![]() |
ტაბულა №108 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჩერგოლეიშვილი თამარ, ბასი ჯონ, ნოდია გია, ქორიძე ავთო, მაჭარაშვილი ნინო, სუთიძე ლევან, ჯგერენაია ემზარ, კოკიჩაიშვილი თეონა, კვანჭილაშვილი ელენე, უგულავა სალომე, ზუკაკიშვილი ქეთი, კაკაბაძე შოთა, ჩხიკვაძე ანი, მიქავა მარიამ, ელერდაშვილი ვახო, ბარათაშვილი ბიძინა, გოდუაძე ლაშა, თალაკვაძე ზურაბ, ბაგაური ირინა, ახლოური ნინა, კეკელიძე გიორგი, ხარბედია მალხაზ |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 9 - 15 ივლისი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ეკა წამალაშვილი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„დღევანდელი გადასახედიდან, რომ ვფიქრობ ჩემი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ამაზე დიდი ცოდვა არ მიმიძღვის და ათასჯერ მოვინანიებ უფლისა და ხალხის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სხვა გზა არმქონდა!
შევარდნაძე რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი არ იქნებოდა, ვაღიარებ და ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს“.
ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ ასავალ-დასავალთან ინტერვიუში.
2 ივლისის გამოშვება.
რეზო ამაშუკელი ყველასთვის საყვარელი პოეტია, ძალიან მრცხვენია, მასათან შეხვედრა ამ დრომდე ვერ მოვახერხე. თუმცა ამ შცდომას აუცილებლად გამოვასწორებ.
ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქსენოფობიური და უცენზურო საჯარო გამონათქვამებით ცნობილი პოეტის, რეზო ამაშუკელის შესახებ.
29 ივნისი.
რაც შეეხება მეუფე იობს, მას მე დიდიხანია ვიცნობ, ადრეც გვქონია ურთიერთობა და ბევრ საჭირბოროტო თემაზე გვისაუბრია. კიდევ ართხელ გეტყვით
ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მის აქციაზე მეუფე იობის გამოჩენასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა ივანიშვილის მოძრაობას მხარი ღიად დაუჭირა. მეუფე იობი თავისი პოლიტიკური აქტივობითყურადღებისცენტრშირამდენიმეჯერმოექცა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გავრცელდა მისი სკანდალური გამონათქვამები, სადაც მიტროპოლიტი რუსეთის სამხედრო აგრესიას, როგორც სიკეთეს და სამართლიან სასჯელს განიხილავდა. მეუფე იობი ასევე ღიად შეუერთდა ნინო ბურჯანაძის ორგანიზებულ აქციებს, 2011წელს, და მონაწილეობდა 2007 - 2008 წლების ოპოზიციურ მოძრაობაში.
1 ივლისი.
„გამახსენდა ერთი მართლმადიდებლური ხატი - მეორედ მოსვლის, მასზე ერთ მხარეს არის ჯოჯოხეთის, ხოლო მეორე მხარეს - სამოთხის გზაა და ორივე მიმართულებით პირველ რიგში დგანან სასულიერო პირები. ძალიან დასანანი და სამწუხაროა, როდესაც სასულიერო პირი ასეთი ტყუილისა და ცილისწამების უფლებას აძლევს თავს“.
თბილისის მერი გიგი უგულავა პასუხობს ნანა ლეჟავას კვირის რეპორტაჟში ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტის, სერაფიმეს მიერ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს უგულავა ზოგჯერ პატრიარქს უყვირის. 3 ივლისი
„აქ უამრავი ჩინელია, ყოველდღიურად იზრდება მათი რაოდენობა. საღამოს შეიძლება ოთხი შევიდეს და დლით რვა გამოვიდეს, ეს ძალიან დიდი პრობლემაა და, სამწუხაროდ, არავინ არაფერს ამბობს“.
კოალიცია ქართული ოცნების ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი ზაზა მეთაფლისვილი გაზეთ რეზონანსთან ინტერვიუში.
29 ივნისი
„ქართულ მედიას ბოდიშს ვუხდი, რადგან რუსულ მედიასთან უფრო ვურთიერთობდი, ვიდრე მათთან“.
განაცხადა პრემიერ - მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში, ფრაქცია ქრისტიან - დემოკრატებთან გამართულ შეხვედრაზე.
3 ივლისი
„ენკჯი რომ არა, თქვენ აქ არ იქნებოდით“.
ასე მიმართეს გერმანელმა გუშემატკივრებმა ბერძნებს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალისას გერმანიასა და საბერძნეთს შორის, რომელიც გერმანიამ 4-2 მოიგო. მიმართვას საფუძვლად ის მრავალმილიარდიანი დახმარებები დაედო, რომლებიც საბერძნეთმა გერმანიისგან მიიღო.
![]() |
2 ჯონ ბასი: რაც ამ ქვეყანაში მოხდება, ქართველი ხალხის ნებაა |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ავტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
„შეთქმულების თეორიების მოფიქრება ქართველების საყვარელი სპორტია, მაგრამ ამას ნოყიერ ნიადაგს ინფორმაციის ნაკლებობაც უქმნის“, - უთხრა ტაბულას შეერთებული შტატების ელჩმა, მისი საქართველოში ყოფნის ერთი წლის თავზე - 2010 წლის ნოემბერში. მაშინ ის იმაზეც საუბრობდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტია სხვისი კრიტიკის გარდა, გეგმასაც გვთავაზობდეს, ხოლო შემდეგ მას ასაბუთებდეს. გვარწმუნებდა, რომ გადატვირთვის პოლიტიკას საქართველოს ინტერესები არ შეეწირებოდა.
რამდენიმე კვირაში ჯონ ბასს საქართველოში ელჩობის ვადა ეწურება. იმაზე, თუ რა არის საქართველოს გამოწვევები დღეს და როგორ განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობა, მიმავალი ელჩი ტაბულას ესაუბრა.
შეგიძლიათ მოკლედ აღწეროთ რა მოხდა საქართველოსა და ამერიკას შორის გასული სამი წლის განმავლობაში?
მოხარული ვარ, რომ ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობა მომეცა. მართალია, ჩემი ოფიციალური ვადა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ეს ინტერესს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ არ გამინელებს. ვიმედოვნებ, დავბრუნდები კიდეც.
ვფიქრობ, ამ სამ წელიწადში ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაღრმავდა - იქნება ეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, დახმარების პროგრამები, თუ ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება შეერთებულ შტატებში. უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი უჩვეულო მოვლენაა. როგორც წესი, შეერთებული შტატების მთავრობა თავის ექსპორტს ახალისებს სხვა ქვეყნებში და არა პირიქით.
იმ ფაქტმა, რომ წელს საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობის 20 წლისთავი აღვნიშნეთ, შესაძლებლობა მოგვცა, დაგვენახა, რომ ეს არის თანამშრომლობა არა მხოლოდ ორ ხელისუფლებას, არამედ ორ საზოგადოებას შორის, უპირველესად საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.
ვფიქრობ, დღეს ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგ ფორმაშია და ნოყიერ ნიადაგს ქმნის მისი კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
რა განსხვავებაა შეერთებული შტატების წინა და ამჟამინდელი ადმინისტრაციების მიდგომებს შორის საქართველოს მიმართ? რამდენად ფუნდამენტურია ეს განსხვავება, თუ არის?
განსხვავებას ვერ ვხედავ. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ მაშინ, როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი. მაშინ, შიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგს მოუტანდა საქართველოს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაწყებული გადატვირთვის პოლიტიკა, ძალიან ძლიერი იყო. ბევრი მიიჩნევდა, რომ ამ პოლიტიკას შეეწირებოდა საქართველოს ინტერესი - თავად განესაზღვრა საკუთარი მომავალი.
ვფიქრობ, გასულმა სამმა წელიწადმა დაადასტურა, რომ ეს შიში უსაფუძვლოა. საქართველოთი არავის უვაჭრია. გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში შეერთებული შტატები შეეცადა რუსეთთან მხოლოდ იმ საკითხებზე ეთანამშრომლა, სადაც მის მთავრობასთან საერთო ენის გამონახვა მნიშვნელოვანი და შესაძლებელი იყო. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ პრინციპებისთვის არ გვიღალატია და ძალიან მწვავედაც გვიკამათია. ხანდახან საჯაროდ, უფრო ხშირად დახურულ კარს მიღმა. მათ შორის, საქართველოს საკითხზეც.
რა მდგომარეობაშია დღეს გადატვირთვის პოლიტიკა? განსაკუთრებით რუსეთ-ირანის და რუსეთ-სირიის ურთიერთობების გათვალისწინებით.
ჩვენ კვლავინდებურად ვცდილობთ გადატვირთვის პოლიტიკის ფილოსოფიას არ ვუღალატოთ და ვითანამშრომლოთ რუსეთის ხელისუფლებასთან იმ საკითხებზე, რაც როგორც ჩვენი, ისე რუსეთის ინტერესებში შედის. მაგრამ, ამავდროულად, არ ვერიდებით უთანხმოების ხაზგასმას ან პოზიციის გამოხატვას. ვფიქრობ, ეს კარგად გამოჩნდა შეერთებული შტატების ადმინისტრაციის საჯარო კომუნიკაციაში რუსეთში ჩატარებული არჩევნების თაობაზე. განსაკუთრებით, ჰილარი კლინტონის განცხადებაა აღსანიშნავი.
რამდენიმე კვირის წინ, ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას თქვით, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა არის ის, თუ რამდენად შეძლებს ეს ქვეყანა ერთდროულად ეკონომიკის მოდერნიზაციას და დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას. ვფიქრობ, ეს საკამათოც არაა. მაგრამ ხომ არ გახსენდებათ ობიექტური მიზეზი, ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ, რაც ამ პროცესის წარმართვას უშლის ხელს?
ვგულისხმობდი იმას, რომ საქართველოში და არა მარტო აქ, არამედ ყველგან, სადაც ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ეკონომიკის განვითარების, უმუშევრობის შემცირების პრობლემა დგას, ხელისუფლება ცდილობს პროგრესი პირველ რიგში იმ სფეროში აჩვენოს, რაც მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ. ამომრჩევლისგან ამგვარი წნეხის პირობებში, ხშირად ძნელია ცდუნებას გაუძლო და არ თქვა, რომ პარლამენტში ხანგრძლივი დებატებისთვის არ გვცალია და სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ; რომ არ გვაქვს დრო, თითოეული საკითხის უარყოფით და დადებით მხარეებზე ბევრი ვიმსჯელოთ და დისკუსიაში საზოგადოება ჩავრთოთ.
მე ვცდილობდი, მეთქვა, რომ ამგვარი მიდგომა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესს აფერხებს. საქართველოში, და არა მხოლოდ აქ, ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მათ მართავს და არა პირიქით - რომ ისინი მონაწილეობენ მართვაში.
ვფიქრობ, გარდა იმ გამოწვევების დაძლევისა, რასაც ამ რეგიონში ცხოვრება გიქმნით, სამომავლოდ, მნიშვნელოვანია გაიზარდოს იმ მოქალაქეთა ხვედრითი წილი, რომლებიც თავიანთ თავს ქვეყნის მართვის პროცესის თანამონაწილედ მიიჩნევენ ყოველდღიურად და არა მხოლოდ არჩევნების დღეს. ეს აუცილებელია ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის.
რა როლი აქვს საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში?
ჩემი აზრით, ეჭვგარეშეა, რომ მუდმივი საფრთხის შეგრძნება აფერხებს განვითარებას. შეშინებული ადამიანი კარგ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. რთულია ობიექტურად აღიქვა რეალობა, სწორად შეაფასო ამა თუ იმ თემის დადებითი და უარყოფითი მხარეები, განსაზღვრო შედეგი - როცა გეშინია. სიტუაციის ზედმეტ დრამატიზებას არ ვახდენ, მაგრამ ცხადია, რომ ხალხი კონფლიქტის განახლებას უფრთხის და ტერიტორიების სტატუსის საკითხი აშფოთებს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უშლის ქვეყნის წინსვლის გზაზე მდგარი გამოწვევების განსაზღვრისა და გადაჭრის პროცესს.
სწორედ ამიტომ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ როგორც ხელისუფლება, ისე მედია და ყველა სხვა აქტორი, ვინც ამ თემაზე საჯარო დისკუსიებში მონაწილეობს, რიტორიკამ არ გაიტაცოს და თითოეული შემთხვევა ობიექტურად გააანალიზოს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმას, თუ რა გავლენას მოახდენს ეს არსებულ სიტუაციაზე.
თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ხშირად ხელისუფლება საკმარის დროს არ უთმობს ამა თუ იმ საკითხის საჯარო განხილვას. ამასთან დაკავშირებით, ერთი წლის წინანდელი შემთხვევა მინდა გავიხსენო, როდესაც პარლამენტმა რელიგიური უმცირესობების სტატუსის საკითხი გადაწყვიტა. მაშინ, ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ერთ-ერთი საყვედური სწორედ ეს იყო - საკმარისი დრო არ დაეთმო საკითხის საჯარო განხილვას. თუმცა რთული მისახვედრი არ ყოფილა, რომ მეტ დროს ოპონენტები ქართული საზოგადოების, ამ შემთხვევაში, არცთუ ისე ლიბერალური განწყობის კონსოლიდაციისა და ამ სასარგებლო ინიციატივის დასაბლოკად გამოიყენებდნენ. ასეთ შემთხვევებში, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების გარდა, რა გზას ხედავთ?
ეს ძალიან კარგი კითხვაა. სწორი მაგალითია იმის შესამჩნევად, რომ ხანდახან, იდეალურ პროცესსა და კეთილ მიზანს შორის კონფლიქტი წარმოიქმნება. როგორც მაშინ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული ნაბიჯი იყო იმ კონფესიების ლეგიტიმურობის აღიარების მიმართულებით, რომელსაც ამ ქვეყნის ბევრი მოქალაქე წარმოადგენს.
ვფიქრობ, რთულია პროცესი ისე წარმართო, რომ ლეგიტიმური საჯარო დისკუსია უზრუნველყო და ისიც მოახერხო, რომ სიტუაცია არ გამწვავდეს და ძალადობას არ შეექმნას ნიადაგი. ჩემი აზრით, ეს ქართული დემოკრატიული კულტურის ევოლუციამ უნდა მოიტანოს. მგონია, რომ კულტურის ევოლუციის შედეგად ამა თუ იმ საკანონმდებლო ცვლილების ან, ზოგადად, პოლიტიკის მიმართულებაზე დისკუსიისას, ოპონენტები გააცნობიერებენ თავიანთ ვალდებულებას, პატივი სცენ მოწინააღმდეგის აზრს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არ იზიარებენ და ძალადობისკენ არავის მოუწოდონ.
კიდევ ერთი კარგი მაგალითია ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენები გეი აქტივისტთა ღონისძიებასთან დაკავშირებით - შენ შეიძლება არ დაეთანხმო იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი უფლებების ადვოკატირების მიზნით ქუჩაში გამოდიან, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა, მაგრამ ჩემი და, ზოგადად, ჩვენი [ამერიკული] გადმოსახედიდან, ყოვლად დაუშვებელია ძალადობისკენ მოწოდება, მათი გამოხატვის უფლების ჩახშობა, ან ნებისმიერი სხვა უფლების შეზღუდვა, რაც საზოგადოების ყველა სრულუფლებიან წევრს აქვს.
თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდე - სად არის ბალანსი? ვფიქრობ, ეს თავად საკითხზეა დამოკიდებული. მე იმედი გამიცრუა საზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ამ დემოკრატიული ნაბიჯის ფართო შეფასებას ამჯობინა, ყურადღება მხოლოდ იმ დეტალზე გაემახვილებინა, თუ როგორ მიიღო პარლამენტმა ეს საკანონმდებლო ცვლილება.
ფული და პოლიტიკა - ეს თემა საქართველოში ძალიან გაცხელდა. ამერიკას კამპანიის დაფინანსების რეგულირების უფრო დიდი ისტორია აქვს. თქვენი გადმოსახედიდან, რა კავშირია ფულსა და პოლიტიკას შორის?
ამერიკაში ამაზე დღესაც დავობენ. ბევრი ფიქრობს, რომ პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება სიტყვის თავისუფლების ნაწილია. ასე გადაწყვიტა ჩვენმა უმაღლესმა სასამართლომაც. ბევრი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ დაურეგულირებელ ფინანსებს ძირგამომთხრელი ეფექტი აქვს პოლიტიკურ დებატზე.
მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ყველა საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს კონტექსტის გათვალისწინებით. ამავდროულად, ვფიქრობ, მთავრობა უფლებამოსილია იზრუნოს იმაზე, რომ რომელიმე ინდივიდმა, ორგანიზაციამ ან ხალხის მცირე ჯგუფმა დისპროპორციულად დიდი გავლენა არ იქონიოს პოლიტიკურ პროცესსა და არჩევნების შედეგზე, მხოლოდ მისი საბანკო ანგარიშის მოცულობის წყალობით.
საქართველოს შემთხვევაში, ვფიქრობ, მთავარი სირთულე ისაა, რომ სრულიად განსხვავებული სისტემიდან, დღევანდელ, საკმაოდ მკაცრად რეგულირებულ სისტემაზე გადახვედით ძალიან სწრაფად. ამიტომ მნიშვნელოვანია, ახალი სისტემა ისე დაინერგოს და განხორციელდეს, რომ ის პოლიტიკური პროცესის უსამართლო და დისპროპორციული შეზღუდვის იარაღად არ იქცეს კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის წინააღმდეგ და არ ჩააბეტონოს ის უპირატესობები, რაც ისედაც გააჩნია მმართველ პარტიას.
ატლანტიკურ საბჭოში თქვენს გამოსვლას დავუბრუნდები. იქ აღნიშნეთ, რომ საქართველოში ვიღაცის მოსაზრებების და რწმენის მისტიფიცირება უფრო მიღებულია, ვიდრე ფაქტებზე დამყარებული დისკუსია. შეგიძლიათ განავრცოთ?
ეს დიდი ხანია მაფიქრებს. ხშირად მისაუბრია როგორც თქვენთან, ისე სხვებთან ჟურნალისტების, მედიის და, ზოგადად, იმ დისკუსიის ხარისხზე, რაზეც ქართულ საზოგადოებას მიუწვდება ხელი მედიის საშუალებით. მანცვიფრებს, თუ რამდენად აღემატება მოსაზრებების რაოდენობა ფაქტებს. ძალიან მცირე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უამრავი მკაცრი შეფასება კეთდება. ვფიქრობ, მოქალაქეებს არ მიეწოდებათ საკმარისი ფაქტობრივი მასალა იმისთვის, რომ დასკვნები თავად გამოიტანონ.
როდესაც ატლანტიკურ საბჭოში ამ თემაზე ვისაუბრე, გარკვეულწილად ვეხმაურებოდი იმ ადამიანებს, როგორც მთავრობაში, ისე მის გარეთ, რომელთაც არაერთხელ გამოუთქვამთ ჩემთან მოსაზრება, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მთავარი გამოწვევა კონკურენტუნარიანი მოქალაქეების გაზრდაა გლობალური ეკონომიკის პირობებში. ამისთვის მათ კრიტიკული აზროვნება უნდა განუვითარდეთ. ადამიანები დასკვნამდე ფაქტების ანალიზის შედეგად უნდა მივიდნენ და არა ყურმოკრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მისტიფიცირებაზე რადგან ვსაუბრობთ, ერთ უცნაურ შეკითხვას დაგისვამთ - ამერიკას და მის ელჩებს საზოგადოების რაღაც ჯგუფი ყოვლისშემძლე მბრძანებლებად წარმოაჩენს ხოლმე. მუდმივად გვესმის, რომ რევოლუცია საქართველოში ამერიკამ მოაწყო, რომ მან მოიყვანა სააკაშვილი და მანვე უნდა წაიყვანოს. ხუმრობის გარეშე რომ ვთქვა, უამრავ ადამიანს, მათ შორის პოლიტიკოსს, ჰგონია, რომ საქართველოში რაც ხდება, ის ამერიკაში წყდება. ბუნებრივია, ეს ხმები თქვენამდეც აღწევს. რას ფიქრობთ ხოლმე ამ დროს?
ვფიქრობ, ეს საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის გამოძახილია. იმის გამო, რომ ქვეყანა ხშირად იყო დაპყრობილი, მისი ბედი სხვაგან წყდებოდა. ალბათ ამიტომაა, რომ ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს.
ცხადია, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა რადიკალურად განსხვავდება ყველა იმ ქვეყანასთან ურთიერთობისგან, რომელთა გავლენის ქვეშაც საქართველო ექცეოდა ხოლმე წარსულში. უპირველესად იმიტომ, რომ ეს პარტნიორობაა, პირველ რიგში ორ ხელისუფლებას და შემდეგ, ორ ქვეყანას შორის.
ჩვენ გაძლევთ რჩევას და გეხმარებით, როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკურად იმაში, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ. მაგრამ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ამ ქვეყანაში რა მოხდება, ქართველი ხალხის ნებაა.
ასე რომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვაშინგტონში ვსხედვართ და საქართველოს პოლიტიკური განვითარების შემდგომი ეტაპის ინჟინერიით ვართ დაკავებულნი, ცდება.
ატლანტიკურ საბჭოში გამოთქვით შიში, რომ შესაძლოა, საარჩევნო კამპანიისას, ზოგიერთი ეთნიკური და რელიგიური შოვინიზმის გამოყენებას არ მოერიდოს. ზუსტად რას გულისხმობთ და თუ გისაუბრიათ ამ საკითხზე იმ ძალებთან, ვისაც ეს ეხება?
ჯერ კითხვის მეორე ნაწილზე გიპასუხებთ. შეერთებულ შტატებს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მისი წარმომადგენლები რასაც დახურულ კარს მიღმა ამბობენ, ჰარმონიაშია მათ საჯარო განცხადებებთან. დეტალებში შესვლის გარეშე გეტყვით, რომ ვსაუბრობთ.
ახლა დასაწყისს მივუბრუნდები - დავა იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ცვლილება, მოვლენა თუ ეკონომიკური საქმიანობა ქართულ ტრადიციებს, ლეგიტიმურია. მაგრამ ვიმედოვნებ, ეს არ გადაიზრდება პოლიტიკური აქტორების მხრიდან კამათში იმის შესახებ, რომ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებელი უნდა იყოს. რასაკვირველია, ეს ორი, ძალიან მნიშვნელოვანი განზომილებაა ამ საზოგადოებისთვის. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მართლმადიდებელ ეკლესიას და მის როლს. მაგრამ ისიც ცხადია, რომ საქართველოში ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილების ადამიანი ცხოვრობს.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ თანამედროვე სამყაროში მოქალაქეობა უფრო მეტია, ვიდრე ეთნიკური წარმომავლობა და რწმენა.
ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის წევრები საქართველოში სტუმრობისას ხშირად ამახვილებენ ყურადღებას შრომით კანონმდებლობასა და პროფესიულ კავშირებზე. ხანდახან გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართულ საზოგადოებას მოუწოდებთ იმისკენ, რაც ამერიკულს არ აქვს გათავისებული, თუნდაც ვისკონსინის შემთხვევა რომ გავიხსენოთ...
ჩვენ კონკრეტულ პროფკავშირზე არ ვზრუნავთ. ჩვენ ძირითადი შრომითი უფლებები გვაინტერესებს. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ საქართველოს დასაქმებულთა დასაცავად საბაზისო მექანიზმები არ შეუმუშავებია. ის, რაც თითქმის ყველა სხვა ქვეყანაშია მიღებული. ვფიქრობთ, დასაქმებულს უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდეს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი, ისევე როგორც შეეძლოს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, ან მოსთხოვოს დამსაქმებელს უკეთესი პირობები და ამ მიზნით სხვა თანამშრომლებთან კოორდინაცია გასწიოს ისე, რომ სამსახურის დაკარგვის არ ეშინოდეს.
მართალია, საქართველოს შრომის კოდექსი ცხადად კრძალავს სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ორგანიზების გამო სამსახურიდან დათხოვნას, მაგრამ ამავდროულად, უფლებას აძლევს დამსაქმებელს, ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვოს თანამშრომელი გარკვეული კომპენსაციის გადახდის შემდეგ, როცა მოესურვება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ორი ნორმა ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
ასე რომ, რეალურად, ჩვენ შრომის ძირითადი სტანდარტები გვაღელვებს და არა დეტალური რეგულაციები, რომელიც ამა თუ იმ ქართულ პროფკავშირს უკავშირდება.
ანუ იმ მოსაზრებას, რომ ლიბერალური შრომითი რეგულაციები უმუშევრობის დაძლევას უწყობს ხელს, მისაღებად არ მიიჩნევთ?
ვფიქრობ, ეს ყალბი არგუმენტია. მგონია, რომ პერსპექტივაში, საქართველოს არ უნდა აინტერესებდეს ისეთი დამქირავებლები, ვისაც ეს ქვეყანა პირველ რიგში იმით იზიდავს, რომ აქ შრომა არ რეგულირდება. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ეს უარყოფით გავლენას ახდენს ხელისუფლებაზეც, იმიტომ რომ ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა მას აკისრია. მაგალითისთვის, მაღაროების უსაფრთხოების საკითხი უამრავ ქვეყანას აწუხებს. არავის უხარია, როცა ავარია ხდება. ვფიქრობ, რომ როდესაც მაღაროელები იკრიბებიან და უფროსთან უსაფრთხოებაზე დალაპარაკება სურთ, მათ ეს სამსახურის დაკარგვის შიშის გარეშე უნდა შეძლონ.
თქვენ ხშირად გამოთქვამთ იმედს, რომ მიმდინარე არჩევნები იმ საკითხებს შეეხება, რაც ამომრჩეველს აწუხებს და არა იმაზე დავას, თუ რამდენად ლეგიტიმურია საარჩევნო პროცესი. რა უდევს ამ იმედს საფუძვლად? დღეს ჩაატარეთ პრესკონფერენცია და გამოაცხადეთ, რომ შეერთებული შტატები ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს დააფინანსებს მომავალ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ამ ორგანიზაციებს ხელისუფლების მთავარი ოპონენტი, ბიძინა ივანიშვილი, ვანო მერაბიშვილის მორჩილებაში ადანაშაულებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური კოალიცია ცოტა ხნის წინ, ამ ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარების შეწყვეტას ითხოვდა. როგორ წარმოგიდგენიათ ჯანსაღი პროცესი ამ პირობებში?
ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ პარტიები შემდეგი სამთვე-ნახევარი იმ პრობლემებზე საუბარს დაუთმონ, რაც ხალხს აწუხებს და წარმოადგინონ საკუთარი ხედვა, თუ როგორ ფიქრობენ ისინი ამ პრობლემების დაძლევას და რა შეძლო ან ვერ შეძლო ხელისუფლებამ.
