![]() |
ტაბულა №111 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: სუთიძე ლევან, უგულავა სალომე, მაჭარაშვილი ნინო, კვანჭილაშვილი ელენე, ჩერგოლეიშვილი თამარ, ჩხიკვაძე ანი, ზუკაკიშვილი ქეთი, გოგიბერიძე ნინი, გოდუაძე ლაშა, კიკალეიშვილი სალომე, მაყაშვილი ანა, ახლოური ნინა, ჯაფარიძე თეონა, კეკელიძე გიორგი, გიორგობიანი ქეთო, ესებუა ნიკა, მეტრეველი ლევან, ბაგაური ირინა, ლებანიძე ანიტა |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012 | 30 ივლისი – 2 სექტემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია/ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე/ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა , ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge/სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907/© 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„ფრანსუა ოლანდი გამოუსადეგარი პიროვნებაა“, - გაბრაზებულმა ნიკოლა სარკოზიმ სწორედ ასე მიახალა Le Monde-ის ჟურნალისტს.
„სარკოზი ბინძური პიროვნებაა“, - ოლანდმა ოპონენტს ხურდა დაუბრუნა. „სარკოზი ბელუნსკონისა და პუტინის ნაჯვარია“, - ოლანდის გუნდის წევრი, ქალბატონი ნაია ვაიაუდ-ბელკასემი
„ის გაფუჭებული ბავშვია და საფრანგეთს იმ სათამაშოსავით იყენებს, რომელიც მას არ ეკუთვნის“, - საფრანგეთის პარლამენტის სოციალისტი დეპუტატი არნო მონტერბურგი სარკოზის შესახებ
„ვალერი როტვეილერი“ - სარკოზის თანაპარტიელმა დეპუტატმა ლიონელ ლუკამ სწორედ ასე მოიხსენია ოლანდის პარტნიორი ვალერი ტრიერვეილერი. აღსანიშნავია, რომ სარკოზიმ ლუკას ეს გამოხდომა დაგმო.
„ის არის ამერიკის იმედგაცრუება და ჩავარდნა“, - ასე აფასებს რომნი ობამას ოთხწლიან მოღვაწეობას პრეზიდენტის პოსტზე.
„ობამას არ შეუძლია ილაპარაკოს სიმართლე და მეორე ვადით გახდეს პრეზიდენტი. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება გამარჯვების შანსი, თუ გროტესკულ, აბსურდულ, ტყუილებს იტყვის“, - რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო პრაიმერიზმი დამარცხებული ნიუტ გინგრიჩი ობამას შესახებ
„მიტ რომნი ყველაფერს იკადრებს, ოღონდ აირჩიონ. რომნი არ არის გამოსავალი. ის პრობლემაა“, - ბარაკ ობამა წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლებში რომნის აკრიტიკებს.
„ის ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს“, - ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის მიხეილ სააკაშვილისეული შეფასება ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მაც გამოიყენა შარშან დეკემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში.
„მიხეილ სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა“, - ბიძინა ივანიშვილი საუბრობს საქართველოს პრეზიდენტზე. კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის კონფერენცია, 9 ივლისი, სასტუმრო თბილისი მერიოტი
„რეალობა მე წარმომიდგენია ისე, რომ სააკაშვილს დღეს საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას“, - ბიძინა ივანიშვილი
„ვიღაც ჯოჯოები, მართლა პოლიტიკური მუმიები, საიდანღაც ამოძვრნენ, ამოფხიკეს და ყველა ერთად შეკრიბეს, კიდევ უფრო დაღვრემილი და ჩასისხლიანებული თვალებით, რამდენი ხანია არაფერი მოუპარავთ და არავინ გაუძარცვავთ“, - მიხეილ სააკაშვილი
„ეგეთი ტიპები, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, უნდა ისხდნენ ჩუმად და გარეთ არ უნდა გამოდიოდნენ. ასეთი ადამიანი რაც მეტს ეჩვენება ხალხს და რაც მეტს ილაპარაკებს, სულ დაიღუპავს ქარიზმას:, - შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილზე, გაზეთ პრაიმ-ტაიმი.
![]() |
2 რაბათის ღმერთები |
▲ზევით დაბრუნება |
რეპორტაჟი
ლევან სუთიძე, სალომე უგულავა
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
ბევრს უადვილდება გაიხსენოს, რომ თბილისში არსებობს ლესელიძის ქუჩა, სადაც მართლმადიდებლური, მუსლიმური, სომხური, კათოლიკური და ებრაული საკულტო ნაგებობები ერთმანეთის გვერდით დგას, მაგრამ იშვიათად შეხვდებით ადამიანს, ვინც მრავალფეროვნების მსგავს მაგალითად, ახალციხის უძველეს უბანს, რაბათს მოგიყვანთ. არადა, საქართველოში ალბათ არსად იგრძნობა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ისე, როგორც აქ. თუმცა, რაბათის შესახებ, რომელსაც ტოლერანტობის სიმბოლოც უწოდეს, აღდგენითი სამუშაოების შემდეგ (რომელიც ერთი წელია მიმდინარეობს), სავარაუდოდ, მეტს ეცოდინება.
ჩვენც სწორედ რაბათის კომპლექსის მიმდინარე რეაბილიტაციის სანახავად და ახალციხის უკეთ გასაცნობად გავეშურეთ. კომპლექსს ახალციხეში შესვლისთანავე შეამჩნევთ, ის ამავე სახელობის უძველეს უბანში მდებარეობს. ეს ციხე-ქალაქი და კომპლექსი არის კიდეც უძველესი ახალციხე. მის შუაგულში ყველაზე მკვეთრად ახმედიეს მეჩეთის ოქროსფერი გუმბათი იკვეთება. ის მედიავისტური გალავნის სიღრმიდან მოჩანს.
ქალაქში ჩასულები პირველად სწორედ ციხე-ქალაქისკენ მიმავალ გზას გავუყევით. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შემოვლითი გზით მოგვიწია წასვლა, რამაც გარემოზე დაკვირვების საშუალება მოგვცა. ძველი ახალციხე, „მატიანე ქართლისა ის“ ცნობით, მეცხრე საუკუნეში გუარამ მამფალს აუშენებია. ის მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირზე მდებარეობს - მარჯვენა ნაპირი ვაკეა, მარცხენა - მთაგორიანი. ქალაქის უბნები აქ მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაჩნდა. სწორედ მარცხენა ნაწილშია რაბათი.
ჯაყელების ყოფილი რეზიდენცია სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მტვერში იყო გახვეული. გალავანს მიღმა მრავალი ადამიანი და ბევრად მასშტაბური სანახაობა დაგვხვდა, ვიდრე ველოდით. თავაუღებლად მუშაობენ - მშენებლობა-რეაბილიტაცია 16 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს. ამ დროს კომპლექსი გაიხსნება და სტუმრების მიღებასაც დაიწყებენ.
რაბათის ციხე შვიდ ჰექტარზეა გაშლილი, აქ ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურის ნიმუშები გვხვდება. ეს ერთი შეხედვით ეკლექტური სანახაობა სამხრეთ საქართველოს ისტორიას ასახავს. ძეგლებიც ისტორიის წიგნზე უკეთ მოგითხრობენ ამ კომპლექსის თავგადასავლების შესახებ.
რაბათის ციხე-ქალაქი პირობითად ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ - ისტორიული ნაწილი შედარებით მაღლა მდებარეობს, სადაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაცია განხორციელდა. მათ შორის, ძველი აბანოების, მეჩეთის, ჯაყელების სასახლის და ციტადელის. ყურადღებას სწორედ ეს უკანასკნელი იქცევს, რადგან კომპლექსის ყველაზე მაღალ წერტილს წარმოადგენს. ციტადელამდე მისასვლელად ჯერ მეჩეთსა და ფაშას მოსასვენებელ ოთახს შორის გავძვერით, შემდეგ მეჩეთსა და მედრესეს შორის.
ამ ციხეში ტყვეთა დილეგიც იყო. ზოგადად, ახალციხე ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის ცენტრი ყოფილა, აქ იყრიდნენ თავს გურია-სამეგრელო-იმერეთიდან მოტაცებული, ტყვედ ჩავარდნილი, ან ნაყიდი ადამიანები, რომლებიც შემდეგ სტამბოლში გაჰყავდათ. როგორც ისტორიკოსი დავით ხოშტარია ამბობს, შესაძლოა, ციტადელის კოშკი ქალაქის დაარსების დროინდელ ფენას მალავდეს, თუმცა ამის ბოლომდე დადასტურება შეუძლებელია.
ციტადელთან ახლოს ჯაყელების სასახლე დგას. ის ჩვენამდე ნანგრევების სახით იყო მოსული, რეაბილიტაციის ფარგლებში კი აღდგა და გადაიხურა იმისთვის, რომ აქ მუზეუმი განთავსდეს. „ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა და მეორე მხრივ, ხელმისაწვდომი იყოს. ანუ ეს არ იყოს უბრალოდ ისტორიული ძეგლი, რომელიც არ ფუნქციონირებს“, - ამბობს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. მისი თქმით, კომპლექსში განთავსებული მუზეუმის კონცეფცია მიზნად ისახავს, რომ ტურისტმა არა მხოლოდ ნახოს კიდევ ერთი მუზეუმი, არამედ მასთან კონტაქტში შევიდეს. ამ საგანმანათლებლო ფუნქციის განხორციელებას ისინი სიმარტივითა და თხრობით აპირებენ. მოსათხრობი კი ამ მხარეზე, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრია.
მუზეუმში განთავსებული ექსპონატები მნახველს ბრინჯაოს ხანაზე მოუთხრობენ. ეს ის ტერიტორიაა, სადაც ადრეული მეტალურგიის ნიშნებია ნაპოვნი. მათ შორის გამოირჩევა მზის დისკოები. მეორე ნაწილი ანტიკურ ხანაზე გვესაუბრება. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ექსპონატებით შეეცდებიან აჩვენონ, როგორ უკავშირდებოდა ანტიკური კოლხეთი ანატოლიას. შემდეგ ნაჩვენები იქნება შუა საუკუნეების რენესანსი, „თუ როგორ ხდებოდა ერთიანი საქართველოს განვითარება. როგორ იყო ეს მხარე ერთ-ერთი მთავარი ბირთვი, რომლის ირგვლივაც მთელი საქართველო იკვრებოდა. ვაჩვენებთ ოსმალთა ბატონობასაც“. ექსპონატების მიმობნევას კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე აპირებენ, რაც მუზეუმის შინაარსს მრავალფეროვნებას შემატებს. მაგალითად, ახმედიეს მეჩეთში, რომელიც ციხის ცენტრში დგას, კვლავ ეპიგრაფიული ძეგლების გამოფენა იქნება, თუმცა აქ თავად მუზეუმის კედლებს არანაკლები ისტორია აქვთ, ვიდრე გამოფენილ ნიმუშებს.
ახმედიეს მეჩეთი, გამუსლიმებულ ათაბაგთა შთამომავალს, ახმედ ფაშა ჯაყელს 1752 წელს აუშენებია. მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოდან სამცხე-საათაბაგო ირან-ოსმალეთის ზავით მთლიანად ოსმალური იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა, ხოლო ორმოციოდე წლის შემდეგ, ახალციხის ფაშებად გამაჰმადიანებული ათაბაგები ინიშნებოდნენ. ახმედ ფაშა ჯაყელმა იტალიელ არქიტექტორს მეჩეთი ააშენებინა, თუმცა მის აგებასთან დაკავშირებით ახალციხეში ბევრს ლეგენდის გახსენება უფრო მოსწონს - ამბობენ, რომ ის ქართველმა არქიტექტორმა სტამბოლში მდგარ წმინდა სოფიას ტაძარს მიამსგავსა, ფაშა კი ჩანაფიქრს მიუხვდა და სიცოცხლეს გამოასალმა.
ალბათ თქმულება მეჩეთის ამჟამინდელმა არქიტექტურამ წარმოშვა. თუ აია სოფიას ტაძარი დღეს მეჩეთად არის გადაკეთებული, ახმედიემ საპირისპირო ბედი გაიზიარა - ის ჯერ მეჩეთი იყო, ხოლო შემდეგში ეკლესიად გადაკეთდა. საკურთხეველი მეჩეთს მას შემდეგ მიადგეს, რაც მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში, ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა, გენერალ პასკევიჩის მეთაურობით, ციხე აიღო. სტრატეგიული მნიშვნელობის ახალციხის წინააღმდეგ გალაშქრება რუსეთმა ჯერ კიდევ 1810 წელს სცადა, მაგრამ ქალაქი ვერ დაიპყრო. რუსებმა ამის გაკეთება მხოლოდ 18 წლის შემდეგ შეძლეს. 1829 წლის სექტემბერში კი, ადრიანოპოლის ზავით, თურქეთმა რუსეთს ახალციხის საფაშოს ნაწილი დაუბრუნა და ახალციხე კვლავ საქართველოს შემოუერთდა. რუსეთის მმართველობის პერიოდში აქ აღდგა წმინდა მარინეს მართლმადიდებლური ეკლესიაც.
ჩვენი მეგზური გალავნიდან თითით გვანიშნებს ფერდობისკენ და გვიყვება - აი, იქ იდგა პასკევიჩის არმია, შემდეგ ყუმბარა მეჩეთის თავზე მდგარ ნახევარმთვარეს დაუმიზნა და ძირს ჩამოაგდოო. ნახევარმთვარის ჩამოგდება იქვე მდგარი მედრესეს - მუსლიმური უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის გაუქმებასაც ნიშნავდა. დღეს ისიც რეაბილიტირებულია. ახალციხის მედრესე, დავით ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნიმუშია, „აღმოსავლეთ ანატოლიაში მსგავსი სულ ერთი-ორია შემორჩენილი“. მედრესეს წინა მხარე ღია გალერეაა, რომელიც ეზოს ფუნქციას ასრულებს - ამავდროულად, კორიდორიცაა, რომლითაც მუსლიმი სტუდენტები საკუთარ ოთახებსა და კლასებში შედიოდნენ.
ჯერ კიდევ შარშან, აქ არსებული მუზეუმის თანამშრომლები მედრესეებისა და აბანოების კატასტროფულ მდგომარეობაზე ჩიოდნენ, ხოლო თავად მეჩეთზე აცხადებდნენ, რომ სახურავის გარდა, ის არაფრის შეცვლას საჭიროებდა. სახურავი შეუცვალეს კიდეც, მან ოქროსფერი მიიღო. არც მეჩეთსა და არც მედრესეს, წინანდელი ფუნქციით, არავინ გამოიყენებს. ისევე, როგორც წმინდა მარინეს მართლმადიდებლურ ეკლესიას არ მიეცემა საღვთისმსახურო ფუნქცია. ზოგადად, კომპლექსს რელიგიურ-საკულტო დანიშნულება არ ექნება. აქ მოსული ადამიანი საქართველოს ისტორიას, სხვადასხვა პერიოდის ძეგლებს გაეცნობა და დასვენებასაც შეძლებს.
როგორც ადგილზე აგვიხსნეს, მიზანი ისიცაა, რომ აქ ამოსულ სტუმარს, გალავანს მიღმა გასვლა არაფრისთვის დასჭირდეს. ამიტომ, კომპლექსის მეორე ნაწილში სასტუმრო, ღამის ბარი, კაფეები და სავაჭრო ცენტრი აშენდა. აქვე განთავსდა ამფითეატრიც, რომელიც სხვადასხვა წარმოდგენას უმასპინძლებს. ციხის შიგნით თქვენი სიყვარულის დაკანონებასაც შეძლებთ - ე.წ. სიყვარულის ხეივნის მიღმა, ციხის ბოლოში, ქორწინების მომცრო სახლი დგას, რკინის კარზე წარწერებია ამოტვიფრული, რომლის გარჩევაც ჭირს და რაც უფრო მიუახლოვდებით, კიდევ უფრო რთულდება.
ჩვენი წვალების შემყურე ერთ-ერთი მუშა ჯერ რჩევას გვაძლევს, რომ შორიდან შევხედოთ, შემდეგ კი თავად გვეხმარება წარწერის ამოკითხვაში. კარზე ვკითხულობთ: „მშვენიერია შენი ღაწვები შემკულნი, თან წარმიტაცე და ერთად წავიდეთ, სახელი შენი არის დაღვრილი ნელსაცხებელი. სანატრელი ხარ, სატრფოვ მშვენიერო, მითხარ, სად ისვენებ მადლის ხვატში, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი“. არ დადგება თქვენგან შამპოლიონი, - გვითხრა ჩვენმა მეგზურმა და გასასვლელისკენ გაგვიძღვა.
ციხე მთავარი კარიბჭით დავტოვეთ და იმავე უბანში მდგარ სინაგოგას მივაკითხეთ. „დიდი“ სინაგოგის კართან ხნიერი მამაკაცი, თავზე ლურჯი კიპათი და ივრითზე დაწერილი ლოცვანით ხელში გულიანად მოგვესალმა. გაკვირვებული, რომ ჟურნალისტების ინტერესის საგნად ახალციხელი ებრაელები იქცნენ, სინაგოგაში შეგვიძღვა. ფანჯრის რაფაზე მრავალ ენაზე გამოშვებული ებრაული ლიტერატურაა, ყვითელი ფურცლებით. ზედ ახალციხის ყოფილი ხახამებისა და რაბინების ფოტოები აწყვია.
ბატონი სიმონის თქმით, სინაგოგას რეაბილიტაციას უპირებენ. ის ხის გრძელი სკამისკენ მიგვითითებს და თხრობას იწყებს - „1863 წელს აშენდა ეს სინაგოგა. მეორე პატარა სინაგოგა 1902 წელს არის აგებული. დაახლოებით 400-500 წლის ისტორია აქვს ამ მხარეს დასახლებული ებრაელების ცხოვრებას. 1970-იან წლებში აქ 3000 ებრაელი ცხოვრობდა. რასაც ამ უბანში სახლებს ხედავთ, სულ ებრაელების იყო. მეჩვიდმეტე საუკუნიდან არსებობს ეს სასაფლაო. 8 ებრაელია ახლა დარჩენილი ახალციხეში. ყველა პენსიონერი. დანარჩენები ისრაელში დაბრუნდნენ“. - ეს იმას ნიშნავს, რომ ებრაული ლოცვისთვის საჭირო ათი მორწმუნე ვერ იკრიბება, შესაბამისად, ისინი შეკვეცილი წესით მოიხსენებენ იერუშალემს.
მეორე, „პატარა“ სინაგოგა მოქმედი არაა. როგორც ადგილზე გვითხრეს, კომუნისტების დროს იქ სპორტული დარბაზი ამოქმედებულა, დღეს კი შიგნით არაფერი ფუნქციონირებს.
ახალციხელი ებრაელები სხვა ქართველი ებრაელებისგან პირენეული წარმომავლობით განსხვავდებიან. ისინი ლადინოზე - ებრაულ-ესპანურ ენაზე საუბრობდნენ. ახალციხის ებრაულ სასაფლაოზე კი ნაპოვნია ქვები, რომლებიც გარდაცვლილებს „სენიორებად“ მოიხსენიებს. „ძველი აღთქმა წაგიკითხავთ?“ - მოგვმართავს ის, როცა ძველი სინაგოგის კედლებზე მხატვრობას გვათვალიერებინებს. „ძველ აღთქმას რატომ ეძახით?“ - ვპასუხობთ გაკვირვებულნი, ებრაულ თორას, ანუ მოსეს ხუთწიგნეულს ებრაელები ასე არ მოიხსენიებენ, რადგან თუ ახალი აღთქმის არ გწამს, არც ის ძველია - ძველი. ბატონი სიმონი განგვიმარტავს, რომ ქრისტიანებს საკუთარ ენაზე ესაუბრება. ახალციხეში ამასთან შეჩვევა ადვილია. მულტირელიგიურმა გარემომ, აბრაამული რელიგიების წარმომადგენლებს ერთმანეთის ენაზე მეტყველება ასწავლა. როცა დიდი ხნის მანძილზე შენს მეზობლად კათოლიკეები, სომხური წესის კათოლიკეები, სომხური სამოციქულო ეკლესიის შვილები, მართლმადიდებლები და მუსლიმები ცხოვრობენ, ეს გასაგებია.
სინაგოგის მონახულების შემდეგ, ფეხით გავუყევით გზას რაბათში მდგარი კათოლიკური ეკლესიისკენ. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის ტაძარი და სამრეკლო წლების მანძილზე ნანგრევებად იყო ქცეული. შარშან ის სახელმწიფომ ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციას გადასცა. ჩვენ ის ნახევრად აღდგენილი და რემონტში მყოფი დაგვხვდა. გაგვიმართლა, ეზოდანვე შევნიშნეთ ქართველი კათოლიკეები. მამა ზურაბ კაკაჩაშვილისა და მამა გაბრიელე ბრაგანტინის გარშემო შეკრებილი მრევლი იტალიელ მისიონერებს ყურადღებით უსმენდა. ისინი კი პაპ ბენედიქტეზე და როზარიოს, იმავე სავარდზე ლოცვის მნიშვნელობაზე ქადაგებდნენ. „ადრე რაბათის უბნის ამოსახვევთან წარწერა იყო - რაბათი ტოლერანტობის სიმბოლო, ხოლო კათოლიკეებს თავისი კუთვნილი ტაძარი დაბრუნებული არ გვქონდა“, - ღიმილით გვეუბნება მამა გაბრიელე და ნებას გვრთავს ტაძრის ჯერ კიდევ შეურემონტებელ საკურთხეველში შევიდეთ. როგორც აღმოჩნდა, აქ ბენედიქტელთა ორდენის, კარჩაკეტილობითა და მაღალი ასკეტური წესით გამორჩეული მონაზვნები ილოცებენ. სწორედ ამიტომ, საკურთხეველსა და შუა ტაძარს შორის სპეციალური კანკელი აღიმართება, რათა ერი ბერისგან გაჰყოს. უკანა მხარეს მათთვის მონასტერიც აშენდა.
ტაძარი სომხური წესის კათოლიკეებს აუშენებიათ, ასე რომის პაპის ის მრევლი იწოდება, რომელიც სრულიად იზიარებს კათოლიკე ეკლესიის დოქტრინას, მაგრამ ეროვნულ ღვთისმსახურებასა და წეს-ჩვეულებებს ინარჩუნებს. ტაძრის ეზოში პატრი ივანე გვარამაძეა დაკრძალული. ამ დროის მანძილზე აქ ქართველმა კათოლიკეებმა ქრისტიანული და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებისთვის ბევრი გააკეთეს. იმავე ივანე გვარამაძემ 1880-იანი წლებიდან შექმნა ის ისტორიული ექსპონატების კოლექცია, რომელიც ახალციხის მუზეუმის შექმნას დაედო საფუძვლად.
რაბათში, კონფესიათა სიმრავლის გამო, რწმენის გარჩევა პირჯვრის წერითაც შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ კათოლიკეები, ხუთი გაშლილი თითით, მარცხნიდან მარჯვნივ იწერენ პირჯვარს. მართლმადიდებლები, სამი შეკრული თითით, მარჯვნიდან - მარცხნივ. ხოლო სომეხი „გრიგორიანელები“ და სომეხი კათოლიკეები, მართლმადიდებელთა მსგავსად, ოღონდ მარცხნიდან - მარჯვნივ.
ამ უკანასკნელთა გარჩევა დამაბნეველია, სწორედ ამიტომ, სომხური სამოციქულო ეკლესიის წირვაზე მიმავალ მრევლს, რომელსაც გზაში შევხვდით, პირველი ეს ვკითხეთ - „კათოლიკოსი გარეგინი..?“ - „დიახ, დიახ“, - მოგვიგო ქალბატონმა როზა პეტროსიანმა, რომელიც ახალციხის სომხურ სკოლაში ქართულს ასწავლის.
სომხური მოსახლეობა ახალციხეში შუა საუკუნეებიდან ცხოვრობს. მათი რაოდენობა რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გაიზარდა, როცა დანარჩენ საქართველოს სამხრეთი შემოუერთდა. პასკევიჩმა აქ თურქეთიდან სომხები ჩამოასახლა. ისინი რაბათში დასახლდნენ და სწორედ მაშინ აიგო ორი ეკლესია. 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, მთლიანად სამცხე-ჯავახეთში 208 ათასამდე კაცი ცხოვრობდა, მათგან 43 პროცენტი ქართველი იყო, 54 პროცენტი კი ეთნიკურად სომეხი. რაც შეეხება უშუალოდ ახალციხის რაიონს, აქ უმრავლესობაში ქართველები არიან - ისინი მოსახლეობის 61 პროცენტს შეადგენდნენ. ეთნიკურად სომხები კი 37-ს. მათთან ერთად ახალციხის რაიონში ცხოვრობდნენ რუსები, ბერძნები, უკრაინელები, ოსები, აფხაზები და აზერბაიჯანელები. თუმცა მათი რაოდენობა მცირეა. ახალციხის რაიონის მთლიანი რაოდენობიდან ნახევარი ქალაქად, ხოლო მეორე ნახევარი სოფლად ცხოვრობს.
როზა პეტროსიანის გვერდით მოხუცი მომლოცველები არიან, ისინი ქართულად ვერ ლაპარაკობენ და ცდილობენ, კითხვები თავიდან აირიდონ. თავის მხრივ, აქტიურობს ქალბატონი როზას შვილი, მარიამი, რომელიც ქართულს დედაზე უკეთ ფლობს მიუხედავად იმისა, რომ დედა ქართულის მასწავლებელია. ეს სურათი ენის ცოდნის მხრივ მდგომარეობას კარგად ასახავს. ახალციხეში, უფროს თაობას, ქართულად საუბარი ან უჭირს, ან არ შეუძლია - ხოლო ახალგაზრდები საკმაოდ კარგად ლაპარაკობენ.
როზა პეტროსიანი ახალციხის სომხურ სკოლაში სომხურსა და ქართულს ასწავლის და იხსენებს, რომ ენობრივი ბარიერის გამო ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდები სწავლას სომხეთში უფრო აგრძელებდნენ. დღეს კი ტენდენცია საქართველოსკენ გადმოიხარა - პერსპექტივას აქეთ უფრო ხედავენო. ქალბატონი როზა ამბობს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პროექტებმა გაამართლა. განსაკუთრებით, უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად უმცირესობებისთვის შეღავათიანი პირობების შექმნას გამოჰყოფს.
ჩვენ სომხური სკოლის ერთ-ერთ ახალ კურსდამთავრებულსაც ვხვდებით, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებოდა. „ხატვა უკვე ჩავაბარე აკადემიაში, უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად, - გვეუბნება გამართული ქართულით, - აქ ვაპირებ ცხოვრებას და მუშაობას, ისევე როგორც მამაჩემი და მისი წინაპრები. ეს ჩემი მიწაა, აქ მყავს მეგობრებიც“. „მე ვერ ვილაპარაკებ, არ ვიცი კარგად“, - ოდნავი აქცენტით, თუმცა გასაგები ქართულით გვეუბნება მისი მეგობარი. მან საატესტატო გამოცდებზე რამდენიმე საგანი ვერ ჩააბარა - მათემატიკა, ქიმია და ფიზიკა. მომავალ წელს ხელმეორედ ცდის. გვეუბნებიან, რომ ქართული ენის გამოცდა ყველამ დაძლია, ფიზიკა-მათემატიკაში კი ბევრი ჩაიჭრა.
ქართულად ლაპარაკი ხშირად უწევთ. პატარა ქალაქია, ყველა ვიცნობთ ერთმანეთს და ვმეგობრობთ, პრობლემები არ გვაქვსო, გვეუბნებიან. გვიყვებიან, რომ ბოლო დროს თურქებიც ჩამოდიან საცხოვრებლად და რამდენიმე თურქი მეგობარიც გაიჩინეს. ჩვენს კითხვაზე, თუ რა ენაზე ესაუბრებიან მათ, გვპასუხობენ, რომ ქართულად. „ტოლერანტში“ (ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია) სწავლობენ ქართულსო.
როგორც ადგილობრივები გვიამბობენ, ახალციხეში ენის მხრივ პრობლემები ყოველთვის შედარებით ნაკლებად იყო, ვიდრე სამცხე-ჯავახეთის სხვა რეგიონებში. თუმცა პოზიტიურ ძვრებს იქაც აღნიშნავენ. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გულიკო ბექაური გვიყვება, რომ სახელმწიფო ენის მიმართ დამოკიდებულება რეგიონში პოზიტიურადაა შეცვლილი. იხსენებს, რომ უახლოეს წარსულში ჯავახეთში იმყოფებოდა, სადაც ფოკუსჯგუფებს ატარებდნენ და დადებითი ძვრები შენიშნა. თუმცა პრობლემები კვლავ რჩება. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს 2010 წელს ჩატარებული კვლევის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის არაქართველი რესპონდენტებიდან, ქართული ენა 26%25-მა არ იცოდა.
ამ პრობლემის მოგვარება განათლებას ხელმისაწვდომს გახდის, ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაციას შეუწყობს ხელს და სომხურენოვანი მოსახლეობისთვის დასაქმების პერსპექტივას გააფართოებს. ენობრივი მრავალფეროვნება შესაძლოა უპირატესობადაც იქცეს ადგილობრივ სერვისებში დასაქმებისთვის. მაგალითად, დედით სომეხი და მამით ქართველი ქრისტინე, რომელიც ახალციხის კაფეში მუშაობს, სომხეთიდან შემომავალ ტურისტებსაც ემსახურება. ის ამ მხარის მრავალფეროვნების ყველაზე ცხადი დადასტურებაა. გვეუბნება, რომ ჰყავს ხუთი მეგობარი - მათ შორის, ორი სომეხი, ერთი ებრაელი, ერთი კათოლიკე და ერთიც იაჰოვას მოწმე. მისთვის სულერთია, რაბათის ღმერთებიდან რომლის გწამს, ახლა მას პროფესიული წინსვლა აინტერესებს, ბარმენობას აპირებს - მისი მომავალი პროფესია, თუ ტურისტებისთვის ეს მხარე მიმზიდველად იქცა, გამოსადეგი იქნება.
ქალაქ ახალციხეში 4 დიდი სასტუმროა - რიო, პრესტიჟი, მირაჟი და ბონადეა. ორკაციანი ნომრების ფასი 60 ლარიდან იწყება, ლუქსი 80-100 ლარი ღირს. თითქმის ყველგან არის ინტერნეტი, ნორმალური სიჩქარით. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ აქ კიდევ ორი მინიმუმ სამვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება. არსებული სასტუმროების შესახებ კი აცხადებენ, რომ ინტერიერისა და მომსახურების მხრივ განახლება და დახვეწა სჭირდებათ.
მნახველს შეუძლია ორ დიდ რესტორანს ეწვიოს, ვარძიასა და რომანტიკას. ფასები თბილისის რესტორნებისას მცირედით ჩამოუვარდება, 30-40 ლარის ფარგლებში ორ ადამიანს ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების დაგემოვნება შეუძლია. ქალაქში დაარსდა ტურისტული ფირმა შპს RIDERS DREAM, რომელიც ველოტურებს გაუწევს ორგანიზებას. მოეწყობა ველოსიპედების გაქირავების ორი პუნქტი.
ახალციხის რაიონში, რაბათის ისტორიული კომპლექსის გარდა, ტურისტებისთვის მიმზიდველი სხვა ისტორიული ძეგლებიც არსებობს.
მათგან გამორჩეული საფარაა, რომელიც ქალაქიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. პირველი ტაძარი აქ მეათე საუკუნეში აუშენებიათ. საფარის მამათა მონასტერში ქალაქიდან ტაქსით 20 ლარად მოხვდებით.
ამას გარდა, სოფელ თისელში, აწყურიდან 5-6 კილომეტრში, შეგიძლიათ მთის პატარა მდინარის მარჯვენა ნაპირას მდგარი გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევი მოინახულოთ. მის უკან (აღმოსავლეთით) შიშველი კლდეებია, მდინარის მეორე ნაპირზე კი ტყით დაფარული მთები. ხუროთმოძღვრულ თავისებურებათა მიხედვით, XIV-XV საუკუნეებში უნდა აეშენებინათ.
ახალციხის რაიონის სოფელ ურაველთან შესაძლებელია მკაფიო წითელი შეფერილობის მომცრო ეკლესიის ნანგრევების ნახვა. ამ ტიპის შენობები საქართველოში XI საუკუნეზე გვიან აღარ გვხვდება. შენობას შერჩენილი აქვს მცირეოდენი სამკაული და წარწერა, რომელიც თარიღს არ შეიცავს.
სოფელ ჭულევში მეთოთხმეტე საუკუნეში აგებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას.
სოფელ წყორძის დასავლეთით შვეული კლდეებია აღმართული, რომელსაც ბაიებს ეძახიან. კლდის შუა სიმაღლეზე შენობათა მთელი ჯგუფია: გალავნის ნანგრევები, გალავნის შიგნით კი კლდეზე მიბჯენილი, თითქოს კლდეში შედგმული, ორი ერთნავიანი ეკლესია დგას გვერდიგვერდ. სავარაუდოდ, ეს მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის ძეგლია.
შეგიძლიათ მოინახულოთ სოფელ ღრომის წმინდა თევდორე მღვდლის სახელობის ეკლესიის ნაშთები, რომელიც სოფელ ანდრიაწმინდასთან მდებარეობს. ის დათარიღებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ მეათე საუკუნისაა.
სოფელ საყუნეთში წმიდა გიორგის სახელობის, კარგად შემონახული ეკლესიის ნახვაა შესაძლებელი. ეკლესია ქვით არის გადახურული. როგორც ჩანს, ამ ტაძარს ოსმალეთის ბატონობის პერიოდში მუსლიმებიც ღვთაებრივ ძალას მიაწერდნენ, სწორედ ამიტომ შემოინახა ასე კარგად. სოფელ წყროძაში ორი ეკლესია არსებობს. უფრო საინტერესოა შუა სოფელში, ხევის პირას მდგარი პატარა სამლოცველო - უგუმბათო, ერთნავიანი შენობა. ის ძალიან პატარაა, თლილი ქვითაა აგებული. მიუხედავად იმისა, რომ შენობის სიგრძე-სიგანე სულ რამდენიმე ნაბიჯია, მდიდრულად მოაჩუქურთმეს. სავარაუდოდ, მეცამეტე საუკუნეში ააგეს და ადგილობრივი ფეოდალის კარის ეკლესია იყო.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის განვითარებისთვის, სამცხე-ჯავახეთის მთელ რეგიონში აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ისტორიულ ძეგლებზე, არამედ აგრო და ეკოტურიზმზეც.
გარდა კონკრეტულად რომელიმე ძეგლის ნახვისა, მნახველს შეუძლია, გასინჯოს მესხური ტენილი ყველი, ან რაიმე სხვა, ადგილობრივი კერძი. ამბობენ, რომ მობილიზაცია გაუკეთეს იმ მოსახლეობასაც, რომელსაც სურვილი აქვს გადაემზადოს ტურისტულ საკითხებში - გიდობა, მენეჯმენტი. ამაში მათ პოლონური მხარე, კრაკოვის ეკოლოგიისა და ტურიზმის მენეჯმენტის ინსტიტუტი დაეხმარათ.
სააგენტოში სურთ, რეგიონი ტურისტებს მომზადებული შეხვდეს არა მხოლოდ ეკლესიებითა და რესტავრირებული ძეგლებით, არამედ ადამიანური რესურსით და სერვისებით. „ახლა ყალიბდება ტურისტული სააგენტოებიც, რომლებსაც ხელს ვუწყობთ ტურების შედგენაში. თუ ვარძია ძალიან პოპულარულია, მასში ვრთავთ სხვა ელემენტებსაც. ვარძიიდან წამოსული ადამიანები შეიძლება ჭობარეთში შევიდნენ, სადაც ნახავენ ძველ მესხურ ოდას და დააგემოვნებენ მესხურ ტენილ ყველს, ნახავენ მესხურ ტანსაცმელს და ა.შ.“. უშუალოდ ახალციხის ტურისტულ პოტენციალზე სააგენტოში ამბობენ: „ახალციხეს შველის ადგილმდებარეობა, ის, რომ გვერდით თურქეთი და სომხეთია“.
![]() |
3 მეზობლობის 20 წელი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან საქართველოს ურთიერთობის
არასრული ქრონოლოგია
1991
16 დეკემბერი
თურქეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა
1992
21 მაისი
თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა.
17 ივნისი
დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა საქართველოსა და სომხეთს შორის.
30 ივნისი
ფოტო: REUTERS ©
თურქეთის პრემიერ მინისტრის სულეიმან დემირელის პირველი ვიზიტი საქართველოში. გაფორმდა რიგი ხელშეკრულებები, მათ შორის - მეგობრობისა და თანამშრომლობის, სატრანსპორტო მიმოსვლის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.
18 ნოემბერი
დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.
1993
თებერვალი
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ. მისი ერთ-ერთი პირობის თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ აზერბაიჯანული გაზისა და ნავთობის სომხეთში რეექსპორტს არ განახორციელებდა.
1996
9 მარტი
ფოტო: REUTERS ©
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის პირველი ვიზიტი საქართველოში. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქვეყნებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ. ამავე ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობაზე.
8 ივნისი
ფოტო: REUTERS ©
სომხეთის პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის პირველი ვიზიტი საქართველოში. საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები სამცხე-ჯავახეთში ჩავიდნენ.
1999
17 აპრილი
საქართველოს, აზერბაიჯანის და უკრაინის პრეზიდენტებმა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და სუფსის ტერმინალი საზეიმოდ გახსნეს.
18 ნოემბერი
ფოტო: REUTERS ©
სტამბოლში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ.
2001
30 სექტემბერი
ბაქოში ჰეიდარ ალიევი და ედუარდ შევარდნაძე ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ.
24 ოქტომბერი
ფოტო: REUTERS ©
ერევანში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ. ედუარდ შევარდნაძემ და რობერტ კოჩარიანმა პირობა დადეს, რომ ერთმანეთის ინტერესების წინააღმდეგ ნაბიჯებს არ გადადგამდნენ.
2003
27 ივნისი
საქართველოში ვიზიტით მყოფმა რობერტ კოჩარიანმა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი დააყენა.
2004
4 მარტი
საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველი ვიზიტი ბაქოში. ლიდერებმა დაგმეს სეპარატიზმი, ხაზი გაუსვეს ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
2005
14 აპრილი
ერევანში სტუდენტების აქცია მოეწყო სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების უფლებების დაცვის მოთხოვნით.
28 აპრილი
თბილისში, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის არტურ ბაღდასარიანისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეხვედრა შედგა. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კომისიის შექმნაზე, ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის სადავო ტაძრების საკითხის შესასწავლად.
25 მაისი
ფოტო: REUTERS ©
ბაქოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. პარალელურად, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ.
31 აგვისტო
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა „ეკონომიკურად უაზრო“ უწოდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს და განაცხადა, რომ სომხეთი ყველანაირად შეეცდება წინააღმდეგობა გაუწიოს ამ პროექტის განხორციელებას.
2006
4 თებერვალი
თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 90 დღემდე ვიზიტებზე სავიზო რეჟიმი გააუქმა.
6 თებერვალი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის ტერიტორიაზე აგარაკ-ტაშირის ეპარქიის აღდგენის შესახებ. ამას სომხური ეკლესიის პროტესტი მოჰყვა.
7-9 თებერვალი
თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის შესახებ. თბილისში ჰეიდარ ალიევის მემორიალი გაიხსნა. სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა გახსნეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი, რომელიც თურქული კომპანია TAV-Urban-ის ინვესტიციით აშენდა.
8 ივლისი
რუსეთმა ზემო ლარსის გამშვები პუნქტი რემონტის საბაბით დაკეტა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნას სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
13 ივლისი
თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
2007
17 მარტი
საქართველოსთვის გაზის მთავარი მიმწოდებელი აზერბაიჯანი გახდა. ენერგეტიკის მინისტრმა
ნიკა გილაურმა ამ ფაქტს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოებისათვის ისტორიული მომენტი უწოდა.
27 მარტი
ფოტო: REUTERS ©
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქართულ-აზერბაიჯანული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის თანათავმჯდომარე ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა, რომ დავით გარეჯის მონასტერი კავკასიელი ალბანელების კულტურული მემკვიდრეობაა და აზერბაიჯანის საზღვრებში მოქცეული მისი ნაწილი საქართველოს არ უნდა გადაეცეს. ამან თბილისის უკმაყოფილება გამოიწვია.
25 მარტი
ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი საზეიმოდ გახსნეს.
21 ნოემბერი
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სოფელ მარაბდაში გახსნეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა.
2008
25 ივლისი
სომხეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალყურს სამცხე-ჯავახეთში შექმნილ მდგომარეობას. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სამართალდამცავებმა ორგანიზაცია ერთიანი ჯავახკის რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი პოლიციელი დაიღუპა.
9 აგვისტო
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა სცადა.
12 აგვისტო
ფოტო: REUTERS ©
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ნავთობის გადაზიდვა უსაფრთხოების მოტივით შეწყდა.
