![]() |
ტაბულა №107 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბასილაია მიხეილ, უგულავა სალომე, თავხელიძე მიშა, ავალიანი დიმიტრი, სუთიძე ლევან, კოკიჩაიშვილი თეონა, მაჭარაშვილი ნინო, კვანჭილაშვილი ელენე, ნადირაძე ლევან, ზუკაკიშვილი ქეთი, კაკაბაძე შოთა, ტურაშვილი თეონა, ჩხიკვაძე ანი, ბაძაღუა ივანე, ელერდაშვილი ვახო, ფერაძე გრიგოლ, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, გულედანი მათე, გიორგობიანი ქეთო, მახარაძე ივანე, ბაგაური ირინა, ახლოური ნინა, მესხიშვილი გიგო |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 2 - 8 ივლისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bцlgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ვისაც დღეს საქართველო ჰგონია ბანანის რესპუბლიკა და ჰგონია, მარჯვენა ფეხსაცმლის პრინციპით იმოქმედებს ქართული სახელმწიფო, ეტყობა ვერაფერი გაუგია მთელი ამ წლების განმავლობაში“.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გაიხსენა, როგორ დაარიგა ერთმა პოლიტიკოსმა ერთ-ერთ აფრიკულ ქვეყანაში მარცხენა ფეხსაცმელები და ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მარჯვენას ხმების მიღების შემდეგ დაარიგებდა. 25 ივნისი
„რუსეთი უფრო და უფრო ღიად უჭერდა მხარს სეპარატიზმს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მაგალითად, რუსული პასპორტების დარიგების გზით. საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შესახებ ანგარიშში, ჩვენ ეს აღვწერეთ, როგორც საგარეო საქმეებში ჩარევა, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევას ნიშნავს“.
შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ინტერვიუში ჰყვება აღმოსავლეთ ევროპის კონფლიქტებთან დაკავშირებული საკუთარი გამოცდილების შესახებ. 26 ივნისი
„იეღოველები და ბაპტისტები გინდათ თქვენ? გყავდეთ! ნუ მოუსმენთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ამ სათნო მოხუცს. თურქეთი და გეიაღლუმები უშველის საქართველოს! აი, გეითურქები რომ ჩამოვლენ, მერე ორმაგად ეშველება ყველაფერს“.
რუსეთში მცხოვრები მომღერალი სოსო პავლიაშვილი. ასავალ-დასავალი, 25 ივნისის გამოშვება.
„არჩევნების წინ მე მივანიშნე პუტინს, რომ მეტისმეტად დიდხანს ფლობს ძალაუფლებას... ვლადიმირ ვლადიმირის ძეს ეწყინა. მას ეს ძალიან ახასიათებს. თუ ასეთი დახასიათება გეცოტავებათ, ვიტყვი რომ, ის ავი და შურისმაძიებელია, რაც აშკარად დაუშვებელია ამ დონის ლიდერისათვის... პუტინმა დამიბარა, ენას კბილი დააჭიროსო“.
სსკპ-ის ცკ-ის პირველი მდივანი მიხაილ გორბაჩოვი Los Angeles Times-თან ინტერვიუში იხსენებს რუსეთის უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდს. 24 მარტი
„სირიაში შექმნილი ვითარება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საქმეში უშიშროების საბჭოს კოლოსალურ მარცხზე მეტყველებს“,
განაცხადა გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, სიუზან რაისმა, უშიშროების საბჭოში სირიის კონფლიქტით დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ გამართული დებატების დროს. 26 ივნისი
„ქვეყანა, რომელიც მუდმივად გვეწინააღმდეგება გაეროში - ეს რუსეთია. რუსეთი არის ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე... ვფიქრობ, სავსებით გასაგებია, რომ ისინი აგრძელებენ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“.
პრეზიდენტობის კანდიდატი, რესპუბლიკელი მიტ რომნი კვლავ გამოდის მწვავე განცხადებებით რუსეთის წინააღმდეგ. მარტის ბოლოს მან უკვე გამოიწვია აჟიოტაჟი იმით, რომ რუსეთს აშშ-ის „ნომერი პირველი გეოპოლიტიკური მტერი“ უწოდა. 21 ივნისი
„ვფიქრობ, დასავლური ქვეყნები შურით უნდა შეჰყურებდნენ ირანს. იმედი მაქვს, რუსეთი, როგორც სულიერებაზე ორიენტირებული ქვეყანა, როგორც ქვეყანა მზარდი სულიერი ნებისყოფით, დაეწევა და გაუსწრებს ირანს“.
მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ვსევოლოდ ჩაპლინი მიიჩნევს, რომ ირანი მთლიანობაში უფრო წარმატებულია, ვიდრე დასავლური სამყარო და მიბაძვას იმსახურებს. 25 ივნისი
![]() |
2 ირანის მზარდი გავლენა ახლო აღმოსავლეთში |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ეგვიპტიდან ავღანეთამდე
მიხეილ ბასილაია
ის, რომ ახლო აღმოსავლეთი, ავღანეთთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე ცხელი რეგიონია, საკამათოც არ არის. ამ რეგიონის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს ირანი წარმოადგენს, რომლის საგარეო პოლიტიკის ყველაზე ყბადაღებული კომპონენტი ბირთვული პროგრამაა. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აჰმადინეჟადის რეჟიმი, ურანის გამდიდრების პარალელურად, საგარეო ასპარეზზე გავლენის გასაფართოებლად სხვა გზებსაც იყენებს.
ირანის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკას ეძღვნება ვრცელი მოხსენება, რომელიც ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრებმა - American Enterprise Institute-მა და Institute for Study of War-მა გამოაქვეყნეს. ტექსტის ავტორები ამომწურავად აღწერენ თუ რას აკეთებს აჰმადინეჟადის რეჟიმი იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვას ის შესაძლებლობები, რაც ირანს უკანასკნელ ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა - ერთი მხრივ, ერაყიდან ამერიკული ჯარის გასვლამ, ხოლო მეორე მხრივ, არაბულმა გაზაფხულმა - შეუქმნა.
რეგიონში, სადაც ქვეყნების უმრავლესობას სუნიტური არაბული სახელმწიფოები წარმოადგენენ, შიიტური ირანის ერთადერთი სუვერენული მოკავშირე წლების მანძილზე სირიაა. ძირითადი საყრდენი კი, 1979 წლის ისლამური რევოლუციიდან მოყოლებული, ექსტრემისტული ორგანიზაციები - ჰამასი და ჰეზბოლა არიან.
დაჯგუფებებს, რომლებსაც ტერორისტულად მიიჩნევს შეერთებული შტატები და ევროპის ბევრი ქვეყანა, ირანი აფინანსებს და აიარაღებს. ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებს ახლო ურთიერთობა აქვთ ირანის სამხედრო მაღალჩინოსნებთან. თუმცა, არაბული გაზაფხულის ტალღაზე ჰამასმა ირანისა და სირიისგან ეგვიპტეზე გადაორიენტირება დაიწყო, სადაც პრეზიდენტად მისი მონათესავე ორგანიზაციის - მუსლიმური საძმოს კანდიდატი მუჰამედ მურსი აირჩიეს.
არაბული გაზაფხულის შემყურე ანალიტიკოსები ირანსა და ეგვიპტეს შორის ურთიერთობების დათბობის პერსპექტივაზე ალაპარაკდნენ. ამ სპეკულაციებს ბიძგი მისცა იმან, რომ მუბარაქის გადადგომის შემდეგ, პირველად ათწლეულების მანძილზე, ეგვიპტის დროებითმა მთავრობამ ირანის ორი კუთვნილი (არასამხედრო) გემი გაატარა სუეცის არხში. ამას მოჰყვა ირანის მიერ ეგვიპტეში ელჩის დანიშვნა, რაც ასევე აღსანიშნავი ნაბიჯია, იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1979 წელს გაწყდა, როდესაც კემპ დევიდის შეთანხმებით ეგვიპტემ ისრაელთან მშვიდობა დაამყარა.
მართალია, ამაზე შორს მათი ურთიერთობა არ წასულა, მაგრამ არ ვიცით ეგვიპტის ახლადარჩეული ისლამისტი პრეზიდენტი მომავალში რა პოლიტიკას აირჩევს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მისი ინტერვიუ, სადაც მუჰამედ მურსი კემპ დევიდის შეთანხმების გადახედვაზე საუბრობს, მაგრამ მოგვიანებით, მან ეს ინტერვიუ უარყო - განაცხადა, რომ საერთოდ არ მიუცია. ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები ირანის მიმართულებით სუნიტური ეგვიპტის პოლიტიკის ცვლილებას არ გამორიცხავენ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ საგარეო ფრონტზე აქტიურობისთვის ახალ ლიდერს ბევრი დრო არ დარჩება, რადგან ქვეყნის შიგნით დაპირისპირებას უნდა მიხედოს.
ამასთან, პრეზიდენტის და პარლამენტის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ეგვიპტელი სამხედროები სერიოზულ ბერკეტებს კვლავაც ინარჩუნებენ, მათ კი სწორება ძველებურად ამერიკაზე აქვთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე მსხვილ დახმარებას შეერთებული შტატებისგან, ისრაელის შემდეგ, სწორედ ეგვიპტე იღებს.
რეალურად, ირანთან თანამშრომლობა ეგვიპტეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დივიდენდებს არ ჰპირდება. ისრაელთან და ამერიკასთან ურთიერთობის გართულების გარდა, მას პრობლემები შეექმნება სხვა არაბულ სახელმწიფოებთანაც. ასადის რეჟიმის მხარდაჭერით, ირანი ისედაც უქრობს სუნიტ სახელმწიფოებს მასთან ურთიერთობის სურვილს.
არაბული გაზაფხულის გამო ირანმა შესაძლოა დაკარგოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი სუვერენული მოკავშირე - სირია, სადაც შიდა პოლიტიკურმა კონფლიქტმა სექტარიანული ხასიათი მიიღო. მმართველი ასადის რეჟიმი ალავიტების მუსლიმურ სექტას ეკუთვნის, მის წინააღმდეგ კი იბრძვიან სუნიტები, რომლებიც სირიის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.
ერთი მხრივ, ირანი ცდილობს, რომ არაბული გაზაფხული ანტიდასავლურ, ისლამურ გამოღვიძებად შერაცხოს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს, მეორე მხრივ, ასადის გამო სირიელი სუნიტების იგნორირება უწევს. სირიის რეჟიმის უპირობო მხარდაჭერამ ირანსა და მის სხვა მოკავშირეებს (მაგალითად, ჰამასს) შორის ბზარი გააჩინა.
ირანი წლების მანძილზე აიარაღებდა სირიას, რისი მიზანიც მისი ისრაელის საპირწონედ გამოყენება იყო. ამას გარდა, სირია ჰეზბოლასა და ჰამასის იარაღით მომარაგებასა და წვრთნაში საკვანძო როლს ასრულებდა. სირიელებს ამჟამად არსენალში აქვთ Scud-ის ტიპის განახლებული რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრზე მეტია, ახალი რუსული SS-21 (მოქმედების რადიუსი 120 კმ) რაკეტები, მობილური და განახლებული გამშვები პუნქტები.
თუ ასადი არაბულ გაზაფხულს გადაურჩა, იგი კიდევ უფრო მეტად იქნება ირანზე და რუსეთზე დამოკიდებული. სირიაში სუნიტური ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, ის სხვა სუნიტურ ქვეყნებსა და თურქეთს დაუახლოვდება. ჰეზბოლასა და ჰამასისათვის იარაღის მიწოდების გზები ირანმა შესაძლოა ჩაანაცვლოს, მაგრამ სირიის დაკარგვის შემთხვევაში ტერორისტული ორგანიზაციების ამარა დარჩება. სირიას ირანს ვერც ერაყი შეუცვლის, რადგანაც ასადის რეჟიმის დაკარგვით ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი ხიდი ჩაიშლება.
სირიის მეზობელ ლიბანში ირანი ჰეზბოლას მეშვეობით დომინირებს პოლიტიკურ სიტუაციაზე. 2006-ში ისრაელი ლიბანის სამხრეთში შეიჭრა და ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა - რის შემდეგაც ექსტრემისტებმა ყურადღება პოლიტიკაზე გადაიტანეს და მთავრობაში მოსვლაც შეძლეს - 2011 წელს ლიბანის პრემიერმინისტრი ჰეზბოლას სასურველი კანდიდატურა ნაჯიბ მიკარი გახდა.
ჰეზბოლა სახელმწიფოში სახელმწიფოს წარმოადგენს. მან ფაქტობრივად დაიკანონა საკუთარი არმია. აქვს თავისი სატრანსპორტო (აეროპორტის ჩათვლით) და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. ქრისტიანთა გავლენა ლიბანში დღითი დღე მცირდება, ხოლო პოლიტიკური დაპირისპირება, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების მსგავსად, შიიტებისა და სუნიტების შეჯახების სახეს იღებს.
ირანი ჰეზბოლას გავლენის ზრდას ახალისებს. ისრაელის შეტევის შემდეგ, ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ აჰმადინეჟადის რეჟიმისგან დახმარების სახით 1.1 მილიარდი ამერიკული დოლარი მიიღო, აღადგინა განადგურებული ინფრასტრუქტურა და უფრო მძლავრი შეიარაღებით აღიჭურვა.
ჰეზბოლა იმდენად გაძლიერდა, რომ ირანის კლიენტიდან ლამის მის პარტნიორად გადაიქცა, თუმცა ირანის დახმარებაზე კვლავ დამოკიდებულია და ამას არც მისი ლიდერი, ჰასან ნასრალა მალავს. საერთაშორისო სანქციების გამო, ჰეზბოლას ირანის ფინანსური დახმარება 2011 წლიდან შეუმცირდა. ისრაელსა და ირანს შორის მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, პირველი იმედოვნებს, რომ ჰეზბოლა, ჰამასი და სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციები ისრაელს დამატებით ფრონტებს გაუხსნიან.
ირანის კიდევ ერთი ინსტრუმენტი ჰამასია, თუმცა ეს უკანასკნელი ირანთან არასოდეს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ჰეზბოლა, ეს კი, შეიძლება, ნაწილობრივ, რელიგიური განსხვავებებით (ჰამასი არა ირანის მსგავსად შიიტური, არამედ სუნიტური ორგანიზაციაა) აიხსნას. ისრაელთან ბრძოლისთვის ირანი ჰამასს უხვად აფინანსებდა - 2009 წლამდე. შემდეგ ირანის გულუხვობა საერთაშორისო სანქციებმა შეზღუდა.
ირანის მიერ სირიელი სუნიტების იგნორირება ჰამასთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახა. ორგანიზაციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ირანის გამო ისრაელთან ომში არ ჩაებმებიან. ჰამასსა და ირანს შორის ურთიერთობათა გაციებასთან ერთად, თეირანი პალესტინურ ტერიტორიებზე მოქმედ მეორე ექსტრემისტულ ჯგუფზე, ისლამურ ჯიჰადზე გადაერთო. ეს უკანასკნელი ჰამასზე მცირე ორგანიზაციაა და ფინანსური თვალსაზრისით მთლიანად ირანზეა დამოკიდებული. ამიტომ ირანზე დაწესებული სანქციები მასზე პირდაპირ აისახება.
ირანის საგარეო პოლიტიკამ ბოლო 4 წლის მანძილზე ყველაზე დიდ წარმატებას ერაყში მიაღწია და ამერიკელთა მიერ დატოვებული პოლიტიკური ვაკუუმი შეავსო. ეს ქვეყანა ირანის ანტიდასავლური ე.წ. წინააღმდეგობის ღერძის მნიშვნელოვანი ნაწილია სირიასთან, ჰეზბოლასა და ჰამასთან ერთად. ამას გარდა, ერაყი თავისი, ერთი მხრივ, მსხვილი და მეორე მხრივ, არალეგალური ბაზრით, ირანს მცირედით მაინც უმსუბუქებს ეკონომიკურ სანქციებს.
აჰმადინეჟადის რეჟიმი ერაყში შიიტური ფრაქციების კონსოლიდაციას ცდილობს, თუმცა სუნიტურ და ქურთულ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობასაც არ ერიდება. ის ერაყის ექსტრემისტულ მოძრაობებსაც (კათაიბ ჰეზბოლას, აღთქმული დღის ბრიგადასა და ასაიბაჰლ ალ-ჰაქს) აფინანსებს და აიარაღებს, ხოლო შემდეგ ერაყის ხელისუფლებაზე გავლენის ბერკეტად იყენებს.
ერაყში პოლიტიკური ძალთა ბალანსის შეცვლას ობამას საგარეო პოლიტიკამაც შეუწყო ხელი. ამერიკული ჯარის დაჩქარებულ გაყვანასთან ერთად, მნიშვნელოვნად შემცირდა შეერთებული შტატების ჩართულობა და გავლენა ერაყის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე. ამგვარი პოლიტიკის შედეგი 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვიხილეთ, როდესაც იად ალავის ზომიერი შიიტებისა და სუნიტების კოალიციამ, საპარლამენტო არჩევნებზე პირველი ადგილის მოპოვების მიუხედავად, ხელისუფლებაში მოსვლა ვერ შეძლო. ობამას ადმინისტრაციის პასიურობის პირობებში მთავრობა მაინც პრემიერმინისტრ ნური ალ-მალიქის შიიტურმა პარტიამ ჩამოაყალიბა - ეს უკანასკნელი, თეირანის დახმარებით, მოქთადა ალ სადრის რადიკალურ ძალებს შეეკრა.
მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა 2011 წელს ერაყი დატოვეს, ქვეყანაში კვლავ გამძაფრდა რელიგიური (სუნიტებსა და შიიტებს შორის) და ეთნიკური (არაბებსა და ქურთებს შორის) დაპირისპირებები. ექსტრემისტული მოძრაობების გაძლიერების ფონზე სუსტად გამოიყურება ცენტრალური ხელისუფლება. თუ ამერიკელთა ყოფნის დროს, ნური ალ-მალიქის შეეძლო მათსა და ირანს შორის ლავირება, ახლა ის სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული შიიტ მეზობელზე. საერთაშორისო სანქციებისა და სირიაში გაურკვეველი მდგომარეობის გამო, ირანი ყველანაირად ეცდება, ერაყში მოპოვებული გავლენა არ დაკარგოს.
ირანი საკუთარი გავლენის განვრცობას აღმოსავლეთით, ავღანეთშიც ცდილობს. იქ მისი მიზანი ამერიკელთა გასვლის დაჩქარება და შიიტური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა გახლავთ.
თალიბანი სუნიტური ექსტრემისტული მოძრაობაა და მას ირანი საფრთხედ აღიქვამს, მაგრამ ამერიკის პოზიციების შესუსტებისთვის ის იდეოლოგიურად განსხვავებული თალიბანის დახმარებას სულაც არ ერიდება. ამას გარდა, WikiLeaks-ზე გაჟონილი მასალების მიხედვით, ირანელებს ავღანელი რელიგიური პირებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მოსყიდული ჰყავთ, მათ შორის არიან ოფიციალური პირები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, პარლამენტიდან და სამინისტროებიდან.
American Enterprise Institute-ისა და Institute for Study of War-ის მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ ირანის ახლოაღმოსავლური საგარეო პოლიტიკა თანმიმდევრულია. მაშინ როცა შეერთებული შტატების ამჟამინდელ ხელისუფლებას ამ მიმართულებით თანმიმდევრულობა აკლია.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ, ამერიკას მანევრირების ნაკლები საშუალება ექნება, მიიჩნევენ მოხსენების ავტორები. ირანის როგორც სამხედრო და პოლიტიკურ, ისე სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მზარდ გავლენაზე ადეკვატური პასუხი, მათი აზრით, ჯერჯერობით, შეერთებულ შტატებს არ გააჩნია.
ყუდსი ირანის რევოლუციური გვარდიის სპეციალური ერთეულია და მისი მთავარი დანიშნულება ისლამისტური რევოლუციის ექსპორტია. ყუდსი, რომელშიც სავარაუდოდ 15,000-მდე ჯარისკაცი შედის, უშუალოდ აიათოლა ალი ხამენეის დაქვემდებარებაშია. ყუდსის დახმარებით 1982 წელს დაარსდა ჰეზბოლა, ის ასევე ეხმარება ერაყელ ქურთებს, ტერორისტებს ქაშმირში, ავღანეთსა და იემენში.
![]() |
3 უნდა გაუშვა - წინასაარჩევნოდ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სალომე უგულავა
მმართველმა პარტიამ თავდაპირველი პოზიცია შეცვალა და ე.წ. „უნდა გაუშვა“ წესის შემოღებას დათანხმდა. ეს წესი საკაბელო ოპერატორებს ავალდებულებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი აბონენტების ხელმისაწვდომობა მათი საქმიანობის არეალში მოქმედ მაუწყებლებზე. ამასთან, არხს, რომელიც საკაბელო ოპერატორს „უნდა გაუშვა“ წესის საფუძველზე მოსთხოვს თავისი პროგრამების გავრცელებას, უფლება არ ექნება, ამისთვის ანაზღაურება მოითხოვოს.
„უნდა გაუშვას” დაკანონებას ოპოზიცია, რამდენიმე საზოგადოებრივი გაერთიანება და პროოპოზიციური მაუწყებლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. ნაციონალური მოძრაობის 180-გრადუსიან შემობრუნებას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის ძმის კუთვნილი გლობალ TV-ის ათასობით სატელიტური თეფშის დაყადაღება. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებასთან დაკავშირებით მიიღო.
გლობალ TV-ის მიერ სატელიტური თეფშების 10-წლიანი განვადებით დარიგებას, თან წაგებიანი სქემით - იმ პირობით, რომ მომსახურების პირველ წელს აბონენტი არაფერს იხდის, ხოლო შემდეგ თვეში მხოლოდ 4 ლარს, პროკურატურა და პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური კანონდარღვევად მიიჩნევენ. მათი მტკიცებით, თეფშებს პარტიულ მაისურებში გამოწყობილი ქართული ოცნების აქტივისტები ავრცელებდნენ, როგორც ბიძინა ივანიშვილის საჩუქარს, ხოლო თავად ეს ოპერაცია მილიარდერისგან ნასესხები ფულით ფინანსდებოდა.
ანტენების უფასოდ დარიგებაზე ივანიშვილს 126-მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა, რაც შემდგომში სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა. პროკურატურაში კი ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვის საქმეზე.
გლობალ TV ერთადერთი საკაბელო-სატელიტური ოპერატორი იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ მე-9 არხსა და სხვა პროოპოზიციურ არხებს ავრცელებდა. მისი სატელიტური თეფშების დაყადაღებას მოჰყვა ოპოზიციისა და რიგი უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკა, რომ ამით ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდებოდა.
მთავრობამ კატეგორიულად უარყო მედიის შეზღუდვის ბრალდება, მაგრამ, როგორც ჩანს, არჩევნების დროს მედიაპლურალიზმის თემაზე შემდგომი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტა, დათმობაზე წასულიყო. ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით, „უნდა გაუშვა“ წესი მხოლოდ 2-თვიანი საარჩევნო კამპანიის პერიოდში იმოქმედებს, არჩევნების დანიშვნიდან - არჩევნების დღემდე. ცვლილება საარჩევნო კოდექსში შედის. ოპოზიცია ამ წესის მოქმედების ვადის გაგრძელებას არჩევნების შეჯამებამდე და საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ითხოვს.
ამასთანავე, ახალი ვალდებულება არ ვრცელდება საკაბელო ოპერატორის მომსახურების ზონის მიღმა მოქმედ საეთერო მაუწყებლებზე. აქედან გამომდინარე, „უნდა გაუშვა” წესით ისარგებლებენ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მაესტრო და მე-9 არხი, მაგრამ არა კავკასია, თრიალეთი ან 25-ე არხი, რომლებსაც ამჟამად მხოლოდ საეთერო მაუწყებლობის ლოკალური ლიცენზიები აქვთ. თუმცა, სატელიტური ლიცენზიის მოპოვება მათაც ადვილად შეუძლიათ - მაუწყებლობის კანონი ასეთი ლიცენზიების გაცემას, პრაქტიკულად, ავტომატურად ითვალისწინებს.
კანონის სამოქმედო არეალის დავიწროებამ თამაშგარეთ დარჩენილი ტელეკომპანიების უკმაყოფილება გამოიწვია. კავკასიის დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის მტკიცებით, „უნდა გაუშვა“ წესი მისი ტელევიზიისთვის არსებითად არაფერს ცვლის - დედაქალაქში ის ისედაც ვრცელდებოდა, ხოლო მაუწყებლობის ზონის თუნდაც 2 თვით გაფართოების უფლება არ ეძლევა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის აპრილის მონაცემებით, თბილისში, ბათუმსა და გორში, ანუ იქ, სადაც მაყურებელს პროოპოზიციურ კავკასიაზე, 25-ე არხსა და თრიალეთზე მიუწვდება ხელი და სადაც 2008 წელს, შესაბამისად - 465 547, 92 556 და 86 314 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, 140 ათასი, 20 ათასი და 2 ათასი საკაბელო აბონენტია. დანარჩენ საქართველოში 1 466 607 ამომრჩეველია და საკაბელო აბონენტთა რიცხვი, ჯამში, დაახლოებით 25 ათასია.
შესაბამისად, გამოდის, რომ იქ, სადაც ყველაზე მეტი საკაბელო აბონენტია, სამაუწყებლო პლურალიზმი ისედაც არსებობს. იქ კი, სადაც პროოპოზიციური არხები ხელმისაწვდომი არაა, არც საკაბელო აბონენტების რაოდენობაა დიდი.
![]() |
4 ვალდებულნი ვართ, შევეშვათ |
▲ზევით დაბრუნება |
მიშა თავხელიძე|სვეტი
პირველ რიგში, ტერმინოლოგიაზე შევთანხმდეთ. ანუ, გადავთარგმნოთ. Must carry და must offer ქართულად ნიშნავს „ვალდებული ხარ, გაუშვა“ და „ვალდებული ხარ, მიაწოდო“. ჩემი აზრით, ასე სჯობს. თორემ, ხანდახან, როცა რაიმეს ინგლისური სახელი ჰქვია - და თან ამერიკელი ან ევროპელი ელჩის მიერ არის მოწონებული - საქართველოში ავტომატურად მიიჩნევა უდავოდ სასარგებლოდ.
თუ რას ნიშნავს ეს პრინციპი სინამდვილეში (ევრო-დემოკრატიულ ნალექს თუ მოვაცილებთ), ვრცლად მოყოლას აქ არ დავიწყებ (ტაბულაში ისედაც ბევრი დაიწერა ამაზე). მხოლოდ ვიტყვი, რომ ეს ნიშნავს მარტივ რამეს: ძალადობას კერძო მესაკუთრეზე.
„ვალდებული ხარ...“ პრინციპის მხარდამჭერნი ამ ძალადობის აუცილებლობას ხსნიან იმით, რომ მედიის ხელმისაწვდომობა არის დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი, ცენტრალური ელემენტი. ამომრჩეველს, რათა მან ოქტომბერში ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საშუალება, ნახოს ყველა რჯულისა და ჯილაგის ტელეარხი, რომელიც კი ქვეყანაში მაუწყებლობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური სიმპათიების მხოლოდ ვიწრო სპექტრის არხებს თუ უყურა (მაგალითად, პროსამთავრობო), წავა და (ზომბირებული!) იმას აირჩევს, ვინც არ უნდა, რომ აირჩიოს, რადგან ტვინი ექნება გამორეცხილი.
გახსოვთ, ერთხელ დაგვიწერია, რომ ყველა სოციალისტს, ხალხი, რომელზეც ზრუნავს, იდიოტი ჰგონია-თქო? ის შემთხვევაა ზუსტად. მაგრამ, „ხალხი ბრძენია“-ს ტიპის მტკიცებულებებსაც რომ დავანებოთ თავი, პოლარიზებული მედიის საყოველთაო ხელმიუწვდომლობის პირობებში არჩევნების ჩატარების ერთი მარტივი მაგალითი გვაქვს თვალწინ: რუსეთი!
მიკერძოებულობის თვალსაზრისით, ჩვენი ნაციონალური მაუწყებლები რუსულებს ვერც კი შეედრება. მეტიც, უკლებლივ ყველა რუსული ფედერალური არხი ეწევა მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ პირდაპირ და აღვირახსნილ პროპაგანდას, რომელმაც არჩევნების წინ უხამსობის ზღვარსაც კი გადააჭარბა. შედეგი? რუსეთის მმართველმა პარტიამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების მხოლოდ 30-მდე პროცენტი მოაგროვა.
თქვენ მეტყვით, კი მაგრამ, რუსეთში ამან ხომ მმართველი პარტია არ შეცვალაო? არ შეცვალა! მაგრამ ამის მიზეზი ტელეარხები კი არ ყოფილა, არამედ კორუფცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ბევრი სხვა რამ.
ამავე დროს, სხვა ქვეყნებში, სადაც ეს „სხვა რამ” არ არსებობს, მაგრამ, რომლებიც მედიაში პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით საქართველოზე უარეს მდგომარეობაში არიან, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მაინც ხერხდება. მაგალითად, ბრაზილიაში, ინდოეთში, ბულგარეთში ან რუმინეთში. ამ ქვეყნებში არამცთუ დემოკრატიული არჩევნები ტარდება, არამედ მთავრობებიც კი იცვლება ხშირად!
ბრაზილიაში, რუმინეთსა და ბულგარეთში არავითარი „ვალდებული ხარ...“ არ მოქმედებს. მოქმედებს ინდოეთში, მაგრამ იქაურ მედიაში პოლიტიკური პლურალიზმი საქართველოზე ნაკლებია. აქედან დასკვნა: არჩევნების შედეგს მედიის საყოველთაო ხელმისაწვდომობა ან ნაციონალურ მედიაში პოლიტიკური პლურალიზმი არ განსაზღვრავს.
