The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №106


ტაბულა №106


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჩხიკვაძე ანი, ავალიანი დიმიტრი, ბეჟაშვილი ლევან, ბაგაური ირინა, მჭედლიძე თამაზ, სუთიძე ლევან, კვანჭილაშვილი ელენე, მინდიაშვილი ბექა, ბასილაია მიხეილ, ნოზაძე ნინო, მიქავა მარიამ, ზუკაკიშვილი ქეთი, კაკაბაძე შოთა, გამცემლიძე მაკა, მეტრეველი ლევან, ნიკოლაძე ნიკო, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, გიორგობიანი ქეთო, კეკელიძე გიორგი, წიბახაშვილი გურამ, ჯაფარიძე თეონა, ხაჭაპურიძე თენგიზ, ხარბედია მალხაზ
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012 | 25 ივნისი - 1 ივლისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bцlgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 საფოსტო ყუთი

▲ზევით დაბრუნება


ონლაინ გამოხმაურება

ინტერვიუ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან
თაკო კერატიშვილი 19 ივნისი, 2012 12:46

0x01 graphic

ძალიან საინტერესო ინტერვიუა და სწორად დასმული კითხვებიც (გარდა კითხვისა აბორტის შესახებ, რომელსაც არ გამოვეკიდები ამჯერად:)). ადრეც სულ ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ თეოდორე გიგნაძე ძალიან ადეკვატური სასულიერო პირია და მრევლის უმეტესობა რომ მას უსმენდეს, ნაკლები სიბნელე იქნებოდა ქართულ ეკლესიაში. მართალია, ძალიან არ ვეთანხმები მის პოზიციას ჰომოსექსუალიზმის შესახებ, მაგრამ ესეც ბუნებრივად მიმაჩნია მართლმადიდებელი მღვდლისგან.

iamako 19 ივნისი, 2012 21:24

ამნაირ პასუხებს სჯობდა, საერთოდ არაფერი ეთქვა მეუფეს. ყველა საჭირბოროტო საკითხს ისე აუარა გვერდი, რომ დარწმუნებულია, მკითხველი ვერ მიხვდება, რომ მისი ბაგენი ჭეშმარიტებას არ ჰღაღადებენ... „კეისრის“ ეშინია. ნუთუ ჰგონია, მრევლში არავინ აზროვნებს? ვერ ხვდება, რომ „კეისარს” საკმეველს უკმევს? ამნაირ პასუხებს სჯობდა, საერთოდ ეთქვა უარი, რადგან კომუნისტების დარად დემაგოგიის კორიანტელი დაატრიალა...

გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

info@tabula.ge

2 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„ბევრს ვფიქრობთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შვილები. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახს, ეკლესიასა და სკოლას. მაგრამ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას ამას და დავნიშნეთ ისეთი ზედამხედველები, ე.წ. მანდატურები, რომლებიც კი არ ზრდიან მათ, არამედ აქცევენ მათ ენის მიმტანებად“.

პატრიარქი ილია მეორე,
საკვირაო ქადაგებაში
აბიტურიენტების დალოცვისას,
მანდატურების ინსტიტუტს
დასმენასთან აკავშირებს. 17 ივნისი.

0x01 graphic

„მე არანაირი უფლება არ მაქვს, მისი უწმინდესობის ქადაგებაზე კომენტარი გავაკეთო“.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იძულებულია თავი იმართლოს მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ილია მეორემ მანდატურების ინსტიტუტი გააკრიტიკა. 18 ივნისი.

„მას შემდეგ, რაც გველეშაპები მოგვაჯდნენ ლიახვში, ყველგან წყლის პრობლემაა“.

პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობს იმაზე,
რომ წყალმომარაგებაში დამატებითი პრობლემები რუსეთის
მიერ ლიახვის ხეობის ოკუპირებამ გამოიწვია. 15 ივნისი.

0x01 graphic

„ბატონობას, ქართველები თუნდაც იმიტომ ვართ ტოლერანტები, რომ თქვენ გიტანთ“.

გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა
აკრიტიკებს აშშ-ის ყოფილ ელჩს, ჯონ ბასს და ეროვნულობისა და
მართლმადიდებლობის მტერს უწოდებს. ხუბუას კრიტიკა ბასმა
საქართველოში უმცირესობების პრობლემებზე გამოთქმული
აზრებისთვის დაიმსახურა. ასავალ-დასავალი, 18 ივნისის გამოშვება.

0x01 graphic

„იმაში, რომ ის საქართველოს პატრიოტია, მე დავრწმუნდი - მან იცის ბევრი ქართული ლექსი, კარგი განათლება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი, სოფლური ოჯახიდანაა, 12 წლიდან მუშაობდა, ყველაფერს მიაღწია. და ის, რომ საკუთარ მოძრაობას „ქართულ ოცნებას“ უწოდებს, ბევრზე მეტყველებს. ეს, პრინციპში, მისი ოცნებაა“.

რესპუბლიკელებისა და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი
დავით ბერძენიშვილი საუბრობს ბიძინა ივანიშვილზე.
გაზეთი კომერსანტი, 18 ივნისის გამოშვება.

„ისინი ბოლომდე დაიცავენ ასადს. ეს ფსიქოლოგიურია - მათ არ შეუძლიათ დიქტატორთა საძმოს კიდევ ერთი წევრის დამხობა აიტანონ“.

მოჭადრაკე და პოლიტიკოსი გარი კასპაროვი მიიჩნევს, რომ პუტინის რეჟიმი სირიის დიქტატორი ასადის მხარდაჭერას გააგრძელებს. ის ასევე აკრიტიკებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს
- პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით ზედმეტად რბილი პოზიციის დაკავებისთვის.
17 ივნისი.

0x01 graphic

3 ObamaLeaks

▲ზევით დაბრუნება


არენა

ანი ჩხიკვაძე

0x01 graphic

„მოსაზრება, რომ ჩემი თეთრი სახლი მიზანდასახულად ამჟღავნებს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფარულ ინფორმაციას, შეურაცხმყოფელია“, - ასე უპასუხა ბარაკობამამ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც უკანასკნელ პერიოდში საიდუმლო ინფორმაციის გახშირებულ გაჟონვას ეხებოდა. დაიწყო საქმის გამოძიება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, დამნაშავეები პასუხს აგებენ თავიანთ საქციელზე. იუსტიციის მინისტრმა ერიკ ჰოლდერმა უკვე წარადგინა ორი პროკურორი, რომელიც ამ საქმის გამოძიებაზე იმუშავებს. ერთ-ერთი მათგანი, რონალდ მეიხენი, ობამას ფინანსური მხარდამჭერი იყო ჯერ კიდევ სენატში მისი საარჩევნო კამპანიის დროს და Washington Post-თან ინტერვიუში ლეგენდაც კი უწოდა.

ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ჯეიმს კლეპერმა განაცხადა, რომ თავისი 30-იანი წლიანი კარიერის მანძილზე, ინფორმაციის გაჟონვის მსგავსი შემთხვევები არ ახსოვს. კალიფორნიის დემოკრატი სენატორის, დიანე ფეინშტაინის თქმით კი, სენატის სადაზვერვო კომიტეტში მისი 11-წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, უკანასკნელი ფაქტები ყველაზე სავალალოა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ვაშინგტონიდან მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაციის გადინებამ, ობამას კრიტიკოსების შეფასებით, ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას უფრო დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე WikiLeaks-მა და ჟულიან ასანჟმა. ობამას ოპონენტები კიდევ უფრო შორს მიდიან და პრეზიდენტს ბრალს დებენ, რომ საიდუმლო ინფორმაციის გადინება მისი საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მათი აზრით, ადმინისტრაცია განზრახ ააშკარავებს ფაქტებს, რომლებიც ობამას ძლიერი პრეზიდენტის იმიჯს უქმნის. ორმაგი აგენტების, სამიზნეთა შერჩევის და მაღალტექნოლოგიური ოპერაციების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის სააშკარაოზე გამოტანა პრეზიდენტს წარმოაჩენს სუპერგმირად, რომელსაც ამერიკის გადარჩენა სურს. გარდა ამისა, მსგავსი საკითხების წამოწევით, ადმინისტრაცია უმუშევრობის მაღალი დონით შეშფოთებული მოსახლეობის ყურადღების გადატანას ცდილობს - ეკონომიკური მდგომარეობა ხომ პირდაპირ გავლენას ახდენს თეთრი სახლის ბინადარი პრეზიდენტის ბედ-იღბალზე. ამერიკაში, ფრანკლინ დელანო რუზველტის შემდეგ, არცერთ პრეზიდენტს 7.2%25-ზე მაღალი უმუშევრობის დონით არჩევნები არ მოუგია, დღევანდელი მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 8.2%25-ია.

დელიკატური ინფორმაცია სხვადასხვა გამოცემებმა, მათ შორის, Newsweek-მა და New York Times-მა გამოაქვეყნეს. ავტორთა ცნობით, მასალები ადმინისტრაციის იმ ყოფილი თუ ახლანდელი თანამშრომლების დახმარებით იყო მოძიებული, რომელთაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

ასევე, დევიდ სენგერმა ახლახან გამოსცა წიგნი „კონფრონტაცია და შენიღბვა“, სადაც ის ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ კი-ბერ შეტევებზე საუბრობს. ვირუსი Stuxnet-ი იყო ისრაელისა და ამერიკის საერთო ოპერაცია, რომელიც ნატანზის ბირთვული დანადგარის გათიშვას ისახავდა მიზნად. ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება არა მხოლოდ ამერიკის უსაფრთხოებისთვისაა კრიტიკული მნიშვნელობის, არამედ, შესაძლოა, ორი ქვეყანის დიპლომატიურ ურთიერთობებზეც ნეგატიურად იმოქმედოს, ამერიკას ახლო აღმოსავლეთში მთავარი მოკავშირე დააკარგვინოს და ისრაელს რეგიონში შეუქმნას პრობლემები. ჯონ მაკ კეინის აზრით, მსგავსი ზიანის და საიდუმლო მასალების გამოაშკარავების ერთადერთი მოტივი პრეზიდენტის იმიჯის ამაღლებაა.

ინფორმაციის გამოაშკარავებამ, შესაძლოა, ამერიკის ურთიერთობები მეგობრულად თუ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთანაც დაძაბოს. ირანს, ჩინეთს და რუსეთს ამერიკის მიერ განხორციელებულ კიბერ შეტევებზე უკვე აქვთ ინფორმაცია, რაც მომავალში მსგავსი ოპერაციების დაგეგმვასა და შესრულებას გაართულებს. ეროვნული უსაფრთხოების მოკლევადიან პირად პოლიტიკურ ინტერესებზე გაცვლა არც ობამას მოუტანს კარგს შედეგს. პრეზიდენტის ოპონენტებმა ეს მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს.

ვაშინგტონიდან მასალების გაცემას უკავშირდება პაკისტანელი ექიმის, შაქილ აფრიდის დაკავება. აფრიდი ამერიკას ოსამა ბინლადენის დაპატიმრებაში დაეხმარა, ხოლო მას შემდეგ, რაც პაკისტანის მხარემ ამის შესახებ შეიტყო, ექიმს, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წლეულს გაზაფხულზე, გამოქვეყნდა საიდუმლო მასალები, რომლის მიხედვითაც ისრაელი აზერბაიჯანთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ირანთან შესაძლო კონფრონტაციის შემთხვევაში საჰაერო ბაზების განთავსების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ უარყო, თუმცა მემარჯვენე კრიტიკოსებმა ამ შემთხვევაშიც ადმინისტრაციას დასდეს ბრალი და განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ცდილობდა, ისრაელის სამხედრო შეთანხმებების გაცემით, ამ უკანასკნელისთვის შეტევის წამოწყების საშუალება არ მიეცა.

ობამას პრეზიდენტობის პერიოდში საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების გარშემო ექვ სი საქმე აღიძრა - ორჯერ მეტი, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა პრეზიდენტის დროს. უკანასკნელი მოვლენები დემოკრატიული პარტიის წევრებმაც დაგმეს, თუმცა თეთრი სახლის გაჟონვებში მონაწილეობაზე სპეკულაცია არ დაუწყიათ. საინფორმაციო სააგენტოების ყურადღება ასევე მიიპყრო ობამას ეგრეთწოდებულმა სამიზნეთა სიამ, რომელშიც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიში პირები არიან შეყვანილნი. პრეზიდენტი მათი დაჭერის და განადგურების სცენარს სხვა მაღალ ჩინოსნებთან ერთად, დახურულ კარს მიღმა განიხილავს და ეს ონლაინ ფორუმებსა თუ ჟურნალების ფურცლებზე აქტიურად განიხილებოდა. აღსანიშნავია, რომ ესეც ობამას იმ კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც მას ეროვნული ინტერესების დამცველად წარმოაჩენდა. ამ ეჭვს ისიც ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციას პრესის ბრალდებები არ უარუყვია.

საარჩევნო კამპანიის დროს ბარაკობამა თავს ესხმოდა საკითხისადმი ბუშის მიდგომას და არჩევის შემთხვევაში ელექტორატს „რბილი ძალის“ მეშვეობით ჰპირდებოდა პრობლემების გადაწყვეტას. პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ხაზს უსვამდა დიპლომატიის გზებით კონფლიქტების მოგვარების უპირატესობას და სურ და, თავი სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებულად წარმოეჩინა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ობამამ თეთრი სახლი დაიკავა, „რბილი მიდგომა“ ხისტ პოლიტიკად გარდაიქმნა და ტერორიზმთან ბრძოლაზე მისი შეხედულებებიც, როგორც ჩანს, შეიცვალა.

დღეს პრეზიდენტი თავად წყვეტს, როდის და რა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შეტევა სამიზნე ტერორისტზე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საშიშ პიროვნებასა თუ ჯგუფებზე. არის ვითარებები, როდესაც მსხვერპლის შემთხვევაში მან უნდა მისცეს თანხმობა ოპერაციის დაწყებაზე ან შეჩერებაზე. ობამამ, პრეზიდენტობის პერიოდში, ბევრჯერ გასცა მსგავსი ბრძანება. იყო შემთხვევები, როცა სამიზნესთან ერთად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და მეზობლები დაიღუპნენ. 2009 წლის 17 დეკემბერს, იემენში დაბომბვამ სამიზნის მკვლელობასთან ერთად ორი მეზობელი ოჯახიც შეიწირა, მათ შორის, ბავშვებიც. 2011 წლის ნოემბერში, NATO-ს ოპერაციას 20 პაკისტანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, რის გამოც ამერიკის საჰაერო შეტევები 2012 წლის იანვრამდე აიკრძალა. 2012 წლის 23 იანვარს, პაკისტანში თალიბანის ბუნაგის დაბომბვის ნაცვლად, პროსამთავრობო სამშვიდობო კომიტეტის წევრები და მოხუცები დაიღუპნენ.

ობამას სამხედრო საქმიანობაში ჩარევამ ბევრს მოაგონა ვიეტნამის ომის დროინდელი ლინდონ ჯონსონი, რომელიც თვითონ ირჩევდა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ამერიკული ბომბდამშენების სამიზნე. თუმცა, ობამასგან განსხვავებით, მას სამხედრო გამოცდილება ჰქონდა. პრეზიდენტისთვის, რომელსაც მსგავსი სიტუაციებისთვის საჭირო მომზადება არ გააჩნია, ადეკვატური გადაწყვეტილების სწრაფად მიღება ძნელია და შეიძლება, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი დრო დაიკარგოს. პრეზიდენტის ჩართულობა სადაზვერვო სამუშაოებს ეფექტურობას უკარგავს, რადგან სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა, შესაძლებელი ა, პირველი პირის წინაშე პოზიცია დათმონ.

ობამა ხელისუფლებაში მოსვლამდე გუანტანამოს ციხის გაუქმების იდეით გამოდიოდა, იქ გაბატონებული მკაცრი მოპყრობის გამო. თუმცა, მისი პრეზიდენტობის დროს, 3 წლის განმავლობაში, ორჯერ მეტი (სავარაუდოდ, ტერორისტულ ქმედებაში ჩაბმუ ლი) ადამიანი იქნა მოკლული, ვიდრე გუანტანამოს ციხის არსებობის მანძილზე იქ ჩაუსვამთ. როგორც Washington Post-ის პოლიტიკური კომენტატორი ჩარლზ კრაუტ ჰამერი წერს: „ერთი ტერორისტის დაჭერა პოტენციურად ათ სიკვდილს აგვაცილებდა თავიდან, თუმცა ობამას ტერორიზმთან ბრძოლის არანორმალურობის გათვალისწინებით, დაპატიმრებები საერთოდ აღარაა პრაქტიკაში“.

კრიტიკოსების აზრით, მთავრობის ხელმძღვანელი ტერორისტების დაკავებას ერიდება, ვინაიდან არ სურს საკუთარი სიტყვების საწინააღმდეგოდ მოიქცეს: დაკითხვის მკაცრი ზომები გამოიყენოს ან დამნაშავე გუანტანამოს ციხეში გაამწესოს. ამ შემთხვევაში ის მემარცხენე მხარდამჭერთა ნაწილს დაკარგავს. ტერორისტთა პირდაპირი მკვლელობით სამართალდამცავები ტერორისტული დაჯგუფებების შესახებ ღირებულ სადაზვერვო ინფორმაციას კარგავენ. ობამამ ბინ ლადენის მკვლელობის საკუთარი კამპანიისთვის გამოყენებაც სცადა. საარჩევნო კლიპში - „ერთი შანსი“ - ის ხაზს უსვამდა, რომ რომნი ბინ ლადენის მოკვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. საპასუხოდ კი რომნიმ ობამას სამხედრო საკითხებში გენერლების რჩევების გაუთვალისწინებლობასა და ჩინეთ-რუსეთის მოთაფვლის მცდელობაში დასდო ბრალი.

0x01 graphic

როგორც რამდენიმე გამოცემამ დაწერა, ობამას ანტიტერორისტულ პოლიტიკაზე გავლენა იქონია თომა აკვინელის და ნეტარი ავგუსტინეს Bellum Iustum-ის, ანუ სამართლიანი ომის თეორიებმა. Wall Street Journal-ის მიხედვით, ტერორისტები კათოლიკე ფილოსოფოსების მიერ hostis humani generis ანუ კაცობრიობის მტრებად ჩაითვლებოდნენ და სწორედ ამიტომ, მათზე სამართლიანი ომის პრინციპები არ გავრცელდებოდა. თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ ისეთი პრაგმატული პრეზიდენტი, როგორიც ობამაა, დოქტრინებით ხელმძღვანელობდეს.

კონსერვატორი ოპონენტები ობამას ამერიკის ინტერესების უგულებელყოფასა და საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წამყვანი პოზიციების დათმობაში სდებენ ბრალს. ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ ფაქტად მათ სირიის კრიზისზე ამერიკის უმოქმედობა, რუსეთთან „მოქნილი პოლიტიკა“ და ერაყის და ავღანეთის დატოვება მოჰყავთ. ერაყიდან და ავღანეთიდან გამოსვლას ხომ ამერიკის, როგორც რეგიონში წამყვანი მოთამაშის, ჩინეთით და რუსეთით ჩანაცვლება შეიძლება მოჰყვეს.

კრიტიკოსები შიშობენ, რომ NATO-ს ძალების ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ იქმნება საშიშროება, რომ დასავლეთ პაკისტანში ალქაიდა კვლავ გააქტიურდება და თვლიან - სიტუაციის მოსაგვარებლად, მოკლე ვადიანი პირადი პოლიტიკური მიზნების გვერდზე გადადებაა საჭირო. მითუმეტეს, რომ ობამამ ისედაც გაანაწყენა მხარდამჭერები, რომლებიც მას პაციფისტად მიიჩნევდნენ.

0x01 graphic

Bellum Iustum - სამართლიანი ომის, ანუ მორალურად გამართლებული ომის თეორია საფუძველს ნეტარი ავგუსტინეს ტრაქტატებიდან იღებს. მოგვიანებით ის კათოლიკე ეკლესიის მეორე დოქტორის, წმინდა თომა აკვინელისა და, ასევე, მეთექვსმეტე საუკუნის ჰოლანდიელი მოაზროვნის, ჰუგო გროციუსის ნაშრომებში განვითარდა. სამართლიანი ომის თეორიული ჩანასახები უფრო ადრეული მოაზროვნეების ნაშრომებშიც მოიპოვება, მაგალითად - არისტოტელესთან. სამართლიანი ომის თეორიისათვის მკვლელობის გამოყენება მკვლელობის შესაჩერებლა თანაზომადი და სამართლიანია. ომი უნდა იწყებოდეს არა კერძო, არამედ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად. ის ყოველთვის უნდა იყოს თავდაცვითი და ბოროტების შეკავებას ემსახურებოდეს. სამართლიანი ომის საბოლოო მიზანი მშვიდობაა. ომი უნდა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როცა სხვა რესურსი სამართლიანობის შესანარჩუნებლად ამოწურულია.

4 საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - დეპორტაციის საქმე

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

სტრასბურგის სასამართლოში დასკვნით ფაზაში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს პირველი სარჩელის განხილვა. 13 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ,17 მოსამართლის შემადგენლობით, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეთა რუსეთიდან დეპორტაციის საქმეზე მოსმენა დაასრულა.

როგორც ტაბულას საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა უთხრა, დიდმა პალატამ საქმე განსახილველად მისი პრეცედენტული მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღო. „მოსმენაზე წარვადგინეთ ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია და არგუმენტები, თუ რატომ უნდა დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის დარღვევისათვის“, - აღნიშნაბურჯალიანმა. პირველი განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ 2007 წლის მარტში შეიტანა. თბილისი მოსკოვს საქართველოს მოქალაქეების დევნაში ადანაშაულებს, მათ შორის - არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, საკუთრების უფლებების დარღვევაში.

დადგენილება საქმის არსებითი განხილვის თაობაზე სტრასბურგის სასამართლომ 2009 წლის ივნისში მიიღო. მას შემდეგ გაიმართა რამდენიმე მოსმენა, რომლებზეც თავიანთი არგუმენტები მხარეების წარმომადგენლებმა წარადგინეს, ასევე დაიკითხნენ დაზარალებულები.

თინა ბურჯალიანი აღნიშნავს, რომ საქართველოს სარჩელი სულ ორასამდე ადამიანის შემთხვევას მოიცავს. მისი თქმით, კონკრეტული შემთხვევების მოხსენიება „მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ ვაჩვენოთ ერთიანი პოლიტიკა და ტენდენცია. შესაბამისად, სარჩელი მოიცავს არა ყველა დაზარალებულის ამომწურავ სიას, არამედ არის სამაგალითო საქმეების ნაკრები, რომელთა გამოყენება პრობლემის ილუსტრაციისთვის ხდება“.

2006 წლის 27 სექტემბრიდან, საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე რუსი ოფიცრის დაკავების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის კამპანია დაიწყო, რამაც ზოგ შემთხვევაში ეთნიკური ნიშნით დევნის სახე მიიღო. მაგალითად, სამართალდამცავები სკოლების ხელმძღვანელებს ავალდებულებდნენ, ქართველი ეროვნების მოსწავლეთა სიები მიეწოდებინათ. რეიდები ქართველი „არალეგალების“ გამოსავლენად მოსკოვის ქართულ ეკლესიასთანაც ეწყობოდა.

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, რუსეთის საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია ხშირ შემთხვევაში უკანონოდ მოქმედებ დნენ. მაგალითად, ანადგურებდნენ იმ ადამიანთა დოკუმენტებს, რომლებსაც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლება ჰქონდათ. სასამართლოებში, სადაც დეპორტაციის საქმეე ბი განიხილებოდა, საქართველოს მოქალაქეები ხშირად ვერ სარგებლობდნენ დაცვის უფლებით.

უამრავი დარღვევაა თავად დეპორტაციის პროცესში, მათ შორის - არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რის გამოც გარდაიცვალა საქართველოს სამი მოქალაქე: თენგიზ ტოგონიძე, რომელიც ასთმით იყო დაავადებული და გადაყვანის პროცესში სუფთა ჰაერზე გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ; ასევე მანანა ჯაბელია და ზურაბ მუზაშვილი, რომლებიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო საიმიგრაციო სამსახურის იზოლატორებში დაიღუპნენ.

საპარლამენტო კომისიამ გამოავლინა 21 ფაქტი, როდესაც ბავშვებს მშობლებს აცილებდნენ ისე, რომ ოჯახებმა მათი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ.

საქართველოს ბევრი მოქალაქე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გამოძალვისა და ძარცვის მსხვერპლი გახდა, მრავალმა მათგანმა პირადი ქონება სრულად დაკარგა. სულ, 2006 წლის ბოლოს, რუსეთიდან 4 500-მდე საქართველოს მოქალაქე გააძევეს. მათი დიდი ნა წილი - კანონდარღვევით.

თინა ბურჯალიანის თქმით, საბოლოო მოსმენაზეც რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ საქართველოს მო ქალაქეთა დაკავების და გამოძევების დროს მათი უფლებები არ დარღვეულა და დეპორტაცია კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა. ეს იმის მიხედა ვად, რომ საპირისპიროს ადასტურებენ როგორც ქართველი მოწმეები, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, რუსი უფლებადამცველები და რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებული ადამიანის უფლებათა საკითხებში.

თინა ბურჯალიანის განცხადებით, თბილისი მოითხოვს „დადგინდეს რუსეთის პასუხისმგებლობა და დაეკისროს ყველა დაზარალებული პირისათვის კომპენსაციის გადახდა. თუმცა, სასამართლოს ფართო დისკრეცია აქვს, განსაზღვროს, ამ შემთხვევაში რა იქნება ადეკვატური სანქცია“.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ საქმეზე ევროსასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოცხადების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ამას რამდენიმე თვე დასჭირდება.

სტრასბურგის სასამართლო ამჟამად განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მეორე სარჩელსაც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების შელახვას შეეხება როგორც უშუალოდ რუსი სამხედრო მოსამსა ხურეების, ასევე მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან, რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. ეს სარჩელი სასამართლომ განსახილველად გასული წლის დეკემბერში მიიღო.

თბილისმა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოშიც, რომელიც ჰააგაში მდებარეობს - 2008 წლის აგვისტოში რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დარღვევისათვის. თუმცა შარშან აპრილში სასამართლომ მის არსებით განხილვაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ მხარეებს, თითქოს, დავის გადაწყვეტა სხვა საშუალებებით არ უცდიათ. ამასთან დაკავშირებით ბურჯალიანი განმარტავს, რომ „რუსეთთან ყველა პროცედურის ამოწურვის შემდეგ“ საქართველო გეგმავს, კვლავ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.

0x01 graphic

ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან. 2006

გარდა ამისა, 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეთა კერძო სარჩელებსაც იხილავს.

საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოს სახელით შეიტანა სარჩელი. მანამდე სასამართლოს სახელმწიფოთა შორის არაერთი დავა აქვს განხილული. ზოგიერთი მათგანი მორიგებით დასრულდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი სასამართლომ უფლებების დარღვევის ფაქტი დაადგინა. მაგალითად, 2001 წელს დააკმაყოფილა კვიპროსის სარჩელი და თურქეთს ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის 27-წლიანი ოკუპაციის დროს ბერძენი კვიპროსელების უფლებების შელახვის გამო დააკისრა პასუხისმგებლობა. სასამართლომ დაადგინა, რომ ეფექტურ კონტროლს ჩრდილოეთ კვიპროსზე თურქეთი ახორციელებს, ანკარა კი ამას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სასამართლომ თურქეთს ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტების ამოფხვრა დააკისრა.

მოსკოვმა საქართველო-რუსეთის პროცესზე თავისებური პასუხი გასცა - იმავე დღეს, როდესაც სტრასბურგში დასკვნითი მოსმენა გაიმართა, თბილისს სა ქართველოს მოქალაქეთა ახალი გაძევებით დაემუქრა. რუსული საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინ რომოდანოვსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სავიზო რეჟიმის დარღვევით იმყოფება საქართველოს 9 ათასზე მეტი მოქალაქე, რომელთა საკითხისასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

ამ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა. თბილისმა „საქართველოს მოქალაქეთა დევნის მორიგი კამპანიის“ შესაძლო დაწყება რუსეთში „ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების მორიგ სერიოზულ ტალღას“ დაუკავშირა.

5 ინტერვიუ ლევან ბეჟაშვილთან

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ესაუბრა: სალომე უგულავა
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

0x01 graphic

ლევან ბეჟაშვილი: კანონმდებლობა გვერდზეა გადადებული და პოლიტიკურ საქმიანობას ამის მიღმა ახორციელებენ

გასული წლის ბოლოდან, პოლიტიკური დაფინანსებისახალი წესის ამოქმედებასთან ერთად, დაფინანსების მონიტორინგი კონტროლის პალატის ფუნქცია გახდა. მას შემდეგ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სკურპულოზურ ყურადღებას იმსახურებს. ტაბულა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს, მისი უწყების მისამართით არსებულ კრიტიკაზე, ივანიშვილის დაჯარიმებაზე, სხვადასხვა მიმდინარე თუ დასრულებულ საქმეებზე ესაუბრა.

რიგი არასამთავრობო, ორგანიზაციები, პარტიების ფინანსების მონიტორინგისას კონტროლის პალატას არათანაბარ მიდგომებში ადანაშაულებენ. რას უპასუხებდით მათ კრიტიკას?

