The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №119


ტაბულა №119


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჩხიკვაძე ანი, ნოდია გია, სუთიძე ლევან, უგულავა სალომე, გეგელია გრიგოლ, ლადარია ნოდარ, თარხან-მოურავი სანდრო, ჯანდიერი გია, კვანჭილაშვილი ელენე, ზაქარეიშვილი პაატა, ავალიანი დიმიტრი, ნასყიდაშვილი ასმათ, კაკაბაძე შოთა, დუნდუა ნინო, გუნია ირაკლი, ბაძაღუა ივანე, ელერდაშვილი ვახო, ჟორდანია ნოე, გოდუაძე ლაშა, მაღრაძე ირაკლი, ჩიხლაძე დავით, ესებუა ნიკა, მაჩაბელი სიმონ, ახლოური ნინა
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2012 | 22-28 ოქტომბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორი: ნინი გოგიბერიძე/რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი/ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, სალომე უგულავა, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, სიმონ მაჩაბელი, ირაკლი მაღრაძე, ნიკა ესებუა, ანი ჩხიკვაძე/ვები: ნათია სოფრომაძე, თამარ გულედანი/კორექტორი: ნინო საითიძე/არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია/დიზაინი & პრეპრესი: ნიკა კუპრაშვილი/ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე/ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი/გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი/დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე/ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე/გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი/ყოველთვიური ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, email: info@tabula.ge /სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907/© 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


„ახლა,როდესაც არჩევნებმა უკვე ჩაიარა, მსოფლიო ხედავს, რომ საქართველომ ეს ეტაპი თქვენი ლიდერობითგ ადალახა. ეს არის თქვენი დემოკრატიული პროგრესისა და ამ კურსის მიმართ ერთგულება, რაც თქვენი მტკიცე მემკვიდრეობა იქნება“.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილი გამოუგზავნა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ერიკ რუბინმა აღნიშნული წერილი პირადად გადასცა პრეზიდენტ სააკაშვილს. 16 ოქტომბერი

„ჩვენ გავაცანით, რამდენად წარმატებით ჩავატარეთ არჩევნები, თუ როგორი კულტურული ხალხია საქართველოში. კარგად განვუმარტეთ, რომ ჩვენი კოალიცია, მოსახლეობა გამარჯვებას იმსახურებს და არა დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ძველ კავშირებს საერთაშორისო მედიასთან იყენებს, რათა აჩვენოს, რომ სააკაშვილია ისევ დემოკრატიის შუქურა. მე კარგად განვუმარტე, რომ აქ სააკაშვილის როლი ნულის ტოლია“.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ერიკ რუბინთან შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს შეხვედრის შესახებ ესაუბრა. 16 ოქტომბერი

ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის, ეს უნდა იყოს გაწმენდის, კათარზისის, ახალი ეტაპის დაწყების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი.

  • განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივნად ვანო მერაბიშვილის წარდგენისას.

„ბედის ირონიაა ალბათ. ის ადამიანები, ვინც დღეს მთავრობაში მოდიან, იყვნენ შევარდნაძის მთავრობაში. მაშინ მე ვიყავი ნაციონალური მოძრაობის მდივანი. ესენი დაბრუნდნენ მთავრობაში, მე კვლავაც გენერალური მდივანი ვხდები“.

  • ვანო მერაბიშვილი, რუსთავი2- თან საუბარში. 15 ოქტომბერი

„NATO-სპარტნიორები, როცა ევროპაში შეიარაღების კონტროლის განახლების საჭიროება სგანიხილავენ, წინასწარი პირობის სახით ჩვენგან საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას ითხოვენ 2008 წლის საზღვრებში. ასევე დაბრუნებასCFE-ში, რომელიც რუსეთმა იმის გამო დატოვა, რომ მისი განხორციელება საბოტირებული იყო ალიანსის წევრების მხრიდან. ეს აბსოლუტურად არარეალისტური პირობებია, რაც აზრს უკარგავს ერთობლივ მუშაობას ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის პრობლემატიკაზე.

  • განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში გამოსვლისას. 10 ოქტომბერი

„ჩვენ ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა ის სცენარი, რომ არჩევნების მესამე დღეს სააკაშვილი აღიარებდა დამარცხებას. მე არ მგონია, რომ სააკაშვილმა ეს თავად გადაწყვიტა კეთილი ბუნებისა და დემოკრატიისადმი ერთგულების გამო. მემჯერა, რომ იყო საერთაშორისო ფაქტორები, ჩვენი მოლოდინი იყო ხანგრძლივი ბრძოლისა. გვქონდა ხელისუფლების მხრიდან სისხლიანი ჩარევის მოლოდინი. კაბინეტის მშვიდად ფორმირებისთვი სმზად არ ვიყავით“.

  • კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. 16 ოქტომბერი

„სამოქალაქო ომის დროს გარკვეულ მოვლენებში ბრალის წაყენების ნაცვლად, მე ჯილდო უნდა გადმომცემოდა“.

  • ჰააგის ტრიბუნალის წინაშე გამოსვლისას ბოსნიელი სერბების ყოფილმა ლიდერმა რადოვან კარაჯიჩმა მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებებ იუარყო. 16 ოქტომბერი

„გულწრფელად მინდა, გითხრათ, რომ ენერგეტიკის სფეროში არანაირი გამოცდილება არ მაქვს“.

  • განაცხადა ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი კალაძემ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. 16 ოქტომბერი

2 ნობელის პრემია ევროკავშირს

▲ზევით დაბრუნება


არენა

ანი ჩხიკვაძე

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

0x01 graphic

ევროგაერთიანების შექმნის იდეა საფრანგეთის ეკონომიკური დაგეგმარების კომისიის ხელმძღვანელს, ჟან მონეს ეკუთვნის. პროცესის საძირკვლის ჩაყრა კი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის დახმარებით დაიწყო. გეგმის მიხედვით, 1951 წელს შეიქმნა „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება“, რომელიც ევროკავშირის წინამორბედი იყო. მოგვიანებით, 1957 წელს, რომის ხელშეკრულებით გაერთიანება გარდაიქმნა „ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებად“.

მონეს იდეის თანახმად, ეკონომიკური კავშირით დაწყებული ინტეგრაცია გამოიწვევდა სხვა სფეროებში თანამშრომლობის დაწყებას და პოლიტიკურ ინტეგრაციამდე მივიდოდა. ანუ, როგორც ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა, ერთ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, ევროპის შეერთებულ შტატებსაც მივიღებდით. ევროპის „ფედერალური შტატების“ იდეა გააჟღერა 1946 წელს უინსტონ ჩერჩილმაც, თუმცა ევროკავშირი დღემდე არის ეკონომიკური გიგანტი, მაგრამ პოლიტიკურად - ჯუჯა.

ცოტა ხნის წინ, ნორვეგიულმა ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა, 2012 წლის მშვიდობის პრემია მიენიჭოს ევროკავშირს იმისთვის, რომ „უკანასკნელი 6 დეკადის მანძილზე კავშირმა და მისმა წინამძღვრებმა ხელი შეუწყვეს მშვიდობის დამყარებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას ევროპაში“. გადაწყვეტილებამ ერთნაირად გააკვირვა მემარჯვენე და მემარცხენე ფლანგი. ეს ჯილდო, ათენისა და მადრიდის ქუჩებში ევროკავშირის საწინააღმდეგო გამოსვლების ფონზე, ნამდვილად გასაკვირია. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ თავად ნორვეგიამ, რომლის პარლამენტიც ნობელის კომიტეტს აკომპლექტებს, ორჯერ თქვა უარი ევროკავშირში შესვლაზე.

„ამას დღეს ალბათ ათენში აღნიშნავენ“, - იხუმრა ედ ბოლსმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიიდან. ანგელა მერკელმა მომხდარს „მშვენიერი გადაწყვეტილება“ უწოდა, ხოლო ოლანდმა - „უდიდესი პატივი“. დევიდ კამერონმა, რომლის პარტიაც ევროკავშირისადმი ცივადაა განწყობილი, კომენტარი არ გააკეთა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზომ აღნიშნეს, რომ „[პრემია] ამ სირთულის ჟამს აჩვენებს, რომ ევროკავშირი მთელ მსოფლიოში ინსპირაციად რჩება ლიდერების და მოქალაქეებისთვის“. ჰოლანდიელმა ევროსკეპტიკოსმა გეერტ ვილდერმა კი ჩვეული ტაქტიკით განაცხადა: „ნობელის პრემია ევროკავშირს მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ევროპა ჩამოქცევის პირასაა? რა იქნება შემდეგი, ოსკარი ვან რომპოისთვის?“.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, ევროკავშირის დამსახურება მდგომარეობს იმაში, რომ მოხდა საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, ბალკანეთში სტაბილურობის დამყარება, ასევე, დიქტატურული რეჟიმებისგან გათავისუფლებული და ახალი დემოკრატიული სახელმწიფოები: პორტუგალია და ესპანეთი, მიიღეს კავშირში. გასაკვირი ისაა, რომ ნობელის კომიტეტმა ამ კუთხით აღნიშვნის გარეშე დატოვა ამერიკისა და NATO-ს ფაქტორი.

0x01 graphic

ფოტო: REUTERS ©

კავაკო სილვა, რუდ ლუბერსი, ჰანს დიტრიხ გენშერი და ჟაკ დალორი მაასტრიხტის ხელშეკრულების გაფორმებას აღნიშნავენ. 1992

ამერიკის ჯარები ევროპის კონტინენტზე საბჭოთა საფრთხის განეიტრალებამდე იყვნენ. 1947 წლიდან ევროპა მარშალის გეგმის მიხედვით იღებდა ეკონომიკურ დახმარებას. ძლიერი ევროპა შეერთებულ შტატებს საკუთარ პარტნიორად მიაჩნდა „ბოროტების იმპერიასთან“ ბრძოლაში და, შესაბამისად, ხელს უწყობდა მის ფეხზე წამოდგომას.

ექვსი დეკადის მანძილზე ევროპის გაერთიანებას მშვიდობის გარანტის როლი არ ეკუთვნის. შიდა დაპირისპირებების შეკავება და მშვიდობიანი თანაარსებობა საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანებამ გამოიწვია. ამის გათვალისწინებით, NATO უფრო მეტად იმსახურებს ამ პრემიას, ვიდრე ევროკავშირი, რადგან ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ერთიანობა თავდაცვის არარსებობის პირო ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე ტრობიორენ იაგლანდი მშვიდობის პრემიის ლაურეატად ევროკავშირს აცხადებს ბებში შეუძლებელი იქნებოდა. ევროკავშირმა დღემდე ვერ შეძლო ქმედითუნარიანი ერთიანი თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის შექმნა, მისთვის უსაფრთხოების და მშვიდობის გარანტია სწორედ NATO-ა.

0x01 graphic

ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე ტრობიორენ იაგლანდი მშვიდობის პრემიის ლაურეატად ევროკავშირს აცხადებს

სტაბილურობა არა ევროკავშირის მიღწევა, არამედ ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის შედეგია, რომელიც ევროკავშირისგან დამოუკიდებლადაც გამოიღებდა შედეგს. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ევროპის მშვიდობის მიზეზი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებაა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ომის ალბათობას გამორიცხავს. მეორე ნაწილი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და თვლის, რომ მიუხედავად მაღალი ეკონომიკური თანამშრომლობისა, მაგალითისთვის, 1913-14 წლებში, ევროპამ ომი თავიდან ვერ აიცილა.

ყურადსაღებია ის, რომ მაასტრიხტის ხელშეკრულებამდე, რომლითაც კავშირი ოფიციალურად შეიქმნა, ევროპას უჭირდა არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო უსაფრთხოების შენარჩუნება. უკანასკნელი 60 წელი მშვიდობიანი არ იყო. 1970-იანი წლები ექსტრემისტული მემარცხენე და მემარჯვენე ტერორისტული დაჯგუფებების აღზევების პერიოდია. „წითელი არმიის ფრაქციის“ საქმიანობამ გერმანიაში და რადიკალური დაჯგუფებების დაპირისპირებამ იტალიაში სისხლისღვრა გამოიწვია; 2000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტს; დიდი მსხვერპლი მოჰყვა ЕТА-ს აქტივობებს ესპანეთში; რკინის ფარდის ჩამოშლამდე გერმანია ორად იყო გაყოფილი და ევროგაერთიანებაში მხოლოდ დასავლეთი შედიოდა; აღმოსავლეთ ევროპა საბჭოური და ამერიკული დაპირისპირების პოლიგონს წარმოადგენდა; ბერლინის კედლის დარღვევის შემდეგ, 90-იან წლებში, ევროკავშირი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე სისხლიანი დაპირისპირების მოწმე გახდა.

უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა უფრო დესტაბილიზაციას იწვევს, ვიდრე მშვიდობას. ევროს შემოღება ბევრი ქვეყნისთვის იყო სავალალო. იმ სურვილით, რომ საერთო ევროპული იდეალებისთვის კარი გაეღოთ, ბევრი დაუფიქრებლად შეუერთდა ევროზონას. ცოტა ხანში კი მათი ეკონომიკა ნაკლებად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა ისეთ გიგანტებთან, როგორიც გერმანიაა და დღეს მათ რეაგირების ეროვნული პლატფორმა აღარ გააჩნიათ.

დღეს ევროპა კვლავ ორადაა გახლეჩილი, დაპირისპირება დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას თუ საფრანგეთსა და გერმანიას შორის აღარ არსებობს, თუმცა ეკონომიკურად მდგრად ჩრდილოეთსა და ნაკლებად განვითარებულ სამხრეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია. საბერძნეთში ანგელა მერკელის ვიზიტს პროტესტანტები ნაცისტურ ფორმაში გამოწყობილნი შეხვდნენ. ესპანეთში ბასკები ქვეყნიდან გამოყოფით იმუქრებიან. ბრიტანეთი კვლავ იზოლაციურ პოლიტიკას უბრუნდება.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ნობელის კომიტეტი ერთა ლიგის შექმნას ოვაციებით შეხვდა. ნობელის პრემია მიიღო ფრენკ კელოგმა ბრაინ-კელოგის სამშვიდობო პაქტისთვის, თუმცა კომიტეტის სიხარული ნაადრევი გამოდგა: როგორც ერთა ლიგა, ასევე ბრაინ-კელოგის პაქტი, აბსოლუტური უტოპია იყო. ეს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამაც დაადასტურა.

0x01 graphic

საპროტესტო აქცია ევროკავშირის წინააღმდეგ. საბერძნეთი

ევროკავშირისთვის პრემიის გადაცემა 20 წლის წინ უფრო იქნებოდა აქტუალური. დღეს ეს ორგანიზაცია გამოწვევების წინაშეა, ევროს მომავალი - გაურკვეველი, კონტინენტის ნაწილი რეცესიაშია ჩაძირული, მკაცრი საბიუჯეტო ზომების მიღებას კი მოსახლეობა აპროტესტებს. კომიტეტის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ერთა საძმოში“ სოლიდარობა იკლებს - ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნები ევროკავშირის შედარებით ჩამორჩენილ ნაწილებში რესურსების გადასროლაზე ჩივიან.

ევროკავშირის რომელ ინსტიტუციას (ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს თუ ევროპარლამენტს) გადასცემენ 1.2-მილიონიან პრემიას, ჯერ არ შეთანხმებულა. შექმნილ ვითარებაში ჰენრი კისინჯერის ფრაზა - „ვის დავურეკო, თუ ევროპასთან დაკავშირება მსურს?“ - ძალიან აქტუალურია.

The Wall Street Journal-ის მიხედვით, ევროკავშირზე არჩევანის შეჩერებით ნობელის კომიტეტი კონტრავერსიულ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იმეორებს, როგორიც იყო პრემიის გადაცემა ბარაკ ობამასთვის 2009 წელს. ნობელის კომიტეტმა, როგორც ბარაკ ობამას შემთხვევაში, ასევე წლევანდელი ლაურეატის შერჩევისას, წარსულის მიღწევების მაგივრად მომავლის გეგმებით იხელმძღვანელა, მოუწოდა რა ევროკავშირს, თავიდან აიცილოს გაერთიანების შესაძლო ეროზია.

ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცემათ მათ, ვინც შეძლო და ხელი შეუწყო „ერებს შორის ძმობას, არსებული ჯარების გაუქმებას, შემცირებას, მშვიდობის შენარჩუნებას და ხელშეწყობას“. ამის გათვალისწინებით ალფრედ ნობელი ალბათ გაკვირვებული დარჩებოდა, როდესაც ჰენრი კისინჯერმა და ლე დუკ ტომ ვიეტნამის ომის დასრულებისთვის მიიღეს პრემია, რასაც კიდევ უფრო მეტი ძალადობა და სამხრეთ ვიეტნამის დაცემა მოჰყვა. გვატემალელი რიგობერტა მენჩუ „სოციალური სამართლიანობისთვის“ გახდა პრემიის ლაურეატი, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ მან თავისი ისტორია გააყალბა. ალ გორმა და კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო პანელმა 2007 წელს გაინაწილეს პრემია და ეს ბევრის კრიტიკის საბაბი გახდა, ვინაიდან საერთოდ არ უკავშირდებოდა მშვიდობას. 1945 წელს პრემია მიიღო კორდელ ჰალმა, რომელიც ფრანკლინ დელანო რუზველტის კაბინეტში სახელმწიფო მდივანი მაშინ იყო, როდესაც სენტ ლუისის კრიზისის დროს თავშესაფრის მაძებარი 950 ებრაელი საკუთარი გემით უკან გააბრუნეს გერმანიაში. ბევრი მათგანი ჰოლოკოს ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი ტის შედეგად დაიღუპა.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, ევროპა „ომების კონტინენტიდან მშვიდობის კონტინენტად გადაიქცა“. როგორც Foreign Policy წერს, ეს მხოლოდ ნაწილობრივადაა მართალი. მაშინ, როდესაც თავად კავშირი შედარებით მშვიდობიანი იყო, მის გარეთ დარჩენილ ევროპაში, მათ შორის დნესტრისპირეთში, ყარაბაღში, ჩეჩნეთსა და საქართველოში ეთნიკური წმენდა, გენოციდი და სამხედრო დაპირისპირებები მიმდინარეობდა.

0x01 graphic

ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი

ევროკავშირის წინაშე დღეს ისევ დგას ექსტრემიზმის, რასიზმის, ნაციონალიზმის საფრთხეები. ბევრი რადიკალური პარტია ევროკავშირს ეროვნული იდენტობის მიმართ საფრთხედ მიიჩნევს. მშვიდობის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, „დეინტეგრაციის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს“. ევროკავშირს მომავალში მოუწევს წარმოშობილი სირთულეების დაძლევა და ამისთვის მეტად კოორდინირებული, ერთსულოვანი პოლიტიკაა საჭირო. თუმცა ხშირ შემთხვევაში raison d'etat საერთო ევროპულ ინტერესებს წონის.

3 რა შეეშალა ნაციონალურ მოძრაობას?

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია|სვეტი

0x01 graphic

ააკაშვილის ხელისუფლებამ უღალატავარდების რევოლუციის იდეალებს
ანონიმური დემოკრატი

სააკაშვილს ბევრი შეცდომა ჰქონდა დაშვებული ამ რვა წლის განმავლობაში. რაღა ახლა მოგინდა ამ შეცდომების გამოსწორება, დაგეშვა კიდევ ერთი შეცდომა, შე კაი კაცო!
The ვანო

რაკი ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო, ესე იგი რაღაცები შეეშალა. რომ არ შეშლოდა, ხომ არ წააგებდა? ახლა მისი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, რათა მანაც და ახალმა მთავრობამაც სამომავლოდ ჭკუა ისწავლონ.

მოიცათ, ერთი წამით. ჯერ შეკითხვა დავაზუსტოთ. რომელი გვაინტერესებს: ზოგადად რა გააკეთა არასწორად ნაციონალურმა მოძრაობამ, თუ რა იყო ის შეცდომა, რამაც, კონკრეტულად, არჩევნები წააგებინა?

ამ ორ შეკითხვას ხშირად არ ან ვერ არჩევენ. ალბათ თვლიან: თუ მთავრობა ყველაფერს სწორად გააკეთებს, ხალხი ყოველთვის ხელახლა აირჩევს. ვითომ?

იდეოლოგიური კრიტიკა

როცა ზოგადად ვამბობთ, რომ მთავრობას შეეშალა, ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებას ვეყრდნობით. მაგალითად, ლევან სუთიძე ტაბულაში ამტკიცებდა: ნაციონალურ მოძრაობას მეტი თანმიმდევრულობა და პრინციპულობა უნდა გამოეჩინა, 2007 წლის შემდეგ კი მან რეფორმები შეანელა და პოპულიზმის შეჯიბრში ჩაერთო. მაგალითად, დაიწყო ყოვლად უაზრო ვაუჩერების რიგება, შეეცადა ეკლესიის მოქრთამვას საბიუჯეტო ფულით, და ა.შ. - რაც საბოლოოდ მაინც არ გამოადგა.

ასეთი კრიტიკა ახლოა ჩემს პირად განწყობასთან. ის კურსი, რაც ტაბულას რედაქციას, მესვეტეებს (მათ შორის თქვენს მონა-მორჩილს) და მკითხველთა უმრავლესობას მოსწონს, ეკონომიკური და სოციალური ლიბერალიზმის სინთეზია. ამ პრინციპების განხორციელებით ნაციონალური მოძრაობა სჯობდა თავის ოპონენტებს, თუმცა 2007-ის შემდეგ ზედმეტად ბევრი დათმობა და კომპრომისი დაუშვა. ზოგის აზრით კი, ძალაუფლების შენარჩუნების სურვილმა იმდენად შეატოპინა ამ კომპრომისებში და არცთუ დემოკრატიულ ქცევაში, რომ საერთოდ გაფლანგა მორალური და ინტელექტუალური უპირატესობა ოპონენტების მიმართ.

მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა (ან ყოფილ მომხრეთა) შორის სხვა გემოვნების ადამიანებიც არიან. მათ მოსწონთ ქმედუნარიანი და არაკორუმპირებული სახელმწიფო, ღიაობა უმცირესობების მიმართ, ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, მაგრამ ხელისუფლებას შეცდომად უთვლიან დოგმატურ ეკონომიკურ ლიბერტარიანელობას. მას უფრო ადრე და უფრო თანმიმდევრულად უნდა მიეხედა სოციალური სფეროსთვის (არა იმ სულელური ვაუჩერების სახით). რატომ არ შეიძლება საბაზრო ეკონომიკაც განავითარო და სოციალური გარანტიებიც შექმნა, როგორც ამას ევროპელები აკეთებენ?

კიდევ სხვამ შეიძლება თქვას, რომ ზემოაღნიშნული მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ იყო საჭირო ეკლესიასთან ურთიერთობის გაფუჭება და, ზოგადად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის უცხო ღირებულებების ზედმეტად დაცვა. თუ, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური ლიბერალები ახერხებენ სოციალურ კონსერვატორებთან თანამშრომლობას („რესპუბლიკური პარტია“ ჰქვია მათ კოალიციას), რატომ არ შეიძლებოდა იმავეს გაკეთება საქართველოში?

და ასე შემდეგ. ზემოჩამოთვლილთაგან რომელია მართლა შეცდომა? ამას ზუსტად ვერასოდეს გავზომავთ, რადგან სხვადასხვა იდეოლოგიის მომხრეები ერთმანეთში ვერასოდეს შეთანხმდებიან.

0x01 graphic

რა იგებს არჩევნებს?

მაგრამ თუ საკითხს უფრო ვიწროდ დავსვამთ: რა სტრატეგია მოაგებინებდა ხელისუფლებას არჩევნებს, კამათი თვისობრივად სხვა სახეს მიიღებს.

როგორც დემოკრატიის გამოცდილება გვიჩვენებს, საარჩევნო წარმატება ხშირად სულაც არ უკავშირდება იმას, თუ რამდენად თანმიმდევრულია პარტია თავის პოლიტიკაში. პირიქით, ჯგუფი, რომელიც უკომპრომისოდ შეეცდება ეკონომიკური და სოციალური ლიბერალიზმის პრინციპების განხორციელებას, დღევანდელ საქართველოში (და არა მხოლოდ აქ) არჩევნებს ვერასოდეს მოიგებს. ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს თუ არა, ესეც საკითხავია.

პოლიტიკოსის თუ პარტიის წარმატების საწინდარია სწორი პაკეტის შექმნა: მან უნდა იბრძოლოს ღირებულებებისთვის, რისიც სწამს, მაგრამ იმასაც უნდა გრძნობდეს, მოცემულ მომენტში საზოგადოება რას იყიდის. მხოლოდ იდეოლოგიური თანმიმდევრულობა ამაყ მარგინალებს ბადებს, მხოლოდ მოქნილობა - უნაყოფო და კორუმპირებულ მედროვეებს. უნდა შეახამო: სწორედ ამიტომაა პოლიტიკა ხელოვნება.

სააკაშვილმა იმიტომ შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა, თითქმის ცხრა წელი გაძლება და ამ დროში საკმაოდ ბევრის მიღწევა, რომ, მისი ერთ-ერთი დასავლელი კრიტიკოსის, ტომ დე ვაალის სიტყვებით, სხვადასხვა ადამიანებისთვის ის იყო, რაც მათ უნდოდათ: დემოკრატიც, ნაციონალისტიც, მკაცრი წესრიგის დამამყარებელიც, უპოვართა შემწეც, უმცირესობების დამცველიც.

მარადიული წარმატების რეცეპტი?

ჰქონდა შანსი, კიდევ დიდხანს ასე გაეგრძელებინა? ბევრს ეგონა (მათ შორის ამ სტრიქონების ავტორსაც), რომ „ნაციონალურ“ ხელისუფლებას შეეძლო, ათწლეულებისთვის გაეძლო. ეს ილუზია აღმოჩნდა.

გასაკვირი და ასახსნელი ის კი არ არის, რომ ნაციონალებმა არჩევნები წააგეს, არამედ ის, რომ ამდენ ხანს გაძლეს. წლების განმავლობაში ყველა ხელისუფლებას უგროვდება „შეცდომები“ (რეალური ან აღქმული), უკმაყოფილების ერთი მიზეზი მეორეს ემატება. ძველის მობეზრების ბუნებრივი სინდრომიც არსებობს. კარგს კი ადვილად ეჩვევი: ხალხს ყელში ამოუვიდა იმის შეხსენება, რომ ადრე უშუქობა და კორუფცია იყო.

განსაკუთრებით ცვალებადია ამომრჩევლის განწყობა ახალ პოსტკომუნისტურ დემოკრატიებში: აქ არჩევნებში ზედიზედ ორჯერ გამარჯვება გამონაკლისია. სავარაუდოდ, გამოუცდელ საზოგადოებას არარეალისტურად მაღალი მოლოდინები აქვს ხელისუფლებისგან და მისგან ყველა პრობლემის გადაწყვეტას ელის; ადვილად უღვივდება იმედები და კიდევ უფრო ადვილად უცრუვდება გული. განსაკუთრებით უჭირს პოპულარობის შენარჩუნება რეფორმატორ მთავრობას, რომელსაც ბევრი მკვეთრი და არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა უწევს.

„ნაციონალური“ ხელისუფლების საუკეთესო მოკავშირე დიდხანს იყო ოპოზიცია თავისი უმწიფარი პროექტით, როგორმე გაემეორებინა ვარდების რევოლუცია. ამან კიდევ უფრო გაუძლიერა ნაციონალებს ქედმაღლობა, რომელიც თავიდანვე მოსდგამდათ: „ამათ მაინც ხომ ვჯობივართ!“ ივანიშვილის გამოჩენამ ეს გაწყობა ვერ შეცვალა. თითქოს, არცთუ უსაფუძვლოდ: ახალი ოპოზიცია ხომ ხალხს ოცნების გარდა არაფერს სთავაზობდა. მაგრამ მერე რა? ივანიშვილმა შეცვალა ორი რამ: უარი თქვა რევოლუციის პროექტზე და მოიტანა ბევრი ფული. ეს საკმარისი აღმოჩნდა.

ცხადია, არსებობს კონკრეტული შეცდომები, რომლებიც სააკაშვილის გუნდმა სწორედ ივანიშვილთან ბრძოლის პროცესში დაუშვა. სულელური და კონტრპროდუქტიული იყო მოქალაქეობის ჩამორთმევა და უზარმაზარი ჯარიმები. რა მნიშვნელობა აქვს, სამართლებრივად რა იყო სწორი და რა - არა: მთავარია, ივანიშვილმა ამომრჩევლის თვალში მორალური უპირატესობა შეიძინა. პრინციპულად არასწორი იყო საარჩევნო რიტორიკის ცენტრში ივანიშვილის „რუსულ ძალად“ წარმოჩენა: ვისაც ამის სჯეროდა, ისედაც ნაციონალურ მოძრაობას აძლევდა ხმას, მაგრამ მოყოყმანე ელექტორატი ხედავდა, რომ ბრალდებას კონკრეტული არგუმენტები არ ახლავს. შეცდომა იყო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე ზედმეტი დანდობა: კი, უმრავლესობას ეკონომიკური საკითხები აწუხებდა, მაგრამ არ შეიძლებოდა იმ თუნდაც მცირერიცხოვანი ფენის უგულებელყოფა, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე არაპროპორციულად დიდ გავლენას ახდენს. ციხეების არმიხედვაზე აღარაფერს ვიტყვი: ესეც იმ შეცდომის შედეგია, როცა მხოლოდ გამოკითხვებს და ფოკუს-ჯგუფებს უყურებ.

დემოკრატიაა მთავარი შეცდომა?

მაგრამ ეს არ არის ის ძირეული მიზეზი, რამაც ნაციონალურ მოძრაობას ძალაუფლება დააკარგვინა. უბრალოდ, დემოკრატიულ სისტემებში მთავრობები არჩევნებს აგებენ ხოლმე და ეს ხანდახან დამოკიდებულია არა (მხოლოდ) ხელისუფლების ცოდვებსა თუ შეცდომებზე, არამედ ამომრჩეველთა ემოციური განწყობის ცვალებადობაზე.

ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ, მიუხედავად ხელისუფლების ავტორიტარული გადაცდომებისა და საზოგადოებაში დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დეფიციტისა, საქართველო ძირითადად მაინც დემოკრატიაა. ძალაუფლებაში ხანგრძლივად დარჩენის ერთადერთი სარწმუნო რეცეპტი კი ავტორიტარიზმია. როგორც „არაბული გაზაფხულის“ გამოცდილებიდან ვიცით, უსასრულოდ არც აშკარა ავტორიტარიზმი მუშაობს, მაგრამ რამდენიმე ათწლეულს კი ძლებს ხოლმე. როგორც სააკაშვილის ზოგიერთი გაწბილებული მომხრე ამ დღეებში ამბობს, ის „პინოჩეტაშვილი“ უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვერ ან არ გახდა.

