გამოქვეყნებულ კვლევაში სამხედროთა ტყვეობაში დაღუპულ თორმეტ ადამიანზე მიუთითებს. მოხსენებაში აღწერილია ბანდფორმირებების მიერ შექმნილი ტერორი - ისინი კადაფის მომხრეობაში შემჩნეულ ათასობით მშვიდობიან მოსახლეს ავიწროებენ და სახლებიდან დევნიან. მარტში გამოქვეყნებული გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოხსენება ლიბიაში შექმნილ საერთაშორისო სამართლის მძიმე სურათს იძლევა და კადაფის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულებს „სერიოზულ დარღვევებში“ ადანაშაულებს.

40-წლიანი დიქტატურის შემდეგ ლიბიელები დემოკრატიას ნაკლებად ენდობიან. დეკემბერ-იანვარში ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მომდევნო ერთი წლის მანძილზე დემოკრატიის გარკვეული ფორმების დანერგვა რესპონდენტთა მხოლოდ 15%25-ს სურდა. 42%25 ლიბიის სათავეში ისევ ერთპიროვნულ ლიდერს იმედოვნებდა, ხოლო მნიშვნელოვანი უმცირესობა, დაახლოებით 16 პროცენტი, პოლიტიკური ძალადობისთვის მზადყოფნას გამოთქვამდა.

ბრუკინგსის ცენტრის შეფასებით, ლიბიაში სახელმწიფოს შენების პროცესს და დემოკრატიზაციას რიგი ფაქტორები უშლის ხელს, მათ შორის უმთავრესია არსებული ინსტიტუტების ნაკლებობა, სუსტი უსაფრთხოების ზომები და პოლიტიკურ აქტორთა გამოუცდელობა. ხოლო იარაღის გავრცელება, ისლამისტური ფორმირებების დეცენტრალიზაცია და ალ-ყაიდას შენაერთის არსებობა შემდგომი დესტაბილიზაციის ხელშემწყობი ფაქტორებია.

საპარლამენტო არჩევნები ივნისშია დაგეგმილი. ახალი საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციაზე იმუშავებს. ლიბიელები შიშობენ, რომ ქმედითუნარიანი ეროვნული არმიის და პოლიციის გარეშე, სამხედრო შენაერთები საარჩევნო პროცესზე გავლენას მოახდენენ და ქვეყანას ძალადობაში ჩაითრევენ. ლიბიის ყოფილი დროებითი პრემიერმინისტრი ალი ტარჰუნი და სხვა ლიდერები არ გამორიცხავენ ლიბანის სცენარს, სადაც შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება დიდი ხნით გახდა პოლიტიკური ლანდშაფტის შემადგენელი ნაწილი.

19 მესაფლავე თომა ევროპული გზიდან არ გადაუხვევს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

სერბეთი

ირაკლი გუნია

სერბეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ყველასთვის მოულოდნელად, ტომისლავ ნიკოლიჩმა მოქმედი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი დაამარცხა. ბალკანური სახელმწიფოს სათავეში ლიბერალის ნაციონალისტით ჩანაცვლებამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაზე და კოსოვოს მომავალზეც.

0x01 graphic

სერბეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სერბეთის პროგრესული პარტიის ლიდერმა ტომისლავ ნიკოლიჩმა ხმების 49.5 პროცენტი მიიღო, ხოლო მოწინააღმდეგე ტადიჩმა - 47.4%25. ბელგრადის ცენტრში შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს ნიკოლიჩმა განუცხადა, რომ სერბეთი „არ გადაუხვევს ევროპული გზიდან“, აგრეთვე „არ მიატოვებს კოსოვოს და მეტოქიის ხალხს“. მისი გამარჯვება პოლიტიკურ მიწისძვრად შეფასდა, რადგან წინასწარ გამოკითხვებში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა მოქმედ პრეზიდენტს. ნიკოლიჩის ნაციონალისტ მომხრეებს ტადიჩის მძიმე ეკონომიკური ვითარებით უკმაყოფილო ტრადიციულ ამომრჩეველთან შედარებით უფრო მეტი მოტივაცია აღმოაჩნდათ.

უკანასკნელად ნიკოლიჩი ხელისუფლებაში 1999-2000 წლებში იყო, როდესაც სლობოდან მილოშევიჩის მთავრობაში პრემიერმინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ერთხანს სასაფლაოს ზედამხედველობის გამო მისი მეტსახელი „მესაფლავე თომაა“. ბალკანური ომების დროს, ნიკოლიჩი სერბული რადიკალური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო და მილოშევიჩზე უფრო ექსტრემისტული პოზიცია ეკავა. იგი „დიდი სერბეთის“ იდეას უჭერდა მხარს და ქვეყნის შემადგენლობაში ხორვატიის და ბოსნიის დიდი ნაწილის ჩართვას ემხრობოდა. 2000-იან წლებში მან მემარჯვენე ცენტრისკენ თანდათანობით შეცვალა პოზიცია და ნაციონალისტური რიტორიკა შეარბილა. სერბული რადიკალური პარტიის სახელით ტადიჩთან 2004 და 2008 წლების ორი საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, 2008-ში კი საკუთარი პროგრესული პარტიის დასაარსებლად მშობლიურ პოლიტიკურ ძალას გამოეყო და პროევროპელ კონსერვატორად იქცა.

მოწინააღმდეგეთა აზრით, ნიკოლიჩის ამგვარი ტრანსფორმაცია მხოლოდ დეკორაციული სახისაა. მას ახლო კავშირები აქვს რუსეთთან და ადრე უთქვამს კიდეც, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას რუსეთის პროვინციად ყოფნა ურჩევნია. ნიკოლიჩის პარტია ბევრად კრიტიკულია დასავლური ინტეგრაციის მიმართ და გაცილებით ღია - კრემლის წინადადებებზე. პრეზიდენტის რანგში პირველ ვიზიტს ნიკოლიჩი მოსკოვში გეგმავს.

ტადიჩი მორიგი ევროპელი ლიდერია, რომელიც ევროზონის კრიზისს შეეწირა. მისი საპრეზიდენტო კამპანია უმეტესად პროდასავლურ პოლიტიკაზე იყო აგებული. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სერბეთმა ევროკავშირის წევრი-კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მიიღო. ტადიჩის მთავარი პრობლემა ეკონომიკური დაღმავლობა და მმართველი ელიტის შიგნით არსებული კორუფცია აღმოჩნდა. რეცესიის შედეგად უმუშევრობის დონე 10%25-ით გაიზარდა და 24.4%25 შეადგინა, საჯარო ვალმა 14,4 მილიარდ ევრომდე, ანუ 16%25-ით მოიმატა, ხოლო საშუალო ხელფასის მაჩვენებელი თვეში 360 ევრო გახდა. ამასთან ერთად, ფინანსურმა კრიზისმა განვითარებისთვის აუცილებელი უცხოური ინვესტიციები შეაჩერა.

სოციალური უსაფრთხოების გაზრდის წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, ტომისლავ ნიკოლიჩს საბიუჯეტო დეფიციტის აღმოსაფხვრელად მკაცრი ხარჯშემკვეცი ზომების მიღება მოუწევს. ფისკალური სამიზნეების გამოსწორებით, მან აგრეთვე უნდა დაარწმუნოს საერთაშორისო მონეტარული ფონდი, რომ ამ უკანასკნელმა თებერვალში შეჩერებული 1,3 მილიარდი ევროს რაოდენობის გამაფრთხილებელი სესხი განუახლოს.

6 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსალოდნელია, რომ ტადიჩის დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზე გასულ სოციალისტებთან სამთავრობო კოალიციას შექმნის. მემარჯვენე პრეზიდენტის პარალელურად მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის არსებობამ შესაძლოა ბალკანური სახელმწიფოს პოლიტიკური პარალიზება გამოიწვიოს. ახალ პრეზიდენტს ძლიერი მოტივაცია ექნება, რომ ხელსაყრელ შემთხვევაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. ამგვარი თანამშრომლობით შეიძლება ძალის ჯანსაღი ბალანსი წარმოიქმნას, რაც ტადიჩის ერთმმართველობის ალტერნატივა იქნება.

20 ღვინის ტურიზმი - გამოწვევები და პერსპექტივები

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე

0x01 graphic

სულ მალე სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოჩნდება ახალი ქართული თამაში - მეღვინე. მისი Facebook-ზე განთავსების ინიციატორი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროა. მოთამაშეს შეუძლია მოაწყოს ვირტუალური ფერმა: შეისყიდოს მიწა, გააშენოს სხვადასხვა ჯიშის ვაზი, მიიღოს მოსავალი და დაწუროს ღვინო. შემდეგ ამ პროდუქციას თავისი სურვილის მიხედვით ან ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის, ან ექსპორტზე გაიტანს. მოთამაშეს ასევე ექნება საშუალება, რომ თამაშში Facebook-ის მეგობრები მიიწვიოს და თავის ბიზნესპარტნიორებად აქციოს.

თამაშში ჩართვით Facebook-ის მომხმარებელი შეჯიბრის მონაწილე ხდება - სამი თვის განმავლობაში სამი ეტაპის გავლა მოუწევს. მთელი თამაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-ის გვერდზე აიტვირთება და თითოეული ეტაპის გამარჯვებულს სამინისტრო სპეციალური პრიზით დააჯილდოებს. შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ონლაინთამაში მეღვინე, გასართობთან ერთად, შემეცნებითიც იქნება და მეღვინეობით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი ლიბერთი ბანკია.

საქართველოში ღვინოს დიდი ტრადიცია აქვს, რასაც არქეოლოგიური გათხრებიც მოწმობს: ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაახლოებით 7000 წლის წინანდელი ყურძნის ჯიშები. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, სადაც ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. თერმოსის ტიპის ქვევრებით ქართული ღვინო საბერძნეთში, სპარსეთში, იერუსალიმში გაჰქონდათ ექსპორტზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 3.614.1 ათასი ლიტრი, ხოლო შემოსავალმა 10.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ქართული ღვინის ორი ყველაზე მსხვილი - ევროკავშირის და დსთ-ს ბაზარია. ბოლო წლების ახალი ბაზარი, რომელიც ქართულმა ღვინომ აითვისა, ჩინეთია.

2009-2011 წლებში საქართველოდან ექსპორტზე 39.324.8 ათასი ლიტრი ღვინო გავიდა. ამ პერიოდში ქართული ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 127.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი - 54 მილიონი აშშ დოლარი - უკრაინაზე მოდის.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ბოლო დროს საქართველო არა მხოლოდ ღვინის კულტურის, არამედ ღვინის ტურიზმის სექტორის განვითარებითაც დაინტერესდა: 3-4 თვეში რამდენიმე ახალი მარანი გაიხსნა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ისტორიულ მარნებს. ღვინის ტურიზმით ინვესტორებიც უფრო ხშირად ინტერესდებიან - ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველოსთვის შედარებით ახალი მიდგომა - შატოს კულტურა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ტურისტებში. აქ სტუმარს შეუძლია გაჩერდეს, ადგილზე დააგემოვნოს ღვინო, მონაწილეობა მიიღოს რთველში.