პირველი საქმე, რომელიც მონიტორინგის ფარგლებში წამოვიწყეთ, სწორედ ნაციონალურ მოძრაობას ეხებოდა. 95 ათასი ლარი გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩვენი აუდიტორული შეფასებების საფუძველზე. იყო რუსთავის საქმე, ახლა წარმოებაშია ბეჟუაშვილის ასურეთის საქმე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბეჟუაშვილმა იქ სუფრა გაშალა მოქალაქეებისთვის. დავიწყეთ საკითხის შესწავლა და უახლოეს პერიოდში ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას.

ისმის კრიტიკა იმაზეც, რომ არ გამოვირჩევით ოპერატიულობით სახელისუფლებო პარტიის მიმართ, განსხვავებით ოპოზიციური პარტიებისგან. არ ვეთანხმები. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ის, რომ ფაქტობრივად ყოველკვირეულად გვიწევს გარკვეული მოქმედება, ზოგს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაა. თუმცა რეალობა ისაა, რომ ქართული ოცნება ყოველდღიურად არღვევს კანონს. რჩება შთაბეჭდილება, რომ კანონმდებლობა გვერდზეა გადადებული და პოლიტიკურ საქმიანობას ამის მიღმა ახორციელებენ. ამის ბევრი მაგალითია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებული დარღვევების დაახლოებით 10-15%25-ზე ვრეაგირებთ გამომდინარე რესურსებიდან და იქიდან, რომ მყარი არგუმენტები და მტკიცებულებებია საჭირო, რაც ძნელი მოსაპოვებელია. და ისინი პროცედურების შესაბა მისად უნდა მოვიპოვოთ.

მეორე მხრივ, კრიტიკა, რომელიც ეხება ჩვენს საქმიანობას, პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს, ჩვენთვის მისაღებია და გვაძლევს დამატებით სტიმულს, რომ უკეთ ვიმუშაოთ.

რუსთავის საქმე ახსენეთ, ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, რომელიც არათანაბარ მიდგომად მიიჩნიეს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნაციონალური მოძრაობის წევრი კახა ბარათაშვილი კონტროლის პალატამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო სააღდგომოდ ცხვრებისა და ღვინის დარიგებისათვის. კრიტიკა ეხებოდა იმას, რომ ეს არ ჩაითვალა საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვად, მიუხედავად იმისა, რომ ბარათაშვილი თანამდებობის პირია. ამას აცხადებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

ამ საკითხზე TI-სთან გვქონდა კონსულტაციები. განვუმარტეთ, რომ თუ არ იცნობენ მტკიცებულებებს, საქმე ერთი შეხედვით არ უნდა შეაფასონ. არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა ახსნა-განმარტებები გვქონდა მოქალაქეებისგან, რა მტკიცებულებებს ვფლობდით, საქმის ფაბულას არ იცნობდნენ და ზერელე განცხადებას აკეთებდნენ.

განვუმარტეთ, რომ როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზეა საუბარი, კანონმდებლობა მიუთითებს გარკვეულ გარემოებებზე: რომ ეს უნდა იყოს ამომრჩევლის მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ გაკეთებული კონკრეტული ქმედება, პარტიის მიერ ორგანიზებული, პარტიის კონკრეტული საქმის მხარდასაჭერად და ა.შ.

მთელ რიგ მოტივებს, მიზანს, განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს. ბარათაშვილი აღნიშნავდა, რომ ყოველწლიურად აკეთებს ამას, ეს იყო მისი პირადი ხარჯი და გარკვეული მადლიერების გამოხატულება. ეს ყველაფერი მტკიცებულებებში და ახსნა-განმარტებებში ჩანდა. ეს არ იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის სანაცვლოდ ჩადენილი ქმედება. აქ არ შეიძლება, საუბარი ამომრჩევლის მოსყიდვაზე ყოფილიყო, რადგან ეს გახლდათ წმინდად ადმინის ტრაციული სამართალდარღვევის საქმე და ჩვენ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გავატარეთ კიდეც.

სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები ქუთაისის საქმეში თუ იყო, სადაც რამდენიმე ადამიანს ამომრჩეველთა მოსყიდვაზე წაუყენეს ბრალი...

ქუთაისის შემთხვევა სხვა გახლდათ. ამ ახალგაზრდების მიერ ჩადენილ ფაქტს თავადაც სისხლისსამართლის დანაშაულად აფასებდნენ. მათ პოლიტიკური კუთვნილების კუთხით გაემიჯნენ და აცხადებდნენ, რომ ესენი კონტროლის პალატის მიერ დაქირავებულები იყვნენ, რომ შეხება არ ჰქონდათ ქართულ ოცნებასთან.

ჩვენ აშკარა ფაქტზე მოვახდინეთ რეაგირება. ტელეეთერით გაშუქდა, როგორ სთავაზობდნენ ადამიანებს, 1000 ლარის ფარგლებში ოცნების ჩაწერას, მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ. ისინი უნდა გამოცხადებულიყვნენ აქციაზე, ყუა მოეხიათ ფლაერისთვის, უნდა ჩაეგდოთ შესაბამის ყუთში. ჰპირდებოდნენ, რომ არჩევნებამდე ეს ყველაფერი ასრულდებოდა. სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნები აშკარად იყო, გამოვთქვით ეჭვი და მივმართეთ პროკურატურას.

ლევან ფხაკაძის საქმეზეც პროკურატურას მივმართეთ. თუმცა, ისევ კრიტიკა დავიმსახურეთ, რატომ გადააგზავნა კონტროლის პალატამ პროკურატურაში საკითხი და თვითონ არ შეისწავლაო.

თქვენც ხომ თქვით, რომ გარემოებებს შეისწავლით? რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ საქმეზე? მხოლოდ ვიდეო ვნახეთ, სადაც სამტრედიაში, ლევან ფხაკაძის სახელით, ადამიანებს სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებას ჰპირდებიან...

ამ საკითხს ვსწავლობთ. ვესაუბრებით ადამიანებს, ვარკვევთ დეტალებს, რის მიხედვითაც განვსაზღვრავთ - ვიმოქმედოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში თუ საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს.

თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. აქ გამოკვეთილი უნდა იყოს აშკარა საარჩევნო და პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანი. ეს ადამიანი, ფხაკაძე, მოიხსენიეს ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო კანდიდატად, თუმცა ჯერ არ არის ოფიციალურად დასახელებული. თუ მოვლენათა ჯაჭვში გარემოებები ისე დალაგდა, რომ ეს სუბიექტი გახდა კანდიდატი, უკვეგარკვეული სამართალდარღვევის ნიშნები იქნება სახეზე და შემდგომ, სხვა გარემოებებთან ანალიზში გამოიკვეთება, ადმინისტრაციული დანაშაულია თუ სისხლის სამართლის.

რა შემთხვევაში შეიძლება ეს სისხლის სამართლის ნაწილში კვალიფიცირდეს?

ოფიციალურ კანდიდატად რეგისტრირება არაა საჭირო. საარჩევნო კამპანია 2 თვით ადრე იწყება ხოლმე და შემდეგ ხდება რეგისტრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება. საერთაშორისო და ჩვენი სტანდარტები იცნობს საარჩევნო მიზნების მქონე პირის მიერ კანონით დადგენილ სტატუსს და ვალდებულებებს. შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული, მაგრამ ჰქონდეს გაცხადებული მიზნები, რომ სურს კონკრეტული არჩევითი თანამდებობის დაკავება და ხარჯებსაცსწევდეს ამ მიზნის მისაღწევად. სამტრედიის შემთხვევაში ასეთი მიზნების გაცხადება ჯერ დადასტურებული არ არის.

ზოგადად, რაც შეეხება მოსყიდვასა და დაპირებებს, როდესაც ვინმე იძლევა დაპირებას პოლიტიკური ძალის სახელით, როგორ დგინდება კავშირი მასსა და პოლიტიკურ სუბიექტს შორის? საკუთარი ინიციატივით თუ ჰპირდება, მაშინ რა ხდება?

კანონმდებლობა ამას არეგულირებს. კი, შეიძლება პირი საკუთარი ინიციატივით ჰპირდებოდეს, თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია, არის თუ არა ის კავშირში პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, მასთან კოორდინირებით თუ ხდება მოქმედება, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდასაჭერად თუ ხდება ამ დაპირებების გაცემა და შესრულება.

თუ ასეთი ფაქტი არაა, შეიძლება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიმართულებით წავიდეთ და როგორც უკანონო შემოწირულობა, ისე განვიხილოთ.

0x01 graphic

დაპირება შეიძლება ამგვარად განვიხილოთ?

დაპირება არა, კონკრეტული მოქმედება, საჩუქრის მიცემა და ა.შ.

დაპირების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რას ჰპირდება. მნიშვნელოვანია დაპირების მიზანი. მას კავშირი უნდა ჰქონდეს საარჩევნო-პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან, ან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტთან.

კიდევ ერთი თემაა დახურული შეხვედრები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები მართავენ. გირჩევენ ამითაც დაინტერესდეთ.

თითოეულ ასეთ შემთხვევაზე გვაქვს ადეკვატური რეაგირება, ვითხოვთ ინფორმაციას და რამდენიმე შემთხვევაში ეს გამოვაქვეყნეთ კიდეც. აღნიშნული ღონისძიებები დაფინანსებული იყო პარტიული ბიუჯეტიდან - ეს მათ დეკლარირებული და საჯარო ჰქონდათ.

ბიძინა ივანიშვილს ბოლოს ორ სხვადასხვა საქმეზე 148 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. მოგვიანებით თანხები სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა. ერთ-ერთი საქმე ეხება გლობალ TV-ის მიერ სატელიტური ანტენების დარიგებას. კონტროლის პალატამ გამოიკვლია, რომ კომპანია ამას ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით აკეთებდა. ასევე ის, რომ კომპანიის გეგმა მოგებაზე არ იყო გათვლილი და არსებობდა ცხადი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, რასაც კომპანიის წარმომადგენლები უარყოფდნენ. თუ შეგიძლიათ, ამ საქმეზე გვიამბოთ?

ეს შემთხვევა ყველაზე მყარი არგუმენტებით გამოირჩეოდა. ქართული ოცნება ახდენდა გლობალის საქმიანობის მასთან ასოცირებას. პოლიტიკური ლიდერები ამაზე საჯაროდ აცხადებდნენ, აქტივისტები მოქალაქეებს გლობალის მომსახურება-დამონტაჟებას უფასოდ სთავაზობდნენ. ეს რეგიონებში მოსახლეობის გამოკითხვისას დადასტურდა. მედიაც გადმოსცემდა, რომ ვინც ანტენებს ამონტაჟებდა, ქართული ოცნების მაისურები ეცვათ.

აშკარა იყო პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების კვეთა პოლიტიკური სუბიექტისა და კომპანიის საქმიანობაში. ისინი ფინანსურადაც აშკარად დაკავშირებულნი იყვნენ. საქმეში არსებობს მასალები, რომ გლობალ TV-იმ სერვისის 150-ლარიანი ტარიფის პირო ბებში 2011 წელი წაგებით დაასრულა. მას არ ჰქონდა ფულადი სახსრები და ქართუ ბანკისგან მიიღო. მან გაკოტრებულ საკაბელო კომპანიას გამოუყო ტრანში კრედიტის სახით. ნაწილი გაიცა ივანიშვილის ძმაზე, რომელიც კომპანიის მფლობელია. ნაწილი პირდაპირ კომპანიაზე გამოიყო. საბანკო ტრანზაქციის ამსახველი დოკუმენტები არსებობს.

ადვოკატები იმასაც ამბობდნენ, საიდან ამტკიცებთ, რომ ქართუ ბანკი ივანიშვილისააო. კომერციული ბანკების შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებს ბენეფიციარი-მფლობელის, დამფუძნებლის სტატუსს. ამაზე დოკუმენტები საქმეშიც დევს. ქართუ ბანკის ხელმძღვანელობა მანამდეც ადასტურებდა თავის ჩვენებაში, რომ ბენეფიციარი-მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.

გარდა ამისა, ის, რომ კომპანიის წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა იყო აშკარად წაგებიანი, ჩვენი აუდიტორების გარდა, შეამოწმა და დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც.

მეორე საქმე, რისთვისაც ივანიშვილს ჯარიმა დაეკისრა, ეხება კომპანიების - ბურჯისა და ელიტა ბურჯის მიერ ქართული ოცნებისთვის ავტომანქანით შეღავათიან ფასად მომსახურებას. კონტროლის პალატამ მომსახურება უკანონო შემოწირულობად გამოაცხადა. მეორე მხარე აცხადებდა, თითქოს კონტროლის პალატას არ ჰქონდა მტკიცებულებები, რომ კომპანიები ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პრეტენზია ჰქონდათ იმაზეც, როგორ გამოითვალა მომსახურების ღირებულება.

ზოგმა ბინდი გადაიკრა თვალებზე. თავად კომპანიის მმართველები ადასტურებენ ახსნა-განმარტებებში, რომ ეს კომპანია ივანიშვილს ეკუთვნის. სქემებს რომ ნახავთ, ვინ არი ან ამ კომპანიის დამფუძნებლები - ოფშორული ფირმებია, რომლებიც ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთი ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია არის CHISTA ENTERPRISES LIMITED. როდესაც გასული წლის დეკემბერში პარტიების მიერ ფულის ათვისება ხდებოდა, ქართულ ოცნებას 6 მილიონი ლარი ჰქონდა დარჩენილი და მათ ამ კომპანიაში წილი იყიდეს.

ამ ოფშორული კომპანიების წარმომადგენელი და ამ შპს-ების დამფუძნებელი ერთი ადამიანია, გვარად კობიაშვილი. ის ივანიშვილის ახლო ნათესავია. არა მხოლოდ ბურჯი და ელიტა ბურჯია ასეთი - უამრავი კომპანიაა, რომელიც მომსახურებას უწევს ქართულ ოცნებას. ამის შესახებ ინფორმაციებს ვაწვდით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.

ეს საქმეც მყარად არგუმენტირებულია. წარმოიდგინეთ კომპანია, რომელიც 2011 წელს მხოლოდ ორ მანქანას ყიდულობს და უცებ, წელს, 239 მანქანას იძენს. შემდგომ ამ ახალ მანქანებს, ტოიოტას ძვირად ღირებულ ჯიპებს, აქირავებენ ქართულ ოცნებაზე, თვეში 600 ლარად. ეს მაშინ, როცა შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე კერძო ბაზრის კვლევებით, ასეთი ავტომობილები დღეში მინიმუმ 150 დოლარად ქირავდება. როდესაც გაქვს ასეთი გარემოებები, აუდიტორებისთვის ადვილია გამოთვლა, რა არის მომსახურების რეალური ღირებულება, რა ფასია შეთავაზებული პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ და რა არის სხვაობა. შესაბამისად დგინდება სამართალდარღვევის ფორმულა.

მენეჯმენტ სერვისის საქმეზეც რომ გვიამბოთ...

ეს კომპანიაც ივანიშვილისაა. ის კერძო პირებისგან ფართებს ქირაობდა და შემდეგ ქვეიჯარით პარტიებზე აქირავებდა. შემდგომ ეს ოფისები გაარემონტეს. გამოვიკვლიეთ და დავთვალეთ სარემონტო სამუშაოების მინიმალური ღირებულება. პარტიების მიერ ეს არ იყო ფინანსურად აღრიცხული და, იმავდროულად, კომპანიის უკანონო შემოწირულობა გახლდათ. ამ სარემონტო სამუშაოების ღირებულება, თუ არ ვცდები, 470 ათასი ლარი იყო. შესაბამისად, სასამართლომ შეისწავლა საკითხი, დაადასტურა, რომ მენეჯმენტ სერვისმა უკანონო შემოწირულობა განახორციელა და ჯარიმაც დააკისრა.

პარტიას აქვს ვალდებულება, რომ შემოწირულობა უკან დააბრუნოს. მივმართეთ პრევენციული განცხადებით, ვუთხარით, რომ ეს 470 ათასი ლარი ბუღალტრულად აღერიცხათ და დაებრუნებინათ კომპანიისთვის, რათა უკანონო შემოწირულობის ფაქტი აღარ ყოფილიყო. თუმცა, ვიღებთ კურიოზულ შემთხვევას. მივმართეთ პარტია ქართულ ოცნებას. დღესდღეობით არსებობს 4 იურიდიული სუბიექტი ქართული ოცნება. ესენია: არაკომერციული იურიდიული პირი ქართული ოცნება, კოალიცია ქართული ოცნება, პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება და შპს ქართული ოცნება. ოთხივე დაკავებულია ერთი პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებით, რაც აბსურდული მდგომარეობაა. ეს ყველას, არა სამთავრობოებსაც უნდა ადარდებდეს.

რომ მივმართეთ, მივიღეთ პასუხი: თქვენ რომელ სუბიექტს გულისხმობთ, მისამართი ხომ არ შეგეშალათ, ჩვენ ახალი პარტია ქართული ოცნება ვართ. შემდეგ მივმართეთ კოალიციაში შემავალ პარტიებს, რომელთაც ეს სარგებელი მიიღეს. მათგანაც მივიღეთ ცინიკური პასუხები, რომ ეს მომსახურება არ მიუღიათ, არადა ამ ოფისებს საარჩევნო შტაბებად იყენებენ.

ბოლოს მინდა გკითხოთ ახსნა-განმარტებებთან დაკავშირებით, რომელსაც კონტროლის პალატა მოქალაქეებისგან იღებს. ეს თემა მარტში იყო აქტუალური. საკითხი სახალხო დამცველმაც შეისწავლა და რეკომენდაციე ბით მოგმართათ უფლება დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. რა გაითვალისწინეთ? რა შეიცვალა მას შემდეგ?

თავისთავად, ობიექტურ კრიტიკას ადეკვატურად ვიღებთ. მას შემდეგ, რაც მარტში ჩატარდა მასობრივი გამოკითხვა, ჩვენ სათანადო დასკვნები გამოვიტანეთ. ბევრ შეფასებას არ ვეთანხმებით, ბევრი ფაქტი იყო გაზვიადებული. თუმცა, მაინც გავატარეთ ის ღონისძიებები, რომელიც ადეკვატურად უპასუხებ და იმ დრო ის თვის არსებულ გამოწვევებს.

თითოეული გამოკითხვის ვიდეო და აუდიო ფიქსაციის გადაწყვეტილება მივიღეთ. ნებისმიერი გამოკითხული პირი უზრუნველვყავით დაცვის უფლებით, მივეცით მაღალი სტანდარტის დაცვის უფლება, ისეთივე, როგორიც არსებობს სისხლის სამართალში. შემოვიღეთ გამოსაკითხი პირის კონსულტანტის თანამდებობა, რომელიც ხვდება მოქალაქეს, აწვდის დამატებით ინფორმაციას, უწევს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას... დაიხვეწა პროცედურული საკითხებიც. როდესაც ბევრი ხალხის გამო ითხვა ხდება, წინასწარ ვაკეთებთ განცხადებას, რა პროცედურაა, რა მიზნითაა და ასე შემდეგ.

შედეგად, კონტროლის პალატის მიერ გამოკითხვები აქტუალური აღარ არის. მარტის შემდეგ დაახლოებით 250 ადამიანი გამოვკითხეთ და, პრაქტიკულად, აღარავის გასჩენია კითხვები.

ხშირად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ვაძლევთ საშუალებას, რომ ნახონ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. მაგალითად, სამართლიანი არჩევნების ანგარიშში ეწერა, რომ ორ ადამიანს დაუსვეს კითხვები, რომლებიც არ ეხებოდა პოლიტიკურ ფინანსებს. მოვიწვიეთ ორგანიზაციის წარმომადგენლები და ვთხოვეთ, ენახათ ჩანაწერები. მათ შეეძლოთ, სანამ საკუთარ ანგარიშს გამოაქვეყნებდნენ, მანამდე დაინტერესებულიყვნენ. შემდეგ ნახეს და დაადასტურეს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

6 ბაგრატის ტაძარი - ასლი თუ ორიგინალი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ირინა ბაგაური

0x01 graphic

„ბაგრატის ტაძრის ავთენტურობა მთლიანად დარღვეულია, ის ვეღარ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში იყო შეტანილი“, UNESCO-ს 36-ე სესიის წინასწარი დასკვნით, ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციისას ქართულმა მხარემ გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა და მშენებლების უხეშმა ჩარევამ ტაძარს თვითმყოფადობა დაუკარგა: „უაღრესად შეშფოთებულები აღვნიშნავთ, რომ ბაგრატის რეკონსტრუქცია უკვე შორეულ ფაზაშია შესული და იმ გეგმის მიხედვით ხორციელდება, რომელზეც კომიტეტმა, 34-ე სესიაზე, უარი თქვა. ეს გეგმა ითვალისწინებს მასშტაბურ მშენებლობას რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით, მათ შორის, ტაძრის ბეტონის გუმბათით გადახურვას და ქვით მოპირკეთებას, რაც ფარავს თავდაპირველი ქვის წყობის უდიდეს ნაწილს“.

ტაბულასთან საუბრისას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადა, რომ UNESCO-ს წინასწარი დასკვნა განაპირობა არასწორმა ინფორმაციამ, რომელიც ექსპერტებმა ორგანიზაციას ძეგლის საფუძვლიანად შესწავლის გარეშე მიაწოდეს:

„ეს დასკვნა, მე თუ მკითხავთ, არის ძალიან არაკომპეტენტური. მიუხედავად იმისა, რომ ვეცადეთ, მისი შემდგენლისთვის, ICOMOS-ის ექსპერტისთვის, დაგვენახებინა ყველა წახნაგი და ზედაპირული განხილვების თავიდან ასარიდებლად, რეგულარულად ვუგზავნიდით მასალებს, ის მაინც მოუმზადებელი ჩამოვიდა და ამიტომაც, დოკუმენტი ელემენტარული შეცდომებით არის სავსე. ჩვენ ამაზე რეაგირება მოვახდინეთ, საპასუხო წერილი გავგზავნეთ შესაბამის უწყებაში. ვნახოთ, უნდა დაბალანსდეს ცალმხრივობა, რომელიც დღეს არის და მდგომარეობა უნდა მიესადაგოს რეალობას.

დასკვნაში მოტანილი ბევრი რამ იყო სამწუხარო ტყუილი. არ ვიცი, რამ დააბრმავა ის ადამიანი, ის ოთხასი ქვა, რომელიც ჩვენვე ვიპოვეთ ამ წლების განმავლობაში და ჩვენვე მოვუძებნეთ ადგილი, ნამდვილად არ არის მიყრილი დაუბრუნდება თავის ძველ ადგილს. გუმბათის სარკმლები, სისქე, თაღნარის რაოდენობა და მოხაზულობა, დოკუმენტირებულია სწორედ ამ ძველი ქვებით. ამიტომ სამწუხაროა, რომ ასეთმა კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა ასეთი არაკომპეტენტური დასკვნები გააკეთეს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა ICOMOS-ის დასკვნას არ დათანხმებია თავად UNESCO და ეჭვი მაქვს, რომ ეს შემთხვევაც ასეთი იქნება.

ეს ძალიან რთული პროექტია და რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მშენებლობა, ვრწმუნდები, რომ სწორ გზაზე ვიდექით. ეს არის ბალანსი ძველსა და ახალს შორის. გვაქვს თანამედროვე მცირე ჩანართები, რომლებიც აჩვენებს 21-ე საუკუნეს, რითიც თავიდან ავიცილეთ ბუტაფორიულობა და ძველის გამეორება. იქ და ფასებულია ძველიც, თანამედროვეც და ეს ყველაფერი ერთი ტაძრის სხეულშია გაერთიანებული“.

თანამედროვე ჩანართებში ნაგულისხმევია შუშის ლიფტი, რომლის საეკლესიო სივრცეში არსებობამ, რატომღაც, განსაკუთრებით შეაშფოთა ტაძრის ბედით დაინტერესებული პირები. და ეს მიუხედავად იმისა, რომ თავად UNESCO-ს დასკვნაში მის შესახებ საგანგაშო არაფერი წერია და ძირითადი აქცენტები, სხვა გაცილებით მტკივნეულ ინტერვენციებზეა გაკეთებული. ის, რომ ლიფტი ყველაზე ზედაპირული პრობლემაა იმ ინტერვენციებს შორის, რამაც ტაძრის ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა, მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში რესტავრატორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმაც დაადასტურეს. იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანში შესული პირების გადაადგილებას, ისევე, როგორც პანდუსები, ლიფტიც ნებისმიერი სახისა და სიძველის შენობაშია სასურველი. თუმცა ბაგრატის ტაძრის შემთხვევაში რა დანიშნულება ჰქონდა ფასადზე გამოტანილ კონსტრუქციას (მისი თვალსაჩინო არსებობა აუცილებლობამ განაპირობა, თუ ამ გადაწყვეტით, მშენებლებმა კიდევ ერთი დეკორი შემატეს ნაგებობას), ეს ცალკე განსჯის თემაა.

0x01 graphic

XX საუკუნის დასაწყისი

რესტავრაციის თეორიის ფუძემდებლის, ჩეზარე ბრანდის მიხედვით, ნანგრევი, თუ ის კულტურული ფასეულობის მქონე ძეგლის ნაშალია, დამოუკიდებლად წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს. ნანგრევებში მოქცეული ნაგებობის სრული რეკონსტრუქციით კი ვიღებთ პირველადი ნაგებობის მხოლოდ ასლს, რომელსაც არც ესთეტიკური და არც ისტორიული გამართლება არ აქვს.

ბაგრატის ტაძრის აღდგენის ინიციატორი საქართველოს საპატრიარქოა - მის გამთლიანებაზე საუბარი, პატრიარქის თხოვნით, 90-იან წლებში დაიწყო. 2008 წლის 21 იანვარს, მეორე ვადით არჩეულმა საქართველოს პრეზიდენტმა ინაუგურაციის ადგილად ბაგრატის ტაძარი აირჩია და ფიცის დადების შემდეგ, ერს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩვენ ვამთავრებთ ცერემონიას და ვიწყებთ საქართველოს აღმშენებლობას. როგორც სიმბოლოს ჩვენი აღმშენებლობისა და სიძლიერისა, ვდებთ პირობას, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და მეურვეობით, ასევე საუკეთესო სპეციალისტების მეშვეობით, უახლოეს კვირებში დაიწყება ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები“.

0x01 graphic

1950-70 წწ. სამუშაოები რკინაბეტონით მიმდინარეობს

კათედრალის რეკონსტრუქციის გარშემო ატეხილ კრიტიკას მიხეილ სააკაშვილმა, მიმდინარე წლის 26 მაისს, ქუთაისის პარლამენტის შენობის გახსნაზე შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „ბევრს მიყიჟინებდნენ, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენა ბარბაროსობა იყო, რომ არავინ აღადგინა საბერძნეთში აკროპოლისი, თუმცა მიმაჩნია - ბაგრატი თავის დროზე იმიტომ აშენდა, რომ ხალხს ელოცა და ახლაც იმიტომ უნდა აღდგეს, რომ იქ თანამედროვე ქართველებმაც ილოცონ.

ამიტომ, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ შენობას ბოლომდე, ვინც არ უნდა ილაპარაკოს“.

ზემოთ მოტანილი ფაქტორებიდან გამომდინარე, კითხვაზე, ნაგებობის სრული რეკონსტ რუქციის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, არსებობდა თუ არა რისკი, რომ პასუხისმგებელ პირებს არჩევანის გაკეთება მოუწევდათ ტაძრის სიმბოლურობასა და ავთენტურობას შორის, ნიკა ვაჩეიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

0x01 graphic

1994 . ამ სახით შევიდა ტაძარი UNESCO- სიაში

„მინდა დავაზუსტო, რომ სრული ავთენტურობა შენარჩუნებულია. ვინც მივა ბაგრატის ტაძარში და ნახავს, დარწმუნდება, რომ მთავარი ბრწყინვალება იქ არის მეთერთმეტე და არა 21-ე საუკუნის. ამაშია ეს ნიუანსი და ბეწვის ხიდი, რომელზეც გადაიარა პროექტმა. UNESCO ძალიან რესპექტაბელური ორგანიზაციაა, მაგრამ როცა დარწმუნებული ხარ, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებ და ამას გიდასტურებენ, როგორც შიდა, ნაციონალური, ისე საერთაშორისო დიდი ექსპერტები, მაშინ დამეთანხმეთ, რომ მგლის შიშით ფარა არავის გაუწყვეტია და უმოქმედოდ ვერ ვიქნებოდით. მითუმეტეს, როცა ტაძარი თავზე გვენგრეოდა. ბაგრატი ერთიანობის ეროვნული სიმბოლოა და მისი ნანგრევად შენარჩუნება არასწორი იქნებოდა. ამიტომ უბრალოდ UNESCO-ს სიაში ყოფნას, სჯობს ახალი, მაგალითის მიმცემი განაცხადი გააკეთო და დარწმუნებული ვარ, UNESCO ამ რისკს დააფასებს. აქამდე ამბობდნენ, რომ ტაძრებს ხელი არ უნდა ვახლოთ და მხოლოდ კონსერვაცია შეიძლება. ამ პროექტმა კი აჩვენა, რომ გამოსავალი სიძველის დაცვას, ტაძრის, როგორც ეკლესიის აღდგენასა და შენარჩუნებას შორის არსებობს“.