ყველა საარჩევნო სისტემა შეიძლება დაიხვეწოს და გამოსწორდეს. ჩვენ ჩვენსაზე დღემდე ვმუშაობთ.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი კოდექსი წინას ბევრად სჯობია. ჩვენ მეტი ცვლილების ხილვა გვსურდა. მაგრამ რაც არის, ისიც აძლევს მოთამაშეებს შეჯიბრის შესაძლებლობას.
არის ცალკეული ინციდენტები, როდესაც ადამიანები ლეგიტიმურად ამტკიცებენ, რომ მათ ხელი ეშლებათ შეკრებაში, ანაც სამართალდამცავები, ან სხვა პარტიის აქტივისტები ავიწროებენ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინციდენტები იქნება, ვიმედოვნებ ბევრი არა, მაგრამ იქნება. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ინციდენტები პერსპექტივაში მოექცეს და ზოგადი გარემოს კონტექსტში გაანალიზდეს. მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირება კონკრეტულ საკითხებზე და ამ საკითხების განსხვავებულ ხედვებზე მოხდეს, და ეს არჩევნები არ იქცეს სისტემის რეფერენდუმად.
ყველაზე მკვეთრი, თუმცა არა აუცილებლად პოზიტიური, მოგონება, რაც საქართველოში ყოფნას უკავშირდება.
ვფიქრობ, ამ კითხვის დასმა ცოტა ადრეა, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ ვაანალიზებ აქ გატარებულ დროს. ჩემს შემთხვევაში, საქმიდან გამომდინარე, ყველაფერი ხალხთან მიდის. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე იმ ადამიანებმა მოახდინეს, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა - დაწყებული პრეზიდენტით. მაგრამ არანაკლები მოგონებები მაკავშირებს იმ ხალხთან, ვისაც უშგულში, ხაიშში და სხვანეთის სხვა ნაწილებში შევხვდი მოგზაურობისას. ხშირად ვფიქრობ იმ სტუდენტებზე და მოსწავლეებზე, რომელთაც ხშირად ვხდები, როდესაც სამოქალაქო განათლების კლუბებს ვსტუმრობ. მიხარია, რომ ბევრი მათ შორის ისეთია, თავის გარშემო რაღაცის შეცვლა რომ სურს.
ეს ახალგაზრდები ოპტიმიზმით მავსებენ და, როგორც ატლანტიკურ საბჭოში ვთქვი, მე მართლა მჯერა, რომ ამ ქვეყანაში მენტალური რევოლუცია ხდება და ვფიქრობ, ეს მომავალი წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
![]() |
3 ამას გულწრფელად ამ ბობთ, ბატო ნოგია? |
▲ზევით დაბრუნება |
გია ნოდია|სვეტი
სატელევიზიო პოლიტიკური დისკუსიების ხშირი და სტაჟიანი მონაწილე ვარ. მეგობრები ხანდახან მეუბნებიან, რად გინდა ამაზე დროის ხარჯვაო (ანუ მიმანიშნებენ, „თავს ხომ არ იბანძებო“). ვაღიარებ, რომ ამ პაექრობების ინტელექტუალური დონე ხშირად არ მაკმაყოფილებს. მაგრამ მაინც მწამს, რომ კამათი საზოგადოებაში აუცილებელია, ხოლო რაც შეეხება ხარისხს - რაც რესურსი გვაქვს, იმას „ვქაჩავთ“.
ამ დისკუსიებში, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრულ როლს მაკუთვნებენ: „პრომთავრობული ექსპერტის“, რომელსაც მთავრობის კრიტიკით ცნობილ ოპონენტს უსვამენ. ასეთი ვიწრო ამპლუა არ მომწონს - იქნებ დღეს მეც ხელისუფლების კრიტიკის ხასიათზე ვარ? მაგრამ სატელევიზიო დებატების ჟანრს თავისი კანონები აქვს და მეც თამაშის წესებს ვემორჩილები.
მაგრამ მიუხედავად ხანგრძლივი სტაჟისა, რაღაცებს მაინც ვერ მივეჩვიე. მაგალითად, ასეთ რეპლიკებს: „როგორ, ბატონო გია, თქვენ ამას გულწრფელად ამბობთ?“, ან „ძალიან გთხოვთ, ამ კითხვაზე (მაინც) გულწრფელად გამეცით პასუხი...“ სწორედ ამაზე მინდა დავწერო.
ასეთი რამის მთქმელი შეიძლება თვითონაც ვერ ამჩნევდეს, რომ შეურაცხყოფას გაყენებს. ისიც ვიცი, რომ ჩვენს დისკუსიებში პირადი შეურაცხყოფაც მიღებულია და ოპონენტისთვის თავზე წყლის გადასხმაც, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა: აქ პრობლემა ისაა, რომ მთქმელს თავისი ნათქვამი შეურაცხყოფად არ მიაჩნია და არც ის ესმის, რომ ამით თვით დისკუსიას უკარგავს აზრს. ვეცდები განვმარტო, სახელდობრ რაში ვხედავ, ერთი მხრივ, შეურაცხყოფას და, მეორე მხრივ, დისკუსიის უაზრობას. ვისთვისაც ეს ისედაც ცხადია, ბოდიშს ვუხდი: კითხვას ნუღარ გააგრძელებთ.
შეურაცხყოფა მდგომარეობს იმაში, რომ მოწინააღმდეგეს ეუბნები, მატყუარა ხარო. იგულისხმება: ადამიანი იმიტომ კი არ ამბობს, რასაც ამბობს, რომ ასე ფიქრობს, არამედ იმიტომ, რომ ასე ლაპარაკი ევალება (ვიღაცის „დაკვეთას” ასრულებს). თუმცა, არაპირდაპირ, შეურაცხყოფის ბუმერანგი შემკითხველსაც ხვდება: თუ სხვაზე ასე ფიქრობ, თავად შენი გულწრფელობა რატომ უნდა იწამოს ვინმემ?
მეორე მხრივ, თუ წინასწარ დაუშვი, რომ ოპონენტი ვიღაცის მარიონეტია, რა ღირებულება აქვს მასთან კამათს? რას შეიძლება მიაღწიო? „დააჩმორო“? დასცინო? რაღაც წამოაცდენინო, რის თქმასაც არ აპირებდა?
ჩვენი პრობლემა ის კი არაა, რაზეც დემოკრატიის პროფესიონალი ქომაგები მოთქვამენ - რომ საჯარო დისკუსია ცოტაა (განსაკუთრებით „ნაციონალურ არხებზე“). მე რომ მკითხო, ასეთი გადაცემა გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე საინტერესო მსჯელობის რესურსი. მეტიც: ის, რასაც ჩვეულებრივ „დისკუსიას“ ვეძახით, უმეტეს შემთხვევაში ამ სახელს არ იმსახურებს. ეს უფრო სპორტია, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთმა წამყვანმა პოლემისტმა, თავის დროზე, სრულიად სამართლიანად შეადარა მამლების საჩვენებელ ჩხუბს. აზრები, პოზიციები, არგუმენტები ამ დროს არავის აინტერესებს.
ხოლო სადაც დისკუსია, ანუ აზრთა დაპირისპირება, შეუძლებელია, იქ დემოკრატიაც ვერ იქნება. ან კი იქნება, მაგრამ ხეიბარი, ცალმხრივი, ზედსართავიანი, უფრო უცხოელების ხათრით რომ არსებობს და არა იმიტომ, რომ კარგია.
იმას არ ვამბობ, რომ კარგ დემოკრატიებში მატყუარები არა ჰყავთ და ყველა სრულყოფილად „გულწრფელია“. მაგრამ ტყუილის თქმა სერიოზულ დანაშაულად ითვლება, ხოლო მისი დაბრალება - მომაკვდინებელ შეურაცხყოფად. ამიტომ, ასეთ ბრალდებას უტყუარი საბუთის გარეშე არავინ აკეთებს.
რატომ არის ჩვენში საქმე სხვაგვარად? მე ვხედავ ორ წანამძღვარს, რომელიც ღრმად არის გამჯდარი ადამიანების ცნობიერებაში. პირველი: ადამიანები ზოგადად (არა მხოლოდ პოლიტიკოსები) იმისთვის კი არ ლაპარაკობენ, რომ თავიანთი აზრი გამოთქვან, არამედ იმისთვის, რომ ის დამალონ, ანუ მოგატყუონ. მახსოვს, გერმანიიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქართველი როგორ ამბობდა სიამაყით, გერმანელებზე ჭკვიანები ვართო. რომ დავინტერესდი კონკრეტული ინდიკატორით, რითაც გერმანელებს ვჯობივართ, მზა პასუხი ჰქონდა: მე გაცილებით ადვილად მოვატყუებ გერმანელს, ვიდრე ის მეო.
სიმართლის თქმა ნორმა კი არ არის, არამედ სპეციალური პრივილეგია, გამონაკლისი, შეიძლება სისუსტეც. მეორე ადამიანისგან სიმართლეს არ უნდა ელოდე, მაგრამ ხანდახან ის შეიძლება გამოკრთეს, როგორც ღმერთის სპეციალური წყალობა. „გულწრფელი“ ადამიანი ლამის გმირია, ხოლო მისი გულწრფელობისა უბრალოდ გწამს, როგორც იმისა, რომ ღმერთი სამერთიანია. გულწრფელობა იმდენად უნიკალური თვისებაა, რომ საკმაოდ სერიოზულმა ადამიანმა შეიძლება თქვას: მავანი და მავანი იმსახურებს პრემიერმინისტრის თანამდებობას, რამეთუ გულწრფელია.
პირიქით, ტყუილის თქმა, არაგულწრფელობა ცოდვა სულაც არაა: ყველანი ეგრე არა ვართ? რატომ უნდა გეწყინოს, როცა ასეთ რამეს დაგაბრალებენ?
მეორე დიდი პრობლემაც არსებობს: რომ დაიჯერო, რომ მეორე ადამიანს მართლა შენგან განსხვავებული აზრი აქვს, ზოგადად შესაძლებლად უნდა მიგაჩნდეს, რომ პატიოსანი და ჭკვიანი ადამიანები შეიძლება ერთსა და იმავე საკითხზე არ თანხმდებოდნენ. ამის დაშვება კი ძალიან ძნელია: „როგორ, კაცო, ეს ხომ ასეა, ამაზე როგორ ამბობ, ასე არ არისო? ამას გულწრფელად ვერ იტყვი, ესე იგი, იტყუები“.
არ არსებობს განსხვავებული აზრები, არსებობს მხოლოდ განსხვავებული ტყუილები, რომლებიც სხვადასხვა „მხარეს“ აძლევს ხელს. ადამიანები განსხვავდებიან არა შეხედულებებით, არამედ იმით, „ვისები“ არიან. ხოლო „ვიღაცისები“ არიან კონკრეტული მიზეზის გამო: ეს ან გამორჩენაა, ან პირადი ახლობლობა (აბა, მეტი რა უნდა იყოს?).
იმის დაშვება, რომ სხვას გულწრფელად აქვს შენგან საპირისპირო აზრი ისეთ საკითხზე, რაზეც შენ სრულიად დარწმუნებული ხარ, ადამიანისთვის მართლა ძნელია. შეთქმულების თეორიები გაცილებით ადვილი დასაჯერებელია, შესაბამისად - მოსახერხებელიც. ევროპა საუკუნეების განმავლობაში მიდიოდა იმის დაშვებამდე, რომ განსხვავებული მრწამსის მატარებელი (რელიგიურის, ფილოსოფიურის, პოლიტიკურის, არა აქვს მნიშვნელობა) შეიძლება თან პატიოსანი იყოს და თან ჭკვიანი. მაგრამ თუ ამის დაჯერება ვერ შეძელი, თავისუფალი საზოგადოება არასოდეს გექნება.
![]() |
4 ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ავტორი: ავთო ქორიძე
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობა ეუთოს ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია. ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციამ, რომელმაც 29 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ქალთა ჩართულობა წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთ საყურადღებო საკითხად მონიშნა. განცხადებაში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მიერ მიღებული კანონი, რომელმაც პარტიები ქალი კანდიდატების წარდგენაში უნდა წაახალისოს, თუმცა სკეპტიციზმია გამოხატული ამ კანონის შედეგებთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტი არაპროპორციულად წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობას: მოსახლეობის 59%25 ქალია, მაშინ როდესაც ქალთა ხვედრითი წილი პარლამენტში 6%25-ია და 150-დან მხოლოდ 9 ქალი დეპუტატი გვყავს. აღსანიშნავია, რომ ამ 9 დეპუტატიდან 8 მმართველ ნაციონალურ პარტიას წარმოადგენს, ერთი კი - ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას. ყველა პარლამენტარი ქალი, რუსუდან კერვალიშვილის გამოკლებით, პარტიული სიით არის არჩეული. კერვალიშვილი სამგორის მაჟორიტარი დეპუტატია.
ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა წარმომადგენლობითობის ხარისხი, უკანასკნელ პერიოდში, სულ უფრო მცირდება. თუ 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დეპუტატთა 9.4%25 იყო ქალი, 2008 წელს იმავე მაჩვენებელმა 6%25-მდე დაიწია. არსებობს მოსაზრება, რომ კლების მთავარი მიზეზი საპარლამენტო მანდატების შემცირება იყო, რის გამოც პარტიებმა ქალი კანდიდატები საარჩევნო სიებში ქვედა პოზიციებზე დაასახელეს.
მსგავსი მდგომარეობა აღინიშნა მუნიციპალურ დონეზეც. ადგილობრივ არჩევნებში 1998 წელს გამარჯვებულ კანდიდატთა მხოლოდ 14%25 იყო ქალი, 2002-ში - 12%25. 2006 წლისთვის ყველა ქალაქის მერი და გამგებელი მამაკაცი იყო, საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში ქალთა რაოდენობა კი - მხოლოდ 5.5%25. თუმცა, 2006 წლის შემდეგ, საკრებულოში ქალთა რაოდენობა 11.6%25-მდე გაიზარდა.
გასული წლის ბოლოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მოქალაქეთა პოლიტიკური კავშირების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა: პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საარჩევნო სიაში ქალ კანდიდატთა რაოდენობას გაზრდიან, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ წახალისებას მიიღებენ. სიის ყოველ 10 კანდიდატს შორის 2 ქალის დასახელების შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსების სახით პარტია დამატებით 10%25-ს მიიღებს. ქალთა ჩართულობის გაზრდაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა კანონში შეტანილი ცვლილება პოზიტიურად შეაფასა. მიუხედავად კანონის პოზიტიურობისა, NDI-ის დელეგაციამ წლევანდელი არჩევნების საშუალებით ქალთა ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გამოხატა.
2008 წლის არჩევნებზე წარდგენილ 193-კანდიდატიან სიაში ნაციონალურ მოძრაობას 15 ქალი ჰყავდა (პირველ 50 კანდიდატში 5, პირველ ათში - 1), გაერთიანებულ ოპოზიციას 164-წევრიან სიაში 26 ქალი (პირველ 50 კანდიდატში 10, პირველ 10-ში - 1), რესპუბლიკურ პარტიას 150-კანდიდატიან სიაში 32 ქალი (პირველ 50 კანდიდატში 11, პირველ 10-ში - 1), ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას 177-კანდიდატიან სიაში 44 ქალი (პირველ 50-ში 7, პირველ 10-ში - 1). ყველაზე მცირე რაოდენობით ქალები მმართველი პარტიის სიაში მოხვდნენ: 7.8%25, ყველაზე მეტი კი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სიაში: 24%25. თუმცა სიის პირველ ათეულში, ყველა პარტიის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ქალი მოხვდა.
პარტიებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიები ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა, ამ მომენტისთვის ქართულმა ოცნებამ დაასახელა ქალი მაჟორიტარი კანდიდატები: თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია და ელისო ჩაფიძე. სავარაუდოდ, მაჟორიტარი ქალი კანდიდატი ეყოლება ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასაც - ინგა გრიგოლია.
ზოგადად, საზოგადოებრივი აზრი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობაზე დადებითია. NDI-ის მიერ 2012 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პარლამენტარის არჩევისას არცერთი გამოკითხული არ აქცევს ყურადღებას მის სქესს. ამასთანავე, გამოკითხულთა 51%25 თვლის, რომ მამაკაცები და ქალები ერთნაირად ეფექტურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს საჯარო სამსახურში (26%25 მიიჩნევს, რომ მამაკაცები უკეთ ასრულებენ, 15%25 კი ქალებს უფრო ეფექტურად ასახელებს).
მოსახლეობის 65%25 ქალ კანდიდატს ხმას მისცემდა, თუ ის ყველა სხვა აუცილებელ პირობას აკმაყოფილებს. 22%25 აცხადებს, რომ ქალს მხარს არ დაუჭერდა. ამასთანავე, მოსახლეობის 51%25-ის აზრით, ქალთა რაოდენობა დღევანდელ პარლამენტში საკმარისი არ არის, 32%25 კი თვლის, რომ საკმარისია. მოსახლეობის ასეთი დადებითი დამოკიდებულების პირობებში ქალთა ჩართულობა სახელმწიფოს დახმარების გარეშეც ადვილად გაიზრდება. რამდენად წარმატებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან ამის წახალისება, მომავალი არჩევნები გვაჩვენებს, თუმცა, როგორც ჩანს, NDI-ის მისიაც იზიარებს აზრს, რომ ქალთა ჩართულობის ზრდაზე კულტურულ ასპექტებს უფრო დიდი გავლენა აქვთ, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან წახალისებას.
![]() |
5 შობადობის ქართული ტენდენციები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ავტორი: ნინო მაჭარაშვილი
შობადობის მატება დადებითი მოვლენაა. ის სასარგებლოა ეკონომიკისთვის, რადგან გაზრდილი მოსახლეობა ბაზარს ახალი იდეებითა და ადამიანური რესურსით ამარაგებს. ეს მაშინ, თუ მატება ბუნებრივად ხდება და არა ხელოვნური სტიმულირებით - დემოგრაფიული ძვრები ეკონომიკურ და სხვა ღრმა პროცესებს უკავშირდება, ამიტომ, სახელმწიფოს მიერ წახალისებას ეფექტი არ აქვს, ან ეს ეფექტი ერთჯერადია.
ზოგი წუხს, რომ საქართველოს დემოგრაფიას ემიგრანტების მხრიდან საფრთხე ემუქრება. ამის ერთ-ერთი უკანასკნელი მაგალითია მოარული ხმები ქუთაისში ჩინელების „ჩასახლების“ შესახებ, რასაც, ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების აზრით, ჩინური შობადობის ბუმი უნდა მოჰყვეს, მათი „გამრავლების კოეფიციენტის გათვალისწინებით“. თუმცა ჩინელების გამრავლების მაჩვენებლის შესახებ წარმოდგენა მითიურია: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩინეთში, ისევე როგორც საქართველოში, ეს კოეფიციენტი 1.6-ია. თუ უსაგნო შიშებს შევეშვებით, ვნახავთ, რომ საქართველოში უკანასკნელ წლებში შობადობის კოეფიციენტი გაიზარდა - ახალდაბადებული ბავშვების რიცხვმა თანაბრად მოიმატა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო ათი წლის მონაცემებით, შობადობის კოეფიციენტი (1000 კაცზე) 2001 წლის მაჩვენებლიდან, ანუ 10.9-დან, 2011 წლისთვის 12.2-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი, 14.0-ზე მეტი, ეს მაჩვენებელი 2009-2010 წლებში იყო. შარშან კი 12.9-მდე ჩამოვიდა.
ოფიციალური მონაცემების გარდა, ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა 2005-2010 წლების რეპროდიუქციული ჯანმრთელობის კვლევაშიც. მისი მიხედვით, ამ ხუთი წლის მანძილზე, შობადობა 25%25-ით გაიზარდა. 2009 წელს შობადობის კოეფიციენტმა ერთ ქალზე უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელი - 2.0 შეადგინა, რაც, დემოგრაფების მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისთვის საკმარისია.
საინტერესოა, როგორ ასახავს საქართველოს დემოგრაფიული პროცესები ჩვენს კონტინენტზე არსებულ ტენდენციებს. ასევე, ამ ძვრების კავშირი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ მაჩვენებლებთან.
არსებობს მოსაზრება, რომ განვითარებული ეკონომიკა შობადობის ზრდას არ განაპირობებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში შობადობის კოეფიციენტი უფრო დაბალია, ვიდრე განვითარებადში - დასაქმებულ ადამიანებს ნაკლები მოტივაცია აქვთ, მეტი შვილი გააჩინონ და ურჩევნიათ, მეტი რესურსი და „ინვესტიცია” ჩადონ ნაკლებ შვილში.
ამასთან, ევროპის უახლესი გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკური არასტაბილურობა პირდაპირპროპორციულად აისახება შობადობის დაბალ მაჩვენებელზე - ევროპაში 2000 წელს დაწყებული ბუნებრივი მატების ციკლი დასრულდა და 2008 წლიდან შობადობის მაჩვენებელმა კლება დაიწყო.
ცოტა ხნის წინ ჟურნალმა The Economist გამოაქვეყნა სტატია, სადაც ევროპის დემოგრაფიული მდგომარეობაა გაანალიზებული. იმ 15 ევროპული ქვეყნიდან, რომელმაც წელს შობადობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, 11-ში კლების ტენდენციაა. როგორც ჩანს, 2008 წელს დაწყებულმა რეცესიამ განვითარებულ ქვეყნებში მიგრაციის, ქორწინებებისა და დაბადებული ბავშვების რიცხვის შემცირება გამოიწვია - შესაბამისად, ეკონომიკურ კრიზისს თან დემოგრაფიულიც დაერთო.
ეკონომიკური დაღმასვლის კავშირი დემოგრაფიულ დაღმასვლასთან ეხმიანება ადამ სმიტის თეორიას, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური არასტაბილურობა შობადობისთვის ცუდია. მეორე მხრივ, ის უარყოფს საწინააღმდეგო მოსაზრებას, რომ რეცესიის დროს, პირიქით, უმუშევარ ქალებს მეტი დრო და სტიმული აქვთ ბავშვების გასაჩენად, რაც თავის დროზე სხვადასხვა მოსაზრებებით გადადეს.
ევროპის შემთხვევაში ამას თავისი ახსნა აქვს: სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკა ადასტურებს, რომ ახალგაზრდა წყვილებს ურჩევნიათ, ჯერ ფინანსურად მოძლიერდნენ და ოჯახური ცხოვრება მერე წამოიწყონ. ამიტომ, ბუნებრივია, უმუშევრობის დონე ოჯახების შექმნაზე და, შესაბამისად, შობადობის მაჩვენებელზეც მოქმედებს.
საქართველოში ასეთი ტენდენცია არ იკვეთება, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელ წლებში.
თუ ბოლო 6 წლის ოფიციალურ მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენთან ყველაზე მეტი ოჯახი სწორედ იმ წლებში შეიქმნა, როდესაც უმუშევრობის დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა პერიოდში. 2008, 2009 და 2010 წლებში ქორწინების კოეფიციენტი (1000 კაცზე) 7-დან 8-მდე მერყეობდა. შედარებისთვის, 2001 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.0 იყო. იმავე 2009 და 2010 წლებში უმუშევრობის დონემ 16-17%25-ს მიაღწია. 2011-ში კი უმუშევრობის მცირედით დაკლებას (16.3%25), ქორწინებების რიცხვის ზრდა არ მოჰყოლია. სწორედ ამ დროს იყო ყველაზე მაღალი შობადობის კოეფიციენტიც (14-ზე მეტი).
ბუნებრივია, რამდენიმე წელიწადი არც ისე ბევრია დემოგრაფიული ცვლილებების შესაფასებლად, თუმცა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ევროპული ტენდენცია არ მეორდება - უმუშევრობის მაჩვენებელი ქორწინებების რიცხვზე პირდაპირ არ აისახება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში, სტატისტიკურად, დასაქმებულები 30 წელს ზემოთ ადამიანებში უფრო მეტია, ხოლო უმრავლესობა (როგორც ქალები, ასევე მამაკაცები) ოჯახს 20-29 წლის ასაკში ქმნის. ბუნებრივია, სრულფასოვანი ანალიზისთვის მრავალი სხვა ფაქტორის გათვალისწინებაცაა საჭირო, თუმცა ეს მონაცემები მაინც გვაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მყარ ფინანსურ მდგომარეობას ნაკლებად ელოდებიან ოჯახის შესაქმნელად.
საინტერესოა ისიც, თუ რა ასაკში აჩენენ ქალები ბავშვებს: ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ქართველი ქალებისთვის 20-24 წელია. რიგითობით, მეორე ადგილზე 25-29 წლის ჯგუფია. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენმა გადადო და რამდენი აპირებს მომავალში ბავშვის გაჩენას.
ზოგადად, შობადობამ სხვადასხვა მიზეზით შეიძლება დაიკლოს - მაგალითად, წყვილმა გადაწყვიტოს, რომ ნაკლები ბავშვი ჰყავდეს, ან უბრალოდ, გადადოს ბავშვის გაჩენა. ორივე ეს გადაწყვეტილება რაღაც ეტაპზე შობადობის დონეს ამცირებს, თუმცა, მეორე შემთხვევაში, „გადადებული“ ბავშვების ამქვეყნად მოვლინების შემდეგ, ეს მაჩვენებელი ისევ იმატებს.
Economist-ი გვთავაზობს ამერიკული think-tank-ის, Population Council-ის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანალიზს, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპაში სწორედ ეს ხდება: 2000-დან 2008 წლამდე ის ბავშვები გაჩნდნენ, რომელთა დაბადება თავის დროზე გადადეს. ახლა მშობიარობებმა იკლო და დღეს გადადებული შვილები მოგვიანებით აამაღლებენ შობადობის მაჩვენებელს.
რაც შეეხება საქართველოს, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მონაცემებით, ქორწინებაში მყოფი ქალების მხოლოდ 35%25 აცხადებს, რომ მეტი შვილის ყოლა სურს. ამასთან, ბოლო ათ წელიწადში მნიშვნელოვნად, 29%25-ით შემცირდა იმ ახალგაზრდა (30 წლამდე) ქალთა რაოდენობა, ვინც მომდევნო 2 წლის განმავლობაში ბავშვის გაჩენას გეგმავს. სამაგიეროდ, გაიზარდა მაჩვენებელი 30 წლის და უფროსი ასაკის ქალებს შორის - ისინი ამბობენ, რომ უახლოეს წლებში კიდევ უნდათ შვილის გაჩენა. ამრიგად, მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში მშობიარეთა ასაკი შეიცვალოს და ახალგაზრდა ქალებმა ნაკლები ბავშვი გააჩინონ.