მე მესმის ჩვენი მმართველი პარტიის: მას არ უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული არხების ხელმიუწვდომლობის გამო, ოქტომბრის არჩევნებმა ჩვენი ამერიკელი და ევროპელი დამკვირვებლებისგან შენიშვნა მიიღოს; არ უნდა, რომ ეს გახდეს ამ არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობის საბაბი.
მაგრამ, ხომ უნდა არსებობდეს რაღაც პრინციპები, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ დათმობ? რაღაც წითელი ხაზი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური მოსაზრებები არ გადაგაკვეთინებს? ასეთი, უდავოდ, არის კერძო საკუთრების უფლება და ამ უფლების შელახვა ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტის შერყევას ნიშნავს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამის გაკეთებას დასავლეთის ქვეყნების ელჩები გთავაზობენ.
ინგლისურენოვან ევროდემოკრატიულ იმპერატივებს რომ დავუბრუნდეთ. ერთ-ერთი ასეთია level playing field, ანუ „ყველას - თანაბარი პირობები“. ასეთს უზრუნველყოფს მხოლოდ თავისუფალი ბაზარი, რისი თავისუფლების ერთადერთი გარანტია იმ კანონის დაცვაა, რომელსაც ინგლისურად ჰქვია must leave alone. ქართულად - „უნდა შეეშვა“.
![]() |
5 ვის სურს დემოკრატია საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
დიმიტრი ავალიანი
საქართველოს საზოგადოებაში დემოკრატიის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების თანაფარდობა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური შეხედულებები - ამ მონაცემებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) კვლევა მოიცავს. პრეზენტაცია „დემოკრატიის მომხრეები და მოწინააღმდეგეები საქართველოში“ CRRC-ის მიერ გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული „კავკასიის ბარომეტრის“ ნაწილია. კვლევა შარშან ოქტომბერში ჩატარდა, მისი შედეგების პრეზენტაცია კი 22 ივნისს მოეწყო.
გამოკითხვაში 2287-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერები მოწინააღმდეგეებს სჭარბობენ. მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ისინი უფრო მეტად უჭერენ მხარს პროდასავლურ კურსს, აქვთ უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და განათლების დონე.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, დემოკრატია ყველაზე სასურველ პოლიტიკურ წყობად რესპონდენტთა 66-მა პროცენტმა დაასახელა. ზოგიერთ შემთხვევაში, არადემოკრატიული მმართველობა გამართლებულია 8 პროცენტისათვის. კიდევ 8 პროცენტისთვის ქვეყნის მოწყობას მნიშვნელობა არ აქვს, 18-მა პროცენტმა კი ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.
კითხვაზე, „რამდენად დემოკრატიულია საქართველო?“ რესპონდენტთა მხოლოდ 8 პროცენტმა უპასუხა, რომ ქვეყანა „მთლიანად დემოკრატიულია“. „დემოკრატიულია მცირე პრობლემებით“ - 43 პროცენტმა, „დემოკრატიულია დიდი პრობლემებით“ - 27, არადემოკრატიული კი გამოკითხულთა 10 პროცენტისათვისაა.
დამოკიდებულება დემოკრატიის მიმართ (ქვეყნის დემოკრატიულობის შეფასების მხიედვით)
კვლევის ავტორებმა რესპონდენტები სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით, „დემოკრატებად“ და „არადემოკრატებად“ დაჰყვეს. პირველ კატეგორიაში მოხვდნენ ისინი, ვინც მიიჩნევს, რომ დემოკრატია ყველაზე სასურველი პოლიტიკური წყობაა. იმავდროულად - რომ საქართველო მთლიანად დემოკრატიულია ან მცირე პრობლემები აქვს. მათმა წილმა გამოკითხულთა შორის 38 პროცენტი შეადგინა.
დემოკრატიის მოწინააღმდეგეებში კი ისინი მოხვდნენ, ვინც თვლის, რომ ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია არადემოკრატიული მმართველობა, მმართველობას მნიშვნელობა არ აქვს, ან არ აქვთ ამ კითხვაზე პასუხი. ამავე დროს, საქართველო მიაჩნიათ არადემოკრატიულ ქვეყნად ან დემოკრატიად დიდი პრობლემებით. მათმა წილმა 28 პროცენტი შეადგინა.
თუმცა „დემოკრატთა“ და „არადემოკრატთა“ რიცხვში ვერ მოხვდნენ ის რესპონდენტები, რომლებიც თავს დემოკრატიის მომხრეებად მიიჩნევენ, მაგრამ საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას ძალიან კრიტიკულად აფასებენ. ასევე ისინი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად თვლიან, თუმცა არ ფიქრობენ, რომ დემოკრატიული წყობა საუკეთესოა. საერთო ჯამში, ამ რესპონდენტთა წილი 40 პროცენტია.
კვლევის თანახმად, „დემოკრატთა“ 72 პროცენტის აზრით, საქართველოს საშინაო პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის. „არადემოკრატთა“ შორის ამ მოსაზრებას მხოლოდ 25 პროცენტი ემხრობა. ამ კატეგორიის გამოკითხულთა 23 პროცენტი საშინაო პოლიტიკას არასწორად მიიჩნევს, უმრავლესობა მათგანს - 35 პროცენტს, ამაზე პასუხი არ აქვს.
საპროტესტო აქციებს, როგორც აზრის გამოხატვის ფორმას, მხარს უჭერს „არადემოკრატთა“ 35 პროცენტი. „დემოკრატთა“ უდიდესი ნაწილი - 41 პროცენტი, აქციებს ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხედ აღიქვამს.
„დემოკრატების“ 76 პროცენტი მზადაა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, „არადემოკრატებისგან“ კი - მხოლოდ 53 პროცენტი.
„დემოკრატების“ უმრავლესობა ენდობა მთავრობასა და პარლამენტს - 54 და 59 პროცენტი. დემოკრატიის „მოწინააღმდეგეთაგან“ ამ ინსტიტუტებს ნდობით მხოლოდ 24 პროცენტი უყურებს. NATO-სა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას მხარს უჭერს „დემოკრატების“ 82 პროცენტი. ამავე აზრისაა „არადემოკრატთა“ დიდი ნაწილიც - მათი 48 პროცენტი NATO-ს წევრობას, 54 კი ევროკავშირში ინტეგრაციას ემხრობა.
როგორი მიმართულებით მიდის საქართველოს საშინაო პოლიტიკა?
„დემოკრატების” 52 პროცენტი საქართველოს მთავარ მეგობრად აშშ-ს მიიჩნევს, სხვა ქვეყნებს - 29 პროცენტი. „არადემოკრატებს“ შორის აშშ-ს მეგობრად თვლის მხოლოდ 36 პროცენტი, 35 კი მეგობრებად სხვა ქვეყნებს ასახელებს. რუსეთის შეფასებაც განსხვავებულია - „დემოკრატიის მომხრეებს“ შორის რუსეთს მთავარ მტრად 60 პროცენტი ასახელებს, „არადემოკრატთა“ შორის - მხოლოდ 45 პროცენტი.
ამ ორ კატეგორიას შორის განსხვავებები სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის თვალსაზრისითაც გამოიკვეთა. დასაქმებულია „დემოკრატების“ 46 და „არადემოკრატების“ 33 პროცენტი. ამავე დროს, ორივე კატეგორიის რესპონდენტთა უდიდესი ნაწილი - 67 და 62 პროცენტი, საკუთარი ოჯახის მდგომარეობას საშუალოდ აფასებს. კარგი მდგომარეობა, მათი შეფასებით, მხოლოდ „დემოკრატთა“ 11 და „არადემოკრატთა“ 3 პროცენტს აქვს.
„დემოკრატთა“ შორის შედარებით მაღალია ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნა. ისინი უფრო მეტად იყენებენ ინტერნეტს - ყოველდღიურად გლობალური ქსელით „დემოკრატთა“ 32 პროცენტი სარგებლობს. „არადემოკრატთა“ შორის - მხოლოდ 23. „არადემოკრატების“ 60 და „დემოკრატების“ 44 პროცენტი ინტერნეტს საერთოდ არ იყენებს.
კვლევის თანახმად, „დემოკრატები“ უფრო ბედნიერები და ცხოვრებით უფრო მეტად კმაყოფილები არიან, ვიდრე „არადემოკრატები“.
![]() |
6 აფხაზები მსოფლიო პატრიარქს მოიხსენებენ |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
ილია II
კირილე
ბართლომეოსი
აფხაზ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა ერთმა ჯგუფმა ლიტურგიაზე მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის მოხსენიება დაიწყო. აფხაზურ ტაძრებში მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველპატრიარქის სახელი პირველად წარმოითქმება - წირვის იმ ნაწილში, სადაც ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, კათოლიკოსი ილია უნდა მოიხსენიებოდეს.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე მართლმადიდებელ მღვდლებს შორის, რომელთაც 2009 წელს ავტოკეფალია გამოაცხადეს და ამით საბოლოოდ დატოვეს პატრიარქ ილია მეორის იურისდიქცია, დაპირისპირება გრძელდება. ერთი წლის წინ ამ ტერიტორიაზე ორი დაპირისპირებული ბანაკი ჩამოყალიბდა. პირობითად, ისინი პრორუსულ და პრობერძნულ ჯგუფებად შეიძლება მოვიხსენიოთ. პირობითად იმიტომ, რომ აფხაზეთში ყველა სასულიერო პირი, მამა ბესარიონ აპლიაასა და დავით სარსანიას გარდა, ნაკურთხია მოსკოვის საპატრიარქოში. ამ ორს ქართული ხელდასხმა აქვთ.
ავტოკეფალიის გამოცხადებიდან, ამ ტერიტორიაზე ორი თვითგამოცხადებული „ეპარქია“ ჩამოყალიბდა - ერთს ხელმძღვანელობს ბესარიონ აპლიაა, რომელსაც მხარს რუსეთის საპატრიარქო უჭერს, ხოლო მეორეს - არქიმანდრიტი დოროთე დბარი, რომელიც ახალი ათონის ეპარქიის დროებით ხელმძღვანელად აცხადებს თავს და მრევლს გამოცხადებული ავტოკეფალიის აღიარებას მსოფლიო საპატრიარქოში ჰპირდება. თავის მხრივ, სოხუმში მოღვაწე მამა ბესარიონ აპლიაა ყველანაირად ცდილობს მის დისკრედიტაციას და დბარს სექტანტად მოიხსენიებს. ახლახან, აფხაზეთში მისი მხარდამჭერი სასულიერო ხელმძღვანელობის ინტერესების დასაცავად, რუსეთის საპატრიარქოს ადიღეისა და მაიკოპის მიტროპოლიტმა, რომელმაც წარსულში დბარს სასულიერო ხარისხი მისცა, მას სამი წლით შეუჩერა მღვდელმოქმედება. თავად აფხაზებს ეპისკოპოსი არ ჰყავთ.
მღვდელმოქმედების შეჩერების შემდეგ მამა დოროთემ საკუთარ Facebook-ის პროფილზე დაწერა: „უკანასკნელი ძაფი რუსეთის ეკლესიასთან გაწყვეტილია. დღეს მამა ბესარიონ აპლიაას დავალებით ჩემთან, ახალი ათონის მონასტერში მოვიდნენ მამა სერგი ჯოპუა, მამა მათე ტუჟბა და მამა დალმატ გოლია. მათ მაიკოპისა და ადიღეის მიტროპოლიტის, ტიხონის „ბრძანებანი“ გადმომცეს - ჩემთვის და მამა ანდრეისთვის სამი წლის ვადით მღვდელმოქმედების აკრძალვის შესახებ. მე არც კი ჩავთვალე საჭიროდ ბრძანების წაკითხვა, უბრალოდ დავხიე და მათ დავუბრუნე. ისინი წავიდნენ“.
არქიმანდრიტი დოროთე აცხადებს, რომ ადიღეისა და მაიკოპის რუსულ ეპარქიასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს, ხოლო ქართულ ეკლესიასთან არც არასდროს ჰქონია. ამიტომ, ყველა ძველ თუ ახალ ბრძანებას, რომელიც რუსეთის ეკლესიიდან მოდის, ძალა არ გააჩნია.
„ჩვენ ვაგრძელებთ მღვდელმსახურებას ბევრ მართლმადიდებელ საეკლესიო იერარქთან თანხმობაში და მთელ მართლმადიდებელ ეკლესიაში. დღეიდან აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის გადაწყვეტამდე და აფხაზეთის ტერიტორიაზე კანონიკური ეპისკოპოსის გამოჩენამდე, წირვა-ლოცვისას მოვიხსენებთ ყოვლადუწმინდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს, როგორც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქს“, - აცხადებს დბარი.
საქმე ის არის, რომ ბართლომეოსიც, რუსეთის პატრიარქის მსგავსად, რომელიც დიდი ხანია აფხაზურ საეკლესიო ექსპანსიას ახორციელებს, ამ ტერიტორიაზე, ოფიციალურად, ილია მეორეს აღიარებს კანონიკურ იერარქად, თუმცა მისმა ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გვანახა, რომ სურვილი, აფხაზეთის ეპარქიაში საკუთარი ინტერესები გაატაროს, მასაც აქვს. მსოფლიო პატრიარქმა რამდენიმე თვის წინ დბარი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო და დიდი იმედებით გაუშვა აფხაზეთში. შემდეგ კი, როცა მცხეთა-თბილისის საპატრიარქომ ახსნა-განმარტება მოსთხოვა, აქცენტი „ყოველი ქრისტიანის მოსმენის“ ვალდებულებაზე დასვა და იურისდიქციაში ჩარევა უარყო.
რასაკვირველია, მოსკოვის საპატრიარქომ, რომელმაც წინასწარ გააფრთხილა კონკურენტი მსოფლიო პატრიარქი, არ მიეღო დოროთე დბარის ჯგუფი სტამბოლის რეზიდენციაში, წინასწარი გაფრთხილება განასაჯაროვა და მსოფლიო პატრიარქს ბრალი დასდო „სქიზმის” მხარდაჭერაში. აქაც, ბართლომეოსმა ყველაფერი უარყო.
ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსისთვის აფხაზეთი მოსკოვის საპატრიარქოსთან ბრძოლის ახალი ტერიტორიაა. ამ ორ საპატრიარქოს შორის დაპირისპირება არაერთ კანონიკურ საკითხზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველო კი ამ დავაში რუსეთის საპატრიარქოს მხარეს დგება. სწორედ ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ბართლომეოსს არა მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოსთვის სურდეს შეხსენება, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ის „უპირატესია თანასწორთა შორის“, არამედ საქართველოს ეკლესიისთვისაც.
![]() |
7 გამწვანებაში დაკარგული |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
ძნელია წარმოიდგინო თანამედროვე ქალაქი ისეთი სივრცის გარეშე, სადაც ურბანულ ხმაურს გაქცეულ მცხოვრებლებს მწვანე მოლზე წამოწოლის და რელაქსაციის „ფუფუნება“ ეძლევათ. რა თქმა უნდა, ნიუ იორკის ცენტრალ პარკს, ლონდონის ჰაიდ პარკს, პარიზის პარკ მონსოს ან ტუელრის ბაღს რთულად თუ შეედრება ვაკის პარკი ან დიღმის ტყე, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ადგილები თბილისშიცაა. თუმცა, საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ მშენებლობებით სავსე ქალაქში, მათ აწმყოსა და მომავალს საფრთხე ემუქრება.
ინფრასტრუქტურის განვითარების კვალდაკვალ, ქალაქის გამწვანების პოლიტიკაც იცვლება. ეს პროცესი ხშირად ექცევა სამართლიანი, ხანდახან კი ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული კრიტიკის ქვეშ: ბევრი მიიჩნევს, რომ ქალაქის გამწვანების პოლიტიკა არათანმიმდევრულია, ხოლო მისი მესვეურები ხშირად მიდიან გაუმართლებელ „კომპრომისებზე“, როდესაც მრავალწლოვან ხეებს მშენებლობებს წირავენ, მით უმეტეს, რომ ახალი ნერგებით სრულფასოვნად ჩანაცვლებას ათწლეულები სჭირდება.
არის შემთხვევები, როდესაც ხეს მშენებლობის დასრულების შემდეგ ჭრიან, რაც საკითხით დაინტერესებულებს აფიქრებინებს, რომ ეს უბრალოდ გულგრილობის ბრალია. ასე იყო აბაშიძის 65 ნომერში, ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობის მოპირდაპირე მხარეს - სამშენებლო ფირმამ რამდენიმე მრავალწლოვანი ხე მშენებლობის დამთავრების შემდეგ მოჭრა.
ქალაქში გამწვანებული ზონების შემცირებას უჩივის ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თანამშრომელი ერეკლე ურუშაძე. მისი თქმით, ბოლო წლებში შემცირდა ვაკის პარკის, იპოდრომის, დიღმის ტყე-პარკის, ვერეს ხეობის გამწვანებული ტერიტორია.
თავის მხრივ, პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ პროცესი გეგმაზომიერია და საგანგაშო არაფერი ხდება.
ხეების მოჭრას ზოგჯერ ობიექტური მიზეზებით ხსნიან: მიმდინარე მშენებლობისთვის ხელის შეშლის გარდა, მათი ნაწილი ინფრასტრუქტურასაც აზიანებს. მაგალითად, მერიაში ამბობენ, რომ აღმაშენებლის გამზირზე ჭადრების ფესვთა სისტემა შენობებში იყო შესული, ხეების მოჭრის გარეშე მასშტაბური სამუშაოები ვერ ჩატარდებოდა და წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები მოუგვარებელი დარჩებოდა. ხოლო თუ ხეს ტროტუარზე ჭრიან, მიზანი სავალი გზის გაფართოება ან ავტოსადგომის გაკეთებაა.
ყველა შემთხვევაში ნებართვას ქალაქის არქიტექტურის სამსახური გასცემს.
მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი ქორქაშვილის მტკიცებით, ყველა ასეთი შემთხვევა ინდივიდუალური განხილვის საგანი ხდება. მისი აზრით, სურათი არც ისე დრამატულია: „ეს ინტენსიური მშენებლობიდან გამომდინარეობს და ჩვენთვისაც მტკივნეული თემაა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამას გვერდს ვერ ავუვლით“.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხანდახან მოჭრილი ხეები ნერგებით იცვლება, მათ შორის, დეკორატიული ჯიშის ხე-მცენარეებით. მაგალითად, ჭადრების მაგივრად ახალი ნერგები დაირგო აღმაშენებლის გამზირზე, ხოლო გასულ კვირებში, ჭავჭავაძეზე, მეცხრე საავადმყოფოს გვერდით, რამდენიმე მრავალწლოვანი ხის მოჭრა გახდა საჭირო ახალი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომის მშენებლობის გამო. შეგვიძლია გავიხსენოთ მელიქიშვილის გამზირიც, სადაც რამდენიმე წლის წინ ცაცხვის ხეების ნაცვლად ტუიას ბუჩქები დარგეს, თუმცა ისინი მალევე გახმა.
ოპონენტებს არც ეს სტრატეგია მოსწონთ. ფიქრობენ, რომ ახალი ნერგები იმ დანიშნულებას ვერ ასრულებს, რაც ძველ ხეებს ჰქონდა: გარდა იმისა, რომ ზოგან ჩანაცვლება საერთოდ არ ხდება, სხვაგან ძველის ნაცვლად მცირე ზომის ხეებს რგავენ, რომლებსაც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება აქვთ. „ქალაქგარეთ მინდორში დარგულ ნერგებს ნაკლები სარგებელი აქვს ქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის, მით უმეტეს, რომ ამ ნერგებსაც არავინ უვლის და მათი დიდი ნაწილი მალე ხმება. უშუალოდ ქალაქში მოჭრილი ან, უბრალოდ, გამხმარი დიდი ხეების ასეთივე ხეებით ჩანაცვლება იშვიათია“, - ამბობს ერეკლე ურუშაძე.
მისივე აზრით, პრობლემებია თავად გამწვანების სამსახურში: ის არ ან ვერ ატარებს საჭირო კვლევებს; არ აქვს შედგენილი ხის იმ ჯიშების სია, რომელთა თბილისში დარგვა მიზანშეწონილია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამავე დროს, არ ხდება პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება. შედეგად, თბილისში მასობრივად არის დაავადებული და ხმება სხვადასხვა ჯიშის ხე, მათ შორის - ცაცხვი, ცხენისწაბლა, კედარი და ფიჭვი. ამავე დროს, ნორმების დარღვევით ხდება მრავალწლოვანი ხეების ფორმირება-გადაბელვა, რაც მათი ხმობის კიდევ ერთი მიზეზია.
საქალაქო სამსახურის უფროსი ამ ბრალდებებს უარყოფს. გიორგი ქორქაშვილი ამბობს, რომ წლების წინანდელი გამწვანების პოლიტიკა ახლა შეცვლილია. მაგალითად, თუ ქარიანი ადგილია, ალვის და ჭადრის ხეებს რგავენ, ისე კი უპირატესობა მარადმწვანე ჯიშებს ენიჭება, მათ შორის, დეკორატიულ მცენარეებსაც. მისი თქმით, ნერგების დარგვამდე კონკრეტულ ტერიტორიაზე ტარდება სამუშაოები და ლაბორატორიული ანალიზი, რათა გაარკვიონ, ამ ტიპის ნიადაგზე რომელი ნერგი გაიხარებს, რამდენად ქარიანია ტერიტორია და რა სიხშირით საჭიროებს მორწყვას. ეს მერიაში შექმნილ განყოფილებას ევალება, კონკრეტულად სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კერძო ლაბორატორია ან კვლევითი ინსტიტუტი ასრულებს.
თუმცა, მერიას პრობლემები ტენდერის გამარჯვებულებთანაც შექმნია. ცოტა ხნის წინ მან ხელშეკრულება გააუქმა კომპანია გრინსერვისთან, რომელმაც თებერვალში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და მისგან, ბარათაშვილის ქუჩის გასამწვანებლად, მერიამ 120 კვიპაროსის ნერგი 225 ათას ლარად შეისყიდა. მას შემდეგ, რაც თანხა საეჭვოდ მოეჩვენა ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, გაირკვა, რომ გრინსერვისმა პროდუქცია საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად შეისყიდა და ეს მერიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ასახა. კომპანიის საქციელი მერიამ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულებად შეაფასა. ამჟამად საქმე განსახილველად სამართალდამცავ ორგანოებთანაა გადაგზავნილი.
ხელახალ ტენდერში გამარჯვებულები სამუშაოებს მალე შეუდგებიან. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ გამწვანების სამსახური ფულს მიზანმიმართულად დახარჯავს და ქალაქის ბიუჯეტიდან თანხები გასახმობად განწირულ ნერგებს არ მოხმარდება.
ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბი და უმუშევარია, ადამიანებს საკვების მიღება უფრო ადარდებთ, ეკოლოგიაზე ზრუნვა კი ფუფუნებად მიიჩნევა. ისინი, ვისთვისაც სუფთა ჰაერზე დასვენება პრიორიტეტულია, ცოტანი არიან და ელექტორალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ძალას არ წარმოადგენენ - ამიტომ, პოლიტიკური ძალები მათ მოთხოვნებს ნაკლებად უწევენ ანგარიშს. შესაბამისად, ბიუროკრატია, რომელსაც პასუხს არც პოლიტიკოსები სთხოვენ, არც ხალხის დიდი ნაწილი, სხვა შემთხვევების მსგავსად, სტიქიურად და არაკომპეტენტურად მოქმედებს.
მომავალში, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეკოლოგიის საკითხი უფრო აქტუალური გახდება. სხვა თუ არაფერი, ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე განვითარებული ქალაქი, რომლის მცხოვრებლებსაც გადატვირთული დღის შემდეგ მწვანე მოლზე წამოწოლის შესაძლებლობა არ აქვთ.
ჩვენთან კი, თუ გაგიმართლა, პარკში ბალახს მიაგენი და წამოწოლა მოინდომე, ძალაუფლების დემონსტრირების ჟინით შეპყრობილი დაცვის თანამშრომლის მოგერიებისთვის უნდა მოემზადო - თბილისში მოლზე წამოწოლა არ შეიძლება.
![]() |
8 ოჯახში ძალადობა - სისხლის სამართლის დანაშაული |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შევიდა - მას ახალი მუხლი დაემატა ოჯახური ძალადობის შესახებ.
უშუალოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლისთვის - ასეთი კი საქართველოში არცთუ ცოტაა - რეალურად არაფერი იცვლება. კანონი სისხლის სამართლის დამნაშავეებს აქამდეც სჯიდა მიუხედავად იმისა, ოჯახში ჩაიდენდნენ დანაშაულს, თუ მის გარეთ. სიახლე მხოლოდ ტერმინია - ოჯახური ძალადობა. კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ ეს საზოგადოებას შეახსენებს: მოძალადე დაისჯება როგორც სხვისი, ასევე საკუთარი მეუღლის, შვილის, დედის თუ მამის მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის გამო.
თუმცა მსხვერპლის მდგომარეობას ცვლის ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ძალაში 2010 წლის 1 ოქტომბერს შევიდა და არც ამ და არც სხვა ტიპის საქმეებზე კერძო და საჯარო ბრალდების საქმეებს აღარ ანსხვავებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი არაა, სხეულის მსუბუქად დაზიანების შემთხვევაში, უშუალოდ დაზარალებულმა იჩივლოს - ოჯახში, ისევე როგორც მის გარეთ ძალადობის შემთხვევებში, სამართალდამცავებს გამოძიების დაწყება, მსხვერპლის ჩივილის გარეშეც შეუძლიათ.
სისხლის სამართლის კოდექსს ორი მუხლი დაემატა: ერთი ზოგად ნაწილს, ერთიც -კერძოს.
ზოგადი ნაწილის მუხლის მიხედვით, ფიზიკურ პირს, რომელიც კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ დანაშაულს ოჯახში ჩაიდენს, პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვისაც დაეკისრება. ამიერიდან, ოჯახში მომხდარ დანაშაულზე პროცესის მწარმოებლები ზოგადი ნაწილის ამ მუხლსაც მიუთითებენ (მუხლი 11'. პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის).
ამასთან, კერძო ნაწილს დამატებული ახალი მუხლი (126') ოჯახში ძალადობის, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის ახალ შემადგენლობას განსაზღვრავს. ამ მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობად ითვლება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება - რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რომელსაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ან განზრახ მსუბუქი დაზიანება.
ოჯახის წევრებად, კანონის მიხედვით, ითვლება მეუღლე, დედა, მამა, ბაბუა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში აღირიცხა ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი, რომელშიც მონაწილეობდა 1997 ადამიანი. მოძალადე უმეტესწილად მამაკაცია. მსხვერპლი კი - ქალი.
სტატისტიკური მონაცემები სრულ სურათს რომ ვერ გადმოსცემს, ფაქტია. მონაცემების შეგროვება აქამდე მხოლოდ შემაკავებელ-დამცავი ორდერების რაოდენობის მიხედვით ხდებოდა. შემაკავებელ ორდერს კი პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ძალადობის ფაქტის დროს მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე გასცემს. ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის განხილვისას, შესაბამისი მუხლის არარსებობის გამო, არ აღირიცხებოდა, თუ უშუალოდ ვის შორის იყო ძალადობა. შესაბამისად, ეს მონაცემები ამ სტატისტიკის მიღმა რჩებოდა.
გარდა ამისა, უზუსტო სტატისტიკის მიზეზია თავად საზოგადოების დამოკიდებულებაც - ოჯახში პრობლემების არსებობის მიუხედავად, ძალადობის მსხვერპლ ქალთა უმეტესობა დახმარებისთვის პოლიციას იშვიათად მიმართავს. შესაბამისად, ძალადობის ფაქტების აღრიცხვა ვერ ხდება და ამას ოფიციალური მონაცემებიც ცხადყოფს. ასეთი შემთხვევები ძირითადად დედაქალაქში რეგისტრირდება, კვლევები (გაეროს მოსახლეობის ფონდის ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ეროვნული კვლევა; ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ ჩატარებული სამი კვლევა) კი ადასტურებს, რომ ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია რეგიონებშიც, უბრალოდ, ნაკლებად ხმაურდება.
![]() |
9 არც ისე ლიბერალური ქართული საზოგადოება |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2011 წელს ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევა, სახელწოდებით „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავს კითხვებსაც, რომლებიც საზოგადოებაში ლიბერალური განწყობებისა და სოციალური კონსერვატიულობის დონეს ზომავს.
გამოკითხვა ეროვნული მასშტაბით ჩატარდა და შეეცადა, პასუხი გაეცა ისეთი კითხვებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, საზოგადოების დამოკიდებულება ჰომოსექსუალთა მიმართ. საინტერესოა ისიც, ამართლებენ თუ არა ქართველები ბავშვის ქორწინების მიღმა გაჩენას ან ქორწინებამდე სექსს.
აღსანიშნავია, რომ CRRC-იმ ანალოგიური გამოკითხვა 2009 წელსაც ჩაატარა. მართალია, სოციალური ღირებულებები საკმარისად მყარია იმისთვის, რომ ორ წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალოს, მაგრამ შედარების გაკეთება მაინც შესაძლებელია. მითუმეტეს, რომ შედეგები რამდენიმე საინტერესო ტენდენციას გვიჩვენებს - მცირე პერიოდში ქართული საზოგადოების ღირებულებები ზოგიერთ საკითხში მცირედით, მაგრამ მაინც შეიცვალა ლიბერალური მიმართულებით.