სულ მალე ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ღვინის სპეციალურ რუკაზე დატანილი მარშრუტებით ისარგებლონ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო მუშაობს ღვინის მარშრუტების შემუშავების პროექტზე, რომელიც რამდენიმე ფაზისგან შედგება: მარნებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების აღწერა, მათი ანალიზის საფუძველზე ღვინის ადგილების მარკირება და ტურისტული მარშრუტების შემუშავება. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, უკვე მომზადებულია სომელიეს და სპეციალიზებული გიდის სასწავლო მეგზურებიც.

საქართველოს მთავრობის გარდა, ღვინის ტურიზმის განვითარებით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, ღვინის ტურიზმის სექტორის ხელშესაწყობად საქართველოში ჩამოვიდა EPI-ს საერთაშორისო ექსპერტი ჯესიკა ბელი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებთან იმუშავებს, მათ ტრენინგებს ჩაუტარებს და ახალ მეთოდებს პრაქტიკაშიც გამოცდის. ქართული ღვინის წარმოებასა და კულტურაზე, საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებასა და პერსპექტივებზე, ტაბულა ჯესიკა ბელის ესაუბრა:

საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას ორი ძირითადი ფაქტორი უშლის ხელს - არასწორი მარკეტინგი და ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი დანადგარები. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ხარისხზე ეს მოძველებული ტექნიკა გავლენას ვერ ახდენს, ღვინის ტურიზმისთვის მაინც ნაკლია, რადგან დასავლელი ტურისტები განათებულ-გაკრიალებულ ქარხნებს არიან მიჩვეული. მათთვის ქარხანაც ტურიზმის ნაწილი და ინტერესის სფეროა. ამიტომ, თუ ქართულ ღვინოს უცხოელი ტურისტების მოზიდვა და ამ მხრივ კონკურენტუნარიანობის მოპოვება უნდა, მაშინ ქარხნების უკეთ აღჭურვა და შემდეგ მათი მარკეტინგულად სწორად შეფუთვა ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველომ საკუთარი ნიშა უნდა იპოვოს. ევროპული ტექნოლოგიებით დაყენებული ღვინით ევროპული ბაზარი ისედაც გაჯერებულია. ამიტომ საქართველოს შეუძლია ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდები დახვეწოს და ქართული ქვევრის თუ ნახევრად ტკბილი ღვინით მსოფლიო ბაზრისკენ გზა უფრო ადვილად გაიკვალოს. ასე ქვეყანა საკუთარი ღვინის იდენტურობის შენარჩუნებასაც მოახერხებს და მის გემოსაც უფრო თანამედროვეს გახდის. თუმცა ეს ხანგრძლივი და შრომატევადი საქმე იქნება.

საქართველოს შეუძლია სხვა ქვეყნების შეცდომებზე ისწავლოს. რამდენიმე წლის წინ ბევრმა ესპანურმა ქარხანამ დიდი შეცდომა დაუშვა: ღვინო მხოლოდ სხვადასხვა საერთაშორისო ჯიშებისგან დააყენეს და არცერთი ადგილობრივი ჯიში არ გამოიყენეს. შედეგად, უცხოელი ტურისტები ვერ დააინტერესეს, რადგან ამ ტიპის ღვინის დაგემოვნება მათ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის სამშობლოშიც, შეეძლოთ. ფაქტია, რომ ამერიკელი ტურისტი ესპანეთში სიამოვნებით გაუსინჯავს გემოს ადგილობრივ ტემპრანიოს და არ იყიდის კაბერნეს, რომელიც ამერიკაში მოდის.

0x01 graphic

ამდენად, აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა არის სინამდვილეში ღვინის ტურიზმი და რისთვის ჩამოდის ქვეყანაში ღვინით დაინტერესებული ტურისტი. ღვინის ტურში მონაწილე ადამიანებს ყველაზე მეტად ადგილობრივი ღვინო, მისი ისტორია და კულტურა ხიბლავთ. ეს საქართველოს არ აკლია. უბრალოდ, ამის სწორად გამოყენება უნდა ისწავლოთ.

21 Leap Motion სამგანზომილებიანი მაუსი

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

მირიან ტორონჯაძე

პირველი ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერის დამატებითი კონტროლერის გარეშე სამართავად შეიქმნა, Nintendo Wii-ს ეკუთვნის. Microsoft-ის Kinekt-ი კი ოდნავ მოგვიანებით შექმნილი სისტემაა, თუმცა მათი სიზუსტე არც ისე დიდია და მხოლოდ ადამიანის მთლიანი სხეულის და ხელების მოძრაობების აღქმა შეუძლია. ამიტომაც, მათი გამოყენების სფერო ჯერჯერობით კომპიუტერულ თამაშებს ვერ გასცდა და აქაც, მათი მხარდაჭერა ყველა თამაშს არ აქვს. ხოლო Leap Motion-ის სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია, სრულად შეცვლის კომპიუტერის მხოლოდ ხელების მოძრაობით, უკონტროლერო მართვაზე წარმოდგენას.

Leap Motion-ი არის ტექნოლოგია, რომელიც მისი შემქმნელების განცხადებით, „ახალ სიტყვას იტყვის თამაშების, დიზაინის, ქირურგიის და არქიტექტურის სფეროებში“. ის პატარა USB მოწყობილობაა, რომელსაც მილიმეტრის მეასედის სიზუსტით შეუძლია აღიქვას თითების მოძრაობა, რაც მას დღეს არსებულ ყველა აპარატზე 200-ჯერ უფრო ზუსტს გახდის. 70 დოლარის ღირებულების გაჯეტი ზომით საღეჭი რეზინის შეკვრას არ აღემატება, კომპიუტერის მონიტორის წინ, მაგიდაზე ყენდება და მის სამუშაო არეში, რომელიც 4 კუბურ ფუტს (0.11 კუბური მეტრი) შეადგენს, ყველანაირი საგნის მოძრაობას აღიქვამს. შეიძლება ითქვას, რომ Leap Motion-ი არის ერთგვარი „საჰაერო მაუსი“, იმ განსხვავებით, რომ მაუსი ორ განზომილებაში მოძრაობს, Leap Motion-ს კი სამივე განზომილების აღქმის უნარი აქვს. გარდა ამისა, მას Multitouch-ის მხარდაჭერაც ექნება, რაც გულისხმობს, რომ მანიპულირება ერთდროულად ათივე თითით არის შესაძლებელი.

სან-ფრანცისკოში დაარსებულ კომპანია Leap Motion-ს ამ ტექნოლოგიის საჯაროდ გავრცელება აქვს დაგეგმილი. leapmotion.com-ზე ვკითხულობთ შეთავაზებას პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის - ყველა მსურველს, ვისაც ამ მოწყობილობისთვის პროგრამული ნაწილის დაწერა შეუძლია, უფასოდ სთავაზობენ Developer Kit-ს, რაც კიდევ ერთი განსხვავებაა Microsoft-ის Kinekt-ისგან.

კინექტი დახურული სისტემაა. ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია, თუ, მაგალითად, რაიმე პროგრამა დაწერეთ, რომლის მართვაშიც Kinekt-ის ჩართვა გსურთ. ამან თავის დროზე უკვე გამოიწვია დეველოპერების დიდი უკმაყოფილება. Kinekt-ის წინააღმდეგ დიდი ჰაკერული გაერთიანებაც შეიქმნა, სახელწოდებით Kinekt hacking movement. მოძრაობამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ Microsoft-მა აღიარა - Kinekt-ის დახურულ სისტემად შექმნა შეცდომა იყო. თუმცა Leap Motion-ის გამოჩენით Kinekt-ის მწარმოებლებს ამ შეცდომის გამოსწორება აღარ შეუძლიათ.

„ჩვენ გვინდა, რომ პროგრამების ყველა დეველოპერს მოქმედებისთვის მაქსიმალურად მოქნილი სივრცე შევთავაზოთ“, - განაცხადა კომპანია Leap Motion-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ბუკვალდმა. ბუკვალდის აზრით, მათი ახალი ტექნოლოგიის მნიშვნელობა და პოტენციური გამოყენების სფეროები იმდენად დიდია, რომ ის აუცილებლად ღია სისტემა უნდა იყოს. „წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, თავის დროზე კომპიუტერის მაუსი რომ დახურულ სისტემად შექმნილიყო და მისი გამოყენება პროგრამებში არავის შეძლებოდა?“ - ამბობს ბუკვალდი.

Leap Motion-ის ვებგვერდზე უკვე შეიძლება ამ მოწყობილობის წინასწარი შეკვეთა. მისი ფასი ჯერჯერობით 70 დოლარია. გამოშვების სავარაუდო დრო კი 2012 წლის დეკემბერი - 2013-ის იანვარი გახლავთ.

0x01 graphic

22 კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

▲ზევით დაბრუნება


არქივი

ვაჟა ფშაველა

0x01 graphic

ვაჟა-ფშაველა ერთ-ერთი ყველაზე განათლებული მოღვაწე იყო მისი დროის მოღვაწეთა შორის. ბევრისთვის ის მთიდან ჩამოსულ გლეხს წარმოადგენდა, რომელმაც ადვილად მოახერხა ხალხის გულის მოგება, ყოველგვარი განათლების გარეშე. ეს ასე არ იყო. მისი ცოდნა არაფრით ჩამოუვარდებოდა ბევრისას იმ დროში. მისი საყვარელი ფილოსოფოსი ჰეგელი იყო, მისი იდეებითაა სავსე თითქმის ყველა ნაწარმოები. ეს წერილი ვაჟამ მარქსისტებთან პოლემიკის დროს დაწერა. ჟორდანიას გუნდი მუდამ ცდილობდა საერთო პოლიტიკური პროგრამიდან ეროვნული დამოუკიდებლობისა და ნაციონალური იდენტობის თემა ამოეღო. სწორედ ამ წერილით უპასუხა ვაჟამ მოწინააღმდეგეებს.

ნათია ვაშაყმაძე
ლიტერატორი

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპოლიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. 1905 წ. ვაჟა-ფშაველა

23 ევრო 2012: C ქვეჯგუფი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

0x01 graphic

მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე

საკლუბო დონეზე მადრიდის რეალთან ერთად ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში ყველაფერი მოიგო, ნაკრებში მისულმა კი სამუდამოდ შეაბიჯა ისტორიაში: 2010 წელს გუნდს ფიფას ოქროს თასი მოაგებინა! დელ ბოსკე მსოფლიო რეკორდის მფლობელია - ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნიდან, მისმა გუნდმა ზედიზედ 13 მატჩი მოიგო! და თუ სტატისტიკა ვახსენეთ, ისიც დავძინოთ, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მატჩების 88,31%25 მოიგო! 1981 წელს დელ ბოსკემ თბილისში, მაშინდელ ვ. ი. ლენინის სახელობის დინამოს სტადიონზე ითამაშა: რეალის მაისურით მოსკოვის სპარტაკის წინააღმდეგ.

