The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №103


ტაბულა №103


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: იაილონი დანიელ, ავალიანი დიმიტრი, უგულავა სალომე, ქორიძე ავთო, ნოდია გია, მაჭარაშვილი ნინო, კოკიჩაიშვილი თეონა, კვანჭილაშვილი ელენე, ქურდაძე თაკო, კიკალეიშვილი სალომე, კაკაბაძე შოთა, ბაძაღუა ივანე, ზუკაკიშვილი ქეთი, ჩხიკვაძე ანი, ბასილაია მიხეილ, ჯანდიერი გია, ტორონჯაძე მირიან, ფირცხელანი გიორგი, გოდუაძე ლაშა, შუბაშვილი ქეთი, კეკელიძე გიორგი, ბარძიმაშვილი თემო, ჯაფარიძე თეონა, კიკნაველიძე თამარ, მესხიშვილი გიგო
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012 | 4 - 10 ივნისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bцlgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. ფოტო გარეკანზე: © REUTERS



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„ჩემი სუბიექტური შტაბეჭდილებით ხალხი იმდენად ბევრი არ იყო, რამდენიც მათთვის იქნებოდა სასურველი.რაც შეეხება იმას, თუ რამდენად კარგად წარმოაჩინა თავი, თავისთავად ის, რომ ოპოზიციის ლიდერი გამოსვლისას კითხულობს და ზეპირად ვერ საუბრობს, რომ გამომსვლელები იყვნენ მხოლოდ მამა და შვილი ეს ყველაფერი ჩემს თვალსი მომგებიანი დანმდვილად არ იყო“.

  • პოლიტოლოგი გია ნოდია, 27 მაისის ქართული ოცნების აქციის შესახებ, ეკა კვესიტაძის გადაცემაში „აქცენტები“ საუბრობს. 27 მაისი.

„ჩვენ როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი არხის წარმომადგენლებს ხალხი ხელფასს არ გადაუხდის, თუ ისეთი საწინააღმდეგო განწყობა ექნება ხალხის მიმართ, როგორც გუშინ ვერ დამალა კვესიტაძემ. ასევე გია ნოდია ასეთი დემაგოგიით ვერ იქნება მოსმენადი. ალბათ მაგის ასაკიდან გამომდინარე, ეგ ვეღარ მოახერხებს დემაგოგიიდან ამოსვლას, მაგრამ მოუწევს დახვეწოს ძალიან მეთოდები და ამ სიბერეშიც მოუწვეს მუშაობა, ტომ უფრო გაწაფული დემაგოგია გამოიყენოს.

  • ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი.28 მაისი.

„ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდეს, იმ მთავრობაშიც არ იქნება ყველა იდეალური. უნდა შეიქმნას ე.წ. ბრძენთა საბჭო, რომელიც გააკონტროლებს ხელისუფლებას. ამის აუცილებლობა განვლილმა წლებმა დამანახა.“

  • ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონილუკა კურტანიძე, რომელიც ამჟამად ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური თანამებრძოლია, მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში კინკლაობის დრო არ არის და აუცილებელია ივანიშვილის აქციებზე დასწრება. მისივე მტკიცებით, ის შვებას ძირითადად მონასტრებში ნახულობს, თუმცა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას მაინც აპირებს.

0x01 graphic

თქვენ იცით ვინ არის თბილისის პოლიციის უფროსი?“

  • ამ შეკითხვით შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, ერთ -ერთი საჯარო შეხვედრისას დარბაზს მ მართა. მისი თქმით, ის, რომ ბევრმა ადამიანმა იცის შევარ დნაძის დროინდელი თბილისის პოლიციის უფროსის ვინაობა, მაგრამ არა დღევანდელის, სისტემაში მომხდარ ცვლილებებს ასახავს.

„ამერიკული მუსიკის ისტორიაში უფრო დიდი გიგანტი არ გვყავს“

0x01 graphic

  • აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბობ დილანის შესახებ, 71 წლის როკმუსიკოსის თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დაჯილდოებისას. 29 მაისი.

0x01 graphic

„მზად ვარ გავიგო ახლო მომავალში, რომ მე კენედი მოვკალი, რომ სატანა ვარ და ის ხალხი, ვინც მაია მიმინოშვილის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, ასევე სატანის მსახურები არიან. მაგალითად, აღმოვაჩენთ, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი ბავშვებს ჭამს და გია მურღულიაც სატანის მსახურია. ასეთია ადამიანის ბუნება. ძალიან სამწუხაროა.“

  • განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განათლების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას. 30 მაისი.

2 დანიელ იაილონი: ირანი არ შეიძლება ბირთვული იყოს. წერტილი

▲ზევით დაბრუნება


არენა

ირაკლი გუნია
ფოტო დიმა ჩიკვაიძე

0x01 graphic

დანიელ იაილონი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და პარლამენტის (ქნესეთი) წევრია (პარტია ჩვენი სახლი - ისრაელი). 2002-2006 წლებში იყო ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, 2009 წლიდან კი ბინიამინ ნეთანიაჰუს ახალარჩეულ მთავრობაში საგარეო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მისი პროფესიონალიზმის გამო, ავტორიტეტული გამოცემა Foreign Affairs იაილონს დღევანდელ დიპლომატიურ არენაზე ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მოთამაშეს უწოდებს. ის ხშირად აქვეყნებს სტატიებს დასავლურ მედიაში, მათ შორის, Foreign Policy-ში და Wall Street Journal-ში. გასულ კვირას, იაილონი რამდენიმე დღით ეწვია საქართველოს. ტაბულა დიპლომატს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე, ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებზე და საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებზე ესაუბრა.

  • რამდენიმე დღის წინ, ბაღდადში განახლდა მოლაპარაკებები მსოფლიოს ექვს უძლიერეს ქვეყანასა და ირანს შორის ამ უკანასკნელის ბირთვული პროგრამის თაობაზე. რა შედეგს ელით მოლაპარაკებათა ამ რაუნდიდან და, ზოგადად, რა დამოკიდებულება გაქვთ ბირთვული დიპლომატიის მიმართ?

მთავარია გვახსოვდეს, რომ ირანი საფრთხეს ყველას უქმნის. ეს კონფლიქტი უბრალოდ ირანსა და იერუსალიმს შორის დაპირისპირება კი არ არის, არამედ ირანის დაპირისპირებაა მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებთან. აშკარაა, რომ ირანმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებით თუ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ნაკისრი ყველა საერთაშორისო ვალდებულება დაარღვია. ისიც აშკარაა, რომ ირანს მოწინავე ბირთვული სამხედრო პროგრამა აქვს. ამაზე მხოლოდ ჩვენ ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი არა, ყველა საუბრობს. ყველას კარგად ესმის, რომ ირანი ცრუობს. სწორედ ამიტომ უწესებენ სანქციებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია - თუ ბაღდადში რაიმე შეთანხმება შედგა, მან უსაფრთხოება უზრუნველყოს. ეს კი ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტას, ცენტრიფუგების დამონტაჟების შეჩერებას, უკანონოდ შეძენილი გამხლეჩი მასალების ამოღებას და ძალიან მკაცრი მონიტორინგის დაწესებას ნიშნავს.

თუ შეთანხმებაში ეს კომპონენტები არ ჩაიდო, მაშინ ის არ ივარგებს.

  • ყველაზე ცუდი სცენარის, ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, როგორ იმოქმედებს ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და, კერძოდ, საქართველოზე?

ვფიქრობ, საქართველოს ეს საერთოდ არ ეხება. არ მიყვარს უარეს სცენარებზე მარჩიელობა, თუმცა ერთს ვიტყვი - გავიხსენოთ, რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ბირთვული ირანის შესახებ. მან თქვა, რომ ის საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას; ასევე თქვა, რომ არცერთი ვარიანტი არ მოხსნილა მოლაპარაკებათა დღის წესრიგიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ვარიანტი განიხილება და ვფიქრობ, აიათოლას ხალხი ამას გაითვალისწინებს.

  • ზოგ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ირანზე პრევენციული დარტყმა კონტრპროდუქტიული იქნება (აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულმა სანქციებმა უკვე საკმაოდ დააზარალა ირანის ეკონომიკა, რიალი 40%25-ით გაუფასურდა, აიათოლა ძალაუფლებას კარგავს, საზოგადოებაში იზრდება უკმაყოფილება, მათ შორის, ისლამური რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის ტრადიციულ მომხრეებში). პრევენციული დარტყმა შესაძლებლობას მისცემს რეჟიმს, გაძლიერდეს და მოსახლეობა დასავლეთის წინააღმდეგ დარაზმოს. გარდა ამისა, ეს დარტყმა პრობლემას კი არ გადაჭრის, მხოლოდ გადაავადებს. თქვენ რას ფიქრობთ?

რასაკვირველია, ყველას ურჩევნია ირანის პრობლემის პოლიტიკური, მშვიდობიანი გზით მოგვარება. თუმცა, ამავე დროს, ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაუშვებს, თუნდაც ყველაზე ცუდ სცენარში, ბირთვულ ირანს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან აგრესიული, უკიდურესად რადიკალური ქვეყანაა, რომელიც ეწევა პოლიტიკურ აგიტაციას, ჩართულია პოლიტიკურ მკვლელობებში, ტერორისტულ აქტებში - არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში. ასე რომ, ბირთვული ირანის არსებობა-არარსებობა საკამათო არ არის - ეს აბსოლუტურად დაუშვებელია.

მჯერა, რომ ამას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პოლიტიკური გზით მივაღწევთ, ვინაიდან ირანი ახლა მოწყვლადია - როდესაც საქმე პოლიტიკას ეხება, ეს რეჟიმი ძალიან დაუცველი გახლავთ. თქვენ ეკონომიკური პრობლემები, სოციალური უკმაყოფილება ახსენეთ. ირანის ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ დაწესებული სანქციების გამო მისი პოლიტიკური არსებობა ახლა ბეწვზე ჰკიდია. სწორედ ამიტომ დათანხმდა ბაღდადში ჩასვლაზეც და გასულ თვეს, სტამბოლში შეხვედრაზეც.

შექმნილი ვითარებით საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა ისარგებლოს და ირანთან კომპრომისზე კი არ უნდა წავიდეს, მოთხოვნები წაუყენოს. კრიმინალთან კომპრომისს ვერ მიაღწევ - კრიმინალმა დანაშაულის ჩადენა უნდა შეწყვიტოს და საერთაშორისო ნორმებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს. მჯერა, ამის მიღწევა შესაძლებელია, ვინაიდან აიათოლას მიზანი სანქციების მოხსნაა.

ირანის ხელისუფლებას ძალიან აშინებს დამატებითი სანქციები, რომლებიც 1 ივლისიდან ამოქმედდება და ნავთობზე სრულ ემბარგოს ითვალისწინებს. ეს ქვეყნის ეკონომიკას მართლაც დაასამარებს და რეჟიმს უამრავ პრობლემას შეუქმნის. ამიტომ ახლა ზეწოლის გაძლიერების და ხელსაყრელი შეთანხმების მიღწევის დროა და ეს შესაძლებელია, თუ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევ პოზიციაზე დადგება. დროა, ირანი საერთაშორისო ნორმებსა და მოთხოვნებს დაემორჩილოს.

  • როგორ ფიქრობთ, ირანი რაციონალური მოთამაშეა?

ვითარებას გააჩნია. ირანი ირაციონალურია, როდესაც საქმე მის იდეოლოგიასა და ხედვას ეხება. სამწუხაროდ, ქვეყნის ხელისუფლებას უკიდურესი, აპოკალიპტური ხედვა აქვს - ეს ხამენეის, აჰმადინეჟადის და სხვათა ქადაგებებიდან ჩანს. თუმცა, როდესაც საქმე საკუთარი თავის პოლიტიკურ გადარჩენას ეხება, ისინი რაციონალურები არიან და უკან იხევენ. ასე მოიქცნენ 2003 წელს, როდესაც ურანის გამდიდრება შეაჩერეს, რადგან ერაყის ომის დაწყების შემდეგ საფრთხე იგრძნეს - ერაყისა და ავღანეთის მხრიდან რკალში აღმოჩნდნენ და უკან დაიხიეს.

როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევია, ირანი უკან იხევს. თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ აშშ-ს მუქარით შეუთვალა, არ გაეგზავნა სამხედრო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში. თუმცა აშშ-მა ხომალდები მაინც გააგზავნა და ირანმა უკან დაიხია. ასევე, სანქციების დაწესების შემთხვევაში, სრუტის გადაკეტვით იმუქრებოდა. საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით კი აშშ-მა, განუმარტა, რომ ეს ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა და ირანმაც ისევ დათმო. დაემუქრა საუდის არაბეთსაც, ირანული ნავთობის დანაკლისის შესავსებად ნავთობის მოპოვება არ გაეზარდა. თუმცა საუდის არაბეთმა ყური არ ათხოვა და ირანი კვლავ დათმობაზე წავიდა. მჯერა, რომ ურყევი და უკომპრომისო პოზიციის შედეგად წარმატება გარდაუვალი იქნება.

ირანის ბირთვული საფრთხის მიმართ ისრაელის პოლიტიკას დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსები (იუვალ დისკინი, მეირ დაგანი) მკაცრად აკრიტიკებენ. ისინი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს (ნეთანიაჰუს, ბარაკს) მოსალოდნელი საფრთხის გაზვიადებაში, „მესიანურ რწმენაზე“ დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ მათ ირანთან დაკავშირებით პოლიტიკის წარმართვა არ უნდა ანდონ. რას უპასუხებდით ასეთ კრიტიკას?

ეს კრიტიკა საკმაოდ მახალისებს. ისრაელში, როგორც საქართველოში, ძალიან ღია საზოგადოებაა. ყველას შეუძლია თქვას ის, რაც მოესურვება. ერთი თუ ორი წელია, რაც მათ სამსახური დატოვეს და შეუძლიათ თქვან, რაც სურთ. მე კი მხოლოდ ვითარებიდან გამომდინარე ვმსჯელობ. ისრაელი და მისი ლიდერები, მოვლენების განვითარების შესაბამისად, პასუხისმგებლობით მოიქცევიან. ვფიქრობ, ერთი რამ, რაც ყველას ესმის, მათ შორის ბატონ დაგანსა და ბატონ დისკინს, არის ის, რომ ირანი არ შეიძლება ბირთვული იყოს. წერტილი.

  • გამოითქმის ვარაუდები, განსაკუთრებით დასავლურ მედიაში, რომ ობამას ადმინისტრაცია შეიძლება ირანს ურანის 5%25-იან გამდიდრებაზე (ზედა დასაშვები ზღვარი სამოქალაქო დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში) დათანხმდეს, თუ ირანი გაეროს სხვა შეზღუდვებს შეასრულებს. რამდენად მყარი პოზიცია აქვს ისრაელს, რომ ასეთი კომპრომისი უარყოს და მსგავს შეთანხმებას შეეწინააღმდეგოს?

ძალიან მყარი პოზიცია აქვს. ჩვენ გამდიდრებას ვერ დავუშვებთ. ირანმა, ამდენი ტყუილის, ბირთვული თუ სამხედრო პროგრამების და ამბიციების შემდეგ, ურანის გამდიდრებაზე ყველანაირი უფლება დაკარგა. გარდა ამისა, იმის შემოწმება, 5%25-ით ამდიდრებს თუ მეტით, უფრო ძნელი იქნება. ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას - ირანი არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ ივაჭროს.

  • ამ დღეებში, არაბული გაზაფხულის შემდეგ, ეგვიპტეში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არცერთ წამყვან საპრეზიდენტო კანდიდატს ისრაელისადმი დიდი სიმპათიები არ ამოძრავებს. როგორ ურთიერთობებს ელით ისრაელსა და ეგვიპტეს, ასევე სხვა არაბულ ქვეყნებს შორის ახლო მომავალში?

ველი ურთიერთპატივისცემის და პასუხისმგებლური ურთიერთობის გაგრძელებას. მშვიდობიანი ურთიერთობა ისრაელსა და არაბული სამყაროს ლიდერ ეგვიპტეს შორის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეგვიპტის პრობლემები ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა და მისი სტაბილურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ახლო აღმოსავლეთში ეგვიპტეს ბევრი პრობლემა აქვს. დასავლეთით მას ლიბია ეკვრის, სამხრეთით კი სუდანი, რაც ძალიან პრობლემატურია. ხოლო აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ერთადერთი სანდო, სტაბილური, მეგობრული ქვეყანა ისრაელი ესაზღვრება. ვფიქრობ, ძნელია ახლანდელი რიტორიკის მიხედვით მსჯელობა. ხომ იცით, არჩევნების დროს ზოგჯერ რიტორიკა გარკვეულწილად მძაფრია. მჯერა, ვინც არ უნდა აირჩიონ, ეგვიპტე ისრაელთან მშვიდობიან ურთიერთობას გააგრძელებს, ვინაიდან ამას ყველასთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

  • ბოლოდროინდელი შეთანხმების შემდეგ, რომლის შედეგადაც კადიმა სამთავრობო კოალიციაში შევიდა, პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს მეტი შესაძლებლობა მიეცა პალესტინის მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის. პირველად ისტორიაში, მაჰმუდ აბასისათვის გაგზავნილ წერილში, ანუ ოფიციალურ დოკუმენტში, პრემიერმა ნეთანიაჰუმ დაადასტურა საკუთარი თანხმობა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს დაარსებით მოგვარების შესახებ. უნდა ველოდოთ ამ გაყინული პროცესის დაძვრას?

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პალესტინელებთან დაკავშირებული პროცესი ისრაელის გამო არ გაყინულა - ეს პალესტინის ხელმძღვანელობის პოლიტიკის ბრალია. ისრაელის მთავრობაში ცვლილებები პალესტინასთან ურთიერთობებზე არ მოქმედებს, ვინაიდან ნაბიჯი ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობამ უნდა გადადგას. ჩვენ კვლავ ველოდებით, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდას მოუსხდებიან და ყველაფერს წინაპირობების გარეშე განვიხილავთ. ჩვენ ნაბიჯების გადასადგმელად მზად ვართ და ამ მზადყოფნას ბოლო 19 წელია, ოსლოს შემდეგ, ვადასტურებთ.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პალესტინის ხელმძღვანელობა, პოლიტიკური თანამშრომლობისთვის ახალი გზების ძიების ნაცვლად, პოზიციასა და რიტორიკას არ ცვლის - ყველგან პოლიტიკურად თავს გვესხმის - იქნება ეს გაეროში, თუ გაეროს სხვა სტრუქტურებში. მშვიდობის დამყარება ასე არ გამოვა. მშვიდობიანი ურთიერთობა ქაღალდზე კი არ უნდა გაფორმდეს, არამედ ხელმძღვანელებს შორის უნდა დამყარდეს. ხალხებს შორის ისტორიული შერიგება უნდა მოხდეს. გვინდა გარღვევა დავინახოთ პალესტინის ბანაკში. რასაკვირველია, გვახსოვს, რომ მათ ბევრი შიდა პრობლემა აქვთ - ჰამასისა და ღაზის, ფატჰისა და რამალას წინააღმდეგობა წინსვლას ძალიან ართულებს. თუმცა ჩვენ ცდას არ მოვაკლებთ და პალესტინელებთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზების ძიებას გავაგრძელებთ, ვინაიდან ეს ჩვენს ინტერესებშიცაა.

  • გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთმა დაბლოკა ისრაელის მონაწილეობა NATO-ს სამიტში, ჩიკაგოში (2010 წელს ისრაელის მიერ „მშვიდობის ფლოტილიის“ დაკავების გამო). როგორ განმარტავდით ამ ინციდენტს და შეიძლება თუ არა, ამან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბოს?

0x01 graphic

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს „მშვიდობის ფლოტილია“ იყო ტერორის ფლოტილია, რომელიც გახლდათ შეიარაღებული, აგრესიული, გვიტევდა და საერთაშორისო კანონებს არღვევდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა, ამ ინციდენტის გამოსაძიებლად საერთაშორისო კომიტეტი შექმნა და ჩვენ დავეთანხმეთ გამოძიების შედეგებს. იმ კომიტეტის ერთ-ერთი წევრი თურქი დიპლომატი იყო. შედეგებმა აჩვენა, რომ ფლოტილიის შემთხვევაში, ისრაელს თავდაცვის უფლება ჰქონდა. ჩვენ თურქებს შევთავაზეთ, ამ კომიტეტის გამოძიების დასკვნები ორივემ შევასრულოთ. ჯერჯერობით, თურქეთი უარზეა. დაველოდებით და ვნახავთ, როგორ მოიქცევა. მჯერა, საბოლოოდ საღი აზრი და საერთო ინტერესები გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, NATO-ში მათი ქმედებით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. არა მგონია, რომ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, NATO-ს წევრი ქვეყნების საერთო ინტერესები უნდა შეეწიროს. ეს კარგი დიპლომატიის მაჩვენებელი არ არის. იმედია, ბოლოს რაღაცაზე შევთანხმდებით. ჩვენ მზად ვართ და ანკარის პასუხს ველოდებით.

  • როგორ ფიქრობთ, რა გაკვეთილები გამოადგებოდა საქართველოს ისრაელის გამოცდილებიდან?

ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ საქართველოში მეორედ ვარ და ამ ჩამოსვლაზე გამოვნახე დრო თქვენი მშვენიერი ქვეყნის დასათვალიერებლად. ხალხი და ქვეყნის განვითარების დონე, გეოპოლიტიკური სიტუაცია კავკასიაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ჩვენ ეს გვესმის. ასევე გვესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველოს ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება დგას, თუმცა მჯერა, რომ უწყვეტი ეკონომიკური განვითარება და დასავლეთზე ორიენტაცია საქართველოსთვის საუკეთესო პოლიტიკაა.

რასაკვირველია, ისრაელი ძალიან მეგობრული ქვეყანაა. ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდით და ეკონომიკურ, ტურიზმის, სამეცნიერო, ინვესტირების, ორმხრივი ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ჩვენს გამოცდილებას, რომელიც გამოგადგებოდათ - იცით, რომ ისრაელის ირგვლივ ვითარება მისი დაარსებიდან, 1948 წლიდან, ძალიან არასტაბილურია. მუდამ თავის დაცვა გვიხდებოდა. თუმცა, ამავე დროს, მხოლოდ თავს კი არ ვიცავდით, ინვესტიციასაც ვდებდით მომავალში. ყველაზე მძიმე წლებშიც კი. შედეგი ის არის, რომ დღეს ეუთოს წევრი, სტაბილური ეკონომიკის, მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური ინსტიტუტების მქონე, მაღალტექნოლოგიური ქვეყანა ვართ. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მონაცემი აქვს, რომ მაღალტექნოლოგიური ცენტრი გახდეს და ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვითანამშრომლოთ.

3 ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

27 მაისს, საარჩევნო კამპანიის დაწყებისადმი მიძღვნილ აქციაზე, თავისუფლების მოედანზე კოალიციის ათეულათასობით მომხრე შეიკრიბა. მათ წინაშე გამოსვლისას ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებს „ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი კოალიცია ამ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

ივანიშვილმა კოალიციის პრიორიტეტები ჩამოაყალიბა - ბრძოლა იმისთვის, რომ „გამთლიანებული, დემოკრატიული და წელში გამართული საქართველო გახდეს ევროკავშირის, NATO-ს, საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი“ . ასევე - ყველა ადამიანის უფლებები იყოს დაცული, სასამართლო - სამართლიანი, მედია - დამოუკიდებელი, ბიზნესი - ხელშეუხებელი. ემიგრანტები სამშობლოში, დევნილები კი თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. მან კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა. „ჩვენ ვერ გპირდებით სასწაულს, მაგრამ მაქსიმალურს გავაკეთებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

აქციაზე გაჟღერებული დაპირებების უდიდესი ნაწილი სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებს ეხებოდა. ივანიშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნება შეძლებს, „უმუშევრობის პრობლემა მინიმუმამდე დაიყვანოს“, განსაკუთრებული აქცენტი კი ახალგაზრდობის დასაქმებაზე უნდა გაკეთდეს.

ივანიშვილმა მიტინგზე რამდენიმე კონკრეტული საკითხიც გააჟღერა - ქართული ოცნება საქართველოს ყველა მოქალაქეს სახელმწიფოს ხარჯზე სამედიცინო დაზღვევას ჰპირდება. გარდა ამისა, კოალიცია „ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაზე მოდიოდეს“ .

მისი თქმით, პენსიონერებს „ღირსეულად ცხოვრებისათვის“ აუცილებელი პენსია ექნებათ. ივანიშვილს კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, თუმცა რამდენიმე დღით ადრე კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მინიმალური პენსიის ოდენობა ქვეყანაში 220 ლარი უნდა გახდეს.

მოგვიანებით რესპუბლიკელთა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ ქართული ოცნების გეგმით, სახელმწიფომ საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა უზრუნველყოს სამედიცინო დაზღვევით (მათი შემოსავლის მიუხედავად). მაგალითისთვის მან მოიყვანა აშშ-ის სამედიცინო დაზღვევის რეფორმა, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია ახორციელებს.

ამ რეფორმის მიზანი, 2019 წლამდე დამატებით 32 მილიონი ამერიკელის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფაა. თუმცა, ის მაინც ვერ მოიცავს აშშ-ის ყველა მოქალაქეს. რეფორმამდე აშშ ერთ სულ მოსახლეზე, ჯანდაცვის სფეროში, წელიწადში 7,5 ათას დოლარს ხარჯავდა. ახალი ინიციატივა, დამატებით, დაახლოებით ტრილიონ დოლარს მოითხოვს, მისი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო კი უნდა გახდეს ახალი აქციზური გადასახადი, რომელიც შედარებით ძვირი სადაზღვევო პაკეტების მფლობელებმა უნდა გადაიხადონ.

ქართული ოცნების წარმომადგენლებს პენსიებთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინიციატივების დაფინანსების კონკრეტული გაანგარიშებები ჯერჯერობით არ წარმოუდგენიათ, გადასახადების შესაძლო ზრდაზე საუბრისგან კი თავს იკავებენ. საჭირო თანხების წყაროებზე ივანიშვილის გუნდში ბუნდოვნად საუბრობენ. მაგალითად, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნება „საბიუჯეტო ხარჯების პრიორიტეტებს“ გადახედავს და „ხიდების, პრეზიდენტის სასახლეებისა და ანაკლია2-ის“ მშენებლობის ნაცვლად, გამოთავისუფლებულ თანხებს „გაჭირვებულ ადამიანებს მოახმარს“ .

ბიძინა ივანიშვილის პირობა იმის თაობაზე, რომ პრიორიტეტად ახალგაზრდობის დასაქმებას აქცევს, წინააღმდეგობაში მოდის ქართული ოცნების კიდევ ერთ დაპირებასთან. 1 მაისს კოალიციამ, მშრომელთა დღესთან დაკავშირებით, გაავრცელა მისალოცი განცხადება, რომლითაც მოქალაქეებს მოქმედი „დისკრიმინაციული“ შრომითი კოდექსის გაუქმებასა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების მსგავსი შრომითი კანონმდებლობის შემოღებას დაჰპირდა. თუმცა, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც კანონმდებლობის წყალობით თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება ძალიან რთულია, სწორედ ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემა დგას მწვავედ. 2009 წელს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, 24 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებელი საფრანგეთში 18 პროცენტი იყო.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის წილს ეკონომიკაში, რომლის გაზრდის პირობა ივანიშვილმა მიტინგის ტრიბუნიდან დადო - ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ეს მაჩვენებელი უნდა მცირდებოდეს. საქართველოს ეკონომიკაში დარგის წილი ამჟამად 8 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც საფრანგეთის ეკონომიკაში - 4, ნიდერლანდების - 1,6, აშშ-ის - 0,9 პროცენტს.

უფრო დეტალური პროგრამის წარმოდგენას კოალიცია შემდგომ აქციებზე გეგმავს.

4 სამიტინგო არითმეტიკის საწყისები

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

0x01 graphic

გასულ კვირას, კოალიცია ქართულმა ოცნებამ თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა, რითაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა. მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა სადავო გახდა და საგრძნობლად განსხვავებული მონაცემებიც გავრცელდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა საქართველოში სპეკულაციის საგანი ხდება. მსგავსი დავები წარსულში გამართული არაერთი აქციის თანმხლები იყო.

ბუნებრივია, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემონსტრანტების რაოდენობა საკამათო ხდება. პიარის სპეციალისტები და პოლიტიკოსები სხვაგანაც ხშირად მანიპულირებენ ამა თუ იმ ღონისძიების მხარდამჭერი, ან საპროტესტო აქციების მონაწილეთა რაოდენობით. ასეთ შემთხვევებში მედიასა და მოქალაქეებს თავად უწევთ ხალხის რაოდენობის დათვლა.

დათვლის ყველაზე აპრობირებული მეთოდი ამერიკელი ჟურნალისტის, ჰერბერტ ჯეიკობსისგან მომდინარეობს. ის 60-იან წლებში კალიფორნიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორი იყო. ბერკლიში სტუდენტები ხშირად იკრიბებოდნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციებს ჯეიკობსი კარგა ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, რაც მას დემონსტრანტების რაოდენობის დათვლის პრინციპის პოვნაში დაეხმარა. მოედანი, რომელზეც აქციის მონაწილეები გროვდებოდნენ, კონკრეტულ მონაკვეთებად იყო დახაზული. შესაბამისად, ჯეიკობსმა განსაზღვრა, მოედნის რა მონაკვეთები ეკავათ სტუდენტებს, თითოეულ მათგანზე საშუალოდ რამდენი ადამიანი იდგა და სწორედ ამის მიხედვით დათვალა რაოდენობა.

0x01 graphic

1 ადამიანი კვ.მ.-ზე

0x01 graphic

1.5 ადამიანი კვ.მ.-ზე

0x01 graphic

2 ადამიანი კვ.მ.-ზე

0x01 graphic

3 ადამიანი კვ.მ.-ზე

0x01 graphic

3.5 ადამიანი კვ.მ.-ზე

0x01 graphic

4 ადამიანი კვ.მ.-ზე

0x01 graphic

4.5 ადამიანი კვ.მ.-ზე

წყარო: Safercrowds.com

მეთოდი, რომელიც მისი დაკვირვებიდან გამომდინარეობს, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აძლევს საშუალებას, ტექნოლოგიების, რთული მათემატიკული და კომპიუტერული მოდელების შექმნის გარეშე მიახლოებით დათვალოს დემონსტრანტების რაოდენობა. ამისთვის მარტივი არითმეტიკა და რამდენიმე მონაცემის განსაზღვრაა საჭირო:

1. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რა სივრცეს იკავებდნენ დემონსტრანტები და ამ ტერიტორიის ფართობი. საქართველოში აქციის მონაწილეებს თავის მოყრა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სჩვევიათ - ჩვეულებრივ, ლესია უკრაინკას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არეალში. ამ მონაკვეთის ფართობის ზუსტი მონაცემის ონლაინ პოვნა შეუძლებელია და მსურველს თავად უწევს დაახლოებითი მონაცემის გამოთვლა-გაზომვა. სამაგიეროდ, ცნობილია საკუთრივ თავისუფლების მოედნის ფართობი. მთლიანობაში, მოედანი და დანარჩენი ტერიტორია - ლესია უკრაინკას ქუჩამდე, დაახლოებით 25 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.

2. ფართობის განსაზღვრის შემდეგ, მეორე ეტაპი აქციის სიმჭიდროვის განსაზღვრაა - უნდა დავთვალოთ, რამდენი ადამიანი დგას საშუალოდ ერთ კვადრატულ მეტრზე. ჩვეულებრივ, საშუალო სიმჭიდროვისას, ორ, მაქსიმუმ სამ ადამიანს ითვლიან, ძალიან დიდ სიმჭიდროვეში - ოთხს, უკიდურეს შემთხვევაში, ხუთსაც კი. ასეთი მდგომარეობა შეიძლება შეგვხვდეს მექაში ტავაფის რიტუალისას, როდესაც მომლოცველები ქააბას წრეს ურტყამენ. იქ, იშვიათ შემთხვევებში, რიტუალის თავისებურებიდან გამომდინარე, ერთ კვადრატულ მეტრზე რვა ადამიანიც დამდგარა, რაც ჭყლეტისა და მსხვერპლის საშიშროებას ქმნის.