ჭეშმარიტად. ოღონდ ერთიც ვთქვათ. „პინოჩეტაშვილის“ პროექტის მომხრეები იმასაც ამბობენ, რომ ივანიშვილის არმიშვება ძალაუფლებამდე ევროპული არჩევანის შესანარჩუნებლად იყო საჭირო. ბოდიში, აი, აქ უკვე ლოგიკაში გვეჭედება. მოგვწონს თუ არა, 21-ე საუკუნის ევროპაში (განსხვავებით მე-19 და ნაწილობრივ მე-20 საუკუნეებისაგან) პინოჩეტაშვილებს აღარ უშვებენ. თუ განუსაზღვრელი ვადით ხელისუფლებაში ყოფნა უნდოდა, სააკაშვილი პირველ რიგში პუტინს უნდა დამეგობრებოდა. ამით, სხვათა შორის, ბევრ გერმანელს და ფრანგსაც გაახარებდა და არც არჩევნებში მარცხი დაემუქრებოდა. აი, სად იყო ძირეული „შეცდომა“.

4 უწმინდესი, უწმინდესი და უნეტარესი, ყოვლადუწმინდესი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ლევან სუთიძე

ცოტა ხნის წინ, სტამბოლში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს შეხვდა და აფხაზეთის ეპარქიის საკითხი განიხილა. როგორც პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, ამ ტერიტორიაზე „დღესდღეობით ცალკე რაიმე ერთეულის შექმნა გამორიცხულია, თუმცა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის სხვა ალტერნატიული გზები უნდა დაისახოს, მრევლს დაპურება სჭირდება“. ამრიგად, არ არის გამორიცხული, წმინდა სინოდის მომავალ სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ეპარქია დროებით მმართველობაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაეცეს.

აფხაზეთში დარჩენილი მრევლი, რომელიც ამ ეპარქიას ეკუთვნის და სულიერი დაპურება სჭირდება, სინამდვილეში ათწლეულებია უარს ამბობს საკუთარი ეპისკოპოსის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის იურისდიქციის ცნობაზე, ხოლო მეორე ნაწილის წარმომადგენლები, ვინც ეპარქიიდან გამოაძევეს, იქ სხვა ეკლესიის მმართველობის დაწესების წინააღმდეგნი არიან. აფხაზეთიდან დევნილმა პირებმა წერილით მიმართეს მსოფლიო პატრიარქს: „ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილი მართლმადიდებელი აფხაზები, ქართველები, რუსები, ბერძნები, ასევე სხვა ეროვნების წარმომადგენლები, ვსვამთ კითხვას - რატომ უგულებელყოფენ ჩვენს არსებობას, რატომ არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს და სურვილს, ვიყოთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში... ვიმეორებთ, ეს ადამიანები წარმოადგენენ აფხაზეთის მოსახლეობის მცირერიცხოვან ჯგუფს, ხოლო მათი ინტერესები ვიწრო ნაციონალისტურია. ისინი ამართლებენ აფხაზეთიდან მართლმადიდებელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განდევნას და ხელს უშლიან მშობლიურ კერაზე მათ დაბრუნებას, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა არასწორ ქმედებებზე“.

იმის დასანახად, თუ რა საფრთხეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან კონსტანტინოპოლისთვის ეპარქიის მმართველობაში გადაცემა მრევლის სულიერი დაპურების მოტივით, საჭიროა გავიხსენოთ, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ამ ეპარქიაში.

0x01 graphic

ახალი­ათონის­მონასტერი

სოხუმის დაცემის შემდეგ, აღნიშნული ტერიტორიიდან გამოაძევეს ასიათასობით ადამიანი, მათ შორის ეთნიკურად ქართველი სასულიერო პირები და მმართველი ეპისკოპოსი. ადგილზე დარჩა მხოლოდ ოთხი არაქართული წარმომავლობის მღვდელი და არცერთი ეპისკოპოსი, ურომლისოდაც ეპარქიის მმართველობა კანონიკური სამართლის მიხედვით შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სასულიერო პირმა 1998 წელს შექმნა ეპარქიის იმიტაცია და „ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის“ საბჭოს მმართველად აირჩია დაქორწინებული მღვდელი, ბესარიონ აფლიაა.

უკვე აგვისტოს ომის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო, მათ ავტოკეფალიის მოსაპოვებლად ბრძოლა დაიწყეს. 2009 წლის 15 სექტემბერს სოხუმში შეკრებილმა აფხაზეთის სამღვდელოებამ საზეიმოდ ამცნო მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს, რომ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია - ბიჭვინთის საკათალიკოსო, აღდგა. „განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ გავდივართ არცერთი მართლმადიდებლური იურისდიქციიდან და არ შევდივართ არცერთ სხვა იურისდიქციაში. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სამშობლოში და ვითხოვთ დახმარებას აფხაზეთში ჩვენი ეკლესიის კანონიკური წყობილების აღსადგენად“, - აღნიშნულია 15 სექტემბრის სხდომის ოქმში.

რასაკვირველია, ეპისკოპოსის გარეშე ისინი საკუთარი თავის მინიმალურ ლეგიტიმაციასაც ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ, წირვა-ლოცვისას, იქ, სადაც ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორის სახელი უნდა მოეხსენიებინათ, რუსეთის პატრიარქისა და მეზობელი რუსული ეპარქიის - ადიღეისა და მაიკოპის ეპისკოპოსის სახელს მოიხსენიებდნენ.

0x01 graphic

მღვდელი ბესარიონ აფლიაა

0x01 graphic

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოს I

რუსული ეკლესია მთელი ამ დროის განმავლობაში ორმაგ თამაშს თამაშობდა, საქართველოს ეკლესიის კანონიკური ერთიანობის აღიარების პარალელურად, თავის სასულიერო სასწავლებლებში მიჰყავდა აფხაზი ახალგაზრდები, შემდეგ ხელს ასხამდა და მსახურებისთვის ტაძარს აღარ აძლევდა. ბუნებრივია, ისინი სამშობლოში ბრუნდებოდნენ და იმ სქიზმატური ჯგუფის რიგებს ავსებდნენ, რომელიც საკუთარ თავს ავტოკეფალიად მოიხსენიებს. ხოლო რუსეთს საქართველოს საპატრიარქოსთან თავის გასამართლებელი საბუთი აქვს: ის ოფიციალურად არ გზავნის ამ მღვდლებს აფხაზეთში. კიევის საპატრიარქოს ფაქტორის გამო, რომელიც რუსეთისთვის მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს, მოსკოველი პატრიარქი ერიდება პირდაპირ მიიღოს საკუთარ შემადგენლობაში აფხაზები. თუმცა მას ეს ხელს არ უშლის, ალტერნატიული გზებით მიიერთოს ისინი.

სიტუაცია სქიზმატურ ჯგუფს შიგნით მას შემდეგ აირია, რაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრად იღუმენი ეფრემ ვინოგრადოვი გაგზავნა. ახალი ათონის წინამძღვრად, მანამდე, მღვდელმონაზონი ანდრია ამპარი ითვლებოდა. აფხაზ სასულიეროთა ნაწილმა ეს ქმედება მათ შინაურ საქმეებში ჩარევად მიიღო.

15 მაისს, ახალი ათონის მონასტერში, ნაციონალისტური დროშების თანხლებით საეროთა და სამღვდელოთა ყრილობა შეიკრიბა. მას არქიმანდრიტი დოროთე დბარი, მღვდელმონაზონი ანდრეი ამფარი და იეროდიაკონი დავით სარსანია მეთაურობდნენ. ახალგაზრდა სასულიერო პირთა ამ კრებულმა, თვითგამოცხადებული ეკლესიის შიგნით, ახალი - ანაკოფიის მიტროპოლია ჩამოაყალიბა. ეპარქიის დროებით მმართველად არქიმანდრიტი დოროთე დაინიშნა. სასულიერო პირთა მეორე, შედარებით ასაკოვანი ნაწილი, აფხაზეთის თვითგამოცხადებული ეკლესიის მეორე ბანაკს - სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის მმართველს, ბესარიონ აფლიაას უჭერს მხარს. შესაბამისად, მათ მიტროპოლიის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

როგორც დბარი ღიად ამბობდა, „არაფერია საშინელი ორი თემის ჩამოყალიბებაში: ის, ვისაც ადრე ეყოლება ეპისკოპოსი, იქცევა აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიად“.

თავის მხრივ, სოხუმში მოღვაწე მამა ბესარიონ აფლიაა ყველანაირად ცდილობს აღნიშნული ჯგუფის დისკრედიტაციას და დბარს სექტანტად მოიხსენიებს. ახლახან, აფხაზეთში მისი მხარდამჭერი სასულიერო ხელმძღვანელობის ინტერესების დასაცავად, რუსეთის საპატრიარქოს ადიღეისა და მაიკოპის მიტროპოლიტმა, რომელმაც წარსულში დბარს სასულიერო ხარისხი მისცა, მას სამი წლით შეუჩერა მღვდელმოქმედება.

მღვდელმოქმედების შეჩერების შემდეგ მამა დოროთემ საკუთარ Facebook-ის პროფილზე დაწერა: „უკანასკნელი ძაფი რუსეთის ეკლესიასთან გაწყვეტილია. დღეს მამა ბესარიონ აფლიაას დავალებით ჩემთან, ახალი ათონის მონასტერში მოვიდნენ მამა სერგი ჯოპუა, მამა მათე ტუჟბა და მამა დალმატ გოლია. მათ მაიკოპისა და ადიღეის მიტროპოლიტის, ტიხონის „ბრძანებანი“ გადმომცეს - ჩემთვის და მამა ანდრეისთვის სამი წლის ვადით მღვდელმოქმედების აკრძალვის შესახებ. მე არც კი ჩავთვალე საჭიროდ ბრძანების წაკითხვა, უბრალოდ დავხიე და მათ დავუბრუნე. ისინი წავიდნენ“.

არქიმანდრიტი დოროთე აცხადებს, რომ ადიღეისა და მაიკოპის რუსულ ეპარქიასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს, ხოლო ქართულ ეკლესიასთან არც არასდროს ჰქონია. ამიტომ, ყველა ძველ თუ ახალ ბრძანებას, რომელიც რუსეთის ეკლესიიდან მოდის, ძალა არ გააჩნია.

„ჩვენ ვაგრძელებთ მღვდელმსახურებას ბევრ მართლმადიდებელ საეკლესიო იერარქთან თანხმობაში და მთელ მართლმადიდებელ ეკლესიაში. დღეიდან აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის გადაწყვეტამდე და აფხაზეთის ტერიტორიაზე კანონიკური ეპისკოპოსის გამოჩენამდე, წირვა-ლოცვისას მოვიხსენებთ ყოვლადუწმინდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს, როგორც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქს“, - აცხადებს დბარი.

საქმე ის არის, რომ ბართლომეოსიც, რუსეთის პატრიარქის მსგავსად, რომელიც დიდი ხანია აფხაზურ საეკლესიო ექსპანსიას ახორციელებს, ამ ტერიტორიაზე ოფიციალურად ილია მეორეს აღიარებს კანონიკურ იერარქად, თუმცა მისმა ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გვანახა, რომ სურვილი, აფხაზეთის ეპარქიაში საკუთარი ინტერესები გაატაროს, მასაც აქვს. მსოფლიო პატრიარქმა რამდენიმე თვის წინ დბარი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო და დიდი იმედებით გაუშვა აფხაზეთში. შემდეგ კი, როცა მცხეთა-თბილისის საპატრიარქომ ახსნა-განმარტება მოსთხოვა, აქცენტი „ყოველი ქრისტიანის მოსმენის“ ვალდებულებაზე დასვა და იურისდიქციაში ჩარევა უარყო.

ახლა, როცა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიძლება მართვის ფუნქციები კონსტანტინოპოლს გადააბაროს, ყოველივე ზემოთქმულის ფონზე ჩნდება კითხვა, ხომ არ არის აფხაზური, პროკონსტანტინოპოლური ჯგუფი შექმნილი სწორედ იმისთვის, რომ აფხაზეთში საეკლესიო ჯგუფმა რაიმენაირი კანონიკური ნახტომის გაკეთება მოახერხოს?

მოსკოვის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიას არაერთხელ შესთავაზა მის მმართველობაში გადასულიყო აფხაზური ეკლესია, საქართველოს ეკლესიის დე იურე სტატუსის შენარჩუნების პარალელურად. საქართველოს ეკლესია ამ შეთავაზებას არ თანხმდებოდა, რადგან რუსეთისთვის ეპარქიის სამართავად მიცემა დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა მრევლში. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიას, მის ეპარქიაში მოღვაწე სქიზმატური ჯგუფი ოფიციალურად არასდროს გამოუცხადებია სქიზმატურად. მას არც იმ სასულიერო პირებისთვის აუკრძალავს მღვდელმოქმედება, რომელთაც ხარისხი მანვე მისცა და მასვე შეეძლო წართმევა.

სწორედ ეს უხსნიდა ხელ-ფეხს რუსეთს აფხაზეთის სულიერი ექსპანსიისთვის. რუსეთის ეკლესიის რუპორი, დიაკონი და მისიონერი ანდრეი კურაევი, რომელიც აფხაზეთის ეკლესიაში მოსკოვის პოლიტიკის გასატარებლად ცხოვრობდა, ამას აღიარებს.

მისი განცხადებით, აფხაზური ჯგუფის ოფიციალურად სქიზმად გამოცხადების შემთხვევაში, მოსკოვის საპატრიარქოს ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა აფხაზ სამღვდელოებასთან. ის საქართველოს პატრიარქს აქებს იმისთვის, რომ რუსებს ეს საშუალება დაუტოვა. „ეს იგივე იქნებოდა, რომ აფხაზეთისთვის გვესროლა ატომური ბომბი. ამ მოქმედების შემდეგ, სულიერი თვალსაზრისით, აფხაზეთში თერმობირთვული სიცარიელე დაისადგურებდა. ახლა კი გვაქვს საშუალება, აფხაზი სტუდენტები მივიღოთ და მართლმადიდებლობის რამე გავაგებინოთ“, - ამბობს კურაევი. უცნაურია, მაგრამ ახლა ის არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მმართველობის ქვეშ დბარის ჯგუფის გადასვლის წინააღმდეგია.

არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ თუ აფხაზეთის რომელიმე საეკლესიო ჯგუფი კანონიკურ აღიარებას მიიღებს ან დროებით მმართველობაში გადავა კონსტანტინოპოლის ეკლესიაში, ეს რუსეთს ამ ეპარქიაში მოღვაწეობას კიდევ უფრო გაუადვილებს. მსოფლიო საპატრიარქოს მიმართ არაკეთილგანწყობილი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი, ბუნებრივია, მას საშუალებას არ მისცემს აფხაზური ეპარქია მართოს. იქ კი, უკვე კანონიკური სტატუსის მატარებელ ეკლესიას, რუსეთი დაუფარავად მოახვევს თავს საკუთარ ინტერესებს.

საქართველოს საპატრიარქოს მზრუნველი დამოკიდებულება, რომელიც ეძებს საშუალებას აფხაზი მრევლი სულიერი გამოკვების გარეშე არ დატოვოს, კანონიკურად გაუგებარია. თუ რომელიმე სასულიერო პირი ან კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები მრევლი თავად ამბობს უარს კანონიკური ეპისკოპოსის მმართველობაზე, მაშასადამე მათი სქიზმატად გამოცხადება საქართველოს ეკლესიისგან ნასროლი „სულიერი ატომური ბომბი“ კი არ იქნება, არამედ ამ ქრისტიანების მიერ ქრისტეს ეკლესიის ნებაყოფლობითი დატოვება. და მათ ეს უკვე გააკეთეს კანონიკური სამართლის უხეში დარღვევით. შესაბამისად, ვისაც სურს, იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, უარის თქმა მოუწევს ამ ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელი ნაციონალისტური განწყობებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ ფლობს პრივილეგიას, არ აღიარებდეს თავს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად და მათ მაინც ჯიუტად ერეკებოდნენ ამ საკრებულოში. მით უმეტეს მაშინ, თუ ეს მოსკოვის საპატრიარქოს ვნებებისა და ოკუპირებული რეჟიმის სასარგებლოდ იმოქმედებს.

5 არდამტკიცებულ კაბინეტში უკვე ცვლილებებია

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის დარჩენილი კანდიდატები დაასახელა, სამინისტროებში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები გაგვაცნო და ჯერ არდამტკიცებულ მთავრობაში რამდენიმე გადაადგილებაც განახორციელა.

0x01 graphic

კ. კალაძე

0x01 graphic

დ. დარახველიძე

0x01 graphic

ხ. გოგალაძე

0x01 graphic

გ. კვირიკაშვილი

0x01 graphic

გ. მარგველაშვილი

0x01 graphic

დ. სერგეენკო

0x01 graphic

ნ. ხადური

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია, ფინანსთა მინისტრობის - ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება, დევნილთა - დავით დარახველიძე, გარემოს დაცვის კი - ხათუნა გოგალაძე. კახა კალაძე, რომელიც თავიდან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი უნდა გამხდარიყო, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრობის კანდიდატია. ის კვლავინდებურად განიხილება ვიცეპრემიერობის კანდიდატადაც.

ჯანდაცვის მინისტრობაზე უარი თქვა უკვე კანდიდატად დასახელებულმა ამირან გამყრელიძემ. დაგვიანებული უარყოფითი პასუხის მიზეზად მან ინტერესთა კონფლიქტი - შვილის სადაზღვევო სექტორში საქმიანობა მოიყვანა. მისი კანდიდატურა დავით სერგეენკომ ჩაანაცვლა. კალაძის ნაცვლად კი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს დავით ნარმანია დაიკავებს. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ივანიშვილი გაუქმებას სწორედ ამ უკანასკნელ სამინისტროს უპირებს. ინფრასტრუქტურის საკითხები ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი გახდება, რეგიონული განვითარების სტრუქტურა კი პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში იქნება.

კიდევ ერთი სასურველი ცვლილება ისაა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი ჩამოშორდება და უწინდებურად ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგეენკო ბავშვთა და მოზარდთა კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგია. ის აქამდე საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა. განათლების მინისტრობის კანდიდატი ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი კი ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი იყო.

ეკონომიკის მინისტრობის პოსტზე წარდგენილი გიორგი კვირიკაშვილი ბანკ ქართუს გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა, საიდანაც 1 წლის წინ წავიდა. 1999-2004 წლებში ის პარლამენტის წევრი იყო - თავდაპირველად მოქალაქეთა კავშირს წარმოადგენდა, შემდეგ კი ახალი მემარჯვენეების ფრაქციაში გაერთიანდა.

დევნილთა მინისტრობის კანდიდატი, პროფესიით იურისტი დავით დარახველიძე, ვარდების რევოლუციამდე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი იყო. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მან, როგორც ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა, კენჭი იყარა ამბროლაურში და დამარცხდა.

ფინანსთა მინისტრად წარდგენილი ეკონომისტი ნოდარ ხადური ნინო ბურჯანაძის პარტიიდანაა. ის 2003-2004 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე კი პარლამენტის შემოსავლების კომიტეტის აპარატს ხელმძღვანელობდა სამი წლის მანძილზე.

ასევე ეკონომისტი დავით ნარმანია 2009 წლიდან კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუქმების შემდეგ ის ნოდარ ხადურის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ბიოლოგი ხათუნა გოგალაძე წლების განმავლობაში ამავე სამინისტროში მუშაობდა. 2008 წლიდან კი ეუთო-ს გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი იყო.

არ დასახელებულა დასაქმების სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურა - კოალიცია ამ უწყების გაუქმებას გეგმავს.

6 Vivere Civile?

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

გრიგოლ გეგელია

0x01 graphic

1859 წლის 4 ივნისი, შაბათი. ქალაქი პეტერბურგი. ილია ჭავჭავაძე წერს ლექსს სახელად ელეგია.„ოხ,ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!, აღმოხდება პოეტს. ეს მესიჯი დროს გაუძლებს; მაგრამ, მისი ბედი ასეთი იქნება: მუდმივი ციტირება ძილ-ბურანში.

ქართული პროტესტი მეტად უცნაური რამაა. ის ყოველთვის ნახევრად მთვლემარე პოზიციაში იმყოფება: ხანდახან ხდება, უფრო ხშირად კი - არა. ეს პირველ რიგში იმით აიხსნება, რომ ქართული პროტესტი შერჩევითია. მაგალითად, პროტესტი - ან, სულ მცირე, პროტესტის განცდა - ფაქტობრივად ყოველთვის ადგილზეა, როდესაც საქმე წარმოსახვით მტერთან გვაქვს, მაგრამ არა ყოველთვის მაშინ, როდესაც საქმე ჩვენს უშუალო რეალობას, ჩვენს ჰაბიტატს ან ჩვენივე თანამოქალაქეებს ეხება.

საქართველოს საზოგადოება ჩვეულებრივ მზადაა გამოხატოს პროტესტი ფაქტობრივად ნებისმიერი ფსევდოპატრიოტული თუ ფსევდომართლმადიდებლური მოწოდების კვალდაკვალ. მაგრამ, პროტესტს არამც და არამც არ გამოვხატავთ კულტურული მემკვიდრეობის ნგრევასთან დაკავშირებით; არც მაშინ, როდესაც ჩვენი, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სახელით ჩვენივე, ქართული საზოგადოების, უმცირესობებს შეურაცხყოფას აყენებენ; და, მაგალითად, არც იმის თაობაზე, რომ სტატისტიკურად, საქართველოში 77 ათასამდე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

ეს სოციალური ემპათიის ნაკლებობას უკავშირდება, ისევე როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების არარსებობას. მაგრამ, არსებობს მესამე მიზეზიც - საწყისები, (და)საწყისები - რომლებიც ინფინიტივში ჩამხრჩვალან და გაგრძელებას ვერ ჰპოვებენ.

მაგალითისთვის საკმარისია გადავხედოთ ბოლო პერიოდის სიახლეებს. ახლახან ბევრი ჩვენგანი აღშფოთდა, როდესაც მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ჟურნალისტს სცემა. შედეგად, ბევრი კანონის უზენაესობას მოითხოვდა. და შემდეგ ყველა გაჩუმდა. ჩვენ დავინტერესდით და შევშფოთდით მაშინ, როდესაც სტამბოლში აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ, შემდეგ გავჩუმდით. ჩვენ თავზარი დაგვცა კახელი ჩვილის გარდაცვალებამ. მაგრამ, საბოლოოდ, ამ ამბავმაც იგივე ბოლო იწვნია: დუმილი. რაშია საქმე?

ვფიქრობ, აქ შეხება, უპირველეს ყოვლისა, რეალობის აღქმის პრობლემასთან გვაქვს. დავუბრუნდეთ ივნისის პეტერბურგს და გავიხსენოთ, რომ ქართული საზოგადოება ის საზოგადოება გახლავთ, რომელსაც მის მიერვე ლამის გაღმერთებული ერთი მწერალი ჯერ კიდევ საუკუნე-ნახევრის წინ რიტორიკულად ეკითხებოდა: „როსღა გეღირსოს შენ გაღვიძება?“ და რომელსაც ჯერ კიდევ სძინავს.

ბუნებრივია, „ელეგიაში“ ილია ჭავჭავაძე ძილის მხოლოდ მეტაფორას გამოიხმობს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია „ძილი“ მეტაფორისგან განვათავისუფლოთ და ამ პროცესში საშველად დიმიტრი უზნაძეს მივმართოთ. ის კი გვეტყვის შემდეგს: „ძილი, როგორც ცნობილია, მართლადაც გარემოსადმი ინდიფერენტულობაში, მის მიმართ ინტერესის უქონლობაში მდგომარეობს“.

ჩვენი გარემო კი ჩვენი აწმყოა, ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. შესაბამისად, ძილი აქ აწმყოსთან მიმართებაში ინდიფერენტულობას, მის აღუქმელობას ნიშნავს. ეს ის დრო გახლავთ, როდესაც „მძინარე ორგანიზმი, ასე ვთქვათ, თავისთვისაა და გარე სიტუცია - თავისთვის: რაც არ უნდა მოხდეს ამ უკანასკნელში, ორგანიზმი ამას არავითარ ანგარიშს არ გაუწევს, თითქოს არც კი არსებობდეს მისთვის“.

სწორედ აწმყოსადმი ინდიფერენტულობა განაპირობებს იმას, რომ ფაქტობრივად ყოველთვის არის მომენტალური, გულმხურვალე და ემოციური საწყისები, მაგრამ იშვიათად ადეკვატური გაგრძელება, ან - კონკრეტული ბოლოები. აწმყოსადმი ინდიფერენტულობაა იმის საბაბიც, რომ საქართველოს საზოგადოება არ არის ჩართული საკუთარი რეალობის შექმნაში.

მაგალითად, მსოფლიო ღირებულებათა კვლევის ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოს საზოგადოების მხოლოდ 1%25 არის პოლიტიკური პარტიის წევრი, მხოლოდ 2%25 - პროფესიული კავშირის წევრი, ხოლო ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრია - 0%25.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს - სამოქალაქო ჩართულობის ასეთი სავალალო დეფიციტის მიუხედავად - რესპონდენტთა 65%25 საკუთარ თავს მაინც მიიჩნევს ადგილობრივი თემის წევრად.

შესაბამისად, ცხადია, რომ თანამედროვე ქართულ წარმოსახვაში საზოგადოების წევრობის იდეა არც რეალობასთან კონკრეტული სახის კავშირის დამყარებას და არც მასზე ზემოქმედების სურვილს გულისხმობს. სწორედ ეს გახლავთ ის ინერტულობა, რომელიც ჩვენებურ ძილ-ბურანს დღემდე ასაზრდოებს.

მაგრამ ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ძილი კრთება, ის იღვიძებს. ეს გამოღვიძება სამოქალაქო პროტესტის უპრეცედენტო ტალღის აგორებაში გამოიხატა, რამაც რამდენიმე კვირის წინ სრულიად ქვეყნის მასშტაბით იჩინა თავი.

ეს პროტესტი მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომაა, რომ რეალობის პირდაპირი წაკითხვის და მასზე ზემოქმედების მძლავრი სურვილის შედეგი იყო. პროტესტის ამ აქტით - რომელსაც აქ პირობითად „გამოღვიძებას“ ვუწოდებ - პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართულმა საზოგადოებამ დააფიქსირა, რომ მას გააჩნია ძალაუფლების კრიტიკის რეალური პოტენციალი. ეს მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიკითხოთ, თუ რა სახის გამოღვიძება იყო ეს. რეალურად ეს პროტესტი მხოლოდ გაჯავრებული გამოღვიძება გახლდათ, რომელიც უფრო მეტად ირაციონალურ ჯავრს ემყარებოდა, ვიდრე პროტესტის შინაგანი პოზიტიურობის გააზრებას.

საერთოდ, იმ დღეებში ბევრი ჩვენგანი გაჯავრდა, აბობოქრდა და რისხვად იქცა. სხვაგვარად, ალბათ, შეუძლებელიც კი იყო. მაგრამ, პროტესტის გაჯავრებული ხასიათის მიღმა ერთი სერიოზული საფრთხე იმალება: გაჯავრება გაქრობადია, მინავლებადი.

დროის მსვლელობასთან ერთად, ერთ რეჟიმს მეორე ანაცვლებს, სისტემა კი არ ინგრევა, არამედ უბრალოდ ნაცვლდება ახალი - შესაძლოა უკეთესი, ან უარესი - სისტემით, ისევე როგორც სისტემურობის ახლებური ხედვით. ხსენებული საფრთხე თავს რეალურად სწორედ მაშინ იჩენს, როდესაც სამოქალაქო რისხვა მინავლდება, ხოლო რეჟიმი, როგორც ყოველთვის, განაგრძობს არებობას.

„ვარდების რევოლუციის“ წარმატება დიდწილად სწორედაც რომ ერთ ემოციურ გამოღვიძებას ემყარებოდა. მაგრამ შემდეგ, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ხან გვადარდებდა, ხან კი - არა. საქართველოს საზოგადოება ჯავრდებოდა მხოლოდ სპორადულად. დროთა განმავლობაში იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საზოგადოების ერთ ჯგუფს ერთი რამ აღელვებდა, სხვას კი სხვა მიმართულებით უშლიდა დარდს.

სწორედ აწმყოსადმი ინდიფერენტული მიდგომა გახდა იმ პოლიტიკური რეალობის შექმნის საბაბი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას დროთა განმავლობაში აღარ მოეწონა; იმ რეალობისა, რომლის წინააღმდეგაც მან საბოლოოდ არჩევანი გააკეთა. თავის მხრივ, სწორედ აწმყოსადმი ინდიფერენტულობამ მიიყვანა ყოფილი მმართველი ძალა იმ არასასურველ პოლიტიკურ შედეგამდე, რომელიც მან ახლახან იწვნია.

ამიტომ აუცილებელია, დროულად გავაქროთ ილუზია, რომ ბოლო გაჯავრებული გამოღვიძება შესაძლოა იმ სახის გამოღვიძებად აღვიქვათ, რომელიც ჯანსაღ დემოკრატიას აუცილებლად უნდა ახასიათებდეს. და თუ შევთანხმდებით, რომ ყველა ილუზია საშიშია, მაშინ სამართლიანად აღვნიშნავთ, რომ ეს ილუზია სავსებით სავალალო იქნება.

გამოღვიძება ჩვენთვის ჯერ კიდევ მომავლის პერსპექტივაა და არა აწმყოს ფაქტი. სანამ ჩვენ, როგორც საქართველოს საზოგადოება, საწყისებს, (და)საწყისებს არ გავცდებით, რეალური პროგრესის პოტენციალი მხოლოდ თეორიულ არეს შემორჩება, ხოლო პრაქტიკაში იმეფებს ტრადიციული ძილ-ბურანი.

დღეს ქართული საზოგადოების უმთავრესი გამოწვევა მომენტალური და ემოციური პროტესტის ფაზიდან, ჯანსაღი და მუდმივი კრიტიკის ფაზაში გადასვლაა. სწორედ ასე უნდა დაინგრეს ის მენტალური სისტემები, რომლებმაც დროთა განმავლობაში ბევრისთვის ცალსახად არასასურველი რეალობა შექმნა. სწორედ ასე და ამით უნდა დაიძლიოს ჩვენში აქამდე გამეფებული პოლიტიკური და კულტურული ერთიდაიგივეობა.

ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ჩვენ გაგვიჩნდება საკუთარ რეალობაზე გაბატონების, მისი ფლობისა და განსაზღვრის ლეგიტიმური სურვილი, რაც არა მხოლოდ კონკრეტული რეჟიმის კრიტიკას, არამედ პოზიტიურ სამოქალაქო ჩართულობასაც გულისხმობს.