0x01 graphic

სამეფო ფეხბურთის ფედერაცია - RFEF დაარსდა 1909 წელს 14 ოქტომბერს მადრიდში.

ესპანეთი ფიფას რეიტინგი - 1

პირველი საერთაშორისო მატჩი: 20.08.1920 დანია - 1:0

ყველაზე დიდი გამარჯვება: 21.05.1933 ბულგარეთი - 13:0

ყველაზე დიდი მარცხი: 04.06.1928 იტალია და 09.12.1931 ინგლისი - 1:7

ყველაზე მეტი თამაში: იკერ კასილიასი - 128

ყველაზე მეტი გოლი: დავიდ ვილია - 51

გერმანიის შემდეგ ესპანეთმა ყველაზე მეტჯერ მოიგო ევროპირველობა - 1964 და 2008 წლებში. 1984 წელს ფინალში ითამაშა.

ესპანეთი ტურნირს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება: საკვალიფიკაციოში მოგებული რვავე მატჩი, წლეულს ერთადერთი ამხანაგური თამაში და 5:0 (ვენესუელასთან), შესანიშნავი ფეხბურთელები და, რა თქმა უნდა, დიდებული მწვრთნელი.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს ბარსას კაპიტანი და ძირითადი მცველი კარლეს პუიოლი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დავიდ ვილია დააკლდებიან, პირენეელები მაინც ფავორიტთა შორის სახელდებიან - მონოლითური გუნდი, რომელიც წლებია საფეხბურთო სამყაროს მწვერვალზეა, ასეთი ვარაუდის უფლებას ნამდვილად იძლევა.

ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთმა ერთი ამხანაგური შეხვედრა უკვე ჩაატარა: 26 მაისს შვეიცარიაში სერბეთს გაეჯიბრა, წინ კი ორი საწვრთნელი მატჩია - 30 მაისს, კვლავ შვეიცარიაში კორეასთან, 3 ივნისს კი სევილიაში ჩინეთთან.

11 სექტემბერს ესპანელები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს თბილისში დაიწყებენ.

ვარსკვლავი

ხავი

0x01 graphic

ნაკრების ვიცეკაპიტანი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, ევრო 2008-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ბარსას სული და გული, უამრავი საკლუბო თასის ამწევი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ბრწყინვალე ფეხბურთელი!

ისევე, როგორც ოთხი წლის წინ ავსტრია-შვეიცარიაში, ხავი პოლონეთ-უკრაინაშიც გუნდის ტვინი იქნება.

108 მატჩი და 10 გოლი. ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ბარსელონელი მხოლოდ კასილიასს ჩამორჩება.

ტაბულას რეიტინგი
ათბალიანი სისტემით:

მეკარე - 10

დაცვა - 9

ნახევარდაცვა - 10

თავდასხმა - 9

ჯამი: 38

0x01 graphic

მწვრთნელი
ჩეზარე პრანდელი

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ნაკრებში ამავე კლუბის ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი შეცვალა. ეს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოხდა. პირველივე პრესკონფერენციაზე ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი თავიდან იყო ასაშენებელი და ყველას მუხლჩაუხრელი შრომისკენ მოუწოდა. პრანდელის იტალიას ბევრი აკრიტიკებს, უმრავლესობა იწუნებს და ამხანაგურ მატჩებში არაერთ წაგებას ახსენებს, მაგრამ ვერც ისინი უარყოფენ ფაქტებს - არცთუ იოლ საკვალიფიკაციო ჯგუფში იტალიელებმა დაუმარცხებლად იარეს. ცნობისათვის: პრანდელის შვილი ნიკოლო პარმას ფიტნესის მწვრთნელია.

0x01 graphic

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია - FIGC - დაარსდა 1898 წლის 16 მარტს ტურინში FIGC უეფას ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ტალია ფიფას რეიტინგი - 12

პირველი საერთაშორისო მატჩი: 15.05.1910 საფრანგეთი - 6:2

ყველაზე დიდი გამარჯვება: 02.08.1948 აშშ - 9:0

ყველაზე დიდი მარცხი: 06.04.1924 უნგრეთი - 1:7

ყველაზე მეტი თამაში: ფაბიო კანავარო - 136

ყველაზე მეტი გოლი: ლუიჯი რივა - 35

იტალიამ ორჯერ უმასპინძლა ევროპირველობას: 1968 წელს ჩემპიონი გახდა, 1980-ში კი მეოთხე ადგილზე გავიდა. 1988 წელს სკუადრა აძურა ნახევარფინალში დამარცხდა, 2000 წელს - ფინალში.

ჩეზარე პრანდელის იტალიამ ევრო 2012-ის შესარჩევი დაუმარცხებლად დაასრულა: ათიდან რვა მატჩი მოიგო, მაგრამ ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრა წააგო - ნოემბერში რომში დამარცხდა ურუგვაისთან, თებერვალში კი გენუაში აშშ-სთან.

შეძლებს იტალია ჯგუფიდან გასვლას? ეგებ, კითხვა უცნაურად გეჩვენოთ, მაგრამ თუ ბოლო ორ ევროპირველობას გავიხსენებთ, უცნაური არაფერი იქნება: პორტუგალიაში ჯგუფში ჩარჩა, ავსტრია-შვეიცარიაში კი ძლივს გავიდა და მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა.

სკუადრა აძურა ევრო 2012-ს სწორედ ესპანეთთან მატჩით იწყებს, მანამდე კი ორ ამხანაგურს ჩაატარებს: 29 მაისს პარმაში ლუქსემბურგს უმასპინძლებს, 1 ივნისს კი ციურიხში რუსეთს დაუპირისპირდება.

დღევანდელ გუნდში მხოლოდ ოთხს უთამაშია ნაკრებში 50-ზე მეტჯერ. პოლონეთ-უკრაინაში ჩვენ იტალიას კიდევ ერთხელ გავიცნობთ.

ვარსკვლავი
ჯანლუიჯი ბუფონი

0x01 graphic

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე დღეს იტალიის ნაკრების კაპიტანია და ლეგენდარული ალესანდრო დელ პიეროს იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ, კლუბშიც ამ სტატუსით ისარგებლებს.

ბუფონი ევროს ბრწყინვალე განწყობით ხვდება: ნანატრი სკუდეტო მოიგო!

2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე გახდა, ოთხჯერ აღიარეს წლის მეკარედ მსოფლიოში, სამშობლოში კი რვაჯერ.

უფროს შვილს ტომასი კამერუნელი მეკარის ტომას ნკონოს პატივსაცემად დაარქვა.

ტაბულას რეიტინგი

ათბალიანი სისტემით:

მეკარე - 10

დაცვა - 9

ნახევარდაცვა - 8

თავდასხმა - 8

ჯამი: 35

0x01 graphic

საფეხბურთო ასოციაცია - FAI - დაარსდა 1921 წლის სექტემბერში დუბლინში.

ირლანდია ფიფას რეიტინგი - 18

პირველი საერთაშორისო მატჩი: 28.05.1924 ბულგარეთი - 1:0

ყველაზე დიდი გამარჯვება: 16.11.1983 მალტა - 8:0

ყველაზე დიდი მარცხი: 27.05.1982 ბრაზილია - 0:7

ყველაზე მეტი თამაში: შეი გივენი - 121

ყველაზე მეტი გოლი: რობი კინი - 53

ევროპირველობაზე ერთადერთხელ, 1988 წელს ითამაშა და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ირლანდიის ნაკრებმა პოლონეთ-უკრაინაში თამაში შესარჩევი ტურნირის ფლეი-ოფში გაინაღდა: ესტონეთს ტალინში, პირველივე მატჩში მოუსპო ევროსაგზურზე ოცნება - 4:0. საპასუხო შეხვედრა დუბლინში ფრედ 1:1 დასრულდა. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ჯგუფს, ირლანდიელები მხოლოდ რუსეთს ჩამორჩნენ 2 ქულით.

ჯოვანი ტრაპატონის გუნდი შარშანდელი 24 მარტის შემდეგ დაუმარცხებელია: დუბლინში ურუგვაისთან 2:3 წაგების შემდეგ ირლანდიელებმა ზედიზედ 11 შეხვედრა ჩაატარეს წაუგებლად. საგულისხმოა, რომ სამხრეთამერიკელებთან თამაშის შემდეგ „სამყურებს“ მხოლოდ 4 გოლი აქვთ გაშვებული...

ევროპის ჩემპიონატამდე ირლანდიელებს ერთი ამხანაგური თამაში დარჩათ: 4 ივნისს ბუდაპეშტში, „ფერენც პუშკაშზე“ უნგრელებს გაეჯიბრებიან.

0x01 graphic

მწვრთნელი
ჯოვანი ტრაპატონი

ის 2008 წლის დასაწყისში დაინიშნა ირლანდიის ნაკრების თავკაცად - ჯოვანი ტრაპატონი გუნდის ისტორიაში პირველი არაბრიტანელი მწვრთნელია. პირველივე საკვალიფიკაციოში ირლანდიელებს სულ ცოტა დააკლდათ სამხრეთ აფრიკა 2010-ის საგზურის მოსაგებად - ფრანგებთან ფლეი-ოფში გუნდი მსაჯის უყურადღებობის და ტიერი ანრის ხელით თამაშის გამო დაზარალდა.10 ივნისს, ხორვატიასთან ჯგუფის პირველი მატჩი ჯოვანი ტრაპატონის სამწვრთნელო კარიერაში საიუბილეო, 1200-ე იქნება: ლეგენდარული სპეციალისტის გუნდებმა 1974 წლიდან დღემდე 600-ზე მეტი მატჩი მოიგეს.ჯოვანი ტრაპატონი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც საკონტინენტთაშორისო თასთან ერთად უეფას ყველა საკლუბო ჯილდო მოიგო და თან, ერთ კლუბთან ერთად: იუვენტუსში მუშაობისას ჩემპიონთა, თასების, უეფას და ევროპის სუპერთასები აღმართა! ის ერთ-ერთია იმ ხუთთაგან (ერნსტ ჰაპელი, ჟოზე მოურინიუ, ტომისლავ ივიჩი, ბელა გუტმანი), რომლებსაც ჩემპიონის ტიტული 4 ქვეყანაში მოუგიათ.

ვარსკვლავი
რობი კინი

0x01 graphic

გუნდის კაპიტანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 1998 წელს მან ევროპირველობა ირლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მოიგო, სულ ბოლო წარმატებას კი ამჟამინდელ კლუბთან, ლოს ანჯელეს გელექსისთან ერთად მიაღწია - MLS-ის თასი აღმართა.