3. ბოლო ნაბიჯი დემონსტრანტების მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობის გამრავლებაა გამოთვლილ სიმჭიდროვეზე. ვთქვათ, თუ 2000 კვადრატული მეტრი ფართობის მოედანზე, დემონსტრანტები სამი ადამიანის სიმჭიდროვით დგანან, მაშინ აქციის მონაწილეთა რაოდენობა ამ ორი მონაცემის ნამრავლის ტოლია, ანუ 6000 ადამიანს შეადგენს.

ბუნებრივია, მსგავსი გამოთვლები ბოლომდე ზუსტი ვერ იქნება, მაგრამ რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სურათი შეიძლება მივიღოთ. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდში ცდომილება დაახლოებით 20%25-ს აღწევს.

აქციის მონაწილეთა რაოდენობის დათვლის განსხვავებულ მეთოდს იყენებენ, როდესაც დემონსტრაცია მოძრავია. აქ ე.წ. დინების მაჩვენებელი გამოიყენება - ითვლიან იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში კონკრეტულ არეალს გაივლიან. შემდგომში კი მოვლენის ნაწილზე დაკვირვებით მიღებულ შედეგებს მთელ მოვლენაზე განავრცობენ, რაც ასევე არ იძლევა ზუსტ სურათს.

ჯეიკობსის პერიოდიდან მოყოლებული შეიქმნა სხვა არაერთი ფორმულა და მოდელი, რომლის მიხედვითაც დემონსტრანტების რაოდენობას ითვლიან. არსებობს სხვადასხვა ტექნოლოგიებიც, თუმცა მედია მათ იშვიათად იყენებს, რადგან ეს მაღალ სპეციალიზაციას, შესაბამის აღჭურვილობას, გუნდს, დროსა და სხვა რესურსებს მოითხოვს, რაც, თავისთავად, ძვირი სიამოვნებაა. სირთულე მით უფრო მატულობს, როდესაც დემონსტრანტთა რაოდენობის დათვლა პოსტფაქტუმ უწევთ. ამიტომ, ყველაზე გავრცელებულ და მარტივ მეთოდად კვლავაც ფართობისა და სიმჭიდროვის მიხედვით დათვლა რჩება.

5 ევროკავშირის უცნაური რჩევები

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

ევროკავშირი თბილისს ოკუპირებული რეგიონების მიმართ პოლიტიკის კორექტირების რეკომენდაციებს აძლევს. მართალია, ამ პოლიტიკას ევროკავშირი, ძირითადად, დადებითად აფასებს, მაგრამ, ამავე დროს, ბრიუსელმა თბილისს რეკომენდაცია მისცა, „უფრო ინტენსიური გახადოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობის და შერიგების პოლიტიკა, დე ფაქტო ხელისუფლებასთან პრაგმატული თანამშრომლობისა და ჩართულობისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფის გზით“. ასევე, გადადგას „პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები“ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის, გადაადგილებისა და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით.

ამ ზოგადი რჩევების გარდა, ევროკავშირი რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციასაც იძლევა. მათ შორის - ურჩევს თბილისს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს „გადახედოს“ . 2008 წელს მიღებული კანონის თანახმად, ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიაზე დაწესდა შეზღუდვა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა გადაადგილებაზე - მათი შესვლა ამ ტერიტორიებზე მხოლოდ ზუგდიდისა და გორის მხრიდან არის დაშვებული. ასევე იზღუდება ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ლიცენზირებას ან ნებართვას საჭიროებს. ბათილად ცხადდება გარიგებები უძრავ ქონებაზე. რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე კი პასუხისმგებლობა ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

აქამდე ბრიუსელს კანონთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოუთქვამს და ამ კანონის კრიტიკით მხოლოდ მოსკოვი გამოდიოდა. ევროკავშირი ცდილობს კომპრომისული პოზიცია შეიმუშაოს და, როგორც ჩანს, მოსკოვის გარკვეულ მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს, რისი შედეგიც საქართველოს მისამართით გამოთქმული შენიშვნები გახდა. მაგრამ თბილისი მათ გათვალისწინებას არ აპირებს. როგორც ტაბულას რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რა მიზეზებით ითხოვს ევროკავშირი კანონის გადასინჯვას. ტყეშელაშვილის თქმით, „ცოტა უცნაურია, როდესაც პოლიტიკა პოზიტიურად არის დანახული და, იმავდროულად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში პრობლემას ხედავენ“.

მინისტრის განცხადებით, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, „აბსოლუტური აუცილებლობაა არსებობდეს სამართლებრივი ჩარჩო“, რომელიც ამ პრობლემას ასახავს. შესაბამისად, „სანამ რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, ეს კანონი აუცილებელი იქნება არსებული ფორმით და რაიმე გადახედვას არ ექვემდებარება“.

ბრიუსელის კიდევ ერთი რეკომენდაცია ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა მკურნალობას ეხება. ევროკავშირი ამ პრაქტიკას მიესალმება და შერიგებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს. იმავდროულად, იძლევა რეკომენდაციას, ადამიანებს მომსახურება გაეწიოთ ისეთი „წინაპირობების გარეშე“, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს პირადობის მოწმობების აღების ვალდებულება.

ეკა ტყეშელაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ, მკურნალობა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეუძლიათ. თუმცა, მისივე თქმით, თუ ადამიანს სურს, რომ სამკურნალოდ სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება მიიღოს, ეს შეუძლებელია, თუ მას სახელმწიფოსთან რაიმე სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია (ვინაიდან, ამ შემთხვევაში, დაფინანსება საქართველოს ბიუჯეტიდან გამოიყოფა). აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საქართველოს პასპორტი თუ არა, სტატუსნეიტრალური დოკუმენტი მაინც. მინისტრი ამასთან დაკავშირებულ რეკომენდაციასაც „ხელოვნურს“ უწოდებს.

რაც შეეხება თავად სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებს, ამ მხრივ ევროკავშირს კიდევ ერთი შენიშვნა აქვს. ის მიესალმება ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შემოღებას, როგორც ნაბიჯს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა იზოლაციიდან გამოყვანის გზაზე. თუმცა თვლის, რომ სანამ დოკუმენტი ამ რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მეტად მისაღები არ იქნება, ის „მგზავრობის ერთადერთი შესაძლებლობა არ უნდა იყოს“ .

ამ რეკომენდაციის კომენტირებისას სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ სტატუსნეიტრალური დოკუმენტის ერთადერთი ლეგალური ალტერნატივა შეიძლება საქართველოს პასპორტი იყოს. ეს იმიტომ, რომ რუსეთის მიერ პასპორტების გაცემა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოხდა, რაც ევროკავშირის 2008 წლის კონფლიქტის ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნაშიც არის მითითებული. შესაბამისად, ლეგალური გადაადგილების საშუალებად რუსულ პასპორტებს ვერც ევროკავშირი ჩათვლის.

„რატომაც არ უნდა იყოს ნეიტრალური დოკუმენტი გადაადგილების ერთადერთი საშუალება?“ - კითხულობს, თავის მხრივ, პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი. მისი თქმით, დოკუმენტის არსი ისაა, რომ ხელი შეუწყოს სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტას მანამ, სანამ კონფლიქტი მოგვარდება. შეიძლება სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებთან დაკავშირებული რაღაც დეტალები კითხვებს იწვევდეს და ამაზე საუბარი მისაღებია, - ამბობს დარჩიაშვილი, - მაგრამ „თუ ეს დოკუმენტი ერთადერთი არ იქნება, მაშინ რა აზრი აქვს მას?“ .

6 რატომ მოხსნეს მიმინოშვილი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ავთო ქორიძე

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ცოტა ხნის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის გათავისუფლების შესახებ, სისტემაში არსებული ვითარების შესახებ დისკუსია წარმოშვა. ცენტრის ახალ ხელმძღვანელად პოლიციის აკადემიის რექტორი, ხატია დეკანოიძე დაინიშნა. თავად მიმინოშვილი, რომელსაც წარსულში არაერთხელ დაუმსახურებია პრეზიდენტის ქება, პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებას არ გამორიცხავდა - მისი შვილი ქართული ოცნების ორგანიზებულ აქციაზე იმყოფებოდა.

ეჭვი პოლიტიკურ მოტივებზე მას შემდეგ გაძლიერდა, რაც გათავისუფლებული მიმინოშვილი ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. თავის მხრივ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები პოლიტიკურ მოტივს უარყოფენ. მათი თქმით, მიუხედავად მინისტრსა და მიმინოშვილს შორის პრინციპული წინააღმდეგობებისა, მთავრობას არ სურდა პროფესიონალის დაკარგვა და მას სხვა თანამდებობებს სთავაზობდა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობას, ან შვეიცარიაში ელჩობას, მაგრამ მიმინოშვილი არ დათანხმდა. მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ ეს შეთავაზებები მართლაც ჰქონდა.

სამინისტრომ გათავისუფლების მოტივად სწორედ პრინციპულ საკითხებზე შეუთავსებლობა დაასახელა. იქ ისიც განაცხადეს, რომ წინააღმდეგობა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მიმინოშვილი უთანხმოებას არ უარყოფს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს მუშაობაში ხელს არ უშლიდათ.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ დავის ერთ-ერთი საგანი მისაღები გამოცდების რეფორმირება იყო. უთანხმოება გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის შეიქმნა - სასწავლებლებს ოთხიდან მხოლოდ ერთი, უნარ-ჩვევების გამოცდის დატოვება სურდათ, მოტივი კი ის იყო, რომ მისაღები გამოცდების ფორმალური პრინციპი იმას ეწინააღმდეგება, რასაც უნივერსიტეტები ნერგავენ - ე.წ. Liberal Arts-ის მოდელს, სადაც სტუდენტები სპეციალობას თავიდანვე არ ირჩევენ. შესაბამისად, არ არის საჭირო სპეციალიზებული მისაღები გამოცდების ჩაბარება.

გარდა ამისა, არის მოსაზრება, რომ მისაღები გამოცდების დღევანდელი სისტემა ელიტურია და უპირატესობას ანიჭებს მათ, ვინც რეპეტიტორთან დადის. სამინისტრო ამ დავაში უნივერსიტეტების მხარეს დადგა. თავად მიმინოშვილი თვლიდა, რომ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო იყო ცოდნის შესამოწმებელი სპეციალიზებული გამოცდები, თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც აპირებდა მინისტრის ბრძანების შესრულებას, როგორც წარსულში აკეთებდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უთანხმოება არსებობდა, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებია. სამინისტრო პრიორიტეტად „მასწავლებლებისთვის კომფორტის შექმნასა“ და უფრო ლმობიერ გამოცდებს ასახელებს. იქ შიშობდნენ, რომ გამოცდებზე მაღალი თამასის დაწესების შემთხვევაში პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ჩაიჭრებოდა, ხოლო მათი შემცვლელების დროის მოკლე მონაკვეთში მოძიება შეუძლებელი იქნებოდა. აღნიშნულ გამოცდებზე 2010 წელს საკუთარი სურვილით გასულ მასწავლებელთა 82%25 ჩაიჭრა. მიმინოშვილი აცხადებს, რომ მასწავლებლების გამოცდების გამარტივების მომხრე არ იყო, თუმცა, არც ზღვარის დაწევის წინააღმდეგი ყოფილა.

უთანხმოება არსებობდა უმცირესობების საკითხზეც. სამინისტრომ სასკოლო გამოცდებზე ჩაჭრილ არაქართველ მოსწავლეებზე სპეციალური ატესტატი გასცა. საქართველოში ასეთი ატესტატის მქონე პირს უმაღლესი განათლების მიღება კი ეზღუდება, მაგრამ შეუძლია, რომ სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს. ასეთ მიდგომას გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელობა უსამართლოდ მიიჩნევდა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მიმინოშვილის განცხადებით, ეს ქართველ მოსწავლეებს ჩაგრავს. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მან შაშკინი „ყალბი ატესტატების“ გაცემაში დაადანაშაულა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს ხშირად აკრიტიკებდნენ არაქართველი მოქალაქეებისთვის განათლების შესაძლებლობის არასაკმარისად უზრუნველყოფისთვის. ეს საკითხი მწვავედ დგას საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც ბოლო დრომდე ინფრასტრუქტურაც გაუმართავი იყო, რაც ამ რეგიონებს დანარჩენი საქართველოსგან აუცხოებდა. აქაურ სკოლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის სასკოლო პროგრამებითაც ასწავლიდნენ. ამ რეგიონებიდან პირველმა აბიტურიენტმა ქართულ უმაღლესში 3 წლის წინ ჩააბარა.

უმაღლეს განათლებაზე ხელმიუწვდომლობა ამ რეგიონებში უკმაყოფილებას იწვევდა, ამიტომ უმცირესობებისთვის პოზიტიური დისკრიმინაციის პროგრამა შემუშავდა. აღნიშნულმა მიდგომამ კიდევ ერთი ხარვეზი გააჩინა, რაზეც ყურადღებას ამახვილებს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია. თუ მოსწავლე ამგვარ ატესტატს აიღებს და შემდეგ, ვთქვათ, კემბრიჯის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, საქართველოში დაბრუნების შემდეგ უმაღლესი განათლების სისტემაში დაბრუნების უფლება არ ექნება, ეს კი ბოლონიის პროცესის ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ მიმინოშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად ცენტრი სამოცდაათამდე თანამშრომელმა დატოვა. მათი სამსახურიდან წასვლა სამინისტროში არსებულ ატმოსფეროზე მსჯელობის საშუალებასაც იძლევა - უწყებამ ვერ შეძლო ისეთი მენეჯმენტის განხორციელება, რომ ერთი ადამიანის მოხსნას, მით უმეტეს, საატესტატო გამოცდების პერიოდში, ამდენი თანამშრომლის წასვლა არ მოჰყოლოდა.

7 კარგი და ცუდი იდეები ქართული მედიისთვის

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია|სვეტი

0x01 graphic

ჩვენ შეჩვეული ვართ აზრს, რომ თავისუფლებას ძირითადი საფრთხე მთავრობებისგან ემუქრება. ეს ბუნებრივია: ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ნერვები ეშლებათ, როდესაც მათი პროექტების განხორციელებაში ვინმე ხელს უშლის და უნდათ, შემაკავებელი ძალები დაასუსტონ. ეს კი საფრთხეს უქმნის ადამიანის თავისუფლებას, რომელიც სწორედ ხელისუფლების შეზღუდულობაზეა დამოკიდებული.

მაგრამ თავისუფლებას საფრთხე შეიძლება იმანაც შეუქმნას, ვისაც ხელისუფლების შეზღუდვა უნდა. დემოკრატიის ქომაგთაგან წამოსული ყველა იდეა ავტომატურად არ ემსახურება თავისუფლების გაფართოებას: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ხშირად კეთილი სურვილებითაა მოკირწყლული.

სამოქალაქო მოძრაობამ მშვენიერი სახელწოდებით „ეს შენ გეხება!“ წარმოადგინა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტი, რომლის გაზიარებაც, მისი აზრით, ჩვენს არჩევნებს უფრო დემოკრატიულს გახდის. ზოგი წინადადება ჭკუასთან ახლო მეჩვენა ან, როგორც მინიმუმ, განხილვის ღირსია. მაგრამ ზოგიერთი იდეა, პირიქით, საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას.

საქართველოს მედიაკანონმდებლობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია. მიუხედავად ამისა, ჩვენი მედია ცუდია, ხოლო გარე შემფასებელთა უმრავლესობა მას „ნაწილობრივ თავისუფალს“ უწოდებს. რაშია საქმე? ძირითადი პრობლემა, ჩემი აზრით, ორია. პირველ რიგში, მედია (აქ სიმარტივისთვის მის ყველაზე გავლენიან ნაწილს - ტელევიზიას ვიგულისხმებ) ემსახურება არა მომხმარებელს, ანუ ხალხს, არამედ მისი პატრონების და სპონსორების პოლიტიკურ ინტერესებს. მისი მიზანია არა მოქალაქეების გართობა და ინფორმირება, არამედ მათ ტვინებში „სწორი“ პოლიტიკური ორიენტაციების დამკვიდრება. ამ მხრივ, პრო- და ანტიმთავრობული ტელევიზიები არაფრით განსხვავდება.

მეორე პრობლემა, რომელიც გაცილებით მეტ მღელვარებას იწვევს, არის ის, რომ პრომთავრობული მედია მისაწვდომობის დონით გაცილებით სჯობია ანტიმთავრობულს, რაც ოპოზიციას უარეს მდგომარეობაში ამყოფებს და ქვეყანაში პოლიტიკური დისბალანსის მნიშვნელოვანი მიზეზია.

რას გვთავაზობენ „ეს შენ გეხებას“ აქტივისტები? მათ მხოლოდ მეორე ზემოხსენებული პრობლემა, პრომთავრობული მედიის დომინანტობა, აღელვებთ და, რაც მთავარია, იმედი აქვთ, რომ შეძლებენ მოიფიქრონ ისეთი კანონი, რომელიც აიძულებს ამ უკანასკნელს, ნაკლებად პრომთავრობული გახდეს.

კერძოდ, მათ შემოაქვთ წინადადება აიკრძალოს „ფარული პოლიტიკური რეკლამა“ . ეს ცნება უაღრესად ბუნდოვანია და შეიძლება არანაკლებ სახიფათო აღმოჩნდეს, ვიდრე ზედმეტად ფართო დებულებები პოლიტიკური დაფინანსების შეზღუდვაზე, რომლის წარმატებული ოპონირებითაც „ეს შენ გეხებამ“ თავი გაითქვა. ასეთ რეკლამად შეიძლება ჩაითვალოს პრაქტიკულად ნებისმიერი სიუჟეტი, რომელიც პოლიტიკოსთა რაიმე საქმიანობას ასახავს. დაშვებულია მხოლოდ „ოფიციალურ ღონისძიებაში კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების აღსრულების მიზნით პოლიტიკური თანამდებობის პირის მონაწილეობის“ გაშუქება. მაგალითად, ვანო ჯავახიშვილის შოუში პოლიტიკოსის გამოჩენა სასტიკად უნდა აიკრძალოს - ამტკიცე ახლა, რომ ეს არ არის „ფარული პოლიტიკური რეკლამა“ .

მეორე შემოთავაზება: თუ კერძო სატელევიზიო არხი პოლიტიკური დებატების გამართვას გადაწყვეტს, აუცილებლად ყველა „კვალიფიციური სუბიექტი“ უნდა მოიწვიოს (ანუ ყველა პარტია, რომლებმაც ბოლო წლების არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიეს: ამის კრიტერიუმიც ზუსტადაა კანონში გაწერილი). რატომ? იქნებ მაყურებლისთვის საინტერესო ის პოლიტიკური ფიგურებია, ვინც დღესაა გავლენიანი და არა ის, ვინც ოთხი წლის წინ სადღაც ოთხი პროცენტი აიღო? ნურას უკაცრავად, სახელმწიფომ (კანონმდებელმა) უკეთ იცის, რისი ნახვა სჭირდება მაყურებელს.

რაშია შეცდომა? კანონით ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, გაფუჭება კი - ძალიან ბევრის. მედიის (ისევე როგორც ნებისმიერი ინდივიდის) თავისუფლება ნიშნავს იმის უფლებასაც, იყოს მიკერძოებული, უგემოვნო, ილაპარაკოს სისულელეები და ა.შ. კანონით ვერ აიძულებ ცუდ ან მიკერძოებულ ტელეკომპანიას, გახდეს კარგი ან ობიექტური. თუ მის პატრონს გულით უნდა, რომელიმე პარტია კარგად ან ცუდად წარმოაჩინოს, ამას ყოველთვის მოახერხებს. სამაგიეროდ, შეზღუდვები ხელს შეუშლის კარგ ტელევიზიას, რომელსაც მაყურებლისთვის საინტერესო პროგრამის გაკეთება უნდა (მერე რა, რომ ასეთი ჯერ არა გვყავს).

„ფარული პოლიტიკური რეკლამის“ აკრძალვა ფაქტობრივად პოლიტიკური ცენზურის პრეცედენტს ქმნის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებას ყოველთვის მეტი ადმინისტრაციული რესურსი აქვს (მათ შორის, შესაძლოა, სასამართლო სისტემაზე ზემოქმედების ბერკეტიც), საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ ასეთი შეზღუდვა, პირველ რიგში, ოპოზიციურად განწყობილი მედიის წინააღმდეგ იქნება მიმართული (მის პროგრამებს, რა, ვერ მოუძებნი „ფარული პოლიტიკური რეკლამის“ ნიშნებს?).

დემოკრატიის ქომაგებს სუბიექტური განცდა აქვთ, რომ თუ რუსთავი2-სა და იმედს რაღაცა დაუკანონეს, ამით ხელისუფლებას შეზღუდავენ. მაგრამ თავისი სტატუსით ესენი ისეთივე დამოუკიდებელი ტელეკომპანიებია, როგორც მაესტრო და კავკასია: უბრალოდ, სარედაქციო პოლიტიკებია სხვადასხვა. თუ ბიძინა ივანიშვილი თავის დანაპირებს შეასრულებს და არჩევნებს მოიგებს, იმავე წუთიდან როლები შეტრიალდება: ყოფილი „პრომთავრობულები“ დამოუკიდებელი მედიის ფლაგმანებად იქცევიან და პირიქით (როგორც უკვე მოხდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ). თუ აწესებ თავისუფალი მედიის შეზღუდვას, ვერასოდეს გათვლი, ვინ ვის წინააღმდეგ გამოიყენებს ამას.

მაშ რა ვქნათ? სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საუკეთესო რეალისტური ვარიანტი, რაც საქართველოში შეიძლება გვქონდეს, ცუდი ტელევიზიების პლურალიზმია. ეს იმის შანსსაც ამაღლებს, რომ ასეთ გარემოში მედიამფლობელებსაც და მაყურებელსაც ადრე თუ გვიან უფრო პროფესიული და ინფორმაციული პროგრამების მოთხოვნილებაც გაუჩნდეთ (თუმცა ამას დრო დასჭირდება).

აქედან გამომდინარე, ყველაზე ლოგიკური და ანგარიშგასაწევი „ეს შენ გეხებას“ ის წინადადებებია, რომლებიც საკაბელო ოპერატორების მიერ ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტს შეეხება. ესეც საკამათოა, რადგან თავისუფალი ბიზნესის შეზღუდვას გულისხმობს და ეჭვი არ მეპარება, რომ ოპონენტებს ანგარიშგასაწევი არგუმენტები ექნებათ. მაგრამ იმ პირობებში, როცა საკაბელო ოპერატორები აშკარად პოლიტიკური ნიშნით წყვეტენ, ვისი სიგნალი გაატარონ და ვისი არა, ამ მიმართულებით ფიქრი აზრიანია. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც რესტორნის მფლობელს შეეძლო ეთქვა, ჩემი რესტორანია და ვინ დამიშლის, რომ შავკანიანები არ შემოვუშვაო. მაგრამ რასობრივი დისკრიმინაცია იმდენად დიდი პრობლემა იყო, რომ რესტორნის პატრონთა უფლებები სამართლიანად გადავიდა მეორე პლანზე.

8 ნეგატიური კამპანიის ეფექტი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ნინო მაჭარაშვილი

1964 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ტელევიზიამ პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსული რეკლამა გადასცა. „გვირილა“ - ასე იხსენიებენ იმჟამინდელი პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის საკამპანიო ვიდეორგოლს: სამიოდე წლის გოგონა მინდორში ყვავილს ფურცლებს აცლის, თან ბავშვურად, შეცდომით ითვლის. როდესაც ცხრამდე ადის, მამაკაცის ავის მომასწავებელი ხმა შემოდის და უკუათვლას იწყებს. კადრი გოგონას თვალის გუგას უახლოვდება - „ნულზე“ შავ ფონს ატომური სოკოს ღრუბელი ცვლის, ჯონსონის ხმა კი გვამცნობს: „ეს არის რისკები. იმისთვის, რომ შევქმნათ სამყარო, სადაც ღმერთის შვილები იცხოვრებენ, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ან მოვკვდეთ“ . ვიდეო ასე სრულდება: „ხმა მიეცით პრეზიდენტ ჯონსონს 3 ნოემბერს. რისკი ზედმეტად მაღალია იმისთვის, რომ სახლში დარჩეთ“ .

სარეკლამო რგოლი რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატის, ბარი გოლდვოთერის კომენტარებს ეფუძნებოდა ვიეტნამში ატომური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე. რეკლამა მძაფრად გააკრიტიკეს და ტელევიზიით მხოლოდ ერთხელ გადასცეს, მაგრამ ითვლება, რომ მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე. მოგვიანებით, ანალოგიური ხერხის გამოყენება რონალდ რეიგანის წინააღმდეგაც სცადეს, მაგრამ ამჯერად უშედეგოდ. დღეს „გვირილა“ ნეგატიური პოლიტიკური რეკლამის ერთ-ერთ კლასიკურ მაგალითად მიიჩნევა.

ნეგატიური კამპანია უფრო ფართოდაც შეგვიძლია განვიხილოთ. ამ დროს პოლიტიკური ძალა, ნაცვლად იმისა, რომ აქცენტი საკუთარ უპირატესობებსა და ხედვის პოზიტიურ მხარეებზე გააკეთოს, ცდილობს ოპონენტზე უპირატესობა მის უარყოფით ასპექტებზე აპელირებით მოიპოვოს. ასეთი შეიძლება იყოს მთელი საკამპანიო რიტორიკა ან სხვა ქვეყნებში მყოფი პოლიტიკური ლობების სტრატეგია.

0x01 graphic

საქართველოში, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება კამპანიასთან დაკავშირებული საკითხები. „გვირილის“ მსგავსი შთამბეჭდავი ვიდეორგოლების გახსენება ალბათ გაგვიჭირდება - თუმცა, ქვეყანაში დაბალია დეტალურად გაწერილი პოლიტიკური პროგრამის წარდგენის კულტურა, ამიტომ ოპონენტის სუსტ მხარეებსა და მოსალოდნელ საშიშროებებზე აპელირება მარტივი და მიღებული პრაქტიკაა. როგორც წესი, ამ მიმართულებით ოპოზიციური ძალები მეტად აქტიურობენ, რადგან მომგებიან პოზიციაში არიან - შეუძლიათ, რიტორიკა ხელისუფლების მმართველობის უკვე არსებულ შედეგებზე ააგონ.

მაგალითისთვის, შეგვიძლია, გასული საარჩევნო პერიოდებიც გავიხსენოთ. ნეგატიური რეკლამის კარგი ნიმუშია 2007 წელს გიორგი გაჩეჩილაძის კლიპი „პოლიტიკური დედაენა“ . ვიდეო პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის მხარდასაჭერად მომზადდა და მასში ოპონენტი, მოქმედი პრეზიდენტი სააკაშვილია გაშარჟებული: ნერონის ფორმაში გამოწყობილი პრეზიდენტის გარშემო მრავლადაა სახრჩობელები და საკნები. ტექსტი რეფერენციას ახდენს მონობასთან, სექსუალურ უმცირესობებთან, გარყვნილებასთან და უსამართლობასთან. პრეზიდენტის პერსონაჟი დედა ენასაც წვავს, რაც მის ანტიეროვნულობაზე მიუთითებს. საბოლოოდ, ორგიის მსგავსი მხიარულება სრულდება და იგი მარტო რჩება ხალხის პირისპირ. ნეგატიური იყო ამავე კამპანიის სლოგანი - „არ მეშინია“ . მსგავსმა კამპანიამ უშუალო მიზანს ვერ მიაღწია - არჩევნები სააკაშვილმა მოიგო. მისი პოზიტიური საარჩევნო მესიჯი ამომრჩეველს სიღარიბის დაძლევას ჰპირდებოდა.

არაეფექტური ნეგატიური კამპანიის ნიმუშად გამოდგება მომდევნო წლების ოპოზიციური კლიპებიც, სადაც აპელირებდნენ ომის თემით. მაგალითად, იყენებდნენ რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, დაბომბვის დროს პრეზიდენტისა და მისი დაცვის კადრებს - ღია მინიშნებით, რომ ქვეყნის მთავარსარდალი „მშიშარაა“ .

მეორე მხრივ, უფრო ეფექტიანი შემთხვევების მაგალითებიც არსებობს. მაგალითად, ვარდების რევოლუციის პერიოდში, მოძრაობა „კმარას“ ვიდეორგოლების სერია - „კმარა ვარდნა“, რომელიც კაპიტალიზაციას შევარდნაძის მმართველობის უარყოფით შედეგებზე ახდენდა. დღეისთვის, შეიძლება ითქვას, ინტერნეტსივრცეში მაინც, საკმაოდ ეფექტურია ალტერნატივსტუდიოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლები პრეზიდენტ სააკაშვილზე.

სავარაუდოდ, ახლახან დაწყებული კამპანიების მანძილზეც მრავალი მსგავსი მაგალითი გველის. მიუხედავად წარსული გამოცდილებისა, მთავარ ოპოზიციურ ძალებს ამ ტაქტიკის გადასინჯვა ჯერ არ უცდიათ. კითხვა, რომელიც ჩნდება, ასე ჟღერს: მუშაობს თუ არა საერთოდ თავდასხმის ტაქტიკა?

გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ნეგატიური კამპანია ადამიანებს არ მოსწონთ. განსაკუთრებით, თუ ის ოპონენტის პირად ცხოვრებას და ინტიმურ დეტალებს ეხება. მიუხედავად ამისა, მის ეფექტიანობაში ბევრია დარწმუნებული - სხვაგვარად, დროსა და ფულს არ დახარჯავდნენ. როგორც წესი, ნეგატიური კამპანიის ყოვლისშემძლეობის მითს რამდენიმე გახმაურებული, წარმატებული შემთხვევა ქმნის.

0x01 graphic

კვლევები განსხვავებულ სურათს იძლევა - ზოგიერთი ნეგატიური კამპანიის ეფექტიანობაზე მიუთითებს, სხვები კი - პირიქით. საინტერესოა ამ თემაზე არსებული სხვადასხვა კვლევების მეტაანალიზი, რომელიც რიჩარდ ლოუმ, ლი სიგელმენმა და ივი ბრაუნ როვნერმა გააკეთეს. მათ 1984-დან 2006 წლამდე ჩატარებული 111 კვლევის შედეგები აიღეს და ერთიანობაში გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ნეგატიური კამპანია სულაც არაა ისეთი მოგებიანი, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ყოველ შემთხვევაში, მისი მყისიერი გავლენა ელექტორატის არჩევანზე არ დასტურდება.

ფსიქოლოგებშიც და პოლიტიკურ კონსულტანტებშიც მიღებულია აზრი, რომ ცუდი ამბავი ადამიანებს უკეთ და უფრო დიდხანს ამახსოვრდებათ. ზემოთ ხსენებული კვლევა ადასტურებს, რომ ნეგატიური რეკლამები და კამპანია, მართლაც უფრო ადვილად დასამახსოვრებელია, ვიდრე პოზიტიური - თუმცა, ეს განსხვავება იმდენად მცირეა, რომ სტატისტიკურად უმნიშვნელოა და ამ ეფექტზე თამამად საუბრის საშუალებას არ იძლევა.

ასევე გავრცელებულია მოსაზრება, რომ ნეგატიური კამპანია, შესაძლოა, მისი შემქმნელის რეიტინგის ზრდაზე პირდაპირ არც აისახებოდეს - სამაგიეროდ, ამცირებს ოპონენტისადმი მხარდაჭერას. ამ გზით კი, საბოლოოდ, ისევ პირველ კანდიდატს აძლევს ხელს. როგორც აღმოჩნდა, არც ეს შეხედულებაა ერთმნიშვნელოვნად სწორი. საქმე ისაა, რომ არსებობს ბუმერანგის ეფექტი და რისკი: აგორებული ანტირეკლამა, შესაძლოა, მისსავე ავტორს შემოუტრიალდეს და მხარდაჭერა შეუმციროს. ამრიგად, შედეგი ერთმანეთს აბათილებს: ოპონენტი დისკრედიტებულია, თუმცა, გარკვეულ მხარდაჭერას ნეგატიური კამპანიის მწარმოებელი პოლიტიკოსიც კარგავს.