14 აგვისტო
საქართველოს თურქეთის პრემიერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეწვია. მან გაახმოვანა ახალი ინიციატივა - კავკასიაში უსაფრთხოების და სტაბილურობის პლატფორმა, რომელიც მანამდე რუსეთის პრეზიდენტთან განიხილა. ერდოღანმა საქართველოს თურქეთის მოკავშირე უწოდა და აღნიშნა, რომ ანკარა თბილისს ომისშემდგომ რეკონსტრუქციაში დახმარებას გაუწევდა.
16 აგვისტო
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კასპის რაიონში სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს, რის გამოც შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა და ტრანზიტი სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მიმოსვლა 1 სექტემბერს აღდგა.
21 აგვისტო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაქო საქართველოში სტაბილურობის აღდგენითაა დაინტერესებული, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
26 აგვისტო
თურქეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ თურქეთი ძალიან შეშფოთებულია ბოლო მოვლენების გამო და რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანია.
5 სექტემბერი
ფოტო: REUTERS ©
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ერევანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს.
1 ოქტომბერი
სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა განაცხადეს ახალი ერთობლივი პროექტის შესახებ, რომელიც სომხეთიდან აჭარაში საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს.
2009
6 ივნისი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ საქართველო თავისი „სატრანზიტო მონოპოლიით სარგებლობს“.
25 ივნისი
ერევანში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა „დაუყოვნებლივ გახსნას“ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, როგორც კი ამას რუსეთი გააკეთებს. სერჟ სარგსიანმა ქართველ კოლეგას ქვეყნის ეროვნული ჯილდო გადასცა.
1 სექტემბერი
სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯავახეთში სომხური ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება, სხვა ნაბიჯებთან ერთად, „გააძლიერებს მეგობრობას“ საქართველოსა და სომხეთს შორის.
2010
1 მარტი
ფოტო: REUTERS ©
გაიხსნა ზემო ლარსის გამშვები პუნქტი, რამაც სომხეთს რუსეთთან სახმელეთო კავშირის აღდგენის შესაძლებლობა მისცა.
19 ივლისი
სააკაშვილმა ბათუმში ალიევთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „საქართველომ და აზერბაიჯანმა კონფედერაციული ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბონ“.
6 დეკემბერი
საქართველომ და თურქეთმა შეიმუშავეს შეთანხმების პროექტი ისტორიული ძეგლების აღდგენის შესახებ. თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ოშკის, ხანძთის, იშხნის და ოთხთას რეაბილიტაციის სანაცვლოდ საქართველოში სამი მეჩეთი უნდა აღდგეს და ბათუმში ხელახლა აშენდება ისტორიული აზიზიეს მეჩეთი.
2011
22 იანვარი
საქართველოს პრეზიდენტი ერევანს ეწვია. სააკაშვილი და სარგსიანი სასაზღვრო რეჟიმის გამარტივებაზე შეთანხმდნენ. სერჟ სარგსიანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სომხეთს „შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს საქართველოსგან“ რეფორმების გატარებისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.
31 მაისი
მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სარფის გამშვები პუნქტი მოინახულეს და ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმის შესახებ - მხოლოდ პირადობის მოწმობების წარდგენით.
10 ივნისი
ფოტო: REUTERS ©
საქართველოს სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე ეწვია. იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და პრეზიდენტს შეხვდა. მთავარი საკითხები საქართველოში სომხური ეკლესიის სტატუსი და ექვსი სომხური ტაძრის სომხური ეკლესიისთვის დაბრუნება იყო. საპასუხოდ, ქართულმა ეკლესიამ სომხეთში ისტორიული ქართული ტაძრების გადმოცემისა და ქართული ეკლესიისთვის სომხეთის იურიდიული სტატუსის საკითხები დასვა. როგორც შეხვედრის შემდეგ ქადაგებისას ილია მეორემ აღნიშნა, ამ საკითხების მოგვარებას დრო დასჭირდება. პატრიარქმა ბრძანა, რომ გარეგინ მეორე „ახალგაზრდაა და მეტი გამოცდილება სჭირდება“.
5 ივლისი
საქართველოს საგარეო უწყებამ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართული მხარის ინიცირებით მიღებულ რეზოლუციას (დევნილთა დაბრუნების მოთხოვნით) სომხეთმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
6 ივლისი
სომხური ეკლესია მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმად რელიგიურ კონფესიებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრაცია შეეძლებათ.
2012
7 მარტი
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვია და მეჯლისში სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, მან და ალიევმა მოილაპარაკეს, ერთობლივი განაცხადი წარადგინონ ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
16 მაისი
სომხური ეკლესიის უმაღლესმა სასულიერო საბჭომ შეშფოთება გამოთქვა თბილისის სურბ ნშანის ეკლესიის სამრეკლოს ჩამონგრევის გამო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სომხური ტაძრების კუთვნილებისა და მათი რეაბილიტაციის საკითხები გადაწყვიტოს.
6 მაისი
აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ უდაბნოს მონასტერთან ჩადგნენ და მონასტერში მომლოცველები აღარ შეუშვეს. ამ ფაქტს დიდი რეზონანსი მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში. ოპოზიციის წარმომადგენლებმა
20 მაისს
საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს აზერბაიჯანის საელჩოსთან. ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებამდე, საქართველოს მხრიდან მომლოცველებს და ტურისტებს უდაბნოს მონასტერში თავისუფლად შესვლის საშუალება მიეცემოდათ, ამ ტერიტორიას კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აღარ გააკონტროლებდნენ.
25 მაისი
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ UEFA-ში განაცხადი შეიტანა საქართველოსთან ერთად ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე.
11 ივნისი
აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ტრაბზონის დეკლარაციას, რომელიც სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, მათ შორის, ერთობლივ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს.
![]() |
4 ეს თქვენ უფრო ჭკვიანს გაგხდით |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
რა არის ის მეცნიერული კონცეფციები, რაც ჩვენს შემეცნებით უნარებს გააუმჯობესებს? სწორედ ეს შეკითხვა დაუსვა ჯონ ბროკმენმა, Edge.org-ის გამომცემელმა, თანამედროვე სამყაროს ყველაზე გავლენიან მოაზროვნეებს. ეკონომიკის, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჟურნალისტიკის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის და მრავალი სხვა სფეროს ექსპერტებმა ამ შეკითხვას პატარა ესეებით უპასუხეს. საბოლოოდ, 200-მდე განსხვავებული შინაარსის მქონე წერილი დაგროვდა. „ეს თქვენ უფრო ჭკვიანს გაგხდით“, ასე ჰქვია მათგან შეკრულ წიგნს, რომელიც, თუ არ დაგაჭკვიანებთ, ნამდვილად დაგაფიქრებთ. „ვინმემ მკვლევრები თავიანთი გეტოებიდან უნდა გამოიყვანოს და ბრუკმანმა სწორედ ეს ქნა“, - წერს წიგნის შესავალში დავიდ ბრუკსი.
მართალია, ინტერნეტში მკითხველთა ნაწილი იმასაც ჩივის, რომ დაბრძენების მაგიერ, თავი სულელად იგრძნეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, „ეს თქვენ უფრო ჭკვიანს გაგხდით“ მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან თანამედროვე იდეებს, რომლებიც მათ ყოველდღიურად გადაწყვეტილების მიღებაში, საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ აღქმაში დაეხმარება.
გთავაზობთ შემეცნების ზოგიერთ ასეთ „იარაღს“:
ნიკოლას კარი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ჟურნალისტი: ჩვენი ტვინები ერთდროულად მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ინფორმაციას იტევენ. თუ ზედმეტად ბევრს „ჩავტვირთავთ“, გონება ადვილად გაგვეფანტება და ვერც იმას შევინარჩუნებთ, რაც ვისწავლეთ.
მაგალითად, ხშირია, როცა სავარძელში მოკალათებულები ვფიქრობთ, რომ სამზარეულოში რაიმე გვჭირდება. თუმცა, მალევე ვხვდებით, რომ დაგვავიწყდა, რისთვის გამოვედით და უკან ვბრუნდებით. მეხსიერების ასეთი ლაფსუსი კარგად გვიჩვენებს, რამდენად პატარა ტევადობა აქვს ჩვენს ე.წ. სამუშაო, იგივე ხანმოკლე მეხსიერებას, რომელიც რამდენიმე რამის ერთდროულად დამახსოვრებას ხდის შესაძლებელს. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი მეხსიერების მაქსიმალური ტევადობა სამი ან ოთხი ელემენტია.
ინფორმაციით გადატვირთვა მხოლოდ მეტაფორა არ არის, ეს ფიზიკური მდგომარეობაა. ფსიქოლოგებმა იციან, რომ თუ მოსწავლეს ბევრ სიახლეს სწრაფად მივაყრით, გაგების და დასწავლის უნარი იკლებს. ეს გაფანტულობასაც ზრდის: ინფორმაციაზე ჩაბღაუჭებას ვერ ვასწრებთ და ის მანამ ქრება, სანამ გრძელვადიან მეხსიერებასა და ცოდნაში გადატანას მოვასწრებთ. გვამახსოვრდება ნაკლები, კრიტიკული და კონცეპტუალური ფიქრის უნარი კი სუსტდება.
რაც უკეთ გავაცნობიერებთ, რამდენად შეზღუდულია ჩვენი შემეცნებითი ტევადობა, მით უკეთესად მოვახერხებთ მის მართვას. თუ რთულ ინტელექტუალურ მუშაობაში ხართ ჩართული, ან უბრალოდ რაიმე საუბრის ან გამოცდილების დამახსოვრება გსურთ, სჯობს, ინფორმაციის ნაკადი შეასუსტოთ.
სტეფან კოსლინი, ქცევითი მეცნიერებების ცენტრის დირექტორი, სტენფორდის უნივერსიტეტი: ლიმიტირებული არჩევანი, რიგ შემთხვევებში, სასარგებლოა - ის სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. თუნდაც მოგებიანი არჩევანის უსაზღვრო რაოდენობამ, შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღების უნარი წაგვართვას.
„შეზღუდვას“ ეძახიან მდგომარეობას, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ, როდესაც პრობლემის გადაჭრა ან გადაწყვეტილების მიღება გვსურს. საქმე ისაა, რომ ხშირად მხოლოდ რამდენიმე გზა არსებობს მთელი წყება შეზღუდვების ერთდროულად დასაკმაყოფილებლად.
მარტივი მაგალითით რომ ავხსნათ, წარმოიდგინეთ, რომ ახალ სახლში ოთახი უნდა მოაწყოთ. თუ გაქვთ საწოლი, რომელიც აუცილებლად კედელზე მიდგმას საჭიროებს, პატარა მაგიდები, რომელიც მის გვერდებზე უნდა დაიდგას, სკამთან დასადები ღამის ნათურა, ფეხმოტეხილი სავარძელი, რომლის დეფექტის დამალვაც გსურთ და მას მეორე თავისუფალი კედელი სჭირდება, მაშინ საკმარისია, საწოლისთვის ადგილი შეარჩიოთ და ავეჯის განლაგება თავისთავად მოხდება.
არჩევანის გაკეთებას დამატებითი შეზღუდვების მოძიებაც აიოლებს. მაგალითად, თუ მანქანის ყიდვა გსურთ, ისეთ პირველად შეზღუდვას, როგორიცაა თქვენი ბიუჯეტი, შეიძლება დავუმატოთ ავტომობილის სასურველი ზომა, გარანტიის ვადა, დიზაინი და ა.შ.
ეს პროცესი კრეატიულობასაც განაპირობებს. ასე შეიქმნა მრავალი ახალი რეცეპტი: მზარეულებს, რომელთაც ინგრედიენტების შეზღუდული რაოდენობა ჰქონდათ, მათი ჩანაცვლება ან ახალი კერძის გამოგონება მოუწიათ. თუ თქვენი საქმე ძალიან ღია და არასტრუქტურირებულია, შესაძლოა, არჩევანის რაოდენობა ისეთი შეუზღუდავი იყოს, რომ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი გახდეს.
კევინ კელი, ჟურნალ Wired-ის რედაქტორი: მარცხის არ უნდა გვეშინოდეს - წარუმატებლობა ათავისუფლებს წარმატებას.
ჩავარდნილი ექსპერიმენტი თითქმის ისეთივე ცოდნას გვაძლევს, როგორც შემდგარი - მეცნიერების ეს გაკვეთილი, ლაბორატორული კვლევების გარდა, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასაც წაადგება.
დღესაც, წარუმატებლობა სისუსტის ნიშნად ითვლება და სტიგმადაც იქცევა. ბავშვებს ასწავლიან, რომ მარცხს უბედურება მოაქვს და უნდა შეძლონ, წარმატებას ჩავარდნის გარეშე მიაღწიონ.
თუმცა, კრეატიულობა სწორედ წარუმატებლობის დროს იმატებს. მას თავი არ უნდა ავარიდოთ - გრაფიკის კარგმა დიზაინერმა იცის, რომ მისი იდეების უმრავლესობა არ გამოვა, დიდი მოცეკვავე აცნობიერებს, რომ ახალი მოძრაობების უმრავლესობა წარმატებას ვერ მიაღწევს.
ხშირად, რთული სისტემის გაუმჯობესების ერთადერთი გზა მისი ლიმიტების გამოცდა, სხვადასხვა ასპექტში კრახის განცდაა. მაგალითად, ასე ცდიან კომპიუტერულ პროგრამებს. ეს ნიშნავს, რომ წარმატების გზაზე, მზად უნდა ვიყოთ მარცხისგან ცოდნის და გამოცდილების მისაღებად. ნეგატიური შედეგების გათავისება წარმატების მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ხერხია.
ობრი დე გრეი - გერონტოლოგი: ნაცნობისა და მშობლიურისადმი მიჯაჭვულობა საშუალებას არ გვაძლევს, რისკზე წავიდეთ და ნამდვილ წარმატებას, გარღვევას მივაღწიოთ. ხშირად კარგად ვერ ვაფასებთ რისკისა და სარგებლის თანაფარდობას - ჩვენი ირაციონალური შიშები რეალურ პროგრესს წინ ეღობება.
ამის მაგალითია საყმაწვილო დაავადებებზე ვაქცინაციის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება, როდესაც ერთეული, კონტროვერსული კვლევა აცრას შესაძლო აუტიზმთან დააკავშირებს.
ზოგადად, უცნობისადმი შიში არც ისე ირაციონალურია, თუ მას „სიფრთხილის“ სინონიმად განვიხილავთ, მაგრამ ის შეიძლება გადაჭარბებული იყოს და ძირითადად ასეც ხდება. ირაციონალური სწრაფვა - რისკის თავიდან არიდება ვარჩიოთ სარგებელს, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.
დანიელ კანემანი, პროფესორი, პრინსტონის უნივერსიტეტი: ხშირად გვჯერა, რომ სხვაგვარი გარემოებები მნიშვნელოვნად შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას. რეალურად, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შემოსავალი და ჯანმრთელობა, უფრო ნაკლებად განაპირობებს ბედნიერებას, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.
რა თქმა უნდა, განათლების დონე დიდწილად განსაზღვრავს შემოსავალს - თუმცა არც ისე მნიშვნელოვნად, როგორც ბევრს ჰგონია. ყველას რომ ერთი და იგივე განათლება ჰქონდეს, შემოსავალში განსხვავება მხოლოდ 10%25-ით შემცირდებოდა. ამასთან, ერთნაირი განათლების მქონე ადამიანების შემოსავალს შორის განსხვავება, ხშირად, დიდია.
შემოსავალი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად განაპირობებს ცხოვრებით კმაყოფილებას. საშუალოდ, მაღალშემოსავლიანები უკეთეს გუნებაზე არიან, ვიდრე დაბალშემოსავლიანები, თუმცა მათ შორის სხვაობა სამჯერ ნაკლებია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ყველას რომ თანაბარი შემოსავალი ჰქონდეს, განსხვავება ადამიანების ცხოვრებით კმაყოფილებას შორის მხოლოდ 5%25-ით შემცირდებოდა.
ბედნიერება სხვა ფაქტორებზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე შემოსავალზე: ლატარიის მოგება სიხარულით აღსავსე მოვლენაა, მაგრამ ეს განწყობა სამუდამოდ არ გრძელდება.
მაგალითად, პარალიზებული ადამიანები ხშირად არცთუ ბედნიერები არიან, მაგრამ თავს არც გამუდმებით უბედურად გრძნობენ, რადგან დროის მეტ ნაწილს სხვა რამეზე ფიქრში ატარებენ. როდესაც ვცდილობთ წარმოვიდგინოთ, რა შეგრძნებაა, იყო პარალიზებული, უსინათლო ან ლატარიის გამარჯვებული, ვირჩევთ თითოეული ამ მდგომარეობის დამახასიათებელ თვალსაჩინო ასპექტს, სხვებს კი უგულებელვყოფთ - ეს ფოკუსირების ილუზიაა.
ასეთი მეთოდი აქვს ბაზარსაც: ადამიანები, რომლებსაც არწმუნებენ, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ რაიმე სიკეთე, მნიშვნელოვნად აზვიადებენ მის შესაძლებლობას, გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი.
გერეტ ლისი, თეორიული ფიზიკოსი: ადამიანებს უჭირთ ალბათობის სწორად განსაზღვრა, ამიტომ ირაციონალური შიშები ძვირად უჯდებათ.
ჩვენ გაზვიადებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იშვიათ, გამონაკლის მოვლენებს და ვფიქრობთ, რომ შეიძლება, სწორედ ასეთი რამ დაგვემართოს - ჩამოვარდეს თვითმფრინავი, ან ლატარიაში დიდი თანხა მოვიგოთ. სამაგიეროდ, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ უფრო წვრილმან მოვლენებს, რომლებიც, რეალურად, მეტად განსაზღვრავს ჩვენს ყოფას.
მაგალითად ობობის პანიკური შიშიც გამოდგება. ეს მაშინ, როდესაც მისი ნაკბენისგან გარდაცვალების რისკი 100 მილიონში ერთზე ნაკლებია. სამაგიეროდ, მილიონობით ადამიანი კვდება სტრესთან დაკავშირებული დაავადებებისგან. გამოდის, რომ ობობის ნაკბენისგან გართულებებზე საშიში ამ ფობიისგან გამოწვეული სტრესია.
ალბათობასთან გამკლავების უნარის უქონლობა, შესაძლოა, უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ მას პრაქტიკული შედეგები მოჰყვება: არასწორი რაღაცების გვეშინია და არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.
კარგი გადაწყვეტილებები კონცენტრაციასა და გონებრივ დაძაბვას საჭიროებს. მაგრამ, თუ გადავამეტებთ, შესაძლოა, კონტრპროდუქტიულები გავხდეთ გაზრდილი სტრესისა და დაკარგული დროის გამო. უმჯობესია ბალანსი და თამაში - ჯანსაღი რისკის გაწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ უდიდესი რისკი, რაზეც ოდესმე წავედით, მისგან საერთოდ თავის შეკავება იყო.
მაიკლ შერმერი, ჟურნალ Skeptic-ის გამომცემელი: ჩვენი შემეცნების უნარი გაუმჯობესდება, თუ „ქვემოდან ზემოთ“ ვიფიქრებთ და არა პირიქით.
ყველაფერი მნიშვნელოვანი აღმავალი გზით ხდება. თავად ევოლუციაც, ორგანიზმების ქვემოდან ზევით მიმავალი პროცესია.
ანალოგიურად, თვითორგანიზებადი, ქვემოდან ზემოთ პროცესია ეკონომიკაც: ადამიანები საკუთარი ცხოვრების მოწყობას ცდილობენ და ამ მარტივი პროცესისგან წარმოიშობა პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება. ასევეა დემოკრატია - ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები ადამიანის მოქმედების ნაყოფია და არა მათი გეგმის მიხედვით შექმნილი.
თუმცა, ბევრია ისეთი, ვინც სამყაროს დაღმავალი მიმართულებით ხედავს. მათი აზრით, ყველაფერი შექმნილია „ჭკვიანების“ მიერ - სჯერათ, რომ ცხოვრება ზემოდან მოეწყო. ამიტომ, ფიქრობენ, რომ ეკონომიკაც და ქვეყნის მმართველობაც ზემოდან უნდა განისაზღვროს.
ამისგან თავის დაღწევა საპირისპირო მაგალითებით შეგვიძლია. მაგალითად, ქვემოდან ზევით შეიქმნა სალაპარაკო ენა. საუკეთესო მაგალითია ინტერნეტიც - ეს თვითორგანიზებული, მილიონობით კომპიუტერის მქონე ადამიანის საკუთრება - ციფრული თავისუფლების სიძლიერე სწორედ ისაა, რომ მას არავინ მეთვალყურეობს.
როჯერ შანკი, ფსიქოლოგი და კომპიუტერის მეცნიერი: ცხოვრების თითოეულ ასპექტს უკეთ გავიგებთ, თუ მათ შევხედავთ, როგორც ექსპერიმენტს.
ადამიანები გამუდმებით ატარებენ ცდებს. ზოგი მათგანი არაკონტროლირებადია: მაგალითად, წამლის დალევა ექსპერიმენტია - მაგრამ თითოეული დოზის მიღების შემდეგ ჩვენ დაწვრილებით არ ვიწერთ შედეგებს, ამიტომ, გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, გვიჭირს გაგება, თუ რამ გამოიწვია ის. ანალოგიურად, როდესაც პირად ურთიერთობებში ყველაფერი რიგზე ვერ არის, გვიჭირს თქმა, თუ რატომ.
ცხოვრების უმრავლეს ასპექტზე კონტროლირებადი ცდების წარმოება ფაქტობრივად შეუძლებელია. სამაგიეროდ, შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რომ ექსპერიმენტია, როდესაც ახალ სამსახურს ვიწყებთ, თამაშის ტაქტიკას ვცვლით, ვირჩევთ სასწავლებელს და სხვა.
მაგრამ რახან ამას ასე არ აღვიქვამთ, ვერც იმას ვახერხებთ, მხედველობაში მივიღოთ გარემოებები, რაშიც ჩვენმა ცდამ ჩაიარა და ლოგიკური მსჯელობით გადავწყვიტოთ, როგორ ვაწარმოოთ ის თავიდან, თან მეტი წარმატებით.
ისინი, ვინც საკუთარ მოქმედებებს ექსპერიმენტად არ განიხილავენ, მათგან გაცილებით ნაკლებს ისწავლიან.
![]() |
5 გავიტანოთ თუ არა ბანკი? |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
ბონი ელიზაბეთ პარკერი და კლაიდ ჩესნათ ბაროუ
მხოლოდ ასე თუ დავიწყებთ: დიდი დეპრესიის დროინდელი ცენტრალური ამერიკა. ბანკები ერთიმეორის მიყოლებით იძარცვება. მთელი პოლიცია ერთ ბანდას დასდევს. ბანდაში სულ ცხრა წევრია და აქედან ორი ყოველთვის საქმეშია. ერთი ქალია. მეორე - კაცი. თორმეტზე მეტი ბანკის გატანას ახერხებენ. მათი ძარცვა, როგორც წესი, სისხლიანია: სხვადასხვა შემთხვევის დროს ცხრა პოლიციელი და რამდენიმე სამოქალაქო პირი იღუპება. 1934 წლის 23 მაისს, ლუიზიანის შტატის პოლიციას უმართლებს: დამნაშავეებს წარმატებულად უსაფრდება და ორივეს კლავს. ამ შემთხვევიდან 33 წლის შემდეგ არტურ პენი ამერიკის პოპფოლკლორის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ფილმს იღებს: ბონი ელიზაბეთ პარკერი და კლაიდ ჩესნათ ბაროუ ეკრანზე ერთხელ და სამუდამოდ ცოცხლდებიან.
ბონის და კლაიდის მერე ბევრი არც არაფერი შეცვლილა: ბანკის გაძარცვა იოლი ფულის სინონიმად დღემდე რჩება. როგორც კი ფული შემოგვაკლდება, მაშინვე ვამბობთ - რა ვქნა აბა, ბანკს ხომ არ გავიტან? საბედნიეროდ, ბევრი ჩვენგანი ამ საქმეს ხელს არ კიდებს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ბანკების ძარცვას ცხოვრების წესად ირჩევენ.
რატომაც არა? - იტყვით თქვენ. საკმაოდ მიმზიდველია. რამდენიმე საათი დაგეგმვისთვის, რამდენიმეწუთიანი, ადრენალინით გაჟღენთილი სამუშაო პროცესი, სულ მცირე, ერთი სატვირთო, სავსე ბევრი ფულით, არავითარი გადასახადები და სადმე შენთვის, წყნარად, მზიან ადგილას მიყუჩება, საიდანაც შენს ექსტრადირებას ვერავინ შეძლებს. მთელი დღე აუზზე, კოქტეილებით, კარგი მუსიკით - ცხოვრების ბოლომდე. შესანიშნავია!
აი, მაგალითად, ავიღოთ ვილიამ-ვილი სატონი - თავაწყვეტილი მძარცველი, რომელმაც შეერთებული შტატების ბანკებს მუსრი გაავლო. თავისი 40-წლიანი კარიერის მანძილზე მან 2 მილიონი აშშ დოლარი მოიპარა. ის იმდენად ნიჭიერად ძარცვავდა ბანკებს, რომ მეტსახელიც შეარქვეს: მსახიობი ვილი ან მარჯვე ვილი. მასზე ურბანული ლეგენდაც დადის: თითქოს ვილი ამბობდა, ბანკებს ვძარცვავ, რადგან „ფული სწორედ იქ არისო“.
და თქვენ კიდევ კითხულობთ, რატომ არ უნდა აირჩიოს ვინმემ ბანკების ძარცვა კარიერად? სწორადაც კითხულობთ: ამ კითხვაზე კანონის, მორალის ან თუნდაც სტატისტიკის ენით ძალიან ამომწურავი პასუხის გაცემა შეიძლება.
მორალზე და კანონზე სხვას მიმართეთ. სტატისტიკური დასაბუთება ჩემზეა: მარჯვე ვილის გაუმართლა, ბანკის გაძარცვა ჯონ დილინჯერიარც იმდენად მოგებიანია, როგორც ეს შეიძლება შორიდან ჩანდეს.
ჯონ დილინჯერი
კრიმინალი ეკონომიკური აქტივობაა - თავისი მოგებით, წაგებით, რისკით და შემოსავლით. საჭიროებს როგორც შრომითი რესურსის, ისე საწყისი კაპიტალის ინვესტიციას. აქვს დანახარჯიც.
ბანკის გაძარცვა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც წარმოების პროცესი: მას აქვს წარმოების ხარჯები, რისი მიწოდებაც პოტენციურმა მძარცველმა უნდა უზრუნველყოს და შედეგები - სასურველია ფული, რომლის სრულად შენარჩუნებასაც ბოლომდე შეძლებს.
პოტენციური მძარცველისთვის წარმოების ხარჯებში შედის: შრომის ხარჯი - ანუ ის, თუ რამდენი წევრი ერთიანდება ბანდაში და კაპიტალის ხარჯი იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავს. ასევე სჭირდება რისკების შეფასება და მათ გასანეიტრალებლად შემუშავებული კონკრეტული გეგმაც.
როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი - სწორედ ამაზეა დამოკიდებული შედეგი, რომელიც მოპარული ფულის ღირებულებით განისაზღვრება. წარუმატებელი კომბინაციის შემთხვევაში, ის, რა თქმა უნდა, ნულოვანი იქნება. შედეგი შეიძლება რამდენიმე წლით ციხეში გამოკეტვაც იყოს (იმის მიხედვით, თუ რამდენი ბანკი აქვს გაქურდული მძარცველს).
რთულია იმის დათვლა, რეალურად რამხელა თანხის მიტაცებას ახერხებენ მძარცველები. ბანკის გაძარცვა მაღალი პროფილის კრიმინალია. ასეთ შემთხვევებს, როგორც წესი, დიდი მედიააჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და ალბათ ამიტომაც, ბანკები ხშირად ერიდებიან იმ ციფრების დასახელებას, რომლებშიც გატაცებული თანხები გამოისახება.
FBI-ის მონაცემებით, ამერიკაში ერთი ძარცვა ბანკს საშუალოდ 10,025 აშშ დოლარი უჯდება. ბრიტანეთში - სამჯერ მეტი. ერთი შეხედვით, დიდი თანხებია, თუმცა არც იმდენი, რომ დიდ ბანდას ეყოს. არადა, იმ საქმეების გახსნა უფრო რთულია, სადაც ძარცვაში ბევრი ადამიანი მონაწილეობს.
თუმცა, ისიც მართალია, რომ ამ კალიბრის მძარცველები მხოლოდ მაშინ გეგმავენ რეიდს, თუ ბოლომდე დარწმუნებულები არიან - გაძარცვიდან მიღებული სარგებელი ხარჯს ისე გადააჭარბებს, როგორც ამას მძარცველი გეგმავს. მოსალოდნელი სარგებელი, რა თქმა უნდა, ნაღდი ფულია და მაღალია ალბათობა, რომ ამ ფულს და მის ახალ მფლობელს პოლიცია ვერ მიაგნებს. მოსალოდნელი ხარჯი - უკეთეს შემთხვევაში, პატიმრობის ხანგრძლივი ვადა და საკანში უაზროდ გაფლანგული წლები.
როგორც გამოჩნდა, საბანკო კრიმინალის გაანალიზება ისევეა შესაძლებელი, როგორც ნებისმიერი სხვა ეკონომიკური აქტივობის.
კრიმინალის ბევრი ფორმა კარგად არის შესწავლილი - მაგალითად, ერთ-ერთი კვლევა აანალიზებს, თუ რატომ ცხოვრობენ ნარკოტიკების გადამყიდველები მშობლებთან ერთად - ნარკოტიკების შესყიდვა და შემდეგ მათი გასაღება იმდენად არამოგებიანი საქმეა, რომ გადამყიდველები საკუთარი თავისთვის ცალკე ბინის შესასყიდად საჭირო თანხასაც ვერ აგროვებენ.
რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ბანკის ძარცვის ფაქტების ეკონომეტრიული ანალიზი აქამდე არავის გაუკეთებია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
ბუჩ კესიდის და სანდენს კიდის მძარცველთა ბანდა. 1900 წელი
ამერიკა ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ბანკის ძარცვა კრიმინალის ცალკე კატეგორიად არის გამოყოფილი. სხვა ქვეყნების კონკრეტული მონაცემებიც თუ გლობალური განზოგადებებიც, უმეტესწილად, სწორედ ამერიკაში ჩატარებული კვლევების შედეგია.
|
პროფესიონალი მძარცველები |
დილეტანტი მძარცველები |
დამნაშავის ტიპი |
ძარცვავს ბანდასთან ერთად წინასწარ გეგმავს თავდასხმას მოზრდილია
აქვს ბანკის ძარცვის
არჩევს ისეთ ბანკს, რომელიც |
მარტოა
ნარკოტიკების ან
არ აქვს ბანკის გაძარცვის ცხოვრობს სამიზნე ბანკთან ახლოს |
ძალადობის ტიპი |
აგრესიულია, ხმამაღლა ყვირის შეიარაღებულია
ცდილობს გარშემომყოფები |
წერილობით იცდის რიგში შეუიარაღებელია |
უსაფრთხოების |
უკეთია ნიღაბი
პირველ რიგში ამტვრევს ან
მოითხოვს, რომ ფულით სავსე |
თავს ესხმის ისეთ
იპარავს მცირე
დაკარგული ფულის დიდ ძარცვა წარუმატებელია
მცირე დრო იხარჯება
თითქმის ყოველთვის |
წარმატების |
თავს ესხმის ისეთ ფანჯრებს, იპარავს დიდ ფულს
დაკარგული ფულის დიდ
ძარცვის თითქმის ყველა
უფრო დიდი დრო იხარჯება
ადგილზე თითქმის ვერასდროს |
|
დროის შერჩევა |
გასაძარცვად შედის ბანკში, როცა მცირე რაოდენობით კლიენტია, უფრო ხშირად ბანკების გაძარცვას კვირის დასაწყისში არჩევს |
გასაძარცვად შედის ბანკში, როცა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კლიენტია, უფრო ხშირად შუადღეზე ბანკების გაძარცვას პარასკევობით არჩევს |
სამიზნის შერჩევა |
ერთხელ უკვე აქვს გაძარცვული ბანკი, გადატვირთულ ქუჩაზე, გზაჯვარედინთან ახლოს უნდა იყოს ტრანსპორტს ბევრი მიმართულებით გადაადგილება უნდა შეეძლოს ბანკი უნდა იყოს კუთხის შენობა, რომ შესასვლელი და გასასვლელი რამდენიმე მხრიდან ჰქონდეს |
ერთხელ უკვე აქვს გაძარცვული ქუჩა, სადაც ბევრი ადამიანი ფეხით მოძრაობს ქუჩა, სადაც ბევრი ნაგვის ყუთია ამანათის ჩასაგდებად |
მიმალვა |
მანქანით |
ფეხით ან ველოსიპედით |
წყარო: US Department of Justice
ამერიკაში ბანკის ძარცვის ფაქტები ცალკე აღირიცხება. ამ ქვეყნის შესახებ მონაცემები უკვე კარგა ხანია გროვდება, რაც ტრენდების გამოკვეთის და მათი შედარების შესაძლებლობას იძლევა.
შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი ბანკი 1965-75 წლებში გაიძარცვა: ამ პერიოდში ბანკის ძარცვის ფაქტები გაოთხმაგდა. 1968 წელს ქვეყანამ შემოიღო ფედერალური რეგულირებების მთელი კასკადი, რომლებიც ბანკის დაცვის აქტში გააერთიანა, მაგრამ ამით ძარცვის ფაქტების შემცირებას მაინც ვერ მიაღწია: პირიქით, მსგავსი შემთხვევები 90-იანი წლების დასაწყისამდე სულ იზრდებოდა.
დღეს ამერიკაში, ისე როგორც საშუალოდ მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად 9 ათასამდე ბანკი იძარცვება. ეს არაა დიდი ბუჩ კესიდის და სანდენს კიდის მძარცველთა ბანდა. 1900 წელირიცხვი: სხვადასხვა გათვლით, ყოველი 100 ძარცვიდან მხოლოდ 2 ეხება ბანკს.
რასაც არ უნდა ხედავდეთ კინოში, ფულის დიდი ტომრების ბანკიდან გამოტანა საკმაოდ რთულია. ამერიკაში მძარცველების დიდი უმეტესობა დახლსაც კი ვერ სცილდება; მხოლოდ 5-10%25 ახერხებს საცავში შეღწევას. მიუხედავად იმისა, რომ ბანკის ბევრ მძარცველს, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის იჭერენ, ფულის სრულად დაბრუნება მაინც ვერ ხერხდება: ყველაზე კარგ შემთხვევაში, თანხის მხოლოდ 20%25 ბრუნდება.
ბანკის მძარცველის დანაშაულის ადგილიდან აყვანის ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კრიმინალის შემთხვევაში: ყველაზე მეტი რაოდენობით - მთელი კრიმინალის 60%25 - სწორედ ბანკის ძარცვის ფაქტები იხსნება.
ბევრ მძარცველს არ სჯერა, რომ დაიჭერენ: პირიქით, მათ ჰგონიათ, რომ ფულს ადვილად ჩაიგდებენ ხელში და ძარცვის პროცესიც მალე დასრულდება. ამდენად, მძარცველები ყურადღებას არ აქცევენ დაცვის სისტემებს. გაძარცვული ბანკების თითქმის 98%25-ში, ჩვეულებრივ, დამონტაჟებულია როგორც სათვალთვალო კამერები, ისე სიგნალიზაცია.
სინამდვილეში, ყველა ასეთი ძარცვის 10%25 წარუმატებელია. აქედან მძარცველების 15%25-ს დანაშაულის ადგილზე აკავებენ. ყველა ძარცვის 1/3 იმავე დღეს იხსნება. ნახევარზე მეტს კი 30 დღე და ნაკლები სჭირდება. როგორც სხვა კრიმინალის შემთხვევაში, ბანკის იმ მძარცველებს, რომლებსაც მალე ვერ აკავებენ, საერთოდ ვერ იჭერენ.
ბანკის მძარცველები საკმაოდ პროგნოზირებადი ხალხია. ისინი ხშირად, ერთსა და იმავე დღეს, რამდენიმე ბანკს ძარცვავენ და ერთსა და იმავე მეთოდს იყენებენ. ხშირად სწორედ ეს მრავალჯერადობა - განსაკუთრებული ხელწერა თუ სავაჭრო მარკა, მაგალითად, პოლიციისთვის დატოვებული წერილი ან მსგავსი შენიღბვა - აადვილებს მათ დაჭერას. ამის გამო, ერთმა დაპატიმრებამ შეიძლება ბანკების ძარცვის მთელი კასკადი გახსნას. ლონდონში, მაგალითად, ერთი ბანკის მძარცველის დაჭერა, საშუალოდ, სამამდე ახალ შემთხვევას ხსნის.
ბანკის მძარცველებს წარმატებულად გაქურდული ბანკების ხელახლა გაქურდვაც უყვართ. გაერთიანებულ სამეფოში, სამი წლის მანძილზე, მძარცველებმა ერთხელ გაძარცვული ბანკების 37%25 კიდევ 2-ჯერ მაინც გაძარცვეს. ძარცვის ასეთი შემთხვევები საბანკო კრიმინალის 58%25 აღმოჩნდა. ამასთან, პირველ და მომდევნო ძარცვებს შორის საშუალოდ 2-თვიანი შუალედია.
დანაშაულის ადგილზე მიბრუნებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მძარცველი ბრუნდება, რომ გაიმეოროს ერთხელ მიღწეული წარმატება ან დაასრულოს დაწყებული საქმე, რომელშიც თავის დროზე პოლიციამ ხელი შეუშალა და ბოლომდე ვერ მიიყვანა. გამეორების შესაძლებლობა მაშინ უფრო მაღალია, თუ მძარცველისთვის პირველი შემთხვევა ადვილი იყო.
კადრი ფილმიდან Inside Man
გამეორებული ძარცვის შემთხვევების საფუძველზე ერთი ზოგადი ტენდენცია იკვეთება: ბანკი, რომელიც არასდროს გაქურდულა, უფრო დაბალი რისკის მატარებელია, ვიდრე ის, რომელიც ერთხელ მაინც გაქურდეს. ამასთან, საინტერესოა, რომ ადგილებში, სადაც ბანკების ძარცვის ფაქტები ხშირია, გაძარცვული ბანკების გარშემო ახალი ფილიალები შენდება.
გაძარცვული ბანკის სიახლოვეს ახალი ფილიალების აშენება შეიძლება ამ კონკრეტული ბანკის დასაცავადაა კარგი სტრატეგია, თუმცა თავისთავად, ძარცვის ალბათობას ზრდის: ყველა ფილიალს მსგავსი დიზაინი აქვს - ცენტრალიზებული შესასვლელი და ამ შესასვლელთან მაქსიმალურად ახლოს, ოპერატორებისთვის მკერდამდე სიმაღლეზე გამოჭრილი ფანჯრები. მართალია, ასეთი ერთგვაროვნება მომხმარებლებს უადვილებს ფილიალში ორიენტირებას, თუმცა ამასთან, ძარცვისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
რისკფაქტორია გახანგრძლივებული მომსახურების დროც: დათვლილია, რომ მომხმარებლისთვის ასეთ უდავოდ უფრო კომფორტულ ფილიალებში ძარცვის რისკი საშუალოდ 25%25-ით უფრო მაღალია.
ზოგადად, რაც კომფორტს უქმნის მომხმარებელს, ის ხელს უწყობს მძარცველსაც: თავად ნაძარცვი ფულის ტრანზაქციაც კი, როგორც წესი, სწრაფი და ეფექტური პროცესია. ნაძარცვი ფულის მძარცველის ანგარიშზე დასმას დატერორებული, მძევლად აყვანილი ბანკის თანამშრომლები სულ რაღაც 3 წუთს ანდომებენ.
ყველაზე მეტი ბანკი პარასკევობით იქურდება: ამ დღეს კრიმინალის ალბათობა ნებისმიერ სხვა დღეზე 25%25-ით მეტია. ზამთარში უფრო მოსახერხებელია ბანკის დახურვის დროს თავდასხმა, რადგან ამ დროს უკვე ბნელა. ფულთან ერთად მიმალვაც უფრო ადვილია. წლის სხვა დროს ბანკის გაძარცვისთვის ყველაზე პოპულარული დრო დილიდან შუადღემდეა. ამერიკაში, ნიდერლანდებში, დასავლეთ გერმანიაში - ეს პერიოდი განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან გახსნის დროისთვის ბანკში სალაროებში გადასანაწილებელი ნაღდი ფული და მცირე რაოდენობით კლიენტია.
როგორც წესი, პროფესიონალი მძარცველები დიდი რაოდენობით კლიენტებს ერიდებიან. მძარცველთა 80%25 მარტოხელა, შეუიარაღებელი და შეუნიღბავია. ამასთან, მათი დიდი უმრავლესობა დებიუტანტია.