გამონაკლისი, სადაც ცვლილება არ შეინიშნება, ჰომოსექსუალთა მიმართ დამოკიდებულებაა. CRRC-ის მონაცემებით, ქართველების 90%25 მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობა არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ეს მონაცემი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
საქართველოში მცხოვრებთა ნახევარზე მეტი ვერც იმ ქალებს უძებნის გამართლებას, რომლებიც გათხოვების გარეშე აჩენენ ბავშვს, ან უბრალოდ სქესობრივი ცხოვრება აქვთ. თუმცა, ჰომოსექსუალებისგან განსხვავებით, ამ საკითხისადმი დამოკიდებულება უფრო ლიბერალური ხდება:
30-დან 42%25-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ გაუთხო ვარი ქალისთვის შვილის გაჩენა ყოველთვის, ან ზოგიერთ შემთხვევაში, გამართლებულია. უფრო ტოლერანტულები გახდნენ ქალებისთვის ქორწინებამდე სექსის მიმართაც - თუ ამას 2009 წელს მხოლოდ 15%25 ამართლებდა, 2011-ში ეს მაჩვენებელი 28%25-ია. გამოიკვეთა ისიც, რომ საქართველოში ქორწინებამდელი სექსი უფრო მისაღებია, როდესაც ამ საქმით მამაკაცი კავდება. მოსახლეობის ნახევარზე მეტი (57%25) ფიქრობს, რომ მამაკაცის შემთხვევაში, ეს გამართლებულია.
შედარებისთვის, შეგვიძლია იმავე CRRC-ის მიერ ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის კვლევებიც გავიხსენოთ. 2010 წელს საქართველოს მოსახლეობის 72%25 თვლიდა, რომ ქალისთვის არცერთ ასაკში არაა გამართლებული ქორწინების გარეშე მამაკაცთან ცხოვრება, ხოლო ქალისთვის ქორწინებამდელი სექსი ნებისმიერ ასაკში გაუმართლებლად მიაჩნდა 80%25-ს.
რამდენად გამართლებულია ქალისთვის ქორწინებამდე სექსი?
სურათი ცოტათი განსხვავებულია რეგიონის სხვა ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და სომხეთში დამოკიდებულებები კიდევ უფრო ნაკლებად ლიბერალურია. კავკასიის ბარომეტრის 2010 წლის კვლევის მიხედვით, სომხეთის მოსახლეობის 80%25-ისთვის დაუშვებელია ქალისთვის ქორწინების გარეშე კაცთან ერთად ცხოვრება, 87%25-ისთვის კი ქალის ქორწინებამდელი სექსი. აზერბაიჯანში მდედრობითი სქესისთვის უქორწინო თანაცხოვრება მიუღებელია 87, ქორწინებამდე სექსი კი 89%25-ისთვის.
2011 წლის კვლევაში კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოჩნდა: ზოგ საკითხში ქართველი ქალები უფრო კონსერვატიულები არიან, ვიდრე მამაკაცები. თუ მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ორივე სქესის დამოკიდებულება თანაბრად ნეგატიურია ჰომოსექსუალთა მიმართ. ასევე, უმნიშვნელო სხვაობაა ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, განსხვავება შეინიშნება ქორწინებამდე სექსთან დამოკიდებულებაში:
მამაკაცთა 33%25 ფიქრობს, რომ კაცისთვის ქორწინებამდე სექსი ყოველთვის გამართლებულია. მხოლოდ 18%25 ამართლებს იმავეს, როცა საქმე ქალებს ეხება - 57%25 მსგავს საქციელს გმობს.
ქალისათვის ქორწინებამდელი სექსი კიდევ უფრო მიუღებელია თავად ქალებში - 70%25 ამას გაუმართლებლად მიიჩნევს. მხოლოდ 25%25 ამართლებს ქალს, რომელსაც პარტნიორი ჰყავს, მაშინ, როცა ნახევარზე მეტი მამაკაცებს ანალოგიური საქციელისთვის არ კიცხავს.
როგორც ვხედავთ, გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, ქართული საზოგადოება კვლავ რჩება ძველ მოსაზრებებზე. ხოლო თუ რა ტემპში გაგრძელდება ცვლილების ტენდენცია, ამას მომავალი გამოკითხვები გვიჩვენებს.
![]() |
10 ქამრების შემოჭერის პოლიტიკა მუშაობს |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
კრუგმანი vs. ესტონეთი
ელენე კვანჭილაშვილი
ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი და ეკონომისტი პოლ კრუგმანი
ქამრების შემოჭერის პოლიტიკა აქტუალობას გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან ხუთი წლის შემდეგაც არ კარგავს. ამჯერად ცხარე კამათი ნობელის პრემიის ლაურეატს, ეკონომისტ პოლ კრუგმანსა და ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ილვესს შორის წარიმართა.
კრუგმანმა New York Times-ში თავის ბლოგზე გრაფიკი დადო, სადაც 2007 წლიდან დღემდე ესტონეთის ეკონომიკური ზრდა აისახა. „დიდი დეპრესიის მსგავსი ვარდნის შემდეგ, ეკონომიკა მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა. რა თქმა უნდა, სულ არაფერს სჯობს, მაგრამ ნუთუ ეს უნდა გასაღდეს ეკონომიკურ ტრიუმფად?“ - იკითხა კრიუგმანმა.
ესტონეთის პრეზიდენტმა მას Twitteri-ის მეშვეობით უპასუხა: „მოდი, ყველა ერთად ავლაპარაკდეთ ისეთ თემებზე, რომლებზეც წარმოდგენა არა გვაქვს. თან მბრძანებლური ტონით თვითკმაყოფილება და მეურვის მზრუნველობა გამოვავლინოთ: ბოლო-ბოლო მეორეხარისხოვან სუბიექტებზე ვსაუბრობთ“, - ასე შეაფასა კრუგმანის ქედმაღლური პოსტი ქვეყნის პრეზიდენტმა.
ესტონეთის პრეზიდენტის აღშფოთება ბევრისთვის გასაგები და სამართლიანი აღმოჩნდა. გლობალური კრიზისის ფონზე, როგორც კი დღის წესრიგში ქამრების შემოჭერის საჭიროება დადგა, ბევრი ქვეყანა მაშინვე მიხვდა, რომ ეს მტკივნეული პროცესი იქნებოდა.
ქამრების შემოჭერის პოლიტიკა მთავრობის ხარჯების მკვეთრ შემცირებას გულისხმობს. ეს განსაკუთრებით უჭირდათ ევროპაში, სადაც სახელმწიფო ხარჯზე ცხოვრებას მოსახლეობა უკვე დიდი ხანია მიეჩვია. საბერძნეთში საპროტესტო აქციებს მსხვერპლიც მოჰყვა, ესპანეთმა და პორტუგალიამ კი დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს. შედეგად, ამ ქვეყნებში ეკონომიკა პრაქტიკულად აღარ იზრდება.
ესტონეთი, რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად, საერთო წესიდან გამონაკლისი აღმოჩნდა. მან ევროკავშირის მიერ შემუშავებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ბოლომდე, უკომპრომისოდ გაატარა.
რეცესიის დასაძლევად, ქვეყანამ საჯარო სექტორში ხელფასები 10%25-ით შეამცირა, საპენსიო ასაკი 4 წლით გაზარდა, ჯანდაცვის შეღავათების მიღებისათვის აუცილებელი კრიტერიუმები გაამკაცრა და შრომითი კანონმდებლობა გაამარტივა: ბიზნესებს თანამშრომლების დაქირავება და სამსახურიდან დათხოვნა უფრო ადვილად შეუძლიათ. ამ ზომების შედეგად, ესტონეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროზონაში, რომელსაც საბიუჯეტო დეფიციტი არ აქვს, ხოლო ვალი მშპ-ის 6%25-ია. გერმანიაში იგივე მაჩვენებელი მშპ-ის 81%25, საბერძნეთში - 165%25, ხოლო კრუგმანის ქვეყანაში, ამერიკაში - მშპ-ის 102%25-ია. შარშან ესტონეთის ეკონომიკა 7,6%25-ით გაიზარდა, რაც ევროზონის ქვეყნების საშუალო ზრდასთან შედარებით, ხუთჯერ მეტია.
ესტონეთის ეკონომიკური ზრდის ტემპით მთელ ევროკავშირში მესამე ქვეყანააა. მასზე წინ მხოლოდ მისი მეზობლები - ლატვია და ლიტვა არიან. ორივე ამ ქვეყანამ, გლობალური ფინანსური კრიზისის საპასუხოდ, კრუგმანის მიერ მოწონებული კეინსიანური მიდგომის ნაცვლად, მთავრობის მადის მოთოკვა და ქამრების რეალური შემოჭერა არჩია.
ლიტვამ სახელმწიფო ხარჯები 30%25-ით შეამცირა: საჯარო სექტორში ხელფასებმა 20-30%25-ით, ხოლო პენსიებმა 11%25-ით დაიკლო.
ლატვიამ გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღო: 2007-2009 წლებში მშპ 24%25-ით დაეცა, ქვეყნის უდიდესი ბანკი კი გაკოტრდა. ქვეყანას სხვა გამოსავალი არ დარჩა და ევროკავშირს 7,5 მილიარდი ევროს ბეილაუთი სთხოვა. თუმცა სანამ ევროკავშირი თავის ბიუროკრატიულ წესებში გაერკვეოდა და ამ თანხას ქვეყანას რეალურად გამოუყოფდა, ლატვიამ დრო არ დაკარგა და ბეილაუთის რიგში მდგომი სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ევროკავშირის მიერ დადგენილი ქამრების შემოჭერის პრინციპების დაცვა დაიწყო.
ლატვიამ ევროპაში ყველა სხვა ქვეყანაზე მეტად შეამცირა სამთავრობო ხარჯები: ნახევარზე მეტი სამთავრობო უწყება გააუქმა, საჯარო მოხელეების რიცხვი მესამედამდე დაიყვანა და ამ სექტორში ხელფასები საშუალოდ 25%25-ით შეკვეცა. საბოლოო ჯამში, ევროკავშირისგან ლატვიამ მოთხოვნილი თანხის მხოლოდ ნახევარი ისესხა. ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა - 5,5%25-ით გაიზარდა. უმუშევრობა, რომელიც კრიზისის პიკში 19%25 იყო, დღეს 15%25-მდე შემცირდა. წესლ საბიუჯეტო დეფიციტი მხოლოდ 1,2%25, ხოლო ვალი მშპ-ის 37%25 იქნება. ორივე ეს მაჩვენებელი კლებულობს.
ესტონეთი: მშპ-ის ზრდა (2007-2011 წწ. კვარტლების მიხედვით)
კრუგმანმა ქამრების შემოჭერის პოლიტიკის კრიტიკსათვის ესტონეთი შემთხვევით არ შეარჩია. მას ბალტიის ქვეყნებისაგან პერსონალური წყენა ახსოვს: 2007 წელს კრუგმანმა ლატვია არგენტინას შეადარა, ურჩია დამატებითი ფული დაებეჭდა და დეფიციტი დაეფარა. ამ მეთოდს კრუგმანმა ვალუტის გაუფასურება უწოდა.
არც ლატვიამ, არც ლიტვამ და ბოლოს, არც ესტონეთმა, ეს რჩევა არ გაითვალისწინეს. ამის საპირისპიროდ, მათ ხარჯების შეკვეცის და სტრუქტურული რეფორმების გზა აირჩიეს.
კრუგმანის შეცდომა ისაა, რომ თავის გრაფიკზე ის ესტონეთი ეკონომიკური ცხოვრების მხოლოდ ერთ მონაკვეთს აჩვენებს: 2007 წლიდან დღემდე. თავის ანალიზში კი აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ როგორ შემცირდა ესტონეთში მშპ 14%25-ით 2009 წელს და როგორ გაოთხმაგდა ზუსტად ერთ წელიწადში უმუშევართა რიცხვი.
კრუგმანს სურს, ეს ყველაფერი ქამრების შემოჭერის პოლიტიკას მიაწეროს. თუმცა მისივე გრაფიკიდან ჩანს, რომ ეკონომიკა საკმაოდ არასტაბილური უკვე 2008 წელს იყო, როცა ქვეყანაში სახელმწიფო ხარჯები მთელი 18%25-ით გაიზარდა.
თუკი კრუგმანის მიერ აღებულ მონაკვეთს უფრო ფართო კონტექსტში ჩავსვამთ, ვნახავთ, რომ ქამრების შემოჭერა იყო მშპ-ის ვარდნის შედეგი და არა - პირიქით. 2004-2008 წლებში პოლიტიკოსებმა მთავრობას ნება მისცეს ხარჯები უსაშველოდ გაებერათ: ამ პერიოდში ქვეყნის ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდა. საკრედიტო და უძრავი ქონების ბაზარზე გამოჩნდა ბუშტი, რომელიც ეკონომიკური კრიზისის პერიოდში გასკდა და ქვეყანა ღრმა რეცესიაში ჩაითრია.
კიდევ უფრო ხანგრძლივ, 15-წლიან პერიოდს თუ ავიღებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ქვეყანამ იმ პერიოდში ეკონომიკა ორჯერ გაზარდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ შორის, კრიზისულ პერიოდშიც, ესტონეთი ევროპაში ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა იყო.
ესტონეთი და მთელი ბალტიისპირეთი ევროპის სხვა ქვეყნებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობამ შესაშური სამოქალაქო თვითშეგნება გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ დიდმა უმრავლესობამ შეღავათები, სამსახური ან, სულ მცირე, ხელფასების დიდი ნაწილი თუ პენსიის ოთხი წლით ადრე მიღების შესაძლებლობა დაკარგა, დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით, სისხლიანი შეტაკებები არ ყოფილა. ესტონეთში არჩევნები მოიგო იმ მთავრობამ, რომელმაც ეს მკაცრი ზომები გაატარა.
არავის უჩნდება იმის ილუზია, რომ ესტონეთი იდეალური ქვეყანაა, ან რომ კრიზისამდელი ზრდის მისაღწევად მხოლოდ სახელმწიფო ხარჯების შეკვეცაა საკმარისი. იმავე ესტონეტში საჯარო სექტორი ჯერ კიდევ დიდია და სახელმწიფო ხარჯების წნეხის კიდევ უფრო შემცირებაც შეიძლება. თუმცა, ამ ქვეყანამ ის მაინც იცის, კრუგმანის მსგავსი რჩევებს წინააღმდეგობა როგორ გაუწიოს და ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის რა გზით იაროს.
ესტონეთი ლიბერალურ რეფორმებს აგრძელებს: 2015 წლისთვის ქვეყანას საშემოსავლო გადასახადის შემცირება აქვს დაგეგმილი.
![]() |
11 მემარცხენეობის წინასაარჩევნო სენი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ლევან ნადირაძე
საარჩევნო წელს ჩვენთან ყველაზე იოლად პოლიტიკოსების დაპირებებით ამოიცნობ: ერთნი ეკონომიკის აღორძინებას, სოფლის მეურნეობის აყვავებას გვპირდებიან და ამ მიზნით მილიარდის დათესვას აპირებენ, მეორენი იაფი გაზისა და უფასო წყლის ძველ იდეას გვახსენებენ, მესამენი მაღალ ფასებს აკრიტიკებენ და ხან ავიაკომპანიებსა და ხანაც ბანკებს, ხალხის ხარჯზე გამდიდრებაში სდებენ ბრალს. თუ კი დილით ყავას უფასოდ მოვიდუღებთ, პარიზში 35 ევროდ გადავფრინდებით და ბანკის ვალი გასასტუმრებელი არ გვექნება, ვის რა ექნება საწინააღმდეგო? პირადად მე თუ მკითხავთ - არც არაფერი. მაგრამ საქმე ისაა, ვის ხარჯზე მოხდება ეს ყველაფერი. ოდესმე ყველაფრის საფასურის გადახდა მოგვიწევს - უფასო ყველი ხომ მხოლოდ სათაგურშია.
საბჭოთა კავშირში ფასებს საგანგებო უწყება, ფასების სახელმწიფო კომიტეტი - სახკომფასი - ადგენდა. ფასები დაბალი იყო, დახლებიკი - ცარიელი, და იქ თუ რამე იდო - უხარისხო. სსრკ გარდაიცვალა, მაგრამ „ზღვრული ფასების“ დაწესების იდეა ცოცხალია და ლეიბორისტები იქნებიან თუ ქრისტიან-დემოკრატები, გავლენ-გამოვლენ და მიადგებიან ხოლმე. მაგრამ შედეგი ხომ ისევ ის იქნება - ნახევრად ცარიელი დახლები, იაფი და უხარისხო საქონელი. მარტივი ჭეშმარიტებაა, როდესაც სამუშაო ადგილზე არაკომფორტულად გრძნობთ თავს, სხვა სამუშაოს ეძებთ. როდესაც მეწარმეს ფასებს კაბინეტებიდან უდგენენ, ის გარბის.
სხვა, უფრო „რბილი“ მეთოდიც არსებობს, როდესაც სახელმწიფო მეწარმეს ფასებს არ უდგენს, მაგრამ საწარმოებით კონკურენციას უწევს კერძო სექტორს. ეს გზა, ერთი შეხედვით, მომხიბვლელია, მაგრამ სინამდვილეში, იმავე შედეგით მთავრდება. საწარმო, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს სუბსიდიას, უკეთესი ხარისხის საქონლის კონკურენტებზე დაბალ ფასში წარმოებით დაინტერესებული არ არის. სულერთია, რამდენს გაყიდის და რა ფასად - მისი წმინდა მისია ხომ ფასების დაწევაა - აქ წარმოებული მაისური კერძო ფაბრიკაში წარმოებულ მაისურზე ორჯერ ძვირიც შეიძლება იყოს, მაგრამ იაფად გაიყიდება, ზარალს კი სახელმწიფო ბიუჯეტი აუნაზღაურებს.
ეს ბიუჯეტი კი ყველა ჩვენგანის ჯიბიდან ივსება, მათ შორის და პირველყოვლისა, ისევ იმ კერძო საწარმოების მიერ გადახდილი გადასახადებით. პარადოქსია - კერძო მეწარმის ჯიბიდან ამოღებული ფულით სახელმწიფო მასვე უწევს კონკურენციას. ძნელი მისახვედრი არაა, რითი დასრულდება ეს ყველაფერი - კერძო სექტორის წილი შემცირდება და ისევ სახკომფასის ხელში აღმოვჩნდებით, მერე კი - დაბალი ფასები (ქაღალდზე) და ცარიელი დახლები (სინამდვილეში).
ბანკებს ხშირად აკრიტიკებენ. ეკონომიკური განვითარების ტემპი არ მოგვწონს - ბანკები არიან დამნაშავენი, რომ ბიზნესს არ აფინანსებებნ. ფასებია მაღალი? ბანკები არიან დამნაშავე, რომ კრედიტს მაღალ პროცენტში გასცემენ. სინამდვილეში ფულიც ისეთივე საქონელია, როგორც ყველა სხვა. მისი ფასიც ზუსტად ისევე დგება ბაზარზე, როგორც მაისურის. თუკი, ვთქვათ, მაისურის ფასი 15 ლარია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 ლარის ფასი ერთი მაისურია. „იაფი“ კრედიტის იდეა „იაფი“ მაისურების წარმოების მსგავსია. ამგვარი ექსპერიმენტი ბევრგან ჩატარებულა, მათ შორის - ჩვენთანაც.
მიუხედავად იმისა, რომ იმის მაგალითებიც არსებობს, თუ როგორი წარმატებით ისარგებლეს საწარმოებმა შეღავათიანი დაფინანსებით იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს მხრივ იაფი კრედიტების გაცემის დიდი ხნის პრაქტიკაა და, შესაბამისად, მდიდარი ფაქტობრივ-სტატისტიკური მასალაც დაგროვდა - შედეგები უარყოფითი უფროა, ვიდრე დადებითი. ერთია, რომ კერძო სექტორი, ზოგადად, უფრო ეფექტიანად განკარგავს საკუთარ ფულს, ვიდრე სახელმწიფო - ჩვენსას და მეორეა, რომ სახელმწიფო მეტისმეტად მძიმე წონიანი მოთამაშეა იმისთვის, რომ მისმა აქ ტიურმა შესვლამ საფინანსო ბაზარზე - კრედიტორისა თუ დებიტორის რანგში - წონასწორობა არ დაარღვიოს და სხვა მოთამაშეები არ განდევნოს. და ბალფასებსა და საქონლის მრავალფეროვნებას ბაზარზე ბევრი მოთამაშე ქმნის. ჩვენი საბანკო სექტორი ვითარდება, ვითარდება მიკროსაკრედიტო ბაზარიც და საკრედიტო განაკვეთების დაწევა და პროცედურების გამარტივება სწორედ დერეგულირებით მიიღწევა და არა ხელოვნური „მოწესრიგებით“.
ეკონომიკის სტიმულირება ბიუჯეტიდან დიდი თანხების სუბსიდირების გზით კონტრპროდუქტიულია, ვინაიდან ეს თანხა ბიუჯეტში ისევ და ისევ ეკონომიკიდან უნდა მოხვდეს. ერთი ჯიბიდან თანხები ამოგვაქვს და მეორე ჯიბეში ვდებთ - ამ შემთხვევაში სახელმწიფო არსენა მარაბდელის როლშია - „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“ (ნუ დაგვავიწყდება, რომ ამაღებ-მიცემობაში თავად არსენას 700 თუმანი დარჩა), მაგრამ კერძო სექტორს, რომელსაც ეს თანხები უნდა გამოვართვათ, თანხის განკარგვა უფრო ეფექტიანად შეუძლია.
კერძო სექტორი, რომელსაც ხელი ბაზრის პულსზე უდევს, მოთხოვნას მიჰყვება - ცდილობს, აწარმოოს პროდუქტი, რომელიც მოთხოვნადია და არასაკმარისი რაოდენობითაა ბაზარზე, შესაბამისად - იოლად გაიყიდება კიდეც. პროდუქტი, რომელიც მოთხოვნადია, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობითაა ბაზარზე - ძვირია და მეტი რაოდენობით მისი წარმოება ფასების დაწევის ყველაზე საუკეთესო მექანიზმია. უკეთესი ჯერ არავის მოუგონია. ეკონომიკის აღორძინების რეცეპტი ისაა, რომ სახელმ წიფო მეტად ენდოს თავის მოქალაქეებს, მყიდველთა გემოვნებასა და გამყიდველთა შნოსა და უნარს, ამოიცნონ ეს გემოვნება. ასევე, ნაკლები თანხები ამოაცალოს ჯიბიდან გადასახადების სახით ერთსაც და მეორესაც. ჩვენ - მყიდველნი და გამყიდველნი - ერთმანეთს მივაგნებთ და მოვრიგდებით. კერძო ინვესტორს მეტი თანხები დარჩება ეკონომიკაში დასაბანდებლად, სახელმწიფოსაც ნაკლების დახარჯვა მოუწევს და დაკავდება იმით, რაც მისი უპირველესი ამოცანაა - ჩვენი, ამქვეყნის მოქალაქეების მშვიდი ძილისა და უსაფრთხოების დაცვით.
სახელმწიფო ხარჯების, გადასახადებისა და რეგულაციების შემცირება მეტ დასაქმებას, ეკონომიკურ ზრდას და უკეთ შევსებულ ბიუჯეტს რომ ნიშნავს, ეს მხოლოდ თეორიული მოდელი როდია - მსგავსი რამ ჩვენ თვალწინ წარმატებით განხორციელდა აშ შ-ში. ჯერ პრეზიდენტ რეიგანის დროს, მოგვიანებით ბილ კლინტონის პრეზიდენტობის მეორე და ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პირველ ვადაში.
რა თქმა უნდა, ეკონომიკის დერეგულირების მიზნით ბევრი რამ გაკეთდა საქართველოშიც, თუმცა, ბოლო ხანებია ადგილს ვტკეპნით - უკვე რამდენიმე წელია, ველოდებით საშემოსავლო გადასახადის 15%25-მდე შემცირებას - 2013 წლამდე ის 18%25, 2014 წლის შემდეგ კი, 15%25 უნდაგამხდარიყო... როგორც გაირკვა - სულ ტყუილად. მთავრობის ინიციატივით, მომავალი წლიდან საშემოსავლოს 2%25-ის დაგროვებით ანგარიშზე გადარიცხვის საშუალება მოგვეცემა, თუ არ გადავრიცხავთ - კვლავ ბიუჯეტში უნდა გადავიხადოთ. ისევ სახელმწიფო წყვეტს მოქალაქის ნაცვლად, თუ სად და როგორ დავხარჯოთ ფული.
ვინაიდან ხელისუფლების მთავარ მეტოქედ ის პოლიტიკური ძალა გამოდის, რომელიც ბიუჯეტიდან ეკონომიკაში თანხების ნიაღვრის დაპირებით აწონებს ამომრჩეველს თავს, წინასაარჩევნო ჭიდილისას ხელისუფლებისგანაც მეტ მემარცხენე დაპირებებსა და, სამწუხაროდ, ნაბიჯებსაც ველი. იმედი მაქვს, დაპირება მეტი იქნება, ვიდრე ნაბიჯი და კიდევ იმის იმედიც მაქვს, რომ პოლიტიკოსებიც ჩვეუ ლებრივი ადამიანები არიან და ყველაზე მეტს იტყუებიან ნადირობის შემდეგ, ომის დროს და არ ჩევნებამდე.
![]() |
12 ცისარტყელას შვილები |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
ნინო მაჭარაშვილი
„რაღაც უნდა გითხრათ. იცით... მე ჰეტერო ვარ“, - ყოყმანით მიმართავს ახალგაზრდა ბიჭი მაგიდასთან სავახშმოდ შეკრებილ მშობლებს. ისინი ერთი სქესის წარმომადგენლები არიან - ორივე მამაკაცია. სცენა ცნობილი ვიდეორგოლიდანაა, რომელიც საერთაშორისო ლგბტ ასოციაციას (ILGA) ეკუთვნის. „აუცილებელი არ არის, ჰომოსექსუალთა მიერ აღზრდილი ბავშვები თავადაც ჰომოსექსუალები გახდნენ“ - ჩნდება წარწერა კადრში. ვიდეოს მიზანია გვაჩვენოს, რომ ერთსქესიანი წყვილის მიერ ბავშვის შვილად აყვანას რაიმე განსხვავებული შედეგები არ მოსდევს.
სარეკლამო რგოლი საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა კიდეც, როგორც მიზნის მიღწევისთვის არაეფექტური. მართლაც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიჭს მშობლებისთვის „სიმართლის“ თქმა ეუხერხულება, რადგან შვილის მიმართ განსხვავებული მოლოდინები თუ მოთხოვნები აქვთ. თუმცა, ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია: ვიდეო ცივილიზებულ სამყაროში მიმდინარე მწვავე დებატის კარგ მაგალითად გამოდგება.
ერთსქესიანი ქორწინების ავ-კარგიანობასა და მათთვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მიცემაზე დღემდე ბევრი ვერ თანხმდება. ეს არაა გასაკვირი - საკითხი კომპლექსურია და ბევრი საკამათო მხარეც აქვს.
მართალია, ასეთი ბავშვები პროცენტულად უმცირესობაში არიან, მაგრამ მათი რიცხვი არც ისე ცოტა და, ამასთან, მზარდია. მაგალითად, აშშ-ში, 2000 წლის აღწერით, ერთი სქესის მშობლებთან 65 ათასი ბავშვი ცხოვრობდა. 2012-ში მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია და 110 ათასს აღწევს.
საზოგადოების დამოკიდებულება, როგორც წესი, არაერთგვაროვანია. Princeton Survey Research Associates International-ის მიხედვით, 4 წლის წინ, გეი ან ლესბოსელი წყვილისთვის შვილად აყვანის უფლების მიცემას ეთანხმებოდა 53%25, ეწინააღმდეგებოდა 39%25, ხოლო ჩამოყალიბებული აზრი არ ჰქონდა 8%25-ს.
ერთი მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ უამრავი ბავშვი ელოდება მშობელს. რატომ უნდა ავუკრძალოთ მოსიყვარულე და კარგ ადამიანებს მშობლად ყოფნა მხოლოდ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო? საქართველოში ძალიან ცოტას თუ ჰყავს გარშემო ბავშვიანი ჰომოსექსუალი წყვილი, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, შეგვიძლია მარტივად ვივარაუდოთ, რომ ამქვეყნად არსებობენ შესანიშნავი გეი და არცთუ სამაგალითო ჰეტეროსექსუალი მშობლები.
მეორე მხრივ, მთლად სწორი არც საკითხის ლგბტ უფლებების პრიზმაში განხილვა იქნება. ამ თემაზე საუბრისას, ალბათ უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ამოსავალი წერტილი ბავშვის ინტერესია. ჯერ ერთი, მოსიყვარულე გეი მშობლების ხელშიც, ის, შესაძლოა, გამუდმებული სტრესის ქვეშ მოექცეს თანატოლების თუ მეზობლების არაკეთილგანწყობის გამო. გარდა ამისა, ვერც იმაში ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ეს „ინტერესი“ ბავშვის ტრადიციულ, დიდი ხნის ნაცად ოჯახურ სტრუქტურაში აღზრდას არ გულისხმობს.
ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა მარკ რეგნერუსის ოჯახის სტრუქტურის ახალი კვლევა, რომელიც გასულ კვირას Social Science Research-მა გამოაქვეყნა. ის ასკვნის, რომ მშობლების ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს ბავშვებზე არასახარბიელო გავლენა აქვთ.
კვლევის მასშტაბები შთამბეჭდავია. ტექსასის უნივერსიტეტის პროფესორმა 18-დან 39 წლამდე ასაკის 15 ათასი რესპონდენტი გამოკითხა. თითოეულმა საკუთარი ცხოვრების შესახებ მრავალ შეკითხვას უპასუხა, მათ შორის, მშობლების ერთსქესიანი ურთიერთობის გამოცდილების შესახებ. საკმაოდ დიდია ფინანსური რესურსიც: რეგნერუსს 695 000-დოლარიანი გრანტი ჰქონდა Witherspoon Institute-ისგან და დამატებით 90 000 დოლარი Bradley Foundation-ისგან.