0x01 graphic

რეკონსტრუქციის გეგმა

საკითხთან დაკავშირებით ტაბულა დაუკავშირდა ბაგრატის ტაძრის იტალიელ რესტავრატორს, არქიტექტორ ანდრეა ბრუნოს, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ძეგლის სარეაბილიტაციო გეგმა, რომლის ძირითადი ნაწილის ავტორიც არქიტექტორი ივანე გრემელაშვილი გახლდათ, ინოვაციურია და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება:

„ბაგრატის ტაძარი და მთელი ეს არეალი, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოირჩეოდა გამოკვეთილი სამშენებლო სტრატიგრაფიით, წარმოადგენს ყურადსაღები მნიშვნელობის, მატერიალური და არამატერიალური ღირებულებების სინთეზს. ეს საგანძური აღიარებულია საერთაშორისო ორგანოების მხრიდან და შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ნაგებობის დასავლეთ ფრთაზე ამჟამად მიმდინარე ინოვაციური პროექტი საშუალებას იძლევა, რომ აღდგეს ძველი პატრონიკე, რომელიც სამომავლოდ უმასპინძლებს მუზეუმს, მასში გამოფენილი არქეოლოგიური ნივთები და კათედრალის მშენებლობის თვალსაჩინო სურათები კი საშუალებას მისცემს მნახველს, ამ კუთხით გაეცნოს საქართველოს ისტორიას.

ეს პროექტი თავიდანვე იყო წარმოდგენილი, როგორც რესტავრაციის ინოვაციური ჟესტი, რომელიც მიმართული გახლდათ მანამდე არსებული სტრუქტურების ღირებულებების განსაზღვრისკენ და კათედრალის გამოკვეთილი პალიმფსესტის წაკითხვის გამარტივებისკენ. მიმაჩნია, რომ მიმდინარე სამუშაოების დასრულების შედეგად, კათედრალი და მისი სრული არეალი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს მის კულტურულ და მხატვრულ ღირებულებას.

ჩემი სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაც 2011 წლის იანვარში დაიწყო, გარდა სარესტავრაციო ინტერვენციებისა, გულისხმობს ნაგებობისა და მის გარშემო არსებულ სრულ არქეოლოგიურ არეალში მოქცეული ნაწილის ღირებულებების განსაზღვრასა და შესწავლას. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელი პირობაა, რათა ამომწურავად დავაკმაყოფილო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ორგანოების მოთხოვნა - გაიზარდოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ძეგლების მიმართ ინტერესი და მათი ღირებულებების განსაზღვრის შესაძლებლობები. ამ საკითხებზე მუშაობა კათედრალის აღდგენითი პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება“.

გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამის მიერ აგებული ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კათედრალი, განვითარებული შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია და ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ტიპებს მიეკუთვნება. მისი აღმშენებლობა მეათე საუკუნის ბოლოს დაიწყო და ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე აღმოჩენილი წარწერის თანახმად, 1003 წელს დასრულდა (ქორონიკონის 223). ნაგებობის რღვევა ოსმალების შემოსევის დროს დაიწყო: 1691 წელს, კათედრალის გუმბათი დენთით აფეთქების შედეგად ჩამოიშალა, ამას მოჰყვა 1770 წელს, გენერალ ტოტლებენის მიერ ქუთაისის ციხის მიმართულებით ქვემეხებიდან ყუმბარების სროლა და ტაძრის ზედა ნაწილის ნგრევა.

0x01 graphic

მდგომარეობა რეკონსტრუქციის შეჩერებისას

მომდევნო საუკუნეების განმავლობაში დაზიანებული ძეგლის აღდგენით - საკონსერვაციო საქმეს, მეოცე საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში არქიტექტორი ვახტანგ ცინცაძე ჩაუდგა სათავეში. სამუშაოები ექვს ეტაპად დაიყო და 1994 წლებამდე გასტანა. ამავე წელს, UNESCO-ს ექსპერტებმა ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურად ცნეს, როგორც შუა საუკუნეების ქრისტიანული არქიტექტურისერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლი.

მომდევნო წლებში დაწყებულმა სამუშაოებმა კი ტაძრის ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა. 2010 წელს ქუთაისის ტაძრების სახელებმა საფრთხის წინაშე მდგომი ძეგლების ნუსხაში გადაინაცვლა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ არაერთგზის მოუწოდა ქართულ მხარეს სამუშაოების დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ. 2012 წლის 1 ივნისს გამოქვეყნებულმა დასკვნამ კი გაამყარა ექსპერტების ეჭვი, რომ ძეგლი, შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ. გადადგამს თუ არა UNESCO ამ მეტად მტკივნეულ ნაბიჯს, და რა შემოგვრჩება აღდგენილი ბაგრატის სახით - ავთენტური ტაძარი, თუ მისი ასლი, ეს, სავარაუდოდ, პეტერბურგში, ორგანიზაციის მომდევნო, 24 ივნისს დაგეგმილ სხდომაზე გაირკვევა.

7 ნარკოპოლიტიკის გენდერული პრობლემები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თამაზ მჭედლიძე

მაისის მე-3 კვირას შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნა - 20 მაისს რამდენიმე ქართულმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ დღესთან დაკავშირებით აქცია მოაწყო.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ამ ინფექციების გავრცელების მაღალი რისკის ქვეშ ნარკომომხმარებლები არიან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მკაცრად რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხორციელდება, რადგან სასჯელის შიშით ნარკომომხმარებლები ხშირად არასტერილურ საინექციო საშუალებებს იყენებენ. ასევე იშვიათად სარგებლობენ ჯანდაცვის პროგრამებით.

მათ შორისაც კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ნარკომომხმარებელი (ნ/მ) ქალები, რადგან სამართალდამცავი სტრუქტურების რეპრესიებს, ამ შემთხვევაში საზოგადოების არაფორმალური განწყობები და სტიგმაც ემატება. ძალიან ხშირია ნ/მ ქალებზე პარტნიორთა მხრიდან ძალადობის ფაქტებიც.

დღევანდელი მონაცემებით, თბილისში, ნ/მ ქალთა სავარაუდო რაოდენობა 8 ათასს აღწევს. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, პატიმარი ქალების 35%25 ნარკოტიკების მოხმარების, ან ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს. ეს ციფრი მამაკაც პატიმრებში არსებულ ნარკოდანაშაულთან შედარებით, გაცილებით მაღალია.

არასამთავრობო ორგანიზაციების (ნაბიჯი მომავლისკენ, ახალი გზა, ქსენონი) ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელ ქალთა დაახლოებით 80%25 მუდმივად განიცდის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას. მათმა უმრავლესობამ არ იცის კრიზისული ცენტრის, თავშესაფრის, ზიანის შემცირების სერვისცენტრებისა და სხვა არსებული მომსახურების შესახებ, ან თუ იცის, არ მიმართავს შიშის, სირცხვილის, საქართველოში მოქმედი მკაცრი ნარკოპოლიტიკის და ქართული მენტალიტეტის გამო.

დღეს საქართველოში ქალთა ნარკომანია ტაბუდადებული თემაა. საზოგადოების მკაცრი დამოკიდებულება ნარკომომხმარებელი ქალების თვითსტიგმატიზებას და ჩაკეტილობას განაპირობებს.

მიმდინარე წლის მაისში, შიდსის ცენტრის მონაცემებით, რეგისტრირებულია აივ-ინფიცირების 3307 შემთხვევა, რომელთა შორის 886 ქალია. დაინფიცირებულთა 54,9%25 ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია. ნარკომომხმარებელ ქალთა შორის ძალიან მაღალია ჰეპატიტებითა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაავადებულთა რაოდენობა, თუმცა, საქართველოში ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

20 მაისის აქციის ერთ-ერთი მონაწილე - ყოფილი ნარკოდამოკიდებული, ამჟამად კი ორგანიზაცია ახალი ვექტორის სოც-მუშაკი ეკა გარდაფხაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ნ/მ ქალები განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში არიან და რეგულარულად ექვემდებარებიან დამცირებას და ძალადობას. ნარკომომხმარებელ ქალთა თანასაზოგადოების ძირითად პრობლემებად გარდაფხაძე მიიჩნევს უნდობლობას (როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისადმი, ასევე მთლიანად საზოგადოებისადმი), ანონიმურობის გარანტიების არქონას (დახმარებისთვის ნებისმიერი ორგანიზაციის ან კერძო პირისთვის მიმართვის შემთხვევაში) და უიმედობას. „უნდობლობა გადაილახება, როცა გამოჩნდებიან ისეთი ლიდერები, რომელთაც ასეთივე პრობლემა ჰქონდათ და გადალახეს, მაგრამ მათ გამოჩენას ხელს უშლის საზოგადოების განსაკუთრებით აგრესიული დამოკიდებულება ასეთი ქალების მიმართ“.

გარდაფხაძის თქმით, ამჟამად საქართველოში ნარკოტიკის მოხმარების პრაქტიკის მქონე ქალებისთვის კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების სერვისები მიუწვდომელია: „გამჟღავნების შიშის გამო, ძალადობის შემთხვევაში, ისინი სრულიად დაუცველები არიან. ამიტომ მათი საზოგადოებისგან სტიგმატიზაცია და იზოლაცია იზრდება, ეს კი პირდაპირ აისახება მათ ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე. ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარში ადმინისტრაცია არასოდეს უშვებს ნარკომომხმარებელ ქალებს. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მეტადონის პროგრამა ნარკოდამოკიდებული ქალებისთვის არ არსებობს.

საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რა მძიმე შედეგის მოტანა შეუძლია ამას კონკრეტული პატიმრისთვის. ცხოვრებისეული გარემოებების გამო წლების წინ მე ნარკოდამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა, ყოფილმა ქმარმა შემაჩვია ნარკოტიკს, ამის შედეგად ქრონიკული ავადმყოფი - ნარკომანი გავხდი. ამ დროს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, შენი ნებით მოხდა ეს თუ არა, როგორც ყველა ავადმყოფობას, გონება ვერც ნარკომანიას აკონტროლებს. 6 წლის წინ, უკვე პირველი ჯგუფის ინვალიდი, ციხეში მოვხვდი. ჩემთვის აუცილებელი იყო მეტადონის მიღება, ექიმების აზრით, ამ პრეპარატის გარეშე დიდი ალბათობა იყო, რომ ჩემი ავადმყოფობა ლეტალური შედეგით დასრულდებოდა. ციხის ადმინისტრაციამ ეს კარგად იცოდა, მაგრამ აკრძალვის გამო მეტადონი არ მომაწოდეს. მე გადავრჩი, მაგრამ ვიცი არაერთი შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა“.

ნ/მ ქალთა პრობლემებზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი გზა. პროექტის - „ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა საკეთილდღეოდ“ - ფარგლებში შეიქმნა საადვოკაციო ჯგუფი, ექსპერტების, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლების შემადგენლობით. მისი მიზანია ნ/მ ქალების სოციალურ და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობების გამონახვა.

ახალი გზის წარმომადგენელი და ამ პროექტის კოორდინატორი მარინა ასათიანი ამბობს, რომ ოფიციალური სტატისტიკა ძალადობის მსხვერპლ ქალ ნ/მ-ებზე არ არსებობს. ამ პრობლემაზე ნაკლებად მუშაობენ ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციები. ზიანის შემცირების სერვისების მიწოდებისას იშვიათად ითვალისწინებენ ნ/მ ქალების მოთხოვნათა სპეციფიკურობას, რაც განაპირობებს ამ პროგრამებში მათ მინიმალურ ჩართულობას - ეს კიდევ უფრო დაუცველს ხდის ამ პოპულაციას: „საქართველოში საზოგადოების დამოკიდებულება ნარკოტიკის ინექციურ მომხმარებელ (ნიმ) ქალებთან ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს, რაც განაპირობებს ქალ ნიმ-ების სტიგმატიზაციას, მაღალ სუბიექტურ კონტროლს და მათ იზოლაციას საზოგადოებისგან“.

0x01 graphic

მარინა ასათიანის აზრით, სტიგმას და ზიანის შემცირების სერვისების არასაკმარის ხელმისაწვდომობას მივყავართ იქამდე, რომ ქალი ნიმ-ების პრობლემები უფრო შეუმჩნეველია საზოგადოებისათვის: „5-წლიანი მუშაობის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზიანის შემცირების სერვისების მიწოდებისას სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ ქალთა უმეტესობა თავს ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს. გადატანილი ძალადობა არის როგორც მათი თვითგანადგურების მოტივი, ასევე ცხოვრების წესის განმსაზღვრელი“.

ასათიანი ამბობს, რომ გამოკვლეულ ქალ ნარკომომხმარებლებზე სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას ფიზიკური და სექსუალური ძალადობა ხორციელდებოდა, თუმცა მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არასდროს მიუმართავს პოლიციისთვის, კრიზისული ცენტრისა და თავშესაფრისთვის - იმალებოდნენ მეგობრებთან სახლში, ან ქუჩაში. ამასთან, გამოკვლეულ ქალთა უმეტესობა ბავშვობაში გადატანილი ძალადობის მსხვერპლია, რამაც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მათ შემდგომ ცხოვრების სტილზე.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ქალი ნარკომომხმარებლები ერთეულ შემთხვევებში თუ მიმართავენ ჯანდაცვის, სოციალურ და იურიდიულ სამსახურებს, რადგან საკუთარი თავის გამჟღავნების ეშინიათ. პროექტის კოორდინატორი იმედოვნებს, რომ არასამთავრობოების, მერიის და საკრებულოს მონაწილეობით ჩამოყალიბებული კოორდინირებული მუშაობა „წარმატებული იქნება და შეიქმნება გარკვეული პროგრამები, რომლებიც ქალი ნიმ-ების სპეციფიკურ საჭიროებებს გაითვალისწინებს და ხელმისაწვდომს გახდის მათთვის ჯანდაცვის სერვისებს და სოციალურ მომსახურებას“.

8 გამოცდებზე რეგისტრაციის შედეგები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე

აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ელიან. საგამოცდო ციებ-ცხელება 18 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს. წელს საქართველოში 37 ათასი სკოლადამთავრებული, უმაღლეს სასწავლებლებში 33 ათასი თავისუფალი ადგილის დასაკავებლად გამოცდის საკუთარ შესაძლებლობებს - რეგისტრაცია უკვე დასრულდა და სამინისტრო საგამოცდო ბარათებს გასცემს. ჩაბარების მსურველებს წელს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა, შვიდის ნაცვლად ოცი უნივერსიტეტი აერჩიათ და განაცხადის შეტანაც ერთი უნივერსიტეტის რამდენიმე ფაკულტეტზე იყო შესაძლებელი.

0x01 graphic

აპლიკაციებისა და უნივერსიტეტებში თავისუფალი ადგილების რაოდენობის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომელი უნივერსიტეტი სარგებლობდა ყველაზე დიდი პოპულარობით. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ „გორგასალისა“ და საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ერთ საკონკურსო ადგილზე, 84 და 82 აპლიკაცია შევიდა. პირველმა 90 თავისუფალ ადგილზე 7 620 აპლიკაცია მიიზიდა, ხოლო მეორემ 200 ადგილზე - 16 533.

ეს მაშინ, როცა, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელსაც ყველაზე მეტ, 5006 თავისუფალ ადგილზე ჰქონდა კონკურსი გამოცხადებული, ერთ ადგილზე 18 აპლიკაცია მიიზიდა - საერთო ჯამში, 54 541. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ერთი ადგილისთვის 45 აპლიკაცია მოდის. თავისუფალ უნივერსიტეტში კი საშუალოდ ჩვიდმეტი აპლიკაცია შევიდა. შედეგების მიხედვით, იგივე სურათი გვაქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც აბიტურიენტებმა ერთ ადგილზე 19 განაცხადი შეიტანეს. ერთი ნიშნულით მაღალი შედეგი აჩვენა საპატრიარქოს სხვა - ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტმა, რომლის ერთ თავისუფალ ადგილზეც 20 განაცხადი შევიდა. ეკლესიის მიერ დაარსებულმა მესამე, თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტმა მხოლოდ 13 აპლიკაცია მიიზიდა.

აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებიდან, გამოცხადებულ თავისუფალ ადგილებზე კონკურსი არ იქნება სსიპ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯსა და ახალქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება-კოლეჯში. პირველში ჩაბარების სურვილი ადგილების რაოდენობაზე შვიდით ნაკლებმა, 36-მა ადამიანმა გამოთქვა, ხოლო მეორეში 396 ადგილზე, ასით ნაკლები განაცხადი შევიდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, წელს აბიტურიენტებს შორის ყველაზე პოპულარულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო, სა¬ინ-ჟინრო და ფიზიკა-მათემატიკური მიმართულებები. მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძემ გაზეთ 24 საათს განუცხადა: „წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციულ და საინჟინრო გეოდეზიის ფაკულტეტებზე ერთ ადგილზე 55 მსურველი მოდის. დიდი მოთხოვნაა ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტებზეც - ერთ ადგილზე 7-14 აბიტურიენტი. ასევე პოპულარულია IT ტექნოლოგიები. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია“.

გასულ წელს ამ მიმართულების საგნების შესწავლა სამინისტრომ პრიორიტეტად გამოაცხადა და 50%25 და 70%25-იანი გრანტის აღება მხოლოდ ამ საგნების შესწავლის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების შესწავლის მსურველებს ან 100%25-იანი გრანტისთვის უნდა ებრძოლათ, ან სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩენილიყვნენ. ამასთან, წელს პირველად, აბიტურიენტების უმრავლესობამ (73%25) უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისთვის ინგლისური ენა აირჩია, რუსული - 17-მა პროცენტმა, გერმა-ნულ ენაზე არჩევანი - 7-მა პროცენტმა, ფრანგულზე კი ეს მაჩვენებელი 3 პროცენტია.

შარშან საუკეთესო მაჩვენებლის აბიტურიენტებიდან ყველაზე მეტი თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაირიცხა (საშუალო ქულა 2165,58). შემდეგ მოდის უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“ (საშუალო ქულა 2104,86), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2051.70) და კავკასიის უნივერსიტეტი (1972,74)

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2009-10 წლებში უცხოელ სტუდენტთა საერთო რაოდენობა საქართველოში 832 იყო, აქედან 55%25 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდა, ხოლო დანარჩენი - კერძოში. 2011 წელს მათი რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. არ არსებობს ზუსტი მონაცემები 2011-12 სასწავლო წელთან დაკავშირებით, თუმცა როგორც The FINANCIAL უნივერსიტეტებზე დაყრდნობით წერს, მათი რაოდენობა შესაძლოა წელს კიდევ უფრო გაიზარდოს. ცნობილია, რომ უცხოელ სტუდენტთა ყველაზე დიდი რაოდენობა, ერთი მეხუთედი, სამედიცინო უნივერსიტეტს ჰყავს. უმეტესობა ინდოეთიდან, შრი-ლანკიდან და ნიგერიიდან არიან. ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტების რიცხვი მნიშვნელოვნად ჩამორჩება აზიელი და აფრიკელი სტუდენტების რაოდენობას.

9 მესამე ინდუსტრიული რევოლუცია

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

0x01 graphic

ერთ ჩვეულებრივ ოთახში რამდენიმე დაზგა გაბმულად, თუმცა ასატანად გუგუნებს. კედელში ნორმალური ზომის ფანჯარაა დატანებული. მის მიღმა სასიამოვნოდ განათებულ საკონტროლო ოთახში ორი ადამიანი ზის და კომპიუტერის ეკრანს მთელი მონდომებით აკვირდება.

რამდენიმე ხელსაწყო ერთდროულად მუშაობს. ზოგი მსუბუქი ავტომანქანის, ზოგიც - რესტორნისთვის განკუთვნილი მიკროტალღური ღუმელის ზომისაა. ყველა მათგანს იმხელა ფანჯარა აქვს, რომ შიგნით შეჭვრეტა შეიძლება. ზოგი სამკაულებს ამზადებს, ზოგი - პლასტმასის სახელურებს ელექტრობურღისთვის, ზოგი - მანქანის საქარე მინას, ზოგიც - დახვეწილი დიზაინის მქონე აბაჟურს. იქვე წინასწარი სპეციალური შეკვეთით მზადდება ფეხის და ყბის პროთეზებიც. რამდენიმე დაზგა მცირე დეტალებს ჩარხავს გაუჩერებლად. ამ დეტალების წყალობით, მოგვიანებით, ოთახს კიდევ ერთი მსგავსი მანქანა შეემატება.

გაინტერესებთ სად მოხვდით? მარტივად გეტყვით: მომავალში.

ეს არის კომპანია 3D Systems-ის ცენტრალური ოფისი აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში. კომპანია ჩაკ ჰალმა დააფუძნა. მანვე, 1986 წელს გამოიგონა და დააპატენტა სისტემა, რომლის მეშვეობითაც სამგანზომილებიანი ობიექტების დამზადება გახდა შესაძლებელი: დაახლოებით მელნის მსგავსი თხევადი პლასტმასის თხელი ფენა ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით მყარდება და შემდეგ, თანდათანობით, ახალი ფენები ემატება.

სამგანზომილებიანი ბეჭდვითი სისტემის გამოგონების შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა. 3D ბეჭდვის ფორმები დაიხვეწა, თუმცა არსი იგივეა: თხელი ფენები მკვრივდება და ერთმანეთზე ლაგდება.

ბევრისთვის ეს მანქანა მესამე ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისია. პირველი ბრიტანეთში მე-18 საუკუნის ბოლოს, ტექსტილის ინდუსტრიის მექანიზაციით დაიწყო, რამაც შრომა გააიაფა. მეორე ინდუსტრიული რევოლუცია მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში, საამწყობო საამქროების გამოჩენით დაიწყო, რამაც სათავე დაუდო მასიურ წარმოებას. ვარაუდობენ, რომ მესამე ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც ასევე ამერიკიდან იწყება, მდიდარ ქვეყნებს დაუბრუნებს იმ დაკარგულ სამუშაო ადგილებს, რომლებიც მათ განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ დათმეს.

საუკუნეზე მეტხანს ამერიკა მსოფლიოს ნომერ პირველ მწარმოებელ ქვეყნად ითვლებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში მას ჩინეთი წამოეწია და არ ეშვება. 30 წლის წინ შენჟენი ერთი ჩვეულებრივი სოფელი იყო, რომელიც ჰონგკონგის ახალ ტერიტორიებს ესაზღვრებოდა. როცა 1980-იანი წლების დასაწყისში ჩინეთის პირველი სპეციალური ეკონომიკური ზონა შეიქმნა, ამ სოფელში მრეწველობის სექტორი გაიზარდა და მალე ცათამბჯენებიც გამოჩნდა. დღეს იქ 12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მათი ნახევარი სამუშაოს საძებნელად ჩასული მიგრანტია. ისინი ხშირად იმ ქარხნების საერთო საცხოვრებლებში ცხოვრობენ, რომლებმაც შენჟენი ჩინეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადგილად აქცია.

ერთ-ერთი ასეთი ქარხანაა Foxconn City. აქ Apple-ის iPhone-ების და iPad-ების უმრავლესობას აწყობენ, რისი მთავარი მიზეზიც იაფი მუშახელია. თუმცა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მუშები სულ უფრო მაღალ ხელფასებს, მოკლე სამუშაო დროს და სოციალურ ბენეფიტებს ითხოვენ, ზუსტად ისე, როგორც ადრე ტაივანელმა, იაპონელმა და სამხრეთკორეელმა მუშებმა მოითხოვეს. ამიტომაც იქ ხარჯები ყოველწლიურად იმატებს საშუალოდ 20%25-ით, მსხვილ კომპანიებს კი აუთსორსინგი უფრო იაფ ქვეყნებში - ბანგლადეშში, კამბოჯაში, ინდონეზიასა და ვიეტნამში გადააქვთ. თუმცა ვარაუდობენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად, ინდივიდუალურ შრომასთან დაკავშირებულ ხარჯებს სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ექნება.

სამგანზომილებიანი საბეჭდი მანქანა ამ მიმართულებით გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია: მისი გამოყენება ჩვეულებრივ პრინტერზე წერილის ამობეჭდვისგან არსებითად არ განსხვავდება. მისთვის მცირე რაოდენობის წარმოება ხარჯებს პრაქტიულად არ ზრდის, რადგან ყოველი ახალი პროდუქტის დანახარჯი არ იცვლება. ისევე, როგორც ჩვეულებრივი პრინტერისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ერთი კარტრიჯით ერთ ფურცელს დაბეჭდავ თუ ბევრს, 3D საბეჭდი მანქანის პრინციპიც ზუსტად იგივეა. ამდენად, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის განვითარებისთვის ამ ტექნოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს.

როცა წერილის დაბეჭდვა გვინდა, კომპიუტერზე ბეჭდვის ღილაკს თითს ვაჭერთ, ფურცელზე მელნის თხელი ფენა კი ისე ნაწილდება, რომ ორგანზომილებიანი გამოსახულება შექმნას. 3D ბეჭდვის შემთხვევაში საბეჭდი მანქანა წინასწარ შემუშავებული დიზაინის მიხედვით დაჭრილ ციფრულ ნაჭრებს ჯერ შეისწავლის, შემდეგ მათ აღწერილობას ბეჭდვის ტემპს მოარგებს და მანამ დაუმატებს ერთმანეთს თხელ ფენებს, სანამ მკვრივ საგანს არ მიიღებს. ბეჭდვის ამ ორ ტიპს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ „მელანი“, რომელსაც 3D საბეჭდი მანქანა იყენებს, კონკრეტული მასალაა.

ეს მასალა შეიძლება წარმოუდგენლად მრავალფეროვანი იყოს. დღეს მსოფლიო მწარმოებლების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ნახშირბადის ბოჭკო. ნედლეულის სახით ბოჭკო საკმაოდ მოქნილია, თუმცა როცა მასში ეპოქსიდური ფისი შეჰყავთ, კონკრეტულ ფორმას აძლევენ და აშრობენ, ის ფოლადივით გამძლე და ორჯერ უფრო მსუბუქი ხდება. ახალი მასალის სიმტკიცეს განაპირობებს ქიმიური კავშირები, რომლებიც ნახშირბადის ატომებს შორის ყალიბდება. ბოჭკოებს მიმართულება შეიძლება სურვილისამებრ შეუცვალო. ამით ინჟინრებს საშუალება აქვთ, მასალის სტრუქტურა საჭიროებისამებრ ცვალონ - ზოგ შემთხვევაში უფრო მტკიცე, სხვა დროს კი უფრო მოქნილი მასალით იმუშაონ.

ნახშირბადის ბოჭკო უკვე აქტიურად გამოიყენება ავიაციაში. Airbus-ის და Boeing-ის თვითმფრინავები ალუმინის ნაცვლად სწორედ ახალ მასალას იყენებენ. ის არა მხოლოდ უფრო მსუბუქია, წარმოების კუთხითაც გაცილებით კონკურენტულია: 3D ბეჭდვის პირობებში დიდი ნაწილები, მაგალითად, ფრთის ძირითადი ნაწილი, ერთიანად მზადდება და საჭირო აღარაა უამრავი ცალკეული კომპონენტის დამზადება და შეკოწიწება.

კიდევ ერთი საოცრად გამძლე მასალა შეიძლება იქიდან მივიღოთ, რასაც, ჩვეულებრივ, სახლში დაგროვების უფლებას არ ვაძლევთ და თავიდან მალ-მალე ვიშორებთ. გადამუშავებული ნაგვისგან ამერიკაში განათლებამიღებულმა ტაივანელმა არქიტექტორმა სამშენებლო მასალები შექმნა. განსაკუთრებით პოპულარულია სპეციალური საშენი აგური - Polli-Brick, რომელიც თავისი ფორმებით საკვების და სასმელის შემნახველ პლასტმასის კონტეინერებს წააგავს. ამ საშენი მასალის უნიკალურობა იმაშია, რომ ფორმების გათვალისწინებით, ყოველგვარი დამატებითი წებოვანი ნივთიერების გარეშე, აგურები ჩამკეტის პრინციპით პირდაპირ ჯდება ერთმანეთში. თან ისე, რომ მათი განცალკევება შეუძლებელია. ასეთი აგურით ნაშენი კონსტრუქცია უძლებს საღი აზრით დასაშვებ მიწისძვრას და ქარიშხალს და ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან შედარებით, 4-ჯერ იაფია. დიზაინით გართობაც შეიძლება: რადგან აგურები ნახევრად გამჭვირვალეა, მათში თავისუფლად შეიძლება სხვადასხვა ფერის დიოდების ჩამონტაჟება.

0x01 graphic

Polli-Brick-ით აშენებული პავილიონი. ტაი-პეი

ახალი მასალების მოძიებას ნანოტექნოლოგიებიც ამარტივებს. ტიტანის დიოქსიდი, მაგალითად, ისეთი შუშის მისაღებად გამოიყენება, რომელიც პერიოდულად თავისით იწმინდება. ამ შუშებზე გადაკრული ფენა იმდენად თხელია, რომ მასში გახედვას ხელს არ უშლის, თუმცა თან იმდენად ძლიერია, რომ მზის შუქთან რეაქციაში შედის და ორგანულ მტვრად იშლება. ყველაფერთან ერთად, მასალა ჰიდროფილურია, რაც ნიშნავს, რომ წვიმას წყლის ერთიანი ჭავლის სახით იზიდავს და შუშას მტვრის ნაწილაკებისა და ნალექისგან ავტომატურად რეცხავს. ეს ტექნოლოგია პირველად 2001 წელს დანერგა ბრიტანულმა კომპანიამ და დღეს მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია.