მოდი შევაჯამოთ, რატომ არის სტატისტიკურად ცუდი იდეა ბანკის გაძარცვა მაშინაც კი, თუ მძარცველი პროფესიონალია და ყველა დეტალი გათვლილი აქვს.
რა ინფორმაცია შევკრიბეთ აქამდე? ერთი მხრივ, ბანკის დამოუკიდებლად გაძარცვის ფაქტების გახსნის ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე ბანდასთან ერთად. რაც უფრო დიდია ბანდა, მით უფრო მეტი ფაქტორის გაკონტროლება ხდება და უფრო დიდია გატაცებული თანხაც. მეორე მხრივ, სტატისტიკურად ერთი ბანკის გაძარცვის შედეგად მიტაცებული თანხა რამდენიმე ათეულ ათას აშშ დოლარს არ აღემატება, რაც დიდი ბანდის შემთხვევაში ერთ კაცზე სასაცილო მოგებას ტოვებს.
გამოდის, რომ აურაცხელი სიმდიდრის დასაგროვებლად ერთი ძარცვა საკმარისი ნამდვილად არ არის. ადამიანმა ბანკების ძარცვა ცხოვრების წესად უნდა აქციოს, რომ იმაზე მეტი ფული იშოვოს, ვიდრე ჩვეულებრივად, არაკრიმინალურად დასაქმების შემთხვევაში შეძლებდა. ასეც რომ არ იყოს, საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს უფრო ყაირათიანად დახარჯავდა, ვიდრე სხვისას: ნობელის პრემიის ლაურეატს, გამოჩენილ ამერიკელ ეკონომისტსა და სტატისტიკოსს მილტონ ფრიდმანს თუ დავუჯერებთ, როცა სხვის ფულს საკუთარ თავს ვახარჯავთ, ეს უფრო ფლანგვაა, ვიდრე ხარჯვა, ერთბაშად გვინდა მთელი სარგებელი ვნახოთ. ამ ლოგიკით, ბანკის მძარცველს წელიწადში რამდენჯერმე მოუწევს ბანკის გატანა, ხოლო რაც უფრო ხშირად გაქურდავს ბანკს, მით უფრო გაიზრდება მისი დაჭერის ალბათობა: სულ რაღაც 4 რეიდის შემდეგ მან შეიძლება თავი ციხეში ამოყოს.
ამ ანალიზიდან ერთი კარგი გაკვეთილის გამოტანა შეიძლება: წარმატებულ კრიმინალს სტატისტიკა და ფულის ხარჯვის ეკონომიკა უნდა ესმოდეს.
ჰო, მართლა, გახსოვთ რომ გითხარით მარჯვე ვილის გაუმართლა-მეთქი? მოგატყუეთ. მან ცხოვრების ნახევარზე მეტი ციხეში გაატარა. თავის ავტობიოგრაფიაში უარყო ურბანული ლეგენდის ცნობილი ფრაზის ავტორობა და ამით დაადასტურა ვარაუდი, რომ ბანკების ძარცვა ბოლომდე სარფიანი საქმე არ არის.
„რატომ ვძარცვავდი ბანკებს?“ - გაიმეორა მარჯვე ვილიმ მისთვის ათასჯერ მაინც დასმული შეკითხვა: „იმიტომ, რომ მომწონდა“.
![]() |
6 გუჯი |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
თამარ ჩერგოლეიშვილი
ფოტო: ©Lionel Charrier
„მე დავიბადე პარიზში, 33 წლის ასაკში“, - ასე ფიქრობს კაცი, რომლის თავიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟორჟ პომპიდუმ ამხანაგ ლეონიდ ბრეჟნევს გამოსთხოვა 1974 წელს, - „უზარმაზარი თავისუფლება ვიპოვე. რასაც აქ ვაკეთებდი, ჩემს ქვეყანაში აკრძალული იყო. წინააღმდეგობა არავის გაუწევია… სრულებით თავისუფალი ვარ. მეტი რა შეიძლება გინდოდეს ადამიანს? მანამ, სანამ თავისუფალი ვარ, ბედნიერი ვარ“, - იხსენებს მოგვიანებით.
გუჯი ამაშუკელი, უფრო სწორად - გუჯი, „დაბადებიდან“ დღემდე საფრანგეთში ცხოვრობს: „საბჭოეთის მიწას რომ ვტოვებდი, ჩემს თავს მივეცი პირობა, რომ ველურ ქვეყნებში არ დავბრუნდები. ამიტომ ძალიან ცოტა ვიმოგზაურე, ბელგია, იტალია, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი…“
მის მიერ შექმნილი ნივთები უნიკალურია - სერიულად არ იწარმოება. „დიზაინის კონცეფციას ვეწინააღმდეგები“, - მიხსნის და მაკვირდება, თითქოს სურს დარწმუნდეს, რომ გავიგე, რისი თქმაც სურს.
ოქრო, ვერცხლი, ქვა… მასალას, რომელიც დროს ამარცხებს, გუჯი ხასიათს და ფორმას აძლევს: ჩიტები, ლომები, ანტილოპები, თევზები, ადამიანები… ცალკე, ან როგორც ორნამენტი. სამკაულები, ხმლები, შანდლები, ემბაზები, წმინდანის საძვალეც კი...
საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ ის ხელოვნების მეტრად (Maître d'art) აღიარა, საკუთარ თავს კი ქმნილებათა ხელოსნად მიიჩნევს.
მუშაობს მარტო, დამხმარის გარეშე.
La Pêche miraculeuse. სასწაულებრივი თევზი
საქართველოში მასზე ამბობენ, რომ უკარებაა. როგორც თვითონ ხსნის, ამის მიზეზი ბევრი საქმეა - „დღეში 12 საათს ვმუშაობ. თავი არ ამიღია დღემდე. 8-ზე ვიწყებ და სახლში სადღაც 9-ზე ვბრუნდები“. შვებულებაში მხოლოდ ერთხელ გავიდა 38 წლის მანძილზე. მიიჩნევს, რომ ნიჭი, თავაუღებელი შრომის და ცნობისმოყვარეობის გარეშე, არაფერს ნიშნავს. და კიდევ… აღიზიანებს, როდესაც მოსაუბრე დაჟინებით ითხოვს მისგან ნოსტალგიის დემონსტრირებას იმ ადგილის მიმართ, რომელსაც ათწლეულების წინ ძლივს დააღწია თავი - მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირიდან წავიდა, საქართველოში აღარ დაბრუნებულა.
„ქვეყნის დატოვება 11-12 წლის ასაკში გადავწყვიტე, მაშინ, როცა შეგნება გამიჩნდა“, - მოკლედ პასუხობს ჩემს შეკითხვას და თან შამპანურის ბოთლს ხსნის. შუადღეა. მის სახელოსნოში ვართ - პარიზში, მონმარტრის ფერდობზე.
საფრანგეთიც ბავშვობაში გაიცნო - სტერეოსკოპის დახმარებით. ეს ხელსაწყო და ასიოდე ფოტო ბაბუამისმა ჩამოიტანა 1900 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენიდან, სადაც გასული საუკუნის მიღწევების აღსანიშნავად უნივერსალური ვაჭრობა გაიმართა. ეიფელის კოშკიც ამ ღონისძიებისთვის აიგო. „ფოტოებს შორის ბევრი ხედი იყო, პარიზის ქუჩები, სადგურები, გოთური ტაძრები: შარტრი, სან დენისი, რუანი, ბოვე… ბავშვი ვიყავი, როცა ამას ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ ააშენეს ეს მაშინ, როცა რკინაბეტონი და ამწე არ არსებობდა?“
მის შესახებ გამოცემული წიგნის - „Goudji - des mains d'or et de feu“ (გუჯი - ოქროს ცეცხლოვანი ხელები) - ავტორებთან, ბერნარ ბერტოდთან და მანუელ ან რენო-ლანგლუასთან იმასაც ჰყვება, რომ განსაკუთრებით ჩრდილოეთის მიმართულების სადგურს აკვირდებოდა: „კარგად შევისწავლე Gare du Nord-ი, მისი ნეობერძნული არქიტექტურა. ეს სადგური განსაკუთრებით მაინტერესებდა, რადგან ვიცოდი - რუსეთიდან მიმავალი მატარებელი მანდ ჩადიოდა. თუმცა, მაშინ მხოლოდ ვოცნებობდი…“
ეს 1950-იან წლებში.
1990-იანებში კი მის მიერ შექმნილი ემბაზი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში აღმოჩნდა, ხოლო მოგვიანებით, მისით იოანე პავლე მეორემ ისარგებლა.
„გოთურ ტაძარში რომ შევდივარ, კანკალი მეწყება, - მპასუხობს, როცა ინსპირაციაზე ვეკითხები, - რომ ჩამოვედი, 1974 წელს, ჩემს ცოლს ვთხოვე და პირველად სწორედ ის ეკლესიები მოვინახულე, ბავშვობაში რომ ვათვალიერებდი. გენტში ნამყოფი ხართ?“ - მეკითხება ბელგიის ფლანდრიულ ქალაქზე. არ ვარ, თუმცა ვიცი, რაზეც მესაუბრება - ვან ეიკის დიპტიხი, მისტიკური ცხვარი, სან ბოვარში. მაგრამ თქმას ვერ ვასწრებ, ისე მიჭრის - „ეს თუ არ გინახავთ, ე.ი. არაფერი გინახავთ. ეს იცით რა არის? კინაღამ გადავირიე! სტენდალის სინდრომი დამემართა“. გუჯის და კატრინ ბარსაკის ქორწილი. 1969.
საქართველოთი აგრძელებს - საუბრობს კოლხურ ოქროზე. ირკვევა, სვანეთის გარდა მთელი ქვეყანა შემოვლილი აქვს. ისტორიული ძეგლები, მათი არქიტექტურა და ფერწერა აინტერესებდა. აქემენიდები, ბერძნები, რომაელები, სასანიდები, ისლამი, ბიზანტია - თვლის, რომ ეს ყველაფერი ერთდროულადაა ჩვენს ქვეყანაში.
დედა - ნინო კაკაბაძე
ურჩევნია, მისი ნაკეთობა საჯაროდ იყოს გამოფენილი, იქ, სადაც ყველა ხედავს. ხელმისაწვდომობა მისთვის მნიშვნელოვანია და ეკლესია საუკეთესო ადგილია ამის უზრუნველსაყოფად. „კერძო კოლექციებისთვისაც გამიკეთებია ნივთები, მაგრამ იქ ისინი ოთხ კედელშია მოქცეული“, - აღნიშნავს სინანულით.
როგორ დაინტერესდა კათოლიკე ეკლესია მართლმადიდებელი ოქრომჭედლით? - „ერთი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი, პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმის მცველი (კონსერვატორი), კათოლიკე კაცი იყო. მან შემომთავაზა, ეკლესიისთვის საგანგებო ნივთები გამეკეთებინა. მეც ზუსტად ამაზე ვოცნებობდი… როდესაც ეპისკოპოსმა შარტრის ტაძრის სალიტურგიო სივრცის მოწყობა მომანდო, არ უკითხავს, კათოლიკე ვარ, მართლმადიდებელი, თუ ებრაელი. მხოლოდ ჩემი ხელოვნება აინტერესებდა. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე“.
ჰგონია, ჩვენთან სვეტიცხოვლის ლიტურგიკული სივრცე ებრაელს, ან სომეხს რომ მოაწყობინონ, ეს უხერხულობას შექმნის და წუხს. იხსენებს, როგორ უთხრა უარი ახალგაზრდა ქართველმა მართლმადიდებელმა მღვდელმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მონახულებაზე - ურჯულოების ეკლესიაში არ შევალო. განსხვავებას მიდგომებში იმითაც ხსნის, დედა - ნინო კაკაბაძერომ კათოლიკე ეკლესია რეფორმის შემდეგ მუდმივად იცვლებოდა დროსთან მიმართებით. მართლმადიდებელ ეკლესიაში კი შუა საუკუნეების კონსერვაცია მოხდა.
გუჯის და კატრინ ბარსაკის ქორწილი. 1969
ბათუმელია. კარგად ახსოვს ბათუმის კათოლიკური ტაძარი. მიიჩნევს, რომ მისი მითვისება მართლმადიდებლების მიერ, დიდი შეცდომა იყო.
ბავშვობიდან ღვთისმორწმუნეა. რელიგია მის ცხოვრებაში ფრესკით წარდგა და არა ბიბლიის ტექსტით - 13 წლის იყო, ეკლესიაში რომ შევიდა და წყალზე მოსიარულე ქრისტეს ფრესკა დაინახა.
მეგობრობდა პატრიარქთან, როცა ის ბათუმის მიტროპოლიტი იყო. იხსენებს მის გატაცებას ფერწერით. „დაზგა ჰქონდა და ასლებს აკეთებდა, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი. მადონა ვიტა რომ არის, ლეონარდოს სურათი ერმიტაჟში, ის გადახატა მშვენივრად. მაშინ დასავლური ორიენტაციის გამო აკრიტიკებდნენ“.
ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მის ცხოვრებაში დედას უჭირავს. მის დამსახურებად მიაჩნია, რომ დღეს ისეთია, როგორიც არის - „დიდ ვალში ვარ დედაჩემის წინაშე... საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი იყო. მან შემაჩვია შრომას. მაშინ არაფერი იშოვებოდა და მოსწავლეებისთვის ექსპონატებს თვითონ აკეთებდა. მე ვეხმარებოდი. ამან ძალიან მიშველა. ჩემში ხელით მუშაობის უნარი განავითარა“.
1941 წელს, როდესაც გუჯი გაჩნდა, დედა - ნინო კაკაბაძე უჩვეულოდ ასაკოვანი იყო, განსაკუთრებით იმ ეპოქისთვის - 42 წლის. ხე-ტყით მოვაჭრე მდიდარი კომერსანტის ქალიშვილი სოციალისტური რევოლუციის „სიკეთეებმა“ რამდენიმე ვერცხლის კოვზის, პიანინოს და საკუთარი განათლების იმედად დატოვა. ნაკითხი ქალი იყო, დახვეწილი, კარგი გემოვნებით - „წარსულზე საუბარს გაურბოდა, ეშინოდა, თვლიდა, რომ აზრი არ ჰქონდა. შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მუსიკალური სკოლა, სადაც უნდოდა, რომ მევლო, ადრე ბაბუაჩემს ეკუთვნოდა. დედაჩემი მალავდა მაგას“.
სურდა, შვილს ფორტეპიანოზე დაკვრა ესწავლა, თუმცა მან სამხატვრო სკოლა არჩია -„იქვე ერთი პატარა სახელოსნო იყო, - იხსენებს ღიმილით, - ორი მოხელე მუშაობდა ხეზე, კუბოებს აკეთებდნენ. ისე მაინტერესებდა, იქ ვატარებდი ორ-სამ საათს. ვუყურებდი, როგორ ხერხავდნენ, უსვამდნენ ლაქს. სამი ტიპის კუბო იყო, ერთი უბრალო, მეორე უფრო ბობოლა, მესამე კიდევ უფრო ძვირი. ის სუნი დღემდე დამრჩა - აქ შერლაკს ეძახიან. ნატურალური ლაქია, მძაფრი სუნი აქვს“.
იან ვან ეიკის დიპტიხი „მისტიკური ცხვარი“. ფრაგმენტი. გენტი, ბელგია
ხატვა ძალიან უყვარდა. როგორც თვითონ ამბობს, სულ ფანქარი ეჭირა ხელში მაშინ, როცა ეგეც არ იშოვებოდა.
გულნატკენია - „ქართველებმა გამამწარეს. სამი წელი არ მიღებდნენ აკადემიაში. ჩემს მშობლებს არც ფული ჰქონდათ და არც ნაცნობობა. მაწვალეს. თანაც ისეთი პერიოდი იყო, თუ აკადემიაში არ მიღებდნენ, მაშინ ჯარში მეძახდნენ. წითელ იან ვან ეიკის დიპტიხი „მისტიკური ცხვარი“. ფრაგმენტი. გენტი, ბელგიაარმიაში მსახურობა, მართალი გითხრათ, არ მინდოდა. მოკლედ, დავიტანჯე. როგორც იქნა, მესამე წელიწადს გახსნეს საღამოს დასწრებული კურსები, სტიპენდიაც კი არ მეკუთვნოდა. საღამოს იყო გაკვეთილები, დღისით უნდა მემუშავა წარმოებაში. რატომ? - იმიტომ, რომ თავის შვილებს აწყობდნენ. სულ ხუთი ადგილი იყო ფაკულტეტზე. ერთი ადგილი ეკუთვნოდა აფხაზებს, ერთი აზერბაიჯანს - იმიტომ, რომ უმაღლესი სამხატვრო სკოლა არ ჰქონდა, რჩებოდა სამი - ერთი მიჰქონდა ცეკას, ერთი იყიდებოდა და ერთისთვის პროფესორების შვილები და ნათესავები იბრძოდნენ, მათ შორის დიდი კონკურსი იყო… ამბობენ, ახლა ასე აღარ არისო“, - ისეთი ემოციით ჰყვება, თითქოს ეს ყველაფერი გუშინ მოხდა.
1962 წელს საქართველოს დატოვება მოუწია და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. აი, რატომ: ბათუმში ბინის ქირაობაში დაეხმარა მეგობრებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირიდან გაქცევა ჰქონდათ გადაწყვეტილი - უნდა მიეცურათ ნორვეგიულ გემამდე და თურქეთში გადასულიყვნენ. ცურვის დროს ერთ-ერთი ცუდად გახდა და იუგოსლავიურ გემზე აღმოჩნდნენ. კაპიტანი სანაპირო დაცვას დაუკავშირდა. შედეგად ერთს 15 წლით, ხოლო მეორეს 10 წლით თავისუფლების დათმობა მოუწია. დანაშაული: სამშობლოს ღალატი და საზღვრის უკანონო გადაკვეთა. „გეფიცები, არაფერი ვიცოდი მათი განზრახვის შესახებ, მაგრამ ჩემი გვარი პროცესზე დაასახელეს. მე არ ვამტყუნებ, ეგ ისეთი რაღაცაა, ყველაფერი შეიძლება დაგემართოს“.
გუჯის მამა ბათუმის საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. ის ნაცნობ КГБ-ს ოფიცერს გაუფრთხილებია, მის ვაჟს ქალაქი დაეტოვებინა, სხვა შემთხვევაში დაიჭერდნენ, როგორც დანაშაულის ხელშემწყობს. თვლის, რომ გაუმართლა - გუჯის დაბადებისას, მამამისი კიდევ უფრო ასაკოვანი იყო - 52 წლის. პროფესიიდან გამომდინარე, ბევრ ხალხს იცნობდა და პატივს სცემდნენ. მაგალითად, იმ ოფიცრის ცოლისთვის, ვინც ვაჟის შესახებ აცნობა, ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.
Epées d'académicien Robert Turcan. რობერტ ტურკანის ხმალი
ფოტო: © Marc Wittmer
მოსკოვში ჩაწერა სჭირდებოდა - „ან ქრთამი უნდა მიგეცა პოლიციელისთვის, ან ფიქტიური ქორწინება უნდა გაგეხერხებინა. ვიპოვე ახალგაზრდა ქალი, დამთანხმდა და დავქორწინდით“. მაგრამ შემდეგ კომისარიატთან შეექმნა პრობლემები სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების გამო. „ცოლის“ მისამართზე მიაგნეს და იძულებული გახდა, განქორწინებულიყო, რომ „უდანაშაულო ქალბატონი“, როგორც თავად იხსენიებს, არ შეეწუხებინათ. საბოლოოდ როგორ დაუძვრა საბჭოთა კომისარიატს, არ ჰყვება - აღარც მე ვეძიები.
La Gloire d'Ispahan. ისპაჰანის გამარჯვება
მოსკოვის დეკორატიული ხელოვნების კომბინატში, „ტუფტა“ საბუთით მოეწყო - სახლმმართველობაში გააყალბა. „იქ მუშაობა საინტერესო არ იყო, მაგრამ მატერიალურად უზრუნველმყოფდა“ - სათამაშოების დიზაინს ქმნიდა. გემებს, თვითმფრინავებს, მანქანებს. შემდეგ შევიდა სამხატვრო კავშირში, იმ დროის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო. ამბობს, რომ ეს თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოხვედრაზე მარტივი გამოდგა.
ფიქტიური ქორწინება მეორედაც დასჭირდა - როგორც თავად ხსნის, „გახრწნილი სისტემის“ გამო. „ერთადერთი, მოსკოვში კარგი ის იყო, რომ დრო ბევრი მქონდა. დავდიოდი ბიბლიოთეკებში. ვიმოგზაურე. ასე დავაგროვე ცოდნა. თბილისში ძალიან შეზღუდულები ვიყავით. ერთი „ღარიბი“ ბიბლიოთეკა იყო. მხატვართა კავშირის წევრი რომ გავხდი, „ოსობი ზალში“ შესვლის უფლება მქონდა ლენინის ბიბლიოთეკაში“.
La croix processionnelle de Jean-Paul II. იოანე პავლე მეორის პროცესიული ჯვარი
ყველა ფოტო: © Marc Wittmer
სხვა მხრივ საბჭოთა კავშირის დედაქალაქი მძიმედ ახსენდება. „იცით, რას წარმოადგენდა მოსკოვი იმ დროს? ეს იყო საშინელი გაჭირვება. არაფერი იშოვებოდა. ყველაფერში ნაცნობობა გჭირდებოდა“. როგორც მხატვართა კავშირის წევრს, იაპონურ ფუნჯებზე და ფანქრებზე მიუწვდებოდა ხელი, სხვა უხარისხო საბჭოთა პროდუქციას უნდა დასჯერებოდა. ცხოვრობდა კომუნალურ ბინაში, სადაც აბაზანას და სამზარეულოს ხუთი-ექვსი ოჯახი იყოფდა. ბერნარ ბერტოდთან და მანუელ რენო-ლანგლუასთან საუბარში ის და მისი მეუღლე იხსენებენ თუ როგორ პარავდნენ მეზობლები ერთმანეთს საპონს, ხორცს, ყველაფერს. რა შეღავათი შეიძლებოდა „გეყიდა“ ერთი ბოთლი არყის საფასურად. ჰყვებიან მოსკოვის გასტრონომების ვიტრინებში „მტრის ჯინაზე“ გამოკიდებულ ცვილის ქათმებსა და სოსისებზე.
როცა მამა გარდაიცვალა, საქართველოში დაბრუნდა და ორმოცი დღე დარჩა. მაშინ ორი ხელოსანი გაიცნო - სომეხი და ბერძენი. თურქეთიდან იმიგრირებულები იყვნენ. მათგან ისწავლა სპილენძზე მუშაობა აღმოსავლური მეთოდით და როგორც ამბობს, მაშინ მიხვდა, რომ ლითონისთვის ფორმის მიცემა შეეძლო.
მისი ნამდვილი მეუღლე - კატრინ ბარსაკი, მეგობარმა, ანდრეი ვალკონსკიმ გააცნო მოსკოვში 1967 წელს - „ანდრეი საფრანგეთში იყო დაბადებული, ფაქტობრივად, ფრანგი იყო“. მაშინ კატრინი საელჩოში მუშაობდა და ეგრეთ წოდებულ გეტოში ცხოვრობდა. დასახლება, სადაც „ბინძური კაპიტალისტები“ ბინადრობდნენ, მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო - „შენობებიც ისმინებოდა. როდესაც კატრინს დაქორწინება შევთავაზე, დავუწერე, რომ არავის მოესმინა. თავიდან პისტოლეტი დამიხატა, ხომ არ გაგიჟდიო. შემდეგ, ეს ქაღალდი დავწვით“.
მომავალი მეუღლისადმი მის გრძნობას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. ამბობდნენ, რომ გუჯის ერთადერთი ინტერესი საბჭოთა კავშირიდან გაღწევა იყო და კატრინს მხოლოდ იყენებდა. ამ განწყობას, ალბათ ორი ფიქტიური ქორწინებაც ამძაფრებდა. „40 წლის შემდეგ ირკვევა ზოგიერთი რამ - იმ დროს იყო ერთი ფრანგი კულტურის ატაშე. ჩემს მეუღლესთან ახლობლობდა. ერთხელ კატრინმა ვიზაზე დახმარება სთხოვა, რაზეც პასუხად უარი მიიღო. ცოტა ხნის წინ ამ კაცმა გვნახა და ბოდიში მოგვიხადა ამდენი წლის წინანდელი საქციელის გამო. მეუბნებოდნენ, არ გასულელდესო, ვიღაც გაიძვერა პიროვნებაა და სარგებლობს, რომ წავიდესო. ამიტომ არ უნდოდა ამ კაცს ჩვენი ქორწინება შემდგარიყო და შერცხვა, როცა გაიგო, რომ ამდენი წელია ერთად ვართ და კარგი ოჯახი გვაქვს“.
Cathиdre йpiscopale. საეპისკოპოსო კათედრა
ზოგიერთი იმასაც ფიქრობდა, რომ КГБ-სთან იყო შეკრული - ამტკიცებდნენ, პოლკოვნიკის ფორმაში ვნახეთო. „საზოგადოება იყო ძალიან ბნელი და ბევრს თხზავდა. რაც ბნელია საზოგადოება, მით მეტს თხზავს. თქვენ არ იცით ეს პერიოდი რას ნიშნავს“.
La Haquenée caparaçonnée aux Timbales. ცხენი ლიტავრებით
კატრინი გუჯის ცოლობას დათანხმდა, თუმცა ეს საბჭოთა ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავდა, საბოლოო სიტყვა მაინც რეჟიმს ეკუთვნოდა და ქორწინებას აბრკოლებდნენ. ხოლო როცა თანხმობა მიიღო - 1969 წელს, საბჭოთა კავშირიდან გასვლაზე უთხრეს უარი. პროცესი 5 წლის განმავლობაში გაჭიანურდა.
მისი სიმამრი, ანდრე ბარსაკი, გავლენიანი ადამიანი იყო - თეატრის დეკორატორი, რეჟისორი და დირექტორი. ის პირადად იცნობდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ჟორჟ პომპიდუს და წერილი მისწერა შუამდგომლობის თხოვნით.
Le Lac impérial. საიმპერატორო ტბა
1974 წელს საბჭოთა კავშირში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი შედგა. მისი და ლეონიდ ბრეჟნევის შეხვედრიდან ორ კვირაში დარეკეს „ოვირიდან“ და კატრინ ბარსაკს უთხრეს, რომ გუჯი ამაშუკელს ორი კვირა ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად - სამუდამოდ.
Le Veau d'Or. ოქროს ხბო
მანამდე საბჭოეთიდან არასოდეს გასულა. ამბობს, რომ ვინც მოგზაურობდა, ხელისულების ნდობით აღჭურვილი პირი იყო. სავარაუდოდ, უშიშროებასთან თანამშრომლობას გულისხმობს. „პარიზმა შოკში ჩამაგდო. ხელოვნების ნიმუშებზე არ ვამბობ. მომხმარებლური საზოგადოება მანამდე არ მენახა. მაღაზიებზე გავგიჟდი - უამრავი საქონელი. ქათმებს ვკიდებდი ხელს, ვამოწმებდი, ცვილის ხომ არ იყო. ყვავილების მაღაზიებმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თანაც თებერვალში. ყველაფერს ხელით ვეხებოდი, ყველაფერი ხელოვნური მეგონა“.
Le Nomade. მომთაბარე
საფრანგეთში ისე ჩავიდა, მთავარი კითხვა - რით დასაქმებულიყო, გადაუჭრელი ჰქონდა. „სრულებით არ ვიყავი მომზადებული“, - აღნიშნავს საუბარში. კატრინმა ურჩია, დედამისის ნაჩუქარი ვერცხლის კოვზებით სამკაულები გაეკეთებინა, რადგან ლითონთან მუშაობა გამოსდიოდა. „თვითონ სულ სხვა რამ აინტერესებდა - ლიტურგიკული არტი, უნიკალური ნივთები. მაგრამ მე ვუხსნიდი, რომ დიზაინის ეპოქაში, ამ პროდუქტზე მოთხოვნა არ იყო და რთული იქნებოდა“, - იხსენებს მოგვიანებით მადამ გუჯი, როგორც მას უწოდებენ.
დაუჯერა და გააკეთა. ცოლის დისგან ფული ისესხა და საიუველირო გამოფენაზე სტენდი იქირავა - ყველაფერი გაიყიდა. რაღაცები ნაცნობებმაც იყიდეს. მიღებული ფულით ნედლეული შეიძინა და კიდევ გააკეთა. „ამას გარდა, მე ყველაფერი მეხერხება, ხელით რაც კეთდება. რემონტი, ავეჯის შეკეთება, რესტავრაცია. ამით მომეცა საშუალება, რომ ფული მომეგროვებინა. ასე დაიწყო და კარგად წავიდა“.
რამდენიმე წარმატებული სალონის შემდეგ, მეგობრები გაუჩნდა. ერთ-ერთმა ფრანგული მოდის გრანდს, იუბერ დე ჟივანშის შეახვედრა. „იქ მივიტანე ჩემი ნაკეთობები. კარგად მიგვიღო და მისი სამკაულების საგანგებო ხაზის გაკეთება მთხოვა. მე თუ გავაკეთე, ჩემი სახელით მინდა ვაკეთო, რას მიქარავს-მეთქი, ვიფიქრე და ვუთხარი. ასეთი მიამიტი ვიყავი“, - მეუბნება და ხმამაღლა იცინის, თან შამპანურს სვამს.
„Monsieur vous avez raison“, - მართალი ხარო, უპასუხია ჟივანშის. „აიღო ტელეფონი და დარეკა ერთ-ერთ გალერისტთან სანტ ონორეს ქუჩაზე - მიიღეთო. „ასე დაიწყო ჩემი მოღვაწეობა გალერეებში. ის პირველი ადამიანი იყო, ვინც გამოფენის მოწყობაში დამეხმარა. მერე შევხვდით და ვისაუბრეთ ამაზე. ახლა 90 წელს მიღწეული იქნება. ჩვენს სოფელთან ახლოს აქვს მამული, ლუარის ხეობაში. მაშინ 35 წლის ვიყავი“.
„მსოფლიოს უდიდესი ოქრომჭედელი“ - ასე შეაფასა გუჯი ცნობილმა გალერისტმა, კლოდ ბერნარმა, როდესაც მისი ნამუშევრები იხილა. ოქრომჭედელს შემდეგ არაერთი გამოფენა ჰქონია მის გალერეაში - პარიზში, ბოზ არტის ქუჩაზე, სადაც სხვადასხვა დროს შეგეძლოთ გეხილათ დავიდ ჰოკნის, ფრენსის ბეკონის, პაბლო პიკასოს, ანრი-კარტიე ბრესონის და სხვათა ნამუშევრები.
მისი ნაკეთობების ადრესატთა შორის არიან იოანე პავლე მეორე, ბენედიქტ მეთექვსმეტე, საფრანგეთის აკადემიის წევრები, პრეზიდენტი მიტერანი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურებისთვის უკვეთდა საჩუქრებს.
გუჯის სახელოსნო, პარიზი
როგორც ამბობს, ნივთის იდეა ხშირად სიზმრის შედეგად იბადება. „სუფთა ფურცლის“ შიში არასოდეს ჰქონია.
ისეც ხდება, რომ კონკრეტული ნივთის დამზადებას თხოვენ. Goudji-ს ავტორებთან საუბარში ერთ ისტორიას იხსენებს, გუჯის სახელოსნო, პარიზიროდესაც პარიზში მცხოვრები ამერიკელი ქალი ეახლა და საკუთარი ფერფლისთვის ურნის გაკეთება სთხოვა - „მე მალე მოვკვდები. შვილები შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. გამიკეთეთ ლამაზი ურნა, ისეთი, რომ ჩემს შვილებს მასთან დაშორება არასოდეს მოუნდეთ“. ოქრომჭედელს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ გამოიყურებოდა ეს ჭურჭელი, ან რა ზომის უნდა ყოფილიყო. შემდეგ, პერ ლაშეზის სასაფლაოზე წავიდა შესასწავლად - „იოლად გავუგე ამ ქალბატონს, როცა სპილენძის და თითბრის უშნო ურნები ვნახე“. ასე დაამზადა ესთეტური ჭურჭელი, ესთეტი ქალბატონის ფერფლისთვის.
პერიოდულად მოსწავლეები აჰყავს - იმის გამო, რომ ხელოვნების მეტრია, საფრანგეთის კულტურის სამინისტროც ითხოვს მისგან ცოდნის გადაცემას და ამ მიზნით სტუდენტებს უგზავნის. ამ დროს ყოველთვის ითხოვს ახალგაზრდებმა თავიანთი ჩანახატები აჩვენონ, იდეები გაუზიარონ. ხშირად ხდება, რომ სტუდენტებმა, ვისაც ლითონზე მუშაობის შესწავლა სურთ, ხატვა არ იციან. გუჯი მიიჩნევს, რომ ეს წარმოუდგენელია, რადგან საძირკველი სწორედ ხატვაა. თუმცა, ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცნობისმოყვარეობაა - ახლის აღმოჩენის, ახლის შესწავლის ვნებას, თუ თვითონ არ გაქვს, ვერცერთი მასწავლებელი ვერ გაგიჩენს.
მას შემდეგ, რაც იოანე პავლე მეორემ გუჯის ნაკეთი ემბაზი გამოიყენა, ოქრომჭედელმა წერილი მიიღო - „პაპის თხოვნით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ სილამაზისთვის, რასაც თქვენი ხელოვნება….“. ამას მოჰყვა კაპუცინების შეკვეთა, პადრე პიოს ბეატიფიკაციისთვის პაპისთვის საჩუქარი დაემზადებინა, ხოლო მოგვიანებით, წმინდანად შერაცხული კაპუცინი ბერის საძვალე. ბეატიფიკაციის დღისთვის გუჯი და კატრინი რომში მიიწვიეს - „სან პიერის მოედანზე გავჩერდით, - ჰყვება Goudji-ს ავტორებთან, - პაპიც მოვიდა. დაღლილი იყო. მას ჩემი ნაკეთობები ამშვენებდა - ჯვარი, ორი შანდალი და პადრე პიოს რელიკვია, რომელსაც ის თავის კერძო ბინაში ინახავდა სიკვდილამდე. კატრინმა იტირა. მოგვიანებით ამიხსნა, რომ ახსენდებოდა, როგორ ვოცნებობდი მოსკოვში, იმ ქვეყნის დედაქალაქში, სადაც ათეიზმი სახელმწიფო რელიგია იყო, ღმერთის სადიდებლად შემექმნა ნივთები“.
![]() |
7 მათი მამები |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ანი ჩხიკვაძე
მამის ფიგურას ბევრი პოლიტიკოსის ცხოვრებაში ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჯონ ფიცჯერალდ კენედი მამის კვალს მიჰყვებოდა. მარგარეტ თეტჩერის მამამ, ალფრედ რობერტსმა, მის მომავალ იდეოლოგიურ კუთვნილებაზე იქონია გავლენა. ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონმა პრემიერმინისტრმა განაცხადა: „ყველაფერი მამაჩემის დამსახურებაა - იმან, რაც მე პატარა ქალაქში, ძალიან ხელმოკლე ოჯახში ვისწავლე, არჩევნები მომაგებინა“.
პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში ოჯახს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების თუ თანამედროვე პოლიტიკოსთა ცხოვრებაში მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით. ფრანც კაფკასთვის მამამისის ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლამ, მის მეამბოხედ ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, მოცარტის მამა მისი ერთადერთი მასწავლებელი იყო, შექსპირის ჰამლეტი კი მამამისის აჩრდილის მიერ შთაგონებული. დაკავშირებული: მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთში გაემგზავრა სააკაშვილი: ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვართ განწყობილები პრეზიდენტი დაცვის სამსახურით სარგებლობაზე მთლიანად უარს ამბობს
ბარაკ ობამა
ბარაკ ჰუსეინ ობამა II 1961 წელს ჰავაიზე დაიბადა. ის ჰავაის შტატში დაბადებული პირველი პრეზიდენტია. ობამას წარმომავლობის შესახებ აშშ-ში ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს - დედამისი სტენლი ანა დუნჰამი ინგლისური წარმომავლობის იყო, მამამისი, ბარაკ ობამა უფროსი კი ლუოს ტომის წარმომადგენელია კენიის პროვინციიდან. მშობლებმა ერთმანეთი 1960 წელს გაიცნეს ჰავაის უნივერსიტეტში, რუსულის გაკვეთილზე, სადაც ბარაკის მამა გაცვლითი პროგრამის სტუდენტი იყო. ისინი 1961 წელს დაქორწინდნენ, რამდენიმე წელიწადში კი, როდესაც უფროსმა ობამამ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა, გაიყარნენ. მას შემდეგ მამამ ბარაკი მხოლოდ 1971 წელს ნახა. იგი 1982 წელს საავტომობილო ავარიაში დაიღუპა.
ჰავაიზე გამგზავრებამდე უფროსმა ობამამ კენიაში ოჯახი მიატოვა. მისი ცოლი კეზია მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ქორწილამდე მან ცოლს დაუმალა, რომ წინა მეუღლესთან გაშორებული არ იყო. ჰარვარდში ეკონომიკის ფაკულტეტზე, დოქტორანტურაში დაიწყო სწავლა, თუმცა პროგრამის დროზე ადრე შეწყვეტის შედეგად ნაირობიში მოუწია დაბრუნება. უფროს ობამას თან გაჰყვა დაწყებითი სკოლის მასწავლებელი რუთ ბეიკერი, რომელსაც კენიაში დაბრუნებამდე ხვდებოდა. როგორც შემდგომში მისი და ბეიკერის საერთო შვილი, მარკი იხსენებდა, ობამა ოჯახის წევრებს ლანძღავდა და ზოგჯერ სცემდა კიდეც.
ბარაკ ობამა და მამამისი მხოლოდ ერთი თვე იყვნენ ერთად. ამ ხნის მანძილზე მამამ შვილს კალათბურთის თამაში ასწავლა და ჯაზის მოსასმენად წაიყვანა. როგორც პრეზიდენტი იხსენებდა, სწორედ ამის შემდეგ გახდა ის ჯაზისა და კალათბურთის ფანატი. უფროს ობამას ნაირობიში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე სახელმწიფო თანამდებობა ეკავა - თუმცა, უმეტესად, ხშირადვე ათავისუფლებდნენ. როგორც ახლობლები იხსენებენ, ის იყო ქედმაღალი ადამიანი, რომელსაც საკუთარი ინტელექტით მოჰქონდა თავი. უკანასკნელ წლებში ლოთობას მიჰყო ხელი. აშშ-ის პრეზიდენტი თავის წიგნში, „მამაჩემის ოცნებები“, წერდა, რომ მამის მაგალითმა მას მისცა მოტივაცია, შვილებისთვის უკეთესი მშობელი ყოფილიყო.
მაჰმუდ აჰმედინეჟადი
აჰმადინეჟადი 4 წლის იქნებოდა, როდესაც მამამისმა, აჰმედ სობორჯიანმა, ქალაქში გადაწყვიტა საცხოვრებლად გადასვლა. მან გვარი აჰმადინეჟადად გადაიკეთა, რათა თეირანში თავიდან აეცილებინა დაბალი სოციალური წარმომავლობის გამო ათვალწუნება - გვარი სობორჯიანი ძაფის მღებავიდან მოდის და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სოციალური წოდება იყო ირანში. აჰმადინეჟადს უფრო რელიგიური დატვირთვა აქვს და სიტყვასიტყვით „მუჰამედის რასის“ წარმომადგენელს ნიშნავს. აჰმედი მჭედლად, დალაქად და ფეიქრად მუშაობდა და იყო შიიზმის მიმდევარი. ერთი პერიოდი ყურანს ასწავლიდა.
აჰმედს მაჰმუდის გარდა კიდევ 6 შვილი ჰყავდა. თეირანში გადასვლამდე ოჯახი არადანში ცხოვრობდა. თვლიან, რომ ირანის პრეზიდენტის გაჭირვებულ ოჯახში აღზრდამ ღარიბთა მიმართ მის სენტიმენტებზე იმოქმედა. აჰმადინეჟადი არ სადილობს სტუმართან ერთად, თუ ის არ იხდის ზაკატს (ყოველწლიური გადასახადი ღარიბების დასახმარებლად).
ნათესავები ჰყვებიან ისტორიას, თუ როგორ გაყიდა აჰმედმა სახლი თეირანში და შედარებით მოკრძალებულ ბინაში გადავიდა საცხოვრებელად. პრეზიდენტად არჩევიდან გარკვეული პერიოდის მანძილზე, აჰმადინეჟადიც თავის ძველ ბინაში ცხოვრობდა, სანამ უსაფრთხოების მიზნით არ შეიცვალა ადგილსამყოფელი. ამით ხაზს უსვამდა, რომ უბრალო ადამიანია.