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრებს 3 გოლი გაუტანა: გერმანიის ქალაქ მაინცში ერთი, დუბლინში კი ორი.

ტაბულას რეიტინგი
ათბალიანი სისტემით:

მეკარე - 8

დაცვა - 7

ნახევარდაცვა - 7

თავდასხმა - 8

ჯამი: 30

მწვრთნელი
სლავენ ბილიჩი

0x01 graphic

43 წლის სპეციალისტი ნაკრების ყველაზე დიდი გამარჯვების მონაწილეა - 1998 წელს საფრანგეთში ის მცველი იყო. საერთო ჯამში, 44-ჯერ მოირგო გუნდის მაისური და 3 გოლიც გაიტანა.ეროვნული 2006 წლის 1 აგვისტოს ჩაიბარა - მანამდე ახალგაზრდულს წვრთნიდა. მისი ხელში გუნდმა ევრო 2008-ის საკვალიფიკაციოში ინგლისი ჯგუფში ჩატოვა და ავსტრია-შვეიცარიის საგზური მოიპოვა. გუნდს ტურნირის დასრულებისთანავე დატოვებს - მოსკოვის ლოკომოტივთან უკვე გააფორმა კონტრაქტი. ევრო 2008-ის წინ ხორვატულმა როკჯგუფმა Rawbau-მ ნაკრებს მიუძღვნა სიმღერა, რომელიც მალევე გახდა ჰიტი. ნაკრების მწვრთნელი ბილიჩი იმ კომპოზიციაში გიტარაზე უკრავდა...

0x01 graphic

ფეხბურთის ფედერაცია HNS დაარსადა 1941 წლის 16 ივლისს. სტატუსი აღიდგინა 1992 წლის 3 ივლისს.

ხორვატია ფიფას რეიტინგი - 8

პირველი საერთაშორისო მატჩი: 02.04.1940 შვეიცარია - 4:0

ყველაზე დიდი გამარჯვება: 06.06.1998 ავსტრალია და 07.10.2006 ანდორა - 7:0 ყველაზე დიდი მარცხი: 09.09.2009 ინგლისი - 1:5

ყველაზე მეტი თამაში: დარიო შიმიჩი - 100

ყველაზე მეტი გოლი: დავორ შუკერი - 45

ფედერაციის აღდგენის, ანუ 1992 წლის შემდეგ ნაკრებმა მხოლოდ ევრო 2000 გამოტოვა. 1996 და 2008 წლებში მეოთხედფინალში ითამაშა.

სლავენ ბილიჩის გუნდმა ევროსაგზური ფლეი-ოფში მოიპოვა: თურქეთს ორი მატჩის ჯამში 3:0 სძლია. შესარჩევ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობდა, ხორვატები ბერძნებს ჩამორჩნენ. ბალკანელებმა თემურ ქეცბაიას გუნდთან ქულები გაიყვეს: თბილისში 0:1 დამარცხდნენ, სპლიტში კი მანჯუკიჩის და კალინიჩის გვიანი გოლებით 2:1 იმარჯვეს.

ხორვატთა უდიდესი წარმატება 1998 წელს, საფრანგეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მესამე ადგილია. ოქროს თაობის წასვლის შემდეგ (შუკერი, პროსინეჩკი, ბობანი, ბოქშიჩი), გუნდს მსგავსი წარმატებისთვის აღარ მიუღწევია.

2012 წელი ბილიჩის გუნდმა ზაგრებში შვედეთთან 1:3 წაგებით დაიწყო. პოლონეთში ჩასვლამდე ხორვატია კიდევ ერთხელ გაეჯიბრება სკანდინავიელებს - 2 ივნისს ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება.

ვარსკვლავი
ლუკა მოდრიჩი

0x01 graphic

ევრო 2008-ზე, პირველივე მატჩში ავსტრიასთან მე-4 წუთზე მოდრიჩმა პენალტი გაიტანა. ევროპირველობების ისტორიაში ეს იყო ყველაზე ადრეული თერთმეტმეტრიანი. მომდევნო მატჩში ხორვატებმა გერმანელებს სძლიეს - ლუკა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა...

26 წლის ნახევარმცველი, რომელსაც ხორვატ კრუიფსაც უწოდებენ, 2008 წლის ზაფხულიდან ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურში თამაშობს. შარშან ჩელსი მის სანაცვლოდ ჯერ 22, ხოლო შემდეგ 27 მილიონ გირვანქას იხდიდა, მაგრამ კლუბმა ტრანსფერი იუარა.

ტაბულას რეიტინგი ათბალიანი სისტემით:

მეკარე - 7

დაცვა - 7

ნახევარდაცვა - 9

თავდასხმა - 7

ჯამი: 30

24 ჯეკ ნიკოლსონის ოქროს ბიჭები

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კალათბურთი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

ლეიკერსმა თავისი ისტორია ჩამოყარა. ოქროსფერი, სტეიპლს სენტერზე ძველი, ფრენკ სინატრას და მარლონ ბრანდოს ლეიკერსი. 75 წლის წინ, სინატრამ ჯერსი სითიში ბინგ ქროსბის შოუს მიუსწრო და სიმღერა გადაწყვიტა. 52 წლის წინ ლოს ანჯელესმა ლეიკერსი გაიცნო და ლეიკერსთან დარჩენა გადაწყვიტა. ანგელოზების ქალაქში მინეაპოლისიდან (1947-60) ანგელოზების გუნდი ჩავიდა და იქვე დარჩა. ჰოდა, მოდი სინატრადან ჯეკ ნიკოლსონამდე ლეიკერსის გასახდელის სიმბოლური ხალხი, პირველი ხუთეული შევკრათ.

პირველ ნომერზე მეჯიქ ჯონსონია. ადრე, ლიფსოს პროფესორი ქარიმ აბდულ-ჯაბარი რომ დაილეწა, მეჯიქმა ცენტრი ითამაშა და ფილადელფია აჭრა. ეს ამბავი 32 წლის წინ, სუპერფინალში მოხდა. მეჯიქის ერთ გაქცევაში იყო კომბინაციის დაძახება, ახალი კომბინაციის მოფიქრება, მოცეკვავე გოგონას მოკითხვა, ბაირონ სკოტის ვარცხნილობაზე გაღიმება და პასი. ის, მეჯიქის მეჯიქ-პასი. მისტერ ჯონსონი პირველი ხუთეულის პირველი გამთამაშებელია.

კობი ბრაიანტამდე ლეიკერსში პრობლემებს ჯერი უესტი აგვარებდა. უესტი ინსტინქტებით თამაშობდა. არ ახსოვდა მწვრთნელის მონახაზი და საკუთარ მონახაზებს ეგრევე ალაგებდა, ბიჭებს პროცესში უხსნიდა ყველაფერს. უესტმა კარიერა 25 192 ქულით, 5 366 მოხსნით და 6 238 პასით დახურა. ჯერი ლიგის ლოგოტიპია. ვუყურებთ NBA-ს და ვხედავთ უესტს.

წავედით ფორვარდებზე. ელჯინ ბეილორი საქსოფონზე უკრავდა. ამბობენ, რომ ნორმალურად. ელჯინ ბეილორი სმენადი მუსიკოსი და ჯერი უესტის ძმაკაცი იყო. ერთად დადიოდნენ წვეულებებზე, ერთად მონაწილეობდნენ ფოტოსესიებში, ერთად იგებდნენ, ერთად აგებდნენ სელტიქსთან და ერთად ბევრი მოასწრეს. ბეილორმა 23 149 ქულა დასვა. 11 463 მოხსნით.

ფორვარდზე ვწევთ კობის. სხვა ვარიანტი არ არის. კობი ჩვენი გენერაციის მაიკლ ჯორდანი, ლიფტში სექსის მოყვარული ბიჭი და ჩვეულებრივი კრიმინალია. კალათბურთის კრიმინალი. ვიღაცას რაღაცას წაართმევს, ვიღაცას თამაშის მუღამს დაუკარგავს და ვიღაცას დაამცირებს. კობი სულ ვიღაცას ამცირებს. ეს იცის და ეს უყვარს. ბრაიანტი სტატისტიკაზე დიდია.

ქარიმ აბდულ-ჯაბარი. ამ გუნდის ცენტრი. უფრო სანდო, ვიდრე უილტ ჩემბერლენი. უფრო გრძელვადიანი, ვიდრე მისტერ შაკი. უფრო ელეგანტური, ვიდრე ჯორჯ მაიქენი. ლეიკერსმა ბევრი მაღალი ოსკარი მიიღო და ჯაბარი ელეის ცენტრებში საუკეთესოა. ქარიმი კალათბურთში ისვენებდა და ქარიმმა 38 387 ქულა წამოიღო. ლიგის ისტორიაში ყველაზე ბევრი. ქარიმიც ბევრი იყო.

რეზერვში გაილ გუდრიჩი, შაკი, მაიქენი, უილტი, ჯეიმს უორთი, ვერნ მიკელსონი და მაიკლ კუპერი სხედან.

მთელ ამ ჯაზს პატ რაილი და ფილ ჯექსონი დაალაგებენ.

...ბოლო წამები. ბურთი გამოაქვს ბეილორს. გამოაქვს მეჯიქზე. ქარიმი აყენებს ბლოკს. პასი კობის, რომელიც შედის სამწამიანში. ბრაიანტზე მეორე დამცველი გადადის და კობი ბურთს ჯერი უესტს უტოვებს. ჯერიმ ჩააგდო. ფრენკ სინატრა ბედნიერი იქნებოდა. ჯეკ ნიკოლსონი ბედნიერია.

0x01 graphic

ოქროსფერმა გუნდმა ისევ მოიგო.

25 ფრანგი მოკავშირე

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

ტონი პარკერი

უილიამ ფრიდკინმა ფრანგი მოკავშირე დატოვა. დღეს, შეუსრულებელი და შესრულებული მისიების, ტრანსფორმერების ელექტრონულ კინოამბებში, ის, ფრიდკინის ძველი ფანტაზიები აქტუალური და საინტერესოა. მისტერ ფრიდკინმა ჯინ ჰეკმანს ოსკარი ააღებინა და ჰეკმანმა ფრიდკინს რაღაც უფრო დიდი მისცა. ჰეკმანი იმ გენერაციის მოკავშირე და მაგარი ბიჭი იყო. მერე ჯინს წლები მოემატა და კარგი ბიძა გახდა. დღეს ჰეკმანი უფრო ისვენებს, მეგობრებთან ერთად ბრიჯით ერთობა და მისტერ ჰეკმანი კლასიკაა.