ბოლო ათ წელიწადში მნიშვნელოვნად, 29%25ით შემცირდა იმ ახალგაზრდა (30 წლამდე) ქალთა რაოდენობა, ვინც მომდევნო 2 წლის განმავლობაში ბავშვის გაჩენას გეგმავს. სამაგიეროდ, გაიზარდა მაჩვენებელი 30 წლის და უფროსი ასაკის ქალებს შორის - ისინი ამბობენ, რომ უახლოეს წლებში კიდევ უნდათ შვილის გაჩენა.
![]() |
6 ყველაზე ახლოს ღმერთის ნაწილაკის აღმოჩენასთან |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ლევან სუთიძე
დიდი ადრონული კოლაიდერი
ცერნის მეცნიერებმა წინა კვირას განაცხადეს, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერში აღმოაჩინეს ნაწილაკი, რომლის თვისებებიც ე.წ. ღმერთის ნაწილაკის - ჰიგსის ბოზონის თვისებებს ემთხვევა. ჰიგსის ბოზონი თანამედროვე ფიზიკის სტანდარტული მოდელისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰიპოთეტური ნაწილაკია. ამ თეორიის მიხედვით, ის მატერიას მასას აძლევს და მის გარეშე ჩვენთვის ნაცნობი სამყარო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა.
ფიზიკოსები პიტერ ჰიგსი, ფრანსუა ენგლერტი და CERN-ის დირექტორი როლფ ხოიერი
ამ ნაწილაკს მეცნიერები უკვე ნახევარი საუკუნეა ეძებენ. თავად სამყაროს სტანდარტული მოდელი კი თანამედროვე ფიზიკოსებისთვის იგივეა, რაც ბიოლოგებისთვის ევოლუციის თეორია.
„ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით სამყაროს უკეთ გაგებისკენ“, - თქვა ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა როლფ ხოიერმა ჟენევაში გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე. ჰიგსის ბოზონის პოვნამ შეიძლება ახსნას მასის წარმოშობა, ერთ-ერთი უპასუხო კითხვა სამყაროს შესახებ. მეცნიერები შედეგების წინასწარ ხასიათზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული მონაცემების საბოლოო გადამოწმებას ჯერ კიდევ ბევრი კვლევა სჭირდება. მართალია, ისინი დასკვნების გაკეთებისას ფრთხილობენ, მაგრამ სამყაროს „წონის პრობლემაში“ დამნაშავის აღმოჩენის პერსპექტივამ ყველა მოხიბლა.
ჰიგსის ბოზონს საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე, 328 ფუტის სიღრმეში აშენებულ დიდ ადრონულ კოლაიდერში, 17 მილის სიგრძის გვირაბში ეძებენ უმცირესი ნაწილაკების დაჯახებით. პროტონების დაჯახების მაღალი სიჩქარე უფრო მცირე ნაწილაკების გენერირებას ახდენს, ამაზე დაკვირვებით კი ჰიგსის ბოზონის აღმოჩენაა შესაძლებელი.
ეს მოუხელთებელი ნაწილაკები ედინბურგელი ფიზიკოსის, პიტერ ჰიგსის იმ თეორიის ნაწილია, რომელიც მან 1960 წელს წამოაყენა და ასე შეეცადა აეხსნა, თუ როგორ მიეცა ნაწილაკებს მასა. ამ თეორიის მიხედვით, ე.წ. ჰიგსის ენერგეტიკული ველი მთელ სამყაროში არსებობს, ყველაფერს მოიცავს და ნაწილაკები მასთან ურთიერთობაში მასას იძენენ.
ამ პროცესის კარგად დასანახად National Geographic-ი ყოფით მაგალითს გვთავაზობს. წარმოვიდგინოთ, რომ სამყარო წვეულებაზე შეკრებილი ხალხით სავსე ოთახია. უცნობი სტუმრები ხალხში შეუმჩნევლად და სწრაფად გაივლიან, ხოლო პოპულარული სტუმრები ბევრ ადამიანს მიიზიდავენ და მათი სიჩქარეც ნელი იქნება.
ამ სურათს ძალიან ჰგავს ჰიგსის ველში მოძრავი ნაწილაკების სიჩქარეც. ზოგიერთი ასეთი ნაწილაკი იზიდავს ჰიგსის ფიზიკოსები პიტერ ჰიგსი, ფრანსუა ენგლერტი და CERN-ის დირექტორი როლფ ხოიერი ბოზონის ბევრ კლასტერს და რაც მეტია მათი რაოდენობა, მით უფრო დიდი მასა ექნება.
ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გვეტყვის ჩვენი სამყაროს მუშაობის მექანიზმის შესახებ. მიუხედავად ამისა, ის ამოავსებს დიდ ხვრელს, რომელიც უკვე ორმოცდაათი წელია სტანდარტული მოდელის თეორიაში არსებობს.
თუმცა, არსებობს ეგრეთ წოდებული არაჰიგსური მოდელებიც, რომელთა მომხრეებიც, თავის მხრივ, მეინსტრიმში გადასასვლელად, ცერნის მეცნიერებს წარუმატებლობას უსურვებენ. ჰიგსის ბოზონს, ამ უმცირეს ნაწილაკს, კიდევ იმ აზრით შეგვიძლია ვუწოდოთ „ღმერთის“, რომ მისი არსებობის დამტკიცებაცა და არარსებობის დადასტურებაც, მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს წარმოდგენებს სამყაროს შესახებ.
![]() |
7 წიგნი |
▲ზევით დაბრუნება |
ემზარ ჯგერენაია|სვეტი
„ქალი მყავდა მშვენიერი,
თავმორთული კაოსანი,
გავათხოვე, გავატანე,
ჩემი ვეფხისტყაოსანი“
ხალხური
ვისაც საბჭოთა კავშირში გვიცხოვრია, კარგად გვახსოვს, თუ რა რუდუნებით ვქმნიდით საოჯახო ბიბლიოთეკას. წიგნებს ისევე ტანჯვით მოვიპოვებდით, როგორც იმ თაროებს (საუკეთესოდ ჩეხური წარმოების თაროები ითვლებოდა), რომელზეც წიგნები, ზოგჯერ, ყდის ფერთა უზადო შეხამებით იყო ჩამწკრივებული. თარო და წიგნი იმ ეპოქის ადამიანისთვის კეთილდღეობის, განათლებულობის, ელიტურობის დემონსტრირების მნიშვნელოვანი საშუალება იყო. მის მოპოვებას კი დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. თუმცა მრავლად ნახავდით გამოცემებს, რომელთაც „წიგნის“ წოდება და ავტორიტეტი დაკარგული ჰქონდათ: ლენინის ტომები, მარქსიზმის კლასიკოსთა შრომები, სააგიტაციო, პროპაგანდისტული ლიტერატურა, საბჭოთა სისტემის კაპიტალიზმზე უპირატესობის მამტკიცებელი გამოცემები. ძვირფას ქაღალდზე დაბეჭდილ ამ მაკულატურას (რომლითაც ეროვნული ბიბლიოთეკის საცავები დღესაც გამოტენილია), სქლადმტვერდადებულსა და ობმოკიდებულს, მაღაზიის კარებიდან გასვლის ერთადერთი შანსი ჰქონდათ: რომელიმე დეფიციტურ გამოცემას მორიდებით უნდა ამოფარებოდნენ და იქვე, ქუჩაზე, სანაგვე ყუთში, ამოეყოთ თავი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „კარგ წიგნს“ გამყიდველი იმ პირობით მოგცემდა, თუ პოლიტბიუროს რომელიმე წევრის „ცარცის ქაღალდზე“ დაბეჭდილ სიბრძნეს იყიდდით. ასე ვქმნიდით ჩვენს ბიბლიოთეკას, ვჩუქნიდით ერთმანეთს წიგნებს. მოკლედ, წიგნი საბჭოთა ადამიანისათვის სანუკვარი და ძვირფასი ნივთი იყო. საბჭოთა ადამიანისათვის საოცნებო ავტომობილს, რუმინულ ავეჯს, „კარაკულის“ პალტოს, ბეწვის ქურქს, „დუბლიონკას“, „ჩეხურ უნიტაზს“, „სალამანდრას“ და „ცებოს“ ფეხსაცმელს წიგნი ღირსეულ მეტოქეობას უწევდა.
მახსოვს, როგორ ვკანკალებდი წიგნის მაღაზიის კარებთან. მოთმინებით ველოდებოდი ჩემი მეგობრის, ახლა როგორც იტყვიან, მაღაზიის მენეჯერის, დალი გოგოტიშვილის დახლთან გამოჩენას. მას ჩემი და ჩემი მეგობრებისთვის ყოველთვის გადანახული ჰქონდა ერთი-ორი კარგი წიგნი, ე.წ. დეფიციტური გამოცემა. ძირითადად, რუსულ ენაზე თარგმნილი ევროპელ და ამერიკელ ავტორთა წიგნები. დალი მრავალ სტუდენტს უნახავდა წიგნს და თანაც კარგად იცოდა, ვის რა სახის ლიტერატურა აინტერესებდა. დალის მაღაზიაში ვეცნობოდით ერთმანეთს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები, ვმეგობრდებოდით, შეთქმულებივით ჩუმად ვიღებდით ჩვენს სანუკვარ წიგნს, სასწრაფოდ ვშორდებოდით ერთმანეთს და მასთან შეხვედრას სიძე-პატარძლის პირველი ღამის თრთოლვით ველოდებოდით.
წიგნის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ქუჩასა და საჯარო ტრანსპორტში ხელში წიგნებიანი უცნობი ადამიანისათვის შეგეძლო მოურიდებლად გეკითხა, თუ რა წიგნები უჭირავს და სად „იშოვა“ ისინი. დღეს წიგნმა დაკარგა ჯადოს ძალა. არადა, კარგად მახსოვს ღრმა ბავშვობაში მოსმენილი ისტორია, რომ მავანი ჩემს სოფელში რაღაც საიდუმლო, ჯადოსნურ წიგნს ფლობდა, საიდანაც გლეხებს შეეძლოთ შეეტყოთ, როგორი იქნებოდა მომავალი წელი: მოსავლიანი თუ უმოსავლო. და არა მარტო ეს, არამედ როდის დაასრულებდა სამყარო თავის არსებობას. ოღონდაც, როგორც წესი, წიგნის მფლობელი არასოდეს ამხელდა ბოლომდე წიგნში წაკითხულ საიდუმლოს და მხოლოდ იგავური ენით უყვებოდა თანასოფლელებს მომავლის ესქატოლოგიურ პერსპექტივას. ამ წიგნს მეგრელები „ეფუთს“ უწოდებდნენ. „ეფუთს“,იგივე ეფრემ-ვერდს, ქარიზმატული, იდუმალებით მოცული, ფარმაკონობა-მჩხიბავობისა და შელოცვების მცოდნე ოჯახები ფლობდნენ. წიგნის ნახვა არავის შეეძლო და არც არავინ იცის, მართლაც ფლობდნენ თუ არა ეს ოჯახები ასეთ წიგნს.
მეტყველებდა თუ არა საოჯახო ბიბლიოთეკა მისი მფლობელების განათლებაზე, კითხულობდნენ თუ არა ადამიანები ნაცნობობით მოპოვებულ წიგნებს? საკამათო საკითხია. ალბათ, ზოგი კითხულობდა, ზოგიც არა. და მაინც, ვფიქრობ, საყოველთაო დეფიციტის პირობებში, საბჭოთა ადამიანი წიგნის რიგშიც იმავე ინტერესით, მოთმინებითა და განწყობით იდგა, როგორც სხვა ათასგვარი წვრილმანის, მაგალითად, ტუალეტის ქაღალდის რიგში.
არსებობდა მოარული ანდაზა: „წიგნის ქურდი ქურდი არ არის“. ეს დიდებული გამონათქვამი პროლეტარიატის ბელადს, ვლადიმერ ლენინს მიეწერებოდა. ზოგადად, საბჭოთა დაწესებულებებში ქურდობა, განსაკუთრებით კი სამხრეთის „მზიან“ რესპუბლიკებში, სამარცხვინო საქმედ არ ითვლებოდა. სახელმწიფო ქონების მითვისება უფრო წესი იყო, ვიდრე გამონაკლისი. ამ საქმეში საბჭოთა ადამიანები ერთმანეთს თანაუგრძნობდნენ. არსებობდა ასეთი გამონათქვამი: „ადგილს აფუჭებს“. ადგილს აფუჭებდა თანამდებობის პირი, რომელიც ხელფასზე ცხოვრობდა და არ „ჩალიჩობდა“. მათ საშიში, „ინტრიგანი“, ადამიანების სახელი ჰქონდათ და საზოგადოება მათთან ურთიერთობაში ფრთხილად იქცეოდა. ქურდობას ფსევდორელიგიური მხარდაჭერაც ჰქონდა. არსებობდა ლეგენდა, რომლის თანახმადაც მაცხოვრისათვის განკუთვნილი მეხუთე სამსჭვალი, რომელიც მისთვის გულში უნდა ჩაეჭედათ, ქურდმა მოიპარა. თითქოს ამის გამო მაცხოვარმა ქურდები აკურთხა. კანონიერი ქურდების ქარიზმას ეს ლეგენდაც ამყარებდა. როცა ეს ისტორია პირველად მოვისმინე, დაეჭვებულმა გადავწყვიტე, სახარება კიდევ ერთხელ გულდასმით წამეკითხა. ცხადია, სახარებაში მსგავსი არაფერი ეწერა. იმედია, ეს ლეგენდა დღეს უკვე მკვდარია.
ჩემს თაობაში მრავალს გულუბრყვილოდ სჯეროდა სიტყვების: „იკითხე და ისწავლე, იკითხე სერიოზული წიგნები, დანარჩენს ცხოვრება გააკეთებს“, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, განათლება ყოველთვის განსაზღვრული არის კონტექსტით და მისი შეცვლა მას თანამედროვე თეატრის დეკორაციის უსარგებლო ელემენტად აქცევს.
მაინც რა იყო კონტექსტი, რომელშიც საბჭოთა ადამიანი ცხოვრობდა? უცნაურია, მაგრამ საბჭოთა კონტექსტი ძალიან ჰგავდა იმას, რასაც ცნობილი გერმანელი სოციოლოგი მაქს ვებერი „Geistesaristrokratische Angelegenheit-ს“, ანუ „სულიერი არისტოკრატობის საკითხს“, უწოდებდა. განათლება საბჭოთა კავშირში იყო სულიერი არისტოკრატობის და არა მისი გამოყენების „საკითხი“. ამიტომ განათლებული ადამიანი, პოლიტიკური სისტემის ზეგავლენით, არათუ არ ფიქრობდა საკუთარი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე, არამედ წარმოდგენაც არ ჰქონდა ცოდნის საბაზრო ღირებულებაზე. ამიტომაც დაწესებულებას, რომელსაც ცოდნა უნდა გაეყიდა, ჩემი თაობა საკრალურ სახელს „ცოდნის ტაძარს“ უწოდებდა და დღესაც, ეს თაობა შეურაცხმყოფელად მიიღებს ზემოთ ხსენებული ავტორის სიტყვებს, რომელიც მან ამერიკულ კულტურაზე დაკვირვების შემდეგ ამერიკელი სტუდენტის სიტყვებით გადმოსცა: „ის (ვებერი გულისხმობს პროფესორს) თავის ცოდნასა და მეთოდს ისევე მომყიდის მამაჩემის ფულით, როგორც ბოსტნეულის გამყიდველი ქალი ამავე ფულით დედაჩემს მიჰყიდის კომბოსტოს“. სად კომბოსტო და სად ცოდნა, იკითხავს ჩვენი განათლებული მკითხველი, მაგრამ ბაზრისათვის სულერთია, რას გაყიდით: კომბოსტოს, თუ უნივერსიტეტში ნასწავლ ცოდნას. ორივე საქონელია და, როგორც ოდესღაც გვასწავლეს, ნივთი მხოლოდ მაშინ გადაიქცევა საქონლად, როცა ის ბაზარზე გაიყიდება.
![]() |
8 ჯადოსნური აბები სხეულის სასურველი ფორმებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
თეონა კოკიჩაიშვილი
სილამაზის თანამედროვე სტანდარტი ადამიანებს გამუდმებით კარნახობს, რომ სიგამხდრე მათი მომხიბვლელობისა და წარმატების გარანტიაა. რა თქმა უნდა, მსგავს სტანდარტზე თვალის დახუჭვაც შეიძლება და მისი გამიზნულად იგნორირებაც, თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არაა: ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მედიკოსებიც მოგვიწოდებენ - ბუნებრივია, სამედიცინო მოსაზრებებით.
მოდური, არაჯანსაღი სიგამხდრისკენ სწრაფვის გარდა, თანამედროვე მსოფლიოს სიმსუქნის პრობლემაც მწვავედ უდგას: უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, გლობალური მასშტაბით, სიმსუქნის მაჩვენებელი გაორმაგდა. წონის ინდექსით, განვითარებულ ქვეყნებში მოწინავე ადგილზე აშშ-ია, თუმცა მშვიდად ვერც ევროპა და ავსტრალია უნდა იყვნენ. ჭარბმა წონამ იმატა სამხრეთ ამერიკასა და აფრიკის გარკვეულ ნაწილებშიც.
ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება. თუ 80-იან წლებში მსოფლიოს მასის ინდექსის რუკაზე ნორმალური წონის ჯგუფში ვხვდებოდით, ახლა ჭარბი წონის ჯგუფში ვართ. ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა ქართველი ენდოკრინოლოგები ქვეყანაში სიმსუქნის პათოლოგიის მინიმუმ ორ-სამჯერ მატებაზე საუბრობენ.
ჭარბი წონა და, მით უმეტეს, სიმსუქნის ხარისხი, ესთეტიკურ პრობლემებთან ერთად, ჯანმრთელობასაც აყენებს ზიანს. ინფარქტი, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, სექსუალური და რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა, დისკომფორტი, რომელსაც იწვევს ჭარბთმიანობა, ოფლიანობა - ეს იმ გართულებების მცირე ჩამონათვალია, რაც ამ პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს, თუ პაციენტი ენდოკრინული გამოკვლევების ჩასატარებლად სამედიცინო დაწესებულებას დროულად არ მიმართავს.
თუმცა გამოკვლევები, როგორც წესი, საკმაო დროსა და ხარჯებს მოითხოვს. თანაც, ადამიანებს სიმსუქნის დაავადებად აღქმა უჭირთ, სანამ ის ჯანმრთელობის სხვა პრობლემებში არ გამოვლინდება. სამაგიეროდ, ბევრს ესთეტიკურ დისკომფორტს უქმნის საკუთარი ჭარბი წონა, ამიტომ, სასურველი ფორმების მისაღებად, ჯადოსნური ჯოხის ძიებას იწყებენ.
ერთ-ერთი მსგავსი სასწაულმოქმედი საშუალება სააფთიაქო დახლებზე არსებული წამლებია - გასახდომი სითხეები თუ ტაბლეტები. მართლაც, აბის გადაყლაპვა და წონაში დაკლება ბევრად მომხიბვლელი პერსპექტივაა, ვიდრე მტანჯველი დიეტა და მრავალსაათიანი ვარჯიში. მით უმეტეს, მედიკამენტის მისაღებად არც ექიმის რეკომენდაცია და არც ზედმეტი ძალისხმევაა საჭირო - ისინი მრავლად იყიდება აფთიაქებშიც და ინტერნეტითაც.
სხვადასხვა სახელწოდებისა და შეფუთვის პრეპარატი ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, ეფექტი კი გარდაუვალია. ყოველ შემთხვევაში, ანოტაციაზე ამას ამოიკითხავთ. ზოგი მათგანი ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს, ნაწილი - ცხიმების შეწოვას უშლის ხელს, სხვები კი დანაყრების შეგრძნებას იწვევს.
როგორც წესი, ასეთ წამლებს მედიცინის წარმომადგენლები სიფრთხილით ეკიდებიან და ამის მიზეზებიც აქვთ: უმეტესობა შარდმდენ და საფაღარათო ნივთიერებებს შეიცავს - გახდომასაც ეს იწვევს, თუმცა შედეგი დროებითია. აბების მიღება მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება, ხოლო შეწყვეტასთან ერთად პაციენტს დაკარგული კილოგრამები უბრუნდება - შესაძლოა, გაორმაგებულადაც. ხანგრძლივი გამოყენება კი ორგანიზმის გაუწყლოვნებას იწვევს, რაც ჯანმრთელობას ასუსტებს.
სიფრთხილეზე მეტყველებს ისიც, რომ წამლების მრავალფეროვნების მიუხედავად, ამ დრომდე FDA-ის მიერ მხოლოდ ერთი პრეპარატი - Xenical (orlistat) იყო დამტკიცებული. 72-ზე მეტი დასახელების გასახდომი საშუალება კი ჯანმრთელობისთვის საზიანო მედიკამენტთა ჩამონათვალს შორის მოხვდა - მეტიც, რამდენიმე შემთხვევაში გასახდომი ტაბლეტების მოხმარება გარდაცვალების მიზეზად დასახელდა.
გასულ კვირებში, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, FDA-მ კიდევ ერთი პრეპარატი - Belviq-ი დაამტკიცა, რომელიც კომპანია Arena Pharmaceutical-ის მიერაა წარმოებული. მისი მიღების შემდეგ პაციენტს მცირე რაოდენობის საკვების მიღების შემდეგაც დანაყრების შეგრძნება აქვს და, შესაბამისად, საჭმლის ნაკლები რაოდენობით კმაყოფილდება. ასეთი მკურნალობით სხეულის მასის 5%25-ის დაკლებაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ Belviq-ი მხოლოდ იმ პაციენტთა სამკურნალოდ დამტკიცდა, რომლებსაც ჭარბი წონა ან სიმსუქნე აქვთ და, ამავდროულად, სიმსუქნესთან დაკავშირებული ერთ-ერთი დაავადება მაინც აწუხებთ. 2010 წელს ამ წამალზე უარი სიმსივნის განვითარების რისკების არსებობის მიზეზით თქვეს. დამატებით ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ეს რისკები უმნიშვნელოა. ახალი პრეპარატი ფარმაცევტულ ბაზარზე, სავარაუდოდ, 2013 წლიდან გამოჩნდება.
მანამდე, საქართველოში სხვა გასახდომი საშუალებებია პოპულარული. სააფთიაქო ქსელებში, ქსენიკალის გარდა, სულ ცოტა, ოთხი დასახელების წამალი და გასახდომი ჩაი-ყავა იყიდება. გარდა ამისა, წონაში დაკლების მსურველები, როგორც ჩანს, გამოთქმას „სილამაზე მსხვერპლს საჭიროებს“ ზედმეტად სერიოზულად იღებენ და სპეციალურად გახდომისთვის განკუთვნილი საშუალებების გარდა, უფრო ექსტრემალურ მეთოდებსაც მიმართავენ. ქართველი ენდოკრინოლოგების თქმით, ზოგი წონაში დასაკლებად საფაღარათო და შარდმდენ აბებსაც სვამს. აგრეთვე, იღებენ ჰორმონულ მედიკამენტებს, რომლებიც ტოქსიკოზს (მოწამვლას) იწვევს.
ექიმები მიიჩნევენ, რომ მთავარი ჭარბი წონისა და სიმსუქნის მიზეზის დადგენაა და მკურნალობის დაწყება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, გასახდომი პრეპარატების თვითნებური მიღება კი კატეგორიულად აკრძალულია. „ისინი ზარმაცი ადამიანისთვისაა, სიმსუქნის განკურნება დროში გაწერილი პრობლემაა - ექვსი და მეტი თვე სჭირდება, ამ გზით კი ცდილობენ პრობლემა რამდენიმე დღეში მოაგვარონ, რაც შეუძლებელია“, - ამბობს ენდოკრინოლოგი მაკა კორინთელი. მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში გასახდომ პრეპარატებს თავადაც იყენებს, თუმცა მხოლოდ პაციენტის გამოკვლევის შემდეგ - სხვა შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს.
როგორც ჩანს, სწორი მოხმარების შემთხვევაში მედიკამენტების მიღებაც სასარგებლოა. მათ დაუფიქრებელ გადაყლაპვას კი შეიძლება ჰქონდეს ბევრი არცთუ სასურველი გვერდითი ეფექტი, რომლის გათვალისწინებაც ნამდვილად ღირს: მაღალი წნევა, ძილის დარღვევა, გულისრევა, ანორექსია, დიარეა და სხვა.
![]() |
9 ფიქლის გაზის არითმეტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
ფიქლის გაზის არითმეტიკა - ასე დაარქვეს თავიანთ კვლევას იელის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ნაშრომი ორ მთავარ დასკვნას აკეთებს: ფიქლის გაზის უფრო აქტიური წარმოებით ეკონომიკა ყოველწლიურად 100 მილიარდ აშშ დოლარს მოიგებს, ხოლო ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაშიც კი, გარემოსთვის მიყენებული ზიანი ამ თანხის მხოლოდ 0.25%25 იქნება. გამოდის, რომ ფიქლის გაზის პოტენციალის ათვისება ღირს.
ფიქლის გაზის რევოლუცია 1821 წელს დაიწყო აშშ - დან, თუმცა ბურღვითი სამუშაოების დაწყებას წლები დასჭირდა. დღეს ამერიკას 20 ათასზე მეტი ჭა აქვს და მათზე ასობით ათასი ადამიანია დასაქმებული. გაზიც იაფდება.
2008 წელს, სანამ ფიქლის ბუმი რეალურად მოხდებოდა, 28.3 მილიონი კუბური მეტრი (1 მილიონი კუბური ფუტი) ბუნებრივი გაზი 7.97 აშშ დოლარი ღირდა. 2011 წელს ეს მაჩვენებელი განახევრდა. ფასთა შორის სხვაობას თუ 2008 წელს აშშ - ის მიერ მოხმარებული გაზის ოდენობაზე (724.9 ტრილიონი კუბური მეტრი, ანუ 25.6 ტრილიონი კუბური ფუტი) გავამრავლებთ, ვნახავთ, რომ ამერიკა, ბუნებრივ გაზში, ყოველწლიურად 103 მილიარდი აშშ დოლარით ნაკლებს იხდის.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) უახლესი მონაცემების მიხედვით, დღეს ამერიკას მთელი ერთი საუკუნის სამყოფი გაზის მარაგი აქვს. ამ მარაგის ნახევარზე მეტი ფიქლისგან და სხვა არა კონვენციური ფორმაციებისგან არის მიღებული.
IEA - ის მონაცემებით, 2005 - 2010 წლებში ფიქლის გაზის ინდუსტრია ამერიკაში 45%25 - ით გაიზარდა. ამერიკის გაზის მთლი ან წარმოებაში ფიქლის გაზს დღეს 24%25 უჭირავს. 2005 წელთან შედარებით მისმა წილმა 6 - ჯერ მოიმატა.