კვლევაში 40 სხვადასხვა სოციალური თუ ემოციური ფაქტორია გაანალიზებული და შედარებული. აღმოჩნდა, რომ 25-ში მნიშვნელოვნად უარესი შედეგები აჩვენეს მათ, ვის მშობლებსაც ერთსქესიანი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ადამიანები იტყობინებიან, რომ განუცდიათ მეტი დეპრესია, ჯანმრთელობის გაუარესება, აქვთ ბავშვობის არასასიამოვნო მოგონებები, უჩივიან უმუშევრობას, ნარკოდამოკიდებულებას, პრობლემებს კანონთან თუ სექსუალურ პარტნიორებთან. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გამოირიცხა გამოკითხულთა ასაკის, რასის, გენდერის და საცხოვრებელი ადგილის ფაქტორები. დასკვნა ძალაში დარჩა.
აღსანიშნავია, რომ შედეგები უარესი იყო ლესბოსელი მშობლების შემთხვევაში. როგორც აღმოჩნდა, იმ გოგონების 31%25, ვის დედასაც რაღაც ეტაპზე ლესბოსური ურთიერთობა ჰქონია, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა - ბიოლოგიურ მშობლებთან გაზრდილებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3%25-ია. მათ ორჯერ მეტი ალბათობით განუცდიათ დეპრესია და პრობლემები ურთიერთობაში. ამასთან, 28%25 უმუშევარია, როცა ტრადიციული ოჯახის შვილებში ამ პრობლებას 8%25 უჩივის. გარდა ამისა, 40%25-ს მეუღლის ან პარტნიორის პარალელურად, სხვა ინტიმური ურთიერთობაც ჰქონია - შედარებით 13%25-თან.
თუმცა ეს იმითაც აიხსნება, რომ, როგორც წესი, ბავშვები ნაკლებად ცხოვრობდნენ ჰომოსექსუალ მამებთან, ვიდრე ლესბოსელ დედებთან.
რეგნერუსის კვლევა განსაკუთრებით საინტერესო ხდება, თუ არსებულ ფონს გავითვალისწინებთ: აშშ-ში ტრადიციული ქორწინებები მცირდება - ქორწინების გარეთ დაბადებულ ბავშვთა რიცხვი კი იმატებს. ამის პარალელურად, ოფიციალური გაფორმების გარეშე თანაცხოვრება ისევე პატივსაცემად აღიქმება, როგორც ქორწინება.
გასათვალისწინებელია, რომ ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონების არეალი იზრდება. ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჰომოსექსუალთა ქორწინებას. რეგისტრაციის უფლება ერთსქესიანმა წყვილებმა შარშან ნიუ იორკშიც მიიღეს. ამჟამად, ის აშშ-ის ექვს შტატშია დაკანონებული.
გარდა ამისა, დღეისთვის გეი ქორწინებას ლეგალურად ცნობს ჰოლანდია, არგენტინა, ბელგია, კანადა, ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი. ნაწილობრივ - მექსიკა და ისრაელი. შარშან შესაბამის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა საფრანგეთის პარლამენტმა, თუმცა იქ არსებობს პაქტები, რომლებიც ჰომოსექსუალებზე ქორწინების მსგავს უფლება-მოვალეობებს განავრცობს.
ჰომოსექსუალი წყვილებისთვის ბავშვის აყვანის ლეგალიზება, უფრო მასობრივად, 2000-იანი წლებიდან დაიწყო. მათ შორისაა: ინგლისი, უელსი, ჰოლანდია, ისლანდია, ბელგია, ესპანეთი, შვედეთი. სამოქალაქო კავშირში მყოფი წყვილისთვის ეს შესაძლებელია გერმანიაში, დანიასა და ნორვეგიაში. გარკვეული შეზღუდვებით დაშვებულია ისრაელში, ფინეთში, ავსტრალიაში. ასევე ლეგალურია სამხრეთ აფრიკაში, ანდორაში, არგენტინაში, ბრაზილიასა და ურუგვაიში. რაც შეეხება აშშ-ს, აქ მსგავსი ფედერალური კანონი არ არსებობს, თუმცა 12 შტატის კანონმდებლობა ამ უფლებას იძლევა.
საქართველოში ამ საკითხს არეგულირებს კანონი შვილად აყვანის შესახებ. ბუნებრივია, აქ ჰომოსექსუალი წყვილი ოჯახის ამპლუით ბავშვს ვერ იშვილებს - იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენთან ერთსქესიანი ქორწინების რეგისტრაცია არ ხდება. თუმცა, ასეთი წყვილებისთვის არც კონკრეტული საკანონმდებლო აკრძალვა ან რეგულაცია არსებობს. თუ ბავშვის აყვანის სურვილს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი გამოთქვამს, საქმე ჩვეულებრივ რეჟიმში წარმოებს: კონკრეტულ შემთხვევაზე შესაბამისმა ორგანომ თანხმობის ან უარის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი პრეცედენტი ჯერ არც ყოფილა.
რა თქმა უნდა, ადამიანმა სიხარულით სავსე ბავშვობა მრავალ განსხვავებულ გარემოში შეიძლება გაატაროს. თუმცა, თუ ზოგადი სურათის დანახვა გვსურს, კონკრეტული შემთხვევებისგან დისტანცირება მოგვიწევს. ტენდენცია კი აჩვენებს, რომ თუ ბავშვის ბედნიერების რეცეპტი არსებობს, ის ორი ბიოლოგიური დაქორწინებული მშობლის ყოლაა. კვლევათა მზარდი რაოდენობა ადასტურებს - დაქორწინებული, ბიოლოგიური მშობლების ატმოსფერო ბავშვის განვითარებისთვის საუკეთესო გარემო და მისთვის სოციალური კაპიტალის შეუცვლელი წყაროა.
მაგალითისთვის, გასულ წელს ჟურნალ American Sociological Review-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, განქორწინებული ოჯახის ბავშვებს დაბალი სოციალური უნარები აქვთ - უჭირთ მეგობრების შეძენა და შემდგომში ამ ურთიერთობის შენარჩუნება, ახასიათებთ მარტოობის გრძნობა და დაბალი თვითშეფასება. ცუდი მაჩვენებელი აქვთ სკოლაშიც - განსაკუთრებით, მათემატიკაში. ამასთან, სტატისტიკურად, გოგონები, რომელთა მშობლებიც გაყრილები არიან, მეტი ალბათობით, თავადაც განქორწინდებიან მომავალში, ორჯერ უფრო ხშირად ირიცხებიან სკოლიდან, ორსულდებიან ადრეულ ასაკში და აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები.
ღსანიშნავია, რომ ბავშვისთვის საკვანძო როლს თამაშობს მამაც. ეს, ხშირად, დედის მნიშვნელობის ფონზე, მიჩქმალული რჩება. ჟურნალმა Personality and Social Psychology Review რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც იუწყება, რომ მამის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ბავშვის მომავალზე გავლენას ახდენს. მამობრივ მზრუნველობას მოკლებული ადამიანები მეტი ალბათობით იწყებენ სმას, ნარკოტიკების მიღებას, ექმნებათ ფსიქიკური პრობლემები.
საქმე ისაა, რომ პარალელურად არსებობს მეინსტრიმული დისკურსი, რომლის მიხედვით, ოჯახის უპირატესობის წესს გამონაკლისიც აქვს: ჰომოსექსუალ წყვილს ბავშვზე ისეთივე კარგი გავლენა აქვს, როგორც ტრადიციულ ოჯახს.
ამის კარგი მაგალითია რეზიუმე, რომელიც 2005 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) გამოაქვეყნა: „არცერთ კვლევას არ გამოუვლენია, რომ ერთსქესიანი წყვილების ბავშვები რაიმე მაჩვენებელში ჩამორჩებიან ჰეტეროსექსუალი მშობლების შვილებს“ - ნათქვამია დასკვნაში.
2007 წელს ანგარიში გამოსცა ავსტრალიის ფსიქოლოგთა საზოგადოებამაც. მასში ნათქვამია, რომ ბავშვის კარგად ყოფნას, პირველ რიგში, განსაზღვრავს მშობლების ფსიქოლოგიური მდგრადობა, ჰარმონიული ურთიერთობა, არსებული ურთიერთობებით კმაყოფილება და აღზრდის ხარისხი. ხოლო მშობლების რიცხვი, სქესი და თანაცხოვრების სტატუსი - მეორეხარისხოვანია.
უკანასკნელ პერიოდში დასკვნები უფრო შორსაც წავიდა. მკვლევართა ნაწილის აზრით, ერთსქესიან მშობლებს ჰეტეროსექსუალებზე უკეთაც გამოსდით ბავშვთან ურთიერთობა და მისი აღზრდა: ორი წლის წინ უილიამსის ინსტიტუტმა დაასკვნა, რომ აშშ-ში ლესბოსურ ოჯახებში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. ეს მაშინ, როცა ამ დროისთვის ამერიკელი მოზარდების 26%25 თავს ოჯახში ფიზიკური ძალადობის, 8.3%25 კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევდა.
შედეგად, სამეცნიერო წრეებში საქმე კონსენსუსისკენ წავიდა და ეს საკითხი დროებით ფართო დებატის და განსჯის მიღმა აღმოჩნდა.
ამ ფონზე რეგნერუსის კვლევამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ლგბტ უფლებადამცველების რისხვა გამოიწვია. ბევრჯერ ახსენეს დამფინანსებელი წყაროების კონსერვატიული მიმართულება. ნაშრომს „მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი“ და „ფსევდომეცნიერული დეზინფორმაცია“ უწოდეს. მრავალი არცთუ სასიამოვნო ეპითეტით შეამკეს ავტორიც და გეი და ლესბოსელი მშობლების დისკრედიტების მცდელობაში დაადანაშაულეს.
განსხვავებულ შედეგს რამდენიმე ახსნა აქვს. პირველი, შერჩევის მეთოდია. წინამორბედებისგან განსხვავებით, ის ნაციონალური მასშტაბით შემთხვევით შერჩევას ეყრდნობა.
სწორედ არასწორ მეთოდოლოგიას საყვედურობენ ძველ კვლევებს. ამერიკელი მიმომხილველი და პოლიტიკური ანალიტიკოსი მონა ჩარენი წერს, რომ მათი დიდი ნაწილი მცირე მასშტაბის იყო. თანაც, ძირითადად, თეთრკანიან, განათლებულ და დიდ ქალაქებში მცხოვრებ ლესბოსელ მშობლებს მოიცავდა. გარდა ამისა, როგორც წესი, ინფორმაციას მშობლებისგან იღებდნენ და არა უკვე გაზრდილი შვილებისგან. მკვლევრებიც, ხშირად ლგბტ ჯგუფებთან ახლო კავშირში იმყოფებოდნენ.
რა თქმა უნდა, სხვა, უფრო კონსტრუქციული კრიტიკოსებიც გამოჩნდნენ. მათი აზრით, ჰომოსექსუალი მშობლების ავ-კარგიანობაზე ვერაფერს დავასკვნით, თუ კვლევაში მათაც შევიყვანთ, ვის მშობელსაც ოდესმე ერთსქესიანი ურთიერთობა ჰქონია.
კრიტიკა, ერთი მხრივ, ლეგიტიმურია: გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილს თუ გაუტარებია სრულად ბავშვობა ჰომოსექსუალ მშობლებთან. ამას არც თავად რეგნერუსი უარყოფს, თუმცა არგუმენტები მასაც აქვს: ზრდასრული ახალგაზრდების რიცხვი, რომლებმაც მთელი ცხოვრება ლესბოსელ მშობლებთან გაატარეს, ცოტაა იმისთვის, რომ შემთხვევითი შერჩევით კვლევის ჩატარება შესაძლებელი იყოს. ხოლო მცირე მასშტაბების კვლევა არარეპრეზენტაციულია და აზრი არ აქვს.
გარდა ამისა, ოპონენტები ამბობენ, რომ კვლევის ზოგიერთი ასპექტი ერთსქესიანი ქორწინების მხარდამჭერ არგუმენტად უფრო გამოდგება.
Slate-ის კორესპონდენტი, უილიამ სეილტენი ამბობს, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ შედეგი არ მოგვწონს, არ ღირს იმ კვლევის უარყოფა, რომელშიც ამხელა რესურსი ჩაიდო: „დიახ, რეგნერუსი სოციალურად კონსერვატორია, მაგრამ ის მოაზროვნე, ღია გონების პატრონია და რეალობას ეფუძნება. შედეგი საყურადღებოა და ის უკვე არსებულ შეხედულებებს სულაც არ გამორიცხავს“.
მისი აზრით, რეგნერუსი რეალურად სტაბილურ და არასტაბილურ ოჯახებს ადარებს ერთმანეთს. შესაბამისად, ერთადერთი, რაც გაირკვა, არის მოსიყვარულე ოჯახების უპირატესობა მერყევთან. გამოდის, რომ ერთსქესიანი ქორწინების მხარდამჭერად კიდევ ერთი არგუმენტი გამოჩნდა: თუ გეი ან ლესბოსელი წყვილებისთვის დაქორწინების უფლება უნივერსალური გახდება, ისინი ბავშვისთვის სტაბილური ოჯახური გარემოს შეთავაზებას შეძლებენ.
ამ მოსაზრებას თავისი ლოგიკა აქვს: ისინი, ვინც ბავშვობა თუნდაც ძალიან კარგ ჰომოსექსუალ მშობელთან გაატარა, მოდიან პერიოდიდან, როცა ჰომოსექსუალობა უფრო მარგინალიზებული იყო და გეი ქორწინებაც, ფაქტობრივად, არ არსებობდა. დღეს ვითარება შეცვლილია, თუმცა დაქორწინებული წყვილებიც, ხშირად, საოჯახო სამართლით განსაზღვრული იმ უფლებებით ვერ სარგებლობენ, რითაც ჰეტეროსექსუალები.
მაგალითად, აშშ-ში, სადაც რიგ შტატებში ერთსქესიანი ქორწინება დაშვებულია, ფედერალური კანონი წყვილზე ანალოგიურ უფლებებს არ განავრცობს. გეი წყვილი, თუნდაც დაქორწინებული, ვერ ისარგებლებს საგადასახადო ბენეფიტებით - ფედერალური კანონით, ოჯახის წევრებზე მემკვიდრეობის გადაცემა არ იბეგრება, ხოლო გეი წყვილს ბეგარის გადახდა მაინც უწევს. მათზე არ ვრცელდება სოციალური თუ ჯანდაცვის შეღავათები - ჰომოსექსუალი ადამიანი მეუღლის ან მეწყვილისთვის ვერ მიიღებს სოციალურ დახმარებას, პენსიას, სადაზღვევო პაკეტს, გაყრის შემთხვევაში - ალიმენტს ბავშვისთვის და სხვა. ამასთან, ერთ მეწყვილეს არ აქვს უფლება, მეორის მაგიერ მიიღოს სამედიცინო ან ფინანსური გადაწყვეტილებები, თუ ეს უკანასკნელი არაქმედითუნარიანია. მეტიც, აშშ-ში საავადმყოფოში მყოფი მეწყვილის მონახულებაც შეზღუდულია.
ასევეა საქართველოში, სადაც ერთსქესიანი ქორწინება საერთოდ არ რეგისტრირდება: წყვილი, რომელიც თუნდაც მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად იყოს, საოჯახო სამართლით განსაზღვრული წესებით ვერ ისარგებლებს. თითოეული მათგანი კანონის წინაშე კერძო ფიზიკურ პირად განიხილება. არსებობს ერთი ალტერნატიული გზა - კონტრაქტი, რომლის მეშვეობით ორ პირს შორის ქორწინების გარეშეცაა შესაძლებელი მრავალი რამის დარეგულირება.
თუმცა, ზოგიერთი საკითხი ორი დაუქორწინებელი ადამიანის პირად ნებაზე არაა დამოკიდებული - კანონმდებლობა ამას თავად არეგულირებს და კონტრაქტი მასთან წინააღმდეგობაში ვერ მოვა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი თუმანიშვილი ამბობს, რომ სამომავლო ქონების თანაფლობისთვის, ჰომოსექსუალ წყვილს მოუწევს, რომ წინასწარ დადოს კონკრეტული კონტრაქტები ყველაფერზე, რასაც მომავალში შეიძენენ. რაც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.
ამ შეზღუდვებიდან გამომდინარეც, ერთი მხრივ, გასაგებია, რატომ სჭირდებათ გეი წყვილებს სრული საქორწინო უფლებები - სტაბილურ, სრულუფლებიან ოჯახში მათ უკეთესი პირობები ექნებოდათ. მათ შორის, ბავშვებისთვის.
თუმცა, რეგნერუსის კვლევიდან უფრო ღრმა დასკვნების გამოტანაც შეიძლება:
მთავარი, რაც გაირკვა, ისაა, რომ ზოგადი წესისგან გამონაკლისის არსებობა არ დასტურდება - ადამიანებს წარმატებისკენ სწრაფვის მეტი უნარი აქვთ, როცა მთელ ბავშვობას მამასთან და დედასთან ერთად ატარებენ.
რა თქმა უნდა, შვილი მხოლოდ ჰომოსექსუალ წყვილებს არ აჰყავთ. თანაც, ხშირად, არაბიოლოგიური დედ-მამა ან მარტოხელა მშობელიც მშვენივრად უძღვება აღზრდის პროცესს. მონა ჩარენი წერს, რომ სტაბილურობისა და დროში ხანგრძლივობის პირობებში, ჰომოსექსუალი მშობლები მიაღწევენ იმავე შედეგს, რასაც დედობილ-მამობილები ან განქორწინებული წყვილები ახერხებენ. თუმცა ტრადიციულ სტაბილურ ოჯახს ვერ გაუთანაბრდებიან.
საბოლოოდ, როგორც არ უნდა ვაკრიტიკოთ კვლევის მეთოდოლოგია, ის საკმარის მიზეზს იძლევა, რომ კანონმდებლები მოთმინებით აღიჭურვონ.
ერთსქესიანი ქორწინება სოციალური ექსპერიმენტია. ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ცუდია, ან აუცილებლად კარგი. უბრალოდ, ჩვენ ჯერ ამის პირდაპირი თუ გაუთვალისწინებელი შედეგები არ ვიცით - მათ გაგებას გარკვეული დრო დასჭირდება. დანამდვილებით არც ის ვიცით, რამდენად მჭიდრო კავშირში აღმოჩნდება გეი ქორწინების უნივერსალიზება ბავშვის აღზრდასთან, არც ის - მომავალში რამდენად დაშორდება ერთმანეთს ქორწინების ოფიციალურად გაფორმების წესი და შთამომავლობის გაჩენა. ამ მხრივ დღეს არსებული დამოკიდებულება ყველაზე ადეკვატურია: როდესაც გეი ქორწინება ეტაპობრივად კანონდება, რჩება დრო და სივრცე ტენდენციების აღმოსაჩენად, მათზე განსჯისა და დებატისთვის.
რეგნერუსის კვლევა სხვა კუთხითაც საინტერესოა: ის პასუხს სცემს კითხვას, თუ რატომ განიხილებოდა ტრადიციულად ქორწინება უფრო სხვა რაიმედ, ვიდრე ეს სამოქალაქო თანასწორობის ინდიკატორობა ან უბრალოდ სიყვარულის ოფიციალურად გაფორმებაა. ამასთან, რატომ მოხდა, რომ ეს ინსტიტუტი თავის თავში მოიცავს ბავშვის უფლებებს ბიოლოგიურ მშობლებზე, ისევე, როგორც დედ-მამისას - ერთმანეთზე.
ჰეტეროსექსუალი მონოგამიური ოჯახის ტრადიციულ ინსტიტუტად ჩამოყალიბება წარსულმა გამოცდილებამ განაპირობა. ამის შედეგია ისიც, რომ ქორწინება მხოლოდ ორი ადამიანის ურთიერთობის რატიფიცირება არ არის. სხვა ფუნქციებს შორის, ის ბავშვის გაჩენისა და აღზრდის კონკრეტული გზის მხარდამჭერი და წამახალისებელია. ერთი შეხედვით, ამ ფუნქციის საყოველთაო აღიარება ნელ-ნელა მცირდება, თუმცა, როგორც ვნახეთ, ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვების სოციალური თუ ეკონომიკური უპირატესობა - ჯერჯერობით, არა.
![]() |
13 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
სომალელი ქალი. მოგადიშუ
![]() |
13.1 გადატვირთვიდან გამოფხიზლებამდე |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ქეთი ზუკაკიშვილი
სირიის მიერ თურქული F-4 ტიპის თვითმფრინავის აფეთქების საკითხი სამშაბათს NATO-ს საგანგებო სხდომის მსჯელობის საგანი გახდა და არაერთგვაროვანი საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, სირიის ქმედება დაგმო და „უსირცხვილო და მიუღებელი“ უწოდა. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სირიაში საერთაშორისო ძალების ჩარევა გამორიცხა: „სირიაში ლიბიის სცენარი არ განმეორდება და ამის გარანტი რუსეთია“, - თქვა ლავროვმა.
სირიის საკითხზე რუსეთისა და ამერიკის ფუნდამენტურად განსხვავებულმა პოზიციებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების „გადატვირთვა“ მედიის ყურადღების ცენტრში დააბრუნა. სამ წელიწადზე მეტია, ობამას ადმინისტრაციამ მიზნად დაისახა რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად გადაქცევა იმ იმედით, რომ ყოფილი მეტოქეები საერთაშორისო გამოწვევებს ერთიანი ძალებით შეებრძოლებოდნენ, თუმცა დღემდე თითქმის არცერთ პრინციპულ საკითხზე არათუ შეთანხმება, არამედ პოზიციების დაახლოებაც არ მომხდარა. სირიისკენ მიმავალი რუსული იარაღით დატვირთული სამხედრო გემების დაკავების შემდეგ, ობამას რესპუბლიკელმა მეტოქემ, მიტ რომნიმ, „გადატვირთვის? პოლიტიკას „საბრალო წარუმატებლობა“ უწოდა.
კრიტიკის საფუძველი ნამდვილად არსებობს. რუსეთი, ამერიკის უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, მუდმივად უმაგრებს ზურგს ირანისა და ჩრდილოეთკორეის ბირთვულ ამბიციებს. ასევე, რუსული მუქარის გამო, დღემდე ღიად რჩება აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო შეიარაღების განთავსების საკითხი. პრობლემატურია ვენესუელის იარაღით მომარაგება და ჩინეთის საზღვაო ამბიციების მხარდაჭერაც. რუსეთის პოზიციების რაიმე კუთხით შერბილება არც 18ივნისს, „დიდი ოცეულის“ მეხიკოს სამიტის ფარგლებში გამართულ ბარაკობამასა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას მოჰყოლია.
ამერიკის სუსტი პოზიცია საგონებელში აგდებს მის საერთაშორისო მოკავშირეებს. მეორე მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდიდან მოყოლებული, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ითვალისწინებდა გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ მცირე და საშუალოზომის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას. აზიასა და ოკეანეთში ასეთები არიან: იაპონია, სამხრეთკორეა, სინგაპური, ტაივანი, ფილიპინები, ტაილანდი და ავსტრალია. ბოლო პერიოდში ამერიკის ეკონომიკური ურთიერთობა გაღრმავდა ინდონეზიასთან, მალაიზიასთან და ვიეტნამთანაც. ევროპელ ისტორიულ მოკავშირეებს: ბალტიის პირეთის ქვეყნებს, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს და უნგრეთს კი რუმინეთი, ბულგარეთი და საქართველოც დაემატა. რამდენიმე არაბული სახელმწიფოს გარდა, აშშ-ის ყველა სტრატეგიული პარტნიორი დემოკრატიაა და ამერიკასთან ეკონომიკური ინტერესების გარდა, პრინციპული საკითხებიც აერთიანებს. ანტიამერიკული მოქმედებები სწორედ ამ პრინციპების სიმყარის მოსინჯვით იწყება. პროვოკაციებს ამერიკის ზედმიწევნით დაცულ ტერიტორიაზე, ცხადია, ვერავინ გაბედავს. შესაბამისად, სუპერსახელმწიფოს მზაობის შემოწმება პერიფერიაზე, მოკავშირე ქვეყნისთვის პრობლემების შექმნით ხდება და ამერიკის სიძლიერეც პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ვლინდება. „გადატვირთვას“ სწორედ ამ პრინციპთან შეუთავსებლობის გამო აკრიტიკებენ.
ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია მოკავშირეების ინტერესების დაცვას პრიორიტეტად მიიჩნევდა და მხარს უჭერდა უკრაი ნის „ნარინჯისფერ რევოლუციას“ და ანტირუსულ განწყობებს საქართველოში. თეოდორ ლუკიანოვი, გამოცემის - რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობებში - რედაქტორი, პუტინის „ჭეშმარიტი ანტიამერიკანიზმის“ მიზეზად არა მის КГБ-სთან დაკავშირებულ წარსულს, არამედ ბუშის პერიოდის ამერიკასთან ურთიერთობის გამოცდილებას მიიჩნევს.
„გადატვირთვის“ მომხრეები ობამას პოლიტიკის მიღწევებზე საუბრისას გამოყოფენ ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული იარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების (New START) გაფორმებასა და პაკისტანის უარის შემდეგ, რუსეთის მიერ ავღანეთამდე მარშრუტის შეთავაზებას. იმის გათვალისწინებით, რომ New START-მა ამერიკას რუსეთზე ბევრად დიდი საერთაშორისო ვალდებულებები დააკისრა, ხოლო შეიარაღების რუსეთის გავლით ტრანსპორტირება ამ უკანასკნელს გარკვეულ კონტროლს ანიჭებს, მიღწევებზე საუბარი გადაჭარბებული ჩანს. „გადატვირთვის“ რეალურ პოზიტიურ შედეგად ითვლება ევრაზიული გიგანტის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შეუქცევადი პროცესი, რაც 10 წლის წინ გაწევრიანებული ჩინეთის მსგავსად, რუსეთსაც დაავალდებულებს, დაემორჩილოს საერთაშორისო ვაჭრობის წესებს. თუმცა, ეს ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებისთვის ნაკლებად რელევანტურია.
ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო „გადატვირთვის“ ალტერნატივაზე საუბრობს და რუსეთთან ურთიერთობის 5-პუნქტიან გეგმას ავითარებს. რუბიო მიიჩნევს, რომ რუსეთი ამერიკის მიმართ „მზარდ მტრულ განწყობას“ არ იცვლის, შესაბამისად, არსებული იდეოლოგიური დაპირისპირება ამერიკულმა მხარემაც უნდა აღიაროს. „რუსეთს სურს ნავთობის ფასების ზრდა, ამერიკას - მათი შემცირება. რუსეთს სურს ავტოკრატია, ამერიკას - დემოკრატია. რუსეთს სურს საბჭოთა კავშირის დაბრუნება, ამერიკას კი მისი ისტორიისთვის ჩაბარება“, - წერს რუსეთზე სპეციალიზებული ბლოგის La Russophobe-ის ავტორი კიმ ზიგფელდი რუბიოს დოქტრინის მიმოხილვაში. ანტიდასავლური ქმედებების წინააღმდეგ ეფექტურ საშუალებად რუბიო რუსეთში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ძალების მხარდაჭერას მიიჩნევს.
ჟურნალი ეკონომისტი „გადატვირთვის“ ორ მთავარ შეცდომად დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობაზე გადამეტებული იმედის დამყარებას და პუტინის რუსეთში ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებების დამკვიდრების ილუზიას ასახელებს. კრიტიკის მიუხედავად, „გადატვირთვა“ ბარაკობამას საგარეო პოლიტიკაში კვლავაც აქტუალურია. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მომავალს კი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები განსაზღვრავს.
როგორც რუსეთის არმიის მეთაურის, ნიკოლაი მაკაროვის, ანონიმი დაახლოებული პირი Wall Street Journal-ს უცხადებს, აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული სარაკეტო სისტემები დარტყმას მხოლოდ ობამას არჩევის შემთხვევაში გადაურჩებიან.
![]() |
13.2 ეროვნული მოქმედების პარტიის 12-წლიანი მმართველობა დასასრულს უახლოვდება |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მექსიკა
შოთა კაკაბაძე
1 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებით მექსიკაში ეროვნული მოქმედების პარტიისა (PAN) და ფელიპე კალდერონის ექვსწლიანი მმართველობა სრულდება. კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორე ვადით კანდიდატურის წამოყენების უფლება არ აქვს. ის, თუ რამდენად კარგ მემკვიდრეობას ტოვებს კალდერონი, მედიაში დავის საგანია.
მექსიკის რიგით 56-ე პრეზიდენტმა, ფელიპე კალდერონმა, 2006 წლის არჩევნებში მთავარი მეტოქე, ლოპეს ობრადორი სულ რაღაც 0,58%25-ით დაამარცხა. მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ორგანიზებულ კრიმინალთან დაუნდობელი ბრძოლა იყო. 2006 წლიდანვე, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა წამოიწყო და ამაში სამხედრო რესურსებიც კი ჩართო. შედეგად, სამართალდამცავებსა და ნარკობარონებს შორის შეტაკებებს, 2006 წლიდან დღემდე, 55 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა მსხვერპლის დიდი რაოდენობა, ისევე როგორც კრიმინალის ზრდა, მოსახლეობაში კალდერონის სტრატეგიის მიმართ ნდობას ამცირებს.
21 ივნისს, სამართალდამცავების მიერ ნარკობარონის ვაჟის, ხესუს ალფრედი გუსმანის, იგივე el gordoს (მსუქანი) დაკავების ნაცვლად, უდანაშაულო მანქანებით მოვაჭრის დაპატიმრებამ, კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მმართველი პარტიის ავტორიტეტს და მისი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებისადმი ნდობას.
თუმცა, უსამართლობა იქნება იმის დავიწყება, რომ ბოლო პერიოდში მექსიკამ საგრძნობი ცვლილებები განიცადა. მსოფლიო ბანკის 2012 წლის მონაცემებით, ბიზნესის კეთების სიმარტივით, მექსიკა 53-ე ადგილზეა და ისეთ ქვეყნებსაც კი უსწრებს, როგორიც ხორვატია, ჩეხეთი ან თურქეთია.
ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლით კი მექსიკა, 2000 წელთან შედარებით, იმდენად წინ წავიდა, რომ მიმდინარე მონაცემებით ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიც ბრაზილია ან არგენტინაა. თუმცა, Freedom House-ის შეფასებით, ქვეყანა მაინც ნაწილობრივ თავისუფალთა რიგებში მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ 2000 წლის შემდეგ დიდად არაფერი შეცვლილა. ძნელია, დადებითად შეფასდეს პრესის თავისუფლებაც - მექსიკა 149-ე ადგილს იკავებს მაშინ, როდესაც 2002 წლისათვის 75-ე იყო.
სამაგიეროდ, ჯერ კიდევ მაღალია კორუფციის მაჩვენებელი. თუ 2001 წლის მონაცემებით მექსიკა 51-ე ადგილს იკავებდა, 2012 წლისათვის 183 ქვეყანას შორის მე-100 ადგილზეა, რაც ვითარების საგრძნობ გაუარესებად უნდა შეფასდეს. მექსიკის სამართალდამცავი და სასამართლო, ისევე როგორც სამთავრობო სტრუქტურები, კორუფციის მაღალი დონით ხასიათდებიან, რაც კრიმინალთან ბრძოლისა და სტაბილური დემოკრატიული რეჟიმის შექმნისთვის სერიოზული გამოწვევაა.
მეორე მხრივ, საგრძნობი წინსვლაა ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით - მექსიკის მაჩვენებელი 2000-დან 2012 წლამდე 7.18-დან 7.77-მდე გაიზარდა, რითიც მსოფლიოში 57-ე, ხოლო ლათინურ ამერიკაში მეოთხე ადგილს იკავებს. წერაკითხვის ცოდნის მაჩვენებელი თუ 2000 წელს 24 წელზე უფროსებში 90%25-ს არ აღემატებოდა, დღეისათვის 94%25-მდეა, ხოლო 15-24 წლის ასაკობრივ შუალედში, იგივე მაჩვენებელი 96-დან 98%25-მდე ავიდა. PISA-ს ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, მექსიკის თინეიჯერების მხოლოდ 52%25-ია ჩარიცხული რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში, რაც 2000 წელთან შედარებით 10%25-იანი ზრდაა, თუმცა მექსიკა ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება ბრაზილიას (75%25) ან ჩილეს (73%25). საკმაოდ მაღალია სიღარიბის დონეც. 2000 წლისთვის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 50%25 ცხოვრობდა, ხოლო 2006 წელს, როდესაც კალდერონმა ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა, ეს მაჩვენებელი 42%25-მდე იყო დასული. დღეს კი, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას, 51%25-ს გადასცდა, რაც შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ 2002 წელთან შედარებით, 2010 წლისთვის მშპ ერთსულ მოსახლეზე მექსიკაში 600 ამერიკული დოლარიდან 1000-მდე გაიზარდა, უმუშევრობის მაჩვენებელი დროის იმავე მონაკვეთში 2,5%25-დან 5,6%25-მდე ავიდა.
რაც შეეხება მექსიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას, ფელიპე კალდერონი ცენტრალურ ამერიკაში ინტეგრაციული პროცესების გაძლიერების აქტიურ მხარდამჭერად ითვება. მისი საგარეო პოლიტიკა გარკვეულწილად მისივე წინამორბედის, პრეზიდენტ ფოქსის დროს დაწყებული მეზოამერიკის ინტეგრაციისა და განვითარების პროექტის გაგრძელებაა. თუმცა ის უფრო გაფართოვდა და კოლუმბიაც შეუერთდა. ეს პროექტი აქტიურად განიხილება, როგორც რეგიონში უგო ჩავესის მემარცხენე პოლიტიკის ალტერნატივა.
მექსიკის პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი
სწორედ უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, ისევე როგორც კრიმინალის ზრდა, მმართველი პარტიის რეიტინგზე უარყოფითად აისახება და მექსიკაში ინსტიტუციონალისტურ-რევოლუციური პარტიის (PRI) ხელისუფლებაში დაბრუნების წინაპირობებს ქმნის. PRI-ის მაღალ ეშელონებში დარწმუნებულები არიან, რომ მათი კანდიდატის გამარჯვებასთან ერთად დაიწყება რეფორმების ახალი ტალღა, რომელიც ენერგოსფეროს, ფისკალურ პოლიტიკასა და სამუშაო ბაზარ სშეეხება.
PRI-ის მმართველობის პერიოდი, განსაკუთრებით ბოლო წლები, კორუფციასა და ავტორიტარიზმთან ასოცირდება, თუმცა, როგორც პარტიაში განაცხადეს, 2000 და 2006 წლების არჩევნებში დამარცხებამ მათ ბევრი რამ ასწავლა და უკან დაბრუნებას არ აპირებენ. ჯერ კიდევ აპრილში, Reuters-თან საუბრისას, PRI-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ნიეტომ აღნიშნა, რომ მექსიკას, სხვა მთავრობების მმართველობის 12 წლიანი ციკლის შემდეგ, ცვლილებები სჭირდება და ამ ცვლილებებს ქვეყანას სწორედ მისი პარტია მოუტანს
![]() |
13.3 აღმავალი ჩინეთი მეზობლებს სულ უფრო ავიწროებს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ანი ჩხიკვაძე
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში განლაგებული კუნძულების გარშემო ფილიპინებსა და ჩინეთს შორის დავა კიდევ უფრო გამწვავდა. უთანხმოების საგანია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე მცირე ზომის კუნძული, სკარბორუს რიფი, რომელიც ჩინეთიდან 1200 კილომეტრით, ხოლო ფილიპინების მთავარ კუნძულ ლუზონიდან 225 კილომეტრითაა დაშორებული.
სკარბორუს რიფი ბრიტანული აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის იმ გემის სახელს ატარებს, რომლის ეკიპაჟმაც ის 1784 წელს შეჯახების შედეგად აღმოაჩინა. რიფი 1960 წლიდან ფილიპინების დროშის ქვეშაა, თუმცა აპრილში ჩინელ მეთევზეთა გემებმა იმ მიდამოებში თევზაობა დაიწყეს. ამის პასუხად, ფილიპინელებმა სამხედრო ხომალდების დისლოკაციით სცადეს ჩინელი მეთევზეებისთვის იმის შეხსენება, რომ ეს მათი ტეროტორიაა. ამან არ გაჭრა და მეტიც, ორი თვის განმავლობაში პეკინმა 20-მდე სამხედრო და სარეწაო გემი განათავსა კუნძულის გარშემო. სიტუაცია ჩიხში შევიდა. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ფილიპინებმა კუნძულის მისადგომებიდან საკუთარი ხომალდები გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც კომუნისტურმა რეჟიმმა სამხრეთ ჩინეთის ზღვა ეროვნული ინტერესის ბირთვად დაასახელა, მისი მოთხოვნები იქ განთავსებულ კუნძულებზე გაიზარდა. ამჟამად პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვის 2/3-ს ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს მიერ საზღვაო ზონების დაყოფას მთავრობა ოფიციალურად თანხმდება, იქ გამოსული რუკები თითქმის მთელ ზღვას თავისი გავლენის ქვეშ აქცევს.
სახალხო რესპუბლიკის განცხადებით, ჩინელი მეთევზეები იქ უკვე საუკუნეებზე მეტია, რაც თევზის რეწვას მისდევენ. ოფიციალური პეკინის თქმით, ასტრონომი გო შუჯინი 1279 წელს, იუანის დინასტიის დროს, კუნძულზე იმპერიის მასშტაბით მიმდინარე ოთხი ზღვის აღწერისთვის იყო გაგზავნილი. თუმცა არცერთი წყაროთი არ დასტურდებოდა, რომ ასტრონომი ნამდვილად სკარბორუს სტუმრობდა. ფილიპინელებს, თავის მხრივ, საკუთარი წყაროები მოჰყავთ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად - 1734 წელს გამოქვეყნებულ კარტოგრაფიულ რუკაზე კუნძული ფილიპინების ნაწილია. ასევე, მკვლევარ ალეხანდრო მალასპინას 1808 წლის აღწერით, კუნძული ფილიპინების კუთვნილებაა.
რიფის მნიშვნელობას საგრძნობლად ზრდის სარეწაო თევზის სიმდიდრე და სავარაუდო ნავთობის მადნის არსებობა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მატერიკიდან 200 საზღვაო მილზე ქვეყნის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა ვრცელდება. ჩინეთი, ფილიპინების გარდა, კუნძულების გამო ვიეტნამთან, ბრუნეისთან და მალაიზიასთანაც დავობს - სახალხო რესპუბლიკას სამხრეთის ზღვის კუნძულების ტურისტულ სამიზნეებად გადაქცევა აქვს განზრახული.
მანილა გამოდის ინიციატივით, რომ აღნიშნული საკითხი განიხილოს საზღვაო სამართლის ხელშეკრულების საერთაშორისო ტრიბუნალმა, რომლის ხელმომწერიც ორივე მხარეა. თუმცა ამ ინიციატივაზე ჩინეთი უარს ამბობს, შიშობს რა, რომ საკითხი ფილიპინებისთვის სასარგებლოდ გადაწყდება.
დაპირისპირების გამძაფრების კვალდაკვალ, პეკინმა სანქციები დაუწესა ფილიპინებს ჩინეთში ხილის ექსპორტზე. მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს და სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ფილიპინური მხარე ხვდება, რომ შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში ჩინეთს დიდი უპირატესობა ექნება და სწორედ ამიტომ, სიტუაციის გართულებას ერიდება - პრეზიდენტ ბენინიო აკინოს თქმით, ფილიპინებს ჩინეთთან სამხედრო კონფლიქტი არ სურს. საპასუხოდ, სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, პრობლემა მხოლოდ მაშინ გადაწყდება, თუ ფილიპინები კუნძულზე სუვერენიტეტს პეკინს დაუთმობს.
ფილიპინები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ითხოვს. დაუზუსტებელია ინფორმაცია, თუმცა ფიქრობენ, რომ იაპონია გეგმავს მანილას 1000 საპატრულო გემი გაუგზავნოს. ფილიპინებმა დახმარება შეერთებულ შტატებსაც სთხოვა. ამერიკასა და ამ ქვეყანას შორის ხომ ორმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულებაა გაფორმებული, თუმცა ობამას ადმინისტრაცია საპასუხო ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებს. ამერიკის მიერ ჩინეთის ქმედებებზე თვალის დახუჭვამ და საერთაშორისო ასპარეზზე მოქიშპე სახელმწიფოსთან დათმობაზე წასვლამ, შესაძლოა, ვაშინგტონის მეგობარ ქვეყნებს აფიქრებინოს, რომ ამერიკა სანდო მოკავშირე არ არის.
![]() |
13.4 საუდის სახლი - გერონტოკრატები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
თეონა ტურაშვილი
საუდის არაბეთის პრინცის, 78 წლის ნაიფ ბინ აბდ ალ აზიზის გარდაცვალების შემდეგ მეფე აბდულამ მის მემკვიდრედ საკუთარი ძმა, სალმან ბინ აბდ ალ-აზიზი დანიშნა. მართალია, ამჯერად მრავალრიცხოვან კანდიდატებს შორის მემკვიდრის შერჩევა მარტივი იყო, მაგრამ შემდეგ ჯერზე შესაძლოა ვითარება შეიცვალოს. მეორე თაობის წევრების გარდაცვალებით, დინასტიის ახალგაზრდა წარმომადგენლების დაწინაურების აუცილებლობა დგება დღის წესრიგში.
76 წლის სალმანს მანამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა, 1954 წლიდან კი ერრიადის პროვინციის გუბერნატორი გახლდათ. მას მოწესრიგებულ, აქტიურ, ზომიერ, რეფორმებისადმი დადებითად განწყობილ, ტრადიციულ, თუმცა არარადიკალ, კომპრომისების მოწინააღმდეგე ლიდერად ახასიათებენ.
მისგან განსხვავებით, ყოფილი შინაგანსაქმეთა მინისტრი, 78 წლის ნაიფი უკიდურეს კონსერვატორ კანდიდატად მიიჩნეოდა. ერთი მხრივ, იგი მკაცრ მორალურდ აპოლიტიკურ კონტროლს ემხრობოდა, ეწინააღმდეგებოდა სოციალურ ცვლილებებს, არჩევითი ინსტიტუტების შემოღებას, ქალებისთვის საარჩევნო და სხვა უფლებების მინიჭებას. ქვეყნის მოწყობის პრინციპად კივაჰაბიტურ იდეოლოგიას მიიჩნევდა. მეორე მხრივ, მან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. ეს მაშინ, როც ამიჩნეულია, რომ ტერორისტული დაჯგუფებები იდეოლოგიურ საზრდოს, გარკვეულწილად, ფუნდამენტალისტური ვაჰაბიზმიდან იღებდნენ.
ასევე, ნაიფის ხისტი და ანტიშიიტური სენტიმენტები დიდ როლს თამაშობდა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისას. კერძოდ, იგი უარყოფითად იყო განწყობილი ეგვიპტეში მუსლიმური საძმოს მიმართ, ერაყს ტერორიზმის მთავარ ბაზას უწოდებდა, იემენში ალყაიდასთან ბრძოლის ფარგლებში სამხედრო ოპერაციები განახორციელა.
მართალია, სალმანის პოზიცია რადიკალურად განსხვავებული არ იქნება, როგორც მოკავშირეების (მაგალითად, აშშ, ბაჰრეინის სუნიტი მთავრობა, იემენი), ისე მთავარი მოწინააღმდეგეების (შიიტური მუსლიმური ირანი) მიმართ, მაგრამ იგი შედარებით კონსენსუსური ლიდერი შეიძლება აღმოჩნდეს.
მიდგომების არაერთფეროვნების მიუხედავად, მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას შორის დიდ განსხვავებას მაინც არ ელოდებიან. მიზეზი ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროს განვითარებული მოვლენებია - საუდის არაბეთი გამონაკლისია, რომელსაც არაბული გაზაფხული არ შეეხო, რაც ენერგომარაგებიდან მიღებული შემოსავლით, სოციალური პროგრამებით (გამოჰყვეს 130 მლრდ დოლარი) და რეპრესიებით მოახერხა.
ამის მიუხედავად, გაღრმავდა ნაპრალი მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის. ახალგაზრდების მესამედი უმუშევარია. საშუალო კლასის წარმომადგენელთა მზარდი უკმაყოფილების შესამცირებლად კი რეჟიმს გარკვეული ცვლილებების გატარება მაინც მოუწევს. ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, ახლო მომავალში უკონტროლო პროცესების დაწყების ასაცილებლად, მმართველ ელიტას ურჩევნია თავად გამოვიდეს რეფორმების ინიციატორად.
ამას ემატება ქვეყანაში ფესვგადგმული გერონტოკრატიის პრობლემა. სამეფოს დამაარსებლის, მეფე იბნ საუდის ყველაზე გავლენიანი შვიდი შვილიდან, ე.წ. სუდაირებიდან, სალმანის გარდა, სამეფო ტახტისთვის მხოლოდ ერთიღაა (ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, პრინცი აჰმედი) შესაფერისი (სამი გარდაიცვალა, ორი კი პოლიტიკურ ასპარეზს გამოთიშულია). ამჟამინდელი მეფის გარდაცვალების შემთხვევაში, საჭირო გახდება მესამე თაობის წევრებიდან ახალი მემკვიდრის დასახელება. ამ მხრივ რამდენიმე კანდიდატს გამოყოფენ. მათ შორისაა: მექას გუბერნატორი, ხალიდ ალ-ფაიზალი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხალიდ ბინ სულთანი, ნაიფის შვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მუჰამედ ბინ ნაიფი, მეფე აბდულას შვილი და ეროვნული გვარდიის უფროსი, მიტააბი.
თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისინი ძირითადად მმართველი ელიტის სხვადასხვა კლანებსა თუ შტოებს ეკუთვნიან. შესაძლოა, მათ შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლამ ქვეყანა არასტაბილურობაში გახვიოს, ეს კი დიდ თავსატეხს გააჩენს არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ დასავლეთისთვისაც. როგორც ცნობილია, ნავთობის უდიდესი მარაგების მფლობელი საუდის არაბეთი აშშ-ისა და დასავლეთის ლიდერებისთვის ავღანეთის, ერაყისა და ირანის საკითხებში ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს სპარსეთის ყურეში.
მემკვიდრეობის წესი საუდის არაბეთში ქვეყანაში მემკვიდრეობის უფროსობის წესი მოქმედებს, რაც გულისხმობს მონარქის სიკვდილის შემდეგ ტახტზე, მისი ვაჟის ნაცვლად, ასაკით მომდევნო ძმის ასვლას. ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერები 1953 წელს გარდაცვლილი მეფე იბნ საუდის შვილები არიან. მისი 37 ვაჟიდან ათია ცოცხალი და მათი უმეტესობა 70-80 წლისაა. მეფის სიკვდილის შემთხვევაში ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიანი გზის უზრუნველსაყოფად, 2006 წელს შეიქმნა ერთგულების საბჭო, რომელიც იბნ საუდის 32 შვილისა და შვილიშვილისგან შედგება. ფორმალურად საბჭო მემკვიდრეს ფარული კენჭისყრით ირჩევს, მაგრამ რეალურად, მეფის შემცვლელს თავად ტახტის მფლობელი ასახელებს. როგორც ჩანს, იბნ საუდის მესამე თაობის წარმომადგენლებს ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ მიეცემათ, როცა მათი მშობლები ცოცხლები აღარ იქნებიან. ასევე, კანდიდატების მრავალრიცხოვნების გამო, მათ მეფედ კურთხევა ხანდაზმულ ასაკში უწევთ ან ტახტზე ასვლას საერთოდ ვერ ახერხებენ.
შედეგად, ნაიფის გარდაცვალება საუდის არაბეთისთვის საგანგაშო სიგნალია, რაც საკვანძო ცვლილებების საჭიროებაზე მიანიშნებს. მართალია, 2006 წელს მეფე აბდულამ საკუთარი მემკვიდრის ასარჩევად მეფე იბნ საუდის შვილებისა და შვილიშვილებისგან შემდგარი ერთგულების საბჭო შექმნა, მაგრამ მმართველი ელიტის ახალგაზრდა წარმომადგენლების პოლიტიკურ ჩართულობას ის სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს - ამისთვის სხვადასხვა შტოებს შორის კომპრომისის მიღწევაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ისე შორეულ მომავალში, საუდის არაბეთი, შესაძლოა, პოლიტიკურ ვაკუუმში აღმოჩნდეს.
![]() |
13.5 ბარაკობამა - ფანტაზია და რეალობა პრეზიდენტის ბიოგრაფიაში |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მიხეილ ბასილაია
19 ივნისს გამოვიდა პულიცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტის, The Washington Post-ის ასოცირებული რედაქტორის დევიდ მარანისის წიგნი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შესახებ (Barack Obama: The Story). მარანისი ნაწარმოებზე 4 წლის მანძილზე მუშაობდა და ამ პერიოდში კენიაში, ინდონეზიაში, ჰავაისა და ამერიკის სხვადასხვა შტატებშიც იმოგზაურა.
ობამას ახალმა ბიოგრაფიამ მისი წინაპრებისა და ცხოვრების შესახებ მრავალი ახალი დეტალი გამოამზეურა. მარანისის ნაწარმოებმა გამოასწორა ის უზუსტობები, რომლებიც ობამას მიერ 1995 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში (Dreams from My Father: A Story of Race and Inheritance) იყო დაშვებული.
ერთ-ერთი ასეთი დეტალი ობამას ბაბუას (მამის მხრიდან), ჰუსეინ ონიანგო ობამას ეხებოდა, რომელიც 1979 წელს გარდაიცვალა. ის კენიაში განლაგებულ ბრიტანეთის არმიის სამხედრო ნაწილებთან მზარეულად მუშაობდა და ობამას წიგნის მიხედვით, ბრიტანელებმა 1949 წელს, მაუ მაუს აჯანყებასთან კავშირისთვის 6 თვით დააპატიმრეს და აწამეს. ობამა თავის ბებიანაცვალ სარას (ონიანგოს 5 ცოლი ჰყავდა) მონაყოლს ეყრდნობა.
მარანისი საკუთარ წიგნში აღნიშნავს, რომ ონიანგოს დაპატიმრების, წამების, დაკითხვის ან გასამართლების შესახებ ვერანაირ დოკუმენტს ვერ მიაკვლია. მან ონიანგოს ნათესავები და მეგობრებიც გამოჰკითხა - მათ არაფერი სმენიათ ონიანგოს პატიმრობაზე. ისტორიას გამოგონილად მიიჩნევს ონიანგოს ერთ-ერთი ნათესავი, რომელიც ამჟამად კენიის პოლიციის მაღალჩინოსანია. მისი განმარტებით, სამართალდამცავებთან რაიმე პრობლემის შემთხვევაში, პიროვნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან ან სხვა პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირება იყო პოპულარული.
ახალგაზრდა ბარაკ ობამა
ბარაკ ობამას მამა
დედასთან და მამინაცვალთან ერთად
მარანისის მიგნებები გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ობამას ბაბუა რეპრესიების მსხვერპლი იყო. ისინი ასევე უარყოფენ შეხედულებას, თითქოს ობამას საკუთარი ბაბუის გამო ბრიტანელთა მიმართ გულში წყენა ჰქონდეს ჩარჩენილი.
წიგნი ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტის მოგონებებს მეორე ბაბუის (დედის მხრიდან), სტენლი დანჰემის შესახებ. ობამა მემუარებში იხსენებს, რომ სტენლი ამერიკის არმიაში პერლ ჰარბორზე იაპონელთა თავდასხმიდან (1941 წლის 7 დეკემბერს) მეორე დღესვე ჩაეწერა და მეორე მსოფლიო ომში გენერალ ჯორჯ პატონის ხელმძღვანელობით იბრძოდა. მარანისი წერს, რომ რეალურად ობამას ბაბუა არმიას პერლ ჰარბორიდან რამდენიმე თვეში შეუერთდა და მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო შეტაკებებში მონაწილეობა არ მიუღია (კლერკად მსახურობდა).
მარანისი ობამას ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში მოყვანილ სხვა დეტალებსაც უარყოფს. მაგალითად, მან გამოარკვია, რომ ობამას ინდონეზიელი მამინაცვლის მამა, სოვარნო მარტოდიჰარჯო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისას ჰოლანდიელ ჯარისკაცებს არ მოუკლავთ. ის ფარდების დაკიდებისას სკამიდან ჩამოვარდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ობამა საკუთარი სკოლის პერიოდის აღწერისას იყენებს (გამოგონილ) პერსონაჟს, რომელსაც ჰქვია რეგინა. ნაწარმოებში ის ამერიკელი შავკანიანი ახალგაზრდის ამერიკული ცხოვრების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. მარანისის მტკიცებით, პერსონაჟის პროტოტიპი თეთრკანიანი სტუდენტი კაროლინ ბოსია, რომლის შვეიცარიელ ბებიას რეგინა ერქვა. ავტორი მოგონილს უწოდებს ობამას მიერ ბავშვობასა და ახალგაზრდობაში განცდილ რასობრივ პრობლემებსაც.
ობამას ბიოგრაფიის ზოგიერთ დეტალზე მარანისის წიგნამდეც დავობდნენ. ამტკიცებნენ, რომ პრეზიდენტი ჩიკაგოში სოციალისტური იდეოლოგიის ახალი პარტიის (New Party) წევრი იყო, თუმცა თავად ამას უარყოფდა. საუბრობდნენ მის ურთიერთობაზე კომუნისტური რევოლუციური ორგანიზაციის დამაარსებლებთან, ბილ აიერსსა და მის მეუღლე ბერნანდინ დორნთან, რომლებიც 1960-იან და 1970-იან წლებში ვიეტნამის ომისადმი პროტესტის ნიშნად, საჯარო შენობებსაფეთქებდნენ. 2008 წელს, ობამას საპრეზიდენტო კამპანიისას იფეთქა სკანდალმა, რომ პრეზიდენტი ჩიკაგოში ესწრებოდა პასტორ იერემია რაითის ანტიამერიკულ ქადაგებებს.
კოლეჯის კალათბურთის გუნდში
ბარაკ ობამა ჰავაიზე
მარანისი აღნიშნავს, რომ ობამას მამა და ბაბუა (მამის მხრიდან), მეუღლეების მიმართ ძალადობრივი მოპყრობით გამოირჩეოდნენ. ობამას წიგნის მიხედვით, როდესაც ის ორი წლის იყო, მამამ ოჯახი მიატოვა. მარანისის მტკიცებით კი, ობამას დედა (სტენლი ენ დანჰემი) ჰავაიდან ვაშინგტონის შტატში გადასახლდა, როდესაც ამერიკის მომავალი პრეზიდენტი სულ ერთი თვის იყო, იმის გამო, რომ ქმარი ცუდად ეპყრობოდა.
ბებიასთან და ბაბუასთან ერთად
ობამას დედა კიბოთი გარდაიცვალა. ის მემუარებში აღნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანია თავის ფინანსურ პასუხისმგებლობებს არ ასრულებდა, მაგრამ მარანისმა გაარკვია, რომ სადაზღვევო კომპანიას სტენლი ენ დანჰემის მკურნალობის ყველა ჩეკი გადახდილი ჰქონია.
მარანისის აზრით, ობამას ბედმა გაუღიმა, რომ მამამისთან კონტაქტი პრაქტიკულად არ ჰქონია. ბარაკ ობამა უფროსს კენიაში ცოლი და ორი შვილი ჰყავდა, როდესაც სტენლი ენ დანჰემთან რომანი გააბა და დაქორწინდა. დანჰემის ვაშინგტონის შტატში გადასვლის შემდეგ კი კენიაში დაბრუნდა, ალკოჰოლში ჩაიძირა და საბოლოოდ ავტოავარიამ იმსხვერპლა 1982 წელს, 48 წლის ასაკში.
მარანისის თქმით, ობამამ თავად გადაწყვიტა საკუთარ წიგნში დეტალების შეცვლა, რათა თხრობა რასობრივ პოლიტიკურ ნარატივში მოექცია. ჟურნალისტი განმარტავს - ობამამ თავის მონათხრობში წინ წამოსწია საკუთარი შავკანიანი ნაცნობები, რომლებმაც მის ცხოვრებაში შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, მაგრამ უფრო შეესაბამებოდნენ პრეზიდენტის სასურველ ნარატივს.
მარანისის ნაწარმოებს, რომელიც, პირველ რიგში, პრეზიდენტის იდენტობას იკვლევს და არა მის პოლიტიკურ კარიერას (წიგნი მთავრდება, როდესაც ობამა 27 წლისაა), ამერიკა ინტერესით შეხვდა. The New Yorker-ი წერს, რომ მარანისმა მოახერხა და ობამას შესახებ ახალ ღირსშესანიშნავ ელემენტებს მიაგნო. The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში მიმომხილველი ჯეიმს ფალოუსი აღნიშნავს, რომ მარანისმა უფრო მეტი იცის ობამას წინაპრების შესახებ, ვიდრე თავად პრეზიდენტმა. თუმცა წიგნში დეტალების სიმრავლეს ფალოუსი მოსაწყენად მიიჩნევს. Barack Obama: The Story ამსხვრევს ამერიკის პრეზიდენტის შესახებ არსებულ მითებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, Foreign Policy-ს ასოცირებული რედაქტორი ჯოშუა კიტინგი თვლის, რომ წიგნი არ შეიცავს იმ მასშტაბისა და რაოდენობის სკანდალურ დეტალებს, რამდენსაც ობამას ოპონენტები ისურვებდნენ. საბოლოო ჯამში, კრიტიკოსები თანხმდებიან, რომ მარანისის წყალობით საზოგადოებას ობამას მსოფლმხედველობის გაგებისა და პრეზიდენტის უკეთ გაცნობის საშუალება მიეცა.
![]() |
13.6 ლათინური ამერიკა - ბრძოლა ჩავესის მემკვიდრეობისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
თეონა ტურაშვილი
უგო ჩავესი
ვენესუელაში, 7 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, მწვავდება სპეკულაციები ქვეყნის პრეზიდენტის, უგო ჩავესის გარშემო. ოპოზიციის მტკიცებით, პარტიასა და ჩავესის შიდა წრეებში აქტიურად დაიწყეს (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში) მისი შემცვლელის კანდიდატურების განხილვა. ოფიციალურად ამ ცნობებს არ ადასტურებენ, მაგრამ ცხადია, რომ პირველი პირის ავადმყოფობის გამო ელიტას გარკვეული ზომების მიღება მოუწევს. თუმცა, ქვეყნის მმართველობის ფორმიდან გამომდინარე, მათ დიდი არჩევანი გააჩნიათ. დრო კი ვენესუელის სტაბილურობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ქვეყნის პირველი პირი რამდენიმე თვეა სიმსივნეს ებრძვის. სხვადასხვა გამოთვლებით, მას წელიწადზე ნაკლები აქვს დარჩენილი და შესაძლოა, არჩევნებამდე ვერ იცოცხლოს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს საჯარო გამოსვლების სიმცირე: მანამდე მხურვალე ორატორი ჩავესი დღეს შედარებით მოკრძალებული მიმართვებით შემოიფარგლება, იანვრიდან მოყოლებული კი დროის უმეტესი ნაწილი ჰავანაში გაატარა, სადაც სამი ქირურგიული ჩარევა და ქიმიოთერაპია ჩაუტარეს. ამის მიუხედავად, ჩავესის მტკიცებით, ის განიკურნა და შემოდგომის კენჭისყრაშიც დააყენა კანდიდატურა. ჯანმრთელობაზე ოპოზიციონერების მხრიდან აპელირებას კი ლიდერი მის წინააღმდეგ წამოწყებულ „ფსიქოლოგიურ ომს“ უწოდებს.
