The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №114


ტაბულა №114


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ქურდაძე თაკო, ნოდია გია, ქორიძე ავთო, ავალიანი დიმიტრი, გეგელია გრიგოლ, სუთიძე ლევან, კოკიჩაიშვილი თეონა, კვანჭილაშვილი ელენე, გუნია ირაკლი, ჩერგოლეიშვილი თამარ, კაკაბაძე შოთა, ზუკაკიშვილი ქეთი, ბუგაისკი იანუშ, ჩხიკვაძე ანი, ელერდაშვილი ვახო, მაღრაძე ირაკლი, გოდუაძე ლაშა, ბაგაური ირინა, ჯაფარიძე თეონა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012|17 - 23 სექტემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორები: ნინი გოგიბერიძე, სალომე კიკალეიშვილი / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, გიორგი კეკელიძე, სალომე უგულავა, მაკა გამცემლიძე, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, თეონა კოკიჩაიშვილი, სიმონ მაჩაბელი, ლაშა გოდუაძე, ზურაბ თალაკვაძე, ნიკა ესებუა, მიხეილ ბასილაია, ლარა ჯამარაული, ირაკლი გუნია / ვები: სანდრო თარხან-მოურავი, ლევან მეტრეველი, ნათია სოფრომაძე, ნუცა შუბაშვილი, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: კახა დოლიძე, ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, e-mail: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul - TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


ერთხელ დამირეკა და მითხრა,შენს სახლთან ბოტანიკურ ბაღში ვარ და ხომ არ ამოვიდე ფეხით?” სხვა დროს შემომთავაზა - ჟიგულით მოვალ, არავინ არაფერი რომ არ იეჭვოსო. არავითარ შემთხვევაში-მეთქი

  • გამოცემამ The Independent ქართული ოცნების ლიდერის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ივანიშვილი მისი და სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ საუბრობს. მილიარდერი აცხადებს, რომ სააკაშვილი მას ჩუმად ხვდებოდა, რათა რუსეთის მთავრობას არაფერი გაეგო. 8 სექტემბერი

0x01 graphic

სულ 8 ჯიშის ფარშევანგი არსებობს, მე ყველა მყავს

  • განუცხადა ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოცემა The Independent-ის ჟურნალისტს. 8 სექტემბერი

დემოკრატია ამ ქვეყანაში მუშაობს, რადგან ვისაც შევხვდით, ერთმანეთზე ყველა საჩივარს ამბობს, თავი აშშ-ში მეგონა

  • აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრემმა საქართველოში ვიზიტი შეაფასა. 6 სექტემბერი

ბრონირებულ შუშებში მოქცეული ორად-ორი პოლიტიკოსი მყავს ნანახი - ამას [ბიძინას] ჯვარი წერია და ერთი ლენინია ასეთი მავზოლეუმში და მეორე ბიძინაა მიტინგებზე

  • შალვა ნათელაშვილი, ტელეკომპანია მაესტრო. 8 სექტემბერი

0x01 graphic

ზოგიერთი მოყვარული ამბობს, რომ ჯგუფური სექსი უკეთესია ინდივიდუალურზე იმიტომ, რომ აქ, როგორც ნებისმიერ კოლექტიურ სამუშაოზე, შეგიძლია იფუქსავატო

  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია Russia Today-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც პანკ-ჯგუფ Pussy Riot-სა და ჯგუფურ სექსზე ისაუბრა. 6 სექტემბერი

0x01 graphic

დღეს მე ჩავატარე 10 მიტინგი, ამიტომ ნუ დამძრახავთ, თუ ხმა ცოტა დამჯდარი მაქვს. ჩემი ხმის ჩაგდებას ვერავინ ეღირსება

  • სპორტის სასახლეში, ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. 8 სექტემბერი

მიტ რომნი სანტა კლაუსი რომ იყოს, ირმებს სამსახურიდან გაათავისუფლებდა და ელფებს აუთსორსინგს გაუკეთებდა

  • განაცხადა ოჰაიოს შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ტედ სტრიკლენდმა შარლოტში გამართულ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე. 6 სექტემბერი

„როლანდ ახალაიას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ის ბებიაჩემის მამის ასპირანტი იყო”

  • ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი როლანდ ახალაია წარადგინა. 8 სექტემბერი

2 ელექტორიადა

▲ზევით დაბრუნება


არენა

თაკო ქურდაძე

„Citius, Altius, Fortius”

0x01 graphic

ყოველ 4 წელიწადში ერთხელ პოლიტიკური ელიტა საკუთარ ძალებს, გამოცდილებას, ფინანსურ რესურსებსა და მხარდამჭერთა ბაზას სრულ მობილიზებას უკეთებს და დასახული მიზნისაკენ სპორტული ინტერესით მიიწევს. პარლამენტარის მანდატი წმინდა გრაალია: მის მოსაპოვებლად პოლიტიკურ არენა ზეაქტიური, ქვეყნის ბედით შეწუხებული და მოსახლეობაზე მზრუნველი პოლიტიკოსები თავდაუზოგავად იბრძვიან.

წელს საპრიზო ადგილებისათვის იბრძვის ორი გამოკვეთილი ფავორიტი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება. დეპუტატის მანდატის მოპოვებაზე ამყარებენ იმედებს ქრისტიან-დემოკრატიული, ახალი მემარჯვენე და ლეიბორისტული პარტიებიც. თითოეულ მათგანს ქვეყნის მართვის თავისი პრიორიტეტი და ხედვა აქვს.

წინასაარჩევნო პროცესი PR აქციას ჰგავს: აქაც პარტიების დაპირებები უმეტესად ამომრჩეველთა მოთხოვნაზეა გათვლილი. ისევე როგორც სააქციო ბირჟაზე, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი იცვლება იმის მიხედვით, თუ რა აზრის არის ხალხი ამ კონკრეტულ პარტიაზე. უოლსტრიტის სლენგის არ იყოს, აქციის ფასს კომპანიის საქმიანობა პირდაპირ არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ის უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ხალხი ამ კონკრეტული კომპანიის საქმიანობაზე და მისი მომავალი წარმატების რამდენად სჯერა.

წინასაარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტიების რეიტინგი აქციების ფასივითაა: რეიტინგს განსაზღვრავს არა იმდენად პარტიების საქმიანობა, რამდენადაც ხალხის დამოკიდებულება ამ საქმიანობის მიმართ. ამდენად, ლოგიკურია, როცა საარჩევნო პროგრამებში ისეთი დაპირებებიც ხვდება, რომლებიც საზოგადოების დამოკიდებულებას ირეკლავს.

მარტივად რომ ვთქვათ, მოქმედებს პრინციპი: „არა ის, თუ რას ვამბობ მე, არამედ ის, თუ რა ესმით მათ”.

პოლიტიკური პარტიების პროგრამების ადეკვატური გააზრება დადადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება გადამწყვეტ როლს თამაშობს მოსახლეობის მიერ სწორი არჩევანის გაკეთებაში. „პოლიტიკოსების არჩევის საზომი პოპულარობა არ უნდა იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, დონალდ დაკსა და მაპეტსის შოუს თოჯინებს დიდი ხნის წინ უნდა დაეკავებინათ სენატის სკამები”, - აღნიშნავს ორსონ უელსი.

პოლიტიკოსის, როგორც ფიზიკური პირის პოპულარობა ნამდვილად არ არის ობიექტური და საკმარისი საზომი იმისთვის, რომ მოსახლეობამ რაციონალური და კარგად გააზრებული არჩევანი გააკეთოს. თუმცა ხშირ შემთხვევაში პარტიის მთავრობაში საპარლამენტო უმრავლეობით მოსვლას სწორედ მისი ლიდერის ქარიზმა, საარჩევნო პროგრამის სიმარტივე და მოსახლეობის მისდამი დამოკიდებულება წყვეტს.

იმას, თუ როგორ არგებენ პარტიები თავიანთ პროგრამებს უმრავლესობის დაკვეთას, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, აარონ დაირექტორიც დააკვირდა. პრინციპი, რომელიც დაირექტორის კანონით არის ცნობილი, ყველა პარტიის საარჩევნო კამპანიაში ჰპოვებს ასახვას. რადგან საშუალო ფენა ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, მისი მხარდაჭერა გადამწყვეტია საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ სამოქმედო პროგრამები საზოგადოების ამ ფენის ინტერესებს მოარგონ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროგრამა, რომელიც ფართო გამოხმაურებას ჰპოვებს, აუცილებლად ოპტიმალური იქნება. მაგალითად: მიუხედავად იმისა, რომ უფასო განათლების ალტერანტივას მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე საგანმანათლებლო სექტორის პრივატიზაციას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფასო განათლება სახელმწიფოსათვის ოპტიმალური არჩევანია.

დაირექტორის კვლევებიდანაც ჩანს, რომ საშუალო ფენის დომინაცია პოლიტიკური ინტერესების გატარების დროს აზარალებს როგორც საშუალოზე მაღალი, ასევე საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონეო ჯახებს. ამომრჩეველი პოლიტიკური პარტიებისგან ბევრი დაპირების შესრულებას მოითხოვს. მათი უმეტესობის დაკმაყოფილებისთვის ფულია საჭირო. იმისთვის, რომ ეს ფული ბიუჯეტში მოხვდეს, პირდაპირ ან ირიბად მთელი მოსახლეობა უფრო მეტად უნდა დაიბეგროს. გაზრდილი გადასახადი ყველაზე მეტად დაბალ შემოსავლიან მოსახლეობას აწვება: დაირექტორის გათვლებით გამოდის, რომ მათ ცხოვრება პროცენტულად ერთი მეხუთედით უძვირდებათ. საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისგან მაღალი გადასახადით ამოღებული ფული კი, საბოლო ოჯამში, ისევ იმ პროგრამებს ხმარდება, რომლებზეც დომინანტური საშუალო ფენის მოთხოვნა არსებობს. გამოდის, რომ ყველაზე მეტ სარგებელს საშუალო ფენა ნახულობს.

ამდენად, ყველაფერი „უფასო”, „დამატებითი”, „საჩუქრად“ მთავრობისაგან, ყველაზე მძიმედ, დაბალი და მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებს აწვება მხრებზე.

შეცდომაა: უფასო სწორია: სხვის ხარჯზე!

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიც არ არის გამონაკლისი და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში დომინირებს კონცეფცია „უფასო” (უფასო დაზღვევა, უფასო განათლება).

მნიშვნელოვანია იმისი გააზრება, რომ „უფასო სადილი არ არსებობს” და ყველაფერს თავისი ფასი აქვს. შეკითხვა, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა დაისვას, არის არა „რა ღირს”, არამედ „ვინ იხდის”. ხარჯების უმეტესობას ფარავენ წარმატებული ბიზნესები და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, რომელთაც ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში შეაქვთ დიდი ოდენობის თანხები გადასახადის სახით. მხოლოდ ამის შემდეგ იქცევა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები უფასო დაზღვევად, ხელმისაწვდომ განათლებად, საირიგაციო სისტემებად და სახელმწიფო ინფრასტრუქტურად

აგრარული vs პროდუქტიული საქართველო

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა დღესდღეობით „ძლიერი სოფელი” და აგრარული სექტორის „განვითარების ხელშეწყობაა”. ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება და ახალი მემარჯვენეები სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ. ყოველი მათგანი ამომრჩეველს მათი გადაჭრის საკუთარ ალტერნატიულ გზას სთავაზობს.

ძლიერი სოფელი ამომრჩევლის დაკვეთაა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი (47.1%25) სოფელში ცხოვრობს და, შესაბამისად, ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

წინასაარჩევნო პერიოდში პარტიები მაქსიმალურად მაგრამ აგრარული სექტორის სუბსიდირებისას სახელმწიფო თავისი უხვი დონაციებით ცდილობენ, შთაბეჭდილება მოახდინონ ელექტორატზე. პროგრამული პრინციპების გაწერისას, გრძელვადიან გვერდით ეფექტებზე ყურადღებას ისინი ნაკლებად ამახვილებენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმა სოფლის გაძლიერებისათვის 2012-2016 წლებში აგრარულ სექტორში ოთხი მილიარდი ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. თანხა უნდა მოხმარდეს სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების აშენებას, დრენაჟისა და საირიგაციო სისტემების დანერგვას, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობისათვის აუცილებელი ტექნიკის შეძენას.

მთავარ კონკურენტს არც ქართული ოცნება ჩამორჩება და სოფლის მოსახლეობას ჰპირდება, რომ იმპორტულ საქონელზე შეზღუდვებს დააწესებსდა ეროვნული წარმოების განვითარებას ხელს შეუწყობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, მათ პროგრამაშიც აგრარული სექტორის მოდერნიზების შედეგად აგროსასურსათო ინდუსტრიის განვითარებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ქართული ოცნება ამომრჩეველს სოფლის განვითარებისათვის ერთმილიარდიანი ფონდის შექმნას ჰპირდება. ამ ფონდის სუბსიდირებას იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან აპირებს. ფონდის სახსრები აგროწარმოების სპონსორობასა და სოფლებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქართულ ოცნებას დანაპირების შესრულება მოუწევს. შესაბამისად, უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, რეალურად სჭირდება თუ არა აგარარულ სექტორს მილიარდიანი სახელმწიფოი ნვესტიცია. ბიუჯეტიდან თანხა აგრობიზნესის განვითარების ფონდში მაინც გადანაწილდება. ეს კი სახელმწიფო თანხების არაეფექტური გამოყენების პრეცედენტებს შექმნის. მოგებიან აგრობიზნეს პროექტს სახელმწიფო სუბსიდირება არ დასჭირდება. მას ყოველთვის გამოუჩნდება კერძო ინვესტორი, რომელიც მასში კაპიტალს დააბანდებს. გამოვა, რომ თანხების უმეტესობა ნაკლებად მოგებიან ინდუსტრიებში გადანაწილდება და ამონაგები ინვესტიციაზე არ გამოიღებს იმ შედეგს, რის მისაღწევადაც იქმნება მსგავსი ფონდები.

გარდა არამოგებიანი კაპიტალდაბანდებისა, სახელმწიფო სახსრების ხარჯვას თან ახლავს ალტერნატიული დანახარჯები. მოსახლეობას უწევს მოიკლოს, მაგალითად, უკეთესი ინფრასტრუქტურის არსებობის ალტერნატივა იმის გამო, რომ ერთი მილიარდი ლარი, საჭიროა თუ არა, უნდა გადაირიცხოს აგრარული სექტორის განვითარების ფონდში.

არანაკლებ წაგებიანია იმპორტზე შეზღუდვების დაწესება ეროვნული წარმოების განვითარების სახელით. იმპორტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ბაზარი ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას, ან იმპორტირებული საქონელი ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ადგილობრივად წარმოებული. ორივე შემთხვევაში მომხმარებელი ზარალდება. თუ შეიზღუდება იმპორტი, ბაზარზე არ იქნება საკმარისი რაოდენობის საქონელი, რასაც ხსენებულ პროდუქციაზე ფასების ზრდა მოჰყვება- ეს კი, საბოლოოდ, სამომხმარებლო კალათის გაძვირებას გამოიწვევს. ასევე, კონკურენციის არ არსებობა თითქმის უპირობო გარანტიაა იმისა, რომ პროდუქციის ხარისხი იქნება უფრო დაბალი, ვიდრე ეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში იქნებოდა - ადგილობრივ მწარმოებლებს არ ექნებათ მოტივაცია, რაიმე ნიშნით გამოირჩეოდნენ ბაზარზე კონკურენტების არარსებობის პირობებში

გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნებისა, ახალი მემარჯვენეების პრიორიტეტული მიმართულებაც ქართული სოფლის გაძლიერებაა. მათი ძირითადი პროგრამული პრინციპები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მათი კონკურენტებისგან: მოდერნიზებული აგრარული სექტორი და ფერმერის ცხოვრების დონის ამაღლება.

პარადოქსია, მაგრამ აგრარული სექტორის სუბსიდირებისას სახელმწიფო თავისი უხვი დონაციებით მომავალში კერძოა გრარული სექტორის კონკურენტი ხდება.

მაგალითისთვის: ნაციონალური მოძრაობა თავის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ რეგიონებში ასობით ტრაქტორსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას შემოიყვანს. კერძო დისტრიბუტორი, რომლის შემოსავლის წყაროსაც აგროტექნიკის გაქირავება წარმოადგენდა, ავტომატურად ეთიშება ბაზარს, რადგან ვერ გაუწევს კონკურენციას სახელმწიფოს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ სახელმწიფოს მოგების მოტივი არ ამოძრავებს და, შესაბამისად, მომხმარებელს ბევრად იაფი პროდუქციით ამარაგებს. თავისუფალი ბაზრის პირობებში ფასებსა და პროდუქციის სელექციას არეგულირებს მოთხოვნა და მიწოდება, სახელმწიფოს ჩარევისთანავე ეს ცვლადები უმნიშვნელო ხდება. სახელმწიფოს ერთპიროვნული უპირატესობა გააჩნია, როგორც ინვესტიციის ზომის, ასევე ოპერირების არეალის არჩევისას და კერძო ბიზნესები კონკურენციას ვერ გაუწევენ და ბაზრიდან გასვლას გადაწყვეტენ.

იმის გამო, რომ სახელმწიფოს მოგების მოტივი არ ამოძრავებს, საბაზრო სიგნალების ინტერპრეტაცია მისთვის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ვერ ხდება საჭირო პროდუქციის რაოდენობის ზუსტი შერჩევა, რამაც შემდგომში შესაძლოა არაერთგვაროვანი შედეგი გამოიწვიოს.

შესაძლო სცენარი: აგროტექნიკის ხელოვნური სიიაფის გამო ფერმერი აკეთებს მთელი თავისი დანაზოგის ინვესტიციას მიწის ნაკვეთში, იმ იმედით, რომ ინვესტიციაზე უკუგება ბევრად მეტი ექნება, ვიდრე ეს ტექნიკის კერძო პირისაგან ქირაობისას ჰქონდა. თუმცა მან შეიძლება ვერ გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ მეზობელი ფერმერიც იმავეს გააკეთებს. მისი პროდუქცია ბაზარზე გაიაფდება ექსესიური წარმოების გამო და შესაძლოა არათუ მოგება, არამედ წაგება ნახოს, რადგან ვერ გაითვალისწინა, რომ ბაზარზე მის მიერ დამუშავებული პროდუქცია მოცულობაში გაიზრდებოდა

თავისუფალ საბაზრო პირობებში აგროტექნიკის ბიზნესის განვითარების სცენარი ეტაპობრივი და მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული იქნება. სამომხმარებლო ბაზრიდან გამომდინარე მეწარმე თავად წყვეტს, რა ტიპის ტექნიკა და რა ფასად შეუძლია გააქირაოს და ეტაპობრივად ავითარებს წარმოების ხაზს. ამ შემთხვევაში კერძო მწარმოებელს გააჩნია მოგების მოტივი, რომლითაც ხელმძღვანელობს და ცდილობს მომსახურების ოპტიმალური პაკეტი შესთავაზოს ფერმერებს, რომლებიც მოსავლის ასაღებად აგრარულ ტექნიკას საჭიროებენ. ფასები რეგულირდება ბაზარზე აგრარული პროდუქციისფასებისა და ფერმერთა შესაძლებლობის მიხედვით. ბიზნესიდან მიღებული მოგება დამატებითი სტიმულია სხვა მეწარმეებისათვის, რომ ბაზრის ათვისება დაიწყონ. ეს დროთა განმავლობაში პროდუქციის ფასსაც ამცირებს და მომსახურების ხარისხსაც აუმჯობესებს. საბოლოოდ, ბაზარზე რჩებიან საუკეთესო მომწოდებლები, რომელთაც შეძლეს ლავირება და ფერმერებისთვის საუკეთესო ვარიანტის შეთავაზება. ბაზარზე სახელმწიფოს შემოსვლისთანავე კერძო კომპანიები კარგავენ კონკურენტუნარიანობას, რადგან სახელმწიფო მოგების მოტივის გარეშე მოქმედებს და აქვს საშუალება, არასამართლიანად დაბალი ფასებით ბაზრიდან გამოდევნოს კერძო კომპანიები. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის თვითმიზანი არა კერძო მეწარმეების გამოდევნა, არამედ ფერმერების დახმარებაა, საბოლოო შედეგი მაინც ნეგატიურად აისახება აგროტექნიკით მოვაჭრე ბიზნესმენებზე.

(არა) ოპტიმალური დასაქმების პროგრამა

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ამავე ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) და შემდგომ დასაქმების პროცენტული მაჩვენებლით. შესაბამისად, პოლიტიკოსების ფოკუსი დასაქმებასა და უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებაზეცაა მიმართული. დასაქმებული ხალხი კმაყოფილია მომრჩეველი, ერთი შეხედვით, მარტივი ფორმულაა.

დასაქმების ახალი პროგრამების შეთავაზება ტრადიციულად პარტიული პოპულარიზაციის ერთ-ერთი კარგად ნაცადი ხერხია. მოსახლეობის დაუსაქმებელი ნაწილი ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლასთან ერთად ელის საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოსწორებას.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა დასაქმების სამინისტრო, რომელსაც სამუშაოს მძებნელნი აღრიცხვაზე აჰყავს და ცდილობს დახმარება გაუწიოს სამსახურის შერჩევასა და მომავალი სამუშაო კარიერის დაგეგმვაში.

კონკურენტებს არც ქართული ოცნება ჩამორჩება დაუსაქმებლობის აღმოფხვრის მცდელობაში. პრობლემის გადაწყვეტას ისინი სამუშაოს მძებნელთა აღრიცხვაში და ინფორმაციულ იბანკის შექმნაში ხედავენ.

უმუშევრობის მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, საჭირო კვალიფიკაციის უქონლობა და კვალიფიკაციის შეუსაბამო სამსახურის ლოდინია. ეს განპირობებულია იმით, რომ მიუხედავად კვალიფიკაციის უქონლობისა, ადამიანებს არ სურთ დაბალშემოსავლიან სამსახურში მუშაობა. თავს იჩენს პიროვნული მოტივაციის პრობლემა, რომელსაც ვერც ერთი დასაქმების სააგენტოს შექმნა ვერ შეცვლის. დასაქმების სამინისტრო იქნება თუ ინფორმაციული ბანკი, მხოლოდ დამატებით დანახარჯებთან იქნება ასოცირებული. არის ადამიანთა კატეგორია, რომელთაც არ აქვთ საკმარისი მოტივაცია, დაუსაქმებლობის შემთხვევაში დროებით მაინც დაბალშემოსავლიან სამსახურებში დასაქმდნენ. პრობლემაა არა სამუშაო ადგილების დეფიციტი, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულება არსებული დასაქმების პერსპექტივების მიმართ. სახელმწიფო დასაქმების ორგანოს შექმნა კიდევ უფრო გაანელებს ადამიანებში მოტივაციას, თავად ეძებონ შესაფერისი სამსახური და ამის პასუხისმგებლობას მთლიანად სახელმწიფოს დააკისრებენ.

მოსახლეობის ნაწილი, რომელთაც რეალურად სურთ დასაქმდნენ, როგორც წესი, შედარებით სწრაფად ახერხებენ შემცვლელის მოძებნას. ისინი მზად არიან პროფესიულად გადაემზადონ თავისივე სახსრებით, გააკეთონ ერთგვარი ინვესტიცია საკუთარ პროფესიულ განვითარებაში. როდესაც ადამიანი თავად წყვეტს რა უნდა იყოს მისი შემდეგი ნაბიჯი პროფესიულ განვითარებაში, ის ყოველთვის ირჩევს ისეთ ვარიანტს, რომელიც მისთვის იმ მომენტში ყველაზე მოსახერხებელია. იწყებს მუშაობას სხვა პროფილით, ცდილობს მონახოს ბიზნეს შესაძლებლობები განვითარების პერსპექტივით, რაც შემდგომში მის კეთილდღეობაზეც დადებითადა ისახება და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც ერთგვარი საწვავია. მცირე და საშუალო ბიზნესის არსებობის ერთ-ერთი წყარო სწორედ ასეთი ადამიანები არიან უფრო პროდუქტიულები და საჭიროების შემთხვევაში, უფრო რისკიანები. ასეთ დროს მოგებაც მეტია.

როდესაც ადამიანი ელოდება, რომ ის დასაქმდება ზემდგომი ორგანოს მიერ, კარგავს სურვილს თავად შეეჭიდოს სიძნელეებს, იღებს ნაკლებ რისკს და შესაძლოა საბოლოოდ სახელმწიფოს სარჩენი გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი ბრძოლისუნარიანობა ბევრად უფრო გამოკვეთილი იქნებოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ დასაქმების პროგრამაში ითვალისწინებს 1000 ლარიან ვაუჩერებს. მათ პროფესიული გადამზადების მსურველები მიიღებენ. მართალია, ვაუჩერის დადებითი თვისება თანხის მიზნობრივი გახარჯვის გარანტიაა, თუმცა ეს ვაუჩერიც, ისევე როგორც სხვა ხელოვნურად შექმნილი სტიმული, ადამიანური რესურსების არაეფექტიან გადანაწილებას შეუწყობს ხელს. უფასო ალტერნატივის არსებობა განაპირობებს იმას, რომ მოსახლეობის იმაზე ბევრად დიდი ნაწილი გაივლის პროფესიულ გადამზადებას, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს. საბიუჯეტო რესურსები დაიხარჯება ადამიანებზე, რომელთა გადამზადებაც არავითარ დამატებით სარგებელს არ მოიტანს. ბაზარი სუბსიდირებული პროფესიის მქონე ხალხით გადაივსება. იმის დადგენა თუ რამდენად საჭიროებს რომელიმე კონკრეტული მოქალაქე პროფესიულ კურსს, თითქმის შეუძლებელია. თავისუფალი ბაზრის პირობებში მსგავსი საჭიროება განისაზღვრება ინდივიდის სურვილით, ინვესტიცია განახორციელოს საკუთარ პროფესიაში იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს შემდეგ ამ ინვესტიციიდან უკუგების მიღებას. სახელმწიფო სუბსიდიების შემთხვევაში კი ეს სტიმული იკარგება, გაცილებით მეტი ადამიანი ირიცხება პროფესიულ სასწავლებელში, ვიდრე ეს სხვაგვარად მოხდებოდა. ხელოვნურად სტიმულირებული მოთხოვნა ამა თუ იმ პროფესიაზე შექმნის კადრების სიუხვეს და მოსახლეობას საბოლოოდ ისევ დაუსაქმებლობის პრობლემამდე მიიყვანს ამ შემთხვევაში უფრო მეტი ფინანსური და დროითი დანაკარგით. ის დრო და ფინანსები, რომელსაც კადრის გადამზადებაში ხარჯავს, მას შეეძლო ალტერანტიულად გაენაწილებინა და სხვა მისთვის უფრო შესაფერისი საქმე ეკეთებინა.

ქართული ოცნება ასევე გამოდის ინიციატივით, შეიცვალოს შრომის კოდექსი დასაქმებულთათვის დაცული სამუშაო გარემოს შესაქმნელად. ამ ინიციატივის პირველადი შედეგი იქნება დასაქმებულის დაცვა დამსაქმებლისაგან, მაგალითად, სამსახურიდან დათხოვნის გაძნელებული პროცედურა. მეორადი შედეგი კი ნაკლებად სახარბიელო, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე დასაქმებულისათვის. შრომის კოდექსის ცვლილება დასაქმებულის სასარგებლოდ, როგორც წესი, დამსაქმებელში უკურეაქციას იწვევს. მეტად დაცული შრომითი კოდექსის პირობებში, დამსაქმებლის მიერ ახალი მუშაკების აყვანა დროში გაჭიანურებულ პროცესად იქცევა; აიწევს სახელფასო მინიმუმი, რაც თავისთავად სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს და ნაცვლად იმისა, რომ უმუშევრობა დაიძლიოს, პროცენტული მაჩვენებელი ნელ-ნელა ზრდას დაიწყებს.

საყოველთაო ჯანდაცვა

კიდევ ერთი ლამაზად შეფუთული საარჩევნო დაპირება, რომელსაც დიდი სიამაყით უწევენ პროპაგანდირებას სხვადასხვა პარტიის ლიდერები, ჯანდაცვის რეფორმაა. საყოველთაო ჯანდაცვის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ მოახდინოს სადაზღვევო პოლისების სუბსიდირება და უფასოდან მინიმალურ ფასად შეძლოს მოსახლეობის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისებით. ამით ის დაიცავს ყველა ადამიანის უფლებას, მიიღოს ჯანდაცვის სერვისი და იცოცხლოს ჯანმრთელად. ამ უფლებით სარგებლობისთვის დაბალი შემოსავალი ბარიერი არ უნდა გახდეს.

საყოველთაო ჯანდაცვა, პრაქტიკაში არც ისეი დეალურად ფუნქციონირებს, როგორც ეს შეიძლება პირველი შეხედვით ჩანდეს. სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პოლისები ბაზარზე კონკურენციას უწევენ კერძო სადაზღვევო ფირმების მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, რომელსაც საბაზრო მოთხოვნა და პროდუქტის თვითღირებულება არეგულირებს.

თვითღირებულებაზე იაფად შეთავაზებული სერვისი, რომელიც სახელმწიფო სუბსიდირების შემთხვევაში ხდება ხოლმე, იწვევს მომსახურების ხარისხის დაწევას არა მარტო სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ, არამედ პრემიუმ მომხმარებლებისთვისაც. ეს საბოლოოდ ცუდად აისახება სადაზღვევო კომპანიების პრესტიჟსა და ფინანსურ ბალანსზეც.