მაკიაველურ ლექსიკონში, vivere civile სამოქალაქო და პოლიტიკური ცხოვრების ისეთ პრაქტიკას ნიშნავს, რომელიც განუყრელად ეფუძნება აქტიურ მოქალაქეობას. სად და რით იწყება ამგვარი პრაქტიკა? პოტენციურად, აქ და ამ წამს; მეთოდოლოგიურად: აწმყოს რეალობასთან და მის მენტალურ თუ პოლიტიკურ რეჟიმებთან საზოგადოებრივი დაპირისპირების (და, შესაბამისად, აქტიური საზოგადოებრივი ჩართულობის) მეშვეობით.

სიფხიზლე, როგორც ძილის საპირისპირო პოლუსი, სწორედ აქ და ამით იწყება. და არა ემოციური ჯანყით ძილ-ბურანში.

7 ო, ენავ ჩემო...

▲ზევით დაბრუნება


ნოდარ ლადარია|სვეტი

0x01 graphic

რატომაც არა? - მცირე ბიზნესის პატრონსაც არ ეკრძალება ზოგჯერ პერსონალთან შეხუმრება. მით უმეტეს, როცა პატრონს ჭაღარის სიდარბაისლე ამშვენებს, პერსონალს კი ჯანსაღი მიმზიდველობა. ჰოდა, მარკეტის ეს მფლობელიც კვიმატი ღიმილით მიმართავს სანდომიან გამყიდველს: „აი, გოგო, შენ ხომ ხარ მეგრელი?..“

არა, წონადი არგუმენტის გარეშე არ ხდება ეს ამბავი: შუახნის მამაკაცს ხელში ქართული ბეჭდური პრესის ფლაგმანი უჭირავს, გაზეთი ალია, რომლის პირველ გვერდს ამშვენებს გულშიჩამწვდომი სათაური: „როლანდ ახალაიამ 16 წლის ასაკში თხა გააუპატიურა!“.

აღწერილი სცენა არაფერს ამტკიცებს, ისევე როგორც თბილისური მითი ორდიპლომიან ტაქსისტებზე. უბრალოდ, ნახსენები გაზეთისა და სათაურის არცთუ ყველაზე ცუდი გამოყენება იყო. ტრაგედიის დვრიტა კი სხვაგანაა: ადვილი, ძალიან ადვილი დასაჯერებელია, რომ გაზეთ ალიას მესვეურებს მართლაც ჰგონიათ, თითქოს თხის გაუპატიურება შესაძლებელია!

მე კი გეტყვით, რომ ეს სრულიად შეუძლებელი ამბავია.

რაო, საზოგადოებას აღშფოთება და მღელვარება დაეტყო? ყველაზე ჭკვიანებმა და განათლებულებმა YouTube-ისკენ გაიწიეს, რომ ახლავე ცხვირში მატაკონ ცნობილი კადრები ძმები ტავიანების ფილმიდან „მრისხანე მამა“ ან, უფრო სწორად, „მამა-ბატონი“? ნაკლებად ჭკვიანები და გაუნათლებლები მზად არიან ახლავე ატეხონ გნიასი თემაზე „სანამდე აღწევს „გამპრავებელთა“ უტიფრობა“?

მე კი ჯიუტი ვარ და მაინც ვამტკიცებ, რომ თხის გაუპატიურება შეუძლებელია.

მიზეზი კი სრულიად აშკარაა: თხას ვერ მივუყენებთ „პატივის“, „ღირსების“, „ნამუსის“ და მსგავს კატეგორიებს. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, შეესაბამება თუ არა სათაურის შინაარსი სინამდვილეს: ჯერ ერთი, ეს ჩემი საქმე არ არის; მეორეც, იმან იკითხოს, ვინც ცილისწამების დეკრიმინალიზაცია მოითხოვა და მოახდინა. ყურადღებას სხვა იქცევს: ქართული ბეჭდური პრესის ფლაგმანში პირველ გვერდს უზრუნველყოფენ ადამიანები, რომლებსაც „გაუპატიურება“ ეიაკულაციის ევფემიზმი ჰგონიათ... ახლა ეს დავწერე და ვიფიქრე, ნეტა ალიას რედაქტორს უცხო სიტყვათა ლექსიკონი თუ აქვს-მეთქი.

მაგრამ ამასაც მე ვერ ვიდარდებ. რადგან ჩემი სადარდებელი ის რვა თუ ცხრა წელია, რომლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ენის შესწავლის შანსი დაკარგა. არა, ქართული ენისა კი არა - საერთოდ ენისა, რადგან ენა, მოგეხსენებათ, კომუნიკაციის საშუალებაა. კომუნიკაცია კი, მოგეხსენებათ, ერთობ მნიშვნელოვანია არჩევნების წინ...

აი ეს ბიჭიც - გაბადრული გადმოდის მანქანიდან და შეკრებილებს მიმართავს: „ვიცი, ვიცი, აქ მსოფლიოში საუკეთესო ხალხი ცხოვრობს!“ - რეპორტიორის სიზუსტით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ჟამთააღმწერელი უთუოდ ასე გამოითვლიდა ასობით მსგავსი ფრაზის საშუალო არითმეტიკულს. ბიჭს კი დავუფასოთ: დღის განმავლობაში მესამედ თუ მერვედ თქვა, მაგრამ ინტონაციას უშუალობა არ დაუკარგავს.

რა საერთო აქვს ამ ღიმილიან ფრაზას ალიასა და სხვა ორგანოების ჰედლაინებთან? - ის, რომ არც ერთ მათგანს არ მოაქვს ინფორმაცია, არამედ მგრძნობიარე წერტილებს ეძებს, ასე ვთქვათ, სტიმულირებისთვის.

რა განასხვავებს მათ? - ის, რომ ჰედლაინები მიზანს აღწევს... არა, კვლევა არ ჩამიტარებია, სამაგიეროდ, სახარება წამიკითხავს და ნაყოფის მიხედვით განვსჯი.

რატომ ხდება ასე?

ბიჭს ბევრი სხვაც შეუძლია. მაგალითად, მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი სიტყვის თქმაც. ამის საფუძველზე ვინმე სოკორმა ის დაახასიათა, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიების ყველაზე ბრწყინვალე პოლიტიკური ლიდერი. ჩვენ კი, ქართველ ხალხს, რვა წლის განმავლობაში მოგვეცა ამგვარი დასკვნის საფუძველი?

არა, იმას არ მოგახსენებთ, რომ ხელისუფლება მუდამ ენას გვიჩლიქავდა, თითქოს ბავშვები ვყოფილიყავით - უმეტესად ვართ კიდეც. მე იმას ვამბობ, რომ პოლიტიკის გაშუქება, სააზროვნო მასალის მოწოდება ხდებოდა ასეთი უცვლელი სქემით: ჯერ შემთხვევითად აღებული კადრები და ციტატები, მერე კი ვიღაც-ვიღაცების აღფრთოვანებული და რუსების ცალყბა ან სულაც ბოღმიანი შეფასებები. იდეითა და დანიშნულებით ეს სქემაც უბრალო სტიმულატორია, ოღონდ შესაბამის ეროგენულ ზონას ვერ პოულობს ხალხის ცნობიერებაში.

„საქართველო არასოდეს ყოფილა NATO-სთან ასე ახლოს!“ - ისმის საინფორმაციო ეთერიდან, ამასობაში კი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე შეუმჩნევლად ყვავის და ვითარდება ილიკოსა და ილარიონის საკადრისი პოლიტიკური დისკურსი: „დეიკარგონ იქით, ჩვენი გულობიზა რუსეთს ვინ დაეჯახება!“. იქნებ უფრო კვალიფიცირებულად აეხსნა ხოლმე ვინმეს ამ ხალხისთვის, რომ გრძელ გზაზე მხოლოდ ია-ვარდი არ გვხვდება, არამედ ნარიცა და ეკალიც უხვადაა.

არ დავიღლები მტკიცებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ გამოიზარდა ერთი (თუნდაც ერთი) პოლიტიკური მიმომხილველი („ექსპერტების“ წამიერ ჩართვებს არ ვგულისხმობ - ვერ გავარკვიე, რა უფრო განსაზღვრავს საბოლოო შედეგს, რესპონდენტის უმარილობა თუ მონტაჟის უხეირობა), ვერ დამკვიდრდა პოლიტიკურ გზაზე შემხვედრი დაბრკოლებების გულწრფელი და საქმიანი აღწერა, სამაგიეროდ, უამრავი ფული იხარჯებოდა უგვან შოუებზე და ამასაც არ ვიტყოდი, ეს ფული ხელისუფლების ცვლასთან ერთად უეცრად რომ არ გამქრალიყო...

ოდესღაც იყო კომუნიკაციის ერთადერთი და დროთა განმავლობაში ძალადაკარგული ენა. ჟანეტა არჩვაძისა და მარკ რივკინის დუდუნზე გვეღვიძებოდა და გვეძინებოდა. 1980-იანი წლების ბოლოდან ნელ-ნელა შემოიპარა სხვა, მჭახე და მდაბიო ხმა: ტელეეკრანზე გამოჩენილ გაუპარსავ ტიპებს, მიტინგებზე აჟღერებულ მეგაფონსა და უგემოვნოდ დაკაბადონებულ გაზეთებს შემოჰქონდათ ახალი სუნთქვა... „აი, შეულამაზებელი სიმართლე - თურმე როგორ გამოიყურება!“ - გადაწყვიტა ხალხმა და დღემდე ამ აზრზე რჩება.

ახლა, სწორედ ახლა არის დრო, როცა საღმა აზრმა გამოხატვის ახალი და ქმედითი ფორმა უნდა იპოვოს - ისეთი, რომელიც აქამდე არავის გამოუყენებია საქართველოში. თუ ვერ იპოვის, ვერც დამკვიდრდება. ფორმის არსებითი მნიშვნელობა ჩვენ, ქრისტიანებს, ღმერთმა ჩაგვაგონა - ის განკაცდა...

8 პარტია

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

სანდრო თარხან-მოურავი

სოციალიზმის საძირკვლის ჩაყრა,
აი, რა იყო ხუთწლედის ხაზი.
ამ გენერალურ ხაზზე იბრძოდა

პარტია - მტკიცე და ბუმბერაზი.

„პარტია“ - ეს სიტყვა დღემდე ცოტა გვაშინებს. სამართლიანად.

70 წელი პარტია იყო ავტორიტარიზმის სიმბოლო; მონსტრი, რომელიც ეხმარებოდა კონფორმისტებს და ჩაგრავდა მათ, ვინც მონსტრის მიმართ ყალბ სიმპათიებს არ გამოხატავდა.

ერთადერთი, უალტერნატივო, ყოვლისმომცველი და ყოვლისშემძლე - მისი როლი საბჭოთა ცნობიერებაში შეიძლება შევადაროთ სასტიკ დამპყრობელს ან დაუმარცხებელ ურჩხულს, რომელიც ზღაპრულ ქალაქს დაეპატრონა. პარტიასთან არ ითანამშრომლებ - საცოდავი იქნები; ითანამშრომლებ - საზიზღარი. მესამე გზა არ არსებობს.

პარტიულობას ბნელი ელფერი 20 წლის შემდეგაც რომ შეუნარჩუნდა, გასაკვირი არაა. ქრისტიანულ სამყაროს დღემდე აშინებს ორი ათასი წლის „მხეცის რიცხვი“, რომელიც, მკვლევრებს თუ დავუჯერებთ, იმპერატორ ნერონის სახელის შიფრია. სიმბოლოების ძალა და სიცოცხლისუნარიანობა დიდია.

„არცერთი პარტიის წევრი არ გავხდები“ - ამის თქმა გვჭირდება, რომ გავაგებინოთ ახლობლებს: საკუთარ მორალზე გადაბიჯებას არ ვაპირებთ. ერთგვარი სამოქალაქო ჰიპოკრატეს ფიცი ან ბიბლიაზე ხელის დადებაა. პარტიულობას უარვყოფთ არა იმიტომ, რომ პოლიტიკური პოზიცია არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ სახელს ვუფრთხილდებით.

რას ნიშნავს ასეთი პოზიცია დემოკრატიული პროცესისთვის? თუ ვამბობთ, რომ პარტიაში ყოფნა „ტეხავს“, პოლიტიკა ბინძურია, და „პატიოსანი კაცი“ მასში ჩართვას უნდა მოერიდოს, ამით დემოკრატიას ვეხმარებით თუ ხელს ვუშლით?

პასუხი ცალსახაა: პარტიოფობიით თავსაც ვიბრკოლებთ და ვქმნით საზოგადოებრივ წნეხსაც, რომელმაც, შესაძლოა, საკუთარ რეპუტაციაზე მზრუნველ ადამიანს პოლიტიკაში ყოფნა გადააფიქრებინოს. სამაგიეროდ, გასაქანს ვაძლევთ მათ, ვისთვისაც პოლიტიკა უშრომელად ფულის შოვნის საშუალებაა და მათ, ვინც ნებისმიერ ფასად ისწრაფვის ძალაუფლებისკენ. შედეგად, მცირდება პარტიების პასუხისმგებლობის ხარისხი და მათი კავშირი „რიგითი მოქალაქეების“ პრობლემებთან.

ასეთ ვითარებას პოსტსაბჭოთა მოვლენებიც უწყობს ხელს: დღემდე ყველა ხელისუფლება ეყრდნობოდა ზეპარტიული პრეტენზიების მქონე გაერთიანებებს, რომლებიც იქმნებოდა წინასაარჩევნოდ და იშლებოდა, ან მკვეთრად სუსტდებოდა პირველივე მარცხის შემდეგ. შესაბამისად, შენარჩუნდა ტოლობის ნიშანი პარტიასა და ამწუთიერ ძალაუფლებას შორის, რაც იწვევს პარტიულობის მედროვეობასთან, „კარიერისტობასთან“ ასოცირებას.

ამ მხრივ ბოლო არჩევნებმა დადებითი პრეცედენტი შექმნა. ნაციონალური მოძრაობის სახით პირველად გვაქვს მეტ-ნაკლებად მსხვილი პარტია, რომელიც ვერ ასოცირდება მოქმედ ხელისუფლებასთან. წინა ათწლეულების ტიპური ქართული ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ის არ არის „ერთი მსახიობის თეატრი“, ვიწრო ნიშის შემავსებელი „სახელისუფლებო პროექტი“, ან რამდენიმე კაცის კლუბი, რეალური პოლიტიკური წარსულისა და მომავლის გარეშე.

თუმცა გამარჯვებული ქართული ოცნების სტრუქტურა, პარტიული კულტურის თვალსაზრისით, უკან გადადგმული ნაბიჯია. ნაციონალური მოძრაობა, მართალია, ხელისუფლებაში მოვიდა როგორც ბლოკი, მაგრამ ამ ბლოკში მკვეთრად იყო მოხაზული წამყვანი ძალის კონტურები. უკვე არსებობდა პარტია, რომელიც ჩრდილავდა გაერთიანების სხვა სუბიექტებს.

ოცნების შემთხვევაში, ჯერაც არ ვიცით, გაერთიანებაში შემავალ რომელ სუბიექტს რა წონა აქვს და რა მომავალი ექნება დამოუკიდებლად. ბლოკის ლიდერის - ივანიშვილის - პარტია, როგორც კოალიციის შესაძლო ბირთვი, გარე დაკვირვებით, ჯერ ვერ შედგა. არ ჩანს სხვა სუბიექტების ერთ პარტიად გაერთიანების ნიშნებიც.

თავად გაერთიანების სახელი, ისევე როგორც თავის დროზე ტელეკომპანია იმედის, დროებით, ერთჯერად პროექტთან ასოცირდება. ფსიქოლოგიურად, „ოცნება“ შეეფერება ბნელი გვირაბიდან გამოსვლას, გარკვეული ეტაპის დაძლევას, მაგრამ არა გრძელვადიან დემოკრატიულ პროცესს ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში. მართალია, ის იმეორებს ბარაკ ობამას 2008 წლის კამპანიის სლოგანს (გავიხსენოთ ცნობილი პოსტერი „Hope“), მაგრამ ეს სწორედ სლოგანი იყო, რომელიც ირიბად უკავშირდებოდა პირველი შავკანიანი პრეზიდენტის არჩევის აპრიორი ერთჯერად აქტს. და არა პარტიის სახელწოდება. ოცნება დიდხანს ვერ დარჩება ცენტრალურ იდეად ქვეყანაში, სადაც ძირითადი პრობლემები მოგვარებული იქნება.

ამავდროულად, ჩანს საშიშროება, რომ ქართული ოცნება გაიმეორებს ნაციონალური მოძრაობის შეცდომას და, ფართო მხარდაჭერის ტალღაზე, ვერ დაიცავს ზღვარს მმართველ ძალასა და სახელმწიფოს შორის. როდესაც გასართობ ტელევიზიასაც კი პოლიტიკური ბრენდი უკავშირდება (GDS ანუ ქართული ოცნების სტუდია), გასაკვირი არ იქნება ამ ბრენდის სხვა შეუსაბამო სფეროებში შეღწევაც. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ სახელმწიფო უწყებები არ იქცეს კონკრეტული პოლიტიკური ძალის კანტორებად, რისი აშკარა ნიშნებიც არსებობდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას. სახელმწიფო სტრუქტურების გარეთაც, პოლიტიკური ძალა არ უნდა გახდეს „საერთო სახალხო პროექტი“, როგორც ეს ავტორიტარულ სახელმწიფოებს ახასიათებთ.

პარადოქსია, მაგრამ წარსულის ლანდებთან ერთად, სწორედ ამ წარსულისთვის დამახასიათებელი ავტორიტარული ცნობიერება გვიშლის ხელს. საზოგადოება ჯერაც ვერ შეეგუა, რომ კარგი, ნაღდი, ნამდვილი ქართველისთვის არსებით საკითხში შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტი არჩევანი არსებობდეს. პლურალიზმისთვის რეალური მზადყოფნა არ გვაქვს არც ტრადიციებთან მიმართებაში, არც რელიგიაში და არც პოლიტიკაში. ამის პირდაპირი გამოხატულებაა შიში, რომ პოლიტიკურ ძალასთან, ისევე როგორც რელიგიურ უმცირესობასთან ღია ასოცირებით, შეიძლება დაკარგო ახლობლები ან შეგექმნას კარიერული პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ გამოირჩევა იდეოლოგიურ ან რელიგიურ ნიადაგზე ძალადობის სიმრავლით, საზოგადოებრივი წნეხი იმდენად დიდია, რომ ბევრი ადამიანი უბრალოდ უარს ამბობს საკუთარ არჩევანზე ან არჩევანს მალავს. მრავალფეროვნება და არჩევანის თავისუფლება ითრგუნება ჯერ კიდევ გამოხატვამდე. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ ძალადობის სიმცირე გამოხატვის თავისუფლებაზე მეტყველებს.

თუკი საუკეთესო რელიგიური არჩევანია ღიად მიეკუთვნო ერთადერთ მისაღებ, ძირითად ეკლესიას, პოლიტიკაში საქმე უფრო რთულადაა. „წინდახედულმა“ ადამიანმა იცის, რომ გამარჯვებული ძალის „საყოველთაო“ მხარდაჭერაც კი დროებითია და ურჩევნია საერთოდ მოერიდოს პარტიებთან ასოცირებას. თუ პოლიტიკური სიმპათიები მაინც გამჟღავნდა, სიტუაცია უნდა განიმუხტოს გულგრილობის გამომხატველი ფრაზით - „ერთი მაგათი ყველასი“.

სწორედ პლურალიზმის, განსხვავებული არჩევანის მიუღებლობაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკურ დისკუსიებში არა საგნობრივი კამათი, არამედ აგრესია ჭარბობს. არასასურველ პოზიციას ადამიანები უპირისპირდებიან ფიზიკური ანგარიშსწორების, „გაძევების“, „ამოშლის“, „გაქრობის“ ან თუნდაც „ჩარეცხვის“ იდეით.

ადრე თუ გვიან, საზოგადოებას მოუწევს გადალახოს ეტაპი, როდესაც ყველა პირადი სიმპათია და განსხვავება ზედაპირზე გამოჩნდება, რასაც შეიძლება ძალადობის დიდი ტალღაც მოჰყვეს. რაც უფრო მკვეთრად მოახერხებენ ადამიანები საკუთარი განსხვავებული პოზიციების გამოხატვას და დაცვას დღეს, მით უფრო მცირე იქნება შოკის ეფექტი მომავალში. მკვეთრი პოზიციის ერთ-ერთი გამოხატულება კი სწორედ რომელიმე პარტიასთან ასოცირებაა.

9 პარაზიტიზაცია

▲ზევით დაბრუნება


გია ჯანდიერი|სვეტი

0x01 graphic

სახელმწიფო ფიქციაა, რომლის საშუალებითაც ყველა სხვის ხარჯზე ცდილობს, იცხოვროს

ბასტია

ევროპაში ბოლო ხანებში შექმნილი პრობლემები დიდი გაკვეთილია თანამედროვე ცივილიზაციისთვის. ბოლო დეკადებში დაშვებულმა შეცდომებმა „ბებერი კონტინენტი“ ჩიხში შეიყვანა, საიდანაც გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ფინეთი და ბრიტანეთი, ამ მახიდან გამოსავალს აქტიურად ეძებენ; სხვები პირიქით, დანებდნენ (სლოვაკეთი). რა იცი, როგორ გაუჭირდეთ და უთანხმოებას და დისტანცირებას ისევ ჩაყოლა არჩიეს; არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ ინიციატივები გამოიჩინონ - ჩეხეთი და უნგრეთი. ამ უკანასკნელის მთავრობას სერიოზული პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, თუმცა მაინც ცდილობს საკუთარი პოზიციები დაიცვას; დანარჩენები უკვე უძლური არიან, რაიმე პოზიცია შეიმუშაონ - ზოგს ძალიან ცუდად აქვს საქმე და ზოგიც იძულებულია ეცადოს, რომ დანარჩენები არა მარტო დაიყოლიოს, არამედ დაეხმაროს კიდეც.

საინტერესოა, რამ მიიყვანა ეს განათლებული, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი ქვეყნები ამ პრობლემამდე. მომავალში ალბათ ბევრი რამ გამოიკვლევა და დაიწერება ამ თემაზე, დღეს კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთეულები ბედავენ პოლიტიკურ დონეზე სიმართლისთვის თვალის გასწორებას. შეცდომების აღიარება და მით უმეტეს ლიდერობა კი ჯერ არავის უნდა - პასუხისმგებლობა დიდია.

დაბნეულობა შეინიშნება სპეციალისტებს შორისაც; სამეცნიერო წრეებში პრობლემის გადაწყვეტის გადავადების მომხრეებმა იმარჯვეს, რადგანაც სხვები, ვინც კარგად ერკვევიან ამ პრობლემის ნამდვილ არსში, თავს არიდებენ პოლიტიკაში მონაწილეობას და რაიმე რეკომენდაციების, პროგნოზების გაკეთებას.

პრობლემის ნაწილი ტექნიკურია, ადამიანები დღეს მეტს ცხოვრობენ და, შესაბამისად, რთულდება მათთვის ისეთი სისტემის შეთავაზება, რომელიც მათივე პირადი პასუხისმგებლობის გარეშე იმუშავებდა. ადამიანები, როგორც წესი, გაურბიან ზედმეტ პასუხისმგებლობას და დანახარჯებს, და თუ ვინმე შესთავაზებს მათ გადანაწილებას, ან სრულად გადატანას საკუთარ თავზე, უმრავლესობა ამას სიხარულით ხვდება.

ეს პრობლემა შესაძლებელია ადვილად მოსავლელი გეგონოს, თუ არ გაითვალისწინებ პოლიტიკური სისტემის ორ გადაულახავ სირთულეს: 1) დემოკრატიული სისტემა პოლიტიკოსებს აიძულებს მოკლევადიანი ორიენტირები ჰქონდეთ. 2) პასუხისმგებლობის და დანახარჯების გადანაწილება ვალდებულებას ქმნის, რისი გაუქმება შეუძლებელია პოლიტიკური მხარდაჭერის შემცირების გარეშე. შესაბამისად, ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში აჩენს მავნე შედეგებს, წარმოადგენს მახეს, რომელიც უკან გამოსვლის შესაძლებლობას არ იძლევა.

ბოლო ხანებში ამ თემაზე დისკუსიების დროს ბევრჯერ მომიწია ასეთი მკვეთრი შედარების გამოყენება: უკვე მიღებული არასწორი გადაწყვეტილების გაუქმების ერთადერთი შესაძლებლობა პინოშეს (ჩვენში პინოჩეტად წოდებული) მსგავსი ხუნტის შექმნაა, რომელიც უბრალოდ უარს იტყვის წინამორბედთა მიერ უხვად დარიგებულ დაპირებებსა და ვალდებულებებზე - პენსია? დაივიწყე. არ გინდა დაივიწყო? ჩვენ დაგავიწყებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსები მომავალში მაინც იყვნენ შეზღუდული ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს. მაგალითად, საკონსტიტუციო წესით განისაზღვროს, რა არის მთავრობის ფუნქცია. ფუნქცია, რომელიც არ ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, ჰქონდეს არჩევანი და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის მიმდევრები კარგად ხსნიან, თუ რატომ აქვთ პოლიტიკოსებს მიდრეკილება, გამოიგონონ მთავრობის მეტი ფუნქციები და დახარჯონ მეტი ფული, აიღონ ვალები, დაბეჭდონ მეტი ფული, მოსახლეობაზე ზრუნვის ეგიდით გაზარდონ საკუთარი ძალაუფლება, დააშინონ ადამიანები ბაზრის ულმობელობით და შესთავაზონ მათ ამისგან დაცვა. ეს ყველაფერი უნივერსალურია, პოლიტიკოსები არა მარტო ერთსა და იმავე რიტორიკას იყენებენ, არამედ ზუსტად ერთნაირად იღებენ გადაწყვეტილებებსაც. ამ წესიდან გამონაკლისი იშვიათად გამოვლენილა და, როგორც წესი, ასეთი ხალხი მუდმივ უმცირესობაშია.

რატომაა ახლა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი? წინა მთავრობის ყველა დაუდევრობისა თუ შეცდომის მიუხედავად, მისი ეკონომიკური პოლიტიკის კურსი სწორი იყო. ასეთ მიმართულებას მან საკუთარი პრაგმატულობით მიაღწია, იმის გათავისებით, რომ: 1) ინვესტიციების მოზიდვა ადვილი არაა და მას შრომა და ინვესტორებისათვის მისაღები პირობები სჭირდება. ასეთი პირობების გარეშე, საქართველო ვერ შექმნიდა უპირატესობას, რომელიც ინვესტორებს აქეთ გამოახედებდა. 2) ნებისმიერი დაპირება უნდა ეყრდნობოდეს რეალურ შესაძლებლობას; დაპირებამ და მისმა შესრულებამ არ უნდა შეგიყვანოს ისეთ ჩიხში, საიდან უკან გამოსვლა შეუძლებელია. 3) რაც უფრო მეტ დახმარებას ჰპირდები, მით უფრო მეტი უნდათ და სხვებიც დგებიან მხარდასაჭერთა რიგებში.

ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს საბჭოთა წარსულს ასეთი კუთხითაც შევხედოთ: გარემომ და გარემოებებმა საქართველო აიძულა ეცხოვრა რუსეთის სუბსიდიაზე და ესარგებლა მისი ბუნებრივი რესურსების ხარჯზე შექმნილი დოვლათით. მოსკოვში ეს არ დარჩენიათ ყურადღების გარეშე, თუმცა პოლიტიკური კავშირის შენარჩუნების მიზნით დათმეს - ურალსა და ციმბირში ხალხის შიმშილის პირობებში, საქართველო, მისი ხელმძღვანელების გამჭრიახობით, გაცილებით უკეთ ცხოვრობდა. ცენტრში ეს სისუსტე ორივე მხარეს ძვირი უჯდებოდა, საქართველო მეტს მოიხმარდა, ვიდრე ქმნიდა (ფასების დამახინჯებულ სისტემაში ასე ჩანდა) და ნაწილობრივ სხვების ხარჯზე ცხოვრობდა, რასაც იმდენად მიეჩვია, რომ სრულად გაირყვნა და გაპარაზიტდა. ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა საბჭოთა კავშირის რღვევის დროს, როცა ადამიანები ამ რღვევაში ხედავდნენ საკუთარ ბედს, ხოლო ბევრი იმათგანი, ვინც ახერხებდა მოსკოვის ამ სისუსტის გამოყენებით ცხოვრებას, სსრკ-ს კიდევ დიდხანს მისტიროდა.

დაახლოებით იგივე ხდება საერთაშორისო ფინანსური დახმარების გაწევისას - ბევრი მთავრობა ადვილად ეგუება დახმარების ხარჯზე ცხოვრებას, მისი მთელი ყურადღება, კარგი პოლიტიკის შემუშავების ნაცვლად, დონორების სიამოვნებისკენაა მიმართული.

ინდივიდუალურ დონეზე ასეთი გაპარაზიტება უფრო ადვილად დასანახია. ადამიანისთვის ძალიან ძნელია უარი თქვას ნაჩუქარზე, ეს ბუნებას ეწინააღმდეგება - ეცადო მინიმალური ძალისხმევით მიიღო სასურველი. თუმცა ასეთი დახმარების სისტემურად გადაქცევის შემთხვევაში, მის მიღებას უკვე ისეთებიც მოითხოვენ, ვისაც ადრე ამაზე არც უფიქრიათ.

პოლიტიკოსები, როგორც წესი, ასეთ მოვლენას იოლად უყურებენ - მათთვის უფრო მნიშვნელოვანია არჩევნების მოგება, ხოლო მათ მიერ დაპირებული თუ უკვე განხორციელებული პროექტების გრძელვადიან შედეგებზე ფიქრს მომავალ მთავრობებს უთმობენ - სხვის ხარჯზე ცხოვრების მსურველი ადამიანების საარჩევნოდ გაღიზიანებას ყველა მოერიდება.

ზემოთ, მოკლედ აღწერილი პრობლემა უნივერსალურია, ნებისმიერი დღის საერთაშორისო ახალი ამბები იტყობინება მთავრობების გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგების შესახებ. საქართველოს მთავრობამ, ამ მხრივ, ბოლო წლებში ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა. წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით, შეეცადა, თავი აერიდებინა სუბსიდირების, დახმარების და გადარჩენის მავნე პრაქტიკისთვის, რამაც საკმაოდ კარგი ეკონომიკური შედეგები განაპირობა.

ასევე დაიბადა ახალი ქართული ტენდენცია - სხვის ნაცვლად საკუთარი თავის იმედზე ყოფნა. ახალი მთავრობის მიერ ასეთი ტენდენციის შესუსტება მსოფლიო ბიუროკრატიის და სხვადასხვა მთავრობების დახმარების იმედად, ისევ უკან დაგვაბრუნებს და დიდი ხნით შეგვიყვანს ისეთ მახეში, საიდანაც უკან გამოსული არავის უნახავს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით რაც გვესმის - საყოველთაო ჯანდაცვა, განათლების ხელმისაწვდომობა, უმუშევართა დახმარება და სხვა, უკვე სერიოზულ ფიქრებს იწვევს.