გრეგ პოპოვიჩმაც ფრანგი მოკავშირე დატოვა. სექსუალური ლებრონების და პოპულარული ბრაიანტების ოფლიან გარჩევებში, ეს, პოპოვიჩის ბიჭი ქაჩავს და აქტუალური, საინტერესოა. მისტერ პოპოვიჩმა ტონი პარკერს საკალათბურთო ოსკარი ააღებინა და პარკერმა პოპოვიჩს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ფრანგული მისცა. პარკერი ამ გენერაციის იდეალური მოკავშირე და მაგარი ბიჭი გამოდგა. პარკერმა კალათბურთში ემანუელ ჯინობილის სიბრძნის წიგნი წაიკითხა, აიზია ტომასის ძველ დისკებს ჩაუჯდა და ტრანსფორმაციაც წავიდა. ფრანგი ღლაპი გაიზარდა. გაიზარდა ასაკით და მაინც ისევ ის ცელქი თინეიჯერია, რომელიც მონეტას დააგდებს და ფულის ასაღებად დახრილი, რომელიმე გოგონას ან ქალბატონის კაბის ქვეშ შეიჭყიტება. ტონის ცელქობა უყვარს.

პარკერმა ადრე, ცხრა წლის წინ დევიდ რობინსონისგან ეს სიტყვები მოისმინა - ითამაშე ან წადი. ბუნჩულა, მშვიდი დევიდისგან, რომელიც ტონს არ უწევდა და ტონისთან ეს ტონი ასაწევი იყო. მაშინ პარკერის გუნდი დიდ ფინალში ნიუ ჯერსიზე გავიდა და მისტერ ჯეისონ კიდმა პატარა ფრანგს ყური აუწია. ადმირალმა წუთშესვენება მოითხოვა და პარკერს სამ სიტყვაში მომავალი კარიერა, დიდ ლიგაში თამაშის პერსპექტივა დაუხატა. ადმირალი დიდი იყო და სამ სიტყვაში პარკერიც დიდი გახდა.

ტონი ნაკრებშიც ბოსია. ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენ ჩვენი გუნდი გვყავდა და თორნიკე შენგელიამ, ვიკა სანიკიძემ, ზაზა ფაჩულიამ და ყველაზე სანდო ბიჭმა, მანუჩარ მარკოიშვილმა ჯეკპოტი მოხსნეს, გასახსენებელი დაგვიტოვეს. პარკერის საფრანგეთი ტონიმ პატარა პენალში ჩააგდო, ის პენალი ზურგჩანთაში ჩადო და ფინალამდე ატარა. ფინალში ესპანეთი წამოვიდა. ესპანეთს ყველგან თითო ინიესტა ჰყავს და კალათბურთში ბევრი ინიესტა იყო. ერთმა პარკერმა ვერ გაქაჩა და ესპანეთმა ფინალი 98:85 აიღო. პარკერმა საფრანგეთს ოლიმპიური ვიზა დაუტოვა და სან ანტონიოში დაბრუნდა.

ტონიმ ამ სეზონში რამდენიმე დახურული კონცერტი მოაწყო. მხოლოდ გურმანებისთვის. წაეთამაშა რასელ უესთბრუქს, გაერთო სტივ ნეშთან და პროცესში, დაემშვიდობა ლამაზ ევა ლონგორიას. პარკერის კალათბურთი ევაზე ლამაზია.

ტონისთან ერთად ისვენებ და ეს დასვენების პროცესი არ გახსოვს. რახან არ გახსოვს, ესე იგი, კარგად დაისვენე. უილიამ ფრიდკინი კალათბურთში გრეგ პოპოვიჩია. ჯინ ჰეკმანი ტონი პარკერმა შეცვალა.

ტონი 30 წლის გახდა.

26 ცისფერი მთები ანუ ფეხბურთის ფედერაცია

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

დომენტი სიჭინავა

ამდენიმე დღის წინ ქართულ ფეხბურთში მორიგი ტრაგიკომიკური სპექტაკლი გათამაშდა: საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ტურით ადრე პირველობას 52-52 ქულით რუსთავის მეტალურგი და ზესტაფონი ლიდერობდნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცხრილში პირველ ადგილზე მეტალურგი იყო, ზესტაფონი კი ამას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ პირველ და მეორე ეტაპებზე საერთო ჯამში მეტი მოგება ჰქონდა და შესაბამისად, ჩემპიონატის დებულების მიხედვით, ლიდერიც ის იყო (ამას ადასტურებდა უეფას ოფიციალური ვებგვერდიც).

2011-2012 წლების საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის და თასის გათამაშების დებულებაში შავით თეთრზე წერია:

4.4 - უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

4.4.1 - ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა

4.4.2 - უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები...

ამის საპასუხოდ, სფფ-მ კლუბებისთვის 15 მარტს, საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელის სახელით გაგზავნილი წერილი მოიშველია. იქ ნათქვამი იყო, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვეოდა დებულების 4.4.1 მუხლის მიხედვით (საგულისხმოა, რომ ეს წერილი გუნდებმა მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ, ანუ პირველი ტურიდან სამ დღეში მიიღეს), თუმცა არ იყო განმარტებული, რომ მხედველობაში მიიღებდნენ პირველი ეტაპიდან გადაყოლილ მოგებებს და ფლეი-ოფში გამარჯვებებს.

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პოზიცია უცვლელი დარჩა: გუნდი ლიდერად თვლიდა თავს და ფედერაციას სამართლიანად უცხადებდა, რომ:

15 მარტის წერილი დებულებას არ ცვლიდა, რადგან ეს დებულება მიიღო სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა და მასში ცვლილების უფლება მხოლოდ აღმასკომს ჰქონდა.

ანუ: საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელის საგანგებო წერილს, თუნდაც ის ფედერაციის პრეზიდენტის ხელმოწერით ყოფილიყო, იურიდიული ძალა არ გააჩნდა.

17 მაისს, XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის უკანასკნელ ტურამდე სამი დღით ადრე, ზესტაფონის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წესდებით ლიდერი ზესტაფონია და მისი კლუბი უსამართლობას არ შეეგუება. იმავე საღამოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა არენას ესტუმრა. კითხვაზე, რუსთაველებმა და ზესტაფონელებმა თანაბარი ქულებით თუ დაასრულეს პირველობა, ვის მიენიჭება ჩემპიონის ტიტული, სიჭინავამ უპასუხა: რუსთავს!

20 მაისს ჩემპიონატი დასრულდა. მეტალურგმა ფოთში კოლხეთი 2:0 დაამარცხა. ზესტაფონმა შინ მარტვილის მერანს 3:0 სძლია და ორივე გუნდმა 55-55 ქულა დააგროვა.

პირველობა იზეიმეს ზესტაფონში. ოქროს მედლების მოგება ფოთში აღნიშნეს რუსთაველებმაც. როგორც საბოლოოდ გაირკვა, მეტალურგი ნაადრევად ხარობდა, რაც რუსთაველი ფეხბურთელებისთვის, გამომდინარე ფედერაციის უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური საქციელიდან, ნამდვილად დამამცირებელი იყო.

21 მაისს სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა.

თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ, აღმასკომმა - 13 მომხრე, 1 წინააღმდეგი - დაადგინა:

საქართველოს 2011-12 წლების XXIII ეროვნული ჩემპიონატის დებულების 4.4.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს 2011-12 წლების ჩემპიონად გამოცხადდეს ზესტაფონის ზესტაფონი, რადგან ჩემპიონატის განმავლობაში ზესტაფონმა მოიგო 24 მატჩი, ხოლო მეტალურგმა - 19.

სხდომის დასრულების შემდეგ სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა: „საქართველოს ჩემპიონად გამოცხადდა ზესტაფონი, რადგანაც აღმასკომმა დაადგინა, რომ დებულებაში ნახსენები სიტყვა „ჩემპიონატი“ გულისხმობს მთელ ჩემპიონატს და არა მის რომელიმე სტადიას“.

სამწუხაროა, რომ ზესტაფონს შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა სტადიონის გარდა სფფ-ის პრეზიდენტის კაბინეტშიც მოუხდა.

უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სათავეში ისიც კი არ იციან, თუ რა წერია მათ მიერვე შედგენილ უმთავრეს დოკუმენტში.

27 კანის და მისი რჩეულების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნაწილი I

ქეთი შუბაშვილი, სპეციალურად კანიდან

0x01 graphic

ჟიურის წევრები გახსნის ცერემონიაზე

ამბობენ, კანის ფესტივალი იმ მასშტაბის ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიო პრესა ოლიმპიური თამაშების შემდეგ ყველაზე ფართოდ აშუქებს. ამდენად, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ოლიმპიური დევიზი „მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება“, კანის ფესტივალს ზედმიწევნით მიესადაგება. მსოფლიოში ალბათ არ არსებობს არცერთი კინემატოგრაფისტი, რომელიც თავისი ნამუშევრის კანში ჩვენებაზე არ ოცნებობს, არ აქვს მნიშვნელობა ძირითად კონკურსში, თუ რომელიმე პარალელურ პროგრამაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ოფიციალურ საკონკურსო პროგრამასთან ერთად არანაკლებ პრესტიჟული გახდა „განსაკუთრებული ხედვა“, სადაც ორგანიზატორები ცდილობენ, რომ არაორდინარული თემისა და სტილის ფილმებს მოუყარონ თავი.

წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 65-ედ იმართება. ამასთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა ფესტივალის ოფიციალურ პოსტერად შეარჩიეს სურათი, სადაც მერილინ მონრო ცდილობს სულის შებერვით ჩააქროს საიუბილეო ტორტის სანთელი. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალს უძღვებოდა წლევანდელი ოსკარების ტრიუმფატორი ფილმის, „არტისტის“ ვარსკვლავი ბერენის ბეჟო, რომელმაც მაყურებელს ჟიურის თავმჯდომარე ნანი მორეტი და დანარჩენი წევრები წარუდგინა.

კრიტიკოსთა შეფასებით, ფესტივალის გახსნისთვის ორგანიზატორებმა კარგი არჩევანი გააკეთეს. ამერიკელი რეჟისორის, ვეს ანდერსონის ფილმი „სავსე მთვარის სამეფო“ კეთილი ზღაპარია ყველასგან მიტოვებული 12 წლის გოგონასა და ბიჭის პირველ სიყვარულზე. ფილმი დადებითად შეაფასეს როგორც „საავტორო კინოს“, ასევე „მეინსტრიმის“ თაყვანისმცემლებმა. ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ ფილმში მონაწილე ვარსკვლავები: ბრიუს უილისი, ედვარდ ნორტონი, ტილდა სუინტონი და ბილ მიურეი.

კანს თავისი „რჩეულები“ ჰყავს, რომელთა პრემიერები სწორედ ლაჟვარდოვან სანაპიროზე იმართება ხოლმე: პედრო ალმოდოვარი, კვენტინ ტარანტინო, ძმები კოენები, ძმები დარდენები, ემირ კუსტურიცა, ფესტივალის დირექციის მიერ შარშან შერისხული ლარს ფონ ტრიერი. მართალია, წლევანდელ პროგრამაში არცერთი მათგანის ფილმი არაა წარმოდგენილი, მაგრამ „რჩეულთა“ გარეშე არც საიუბილეო ფესტივალი დატოვეს. ამას ადასტურებს ისიც, რომ საკონკურსო იხაელ ჰანეკე, იზაბელ იუპერი და ჟან-ლუი ტრენტინიანიპროგრამაში მონაწილეობენ ავტორები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო, ოქროს პალმის რტო აქვთ მიღებული.