ჰეიდარ ალიევი
„მომეცით ხმა, ვინაიდან მე ერთადერთი ვარ, ვინც გააგრძელებს ალიევის არჩეულ გზას... მე ვცდილობდი და მომავალშიც შევეცდები, უფრო მეტად დავემსგავსო მას“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა საარჩევნო კამპანიის დასაწყისში. მართლაც, ილჰამის კარიერა მამამისის პოლიტიკის გაგრძელების მცდელობაა. ილჰამი ყოველთვის მამის ჩრდილში იყო მოქცეული. როგორც BBC წერდა: „ილჰამს მამის ქარიზმა, პოლიტიკური უნარები, კონტაქტები, ავტორიტეტი და ინტელექტი აკლია“. სწორედ ამიტომ, იგი მკაცრი, სწორხაზოვანი პოლიტიკით ცდილობს მამის მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
ჰეიდარ ალიევის ბავშვობის და სტუდენტობის შესახებ ცოტაა ცნობილი. საბჭოთა პერიოდის დროს КГБ-ს მაღალჩინოსანი, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე და აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, 1987 წელს გორბაჩოვმა კორუფციაში დაადანაშაულა და პოსტიდან გადააყენა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქვეყანაში არეულობა სუფევდა. ალიევი ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას განაგებდა და ცენტრალურ მთავრობას ყურს არ უგდებდა. მთიანი ყარაბაღის ომში წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, აიაზ მუტალიბოვი გადადგა და ახალმა პრეზიდენტმა აბულფაზ ელჩიბეიმ ქვეყნაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად ჰეიდარ ალიევი მიიწვია. შემდგომში ელჩიბეი, პოლკოვნიკ სურეტ ჰუსეინოვის სამხედრო გადატრიალების შიშით, საკუთარ სოფელში გაიხიზნა - ალიევი კი პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გახდა. 1993 წელს ელჩიბეი საყოველთაო რეფერენდუმით გადააყენეს და ჰეიდარი პრეზიდენტად აირჩიეს.
2003 წელს უფროსი ალიევი გარდაიცვალა. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვებით, თვალშისაცემი დარღვევებით ჩატარდა, ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა.
ბაქოს ქუჩები, აზერბაიჯანის პატარა ქალაქები თუ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები დღემდე ჰეიდარის სურათებითაა მორთული. არსებობს მისი სახელობის აეროპორტი, ვარსკვლავი და, თქვენ წარმოიდგინეთ, მთაც. უკვე სამი მუზეუმი აშენდა მისი მიღწევების საჩვენებლად.
ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ილჰამის პრეზიდენტობა გარდამავალი რგოლი იქნება ქვეყნის დემოკრატიზაციისაკენ, თუმცა ჰეიდარის პერსონალური კულტისგან თავის დაღწევა არა მარტო მას, არამედ მთელ აზერბაიჯანს გაუჭირდება.
უგო ჩავესი
ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის, უგო ჩავესის მამა სკოლის მასწავლებელი იყო. მან 6-წლიანი განათლების მიღების შემდეგ სკოლა მიატოვა და საკვალიფიკაციო კურსები გაიარა, რათა სკოლაში ესწავლებინა. მასწავლებლად მუშაობის პერიოდში გაიცნო მომავალი მეუღლე - ელენა ფრიეს დე ჩავესი.
უგო ოჯახში შვიდიდან მეორე შვილია. ჩავესებს არ ჰქონდათ ბავშვების მოვლის შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ, უგო ბებიასთან, როზასთან გაგზავნეს აღსაზრდელად. როგორც მოგვიანებით ვენესუელის პირველი პირი იხსენებდა, მისი ბავშვობა იყო „ღარიბული, მაგრამ ბედნიერი“. ის უფრო ახლოს იყო ბებიასთან, ვიდრე მშობლებთან. მიუხედავად გაჭირვებული ცხოვრებისა, უგო დე ლოს რეიესმა მიაღწია პოლიტიკურ ძალაუფლებას და ჯერ განათლების რეგიონალური დირექტორი, მოგვიანებით კი ბარინასის მმართველი გახდა.
დედას უნდოდა, უგო კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო და ერთი წლის მანძილზე ეკლესიაშიც კი მსახურობდა - სანთლისგან დასვრილ ქანდაკებებს წმენდდა და როგორც შემდგომში აღწერა, არ მოსწონდა მისი ეკლესიის მიერ იესოს პატარა ფიგურად აღქმა, მაშინ როდესაც თავად ჩავესი მას „მეამბოხედ“ მიიჩნევდა. ამ გამოცდილებამ სასულიერო პირების მიმართ მისი უნდობლობა გამოიწვია.
უგოს დიდი ბაბუა, პედრო პერეს დელგადო, ცნობილი როგორც „მაისანტა“, იყო მეამბოხე, რომელმაც პრეზიდენტი ხუან ვისენტე გომესი მოკლა, თუმცა ეს ამბოხება ჩაახშეს და მაისანტაც დაიჭირეს. როგორც მერე უგო ამბობდა, მაისანტამ მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა. ისევე, როგორც სამხრეთამერიკელმა მემარცხენე პრეზიდენტებმა - პერუელმა ხუან ველასკო ალვარადომ და პანამელმა ომარ ტორიხოსმა.
ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერი, რომელსაც მკაცრი პოლიტიკის გამო ევროპის მეორე რკინის ლედი შეიძლება ვუწოდოთ, 1954 წელს პროტესტანტი მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისმა, ჰორსტ კასნერმა, გადაწყვიტა ოჯახი დასავლეთ გერმანიიდან აღმოსავლეთში გადაეყვანა. ეს გადაწყვეტილება გასაკვირი იყო, ვინაიდან იმ დროის გერმანიაში მიგრაცია საწინააღმდეგო მიმართულებით ხდებოდა. 1954 წლის დასაწყისში 180.000-მდე ადამიანმა დატოვა გდრ, ხოლო 1961 წლამდე 2,5 მილიონი გადავიდა დასავლეთში საცხოვრებლად.
კასნერი ჰამბურგის ეპისკოპოსმა მიიწვია - „ჩემი მისია იყო იქ წავსულიყავი... მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ მადლობლები ვიყავით, რომ გადავრჩით. მღვდლებს ასეთი მოვალეობა გვქონდა. მათ იქ ვჭირდებოდით“, - თქვა მან International Herald Tribune-თან საუბარში.
1961 წელს, ბერლინის კედლის აღმართვის შემდეგ, კასნერი გდრ-ში დარჩა, სადაც მასთან იკრიბებოდნენ აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრები მემარცხენე ინტელექტუალები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებდნენ. ამის გამო კასნერს უსაფრთხოების სამსახურებთანაც კი შეექმნა პრობლემები - დასავლეთ გერმანიაში მყოფ მის ცოლს მასწავლებლად მუშაობა აეკრძალა იმ არგუმენტით, რომ სტუდენტთა ინდოქტრინაციას მოახდენდა. კასნერი გაერთიანების წინააღმდეგი იყო და ადგილობრივი გაზეთები მას „წითელ კასნერს“ უწოდებდნენ. როგორც ჩანს, მერკელისთვის მამამისის პოლიტიკური შეხედულებები მიუღებელი იყო და საპირისპიროდ, მემარჯვენე ფლანგზე გადაინაცვლა.
გდრ-ში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების მსგავსად, მერკელიც სოციალისტური თავისუფალი გერმანიის ახალგაზრდათა (FGJ) ჯგუფის წევრი იყო. მეცნიერებათა აკადემიაში ჩაბარების შემდეგ FGJ-ის საბჭოს წევრი გახდა და აგიტაციისა და პროპაგანდის მიმართულებას ედგა სათავეში. სკოლაში სწავლისას სრულყოფილად დაეუფლა რუსულს. მოგვიანებით, ლაიპციგის უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1989 წელს მერკელი შეუერთდა გერმანიის გაერთიანების მოძრაობას და ახალგაზრდული ასაკიდან გამოსვლასთან ერთად მემარცხენე იდეებმაც გადაუარა.
ბაშარ ალ-ასადი
2000 წელს ასადი ხელისუფლებაში მამის, ჰაფეზ ალ-ასადის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა. უფროსი ასადი სამი დეკადის მანძილზე მართავდა სირიას. ის ქალაქ ქარდაჰაში დაიბადა, ალავიტების ხელმოკლე ოჯახში. 16 წლის ასაკში ბაათის პარტიას შეუერთდა და მის რიგებში დაწინაურდა. ხელისუფლებაში 1970 წლის გადატრიალების შემდეგ აღმოჩნდა - მისი მმართველობა ოპოზიციის რეპრესიებით და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევით გამოირჩეოდა. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ჰაფეზის ხელისუფლებაში მოსვლით, მანამდე არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია ძლიერი მმართველის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა.
ჰეიდარ ალიევის მსგავსად, ჰაფეზ ალ-ასადმაც შექმნა საკუთარი კულტი. „ჰაფეზი - ჩვენი მარადიული ლიდერი“, ასეთი შესავალი ჰქონდა სიმღერას, რომლითაც მასწავლებლები გაკვეთილს იწყებდნენ. ყველა საჯარო სივრცეში მისი სურათი იყო გამოფენილი, სადაც ხშირად მისი ღვთიური თვისებები იყო ხაზგასმული და მუჰამედთან ერთადაც კი იყო გამოსახული. ამით ის ხელისუფლების შვილიდან მამაზე გადასვლის ლეგიტიმურობის დასაბუთებას ცდილობდა. სახელმწიფო აკონტროლებდა მედიას, განათლების სისტემას და ცდილობდა ჰაფეზი დაეხატა როგორც ძლიერი ლიდერი, რომელიც ტოლერანტულად იყო განწყობილი ყველა ეთნიკური ჯგუფისადმი.
მამის გარდაცვალების შემდეგ, ბაშარმა მემკვიდრეობით მიიღო მთავრობა, რომელსაც არაბული სოციალისტური ბაათის პარტია მართავდა, სადაც უმრავლესობას ალავიტები შეადგენდნენ. ალავიტები შიიტური სექტაა, რომელიც მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენს ქვეყანაში, სადაც უმრავლესობა (74 პროცენტი) სუნიტია. იმისთვის, რომ ასადი ხელისუფლებაში მოსულიყო, საპრეზიდენტო ასაკმა საკონსტიტუციო ცვლილებით 40 წლამდე დაიწია. ბაშარმა არჩევნები 97 პროცენტით მოიგო ისე, რომ კონკურენტიც კი არ ჰყოლია.
ჰაფეზი საპრეზიდენტოდ პირველ შვილს, ბასელს ამზადებდა. ბაშარს პოლიტიკური კარიერა ნაკლებად აინტერესებდა და ამ თემაზე მამასთანაც არ საუბრობდა. დამასკოს უნივერსიტეტში სამედიცინოზე სწავლის შემდეგ კარიერა ლონდონში განაგრძო ოფთალმოლოგიურ კლინიკაში. თუმცა მას შემდეგ, რაც ბასელი ავარიაში დაიღუპა, ბაშარი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, მიიღო სამხედრო განათლება და გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე.
ასადმა წარმატებით შეინარჩუნა მამის დიქტატორული ხელისუფლება. დღემდე განაგრძობს ხალხის რეპრესიებს, წამებას და ოპოზიციური მოძრაობების ჩახშობას. 2001 წელს, საჯარო სამსახურში ყოფნისას, ბაშარმა თავად გააცნო ინტერნეტი სირიის საზოგადოებას, რაც შემდგომ მისი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად გადაიქცა. სამხედრო ნაწილებში მის მიერ დანიშნული ლოიალური კადრების დამსახურებით, ბაშარი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ხელისუფლებას და აგრძელებს ოპოზიციის რეპრესირებას.
ფრანსუა ოლანდი
„მარცხენა ფლანგი არ იყო ჩემი მემკვიდრეობა, მე ის ავირჩიე“, - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა საარჩევნო კამპანიისას. ახალი პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მამამისს გულისხმობდა. ჟორჟ ოლანდმა, რომელიც ოჯახთან ერთად საფრანგეთის ჩრდილოეთში, ქალაქ რუანში ცხოვრობდა, 1959 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური მემარჯვენე პარტიიდან იყარა კენჭი. ასევე მხარს უჭერდა ნაციონალისტ პოლიტიკოსს ჟან-ლუი ტიგზიე-ვინანკურს, რომელიც ეროვნული ფრონტის დამაარსებლის, ჟან-მარი ლე პენის მენტორი იყო. 1968 წელს ჟორჟმა ოჯახს გამოუცხადა, რომ რუანიდან გადადიოდნენ. ნილში გადასვლიდან ცოტა ხნის მერე მისი მშობლები დაშორდნენ. ფრანსუა დარჩა დედასთან, რომელიც მიტერანის მომხრე სოციალური მუშაკი გახლდათ.
ოლანდი სკოლაში კლასის წარმომადგენელი, უნივერსიტეტში კი სტუდენტური კავშირის პრეზიდენტი იყო. ის სწავლობდა სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლაში, რომელსაც საფრანგეთში „ელიტის ქარხანას“ უწოდებენ. როგორც მისი ბიოგრაფი სერჟ რაფი წერს, ოლანდის დამოკიდებულება ავტორიტეტებისადმი მამამისის პერსონით არის განპირობებული.
ნურსულთან ნაზარბაევი
ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე მართავს, ალმათისთან ახლოს, პატარა ქალაქ ჩემოლგანში დაიბადა. ყაზახი ხალხის მამა ღარიბი ოჯახიდანაა. მამამისი აბიშ ნაზარბაევი მდიდარი ოჯახისთვის მუშაობდა, სანამ სტალინის კოლექტივიზაციის პოლიტიკის შედეგად იმ ოჯახს მიწა არ ჩამოართვეს. შემდგომ აბიში მთაში გაიხიზნა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი, მეორე მსოფლიო ომისას, თავი აარიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლას. ნურსულთანის ერთ-ერთი გატაცება ცხენით ჯირითია, რაც მამამისმა 5 წლის ასაკში ასწავლა.
ნურსულთანმა სკოლა წარჩინებით დაამთავრა და მხოლოდ ერთი ოთხიანი გამოყვა. მართალია, ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ ჩააბარა, მაგრამ კიევის ეროვნული ავიაციის ინსტიტუტში მოხვდა, თუმცა მშობლებმა უკრაინაში წასვლა დაუშალეს. იგი 1962 წელს შეუერთდა პარტიას და აქტიური წევრიც გახდა. 1989-91 წლებში ყაზახეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო. 1990 წლის 24 აგვისტოს, უმაღლესმა საბჭომ პრეზიდენტად აირჩია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, 1991 წლის დეკემბერში, 91 პროცენტით მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მხოლოდ თვითონ იყრიდა კენჭს.
![]() |
8 მიტ რომნი - უკანასკნელი დღის კანდიდატი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ქეთი ზუკაკიშვილი
ამერიკული ტრადიციის მიხედვით, სკოლის მოსწავლეები დროშის წინაშე ფიცს დებენ და „ღმერთის მფარველობის ქვეშ მყოფ განუყოფელ ერს“ ერთგულებას ეფიცებიან. ფიცის წარმოთქმისას ათეისტები სიტყვა „ღმერთს“ ტოვებენ, შტატებში გავრცელებული 300-ზე მეტი რელიგიის წარმომადგენლები კი საკუთარი სარწმუნოებით ამაყობენ.
ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმად შეკავშირებული სოციალური ჯგუფი მორმონი ქრისტიანებია. მორმონები სხვა რელიგიების მიმართაც განსაკუთრებული ტოლერანტობით გამოირჩევიან. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი მათი რწმენის მიმართ არცთუ დადებითადაა განწყობილი. ჰარვარდის უნივერსიტეტის 2006 წლის კვლევის მიხედვით, ამერიკელებისთვის მისაღები რელიგიების სიაში მორმონიზმი ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს.
მიტ რომნის საპრეზიდენტო კამპანიაზე საუბრისას, თითქმის ყოველთვის გამოყოფენ ერთ „თავისებურებას“ - რომნი მორწმუნე მორმონია. რესპუბლიკელი კანდიდატი ამერიკელებს ღვთისმორწმუნე ერად მიიჩნევს და წინასაარჩევნო დევიზიც ამის მიხედვით შეარჩია: „მე ამერიკის მწამს!“.
რესპუბლიკელი პოლიტიკოსებისგან რწმენაზე აპელირება ახალი არ არის, მაგრამ რომნი ამ მხრივ ბევრ თანაპარტიელს ჩამოიტოვებს: „მე იმ ამერიკის მწამს, სადაც მილიონობით ამერიკელს სწამს ამერიკის. ეს ის ამერიკაა, რომლისაც მილიონობით ამერიკელს სწამს და ეს ის ამერიკაა, რომელიც მე მიყვარს“.
ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით, რელიგია ამერიკელთა უმრავლესობის ცხოვრებაში „ძალიან მნიშვნელოვან“ როლს თამაშობს. ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 15%25 აცხადებს, რომ არცერთ რელიგიურ ჯგუფს არ მიეკუთვნება. ამდენად, რწმენით გაჯერებული გამოსვლები რომნის ამომრჩეველთა გულების მოგებაში ეხმარება. მორწმუნე ამერიკელთა უმრავლესობა ქრისტიანია, თუმცა შეერთებულ შტატებში რელიგიის თავისუფლებას მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გარანტიები იცავს. ისტორიულად, რელიგიის თავისუფლება ყოველთვის ეფექტურად დაცული არ ყოფილა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის ატმოსფერო სუფევდა და მიტ რომნი მშობლებთან ერთადისეთი გავრცელებული მიმდინარეობაც კი, როგორიც კათოლიციზმია, მიუღებელი და მარგინალიზებული იყო.
1928 წელს დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად კათოლიკე ალფრედ სმიტი დაასახელა. ნიუ იორკის გუბერნატორმა და წარმატებულმა პოლიტიკოსმა, კათოლიკობის გამო, დემოკრატი ამომრჩევლისგანაც კი კატასტროფულად ცოტა ხმები მიიღო და არჩევნებში დამარცხდა. მოგვიანებით, ამერიკელები რელიგიური უმცირესობების მიმართ უფრო ლიბერალურები გახდნენ. ასეთ ცვლილებას ცნობილი ავტორი და სოციოლოგი, რონალდ ინგლჰარტი პოსტმატერიალიზმის თეორიით ხსნის. დასავლურ საზოგადოებებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ინგლჰარტმა დაასკვნა, რომ კეთილდღეობის ზრდასთან ერთად თვითგადარჩენაზე ორიენტირებული ღირებულებები იცვლება და ადგილს პიროვნულ ავტონომიას და თვითგამოხატვას უთმობს. მზარდი კეთილდღეობის პირობებში, 1960-იან წლებში, ამერიკის ისტორიაში პირველი კათოლიკე პრეზიდენტი, დემოკრატი ჯონ კენედი აირჩიეს. მას შემდეგ, რელიგიური უმცირესობების პოზიციები თანდათან განმტკიცდა.
დღესდღეობით ამერიკაში მსოფლიოში ყველაზე მეტი რელიგიური მიმდინარეობაა. ზოგი მათგანი მეტი, ზოგი კი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 2%25 კი მორმონია.
ისტორიულად, მორმონები პოლიგამიას მისდევდნენ, რაც ამერიკული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო. ჯოზეფ სმიტის მიმდევრებს საშინლად ავიწროებდნენ და ამერიკის დატოვებას აიძულებდნენ.
დროთა განმავლობაში, მორმონების „უკანასკნელი დღის წმინდანების ეკლესიამ“ დაგმო პოლიგამია და საზოგადოებისთვის მიუღებელი სხვა წესები. მორმონიზმიც უფრო და უფრო მისაღები გახდა. მიუხედავად ამისა, 6 მილიონზე მეტ ამერიკელ მორმონს დღესაც ახსოვს მათი წინაპრების დევნა და შევიწროება. სწორედ დევნის შედეგად აღმოჩნდნენ მიტ რომნის წინაპრები მექსიკაში.
რომნის მამა, ჯორჯი, მექსიკაში, მორმონთა კოლონიაში დაიბადა. მოგვიანებით, მცირეწლოვანი ჯორჯი ამერიკელმა მიტ რომნი მეუღლესთან ერთად. ქორწინების დღემშობლებმა მექსიკურ რევოლუციას განარიდეს და შტატებში დაბრუნდნენ. რომნები იუტის შტატში, სოლტ ლეიკ სიტიში დასახლდნენ.
მიტ რომნი მშობლებთან ერთად
ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა და უკეთესი მომავლის ძიებაში ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ახალგაზრდა ჯორჯმა ყველაფერი ნულიდან დაიწყო და საკუთარი „ამერიკული ოცნების“ ახდენა დაისახა მიზნად. რამდენჯერმე დაიწყო კოლეჯში სწავლა, თუმცა ვერცერთხელ ვერ დაასრულა. სამუშაოსაც გაჭირვებით, მაგრამ მაინც შოულობდა. ჯორჯის ახალგაზრდობა „მგრგვინავ ოციანებს“ დაემთხვა. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ გამოცოცხლებული ეკონომიკისა და მსოფლიოს აღმოჩენის ამერიკული ჟინის წყალობით რომნი მორმონიზმის მისიონერად ბრიტანეთში გაემგზავრა.
„დამპირდი, რომ არასოდეს აკოცებ სხვას“, - ჩამოართვა პირობა შეყვარებულმა ჯორჯმა სილამაზით განთქმულ ლენორ ლაფონტს და რამდენიმე თვით დაემშვიდობა. იმ დროისთვის ლენორი 19 წლის იყო, იუტის უნივერსიტეტში სწავლობდა და გამორჩეული გარეგნობის წყალობით ადგილობრივი ჟურნალების ყდებზეც ჩნდებოდა. მოგვიანებით, ჰოლივუდშიც კი მიიწვიეს.
1931 წელს წყვილი დაქორწინდა და დედაქალაქში გადასახლდა. ჯორჯი „დიდ დეპრესიას“ არ შეუშინდა და ბიზნესი წამოიწყო, ლენორი კი თავისი გასაოცარი შარმითა და კომუნიკაბელურობით ქმარს პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებაში ეხმარებოდა. რომნი წარმატებული ბიზნესიდან დიდ პოლიტიკაში აღმოჩნდა.
როდესაც 1947 წელს ურთულესი მშობიარობის შემდეგ ლენორს მეოთხე შვილი - ვილარდ მიტ რომნი გაუჩნდა, ალბათ გაუჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ 65 წლის შემდეგ მისი ვაჟი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რეალური პრეტენდენტი გახდებოდა.
„სასწაულებრივად გადარჩენილი“ მიტი მამის კარიერული აღმავლობის ფონზე იზრდებოდა. თავიდან ჯორჯი უდიდეს საავტომობილო კორპორაციულ გაერთიანებას - American Motors Corporation-ს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით მიჩიგანის გუბერნატორი გახდა.
გუბერნატორობის 6 წლის მანძილზე რომნიმ წარმატებული მენეჯერის უნარ-ჩვევები მიჩიგანის მართვას მოახმარა: შტატი მიტ რომნი Bain Capital-ში 100-მილიონიანი ვალისგან გაათავისუფლა, აამოქმედა სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც 15 000-ზე მეტ სტუდენტს კოლეჯის საფასურის გადახდაში დაეხმარა.
მიტიც, მამის მსგავსად, აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გუბერნატორის ოფისში სტაჟიორად მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მოსწავლე არ ეთქმოდა, სამოხალისეო აქტივობების ორგანიზებით გამოირჩეოდა. გუბერნატორის ვაჟი 10-ზე მეტ სტუდენტურ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული, რის გამოც ხშირად ხდებოდა თანატოლების ხუმრობის ობიექტი.
1968 წელს ჯორჯ რომნიმ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად იყარა კენჭი. მიჩიგანში მიღწეული წარმატების გამო, ის საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. თანაც, მაღალი, ტანადი, ოდნავ გაჭაღარავებული, ოთხი შვილის მამა ჯორჯი ამერიკელების თვალში „პრეზიდენტულად“ გამოიყურებოდა - კამპანია იმედისმომცემი იყო.
რომნის უმთავრესი სისუსტე საგარეო პოლიტიკაში გამოუცდელობა, განსაკუთრებით კი, ვიეტნამის ომის შესახებ პრინციპული პოზიციის არარსებობა გამოდგა. თავდაპირველად ის ომს ამართლებდა, შემდეგ კი განაცხადა, არმიის მაღალჩინოსნებისგან „ტვინი მქონდა გამორეცხილი“ და რეალურად ვიეტნამის ომს ვეწინააღმდეგებიო.
როცა მიხვდა, რომ ამერიკელი ამომრჩეველი მსგავს არაპრინციპულობას არ აპატიებდა, რომნიმ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, რის შემდეგაც ნიქსონის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა.
უძველეს ჩინურ ანდაზას თუ დავუჯერებთ, „ვეფხვის შვილი ძაღლი ვერ იქნება“. გამოთქმის ამერიკული ანალოგი, „რაც მამა, ის - შვილი“, პოპულარულ კულტურაში ხშირად გვხვდება. ამ თემაზე იღებენ ფილმებს, წერენ წიგნებსა და მუსიკას.
მამა-შვილის თემა ამერიკული პოლიტიკისთვისაც არ არის ახალი. 2000 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი, ალ გორი, სენატორის ვაჟია. ჯონ მაკკეინის მამა ამერიკის საზღვაო ძალების ოთხვარსკვლავიანი ადმირალი და ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო პირი იყო. ჯორჯ ბუში უფროსი და მისი ვაჟი კი, ერთიანობაში, ქვეყანას 12 წლის განმავლობაში მართავდნენ. მიტ რომნისაც მამისგან ბევრი რამ აქვს ნასწავლი.
მიტ რომნი ეუღლესთან ერთად. ქორწინების დღე
უმცროსი რომნი სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა. პარალელურად კი, თანასკოლელ ენ დევაისზე ყურებამდე იყო შეყვარებული. მალე ევროპაში გაემგზავრა მორმონიზმის მისიონერად, დაბრუნებისთანავე ენი ცოლად შეირთო და ბიზნესს მოჰკიდა ხელი.
მუშაობის პარალელურად სწავლასაც აგრძელებდა. ჯერ ინგლისური ლიტერატურის ბაკალავრის წოდება მიიღო, შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტის იურისპრუდენციისა და ბიზნესის ადმინისტრირების გაერთიანებული ხარისხი მოიპოვა და მენეჯმენტის ინდუსტრიაში გადაინაცვლა.
1977 წლიდან მუშაობდა საინვესტიციო კომპანიაში Bain & Company. უბადლო მენეჯერული მონაცემების წყალობით მალე პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა და კომპანია ფინანსური კრიზისიდან გამოიყვანა. 7-წლიანი გამოცდილება რომ დააგროვა, კომპანიას გამოეყო და საკუთარი საინვესტიციო ფირმა Bain Capital დააარსა. Bain Capital-ის ზრდამ რომნის ბიზნესელიტის პატივისცემა და 200 მილიონამდე დოლარი მოუტანა.
მიტ რომნი Bain Capital-ში
მის სახელს უკავშირდება 2002 წლის სოლტ ლეიკ სიტის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წარმატებაც - გამოცდილი მენეჯერი საორგანიზაციო კომიტეტს ჩაუდგა სათავეში და ფინანსური სირთულეების წინაშე მყოფი ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარება უზრუნველყო. ბიზნესის პარალელურად, რომნი რესპუბლიკურ პარტიას შეუერთდა. 1994 წელს მასაჩუსეტსის სენატორის პოზიციაზე იყარა კენჭი და გამოცდილ ტედ კენედის დაუპირისპირდა.
ტედ კენედი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმა იყო და მასაჩუსეტსის სენატორის პოზიცია წლების განმავლობაში ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ რომნი კენედისთან დამარცხდა, მასაჩუსეტსში სახელი მაინც გაითქვა და 2002 წელს შტატის გუბერნატორი გახდა. 4 წლის განმავლობაში რომნიმ ხარჯების შემცირების და სწორი საბიუჯეტო პოლიტიკის წყალობით მილიონნახევრიანი საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრა მოახერხა.
მასაჩუსეტსი ლიბერალი შტატია და ისტორიულად, დემოკრატიულ პარტიას უჭერს მხარს. გუბერნატორობის პერიოდში, რომნი მკაცრად კონსერვატორი რეიგანისა და უფროსი ჯორჯ ბუშის მემკვიდრეობისგან დისტანცირებას ცდილობდა, რის გამოც მემარჯვენეები ხშირად აკრიტიკებდნენ.
კონსერვატორების განსაკუთრებული გულისწყრომა რომნიმ მასაჩუსეტსის ჯანდაცვის რეფორმის გამო დაიმსახურა. ახალი კანონი შტატის მოსახლეობაზე საყოველთაო დაზღვევის გავრცელებას ისახავდა მიზნად. მოსახლეობის ნაწილს „ინდივიდუალური მანდატი“, ანუ დაზღვევის ყიდვის კანონით დადგენილი ვალდებულება შეეხო. ვინც ფინანსური პრობლემების გამო დაზღვევის შეძენას ვერ ახერხებდა, შტატის ბიუჯეტიდან იღებდა დახმარებას.
მასაჩუსეტსის მემარცხენე შტატში ჯანდაცვის კანონმდებლობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და რომნის წისქვილზე ასხამდა წყალს. თუმცა მოგვიანებით, ამ რეფორმამ რომნის საპრეზიდენტო კამპანიაში შეუშალა ხელი. საქმე ისაა, რომ ბარაკ ობამას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მასაჩუსეტსის საკანონმდებლო ცვლილების თითქმის იდენტური ინიციატივაა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ობამას პროგრამა ფედერალურ დონეზე ხორციელდება.
ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, გარკვეული საკითხების, მათ შორის, სადაზღვევო პოლიტიკის რეგულირება ყოველი შტატის ინდივიდუალური კომპეტენციაა. პირველი შტატის მოსახლეობის არჩევანს ემყარება, მეორე კი ორმოცდაათივე შტატს ცენტრალური მთავრობის ინიციატივას ახვევს თავს. ამდენად, ჯანდაცვის რეფორმა შტატის და ფედერალურ დონეზე ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფენომენია.
ფედერალურ დონეზე ეკონომიკურ იძულებას რესპუბლიკელები მკაცრად ეწინააღმდეგებიან. მიტ რომნიც, Obamacare-ის ამოქმედების დღიდან, მუდმივად მის წინააღმდეგ გამოდის.
მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი საძულველ Obamacare-ს მასაჩუსეტსის სადაზღვევო რეფორმას ამსგავსებს და მათ შორის პრინციპული სხვაობის დანახვა უბრალოდ არ სურს. საბოლოოდ, რომნის რეიტინგზე ეს უარყოფითად აისახება.
მეორე მხრივ, შიდაპარტიული არჩევნებისგან განსხვავებით, საყოველთაო არჩევნებზე გარკვეული საპროგრამო იდეებით პოლიტიკურ ოპონენტთან მსგავსება კანდიდატის წარმატებას უწყობს ხელს. ამდენად, სოციალური გამოცდილება რომნის, შესაძლოა, ობამათი უკმაყოფილო დემოკრატი და მერყევი ამომრჩევლის გულის მოგებაში დაეხმაროს.
სახელმწიფოს მეთაურის სტატუსის მოსაპოვებლად მიტ რომნი პირველად არ იბრძვის. 2008 წელს შიდაპარტიულ შესარჩევ არჩევნებზე იყარა კენჭი. პრაიმერიზების დროს ზომიერად კონსერვატორ რომნის პოზიციის მკვეთრი ცვლა დასჭირდა: აბორტისა და იმიგრაციის შესახებ არარადიკალური მოსაზრებები მათ წინააღმდეგ ცალსახა პოზიციით ჩაანაცვლა. გადააწყო ეკონომიკური პროგრამაც. მიუხედავად ამისა, რომნიმ რესპუბლიკელი ამომრჩევლის გულის მოგება ვერ შეძლო და სენატორ ჯონ მაკკეინთან დამარცხდა. კომენტატორები მიიჩნევენ, რომ რომნის დამარცხებაში მისმა რელიგიურმა შეხედულებებმაც დიდი როლი ითამაშა.
წლების წინ, როცა რესპუბლიკელი ჯორჯ რომნი მიჩიგანის ლიბერალ შტატს მართავდა, მისი ცენტრისტული პოზიციები არავის უკვირდა. იმ დროისთვის პოლიტიკური პარტიები არ იყო ისეთი იდეოლოგიზირებული, როგორც დღეს.
დღევანდელი რესპუბლიკური პარტია კონსერვატორულ იდეოლოგიას ეფუძნება, მხარს უჭერს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, თავისუფალ ბაზარს და ისტორიული ინსტიტუტების, მათ შორის, ეკლესიის, სიძლიერეს.
დემოკრატიული პარტია პროგრესისტულია, ცდილობს სახელმწიფოს როლის გაზრდას, სოციალური პროგრამების გაძლიერებას და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას.
საგარეო პოლიტიკაში, კონსერვატორები ამერიკას გლობალურ ლიდერად მიიჩნევენ, სამხედრო სიძლიერეს ეყრდნობიან და საფრთხის განეიტრალებას ცდილობენ. პროგრესისტები კი საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართულობით და გლობალურ მიზნებზე, მაგალითად, გარემოს დაცვაზე აპელირებით ცდილობენ დაპირისპირებულ ქვეყნებთან საერთო ენის პოვნას.
ამ იდეოლოგიების შესაბამისად, დღევანდელი ამერიკული პოლიტიკური სპექტრი მკაცრად პოლარიზებულია. ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მკვეთრად ლიბერალი ან კონსერვატორია და შუალედური პოზიციის დაკავება პოლიტიკოსის სისუსტედ მიიჩნევა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საპრეზიდენტო ნომინაციისთვის შიდაპარტიულ არჩევნებზე. კანდიდატმა საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს უნდა დაუმტკიცოს, რომ პარტიული იდეალების ერთგულია და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მათ ბოლომდე დაიცავს. რომნის მასაჩუსეტსში კენჭისყრისას ზომიერი პოზიციები ეკავა, რესპუბლიკურ პრაიმერიზებში კი მკვეთრად მარჯვნივ გადაიხარა. ამ მერყეობის გამო კონსერვატორები მას ბოლომდე არ ენდობიან, თუმცა ობამას წინააღმდეგ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ.
საყოველთაო არჩევნებზე მერყევი ამომრჩევლის დასარწმუნებლად რომნიმ საკუთარი საპრეზიდენტო პროგრამა კონსერვატორულ - თავისუფლებისა და შესაძლებლობის - იდეალებზე დააფუძნა, სამოქმედო გეგმაში კი სამი მთავარი ასპექტი გამოყო: ეკონომიკის, სამხედრო შესაძლებლობებისა და თითოეული ამერიკელი ოჯახის გაძლიერება.
რესპუბლიკელი კანდიდატი ხშირად აპელირებს ბიზნესის გამოცდილებაზე და აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში ეკონომიკას ზედმეტი რეგულაციებისა და გადასახადებისგან გაათავისუფლებს.
რომნი პრეზიდენტ ობამას ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების წინააღმდეგ უპრეცედენტო ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს და მისი შეცდომების გამოსწორების პირობას დებს: „მთავრობა ფედერალურ, შტატის და ადგილობრივ დონეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 40%25-ს აკონტროლებს. პრეზიდენტმა ობამამ ცენტრალური მთავრობის ხარჯები მშპ-ის 20%25-დან 25%25-მდე გაზარდა. სწორედ ასეთი ნაბიჯებით ჩვენ ვწყვეტთ, ვიყოთ თავისუფალი ეკონომიკა და სამთავრობო ეკონომიკა ვხდებით, რაც აუცილებლად უნდა შევაჩეროთ“.
რომნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ამერიკის სამხედრო სიძლიერე და ჩინეთის, ირანისა და სხვა მტრულად განწყობილი ქვეყნებისგან მომდინარე საფრთხის განეიტრალებაა. ტერორიზმის და სხვა გამოწვევების მიუხედავად, რომნი ნომერ პირველ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მაინც რუსეთს მიიჩნევს და მკაცრად აკრიტიკებს ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკას.
1984 წლის არჩევნების შემდეგ კანდიდატების იდეოლოგიურ პლატფორმებს შორის ამხელა განსხვავება არ ყოფილა. შესაბამისად, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ყველა დიდი ინტერესით მოელის.
ნოემბრის არჩევნები სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს: გამარჯვების შემთხვევაში მიტ რომნი პირველი მორმონი პრეზიდენტი გახდება. უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებს თუ გავითვალისწინებთ, ამერიკელები „პირველებისთვის“ შანსის მიცემას არ ერიდებიან - ამერიკის შეერთებული შტატები ხომ თავისუფლების იდეალებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, „თავისუფალი ხალხის მიწა“, სადაც აღარავის უკვირს, რომ წარსულში დევნილი ჯგუფების წარმომადგენლები ქვეყნის ლიდერები ხდებიან. ბარაკ ობამა ამერიკის ისტორიაში პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტია, ხოლო მიტ რომნის რეალური შანსი აქვს, პირველი მორმონი პრეზიდენტი გახდეს.
რომნის სჯერა ამერიკის. სჯერა თუ არა ამერიკას მისი, ნოემბერში გავიგებთ.
მორმონები - ასე მოიხსენიებენ „უკანასკნელი დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის“ მიმდევრებს, რომლებიც XIX საუკუნის ამერიკელი რელიგიური მოღვაწის, ჯოზეფ სმიტის სწავლებას იზიარებენ. მორმონებს სწამთ, რომ სმიტი წინასწარმეტყველია, რომელმაც მორმონის, ასევე წინასწარმეტყველის უძველეს ენაზე დაწერილი წიგნი იპოვა, სადაც ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციისა და ქრისტეს ურთიერთობის ისტორიაა გადმოცემული. მორმონი თავის წიგნში გადმოგვცემდა სხვადასხვა ქრისტიანულ სწავლებას, რომელიც სმიტმა საკუთარი გამოცხადებებით შეავსო. ხოლო თავად მორმონის წიგნის უძველესი ენიდან ინგლისურად თარგმნის უფლება, სმიტს მაცხოვარმა დართო. ეკლესიის ჩამოყალიბების შემდეგ, მორმონები მრავალ ჯგუფად დაიყვნენ. მათ სწამთ, რომ სმიტის მეშვეობით ქრისტემ საკუთარი ეკლესია აღადგინა.
დაარსებიდან დღემდე მორმონებმა ეკლესიის შიგნით შექმნეს ერთიანობის ძლიერი შეგრძნება, რომელიც მათი სწავლებიდან და ისტორიიდან მომდინარეობს. დიდი ხნის მანძილზე ისინი პოლიგამიის აქტიური პრაქტიკით იყვნენ დაკავებულნი. მორმონები დიდ დროსა და რესურსებს ახმარენ საკუთარ ეკლესიას. მრავალი ახალგაზრდა მორწმუნე სრულ სამუშაო დროს უთმობს საეკლესიო მისიას. მორმონების ჯანმრთელობის შესახებ მკაცრი სწავლება მათ უკრძალავთ ალკოჰოლის სმას, თამბაქოს, ყავას, ჩაისა და სხვა იმ ნივთიერებების მიღებას, რომელიც მიჩვევას იწვევს. ისინი ოჯახზე არიან ორიენტირებულები. მათთვის ასევე გამორჩეულად მიუღებელია სექსუალური კავშირი ქორწინების გარეშე. მორმონებმა შექმნეს საეკლესიო ქველმოქმედების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი. მათ ყველაზე დიდი კულტურული გავლენა იუტის შტატზე აქვთ. ჩრდილოეთ ამერიკაში უფრო მეტი მორმონია, ვიდრე სხვა რომელიმე კონტინენტზე, თუმცა მათი უმრავლესობა აშშ-ის გარეთ ცხოვრობს.
![]() |
9 GOD SAVE THE QUEEN! |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ნინი გოგიბერიძე
წვიმიანი დღეა. ტემზის სანაპიროს გასწვრივ ხალხმრავლობაა. ადამიანები ჯებირებისკენ მიილტვიან, ყველას უნდა თვალი გაუსწოროს მას, ვის წინაშეც ქედს იდრეკდნენ ეროვნული გმირები შავ-თეთრი დოკუმენტური ფილმებიდან.
„ტაუერ-ბრიჯისკენ“ რაღაც მოდის - გასაოცარი ამბავია!
გამოჩნდა პირველი ხომალდი. უკან ათასგემიანი ფლოტილია მოჰყვება. „მახარობელის“ ყვავილებით მორთულ გემბანზე, ადამიანებიც თითქოს გემის კორპუსთან ერთად საგანგებოდ გამოთლილი, მასთან შერწყმული ფიგურები არიან - თოჯინები ვიქტორიანული ეპოქიდან: სამსართულიანი ქუდებით თავდამშვენებული ქალბატონები, სამხედრო უნიფორმის მკაცრი და, ამავდროულად, ელეგანტური კონტურებით მოხაზული მამაკაცები...
მთელი ეს მრავალფეროვნება ანტურაჟია, ერთი ადამიანის პორტრეტის შესაქმნელად.