ახალი ტექნოლოგიების წყალობით ვითარდება პლასტიკური ქირურგიის ახალი ტიპი - ნანოპლასტიკა. ამაში 3D პრინტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს: შარშან, ნიდერლანდებში, ქირურგებმა ქალისთვის, რომელსაც ძვლის ქრონიკული ინფექცია აწუხებდა, ახალთახალი ტიტანის ყბა „დაბეჭდეს“.

ზოგიერთი მკვლევარი უკვე იყენებს 3D პრინტერს კანის, კუნთების და მოკლე კაპილარების დასამზადებლად. არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა ორგანოებიც - მაგალითად, თირკმლები, ღვიძლი და გულიც კი - „დაიბეჭდოს“. ბიოპრინტერები იმასაც თუ მოახერხებენ, რომ ამ პროცესში ადამიანის უჯრედები გამოიყენონ, მაშინ ორგანიზმი ახალ ტრანსპლანტანტებს გაცილებით უფრო ადვილად მიიღებს.

სულ მალე საკვების „დაბეჭდვაც“ იქნება შესაძლებელი. ერთმა ექსპერიმენტმა უკვე გაამართლა: კორნელის უნივერსიტეტში 3D პრინტერის გამოყენებით მცირე ზომის ნამცხვრები დაამზადეს. ამბობენ, რომ იმავეს მალე გაიმეორებენ შოკოლადზე.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც „იბეჭდება“. ჩვენ შეიძლება ვერც ვხვდებით, ისე გვაცვია 3D პრინტერზე დამზადებული ნაჭრის ფეხსაცმელი ან ნეილონის კაბა. ტყავის საბეჭდ მასალად გადაქცევა ჯერ ვერავინ მოახერხა, თუმცა მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.

ტექნოლოგია იდეალურია მცირე მოცულობის პროდუქციის წარმოებისთვის. თუ გზაში რამე შეცდომა დაუშვი, რამდენიმე საათში შეგიძლია გამოასწორო და არ გჭირდება მთელი კვირა ახალი პროტოტიპის ლოდინი, რაც ტრადიციული მეთოდით წარმოების დროს გარდაუვალია. ამიტომ 3D ტექნოლოგია სტომატოლოგიაშიც წარმატებით იკიდებს ფეხს. კბილების პროთეზის ინდივიდუალურად მორგება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გაცილებით ადვილია.

რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს ტექნოლოგია? ბრიტანულ კომპანიას Cybaman Technologies ამ კითხვაზე სრულიად დაუჯერებელი პასუხი აქვს. იქ სწრაფი წარმოების სისტემა The Replicator შემუშავდა - ეს არის სისტემა, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დამკვიდრებულ ტელეპორტირების მეთოდს ჰგავს: მას შეუძლია მსოფლიოს ერთ კუთხეში დაასკანეროს პროდუქტი და მეორეში არსებულ მანქანას აუხსნას, როგორ დაამზადოს ასლი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი შეხედვით დეფიციტური ნაწილები შეიძლება თვალის დახამხამებაში გამრავლდეს, თუნდაც გატეხილი ნაწილის დასკანერებით, შემდეგ მისი ვირტუალურად გამთელებით და ახლის დაბეჭდვით.

0x01 graphic

წარმოების გაციფრულება მრეწველობის შესახებ არსებულ ყველა კონვენციურ შეხედულებას ანგრევს. ზუსტად ისე, როგორც ციფრულმა ტექნოლოგიებმა ადამიანებს ოფისში ყოფნის აუცილებლობა გაუქრო, პროდუქციის დიზაინი და მისი ტესტირება შეიძლება ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერთან მოხდეს. საბოლოო შედეგის შემოწმება კი თუნდაც საკუთარი სმარტფონით. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნის, ვთქვათ, დიზაინერებმა და ინჟინრებმა, ისე დაამუშაონ პროდუქტი, რომ ერთმანეთს ერთხელაც არ შეხვდნენ. ამის პარალელურად კი, ციფრულმა ტექნოლოგიებმა დამოუკიდებლად, უწყვეტ რეჟიმში დაამზადონ უკვე დამტკიცებული პროდუქტები.

რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს წარმოების პროცესზე? ეს ეფექტი უკვე დღეს არის შესამჩნევი. ფაქტია, რომ ქარხანასთან დაკავშირებულ ოფისებში გაცილებით მეტი თანამშრომელი მუშაობს - დიზაინერები, IT სპეციალისტები, ბუღალტრები, ლოჯისტიკის ექსპერტები, მარკეტინგის თანამშრომლები, მზარეულები და დამლაგებლები - ვიდრე შიგნით ქარხანაში. თითოეულ ამ ადამიანს თავისი წვლილი შეაქვს ქარხნის ფუნქციონირებაში. ქარხნის გარეთაც მოიძებნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც მის მომარაგებას უზრუნველყოფენ.

ამდენად, როგორც არ უნდა შევხედოთ, წარმოების პროცესი ჩაქუჩიან მუშასთან სულ უფრო ნაკლებად ასოცირდება. არადა, თავის დროზე მას ფრანკფურტში, იქ, სადაც ყველაზე ხშირად იმართება სავაჭრო-სამრეწველო გამოფენა-გაყიდვები, მოძრავი ძეგლიც კი დაუდგეს: კომბინეზონში გამოწყობილ მუშას ხელში ჩაქუჩი უჭირავს და პერიოდულად მთელი ძალით იქნევს. დღეს ასეთ გამოფენებზე სულ უფრო ნაკლებად შეხვდებით ზეთში ამოვლებულ აპარატურას, რომელიც მონაცრისფრო კომბინეზონში გამოწყობილმა მუშამ უნდა მართოს.

ეს ინოვაციები ძველი მუშებისგან ახალ უნარებს და კვალიფიკაციას მოითხოვს, ხოლო წარმოების გაციფრულება მათ ტრენინგსაც გაამარტივებს. კომპანიებს იმის ფუფუნება არ აქვთ, რომ ასეთი მანქანების ავტომატური, ხშირად 24-საათიანი მუშაობა ტრენინგისთვის შეაჩერონ, თუმცა წარმოების სისტემის და თვითონ პროდუქტების სიმულაცია უკვე ვირტუალურ გარემოში შეიძლება.

ბრიტანეთში, ვორვიკის უნივერსიტეტში, სპეციალური მაღალი რეზოლუციის მქონე გიგანტური ეკრანებით აღჭურვილი ოთახია გამოყოფილი. იქ ვირტუალურად, სამ განზომილებაში ხდება განვითარების ფაზაში მყოფი პროდუქტების, მაგალითად, ახალი მანქანების გამოცდა. ციფრული პროტოტიპით თავისუფლად შეიძლება გადაადგილება, სიმულატორის მეშვეობით ტესტ-გარბენის მოწყობა, მანქანის დაშლა და ვირტუალურ ქარხანაში ახალი დეტალების დამუშავება. იგივე პროგრამა შეუძლიათ გამოიყენონ სხვა თანამშრომლებმაც, მაგალითად, სარეკლამო განყოფილებიდან, სადაც ახალი მანქანის მარკეტინგულად შეფუთვა უნდა მოხდეს. ციფრული პროტოტიპის ფოტოები დღეს უკვე ისეთი მაღალი ხარისხისაა, რომ ბროშურების და სატელევიზიო რეკლამების დამზადება მანამ შეიძლება, სანამ მანქანა რეალურად შეიქმნება.

ასეთი ინოვაციები თავად კომპანიის მენეჯმენტზეც ახდენს გავლენას. უახლესი ტრენდის მიხედვით, კომპანიის ყველა თანამშრომელი ერთმანეთთან ახლოს, ერთ სივრცეში მუშაობს. ვარაუდობენ, რომ ასეთი მუშაობა იდეების უფრო სწრაფ და უშუალო გაცვლას და ინოვაციის პროცესის დაჩქარებას უწყობს ხელს. 3D პრინტერების და სხვა ახალი მიგნებების წყალობით კი ინოვაციური იდეების მოფიქრებისთვის გაცილებით მეტი დრო რჩება.

მესამე ინდუსტრიული რევოლუცია ერთ დღეში ვერ მოხდება, თუმცა ის არც ისე შორსაა, როგორც ვინმეს შეიძლება ეგონოს. ინდუსტრიული 3D საბეჭდი მანქანები ბევრ ქვეყანაში უკვე იყიდება: მათი ფასი 15 ათასი აშშ დოლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში 1 მილიონ დოლარსაც აჭარბებს. ჩვეულებრივ მომხმარებლებში უფრო პოპულარულია გამომგონებლების, მკვლევრების, ჩხირკედელა ენთუზიასტების მიერ შექმნილი მსგავსი მანქანები.

ამერიკული კომპანია 3D Systems მცირე ზომის 3D პრინტერების წარმოებაზე მუშაობს. მას Cube ერქმევა და ნებისმიერი ადამიანი თავისი პერსონალური სათამაშოს, სხვადასხვა ორნამენტის თუ ჭადრაკის ფიგურების დამზადებას შეძლებს. მანქანა 1.299 დოლარი ეღირება და მასზე დამზადებული პროდუქტების ატვირთვა კომპანიის სპეციალურ საიტზე, Cubify-ზე იქნება შესაძლებელი.

ინოვაციური სისტემების განვითარება ამ ტემპებით თუ გაგრძელდა, ერთხელაც, ფრანკფურტის სამრეწველო ბაზრობაზე ჩასულმა ადამიანმა, სრულიად გულწრფელად შეიძლება იკითხოს, რას აკეთებს იქ ის ჩაქუჩიანი კაცი.

10 დაბრუნება შუა საუკუნეებში

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

ბექა მინდიაშვილი

0x01 graphic

საქართველოს საპატრიარქომ ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების მიწურულს დასვა ბაგრატის ტაძრის სრული აღდგენისა და ამოქმედების საკითხი. 1990-იან წლებში აქტიურად განიხილებოდა ესა თუ ის პროექტი, შეიქმნა არაერთი მაკეტი.

დიდი კათედრალების მშენებლობა განვითარებული შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. შუა საუკუნეების „კოსმოსს“ აირეკლავს მათი სტრუქტურაც და ნიშანთა სისტემაც. იმ ეპოქაში ეს გრანდიოზული ტაძრები ტრიუმფალური აღნიშვნა იყო პოლიტიკისა და რელიგიის, მეფისა და ეკლესიის ერთობისა, ერთი იდეოლოგიური, ყოვლისმომცველი საძალაუფლებო გუმბათით ქვეყნის გადაფარვისა.

0x01 graphic

წმინდა ენდრიუს კათედრალური ტაძარი. შოტლანდია

თუკი ადრექრისტიანულ ტაძრებში სივრცის ჰორიზონტულ (ბაზილიკა) ანდა წრიულ (როტონდა) მოწესრიგებას ენიჭებოდა უპირატესობა, რომელშიც, ასე თუ ისე, თანასწორად მოიაზრებოდა ერიცა და ბერიც, შუა საუკუნეების სატაძრო მონუმენტურმა არქიტექტურამ უფრო ვერტიკალური, აზიდული სატაძრო ფორმები შემოიტანა, რითაც იერარქიული დაქვემდებარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

0x01 graphic

მისტრას მონასტერი. საბერძნეთი

ჯვარგუმბათოვანი ტაძრები სამყაროს იერარქიულ წყობაზეც მიუთითებდა, რომლის თავში ღმერთი, ანგელოზები და წმინდანები იდგნენ, წუთისოფელს კი, მათი კურთხევით, მეფე, დიდგვაროვნები და საეკლესიო დასი უწევდნენ ზედამხედველობას.

შუა საუკუნეების ქრისტე იმპერატორისა და მღვდელმთავრის საძალაუფლებო ატრიბუტებით გამოისახებოდა და ადამიანს გუმბათიდან ან საკურთხევლის აფსიდის თაღიდან ერთდროული სიმკაცრითა და ლმობიერებით დაჰყურებდა - ამ მზერით იგი დამსჯელ, ცოდვების მომკითხველ მეფესაც განასახიერებდა და მზრუნველ მამასაც.

ამავდროულად, მედიევალური სატაძრო არქიტექტურა ჩაკეტილ, ერთ შემოწერილ სივრცეში მოქცეულ საზოგადოებაზეც გვიქმნის წარმოდგენას, სადაც ყველას თავისი მკაცრად განსაზღვრული იერარქიული საფეხური, შემოკავებული ადგილი აქვს მიჩენილი. ცხადია, რომ იმჟამინდელი ხუროთმოძღვრების ამოცანა ვერტიკალური წესრიგის იდეისა და თეოკრატიული მონარქიის იდეის არქიტექტურული ხორცშესხმა იყო - ამიტომაც ამგვარ სატაძრო სივრცეში უბრალო რიგითი ადამიანი, რიგითი მორწმუნე იერარქიულად დაწინაურებული პერსონაჟების ფონად თუ იყო აღქმული.

ბაგრატიც, ოშკიც, ალავერდიცა და სვეტიცხოველიც ამ ეპოქის, ამ რელიგიური იერარქიზმისა და სამეფო ტრიუმფალიზმის არქიტექტურული ხატებია - მათ, ისევე როგორც მათმა დასავლელმა და აღმოსავლელმა თანამოძმეებმა, არქიტექტურაში ძალაუფლების შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი გაგება აღბეჭდეს.

მათი გრანდიოზული ფორმები მეტყველებს იმაზე, თუ რა დიდი და მიუწვდომელია ღმერთი, ძლიერია მეფე და აღმატებულია სამღვდელოება უბრალო რიგით ადამიანზე. ერთი სიტყვით, ეს ტაძრები არადემოკრატიული, იერარქიულ-თეოკრატიული მონარქიული სისტემისა და ეპოქის ძეგლებია.

მაგრამ, როგორც იტყვიან, დრო შეიცვალა - თეოკრატიული აბსოლუტიზმისა და, მეორე მხრივ, კლერიკალიზმის ეპოქა ისტორიას ჩაბარდა - ეკლესია გაიმიჯნა სახელმწიფოსგან, სოციალურ რუკაზე შეიცვალა კონკრეტული პიროვნების, რიგითი ადამიანის ადგილმდებარეობა. ამ, ახალ დროში, არსებითად ყველა თანასწორია და მიწიერი ძალაუფლების წყაროც ზეციური იმპერატორი და ეკლესია კი არა, სწორედ ეს, უბრალო რიგითი ადამიანი გახდა.

0x01 graphic

ზვარტნოცის ტაძარი. სომხეთი

თანამედროვე ლიბერალურ, დემოკრატიულ გარემოში რელიგია უმეტესწილად პირად საქმედ იქცა, ხოლო ქრისტიანების ღმერთმა, თუნდაც მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობით, სწორედ ის ადგილი დაიკავა, რომელიც მან საკუთარ თავს მიუჩინა სახარების ფურცლებზე - ის, სადღაც მეცხრე ციდან კი აღარ გვითვალთვალებს და გვამოწმებს მკაცრი ბატონის მზერით, არამედ ჩვენ გვერდით ცხოვრობს, ჩვენთან ერთად იტანჯება და უბრალოდ მეგობრობს ჩვენთან.

ამის გამოა, რომ „დასავლეთში“ თანამედროვე ტაძრები, როგორც წესი, მაქსიმალურად სადაა და მოკლებულია ყოველგვარ მონუმენტალიზმს - ისინი არცთუ თვალშისაცემნი არიან და სხვა არქიტექტურული ფორმებისგან ნაკლებად განსხვავდებიან. შეზრდილები არიან ყოველდღიურობას, იმ გარემოს, რომელშიც ადამიანს უწევს არსებობა.

დღეს, როცა საპატრიარქო ტაძრების მშენებლობისას ბრმად იმეორებს ტრადიციულ არქიტექტურულ ფორმებს, ის სწორედ შუა საუკუნეების წესრიგში დაბრუნების სურვილს გვიმხელს. ამით იგი აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ძალაუფლების იერარქიის განსაზღვრაა, რელიგიურ-პოლიტიკური ბატონობის დაკანონებაა და არა კონკრეტული ადამიანი და მისი სულის ხსნა.

საეკლესიო იერარქებისთვის დრო არ შეცვლილა - მათი ხომალდი შუა საუკუნეებში დაცურავს და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი წარმოდგენების თავსმოხვევას ცდილობს ცხოვრების ყველა სფეროზე - პოლიტიკასა თუ კულტურაზე, მეცნიერებასა თუ ეკონომიკაზე. შესაბამისად, გარესამყაროსთან, თანამედროვეობასთან მძაფრი „შეუთავსებლობით“ ხასიათდება. საპატრიარქო ვერ იღებს გარედან შემოსულ ვერანაირ სიახლეს.

ამიტომაც სულიერი მამები, მართალია, მოითხოვენ ბაგრატის აღდგენასა და ამოქმედებას, მაგრამ ეწინააღმდეგებიან მასში თანამედროვეობის თუნდაც პერიფერიულ და უმნიშვნელო წარმოჩენას - ერთადერთი, რასაც საპატრიარქო ბაგრატის ტაძრის აღდგენაში აპროტესტებს, მინებისა და ლიფტის ელემენტია. ამ პოზიციას, თავისი, უკვე სამარკო ნიშნად ქცეული ქსენოფობიით ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა:

0x01 graphic

კოვენტრის კათედრალი. ინგლისი

„არცერთი სასულიერო პირი არ დათანხმდება, რომ ბაგრატის ტაძარზე ლიფტი დაამონტაჟონ და თანამედროვე შუშის ელემენტებით გააწყონ. ეს მიუღებელია და ამას უწმინდესი არასდროს დათანხმდება. სად გაგონილა ქართული ტაძარი შუშის კედლებითა და სახურავით? როგორ უნდა ვილოცოთ ასეთ განათებულ, ლიფტებიან ტაძარში? ეს არამართლმადიდებლური და არაეკლესიურია. ლიფტები, შუშები, ორღანი ამერიკის ეკლესიებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც გიტარა შეაქვთ, და ცეკვავენ და მღერიან ეკლესიებში. მართლმადიდებლობისთვის ამგვარი რამ მიუღებელია და, ვისაც ამის სურვილი აქვს, ამერიკაში გაემგზავროს და იქაურ ეკლესიაში ჩართოს გიტარა და ლიფტებიც და ესკალატორებიც დაამონტაჟოს. ჩვენ კი ისეთ ტაძარში უნდა ვილოცოთ, როგორიც ქართულ გულს უხარია. ამის უფლება ნამდვილად გვაქვს“.

გარესამყაროსადმი, უცხოსადმი შიშითაა გამსჭვალული მღვდლების კომენტარებიც. მღვდელი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ „ლიფტების მიშენებითა და თანამედროვე ელემენტების ჩართვით, როგორც ჩანს, სურდათ, ბაგრატის ტაძარი ვატიკანში არსებული პეტრეს ტაძრისთვის მიემსგავსებიათ, სადაც ლიფტები, ხოლო გუმბათში ტუალეტებია მოწყობილი. რათა შემდეგ მოეყვანათ ტურისტები, ლიფტში ჩაესვათ და ასე დაეთვალიერებინებიათ ქუთაისი, ალბათ, ამისთვის სურდათ ამ ყველაფრის გაკეთება, თორემ სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. ეს ყველაფერი ტურისტებზე იყო გათვლილი და არა სულიერი მიზნებისთვის, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ეკლესიისთვის“.

0x01 graphic

ფონტენის სააბატო. იორკშირი, ინგლისი

ხოლო დეკანოზი ბესარიონ მენაბდე ყველაფერს უცხოელ არქიტექტორებს აბრალებს:

„საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად პროექტში ჩაერთნენ უცხოელი არქიტექტორები, რომლებმაც უგულებელყვეს შეთანხმებული პროექტი და ეკლესიისთვის მიუღებელი იდეები განახორციელეს. რატომ დასჭირდათ უცხოელების ჩართვა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის საქმეში, ჩვენთვის უცნობია“.

თუმცა თანამედროვე ელემენტების გამოყენება ეკლესიის მესვეურთათვის ყოველთვის მიუღებელი არ არის. ამის კარგი მაგალითია ბეტონის ბლოკებით ამოშენებული ვარძიისა თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით დამშვენებული დავით გარეჯის ქვაბულები, მეტლახით მოპირკეთებული სვეტიცხოველი თუ კონდიცირებული ალავერდი.

საპატრიარქოსთვის ბაგრატი, როგორც ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, არაფერს ნიშნავს, ისევე როგორც საერთოდ უმნიშვნელოა დაინგრევა თუ არა ოშკისა და იშხნის ტაძრები, რადგან ღვთისმსახურების აღდგენის პერსპექტივას მათში ვერ ხედავს. მაგალითად, ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება მღვდელმთავრები ბათუმში მეჩეთის აშენებაზე დაითანხმოს, არდაშენის საეპისკოპოსოს ამოქმედებაა თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ლაზეთში.

როგორც სასულიერო, ისე საერო ხელისუფალნი აცხადებენ, რომ ბაგრატის ტაძარი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა - თავისთავად ტაძარი არაფრის სიმბოლო არ შეიძლება იყოს, გარდა ღვთის სახელით ადამიანების შეკრებისა. ერთადერთი, რასაც მართლმადიდებლური ტაძარი სიმბოლურად განასახიერებს, ახალი იერუსალიმია ანუ ის ადგილი, სადაც განახლებული, ქრისტეში მეორედ შობილი კაცობრიობა მოიყრის თავს. მართლმადიდებლური პოზიციიდან იმის თქმა, რომ ტაძარი ეროვნული ერთობის სიმბოლოა ან, როგორც თავის დროზე სამების კათედრალზე ითქვა - ქართველი ერის ავტოპორტრეტი, სხვა არაფერია, თუ არა მკრეხელობა და რელიგიის პროფანაცია.

ქრისტიანები ტაძარში უფლის სადიდებლად და მასთან საზიარებლად უნდა იკრიბებოდნენ. არცერთ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველს არსად და არასოდეს უთქვამს, რომ ისინი გაერთიანებული ერის სიმბოლოში დადიან, ვთქვათ, საზიარებლად ანდა აღსარების სათქმელად. ქრისტეს ეკლესია არ ემსახურება ეროვნულ მიზნებს - მას მხოლოდ და მხოლოდ ღმერთისა და ადამიანის შეხვედრის მისია აქვს დაკისრებული.

მეორე მხრივ, არც თანამედროვე სახელმწიფოსთვის არის ამგვარი სიმბოლოებით ოპერირება რაიმე სიკეთის მომტანი. ბაგრატის აშენებით და სიმბოლური შინაარსის წილ მისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობისგან განძარცვით სახელმწიფო ვერც ქვეყნის მთლიანობას აღადგენს და ვერც დეკლარირებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ნაციონალიზმის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რადგან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამოქმედებული ბაგრატის ტაძარი მკაფიოდ გამოხატული კონფესიურობითა და ეთნიკური ელემენტით იქნება აღბეჭდილი.

0x01 graphic

მერიდას არქეოლოგიური ანსამბლი. ესპანეთი

თითქოს სასაცილო და აბსურდულია, მაგრამ ამომრჩევლის რელიგიურ გრძნობებზე აპელირების მცდელობის შედეგად, ხელისუფლებამ საპატრიარქოს გულის მოგების ნაცვლად მისი უკმაყოფილება მოიმკა.

გარდა ამისა, პრობლემამ უკვე კარგა ხანია საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა. UNESCO მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ამოღებით იმუქრება. თუმცა, ეს არ არის მთავარი.

ყველაზე მეტად დასანანი და ტრაგიკული ის არის, რომ ათსაუკუნოვანი ტაძარი, როგორც საერთო ნაციონალური და უნივერსალური ფასეულობა, როგორც ქართული ისტორიისა და კულტურის შესანიშნავი ძეგლი, ფაქტობრივად, განადგურდა. მან უკვე დაკარგა საკუთარი საარსებო დრო, ისტორია, თავისი განუმეორებელი იერსახე, დაკარგა ინდივიდუალობა და სული.

საბოლოოდ, როგორც ჩანს, ბაგრატი მაინც აღდგება - ლიფტით ან ულიფტოდ. ის, რა თქმა უნდა, დაიწყებს ახალ სიცოცხლეს, მაგრამ უკვე მკვდრადშობილი ძეგლების რიგში ჩადგომა უწერია.

ისტორია ხშირად სხვა შანსს არ ტოვებს ხოლმე და მარცხის მიღებასა და მასთან შეგუებას გვთავაზობს, როგორც წინსვლისა და განახლების, კულტურის განვითარებისა და გაკეთილშობილების ერთადერთ საფუძველს. არ უნდა გვეშინოდეს შეგუება წარსულში წაგებულ ომებთან, განუხორციელებელ მიზნებთან, ტაძრების ნანგრევებთან და ქალაქებთან. არ უნდა გვეშინოდეს წარსულის ტკივილების, რადგან, მარტივად რომ ვთქვა, ადამიანი აწმყოში ცხოვრობს და მომავალს ქმნის.

ისტორიულ წარსულში კი, სჯობს, გამაფრთხილებელ ნიშნებს ვეძიებდეთ და არა ამპარტავნების საბაბებს. ამას გვასწავლის ბიბლია, ამას გვასწავლის დასავლური კულტურული გამოცდილება.

ნახევრადდანგრეული ბაგრატი სწორედ ასეთი გამაფრთხილებელი ნიშანი იყო - ეს ჭურვებით აფეთქებული ტაძარი მეტყველებდა. მისი უზარმაზარი კედლები, ჩამოცვენილი ქვები და გაცრეცილი ჩუქურთმები რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გვაუწყებდა. ასე აღდგენილი და ამოქმედებული ეკლესია კი მოკვდება და დადუმდება.

ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ეს უბედობა სწორედ საძალაუფლებო ვნებამ, ამ მონარქიულ-თეოკრატიული დიფუზიით ცთუნებამ განაპირობა. სხვა შემთხვევაში აუხსნელია, რატომ უნდა ცდილობდეს დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება წარსულის შეცვლას და ისტორიის გადაკეთებას? რატომ უნდა ეგუებოდეს საზოგადოება ბაგრატის მეტყველი კულტურის სივრციდან უმეტყველო მომავლად ქცეულ წარსულში დაბრუნებას?

ბაგრატის აღდგენის აქტით ქვეყანა, ტიპოლოგიურად, შუა საუკუნეებს უბრუნდება. იმ დროს, როცა ძალაუფლებამ არ იცოდა გამიჯვნა საერო და საეკლესიო სფეროებს, რელიგიასა და კულტურას შორის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფუნდამენტალიზმმა გაიმარჯვა პოლიტიკაზეც, კულტურაზეც და თანამედროვეობაზეც.

ცხადია, რომ „თანამედროვე” ქართული მართლმადიდებლობისთვის კულტურაც და პოლიტიკაც მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში იძენს მნიშვნელობას - პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს საზრისი, როცა მას პატრიარქი აკურთხებს, ანდა უნეტარესის მიერ ცხებული მეფე წარმართავს, კულტურას მხოლოდ მაშინ აქვს არსებობის უფლება, როცა ის რელიგიის „მხევალია“.

მართალია, ერთიცა და მეორეც, ათასწლეულების წინ, ისტორიის გარიჟრაჟზე რელიგიის წიაღიდან იღებს დასაბამს, მაგრამ სწორედ მათმა ურთიერთგამიჯვნამ დაუდო საფუძველი იმას, რასაც დასავლური ცივილიზაცია და კულტურის თანამედროვე გაგება შეიძლება დაერქვას.

0x01 graphic

0x01 graphic

11 ევრო გადარჩა, ჯერჯერობით

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

საბერძნეთი

17 ივნისს, ბოლო ორი თვის განმავლობაში მეორედ, საბერძნეთმა ახალი პარლამენტი აირჩია. არჩევნების განმეორებით ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 6 მაისის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვედრილმა პარტიებმა კოალიციის შექმნა და მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს.

0x01 graphic

ND-ის ლიდერი ანტონის სამარასი

ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პროევროპულმა კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ND-მ (ახალი დემოკრატია) მაისის შედეგი დაახლოებით 11%25-ით გააუმჯობესა და საბოლოოდ პარლამენტში 129 ადგილი მიიღო. 10%25-ით გააუმჯობესა წინა შედეგი რადიკალ მემარცხენეთა კოალიცია სირიზამ - 26.9%25 (71 ადგილი). 8 მანდატით ნაკლები შეხვდა ახალ პარლამენტში სოციალისტურ მოძრაობას PASOK - 33. მაისის არჩევნებთან შედარებით, შემცირდა ფაშისტური (ახალი განთიადი - 18 მანდატი) და კომუნისტური (საბერძნეთის კომუნისტური პარტია - 12 მანდატი) პარტიების მხარდაჭერა. პარლამენტში ასევე მოხვდნენ სოციალ დემოკრატები - 17 მანდატი (მემარცხენე დემოკრატები) და მემარჯვენე დამოუკიდებელი ბერძნები - 20 მანდატი.

ანტიევროპული ბლოკის მთავარი გამაერთიანებელი ქამრების შემოჭერის პოლიტიკისადმი წინააღმდეგობაა. თუმცა, მიუხედავად ND-ის და PASOK-ის დეკლარირებული პროევროპული პოზიციისა, ამ პოლიტიკის მიმართ მათი დამოკიდებულება დიდად არ განსხვავდება სხვა პარტიების პოზიციისგან. თუ გადავხედავთ წინასაარჩევნო დაპირებებს, ვნახავთ, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები, საბოლოო ჯამში, ქამრების შემოჭერის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ. ის, რითაც ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, სწორედ წინააღმდეგობის ხარისხია. სამი ლიბერალური პარტიის კოალიცია, რომელიც რეალურად უჭერდა მხარს ქამრების შემოჭერის იდეას, პარლამენტში ვერ მოხვდა.