ფიქლის გაზის განვითარებას გარემოს დამცველთა აქტიურობა აფერხებს: მათი მტკიცებით, ფიქლის ქანების დაშლისგან ნიადაგის წყლები, ხოლო ფიქლის დამამუშავებელი ტექნიკისგან, რომელიც უმეტესად დიზელზე მუშაობს, ჰაერი შეიძლება დაბინძურდეს. ამასთან, ვინც ჭაბურღილთან ახლოს ცხოვრობს, ბურღის ხმაც შეაწუხებს.
აშშ - ის ენერგეტიკის სამინისტროს 2011 წლის ანგარიშიდან ჩანს, რომ ათასი გაბურღული ჭიდან წყალმა რეალურად მხოლოდ 19 - ში გაჟონა. არცერთ ამ შემთხვევაში მიწის ქვეშა წყლები არ და ბინძურებულა. მეტიც, გაზის ბუმმა შეიძლება გარემოს სარგებელიც კი მოუტანოს: საქმე ისაა, რომ ნახშირთან შედარებით, გაზის წვა თითქმის 2 - ჯერ ნაკლებ კარბონის დიოქსიდს გამოყოფს. შესაბამისად, იქ, სადაც გაზი ნახშირს ჩაანაცვლებს, ჰაერი ნაკლებად დაბინძურდება.
ამ მოსაზრებას ამერიკის და ევროკავშირის ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების მონაცემების შედარებაც ადასტურებს: ამერიკაში გამონაბოლქვი შემცირდა, მაშინ, როცა ევროპაში გაიზარდა. ამის მიზეზი ევროპაში იმ პორტირებული გაზის მაღალი ფასი იყო. ხარჯების დაზოგვის მიზნით, ევროპამ ელექტროენერგიის წარმოება ნახშირის წვით დაიწყო.
აშშ - ს თავის დროზე ფიქლის გაზის წარმოებაზე ტაბუ რომ არ დაერღვია და ქვეყანაში არსებული პოტენციალის ათვისება არ დაეწყო, ექსპერტების მიერ ხუთი წლის წინ ნავარაუდევი სცენარი არ ასცდებოდა: აშშ თხევადი ბუნებრივი აირის ერთ - ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი უნდა გამხდარიყო და გაზი ისეთი ქვეყნებიდან უნდა შემოეტანა, როგორებიცაა, მაგალითად, ყატარი და რუსეთი.
რუსეთში, შტოკმანის ველის გაზის მარაგების განვითარება -- 40 მილიარდდოლარიანი პროექტი, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირით ამერიკის ბაზრის დაკმაყოფილებაზე იყო გათვლილი - შეჩერდა. ყატარის მიერ წარმოებული თხევადი გაზიც, რომელიც ასევე ამერიკის ბაზრისთვის იყო განკუთვნილი, ექსპორტზე ახლა იაპონიაში გადის.
ამერიკას გაზი რუსეთიდან და ყატარიდან რომ შემოეტანა, ყოველწლიურად 50 მილიარდი აშშ დოლარით მეტს და ხარჯავდა. იმპორტზე დამოკიდებული აზიური და ევროპული ქვეყნების ეკონომიკას გაზი საშუალოდ 56-ჯერ უფრო ძვირი უჯდება.
თუმცა, თუკი მომავალში ფიქლის გაზის წარმოებამ პოტენციურ ქვეყნებში - ჩინეთი, ავსტრალია, არგენტინა და რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის, პოლონეთი და უკრაინა - ტემპი აკრიფა, მათი ენერგოდამოუკიდებლობა ცარიელი სიტყვები აღარ იქნება.
შარშან IEA - მ გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით - „გაზის ოქროს ხანაში შევდივართ?“. ახალი ან გარიშის სათაურიც იგივე დარჩა, მხოლოდ ერთი მცირე განსხვავებით - კითხვის ნიშანი არსად ჩანს.
ფიქლის გაზი.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ფიქლის გაზი გეოპოლიტიკურ არენაზე ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. ის მიწისქვეშა თიხისებრი ქანისგან მიიღება და მის მოსაპოვებლად მიწა ჰორიზონტალურად იბურღება ფიქლის ქანებამდე. შემდეგ ქანი დიდი წნევის მქონე წყლის ჭავლის მეშვეობით მცირე ნაწილებად იშლება, ხოლო დაშლის პროცესში მიიღება გაზი. მსოფლიოში ფიქლის გაზის მთლიანი მოცულობა თითქმის 150 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. აშშ - ის გარდა, ფიქლის გაზის დიდი მარაგების არსებობა პოლონეთსა და ლიტვაში უკვე დადასტურდა. წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ფიქლის გაზის პოტენციალი აქვთ ჩინეთს, რუმინეთს, შვედეთს, ავსტრიას, გერმანიას და უკრაინას. ამ ქვეყნების უმრავლესობაში ფიქლის პოტენციალის განვითარებას აფერხებს გარემოს დაცვითი მოსაზრებები, თუმცა IEA-ის შეფასებით, 2010-2035 წლებში ფიქლის გაზზე მოთხოვნა 50%25-ით გაიზრდება.
![]() |
10 დანიის მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოში მიწის შესყიდვით და სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის დაწყებით დაინტერესდა. მიწაც შეათვალიერა და გამყიდველიც იპოვა. თუმცა აღმოჩნდა, რომ კანონით, მას ამ ტიპის მიწის შესყიდვის უფლება არ ჰქონდა.
სადავო ნორმა, რომელიც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა, უცხოელს სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას უკრძალავდა. გარდა ამისა, პრობლემები ექმნებოდათ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებსაც, რომლებსაც (კანონში ამ მუხლის პირობებში) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო ან 6 თვის ვადაში მოუწიათ საკუთარი მიწის ნაკვეთის გაყიდვა, ანაც - კუთვნილი მემკვიდრეობა ვერ დაიმტკიცეს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში (2009-2012 წწ. I კვარტალი, ათასი აშშ დოლარი)
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი, 2012 წლის I კვარტალი)
მოსარჩე ლეჰეიკე ქრონქვისტის აზრით, კანონის სადავო ნორმები მას საკუთრების შეძენის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას უზღუდავდა. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქისგან განსხვავებულ, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა და ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის იმ მუხლს, რომლის თანახმადაც „საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა“.
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ასეთი გამონაკლისის არსებობა გაუგებარი იყო. საქართველოს კონსტიტუციით, საკუთრების უფლება, მათ შორის, საკუთრების შეძენის ან მისი გასხვისების თავისუფლება დაცულია ყველა პირისთვის, განურჩევლად მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. ამავე ნორმის მიხედვით, თუ იგივე უცხოელი შექმნიდა ფირმას და შემდეგ მისი 100%25 - იანი წილის მფლობელად თვითონ გაფორმდებოდა, ამ ტიპის მიწას თავისუფლად იყიდდა.
პარლამენტმა აკრძალვის ეს ნორმა 1993 წელს დაამტკიცა. ბაზრის ჩაკეტვის იდეა მაშინ მისი დაცვით გაამართლეს: ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, გლეხებს მათთვის უფასოდ დარიგებული მიწის ნაკვეთები შეიძლება მდიდარ უცხოელებზე გაესხვისებინათ და ამით ერთჯერადი სარგებელი ენახათ, შემდეგ კი ულუკმაპუროდ დარჩენილიყვნენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ნორმა არათუ შეესაბამება ბაზრის დაცვის ინტერესს, არამედ ართულებს კიდეც მის შესრულებას.
ჯერ ერთი, ამ ნორმის შედეგად ზარალდება არა მხოლოდ უცხოელი, რომელსაც სასოფლო - სამეურნეო მიწის ყიდვა უნდა, არამედ ადგილობრივი მოქალაქეც, რომლის ინტერესშიც შედის, ვთქვათ, თავისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის უფრო ძვირად გაყიდვა . თუ სახელმწიფოს რეალურად იმის ეშინია, რომ გლეხები გაყიდიან მიწებს და შემდეგ მათი რჩენა მასვე დააწვება კისერზე, მაშინ გაუგებარია, აქ მყიდველის წარმომავლობას და მოქალაქეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა რატომ აქვს: თუ გლეხს სჭირდება, რომ მიწის ნაკვეთი გაყიდოს, ის მას მაინც გაყიდის. თან თეორიულად გაცილებით ნაკლებ ფასად, თუ მყიდველი იქნება საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკეთ იცნობს ადგილობრივ ბაზარს. ნაკლები ფულის მიღების შემთხვევაში კი სახელმწიფოს გლეხის რჩენა უფრო მალე მოუწევს.
მეორე - ასეთი ბარიერების დაკანონებით ხელოვნურად იზღუდება კონკურენცია ბაზარზე. ვეღარ შემოდიან ახალი მოთამაშეები, რომლებმაც, შეიძლება, ახალი ექსპერტიზა და ინოვაციური მიდგომები დანერგონ და ამით ხელი შეუწყონ დარგის განვითარებას.
კონკურენციის გაზრდა მიწის ბაზრის ფუნქციონირებას გააუმჯობესებს. კარგად ფუნქციონირებად ბაზარს კი ამ დარგის პროდუქტიულობისა და ეკონომიკური ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა , არსებული მიწის განაწილება ოპტიმალურისგან შორს არის, რაც ამ მიწების ეკონომიკურ ეფექტიანობას ამცირებს. თუ მიწის ბაზარი შესაძლებლობას შექმნის, რომ მიწა ნაკლებად პროდუქტიული გლეხების ნაცვლად იმათ შეხვდეთ, ვინც ამ მიწას უკეთ დაამუშავებს და მეტ სარგებელს ნახავს, მთლიანი ეკონომიკის ეფექტიანობაც გაიზრდება.
ამასთან, მიწაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზრდება მიწის ფასიც, რაც ნიშნავს, რომ ამ სექტორში კრედიტი გაიაფდება და მეტი ინვესტიციით შემოსავლიანობაც მოიმატებს.
როცა ბაზარი გახსნილია და ერთ ადამიანს შეუძლია თავისუფლად გაყიდოს მიწა, ხოლო მეორემ იყიდოს, არაპროდუქტიულ ადამიანებს შესაძლებლობა უჩნდებათ, თავი დააღწიონ სოფლის მეურნეობის სექტორს, სადაც, შესაძლოა , სრულია დ შემთხვევით მოხვდნენ და არა სასოფლო - სამეურნეო სექტორში მოსინჯონ საკუთარი ძალები.
და ბოლოს, ღია ბაზარი უფრო თავისუფლად მოიზიდავს ინვესტიციებს, რაც ისევ ეკონომიკის და მთელი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაზრდას მოხმარდება.
ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, სოფლის მეურნეობის დარგი ერთ - ერთი ყველაზე ნაკლებ პროდუქტიულია . 2012 წლის I კვარტალში ამ დარგში 5.6 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო. ეს მთლიანი ინვესტიციების (269.4 მილიონი აშშ დოლარი) მხოლოდ 2.08%25 - ია.
![]() |
11 ჩრდილები შუადღისას ქრებიან |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
სალომე უგულავა, ელენე კვანჭილაშვილი
ჩრდილები შუადღისას ქრებიან - ხანდახან ძნელია გაექცე შთაბეჭდილებას, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკური სინამდვილე თითქოს უძრაობის პერიოდის საბჭოთა კინოს ჟანრის კანონების მიხედვით ვითარდება. შუაგულ საარჩევნო კამპანიაში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც კაბინეტის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა წევრმა ვანო მერაბიშვილმა მისი ჩრდილოვანი გავლენის შესაბამისი ფორმალური თანამდებობა დაიკავა.
ყოფილი და ახალი პრემიერმინისტრები
ზურაბ ჟვანიას შემდეგ, მერაბიშვილი პირველი პოლიტიკური პრემიერია. მთავრობის ხელმძღვანელის როლი საქართველოს სახელმწიფოებრივ მოწყობაში ახალი კონსტიტუციით ისედაც იზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკური სინამდვილის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა წინმსწრები ტემპით დაიწყო.
ძნელი სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები 2013 წლის შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება და საკონსტიტუციო რეფორმა ძალაში შევა, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მართვის მოდელზე გადავა. ერთი წლის მანძილზე საქართველოში ზოგჯერ იმაზე მეტი რამ იცვლება, რასაც სხვა ქვეყნები 10 წელიწადს ანდომებენ. მიუხედავად ამისა, ერთი რამ უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას - პუტინიზაციის სცენარმა დამაჯერებლობა დაკარგა.
მართალია, მერაბიშვილის გაპრემიერებამ ერთი კონკრეტული შეთქმულების თეორია გარკვეულწილად გააქარწყლა, მაგრამ კონსპიროლოგი კასანდრები იხტიბარს არ იტეხენ და მორიგი აპოკალიფსის შესახებ გვამცნობენ - მათი მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გაპრემიერება საქართველოს პოლიციურ სახელმწიფოდ ქცევის ავბედითი ნიშანია. ისინი თავიანთ მთავარ ფუნქციას, როგორც ამას უინსტონ ჩერჩილი განმარტავდა, ზედმიწევნით კარგად ასრულებენ - © ფოტო: REUTERS წინასწარმეტყველებენ მომავალს და შემდეგ ხსნიან, თუ რატომ არ ახდა იგი.
გულთმისნობა რომ გვერდზე გადავდოთ, თავისთავად საინტერესოა, რას მოასწავებს შინაგან საქმეთა მინისტრის დაწინაურება. მერაბიშვილის სახელი პოლიციის წარმატებულ რეფორმასთან ასოცირდება, მაგრამ მისი კარიერა ამით არ დაწყებულა. სამხრეთ საქართველოში დაბადებული, კათოლიკური უმცირესობის წარმომადგენელი პრემიერმინისტრი საზოგადოებრივ ასპარეზზე 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნული მოძრაობის რიგებში გამოჩნდა. შემდგომში მან საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა, რომლის მიზანიც გლეხებისა და მეწარმეების მიწაზე ახლადგაჩენილი კერძო საკუთრების უფლების დაცვა იყო.
პოლიტიკაში, შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევით მოხვდა. 1999 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მოქალაქეთა კავშირის სიაში ვანო მერაბიშვილი ბოლო აღმოჩნდა მათ შორის, ვინც აირჩიეს. ცოტა ხანში, ის ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
ზურაბ ჟვანია, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. 2004
მოქალაქეთა კავშირის რიგებიდან, პირველმა ვანო მერაბიშვილმა განუცხადა დასავლურ მედიას, რომ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება არ გააჩნდა. 2001 წელს ის ამ საკითხზე Washington Post-ს ესაუბრა. ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში მერაბიშვილი აღნიშნავდა, რომ საქართველოში შეუძლებელი იყო სერიოზული ბიზნესის კეთება, თუ პრეზიდენტის ნათესავი არ იყავი.
2003 წელს მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. ის დღესაც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიას უდგას სათავეში. ეს საარჩევნო ციკლი ივანიშვილის 6 მილიარდის გარეშეც გარდამტეხია: მიხეილ სააკაშვილი თავის ორ საპრეზიდენტო ვადას ასრულებს, ახალ კონსტიტუციას კი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი პარლამენტში გადააქვს.
ივანიშვილის გამოჩენისას, ბევრი იმედოვნებდა, რომ მმართველი პარტიის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი და საარჩევნო კონკურენციის ზრდა პოლიტიკურ ცხოვრებას გააჯანსაღებდა. ამის ნაცვლად, სულ უფრო იზრდება საფრთხე, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა შესაძლოა უპასუხისმგებლო სოციალისტურ შეჯიბრებაში დეგენერირდეს.
შორსმიმავალი დასკვნები ჯერ ნაადრევია, თუმცა მთავრობის ახალი პროგრამა სახელწოდებით „მეტი სარგებელი ხალხს“ ამგვარი შიშების გაფანტვას ხელს ნამდვილად არ უწყობს - განსაკუთრებით, ისეთი ინიციატივები, როგორიცაა 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება. ზუსტი გათვლები ჯერ გამოქვეყნებული არაა, მაგრამ უკანასკნელი აღწერის მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მთავრობას ვაუჩერებზე 4 წელიწადში მილიარდ ორასი მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს
მიუხედავად არაერთი რეფორმისა, რომელმაც საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის გარემო გააუმჯობესა, დასაქმების სფეროში არსებითი გარდატეხა ჯერ არ მომხდარა. ვარდების რევოლუციის შემდგომ მშპ თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. თუმცა, ეკონომიკური ზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე განხორციელდა. დღეს უმუშევრობის მაჩვენებელი 15%25-ია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მაჩვენებელმა პიკს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს მიაღწია და ბოლო ორი წელია განუხრელად მცირდება. ანალოგიური მაჩვენებელი 2003 წელს 11%25 იყო.
ამ ფონზე და საარჩევნო კონკურენციის პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ მთავრობამ დასაქმების საკითხს გვერდი ვერ აუარა. ამ პრობლემის პრიორიტეტულობის ხაზგასასმელად, მან ახალი უპორტფელო - დასაქმების სახელმწიფო მინისტრის - პოსტიც შექმნა. თუმცა საეჭვოა, ახალმა ბიუროკრატიულმა სტრუქტურამ სიტუაცია არსებითად შეცვალოს. გარდა იმისა, რომ ამომრჩეველთა ნაწილში უმუშევრობის ბეჭებზე დადების იმედს, ხოლო სხვებში - პოპულიზმის ასოციაციას გააჩენს.
ახალი პრემიერის თქმით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება, რაც მმართველ ძალას შესაძლებლობას მისცემს, მომავალი 4 წლის ბიუჯეტმა ჯამში 38-40 მილიარდს მიაღწიოს. ამ თანხის ნახევარი ახალ პრიორიტეტებს - პენსიებს, სამედიცინო დაზღვევას, სოციალურ დახმარებებს, სოფლის მხარდაჭერასა და განათლებას მოხმარდება.
ეს საპროგრამო მიზნები სარკისებური სიზუსტით ასახავს სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით გამოკვეთილ საზოგადოებრივ პრიორიტეტებს. NDI-ის უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, უმუშევრობის დაძლევის გარდა, მომავალ 6 თვეში რეფორმების გატარების საჭიროებას მოქალაქეები სწორედ ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობასა და საპენსიო სფეროში ხედავენ.
იმისთვის, რომ წარმოდგენა შევიქმნათ იმაზე, თუ რამდენად შესრულებადია ახალი პრემიერის დაპირება, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები გავაანალიზოთ.
თუკი შემდეგი 4 წლის მანძილზე ჩვენი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდება ისე, როგორც მატულობდა ვარდების რევოლუციიდან დღემდე ანუ საშუალოდ ნომინალური 12%25-ით, მაშინ ის 2016 წლისთვის 47 მილიარდზე მეტი იქნება.
მთავრობის პროგრამის მიხედვით, 2013 წლიდან პენსია 100 დოლარი ხდება. ამასთან, დაზღვეული იქნება ყველა პენსიონერი. ამჟამად, 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით, პენსიებზე მილიარდ 72 მილიონი ლარი ანუ მშპ-ის 3.97%25-ია გათვალისწინებული. ახალი გეგმა კი ამ მონაცემის წლიური ხარჯის მილიარდ-ნახევრამდე გაზრდას გულისხმობს, რაც 2016 წლისთვის მშპ-ის 3.16%25-ს შეადგენს.
თავის მხრივ, სამედიცინო დაზღვევაზე მთავრობა წლიურად 750 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2016 წლისთვის მშპ-ის 1.58%25 იქნება. მიმდინარე წელს დაზღვევისთვის ბიუჯეტში 168 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, რაც მშპ-ის 0.62%25-ს შეადგენს.
გარდა ამისა, მთავრობის პროგრამის მიხედვით, კიდევ უფრო მასშტაბური გახდება სოციალური შემწეობები. ყოველწლიურად ამ მიმართულებით 750 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც 2016 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.58%25-ს შეადგენს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში სოციალური დახმარებებისთვის 274 მილიონი ლარი ანუ მშპ-ის 1.02%25 იყო გათვალისწინებული.
ყოველწლიურად თითო მილიარდი ლარი დაიხარჯება განათლებაზე და სოფლის მეურნეობაზე. ეს თანხა, 2016 წლისთვის, მშპ-ის 2.1%25 იქნება. მიმდინარე წლის ბიუჯეტით, განათლების ხარჯები 616 მილიონ ლარს ანუ მშპ-ის 2.28%25-ს აღწევს. ხოლო სოფლის განვითარებაზე მიმართული ხარჯები 580 მილიონი ლარი ანუ მშპ-ის 2.15%25-ია.
|
2012 |
2016 |
პენსიები |
3.97%25 |
3.16%25 |
სამედიცინო დაზღვევა |
0.62%25 |
1.58%25 |
სოციალური შემწეობა |
1.02%25 |
1.58%25 |
სოფელი |
2.15%25 |
2.10%25 |
განათლება |
2.28%25 |
2.10%25 |
ჯამი |
10.05%25 |
10.52%25 |
თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზრდის ამ მაჩვენებლის მიღწევა იოლი არ იქნება. პოსტრევოლუციური ეკონომიკური აღმავლობა ციდან არ მოვლენილა. ის იმ კონკრეტული პოლიტიკის შედეგი იყო, რომლის ფარგლებშიც, ერთდროულად 70 სფეროში რადიკალური რეფორმა გატარდა.
ამ გარდაქმნების იდეოლოგიის გადმონაშთი მმართველი პარტიის პოლიტიკურ რიტორიკაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის შემორჩენილი, მაგრამ დროის მსვლელობასთან ერთად, სიტყვა და საქმე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო
ცხადია, რომ მმართველი გუნდი თუ არჩევნებს ვერ მოიგებს, ვერც რეფორმატორული ჩანაფიქრების გახორციელებას შეძლებს. სწორედ ეს განაპირობებს ორიენტაციას ამომრჩევლის სხვადასხვა ჯგუფების გულის მოსაგებ ინიციატივებზე. მეორე მხრივ, ამ ინიციატივების რეალიზება ვერ მოხერხდება, თუკი სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ გვექნა.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პოპულარულ ინიციატივებთან ერთად მტკივნეული გარდაქმნების მთელი წყება არ განხორციელდა, ეკონომიკა შეიძლება ვერ განვითარდეს ისე, რომ გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯებისათვის აუცილებელი შემოსავლები მთავრობამ უმტკივნეულოდ მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე უარის თქმა მოუწევს, ან შემოსავლის ისეთი წყაროების ძიება, როგორიც გაზრდილი ვალი, დეფიციტი და გადასახადებია. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღეზე.
მმართველ პარტიას სულ უფრო მეტად უჭირს ბალანსირება პოლიტიკური თვითგადარჩენის მოკლე და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს შორის.
ამ თითქმის ურთიერთგამომრიცხავი ამოცანების შეხამება დახვეწილ აკრობატობას მოითხოვს. აქამდე, ნაციონალურ მოძრაობას ამ სახიფათო პოლიტიკური ვირაჟების შესრულება, გარკვეული დანაკარგებით, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლები წარმატებით გამოსდიოდა. თუმცა, რისკები სულ უფრო იზრდება და ნებისმიერი, ერთი შეხედვით უწყინარი, შეცდომა შეიძლება გამოუსწორებელი აღმოჩნდეს.
ძველი ახალი მინისტრები WikiLeaks-ში
პრემიერმინისტრად დანიშნული ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ჩაანაცვლა. ახალაიას და მერაბიშვილის მუშაობას ძველ პოსტებზე რამდენიმე წლის წინ გაჟონილ აშშ-ის დიპლომატიურ წერილებში, ე.წ. Wikileaks-ის დოკუმენტებში აფასებდნენ. ყველაზე ხშირად წერილებში ბაჩო ახალაიაა ნახსენები, რადგან სამხედრო სფეროში აშშ-თან თანამშრომლობა ინტენსიური იყო. რამდენიმე წერილში ნახსენებია ვანო მერაბიშვილიც. თავდაცვის მინისტრი შაშკინი, განათლების მინისტრი დეკანოიძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი ხომერიკი წერილებში ფაქტობრივად არ გხვდებიან.
კონფიდენციალური წერილებიდან ჩანს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გამო, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა და მისი თანამშრომლობის უნარი და ეფექტიანობა შეაქო.
2009 წლის აგვისტოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუმ ვაშინგტონისთვის მიწერილ კონფიდენციალურ წერილში აღელვება გამოხატა ახალაიას დანიშვნის გამო და მასთან დაკავშირებულ „ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე“ გაამახვილა ყურადღება. „ქეიდენაუ ეცადა პრეზიდენტისთვის აეხსნა, თუ რა გავლენა ექნება ახალაიას მინისტრად დანიშვნას საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე და ხაზი გაუსვა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მნიშვნელობას“, წერია წერილში. სააკაშვილმა დაიცვა ახალაიას დანიშვნის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ მან წარმატებულად შეძლო მაფიის დამარცხება, მისმა წინამორბედმა კი ვერ შეძლო რეფორმაში რეალური პროგრესის შენარჩუნება.
2009 წლის სექტემბერში აშშ-ის ელჩმა ტეფტმა ვაშინგტონს მისწერა, რომ ახალაიას NATO-ს დიპლომატებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა სურდა, რადგან ბევრი მათგანი მისი დანიშვნის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი
2009 წლის ოქტომბერში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე ალექსანდრ ვერშბოუს თბილისის საელჩოდან მისწერეს, რომ ახალაია ყველაზე აქტიური თავდაცვის მინისტრი იყო აშშ-ის თავდაცვის მრჩევლების და სამხედრო ატაშეებისგან რჩევების მიღების და მათი გათვალისწინების მხრივ. „აქამდე ახალაიას კანდიდატურის მიმართ სკეპტიკურად განწყობილებიც კი აღიარებენ, რომ ახალაიას არ ეშინია გადაწყვეტილებების მიღება და ამ გადაწყვეტილებებს ექსპერტებთან შეთანხმებით იღებს. ახალაია ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პერსონალთან და შემდეგ ამ რჩევებს ითვალისწინებს“; „ჩვენი აზრით, [ახალაიას] მიერ შემოტანილი ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში და სამხედრო ნაწილების სტრუქტურებში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისკენ იყო მიმართული“, წერია წერილში. იმავე წერილში საუბარი იყო იმაზეც, რომ ახალაია უფრო ნაკლებად მომთხოვნი იყო აშშ-ის მიმართ იარაღის ყიდვის სფეროში.