თავად ფიგურის სიმცირე მოწიწებას უფრო აღძრავს, ვიდრე ქედმაღლობას. პატარა წერტილი თითქოს ის „ღმერთის ნაწილაკია“, რომელიც ყველაფერ დანარჩენს წონას აძლევს. მისი სუსტი სხეული უძლურების კი არა, შინაგანი ძალის მანიფესტია; რაღაცით ოსტატ იოდას მოგვაგონებს „ვარსკვლავური ომებიდან“, ჯედაის რაინდთა მოხუც მასწავლებელს, რომლის ნელი და მოზომილი მოძრაობა უნივერსალური წესრიგის, ძალთა ბალანსის მეტაფორაა და არა ოსტატის ღონის გამოხატულება. ხოლო თუკი საქმე „მორევაზე“ მიდგა, თვით სიტხების მთავარ ფალავანს, დარტ ვეიდერსაც კი არავინ უსურვებდა ამ, ერთი შეხედვით, უსუსურ მოხუცთან დაპირისპირებას. თუმცა რა დროს შუღლზე საუბარია, როცა ამ დღეს ყველა ზეიმობს. დროშები ჩქარა!
მისი აღმატებულება, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II კორონაციის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს!
ათასგემიანი ფლოტილია მდინარე ტემზაზე
ტახტზე ყოფნის ხანგრძლივობით ამჟამინდელმა დედოფალმა უკან მოიტოვა ჯორჯ III და ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე „დღეგრძელი“ მონარქი გახდა. კიდევ 4 წელი და დედოფალ ვიქტორიასაც გადაუსწრებს, რითაც კაცობრიობის ისტორიაში სამეფო სკიპტრის ყველაზე ხანგრძლივ მპყრობელად მოგვევლინება.
აღსანიშნავია, რომ პრინცესა ელისაბედი 10 წლამდე ტახტის მემკვიდრედ არც კი განიხილებოდა, თუმცა ბავშვის ხასიათში მონარქისთვის აუცილებელ თვისებათა მთელი წყება იგრძნობოდა: „მტკიცე ხასიათი. გასაოცარია, რომ ამ ჩვილში ამხელა ძალაუფლება და გონიერება იკითხება“, - ასე შეაფასა ჯერ კიდევ ორი წლის პრინცესა განსაკუთრებული პოლიტიკური ყნოსვით განთქმულმა პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა. მოგვიანებით ლეგენდარული პრემიერი იტყვის: „უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მეფემ სიკვდილის ფეხდაფეხ იარა, თითქოს სიკვდილი იყო მისი კომპანიონი, რომელსაც კარგად იცნობდა და არ უშინდებოდა... მე - ადამიანი, ვისმა ახალგაზრდობამაც კეთილშობილი ვიქტორიანული ეპოქის მშვიდ ზეობაში ჩაიარა - დიდ მღელვარებას ვგრძნობ ამ ლოცვის და ჰიმნის ხელახლა აღვლენისას: ღმერთო, ელისაბედ მეორის კორონაცია. 1952 წელიდაიფარე დედოფალი!“. ეს სიტყვები გაუძღვა ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტისკენ მიმავალ გზაზე.
მეფე გეორგ VI 1952 წლის 2 თებერვალს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე დღეს, 25 წლის ელისაბედი დიდი ბრიტანეთის დედოფლად და ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად გამოცხადდა, ტიტულით - სარწმუნოების მცველი.
ფაქტს თვალი გავუსწოროთ - მონარქიული მმართველობის გამძლეობაში საზეიმო არაფერია, მაგრამ როგორც სხვა ყველაფერში, ისტორიულ დეტერმინიზმშიც არსებობს გამონაკლისი... ბევრი გამონაკლისი. და მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, ამ გამონაკლისების ნიაღვარში, განა საგანგებოდ აღსანიშნავი არაა ბრიტანული მონარქიის მზაობა ცვლილებებისადმი? უნარი, უგემრიელეს კოქტეილად შეაზავოს ტრადიცია და თანამედროვეობა.
ელისაბედ II ისტორიასავით პარადოქსული ადამიანია -კონსერვატიული ტრადიციონალისტი რადიკალურ ცვლილებათა სათავეში! დედოფალი, რომელმაც რაინდებად გამოაცხადა „ბითლზი“; გადაურჩა დაბომბვას ლონდონში; „გამოიცვალა“ 12 პრემიერმინისტრი, მათ შორის, ფავორიტი პრემიერი უინსტონ ჩერჩილი, რომელიც ტახტზე ასვლის პირველ წლებში სახელმწიფოებრივი მოვალეობების გაცნობაში ეხმარებოდა; მიიღო გადაწყვეტილება ენტონი იდენის გადადგომის შესახებ შვილებთან, ჩარლზთან და ანასთან ერთადსუეცის კრიზისის შემდეგ; მასპინძლობდა კენედებს და შეძლო პრინცესა დის გარშემო აგორებული სკანდალის ჩაქრობა.
ბრიტანეთის მონარქია ბრწყინავს მაშინ, როცა ამდენი სამეფო სახლი გაფერმკრთალდა, ანაც, საერთოდ, პოლიტიკურ ბურუსში გაუჩინარდა. ალბათ თვითგადარჩენის საიდუმლო გასაღები ისაა, რომ ნაცვლად საკუთარი ხალხისგან გამომყოფი გალავნების შენებისა, დედოფალი მოქალაქეებამდე მისასვლელ ხიდებს აგებს. ბრიტანეთის სამეფო სახლს ესმის საკუთარი ხალხის მოთხოვნილებები და თითქოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პულსზე უდევს ხელი. საპასუხოდ, ბრიტანელები მფარველობენ მათ და კეთილგანწყობითა და ერთგულებით ეკიდებიან სამეფო მმართველობას.
ელისაბედ მეორის კორონაცია. 1952 წელი
შვილებთან, ჩარლზთან და ანასთან ერთად
უინსტონ ჩერჩილთან ერთად
ინგლისელები მონარქიას ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად განიხილავენ, რასაც უახლესი გამოკითხვებიც მოწმობს - მოქალაქეთა 80%25 მონარქიის შენარჩუნებას ემხრობა. მათთვის ეს მხოლოდ „ინგლისელობის“ მნიშვნელოვანი კომპონენტი როდია. სამეფო სახლი არის „ბრენდი“, რომელთანაც ბრიტანეთის იმპერიის ტრიუმფი და ბრიტანული ცივილიზაციის უმაღლესი მიღწევები ასოცირდება. ძნელად წარმოსადგენია, ამგვარად პოზიციონირებულ ბრენდს პოლიტიკურ ბაზარზე ვინმემ ახალი სამარკო ნიშანი დაუპირისპიროს. მარგარეტ თეტჩერმა ერთხელ თქვა: „მათ, ვისაც წარმოუდგენია, რომ პოლიტიკოსი უკეთესი სახელმწიფო სიმბოლო იქნებოდა, ვიდრე მონარქი, ვურჩევ, მეტი პოლიტიკოსი გაიცნოს“.
ისტორიულად, გაერთიანებულ სამეფოში კონკურენტი „ბრენდის“ ჩამოყალიბების მცდელობაც იყო - 1649-60 წლების კრომველის რესპუბლიკა. მაგრამ სახელმწიფო მოწყობის ეს ფორმა მხოლოდ უვერტიურა აღმოჩნდა მონარქიის რესტავრაციისთვის. რატომ? ჩანს, ბრიტანელები მეტი თავისუფლებისკენ მეცხრამეტე საუკუნის დენდებივით მიდიან - ღირსეულად, ტრადიციული ინსტიტუტების „ყავარჯნებზე“ დაყრდნობილები.
თუმცა „ყავარჯენსაც“ გააჩნია. გაერთიანებულ სამეფოში ყველა ტრადიციული ინსტიტუტი მონარქივით პოპულარული როდია. მაგალითად, ლორდთა პალატა... ბრიტანელების დიდი ნაწილისთვის ის არადემოკრატიულ ორგანოს წარმოადგენს, „მოხუცებულთა თავშესაფარს“ თემთა პალატის ყოფილი დეპუტატებისა და პრივილეგირებული კლასის წარმომადგენელთათვის.
ელისაბედ II, რა თქმა უნდა, თავის ხალხს მხარს უბამს. ივლისში, ორივე პალატის წარმომადგენლებთან სამეფო მიმართვაში, დედოფალმა განაცხადა - „წელს წარმოდგენილი იქნება კანონპროექტი ლორდთა პალატის შემადგენლობის რეფორმირების თაობაზე“.
ლორდთა პალატის რეფორმა დღის წესრიგში ჯერ კიდევ 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დადგა. კონსერვატორები, ლეიბორისტები და ლიბერალ-დემოკრატები პირობას დებდნენ, რომ ბევრად უფრო კომპაქტურ ზედა ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპიპალატას შექმნიდნენ. 10 ივლისს კონსერვატორების და ლიბ-დემების კოალიციურმა მთავრობამ მართლაც წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც ზედა პალატაში ადგილების შემცირებასთან ერთად, მათი 80 პროცენტის არჩევითობას ითვალისწინებდა. თუმცა დევიდ კამერონი საკუთარი პარტიის წარმომადგენლებისგან დიდ წინააღმდეგობას შეეჩეხა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა 92 ტორმა მისცა.
მიუხედავად კონსერვატორების პოლიფონიური წინააღმდეგობისა, თემთა პალატამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი რეფორმის პრინციპებს, მაგრამ საკვანძო საკითხზე - მისი აღსრულების ვადებზე, შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი
ამბობენ, ბრიტანეთში მონარქი მეფობს, მაგრამ არ მართავსო. 86 წლის ელისაბედ მეორე რეალურ ძალაუფლებას არ ფლობს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - დედოფალი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია. მისი უდიდებულესობის მთავრობა ვალდებულია, მონარქს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მოეთათბიროს. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულებისას, დედოფალი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს მთავრობის ფორმირებას ავალებს. ყოველ სამშაბათს, პრემიერმინისტრი ბუკინგემის სასახლეს ეახლება ხოლმე და თავის დედოფალს სამეფოსა და მმართველობაში მიმდინარე საკითხების შესახებ ესაუბრება.
დედოფლის ბრილიანტის იუბილეს, The American Interest-ის მიმომხილველმა, ვოლტერ რასელ მიდმა მიუძღვნა ბლოგი, რომელშიც ნათქვამია: „თუ ყველანი შევძლებთ, ვალი ისე მოვიხადოთ ამ ცხოვრებაში, როგორც ეს დედოფალმა ელისაბედ II-მ შეძლო, სამყარო გაკეთილშობილდება. როგორც უძველესი ტიტულის მატარებელი, ქვეყნის სუვერენი და დედოფალი, ელისაბედ II იმსახურებს ჩვენს პატივისცემას. ქალმა, რომელმაც თავისი მოვალეობები შეასრულა როგორც კარგ, ისე მუხანათ დროში, დაიმსახურა ჩვენი აღტაცება და მადლიერება. მისი ღირსება და მოვალეობებისადმი ერთგულება შეიძლება არ იყოს ყველაზე მოდური თვისებები, მაგრამ ეს მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის“.
რა თქმა უნდა, სასახლის მიმართ რეპლიკები მხოლოდ პოზიტიური შინაარსის ვერ იქნება. მემარცხენე პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობის რელსებზე გადაყვანა სურთ. ამ პოზიციის გასამაგრებლად მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი მონარქიისა და სამეფო ოჯახის შენახვასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებია.
ფოტო: REUTERS ©
დღესდღეობით სახელმწიფო დოტაციებით მხოლოდ დედოფალი და მისი მეუღლე სარგებლობენ, თუმცა სამეფო ხაზინაში მიმავალი თანხა პოლიტიკური ინსინუაციების საბაბს იძლევა: ოფიციალური წყაროებით, ელისაბედ II-ზე, როგორც ქვეყნის მეთაურსა და დედოფალზე, ასევე ოთხი სასახლის, შინამოსამსახურეებისა და კარისკაცების შესანახად, სახელმწიფო წლიურად მილიონობით გირვანქას ხარჯავს. ეს იმ ფონზე, როდესაც სამეფო აქტივების საერთო ღირებულება 44,5 მლრდ გირვანქადაა შეფასებული, აქედან 18,1 მილიარდი სამეფო სასახლეებზე, ხელოვნების ნიმუშების კოლექციასა (10 მლრდ) და სამკაულებზე მოდის. თავად ელისაბედ II-ს პირადი ქონება კი 500 მლნ გირვანქადაა შეფასებული. ამრიგად, ბრიტანეთის დედოფალი ევროპის ყველაზე მდიდარ ქალთა სიაში შედის.
პრინცესა დიანას ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ქვეყანაში კიდევ ერთხელ იმძლავრა რესპუბლიკურმა მუხტმა. ალაპარაკდნენ მონარქიის გარდაუვალ რეფორმაზე და მის ეროვნულ მონარქიად გადაქცევაზე - როგორც ეს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ტონი ბლერმა აღნიშნა. კანონის მიხედვით, დედოფლის თანხმობის გარეშე ბრიტანეთის მონარქიის მოდერნიზაცია შეუძლებელია. ელისაბედ II-მ კი განაცხადა, რომ მის ასაკში მყოფი ადამიანისთვის რთულია, შეიცვალოს მონარქიის სტატუსის შესახებ შეხედულება.
თუმცა ბუკინგემის სასახლემ საზოგადოებას კონსტიტუციურ მონარქიად რეფორმირების კომისიის შექმნა აუწყა. კომისიის მთავარ მიზანს „სატელევიზიო დემოკრატიის“ ეპოქაში მონარქიისთვის ახალი იმიჯის შექმნა წარმოადგენს. მუშაობა დაიწყო მემკვიდრეობის კანონის ცვლილებაზე, რომელშიც უპირატესობა მამრობითი სქესის მემკვიდრეებს ენიჭებოდათ და რომლის მიხედვითაც, სამეფო ოჯახის წევრებს კათოლიკეებზე ქორწინება ეკრძალებოდათ. დაახლოებით 15 წელი დასჭირდა იმას, რომ საბჭოს რეკომენდაციები მთავრობას გადასცემოდა მემკვიდრეობის შესახებ ახალი კანონის მისაღებად და პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებლად. შედეგი დღესაც არაა.
საქმე ისაა, რომ ელისაბედ II არამხოლოდ დიდი ბრიტანეთის დედოფალია. სათვალავშია მისაღები ქვეყნები, რომელთა ერთობაც 1949 წლამდე „ბრიტანული ერების თანამეგობრობად“ მოიხსენიებოდა. დღესდღეობით, ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში შესულია 54 სახელმწიფო. მისი სტატუსიდან გამომდინარე, ელისაბედ II კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და 12 სხვა, უფრო მცირე სახელმწიფოს დედოფალიცაა. პრემიერი დევიდ კამერონი კანონშემოქმედებითი პროცესის შეფერხებას იმით ხსნის, რომ ახალი კანონმდებლობა აშკარა ანარქიას გამოიწვევს „თანამეგობრობის“ სხვა 15 ქვეყანაშიც.
სამეფო ოჯახი, ტრადიციულად, მილიონობით ქვეშევრდომისთვის უნდა იყოს მაგალითი, თუმცა ამ მხრივ, ელისაბედ II-ის შვილებს იშვიათად გამოყოფდნენ და მათ ოჯახურ ცხოვრებას ძნელია სამაგალითო დაარქვა. განქორწინებები სამეფო ოჯახში ტაბლოიდებისა და ჭორიკანების საყვარელ თემას წარმოადგენს - დედოფლის 4 შვილიდან 3 განქორწინებულია. პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დიანას სკანდალურმა განქორწინებამ მონარქიის პრესტიჟს სერიოზული დარტყმა მიაყენა. დედოფალი არ მალავდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას უფროსი შვილის, ჩარლზის 25-წლიან სასიყვარულო ურთიერთობაზე კამილა პარკერ-ბოულზთან, რომელიც, ბოლოსდაბოლოს, ქორწინებით დამთავრდა.
სამაგიეროდ, დედოფალს ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა საყვარელ შვილიშვილებთან - უილიამთან და ჰარისთან. შესაძლოა, მან იმპულსური ლედი დიანასგანაც აიღო მაგალითი, რომ მათთან ურთიერთობებში უფრო ღია ყოფილიყო. დედოფალი ცდილობდა დაობლებულ უილიამსა და ჰარის დანაკარგი არ ეგრძნოთ. თავის ახალგაზრდობაში ხომ ელისაბედ მეორე განსხვავებული დედა იყო - მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ყოფილიყო საკუთარი ქვეყნის სამსახურში, შედეგად კი, მისი შვილები ხშირად ყურადღების გარეშე რჩებოდნენ.
საბოლოო ჯამში, გარე სამყაროსთან ურთიერთობაში დედოფლის ყველა შვილს ჰქონდა მეტ-ნაკლებად სერიოზული პრობლემები. ბევრს ისინი ქედმაღლებად და მფლანგველებად ეჩვენება. პრინცესა ანა ცხენოსნის კარიერას მაინც გაჰყვა, დანარჩენებზე კი ამბობენ, რომ მათ ცხოვრებისეული მიმართულება აკლიათ. უელსის პრინც ჩარლზს ეს მიმართულება შეიძლება აქვს კიდეც, მაგრამ მას „სამეფო ნაპერწკალი“ აკლია. დედოფლის უჩვეულოდ გრძელმა კარიერამ ჩარლზის მუდმივ შეგირდად დარჩენა განაპირობა.
კრიზისების დროს დედოფლის პოპულარობა ოდნავ თუ იკლებდა, მაგრამ ის ვერ მოესწრება ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც მონარქიას უდგას წინ - მემკვიდრის შერჩევას. მონარქის ცერემონიალური როლის შენარჩუნებას, რომელსაც ელისაბედ მეორე საკუთარ ოჯახში და თავის გარშემო ქადაგებდა, მემკვიდრეებს ანდერძად ვერ დაუტოვებს, როგორც ტიტულს ან სასახლეს.
უელსის პრინცის კანდიდატურა კი მონარქისტებსაც და რესპუბლიკელებსაც ერთნაირად აშფოთებთ. 63 წლის ჩარლზი, დედოფლისგან განსხვავებით, ხშირად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს გარემოს დაცვის, ალტერნატიული მედიცინის, კონსერვატიული არქიტექტურის ირგვლივ. ცნობილია, რომ ელისაბედი სკეპტიკურად უდგებოდა ჩარლზის შესაძლებლობებს, ღირსეულად აღესრულებინა სახელმწიფო მეთაურის მოვალეობა, თვლიდა რა მის პოლიტიკურ შეხედულებებს მომავალი მონარქისთვის ზედმეტად ლიბერალურად.
ჩარლზის შვილი უილიამი შესაძლოა უფრო პოპულარული არჩევანი იყოს, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მისი მეუღლე ქეით მიდლტონიც გაიზიარებს ტახტს. მაგრამ თუ დაიწყება ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის თაობაზე ექსპერიმენტების ჩატარება, გაჩნდება კითხვა - რა საჭიროა საერთოდ მონარქის ტახტის შენარჩუნება?
დედოფალს სურს, სამეფო ხელისუფლება ისე გადასცეს მემკვიდრეს, რომ დარწმუნებული იყოს - მან გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და ნაწყენიც არავინ დაუტოვებია. მონარქიის კორპორაციის შორსმჭვრეტელი დირექტორის ბოლო გამოცდა ის იქნება, დარჩება თუ არა უინძორების ბრენდი ახლანდელივით რელევანტური მომდევნო 60 წლის მანძილზე.
ლორდთა პალატის რეფორმა
მეოცე საუკუნეში ლორდთა პალატაში რამდენიმე რეფორმა განხორციელდა. 1911 წელს პერებს თემთა პალატის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება წაართვეს. 1958 წელს პერად სიცოცხლის ბოლომდე არჩევა დაუშვეს, ქალებს კი პალატის წევრობის უფლება დართეს.
ლორდთა პალატის სერიოზული რეფორმის გეგმა იყო ლეიბორისტების 1997 წლის პროგრამის ნაწილი. ამის შემდეგ ლეიბორისტები ხელისუფლებაში ოთხი ვადით იყვნენ და რეფორმაც დაიწყეს, მაგრამ მისი ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს. 2009 წლიდან ლორდთა პალატას ჩამორთმეული აქვს უმაღლესი სასამართლო ორგანოს ფუნქცია - ამისთვის ლორდ-მოსამართლეთა უმაღლესი სასამართლო შეიქმნა. ეს ლეიბორისტების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევა.
მთავრობა ახლი რეფორმის პროექტის გატანას ცდილობს. ის ითვალისწინებს კომპაქტური ზედა პალატის შექმნას, რომელშიც ადგილების 80 პროცენტი არჩევითი იქნება. ადგილების რაოდენობა ლორდთა პალატაში 826-დან 450-მდე შემცირდება. აქამდე ლორდებს ან პოლიტიკური პარტიები ნიშნავდნენ, ან დამოუკიდებელი კომისია. ეს უკანასკნელი დეპუტატების 20 პროცენტს დანიშნავს - 90 ლორდს არაპარტიულ საფუძველზე. პოსტზე ყოფნის ვადა შეიზღუდება 15 წლით (ამჟამად სიცოცხლის ბოლომდე ინიშნებიან). ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსების რიცხვი, რომლებიც ავტომატურად ხდებიან ლორდთა პალატის წევრები, 26-დან 12-მდე შემცირდება. ლორდების და ბარონესების ტიტულები გაუქმდება. ლორდთა პალატის წევრები ლორდთა ტიტულებს მემკვიდრეობით ვეღარ გადასცემენ.
კონსერვატიული პარტიის მემარჯვენე ფრთა მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტის ზედა პალატა, რომელმაც კანონპროექტები უნდა მოიწონოს, არჩევითი იქნება, ამან შეიძლება შეასუსტოს თემთა პალატის საკანონმდებლო ფუნქციები, რომელიც უკვე დიდი ხანია მთლიანად არჩევითია.
ლიბერალ-დემოკრატები კი საარჩევნო ოლქების საზღვრების გადახედვის კანონის ჩაგდებით იმუქრებიან, თუ კონსერვატორები ზედა პალატის რეფორმას შეაფერხებენ. საარჩევნო ოლქების არსებული საზღვრები კონსერვატორებს წაგებიან ვითარებაში აყენებთ. პარტიის მომხრე ოლქები უფრო დიდი ზომისაა, ამიტომ ისინი საარჩევნო ხმებს კარგავენ.
![]() |
10 საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
საფრანგეთი 1998
ლაშა გოდუაძე
II ჯგუფის საბოლოო საბოლოო ცხრილი |
||||||
ინგლისი |
8 |
6 |
1 |
1 |
15:2 |
19 |
იტალია |
8 |
5 |
3 |
0 |
11:1 |
18 |
პოლონეთი |
8 |
3 |
1 |
4 |
10:12 |
10 |
საქართველო |
8 |
3 |
1 |
4 |
7:9 |
10 |
მოლდოვა |
8 |
0 |
0 |
8 |
2:21 |
0 |
ჩვენი გუნდი:
მეკარეები: ირაკლი ზოიძე - 5 (-9), ნიკა ტოგონიძე - 3 (0)
მცველები: კაბა ცბადაძე - 7 (1 გოლი), მურთაზ შელია - 6, ნუგზარ ლობჟანიძე - 6, გიორგი ჩიბრაძე - 5, გელა შეყილაძე - 3, კახა კალაძე - 3, დიმიტრი კუდინოვი - 1, მამუკა მაჭავარიანი - 1, ვალტერ გუჩუა - 1
ნახევარმცველები: თემურ ქეცბაია - 8 (1), გიორგი ქინქლაძე - 7 (1 ), გიორგი ნემსაძე - 7, გოჩა ჯამარაული - 6, კახი გოგიჩაიშვილი - 5, ლევან კობიაშვიღი - 5, გოგა გაბოკიძე - 3, გიორგი კიკნაძე - 3, გიორგი ღუდუშაური - 1, გელა ინალიშვილი - 1, რევაზ არველაძე - 1
თავდამსხმელები: შოთა არველაძე - 6 (2), არჩილ არველაძე - 6 (1), მიხეილ ყაველაშვილი - 4, გოჩა გოგრიჭიანი - 3, ზაზა ჯანაშია - 1, გიორგი დარასელია - 1
საქართველო-იტალია 0:0 მურთაზ შელია, გელა შეყილაძე და კრისტიან ვიერი
„მოლდოვას ძალიან გავამწარებთ - ექვსივე ქულას წავართმევთ! ინგლისთან შინ 3 ქულას ვგეგმავ. პოლონეთთანაც. იტალიასთან კი ფრედ ვითამაშებთ. ამას დაუმატეთ მინიმუმ ფრე პოლონეთში და 14 ქულა გამოდის. ეს ჩვენი მინიმუმია. მე, მურთაზ შელია ვამბობ, რომ მოვიდა ის დრო, წარმატებაზე ვიფიქროთ.“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ.
ჩვენი მთავარი საფეხბურთო გუნდი პირველად ჩაერთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, 1995 წლის დეკემბერს, პარიზის ლუვრში გამართულ წილისყრაზე კი მეტოქეებად პლანეტის ვიცეჩემპიონი იტალია, ინგლისი, პოლონეთი და მოლდოვა ერგო.
როგორ შეხვდა ალექსანდრე ჩივაძის გუნდი შესარჩევს? კარგადო, ნამდვილად ვერ ვიტყვით: 1996 წელი საქართეელომ კვიპროსში ამხანაგურის მოგებით კი დაიწყო (თბილისის დინამოელი კახა კალაძე პირველად გამოჩნდა ეროვნულში), მაგრამ იმ წელს ეს ნაკრების პირველი და ერთადერთი გამარჯვება გამოდგა - მომდევნო ამხანაგურმი ქართველები რუმინეთთან 0:5 განადგურდნენ, საბერძნეთში 1:2 დამარცხდნენ, იტალიასთან პირველი შესარჩევის წინ კი ნორვეგიას ესტუმრნენ და 0:1 წააგეს.
1996 წლის 9 ოქტომბერს ჩვენმა ეროვნულმა პირველად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი - პერუჯაში, რენატო კურიზე იტალიასთან 0:1 დამარცხდა. ფაბრიციო რავანელიმ 43-ე წუთზე შეაგდო - საჯარიმოში შელიას აჯობა და თავით გაუტანა ირაკლი ზოიძეს.
ინგლისი - საქართველო 2:0. ირაკლი ზოიძე, ალან შირერი და მურთაზ შელია
ქართველთა გუნდი, წაგებით, რატომღაც კმაყოფილი იყო, გიორგი ნემსაძემ კი გაზეთ სარბიელს უთხრა: „იტალიასთან გამართული მატჩი ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდის ისტორიაში - ჩვენ ხომ არაფერი დავუთმეთ მეტოქეს!“.
ზუსტად ერთ თვეში თბილისში გლენ ჰოდლის ინგლისის ნაკრები უნდა ჩამოსულიყო. საქართველო მოუთმენლად ელოდა ამ თამაშს: ყველა ბრიტანელთა სტუმრობაზე საუბრობდა და რაც უფრო ახლოვდებოდა მატჩი, მით უფრო იზრდებოდა ზეიმის მოლოდინი - კომპანია საველიჩმა ახალთახალი მერსედესი დააწესა ქართველთა პირველი გოლის ავტორისთვის; პრეზიდენტმა შევარდნაძემ თელასის ხელმძღვანელები დაიბარა და დიღმის საწვრთნელი ბაზის 24-საათიანი ელექტრომომარაგება დაავალა; ფეხბურთელთა უსაფრთხოებას ლამის მთელი შინაგანი ჯარი იცავდა...
ინგლისის ნაკრები 6 ნოემბერს გვეწვია და ავლაბარში, სასტუმრო მეტეხში დაბინავდა. ჰოდლმა ცოლის მცემელი პოლ გექსოინიც იახლა, არადა, მთელი ინგლისი გუნდიდან მის მოკვეთას ითხოვდა.
და რა ხდებოდა ამ დროს ჩვენთან? ყველა იმას ფიქრობდა, თუ როგორ გაეჩერებინათ სტივ მაკმანამანი, ჰოდლი კი ადგა და ლივერპულელი საერთოდ არ ათამაშა.
ეროვნული დღესასწაული, რომელსაც მთელი ქვეყანა ითხოვდა, არ შედგა - მეტოქემ ტედი შერინგემის და ლეს ფერდინანდის გოლებით 2:0 გაიმარჯვა. მეორე დღეს ქართულმა პრესამ ალექსანდრე ჩივაძის გადადგომა მოითხოვა, სამშობლოში დაბრუნებულმა სტივ მაკმანამანმა კი გაზეთ თაიმსში, ძალიან საინტერესო საავტორო სვეტში დაწერა: „საქართველოში ყველაზე შემზარავი ის იყო, რომ იქ ყველაფერი ნაცრისფერია: ცაც, შენობებიც და ტანსაცმელიც, იქაურებს რომ აცვიათ...“
წლის ბოლოს ჩივაძემ არნახულ ზეწოლას ვერ გაუძლო და გუნდი დატოვა.
„ჩათვალეთ, რომ გოგრიჭიანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა - როცა შევცვალე, უკმაყოფილება გამოხატა, ეს კი ჩემთვის მიუღებელია!“ - ეს სიტყვები ეროვნულის ახალმა მწვრთნელმა დავით ყიფიანმა 1997 წლის 30 აპრილს, ლონდონის უემბლის საკონფერენციო დარბაზში წარმოთქვა. გოგრიჭიანმა 33-ე წუთზე მაჭავარიანი შეცვალა, 77-ე წუთზე კი მის ნაცვლად არჩილ არველაძე შევიდა მინდორზე.
საქართველო ინგლისთან ისევ 0:2 დამარცხდა - ჯერ შერინგემმა გაუტანა ზოიძეს, მერე კი ალან შირერმა.
7 ივნისს საქართველომ მსოფლიოს შესარჩევში პირველად მოიგო: ბათუმში შოთა არველაძის და გიორგი ქინქლაძის გოლებით მოლდოვას აჯობა - 2:0. მატჩს აიაქსის მთავარი მწვრთნელი მორტენ ოლსენიც დაესწრო, ივნისის ბოლოს კი შოთა არველაძემ ჰოლანდიური გრანდის მაისური მოირგო...
მოლდოვასთან გამარჯვების შემდეგ ჩვენი გუნდი პოლონეთში განადგურდა: შოთას გოლით კი იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ოთხი ბურთი შეაგდეს - 1:4. შინ დაბრუნების შემდეგ სფფ-ის ვიცეპრეზიდენტმა ნოდარ ანდრიაძემ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, თვითმფრინავში ბიჭები დათვრნენ და ბორტგამცილებლებს შეურაცხყოფა მიაყენესო. ანდრიაძემ ბუნტისთავებიც დაასახელა: კაპიტანი კახა ცხადაძე, გიორგი ნემსაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გოჩა ჯამარაული. ფეხბურთელებმა ბრალდებას ოფიციალური განცხადებით უპასუხეს, რამდენიმე დღეში კი ნოდარ ანდრიაძემ Reuters-ის გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ უარყო - გვარები არ დამისახელებიაო...
სექტემბრის დასაწყისში თბილისს იტალია ეწვია. სკუადრა აძურას იმ დროს ახალი მწვრთნელი ჰყავდა - ჩეზარე მალდინი. 10 სექტემბერს, ეროვნულზე მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. კარგად ითამაშა დებიუტანტმა მეკარემ, ბათუმელმა ნიკა ტოგონიძემ - ბოლო წუთებში რამდენიმე ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია.
„საქართველომ კარგი სამსახური გაგვიწია - თბილისის 0:0-ის ამბავი რომ გაიგეს, ფეხბურთელებს ხასიათი გამოუკეთდათ“, - ეს ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის გლენ ჰოდლის სიტყვებია. იმავე დღეს მისმა გუნდმა მოლდოვა 4:0 გაანადგურა და ჯგუფში იტალიას გადაასწრო.
24 სექტემბერს ჩვენებმა ქეცბაიას ერთადერთი გოლით კიშინიოვში მოლდოვას სძლიეს, 11 ოქტომბერს კი საკვალიფიკაციო ტურნირი თბილისში, პოლონეთთან 3:0 გამარჯვებით დაასრულეს: არჩილ არველაძემ, ცხადაძემ და ქეცბაიამ მეორე ტაიმში გაიტანეს გოლები. საქართველოს კიდევ ერთი ბურთი რომ გაეტანა, პოლონეთს მესამე ადგილს წაართმევდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
დავით ყიფიანმა მატჩის წინა დღეს განაცხადა, რომ შედეგის მიუხედავად, ეროვნულს დატოვებდა.
მომდევნო შესარჩევი - ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო, ჩვენმა გუნდმა თბილისის დინამოს კიდევ ერთი ექსვარსკვლავის, ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით დაიწყო...
კორეა-იაპონია2002
VIII ჯგუფის საბოლოო საბოლოო ცხრილი |
||||||
იტალია |
8 |
6 |
2 |
0 |
16:3 |
20 |
რუმინეთი |
8 |
5 |
1 |
2 |
10:7 |
16 |
საქართველო |
8 |
3 |
1 |
4 |
12:12 |
10 |
უნგრეთი |
8 |
2 |
2 |
4 |
14:13 |
8 |
ლიტვა |
8 |
0 |
2 |
6 |
3:20 |
2 |
ჩვენიგუნდი:
მეკარეები: დავით გვარამაძე 6 (6), ირაკლი ზოიძე 2 (6)
მცველები: ზურაბ ხიზანიშვილი 8, კახა კალაძე 8, ლევან სილაგაძე 4, ედიკ საჯაია 3, რევაზ ქემოკლიძე 2, ვალერი აბრამიძე 2, სევასტი თოდუა 1
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი 8 (1 გოლი), გიორგი ქინქლაძე 7 (1), გიორგი ნემსაძე 7, ალექსანდრე რეხვიაშვილი 7, თემურ ქეცბაია 6 (2),გოჩა ჯამარაული 4 (1), ზურაბ მენთეშაშვილი 3, ლევან ცქიტიშვილი 3, ლადო ბურდული 2, გოგა გახოკიძე 1 (1)
თავდამსხმელები: მიხეილ ყაველაშვილი 8, შოთა არველაძე 5 (1), ალექსანდრე იაშვილი 4 (4), არჩილ არველაძე 4 (1), გიორგი დემეტრაძე 4, რატი ალექსიძე 2, ზაზა ჯანაშია 1
იტალია - საქართველო 2:0. თემურ ქეცბაია და ფრანჩესკო ტოტი
მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილის ყრას ტოკიოს ტაკანავა პრინც ოტელმა უმასპინძლა, ცერემონიალზე დასასწრებად კი ამომავალი მზის ქვეყანას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ და გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩოლარიამ მიაშურეს.
უსუსტესთა შორის განთესილი ჩვენი ეროვნული მერვე ჯგუფში მოხვდა რუმინეთთან, იტალიასთან, ლიტვასთან და უნგრეთთან.
„ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს - მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა მოვხვდეთ. სულერთია, პირველ ადგილს დავიკავებთ თუ მეორეს, მთავარი კორეა-იაპონიაა!“ - განაცხადა ჩოლარიამ.
იმ დროს საქართველოს ნაკრები უმწვრთნელოდ იყო: ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპის წასვლის შემდეგ მხოლოდ რევაზ ძოძუაშვილის და გაიოზ დარსაძის კანდიდატურები გაიხილებოდა...
2000 წლის 7 ოქტომბერს საქართველომ საკვალიფიკაციო ტურნირი ბრწყინვალედ დაიწყო: კაუნასში ლიტვა 4:0 დაამარცხა! ეს იყო ჩვენი გუნდის ყველაზე შთამბეჭდავი საგარეო გამარჯვება ოფიციალურ მატჩში და ამ წარმატებას ნაკრებმა რევაზ ძოძუაშვილის და დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მიაღწია - სფფ-მ ქვეყნის მთავარი გუნდი ერთბაშად ორ მწვრთნელს ანდო.
„ქართველებმა ლიტველებს გაკვეთილი ჩაუტარეს“ - ამ სათაურით გამოქვეყნდა წერილი LietuvosRytas-ში.
ბალტიისპირეთიდან ნაკრებმა ულამაზეს ანკონას მიაშურა - საქართველოს ევროპის ვიცეჩემპიონი იტალია ელოდა. სკუადრა აძურასთან ჩატარებული პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი ალესანდრო დელ პიერომ ორჯერ ზუსტად დაარტყა პენალტი - 0:2.
მეორე დღეს გაზეთი Tuttosport წერდა: „ ჯოვანი ტრაპატონი კმაყოფილია, ფრანჩესკო ტოლდო - ბრწყინვალე, ალესანდრო დელ პიერო კი არავის პატიობს - მისი პენალტები გადამწყვეტი აღმოჩნდა! პაოლო მალდინის და ფილიპო ინძაგის არყოფნაში იტალიამ მძიმე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო საქართველოს გუნდი რთულ პირობებში იზრდება და ძლიერდება. მან ყოველგვარი კომპლექსის გარეშე ითამაშა, რაც ჩვენთან მატჩებში აღმოსავლეთევროპელებს არ სჩვევიათ“.
იტალია - საქართველო 2:0. ალექს დელ პიერო და დავით გვარამაძე
ფოტო: REUTERS ©
მომდევნო შესარჩევი თამაში ჩვენს გუნდს 2001 წლის მარტში, შინ რუმინეთთან ელოდა.
რუმინეთი - საქართველო 1:1. ალექსანდრე იაშვილმა ანგარიში გახსნა
ფოტო: REUTERS ©
ლიტვა-იტალიაში მოპოვებული სამი ქულიდან და გაზაფხულზე რუმინელთა ცუდი ფორმიდან გამომდინარე, თბილისურ მატჩს ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. სფფ-მ ნაკრებს გერმანიაში, დაბა ჰენეფში ერთკვირიანი შეკრება მოუწყო - საქართველომ საწვრთნელ მატჩში კიოლნი დაამარცხა; გამარჯვებისთვის პრემიაც დაწესდა - 300 ათასი ლარი!; მაკა ასათიანის სამოდელო სახლმა კი გუნდს ოფიციალური სამოსი შეუკერა - რუმინეთთან თამაშისთვის ფეხბურთელები სტადიონზე რუხ კოსტიუმებში მივიდნენ. ასეთი რამ ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდა!
მიუხედავად ყველაფრისა, 28 მარტს ქართველთა გუნდი, ვინ მოთვლის მერამდენედ, კვლავ შერცხვა: საზიზღრად ითამაშა და 0:2 წააგო.
მეორე დღეს ეროვნულს გოჩა ჯამარაული განუდგა - მწვრთნელებმა მის ნაცვლად ძირითადში ტრავმამოშუშებული გიორგი ქინქლაძე გაამწესეს. საგაზეთო ინტერვიუში ჯამარაულმა თქვა: „არც ლიტვასთან მათამაშეს ძირითად შემადგენლობაში და არც იტალიასთან. ვერ გავიგე რას მერჩიან. მიზეზსაც არ მეუბნებიან! სამ ოფიციალურ მატჩში წუთიც არ მათამაშეს და რა აზრი აქვს ნაკრებში ჩემს გამოძახებას?“.
წლების შემდეგ რევაზ ძოძუაშვილმა ამ მარცხთან დაკავშირებით გაზეთ ოლიმპს უთხრა: „... ისე მოხდა, რომ რუმინეთთან წაგება მე და ცხონებულ დათო ყიფიანს დაგვაბრალეს, რაღაცები ვერ გათვალეს, გუნდი ცუდად მოამზადესო. მას შემდეგ ძალიან ბევრი დრო გავიდა და ახლა უკვე შეიძლება ამაზე საუბარი: მერაბ ჟორდანიასთან ერთად იმ სამი კაცის ხელიც ერია ამ მატჩის საბოლოო შედეგში, რომლებიც მოგვიანებით დაიჭირეს - ყველამ იცის ვინ იყვნენ ისინი და მათ გვარებს არ გავიმეორებ! რუმინეთთან თამაში წააგო ქართულმა მაფიამ, რომელთანაც ბრძოლა ძალიან რთული იყო. პირდაპირ გეუბნებით: ის თამაში წააგო მერაბ ჟორდანიამ!“. რევაზძოძუაშვილსამინტერვიუშიჟორდანიასგარდასხვაარავინდაუსახელებია...
„ჩვენ ყველანი სასოწარკვეთილნი ვართ. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ბატონი პრეზიდენტი (ედუარდ შევარდნაძე) ყოველდღე მუშაობს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კეთილად დასრულდება“, - თქვა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ 2001 წლის მაისის მიწურულს, იტალიასთან თბილისური მატჩის წინ. იმ დღეებში კახა კალაძის ძმა, ლევანი გაიტაცეს და ოჯახს გამოსასყიდი მოსთხოვეს. კახა რამდენიმე თვის გადასული იყო მილანში...
კალაძეების ოჯახის ტრაგედია იმ დროისთვის ჩვენი ფეხბურთის ერთადერთი პრობლემა არ იყო:
ჯამარაულთან ერთად ნაკრებში თამაში იუარა ალექსანდრე იაშვილმა...
შეკრებაზე კვლავ არ ჩამოვიდა ზაზა ჯანაშია...
აიაქსის ფინანსური დარღვევების გამო ამსტერდამში დროებით დააკავეს შოთა არველაძე...