გადამეტებული პაციენტების რიცხვს, რომელიც სადაზღვევო კომპანიების კლინიკებს სტუმრობენ პოლისის აღებისთანავე, შესაძლოა ისეთი ძლიერი უკუეფექტიც კი მოჰყვეს, როგორიც ექიმის დაუდევრობაა. ამან შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს პაციენტის ჯანმრთელობაზე.

უკონკურენტო პროდუქტი სახელმწიფო დაზღვევის სახით, შედეგად გვაძლევს არაოპტიმალურ სადაზღვევო სისტემას; იწვევს მასობრივ უკმაყოფილებას დაზღვევის, როგორც სერვისის მიმართ, რაც უკან ხევს ეკონომიკის განვითარების ზოგიერთ ნიშნულს.

მიკრო და მაკრო ეფექტები

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების პროგრამული პრინციპები განპირობებულია იმ საზოგადო აზრითა და მოთხოვნებით, რომელსაც ემხრობა მოსახლეობის უმეტესობა. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საზოგადოების მოსაზრება ეკონომიკის განვითარებასა და საკუთარი კეთილდღეობის ზრდაზე მცდარი იყოს.

როგორც წესი, წინასაარჩევნო ლოზუნგებს ხშირად გააჩნიათ მასშტაბის პრობლემა. ისინი კარგად მოქმედებენ მოსახლეობის მასაზე, იწვევენ პოზიტიურ გამოხმაურებას და მრავალათასიან მხარდამჭერთა გუნდით ამარაგებენ პარტიებს. თუმცა მცირე მასშტაბებზე, უკეთ ჩანს თითოეული პროგრამული პრინციპის ნაკლოვანებები, წინასაარჩევნო პერიოდი ბევრად უფრო იმპულსურია და მოსახლეობა ცვლილების მოლოდინში მზად არის გაუაზრებლად მისცეს ხმა პარტიას, რომელიც ყველაზე ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. ამდენად, მსგავსი ნაკლოვანებების აღმოჩენას არც დრო ეთმობა და ნაკლებადაც ვლინდება. ამა თუ იმ პროგრამის ნეგატიური გავლენის დანახვა მხოლოდ გრძელვადიან პერიოდშია შესაძლებელი.

3 დემოკრატია ონტოლოგიურ ღრიჭოში

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია|სვეტი

0x01 graphic

ზაალ ანდრონიკაშვილმა რადიო თავისუფლების საიტზე გამოაქვეყნა საინტერესო ბლოგი, რომელიც იწყება სიტყვა „შუაშისტების” აბსურდულობის ჩვენებით: ასე უნდა ერქვას ადამიანს, რომლის მიზანი დაპირისპირებულ მხარეთა შორის შუაში ყოფნა ანუ ნეიტრალურობაა, რაც პოზიციის არქონას ნიშნავს. ხოლო მას და მეგობარ „შუაშისტებს” (ანუ მათ, ვისაც ასე მოიხსენიებენ) სრულიად გამოკვეთილი პოზიცია აქვთ, რომელიც (გაგიკვირდებათ) „დემოკრატიის სრულ და უპირობო პრიორიტეტს” გულისხმობს. ამით ის უპირისპირდება ორივე ძირითად პარტიას, რომელთაგან ერთ-ერთი, ავტორის თქმით, განასახიერებს „ერთპარტიულ ავტოკრატიას”, მეორე კი - „ეთნონაციონალიზმის რენესანსს”.

ონტოლოგიური ღრიჭო და პოლიტიკური რეალობა

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ავტორი მაინც არ განმარტავს თავის ადგილსამყოფელს მოცემულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც, მოგვწონს თუ არა, ამ მომენტში ორი „ცუდი” ძალის - ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების, დაპირისპირებით განისაზღვრება. თუ ის შუაში არ არის, მაშ სადაა?

სტატიიდან გამომდინარე, მის პოზიციას შეგვიძლია ვუწოდოთ „ზეისტი” ან „გარეთისტი”: ის პოლიტიკური პროცესის გარეთაა და მას ზევიდან გადმოჰყურებს. ბლოგის საკვანძო სიტყვად შეგვიძლია ჩავთვალოთ „ერთნაირად”: მისთვის ზუსტად ერთნაირადაა მიუღებელი ორივე პოლიტიკური ძალა. ჩვენ კი ვიცით, რომ წერტილი c მხოლოდ იდეალურ გეომეტრიაშია ზუსტად თანაბრად დაშორებული a და b წერტილებს. რეალურ ფიზიკურ სივრცეში ან ერთთან იქნები ოდნავ უფრო ახლოს, ან მეორესთან. ზაალ ანდრონიკაშვილი იმიტომ არის ზუსტად ერთნაირად დაშორებული ორივეს, რომ პოლიტიკური სივრცის გარეთაა.

ბლოგმა გამახსენა მერაბ მამარდაშვილის ლექციები, რომლებშიც ის ცდილობდა განესაზღვრა, რა არის ფილოსოფია და ვინ არის ფილოსოფოსი. ის ამოდიოდა იქიდან, რომ ფილოსოფია თავისი არსით მეტაფიზიკაა, ანუ სინამდვილის ისეთ შრეებს განჭვრეტს, რაც ფიზიკური რეალობის მიღმაა. ასეთი რამის დასანახად კი ფილოსოფოსი, რომელიც გარდაუვლად არის ამ ფიზიკური სამყაროს ნაწილი, ამავე დროს, უნდა მოწყდეს მას, რეალობის გარეთ ან ერთგვარ „ონტოლოგიურ ღრიჭოში” წარმოისახოს თავი (რაც, ცხადია, ძალიან ძნელია).

მაგრამ იგივე მერაბი თვლიდა, რომ ფილოსოფოსს აქვს მორალური ვალდებულება, იყოს პოლიტიკური, და მისი უნარი, უფრო ღრმად დაინახოს სინამდვილე, მხოლოდ ამძაფრებს მის ამ ვალდებულებას (ეს ყველაფერი პლატონის მოძღვრებიდან მოდის, მაგრამ ახლა ასე შორს ვეღარ წავალ). ოღონდ როცა ფილოსოფოსი პოლიტიკურ ამპლუაშია, ის ამოსავლად იღებს ამ სამყაროს როგორც ის არის, მთელი მისი არასრულყოფილებით. ამიტომაც მერაბი აქტიურად მონაწილეობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც იყო სახალხო ფრონტი ან ეროვნული კონგრესი, რითაც აკვირვებდა ზოგიერთ მის ფილოსოფოს მეგობარს, ვისი აზრითაც ყველა იმდროინდელი პოლიტიკური ჯგუფი „ერთნაირად ცუდი” იყო.

ინტელექტუალის ოცნება

როცა ზაალ ანდრონიკაშვილი „დემოკრატიის უპირობო პრიორიტეტზე” ლაპარაკობს, ის ასეთი ონტოლოგიური ღრიჭოდან იხედება და დემოკრატიის წმინდა იდეას განჭვრეტს. უფრო სწორად, ქართველი ინტელექტუალისთვის წმინდა იდეათა სამყაროს ცვლის მოგონებები გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში და სხვა „ნორმალურ” ქვეყნებში გატარებულ დროზე. ჩვენი არჩევნები რაღაცით კი გვაგონებს იმათ არჩევნებს, მაგრამ ეს მხოლოდ უფრო მტკივნეულს ხდის განსხვავების განცდას: კი ჰგავს, მაგრამ იქამდე ბევრი უკლია. „დემოკრატიის უპირობო პრიორიტეტი” ნიშნავს მხოლოდ ამის თქმას: მინდა, რომ ჩვენი დემოკრატია იმათსას ჰგავდეს.

მაგრამ ეს მხოლოდ ნატვრაა (რომელსაც სრულად ვიზიარებ) და არა მესამე პოლიტიკური პოზიცია, რადგან ის არანაირ ხელშესახებ და პროდუქტიულ ქმედებას არ გულისხმობს. შესაბამისად, ის შეუძლებელია ორ არსებულს შევადაროთ და მას რაიმე უპირატესობა მივაწეროთ.

ანდრონიკაშვილი, სხვა ყველაფერთან ერთად, ორ „ცუდ” პარტიას უწუნებს იმას, რომ არგუმენტირებულად არ აკრიტიკებენ ერთმანეთს და მხოლოდ, უკეთეს შემთხვევაში, სუბიექტურ რწმენაზე დამყარებულ იარლიყებს აკერებენ. მაგრამ მის არგუმენტებს ორივე პარტიის წინააღმდეგ შეიძლება იგივე პრეტენზია წაუყენო და მასვე შეუტრიალო. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაზე ის ამბობს: „დემოკრატია მისთვის შორეული პერსპექტივაა, მასზე საუბარი მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საქართველოს გეოპოლიტიკური საფრთხეები არ დაემუქრება, როდესაც გაჩნდება ისეთი ოპოზიცია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მშვიდად გადააბარებს შორეულ მომავალში, როდესაც პოლიტიკოსთა შემდეგი (ან იმის შემდეგი) თაობა წამოიზრდება”. დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგები ამას შეეკამათებიან, თუმცა, ჩემი აზრით, ჭეშმარიტების მარცვალი ამ მტკიცებაში ნამდვილად არის. მაგრამ ზუსტად იგივე გამოსდის ზაალ ანდრონიკაშვილსაც, ოღონდ აქცენტების ოდნავი დაზუსტებით (ის გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე არ ლაპარაკობს). ისიც იმას ამბობს, რომ დღეს არსებული ორი ძირითადი პოლიტიკური ძალიდან არცერთი არ არის დემოკრატიული, ხოლო „დემოკრატიის უპირობო იმპერატივი” მხოლოდ რამდენიმე ინტელექტუალის თავშია, რომელთაც პოლიტიკური ქმედების უნარი ჯერჯერობით არ გამოუვლენიათ. რამდენ ხანს უნდა ველოდოთ, ვიდრე ეს იმპერატივი ონტოლოგიური ღრიჭოდან გადმოდინდება და პოლიტიკურ ძალად განსხეულდება? სავარაუდოდ, საამისოდ პოლიტიკოსთა ახალი თაობა უნდა წამოიზარდოს. მანამდე რა ვქნათ?

დემოკრატიის რესურსი

დემოკრატია - განსხვავებით სიკეთისგან, სამართლიანობისგან, თავისუფლებისგან და ა. შ. - ნაკლებად დაიყვანება რაღაც მარტივ იდეაზე. ეს არის პროცედურების, ჩვევების, განწყობების ერთობლიობა, რომელიც დიდხანს და რთულად ყალიბდება. მისი ცენტრალური კომპონენტია ღია, საჯარო ბრძოლა ძალაუფლებისთვის ხალხის მასების მობილიზებით. დღეს ქართული დემოკრატია არსებობს და პირველ რიგში მჟღავნდება ბრძოლით, რომელშიც ჩაბმულია სწორედ ის ორი ძალა, რომელიც ზაალ ანდრონიკაშვილს (და არა მარტო მას) არ მოსწონს. მაგრამ ის ვითარება, როდესაც ნორმატული იდეების მოყვარულ ინტელექტუალებს არცერთი ძირითადი პოლიტიკური ძალა არ აკმაყოფილებს, სწორედ რომ ტიპურია დემოკრატიისთვის.

ცხადია, ჩვენი დემოკრატია ბევრად უფრო არასრულყოფილია, ვიდრე ასევე არასრულყოფილი დასავლური მოდელები, რომლებიც ჩვენთვის ნორმატიული ორიენტირის ფუნქციას ასრულებენ. განსხვავებების მოძებნა არც ისე რთული სავარჯიშოა, რომელიც ბევრს გაგვიკეთებია. სირთულე მაშინ იწყება, როდესაც ვსვამთ კითხვას: რით არის გაპირობებული ეს განსხვავება და როგორ შეიძლება მისი დაძლევა? აქ დემოკრატიის დედის რძესთან ერთად შეთვისებული განსაზღვრება უნდა გავიხსენოთ. ის „ხალხის ძალაუფლებაა”, ესე იგი ისეთია, როგორიც ხალხი, ვინც ამ ძალაუფლებას ატარებს. დღეს ქართველმა ხალხმა შეძლო, ეწარმოებინა ისეთი პოლიტიკური ელიტა, თავისი ხელისუფლებით და ოპოზიციით, რასაც ვხედავთ: ამდენი „გავქაჩეთ”, უკეთესი, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე არ შეგვძლებია. თუმცა, ნელ-ნელა რაღაცებს ვსწავლობთ. თუ რამე უკეთესობა იქნა, სწორედ ამ პოლიტიკური პროცესებიდან ამოიზრდება და არა ონტოლოგიურ ღრიჭოში ჩასახული კეთილშობილური, მაგრამ სტერილური იდეებიდან.

4 პარტიული რეიტინგები NDI-ის მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ავთო ქორიძე

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის 37%25 მისცემდა ხმას, კოალიცია ქართულ ოცნებას 12%25, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას 3%25, სხვა პარტიები კი ჯამში 2%25-ს მოაგროვებდნენ. მოსახლეობის 22%25-ს გადაწყვეტილი არ აქვს, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 21%25 კი უარს ამბობს ფავორიტი პარტიის დასახელებაზე.

0x01 graphic

ლუის ნავარო. NDI-ის საქართველოს
წარმომადგენლობის დირექტორი

განსაკუთრებით საინტერესოა პარტიების რეიტინგის დინამიკა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ივნისის შემდეგ მმართველი პარტიის რეიტინგი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ასევე უცვლელია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების მომხრეთა რაოდენობა. არ შეცვლილა იმ რესპონდენტთა რიცხვი, ვისაც გადაწყვეტილი არ აქვს, თუ რომელ პარტიას დაუჭერს მხარს.

რადიკალური ცვლილებაა ქართული ოცნების მხარდამჭერთა და იმ რესპონდენტთა რაოდენობაში, ვინც უარი თქვეს პასუხის გაცემაზე. ქართული ოცნების რეიტინგს ერთი მესამედი, 6%25 დააკლდა, უარი პასუხზე კი 5%25-ით გაიზარდა.

ამასთან, კვლევის შედეგებზე დაკვირვებისას ჩანს, რომ ქართული ოცნების და მისი ლიდერის შეფასებამ იკლო თითქმის ყველა, მათ შორის, პროგრამულ საკითხებში. ვარდნა საშუალოდ 3-6%25-ია. ამავდროულად, ნაციონალური მოძრაობის შეფასებამ ყველა აღნიშნულ ნაწილში მოიმატა ან იგივე დარჩა. ქდმ-ის შეფასება ივნისიდან აგვისტომდე არ შეცვლილა.

მმართველი პარტიის პრემიერობის კანდიდატის საქმიანობას, პატრიარქის შემდეგ (87%25), ყველაზე დადებითად აფასებენ - მოსახლეობის 54%25 მერაბიშვილის საქმიანობას პოზიტიურად მიიჩნევს. მონაცემი ივნისის შემდეგ 5%25-ით არის გაზრდილი. თითქმის უცვლელია სააკაშვილისა და უგულავას დადებითად შემფასებელთა რაოდენობა, ორივე შემთხვევაში მონაცემი 39-41%25-ს შორის მერყეობს.

საპირისპიროდ, ივანიშვილის საქმიანობის დადებითად შემფასებელთა რაოდენობა დაეცა. ივნისში ქართული ოცნების ლიდერის საქმიანობას პოზიტიურად მოსახლეობის 33%25 ახასიათებდა, აგვისტოში კი - 27%25.

პარტიის საქმიანობის მხრივაც, მოსახლეობა უფრო კმაყოფილი ნაციონალური მოძრაობით არის - 37%25, ეს მონაცემი ივნისის შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა. საპირისპიროდ, ქართული ოცნების საქმიანობის დადებითად შემფასებელთა რაოდენობა ივნისში 29%25-დან აგვისტოში 23%25-მდე დაეცა.

პარტიების ზოგადი შეფასება და მხარდაჭერა ცალკეულ საკითხებზე მოსახლეობის მსჯელობისასაც ჩანს. ნაციონალურ მოძრაობას უპირატესობას ანიჭებენ განათლების (38%25), NATO-ში გაწევრიანების (36%25), ჯანდაცვის (34%25), დასაქმების (33%25), დემოკრატიის განვითარების (33%25), სოფლის მეურნეობის (32%25), გადასახადების (29%25), ინფლაციის დაძლევის (29%25) და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის (28%25) საკითხებში.

განათლებაში ქართული ოცნების წარმატების 13%25-ს სჯერა, NATO-ში გაწევრიანებაში - 11%25-ს, ჯანდაცვაში - 15%25-ს, დასაქმებაში - 17%25-ს, დემოკრატიის განვითარებაში - 13%25-ს, სოფლის მეურნეობის განვითარებაში - 17%25-ს, გადასახადების საკითხებში - 15%25-ს, ინფლაციის საკითხებში - 16%25-ს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში - 18%25-ს.

ყველა აღნიშნულ საკითხში ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა რაოდენობამ ივნისთან შედარებით 2-6%25-ით მოიმატა, ქართული ოცნების კი 2-7%25-ით შემცირდა.

რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხში მმართველი გუნდისა და ქართული ოცნების რეიტინგი შედარებით ახლოს არის ერთმანეთთან. ამ საკითხში ნაციონალური მოძრაობის წარმატების 24%25-ს სჯერა, ქართული ოცნების კი 21%25-ს. ქართული ოცნების რეიტინგმა აქაც 4%25-ით დაიწია.

ქართული ოცნების რეიტინგის ასეთი ვარდნა, ერთი შეხედვით, შეიძლება უცნაურიც კი იყოს, მაშინ როცა კოალიცია ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ამასთან ერთად, NDI-ის უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 77%25 - არჩევნებზე წასვლას აპირებს.

ამომრჩევლის ასეთი გააქტიურება, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას უკავშირდება. ერთი მხრივ, მან გაააქტიურა მოსახლეობის ის ოპოზიციური ნაწილი, რომელიც აქამდე მმართველი პარტიის ალტერნატივას ვერ ხედავდა, მეორე მხრივ კი - ნაციონალური მოძრაობის ის მხარდამჭერები, რომლებიც თვლიდნენ, რომ არჩევნებზე წასვლას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მმართველი პარტია უკონკურენტოდ იყო. ამომრჩევლის განსაკუთრებული გააქტიურება, როგორც ჩანს, არა ივანიშვილის ამომრჩეველთა, არამედ მმართველი პარტიის მომხრეთა შორის მოხდა.

შეიძლება ითქვას, ივანიშვილმა რეალურად მმართველი პარტიის ამომრჩევლის გადაბირება კი ვერ მოახერხა, არამედ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ნაწილის მობილიზაცია მოახდინა.

რა თქმა უნდა, თითოეული პოლიტიკური ძალის ამომრჩევლის ბაზას შეიძლება მიემატოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლები. ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, ამომრჩევლის ერთ მესამედზე მეტს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ან არ ამბობს, თუ რომელ პარტიას დაუჭერს მხარს და ეს, რეალურად, ოპოზიციური ამომრჩეველია. გასული არჩევნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უპირატესობას თბილისში ოპოზიციურ პარტიას ანიჭებს, თუმცა რეგიონებში ასეთი ამომრჩევლების ხმები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის იყოფა.

თუ რა პოზიციაზე დგას გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, NDI-ის კროსტაბულაციაში ჩანს. როგორც მოსალოდნელი იყო, კვლევამ აჩვენა, რომ მმართველი პარტიისა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა 84%25 თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ქართული ოცნების მომხრეთა 63%25 კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

განსხვავებული შეხედულებებია ქვეყანაში დემოკრატიის საკითხზეც, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 69%25 ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, ქართული ოცნების მომხრეთა 84%25 კი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა 62%25 რუსეთს რეალურ საფრთხედ აღიქვამს, ქართული ოცნების მხარდამჭერთა 32%25 ამ მოსაზრებას იზიარებს. თუმცა ოპოზიციური კოალიციის მომხრეთა დიდი ნაწილი, 44%25 თვლის, რომ რუსეთის საფრთხე გადაჭარბებულია, 18%25 კი რუსეთში საფრთხეს საერთოდ ვერ ხედავს.

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი თითქმის ყველა შემთხვევაში ამ ორი პარტიის მომხრეებს შორის შუალედურ პოზიციას იკავებს, ის არც ისე პოზიტიურად აფასებს ქვეყნის მდგომარეობას, როგორც ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი და არც ისე ნეგატიურად, როგორც ქართული ოცნების მომხრეები. შესაბამისად, ერთბაშად იმის თქმა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი აუცილებლად ოპოზიციური განწყობისაა, ერთგვარად ამახინჯებს ამ ამომრჩეველთა პოზიციას.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პოლიტიკური პარტიების რეიტინგი 7 სექტემბერს წარმოადგინა. კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მ ჩაატარა. საველე სამუშაოები 31 ივლისი-12 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 2038 ადამიანი გამოიკითხა

5 ევროპა: კონცენტრირება შიდა პრობლემებზე

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

კრინიცის 22- ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც პოლონეთში ყოველწლიურად ტარდება, 4-6 სექტემბერს ევროპისა და მეზობელი რეგიონების პოლიტიკური და ბიზნესელიტის ორი ათასზე მეტი წარმომადგენელი შეკრიბა. ამჯერად, წინა წლებისგან განსხვავებით, თვალშისაცემი იყო, რომ ნაკლები ყურადღება დაეთმო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონის საკითხებს. ამის მიზეზი თავად წლევანდელი ფორუმის დევიზია - „ახალი მიდგომები რთულ პერიოდში: ევროპა და მსოფლიო კრიზისთან ბრძოლაში”. ძირითადად სწორედ ევროპაში განვითარებულ კრიზისს დაეთმო ფორუმზე მთავრობების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ექსპერტების ყურადღება.

0x01 graphic

აღმოსავლეთის პარტნიორობა - გავლენა კონფლიქტებზე

საქართველოს თემა ფორუმზე ამჯერად განიხილებოდა ერთ-ერთ სადისკუსიო პანელზე, რომელიც მიეძღვნა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის როლს პოსტსაბჭოთა კონფლიქტების მოწესრიგებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალისხმევით ქვეყანაში ეუთო-სა და გაერო-ს მისიები დაიხურა.

ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ საქართველო „სრულიად გამჭვირვალეა” და მისიას სრულ ინფორმაციას აწვდის სამხედრო ძალების გადაადგილებისა და მოქმედებების შესახებ. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა დადო. ამავე დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები გამჭვირვალე არ არის, მოსკოვი კი ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარს ამბობს.

ვაშაკიძის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა კონფლიქტების მოგვარებას უშუალოდ არ უკავშირდება, თუმცა ამ მხრივ პარტნიორობის მისიას ის „ევროპული ფასეულობებისა და პრაქტიკის გავრცელებაში” ხედავს.

მან მოუწოდა ევროკავშირს, „უფრო მკაფიოდ გამოკვეთოს” პრინციპები და ფასეულობები, რასაც კონფლიქტების მოგვარების კონცეფცია დაეფუძნება. პირველ რიგში, მკვეთრად უნდა გაესვას ხაზი, რომ ეთნიკური წმენდა, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება, მიუღებელია.

იმის შესახებ, რომ თავისთავად აღმოსავლეთის პარტნიორობა კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტი არ არის, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ ლეფორმაც ისაუბრა. თუმცა, მისი თქმით, პარტნიორობის წევრი ექვსი ქვეყნიდან ოთხი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) „გაყინულ კონფლიქტებშია” ჩაბმული. „პარტნიორობა არის ფორუმი შეხვედრებისთვის, მაგრამ ის არ ცვლის მოლაპარაკებებს კონფლიქტის მოსაგვარებლად”, - თქვა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს საქართველოში ომის შეჩერებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

ლეფორის თქმით, აღმოსავლური პარტნიორობა „არის ძალიან მიმზიდველი წინადადება”, რომელიც, საბოლოო ჯამში, მონაწილე ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ურთიერთობის იმ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, რითაც ამჟამად ნორვეგია და შვეიცარია სარგებლობენ.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის ინტერესს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფნის განვითარება. 2008 წელმა კი აჩვენა, რომ თუ რეგიონში მოუგვარებელი პრობლემები არსებობს, ევროკავშირი მათ მოგვარებაში უსაფრთხოების განსამტკიცებლად უნდა ჩაერთოს. ამავე დროს, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ დიდი როლი ენიჭება რუსეთს, რომელმაც გავლენისთვის „დესტრუქციული ბრძოლა” უნდა შეწყვიტოს.

პოლონელმა დეპუტატმა მიხალ შჩერბამაც აღნიშნა, რომ რუსეთი რეგიონში დიდ როლს თამაშობს და კონფლიქტების მოგვარება მოსკოვის კონსტრუქციული როლის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, მისი აზრით, ევროკავშირს მასთან “დიალოგის ინსტრუმენტები” სჭირდება.

თავის მხრივ, მოლდოვის პარლამენტის წევრმა, დემოკრატიული მოქმედების პარტიის ლიდერმა მიხაი გოდიამ რუსეთს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებაში მთავარი წინაღობა უწოდა. პოლიტიკოსის თქმით, ეს კონფლიქტი, ისევე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, რუსეთის პროვოცირებულია და სამივე შემთხვევაში მოსკოვი ერთდროულად კონფლიქტის მხარედ და შუამავლად გამოდიოდა. „ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებას ერიდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ევროკავშირის საზომით უმნიშვნელო ინტერესებზეა”, - უსაყვედურა ბრიუსელს დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ევროპას კონფლიქტის მოგვარებაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.

ევროპის გადარჩენისრეცეპტები

ევროზონის კრიზისის მიზეზები და მისი დაძლევის გზები - ეს კრინიცაში მთავარი განსახილველი თემა გახდა, რომელსაც ფორუმის გახსნისას პოლონეთისა და ხორვატიის პრეზიდენტები, ბრონისლავ კომოროვსკი და ივო იოსიპოვიჩი შეეხნენ.

ევროკავშირში კრიზისია, მაგრამ ევროპული ინტეგრაცია მაინც მიმზიდველ პროექტად რჩება, რადგან სხვა ქვეყნებს იზიდავს, - განაცხადა კომოროვსკიმ. მან საკუთარი ქვეყანა მაგალითად მოიყვანა, რადგან გასულ წლებში მას კრიზისი ნაკლებად შეეხო და დღემდე, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, პოლონეთი ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს. კომოროვსკის აზრით, კრიზისის დაძლევის გზა „თამამ გადაწყვეტილებებშია”.

თავის მხრივ, პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა იაროსლავ გოვინმა კრიზისის მიზეზად ცხოვრების სტილი დაასახელა - „ცხოვრება ვალით, მომავალი თაობის ხარჯზე”. სისტემის კრიზისზე, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებში ვლინდება, არამედ შეიძლება ზოგადად დემოკრატიული მოდელის კრიზისიც გამოიწვიოს, არაერთმა მონაწილემ გაამახვილა ყურაღება. სლოვაკეთის ყოფილი პრემიერმინისტრის მიკოლაშ დზურინდას განცხადებით, „სახელმწიფო მოღვაწე უნდა ზრუნავდეს მომავალზე და არა არჩევნებზე. რეფორმები კი ძვირი და სარისკოა”. სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება საჭირო გადაწყვეტილებების მიღება ეროვნული მთავრობების დონეზე.

პოლონეთის წარმომადგენლებმა კრიზისის დაძლევის ერთ-ერთ ქმედით საშუალებად სახელმწიფო ხარჯებისა და საბიუჯეტო დეფიციტის შეზღუდვა დაასახელეს - პოლონეთმა დეფიციტი 3 პროცენტის დონეზე შეზღუდა, რისი წყალობითაც რეცესიის თავიდან აცილების იმედი აქვს. თუმცა ამ მიდგომას უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

გერმანელი ექსპერტის, გიუნტერ ვერჰოიგენის აზით, სახელმწიფოებმა ხარჯები კი არ უნდა შეზღუდონ, არამედ მეტი თანხები მიმართონ ეკონომიკაში, რაც „მის ზრდას შეუწყობს ხელს”. ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივნის ბერნადეტ სეგოლის განცხადებით კი, „აუცილებელია უარი ვთქვათ ხარჯების შემცირების პოლიტიკაზე, რადგან ეს არ მუშაობს”.

გამომსვლელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას, შეისყიდოს პრობლემური ვალების მქონე ქვეყნების ობლიგაციები. ევროკომისარმა ფინანსური დაგეგმვის საკითხებში იანუშ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ ევროპას სჭირდება საერთო რეცეპტი, რომელიც „ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროკომისიის უფლებამოსილების გაფართოებას” გულისხმობს.

მიკოლაშ დზურინდას აზრით, მონეტარული კავშირი ევროზონაში „საგადასახადო კავშირსაც” მოითხოვს. იგივე აზრი პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამაც გამოთქვა - მისი თქმით, არ შეიძლება ევროკავშირში „სხვადასხვა საგადასახადო სისტემა და სოცუზრუნველყოფა არსებობდეს”. მისი აზრით, მომავალი ერთიან „ევროპულ სახელმწიფოს” ეკუთვნის.

მიკოლაშ დზურინდას აზრით, მონეტარული კავშირი ევროზონაში „საგადასახადო კავშირსაც” მოითხოვს. იგივე აზრი პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამაც გამოთქვა - მისი თქმით, არ შეიძლება ევროკავშირში „სხვადასხვა საგადასახადო სისტემა და სოცუზრუნველყოფა არსებობდეს”. მისი აზრით, მომავალი ერთიან „ევროპულ სახელმწიფოს” ეკუთვნის.