მერაბიშვილი აშშ-ის თბილისი საელჩოს კონფიდენციალურ წერილებში რამდენჯერმე არის მოხსენიებული. განსაკუთრებით აქტიურად აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები მერაბიშვილს კონფლიქტებთან დაკავშირებით ესაუბრებოდნენ. ელჩ ტეფტის შეფასებით, მერაბიშვილი კონფლიქტების მოგვარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, თუმცა მისი გავლენა ამ სფეროზე მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს ეხება, დიპლომატიურ სტრატეგიას კი სააკაშვილი ქმნიდა.
ელჩთან საუბრისას მერაბიშვილმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ბაღაფშს, საბჭოთა კავშირის სტილის მმართველი უწოდა. მისი თქმით, ბაღაფში არცერთ ნაბიჯს არ დგამდა მოსკოვთან შეთანხმების გარეშე. აშშ-ის ელჩი ტეფტი დაეთანხმა მერაბიშვილის შეფასებას და სკეპტიციზმი გამოხატა ბაღაფშის მხრიდან დასავლეთთან საუბრის „მცდელობაზე“.
მიუხედავად, რუსეთის აქტიურობისა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მერაბიშვილი გამორიცხავდა რუსეთის მხრიდან კონფლიქტებში აქტიურ სამხედრო ჩარევასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას. 2007 წლის მაისში გაგზავნილ წერილში ტეფტი წერს, რომ მერაბიშვილის განცხადებით, საქართველო შემდეგი წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობაზე კონცენტრირდებოდა და მის გაუმჯობესებას ეცდებოდა.
![]() |
12 ფოტოესე |
▲ზევით დაბრუნება |
მშენებარე სახლები ქალაქ რამალაში
დასავლეთ სანაპირო
![]() |
13 იძულებითი დაზღვევა საჩუქრად ძიძა სახელმწიფოსგან |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ქეთი ზუკაკიშვილი
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები
ბროკოლი კომბოსტოსებრთა ოჯახის თვალსაჩინო წარმომადგენელია. Brassica oleracea-ს ეს სახეობა საკვებად ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან გამოიყენება და აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბროკოლის ხშირად შეხვდებით საოჯახო ჟურნალებში, თუმცა მისი პოლიტიკური მხარით ამერიკული მედია ბოლო დროს დაინტერესდა.
აქვს თუ არა აშშ-ის ფედერალურ მთავრობას უფლება, მოქალაქეებს ბროკოლის შეძენა აიძულოს? მსგავსი ცინიკური შედარების წყარო Obamacare-ის სახელით ცნობილი ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი გახდა, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენას ავალდებულებს. კითხვაზე, - სად გადის ზღვარი სახელმწიფო ლეგიტიმურ იძულებასა და ინდივიდუალურ თავისუფლებას შორის, - ამერიკელები პასუხს სასამართლოსგან თითქმის ორი წლის მანძილზე ელოდნენ.
Obamacare-ის საქმეზე, „დამოუკიდებელი ბიზნესის ეროვნული ფედერაცია სებელიუსის წინააღმდეგ“, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 28 ივნისს გამოიტანა. სასამართლო პროცესი მნიშვნელოვნად გასცდა ჯანდაცვის სფეროს და აშშ-ის სახელმწიფოებრივი მოწყობის საფუძვლებს შეეხო. ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის კონსტიტუციურად ცნობით, სასა მართლომ ამერიკული ფედერალიზმის ახლებური განმარტება დაამკვიდრა, რითაც, გარკვეულწილად, ორივე პარტია გაანაწყენა.
აშშ-ის სახელმწიფოებრივი მოწყობა 1787 წელს მიღებულ კონსტიტუციას ეფუძნება, რომელიც ცენტრალურ მმართველობას ზღუდავს და სამოქალაქო თავისუფლებას განამტკიცებს. ფედერალურ მთავრობას მკაცრად შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს. მას მხოლოდ იმ სფეროებში შეუძლია ჩაერიოს, რაც ძირითად კანონში პირდაპირაა გაწერილი.
კონსტიტუციის მიხედვით, ასეთი შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირება, გადასახადების დაწესება და მისთვის პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილებების შესასრულებლად სხვა საჭირო და აუცილებელი კანონების მიღებაა. ყველა სხვა საკითხის გადაწყვეტა, რომელიც კონსტიტუციით ფედერალური მთავრობის კომპეტენციას არა მიეკუთვნება, შტატებისა და ხალხის პრეროგატივაა.
ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ამერიკული კონსტიტუცია დუმს. აქედან გამომდინარე, ობამას ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ფედერალურ მთავრობას ამ სფეროში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. მომხრეები კი შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირების უფლებამოსილებაზე მიუთითებდნენ და დაზღვევის შესახებ კანონს ამ ნორმაზე აფუძნებდნენ.
ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, სასამართლომ ჯონ რობერტსის თავმჯდომარეობით, ორივე მხარის არგუმენტები უარყო, თუმცა საბოლოო ჯამში ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი მაინც ძალაში დატოვა. ოღონდ მის გასამართლებლად სულ სხვა კონსტიტუციური საფუძველი გამოიყენა, რაზედაც აქამდე ყურადღება არც მომხრეებს და არც მოწინააღმდეგეებს გაუმახვილებიათ.
მოსამართლეთა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ კონგრესს შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირება მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა კომერციული აქტივობა უკვე სახეზეა. ანუ, ფედერალური კანონი შეიძლება შეეხოს მხოლოდ მათ, ვინც უკვე შევიდა ნებაყოფლობით ურთიერთობებში - ამ შემთხვევაში - იყიდა დაზღვევა.
უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირება არ აძლევს კანონმდებელს უფლებამოსილებას აიძულოს მოქალაქეები, ჩაერთონ ვაჭრობაში, ანუ, ამ შემთხვევაში - შეიძინონ დაზღვევა. კონსტიტუციის ასეთი ფართო განმარტება არსებითად ეწინააღმდეგება სამოქალაქო თავისუფლების იდეას და თავდაყირა აყენებს ფედერალური მმართველობის ამერიკულ იდეას.
პრეზიდენტი ბარაკ ობამა
ამერიკული ფედერალიზმი, ისტორიულად, ცენტრალური მთავრობის უკიდურესად შეზღუდულ როლს და შტატების ძლიერ მმართველობას განამტკიცებდა. შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირების ნორმა მე-19 საუკუნის მანძილზე თავისუფალი ვაჭრობის და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის გარანტიას წარმოადგენდა.
დიდი დეპრესიის შემდეგ, ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობისას, ყველაფერი შეიცვალა. რუზველტის ახალი კურსის ფარგლებში, ცენტრალურმა მთავრობამ არა მარტო შტატების, არამედ კერძო სექტორის საქმეებშიც უხეში ჩარევა დაიწყო. ამის კონსტიტუციური საფუძველი შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირების ნორმის ახლებური, უკიდურესად ფართო ინტერპრეტაცია გახდა.
საკვანძო პრეცედენტი „ვიკარდი ფილბერნის წინააღმდეგ” საქმემ შექმნა, როცა სასამართლომ ფერმერის მიერ თავის ნაკვეთზე საკუთარი მოხმარებისათვის ხორბლის მოყვანა შტატთაშორისი ვაჭრობისთვის მნიშვნელოვან საკითხად ჩაითვალა და ფედერალურ მთავრობას მისი რეგულაციის უფლებამოსილება დაუკანონა.
მას შემდეგ უკვე არა ერთი ათეული წელია, რაც ამ ერთი შეხედვით უწყინარი კონსტიტუციური ნორმის ფართო ინტერპრეტაციის საფუძველზე ამერიკელი მემარცხენეები ფედერალური მთავრობის როლის გაძლიერებას და კერძო სექტორზე სახელმწიფო რეგულაციის ზრდას ესწრაფვიან. ამდენად, Obamacare-ის საქმეზე რობერტსის სასამართლოს მიერ სადავო ნორმის ვიწრო განმარტება მათთვის დიდი დარტყმა იყო.
კონსერვატორები ვიკარდის პრეცედენტს სასამართლო აქტივიზმის კლასიკურ მაგალითად მიიჩნევენ და დიდი ხანია მის შეცვლას ცდილობენ. მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლომ კონსტიტუციის ტექსტი ზუსტად ისე უნდა განმარტოს, როგორც ეს მის ავტორებს მე-18 საუკუნის ბოლოს ესმოდათ. ისტორია ცხადყოფს, რომ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შტატთაშორისი ვაჭრობა ამერიკელ მოსამართლეებს ძალიან ვიწრო და პირდაპირი მნიშვნელობით ესმოდათ და ასეთად მხოლოდ ისეთ შემთხვევას მიიჩნევდნენ, როცა კომერციული გარიგების ფარგლებში ადამიანი ან საქონელი შტატის საზღვრებს კვეთდა.
ვიკარდის შემთხვევაში კი არათუ შტატის საზღვრების გადაკვეთას არ ჰქონდა ადგილი, არამედ არც სავაჭრო გარიგების ფაქტს. მაგრამ, პროგრესისტმა მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ თუნდაც საკუთარი მოხმარებისათვის რაიმე საქონლის წარმოება ირიბ გავლენას ახდენდა შტატთაშორის ვაჭრობაზე. Obamacare-ის შემთხვევაში ვაჭრობის ცნების კიდევ უფრო გაფართოება ხდებოდა.
რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი მიტ რომნი
ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი ყველა მოქალაქეს ავალდებულებს, შეიძინონ ჯანმრთელობის დაზღვევა. გამონაკლისი მხოლოდ იმ პირებზე დაიშვება, ვინც დაზღვევის შეძენას რელიგიური მოტივებით ან ფინანსური პრობლემების გამო არიდებს თავს.
ამერიკელების უდიდესი ნაწილი ამ დრომდე დაზღვევას დამსაქმებლისგან ან სახელმწიფოსგან იღებდა, ხოლო გარკვეული კატეგორია (მაგალითად, ჯანმრთელი ახალგაზრდები) ინდივიდუალურ დაზღვევას საერთოდ არ იყენებდა. ახალი კანონის მიხედვით, ასეთი შესაძლებლობა აღარ იარსებებს: მათ, ვინც დაზღვევის შეძენაზე უარს იტყვის, სახელმწიფოსთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ინდივიდუალური მანდატის სახელით ცნობილი კანონის ეს დებულება მოქალაქეთა არჩევანის თავისუფლებას არსებითად ზღუდავს და ფედერალურ მთავრობას მოქალაქეებზე ზრუნვის განუზომელ თავისუფლებას აძლევს. ეს კი, კონსერვატორების აზრით, დემოკრატიის ამერიკულ გაგებას საფუძველშივე ეწინააღმდეგება.
ამგვარი პრეცედენტის დაკანონებით, ამტკიცებდნენ კანონის მოწინააღმდეგეები, მთავრობას გაუჩნდებოდა უფლება ეიძულებინა მოქალაქეები, ეყიდათ არა მარტო დაზღვევა, არამედ მაგალითად ბროკოლი - ის ხომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, გაკოტრებული კომპანიის აქციები - ეკონომიკის გაჯანსაღებაზე ზრუნვაც ხომ საჭიროა, ელექტრომობილი - ინოვაციებს ხელშეწყობა სჭირდება, თანაც გარემოსთვის ნაკლები ზიანი მოაქვს, და ასე შემდეგ და ამდაგვარად. ამ სიის განვრცობა უსასრულოდ შეიძლება. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფოს ურჩი პირების სისხლის სამართლებრივი დევნის კანონიერი უფლება ექნებოდა.
სწორედ ამიტომ, დამოუკიდებელი ბიზნესის ეროვნულმა ასოციაციამ და 26-მა შტატმა აქტის კონსტიტუციურობა ამოქმედებისთანავე დააყენა ეჭვქვეშ და მის გასაუქმებლად სასამართლო პროცესი წამოიწყო.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ობამა და დემოკრატები უშედეგოდ ცდილობდნენ სასამართლო დაერწმუნებინათ, კიდევ უფრო გაეფართოებინა შტატთაშორისი ვაჭრობის ცნების ინტერპრეტაცია. თუმცა ჯონ რობერტსმა არც მათი ოპონენტების იმედები გაამართლა. 4 მემარცხენე ორიენტაციის მოსამართლესთან ერთად, ამერიკის მთავარმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა ინდივიდუალური მანდატის კონსტიტუციურად აღიარებას. ოღონდ, მის გასამართლებლად სულ სხვა საკონსტიტუციო ნორმა გამოიყენა, რომელიც კონგრესს გადასახადის დაწესების უფლებას აძლევს.
ამერიკელები რამდენიმე სხვადასხვა სახის გადასახადს იხდიან და ყოველი მათგანი გარკვეულ ეკონომიკურ აქტივობას (შემოსავლის მიღება, ქონების ფლობა) ეფუძნება. ახალი გადაწყვეტილებიდან კი გამომდინარეობს, რომ კონგრესი გადასახადს აწესებს ეკონომიკური უმოქმედობის - დაზღვევის შეძენაზე უარის თქმისთვის. შედეგად გამოდის, რომ მოქალაქეები საშემოსავლო სამსახურს გარკვეულ თანხას უბრალოდ არსებობისთვის გადაუხდიან: უკვე არსებულ სიკვდილის გადასახადს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, სიცოცხლის გადასახადი დაემატა.
გადასახადების დაწესების უფლების ასეთი ფართო განმარტებით რობერტსის სასამართლომ გაამართლა ის, რასაც შტატთაშორისი ვაჭრობის შემთხვევაში უპირისპირდებოდა - სახელმწიფოს შეუზღუდავი ძალაუფლება. Obamacare-ის შესახებ გადაწყვეტილებამ შეცვალა ფუნდამენტური პრინციპი, რის მიხედვითაც მთავრობას უმოქმედობის არც რეგულირების და არც დაბეგვრის უფლება არ აქვს. შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულაციის შეზღუდვით უარყოფილი პატერნალისტური სახელმწიფოს შეუზღუდავი ძალაუფლება, უმოქმედობაზე გადასახადის დაწესებით, უკან დაბრუნდა.
მიუხედავად ამისა, სასამართლოს ინტერპრეტაციას ობამასეული მიდგომისგან ერთი მნიშვნელოვანი დეტალი განასხვავებს: შტატთაშორისი ვაჭრობის წესების დარღვევა სისხლის სამართლის წესით ისჯება, ხოლო დაზღვევის არქონის გამო გადასახადისთვის თავის არიდება მხოლოდ ფინანსურ სანქციებს გამოიწვევს. ეს კი ფედერალურ მთავრობას მოქალაქეების იძულების ნაკლებ ბერკეტს უტოვებს.
ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის ასეთი ინტერპრეტაცია ობამას ადმინისტრაციისთვის დიდი დარტყმაა. ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო კამპანიისას ობამა საშუალო კლასის ინტერესების დამცველად გამოდიოდა და პირობას დებდა, რომ მათ გადასახადებს არცერთ შემთხვევაში არ გაუზრდიდა. რეალურად კი სრულიად საპირისპირო სურათი შეიქმნა: ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტიდან გამომდინარე, ხარჯების 75%25 სწორედ საშუალო კლასს დააწვება. საშუალო შეძლების 3 მილიონამდე ამერიკელს, ობამას საარჩევნო დაპირების მიუხედავად, გადასახადი ეზრდება.
ჩაის წვეულების აქტივისტების აქცია უზენაეს სასამართლოსთან
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ნოემბრის არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, მსგავს დაუსაბუთებელ გადასახადს ჩაის წვეულების აქტივისტების აქცია უზენაეს სასამართლოსთან აუცილებლად გააუქმებენ. მიუხედავად იმისა, რომ Obamacare-ის ძირითადი ნაწილი ჯერ ძალაში არ შესულა, ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მან 2010 წლიდან, ანუ ძალაში შესვლისთანავე მოახდინა.
კერძოდ, კანონის მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც 50 ან მეტ ადამიანს ასაქმებენ, თანამშრომელთა უპირობო დაზღვევა დაევალათ. დამატებითმა ხარჯმა მცირე ბიზნესს გაფართოების და სამუშაო ადგილების შექმნის მოტივაცია დაუკარგა. სხვა მიზეზებთან ერთად, ამ გარემოებამ განაპირობა ის, რომ 41 თვეზე მეტი დროის მანძილზე უმუშევრობა 8%25-ზე ქვევით არ ჩამოსულა.
Obamacare-ის პოპულარობას კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს გადაწყვეტილების მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილიც: სასამართლომ უარყო ღარიბების სახელმწიფო დაზღვევაზე მიმართული პროგრამა Medicaid-ის რეფორმა. შტატებს, რომლებიც Medicaid-ის გაფართოებაზე უარს იტყოდნენ, Obamacare-ი მკაცრ ფინანსურ სანქციებს უწესებდა. სასამართლომ ფინანსური იძულება ანტიკონსტიტუციურად ცნო და შტატებს არჩევანის თავისუფლება დაუტოვა, თავად გადაწყვიტონ, გააფართოონ თუ არა Medicaid-ი.
არადა, Obamacare-ის ამოქმედებით გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების ამოღება სწორედ შტატების სავალდებულო მონაწილეობით იგეგმებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი შტატების ძალაუფლებაზე ორიენტირებული კონსერვატორების გამარჯვებად მიიჩნევა.
გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან ინტენსიურად საუბრობენ სასამართლოს თავმჯდომარის - ჯონ რობერტსის როლზე. გაირკვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავდაპირველად ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტს არაკონსტიტუციურად თვლიდა. მიუხედავად ამისა, შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა და მეხუთე გადამწყვეტი ხმით კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობა დაადგინა.
რობერტსი თანამდებობაზე 2005 წელს ჯორჯ ბუშმა წარადგინა, შესაბამისად, მას უზენაეს სასამართლოში კონსერვატორების ხმად მიიჩნევდნენ. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რობერტსს ბევრი აკრიტიკებს პასიურობის გამო. კონსერვატორები თვლიან, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უბრალოდ ვერ გარისკა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა, შეეშინდა და უკან დაიხია.
![]() |
14 სერბეთში სოციალისტები ბრუნდებიან |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
შოთა კაკაბაძე
სერბეთის პრემიერმინისტრი ივიცა დასიჩი
ივნისის ბოლოს სერბეთის ახალი პრემიერის სახელი გახდა ცნობილი - 28 ივნისს, სერბეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, ტომისლავ ნიკოლიჩთან მოლაპარაკებების შემდეგ, ახალი მინისტრთა კაბინეტის მეთაურად ოფიციალურად დასახელდა უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალისტური პარტიის კანდიდატი ივიცა დასიჩი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ, სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის დასრულებიდან პირველად, სერბეთს კვლავ სოციალისტი პრემიერი ჰყავს.
მინისტრთა პორტფელების უმრავლესობა, სავარაუდოდ, მაინც პრეზიდენტნი კოლიჩის პროგრესის პარტიის წარმომადგენლებზე მოვა. მიმდინარე წლის 6 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ხმათა უმეტესობა აქვს მოპოვებული.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასიჩი წინა ხელისუფლების მთავრობის წევრიც იყო. პრეზიდენტ ტადიჩის მმართველი დემოკრატიული პარტიის წევრებით დაკომპლექტებულ კოალიციურ მთავრობაში, სოციალისტური პარტიის ლიდერს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცეპრემიერის თანამდებობა ეკავა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხზე მუშაობაში, ისევე, როგორც კორუფციასა და ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლაში.
ივიცა დასიჩმა სერბეთის პრემიერის პორტფელის ჩაბარებისას განაცხადა, რომ ქვეყანა აღარ დაბრუნდება 90 - იან წლებში, როდესაც იუგოსლავია ომით გაიხლიჩა შუაზე. „როგორც პრემიერ - მინისტრი, მე არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არასამართლიანი იქნება სერბეთისა თუ მისი მოქალაქეებისთვის“, აღნიშნა დასიჩმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ნიკოლიჩისა და დასიჩის დუეტი სერბეთის ერთი ეპოქის დასასრულად შეიძლება ჩაითვალოს. ეპოქის, რომელიც სერბეთის პირველი დემოკრატი პრემიერით, 2003 წელს მოკლული ზორან ჯინჯიჩით დაიწყო და რომლის განმავლობაშიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს უწყვეტად ეკავათ პრეზიდენტის ან პრემიერის პოსტი. დემოკრატიულმა პარტიამ დიდი სამუშაო გასწია, რათა სერბეთი ევროკავშირს უფრო დაახლოებოდა. უკანასკნელი პრეზიდენტის, ბორის ტადიჩის ერთ - ერთ უმთავრეს მიღწევად სწორედ სერბეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება სახელდება.
საინტერესოა ის, თუ რა გავლენას იქონიებს ჯერ კიდევ სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის დროს მისი პრეს სპიკერის, დასიჩის, პრემიერის ამპლუაში ყოფნა სერბეთის საგარეო პოლიტიკაზე.მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს მილოშევიჩის გარდაცვალებასთან ერთად, სოციალისტური პარტიის ახალმა ხელმძღვანელობამ, დასიჩის მეთაურობით, აქტიურად დაიწყო პარტიის ულტრანაციონალისტური წარსულის ჩამოშორება და მისი მოდერნიზაცია, დემოკრატიული პარტიის მიერ აღებული მკვეთრად პროევროპული კურსის ცვლილება და რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავება მაინც მოსალოდნელია. როგორც Associated Pressი წერს, არჩევნებიდან მოყოლებული, ივიცა დასიჩი უკვე ორჯერ ეწვია რუსეთის ფედერაციას, სადაც ახალ პრემიერს ნაციონალისტურ ძალებთან კოალიციის მნიშვნელობაში არწმუნებდნენ. მაშინ, როდესაც დასავლეთში ელოდებოდნენ, რომ პრემიერის პოსტს ყოფილი პრეზიდენტი ტადიჩი დაიკავებდა და ეს მნიშვნელოვნად დააბალანსებდა ამჟამინდელი პრეზიდენტის, ნიკოლიჩის შედარებით ნაციონალისტურ თუ რუსეთის მიმართ მეგობრულ ურთიერთობას.
როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, სერბეთის ხელისუფლებაში ნაციონალისტების მომრავლებით, ევროკავშირის, როგორც მთავარი მოკავშირის მნიშვნელობა ამ ბალკანური სახელმწიფოსათვის მცირდება. იმდენად, რამდენადაც ევროზონის გაჭიანურებული კრიზისი და ამის ფონზე სერბეთის კიდევ უფრო აქტიური ვაჭრობა რუსეთთან, ოფიციალური ბელგრადისთვის ამ ორგანიზაციაში წევრობის პერსპექტივას მიმზიდველობას უკარგავს. სერბი ნაციონალისტებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება ევროკავშირის მხრიდან წაყენებული არაერთი პირობა, რომლის შესრულებაც ქვეყანას წევრობის მისაღებად უწევს. მონათესავე სლავური რუსეთი კი, სერბეთთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის არანაირ განსაკუთრებულ წინაპირობას არ აყენებს. ცალკე საკითხია კოსოვო, რომლის მიმართ სერბების პოზიციასაც რუსების მხრიდან მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან.
28 ივნისი სერბეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია - ამ დღეს ქვეყანა 1389 წელს, კოსოვოს ველზე ოსმალებთან ბრძოლაში დამარცხებას იხსენებს. წელს, ამ დღესთან დაკავშირებით, სერბეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი კოსოვოს სერბულ ანკლავს ეწვია და ოფიციალური პრიშტინა მკაცრად გააკრიტიკა. ალექსანდრ კონუზინმა კოსოვოს ხელისუფლებას საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში დასდო ბრალი და ეს მაშინ, როცა სერბეთის მინისტრს კოსოვოს საკითხებში, გორან ბოგდანოვიჩს, ამ ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება არ მისცა.
კონუზინმა თავის სიტყვაში ასევე არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი კოსოვოს საკითხს „ზუსტად ისე უყურებს, როგორც სერბები“ და როგორც კი სერბეთი ამ პრობლემის მოგვარების გზებს შეიმუშავებს, ოფიციალური მოსკოვისგან სრულ მხარდაჭერას მიიღებს. არადა, ბრიუსელი სერბეთისაგან კოსოვოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას მოითხოვს იმისთვის, რომ მისი ევროკავშირში წევრობა კიდევ უფრო რეალური გახდეს, თუმცა სერბეთის ახალი პრეზიდენტის რიტორიკაში ნაკლებად თუ შეიმჩნევა კოსოვოს საკითხზე დათმობის სურვილი. ნიკოლიჩისვე განცხადებით, სერბეთი მზადაა, კოსოვოს დაბრუნების სანაცვლოდ, უარი თქვას ევროკავშირის წევრობაზე. თავის კომენტარში სერბეთის ახალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განსხვავებით კოსოვოსაგან, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას იმსახურებენ.
სერბეთის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი
გარდა ამისა, ახალ მთავრობას ეკონომიკის სფეროშიც მნიშვნელოვან გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება. სერბეთის ბიუჯეტის დეფიციტმა მთლიანიში და პროდუქტის 4.25 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ქვეყნის საჯარო ვალი მშპ - ის 50 პროცენტია. უმუშევრობის მაჩვენებელი სერბეთში 25%25 - ს აღწევს, რაც ახალ ხელისუფლებას სერიოზული სირთულეების წინაშე აყენებს.
![]() |
15 უზბეკეთი ОДКБ-ს მეორედ ტოვებს |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ანი ჩხიკვაძე
ცოტა ხნის წინ უზბეკეთმა დატოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის თაოსნობით შეიქმნა და 7 წევრისგან შედგება. როგორც მისმა სპიკერმა განაცხადა, უზბეკეთმა 28 ივნისს დიპლომატიური ნოტით ამცნო ორგანიზაციას წევრობის შეწყვეტის შესახებ.
უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი
ეს ორგანიზაცია 1992 წელს შეიქმნა, როგორც NATO-ს კონკურენტი. ხელმომწერი მხარეები არიან - სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი. შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაციის არსებობის მანძილზე წევრთა შორის თანამშრომლობა არცთუ წარმატებული გამოდგა. გაერთიანებიდან უზბეკეთის გამოსვლა მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი, უკანასკნელი წლის მანძილზე, რამდენჯერმე არ გამოცხადდა ორგანიზაციის შეხვედრებზე და სამხედრო კონტრიბუციაც შეამცირა. „ჩვენ ხელს არ გვაძლევს ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმები ავღანეთთან დაკავშირებით - ამ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობები გვსურს. ამას გარდა, ტაშკენტი არ ეთანხმება წევრი ქვეყნების გეგმებს სამხედრო თანამშრომლობის მხრივ“, - განაცხადა ერთ-ერთმა უზბეკმა პოლიტიკოსმა გაზეთ Коммерсант-თან ინტერვიუში.