და ბოლოს, Tea Party-ს დალასის მსოფლიო კონგრესის (მეც ვმონაწილეობდი) ერთ-ერთი მთავარი იდეა ასეთი იყო: რაში გვჭირდება მთავრობის დახმარების პროგრამები, რა, ადამიანობა სრულიად დავკარგეთ, რომ პირადად ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს ან უბრალოდ სხვა ადამიანებს დავეხმაროთ?

10 მაჭანკლობის ეკონომიკური საფუძვლები

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ელენე კვანჭილაშვილი

ნობელის პრემია შესაფერისი წყვილის ალგორითმის ავტორებს გადაეცათ

ბევრ თქვენგანს ალბათ ნანახი აქვს ჰოლივუდის ფილმი „ჰითჩი“, უილ სმიტისა და ევა მენდესის მონაწილეობით, რომელიც ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა. ჰითჩი (უილ სმიტი)ნიუ იორკის ყველაზე წარმატებული მაჭანკალია, რომელიც ამ ბაზარზე ანონიმურად მუშაობს და თავის რეპუტაციას უფრთხილდება. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დიდ საფრთხეს შეუქმნის გოგო, რომელიც მოსწონს - ტაბლოიდის ჟურნალისტი სარა მელასი (ევა მენდესი).

0x01 graphic

ლოიდ შეფლი

0x01 graphic

ელვინ როთი

თუკი ეს ფილმი ნანახი გაქვთ, სწრაფი პაემნების სცენაც გემახსოვრებათ: სპეციალური დიდი ოთახია. გრძელი მაგიდა დგას. მაგიდის ერთ მხარეს კაცები სხედან, მათ პირდაპირ კი ქალები. ერთმანეთს კითხვებს უსვამენ და პასუხობენ. თუ ერთმანეთი მოეწონებათ, პაემანზე მიდიან, თუ - არა, ერთი ადგილით გადაინაცვლებენ და ახალ პარტნიორთან იწყებენ გასაუბრებას.

სცენა სახალისოა და ჰოლივუდისთვის დამახასიათებელი ტკბილი დრამატიზმითაც ვითარდება, თუმცა ეკრანებს მიჯაჭვულ თქვენს დიდ უმეტესობას ალბათ თავში აზრადაც არ მოუვა, რომ რასაც ეკრანზე უყურებს, სინამდვილეში მეცნიერული ალგორითმია, რომლის შემუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვისთვის 2012 წელს ორი ეკონომისტი - ელვინ როთი და ლოიდ შეფლი, არც მეტი, არც ნაკლები, ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.

ლოიდ შეფლი თანამედროვე მაჭანკლობის ნათლია 50 წლის წინ გახდა, როცა დაწერა სტატია, სადაც ცდილობდა პასუხი გაეცა კითხვისთვის - როგორ შეძლებდნენ ინდივიდები ჯგუფში დაწყვილებას, როცა მათ საუკეთესო პარტნიორის შესახებ განსხვავებული შეხედულებები და წარმოდგენები ექნებოდათ.

შეფლის შრომა მოგვიანებით კიდევ უფრო განავითარა ელვინ როთმა, რომელმაც ამ მიდგომას სხვა პრაქტიკული გამოყენებაც უპოვა - მაგალითად, როგორ შეიძლება მოსწავლეს შესაფერისი სკოლა შევურჩიოთ, ან ერთმანეთთან დავაკავშიროთ თირკმლის დონორები და მიმღებები.

ბოლო წლებში ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის უმეტესობა ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწე ეკონომისტები და მკვლევრები არიან. 2000 წლიდან მოყოლებული დღემდე, 28 გამარჯვებულიდან მხოლოდ ორს არ ეკავა მუდმივი თანამდებობა ამერიკულ უნივერსიტეტში.

2012 წლის ნობელიანტები ამ ტენდენციას აგრძელებენ. 60 წლის ელვინ როთი ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორია, რომელიც პარალელურად სტენფორდის უნივერსიტეტშიც ასწავლის. 89 წლის ლოიდ შეფლი კალიფორნიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია. ნობელის კომისიის გადაწყვეტილებით, მათი მთავარი დამსახურება ეკონომიკის პრაქტიკული მხარის წინა პლანზე წამოწევა და ეკონომიკის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში აქტიურად დანერგვა გახდა. ამერიკელი პროფესორები წლიურ ჯილდოს - 1.2 მილიონ აშშ დოლარს გაიყოფენ.

მათი ნაშრომი დაწყვილებას ეხება - როგორ მოვახერხოთ, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა საუკეთესო წყვილი იპოვონ ბაზარზე, სადაც ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება.

ამ ამოცანის გადაჭრა როთმა და შეფლიმ დამოუკიდებლად სცადეს. ამისთვის მათ სპეციალური, ე.წ. დაწყვილების ალგორითმი შეიმუშავეს. შემდეგ კი სხვადასხვა ტიპის ბაზრებზე გამოსცადეს. მათ შორის, მოსწავლეებისთვის ნიუ იორკში შესაფერისი სკოლების შესარჩევად გამოიყენეს. ასევე, თირკმლების დონორების და შესაბამისი პაციენტების დასაწყვილებლად ამერიკის საავადმყოფოებში.

ნობელის კომისიამ განსაკუთრებით სწორედ ამ უკანასკნელი კვლევის პრაქტიკულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქმე ისაა, რომ ფედერალურმა მთავრობამ ამერიკაში უკანონოდ გამოაცხადა საკუთარი თირკმლის გაყიდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თირკმლებით დაავადებულებისთვის ბაზარზე ამ ორგანოს დეფიციტი შეიქმნა. პრობლემის გადასაჭრელად როთმა ბაზრის დიზაინის მიდგომა გამოიყენა: ანუ ჯერ შეისწავლა იმის მიზეზები, თუ რატომ ვერ მუშაობს გამართულად კონკრეტული საბაზრო ინსტიტუტები და შემდეგ ბაზარზე ალტერნატიული მექანიზმის დანერგვა სცადა. ასეთი მექანიზმი თირკმლის გაცვლის პროგრამა აღმოჩნდა, სადაც ძირითადად ოჯახური წყვილები მონაწილეობენ. მათ, ვისაც თირკმლის შეუთავსებლობა აწუხებთ, შეუძლიათ საკუთარი თირკმელი სხვა მსგავსი პრობლემის მქონე წყვილს გაუცვალონ. შესაბამისად, თირკმლის დონორები და მიმღებები ნებაყოფლობით წყვილდებიან.

როთის მიდგომით დეფიციტის აღმოფხვრა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რადგან ეს გამოსავალი ბარტერს ეფუძნება: ბაზარზე ერთადერთი მიმწოდებლები მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვინც, თავის მხრივ, ჯანმრთელ თირკმელს საჭიროებენ საყვარელი ადამიანის გადასარჩენად. თუმცა როთის ალტერნატიული სისტემა ადამიანების იმაზე დიდ ნაწილს უნარჩუნებს და უხანგრძლივებს სიცოცხლეს, ვიდრე ეს ფედერალური აკრძალვის პირობებში დამოუკიდებლად მოხდებოდა.

ორიგინალი კვლევა, რომელსაც როთის „ბაზრის დიზაინის“ თეორია დაეყრდნო, შესაფერისი წყვილის მოძებნის იდეის ექსპერიმენტირებისთვის ქორწინებას განიხილავდა. 50-იან წლებში შეფლიმ და დევიდ გეილმა, რომელიც 2008 წელს გარდაიცვალა, გამოიკვლიეს, თუ როგორ შეიძლება, რომ ათმა მამაკაცმა და ამდენივე ქალმა დაქორწინების მიზნით საუკეთესო წყვილი იპოვოს.

ექსპერიმენტში, რომელიც დღეს ონლაინპაემნების ან სამაჭანკლო შოუების აკადემიურ წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს, ქალები და მამაკაცები ერთმანეთს პაემანზე ეპატიჟებოდნენ. ისინი, ვისაც უარით გაისტუმრებდნენ, ახალი პარტნიორის ძიებას დაუღალავად აგრძელებდნენ მანამ, სანამ ათივე ქალი და მამაკაცი შესაფერის წყვილს არ შექმნიდა.

მათემატიკურად, ალგორითმი „სტაბილურ დაწყვილებას“ იწვევს. რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი ადამიანი წყვილის გარეშე არ დარჩება. თუმცა თავისი გადაწყვეტილებით უფრო კმაყოფილი იქნება ის, ვინც პაემანზე პატიჟებს და არა ის, ვისაც პაემანზე ეპატიჟებიან, რადგან პირველ შემთხვევაში პარტნიორის არჩევანი ბევრად უფრო მეტია.

ეკონომიკაში 2012 წლის ნობელიანტების დაჯილდოებისას, ნობელის კომისიამ აღნიშნა, რომ „შეფლის ძირითადი თეორიისა და როთის ემპირიული კვლევების კომბინაცია მყარ საფუძველს ჩაუყრის ბაზრის დიზაინის ახალ კვლევებს და ბევრი ბაზრის მუშაობას გააუმჯობესებს“.

თავისუფალი ბაზრის მომხრე ბევრი ეკონომისტი ამ დასკვნას არ ეთანხმება. მათთვის თირკმლის დეფიციტი ფუნდამენტურად მხოლოდ მაშინ მოგვარდება, თუ ბაზრის დიზაინის ნაცვლად, ფედერალური მთავრობა ბაზრის უბრალოდ არსებობას დაუშვებს. თირკმლის გაყიდვის აკრძალვა არსებითად ნიშნავს ფასის კონტროლს - ამ შემთხვევაში ნულოვანი ფასის დაწესებას, რაც დეფიციტს იწვევს. ჯანმრთელ თირკმელზე მოთხოვნა მაღალია: ამერიკის ბაზარზე ათასობით „მთხოვნელი“ არსებობს. არსებობს ათასობით პოტენციური მიმწოდებელიც, რომლებსაც უფასოდ საკუთარი თირკმლის დათმობა არ უღირთ. დეფიციტი იმ შემთხვევაში აღმოიფხვრება, თუ სურვილის შემთხვევაში ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი ორგანო გაყიდონ.

როგორც ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ჰუვერის ინსტიტუტის მკვლევარი დევიდ ჰენდერსონი ამბობს, „მას შემდეგ, რაც ნობელის მშვიდობის პრემია ისეთ ამორფულ ერთეულს მიენიჭა, როგორიც ევროკავშირია, იქნებ მომავალში ჯილდო დაიმსახუროს თავისუფალმა ბაზარმაც, რომელიც თირკმლის პრობლემების მქონე იმაზე გაცილებით მეტ ადამიანს გადაარჩენს, ვიდრე ბაზრის დიზაინის ნებისმიერი ალგორითმი“.

11 პაატა ზაქარეიშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში აფხაზეთის აღიარების საკითხი არ დადგება

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

ესაუბრა დიმიტრი ავალიანი
ფოტო: ელენე ბლუაშვილი

0x01 graphic

ქართული ოცნების მიერ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე წარდგენილი პაატა ზაქარეიშვილი ტაბულას საკუთარ ხედვაზე და მომავალი საქმიანობის მიმართულებებზე ესაუბრა. მისი აზრით, მთავარი ცვლილება უნდა გახდეს უშუალო დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან, რაზეც უარის თქმას ზაქარეიშვილი წინა ხელისუფლების დანაშაულად მიიჩნევს. იგი ფიქრობს, რომ კონფლიქტების მოწესრიგების პროცესი შევარდნაძის დროს ბევრად უფრო წარმატებული იყო. ახალი პოლიტიკით, სიტუაციის შემობრუნებას ის 2-3 წელიწადში, შედეგის მიღწევას კი 7-8 წელიწადში ვარაუდობს.

  • რამდენიმე დღის წინ, მომავალი ხელისუფლების წევრის სტატუსით, ჟენევის მოლაპარაკებებზე იყავით. რა სტადიაშია ამჟამად ჟენევის პროცესი? როგორ აფასებთ რუსეთის, აფხაზური თუ ოსური მხარის წარმომადგენელთა პოზიციას? რა შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას ჩაიბარებს თქვენი გუნდი და მოსალოდნელია თუ არა რაიმე გარღვევა მოლაპარაკებებში?

ჟენევაში გახლდით მოქმედი ხელისუფლების კეთილი ნებით. ეს იმ პროცესის ნაწილი იყო, რაც დღეს მიმდინარეობს - ძველი მთავრობის მიერ ახალი მთავრობისთვის საქმეების გადაბარება. თუ რაიმეთი კმაყოფილი ვარ და კარგი და დადებითი შთაბეჭდილებით წამოვედი, ეს ქართულ მხარესთან ურთიერთობა იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა თანამდებობის პირს, ვინც ამაში იყო ჩართული.

გადაბარების პროცესს ძველი ხელისუფლება მთელი გულწრფელობით ეკიდება, არ არსებობდა თემა, რომელიც ჩაღრმავებულად არ აეხსნათ და არგუმენტები არ მოეტანათ. ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით, სხვა საკითხია.

რაც შეეხება ზოგადად ჟენევის დისკუსიებს, რასაც ველოდი, ის მივიღე, ანუ არაფერი. ეს არავის ბრალი არაა ზოგადად. ფორმატი ჩამოუყალიბებელია, აქ არ არის განსაზღვრული კონფლიქტის მხარეები, არ ჩანს, ვინ ვის ელაპარაკება. ურთიერთობები ხდება მხოლოდ ექსპერტების დონეზე. ჯერჯერობით არანაირ დოკუმენტზე ხელი არ არის მოწერილი.

ჟენევის ფორმატი შექმნილია საქართველო-რუსეთის ომის შემდგომ და სწორედ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ფორმატს წარმოადგენს, სადაც აფხაზი და ოსი მონაწილეები პრაქტიკულად რუსეთის პოზიციებს აჟღერებენ. ფაქტია, რომ ეს ფორმატი არაეფექტურია, მაგრამ საჭირო. სულ არაფერს ეს სჯობს. მგონი საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა - ძირითადი ხაზი, რუსეთ-საქართველოს კონტექსტი, უნდა დარჩეს უპირატესად. საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ ეს იყოს რუსეთ-საქართველოს ფორმატი და ამაში ვეთანხმები. რუსეთს სურს, რომ ეს იყოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ფორმატი, რაშიც მე რუსეთს არ ვეთანხმები.

ჟენევის ფორმატში არანაირ გარღვევას არ ველი, მაგრამ მისი არარსებობა ბევრ რამეს ხელს შეუშლიდა, ამიტომ ის უნდა არსებობდეს და უნდა ვეცადოთ, იყოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დარეგულირების გარკვეული მოედანი.

  • რაც შეეხება კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. თქვენ და თქვენი გუნდის წევრებმა არაერთხელ განაცხადეთ, რომ ის უნდა შეიცვალოს და უნდა შერბილდეს. იქნებ განმარტოთ, რის შეცვლას აპირებთ კონკრეტულად?

საქმე ისაა, რომ არც მე და არც ჩვენი გუნდის წევრებს ამის შესახებ არ განგვიცხადებია, ეს ჟურნალისტებმა გვკითხეს. მეც გულწრფელად ვუპასუხე, რომ არ ვაპირებთ გავაუქმოთ, ეს გამორიცხულია. ტერიტორია ოკუპირებულია და ის, თუ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს ამის მიმართ, კანონში უნდა იყოს გაწერილი. ამიტომაც, კანონი უნდა არსებობდეს სწორედ ამ სახელწოდებით.

ამ კანონში ცვლილებები ჩემთვის პრიორიტეტული თემა არ არის და არ ვაპირებ დანიშვნისთანავე ვეცე, დავხიო ან გადავაგდო. ვიდრე ეს კანონი ხელს არ შეგვიშლის მუშაობაში, მისი გადახედვის საკითხი არ დადგება. მაგრამ, მაგალითად, თუ კანონმა ხელი შეუშალა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას, გადავხედავთ იმ პოზიციებს, სადაც ეს პრობლემები უნდა მოისპოს. ეს არ არის იდე ფიქსი.

  • შესაძლებელია თუ არა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება სოხუმთან და ცხინვალთან?

მე არასდროს არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ არც ეს არის იდე ფიქსი. არ მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც ხელი უნდა მოვაწეროთ ვინმესთან ამ ტიპის დოკუმენტს. არსებობს საქართველოს ხელისუფლების ცალმხრივი ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ. მე ამას მოვითხოვდი შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული და ეს სჯობს თავდაუსხმელობის ვალდებულების გაფორმებას უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან.

ვინაიდან აფხაზები და ოსები, რუსების მოწოდებით, მოითხოვენ მაინცდამაინც ასეთ დოკუმენტზე მუშაობას და ხელმოწერას, მე ვამბობ, რომ ეს თავისთავად პრობლემაა არაა. ჩვენ ისე არ უნდა ვიქცეოდეთ, თითქოს ყველაფრის გვეშინია. როგორც კი დავიწყებთ ამაზე ლაპარაკს, აღმოვაჩენთ, რომ აფხაზებს და ოსებს უსაფრთხოების პრობლემა არ აქვთ. მათ ჩვენი აღარ ეშინიათ. მათ სტატუსის პრობლემა აქვთ. უნდა ვკითხოთ - როგორ უნდა მოვაწეროთ ხელი მათთან შეთანხმებას - როგორც სახელმწიფომ სახელმწიფოსთან? მაგრამ, უკაცრავად, ჩვენ ისინი არ გვიღიარებია. შესაბამისად, ხელს ვერ მოვაწერთ. ამ თემებზე თამამად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ვიცი, ხელშეკრულებებამდე საქმე არ მივა.

ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე დაუშვა შეცდომა იმაში, რომ უარყო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების არსებობა. ამით ეს კონფლიქტები რუსეთის მძევლად აქცია. ხელისუფლებამ რამდენიმე ჩიხში შეიყვანა ეს კონფლიქტი და მათი გასაღები რუსეთის ხელშია. ყოველი ასეთი ჩიხიდან გამოსვლა დიდი ძალისხმევით მოგვიწევს. თუმცა, ამ გზით უნდა წავიდეთ. ნელ-ნელა, აუჩქარებლად. სააკაშვილისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვჩქარობთ.

  • მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ეს ის გზაა, რომელიც უკვე გავიარეთ. 2008 წლამდე გვქონდა კონფლიქტის მოგვარების ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ფორმატები. 2008 წლის შემდეგ კი იგივე სოხუმისა და ცხინვალის რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა, იქნება ეს ბიუჯეტი თუ კონტროლი ჯარებისა და უშიშროების სტრუქტურების მიერ. რამდენად პროდუქტიული შეიძლება იყოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ფორმატი ამ პირობებში?

ის, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ფორმატები არსებობდა, უდიდესი წარმატება იყო. და უდიდესი დანაშაული იყო სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან მათი გაუქმება. 2008 წლამდე კი არა, ისინი 2006 წელს გაუქმდა, როდესაც (საქართველოს ხელისუფლება) შეიჭრა კოდორში, დაარღვია მოსკოვის საერთაშორისო ხელშეკრულება აფხაზეთის მიმართულებით და შექმნა სანაკოევის პროექტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1992 წლიდან მოყოლებული, 2006 წელი საუკეთესო იყო ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარებისთვის. ამავე დროს, იგივე წელი იყო ყველაზე უარესი. ივნისამდე ყველაფერი კარგად მოდიოდა, მას შემდეგ ყველაფერი ცუდად წავიდა.

  • რატომ იყო ეს პერიოდი ყველაზე კარგი? რა შედეგები იყო მიღწეული?

შესანიშნავად მუშაობდა ყველა სტრუქტურა. ყველა ურთიერთობა ჩასმული იყო საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ ფორმატში. აფხაზური და ქართული მხარეები მუშაობდნენ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მეთვალყურეობის ქვეშ.

აფხაზეთში გაერო მუშაობდა, ცხინვალში - ეუთო. ცხინვალის მიმართულებით იყო შერეული საკონტროლო კომისია, რომელშიც ოთხი მხარე შედიოდა, გადაწყვეტილებებს კონსენსუსის წესით იღებდა და იქ ქართული მხარე არეგულირებდა ვითარებას. რაც არ უნდა კრიტიკულები ვიყოთ შევარდნაძის მიმართ სხვა საკითხებში, უნდა ვაღიაროთ, რომ შევარდნაძე ათასჯერ ძლიერი აღმოჩნდა სააკაშვილთან შედარებით კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. მან სულ სხვა დონეს მიაღწია. ცხინვალში მან საქართველო და რუსეთი დასვა ერთად, ცხინვალი და ვლადიკავკაზი კი ერთად - ანუ ოთხმხრივი კომისია ორდონიანი გახადა. მან ჩრდილოეთ ოსეთის ეკონომიკა მოაბა საქართველოს, გაიხსენეთ სპირტის ამბები. იქ იყო კორუფცია, კრიმინალი, ბევრი რაღაცები იყო გამოსასწორებელი, მაგრამ არა გასაუქმებელი, როგორც ერგნეთის ბაზრობა. ეს მხარეები ჩართულნი იყვნენ ქართულ კონტექსტში.

ფრაზა, თითქოს ჩვენ ეს მომენტი გავიარეთ, არის ცრუ და ფარისევლური. როგორც კი სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მან სწორად აიღო შევარდნაძის მიღწევები. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-ერზრუმის პროექტი, NATO-ში გაწევრიანება. რუსეთის ბაზების გაყვანაც შევარდნაძის დაწყებული იყო 1999 წელს. მაგრამ სააკაშვილს ერთხელაც არ უცდია განევითარებინა ის, რაც შევარდნაძემ დაუტოვა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. მას თავიდანვე აკვიატებული ჰქონდა იდეა, რომ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან არაფერი გვესაქმება და ჩვენი მთავარი მეტოქე არის რუსეთი. ჩვენ წავედით რუსეთთან კონფრონტაციაზე, მივუყარეთ მას აფხაზები და ოსები და ამით რუსეთის პოზიციები გავაძლიერეთ. სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტო იმ მანკიერი პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო, რაც სააკაშვილმა დათესა. ცოცხალი მოწმე ვარ იმისა, რომ მას აფხაზებზე და ოსებზე გასვლა არცერთხელ არ უცდია.

  • ხომ არ ფიქრობთ, რომ მაშინდელი პოლიტიკა იყო ლოგიკური მცდელობა, რუსეთის მიერ თავსმოხვეული ფორმატებისგან თავის დაღწევისა? ფორმატისგან, რომელიც საქართველოს ხელს არ აძლევდა?

როგორ იყო რუსეთის მიერ თავსმოხვეული? ერთგან იყო ეუთო, მეორეგან კი გაერო. დღეს ვამაყობთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებით. მაშინ კი გაერო-ს უშიშროების საბჭო იღებდა წელიწადში 2-ჯერ რეზოლუციებს, რომელთა თანახმად, მკაფიოდ და ცალსახად რუსეთი ვალდებული იყო ეღიარებინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რაზეც დღეს ვოცნებობთ. ეუთო-ს სამიტებზე ცალსახად აღიარებული იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რაც ახლა ისტორიას ჩაბარდა...

  • მაგრამ, წლების განმავლობაში ამ ფორმატებს არ მოჰყოლია შედეგი, თუნდაც დევნილთა დაბრუნების მხრივ...

უკაცრავად, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ შევარდნაძის პოლიტიკა იყო მანკიერი, მათ შორის ციხეში, ენერგეტიკაში, კორუფციის საკითხში, ქურდულ სამყაროს არსებობაში და ა.შ., რაღა აფხაზეთის მიმართულებით იყო ყველაფერი კარგად? თუ შევარდნაძის პოლიტიკა წარუმატებელი იყო, რატომ არ დავიწყეთ ხელახლა აფხაზებთან და ოსებთან ლაპარაკი? რატომ ვთქვით, რომ ეს რუსების ბრალია, იქნებ შევარდნაძის ბრალი იყო?

მთელი ტრაგედია იცით რაშია? ამას წინათ პუტინმა აღიარა, რომ 2006 წლიდან დაიწყო მზადება საქართველოსთან ომისთვის. ეს ზუსტად ემთხვევა იმას, რაც მე ვთქვი 2006 წელთან დაკავშირებით. ოსები და აფხაზები დაიძრნენ საქართველოსკენ. მათ დაიჯერეს „დემოკრატიის შუქურის“ და მეც ვარ მოწმე, როგორ სურდათ ჩვენთან შეხვედრები. და როგორ უკრძალავდა სააკაშვილი მათთან შეხვედრებს თავის ჩინოვნიკებს.

  • 2006 წლამდე წარმატებული ნაბიჯები ამ ხელისუფლებასაც ჰქონდა?

რა თქმა უნდა. სააკაშვილის პოლიტიკა 2005-2006 წლებში იყო წარმატებული. თუნდაც ეუთო-ს ლუბლიანის სამიტი. წარმატებული იყო ბრიუსელის კონფერენცია, სადაც ძალიან დიდი ფული გამოიყო ოსური სოფლების აღდგენისათვის. მაგრამ სააკაშვილმა ეს წარმატებული პოლიტიკა უცებ შეცვალა და კოდორში შევიდა, უცებ შექმნა სანაკოევის უსამარცხვინოესი პროექტი.

ჩვენ დღეს მორალური უფლება არ გვაქვს, ვთქვათ, რომ სტალინმა უკანონოდ შექმნა სამხრეთ ოსეთი. 2006 წელს სააკაშვილმა მიაღებინა პარლამენტს სამარცხვინო გადაწყვეტილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ. მაინცდამაინც იმ საზღვრებში, რაც სტალინმა შექმნა. მის ხელმძღვანელად დანიშნა დიმიტრი სანაკოევი, რომელიც აღმოჩნდა რუსული ФСБ-ს პროექტი. მისმა ნათესავებმა, ძმებმა ქარქუსოვებმა თქვეს, მისმა ბიძაშვილმა ვლადიმირ სანაკოევმა აღიარა, რომ ФСБ-ს ჩასმულები იყვნენ. მათ აღადგენინეს სამხრეთ ოსეთი, მიაყოლეს ახალგორი, რომელიც არსებითად არასდროს ყოფილა სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში. ოკუპაცია შემდეგ ზუსტად იმ საზღვრებში განხორციელდა, რაშიც მოაქცია სააკაშვილმა.

2006 წლიდან სხვა პოლიტიკა დაიწყო, არა დიალოგის, არამედ თავს მოხვევის. ეს რუსული პოლიტიკა იყო. შეგვეძლო ცხინვალთან გვევაჭრა, მაგრამ ამის მაგივრად მათ მთელი სამხრეთ ოსეთი ვაჩუქეთ სტალინის მიერ შექმნილ საზღვრებში. როგორც მედალი, ისე ჩამოვკიდეთ მთელი სამხრეთ ოსეთი რუსეთს. ეს უდიდესი ანტიქართული პოლიტიკა იყო.

სოფელ პერევის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ რუსებმა მკაფიოდ და ცალსახად მიითვისეს მხოლოდ ის, რასაც ჩვენ დავაწერეთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. კოდორის ხეობა და ახალგორი იყო ქართველების კონტროლს ქვეშ. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ეს სამარცხვინო პროექტები წამოიწყო, ისინი ჩვენი აღარ არის. რასაც კი სააკაშვილმა ხელი მოჰკიდა, ყველაფერი გააფუჭა და ჩამოაქცია.

  • მინდა თქვენი პოზიცია ზუსტად გავიგო - რომ არ ყოფილიყო სანაკოევის პროექტი, არ ყოფილიყო ზემო აფხაზეთის პროექტი, 2008 წელს რუსეთი ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ოკუპაციას ვერ განახორციელებდა?

ვერ განახორციელებდა. საქმე ომამდეც არ მივიდოდა. ეს ხომ შეცდომების კასკადი იყო, ნაბიჯები, რასაც პუტინი აკეთებინებდა თავისი პროექტიდან გამომდინარე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიჯერეს, თითქოს რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებდა და ამას საჯაროდ ამბობდნენ. რუსეთმა „დაითრია“ საქართველოს ხელისუფლება და დააჯერა, რომ არ ჩაერეოდა. თუ როგორ არ აინტერესებდა, ეს ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში. ეს იყო კარგად გაწერილი რუსული პროექტი, სადაც, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება აღმოჩნდა რუსეთის ბრმა მარიონეტი.

  • რაც შეეხება პოლიტიკას, რომელსაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა. მინდა გკითხოთ სტატუსნეიტრალური დოკუმენტების შესახებ. ერთი წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამ დოკუმენტებს სასაცილო უწოდეთ, თუმცა მას შემდეგ ისინი ათამდე სახელმწიფომ აღიარა. იმავე ინტერვიუში ამბობდით, რომ მხარს უჭერთ აფხაზური და ოსური პასპორტების ლეგალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე. იქნება თუ არა ეს თქვენი პოლიტიკის მიმართულება? იტყვით უარს სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებზე?

ეს ის საკითებია, რომელიც მთავრობას უნდა შევუთანხმო. მინდა შევისწავლო, ვინ აიღო ეს პასპორტები. მე ვიცნობ 7-8 ადამიანს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ვინც ნამდვილად აიღო ეს დოკუმენტები. ესენი არიან ქართველები, რომლებსაც აქვთ აფხაზური და ოსური პასპორტები. აფხაზურის გარდა, ჩუმად აქვთ აღებული ქართული პასპორტი და ნეიტრალური პასპორტი მხოლოდ იმიტომ აიღეს, რომ იოლად წავიდნენ ამერიკაში. თუ ჩემი ინფორმაცია უტყუარია, მიჩნდება კითხვა - ვის ვატყუებთ, ხალხო? რაში გვჭირდება ასეთი თვალთმაქცობა? მაგრამ, თუ პასპორტები მართლა კარგად მუშაობს, ვაღიარებ, რომ ეს ასეა.

მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ 2010 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ნეიტრალური პასპორტები შევიდა ძალაში, დაახლოებით 60-მა ადამიანმა აიღო ნეიტრალური პასპორტი, 300-ზე მეტმა კი ქართული. მე თვითონ ვუწყობდი ხელს აფხაზებს, ჩამოსულიყვნენ და აეღოთ არა ნეიტრალური, არამედ საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

თუ აფხაზმა გადალახა რაღაც ბარიერი, მას ურჩევნია საქართველოს პასპორტი აიღოს. ამ დოკუმენტით მთელ მსოფლიოში იმოგზაურებ და არა მხოლოდ ათ სახელმწიფოში. თანაც, ვიზის მისაღებად ნეიტრალური პასპორტი არაა საკმარისი, საგარეო უწყებამ რაღაც რწმუნება უნდა მოგცეს. საქართველოს პასპორტით უფრო დაცული ხარ, არავინ გეკითხება, ქართველი ხარ, აფხაზი თუ სომეხი. მე როგორც ვიცი, აფხაზეთში დღეს ნეიტრალური პასპორტის აღება უფრო სამარცხვინოა, ვიდრე ქართულის. პარადოქსია, მაგრამ ქართული პასპორტი მათთვის უფრო ნეიტრალურია.