ტაბულა კრინიცის 22-ე ეკონომიკური ფორუმის ოფიციალური მედიაპარტნიორია. ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე http://www.forum-ekonomiczne.pl

6 ზაფხულის ღამის ზღაპარი, ანუ la Grande Peur

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

გრიგოლ გეგელია

თანამედროვე ქართულ რეალობაში, ყველა მხრიდან მუდმივად გვესმის „სხვის” შესახებ, ვინც გვიტევს და დამხობას გვიქადის. ასე და ამგვარად, თანაბარი შემართებით გვიტევენ მუსლიმები და კათოლიკეები, ვენეციელები და ჰომოსექსუალები, ამერიკელები და სომხები, თურქები და მარსელები.

0x01 graphic

ებრაელთა დაწვა. შუა საუკუნეების გრავიურა

შთაბეჭდილება რჩება, რომ სრულიად მსოფლიოს ერთი მიზნით შეუკრავს პირი. მიზანი ნათელია და შოკისმომგვრელი: მათ ჩვენი განადგურება სურთ. ეს თანამედროვე ქართული la Grande Peur გახლავთ - „დიდი შიში”, რომელსაც უვიცობა და უცნობის ავტომატური შიში ასაზრდოებს.

ბოლო თვის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსების მიერ ამ შოკისმომგვრელი შეთქმულების შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა. მოგვგვარეს თუ არა ამ ადამიანებმა ჩვენ შოკი? ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ამასობაში, ბათუმის ცენტრს უკვე რამდენიმე კვირაა ამახინჯებს წარწერა: „ბათუმი თურქების გარეშე”, ხოლო ბათუმის Facebook Café-ს შესასვლელში გამოჩნდა (და მალევე გაქრა) წარწერა: „მე არ მიყვარს თურქებით სავსე ბათუმი”.

ქალბატონებო და ბატონებო, დადგა დრო ვიკითხოთ: რა ხდება ჩვენს თავს? რას გვერჩის „სხვა”? შესაძლოა, ღმერთი გვსჯიდეს. დამეთანხმებით, ბოლო დროს მისი სახელით ადამიანებს შორის გავრცელებული ზიზღი და აგრესია ყოვლად უღმერთოა. ან, შესაძლოა, შურისძიების საყოველთაო სურვილს ჰქონდეს ადგილი. ბოლოს და ბოლოს, ფართოდაა აღიარებული, რომ საქართველო ყველა პარამეტრით ბრწყინვალე და რჩეული ქვეყანაა. ანდაც, შესაძლოა, შეხება უბრალო უმეცრებასთან გვქონდეს. უმეცრება კი უსასრულოა.

უსასრულო და მუდმივად თანმდევი. ჯერ კიდევ 1886 წელს, წერილში „ჩვენი ხალხი და განათლება”, ილია ჭავჭავაძე უმეცრებას მოიხსენიებს უმთავრეს სენად, „რომელიც ჩვენ ძვალ-რბილში გაგვჯდომია”, - წერს ილია, რომელიც აღიარებულია, როგორც მართალი.

ილია ნამდვილად მართალია. მაგრამ მისი სიმართლე საყოველთაო დავიწყებას მისცემია. გავა დრო და ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი დაწერს, რომ „ქართველებმა უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, გადევნონ უვიცობა და ისტორიული წყვდიადი მათ ზნეში, საქმიანობაში, ცოდნაში რომ დაგროვდა”. მრავალი წლის შემდეგ, სრული სიცხადით შეიგრძნობა, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა; რომ ჩვენში უმეცრება სუფევს ყველგან.

თანამედროვე საქართველოში უმეცრება ვრცელდება ზევიდან ქვევით და პირიქით. ამ პროცესის წარმატებულობას, ერთი მხრივ, პოლიტიკოსები, მედია და სამღვდელოება განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, თავად ქართული საზოგადოება, რომელიც რეალობას ზღაპრებს ამჯობინებს და ამით რეალობას მუდმივად უარყოფს.

ამ პროცესში, საქართველოს მოქალაქეები გულუხვად ახალისებენ ზემოხსენებულ მითოგრაფებს, რომლებიც საკუთარი გავლენის განვრცობის მიზნით სრულიად ახალ კოსმოგონიებს ქმნიან. ამ ყველაფერს კი ერთი მსხვერპლი ჰყავს - აწმყოს რეალობა.

ჩვენში გამეფებული ფაქტობრივი ცოდნის სასტიკი დეფიციტი თავისთავად გულისხმობს რეალურზე ფიქტიურის გამარჯვების საწყისს. ფიქციით დათრგუნული რეალობა კი მეტად საშიში რეალობაა. სწორედ აქ იყრება ტოტალიტარიანიზმის საფუძველი, რადგან უმეცრება ტოტალიტარული აზროვნების უბადლო წყარო და ტოტალიტარიანიზმის განუყრელი ფუნდამენტია. სწორედ ამიტომ, უვიცი საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, დამსჯელი საზოგადოებაა.

ისტორიულად, უმეცრების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ყოველთვის იყო სწორედ ის „სხვა”, რომელიც მუდამ არის ადამიანური ინტერესის საგანი, მაგრამ იშვიათად - ცოდნის ობიექტი.

თანამედროვე ქართული ქსენოფობია, რომელიც გარეგნულად მხოლოდ ზევიდან გავრცელებადი ფენომენის შეხედულებას ტოვებს, სინამდვილეში, სწორედაც რომ საზოგადოებრივ მოთხოვნასთანაა ჰარმონიაში. წინასაარჩევნო პერიოდში თვალშისაცემად მხოლოდ ის გაძლიერდა, რაც ჩვენში ყოველთვის არსებობდა; ის, რასაც ჩვენი ეროვნული უმეცრება - გნებავთ, ეროვნული შეუმეცნებლობა - ყოველთვის უხვად კვებავდა.

თუ ადამიანების ნაწილი ცდილობს „სხვა” მხოლოდ იმად აღიქვას, ვინც იგი რეალურად არის, ზოგიერთი აზროვნებას ზღაპრების დაჯერებას, პანიკის აყოლას ან უბრალოდ სიძულვილს ამჯობინებს. ისტორიას კი ბევრი მეზღაპრე და კიდევ უფრო მეტი ზღაპარი ახსოვს. ზღაპრები, რომლებიც ხანდახან რეალობას ქმნიან და ქრონოსის ხაზს წითელ ლაქას ასვამენ ხოლმე.

ამ წერილში სწორედ ერთი ასეთი შემთხვევის გახსენება მსურს. ეს ამბავი მეთოთხმეტე საუკუნეში გადაგვისვრის და, ამავდროულად, ოცდამეერთე საუკუნის, საკუთარ აწმყოს არასდროს დაგვავიწყებს.

ერთხელ, ივნისში, 1321 წელს, ზღაპრის ერთი კონა რეალობად იქცა. ადრეულ გაზაფხულზე, სრულიად საქრისტიანო შეძრა ფრიად დრამატულმა მოვლენამ, რომლის შესახებ ყველა საუბრობდა: პუატიეში მყოფი ფილიპ V, საქრისტიანოს მოქალაქეები, ინკვიზიტორები და სასულიერო პირები. ამ ინციდენტმა დასავლეთს კოლექტიური პანიკა მოუტანა და ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე თან გაიყოლა. რა მოხდა 1321 წლის გაზაფხულზე?

აპრილის ერთ მშვენიერ დღეს გაირკვა, რომ მუსლიმებს, ებრაელებსა და კეთროვნებს სატანასთან შეთანხმება დაედოთ და სრულიად საქრისტიანოს დამხობას ლამობდნენ. „1321 წელს აღმოჩენილი და აღკვეთილი იქნა კეთროვანთა ავი შეთქმულება, რომელიც საფრანგეთის ჯანმრთელი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული”, წერდა ტულუზელი ინკვიზიტორი, ბერნარ გუი.

პოპულარული ვერსიის თანახმად, სატანასთან შეკრული გრძნეულნი საწამლავით შეიარაღებულიყვნენ და სრულიად საქრისტიანოს მდინარეების, ჭებისა და შადრევნების მოწამვლა განეზრახათ.

ინკვიზიციამ არ დააყოვნა და დაშინებულ დასავლელებს მყისიერად აუწყა, რომ მომხდარი „ტანით ავადმყოფი და გონებით არაჯანსაღი” უმცირესობის მიერ სრულიად „ჯანსაღი მოსახლეობის” წინააღმდეგ მიმართული მავნებლური აქტი იყო. ამოცანის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, საქრისტიანოს ჯანმრთელ მოქალაქეებს გაკეთროვნება ემუქრებოდა.

ინციდენტი უმალ იქნა აღქმული მავნებლური ელემენტების მიერ სრულიად ჭეშმარიტი რწმენისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ამბოხებად. ერი, სარწმუნოება და არსებული რეალობის სრული სტრუქტურა საფრთხეში იყო, ხოლო კოლექტიური პანიკა - ადგილზე.

აპრილში დაშინებული დასავლელები, ივნისში უკვე მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში ჩართულიყვნენ. როგორც ანონიმური რუანელი ჟამთააღმწერელი გვამცნობს, „ხალხმა ქალები და კაცები საკუთარ სახლებში გამოკეტა და ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, მათი სახლები ცეცხლს მისცა”.

მაგრამ, რა იცოდა ხალხმა? ფაქტობრივად, არაფერი და არაფერი ფაქტობრივი. არსებითად ახალი ტენდენციების წარმოდგენის ნაცვლად, 1321 წლის ივნისის ინციდენტი სწორედაც რომ ყველასთვის კარგად ცნობილის ნაზავი იყო - ერთგვარი ძლიერმოქმედი იდეოლოგიური კოქტეილი.

მართლაც, 1321 წელს სრულად და ეფექტურად იყო გამოყენებული ებრაელების, მუსლიმების და კეთროვნების შესახებ არსებული ფაქტობრივად ყველა მცდარი ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნიდან მოყოლებული თანმიმდევრულად იკიდებდა ფეხს დასავლურ წარმოსახვაში.

მაშ, რა ამოძრავებდა ხალხს? შიში და უმეცრება. საქმე ისაა, რომ შუასაუკუნელ ადამიანს განსაკუთრებულად მძაფრი ცნობისმოყვარეობა ახასიათებდა, მაგრამ მწირი ცოდნის გამო, გარესამყაროს იმ ერთადერთ კონტექსტში კითხულობდა, რომელიც იცოდა. თეოლოგიურად ეს ქრისტიანული კონტექსტია, ხოლო კულტურულად - დასავლური. შემდეგ ის სრულიად ბუნებრივად ცდილობდა, ამ სქემაში „სხვა” მოეთავსებინა. ბუნებრივია, ამ კონტექსტში ყველა „სხვა” ავტომატურად იძენდა საქრისტიანოს დამამხობელი მტრის ფუნქციას.

ყველა ტერორს ესაჭიროება ერთი კარგი ზღაპარი, რამდენიმე მეზღაპრე და უმეცარი საზოგადოება. დასავლური წარმოსახვა საუკუნეების განმავლობაში უხვად მარაგდებოდა პოპულარული ღვთისმოსავების მიერ მოყოლილი (ისე, როგორც მოგზაურთა დღიურებში და რაინდულ ტექსტებში აღწერილი, ეგზოტიკური და საინტერესო, მაგრამ სრულიად ფიქტიური) ამბებით.

შესაბამისად, 1321 წლის აპრილისთვის, ტერორის ყველა წინაპირობა ადგილზე იყო. „მსჯელობას მოკლებული” სისხლისღვრა, რომელმაც კოლექტიური პანიკის რეჟიმში მოქმედი ევროპა მოიცვა - ერთი მხრივ, დასავლეთში საუკუნეების განმავლობაში წარმოებული რიტორიკის წარმატებული კულმინაცია გახლდათ, ხოლო მეორე მხრივ, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი პოპულარული უმეცრების, ცრურწმენისა და ემოციურობის აპოთეოზი. 1321 წელს, ივნისის ერთ ღამეს, დასავლეთში ზღაპრები გაცოცხლდნენ.

ჩვენში დღემდე პოპულარული „ქართული ტოლერანტულობის” მითის არსებობის მიუხედავად, საქართველოში „სხვა”, უწინარეს ყოვლისა, უმეცრების მსხვერპლია. „სხვის” შესახებ არსებული ცოდნის დეფიციტი თანამედროვე საქართველოში პირდაპირ გადაითარგმნება უცხოსადმი არსებულ საკმაოდ პრიმიტიულ შიშად. ეს სწორედ ის შემთხვევა გახლავთ, როდესაც ყველაზე საშიში რამ თავად შიშია.

მეთოთხმეტე საუკუნის დასავლეთის მსგავსად, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ჩვენ დროდადრო გვესმის, რომ „ტანით არაჯანსაღი” უმცირესობები „ჯანსაღ” მოსახლეობას გადაგვარებას უქადის. 1321 წლის მსგავსად, ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის წარმოსახვა დაუტყვევებია მითს, რომ აქამდე ცნობილი ყველა „სხვა”, დღეს ქართულ რეალობას უტევს და დამხობას უქადის.

თანამედროვე საქართველოში ბევრი ზღაპარი და ბევრი მეზღაპრე თანაარსებობს. ზოგი ნიჭიერი, ზოგიც - უნიჭო. მათ ჩვენ ვასაზრდოებთ უმეცრებით, პასიური თანხმობით და ჩვენ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი დაკვეთით.

იქ, სადაც ბევრი ზღაპარი მეფობს, ადრე თუ გვიან, რეალობის განცდა სრულიად გაქრება და სინამდვილეს მითები ჩაანაცვლებენ. და როდესაც რეალობაში მითო-ზღაპრული ბურუსი ჩამოდგება, ტოტალიტარულ აზროვნებას წინ ვეღარაფერი აღუდგება.

ცხადია, თანამედროვე ქართული წარმოსახვა ზღაპრების მეფობას ვერ უძლებს. ზღაპრებს კი რეალობის შექმნის პოტენციალი აქვთ. ისე, როგორც ერთი შეხედვით უწყინარ იდეებს - საზარელ ფაქტად ქცევის და განხორციელების. სწორედ ამიტომ, საკუთარი უმეცრებით, საზოგადოება იწვევს და ახალისებს პოტენციურ ტერორს.

სწორედ ეს წარმოქმნის ქართული საზოგადოების დამსჯელ საზოგადოებად გადაქცევის პოტენციურ საშიშროებას. განუსჯელად მიღებული იდეები განუსჯელი ქმედებების წარმატებული საწინდარია. ზღაპრები ყოველთვის ასე მეფობდნენ.

7 ევროპის დიდი სახელმწიფო - ადამიანის მომცრო უფლებები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ოთხ ბრიტანულ საქმეს განიხილავს, სადაც ქრისტიანები აღმსარებლობის თავისუფლების ხელყოფისთვის დიდ ბრიტანეთს უჩივიან. ორ მსგავს შემთხვევაში თავს დაზარალებულად თვლიან ქალები, რომელთაც კერძო სამსახურში ჯვრის ტარება აუკრძალეს. ხოლო მეორე ორ შემთხვევაში საქმე ეხება ამავე რელიგიის წარმომადგენლებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, უარი განაცხადეს ერთსქესიანი წყვილებისთვის კონსულტაციის ჩატარებაზე და ამის მიზეზად საკუთარი სინდისი დაასახელეს.

ოთხივე შემთხვევაში მათ სამსახურის დატოვება მოუწიათ, ხოლო ბრიტანულმა სასამართლოებმა განაჩენი დამქირავებლების სასარგებლოდ გამოიტანეს. სასამართლომ თქვა, რომ ჯვრის ტარება ქრისტიანული რელიგიის სავალდებულო მოთხოვნას არ წარმოადგენს, ხოლო დამქირავებელს საკუთარი თანამშრომლების უფლებები არ შეუზღუდავს, როცა მათ რელიგიური სიმბოლიკის მოხსნა მოსთხოვა. ამას ქრისტიანული ეკლესიების პროტესტი მოჰყვა. ევროპული ეკლესიები მზარდ, აგრესიულ სეკულარიზმსა და აღმსარებლობის თავისუფლების უხეშ ხელყოფაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ.

ევროპაში აღმსარებლობის თავისუფლება ხშირად ირღვევა, მაგრამ არის თუ არა მოცემული შემთხვევები რელიგიის ნიადაგზე დისკრიმინაციის მაგალითი, რაზეც სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს? ქალები, რომლებიც ქრისტოფობიულ დისკრიმინაციაზე საუბრობენ, კერძო სექტორში იყვნენ დასაქმებულნი. ერთი ბრიტანული ავიახაზების თანამშრომელი იყო, ხოლო მეორე - მედდა. მათი მოითხოვნა ლეგიტიმური ვერ იქნება, რადგან დამსაქმებელი ამ შემთხვევაში კერძო მესაკუთრეა, რომელსაც უფლება აქვს მისდევდეს საკუთარ, თუნდაც ქსენოფობიურ წარმოდგენებს. კერძო დისკრიმინაციისგან თავდაცვის საუკეთესო მექანიზმი კი ამ შემთხვევაში სამსახურიდან წამოსვლაა.

თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო დისკრიმინაცია, შესაძლოა, სახელმწიფოს ირიბი დანაშაულიც იყოს. ევროპის მრავალ ქვეყანაში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობები. მათ მიზანს ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, იქნება ეს კერძო თუ საჯარო, ნებისმიერი მსოფლმხედველობისა თუ იდენტობის ადამიანის დისკრიმინაციისგან დაცვა წარმოადგენს. რასაკვირველია, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი თავისთავად კარგია, მაგრამ როცა საქმეში სახელმწიფო ერთვება, პრაქტიკაში ეს ავადმყოფობაზე უარეს წამალს გვაძლევს, რადგან დისკრიმინაციის განსაზღვრა ხშირად შეუძლებელი ხდება.

მაგალითად, ზემოხსენებულ შემთხვევებში რეგისტრატორმა უარი განაცხადა ლგბტ წყვილის კონსულტირებაზე იმ მოტივით, რომ მისი რწმენა და სინდისი ამასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. თუ დისკრიმინაცია კერძო სივრცეშიც აიკრძალება, შეუძლებელი გახდება გავარჩიოთ, ვინ არის დისკრიმინირებული - ის, ვისაც კონსულტაცია საკუთარი იდენტობის გამო არ ჩაუტარეს, თუ ის, ვინც კონსულტაცია საკუთარი აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების გამო არ მისცა. ორივე მხარეს საკმაოდ წონადი არგუმენტები დგას - სახელმწიფო კი ამ ორს შორის არჩევანის გაკეთებისას მხარედ იქცევა. ეს მხარე ხშირად არა აღმსარებლობის თავისუფლება, არამედ ერთსქესიანი წყვილების უფლებებია. აქედან გამომდინარე, დამქირავებელს უწევს საკუთარი თანამშრომლის გათავისუფლება იმისთვის, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ერთსქესიანმა წყვილმა არ იჩივლოს და ხარჯებში არ გადავარდეს.

სახელმწიფოს შეჭრა კერძო სივრცეში და იქ დისკრიმინაციის რეგულირების მცდელობა ევროპული ტრადიციიდან მომდინარეობს. ევროპული დემოკრატია საჯარო სივრციდან ტრადიციული რელიგიური ინსტიტუტების განდევნით დამყარდა. საფრანგეთის რევოლუციიდან ამოზრდილი ლაიცისტური ტრადიცია მიიჩნევს, რომ ქრისტიანული რელიგია ბოროტებაა და ხალხთა თავისუფლებას მტრობს. საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის ამაღლება კი შესაძლებელია მხოლოდ ამ ინსტიტუტების შეზღუდვითა და რწმენის ინდივიდუალურ სივრცეში გაძევებით. ეკლესიები ამ მიდგომას, რომელიც სხვადასხვა უმცირესობის ეკლესიისგან დისკრიმინაციის დაცვის მოტივით არის ნასაზრდოები, არსში ქრისტოფობიულს უწოდებენ.

რამდენიმე წლის წინ, მილანის კათოლიკური უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს პროფესორი ლუიჯი ლომბარდი, რომელიც რელიგიური ინსტიტუტის კუთვნილი საგანმანათლებლო კათედრიდან, სახარებას ყველაზე საშინელ ტექსტს უწოდებდა, „რაც კი კაცობრიობას სმენია”, ხოლო იესოს „ცუდ ადამიანად” მოიხსენიებდა. ევროპულმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე თქვა, რომ კათოლიკეთა მხრიდან ლომბარდის გათავისუფლება აზრის თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენდა. არსებობს შემთხვევები, როცა რელიგიურ ინსტიტუტებს, სამსახურიდან გაშვებული ლგბტ პირების გამო, მსხვილი ჯარიმების გადახდა უწევთ.

ევროპის არაერთ ქვეყანაში, ბოლო წლების მანძილზე, გახშირდა შემთხვევები, როდესაც მღვდლებს ჯარიმის გადახდა მოუწიათ, ან ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ მხოლოდ იმიტომ, რომ ჰომოსექსუალობა საჯაროდ მოიხსენიეს ცოდვად. მრავალ ქვეყანაში, სახელმწიფომ რელიგიური ინსტიტუტების მიერ შექმნილი ბავშვთა სახლები დაავალდებულა, ბავშვები ერთსქესიან წყვილებზე გაეშვილებინათ, რაც მათი სინდისისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ამის გამო, მრავალი მათგანი იძულებული გახდა, დაწესებულება დაეხურა. რასაკვირველია, ბავშვთა სახლების დახურვამ უფრო მეტად ბავშვები დააზარალა, ვიდრე კათოლიკე ეკლესიის სექსუალური ეთიკა.

საფრანგეთმა რამდენიმე წლის წინ მიიღო კანონი, რომელმაც მუსლიმ ქალებს ბურკის ტარება აუკრძალა. ამის მიზეზად, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ქალების ჩაგვრისგან გათავისუფლებასაც ასახელებდნენ. ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ მუსლიმი ქალების მაგიერ გადაწყვიტა, ჩაგრავდა თუ არა მათ საკუთარი რწმენა. საფრანგეთში ქუჩაში ლოცვაც აიკრძალა. შვეიცარიამ ცოტა ხნის წინ მინარეთების აშენება რეფერენდუმის მეშვეობით აკრძალა.

აღმსარებლობის თავისუფლების ევროპული გაგება აბსოლუტურად განსხვავდება ამერიკულისგან, რომელიც რელიგიური ინსტიტუციების კონკურენციაში ჩამოყალიბდა. რელიგიური თავისუფლება აქ გაცილებით ფართოდ გაიგება. რწმენაზე დაფუძნებული ინსტიტუტები უნდა დასჯერდნენ, რომ მათ გვერდით ყოველთვის იარსებებს კერძო სივრცე, სადაც ადამიანებს ცოდვის გამოხატვის შესაძლებლობა ექნებათ. ხოლო ჯგუფები, რომლებიც რელიგიასთან მრავალი ფაქტორის გამო დაპირისპირებულები არიან, უნდა შეეგუონ, რომ რელიგიურ ინსტიტუტებში მათთვის მიუღებელი, თუნდაც ყველაზე უფრო რეტროგრადული იდეები იარსებებენ.

აღმსარებლობის თავისუფლების ამერიკული მოდელის მიხედვით, ნებისმიერ კერძო დამქირავებელს აქვს უფლება, სამსახურში არ აიყვანოს ან გაათავისუფლოს ისეთი თანამშრომელი, რომელიც მისი გემოვნების თუნდაც ყველაზე აბსურდულ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.

საკმარისია, რომელიმე ჯგუფს გაუჩნდეს ცდუნება, სახელმწიფოს მეშვეობით მეორე ჯგუფის ან ინდივიდის პირად სივრცეში საკუთარი წესები დააწესოს, მაშინვე ჩნდება რისკი, ამან ერთხელაც მისივე თავისუფლება ხელყოს. თუ ევროპული სახელმწიფოები თავს უფლებას მისცემენ, აიძულონ ეკლესიები, რომ დაიქირაონ მათთვის მიუღებელი პირები, ერთხელაც, როგორც ეს ბრიტანულ ქეისებში ვნახეთ, შესაძლოა ქრისტიანებსაც გაუჩნდეთ მსგავსი ვნებები. თუ ეკლესიას უფლება არ აქვს, სამსახურიდან დაითხოვოს გეი აქტივისტი, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ამის გაკეთება, მაშინ არც დამსაქმებელს აქვს უფლება, სამსახურიდან დაითხოვოს თანამშრომელი, რომელიც საკუთარი სინდისის დაცვის გამო, ჰომოსექსუალ კლიენტებს დახმარებას არ აღმოუჩენს. გამოსავალი აქ ამერიკულია - პატარა სახელმწიფო, მეტი თავისუფლება.

8 უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

თეონა კოკიჩაიშვილი

მსოფლიო დონის უნივერსიტეტების ცენტრმა Shanghai Jiao Tong University უნივერსიტეტების 2012 წლის აკადემიური რეიტინგი (ARWU) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ათი წლის განმავლობაში ჰარვარდის უნივერსიტეტი პირველობას ინარჩუნებს. ათეულში მოხვდნენ სტენფორდის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), ბერკლის, კემბრიჯის, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, პრინსტონის, კოლუმბიის, ჩიკაგოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტები.

ARWU-ს მიხედვით, ტოპ ოცეულში დაბრუნდა ტოკიოს უნივერსიტეტი - ის სხვა აზიურ უნივერსიტეტთა შორის მოწინავეა. შვეიცარიაში ETH Zurich-მა (23-ე) ევროპის კონტინენტზე პირველი ადგილი დაიკავა, მას მოჰყვება Paris-Sud (37-ე) და Pierre and Marie Curie (42-ე) საფრანგეთში.

წელს ტოპ ასეულში ისრაელისა და ავსტრალიის უნივერსიტეტების რიცხვმაც იმატა. ამ კატეგორიაში ისრაელის სამი უნივერსიტეტია. ასეულში პირველად მოხვდნენ Technion - ისრაელის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (78-ე) და ვეიზმანის მეცნიერების ინსტიტუტი (93). ასეულში დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის გამოჩენამ, ამ სიაში ქვეყნის უნივერსიტეტების რიცხვი 5-მდე გაზარდა - ამ მაჩვენებლით ავსტრალიამ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

ტოპ 500-ეულში არიან ისეთი უნივერსიტეტებიც, რომლებიც რეიტინგში პირველად მოხვდნენ. ასეთია, მაგალითად, ჩინეთის ხუთი უნივერსიტეტი. შედეგად, რეიტინგში შევიდა ჩინეთის (ჰონგ კონგისა და ტაივანის ჩათვლით) 42 უნივერსიტეტი. ამ მაჩვენებლით ჩინეთმა გაერთიანებულ სამეფოსაც კი გაუსწრო (38). მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ჩინეთის ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ მოხვდა ტოპ ასეულში.

2003 წლიდან ARWU მსოფლიოს ტოპ 500 უნივერსიტეტის რანჟირებას ახდენს და ყველაზე გავლენიან სისტემად ითვლება. მისი მეთოდოლოგია, სხვა რეიტინგულ სისტემათა შორის, თანმიმდევრულობითა და ობიექტურობით გამოირჩევა. თუმცა რანჟირების ამ სისტემას აკრიტიკებენ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან შედარებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ფოკუსირებისთვის. ARWU იყენებს ექვს ობიექტურ კრიტერიუმს, რათა შედგეს უნივერსიტეტების რეიტინგები, მათ შორის, კურსდამთავრებულთა მონაცემს, პერსონალის მიერ მიღებული ნობელის პრემიებისა და სხვა ჯილდოების რაოდენობას, მაღალი ციტირების მქონე კვლევების რაოდენობას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობას, აგრეთვე, სტატიების რაოდენობას Science Citation Index-ისა და Social Sciences Citation Index-ის მქონე ჟურნალებში. ARWU ყოველწლიურად დაახლოებით 1200 უნივერსიტეტის რეიტინგს ადგენს, საუკეთესო 500-ეული კი საჯარო ხდება.

მსოფლიო დონის უნივერსიტეტების ცენტრმა 2012 წლის უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგი მიმართულებებისა და საგნების მიხედვით გამოაქვეყნა. ასის ნაცვლად, წელს 200 უნივერსიტეტის რეიტინგი შედგა.

მიმართულებების მიხედვით ჰარვარდის უნივერსიტეტი პირველია სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კლინიკურ მედიცინასა და ფარმაციაში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებებში. ხოლო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი საუკეთესოა საინჟინრო და კომპიუტერულ მეცნიერებებში.

ყოველწლიურად სხვა მრავალი რეიტინგი ვრცელდება, სადაც უნივერსიტეტების შეფასების სხვა კრიტერიუმებს იყენებენ. მაგალითად, არსებობს უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგი - Ranking Web of World Universities - რომლის მონაცემებიც წელიწადში ერთხელ ახლდება. ამ რეიტინგში საქართველოც არის და მას 237 ქვეყანას შორის 47-ე ადგილი უკავია. რეიტინგით საქართველოზე წინაა რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა და ასე შემდეგ.

ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც ამ რეიტინგის შესადგენად გამოიყენება, ინტერნეტსივრცეში უნივერსიტეტის ხილვადობაა. ხილვადობა იზომება იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად და ფართოდ გამოიყენება უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რამდენად აქტიურად არიან წარმოდგენილი მისი პროფესორები და მკვლევრები ინტერნეტსივრცეში. აქ გამოყენებული ვებინდიკატორები არ აფასებს ვიზიტორთა რიცხვს ან ვებგვერდის დიზაინს, არამედ ეფუძნება საერთაშორისო მასშტაბით უნივერსიტეტების მიღწევებსა (მათ შორის, მკვლევრების ციტირების რეიტინგს და პუბლიკაციებს) და ხილვადობას.

ბოლო მონაცემებით, ქართული უნივერსიტეტების რეიტინგი 5000-დან იწყება. ამ რეიტინგულ სისტემაში საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს. ხუთეულში მოხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რეიტინგში ბოლოა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

9 იმავე ფოცხზე დაბიჯება

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

დასაქმება ინდივიდისთვის სტაბილურობის, დაცულობის, თვითრეალიზების, ზოგჯერ კი პირდაპირ თვითგადარჩენის წყაროა. შესაბამისად, მმართველი პარტიის ახალ პროგრამაშიც მას ცენტრალური ადგილი უჭირავს.

საქსტატის მონაცემებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2005-2011 წლებში, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 80 400-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, მოსახლეობის რაოდენობა 147 700-ით გაიზარდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი პროგრამის - მეტი სარგებელი ხალხს - მიხედვით, სამუშაო ადგილები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმის სექტორის და ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე უნდა შეიქმნას. ინფრასტრუქტურულ პროექტებში შედის 15 ახალი ჰიდრო ელექტრო სადგურის აშენება და 5000 კილომეტრი გზის დაგება.

2012-2016 წლების გეგმის მიხედვით, ამ ოთხი წლის მანძილზე, საქართველოში სულ 4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უნდა შემოვიდეს, რის შედეგადაც, მმართველი პარტიის გათვლებით, 80 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამავე წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას ტურიზმის სექტორში 140 ათასი, ჰიდროელექტრო სადგურებზე 13 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ხოლო გზების დაგებაზე 40 ათასი ადამიანის სტაბილურ დასაქმებას ჰპირდება.

კონკრეტული პროექტებით და კონკრეტულ სექტორებში გაზრდილი მოთხოვნის საფუძველზე, მმართველი პარტია კერძო სექტორის სტიმულირებას გეგმავს: გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ეკონომიკა ისე სწრაფად ვეღარ იზრდება, როგორც ადრე - კერძო სექტორის მხრიდან არსებული მოთხოვნა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკამ დასაქმების მაღალ დონეს მიაღწიოს. მმართველი პარტია გეგმავს, გაზარდოს საჯარო სექტორის დაკვეთა, რამაც, თავის მხრივ, უნდა გაზარდოს დასაქმება იმისთვის, რომ მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

რაც უნდა მოთხოვნა შექმნას საჯარო სექტორმა, თუ კერძო ბიზნესი ამ მოთხოვნის რაციონალურობაში ვერ დარწმუნდება, ის მას არ შეასრულებს. რომც მოგვინდეს, ალბათ გაგვიჭირდება ისეთი კერძო ბიზნესის წარმოდგენა, რომელიც ათასობით ადამიანს იმიტომ ასაქმებს, რომ სხვა არაფერი აკეთონ; მხოლოდ ამოთხარონ ხვრელები, რომ შემდეგ ისევ შეავსონ. და რატომ? იმიტომ, რომ ასეთი დავალებების არსებობას რაციონალური საფუძველი არ გააჩნია.

ამდენად, ხელოვნურად გაჩენილი მოთხოვნისა და დასაქმების მოლოდინის დასაკმაყოფილებლად, მთავრობას მოუწევს საჯარო სექტორში დასაქმების და, შესაბამისად, ხარჯების გაზრდა.

ფულის უსაზღვრო რაოდენობა არ არებობს: იმისთვის, რომ ვიღაც დაასაქმო, ვიღაც უნდა დაბეგრო. ეს შეიძლება მოხდეს პირდაპირ - გადასახადების ზრდით. ან ირიბად - ვალისა და ინფლაციის ზრდის ხარჯზე. ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით დაზარალდება ის, ვინც უკვე დასაქმებულია და ვინც სამუშაო ადგილი საკუთარი ძალისხმევის, უნარების, კონკურენციის გადალახვის შედეგად იშოვა. ახალი დასაქმებულების ხელფასის გადახდა მას საკუთარი ჯიბიდან მოუწევს.

0x01 graphic

ასეთი მაღალი ეკონომიკური რისკისმიუხედავად, არ არის გარანტირებული, რომ სახელმწიფომ დასაქმების მაჩვენებლის სტაბილური ზრდა მიიღოს: ხელოვნური მოთხოვნის შედეგად მიღებულმა სამუშაო ადგილებმა, შეიძლება, ბაზრიდან უფრო პროდუქტიული ადგილები განდევნოს.

მეორე მხრივ, როცა კერძო სექტორი მთავრობაზე დამოკიდებული ხდება, ასეთი დამოკიდებულება თვითონ მმართველ ძალას უსპობს ლავირების საშუალებას. საჯარო სექტორის გაბერვის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას კრიზისულ ვითარებაში სიტუაციის გამოსწორება მაღალ სოციალურ ფასად დაუჯდება.

დასაქმებას მმართველი პარტიის 2008-2012 წლების გეგმაშიც ცენტრალური ადგილი ეჭირა. წლევანდელი პროგრამის მსგავსად, 2008 წლის პროგრამაშიც, მთავრობა მოსახლეობას დასაქმების დონის ზრდას მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხარჯზე ჰპირდებოდა. როცა კრიზისის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა 3.9%25-ით დაეცა, მთავრობის დაპირებების დიდი ნაწილი შეუსრულებელი დარჩა.

მთავრობის გათვლებით, 2008-2012 წლებში საქართველოში 10 მილიარდამდე მოცულობის უცხოური ინვესტიცია უნდა შემოსულიყო და ქვეყანას დამატებით ახალი 200 ათასი სამუშაო ადგილი უნდა მიეღო. სტატისტიკა სხვა სურათს აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2011 წელს, 2008 წელთან შედარებით, ინვესტიციები 400 ათას დოლარზე მეტით შემცირდა, ხოლო დასაქმება მხოლოდ 62 300-ით გაიზარდა.

გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა თვალნათლივ აჩვენა, რომ თუ საქართველოს უნდა, მომდევნო ათწლეულში მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს და, შესაბამისად, მეტი დასაქმებული ადამიანი მიიღოს, უცხოური კაპიტალის მოზიდვის პარალელურად, მასზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს.

2008-2012 წლების პროგრამაში ამის მყარი წინაპირობა იყო ჩადებული. მმართველი გუნდი მაშინ საქართველოს ამომრჩეველს ჰპირდებოდა არა მხოლოდ დასაქმებას, არამედ დასაქმებით მიღებული შემოსავლების დაგროვების შესაძლებლობასაც. ამას მთავრობა საშემოსავლო გადასახადის 15%25-მდე შემცირებით აპირებდა. თუმცა მოგვიანებით, ამ პირობის შესრულება გადაავადა, ბოლოს კი საერთოდ გადაიფიქრა.

მაღალი ხარჯი ავტომატურად ნიშნავს მცირე რაოდენობის დანაზოგებს. დანაზოგების არსებობა, თავის მხრივ, დიდწილად განაპირობებს კაპიტალის შემდგომ ინვესტირებას და მომავალ ეკონომიკურ ზრდას. თუ დანაზოგი არ არსებობს, ვალდებულებები უნდა დაფინანსდეს ან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ან ვალით. ორივე შემთხვევაში მატულობს უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულება, რაც კრიზისულ პერიოდში ქვეყნის რისკებს ზრდის.

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, დანაზოგები სულ მცირდებოდა. საინტერესოა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი - 2006-2007 წლებში - ადგილობრივი დანაზოგები 67%25-ით შეიკვეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მაშინ შემოსავლების ზრდა მშპ-ის ზრდას აღემატებოდა.

მსოფლიო განვითარების ინდექსის (WDI) მონაცემებით, საქართველოს დანაზოგები ამ პერიოდშიც დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების დონეზე იყო. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მაშინ ხარჯების დაფინანსება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხდებოდა, რის გამოც საბიუჯეტო დეფიციტი საკმაოდ მაღალი იყო.

მაღალი ეკონომიკური შედეგების თითოეულ ინდივიდამდე მიტანა, პირველ რიგში, მის ჯიბეში იმაზე მეტი ფულის გაჩენას ნიშნავს, ვიდრე ადრე ჰქონდა. ამის ერთერთი ყველაზე ეფექტური გზა კი სწორედ საშემოსავლო გადასახადის შემცირებაა: ბუნებრივია, როცა გაუთვლელზე მეტი ფული გიჩნდება, იმის შანსიც იზრდება, რომ ამ ფულს დაზოგავ. ამდენად, საშემოსავლო გადასახადის 15%25-მდე შემცირება მმართველი პარტიის დაპირებათა ჩამონათვალში ყველაზე კარგად გათვლილი და სწორი ნაბიჯი იყო.

ძველი პროგრამისგან განსხვავებით, 2012-16 წლების პროგრამაში ახალი ინიციატივებიც გამოჩნდა. საქართველოში მუშაობა ახალმა - დასაქმების სამინისტრომ დაიწყო. სამინისტროში 30 ადამიანია დასაქმებული. მათ კარდაკარ პრინციპით უნდა შეაგროვონ ინფორმაცია, თუ ყველაზე ნაკლებად რომელი პროფესიის ადამიანები პოულობენ სამსახურს, რა ტიპის პროფესიებზე არის საქართველოში მოთხოვნა, რა ტიპის გადამზადება უნდა მოხდეს. ამასთან, დასაქმების სამინისტრო აღრიცხვის დროს გამოყოფს იმ ადამიანებსაც, ვინც კმაყოფილია თვითდასაქმებით და მათაც, ვინც ახალი სამსახურის ძიებაშია.

დასაქმების სამინისტროს შექმნამდე, საქართველოში ასეთი მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი სტატისტიკის ეროვნული ბიურო იყო. საქსტატის მიხედვით, 2008 წელთან შედარებით 2011 წელს უმუშევრობა 1.4%25-ით შემცირდა.

საქსტატის დაყოფა, ისევე როგორც უმუშევართა, დასაქმებულთა და თვით დასაქმებულთა აღრიცხვის მეთოდი, საერთაშორისოა. თუმცა საქართველოში ასეთ დაყოფას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ ცნობს: ისინი თავს დასაქმებულად იმ შემთხვევაში თვლიან, თუ „ვინმე” დაასაქმებს. ყველაზე პოპულარული „ვინმე” კი სახელმწიფოა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მოქალაქეთა დიდი ნაწილი თავს მაინც დაუსაქმებლად მიიჩნევს, თვით დასაქმებიდან თუნდაც იმაზე მაღალი შემოსავალი ჰქონდეს, ვიდრე მას დამსაქმებელი შესთავაზებდა. 2011 წელს დასაქმებულთა 61.9%25 თვით დასაქმებულებზე მოდის.

2012-16 წლების გეგმის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა - ვაუჩერები, რომლის საფუძველზეც ამ ოთხი წლის განმავლობაში პროფესიული გადამზადების მსურველები 1000 ლარს მიიღებენ, ადამიანებს აზარმაცებს. ისინი დამოუკიდებლად კი აღარ ეძებენ სამუშაოს, არამედ ელოდებიან მის მიღებას. ამასთან,საჯარო სექტორის მიერ სტიმულირებული ეკონომიკის პირობებში, დიდი შანსია, ის უნარები შეიძინონ, რომლებზეც ბაზარზე მოთხოვნა არ არსებობს.

კვლევითი ინსტიტუტების-Heritage Foundati on და Brookings Institution-კვლევები აჩვენებს, რომ ამგვარი ჩარევით, მთავრობა ინდივიდებში კლავს სამუშაოს შოვნის მოტივაციას, რის შედეგადაც ქვეყანაში უმუშევრობის დონე, შემცირების ნაცვლად, იზრდება.

დასაქმები სმთავარი ამოცანა არის არა უბრალოდ სამუშაო ადგილების შექმნა, არამედ ისეთების, რომლებიც პროდუქტიული და ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი იქნება. ასე რომ არ იყოს, უმუშევრობის შემცირება რთული საერთოდ არ იქნებოდა. მაგალითად, ძალიან ადვილია მინიმუმამდე დავიყვანოთ უმუშევრობის დონე იმით, რომ მთავრობამ აკრძალოს ტექნოლოგიების გამოყენება. ვთქვათ, აკრძალოს მანქანით გადაადგილება: დისტრიბუციის სფეროში მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება, რადგან ადამიანებს ხელით მოუწევთ პროდუქციის დარიგება. ამ შემთხვევაში, შექმნილი სამუშაო ადგილები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე მანქანების გაუქმების შედეგად დაკარგული სამუშაო ადგილები. მაგრამ ჩვენი კეთილდღეობა ამის შედეგად გაიზრდება? გავმდიდრდებით?

რა თქმა უნდა, არა. პირიქით, ყველას ცხოვრების სტანდარტი დაეცემა.

საინტერესო ის არის, რომ მმართველ პარტიას პროდუქტიული და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისთვის აუცილებელ, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დაკვეთას არც მოსახლეობა და არც ოპოზიციური პარტიები აძლევენ. როცა ოპოზიციური სპექტრი მმართველი პარტიის მხარჯველობით პოლიტიკას აკრიტიკებს, როგორც წესი, მეტი პოპულიზმისკენ მოუწოდებს. მეორე მხრივ, საშემოსავლო გადასახადის შემცირების პირობა როცა დაირღვა, ოპოზიციას დიდი აქტიურობა არ გამოუჩენია.

მმართველი პარტიის ორივე პროგრამას სწორედ ეს გავლენა ეტყობა: მოკლევადიანი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული და არ ითვალისწინებს უფრო გრძელვადიან შედეგებს. სინამდვილეში, სწორი ეკონომიკური გათვლა უპირველესად გულისხმობს იმას, რომ პირობები გაუმჯობესდეს არა მხოლოდ ერთი რომელიმე ჯგუფისთვის (უმუშევრები), არამედ საზოგადოებაში არსებული ყველა ჯგუფისთვის, და არა მხოლოდ მოკლე ვადით, არამედ უფრო ხანგრძლივად.

10 ევროკომისია გაზპრომის წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ირაკლი გუნია

ევროკომისიის გამოძიება რუსეთის მთავრობის კონტროლირებად კომპანია გაზპრომს სერიოზულ პრობლემებს უჩენს. დაწყებულ გამოძიებას უფრო და უფრო ფართო მასშტაბებში გადასვლის პერსპექტივა აქვს.

მონოპოლიის წინააღმდეგ მიმართულ გამოძიებას ევროკომისიის კონკურენციის გენერალური დირექტორატი უძღვება. დირექტორატს დომინანტობის ბოროტად გამოყენების საქმე ევროპული სასამართლოს წინაშე მას შემდეგ არ წაუგია, რაც 1958 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. კომისია არ იწყებს გამოძიებას, სანამ მტკიცებულების თვალსაჩინო რაოდენობა არ გააჩნია. გამოძიების დაწყებასთან ერთად, მომჩივნების რაოდენობა მეტი მტკიცებულებით მატულობს ხოლმე, რითაც აღძრულ საქმეს უფრო აფართოებს.

გაზპრომის წინააღმდეგ გამოძიება სამ მთავარ საკითხზეა ფოკუსირებული. პირველია ეჭვის მიტანა გაზპრომის მიერ ბაზრების დაყოფით გაზის თავისუფალი დინების ხელის შეშლაში. მეორე არის გაზპრომის მიერ გაზის მარაგის დივერსიფიკაციის თავიდან აცილება. ეს ბრალდება ძირითადად კომპანიის მიერ მესამე მხარის გაზის მომწოდებლებისთვის საკუთარ მილსადენებზე წვდომის უარის თქმას უკავშირდება. ამ მხრივ გაზპრომის მთავარი პრობლემაა ევროკავშირის ხელშეკრულებები დომინანტობის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. რომის ხელშეკრულების 102-ე სტატია „განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას” ანიჭებს გაბატონებულ კომპანიებს კონკურენციის პატივსაცემად. მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ შეიძლება დასვას საკითხი, საერთოდ მიუღია თუ არა გაზპრომს სერიოზულად ევროკავშირის ანტიმონოპოლიური ვალდებულებები.

კომისიის გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მესამე საკითხი - კავშირი ნავთობისა და გაზის ფასებს შორის გაზპრომის გრძელვადიან კონტრაქტებში. მოსკოვი შიშობს, რომ ფიქლის გაზის ბუმით და გათხელებული გაზის წარმოებაში აღმავლობით გამოწვეული გაზის ბაზრის ლიკვიდურობის გამო, ნავთობი-გაზის კავშირის შეწყვეტა გაზპრომის შემოსავლებს დააზიანებს. ამ კავშირის დანგრევა გაზპრომის ამჟამინდელ ბიზნესმოდელს საფუძველს გამოაცლის.

ამის გარდა, გაზპრომმა შეიძლება უფრო უარესი შედეგებიც მიიღოს. ევროკომისიის გამოძიება გაზპრომის საქმიანობაზე ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში მხოლოდ 2004 წლის 1 მაისიდან იწყება, როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირს შეუერთდნენ. გაწევრიანების გზაზე იგივე ქვეყნები 1994 წლიდან მორიგდნენ ევროკავშირის ეკვივალენტური ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღებაზე. გაზპრომისთვის დიდი საფრთხეა, თუ ეროვნული ანტიმონოპოლიური სამსახური 1994-დან 2004 წლამდე პერიოდში მისი ქმედებების გამოძიებას შეუდგება. ეს გამოძიების მასშტაბებსა და კომპანიის ვალდებულებას მნიშვნელოვნად გააფართოებს.

11 მე, პოლიტრობოტი

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

თამარ ჩერგოლეიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

0x01 graphic

როგორ აპირებთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას, ეკითხება ჟურნალისტი დავით კოვზირიძე პოლიტიკოს ანდრია ურუშაძეს. „მძიმე კაცის“ სტუმარი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატია და საბურთალოს ამომრჩევლის ნდობის მოსაპოვებლად იბრძვის. ჟურნალისტს აინტერესებს პოლიტიკოსი მემარჯვენეა თუ მემარცხენე, რამხელა მხარდაჭერის იმედი აქვს, მოსწონს თუ არა დღევანდელი პარლამენტი, ემხრობა თუ არა პროსტიტუციის ლეგალიზებას, მარხულობს თუ არა, თუ კი, რატომ… მაგრამ ვინ უსმენს? რესპონდენტი “დაკიდებული” რობოტივით იმეორებს, რომ საქართველო არ დაბრუნდება წარსულში და რომ მისი მიზანია მეტი სარგებელი მოუტანოს ხალხს.

ურუშაძე ერთ-ერთია ნაციონალური მოძრაობიდან, ვინც ამინდზე დასმულ კითხვასაც ძლიერი სოფლით, სამუშაო ადგილებით და ხელმისაწვდომი ჯანდაცვით პასუხობს - წინასაარჩევნო კამპანიაა და მმართველი პარტია ტრადიციას არ ღალატობს, ე.წ. მესიჯ ბოქსში ბრუნავს, ზუსტად ისე, როგორც ციყვი ბორბალში. ზოგიერთს ბუნებრივად გამოსდის. სხვები კომიკურად იმეორებენ ერთსა და იმავე დაზუთხულ ფრაზებს.

მესიჯის დისციპლინა ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წლის რთული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაამკაცრა. გადაწყდა, სპიკერებს მხოლოდ იმ თემებზე ესაუბრათ, რაც ამომრჩევლის „გულს გაახარებდა“ და მათ გამარჯვებას გაუიოლებდა. მას შემდეგ, თვალშისაცემია, რომ ყველა წინასაარჩევნო კამპანიისას, მმართველი პარტიის ლიდერები ცდილობენ თავი შეიკავონ ისეთი აზრების გამოხატვისგან, რაც მათ წინასწარ განსაზღვრულ, პარტიულ გზავნილს დააშორებს. ერთი სიტყვით - ფრთხილობენ.

„გულწრფელად გეტყვი, რადგან … ამდენი მტერი გყავს, შეცდომის დაშვების რესურსი არ გაქვს. შენ უნაკლო კამპანია უნდა აწარმოო. გააზრებული, გამართული და ფრთხილი”. ეს რჩევა ნაციონალურ მოძრაობას არ მიუღია თავისი კონსულტანტებისგან. Commentariolum Petitionis - ასე ჰქვია საარჩევნო სახელმძღვანელოს, რომელიც მარკუს ტულიუს ციცერონს უმცროსმა ძმამ დაუწერა, როცა თავად რომის კონსულის პოსტზე იყრიდა კენჭს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 64 წელს. იქ ამოვიკითხე.

აი, რამდენიმე მოსაზრება იმ გეგმიდან, რაც ციცერონის უმცროსი ძმის აზრით, გააზრებულ კამპანიას უზრუნველყოფდა:

1. ყველას ყველაფერს დაჰპირდი. ხალხს უნდა უთხრა ის, რისი მოსმენაც ესიამოვნება. ხალხს ის უფრო არ მოსწონს, ვინც არაფერს ჰპირდება, ვიდრე ის, ვინც დანაპირებს არ ასრულებს.

2. შეისწავლე შენი ოპონენტის სისუსტეები და გამოიყენე შენს სასარგებლოდ. ამით ამომრჩევლის ყურადღებას გადაიტან, მისი ძლიერი მხარიდან.

3. დაეუფლე მლიქვნელობას. ეს უღირსი საქციელია პირად ურთიერთობებში, მაგრამ წინასაარჩევნოდ - მეტად საჭირო.

4. მიეცი ხალხს იმედი. ყველაზე ცინიკურ ამომრჩეველსაც კი სურს ვიღაცის სჯეროდეს. ამომრჩეველი, რომელსაც სჯერა, რომ მის მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლი, შენი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი იქნება არჩევნებამდე მაინც. არჩევნების შემდეგ, ცხადია, იმედს გაუცრუებ.

არ ვიცით, რამდენად უნაკლო კამპანია უძღვოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 64 წლის რომის კონსულის არჩევნებს, მაგრამ მარკუს ტულიუს ციცერონმა არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო, ხოლო მისი უმცროსი ძმის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, 21-ე საუკუნეშიც რელევანტურია.

თანამედროვე პოლიტიკური კამპანია კომპლექსური პროცესია. ის, მშენებლობის მსგავსად, არ შეიძლება მკაფიო გეგმის გარეშე დაიწყო. გეგმის ლოკომოტივს წინასაარჩევნო გზავნილი წარმოადგენს.

პოლიტიკური კონსულტანტები შეთანხმდნენ იმაზე, რომ წინასაარჩევნო გზავნილი უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და დამაჯერებელი. ის ამომრჩეველს უნდა მოერგოს, როგორც ემოციური, ისე ღირებულებითი თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია გზავნილების თანმიმდევრული მიწოდება.

ამ მიდგომის ამოსავალი წერტილი არის დაბალინფორმირებული ამომრჩევლის შესახებ თეორია. ის ეფუძნება მარტივ მოსაზრებას, რომ ადამიანი, როგორც გონიერი არსება, პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი სარგებლიდან გამომდინარე. პოლიტიკური პროცესის შესახებ ამომწურავი ცოდნა მისთვის არაფრის მომცემია - მით უმეტეს, რომ უამრავი სხვა პრობლემა აქვს, ამიტომ პოლიტიკოსებს მასწავლებელივით არ მოუსმენს, რათა ღრუბელივით შეისრუტოს მათი ნათქვამი. შესაბამისად, მან, ვისაც თანამედროვე ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება უნდა, კომუნიკაციის ისეთი დისციპლინა უნდა შეიმუშაოს, რომელიც მოკლედ, ლაკონურად და შთამბეჭდავად გააცნობს ადრესატს თავის სათქმელს.

იმისთვის, რომ დაადგინო რა თქვა, ამომრჩეველი უნდა შეისწავლო. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს იმ არეალის დემოგრაფია, სადაც კამპანია მიმდინარეობს - მისი შემადგენლობა ასაკის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, საქმიანობის, ქონებრივი მდგომარეობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნების მიხედვით. შემდეგ, გამოიკვეთოს ის პრობლემები, რაც თითოეულ ჯგუფს აწუხებს. ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დგება წინასაარჩევნო გზავნილი.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები მოწმობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო დაპირებები 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სარკისებურად ასახავს საზოგადოების იმ ნაწილის მოთხოვნებს, რომელთა მხარდაჭერაც მმართველ პარტიას არჩევნებში გასამარჯვებლად სჭირდება. მმართველი პარტიის პოპულისტური სლოგანი - მეტი სარგებელი ხალხს - პასუხია იმ ადამიანების განწყობაზე, რომელიც ხედავს, რომ საქმე კეთდება, მაგრამ პირადად მას საკმარისად არ შეხებია. ასეთი ამომრჩევლის ხვედრითი წილი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით მაღალია. შემდეგ მოდის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ძლიერი სოფელი, დასაქმება.

მმართველმა პარტიამ ნეგატიური მესიჯებიც სწორად შეარჩია. მაგალითად, გაარკვია, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მისი ოპონენტის ერთ-ერთ სისუსტედ არცთუ სასიამოვნო წარსულთან ასოცირებულ გარემოცვას მიიჩნევს, ამიტომ ხშირად იმეორებს, რომ საქართველო წარსულში არ დაბრუნდება.

ზოგადად, არჩევნების მოსაგებად მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიამ გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკური რიტორიკა პოეზია კი არა - მარკეტინგია. ამოსავალი წერტილი არის ის, თუ რაზე აქვს მომხმარებელს/ამომრჩეველს მოთხოვნა და არა ის, რაც მათ ლიდერს, ან ლიდერის ვაჟს შთაგონებამ უკარნახა. პოლიტიკურმა პარტიამ ჯერ უნდა გაიგოს ამომრჩეველს რა სურს, ხოლო შემდეგ, იმავე სიტყვებით დააბრუნოს უკან.

საზოგადოების განწყობა კვალიფიციური სოციოლოგიური კვლევით დგინდება და არა რომელიმე გაზეთის კითხვით, ან საკუთარ გარემოცვასთან ჭორაობით. ელექტორატის დამოკიდებულებამ შესაძლოა ისეთი გზავნილის შერჩევისკენ გიბიძგოს, რომელიც შენს ყურს სრულებით არ სიამოვნებს, ან პირიქით - გარკვეული თემების ხსენებისგან თავშეკავება გაიძულოს.

რაც უფრო განვითარებული და ინფორმირებულია საზოგადოება, მით უფრო მნიშვნელოვანია მესიჯის დისციპლინა. მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყნებში შეუძლებელია სხვადასხვა აუდიტორიის წინ, სხვადასხვა გზავნილით წარდგე. ერთმა შეუსაბამო ფრაზამ, შესაძლოა, პოლიტიკური კარიერა დაგისრულოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ინფორმაცია იოლად ვრცელდება. მდგომარეობას კი ის ართულებს, რომ ინფორმირებული საზოგადოება შეუსაბამობებს უფრო მარტივად ხედავს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, თანამედროვე კონსულტანტები პოლიტიკოსებს ურჩევენ - ისე კი არ გასცენ პასუხი, როგორც კითხვა ითხოვს, არამედ, როგორც წინასაარჩევნო კამპანია - შესაბამისი გზავნილით. მათ მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ ახალი ტექნოლოგიების წყალობით, ყველა წინადადებას აქვს იმის პოტენცია, მსოფლიო თუ არა, მათი საარჩევნო ოლქი მაინც მოიაროს. ამიტომ, ე.წ. მესიჯ ბოქსი არასოდეს უნდა დატოვონ.

საქართველოში მესიჯის დისციპლინის მნიშვნელობას ჯერჯერობით მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა მიხვდა. მმართველი ძალის მთავარი ოპონენტი მეტაფიზიკაშია გაჭრილი და ამომრჩეველს ოცნებების ასრულებას ჰპირდება. ახდენილი ქართული ოცნება, შესაძლოა, ბერა ივანიშვილის რეპში კარგად ჟღერს, მაგრამ ამომრჩეველს არაფერს ეუბნება. მართალია, ქართული ოცნების წევრები საუბრობენ უფასო ჯანდაცვაზე და ძლიერ სოფელზე, მაგრამ მმართველი პარტიისგან დიდად განსხვავებულს არაფერს ამბობენ.

რაც შეეხება ნეგატიურ გზავნილებს, იქნება ეს აგვისტოს ომის დაწყების ბრალდება, თუ კორუფცია, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ისინი მოსახლეობის იმ ნაწილის განწყობას ეხმიანება, რომელიც მმართველი პარტიის წინააღმდეგ ნებისმიერ ძალას მისცემს ხმას. ასეთების რიცხვი არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ არის. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი კი, რომლის მომხრობაც გამარჯვების მსურველი პოლიტიკური ძალის ინტერესში უნდა შედიოდეს, ამ თემებით არც ინტერესდება და არც ქართული ოცნების პოზიციას იზიარებს. ეს აღნიშნულ პოლიტიკურ ძალასთან ამ ტიპის ამომრჩევლის გაუცხოებას იწვევს.