ექსპერტთა ნაწილმა მიიჩნია, რომ უზბეკეთმა ეს ამერიკის მიერ შეთავაზებული დახმარების სანაცვლოდ გააკეთა. მოსკოველი პოლიტიკური ექსპერტის, ვლადიმირ ჟარიხინის განცხადებით, კარიმოვს სურს ამერიკასთან ფლირტი გააბას. არსებობს მოსაზრება, რომ ვაშინგტონი უზბეკეთში სამხედრო ბაზის განთავსებას აპირებს და სწორედ ამიტომ, ტაშკენტის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიძლება კრემლიდან ვაშინგტონისკენ გადაიხაროს.
ჯერ კიდევ 1999 წელს, უზბეკეთი ორგანიზაციიდან გამოვიდა და სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ჯგუფს შეუერთდა. ავღანეთის ოპერაციის დაწყებისას ტაშკენტი აშშ-ს ყარში-ხანაბადის საჰაერო ბაზით სარგებლობაზე დათანხმდა, თუმცა მთავრობის მიერ 2005 წელს, ქალაქ ანდიჟანში საპროტესტო მოძრაობის სისხლიანი ჩახშობის შემდგომ, უზბეკეთს დასავლეთთან ურთიერთობები გაუფუჭდა. ამერიკამ ბაზა დახურა და ქვეყანაც 2006 წელს ორგანიზაციას დაუბრუნდა. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პრეზიდენტი კარიმოვი აშშ-სა და რუსეთს შორის კატა-თაგვობანას თამაშობს.
ავღანეთის ოპერაციის დასრულებასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება სატრანზიტო ბაზები, რომელსაც NATO-ს შენაერთების სახლში დასაბრუნებლად და ავღანეთიდან ტექნიკის გამოსატანად გამოიყენებს. ყირგიზეთის და პაკისტანის მიერ ბაზის დახურვის შემდეგ, უზბეკეთმა რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ძნელი სათქმელია, შეცვლის თუ არა პოზიციას უზბეკეთი მომავალში. მას შემდეგ, რაც ამერიკა ავღანეთს დატოვებს და სამხედრო ბაზებიც აღარ იქნება მოგებიანი ტაშკენტისთვის, შესაძლოა, ის ისევ უფროსი ძმის კალთის ქვეშ აღმოჩნდეს.
უზბეკეთს ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებთან წყლის რესურსების და საზღვრების გარშემო დავები აქვს. პრეზიდენტი კარიმოვი, რომელიც ყოფილი კომუნისტური პარტიის მეთაურია, 1991 წლიდან მოყოლებული მართავს ქვეყანას. Human Rights Watch-ის მიხედვით, უზბეკეთი ყველაზე რეპრესიულ, ხოლო Transparency International-ის თანახმად, ყველაზე კორუფციულ სახელმწიფოთა რიცხვში ხვდება.
![]() |
16 პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამო პარაგვაი რეგიონულ იზოლაციაში მოექცა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
მარიამ მიქავა
იმპიჩმენტის პროცედურის შესაბამისად, პარაგვაის პარლამენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა პრეზიდენტი ფერნანდო ლუგო, რომელიც ქვეყანას 2008 წლიდან მეთაურობდა. იმპიჩმენტის მიზეზი გახდა გასული თვის ბოლოს სამართალდამცავებსა და გლეხებს შორის შეტაკება, რომლის შედეგადაც 6 პოლიციელი და 11 მოქალაქე დაიღუპა. სამართალდამცავები იმ ასობით გლეხის გასახლებას ცდილობდნენ, რომლებსაც კერძო ტერიტორია უკანონოდ ეკავათ.
პარაგვაის ყოფილი პრეზიდენტი ფერნანდო ლუგო
21 ივნისის ტრაგიკული ინციდენტის განხილვის შედეგად პარაგვაის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა, 79 ერთის წინააღმდეგ, პრეზიდენტი მოვალეობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. 22 ივნისს კი სენატმა, 39 ოთხის წინააღმდეგ, ბრალდება ძალაში დატოვა და ფერნანდო ლუგოს იმპიჩმენტი გამოუცხადა.
პარლამენტის გადაწყვეტილებამ ყოფილი პრეზიდენტი აღაშფოთა - „დღეს დარტყმა ფერნანდო ლუგოს კი არ მიაყენეს, არამედ პარაგვაის ისტორიასა და დემოკრატიას, რომელმაც ღრმა ჭრილობა მიიღო“. ლუგომ დეპუტატები „იურიდიულად ლეგიტიმური პროცედურით შენიღბულ სახელმწიფო გადატრიალებაში“ დაადანაშაულა და თავის მომხრეებს მშვიდობიანი პროტესტისაკენ მოუწოდა. რამდენიმე ათასი მანიფესტანტისგან შემდგარი აქცია საბოლოოდ წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალეს.
იმპიჩმენტის გამოცხადების წუთიდან პარაგვაის მეთაურის მოვალეობას ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ფედერიკო ფრანკო ასრულებს. მან შეთქმულების ბრალდება უარყო და განაცხა და, რომ ყველაფერი ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად განხორციელდა. ყოფილ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნამდვილმა ლიბერალ - რადიკალურმა პარტიამ, რომელსაც ფრანკო ხელმძღვანელობს, პრეზიდენტს უნდობლობა გამოუცხადა გლეხების გასახლებასთან დაკავშირებული მოვლენების გამო.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ლათინური ამერიკის წამყვანი ქვეყნებისგან. ბრაზილიამ, არგენტინამ და ურუგვაიმ ასუნსიონიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს, ვინაიდან ახალ ხელისუფლებას ამ ქვეყნების ლიდერები არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
ექსპერტების აზრით, პარაგვაის პარლამენტის გადაწყვეტილებამ შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას. იმპიჩმენტის ყველაზე მწვავე კრიტიკოსები პარაგვაის მთავარი სავაჭრო პარტნიორების - ბრაზილიის, ურუგვაის, არგენტინის და ვენესუელის ხელმძღვანელები არიან. თუ უგო ჩავესი პარაგვაის ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს, ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.
პარაგვაის მოქმედი პრეზიდენტი ფედერიკო ფრანკო
ძალიან მნიშვნელოვანია, რას გადაწყვეტს ორი რეგიონალური ორგანიზაცია, Mercosur (სამხრეთ ამერიკის ქვეყნების საერთო ბაზარი) და Unasur (სამხრეთამერიკული ნაციების კავშირი), რომელთა დღის წესრიგშიც პარაგვაის გარიცხვის საკითხი დადგა. Mercosurის, როგორც რეგიონალური ეკონომიკური ბლოკის ვერდიქტს, ამ უკანასკნელის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანიზიანის მიყენება შეუძლია. თანაც, პარაგვაის წევრობის სტატუსი უკვე შეუჩერდა - ახლა მსჯელობა ეკონომიკურ სანქციებზე მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ გაერთიანების ამოსავალი დებულება დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობაა, პარაგვაის ახალი მთავრობის წინააღმდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მთავარი არგუმენტი უსამართლო „საკანონმდებლო გადატრიალებაა“.
ფრანკოს ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო გერმანიამ, კანადამ და ესპანეთმა. ევროპელი დიპლომატები ასე ხსნიან - ხმის მიცემამდე ხომ თავად ლუგო ამბობდა, რომ კანონმდებლების ნების მიერ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ფერნანდო ლუგო აქტიურ პოლიტიკაში მოღვაწეობის გაგრძელებას აპირებს. როგორც თავად განაცხადა, მზადაა საკუთარი კანდიდატურა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარადგინოს. 1989 წელს პარაგვაის ბოლო დიქტატორის, ალფრედო სტრესნერის დამხობის შემდეგ, ქვეყნის ისტორიაში ეს მეხუთე არჩევნებია.
![]() |
17 12 წლის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ანი ჩხიკვაძე
ინსტიტუციურ რევოლუციური პარტია ხელისუფლების სათავეში ბრუნდება
პირველ ივლისს მექსიკელები ახალი პრეზიდენტის ასარჩევად გამოცხადნენ საარჩევნო უბნებზე. დაძაბულ საპრეზიდენტო ბრძოლაში ენრიკე პენია ნიეტომ გაიმარჯვა რევოლუციურ ინსტიტუციური პარტიიდან (PRI), მან ხმების 38%25 მიიღო. მეტოქეს 6 პროცენტით ჩამორჩა დემოკრატიული რევოლუციის პარტიის კანდიდატი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი. ხოსეფინა ვაზკეზ მოტამ ეროვნული მოქმედების პარტიიდან (PAN) კი ხმების მხოლოდ 25,5%25 მიიღო.
მექსიკის პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი და მისი მემარჯვენე PAN-ი ნიეტოს PRI-მა ჩაანაცვლა. PAN-ი 12 წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას. მექსიკაში პრეზიდენტი ექვსწლიანი ერთჯერადი საპრეზიდენტო ვადით ირჩევა, სწორედ ამიტომ, ფელიპე კალდერონს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდა. არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას საერთაშორისო ორგანიზაციები და პოლიტიკური ექსპერტები მიესალმენ. მათი შეფასებით, ეს მექსიკის მიერ დემოკრატიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
როგორი იქნება პენია ნიეტოს პოლიტიკა ლოს პინოს დაკავების შემდეგ, ძნელი სათქმელია. PRI მექსიკას შვიდი დეკადის მანძილზე მართავდა და ნარკოკარტელებთან კორუფციულ გარიგებებში იყო ჩაფლული. 1977 წელს, კონკურენტის არარსებობის პირობებში, პრეზიდენტად ხოსე ლოპეზ პორტილო აირჩიეს, 1988 წლის არჩევნები კი PRI-მ აშკარა თაღლითობით მოიგო. 1994 წლის არჩევნებში პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ლუის დონალდო კოლოსიოს მკვლელობის შემდეგ, ქვეყნის სათავეში მოვიდა ერნესტო ზედილო, რომელმაც პოლიტიკური რეფორმების ტალღა დაიწყო. პარტიამ 90-იან წლებში რეფორმა განიცადა, რამაც ნიადაგი მოამზადა PAN-ის ხელისუფლებაში მოსასვლელად. იმ პერიოდისთვის მექსიკა შეუერთდა NAFTA-სა და GATT-ს, მთლიანი შიდა პროდუქტი კი ერთ სულ მოსახლეზე 7 000$-დან 15 000 $-მდე გაიზარდა.
ამის შემდეგ, 2000 წელს, საარჩევნო გზით ქვეყნის სათავეში მოვიდა ეროვნული მოქმედების პარტია - ჯერ ვინსენტე ფოქსის, მერე კი ფელიპე კალდერონის მეთაურობით. კალდერონის მიერ ნარკოდაჯგუფებების წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა პარტიის ბედ-იღბალზე ცუდი გავლენა იქონია, ომის განმავლობაში ხომ 60,000-მდე ადამიანი დაიღუპა. ბევრი თვლის, რომ ხელისუფლება არაეფექტურად წარმართავს ამ ბრძოლას და სწორედ ამით აიხსნება კალდერონის რეიტინგის მკვეთრი კლება.
ნიეტომ საკუთარ საპრეზიდენტო სიტყვაში გაახმოვანა, რომ კარტელებთან ომი გაგრძელდება და არანაირი მოლაპარაკებები თუ ზავი აღარ იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ მექსიკა გააგრძელებს ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობას. როგორც ჩანს, პარტია ცდილობს თავი დააღწიოს ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ კორუფციულ იმიჯს.
მექსიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო
ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის (ამლო) განცხადებით, არჩევნები გაყალბდა. ამლომ 2006 წლის არჩევნებზეც იგივე შეფასება გააკეთა, მაშინ როცა 40,000 ხმით წააგო კალდერონთან და მეხიკოს ქუჩებში აპროტესტებდა შედეგებს. აპირებს თუ არა ამლო დემონსტრაციების გამართვას ამ შემთხვევაში, ჯერ უცნობია. თუმცა, როგორც ჩანს, მექსიკელ ამომრჩეველს მისი ჩავისტული (Chavism) პოლიტიკური კურსი არ ხიბლავს.
საგულისხმოა, რომ PRI-მ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა ვერ მოიპოვა. 1997 წლიდან მოყოლებული აქ არცერთ პრეზიდენტს სრული უმრავლესობა არ ჰქონია. ეს ფაქტი აბრკოლებს რეფორმების პროცესს, რაც აუცილებელია მექსიკის ეკონომიკური თუ პოლიტიკური სისტემის განახლებისათვის. 2000 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 2 პროცენტით იზრდება. არაა გამორიცხული, რომ PRI-მ და PAN-მა საერთო ენა გამონახონ და რეფორმებზე შეთანხმდნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ PAN-ის მსგავსად ნიეტო თავისუფალი ბაზრის მომხრეა, რთული სათქმელია, როგორ შეძლებს ეს ორი მხარე პროფკავშირებისთვის და მუშათა გაერთიანებებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას. ეს უკანასკნელნი კი PRI-ის უჭერენ მხარს. ბოლო წლების მანძილზე ორივე პარტია აქტიურად ბლოკავდა ერთმანეთის ინიციატივას, რამაც კონგრესის პარალიზებაც კი გამოიწვია და იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური რეფორმები გატარდეს, მნიშვნელოვანია ნიეტომ კოალიციის შექმნაზე იფიქროს.
მიუხედავად კონკურენტულ და კანონიერ გარემოში ჩატარებული არჩევნებისა, მექსიკას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი დემოკრატიზაციისკენ. Transparency International-ის მიხედვით, ქვეყანაში მაღალია კორუფცია, Freedom House-ის მონაცემებით კი, პრესა ნაწილობრივ თავისუფალია. გარდა ამისა, მექსიკა ერთ-ერთ ყველაზე უთანასწორო ქვეყანათა რიცხვში ხვდება - 6 მილიონამდე არალეგალური იმიგრანტი აშშ-ში ცხოვრობს. არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, ახალი პრეზიდენტის დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.
![]() |
18 ახალი ინიციატივა: სესხების კონტროლის ალტერნატიული სერვისი |
▲ზევით დაბრუნება |
ბიზნესი
ელენე კვანჭილაშვილი
პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას შეიძლება სესხების რეგისტრაცია და მონიტორინგის მომსახურება დაემატოს. ეს ინიციატივა საკამათო გამოდგა.
კანონის მიხედვით დგინდება, რომ პირველი სექტემბრიდან, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება ექნება მოახდინოს სესხის ხელშეკრულების რეგისტრაცია და შემდეგ, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება გააკონტროლოს. სერვისით სარგებლობა სავალდებულო არ არის: ხელშეკრულების მხარეები ალტერნატიული მომსახურებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუ ამის სურვილს ორივე მხარე გამოთქვამს - მსესხებელიც და გამსესხებელიც.
კანონპროექტის ავტორთა აზრით, ასეთი ალტერნატიული სერვისი განსაკუთრებით ხელსაყრელი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, როცა მსესხებელს სესხის გამყარება იპოთეკით ან/და გირავნობით არ შეუძლია. შესაბამისად, მონიტორინგი შეეხება მხოლოდ ისეთ სასესხო ხელშეკრულებებს, რომელთა უზრუნველსაყოფად არ იქნება გამოყენებული უძრავი ან მოძრავი ქონება, ავტომობილი ან საცხოვრებელი სახლი, ბინა ან მიწის ნაკვეთი.
თუ ხელშეკრულება დაირღვევა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, რომელიც ჩაბარდება მოვალეს. მას აქვს უფლება ბიუროს გადაწყვეტილება ყველა არსებული წესით გაასაჩივროს.
თუ არ გაასაჩივრებს, მოვალეს სულ მცირე 15 დღე ექნება, რომ ბიუროს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. ეს არის მინიმალური ვადა, რომელიც მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს. მხარეებს ასევე შეეძლებათ ისარგებლონ ყველა იმ უფლებით, რასაც მათ დღეს სამოქალაქო კანონმდებლობა ანიჭებს. მათ შორის, ვალის პატიების და მორიგების უფლებითაც.
სააღსრულებო წარმოების დაწყების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო მევალეს 7 დღით ადრე კიდევ ერთხელ გააფრთხილებს, რომ ვადა იწურება და ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
კანონპროექტის ავტორთა აზრით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ალტერნატიული მომსახურებით სარგებლობისას ხელშეკრულების მხარეები ხარჯებს დაზოგავენ: მათ აღარ მოუწევთ სანოტარო პროცედურების გავლა თუ სასამართლოში დავის განხილვა. ამით დაიზოგება არა მხოლოდ ფული, არამედ დროც. შემცირდება საკრედიტო რისკებიც, რასაც, პროექტის ავტორთა შეფასებით, დღეს ქართულ საბანკო სისტემაში მაღალი საპროცენტო განაკვეთი აბალანსებს. კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამავლობა შეიძლება ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთების შემცირების წინაპირობა გახდეს.
გაცილებით ბევრია ადამიანი, რომელიც ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებს. მათი უმრავლესობისთვის მსესხებელსა და გამსესხებელს შორის მესამე პირის ჩადგომის პრეცედენტის დაშვება თავისთავად უარყოფითი მოვლენაა: სესხებისა და დაზოგვის ხარისხი თავისუფალმა ბაზარმა უნდა დაადგინოს. ასევე თავისუფალმა ბაზარმა უნდა განსაზღვროს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესებს თან ახლავს.
საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკას ყველაზე უკეთ არეგულირებს იმ გაგებით, რომ ბიზნესმენებს უადვილებს სწორად განსაზღვრონ ინვესტიციების დონე. საპროცენტო განაკვეთების ხელოვნურად შემცირების ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს ინვესტირებას ისეთ პროექტებში, რომლებიც მოგებიანი არ არის.
თავისუფალ ბაზარზე ჩარევის პირობებში, სწორად ვერ შეფასდება იმ ადამიანების მიერ ეკონომიკაში დატოვებული კაპიტალი, რომლებმაც საკუთარი ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტეს - დღეს გაიჭირვონ და მეტი დაზოგონ იმისთვის, რომ ხვალ უფრო მეტის მოხმარება და მეტი სარგებლის მიღება შეძლონ. თუკი კრედიტი ხელოვნურად გაიაფდება, მაშინ ფულზე მოთხოვნა გაიზრდება, შესაბამისად ფული გაძვირდება და შედეგად, მაღალ ინფლაციას მივიღებთ.
შესაბამისად ილუზია, რომ კაპიტალის სახით იმაზე მეტი ფულია, ვიდრე რეალურად არსებობს, ინვესტორებს უბიძგებს ფული უფრო გრძელვადიან პროექტებში დააბანდონ და გაუმართლებელი რისკები აიღონ.
ამდენად, რისკების მენეჯმენტი ყველაზე უკეთ სწორედ კომერციულ ბანკებს შეუძლიათ, რადგან მათ კარგად იციან, რამხელა მოთხოვნა არსებობს ბაზარზე.
![]() |
19 Nexus 7: პირველი Google Tablet |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ვახო ელერდაშვილი
ტაბლეტური კომპიუტერების ბაზარი ნამდვილ ბრძოლის ველს დაემსგავსა - ყოველი დიდი თუ მცირე კომპანია iPad-ისთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს. დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც Microsoft-ის Surface გაყიდვა დაიწყო და Google-ის წარმომადგენლებმა Nexus 7 წარუდგინეს მომხმარებლებს. ეს უკანასკნელი ტაივანურ გიგანტთან, Asus-თან თანამშრომლობის შედეგია, სოლიდურად გამოიყურება და, რაც მთავარია, გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე iPad, ან Surface. ამით Google-მა თავისი ჩანაფიქრი გაამხილა: მას დაბალბიუჯეტიანი ტაბლეტური კომპიუტერების ნიშის დაკავება სურს, სადაც მისი უშუალო კონკურენტი Amazon-ის Kindle Fire იქნება.
Nexus 7 იქნება პირველი პლანშეტი, რომელიც ოფიციალურად Google Tablet-ად იწოდება. მანამდე გამოსულ არცერთ პლანშეტს, რომელიც ოპერაციულ სისტემა ანდროიდზე იყო დაფუძნებული (Samsung Galaxy Tab, Motorola Xoom და ა.შ.), ასეთი პატივი არ რგებია. საინტერესო ის არის, რომ Google-მა Nexus 7-ის გამოშვებით სცადა სტივ ჯობსის ცნობილი ინტერვიუს უგულებელყოფა - მაშინ ის ამტკიცებდა, რომ 7-დუიმიან პლანშეტებს მომავალი არ აქვთ, ვინაიდან მოსახმარად არაერგონომიული და არაპრაქტიკულია. ჯობსი ამბობდა, რომ 7 დუიმი ძალიან მცირე ზომაა იმისთვის, რომ სმარტფონის მიმართ ტაბლეტის უპირატესობა შევიგრძნოთ.
Nexus 7-ზე წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 4.1 ვერსია, კოდური სახელწოდებით Jelly Bean. საშუალო ეკრანზე მორგებული ოპერაციული სისტემა, როგორც აღმოჩნდა, წარმატებით უმკლავდება მომხმარებელთა ყველა მოთხოვნას. ამასთან, ყველა ის პრეტენზია, რაც Kindle Fire-ის ოპერაციული სისტემის, Android 2.3-ის მიმართ მანამდე არსებობდა, Nexus 7-ის შემთხვევაში არ იარსებებს და განსხვავებით Amazon-ის ქმნილებისგან, მომხმარებლები პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევის დროს მხოლოდ Amazon Appstore-ზე არ იქნებიან დამოკიდებულნი. Google-ის ბიზნესმოდელი უპირატესად კონტექსტურ რეკლამებზეა აგებული, შესაბამისად, Nexus 7 ისეთივე გახსნილი სისტემა იქნება, როგორც სხვა ანდროიდიანი სმარტფონები.
სისტემური მახასიათებლებით Nexus 7 არაფრით ჩამოუვარდება კონკურენტებს: აღჭურვილია 1.3 GHz Nvidia Tegra 3 პროცესორით და 1 GB ოპერატიული მეხსიერებით. მოჰყვება 8 ან 16 GB-იანი გარე მეხსიერება და ბატარეის ხანგრძლივობა, ვიდეოს ყურების რეჟიმში, 9 საათს უდრის, ფონურ რეჟიმში კი - 340 საათს. ეკრანის რეზოლუცია 1280x800 პიქსელია და სულ რაღაც 340 გრამს იწონის. ერთი სიტყვით, Google-მა და Asus-მა ერთობლივი ძალებით მოინდომეს, რომ ბაზარზე შევიდნენ 7-დუიმიანი შედარებით იაფფასიანი პლანშეტით (უკვე ცნობილია Nexus 7-ის ფასიც, ის 199 დოლარი ეღირება), რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ჯერ კიდევ ნაჯერობისთვის არ მიუღწევია.
Google-ის წარმომადგენელმა, ჰიუგო ბარამ Nexus 7-ის ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ: „Nexus 7-ში თავმოყრილია Google-ის ბოლო წლების გამოცდილება და ჩინებული შიგთავსი ოპერაციული სისტემის სახით“. თუ ინტერნეტში განთავსებული რევიუებით ვიმსჯელებთ, Nexus 7 სრულად ამართლებს მომხმარებელთა მოლოდინს, შესაბამისად, ახლა Apple-ის სვლაა. საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა ახლო მომავალში iPad-ის 7-დუიმიან ნაირსახეობას.
![]() |
20 ძველი საქართველოს ეკონომიური წყობა |
▲ზევით დაბრუნება |
არქივი
ილია ჭავჭავაძე
ჩვენის ხალხისა და ქვეყნის ისტორია მეტად ბნელია და შეუმუშავებელი. ჩვენს ისტორიაში ან სულ არ არის ფაქტები ჩვენის ხალხის ცხოვრების შესახებ და, თუ არის, კანტიკუნტი სად მე, ისიც მეტად საეჭვოა.
ჩვენ ვამბობთ მარტო იმისთანა ფაქტების თაობაზედ, რომელშიც ერთობ ხალხი იჩენს თავის თავსა, თავის თვისებასა, თავის მონაწილეობასა ისტორიაში.
ერთი სიტყვით, ჩვენის შიდაცხოვრების ისტორია ჯერ ფარდა აუხდელია და უცნობი ჩვენგან. ჩვენი „ქართლის ცხოვრება“ ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მომქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებული, თითქო ხალხის ისტორიის შესამეცნებლად საკმაოა კაცმა იცოდეს მარტო მეფეთა ისტორია. თვითონ მეფეთა მოქმედებაც ნაჩვენებია საგარეო საქმეთა შესახებ და არა შესახებში და საქმეთა.
ამის გამო არცერთი უეჭველი საბუთი არ უდევს სარჩულად არც ერთს ისტორიულ ფაქტს ჩვენის ხალხის ცხოვრებისას.
თუმცა ასე, მაგრამ არის ერთი იმისთანა ისტორიული მოვლენა, რომელსაც ვერავინ უარს ვერა ჰყოფს და რომელიც დღესაც უკვირს ყველას, ვისაც კი ამ მოვლენისთვის თვალი დაუკვირვებია.
უეჭველია, რომ ჩვენს ხალხს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია თავისის ცხოვრებითა და თვითმოქმედებითა.
უეჭველია, რომ ამ ორი ათას წელს იმისთანა ხანა ისტორიის არ დასდგომია, რომ მტრისაგან მოსვენებული ყოფილიყოს ზედმიყოლებით და განუწყვეტლივ ასი წელიწადი მაინც ერთად.
საქართველო დღე და ღამ იარაღით ხელში იდგა, მტერი ყოველ მხრიდამ მოწოლილი იყო. ჩვენი ხალხი თითქმის ორი ათასი წელიწადი იბრძოდა, ომობდა, სისხლსა ღვრიდა, და ბოლოს მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს თვითმყოფობითი სული ისე დალია, რომ ჩვენს ქვეყანას არავის ვალი და ვახში არ დასდებია.
ვსთქვათ, მკლავმა და გულმა შესძლო ეს გოლიათობა, საკვირველი ეს არის - რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფასა? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლის ღვრასა? ეს ერთი მუჭა ხალხი თითქმის ქუდზედ კაცად უნდა მდგარიყო იარაღით ხელში, რომ მტრისაგან მტვრად არ აღგვილიყო - და საზრდოებას ვინ აძლევდა და რა აძლევდა?
ყოველს ამ საგანზედ უეჭველი და გულდადებითი პასუხი მეტად ძნელია. ამ შემთხვევაში ჩვენი „ქართლის ცხოვრება“ ხელს ვერაფრით შეგვიწყობს. ერთს იმისთანას არას გვანიშნებს, რომ საბუთად ვიხმაროთ უეჭველის დასკვნისთვის. მხოლოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამისი პასუხი ჩვენს ეკონომიურს აგებულებასა და წყობაში უნდა მოინახებოდეს.