ირანელი რეჟისორის აბას ქიაროსთამის აღიარება ირანული კინოს საყოველთაო დაფასებასთან ერთად დაიწყო. მან 1997 წელს მოიპოვა ოქროს პალმა ფილმით „ალუბლის გემო“. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ქიაროსთამის ხელოვნება უფრო „ევროპული“ გახდა, რამაც მის შემოქმედებას ბევრი ვერაფერი შესძინა. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს რეჟისორის მიერ კანში წარმოდგენილი ბოლო ნამუშევარი: მოხუცი მარტოხელა მამაკაცის და ახალგაზრდა მეძავი ქალის ურთიერთობაზე შექმნილი „თითქოს შეყვარებული“.

0x01 graphic

მიხაელ ჰანეკე, იზაბელ იუპერი და ჟან-ლუი ტრენტინიანი

0x01 graphic

კენ ლოუჩი

როგორც სტატისტიკის მოყვარულებმა გამოთვალეს, კანის კინოფესტივალში მონაწილეობით პირველ ადგილზეა ინგლისური სოციალური კინოს ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი კენ ლოუჩი. წელს ის მეთექვსმეტედ წარმოადგენს თავის ფილმს. ამ ხნის განმავლობაში ლოუჩს მრავალი პრიზი აქვს მიღებული, ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას კი 2006 წელს მიაღწია ოქროს პალმით აღნიშნული სურათით „ქარი, რომელიც არხევს თავთავს“. წლევანდელი საკონკურსო ფილმის, „ანგელოზის ხვედრის“ ჩვენება ფესტივალის ბოლო დღეებშია დაგეგმილი.

2007 წელს კანში ნამდვილი ფურორი მოახდინა რუმინელი რეჟისორის კრისტიან მუნჯიუს ფილმმა „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“. მან სრულიად სამართლიანად დაიმსახურა ოქროს პალმის რტო და სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდა ყველა კენ ლოუჩირუმინული კინოს ფენომენზე. რეჟისორის წლევანდელი ფილმის - „გორაკებს მიღმა“ - სიუჟეტი რუმინეთის ერთ-ერთი პროვინციის მართლმადიდებლურ მონასტერში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა გოგონა, ალინა, იმ მეგობრის მოსანახულებლად ჩადის, რომელთან ერთადაც ბავშვთა სახლში იზრდებოდა. მონასტრის წინამძღვარი და იქ მცხოვრები მონაზვნები ცდილობენ, გოგონა ჭეშმარიტების გზაზე დააყენონ და რწმენა ჩაუნერგონ, თუმცა ალინას განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს. საეკლესიო წესებთან შეუგუებლობისა და განუწყვეტელი პროტესტის გამო, მონასტრის მსახურები გადაწყვეტენ, რომ გოგონას ეშმაკი ჩაუსახლდა და მისი განდევნა ლოცვითაა შესაძლებელი. ამ რიტუალის მიხედვით, მონასტრის მსახურებს ალინა დაბმული ჰყავთ და „ეშმაკი რომ არ გაძლიერდეს“, საკვებს არ აძლევენ. შედეგად, გოგონა იღუპება - „ეს არის ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ უშვებენ ადამიანები უდიდეს შეცდომებს რწმენის სახელით“, - ამბობს მუნჯიუ. მიუხედავად იმისა, რომ საპრემიერო ჩვენების დასრულების შემდეგ აუდიტორიის ნაწილი ფილმს სტვენით შეხვდა, ფესტივალის ყოველდღიურ ჟურნალებში გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით ის მთელი კვირის მანძილზე ინარჩუნებდა ლიდერობას.

0x01 graphic

ფილმის “გორაკებს მიღმა“ გადამღები ჯგუფი

კანის კინოფესტივალზე ყოველთვის დიდი ინტერესით ელიან ავსტრიელი რეჟისორის, მიხაელ ჰანეკეს ფილმებს. ამის დასტურია, რომ კანში მის ნამუშევრებს პრიზის გარეშე არ ტოვებენ („პიანისტი ქალი“ - ჟიურის პრიზი, 2001 წელი; „თეთრი ბაფთა“ - ოქროს პალმის რტო, 2009 წელი). ამჯერად ჰანეკე მაყურებელს „სიყვარულს“ სთავაზობს, ახალ ნამუშევარს მოხუცი ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე. ფილმში მთავარ როლებს თავიანთი გმირებივით ხანდაზმული ფრანგული კინოს აღიარებული მსახიობები, ჟან-ლუი ტრენტინიანი და ემანუელ რივა ასრულებენ.

ფილმის “გორაკებს მიღმა“ გადამღები ჯგუფიკრიტიკოსთა აზრი ორად გაიყო ფრანგი რეჟისორის, ჟაკ ოდიარის ახალ ფილმთან „ჟანგი და ძვალი“ დაკავშირებით. ზოგს ის კატეგორიულად არ მოეწონა, ზოგი კი პალმის რტოს უეჭველ პრეტენდენტად მიიჩნევს. მსახიობები მარიონ კოტიარი და მატიას შუნარტსი ძალიან დამაჯერებლები არიან იმ მელოდრამატული ამბის გადმოცემისას, რომელიც ყველას გასაკვირად, ფრანგული საავტორო კინოს აღიარებულმა მეტრმა შეარჩია.

0x01 graphic

ბრიუს უილისი და ბილ მიურეი

იტალიელმა რეჟისორმა მატეო გარონემ წელს კანში ტრაგიკომიკურ ჟანრში გადაღებული ფილმი „რეალითი შოუ“ აჩვენა. მთავარი გმირი, ლუჩიანო, შეპყრობილია სატელევიზიო შოუში მონაწილეობის სურვილით. დროთა განმავლობაში ეს იდეა ისტერიაში გადაეზრდება და მეოჯახე მამაკაციდან გადაიქცევა შეშლილ პარანოიდად, რომელსაც ეჩვენება, რომ შოუს ორგანიზატორები უთვალთვალებენ, რომ მის ცხოვრებას კარგად გაეცნონ და ამის შემდეგ მიიღონ შოუში. საბოლოოდ, ლუჩიანო იმედგაცრუებული რჩება, თუმცა სურვილს ნაწილობრივ მაინც აისრულებს. აღსანიშნავია, რომ მამაკაცის მთავარ როლს შესანიშნავად გაართვა თავი მსახიობმა ანიელო არენამ, რომელსაც ამჟამად ოცწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და ფილმში მონაწილეობის მისაღებად დროებით გამოუშვეს.

კონკურსში ნაჩვენებ ყველაზე სკანდალურ ფილმად შეიძლება ავსტრიელი რეჟისორის ულრიხ საიდლის ნამუშევარი „სამოთხე: სიყვარული“ ჩაითვალოს. ის სექსტურიზმის წინააღმდეგაა მიმართული. კანის აუდიტორია ამ ფილმმაც ორად გაყო: ზოგი თვლის, რომ ჭარბად გამოყენებული ნატურალისტური სცენები ამაზრზენია, სხვები კი მიიჩნევენ, რომ სექსუალური სცენები ფილმს მხატვრულ ღირებულებას და დამაჯერებლობას ჰმატებს. „სამოთხე: სიყვარული“ ბრიუს უილისი და ბილ მიურეიმოგვითხრობს საშუალო ასაკის მარტოხელა ავსტრიელ ქალზე, რომელიც დაბადების დღის აღსანიშნავად მიემგზავრება კენიის სანაპიროზე, სადაც ადგილობრივი შავკანიანი მამაკაცების სექსუალური მომსახურებით სარგებლობაა შესაძლებელი.

კონკურსში ნაჩვენებ ფილმებს შორის გამოირჩევა დანიელი რეჟისორის, ტომას ვინტერბერგის ფილმი „ნადირობა“, რომელიც ჯერჯერობით ჩემი ფავორიტია. როგორც რეჟისორი ამბობს, „ეს არის ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ტყუილი იქცეს სიმართლედ, თუ მას ყველა დაიჯერებს“. ფილმი აღწერს საბავშვო ბაღის ახალგაზრდა მასწავლებელი მამაკაცის ცხოვრებას, რომელსაც მისი საუკეთესო მეგობრის პატარა გოგონა უსამართლოდ ადანაშაულებს პედოფილიაში, რის შემდეგაც მთავარი გმირის ცხოვრება სრულიად იცვლება. გარდა იმისა, რომ საქმე პოლიციამდე მიდის, მისი რეპუტაცია შელახულია, არავის სურს მასთან ურთიერთობა, იგი იძულებულია განსაცდელს მარტო გაუმკლავდეს და ერთადერთ გულშემატკივრად მისი ვაჟი რჩება. ფილმში მთავარ როლს ასრულებს დანიელი მსახიობი მედს მიქელსენი, რომელიც, ვფიქრობ, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზს ნამდვილად იმსახურებს.

და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ფესტივალის ნახევარია განვლილი, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას - როგორც მოსალოდნელი იყო, კანის კინოფესტივალი ამჯერადაც ინარჩუნებს თავის რეპუტაციას. მით უმეტეს, რომ აქ ჯერ კიდევ ელიან ისეთი გამოჩენილი რეჟისორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ალენ რენე, კენ ლოუჩი, დევიდ კრონენბერგი, ლეო კარაქსი, ვალტერ სალესი, კარლოს რეიგადასი...

28 ფოტოგრაფის ერთი ფოტო

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

თინა ყაზახიშვილი

0x01 graphic

ფოტო გადაღებულია 2011 წელს, ბზობაზე, სამების ეკლესიაში. ეს ადამიანი ადრეც მყავდა შემჩნეული, მაგრამ ვერ ვბედავდი მის გადაღებას. აქ კი, ამ დღეს, მის თვალებში ისეთი ადამიანური სევდა და სიყვარული დავინახე, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი... არ გაბრაზებულა, გამიღიმა. ერთ ერთი ჩემი საყვარელი ფოტოა სწორედ იმ სევდის გამო, რაც იმ დღეს დავინახე.

29 ისევ სევდანარევი ქართული მოდა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|FASHION

გვანცა ცაგარელი

0x01 graphic

ეკა ბალანჩივაძის კოლექციიდან

17-20 მაისს უკვე მეექვსედ გაიმართა თბილისის მოდის კვირეული, რომელზეც შემოდგომა-ზამთარი 2012-13-ის კოლექციები იყო წარმოდგენილი. ამჯერად კვირეულში მხოლოდ ცხრა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა. ასევე ტრადიციულად გაიმართა ახალბედა დიზაინერების კონკურსი, რომელშიც კრისტი კახიძემ გაიმარჯვა.