ოპონენტისა და საზოგადოების დაბალი პოლიტიკური კულტურა მმართველ პარტიას დათვურ სამსახურს უწევს - მართალია, წინასაარჩევნო გზავნილების დისციპლინა შემოიღო, მაგრამ ხარისხით ჯერ ვერ დაიკვეხნის. მაგალითად, ბრიტანელ ან ამერიკელ პოლიტიკოსს თავში აზრადაც არ მოუვა, პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების მიზნით ამომრჩეველს თან საგადასახადო წნეხის შემცირებას დაჰპირდეს და თან მასშტაბურ სოციალურ შეღავათებს დაუჭიროს მხარი. მმართველი პარტია ასე იქცევა და ამაზე პასუხს არავინ სთხოვს. უფრო სწორად, ვინც სთხოვს, ის ელექტორალურად არაფერს წარმოადგენს.

კარგი იქნებოდა, ნაციონალური მოძრაობისთვის ეს საყვედური მის მთავარ ოპონენტს ეთქვა. მაგრამ ქართული ოცნების ფრონტზე თანმიმდევრულობის კუთხით საქმე გაცილებით რთულადაა. მისი კანდიდატები ერთდროულად გვპირდებიან NATO-ში შესვლას და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ევროპის გასაოცარ დემოკრატიას და გასაოცარ ქსენოფობიას, საბჭოთა კავშირს და უკეთეს მომავალს.

როგორც ჩანს, კოალიციის ლიდერს მმართველი პარტიის რიტორიკულ შეუსაბამობებზე ყურადღების გასამახვილებლად დრო არ რჩება: ხომ უნდა მოგვიყვეს, თუ როგორ აკითხავდა მის ნახვას მონატრებული პრეზიდენტი კონსპირაციულად „ლადა ჟიგულით“ და რა განსხვავება დაადგინა მან მორიგი ფილოსოფიური წიაღსვლის შედეგად ერსა და კულტურას შორის. სწორედ ეს დაარწმუნებს ამომრჩეველს მის კვალიფიციურობაში.

არათანმიმდევრულობის გარდა, მმართველი პარტიის კამპანიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს - ზოგიერთ კანდიდატს დასაქმება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ძლიერი სოფელი მაგიური სიტყვები ჰგონია, რომელთა თუნდაც უადგილო, მაგრამ რიტუალურად ხშირი წარმოთქმა ამომრჩეველს ჰიპნოზის ქვეშ მოაქცევს და პირველ ოქტომბერს 5-იანს მოახაზვინებს. რეალურად, გზავნილის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს პოლიტიკოსი საზოგადოებასთან უშუალო კავშირის დამყარებას.

ამომრჩეველმა კანდიდატი „თავისიანად” უნდა აღიქვას. ამას კი არ გააკეთებს, თუ მიიჩნია, რომ ის სულელად თვლის და ერთი და იმავე სიტყვათა წყობის მონოტონური გამეორებით ცდილობს მისი გულის მოგებას. იმისთვის, რომ ამომრჩეველთან ურთიერთობა დაამყაროს, პოლიტიკოსს უნდა ეტყობოდეს, რომ თავად სჯერა, რასაც ამბობს და ამის გამო, ოპონენტზე მორალურ უპირატესობას გრძნობს. სხვა შემთხვევაში მას არც ამომრჩეველი დაუჯერებს და გაჰყვება.

12 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მტკვრის დონის დაწევის შემდეგ ძველი ქალაქის ნანგრევები გამოჩნდა

13 სომხეთმა უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეაჩერა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

შოთა კაკაბაძე

0x01 graphic

პროტესტი უნგრეთის პარლამენტის წინ.
ბუდაპეშტი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეიძლება კვლავ ჩიხში შევიდეს. „ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ თუ იძულებულნი გავხდებით, ვიბრძოლებთ და მოვიგებთ”. ასეთი იყო სომხეთის პრეზიდენტის რიტორიკა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე.

ყველაფერი კი 31 აგვისტოს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სომეხი ოფიცრის მკვლელობაში ბრალდებული რამილ საფაროვის შეწყალებით დაიწყო.

მკვლელობა 2004 წელს ბუდაპეშტში მოხდა, როდესაც NATO-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამის ფარგლებში, როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი სამხედროები ტრენინგებს ესწრებოდნენ. რამილ საფაროვმა ნაჯახით სიცოცხლეს გამოასალმა სომეხი ოფიცერი გურგენ მარგარიანი. როგორც პროცესზე დაცვის მხარემ განაცხადა, მკვლელობის ძირითადი მოტივი გარდაცვლილის მხრიდან აზერბაიჯანელი ხალხისა და ყარაბაღის ომში დაღუპულთა სახელის საჯარო შეურაცხყოფა გახდა. თუმცა თავად საფაროვმა ერთადერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ მარგარიანი ეროვნებით სომეხი იყო. 2006 წელს უნგრეთის სასამართლომ აზერბაიჯანელლეი ტენანტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

გასული თვის მიწურულს კი, უნგრეთის იუსტიციის სამინისტრომ რამილ საფაროვის სამშობლოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც ის სასჯელის დარჩენილ ნაწილს მოიხდიდა. თუმცა, ბაქოში ლეიტენანტს, როგორც ეროვნულ გმირს, ისე შეეგებნენ, შეიწყალეს და დააწინაურეს კიდეც.

ამ ინფორმაციის გავრცელებას სომხეთის დედაქალაქში გამოსვლები და საპროტესტო აქციები მოჰყვა. მანიფესტანტებმა საჯაროდ დაწვეს უნგრეთის დროშები და პომიდვრები დაუშინეს საკონსულოს შენობას. ოფიციალურ დონეზე კი, სომხეთმა უნგრეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა. როგორც სერჟ სარგსიანმა განაცხადა: „უნგრეთის ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ ეს დიდი შეცდომაა”. მისივე თქმით, ამ თემაზე საიდუმლო მოლაპარაკებები ბაქოსა და ბუდაპეშტს შორის ერთ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და ის, რომ საფაროვის აზერბაიჯანში გაგზავნის გადაწყვეტილება უნგრეთის პრემიერის ბაქოში ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა, მეტყველებს იმაზე, რომ ამის უკან არა იუსტიციის სამინისტრო, არამედ ორ მხარეს შორის კოორდინირებული ქმედებები დგას. სომხეთმა ბოიკოტი გამოუცხადა გასულ კვირას ბაქოში ჩატარებულ დსთ-ს ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრას.

თავის მხრივ, საკუთარი განცხადებები გაავრცელეს სომხეთის ოპოზიციურმა პარტიებმაც. პარტია მემკვიდრეობამ სომხეთისა და უნგრეთის ხელისუფლებას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობიდან აზერბაიჯანის გარიცხვის საკითხის დაყენება, ხოლო რამილ საფაროვის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემა მოსთხოვა.

0x01 graphic

რამილ საფაროვი

NATO-ს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საფაროვის საქმესაც შეეხო და განაცხადა: „ის, ვინც ამტკიცებს, რომ აქ კანონის დარღვევას ჰქონდა ადგილი, უბრალოდ, არ იცნობს რეალობას”. მისივე თქმით, საფაროვის ბაქოში ექსტრადიცია სრულიად შეესაბამება ევროპულ კონვენციას, ხოლო მისი შეწყალება აზერბაიჯანის კანონებთან თანხვედრაშია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს საერთაშორისო იმიჯის ასამაღლებლად, საფაროვის გარშემო ატეხილი სკანდალი სერიოზული დარტყმაა.

0x01 graphic

საპროტესტო აქცია უნგრეთის
საკონსულოსთან. ერევანი

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ზერ დუშტალი ზადეჰის შეფასებით კი, პრეზიდენტ ალიევის ეს ნაბიჯი წინასაარჩევნო პიარის ნაწილია. მისი აზრით, ეს ინციდენტი ოფიციალურმა ბაქომ წარმოაჩინა როგორც ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების გზაზე კიდევ ერთი გამარჯვება.

უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა თავად ქვეყნის შიგნითაც. ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება უსამართლობაში და „ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობაში” დაადანაშაულეს. უნგრეთის დემოკრატიულმა კოალიციამ (DK) განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ მსოფლიოს გაუგზავნა ასეთი გზავნილი - უნგრეთი ქვეყანაა, სადაც ადამიანის მკვლელი არა კრიმინალი, არამედ მძევალია, რომელსაც გამოსასყიდის იმედად ათავისუფლებენ.

მოგვიანებით უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც იუსტიციის სამინისტრომ, საკუთარი განცხადებები გაავრცელეს. ორივეში ჩანს სომხეთის მიმართ პატივისცემა, ასევე გამოთქმულია სინანული ოფიციალური ერევნის გადაწყვეტილების გამო. ორივე უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფაროვის ექსტრადიცია შეესაბამება 1983 წლის მსჯავრდებულთა გადაცემის კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს და ეს პროცესი სრულად ჯდება კანონის ფარგლებში.

რამილ საფაროვის საქმე არც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, აზერბაიჯანელი ლეიტენანტის სამშობლოში ექსტრადიციიდან მალევე, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხრიდან მსჯავრდებულის შეწყალების გამო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ელის ახსნა-განმარტებებსა და უფრო დეტალურ ინფორმაციას როგორც აზერბაიჯანული, ასევე უნგრული მხარისგან. მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

რამილ საფაროვის შეწყალების ფაქტი მკაცრად გააკრიტიკა გაერომაც. ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ეთნიკური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად დასჯის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

როგორც ევრო კავშირის გაფართოების საკითხებში ევრო კომისრის, სტეფან ფულეს პრესმდივანმა Mediamax-თან საუბარში აღნიშნა, სომხეთის გადაწყვეტილება უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერების შესახებ არანაირ გავლენას არ იქონიებს ევროკავშირისა და სომხეთის თანამშრომლობაზე. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ივლისში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ოფიციალური ერევნის მთავარი მიზანი 2013 წლის ვილნიუსის სამიტამდე ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დასრულებაა.

14 ტყუილი: ხელოვნება თუ კრიმინალი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

აშშ-ის სასამართლო

ქეთი ზუკაკიშვილი

ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, ადამიანი დღეში საშუალოდ 15 ტყუილს ამბობს. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევარმა, რობერტ ფილდმანმა ამ თეზის გადამოწმება გადაწყვიტა და ტყუილის სიხშირე და მიზეზები შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ უმრავლესობა ტყუი ლის თქმას 23 წლის ასაკ ში სწავ ლობს, ხოლო ზრდასრული ადამიანი 10 წუთიანი საუბრისას საშუალოდ 2,92 არასწორ ინფორმაციას იძლევა. ზოგი მათგანი გააზრებული ტყუილია, ზოგიც სიმართლის ავტომატური შელამაზება.

სიცრუის ანატომია მეცნიერებმა 20th Century Fox Home Entertainmentის დაკვეთითაც შეისწავლეს. 2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მამაკაცები წელიწადში საშუალოდ 2184ჯერ, ქალებზე ორჯერ უფრო ხშირად ცრუობენ.

0x01 graphic

ხავიერ ალვარესი

ტყუილის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს: თანამოსაუბრეზე სასიამოვნო შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი, შეცდომის გადაფარვა, ხშირად უბრალო თავაზიანობაც კი...

თუკი უწყინარი ტყუილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, გააზრებულ თაღლითობას შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს.

სად გადის ზღვარი მათ შორის და როდის შეუძლია სახელმწიფოს ტყუილის კრიმინალიზება - სწორედ ამ თემაზე იმსჯელა ამერიკის უზენაესმა სასამართლომ.

საქმე გაქნილ მატყუარას - ხავიერ ალვარესს ეხება. ალვარესი თავს ხან ჰოკეის ყოფილ მოთამაშედ, ხანაც ირანის კრიზისის დროს ამე რი კის ელ ჩის მხსნე ლად ასაღებდა. ცრუობდა ყველა თემაზე, ყოფილი ცოლისა და საზღვაო ძალებში 25წლიანი გამოცდილების ჩათვლით. 2007 წელს ის კალიფორნიის შტატში ერთერთ მუნიციპალურ თანამდებობაზე აირჩიეს და მომდევნო ტყუილმაც არ დააყოვნა: ალვარესმა დამსწრე საზოგადოებას თავი ღირსების ორდენოსან ყოფილ სამხედროდ გააცნო.

0x01 graphic

აშშ-ის უზენაესი სასამართლო

სულ მალე ხავიერ ალვარესი დააპატიმრეს და „მითვისებული წო დე ბის აქ ტის” შესაბამისად გაასამართლეს. 2005 წელს მიღებული კანონი დანაშაულად აცხადებს უმაღლესი სამხედრო ჯილდოს - ღირსების ორდენის - მქონედ თავის გასაღებას და 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მხოლოდ 2009 წელს, ფედერალური გამოძიების ბიურო აქტით გათვალისწინებული დანაშაულის 200მდე შემთხვევას იძიებდა, თუმცა ხავიერ ალვარესი პირველი ბრალდებული იყო, ვინც დამნაშავედ ცნეს, 5000 აშშ დოლარით დააჯარიმეს და 416 საათი საზოგადოებრივი გამოსასწორებელი სამუშაო მიუსაჯეს.

ალვარესმა, თავის მხრივ, კანონის კონსტიტუციურობა ეჭვქვეშ დააყენა და ხანგრძლივ სასამართლო დავაში ჩაერთო. „მისაკუთრებული წოდების აქტი” კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცულ უმნიშვნელოვანეს ამერიკულ ღირებულებას - სიტყვის თავისუფლებას დაუპირისპირდა.

საქმემ უზენაეს სასამართლომდე მიაღწია. ალვარესის ადვოკატები კლიენტის განცხადებებს „გაზვიადებულ ანეკდოტებსა” და „კოქტეილის წვეულების ლაყბობას” უწოდებდნენ, ბრალდების მხარე კი ომგამოვლილი გმირების ღირსების დაცვის საჭიროებასა და კანონდამრღვევის დასჯაზე აპელირებდნენ.

მოსამართლეთა მოსაზრებები გაიყო. საქმე ისაა, რომ კონსტიტუციაში ამერიკული თავისუფლების ქვაკუთხედს მხოლოდ ერთი წინადადება ეთმობა. პირველი შესწორების თანახმად, „კონგრესმა არ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს”.

წლების განმავლობაში, პირველი შესწორება პრეცედენტული სამართლით შეივსო და განიმარტა, რომ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს, თუმცა მისი შეზღუდვა განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ ვიწროდ მორგებული კანონმდებლობით შეიძლება. მაგალითად, დაცულ კატეგორიას სცდება განზრახ გამორჩენის ან სხვისთვის ზიანის მიყენების მიზნით მოტყუება.

უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე მიიჩნევდა, რომ ალვარესის ქმედება სწორედ ასეთი გამონაკლისია. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არავის შეურაცხყოფდა და არც ანგარებითი მიზანი ამოძრავებდა, მისი ქმედებით რეალური გმირების ღირსება ილახებოდა, რის გამოც სასჯელი კონსტიტუციურად გამართლებული იყო.

მიუხედავად ამისა, მოსამართლეთა უმრავლესობამ, 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ, „მითვისებული ღირსების აქტი” არაკონსტიტუციურად მიიჩნია. მოსამართლეებმა დაიცვეს ტყუილი, როგორც მნიშვნელოვანი სოციალური ფენომენი და ჩათვალეს, რომ ყალბი ფაქტობრივი განცხადებები, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, სასარგებლო ჰუმანურ მიზნებს ემსახურებოდეს, იქნება ეს შერცხვენისგან დაცვა, ავადმყოფისთვის სულიერი სიმშვიდის მინიჭება თუ პირად ცხოვრებაში სხვისი ჩარევისგან თავის არიდება. სიცრუე, გარდა იმისა, რომ ტექნიკური, ფილოსოფიური თუ სამეცნიერო წინსვლისთვისაა აუცილებელი, სიმართლის გაანალიზების საუკეთესო გზაცაა.

მოსამართლეთა უმრავლესობის მოსაზრება ეხმიანება კონსტიტუციის პირველი შესწორების ერთერთ ყველაზე ავტორიტეტულ განმარტებას, რომელიც მოსამართლე ოლივერ ვენდელ ჰოლმსმა 1919 წლის გადაწყვეტილებაში შემოგვთავაზა: „სიმართლის საუკეთესო გამოცდაა აზრის უნარი, იდეათა ბაზარზე კონკურენციის შედეგად დაიმკვიდროს თავი”.

მართლაც, ტყუილის საუკეთესო საპირწონე სიმართლეა და ხავიერ ალვარესის მსგავს მატყუარებს საზოგადოებრივი აზრი განსჯის. მათი თავისუფლებით ომგამოვლილ გმირებს არაფერი აკლდებათ, ციხეში ჩასმით კი საფრთხე ექმნება თავად იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ.

თუკი დღეს მთავრობას ღირსების ორდენის შესახებ ტყუილის კრიმინალიზების უფლება ექნება, ხვალ შეიძლება სასჯელი მეგობარი გოგონასთვის ცრუ კომპლიმენტის თქმის გამო დააწესონ. საეჭვოა, ამერიკელი სამხედროები მედლებს თავისუფლებაზე მეტად აფასებდნენ

15 აშშ-ის წინასაარჩევნო სამზადისი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

იანუშ ბუგაისკი

აშშ-ში გამართული რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ყრილობების დამსახურებაა, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისმა ახალი მასშტაბები რომ შეიძინა. აღნიშნული ყრილობების შინაარსი და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით რომნის მიერ გაკეთებული არჩევანი ცხადყოფს, რომ არჩევნების ბედი ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება საგარეო საქმეებს, ამჯერად ეს ასპექტი უკანა პლანზეა.

ქვეყანაში, რომელიც ინოვაციებითა და სამუშაო ადგილების შექმნით იკვეხნის, ეკონომიკა ერთ წერტილზეა გაყინული, ხოლო უმუშევრობის დონე რვაპროცენტიან ნიშნულს უცვლელად აღემატება. შესაბამისად, საარჩევნო მარათონშიც ეკონომიკური პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების საკითხი დომინირებს.

0x01 graphic

პოლ რაიანი და მიტ რომნი

კონსერვატორებთან პაექრობისას ლიბერალები ხაზს უსვამენ სახელმწიფოს როლს ეკონომიკური აქტივობისა და ნაკლებად შეძლებული სოციალური ფენებისათვის რესურსების გადანაწილების რეგულირების საქმეში. კონსერვატორები ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს მიერ ბიზნესის გადამეტებულ რეგულირებას. მათი თქმით, მაღალი გადასახადების გამო ეკონომიკა არაკონკურენტული ხდება, რაც ხელს უშლის სამეწარმეო საქმიანობასა და განვითარებას.

საბანკო სისტემისა და ავტოინდუსტრიის გადასარჩენად პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მილიარდობით დოლარი დახარჯა. შესაბამისად, მოხერხდა ათასობით სამუშაო ადგილის შენარჩუნებაც. რომნი ამტკიცებს, რომ სხვა სახელმწიფო ხარჯებთან ერთად, ასეთი სახის მასშტაბური ფინანსური მხარდაჭერის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ვალი. მისი თქმით, აღნიშნული ვალის დაფარვის აუცილებლობის გამო მკვეთრად გაუარესდება მომავალი თაობის ცხოვრების პირობები.

ცხარე დებატები იმართება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი თანაფარდობა უნდა იყოს დაცული სახელმწიფო რეგულირებასა და ბიზნესის წახალისებას შორის. კამათობენ იმაზეც, თუ რამდენად აუცილებელია მეტი გადაუდებელი ზომების მიღება საბიუჯეტო დეფიციტების შესაკვეცად და სახელმწიფო ვალის შესამცირებლად, რომლის მოცულობაც ამ დროისათვის 16 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

ფედერალური ხარჯების და მზარდი სახელმწიფო ვალის შემცირებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პოლ რაიანმა. ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში რაიანი რომნის გვერდით დგას, ორი მიზეზით არის განპირობებული: საარჩევნო კამპანიის ფინანსურ პასუხისმგებლობაზე ფოკუსირება და ცენტრალურ ამერიკაში ხმების მოპოვება (რაიანი კათოლიკე კონსერვატორია).

რესპუბლიკელებს იმედი აქვთ, რომ კანდიდატად რაიანის დასახელება ხაზს გაუსვამს განსხვავებას ობამას, როგორც ამბობენ, უპასუხისმგებლო კაპიტალდაბანდების პროგრამებსა და რომნის პოზიციას შორის, რომელიც ბიზნესის სტიმულირების გზით დეფიციტების შემცირებას ისახავს მიზნად. რაიანის საბიუჯეტო გეგმა ითვალისწინებს ფედერალური ბიუჯეტის ყველაზე დიდ ხარჯებთან დაკავშირებული მუხლების, კერძოდ, მოხუცებულთა ჯანმრთელობის დაზღვევისა და უფასო და შეღავათიანი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებული მუხლების შეცვლას. რაიანის საბიუჯეტო გეგმის თანახმად, აღნიშნულ მუხლებში შეტანილი ცვლილებებით, პენსიონერებს ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო კომპანიებისგან შეძენის უფლება უნდა მიეცეთ.

დემოკრატები აცხადებენ, რომ რაიანის გეგმით გათვალისწინებული ცვლილებები ადამიანებს აიძულებს, მეტი ფული გადაიხადონ ჯანდაცვაში და რესპუბლიკელებს ისეთ ჭრილში წარმოაჩენს, თითქოს ამომრჩეველს საერთოდ არაფერი გაეგებოდეს. მეორე მხრივ, აღნიშნული გეგმა მისაღებია მდიდარი ფენისთვის, რომელიც საგადასახადო შეღავათებს ისე მიიღებს, რომ არც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს და არც სამუშაო ადგილებს შექმნის. რესპუბლიკელები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შესამცირებლად აუცილებელია სახელმწიფოს უფლებამოსილებათა რეფორმირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო წლების განმავლობაში, ქვეყანა სავალალო შედეგებს მიიღებს.

0x01 graphic

ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი

ყოველთვის, როცა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საუბარი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკას ეხება, ობამა აცხადებს, რომ მის ანგარიშზე რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმატებაა. განსაკუთრებულ წარმატებებად ის ოსამა ბინ ლადენის მკვლელობასა და ერაყიდან და ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას მიიჩნევს.

რომნი, რომელსაც საგარეო ურთიერთობებში მწირი გამოცდილება აქვს, იძულებულია დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ თავად მოქმედ პრეზიდენტზე უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. ბარაკ ობამა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რომნისეულ განცხადებებს დილეტანტურსა და პროვოკაციულს უწოდებს. რაც შეეხება თავად რომნის, ის ობამას სუსტ ეროვნულ თავდაცვასა და დიქტატორული რეჟიმებისადმი არასათანადო სიმკაცრის გამოჩენას საყვედურობს.

რომნი თეთრ სახლს აკრიტიკებს ისრაელის უსაფრთხოების უგულებელყოფისთვის და თბილი ურთიერთობების შენარჩუნებისათვის რუსეთთან მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი საფრთხეს უქმნის საკუთარ მეზობლებს. რომნი ასევე აღნიშნავს, რომ თეთრი სახლი სათანადო ყურადღებას არ უთმობს თავის ევროპელ მოკავშირეებს და ასუსტებს ამერიკის გავლენას მთელ მსოფლიოში.

მოქმედი პრეზიდენტის დასაცავად ობამას გუნდმა განაცხადა, რომ რომნი მეტისმეტად აგრესიულია და ვერ აცნობიერებს საერთაშორისო პოლიტიკაში არსებულ სირთულეებს. ამომრჩევლის დასაფრთხობად რომნის უმცროს ჯორჯ ბუშს შეადარებენ და იტყვიან, რომ სავარაუდოდ, ის ქვეყანას ოკეანის მიღმა ახალ სამხედრო მისიებამდე მიიყვანს. ხისტ პოზიციას, რომელიც რომნის ირანისა და მისი ბირთვული იარაღის მიმართ აქვს, ისევ ამ კანდიდატის წინააღმდეგ გამოიყენებენ და იტყვიან, რომ ის მაწანწალაა, რომელიც შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ გაჭიანურებულ და ძვირადღირებულ ომამდე მიიყვანს.

ობამას ადმინისტრაციის შესახებ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული საზოგადოებისაგან მაღალი ქულების მიღებას ის უშიშროების საკითხებზე აპელირებით ახერხებს. აღარ ითვლება, რომ ეროვნული თავდაცვის საკითხებთან მიმართებაში დემოკრატები რესპუბლიკელებს ჩამოუვარდებიან. რომნი შეეცდება შეცვალოს არსებული შეხედულებები და წარმოაჩინოს ობამა, როგორც პრეზიდენტი, რომელიც, ერთი მხრივ, განზე დგას ამერიკის მოკავშირეებისგან, ხოლო მეორე მხრივ, მეტისმეტად ახლოსაა რუსეთსა და ჩინეთთან, რომლებიც ტრადიციულად ითვლებიან მისი ქვეყნის მოწინააღმდეგეებად.

მიუხედავად ამისა, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის სერიოზულად გაცემა მოქმედ პრეზიდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუკი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში რეგიონში, სადაც აშშ-ს სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული ინტერესები აქვს, კრიზისი იჩენს თავს. სხვა შემთხვევაში, ამერიკელი ამომრჩევლის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ კანდიდატს მიანდობენ განწირული ეკონომიკის გადარჩენას.

16 მოლაპარაკებები ტერორისტებთან

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

კოლუმბია

ანი ჩხიკვაძე

კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა გადაწყვიტა, ოქტომბრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან (FARC), რომელიც ნარკო-ტერორისტულ დაჯგუფებას წარმოადგენს. ექსპერტთა აზრით, ეს სახიფათო თამაშია და შეიძლება ბოლო 10 წლის მანძილზე FARC-ის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კამპანიებით მიღწეული წარმატებები გააბათილოს.

0x01 graphic

კოლუმბიის პრეზიდენტი
ხუან მანუელ სანტოსი

უკვე დიდი ხანია, FARC-ი პარტიზანული არმიიდან ჩამოყალიბდა ნარკომაფიად, რომელსაც საზოგადოების ნულოვანი მხარდაჭერა აქვს. „სამშვიდობო მოლაპარაკებებს” ეს დაჯგუფება, როგორც წესი, თავისი პოზიციების გასამყარებლად იყენებს. გამოცემა Foreign Policy-ი წერს, რომ „ეჭვგარეშეა, დღეს FARC-ი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას ხედავს არა როგორც მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას, არამედ საშუალებას, გააგრძელოს საკუთარი დესტრუქციული ბატონობა”.

მცდელობა, სამშვიდობო ხელშეკრულება დაედოთ მეამბოხეებთან, ცუდად დამთავრდა 1999 წელს. კოლუმბიის ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და FARC-ს შვეიცარიის ზომის ტერიტორია გამოუყო - ერთგვარი თავშესაფარი, სადაც დაჯგუფების წევრები ხელშეუხებლად განთავსდებოდნენ და სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. თუმცა, შედეგად, დაჯგუფება უფრო მეტად გაძლიერდა, მეტი ახალი წევრი შეემატა, ტერორისტული შეტევები დაიწყო და ნარკოვაჭრობას უფრო აქტიურად შეუდგა.

სამშვიდობო მოლაპარაკებები 2002 წელს ჩაიშალა. ამის შემდეგ, ალვარო ურიბეს მთავრობამ დაიწყო მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო კამპანია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით. უკანასკნელი დეკადის მანძილზე ვაშინგტონმა 8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია ბოგოტას, რათა ამ უკანასკნელს საკუთარი შეიარაღებული ძალები გადაემზადებინა, შეეძინა ტექნიკა და წინააღმდეგობა გაეწია მეამბოხეებისთვის. შეიძლება ითქვას, ამან თავისი შედეგი გამოიღო და თუ მაშინ FARC-ს 20,000-მდე წევრი ჰყავდა, დღეს რაოდენობა განახევრებულია.

პრეზიდენტ სანტოსს ურიბეს კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა და აქტიურად იყო ჩართული ამბოხებულთა წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში. დღეს, როგორც ჩანს, სანტოსს სჯერა, რომ სამხრეთ ამერიკის სხვა მეამბოხე ძალების მსგავსად, შესაძლოა FARC-მ ტრანსფორმაცია განიცადოს და მშვიდობიან პოლიტიკურ პარტიად გადაიქცეს - რაც ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას და კარს გაუღებს ქვეყნის არაურბანული ნაწილის განვითარებას. სანტოსის მცდელობა იმედისმომცემია, თუმცა შესაძლოა ცუდი შედეგებით დასრულდეს და FARC-ს კიდევ უფრო გაძლიერება გამოიწვიოს. „თუ მოლაპარაკებები წინ არ წაიწევს, ჩვენ უბრალოდ შევწყვეტთ მათ”, - განაცხადა სანტოსმა.

ოსლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ითვალისწინებს შეთანხმებებს მიწის რეფორმებზე, პოლიტიკურ მონაწილეობაზე, განიარაღებას და უსაფრთხოებას. თუმცა ძნელი სათქმელია, მოლაპარაკებებზე წასასვლელი რა მოტივი აქვს FARC-ის, რომლის რამდენიმე ლიდერი ომის დანაშაულებსა და საერთაშორისო ნარკოვაჭრობაშია ბრალდებული.