ვიცეპრეზიდენტი ელიას ხაუა
პოლიტიკური ელიტის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ალტერნატიული ლიდერის არარსებობითაა ნაკარნახევი. ჩავესი ერთადერთია, ვინც მოსახლეობაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს, ეს კი მისი ქარიზმისა და სოციალური პროგრამების დამსახურებაა. ნავთობის რესურსების შემოსავლით უზრუნველყოფილი ვენესუელა ამომრჩევლის მიმხრობას სხვადასხვა ტიპის სუბსიდიების, საცხოვრებელი ბინების, უფასო უმაღლესი განათლებისა და სხვა მრავალი სოციალური პაკეტის უზრუნველყოფით ახერხებს. ამ დროს კი გავრცელდა ცნობები, რომ მისმა დაახლოებულმა წრეებმა შემცვლელის ძებნასა და ძალაუფლების გადაცემის აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი. ერთ-ერთი კანდიდატია ვიცეპრეზიდენტი ელიას ხაუა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს სოფლის მოსახლეობასთან. საუბრობენ საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოლას მადუროს ალტერნატივაზეც, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს ქვეყნის მთავარი მოკავშირის, კუბის კომუნისტურ მთავრობასთან.
დიოსდადო კაბელო
კიდევ ერთი პრეტენდენტია ჩავესის ძმა ადნანი. სწორედ მან გააცნო ახალგაზრდა ჩავესს მარქსისტული იდეოლოგია და თავის დროზე ახლო ურთიერთობები ჰქონდა კუბელ ძმებ კასტროებთან. კიდევ ერთი ალტერნატივა კი ადნანის ქალიშვილი როზა/როსა ვირჯინია გახლავთ - იგი ბოლო დროს ხშირად დაჰყვება ლიდერს.
ჩავესის შიდა წრიდან მისი ერთგულებით გამოირჩევა არმიის მეგობარი, ყოფილი ჯარისკაცი და ამჟამად ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელი დიოსდადო კაბელო. ჩავესის გაპრეზიდენტების შემდეგ სწორედ კაბელო დაეხმარა მას 2002 წელს, 48-საათიანი გადატრიალების დროს ხელისუფლების დაბრუნებაში. ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა ჩავესმა მას ერთგულება დაუფასოს და მემკვიდრედაც დანიშნოს. თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ საბოლოო არჩევანი ოჯახის რომელიმე წევრზე შეაჩეროს.
ნიკოლას მადურო
ჩავესის გარემოცვის ზოგიერთი ყოფილი წევრი მიიჩნევს, რომ იგი პოსტს არ დათმობს და მხოლოდ სიკვდილი თუ შეაჩერებს. ლიდერის ამგვარი უდრეკი პოზიცია კი ქვეყანას ქაოსამდე მიიყვანს.
![]() |
13.7 გაბალის რადიოლოკაციური სადგური შეიძლება დაიხუროს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ივანე ბაძაღუა
რუსეთმა და აზერბაიჯანმა გაბალის რადიოლოკაციური სადგურის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ხოლო მოქმედ შეთანხმებას ვადა 24 დეკემბერს ეწურება. ახალი შეთანხმება ძველი კონტრაქტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, მაქსიმუმ, 24 ივნისს უნდა შემდგარიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი საკითხი, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ფასი იყო. 2002 წლიდან რუსეთი აზერბაიჯანს გაბალის რადიოლოკაციური სადგურით სარგებლობისთვის ყოველწლიურად 7 მილიონ ამერიკულ დოლარს უხდიდა. რუსეთს შეთანხმების 2025 წლამდე გაგრძელება სურს, რისთვისაც აზერბაიჯანმა ამ ფასის თითქმის 43-ჯერ, 300 მილიონამდე გაზრდა მოითხოვა. რუსეთის სამხედრო საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის, ოლეგ ოსტაპენკოს განცხადებით, რუსეთი „ამ რეალობას მოწყვეტილ თანხას არ გადაიხდის, ვინაიდან გაბალის რლს-ის დატოვება რუსეთის ინტერესებს ზიანს მაინც ვერ მიაყენებს“.
პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ სამხედრო თვალსაზრით, ეს რუსეთისთვის დიდი დანაკლისი მართლა არ იქნება, ვინაიდან არმავირში მალე სრულყოფილად ამოქმედდება ვორონეჟის ტიპის სარადარო სისტემა. ასევე, კრემლმა მნიშვნელოვან სასაზღვრო მონაკვეთებზე უკვე აამოქმედა ადრეული გაფრთხილების რამდენიმე სარადარო სადგური.
თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, შესაძლოა, რომ გაბალის დატოვება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყოს - ის აზერბაიჯანში სამხედრო დასაყრდენს კარგავს. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შესანარჩუნებლად იმ ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობის შენარჩუნებას ცდილობდა. კრემლში დღესაც შიშობენ, რომ აზერბაიჯანში რუსეთის გასვლით შექმნილი ვაკუუმი შეიძლება „დასავლეთმა“ შეავსოს.
პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი გაბალის სახით კარგავს მნიშვნელოვან ბერკეტს აშშ-სთან მოლაპარაკებებში (ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით). 2007 წელს კრემლმა, ჩეხეთში ანტისარაკეტო სისტემის განთავსებაზე უარის სანაცვლოდ, აშშ-ს გაბალის რლს-ის გამოყენება შესთავაზა. მაშინ ბუშის ადმინისტრაციამ ეს შეთავაზება არ მიიღო, თუმცა ობამას „გადატვირთვის” პოლიტიკისა და ირანში გართულებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს მართლაც დაკარგული ბერკეტი აღმოჩნდეს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ყოფნის საფასურის გაზრდას სთხოვენ. ბოლო შემთხვევა ტაჯიკეთი იყო, რასაც რუსეთმა ტაჯიკი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციით უპასუხა. აზერბაიჯანს, ტაჯიკეთისგან განსხვავებით, მანევრირების უფრო დიდი საშუალება აქვს, რასაც მას ბუნებრივი რესურსები და სტრატეგიული მდებარეობა აძლევს.
![]() |
13.8 მილიარდერები და ეკონომიკის სიჯანსაღე |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
კარლოს სლიმი
მილიარდერების რეიტინგით შეიძლება ბევრად მეტი გავიგოთ, ვიდრე უბრალოდ ის, თუ რამდენი ფული აქვს ამა თუ იმ მდიდარ ადამიანს. იმის მიხედვით, როგორ იცვლება ეს სია, მილიარდერთა ქონების მოცულობა და წყაროები, შეიძლება დასკვნის გამოტანა, თუ რამდენად ჯანსაღია კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკა. ეს, განსაკუთრებით, სწრაფად განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაშია მნიშვნელოვანი იმის შესაფასებლად, თუ რამდენად კონკურენტულნი არიან ისინი გლობალურ ბაზარზე.
კონკურენტულ გარემოში ჯანსაღი ეკონომიკა მეტი დოვლათის დაგროვების შესაძლებლობას იძლევა. იმ ქვეყნებში, სადაც ბაზარზე კონკურენციის ნაცვლად, დოვლათის დაგროვებას პროტექციონისტური კავშირები და პოლიტიკური კონტექსტი განსაზღვრავს, მთელი დოვლათი მილიარდერების ხელში ხვდება და ქვეყნის შემოსავლებზე ნაკლებად აისახება. ეს პრობლემა კიდევ უფრო მძიმდება, თუ მილიარდერების მიერ დაგროვილი დოვლათის გენერირება არაპროდუქტიული ინდუსტრიების - მაგალითად, უძრავი ქონების, მშენებლობის და განსაკუთრებით, ბუნებრივი რესურსების - გაზის ან ნავთობის ხარჯზე ხდება, რადგან ამ შემთხვევაში პროტექციონისტური პოლიტიკის გამო, ეს სიმდიდრე მილიარდერების ხელში უვადოდ შეიძლება დარჩეს.
ბილ გეიტსი
ამ მხრივ საინტერესოა ორი განვითარებადი ქვეყნის, რუსეთისა და ჩინეთის შედარება. ზემოთქმულს თუ გავითვალისწინებთ, ჩინეთის ეკონომიკა უდავოდ უფრო ჯანსაღია, ვიდრე რუსეთის. ჩინეთი მილიარდერების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. თუმცა იქაური მილიარდერების მიერ დაგროვილი დოვლათი ქვეყნის მშპ-ის მხოლოდ 3%25-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით ჩინეთმა გაცილებით მეტი დოვლათის დაგროვება შეძლო ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქვეყნის მილიარდერთა საშუალო ქონება 10 მილიარდ აშშ დოლარს არ აღემატება. მილიარდერთა ქონების საშუალო მაჩვენებლები გაცილებით მაღალია რუსეთში.
რუსეთს თითქმის იმდენივე მილიარდერი ჰყავს, რამდენიც ჩინეთს. თუმცა მათ მიერ დაგროვილი დოვლათი ქვეყნის მშპ-ის 20%25-ია. გამოდის, რომ რუსი მილიარდერები, ჩინელებთან შედარებით, მთლიანი დოვლათის 2-ჯერ მეტ წილს აკონტროლებენ და ეს მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს.
რუსეთში ოლიგარქების გავლენაზე ისიც მიუთითებს, რომ მილიარდერთა 69%25 ქვეყნის დედაქალაქში - მოსკოვში ცხოვრობს. ეს მდიდარი ადამიანების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა მსოფლიოში. პროტექციონისტური პოლიტიკის გამო, ამ ადამიანებს კონკურენცია არ ეხებათ: 10 მათგანი, მაგალითად, თავის ქონებას და ადგილს რეიტინგში 2006 წლიდან ინარჩუნებს.
უორენ ბაფეტი
რუსეთი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის: მილიარდერების რეიტინგში ამდენივე ადამიანი ინარჩუნებს თავის ადგილს ინდოეთშიც, თუმცა ტოპ ათეულში შემავალი მილიარდერების საშუალო სიმდიდრის მიხედვით, რუსეთს ისიც ჩამორჩება.
ამ კონტექსტში ინდოეთი რამდენიმე მიმართულებით არის საინტერესო. ჯერ ერთი, ბოლო დროს სიმდიდრის გადანაცვლება შეიმჩნევა: თუ ადრე მდიდარი ადამიანები ტექნოლოგიის სფეროში წარმატებული ბიზნესმენები იყვნენ, დღეს მათ ახალი ჯგუფი ანაცვლებს, კერძოდ, პროვინციელი მაგნატები, რომლებიც მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებენ და კონკურენციისგან წმენდენ ისეთ მოგებიან სექტორებს, როგორებიცაა სამთო მრეწველობა და უძრავი ქონება.
ინდოეთი საინტერესო ქვეყანაა იმ კუთხითაც, რომ მისი სუპერმდიდარი ადამიანები, დანარჩენი მოსახლეობისგან, აღშფოთების ნაცვლად, აღფრთოვანებას იმსახურებენ - განსხვავებით იმავე ლათინური ამერიკისგან, სადაც ასეთი ადამიანები ქუჩაში ტყვიაგაუმტარი ჯავშანტრანსპორტიორებით გადაადგილდებიან და ცდილობენ, ხალხს თვალში არ მოხვდნენ. მექსიკაში, მაგალითად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კარლოს სლიმი, მოკრძალებულ ექვსსაძინებლიან სახლში ცხოვრობს და შეუჩნევლად ყოფნას ამჯობინებს: სახლს გარეშე თვალისგან ბეტონის მაღალი კედლები იცავს.
ყველა ეს ქვეყანა ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ უმდიდრესი ადამიანების მიერ დაგროვილი დოვლათი რაიმე განსაკუთრებული ინოვაციური იდეების შედეგი არ არის. ამ მხრივ, ყველაზე სტაბილური ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია: 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის საშუალო ქონება 31 მილიარდი აშშ დოლარია, თუმცა ყველა მილიარდერის წილი მშპ-ში - მხოლოდ 10.6%25. ბოლო 20 წლის მანძილზე, აშშ-ის მილიარდერები რეიტინგის ტოპ ათეულში ლიდერობენ და პოზიციებს 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგაც ინარჩუნებენ. ეს დიდი მიღწევაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გლობალური კრიზისი სწორედ ამერიკიდან დაიწყო.
Forbes: მილიარდერთა რეიტინგი 2012 წლის რეიტინგში, მსოფლიოს მასშტაბით 1226 მილიარდერია. აქედან 95 ჩინელი, 96 რუსი, 48 ინდოელი და 424 ამერიკელი. ტოპ ათეულში ამ ქვეყნებიდან მხოლოდ აშშ მოხვდა: რეიტინგში მეორეა კომპანია Microsoft-ის 56 წლის მფლობელი ბილ გეიტსი - 61 მილიარდი აშშ დოლარით; კომპანია Berkshire Hathaway-ს მფლობელი, 81 წლის უორენ ბაფეტი 44 მილიარდი აშშ დოლარით მესამეა და კომპანია Oracle-ის 67 წლის პრეზიდენტი, ლარი ელისონი, 36 მილიარდი აშშ დოლარით მეექვსე ადგილზეა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია კომპანია Telecom-ის მფლობელი, 72 წლის კარლოს სლიმი - 69 მილიარდი აშშ დოლარი.
რა გამოარჩევს ამერიკას სხვა ქვეყნებისგან? აქ დოვლათის დაგროვება კონკურენტულ გარემოში ხდება - მდიდრდებიან ისინი, ვინც პროდუქტს დამოუკიდებლად ქმნიან. ეს დამოუკიდებელი პროდუქტი კი, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას კონკურენტუნარიანობას ჰმატებს გლობალურ არენაზე. ამდენად, იზრდება არა მხოლოდ მდიდარი ადამიანების ქონება, არამედ ქვეყნის ეკონომიკაც.
ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები განვითარების დონით აშშ-ს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან, ამიტომ აქ რაიმე პირდაპირ შედარებაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა ამერიკის მაგალითი ყველა განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყანას შეახსენებს, რომ რეიტინგული მილიარდერების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჯანსაღ ეკონომიკას - ამისთვის რამდენიმე პირობის დაცვაა აუცილებელი: მილიარდერებს უნდა ეხებოდეთ ბაზარზე კონკურენცია; მათი რაოდენობა პროდუქტიული ახალი ინდუსტრიების განვითარების ხარჯზე უნდა იზრდებოდეს და არა - პროტექციონიზმის. ასეთ შემთხვევაში მილიარდერთა რიცხვი ქვეყანაში მშპ-ის პროპორციული იქნება და განვითარების ტემპს მხოლოდ დააჩქარებს.
მილიარდერების ქონების წილი
განვითარებადი ქვეყნების მშპ-ში
წყარო: http://www.washingtonpost.com
![]() |
13.9 face.com სოციალური გიგანტის ნაწილი ხდება |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
რამდენიმე თვის წინ Facebook-მა მოყვარული ფოტოგრაფების საყვარელი აპლიკაცია, Instagram-ი შეიძინა და ეს სიამოვნება მარკ ცუკერბერგის კომპანიას სულ რაღაც 1 მილიარდი დოლარი დაუჯდა. Facebook-ისა და Instagram-ის შერწყმამ სოციალურ ქსელებში ახალი მოდა დაამკვიდრა, რამაც რეტუშირებული ფოტოების ნაკადი წარმოშვა. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ საკმარისია თქვენი მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრს ხელის ერთი მოძრაობით Instagram-ის ფილტრები მიუყენოთ, თქვენს კედელზე ასატვირთი ფოტო მზადაა და ის პოლაროიდის კვადრატული ფოტოების ნოსტალგიას აღძრავს.
გასულ კვირას Facebook-მა კიდევ ერთი ახლადწამოჩიტული წარმატებული სტარტაპი ჩაყლაპა. ამჯერად მისი „მსხვერპლი“ ისრაელში ბაზირებული კომპანია Face.com-ი გახდა. ეს უკანასკნელი ბოლო ხანებში იმით გახდა ცნობილი, რომ კომპანიის მიერ შექმნილი აპლიკაცია დიდი წარმატებით ახერხებს Facebook-ში მომხმარებელთა მიერ ატვირთულ ფოტოებზე ადამიანების სახის იდენტიფიცირებას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ადამიანის სახის ამომცნობ აპლიკაციებს შორის Face.com-ის მიერ შექმნილი პროდუქტი დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესოა.
უკვე შეიძლება მსჯელობა იმაზე, თუ რა გეზი აქვს აღებული Facebook-ს. ამ ორი სტარტაპის შესყიდვით მარკ ცუკერბერგმა და მისმა რაზმმა სერიოზული განაცხადი გააკეთეს იმის შესახებ, თუ რას აპირებენ მომავალში. კერძოდ, Instagram-ის და Face.com-ის წყალობით მათ საშუალება მიეცემათ, შექმნან მონაცემთა ბაზა, სადაც თითოეული მომხმარებლის პირადი მონაცემები მათ ვიზუალურ ინფორმაციასთან იქნება მიბმული. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი მონაცემთა ბაზის შექმნა ჩვენს ინტერესებში არ შედისო, ეს საკითხი პირადი ინფორმაციის დაცვაზე მზრუნველ ადამიანებს მაინც აწუხებთ, ვინაიდან მონაცემთა ბაზა, დიდი ალბათობით, მაინც შეიქმნება (სახის ამომცნობი ალგორითმის მუშაობის დროის შემცირების მიზნით).
დღესდღეობით Facebook-ი ყველაზე პოპულარული ფოტორესურსია. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყოველდღიურად სოციალური ქსელის მილიარდი მომხმარებელი დაახლოებით 300 მილიონ ფოტოს ტვირთავს. Face.com-ის შეძენამდე Facebook-ში ატვირთულ ფოტოებზე მეგობრების ავტომატური დათაგვა იყო შესაძლებელი, თუმცა სოციალური გრაფის შემქმნელებს, როგორც აღმოჩნდა, Pattern Recognition-ის ალგორითმები არცთუ ისე კარგად ხელეწიფებათ და ამიტომაც ამ სერვისმა დიდი წარმატება ვერ მოიპოვა. თანაც, მათ მიერ შექმნილი ალგორითმი იმაზე მეტჯერ ცდებოდა, ვიდრე ეს დასაშვებ ნორმაში ჯდება.
თელავიველი მეცნიერებისგან დაკომპლექტებული კომპანიის ქმნილება კი შეცდომის ძალიან დაბალი პროცენტულობით ხასიათდება, რაც ნიშნავს - მათი აპლიკაციის Facebook-ის ჩაშენებულ სერვისად გადაქცევის შემდეგ (თუკი საგანგებოდ არ მიუთითეთ პროფილის პარამეტრებში, რომ ავტომატური დათაგვა თქვენ მიმართ არ იყოს გამოყენებული), ყველა ფოტოზე, რომელზეც თქვენ იქნებით და რომელიც Facebook-ის რომელიმე თქვენი მეგობრის, ან მეგობრის მეგობრის კედელზე იქნება ატვირთული, ავტოდათაგვის მექანიზმი ამოქმედდება.
„Facebook-ის მომხმარებლებს მოსწონთ მეგობრებისთვის ფოტოების და ბედნიერი წუთების გაზიარება, ამაში კი Face.com-ის აპლიკაცია მათ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს”, - განუცხადა ბრიფინგზე Facebook-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს. სულ მალე ეს სერვისი ხელმისაწვდომი გახდება Facebook-ის მობილური და დესკტოპ კომპიუტერების მომხმარებელთათვის და გავიგებთ, გაამართლებს თუ არა ებრაული კომპანიის პროდუქტი მარკ ცუკერბერგის კომპანიის მოლოდინს.
![]() |
13.10 ჭეშმარიტი მოქალაქეობის შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
გრიგოლ ფერაძე 1931წ.
მოქალაქე არ ნიშნავს პირველ რიგში ქალაქის მცხოვრებს, არამედ ყოველ შეგნებულ წევრს სამშობლოსი, გინდ იყოს ეს ქალაქელი, გინდ სოფლელი, გინდ მუშა. მოქალაქე არ ნიშნავს მას, ვისაც რაიმე კერძო საკუთრება აქვს თვის გარეშე. არამედ მას, ვინც გრძნობს უდიდეს საკუთრებას: ცხოვრებას, მის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას. ამისთანა კაცს ჰქვიან ქართულად მოქალაქე. ეს სიტყვაც არის მძიმე და შინაარსიანი. ყოველი ქართველი მოვალეა ზედმიწევნით ჩაუკვირდეს ამ სიტყვის მნიშვნელობას და აგრეთვე განითვალისწინოს ის სიტყვები სხვა ერის, რომელნიც ჩვენ „მოქალაქეს“ ან „მოქალაქეობას“ ენათესავებიან, მაგრამ მთლად არ ამოსწურავენ. თუ ვისმეს ჩვენგანს სადმე წმინდანის ცხოვრება უნახავს და სათაურისთვის ყურადღება მიუქცევია, დაინახავდა „ცხოვრება და მოქალაქეობა“ ამა თუ იმ წმინდანის. სიტყვა „ცხოვრება“ უთითებს მხოლოდ გარეგან მხარეებს ამ წმინდანის ცხოვრების, დაბადების დრო, ქვეყანა, მშობლები, პირობები და სხვა ამგვარი. სიტყვა „მოქალაქეობა“ კი ჰგულისხმობს ამავე წმიდანის სულიერ ცხოვრებას, მის ბრძოლას თავისთავთან, თავის წრესთან და სიბნელესთან იმ აზრების დაპ რინციპების განხორციელებისთვის, რომელნიც მას აღელვებდნენ და რომელთა განხორციელება მას თვისი ცხოვრების მიზნად დაუსახავს. სხვა ვარიანტი ამ „მოქალაქეობის“ არის „ცხოვრება და ღვაწლი“ ამა თუ იმ წმინდანის. მემგონია ეს უკვე ერთგვარი ცდაა რუსულის მიხედვით შესწორების, რომელსაც სიტყვა „მოქალაქეობა“ არა აქვს ან მიზანი გართულება და ბუმბერაზად დასახვაა წმინდანის პიროვნების, რადგან „მოღვაწეობა“ უფრო რიხიანია და რთული, ვიდრე „მოქალაქეობა“ და ისეთივე განსხვავებაა, როგორც ამ უბრალო „მოქალაქესა“ და „საზოგადო მოღვაწეს“ შორის. ჩვენ ერს კი სწორედ ამისთანა უბრალო და მარტივი მოქალაქენი სჭირდება - თვითმნიშვნელობა „ღვაწლის“ სრულიად გათვალისწინებისთვის საჭიროა ეს „მოქალაქეობა“, რადგან ეს ღვაწლი - სწორედ შედეგია იმ მოქალაქეობის. ჩვენ კი რასაკვირველია ყოველთვის რთული და ძნელი რამე გვიტაცებს და სახლის შენება გვიყვარს არა საძირკველზედ, არამედ ღრუბლებში.
შინაარსი მოქალაქეობის არის ცხოვრება და ცხოვრება აწმყოში და იესო ქრისტე მიტომ მოვიდა ამქვეყნად, რომ ადამისთვის ეს ცხოვრება და ეს სარგებლობა აწმყოთი ესწავლებინა.
მოქალაქეობა ადამიანის სწარმოებს არა ტყეებში და ღრეებში, არამედ ადამიანთა შორის. თვით სიტყვა მოქალაქე ჰგულისხმობს შემოღობილ, შემოზღუდულ ადგილს. ის ამ ციხეში ცხოვრობს, რათა მტრები არ დაესიონ. როგორც ყველა ციხეში ცხოვრება და მოქმედება ჯარისკაცის მტკიცედ არი შეკავშირებული მეორე ჯარისკაცის ცხოვრებასთან და მოქმედებასთან და თუ ერთი ჯარისკაცი ისე არ იქცევა, როგორც მას ვალი მოსთხოვს და თვის ცხოვრებით სხვებს რყვნის და ჰბილწავს - თუ იგი გარეგნულად, სულიერად საქმისადმი ისეთ განწყობილებას არ აჩვენებს, როგორც საქმე მოითხოვს, ასეთი ჯარი ვერ გაუძლებს მტრის შეტევას - ასევეა ამ შემოზღუდულ ციხეში ცხოვრება მოქალაქის გადაკვანძული ცხოვრებასთან ასევეა ამ შემოზღუდულ ციხეში ცხოვრება მოქალაქის გადაკვანძული ცხოვრებასთან მეორე მოქალაქის. ეს კავშირი შეიძლება უხილავი და უგრძნობია პირველ შესახედავად, თუ მისი წევრნი არ გრძნობენა მას, იგრძნობენ უთუოდ განსაცდელის დღეს - თუ ერთიდაიგივე აზრი და იდეა არ აღაფრთოვანებს საზოგადოებას და ერთ დიდ იდეალს ყოველივე თვის წვრილმანს არ უმორჩილებს - თუ ერთი ცისკენ იწევს, მეორე ზღვისკენ და მესამე უკან იხედება - ამისთანა საზოგადოებას დაღუპვა მოელის.
დაიღუპება არა მხოლოდ ის, ვინც დამნაშავეა, არამედ ისიც, ვინც თავი განზედ დაიჭირა (შეგნებით თუ შეუგნებლობით) და გაიძახის „მე ვარ და ჩემი ნაბადი“-ო და ამ ნაბდის გარდა მას სხვა არაფერი არც სწამს და არც აინტერესებს - საზოგადო დაღუპვა, რომელიც აუცილებელი შედეგია ამისთანა საზოგადოებრივ ცხოვრების, იმსხვერპლებს მეთაურებსაც და ამ ნაბდის პატრონსაც.
დღეს ჩვენი ქვეყანა მოითხოვს ერთ მიზნით, ერთსულით და გულით შეერთებულ ერს, და ჩვენი ეკლესიაც მოითხოვს ამგვარ მრევლს. თუ მთელი ერი ამ მიზანს არ დაისახავს და ამ მიზნით არ აღიჭურვება, თუ მხოლოდ ორიოდე კაცს მიანდობენ ეკლესიის საქმეს და სხვები, როგორც სეირის მაყურებელნი, გარედ იდგებიან, მერწმუნეთ იმ მიზანს, რა მიზანიც ჩვენ აქ დაგვისახნია, ვერმ ივაღწევთ. მანამ ჩვენ ყველას, ეს ერთი სიტყვა არ დაგვისახნია, მიზანს ვერ მივაღწევთ. სანამ არ გვეყოლება „მოქალაქენი“, მხოლოდ ცარიელი სიტყვაა ჩვენი ქვეყნის განვითარება, კეთილდღეობა და წარმატება.
![]() |
13.11 ფეხბურთი ფრაზებში რამაზ შენგელია |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
ახალი რუბრიკის - ფეხბურთი ფრაზებში - დაწყებას შემოდგომიდან ვგეგმავდი. საჯარო ბიბლიოთეკაში, გახუნებულ და სიყვითლეშეპარულ გაზეთებსა თუ ჟურნალებში ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების ინტერვიუები გადავიკითხე და რაც საინტერესოდ მეჩვენა, ამოვიწერე.
თავადაც ხვდებით, სხვანაირ დასაწყისზე ვფიქრობდი, მაგრამ 21 ივნისს რამაზშენგელია გარდაიცვალა, მორიგე წერილის დაწერას კი, ისევ მისივე ინტერვიუებიდან ამოკრეფილი საინტერესო ფრაზების შემოთავაზება ვარჩიე. მგონი, დინამოს ერთ-ერთ საუკეთესო მე-11 ნომერს ასე უკეთესად გავიხსენებთ.
რამაზ შენგელია დიდი დინამოს დიდი თავდამსხმელი იყო.
ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ორჯერ აღიარეს საბჭოეთის წლის მოთამაშედ. ჩვენი გუნდის იმ დაუვიწყარ წლებში გახდა პირველობის ბომბარდირიც, ლურჯი მაისურით ჩემპიონატიც მოიგო და თასიც, ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც 13 მაისის ღამე გვაჩუქა, მაგრამ ჩინ-მედლებს თავი დავანებოთ, ამას ხომ ყველა ცნობარში ამოვიკითხავთ.
ქართულმა ფეხბურთმა მსოფლიო დონის თავდამსხმელი დაკარგა. სხვა რამის თქმა ახლა, ვფიქრობთ, არცაა საჭირო.
რამაზ შენგელია 55 წლის იყო
...თბილისის დინამომდე ქუთაისის ტორპედოში ვთამაშობდი. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა: ბადრი ფარულავა, რეზო ბურკაძე, გიორგი გაბიჩვაძე, იური კვერნაძე, თამაზ კოსტავა, თენგიზ სულაქველიძე... 1975 წელს, როცა ცხონებული გიგა ნორაკიძე იყო ჩვენი მთავარი მწვრთნელი, სულ ცოტა დაგვაკლდა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად.
...დინამოში ნოდარ ახალკაცმა 1977 წელს მიმიწვია. ჩემთან ერთად წამოვიდა თბილისში თამაზ კოსტავა - ახალკაცი ქუთაისში გვესტუმრა და სანამ საბოლოოდ დაგველაპარაკებოდა, რამდენიმე დღე დაგვაკვირდა. იმის მიუხედავად, რომ მაშინდელი პირველი ლიგა კარგი ტურნირი იყო, უმაღლესისგან ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა დადედამიწა!
...იმ დინამოში ყველა პოზიციაზე უდიდესი კონკურენცია იყო, მაგრამ ჩემსა და რეზო ჩელებაძეს შორის რომ იყო დაპირისპირება - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით - ეგეთი მე არ მახსენდება! ორივეს თამაშიდან თამაშამდე გვიწევდა შანსისგ ამოყენება და იმის მტკიცება, რომ ძირითადის ღირსები ვიყავით. ტორპედოში კონკურენტები არ მყავდა და ამიტომ, თბილისში თავიდან გამიჭირდა.
...სადებიუტო სეზონში, 1977 წელს, ძირითადად შეცვლაზე ვთამაშობდი. ჩემგან განსხვავებით კოსტავა მალე მოერგო დინამოს და ის სეზონი, დათო ყიფიანთან ერთად, უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მე ძირითადში 1978 წლიდან დავმკვიდრდი - მოსამზადებელ შეკრებებზე ბევრს ვვარჯიშობდი და ამან შედეგიც მოიტანა. 21 წლის ბიჭს ძალიან არ მინდოდა სათადარიგო ვყოფილიყავი - დინამოში სკამზე ჯდომას ისევ ქუთაისში დაბრუნება მერჩია.