არჩევნების შედეგები უკვე შეაფასეს, როგორც საბერძნეთის პროევროპული კურსის გამარჯვება. არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 4 დღეში, ND და PASOK კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. კოალიციურ მთავრობაში შევიდნენ მემარცხენე დემოკრატებიც. 300-ადგილიან პარლამენტში კოალიციურ მთავრობას 179 მანდატი ექნება. შეთანხმების მიხედვით, მთავრობას ND-ის ლიდერი ანტონის სამარასი უხელმძღვანელებს.

კოალიციურ მთავრობას წინ „ტროიკასთან“ (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი) ურთიერთობის რთული პერიოდი ელის. მოკლე ვადაში საბერძნეთს მათი რამდენიმე ძირითადი მოთხოვნის შესრულება მოუწევს. კერძოდ, 2015 წლამდე საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 150 ათასით უნდა შემცირდეს, აქედან 15 ათასით - 2012 წლის ბოლომდე. საპენსიო დანახარჯები 2012 წელს უნდა შემცირდეს 300 მილიონი ევროთი. აგრეთვე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ხარჯები ჯანდაცვისა და თავდაცვის სფეროში. უნდა გამარტივდეს კანონმდებლობა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და სახელფასო მინიმუმი შემცირდეს 22%25-ით.

არჩევნების შედეგად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, ამ მოთხოვნების შესრულება არარეალისტურია. ზემოხსენებული მოთხოვნების შესრულებამ კრიზისიდან გამოყვანის ნაცვლად, შესაძლოა, საბერძნეთში ქაოსი გამოიწვიოს, რასაც, საბოლოო ჯამში, ევროზონის დატოვება მოჰყვება.

0x01 graphic

PASOK-ის ლიდერი ევანგელოს ვენიზელოსი

საბერძნეთში კრიზისი ND-სა და PASOK-ის კოალიციის მმართველობის დროს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთმა ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში უკვე დახმარების მეხუთე პაკეტი მიიღო, ბოლო სამი წლის განმავლობაში საჯარო დანახარჯები უმნიშვნელოდ შემცირდა: 2009 წლის მშპ-ის 53.8%25-დან 2011 წელს 50.3%25-მდე. ეს მაშინ, როდესაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მშპ 16%25-ით შემცირდა. ქვეყანაში უმუშევრობის დონე 22%25-ს აღემატება.

ამ ფაქტის გათვალისწინებით, ძნელი სავარაუდოა, რომ ხელისუფლებაში ახალი ვადით ყოფნის დროს ძველმა პარტნიორებმა ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გასატარებლად რაიმე ქმედითი რეფორმა გაატარონ.

აღნიშნული პოლიტიკის წინააღმდეგია ბერძენი ამომრჩევლების უმრავლესობაც - დაახლოებით 60%25-მა ღიად გამოხატა, რომ ფისკალურ შეზღუდვებს მხარს არ უჭერს. ის, რომ პროევროპულმა პარტიებმა ივნისის არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება შეძლეს, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ბერძნებს ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლის ეშინიათ.

საბერძნეთში კრიზისის მომდევნო ტალღას პოლიტიკური მიმომხილველები სექტემბერსა და დეკემბერში ვარაუდობენ, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის მიერ ვალდებულებების შესრულებას შეაფასებს.

12 სოციალისტებმა ორმაგი მანდატი მიიღეს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

საფრანგეთი

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 57.70%25-იანი გამარჯვებით სოციალისტურმა პარტიამ ქვედა პალატის აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუმ განაცხადა, რომ პარლამენტში 331-მანდატიანი წარმომადგენლობა მათ ცვლილებების ახალი კანონებით განხორციელების საშუალებას მისცემს.

0x01 graphic

სოციალისტური პარტიის ლიდერი მარტინ ობრი

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებს ხშირად საპრეზიდენტო არჩევნების „მესამე ტურსაც“ უწოდებენ. 2002 წლიდან, იმისათვის, რომ ახალ პრეზიდენტსა და მის მთავრობას „ორმაგი მანდატი“ გადაეცეს, ერთმანეთის მიყოლებით საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ქვეყნის ახალ ლიდერს უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში საკუთარი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა ეძლევა.

წელს საპარლამენტო არჩევნები ორ ტურად, 10 და 17 ივნისს გაიმართა. პირველ ტურში, სოციალისტების ალიანსმა 39.9%25 და 25 მანდატი მოიპოვა, მემარჯვენეებს 34%25 და 11 ადგილი ერგოთ, ხოლო ნაციონალურმა ფრონტმა 6,91%25-ით ვერცერთი მანდატის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა მისთვის მეორე ტური უფრო წარმატებული აღმოჩნდა - პირველად 1980-იანი წლების შემდეგ, 2 მანდატი მიიღო, რაც, კრიტიკოსების შეფასებით, ანტიემიგრაციული და ანტიევროპული პარტიების მიმართ მზარდ მხარდაჭერაზე მიუთითებს. თავად პარტიის ლიდერი, მარინ ლე პენი, ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ ენან-ბომონში სოციალისტ კანდიდატთან დაახლოებით 100 ხმით დამარცხდა. მიუხედავად ამისა, მან არჩევნების შედეგები „უზარმაზარ წარმატებად“ შეაფასა.

ლე პენის 22 წლის დისშვილი მარიონ მარეშალ-ლე პენი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი გახდა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელთა ხმები გაიყო - სოციალისტმა კატარინ არკილოვიჩმა კონსერვატორი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურის მოხსნაზე უარი თქვა, რამაც ნაციონალური ფრონტის წარმომადგენელს გამარჯვების საშუალება მისცა.

დასკვნით ტურში ნიკოლა სარკოზის ყოფილ თანაპარტიელებს ხმების 44,13%25 და 229 ადგილი ერგოთ, მწვანეთა პარტიამ კი სოციალისტებთან ალიანსით 18 მანდატის მოპოვება შეძლო და საფრანგეთში პირველად ჩამოაყალიბებს მწვანეთა საპარლამენტო ჯგუფს.

არჩევნებს ინტრიგების გარეშე არ ჩაუვლია - დასავლეთში მდებარე ქალაქ ლა როშელში, ოლანდის ყოფილი მეგობარი ქალი და მისი ოთხი შვილის დედა, სეგოლენ რუაიალი დამარცხდა. მისი საარჩევნო კამპანიის დროს, საფრანგეთის პირველმა ლედიმ ვალერი ტრიერვეილერმა სოციალური ქსელის, Twitter-ის საშუალებით თავისი მხარდაჭერა ოლივიე ფალორნის, რუაიალის მეტოქის მიმართ გამოხატა. დამარცხების აღიარებასთან ერთად სეგოლენ რუაიალმა „პოლიტიკურ ღალატზეც“ ისაუბრა.

სენატისა და პარლამენტის ქვედა პალატის გაკონტროლებით ფრანსუა ოლანდმა გადასახადების გაზრდის მანდატი მოიპოვა. პრეზიდენტის თქმით, ახალ პარლამენტში მისი უპირველესი პრიორიტეტები დაბალანსებული ბიუჯეტის 2017 წლამდე გადადება, საშემოსავლო გადასახადების გაზრდა და 60 ათასი ახალი მასწავლებლის დასაქმება იქნება.

ფრანსუა ოლანდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, რთული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მწვანეების, უკიდურეს მემარცხენეთა და მემარცხენეთა ფრონტისგან დამოუკიდებლად აძლევს. საფრანგეთის ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიუჯეტის 10-მილიარდევროიანი დეფიციტის შევსებას, ძირითადად, გადასახადების გაზრდით მოახერხებს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნიდან კაპიტალის გადინების საფრთხეს შექმნის.

0x01 graphic

სოციალისტური პარტიის კანდიდატი ლა როშელში სეგოლენ რუაიალი

შეიძლება ითქვას, რომ ოლანდის პარტიას ფრანგი ამომრჩევლისგან საპრეზიდენტო დონეზე, სენატში, ეროვნულ ასამბლეაში, რეგიონებისა და დეპარტამენტების უმრავლესობაში, ასევე დიდ ქალაქებსა და კომუნებში პოლიტიკური ძალაუფლების ყველა ბერკეტი გადაეცა. ამჟამად ევროპელ ლიდერებს შორის ოლანდი ყველაზე ძლიერ პოზიციაში იმყოფება.

ევროკომისიის პროგნოზით, საფრანგეთის ბიუჯეტის დეფიციტი 4.2%25-ია, ხოლო ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 3%25-მდე შემცირდეს. ამის ნაცვლად, ოლანდი 120 მილიარდით ზრდის ხარჯებს და ქამრების შემოჭერის პოლიტიკას უპირისპირდება.

13 პოსტრევოლუციურ ეგვიპტეში ღრმა სახელმწიფო ბრუნდება

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

არაბული გაზაფხული

მიხეილ ბასილაია, ნინო ნოზაძე

16-17 ივნისს ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, მუსლიმური საძმოს კანდიდატმა მოჰამედ მორსიმ ხმათა 52 პროცენტით გაიმარჯვა - ექსპრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის უკანასკნელი პრემიერმინისტრი, საჰაერო ძალების ყოფილი გენერალი და სამხედროების ფავორიტი აჰმედ შაფიქი დაამარცხა. მორსი, რომელიც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ფართომასშტაბიან ეკონომიკურ რეფორმებს ჰპირდებოდა, არაბული ქვეყნების პირველი არჩეული ისლამისტი ლიდერი იქნება. მისი პროგრამის საკვანძო ასპექტები თავისუფალი ბაზრის წახალისება და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო, მაგრამ რეფორმების გასატარებლად, მუსლიმურ საძმოს, პრეზიდენტის პოსტის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობაც სჭირდება.

0x01 graphic

მუსლიმური საძმოს მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ. ტაჰრირის მოედანი

საზეიმო განწყობა მუსლიმურ საძმოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14 ივნისის და ეგვიპტის სამხედრო ძალების უზენაესი საბჭოს 17 ივნისის გადაწყვეტილებებმა გაუფუჭეს. სასამართლომ, რომლის წევრებიც პოსტებზე ჯერ კიდევ მუბარაქმა დანიშნა, ქვეყნის საარჩევნო კანონი არაკონსტიტუციურად ცნო და 6 თვის წინ არჩეული პარლამენტი დაშალა. 508-წევრიანი პარლამენტის ქვედა პალატაში მუსლიმურ საძმოს (უფრო სწორად, თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიას) 235 წევრი ჰყავდა, ჯამში კი ისლამისტური პოლიტიკური ძალები პარლამენტის 80 პროცენტს აკონტროლებდნენ. ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

0x01 graphic

პრეზიდენტობის კანდიდატი მოჰამედ მორსი

სასამართლომ იმავე დღეს გააუქმა კანონი პოლიტიკური იზოლაციის შესახებ, რომელიც მუბარაქის დროინდელ ჩინოვნიკებს პოლიტიკურ უფლებებს უზღუდავდა. კანონის გაუქმებით შაფიქს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

ეგვიპტის საკონსტიტუციო სასამართლოს ადრეც დაუშლია პარლამენტი. ასე მოხდა 1987 და 1990 წლებში, როდესაც სასამართლომ სამი წლით ადრე არჩეული პარლამენტების წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი. 2000 წელს სასამართლომ არაკონსტიტუციურად მაშინ ცნო საარჩევნო კანონი, როდესაც ამ კანონით არჩეული პარლამენტი თავის ვადას უკვე ამთავრებდა. როგორც ჩანს, წელს სასამართლომ უფრო ოპერატიულად მოქმედება არჩია.

17 ივნისს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, სამხედრო ძალების უმაღლესმა საბჭომ, რომელიც ქვეყანას უკვე წელიწად-ნახევარია მართავს, კონსტიტუციური დეკრეტი გამოსცა. მისი მეშვეობით სამხედროებმა პოლიტიკური ძალაუფლებები გაიფართოვეს, პრეზიდენტის კონტროლიდან გამოიყვანეს თავდაცვის სამინისტრო და მისი ბიუჯეტი, პრეზიდენტს კი უფლება-მოვალეობები შეუმცირეს. ამას გარდა, დეკრეტის მიხედვით, საბჭო შექმნის ახალ კომისიას, რომელიც ქვეყნის მომავალ კონსტიტუციაზე იმუშავებს. საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამხედროების გადაწყვეტილება ეგვიპტელმა და დასავლელმა მიმომხილველებმა კონტრრევოლუციად შეაფასეს. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ნათან ბრაუნმა საბჭოს მოქმედებებს სამხედრო გადატრიალების კონსტიტუციონალიზაცია უწოდა.

ნაკლებად სავარაუდოა, მუსლიმური საძმო და სხვა ისლამისტური პოლიტიკური ძალები არაბული გაზაფხულის შედეგად მოტანილი პოლიტიკური უფლებების ასე დაკარგვას შეეგუონ. მუსლიმურმა საძმომ დაგმო პარლამენტის დაშლა, ძველი საკონსტიტუციო კომისიის გაუქმება და სამხედრო საბჭოს დეკრეტი. ის პროტესტის ნიშნად დემონსტრაციების დაწყებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, სამხედროებმა ტონი შეარბილეს და განაცხადეს, რომ არ სურთ ძალაუფლების უზურპაცია. ახლადარჩეულ პრეზიდენტს ისინი თვის ბოლოს ძალაუფლების გადაცემასა და ამის აღსანიშნავად, გრანდიოზულ საზეიმო ცერემონიალს ჰპირდებიან.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ, ისე სამხედროების დეკრეტმა დაადასტურა, რომ ეგვიპტეს რეალურად ისევ ე.წ. ღრმა სახელმწიფო - სამხედროები, უსაფრთხოების ძალები, ბიუროკრატია - მართავს და სასამართლო სისტემასაც აკონტროლებს. ღრმა სახელმწიფოს მმართველობა ეგვიპტეში 1952 წლიდან გრძელდება, როდესაც მუჰამად ალის დინასტია გადავარდა. მას შემდეგ ეგვიპტის პრეზიდენტები (მუჰამად ნაგიბი, გამალ აბდელ ნასერი, ანვარ სადათი და ჰოსნი მუბარაქი) სამხედრო პირები იყვნენ, მუსლიმური საძმო კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციაში იმყოფებოდა. არაბული გაზაფხულის შემდეგ მისი ერთ-ერთი უპირველესი მიზანი ახალი კონსტიტუციის შემუშავება იყო, ეს კი პირდაპირ შეუქმნიდა საფრთხეს სამხედრო ელიტის ძალაუფლებას.

მუბარაქის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, მისმა გარემოცვამ რეორგანიზება და რეკონსტრუქცია მოახერხა. ბოლო წლინახევრის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სამხედროები ერთიან პოზიციას ინარჩუნებდნენ და ნათლად გამოხატული მიზნები ჰქონდათ. შედეგად, მათ ქვეყნის მასშტაბით განიმტკიცეს ძალაუფლება. ბოლო დეკრეტის მიხედვით, ახალ პრეზიდენტს იმდენი ძალაუფლება ექნება, რამდენსაც სამხედროები დაუთმობენ. მიუხედავად მუბარაქის პერიოდში დაბრუნების საშიშროებისა, აღსანიშნავია ეგვიპტის მოსახლეობის ინდიფერენტულობა ტაჰრირის მოედანზე არაბული გაზაფხულის დროინდელ დემონსტრაციებთან შედარებით. ქვეყანა ამ დემონსტრაციებით გადაიღალა და მოსახლეობამ ერთიანობა დაკარგა.

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები და ქალაქების ღარიბი მოსახლეობა თავს უფლებას ვერ მისცემენ, რომ კიდევ ერთხელ ჩაებან გრძელვადიან პოლიტიკურ ბრძოლაში. მათი ეკონომიკური მდგომარეობა ხომ ტურიზმზეა მიბმული, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის სტაბილურობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მოსახლეობის ეს ფენები, შესაძლოა, შედარებით მარტივად დათანხმდნენ (სტაბილურობის სანაცვლოდ) ისეთ პოლიტიკურ სცენარს, რომლის წინააღმდეგაც 2011 წლის დასაწყისში ქუჩაში გამოვიდნენ.

სამხედროები მუსლიმური ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურ როლს თამაშობენ, ვიდრე ქრისტიანულ სახელმწიფოებში. კორუმპირებული და ხარბი სამოქალაქო ჩინოვნიკების საპირისპიროდ, სამხედროები მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესების გამთვალისწინებლებად აღიქმებიან - ეს შეხედულება მუსლიმურ ქვეყნებში მამლუქებისა და იანიჩრების დროიდან იღებს სათავეს. ეგვიპტის მოსახლეობა სამხედრო ელიტას, როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის არბიტრს, უარყოფითად არ უყურებს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეგვიპტის სამხედრო ელიტა სამხედრო გამარჯვებების ნაცვლად, ბიზნესინტერესებით უფროა გამორჩეული. ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭება კი მათივე კეთილდღეობის დაცვით უნდა იყოს ნაკარნახევი.

პოსტმუბარაქისეულ ეგვიპტეში ღრმა სახელმწიფოს სტაბილურობას ლიბერალური პოლიტიკური ძალების სისუსტე და მათი ისლამისტებთან შეუთანხმებლობაც უწყობს ხელს. ეგვიპტის ლიბერალური პოლიტიკური ძალების ნაწილს ქრისტიანი კოპტები შეადგენენ და უმცირესობაში არიან - მათი რაოდენობა 8 მილიონს (მოსახლეობის 10%25) არ აღემატება და ისლამისტების მმართველობას ისევ სამხედროები ურჩევნიათ. ისინი ისლამისტებს, უფრო კონკრეტულად კი მუსლიმურ საძმოს, სამხედროებთან გარიგებაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ისლამისტებს ლიბერალურ ძალებთან თანამშრომლობის პერსპექტივა არ ხიბლავთ.

კოპტები და სხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები, მუსლიმურ საძმოზე მეტად მათ მოკავშირე პურიტან სალაფიტებს უფრთხიან. საძმოს სალაფიტები და სხვა (რადიკალი) ისლამური პოლიტიკური ძალები პარლამენტში უმრავლესობის მისაღწევად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად სჭირდება. უმცირესობები ეჭვობენ - როგორ მოიქცევიან ისლამისტები, თუ ისინი მთავრობის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ შტოებს გააკონტროლებენ. სწორედ ამიტომ, ქრისტიანები საპრეზიდენტო არჩევნებზე შაფიქს მიემხრნენ. როგორც ეგვიპტელი ჟურნალისტი ჰანი ნუკრალა აღნიშნავს, ქრისტიანებსა და მოსახლეობის საშუალო ფენას რთული არჩევანის გაკეთება უწევს ქოლერასა და შავ ჭირს - ერთი მხრივ ისლამურ, მეორე მხრივ კი პოლიციურ სახელმწიფოს - შორის.

შესაძლოა, სამხედროებს აქტიურ ქმედებებზე გადასვლა სწორედ ისლამისტების პოპულარობამ და მათ მიერ ძალაუფლების ერთბაშად მოპოვების შესაძლებლობამ აიძულა. მეორე მხრივ, სამხედროებს შეიძლება პრაგმატული გათვლაც ჰქონდეთ. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მუსლიმურ საძმოს არც დრო და არც რესურსი არ ჰქონდა ეგვიპტის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესაცვლელად. მისი და სხვა ისლამისტური პარტიების პოპულარობა იკლებს და არაა გამორიცხული, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ერთპიროვნულ გამარჯვებას ვეღარ მიაღწიონ.

ეგვიპტეში მოვლენების განვითარებას აკვირდება ამერიკაც. სამხედროების გადაწყვეტილებებმა ქვეყანაში ამერიკის გავლენის შემცირება აჩვენა. ამერიკელთა მიზანი ეგვიპტეში შიდა პოლიტიკური კონფრონტაციის გამწვავების თავიდან აცილება იქნება. მათ ეგვიპტელებისთვის 1.3-მილიარდდოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტი ჰქონდათ გამზადებული. 1979 წელს კემპ დევიდის შეთანხმების ხელმოწერისა და ისრაელთან მშვიდობის დამყარების შემდეგ, ეგვიპტე ამერიკისგან ისრაელის შემდეგ ყველაზე მსხვილ ფინანსურ დახმარებას იღებდა ყოველწლიურად. ფინანსური დახმარებების პაკეტი ამერიკის ეგვიპტეზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტია.

0x01 graphic

პროტესტი საკონსტიტუციო სასამართლოსთან. კაირო

ეგვიპტეს ალჟირის არცთუ სასიამოვნო მაგალითი აქვს. 1991 წელს ალჟირში დამოუკიდებლობის მოპოვების (1962) შემდეგ პირველად ჩატარდა მულტიპარტიული არჩევნები, სადაც ისლამისტებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ეგვიპტის მსგავსად, მათი ერთ-ერთი უპირველესი მიზანი ახალი კონსტიტუციის შემუშავება იყო, მაგრამ სამხედრო გადატრიალების შემდეგ არჩევნების შედეგები გაუქმდა, ქვეყანა კი სამოქალაქო ომის ალში გაეხვია. კონფლიქტი 2002 წლამდე გაგრძელდა და მას 200 ათასი ადამიანი შეეწირა. ეგვიპტეში, მოსახლეობის მდინარე ნილოსის გასწვრივ, ვიწრო ზოლში კონცენტრირების გამო, კონფლიქტის შედეგები შეიძლება უფრო მძიმე გამოდგეს.

ალჟირის კონფლიქტი სამთავრობო ძალების გამარჯვებით დასრულდა და არაბული გაზაფხული ამ ქვეყანაში იმიტომაც არ დადგა, რომ მოსახლეობას ჯერ კიდევ ნათლად ახსოვდა 1990-იანი წლების სისხლიანი დაპირისპირება. ალჟირში ისლამისტების დამარცხებამ შეიძლება ეგვიპტელი სამხედროები დაარწმუნოს, რომ რისკის გაწევა ღირს და პრეზიდენტისთვის დაპირებული ცერემონიალის გამართვა გადააფიქრებინოს.

ღრმა სახელმწიფო - არაბულ და მუსლიმურ ქვეყნებში სამხედრო და უსაფრთხოების ძალების ელიტა, რომელიც სამოქალაქო ხელისუფლებაზე ვრცელ ძალაუფლებას ფლობს. ღრმა სახელმწიფო მოიცავს ბიუროკრატიასა და ხელისუფლების სასამართლო შტოსაც. შეიძლება ითქვას, ღრმა სახელმწიფო წარმოადგენს სახელმწიფოს სახელმწიფოში. ის, ჩვეულებრივ, ავტორიტარიზმისკენაა მიდრეკილი და სეკულარულ პრინციპებზე დგას.

არაბულ ქვეყნებში, ღრმა სახელმწიფოს, სამხედროთა პოლიტიკური მმართველობისა და გავლენის (ეგვიპტეში მამლუქების, ოსმალეთის იმპერიის შემავალ ტერიტორიებზე იანიჩრების) გრძელი ისტორია უდევს საფუძვლად. თანამედროვე თურქეთში, ღრმა სახელმწიფოს ინტერესი მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ საფუძველჩაყრილი სეკულარული სახელმწიფოს შენარჩუნება იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქმა სამხედროებმა 4 სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, თუმცა პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სათავეში მოსვლის შემდეგ (2002), თურქეთში სამხედრო ძალაუფლება შემცირდა. პაკისტანში სამხედროთა გავლენა ინდოეთთან დაპირისპირებითა და ქვეყნის შიგნით მრავალმხრივი ეთნიკური კონფლიქტების არსებობით აიხსნება. თანამედრო ვეეგვიპტეში კი ღრმა სახელმწიფო 1952 წლის რევოლუციიდან იღებს სათავეს, როდესაც სამხედროებმა ძალაუფლებას ეგვიპტისა და სუდანის მმართველის, მუჰამად ალის დინასტია ჩამოაშორეს.

14 თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლისათვის ემზადება

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

მარიამ მიქავა

თურქეთში ქვეყნის კონსტიტუციური წყობის შეცვლის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. დღეს თურქეთის რესპუბლიკაში პარლამენტი პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრია, პრეზიდენტს კი მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს - არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლება და არ მონაწილეობს სახელმწიფოს მართვის საქმეში.

0x01 graphic

თურქეთის პრემიერი რე ჯეპ ტაიპ ერდოღანი

გასული წლის ივლისში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ მესამედ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოაყალიბა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრს პარლამენტის წევრები ირჩევენ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2011 წელს 4 წლის ვადით მესამედ გახდა ქვეყნის პრემიერმინისტრი და მთავარი პოლიტიკური ფიგურა.

პრემიერმინისტრი 1983 წელს სამხედრო ხელისუფლების მიერ დაწერილი კონსტიტუციის შეცვლის ინიციატორია - პარლამენტში სპეციალური კომისია მუშაობს, რომელმაც ახალი კანონპროექტი უნდა მოამზადოს. „მომდევნო ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ქვეყნისათვის უფრო წარმატებული შედეგები მივიღოთ. ეს ან საპრეზიდენტო, ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა შეიძლება იყოს“, - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

გასულ კვირას, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, აბდულა გიულს, 2014 წლის არჩევნებში შეუძლია მონაწილეობა. აბდულა გიული 2007 წელს აირჩია თურქეთის პარლამენტმა 7-წლიანი საპრეზიდენტო ვადით, რამდენიმე თვის შემდეგ კი კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი, შესაძლებელია, ერთის ნაცვლად, ორჯერ იყოს არჩეული, ოღონდ ამჯერად 5-წლიანი ვადით. აბდულა გიული, როგორც მოსალოდნელია, არ იბრძოლებს მეორედ გაპრეზიდენტებისთვის, ვინაიდან ის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ძველი მოკავშირეა, რომელსაც ამ თანამდებობის დაკავების სურვილი ამოძრავებს.

საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაფართოებას ეჭვის თვალით უყურებენ ხელისუფლების კრიტიკოსები. ისინი ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით პრემიერმინისტრი სულ უფრო ავტორიტარული ხდება. ერდოღანს „რუსეთის მსგავსი საპრეზიდენტო სისტემა უფრო მოსწონს, ვიდრე შეერთებული შტატებისა, როდესაც დიდძალი ძალაუფლება ერთი ინდივიდის ხელშია თავმოყრილი“, აღნიშნა პოლიტოლოგმა ჯენგიზ აქთარმა სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტში. ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ერდოღანს ახალ სისტემაში გაცილებით მეტი ძალაუფლების მოპოვება და „თანამედროვე სულთნად“ გადაქცევა სურს.

ზოგადად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კარიერა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარებით, სამხედროების პოლიტიკური გავლენის შემცირებითა და, რაც მთავარია, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუციის შექმნის მცდელობით ხასიათდება. ამ უკანასკნელის მხრივ თურქეთი საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ არაერთხელ მოქცეულა, რადგან ქვეყანაში სამოქალაქო უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემებია. ადამიანის უფლებათა დამცველების მონაცემებით, გასული წლიდან დღემდე, დაკავებულია 100-ზე მეტი ჟურნალისტი და დაახლოებით 600 სტუდენტი.

ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას პარლამენტში ხმათა საკმარისი რაოდენობა აქვს, რათა ახალი კონსტიტუცია რეფერენდუმზე გაიტანოს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ამ საკითხისადმი ერთიანი დადებითი შეხედულება ჯერ არაა ჩამოყალიბებული. „ერდოღანის ეშინიათ“, განაცხადა პრემიერმინისტრის მოადგილემ, ბიულენთ არინჩმა.

15 ამერიკის კონგრესი გაეროს დაფინანსების შემცირებას გეგმავს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ქეთი ზუკაკიშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ასიგნების კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, აშშ-ის 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მოსალოდნელზე ნაკლებს - 3,5 მილიარდ დოლარს მიიღებენ. თეთრი სახლის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტი 4 მილიარდს შეადგენდა, თუმცა კომიტეტმა კანონპროექტი შემცირებული ხარჯებით დაამტკიცა.

ახალი ბიუჯეტი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და სამშვიდობო მისიებისთვის ხარჯების შემცირებას, ხოლო გაეროს მოსახლეობის ფონდის, UNESCO-სა და კლიმატის ცვლილების ფონდისთვის დაფინანსების სრულ შეწყვეტას ითვალისწინებს.

მართალია, ამერიკაში გაეროს ზოგადად დადებითად უყურებენ, თუმცა ორგანიზაციის საქმიანობის კონკრეტულ ასპექტებს ყველაზე მწვავედ აკრიტიკებენ. გაერო და მისი სპეციალიზებული სააგენტოები ხშირად მოქმედებენ ამერიკული ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც მოსახლეობის განწყობაზეც აისახება. ამ მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ UNESCO, რომელმაც აშშ-ის მხრიდან მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, წევრად მიიღო პალესტინა, რითაც მისი სახელმწიფოებრიობა აღიარა. პალესტინის საკითხმა UNESCO-სთვის დაფინანსების შეწყვეტა უბრალოდ დააჩქარა. ამერიკელი კანონმდებლები ორგანიზაციას აქამდეც ხშირად აკრიტიკებდნენ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო. აშშ-მა UNESCO 1984 წელს, „გადამეტებული პოლიტიზირებისა და არასწორი მენეჯმენტის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა და ორგანიზაციას მხოლოდ 18 წლის შემდეგ, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს შეუერთდა.