თუმცა ნეიტრალური პასპორტის გაუქმება დღეს აქტუალური არ იქნებოდა - შეიძლება გავაუქმოთ მოძრაობა „კოკოითი ფანდარასტ“? არარსებულს ვერ გააუქმებ.

  • აფხაზური და ოსური პასპორტები?

ჩვენ უნდა ვცნოთ ისინი პირადობის მოწმობებად საქართველოს შიგნით, ამ ხალხმა უნდა მიიღოს ყველა არა, მაგრამ თითქმის ყველა პრეფერენცია, რასაც საქართველოს მოქალაქე იღებს. მათ შორის, თავისუფალი გადაადგილება, რეგისტრაცია, პენსიის აღება, განათლების მიღება, ჯანდაცვის მომსახურების მიღება. თუმცა, მაგალითად, ბანკებს არ ვურჩევდი ამ დოკუმენტებით სესხები გასცენ. მაგრამ იქ, სადაც მათი გამოყენებით სახელმწიფო ინტერესები არ დაზარალდება, დაშვებული უნდა იყოს.

  • რაც შეეხება აფხაზური მხარის რეაქციას საქართველოში ხელისუფლების ცვლილებებსა და კონკრეტულად თქვენს განცხადებებზე. ანქვაბმა თქვა - თუ ქართული ოცნება აფხაზეთის დაბრუნებას ნიშნავს, ეს ფუჭი ოცნებააო. აფხაზმა პოლიტიკოსმა ბათალ კობახიამ, რომელიც თქვენი მეგობარია, ძალიან ემოციურად გამოხატა ნეგატიური დამოკიდებულება თქვენი განცხადების მიმართ იმის შესახებ, რომ საქართველომ აფხაზები უნდა დაარწმუნოს, რომ მასთან ყოფნა უკეთესია. ანუ თქვენი მხრიდან ძალიან მშვიდობიან რიტორიკაზე სოხუმის რეაქცია ძალიან მწვავეა. ასეთი პირობებში როგორ აპირებთ ხელშესახები წერტილების პოვნას აფხაზურ მხარესთან?

მათი რეაქცია ხომ რაღაცაზე მეტყველებს. როცა ადამიანს ვირუსი შეუჩნდება, მას ტემპერატურა უწევს, ეს ორგანიზმის რეაქციაა. მათ რაღაცის შეეშინდათ - შეეშინდათ მშვიდობიანი საქართველოსი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მათი რიტორიკა ჩარჩეს სააკაშვილის ეპოქაში, რომ ჩვენ ხელი ვერ მოგვკიდონ და ვერაფერზე ვეღარ შემოგვედავონ. ჩვენ არსად ვჩქარობთ. სამწუხაროდ, კონფლიქტების მოგვარება ხანგრძლივი პროცესია.

მოგეხსენებათ, კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილი ოკუპირებულია თურქეთის მიერ. 30 წელია ევროკავშირის ტერიტორია ოკუპირებულია და ევროკავშირი ამბობს, რომ ვერაფერს იზამს, თუ ბერძნები და თურქები არ შერიგდებიან. სულ ოკუპაცია-ოკუპაციას ძახილით წინ ვერ წავალთ. საჭიროა დეოკუპაციის მიმართულებით რაღაც ნაბიჯების გადადგმა. მე ღრმად მწამს - რაც არ გამოსდით 30 წელი კვიპროსზე, ჩვენ გამოგვივა 7-8 წელიწადში. იმიტომ, რომ ჩვენ შორის არ არის ამ დონის გაუცხოება. იქ არიან ბერძნები და თურქები, მართლმადიდებლობა და ისლამი...

  • ჩვენთან - რუსეთი და მისი ინტერესები...

კი ბატონო, მაგრამ, რუსეთი არავის უყვარს. არც ქართველებს და, დამერწმუნეთ, არც აფხაზებს და ოსებს. დღემდე მათ ჰქონდათ არჩევანი - პუტინის რუსეთი თუ სააკაშვილის საქართველო. პუტინის რუსეთი რჩება, სულ ცოტა, 10 წელი მაინც, ჩვენ კი შეგვიძლია მათ სხვა, დემოკრატიული საქართველო შევთავაზოთ. მერწმუნეთ, 2-3 წელიწადში სულ სხვა საუბარი გვექნება ამ საკითხზე. შეიძლება ხელშესახები შედეგები არ გვქონდეს, მაგრამ დინამიკა სახეზე იქნება. აღარ იქნება აგრესიული რიტორიკა, ერთმანეთის მიმართ ინტერესები უფრო გამოკვეთილი იქნება.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მე არ მივისწრაფვი ორმხრივი ურთიერთობებისკენ. ამ ეტაპზე მთავარია, ქართული პოლიტიკა შევცვალოთ. ჩემთვის ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია დავარწმუნო ქართველი ოპონენტი, რომელსაც ეჭვი ეპარება ჩემი პოზიციის სისწორეში. ჩვენ თუ აქ საერთო ენა გამოვნახეთ, აფხაზებთანაც უფრო ადვილი იქნება. ისინი დაინახავენ, რომ საქართველოში დაიწყო დისკუსია, თუ როგორ მივხედოთ აფხაზეთს.

  • გასულ წელს თქვენი გუნდის ამჟამინდელმა წევრმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეიძლება დისკუსიის საგანი გახდეს. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამ მოსაზრების კომენტირებისას აღნიშნეთ, რომ ეს წინადადება არ არის კატეგორიულად მიუღებელი. თუმცა ის არის ნაადრევი და შეიძლება დადგეს 10-15 წლის შემდეგ, თუ მოლაპარაკებები წარუმატებელი გამოდგა. მინდა, რომ განმარტოთ ამ სტრატეგიის არსი - ოპონენტს ვეუბნებით, რომ თუ ის საკმარისად უკომპრომისო იქნება, ჩვენ საბოლოოდ მზად ვიქნებით შევასრულოთ მისი მოთხოვნა, რომელიც ამჟამად მიუღებელია?

მე ვგულისხმობდი სააკაშვილის პოლიტიკას. ის რომ ისე გაგრძელებულიყო, როგორც გრძელდებოდა მაშინ, მამუკა არეშიძის სიტყვები რეალობა გახდებოდა. მაშინ ივანიშვილი ჯერ არ არსებობდა, გრძელდებოდა ძველი პოლიტიკა, მოსახლეობისა და ტერიტორიის კატასტროფული კარგვა, რუსეთის გავლენის ზრდა... არეშიძემ მაშინ თქვა, რომ ამ ფონზე გამოსავალი არის აღიარება. მე მაშინ ვთქვი, რომ სააკაშვილის პოლიტიკის პირობებშიც კი, ეს რეალობა შეიძლება დადგეს 10-15 წლის შემდეგ. ანუ მე კი არ მივდივარ კომპრომისზე, სააკაშვილს მიჰყავდა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე.

  • თქვენი აზრით, ძველი პოლიტიკის გაგრძელების პირობებში, თბილისი იძულებული გახდებოდა აფხაზეთის აღიარებას დათანხმებოდა?

მას მთელიო მსოფლიო აღიარებდა. 10 წლის თავზე მსოფლიომ თქვა, რომ სერბები ვერ ელაპარაკებიან ალბანელებს კოსოვოში. ამას დიდხანს ვერ მოვითმენთო და დაიწყეს კოსოვოს აღიარება. მე ვამბობდი, რომ სიმშვიდის ბალიში მხოლოდ 10 წლით გვაქვს. მერე ევროპელები ამ ბალიშს აგვაცლიან და აღმოვჩნდებით ჭაობში. ევროპა არასდროს ამბობს სამუდამოდ არც არა-ს და არც დიახ-ს. ევროპა დინამიკური, ცოცხალი ორგანიზმია და მისი ქცევები იცვლება.

  • თუმცა, არაღიარების პოლიტიკა კვლავ ძალაშია...

მე სპეციალისტი ვარ და ვხედავ, ევროპა როგორ იქცევა კვიპროსში და კოსოვოში. ვხედავ ევროკავშირის დინამიკას. მე მათ ვესაუბრები და ისინი ამბობენ - ხელი გაანძრიეთ, თორემ რუსეთი მოდის და მოდის, დაელაპარაკეთ თქვენს ხელისუფლებას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დასავლეთს არ აინტერესებს, იქ არ არის ნავთობი და გაზი, მიბმულები არიან რუსეთის საზღვარს. თუ რამე ხდება ამ ტერიტორიაზე, ეს არის მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს ინტერესებში. ამიტომ, დიდხანს ვერ გაგრძელდება სიმშვიდის ბალიშზე წოლა.

  • იმის თქმა გინდათ, რომ იმ პოლიტიკის პირობებში, რომელსაც განახორციელებს თქვენი გუნდი, აფხაზეთის აღიარების საკითხი არ დადგება?

არ დადგება, ეს გამორიცხულია. თუ საქართველო იქნება დემოკრატიული სახელმწიფო, მსოფლიო ეტყვის აფხაზებს, რომ საქართველო სხვა გზას დაადგა. უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ თუ დინამიკა დაიწყო, ეს ახალი ხელისუფლების დამსახურება იქნება.

ჩვენ ხალხმა მოგვცა მანდატი არსებითად შეიცვალოს სიტუაცია. ეს მანდატი აუცილებლად უნდა გავამართლოთ. საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლით პოსტსაბჭოთა სივრცეზე უნიკალური პრეცედენტი მივიღეთ. ეს ყოფილი ხელისუფლების მნიშვნელოვანი დამსახურებაცაა. შესაბამისად, თუ გარღვევაზე გვაქვს საუბარი, ის აქ მოხდა, საერთო ქართულ კონსენსუსში.

მადლობა ღმერთს, ყოფილი ხელისუფლება გონივრულად იქცევა და ჩვენც შესაბამისად უნდა მოვიქცეთ. ქვეყნის გადარჩენის იდეიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ და მე მზად ვარ ამ საკითხებზე ველაპარაკო ოპოზიციას. ისინი მე არ მელაპარაკებოდნენ. და მზად ვარ მივიღო მათი არგუმენტებიც, ვიკამათოთ და სადაც საჭირო იქნება, დავეთანხმო კიდეც.

12 ფოტოესე

▲ზევით დაბრუნება


ბარკოლანას რეგატა ტრიესტის ყურეში

0x01 graphic

13 ვიცეპრეზიდენტების დებატები: გარდამტეხი ცვლილებები წინა საარჩევნო რეიტინგებში?!

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ასმათ ნასყიდაშვილი

0x01 graphic

პოლ რაიანი და ჯო ბაიდენი

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი განსაკუთრებით ცხელ ფაზაში შევიდა. ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, რეიტინგები ხან ამჟამინდელი პრეზიდენტის, დემოკრატი ბარაკ ობამას სასარგებლოდ იხრება, ხანაც რესპუბლიკელების კანდიდატს, მიტ რომნის ანიჭებს უპირატესობას. ხოლო მას შემდეგ, რაც პირველი საპრეზიდენტო დებატის შედეგად ობამას რეიტინგმა შედარებით დაიწია, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების, დემოკრატი ჯო ბაიდენისა და რესპუბლიკელი პოლ რაიანის დებატი, რომელსაც ბევრად უფრო „დრამატული“ უწოდეს საპრეზიდენტოსთან შედარებით.

კანდიდატებს საგარეო და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მოუწიათ პასუხის გაცემა. რაიანმა ობამას ადმინისტრაცია სამხედრო ხარჯების შემცირებასა და წარმოებული საგარეო პოლიტიკის სისუსტეში დაადანაშაულა, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ ობამას პერიოდში უფრო მეტი დაიხარჯა სამხედრო სფეროში, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრეზიდენტის დროს.

არსებული მონაცემებით, აშშ თავდაცვაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე სოციალურ უსაფრთხოებასა თუ ჯანდაცვაზე. ფედერალურმა მთავრობამ 2013 წლისთვის 851 მილიარდი დოლარი გაითვალისწინა უსაფრთხოების საკითხებისთვის, 820 მილიარდზე მეტი - სოციალური უსაფრთხოებისთვის და 523 მილიარდი - ჯანმრთელობის დაზღვევისთვის. თუმცა კონგრესის მიერ 2011 წელს მიღებული ბიუჯეტის კონტროლის აქტის მიხედვით, შემდგომი 10 წლის მანძილზე სამხედრო დანახარჯები 487 მილიარდი დოლარით უნდა შემცირდეს. ბევრი კონგრესმენი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ სამხედრო ბიუჯეტის ასეთი შემცირება ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს.

საგარეო პოლიტიკის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად შეეხებოდა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის, ლიბიაში მომხდარი ინციდენტების პრევენციის უუნარობისა და სირიაში მიმდინარე პროცესებში უფრო აქტიურად ჩარევის საკითხებს. რაიანმა ობამა ამერიკის მიერ მისაღები საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გაეროსთვის გადალოცვაში დაადანაშაულა, რაც თავისთავად, რუსეთს ვეტოს გამოყენების საშუალებას აძლევდა.

ამერიკელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვაზე - შეძლებენ თუ არა უმუშევრობის დონის 6%25-მდე შემცირებას და როდისთვის - ბაიდენმა შემდეგი პასუხი გასცა: „ჩვენ ეს შეგვიძლია, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით როდისთვის“. ამჟამინდელმა ვიცეპრეზიდენტმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, არ შეეწინააღმდეგონ საშუალო ფენისთვის გადასახადების შემცირების პოლიტიკას. რაიანმა კი კიდევ ერთხელ მოიყვანა რომნის 5-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს ენერგოდამოუკიდებლობას, გაზრდილ თავისუფალ ვაჭრობას, დაბალანსებულ ბიუჯეტს, მცირე ბიზნესისთვის გადასახადების არგაზრდას და დასძინა, რომ აღნიშნული გეგმით მათ ბიუჯეტის 4%25-იანი ზრდის მიღწევა და 12 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლიათ.

დებატების ბოლოს ბაიდენმა რაიანი და რომნი საშუალო ფენისადმი მათი დამოკიდებულებისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. რაიანმა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ რესპუბლიკელებს აქვთ კონკრეტული გეგმა ეკონომიკური აღმავლობისთვის. „ობამას ჰქონდა შანსი... მაგრამ მან არ იმუშავა“, - დაასრულა რაიანმა.

ვინ გაიმარჯვა დებატებში? შეფასებები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. CBS-ის მიხედვით, აღნიშნულ დებატებში უდავო გამარჯვებულია ბაიდენი, თუმცა CNN-ი თავისი გამოკითხვებით მცირე უპირატესობას რაიანს ანიჭებს. ზოგადი ხაზი, რაც თითქმის ყველა კომენტარს გასდევს, არის ის, რომ ბაიდენი იყო უჩვეულოდ აგრესიული და დამცინავი თავისი ოპონენტის მიმართ. „თუ თქვენ მოგეწონათ აგრესიული ბაიდენი, მაშინ თქვენთვის რაიანი დამარცხებულია. ხოლო თუ არ მოგეწონათ, მაშინ - გამარჯვებული“, - წერს Washington Post-ი.

სტატისტიკის მიხედვით, 1976-2008 წლების მანძილზე ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების 8 ჩატარებული დებატიდან არცერთს არ მოუხდენია გადამწყვეტი გავლენა არსებულ რეიტინგებსა და არჩევნების შედეგებზე. ამიტომ, აღნიშნული დებატებისადმი საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესის მიუხედავად, ექსპერტები გარდამტეხ ცვლილებებს არ ვარაუდობენ.

14 წინასაარჩევნო ციებ-ცხელება იტალიაში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

შოთა კაკაბაძე

ივნისში გავრცელებულმა ინფორმაციამ იტალიის ყოფილი პრემიერისა და პარტია თავისუფლების ხალხის (PdL) დამაარსებლის, სილვიო ბერლუსკონის შესაძლო დაბრუნების შესახებ, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუმცა 9 ოქტომბერს, მის მფლობელობაში მყოფ ტელეარხ Canale 5-თან ინტერვიუში ბერლუსკონიმ აღნიშნა, რომ არ აპირებს გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებში პარტიის კანდიდატობას და მზად არის მხარი დაუჭიროს მარიო მონტის მეორე ვადით პრემიერობას. ამ დღეებში გავრცელებულ კიდევ ერთ ინტერვიუში ბერლუსკონიმ ყველა არამემარცხენე ძალას გაერთიანებისაკენ მოუწოდა, ხოლო კოალიციის ლიდერად მონტი მოიაზრა, როგორც „მუდმივად ლიბერალური ბანაკის წევრი“.

0x01 graphic

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი

ამ მოწოდებას მალევე გამოეხმაურა ცენტრისტ დემოკრატთა გაერთიანების ლიდერი პიერ ფერდინანდო კასინი, რომელმაც ბერლუსკონის პრემიერობის კანდიდატობის შემთხვევაში მის პარტიასთან რაიმე ტიპის ალიანსი გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ მონტის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. ამჟამინდელი პრემიერის გარშემო კოალიციის ფორმირებას მიესალმება ფერარის თავმჯდომარე მონტეზემელო, რომელსაც პოლიტიკური პარტიის ფორმირება აქვს განზრახული. გარდა ზემოხსენებული პოლიტიკური ძალებისა, მემარჯვენეთა ბანაკს მიეკუთვნებიან ე.წ. ჩრდილოეთის ლიგა, რომელიც წინა არჩევნებზე ბერლუსკონის მოკავშირედ მოიაზრებოდა, ლიბერალური კონსერვატიზმის ღირებულებების მქონე პარტია - მომავალი და თავისუფლება და ცენტრისტული პარტია - ღირებულებების იტალია.

ბერლუსკონის აზრით, ეს ალიანსი მნიშვნელოვანია გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებში მემარცხენეთა დასამარცხებლად, რომლებიც იტალიის პოლიტიკურ სპექტრში ოთხი ძირითადი პარტიით არიან წარმოდგენილნი. ყველაზე პოპულარული დემოკრატიული პარტიაა, ასევე მემარცხენეა კომუნიზმის ხელახალი დაფუძნების პარტია, მემარცხენე ეკოლოგიური თავისუფლება და იტალიელ კომუნისტთა პარტია.

პოლიტიკურ მიმომხილველთა აზრით, გასულმა ოთხმა თვემ ბევრი რამ შეცვალა და საბოლოოდ ბერლუსკონი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მილიარდერი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გადადგა სკანდალებისა და ფინანსური პრობლემების შემდეგ, თუმცა მისმა წასვლამ პარტიის რეიტინგს ვერაფერი უშველა - პოლიტიკური ელიტა სულ უფრო ღრმად აღმოჩნდა ჩაფლული კორუფციასა და სხვადასხვა სახის სკანდალებში. ეს, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება სილვიო ბერლუსკონის რეიტინგზე, 76 წლის ექსპრემიერის ქარიზმა კი სიტუაციის გამოსასწორებლად საკმარისი აღარაა.

0x01 graphic

იტალიის მოქმედი პრემიერმინისტრი მარიო მონტი

10 ოქტომბერს, პარტიის ერთ-ერთი წევრის კალაბრიული მაფიისგან ხმების მოსყიდვის ბრალდებით დაკავება კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ბერლუსკონის რეიტინგისთვის. იტალიის სახელმწიფო მაუწყებლის (RAI) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პრაიმერის ჩატარების შემთხვევაში ყოფილი პრემიერი დამარცხდებოდა ანჯელინო ალფანოსთან, რომელსაც ბერლუსკონის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პორტფელი ებარა და, ამავდროულად, პარტია თავისუფლების ხალხის მდივანია. იმავე გამოკითხვების მიხედვით, მთავრობის მეთაურობის კანდიდატობაზე ყველაზე მეტი ხმა სწორედ ამჟამინდელმა პრემიერმა, მონტიმ დაიმსახურა, რომელსაც ბერლუსკონი და მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ლიდერი პიერ ლუიჯი ბერსანი მოსდევენ. არადა, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, მონტის მსგავსი პოპულარობაც გასაკვირია. გასულ კვირას კიდევ უფრო შეიკვეცა ისედაც შემცირებული ფინანსები ჯანდაცვაზე, რამაც იტალიის ბიუჯეტს დამატებით 11 მილიარდ ევროზე მეტი მოუტანა.

თუმცა რამდენად იყრის კენჭს მონტი მთავრობის მეთაურობაზე მეორე ვადით, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. იტალიის პრემიერმა არაერთხელ გაიმეორა, რომ არ აპირებს მეორე ვადით აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნას, 27 სექტემბერს კი მონტიმ იმედი გამოთქვა, რომ გაზაფხულზე ჩატარებულ არჩევნებში ერთ-ერთი მხარე დამაჯერებლად გაიმარჯვებს. და იქვე დასძინა - თუ მთავრობის ფორმირებისას კრიზისი შეიქმნა, „მე იქ ვიქნები“-ო. პოლიტიკურ მიმომხილველთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მონტიმ შეიძლება პრეტენზია განაცხადოს პრეზიდენტობაზე, რომლის ვინაობაც ასევე 2013 წელს გაირკვევა.

გასულ პარასკევს, SWG-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვებით, მემარცხენე-ცენტრისტული პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობა 41%25-ზე მეტია მაშინ, როდესაც ცენტრისტ-მემარჯვენეებს ერთად მხოლოდ 36%25 აქვთ. გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა 52%25-ს მონტის მეორე ვადით პრემიერად ხილვა არ სურს და მის მიმართ ნდობა 40 პროცენტზე მეტია.

ასე რომ, იტალიაში საარჩევნო ციებ-ცხელება თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. ნოემბრის თვეში დემოკრატიულ პარტიას დაგეგმილი აქვს პრაიმერი, რომლითაც გაირკვევა, თუ ვინ ჩაუდგება პარტიას სათავეში - ბერსანი თუ ფლორენციის მერი, ყოფილი კომუნისტი მატეო რენზი.

15 მიტ რომნი vs. ბარაკ ობამა მეორე რაუნდი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ნინო დუნდუა

0x01 graphic

აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატების რიგით მეორე დებატები შედგა

ნიუ იორკის შტატში მდებარე ჰოფსტრას უნივერსიტეტში საპრეზიდენტო კანდიდატების რიგით მეორე დებატი გაიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატები ამჯერად ამომრჩეველთა შეკითხვებს პასუხობდნენ.

ბარაკ ობამა, წინა დებატისგან განსხვავებით, უფრო თავდაჯერებული გახლდათ და აგრესიული სტილით გამოირჩეოდა. ამჯერად მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, რომ რომნისთვის შეეტია. მიტ რომნი მშვიდად იგერიებდა ოპონენტს და ფოკუსირებული იყო თავის გეგმებსა და ხედვაზე. CNN-ის გამოკითხვის შედეგად, ობამამ 46-ით 39 მოიგო. თუმცა რომნი მასზე ბევრად წინ იყო ეკონომიკაში - 58-40 და დეფიციტის გადაჭრის თავისი გზით 59-36.

ობამამ მხოლოდ პერფორმანსი მოიგო. სამწუხაროა, რომ ამერიკელები ჯერ კიდევ მსახიობურ ნიჭს და შოუს აფასებენ, - განაცხადა ფრენკ ლანცმა CNN-დან. კითხვაზე - „ვის შეუძლია ამერიკისთვის უკეთესი მომავლის შეთავაზება?“ - ხალხი ფიქრობს, რომ ეს სწორედ მიტ რომნია (18-16 რომნის სასარგებლოდ). მას უკვე უწოდეს თავდაჯერებული, რეალისტური მომავალი პრეზიდენტი.

„თუ მე ამირჩევენ პრეზიდენტად, ავამუშავებ ამერიკას. მე შევძლებ აღვადგინო დაბალანსებული ბიუჯეტი. შევძლებ იმას, რაც პრეზიდენტმა ობამამ ვერ შეძლო. მე უზრუნველვყოფ ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების რეფორმების გატარებას, რათა შევუნარჩუნოთ ისინი მომავალ თაობებს. პრეზიდენტი ამასაც დაგპირდათ, მაგრამ არ გააკეთა. მე შევძლებ გავზარდო შემოსავლები. მე შევძელი ეს, როგორც გუბერნატორმა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შევძლებ როგორც პრეზიდენტი“, - განაცხადა რომნიმ.

კითხვაზე, რა განასხვავებს მას პრეზიდენტ ბუშისგან, რომნიმ აღნიშნა, რომ ის არ არის პრეზიდენტი ბუში და მათ შორის ბევრი განსხვავებაა, მაგალითად, ბიუჯეტის დაგეგმარებასა და გადასახადების განაწილებაში. ობამამ რომნის მისი სკანდალური ფრაზა გაუხსენა, რომ ამომრჩეველთა 47%25-ს არასოდეს უმუშავიათ და „დემოკრატებს“ აძლევენ ხმას. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რომნი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მხოლოდ მდიდართა ინტერესებს დაიცავს. ამის საპასუხოდ, რომნიმ ობამას ქვეყნის უზარმაზარ საგარეო ვალზე და უმუშევრობის დრამატულად მზარდ ტემპებზე მიუთითა.

ენერგეტიკის, ეკონომიკის, დასაქმებისა და ქალებისათვის თანასწორი ანაზღაურების უზრუნველყოფის საკითხებზე დასმული შეკითხვების შემდეგ, რომნის იმიგრაციის შესახებ ჰკითხეს. მისი თქმით, იგი არ ემხრობა არალეგალი იმიგრანტების ამნისტიას. ლეგალური საიმიგრაციო სისტემა უნდა იყოს ეფექტური და სწორხაზოვანი, რათა პოტენციურ იმიგრანტს ემიგრაციაში წასასვლელად ადვოკატი არ დასჭირდეს. მან ასევე აღნიშნა კვალიფიციური კადრებისათვის მეტი „მწვანე ბარათების“ საჭიროების შესახებაც და პრეზიდენტი ობამა საიმიგრაციო რეფორმის განხორციელების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ამასთან დაკავშირებით, ობამამ აღნიშნა, რომ მან ყველაფერი გააკეთა საიმიგრაციო სისტემის დასახვეწად იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლას კანონიერი გზით ცდილობენ.

დებატები შეეხო ლიბიაში შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმისა და უსაფრთხოების საკითხებსაც. აშშ-ის ელჩის სტივენსის მკვლელობა ერთ-ერთი მწვავე საკითხი იყო. რომნის ჰქონდა შანსი თავს დასხმოდა მეტოქეს, თუმცა პასიური პოზიცია ამჯობინა. ეს გამოიყენა ობამამ, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციაში მისი წვლილი უზომოა.

ამერიკელები ახალ პრეზიდენტს 6 ნოემბერს აირჩევენ, თუმცა მანამდე კიდევ ერთი დებატი 23 ოქტომბერს, ამჯერად ფლორიდაში უნდა გაიმართოს.

16 ბენღაზის სკანდალმა შესაძლოა ობამას რეიტინგი შეიწიროს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ნინო დუნდუა

2012 წლის 11 სექტემბერს ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე ტერორისტული აქტი განხორციელდა, რასაც ოთხი ამერიკელი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ სტივენსიც იყო.

ობამას ადმინისტრაციისთვის დანაკარგის აღიარებაზე მეტად ყველაზე რთული აღმოჩნდა ისეთი ვერსიის მოფიქრება, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად მტკივნეულად მიიღებდა წინასაარჩევნო სენსიტიურ პერიოდში. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ანტიისლამური ფილმის, „მუსლიმთა უმანკოების“ საწინააღმდეგოდ მიმართული პროტესტი იმდენად უკონტროლო გახდა, რომ გამძვინვარებული დემონსტრანტები საკონსულოს თავს დაესხნენ. ყველაფერი იმდენად „სპონტანურად“ მოხდა, რომ ვინმეს დადანაშაულება ძნელია

0x01 graphic

აშშ-ის საკონსულო თავდასხმის შემდეგ. ბენღაზი, 2012 წლის სექტემბერი

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთში ჯერ არცერთი პროტესტი არ მომხდარა სპონტანურად და თავდასხმები ალ-ყაიდას ან მასთან შეკრული ტერორისტული ჯგუფების მიერ ყოველთვის წინასწარ გათვლილი და დამუშავებული გეგმის მიხედვით ეწყობოდა. ობამას ადმინისტრაციამ და თავად პრეზიდენტმაც ალ-ყაიდას ხელი მომხდარ შემთხვევაში უარყვეს. ობამამ ამჯერადაც შეგვახსენა მისი პრეზიდენტობის ვადაში მიღწეული გამარჯვება: „ალ-ყაიდა დაცემის პირასაა, რადგან ჩვენ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოვახერხეთ“. თუმცა ბენღაზის მოვლენებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ასე არ არის. პირიქით, ალ-ყაიდას დაინტერესება ლიბიით დღითი დღე იზრდება.

11 ოქტომბერს ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთა დებატებისას ჯო ბაიდენს ბენღაზის სკანდალზეც მოუწია კომენტარის გაკეთება. მოდერატორმა მარტა რადეზმა აღნიშნა, რომ ბენღაზიში საკონსულოში იმ დღეს „დემონსტრანტები არ იყვნენ“ და ბაიდენს სთხოვა აეხსნა, რატომ უკავშირებდა ადმინისტრაცია თავდასხმას აქციის მონაწილეებს. ბაიდენმა პირდაპირ უპასუხა: „რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ის ფაქტებია, რასაც დაზვერვა გვეუბნებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მეტი ფაქტები აღმოაჩინეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა დამოკიდებულება შეცვალა“.

მარტა რადეზმა 28 სექტემბერს ეროვნული უსაფრთხოების დანაყოფის სპიკერის შონ ტერნერის მიერ გაკეთებული განცხადება იგულისხმა, სადაც ტერნერმა აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა მიაწერა ანტიმუსლიმური ფილმის პროტესტანტთა ეგზალტირებულ მასას, რომელიც თურმე უმართავი გახდა. ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქმე კარგად დაგეგმილ და გამიზნულ ტერორისტულ აქტთან გვქონდა.

Newsweek-ის მიხედვით, აშშ-ის აგენტურა ჯიჰადისტებსა და ალ-ყაიდას მუჰაჯირებს სატელიტით უსმენდა. ამერიკელებმა იცოდნენ ყველა დეტალი, აქტის მომწყობების ადგილმდებარეობაც კი. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მუდმივ კონტაქტზე იყვნენ ბენღაზიში აშშ-ის სადაზვერვო აგენტებთან. 12 სექტემბრის New York Times-ი წერდა: „ამერიკელმა და ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამაა ბუნდოვანი. თუმცა ფაქტია, რომ მათ, ვინც საკონსულოზე თავდასხმა განახორციელა, აშკარად ეტყობოდათ - მაღალ დონეზე გაწვრთნილები და უახლესი ტექნიკით შეიარაღებულნი იყვნენ. თვითონ თავდასხმა კი საფუძვლიანად დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული ტერორისტული აქტი იყო“.