კიდევ ერთი გავლენა, რომელზეც საუბრობენ, ელექტორატის დემობილიზაციაა. იგულისხმება, რომ მასობრივი ნეგატიური კამპანია ამომრჩევლებს ხმის მიცემის მოტივაციას უკარგავს. როგორც ჩანს, დარწმუნებით საუბარი არც ამ მყისიერ ეფექტზეა შესაძლებელი. კვლევების ნაწილი იმასაც აჩვენებს, რომ პირიქით, ასეთი ტაქტიკა ელექტორატის მობილიზებას ახდენს.

აღმოჩნდა, რომ ნეგატიური რიტორიკა მნიშვნელოვნად არც კამპანიისადმი ინტერესს ზრდის - ის გარკვეულწილად ამაღლებს ცოდნას კამპანიის მიმდინარეობის შესახებ, თუმცა ეს ეფექტიც სტატისტიკურად მცირეა.

ერთადერთი დადასტურებული შედეგი, რაც ნეგატიურ კამპანიას აქვს, არის მისი პოტენციალი, გრძელვადიან პერიოდში მიაყენოს ზიანი მთლიანად პოლიტიკურ სისტემას - იგულისხმება პოტენციური ამომრჩევლის პოლიტიკისგან და საარჩევნო პროცესისგან ჩამოშორება. ის მცირედით, მაგრამ სტაბილურად უარყოფითად მოქმედებს ამომრჩევლის მიერ პოლიტიკური სისტემის ქმედითუნარიანობის შეფასებაზე. გარდა ამისა, იწვევს არსებული ხელისუფლებისადმი ნდობის შემცირებას.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ - ნეგატიური კამპანია რაღაც დონეზე მუშაობს, თუმცა არ დასტურდება, რომ მუშაობს ისე, როგორც ჩაფიქრებულია და როგორც მის მწარმოებელს სურს. თავდასხმის სტრატეგია მაშინ აღწევს მიზანს, როდესაც ამას ზოგადი განწყობა ისედაც უმაგრებს ზურგს. არსებობს არჩევნების მოგების ორი გზა: დაარწმუნო ხალხი, ხმა შენ მოგცენ, ან დაარწმუნო, ხმა შენს ოპონენტს არ მისცენ - არჩევანი პოლიტიკოსებსა და მათ კონსულტანტებზეა.

9 კერძო სკოლები - რა არჩევანი გვაქვს თბილისში

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თეონა კოკიჩაიშვილი

0x01 graphic

თბილისის მწვანე სკოლა

0x01 graphic

კავკასიის ფრანგული სკოლა

როგორც წესი, პატარასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მშობლები ერთობლივად იღებენ. განვითარებულ ქვეყნებში ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი ბავშვისთვის კარგი განათლების მიღების უზრუნველყოფაა. ამაზე ფიქრს მის დაბადებამდეც კი იწყებენ, მოსამზადებელ კლასებსა და სკოლებს არჩევენ და სწავლის ფულს აგროვებენ.

საქართველოში წელს მშობლებისთვის სიახლეა: საჯარო სკოლებში ბავშვის დარეგისტრირება მათ მხოლოდ ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ. პირველკლასელები სკოლებში დასწრების პრინციპით მოხვდებიან. რეგისტრაცია 15 აპრილიდან დაიწყო და ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საბუთების მიღება დაიწყო კერძო სკოლებშიც.

საქართველოში სკოლის შერჩევა რთულია, რადგან არ არსებობს ერთიანი რეიტინგული სისტემა. როგორც წესი, სკოლის შერჩევა საცხოვრებელთან სიახლოვის ნიშნით, ახლობლის რჩევით ან პირადი მოკვლევის საფუძველზე ხდება. საჯაროსგან განსხვავებით, კერძო სკოლები მშობლებთან თავის მოწონებას განსხვავებული სასწავლო პროგრამებით, სერვისებით, სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიითა და კეთილმოწყობილი, უსაფრთხო გარემოთი ცდილობენ.

თბილისში 200-ზე მეტი კერძო სკოლაა. ზოგიერთი დაბალფასიანად ითვლება (წელიწადში 1500-2000 ლარი), ნაწილი - საშუალოფასიანად. იმ სკოლების ღირებულება, რომლებიც თავიანთ მოსწავლეებს საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად უქმნიან ბაზას, 20 ათას ამერიკულ დოლარამდე აღწევს - მაგალითად, თბილისის საერთაშორისო სკოლაში სწავლა 18 500 დოლარი ღირს. ტაბულა გთავაზობთ სხვადასხვა ფასის კერძო სკოლების ერთგვარ მიმოხილვას.

ახალ სკოლაში ბავშვებს 3 წლის ასაკიდან იღებენ. აქ მოსამზადებელ და პირველ კლასში მოსწავლეები გასაუბრებით მიიღებიან, V კლასის ზევით ჩასარიცხად კი მათემატიკასა და ინგლისურში ტესტებს აბარებენ. © თამრი ბოლქვაძე კავკასიის ფრანგული სკოლა ამჟამად პირველი კლასი, რომელიც მაქსიმუმ 20 ბავშვისგან შედგება, თითქმის შევსებულია. 5000-ლარიან გადასახადში შედის ბავშვთა ტრანსპორტირება და კვება. ფორმაში გამოწყობილი მოსწავლეები სკოლაში დილის 9 საათიდან 4 საათამდე რჩებიან.

მოსამზადებელ, დაწყებით და საბაზო კლასებთან ერთად, ახალ სკოლას 16-19 წლის მოსწავლეებისთვის აქვს საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო ორწლიანი, წინასაუნივერსიტეტო პროგრამაც, რომელიც მოიცავს თეორიულ ცოდნას, გავრცობილ ესეს კურსებსა და CAS-ის პროგრამას. აქ ქართული და ინგლისურენოვანი განყოფილება მუშაობს და ორივე მათგანში სწავლება საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამებით მიმდინარეობს. ქართულისა და ინგლისურის გარდა, ახალ სკოლაში მოსწავლეები ფრანგულს, ესპანურსა და რუსულს სწავლობენ. სკოლას აქვს ინფორმატიკის კაბინეტი, ორი ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია. ასევე ენების, მათემატიკის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა, მუსიკისა და ხელოვნების კაბინეტები, სპორტული დარბაზი, დახურული აუზები, საბავშვო თეატრი, სათამაშო და კალათბურთის მოედნები, სახელოსნო.

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სწავლება ქართული და ბრიტანული სასწავლო პროგრამებით ხდება. ბრიტანულ პროგრამაზე წლიური გადასახადი I-II კლასებში 4,500 ევროა, III-VI კლასებისთვის - 6,200 ევრო, რეგისტრაციის საფასური კი 350 ევრო. თუ ერთი ოჯახიდან ბრიტანულ საერთაშორისო პროგრამაზე 2 ან მეტი ბავშვი სწავლობს, საფასური მცირდება. წლიურ ღირებულებაში შედის ორჯერადი კვება, კლასგარეშე აქტივობები და გახანგრძლივებული პროგრამა. I კლასში 5 წლის ბავშვებს იღებენ - მათ გასაუბრება უნდა გაიარონ. აქ ორი ან სამი პარალელური კლასი არსებობს და თითოეულში 18 ბავშვამდე ირიცხება.

2009 წელს ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ბრიტანულმა საგამოცდო საბჭომ Edexel-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სტატუსი და IGCSE და A Level პროგრამების სწავლების უფლება მიანიჭა. დიდი ბრიტანეთის საგამოცდო ორგანიზაცია Edexel-ი მსოფლიოს საგანმანათლებლო ორგანიზაცია Person Education-ის ნაწილია. ის საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებს აკადემიურ და პროფესიულ საკვალიფიკაციო პროგრამებსა და გამოცდებს სთავაზობს. ამ პროგრამებსა და სერტიფიკატებს უნივერსიტეტები და დამსაქმებლები 85-ზე მეტ ქვეყანაში აღიარებენ.

ბრიტანულ-ქართული აკადემია ბრიტანული და საერთაშორისო სკოლების ორგანიზაციის, iNet-ის (განათლების ტრანსფორმაციის საერთაშორისო ქსელის) წევრიცაა. iNet-ი, რომელიც 35 სხვადასხვა ქვეყანაში 5 600 წევრ სკოლას მოიცავს, სკოლებს პროფესიული მხარდაჭერის პროგრამებს სთავაზობს. იგულისხმება კონფერენციები, ონლაინფორუმები, გამოცემები, პროფესიული ტურები და სხვა.

0x01 graphic

ბრიტანულ-ქართული აკადემია

ბრიტანულ-ქართული აკადემია საქართველოში რეჯენტის კოლეჯის ოფიციალური წარმომადგენელიცაა. ეს უკანასკნელი ბავშვებს და მოზარდებს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს სთავაზობს. რაც შეეხება კლასგარეშე აქტივობებს, სკოლას აქვს დრამა, მუსიკალური გუნდი, ჭადრაკი, სპორტული კლუბები, ცეკვა, სკოლის ბენდი, წიგნის კლუბი, მოგზაურთა კლუბი, დებატების კლუბი, მოსწავლეთა საბჭო და სხვა.

კავკასიის ფრანგული სკოლა თბილისში 2010 წელს დაარსდა. მას შემდეგ სკოლაში ყოველწლიურად ახალი კლასი იხსნება. ამჟამად საბავშვო ბაღიდან მე-9 კლასის ჩათვლით სკოლაში 163 მოსწავლეზე მეტი სწავლობს, კლასში, როგორც წესი, ყველაზე მეტი 22 ბავშვია - მაღალ კლასებში მათი რიცხვი იკლებს. აქ განათლების მიღება 4600-დან 5200 ევრომდე ღირს. ფრანგული სკოლის სასწავლო გეგმა საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ არის აღიარებული. კოლეჯი CNED-ის (დისტანციური სწავლების ეროვნული ცენტრის) სისტემით ფუნქციონირებს, თითოეულ საგანში პედაგოგიური ასისტენტების მეშვეობით.

არაფრანგულენოვანი მოსწავლეების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისთვის ფრანგულის დამატებითი გაკვეთილები საბავშვო ბაღიდანვე ტარდება. ქართულენოვანთათვის ქართულის სწავლება კი განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმით ხდება. გარდა ამისა, ბავშვები პირველი კლასიდანვე იწყებენ ინგლისური ენის სწავლას. დაწყებითი კლასების დამრიგებლები გარკვეული სირთულეების მქონე მოსწავლეებს დამატებით გაკვეთილებს უტარებენ, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს კი გაკვეთილების დასასრულს ფაკულტატიური აქტივობებიც აქვთ.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში სწავლის ფასი 3000-დან 4700 ლარამდე მერყეობს. კლასი მაქსიმუმ 20 ბავშვისგან შედგება. აქ მოსწავლეთა ყოველდღიური შეფასების სისტემა მოქმედებს: ყველა მოსწავლეს აქვს სკოლის პასპორტი, სადაც სასწავლო წლის განმავლობაში შეფასებები ჩაიწერება. მასში მოსწავლის წარმატების ან სკოლის წესის დარღვევის შესახებ ჩანაწერის გაკეთება სკოლის ყველა თანამშრომელს შეუძლია. ყოველ პარასკევს ადმინისტრაცია პასპორტებს აგროვებს და მოსწავლეებს აფასებს, რაც ქულებზე აისახება.

გარდა ამისა, თუ ბავშვი ქცევის კოდექსს დაარღვევს და სკოლის თანამშრომელს არ დაემორჩილება, მის საკითხს დისციპლინური კომიტეტი გადაწყვეტს. წესების რეგულარულად დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური კომიტეტი სხდომაზე იწვევს მოსწავლეს, მის წარმომადგენელს და იმ პირებს, ვინც ამ დარღვევას უკავშირდება. დისციპლინურ კომიტეტს მოსწავლის სკოლიდან გარიცხვაც შეუძლია.

ბაქსვუდის სკოლაში ტარდება სემესტრული, წლიური, საშემოდგომო, ექსტერნატის ფორმით დაძლევის, სკოლის გამოსაშვები გამოცდები. 2011 წლიდან შეფასების საერთაშორისო მექანიზმი დაინერგა - მოსწავლეებს გადაეცემათ ნიშნების საერთაშორისო ფურცელი, ე.წ. ტრანსკრიპტი, რომლის გამოყენებაც უცხოურ სასწავლებელშიც შეუძლიათ. ბაქსვუდში სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული შედეგების და სხვა წარმატებისათვის მოსწავლეებს სიგელით, დიპლომით, სტიპენდიით, ბრიტანეთში უფასო 2-კვირიანი სწავლებითა და სხვა საჩუქრებით აჯილდოებენ.

ევროპული სკოლა საქართველოში მოქმედ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, მოსწავლეებს ინგლისური ენის ცოდნის განმსაზღვრელი კემბრიჯის (YOUNG LEARNERS, KET, PET, FCE) სერტიფიკატის მოსაპოვებლად ამზადებს. იქვე მუშაობს უცხო ენის ცოდნის კვალიფიკაციის განმსაზღვრელი საერთაშორისო სერტიფიკატის - DELF-ის მოსამზადებელი პროგრამა. 2009 წელს ევროპულმა სკოლამ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ავტორიზაცია მოიპოვა; საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლა (IB WORLD SCHOOL) XI და XII კლასელებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას სთავაზობს. სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ბავშვებს 3 წლიდან იღებს და სწავლის ფასი 3500-დან 4 ათას ევრომდეა. თითოეულ კლასში 10-11 მოსწავლე ირიცხება.

ევროპულ სკოლას აქვს ორი დიდი ბიბლიოთეკა და ტექნიკურად აღჭურვილი საგნობრივი ლაბორატორიები. ამას გარდა, სამუსიკო და ხელოვნების სტუდიები, თეატრი, სპორტული სექციები, დარბაზები, კომპიუტერული კლასები. ასევე, საკაბელო ტელევიზია, სადაც, სამეცნიერო-სასწავლო პროგრამების გარდა, სკოლის სპორტულ თამაშებსა და სხვადასხვა ღონისძიებებსაც გადასცემენ. ამ სკოლაში მოსწავლეებს შეუძლიათ შეისწავლონ ფრანგული, გერმანული, რუსული, ინგლისური ენები. მიღებული პრაქტიკაა ენობრივი სტაჟირებები ინგლისსა და გერმანიაში.

შვილის აკადემიური მოსწრებისა და შემოქმედებითი წარმატებების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიღება მშობელს ელექტრონული დღიურისა და მობილური ოპერატორის მეშვეობით შეუძლია. სკოლას აქვს 700-ადგილიანი სასადილო და საკუთარი ტრანსპორტი ემსახურება.

თბილისის მწვანე სკოლაში სწავლა 3500 ლარი ღირს. აქ ერთ ფლიგელში საბაზო და საშუალო საფეხურის, მეორეში კი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები არიან. სკოლაში 7 საგნობრივი კათედრაა: მშობლიური ენისა და ლიტერატურის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა, უცხო ენის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის, დაწყებითი კლასების და მათემატიკის. დამატებით ისწავლება კავკასიოლოგია, მსოფლიო ლიტერატურის ისტორია, ჭადრაკი, მსოფლიოს ხალხთა ცეკვები. უცხო ენებიდან მოსწავლეებს ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების შესწავლა შეუძლიათ.

სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო კაბინეტით, 6000-ზე მეტი წიგნის მქონე ბიბლიოთეკით, 30-მდე კომპიუტერით, 2 პროექტორითა და SMART BOARD-ის ინტერაქტიული დაფით. აქვეა სხვადასხვა სპორტული თუ სახელოვნებო კლუბები - შესაბამისი სპორტული მოედნებითა და საშხაპეებით. სკოლას აქვს 150-ადგილიანი სასადილო. კლასში მაქსიმუმ 16 მოსწავლეა, ხოლო მე-12 კლასელთათვის შემუშავებულია დამატებითი მეცადინეობების სპეციალური პროგრამა. მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლის სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ბავშვები უფასოდ ისწავლიან იმ კერძო სკოლებში, რომელთაც საჯარო სკოლები შეიძინეს და მათი რეაბილიტაცია მოახდინეს. მათ რიცხვს მიეკუთვნება მწვანე სკოლაც.

10 აღთქმული მიწა ზრდის პერსპექტივით

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი, თაკო ქურდაძე

0x01 graphic

კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს ალბათ ახსოვთ ერთ-ერთი პირველი ვირტუალური სიმულაცია - SimCity, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი შეხედულებებისამებრ დააპროექტოს, ააშენოს და მართოს ქალაქი; თავად განსაზღვროს საცხოვრებელი კორპუსების დიზაინი, შენობების სიმაღლე თუ საწარმოების ადგილმდებარეობა.

იმავე პრინციპს ეფუძნება თავისუფალი ქალაქებიც (L.E.A.P და Charter City), რომელთა მშენებლობაც ცარიელ ადგილზეა შესაძლებელი. თუმცა კომპიუტერული ქალაქებისგან ისინი იმით განსხვავდება, რომ ინფრასტრუქტურაზე უფრო მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური, ადმინისტრაციული და პოლიტიკური მოწყობა. ძირითადი არსი ის არის, რომ ქალაქი კომფორტული უნდა იყოს როგორც საცხოვრებლად, ისე ბიზნესის წარმოებისთვის. ის უნდა ააშენოს არა ერთმა სუბიექტმა - მთავრობამ, არამედ კერძო ინვესტორებმა და იმ ადამიანებმა, ვინც იქ ცხოვრებას გადაწყვეტს.

სხვადასხვა გათვლებით, დღეს მსოფლიოში 700 მილიონამდე ისეთი ადამიანია, რომელიც უკმაყოფილოა იმ საცხოვრებელი პირობებით, რომელსაც საკუთარი ქალაქი სთავაზობს. თუმცა მათ იქაურობის დატოვება და სხვაგან გადაბარგებაც უჭირთ. ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს: პირველი - სამსახური, ოჯახი, საცხოვრებელი სახლი და სხვა საყოფაცხოვრებო პირობები, რომელთა მიტოვება და ახალ ადგილას აწყობა არც ისე მარტივი საქმეა და მეორე - გამკაცრებული საემიგრაციო კანონები განვითარებულ ქვეყნებში, სადაც შრომის ბაზარიც უფრო დიდია და საცხოვრებლადაც შედარებით მიმზიდველი პირობებია.

რაც უფრო დიდია ქალაქი, მით მეტია არჩევანი. შესაბამისად, უფრო ეფექტიანი და მრავალფეროვანია ამ ტერიტორიაზე წარმოებული ეკონომიკური ტრანზაქციები და მეტი სისწრაფით იზრდება მოსახლეობის დოვლათი. განვითარების დონესთან ერთად ურბანიზაციის დონეც იზრდება - განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, ურბანიზაციის დონე 80%25-ს აჭარბებს. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ფერმერული მეურნეობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ნაკლებ ადამიანურ რესურსს საჭიროებს. ქალაქებში ცხოვრება კი მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე სოფლად, რადგან დიდ ქალაქებში მათ დასაქმების, მოხმარებისა თუ ინვესტირების კუთხით ბევრად მეტი არჩევანი აქვთ.

ეკონომიკური განვითარებისა და ურბანიზაციის ურთიერთკავშირით 2007 წელს განსაკუთრებით დაინტერესდა ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის პროფესორი პოლ რომერი. ორი წლის მუშაობის შემდეგ, მან ავტონომიური ქალაქის (Charter City) კონცეფცია შეიმუშავა და TED.com-ის საშუალებით დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნო. აუდიტორიაში იჯდა ჰონდურასის ახლადარჩეული მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც ახალი კონცეფცია ლათინურ ამერიკაში ეკონომიკური სასწაულის პრეცედენტის შესაძლებლობად მიიჩნია.

განვითარებად ქვეყნებში, ძირითადად კი ლათინურ ამერიკაში კონსულტანტად მუშაობის პერიოდში, ჰონდურასის ამჟამინდელი პრეზიდენტის მრჩეველი მარკ კლუგმანი დამოუკიდებლად მივიდა იმ აზრამდე, რომ როცა არსებული ქალაქების და სისტემის რეფორმირება განსაკუთრებით რთულია, სჯობს, ყველაფერი ნულიდან დაიწყო, პრობლემური სფეროები აუთსორსინგზე გაიტანო და არსებულ სისტემას უკვე გამოცდილი სისტემა დაუპირისპირო.

მნიშვნელოვანია ის, რომ სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქს აქვს საკუთარი წესები, რომლებიც იქ მცხოვრებლების და ინვესტორების ურთიერთობებს არეგულირებს. ეს წესები შეიძლება მთლიანად განსხვავდებოდეს დანარჩენი ქვეყნის წესებისგან. მეტიც, ქალაქმა შეიძლება სხვა ქვეყნებისგან იყიდოს პრაქტიკა, რომელიც მასთან არ ვარგა - მაგალითად, სასამართლო გარჩევები ანდოს ბრიტანეთის სასამართლოს, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა; საზოგადოებრივი წესრიგი - ისეთი ქვეყნის პოლიციას, სადაც კორუფცია თითქმის არ არის და ასე შემდეგ. ეს ქალაქს შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნის გარეთ გაიტანოს მართვის ნებისმიერი კომპონენტი, რომელიც სუსტია და განვითარებას ხელს უშლის.

კლუგმანისთვის ახალი ქალაქი მნიშვნელოვანია არა როგორც ფიზიკური ელემენტი, არამედ როგორც ახალი ტიპის ადმინისტრაციითა და პოლიტიკით გადახალისებული ადმინისტრაციული ერთეული. რაც ნიშნავს, რომ თუ არსებული ქალაქი რეფორმირების შესაძლებლობას იძლევა, ახლის აშენება სრულიადაც არ არის საჭირო.

ზოგჯერ ინსტიტუტების განვითარება არსებულ გარემოში ვერ ხერხდება. მაგალითად, ჰონდურასში ყოველი ახალი ხელისუფლება თავის ახალ წესებს ადგენდა, არასტაბილური განვითარების პირობებში კი ქვეყნიდან ინვესტიციები იდევნებოდა. შარშან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჰონდურასში ყველაზე მეტი მკვლელობა მოხდა. მათი დიდი ნაწილი ნარკოტრეფიკს უკავშირდება, ეს ყველაფერი კი ტურისტებს და ინვესტორებს აფრთხობს, ქვეყანას მნიშვნელოვან შემოსავალს უკარგავს და განვითარებას აფერხებს. სწორედ ამიტომ, ჰონდურასმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ თავისუფალი ქალაქების ექსპერიმენტი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე განეხორციელებინა.

ის ტერიტორია ჰონდურასში, სადაც თავისუფალი ქალაქი უნდა აშენდეს, სპეციალური განვითარების რეგიონია. იგი დამოუკიდებელი იურიდიული პირია, რომლის სტატუსსაც კონსტიტუცია და კონსტიტუციური კანონი განსაზღვრავს. კონსტიტუციური კანონი მიიღება კონგრესის სრული შემადგენლობის ორი მესამედით. მისი შემდგომი გადასინჯვისთვის აუცილებელია რეგიონის მოსახლეობის რეფერენდუმის გადაწყვეტილება.

საწყის ეტაპზე, სანამ მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობებს დროებითი გამჭვირვალობის კომისია შეასრულებს. კომისიაში შევა 5 წევრი, რომლებსაც პრეზიდენტი დანიშნავს. ჯგუფში შემავალი ადამიანები პრეზიდენტს 9 მუდმივი წევრის კანდიდატურას წარუდგენენ. კანონით ისიც შესაძლებელია, რომ კომისიის წევრები რამდენიმე ქვეყანამ მორიგეობით დანიშნოს. სპეციალური განვითარების რეგიონს იმის უფლებაც აქვს, რომ საბჭოს შემადგენლობა საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე გაზარდოს.

0x01 graphic

გამჭვირვალობის კომისიის წინაშე ანგარიშვალდებულია გუბერნატორიც, რომელსაც პრეზიდენტი 7 წლის ვადით ნიშნავს. გუბერნატორი ჰონდურასის მოქალაქე უნდა იყოს.

გამჭვირვალობის კომისიის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ის, რომ მისი უფლებამოსილებების შეცვლა შესაძლებელი იქნება ჰონდურასის კონგრესის სრული უმრავლესობის 2/3-ით და მოსახლეობის რეფერენდუმის შედეგად.

გამჭვირვალობის კომისია გუბერნატორთან ერთად შეარჩევს მოსამართლეებს პირველი ინსტანციის სასამართლოებისთვის. მოსამართლეების შერჩევა მათი გამოცდილების მიხედვით მოხდება მსოფლიოს ნებისმიერი იურისდიქციიდან.

სასამართლო სისტემა ორსაფეხურიანი, ხოლო სააპელაციო სასამართლო მთლიანად სხვა ქვეყნის სასამართლო ორგანო იქნება. ჰონდურასი უკვე მოელაპარაკა მავრიკის რესპუბლიკას, რომ მისი უზენაესი სასამართლო სპეციალური განვითარების რეგიონის სააპელაციო სასამართლოც იქნება. მავრიკის სასამართლოს საბოლოო ინსტანცია თავის მხრივ ინგლისის საიდუმლო საბჭოა.

სასამართლო სისტემა შეიძლება დაეყრდნოს როგორც სამართლიანობის პრინციპებს, ასევე კანონს. ან ორივეს ერთად. იმოქმედებს პრეცედენტული სისტემა. შეიძლება სხვა ქვეყნის სასამართლოს პრეცედენტის გამოყენებაც. სისხლის სამართლის საქმეებზე იმოქმედებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

პოლიციისა და საგადასახადო ორგანოები შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ისე სხვა ქვეყნის.

მას შემდეგ, რაც სპეციალური განვითარების რეგიონის მოსახლეობა გაიზრდება, გამჭვირვალობის კომისიის ფუნქციები შეიცვლება. მომავალში აღმასრულებელი ხელისუფალი იქნება გუბერნატორი, ხოლო საკანონმდებლო - საკანონმდებლო საბჭო, რომელიც საყოველთაო არჩევნებით 5 წლით დაკომპლექტდება ადგილობრივი მცხოვრებლებისგან. გამჭვირვალობის კომისია აუდიტის საბჭოს მეშვეობით ხელისუფლებას მონიტორინგს გაუწევს.

ჰონდურასის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ოქტავიო სანჩეზ ბარიენტოსის აზრით, თუ სახელმწიფო მოტივაციებს სწორად განსაზღვრავს, ქალაქი მთლიანად კერძო ინიციატივის ხარჯზე აშენდება და გახდება არა ზედმეტი ტვირთი, არამედ ქვეყნის განვითარების ახალი ეკონომიკური ძრავა. მისი შეფასებით, ქალაქის აშენებას და მის საბოლოოდ ფუნქციონირებას რამდენიმე ათწლეული დასჭირდება.

დღეს 21-ე საუკუნის ქალაქად ითვლება დუბაი, რომლის საერთაშორისო საფინანსო ცენტრი ფედერალური კანონის საფუძველზე შეიქმნა. ის დუბაის ემირატში თავისუფალი ფინანსური ზონაა, რომელსაც დამოუკიდებელი ფინანსური და ადმინისტრაციული მოწყობა გააჩნია. ფინანსური ცენტრის ორგანოები კომერციულ და საფინანსო საკითხებზე ცენტრის კანონმდებლობას გამოსცემენ და ამ სფეროებთან დაკავშირებულ დავებს საკუთარი სასამართლო სისტემის მეშვეობით განიხილავენ. საფინანსო ცენტრის ორგანოებს საკუთარი ბიუჯეტი აქვთ, კანონით შეუძლიათ ურთიერთობა დაამყარონ მესამე პირებთან და დადონ ხელშეკრულებები და შეთანხმებები. ცენტრში რამდენიმე ორგანო და თანამდებობის პირია: პრეზიდენტი - რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დუბაის ემირი; ცენტრის დირექტორთა საბჭო - რომელშიც პრეზიდენტთან და სხვა წევრებთან ერთად შედის ცენტრის მთავარი მოსამართლეც; ცენტრის ადმინისტრაცია - რომელიც დამოუკიდებელი იურიდიული პირია, თავისი ბიუჯეტი აქვს და, თავის მხრივ, დირექტორთა საბჭო მართავს და მმართველი - რომელსაც დუბაის ემირი ცენტრის პრეზიდენტის წარდგინებით ნიშნავს.

2011 წლის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა მსგავსი ადმინისტრაციული ერთეულის - ლაზიკის მშენებლობის ინიციატივით. მისი თქმით, ქალაქის მშენებლობის დაფინანსების ძირითადი წყარო კერძო ინვესტიციები უნდა იყოს.

11 ლაზიკა - კონცეფცია და პერსპექტივები

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

ახალ ქალაქს, ლაზიკას, სპეციალური სტატუსი ექნება და მას საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს. ლაზიკის კონცეფცია და საკონსტიტუციო ცვლილებები ჯერ მხოლოდ განხილვის სტადიაშია.

კონცეფციაზე უკვე ერთ თვეზე მეტია მუშაობენ სტრატეგიული განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, სპეციალური კომისია, რომელიც ძირითადად პარლამენტარებითაა დაკომპლექტებული და ექსპერტები. კონცეფციის ზოგადი მიმართულებები ამ ჯგუფმა თავისუფალი ქალაქების იდეის ავტორებთან - მარკ კლუგმანთან და პოლ რომერის თანაშემწე მაურო დელორენზოსთან ერთად შეიმუშავა, თავისუფალი უნივერსიტეტის და იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სპეციალურ კონფერენციაზე კი თავისუფალი ქალაქის შენებასთან დაკავშირებული გამოცდილება უშუალოდ ჰონდურასის წარმომადგენლებისგან მოისმინა. ეს ქვეყანა პირველია ლათინურ ამერიკაში, რომელსაც ეკონომიკური სასწაულის მოსახდენად ახალი, ავტონომიური და თავისუფალი ქალაქის კერძო ინვესტიციების ხარჯზე მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი და ამ მიზნით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც აქვს გადადგმული.

0x01 graphic

მარკ კლუგმანი

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული ზოგადი კონცეფციის მიხედვით, ლაზიკას უნდა ჰქონდეს კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებელი სამართლებრივი სტატუსი და ქალაქში დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა. ამისთვის მას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემა: ლაზიკის მცხოვრებს უნდა შეეძლოს თავად აირჩიოს დავის გადაწყვეტის მეთოდიც და ადგილიც. სასამართლოს დიდი წილი აუთსორსინგზე უნდა იყოს გატანილი - ამ მხრივ, სამუშაო ჯგუფის დასკვნის მიხედვით, ყველაზე შესაფერისი ბრიტანული სამართალია.

კონცეფციის მიხედვით, ქალაქის ადგილობრივი ადმინისტრაცია ქვეყნის მთავრობისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის ინსტიტუციური მოწყობა ურჩევნია - მენეჯერული თუ დემოკრატიული. ამ ყველაფერს კონსტიტუცია უნდა უზრუნველყოფდეს.

ლაზიკის ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი - უცხოურ კაპიტალს და ინვესტიციებს ბარიერები არ უნდა შეექმნას, ქონება უნდა იყოს დაცული და ყველას შეეძლოს სასურველი ვალუტის არჩევა. მთელი ქალაქი ეტაპობრივად კერძო ინვესტიციების საფუძველზე უნდა აშენდეს. ამ კონცეფციის მიხედვით, მთავრობის როლი მხოლოდ ინვესტირებისთვის ხელსაყრელი, სანდო, ნაცნობი, უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფაა.

ლაზიკისთვის გამოყოფილი ტერიტორია ევროპისა და აზიის გასაყარზე, 2000 კმ-ის რადიუსში ერთადერთი ადგილია, სადაც რეალურად შეიძლება თავისუფალი ქალაქის აშენება. ამასთან, სატრანსპორტო კავშირების და ძირითადი ინფრასტრუქტურის მხრივ, ეს ტერიტორია საკმაოდ მოგებიან პოზიციებზეა: 10, 20 და 70 კმ-ის დისტანციაზე სამი საზღვაო პორტია - ყულევი, ფოთი და ბათუმი. ლაზიკასთან ასევე ახლოსაა ორი საერთაშორისო აეროპორტი: ფოთის - 20 კმ და ბათუმის - 70 კმ-ის დაშორებით. ქალაქი ძირითადად განთავსდება საავტომობილო მაგისტრალზე, რომელიც ქვეყანას აღმოსავლეთიდან დასავლეთით კვეთს, რკინიგზა კი მას საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან და მეზობელ ქვეყნებთან დააკავშირებს.

სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ლაზიკისგან 2000 კმ-ის რადიუსში სულ 27 ქვეყანაა ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან, შუა აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. ამ ქვეყნების ეკონომიკა 2011 წელს საშუალოდ 4.37%25-ით გაიზარდა. 27 ქვეყანაში 53 დიდი ქალაქია. აქედან 33-ში 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მხოლოდ 53 ქალაქის ჯამური მოსახლეობა 121 მილიონს აღემატება. ორმოცდაცამეტივე ქალაქს აქვს საერთაშორისო აეროპორტი. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 150 წუთია.

სულ ამ ქალაქებში 235 სპეციალური ეკონომიკური ზონაა, რომლებიც რამდენიმე ძირითად ტიპად იყოფა: ტექნოპარკები ანუ ინოვაციური ზონები - რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებში ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად; ორგანიზებული ინდუსტრიული ზონები - რომლის მიზანია ინდუსტრიული წარმოების სტიმულირება; ტურისტული და რეკრეაციული ზონები - რომლებიც ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის წახალისებას ემსახურება; საპორტო ზონები - სატრანზიტო ტვირთბრუნვის სტიმულირებისთვის და თავისუფალი ზონები - მიზნობრივი ინვესტიციების მოსაზიდად.

სტიმულირების მიზნით, ეს სპეციალური ეკონომიკური ზონები ინვესტორებს ძირითადად სთავაზობენ: სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებს, კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას და რეპატრიაციას, იაფ მიწას და ადგილმდებარეობის მრავალფეროვან არჩევანს, უცხოელი მუშახელის დაქირავების შესაძლებლობას, სატრანზიტო ტვირთების თავისუფალ იმპორტს, დასაწყობებას და გადატვირთვას, გაზრდილ ამორტიზაციას IT პროგრამულ უზრუნველყოფაზე, თავისუფალ საბაჟო პოლიტიკას და მზა ინფრასტრუქტურას.

საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს ზოგადად კარგი მდგომარეობის გამო, ლაზიკას რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა უკვე აქვს: პრეფერენციული რეჟიმები დიდ და მაღალი ხარისხის ბაზრებთან - მათ შორის, ევროკავშირთან და აშშ-სთან; კორუფციის დაბალი მაჩვენებლები და ბიზნესის ადვილად კეთების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული.

საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მხარე საკუთრების უფლებების დაცვა და სასამართლო რეფორმაა. კონსტიტუციური გარანტიების საფუძველზე ლაზიკას შესაძლებლობა უჩნდება, რომ ეს პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნას.

0x01 graphic

12 მალკოლმ მაკდაუელი - ყველაზე იღბლიანი ხულიგანი

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

სალომე კიკალეიშვილი

0x01 graphic

თბილისი. რუსთაველი. კაფე პარნასი. შუადღე.

- რას შვებით, კინოს იღებთ?
- ჰო
- დაიცა, ვინაა მაგიდასთან? მაგრა მეცნობა...
- მალკოლმ მაკდაუელი - ?
- აი ის, „მექანიკურ ფორთოხალში“ რომ თამაშობს
- აა, დაიცა... ჰოო... გვახარიამ რომ აჩვენა, არა? შენა და, აქ ვის თამაშობს?
- თავის თავს
- თავის თავს? დაიცა, თავის თავს როგორ თამაშობს?..

ნიუ ბალანსის ბოტასები, მუქი ლურჯი ჯინსი და თეთრი ფერის სპორტული მაისური. კარტოფილივით მრგვალი ცხვირი, თეთრზე თეთრი თმა და ცისფერი, ძალიან ცისფერი ცელქი თვალები. სულ რამდენიმე დღის წინ, რუსთაველზე, კაფე პარნასში რომ შეგესეირნათ, კინოს ყველაზე დიდ ხულიგანთან ერთად აღმოჩნდებოდით. მალკოლმ მაკდაუელი თბილისში რამდენიმე დღით, რეჟისორ ნიკა აგიაშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმში სათამაშოდ ჩამოვიდა. „თბილისი, ჩემი ქალაქი“ - იბერია ფილმის და სთორიმენ პროდაქშენის ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. პროექტი, რომელიც 12 ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიან ნამუშევარს გააერთიანებს.

„რძეც მინდა, თუ შეიძლება, - ეუბნება მიმტანს და თან გაოცებული მიყურებს, - რა უცნაურად მიყურებენ, როცა ჩაისთან ვითხოვ რძეს. არადა, ბრიტანეთში ასე სვამენ. რძეე? არა, არ მიყვარს, მხოლოდ ჩაიში თუ დავლევ“ . რატომღაც მეგონა მეტყოდა - კი, აბა რა, თანაც ძალიანო. ეტყობა კოროვა მილკ ბარი არ ამომდის თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის განმავლობაში 150 ფილმში მაინც ითამაშა, პირველ რიგში “მექანიკური ფორთოხლიდან“ იცნობენ - თეთრ კოსტიუმში, შავ ცილინდრში და შავ სამხედრო ბათინკებში გამოწყობილ მომხიბვლელ ნაძირალად, რომელიც უსმენს ბეთჰოვენს, სვამს რძეს და გემრიელად ბეგვავს ადამიანებს.

2011 წელს სტენლი კუბრიკის სტილიზებული ძალადობა - „მექანიკური ფორთოხალი“ 40 წლის გახდა და ფილმის საიუბილეო ჩვენება უამრავ ქვეყანაში გაიმართა. მალკოლმ მაკდაუელიც „ფორთოხალს“ ყველა ქვეყანაში დაჰყვებოდა და ასობით ჟურნალისტს უკვე მერამდენედ, ერთსა და იმავე კითხვებზე ღიმილით პასუხობდა. „არ არსებობს კითხვა, რომელიც ამ 40 წლის მანძილზე არ დაუსვამთ. მართალი გითხრა, შარშანაც იმდენი ვილაპარაკე ამაზე, რომ... ცოტა ყელში ამომივიდა ეს ფორთოხალი...“ - მითხრა და ბლანტი რძე მწვანე ჩაიში ჩაუშვა.

მალკოლმ მაკდაუელი, იგივე მალკოლმ ტეილორი ინგლისში, ლიდსში დაიბადა. მისი ახალგაზრდობა ბითლომანიას და Ob-La-Di, Ob-La-Da-ს პერიოდს დაემთხვა. ორ დასთან ერთად იზრდებოდა და ჯიბის ფულს მამის ბარში, სასმელის მიმტანობით შოულობდა. ყველაზე კარგად ჩემს ბავშვობას კლასის დამრიგებელი დაგიხასიათებდაო - გაუგონარი, ძალიან გაუგონარი, მაგრამ არა ავი. მაკდაუელზე, დედის გვარზე, მას შემდეგ მოუწია გადასვლა, რაც სამსახიობო სკოლის დასრულების შემდეგ საბუთების ასაღებად მივიდა - „უკაცრავად, ვერა, ვერა... თქვენ ვერ იქნებით მალკოლმ ტეილორი, სამწუხაროდ, ამ სახელით და გვარით მსახიობი უკვე აღრიცხულია“ . დიდხანს არც უფიქრია - „კარგი, მაშინ მომეცით... მაკდაუელი, ჰო, მაკდაუელი, ეს ხომ დედაჩემის გვარია“ .

მსახიობობაზე პირველად მაშინ დაფიქრდა, როდესაც ჯერ იყო და, სცენაზე ყველაფერი ჩაბნელდა, მერე კი ნელ-ნელა, შუქის ლაქები გაჩნდა და თვალებში მიანათა. მაგარი შეგრძნება იყო, თითქოს მოვეშვიო. 11 წლის იყო და ალადინის კოსტიუმი ეცვა. მას მერე სკოლის არცერთი დადგმა არ გამოუტოვებია და აღარც ძმაკაცების შურდა, რომლებიც კრიკეტს თამაშობდნენ და კივილ-წივილით დასდევდნენ ეზოში ბურთს, ის კი იდგა სცენაზე და მორიგ როლზე ფიქრობდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ყავის გამყიდველად დაიწყო მუშაობა. გაიცნო ამერიკელი ბიზნესმენი, რომელმაც ყავის ჩრდილოეთ ინგლისში გაყიდვა შესთავაზა. მანქანით, ერთი წლის მანძილზე უნდა ევლო და კლიენტები მოეძია. მოგზაურობას სიამოვნებით დათანხმდა და ეს არასდროს უნანია. ერთწლიანი თავგადასავალი მოგვიანებით, ლინდსეი ანდერსონის ფილმ „იღბლიანს“ დაედო საფუძვლად. ფილმს, რომლის ხსენებისას, ასაკში შესულ მაკდაუელს თვალები უნათდება, მხრებში სწორდება და სადღაც შორს იწყებს ყურებას. თუ გინდა მალკოლმ მაკდაუელი აალაპარაკო, მას ლინდსეი ანდერსონზე უნდა ესაუბრო - აშკარად უყვარს ძველი ამბების გახსენება.

ლინდსეი მისი მეგობარი და მისი რეჟისორი იყო. ადამიანი, რომელზეც ყოველთვის და ყველგან დიდი სიყვარულით და სითბოთი საუბრობს. ადამიანი, რომელსაც გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ ედინბურგის ფესტივალზე დადგმა მიუძღვნა - მისი დღიურები წაიკითხა. შემდეგ კი თქვა - ჩემთვის ის მამაჩემზე მნიშვნელოვანი იყოო.

0x01 graphic

მაკდაუელის პირველი მთავარი როლი სწორედ ანდერსონის ფილმში „თუ...“ (1968) აღმოჩნდა. მეამბოხე მოსწავლე, რომელიც არ ემორჩილება სკოლაში გაბატონებულ დამახინჯებულ წესებს და მეგობრებთან ერთად სკოლის, საზოგადოების, უსამართლობის წინააღმდეგ იარაღით გამოდის. „ამ ფილმმა ძალიან გააღიზიანა ბრიტანეთის იმპერია. ის გიჩვენებდა სკოლებს, რომლებიც ათასწლიან ისტორიას ითვლიან, სადაც ბრიტანელი არისტოკრატები შვილებს აგზავნიან, რათა ისწავლონ, აღიზარდონ და მერე, იმპერია მართონ. ბრიტანეთში არ იყო რევოლუციები და ქუჩაში გამოსვლები. ყოველ შემთხვევაში, ისეთი, როგორც პარიზში. მაგრამ იყო დიდი პროტესტი ისტებლიშმენტის წინააღმდეგ, რაც ჩანდა პოეზიაში, მუსიკაში, მხატვრობაში... ამაზე იყო ლინდსეის „თუ...“ და „განრისხებულმა მოიხედე“ . და იცი რა მოხდა? მათ თავად აჩვენეს „თუ...“ სკოლებში. აიღეს მთელი ეს ამბოხება და ისტებლიშმენტის ნაწილად აქციეს“ .

ანდერსონმა მაკდაუელი კინოში თავისი სავიზიტო ბარათით შემოიყვანა - შავ სამოსში შეფუთნულს, თავზე შავი შლაპა ახურავს, ხოლო პირი შავი შარფით აქვს აკრული. მხოლოდ თვალები, დიდი ცისფერი თვალები გრჩება სათვალთვალოდ: ცოტა შეშლილის, ცოტაც გიჟის... თვალები, რომლებიც უცნაურად ანათებენ და რომლებმაც მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი.

0x01 graphic

ლინდსეი ანდერსონი და მალკოლმ მაკდაუელი. 1973

„მექანიკური ფორთოხალი“ ენტონი ბერჯესმა 1962 წელს გამოაქვეყნა. ანტიუტოპიური რომანი არასრულწლოვან კრიმინალებზე, რომლებიც აცდენენ სკოლას, უყვართ ცემა, გაუპატიურება, მკვლელობა. რომლებიც ავტორის გამოგონილ ენაზე ლაპარაკობენ: სადაც სლენგი და რუსული სიტყვები (მინიშნება საბჭოეთის ექსპანსიაზე) ერთმანეთს ცვლის და სადაც ალეკსი თავის სამ „ბრატთან“ ერთად სულ კითხულობს - „ჰე, ვშვებით რამეს?“ .

„გადაახვიე. კიდევ ერთხელ. კიდევ. თავიდან მაჩვენე ეს ეპიზოდი, - შემდეგ შემობრუნდა და ცოლს უთხრა - ჩვენ ვიპოვეთ ალეკსი“ . მოგვიანებით, ასე გაიხსენებს სტენლი კუბრიკის ცოლი ქრისტიანა იმ დღეს, როდესაც სტენლიმ პირველად ნახა მაკდაუელი ფილმში „თუ...“ .

„სტენლი ვარ, ფილმს ვიღებ, შენ მთავარი როლი უნდა შეასრულო და მინდა სცენარს გადახედო. ოღონდ... ჯერ არ ილაპარაკო ამაზე“ . სცენარი წაიკითხა და ძალიან შეეშინდა - როგორ უნდა ითამაშოს ეს ალეკსი... სტენლისთან სცადა ამაზე დალაპარაკება, მაგრამ - „მე შენ დაგიქირავე? დაგიქირავე. მორჩა. დაწყნარდი“, - მიიღო ცივად. მაშინ დახმარებისთვის ლინდსეის დაურეკა.

„ალეკსი მე ლინდსეიმ მაპოვნინა, - მითხრა და უცნაური შეფერილობის ჩაი მოსვა, - გახსოვს ის ადგილი, სავარჯიშო დარბაზში რომ შედიხარ? აი, ეგრე უნდა ითამაშო შენი ალეკსიო“ . ეს ადგილი მეც კარგად მახსოვს, ენტონი ბერჯესი - ინგლისელი მწერალი. ხშირად წერდა ჯოზეფ კელის ფსევდონიმით. „მექანიკური ფორთოხალი“ მისი ყველაზე ცნობილი რომანია, რომელსაც წელს გამოქვეყნებიდან 50 წელი შეუსრულდა. რომანის სახელწოდება აღმოსავლეთ ლონდონში გავრცელებული სლენგიდან მოდის „as queer as a clockwork orange“, რაც უცნაურს ნიშნავს. ბერჯესი 7 წელი ცხოვრობდა მალაიზიაში, სადაც „orange“ „ადამიანს“ ნიშნავს. როგორც ერთხელ აღნიშნა, ამ რომანით სურდა დაევიწყებინა ის ტკივილი, რაც მის პირველ ცოლს უკავშირდებოდა - როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს, მასზე ოთხმა ამერიკელმა ჯარისკაცმა იძალადა. ამერიკაში და ინგლისში გამოცემული „მექანიკური ფორთოხალი“ სხვადასხვანაირად მთავრდება. ინგლისურ ვარიანტში დატოვებულია ბოლო თავი, სადაც ალეკსი იზრდება, მოჰყავს ცოლი, უჩნდება შვილები და საზოგადოების „ღირსეული“ წევრი ხდება. ალეკსის როლზე მოიაზრებოდა მიკ ჯაგერიც. ხოლო დანარჩენ „ბრატებს“ Rolling Stones-ის წევრები შეასრულებდნენ.მაკდაუელის გმირი სავარჯიშო დარბაზში თავაწეული, კმაყოფილი სახით შედის. გაღიმებული, ფართოდ აღებს კარს და დემონსტრაციულად აბიჯებს. იცის, რომ იქ მას გაროზგავენ, დასჯიან, მაგრამ იმდენად დიდია პროტესტის გამოხატვის სურვილი, რომ მას ეს სულ ცალ ფეხზე კიდია. თუ ამ ადგილს ერთხელ მაინც შეხედავთ, მასში აუცილებლად ამოიცნობთ ბერჯესის არასრულწლოვან, თავხედ მეამბოხეს.

არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ საათზე იწყებოდა გადაღება, მოედანზე დილის 7-ზე უნდა ყოფილიყო - რეპეტიცია იწყებოდა. მართალია, მითხრა ასეთი კარგი დრო არსად გამიტარებიაო, მაგრამ Guardian-ის ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს - „კუბრიკი ისეთი ტიპი იყო, რომელიც გამოგიყენებდა და მერე მოგისროდა. ჯერ ბოლომდე გამოგწურავდა და მერე... მერე მისთვის ყველაფერი დამთავრდებოდა“ .

სტენლის დუბლის დუბლზე გადაღება უსასრულოდ შეეძლო. როდესაც მწერლის სახლში შერბიან, ასაკოვან კაცს სასტიკად სცემენ და ცოლს მის თვალწინ აუპატიურებენ - ამ ეპიზოდს 3 დღე იღებდნენ. ბოლოს სტენლიმ ჰკითხა - შეგიძლია იმღერო? მალკოლმს მაშინვე ჯინ კელი გაახსენდა, აი ის ადგილი ფილმში Singing in The Rain, ჯინი ყველაზე ბედნიერი რომაა, რომ მღერის, წვიმაში ცეკვავს... დუუ დუ დუ დუუ, დუდუ დუ დუდუ - დაიწყო უცებ ღიღინი და გაკოჭილ მწერალს მუცელში ფეხი სთხლიშა; I'm singing in the rain გააგრძელა ბედნიერად და ისევ ბრახ... სცენა გადაიღეს. 3 საათში სტენლის სიმღერაზე უფლება უკვე ნაყიდი ჰქონდა.

სტენლი კუბრიკი და მალკოლმ მაკდაუელი გადასაღებ მოედანზე„რამდენ ხანს გაჩერდებით ასე - ხელებგაკრული და თვალებში რკინებშერჭობილი? - კითხულობს ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი და იმ სცენას იხსენებს, როდესაც მეცნიერები ალეკსზე სადისტურ ექსპერიმენტს ატარებენ - ამ სცენის გადაღებისას ის კინაღამ დაბრმავდა. გადაღება დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ყვიროდა, ცდილობდა თავი დაეღწია და ამასობაში რკინა თვალში შეერჭო. მალკოლმმა მაგრად გაძლო, რთული იყო სტენლისთან მუშაობა“ .

„მექანიკურ ფორთოხალზე“ საკმარისად უკითხავთ. და მაინც, არის ისეთი რამ, რაც ჯერ არ გითქვამთ? - ვეკითხები იმ რაღაც „ჯერ არგაგონილის“ მოსასმენად; „რა თქმა უნდა. არის რაღაცები, რასაც არავის და არასოდეს ვეტყვი. ყველას ყველაფერს ვერ მოუყვები“ .

ფილმის დასრულების შემდეგ სტენლიმ მალკოლმთან ურთიერთობა გაწყვიტა, ალეკსის როლმა კი ძალიან დიდი გავლენა იქონია მის კარიერაზე. თითქოს განწირული გახდა უარყოფითი როლებისთვის და იმისთვის, რომ ასეთი წარმატება მის კარიერაში აღარ იქნებოდა. „უარყოფითი პერსონაჟების თამაში ყოველთვის საინტერესოა. არ შეიძლება მოგბეზრდეს იმ ქარიზმატული, მომხიბვლელი, საინტერესო ადამიანების განსახიერება, რომლებიც არასწორ გზაზე აღმოჩნდნენ. მათი ხასიათი მრავალნაირად შეგიძლია გახსნა და ეს თამაში ხახვის გათლას ჰგავს. იმ ხახვის, რომელიც უსასრულოდ შეგიძლია ფცქვნა და ფცქვნა. „ფორთოხალშიც“ ყველაფერი გამძაფრებული იყო. არ მახსოვს, ასეთი რამ მანამდე მინახავს თუ არა კინოში. ეს იყო ფილმი ამორალურ ტიპზე, რომელზეც მაყურებელს უთხრეს - შენ ის უნდა მოგეწონოს. სტენლიმდე ეს, მგონი, არავის გაუკეთებია“ .

0x01 graphic

გადასაღებ მოედანზე. თბილისი

„არა! არ გვაქვს „მექანიკური ფორთოხალი!“ - ასეთ წარწერას 70-იანების დასაწყისში ინგლისის თითქმის ყველა ვიდეოგაქირავების ვიტრინაზე შეხვდებოდით. ფილმი ბრიტანეთში 1971 წელს გამოვიდა და სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, სტენლი კუბრიკმა ის გაქირავებიდან ამოიღო.

ამის მიზეზი ის თავდასხმა იყო, რასაც მაშინდელი პრესა და საზოგადოება ახორციელებდა კუბრიკის მიმართ: „უნდა დავადანაშაულოთ თუ არა „მექანიკური ფორთოხალი“ ძალადობაში?“, „თავდასხმა, როგორც „მექანიკურ ფორთოხალში“ - ბრიტანულ პრესაში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა ასეთი სათაურები. საქმე ის იყო, რომ ფილმის გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში, ლანკაშირში დანიელი გოგო გააუპატიურეს, მოძალადე I'm singing in the rain-ს ღიღინებდა; 16 წლის ბიჭმა თეთრ კოსტიუმში, ცილინდრში და შავ ბათინკებში ლამის სიკვდილამდე სცემა მასზე ბევრად უმცროს ბავშვს; მოგვიანებით, იგივე მოხდა საფრანგეთში, ლიონში... არადა, კუბრიკი სისასტიკეს ამხელდა, უნდოდა მაყურებელში ძალადობის მიმართ აღშფოთება და ზიზღი გამოეწვია. სტენლის სახლში მისდიოდა მუქარის წერილები, სადაც მისი ოჯახის წევრებს სასტიკად ემუქრებოდნენ.

„მექანიკური ფორთოხალი“ ბრიტანეთში ხელმეორედ მხოლოდ 27 წლის შემდეგ, სტენლი კუბრიკის გარდაცვალების მერე გამოვიდა ეკრანებზე. 2000-ში.

„ზოგჯერ ისეთი რაღაცები გიყვარდება, რაც სხვას არ მოსწონს. ხდება ხოლმე. ბევრი ფილმი მომწონს, რომელშიც მითამაშია და მათ, სამწუხაროდ, არავინ უყურებს. ნანახი გაქვს კარენ შახნაზაროვის „მეფის მკვლელი“ ? ამერიკაში ის არავის უნახავს. თითქოს არც არსებობს. როდესაც ჩემს რეტროსპექტივას მართავენ, კადრი ფილმიდან „მექანიკური ფორთოხალი“ სულ ვეუბნები, ჩართეთ ესა და ეს ფილმიც; ოო, ეგ ფილმები ხომ არავინ იცის - მპასუხობენ; - ჰოდა, მაგიტომაც უნდა აჩვენოთ, ვუმტკიცებ მე“ . თვლის, რომ მისი საუკეთესო როლი, მისი შემდეგი როლი იქნება. არც საყვარელი გმირი ჰყავს - „ყველა მიყვარს, მაგრამ მათ აღარ ვუყურებ. ერთხელ უკვე ვიცხოვრე მათი ცხოვრებით და რატომღა უნდა ვნახო?“ .

1979 წელს ეკრანებზე ტინტო ბრასის „კალიგულა“ გამოვიდა. რომის იმპერატორს მალკოლმ მაკდაუელი თამაშობდა. ხშირად უკითხავთ, როგორ აღმოჩნდა ჰელენ მირენთან და პიტერ ო'ტულთან ერთად ბრასის ამ პორნოგრაფიაში. ფილმი, რომელიც სავსეა სექსუალური აქტებით და რომელსაც არტ-პორნო დაარქვეს, ბევრ ქვეყანაში აკრძალული იყო. რა თქმა უნდა, ტინტო ბრასის თავდაპირველი ჩანაფიქრი სულ არ განიცდიდა სექსის ნაკლებობას, მაგრამ ფილმის დასრულების შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა პროდიუსერმა, პენტჰაუსის დამაარსებელმა ბობ გუჩიონემ სტუდიაში დამატებით გადაიღო ვიდეომასალა და ფილმში თავად ჩასვა კადრები. „ჩვენ ყველანი გორ ვიდალის არაჩვეულებრივი სცენარის გამო დავთანხმდით. საბოლოოდ მან ჩვენსავით მოტყუებულად იგრძნო თავი. სწორედ ამიტომ ამოაღებინა თავი ტიტრებიდან. გუჩიონემ სრულიად უაზროდ, ალოგიკურად ჩაამონტაჟა ფილმში სექსის სცენები. თუმცა, მეორე მხრივ, მე არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად ვითამაშე“ .

სულ ეგონა, რომ აი, ამ ფილმსაც მორჩება და მერე დაბრუნდება უკან, ბრიტანეთში. მაგრამ ასე არ მოხდა. ამბობს, ამინდის გამო დავრჩი ამერიკაში, აქ უკეთესიაო. 1975 წელს მარგო ბენეტზე დაქორწინდა, 5 წელიწადში მსახიობი მერი სტინბერგენი მოიყვანა ცოლად, რომელთანაც ორი შვილი გაუჩნდა - ლილი ამანდა და ჩარლი. ლილი მსახიობია, ჩარლი რეჟისორი და, როგორც მალკოლმი ამბობს, ძალიან ჰგავს მამას - „ფორთოხალში“ როგორიც ვარ, ზუსტად ისეთია. გინახავს მისი ფოტო ინტერნეტში?“ .

0x01 graphic

სტენლი კუბრიკი და მალკოლმ მაკდაუელი გადასაღებ მოედანზე

უკვე 30 წელია, არ ეწევა სიგარეტს და არ ეკარება ალკოჰოლს. ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კლინიკაში 29- სულ ეუბნება ამ სცენარისტებს, რატომ წერთ ამდენ რაღაცას, რა საჭიროა... მოიტანეთ კამერა ჩემს სახესთან, აჩვენეთ ჩემი თვალები და ყველას ეცოდინება, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ, საით მივდივარ.დღიანი მკურნალობა გაიარა. „80-იანებში ჰოლივუდში ბევრი გახდა ნარკოტიკზე დამოკიდებული, განსაკუთრებით კოკაინზე. მაშინ ამტკიცებდნენ, რომ კოკაინი შეჩვევას არ იწვევდა და ეს არ იყო საშიში. სისულელეა. ვინ თქვა?! ტვინზე მოქმედებს და დამოკიდებული ხდები. ისევეა, როგორც ნიკოტინი“ . იმის მერე, აღარასდროს მოუწევია, არ დაულევია და აღარ გაკარებია ნარკოტიკს - „მივხვდი, რომ თუ ამ შანსს არ გამოვიყენებ, ისევ იქ, უკან აღმოვჩნდები“ .

თავისი ფილმები შვილებისთვის არასდროს უჩვენებია. „იცოდნენ, რომ მსახიობი ვიყავი, მაგრამ რატომ უნდა მეჩვენებინა ჩემი სისხლიანი ფილმები. მე ხომ მათთვის მამა ვარ, მამა“ . ლილი 18 წლის იყო, როდესაც აღმოსავლეთ სანაპიროზე, კოლეჯში გადავიდა სასწავლებლად. მამის არცერთი ფილმი არ ჰქონდა ნანახი. ერთ დღეს დაურეკა - მამ, გაგიკვირდება, შეიძლება არც დაიჯერო, მაგრამ... აქ ბავშვებს შენი პლაკატები აქვთ გაკრული; აზრზე არ იყო, ვინ ჯანდაბა ვიყავი, - მეუბნება მალკოლმი. მერე კოლეჯიდან დაურეკეს და რეტროსპექტივის გამართვა სთხოვეს. ლილიმ იქ პირველად ნახა მამა „მექანიკურ ფორთოხალში“ . „რა სახე ჰქონდა, უნდა გენახა - გაფითრებული, ატუზული იდგა...“ .

განსაკუთრებით მოსწონს ანიმაციებში თამაში: Robot Chiken, Pinoccio 3000, South Park... მაშინ, როდესაც ტელევიზორში მისი გახმოვანებული მულტფილმი გადის, სამი ბავშვი ერთად იწყებს სირბილს და ხმამაღლა ყვირილს. მალკოლმ მაკდაუელს მესამე ცოლთან, კელი მაკდაუელთან სამი ვაჟი ჰყავს: 3, 5 და 8 წლის. სანტა ბარბარასთან, მაღლობზე, საკუთარი დიზაინით აშენებულ უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. გარშემო ლიმონის და ფორთოხლის ხეებია გაშენებული. ქვედა სართულზე კინოდარბაზია. იქვეა მისი გადასახსნელთავიანი იაგუარები, ოსტინ ჰელი და კიდევ, რაღაცები. თავისუფალ დროს კი გოლფის თამაშში ატარებს ან ოჯახთან ერთად, მეგობრებს სტუმრობს. საუბარი დასასრულისკენ მიდის. ბოლო სცენა უნდა გადაიღონ - მალკოლმმა, ახალგაზრდებთან ერთად, ტექნოზე უნდა იცეკვოს.

„გაგიჟდება ჩემი ცოლი, არადა, მკითხა - ხომ არ უნდა იცეკვოო. შენ ხომ ცეკვა არ იციო... - ბუტბუტებს თავისთვის. - მოგწონს ახლა ეს მუსიკა? რა? მართლა? კომპიუტერში აწყობილი რაღაცა, უუფ...“ - თქვა და ცოტა მოიჯღანა.

იღბლიანია, ზუსტად იცის. ადრე უფრო ფრთხილობდა და ბევრს ფიქრობდა, სანამ ვინმეს რამეს იტყოდა. ახლა საერთოდ არ აინტერესებს რას იტყვის მასზე ხალხი, ფეხებზე მკიდია, უკვე გვიანიაო... არადა, სულ ეუბნება ამ სცენარისტებს, რატომ წერთ ამდენ რაღაცას, რა საჭიროა... მოიტანეთ კამერა ჩემს სახესთან, აჩვენეთ ჩემი თვალები და ყველას ეცოდინება, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ, საით მივდივარ.

0x01 graphic

ენტონი ბერჯესი - ინგლისელი მწერალი. ხშირად წერდა ჯოზეფ კელის ფსევდონიმით. „მექანიკური ფორთოხალი“ მისი ყველაზე ცნობილი რომანია, რომელსაც წელს გამოქვეყნებიდან 50 წელი შეუსრულდა. რომანის სახელწოდება აღმოსავლეთ ლონდონში გავრცელებული სლენგიდან მოდის „as queer as a clockwork orange“, რაც უცნაურს ნიშნავს. ბერჯესი 7 წელი ცხოვრობდა მალაიზიაში, სადაც „orange“ „ადამიანს“ ნიშნავს. როგორც ერთხელ აღნიშნა, ამ რომანით სურდა დაევიწყებინა ის ტკივილი, რაც მის პირველ ცოლს უკავშირდებოდა - როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს, მასზე ოთხმა ამერიკელმა ჯარისკაცმა იძალადა. ამერიკაში და ინგლისში გამოცემული „მექანიკური ფორთოხალი“ სხვადასხვანაირად მთავრდება. ინგლისურ ვარიანტში დატოვებულია ბოლო თავი, სადაც ალეკსი იზრდება, მოჰყავს ცოლი, უჩნდება შვილები და საზოგადოების „ღირსეული“ წევრი ხდება. ალეკსის როლზე მოიაზრებოდა მიკ ჯაგერიც. ხოლო დანარჩენ „ბრატებს“ Rolling Stones-ის წევრები შეასრულებდნენ.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან „მექანიკური ფორთოხალი“

13 „მისი უწმინდესობა“ ვატიკანში აგორებული სკანდალი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

შოთა კაკაბაძე

0x01 graphic

ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაოლო გაბრიელე

რომის პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტეს მსახურთუფროსის პაოლო გაბრიელეს დაკავება ვატიკანისათვის სკანდალური კვირის კულმინაცია აღმოჩნდა. ეს ალიაქოთი გასულ კვირას გამოქვეყნებული წიგნით დაიწყო, სადაც ავტორმა, ჯანლუიჯი ნუძიმ, ვატიკანიდან გამოჟონილ დოკუმენტებს მოუყარა თავი. ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციის საიდუმლო დოკუმენტები ვატიკანის სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და ინტრიგებს აღწერს. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, გაბრიელეს დაკავებისას მის მაგიდაზე საეჭვო დოკუმენტები აღმოჩნდა, თუმცა რამდენად არის ეს ჟურნალისტისათვის მიწოდებული საიდუმლო ინფორმაციის წყარო, ჯერ კიდევ გამოძიების დასადგენია.

გაბრიელე, რომელიც 2006 წლიდან პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს მსახურთუფროსია, ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც პონტიფექსთან ყველაზე აქტიურ კონტაქტშია. გაბრიელე გახლდათ ე.წ. პაპის ოჯახის წევრი, რომელშიც პონტიფიკოსის პირადი მდივნები და ოთხი ქალი შედის - მათ პაპის სამყოფელის მოვლა-პატრონობა ევალებათ.

გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ვატიკანის ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან დათხოვნაც იყო - გოტი ტედეჩის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ პრეზიდენტი ნაკისრ ვალდებულებებს თავს ვერ ართმევდა, რეგულარულად აცდენდა საბჭოს სხდომებს და ავლენდა „შეუფერებელ პიროვნულ საქციელს“ . გარდა ამისა, საბჭო მას საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ხელშეწყობაშიც ადანაშაულებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტედეჩი, განსხვავებით მსახურთუფროსისგან, არ დაუკავებიათ.

აგორებული სკანდალი და შემდგომ განვითარებული მოვლენები ვატიკანისთვის სერიოზული დარტყმაა. ის მსოფლიო ფინანსურ საზოგადოებაში სანდო რეპუტაციის მოპოვებას ცდილობს, გაჟონილმა საბუთებმა კი წარმოაჩინა კორუფცია და ფინანსური მაქინაციები, რომელიც მის შიგნით დომინირებს. ასევე ისიც, თუ როგორ აქტიურად ცდილობენ ვატიკანის მაღალჩინოსნები ფულის გათეთრების და სხვა მსგავსი „სენის“ დამარცხებას. ფინანსურ სფეროში გამჭვირვალობა საგრძნობი პროგრესი იქნება ე.წ. თეთრ სიაში შესვლის გზაზე, სადაც ის სახელმწიფოები მოიაზრებიან, რომლებიც გადასახადებისგან თავის არიდებასთან ბრძოლის პროცესში ერთმანეთს ფინანსურ ინფორმაციებს უზიარებენ. სავარაუდოდ, ივლისისთვის გახდება ცნობილი, თუ რამდენად აკმაყოფილებს ვატიკანი ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) ფინანსური გამჭვირვალობის კრიტერიუმებს.

რომის კათოლიკე ეკლესიის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი იანვარში დაიწყო, რიდესაც იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუიჯი ნუძიმ გაავრცელა პაპისა და მისი ქვეშევრდომების პირადი მიმოწერა, სადაც საუბარი იყო ეკლესიაში არსებულ კორუფციაზე. ნუძიმ მოგვიანებით გამოსცა წიგნი - „მისი უწმიდესობა“, სადაც პაპისა და მისი მდივნის მიმოწერა უარყოფითად წარმოაჩენს ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ ტარჩიციო ბერტონეს. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ დოკუმენტაცია მას ვატიკანის რამდენიმე წყაროდან აქვს მიღებული და ამაში არაფერი გადაუხდია. ჯანლუიჯი ნუძიმ არ დააკონკრეტა, იყო თუ არა პაპის მსახურთუფროსი მისი ინფორმაციის წყარო, თუმცა აღნიშნა, რომ ესაა ადამიანი, ვინც დაიღალა ვატიკანში გაბატონებული სიცრუითა და სიყალბით. როგორც ჩანს, ჯგუფის წევრებს ბენედიქტე მეთექვსმეტეს მიერ დაწყებული რეფორმების დაჩქარება სურდათ.

უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად აგორებული სკანდალისა, მორწმუნეებში არსებული მოლოდინები მაინც ოპტიმისტურია. ამერიკის ყველაზე დიდი კათოლიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანდერსონის შეფასებით, ვატიკანი შეძლებს ამ „შტორმთან“ გამკლავებას და მისი ცენტრალური ბანკი, ახალი ხელმძღვანელით ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. მისივე თქმით, ეს იქნება ახალი თავი ვატიკანის ისტორიაში, რომელიც ბანკის სანდო იმიჯის დაბრუნებით დაიწყება.

14 ბორის ტადიჩი - პრეზიდენტის სასახლიდან პრემიერის სავარძელში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

სერბეთი

ივანე ბაძაღუა

0x01 graphic

ტომისლავ ნიკოლიჩი და ბორის ტადიჩი

28 მაისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სერბეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა და არჩევნებში მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ ბორის ტადიჩმა განაცხადეს, რომ უთანხმოებების დაძლევა და ძლიერი, პროდასავლური მთავრობის ჩამოყალიბება შეუძლიათ.

სავარაუდოდ, ამ მთავრობას ბორის ტადიჩი უხელმძღვანელებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მზადაა პრემიერმინისტრის ფუნქციების შესასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ტომისლავ ნიკოლიჩმა ტადიჩს, ორივე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში სძლია, შესაძლოა, ამ ერთთვიანი მარათონის საბოლოო გამარჯვებული სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი აღმოჩნდეს.

6 მაისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად სერბეთის 250 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ ვერ მოახერხა. ნიკოლიჩის ბლოკი 73 მანდატით პირველ ადგილზე გავიდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ტადიჩი, რომლის ბლოკიც რეიტინგში მეორეა, დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს.

მოლაპარაკებები უკვე დაიწყო ივიცადაჩიჩის სოციალისტურ პარტიასთან, რომელმაც 45 მანდატით არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა. 2008 წლიდან სოციალისტური პარტია ტადიჩის დემოკრატიულ პარტიასთან იყო კოალიიაში. მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც დაჩიჩი მხარს ბორის ტადიჩს უჭერდა. მოსალოდნელია, რომ ტადიჩი კოალიციას შექმნის, რის შემდეგაც ნიკოლიჩი მას პრემიერმინისტრად დაასახელებს.

სერბეთის კონსტიტუციით, პრემიერმინისტრს გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე პრეზიდენტს, რომელსა საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც არ გააჩნია.

მას მცირე ზეგავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე. პრეზიდენტობის პერიოდში ტადიჩმა ამ„ პრობლემას“ ტექნოკრატი მირკო ცვეტკოვიჩის წამოწევით დააღწია თავი-ცვეტკოვიჩი პრემიერმინისტრი გახდა.

Associated Pressის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტადიჩი„ ახალ მთავრობაში ნიკოლიჩის ნაციონალისტების შეყვანას არაპირებს“ . პროგრესული პარტიის წევრების განცხადებით ეს აუცილებლად შექმნის ლეგიტიმურობის პრობლემას. დასავლურ მედიაში პროგრესული პარტიისა და მისი ლიდერის, ნიკოლიჩის მიმართ მრავალი კითხვაგაჩნდა. ევროპაში ბევრს აინტერესებს, რეალურად რამდენად„ შეიცვალა“ ტომისლავ ნიკოლიჩი, რომელიც 2008 წლამდე ვოისლავ შეშელის თანამოაზრე და პარტიის წევრი იყო. შეშელი სამხედრო დანაშაულის გამო ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგა.

უნდობლობას კიდევ უფრო აღრმავებს მოსკოვში ყოფნისას გაკეთებული მისი ბოლო განცხადებები. Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას იმსახურებენ და შესაძლოა სერბეთის პარლამენტმა მათი ცნობის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც მალე განიხილოს. კოსოვო კი განსხვავებული თემაა და იგი სერბეთის შემადგენლობაში უნდა იყოს.

ნიკოლიჩთან შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სერბეთს 800 მილიონი ამერიკული დოლარის ტრანში გამოუყოს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

ყოფილი პრეზიდენტების პრეზიდენტების გაპრემიერების უკვე საკმაო მაგალითი დაგროვდა. ყველაზე ცნობილი ვლადიმირ პუტინის შემთხვევაა, მაგრამ ასევე შეიძლება გავიხსენოთ ლიტვის პრეზიდენტი (1993-1998) ალგირდას ბრაზაუსკასი, რომელიც 2001-2006 წლებში პრემიერი იყო, უფრო ადრე კი პაკისტანის პრეზიდენტი (1971-1973) ზულფი კარალიბჰუტო, რომელიც 1973-1977 წლებში პრემიერი გახდა. ასეთი მაგალითები მრავლადაა ყოფილი უგოსლავიაშიც სერბეთის მეზობელ მონტენეგროში (რომელიც სერბეთს 2006 წელს გამოეყო) ფილიპ ვუიანოვიჩი ჯერ პრემიერმინისტრი (1998-2002) იყო, 2002 წლიდან კი პრეზიდენტია. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მისი ბოლო პრეზიდენტი (2000-2003) ვოიცლავ კოშტუნიცა, რომელიც 2004-2008 წლებში სერბეთის პრემიერი იყო.

15 სპარსეთის ყურისათვის თუ არაბული კონფედერაცია

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

NATO

ქეთი ზუკაკიშვილი

0x01 graphic

მეფე აბდულას და ქუვეითის შეიხის შეხვედრა არაბული სახელმწიფოების სამიტის ფარგლებში

13 მაისს რიადში სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების სამიტი გაიმართა. მეფე აბდულამ სუნიტი სამეფოების: ბაჰრეინის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ყატარისა და ომანის წარმომადგენლებს რეგიონული სამხედრო და ეკონომიკური კავშირის შექმნა შესთავაზა. „ყველამ იცით, რომ ჩვენი უსაფრთხოება მიზანშია ამოღებული“, - შეახსენა მონარქმა თანამოაზრეებს ირანისგან მომდინარე საფრთხე. NATO-ს არაბული ანალოგის შექმნის შემთხვევაში მისი სამხედრო ძალები 360 ათას ჯარისკაცს გააერთიანებს და ირანის 545-ათასიანი არმიის უკეთ დაბალანსებას შეძლებს. არაბული ყოველდღიური ჟურნალი ალ შარქ ალ ავსათი ასეთი კავშირის დაფუძნებას „ეგზისტენციალურ საჭიროებას“ უწოდებს.

მეფე აბდულას ინიციატივა არავის გაჰკვირვებია, რადგან საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საუდის არაბეთი და ირანი რეგიონში ლიდერობას ვერ იყოფენ. ისტორიული მეტოქეები, ძალაუფლების გარდა, ვერ თანხმდებიან რელიგიურ საკითხებზეც და ორივე მათგანი თავს მუჰამედის მოძღვრების მთავარ მცველად მიიჩნევს. გარდა ამისა, ირანი, საკუთარი კლერიკული მმართველობის გასამართლებლად, მონარქიას ანტიისლამურად აცხადებს. საუდის არაბეთის მეფე, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ორი სახელმწიფო, ისრაელი და ირანი, არსებობას არ იმსახურებს. ამ უკანასკნელის დაბალანსების საუკეთესო გზა კი რეგიონული ერთობაა.

კოალიციის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაჰრეინისთვის, სადაც უკვე ერთი წელია სუნიტი სამეფო ოჯახი შიიტი უმრავლესობის აჯანყების ჩახშობას ცდილობს. საუდის არაბეთის დახმარების მიუხედავად, ეს რთული ამოცანაა - აჯანყებულებს ზურგს ირანი უმაგრებს. კუნძული 1783 წლამდე სპარსეთის ნაწილი იყო და ირანელები მას დღემდე საკუთარი გავლენის სფეროდ მოიაზრებენ. მეჯლისის სპიკერი ალი ლარიჯანი ბაჰრეინს „ადვილად გადასაყლაპ პატარა ლუკმას“ უწოდებს და აცხადებს, რომ საუდის არაბეთთან მის შეერთებას ირანი არ დაუშვებს.

„სირიუს დიდის შთამომავლებთან“ დაძაბული ურთიერთობა აქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც - მხარეები ჰორმუზის სრუტეში მდებარე სტრატეგიულ აბუ მუსას კუნძულებს ვერ იყოფენ. ირანში ხუმრობენ, რომ თუ სამხრეთის პროვინციის მოსახლეობა ერთდროულად სულს შეუბერავს, ემირატებს ქარი წაიღებს. ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ერთ-ერთ უმდიდრეს სახელმწიფოს დასაკარგი ბევრი აქვს, 65 000-იანი არმიით კი ირანის განეიტრალება არარეალისტურია. შიშის საფუძველი აქვთ სხვა „პატარა შეიხებსაც“ (ირანში ასე მოიხსენიებენ არაბეთის ნახევარკუნძულის პატარა ქვეყნების მეფეებს).

მიუხედავად ამისა, არაბი მონარქები ორგანიზაციის შექმნის იდეას მოსალოდნელზე ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდნენ. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პრინც საუდ ალ ფაიზალის განცხადებით, დელეგაციებმა რიადი დატოვეს კითხვებით „დეტალების და დეტალების დეტალების“ შესახებ.

საქმე ისაა, რომ სამეფოები საუდის არაბეთს საკუთარი სუვერენიტეტისთვის საფრთხედ მიიჩნევენ. ძლიერი ალიანსის პირობებში რეგიონის დომინანტმა ძალამ შესაძლოა პატარა სახელმწიფოების საშინაო საქმეების გაკონტროლება დაიწყოს.

მცირე ომების ჟურნალის რედაქტორი და არარეგულარული სამხედრო მოქმედებების საკითხში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული დაზვერვის საბჭოს ყოფილი მრჩეველი, რობერტ ჰედიკი, არაბულ სახელმწიფოებს NATO-ს გამოცდილების გაზიარებისკენ მოუწოდებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასუსტებულმა ევროპულმა სახელმწიფოებმა, ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირისგან მომავალი საფრთხე, მეორე მხრივ კი, რომელიმე ევროპული ქვეყნის სამხედრო დომინაციის დამღუპველობა გააცნობიერეს. შესაბამისად, ალიანსის ლიდერად ოკეანის გადაღმა მდებარე ამერიკა მოიწვიეს. აშშ-ს უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტი ჰქონდა, ხოლო ტერიტორიული ამბიციები არ აწუხებდა. კრიტიკის მიუხედავად, დაარსებიდან 53 წლის შემდეგაც, NATO კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამხედრო გაერთიანებად ითვლება.

ჰედიკი მიიჩნევს, რომ არაბული სამხედრო ალიანსის წარმატებაც ამერიკის ჩართულობაზეა დამოკიდებული. მის მოსაზრებას ამყარებს აშშ-ის წარმატებული თანამშრომლობა ევროპელ და აზიელ პარტნიორებთან. ახლო აღმოსავლეთში 1955-79 წლებში მოქმედი ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაციის (იგივე ბაღდადის პაქტი) წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად კი სწორედ ამერიკის შეზღუდულ მონაწილეობას მიიჩნევენ. ასევე, არაბული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ერთმანეთს არ ემთხვეოდა პაქტის წევრების (თურქეთი, ირანი, დიდი ბრიტანეთი, ერაყი, პაკისტანი) პოლიტიკური ინტერესები. ვარაუდობენ, რომ ნეიტრალური ლიდერის გარშემო არაბული სამეფოები ადვილად გაერთიანდებიან. შეერთებული შტატების წევრობის შემთხვევაში, ახალი ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბითაც დიდ წონას შეიძენს და ირანის განეიტრალებას მოახერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას სამხედრო სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტი ჩინეთის დაბალანსებაა, ირანის ბირთვული პროგრამა აშშ-ისთვის უდიდეს პრობლემად რჩება. როგორც ცოტა ხნის წინ ამერიკის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა განაცხადა, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამი უდიდესი საზრუნავია - „ირანი, ირანი და ირანი“ .

თავდაცვაზე თეირანი მშპ-ის 2%25-ს (დაახლოებით 7 მილიარდს) ხარჯავს. არცთუ ისე მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ირანი სწრაფი ტემპებით ამდიდრებს ურანს ქუმის პროვინციაში და მსოფლიო მშვიდობას საფრთხეს უქმნის. ამ ფონზე, არაბულ ალიანსში ამერიკის მონაწილეობა შესაძლოა გამოსავალიც ყოფილიყო.

საკითხს ართულებს სენატის თანხმობის საჭიროება - ამერიკა უკვე „გადაღლილია“ ამ რეგიონში ჩართულობით. შესაბამისად, სენატორების დარწმუნება ახალ სამხედრო გაერთიანებაში გაწევრიანების მხარდასაჭერად, შეუძლებელ ამოცანად მოჩანს.

1980 წლის კარტერის დოქტრინით, აშშ-მა უკვე აიღო რეგიონში მშვიდობის დაცვის დე ფაქტო ვალდებულება. შესაბამისად, ვაშინგტონი ცდილობს, რომ ახალი ორგანიზაციის შექმნამდე, 1981 წლიდან არსებული (მაგრამ არაქმედითი) არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო გაააქტიუროს. ამის უკანასკნელი მაგალითი NATO-ს ჩიკაგოს სამიტის დასკვნით დეკლარაციაში ორგანიზაციის პატივით მოხსენიებაა.

ამერიკასთან ერთად, თუ მის გარეშე, არაბული სამხედრო ორგანიზაციის შექმნას მომავლის საკითხად მიიჩნევენ. პოლიტიკური ანალიტიკოსი, ჯაბერ მოჰამედი თვლის, რომ „ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მეტ დროს მოითხოვს, თუმცა კავშირი აუცილებლად შედგება“ . სპარსეთის ყურეში, რომელსაც თანამშრომლობის საბჭოს წევრები არაბეთის ყურედ მოიხსენიებენ, სტაბილურობის შენარჩუნება მსოფლიოს უდიდეს ნაწილს სჭირდება, რადგან სწორედ აქედან ხორციელდება ნავთობის ექსპორტის მესამედი.

ერთი რამ ცხადია: ირანის ბირთვული პროგრამა გლობალური პრობლემაა. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნის შემთხვევაში, იმავეს თავადაც ეცდება.

16 ამერიკის გეოპოლიტიკის გამოწვევები საბიუჯეტო ასკეტიზმის ერაში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ქეთი ზუკაკიშვილი

0x01 graphic

აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალები გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - ამერიკულ ფლოტს ერთდროულად ჩინეთის და ირანის დაბალანსება უწევს. აზიურ გიგანტს 100 ათასამდე საზღვაო ნაღმი აქვს განთავსებული წყნარ ოკეანეში, სადაც ახლახან 6 ამერიკული ავენჯერკლასის გამნაღმველი ხომალდი გაიგზავნა. თავის მხრივ, ირანი სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის გადაკეტვით იმუქრება. შესაბამისად, ამ კლასის არსებული 14 ხომალდიდან, 8 სპარსეთის ყურეში განთავსდება. აშშ-ის საზღვაო კორპუსის გენერალი და ცენტრალური სარდლობის მეთაური, ჯეიმს მატისი, ყურეში ავიამზიდი ხომალდების მესამე ჯგუფის დისლოცირებასაც ითხოვდა, თუმცა ობამას ადმინისტრაციამ შეთავაზება უარყო. ბოლო დროს პენტაგონი ამერიკული „ორი ომის“ დოქტრინის შეცვლაზე ალაპარაკდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც შემცირებული სამხედრო ბიუჯეტია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში აშშ საერთო ეროვნული პროდუქტის უპრეცედენტოდ მაღალ - 42%25-ს თავდაცვაში ხარჯავდა, მომდევნო წლებში კი ეს მაჩვენებელი 7-დან 15%25-მდე მერყეობდა. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პრიორიტეტი სოციალური უზრუნველყოფაა. შესაბამისად, ამერიკის მშპ-ის 13%25 განათლებასა და ჯანდაცვას ხმარდება, ხოლო სამხედრო ხარჯები 2015 წლისთვის 4,6%25-მდე შემცირდება. თავდაცვის ბიუჯეტი ბოლო 4 წლის განმავლობაში 800 მილიარდით შეიკვეცა. ასე თუ გაგრძელდა, 10 წელიწადში მაჩვენებელი ისტორიულ ქვედა ზღვარს - 3%25-ს ჩამოსცდება.

შეერთებული შტატების საზღვაო ინსტიტუტის თავმჯდომარე, პიტერ დალი, შიშობს, რომ მალე აშშ-ს მტკივნეული არჩევანის გაკეთება მოუწევს, რადგან შემცირებული დაფინანსების ფონზე, საზღვაო ძალები ორი სტრატეგიული პოზიციის ერთდროულად გამაგრებას ვეღარ შეძლებს. ფლოტი ახლა უკვე გაძლიერებული დატვირთვით მუშაობს. შედარებისთვის, 11 სექტემბრის ტერაქტებამდე, ხომალდების მხოლოდ 28%25 იყო დისლოცირებული, დღეს კი ეს რიცხვი 10%25-ით მაღალია. შემოდგომისთვის მოსალოდნელია ბაზებზე განთავსების ხანგრძლივობა რეკორდულ მაჩვენებლამდე - 9 თვემდე გაიზარდოს. ეს, ერთი მხრივ, გაართულებს ხომალდების შეკეთება-შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო გაზრდის ჯარისკაცების დატვირთვას და შეამცირებს მათ ბრძოლისუნარიანობას.

აშშ-ის მთავარი კონკურენტი - ჩინეთი, სამხედრო ბიუჯეტს ყოველწლიურად ზრდის. 2010 წლისთვის, ეკონომიკის სიდიდით მეორე ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 2,1%25-ს შეადგენდა, ხოლო წელს ჩინეთი თავდაცვაზე 2001 წლის მაჩვენებლის 200%25-ს - 140 მილიარდ დოლარს დახარჯავს. აშშ-ის სამხედრო ხარჯებთან (687 მილიარდი 2012 წლისთვის) შედარებით ჩინეთის მაჩვენებელი მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ სამხედრო აღჭურვილობის მშენებლობა იქ ბევრად იაფი ჯდება. 2015 წლისთვის ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის 238 მილიარდამდე გაზრდა ივარაუდება. გამოდის, რომ ამ პერიოდში ჩინეთის სამხედრო ხარჯები მთელი რეგიონის მაჩვენებელს რამდენიმე მილიარდით გადააჭარბებს.

ჩინეთის სამხედრო პოტენციალის ასეთი გაძლიერება რეგიონის სხვა სახელმწიფოებს აშინებს და ამერიკას მათთან პარტნიორობის ხელსაყრელ პირობებს უქმნის. ვიეტნამს, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა, ამერიკასთან ჩინეთის განეიტრალების სურვილის გარდა მზარდი ფინანსური ინტერესებიც აერთიანებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 6-ჯერ, 18 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

რამდენიმე კვირის წინ ფილიპინებს ჩინეთთან ტერიტორიული პრობლემები შეექმნა - მეზობლები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე მცირე ზომის კუნძულებს ვერ იყოფენ. აქამდე ჩინეთის „მორჩილი“ კამბოჯა კი, წინააღმდეგობის მიუხედავად, ცდილობს ტერიტორიულ წყლებზე სუვერენული უფლებები განიმტკიცოს.

კონფლიქტებში პირდაპირ ჩართვას აშშ არ გეგმავს, თუმცა შეუძლებელი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ სამხრეთ ჩინეთის ზღვის ეკონომიკურ მნიშვნელობას - მსოფლიო ვაჭრობის ნახევარი მისი გავლით ხორციელდება.

ამ ფონზე, ამერიკული საზღვაო ძალების მზაობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. შემცირებული ბიუჯეტის გამო ახალი ხომალდების მშენებლობა რთულდება, ხოლო ავღანეთსა და ერაყში გამოთავისუფლებული სამხედრო ძალა ძირითადად სახმელეთო საბრძოლო ტექნიკას შეიცავს და საზღვაო დისლოცირებისათვის არ გამოდგება.

პიტერ დალი იმედებს ახალი ტიპის „ლიტორალურ საბრძოლო ხომალდებზე“ ამყარებს. შედარებით მოკრძალებული ზომისა და ღირებულების გემები საზღვაო ნაღმების და წყალქვეშა ნავების გასანადგურებლადაა გამიზნული და ფლოტს 2014 წელს შეუერთდება. მანამდე კი, ამერიკას ჩინეთის დაბალანსება სირთულეების ფონზე მოუწევს.

თებერვალში ჩინეთის ვიცეპრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობა „ორმხრივ უნდობლობად“ შეაფასეს. ახლო მომავალში ორ სუპერძალას შორის ომს ნაკლებად ვარაუდობენ, თუმცა მწირი სამხედრო ბიუჯეტის გათვალისწინებით, ამერიკას გაუჭირდება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმ მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება, რომელიც მის ეკონომიკურ წარმატებას განაპირობებს.

17 არათანმიმდევრული პრეზიდენტი ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ჩილე

ანი ჩხიკვაძე

ცოტა ხნის წინ, ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინერა კონგრესის წინაშე მოხსნებით წარდგა. ორსაათიან გამოსვლაში პრეზიდენტმა ყურადღება ეკონომიკურ განვითარებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ჩილე მსოფლიოში ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი სახელმწიფოების რიცხვშია.

პრეზიდენტმა საზოგადოებას უკანასკნელი ორი წლის მანძილზე დაშვებული შეცდომების გამო მოუბოდიშა. მისი თქმით, 2010 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ზარალის ¾ უკვე აღდგენილია. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩილეში უმუშევრობის დონე 7%25-ზე დაბალია, ინვესტიციები ბოლო ორი წლის განმავლობაში 15%25-ით, ექსპორტი კი 40%25-ით გაიზარდა.

პინერას გამოსვლა სტუდენტური პროტესტის თანხლებით მიმდინარეობდა - ისინი უფასო განათლებას მოითხოვდნენ. მიმართვისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განათლებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ერთი მილიარდი გამოიყოფა. „ჩვენი გადმოსახედიდან, ქვეყანაში, სადაც ბევრი დეფიციტი და უთანასწორობაა, უსამართლო იქნება, თუ სახელმწიფო მოსახლეობის ყველაზე პრივილეგირებული ნაწილისთვის უფასო განათლებას დააფინანსებს“, - აღნიშნა მან.

ჩილეს მაგალითმა, როგორც წარმატებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მოდელმა, უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი აალაპარაკა. სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყანა ორი დეკადის მანძილზე იმყოფებოდა დიქტატორული რეჟიმის ქვეშ, თუმცა ამას ეკონომიკური წინსვლისთვის ხელი არ შეუშლია.

ჩილეს სამხრეთ ამერიკის „ვეფხვად“ მოიხსენიებენ, რითიც მის სწრაფ ეკონომიკურ აღმასვლას უსვამენ ხაზს. იქ, 1990 წლიდან მოყოლებული, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სამჯერ გაიზარდა და დღეს 16,100 დოლარს უდრის. ეს მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია. 2010 წლიდან ჩილე ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის პიონერი წევრია ლათინური ამერიკის სახელმწიფოებიდან. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩილეში დაბალია უმუშევრობის დონეც. გარდა ამისა, სტაბილური დემოკრატიების მსგავსად, ძლიერია მოსახლეობის საშუალო კლასი და მცირეა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი.

ქვეყნის დემოკრატიულ მოწყობას დიდი ისტორია აქვს. სალვადორე ალიენდეს ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩილეს ნაკლებად რადიკალური სახეები მართავდნენ, შენარჩუნებული იყო პოლიტიკური სტაბილურობა და პარტიათა მონაცვლეობა. 1973 წლიდან მოყოლებული ალიენდეს მიერ წამოწყებულმა სოციალისტურმა რეფორმებმა ჩილესთვის არასახარბიელო შედეგი გამოიღო - მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ინდუსტრიების ნაციონალიზაცია მოხდა, ინვესტორები ჩილეში ბიზნესის წამოწყებაზე უარს ამბობდნენ. სოციალისტური გეგმები აუგუსტო პინოჩეტის სამხედრო გადატრიალებამ შეაჩერა.

პინოჩეტის დიქტატურა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ლაქაა თანამედროვე ისტორიაში, რადგან მისი მმართველობის პერიოდში 3000-მდე ადამიანი გახდა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. პინოჩეტის ავტორიტარული ხელისუფლება ლათინური ამერიკის იმდროინდელი დიქტატურებისგან არაფრით გამოირჩეოდა, თუმცა ის, რაც საინტერესოს ხდის ჩილეს მაგალითს, არის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც პინოჩეტის მთავრობამ გაატარა.

პინოჩეტის რეფორმების არქიტექტორები იყვნენ „ჩიკაგოს ბიჭები“, რომლებმაც ჩიკაგოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩილეს ეკონომიკური კურსი პროფესორ მილტონ ფრიდმანის იდეებზე დააფუძნეს. მოხდა სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო განკარგვიდან კერძო საკუთრებაში გადასვლა, მაგალითად, საპენსიო სისტემის პრივატიზაცია და სასკოლო სავაუჩერო სისტემის შემოღება. ბიზნესისთვის ღია ეკონომიკური გარემოს შექმნით მოზიდული იყო საგარეო ინვესტიციები. ქვეყნის წარმატების მიზეზი გახდა დაბალი გადასახადები, რამაც კერძო ინიციატივები წაახალისა. „ჩიკაგოს ბიჭების“ პოლიტიკურ კურსს ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა ჩილეს დღევანდელი წარმატება დიდწილად სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია.

1988 წლის რეფერენდუმზე ჩილეს მოსახლეობამ უარით უპასუხა შეკითხვას, სურდა თუ არა პინოჩეტისთვის დამატებითი 8-წლიანი საპრეზიდენტო ვადის მიცემა. 1990 წლის დემოკრატიული ცვლილების შედეგად კი ქვეყანას მემარცხენე მთავრობა ჩაუდგა სათავეში. „ჩიკაგოს ბიჭების“ ეკონომიკური მიმართულება მომავალმა მთავრობებმა დიდწილად შეინარჩუნეს, თუმცა მემარცხენე კოალიცია კონცენტრაციონი მეტ ყურადღებას უთმობდა სოციალურ პროგრამებს. სტუდენტების საპროტესტო აქციაგაიზარდა სამთავრობო დანახარჯები. 2006-დან 2010 წლამდე ჩილემ „ბიზნესის სიმარტივის“ გამოკითხვებში ქვემოთ ჩაინაცვლა, მაგრამ ბოლო ორი წლის მანძილზე, 53-ე ადგილიდან 39-ზე აიწია.

ამჟამინდელი პრეზიდენტი სებასტიან პინერა 52 წლის განმავლობაში არჩეული პირველი მემარჯვენე კანდიდატია და ჩილეს პოლიტიკურ არენაზეც იდეოლოგიური დაპირისპირებები კიდევ უფრო მძაფრდება - მეზობელი ქვეყნების მემარცხენე იდეები ხომ ჩილეშიც იკიდებს ფეხს. ლიბერალური ეკონომიკური მოდელისადმი ნდობა 60%25-დან 40%25-მდე დაეცა. სებასტიან პინერა მოქიშპე პოლიტიკური ელიტების შუალედური პოზიციის დაჭერას ცდილობს, რის გამოც ორივე მხარის რისხვას იმსახურებს.

სებასტიან პინერას რეიტინგმა, ადიმარკის გამოკითხვების მიხედვით, 63 პროცენტიდან (2010 წლის მონაცემებით) 29 პროცენტამდე დაიწია. 2010 წელს პინერას პოპულარობა ატამაკის უდაბნოს ქვეშ დამარხული 33 მეშახტის გადარჩენით იყო განპირობებული, დღეს კი მხარდაჭერის კლება 2011 წლის სტუდენტურ პროტესტებს მოჰყვა. მისმა დაგვიანებულმა პასუხმა, მოუქნელობამ და არათანმიმდევრულობამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

საპროტესტო გამოსვლები სწავლის საფასურის შემცირების და ხარისხის გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. თუმცა შემდგომში დემონსტრაციები უფასო განათლების და სპილენძის საბადოების ნაციონალიზაციის მოთხოვნაში გადაიზარდა. საინტერესოა, რომ თავიდან აქციებს მოსახლეობის 70 პროცენტი უჭერდა მხარს, თუმცა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციების ლიდერმა კამილა ვალეხომ განაცხადა, რომ ფიდელ კასტროს მაგალითი ჩილესთვის მისაბაძია, მომხრეების რაოდენობა შემცირდა.

პინერამ პროტესტებს სამთავრობო გრანტების გაზრდის და დაბალპროცენტიანი სტუდენტური სესხების ინიციატივით უპასუხა, მაგრამ პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პრობლემას უფრო ღრმა ფესვები აქვს და სასკოლო განათლების საფეხურიდან იწყება.

საგანმანათლებლო რეფორმისთვის თანხების მოსაძიებლად პინერა კორპორაციული გადასახადის 18.5 პროცენტიდან 20-მდე გაზრდას აპირებს. იმის გათვალისწინებით, რომ მის აღორძინების პარტიას კონგრესში უმრავლესობა არ აქვს, ამ გადაწყვეტილებების დაკანონება გაუჭირდება. ამასთანავე, ასეთი ნაბიჯი პიერას კონსერვატიული მომხრეების და ბიზნეს წრეების უკმაყოფილებას იწვევს.