ორგანიზატორებმა მოდის კვირეულის ჩატარების ადგილად რიყე, ბუდა ბარის გვერდით ჯერ აუთვისებელი ბეტონის სივრცე აირჩიეს - პირველ დონეზე აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა და შოურუმი მოეწყო, ქვედა სივრცეში კი ერთი პოდიუმი, რომელიც სრულიად საკმარისი იყო თითქოს უკვე მრავალჯერ ნანახი კოლექციების საჩვენებლად.

კვირეული დიზაინერ თამუნა ინგოროყვას კოლექციით და ბრენდ „მავის“ აქსესუარების ფოტოგამოფენით გაიხსნა. მომავალი შემოდგომა-ზამთრის კოლექციები ასევე წარმოადგინეს: აკა ნანიტაშვილმა, ეკა ბალანჩივაძემ, ლელა ელოშვილმა, ატელიე 10ა-მ, გიორგი შაღაშვილმა, ქეთი ჩხიკვაძემ, დათუნა სულიკაშვილმა და ბიბი ბახტაძემ. შემოდგომა-ზამთრის სეზონს კოლექციების ნაწილი საერთოდ ვერ პასუხობდა - მათში მრავლად იყო წარმოდგენილი შიფონის კაბები და ფერადი საზაფხულო მაისურები, ხოლო პალტოსა და ჩექმას აქ ნაკლებად ნახავდით.

წლების განმავლობაში ქართული მოდის სფეროში უცნაური სიტუაცია ჩამოყალიბდა - არ გვაკლია არც დიზაინერები, არც მოდასთან დაკავშირებული სხვადასხვა საღამოები, მაგრამ არ არსებობს მთავარი - ამ საქმისადმი რეალური აკა ნანიტაშვილის კოლექციიდანდამოკიდებულება. თანამედროვე მსოფლიოში მოდა შემოქმედებაზე მეტად ბიზნესია - ტანისამოსის კერვის, გავრცელების და ტარების ბიზნესი. მოდის კვირეული სწორედ ამის დასტური აღმოჩნდა. მონაწილე დიზაინერები სეზონიდან სეზონამდე იცვლებიან, რადგან ჯერ ვერ მოხერხდა მყარი ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც კომერციულ წნეხს გაუძლებს და ყველა სეზონზე მოახერხებს კოლექციების შექმნას. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ არ არსებობს საზოგადოება, რომელიც ქართველ დიზაინერებს მხარს დაუჭერს - თბილისში მხოლოდ ერთი მაღაზიაა, რომელიც ქართულ პროდუქციას ყიდის. რა თქმა უნდა, აქ უკვე დგება ხარისხის და ორიგინალურობის საკითხი - რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული დიზაინი?!

0x01 graphic

ლელა ელოშვილის კოლექციიდან

პრობლემა ისაა, რომ კოლექციების თუ მთლიანი არა, დიდი ნაწილი უკვე მრავალჯერ გადაღეჭილი იდეების ხშირად უხარისხო მიბაძვაა. გაურკვეველი მიზეზების გამო, ქართველ დიზაინერებს არ ყოფნით ძალა, დამკვიდრებული ტენდენციის წინააღმდეგ წავიდნენ და შექმნან თავიანთი ორიგინალური ხელწერა როგორც სამოსის შექმნის, ისე პერფორმანსის მხრივ. ეს დაუსრულებელი გატაცება იაპონელი დიზაინერებით, განსაკუთრებით კი დიდი სიყვარული იოჯი იამამოტოსა და რეი კავაკუბოსადმი, არაერთ კოლექციაში გამოიკვეთა. იყო ასევე რაფ სიმონსის, ენ დემიულმეისტერის და რიკ ოუენსის ქართული ასლები. აღარ გავაგრძელებთ უფრო კონკრეტული პარალელების მოყვანას, ვინაიდან არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ეს მხოლოდ მეექვსე კვირეული გახლდათ და ქართულ მოდას განვითარებისთვის ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება. ამას კი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა კიდევ უფრო ართულებს.

0x01 graphic

აკა ნანიტაშვილის კოლექციიდან

30 ახალი ენა

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

თურქეთში, ქალაქ ზიარეთ თეფეს მიდამოებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დაფა, რომელზეც ანტიკური, აქამდე უცნობი დამწერლობის ასოებია გამოყვანილი. თიხის დაფა იპოვა მკვლევართა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელიც აკრონის უნივერსიტეტის პროფესორი, ტიმოთი მეთნია. პროფესორმა ჯონ მაქგინისმა კი წარწერა გაშიფრა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის იმ დროს გავრცელებულ ენებს - ურარტულსა და ეგვიპტურს არ მიეკუთვნება. ვარაუდობენ, რომ ენა დაახლოებით 2500 წლისაა და ასურეთის იმპერიის არსებობის წლებში შეიქმნა. შესაძლებელია, ეს ენა სარგოსის მთებიდან დღევანდელი ირანისა და ერაყის საზღვარზე გადმოსახლებული ხალხის მშობლიური ენა იყოს. მის წარმომავლობაზე სხვა თეორიებიც არსებობს: ერთი ვერსიით, ეს შეიძლება შუბრული იყოს, ადგილობრივი ენა, რომელზეც თუშანის მიდამოებში ასურელების მოსვლამდე საუბრობდნენ. მეორე თეორიით კი, ეს შეიძლება იყოს მუშქის ენა, რომლებიც დაახლოებით იმავე დროს დასახლდნენ აღმოსავლეთ ანატოლიაში, როდესაც წარწერა შეიქმნა. არქეოლოგები ზიარეთ თეფეს მიდამოებში 1997 წლიდან მუშაობენ. დასავლეთ თურქეთის ეს ტერიტორია ანტიკურ ასურულ ქალაქ თუშანის სავარაუდო ისტორიულ მემკვიდრედ მიიჩნევა. იქ არქეოლოგიური სამუშაოები ისევ გრძელდება. თიხის დაფა ახლა თურქეთის ქალაქ დიარბაქირშია შენახული და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მალე მისი ხილვა ყველას შეეძლება. ცეცხლით განადგურებულ სასახლეში აღმოჩენილი თიხის დაფა ახალი ენის არსებობის ერთადერთი მტკიცებულებაა. ფაქტი ისაა, რომ ახალმა ენამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს წარმოდგენა იმ ეთნიკურ ჯგუფებზე, რომლებიც იმ დროს ირანისა და ერაყის გასაყარზე არსებობდნენ.

31 ხვალიდან, თბილისის ფოტოფესტივალზე

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნინა ახლოური

0x01 graphic

სერიიდან „როგორც ყოველდღე". 2000

1996 წელი. გროზნო. ფოტოზე ბიჭი, სახელად მარხა, საწოლზე ზის და ხუთი-ექვსი წლის ბავშვისთვის ზედმეტად სერიოზული სახით გვიყურებს. ცოტა დაღვრემილი ჩანს. შესაძლოა იმიტომ, რომ არ შეუძლია თავისი თანატოლის მსგავსად ჩუმად მივიდეს იტუმ კალეს ნახევრად დანგრეულ ქვის საყრდენთან და რუსების თავდასხმის მოლოდინში, ქვებს შორის ღრიჭოში გაიხედოს. მარხას სიარული უჭირს - ომში მან ორივე ფეხი დაკარგა.

გროზნომდე თბილისიდან ორასი კილომეტრიც არ იქნება. მარხაზე და მისნაირი ბავშვების არსებობაზე ჩვენ მაინც ძალიან ცოტა რამ ვიცით - იქნებ იმიტომ, რომ ცოტა მოიძებნება ისეთი, ვინც მათზე მოყოლას გადაწყვეტს. ან იქნებ იმიტომაც, რომ გროზნოს ფოტოებისგან განსხვავებით, გლამურული ჟურნალების ფოტომასალის თვალიერება უფრო დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს და ნაკლებ დისკომფორტს გვიქმნის. თბილისის ფოტოფესტივალი, რომელიც წელს უკვე მესამედ ტარდება, კვლავ ცდილობს, რეალობისგან თავის არიდების ნაკლები გზა დაგვიტოვოს. „ფოტოგრაფია არის არა დეკორაცია, არამედ რეალობის დანახვის გზა, საშუალება, დააფიქრო მნახველი მიმდინარე მოვლენებზე. რადგან ეს ყველაფერი აქ არაა, არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ არსებობენ, ეს ყველაფერი სადღაც არ ხდება“, - ამბობს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნესტან ნიჟარაძე.

რეგიონში თბილისის ფოტოფესტივალი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოგრაფიული მოვლენაა, რომელიც უამრავ ახალგაზრდა ფოტოგრაფს აერთიანებს და მნახველს როგორც თანამედროვე, ისე ძველ ფოტოგრაფიასთან გაცნობის საშუალებას აძლევს. მეტიც, თბილისიდან გაუსვლელად აჩვენებს, რა ხდება სხვაგან, სხვა სამყაროში. ცხელი წერტილები და კონფლიქტის რეგიონები წელსაც თბილისის ფოტოფესტივალის ცენტრალური თემა გახდა.

ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად, ევროპის კვირის ფარგლებში ტარდება, 29 მაისს ევროპის სახლში ჩატარებული პრესკონფერენციით გაიხსნება და ერთი კვირის შემდეგ დასრულდება. პროგრამა შვიდ დიდ გამოფენას მოიცავს. კავკასიის მასშტაბით წელს პირველად იქნება გამოფენილი ცნობილი ფოტოჟურნალისტის, ფოტოსააგენტო NOOR-ის დამაარსებლის, სტენლი გრინის სერია „ჩეჩნეთის გზაზე“ (1994-2003), რომელშიც ომის ამსახველი ფოტოებია შესული. გრინი ფოტოფესტივალს პირადად ეწვევა და ორ ივნისს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში დისკუსიას გამართავს. ასევე ოთხ ივნისს, „გროზნო: ცხრა ქალაქის“ ფარგლებში მოეწყობა სლაიდშოუს ჩვენება და შეხვედრა სტენლი გრინთან, იური კოზირევთან (NOOR), ოქსანა იუშკოსთან, მარია მორინასთან და ოლგა კრავეცთან.