უეჭველია, ჩვენი უწინდელი ეკონომიური წყობა ისეთი ყოფილა, რომ ხალხს იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალღონე, რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაი - ვაგლახსა და ომებსა ამოდენა ხნის განმავლობაში. აი, საგანი ღირსშესანიშნავი და მეტად საინტერესო გამოსაკვლევად. ეს საგანი რომ თვალწინ ჰქონდეს ჩვენს ეხლანდელ მეისტორიეს, ამ საგანზედ რომ უეჭველი პასუხი მოგვცეს ვინმემ, ბევრს ნათელს მოჰფენდა აწმყოსა და მომავალსაც გზას გაუნათებდა. ჩვენგან დიდი კადნიერება იქნებოდა, რომ ამ მძიმე საქმის გამოკვლევას შევსდგომოდით გაზეთის მოკლე წერილშია. სწორედ მოგახსენოთ, ამისათვის არც მომზადება გვაქვს და არც საჭირო წყარო. ხოლო ფიქრად მოგვდის ორიოდე აზრი, ისიც ვარაუდობით ცნობილი, და ვგონებთ მეტი არ იყოს ის ორიოდე აზრი მკითხველსაც გავუზიაროთ.
ჩვენა გვგონია, სიკეთე ჩვენის ეკონომიურის აგებულებისა და წყობისა იმაში ყოფილა, რომ მიწა, ესე იგი მამულ - დედული, ცოტად თუ ბევრად უფრო სამართლიანად მორიგებული ყოფილა ჩვენს ხალხში, ვიდრე სადმე სხვაგან.
საკვირველია, რომ დღეს აქამომდე უმამულო, უბინაო კაცი ჩვენში თითქმის არსად არ მოიძევება. ამისთანა წყობამ მიჰმართა უსათუოდ ჩვენი ხალხის მიწათმოქმედებას, რომელიც უფრო დაუშრომელი და მკვიდრი წყაროა ხალხისა და ქვეყნის საზრდოებისათვის, ვიდრე სხვა რამ. ხსნა ჩვენის ქვეყნისა ამ წყობაში უნდა ყოფილიყო, და ვიდრე ამ წყობას უფრთხილდებოდნენ ჩვენი მეფეები, იმ დრომდე ქვეყანა ღონიერი ყოფილა და გასძღოლია მტერს ასე თუ ისე.
სიფრთხილე რაში უნდა აღმოჩენილიყო?
ჩვენს ეკონომიურს წყობაში ორგვარი მიმდინარეობა იყო, როგორც ყველგან სხვაგან: ერთი სამსოფლო და მეორე საკომლო. პირველი მიიზიდებო და ისე, რომ სოფლის წრეში ყოფილი მამულები, მიწა, მინდორი, ტყე - საზოგადო, სამსოფლო ხმარებაში ყოფილიყო; მეორე ისე, რომ ყოველივე ეგენი განსაკუთრებულიყო. თუ საკომლო ფეხს დაიდგამდა და გავრცელდებოდა, მაშინ განსაკუთრებას მიწისას და, მაშასადამე უსწორმასწორობას მიწის მფლობელობაში ფართო გზა გაეხსნებოდა, და თუ სამსოფლო გაძლიერდებოდა - მაშინ იმ უსწორმასწორობას გზა შეეკვროდა.
აქედამ ცხადია, ჩვენი მეფეები რას უნდა გაჰფრთხილებოდნენ.
როგორც ეტყობა, უფრთხილდებოდნენ კიდეც, თუ არ მეფენი, თვითონ ხალხი მაინცა. ეს იქიდამა სჩანს, რომ ჩვეულებამ ფრთა შეაკვეცა საკომლო განვითარებას, რადგანაც ყველგან საკომლო განსაზღვრული იყო ზოგან ოცის დღიურითა, ზოგან ორმოცის დღიურითა, მამულების ნოყიერებისა გვარად. ასე რომ, ერთ კომლს სოფელში ჩვეულებით დადგენილ ზედმეტი არ შეეძლო მამულები დაეჭირა. ტყისა და მინდვრის განსაკუთრება ხომ ყოვლად შეუძლებელი იყო და დღესაც აქამომდე ჩვენის ხალხის გონებაში ვერა თავსდება ის აზრი, რომ ტყე და მინდორი საკუთრება იყოს ვისიმე და არა სამსოფლო.
![]() |
21 ევრო 2012: ტაბულას სიმბოლური ნაკრები 4-4-2 |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი)
საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
სათადარიგო ნაკრები: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია), ფაბიო კოენტრაუ (პორტუგალია), ხერარდ პიკე (ესპანეთი), მატს ჰუმელსი (გერმანია), ჯორჯო კიელინი (იტალია), დავიდ სილვა (ესპანეთი), სამი ხედირა (გერმანია), დანიელე დე როსი (იტალია), სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი), მარიო ბალოტელი (იტალია), მარიო გომესი (გერმანია).
მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი (იტალია)
![]() |
22 ისევ ტიკი ტაკა |
▲ზევით დაბრუნება |
ბიძინა ბარათაშვილი|სვეტი
დიდი ხნის წინ ლეგენდარულმა გარი ლინეკერმა თქვა: ფეხბურთს ყველა თამაშობს, გამარჯვება კი მუდამ გერმანიას რჩებაო! დღეს ამ გამოთქმის ახალი პერიფრაზი გაჩნდა: საუკეთესო ფეხბურთს ესპანეთი თამაშობს და გამარჯვებაც მას რჩება!
ესპანელების შემხედვარე, თანამედროვე ფეხბურთი თითქოს მთავარ ხიბლს კარგავს - ამოუცნობადობას. უმაღლესი რანგის ზედიზედ 3 ფორუმი ერთი და იმავე სცენარით ვითარდება - სპეციალისტები აფასებენ ფავორიტთა შანსებს, ვარაუდობენ ლიოვის გერმანიის აღზევებას, ინგლისურ რენესანსს, ჰოლანდიური ფენომენის გაბრწყინებას, საფრანგეთის პოსტზიდანურ გამოფხიზლებას, მესის არგენტინის, რონალდოს პორტუგალიისა თუ მორიგი „პელეთი“ დაპიარებული ბრაზილიის დომინირებას… ჩემპიონი კი ისევ ჩავი-ინიესტას ესპანეთი ხდება და ამას რაღაც საოცარი სიმსუბუქითა და დამაჯერებლობით აკეთებს.
აი ახლაც, კონტინენტის მორიგი პირველობა ისევ ესპანელთა უპირობო ტრიუმფით დასრულდა - დელ ბოსკეს გუნდმა საფეხბურთო ისტორია უკვე მერამდენედ გადაწერა და, როგორც ჩანს, არც მიღწეულზე შეჩერებას აპირებს!
2 წლის წინ ბევრს არ სჯეროდა, რომ „ტიკი ტაკას“ მქადაგებლებს შეეძლოთ გასული საუკუნის 70-იანი წლების უძლეველი გერმანიის შედეგის გამეორება და 2008 წელს მოპოვებული ევროპული ოქროს სამუნდიალოდ „გადადნობა“… შეძლეს!
მერე გაჩნდა მოსაზრება, რომ იბერიული ეპოქა აქ დასრულდებოდა და მოძლიერებული მეტოქეები მოახერხებდნენ ბურთის გაუთავებელი, „მოსაწყენი“ გორაობისთვის ქმედითი კონტრიარაღის გამოძებნას. თითქოს, შეძლეს კიდეც - ამხანაგურებში ჯერ არგენტინამ გაანადგურა ყველაფრის მომგები ჩემპიონი 4:1, მერე პორტუგალიამ - 4:0, ბოლოს იტალიამაც - 2:1… მაგრამ მოვიდა ოფიციალური მატჩების დრო და ყველაფერი თავის ადგილებზე დადგა
რა არ ვუსაყვედურეთ დელ ბოსკეს: სოლდადოს შინ დატოვება, ლორენტეს იგნორირება, უცენტრფორვარდოდ თამაში, ნეგრედოს დაწინაურება… მან კი ჯიუტად განაგრძო არჩეული კურსი და ყველა კრიტიკოსი პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.
ფინალური 4:0-ის მერე აღარავის გაახსენდება ჯგუფური ეტაპის თანაბარი მატჩი იტალიასთან, ხორვატთა სასარგებლოდ არდანიშნული 11-მეტრიანები და პორტუგალიასთან შექმნილი 2 კინკილა მომენტი, რომლებმაც ვერაფრით ააცილეს ჩემპიონს პენალტების ლატარია. ახლა ეს ყველაფერი კარგად გათვლილ სტრატეგიად, ძალების დაზოგვად და გარდაუვალი წარმატების რწმენად აღიქმება. პირველ პლანზე კი ირლანდიის განადგურება, ფრანგებთან ოფლისღვრის გარეშე გამართული კატა-თაგვობანა და დაუვიწყარი ფინალი გამოდის.
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში გადამწყვეტი შეხვედრა ოთხბურთიანი უპირატესობით ჯერ არავის მოუგია და შესაძლოა, ვერც მომავალში მოიგოს ვინმემ! თანაც ვისთან?! ინგლისისა და გერმანიის ზედიზედ გამგდებ, კატენაჩოს გამომგონებელ იტალიასთან, რომელსაც ოფიციალურ შეჯიბრებაში 4 გოლი 1970 წლის მერე არ გაუშვია!
წლევანდელი ევროფორუმის საბოლოო შეფასება ჯერ წინაა. ალბათ შევთანხმდებით, რომ პოლონეთ-უკრაინაში არც ახალი, რევოლუციური ტაქტიკური სიახლეები გვინახავს და არც ახალი ვარსკვლავების ამობრწყინება - 16 გუნდისა და უამრავი უსახური მატჩის პირობებში ამის დიდი იმედი არც უნდა გვქონოდა (წარმომიდგენია, რა მოხდება 24-გუნდიან ტურნირებში!), მაგრამ ერთი რამ უდავოა - ესპანეთმა საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშით ფეხბურთი სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა და ჩვენს პრაგმატულ ეპოქაში მინდორზე დღესასწაული დააბრუნა…
ამბობენ, 1966 წლის მუნდიალის წინ მოსკოვში ფანტასტიკურ ბრაზილიასთან 0:3 წაგებული მატჩის დროს, მოედნის ცენტრში ინერტულად გაჩერებულ ვლადიმერ ბარქაიას თანაგუნდელის საყვედურზე უპასუხია: დამაცალე, ფეხბურთს ვუყურებო! ჰოდა, ჩვენც ის დაგვრჩენია, დაველოდოთ სექტემბერს, წავიდეთ სტადიონზე და ამ გენიალური გუნდის თამაშით დავტკბეთ!
![]() |
23 ევრო 2012: რეკორდები და რიცხვები |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
ლაშა გოდუაძე
იკერ კასილიასი
...ესპანეთი ევროპის პირველი ჩემპიონია, რომელმაც ტიტული დაიცვა. ესპანეთი ასევე პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ მოიგო სამი დიდი ტურნირი - 2008 და 2012 წლებში ევროპა, 2010 წელს - მსოფლიო. აქამდე რეკორდი გფრის ნაკრებს ეკუთვნოდა, რომელმაც 1972 წელს ევროპის, ხოლო 1974 - ში მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო, 1976 წელს კი ევრო ფინალში დამარცხდა.
ვისენტე დელ ბოსკე
...ესპანეთი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი (1964, 2008, 2012) და გერმანიის რეკორდი (1972, 1980, 1996) გაიმეორა.
...მსოფლიოს 2006 წლის ჩემ პიონატის მერვედფინალში საფრანგეთთან წაგების შემდეგ ესპანეთს დიდი ტურნირების ფლეიოფში ათ თამაშში ჯერ გოლი არ გაუშვია!
ჰელმუტ შიონი
...ესპანეთმა ევროფინალი ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო - 4:0. აქამდე რეკორდი - 3:0 - გფრის ნაკრებს ეკუთვნოდა სსრკ - სთან 1972 წელს. ესპანელები გაისად, ბრაზილიაში ფიფას კონფედერაციათა თასზე ითამაშებენ, ისევე როგორც იტალია, რომელმაც ეს უფლება ფინალში გასვლით მოიპოვა.
…ესპანელთა მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე პირველია ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ტიტულები საკლუბო და სანაკრებო დონეზე მოიგო. 2000 წელს მისმა გაწვრთნილმა მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2002ში ეს წარმატება გაიმეორა, მოგვიანებით კი ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასიც ჩაიბარა. დელ ბოსკეს ესპანეთმა ორი წლის წინ ფიფას ოქროს თასი მოიპოვა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა.
...60- 70 წლების გფრის ნაკრების თავკაცის ჰელმუტ შიონის შემდეგ დელ ბოსკე მეორე სპეციალისტია, რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოიგო.
...იკერ კასილიასმა, სერხიო რამოსმა, ჩაბი ალონსომ, დავიდ სილვამ, ანდრეს ინიესტამ, ხავი ერნანდესმა, სესკ ფაბრეგასმა, ფერნანდო ტორესმა, ალვარო არბელოამ, რაულ ალბიოლმა, ხოსე რეინამ და სანტი კასორლამ მეორედ მოიგეს ევროპის ჩემპიონატი. მათ გერმანელი რაინერ ბონჰოფის (1972, 1980) რეკორდი გაიმეორეს.
...ჩემპიონთა კაპიტანმა იკერ კასილიასმა ერთადერთი გოლი გაუშვა - პირველ ტურში იტალიასთან (ანტონიო დი ნატალე). მას შემდეგ ესპანელთა მეკარემ ყველა შეხვედრა უგოლოდ დაასრულა, ეს კი ევროჩემპიონატების ახალი რეკორდია. მისი მიღწევა 509 წუთს ითვლის!
... კასილიასმა მეოთხედ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე (2000, 2004, 2008, 2012) და გერმანელი ლოთარ მათეუსის (1980, 1984, 1988, 2000), დანიელი პეტერ შმეიხელის (1988, 1992, 1996, 2000), ჰოლანდიელი აარონ მოჰამედ ვინტერის (1988, 1992, 1996, 2000), იტალიელი ალესანდრო დელ პიეროს (1996, 2000, 2004, 2008), ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ სარის (1996, 2000, 2004, 2008) და ფრანგი ლილიან ტურამის (1996, 2000, 2004, 2008) რეკორდი შვედ ოლოფ მელბერგთან ერთად (2000, 2004, 2008, 2012) ერთად გაიმეორა.
...ევროპირველობების ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი მატჩი - 16 - ვან დერ სარმა და ტურამმა ჩაატარეს. ამ რეკორდის გაუმჯობესების კარგი შანსი აქვთ ესპანეთის, პორტუგალიის და გერმანიის ნაკრების კაპიტნებს: იკერ კასილიასს, კრიშტიანუ რონალდუს და ფილიპ ლამს - მათ აქტივში 1414 მატჩია.
...კასილიასმა ვან დერ სარის რეკორდი გაიმეორა: ფინალურ ეტაპზე მეცხრე თამაშში არ გაუშვა გოლი. იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონის კარიერაში 5 ასეთი მატჩია.
...ფერნანდო ტორესი ევროისტორიაში პირველია, რომელმაც ორ ფინალში გაიტანა გოლი. ოთხი წლის წინ ესპანელებმა მისი ერთადერთი ზუსტი დარტყმით სძლიეს გერმანიას.
...ლონდონის ჩელსის თავდამსხმელები ტორესი და ხუან მატა მეორე და მესამე ესპანელები არიან, ვინც ერთ სეზონში მოიგეს ჩემპიონთა თასი და ევროპის ჩემპიონატი. პირველი ესპანელი ლეგენდარული ლუის სუარესი იყო, რომელმაც 1964 წელს ჯერ მილანის ინტერთან ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი, შემდეგ კი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში გაიმარჯვა. მსგავს წარმატებას მიაღწიეს ჰოლანდიელებმა ჰანს ვან ბრეკელენმა, რონალდ კუმანმა, გერალდ ვანენბურგმა, ბარი ვან არლემ და ვიმ კიფტმა (1988 - პსვ ეინდჰოვენი) და ფრანგებმა - ნიკოლა ანელკამ და კრისტიან კარამბემ (2000, მადრიდის რეალი).
...ანრი დელონეს სახელობის თასი, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩაიბარა, სუფთა ვერცხლისგანაა დამზადებული, 8 კილოგრამს იწონის, 60 სანტიმეტრია და 20 ათასი ევრო ღირს.
ჯეტრო ვილემსი
ფერნანდო ტორესი
...ევრო 2012 - ის მონაწილე გუნდების ოფიციალურ განაცხადში 368 ფეხბურ...ევრო 2012 - ის მონაწილე გუნდების ოფიციალურ განაცხადში 368 ფეხბურთელი იყო შეყვანილი 24 ქვეყნის 136 კლუბიდან.
...ევრო 2012 - ის მონაწილე ფეხბურთელებიდან მხოლოდ ორი არ თამაშობს ევროპაში: ირლანდიელი რობი კინი ამერიკაში, შვედი კრისტიან ვილჰელმსონი კი საუდის არაბეთში აგრძელებს კარიერას.
...წლევანდელ ჩემპიონატზე ერთბაშად ექვსმა ფეხბურთელმა (ფერნანდო ტორესი, მარიო გომესი, მარიო მანჯუკიჩი, მარიო ბალოტელი, კრიშტიანუ რონალდუ, ალან ძაგოევი) გაიტანა ყველაზე მეტი გოლი - 3. აქამდე სარეკორდო ევროპის პირველი, 1960 წლის ჩემპიონატი იყო, როცა ხუთმა მოთამაშემ შეაგდო 22 გოლი.
... ევრო 2012 - ზე ინგლისის ნაკრები ერთადერთი იყო, რომელსაც ლეგიონერი არ ჰყავდა. ირლანდიის შემადგენლობაში კი პირიქით, ერთიც არ იყო შიდა ჩემპიონატიდან.
...ევრო 2012 - ის მატჩებს საშუალოდ 46479 გულშემატკივარი დაესწრო. ეს ტურნირის ისტორიაში მესამე საუკეთესო მაჩვენებელია ევრო 68 - ის (59847) და ევრო 88 - ის (59243) შემდეგ.
...ევროჩემპიონატის ფინალში პირველად შეხვდა ერთმანეთს მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის გამარჯვებული: ესპანეთი (2010) და იტალია (2006).
...გერმანიის ნაკრებმა ევრო 2012 - ის ეგიდით ზედიზედ 14 თამაში მოიგო: 10 საკვალიფიკაციოში და 4 ფინალურ ეტაპზე. ეს ტურნირის რეკორდია!
...ჰოლანდიელმა მცველმა ჯეტრო ვილემსმა დანიასთან პირველ ტურში ტურნირის რეკორდი დაამყარა: 18 წლის, 2 თვის და 9 დღის ფინალური ეტაპის ყველაზე უმცროსი მონაწილე გახდა.
![]() |
24 შენგელიას ბრუკლინი |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი|კალათბურთი
ზურაბ თალაკვაძე
NBA დიდი ოჯახია და ამ ოჯახში კიდევ ერთი ქართველი შევიდა. იქ 14 წლის წინ ვლადიმერ სტეფანიამ დაიწყო მოგზაურობა სიეტლით. დღეს ზაზა ფაჩულიას საინტერესო, პოპულარული კარიერა აქვს. ნიკა ცქიტიშვილმა ჯეკპოტი დრაფტზე მოხსნა და სულ ეს იყო. ვიქტორ სანიკიძესან ანტონიოს ეკუთვნის... თორნიკე შენგელია კი ბრუკლინ ნეთსში ირბენს. შენგელია დრაფტის მეორე წრეში (54) ფილადელფიამ აირჩია და ეგრევე ბრუკლინში გაუშვა.
რა ხდება ბრუკლინში? ეს არის ნორმალური გუნდი, სადაც პრობლემებს მიხაილ პროხოროვი აგვარებს. რუსმა ახალი დარბაზი, ახალი ლოგო, ახალი პერსპექტივა მოინდომა და ყველაფერი მიიღო. შენგელია უნდა ჩაჯდეს გუნდში, რომელიც დუაიტ ჰოვარდს დღეში სამოცდაშვიდ მესიჯს უგზავნის და განიერ ბიჭში 135 მილიონ დოლარს იხდის. ჰოვარდი სხვა თემაა. დერონ უილიამსიც, რომელიც ბრუკლინში კაპიტანი და ჯორდანია.
შენგელია სწრაფად გაიშალა. მაღალი ბიჭი (207) მეოთხე ნომერია. ადგილი, სადაც NBA - ში მისტერ დანკანი, კევინ გარნეტი, მანამდე კარლ მელოუნი, ჩარლზ ბარკლი და კევინ მაქჰეილი დააყენეს. კარგი ცენტრები აღარ მოდიან. უფრო კარგი მეოთხე ნომრები წამოვიდნენ და თუ მძიმე ფორვარდი ხარ, უნდა იცენტრო, უნივერსალი უნდა იყო. თოკოც უნივერსალია.
ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ბიჭმა სადღაც ასაღები ვერ აიღო, სადღაც არ ეყო გამოცდილება, სადღაც ნაკლები დრო მიიღო. შენგელიამ მაინც ივარგა და თორნიკე საქართველოს ნაკრების მომავალია. გიორგი შერმადინთან ერთად. შარლერუაში, ევრო ლიგაზე შენგელია საშუალოდ 8.3 ქულას და 4.3 მოხსნას იღებდა. ძალიან კარგი მოთამაშის ნორმალური სტატისტიკა.
ბრუკლინში მეოთხე ნომერზე 27 წლის კრის ჰამფრიზი დგას. სერიოზული კალათბურთელი სერიოზული სტატისტიკით (ბოლო სეზონში - 13.8 ქულა, 11.0 მოხსნა). მთავარი მწვრთნელი, ეივერი ჯონსონი, ჰამფრიზს შელდენ უილიამ სით (28 წლის, 4.6+6.0 მოხსნა) ასვენებს და მიქსტში 21 წლის ჯორდან უილიამსსაც (4.6+3.6 მოხსნა) აგდებს. რაღაც მომენტში, თუ ჯონსონი მოქნილი ხუთეულით თამაშზე გადადის, მეოთხეზე ჯერალდ უოლასი ადის. მისტერ უოლასი დერონის შემდეგ, ამ გუნდის ყველაზე სანდო პერსონაა. კარიერული 13.5 ქულით და 6.3 მოხსნით. შარშან, ჯერალდი პროხოროვმა პორტლენდიდან წამოიყვანა. რეგულარულის ბოლო 16 გარჩევაში უოლასმა 15.2 ქულა, 6.8 მოხსნა, 3.2 პასი, 1.5 ჩაჭრა, 0.9 დაფარება დატოვა.
თორნიკე დაკუნთული ბიჭების, სუპერვარსკვლავების და მილიონების ლიგაში ზედმეტი არ იქნება. ვერ იქნება. შენგელია ძალიან კარგია. ამას ხვდება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი. ამას ხვდება თორნიკე. ამას ნახავს პროხოროვიც.
თორნიკე ახალ ეტაპს იწყებს. ახალ, სპორტში ყველაზე მაგარ ლიგაში.
![]() |
25 მამია მალაზონია: პირველ პირში მოყოლილი ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ირინა ბაგაური
„ვეფხისტყაოსანი”
მის სამუშაო ოთახში სრული წესრიგია. ვერაფერს ნახავთ ზედმეტს და ქაოტურად მიფანტულს. ფუნჯები ერთადაა თავმოყრილი, თაროზე ჩამწკრივებული წიგნები და საღებავის ქილები ერთმანეთის მიყოლებით, მიჯრითაა მიწყობილი. მამია მალაზონია დინჯი და სიტყვაძუნწია. ერთი შეხედვით, სამხედრო გენერალსაც კი მოგაგონებთ. „სიმართლე გითხრათ, რომ დავიბადე, მგონი, იქიდანვე ვხატავ, - დაიწყო საუბარი და სახელოსნოში შეგვიძღვა, - მამაჩემი და ჩემი უფროსი ძმაც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები და ამიტომ, ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. მეგონა, ყველა ასე უნდა ყოფილიყო და ვინც არ ხატავდა, იმათი მიკვირდა. მერე ჩავაბარე აკადემიაში, ჯერ გრაფიკაზე და შემდეგ ჩემი მეგობრის, კოკა იგნატოვის დაჟინებული თხოვნით, თეატრალურ განყოფილებაზე გადავედი...“
ასე დაიწყო მამია მალაზონიას „თეატრალური ტყვეობის“ 21-წლიანი პერიოდი. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა მარჯანიშვილის, რუსთაველის, ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრებში; მისი სცენოგრაფიით დაიდგა 90-მდე სპექტაკლი. ქმნიდა ანიმაციებს და მუშაობდა მხატვრად კინოში: „სპექტაკლი მოკვდავია და, შესაბამისად, მხატვრის „ძველ მოტივიდან“ (ღვინობისთვე) ნამუშევრებიც დადგმის სცენიდან მოხსნისთანავე ქრება. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. თეატრი ისე გითრევს, შეიძლება მთლიანად ჩაგიყოლიოს, ამიტომ, მიზნად დავისახე მისგან თავის დაღწევა და როგორღაც მოვახერხე“. მამია მალაზონიამ თეატრი 1983 წელს დატოვა და თავი ფერწერასა და გრაფიკას მიუძღვნა. მას შემდეგ დაიწყო და გრძელდება მხატვრის შემოქმედებაში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი, რომელიც თავად ავტორსაც და კრიტიკოსებსაც, მისი მოღვაწეობის ყველაზე საინტერესო ეტაპად მიაჩნიათ.
მამია მალაზონია
მამია მალაზონიას შემოქმედებითი სამყარო თემატურად მრავალფეროვანია. მასთან შეხვდებით ვნებებით შეპყრობილ ახალგაზრდა ვერთერსა თუ ხონელ კვაჭი კვაჭანტირაძეს, გილგამეშისა და არსენა მარაბდელის ეპოსებს. თითო ნახატზე ერთდროულად ვითარდება რამდენიმე ამბავი, ყველა ერთად კი ერთ მსხვილ პანორამას ქმნის. აქ იშვიათად შეხვდებით მსხვილ ხედებს. მისთვის მთავარი არა კონკრეტული ეპიზოდი, დეტალი, არამედ სრული ისტორიაა.
წლებია, რაც წიგნებზე მუშაობს: ხატავს და ასურათებს უამრავ გამოცემას. იქნება ეს „კონკია“, „სამი წითელქუდა“, ვაჟა-ფშაველა, სულხან-საბა ორბელიანი, ჰენრიკ იბსენი თუ ბერტოლდ ბრეხტი... მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ლირიკულ მოტივებს, ვაჟას პოემებსა და ხალხურ ლექსებს. აპოლინერის კალიგრამები, ერთი შეხედვით, ტურინის „ვეფხისტყაოსანი“ სუდარის ფერებმიცემულ ნეგატივს წააგავს, დავით მეფის ფსალმუნები კი გასაშიფრ ტექსტს მოგაგონებთ, რადგან უამრავი სიმბოლო და ნიშანი ირევა ერთმანეთში.