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ბილეთები მოიპარეს და სახელდახელოდ დაბეჭდილ პროგრამა-ბილეთებს სფფ-ში პოლიციის საგანგებო დანიშნულების რაზმი იცავდა თემურ მღებრიშვილის მეთაურობით...
ამას რაც მოჰყვა, გეხსომებათ: 2 ივნისს იტალიამ თბილისში 2:1 მოიგო, 6 ივნისს კი ჩვენი გუნდი უნგრეთში 1:4 განადგურდა.
რამდენიმე დღეში სფფ-მ მწვრთნელები დაითხოვა.
შემოდგომით, დარჩენილ სამ მატჩში ეროვნულს ალექსანდრე ჩივაძემ უხელმძღვანელა. მან გუნდში ჯამარაულიც დააბრუნა და იაშვილიც, ამ უკანასკნელმა კი თბილისში ლიტვას ორი გოლი გაუტანა. მისი პირველი ზუსტი დარტყმა ჩვენი გუნდის ისტორიაში საიუბილეო, მეასე გოლი გამოდგა! ლიტველებამდე ოთხი დღით ადრე, 1 სექტემბერს, ქართველებმა ლოკომოტივზე უნგრეთი 3:1 დაამარცხეს.
17 სექტემბერს საქართველომ დათოყიფიანი დაკარგა: ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი ათიანი თბილისთან ახლოს, ავტოავარიაში დაიღუპა...
საკვალიფიკაციო ტურნირი ეროვნულმა ბუქარესტში, რუმინეთთან 1:1-ით დაასრულა.
ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც ზაფხულში წლის ბოლომდე დაინიშნა ნაკრების თავკაცად, გუნდში დარჩა - ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო საქართველომ მასთან ერთად დაიწყო...
გერმანია 2006
VIII ჯგუფის საბოლოო საბოლოო ცხრილი |
||||||
უკრაინა |
12 |
7 |
4 |
1 |
18:7 |
25 |
თურქეთი |
12 |
6 |
6 |
6 |
23:9 |
23 |
დანია |
12 |
6 |
4 |
2 |
24:12 |
22 |
საბერძნეთი |
12 |
6 |
3 |
3 |
15:9 |
21 |
ალბანეთი |
12 |
4 |
1 |
7 |
11:20 |
13 |
საქართველო |
12 |
2 |
4 |
6 |
14:25 |
10 |
ყაზახეთი |
12 |
0 |
1 |
11 |
6:29 |
1 |
ჩვენი გუნდი:
მეკარეები: აკაკი დევაძე 5 (6), გიორგი ლომაია 5 (15), ნუკრი რევიშვილი 2 (1), ზვიად სტურუა 1 (3)
მცველები: კახა კალაძე 11, ზურაბ ხიზანიშვილი 9, კახა მჟავანაძე 8, ლაშა სალუქვაძე 7, ოთარ ხიზანეიშვილი 6, ალექსანდრე რეხვიაშვილი 2, ალექსანდრე ამისულაშვილი 1 (1 გოლი), ლევან მაღრაძე 1, გივი კვარაცხელია 1
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი 11 (1 გოლი), მალხაზ ასათიანი 10 (3), ლევან ცქიტიშვილი 9, დავით კვირკველია 5, ჯაბა კანკავა 5, გოგიტა გოგუა 5, დავით მუჯირი 5, გიორგი განუგრავა 4, ლადო ბურდული 3 (1), გოგა გახოკიძე 3 (1), გოჩა ჯამარაული 3, ზურაბ მენთეშაშვილი 3, დავით ოდიკაძე 3, მამია ჯიქია 1, ვიტალი დარასელია 1, კახა ალადაშვილი 1
თავდამსხმელები: გიორგი დემეტრაძე 10 (5), ალექსანდრე იაშვილი 6 (2), შოთა არველაძე 5, მიხეილ აშვეთია 3, ლაშა ჯაკობია 2, რატი წინამძღვრიშვილი 2, მიხეილ ბობოხიძე 1, ბექა გოცირიძე 1
საქართველო - დანია 2:2. ზურაბ ხიზანიშვილი, იონ დალ ტომასონი და ოთარ ხიზანეიშვილი
2003 წლის 5 დეკემბერს, ფრანკფურტში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა გაიმართა. ჩვენს გუნდს კორეა-იაპონია 2002-ის მესამეადგილოსანი თურქეთი, დანია, კონტინენტის მომავალი ჩემპიონი საბერძნეთი, უკრაინა, ალბანეთი და ევროპის საფეხბურთო ოჯახის ახალი წევრი, ყაზახეთი ერგო.
ცერემონიალს მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ვალერი ჩოლარია დაესწრო, რომელმაც განაცხადა: „ფავორიტად თურქეთი, დანია და უკრაინა მიმაჩნია. ფინანსურად არცთუ მომგებიანი ჯგუფია - ტელეტრანსლაციებში ყველაზე დიდ თანხას ინგლისი, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი იხდიან, ისინი კი ჩვენთან არ მოხვდნენ. რაც შეეხება მერაბ ჟორდანიას, ის ახლა მიშელ პლატინის ხვდება - ჩვენი გუნდის მომავალ მწვრთნელზე ესაუბრება“.
იმ დროისთვის ეროვნულს ჯერ კიდევ არ ჰყავდა თავკაცი: 2003 წელი გუნდმა ფედერაციის პრეზიდენტის, ჟორდანიას ხელმძღვანელობით ჩაამთავრა.
თურქეთის და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა ჭირვეულობის გამო, მონაწილენი კალენდარზე ვერ შეთანხმდნენ და საბოლოოდ განრიგი ფიფაში დამტკიცდა.
ეროვნული ნაკრები ტრაბზონში თურქეთთან პირველი შეხვედრის ჩასატარებლად 2 სექტემბერს გაემგზავრა. მასპინძლები არ მალავდნენ, რომ მინიმუმ სამი ბურთით მოგება სურდათ. 4 სექტემბერს თურქეთმა და საქართველომ ქულები გაიყვეს - ფათიხ თექეს გოლი 81-ე წუთზე მალხაზ ასათიანმა თავური დარტყმით გაქვითა - 1:1. ჩვენი გუნდის ახალი მწვრთნელი, ევრო 84-ის ტრიუმფატორი ალენჟირესი ძალიან გახარებული იყო.
ოთხ დღეში მისმა გუნდმა პირველად გაიმარჯვა: მიხეილ მესხზე ალბანეთი ალექსანდრე იაშვილის და გიორგი დემეტრაძის გოლებით 2:0 დაამარცხა.
მომდევნო ოფიციალური მატჩი საქართველომ კიევში უკრაინასთან 0:2 წააგო, 17 ნოემბერს კი თბილისში დანიას უმასპინძლა - ფრე 2:2. ჩვენი გუნდი ორჯერ აგებდა, თუმცა ქულის მოპოვება შეძლო. მეორე ბურთი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა გაიტანა.
„შოთა არველაძემ ძირითადში რომ არ ითამაშა, არც გამკვირვებია. რატომ? ერთი კვირით ადრე ტელეფონით ველაპარაკე და გავაფრთხილე, თუ 90 წუთს ითამაშებ, მოგკლავ მეთქი“, - დანიელთა თავკაცმა მორტენ ოლსენმა, ვინც შოთას მწვრთნელი იყო აიაქსში, ჟურნალისტებთან შეხვედრა ხუმრობით დაასრულა.
26 და 30 მარტს ალენჟირესის გუნდი მიხეილ მესხზე ჯერ საბერძნეთთან შერცხვა 1:3, მერე კი თურქეთთან 2:5 განადგურდა. 4 ივნისს საქართველო ალბანეთში 2:3 დამარცხდა - 85-ე წუთამდე ჩვენი გუნდი სამი ბურთით აგებდა.
საქართველო - საბერძნეთი 1:3. შოთა არველაძე და თეოდოროს ზაგორაკისი
ფოტო: ლაშა გოდუაძის არქივი ©
ალბანეთთან მატჩი ჟირესისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკანასკნელი გამოდგა: ფეხბურთის ფედერაციის სათავეში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მისულმა უმცროსმა ნოდარ ახალკაცმა ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტი გაწყვიტა.
2005 წლის 17 აგვისტოს, ყაზახეთში, ალმათის ცენტრალურ სტადიონზე მასპინძლებთან სათამაშოდ ჩვენი გუნდი გაიყვანა გაიოზ დარსაძემ, რომელმაც თამაშის წინ თქვა: „ჩვენი მიზანი ნაკრებისთვის სამომავლო საფუძვლის ჩაყრაა სპორტი და ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ამიტომ მოვიწვიეთ. რაც შეეხება შოთა არველაძის არყოფნას, ამ ეტაპზე მისი დახმარება საჭიროდ არ ჩავთვალეთ“.
დარსაძის საქართველო ყაზახეთიდან 2:1-ით და 3 ქულით დაბრუნდა, 3 სექტემბერს, ეროვნულ სტადიონზე უკრაინასთან უმაყურებლო თამაშში კი ქულა 89-ე წუთზე მოიპოვა გოგა გახოკიძის ბრწყინვალე გოლით. ფიფამ სფფ-ს თამაშის დახურულ კარს მიღმა გამართვა თურქეთთან გულშემატკივრობის უსაქციელობის გამო დაავალა.
უკრაინის მერე კოშმარის დრო დადგა: ჩვენი გუნდი დანიაში იმედიანად ჩავიდა, მაგრამ სკანდინავიიდან განადგურებულიდაბრუნდა - 1:6! ეს იყო საქართველოს ნაკრების ყველაზე მწარე მარცხი ოფიციალურ მატჩებში.
„ვიკინგებმა ქართველები რქებზე წამოიცვეს“ - ასე დაასათაურა თამაშის მიმოხილვა სარბიელმა.
კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო
ფოტო: ლაშა გოდუაძის არქივი ©
სამ დღეში, 10 სექტემბერს, ნაკრები ალექსანდრე იაშვილმა დატოვა, რომელმაც საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა: „გაიოზ დარსაძემ მითხრა, უკრაინასთან არ დაგაყენებ და რაც უნდა მოხდეს, დანიასთანაც სკამზე იჯდებიო. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, ასეთი რამე მოვითმინო?!“ იაშვილს დარსაძის ნაკრებში აღარ უთამაშია.
„ახლა უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე - ამ შეკრებაზე არ ჩამოვალ. ნოდარ ახალკაცმა დამირეკა და შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ნაკრებში არ ვითამაშებ. შესარჩევი დასრულდება და გაირკვევა, თუ ვინ უხელმძღვანელებს გუნდს. სწორედ იმ მწვრთნელმა გადაწყვიტოს ჩემი საკითხი“, - დარსაძის მიწვევის მიუხედავად, შოთა არველაძემ ყაზახეთთან და საბერძნეთთან თამაში იუარა.
იაშვილის და არველაძის არყოფნა ჩვენს გუნდს აშკარად დაეტყო, ყველაფერი კი სამარცხვინო შედეგით დასრულდა - 0:0 - ყაზახეთმა, რომელმაც მანამდე ათივე ოფიციალური თამაში წააგო და თან 27 გოლი გაუშვა, თბილისში საქართველოს გოლი არ გაატანინა და ისტორიული ქულა მოიპოვა. ეს მატჩიც უმაყურებლოდ ჩატარდა - ფიფას ორმატჩიანი სასჯელი ამით ამოიწურა.
12 ოქტომბერს ეროვნული საბერძნეთში დამარცხდა - ოტო რეჰაგელის ევროპის ჩემპიონებმა პაპადოპულოსის ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს.
„საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბების პროცესშია და ამიტომ ვაკეთებთ აქცენტს ახალგაზრდებზე. მიმაჩნია, რომ ისინი პროგრესირებენ და ჩემი აზრით, ნაკრების თამაშიც უკეთესი ხდება“, - განაცხადა დარსაძემ ათენში, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
ზუსტად ერთ თვეში, 12 ნოემბერს, მისი გუნდი სოფიაში, ვასილი ლევსკიზე ბულგარეთთან ამხანაგურში 2:6 განადგურდა.
2006 წელი საქართველომ გერმანელი სპეციალისტის კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით დაიწყო.
სამხრეთ აფრიკა 2010
VIII ჯგუფის საბოლოო საბოლოო ცხრილი |
||||||
იტალია |
10 |
7 |
3 |
0 |
18:7 |
24 |
ირლანდია |
10 |
4 |
6 |
0 |
12:8 |
18 |
ბულგარეთი |
10 |
3 |
5 |
2 |
17:13 |
14 |
კვიპროსი |
10 |
2 |
3 |
5 |
14:16 |
9 |
მონტენეგრო |
10 |
1 |
6 |
3 |
9:14 |
9 |
საქართველო |
10 |
0 |
3 |
7 |
7:19 |
3 |
ყაზახეთი |
12 |
0 |
1 |
11 |
6:29 |
1 |
ჩვენი გუნდი:
მეკარეები: გიორგი ლომაია 8 (12), გიორგი ლორია 2 (4), ზურაბ მამალაძე 1 (3)
მცველები: უჩა ლობჟანიძე 9, ზურაბ ხიზანიშვილი 7, კახა კალაძე 6, ლაშა სალუქვაძე 4, გიორგი შაშიაშვილი 4, ალექსანდრე კვახაძე 3, ამირან სანაია 3, დავით კვირკველია 3, გურამ კაშია 1, ზაალ ელიავა 1, გიორგი ფოფხაძე 1, მალხაზ ასათიანი 1
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი 9 (3 გოლი), ლუკა რაზმაძე 7, დავით ოდიკაძე 7, ლევან ხმალაძე 6, ლევან ყენია 5 (1), ზურაბ მენთეშაშვილი 5, გიორგი მერებაშვილი 5, ლევან ცქიტიშვილი 1, ირაკლი კლიმიაშვილი 1, ჯაბა ლიპარტია 1
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი 9 (1), დავით სირაძე 6, ბექა გოცირიძე 5, ლევან მჭედლიძე 5, ლადო დვალიშვილი 3 (2), რატი ალექსიძე 3, ნიკა გელაშვილი 1, მათე ვაწაძე 1
საქართველო - იტალია 0:2. ლადო დვალიშვილი და ფაბიო კანავარო
ფოტო: ლაშა გოდუაძის არქივი ©
2004 წელს ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად პირველად დაასახელა აფრიკის ქვეყანა: ეს პატივი სამხრეთ აფრიკას ერგო.
2007 წლის 25 ნოემბერს, ქალაქ დურბანში საკვალიფიკაციოს წილისყრა შედგა: საქართველო მერვე ჯგუფში მოხვდა იტალიასთან, ირლანდიასთან, ბულგარეთთან, კვიპროსთან და საერთაშორისო ტურნირების დებიუტანტთან, მონტენეგროსთან.
ჩვენი გუნდის კაპიტანმა კახა კალაძემ თქვა: „ჯგუფზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი - თამაში და გამარჯვება ყველასთან შეიძლება, ერთადერთი, იტალიელებთან გაგვიჭირდება. ვფიქრობ, მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ - მთავარია, ფეხბურთელები იყვნენ ჯანმრთელად“.
დურბანში გამართულ ცერემონიალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი უმცროსი ეროვნულის გერმანელ მწვრთნელთან, კლაუს ტოპმიოლერთან ერთდ დაესწრო, მაგრამ საკვალიფიკაციო თამაშები ჩვენმა გუნდმა არგენტინელის პეციალისტის, ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით დაიწყო. სფფ-მ ტოპმიოლერი 2008 წლის გაზაფხულზე, ამხანაგურ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიასთან 1:4 განადგურების შემდეგ დაითხოვა. ბრიტანელებთან წაგებას თბილისში, ლატვიასთან 1:3 მარცხი უძღოდა წინ. მაისში, ესტონეთთან და პორტუგალიასთან საწვრთნელ თამაშებში, გუნდს უხელმძღვანელა ტოპმიოლერის ყოფილმა თანაშემწემ პეტარ სეგრტმა, რომელიც დაახლოებით თვენახევარში კუპერმა შეცვალა.
ჩვენი ჯგუფის კალენდარი 2008 წლის იანვარში დადგინდა - საქართველო ირლანდიასთან საშინაო მატჩით იწყებდა ტურნირს, თუმცა აგვისტოში რუსეთის აგრესიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ფიფამ მიიჩნია, რომ საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში ოფიციალური მატჩის უსაფრთხოდ გამართვის გარანტია არ არსებობდა და სფფ-ს მატჩის ნეიტრალურ ქვეყანაში ორგანიზება მოსთხოვა. თავდაპირველად ტრაბზონის, შემდეგ კი კარლსრუეს ვარიანტები განიხილებოდა, საბოლოოდ კი სამხრეთ აფრიკა 2010-ის პირველ შესარჩევს გერმანიის ქალაქ მაინცის ბრუხვეგშტადიონმა უმასპინძლა.
კუპერის საქართველომ ამ თამაშამდე ამხანაგურში იმარჯვა - კარდიფში უელსს 2:1 სძლია, თუმცა 6 სექტემბერს, მაინცში, ირლანდიასთან ზუსტად ამავე ანგარიშით წააგო.
10 სექტემბერს ჩვენი გუნდი უდინეში, ფრიულიზე სკუადრა აძურასთან 0:2 დამარცხდა - დანიელე დე როსიმ ორჯერ გაუტანა გიორგი ლორიას.
საქართველო - იტალია 0:2. კაპიტნები კახა კალაძე და ფაბიო კანავარო
ფოტო: ლაშა გოდუაძის არქივი ©
თამაშის მეორე დღეს გაირკვა, რომ ეროვნულის მწვრთნელსა და ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, მალხაზ ასათიანს შორის განხეთქილება მოხდა არგენტინელმა მოთამაშე ჯერ კიდევ მაინცში გაუშვა გუნდიდან. ასათიანს იმ საკვალიფიკაციოში აღარ უთამაშია, კუპერმა კი განაცხადა, რომ ფეხბურთელმა ნაკრებში დარჩენას და ვარჯიშს კლუბში დაბრუნება არჩია...
11 ოქტომბერს საქართველომ თბილისში კვიპროსს უმასპინძლა, ამ თამაშს კი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერიც დაესწრო. მან სფფ-ს პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი ფიფას ორდენით უკვდავყო - ჯილდო კვიპროსთან მატჩის წინ მის შვილს, უმცროს ნოდარ ახალკაცს გადასცა.
თამაში ფრედ 1:1 დასრულდა, 52-ე წუთზე კი გიორგი ლომაიამ მიხალის კონსტანტინუს პენალტი მოიგერია.
ოთხ დღეში თბილისს ბულგარეთი ეწვია. ეს იყო ჩვენი გუნდის საუკეთესო მატჩი ამ შესარჩევში და, ზოგადად, კუპერის მოღვაწეობის წლებში. დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქართველებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს - ფრე 0:0. მეორე დღეს გაზეთმა სარბიელმა თამაშის მიმოხილვა ასე დაასათაურა: „დღეს საქართველო გოლდაწყვეტილია“.
2009 წელს ჩვენმა გუნდმა 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა და მხოლოდ ქულა მოიპოვა - 1 აპრილს შინ მონტენეგროსთან. ბალკანელებთან დაპირისპირებამდე ირლანდიასთან და კვიპროსთან ერთნაირი ანგარიშით - 1:2 წაგება იყო.
დიმიტარ ბერბატოვი და ლევან კობიაშვილი
ფოტო: ლაშა გოდუაძის არქივი ©
11 თებერვალს, დუბლინში, საქართველო ალექსანდრე იაშვილის პირველ წუთზე შეგდებული გოლით იგებდა, მაგრამ 73-ე წუთზე ფინელმა არბიტრმა ჰიიტიამ ლომაიას კარში უსამართლოდ დანიშნა პენალტი. მასპინძელთა კაპიტანმა რობი კინმა შანსი ხელიდან არ გაუშვა, რამდენიმე წუთში კი გადამწყვეტი ბურთიც შეაგდო - 1:2.
5 სექტემბერს იტალიის ნაკრები კიდევ ერთხელ ესტუმრა თბილისს. ამჯერად გუნდს მარჩელო ლიპი ჩამოუძღვა.
თამაში, რომელშიც საქართველომ არაფერი დაუთმო იტალიას, სტუმართა 2:0 გამარჯვებით და გუნდის კაპიტნის, კალაძის ორი ავტოგოლით დასრულდა. რამდენიმე საათში ჩვენი გუნდისთავის ოფიციალური განცხადება გავრცელდა: „ნაკრებმა ეს მატჩი ჩინებულად ჩაატარა, ფეხბურთელებმა თავდადებით ითამაშეს, ყველამ სული და გული ჩადო ამ მატჩში, მაგრამ... სამწუხაროდ, ჩემი შეცდომების გამო ორი გოლი გავუშვით. ძალიან ვწუხვარ და გულწრფელად ბოდიშს ვუხდი მთელ გუნდს, ქართველ გულშემატკივრებს და საქართველოს“.
„ძალიან ვწუხვარ კალაძის გამო. ვიცი, რას ნიშნავს, როცა გოლი შენ გამო გადის“, - ეს უკვე მსოფლიოს ჩემპიონთა კაპიტნის, ფაბიო კანავაროს სიტყვებია.
10 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები პოდგორიცაში, მონტენეგროსთან დამარცხდა. ბალკანელებმა პირველად მოიგეს ოფიციალური მატჩი.
14 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა შესარჩევი სამარცხვინოდ დაასრულა: სოფიაში, ვასილი ლევსკიზე ბულგარეთთან პირველი ტაიმი 1:5, თამაში კი 2:6 წააგო. დიმიტარ ბერბატოვმა 29 წუთში შეასრულა ჰეთ-თრიქი. ჩვენამდე ბულგარელები კვიპროსმა 4:1 დაამარცხა...
იმ დროს, როცა ექტორ რაულ კუპერის გუნდი მონტენეგროსთან და ბულგარეთთან ოფიციალური თამაშებისთვის ემზადებოდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავდა - ზვიად სიჭინავა არ მალავდა, რომ კუპერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის განმავლობაში ყველაზე ცუდი საკვალიფიკაციო ციკლი ბოლო ადგილზე დაასრულა, ყველაზე ნაკლები - 3 ქულა დააგროვა და, რაც მთავარია, ერთი თამაშიც ვერ მოიგო.
კუპერმა საქართველო, ცხადია, დატოვა, ეროვნული კი 2010 წლის დასაწყისში თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა. ის ნაკრების პირველი ქართველი დამრიგებელი გახდა 2005 წლის შემდეგ.
![]() |
11 ნათელა გრიგალაშვილი - შაბათ-კვირის ფოტოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
ფოტოპროექტი|კულტურა
სალომე კიკალეიშვილი
ჯავახეთი
კახეთი
ეს ყველაფერი დიდი ხნის, ხუთი თუ ექვსი წლის წინ მითხრა. თოვლით დაფარულ, თითქმის უკაცრიელ სოფელში ვიყავით - თაგვეთში. ძალიან ციოდა და მოყინულ გზაზე, ხელის სავსავით დავდიოდით. გზადაგზა ჩერდებოდა, ფოტოებს უღებდა ძველ, უპატრონოდ დარჩენილ სახლებს და ზურგზე შეშამოკიდებულ მოხუცებს. ბავშვობის სახლს მაჩვენებდა, ხატვაზე მიყვებოდა და მელაზე, რომელიც ყოველ ღამეს, გორაკზე გადმოდგებოდა და გულისგამაწვრილებლად კიოდა ხოლმე. „ჩემი ოცნებაც ეგარის, - მითხრა მაშინ, - მინდა ერთ დღეს ისევ დავბრუნდე ჩემს ძველ, ხის სახლში და გამსვლელი ფოტოგრაფი ანუ, როგორც ადრე ეძახდნენ, „ვიეზდნიკი“ ვიყო; კამერით ხელში, კარდაკარ რომ დადიოდა სოფლებში და დღესასწაულებზე ფოტოებს უღებდა ხალხს. მინდა ავიღო ფოტოაპარატი და მთელი საქართველო შემოვიარო. ყოველ კუთხეში ჩავიდე, ცოტა ხნით ვიცხოვრო და გადავიღო“.
მეგონა, ფერი შეამსუბუქებდა მის შავ-თეთრ, შეუნიღბავ და ზოგჯერ უხეშ სინამდვილეს. შევცდი.
ამ ფოტოპროექტში, ნათელა გრიგალაშვილის შაბათ-კვირის ფოტოგრაფიაა წარმოდგენილი. ის, რაზეც ოცნებობდა და რაც ამ პროექტზე მუშაობისას ცოტა ხნით, მაგრამ მაინც აისრულა: რამდენიმე თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას მიდიოდა ავტოსადგურში, ჯდებოდა რომელიმე სამარშრუტო ტაქსიში და მგზავრებთან აბამდა დიალოგს. საუბრობდა, კითხვებს სვამდა - ვის უჭირდა, ვის ულხინდა. ამ დროს, აუცილებლად გამოჩნდებოდა ხოლმე ის, ვინც თავისას მოუყვებოდა, თავისას გაუზიარებდა. მერე კი დააყოლებდა - წამო, გაჩვენებ და ღამეც ბარემ ჩვენსას გაათიეო. ასე, გზადაგზა პოულობდა ახალ სოფლებს, ახალ ამბებს, ახალ ადამიანებს.
ქართლი, კახეთი, ზემო აჭარა, რაჭა, ბორჯომის ხეობა, სამცხე-ჯავახეთი... ქართველები, დუხობორები, აზერბაიჯანელები, სომხები...
ჯავახეთი
თაგვეთი
ჯავახეთი
მარნეული
საგარეჯო
ჯავახეთი
მარნეული
გურჯაანი
გარდაბანი
ჯავახეთი
![]() |
12 მარსისკენ უორჰოლთან ერთად |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|ლიტერატურა
ანა მაყაშვილი
სულ რაღაც ორი თვის წინ, ყველაზე სახელგანთქმული ცოცხალი მწერალი, ალბათ, რეი ბრედბერი იყო.
მას მერე, რაც ბრედბერი ამ სტატუსს გამოემშვიდობა, ანუ როცა ხანგრძლივი ავადმყოფობის მერე, 2012 წლის 5 ივნისს ლოს ანჯელესში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, დასავლური გამოცემები ერთმანეთს მასთან აღებული უკანასკნელი ინტერვიუების გამოქვეყნებით ეჯიბრებიან. ერთ-ერთ ასეთში, ამერიკელმა მწერალმა ინტერვიუერებს უთხრა - მინდა, ჩემი ფერფლი Campbell's Tomato Soup-ის ქილაში მოათავსონ და მარსისკენ მოისროლონო.
მედია, ბრედბერის გახსენებისას, მისი ბიოგრაფიის განსაკუთრებით ერთ დეტალს იყენებს მოხდენილად. მართალია, ამ დეტალის ციტირება ლამის უკვე კლიშედ იქცა, მაგრამ იმდენად რომანტიკულია, რომ გვერდს მაინც ვერ ავუვლით: საქმე ისაა, რომ როცა რეი 12 წლის იყო, მის მშობლიურ ქალაქში, ვოკეგანში (ილინოისი) მოხეტიალე ცირკი ჩავიდა; უცებ, პატარა ბრედბერის შოუს წამყვანი, ვინმე მისტერ ელექტრიკო მიუახლოვდა, თავისი ჯადოსნური ხმალი ცხვირზე მიადო და უჩურჩულა: „მარადიულად იცოცხლე!“ ეს ინციდენტი ბრედბერისთვის ერთ-ერთ საკვანძო, შთამაგონებელ მომენტად იქცა და იმ დღის შემდეგ, მისი ცხოვრების არცერთ დღეს წერის გარეშე არ ჩაუვლია. ჰოდა, ჩვენც შევუერთდეთ ზოგად განწყობას და ვთქვათ, რომ - რეი ბრედბერი, თქვენ მარადიული სიცოცხლე გარანტირებული გაქვთ!
ტაბულა Paris Review-ში 2010 წლის გაზაფხულს გამოქვეყნებული, ერთ-ერთი უკანასკნელი, გრძელი და საინტერესო ინტერვიუს ფრაგმენტებს გთავაზობთ.
რატომ წერთ სამეცნიერო ფანტასტიკას?
სამეცნიერო ფანტასტიკა იდეების ფიქციაა. იდეები აღმაგზნებს, აღგზნებისთანავე კი ადრენალინი გამომეყოფა და მერე უკვე ენერგიას თავად იდეებისგან ვსესხულობ. სამეცნიერო ფანტასტიკა ნებისმიერი იდეაა, რაც თავში მოდის, რაც ჯერ არ არსებობს, თუმცა მალე იარსებებს და მალევე შეცვლის ყველაფერს ყველასთვის. თუკი რამე იდეა გიჩნდება, რასაც სამყაროს თუნდაც სულ პატარა ნაწილის შეცვლა შეუძლია, ეს ნიშნავს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას წერ. ეს შესაძლებლის ხელოვნებაა და არა - შეუძლებლის.
აი, წარმოიდგინეთ, ჩემი კარიერის დასაწყისში, 60 წლის წინ რომ დამეწერა მოთხრობა ქალზე, რომელმაც აბი გადაყლაბა, კათოლიკური ეკლესია გაანადგურა და ამან ქალთა განთავისუფლების ტალღა ააგორა; ამ მოთხრობას ალბათ დასცინებდნენ, მაგრამ მაინც შესაძლებლის სფეროდან იქნებოდა და ალბათ კარგი სამეცნიერო ფანტასტიკაც გამოვიდოდა. სამეცნიერო ფანტასტიკა არა მარტო შესაძლებლის, არამედ თვალნათელის ხელოვნებაცაა. მაგალითად, ავტომობილის გაჩენისთანავე, უმალვე შეგეძლო გეწინასწარმეტყველა, რომ ის იმდენ ადამიანს მოკლავდა, რამდენიც სინამდვილეში მოკლა.
სამეცნიერო ფანტასტიკა თუ აკმაყოფილებს რაიმე ისეთს, რასაც მეინსტრიმ-ლიტერატურა ვერ ახერხებს?
კი, იმიტომ რომ მეინსტრიმი ყურადღების მიღმა ტოვებს ბოლო 50 წლის მანძილზე ჩვენს კულტურაში მომხდარ ყველა ცვლილებას. ჩვენი დროის მთავარი იდეები - სამედიცინო წინსვლა, ჩვენი სახეობის განვითარებაში კოსმოსური კვლევების მნიშვნელობა - უგულებელყოფილია. როგორც წესი, კრიტიკოსები ცდებიან, ან 15-20 წლით აგვიანებენ. ნამდვილად სირცხვილია. რატომ ხდება იდეათა ფიქციის უგულებელყოფა, ვერ გეტყვით. მხოლოდ ინტელექტუალურ სნობიზმს შემიძლია დავაბრალო.
[2000 წელს] თქვენ ამერიკულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ორდენით დაგაჯილდოვეს. იყო თუ არა ეს ჯილდო ნიშანი, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა საპატიო ჟანრი გახდა?
გარკვეულწილად. ხალხს დიდი დრო დასჭირდა, ჩვენთვის გზა გაეხსნა და აბუჩად აგდებას შეშვებოდა. ჩემს ახალგაზრდობაში, მაგალითად, სადმე წვეულებაზე თუ წახვიდოდი და ვინმეს ეტყოდი, სამეცნიერო ფანტასტიკას ვწერო, შეურაცხყოფას მოგაყენებდა. 60 წლის წინ ამ ჟანრის წიგნები, პრაქტიკულად, არც გამოიცემოდა. 1946-ში, მახსოვს, სამეცნიერო ფანტასტიკის მარტო ორი ანთოლოგია იყო. თუმცა მაინც ვერ ვყიდულობდით, რადგან ყველანი ძალიან ღარიბები ვიყავით. როცა 50-იანებში ამ ჟანრის პირველი წიგნების გამოშვება დაიწყეს, კარგი ლიტერატურული ჟურნალები ოდნავადაც არ ინტერესდებოდნენ.
აძლევს თუ არა სამეცნიერო ფანტასტიკა მწერალს უფრო მარტივ გზას, კონცეპტუალური პრეამბულები იკვლიოს?
აი, „ფარენგეიტი 451“ აიღეთ. წიგნების დაწვასთან გვაქვს საქმე - მეტად სერიოზულ საკითხთან. ფრთხილად უნდა იყო, ხალხის დამოძღვრაში რომ არ გადაიჭრა. ამიტომ, ამბავს მომავლის კონტექსტში სვამ, გამოიგონებ მეხანძრეს, რომელიც ცეცხლის ჩაქრობის ნაცვლად, წიგნებს წვავს; შემდეგ ამ გმირს თავგადასავლებზე უშვებ, სადაც აღმოაჩენს, რომ წიგნები სულაც არ უნდა დაიწვას. ის პირველ წიგნს კითხულობს. უყვარდება. შემდეგ კი მას სამყაროში აგზავნი იმისთვის, რომ თავისი ცხოვრება შეცვალოს. დიდი სასპენს-მოთხრობაა, რომელშიც დიდი სიმართლე დევს - სიმართლე, რომლის თქმა პათეტიკისა და დიდაქტიკის გარეშე გინდა.
სამეცნიერო ფანტასტიკას, ერთი შეხედვით, მომავლის გარკვევა სურს, სინამდვილეში კი იმის ანარეკლს უყურებს, რაც უკვე ჩვენ ცხვირწინაა.
თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობთ?
სულ იმ აზრზე ვარ, რომ შენივე სფეროში ძალიან ცოტა უნდა იკითხო. მაგრამ თავიდან ეს არავის გამოსდის. 17 წლისამ, მეც თითქმის ყველაფერი წავიკითხე, რაც Astounding Science Fiction-ში იბეჭდებოდა, თუმცა ჩემი სამეცნიერო ფანტასტიკის მთავარ გავლენებად ჰერბერტ უელსსა და ჟიულ ვერნს მივიჩნევ. აღმოვაჩინე, რომ ვერნს, ამ მორალური იგავების ავტორსა და ჰუმანიზმის ინსტრუქტორს, ბევრი რამით ვგავარ.
თქვენზე ახალგაზრდა ავტორებზე რას იტყვით?
მირჩევნია, ამ ჟანრში ახალგაზრდების არაფერი წავიკითხო. ხშირად შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდე, როცა აღმოაჩენ, რომ ისინიც იმ იდეამდე არიან მისულები, რომელზეც შენ მუშაობ.
როდის დაიწყეთ წერა?
ყველაფერი ედგარ ალან პოთი დაიწყო. 12-დან 18 წლამდე მას ვბაძავდი. იმავეს ვიტყვი ედგარ რაის ბეროუზსა და ჯონ კარტერზე. ტრადიციულ ჰორორ-მოთხრობებს ვწერდი. ალბათ ყველა ასე იწყებს, ვინც ამ ჟანრშია.
ყველაფერი 1932 წელს გაღვივდა, როცა 12 წლის ვიყავი. იყო კიდევ კომიქსები და რადიოშოუები, განსაკუთრებით ერთ-ერთი მათგანი, Chandu the Magician. ყოველ ღამე, შოუს დასრულებისთანავე, დავჯდებოდი, მეხსიერებაში სცენარს აღვიდგენდი და ვწერდი.
ილუსტრირებაც მიყვარდა, კომიქსებს ვხატავდი. ტარზანზე მარტო კი არ ვწერდი, არამედ ჩემს საკვირაო პანელებს ვხატავდი. ჩვეულებრივ სათავგადასავლო მოთხრობებს ვაკეთებდი. მოქმედების ადგილი სამხრეთ ამერიკა, აცტეკების საცხოვრებლები ან აფრიკა იყო. ვიცოდი, რომ ხელოვნების რომელიმე სფეროში დავრჩებოდი: ვხატავდი, ვმსახიობობდი და ვწერდი.
როგორც ჩანს, მრავალფეროვანი გავლენებისადმი გახსნილი იყავით.
ნაგვის ხროვის კონგლომერატი - აი, ვინ ვარ მე. თუმცა „ლიტერატურული“ სიყვარულები მეც მაქვს. მიყვარს, როცა საკუთარ თავს, შუაღამისას, ამერიკის ირგვლივ მოსიარულე მატარებელში წარმოვიდგენ და ჩემს საყვარელ ავტორებს ვესაუბრები. მატარებელში აუცილებლად არის ბერნარდ შოუ, რომელსაც ერთი-ორი ისეთი რამე აქვს დაწერილი, რასაც დღეს სამეცნიერო ფანტასტიკა შეიძლება ვუწოდოთ. ჰოდა, ვსხედვართ გვიან ღამე მატარებელში, ერთმანეთს იდეებს ვუზიარებთ და ვამბობთ: ეს თუ 1900 წელს მცხოვრებ ქალებზე სიმართლეა, ნეტავ, 2050-ში რაღა იქნება?
კიდევ ვინ ზის მატარებელში?
უამრავი პოეტი: ჰოპკინსი, ფროსტი, შექსპირი. და ისეთი მწერლები, როგორებიც არიან სტეინბეკი, ჰაქსლი, თომას ვულფი.
რას იტყვით პრუსტზე, ჯოისზე, ფლობერზე, ნაბოკოვზე - მწერლებზე, რომლებიც ლიტერატურას უფრო სტილისა და ფორმის კონტექსტში განიხილავენ. აზროვნების ეს მხარე ოდესმე გაინტერესებდათ?
არა. ვინმეს თუ ჩემი დაძინება შეუძლია, სწორედ ეს ადამიანები არიან. ღმერთო, რამდენჯერ მიცდია პრუსტი! მისი სტილის სილამაზესაც ვაღიარებ, მაგრამ მაძინებს. იგივე შემიძლია ვთქვა ჯოისზე. მას ბევრი იდეა არ აქვს, მე კი სრულიად იდეებზე ვარ ორიენტირებული.
თვითგანათლებული ხართ, არა?
დიახ. განათლება მთლიანად ბიბლიოთეკაში მაქვს მიღებული. კოლეჯში არასდროს მივლია. ნამდვილი ბიბლიოთეკარი ვარ. საკუთარი თავი იქ აღმოვაჩინე. სანამ ბიბლიოთეკა შემიყვარდებოდა, უბრალო 6 წლის ბიჭი ვიყავი. წიგნებმა კი ჩემს ყველა ცნობისმოყვარეობას ცეცხლი შეუნთო. როცა ცოლი მოვიყვანე, მივხვდი, რომ საქმე მოთავებული მქონდა. ასე რომ, ბიბლიოთეკა 27 წლისამ „დავამთავრე“.
მართლა არ გჯერათ, რომ კოლეჯში წერის სწავლა შეიძლება?
კოლეჯი მწერლებისთვის ძალიან ცუდი ადგილია, რადგან მასწავლებლებს სულ ჰგონიათ, რომ შენზე მეტი იციან, არადა, ასე არაა. შეიძლება მოსწონდეთ, ვთქვათ, ჰენრი ჯეიმსი, მაგრამ რა უნდა ქნა, თუ შენ არ გინდა ჰენრი ჯეიმსივით წერა? კოლეჯისგან განსხვავებით, ბიბლიოთეკებში წინასწარი განწყობები არ არსებობს. ინფორმაციას შენით უნდა გაუკეთო ინტერპრეტირება. არავინ მოვა და გეტყვის, როგორ უნდა იფიქრო.
კი, მაგრამ თქვენს წიგნებს სკოლაში ასწავლიან.
იცით, რატომ მიყენებენ მასწავლებლები? იმიტომ, რომ მეტაფორულად ვწერ. დღეს ჩემი მოთხრობები ათასობით ანთოლოგიაშია. და ძალიან კარგ კომპანიაშიც ვარ.
სამუშაო გრაფიკი გაწერილი გაქვთ?
ჩემს ვნებებს ყოველდღიურად მივყავარ საბეჭდ მანქანასთან. და 12 წლის ასაკიდან ასე იყო. ამიტომ, გეგმებზე ზრუნვა არასდროს მიწევს. რაღაც აზრი უცებ ამიფეთქდება თავში და მეტყვის: დროზე, საბეჭდ მანქანასთან მიდი და დაასრულე!
სად წერთ ხოლმე?
ყველგან შემიძლია. ვმუშაობდი მისაღებ ოთახშიც, სადაც რადიო, ჩემი მშობლები და ძმა ერთდროულად ლაპარაკობდნენ. მოგვიანებით, როცა „ფარენგეიტი 451“-ის დაწერა მინდოდა, წავედი ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, რომლის სარდაფშიც ერთი ოთახი აღმოვაჩინე - საბეჭდ მანქანაში 10 ცენტს თუ ჩაყრიდი, ბეჭდვისთვის ნახევარ საათს იყიდდი.
კომპიუტერი ოდესმე გამოგიყენებიათ?
შეტევამდე საბეჭდ მანქანას ვხმარობდი. IBM Selectric. კომპიუტერი - არასდროს. კომპიუტერი იგივე საბეჭდი მანქანაა. რად მინდა ახალი საბეჭდი მანქანა? ხომ მაქვს ერთი?! (შეტევის შემდეგ, ბრედბერის მოტორული უნარები დაუზიანდა, რის გამოც მისთვის ქალიშვილი ბეჭდავდა)
ბევრი ამბობს, რომ კომპიუტერი რედაქტირების პროცესს ამარტივებს. რომ აღარაფერი ვთქვათ მართლწერის შემოწმების ფუნქციებზე.