...1978წ ელს, როცა ჩვენ 14 წლიანი შესვენების შემდეგ გავხდით ჩემპიონები, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. კი, კარგად ვითამაშე, გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე, მაგრამ ამ ტიტულს მაინც არ ველოდი. მე თუ მკითხავთ, მაშინ მანუჩარ მაჩაიძე იყო ბრწყინვალე და ვფიქრობდი, რომ წლის მოთამაშედ მას აღიარებდნენ.
...სანამ ლივერპულს ვესტუმრებოდით, მწვრთნელებმ ინგლისელთა თამაშის ვიდეოჩანაწერი გვანახეს, სადაც მათ მეტოქეს 6:0 მოუგეს. ცოტა არ იყოს, შევშინდი და ენფილდზეც აღელვებული გავედი. ამის გამო, საწყის წუთებში, რეიკლემენსთან ორჯერ პირისპირ გასულმა, კარგად ვერ ვითამაშე, მაგრამ ნელ-ნელა დავწყნარდი. ისე, იმ შეხვედრამდე მთელი დინამო ნერვიულობდა - საშას წინა ღამით საერთოდ სიცხემ აუწია... თუმცა, მოვახერხეთ და მხოლოდ ერთი ბურთით წავაგეთ - 1:2. სწორად გამიგეთ, კი არ მეამაყება ეს მარცხი, მაგრამ ის ლივერპული მაშინ ევროპის კი არა, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყო და ყველა ჩვენს განადგურებას ელოდა. საპასუხო თამაშში ახალკაცმა ისე მოგვამზადა, ჩვენი გამჩერებელი კაცი არ იყო - 3:0 გავიმარჯვეთ!
...მერვედფინალში ჰამბურგთანაც შეგვეძლო მოგება, მაგრამ სეზონის მიწურული იყო, გადაღლილები ვიყავით და გულახდილად რომ ვთქვა, მოკლე პერიოდში ასეთი რთული მატჩებისთვის სათანადოდ მზად არ ვიყავით. თანაც, მეტოქეს ხომ კევინ კიგანი ჰყავდა, ის კი ევროპის საუკეთესო მოთამაშედ იყო აღიარებული. დინამოსთან თამაშებში კიგანი ბრწყინვალე იყო!
...15 წელიწადი ვითამაშე დიდი ფეხბურთი, კარიერის დასრულების შემდეგ მუდმივად თვალს ვადევნებ მატჩებს, მაგრამ ისეთი უსამართლობა, რაც როტერდამში, ფეიენოორდთან შეხვედრაში მსაჯისგან ვნახე, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ გამიგონია! ვოვა გუცაევზე ორჯერ არ დანიშნა პენალტი, მე კი ორი გოლი არ ჩამითვალა... საბედნიეროდ, გავძელით, თუმცა საამისოდ მართლა არაადამიანური ძალისხმევა დაგვჭირდა!
...თასების თასის ტრიუმფისკენ დინამო გეგმაზომიერად მიდიოდა. მანამდე იყო წაგება ჰერტასთან, გრასჰოპერსთან, ჰამბურგთან... მწვრთნელებმა ამ თამაშებიდან სწორი დასკვნები გამოიტანეს და საბოლოოდ მიზანსაც მივაღწიეთ! შემთხვევით დიდ ტურნირს ვერ მოიგებ - დინამომ დიუსელდორფის ტრიუმფამდე სვლა რამდენიმე წლით ადრე დაიწყო.
1981 წელს, ოქროს ბურთის რეფერენდუმში რამაზ შენგელიამ მე-7 ადგილი დაიკავა
...მე თუ მკითხავთ, ფინალში ლამაზი სანახაობა იშვიათია. ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომზადებას. თასების თასის ფინალშიც ასე არ იყო? სანახაობრივად არ იყო კარგი მატჩი - ახლავე შემიძლია საკავშირო პირველობის მინიმუმ ათი შეხვედრა გავიხსენო, რომელიც კარლცაისთან თამაშს ორი თავით სჯობდა... დიუსელდორფში დინამომ ჩვეულად ვერ ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ვაგებდით, მაინც მოვიგეთ! თითოეულ ჩვენგანს ამ მატჩის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმოდა! ვფიქრობ, 1981 წლის 13 მაისი დინამოსთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კარლცაისისთვის.
...ჩემი თაობის ბიჭებისთვის თბილისის დინამო გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე მხოლოდ საფეხბურთო გუნდმა შეიძლება დაიტიოს. სამწუხაროდ, ახლანდელ თაობაში იგივეს ვერ ვხედავ. მესმის, შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასევფიქრობ.
...ქართულ ფეხბურთში დათო ყიფიანი შეუდარებელი იყო! ისეთ პასს მოგცემდა, ბურთი კარში უნდა გაგეტანა - აცილება უფროძნელი იყო. გახსოვთ ლონდონში, ვესტჰემთან თამაში? სწორედ ამაზე ვამბობ.
...მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ყიფოს და გუცაევის არ წაყვანა, მწვრთნელთა ძალიან დიდი და უხეში შეცდომა იყო! რაც შეეხება შედეგს, თუ გუნდის „სამზარეულოს“ გავიხსენებ, ვთვლი, რომ ის ლოგიკურიც იყო - მაშინდელი ნაკრები არ იყო ერთიანი კოლექტივი და პირველივე წინაღობაზე დაიშალა.
...ბრაზილიასთან თამაში? ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საუკეთესო მატჩია, მაგრამ ის მართლა ძალიან კარგი გუნდი იყო და მეამაყება, რომ ბრაზილიას გოლი გავუტანე. მართალია, მსაჯმა არ ჩათვალა, მაგრამ ჩემთვის ის დარტყმა მაინც ჩუმ და ტკბილ მოგონებად რჩება.
...საუკეთესო მცველი, ვის წინააღმდეგაც გავსულვარ, ეს ლივერპულელი ფილ ტომპსონია - პოზიციურად ბრწყინვალედ თამაშობდა! რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს, მოსკოვის დინამოელებს, ნიკულინს და ნოვიკოვს გამოვარჩევ. თუმცა, ისინი კი არ მეთამაშებოდნენ, ნადირობდნენ ჩემზე! მოსკოვის ტორპედოელი ჟუპიკოვიც უსიამოვნოდ მახსენდება.
...არასდროს ჩავრეულვარ სხვის კომპეტენციაში, მაგრამ მიმაჩნდა და დღესაც ვფიქრობ, რომ 1982 წლის მიწურულს დინამოდან ამდენი გამოცდილი მოთამაშის გაშვება დიდი შეცდომა იყო. მითუმეტეს იმ დროს, როცა ყიფიანი ფეხბურთიდან ახალი წასული იყო, ვიტალი დარასელია კი...
1981-82 წლების სეზონში შენგელია თასების თასის გათამაშების ბომბარდირი გახდა
...რატომ ვერ გაიმართა 82-ის მერე დინამო წელში? იმიტომ, რომ ბევრმა ახალწვეულმა წინამორბედი ღირსეულად ვერ შეცვალა. მერე და მერე, გუნდმა თითქოს მოტივაციაც დაკარგა. ალალად გეტყვით, პირადად მე ბოლო წლებში, 80-იანების მიწურულზე ვამბობ, ისეთი სტიმული არმქონია, როგორ ცადრე. თითქოს, წაგებასაც აღარ განვიცდიდი.
...რა მოუტანა დინამოს გერმან ზონინის მოსვლამ? განსაკუთრებული არაფერი: მას ჰქონდა საკუთარი კონცეფცია, მაგრამ აზრს უცბად და ხშირად იცვლიდა. ფეხბურთელები ვერ ვგრძნობდით, რომ დინამოს მთავარი მწვრთნელი ჰყავდა. გუნდს, ფაქტიურად, ვეტერანები ვმართავდით: ოთარ გაბელია, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე და მე.
...ბრემენის ვერდერმა ჩვენამდე მოსკოვი სსპარტაკი 6:2 გაანადგურა. მაშინ დინამო შავ დღეში იყო და გერმანიაში, როცა ავტობუსით ბრემენისკენ მივდიოდით, ფეხბურთელებს ასეთი აზრი გაგვიჩნდა: მოდით თეთრი მაისურებით გავიდეთ სათამაშოდ დ აროცა ვერდერი მესამე გოლს გაგვიტანს, გავიხადოთ და ვიყვიროთ: დინამო კაპუტ! ამაზე ძალიან მაგრად ვიცინეთ. ის შეხვედრა 1:2 წავაგეთ. მოსკოვში დაბრუნებულებს წაგება მოგვილოცეს! კიდევ კარგი, ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ვნახე!
...ჩვენ გვქონდა შანსი გამოგვეგდო ვერდერი. ეს ძალიან დიდი სენსაცია იქნებოდა: ჭომამ (თენგიზ სულაქველიძე) საჯარიმოს გარედან მართლა ლამაზი გოლი გაიტანა, გია გურულმა ძელს გაარტყა ბურთი, თემურ ქეცბაიამ ახლოდან ვერ შეაგდო თავით - რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ... შესვენების შემდეგ ვერდერმა უკეთ ითამაშა და ანგარიშიც გაათანაბრა. 1:1-ზე ოლივერ რეკთან პირისპირ გავედი, მაგრამ ვერ გავიტანე - ბურთი ფეხში მოვარტყი. ამდენი წელიგავიდა, მაგრამ ის მომენტი ახლაც თვალწინ მიდგას და განვიცდი.
...ფეხბურთს თავი რომ დავანებე, წელიწადზე მეტი უმუშევარი ვიყავი. ყველა ხომ მწვრთნელი ვერ იქნება? მერე შვედეთის მეორე დივიზიონის ჰოლსმუნდი შეგვეხმიანა მე და თენგიზ სულაქველიძეს და წავედით. ისე, იმ დროს კაი მოსუქებულები კი ვიყავით. ჩასვლის შემდეგ ორჯერ არ გვათამაშეს და მივხვდით, რომ თუ სერიოზულად არ ვიფიქრებდით წონის დაკლებაზე, მინდორს არავინ გაგვაკარებდა. მერე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ახალკაცმაც ფედერაციაში მიგვიწვა - ცოტა ხანი ეროვნულ ნაკრებში ვიმუშავე საშასთან ერთად. სამწვრთნელო საქმეში არ ვერეოდი - არ იყო ეს ჩემი მოწოდება. ნიჭიერი ბიჭები გვყავდა... გუნდიდან მალე წავედი - რაღაცნაირად, დავიღალე ყველაფრისგან, თან ის დრო ხომ გახსოვთ?!
...რატომ არ დავუბრუნდი ფეხბურთს? როგორ გითხრათ, არ მქონია სურვილი. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი თავი თანამედროვე ქართულ ფეხბურთში ვერსად დავინახე.
![]() |
13.12 ჰალკი |
▲ზევით დაბრუნება |
ფეხბურთი| სპორტი
ზურაბ თალაკვაძე
ბრიუს ბენერი წყნარი, ერუდირებული ახალგაზრდაა. მორიდებული ფიზიკოსი ტილოსპ იჯაკში, ოდნავ დალაქავებული პერანგით და უპერსპექტივო პერსპექტივით. ბენერს უყვარს სიმშვიდე და თუ გაბრაზდა, მერე მოდის ის, მწვანე ბიჭი. იხევა ტილოს პიჯაკი, იზრდება კუნთები და მისტერ ბენერს ცვლის მწვანე აგრესია. მოდის ჰალკი.
სტენლის და ჯეკ კერბის კომიქსის პერსონაჟი რობერტ ლუის სტივენსონის კლასიკის, „ექიმი ჯეკილი და მისტერ ჰაიდის“ ინსპირაციით შეიქმნა. ჯერ ვერ გაარკვიეს, რატომ ბრაზდება ჩვენი, არა მწვანე ჰალკი, მაგრამ თუ აკრიფავს, ესეც ძალიან სახიფათოა.
ჰალკი 25 წლის ბრაზილიელი ბიჭია. თამაშობს ფეხბურთს. იაპონიის ჯეი-ლიგიდან ოთხი წლის წინ პორტუგალიაში ჩავიდადა ახალი პორტუს ახალი მარიო ჟარდელი გახდა. ძველმა ჟარდელმა პორტუს 125 ტესტში 130 გოლი აჩუქა. ჰალკს უფრო სხვა მუღამი აქვს და პრობლემებს მხრებით, ძვლებით, კუნთებით აგვარებს. ჰალკი ჰალკივით იქცევა და პორტუში ეს მოსწონთ.
მოსწონდათ. ჰალკიმიდის. პორტუმ რაღაცები გათვალა და სატრანსფერო შეცდომას აღარ დაუშვებს. კლუბმა წინა ბაზრობის დროს დაკარგა რადამელ ფალკაო, რომელიც ატლეტიკოში გაიქცა. ჰალკს 40 მილიონ ევრომდე მიარტყეს. კარგი ფასია. თუ ლონდონელ რომანს ან სხვა მდიდარ უსაქმურს ჰალკის წაყვანა უნდა, ჩამოყაროს 40 მილიონი და პორტუ ბრაზილიელს მწვანე შუქს აუნთებს.
შარშან ჰალკის და ჩელსის მეგობრობა უფრო საფუძვლიანი იყო. ლონდონში ჩიფსების და ფეხბურთის დიეტაზე ჰალკის ყოფილი მწვრთნელი, ანდრე ვილაშბოაში იჯდა.გაცვეთილმა პორტუგალიელმა აბრამოვიჩს საჰალკო მილიონები გამოაწერინა და მერე ვილაშბოაში გაუშვეს. ტრანსფერი არ გამოვიდა.
დღეს სტემფორდბრიჯზე რობერტო დი მატეო შლის კარეს. იტალიელმა ძველი ჩანაწერები გადაქექა, ჰალკი წაიკითხა და რომანს იტალიურად შეუყვანა, იქნებდა გვეცადა, ბოს, ჰალკში დიდი ფული გადავიხადოთ და ბონუსიც მოვხსნათო. რომანმა, მიდიო. ჰალკი სტემფორდბრიჯს უახლოვდება. უკვე მეორედ.
ახალი ჩელსი იტალიურად, პრაგმატულად აზროვნებს და დიმატეოს ნდობის დიდი მარაგი აქვს. ჰალკის ექსპერიმენტიც საინტერესოა. ბრაზილიელი ბრაზილიურად არ აზროვნებს და მაინც კარგია.
ჰალკი ბრაზილიის ნაკრებშიც ეჩვევა სიტუაციას. უკვე მოასწრო მეკარეების სამჯერ შეწუხება და ორჯერ დანიას შეუსრულა. ერთხელ არგენტინას. აი, იმ თამაშში, ფეხბურთის ჰარიპოტერმა, ლეო მესიმ ბრაზილიას სამჯერ რომ აუწია ყური. ჰალკი კარგი იყო.
ჩვენს ჰალკსაც უყვარს სიმშვიდე და თუ გაბრაზდა, მერე მოდის ის, მწვანე ბიჭი. იხევა ყველაფერი, იზრდება კუნთები, მშვიდ ახალგაზრდას ცვლის მწვანე აგრესია. მოდის ჰალკი.
![]() |
13.13 FORBES-ის ფედერერი და სხვები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
მათე გულედანი
ჟურნალი Forbes-ი შარშანდელი სეზონის 100 ყველაზე ძვირადღირებულ სპორტსმენს ასახელებს. როჯერ ფედერერი ამ სიაში მეხუთეზე ზის. მისტერ ჩოგბურთს შარშანდელი შემოსავალი დაუთვალეს და ფედერერის გასწვრივ ნორმალური ციფრი, 52.7 მილიონი დოლარი წერია. 45 მილიონი როჯმა საკონტრაქტო მეგობრობით დაირტყა და დანარჩენი კორტზე მუშაობით გამოიმუშავა.
როჯერის დახასიათების დროს, Forbes-ი წერს: „ფედერერს სპორტში ყველაზე საინტერესო, გრძელვადიანი კონტრაქტები აქვს გაფორმებული. შემდეგ ხუთ სეზონში როჯერი საშუალოდ 30 მილიონ დოლარს მიიღებს. შვეიცარიელის გრძელვადიან პარტნიორებში არიან Nike, Rolex, Wilson და Credit Suisse. ფედერერის ერთჯერად აქციაზე წაყვანა სპონსორს დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარი უჯდება. ამ თანხაში ის ჩაატარებს ორსეტიან საჩვენებელ თამაშს, ორსაათიან ფოტოსესიას და ბავშვებთან ერთად საქველმოქმედო ან სხვა აქციაში მიიღებს მონაწილეობას. როჯერმა, რომელსაც ერთეულებში დიდი შლემის 16 ტურნირი აქვს მოგებული, კარიერაში საპრიზოებით უკვე 71 მილიონი გამოიმუშავა. 2005-10 წლებში, მისტერ ფედერერი დიდი შლემის 19 ტურნირის 18 ფინალში გავიდა“.
რაფაელ ნადალი ამ სიაში ცოტა უკან დასვეს. რეიტინგის მეორე ნომერი Forbes-ის რეიტინგში მეთექვსმეტეა. ესპანელმა 33.2 მილიონი წამოიღო. რაფაელის მომსახურება მის სარეკლამო პარტნიორებს 25 მილიონი დაუჯდათ.
როჯერზე წინ ოთხი პოპულარული პერსონაჟია.
მეოთხე ადგილი. ლებრონ ჯეიმსი. მაიამის, ამერიკის ახალი სუპერმენი 53 მილიონზე გაჩერდა და რეკლამით 40 მილიონს იღებს. ლებრონთან მეგობრობენ Nike, McDonald's, Coca Cola, State Farm, Dunkin' Donuts და Baskin Robbins. ჯეიმსი ლონდონში ამერიკის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადას მოიგებს და აგვისტოს ბოლოს, ევროპაში რამდენიმე კემპის ჩატარებას გეგმავს. საინტერესო იქნება. ჯეიმსი მთელ ამ პროცეს სუკვე NBA-ს ჩემპიონის რანგში გაუძღვება. ჯეიმსი შეიცვალა. მაიამის ჰიტი გაიზარდა, უფრო სმენადი გახდა.
მესამეზე ტაიგერ ვუდსი ჩამოჯდა. სკანდალური მეგოლფე, რომელიც სექსის დიეტაზე დასვეს, 59.4 მილიონით დამშვიდდა. 4.4 მილიონი გოლფით, დანარჩენი - რეკლამით.
პირველ ორ ადგილზე მოკრივეები არიან.
მენი პაკიაო 62 მილიონში შევიდა. 56 მილიონი ბიჭმა ჩხუბით შეაგროვა. რეკლამებით მიზერი აიღო და პაკიაოს სარეკლამო მეგობრებში არიან Monster Energy, Hennesy, Nike (ერთწლიანი კონტრაქტით) და Hewlett Packard.
და ფლოიდ მეივეზერი...
მთლიანი თანხა - 85 მილიონი. კრივით აღებული თანხა - 85 მილიონი. ფლოიდი ერთადერთია ამ სიაში, ვისაც სარეკლამო შემოსავალი არ აქვს. ვიქტორ ორტიზთან ჩხუბით ფლოიდმა 40 მილიონი მიიღო. მიგელ კოტოსთან მეივეზერმა 45 მილიონი დაირტყა. ფლოიდის კომპანია Mayweather Promotions დამწყებ მოკრივეებს ეხმარება.
![]() |
13.14 ერთჯერადი ჩემპიონები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|კალათბურთი
ზურაბ თალაკვაძე
მაიამიმ თეთრი სახლის ვიზა მიიღო. ლებრონის, უეიდის, ბოშის და მისტერ ბრიოლინის, პატ რაილის გუნდი ოკლაჰომასთან სუპერფინალს იგებს 4:1 და ფლორიდაში დიდი არდადეგები მოდის. ჯეიმსი დედიკოსთან ერთად თავის ძმაკაცს და მამობილს, დელონ ტეუესტს ჩააკითხავს ბოსტონში და ოჯახი ერთად წავა დასასვენებლად თურქეთში. სუპერფინალის დროს სხვებიც ისვენებდნენ.
მაიამის სათადარიგოებში ნერვიულობდნენ ედიკარი, ჯო ელენტონი და დექსტერ პიტმენი. სამი ცენტრი. პიტმენი საერთოდ არ ათამაშეს და ბიჭი ჩემპიონია. კარიც ზეროზე დასვეს და კანადის ნაკრების კაპიტანიც ჩემპიონია. ჯო ელენტონიმ 5 გარჩევაში სოლიდური დრო, 2 წუთი და 6 წამი მიიღო. სამივე ჩემპიონია. ერთჯერადი ხალხი NBA-ს საუკეთესო გუნდებში ადრეც იყო.
ბოსტონმა ოთხი წლის წინ ააწყო მწვანე ტანკი და ყველას გადაუარა. იმ ტანკში ერთმანეთს ასვენებდნენ პოლ პირსი, კევინ გარნეტი და რეი ალენი. სხვებიც აკეთებდნენ საქმეს და ჩემპიონის ბეჭედის კოტ პოლარდმაც მიიღო. გახსოვთ, მაღალი ტიპი უშნო ბლანჟეთი, საკრამენტოში ყველაზე ნიჭიერ აფერისტს, ვლად ედივაცს რომ ცვლიდა? პოლარდმა ფლეიოფში ქულა ვერ აიღო. ვერც მოხსნა. ვერც ტექნიკურის აღება ვერ მოასწრო. პოლარდს დოკ რივერსის გუნდში თავისი დატვირთვა ჰქონდა - სკოტი გარნეტს წელზე ხელს ადებდა, ამშვიდებდა. ალენისთვის წყალი მიჰქონდა და პოლს მასაჟს უკეთებდა. ღირსეული ჩემპიონი.
კიდევ ერთი სერიოზული ბიჭი შემდეგ ორ სეზონში გადის დისტანციას ბოლომდე. ლეიკერსმა სამი წლის წინ, ფინალში დუაიტ ჰოვარდის მეჯიქს ასწავლა თამაში და სერია 4:1 დახურა. იქვე, მწვრთნელებთან ერთად დარბოდა და ნერვიულობდა ფორვარდი ადამ მორისონი. ფილ ჯექსონმა 2006 წლის დრაფტის მესამე ნომერი დაასვენა, შემდეგი ფლეი-ოფისთვის შეინახა. 2010-ში ოქროსფერმა გუნდმა ბოსტონს შვიდ რთულ, მძიმე და სისხლიან ტესტში წაართვა ფინალი. ლეიკერსში კობი ჯორდანობდა, პო გასოლმა ბოლო თამაშში 18 მოხსნა აკრიფა და დერეკ ფიშერი კლუბის ქარიზმას და ჯეკ ნიკოლსონის წნევას უფრთხილდებოდა. ადამ მორისონმა 12 წუთი მიიღო და იმ დროში 8 ქულა დასვა. სერიოზულია. ადამი ამერიკიდან ევროპამდე დაქვეითდა და ბოლოს, ბეშიქთაშში იყო, იქ კი თურქებს ბრექობა დაუწყო და გამოაგდეს. მორისონი NBA-ს ორგზის ჩემპიონია. ლეიკერსთან ერთად, ადამმა ორ სეზონში, შესაბამისად, 1.3 და 2.4 ქულა დააგროვა. და მორისონს ორჯერ მეტი საჩემპიონო ბეჭედი აქვს, ვიდრე - ჩარლზ ბარკლის. ხდება ხოლმე.
სხვებსაც მაგრად უმართლებდა და მიზერულ დროში ესბიჭები ჩემპიონის ბეჭედს იგებდნენ - მაიკლდულიკი (ცენტრი, მაიამი, 2006), რიკი ბლენტონი (ფორვარდი, ჩიკაგო, 1993), ტონი მასენბერგი (ფორვარდი, სანანტონიო, 2005), უილ პერდიუ (ცენტრი, ჩიკაგო და სანანტონიო, ორ-ორჯერ). კალათბურთი საინტერესო თამაშია.
![]() |
13.15 საინტერესო და ისტორიული |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|ფეხბურთი
ლაშა გოდუაძე
გუშინ კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ევრო 2012-ს მომავალ ნომერში შევაჯამებთ, დღეს კი ცოტა გავერთოთ: საინტერესო ამბები და პოლონეთ უკრაინის სტადიონებზე გაუმჯობესებული თუ დამყარებული რეკორდები გავიხსენოთ.
...ევროჩემპიონატის მონაწილეებზე ისტორიაში ყველაზე მეტი, 196 მილიონი ევრო განაწილდება. ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის თითოეული გუნდი 8 მილიონ ევროს მიიღებს, დანარჩენი თანხა კი ასე ნაწილდება: ფრე ჯგუფურ ტურნირში - 500 ათასი ევრო; მოგება - მილიონი; ჯგუფში მესამე ადგილი - მილიონი; მეოთხედ ფინალი - 2 მილიონი; ნახევარფინალი - 3 მილიონი; ფინალი - 4,5 მილიონი; ჩემპიონობა - 7,5 მილიონი.
...ევროპის 4 ჩემპიონატზე 8 ფეხბურთელს უთამაშია. პოლონეთ-უკრაინაში ასპარეზობის შემდეგ ამ სიას შვედი ოლოფ მელბერგი და ესპანელთა კაპიტანი იკერ კასილიასიც შეუერთდნენ. კონტინენტის პირველობაზე მათ 2000, 2004 და 2008 წლებშიც იასპარეზეს.
...ირლანდიამ ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე 24 წლიანი შესვენების შემდეგ ითამაშა. ეს საფრანგეთის და საბერძნეთის მაჩვენებლის მსგავსია: ფრანგებმა 1960 წლის შემდეგ მხოლოდ 1984-ში ითამაშეს, ბერძნებმა კი პირველად 1980 წელს, ხოლო მეორედ - 2004-ში.
...ევრო 2012-ის ორივე მასპინძელი ჯგუფში ჩარჩა: პოლონეთის და უკრაინის ნაკრებებმა ავსტრია-შვეიცარიის (2008) და ბელგიის (2000) ანტირეკორდი გაიმეორეს. ტურნირის მასპინძელმა მხოლოდ სამჯერ მოიგო თასი: 1964 წელს ესპანეთმა, ოთხი წლის შემდეგ იტალიამ და 1984 წელს საფრანგეთმა.
...ევროპის ჩემპიონატი არავის მოუგია ზედიზედ. საუკეთესო შედეგი ფინალში გასვლაა: 1964 წელს ჩემპიონი სსრკ-ს ნაკრები ესპანეთთან, 1976 წელს კი გფრ ჩეხოსლოვაკიასთან დამარცხდა. 1980 წელს, წინა ტურნირის გამარჯვებული ჩეხოსლოვაკია მესამე ადგილზე გავიდა. მას შემდეგ ევრო ჩემპიონს მომდევნო ტურნირში ამაზე უკეთესი შედეგი არ უჩვენებია.
...გერმანელი რაინერ ბონჰოფი ევრო პირველობის ერთადერთი ორგზის ჩემპიონი (1972,1980) და ერთადერთი სამგზის მედალოსანია (ვერცხლი 1976 წელს). ოქროს და ვერცხლის ორ მედალს საბჭოთა კავშირის 3 და გფრ-ს ნაკრების 11 ფეხბურთელი ფლობს.
...შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და პორტუგალიელებმა - კრიშტიანუ რონალდუმ და ელდერ პოშტიგამ ევროპის მესამე ჩემპიონატებზე - 2004, 2008, 2012 - გაიტანე სგოლები. ეს რეკორდის გამეორებაა. აქამდე მსგავსი შედეგი ჰქონდათ: იურგენ კლინსმანს (გფრ გერმანია; 1988, 1992, 1996), ვლადიმირ შმიცერს (ჩეხეთი; 1996, 2000, 2004), ტიერი ანრის (საფრანგეთი; 2000, 2004, 2008) დანუნო გომეშს (პორტუგალია; 2000, 2004, 2008).
...პოლონეთსა და უკრაინაში გამართული ევროპირველობა უკანასკნელი 16-გუნდა ტურნირია. 2016 წელს საფრანგეთში, ანრი დელონეს სახელობის თასის საიუბილეო, XV გათამაშების ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი იასპარეზებს! უეფა-მ ევრო 2016-ის მასპინძელი 2010 წლის 28 მაისს დაასახელა - საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პროექტმა თურქეთის წინადადება გადაწონა.
![]() |
13.16 Red Bull Flying Bach თბილისში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ქეთო გიორგობიანი
„დაე, Das wohltemperierte Klavier თქვენს დღიურ პურად იქცეს!“ - წერდა შუმანი თავის ნაშრომში „მუსიკის სახლი და ცხოვრების კანონები“. მერწმუნეთ, იოჰან სებასტიან ბახის ეს „ძველი აღთქმა პიანისტებისათვის“ დღიურ პურზე ბევრად დიდი შემოსავლის მომტანი აღმოჩნდა რამდენიმე ბერლინელი ქუჩის მოცეკვავისათვის, რომლებიც თბილისს ესტუმრნენ.
მატონიზირებელი სასმელის კომპანია Red Bull-ისა და ბერლინელი ბრეიქდანსერების ერთობლივი პროექტი ქუჩის ცეკვისა და იოჰან სებასტიან ბახის კლასიკური მუსიკის სინთეზია, რომელიც მოსაწყენ კამერულ კონცერტს დინამიკურ სანახაობად აქცევს; ბრეიქდანსს კი მეტროპოლისის ჩიხებიდან კონსერვატიულ თეატრალურ დარბაზებში შეღწევის საშუალებას აძლევს და ამით პოტენციური მაყურებლის ასაკობრივ (ისევე, როგორც სოციალურ) ამპლიტუდას ზრდის.
საქართველო, ჯგუფის - Flying Steps მსოფლიო ტურნეს მეორე გაჩერება იყო. რუსთაველის თეატრში ბერლინელი მოცეკვავეების დასმა Red Bull-თან ერთად შექმნილი შოუს, Red Bull Flying Bach-ის წარმოდგენა გამართა. Flying Steps ბრეიქდანსერების მულტინაციონალური ჯგუფია, რომელიც 1993 წელს ბერლინში, ლიბანელმა ვართან ბასილმა და თურქმა კადირ მემისმა (მეტსახელად „ამიგო“) შექმნეს. Red Bull-თან თანამშრომლობა ბევრად გვიან დაიწყეს - როდესაც მათ, სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად, უკვე მოგებული ჰქონდათ Red Bull Beat Battle და უკვე იყვნენ Battle of The Year-ის ორგზის გამარჯვებულები.