„ძველ მოტივიდან“ (ღვინობისთვე)
მამია მალაზონიას საკუთარ შემოქმედებაზე საუბარი კატეგორიულად არ უყვარს. თუმცა, როდესაც ლაპარაკი ჩამოვარდა ნამუშევრების ციკლზე „ძველ მოტივიდან“, რომელიც მისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის მოგონებების გრაფიკული კრებულია, მხატვარი მოულოდნელად ენაწყლიანი გახდა და გულიანი სიცილით დაიწყო ნახატებზე დატრიალებული ისტორიების მოყოლა. ამ ამბების ნაწილი მის მშობლიურ ოზურგეთში ვითარდება, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გატარებული დროის მოგონებებს უკავშირდება: „ესაა დუშეთი, პრაქტიკაზე ვიყავით სტუდენტები... ეს კიდევ სკოლა, სამსართულიანი, ამის წინ სულ რაღაცას ვთამაშობდით... ბაზალეთის ტბა, ასეთი იყო მაშინ. ეს იქაური ვალოდიაა, მამია მალაზონია ნავებს რომ აქირავებდა... ამ სახლზე კიბე იმიტომ დგას, რომ მაიმუნობა მოვაწყვეთ მაშინ ბიჭებმა, ვითომ მთვარეული დადიოდა მიდამოებში და ამ კიბით ამოვიდა, გავაქციეთ ხალხი...“
დროს თუ იხელთებ და რუსთაველის ილუსტრაციებზეც ჰკითხავ რამეს, „ვეფხისტყაოსნის“ ამბებსაც ისე შინაურულად მოგიყვება, თითქოს ბავშვობაში გამოვლილ თავგადასავლებს იგონებდეს. ანდა, გულანშაროსა თუ ქაჯეთის ციხეში დატრიალებულ საქმეებში თავადაც ყოფილიყოს გარეული და ყველაფერი საკუთარი თვალით ენახოს: ზღვის ნაპირი, იალქნიანი ნავები, გზად წამოსხმული ტყვეები, მშვილდოსანთა ჯარი, მედროშეები, ვაჭრები და აქლემების ქარავანი... მხატვარი ხან კეთილად დასცინის თავის პერსონაჟებს და ხანაც გულწრფელად ეცოდება ისინი. და ალბათ სწორედ ეს დამოკიდებულებაა ის, რაც მის ნაშრომებს ასე უშუალოს ხდის.
მის მიერ ნახატებში გადმოცემული სრულიად ყოფითი ამბავიც ხომ ზღაპარს ჰგავს, რაზეც საოცრად თბილი ფერთა გამით გიყვება. ამიტომ, ამ მხატვრის შემოქმედებას ერთხელ მაინც თუ შეავლებთ თვალს, ალბათ დიდხანს გაგყვებათ „ძველ მოტივიდან“ (ღვინობისთვე) სიმყუდროვის შეგრძნება.
მამია მალაზონიას ნამუშევრების ნახვა ამჟამად შეგიძლიათ თიბისი არტ გალერეაში, რომლის საგამოფენო დარბაზშიც მხატვრის მიერ ბოლო ოცი წლის განმავლობაში შექმნილი ნახატებია გამოფენილი. გამოფენა 19 აგვისტომდე გასტანს და ყველა იმ მნახველს ელის, ვისაც გული მიუწევს საზღაპრეთში - პირველ პირში მოყოლილი საუცხოო, ძველისძველი ამბების მოსასმენად.
![]() |
26 ფოტოგრაფის ერთი ფოტო |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნიკო ტარიელაშვილი
ეს ფოტო პარიზის ბობურის (პომპიდუს ცენტრი) წინაა გადაღებული. პატარა მოედანია, რომელსაც ქუჩის უცნობი მხატვრების ნახატები ამშვენებს. ერთ-ერთი ნახატის წინ დგას ანა. ნიავი თმებს უბლანდავს. ცივა და ჟაკეტი აცვია. ცდილობს დაიჯღანოს, მაგრამ ეცინება და არ გამოსდის. თვალები დაჭყეტილი აქვს, ფოტოს რომ უღებენ, სულ ასე იქცევა, ეშინია გადაღების დროს არ დაეხუჭოს. ანა მეუბნება, რომ ეს ფოტო ძალიან მოსწონს, რადგან მას რაღაც აკლია. მაგრამ ვერ მიხვდები რა.
![]() |
27 89 დეციბელზე ზემოთ |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ნინა ახლოური
სექსი, ნარკოტიკები, როკენროლი - ცნობილია, რომ ეს სამი რამ ერთმანეთს კარგად ეწყობა. როგორც აღმოჩნდა, ეს შეიძლება სულაც არ იყოს შემთხვევითი. ბოლო ხანებში ჩატარებული კვლევების შედეგებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ადამიანის ცხოვრების წესზე გავლენას მნიშვნელოვანწილად სწორედ მუსიკა ახდენს. უფრო კონკრეტულად კი, ხმამაღალი მუსიკა.
მკვლევრები ნიდერლანდების სამეფოდან ამტკიცებენ, რომ ის მოზარდები და ახალგაზრდები, ვინც ხშირად უსმენენ ხმამაღალ მუსიკას, არა მხოლოდ სმენის დაქვეითების საფრთხის წინაშე დგანან. ამ შემთხვევაში მარიხუანის მოწევის, ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღებისა და დაუცველი სექსის ალბათობა გაცილებით მაღალია, ვიდრე მაშინ, როცა მუსიკას ხმადაბლა უსმენენ.
როტერდამში ერაზმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 15-25 წლამდე 944-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. პირველ რიგში, შეისწავლეს, თუ რამდენ დროს უთმობდა თითოეული მათგანი მუსიკის მოსმენას ყოველდღე და რამდენად ჰქონდათ აწეული ხმის მარეგულირებელი. აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეების მესამედი, დღეში საათზე მეტს, მუსიკას ძალიან ხმამაღლა (89 დეციბელზე ზემოთ) უსმენდა MP3-დამკვრელით, თითქმის ნახევარი კი ამას კლუბებში და კონცერტებზე აკეთებდა.
იმ ახალგაზრდებს, ვინც მუსიკას ხმამაღლა MP3-დამკვრელით უსმენდა, ბოლო თვეში ორზე მეტჯერ ჰქონდათ ალბათობა მოეწიათ მარიხუანა, ვიდრე მათ, ვინც მუსიკის მოსმენას ხმადაბლა ამჯობინებდა. რაც შეეხება კლუბებისა და ხმაურიანი კონცერტების მოყვარულებს, მათ შემთხვევაში ალკოჰოლის ზედმეტი მოხმარების რისკი ექვსჯერ იზრდებოდა.
მართალია, მკვლევრები არ ამტკიცებენ, რომ ხმამაღალი მუსიკა ახალგაზრდებს სარისკო ქმედებებისკენ უბიძგებს, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ამ ორ ფენომენს შორის ძლიერი კორელაცია არსებობს.
ჰემფშირელმა მკვლევრებმა კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. მათი აზრით, ხმამაღალი მუსიკის გავლენით, რთული ხდება განვსაზღვროთ, თუ რამდენს ვსვამთ. ეს კი იმის ბრალია, რომ კლუბში სასმელის გემოს აღქმადობა იცვლება - ის იმაზე ტკბილი და ნაკლებად მაგარი გვეჩვენება, ვიდრე სინამდილეშია. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს სწორედ ხმამაღალი კლუბური მუსიკის ზემოქმედებით ხდება.
ნიუფაუნდლენდში, Memorial Uni-versity-ის სწავლულები იმასაც ამტკიცებენ, რომ ხმამაღალ მუსიკას უფრო სერიოზული საფრთხის შექმნაც შეუძლია. მათ აღმოაჩინეს, რომ საჭესთან ჯდომის დროს, მიუხედავად იმისა, თუ რას ვუსმენთ ხმამაღლა - ბახს თუ Black Sabbath-ს, ავარიის საფრთხე ჩნდება. ამ დროს, თუ მანქანის წინ ვინმე გადაირბენს, მძღოლს ჩვეულებრივზე უფრო მეტი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ დაამუხრუჭოს.
ასე რომ, როდესაც მუსიკის მოსმენის დროს ხმის მარეგულირებლის ხმამაღლა აწევას კვლავ დავაპირებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ამით, სმენის დაქვეითების რისკის ზრდასთან ერთად, კოგნიტიური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად მცირდება. ისღა დაგვრჩენია, პრიორიტეტები სწორად განვსაზღვროთ, თუმცა მელომანების წინ კიდევ ერთი დილემა ჩნდება - ჰაუსისა და ჰარდ როკის ხმადაბლა მოსმენას, იქნებ, სჯობს, საერთოდ დაივიწყო, რომ ასეთი მუსიკაც არსებობს.
![]() |
28 ამბები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ქართული კინო ევრიმაჟის გამარჯვებული
26 ივნისს, ევრიმაჟის მმართველი საბჭოს სხდომაზე 17 კინოპროექტი დაფინანს და. გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდა ქართულ - ფრანგული კოპროდუქცია „ძმა“, რომლის რეჟისორები არიან თეონა მღვდელიძე გრენადე და ტერი გრენადე. ქართულ - ფრანგული პროექტისთვის, ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდმა150000 ევრო გამოყო.
მართალია, ეროვნული კინო ცენტრიდან ფილმს უკვე ჰქონდა მოპოვებული დაფინანსება, თუმცა პროექტისთვის ევრიმაჟის დახმარება არა მარტო ფინანსური თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. ევრიმაჟთან თანამშრომლობა, პირველ რიგში, ხარისხის გარანტია. სხვადასხვა დროს მასთან კოპროდუქციითაა შექმნილი ლარს ფონტრიერის, პაოლო სორენტინოს, ძმები დარდენების, ნანი მორეტის და თანამედროვე კინოს სხვა გამოჩენილი რეჟისორების ნამუშევრები.
თამარ ტატიშვილი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი: „ევრიმაჟის კრიტერიუმია ნების მიერი წარდგენილი პროექტის არტისტული და საწარმოო პოტენციალის შეფასება - თემა, რეჟისორის ხედვა, შემოქმედებითი ჯგუფი, საპროდიუსერო სტრატეგია, ასევე საფესტივალო ცირკულაციის, ანდა კომერციული გაქირავების პოტენციალი. „ძმა“ თეონას და ტიერის მხატვრული დებიუტია. პროექტის ერთ - ერთი ყველაზე დიდი პოზიტივი იყო ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული სცენარი და საქართველოში 90 - იანი წლების პრობლემატიკის ძალიან ჰუმანური ფორმით ჩვენება“.
სექტემბრის ბოლოს საქართველოს ესტუმრება და კინო სექტორს შეხვდება ევრიმაჟის პრეზიდენტი ჯობსტ ფლოგი. ქართველი პროდიუსერები მომავალ კონკურსებში რამდენიმე პროექტის წარდგენას გეგმავენ. სავარაუდოდ, ერთ - ერთი იქნება ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, რომელიც ესტონურ - ქართული კოპროდუქციაა.
ნორმან ბეიტსის დაბრუნება
არ არსებობს კინოს გამორჩეული პერსონაჟების სია, სადაც ალფრედ ჰიჩკოკის ქმნილება, ნორმან ბეიტსი არ შეგხვდებათ. ფილმ „ფსიქოს“ მთავარი გმირი ფსიქიკურად შეშლილი მანიაკია, რომელიც დღემდე ერთ - ერთ საუკეთესო უარყოფით პერსონაჟად ითვლება. საკაბელო ტელევიზიამ A&E გადაწყვიტა ბეიტსი გააცოცხლოს და მასზე სერიალის შექმნას აპირებს. შოუს პილოტმა მოწონება დაიმსახურა და A&E - იმ კომპანია Universal - ს ათსერიანი სეზონი შეუკვეთა.
ენტონი სიპრიანოს სცენარმა ძალი ან მაღალი შეფასებები დაიმსახურა. სერიალის სახელი „ნორმანის სასტუმრო“ იქნება და სიუჟეტი მთავარი პერსონაჟის ცხოვრების ადრეული წლებიდან განვითარდება. მნიშვნელოვანი როლი დაეთმობა ბეიტსის და დედამისის ურთიერთობას. ასევე, მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს, თუ როგორ დაიბადება მანიაკი, რომლის მსხვერპლიც ათობით ქალი გახდა.
სერიალის წარმატება დიდ წილად კარლტონ ქიუზზე იქნება დამოკიდებული. ეს აღმასრულებელი პროდიუსერი, თავის დროზე, დეიმონ ლინდელოფთან ერთად „დაკარგულებს“ უძღვებოდა და როგორც გამოჩნდა, საქმე ძალიან კარგად გამოუვიდა.
სერიალის გამოსვლა 2013 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.
![]() |
29 ფეხბურთი და გურამიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი კეკელიძე|სვეტი
ესე საქმე სულ ასეა - რაც თავი მახსოვს, ტელეეკრანისკენ მიბრუნებული.
წინასწარ ვიცი, რომ ინგლისი სადღაც გავარდება, მუნდიალი იქნება თუ ევრო. გავარდება რამე ისეთი დრამატული სცენარით, შექსპირიდან და ბომონტიდან რომ მოსდევს. ისე არ გამოდის. ვინმე გონიერი კაცი აირჩევდა ბრაზილიას ან ესპანეთს - დაზოგავდა ჯანმრთელობას და ლანძღვა-გინების სიტყვათა მარაგს. მაგრამ ეს ფეხბურთის ფანობა ხომ რაღაც უცნაური რამეა. აი, ახლაც კიევში, ალბიონელების დატოვებულ დროშებთან ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ჩემი გულის საფეხბურთო ნაწილი მათ ეკუთვნით და როგორც ოდითგანვე გვკარნახობდნენ - გულს ვერ უბრძანებ.
ხოლო აქ სხვა საქმეზე ვარ. რადგან ევროპის ჩემპიონატს დაემთხვა ჩამოსვლა, ვიფიქრე ბილეთს ვიყიდდი, მაგრამ ამაოდ. ადრევე დაეპატრონენო. ეკრანით დ აურით დავკმაყოფილდი. და რაც შეეხება საქმეს - ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის დარბაზს ვხსნით. აქამდე რატომღაც ისე გამოვიდა - სადაც სიტყვა ემიგრანტს ახსენებენ, მხოლოდ ნოე ჟორდანია მოაგონდებათ ხოლმე და ის ხალხი, ამ მთავრობას რომ გაჰყვა. არადა, ნაკადი ბევრი იყო და სხვადასხვა დროს. ერთ-ერთი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვახტანგის ამალაა მოსკოვისკენ საუკუნეების წინ დაძრული. ეს კი თითქოს რაღაც უცნაური ემიგრაცია გახლდათ - ფორმით და არა თვისობრივად - დაახლოებით, ისეთი, საქართველოს დემოკრატიული მთავრობა, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ საცხოვრებლად პეტერბურგში რომ გადასულიყო. მაგრამ რაც უბრძანეს, ის გააკეთეს. თან ამას ღია მტრობა მაშინ არც ეთქმოდა. ზოგმა შეიძლება ისიც თქვას, სადაც გულმა გაუწიათ, იქ წავიდნენო. როგორც რომ უნდოდათ, ისე მოახდინესო. ქართული დიდებულების უნიათობაზეც შეიძლება საუბარი რიგ შემთხვევაში. ეს სხვა სახის საკითხია და განსხვავებულ კვლევას საჭიროებს. აი, ქართული იმჟამინდელი ემიგრაციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი მოსკოვი რაღაც მიზეზით მალევე დატოვა და პოლტავაში დაფუძნდა. მათ შეუერთდა დავით გურამიშვილი - ქართველ დიდპოეტთა ხუთეულში უსათუოდ დაფუძნებული კაცი, რომელიც მხოლოდ ლექსებს არ დასჯერდა და ნახაზებს ქმნიდა სამეურნეო საქმეთათვის. ამის გამო, მირგოროდში მას ერთიორად აფასებენ. იქ მისი მუზეუმი და ბიბლიოთეკაა. ასევე საფლავი შთამბეჭდავი ობელისკით. საფლავი, რომელიც სავარაუდოა, თუმცა ბევრი თვლის, რომ მის ნამდვილობას წყალი არ გაუვა. ამასწინ რამდენჯერმე გამოთქვეს წინდაუხედავი აზრი მისი საქართველოში გადმოსვენების შესახებ. თითქოს „დავითიანს“ ყოველდღე ვაბულბულებდეთ და ახლა პოეტის ძვლებთან მედიტაცია მოგვინდა. ამაზე უფრო მეტიც, ეს უკრაინელი ხალხის დაუფასებლობაა - უნდა ნახოთ ის მუზეუმი და ბიბლიოთეკა, მათი თანამშრომლები და, გნებავთ, მოქალაქეები. მოვუხმოთ აქ პათეტიკურ იდიომს - ანთებული თვალებით. დიახ, ანთებულით. და მესამეც - აქ რაღაც ზედაპირული კოკეტობაა. გურამიშვილი ბრენდია. სხვა კი საერთოდ არ გვახსოვს. არადა, პოლტავაში არის ძალიან საინტერესო არქივები, რომელსაც იქაური მეცნიერები იკვლევენ, ჩვენგან კი არავინ იწუხებს თავს. გეგონება, ამგვარი მასალებით დიდად განებივრებული ვიყოთ. ვინმემ უნდა მიხედოს ამ ემიგრაციას.
დნეპროპეტროვსკში, სულხან-საბას ძმის შთამომავალი - თუ გვარის გაგრძელების მხრივ ვიტყვით, უკანასკნელი - გალინა ბულატნიკოვა-ორბელიანი ვნახეთ. ქართული, რაღა თქმა უნდა, არ იცის. თუმცა საოცარ საქმეს აკეთებს - საკუთარი გენეალოგიის კვლევა დაიწყო. აგროვებს ყველაფერს - მეცხრამეტე საუკუნის სამოსის ნარჩენები, მეოცის დასაწყისის მისალოცი ბარათები, ხელნაწერები, ნოტების სახელმძღვანელო მინაწერებით. ინიშნავს ზეპირ გადმოცემებსაც. წერს სტატიებს ორბელიანებზე იქაურ გაზეთებში. მოკლედ, არ იღლება. აქამდე ერთი-ორი იქაური ქართველი თუ გამოეხმაურა, ჩვენს ყურამდეც მათი გზით მოაღწია და „თავს დავესხით“. როცა გვნახა, დიახაც, იტირა. ბევრი რამ ერთად გაუხარდა. ისე, რომ ზოგიერთ უძვირფასეს ნივთსაც შეელია და ბიბლიოთეკას აჩუქა. ეს ცალკე და სასიხარულო თემაა. მაგრამ ერთი სიხარული საქმეს წინ ვერ წასწევს - ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარ კულტურაზე ზრუნვა. თუ არ დავიზარებთ და მოვინდომებთ - გამოვა საქმე. პატარა საქმე როდია. აი, ინგლისი რომ ფინალში გავიდეს, იმას ჰგავს.
![]() |
30 ნატურალური ევროპა |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|ღვინის კლუბი
მალხაზ ხარბედია
30 ივნისს ახლად გახსნილი ღვინის ბარი Vino Undergroundი (გალაკტიონ ტაბიძის 15) უნიკალურ დეგუსტაციას მასპინძლობდა - ევროპის ნატურალური ღვინოების ჭაშნიკს. გახსოვთ ალბათ, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ვსაუბრობდი მაისში, ლონდონში გამართულ ორ უმნიშვნელოვანეს ღვინის ფორუმზე, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ის მეღვინე იყო წარმოდგენილი, რომელიც ნატურალურ მეღვინეობას მისდევს, მათ შორის, ქართველებიც. ჩვენი ნატურალისტები ლონდონიდან საკმაოდ დატვირთულები ჩამოვიდნენ, როგორც შთაბეჭდილებებით, ისე ღვინითაც, რომელიც 30 ივნისს წარმოადგინეს ჭაშნიკზე. 12 დასახელების ნატურალურმა ევროპულმა ღვინომ იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ესპანეთიდან მეტ - ნაკლებად ზუსტი სურათი დაგვიხატა ზემოხსენებული ენოფილოსოფიური ტენდენციების შესახებ, ცხადად გვაჩვენა ამ ტიპის ღვინოების ძირითადი ღირსებები და ის ნაკლოვანებები თუ პრობლემები, რომელთა წინაშეც ნატურალური მეღვინეობის ბევრი მიმდევარი დგას.
ამ თემაზე სხვა დროს უფრო დეტალურად ვისაუბრებ, ამჯერად კი დეგუსტაციას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ თეთრებიდან ყველაზე მეტად მომეწონა ბიოდინამიურ ვენახში მოკრეფილი კორტეზეს ჯიშიდან დაყენებული პიემონტური ღვინო Munta, 2011. სავსე გემოს მქონე ახალი, მომწვანო - ჩალისფერი ღვინო ძირითადად მცენარეული ტონებით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით ბეგქონდარას და თავშავას სურნელებით. კარგი იყო შენენბლანიდან დაყენებული ღვინო (ასევე ბიოდინამიური) ლუარას მხარიდან, Chateau Tour Grise, 2010. ამ ღვინოს საინტერესო პირველი სურნელები ჰქონდა და პირველმა ყლუპმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სადაც რახათ - ლუქუმი გამოჩნდა, მაგრამ დაბოლოებაში მხოლოდ ხმელი ბალახეული დარჩა.
ფრიულური პინო გრიჯიო, Quinto Quarto, 2009, ვარდისფერი ღვინო აღმოჩნდა, რადგან ბევრი სხვა პინო გრიჯიოსგან განსხვავებით, 3 თვე ჭაჭაზე გაატარა. სურნელში თავდაპირველად გარეშეტონი იგრძნობოდა, მაგრამ მოგვიანებით ღვინო გაიხსნა და გამოჩნდა - წითელი მოცხარი, ასკილის ნაყენი, თამბაქო. ეს ღვინო იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ ვენახი სულ რაღაც 1,5 ჰექტარზეა გაშენებული და, შესაბამისად, ჩამოსხმული ბოთლების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია.
უცნაური ღვინო იყო ტოკაი ფრიულანოს ჯიშიდან დაწურული Radikon, Bianco Jakot, 2006. უკლერტოდ, 3 თვის მანძილზე ჭაჭაზე დავარგების შემდეგ ღვინომ 3 წელი მუხის დიდ ბუტებში გაატარა. სხეული დასხმისთანავე შეეტყო, ქარვისფერი ღვინო იყო, მოვარდისფრო ნოტებით. თავიდან დაავადებული ჩანდა, თუმცა ბოლოს განიავდა.
ყველაზე საინტერესო წითელი ღვინოების ნაწილში გველოდა და აქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რონული წარმოშობის ჯიშების უზარმაზარ პოტენციალში. მართალია, თავად ღვინო არ იყო რონის მხარის, სამაგიეროდ, ის 5 ჯიში, რომელიც ლანგედოკურ Domaine Binet&Jacquet, Faugeres, 2010 - ში იყო გამოყენებული, არაჩვეულებრივად მთლიანი და გაწონასწორებული, შეიძლება ითქვას, უზადო ღვინის საწინდარი გახდა. სირა, გრენაში, მურვედრი, სენსო და კარინიანიდან დაწურულ ამ ძალიან ძლიერ ღვინოში შავი კენკრა, შინდის მურაბა და მცენარეული სურნელები გამოჩნდა, მაგალითად, როზმარინი ან ბაღის ყვავილები. ჩემი აზრით, მას ამ დეგუსტაციაში მონაწილე ვერცერთი სხვა ღვინო ვერ შეედრებოდა ჰარმონიულობაში. ასეთ ღვინოებს ყველაზე გულგრილი მომხმარებლებიც კი ვერ დაივიწყებენ.
საინტერესო იყო ლამანჩური Baranco Oscuro, 2004. ვენახი ზღვის დონიდან 1368 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული, თავად ღვინოს კი წარმოუდგენლად ბევრი მუხა ჰქონდა, უფრო მეტი, ვიდრე ყველაზე მუხიან კალიფორნიულ კაბერნეებს. თუმცა, ამის მიუხედავად, ვერ ვიტყოდი, რომ ეს მუხა ძალიან გამაღიზიანებელი ან უხეში იყო.
ბოლო ორი ნიმუშიც გამორჩეული იყო - Foradoriს 2009 წლის შესანიშნავი ლომბარდიული წითელი, ნაკლებად ცნობილი ადგილობრივი ჯიშიდან, ტეროლდეგოდან დაყენებული საოცარი სიძლიერის ღვინო და ასევე, Casa Caterinaს ასაკოვანი, 2000 წლის მოსავლის ღვინო, დაყენებული მერლოდან (60%25), კაბერნე ფრანიდან (35%25) და კაბერნე სოვინიონიდან (5%25). მზეზე დაბრაწული შავქლიავის ჩირისა და ღოღნაშოს მურაბის ძლიერი სურნელებით სავსე ეს გადაძველებული ღვინო თავის ერთ - ერთ ბოლო კონცერტს ატარებდა, რადგან აშკარად ასრულებდა ცხოვრებას. თუმცა ძალიან ღირსეულად, ამაყად და რიხით.
ასეთი, შედარებით სევდიანი დასასრულის მიუხედავად, ამ დეგუსტაციით მაინც ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან იშვიათი ღვინოების გასინჯვის გარდა, ჭაშნიკის მიმდინარეობისას ისიც კარგად გამოჩნდა, თუ რამდენად ღირსეული ადგილი შეიძლება დაიკავოს ტრადიციულმა ქართულმა ნატურალურმა ღვინოებმა ევროპის ნატურალური ღვინოების სწრაფად მზარდ გუნდში.
![]() |
31 კოქტეილი Sexy Six |
▲ზევით დაბრუნება |
გურმანი|რეცეპტი
კლუბი UNIQUE
ბარმენი: ელენე ქოჩარიანი
მასალა:
150 მლ ნესვის ახალგამოწურული წვენი
70 მლ თეთრი რომი
5 მლ ლიმონის ახალგამოწურული წვენი
10 მლ ნესვის სიროფი
მომზადების წესი:
შეიკერში ჩაასხით ნესვის ახალგამოწურული წვენი, თეთრი რომი, ლიმონის ახალგამოწურული წვენი, ნესვის სიროფი და კარგად აურიეთ. ჩაყარეთ ჭიქაში ყინული, დაასხით ინგრედიენტები და კოქტეილიც მზადაა.