დემოკრატების წარმომადგენელმა ადამ სმიტმა დაადასტურა მოსაზრება, რომ ყველაფერი ეს წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო და არა დემონსტრანტების მიერ სპონტანურად განხორციელებული ქმედება.

ეს განცხადებები ადრე გაკეთდა, ხოლო 16 სექტემბერს Fox news-ს ინტერვიუ გაეროს ელჩმა, სიუზენ რაისმა მისცა, სადაც ლიბიაში საკონსულოზე თავდასხმა ფილმ „მუსლიმთა უმანკოებას“ დაუკავშირა. ამის შემდეგ ბარაკ ობამამ იგივე გაიმეორა დევიდ ლატერმანის შოუში: „საზოგადოებამ იხილა ვიდეო, რომელიც წინასწარმეტყველი მუჰამედის გაქილიკებას ემსახურებოდა მიზნად. ამან ისლამური სამყარო განარისხა, რასაც მოჰყვა პროტესტების ტალღა. ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს. ფილმი ექტრემისტებმა და ტერორისტებმა გამოიყენეს იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ ჩვენს საელჩოებს ახლო აღმოსავლეთში, ბენღაზიში თავდასხმას კი ელჩის სიცოცხლე შეეწირა“.

„ობამამ დააგვიანა ფაქტზე რეაგირება. მას თავდასხმისთვის ტერორისტული აქტიც კი არ უწოდებია“, - განაცხადა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა მიტ რომნიმ. ABC-ის კორესპონდენტის, ერიკ ნორშტონის თქმით, ორი ვარიანტი არსებობს: დაზვერვას ჰქონდა ბენღაზიში მომხდარი თავდასხმის დეტალური სურათი და თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს საკმარისი ინფორმაცია ვერ მიაწოდა, ან დაზვერვამ სრულად მიაწოდა ინფორმაცია თეთრ სახლს, ხოლო ობამამ, კლინტონმა, ბაიდენმა და სიუზენ რაისმა გადაწყვიტეს, მათთვის სასურველი და, ამავდროულად, ნაკლებად მტკივნეული ვერსია შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის.

17 ისრაელში ნაადრევი არჩევნები გამოცხადდა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ირაკლი გუნია

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ 2013 წლის დასაწყისში ნაადრევი არჩევნები დანიშნა. სავარაუდო გამარჯვება მას საშუალებას მისცემს, დაამტკიცოს სასურველი ბიუჯეტი და მიიღოს განახლებული მანდატი ირანთან შესაძლო კონფრონტაციის წინ. 2009 წლიდან არსებული ნეთანიაჰუს მთავრობა ვადის დასრულებისას ისრაელის ისტორიაში ბოლო ორ ათწლეულში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდება.

საარჩევნო კამპანიის წამყვანი თემები ქვეყნის ეკონომიკა და ეროვნული უსაფრთხოება გახდება, პალესტინურ მხარესთან სამშვიდობო პროცესი კი ამჯერად პოლიტიკურ დღის წესრიგში უმნიშვნელო ადგილს იკავებს.

წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია ლიკუდი დამაჯერებელ უპირატესობას ფლობს და ქნესეთში კუთვნილი ადგილების გაზრდას ადვილად შეძლებს. ნეთანიაჰუს პირადი რეიტინგი დანარჩენი ლიდერებისას საგრძნობლად აღემატება. ანალიტიკოსთა თქმით, არჩევნების მთავარი თემა არა ნეთანიაჰუს გამარჯვებაა, არამედ ის, თუ ვისთან შეკრავს ალიანსს. ტრადიციული მოკავშირეების, მემარჯვენე და რელიგიური პარტიების ნაცვლად, ბიბიმ შესაძლოა კოალიცია ცენტრთან ერთად შექმნას და ირანთან დაპირისპირების წინ „ეროვნული ერთობის“ მთავრობა ჩამოაყალიბოს.

0x01 graphic

სრაელის პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ

წინასაარჩევნო დებატებში ნეთანიაჰუს საფირმო საკითხი ბირთვული ირანი იქნება. რამდენიმე კვირის წინ, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, მან ირანის ბირთვულად გადაქცევის შესაჩერებლად კრიტიკულ დედლაინად შემდეგი წლის ზაფხული დაასახელა. მაღალრისკიანი ქმედების დაწყების წინ კი ნეთანიაჰუს განახლებული საარჩევნო მანდატი ესაჭიროება. აშშ-ის არჩევნების შედეგი შესაძლოა აგრეთვე იყო ნაადრევი არჩევნების დანიშვნის ფაქტორი. ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ბიბის შესაძლებლობა მიეცემა კვლავ გააგრძელოს ირანთან აგრესიული მიდგომა.

ნეთანიაჰუს და მისი პარტიის ოპონენტები ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან. ცენტრისტული კადიმას რეიტინგი წინა არჩევნების შემდეგ უაღრესად დაცემულია და ადრინდელი ხმების მესამედსაც ვერ იღებს. განახლებულ ლეიბორისტულ პარტიას უძღვება ყოფილი ჟურნალისტი შელი იახიმოვიჩი, რომელიც სოციალური კეთილდღეობის საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და უსაფრთხოების მხრივ რწმუნებულობა არ აქვს.

ბევრი ქნესეთში ლეიბორისტებს ადგილების გაორმაგებას და, შესაბამისად, ყველაზე დიდ ოპოზიციურ ჯგუფად გარდაქმნას უწინასწარმეტყველებს. მეორე ადგილს უმიზნებს საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თავისი მემარჯვენე პარტიით ისრაელ ბეიტეინუ, რომელიც ნეთანიაჰუს ტრადიციული უმცროსი პარტნიორია. თავდაცვის მინისტრის, ეჰუდ ბარაკის დამოუკიდებელი პარტია კი ალბათ მხოლოდ რამდენიმე ადგილს მოიპოვებს. ახალი პოლიტიკური ერთეულია ყოფილი სატელევიზიო კომენტატორის იაირ ლაპიდის ცენტრისტული პარტია იეშ ატიდი, რომელსაც, წინასწარი კვლევებით, 11-17 ადგილის მოპოვების შანსი აქვს.

საარჩევნო კამპანიის პროცესში ისრაელის პოლიტიკაში შეიძლება მოხდეს ორი ყოფილი პრემიერმინისტრის დაბრუნება. 2006-2009 წლებში ისრაელის პრემიერს და კორუფციული სკანდალის გამო გადამდგარ ეჰუდ ოლმერტს მომხრეები განიხილავენ ნეთანიაჰუს ერთადერთ მოწინააღმდეგედ, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტულ ბანაკს გააერთიანებს. თუმცა მიმდინარე სასამართლო პროცესი, სადაც ოლმერტს მექრთამეობა ბრალდება, მის შანსებს ამცირებს. კიდევ ერთი უაილდ ქარდია პარტია კადიმას ყოფილი ლიდერი ციპი ლივნი, რომელმაც, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბოს ან ლეიბორისტებს შეუერთდეს.

პრემიერმა ნეთანიაჰუმ მაისშიც გამოაცხადა არჩევნების ნაადრევად დანიშვნის შესახებ. მაშინ მან მოულოდნელად, მომდევნო დღეს შეცვალა გადაწყვეტილება, როდესაც კადიმას ლიდერთან, შაულ მოფაზთან მთავრობის შესაქმნელად შეთანხმებას მიაღწია. პარტნიორობა ორ თვეს გაგრძელდა, სანამ ულტრაორთოდოქსი სტუდენტების სამხედრო სამსახურზე აზრთა სხვადასხვაობის გამო არ დასრულდა. თავად მოფაზი მომავალ არჩევნებს უწოდებს ნეთანიაჰუს მთავრობის შეცვლის შესაძლებლობას. როგორც არ უნდა განვითარდეს საარჩევნო პროცესი, ამჯერად ის უაღრესად პერსონიფიცირებული იქნება.

18 მმართველი კონსერვატიული პარტია არჩევნებზე დამარცხდა

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ლიტვა

ივანე ბაძაღუა

14 ოქტომბერს ლიტვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ეტაპი გაიმართა. როგორც პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობდნენ, მმართველი კოალიცია დამარცხდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების დაახლოებით 94%25-ის დათვლის შემდეგ, არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა (20%25). მეორე ადგილზე ხმების 18%25-ით სოციალ-დემოკრატები გავიდნენ. შემდეგი ორი ადგილი მმართველმა კოალიციამ, ქრისტიან დემოკრატების ეროვნულმა კავშირმა (15%25) და ლიბერალურმა მოძრაობამ (8%25), დაიკავა. პარლამენტში ასევე მოხვდნენ Way of Courage (8%25), წესრიგისა და სამართლიანობის პარტია (7%25) და ლიტველი პოლონელების საარჩევნო აქცია (6%25). არჩევნების საბოლოო შედეგი 28 ოქტომბრის შემდეგ გახდება ცნობილი, როცა პარლამენტის წევრებს უკვე მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ.

0x01 graphic

ალგირდას ბუტკევიუსი

პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრა 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა. ისევე, როგორც ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ, ლიტვამ კრიზისთან საბრძოლველად ქამრების შემოჭერის პოლიტიკა აირჩია. ვილნიუსის კონსერვატიული მთავრობა ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში, რომელმაც ამ კურსის გატარება დაიწყო. ამის შედეგად, საბიუჯეტო დეფიციტის 3%25-იანი ზღვარის შენარჩუნება მოხერხდა, რის გამოც ტროიკამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაურობით, ანდრიუს კუბილიუსის მთავრობა არაერთხელ შეაქო და მას ევროპაში ფისკალური პოლიტიკის ლიდერი უწოდა. თუმცა, როგორც ერთ-ერთი ლიტველი ექსპერტი წერს, „საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ ცხოვრობს ლიტვაში, არაა ლიტვური ხელფასის იმედზე... არჩევანს აკეთებს ამომრჩეველი“.

0x01 graphic

ანდრიუს კუბილიუსი

ამომრჩეველი კი ხელისუფლებაზეა გაბრაზებული და ხმას იმ პარტიას აძლევს, რომელიც პოპულისტურ დაპირებებს იძლევა. მტკივნეულმა რეფორმებმა, რომლებიც კუბილიუსის მთავრობამ გაატარა, მოსახლეობის რადიკალიზება გამოიწვია. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში საჯარო დანახარჯები შემცირდა 30%25-ით, პენსიები კი - 11%25-ით. საშემოსავლო გადასახადი 15%25-დან 20%25-მდე გაიზარდა, დამატებითი ღირებულების გადასახადი - 18%25-დან 21%25-მდე. მართალია, 2012 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8%25-ს მიაღწია, მაგრამ მოქალაქეთა უმრავლესობას ეს არ უგრძვნია. კვლავ მაღალი რჩება უმუშევრობის დონე - 13%25.

რთული არაა ამომრჩეველთა მოტივაციის გაგება - მიუხედავად შექმნილი მძიმე ვითარებისა, რის მთავარ მიზეზადაც საზოგადოება კუბილიუსის მთავრობის ქამრების შემოჭერის პოლიტიკას მიიჩნევს, ხელისუფლებას არ „ესმის“ მოსახლეობის და მიჰყვება ტროიკას მიერ მოწონებულ მკაცრ პოლიტიკას. მეტიც, 2014 წლისთვის ევროზონაში შესვლაც იგეგმება, მაშინ როცა ევროზონა კრიზისს განიცდის.

სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში ლეიბორისტული და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები. ისინი მოსახლეობას სოციალური დანახარჯების გაზრდას, უმუშევრობის შემცირებას და „ევროზე დროებითი უარის“ თქმას ჰპირდებოდნენ.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ალგირდას ბუტკევიუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოციალური დანახარჯების გაზრდას, პირველ ეტაპზე, შესაძლოა, საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა მოჰყვეს, თუმცა, მისთვის ეს სრულიად ლოგიკური პროცესია.

ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გარდა, ამომრჩევლებმა ასევე უარი თქვეს კუბილიუსის მთავრობის პოლიტიკური კურსის მეორე მთავარ მიმართულებაზე - ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. რეფერენდუმზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ ნაწილთან ერთად ტარდებოდა, ამომრჩეველთა 62%25-მა ამ იდეას მხარი არ დაუჭირა.

ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის მთავარი მიზანი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება იყო. ევროკავშირის წევრებიდან ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით ლიტვა პირველ ადგილზეა (60%25). ის 100%25-ითაა დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტირებულ გაზზე.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ვიქტორ უსპასკიხმა თავის გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგური არ აშენდება, რადგან ძვირადღირებული პროექტია - „უმჯობესია, ეს ფული სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯოს“.

ახალი მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა საბოლოოდ 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი, როცა გაირკვევა დანარჩენი 71 დეპუტატის ვინაობა. სულ სეიმში 141 დეპუტატია.

19 ფარა პანდიტი: არ არის საჭირო, გეზიზღებოდეს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ირაკლი გუნია

0x01 graphic

ფარა პანდიტი 2009 წლის ივნისიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი საგანგებო წარმომადგენელია ისლამურ თემებში. მისი სამსახური პასუხისმგებელია სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ხედვაზე მთელი მსოფლიოს მუსლიმებთან ურთიერთობაზე, როგორც პირდაპირ, ისე ორგანიზაციულ დონეზე. გასულ კვირას, პანდიტი საქართველოს ეწვია. ტაბულა მას ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე, ცოტა ხნის წინანდელ დაპირისპირებაზე და ისლამის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე ესაუბრა.

  • ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთიდან ჯარები გაჰყავს. არის კი აშშ-სთვის აღნიშნული რეგიონიდან გასვლა გარდაუვალი და როგორ გესახებათ არაბულ სამყაროსთან აშშ-ის მომავალი ურთიერთობები?

დღესავით ნათელია, რომ პრეზიდენტად არჩევისთანავე ბარაკ ობამას მსოფლიო სამუსლიმანოსთან საერთო ენის გამოსაძებნად ძალისხმევა არ დაუშურებია. თავის საინაუგურაციო მიმართვაში ობამა მთელ მსოფლიოში ურთიერთობების მოწესრიგების სურვილზე საუბრობდა. შესაბამისად, თანამდებობაზე ყოფნის უკანასკნელი სამ-ნახევარი წლის განმავლობაში ობამა საკუთარი მთავრობის თითოეულ რგოლს სთხოვს, გამოძებნონ ახალი და საინტერესო გზები და უწინდელთან შედარებით, რაც შეიძლება მეტი გააკეთონ მუსლიმთა მომავალ თაობასთან კონტაქტის შესანარჩუნებლად.

2009 წელს ქაიროში სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ომაბა ყველასთვის საინტერესო ახალი პლატფორმის ძიებაზე საუბრობდა. მრავალ სხვა საკითხთან ერთად, იგი მეწარმეობის, მეცნიერების, ტექნოლოგიების და განათლების თემებს შეეხო. შესაბამისად, მსოფლიო სამუსლიმანოსთან კონტაქტის დამყარებასთან დაკავშირებით ჩვენ გრძელვადიანი ინტერესები გვაქვს. პლანეტის ერთ მეოთხედს მუსლიმები შეადგენენ. იმისთვის, რომ გამოიძებნოს საერთო ენა და გადაიჭრას მსოფლიო მასშტაბის პრობლემები, უნდა მოვახერხოთ და დავამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები კაცობრიობის მეოთხედთან.

  • აგრესიულმა გამოხმაურებამ, რომელიც ბოლო დროს გამოჩენილ ცნობილ ანტიისლამურ ფილმს მოჰყვა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის არათანაზომიერობისა და „ცივილიზაციათა კონფლიქტის“ ძველი კიპლინგისეული კონცეფცია გააცოცხლა. რას ეტყვით კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ისლამი უბრალოდ არ არის დასავლეთის ნაწილი?

ვფიქრობ, ღირს 1993 წელს სემ ჰანტინგტონის მიერ დაწერილი სტატიის გადახედვა. მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები იდეას, რომლის თანახმადაც, ვარსებობთ ჩვენ და არსებობენ ისინი. არ ვეთანხმები იდეას, რომელიც დასავლეთის, ანდა ეგრეთ წოდებული დასავლეთის ისლამთან საომარ მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს. დასავლეთ ევროპაში ორმოცდაოთხი მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, რომ არაფერი ვთქვათ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადასა და ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმებზე.

ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სათანადო პატივისცემის გამოვლენა ყოველგვარი შეხედულების, ასევე ყველა რელიგიის მიმართ. შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმები ამ ქვეყანას წარმოადგენენ. პრეზიდენტმა ომაბამ განაცხადა, რომ არ არსებობს დაპირისპირება ჩვენსა და მათ შორის, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ცნება „ჩვენ“.

ჩვენ განთქმულები ვართ ჩვენი მრავალფეროვნებით და იმით, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მუსლიმებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ნაწილად მივიჩნევთ. მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, მემოგზაურა მსოფლიოს გარშემო მუსლიმ ხალხებთან საგანგებო წარმომადგენლის რანგში. ამასთან დაკავშირებით ქალბატონმა კლინტომა მთხოვა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ურთიერთობა დამემყარებინა ადგილობრივ მუსლიმებთან ყველგან, სადაც ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ და ყველგან, სადაც ისინი უმცირესობაში არიან. დიდი დრო მაქვს გატარებული ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში, სადაც ცოტა მუსლიმია, მაგრამ ისინი მონაწილეობას იღებენ ამ ქვეყნების, როგორც ძლიერი და მრავალმხრივი საზოგადოებების სახის შექმნაში.

ასე რომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად კრიტიკულად მივუდგებით მრავალფეროვნების საკითხს და უარს ვიტყვით თავის დროზე სემ ჰანტინგტონის მიერ წამოყენებულ მოსაზრებაზე. ალ-ყაიდას ხელს მისცემდა, თუ ჩავთვლიდით, რომ ვარსებობთ ჩვენ და არსებობენ ისინი. ჩვენ კი ასე არ ვფიქრობთ. ჩვენ გვწამს, რომ ვარსებობთ „ჩვენ“.

  • რამდენიმე კვირის წინ გამოცემა Newsweek-მა მუსლიმთა რისხვის შესახებ პირველ გვერდზე გამოტანილი ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებით მიიპყრო ყურადღება. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ფენომენი, რომელსაც მუსლიმთა რისხვას ვუწოდებთ?

თანამდებობაზე ყოფნის ბოლო სამ-ნახევარი წლის განმავლობაში მქონდა ოცდაათ წლამდე ასაკის ახალგაზრდა მუსლიმებთან გასაუბრების შესაძლებლობა - სამოცდაათზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ქალბატონმა კლინტონმა მთხოვა მემოგზაურა და მესაუბრა ახალგაზრდობასთან, რადგან 1,6 მილიარდი მუსლიმის 62%25 ოცდაათ წელზე ნაკლები ასაკისაა. ახალგაზრდობა წინ იხედება და არა უკან. უნდათ, რომ მათი ხმა ვიღაცამ გაიგოს.

პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს ამ ახალგაზრდებისკენ აქვთ მიპყრობილი გულისყური და მაშინ, როდესაც საგარეო პოლიტიკის პირობებში გათიშულობას აქვს ხოლმე ადგილი, ანდა რაღაცები ყოველთვის სათანადოდ ვერ უკავშირდება ერთმანეთს, ახალგაზრდების უმეტესობა, ვისთვისაც მომისმენია, პრობლემების ერთობლივი ძალებით გადაჭრით არის დაინტერესებული. ეს ახალგაზრდები, ასე ვთქვათ, ციფრული საზოგადოების წიაღში ცხოვრობენ და იციან, რომ ადამიანს, რომელსაც, მაგალითისთვის, Twitter-ის ქსელში 140 მეგობარი ჰყავს, შეუძლია საკუთარი აზრი გამოთქვას. ისინი აცნობიერებენ, რომ რელიგიული აღმსარებლობის, რასის, კლასის, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით დაყოფა აღარ არსებობს.

  • ქუჩის და ახალგაზრდობის როლის თანდათანობით შემცირებამ, რაც რევოლუციებში გადამწყვეტ როლს ასრულებდა, ასევე სალაფიტების აღზევებამ, ზოგიერთი ანალიტიკოსი „არაბული გაზაფხულის“ გაუთვალისწინებელ შედეგებზე და „არაბული ზამთრის დადგომაზე“ აალაპარაკა. საკითხისადმი ამგვარ მიდგომაზე რას იტყვით?

ვფიქრობ, ასეთი შთამბეჭდავი რეპლიკების გამოყენება დიდხანს არ გასტანს. დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ უპრეცედენტო მოვლენებს. იმედი გვაქვს, დემოკრატია იზეიმებს და ჩვენ გავხდებით რეგიონსა და მთელ მსოფლიოში ხალხების მშვიდობიანი თანაარსებობის მომსწრენი.

  • ღია კრიტიკა და მკრეხელური განცხადებები თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი ნაწილია, თუმცა არაბების დიდი ნაწილისთვის დასავლეთის სოციალურ და პოლიტიკურ მიღწევებთან შეთავსება საკმაოდ რთულია. როგორ ფიქრობთ, არის ღვთის გმობა ადამიანის უცილობელი უფლება თუ დასავლეთი სიტყვის თავისუფლებასთან გარკვეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს?

ქაიროში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ ურთიერთპატივისცემაზე ისაუბრა, რაც შემდგომში სხვებთან ერათად სახელმწიფო მდივანმა კლინტონმაც განიხილა. შეიძლება ვიღაცასთან რაღაცაში ვერ თანხმდებოდე, მაგრამ თავისუფალ და ღია საზოგადოებაში შეგიძლია დაგმო ის, რაც არ მოგწონს. ჩვენ, ამერიკელებს, გვწამს გამოხატვის თავისუფლების. ეს უფლება კონსტიტუციაშია ჩადებული და ამერიკელები ძალიან ამაყობენ, რომ ასეთი უფლება აქვთ. იმედი გვაქვს, ადამიანები პატივისცემით მოეკიდებიან ერთმანეთს - არ არის საჭირო, გეზიზღებოდეს, ანდა აკრიტიკებდე სხვების სარწმუნოებას. ჩვენ ვიცავთ აზრის გამოხატვის უფლებას და ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ადამიანები ამხელენ ისეთ გამონათქვამებს, რომლებშიც ზიზღი და შეურაცხყოფა იგრძნობა.

თქვენ ახსენებთ ფილმს, რომელიც კერძო პირმა შეერთებულ შტატებში გადაიღო, მაგრამ მე შემიძლია გესაუბროთ იმაზე, რაც მთელ მსოფლიოში ჩემი თვალით მინახავს. მინახავს, ყოველდღე როგორ ამასხარავებენ, სასაცილოდ იგდებენ და შეურაცხყოფას აყენებენ სხვა რელიგიას, სხვა ეროვნებას, სხვა ადამიანებს და სხვა საზოგადოებას. აქ ეს მნიშვნელოვანია. მომეტებული ნეგატივი, დაცინვა, მგრძნობიარე თემების მასხრად აგდება გლობალური ფენომენი გახლავთ. ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს ღია საუბარს და ისეთი საზოგადოებების წამოწევას, რომლის წიაღში განსხვავებულად აზროვნება შესაძლებელია. ჩემი აზრით, ადამიანები უნდა გაერთიანდნენ და დაგმონ ის, რაც არ მოსწონთ. ძალადობა არ გახლავთ პასუხი. ჩვენ გვჯერა, რომ ხელს ვუწყობთ ღია დებატებს, გვმობთ იმას, რაც დასაგმობია და უარვყოფთ ძალადობის ყველა ფორმას.

20 ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებლების ტოპ ასეული

▲ზევით დაბრუნება


ბიზნესი

კვლევა

ელენე კვანჭილაშვილი

0x01 graphic

Linkedln-მა შრომის ბაზარზე 100 ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებელი გამოავლინა. როგორც შედეგები აჩვენებს, ყველაზე პოპულარული სექტორი ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფაა: რეიტინგში შესული 100 ტოპ კომპანიიდან 21 სწორედ ამ სექტორს განეკუთვნება.

თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების იმდენად განუყოფელი ნაწილი გახდა, რომ მის გარეშე ბევრ ჩვენგანს უბრალოდ ვეღარ წარმოუდგენია. ყველა - მათ შორის ისინიც კი, ვისაც ტექნოლოგიურ სიკეთეებზე სხვადასხვა მიზეზით ხელი ნაკლებად მიუწვდება, თანხმდება, რომ ტექნოლოგიების გარეშე მსოფლიო რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. პლანეტის მცხოვრებთა უმეტესობა ისეთი დოზით იყენებს ტექნოლოგიებს (მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, WiFi, მანქანა და ა.შ.), რომ თუნდაც წინა ათწლეულთან შედარებით, ეს საგნები ფუფუნებად აღარ ითვლება და დღევანდელობის გარდაუვალ აუცილებლობად გადაიქცა.

რატომ არის ტექნოლოგია ამდენად მნიშვნელოვანი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია თქვენ ირგვლივ მიმოიხედოთ. დროის ყოველ მომენტში ტექნოლოგიით ხართ შემოსაზღვრული. რასაც უნდა აკეთებდეთ - მუშაობდეთ თუ ისვენებდეთ, ტექნოლოგიას ყოველთვის იყენებთ. ასე ცხოვრება იოლდება. ტექნოლოგია გვჭირდება.

პერსონალური კომპიუტერის გარეშე სამუშაოს მოძებნა ძალიან რთულია. ბევრი ბიზნესი დღეს უკვე ვაკანსიებს ინტერნეტში ათავსებს და მათთვის, ვისაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, სამუშაოს მოძებნა გაცილებით დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ზოგიერთი სამუშაოს შესასრულებლად ოფისში ყოფნა სავალდებულო აღარ არის: ბევრი ბიზნესი საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას აძლევს. ამ ტიპის სამუშაო ადამიანს შესაძლებლობას უქმნის დამატებითი შემოსავალი მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ ერთი სამსახურიდან მიღებული შემოსავალი მცირეა და არ აკმაყოფილებს. როგორც სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში დასაქმებულები, როგორც წესი, მაღალ ხელფასებს იღებენ.

100 ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებლის რეიტინგის შესადგენად, Linkedln-მა ინფორმაცია თავისი 175 მილიონი მომხმარებლის ბაზის დეტალური შესწავლის საფუძველზე შეაგროვა, მომხმარებელთა გამოსაკითხად სპეციალური კითხვარები გამოიყენა. პარალელურად კი დამქირავებელთა პროფილებიც შეისწავლა: გაეცნო კომპანიების მოთხოვნებს, შეისწავლა რამდენად ღიაა თითოეული კომპანია ახალი კადრების ასაყვანად და მათი კარიერის განვითარებას რა პირობებს უქმნის. შემდეგ Linkedln-მა ეს ინფორმაცია კომპანიის ზომისა და სხვა გარე ფაქტორების შესაბამისად დაალაგა და ასე მიიღო ტოპ ასეულის ჩამონათვალი, რის შემდეგაც დამსაქმებლის მოთხოვნები თავის ბაზაში დარეგისტრირებული მომხმარებლების დასაქმებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს შეუსაბამა. საბოლოოდ, დამსაქმებლებსა და დასაქმების მსურველებს შორის 15 მილიარდ ინტერაქციაზე დაკვირვებით, გამოავლინა ტენდენცია, თუ ვის მიიჩნევენ Linkedln-ზე დარეგისტრირებული პროფესიონალები საუკეთესო დამსაქმებლად და აქედან გამომდინარე, რა ტიპის საქმიანობაა ყველაზე მოთხოვნადი.

კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმების კუთხით განსაკუთრებით მიმზიდველია ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. ამ სფეროში ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებელი კომპანია Google-ი აღმოჩნდა. იქ მუშაობა განსკუთრებით უნდათ მათ, ვისაც მარკეტინგი აინტერესებს, ასევე პროგრამირება და მაღალი ტექნოლოგიების დარგში ახალი პროგრამების დანერგვა და განვითარება იზიდავს. Google-ში მუშაობით დაინტერესებულია სტუდენტების ყველაზე დიდი რაოდენობა. Apple-ი და Microsoft-ი რეიტინგში მეორე და მესამე ადგილზე მოხვდნენ, ხოლო Facebook-ი მეოთხეს დასჯერდა. Twitter-ი ოცეულში შევიდა.

რეიტინგში მაღალი ტექნოლოგიების კომპანიების წარმატება გასაგებია: Linkedln-ი სოციალური ქსელია. ამასთან, რეიტინგს ის თავის მომხმარებელთა ბაზაზე დაყრდნობით აგებს. ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ქსელს იყენებს, სავარაუდოდ, ტექნოლოგიებთან მიმართებაში თავს კომფორტულად გრძნობს, შესაბამისად, იმ კომპანიებით არის დაინტერესებული, ვისაც ამ სექტორის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს.

მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგანან დღეს ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიები, საკმარისი რაოდენობის გამოცდილი და ნიჭიერი მუშახელის პოვნაა. ამდენად, კონკურენტულ გარემოში კომპანიის უნარს, მოიძიოს და მოიზიდოს ასეთი კადრი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ამ მიმართულებით კვლევა ორ საინტერესო ტენდენციას ავლენს. პირველი, ძლიერი სამომხმარებლო ბრენდი მნიშვნელოვანი აქტივია, თუმცა არც ისეთი, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს: რეიტინგში მაღალი ადგილები დაიკავეს კომპანიებმა, რომელთა ბრენდი ძალიან ძვირი ღირს, მაგალითად, PepsiCo, Coca-Cola, Nike, Disney. თუმცა მათ არ ჩამორჩება ისეთი პროფესიონალური სერვისის კომპანიაც, როგორიც არის, მაგალითად, Deloitte. და მეორე, დიდი არ ნიშნავს უკეთესს: დიდი გლობალური ბრენდები რეიტინგში საკმაო რაოდენობით არიან წარმოდგენილნი, თუმცა ტოპ 100 კომპანიის თითქმის ნახევარი შედარებით მცირე ზომის ფირმაა, სადაც 7 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს.