FARC - კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები 1964 წელს შეიქმნა, როგორც კომუნისტური პარტიის სამხედრო დანაყოფი. ეს მარქსისტ-ლენინისტური რევოლუციური დაჯგუფება თავდაპირველად სოფლის მოსახლეობით იყო დაკომპლექტებული და იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, FARC-ი ტერორისტულ დაჯგუფებად ჩამოყალიბდა. მეამბოხეები ჩართულნი არიან ნარკოვაჭრობაში, იტაცებენ ადამიანებს და თავს ესხმიან როგორც საკუთარი, ისე მეზობელი სახელმწიფოების სამხედრო ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. 1999-2008 წლებში მეამბოხეები კოლუმბიის 30-35 პროცენტს აკონტროლებდნენ. FARC-ს მხარს უჭერს კუბის და ვენესუელის მთავრობა.

17 ხმები თეტჩერის სიკვდილის შესახებ გადაჭარბებულია

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

„ვაშა, ალქაჯი მოკვდა”, „პროფკავშირელების მთელი თაობა თეტჩერის საფლავზე იცეკვებს” - მაისურები ამ წარწერებით გასულ კვირას გაერთიანებული სამეფოს პროფკავშირების კონგრესზე 10 გირვანქად იყიდებოდა.

სამოსს საგანგებო ანოტაციაც ახლდა თან - „თეტჩერის გარდაცვალების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გახსენით შეფუთვა და ჩაიცვით მაისური”.

0x01 graphic

დერბიშირის უმუშევარ მუშათა ცენტრის დაკვეთით დამზადებული მაისურები მყისიერად დაგმეს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებმა. ტორებმა „უფერული” და „გულისამრევი” უწოდეს მარგარეტ თეტჩერის გარდაცვალების მოლოდინის ზეიმს და ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

„უგემოვნო და შეუსაბამო” - კრიტიკული ეპითეტები არც პროფკავშირების კონგრესის გენერალურმა მდივანმა ბრენდან ბარბერმა დაიშურა. თუმცა ფაქტია, რომ სწორედ კონგრესმა დაუთმო უსასყიდლოდ დერბიშირის უმუშევარ მუშათა ცენტრს დახლი, რომელზეც აღნიშნული მაისურები იყიდებოდა. ცენტრი პროფკავშირებთანაა ასოცირებული და მოსახლეობას „კეთილდღეობის უფლებებთან” დაკავშირებით უწევს კონსულტაციას.

86 წლის ბა რო ნე სა თეტ ჩერს აღარ აქვს „რკინის” ჯანმრთელობა. საჯარო საქმიანობას იგი კარგა ხანია ჩამოშორდა, თუმცა პროფკავშირების წარმომადგენლები ყოფილ პრემიერმინისტრს დღემდე არ პატიობენ მშრომელთა უფლებების „ეროზიას”.

თეტჩერის ხელისუფლებაში მოსვლამდე გავლენიან პროფკავშირებს ბრიტანეთის მთავრობა ფაქტობრივად „მძევლად” ჰყავდა აყვანილი. სინდიკატთან დაპირისპირების შიშით, მთავრობა წაგებიან საწარმოებს ინახავდა და ხელოვნურად ინარჩუნებდა არაპროდუქტიულ სამუშაო ადგილებს.

პრემიერის რანგში, თეტჩერმა, თავისი მმართველობის ერთერთ მთავარ ამოცანად „ჭირვეული” პროფკავშირების მორჯულება დაისახა. მისი ინიციატივით გაფიცვების წინააღმდეგ მკაცრი რეგულაციები დაწესდა. გატარდა პროფკავშირების ძირფესვიანი რეფორმა. მოხდა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია. შედეგად კი, 1990 წლისთვის, როდესაც პრემიერი თანამდებობიდან გადადგა, პროფკავშირებში გაწევრიანებული მუშების რაოდენობა 20%25ით იყო შემცირებული.

რკინის ლედის მომხრეები ამტკიცებენ, რომ თავისუფალ საბაზრო მოდელზე გადასვლით და პროფკავშირის ძალაუფლების შეზღუდვით, სწორედ თეტჩერმა გააჯანსაღა ბრიტანეთის ეკონომიკა და გააუმჯობესა ქვეყნის პოზიცია მსოფლიოში.

18 ირანული საგარეო ხედვა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთი

ირაკლი გუნია

0x01 graphic

აიათოლა ჰომეინი

ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტად ისმის კითხვები ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ. ყველაზე ცხელ რეგიონში არნახული კონფლიქტის მოლოდინში, ირანული ხედვის გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 1979 წელს დაარსებიდან დღემდე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა გაცილებით კომპლექსური გახდა. ის იდეოლოგიური დოგმატიზმისა და პრაგმატიზმის რთულ ნაზავს წარმოადგენს, რომელთა შორის დომინანტობა გარემოებების მიხედვით იცვლება.

აიათოლა რუჰოლა ხომეინის ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის ოცდაათი წლის შემდეგაც ქვეყნის ლიდერები მის მსოფლმხედველობას იზიარებენ. ჩინეთის და სხვა ყოფილი რევოლუციური რეჟიმებისგან განსხვავებით, ახლანდელმა ირანმა იდენტობის შენარჩუნება რელიგიის ხარჯზე მოახერხა. შიიზმის რადიკალური ვარიანტი სახელმწიფო იდეოლოგიაა, ის ღვთის ნების დედამიწაზე ასრულებად მიიჩნევა, რომლის უარყოფა საშინელი ცოდვაა.

ცნობილი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნის, ოლივიე რუას მიხედვით, შიიტობა არაბული ფენომენია, რომელმაც ირანში გვიან მიაღწია და კლერიკალური იერარქიის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შეუწყო ხელი. შიიტობა ირანში XVI საუკუნის დასაწყისში სეფევიდების დინასტიამ შეიტანა. სტაბილური სახელმწიფოს ასაშენებლად, ჭრელი ლინგვისტური და გეოგრაფიული წარმოშობის ახალმა სუვერენებმა სახელმწიფო რელიგიად თორმეტეული შიიტობა მიიღეს. ეს უკანასკნელი ელოდება მუჰამედის პირდაპირი შთამომავლის, მაჰდის, იგივე მეთორმეტე იმამის გამოჩენას, რომელიც არ მომკვდარა და დამალულია. შიიტობა გააძლიერა ბიუროკრატიული სახელმწიფოს ტრადიციამ, რომელიც ირანში ანტიკურობის პერიოდიდან არსებობდა. მას ასევე ამყარებდა ირანის მთიანეთით შემოსაზღვრული გეოგრაფიული მდებარეობაც. ამგვარად, შიიტობა ირანის თანამედროვე ერი-სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესის ერთ-ერთი კომპონენტი გახდა.

კლასიკური სახით შიიტობა პოლიტიკურად ძალიან პასიურია. ის დამალული იმამის გამოჩენით უსამართლობის დასრულებას მოელის, მანამდე კი შიიტი სასულიერო პირების უმრავლესობა კანონიერ პოლიტიკურ ხელისუფლებას გამორიცხავს. მათი აზრით, მაჰდის გამოჩენამდე პოლიტიკა არსებითად მცდარია და რელიგიის ადამიანებმა უნდა იფრთხილონ, რომ მასში არ გაერიონ.

1970-იანი წლებიდან შიიტურ აზროვნებაში რევოლუციური ცვლილება აიათოლა რუჰოლა მუსავი ხომეინიმ შემოიტანა. 1970 წელს მან გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი „ისლამური მთავრობა: იურისტის მმართველობა” და ქვეყნიდან გაძევებული შეუდგა ლექციების ჩატარებას. მისი მტკიცებით, იმამ მაჰდის არყოფნის პერიოდში, ხელისუფლება უნდა ალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი ერწყმოდეს ისლამურ სამართალს, იმავე შარიათს. ამის აღსასრულებლად მან შემოიტანა ისლამისტი იურისტის მმართველობის (velayat-e faqih) ცნება, რომელიც ამ პროცესს უნდა ზედამხედველობდეს. ირანის რელიგიური ცენტრის, ქალაქ ყუმის კლერიკალების უმეტესობამ იდეა მტკიცედ უარყო. მათი თქმით, არავის ჰქონდა განსაკუთრებული უფლებამოსილება, იმამის დაფარულობის პერიოდში ემართა საზოგადოება.

0x01 graphic

ალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი

ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ხომეინიმ მთლიანად შეცვალა ირანის პოლიტიკურ-რელიგიური გარემო და შიიტური ისლამი ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურის განუყოფელ ნაწილად აქცია. რევოლუციის შემდეგ მომხდარმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ძალაუფლების გამყოფ ტრადიციულ სამ შტოზე მაღლა დიდი აიათოლა ხომეინი დააყენა.

ხომეინისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შიდა რევოლუციური მღელვარების გაგრძელება, ხოლო ირანის მიზანი, საღვთო მანდატის შესრულება იყო. მის ინტერნაციონალიზმს ესაჭიროებოდა ანტაგონისტი, რომლის წინააღმდეგაც მოსახლეობასგანაწყობდა. მცირე ხანში დასავლეთის კარიკატურული სახე ახალი რეჟიმის ყველა პრობლემის ერთადერთ მიზეზად იქცა. 1980-იან წლებში ირანის საგარეო პოლიტიკა ღრმად იდეოლოგიზირებული იყო და აიათოლას ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურებოდა

0x01 graphic

მუჰამედ ხატამი

1979 წლის ნოემბერში დაწყებული აშშ-ის საელჩოს მძევლების კრიზისი ხომეინიმ კარგად გამოიყენა პოსტრევოლუციური ირანის დროებითი მთავრობის ჩამოსაცილებლად. პრემიერმინისტრ მეჰდი ბაზარჯანის მთავრობა აშშ-სთან ნორმალური ურთიერთობების მოსურნე ზომიერი პოლიტიკოსებისგან შედგებოდა, რაც სასულიერო წრეების მიზნებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. ხომეინიმ ისარგებლა მის მიერ წახალისებული საელჩოს ალყით გამოწვეული ანტიამერიკული სახალხო სენტიმენტებით და დაამტკიცებინა სათავისო კონსტიტუცია, რომელმაც ძალაუფლება არნახულად გაუზარდა.

1980-1988 წლებში ერაყთან წარმოებული უნაყოფო ომი ირანის ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეებისთვის წინასწარმეტყველის მისიის დაცვად აქცია. ომი მას შემდეგ დასრულდა, რაც მისმა დაუსრულებლობამ რეჟიმის არსებობას საფრთხე შეუქმნა. სიცოცხლის ბოლოს აიათოლა ხომეინიმ ორი ქმედებით გაამყარა თავისი რევოლუციური რადიკალიზმი და ზომიერების შეუწყნარებლობა - 1988 წელს მან ათასობით პოლიტიკური პატიმრის სიკვდილით დასჯა ბრძანა, ერთი წლის შემდეგ კი თავისი ცნობილი ფატვა გასცა „სატანური ლექსების” ავტორის სალმან რუშდის წინააღმდეგ.

0x01 graphic

მაჰმუდ აჰმადინეჟადი

1990-იან წლებში ირანის საგარეო პოლიტიკაში პრაგმატიზმი დოგმატიზმს ჩაენაცვლა. ახალი პრეზიდენტი ალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი და მისი მოკავშირეები ხვდებოდნენ, რომ სახელმწიფოს არსებობისთვის ლეგიტიმურობის მოპოვება ესაჭიროებოდა. იზოლაციისგან თავის დასაღწევად და ეკონომიკის აღსადგენად, ირანს მეზობელ არაბულ ქვეყნებთან, ევროკავშირთან და რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება მართებდა. რაფსანჯანის მისწრაფებებს საგრძნობ დაბრკოლებას უქმნიდა ქვეყნის დაზვერვის მიერ მოწყობილი დივერსიული აქტები.

დიდი ცვლილებები დაიწყო ირანის საგარეო პოლიტიკაში 1997 წელს რეფორმისტი პრეზიდენტის, მუჰამედ ხატამის არჩევის შემდეგ. მის დროს უამრავი სავაჭრო, დიპლომატიური და უსაფრთხოების შეთანხმება გაფორმდა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, შეწყდა ირანელი დისიდენტების მკვლელობა ევროპაში და სალმან რუშდის სასიკვდილო განაჩენი მოეხსნა. ხატამიმ ისრაელის 1967 წლამდე საზღვრებში აღიარებაზე მზადყოფნაც გამოთქვა, რაც კლერიკალების მხრიდან ისრაელის მუდმივი დემონიზაციის პირობებში ძალიან გამბედავი ნაბიჯი იყო. პრეზიდენტი ხატამი მზარდ წინააღმდეგობას წააწყდა ჰომეინის მემკვიდრე აიათოლა ალი ხამენეისა და სასულიერო წრეებისგან - გახშირდა ინტელექტუალების მკვლელობა, დააპატიმრეს მრავალი რეფორმატორი, დაიხურა მათი გაზეთები.

0x01 graphic

აიათოლა ხამენეი

11 სექტემბრის ტრაგედიის შედეგები პრეზიდენტ ხატამისთვის აშშ-სთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად საუკეთესო შესაძლებლობად მოჩანდა, რადგან თალიბანის საფრთხე ორ ქვეყანას აერთიანებდა. თუმცა 2002 წლის იანვარში პრეზიდენტ ბუშის მიერ ირანის „ბოროტების ღერძის” ნაწილად და ტერორიზმის სპონსორად დასახელებამ, ხატამის გეგმები დაასამარა და უნებლიეთ კლერიკალების პოზიციები გააძლიერა.

2005 წელს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმედინეჟადის არჩევით ირანის პოლიტიკურ არენაზე „ახალი მემარჯვენეები” დამკვიდრდნენ, რომელთაც ისლამისტური იდეოლოგია, ნაციონალიზმი და ანტიდასავლურობა გააერთიანეს. მათ აღმასვლას თან დაერთო ახლო აღმოსავლეთში ისლამისტური პარტიების წინ წამოწევა და ირანის ბირთვული პროგრამის არნახული განვითარება. შედეგად, ირანი უმნიშვნელოვანეს რეგიონულ მოთამაშედ დამკვიდრდა. მას კვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვს მეზობელ ქვეყნებთან, ამჯერად არა რევოლუციის ექსპორტის, არამედ ბირთვული საკითხის გამო. ანტაგონიზმის სამი ათეული წლის მანძილზე პირველად გაჩნდა ირანსა და ისრაელს შორის შეჯახების რეალური საფრთხე. ძველი ბალანსი პრაგმატიზმსა და იდეოლოგიას შორის ისევ ამ უკანასკნელის მხარეზე გადმოიხარა.

დღეისთვის ირანის საგარეო პოლიტიკა მონოლითური არაა და სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაა. ოფიციალურად, საგარეო პოლიტიკას უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო წარმართავს, რომელიც უმეტესად საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, დაზვერვის უმაღლესი ოფიციალური პირებისგან და რევოლუციური მცველების არმიის სამხედრო ლიდერებისგან შედგება. საბოლოო სიტყვა საბჭოს გადაწყვეტილებებზე ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ეძლევა. ერთი ცნობილი მიმომხილველის თქმით, აიათოლა ხამენეი ქვეყანას, როგორც გენერალური დირექტორი, ისე მართავს.

19 საქართველოს რეექსპორტის დინამიკა და პოტენციალი

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

საგარეო ვაჭრობა

ელენე კვანჭილაშვილი

ბოლო პერიოდში საქართველო ავტომობილების რეექსპორტის კუთხით რეგიონში ერთგვარ ჰაბად ყალიბდება. ავტომობილები საქართველოში ძირითადად ევროპიდან, აშშ-დან და იაპონიიდან შემოდის. ზოგიერთი მათგანი ახალია, თუმცა უმეტესობა - მეორადი. ეს ავტომობილები შემდეგ სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, 2011 წელს მსუბუქი ავტომობილები ქვეყნის მთელი ექსპორტის 21%25-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით, ეს 98%25-იან ზრდას ნიშნავს. 2011 წელს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მსუბუქი ავტომობილები პირველ ადგილზეა.

საქართველო ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა არ არის. ის რეექსპორტს ეწევა, ანუ არსებობს ისეთი რისკები, რომელთა გაკონტროლებაც უფრო რთულია, ვიდრე ექსპორტის შემთხვევაში: რეექსპორტის დროს ქვეყანა ბევრად უფრო მეტად არის დამოკიდებული მოთხოვნისა და მიწოდების შოკებზე, რომელთა კონტროლიც მას არ შეუძლია. გარდა ამისა, რეექსპორტის დროს იმპორტსა და ექსპორტს შორის მჭიდრო კავშირია, რაც ნიშნავს, რომ თუ იმპორტი დაეცა, ავტომატურად დაეცემა ექსპორტის მაჩვენებელიც.

ეს ტენდენცია კარგად ჩანს სტატისტიკურ მონაცემებშიც. საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის დინამიკას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ექსპორტის მაჩვენებლები მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე შემცირდა. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ 2005 წელთან შედარებით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 96%25-ით გაიზარდა.

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის ზრდის მთავარი მიზეზი ქვეყანაში გამარტივებული საბაჟო პროცედურები და დაბალი ტარიფებია, რომლებმაც ექსპორტ-იმპორტის ხარჯები მკვეთრად შეამცირა.

უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ათეული 2011 წელს (%25)

0x01 graphic

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 2011 წელს (%25)

0x01 graphic

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი

0x01 graphic

საქართველოში რეექსპორტის რისკებსაც სწორედ ეს რეფორმები აბალანსებს. მაგალითად, 2011 წელს საქართველოდან რეექსპორტირებული ავტომობილების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზარმა - ყაზახეთმა - თავისი საბაჟო კანონმდებლობა გაამარტივა და იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფები დასწია, თუმცა იმავე წლის მესამე კვარტალში ცვლილებები ისევ გააუქმა და ტარიფები გაზარდა. ამის მიუხედავად, საქართველომ ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი მაინც შეინარჩუნა. ავტომობილების დიდი ნაკადი ექსპორტზე თურქეთში და სხვა მეზობელ ქვეყნებში გავიდა.

რეექსპორტის სტაბილურად მზარდი მაჩვენებელი შეიძლება თავისუფალი ვაჭრობის ინდიკატორადაც მივიღოთ. ბევრ ქვეყანაში - მათ შორის ჰონგკონგში და სინგაპურში - რომლებსაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგები დღეს მსოფლიოს ყველაზე ღია ეკონომიკის ქვეყნებად აღიარებენ, თავის დროზე რეექსპორტი კარგად იყო განვითარებული. მაგალითად, სინგაპურში, 1960-67 წლებში, რეექსპორტიდან მიღებული შემოსავლების წილი ქვეყნის მთლი ან ექსპორტში 85.6%25-საც კი აღწევდა. ასეთი მაღალი წილის პირობებში პროტექციონისტური პოლიტიკის გატარებას აზრი არ ჰქონდა, რამაც ქვეყნის პროგრესისთვის აუცილებელი ინსტიტუტების განვითარებასთან ერთად, სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა არ არის, ამ ინდუსტრიაში 15 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. რეექსპორტის მაჩვენებლების შთამბეჭდავი ზრდის მიუხედავად, ქვეყანას ავტომობილების კუთხით უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო უფრო მეტ ფულს იხდის, ვიდრე რეექსპორტის დროს იღებს. ძირითადი მიზეზი მაინც ის არის, რომ იმპორტირებულ ავტო მობილთა უმეტესობა ადგილობრივი ბაზრისთვის არის განკუთვნილი.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 388 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. რეექსპორტის შედეგად კი 319 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

2012 წლისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ გლობალური საგარეო ვაჭრობა საშუალოდ 3.7%25-ით გაიზრდება. იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლები განვითარებად ქვეყნებში უფრო მაღალი იქნება, ვიდრე განვითარებულში. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გათვლებით, განვითარებად ქვეყნებში იმპორტის მოცულობა 6.2%25-ით, ხოლო ექსპორტისა - 5.6%25-ით მოიმატებს

20 რობოტი Cheetah უსეინ ბოლტის რეკორდს ხსნის

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

0x01 graphic

პენტაგონის ხელშეწყობით და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ძალისხმევით Boston Dynamics-ი რობო ზოოპარკის შექმნას აგრძელებს. ამჯერად მათ საზოგადოების ყურადღება მიიქციეს გეპარდის მსგავსი რობოტით, Cheetah-თი, რომელმაც 44.7 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და რეკორდი მოხსნა ოთხფეხა რობოტებს შორის. ეს მიღწევა იმითაცაა აღსანიშნავი, რომ პირველად რობო ტექნიკის ისტორიაში, ოთხფეხა რობოტმა უფრო მაღალი სისწრაფე განავითარა, ვიდრე უსწრაფესმა ადამიანმა. Cheetah-მ უსეინ ბოლტის 2009 წლის რეკორდი მოხსნა (საუბარია მყისიერ სიჩქარეზე და არა 100 ან 200 მეტრის დისტანციის გარბენის რეკორდზე)!

რობოტი Cheetah-ს შემქმნელები არუარყოფენ, რომ მისი შექმნა თავდაპირველი ჩანაფიქრით ძირითადად მილიტარისტული მიზნების შესრულებაზე იყო გათვლილი, რის გამოც YouTube-ში გავრცელებულ ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტ საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო: ერთი ნაწილი აღფრთოვანებულია რობოტის დინამიკური მოძრაობით და Boston Dynamics-ის წარმატებული პროექტით, მეორე კი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ არც ისე შორია დრო, როდესაც მსგავსი რობოტები ადამიანებს გამოუდგებიან და დევნას დაუწყებენ. დაახლოებით ისე, როგორც ეს რეი ბრედბერიმ აღწერა რომანში „451° ფარენჰეიტით”, სადაც მექანიკური ძაღლი დამნაშავეებს დასდევს და კლავს.

პენტაგონის მიზნებზე და ტექნოფობების შიშებზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რობოტი Cheetah მნიშვნელოვანი ნაბიჯია რობოტექნიკის ისტორიაში, ვინაიდან მისმა შემქმნელებმა უარი თქვეს რობოტების აქამდე არსებულ განვითარების გზაზე (ბორბლებზე, სტატიკურ სახსრებზე და ა.შ.) და სცადეს გაემეორებინათ ბუნებაში არსებული მზა ფორმები, რომლებიც მრავალი მილიონი წლის განმავლობაში იქმნებოდა ევოლუციის წყალობით. Boston Dynamics-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მიზანი გეპარდის ბიოდინამიკის გააზრება და განხორციელება იყო. მათ სურდათ შეექმნათ რობოტი, რომელიც არაერთგვაროვან სიბრტყეზე დიდ სიჩქარეს და დინამიკურობას შეინარჩუნებდა.

ისევე, როგორც წინა რობოტები, Cheetah-ც დინამიკურ რეჟიმში რეაგირებს შემხვედრ წინაღობებზე და ცდილობს გარემოსთან ადაპტაციას. სწორედ ადაპტაციის ასეთი უნარი აქცევს Boston Dynamics-ის მექანიკურ ოთხფეხებს ჯარისკაცების შეუცვლელ კომპანიონებად გაუვალ უდაბნოებსა და ტყეებში. განსხვავებით წინა პროექტისგან, Big Dog-ისგან, რომელიც დიდი ტვირთების სათრევად იყო შექმნილი, Cheetah უფრო მობილური და დინამიკური იქნება. ჯერჯერობით არ არის გამჟღავნებული, თუ კონკრეტულად რა მიზნით იქნებიან მსგავსი ტიპის რობოტები სამხედრო საქმეში გამოყენებული, თუმცა გადაადგილების ასეთი სიჩქარის პირობებში შესაძლებლობების არეალი საკმაოდ ფართოა.

ამ ეტაპზე Cheetah მარტო სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. აღნიშნული სიჩქარეც მხოლოდ სარბენ ბილიკზე განავითარა, რითაც პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. შემდგომში Cheetah-ს სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე და გარემო პირობებში გამოცდიან. Boston Dynamics-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიღწეული სიჩქარე ზღვრული არ არის და მომავალში ამ ნიშნულზე არ შეჩერდებიან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტანით უფრო მომცრო რობოტის, Wild Cat (ველური კატა) ის შექმნაც, რომელსაც უსწორმასწორო ზედაპირზე სწრაფი გადაადგილების უნარი ექნება.

ალგორითმებისა და ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად, Boston Dynamics-ის რობოტები უფრო მოქნილები, სწრაფები და „ჭკვიანები” ხდებიან და ვინ იცის, იქნებ მთლად საფუძველს მოკლებული არ იყოს ტექნოფობების შიშები?!

21 ქართული ენა

▲ზევით დაბრუნება


არქივი

0x01 graphic

მიხეილ ჯავახიშვილი

1924 წლის 20 მაისი

დღევანდელი ჩვენი მწერლობის კარგ დამკვირვებელს შემჩნეული ექნება ის სიტყვათა სიცოტავე, რომელიც საშინელ დაღს ასვამს ყოველი მწერლის შემოქმედებას.

ხოლო, რაც უარესია, ეს პატარა საუნჯეც დაუდევრად იხმარება, რის მიზეზადაც ცოდნის ნაკლებობა მიგვაჩნია. ქართველმა მწერალმა არ იცის ქართული ენა. იგი იოლად მიდის იმ „ცოდნით”, რომელიც გამოაყოლა თავისმა პროვინციამ და მისი სტილიც ამ პროვინციით განისაზღვრება. არავინ არ დაგიდევთ, შეიძლება თუ არა იმ „გრამატიკის” ხმარება, რომელიც თავში აქვს ჩაჭედილი ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენელს, და ამის გამო გაირყვნა ენა, გაირყვნა ისე, რომ სულ ადვილად შეიძლება ნაწერის მიხედვით გამოარკვიოთ ავტორის დაბადების ადგილი.

და ჩვენდა სამწუხაროდ ეს ახასიათებს ჩვენ თანამედროვე მწერალთა დიდ უმრავლესობას. ყველა თავისი ჟარგონით სწერს. და ამ ველურ ღრიანცელში იკარგება ის ენა, „რომლითაც თამარ ბრძანებას სცემდა”. საერთო სალიტერატურო ენა მუზეუმში დარჩა და ცოცხალ მოქალაქის ძოწით დადის მხატვრულ თვისებებს მოკლებული სიტყვა, რომელიც ყოვლად მიუღებელია სრულიად საქართველოსთვის.

აბა გადაავლეთ თვალი ძველ მწერლობას და ნახავთ, რომ იყო ერთი სამწერლო ენა.

რაღაც ორმოცი წლის შემდეგ კი ისე გავერანდა ჩვენი მწერლობის მოედანი, რომ ყველა თავისი „სტილით” მოდის და პოეზიის მაღალ ფორმის ქვეშ ასაღებს ყოვლად დაბალ ლექსიკონს. ჩვენ წინააღმდეგნი კი არა ვართ ამა თუ იმ პროვინციიდან მოტანილ სიტყვისა, პირიქით, ბევრი კარგი რამ მოიძებნება ჩვენს განაპირა ადგილებში, მაგრამ ეს შენაკადები უნდა ჰხვდებოდეს მთავარ მდინარესთან, რომელსაც სამწერლო ენა ჰქვიან, და რომელიც მეტროპოლიაში არის განმტკიცებული. იქნებ ვინმემ თავი იმართლოს ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის მაგალითებით? - ეს თავის მართლება არ გამოადგებათ, რადგან ვაჟაც და ყაზბეგიც მთის ენით ლაპარაკობდნენ. მთას ელაპარაკებიან და მთის გარეშეც არსად მიდიან. მათიას, ელგუჯას თუ გოგოლაურს რომ ლიტერატურული ელაპარაკნათ, ეს დაუშვებელიც იქნებოდა და სიყალბეც, ისევე, როგორც ნაძალადევი იქნებოდა დ. კლდიაშვილის გმირების სალიტერატურო ენა.

პროვინციალ კილოს ხმარება თემის საკითხია, და თუ ეს უკანასკნელი საერთო არის, ენაც ასეთი უნდა ჰქონდეს. და კურიოზია, მაშ რა არის, როდესაც ჩვენი ინტელიგენტი მწერლები რადიუმზე და ეინშტეინზე სწერენ იმავ „სტილით”, რა სტილითაც იწერებოდნენ „პროვინციული სცენები”. განა ასეთივე კურიოზი არ იქნებოდა, რომ ბლოელ აფშინას და შიოლა ღუდუშაურის დიალექტით გვეწერნა „ესთეტიკური ტრაქტატები” ან პოემები „ასტრალურ” ან „ურბანულ” ქვეყანათა შესახებ? დიახ, იქნებოდა კურიოზი, ამას ადვილადაც შევამჩნევდით, მაგრამ რომ უკვე განმტკიცებულია კურიოზი, მეორე მხრივ, ამას ვერ ვამჩნევთ და განვაგრძნობთ ჩვენი ლიტერატურის მონაგვიანებას.

ეს მტკივნეული ადგილი ყველამ უნდა დაინახოს, რომ შეჰზარდეს საკუთარი ნაწერი და ენის განწმენდისათვის მომართოს თავისი ძალა და უნარი.

ჩვენ ბევრს ვყვიროდით მაღალ და მაგარ საკითხების შესახებ. რადგან ერთი ანდაზისა არ იყვეს „არც კალა მიგვდის და არც ნიშადური”. პირიქით, ვიძენთ კიდეც, რადგან ვაოცებთ და ვაფიქრებთ მიამიტ ხალხს, მაგრამ გვგონია, რომ ყვირილსაც დაეკარგა მჭრელობა. ჩვენი კულტურა კი მთლიანად უკვე გადადგა საქმიანობის სტადიაში. აქ კი უდიდესი ამოცანაა ენის დაწმენდა. და ამ საქმის პირველი მეთაური ქართველი მწერალი უნდა იყვეს. ხოლო ამ უკანასკნელს რომ შეეძლოს სხვათა მხილება, ჯერ თვით უნდა განიკურნოს.