ჩილეს ეკონომიკა საზრდოობს სპილენძის საბადოებით, რომელიც ქვეყნის ექსპორტის 62%25-ს წარმოადგენს და მსოფლიო სპილენძის წარმოების 1/3 სწორედ ჩილეზე მოდის. იქ დაბალია საბაზრო კონკურენცია და გვხვდება ოლიგოპოლიები. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, სააფთიაქო ბიზნესში სამმა წამყვანმა კომპანიამ გარიგება დადო და წამლების ფასი 200%25-ით გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკანასკნელი ორი დეკადის მანძილზე ცხოვრების დონე გაიზარდა, მოსახლეობის შემოსავალს შორის სხვაობა მაღალია. ამ მაჩვენებლით ჩილე ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო ქვეყანაა მსოფლიოში.

ანდებში მდებარე სახელმწიფო განვითარებადი ქვეყნებისთვის სანიმუშოა. სამხედრო დიქტატურის დამხობის შემდეგ იქ პროგრესი აშკარაა, თუმცა მთავრობას პრობლემების მოსაგვარებლად კიდევ ბევრი რთული ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. 

0x01 graphic

სტუდენტების საპროტესტო აქცია

18 ცხელი ზაფხულის მოლოდინში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ჩინეთი

მიხეილ ბასილაია

0x01 graphic

ბო სილაი

შემოდგომაზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესზე ქვეყნის მართვის სადავეებს ახალი ლიდერი ჩაიბარებს. გადაწყვეტილია, რომ ჰუ ძინტაოს სი ძინპინი შეცვლის, თუმცა ძალაუფლებისთვის ბრძოლა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კვლავ მიმდინარეობს.

მარტში დაწყებული ბო სილაის ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ჩუნცინის მუნიციპალიტეტის კომპარტიის მდივანი ბო თანამდებობიდან გადააყენეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ მძიმე სამართალდარღვევების მოტივით, გამოძიება დაიწყეს. ამას გარდა, დაპატიმრებულია ბოს მეუღლე, რომელსაც ბრიტანელი ბიზნესმენის, ნილ ჰეივუდის მკვლელობაში ედება ბრალი.

გავლენიან და პოპულარულ ბოს მოკავშირეები ჰყავდა როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ელიტაში. მის თანამოაზრედ ითვლებოდა პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი და ჩინეთის უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელი ჟუ იონკანი. ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟუ თავის ყოველდღიურ მოვალეობებს ჩამოაცილეს. კითხვის ნიშნის ქვეშაა კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, პოლიტბიუროს წევრისა და ჩინური სახელმწიფო პროპაგანდის შეფის, ლიუ იუნშანის მდგომარეობა - ირკვევა, რომ ლიუ პოლიტიკური რეფორმების მომხრეთა პრეზიდენტი ჰუ ძინტაომოსაზრებებს საინფორმაციო საშუალებებამდე არ უშვებდა. The Wall Street Journal-ის ცნობით, მთავრობამ დაკითხა სამხედრო მაღალჩინოსნები, გენერალი ლიუ იანი და გენერალი ჟანგ ჰაიანი. დაკითხვის მთავარი თემა მათი ბოსთან კავშირი იყო.

ჩინეთის პოლიტიკურ ელიტას ახსოვს კულტურული რევოლუცია და მას ამ მოგონებებს უმძაფრებდა ბო, რომელმაც ჩუნცინის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ადგილებში მაოისტური სიმღერები დააბრუნა. მისი პოპულიზმი და მედიდური იმიჯი ოპონენტებს მაოს პიროვნების კულტს ახსენებდა. ბოს სახით ელიტამ შეაჩერა ადამიანი, რომელიც საკუთარი კულტის ჩამოყალიბებას ცდილობდა.

ცნობილი ექსპერტი ფრენსის ფუკუიამა აღნიშნავს, რომ ჩინეთის ლიდერებმა ბო მოიშორეს, თუმცა ე.წ. ცუდი იმპერატორის დილემა არ მოუგვარებიათ - ჩინეთი ხომ თავისი არსებობის 2000 წლის მანძილზე ცენტრალიზებულ, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მის საფუძველს - ავტორიტეტის პატივისცემასა და მორჩილებას - პრემიერი ვენ ძიაბაოკონფუციანიზმი განსაზღვრავდა. ხელისუფლების სათავეში დადებითი პიროვნების ყოფნის შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა მუშაობდა, თუმცა ცუდი იმპერატორი ქვეყანას ქაოსში ხვევდა. ფუკუიამას აზრით, ჩინეთის ბოლო ცუდი იმპერატორი იყო მაო, რომლის მიერ ინიცირებული კულტურული რევოლუცია სწორედ კონფუცის მოძღვრების ამოძირკვას ისახავდა მიზნად, მაოს შეშლილმა ეკონომიკურმა რეფორმებმა კი სახელმწიფო სიღატაკემდე მიიყვანა. ფუკუიამა იმასაც აღნიშნავს, რომ ამჟამად ჩინეთში ხელისუფლების ტრანზიციას არ აქვს მყარი ინსტიტუციონალური საფუძველი და ის ეფუძნება შიდაპარტიულ წესებს, რომელსაც ბოს მსგავსი პიროვნება მარტივად შეცვლიდა. ცუდი იმპერატორის პრობლემას ჩინეთს მხოლოდ პოლიტიკური ლიბერალიზაცია და დემოკრატიულ რელსებზე გადასვლა მოუგვარებს.

ცუდი იმპერატორობის კანდიდატი ბო პოლიტბიუროში ნეომაოისტი, რეტროგრადი შეხედულებების მქონე პოლიტიკოსების ლიდერი იყო. ეს ჯგუფი კომპარტიის მარცხენა ფლანგზეა განლაგებული და მასში ძველი რევოლუციონერებისა და ყოფილი მაღალჩინოსნების შთამომავლები შედიან - თავად ბო რევოლუციონერ ბო იუბოს შვილია. მომავალი ლიდერი, სი ძინპინიც რევოლუციონერთა შთამომავლებს მიეკუთვნება, თუმცა მას ბოს მხარდამჭერებში არ მოიხსენიებენ.

რეტროგრადებს ე.წ. რეფორმისტების ფრაქცია უპირიპირდება, რომელიც პრეზიდენტ ჰუსა და პრემიერ ვენის გარშემოა გაერთიანებული. ამ ჯგუფის წევრები კომპარტიის ახალგაზრდული ლიგიდან მოდიან.

0x01 graphic

პრეზიდენტი ჰუძინტაო

0x01 graphic

პრემიერი ვენ ძიაბაო

0x01 graphic

ჟუიონკანი

0x01 graphic

სი ძინპინი

დაპირისპირებულ ბანაკებს შორის ბრძოლის შედეგებს, პირველ რიგში, ჩინეთის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ექნება გავლენა. ბოს თანამოაზრეები ჩინეთის ეკონომიკის ლიბერალიზაციას ეჭვის თვალით უყურებდნენ - ისინი ეკონომიკაში ჟუ იონკანისახელმწიფო კონტროლის გაძლიერებასა და აქტიური რედისტრიბუციული პოლიტიკის განხორციელებას ემხრობიან. მათი ხედვა იაფი მუშახელის და სახელმწიფო კორპორაციებისთვის დიდძალი სუბსიდიების პირობებში ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკას გულისხმობს. ეკონომიკის მსგავსად, ისინი ცენტრალური კონტროლის გაძლიერებას პოლიტიკურ სისტემაშიც ემხრობიან.

ჰუსა და ვენის ბანაკს კი ეკონომიკური ლიბერალიზაციის ნელი ტემპებით გაგრძელება სურს, რადგან ისინი ხვდებიან, რომ ქვეყნის ექსპორტზე დამოკიდებულ ეკონომიკას რებალანსი სჭირდება. გარდა ამისა, პრემიერი ვენი პოლიტიკური ცვლილებების მოწოდებითაც გამოდის, თუმცა მიმომხილველები აღნიშნავენ - ნებისმიერი ფრაქციის უპირველესი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება იქნება. შესაბამისად, შესაძლო სურვილის მიუხედავად, პოლიტიკურ ლიბერალიზაციასთან რეფორმისტულად განწყობილი პოლიტიკოსებიც უკიდურესად ფრთხილად იქნებიან.

ბოს ჩამოცილებით და მისი თანამოაზრეების დათრგუნვით, ძალთა ბალანსი ჰუს ფრაქციის სასარგებლოდ გადაიხარა. მიუხედავად ამისა, კომუნისტურ პარტიას მაინც დაძაბული კონგრესი ელის, ვინაიდან სასწორზე პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის ადგილებია. კომიტეტი 9 წევრისგან შედგება და ჩინეთში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს. ის გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს. 9 წევრიდან კონგრესზე 7 უნდა შეიცვალოს და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ 7 ვაკანსიიდან ორს სი ძინპინი და ლი კექიანი დაიკავებენ. ეს უკანასკნელი ჩინეთის პრემიერი უნდა გახდეს.

კომიტეტში ჟუ იონკანი ბოს უნდა შეეცვალა. თუმცა ამ ადგილს, სავარაუდოდ, კომუნისტური პარტიის გუანდონის კომიტეტის მდივანი ვან იანი დაიკავებს. გუანდონი ჩინეთის ეკონომიკურად მოწინავე პროვინციაა და სხვა რეგიონებთან შედარებით, პოლიტიკური თავისუფლებებითაც გამოირჩევა, თავად ვანი კი ეკონომიკური ლიბერალიზაციის მომხრე პოლიტიკოსად ითვლება.

შესაძლოა, კომიტეტში ადგილი მიიღოს ვიცეპრემიერმა ვან ქიშანმაც, რომელიც ჩინეთის პარლამენტის, ნაციონალური სახალხო კონგრესის თავმჯდომარედაც მოიაზრება. კომიტეტის პირველი ქალი წევრი შეიძლება გახდეს ლიუ იანდონი, რომელმაც ჩინეთის პოლიტიკურ ელიტაში კომპარტიის ახალგაზრდული ფრთიდან შეაბიჯა.

კომიტეტში მოხვედრის გარკვეული შანსები აქვთ მენ ძიანჟუსა და ჟან დეძიანს. მენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის პოსტი უკავია და, როგორც ამბობენ, ჟუს მოვალეობებიც გადაიბარა, ჟანი კი ჩუნცინში ბოს ნაცვლად მიავლინეს. კიდევ ერთი კანდიდატი ლიუ იუნშანი იყო, თუმცა ბოსთან სიახლოვის გამო მისი შანსები შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე კანდიდატები ჰუსა და მისი თანამოაზრეების მოწინააღმდეგეებად არ ითვლებიან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი თანამდებობიდან წასვლამდე მნიშვნელოვან რეფორმას გეგმავს - მას სურს მუდმივი კომიტეტის წევრთა რაოდენობა 7-მდე შეამციროს და ნაკლებ მოწინააღმდეგეს დაუტოვოს კომიტეტში მოხვედრის შანსი. ამ შემთხვევაში თანამოაზრეებს შორის კონსენსუსიც უფრო ადვილი გახდება. ამ საკამათო ცვლილების გამო, გავრცელდა ვერსია, რომ პარტიის კონგრესი სექტემბრის ნაცვლად შეიძლება ნოემბრამდე, ან სულაც, 2013 წლის იანვრამდე გადაიდოს.

ახლანდელი პოლიტიკური კრიზისი ჩინეთისთვის ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე მძაფრია. ექსპერტ ფრანსუა გოდმონის აზრით, ქვეყანა გზაგასაყარზეა. რეფორმების გაგრძელების გზის არჩევით, მას ეკონომიკის გაჯანსაღების შანსი მიეცემა, სხვა შემთხვევაში კი ისევ გეგმიური ეკონომიკისა და მაოიზმის ბრჭყალებში აღმოჩნდება.

19 მონოპოლიები და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


გია ჯანდიერი|სვეტი

0x01 graphic

არა, არ გაგიკვირდეთ, სწორედ მონოპოლიებზე მინდა გითხრათ ცოტა რამ. მე არაერთხელ დამიწერია, რომ მონოპოლიებში საშიში არაფერია, მით უმეტეს, მცირებაზრიან საქართველოში, რომლის საზღვრებიც იმპორტისთვის ღიაა.

ნებისმიერ პოტენციურ მონოპოლიას იმდენი კონკურენტი გაუჩნდება, ვინმე აუცილებლად მოახერხებს, რომ გადალახოს ყველა ბარიერი და ეს პრივილეგია ხელში ჩაიგდოს. ამიტომ ცხადია, მონოპოლისტისთვის, თუნდაც მისი მდგომარეობა მთავრობის მიერ იყოს გამაგრებული, არანაირი გარანტია არ არსებობს.

როგორც სხვა ეკონომისტებს, მეც მიყვარს მაგალითების მოშველიება და აი, პირველი: წარმოიდგინე, რომ ხარ დიდი გერმანული ლუდის კომპანია, რომელსაც გაინტერესებს ახალი ბაზრები. საქართველოსაც უთვალთვალებ. და რას აღმოაჩენ? სულ 200-300 ათასი ლუდის მსმელი, რომელთა მსყიდველუნარიანობა იმდენად დაბალია, რომ უმრავლესობა ქართულ, იაფ ლუდს ამჯობინებს. წარმოების გახსნაზე ხომ საერთოდ არ ღირს საუბარი, მით უმეტეს, რომ მიუხედავად თავისუფალი ვაჭრობის ინიციატივებისა, მეზობლებთან ჯერ არ გვაქვს ექსპორტის დიდი იმედები. არ ღირს - თუნდაც მონოპოლიზება შეძლო.

ბევრს უყვარს ბუნებრივ მონოპოლიებზე საუბარიც - მათ ვურჩევდი თომას დილორენცოს სტატიას გაეცნონ, ბუნებრივი მონოპოლიების შესახებ მითებს რომ ამხელს. თუმცა სინამდვილეში ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, ვის კონტროლქვეშ იქნება ესა თუ ის სექტორი. ყველაზე კარგი წამალია დაუყოვნებელი პრივატიზება. მაგრამ მათზე, ვისაც ამით ფულის შოვნა სურს, ან კონტროლი, ან ბევრი აბდაუბდის გამოქვეყნება - ეს არგუმენტი არ ჭრის.

ახლა მინდა იმ ყველაზე ყბადაღებულ სფეროზე დავწერო, რომელმაც მაიძულა ეს თემა კიდევ ერთხელ გავიმეორო - ეს არის ბენზინის დისტრიბუცია. ვიცი, რომ ვრისკავ ბენზინის გამყიდველებთან შეკრულად გამასაღონ - ამასწინათ ვიღაც ამტკიცებდა, რომ ოქროს საბადოების ლიცენზიებს ვარიგებ, რადგან კახა ბენდუქიძესთან მეგობრობაში ვარ „შენიშნული“, მაგრამ როგორმე ავიტან - თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ ამ ბოლო დროს ბევრმა საკუთარ პრინციპებს ფული ამჯობინა და ახლა ყველაზე ასე ფიქრობენ.

ბენზინი ძალიან დიდი პოლიტიკის საკითხი რომაა, ალბათ ყველამ ვიცით. ახლა მისი ფასი ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემაა. პოლიტიკოსების და მედიის დიდი ნაწილი სწორედ ამ საკითხს აქცევს მეტ ყურადღებას, ხოლო უფრო მარტივი, ცხოვრებისეული ამბები - როგორც ფერედიკ ბასტია იტყოდა, „ის, რაც არ ჩანს“ - ნაკლებად აინტერესებთ.

ის, რაც ჩანს, არის ბენზინის ფასები, რომელიც თბილისში მართლაცდა ჯადოსნური ჯოხის დაქნევის მსგავსად იცვლება. და თანაც სხვადასხვა კომპანიის შემთხვევაში, ძალიან ჰგავს ერთმანეთს (თუმცა ყველაზე მეტად მოხმარებულ ბენზინსა და დიზელზე მაინც არის განსხვავებები). არანაირი სურვილი არ მაქვს, ამ კომპანიების საქმეში ჩავერიო - ყველაზე უარესი, რაც შეიძლება წარმოიდგინო, ხომ სწორედ ისაა, რომ მთავრობას ვუყიჟინოთ ჩაერიოს და იმანაც სრულიად უგუნური შეცდომა დაუშვას. გახსოვს, მკითხველო, რა მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა გამსახურდიამ პურის ფასი გაყინა? 3 წელი რიგში ვიდექით და ძალიან უხარისხო პურს მივირთმევდით.

სწორია, ასე მოხდება ახლაც, თუ ამ კომპანიების საქმეში ჩარევას გავაგრძელებთ. კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის საშუალებით ბოლო ხანებში ისიც გავიგეთ, რომ სახელმწიფო ბენზინს ერთი კომპანიისგან არ ყიდულობს და თანაც, წლების მიხედვით, პროპორციები იცვლება. ახლა ორ რამეს მეტყოდნენ: 1. ყველა ეს კომპანია სინამდვილეში ერთია. 2. შემომტანია ერთი.

პირველი: ყველა კომპანია ერთი არაა, ეს ყველამ კარგად იცის. რამდენიმე მათგანი ხომ სულაც უცხოურია. საერთოდ, საქართველოში მრავალი (100-ზე მეტი) კომპანია ყიდის ბენზინს (მე არ ვაპირებ ვახსენო რომელიმე), რომელთაგან ზოგიერთი დიდ ქსელს ფლობს, ხოლო ზოგიერთი მხოლოდ ერთ სადგურს. რამდენი შეიძლება კიდევ იყოს? ამას მოგვიანებით ავხსნი.

მეორე: შემომტანიც არ არის ერთი, არც ორი და არც ათი - არის იმდენი, რამდენიც ამ საქმეს მოერევა. საწვავის იმპორტი გაცილებით უფრო რთული საქმეა, ვიდრე დისტრიბუცია. ამ საქმიანობისთვის საჭიროა: დიდი და მაღალი ხარისხის რეზერვუარები, ფულადი რესურსების დიდი ნაკადი და მარაგები, ქონება, რომელიც შეიძლება გარანტიად გამოდგეს. რომ არაფერი ვთქვათ მაღალი ხარისხის მენეჯერულ ცოდნასა და გამოცდილებაზე.

ცხოვრებაში სიტუაცია კიდევ უფრო ადვილად დასანახია: წარმოიდგინეთ, რომ ბენზინის იმპორტი გადაწყვიტეთ.

1. პირველ რიგში, უნდა მონახოთ უცხოური ფირმები, ვინც ბენზინს ყიდის. გამოცდილი, კარგი ისტორიით, სადმე ახლოს, სასურველია ბენზინის ნაწილის კრედიტად გაცემის შესაძლებლობებით (ამას რომ წაიკითხავს, ვინმე ამ საქმით დაკავებული, აუცილებლად გააპროტესტებს - სადაა ასეთი კარგი ცხოვრებაო).

2. უნდა მოძებნოთ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დაინტერესებული იქნება თქვენთვის სასურველი მოცულობის ბენზინის გადმოტვირთვაში.

3. შესთავაზოთ გამყიდველს თქვენი პირობები. გაითვალისწინეთ, რომ გამყიდველისთვის მისაღებია, რაც უფრო დიდი რაოდენობით იყიდი - ამ შემთხვევაში ის პირობებს არბილებს და ფასებს ამცირებს.

4. გასათვალისწინებელია ასევე სატრანსპორტო საშუალების გრაფიკიც, მით უმეტეს, თუ დიდ მოცულობას ვერ ყიდულობ - მას არ შეუძლია მცირე ტვირთებზე მოცდეს.

5. უნდა გამოითვალოთ სახლში არსებული მარაგები, მათი გაყიდვის ტემპები და საცავი მოცულობების ოპტიმალური გამოყენება.

6. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მცირე რაოდენობით ბენზინის შემოტანა ავტომატურად გიზრდით დანახარჯებს ერთ ლიტრზე გადათვლით, მით უმეტეს, როდესაც კონკურენტებს არ სძინავთ.

7. მცირე კომპანიებს ასევე უფრო ძვირი უჯდებათ საქმიანობა, რადგან ისინი იძულებული არიან კომპანიის მენეჯმენტის, აუდიტის, იურიდიული და სხვა ხარჯები მცირე მოცულობის საწვავზე გადაანაწილონ და ერთეული ლიტრის დანახარჯები მაღალი ჰქონდეთ.

8. დიდ გავლენას ახდენს ასევე ბუნებრივი დანაკარგების პრობლემა - რაც მეტხანს გააჩერებ საცავში ბენზინს, მით უფრო დიდი ალბათობაა მისი აორთქლების და დანაკარგის. ამ პრობლემის ერთი ნაწილია ამ დანაკარგის ხარჯებში გატარება - მესაკუთრეს და საგადასახადო სამსახურს ეს არ სიამოვნებთ. ასეთი დანაკარგები მცირე კომპანიებისთვის ძნელად გადასატანია და იმპორტი და საბითუმო ვაჭრობა მათთვის შეუძლებელია (ეს ანაბანა ყველა გამყიდველმა იცის).

მთავარი დასკვნები ამ მცირე ექსკურსიდან ისაა, რომ:

1. რაც ნაკლებ ბენზინს ყიდი, მით უფრო ძვირი გიჯდება ერთეული - ლიტრი, და გაქვს ნაკლები მოგება.

2. მცირე ფირმები ბენზინს ვერ შემოიტანენ - არავინ იყიდის.

3. მონოპოლიებთან ბრძოლა უდავოდ მიგიყვანს მაღალ ფასებამდე.

20 Facebook-მა, შესაძლოა, Opera Webbrowser-ი შეიძინოს

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

მირიან ტორონჯაძე

0x01 graphic

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი ვებბრაუზერ Opera-ს შესყიდვით არის დაინტერესებული. მთლიანი ბრაუზერის შესყიდვა კომპანიას, ცხადია, ძვირი დაუჯდება, მაგრამ სავარაუდოდ, ეს დანახარჯი გამართლებულია - სოციალური ქსელის მეპატრონეები უკეთ შეძლებენ მომხმარებლისთვის საკუთარი პროდუქტის მიწოდებას. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე Opera-ს საბაზრო ფასმა ოცი პროცენტით მოიმატა.

ამჟამად ვებბრაუზერის ფასი 800 მილიონ დოლარზე მეტია. თუმცა, როგორც ჩანს, მისი დამაარსებელი ჯონ ფონ ტეშნერი, რომელიც ამჟამად კომპანიის აქციების 10%25-ს ფლობს, Opera-ს გაყიდვას არ მიესალმება. „ჩემი აზრით, კარგი იქნება Opera-მ მეტი ძალისხმევა მიმართოს ზრდასა და განვითარებაზე, და არა გაყიდვაზე, რადგან მას ამ მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია“, - თვლის ტეშნერი. სხვა, ოფიციალური კომენტარი Opera-ს მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ ერთი საკითხია ვებბრაუზერის ცალკე „განვითარება და ზრდა“ და მეორე, მისი მიყიდვა Facebook-ისთვის, რომლის ფასიც, შედარებისთვის, 87 მილიარდ დოლარს შეადგენს და მომხმარებლების რაოდენობითაც აღემატება ამ ვებბრაუზერის მოყვარულებს.

საკითხავი ისაა, რატომ გადაწყვიტა Facebook-მა ვებბრაუზერის შეძენა - სავარაუდოდ, საკუთარი საიტის გავლენის კიდევ უფრო გასაზრდელად. მართლაც, როდესაც ისეთ მასშტაბებზე გადიხარ, როგორზეც Facebook-ია და მილიონობით მომხმარებელი გყავს, საიტზე მორგებული ვებბრაუზერის ფლობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

თანამედროვე ვებსტანდარტები - html5 და css3, ძალიან დიდ როლს ასრულებენ Facebook-ის წარმატებაში. სწორედ მათი საშუალებით ხერხდება ქსელის მრავალი აპლიკაციის შექმნა ისე, რომ მათი გამოყენება უამრავ სხვადასხვა მობილურ პლატფორმაზე იყოს შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აპლიკაციების შექმნისას გათვალისწინებული იყოს იმ მომხმარებელთა ინტერესებიც, რომლებიც ბოლო მოდელის მობილურ მოწყობილობებს არ ფლობენ. ამ სტანდარტებთან შეთავსებაში კი, უნდა ვაღიაროთ, რომ Opera-ს მცირედი პრობლემები აქვს. არადა, Opera mini მობილურ მოწყობილობებზე საკმაოდ გავრცელებულია (აქ არ იგულისხმება Apple-ის პროდუქტები, რომელიც საკუთარ ოპერაციულ სისტემაში Safari-ს ვებბრაუზერის გარდა სხვას არავის აკარებს) და Safari-ს მერე პირველ ადგილს იკავებს.

Opera-ს შეძენით Facebook-ს შესაძლებლობა მიეცემა, საკუთარი ვებსტანდარტები შექმნას. Opera გავრცელებით საკმაოდ ჩამორჩება სხვა ბრაუზერებს, რაღა თქმა უნდა, მობილური მოწყობილობების გარდა, თუმცა ის მაინც ითვლის რამდენიმე ათეულ მილიონ მომხმარებელს. „ვებფუტურისტებში“ მისი პოპულარობა განსაკუთრებით მაღალია. Facebook-ი კი, როგორც ჩანს, სწორედ მომავალში იხედება და ახალი ინტერნეტსტანდარტების შექმნასაც არ ერიდება.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან Facebook-ის და Bing-ის გაერთიანება მოხდა. თუკი ეს ტენდენციები ასე გაგრძელდა, საბოლოოდ მივიღებთ ორ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ გიგანტს. ერთი მხრივ არის Google-ი, საკუთარი ვებ ბრაუზერით, სოციალური ქსელითა და, ცხადია, საძიებო სისტემით, მის საპირისპიროდ კი თანდათან ყალიბდება Facebook-ი, ასევე საკუთარი ვებბრაუზერ Opera-თი და საძიებო სისტემა Bing-ით. თუკი სოციალური ქსელების განხრით Facebook-ი Google-ს ჯერჯერობით უგებს, ამ უკანასკნელის უპირატესობა საძიებო სისტემასა და ვებბრაუზერ Chrome-შია. პოპულარობით მათთან Bing-ი და Opera ახლოსაც ვერ მივა. თუმცა ჯერჯერობით...

21 არქივი

▲ზევით დაბრუნება


დღეს 26 მაისს, წითელ რევოლუციურ დროშებს აფრიალებს თავისუფალი ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი სისხლით შეღება ისინი. რევოლუციის პირველ დღეებში წითელი დროშებით დაიფარა საქართველო. მხოლოდ რეაქციის შავი ძალები იხსენებენ ოხვრით სამფეროვან დროშას. გაუმარჯოს დამოუკიდებელ რევოლუციურ 26 მაისს! გაუმარჯოს კომუნიზმს!

26 მაისი - მუშის ხმა

დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ 26 მაისს. დღეს ჩვენი პარტია იტყვის თავის სიტყვას და ეს სიტყვა არ იქნება მშრალი. რა არის 26 მაისი. საერთოდ პროლეტარიატის ხალხს წელიწადში აქვს მხოლოდ ერთი დიდი დღესასწაული 1 მაისი, ეს დღე ბუმბერაზია. ჩვენ მაინც ვდღესასწაულობთ სხვა დღესაც ამ თვეში - 26 მაისს. ბურჟუაზიულმა ძალებმა დაიმონეს დამოუკიდებელი საქართველო, ჩვენ კი საბოლოოდ გავათავისუფლეთ ის. გაუმარჯოს კომუნიზმს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.

ეს არის დამოუკიდებლობა წითელი დროშის ქვეშ

ფილიპე მახარაძე

საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების სამი წლის თავზე, ვინაიდან საქართველოს ხალხი მხოლოდ ახლა გათავისუფლდა ევროპის კაპიტალისტების დამქაშებისა და საერთაშორისო კონტრრევოლუციის ხელისშემწყოფთაგან, მშრომელი ხალხისთვის ამ სასიხარულო დღეს, საქართველოს თავისუფლების დღეს რევოლუციური კომიტეტი შესაძლებლად თვლის დასჯილთა მდგომარეობის შემსუბუქებასა და ამნისტიას.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე

მეგობრებო, მე ამ ყანწით მინდა ვადღეგრძელო წითელ კაბაში მორთული კოხტა საქართველო, დღეს ის ხარობს და ზეიმობს თავისუფლებასა, რომ საფლავი გაუთხარა ჩაგვრა-მონობასა. დღეს მშრომელი საქართველო მოიგონებს იმ დროს, როცა ფლობდა მონობისა ღამე მის მიდამოსა...

დამოუკიდებელი, კომუნისტური საქართველო. 26 მაისი. სანდრო ეული

თეზისები 26 მაისისთვის

26 მაისს გამოცხადდა საქართველოს ხალხის დამოუკიდებლობის იდეა.

26 მაისი შედეგია ოქტომბრის რევოლუციისა.

26 მაისს ჩვენ, კომუნისტები ვუქმობთ როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს...

22 ევრო 2012: D ჯგუფი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

0x01 graphic

მწვრთნელი
ოლეგ ბლოხინი

უკრაინული და საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდა 59 წლისაა და მეორედ ხელმძღვანელობს ქვეყნის მთავარ გუნდს. 2003-2007 წლებში ბლოხინის გაწვრთნილმა უკრაინამ 46 მატჩიდან 21 მოიგო, 2006 წელს კი მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდა. ბლოხინი უკრაინის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 1975 წელს ის გახდა პირველი უკრაინელი, ვინც ევროპის უძლიერეს მოთამაშედ დაასახელეს. ლეგენდარული ფორვარდი სსრკ-ს ჩემპიონატების უამრავი რეკორდის მფლობელია: არავის უთამაშია მასზე მეტი მატჩი და ვერც გოლებით სჯობნის ვინმე. 1972-1981 წლებში 9-ჯერ გახდა უკრაინის ნომერი პირველი ფეხბურთელი.

0x01 graphic

ფეხბურთის ფედერაცია - FFU - დაარსდა 1991 წლის 6 მარტს კიევში.

უკრაინა ფიფას რეიტინგი - 50

პირველი საერთაშორისო მატჩი: 29.04.1992 უნგრეთი - 1:3

ყველაზე დიდი გამარჯვება: 15.08.2005 აზერბაიჯანი და 14.10.2009 ანდორა - 6:0 ყველაზე დიდი მარცხი: 25.03.1995 ხორვატია, 14.06.2006 ესპანეთი და 06.09.2011 ჩეხეთი - 0:4 ყველაზე მეტი თამაში: ანატოლი ტიმოშჩუკი - 114 ყველაზე მეტი გოლი: ანდრეი შევჩენკო - 46 უკრაინის ნაკრებმა დიდ საფეხბურთო ტურნირზე ერთადერთხელ, 2006 წელს ითამაშა: გერმანიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედ ფინალში გავიდა. უკრაინა პირველად მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს და მოლოდინი დიდია: გულშემატკივრებს საყვარელი ნაკრების საუკეთესოთაშორის ხილვა სურთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოლეგ ბლოხინის გუნდი ბოლო მატჩებში დაუმარცხებელია, უნდა ვივარაუდოთ: ლურჯ-ყვითლები რთულ ჯგუფში სიურპრიზს შემოგვთავაზებენ. შარშან, 6 სექტემბერს ჩეხებთან 0:4 განადგურების შემდეგ უკრაინელებმა წაუგებელი სერია დაიწყეს: ზედიზედ სძლი ბულგარეთს და ესტონეთს, ფრედ ითამაშეს ბუნდეს ნაკრებთან და კვლავ მოიგეს - ლვოვში ავსტრიასთან და პეტაჰტიკვაში ისრაელთან. 11 ივნისს, შვედეთთან ჯგუფის პირველ მატჩამდე უკრაინელებს ერთადერთი ამხანაგური დარჩათ - ხვალ, 5 ივნისს, გერმანიის ქალაქ აუგსბურგში თურქეთს გაეჯიბრებიან.