ფესტივალის მნიშვნელოვანი გამოფენაა „სირია: მხილება“, რომელსაც წარმოგვიდგენენ უილიამ დენიელსი, სტეფან დოკი, სეამუს მერფი, რემი ოშლიკი, ალესიო რომენცი, მანი, ასევე უცნობი სირიელი ფოტოგრაფები. ექსპოზიცია სირიაში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს ასახავს. საინტერესო სანახაობას გვპირდება „ირანი: განიღბული გამოსახულება“. ექსპოზიცია ფოტოფესტივალს ოთხ ივნისს დახურავს და ის ირანელი ფოტოგრაფი ქალების ნამუშევრებს აერთიანებს. ესენი არიან: ნაზლი აბასფური, ნეჰრანე ატაში, გოჰარ დაშთი, შადი ყადერიანი, ტაჰმინეჰ მონზავი, მარიან რაჰმანიანი, გოლარა საჯადიანი, ნევშა თავაქოლიანი. აქ წარმოდგენილი იქნება როგორც დოკუმენტური, ისე კონცეპტუალური სერიები. როგორც ნესტან ნიჟარაძემ გვითხრა: „გამოფენა ნათლად აჩვენებს, რომ ისეთ ქვეყანაშიც, როგორიცაა ირანი, სადაც ქალიც და საზოგადოებაც მარწუხებშია მოქცეული, ფოტოგრაფიის საშუალებით მაინც ახერხებენ საზოგადოებაში არსებული რეალობის ასახვას და გადმოცემას. ერთი მონაწილე, ტაჰმინე მონზავი, მხოლოდ იმიტომ იყო დაპატიმრებული, რომ უსახლკარო და ნარკომან ქალებს იღებდა უკანასკნელი წლების მანძილზე“.

0x01 graphic

ქალაქი „ჰომსი“.2012.

0x01 graphic

იტუმ კალე.1996

თბილისის ისტორიის მუზეუმში მეცხრამეტე საუკუნის პორტრეტების ექსპოზიცია გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები, როგორებიც არიან დიმიტრი ერმაკოვი, ალექსანდრე როინაშვილი, ედუარდ კლარი და სხვა. ფესტივალზე ქართულ ფოტოგრაფიას წარმოადგენს ნათელა გრიგალაშვილიც, დოკუმენტური ფოტოსერიით „დედა ენა“.

ჯგუფური გამოფენა „შავი ზღვის ფერები“ სპეციალურად ამ ფოტოფესტივალისთვის ეწყობა და ათი თანამედროვე ცნობილი ფოტოგრაფის ნამუშევრებს წარმოგვიდგენს. ესენი არიან: ჯორჯ გეორგიუ (Parnos Pictures), ფილიპ გიონი (MYOP), ჟულიენ დანიელი (MYOP), თომას დვორჟაკი (Magnum Photos), იური კოზირევი (Noor), იუსტინა მელნიკევიჩი, რაფალ მილახი, ბორის მიხაილოვი, გიორგი პინხასოვი (Magnum Photos), ვანესა უინშიფი (VU), სერგეი ჩილიკოვი.

ფესტივალის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებებიც - ორ ივნისს გუდიაშვილის ბაღში გაიმართება ტაბულა ART-ის ორგანიზებული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ Kung Fu Junkie, Ladmark, Radioactive.

ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი მოვლენა ალბათ „ფოტოგრაფიის ღამე“ იქნება - არლის ფესტივალის La nuit de l'annee-ს ქართული ვერსია. ორ ივნისს, ძველ თბილისში, ღია ცის ქვეშ თავს მოიყრის უამრავი ადამიანი, რომ კვლავ ნახოს მსოფლიოს საუკეთესო ფოტოპროდუქცია - Noor, GQ, Elle, Liberation, Telerama, Vu, MYOP-ის და ბევრი სხვა სააგენტოსა და გამოცემის ფოტოსახელოსნოებიდან. ამისთვის ათი ეკრანი დამონტაჟდება, აბანოთუბნიდან გუდიაშვილის ბაღამდე.

ფოტოგრაფიის დღესასწაულამდე სულ რაღაც ერთი დღე რჩება...

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასების სერიაც, რომელსაც ეროვნული მუზეუმის აუდიტორია უმასპინძლებს 31 მაისს, 2, 3, 4 ივნისს. ფესტივალის საპატიო სტუმრის, სტენლი გრინის გარდა, ქართულ პუბლიკას ფრანგული სააგენტოს MYOP ფოტოგრაფებთან, იური კოზირევთან და Russian Reporter Magazine-ის ფოტორედაქტორ ანდრეი პოლიკანოვთან შეხვედრის შესაძლებლობაც ექნებათ.

რუკისა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ფოტოფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tbilisiphotofestival.com შეიძლება.

32 სამხრეთაფრიკული ღვინის შესავალი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|ღვინის კლუბი

მალხაზ ხარბედია

0x01 graphic

უცხოურ ღვინოებს რომ საქართველოში ცუდად იცნობენ, ახალი ამბავი არაა და გამონაკლისი არც სამხრეთაფრიკული ღვინოებია, რომლებმაც სულ რამდენიმე წელიწადში მოახერხეს გლობალური ბაზრის დაპყრობა. მსოფლიომ ეს სიახლე გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოაჩინა და იმ დროიდან მოყოლებული, სამხრეთ აფრიკა სტაბილურად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ხარისხიანი ღვინის მწარმოებელთა რიგებში.

სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი და აღმოსავლეთი სანაპირო კარგი ღვინის მისაღებ ხელსაყრელ ტერიტორიად არ მიიჩნევა, ვინაიდან იქ ძალიან ცხელი და მშრალი ჰავაა. საუკეთესოდ ითვლება სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო, სადაც ღვინის წარმოებისთვის შესანიშნავი პირობებია. ქვეყანაში ათზე მეტი მეღვინეობის რეგიონია და მათ შორის ყველაზე ცნობილია - სტელენბოში, პაარლი, ვორჩესტერი, რობერტსონი.

რაც შეეხება ტერიტორიის დაყოფას, 1973 წლის კანონის შესაბამისად, რომელიც სამხრეთ აფრიკის მეღვინეობას არეგულირებს, გამოიყოფა შემდეგი ტერმინები: Estate (მამული) - მეღვინეობის კერძო მეურნეობა, რომელიც ფრანგული Chateau-ს ან Domaine-ის ანალოგია. Ward (ოლქი) - ტერიტორია, რომელიც მეღვინეობის მეურნეობის ნაწილთან ერთად მოიცავს მეღვინეობის რაიონის ნაწილსაც და District (რაიონი), სადაც, ხშირ შემთხვევაში, მეღვინეობის რაიონების საზღვრები ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს ემთხვევა.

სამხრეთაფრიკულ ღვინოთა ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ყურძნის მრავალფეროვნებაა, თუმცა დომინანტად მაინც თეთრი ღვინოები მიიჩნევა: მათზე მთელი წარმოების 80%25 მოდის. კულტივირებული ჯიშებიდან ყველაზე დიდი ადგილი შენენ ბლანს უჭირავს (30%25), მას გაცილებით დაბალი მაჩვენებლით (6%25) მოსდევს სოვინიონ ბლანი და შარდონე. თეთრი ყურძნის სხვა სახეობებია: კოლომბარი, კეიპ რისლინგი, სემიიონი. ასევე სხვადასხვა მუსკატი.

წითელთაგან ყველაზე პოპულარულია კაბერნე სოვინიონი და მერლო, ასევე შირაზი და პინო ნუარი. ეს უკანასკნელი ძალიან ფაქიზი, ჭირვეულია და განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ამის მიუხედავად, მეღვინეთა ნაწილმა ყველაფერი იღონა, რომ სამხრეთი აფრიკა პინო ნუარის მეორე სამშობლოდ ექცია.

სამხრეთ აფრიკაში მოდის ვაზის წითელი ჯიში, პინოტაჟი, რომლის მსგავსსაც მსოფლიოში ვერსად შეხვდებით. პინოტაჟი 1926 წელს გამოიყვანეს ორი ფრანგული ჯიშის - პინო ნუარისა და სინსოს შეჯვარებით. მისგან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა კარგი ღვინის დაყენება, თუმცა ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა, რაზეც სხვადასხვა გამოფენებზე მიღებული ჯილდოებიც მეტყველებს. იმის მიუხედავად, რომ არც ყველაზე ძვირადღირებულია და არც განსაკუთრებულად პოპულარული, პინოტაჟი სამხრეთ აფრიკის მეღვინოების სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. დღეს მეღვინეთა დიდი ნაწილი მას იმედის თვალით შეჰყურებს, თუმცა მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავს. ისინი თვლიან, რომ სამხრეთაფრიკული ღვინის მხოლოდ პინოტაჟის იმედად ყოფნა მართებული არაა, რადგან საუკეთესოდ დაყენების შემთხვევაშიც კი, ეს ჯიში ვერ აღწევს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას. გამოცდილმა მეღვინეებმა კარგად იციან, რომ პინოტაჟი სხვა ჯიშებში არ უნდა აურიონ, რადგან ეს არა მარტო მის ჰარმონიას არღვევს, სრულიად ანადგურებს კომპანიონების საუკეთესო თვისებებსაც.

სამხრეთაფრიკულ ღვინოზე დიდი ხნის განმავლობაში ბოიკოტი იყო გამოცხადებული აპარტეიდის გამო, თუმცა, როგორც ვთქვით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვითარება რადიკალურად შეიცვალა. უკვე 1993 წელს ბრიტანეთის ბაზარზე მან ახალ ზელანდიასა და ჩილეს გადაასწრო, დღეს კი, ექსპორტზე გატანილი ღვინოების მკაცრი კონტროლის გამო, ბევრისთვის იქაური ღვინო მაღალი ხარისხის განსახიერებაა.

თბილისის მაღაზიებში მხოლოდ რამდენჯერმე გადავეყარე სამხრეთაფრიკულ ღვინოებს. ეს იყო საშუალო დონის შენენ ბლანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გავსინჯე და ერთი-ორი კაბერნე, ასევე არაფრით გამორჩეული. არადა, ქართველ მომხმარებელს შეიძლება გაცილებით კარგი არჩევანი შევთავაზოთ, რომ სამხრეთაფრიკული ღვინოებითაც გაიფართოონ თვალსაწიერი.

33 ბოსტნეულის რატატუი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ მზარეული:
თეკუნა გაჩეჩილაძე

4 ულუფა

2 ცალი ყაბაყი
2 ცალი ბადრიჯანი
500 გრ ქამა სოკო
1 თავი ახალი ნიორი
1 კონა მწვანე ხახვი
1 ცალი პომიდორი ჩერი
1 ცალი მწვანე წიწაკა
1 პატარა კონა ოხრახუში
1 პატარა კონა შაშკვლავი
1 პატარა კონა რეჰანი
4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

ჯამში 20 ლარი

მომზადების წესი: დაჭერით ყაბაყი, ბადრიჯანი და ქამა სოკო კუბიკებად. გააცხელეთ თუჯის ტაფა, მოასხით ზეთი, მოთუშეთ ახალი ნიორი, დაუმატეთ ბოსტნეული და შეწვით მაღალ ცეცხლზე, როცა თითქმის მზად იქნება, დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი ჩერი, მწვანე ხახვი და მწვანილები. გადმოდგით ცეცხლიდან, შეკმაზეთ მარილითა და შავი წიწაკით.

0x01 graphic