70 წელია ვწერ და თუ მართლწერა კიდევ მეშლება...
ელექტრონულ წიგნებსა და ამაზონის Kindle-ზე რა აზრის ხართ?
ეს არაა წიგნები. კომპიუტერს ხელში წიგნივით ვერ დაიჭერ. კომპიუტერს სუნი არ აქვს. წიგნს ორი სუნი აქვს. თუ ის ახალია, არაჩვეულებრივი სუნი ასდის, თუ ძველია - კიდევ უკეთესი. წიგნს ჯიბეში იდებ და მასთან ერთად მიდიხარ. წიგნი სამუდამოდ რჩება შენთან. კომპიუტერს ამის გაკეთება არ შეუძლია. მაპატიეთ.
ცოლთან ერთად 66 წელი გაატარეთ, ვიდრე 2003 წელს არ გარდაიცვალა. რა იყო თქვენი ურთიერთობის ხანგრძლივობის საიდუმლო?
იუმორის გრძნობა თუ არ გაქვს, ქორწინებაც არ გექნება.
მისი გარდაცვალებიდან ერთ კვირაში წერას დაუბრუნდით. როგორ შეძელით?
მუშაობით. ეს ერთადერთი პასუხია. სიცოცხლის გაგრძელებისთვის სამი წესი მაქვს. პირველი - იმუშავე. თუ არ გამოდის, მოკეტე და ჯინი დალიე. თუ არც ეს გამოდის, ადექი და გიჟივით გაიქეცი!
რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენი ოპტიმიზმი თქვენი კარიერისათვის?
ოპტიმიზმის არ მჯერა. მე ოპტიმალური ქცევის მჯერა. ქცევა იმედია. ყოველი დღის ბოლოს, როცა სამუშაო შესრულებული გაქვს, წვები და ფიქრობ - რა მაგარია, გავაკეთე! სულერთია, შენი ნამოქმედარი კარგია თუ ცუდი, მთავარია, რომ გააკეთე. კვირის ბოლოს შესრულებული საქმეების რაოდენობა დაგიგროვდება. წლის ბოლოს კი უკან გაიხედავ და იტყვი - მაგარი წელი მქონია!
მისტერ ელექტრიკოს ისტორიამ უფრო მითიური სახე მიიღო. ზოგიერთი თქვენი მკვლევარი მის ძიებას ბრედბერის კვლევაში „გრაალის თასს“ უძახის.
ჰო, მაგრამ ის რეალური კაცი იყო. ეს ამბავი 77 წლის წინ მოხდა და დღესაც გადასარევად მახსოვს. ის ჩემთან მოვიდა, თავისი ელექტროხმალი წარბზე, ცხვირზე და ნიკაპზე დამადო და ჩურჩულით მითხრა: „მარადიულად იცოცხლე!“ ჰოდა, მეც გადავწყვიტე, ასე მექნა.
![]() |
13 სულელების საუკუნე |
▲ზევით დაბრუნება |
თვალსაზრისი|კულტურა
ნინა ახლოური
მელანქოლია
გამჭვირვალე, დალუქულ პატარა ნაგებობაში ჟანგბადის განსაზღვრული რაოდენობაა. შიგნით ადამიანია. ცდილობს, ჰაერი გამოიზოგოს, მაგრამ ეს წამოწყება თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. საბოლოოდ, ჰაერის მარაგი თავდება და გარეთ მყოფები იშვიათი ტრაგიკული სურათის მოწმეები ხდებიან - შიგ მყოფს აგონია ეწყება, ეს პატარა ოთახი კი თანდათან მის სამარედ იქცევა.
სურათი ემოციურია, მაგრამ მნახველში დიდ მღელვარებას არ იწვევს. მორიგი უცნაური არტინსტალაცია, თანამედროვე შემოქმედის ახირებული დადგმა სინამდვილეს არ შეესაბამება, ღელვის მიზეზიც, შესაბამისად, არ არსებობს. შესაძლოა იმიტომ, რომ რთულია საკუთარი თავის იდენტიფიცირება ჟანგბადის ნაკლებობის გამო აგონიაში მყოფთან - რეალური ის უფროა, რომ ამ გამოფენას დატოვებ, გარეთ გახვალ და ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავ, ეს აპოკალიფსური ბოდვა კი აღარც გაგახსენდება.
აპოკალიფსის თემა კაცობრიობას ყოველთვის აღელვებდა. კატასტროფების თეორია ხომ ათასწლეულების წინ, ჯერ კიდევ შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში გაჩნდა და მას შემდეგ არაერთ მითს თუ ფილოსოფიურ ნააზრევს დაუდო საფუძველი. ბოლო წლებში კი აპოკალიფსის და გლობალური კატასტროფის თემა არა მხოლოდ ფილოსოფოსებისთვის, ხელოვანებისთვისაც ერთ-ერთ სერიოზულ ინსპირაციად იქცა. ამაზე გავლენა ე.წ. 2012 წლის ფენომენმაც მოახდინა, თუმცა აქტუალური მხოლოდ ეს თემა არ გამხდარა.
სამიოდე წლის წინ, დევიდ დე ვრისმა სატელევიზიო დოკუმენტურ სერიალში „სიცოცხლე ადამიანების შემდეგ“ დეტალურად აჩვენა, რა მოხდება ერთ საათში, ორ დღეში, კვირაში, ხუთ წელიწადში... მას შემდეგ, რაც ადამიანთა მოდგმა გაქრება. იმავე, 2009 წელს გამოვიდა ლიუკ ბესონის „სახლი“, რომელიც გვიყვება მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფასა და იმაზე, თუ რა დიდი როლი მიუძღვის ადამიანს გლობალურ დათბობაში, ნახშირის კრიზისსა და ენერგორესურსების გაფლანგვაში. არანაკლებ საინტერესო იყო ფრანი არმსტრონგის „სულელების საუკუნე“, რომლის სიუჟეტიც 2055 წელს ვითარდება - ამაზონიის ტყეები გადამწვარია, ლონდონი წყალშია, ალპებზე თოვლი დადნა, უცნობი არქივარიუსი კი ცდილობს ახსნას, რას შეეძლო გამოეწვია გლობალური კატასტროფა, სად დაუშვეს ადამიანებმა შეცდომები.
ლარს ფონ ტრიერმა ფილმით „მელანქოლია“ აპოკალიფსის თემა სხვა, არანაკლებ საინტერესო კუთხით დაგვანახა. ეს ის ნამუშევარია, რომელიც განსხვავებულ პრობლემებზე გვაფიქრებს. ამასთან, სრულიად ვერ ცვლის იმის შესაძლებლობას, რომ ორბიტიდან გზას აცდენილი პლანეტის რამდენიმე დეკადის შემდეგ დედამიწაზე სიცოცხლის გასანადგურებლად ჩამოვარდნა, შესაძლოა, აღარც გახდეს საჭირო. მეცნიერების ნაწილის აზრით, ეს თავისთავად მოხდება ასე, ეკოლოგიური კატასტროფის და ენერგეტიკული კრიზისის გამწვავების შედეგად.
საინტერესოა, რომ სიტყვა ეკოლოგია ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ბიოლოგიის ნაწილი იყო და მას მხოლოდ ვიწრო მნიშვნელობით ხმარობდნენ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი იქცა ახალი საუკუნის რელიგიად, რომლის მიმდევრების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ის მხოლოდ ერთ მთავარ მცნებას ქადაგებს - „მოექეცი სამყაროს ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ“. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ყველა რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი „ფუნქცია“ სწორედ სიკვდილის უარყოფაა, დღეს კი ეკოლოგიური მდგომარეობა შეიძლება იმ ფაქტორად იქცეს, რომელზეც კაცობრიობის არსებობაა დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, არსებობს სკეპტიკური მოსაზრებაც: კატასტროფები ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც აპრიორი მოხდება, იმისგან დამოუკიდებლად, თუ განვითარების რამდენად ეკოლოგიურად სწორ გზას ავირჩევთ. უფრო მეტიც, ექსპერტების ნაწილის შეხედულებით, გლობალური დათბობა არააქტუალურია და ტემპერატურის შესამჩნევი მატება ბოლო საუკუნის განმავლობაში არც დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ ამ თემის პოპულარიზაციას ფინანსური მოგების მიზნით დაგეგმილ სტრატეგიას მიაწერენ, რომელიც„მწვანე“ ინვესტიციებს ძალიან მოგებიანს ხდის.
ამ თემაზე დავა უსასრულოდ შეიძლება, თუმცა გლობალური დათბობის საკამათო ასპექტები მაინც ვერ ცვლის ალბათობას, რომ რესურსების არაგონივრული ხარჯვა მომდევნო თაობებს ენერგეტიკულ კრიზისს უმზადებს, გენმოდიფიცირებული პროდუქტი კი შესაძლოა არც ისე სასარგებლო აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის და ა.შ. ამიტომ მდგრადი განვითარება არა მხოლოდ მთავრობებისთვის, უბრალო ადამიანებისთვისაც იდე ფიქსი გახდა. ხელოვნებაში - ფერწერაში, ფოტოგრაფიაში ცალკე, „მწვანე“ მიმდინარეობა გაჩნდა, ეკოლოგიური არქიტექტურა კი ერთ-ერთ მოდურ ტრენდად გადაიქცა. ეს გაცილებით კომპლექსური მიმდინარეობაა, რომელიც უკვე აღარ გულისხმობს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მასალით სახლის აშენებას. აღმოჩნდა, რომ დედამიწაზე მოხმარებული ენერგიის 30 პროცენტი შენობების განათებაზე, გათბობასა და გაგრილებაზე მოდის, ამიტომ არქიტექტორებმა მთავარ მიზნად ბუნებრივი სავენტილაციო სისტემების, მზის გამათბობლების და ა.შ. სრულყოფა დაისახეს. შესაბამისად, თანამედროვე „მწვანე“ არქიტექტურა, პირველ რიგში, ენერგიის დაზოგვაზეა ორიენტირებული და წარმატებითაც ვითარდება.
ინგლისელი დიზაინერის, ქეთრინ ჰემნეთის მაისურებზე ვუყურებთ წარწერას „გადაარჩინე მომავალი“ და ვხვდებით, რომ ეკოლოგიურმა კრიზისმა ისეთი დეკორატიული ხელოვნებაც კი, როგორიც სამოსის შექმნაა, პოლიტიზებული გახადა. „არაორგანული ბამბა მსოფლიოს აგრარული წარმოების 10%25-ს შეადგენს და პროდუქტის მოსაყვანად გამოყენებული პესტიციდების 25%25-ს შეიცავს. ყოველ წელს 20 000 ადამიანი იღუპება პესტიციდებით მოწამვლისგან. 200 000 ფერმერი ყოველ წელს თვითმკვლელობას სჩადის იმის გამო, რომ პესტიციდების შესაძენად ვალები აქვს აღებული და ვერ იხდის. პესტიციდებზე უარის თქმით, ფერმერები 50%25-ით გაზრდიან თავიანთ შემოსავალს და სიღარიბესაც თავს დააღწევენ“ - Save The Future-ის სლოგანის უკან ასეთი სამწუხარო ინფორმაცია იმალება. არც ისე დამაჯერებლად ჟღერს?
სინამდვილეში, არაორგანული ბამბის წარმოების პრობლემა მართლაც შედარებით უმნიშვნელოა იმის გათვალისწინებით, თუ რა არაგონივრულად იხარჯება რესურსები მოდის ინდუსტრიაში. ყოველ წელს, ნაგავსაყრელზე, დაუჯერებლად დიდი რაოდენობით, მოდიდან გადასული და უხარისხო სამოსი ხვდება. ამიტომ, როგორი „ეთიკური“ სამოსის კოლექციებიც უნდა გამოუშვას H&M-მა და fast fashion-ის სხვა რომელიმე გიგანტმა, საეჭვოა, რომ ქსოვილისა და ტრანსპორტირების უზარმაზარ დანახარჯებს გამართლება მოუძებნოს. თუმცა ეს ინდუსტრია „მოთხოვნა-მიწოდების“ პრინციპის ლოგიკური შედეგია, სამომხმარებლო ფსიქოლოგია კი დღეს საზოგადოებაში ძალიან ძლიერია. ისეთი ბრენდები, როგორიცაა Stella McCartney, Edun, Kuyichi შესანიშნავ მაგალითს იძლევიან, როგორ შეიძლება მოდა ეთიკური გახადონ ბუნებრივი და გადამუშავებული მასალის გამოყენებით, მაგრამ ეკომიმდინარეობა ამ სფეროში მეინსტრიმად მაინც ვერ იქცა.
ბოლო წლებში გაძლიერდა ბიოპროდუქტების მიმართ გაჩენილი ინტერესიც. თუმცა, სანამ კაცობრიობის ერთი, ეგოისტური ნაწილისთვის ეს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფროა, დასავლეთში ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი იმაზეც, რომ სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებით მიწა სულ უფრო უნაყოფო ხდება, რაც მომავალში შესაძლოა გლობალური მასშტაბით შიმშილის მიზეზიც კი გახდეს. აქედან გამომდინარე, თანამედროვე საზოგადოებაში უკვე ბევრი „ექსტრემისტის“ ნახვა შეიძლება, რომლებიც არა მხოლოდ გარემოზე ზრუნავენ, ცალკეულ დაჯგუფებებსა და დასახლებებსაც კი ქმნიან. ამიტომ, ეკოლოგიური ცხოვრების წესი თანდათან სუბკულტურადაც კი ჩამოყალიბდა.
ამ „ექსტრემისტებს“ ძირითადად მათ მიერვე დაარსებულ ე.წ. ეკოსოფლებში ნახავთ. მიწათმოქმედებას აქ შხამქიმიკატების გარეშე ეწევიან, ენერგიას კი მინიმალური დოზით მოიხმარენ, თუმცა „დალუქულ, უჟანგბადო სივრცეში ჩაკეტვის“ საფრთხე მათაც ისევე ემუქრებათ, როგორც ნებისმიერ სხვას. ამ უკიდურეს ძალას მხარს უმაგრებს ერთი შეხედვით ნაკლებად რადიკალურად განწყობილი ადამიანი, რომელმაც დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ფრონტის წინა ნაწილში, ანუ დიდ ქალაქში გადაწყვიტა.
ის ცხოვრობს შენობაში, რომელიც შტეფან ბენიშმა დააპროექტა და მოიხმარს იმ ენერგიის 25-30%25-ს, რომელიც ჩვეულებრივ, ანუ არაეკოლოგიურ შენობას დასჭირდებოდა ფუნქციონირებისთვის. საღამოობით არც ისე ბევრს კითხულობს, რადგან მის ოთახში ლუმინესცენტური ნათურის მაგივრად, მხოლოდ შუქ-დიოდის ნათურებია. ეს უკანასკნელი ისე კარგად ვერ ანათებს, სამაგიეროდ ოცი წელი ძლებს და ტოქსიკური ნარჩენების რაოდენობას ამცირებს. მუსიკას მხოლოდ ტორენტ-საიტებიდან იწერს. ვინილის დისკი ფუფუნებაა - მისი გადამუშავება შხამიანი აირის დიდი რაოდენობით გათავისუფლებას უწყობს ხელს, კომპაქტდისკის დამზადებასაც მასალა და ენერგია სჭირდება. Stella McCartney, Howies, People Tree - მოდაში მისთვის მთავარი ტრენდი ნატურალური ან გადამუშავებული ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელია. სძულს fast fashion ბრენდები და ვინტაჟის მაღაზიებსაც ხშირად სტუმრობს, რადგან სამომხმარებლო იდეოლოგია საშიშად მიაჩნია. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მას გონივრული ასკეტიზმი ერთადერთ მისაღებ გამოსავლად ესახება.
Stella McCartney-ის თეთრეულის კოლექცია
საქართველოში კი H&M ძალიან უყვართ. ბიოპროდუქტებსაც იშვიათად წააწყდები მაღაზიის დახლებზე. ეკოსოფლის დაარსების იდეა ქართულ საზოგადოებაში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, თუმცა მისი განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა. მასიურად დაბინძურებულ ქვეყანას მიწის ერთი პატარა ნაგლეჯი ეკოლოგიური კატასტროფისგან ისედაც ვერ იხსნის. ორი წლის წინ, ღვინის მსოფლიო კონგრესის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტებზე საუბრისას, სწორად შენიშნა, რომ ისეთი პატარა ქვეყნის მიწა, როგორიც საქართველოა, გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ვერ „გადახარშავს“, ამიტომ საჭიროა თითოეული კვადრატული მეტრის გაფრთხილება, სწორად გამოყენება.
ინგლისელი დიზაინერის ქეთრინ ჰემნეთის მაისური
თუმცა არც ეს უნდა იყოს ერთადერთი პრობლემა. ვუყურებთ საშინლად დაბინძურებულ ზღვის სანაპიროს, მდინარეებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით პოლიეთილენი მოაქვთ, ადამიანებს, რომლებიც ურნისგან ორი მეტრის მოშორებით დგანან და ნაგავს მაინც პირდაპირ ქუჩაში ყრიან და მხოლოდ იმის იმედი გვრჩება, რომ ეკოლოგიურ სიტუაციას დასავლური მოდის წამბაძველობა გამოასწორებს. სოციალურ ფსიქოლოგებს ამაზე საკუთარი აზრი აქვთ და პრობლემის სათავეს ჩვენს სოციალისტურ წარსულში ეძებენ. მათი აზრით, თუ დიდი ხნის განმავლობაში არწმუნებ ხალხს, რომ ის, რაც გარშემო ხდება, გამომდინარეობს ზემდგომი ორგანოებისგან, მათ ქმედებებს კი მნიშვნელობა არ აქვს, გარკვეული ხნის შემდეგ ისინი მმართველ ძალას მიანდობენ ისეთი პრობლემების გადაჭრასაც, რისი მოგვარებაც თავად შეუძლიათ. საბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ხანმოკლე პერიოდების გახსენება შეიძლება, როცა ხალხსაც შეეძლო გარემოში რაღაცის შეცვლა - „პერესტროიკა“, 80-იანი წლების დასასრული...
როგორც მერაბ მამარდაშვილი ულდის ტირონსისთვის მიცემულ ინტერვიუში საინტერესოდ შენიშნავს: „ჩვენი ქართული სიმამაცე გამოიხატებოდა იმაში, რომ ყველა საკუთარ თავს შველოდა. ამიტომ, საერთო ჯამში, ჩვენ გადავრჩით, მაგრამ თითოეული ჩვენგანი გადარჩა, როგორც ინდივიდი, საზოგადოებრივი გარემო კი იშლებოდა. შეხედეთ სახლების სადარბაზოებს - როგორ გამოიყურება ისინი. საქმე ისაა, რომ ეს მთლიანად ეწინააღმდეგება იმას, როგორ გამოიყურება სახლები შიგნიდან. შიგნით შეიძლება დიდებული ბინები იყოს. ჭუჭყიანი სადარბაზო - ეს გარეგანი გამოხატულებაა საკუთარი თავის აღქმის სტრუქტურის, აგრეთვე დასაშვები და ასატანი გარემოცვისა“.
ამ ინტერვიუს შემდეგ ოც წელზე მეტი გავიდა, ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში კი ცოტა რამ თუ შეიცვალა. აქამდე თუ როგორღაც მოვაღწიეთ, ამის შემდეგაც თავს როგორმე გავიტანთ - ვფიქრობთ ჩვენ, ვყიდულობთ ბევრ H&M-ს, „მწვანე“ ხელოვნების მაგივრად ტრანსპორტში სკამების მოხატვის ტექნიკას ვხვეწთ, პოლიეთილენით ბუნებას ვალამაზებთ და ყოველდღე კუვიეს ნააზრევს ვიმეორებთ - დედამიწის გეოლოგიური განვითარების ყველა ერა მთავრდება კატასტროფით, რის შემდეგაც უფრო სრულყოფილი სამყარო იქმნება. ვინ იფიქრებდა, რომ გარემოს დაბინძურებაზე ზრუნვა სრულყოფილებისკენ გადადგმული კეთილშობილური ნაბიჯი იქნებოდა...
![]() |
14 გრაფიტის უძველესი მხატვრები |
▲ზევით დაბრუნება |
მხატვრობა|კულტურა
თეონა ჯაფარიძე
რამდენიმე წლის წინ, ბრიტანეთის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ვიღაცის უცნობმა ხელმა გამოფინა კლდის პატარა ფილაზე შესრულებული გრაფიკული ნახატი, რომელიც, ერთი შეხედვით, პრეისტორიული პერიოდის ტიპურ მხატვრობას მოგაგონებდათ. კარგად თუ დააკვირდებოდით, დაინახავდით, რომ ფილაზე პრიმიტიულად გამოსახული კაცუნა „საშოპინგე“ ურიკას მიაგორებდა, შორიახლოს კი ბიზონის ისრებგაყრილი ფიგურა მოჩანდა. ნამუშევრის ქვეშ წარწერის წაკითხვის შემდეგ კი მიხვდებოდით, რომ ვიღაც დროსა და ეპოქებს აშკარად გაეხუმრა. ნამუშევრის სათაური გახლდათ: „უძველესი ადამიანი მარკეტში მიდის“. და იქვე თარიღიც იყო მიწერილი: პოსტკატატონიური ერა.
ხელის ანაბეჭდები. ბორნეო, ინდონეზია
ამ ხუმრობის, უფრო სწორად კი აქციის ავტორი 21-ე საუკუნის ყველაზე სკანდალური გრაფიტის არტისტი - ბენკსი გახლდათ. თავისი ჩვეული ანონიმურობის შენარჩუნების მიზნით, ის მუზეუმის დირექციასთან მოლაპარაკებას ტელეფონით, უცნობი ქალის დახმარებით აწარმოებდა. ბენკსის პროტესტი მიმართული იყო ქუჩის არტის დაუცველობისა და გრაფიტისადმი მუნიციპალური სამსახურების გულგრილობის წინააღმდეგ. პროტესტისთვის მან Cave Art (გამოქვაბულის მხატვრობა) და პრეისტორიული ხანის მხატვრების მანერა და სტილი აირჩია, როგორც Street Art-ის (ქუჩის არტის) უძველესი მონათესავე ჟანრი. და ქუჩიდან საგამოფენო სივრცეში შეიტანა.
ალტამირას გამოქვაბული
დღეს Cave Art თანამედროვე ხელოვნების მძლავრი ინსპირაციის წყარო და, ამავე დროს, მეცნიერებისთვის ჯერაც ამოუცნობი ფენომენია. უძველესი ადამიანის მიერ შექმნილ ნახატებს არქეოლოგები, ეთნოლოგები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები და არტკრიტიკოსები კომპლექსურად იკვლევენ, მაგრამ მიუხედავად გაუთავებელი კვლევებისა და ახალ-ახალი აღმოჩენებისა, მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს პრეისტორიული არტის დაბადების მიზეზები - რატომ დადგა უძველესი ადამიანი გამოქვაბულის ცარიელ კედელთან, როგორც დიდ, სუფთა ფურცელთან და რატომ მოუნდა მასზე სხვადასხვა გამოსახულებების დახატვა? ამ ამოუხსნელ ქცევას მეცნიერები ხან რელიგიური რიტუალების დაბადებას უკავშირებენ, ხან კომუნიკაციის ერთგვარ საშუალებას. ყველაზე მეტად გასაკვირი კი ის არის, რომ პალეოლითის ეპოქის მხატვრობაში ევოლუციისა და განვითარების კვალს ვერ ვხვდებით - უძველესმა ადამიანმა პირდაპირ შედევრების შექმნით დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა.
„Mira, papa bueyes“ („მამა, აქ ძროხებია“) - ეს ცნობილი რეპლიკაა, რომელიც ალტამირას გამოქვაბულის და საერთოდ, პრეისტორიული მხატვრობის პირველ აღმოჩენას უკავშირდება. მაშინ, როდესაც 1879 წელს ესპანეთში, კანტაბრიას პროვინციაში თვითნასწავლი არქეოლოგი მარსელინო სან დე საუტუოლა თავის 9 წლის გოგონასთან ერთად შევიდა მღვიმეში, ამ უკანასკნელმა გამოქვაბულის მოხატული ჭერი დაინახა: ბიზონების ჯოგი, ორი ცხენი, გარეული ღორი, ირემი - მთელი კოლექცია, რომლის ფუნქციაზე თუ ტექნიკური შესრულების სირთულეზე დღემდე ბევრს ფიქრობენ. ნახატები სამ ფერშია შესრულებული. გამოყენებულია: ოხრა, ხის ნახშირი და რკინის ოქსიდის ჟანგი. მოგვიანებით, სწორედ ამ პიგმენტებისგან შეიქმნება პოლიქრომული, სამ ფერში ბეჭდვა. ალტამირას კოლექციას მეცნიერები გვიანი პალეოლითის პერიოდს მიაკუთვნებენ და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 18 000-15000 წლის წინანდელ ნამუშევრებად მიიჩნევენ. მეცნიერებმა მას „სიქსტის კაპელაც“ კი შეარქვეს.
2008 წელს, მკვლევრებმა ალტამირას მხატვრობა და ამ გამოქვაბულის ადამიანის მიერ ოკუპაცია კიდევ უფრო დააძველეს. ლოგიკურია, რომ მთელი ამ გრანდიოზული გალერეის შექმნას მხოლოდ ერთი მხატვრის სიცოცხლე ვერ ეყოფოდა და ის ათასწლეულების მანძილზე იქმნებოდა. ამიტომ ალტამირას ასაკი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 25 000 წლით დათარიღდა.
1940 წელს, გერმანელების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში აღმოჩენილი ლასკოსა და მისი აღმომჩენი აბატი ბრელის ისტორია კი, ალბათ, კლასიკად დარჩება არტისა და არქეოლოგიის ისტორიაში. ლასკო თამამად შეიძლება შევადაროთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს. ეს კომპლექსური გამოქვაბულია უამრავი საგამოფენო სივრცით. აქ დარბაზებს საკუთარი სახელებიც კი აქვს. მაგალითად: ხარების დარბაზი, გრავიურების პალატა, მკვდარი კაცის მაღარო, პასაჟი... ლასკოს კედლებზე ცხოველების, ადამიანის, აბსტრაქტული ფიგურების 2000-მდე გამოსახულებიდან ყველაზე ცნობილი სურათია ოთხი უზარმაზარი ხარი „ხარების დარბაზიდან“ - ერთიმეორის პირისპირ მდგომი ბიზონების სიმეტრიული გამოსახულება. ხოლო ლასკოს ცნობილი ფეხებგადაჯვარედინებული ირემი ყოველთვის დაგვაფიქრებს გამოქვაბულის მხატვრის დახვეწილ, მაღალი კლასის ოსტატობაზე, შუქ-ჩრდილისა და პერსპექტივის ტექნიკის კარგ ცოდნაზე.
ბენკსის ნამუშევარი
დღესდღეობით პრეისტორიული პერიოდის Cave Art ცენტრალური ევროპის (ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია) 400-მდე მღვიმეშია აღმოჩენილი, რასაც ემატება ცენტრალური და აღმოსავლეთ საჰარის, სკანდინავიისა თუ ავსტრალიის პალეოლითის ხანის გამოქვაბულის მხატვრობა. National Geographic-ში ხშირად ქვეყნდება პალეოლითის მხატვრობის ახალ-ახალი აღმოჩენები, მაგრამ ჯერჯერობით მხატვრობის უძველეს „ტერიტორიად“ რჩება სამხრეთ საფრანგეთის შოვეს გამოქვაბული, რომლის 3 დარბაზში 300-მდე ფიგურაა წარმოდგენილი. მამონტების, ლომების, ცხენების გამოსახულებებთან ერთად კლდის რამდენიმე პანელზე წითელი ოხრით შესრულებული ხელის ანაბეჭდები, აბსტრაქტული ხაზები, სიმეტრიული პეპლის გამოსახულება გვხვდება.
არქეოლოგებმა აქ ადამიანის საცხოვრებლის კვალს ვერ მიაგნეს. არის მხოლოდ ხატვისთვის საჭირო მასალის ნაშთები და სარიტუალო ნივთები. ასე რომ, Cave Art-ის ავტორი ერთდროულად მხატვარი, შამანი და ჯადოქარია. გარდა იმისა, რომ ის გამოქვაბულის არასწორი კედლებისა და ჭერის ზედაპირზე ხატავს კანონების სრული დაცვით, მისი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარში მაქსიმალურადაა ჩართული ქვეცნობიერი და პროცესი შამანურ რიტუალებში გადაიზრდება. სწორედ ამიტომაა პრეისტორიული მხატვრობა ერთდროულად რეალისტური, თავისუფალი და თამამი, რის მიღწევასაც უკვე დიდი ხანია ცდილობს თანამედროვე არტი.
ლასკოს გამოქვაბული
30 000 წლის თანამედროვე არტი - ასე უწოდებენ დღეს ხელოვნებათმცოდნეები პრეისტორიულ მხატვრობას, რომელმაც მართლაც გადატრიალება მოახდინა თანამედროვე ხელოვნებაში. მე-19 საუკუნის ბოლოს მისმა აღმოჩენამ მხატვრობა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. „ალტამირას ბიზონები იმდენად ძველია, რომ ფაქტობრივად, ახალია, ანუ ეს ხატვის დასაწყისია. ჩვენ სწორედ მათგან უნდა ვისწავლოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ იმიტომ, რომ კლასიკური სილამაზე და რენესანსის მხატვრები - ხელოვნების დასასრულია“, - განაცხადეს მონემ და პიკასომ.
გამოქვაბულის მხატვრობის აღმოჩენის და იმპრესიონისტების დებიუტი პარიზში თითქმის ერთდროულად შედგა. ამიტომ მათზე ამ სიძველის გავლენა საკმაოდ დიდი იყო. 1867 წელს, პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ერთმანეთის გვერდით გამოიფინა მანეს ნამუშევარი და ირმის ძვალზე შესრულებული გრავიურა პალეოლითური გამოქვაბულიდან. ხოლო 1905 წლის საშემოდგომო სალონის გამოფენაზე, მატისის, მორის დე ვლამინკის, ანდრე დერენის მკაფიო, ენერგიულმა ფერებმა და თითქოს დაუმუშავებელმა ნახატებმა პარიზი შოკში ჩააგდო. სწორედ მაშინ უწოდეს ამ ჯგუფს „ველურები“ (Fauves) - მომავალში ფოვისტები.
„რომ არ ყოფილიყო პრეისტორიული მხატვრობა, მას თანამედროვე არტი შექმნიდა“ - ეს ჯექსონ პოლაკის სიტყვებია. ის პალეოლითურ გამოქვაბულებში ხელის გამოსახულებებიან სტენსილებს სწავლობდა.
Tate Modern-ში დაცულ მიროს მწვანე, ყავისფერ და რუხ ფერებში შესრულებულ Series II-ის კომპოზიციაში გაფანტულ კენტ ფიგურებში Cave Art-ის სტილსა და ხელწერას ამოიცნობთ. მხატვრობის ისტორიამ შარშან 100 000 წლით გადაიწია, როცა სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნთან ახლოს, ბლომბოს გამოქვაბულში (Blombos Cave) არქეოლოგებმა უძველესი მხატვრის სახელოსნოს მიაკვლიეს. არქეოლოგების აზრით, ეს ხატვის ტექნოლოგიის და უძველესი საღებავის შექმნის ყველაზე ძველი მაგალითია. უზარმაზარ ზღვის ნიჟარებში ჩარჩენილ წითელ საღებავში ოხრას, კვარცის, ხის ნახშირის, რკინის ოქსიდის ჟანგის, უცნობი მჟავისა და ცხოველთა ძვლის ცხიმის ნარევი გაშიფრეს.
გამოქვაბულში არ არის კერია და არც ტიპური საცხოვრებლისთვის დამახასიათებელი სხვა ნაკვალევი. კედლები წითლადაა შეღებილი. ადამიანები იქ სამუშაოდ მიდიოდნენ და ზღვის დიდ ნიჟარებს საღებავის კონტეინერებად იყენებდნენ. იქაურობა მანუფაქტურული წარმოების უძველეს ჩანასახზე მიგვანიშნებს. გათხრების ხელმძღვანელი, პროფესორი კრისტოფერ ჰენშილვუდი ამ აღმოჩენას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს - „ეს ამტკიცებს, რომ 100 000 წლის წინ ჰომო საპიენსმა ისეთივე აზროვნება დაიწყო, როგორც ჩვენ, თანამედროვე ადამიანებმა და თვითგამოხატვის შესაძლებლობები შექმნა, რასაც შემდგომ შემოქმედებითი აფეთქება მოჰყვა“.
ბენკსი და მასთან ერთად თანამედროვე არტი კი უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ უძველეს სტენსილებს. ამ რამდენიმე წლის წინ, ლონდონის ცნობილ The Cans Festival-ზე, ვატერლოოს სადგურის გვირაბში, მან კიდევ ერთი კოლაბორაციული ნამუშევარი შექმნა თავის უძველეს კოლეგასთან, გამოქვაბულის მხატვართან ერთად.
![]() |
15 პირველი ქართული რეკლამები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
გიორგი კეკელიძე
წერილები ეროვნული ბიბლიოთეკიდან.
მასალების მომზადებისას გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდი ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ნინო გედენიძეს
რეკლამაა რაცაა, ჩემსავით იცით. ეგებ უკეთაც. ერთმა ფრანგმა მწერალმა მას მეოცე საუკუნის მეტასტაზი უწოდა, ოღონდაც კეთილ თუ ავთვისებიანი ელჩი - ვისთვის როგორ. თუმცა სარეკლამო ან თითქმის სარეკლამო ტექსტები გაცილებით ძველი ამბავი გახლავთ, მეტასტაზი კი შეუჩერებელია - ის ოცდამეერთსაც გადმოედო და ინტერნეტი შთანთქა. მსოფლიო მსოფლიოდ და ერთობ ქართული რამ გამოდგა ეს რეკლამა - ეჭვიც არ მეპარება, ცხადად უნდა გახსოვდეთ მისი პირველი ტელეჩანასახები - სხვათა ვიდეორგოლების თარგმანები - იუპი და ბარფი და არიელი და ძმანი და დანი მისნი. მერე ესენი გამრავლდნენ და მთლად გაქართველდნენ. თუმცა რეალურად ესეც ძველი ამბავი გახლავთ. აი, როგორ დაიწყო:
პირველი ქართული რეკლამა, რომელიც სამამულო პერიოდიკის პულსზე ისინჯება. 1861 წელს გამოდიოდა ამგვარი სასოფლო-სამეურნეო გაზეთი „გუთნის დედა“. გუთნის დედის, ახალმეტყველებით რომ ვთქვათ „ქავერ-ფოტო“ კი, არც მეტი, არც ნაკლები, იმპორტული საქონელი იყო - დღეში ცხრა თუნგის მომწველი ფლამანდრული ძროხა. მანდ ეტყობა ხალხის დაინტერესების გზებიც კარგად იცოდნენ, მართალია საკმაოდ ბუნდოვანი ხერხით, მაგრამ მაინც - დაწვრილებით აღწერას „თავის დროზე“ გვთავაზობდნენ.
მეცხრამეტე საუკუნემ ამ თვალსაზრისით ჩვენსას დიდი ვერაფერი სიტყვა თქვა. აი, მეოცის დასაწყისში კი რეგიონულ პრესასაც შეეპარა სარეკლამო გვერდები. გაზეთ „იმერეთის“ 1913 წლის 30 ივლისის ნომერში აბანოში განსაბანდად გვეპატიჟებიან და იქვე გვთავაზობენ სხვადასხვა სახის „მაშინებს“ - საკერავს თუ საწერს, ოღონდ ეშმაკისას არა - ეშმაკის მანქანის - ავტომობილის ქალაქი ქუთაისი მოგვიანებით გახდა. ამ საოცარმა ქალაქმა ოსტატურად აითვისა სარეკლამო ხელოვნება. თითქმის ყოველ ნომერში გვხვდება ფეხსაცმლის თუ აბრეშუმეობის რეკლამა, მინაწერებით - „ფასები სხვებთან შედარებით დაკლებულია“ ანაც „ფასები შეუვაჭრებლათ“ („განსაკუთრებით ქალების კასტიუმებისთვის“).
ეს სლავური სექსუალობისკენ სწრაფვა დეკლარირებულად ჩვენსას მეოცის დასაწყისში დაწყებულა. ხუმრობაგაშვებით ვამბობ. აბა, რა დავარქვათ ერთ შეფარულ, მაცდურ სარეკლამო განცხადებას - „სლავიანსკი ნომრები“ - ყოველის მხრით მორთული, სუფთა, წმინდა (? - გ.კ.) და გაწყობილია, როგორც ოჯახისთვის, აგრეთვე უცოლ-შვილოთათვის“. თავი მომჭერით თუ ეგ „ოჯახებისთვის“ სულ ტყუილად მოგონილი ფანდი არ იყოს და მანდ სულისთვის მავნებელი ამბები ტრიალდება. მით უფრო, იქვე მოფარფატე კუპიდონი მიუხატია „პატივისმცემელ დიმიტრი ხუნდაძეს“.
ასე განსაჯეთ, ყველაზე ბევრ რეკლამას გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალში დაძებნით. ანგელოზებთან მოჩურჩულე და არაჩვენებურ სიზმრებს მიყურადებული კაცი, მართლაც რომ მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდი გენიოსი, მიუხედავად გარეგნული დაბნეულობისა, კარგად ფლობდა პიარისა და, როგორც აქედან ჩანს, მარკეტინგის ილეთებსაც. აი, იხილეთ, თუ რა სახის რეკლამები იბეჭდებოდა მის ჟურნალში - სარძეო მაღაზიის, აუზის, ცენტრალური სავაჭრო სამმართველოს და სხვათა და სხვათა. მოკლედ, ბიზნესი და დესაკრალიზაცია თუ გნებავთ, ეს იყო. მე კი დროებით გემშვიდობებით, სარეკლამო ჭრაზე გავდივარ და მალე ახალი მასალებით დაგიბრუნდებით.
![]() |
16 ელიოტ ერვიტი Invisible Insider |
▲ზევით დაბრუნება |
ფოტოგრაფია|კულტურა
ქეთო გიორგობიანი
„მთავარია, რეაგირება მოახდინოთ იმაზე, რასაც ხედავთ, სასურველია, მიკერძოების გარეშე. კადრის პოვნა ყველგანაა შესაძლებელი, დანარჩენი კი საგნების შემჩნევისა და მათი ორგანიზების საკითხია. უნდა განაღვლებდეს, რაც შენ გარშემო ხდება და გაინტერესებდეს კაცობრიობა მთელი თავისი კომიკურობით“, - ამბობს ვეტერანი მაგნუმელი ელიოტ ერვიტი, რომლის რეტროსპექტივაც ვენის Kunst Haus Wien საგამოფენო დარბაზში სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
კომიკურობა სწორედ ის სიტყვაა, რომელიც ერვიტის ფოტოგრაფიის თვალიერებისას გახსენდება. ირონია კი მისი სავიზიტო ბარათია. მას უკვე დიდი ხანია, კრიტიკოსებმა ფოტოგრაფიის ვუდი ალენი შეარქვეს.
ელიოტ ერვიტი 1928 წელს, საფრანგეთში, რუსი ებრაელების ოჯახში დაიბადა. ბავშვობა მილანში გაატარა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად ამერიკაში, ემიგრაციაში წავიდა. 1948 წლიდან საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა და სწავლა New School for Social Research-ში განაგრძო. ნიუ იორკში ერვიტმა გაიცნო რობერტ კაპა, რომელსაც დევიდ „შიმ“ სეიმურთან, ჯორჯ როჯერთან და ანრი კარტიე-ბრესონთან ერთად ახალი დაარსებული ჰქონდა ფოტოდოკუმენტალისტების გაერთიანება მაგნუმი.
„რობერტ კაპა უძღვებოდა პატარა ფოტოგრაფიულ სააგენტოს, რომლის შესახებაც არაფერი მსმენოდა, - იხსენებს ერვიტი, - ჯარში საფრანგეთში ვიყავი და კაპამ მთხოვა, დროდადრო პარიზში მომენახულებინა. ერთ-ერთი სტუმრობისას, ჩემ მიერ სხვადასხვა ჟურნალისთვის გადაღებული ფოტოები დავათვალიერებინე. 1953 წელს კი, როდესაც ჯარიდან დავბრუნდი, შევიტყვე, რომ მისი პატარა სააგენტო პრესტიჟულ გაერთიანებად ქცეულიყო. უნიფორმა გავიხადე და ზუსტად 20 წუთის შემდეგ, მაგნუმთან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი“. 1953 წლიდან, ერვიტიც ერთ-ერთი მაგნუმელი გახდა, 60-იან წლებში კი სააგენტოს პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა.