0x01 graphic

ვარსკვლავი
ანატოლი ტიმოშჩუკი

ბოლო წლების ყველაზე სტაბილური უკრაინელი ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი შევჩენკო მასზე პოპულარულია, ანატოლი ტიმოშჩუკი დღეს უკეთესი მოთამაშეა, ვიდრე კიევის დინამოს ფორვარდი. 33 წლის ნახევარმცველი მეოთხე წელია მიუნხენის ბაიერნის მაისურით თამაშობს: 107 ოფიციალურ მატჩში 5 გოლი გაიტანა. ბავარიულ კლუბთან ერთად ორჯერ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში: 2010 წელს და ახლახან, მიუნხენში. ბაიერნამდე იყო მშობლიური ლუცკის ვოლინი, შესანიშნავი წლები დონეცკის შახტარში და მოგვიანებით სანკტ პეტერბურგის ზენიტი, სადაც ტიმოშჩუკმა უეფას და ევროპის სუპერთასები კაპიტნის სამკლავურით ჩაიბარა.

ტაბულას რეიტინგი ბ ათბალიანი სისტემით:

მეკარე- 8

დაცვა-7

ნახევარდაცვა-8

თავდასხმა- 7

ჯამი: 30

0x01 graphic

მწვრთნელი
ერიკ ჰამრენი

შვედეთის საფეხბურთო ასოციაციამ ჰამრენს კონტრაქტი ჯერ კიდევ მაშინ შესთავაზა, როცა ის ნორვეგიის ბოლო წლების საუკეთესო კლუბს, ტრონჰეიმის რუსენბორგს წვრთნიდა. ხელშეკრულება 2009 წლის ნოემბერში გაფორმდა და 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჰამრენი პარალელურად ორ გუნდში მოღვაწეობდა. მისი ხელმძღვანელობით რუსენბორგმა 2009 და 2010 წლებში ჩემპიონატი მოიგო, ნაკრები კი პოლონეთ-უკრაინის საგზურს დაეუფლა.

54 წლის ერიკ ჰამრენი 2008 წელს დანიაში, ხოლო 2009 წელს ნორვეგიაში დაასახელეს წლის მწვრთნელად.

0x01 graphic

საფეხბურთო ასოციაცია - SVFF - დაარსდა 1903
წლის 18 დეკემბერს. SVFF ფიფას და უეფას ერთერთი დამფუძნებელია.

შვედეთი ფიფას რეიტინგი - 17

პირველი საერთაშორისო მატჩი: 12.07.1908 ნორვეგია- 8: 3

ყველაზე დიდი გამარჯვება: 20.05.1927 ლატვია და05.08.1948 კორეა- 12: 0

ყველაზე დიდი მარცხი: 20.10.1908 დიდი ბრიტანეთი- 1: 12

ყველაზე მეტი თამაში: თომას რაველი- 143

ყველაზე მეტი გოლი: სვენრიდელი- 49

შვედეთი ევროპირველობაზე მეხუთედ ითამაშებს. 1992წელს, როცა ქვეყანამ ტურნირს უმასპინძლა, ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა-ნახევარფინალამდე მიაღწია.

შვედეთის ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა- მხოლოდ ჰოლანდიას ჩამორჩა, მაგრამ ფლეიოფს მაინც აცდა: როგორც საუკეთესო მეორე ადგილოსანი, პირდაპირ მიიღო პოლონეთ უკრაინის საგზური.

მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰამრენმა ნაკრების კანდიდატები იანვარში, ყატარში ჩატარებულ ამხანაგურ ორ შეხვედრაში შეამოწმა. შვედებმა ბაჰრეინს 2: 0 აჯობეს, მასპინძელთა ოლიმპიური ნაკრები კი5: 0 გაანადგურეს. მომდევნო ამხანაგური თამაშები, ხორვატიასთან და ისლანდიასთან, მწვრთნელებმა ასევე გუნდის ბირთვის ჩამოსაყალიბებლად გამოიყენეს. ხვალ, 5ივნისს სკანდინავიელები სტოკჰოლმში სერბებს უმასპინძლებენ და ამით დაასრულებენ ევრო 2012 თვის მზადებას.

ვარსკვლავი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი

0x01 graphic

ბოსნიელი მამის და ხორვატი დედის შვილი შვედეთში დაიბადა. მას სამივე ქვეყნის ნაკრებში თამაში შეეძლო, საბოლოოდ კი სამშობლოს პირველი გუნდი არჩია. ევრო 2012 მის კარიერაში მესამე ევროპირველობაა: 2004 წელს პორტუგალიაში, ხოლო 2008 წელს ავსტრია შვეიცარიაში მან 22 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი, რომელმაც სხვადასხვა დროს ჰოლანდიის, იტალიის და ესპანეთის ჩემპიონატები საერთო ჯამში 9ჯერ მოიგო, 6ჯერ დაასახელეს შვედეთის საუკეთესო მოთამაშედ, მათ შორის 2007-2011 წლებში ზედიზედ. რამდენიმე წლის წინ მან სახელი ზლატანი სავაჭრო ნიშნად დაარეგისტრირა. შვედეთის ნაკრების კაპიტნის კომპანია სპორტულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს აწარმოებს.

ტაბულას რეიტინგი ათბალიანისისტემით:

მეკარე- 7

დაცვა- 8

ნახევარდაცვა- 8

თავდასხმა- 9

ჯამი: 32

0x01 graphic

მწვრთნელი
ლორან ბლანი

46 წლის სპეციალისტი 2006 წელს ფრანსფუტბოლის მკითხველებმა საფრანგეთის ყველა დროის მეოთხე ფეხბურთელად დაასახელეს მიშელ პლატინის, ზინედინ ზიდანის და რაიმონ კოპას შემდეგ.

მარსელელმა ქომაგებმა მას მეტსახელად პრეზიდენტიც უწოდეს... ქვეყნის პირველ გუნდთან ერთად ბლანმა ორივე მთავარი ტიტული მოიგო: 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა,2000-ში კი ევროპის. 2007-2010 წლებში ის ბორდოს წვრთნიდა: თითო ჯერ მოიგო ჩემპიონატი და ლიგის თასი, ორჯერ- სუპერთასი. 1998 წლის 28 ივნისს, პარაგვაისთან მერვედფინალში ბლანმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ოქროს გოლიგაიტანა- 1: 0.

0x01 graphic

ფეხბურთის ფედერაცია - FFF - დაარსდა 1919 წლის 7 აპრილს
პარიზში. FFF უეფას ერთ-ერთი დამფუძნებელია.

საფრანგეთი ფიფას რეიტინგი - 16

პირველი საერთაშორისო მატჩი: 01.05.1904 ბელგია- 1: 1

ყველაზე დიდი გამარჯვება: 06.10.1995აზერბაიჯანი- 10: 0

ყველაზე დიდი მარცხი: 22.10.1908დანია- 1: 17

ყველაზე მეტი თამაში: ლილიან ტურამი- 142

ყველაზე მეტი გოლი: ტიერი ანრი- 51

საფრანგეთმა ორჯერ უმასპინძლა ევროპირველობას- 1960 წელს გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა, 1984-ში კი ჩემპიონი გახდა. ფრანგებმა ტრიუმფი 2000 წელსაც გაიმეორეს. ცნობილია, რომ 2016 წელს ტურნირს კვლავ საფრანგეთი მიიღებს.

შესარჩევ ეტაპზე ლორან ბლანის გუნდი სტარტზევე დამარცხდა-სტად დეფრანსზე ბელარუსთან წააგო0: 1, თუმცა მომდევნო 9 ოფიციალური მატჩი წაუგებლად განვლო და პირველ ადგილზე გავიდა. საინტერესოა, რომ ბელარუსთან წაგების შემდეგ„ მამლები“ აღარ შერცხვენილან: თებერვალში, გერმანიასთან სტუმრად2:1 მოგება ბრწყინვალე სერიის მე 18 მატჩი იყო. საფრანგეთის ნაკრები გამოცდილი გუნდია, ფეხბურთელთა უმეტესობა კი კარიერის პიკს უახლოვდება.

დღევანდელ შემადგენლობაში ყველაზე გამოცდილი ლონდონის ჩელსის ნახევარმცველი ფლორენ მალუდაა, ვის ანგარიშზეც 80 მდე მატჩია. რაც შეეხება გუნდის ბომბარდირს, ასეთი მადრიდის რეალის თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა გახლავთ.

ვარსკვლავი
ქარიმ ბენზემა

0x01 graphic

გუნდის ნომერ პირველმა ფორვარდმა მესამე სეზონი გაასრულა მადრიდის რეალში და პირველად გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2011-12 წლებში ბენზემამ 52 მადრიდულ მატჩში 32 გოლი შეაგდო- ეს მისი პირადი რეკორდია. 2004 წელს ის საფრანგეთის 17 წლამდელებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი, ლიონის მაისურით კი 2005-2008 წლებში ზედიზედ ოთხჯერ მოიგო საფრანგეთის პირველობა. ეროვნულ გუნდში ერთადერთხელ გაიტანა გოლზე მეტი: 2007 წლის 13 ოქტომბერს ფარერებზე დუბლი შეასრულა.

ტაბულას რეიტინგი ათბალიანი სისტემით:

მეკარე- 8

დაცვა- 9

ნახევარდაცვა- 9

თავდასხმა- 9

ჯამი: 35

0x01 graphic

მწვრთნელი
როი ჰოჯსონი

64 წლის სპეციალისტი, რომლის ხელმძღვანელობით ინტერმა და ფულემ მას ხვადასხვა დროს ორჯერ დათმეს უეფას თასის ფინალები, მთავარ მწვრთნელად 1მაისს დაინიშნა, 14 მაისიდან კი საქმიანობა დაიწყო. 19 მაისს ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ევრო 2012-ზეგუნდის კაპიტანი სტივენ ჯერარდი იქნება, რამდენიმე დღის შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა და თქვა, რომ რიო ფერდინანდს ჯონ ტერისთან კონფლიქტის გამო არ დაუძახა. ვეტერანი მწვრთნელი ორი ვაჟის მამაა, კარიერის გადამკიდემ კი ჩინებულად ისწავლა ნორვეგიული, შვედური,ფინური, დანიური, ფრანგული, გერმანულიდაიტალიური.

0x01 graphic

საფეხბურთო ასოციაცია - FA - 1863 წლის 26 ოქტომბერს დაარსდა. ისუძველესი საფეხბურთო კავშირია მსოფლიოში.

ინგლისი ფიფას რეიტინგი - 7

პირველი საერთაშორისო მატჩი: 30.11.1872 შოტლანდია- 0: 0

ყველაზე დიდი გამარჯვება: 18.02.1882 ირლანდია- 13: 0

ყველაზე დიდი მარცხი: 23.05.1954 უნგრეთი- 1: 7

ყველაზე მეტი თამაში: პიტერშილტონი- 125

ყველაზე მეტიგოლი: ბობიჩარლტონი- 49

უცნაურია, მაგრამ ფეხბურთის სამშობლო არასდროს ყოფილა ევროპის ჩემპიონი: 1968 წელს, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი ევროპირველობაზე მესამე ადგილზე გავიდა,

1996 წელს კი, როცა ტურნირს უმასპინძლა, ნახევარფინალში დამარცხდა.

ნაკრებმა 899 საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა. 11ივნისს, დონეცკში, დონბას არენაზე ფრანგების წინააღმდეგ ინგლისის მთავარი გუნდი საიუბილეო, მეცხრაასე მატჩს გამართავს. საგულისხმოა, რომ ისტორიაში მე 2000 გოლი გუნდმა 29 თებერვალს, უემბლიზე ჰოლანდიასთან 2: 3 წაგებულ მატჩში შეაგდო. საკვალიფიკაციო ტურნირი ინგლისელებმა წაუგებლად დაასრულეს: ფაბიო კაპელოს ნაკრებმა 5 მატჩი მოიგო, 3კი ფრედ დაასრულა. იტალიელი სპეციალისტი გუნდიდან მოულოდნელად წავიდა: წლის დასაწყისში საფეხბურთო ასოციაციასთან უთანხმოების გამო დატოვა თანამდებობა. ჰოლანდიასთან მატჩში ნაკრებს სტიუარტ პირსმა უხელმძღვანელა, მაისში კი როი ჰოჯსონი ოფიციალურად დამტკიცდა მთავარ მწვრთნელად.

ვარსკვლავი
უეინ რუნი

0x01 graphic

2011 წლის 7 ოქტომბერს, შესარჩევის უკანასკნელ ტურში რუნი მონტენეგროსთან მატჩში გააძევეს, უეფამ კი უსაქციელობა არ აპატია და სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. საფეხბურთო ასოციაციამ განაჩენი გააპროტესტა და უეფამაც სასჯელი თამაშით შეამცირა: მან ჩესტერელთა თავდამსხმელი საფრანგეთთან და შვედეთთან თამაშებს გამოტოვებს და მხოლოდ უკრაინასთან შეხვედრაში დაბრუნდება. ევრო 2012 26 წლის ფორვარდისთვის მეორე ევროპირველობაა: 2004 წელს, პორტუგალიაში, მან პირველად გაიბრწყინა - შვეიცარიასთან და ხორვატიასთან 22 გოლი გაიტანა. საერთოდ, ქვეყნის პირველ გუნდში მის ანგარიშზე 8 დუბლია.

ტაბულას რეიტინგ ათბალიანი სისტემით:

მეკარე- 8

დაცვა- 8

ნახევარდაცვა- 10

თავდასხმა- 9

ჯამი: 35

23 ფეხბურთის კათედრალები

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

გიორგი ფირცხელანი

0x01 graphic

ძველი უემბლი

ბრამალ ლეინზე უთამაშიათ რაგბი, კრიკეტი, ყოფილა ევანგელისტების თავშეყრის ადგილი და არქთიქ მანქისაც უმღერია. შეფილდ იუნაიტედის საშინაო სარბიელი 1855 წელს გაიხსნა და ის მსოფლიოში უძველესი მოედანია, რომელიც საფეხბურთო მატჩებს დღემდე მასპინძლობს.

ლეინის გარდა, არჩიბალდ ლიჩის ხელი კიდევ ორმოცამდე სტადიონს ატყვია. ლიჩი ლეგენდარული შოტლანდიელი არქიტექტორია, რომლის შემოქმედებითი კვალი დღემდე წარუშლელია ბრიტანულ ფეხბურთში. მისი დაპროექტებულ-აშენებული მოედნების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა რამდენიმეს გახსენება შეიძლება - ინგლისში ფეხბურთისთვის განკუთვნილი პირველი არენა, გუდისონ პარკი, მისი ხელით აშენდა, 1908 წელს მან დააპროექტა მანჩესტერ იუნაიტედის ოლდ ტრაფორდი, ერთ-ერთი პირველი მოედანი სააბაზანოთი, მასაჟცენტრით, ლიფტით, ფიტნესოთახით, ბარით, საფოსტო განყოფილებით და კაფეტერიით. მისი სანიმუშო ქმნილებაა ასტონ ვილას მოედანი ვილა პარკი, რომელიც გარე ფასადით შუასაუკუნოვან სასახლეს უფრო ჰგავს, ვიდრე სპორტულ კომპლექსს.

1902 წლის აიბროქსის ტრაგედიის შემდეგ, სადაც 25 ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაშავდა, არჩიბალდ ლიჩის რეპუტაცია შეილახა, მაგრამ მასზე მოთხოვნა მაინც დიდი იყო - აშენებდა ტერასებს, ტრიბუნებს, სხვადასხვა კონსტრუქციებს. ლიჩის დიზაინი თითქმის ხელუხლებელი და პირველადი ფორმითაა შემორჩენილი ფულემის სტადიონ კრევინ კოტეჯზე.

არჩიბალდ ლიჩი 1939 წელს გლაზგოში გარდაიცვალა. მან 1899-1939 წლებში, ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ორმოცამდე სტადიონი და ტრიბუნა დააპროექტა, თუმცა ჰილსბროს შემდეგ ლორდ ტეილორის მოხსენებამ ბრიტანეთში სადგომი ტრიბუნები აკრძალა და ამიტომ ლიჩის ნამუშევრების დიდი ნაწილი მასიურად გაქრა - ზოგიერთი ტრიბუნა დაანგრიეს, ზოგს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს და არქიტექტორის უნიკალური ხელწერაც დაიკარგა...

„მიუხედავად იმისა, რომ ფინალი წავაგეთ, უბრალოდ შემიყვარდა ეს მოედანი. აცტეკა მსოფლიო ფეხბურთის სიმბოლოა“ - რუდი ფიოლერი, მექსიკის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

აცტეკა ლათინური ამერიკის მასშტაბით ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი და მსოფლიოს ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანია. ბევრი დავობს, აცტეკა უფრო მნიშვნელოვანია საფეხბურთო ისტორიისთვის თუ ლონდონის უემბლი, ამ უკანასკნელს თითქოს მეტი მომხრეც ჰყავს და პელემ სულაც ფეხბურთის კათედრალი უწოდა, მაგრამ უემბლიზე არ გაუტანიათ საუკუნის გოლი, მხოლოდ ფანტომ გოლი გავიდა; უემბლიზე არ ჩატარებულა საუკუნის მატჩი; უემბლიდან არ წაუღია საუკუნის გუნდს ნიკეს ქანდაკება სამუდამო მფლობელობაში; უემბლიზე არ აღუმართავს მარადონას ღმერთის ხელი. ეს ყველაფერი მეხიკოში მოხდა. იყოს უემბლი კათედრალი, ოღონდ კოშკებიანი უემბლი, თეთრი ცხენის მნახველი უემბლი და არა ეს, ახალი, რომელსაც 2618 ტუალეტის მეტი, ღირებული არაფერი გააჩნია.

აცტეკა დღემდე ერთადერთი მოედანია, რომელმაც ორჯერ უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, მაგრამ 2014 წელს, ამ წოდების გაზიარება, კიდევ ერთ ლეგენდარულ მოედანთან, მარაკანასთან მოუწევს.

„მხოლოდ სამმა ადამიანმა შეძლო მარაკანას გაჩუმება: რომის პაპმა, ფრენკ სინატრამ და მე“ - ალსიდეს გიჯა,1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიასთან გამარჯვების გოლის ავტორი.

მარაკანას მშენებლობა 1948 წელს დაიწყეს და 1950 წლის ბრაზილიის მუნდიალისთვის თითქმის დაასრულეს. მოედანმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და ყველაზე დრამატულ გადამწყვეტ შეხვედრას უმასპინძლა (ურუგვაი-ბრაზილია 2:1). თამაშს 200 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ბრაზილიელთა სიამაყე დღეს დიდ სამზადისსა და განახლების პროცესშია - მარაკანამ ჯერ 2013 წლის კონფედერაციის თასს უნდა უმასპინძლოს, შემდეგ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს და ბოლოს, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადას.

0x01 graphic

ვილა პარკი

0x01 graphic

მარაკანა

ალიანც არენა, სადაც ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, სამ ფერში ანათებს და რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო იგრძნობა ფასადის სილამაზე. გარშემო - პატარა, სამრეკლოიანი ბავარიული სოფლები, ჯინსის ჟილეტებში გამოწყობილი გულშემატკივრები. ეს ყველაფერი შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის, მაგრამ როდესაც მოედანზე შედიხარ, ეს ატმოსფერო იკარგება. ირგვლივ ცარიელი, რუხი ფერის კედლები, რუხი ფერის სკამები, თითქმის რუხი ფერის ვაის ვურშტები - ზედმეტად მშრალი და არაფრისმეტყველი გარემოა გარე ფასადთან და ატმოსფეროსთან შედარებით.

მაგრამ ბავარიიდან სამხრეთ-დასავლეთით არის ადგილი, სადაც ყველაფერი პირიქითაა. როდესაც კამპ ნოუს სადგურიდან დაახლოებით 200 მეტრს გაივლი, ჩერდები, უყურებ და ფიქრობ - ეს არის კამპ ნოუ? გარედან მოედანი „რიგით რაიანში“ ომაჰა ბიჩზე ჩადგმულ ნაცისტების კატენაცებს ჰგავს, მაგრამ შემდეგ ხედავ ბარსას ძველ, ყვითელ ავტობუსს, მემორიალურ დაფებს, ძეგლებს და ხვდები, შიგნით რაც გელოდება. ულამაზესი ტრიბუნები, ძველი სააბაზანოები, „თროფი რუმი“, ჟოან გამპერის კაბინეტი, უზარმაზარი მუზეუმი, შანდორ კოჩიშის კარადა, სტივ არჩიბალდის ფოტო-ვიდეო მასალა და სხვა უამრავი საინტერესო წვრილმანი. შემდეგ კონფერენს ჰოლი, პრესცენტრი და ბოლოს ხიდი. ხიდს გადაღმა ფანშოპია, ცალკე ქვეყანა. ევროპის ყველაზე დიდი მოედნის რეკონსტრუქცია 2007 წელს დაიწყო, მაგრამ 2008 წლის ფინანსური კრიზისის გამო შეჩერდა. კამპ ნოუზე განთავსებულ ბარსას მუზეუმს, ყოვეწლიურად 1.2 მილიონი სტუმარი ჰყავს.

მარაკანა რეკონსტრუქციების და კომერციული მიზნების გამო, ბევრი მოედანი პირვანდელ სახეს კარგავს. ზოგი საერთოდ ქრება. 100-წლიანი ისტორიის მქონე უელსური ფეხბურთის სიმბოლო - ნინიან პარკი, ადგილი, სადაც ჯოკ სტინი გარდაიცვალა, დაანგრიეს და მის ადგილას იმავე სახელწოდების დასახლებას აშენებენ. სამაგიეროდ, უელსმა ალიანც არენას მსგავსი არქიტექტურის ზეიმი, მილენიუმ სტედიუმი ააშენა.

როდესაც გლაზგოში ჰემპდენ პარკის რეკონსტრუქცია დაასრულეს, დიზაინერებმა შესასვლელი ბლოკები, რომლებიც მოედანზე შესვლა-გამოსვლის დროს თითქმის ერთი საუკუნე სპეციფიკურ ხმას გამოსცემდნენ, ხელუხლებელი დატოვეს. ეს იმის ნიშნად, რომ აქ, გლაზგოში, ისევ ჰემპდენი იდგა. ჰემპდენი, რომელსაც აინტრახტი-რეალი, ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით დასწრებადობის ათამდე რეკორდი და უეფას ეგიდით გამართული 7 ევროთასის ფინალი ახსოვს.

საკმარისია, ძველ უემბლიზე ჩატარებული ერთი მატჩის ჩანაწერი მაინც ნახოთ და დღევანდელი უემბლის ატმოსფეროს შეადაროთ. სხვაობა ძალიან დიდია. თანამედროვე ინჟინერია მოედანს მეტ შემოსავალს მისცემს, შესძენს მეტ პრაქტიკულობას, მეტ კომფორტს, 2618 ტუალეტს. მაგრამ არქიტექტურა და ინჟინერია ვერ შექმნის იმას, რაც ენფილდზე, კამპ ნოუზე, სანტიაგო ბერნაბეუზე, ჯუზეპე მეაცაზე და ნინიან პარკზე ათეული წლების მანძილზე იქმნებოდა.

24 ჯირო დ'იტალია 2012: პირველი კანადური ტრიუმფი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ველოსპორტი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

წლის პირველი დიდი ველოტური ჯირო დ'იტალია კანადელმა რაიდერ ჰესიედალმა (გარმინ- ბარაკუდას გუნდი) მოიგო. ის პირველი კანადელია, რომელმაც სამი მთავარი შეჯიბრებიდან - ჯირო, ტურ დე ფრანსი, ვუელტა - ერთ-ერთში იმარჯვა.

„ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ტიტული მოვიგე! განვლილმა დღეებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი ასე კარგად დასრულდა. მადლობელი ვარ გუნდის - მათ გარეშე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი“, - განაცხადა ჩრდილოამერიკელმა მილანში, წლევანდელი რბოლის ბოლო პრესკონფერენციაზე.

რაიდერ ჰესიედალმა, რომელიც ბოლო 15 წელიწადში ჯიროს მესამე არაიტალიელი ტრიუმფატორია, წლევანდელი რბოლის უკანასკნელი ეტაპი ლიდერთან ხოაკინ როდრიგესთან 31-წამიანი ჩამორჩენით დაიწყო, მაგრამ როცა ფინიში გადაკვეთა, გაირკვა, რომ კანადელმა ესპანელი საერთო ჩათვლაში 15 წამით ჩამოიტოვა.

ჩრდილოამერიკელმა ჯირო დ'იტალიას წლევანდელი ტრასის გავლას - 3502,1 კილომეტრი - 91 საათი, 39 წუთი და 2 წამი მოანდომა.

„გულახდილად რომ გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ ჯიროს მოვიგებდი. უბრალოდ, მსურდა მთელი ტრასა კარგად გამევლო. ბოლო ეტაპებზე, როცა კვლავ მოწინავეთა შორის ვიყავი, იმედი მომეცა, რომ საუკეთესო ათეულში მოვხვდებოდი, მაგრამ პირველი ადგილი? არა, ამაზე მართლა არ მიოცნებია“, - აქამდე ჰესიედალის საუკეთესო შედეგი გრანდ-ტურში 2010 წელს, ტურ დე ფრანსზე დაკავებული მეექვსე ადგილი იყო. ეს იყო კანადელი ველომრბოლების უმაღლესი ადგილი მთავარ ტურებში 22 წლის განმავლობაში.

„ცხადია, გული მწყდება: ახლა, როცა რბოლა დასრულებულია, ვხვდები, რომ გამარჯვების ძალიან დიდი შანსი მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე. პირველ ადგილზე გასასვლელად ყველაფერი გავიღე, თუმცა მეტოქემ მაჯობა. იმედია, გაისად ოცნებას ავისრულებ“, - კატუშას ესპანელი ველომრბოლი ხოაკინ როდრიგესი ზედიზედ ათი დღე ატარებდა ლიდერის ვარდისფერ მაისურს, თუმცა მის შესანარჩუნებლად წამები დააკლდა.

გენერალურ კლასიფიკაციაში ჰესიედალის და როდრიგესის შემდეგ მესამე იყო ბელგიელი თომას დე გენდტი. ის კანადელს 99 წამით ჩამორჩა. შარშანდელმა გამარჯვებულმა მიკელე სკარპონიმ რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა - ჯირო დ'იტალიას პოდიუმზე იტალიელი სპორტსმენი 1995 წლის შემდეგ პირველად ვერ ავიდა.

თუ ჰესიედალმა რბოლა ვარდისფერი მაისურით დაასრულა, როდრიგესმა წითელი მაისური - მალია როსო პასიონე - შეინარჩუნა: საბოლოო კლასიფიკაციაში 139 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ესპანელმა ზუსტად ქულით გაუსწრო გაცილებით გამოცდილ და სახელოვან ბრიტანელს მარკ კავენდიშს.

მთების მეფის ტიტული ამჯერად მატეო რაბოტინიმ მოიგო, საუკეთესო ახალგაზრდისთვის (25-წლამდელები) განკუთვნილი თეთრი მაისური კი სქაის კოლუმბიელმა ველომრბოლმა რიგობერტო ურანმა მოიპოვა.

გაისად იტალიის ველოტური 96-ედ გაიმართება. ტურის ორგანიზატორები რუკას ოქტომბრის მიწურულს გამოაქვეყნებენ.

25 ისევ მიხაელ ჰანეკე

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნაწილიII

ქეთი შუბაშვილი, სპეციალურად კანიდან

0x01 graphic

მიხაელ ჰანეკე

ჟიურის ბევრი არ უფიქრია, რა კრიტერიუმით გამოევლინა წლევანდელი გამარჯვებული და არჩევანი, უბრალოდ, საუკეთესოზე შეაჩერა. წინა წერილში აღვნიშნე, რომ კანის ფესტივალზე მიხაელ ჰანეკეს ფილმები არასდროს რჩება პრიზების გარეშე და ჟიურის არც წელს დაუტოვებია უყურადღებოდ ავსტრიელი რეჟისორის ახალი ნამუშევარი „სიყვარული“, რომელიც ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა. ჰანეკეს ფილმს, კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, მართლაც არ ჰყავდა კონკურენტი და საერთაშორისო პრესა უპირობო ლიდერად მიიჩნევდა, თუმცა კრიტიკოსთა ნაწილი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თვლის, რომ ჟიური ჰანეკეს რეპუტაციის ზეგავლენის ქვეშ მოექცა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი რეჟისორი მატეო გარონე ფესტივალის განმავლობაში კინოკრიტიკოსთა მხრიდან პოპულარობით არ სარგებლობდა, ჟიურის დიდი პრიზი გადაეცა მის ტრაგიკომიკურ „რეალითი შოუს“, რომელიც პოპულარობაზე მეოცნებე თევზით მოვაჭრე უბრალო მამაკაცის ამბავს იუმორით გვიყვება.

საუკეთესო სცენარისათვის პრიზით დაჯილდოვდა რუმინელი კრისტიან მუნჯიუს ფილმი „გორაკებს მიღმა“ . როგორც რეჟისორი ამბობს, სიუჟეტი ერთ-ერთი პროვინციის მართლმადიდებლურ მონასტერში რწმენის სახელით ჩადენილმა ძალადობამ შთააგონა. ფილმი ახალგაზრდა გოგონას ტრაგიკული აღსასრულით მთავრდება, რაც ეკლესიის მსახურთა სისასტიკითაა გამოწვეული, მაგრამ ამ ისტორიით რეჟისორმა სათქმელი განაზოგადა და ადამიანის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის მიმართ საკუთარი პროტესტი გვიჩვენა. აღსანიშნავია, რომ „გორაკებს მიღმა“ საერთაშორისო პრესის ერთ-ერთი ფავორიტი იყო და კიდევ ერთი წარმატება ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ხვდა წილად. ამ ნომინაციაში პრიზი მთავარი როლის შემსრულებლებმა, რუმინელმა მსახიობებმა კრისტინა ფლუტურმა და კოსმინა სტრატანმა დაიმსახურეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ წლევანდელ კანზე ამ ჯილდოს მისაღებად დიდი კონკურენცია ნამდვილად არ ყოფილა.

0x01 graphic

კრისტინა ფლუტური და კოსმინა სტრატანი

0x01 graphic

მადს მიქელსენი

ფესტივალის მეორე ნახევარში აჩვენეს არაერთი ფილმი, რომელსაც მაყურებელი, მათ შორის ქართველი კინომოყვარულები, განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ. დევიდ კრონენბერგმა წარმოადგინა ახალი ნამუშევარი „კოსმოპოლისი“ . ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მილიარდერი, კაპიტალისტური სისტემის მსხვერპლი ხდება - მისი ფსიქიკა დაზიანებულია, არასწორი გადაწყვეტილების გამო შეიძლება რამდენიმე საათში სრული ფინანსური კრახი განიცადოს. თანაც, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ფილმის მოქმედება, ძირითადად, ლიმუზინში ხდება, სადაც მთავარი გმირი მორიგეობით ესაუბრება თავის ახლობელ ადამიანებს. მთავარ როლს ასრულებს რობერტ პატინსონი, რომელმაც დევიდ კრონენბერგის დახმარებით, წარმატებით გაიარა ტრანსფორმაცია ვამპირის როლიდან საავტორო კინომდე.

კრისტინა ფლუტური და კოსმინა სტრატანიკონკურსში რუსეთის სახელით მონაწილეობდა უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას „ნისლში“, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ ბელორუსიის ოკუპაციის პერიოდია აღწერილი. ფილმი ბელორუსი ავტორის, ვასილ ბიკოვის რომანის მიხედვითაა გადაღებული, თუმცა ლოზნიცამ, სავარაუდოდ ფართო აუდიტორიის მისაზიდად, ყურადღება „დასავლეთისათვის“ გაცილებით გასაგებ, ეგზისტენციალურ საკითხებზე გაამახვილა. ამ ფილმმა კინოკრიტიკოსთა აღიარება FIPRESCI-ს დიპლომი აიღო.

ყველასთვის მოულოდნელი არჩევანი გააკეთა ჟიურიმ, როდესაც პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის მიანიჭა მექსიკელი რეჟისორის, კარლოს რეიგადასის ფილმს Post Tenebras Lux. კანის აუდიტორია არასოდეს ყოფილა ისეთი ერთსულოვანი, როგორც ამ ნამუშევრის შეფასებისას, „უცნაური და ნაკლებად შთამბეჭდავი“ ფილმი საერთაშორისო პრესამაც ერთხმად გააკრიტიკა. აუდიტორიისთვის გაუგებარი აღმოჩნდა არა მარტო ამ ფილმისათვის პრიზის მინიჭება, არამედ საკონკურსო პროგრამაში მისი ჩართვა. ვფიქრობ, ჟიურიმ ეს არჩევანი იმ აზრის განსამტკიცებლად გააკეთა, რომ კანის ფესტივალი ყველა ტიპის ფილმისთვის ღიაა, მათ შორის ისეთი არაორდინარული გაუგებრობისთვის, როგორც რეიგადასის Post Tenebras Lux-ია.