ეს მეტად ადვილი საქმეა, მხოლოდ ერთი პირობაა საჭირო: აკადემიური მუშაობა რამდენიმე ხნის განმავლობაში, რაც, ალბათ, მიუღებლად მოეჩვენებათ „ჩოხიან დადაისტებს”, მაგრამ მისაღები უნდა იყვეს იმათთვის, ვისაც სწამს მწერლობა, როგორც ღვაწლი და უდიდესი პასუხისმგებლობა ერის წინაშე.

22 გაკვეთილებიდან გამოცდებამდე

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

დავით კვირკველია , რობერტო
სოლდადო და ალექსანდრე ალისულაშვილი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევში პირველი ორი შეხვედრა ჩაატარა: 7 სექტემბერს ბელარუსს 1:0 სძლია, 11-ში კი ამავე ანგარიშით დამარცხდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან.

საწყისი ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი 3 ქულით მესამე ადგილზეა, ჯგუფს კი 4 ქულით დიდიე დეშამის საფრანგეთი ლიდერობს.

12 ოქტომბერს თემურ ქეცბაიას გუნდი ფინეთს ესტუმრება, ბელარუსები კი ესპანელებს დაუხვდებიან. ოთხი დღის შემდეგ, 16 ოქტომბერს, ჩვენი ეროვნული მინსკში ითამაშებს, ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთი კი შესარჩევის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში საფრანგეთს უმასპინძლებს.

ბელარუსი 1:0

საქართველოს ნაკრებმა მატჩი 4-2-3-1 ტაქტიკური განლაგებით დაიწყო. მეკარე გიორგი ლორიას წინ, დაცვის ცენტრში ალექსანდრე ამისულაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი თამაშობდნენ, ფლანგებზე გია გრიგალავა და გურამ კაშია, მცველთა წინ კი საყრდენი ნახევარმცველები ბუბა დაუშვილი და ნაკრების ახალი კაპიტანი ჯაბა კანკავა იდგნენ. ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდს ლევან მჭედლიძეს ცენტრიდან ჯანო ანანიძე ეხმარებოდა, მარცხენა ფლანგიდან თორნიკე ოქრიაშვილი, მარჯვნიდან კი ტრადიციულად, დავით თარგამაძე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაში მოიგო, ძნელია იმის თქმა, რომ ამ განლაგებამ გაამართლა: პირველი ტაიმის საწყის წუთებში გიორგი კონდრატიევის გუნდი რამდენიმე პასით არღვევდა ჩვენს დაცვას და ზედიზედ ქმნიდა სახიფათო მომენტებს. მათ იერიშებს, სამწუხაროდ, თან ერთვოდა ქართველი უკანახაზელების გაუმართლებელი უხეშობა საჯარიმოს ხაზთან.

თუ ცენტრალური მცველები საიმედონი იყვნენ, განაპირებზე, განსაკუთრებით კი გია გრიგალავაზე იმავეს თქმა ძნელია. ის პირველ ტაიმში რამდენჯერმე უხეშად შეცდა, რასაც ლორიას კარში ძალიან სახიფათო დარტყმები მოჰყვა. პოზიციური შეცდომების გარდა გრიგალავა ხშირად უმისამართოდ იგერიებდა ბურთს. ეს ხარვეზი თემურ ქეცბაიამ ზუსტად შენიშნა - მეორე ტაიმში მარცხენა მცველს დათო კვირკველია დაახმარა, რომლის გამოსვლის შემდეგ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა.

დაუშვილი-კანკავას წყვილმაც უკეთესის სურვილი დატოვა. ნაკრების კაპიტანმა ტაიმებში თითოჯერ სახიფათოდ შეუტია ბელარუსთა კარს და ბუბამაც ერთი-ორჯერ კარგად შეაჩერა შეტევა, მაგრამ საერთო ჯამში ისე ჩანდა, თითქოს შეუთანხმებლად მოქმედებდნენ - ბურთის დაუფლების შემდეგ პარტნიორის მოძებნა უჭირდათ. თუმცა სწრაფი გათამაშების არცოდნა მხოლოდ ამ ორი ფეხბურთელის ნაკლად ვერ ჩაითვლება - სამწუხაროდ, ეს ჩვენს ეროვნულს კარგა ხანია ახასიათებს.

ოქრიაშვილი-ანანიძე-თარგამაძის შემტევი სამეულიდან საუკეთესო უდავოდ თორნიკე იყო. დონეცკის შახტარის ფეხბურთელი, რომელიც დღეს მარიუპოლის ილიჩევეცშია განათხოვრებული, თითქმის ყველა შეტევისას სახიფათო იყო, გოლი კი დიდებულად გაიტანა: ერთი მოძრაობით მოატყუა ლამის მთელი დაცვა, მოხდენილი ფინტით წაიწია და ზუსტადაც დაარტყა - 1:0. გამარჯვების გოლში თავის წვლილი შეიტანა ცენტრფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, რომელმაც კარგად დაუგდო ბურთი ოქრიაშვილს.

0x01 graphic

გურამ კაშია, ანტონ პუტილო
და გიორგი ლორია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი გამოიყენა, უპირატესობაც შეინარჩუნა და საკვალიფიკაციოც გამარჯვებით დაიწყო. თითოეულმა ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა - ამის დაუნახაობა დიდი შეცდომა იქნება, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაც „ეყო” ბელარუსს, გრანდებთან არასაკმარისი აღმოჩნდა. ეს 11 სექტემბერს ნათლად გამოჩნდა.

ესპანეთი 0:1

მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ საქართველომ განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა - 4-3-2-1. დაცვის მარცხენა ფლანგზე გრიგალავა დათო კვირკველიამ შეცვალა, გაციებული ანანიძის არყოფნაში კი კანკავა-დაუშვილის საყრდენ ნახევარმცველთა წყვილი სამეულად გარდაისახა - ქეცბაიამ მათ გურამ კაშია დაახმარა, მის ნაცვლად კი მარჯვენა მცველად უჩა ლობჟანიძე გაამწესა. ფლანგებიდან კვლავ ოქრიაშვილი და თარგამაძე უტევდნენ, ცენტრში კი მჭედლიძე ისევ მარტო იდგა.

როგორი იყო ესპანელთა განლაგება? მეკარე და კაპიტანი იკერ კასილიასი, მის წინ ტრადიციულად ოთხი მცველი: ალვარო არბელოა, ხერარდ პიკე, სერხიო რამოსი და ხორდი ალბა, საყრდენ ნახევარმცველებად სერხიო ბუსკეტსი და ხაბი ალონსო, ერთადერთი ცენტრფორვარდი რობერტო სოლდადო და მის უკან სამი გენიოსი: დავიდ სილვა, ხავი და ანდრეს ინიესტა. ის, რაც აქამდეც გვინახავს და კიდევ ბევრჯერ ვნახავთ - ესპანური ტიკი-ტაკა ბურთის სწრაფი გათამაშებით, უამრავი გრძელი თუ მოკლე პასით და მუდმივად მოძრავი ფეხბურთელებით.

ამ ტაქტიკით ასეთ მეტოქესთან საქართველომ 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი ჩვენმა გუნდმა 86-ე წუთზე გაუშვა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებთან ქულამდე საქართველოს 4 წუთი დააკლდა.

ეს, ცხადია, ვერაფერი ნუგეშია. წლების შემდეგ არავის ემახსოვრება გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში და სამჯერ გადარჩენილი კარი, ალექსანდრე ამისულაშვილის გაელვება და ძელი... არც ვისენტე დელ ბოსკეს საქებარ სიტყვებს მოიგონებს ვინმე და ისიც არ გაახსენდებათ, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად მას შეტევის გამწვავება და თამაშის სამი მცველით დასრულება მოუხდა. გავა დრო, ხალხი ცნობარებს ჩახედავს და ამოიკითხავს, რომ ბრაზილია 2014-ის საკვალიფიკაციოს მეორე ტურში საქართველო ესპანეთთან თბილისში 0:1 დამარცხდა.

უამრავ მოგონებას გადაფარავს ეს მშრალი „0:1”...

საქართველომაც ვერ გაძლო: 86-ე წუთზე მცველები პოზიციურად შეცდნენ და რობერტო სოლდადოც იქვე იყო - 0:1.

„ჩვენი მხრიდან იმდენი თამაში არ იყო, რამდენიც ბრძოლა და თავდადება, მაგრამ ისიც ხომ გასათვალისწინებელია, ვის ვეთამაშებოდით? ეს ესპანეთი ყველა დროის საუკეთესო გუნდია, ჩვენ კი გვყავს ბიჭები, რომელთაგან მალე ისეთ გუნდს ავაშენებთ, ყველა რომ გაიხარებს”, - თემურ ქეცბაიას მატჩის პერიპეტიებზე ბევრი არ უსაუბრია.

ბელარუსთან 1:0, ესპანეთთან 0:1.

სექტემბერში საქართველოს კარგი გაკვეთილები ჩაუტარეს. მალე გამოცდების დრო დადგება: ოქტომბერში ნაკრები ფინეთსა და ბელარუსს ესტუმრება. იმედია, ამ ორ მატჩში ჩვენი გუნდი თავდადების გარდა, გამართული ფეხბურთით მოპოვებული ქულებითაც გაგვახარებს.

საინტერესო ფაქტები

...საქართველოს ეროვნული ნაკრები მეხუთედ ჩაერთო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში და მხოლოდ მეორედ მოიგო პირველი მატჩი. პირველად კორეა-იაპონია 2002-ის შესარჩევში: ჩვენმა გუნდმა მაშინ ლიტვას სტუმრად სძლია 4:0 და იმ შეხვედრაში ეროვნულის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დუბლი შეასრულა.

...თორნიკე ოქრიაშვილმა ბელარუსთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში (1990 წლიდან) საიუბილეო, მე-200 გოლი გაიტანა. ეროვნულმა მე-100 გოლი ასევე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მიითვალა და ასევე სექტემბერში: 2001 წლის 5 სექტემბერს თბილისში, მაშინდელ ლოკომოტივზე ლიტვის ნაკრებთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში ალექსანდრე იაშვილმა ორი გოლი შეაგდო, საიუბილეო კი მისი პირველი ბურთი იყო.

...ზურაბ ხიზანიშვილმა ესპანეთის წინააღმდეგ 83-ე მატჩი ჩაატარა ნაკრებში და ყველა დროის სიაში ახლა მეორე ადგილს იყოფს კახა კალაძესთან ერთად. შედარებისთვის: ესპანელთაგან ყველაზე გამოცდილმა იკერ კასილიასმა თბილისში 140-ედ ითამაშა.

...ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს რიგით მეექვსე ჩემპიონია, რომელსაც ჩვენი ეროვნული თბილისში დაუპირისპირდა. 1995 წელს საქართველომ გერმანიას უმასპინძლა, 1996 წელს ინგლისს, 1997, 2001, 2006 და 2009 წლებში იტალიას, 2006 წელს კი საფრანგეთს და ურუგვაის. ფიფას ოქროს თასის მფლობელთაგან ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე არასდროს უთამაშიათ ბრაზილიას და არგენტინას.

23 ტალანტები, რომლებისგანაც ბევრს ველით

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

ირაკლი მაღრაძე

ფეხბურთელისთვის ტალანტის ქონა ბევრს ნიშნავს. თითქმის ყველაფერს. ქვემოთ ჩამოთვლილ ახალგაზრდებს ყველანაირი შანსი აქვთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ან ლიონელ მესის დონეზე ითამაშონ, მაგრამ ერთი არასწორი ნაბიჯი, ან უიღბლობა და მაიკლ ოუენის თუ დენილსონის ბედიც არაა შორს. მოკლედ, რა როგორ იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს, ჩვენ კი დღესდღეობით მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა მოთამაშეებს გადავავლოთ თვალი.

0x01 graphic

ედენ აზარი (21 წლის)

ბელგიელი ედენ აზარი ნამდვილ საფეხბურთო ოჯახში გაიზარდა. მისი მშობლები წარსულში პროფესიულ ფეხბურთს მისდევდნენ და ოთხივე შვილიც თავიანთ „გზას გაუყენეს”. აზარის დედა სამი თვის ორსული იყო, როცა ფეხბურთს თავი დაანება და 6 თვეში გაჩნდა ბავშვი, რომელიც საფეხბურთო ოჯახში ჯერჯერობით ყველაზე წარმატებულია. ჯერჯერობით იმიტომ, რომ სულ ახლახან ლონდონის ჩელსის შემადგენლობაში ჩაირიცხა ედენის ძმა, თორგანი, რომელიც 19 წლისაა და ძმის მსგავსად, როგორც ფლანგზე, ასევე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც წარმატებით თამაშობს.

აზარი სულ ახალგაზრდა მივიდა ფრანგულ ლილში და ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებოდა, როგორც ფეხბურთელი. გარდა იმისა, რომ საოცრად ტექნიკურია, ბელგიელს თავადაც გააქვს და ამავდროულად, პასიც იცის. მისი სტატისტიკა ყოველ წელს უმჯობესდებოდა. 2011-12 სეზონში აზარმა 22-ჯერ გაიტანა, თანაგუნდელებს კი 16 შედეგიანი გადაცემა გაუკეთა. რა გასაკვირია, რომ 21 წლის ნახევარმცველის გადაბირებას, ფაქტობრივად, ყველა გრანდი ცდილობდა. 2008-2009 სეზონის შემდეგ აზარს თვით ზინედინ ზიდანმა დაადგა თვალი და მადრიდის რეალს მიანიშნა, რომ ბელგიელის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. „ედენი ტექნიკურად დაჯილდოებული და ძალიან სწრაფია. მომავალში ის დიდი ვარსკვლავი იქნება. მე მას, მადრიდის რეალში, თვალდახუჭული წავიყვანდი”, - განაცხადა ზიდანმა.

აზარი უცებ არ გახსნილა და ეს მისი მაქსიმუმი არ უნდა იყოს, რადგან პროგრესირებას თითოეულ სეზონში აგრძელებდა და რომ არა ლილის ხელმძღვანელობის მცდელობა, ბელგიელი უკვე მესამე სეზონში დატოვებდა გუნდს. ეს არის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ტრანსფერი, რომელიც ლონდონის ჩელსის ოდესმე განუხორციელებია. ვნახოთ, როგორ მოერგება ედენი ინგლისის პრემიერლიგას, ჯერჯერობით კი არისტოკრატების ფორმით, მის აქტივში ერთი გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა, რაც უდავოდ შთამბეჭდავი შედეგია.

ნეიმარი (20 წლის)

სახელი მას მამისგან ერგო. ნეიმარ და სილვა უფროსი, რომელიც თავად ყოფილი ფეხბურთელია, ბავშვობიდანვე სერიოზულად უყურებდა შვილის საფეხბურთო მომავალს. ოჯახის მცირე ფინანსური შესაძლებლობების დიდი ნაწილი, პატარა ნეიმარისათვის პირობების შესაქმნელად იხარჯებოდა და ამან ნელ-ნელა შედეგიც გამოიღო. სანტოსში გადასვლის შემდეგ, 14 წლის ნეიმარი მადრიდში გაემგზავრა. იმ დროს რეალში რონალდო, ზიდანი და ბექჰემი თამაშობდნენ. სამეფო კლუბის იუნიორთა გუნდში სინჯების გავლის პერიოდში, დაბრუნების სანაცვლოდ, სანტოსის ხელმძღვანელობამ ნეიმარს 1 მილიონი რეალი აღუთქვა და ბრაზილიელიც სამშობლოში დაბრუნდა. ასაკობრივი გუნდებში თამაშის შემდეგ, 2009 წელს, სპეციალისტების მიერ ვუნდერკინდად შერაცხულ ფეხბურთელს სანტოსის ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა.

რომელ პოზიციაზეც არ უნდა დააყენონ, ნეიმარი ვერცხლისწყალივით მოძრაობს მეტოქის კარის მიმართულებით. ის შემტევია და არ აქვს მნიშვნელობა, სად იდგება: ფლანგზე, შემტევი ნახევარმცველის თუ თავდამსხმელის პოზიციაზე, ბრაზილიელი, ნებისმიერი ადგილიდან საშიშია.

ფენომენთან შედარებულს, სტატისტიკაც ფენომენალური აქვს - სანტოსის შემადგენლობაში ჩატარებული 190 მატჩიდან, ნეიმარს 113 გოლი აქვს გატანილი. უფრო აქტუალურ სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, 2012 წელს გამართულ 35 მატჩში, ნეიმარ და სილვა სანტოს უმცროსმა სულაც 33-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, რაც წარმოუდგენელი შედეგია. ამ ყველაფრის შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ ბრაზილიური ფეხბურთის მთავარი იმედის ხელში ჩაგდება, ევროპულ სუპერკლუბთა რეკორდულ რაოდენობას სურს. სანამ ბარსელონა, მადრიდის რეალი და პსჟ ერთმანეთს ეცილებიან, ნეიმარი არ ჩქარობს გუნდის დატოვებას. ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა...

მარიო გიოტცე (20 წლის)

მარიო გიოტცეს სახით გერმანულ ფეხბურთს დიდი ტალანტი ეზრდება. თუ ახალგაზრდა ნახევარმცველის საფეხბურთო კარიერა სწორი გზით განვითარდა, მას შეუძლია ბუნდესგუნდისათვის შეუცვლელ მოთამაშედ იქცეს. არ ვიცი, ბოლოს როდის ჰყავდა გერმანიას ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ ფაქტია, რომ დორტმუნდის ბორუსიას 20 წლის შემტევი, თავისი თამაშით გულგრილს ვერავის დატოვებს. გიოტცე ჭკვიანი, სწრაფი და, ამავდროულად, ძალიან ტექნიკურია. მას აქვს შესანიშნავი დრიბლინგი და სწორედ ამ რამდენიმე კომპონენტის ხარჯზე, გადაუჭრელი პრობლემაა ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის.

მარიო მემინგენში ბავარიაში დაიბადა, მაგრამ თამაში დორტმუნდის ბორუსიის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო და ასაკობრივ გუნდებში ნელ-ნელა დაწინაურების შემდეგ, 2009 წლის 29 ნოემბერს, ბუნდესლიგაში დებიუტიც ჰქონდა. 2009-10 წლის ზამთრის შესვენების შემდეგ, დორტმუნდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, დაინახა რა გიოტცეს მრავალმხრივი შესაძლებლობები, ახალგაზრდა ტალანტი პირველ გუნდში გადაიყვანა.

ასაკის მიუხედავად, მარიოს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში უკვე 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გერმანული ფეხბურთის იმედმა პირველი გოლი ბრაზილიის ნაკრებს, გასული წლის 10 აგვისტოს გაუტანა და შედეგად, კლაუს შტურმერთან ერთად, ქვეყნის ისტორიაში ომის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანად იქცა. მრავალი შემოთავაზების მიუხედავად, გიოტცე ბორუსიის ერთგულად რჩება. 27 მარტს, ნახევარმცველმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც 2016 წლამდე ის დორტმუნდელთა საკუთრებაა. ბარძაყის საკმაოდ მძიმე ტრავმის შემდეგ, აპრილში გიოტცე კვლავ დაუბრუნდა მოედანს, წლევანდელი სეზონის პირველივე მატჩში კი ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ შესულმა, გოლის გატანაც მოასწრო.

0x01 graphic

ბოლოს კი, იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში ქართველ ფეხბურთელთა წარმატებებზეც ვისაუბრებთ. ახალგაზრდა ჩვენებურთა სწორედ რომ წარმატებული კარიერა მოენატრა ქომაგს, თორემ ნიჭი და ტექნიკა რომ არ გვაკლია, ამაზე არავინ დავობს. ჯანო ანანიძის, თორნიკე ოქრიაშვილის, ვაკო ყაზაიშვილის, გიორგი ჭანტურიას და სხვა მრავალი ახალგაზრდა, მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელის მონაცემებში ეჭვს ვერავინ შეიტანს. უბრალოდ, დამსხვრეული იმედები გვაქვს ბევრი - გიორგი ქინქლაძის გაცვეთილ თემას რომ თავი დავანებოთ, რატი ალექსიძე, ლევან ყენია, რომელიც ტრავმებმა დატანჯა... კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება, მაგრამ იმედიანად დავამთავროთ - 17 წლამდელთა გუნდის კაპიტანი ნიკა ჭანტურია ხომ ლონდონის არსენალის მეორე გუნდში ისინჯება, თორნიკე ოქრიაშვილს კი თავის მეოთხე სანაკრებო შეხვედრაში ისეთი გოლი გააქვს, ზემოთ ჩამოთვლილ ვუნდერკინდთაგან ნებისმიერი რომ მოაწერდა ხელს. მოკლედ, მომავლის იმედი არის!

24 40 წლის წინ

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ფეხბურთი

დინამოს დებიუტი ევროთასებზე

ლაშა გოდუაძე

13 სექტემბერს ზუსტად 40 წელიწადი გავიდა…

არაერთი გუნდის ისტორიას ეყოფა ის მოვლენები, რომლებმაც 1972 წლის 13 სექტემბრის შემდეგ ჩვენს დინამოზე გადაიარა: განვლილი წლების მანძილზე იყო 70-იანი წლების მიწურულის დიდი გუნდი, არაერთი დაუვიწყარი გამარჯვება და ტრიუმფი დიუსელდორფში. 80-იანების კრიზისი, ეროვნული ჩემპიონატის დაბადება და სახელი „იბერია”, ზედიზედ მოგებული პირველობა და თასი, იყო ჩრდილოეთ ირლანდიის ლინფილდთან ევროთასებზე საქართველოს სახელით დაბრუნება და სამარცხვინო დისკვალიფიკაცია, უამრავი გაჭიანურებული სასამართლო პროცესი და დიდი გაურკვევლობა...

1972 წლის 13 სექტემბერს, ნახევარ საუკუნოვან იუბილემდე სამი წლით ადრე, თბილისის დინამომ ევროპის საკლუბო ტურნირებში პირველი მატჩი ჩაატარა: უეფას თასის 1/32 ფინალში ჰოლანდიის ქალაქ ენსხედესტვენტეს თბილისში, ლოკომოტივზე უმასპინძლა.

ბებერი კონტინენტისთვის თბილისური დაპირისპირება სხვა არაფერი იყო, თუ არა მორიგი გათამაშების რიგითი მატჩი, მაგრამ ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის ეს ისტორიული მოვლენა გახლდათ: დინამომ ევროპის საფეხბურთო ოჯახის კარი შეაღო. მიუხედავად იმისა, რომ სადებიუტო სეზონში ჩვენი ფეხბურთელები პირველი ვეეტაპზე გამოეთიშნენ გათამაშებას, ტვენტესთან დაპირისპირება დინამოსთვის მაინც ტკბილად მოსაგონარია - გუნდმა ევროთასებზე პირველივე შეხვედრა მოიგო!

თბილისში ტვენტეს არ იცნობდნენ, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ მეტოქე აიაქსისა და ფეიენოორდის ქვეყნიდან იოლი დასამარცხებელი არ იქნებოდა. ტოტალური ფეხბურთის ზეობის წლებში ნიდერლანდელები საკლუბო დონეზეც დომინირებდნენ და სანაკრებოზეც. 1972 წელს ჰოლანდიის კლუბებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს ჩემპიონთა თასი - 1970 წელს ევრომ წვერვალზე როტერდამელები, 1971 და 1972 წლებში კი ამსტერდამელები ავიდნენ.

აიაქსთან და ფეიენოორდთან შედარებით, ტვენტე საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული ნამდვილად არ იყო, მაგრამ გამართულ ფეხბურთს თამაშობდა და გრანდების შემდეგ თავისი ადგილი მყარად ეჭირა: ზედიზედ ორი წელი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს იგებდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობდა: 1971-72 წლების სეზონში ენსხედელებმა ერედივიზიეში ყველაზე ნაკლები, 13 გოლი გაუშვეს. ვანირზელი, დევრისი, დროფტი და ორანენი მეტოქეთა თვის გადაულახავ წინაღობად ქცეულიყვნენ. მცველების გარდა ძმები ვილი და რენე ვან დერ კერკჰოფებიც გამოირჩეოდნენ. იმ დროისთვის ისინი ჰოლანდიის ნაკრების კანდიდატები იყვნენ, ორი წლის შემდეგ, 1974 წლის უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე კი მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლნენ...

1/32 ფინალის პირველი შეხვედრა, რომელსაც ბერძენი არბიტრი პაპავა სილიუსჯი და, თბილისში, ვაკის სტადიონზე გაიმართა და ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. ჩვენი კლუბის ისტორიაში ეს იყო 136-ე საერთაშორისო თამაში. დინამო ჰოლანდიურ კლუბს მანამდე ერთადერთხელ დაუპირისპირდა: 1960 წლის ზაფხულში თბილისს როტერდამის ფეიენოორდი ეწვია. ამხანაგურ შეხვედრაში ქართველებმა 3:1 გაიმარჯვეს...

დინამომ მსაჯის სასტვენისთანავე შეუტია, მაგრამ გოლი მაინც პირველმა გაუშვა: მე-5 წუთზე სტუმრებმა კარგად გაითამაშეს კუთხური და ტეოპაპლაცის ჩაწოდების შემდეგ იან იორინგმა ზუსტი თავურით გახსნა ანგარიში - 0:1.

გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა დინამომ საპასუხო გოლი მალე გაიტანა: საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა გივი ნოდიამ ჩინებულად გათამაშებული კომბინაცია 23-ე წუთზე ძლიერი, ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა - 1:1. საგოლე პასი გურამ პეტრიაშვილმა შეასრულა.

შესვენების შემდეგ დინამო უკეთ ათამაშდა, 53-ე წუთზე კი ნოდიამ მეორე გოლი გაიტანა: რამდენიმე ჰოლანდიელი მოატყუა და არც მეკარე პიტ შრეივერსს დაუტოვა ბურთის მოგერიების შანსი - 2:1. ნოდიას ამჯერად მანუჩარ მაჩაიძე დაეხმარა.

მალე ტვენტემ მესამედ დაიწყო ცენტრიდან თამაში: ლევან ნოდიას პასის შემდეგ დავით ყიფიანმა გამოიჩინა თავი - 3:1.

დინამომ ტვენტეს კი მოუგო, მაგრამ მხოლოდ ერთი ბურთით: თამაშის მიწურულს რენე ვან დერ კერკჰოფის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე

კი ცენტრფორვარდმა იორინგმა ყველას აჯობა და დუბლი შეასრულა. საბოლოოდ 3:2 და ჰოლანდიელთა ლუქსემბურგელი თავკაცის ანტუან კონის სიტყვები: „ვაღიარებ, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ რადგან საპასუხო შეხვედრაში შინ ვთამაშობთ, შემდეგ ეტაპზე, ალბათ, ჩვენ გავალთ”.

ევრო თასებზე დინამოს დებიუტისადმი მიძღვნილ წერილში გაზეთი კომუნისტი წერდა: „ჩვენი იმედი გამართლდა. დინამოს ოსტატ ფეხბურთელთა გუნდი სათანადოდ მოემზადა პასუხსაგები შეხვედრისთვის და ყველაფერი იღონა მოსაგებად. ტვენტესთან ოფიციალური მატჩი დინამოელებმა ლამაზად მოიგეს”.

0x01 graphic

თბილისის დინამო 1972

„მეორე გოლის შემდეგ მასპინძლები საბოლოოდ დაეუფლნენ ინიციატივას. ჰოლანდიელთა ცდებს, შეენელებინათ თამაშის ტემპი, წარმატება არ მოჰყოლია. სტუმრები დაიღალნენ, ვეღარ აუდიოდნენ დინამოელთა სწრაფ გადაადგილებებს. თანაც, გუცაევი შეცვალა ლევან ნოდიამ, რომელიც მარჯვედ ჩაერთო თამაშში. 75-ე წუთზე იგი ატყუებს კალეორანენს, ზუსტ პასს აძლევს დავით ყიფიანს, რომელიც ბურთს კარში აგზავნის”, - ეს უკვე სოვეტსკი სპორტია.

საპასუხო თამაშის წინ ერთ-ერთ ჰოლანდიურ გამოცემაში - დერ ვარჰაიდ - ტვენტეს თავკაცის ინტერვიუ გამოქვეყნდა: „დინამოსთვის სწრაფად თამაშის საშუალება არ უნდა მიგვეცა - ეს ჩვენი შეცდომა იყო. შესვენებისას ბიჭებთან ერთად გავაანალიზე მდგომარეობა, განვიხილეთ შეცდომები, მაგრამ თავადაც ხედავთ, ამან სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ასეთ მეტოქეს სხვანაირად უნდა ვეთამაშოთ”.

ჰოლანდიაში გამგზავრებამდე დინამოელებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ორი შეხვედრა ჩაატარეს: 17 სექტემბერს როსტოვში არმიის სპორტულ კლუბს დაუპირისპირდნენ - ფრე 0:0, ხუთი დღის შემდეგ კი ვოროშილოვგრადს ესტუმრნენ და ზარიასთან 2:2 ითამაშეს. იმ წლების ერთ-ერთ საუკეთესო საბჭოთა კლუბთან ორივე გოლი დათო ყიფიანმა შეაგდო.