21 ფელიქს ბაუმგარტნერის სასიკვდილო ნახტომი

▲ზევით დაბრუნება


ტექნოლოგია

ვახო ელერდაშვილი

1947 წლის 14 ოქტომბერს აშშ-ის საჰაერო ძალების მფრინავმა, ჩაკ იგარმა, ექსპერიმენტული რეაქტიული საფრენი აპარატით, Bell XS-1-ით ზებგერითი სიჩქარე - 1299 კმ/სთ განავითარა და პირველი ადამიანი გახდა პლანეტაზე, რომელმაც ეს სიმბოლური ბარიერი დაძლია. მას შემდეგ ზებგერითი თვითმფრინავები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა 65 წლის განმავლობაში ადამიანები მრავალჯერ ეცადნენ, ეს სიჩქარე თავისუფალი ვარდნის პირობებში, ყოველგვარი რეაქტიული მოწყობილობის დახმარების გარეშე განევითარებინათ. მაგრამ ამაოდ. ყველაზე ახლოს ამ ნიშნულამდე 1960 წელს ჯო კიტინგერი მივიდა. იგი 31,3 კმ სიმაღლიდან გადმოხტა და ფრენის განმავლობაში მისმა მაქსიმალურმა სიჩქარემ 1149 კმ/სთ-ს მიაღწია, თუმცა ზებგერითი ნიშნული მან მაინც ვერ გადალახა. მისი რეკორდი 52 წლის განმავლობაში რჩებოდა უცვლელი.

ავსტრიელმა პარაშუტისტმა, ფელიქს ბაუმგარტნერმა 5 წლის წინ თავზეხელაღებული მიზანი დაისახა. მას შემდეგ, რაც კუალა-ლუმპურის ცათამბჯენიდან, „პეტრონას ტაუერიდან“ და რიო დე ჟანეიროს ცნობილი ქრისტეს ქანდაკებიდან გადმოხტა, თვით ჯო კიტინგერსაც არ შეპარვია ეჭვი უშიშარი ფელიქსის მიზანდასახულობაში, ამიტომ მისი მთავარი მრჩეველობა იტვირთა. ბაუმგარტნერის განზრახვა მისმა თანაქალაქელმა, ზალცბურგელმა მილიარდერმა, დიტრიხ მატეშიცმა დააფინანსა და ასე დაიწყო ათწლეულის პროექტი „Red Bull Stratos. პროექტში NASA-ც ჩაერთო, ჯამში კი ამ პროექტზე სულ 300-მდე მეცნიერი და ინჟინერი მუშაობდა ხუთწლიან პერიოდში. NASA-ს მონაწილეობამ ერთი-ორად გაზარდა პროექტის მნიშვნელობა, ვინაიდან მას პასუხი უნდა გაეცა მრავალი სამეცნიერო მნიშვნელობის შეკითხვისთვის, მათ შორის მთავარისთვის - რა მოსდის ადამიანის სხეულს ზებგერითი ბარიერის გადალახვის დროს?!

პროექტის ფარგლებში ინჟინრებს მრავალი ტექნოლოგიური სიძნელის გადალახვა მოუხდათ. უმთავრესი პრობლემა ისეთი სკაფანდრის დამზადება იყო, რომელიც თავისუფალი ვარდნის აჩქარებას, ატმოსფერული წნევის რამდენჯერმე შემცირებას და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას გაუძლებდა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო, რომ სკაფანდრის წონას ხელი არ შეეშალა მანევრირებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახტომი შეიძლება თვითმკვლელობის ტოლფასი გამხდარიყო.

სპეციალურად ამ პროექტისთვის ჰელიუმით გაჟღენთილი უზარმაზარი საჰაერო ბურთი დამზადდა, რომელმაც უშიშარი ავსტრიელი 39 კილომეტრ სიმაღლეზე აიყვანა. მთელი გზის განმავლობაში ბაუმგარტნერი ჰერმეტულ კაფსულაში იჯდა და ჯო კიტინგერის გამამხნევებელი სიტყვები ჩაესმოდა ყურში. ბოლოს, მნიშვნელოვანი მომენტიც მოახლოვდა და ყველას სუნთქვა შეეკრა... ბაუმგარტნერმა კაფსულის კარი გააღო, დედამიწას თვალი გაუსწორა და გადახტა. მან თავისუფალი ვარდნის პირობებში 4 წუთი 22 წამი იფრინა, 1342 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და პირველმა კაცობრიობის ისტორიაში, საკუთარი ძალებითა და გრავიტაციის დახმარებით ზებგერითი ნიშნული გადალახა.

ფელიქს ბაუმგარტნერის ნახტომს განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა მედიაში, სოციალურ ქსელებსა და ტექნოლოგიურ ბლოგებზე. ზოგი ბაუმგარტნერს უწოდებს გმირს, რომელმაც მეცნიერების რწმენა დაუბრუნა ხალხს, ზოგი ამ ნახტომში ცირკის ელემენტებს ხედავს, ზოგი Red Bull-ის მონაწილეობას აპროტესტებს და სამეცნიერო მიღწევებს ეჭვქვეშ აყენებს. თუმცა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ერთი რამ უდავოა: უზუსტესმა გამოთვლებმა და სანდო ტექნოლოგიებმა სიცოცხლე არამხოლოდ ავსტრიელ პარაშუტისტს შეუნარჩუნა - სწორად ეს გამოთვლები და ტექნოლოგიებია იმის გარანტი, რომ მომავალში მრავალი ასტრონავტი დაბრუნდება შინ უვნებელი. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე „ერთი უბრალო ნახტომი“. ეს დიდი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევაა, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ!

22 ევროპელობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


არქივი

ნოე ჟორდანია

ჩვენ, ქართველებს, რომლებმაც ერთი ევროპული ხანა - ფეოდალური, უკვე გავიარეთ, ევროპა ვერას დაგვაკლებს. ის ჩვენი მტერი არ არის, პირიქით, ის არის სისხლი სისხლთაგანი ჩვენი და ხორცი-ხორცთაგანი ჩვენი. ჩვენ ჩვენითვე ვევროპიელდებით და მაშასადამე, მის გვერდით, მასთან შეკავშირებით უნდა ვიცხოვროთ. ქართველობამ თვითონვე უნდა განავითაროს ძალა, აღიძრას ენერგია, გაანაყოფიეროს შრომა. თვითმოქმედება, თვითმოძრაობა, თვითაზროვნება - აი, რა უნდა ეწეროს მის დროშაზე. ყველა ის, რაც ამ გზაზე გვაბრკოლებს, ძიძაობას გვიწევს, ასპარეზს გვივიწროებს, გვაძინებს, გვაზარმაცებს - აი ეს, ჩვენი პირდაპირი მტერია, მომავლის ორმოს ამომთხრელია. ვერც ერთი ხალხი ვერ ევროპიელდება გონებით, პოლიტიკურათ, თუ ის ვერ ევროპიელდება ცხოვრებით, ეკონომიურათ. გაევროპელება წარმოებს ქართულ ნიადაგზე, ქართულ კულტურაზე. სამშობლო და უცხოეთი, საქართველო და ევროპა, ქართველობა და ევროპიელობა - აი, რა წერია ახალ დროშაზე.

ქართველი ხალხი მარტო პოლიტიკით ვერ დაკმაყოფილდება... ამასთანავე საჭიროა სხვა რამეც, უმთავრესად კულტურა. ქართველობა აღიზარდა სპარსულ-ოსმალურ-რუსული კულტურის გავლენის ქვეშ, თუმცა ამასთანავე თავის ორიგინალურ ტრადიციებსაც მამაცურად იცავდა, მაგრამ მას არ ჰქონდა წარმოდგენა ევროპის კულტურაზე, საითკენაც გვინდოდა მისი მიდენა.

ევროპის გზა მსოფლიო გზაა, ახლა ისტორიას სხვა გზა არ გამოუგონია და თავისთავად მისახვედრია ჩვენი მასზე შედგომა. ეს დაგვიანება ჩვენთვის შეიძლება დიდად სასარგებლო გამოდგეს, თუ მას სწორი შეხედულებით მიუდგებით და მის მაგალითს გამოვიყენებთ.

რაკი ჩავდექით ევროპის ფერხულში, ვიცით რას ვაკეთებთ, საითკენ მივემართებით, მაგალითი გადაშლილია. ჩვენი მოვალეობაა, წმინდა მოვალეობაა მხოლოდ ერთი: ვიყოთ თვალხილული, გავარჩიოთ ავი და კარგი, მივიღოთ მისაღები და უარვყოთ უარსაყოფი.

უეჭველად მისაღებია ევროპის შრომის საშუალებანი, მისი ტექნიკა, მისი მეცნიერება, მისი ნივთიერი და სულიერი კულტურა.

მახსენდება დავით სარაჯიშვილი - ის იყო პირველი ქართველი მრეწველი ევროპული ტიპისა. ერთხელ მან მითხრა: „ძნელია ჩვენში ეკონომიურად წინ წაწევა, როგორც კი ერთი ცოტაოდენ ქონებას შეიძენს, ასი მშიერი უკან დასდევს და სანამ არ გახრავენ, თავს არ დაანებებენო. ასეთ პირობებში მართლაც დიდი პრაქტიკული ნიჭია საჭირო, რომ შემოსეულ ხროვას გაუძლო და შეძლება გონიერად მოიხმარო“. დავითი რომ წმინდა ქართველი მრეწველი ყოფილიყო, კაი ხანია ქართველურად დაამთავრებდა - მისი შეძლებისგან არაფერი დარჩებოდა. მხოლოდ ევროპელ კაცს შეეძლო ყველა მადლიერი ჰყოლოდა და თანაც შეძლება არ გაეფლანგა. შეაერთეთ ქართული გულკეთილობა და პურ-მარილი ევროპულ საქმიანობასთან და მიიღებთ დავით სარაჯიშვილს. ამ პიროვნებაში სამაგალითოდ შეზავდა საქები ქართველობა და საქები ევროპიელობა. და მე მგონია ქართველის გაევროპელება სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს, როცა თითოეული ჩვენგანი ისწავლის ევროპიულ მუშაობას, ევროპიულ საქმიანობას და თან ნაციონალურ ხასიათს არ დავკარგავთ - ჩვენი გაევროპელება ფაქტი იქნება. დავით სარაჯიშვილი ქართველი ევროპიელი იყო.

23 რაც გვინახავს, კიდევ ვნახავთ

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ლაშა გოდუაძე

ბრაზილია 2014

ნაკრები ნაკრებს ემსგავსება...

საქართველო სწორი გზით მიდის...

ამ გუნდს ორივე თამაშის მოგება შეუძლია...

მორიგი ოფიციალური მატჩების წინ სწორედ ასე აფასებდნენ ეროვნულის ყოფილი ფეხბურთელები და ქართული კლუბების მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შანსებს და ზოგადად, მის დღევანდელ მდგომარეობას.

0x01 graphic

16 ოქტომბერი, 2012: ბელარუსი 2:0 საქართველო

საბოლოოდ რა? ორი გასვლითი მატჩი და ერთადერთი ქულა: ფინეთში 1:1, ბელარუსში 0:2.

ახალი არაფერი მომხდარა. ვნახეთ ის, რაც აქამდეც არაერთხელ გვინახავს და რამაც წლებია თავი მოგვაბეზრა.

გასაკვირი მხოლოდ ისაა, თუ რას ეფუძნება ხოლმე ჩვენი საფეხბურთო „ექსპერტების“ ნააზრევი.

ესპანეთის ნაკრებთან მთელი გუნდით კარში დგომას და საბოლოოდ მაინც წაგებას თუ ყველაფრის მომგებ მეტოქესთან „მხოლოდ“ 0:1 მარცხს?

ამ ამბებმა წინა მსოფლიოს შესარჩევები გამახსენა.

საფრანგეთი 98-ის საკვალიფიკაციოს სტარტზე ჩვენი გუნდი იტალიის უსახურ ნაკრებთან დამარცხდა და ის 0:1 მაშინაც დადებითაც შეფასდა - აქაოდა, იტალიაა, თან სტუმრად ვითამაშეთ და თან, მხოლოდ ერთი ბურთი გავუშვითო! მომდევნო შეხვედრაში ინგლისის ნაკრებთან ყველა უეჭველ მოგებას ელოდა.

კორეა-იაპონია 2002 იყო და ლიტვაში 4:0 გამარჯვებით დავიწყეთ.

ავშენდით! გვეღირსა! გავდივართ! თუ არ გახსოვთ ამას რა მოჰყვა, შეგახსენებთ: იტალიასთან 0:2, რუმინეთთან შინ 0:2, უნგრეთთან 1:4...

გერმანია 2006? გუნდმა თურქეთში ფრედ ითამაშა, მოუგო ალბანეთს, მერე შინ არ დამარცხდა დანიასთან... მაშინაც ზუსტად იგივე სიტყვები: „ნაკრები ნაკრებს ემსგავსება...“, „საქართველო სწორი გზით მიდის...“

მტერს არ უსურვებს კაცი, რაც ამას მოჰყვა.

0x01 graphic

12 ოქტომბერი, 2012: ფინეთი 1:1 საქართველო

ახლაც ნაცნობი დასაწყისი: ბელარუსთან შინ 1:0, ესპანეთთან „მხოლოდ“ 0:1 და ისევ უაზრო იმედი, რომ საქართველო ორ გასვლით მატჩში ექვსს თუ არა, ოთხ ქულას მაინც აიღებდა.

„ჩვენ გვყავს ბიჭები, რომელთაგან მალე ისეთ გუნდს ავაშენებთ, ყველა რომ გაიხარებს“, - ეს სიტყვები ეროვნულის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან თბილისური მატჩის შემდეგ თქვა.

ვერ გეტყვით, მთავარი მწვრთნელი რას გულისხმობს, მაგრამ ამ გუნდს შენებისა რომ არაფერი ეტყობა, ფინეთის და ბელარუსის ნაკრებებთან შეხვედრებში კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. ნუ, თუ ნაკრები დიდი ანგარიშით წაგებას გადაეჩვია და ახლა მხოლოდ ერთი ან ორი გოლით აგებს და ეს „შენებაა“, სხვა საქმეა. ბოდიშის მოხდით უნდა ვთქვა, რომ გუნდის შენება სხვანაირად წარმომიდგენია.

ხოლო რაც შეეხება იმას, რომ „მალე გავიხარებთ“... აბა რა ვთქვა? საქართველოს ნაკრებს გოლი ვერ გააქვს, კარში ხეირიანად ვერ ურტყამს, მცველები მეტოქის ფორვარდებს ბურთს უსწორებენ, მწვრთნელი ჯიუტად ათამაშებს ფეხბურთელებს, რომლებიც ყველა შეხვედრაში უამრავ შეცდომას უშვებენ...

და ამის შემხედვარე „მალე გავიხარებთ“. ჩვენი გუნდის ავისმსურველი რომ ვიყო, გამიხარდებოდა, მაგრამ რომ არ ვარ?

წლები გადის, ეროვნულის მაისურით ახალი ფეხბურთელები გადიან მინდორზე, იცვლებიან მეტოქეებიც, მაგრამ არ იცვლება მთავარი - საქართველოს პირველი გუნდის თამაში.

არ იცვლება იმიტომ, რომ უმრავლესობა არ ცდილობს შეცდომის გათვალისწინებას და, რაც მთავარია, მასზე სწავლას და მის გამოსწორებას.

ხშირად მოისმენთ ან წაიკითხავთ, რომ: „გუნდმა ის მარცხი უკვე დაივიწყა. ახლა ბიჭები მხოლოდ ამ შეხვედრაზე ფიქრობენ“. ეს სიტყვები მწვრთნელების თუ მოთამაშეების ინტერვიუებში უამრავჯერ მინახავს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ უაზრობას კიდევ არაერთხელ შეხვდებით.

ეს სისულელე ერთგვარი თანამდევია არამარტო ეროვნული ნაკრების, ზოგადად, ჩვენი ფეხბურთისა. და ეს სიბრიყვე, გარკვეულწილად, ირიბი პასუხიცაა იმ კითხვაზე, თუ რატომ არაფერი იცვლება ქართულ ფეხბურთში.

წაგების დავიწყება ვერაფერი გამოსავალია.

მარცხი კი არ უნდა დაივიწყო, პირიქით, ძალიან კარგად უნდა დაიხსომო, რომ მეორედ იგივე არ შეგემთხვეს.

ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება.

სწავლა არასდროსაა გვიანი. სხვა საქმეა, როცა ვინმეს ეზარება ან თვლის, რომ უკვე ყველაფერი იცის.

ასეთები ყველგან და ყოველთვის წაგებულები იქნებიან.

განსაკუთრებით ფეხბურთში, სადაც მატჩიდან მატჩამდე უნდა ამტკიცო, რომ მოედანზე გასვლის ღირსი ხარ. მით უმეტეს, ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით.

* * *

...საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური გასვლითი მატჩი ბოლოს ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ტურნირში, 2006 წლის 16 აგვისტოს მოიგო - ტორსჰავნში ფარერის კუნძულების ნაკრები 6:0 დაამარცხა.

...საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში 2 გოლი ბოლოს 2009 წლის 14 ოქტომბერს, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოში ბულგარეთთან 2:6 წაგებულ მატჩში შეაგდო.

...ეროვნულმა ისტორიაში საიუბილეო, მე-200 გოლი ბრაზილია 2014-ის საკვალიფიკაციო ტურნირის საწყის მატჩში, ბელარუსთან გაიტანა. გურამ კაშიას მიერ ფინეთისთვის შეგდებული ბურთი ჩვენი გუნდისთვის 201-ე იყო. პირველი 100 გოლი ჩვენმა გუნდმა 76 თამაშში შეაგდო, მეორე 100 - 96-ში.

...ზურაბ ხიზანიშვილმა მინსკში, ბელარუსის წინააღმდეგ 85-ე მატჩი ჩაატარა ნაკრებში და ყველა დროის სიაში ახლა მეორე ადგილზეა. წინ მხოლოდ ლევან კობიაშვილია.

...ამ შესარჩევ ციკლში მონაწილეობით ხიზანიშვილმა ნაკრების ყოფილი კაპიტნების, ლევან კობიაშვილის და კახა კალაძის რეკორდები გაიმეორა - მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე საკვალიფიკაციოში ითამაშა. კობიაშვილმა 1998, 2002, 2006 და 2010 წლების მუნდიალის შესარჩევში 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა, კახა კალაძემ კი იმავე საკვალიფიკაციოებში 28 შეხვედრა ჩაატარა. ბელარუსთან მატჩი ზურაბ ხიზანიშვილისთვის მსოფლიოს 27-ე შესარჩევი თამაში იყო.

…ევრო 2012-ის შესარჩევი თამაშების ჩათვლით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მე-14 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. მინსკში ქეცბაიას გაწვრთნილმა საქართველომ პირველად წააგო პირველი ტაიმი.

…საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში (1990 წლიდან) 52 ქვეყნის ნაკრებთან უთამაშია, მათგან სამს მხოლოდ ბოლო ორ თვეში დაუპირისპირდა. ბელარუსი ჩვენი გუნდის 50-ე მეტოქე იყო, ესპანეთი 51-ე, ხოლო ფინეთი 52-ე. თუ მხოლოდ ევროპის ქვეყნებს გავითვალისწინებთ, ბელარუსი 39-ე „ევროპელი“ მეტოქე იქნება, ესპანეთი მე-40, ფინეთი კი 41-ე.

0x01 graphic

* * *

22.03.2013 საფრანგეთი-საქართველო

22.03.2013 ესპანეთი-ფინეთი

26.03.2013 საფრანგეთი-ესპანეთი

07.06.2013 ფინეთი-ბელარუსი

11.06.2013 ბელარუსი-ფინეთი

06.09.2013 საქართველო-საფრანგეთი

06.09.2013 ფინეთი-ესპანეთი

10.09.2013 საქართველო-ფინეთი

10.09.2013 ბელარუსი-საფრანგეთი

11.10.2013 ესპანეთი-ბელარუსი

15.10.2013 ესპანეთი-საქართველო

15.10.2013 საფრანგეთი-ფინეთი

24 ფრაზები: როჯერ ფედერერი

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|ჩოგბურთი

ლაშა გოდუაძე

0x01 graphic

ბევრი თვლის, რომ როჯერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია.

ამ მოსაზრებას ზოგი არ ეთანხმება - სხვა ფავორიტები ჰყავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ვერ უარყოფენ, რომ:

დიდი მუზარადის ყველაზე მეტი ტურნირი შვეიცარიელმა მაესტრომ მოიგო;

პროტურში ყველაზე დიდი საპრიზო თანხა მან გამოიმუშავა;

სხვა არავინ ყოფილა რეიტინგის პირველი ნომერი 300 კვირის განმავლობაში;

მის გარდა არავის მოუგია წლის შემაჯამებელი ტურნირი ექვსჯერ...

ყველაზე მეტი... ყველაზე დიდხანს... ყველაზე ბევრჯერ... ყველაზე ლამაზად...

როჯერ ფედერერი მწერალია. ის საჩოგბურთო ისტორიებს წერს.

...ბავშვობაში მინდოდა, რომ კარგი ჩოგბურთელი გავმხდარიყავი. როცა პროტურში ჩავერთე, მხოლოდ პირველობა მსურდა... სანამ კორტზე ვარ, ერთადერთი მიზანი მექნება - ვიყო ნომერი პირველი! ძალიან მინდა, რომ როცა კარიერას დავასრულებ, ვთქვა - „რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე“ და ამ სიტყვების სიმართლეში ბოლომდე დარწმუნებული ვიყო.

...ოპტიმისტი ვარ - ცხოვრებას იმედის თვალით ვუყურებ. ვთვლი, რომ ყველა ცვლილებას, რაც ჩემს თავს ხდება, მხოლოდ უკეთესობა მოაქვს. რაც შეეხება კარიერას, მიმაჩნია, რომ ვარ ადამიანი, ვისაც „უყვარს მოგება“ და არა მოთამაშე, ვინც „წაგებას ვერ იტანს“. მარცხი სპორტის თანამდევია და ვიცი, რომ ერთი, თუნდაც მნიშვნელოვანი ფინალის წაგება ხელს ვერ შემიშლის.

...ძალიან ძნელია წლიდან წლამდე ფორმაში ყოფნა, რეჟიმის დაცვა, კორტზე გამარჯვებისთვის გასვლა, მხოლოდ პირველობისთვის ბრძოლა, არნახული ზეწოლის გაძლება, მაგრამ... იცით, რომ არა ჩოგბურთი, ვერ ვნახავდი უამრავ ქვეყანას, არ მექნებოდა იმდენის საშუალება, რაც ჩოგბურთმა მომცა, ასე რომ, წუწუნის დრო არაა. თანაც, ჩემი საქმე მეუღლეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს, მშობლები და მეგობრები ბედნიერები არიან და თანაც, ხომ ყველამ ვიცით, რომ ასე 70 წლამდე არ ვიცხოვრებ?!

...სანამ სიდნეიში შევხვდებოდი, მირკას სხვადასხვა ტურნირებიდან ვიცნობდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლოს ვიყავით. ჩვენ იქ, ოლიმპიურ სოფელში დავახლოვდით და ბოლო დღეს, როცა დავემშვიდობე და ვაკოცე, ვიგრძენი, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე არ უნდა დასრულებულიყო. მიხარია, რომ ის გაგრძელდა და დღეს ჩვენ ერთად ვართ.

...მე და მირკას ბევრი რამ გვაერთიანებს, საერთო ინტერესები გვაქვს და ვგრძნობთ, რომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. მასთან ყველა თემაზე შემიძლია ძალიან დიდხანს საუბარი და ეს სიამოვნებას მანიჭებს - კარგად ვისვენებ. ჩემთვის ის მხოლოდ მეუღლე არ არის, მირკა ისეთი მეგობარია, როგორიც ყველას უნდა ჰყავდეს.

...ყოველ დილით ძალიან კარგ ხასიათზე ვიღვიძებ და რომ ვფიქრობ რატომ, პასუხი ერთია - მიხარია ცხოვრება! კორტს მიღმა ყოველთვის მხიარული ვარ და სიმართლე გითხრათ, ჩვენი ურთიერთობის პირველ წლებში მირკას ეს ძალიან უკვირდა.

...როცა კორტზე ვარ, ვცდილობ მარცხმა წყობიდან არ გამომიყვანოს. კარიერის დასაწყისში ერთი-ორჯერ ჩოგანი მოვისროლე, ბურთს ფეხი დავარტყი, მაგრამ კარგა ხანია ასეთი რამ აღარ დამმართნია. დღეს ვარჯიშისას უფრო ვღიზიანდები, ვიდრე კორტზე... არ მოგატყუებთ - არ მიყვარს, როცა მოთამაშე კორტზეა და ცუდი დარტყმის და აცილებული ბურთის გამო ღიზიანდება.

...ადრე ვცდილობდი რთული დარტყმები შემესრულებინა, მაგრამ ახლა ასეთ რამეს ძალიან იშვიათად ვაკეთებ - მარტივად თამაშს არაფერი სჯობს. რაც მთავარია, შედეგიანია. ისე, განვლილ წლებს რომ ვიხსენებ, ვხვდები, რომ როგორც მოთამაშე ძალიან შევიცვალე. ალბათ, ამას ბევრი ვერც ხვდება.

...ყველაზე ძალიან პირველ წრეში თამაშისას ვნერვიულობ - სტარტზევე მარცხი ჩემთვის ტრაგედიაა. ფინალისკენ ყველაფერი იცვლება - ბოლო მატჩებში ვცდილობ საუკეთესოდ ვითამაშო და უმეტეს შემთხვევაში ეს გამომდის.

...ბევრს ჰგონია, რომ ძალიან იოლია ამდენი ტურნირის მოგება. იოლად არაფერი მოდის. უიმბლდონის პირველად მოგებამდე წლების მანძილზე დღეში თითქმის 8-10 საათს ვვარჯიშობდი. არ დაიჯეროთ, თუ ვინმე იტყვის, რომ იოლად გაიმარჯვა. ეს ძალიან დიდი სიცრუეა!

...პიტერ კარტერის დაღუპვამ (შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი, როჯერის მწვრთნელი და მეგობარი) თითქოს გამომაფხიზლა: მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან მალე შეიძლება დასრულდეს და თუ რამის გაკეთება მსურს, სამომავლოდ არ უნდა გადავდო. „ხვალ“ შეიძლება აღარ დადგეს.

...უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე თავიდანვე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ როლან გაროზე ყოველთვის მიჭირდა. ისე, პირველი უაილდქარდი სწორედ საფრანგეთში მივიღე და პირველ წრეში პატრიკ რაფტერთან დავმარცხდი. ის მატჩი, წაგების მიუხედავად, მაინც კარგად მაგონდება.

...პოპულარობა? შვეიცარიაში ვცხოვრობ და ეს არ მაწუხებს. ჩვენთან პაპარაცები თითქმის არ არიან და ეს მხოლოდ მიხარია. ისე, ისინი არც სხვა ქვეყნებში მაწუხებენ. როგორც ჩანს, არ ვარ ნიუსმეიქერი ტიპი - ღამის კლუბებში არ დავდივარ და თუ რომელიმე საღამოზე მეპატიჟებიან, მხოლოდ მეუღლესთან ერთად. ასეთი ცხოვრება მსიამოვნებს, პაპარაცებს კი, ალბათ, არა.

...როცა ჟურნალ-გაზეთებს ვკითხულობდი და მაკრიტიკებდნენ, ძალიან ვღიზიანდებოდი, ქება კი პირიქით, მსიამოვნებდა. მერე მივხვდი, რომ პრესა უარყოფითად მოქმედებდა ჩემზე და საერთოდ შევეშვი კითხვას. ჩოგბურთზე უამრავი ჟურნალისტი წერს, მაგრამ კარგად - რამდენიმე.

...რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს კარგი საბანკო ანგარიში რომ მაქვს, მაგრამ კარიერის დასაწყისში ამაზე არც მიფიქრია - მხოლოდ ტიტულები მსურდა. ისე, პროტურში პირველივე მატჩის წაგების მიუხედავად რამდენიმე ათასი დოლარი რომ ჩამირიცხეს, ჩემთვის ეს საოცრება იყო!

...ბევრს გაუკვირდა ნადალთან მარცხის შემდეგ რომ ვიტირე, მაგრამ ყოველთვის ასეა, როცა ვაგებ. 5 წლის ვიყავი, წაგების გამო პირველად რომ ვიტირე.

...ვერ ვიტყვი, რომ არ მინდა ჩემი გოგონები ჩოგბურთელები გახდნენ, მაგრამ არაფერს დავაძალებ. ვნახოთ, სჯობს თავად გადაწყვიტონ ყველაფერი.

...ხშირად მეკითხებოდნენ, როდის ვაპირებდი ჩოგბურთიდან წასვლას. ადრე ვპასუხობდი, რომ ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, მაგრამ ასე არ მოხდა. ლონდონში ვთქვი, რომ ძალიან მინდა რიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა და ვნახოთ, შეიძლება 2016 წელს მართლა წავიდე დიდი ჩოგბურთიდან.

...რა იქნება ჩოგბურთის შემდეგ? არ ვიცი, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. შესაძლოა სამპრასივით საჩვენებელი მატჩები გავმართო ან მწვრთნელი გავხდე, მაგრამ დღეს მხოლოდ კარიერა მაღელვებს.

...ძალიან მინდა, რომ გულშემატკივრებს ოცდაათი წლის შემდეგაც ვახსოვდე. მინდა, რომ მათ როჯერ ფედერერი არამარტო კარგ ჩოგბურთელად, ქველმოქმედადაც მოიგონონ.

25 დიდი ჯო

▲ზევით დაბრუნება


სპორტი|კრივი

ირაკლი მაღრაძე

0x01 graphic

ჯო ლუისი მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონობას ზეიმობს. ჩიკაგო, 1937

თუკი ჯეკ დემპსი ამერიკელ ემიგრანტთა, ხოლო როკი მარჩიანო იტალიური ფესვების მქონე საზოგადოების კერპებად იქცნენ, ჯო ლუისი აფროამერიკელთა სათაყვანებელი ადამიანი იყო. დიდი, ჩუმი და უაღრესად კეთილი კაცი. მის სახელს და გვარს ბევრი პატივსაცემი სიის სათავეში შეხვდებით: Ring Magazine-მა ის 100 საუკეთესო პანჩერის (მენოკაუტე) სიაში პირველ ადგილზე გაიყვანა, Boxing Research Organization-მა კი, სულაც ისტორიაში საუკეთესო მძიმეწონოსანად დაასახელა.

0x01 graphic

ჯო ლუისის და არტურო გოდაის ორთაბრძოლა

1937 წელს, ჯეიმს ბრედოკის დანოკაუტების შემდეგ, ჯო ლუისი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იგი ამ ტიტულს 1948 წლამდე ინარჩუნებდა, შემდეგ კი კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 1950 წელს, ლუისი რინგზე დაბრუნდა, მაგრამ ეზარდ ჩარლზთან ქულებით წააგო. ერთი წლის შემდეგ დიდი ჯო როკი მარჩიანომ ბაწრებს შორის გაახვია და ასე დამთავრდა ჩემპიონის შესანიშნავი კარიერა.