მაშინ, როდესაც რობერტ კაპა და მისი თანამოაზრეები ომის ფოტოგრაფიითა და პოლიტიკური თემებით იყვნენ გატაცებული, ელიოტ ერვიტი თავისი საყვარელი ქალაქის, ნიუ იორკის ყოველდღიურობას აკვირდებოდა. მისი ობიექტივის ფოკუსში ხან ზედმეტად გაადამიანურებული ძაღლები, ხანაც - გაცხოველებული ინტერესის მქონე მუზეუმის სტუმრები ხვდებოდნენ. თუმცა ვინც, რაც და როგორც უნდა მოხვედრილიყო ერვიტის კადრში, დამთვალიერებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა და ცხოვრებას, თუნდაც ერთი წამით, უფრო მხიარულსა და მსუბუქს უჩვენებდა.
„პირველი კამერა 14 წლისამ შევიძინე. 15 წლიდან უკვე ჩემი თავის შენახვაზე ზრუნვა მომიწია და ამიტომაც მუშაობა ბნელ ოთახში დავიწყე, სადაც კინოვარსკვლავების ფოტოებს ვბეჭდავდი“. რეტროსპექტივა, რომელიც Kunst Haus Wien-ის ორ სართულზეა გამოფენილი, აერთიანებს ელიოტ ერვიტის სხვადასხვა დროსა და ადგილზე შექმნილ სერიებს, რომელთა უმრავლესობა ათწლეულების მანძილზეც კი იქმნებოდა.
ფორტ დიქსი, ნიუ ჯერსი. 1951
გალერეა 57-ე ქუჩაზე. ნიუ იორკი. 1963
ცივი ომის ქრონიკებიდან
„მორიდებულობა დამეხმარა ფოტოგრაფად ჩამოყალიბებაში. ჯერ კიდევ სკოლაში შევამჩნიე, რომ კამერა ისეთ სიტუაციებში მახვედრებს, სადაც ჩემი ადგილი არ არის. ჯერ გამოსაშვები საღამოები იყო, ახლა თეთრი სახლი და კრემლის უკანა ოთახები“.
ნიკიტა ხრუშჩოვი და რიჩარდ ნიქსონი. მოსკოვი, 1959
1959 წელს, ერვიტი ამერიკის ვიცეპრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონისა და საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის შეხვედრას იღებდა მოსკოვში. ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ სწორედ ეს ფოტო მოიპოვებდა მსოფლიო აღიარებას და ცივი ომის სიმბოლოდ იქცეოდა. „არადა, მხოლოდ ორი პოლიტიკოსის ბანალურ შეხვედრას ვიღებდი“, - აღნიშნა მოგვიანებით ფოტოგრაფმა. ამ ფოტომ მას საოცნებო რეპუტაცია და Invisible Insider-ის სახელი მოუტანა.
ძაღლები, ძაღლები და კიდევ ერთხელ, ძაღლები!
„ძაღლის პირველი ფოტო 1946 წელს გადავიღე. სასაცილო ძაღლი იყო. ხშირად, როდესაც დაბეჭდილ კონტაქტებს ვუყურებდი, უამრავ ძაღლს ვხედავდი. ასე დაიწყო ჩემი და ძაღლების ამბავი. ძაღლებს ვუყეფ ხოლმე. ამიტომაცაა, რომ ის პატარა ძაღლი ჩემს ერთ-ერთ ფოტოზე ჰაერშია ამხტარი. ხალხი ხშირად მეკითხება, როგორ მოხდა ეს. უბრალოდ, მე დავუყეფე - ის ახტა, დავუყეფე - კიდევ ახტა. ძაღლებს ადამიანური თვისებები აქვთ. მგონი, ჩემს ფოტოებსაც ერთგვარი ანთროპომორფული იერი დაჰკრავს. იდეურად, მათ არაფერი აქვთ საერთო ძაღლებთან... უფრო სწორად, იმედი მაქვს, რომ მათი ძირითადი აზრი მაინც ადამიანური მდგომარეობაა, თუმცა ადამიანებს შეუძლიათ ისე აღიქვან ჩემი ფოტოები, როგორც თავად მოესურვებათ“.
თუკი გინახავთ ელიოტ ერვიტის თუნდაც ერთი ნამუშევარი, თავს ვდებ, ეს ძაღლის ფოტო იქნებოდა. ნიუ იორკის ცენტრალურ პარკსა თუ პარიზის ქუჩებში მოსეირნე სხვადასხვა ზომის, სქესისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენელი ოთხფეხები არიან ცივილიზებული სოციუმის ჩვეულებრივი წევრები, რომლებიც, ბულგაკოვს რომ დავესესხოთ, „სრულ გაადამიანურებას“ განიცდიან.
პარიზი, საფრანგეთი. 1949
მუზეუმის ბინადრები
„მუზეუმებში ხშირად დავდივარ და კამერაც მუდამ თან დამაქვს, თუმცა ფოტოების გადასაღებად არ მივდივარ ხოლმე. უბრალოდ, მაინტერესებს მუზეუმები და რადგან კამერაც თან მაქვს, რაიმე ღირებულის აღმოჩენისას, აუცილებლად ვიღებ. ძაღლების მსგავსად, შემიგროვდა მუზეუმების ფოტოების კოლექცია, რომელიც საკმაოდ სახალისო გამოვიდა“.
გალერეა 57-ე ქუჩაზე. ნიუ იორკი. 1963
ერვიტის „მუზეუმელები“ ლამის ფოტოჟურნალისტიკის ცალკე მიმდინარეობად იქცა. ადამიანების უსიტყვო დიალოგი ხელოვნებასთან ერვიტის ნამუშევრებში მით უფრო ირონიულად გამოიყურება, რაც უფრო სერიოზულად უდგება ხელოვნების ნიმუშს ნატურა. მუზეუმის სერია „ხელოვნებისადმი“ დასავლეთ სამყაროს ზეინტელექტუალური დამოკიდებულების ერთგვარი კარიკატურაა, რომელიც სამყაროს მიერ ხელოვნების აღქმის აბსურდულობას ერთბაშად თვალშისაცემს ხდის.
პირადი ექსპოზიციები
„თუკი ვინმე ჩემს ფოტოებში სინაზეს დაინახავს, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი იქნება. ყველაზე კარგი შედეგი დასვენებასა და ჭვრეტას მოაქვს. ფოტოგრაფიაც სხვა არაფერია, გარდა ინტენსიური დასვენებისა და ჭვრეტისა, რომლებიც, საბოლოოდ, კარგ შავ-თეთრ ნაბეჭდად იქცევა. საუკეთესო შემთხვევაში, საფუძვლიანად დაფიქსირებული და გაწმენდილი გამოსახულებით, რომელიც მალე არ გაფერმკრთალდება“.
პოლიტიკისა და ირონიის, დადგმულისა და ქუჩის ფოტოგრაფიის შემდეგ, ერვიტის რეტროსპექტივას განსაკუთრებით თბილ და უშუალო ატმოსფეროს მისი პირადი კადრების სერია უქმნის. ფოტოგრაფის მეგობრები, ოჯახის წევრები, ცნობილი მხატვრებისა თუ მსახიობების პორტრეტები - ერთი სიტყვით, პერსონაჟები, რომლებიც ფოტოგრაფს არა მხოლოდ გარემოს დამკვირვებლად, არამედ საკუთარი ბიოგრაფიის მთხრობელად აქცევენ. აქ ნიქსონისა თუ „გაადამიანურებული“ ძაღლებისგან განსხვავებით, ირონიას ინტიმურობა ანაცვლებს.
ბაკერსფილდი, კალიფორნია. 1983
შიშველი
„რიგითი ადამიანები არ ტყუიან, როდესაც ფოტოს გადაღებას ერიდებიან. არც მე მომინდებოდა, ვინმეს ცხვირთან მოეტანა კამერა. ამიტომაც ვცდილობ, სწრაფად ვიმოქმედო, რომ ნატურამ ვერც კი შემამჩნიოს“.
ერვიტის ნუდისტური ფოტოები კაცობრიობის სილამაზის იდეალებისა და წინასწარ დაყენებული პოზების სრული ანტიპოდია. ეს სერია ნუდისტური კულტურის ერთგვარი სოციოგრამაცაა, რომელიც ერვიტის conditio humana-ს გამოხატვის მისწრაფებას ყველაზე უფრო ექსტრემალურად გადმოსცემს.
დღეს ელიოტ ერვიტი 84 წლისაა. ნიუ იორკში ცხოვრობს და ფოტოებს მაგნუმისთვის იღებს. უყვარს ბავშვები და ძაღლები. მისი ფოტოების შემხედვარეს კი ყველაფერი ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, ყველაზე კეთილი, ყველაზე მხიარული და ყველაზე ბედნიერი გეჩვენება.
![]() |
17 ტრაგიკომიკური რევოლუცია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|კინო
ნიკა ესებუა
M*A*S*H, Dallas, I Love Lucy, The Honeymooners - ეს ის ნამუშევრებია, რომლებიც ამერიკული სატელევიზიო შოუს ისტორიას მაშინ წერდნენ, როცა ტელევიზიები მეორეხარისხოვანი მსახიობების და ბანალური, ერთფეროვანი სცენარების თავშესაფარი იყო. იმ დროს ჯერ კიდევ არავის წარმოედგინა, რომ სერიალებს დიდი რევოლუცია ელოდა. რომ HBO-ს Friends, Seinfeld, Simpsons, Sopranos და სხვა, ტელეკომპანიის მთავარი გმირები გახდებოდნენ.
Seinfeld
90-იანი წლების დასაწყისამდე ამერიკული სიტკომის (სიტუაციური კომედიები) სამყარო წარმოუდგენლად ერთფეროვანი იყო. ერთნაირად შეფუთული ათობით შოუ, ოდნავ განსხვავებული ხუმრობებითა და ხერხებით მაყურებლის მოზიდვას ცდილობდა. ლარი დევიდმა და ჯერი საინფილდმა განსხვავებული სერიალის შექმნა გადაწყვიტეს და ეს გამოუვიდათ კიდეც. Seinfeld სიტკომია, რომელიც 4 მთავარი პერსონაჟის გარშემოა აგებული და მათ მეგობრობის გარდა საერთო არაფერი აქვთ. სერიალი შედგებოდა მოკლე მინიატურებისგან, რომელთა სიუჟეტი ყოველი სერიის ბოლოს იკვრებოდა. ეს არ იყო კლასიკური კომედიური შოუს მაგალითი, სადაც მთლიანი სიუჟეტის განვითარებას და პერსონაჟების ურთიერთობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს იყო სერიალი, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება ჰქონდა - გამოეწვია დაუსრულებელი სიცილი.
Friends
ტელეკომპანია NBC Seinfeld-ის რეიტინგით იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ გარისკა და მარტა კაუფმანისა და დევიდ კრეინის თითქმის იმავე სტილის სერიალს მწვანე შუქი აუნთო. ტელეკომპანია არ შემცდარა, Friends დღეს უკვე ჟანრის კლასიკად ითვლება, თუმცა თავის დროზე არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. 6 მეგობრის ნიუიორკული ისტორიები ბევრისთვის Seinfeld-ის გადამღერება იყო. კრეინმა და კაუფმანმა ოქროს შუალედი იპოვეს, თუ როგორ უნდა ყოფილიყო კლასიკური სიტკომის სტილში გადაღებული სერიალი, Seinfeld, სასაცილო. რეიჩელი, მონიკა, ფიბი, როსი, ჩენდლერი და ჯოუი - ათობით პერსონაჟის ინსპირაცია გახდა. მეგობრების უბრალო ყოველდღიური ყოფა, ნაცნობი სიტუაციები, სასიყვარულო ინტრიგები - ანუ ყველაფერი ის, რაც ასე ბანალური ჩანს ფურცელზე, შოუს მთავარ კოზირად იქცა.
ზუსტად იგივე მიზეზები იქცა მეტ გროენინგის ინსპირაციად. ამერიკელი მულტიპლიკატორისა და სცენარისტისთვის ამერიკული ერთფეროვნება, სატირული პაროდიის - Simpsons - შექმნის მოტივი გახდა. მულტსერიალი Simpsons ყველაფერია - კომედია, დრამა, მიუზიკლი, ჰორორი. აერთიანებს ყველა სერიალს და თითოეულ ამერიკელს. ის მთლიანად ამერიკაა. აშშ-ში შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომელ კონტინენტზეა მათი ქვეყანა, სამაგიეროდ, ყველამ იცის, ვინ არიან ჰომერ, მარჯი, ბარტი, მეგი და ლილი სიმპსონები.
გროენინგის მულტფილმს South Park და Family Guy მოჰყვა. ორი ანიმაციური სიტკომი, რომელსაც წლებია ფართო აუდიტორია ჰყავს და მიუხედავად Simpsons-თან ბევრი საერთოსი (ეს Family Guy-ს უფრო ეხება), მაინც ახერხებენ განსხვავებულ სასაცილო ისტორიებში მაყურებლის გახვევას.
Sopranos
რამდენადაც წარმატებული იყო 90-იანებში სიტკომები, იმდენად ნაკლებმიმზიდველი იყო ამერიკული დრამა-სერიალები. X files, Twin Peaks, ER 90-იანების პირველი ნაწილის იშვიათი გამონაკლისებია. გარდატეხა საკაბელო ტელეკომპანია HBO-ს აღორძინებასთან ერთად მოხდა. 90-იანების ბოლოს HBO-ს მესვეურებმა უარი თქვეს დაწერილი წესებით თამაშზე. მათ ახალი მოდა დაამკვიდრეს, არასაბავშვო სერიალები, სადაც სექსი, ძალადობა, სიშიშვლე, ნარკოტიკები და უხამსობა ჩვეულებრივი მოვლენაა. აქ მსახიობები, სცენარი, მუსიკა, ოპერატორი, ყველაფერი მხატვრული კინოს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
House
HBO-მ დაასრულა ჰეფი ენდიანი ამერიკული ზღაპრების ხანა და დასაბამი ახალ, სისხლიან, მძიმე, მაგრამ რეალისტურ სერიალებს მისცა. პირველი ასეთი შოუ იყო Oz, რომელსაც მალე Sopranos მოჰყვა. ვინც არ იცის, ეს რა სერიალია, მარტივად შევეცდები ავხსნა - „სოპრანოს კლანი“ სატელევიზიო შოუებისთვის იგივეა, რაც კოპოლას „ნათლია“ ამერიკული კინოსთვის. ტონი სოპრანოს ისტორიამ კრიტიკოსების აღფრთოვანება დაიმსახურა და სატელევიზიო შოუ მხატვრული გამოხატვის მნიშვნელოვან ფორმად აღიარა.
Sex and the Cit
ტელეკომპანიამ თავისი წესები კომედიურ ჟანრშიც „დანერგა“. Sex and the City 1998 წელს გამოვიდა და 6 წელი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ეს იყო 4 მეგობარი ქალის გულღია, პირდაპირი საუბრები ტაბუდადებულ თემებზე. მათი მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება და ურთიერთობები მილიონობით ქალისა და მამაკაცის „რჩევების წიგნად“ იქცა. HBO ამით არ დაკმაყოფილდა - ზემოთ ჩამოთვლილ სერიალებს 6 Feet Under, Carnivàle და Wire მოჰყვა - ნამუშევრები, რომლებმაც სერიალების სტანდარტი ძალიან მაღლა ასწიეს და HBO-ც სატელევიზიო შოუების უდავო მეფედ იქცა.
საკაბელო ტელევიზიის შოუების პოპულარობამ დიდი ტელეკომპანიების მფლობელები მიახვედრა, რომ ცვლილებათა ქარს ვერ გაექცეოდნენ და, სულ ცოტა, HBO-სთვის უნდა მიებაძათ. საჭირო იყო სერიალებში მეტი სოციალური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი პრობლემის წამოჭრა, მეტი რეალურობა და მუქ ფერებზე აქცენტის გაკეთება. კლასიკური გმირები გადაშენების პირას იყვნენ, საჭირო იყო ანტიგმირების შექმნა, რომლებიც ცივსისხლიან, რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ.
Lost
ტელეკომპანიები ABC და FOX ყველაზე კარგად მიხვდნენ ამის აუცილებლობას და 2004 წელს ორივემ თავისებურად რევოლუციური პროექტი Lost და House დაიწყო. ჯეი ჯეი აბრაამსის Lost უპრეცედენტო პროექტი იყო, ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი სერიალი ტელევიზიების ისტორიაში. აბრაამსმა და მისმა გუნდმა აქცენტი ცხოვრებისეული დრამისა და მისტიკის ნაზავზე გააკეთეს.
„დაკარგულებში“ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიისა და მსოფლმხედველობის ადამიანების ისტორია იყო გადმოცემული, სადაც თითქმის არ არსებობდა დადებითი და უარყოფითი პერსონაჟი, ყველაფერი მაყურებელზე იყო მინდობილი. Lost ტელევიზიისთვის სრულიად ახალი ხილი იყო, ისევე როგორც House. ეს უკანასკნელი ტრადიციული სამედიცინო დრამების სრული ანტიპოდია. აქ ყველაფერი გენიოსი, ეგოცენტრული ექიმის, გრეგორი ჰაუსის გარშემო ტრიალებს, რომელიც თავის ჯგუფთან ერთად ყველაზე რთულ საქმეებზე მუშაობს. პაციენტები ჰაუსის სათამაშოა, სწორი დიაგნოზის დასმა კი თამაშის დასრულების ერთადერთი შანსი.
სატელევიზიო თამაშები კი გრძელდება. დღეს ზემოხსენებული სერიალებიდან მხოლოდ მულტფილმები გადის. სატელევიზიო ბადე ახალ ისტორიებსა და სერიალებს უჭირავს. Game of Thrones, Walking Dead, Breaking Bad, Mad Men - საკაბელო ტელევიზიის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები არიან. დიდ ტელეკომპანიებში სტაბილურ რეიტინგს How I Met Your Mother, The Big Bang Theory, Modern Family ინარჩუნებენ, სამი სიტკომი, რომელიც სხვადასხვა დოზით ცოტათი Seinfeld-სა და Friends-ს ჩამოჰგავს.
Mad Men
ტიმ როტი, პოლ ჯიამატი, კეიტ უინსლეტი - სულ უფრო მეტი უმაღლესი კლასის მსახიობი თამაშობს სატელევიზიო დადგმაში. ისეთი რეჟისორები, როგორებიც კვენტინ ტარანტინო და ბრაიან სინგერი არიან, არ თაკილობენ შოუსთვის ერთი ეპიზოდის გადაღებას. ჰოლივუდის პროდიუსერები თავიანთი პროექტების ტელევიზიაში გაცოცხლებას ცდილობენ - სტივენ სპილბერგი და მარტინ სკორსეზე ამის კარგი მაგალითია. ტელევიზია სულ უფრო მიისწრაფვის კინოსკენ და ეს შეუქცევადი პროცესია. და ამ ყველაფერს, დიდწილად, HBO-ს, Seinfeld-ს, Friends-სა და Simpsons-ს უნდა ვუმადლოდეთ.
![]() |
18 პლანშეტი - ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი |
▲ზევით დაბრუნება |
ტექნოლოგია
ლევან მეტრეველი
2010 წლის 3 აპრილს დახლებზე პირველი iPad გამოჩნდა და მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა. „სამუდამოდ შეცვლა“ შეიძლება ხმამაღალ ნათქვამად ჩანდეს, მაგრამ ეს ფაქტია, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველა გრძნობს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ასე მაგალითად, 2011 წლის სექტემბრიდან შეერთებულ შტატებში მომუშავე ყველა ავიაკომპანიამ თვითმფრინავები iPad-ებით აღჭურვა, რათა პილოტებმა უზუსტესი ინფორმაცია მიიღონ ტრეფიკის, ამინდის და სხვა აუცილებელი კომპონენტების შესახებ.
იმავე წლის დასასრულს, ტექსასის ჯანდაცვის სამეცნიერო ცენტრმა აქტიურად დაიწყო მუშაობა პლანშეტური აპლიკაციების დეველოპმენტზე, რაც პლანშეტებით აღჭურვილ ექიმებს საშუალებას აძლევს, 24 საათის განმავლობაში დააკვირდნენ პაციენტების მდგომარეობას. გარდა ამისა, მოხდა პაციენტების ისტორიების ციფრულ ფორმატში გადატანა და პლანშეტში ჩატვირთვა.
პლანშეტებს აქტიურად იყენებენ მომსახურების სფეროშიც - ბანკებში, ბუტიკებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც ახალი ტექნოლოგია კონსულტანტებს ეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში.
წამყვანი უცხოური ორგანიზაციების და სავაჭრო სახლების კვალდაკვალ, მომსახურების პროცესში პლანშეტს იყენებს კომპიუტერებისა და გონივრული ტექნოლოგიების მაღაზიათა ქსელი ალტაც. პერსონალური კომპიუტერების და ტელე-ვიდეო ტექნიკის გაყიდვების პიონერი კომპანია უკვე არაერთი წელია მომხმარებელს კომპიუტერებთან ერთად პლანშეტების და სმარტფონების დიდ არჩევანს სთავაზობს. ბრენდების და მათი მოდელების მდიდარ ასორტიმენტში ნავიგაციის გასაადვილებლად, კლიენტებს პლანშეტებით აღჭურვილი კონსულტანტები ეხმარებიან. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ზაზა ასათიანი ამბობს, პლანშეტური მოწყობილობების დანერგვამ მნიშვნელოვნად შეამცირა მომსახურებისთვის საჭირო დრო და სხვა რუტინული პროცესების ხანგრძლივობა.
„მომხმარებლისთვის პლანშეტი ძირითადად გასართობი და საკომუნიკაციო საშუალებაა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია სხვადასხვა სპეციფიკურ სფეროში, მათ შორის, სამედიცინოში, გაყიდვებში და საველე სამუშაოების დროს. ზოგადად, ევოლუციის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ხომ შრომის შემცირებაა. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ტექნიკური პროგრესი გენიოსებთან ერთად ზარმაცების დამსახურებაცაა, მათი, ვინც ყველანაირად ცდილობდა საქმის გამარტივებას“.
მომსახურებაში პლანშეტების დანერგვას მინიმუმამდე დაჰყავს კონსულტანტისგან ადამიანური შეცდომის დაშვების ალბათობა. ალტას კონსულტანტები გამუდმებით გადიან სხვადასხვა მწარმოებლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს, თუმცა ყოველთვის არსებობს შანსი, რომ ათეულობით სმარტფონსა და პლანშეტს შორის, კონსულტანტმა კონკრეტული კლიენტისთვის ოპტიმალური ვარიანტი ვერ შეარჩიოს. სწორედ ამ დროს შემოდის მოქმედებაში პლანშეტი. ფასის და მახასიათებლების მითითების შემდეგ, სპეციალური აპლიკაცია მონაცემთა ბაზიდან საჭირო მოდელებს პოულობს და კლიენტს არჩევანის გაკეთებას უიოლებს.
მაგალითად, თუ კლიენტს სურს, 1000 ლარის ფარგლებში შეიძინოს ბიზნესკლასის სმარტფონი, აპლიკაცია სულ რამდენიმე წამში შესთავაზებს HTC-ის, Sony-ის, Apple-ის ან Samsung-ის ფლაგმან მოდელებს, კონსულტანტი კი დაწვრილებით განუმარტავს შეთავაზებული მოდელების ძლიერ და სუსტ მხარეებს. ვისაც ბიუჯეტური პლანშეტის ან სმარტფონის შეძენა უნდა, ალტა მათაც არჩევანის ფართო საშუალებას აძლევს. აქ სმარტფონების ფასი 200 ლარიდან იწყება, ანდროიდის პლანშეტების შეძენა კი 450 ლარადაც შეიძლება.
პლანშეტი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. დღეს უკვე ხელმისაწვდომია ყველა მნიშვნელოვანი ჟურნალ-გაზეთის პლანშეტური ვერსია. BBC, CNN და სხვა მსხვილი ტელევიზიები მაყურებელს საშუალებას აძლევენ პირდაპირ ეთერს პლანშეტებზე უყურონ. სულ უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს ფილმების გაქირავების პოპულარული სერვისის, NETFLIX-ის პლანშეტურ აპლიკაციას.
წიგნები, ფილმები, ჟურნალ-გაზეთები, Facebook, Skype და ათასობით თამაში ერთ თხელ, მსუბუქ და იოლად მოსახმარ მოწყობილობაში, რომლის შეძენაც, ალტას დამსახურებით, გამაგრილებელი სასმელის შეძენაზე უფრო იოლი გახდა.
ცოტა რამ პლანშეტის ისტორიიდან:
პირველი პლანშეტური კომპიუტერი Styalator ჯერ კიდევ 1958 წელს შეიქმნა. მან განსაზღვრა პლანშეტის კონცეფცია, რომლის უპირობოდ მიღება ბევრ კომპანიას გაკოტრების ფასად დაუჯდა. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გამომგონებლებს მიაჩნდათ, რომ პლანშეტი უნდა ყოფილიყო სტილუსით აღჭურვილი მოწყობილობა, რომელსაც საქმოსნები და „საველე მუშაკები“ გამოიყენებდნენ. მათი მიზანი იყო ელექტრობლოკნოტის შექმნა გაფართოებული ფუნქციებით - ინფორმაციის მიღება, გაცვლა-გამოცვლა დროის რეალურ რეჟიმში, საქმიანი ჩანაწერების გაკეთება და შენახვა. ცალკეულ შემთხვევებში ტელეფონის ფუნქციონალის ინტეგრაციაც (მაგალითად, კომპანიამ AT&T EO საჭირო ტექნოლოგიების შესაძენად 50 მილიონი დოლარი დახარჯა. ერთი წლის შემდეგ კი, იძულებული გახდა, პროდუქტი წარმოებიდან მოეხსნა).
კლასიკურ პროტოპლანშეტად შეიძლება ჩაითვალოს 1989 წელს გამოსული GridPad. 2.370 დოლარად შეფასებული ბიზნესკლასის მოწყობილობა კარგად გაიყიდა და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მწარმოებელი კომპანია GRiD Systems 90-იანი წლების პლანშეტურ ციებ-ცხელებას შეეწირა.
90-იანი წლები კომპიუტერულ სამყაროში ყველაზე ინოვაციური და, შესაბამისად, ავანტიურისტული იყო. პერსონალურმა კომპიუტერებმა ლაბორატორიებიდან და ტრანსნაციონალური კომპანიებიდან ბინებში გადაინაცვლეს. ახალი თაობის ჩიპებმა, პროცესორებმა და მეხსიერების ბარათებმა გამომგონებლებს გრანდიოზული ექსპერიმენტებისკენ უბიძგა, Microsoft-მა გრაფიკული ინტერფეისის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.
პარალელურად, ახალგაზრდა ბილ გეიტსმა ჩამოაყალიბა მომავლის კომპიუტერის კონცეფცია. მისი აზრით, უახლოეს მომავალში პერსონალურ კომპიუტერებს (PC) მთლიანად პლანშეტები ჩაანაცვლებდა. Microsoft-მა სპეციალურად სტილუსისთვის ოპტიმიზირებული Windows გამოუშვა. მის კვალდაკვალ ბაზარზე გამოჩნდა GO Corporation-ის ოპერაციული სისტემა PenPoint. ტრენდული იდეით შეპყრობილმა მწარმოებლებმა - NCR, Samsung, Dauphin, Fujitsu, TelePad, Compaq, Toshiba და IBM - ერთმანეთის მიყოლებით გამოუშვეს მოწყობილობები სპეციალურად სტილუსისთვის. სულ რაღაც 2 წელიწადში კი გაირკვა, რომ პლანშეტური კომპიუტერის იდეა ჯერ კიდევ ნედლი იყო და კომერციული წარმატება არ ეწერა. კომპანიების ნაწილი გაკოტრდა, გიგანტებმა - IBM და Samsung - პლანშეტური მოწყობილობები წარმოებიდან სასწრაფოდ მოხსნეს.
1994 წლიდან ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე ახალი მოწყობილობა გამოჩნდა. ინოვაციურობის მხრივ მხოლოდ Fujitsu Stylistic გამოირჩეოდა. ეს იყო პირველი პლანშეტური მოწყობილობა ფერადი ეკრანით. სხვათა შორის, iPad თავდაპირველად Fujitsu-ს სავაჭრო ნიშანი იყო, რომელიც 2003 წელს დაარეგისტრირეს, 2010 წლის 17 მარტს კი Apple-ს მიჰყიდეს.
Fujitsu დღემდე ინარჩუნებს საინტერესო და ინოვატორი კომპანიის სახელს. საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენელია კომპანია ალტა. 2001 და 2002 წლებში Microsoft-მა ორი მკვდრადშობილი მოწყობილობა გამოუშვა - პლანშეტი Compaq Tablet და პერიფერიული დანამატი Microsoft Smart Display. ორივე მოწყობილობა საგამოფენო ექსპონატად დარჩა.
შემდეგ კი იყო 2010 წელი და იყო iPad...
![]() |
19 ფინჯანში მოქცეული ტრადიციები და თანამედროვეობა |
▲ზევით დაბრუნება |
LIFE
ირინა ბაგაური
1995 წელს, მილანის საწარმოო ბაზრობაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა ესპრესო ერთხმად აღიარეს ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოდ. იტალიაში რომ ყავის სმის დიდი ტრადიციები არსებობს, ამას მეთვრამეტე საუკუნეში აპენინების ნახევარკუნძულზე დაარსებული ევროპის უძველესი კაფეების ისტორიაც მოწმობს. კონტინენტის დასავლეთ ნაწილში ყავა პირველად ვენეციელებმა შეიტანეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ეს იყო სასმელი, რომელიც ძილს უტეხდა თურქებს და აძლევდა ძალას, ომიანობის დროს მთელი ღამის განმავლობაში ეფხიზლათ.
თუმცა, თუკი აღმოსავლეთის ქვეყნებში ყავის სმა ინტიმური და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ხშირად თან სდევს ბედის განჭვრეტა და გულთმისნობები, თანამედროვე ესპრესოს არაფერი აქვს საერთო აზიურ სიდინჯესა და მისტიციზმთან: ნამდვილი იტალიელები მას თითქმის ყოველთვის ბარის დახლთან ჩამომდგარნი, ერთი მოყუდებით სვამენ. აპენინელები მიიჩნევენ, რომ ყავის ეს სახეობა საქმიანი და პროგრესული ადამიანების გონების ნაყოფია და მეოცე საუკუნის დასაწყისის აჩქარებული რიტმების, მეტიც, ფუტურიზმის ეპოქის ნამდვილი გამოძახილი გახლდათ. ტყუილად ხომ არ შეარქვეს ესპრესო - სწრაფად ამზადებენ და სწრაფადვე მიირთმევენ. სწორედ ამ სისწრაფეს უსვამდა ხაზს 1922 წელს შექმნილი ცნობილი სარეკლამო მანიფესტიც: მატარებლიდან ესპრესოს აპარატისკენ გადმოხრილია მგზავრი, რომელიც ფინჯანს ყავით ივსებს.
ყველაფერი 1901 წელს დაიწყო, როდესაც მილანელმა ინჟინერმა ლუიჯი ბეძერამ გამოიგონა „ფოლადის მონსტრი“, ესპრესოს აპარატი და ადუღებული წყლის მაღალი წნევისა და ფილტრებში მოქცეული ყავის დოზირების შერჩევით, მიიღო ძლიერი და არომატული სითხე, რომელიც ქვეყნის ნაციონალურ სიამაყედაა მიჩნეული. ესპრესო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცხელი სასმელია და მის საფუძველზე მზადდება ყავის ისეთი სახეობები, როგორებიცაა მაკიატო, ლუნგო, რისტრეტო, ფრედო, კორეტო, კაპუჩინო, კაფე ლატე... განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ ყავის, წყლისა და რძის დოზებშია.
გამომგონებელ ბეძერას ბიოგრაფიის შესახებ იტალიაში ბევრი არაფერი იციან და ესპრესოს შექმნის ისტორიაც ლეგენდებითაა მოცული. მიუხედავად მილანური წარმოშობისა, ნეაპოლელებს მიაჩნიათ, რომ ნამდვილი ყავის დაგემოვნება მხოლოდ ნეაპოლშია შესაძლებელი და რომ თავად ტერმინი - ესპრესო, გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე ამავე სახელწოდების ყავას დაამზადებდნენ. ამბობენ, რომ ეს სიტყვა ერთი სულსწრაფი ნეაპოლელის დაჟინებული მოთხოვნის შედეგია - ის ჯიუტად უმეორებდა ხოლმე მიმტანებს, მისთვის რაც შეიძლება მოკლე დროში მოემზადებინათ ყავა და რადგან ძველებური მადუღარები ამის საშუალებას არ იძლეოდა, ინჟინერ ბეძერას ახალი აპარატის შექმნა დაავალა.
ბეძერას გამოგონილმა ყავის მანქანამ, ისევე როგორც აპარატის მიერ დამზადებული სასმელის გემომ, არაერთგზის განიცადა ცვლილებები. დღეს ესპრესო აპენინელების ყოველდღიურობის, იტალიური ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილია და ადგილობრივები მისით ისევე ამაყობენ, როგორც დანარჩენ მსოფლიოში აღიარებული ნაციონალური საკვები პროდუქტებით: პარმიჯანო რეჯანოთი, პარმული ლორით ან ტოსკანური ზეითუნის ზეთით. იქ გემოს ისევე უფრთხილდებიან, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ამიტომაც, იტალია ევროპული ქვეყნების იმ მცირე ნაწილს მიეკუთვნება, რომელმაც არაფრით დაუშვა ეროვნულ ტერიტორიაზე ცნობილი ამერიკული Starbucks-ის დამკვიდრება და სადაც McDonald's-ის ქსელის რესტორნებში შესულ კლიენტებსაც კი პროფესიონალი ბარმენების მიერ დამზადებული ესპრესოთი უმასპინძლდებიან.
აპენინელები ესპრესოს ძირითადად მიირთმევენ სახლში და ბარებში, რომლებიც დილის შვიდი საათიდან იღებენ სახლებიდან სასაუზმოდ გამოსულ კლიენტებს. იტალიელების დიდი ნაწილის დღე სწორედ ბარებში იწყება და მათ დილის მენიუს, ძირითადად, ყავა და კრემიანი კრუასანი წარმოადგენს. ბარმენებად არ იბადებიან, ბარმენები ხდებიან, - წერდა 1984 წელს ჯინო მარჩალისი, ცნობილი ვენეციელი ბარმენი და შემდგომში მილანის ჰოტელიერების სკოლის მასწავლებელი, რომელიც ისეთ პრესტიჟულ ადგილებში მუშაობდა, როგორებიც იყო კაფეები დანიელი, გრიტი და ფლორიანი.
მთავარი მოთხოვნებია გულისხმიერება და კეთილგანწყობა. ბარი პატივისცემას იმ შემთხვევაში იმსახურებდა, თუ იქ მომუშავე ბარმენი გახლდათ რესპექტაბელური: მას უნდა ჰქონოდა მოკლე და დავარცხნილი თმა, არავითარი სუნამო, მხოლოდ ლავანდის რამდენიმე წვეთი. სუფთა ხელები, მოკლე ფრჩხილები. არანაირი თვალსაჩინო სამკაული, გარდა ქორწინების ბეჭდისა. არავინ იცის, მარჩალისის დამკვიდრებული წესების დამსახურებაა, თუ აპენინელების სამხრეთული ტემპერამენტის, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიელი ბარმენები ყოველთვის გამორჩეულად გულისხმიერი და მომღიმარი, ხშირად ჭკუამხიარული ხალხია, რომლებსაც ყოველთვის ახსოვთ, რა უყვარს კლიენტს და მუდამ ზრუნავენ მისი განწყობის ამაღლებაზე. მათ ძირითად საქმიანობას სწორედაც რომ ესპრესოს დამზადება წარმოადგენს და თუ შემთხვევით, ბარში შესულმა ჩაი მოითხოვეთ, არ გაგიკვირდეთ, თუ გულწრფელად გამოხატავენ შეშფოთებას: რატომ ჩაი, შეუძლოდ ხომ არ ხართ? ვინ სვამს ჩაის?
ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში ჩაის სმის ტრადიციები არ არსებობს, ყავისა კი სამ საუკუნეს ითვლის და სწორედ ამ ისტორიული ფესვების წარმოჩენას ცდილობს ტურინული ყავის საწარმო Lavazza, რომლის სარეკლამო რგოლებშიც მოქმედება ხშირად ვენეციის სან მარკოს მოედანზე, იტალიის უძველესი ყავახანის, 1720 წელს დაარსებული ლეგენდარული კაფე ფლორიანის წინ ხდება. იქ, სადაც საუკუნეების მანძილზე იყრიდნენ თავს სხვადასხვა ქვეყნის პოეტები, ხელოვანები თუ ინტელექტუალები კონსტანტინოპოლიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოტანილი, აღმოსავლური წესით დამზადებული ყავის დასაგემოვნებლად და ბოჰემური ღამეების გასატეხად.
![]() |
20 Trends F/W 2012-13 |
▲ზევით დაბრუნება |
FASHION
ანიტა ლებანიძე
ფოტო: REUTERS ©
ცხელა. თითქოს შემოდგომა-ზამთრის სამოსზე ფიქრი ნაადრევია, თუმცა სულ მალე აღმოვაჩენთ, რომ შარშანდელი ვიწრო კაბა წლევანდელზე განიერი გახდა, აბრეშუმზე ორნამენტები - ზედმეტად კონკრეტული და „ბეწვის“ ქურთუკიც ვეღარ ახდენს ისეთ ეფექტს, როგორც გასულ ზამთარში. სამწუხაროა თუ სასიხარულო, ყოველ ახალ სეზონს ახალი ტენდენცია მოაქვს, ამიტომ წინასწარ თადარიგის დაჭერაც არ იქნება ურიგო. შემოდგომა-ზამთრის მოდური ტენდენციებიდან რამდენიმეს გამოყოფა შეიძლება:
Gucci
YSL
Boy-Girl - ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ივ სენ ლორანი ჰელმუტ ნიუტონთან ერთად საკულტო იმიჯს ქმნიდა - ანდროგენული, მისტიკური ქალის, რომელიც მამაკაცის სმოკინგში იყო გამოწყობილი. სქესთა შორის საზღვრის გადათამაშება მუდამ საინტერესო თემაა მოდის სამყაროში, წელს კი ბიჭური გოგოს თემა ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად მოგვევლინება. Hermes, Celine, ყველა „მკაცრი“ დიზაინერი შემოდგომისთვის კიდევ უფრო ამკაცრებს საკუთარ გმირ ქალს და მამაკაცის კლასიკური გარდერობის ქალისთვის მისაღებ ვერსიებს გვთავაზობს.
Oversize - გაზვიადებული ფორმები, დიდი მხრები, სახელოები და თითქოს ზომაზე დიდი ტანისამოსი გასულ სეზონებზეც იყო ყურადღების ცენტრში. წელს კი ეს სტილი უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა. ეს იმას ჰგავს, როდესაც საბანივით ეხვევი ზედა ტანსაცმელში და, ამავე დროს, ეს ყველაფერი მაღალი ხარისხის დახვეწილი დიზაინია. დიდი ლაბადები წლევანდელი ზამთრის უპირობო ჰიტი იქნება. ისეთი, როგორც რაფ სიმონისმა ჯილ სანდერის სახლისთვის შექმნილ გამოსამშვიდობებელ კოლექციაში წარმოგვიდგინა.
Baroque - წარმოიდგინეთ, რომ ბროლის ჭაღი დაშალეთ და სადა კაბაზე დაიკერეთ მუხის ფოთლის ფორმის ბაროკოს პერიოდის კრისტალები. ან იმავე ხანის ვენეციური კილიტებით ნაქარგი კედლიდან ჩამოხსენით და მისგან საღამოს კაბა შეკერეთ - არ შეგეშინდეთ, სწორედ ამ მასშტაბის სამკაულებით თუ გაიხალისებთ თავს შემოდგომა-ზამთრის ცივ საღამოებზე. საღამოს ტუალეტები წელს შარშანდელზე პომპეზურია.
Fur bits - მიუხედავად პირადი დადებითი თუ კატეგორიულად საწინააღმდეგო დამოკიდებულებისა, ნატურალური ბეწვი კვლავ მოდაშია. ამჯერად აქტუალურია არა ცხოველის მთლიანი ბეწვი, არამედ როგორც უჩვეულო დეტალი, ექსტრავაგანტული გაფორმება, რაც შეიძლება არატრადიციული ხერხებით - როგორც ამას Celine და რიკ ოუენსი ქმნის. ნაქსოვი ზედა ტანისამოსი Celine-სგან ამის საუკეთესო მაგალითია.
Retro mix - ისტორიული თემატიკით გატაცება არაერთი დიზაინერის შემოქმედებაში გვხვდება. ამ ზამთარს, მე-19 საუკუნის თავსაბურავების ტარება 70-იანი წლების განიერ შარვლებთან ერთად შეგიძლიათ სცადოთ, მაგალითი კი მარკ ჯეიკობსის კოლექციიდან აიღოთ. ნუ შეგეშინდებათ დოლჩე და გაბანას სიცილიური კოსტიუმების, ან პრადას 60-იანი წლების ფსიქოდელიური პრინტების. ეს ყველაფერი ზამთრის სეზონს უფრო საინტერესოს, ჭრელს და შარშანდელისგან განსხვავებულს გახდის.