0x01 graphic

ტვენტესთან მატჩებში მონაწილე ყიფიანმა და გუცაევმა
9 წლის შემდეგ თასების თასის ფინალში ითამაშეს

ენსხედეში კი დინამოს სხვა ტვენტე დაუხვდა, ისეთი, როგორიც იმ წლების აიაქსი, ფეიენოორდი და ჰოლანდიის ნაკრები იყო.

ანტუანკონის გუნდმა ტაიმი 1:0 მოიგო: 32-ე წუთზე რენე ნოტენმა მცველებს აჯობა და დავით გოგიას კარის მარჯვენა კუთხეში შეაგდო ბურთი. 1981 წლის გაზაფხულზე ნოტენმა კიდევ ერთხელ ითამაშა ევრო თასებზე დინამოს წინააღმდეგ - მაშინ მას ფეიენოორდის კაპიტნის სამკლავური ეკეთა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ეთხელ გაიხარეს: თბილისში ორი გოლის გამტანმა იორინგმა დაარტყა ზუსტად - 2:0.

თამაშის დასრულებამდე მწვრთნელმა ორივე მეგოლე შეცვალა, გუნდმა მატჩი 2:0, 1/32 ფინალი კი 4:3 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დინამოს ევრო დებიუტი მარცხით დასრულდა, მაგრამ სწორედ ამ ორი თამაშით დაიწყო ის დიდებული სვლა, რომელიც ცხრა წლის შემდეგ ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგებით დაგვირგვინდა. 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, ტვენტესთან მატჩების ორმა მონაწილემ ითამაშა - ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში ვლადიმერ გუცაევმა გოლი გაიტანა, დავით ყიფიანმა კი ოქროს პასი შეასრულა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისის დინამო ევროტურნირებს 1993 წელს, ჩემპიონთა თასზე ჩრდილოირლანდიის ლინფილდთან დაუბრუნდა. იმ დინამოს მთავარი მწვრთნელი ტვენტეს კარში ორი გო ლის გამტანი გივი ნოდია იყო...

13 სექტემბერი, 1972. უეფას თასი, 1/32 ფინალი. თბილისი, ლოკომოტივი. 35000

დინამო 3:2 ტვენტე (ენსხედე, ჰოლანდია)

გოლები: 0:1 იან იორინგი (5), 1:1 გივი ნოდია (22), 2:1 გივი ნოდია (53), 3:1 დავით ყიფიანი (75), 3:2 იან იორინგი (77)

დინამო: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა (კაპ), შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი (ლევან ნოდია 63), გივი ნოდია, დავით ყიფიანი

მწვრთნელი: გავრილ კაჩალინი (რუსეთი)

ტვენტე: პიტ შრეივერსი, კეეს ვან ირსელი, ეპიდროს ტი (კაპ), ვილემ დევრისი, კალე ორანენი, ედი ახტერბერგი, კიკ ვანდენვალი, ვილი ვან

დერ კერკჰოფი (რენე ნოტენი 46), რენე ვან დერ კერკჰოფი, იან იორინგი, ტეო პალპლაცი (ბენ ჰუვე 70)

მწვრთნელი: ან ტუანკონი

მსაჯები: ეფსტაფიოს პაპავასილიუ; დიმიტრის ვულგარესი, ანდრეას მოსკატოსი (საბერძნეთი)

27 სექტემბერი, 1972. უეფას თასი, 1/32 ფინალი. ჰოლანდია, ენსხედე, დიკმანი. 10000

ტვენტე (ენსხედე, ჰოლანდია) 2:0 დინამო

გოლები: 1:0 რენე ნოტენი (32), 2:0 იან იორინგი (54)

ტვენტე: პიტ შრაივერსი, კეეს ვან ირსელი, ეპიდროს ტი (კაპ), ვილემ დევრისი, კალე ორანენი, რენე ნოტენი (ბენ ჰუვე 70), კიკ ვან დენვალი, ვილი ვან დერ კერკჰოფი, რენე ვან დერ კერკჰოფი, იან იორინგი (ედი ახტერბერგი 60), ტეო პალპლაცი

მწვრთნელი: ანტუ ანკონი

დინამო: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა (კაპ), ზორბეგ ებრალიძე, გურამ პეტრიაშვილი (გოჩა გავაშელი 78), კახი ასათიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი, გივი ნოდია (ლევან ნოდია 65), დავით ყიფიანი

მწვრთნელი: გავრილ კაჩალინი (რუსეთი)

გაფრთხილება: ვლადიმერ გუცაევი

მსაჯები: ჟაკ კოლინგი; ნორ ბეტროლესი, ვილი ჰეიბი (ლუქსემბურგი)

25 მათთვის, ვისაც თეატრი უყვარს

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ირინა ბაგაური

სექტემბერი ქართველი თეატრალებისთვის გამორჩეული თვეა, რადგან ყოველწლიურად, შემოდგომის სწორედ ამ დროს, დედაქალაქი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.

0x01 graphic

ცენა სპექტაკლიდან „ღმერთების დაცემა“. პოლონეთი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მეოთხე წელია იმართება და ამ ხნის განმავლობაში, მაყურებელს საშუალება ჰქონდა, არაერთი საინტერესო წარმოდგენა ენახა. მათ შორის, ისეთი ლეგენდარული სპექტაკლიც კი, როგორიც 2010 წელს ჩამოტანილი ჯორჯო სტრელერის „არლეკინო, ორი ბატონის მსახური” იყო. რა იქნება წარმოდგენილი წლევანდელ პროგრამაში და როგორ იმოქმედა ფესტივალის ოთხმა წელმა თავად ქართულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე, ამის შესახებ ტაბულა ფესტივალის დირექტორსა და მარჯანიშვილის თეატრის მმართველს, ეკატერინე მაზმიშვილს ესაუბრა.

ეკატერინე მაზმიშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ არაერთი უარყოფითი მოსაზრება მსმენია ქართული თეატრის შიდაპროცესებთან დაკავშირებით, ვერ დავეთანხმებოდი ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით მხოლოდ ნაკლოვანებებზე მიანიშნებენ. ეს გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ჩვენთან ძალიან აქტიური გახდა თანამედროვე დრამატურგია, ქართული დასები წარმატებით გამოდიან საზღვარგარეთ და სპექტაკლებს დადებითი გამოხმაურება აქვს უცხოური პრესის მხრიდან.

0x01 graphic

სცენა დრამ შოუდან „დადადადან ტენკო“. იაპონია

თეატრი ყოველთვის ძიების პროცესშია და მისთვის ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი იზოლაციაა. რაც მეტს ნახულობ და ეცნობი, მით მდიდრდება ადამიანის შინაგანი სამყარო, იცვლება ფასეულობები, აზროვნება. ამიტომაც, ფესტივალის შექმნის პროცესში, ჩვენ სწორედ ამას ვფიქრობდით, რომ თბილისს, რომელიც თავისი თეატრალური ტრადიციებით გამორჩეული ქალაქია, უნდა ჰქონოდა მეტის ნახვის საშუალება. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი კარგი სპექტაკლის ჩამოტანა შევძელით, ვფიქრობ, ამ ოთხი წლის განმავლობაში რაღაც შედეგს მივაღწიეთ”.

0x01 graphic

სცენა სპექტაკლიდან „უძრავი მოგზაურები”. საფრანგეთი

წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული, საერთაშორისო სპექტაკლები და პროგრამა New, რომელიც ისევე, როგორც გასულ წლებში, ჟანრობრივად და თემატურადაც მრავალფეროვანია. ფესტივალის განმავლობაში თხუთმეტი ქვეყნის ორმოცდაათამდე სპექტაკლი იქნება ნაჩვენები.

უდავოა, რომ ქართული პროგრამიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს შექსპირის პიესის ლევან წულაძისეული ინტერპრეტაცია. „როგორც გენებოთ” ქართველმა რეჟისორმა რამდენიმე თვის წინ, ლონდონური გასტროლისთვის დადგა და მის პრემიერას დიდი წარმატება, თეატრის კრიტიკოსთა აღიარება ხვდა წილად „გლობუსის” სცენაზე. სპექტაკლის თბილისური პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში 17 სექტემბერს გაიმართება.

0x01 graphic

„ქორწილი“. ბელარუსი

საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ასევე საპრემიერო სპექტაკლით წარდგება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასიც. სპექტაკლს „ეს თავდაყირა სამყარო” ქართველი მაყურებელი პირველად 29 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე იხილავს. ქორეოგრაფია ამერიკელ თრეი მაკინტაერს ეკუთვნის, რომელსაც ბალეტის თბილისელი მოყვარულები 2004 წლიდან იცნობენ, თბილისური საბალეტო დასისთვის დადგმული სპექტაკლებიდან: “ზაფხულის ღამის სიზმარი” და „წამი გარდასახვამდე”.

წლევანდელი ფესტივალის საერთაშორისო პროგრამიდან კი ორგანიზატორებიც და კრიტიკოსებიც ერთმნიშვნელოვნად პოლონელი რეჟისორის - მაია კლეჩევსკას „ღმერთების დაცემას” გამოარჩევენ.

ეკატერინე მაზმიშვილი: „ღმერთების დაცემა”, ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს შორის, გამორჩეულია. ის ცალკე დგას თავისი სამსახიობო ანსამბლით, უნიკალური რეჟისურით, მხატვრობით და დადგმის სრულიად გამორჩეული სტილით. ეს არის წარმოდგენა, რომელიც ადამიანმა არ უნდა გააცდინოს, თუ მას სურს იცოდეს, როგორი შეიძლება იყოს დღეს თეატრი”.

ერთი ოჯახის მორალურ დეგრადაციასა და ღირებულებებზე შექმნილ „ღმერთების დაცემას” არაერთგზის მოჰყვა საერთაშორისო აღიარება კრიტიკოსთა მხრიდან. მის რეჟისორს, 39 წლის მაია კლეჩევსკას კი თეატრალები მიიჩნევენ პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პროვოკატორად, რომელიც არასდროს უშინდება თამამ ექსპერიმენტებს სცენაზე: „მან ლუკინო ვისკონტის სცენარის სიუჟეტი გამოიყენა და გვაჩვენა უფუნქციო ოჯახი, რომელიც დღესაც ძალზედ მოდური და არცთუ ისე უცხოა თანამედროვე საზოგადოებისთვის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. იგი უბრუნდება ნაციზმს, რომ უფრო ნათლად დაგვანახოს დღევანდელობა. ალბათ გაზვიადებულია, მაგრამ იქნებ შევძლოთ გავაფრთხილოთ მაყურებელი და ვაიძულოთ დაფიქრდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თეატრი აქტიურად ეხმიანება სოციალურ საკითხებს, ასეთი ძლიერი მორალური გზავნილის მქონე პიესა ძალიან ცოტაა” - ასე დაახასიათა სპექტაკლი პოლონურმა პრესამ. მისი ხილვა მაყურებელს 21 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე შეეძლება.

0x01 graphic

სცენა სპექტაკლიდან „იქნებ, იქნებ...“. მექსიკა

დიდი მოლოდინია ჩინელი ქორეოგრაფის და რეჟისორის - ლიუ ჟენის სპექტაკლის „კუნფუს გამოცხადება. ცხრა გრაგნილი” მიმართ, რომელიც კუნფუს, ჩინური საბრძოლო ხელოვნებისა და კლასიკური ბალეტის ელემენტების სინთეზს წარმოადგენს. „სხეულის ენა მსოფლიოს ჭეშმარიტი სამეტყველო ენაა. ამ სპექტაკლმა კი შექმნა ყველასგან განსხვავებული ლექსიკა, - ვკითხულობთ ფესტივალის კატალოგში, - წარმოდგენამ ზურგი აქცია კუნფუს ზედაპირულ გამოვლინებას და დაანგრია ძველი სტერეოტიპი, სადაც კუნფუს გმირები სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდნენ. ჩინური ცეკვა და სამხედრო ხელოვნება ქმნის ინოვაციური მოძრაობების ენას და სრულიად ცვლის ჩინურ კუნფუს. ეს არის მხატვრული ჰარმონიის მოდელი - კუნფუსა და ბალეტის ელემენტების სრულყოფილი ნაზავი”.

თბილისში ასევე განსაკუთრებით უნდა ელოდნენ რუსი რეჟისორის, ოლეგ ტაბაკოვის დადგმასაც. 26 სექტემბერს, რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი ალექსანდრ ოსტროვსკის კომედია „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება” ახალგაზრდა მომხიბვლელი მამაკაცის, ეგორ გლუმოვის ზრახვებისა და აზარტული ქმედებების შესახებ გვიყვება. სპექტალში მთავარ როლს ასრულებს რუსეთის სახალხო არტისტი სერგეი ბეზრუკოვი, რომელსაც მაყურებელი მრავალი ფილმიდან თუ სერიალიდან იცნობს.

„წლევანდელ ფესტივალში მონაწილე მსახიობებს შორის, ქართველი მაყურებლისთვის ბეზრუკოვია ყველაზე ცნობილი და შეიძლება ითქვას, „მოდური” არტისტი. გარდა ამისა, თუ მაია კლეჩევსკას სპექტაკლის შემთხვევაში, დიდი დახმარება გაგვიწია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საელჩომ, ტაბაკოვის დადგმის ჩამოსატანად მსგავსი ფინანსური თანადგომა ნაკლებად გვქონდა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო სპექტაკლების ბილეთის ღირებულება, ხშირ შემთხვევაში, გაცილებით დაბალია საქართველოში, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ისინი დაიდგა”, - ამბობს ეკატერინე მაზმიშვილი. ტაბაკოვის სპექტაკლს, უფრო სწორად - მის სცენურ ვერსიას, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა თეატრალურ წრეებში, რასაც თავად რეჟისორმა ასე უპასუხა: „ჩვენ თავისუფლები ვართ და თავად შეგვიძლია ავირჩიოთ თვითგამოხატვის გზები”

0x01 graphic

სცენა სპექტაკლიდან /"კუნფუს გამოცხადება/". ჩინეთი

ფესტივალის ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციის სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი კრიტიკოსები. მათ შორის, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი მარგარეტა სორენსონი. ორგანიზატორების თქმით, სიმპოზიუმის მონაწილეთა მოხსენებები გამოიცემა ბეჭდური სახით და დაიდება ფესტივალის ვებგვერდზე.

ეკატერინე მაზმიშვილი: „ჩვენ უკვე მესამე წელია ვთანამშრომლობთ თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციასთან, რომლის წარმომადგენლებიც რეგულარულად ესწრებიან როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ პროგრამას და წერენ ჩვენ მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და გვახარებს”.

წარმოდგენებზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 10-120 ლარამდე მერყეობს. ფესტივალი პარასკევს, 14 სექტემბერს გაიხსნა და 30-მდე გასტანს. საერთაშორისო პროგრამის ნახვა კი მაყურებელს 20 სექტემბრიდან თბილისის სამეფო უბნის თეატრის, თავისუფალი თეატრის, რუსთაველის, გრიბოედოვის, მარჯანიშვილისა და მუსიკისა და დრამის თეატრებში შეეძლება.

26 კანის ფესტივალის კრიტიკოსთა კვირეული თბილისში

▲ზევით დაბრუნება


კინო|კულტურა

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, 15 სექტემბრიდან, კინოთეატრ ამირანში კანის კინოფესტივალის სექციის - კრიტიკოსთა კვირეულის ფილმების ჩვენება იმართება.

კრიტიკოსთა კვირეული წელს 51-ედ მოეწყო კანის კინოფესტივალის ფარგლებში. სექცია ამ კინოფესტივალს 1961 წელს, საფრანგეთის კრიტიკოსთა ასოციაციის ინიციატივით დაემატა. სხვადასხვა დროს კრიტიკოსთა კვირეული არაერთი რეჟისორისთვის იქცა ტრამპლინად. ბერნარდო ბერტოლუჩი, კენ ლოუჩი, ლეო კარაქსი, თემურ ბაბლუანი, ოთარ იოსელიანი, ფრანსუა ოზონი - ეს იმ ცნობილი რეჟისორების არასრული სიაა, რომლებმაც კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთი პირველი წარმატება მოიპოვეს.

ერთი კვირის მანძილზე ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს თანამედროვე ევროპული ფილმები, რომელთა ავტორები კანის ფესტივალის კრიტიკოსებმა ახალ ტალანტებად აღიარეს. თბილისში გამართულ კრიტიკოსთა კვირეულზე, სპეციალურ პროგრამაში, 2011-12 წლებში ნომინირებული საუკეთესო ფილმების კრებულია წარმოდგენილი.

ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, კვირეულს დაესწრებიან კრიტიკოსთა კვირეულის სამხატვრო დირექტორი - ჩარლზ ტესონი, კვირეულის პროგრამების მენეჯერი - რემი ბონომი, ფილმ „ავეს” პროდიუსერი - ჯეფრი გრისონი და ფილმ „ჩემი პატარა პრინცესას” რეჟისორი - ევა იონესკო.

„ავეს” და „ჩემი პატარა პრინცესას” სეანსების დასრულების შემდეგ, მაყურებელს საშუალება ექნება, კითხვები დაუსვას ფილმების ავტორებს.

17 სექტემბერი
ამირანი, მცირე დარბაზი
გაქცეული რენე - ჯონათან კაუეტი (აშშ / საფრანგეთი) დოკ. 90'
ენა: ინგლისური / ქართული სუბტიტრები

18 სექტემბერი
ამირანი მცირე დარბაზი
ომის გამოცხადება - ვალერი დონცელი (საფრანგეთი) მხ.ფ. 100'
ენა: ფრანგული / რუსული & ქართული სუბტიტრები

19 სექტემბერი
ამირანი მცირე დარბაზი
ჩემი პატარა პრინცესა - ევა იონესკო (საფრანგეთი) მხ.ფ. 105'
ენა: ფრანგული /ქართული სუბტიტრები

20 სექტემბერი
ამირანი მცირე დარბაზი
ავე - კონსტანტინ ბოჟანოვი (ბულგარეთი) მხ.ფ. 86'
ენა: ბულგარული / ინგლისური & ქართული სუბტიტრები

21 სექტემბერი
ამირანი მცირე დარბაზი
აკაციები - პაბლო გიორგელი (არგენტინა / ესპანეთი) მხ.ფ. 82'

27 21-ე საუკუნის მუზეუმი აღმოსავლურ - დასავლურ ჭრილში

▲ზევით დაბრუნება


გამოფენა|კულტურა

თეონა ჯაფარიძე

ცნობილი ურბანისტის, „კრეატიული კლასის” თეორიის ავტორის - რიჩარდ ფლორიდას აზრით, ნებისმიერი რეგიონის თუ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ როლს შემოქმედებითი ელიტა, ბოჰემა, ემიგრანტები, ნაციონალური სიჭრელე და სხვადასხვა სუბკულტურები ასრულებენ. მის წიგნში Who's Your City? ქალაქის ცენტრები, როგორც წესი, მუზეუმებია, რომლებსაც არა მხოლოდ ტურისტული დანიშნულება აქვს, არამედ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში. 21-ე საუკუნის მუზეუმები, თავისი ფუნქციითა და ფორმით, მნიშვნელოვნად განსხვავდება მე-19 საუკუნის მუზეუმებისაგან, რომლებიც ძირითადად ექსპონატების შეგროვებისთვის, დაცვისა და მათი გამოფენისთვის იყო განკუთვნილი. დღესდღეობით მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები ქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ ძალად იქცნენ.

0x01 graphic

თბილისის სამუზეუმო ქუჩა. (გეგმა) 2007

სწორედ 21-ე საუკუნის მუზეუმებზე, მათ ახალ ფუნქციებსა და არქიტექტურაზე ისაუბრებენ ამ კვირაში თბილისში გამართულ კონგრესზე მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების დირექტორები, კურატორები, მენეჯერები, მეცნიერები და სამუზეუმო პროექტებზე მომუშავე არქიტექტორები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი 19-22 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. გაიმართება მსოფლიოში ისეთი წარმატებული პროექტების პრეზენტაცია, როგორებიცაა - ბერლინის მუზეუმების კუნძული, ლუვრის, ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმისა თუ ნიუ იორკის მეტროპოლიტენის თანამედროვე ტენდენციები.

0x01 graphic

შეყვარებულები. ირანი

თბილისი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ამ კონგრესისთვის შეირჩა როგორც მაგალითი, თუ როგორ უნდა იქცეს პოსტსაბჭოთა მუზეუმი ნოვატორულ, შემოქმედებით, ქალაქის სოციალურ ქსელში ბუნებრივად ჩართულ ინსტიტუციად. საერთაშორისო კონფერენციის სტუმრები ორ გამოფენას ნახავენ, რომლებიც მუზეუმში 17 სექტემბერს გაიხსნება - „სამუზეუმო კუნძული ბერლინში და სამუზეუმო ქუჩა თბილისში” და საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების საუკეთესო ნიმუშების გამოფენა.

0x01 graphic

მოცეკვავე შივა. ინდოეთი

„სამუზეუმო კუნძული” გოეთეს ინსტიტუტის, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების, პრუსიის მემკვიდრეობის ფონდისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერაა ორგანიზებული. ის ბერლინის მუზეუმების კუნძულის მაგალითზე თბილისის სამუზეუმო უბნის - გუდიაშვილის ქუჩის და რუსთაველის გამზირის - მომავალ პერსპექტივებსა და ურბანული ქსელის განვითარებაზე შეუქმნის დამსწრე საზოგადოებას წარმოდგენას. გამოფენაზე ფრანგი არქიტექტორის - ჟან ფრანსუა მილუს ამუზეუმო ქუჩის პროექტთან ერთად წარმოდგენილი იქნება 70-იან წლებში ქართველი არქიტექტორის ვლადიმერ ქურთიშვილის მიერ შექმნილი გუდიაშვილის ქუჩის ესკიზებიც.

0x01 graphic

შეყვარებულნი. ირანი

რაც შეეხება აღმოსავლური კოლექციების გამოფენას, გარდა იმისა, რომ ამ მდიდრული ექსპოზიციით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გარკვეული რეპრეზენტაცია მოხდება, თავისთავად ეს გამოფენა ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის - „თვინინგის” ერთ-ერთი დამამთავრებელი ეტაპიცაა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის” პროექტი 2010 წლიდან ამუშავდა და სწორედ მისი საშუალებით განხორციელდა ინსტიტუციური ცვლილებები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

0x01 graphic

პავიანი. ეგვიპტე

„თვინინგის” პროექტის 4 კომპონენტიდან ერთ-ერთი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ღმოსავლური კოლექციების ევაკუაციას - მათი ძველი ადგილსამყოფელიდან ახალ, უსაფრთხო გარემოში გადატანას ითვალისწინებდა. „თვინინგის” ფარგლებში, სულ რაღაც 2 წელიწადში, მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოსავლური კოლექციების 5000 ექსპონატის ევაკუაცია და ახალ საცავებში მათი დარგობრივი პრინციპით განთავსება განახორციელეს.

0x01 graphic

ქსოვილი წმინდა გიორგის გამოსახულებით. ეგვიპტე

კოლექციის საუკეთესო ნაწილი კი გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი: ცნობილი ირანელი ოსტატის, ქალბალი იბნ ასადულაჰის მიერ დამზადებული ხმალი, რომელიც ნადირ შაჰმა ერეკლე მეორეს უბოძა - დამასკოს ფოლადის პირით, სპილოს ძვლით და ვერცხლის ფირფიტებით შემკული ოქროს ზარნაშით; სპეციალურად ირანის სამეფო კარისთვის დამზადებული სელადინის და ფაიფურისაგან დამზადებული უნიკალური ორი ლარნაკი, რომელიც შაჰ აბას პირველს შეუწირავს თავის დროზე არდებილის ირანული საკულტო კომპლექსისთვის; უნიკალური იაპონური ლარნაკები რომანოვების ლიკანის საზაფხულო რეზიდენციიდან; ეგვიპტური ქალღმერთ მუთის ქურუმი ქალის მუმია და მოხატული სარკოფაგი; ხელნაწერი წიგნებიდან უნიკალური თავფურცელი მუჰამედის ცად ამაღლების სცენით; იაპონური ედოს პერიოდის დეკორატიული თეფში სამურაების კლანების განუწყვეტელი ბრძოლების ამსახველი ისტორიული ეპიზოდებით და სხვა.

0x01 graphic

ქალი. იაპონია

რა თქმა უნდა, აქვე იქნება წარმოდგენილი ჩინური ფაიფური, ეგვიპტური ქაშანურის ცისფერი ჭურჭელი, უძველესი იაპონური აბრეშუმი, კოპტური ქსოვილები, უნიკალური ისლამური ლითონის ექსპონატები ცნობილი ფოტოგრაფისა და მეცენატის - ალ. როინაშვილის კოლექციიდან და, რაც მთავარია, გვიანირანული ყაჯართა ეპოქის მხატვრობა (30-მდე დაზგური ფერწერის ნიმუში), რომელმაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლურ კოლექციებს სამეცნიერო წრეებში გაუთქვა სახელი.

0x01 graphic

სამურაების ჯარი. იაპონია

0x01 graphic

ოსირისი. ეგვიპტე

28 LIFE/Guide

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

1. საუნდის დიზაინი ლინჩის ფილმებში ისაა, რაც რეჟისურაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად, რთული იქნებოდა წარმოგვედგინა მისი Eraserhead ცნობილი საუნდტრეკის გარეშე. ახლახან რეჟისორის თაყვანისმცემლებს საშუალება მიეცათ, კიდევ ერთხელ „მოუსმინონ” ფილმს - ლინჩის და სპლეტის იმ ექსპერიმენტების შედეგს, რომლებსაც ისინი წყლით სავსე აბაზანაში ატარებდნენ სასურველი ხმის მისაღებად. Eraserheadის საუნდტრეკი ამჯერად ვინილის დისკზე გამოვიდა, მხოლოდ 1500 ცალი. თავად ლინჩი გვირჩევს, მუსიკას ღამით მოვუსმინოთ, რადგან ამ ფილმის სამყაროს სილამაზეს ასე მთლიანად შევიგრძნობთ.

0x01 graphic

2. Samsung Galaxy Note 2 დაბრუნდა. უფრო სწრაფი, უფრო თხელი, უფრო ფართო და მკაფიო ეკრანით. ოთხ ბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც მას კიდევ უფრო სწრაფს ხდის, ვიდრე Galaxy S3-ია. S Pen-ით მართვის ფუნქცია და Android 4.1 Jelly Bean ოპერაციული სისტემა სამსუნგის ახალ სათამაშოს, რომლის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. Galaxy Note 2 ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვა.

0x01 graphic

3. „მინდოდა ისეთი კოლექცია შემექმნა, რომელიც კანს მზის ელვარებას მიანიჭებ და მთელი წლის განმავლობაში”, - ამბობს ნიკოლა დეჟენი, ჟივანშის კრეატიული არტდირექტორი. ბრენდის მაკიაჟის ახალი ხაზი Givenchy Croisière შვებულების მზიანი დღეების გახანგრძლივებისთვის კარგი საშუალება შეიძლება გახდეს. უკვე გარუჯულებს განსაკუთრებით მოეწონებათ Mister Radiant, გამჭვირვალე გელი მიკროგრანულებით, რომელიც სხეულს მსუბუქ ოქროსფერ ბზინვარებას მიანიჭებს.

0x01 graphic

4. დიდი ხანია, ალექსა ჩანგისგან რაღაც მსგავსს ველოდით. დიზაინის სფეროში ცნობილი style icon ძალებს რომ აუცილებლად მოსინჯავდა, ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარებოდა, ამჯერად კი ჩანგმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სამოსის საკუთარ ხაზზე იწყებს მუშაობას. ეს არ იქნება ჩვეულებრივი „ვარსკვლავური” კოლექცია, რომელშიც სახე რეკლამის ფუნქციას ასრულებს - იდეების და ესკიზების ავტორი თავად ალექსა იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის ერთერთი საუკეთესოდ ჩაცმული ბრიტანელია და იმასაც, რომ ტელეწამყვანი ახლახან Gossip Girlის ეპიზოდშიც გადაიღეს, ამ კოლექციას ყურადღების მიპყრობა ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს.

5. ლუი ვიტონის სახლი ბოლო ხანებში ინტენსიურად თანამშრომლობდა იაპონელ მხატვართან, იაოი კუსამასთან. ჯერ გამოუშვა აქსესუარების ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც კუსამას პრინტით polkadot იყო გაფორმებული, შემდეგ კი მის შემოქმედებას მოკლემეტრაჟიანი ფილმიც მიუძღვნა. ამჯერად ვიტონი გვთავაზობს კუსამას მონოგრაფიას, რომელშიც მხატვრის არქივიდან ბევრი გამოუქვეყნებელი დოკუმენტი, ფოტო თუ ილუსტრაცია შევა. წიგნი Yayoi KusamaLouis Vuitton მოდის სახლის მაღაზიებში გაიყიდება.

0x01 graphic

საინტერესო უნდა იყოს The Beatles-ის ყველაზე უცნაური წევრის ცხოვრებისთვის თვალის დევნება, თანაც მატერიალურ სამყაროში. ამის საშუალებას მარტინ სკორსეზე გვაძლევს, რომელსაც, როგორც ჩანს, მოეწონა როკ ვარსკვლავებზე დოკუმენტური ფილმების გადაღება. „ჯორჯ ჰარისონი: მატერიალურ სამყაროში ცხოვრება” (George Harrison: Living in the Material World) 208 წუთის განმავლობაში გვიყვება ვარსკვლავის ცხოვრებაზე, შემოქმედებით მოღვაწეობასა და ინდური კულტურით გატაცებაზე.

მოამზადა ნინა ახლოურმა