გაეროს მიმართ უკმაყოფილების ახალი ტალღა ორგანიზაციის სათავო ოფისის რემონტის ხარჯებმა წარმოშვა. ნიუ იორკში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის ბიუჯეტი თავდაპირველად გამოცხადებული 875 მილიონი დოლარიდან 2 მილიარდამდე გაიზარდა და წევრ სახელმწიფოებს ზედმეტ ტვირთად დააწვა. საბიუჯეტო სკანდალმა კიდევ ერთხელ გაააქტიურა საუბრები მსოფლიო ორგანიზაციაში არსებულ კორუფციაზე.

აშშ გაეროს უდიდესი ფინანსური კონტრიბუტორია. 2007 წლის მონაცემებით, მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტის 22%25 ამერიკაზე მოდის. შედარებისთვის, რიგით მეორე და მესამე მსხვილი გადამხდელები, იაპონია და გერმანია, შესაბამისად, 16,6%25 და 8,6%25-ს იხდიან, ხოლო უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, ჩინეთი და რუსეთი - მხოლოდ 2,7%25-სა და 0,7%25-ს. ის 128 სახელმწიფო, რომლებსაც დაბალი ტარიფი განესაზღვრათ, ერთად აღებული, ბიუჯეტის 1,064%25-ს ფარავენ.

მიუხედავად ფინანსურ შენატანებს შორის კოლოსალური სხვაობისა, გაეროს სისტემაში მოქმედებს პრინციპი „ერთი ქვეყანა - ერთი ხმა“, ხოლო ორგანიზაციის ბიუჯეტი ხმათა 2/3-ის უმრავლესობით მიიღება. წლების მანძილზე, ხშირად მომხდარა, რომ აშშ-ისა და სხვა მსხვილი კონტრიბუტორების წინააღმდეგობის მიუხედავად, საკამათო ბიუჯეტი მაინც დაუმტკიცებიათ. 1986 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შემოიღო ბიუჯეტის კონსენსუსით მიღების წესი, თუმცა მისი სრული ამოქმედება დღემდე ვერ მოხერხდა. მაშინაც კი, როცა აშშ ბიუჯეტს ეწინააღმდეგებოდა, ორგანიზაციის აქტივობების უმრავლესობა მაინც ამერიკელების ჯიბიდან ფინანსდებოდა. ამის გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ ამერიკელი მოქალაქეები გაეროს კრიტიკულად უყურებენ.

ნეგატიურ განწყობას ხელს უწყობს პრობლემები გაეროს სამშვიდობო მისიებშიც. ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი - 27%25, აქაც აშშ-ზე მოდის. ამერიკელები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას მისიებში გავრცელებული დანაშაულებრივი ქმედებების და მათზე რეაგირების მექანიზმების არაეფექტურობის გამო. ბოლო პერიოდში სირიაში გაეროს სრულმა უუნარობამ ორგანიზაციისადმი ნდობა კიდევ უფრო შეასუსტა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართ ამერიკელი ამომრჩევლის განწყობას დამოუკიდებელი ორგანიზაციები 1953 წლიდან აკვირდებიან. ამ კვლევების მიხედვით, გაეროს მიმართ პოზიტიურად განწყობილი ამომრჩევლის რაოდენობა ისტორიულად 40%25-ს ვერ სცდება. ბოლო წლებში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა. Gallup-ის 2012 წლის გამოკითხვით, რესპონდენტთა 61%25 მიიჩნევს, რომ გაერო თავს ვერ ართმევს მის წინაშე მდგარ ამოცანებს. მსგავსი შედეგები აჩვენა ახლახან ჩატარებულმა რასმუსენის კვლევამაც, რომლის თანახმადაც, გაეროს მიმართ „გარკვეულწილად დადებითადაა“ განწყობილი ამომრჩეველთა მხოლოდ 42%25.

გაეროს დაბალი რეიტინგის კიდევ ერთი მიზეზია რეფორმის ხელოვნური გაჭიანურება. ამერიკელები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შეიკვეცოს გაეროს გაბერილი ბიუროკრატია, რაც ავტომატურად გამოიწვევს ბიუჯეტის შემცირებასაც. ასევე მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ორგანიზაციის გამჭვირვალობა და დამკვიდრდეს გადახედვის დამოუკიდებელი მექანიზმები. რესპუბლიკელები თვლიან, რომ აუცილებელია გაეროს დაფინანსების არსებული სქემის შეცვლა და ნებაყოფლობით დაფინანსებაზე გადასვლა, რათა აღარ მოხდეს ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორების ინტერესების მარგინალიზაცია. მსგავსი რეფორმა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი) შეთანხმების გარეშე შეუძლებელია. რუსეთისა და ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებით, გაეროში რადიკალურ ცვლილებებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ.

16 ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა მატულობს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

შოთა კაკაბაძე

ივნისის დასაწყისში ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ აზერბაიჯანთან, კერძოდ კი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან რამდენიმე დღით საზღვარი ჩაკეტა, რასაც ტრაილერების გადაადგილების შეფერხება და სასაზღვრო ზოლზე მათი რიგები მოჰყვა. უკანასკნელ პერიოდში ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში შესამჩნევმა ბზარმა იჩინა თავი. ურთიერთობები იმდენად გამწვავდა, რომ ირანის სამხედრო გემებმა კასპიის ზღვაში მანევრიც კი ჩაატარეს, ხოლო რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის მხარემ, ბაქოს სერთაშორისო აეროპორტში შესვლაზე ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალიხამენეის უფროს თანაშემწეს უთხრა უარი.

უკანასკნელ პერიოდში ყარაბაღში გახშირებული სროლებისა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ირანის, როგორც რეგიონული სახელმწიფოს როლი და მისი აზერბაიჯანის მიმართ დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სახელმწიფოს მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია, ოფიციალური თეირანი რეგიონში უფრო მეტად პროსომხურ ძალად განიხილება, ვიდრეა ზერბაიჯანის მოკავშირედ. აზერბაიჯანულ საინფორმაციო საშუალებებში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ირანის მხრიდან ყარაბაღში სომხური მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ. ირანისათვის სომხეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრატეგიული პარტნიორია.

ბუნებრივია, ირანის გაღიზიანებას ისიც იწვევს, რომ აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით პროდასავლური იმიჯის შექმნას ცდილობს. მიმდინარე წლის მაისში გამართულ NATO-ს ჩიკაგოს სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. ბაქო აქტიურად თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და ავღანეთში 94 ჯარის კაციც კი ჰყავს გაგზავნილი.

0x01 graphic

აზერბაიჯანელი სამხედროები ავღანეთში

კიდევ ერთი მტკივნეული თემა ამ ორი ისლამური სახელმწიფოს ურთიერთობებში ისრაელისა და აზერბაიჯანის ახლო თანამშრომლობაა - განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში აზერბაიჯანულმა მხარემ ისრაელისგან 1 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების თანამედროვე შეიარაღება შეიძინა - საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვადასხვა ტიპის სამხედრო მანქანები. მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ოფიციალური ბაქო დათანხმდა, რომ თავისი სამხედრო ბაზები ებრაელებისათვის დაეთმო ირანის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. თუმცა ეს ორივე მხარემ უარყო.

ამ ფაქტიდან სულ მალე, მარტში, აზერბაიჯანის შესაბამისმა ორგანოებმა დააკავეს 22 ადამიანი, რომლებსაც, ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, ირანის მხრიდან ებრაელ და ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმის ორგანიზებასთან ჰქონდათ კავშირი.

მაისში, ბაქოში ჩატარებულ ევროვიზიის კონკურსზე ოფიციალური თეირანის რეაქციით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ირანსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაპირისპირება. ირანული მხარე აცხადებდა, რომ კონცერტის პარალელურად იგეგმებოდა სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსული ლგბტ თემის წარმომადგენლების მსვლელობა, რაც ოფიციალური თეირანისათვის მიუღებელია. მართალია, მსგავსი მსვლელობის შესახებ დისკუსია ინტერნეტსივრცეს არ გასცდენია და არც კი ჩატარებულა, მაგრამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ ირანმა აზერბაიჯანიდან ელჩი გაიწვია.

მოგვიანებით ირანის უმაღლესი მმართველის, აიათოლა ალიხამენეის თანაშემწე ფარიდ ასრი ბა ქოს აეროპორტში არ შეუშვეს. მისი ვიზიტის მიზანი ოფიციალურად არ გახმაურებულა, თუმცა მედიაში აქტიურად მიმდინარეობდა სპეკულაციები, რომ ალიხამენეი კონფლიქტის განმუხტვას და თანაშემწის მეშვეობით მოლაპარაკებების დაწყებას ცდილობდა. ოფიციალური ბაქოს მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ასრის არშეშვებით კი აზერბაიჯანულმა მხარემ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა.

თავის მხრივ, ოფიციალური ბაქო არ აპირებს, რომ ირანის მხრიდან სომხეთის აქტიურ მხარდაჭერას მშვიდად ადევნოს თვალი. რო გორც Atlas Studies Centerის ხელმძღვანელმა, ილხან შაჰი ნოღლუმ აზერბაიჯანულ გამოცემა Gun.Az-თან საუბრისას აღნიშნა: „ყველამ იცის, რომ ირანი მხარს უჭერს ყარაბაღელ სეპარატისტებს და მათ შორის მჭიდრო კავშირია. როგორც ჩანს, თეირანმა გადაწყვიტა, ეს აღარ დამალოს. თუ ის მსგავსი მეთოდებით გააგრძელებს მოღვაწეობას, აზერბაიჯანიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ირანის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ამის ყველანაირი უფლება გვაქვს“. ამით ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა ოფიციალური ბაქოსათვის იმ მილიონობით აზერბაიჯანელის მნიშვნელობას, რომლებიც ირანის ჩრდილოეთ ნაწილში სახლობენ. ამ ადგილს ხშირად სამხრეთ აზერბაიჯანად, ან ირანის აზერბაიჯანად მოიხსენიებენ.

რუსი პოლიტიკური მიმომხილველის, ანდრეი სმირნოვის შეფასებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის გამო საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ირანი ღიად მიემხრობა სომხეთს. „მსგავსი სცენარის შემთხვევაში ის აუცილებლად გააგზავნის ჯარებს რეგიონში, რადგან ეს ირანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. დღეს ერთადერთი ღიად დარჩენილი კითხვაა ის, თუ რომელი ომი დაიწყება უფრო მალე - ირანის წინააღმდეგ თუ მთიან ყარაბაღში“, - აღნიშნა სმირნოვმა.

17 გაზრდილი ინვესტიციები

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

სტატისტიკა

ელენე კვანჭილაშვილი, მაკა გამცემლიძე

ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი კაპიტალის ზრდაა. ქვეყანამ დამატებითი კაპიტალი სხვადასხვა გზით შეიძლება მოიძიოს - მაგალითად, აიღოს ვალი უფრო მდიდარი სახელმწიფოსგან, ან დაბეჭდოს მეტი ადგილობრივი ვალუტა. თუმცა, ორივე შემთხვევაში, ქვეყანა თავს მოიტყუებს და პრობლემებს კი არ გადაჭრის, დაიმატებს.

ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ თუ ქვეყანას უნდა, რომ სტაბილური და დივერსიფიცირებული დამატებითი კაპიტალი მოიძიოს, მაშინ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო პირობები უნდა შექმნას და მაღალკონკურენტულ გარემოში მათ მისაღებად უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკა შეიმუშაოს. სწორედ ამიტომ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ქვეყანაში არა მხოლოდ დასაქმებას უწყობს ხელს, არამედ ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების და საინვესტიციო პოლიტიკის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საზომიც ხდება.

2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით ქვეყანაში 62%25-ით მეტი ინვესტიცია შემოვიდა.

ინვესტიციების უდიდესი წილი - 76.6%25 - საწარმოებზე მოდის. ეკონომიკის სამინისტრო საინვესტიციო წყაროებიდან ასევე გამოყოფს საფინანსო სექტორს - 22.3%25-ით და პრივატიზაციას - 1.0%25-ით.

უცხოელ ინვესტორებს ყველაზე მეტად დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი აინტერესებთ. 2012 წლის პირველ კვარტალში ამ სექტორში მთლიანი ინვესტიციების 24%25 შემოვიდა. ასევე რეიტინგული სექტორებია საფინანსო - 23%25, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 14%25, უძრავი ქონება - 8%25, სამთომოპოვებითი მრეწველობა და ენერგეტიკა - 7-7%25.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში მოზიდულ ინვესტიციებთან ერთად, გაიზარდა ინვესტორი ქვეყნების რიცხვიც. ამ წელს მათ დაემატა: ფინეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა, ბაჰამები, ლიბანი და საუდის არაბეთი. მათ მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა ჯამში 10.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

61 ქვეყნიდან, ყველაზე აქტიური ინვესტორი გერმანიაა, საიდანაც 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი, 97.8%25, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორზე მოდის.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა
(2005-2012 წწ. I კვარტალი, მილიონი აშშ დოლარი)

0x01 graphic

მსხვილი ინვესტორების ათეულში ასევე შედიან: თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ვირჯინიის კუნძულები, იაპონია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, კვიპროსი, საფრანგეთი და საუდის არაბეთი. ამ ქვეყნებისთვის ყველაზე მიმზიდველია დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორები.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკით უფრო მეტად განვითარებული და მდიდარი ქვეყნები ინტერესდებიან. მთლიანი ინვესტიციების 99.5%25 ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ქვეყნებზე (OECD) მოდის. ამ ორგანიზაციაში შემავალი ოთხი ქვეყნის (იაპონია, აშშ, ავსტრალია და კანადა) გარდა, ყველა ევროკავშირის წევრია. ინვესტიციების 44.3%25 ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის, დსთ-ს წილი კი მთლიანი ინვესტიციების 12.7%25-ია. რაც შეეხება საქართველოს უშუალო მეზობლებს, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტორი ქვეყნების ათეულში, რუსეთი და სომხეთი კი - ოცდაათეულში შედიან.

2011 წელს საქართველოში სულ 980.6 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, 2011 წელი იყო პირველი, როცა გლობალურმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2008 წლის კრიზისამდელი პერიოდის მაჩვენებლებს გადააჭარბა: 17%25-იანი წლიური ზრდის შედეგად, 1.5 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

უმსხვილესი ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით
(2012 წელი I კვარტალი, %25)

0x01 graphic

იმავე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, 2012 წელს, გლობალურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.6 ტრილიონ აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ამ ინვესტიციებისთვის აზიის ქვეყნები შეიძლება აღარ იყოს ძველებურად მიმზიდველი და არაა გამორიცხული, ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის ქვეყნებმა ჩაანაცვლონ. ამ ანალიზის მიხედვით, განვითარებულ სახელმწიფოებზე მეტი მიმზიდველობა განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ.

2012 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე დიდი ბარიერი განვითარებულ ქვეყნებში არსებული ვალის მძიმე მდგომარეობა, ფინანსური ბაზრების კრიზისის პირველი ნიშნები და ევროს ჯერ კიდევ გაურკვეველი მომავალი იქნება.

18 Surface - ტაბლეტების ოჯახი MicroSoft-ისგან

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

ლევან მეტრეველი

Microsoft-მა საზოგადოებას საკუთარი ტაბლეტის ოჯახი წარუდგინა. მისი სახელია Surface და ის წლის ბოლოდან გაიყიდება.

Surface ოჯახი ორი წევრისგან შედგება - Nvidia-ს ჩიპსეტზე მომუშავე Windows RT და Intel-ის ჩიპსეტით აღჭურვილი Windows 8 PRO. პირველი მოდელი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრიდან იქნება, პროფესიული კი სამი თვის შემდეგ, წლის ბოლოსთვის.

Surface-ის ვიზუალური მახასიათებლები თითქმის ემთხვევა Apple-ის iPad-ის მახასიათებლებს. Microsoft-ის პროდუქტი 20 გრამით უფრო მძიმე (პროფესიული მოდელი 251 გრამით) და დაახლოებით 1 მილიმეტრით უფრო სქელია (პროფესიული მოდელი - 4 მილიმეტრით), ხოლო ორივე მოდიფიკაციის ეკრანი ერთი დუიმით დიდია iPad-ზე.

Windows RT მოდელი 32 და 64-გიგაბაიტიანი მეხსიერებით იქნება აღჭურვილი, პროფესიული მოდელი კი 64 და 128-გიგაბაიტიანი ვინჩესტერებით. iPad-ისგან განსხვავებით, Surface-ის შეფუთვაში მოჰყვება მყარ ზედაპირზე დასაყენებელი მოწყობილობა და ეკრანის დამცავი, რომელიც მოხსნის შემთხვევაში კლავიატურად გადაიქცევა.

პრეზენტაციაზე ღირებულების შესახებ კონკრეტული არაფერი თქმულა. მხოლოდ ის ვიცით, რომ Surface-ის პროფესიული ვერსიის ფასი დაახლოებით ულტრაბუქებისას დაემთხვევა, რაც საშუალოდ 1000 დოლარია.

უპასუხოდ დარჩა მნიშვნელოვანი კითხვა ბატარეის გამძლეობის შესახებ. Microsoft-ის გენერალური დირექტორი მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა - ის ყველას მოეწონება.

Microsoft-ის გადაწყვეტილებამ, ჩაერთოს კომპიუტერების წარმოებაში, მისი პარტნიორი კომპანიები დააბნია. ორი ათწლეულის განმავლობაში Microsoft-ი ქმნიდა ოპერაციულ სისტემას, რომელსაც ყიდულობდნენ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები და საკუთარ პროდუქციაზე წერდნენ. დღეიდან კი იგი თავად არის კომპიუტერების მწარმოებელი.

WINDOWS RT

WINDOWS 8 PRO

წონა

676გრ

903გრ

სისქე

9.3 მმ

13.5 მმ

ეკრანი

0.5 ClearType HD

1 10.5 ClearType FUll HD

მეხსიერება

32,64 გიგაბაიტი

64, 128 გიგაბაიტი

აქსესუარები

15 საოფისე აპლიკაცია. ToUCH Cover, Type Cover

ToUCH Cover, Type Cover. სტილუსი

კავშირი

miCroSD, USB 2.0, miCro HD viDeo, 2x2 mimo antennae

miCroSDxC, USB 3.0, mini DiSplayporT viDeo, 2x2 mimo anTennae

ბიზნესანალიტიკოსები მსჯელობენ მოდელზე, რომელიც Microsoft-ს დაეხმარება მშვიდად გააგრძელოს მუშაობა დიდი ხნის პარტნიორებთან. ანალიტიკური კომპანია Moor Insights & Strategy-ის მკვლევრის, პატრიკ მურჰედის თქმით, იდეალური იქნება, თუ Microsoft-ი თავის პროდუქტს თუნდაც 100 დოლარით უფრო ძვირად გაყიდის პარტნიორების პროდუქტთან შედარებით.

HTC, HP და Acer ამ დრომდე კომენტარისგან თავს იკავებენ, ხოლო Lenovo და DELL მზად არიან გააგრძელონ კომპიუტერების და ტაბლეტების წარმოება, რომლებზეც ახალი თაობის Windows-ი იქნება ჩაწერილი.

19 ნიკო ნიკოლაძე

▲ზევით დაბრუნება


არქივი

„მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთისაგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა“.

„როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისთვის ჭკუაგონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში“.

„ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხში რად თხის რძეს გვა წო ვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა, რაგინდ სა ღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს“.

„ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიწევნება, გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველია საქართველოსათვის“.

„მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებები, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენ თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდაოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს“.

„ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, სადაც ყველას დედა-აზრი ის არის, რომ „მე ვარ და სხვა არავინო“, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს“.

„გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკურ საქმეების მოგვარების საშუალებით იგროვებს უმაღლესი სახელმწიფო საკითხის გადასაწყვეტად“.

20 ერთი თასის 13 ფინალი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ლაშა გოდუაძე

კვირას, პირველ ივლისს, კიევში ევროპის მეთოთხმეტე ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა და სანამ ეს მომხდარა, გავიხსენოთ წინა 13 ფინალი, მათი მასპინძლები, მონაწილეები, გმირები და ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც გადამწყვეტ შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.

0x01 graphic

საბჭოთა კავშირის ნაკრები. 1960

1960 - საბჭოთა კავშირი

მაშინ ტურნირს ანრი დელონეს სახელობის ევროპის ერთა თასის გათამაშება ერქვა, ფინალურ ეტაპზე კი ოთხჯერ ნაკლები გუნდი მონაწილეობდა, ვიდრე ახლა.

საფრანგეთში სათამაშოდ მხოლოდ სამი ქვეყნის რჩეული ფეხბურთელები ჩავიდნენ: სოციალისტური ბანაკის წევრები ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია და საბჭოთა კავშირი. ფინალში ეს უკანასკნელნი გავიდნენ.

ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა: 43-ე წუთზე მილან გალიჩმა იუგოსლავია დააწინაურა, 49-ეზე კი სლავა მეტრეველმა საპასუხო გაიტანა. მეტრეველი იმ დროს მოსკოვის ტორპედოს ფეხბურთელი გახლდათ.

112-ე წუთზე ვიქტორ პონედელნიკმა გაიბრწყინა - მიშა მესხის პასის შემდეგ თავით შეაგდო გადამწყვეტი გოლი. მეტრეველთან და მესხთან ერთად საფრანგეთში კიდევ ერთი ქართველი გახდა ევროპის ჩემპიონი - მცველი გივი ჩოხელი.

საზეიმო ბანკეტი ეიფელის კოშკის რესტორანში გაიმართა. ამბობენ, რომ საბჭოთა დელეგაციას სწორედ იქ ესტუმრა მადრიდის რეალის ლეგენდარული პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ და მესხის და მეტრეველის დათმობა სთხოვა, თუმცა მართლა მოხდა თუ არა ეს, არავინ იცის.

0x01 graphic

ფრანც ბეკენბაუერი და ჰელმუტ შიონი. 1972

1964 - ესპანეთი

ევროპის პირველი ჩემპიონი საბჭოთა კავშირი კვლავ გავიდა ფინალში - მეტოქე ტურნირის მასპინძელი ესპანეთი იყო. პირთამდე სავსე ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე ქვეყნის მმართველი ფრანკოც მივიდა - კაუდილიომ საპატიო სტუმართა ლოჟაში ქვეყნის მომავალ მეფესთან ერთად შეაბიჯა.

მე-7 წუთზე ხესუს მარია პერედამ შესტერნიოვს და შუსტიკოვს ძალიან უხეში შეცდომა არ აპატია და ანგარიში გახსნა, თუმცა წამებში ყველაფერი თავიდან დაიწყო: ჰუსაინოვმა საპასუხო გოლი გაუტანა ირიბარს. 84-ე წუთზე პერედამ ფლანგიდან ჩააწოდა და მარსელინიომაც თავით მეორე გოლი გაუტანა ლევ იაშინს - 2:1.

გენერალი ფრანკო სიხარულს ვერ მალავდა, ფინალური ეტაპის ოთხივე მონაწილე კი - ესპანეთი, საბჭოთა კავშირი, უნგრეთი, დანია - მეორე დღეს სამეფო ოჯახს ესტუმრა.

0x01 graphic

იტალიის ნაკრები. 1968

1968 - იტალია

იმ დროს ტურნირს უკვე ევროპის ჩემპიონატი ერქვა. იტალიაში გამართული შეჯიბრება მრავალმხრივ საინტერესო იყო და დღემდე უნიკალურია: ფინალი ორჯერ გაიმართა!

იტალიამ იუგოსლავიასთან პირველი გადამწყვეტი თამაში ვერ მოიგო: ჯაიჩის გოლი 81-ე წუთზე დომენგინიმ გაქვითა. ორი დღის შემდეგ მეტოქეები კვლავ გავიდნენ მინდორზე. ამჯერად ფერუჩიო ვალკარეჯის იტალიამ 2:0 გაიმარჯვა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეორედ მოგებიდან ზუსტად 30 წლის შემდეგ იტალიამ პირველი ტიტული მოიპოვა!

მას შემდეგ სკუადრა აძურა კიდევ ორჯერ გახდა ფიფას ოქროს თასის მფლობელი, მაგრამ ევროპირველობა ვეღარ მოიგო.

1972 - გფრ

70-იანი წლები ტოტალური ფეხბურთის ეპოქა იყო, ჰელმუტ შიონის ბუნდესნაკრები კი ამ მიმდევრობის ერთ-ერთი მქადაგებელი.

დასავლეთგერმანელები იმ წელს პირველად გავიდნენ ფინალში, საბჭოთა კავშირი კი, რომლის დაცვაშიც კაპიტანი მურთაზ ხურცილავა და რეზო ძოძუაშვილი შეუცვლელნი იყვნენ - მესამედ.

შიონის შესანიშნავმა გუნდმა ბელგიური ფინალი 3:0 მოიგო: ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ბომბარდირი გერდ მიულერი ორჯერ გაჩნდა იქ, სადაც საჭირო იყო და დუბლი შეასრულა. ერთხელაც ვიმერმა დაარტყა ზუსტად. სამშობლოში დაბრუნებული ჩემპიონები საფეხბურთო კავშირმა მერსედესის ახალი მოდელებით და 25-25 ათასი მარკით დააჯილდოვა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ერთი თვით ადრე მიუნხენის ოლიმპიაშტადიონი ამ გუნდების ამხანაგურით გაიხსნა. გერმანელებმა 4:1 მოიგეს.

0x01 graphic

მიშელ პლატინი. 1984

1976 - ჩეხოსლოვაკია

იუგოსლავიაში გამართული ევროპირველობა საუკეთესო და უკანასკნელი იყო ოთხგუნდა ჩემპიონატების ისტორიაში - მასპინძლებს, ჩეხოსლოვაკიელებს და მსოფლიოს 1974 წლის პირველობის ფინალისტებს - გფრ და ჰოლანდია - თამაშში მინიმუმ 4 გოლი გაჰქონდათ.

ვაცლავ ეჟეკის ჩეხოსლოვაკიამ ნახევარფინალში ჰოლანდია 3:1 დაამარცხა, ფინალში კი ევროპის ჩემპიონს აჯობა. მართალია პენალტებში, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! საფეხბურთო ლატარეაში ერთადერთს უმტყუნა ნერვებმა - მიუნხენის ბაიერნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ბურთი კარს ააცილა. მერე ნიშნულთან ანტონინ პანენკა მივიდა და დაწოლილ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 5:3.

ეჟეკის ბიჭებმა თასი ასწიეს, დარტყმის იმ სტილს კი, რამაც ჩეხოსლოვაკიას მთავარი ჯილდო მოუტანა, მას შემდეგ პანენკას პენალტი ჰქვია.

0x01 graphic

მარკო ვან ბასტენი და რუუდ გულიტი. 1988

1980 - გფრ

იტალია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მეორედ უმასპინძლა ევროპის მთავარ საფეხბურთო ტურნირს. ეს იყო კონტინენტის პირველი რვაგუნდა ჩემპიონატი.

ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა გერმანია, გი ტისის ბელგია კი პირველად. ბუნდესგუნდმა ჰორსტ ხრუბეშის დუბლით მოიგო. ჰამბურგის ფორვარდმა მეორე გოლი 89-ე წუთზე შეაგდო.

ევროპირველობის საუკეთესო ფეხბურთელად პირველად აღიარეს ერთდროულად ორი მოთამაშე: 20 წლის ბერნდ შუსტერი და 24 წლის კარლ-ჰაინც რუმენიგე. კალე იმ დროს ევროპაში საუკეთესო იყო - 1980 და 1981 წლებში ოქროს ბურთი ჩაიბარა.

რამდენიმე თვით ადრე იმ გერმანიამ საბჭოთა კავშირს ამხანაგური გაკვეთილი ჩაუტარა თბილისში: ვ.ი.ლენინის სახელობის დინამოს სტადიონზე 3:1 მოიგო.

1984 - საფრანგეთი

ეს პლატინის ტურნირი იყო! მძიმე მეტალურგია აქ არაფერ შუაშია - ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგზე, იმ წლების ევროპის უძლიერეს ფეხბურთელზე მიშელ პლატინიზე ვამბობთ, რომელმაც დელონეს თასი ჩაიბარა.

საფრანგეთი პირველად გახდა არათუ ევროპის, ზოგადად, საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული. ის საფრანგეთი მიშელ პლატინის საფრანგეთი იყო და იმ გუნდმა პარიზში, ნანტში, სენტ-ეტიენში, მარსელსა და ისევ პარიზში ზღაპრულად ითამაშა: 1:0, 5:0, 3:2, 3:2, 2:0!

ამ 14 გოლიდან 9 ნანსიში დაბადებულმა მეათე ნომერმა შეაგდო - არც მანამდე და არც მას შემდეგ 9 ბურთი ევრობომბარდირს არ გაუტანია! ბოლო, მეცხრე გოლი მიშელმა ფინალში საჯარიმოდან შეუგდო ესპანელ არკონადას.

1988 - ჰოლანდია

ჰოლანდიამ ევრო 88 წაგებით დაიწყო, მარკო ვან ბასტენმა კი სათადარიგოთა სკამზე.

ჰოლანდიამ ევრო 88 ანრი დელონეს თასით დაასრულა, მარკო ვან ბასტენმა კი საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირის ტიტულებით.