ტომას ვინტერბერგის ფილმში „ნადირობა“ შესანიშნავად გაართვა თავი დრამატულ როლს დანიელმა მსახიობმა მადს მიქელსენმა და დამსახურებულად მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.

კონკურსგარეშე აჩვენეს ბერნარდო ბერტოლუჩის ახალი ფილმი „შენ და მე“, რომელიც მისი შემოქმედებისგან აშკარად განსხვავდება. ინტიმური სცენების ნაცვლად რეჟისორმა ამჯერად გადაიღო ისტორია და-ძმის შესახებ, რომლებსაც ახლო ურთიერთობა არ აქვთ, თუმცა უცნაური შემთხვევის წყალობით ბევრ საერთოს აღმოაჩენენ და ერთმანეთზე ზრუნვას მადს მიქელსენი იწყებენ. რეჟისორი, რომელიც თავად ესწრებოდა ფილმის პრემიერას, აუდიტორიამ ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

წლევანდელი ფესტივალის დახურვისთვის ფრანგი რეჟისორის, კლოდ მილერის ფილმი „ტერეზა დესკეირუ“ შეარჩიეს. ფრანსუა მორიაკის რომანის ეკრანიზაციაში ოდრი ტატუ ასრულებს ძლიერი და სასტიკი ტერეზას როლს, რომელიც ოჯახურ მშვიდ, რუტინულ ატმოსფეროს ვერ ეგუება და მძაფრი გრძნობებისა და თავისუფლებისკენ მიილტვის.

კენ ლოუჩის ჯილდოებს კიდევ ერთი პრიზი დაემატა - ფილმმა „ანგელოზის ხვედრი“ ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ის მოგვითხრობს ბიჭზე, რომელსაც ორი არჩევანი აქვს - დაუბრუნდეს კრიმინალურ წარსულს, ან დაადგეს სწორ გზას და მშვიდად განაგრძოს ცხოვრება მეგობარ გოგონასთან და შვილთან ერთად. ფილმს კენ ლოუჩისათვის დამახასიათებელი ბედნიერი დასასრული აქვს - ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან და ყველაფერი კარგად მთავრდება.

26 ერლომ ახვლედიანის მოსვლა

▲ზევით დაბრუნება


გიორგი კეკელიძე|სვეტი

0x01 graphic

მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი აღარ არის, არავინ მიყვება ტკბილ ქართულ ზღაპრებს. ამიტომ მე, უკვე რამდენი წელია, ძილის წინა ოცნებითა და წარმოდგენებით ვინაზღაურებ ამ დანაკლისს. გავა დრო და დღისაგან გამოყოფილ ფიქრებში ჩამეძინება .

ვანო და ნიკო

„მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი აღარ არის, არავინ მიყვება ტკბილ ქართულ ზღაპრებს. ამიტომ მე, უკვე რამდენი წელია, ძილისწინა ოცნებითა და წარმოდგენებით ვინაზღაურებ ამ დანაკლისს. გავა დრო და დღისაგან გამოყოფილ ფიქრებში ჩამეძინება“ . ვანო და ნიკო წლები არ გასულა მას შემდეგ. კაცმა რომ თქვას, არც ბაბუაჩემი იყო. სულაც ორჯერ მინახავს. ერთხელ, როცა „კოღო ქალაქში“ უნდა გამოგვეცა და გამომცემელთა ჯგუფში ვიყავი. ერთხელაც, უკვე მისსავე პანაშვიდზე. მაგრამ რაც ერლომი იქ წავიდა, მას მერე, როცა მომაგონდება, სულ ეს სიტყვები ტივტივებს ხოლმე, რაც ზემოთ მოვიყვანე. მე ასე მგონია, რომ ბოლო დიდი ქართველი მეიგავე წავიდა. კაცი, რომელსაც შეეძლო რომანი დაეწერა ზღაპრად. ასე ადვილი როდია, ბეწვის ხიდია გასავლელი. მე ვთვლი, რომ უმეტეს შემთხვევაში ერლომმა ეს შეძლო.

ეს კაცი აქ არ ცხოვრობდა. მხოლოდ აკვირდებოდა ამ ქვეყანას. აწმყოში, წარსულში და მომავალშიც კი. აკვირდებოდა, მაგრამ იმას არ წერდა, რაც ჩანდა. უფრო სწორად - ირიბად წერდა. აი, მაგიურ რეალიზმს რასაც ეძახიან. ოღონდ ეს ქართული მაგიაა, ხუთკუნჭულებსა და მუჭა-ნახევარებზე დამყნობილი.

ერთ-ერთი პირველი კრებულის პატარა ზღაპარში ამბობს: „იყო დრო, როდესაც ისიც კი ჩანდა, რაც ახლა არ ჩანს. ტყუილსა და სიმართლეს, ავსა და კარგს, ერთგულებასა და ორგულობას ისევე ხედავდი, როგორც ციყვსა და თხას. აქლემსა და მიხაკს, თევზსა და მერცხალს“ . აბსტრაქტული საგნების „გამყარება“ მისი თამაშის წესია. ამ თამაშით მოჰყვა ის - წერილ-წერილ, მოთხრობა-მოთხრობა, რომან-რომან. და სიყვარულის წიგნამდე მოვიდა. იქ, სადაც ყველაფერი ცხადი ბუნდოვანია და ყველაფერი ბუნდოვანი ნათელი. სადაც კოღო უნდა შეამჩნიო, თუნდაც უზარმაზარ ქალაქში, რომელშიც ადამიანებიც კი არ ჩანან, ან თუ ჩანან, ვერ ამჩნევ. თუ იმჩნევ. ანუ უცხონი არიან.

ზოგადად, სამოქალაქო ენაზე რომ ვთქვათ, დაბნეული კაცი იყო. მანერულად დაბნეული კი არა, სამწერლო მოდა რომაა - ვითომ სულ ცაში იყურები და მიწა აღარ გახსოვს. ეს სულ მიწისკენ იყურებოდა. ქვევით. და იღიმოდა. მე აქამდე მიკვირს, როგორ ახერხებდა რომანები ეწერა, თუმცა წარმომიდგენია კიდეც. ალბათ დღიურებს წერდა და მერე რომანებს არქმევდა. თავის თავს წერდა. ვანოც თვითონ იყო და ნიკოც. ამიტომაც არასდროს იზიდავდა მთლიანობის შეგრძნება. მეტიც, აი რა თქვა ერთხელ - „დარდიც გაუმთელდა ნახევარკაცს. რა უნდა ექნა თავისი სიმრთელისთვის, აღარ იცოდა... ტკივილი ბოლომდე უნდა შეეგრძნო, მწუხარებაცა და სიხარულიც სრულად აეტანა. გული სხვისთვის მთლიანად უნდა გაეხსნა“ („ნახევარკაცის ამბავი“ ). ამიტომაც „დანაწევრდა“ . საკუთარი სიბევრე უხაროდა. ამით იყო ბედნიერი.

ვთქვათ ასე: თუკი ვინმეა მაგარი ქართულ პროზაში მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და ბარემ ოცდამეერთეშიც, ერთ-ერთი ერლომია.

ჰოდა, ეს კაცი სულ ახლახან გარდაიცვალა. ეს სიტყვები იქნება ალბათ მისი წასვლის ყველაზე ზუსტი აღწერა, ყველაზე სევდიანი და ყველაზე იმედიანიც. მისივე სიტყვები: „დღე-ღამე, უზარმაზარი ციცინათელა, ინთება და ქრება, ინთება და ქრება...

სად მიდის დღე? სად იკარგება იგი? მე ერთხელ ვნახე, თუ სად მიდის დღე, სად იკარგება იგი“ - განმარტებისთვის ამ ესეის სათაური წაიკითხეთ.

27 ფოტოგრაფის ერთი ფოტო

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

თემო ბარძიმაშვილი

0x01 graphic

უკვე რამდენიმე წელია სვანეთში ტრადიციებისა და ყოველდღიური ცხოვრების აღწერაზე ვმუშაობ. სვანეთის ერთ-ერთი ყველაზე შორი სოფელი ადიში, მთავარი გზიდან 9 კილომეტრით არის მოშორებული და ზამთარში, იქ მხოლოდ ცხენებით თუ მოხვდება ადამიანი. მსოფლიოსგან თავისი მოწყვეტილობის გამო ბოლო წლების განმავლობაში ადიში იცლებოდა და ოდესღაც 50-ზე მეტ კომლიან სოფელში, სულ 9 კომლიღა იყო დარჩენილი. ზუსტად ამ დაცარიელების ასახვას ვაპირებდი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შიგ სოფელში ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობდი ამბის გადმოცემას, ამავე დროს, ვეძებდი იმ ერთ ფოტოს, რომელიც ლაკონურად ასახავდა სოფლის დაცარიელებას. ყოველთვის, როდესაც ვცდილობ რომელიმე ამბის ერთი ფოტოთი მოყოლას, ამ ფოტოს ვიხსენებ.

28 ლეგენდარული მაჩაბლის 13 და მარწყვის მდელო

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

თეონა ჯაფარიძე

0x01 graphic

მაჩაბლის13-ში,შენობაში,სადაც უკვე 90 წელზე მეტია საქართველოს მწერალთა კავშირი მდებარეობს,სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. ალბათ არსად იგრძნობა ერთდროულად რომანტიზმისა და წითელი ტერორის კვალი ისე, როგორც აქ, ცნობილი მეწარმისა და მეცენატის- დავით სარაჯიშვილის ყოფილ სასახლეში.

დიზაინერ გუგა კოტეტიშვილისთვის ეს ალბათ ყველაზე საინტერესო და ემოციური სამუშაოა: „ამ სახით შემორჩენილი სასახლე, თავისი მოხატული ჭერით, ჭაღებით,რამდენიმე დიდი ბუხრით, ავეჯით, ძველი ფოტოალბომებით და უნიკალური ბაღით, აქ, ჩვენთან, მგონი ერთადერთია. კედლებიდან ჩამოვხსენით კომუნისტების დროს გაკრული პანელები და ახლა იმ შპალერს ვეძებთ, რომელიც სარაჯიშვილის სასახლის ძველი ფოტოალბომიდან მის ინტერიერში მოჩანს. ვცდილობთ, ყველა დეტალი მთელი სიზუსტით აღვადგინოთ. ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი იყოს ხვენზე აღმოჩენილი უამრავი ძველი ნივთი და უნიკალური ავეჯი.კომუნისტების კვალი აქაც კი ჩანდა- ძალიან უდიერად, თითქოსდა „წიხლით შეუტენიათ სხვენში“ .

ეპოქების კონფლიქტი არქიტექტურასა და ინტერიერში ყველაზე კარგად ჩანს ხოლმე, მითუმეტეს, თუ ესა თუ ის შენობა ან ნივთი, მთელი თავისი ისტორიით, სულ სხვა კონტექსტსა და კარდინალურად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდება. ასე დაემართა ამ შენობასაც: გასული საუკუნის 30- იან წლებში ამ კედლებში„ ხალხის მტრების“ გამოვლენის მიზნით კრებები იმართებოდა. მწერლები სხდომებზე ერთმანეთს ასამართლებდნენ- კრების ოქმები კი იმ პერიოდის ლიტერატურული საქართველოს ყოველ ნომერში იბეჭდებოდა. მწერალთა კავშირის რიგებიდან ჯერ გარიცხეს, შემდეგ კი დაიჭირეს ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და ბევრი სხვა... ერთ- ერთი ასეთი კრების დროს კი, როგორც ცნობილია, ამ შენობაში თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა.

არადა, ამ სახლის ისტორია სულ სხვაგვარად დაიწყო: ევროპიდან დაბრუნებულმა დავით სარაჯიშვილმა მის ასაშენებლად გერმანელი არქიტექტორი კარლცაარი მოიწვია. მშენებლობა სოლოლაკში,მაშინდელ სერგიევის ქუჩაზე (დავითის მამისეული სახლის ადგილზე) 1903- 1905წლებში მიმდინარეობდა. მისი დასრულება 1905 წლის მაისში- დავითისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ვერცხლის ქორწილისთვის დაუმთხვევიათ. წვეულებები, არისტოკრატთა და ხელოვანთა შეკრებები და საუბრები, გამოფენები და კონცერტები, სტუმრები უცხოეთიდან-სასახლის თავბრუდამხვევი ყოველდღიურობა გახლდათ. ხოლო 1911 წელს, როდესაც სარაჯიშვილი გარდაიცვალა, გაზეთ ივერიაში ასეთი ცნობა გამოქვეყნდა:

„განსვენებულს განუცხადებია სურვილი, რომ მისი სახლი სერგიევის ქუჩაზე, სადაც ის მუდამ ცხოვრობდა, გადაეცეს ქალაქის თვითმმართველობას თავისი მშვენიერი მოწყობილობით იმ პირობით, რომ ამ სახლში ქალაქმა მოაწყოს ან სამხატვრო გალერეა ან შინამრეწველობისა და ხელოვნების მუზეუმი, ანდა ორივე დაწესებულება ერთად. ეს შეწირულობა უდრის ნახევარმილიონამდე, ადგილი და სახლი ღირს 300 000 მანეთად, მოწყობილობა კი 100000 მანეთამდე მეტად“ .

1918 წელს გამართულ საჯარო აუქციონზე, სახლი სახელოვნებო წრეების( პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, კოტე მაყაშვილის...) თხოვნით იმ დროის კიდევ ერთმა ცნობილმა მეწარმემ და მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ გამოისყიდა და ემიგრაციაში წასვლის წინ, ავეჯით და ბაღით, ქართველ ხალხს დაუტოვა.

1921 წელს, როცა ხელისუფლებაში მოსული კომუნისტები აკაკი ხოშტარიას ქონების კონფისკაციას შეეცადნენ, პაოლოი აშვილმა შეკრიბა მწერლები და დელეგაციამ საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რევკომს, წარუდგინა თხოვნა, რომ ამ შენობაში, დავით სარაჯიშვილის ანდერძის თანახმად, რაიმე კულტურული დაწესებულება, მაგალითად, მწერალთა კავშირი განთავსებულიყო.

„მთავარ აქცენტს მაინც რეპრესიების პერიოდზე გავაკეთებთ. ჩვენ ვითანამშრომლებთ SOVLAB-თან( საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) და ეს სივრცე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება SOVLAB-ის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო ტურში-„ტერორის ტოპოგრაფია“. ტური სტალინურ ტერორსა და რეპრესიებთან და- კავშირებულ თბილისის სახელმწიფო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ადგილებს მოიცავს მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, რომელიც მომავალ მწერალთა სახლის მუზეუმში განთავსდება, სარაჯიშვილის, ხოშტარიას და სტალინური რეპრესიების პერიოდის ამსახველი მასალების შემცველი იქნება“, - ამბობს ნატა ლომოური. ის ახლახან შეუდგა მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის მოვალეობის შესრულებას.

წიგნების მაღაზია და არქივი სარდაფში განთავსდება, აქვე იქნება კაფე, რომელიც ბაღში გავა. პირველი სართულის ბუხრიან მისაღებ ოთახებში მუზეუმი და ადმინისტრაციული ნაწილი იქნება. ზემოთ, სხვენში, რომელიც თავის დროზე სავარაუდოდ მოსამსახურეებისთვის იყო განკუთვნილი, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისა და მწერლებისთვის სასტუმრო ოთახები გაკეთდება. „ მინდა სახლივით შინაური გარემო შევქმნა, საერთო მისაღებითა და სამზარეულოთი, იმიტომ რომ აქ დროებით სტუმრად ჩამოსული მწერლები ალბათ იმუშავებენ კიდეც. სავარაუდოდ, თბილისში გაცნობილ მეგობრებს, მწერლებს და მხატვრებს აქვე დაპატიჟებენ, როგორც საკუთარ სახლში და ბუნებრივად შედგება საინტერესო საღამოები. მინდა შევქმნა განსხვავებული განწყობების ნომრები: „დიუმას“, „პასტერნაკის“ „აღმოსავლური“,- ამბობს გუგა კოტეტიშვილი.

ის,რასაც დიზაინერი გვთავაზობს, მწერალთა კავშირის შესახებ აქამდე არსებულ სტერეოტიპს სრულიად შეცვლის. საბჭოთა ეპოქის დროინდელი„ კავშირი“, თავისი ყრილობებითა და სხდომებით, გადაიქცევა საზოგადოებისთვის გახსნილ მწერალთა სახლად, სახელოვნებო წრეებისთვის საუკეთესო სივრცედ, სადაც ყოველთვის ბუნებრივად იბადება საინტერესო შემოქმედებითი პროცესები. ფაქტობრივად, მწერალთა სახლის სახით თბილისი მიიღებს იმავე მოდელს, რომელიც თავიდანვე იყო ჩადებული სარაჯიშვილის ანდერძში და რაც დასავლეთშია აპრობირებული.

ნატა ლომოური: „რა თქმაუნდა, მწერალთა სახლს ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო ძველი და ახალი თაობის მწერლებით. ლიტერატურული პროცესები აქ ძალიან ცოცხალ გარემოში წარიმართება. დიდი ადგილი დაეთმობა საგანმანათლებლო პროგრამებს და აქცენტს გავაკეთებთ მხატვრული თარგმანის განვითარებაზე. მივიღებთ მსოფლიოში ცნობილმწერლებსაც... ერთი სიტყვით, ეს იქნება თანამედროვეობასთან ადაპტირებული წარსულის რესტავრაცია“ .

წარსულის რეკონსტრუქციის დამაგვირგვინებელი ეტაპი იქნება სარაჯიშვილისეული უნიკალური ბაღის ძველი წყაროების და ფოტოების მიხედვით რესტავრაცია, რომელსაც ტატუკ აჯაფარიძე ხელმძღვანელობს -„ერმაკოვის ფოტოებზე ბაღის ორი მონაკვეთი ჩანს. ამ ფოტოებიდან დავადგინეთ კონკრეტული მცენარეების სახეობები და გავითვალისწინეთ, თუ რომელი მცენარეები იყო მოდური იმ ეპოქის სასახლეების ბაღებში. საბოლოო ჩამონათვალში 24 სახეობამდე მცენარე გვაქვს: საგაზონე ჰოსტა, გლიცინია, ყვითელი ჟასმინი, იასამნების ნაირსახეობა, ვარდები, სურო. გადავწყვიტეთ მარწყვიც დავრგოთ. ეზო მარწყვით დაიფარება და ესკიდევ უფრო შინაურ გარემოს შექმნის. აქ გაკეთდება კაფე და ტერასა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს აყვავებული იქნება“ .

სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. მაჩაბლის 13, როგორც ჩანს, თბილისის სახელოვნებო სივრცეს საგრძნობლად შეცვლის.

29 ქართველების თავისუფლება „გლობუსში“

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

თამარ კიკნაველიძე

„საუკუნის პროექტში“ მონაწილეობისთვის მარჯანიშვილის თეატრი თანამედროვე „გლობუსის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, დომინიკ დრომგულმა შეარჩია - სწორედ ლევან წულაძე და მისი შემოქმედებითი ჯგუფი მიიწვიეს „შექსპირის გლობუსში“ სათამაშოდ.

შექსპირის საერთაშორისო ფესტივალში, სახელწოდებით „მსოფლიო გლობუსში“, 37 ქვეყნის თეატრალური დასი ჩაერთო. ღონისძიებაზე, რომელიც 21 აპრილიდან 3 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა, ქართველებმა ღია ცის ქვეშ, ხელოვნურ განათებას მოკლებულ ფიცარნაგზე, მშობლიურ ენაზე ითამაშეს (ფესტივალის წესის თანახმად) შექსპირის პიესა „როგორც გენებოთ“ .

0x01 graphic

ლევან წულაძის დადგმის მხატვრულ ხარისხზე ვერ ვისაუბრებთ, რამდენადაც სპექტაკლი საქართველოში ჯერ არ გვინახავს. როგორც თეატრის დასი გვპირდება, წარმოდგენის შეფასების საშუალება ქართველ მაყურებელს თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მიეცემა.

საკუთარი წერილები ჯერ მხოლოდ უცხოელმა თეატრის მკვლევრებმა, ჟურნალისტებმა და კულტურის მიმომხილველებმა გამოაქვეყნეს. როგორც მათი შეფასებებიდან ირკვევა, ქართველი რეჟისორის გადაწყვეტამ, „თეატრში თეატრის შექმნის“ ხერხი გამოეყენებინა, გაამართლა და არტისტებს გარდასახვის, სამსახიობო ოსტატობის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მისცა. შექსპირის შემოქმედებას ლევან წულაძე მესამედ შეეხო: პირველად იყო ვაკის თეატრალურ სარდაფში დადგმული „ვენეციელი ვაჭარი“, რომელშიც შაილოკის როლის განსახიერებისთვის გერმანიიდან საგანგებოდ ჩამოვიდა მსახიობი მერაბ ნინიძე, მეორე გახლდათ მარჯანიშვილის თეატრის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (2006) და მესამედ - „როგორც გენებოთ“ .

დადგმის კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე გახლავთ, ქორეოგრაფი - გია მარღანია, კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე, ტექსტზე კი დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ქეთევან ცხაკაია, ნატა მურვანიძე, მანანა კაზაკოვა, ქეთევან შათირიშვილი, ნატუკა კახიძე, ნიკა კუჭავა, ონისე ონიანი, ნიკოლოზ თავაძე, მალხაზ აბულაძე, დავით ხურცილავა, ზურა ბერიკაშვილი, თამარ ბუხნიკაშვილი, ბესო ბარათაშვილი, როლანდ ოქროპირიძე.

საინტერესოა, რომ თეატრი „გლობუსი“ 1599 წელს, მსახიობთა გაერთიანების - Lord Chamberlain's Men - სახსრებით აიგო და მასში როგორც ფინანსური, ისე შემოქმედებითი წილი უილიამ შექსპირსაც ჰქონდა ჩადებული. „გლობუსის“ თავდაპირველი ნაგებობა, ჩვენამდე მოღწეული ვერსიის თანახმად, 1613 წლის 29 ივნისს, ხანძრისგან განადგურდა. ამის შემდეგ „გლობუსი“ მალევე, 1614 წლის ივნისში აღადგინეს, თუმცა, იმ დროისათვის, შექსპიროლოგების ცნობით, დრამატურგი ლონდონიდან უკვე სტრატფორდში იყო წასული. თეატრმა 1642 წლამდე იარსება. „გლობუსის“ თანამედროვე შენობა კი, რომელიც გათხრების შედეგად ნაპოვნ საძირკველზე დააშენეს, ოფიციალურად 1997 წელს გაიხსნა. „შექსპირის გლობუსის“ პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი მარკ რაილენსი იყო, 2006 წლიდან - დომინიკ დრომგული.

შექსპირის ფესტივალის მასშტაბურად აღნიშვნით და მასში 37 ქვეყნის შემოქმედებითი ჯგუფის ჩართვა-წარმოჩენით, „გლობუსის“ ხელმძღვანელები ცდილობენ, რომ ისტორიულ ადგილს ფუნქცია და მნიშვნელობა შეუნარჩუნონ, თეატრი პრაქტიკული თუ თეორიული კვლევების ცენტრად აქციონ. როგორც მარჯანიშვილის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამუნა ლალიაშვილმა გვითხრა, შექსპირის ფესტივალისთვის დადგმული ლევან წულაძის სპექტაკლი უკვე მიწვეულია ინდოეთსა და ბუენოს აირესში. მისივე თქმით, პროექტის სპონსორობა თბილისის მერიამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ითავა.

30 LIFE/GUIDE

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

1 ანა დელო რუსოს სახელი მოდის სამყაროში ყველამ იცის - ყველაზე ექსცენტრიკული ინსაიდერი ყველაზე ექსტრავაგანტური სტილითაც გამოირჩევა. იაპონური Vogue-ის შემოქმედებითმა კონსულტანტმა ახლახან H&M ისთვის აქსესუარების კოლექციაც შექმნა - მასში შევა სამაჯურები, საყურეები, მზისგან დამცავი სათვალეები, ფეხსაცმელი, პატარა ჩანთები და მაღაზიებში წლეულს ოქტომბერში გამოჩნდება.

0x01 graphic

2 FORENINGEN ROSKILDE FESTIVAL

დაიწყო ზაფხული და მასთან ერთად მუსიკალური ფესტივალების ცხელი სეზონიც. ევროპაში ერთერთი ყველაზე დიდი და ხმაურიანი Roskilde სფესტივალი 5 ივლისს დანიაში გაიხსნება და ოთხი დღის განმავლობაში, რვა სცენაზე, ორასამდე მუსიკალური ჯგუფი თუ შემსრულებელი დაუკრავს. მუსიკოსების სიაში ნახავთ ისეთ ცნობილ სახელებს, როგორებიცაა: Bjork, BonIver, BruceSpringsteen, TheCure, TheRoots, M83 და ბევრი სხვა.

0x01 graphic

3 შარშან გაზეთმა პრაიმ ტაიმმა ქართული აკადემიური მხატვრობის ფუძემდებელი და რეალისტი ფერმწერი გიგო გაბაშვილი ახალი კუთხით წარმოგვიდგინა, როდესაც ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული მისი არაჩვეულებრივი ფოტონამუშევრები გამოფინა. პროექტს გაგრძელება მოჰყვა - კულტურის სამინისტროს დახმარებით გამოიცა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული გაბაშვილის ფოტოალბომი, რომელიც მხოლოდ ეროვნულ გალერეაში შეგიძლიათ შეიძინოთ. დაიწყო ზაფხული და მასთან ერთად მუსიკალური ფესტივალების ცხელი სეზონიც

31 პასტორალი - კიდევ ერთი, ოღონდ ელარჯით

▲ზევით დაბრუნება


გურმანი ღვინის|კლუბი

გიგო მესხიშვილი

0x01 graphic

ერეკლე მეორისქ. 7
უბანი: ძველი თბილისი
ტელ:(მობ.) 592311919
სამზარეულო: მეგრული
საათები: 12: 0002:00(ბოლო სტუმრის გაცილებამდე)
ბარათები: მიიღება
ფასი: 80 - 120ლარი( სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: პარალელურ ქუჩებზე
ელ-ფოსტა: არ აქვთ
საიტი: არ აქვთ

დიზაინის თვალსაზრისით, ქართული რესტორნების კულტურა ბოლო წლებში ორი ძირითადი მიმართულებით წავიდა- ერთი მხრივ, ეს არის ქვით, ცემენტითა და გაპრიალებული ხით მოპირკეთებული ფუნდუკები, მოკირწყლული ბილიკებითა და გაზონებით( ძველი სახლი, ფაეტ ონი და მრავალი სხვა), მეორე მხრივ კი, ე. წ.თბილის ურინაზავი, სადაც ჭრელი გადასაფარებლები, სხვადასხვა ნაირი სკამები, მასიური ბუფეტები, მძიმე მაგიდები, წითელი აგური, აბაჟურები და ძველი, ჭრიალა იატაკი გხვდებათ. ასეთების ერთ-ერთი პიონერი გაბრიაძის რესტორანი იყო ანჩისხატთან, შემდეგ პურპური, შავილომი და სხვა. ასეთი რესტორნების რიცხვი მატულობს, თუმცა ისინი ვერ ვითარდებიან. პასტორალზე ციგივე შეიძლება ითქვას, შემოგვემატა, მაგრამ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა.

ამ რესტორანშიც ცდილობენ, გემოები ნამდვილ სამეგრელოს მიუახლოონ. ცდილობენ ზოგ მომხმარებელს მოგონებები აუშალონ, ხოლო სხვებს პირველი შთაბეჭდილება შეუქმნან. ხანდახან წარმატებით გამოსდით, ზოგჯერ კი მარცხდებიან. მაგალითად ავიღოთ ტრადიციული მეგრული ხულსალათი( 5.00ლარი), კეჟერა ფხლის მეგრული ვარიანტი, აჯიკით და ნიგვზით შეზავებული. კარგი იყო, მაგრამ ბოსტნეულის სალათი( 6.90ლარი) დიდი ხნის მომზადებულს ჰგავდა. არც ახალი ტყემალი მომეწონა (2.50ლარი), რომელიც წესით გაცილებით უფრო ცოცხალი უნდა ყოფილიყო. გებჟალიას ( 5.90ლარი) უფრო ფაფუკს და რბილს ველოდი. როცა გებჟალია იჭრება, წვენი უნდა გასდიოდეს, სავსე უნდაიყოს, ეს სულგუნი კი მშრალი იყო. მხოლოდ წვენის გადასხმით არაფერი გამოვა.

ძალიან გამიკვირდა, როდესაც სუფხარჩო ღორისა მოვიდა( 7.40ლარი), ძალიან ცხიმიანი. ელარჯი ნორმალური იყო(ლარი), მის მირთმევას გემრიელად შევუდექი, სანამ გრძელი თმა არ გამოვაძვრინე... ძალიან დამწყდა გული, კინაღამ ყველაფერი ჩაგვეშალა, მაგრამე მოციები მოვთოკეთ. ხარჩო (7.90ლარი) ხბოს ხორცით, ძალიან კარგი იყო- კლასიკური, ნამდვილი. ამაზე თამამად იტყვი, რომ ეტალონური ხარჩოა, გაასინჯებდა აუხსნი სტუმარს, რომ აი, ესა ახარჩო. ტაბაკა( 16.90)დიდ ვაზის ფოთოლზე იყო დასვენებული, რომ შეხედავდი, მართლა სოფლის წიწილს ჰგავდა, აჯიკით იყო შეთხვრილი და საკმაოდ მწარეც გახლდათ. ხბოს მწვადს (13.90ლარი) მარილი აკლდა, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი იყო. როგორც ჩანს, მოინდომეს, ან უბრალოდ, ესმით საკითხი. აფხაზურაზე (6.90ლარი) კარგს ვერაფერს ვიტყვი, ჩემმა მეგობრებმა საერთოდ ქაბაბს შეადარეს. აფხაზურა უფრო ძლიერი გემოების უნდა იყოს და არა ასეთი მშრალი. მოკლედ, მეგრულ რესტორანში მომზადებული აფხაზურა ნიკორას აფხაზურას არ უნდა გაგონებდეს.

ახლა ღვინო. აქვთ საძაგელი ჩამოსასხმელი ღვინო, თეთრიც და წითელიც. თეთრი ძალიან ცივი მოგვიტანეს, მაგრამ მაინც კარგად ჩანდა, რომ არაფრად ვარგოდა და ცივადვე ვთქვით უარი. წითელი კი ზედმეტად თბილი იყო. ხოხბის ცრემლების რქაწითელი ავიღეთ( 29.90ლარი), რომელსაც სამწუხაროდ საცობის ტონი აღმოაჩნდა და ხასიათი ძალიან გაგვიფუჭა, რადგან სხვა არჩევანი მაინცდამაინც არ გვქონდა. შემდეგ ორნაირი საფერავი მოვწრუპეთ, ხოხბის ცრემლების (ჭიქა 9.90ლარი) და ვინო ტერას საფერავი (6.90ლარი). პირველი უფრო სხეულიანი და სავსე მომეჩვენა, თუმცა დაჟანგული იყო. ვინო ტერას ღვინო კი ცოტათი უხეში.

ყველაზე კარგი პასტორალში ალბათ ჭაჭის არჩევანიაქვთ. სხვა დანარჩენს, იმედია, დროთა განმავლობაში დახვეწენ.

32 შოკოლადის პანა კოტა

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|რეცეპტი

0x01 graphic

შეფ-მზარეული:
გიორგი რაუში,
პიცერია LocaLino

მომზადების წესი:

ავადუღოთ ერთი ლიტრი რძე, მასში გავხსნათ 100-150გრ (გააჩნია რძის ცხიმიანობას, სასურველია 3.5%25) გახეხილი შოკოლადი, დავუმატოთ 70 გრ შაქარი, 10 გრამი ჟელატინი, ჩავასხათ სასურველ ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში.

7-8 ულუფა
მასალა:
1 ლიტრი რძე
100-150 გრ შოკოლადი
70 გრ შაქარი
10 გრ ჟელატინი
ჯამში: 20 ლარი

0x01 graphic