ბერლინურ ჯგუფს მრავალფეროვნად არა მხოლოდ წევრების წარმომავლობა, არამედ ურბანული და თანამედროვე ქორეოგრაფიის თითქმის ყველა მიმდინარეობის შერწყმაც აქცევს. თუმცა ჰიპ-ჰოპის, Contemporary Dance-ისა და ბრეიქდანსის აღრევის შემდეგ, იოჰან სებასტიან ბახის მუსიკაზე ბალერინას გამოჩენა ჩვენს პოსტმოდერნისტულ ეპოქაშიც კი ერთგვარი კულტურული შოკის გამომწვევი აღმოჩნდა.
ერთი მხრივ, სადა, დეკორაციისგან თითქმის სრულიად დაცლილი მიზანსცენა, მხოლოდ ორი პიანისტი სცენის კუთხეებში, ბახის ფუგები, Das wohltemperierte Klavier, იაპონელი ბალერინა იუი კავაგუში; მეორე მხრივ კი, გამოკვეთილად ურბანულ, აფრო-ამერიკულ სტილში ჩაცმული რამდენიმე ბრეიქდანსერი ბიჭი და სიურრეალისტური ვიდეოები სცენის უკანა კედელზე - ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კომპონენტები წარმოდგენის დაწყებიდან პირველივე წუთზე იმდენად ჰარმონიულ სანახაობას ქმნიდნენ, რომ მომავალი 70 წუთის მანძილზე, მაყურებლისთვის ბახის კლასიკური მუსიკა და თავზე ბზრიალა ქუჩის ბიჭები განუყოფელ ელემენტად იქცნენ.
ბერლინელი ბრეიქდანსერები, რომლებიც ბახს „ერთ-ერთ თავისიანად“ მოიხსენიებენ და მის შესახებ ზუსტად ისე საუბრობენ, როგორც, მაგალითად, Flying Steps-ის წევრ Lil Rock-ზე, ამბობენ, რომ ბახმა ისინი აქამდე უცნობი სამყაროთი - კლასიკური მუსიკით დააინტერესა და თითქმის ყოველთვის, როდესაც კლასიკას უსმენენ, ფიქრობენ, როგორ შეიძლება ამა თუ იმ ნაწარმოების ქორეოგრაფიასთან მისადაგება.
ვართან ბასილი: ბრეიქდანსისა და ხელოვნების სხვა მიმდინარეობის შერწყმაზე არაერთხელ გვიფიქრია. არჩევანი კლასიკურ მუსიკაზე შევაჩერეთ. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ბრეიქდანსერებს კლასიკურ მუსიკაზეც შეგვეძლო ცეკვა. შემდეგ გავიცანით ბერლინის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი კრისტოფ ჰაგელი, რომელსაც ჩვენი იდეის შესახებ ვუამბეთ და იოჰან სებასტიან ბახის მუსიკაც სწორედ მან შემოგვთავაზა. ჰაგელის თქმით, თითოეულ ჩვენგანს, ასე ვთქვათ, თითო მუსიკალური ბგერა, ჟღერადობა უნდა აეღო და ის ქორეოგრაფიულ ენაზე „გადმოეთარგმნა“, რაც შემდეგ შეერთდებოდა და ერთ კომპოზიციად იქცეოდა. თუკი ამას მოვახერხებდით, მაშინ მართლაც შევძლებდით რაღაც ახლის შექმნას. საკითხისთვის ოდნავ მათემატიკური კუთხით უნდა შეგვეხედა. ვცადეთ და საბედნიეროდ, გამოგვივიდა. ამას მოჰყვა დრამატურგიული ხაზის შემუშავება, შემოვიდნენ პერსონაჟები, შეიკრა ამბავი, გაჩნდა კონფლიქტი და მისი გადაჭრის გზა.
ხშირად, კლასიკურისა და თანამედროვეს შერწყმა აუდიტორიის მხრიდან არცთუ ისე ერთგვაროვნად აღიქმება. როგორ რეაგირებს მაყურებელი Red Bull Flying Bach-ზე?
ჩვენი მთავარი მიზანი ახალგაზრდობისთვის კლასიკური მუსიკის ტრენდულად ქცევა იყო. უფროსი თაობა კი უნდა დაგვერწმუნებინა, რომ ბრეიქდანსი არასერიოზული ქუჩის ცეკვა კი არა, ქორეოგრაფიის ისტორიაში თავისი ადგილისა და დატვირთვის მქონე მიმდინარეობაა, რომლის შეხამება კლასიკურ მუსიკასთანაც კი შესაძლებელია.
ქართველმა მაყურებელმა შოუ ძალიან კარგად მიიღო. ზოგადად, Flying Bach ინტერნაციონალური, ყველა წარმომავლობის მაყურებლისთვის მარტივად აღსაქმელი და გასაგები პროექტია - კლასიკური მუსიკა ერთხელ მაინც მოუსმენია ყველას. თანაც, ჩნდება ქორეოგრაფია, რომელიც ვერბალური ხელოვნებისგან განსხვავებით, ყველასთვის გასაგებია. შესაბამისად, ამბავი, რომელსაც ჩვენ მოგითხრობთ, ქართველს, გერმანელს და ნებისმიერ სხვას ერთნაირად ესმის.
უკვე ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომლის პრემიერაც 2012 წელს ბერლინში გაიმართება. თუკი ისიც Red Bull Flying Bach-ივით წარმატებული იქნება, მაშინ ისევ მსოფლიო ტურნეს მოვაწყობთ. იმედი მაქვს, საქართველოშიც ჩამოვალთ.
Red Bull Flying Bach ძალიან სინთეზური პროექტია, რომელიც განსხვავებულ მიმდინარეობებს, ჟანრებს, მედიებსა და ხელოვნების დარგებს აერთიანებს. რით აღმოჩნდა ეს პროექტი საინტერესო პირადად თქვენთვის?
იუი კავაგუში: ბალეტი იაპონიაში ვისწავლე, თუმცა ის, რასაც Red Bull Flying Bach-ისთვის ვაკეთებ, ტრადიციული იაპონური ბალეტისგან განსხვავდება. ბერლინში ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ კლასიკური ევროპული ბალეტიც არ იყო ბოლომდე ის, რისი კეთებაც მინდოდა. დღესაც ვმუშაობ სოლო დადგმებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯერ ისევ საკუთარი თავისა და სტილის ძიებაში ვარ. ხშირად მქონია განცდა, რომ რაღაც ახლის ცდის დრო მოვიდა. ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი ისეთ მრავალფეროვან პროექტში, სადაც შემიძლია ვიცეკვო ბალეტი და, ამავდროულად, შეხება მქონდეს მისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრებთან.
გარდა იმისა, რომ ბრეიქდანსერების გარემოცვაში ერთადერთი ბალერინა ხართ, ჯგუფის ერთადერთი მდედრობითი სქესის წევრიც ხართ. რა პასუხისმგებლობაა ეს თქვენთვის?
მიახლოებით იგივეა, რაც იყო ქალი მამაკაცების საფეხბურთო გუნდში. ეს ხუმრობით. სინამდვილეში, ძალიან რთულია, აჰყვე მამაკაცების ვარჯიშის ტემპს. შემოქმედებითად, მათთან თანამშრომლობა ჩემთვის წარმოუდგენლად საინტერესოა, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით, ხანდახან ნამდვილად მიჭირს.
ვინ არის თქვენი სასურველი მაყურებელი?
ჩემი ოჯახი და იაპონელი მეგობრები. და რა თქმა უნდა, ბახი!
![]() |
13.17 ფოტოგრაფის ერთი ფოტო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ივანე მახარაძე
დაახლოებით 7 წლის წინ გერმანიაში ebay-ზე ჩემი პირველი ფირის ფოტოაპარატი Nikon F 80 ვიყიდე. მეგობრებმა გადავწყვიტეთ ჰოლანდია/ბელგიაში გვემოგზაურა და ამ მიზნისთვის ფოტოაპარატთან ერთად ilfordის ფირებიც ვიყიდეთ. ეს ფოტო კი, მარტის თვის დასაწყისში ბელგიაში, ქალაქ ოსტენდშია გადაღებული. უკაცრიელ სანაპიროზე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდით, ყინავდა და ესპანელი მეგობრის რომით ვთბებოდით, როდესაც მარტოხელა Kite Surferი დავინახე. არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო ამ ყინვაში და ქარბუქში მისი ყურება. 4 ან 5 ფოტო გადავუღე იმ დღეს. ამ ფოტოს კი განსაკუთრებით იმიტომ გამოვარჩევ, რომ მაშინაც და ახლაც, როდესაც მას ვუყურებ, მგონია, რომ მთვარეს დაეჭიდა და ექაჩება.
![]() |
13.18 ძველი თბილისის ახალი კონსტრუქციები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ირინა ბაგაური
თბილისის ისტორიულ ცენტრს კულტურული დანიშნულების კიდევ ერთი თანამედროვე ნაგებობა შეემატება - მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიყის პარკში, მუსიკალური თეატრი და საგამოფენო სივრცე შენდება. პროექტის ავტორი, ლიტვური წარმოშობის იტალიელი - მასიმილიანო ფუკსასი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არქიტექტორია. ფუკსასის ნამუშევრებს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით: მისი სტუდიის დაპროექტებულია რომის კონგრესის ცენტრი - Nuovo Centro Congressi; ნიუ იორკის მეხუთე ავენიუზე აღმართული Armani Store; ვენის Twin Towers; ფრანკფურტის სავაჭრო ცენტრი My Zeil; ტოკიოს Armani Ginza Tower და სხვა.
თბილისის მშენებარე მუსიკალური თეატრი და საგამოფენო სივრცე რიყის პარკის მახლობლად, 1400კვ. მეტრის ფართობზე დაიდებს ბინას. თანამედროვე შუშის კონსტრუქციას საკმაოდ უჩვეულო, ორი ძაბრისებური მილის ფორმა ექნება, რომელიც, ერთი შეხედვით, სიბრტყეზე გვერდულად მიწყობილ დიდი და მცირე ზომის ბოთლებს მოგაგონებთ. თბილისის მერიის პროექტების კოორდინატორის, ალექსი ხაჩიძის თქმით, ფასადზე მიმდინარე სამუშაოების დასრულება 2012 წლის სექტემბრის მიწურულს იგეგმება.
ვინ იზრუნებს ინტერიერის დიზაინზე, ამ ეტაპზე უცნობია. ჯერ არც ის ვიცით, კონკრეტულად რა ტიპის წარმოდგენები გაიმართება მუსიკალური თეატრის სცენაზე, ანდა, დაეთმობა თუ არა შენობა რომელიმე მუდმივმოქმედ დასს. თუმცა, ცნობილია, რომ მისი მოგრძოფორმის პარტერი 550 მაყურებელს დაიტევს, სცენა აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით და მის წინ განთავსდება საორკესტრო ორმო. საკონცერტო დარბაზი სინოქსის მასალის ლითონის ფირფიტებით იქნება გადახურული, საგამოფენო სივრცე კი გამჭვირვალე შუშით, რაც საშუალებას მისცემს დამთვალიერებელს, დღის განათებაზე იხილოს კულტურულ ცენტრში გამოფენილი სხვადასხვა სახის დროებითი ექსპოზიციები.
მსურველები შენობაში მოხვედრას ორი გზით შეძლებენ: ცენტრალური შესასვლელი ნაგებობას ბარათაშვილის აღმართის მხრიდან ექნება, მცირე კი - რიყის პარკიდან. შენობაში, თანამედროვე ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, იფუნქციონირებს ესკალატორი, რაც შეზღუდული შესაძლებლობების და ხანშიშესულ ადამიანებს დაუბრკოლებელ გადაადგილებაში შეუწყობს ხელს. თეატრში ასევე განთავსდება პანორამული კაფე-ბარი, რომლის მასშტაბური, ოვალური ფორმის სარკმლიდანაც სტუმრებს საშუალება მიეცემათ, საუკეთესო რაკურსით დატკბნენ მტკვრის სანაპიროსა და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის ხედებით.
მასიმილიანო ფუკსასი
მასიმილიანო ფუკსასი მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატია და მოწვეული პროფესორის სტატუსით, ერთდროულად, მსოფლიოს რამდენიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. ფუკსასის სტუდია, ძირითადად, დიდი მასშტაბების მქონე ურბანულ პროექტებზე მუშაობს და მისი ნამუშევრების ნახვა მსოფლიოს ბევრ მეგაპოლისშია შესაძლებელი. თუმცა, თავად არქიტექტორს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პროექტად მიაჩნია ცენტრალური იტალიის პატარა ქალაქ ფოლიონიოში აგებული წმინდა პავლე მოციქულის ტაძარი - ესა ათანამედროვე რკინა-ბეტონის მასიური და სწორხაზოვანი კონსტრუქცია, რომლის სადა ინტერიერშიც სივრცისა და სინათლის სხივების კომბინაცია შთამბეჭდავ ეფექტს ახდენს მომლოცველებსა თუ დამთვალიერებლებზე. არქიტექტორი ფიქრობს, რომ მის, და ზოგადად, სტილზე საუბარი გაუმართლებელია, რადგან თითოეულიპ როექტი, გარემოსა და კონტექსტის გათვალისწინებით, სხვადასხვაგვარ მიდგომას საჭიროებს.
MyZei. ფრანკფურტი
თბილისში, რიყეზე მშენებარე მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო სივრცის გარდა, ფუკსასის სტუდია კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელებაზე მუშაობს: ესენია დელისის სავაჭრო ცენტრი და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მშენებარე იუსტიციის სახლი.
![]() |
13.19 ბევრი Bensimon-ი ობიექტივს მიღმა |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
ინტერვიუზე კოტესთან ერთად მოდის. ეს ის ბიჭია, რომელმაც ორი წლის წინ ზენიტის კამერა აჩუქა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - კოტეს ცოლად გაჰყვა, პარიზში წავიდა, თავისი საუკეთესო ფოტო გადაიღო და ჟურნალ Vogue-ის ფურცლებზეც კი აღმოჩნდა. დღეს მის ნამუშევრებს ბევრ უცხოურ ბლოგზე ნახავთ. თბილისში მარიამ სიჭინავას ფოტოების გამოფენის ნახვა კი სულ ახლახან ხელოვნების ცენტრ artroad-ში შეიძლებოდა.
Twisty parallel universe
პირველ რიგში, რაც მისი ნამუშევრების თვალიერებისას თვალში მოგხვდებათ, მოდისა და პორტრეტების სინთეზია, სინათლით თამაში და ცოტა რეტროგანწყობაც. „ჩემს სტილზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა კლასიკურმა კინომ, - ამბობს ფოტოგრაფი, - ფირზე რომ ვმუშაობ და ასეთი ხედვა მაქვს, კინემატოგრაფის დამსახურებაა. თავიდან ეს სერიოზული ინსპირაცია იყო, ახლა, სამწუხაროდ, ფილმების საყურებელი დრო არ მრჩება“.
She Woolf Daydreaming
ფილმებისთვის ვერ მოიცლი, როდესაც ფოტოების გადაღებით ასე დაკავებული ხარ. სულ ახლახან New York Magazine-ის მოდის ბლოგისთვის თბილისის street style-ის გადაღება დაასრულა. ფიქრობს, რომ ეს შეკვეთა მისი, როგორც ფოტოგრაფის, მთავარი მიღწევაა. აქაურების სტილი ძალიან ერთფეროვნად მიაჩნია და რამდენიმე სიტყვით ახასიათებს - Bensimon-ი ფეხზე, ნეონის ფერების ზედატანი ან კაბა და clutch. „მასა ძალიან ერთნაირია, თუმცა საინტერესოდ ჩაცმული ადამიანები ქუჩაში გაჭირვებით, მაგრამ მაინც აღმოვაჩინე“.
მარიამ სიჭინავა ახალგაზრდა, თვითნასწავლი ფოტოგრაფია. „ყველაფერი ჩემით ვისწავლე. დღეს ფოტოკამერა გამიფუჭდა და ისიც მე თვითონ გავაკეთე“. ყოველდღიურად ქენონს ატარებს, სამუშაოდ კი ზენიტის და კიევის აპარატს ირჩევს. ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო - პირველი ფოტოები ჯერ რამდენიმე მეგობარს აჩვენა, შემდეგ კი ფოტოგრაფიის რამდენიმე საიტზე ატვირთა. კარგი შეფასებები რომ მიიღო, გადაღება მეტი ხალისით განაგრძო.
Urban Outfitters
„გადაღება ახალი დაწყებული მქონდა და 2011 წლის თებერვალში Urban Outfitters-მა ძალიან დიდი შეკვეთა მომცა. ამ დროს ჩემს პერსონალურ საიტს უკვე ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა. იყო დღეები, როდესაც უნიკალური მომხმარებლების რიცხვი შვიდი ათასს აღწევდა. მაგრამ ეს შემოთავაზება ჩემთვის მაინც ძალიან მოულოდნელი იყო. დროში შეზღუდული ვიყავი, თან მე და კოტე პარიზში მივდიოდით. ფოტოები ხელის მოწერის დღეს გადავიღეთ. ისე გამოვიდა, თითქოს უფრო მნიშვნელოვანი ეს გადაღება იყო“.
მარიამი იცინის, კოტე კი ყალბად ბრაზობს და იხსენებს, რომ ეს ნამუშევრები ისე მოეწონათ, საიტზე რომ შედიოდი, სლაიდშოუ იხსნებოდა და პირველი მარიამის გადაღებული ფოტო იდო. ამის შემდეგ გადაიღო იტალიელი დიზაინერის, მარიანა როზატისთვის, რომელიც ბრენდ Twisty parallel universe-ისთვის მუშაობს. ამას მოჰყვა იაპონელი დიზაინერის ფეხსაცმლის ხაზის და Vaudeville and Burlesque-ის გაზაფხული-ზაფხულის და pre-fall კოლექციის გადაღებებიც.
Porceline
განათება მარიამ სიჭინავას ფოტოებში ყოველთვის ბუნებრივია. „ყოველთვის დავდევ ხოლმე შუქს, ძირითადად ვიღებ ან დილით, ან საღამოს, როცა მზე ჩადის. უმეტესად სპონტანურად, პროცესში ვწყვეტ, როგორ გადავიღო. ფირზე მუშაობა იმიტომ არის კარგი, რომ წინასწარ არ იცი, რა გამოვა. შეიძლება რაღაც ძალიან კარგი მიიღო, ან პირიქით, საერთოდ მთელი გადაღება ჩაგეშალოს. ციფრული ძალიან მარტივია ჩემთვის, ფირი კი ძალიან მიყვარს. სხვა ფერები აქვს, ჩემს ხასიათში ზის“.
მხოლოდ მოდაზე გაჩერებას არ აპირებს - ძალიან უნდა არქიტექტურის გადაღება. მის პორტფოლიოში ერთი ფოტოა, სადაც პარიზის სახურავები ჩანს - ამბობს, რომ მხოლოდ ერთი ნამუშევრის დატოვების საშუალება რომ ჰქონდეს, არჩევანს მასზე გააკეთებდა. პარიზის გარდა, უყვარს მუსიკა - French house, Nu-Disco... ერთ-ერთი ინსპირაცია კი ელენ ფონ უნვერტის ფოტოგრაფიაცაა - „მომწონს, რომ მოდას ყველასგან განსხვავებულად იღებს, თან dirty სტილი აქვს, თან ქალური. ძალიან მინდა გადავიღო სემ ედელმანის ფეხსაცმელები. ერთ-ერთი კამპანია ჰქონდათ, ფოტოებს იღებდნენ სრულიად ნიუდ სტილში, ფეხსაცმელებით. სიამოვნებით გადავიღებდი რომელიმე საინტერესო თეთრეულის ბრენდსაც, მაგალითად, Agent provocateur-ს. ძალიან მომწონს Sockbox-იც, ახლები არიან, მაგრამ ძალიან მაგრები“.
მარიამს უკვე წიგნიც აქვს გამოცემული, Deep Moods, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით საზღვარგარეთ იყიდება - მხოლოდ ასი ეგზემპლარია. ახლახან კიდევ ერთი საინტერესო ფოტოპროექტი დაიწყო, რომელიც მომავალი ფოტო-წიგნისთვის სჭირდება. მობილურში პირველ ფოტოს ხსნის: „ეს არის Double exposure - ფოტოზე ფოტოა დადებული. მინდა, რომ ოცამდე ფოტოგრაფთან მქონდეს ასეთი კოლაბორაცია“. ტელეფონში რთულია გაარჩიო ამ ტექნიკით გადაღებული ფოტოს ღირსებები, თუმცა, იდეა უკვე საინტერესოა...
![]() |
13.20 LIFE/GUIDE |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
1. საზაფხულო არდადეგებისთვის ბარგის ჩალაგებისას, ერთერთიმთავარი, კარგი ფოტოკამერაა, რომელიც არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ფოტოებს გადაიღებს, არამედ უამრავ განსაცდელს გაუძლებს - აუზში ჩავარდნას, მიწაზე დაგდებას... Sony TX-20 არცთუ ურიგო არჩევანი შეიძლებაგახდეს. ის არა მხოლოდ წყალგამძლეა, 1.5 მეტრის სიმაღლიდან დავარდნასაც უძლებს და არც მტვერს და სიცივეს უშინდება. ამასთან, 16 MP მატრიცითაა აღჭურვილი და დიდი, სუფთა OLED touchscreen ეკრანით გამოირჩევა.
2. ივ სენ ლორანის სახლიდან სტეფანო პილატის წასვლის შემდეგ არც ისე დიდი დრო გავიდა. ახალ დიზაინერს, ედი სლიმანს, ჯერ კოლექციაც არ უჩვენებია, თუმცა ცვლილებების ხანა უკვე დაიწყო - სლიმანმა გადაწყვიტა, მოდის სახლს სახელი შეუცვალოს- Yves Sain tLaurent მალე Saint Laurent Paris გახდება. YSL ლოგო, ამის მიუხედავად, უცვლელი დარჩება.
3. Pitchfork Media-მ ეს ალბომი უკვე შეიყვანა ფავორიტების სიაში. თუ ჰიპ-ჰოპი გიყვართ, Killer Mike-ის ახალი, რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი R.A.P Music თქვენი საყვარელი რელიზების პერსონალურ სიაშიც შეიძლება აღმოჩნდეს. კრიტიკოსები ალბომს შედევრს, რევოლუციურ ნაშრომს უწოდებენ. R.A.P Music-ში თორმეტი ახალი კომპოზიცია შევიდა.
![]() |
13.21 ლუდი, სამეფო კარი და ფეხბურთი |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი
გიგო მესხიშვილი
ვაჟა ფშაველას გამზ. 20
უბანი: საბურთალო
ტელ: (+995 32) 2393113
სამზარეულო: ქართული, ევროპული
საათები: 10:00-24:00
ბარათები: მიიღება
ფასი: 80-120 ლარი (სადილი ორ კაცზე,
ლუდის და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ
ელ-ფოსტა: არ აქვთ
საიტი: არ აქვთ
როგორც იქნა, ლუდის რესტორნისთვისაც მოვიცალე. თანაც ევროპის ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა და მთელი ამ დროის მანძილზე არაერთ თამაშს ვუყურე კათხით ხელში. ჰოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემს რუბრიკაში სალუდეების სეზონიც გამეხსნა.
რესტორან HB სამეფო კარის ლუდში ფეხბურთამდე რამდენიმე საათით ადრე მივედით - არ მინდოდა ფეხბურთის ჟრიამულს დამთხვეოდა ჩემი საპასუხისმგებლო ვიზიტი.
მენიუს არა უშავდა, კერძები კარგად იყო გადანაწილებული, მრავალფეროვანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ბევრი რამ არჰქონდათ მენიუდან. მოკლედ, საქართველოში, სანამ რამეს შეუკვეთავ, წინასწარ უნდა ჰკითხო, რა არ აქვთ მენიუდან, რათა რამდენიმე წუთიანი ფიქრი და განსჯა წყალში არ ჩაგეყაროს.
ლუდი თავიდანვე შევუკვეთეთ. ჯერ HB ორიგინალით, ყველაზე მსუბუქით დავიწყეთ (33-იანი კათხა, 3.60 ლარი), წყურვილი მოვიკალით და ამასობაში თინუსის სალათიც შემოვიდა (7.00ლარი), თევზით, სალათის ფურცლებითა და კამით. კარგი შესავალი იყო, ზემოხსენებულ ლუდსაც მოუხდა და ხორბლის გაუფილტრავსაც. დადგა წვნიანების ჯერი და სიომგის (ჩრდილოეთის ორაგული) უხა (12.00ლარი) და უკრაინული ბორშჩიც (5.00ლარი) მალე წამოგვეწია. სიომგის უხას ნაცვლად, აჯობებდა, უბრალოდ ორაგულის უხა მიეწერათ მენიუში, სიომგისას არანაირად ჰგავდა, არც ფერით, არც გემოთი, სურნელებით თუ ცხიმიანობით. ერთი ჩვეულებრივი განაყინი ორაგულის უხა იყო, უგემური ნამდვილად არ ეთქმოდა, კარგად იყო შეკმაზული.
უკრაინული ბორშჩი უფრო ავთენტური გახლდათ, ღორის ხორცით და არაჟნით. ჩემს მეგობარს ძალიან მოეწონა, ისიც კი თქვა, ჩვენში ჭარხალს არ გაუმართლა, აგერ ბორშჩში, ჭარხალი პირველ ვიოლინოს უკრავს და თავის თავზე წარმოდგენას ყირაზე აყენებსო. რა თქმა უნდა, ეს ბორშჩი ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც საქართველოში ბორშჩს, ბოსტნეულის წითელ წვნიანს უწოდებენ. პომიდორში ჩაშუშული ორაგული (20.00ლარი) ნამდვილად დღის გმირად იქცა. ჩიჟიპიჟის ან ჩახოხბილის, ანდა სულაც, პაელას გარეგნობის ეს კერძი ზუსტად იყო შეკმაზული და თევზიც კარგად იყო ჩაშუშული. ყველაფერ ამას დაუმატეთ ცოცხალი პომიდვრის ეშხი, ზომიერი სიცხარე და მიიღებთ საოცრად ჰარმონიუ ლკერძს, რომელიც კარგად გაგრილებულზე, ნახევარი საათის შემდეგაც გავსინჯეთ და არანაკლებ გემრიელი გვეჩვენა.
ამ კერძთან ერთად შევნიშნეთ, რომ მიმტანებს თეფშის გამოცვლა არც კი გახსენებიათ - ან არ იციან, ან ვერ იცლიან, თუმცა, ჩვენს იქ ყოფნაში, სულ 3-4 მაგიდა იყო დაკავებული.
შედარებით ამჟავებული გვეჩვენა დუნქელი, ანუ მუქი ლუდი (მისი ფასიც, 33-იანი კათხის, 3.60 ლარი იყო), ამიტომ ისევ ხორბლის გაუფილტრავს და მსუბუქ ლუდს დავუბრუნდით. ცხადია, ღვინოებისკენ არც გაგვიხედავს, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ რესტორანში მხოლოდ თელავის ღვინის მარნის ღვინოები ჰქონდათ.
ხინკალი პრინციპულად არ ავიღეთ, სამაგიეროდ ქაბაბის ცდუნებას ვერ გავუძელით და ხარფუხული (7.50ლარი) შევუკვეთეთ, რომელიც არ აღმოჩნდა ურიგო, მაგრამ ზედმეტად ცხარე კი იყო. წინა გემოებიც დაგვავიწყა და დარჩენილი კერძების დაგემოვნებასაც თითქოს ხაზი გადაუსვა... თუმცა ლუდმა გვიშველა ისევ. დააბუჟა პირის ღრუ და ბურვაკის მოხარშული კანჭისთვისაც მოვემზადეთ (22.00ლარი). დიდი, კამიანი კარტოფილებით გაწყობილი კანჭი ძალიან მტკნარი გემოსი აღმოჩნდა. ბევრ მარილს თუ არ მოაყრიდი, ისე ვერ გაიყვანდი სამშვიდობოს, და აბა ასე რა აზრი აქვს კანჭს?!
ბოლოს სუფრასთან ბუზებიც შევნიშნეთ, ერთიორჯერ ავიქნიეთ ხელი, ანგარიში მოვითხოვეთ და სამეფო კარის ლუდის რესტორნის კარისკენ გავემართეთ.
![]() |
13.22 ორაგული ტარხუნისა და დიჟონის სოუსით |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
ერთი ულუფა ორი კაცისთვის:
მასალა:
400გრ ორაგული
300 გრ ისპანახის ან ჭარხლის ფოთოლი
ერთი კონა ტარხუნა
ორი სუფრის კოვზი დიჟონი
100გრამი თეთრი ღვინო
50გრ ნაღები მარილი,
პილპილი გემოვნებით
ჯამში: 15ლარი
მომზადების წესი :
დავადგათ წყალი, წამოვადუღოთ და მოვწალოთ ისპანახის ან ჭარხლის ფოთლები სამი წუთით. გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსზე, ორაგულს მოვასხათ 50 გრამი თეთრი ღვინო და შევდოთ მასში 20 წუთით. ამასობაში დავაბლენდეროთ ტარხუნა. გავხსნათ ორი სუფრის კოვზ დიჟონში, 50 გრამ თეთრ ღვინოსა და 50 გრამ ნაღებში მარილი და პილპილი გემოვნებით და წამოვადუღოთ. დავალაგოთ თეფშზე მოწალული ისპანახის ან ჭარხლის ფოთლები, ზემოდან დავადოთ შემწვარი ორაგული. მოვასხათ ტარხუნისა და დიჟონის სოუსი და კერძიც მზადაა.