მიუნხენის ოლიმპიაშტადიონზე რინუს მიხელსის გუნდი ფავორიტი იყო, მარკომ კი ზღაპრული გოლი გაიტანა. მის დარტყმას, რომელსაც საბჭოელთა მეკარემ რინატ დასაევმა ვერაფერი გაუგო, ფრანც ბეკენბაუერმა XX საუკუნის გოლი უწოდა.

ჰოლანდია პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, მიხელსმა კი განაცხადა, რომ 1974 წლის კოშმარი - ამავე სტადიონზე წაგებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, როგორც იქნა, დაივიწყა.

1992 - დანია

დანიელი ფეხბურთელები ოჯახებთან ერთად ისვენებდნენ, როცა მათ ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიქარდ მიოლერ-ნილსენი შეეხმიანა და კოპენჰაგენში შეკრება უბრძანა. დანია უეფამ ომში გახვეული იუგოსლავიის ნაცვლად დაუშვა ჩემპიონატში.

მერე რაც მოხდა, ყველამ იცის: დინამიტმა ოთხჯერ დაიქუხა და ფინალშიც გავიდა.

მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია იყო, თუმცა დანიის მეხუთე „აფეთქებას“ ბუნდესგუნდიც შეეწირა: იენსენმა მე-18, ვილფორტმა კი 78-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანეს.

დანიელთა ლიდერი ბრაიან ლაუდრუპი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ჩემპიონთა ფორვარდი ჰენრიკ ლარსენი კი ბომბარდირი გახდა.

დანიელებმა დაუვიწყარი გამარჯვება კიმ ვილფორტის ქალიშვილს მიუძღვნეს, რომელიც მძიმე დაავადებით იტანჯებოდა. ფეხბურთელი ყოველდღე ბორნით დადიოდა შვედეთიდან შინ მის მოსანახულებლად.

1996 - გერმანია

ბუნდესნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში, თუმცა ოთხი წლის წინანდელისგან განსხვავებით, ფეხბურთის სამშობლოში თასი მოიგო - დუშან უჰრინის ჩეხეთის ნაკრები ბირჰოფის ოქროს გოლით 2:1 დაამარცხა.

ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბერტი ფოგთსმა თავდამსხმელი 69-ე წუთზე მეჰმეთ შოლის ნაცვლად ჩართო თამაშში. იმ დროს ჩეხები პატრიკ ბერგერის პენალტით იგებდნენ, მაგრამ ხუთ წუთში ბირჰოფმა თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, 95-ე წუთზე კი კიდევ ერთხელ გაისროლა და ფეხბურთის ისტორიაში პირველი ოქროს გოლიც შეაგდო.

გერმანიის ნაკრების კაპიტანმა იურგენ კლინსმანმა ანრი დელონეს სახელობის თასი ბრიტანეთის დედოფლისგან ჩაიბარა.

რამდენიმე თვით ადრე კლინსმანმა თბილისში გაიტანა ორი გოლი: მისი ზუსტი დარტყმებით გერმანიამ საქართველო გადაჭედილ პაიჭაძეზე დაადუმა - 0:2.

0x01 graphic

დიმიტრიოს პაპადოპულუსი. 2004

2000 - საფრანგეთი

ორი წლით ადრე, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, საფრანგეთმა იტალია პენალტების სერიაში დაამარცხა.

ფრანგებმა ევროფინალშიც იმარჯვეს: 103-ე წუთზე დავიდ ტრეზეგემ ფრანჩესკო ტოლდოს კარში ოქროს გოლი შეაგდო და აპენინელთა ოცნება დაასრულა. იტალია, რომელსაც ევრო 68-ის გამარჯვებული დინო ძოფი წვრთნიდა, 1982 წელს მოგებული ფიფას ოქროს თასის შემდეგ პირველ ტიტულთან ძალიან ახლოს იყო. სკუადრა აძურა იგებდა კიდეც როტერდამულ ფინალს, მაგრამ მსაჯის დამატებული დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე სილვენ ვილტორმა ანგარიში გაათანაბრა.

საფრანგეთის ნაკრებმა მეორედ მოიგო კონტინენტის უძლიერესი გუნდი სახელი, ზინედინ ზიდანი კი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ევრო 2000-ის დასრულებისთანავე იტალიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა იუვენტუსმა ოქროს გოლის ავტორი ტრეზეგე გადაიბირა.

0x01 graphic

ესპანეთის ნაკრები. 2008

2004 - საბერძნეთი

ევროპის XII ჩემპიონატი პორტუგალია-საბერძნეთით დაიწყო და ასევე დასრულდა. გახსნის მატჩი ბერძნებმა 2:1 მოიგეს, ფინალი - 1:0. ოტო რეჰაგელის გუნდმა ბერძნული მითების ბოლო თავი დაწერა.

ფინალში, ლისაბონის ულამაზეს და ლუშზე ერთადერთი გოლი გავიდა: ანგელოს ხარისტეასმა 57-ე წუთზე თავით დაარტყა ზუსტად. მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი და მისი რჩეული პორტუგალიელები ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ - თასმა პირენეის ნახევარკუნძულიდან ეგეოსის ზღვისკენ გაცურა.

ჩემპიონთა კაპიტანი თეოდოროს ზაგორაკისი ევრო 2004-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, საბერძნეთი კი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ფლეი-ოფში გოლი არ გაუშვა.

2008 - ესპანეთი

ჯერ რუსეთთან 4:1 იყო. მერე 2:1 შვედეთთან და საბერძნეთთან. მეოთხედფინალში იტალიასთან 0:0 და უკეთესად შესრულებული პენალტები. ნახევარფინალში ისევ რუსეთი და ამჯერად 3:0.

გადამწყვეტ თამაშში ლუის არაგონესის ესპანეთი ევროპის სამგზის ჩემპიონის გერმანიის პირისპირ დადგა.

იოახიმ ლიოვის კარგად გაპოხილი და საათივით აწყობილი გუნდი-მანქანა ესპანელებმა მაინც მოშალეს: ხავიმ ტორესისკენ გააძვრინა ბურთი, ნაცნობ სიტუაციაში კი ელ ნინიომ აუღელვებლად ითამაშა - 1:0. ფერნანდომ ევროფინალი 17-წლამდელებშიც მოიგო და ორი წლით უფროსებშიც და ორივეჯერ გადამწყვეტი გოლი შეაგდო!

ეს იყო ესპანეთის ნაკრების პირველი ტიტული 44 წლის შემდეგ.

ლუის არაგონესი გამარჯვებული წავიდა.

ის ვისენტე დელ ბოსკემ შეცვალა.

მასთან ერთად ესპანეთმა მსოფლიოს გადმოხედა.

21 ლებრონის დღიურიდან

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კალათბურთი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

ეიკრონი მოწესრიგებული ქალაქია. ორასი ათასი კანონმორჩილი მოქალაქე, კიპარისები, მისტერ ჩარლზის ცნობილი საფუნთუშე, ქალაქის ყველაზე მაღალი შენობა FirstMerit Tower და ორი ლამა, რომელსაც 4 ივლისს ქალაქში ბავშვები ასეირნებენ. ლამა ამერიკის დამოუკიდებლობის დღის სიმბოლოა. ცოტა უცნაური, ცოტა სასაცილო, მაგრამ სიმბოლოებს არ ირჩევენ. სიმბოლო ერთხელ აირჩიეს და სიმბოლოდ დარჩა.

ლებრონ ჯეიმსიც ეიკრონის სიმბოლო იყო. ერთხელ აირჩიეს და სიმბოლოდ დარჩა. ლებრონი ოჰაიოს აბალანსებდა, ეიკრონში ჯეიმსის სკვერი, რესტორანი, ბავშვების გასართობი ცენტრი იყო. აღარ არის. ლებრონი ფლორიდაში გაბაჯბაჯდა, დუეინ უეიდთან და კრის ბოშთან ერთად დიდი კუშის მოხსნას ცდილობს. მაიამის ფინალის ვიზა წელს კევინ გარნეტმა მისცა. სუპერფინალში, ოკლაჰომასთან გარჩევამდე, ლებრონის ახლობლებმა მისტერ ჯეიმსს კიდევ ერთი ინდივიდუალური პრიზი მიულოცეს. ლებრონი რეგულარულის MVP გახდა.

ჯეიმსი არ აშენებს ეკლესიებს დევიდ რობინსონივით. ჯეიმსი არ ჭორიკნობს ბოსებთან ძმაკაცებზე კობი ბრაიანტივით. ჯეიმსი არ არის ტიმ დანკანივით მოსაწყენი. ჯეიმსი ვერ მოხსნის უილ სმიტის პრემიერიდან ევა ლონგორიას და ჯეიმსი დუაიტ ჰოვარდზე ბევრჯერადია. ლებრონმა პრივატული ტერიტორია მიიღო, შესასვლელში ორი ბუთხუზა როტვეილერი დასვა და ლებრონის ტერიტორიაზე შესვლა ძვირი ჯდება.

ჯეიმსი ადრე ამერიკული ფეხბურთის ფრენკ სინატრა იყო. განიერი და მოქნილი ბიჭი კალათბურთით ერთობოდა და ამერიკელების სოკერში ჯონა ლომუ გახდა. დედიკომ, პატარა ბიჭების და კამპარის მოყვარულმა გლორიამ შვილი მაინც კალათბურთისკენ შეატრიალა და ჯეიმსმა აკრიფა. ლებრონი ცხრა წლის წინ, დრაფტზე, კლივლენდმა აირჩია.

დღეში სამჯერადი ვარჯიში პირად მწვრთნელთან, ორი საათი ტრენაჟორებზე, ერთი საათი აუზზე, ერთი საათი მეგობრებთან ერთად და ბევრი ძილი. ლებრონი იწყებს, როგორც ჰალკ ჰოგანი და ამთავრებს, როგორც ჰალკი. ჰოგანის გარეშე. ის, მწვანე ბიჭი. რომელიც არ უნდა გააბრაზო. ლებრონიც არ უნდა გააბრაზო.

ლებრონის პირველი აგენტი გლორიამ ექვს დღეში გაუშვა და შვილის მილიონები ჩაიბარა. დედიკომ გახსნა ორი აუზი, ერთი სილამაზის სალონი, გაიცნო ლებრონის ძმაკაცები და შვილის მეგობრებთან მეგობრობის პროცესში მეგობრული სექსით ერთობოდა. ამ დროს კი ლებრონი იზრდება და როიალურ ოჯახში შესასვლელად ემზადება. იმ ოჯახში კარგი სპორტის კარგი ბიჭები არიან. ლარი, მეჯიქი, მაიკლი, ადმირალი, კლაიდი, ფოსტალიონი, ჰაკიმი.

პირველ სეზონში ლებრონი კარგია (20.9 ქულა, 5.9 პასი, 5.5 მოხსნა). მერე - უკეთესი (27.2+7.2+7.4). ერთი წლის შემდეგ - სექსუალური (31.7+6.7+7.0). იმ სეზონში რეგულარულის MVP სტივ ნეში იყო. ფინიქსის კარუზო კალათბურთის მეშვიდე სიმფონიაზე ზის და ლებრონის რეპს ამტვრევს. ნეში ზედიზედ ორჯერ არის MVP. ლებრონი ჯერ აზრზე მოდის. ფლეი-ოფში ჯეიმსი სამმაგი დუბლით შედის. ვაშინგტონთან სერია მისტერ ოჰაიომ 32 ქულით, 11 პასით და 11 მოხსნით გახსნა. კლივლენდი ღამის კლუბებიდან სტადიონებზე გადის და ჯეიმსი ბევრათასიან აუდიტორიასთან ურთიერთობას ეჩვევა.

შემდეგ სეზონში ბიჭმა კლივლენდი სუპერფინალში გაიყვანა. იქ ბრიუს ბოუენის პილორამა, გრეგ პოპოვიჩის ინტელექტი და ტიმ დანკანის სიმშვიდე ჯეიმსისთვის მურტალი გადასახარში იყო. სან ანტონიომ სერია 4:0 დახურა. სერია ნორმალურად არ გახსნილა და უკვე დაიხურა. ლებრონს აარტყეს, პირდაპირ ეთერში ყური აუწიეს. 22 წლის ჯეიმსი მეგობრობის დღიურში ბევრ რაღაცას იწერს, იმახსოვრებს, ინიშნავს.

ჯეიმსი საქმეს გემოვნებით აკეთებს. არ იღლება ღამის კლუბში, არ აგებს ტოტალიზატორში ზარმაც ცხენზე, არ ცდილობს კარმენ ელექტრას მკერდზე ჩქმეტას და ოქროს კბილებს არ აგროვებს. ჯეიმსი კარგი ბიჭია.

0x01 graphic

...2010, 9 ივლისი. ლებრონი ექვსი წლით ფლორიდელი ხდება. კლივლენდის ბოჰემური ცხოვრება ფლორიდის ბაჰამურ პერანგზე გაცვალა და პლაჟზე წამოწვა.

ჯეიმსი ბისისთვის ემზადება და ცუდი აკომპანიატორები ჰყავს. ლებრონის ფიუჟენში არ არის ემოცია, იკარგება მელოდია, არითმია ტემპს აგდებს. ლებრონს კალათბურთის ჯო სატრიანი უნდა.

ლებრონი კალათბურთის ისტორიაში ფიზიკურად ყველაზე განვითარებული პერსონაჟია. ლებრონში მეგობრობენ მეჯიქის პასი, მაიკლის ათლეტურობა, ლარის ლტოლვა და ჩარლზ ბარკლის სიჯიუტე. მაგარი კოქტეილია.

ლებრონი ბევრი კომპანიის (Nike, Sprite, Glaceau, Bubblicious, Upper Deck, McDonald's, State Farm) სარეკლამო სახეა და ლებრონის საკალათბურთო სახე დაღლილია. ლებრონმა უნდა დაისვენოს. და მეტს, უფრო თავისუფლად მოიგებს.

სამი MVP სოლიდურია. ლებრონი უფრო სოლიდური უნდა იყოს.

...ეიკრონში პოპკორნის პარკით მიმტანმა მაგიდიდან ნამცეცები ჩამოყარა. პარკი დაკუჭა, ურნასთან მოისროლა. ორი წლის წინ ლებრონმა ეიკრონით, კლივლენდით ზედმეტი მოგონებები მოიშორა, ოფლი მოიწმინდა, დაკუჭა და ურნასთან მოისროლა. ცუდი ჟესტი კარგი ბიჭისგან.

ჯეიმსმა ქალაქს ბოდიში მოუხადა, პერსპექტივაზე ილაპარაკა, მაიამის თვალი ჩაუკრა.

მეჯიქის პასით, მაიკლის ათლეტურობით და ლარის ლტოლვით ლებრონი მეტს აიღებს. ჯეიმსი კალათბურთია და რეგულარულის სამი MVP ჯერ დასაწყისია. თავისი 19 045 (27.6) ქულით, 4 943 (7.2) მოხსნით, 4 751 (6.9) პასით, 1 194 (1.7) ჩაჭრით.

ლებრონი გაიზარდა. მეგობრობის დღიურში მალე ბევრი ახალი ჩანაწერი შევა.

მაგალითად, ლებრონ ჯეიმსი - The King.

22 ნიჭიერი სესკ ფაბრეგასი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ზურაბ თალაკვაძე

0x01 graphic

სესკ ფაბრეგასი ადრე, პატარაობაში დედიკოს, ნურია სოლერის ნივთებში იქექებოდა და რაღაც ქალური ჟურნალი ნახა. ბევრი უინტერესო რჩევით მოზარდისთვის და ერთი საინტერესო გვერდით ყველასთვის. იუმორის გვერდი. სესკი იუმორზე შეჯდა.

ფაბრეგასი: „მოვდივარ ვარჯიშიდან, მამა ტელევიზორთან ხმაურობს, დედა სამზარეულოშია, რაღაც გადაცემას უყურებს, სადაც მწვანე პიჯაკში, ცოტა უცნაურ, მოვარდისფრო შარვალში ვიღაც ტიპი ზის და გემოვნებით ხუმრობს. ის ტიპი ცნობილი ესპანელი ანიმატორი, ილუსტრატორი და კომიქსების სერიის შემქმნელი, სენიორ ხუან ხოსე კარბო იყო. დედასთან ერთად გავერთე, დავისვენე. მერე არსენ ვენგერმა მითხრა, ფეხბურთში რაღაც დოზით იუმორიც უნდა იყოს, სიამოვნება რომ მიიღო და დაგიმახსოვრონო. ეს სულ მახსოვს“.

ფაბრეგასს ბევრ სიტუაციაზე აქვს თავისი შეხედულება.

თუნდაც ის, რომ სესკის მეგობარმა გაიღვიძა იმ აზრით, რომ სილამაზე გადაარჩენს სამყაროს. მერე შეხედა საკუთარ ცოლს და მიხვდა, რომ ცდებოდა.

სესკი ხვდება, რომ მშობლებს ორმაგად უნდა სცეს პატივი. მათ ხომ სკოლა გუგლის და ვიკიპედიის გარეშე დაამთავრეს.

სესკი ხვდება, რომ პირსინგის ფანი პარაშუტით არ უნდა გადმოხტეს. ყოველთვის სხვა ბეჭედს გამოკრავს.

სესკი უყურებს თოქშოუს ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის მონაწილეობით. ფაბრეგასი ხვდება, რომ იმ ოჯახში კითხვაზე „საიდან ჩნდებიან ბავშვები“, პასუხს ელოდება არა ბავშვი, არამედ ბრედი.

სესკი იხსენებს, რომ ლონდონში მისი მეზობელი ინფარქტის შემდეგ გადაარჩინეს. პაციენტი არ იყო დაზღვეული და ექიმებმა ეგრევე მეორე ინფარქტიც მიიღეს. პაციენტი გადარჩა.

სესკის მეგობარმა გაცნობის ბიუროში გააგზავნა განცხადება „ვეძებ ცოლს“. ორ დღეში წერილების ორი პარკი მიიღო. ერთი და იმავე პასუხით - წაიყვანე ჩემი.

სესკმა ისწავლა, რომ დაშვებული შეცდომის შემდეგ ყოველთვის უნდა თქვა - ნახე, რა საინტერესოდ გამომივიდა?

სესკის ერთ-ერთ პირველ პაემანზე გოგონა ორ წუთში გაიქცა. მარტივი მიზეზი - გოგონამ სესკს მისი ასაკის გამოცნობა შესთავაზა. სესკმა გამოიცნო.

სესკს ჰყავს ჯანმრთელი მეგობრები, რომლებსაც ავიწყდებათ, რომ აფთიაქში წამლებისთვისაც უნდა შეიარონ.

ფაბრეგასი: „მეგობრებთან ერთად ხშირად ვაწყობთ იუმორის საღამოს. ასე იყო ლონდონში. ასეა ბარსელონაშიც. ვიკრიბებით რომელიმე კლუბში და ვისვენებთ. ვის აქვს ყველაზე საინტერესო იუმორი? ალბათ, პიკეს. და სენიორ ვენგერს. ჰო, ჩემმა მეგობარმა ერთხელ შეცვალა ის ფრაზა, სილამაზე სამყაროს რომ გადაარჩენს და ცოლის ნაცვლად, რეალი ჩასვა. არ დაიჯეროთ. რეალი იმ ცოლზე ლამაზია“.

სესკმა ფეხბურთით გართობა და გართობით დასვენება ისწავლა.

23 By Night, ანუ ხელოვნება ღამით

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ქეთო გიორგობიანი

ზუსტად ერთი თვის წინ, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქუჩაზე - შარდენზე, ღამის გამოფენების ციკლი გაიხსნა. პროექტი, რომლის ძირითადი მიზანიც ხელოვნების სამყაროს ღამის ცხოვრებაში ინტეგრირება გახლდათ, ოთხ სტუდენტურ ნამუშევარს აერთიანებდა.

0x01 graphic

ანდრია დოლიძე

0x01 graphic

ეთო დავითაშვილი

0x01 graphic

ელენე ცერცვაძე, გიორგი ჩინჩალაძე

ოთხი თანმიმდევრული ექსპოზიცია, რომლებიც არქიტექტურით დაწყებული, ვიდეოარტით დამთავრებული, განსხვავებული მედიების საშუალებით იყო გადმოცემული, დღევანდელ სოციუმში, ინდივიდის ეგოსა თუ ურბანულ სამყაროში არსებულ პრობლემებს ეძღვნებოდა.

თითოეული პროექტი იყო ერთგვარი ინტერაქტიული ინსტალაცია, რომელიც დამთვალიერებელს ექსპოზიციის ნაწილად აქცევდა და საგამოფენო პროცესი განსაკუთრებით საინტერესოც სწორედ ამ დროს ხდებოდა.

მაშინ, როდესაც სახსრების, შთაგონების, მუზის, შესაბამისი სივრცის თუ კიდევ ათასი რამის დეფიციტის გამო, თანამედროვე ქართული არტი ყველაზე მეტად სწორედ ინტერაქციას არის მოკლებული, „აკადემია+“-ის მომცრო, კვადრატული ფორმის საგამოფენო სივრცეში შექმნილი პოპარტული, კლაუსტროფობიული ექსპოზიციები შარდენის ქუჩაზე, კოქტეილის მოსაწრუპად მისულ საზოგადოებაზე მცირე შოკური თერაპიის ეფექტს ახდენდა.

ბესო ლეჟავასა და კონსტანტინე კაკაბაძის გამოფენა, სახელწოდებით „ფული ყველაფერია?!“, დამთვალიერებელს ფულის კუპიურების კუბში აქცევდა, სადაც კედელი, იატაკი, ჭერი - ერთი სიტყვით, საგამოფენო დარბაზი, პირობით სივრცედ იქცეოდა და ძვირადღირებულ ჩარჩოში მოქცეული ნამუშევრით დაწყებული, ჰორიზონტისა და კომპასის ოთხივე მხარით დამთავრებული, სამყაროს ყველა საგანს ფულად აქცევდა.

ინსტალაცია, რომელსაც საზოგადოება ფულის ძალასა და მნიშვნელობაზე, საგნების მათი საფასურის ჭრილში დანახვაზე, სულიერი, კულტურული თუ ყოფითი სამყაროს მატერიალიზებასა და, ზოგადად, კაპიტალისტური სისტემის პრობლემებზე უნდა დაეფიქრებინა, გამოფენიდან მესამე დღეს ჩამოიხსნა. მიზეზი მარტივია - ფულის კუპიურის მსგავსი მიზნებისთვის გამოყენებისას, მისი ზომა შესამჩნევად უტრირებული უნდა ყოფილიყო, ექსპოზიციაზე კი კუპიურები ზედმეტად რეალური ზომითა და პრინტით წარმოადგინეს.

„თუ დაიღალე ყველაფერი „დახვეწილისგან“, ხმამაღლა გაიხსენე ფაშიზმი. რენტგენის ფაილზე გამჟღავნებული ვიდეოპროექცია თანამედროვე მხატვრის არტისტული ქმედების ფუნქციურ რაობაზე მიგითითებს“, - ასე წარადგინა ეთო დავითაშვილის პროექტი „ფაშიზმი - რომელმაც კაცობრიობაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა“ By Night-ის კურატორმა და იდეის ავტორმა, ნინო გუჯაბიძემ. ვიდეოინსტალაცია, რომლის ავტორიც სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ეთო დავითაშვილი გახლდათ, განსაკუთრებული ნუგეში საზოგადოების იმ ნაწილისთვის იქნებოდა, რომელსაც კარგად ახსოვს გასულ წელს, ქართული მოდის მრავალრიცხოვან კვირეულთაგან ერთ-ერთზე წარმოდგენილი ჰიტლერისა და სტალინის ინსპირაციით შექმნილი კოლექცია. თანაც, გალერეის ლოკაციიდან გამომდინარე, მსგავსი დამთვალიერებელი ინსტალაციას უხვად ეყოლებოდა.

ციკლის რიგით მესამე გამოფენა, სათაურით „დიალოგი“, მედიაინტეგრირებული ქანდაკების, ვიდეოპროექციისა და ფერწერის შერწყმით შექმნილი ექსპოზიციაა, რომლის ავტორიც ანდრია დოლიძე გახლავთ. „ყოფიერების განცდის მედიტაციურ-კრეატიული იმპულსები საკუთარ თავთან საუბარს ცდილობს, სადაც არტისტული თოქშოუს ხელოვნებად ქცევის მცდელობა სამყაროსთან მუდმივი დიალოგის შეთანხმების აქტით მანიფესტირდება“, - ახასიათებს ნინო გუჯაბიძე „დიალოგს“.

დაბოლოს, ფერწერის, ვიდეოარტის, ქანდაკებისა თუ ინტეგრირებული მედიაინსტალაციის მეშვეობით გამოხატული ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკის, გაპროტესტებული სისტემის, თანმდევი ისტორიული წარსულისა თუ თანამედროვე ინდივიდის საკუთარ თავთან დისონანსის შემდეგ, ჯერი ურბანულ თემატიკაზეც მიდგა:

ციკლის უკანასკნელი ექსპოზიცია გახლავთ ელენე ცერცვაძისა და გიორგი ჩინჩალაძის არქიტექტურული ინსტალაცია, რომლის კლაუსტროფობიული ესთეტიკა დამთვალიერებელს ერთ მთლიან, უჰაერო, ბნელ ლაბირინთად ქცეულ სივრცეში აგდებდა და დათვალიერებას თავის დაღწევის, გადარჩენის ინსტინქტის გაღვიძების პროცესად აქცევდა.

აღქმის სიმძაფრისა და დამთვალიერებლის ექსპოზიციაში ინტერაქციის თვალსაზრისით, ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი ინსტალაცია, რომელიც არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი პრობლემის - სივრცის დამახინჯების პროცესის მანიფესტაციას ეძღვნებოდა. „ეს პრობლემა ხშირად თავს იჩენს თბილისის არქიტექტურაში, განსაკუთრებით, საცხოვრებელ უბნებში. არასწორი ჩარევის შემთხვევაში კი ისტორიულ ზონებშიც. ჩვენ შევეცადეთ, წარმოგვედგინა ამ პრობლემის შედეგად შექმნილი სივრცის იმიტაცია. სივრცე, რომელშიც თავს შებოჭილად და არაკომფორტულად ვგრძნობთ“, - ამბობენ პროექტის ავტორები.

შესრულების ხარისხსა და აღქმის სიმძაფრეს რომ არ შევეხოთ, ციკლი By Night ორი მიზეზითაა საინტერესო: პროექტები სტუდენტებს ეკუთვნით და დამთვალიერებელს მაქსიმალური ინტერაქცია აქვს ექსპოზიციასთან.

სანამ ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩენილი გრაფიტი „Sorry, where is the museum of contemporary art?“ რეალურ გამოხმაურებას ჰპოვებს და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაჩნდება, მანამ By Night-ის მსგავსი პროექტები ორმაგად აქტუალური უნდა იყოს, რადგან სწორედ ისინია ე.წ. contemporary art-ის პოპულარიზაციის, პრაქტიკულად, ერთადერთი საშუალება.

24 წიგნები, რომლებმაც წაგვიკითხეს

▲ზევით დაბრუნება


გიორგი კეკელიძე|სვეტი

0x01 graphic

წერილები ეროვნული ბიბლიოთეკიდან

თითქმის ყოველ ღამე მესიზმრებოდა, რომ განძის საპოვნელად მიწას ვთხრიდით. მე და ჩემი მეზობელი, რომელიც სულაც არ ჰგავდა ჰეკლბერის და ეზოს უკან, ჩაის სიმბოლურ პლანტაციებში გამოყოლაც კი ეზარებოდა სათამაშოდ. მაგრამ სიზმარი რისი სიზმარია. ჰოდა, ვთხრიდით. საქმე და მთელი უბედურებაც ის იყო, რომ ზუსტად მაშინ მეღვიძებოდა, როცა ნიჩაბს სკივრს დავკრავდი და სიამაყით გადავხედავდი ჩემს თანამზრახველს. ან იქნებ მთავარი სიკეთე ამ ამბის სწორედ ეს გამოღვიძება უნდა ყოფილიყო. მერე რაღა მენახა სიზმრად?

0x01 graphic

მე და ჩემი მშობლები ერთი დასახელების წიგნებს ვკითხულობდით ჩვენ-ჩვენს ბავშვობაში. გარდა, ვთქვათ, ვინმე საშუალო რანგის ინგლისელი მწერლის საყმაწვილო დეტექტივებისა, რომლის მსგავსი წიგნები 90-იანების კოოპერატივ-გამომცემლობებმა მრავლად ბეჭდეს. და სადაც, ვთქვათ, კოლეჯის მოსწავლის ამბავია, რომელიც ფოტოაპარატის საყიდლად ფულს აგროვებდა, მაგრამ იმ დანაზოგით დურბინდი იყიდა, რადგან რაღაც კერძო გამოძიებაში ჩაერთო. მეც დავიწყე ფულის გროვება და მერე ეს მთელი ოთხი ათასი კუპონი რობერტო ბაჯოს „ნაკლეიკაზე“ გადავცვალე, 4 ნომერი იყო და ძნელად ამოიდიოდა, როგორც მაშინ ვიტყოდით ხოლმე.

არ ვიცი, რატომ ეწოდებოდა „ბიძია თომას ქოხს“ საბავშვო, მაგრამ ტვენის თავზარდამცემად გენიალური ამბების გვერდით ეს წიგნი მომაჩეჩეს და მთელი კითხვის პროცესი უცხადესად მახსოვს. აჰა, ჩემი სოფლის ოდის ოთახი. კოღოები. და კედელზე რატომღაც ლომონოსოვის სურათი, რომელიც სულაც სამყაროს შემქმნელი მეგონა. მონები. ბამბა. ამერიკა. საბძელში მცხოვრები გომბეშოს ყიყინი. და სხვა მსგავსი რომანტიკანი. ძალიან მაგარი და დაუბრუნებელი - ჩემი აზრით. ხოლო ამის მერე რატომღაც „სალამურას თავგადასავალი“ წავიკითხე - დიდი ქართული ზღაპარი.

მაგრამ მარტო წიგნები როდი გახსენდება, ყველაფერი - რაც მაშინ მოხდა. აი, ერთი გოგო, რომელიც ასაკით ჩემზე უფროსი იყო, მე ბეკი დავარქვი და მიყვარდა. ბებიაჩემი ასწავლიდა და დავყვებოდი გაკვეთილზე. და მინდოდა რამე დაეშავებინა და მერე ამეღო ეგ ამბავი ჩემს თავზე და ბებიაჩემს მის მაგივრად გავეწკეპლე. ასე იცის...

მაგრამ იმ დიდი, აუცილებელი ავტორების გარდა (ვერნი, რიდი, სტივენსონი და სხვანი), რომლებსაც მგონი ახალი თაობა აღარასდროს წაიკითხავს, იყო სხვა წიგნებიც - ვანო ურჯუმელაშვილის „სამხრეთის ვარსკვლავი“, მოთხრობა საბჭოთა, სამაგალითო პიონერზე, იური ოლეშას „სამი გოდორა“, რომელსაც ბოლო სამი გვერდი აკლდა და დღემდე მისი დარდი მაქვს, „ფილმი ზღაპრები“ - ანიმაციები ტექსტად, ლამის მთელი ტელედანაკლისი რომ ამინაზღაურა და სხვანი. ვინ იცის, სად დევს ახლა ეს წიგნები, ან დევს კი?

„ბემბის“ რომ ვკითხულობდი, გარდა ამბის განვითარებისა, საშინლად მაინტერესებდა რა ერქვა ავტორს. საბჭოთა გამომცემლებს დაჟინებით მიეწერათ - ფ. ზალტენი. წიგნს ასეთი, გარე-ფეტიშებიც აქვს. ბლომად. მერე მოძებნი. უი, ფელიქსი - იტყვი და თითქოს დიდი ამოცანა ამოხსენი.

იცით, რაღაც წიგნები საერთოდაც გამოვტოვე. არ მქონდა. მერე დამეზარა. მაგალითად, „პინოქიო“ (მისი წვრილცხვირა კლონის საქმე ვიცოდი) და „კარლსონიც“ სულ ახლახან გადავშალე. პრინციპით - წაკითხული ხომ უნდა გქონდეს. მივხვდი, რომ დიდი წიგნებია, მაგრამ იმასაც, რომ რაღაც ბავშვობაში უნდა წაიკითხო. ემილის ახლა ვერაფერი ჩაანაცვლებს, თავისი გამოთლილი კაცუნებით.

ასე ბევრი გამოვა, წერტილი უნდა დავსვა.

როგორი დასასმელია, იმ სიზმრიდან გამოფხიზლებას ჰგავს, ზევით რომ მოგიყევით - სკივრს ნიჩაბს დაარტყამ და უნდა გაიღვიძო. რას იზამ.

25 ფოტოგრაფის ერთი ფოტო

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

გურა წიბახაშვილი

0x01 graphic

ეს ფოტო 2010 წელს გადავიღე. ეს არის ფოტოატელიეს აბრა აბესაძის, ყოფილ 1 მაისის ქუჩაზე. ეს იმ ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტოატელიეთაგანია, რომლებიც, შეიძლება ითქვას, გადაშენების გზაზეა. სიმბოლურია, რომ ესეც დაკეტილი იყო. კარზედაც საბჭოთა დროიდან შემორჩენილი FOTO წერია და არა PHOTO, როგორც ახლაა მიღებული. ეს ფოტო ცოტა ნოსტალგიურ განწყობაზე მაყენებს.

26 ჟან-პიერ მოენი დმანისში

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

თეონა ჯაფარიძე

0x01 graphic

რატომ დაიწყო ადამიანმა ხატვა პრეისტორიულ დროში? როგორ ჩამოყალიბდა ჰომო საპიენსი ხელოვანად? რას ფიქრობდა და როგორ აზროვნებდა ნადირობის დროს? რატომ გაჩნდა პირველი მეგალითური კონსტრუქციები? რატომ დაიწყო ნეანდერტალელმა დაკრძალვის რიტუალის შესრულება? ეს ის კითხვებია, რომელსაც ახლო მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი მუზეუმი - Musee de I'Homme (ადამიანის მუზეუმი პარიზში) თავისი ახალი კონცეფციის წყალობით უპასუხებს. ასე რომ, ბატონ ჟან-პიერ მოენს ყველაზე საინტერესო მისია აკისრია პლანეტის მოსახლეობის წინაშე: ის ამჟამად ადამიანის მუზეუმის ახალ კონცეფციაზე, ახალ ხედვაზე მუშაობს. ამ საპასუხისმგებლო პროცესის დროს, დმანისი მისთვის ინსპირაციის ადგილია.

მეცნიერი რამდენიმე დღით, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდა თბილისში და საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წაიკითხა საინტერესო ლექცია ლეგენდარულ ეთნოლოგზე, მოგზაურზე, სოციოლოგსა და ფილოსოფოსზე კლოდ ლევი-სტროსზე, პოპულარული წიგნის „სევდიანი ტროპიკების” ავტორზე, რომელსაც ბატონი ჟან-პიერი პირადად იცნობდა. მეორე დღეს კი მეცნიერი დმანისში წავიდა, სადაც მასპინძლობა ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და საქართველოში საფრანგეთის ახალმა ელჩმა რენო სალენსიმ გაუწიეს.

„გუშინ ლევი-სტროსის მიერ საჰარის უდაბნოში გადაღებული ფოტოები გაჩვენეთ, - ჰყვება ჟან-პიერ მოენი, - აბორიგენი ქვიშაზე რაღაც ფიგურებს ხატავს და ამით გარკვეულ ინფორმაციას, მესიჯებს ტოვებს სხვა ტომის ადამიანებისთვის. მათ ხომ მოგვიანებით, სწორედ ამ ადგილზე უნდა გამოიარონ. ადამიანის მეხსიერება, ენა, მეტყველება, ინფორმაციის გადაცემა, დამწერლობა და დღეს ინტერნეტი - კომუნიკაციების მთელი ჯაჭვია, რომლის გათვალისწინებითაც მუზეუმში ადამიანის ისტორიის პრეზენტაცია უნდა მოხდეს“.

ადამიანის მუზეუმი პარიზში 1937 წლის მსოფლიო გამოფენის ბაზაზე გაიხსნა. მან მემკვიდრეობით მიიღო 1871 წელს გახსნილი ტროკადეროს მუზეუმისა და მე-16 საუკუნის სამეფო კაბინეტის კოლექციებში დაცული ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური მასალები. მუზეუმის მისია იყო, რომ ერთ ადგილზე მოეყარა თავი ყველაფრისთვის, რაც კაცობრიობას კულტურული თუ ბიოლოგიური თვალსაზრისით ახასიათებს.

2006 წელს პარიზში, პრეზიდენტ ჟაკ შირაკის ინიციატივით, ახალი, ინოვაციური კე ბრანლის მუზეუმი გაიხსნა (Musee du quai Branly), სადაც შეკრიბეს პრიმიტიული ხელოვნება აფრიკიდან, აზიიდან, ამერიკიდან და წყნარი ოკეანის სანაპიროებიდან. ახლადგახსნილ კე ბრანლის მუზეუმში ეთნოგრაფიული კოლექციების ძირითადი ნაწილი სწორედ ადამიანის მუზეუმიდან გადაიტანეს. ჟან-პიერ მოენი მაშინ კე ბრანლის მუზეუმის კოლექციებისა და მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ.

„კე ბრანლის მუზეუმი სხვა კულტურების ფრანგული ხედვაა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ლევი-სტროსის ცნობილ ნაშრომში „რასა და ისტორია“, რომელიც მან იუნესკოს დაკვეთით დაწერა და სადაც კულტურების მრავალფეროვნებასა და ურთიერთობებზეა საუბარი. მახსოვს, ის კე ბრანლის მუზეუმს გახსნის წინა დღით ეწვია (მაშინ 98 წლის იყო), ეთნოგრაფიულ კოლექციებს გულდასმით ათვალიერებდა. ამ ნივთებში ხომ უხსოვარი დროის ის ინფორმაციაა დალექილი, რასაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლევი-სტროსი ბრაზილიელი ინდიელების, ბოროროს ტომში ეძებდა გასული საუკუნის 30-იან წლებში, მათთან ცხოვრების დროს და რომელიც მის ლეგენდარულ წიგნში „სევდიან ტროპიკებში“ აისახა. მას უნდოდა ჩაწვდომოდა ურბანულ გარემოს მოწყვეტილი საზოგადოების ჩვევებს, მისწრაფებებს და ამით გაეცა პასუხი კაცობრიობის ისტორიის გზაზე დაგროვილი უამრავი კითხვისთვის. მოგვიანებით მისი ასევე ცნობილი წიგნი, „ველურთა აზროვნებაც“ ამ საკითხების კვლევას მიეძღვნა.

0x01 graphic

ჟან-პიერ მოენი

ადამიანის მუზეუმის ახალი კონცეფციაც, ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხი იქნება. ეს იქნება ადამიანის ისტორია, რომელიც მივიღეთ ანთროპოლოგიური, სოციოლოგიური, ლინგვისტური, ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური კვლევების სინთეზის შედეგად, ლევი-სტროსის მიერ შექმნილი „სტრუქტურალიზმის“ სკოლის მიხედვით“, - ამბობს ჟან-პიერ მოენი.

როგორი იქნება განახლებული მუზეუმის საგამოფენო სივრცე? თუ მისი ახალი კონცეფცია მომავლის ადამიანსაც გულისხმობს, ხომ არ იგეგმება ულტრათანამედროვე არქიტექტურის შექმნა?

მუზეუმი, რა თქმა უნდა, კვლავ ტროკადეროს სასახლეში დარჩება. მის რეკონსტრუქციაზე არქიტექტორი ოლივერ ბოშე მუშაობს. ეს ძველი სასახლე პარიზის ცენტრში ხელუხლებელი დარჩება, მხოლოდ გვერდით ფლანგებზე დაემატება საგამოფენო დარბაზები. საბოლოო ჯამში, ეს იქნება ეკლექტური სივრცე, სადაც უძველესი და თანამედროვე ეპოქები გაერთიანდება.

და დმანისი, რა ადგილს დაიკავებს ადამიანის ისტორიაში ზოგადად და განახლებულ მუზეუმში კონკრეტულად?

დმანისის აღმოჩენა სიურპრიზი იყო მეცნიერებისთვის. მე აქ პირველად ათიოდე წლის წინ ჩამოვედი. ეს ადგილები მისწრებაა მკვლევრისთვის იმიტომ, რომ იშვიათია არქეოლოგიური ძეგლი, სადაც პრეისტორიული პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე, ადამიანის ცხოვრების კვალი ყოველგვარი წყვეტის გარეშეა შემორჩენილი. ადამიანის ისტორიის დინამიკის საკვლევად ეს საუკეთესო ადგილია, რომ აღარაფერი ვთქვათ აფრიკიდან ჰომინიდების გავრცელების დროსა და მარშრუტზე ევროპაში. დმანისი ადამიანის ისტორიის გადამწყვეტი ეტაპის - ჰომინიდიდან ჰომო საპიენსამდე გზის გასაღებია. ადამიანის მუზეუმის ახლებური კონცეფცია კი ამ გზის კვლევაა და კიდევ ის, რომ ჩვენ დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, ტრანსფორმაციის შედეგს წარმოვადგენთ, და ეს გზა გრძელდება“.

ადამიანის მუზეუმის რეკონსტრუქცია პარიზში 2014 წელს დასრულდება და ჰომო საპიენსის წარსული და მომავალი, ახალი კონცეფციით, ინოვაციურ სივრცეში გამოიფინება.

27 აკვარიუმების დასასრულის მწერალი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ინტერვიუ თენგიზ ხაჭაპურიძესთან

დავით ჩიხლაძე

0x01 graphic

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

გასული საუკუნის დასაწყისის მწერალი გერმანულად წერდა და გერმანიაში ცხოვრობდა. ზოგმა ადრე, ზოგმა კი გვიან გავიგეთ მის შესახებ. გრიგოლ რობაქიძისგან განსხვავებით, ჩვენი საუკუნის დასაწყისის მწერლის, თენგიზ ხაჭაპურიძის შესახებ პოპულარული მითები ჯერ არ შექმნილა და, ალბათ, უმეტესობას მის შესახებ არც სმენია - იმიტომ არა, რომ ცოტას წერს ან არ უბეჭდავენ. ყველაფერი პირიქითაა, ის საკმაოდ ბევრს მუშაობს და სამწერლო ხელობასთან ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც კლასიკოს რომანისტებს - ეს მისთვის ნამდვილი ფიზიკური შრომაა. თან მართლა ბევრს ბეჭდავს, მაგრამ არა საქართველოში, არამედ გერმანიაში. მისი, როგორც გერმანულენოვანი მწერლის კარიერა 7-8 წლის წინ დაიწყო. ჩვენი ახალი ეპოქა, მართალია, მერწყულისაა, მაგრამ არა იზოლაციის და თევზების აკვარიუმების, და თენგიზ ხაჭაპურიძეც, ეტყობა, სწორედ ასეთი აკვარიუმების დასასრულს გვამცნობს.

თითქმის მთელი შენი შემოქმედება გერმანიაშია გამოცემული, საკუთარ თავს გერმანული მწერლობის კონტექსტში მოიაზრებ?

პირველ რიგში, ვერ გავექცევი იმას, რომ ქართველი ვარ. ძირითადად მაინც აქ ვცხოვრობ და აქ ვწერ, გერმანიაში მხოლოდ წლის რაღაც მონაკვეთს ვატარებ. გერმანულად იმიტომ კი არ ვწერ, რომ თავს ქართველად არ მოვიაზრებ. ადრე, როდესაც უცხო ენების ინსტიტუტში ვსწავლობდი და უცხოური ლიტერატურის თარგმანებს ვკითხულობდი, სულ მქონდა ასეთი კითხვა, ნეტა როგორ ჩანს, როგორ იკითხება ქართული ლიტერატურა უცხო ენაზე.

მაგრამ, რამდენადაც ვიცი, შენ აქ საერთოდ არაფერში მონაწილეობ.

დიახ, ეგრეა, არ მაქვს ამის ინტერესი. ადრე ავსტრიული ნოველები ვთარგმნე ქართულად და მის გამოსაქვეყნებლად ავსტრიული ფონდის KulturKontakt Austria დაფინანსება მივიღე, რასაც მერე ავსტრიის ფედერალური მთავრობის კულტურის განყოფილების პრემია მოჰყვა. იგივე პრემია პეტრა ნაგენკიოგელის რომანის, „გაღმა აღმოსავლეთია“, თარგმანისთვისაც მომცეს და მოვიპოვე ლიტერატურული სტიპენდია ვენაში. მაშინ დაიწყეს ლაპარაკი, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე აქ, ვინ არის ეს, საიდან მოვიდა. შეიძლება ასეთი დამოკიდებულებებია ამის მიზეზი.

ეს წიგნები, შენს მაგიდაზე რომ ვხედავ, უნდა გითხრა, რომ ულამაზესი გამოცემებია.

ჩემი წიგნების ნაწილის დიზაინერი მე ვარ.

რატომ? არ ენდობი მხატვარს? გგონია, რომ წიგნის იდეიდან გადაუხვევს?

არა, უბრალოდ მძაფრად განვიცდი საკუთარ წიგნებს და უკეთესად მესმის, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი. მინდა, რომ ერთ ადამიანში ხდებოდეს წიგნის დაბადება.

მახსოვს, 2004 წელს ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში გამოვიდა ჟურნალ SALZ-ის ნომერი, რომელიც მთლიანად თანამედროვე ქართულ პოეზიას დაეთმო. იქ თითქმის მთელი მასალა შენი თარგმნილი იყო. რატომ დარჩა ეს ჩვენთან შეუმჩნეველი?

ნამდვილად კარგი გამოცემა გამოვიდა, მერე აქ გოეთეს ინსტიტუტში მოეწყო პრეზენტაცია, რაც ავსტრიის მხარეს, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა და უხერხულობაც შეიქმნა ამის გამო.

მთარგმნელობითი სამუშაოდან როდის გადახვედი მხატვრული ნაწარმოებების წერაზე?

ერთხელ დუნაის პირას ვსეირნობდი, მდინარეში ხელი ჩავყავი და ანარეკლი დავინახე. ცხადია, არ მივაქციე ყურადღება, ბავშვობაში ამის მეტი რა მიკეთებია. გავიდა დრო და ეს ისევ გამახსენდა. მაშინ ერთი გვერდი უნდა დამეწერა ჩემს შთაბეჭდილებებზე ავსტრიაში KulturKontakt-ის სტიპენდიით ყოფნის დროს. მე კი ცხრა თუ ათი გვერდი დავწერე. ამ დროს რომის პაპისადმი მიძღვნილი „ბუხკულტურის“ საიუბილეო, მე-100 ნომერი გამოვიდა და იქ დაბეჭდეს. მოკლედ, ჩემი, როგორც მწერლის კარიერა 2005 წლის აპრილში დაიწყო. „თევზები აკვარიუმში“, ასე ერქვა ამ მოთხრობას.

რატომ ეს სახელწოდება, ნუთუ შენ მაშინ თევზებიც დაინახე წყლის ანარეკლში?

1976 წელს, როცა სტუდენტი ვიყავი, ინსბრუკში ზამთრის ოლიმპიადა ტარდებოდა. ავსტრიელები ჩამოვიდნენ და მაჩუქეს მოთხილამურეების პლაკატი. მაშინ ჩვენთვის დასავლეთი გამოუცნობი სამყარო იყო. ეს მოთხრობა მე ამ ისტორიიდან დავიწყე - როდესაც კედელი დაინგრა და, როგორც იქნა, დასავლეთში ჩავედით, თითქოს იქ მაინც ისე ვიყავით, როგორც თევზები აკვარიუმში, უშუალოდ ვერ ვეხებოდით ამ კულტურას. თან ავსტრიის და საქართველოს ბედიც ხომ ძალიან წააგავს ერთმანეთს - ორივე დიდი იმპერიის ნაწილი იყო, აქ დაიბადნენ ჰიტლერი და სტალინი, მერე ამ იმპერიების სათავეში მოექცნენ და იქიდან ცდილობდნენ საკუთარი ქვეყნის დამორჩილებას.

როგორც ჩანს, მერე უფრო რომანის ჟანრმა გაგიტაცა?

2006 წელი იყო, ვმუშაობდი გიუნტერ შტინგლის თარგმანზე და წავაწყდი ერთ ჩემს ძველ ჩანაწერს, აი, იმ დუნაის დროინდელს. დრო რომ გავიდა, უცხოდ ჩანდა, მაგრამ არ წავშალე. ეს ლექსიც იყო, რაღაც პატარა აგურს უფრო ჰგავდა სამშენებლო საქმეში. ვფიქრობდი, რა შეიძლება აქედან განვითარებულიყო. გადავწყვიტე, პატარა მოთხრობის დაწერა მეცადა. ათ გვერდს გადასცდა, ოც გვერდს გადააჭარბა და მაინც ვერ მივადექი სათქმელს. 30, 40 გვერდი - მაინც ვერ ჩავეტიე და ვიფიქრე, ეს უკვე რომანისკენ მიდის-მეთქი. ასე გამოვიდა 300-გვერდიანი რომანი „მაშველი რგოლები“. ფაბულა ქართველი ცოლ-ქმრის და ერთი შვეიცარიელი ექიმი ქალის სამკუთხედის ისტორიას შეეხება.

ვინ გამოსცა ეს რომანი?

2007 წელს Daad-ის სტიპენდიით ვიყავი გერმანიაში. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი მიუნხენელი პროფესორი, დოქტორი პეტერ გრაფი და ჩემი ხელნაწერი მას ვაჩვენე. მითხრა, მატარებელში ვკითხულობდი და კინაღამ ჩემს სადგურს გავცდიო. სწორედ მან დაწერა წიგნის სარეკომენდაციო წამძღვარებაც. ეს რომანი 2009 წელს გამოვიდა ლაიფციგში, გამომცემლობა Engelsdorfer Verlag-ში.

არაერთი პრიზი გაქვს აღებული...

2008 წელს ჩემმა მოთხრობამ „ძველი ყავის საფქვავი“ მე-3 ადგილი აიღო ლიტერატურულ კონკურსში და დაიბეჭდა ანთოლოგიაში „ბოლო სვლა“. 2009 წელს ბერლინური ანთოლოგიის, „გზათა ქსელის“ კონკურსში, მოთხრობამ „ბოლო ფრენა“ პირველი ადგილი მიიღო. ბერლინის კედლის თემაზე მაქვს კიდევ ერთი მოთხრობა „ორი ქვა“, რომელმაც ასევე გაიმარჯვა კონკურსში. კიდევ სამი სხვა პრემია მაქვს მიღებული.

რას დაასახელებდი შენი შემოქმედების ლაიტმოტივად?

ჩემი შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს ხელოვანის ცხოვრება ექსტრემალურ პირობებში. „მაშველ რგოლებში“ ის ცოლ-ქმარი ხელოვანები არიან, ქალი მუსიკალურ კომპოზიციებს წერდა. ისინი ერთგულები დარჩნენ საკუთარი პოზიციების, ვერ გადაეწყვნენ ახალი ცხოვრების ყაიდაზე, რამაც მათი ჯერ სულიერი, შემდეგ კი ფიზიკური ეროზია გამოიწვია.

სულ ბოლოს რა გამოიცა და რაზე მუშაობ ამჟამად?

2011-ში ბერლინში ინტერდისციპლინური ანთოლოგია „დასასრული“ გამოვიდა. აქ გაერთიანებულია მხატვრობა, პოეზია, პროზა და დისკზე ჩაწერილი სპექტაკლი. ჩემი ერთი მოთხრობაც მოხვდა. ახლა დავამთავრე მუშაობა წიგნზე, სადაც ცხრა მოთხრობა და მცირე მოცულობის რომანი იქნება გაერთიანებული. აქაც სიკვდილის და მისი მოულოდნელობის თემაა მთავარი.

28 მოსავლის წელი თუ ჩამოსხმა?

▲ზევით დაბრუნება


გურმანი|ღვინის კლუბი

მალხაზ ხარბედია

0x01 graphic

დღეს ერთ მნიშვნელოვან პრობლემას მინდა შევეხო, რომელსაც, შესაძლოა, ბევრი ამჩნევს, მაგრამ ამის შესახებ ცოტა საუბრობს. ვინტაჟის თემას ვგულისხმობ, ანუ მოსავლის წლის აღნიშვნას ეტიკეტზე. მართალია, დღესდღეობით მოსავლის წელი საქართველოში ძალიან ბევრ ღვინოს აწერია, მაგრამ ყველა როდი შეესაბამება თავის ასაკს და ტიპს.

მოგეხსენებათ, ყველა ღვინოს თავისი შესაძლებლობა აქვს - ზოგიერთი ძალიან მალე ბერდება და კვდება, სხვები კი დიდხანს ცოცხლობენ, ვითარდებიან, აღწევენ საუკეთესო ფორმას, შემდეგ იწყება დაღმართი, ღვინო კარგავს ინდივიდუალობას, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ერთ ჩვეულებრივ, უფერულ და უგემურ სითხედ გადაიქცევა.

ღვინის დაძველების ვადები და შესაძლებლობები ადგილზე, ჯიშზე, ღვინის დაყენების მეთოდზე და შენახვის პირობებზეა დამოკიდებული. ცნობილია, რომ ზოგიერთი საფერავი დიდხანს ინახება, ასევე კარგად ინახება კახურად, ქვევრში დაყენებული ღვინოები. ე.წ. თეთრი ევროპულად დაყენებული სუფრის მაინცდამაინც კარგად ვერ ინახება, თუმცა არსებობს ადგილწარმოშობის ღვინო, რომელიც უძლებს დროს და რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო და ღრმა ხდება. და რაც მთავარია, დაძველებულ, დავარგებულ ღვინოში ჩანს დროის კვალი, გნებავთ, მისი მსახვრალი ან პირიქით, ნატიფი ხელი.

ცოტა ხნის წინ ერთი კომპანიის 2006 წლის მუკუზანი დავლიე. ამ ღვინოს კარგად ვიცნობ და მომწონს. ის 2008-შიც გავსინჯე, 2009-შიც და შარშანაც. 2011 წლის ბოლოს კარგად დაძველებული ნიმუში შემხვდა, უკვე ფერშიც ჩანდა ეს, რაც წითელი ღვინის შემთხვევაში ინტენსივობის კლებაში (გამკრთალებაში) და ძოწისფერის, ხანდახან კი აგურისფერის მოჭარბებაშიც გამოიხატება. შარშან გასინჯული 2006 წლის მუკუზანი სწორედ ასეთი იყო, დაძველებული, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გასინჯული იგივე ღვინო გაცილებით ახალგაზრდა და ხალისიანი მეჩვენა, რასაც ნამდვილად არ მოველოდი მეექვსე წელში შესული ღვინისგან.

რატომ ხდება ასე? რის გამოა, რომ შარშან და წელს გასინჯული ერთი და იმავე მოსავლის ერთი და იგივე ღვინო ასე განსხვავდება ერთმანეთისგან? პასუხი მარტივია: ეს ღვინოები სხვადასხვა დროს არის ბოთლში ჩამოსხმული. 2006 წლის ღვინის ნაწილი 2008 წელს ჩამოისხა და ბოთლში დაძველდა, ნაწილი კი 2012 წლის მარტამდე, ტემპერატურული რეჟიმის დაცვით ინახებოდა ცისტერნაში და ბოთლში სულ ახლახან ჩამოისხა. ის, ფაქტობრივად, კონსერვირებული იყო, სწორედ ამიტომაც, მისი გასინჯვის შემდეგ ზოგიერთმა ღვინის მოყვარულმა შეიძლება არც კი დაიჯეროს, რომ საქმე 6 წლის და არა ახალგაზრდა ღვინოსთან აქვს.

დღეს საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილწარმოშობის ღვინო ისხმება და ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ღვინო ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან სხვადასხვა დროსაა ჩამოსხმული. ეს თარიღი კონტრეტიკეტზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ ხოლმე. ხშირად ისე გამოდის, რომ 2005 წლის ღვინოს კომპანია 2007-შიც ასხამს, 2009-შიც და 2011-შიც, რის გამოც ვიღებთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ღვინოებს.

მესმის, რომ ყველაზე მეტი მომხმარებელი ხალისიან ახალგაზრდა, ცოცხალ ღვინოებს ჰყავს, ისიც მესმის, რომ ზოგიერთი კომპანია საერთოდაც არ აწერს მოსავლის წელს ეტიკეტზე, გასაგებია, რომ არსებობს გარკვეული ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში ღვინის ცისტერნებში, ტემპერატურული რეჟიმის ქვეშ შენახვას ითვალისწინებს... მაგრამ როდესაც საუბარი განსაკუთრებულ, ადგილწარმოშობის ღვინოებზეა, მაგალითად, მუკუზანზე, ნაფარეულზე, წინანდალზე და სხვა, ალბათ აჯობებს, მთელი მოსავალი ბოთლში ერთ კონკრეტულ დროს ჩამოისხას, რათა ღვინო თანაბრად განვითარდეს და მომხმარებელი არ დააბნიოს. სხვა თუ არაფერი, უცნაურია, როდესაც 2005 წლის ღვინოს დალევ და აღმოაჩენ, რომ 7 წლის ღვინის ნაცვლად საქმე გაქვს კარგად კონსერვირებულ სასმელთან, რომელმაც ამდენი წელი სულ ტყუილად იცადა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთ ღვინოში ღირსება სწორედ დროსთან ერთად მოდის. მას განვითარების, ზრდის კვალი უნდა ეტყობოდეს.

29 ბოსტნეულის ასორტი

▲ზევით დაბრუნება


გურმანი

0x01 graphic

შეფ-მზარეული:
გიორგი რაუში,
პიცერია LOcaLINO

მასალა (ერთი ულუფისთვის, რომელიც გათვლილია ორ კაცზე):

მასალა:
50გრ. პატარა ბელგიური კომბოსტო
50გრ. სოკო
50გრ. ბულგარული წიწაკა
50გრ. მწვანე ლობიო
50გრ. ბარდა
50გრ. სიმინდი
50გრ. სტაფილო (ბოსტნეულის ასორტი, დაფასოებული სახით გუდვილის ქსელში იყიდება)
მარილი
პილპილი
ერთი კუბი ბულიონი
ერთი კბილი ნიორი
30 გრ. ოხრახუში
ჯამში: 2.50 ლარი

მომზადების წესი:

ბოსტნეული მოვშუშოთ ხახვთან ერთად, დავამატოთ პილპილი და მარილი გემოვნებით. ამის შემდეგ დავამატოთ ერთი კუბი ბულიონი და ერთი კბილი ნიორი. დაველოდოთ, როდის მოიშუშება და კერძიც მზადაა.

გასაფორმებლად შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი დაჭრილი ოხრახუში.

0x01 graphic