კრივის მემატიანე ბერტ შუგარი ამა წლის 25 მარტს გარდაიცვალა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც თავისი შეგნებული ცხოვრება კრივის გარეშე ვერ წარმოედგინა. შუგარს, ფაქტობრივად, არცერთი მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა არ გამოუტოვებია, პირადად იცნობდა უდიდეს მოკრივეებს - ჯეკ დემპსიდან დაწყებული, მაიკ ტაისონით დამთავრებული. ბერტ შუგარის დარი ადამიანი, რომელსაც ინტერესთა კონფლიქტის გარეშე, გვერდიდან შეეძლო ამა თუ იმ მოკრივესა თუ ორთაბრძოლაზე საუბარი, შეიძლება ითქვას, კრივის ისტორიას არ ახსოვს.

როდესაც რამდენიმე წლის წინ ESPN-მა ბერტ შუგარის აზრით საუკეთესო მძიმეწონოსანთა სიას გადაცემა მიუძღვნა, ყველას აინტერესებდა, თუ რომელი მოკრივე დაიკავებდა პირველ ადგილს. შუგარმა მაიკ ტაისონი ათეულშიც კი არ შეიყვანა, რამაც ბევრის გაკვირვება გამოიწვია, თუმცა ბერტმა ყველაფერი შესანიშნავად დაასაბუთა, მას ეს საქმე არ ეშლებოდა. პირველ ადგილზე, არა ჯეკ დემპსი, არა მუჰამედ ალი, არამედ დიდი ჯო ლუისი გაიყვანა. ის იყო უდიდესი მოკრივე, ღირსეული ჩემპიონი და ყველაზე კარგი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ, - თქვა შუგარმა.

რთულია ამ მართლაც უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანს არ დაეთანხმო. ჯო ლუისი მართლაც დიდი ჩემპიონი იყო, რომლის სპორტულ კარიერასა და ცხოვრებას, ზემოთ ჩამოთვლილ მოკრივეებთან შედარებით, ყოველთვის ერთით მეტი სირთულე ხვდებოდა - ეს იყო კანის ფერი. შოკოლადის ყასაბი, ყავისფერი მბომბავი - ასეთი და სხვა ზედმეტსახელები ლუისს თან სდევდა. პრესა მის მიღწევებს აგდებით ეკიდებოდა და ხაზს ყოველთვის კანის ფერს უსვამდა. ლუისი კეთილი კაცი იყო, მას მხოლოდ ერთი რამ აბრაზებდა - უსამართლობა.

21 წლის ჯო უკვე სოლიდურ გასამრჯელოს იღებდა, მაგრამ ბრძოლიდან სახლში მისული, ყოველთვის უფოლოდ რჩებოდა. დიდი ჯო ყველას ეხმარებოდა: 50-100 დოლარი მაშინ დიდი ფული იყო, ლუისისთვის კი ეს არაფერს ნიშნავდა. ამის მიუხედავად, ჩემპიონი სამსახურში ხშირად წყდებოდა აგრესიას თეთრკანიანების მხრიდან - იქნებოდნენ ეს ჟურნალისტები თუ უბრალო გულშემატკივრები. ჯოს არ ესმოდა, რატომ გამოხატავდნენ აგრესიას და უპატივცემულობას ადამიანები მაშინ, როდესაც ის ამის საბაბს არავის აძლევდა.

0x01 graphic

ჯო ლუისი სამხედრო სამსახურში

მეორე მსოფლიო ომის დროს, ჯო ლუისმა ყველა საქმე გვერდით გადადო და მთლიანად ჩაერთო ჯარის ცხოვრებაში. იგი ხვდებოდა აფროამერიკელ ჯარისკაცებს და მათ საბრძოლო სულისკვეთებას აღვივებდა. ეს მიღებული პრაქტიკა იყო - ცნობილი ადამიანები დიდ როლს თამაშობდნენ ჯარის მოტივაციის საქმეში. მაგრამ ლუისის შემთხვევაში, ყველაფერი განსაკუთრებულად იყო. მან ათიათასობით დოლარი შესწირა შეერთებული შტატების არმიას, რამდენიმე წელიწადში კი გაბანკროტდა და იმ მომენტში გვერდით არავინ დაუდგა. ულუკმაპუროდ დარჩენილი ჩემპიონი, ყველასგან გარიყული აღმოჩნდა.

სწორედ მაშინ, უკვე სოლიდურ ასაკში მყოფი ლუისის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი როკი მარჩიანომ გამოთქვა. დიდი ჯო, მარჩიანოს ბავშვობის კუმირი იყო. როკი აღმერთებდა ლუისს, ეთაყვანებოდა მას და კანის ფერი საერთოდ არ აღელვებდა. როდესაც გაიგო, რომ ჯო უსახსროდ დარჩენილიყო, მივიდა მასთან და უთხრა: ჯო, დაბრუნდი კრივში ერთი ბრძოლისთვის, მე შევძლებ ამის ორგანიზებას. როგორც უკვე ვთქვით, ლუისმა ბრძოლა დათმო, მაგრამ მეგობრის დახმარების წყალობით, სოლიდური ჰონორარი მიიღო.

ამის შემდეგ, ჯო ლუისი კრივიდან საბოლოოდ წავიდა. იმ დროს, გოლფი საკმაოდ პოპულარული იყო და ჩემპიონმა გადაწყვიტა ბედი ეცადა. თეთრკანიანებისთვის ეს შოკი იყო - აფროამერიკელს გოლფის ტურნირში მონაწილეობა სურდა. ლუისმა ორგანიზატორებისგან უარი მიიღო, რამაც გული დაწყვიტა და უფრო მეტად გააბრაზა. საბოლოოდ, მან და შვიდმა შავკანიანმა მოთამაშემ, ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, რაც დიდწილად ლუისის დამსახურება იყო. სათამაშოდ გასულებს მძიმე სურათი დახვდათ: ბურთის ჩასაგდებ ხვრელში ადამიანის ექსკრემენტები ეყარა. ამ ფაქტმა ლუისი გაანადგურა, ის გაბრაზებული და ძალიან განაწყენებული იყო.

0x01 graphic

ჯო ლუისი. კარიეროს დასაწყისი. 1934

აფროამერიკელთა საპროტესტო ტალღა ნელ-ნელა ძალას იკრებდა, გამოჩნდა მუჰამედ ალი, რომელიც მკაცრი განცხადებებით გამოდიოდა. ჯო კი ჩუმად იყო. ამის გამო ის ბევრჯერ გააკრიტიკეს, მაგრამ ლუისი არ იყო ადამიანი, რომელიც დაუმორჩილებლობის აქციებს სათავეში ჩაუდგებოდა. ახლა მას არა მხოლოდ თეთრკანიანები აყენებდნენ შეურაცხყოფას ქუჩაში სეირნობისას, აფროამერიკელებიც უშვერი სიტყვებით მიმართავდნენ. საოცრად კეთილი, გულღია და კაცთმოყვარე ლუისი გარიყულად გრძნობდა თავს, ერიდებოდა სახლიდან გამოსვლას, ვერ აეხსნა, თუ რატომ დაატყდა აგრესიის ამხელა ტალღა. ჩემპიონს არ მოსწონდა მუჰამედ ალის მიდგომა ვიეტნამის ომთან დაკავშირებით, აკრიტიკებდა კიდეც, რაზეც ალიმ სახალხოდ, ძალიან აგრესიულად უპასუხა. საბოლოოდ ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ჯო ცოლმა მიატოვა და ყოველგვარი სახსრების გარეშე დატოვა.

ამდენი უარყოფითი ფაქტის გადატანა ლუისისთვის ურთულესი აღმოჩნდა, დაიწყო მოწევა, დალევა და ნარკოტიკების მიღება. სჭირდა საშინელი დეპრესია, საბოლოოდ კი ჭკუიდან შეიშალა, პარანოიის ნიშნები აღმოაჩნდა. FBI, იტალიური მაფია, სახელმწიფო - ჩემპიონს ეგონა, რომ ყველა მას ეძებდა და შიშით სახლის დატოვება არ სურდა. უცნობ ხალხთან ერთად, ლუისს ოჯახმაც ზურგი აქცია - შვილმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაამწესა, სადაც თვეების მანძილზე დიდი წნეხის ქვეშ უწევდა ყოფნა, მნახველები კი არ აკითხავდნენ. მკურნალობის დასრულების შემდეგ ჯო ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ერთ დროს ახმახი, ბრგე ახალგაზრდა, გაუბედურებულ ბაბუად იქცა.

ლუისმა დაკარგა სახლი, ფული და რაც ყველაზე მეტად უყვარდა - ხალხის სიყვარული და პატივისცემა. გასაჭირში მყოფ ჩემპიონს დახმარების ხელი ძველმა ნაცნობმა გაუმართა და ლას ვეგასში მდებარე სასტუმროში ცხოვრება შესთავაზა. ლუისი ერთგვარი კარისკაცის ფუნქციას ასრულებდა, სამაგიეროდ კი სუფთა ნომერი და ყოველდღიური საკვები მიიღო. ხალხს ჯერ კიდევ ახსოვდა ჩემპიონი, მაგრამ ერთ დროს დაუმარცხებელი მოკრივე, ამერიკელთა დიდი ნაწილის სათაყვანებელი გმირი, ახლა ინვალიდის ეტლში მჯდომი, მდიდარი ხალხის გამრთობად იქცა.

1981 წლის 12 აპრილს, ჯო ლუისი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ბოლო წლები მან მარტოობაში, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან მიტოვებულმა გაატარა. ტელევიზიები აცხადებდნენ: გარდაიცვალა ყავისფერი მბომბავი, მაგრამ ჯო ლუისის ღირსება არ იყო ფერი. ლუისი დიდი ადამიანი, შესანიშნავი მოკრივე იყო და ბერტ შუგარმა ეს იცოდა. თეთრკანიანმა ბერტმა ჯოს შესაძლებლობები სწორად შეაფასა - ყველა დროის ნომერ პირველად დაასახელა. შუგარისნაირ ადამიანებს, შეფასებები არ ეშლებათ, ლუისმა დაიმსახურა დიდი პატივისცემა, რომელიც სამწუხაროდ სიცოცხლეში არ ღირსებია.

დღეს კრივი რასობრივ დისკრიმინაციაზე მაღლა დგას, მსოფლიომ გაიცნო მაიკ ტაისონი, ევანდერ ჰოლიფილდი და სხვა წარმატებული მოკრივეები, მათ აღარ უწოდებენ ყავისფერებს ან შავებს. ამერიკელებმა ისწავლეს გმირების დაფასება - ჯო ლუისი დღეს ყველაზე დიდი მოკრივეების გვერდით არის მოხსენიებული. იყო თუ არა იგი ნომერი პირველი მოკრივე ისტორიაში, ეს სხვა თემაა, ერთი რამ კი ნათელია - ჯო ყველაზე დიდი ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც რინგზე ფეხი დაუდგამს.

26 ბოლო დღე

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

დავით ჩიხლაძე
ფოტო: ელენე ბლუაშვილი

ისტორიის და ხელოვნების დასასრული ელიავას ბაზრობაზე

0x01 graphic

ხელოვნების თბილისის საერთაშორისო გამოფენა არტისტერიუმი არა რომელიმე მუზეუმში ან გალერეაში, არამედ ელიავას ბაზრობაზე დასრულდა. გაუგებარია, რამდენადაა დაკავშირებული ეს ლოკაცია მის წლევანდელ დევიზთან „პროტესტი, რომელიც არასდროს მთავრდება“, მაგრამ სიტუაცია ნამდვილად საკმარისზე მეტად უწყინარი აღმოჩნდა.

შეიძლება მესაკუთრეობას უნდა გამოვუცხადოთ პროტესტი - მოძველებულ გრძნობას, რომლის სიმბოლოც სახლი და რემონტია და საქართველოში კი მისი სიმბოლო ელიავას ბაზრობაა. აქ ჩვენ მივხვდით, რომ არტი 2012 წლის მერე მთლი ანად გასართობ და თერაპიულ თამაშებად დარჩება და აღარ იარსებებს საავტორო უფლებებიც.

ყოველ შემთხვევაში, ნაყინის გაკეთება მე-19 საუკუნის ძველი ამერიკული სადღვებით ნამდვილად არ ექვემდებარება არტისტულ საავტორო უფლებებს - ამის კეთება შემიძლია მეც გავაგრძელო და გამოვაცხადო, რომ ნაყინს კი არა, ხელოვნებას ვაკეთებ. მანამდეც ხომ ვიღაც აკეთებდა ამას სადღვებით, მაგრამ დარწმუნებული იქნებოდა, რომ ჯოკონდას ნამდვილად არ ხატავდა. მოკლედ, ელიავას ბაზრობაზე საბოლოოდ დასაბუთდა, რომ ჯოკონდა აღარ დაიხატება. იქნება მხოლოდ ბინასთან თუ ავტომობილთან დაკავშირებული დაუსრულებული სარემონტო ფუსფუსი და ის უცნაური ხალხი, ვინც ამ ფუსფუსში მედიტაციური სიმშვიდის შემოტანას შეეცდება. დიახ, თანამედროვე არტითერაპიაა და ის სიმშვიდის გასახსენებლად გვევლინება

„აღმოაჩინე ელიავას ბაზრობა“ 13 ოქტომბერს გაიმართა, როგორც პატარა და უშუალო ფესტივალი ელიავას ბაზრობის ყოველდღიურობაში. მეგზურ რუკაზე 5 პუნქტი იყო წითელი ვარსკვლავით აღნიშნული. პირველი, საწყისი პუნქტი პროდუქტების სექციასთან აღმოჩნდა, სადაც ხრეში ან გზაზე კიტრის, პამიდვრისა და კარალიოკის შეძენა შეიძლება ქალაქის ფასებთან შედარებით იაფად. ამერიკელი არტისტი გაბრიელ ადამსი აქ ნაყინს ამზადებდა და ყველა დამთვალიერებელს შეეძლო საკუთარი ძალისხმევის მიმატება სადღვების დატრიალებაში, რათა ყინულის საჭირო მარაგი რძისა და ნაღების მასას შერეოდა.

გვერდით მაგიდაზე მოწყობილი იყო თექის პატარა სახელოსნო, სადაც ასევე ყველა მსურველი იღებდა მონაწილეობას ქუდების მოქარგვაში. იქით კი კიდევ ერთი სახალისო სახელოსნო იყო გამართული სახელწოდებით Ghana Think Tank - ეს არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც იმით არის დაკავებული, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოსახლეობას ხვდება და მის პრობლემებს აგროვებს. შემდეგ სხვებს ხვდება და უკვე ამ პრობლემების გადამჭრელ პასუხებს პოულობს.

აარონ კრაჩი ელიავას ბაზრობაზე მისულ მნახველს ხის დადაისტურ თარგებში ხელს აყოფინებდა, როგორც ეს სამკერვალოში ხდება და სთხოვდა, ხის ამ ფორმებზე მეორე ხელით დაეწერათ საკუთარი პრობლემა ან უკვე წამოჭრილ პრობლემაზე პასუხი. შემდეგ კი ამ არატრაფარეტული თარგებით ხუხულის მსგავს მხიარულ კონსტრუქციას აგებდა, რომელზეც ნამდვილად ტრაფარეტული პრობლემები და ასეთი ვეპასუხები ეწერა მარკერით.

ეს ყველაფერი რომ მოგვბეზრდა, ბაზრობის ეპიცენტრში გადავინაცვლეთ, იქ, სადაც მანქანის სათადარიგო ნაწილები იყიდება. რკინის დეტალების რიგის გავლა მოგვიხდა და აღმოვჩნდით საბურავების სექციაში, რომელთა წყებაც ერთ ამერიკელ არტისტს, ჯოანა პოთიგს მოეხატა, თვითონაც იქვე იყო და გახარებული პოზირებდა. არ ვიცი, რისი თქმა სურდა - ალბათ იმის, რომ ჩვენსა და მათ შორის განსხვავება დიდი არაა, მხოლოდ ის, რომ ისინი მიხვდნენ - ცხოვრება ამაოა, ხოლო ჩვენ (ბაზრობის მოხელენი, თუნდაც) ჯერ კიდევ მორიდებით გადავულაპარაკებთ ხოლმე ერთმანეთს: ესენი ხელოვანები არიან, თან ამერიკელები. ასეთი იაფია ყველაფერი უბრალო ადგილებში და მწვადიც კი, ყველაზე იაფად რაც თბილისში შემხვედრია, აქ იყო, საბურავების გვერდით და 2,50 ლარი ღირდა.

ჩემდა გასაოცრად, ცოტა მოშორებით საბჭოთა დროინდელი მრავალსართულიანი სპირალური გარაჟი აღმოვაჩინე, ისეთივე, ამერიკაში რომ შეხვდებით. ვიცოდი, რომ იქ, მწვერვალზე გრაფიტის არტისტი რიკარდო რიჩი ყველასგან დავიწყებული და სიმარტოვეში ხატავდა. მიუხედავად რისკისა, რომ ჩემი მისვლით შეიძლებოდა დამეფრთხო, მაინც ავედი, თუნდაც ამ გარაჟის სანახავად და მალევე დავბრუნდი უკან - მთავარია, მარტო არ ყოფილა, იქ კიდევ 34 მნახველი იყო, კედელზე ერთი ორნამენტი ჰქონდა დახატული აეროზოლით და ისვენებდა.

თუ მკითხველს ცოტა ცინიკური მოეჩვენება ჩემი კომენტარი, არ მეწყინება, რადგან ელიავას ფესტივალის რეალობა ასეთი იყო - უბრალო, სახალისო, ცოტა და დაისტური, ხაზგასმული უაზრობით და უფრო მეტად კი თერაპიული პრეტენზიით საერთო ჯანმრთელობაზე. დიახ, თანამედროვე ხელოვნება წარმატებით შეიძლება შეერწყას მედიცინას, უფრო კი ფსიქიატრიას.

მეორე მხრივ, მისი ამბიცია იმაშია, რომ ამბიცია არ უნდა გაგვაჩნდეს. ამისთვის კი საჭიროა, რომ სულ ცოტა მაღლა იდგე, ვიდრე დანარჩენი სამყარო, თუნდაც თბილისის ელიავას ბაზრობა. მაგრამ სხვა გამოსავალი მართლა არ არის - ან ასეთ უწყინარ ირონიას შეინარჩუნებ, ან და ხელოვნება, როგორც ჩანს, აღიგვება პირისაგან მიწისა.

მერე უკან დავბრუნდით და ცოტა ხანში ნაყინიც ჩინებული გამოვიდა, იქვე მომუშავე გამყიდველებმაც სიხარულით დააგემოვნეს მომცრო ორცხობილებზე. ვიღაცამ გაიხუმრა, სამაგიეროდ ერთი კიტრი და ერთი ბადრიჯანი გვინდაო. ასეთი უცნაური დღე გაუთენდა ელიავას ბაზრობის რამდენიმე მონაკვეთს (კიდევ კარგი, მთელ ბაზრობას არა, რაც ნამდვილად დაარღვევდა მორიდებული ხელოვნების ამ ნამდვილად ლამაზ კონცეფციას). ერთი იქ მომუშავე ხანშიშესული კაცი აფიშას ითხოვდა, იქნებ სამახსოვროდ მიშოვოთო.

ფრენსის ფუკუიამას ოცნება, როგორც იქნა, 2012 წელს განხორციელდა და ისტორიაც და ხელოვნებაც ერთად დამ თავრ და თბილისში, ელიავას ბაზრობაზე. ამ მოვლენის ფასილიტატორები და ორგანიზატორები იყვნენ: კურატორი და ქართული ტექსტილის ჯგუფის დამფუძნებელი ჩუკა ნინო კუპრავა, თამთა თამარ შავგულიძე დალი დია მეთიუსი - ნიუ იორკის დიზაინის პარსონსის სკოლის დეკანი

27 ფილმი სახელად - კლიშე

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|კინო

ნიკა ესებუა

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ფილმი გაქვთ ნანახი - ათი, ასი თუ ათასი. კინოკლიშე აუცილებლად გექნებათ შემჩნეული; ის მომენტები და ეპიზოდები, რომელიც თითქმის ყველა ფილმში მეორდება. ახლა სწორედ ასეთ კლიშეებს წარმოგიდგენთ.

წარსულის გმირები

წარსულის გმირი - ეს ისეთი პერსონაჟია, რომელიც ყველას ყოველთვის მკვდარი ან გალოთებული ჰგონია. თუმცა ის, წარსულში თავისი საქმის უბადლო ოსტატი იყო. დგება მომენტი, როცა ამ გმირის გარეშე არაფერი გამოვა, მთავარი პერსონაჟები პოულობენ „მხსნელს“, რომელიც ჭოჭმანის შემდეგ მაინც თანხმდება დახმარებას. უპრობლემოდ ამარცხებს ალკოჰოლიზმს, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, ძველ ფიზიკურ თუ სულიერ ტრავმებს და ძალიან მალე ძველებური წარმატებით უბრუნდება საქმეს. ბოლო ასეთი მაგალითი კრისტოფერ ნოლანის ფილმში „ბნელი რაინდის აღზევება“ იყო.

მანქანა და პრობლემები

ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ მხატვრულ ფილმში მძღოლმა სიჩქარეთა კოლოფის გადამრთველს ხელი დაადოს და მანქანის სიჩქარე შეცვალოს. არადა ხშირად, ეპიზოდიდან გამომდინარე, ეს არალოგიკურიცაა. ცნობილი კლიშეა, რომ ახალგაზრდები თუ დასასვენებლად სადმე მიდიან, ისინი აუცილებლად ფოლკსვაგენის მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებიან. 2012 წლის ფილმი „ქოხი ტყეში“ ამის თვალსაჩინო მაგალითია. ეს ჰორორ-კომედია სწორედ ასეთ კლიშეებს დასცინის.

ბევრი საშინელებათა ფილმის აუცილებელი ეპიზოდია ბენზინგასამართი სადგურის სცენა, როდესაც უკბილო ან ბინძური, ან ორივე ერთად, მოხუცი კაცი ახალგაზრდებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს, თუმცა მათ არასდროს არავინ უსმენს. ასეთ ადგილებში ხშირად ეთნიკური უმცირესობის (ინდიელი, ბოშა) წარმომადგენელი შეიძლება ნახოთ, ვინც აუცილებლად ზებუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული და თუ მომავალს არა, ამინდის პროგნოზს მაინც ზუსტად იწინასწარმეტყველებს.

საშინელებათა ფილმებში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში რატომღაც არ იქოქება სრულიად ახალი, გამართული მანქანა და პატრონის საფრთხის მოახლოებასთან ერთად წყვეტს ფუნქციონირებას.

სტერეოტიპული გუნდი

მნიშვნელობა არ აქვს, რა ჟანრისაა, ამერიკული ფილმების უმეტესობა ერთი სახის ადამიანთა ჯგუფის გარშემო ვითარდება. ესენი არიან: ქერა ლამაზმანი, რომლის ინტელექტის კოეფიციენტი აუცილებლად ფორესტ გამპის IQ-ზე დაბალია; მეორე მთავარი გოგონა, რომელიც ფილმის მთავარი პერსონაჟის შეყვარებულია; აზიელი ბიჭი - საბრძოლო ხელოვნებების უბადლო მცოდნე; კომპიუტერული გენიოსი, რომლისთვისაც ნებისმიერი საიტის გატეხვა უპრობლემოა; შავკანიანი პერსონაჟი, რომელიც საშინელებათა ფილმის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი მოკვდება; მთავარი გმირი, კუნთმაგარი, ტყვიაგაუმტარი, სიმპათიური მამაკაცი და მისი მეგობარი, რომელიც აუცილებლად მექალთანეა. მსგავსი პერსონაჟების ნაკრები უამრავ ფილმში მეორდება დაწყებული „თორიდან“, რომელიც სკანდინავიელი ღმერთების ისტორიაა, დამთავრებული ნებისმიერი ამერიკული საშინელებათა ფილმით.

საბრძოლო ხელოვნება

ხელჩართული ბრძოლის გარეშე ექშენ ფილმი წარმოუდგენელია. ასევე წარმოუდგენელია ამ ჟანრის ფილმი ბარში ჩხუბის სცენის გარეშე. ბრძოლისას მთავარი გმირები უმცირესობაში იქნებიან, თუმცა 10-15 მამაკაცს, მათი გაბარიტების მიუხედავად, უპრობლემოდ გაუსწორდებიან. ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბისას მათ თავზე არაერთ სკამს, ბოთლს და სხვა ნივთს გადაამტვრევენ. მთავარ პერსონაჟებს სხეულის დაზიანება მხოლოდ უახლოესი 5 წუთი შეაწუხებთ, შემდეგ კი საოცარი რეგენერაციის უნარის წყალობით ძველებურად აგრძელებენ ცხოვრებას.

საერთოდ, ფილმში მთავარი გმირის სერიოზული დაზიანება თითქმის წარმოუდგენელია, ეს გმირი, კომიქსის სუპერგმირი იქნება თუ უბრალო ახალგაზრდა, ტყვიას მაინც საოცარი ალღოთი იცდენს, მუშტები ვერაფერს აკლებს და არც ჭრილობებზე რეაგირებს ნორმალური დედამიწელივით. ჩხუბისას კეთილ გმირს მტერი თითო-თითოდ ესხმის თავს, რატომღაც არავის ესმის მარტივი ლოგიკა, რომ ერთდროულად თუ შეუტევენ, გამარჯვების უფრო დიდი შანსი ექნებათ. ასეთ ეპიზოდებში არავის ახსენდება იარაღის არსებობა, არავინ იყენებს შანსს, უბრალოდ, ერთი გასროლით მოკლას მტერი. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი „მატრიცა 3“-ის ფინალური სცენაა, რომელიც ამ კლიშეების დიდი ნაკრებია.

კომპიუტერული ომი

ალბათ ხშირად გინახავთ ეპიზოდი, როდესაც გმირები გამოუვალ სიტუაციაში არიან. მათთვის საჭირო ინფორმაცია მსოფლიოს ყველაზე დაცულ კომპიუტერებში ინახება, თუმცა ყველა ფილმში მოიძებნება ადამიანი, რომლისთვისაც მსგავსი კომპიუტერის „დამარცხება“ პრობლემა არ არის. ასეთი პერსონაჟები მუდამ სათვალეს ატარებენ და უმარტივესი კომბინაციით ცენტრალური დაზვერვის, NASA-ს, უცხოპლანეტელების კომპიუტერებს ჰაკავენ. ისინი უბრალოდ ერთ ფრაზას წერენ - „კომპიუტერის დაჰაკვა ან დავირუსებას“ - და მორჩა, მთელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

კეთილი გმირი VS ბოროტი გმირი

ყველა ფილმის ფინალი კეთილის და ბოროტის, მათი წარმომადგენლების ბრძოლაა. სცენარი ყოველთვის დაახლოებით ერთნაირია. ანტაგონისტი მთავარ პერსონაჟს სასტიკად უსწორდება (ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად) და სანამ საბოლოო დარტყმას მიაყენებს, დაუსრულებელ საუბარს იწყებს მის ბოროტ გეგმებზე, წარსულ წარმატებებსა და მომავალ გამოწვევებზე. ის კეთილ პერსონაჟს რატომღაც უხსნის, რა მეთოდებით აპირებს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ან ეუბნება ბომბის ადგილმდებარეობას, რომლითაც ტერაქტის მოწყობას აპირებს და ამით უკანდასახევ გზას იჭრის.

ეს საუბარი ძალიან იწელება, იმდენ ხანს, რომ პროტაგონისტი ძალების მოკრებას, ხანდახან იარაღის მოძებნას ახერხებს და სასიკვდილო გასროლას ორივე გმირი ერთდროულად ასწრებს. ბოროტი პერსონაჟი წამიერად კვდება, კეთილი გმირი კი იქამდე არ იღუპება, სანამ არ იპოვიან მეგობრები, რომლებიც მომაკვდავის პათოსით სავსე სიტყვით გამოსვლას უსმენენ - ის თავისი ცხოვრების ისტორიას იხსენებს, ცოდვებს ინანიებს, გმირების ინსპირაციის წყარო ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ კვდება. თუ ფილმში ბომბი გასანეიტრალებელია, მაშინ მთავარი გმირი მხოლოდ მას შემდეგ კვდება, რაც მას გააუვნებელყოფს. ეს ძალიან მარტივი საქმეა და კინოს ისტორიაში იშვიათად, ვინმეს არ გამოსვლოდა.

გაგრძელება

ეს კლიშეები წარმატების ფორმულაა, რომელიც თითქმის ყოველთვის ნამუშევრის სიქველით გრძელდება. ფილმის მეორე ნაწილში მთავარ გმირს აუცილებლად ერთზე მეტი მთავარი მტერი ჰყავს, მას პრობლემები აქვს საკუთარ იდენტობასთან და მეგობრებთან, დიდი შანსია, რაღაც ეპიზოდში თავისი ძალა ან რწმენა დაკარგოს. ეს ყველაზე ხშირად კომიქსების ეკრანიზაციაში ხდება, რაც კარგად ჩანს ფილმებში ადამიან ობობასა და ბეთმენზე.

28 სერგო ქობულაძე - ჰეროიკული ეპოსი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა|წიგნი

სიმონ მაჩაბელი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგამომცემლო საქმიანობა უდავოდ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სამინისტრომ ხომ არაერთი საინტერესო გამოცემა შესთავაზა ქართულ საზოგადოებას.

ქართული ხელოვნების მოყვარულებს, კულტურის სამინისტრომ ამჯერად კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა - სერგო ქობულაძის ნამუშევრების ალბომი. სასაჩუქრე წიგნი დიდი მხატვრის შემოქმედების თითქმის სრული კატალოგია. ერთადაა თავმოყრილი მისი გრაფიკა, ფერწერა, თეატრალური ესკიზები... მარიამ გაჩეჩილაძის ტექსტი და აკა მორჩილაძის პატარა ესე მხატვრის შესახებ...

აქვეა რამდენიმე ნაწყვეტი სერგო ქობულაძის თეორეტიკული ნაშრომებიდან და 1978 წელს, ედუარდ შევარდნაძისადმი გაგზავნილი წერილის ასლი, სადაც მხატვარი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს, მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რედაქტირებას სთხოვს. ქობულაძეს დაუშვებლად მიაჩნდა მასზე შექმნილ ნამუშევარში მისი ასეთი ქება-დიდება და უკვე ხანში შესული, მტკივნეულად აღიქვამდა შემოქმედებითი პროცესის შელამაზებას, სიყალბეს.

სერგო ქობულაძე ახალი ქართული მხატვრობის უდიდესი წარმომადგენელია. რენესანსული გაქანების მოაზროვნე, დიდი ოსტატი. ის არა მხოლოდ განსაკუთრებული მხატვარი, არამედ ქართული ჰეროიკული თუ ქართული მითოლოგიური ესთეტიკის ფუძემდებელია. მისი „ვეფხისტყაოსანი“ დახვეწილი, ღრმა, სრულყოფილი ნამუშევარია. მასთან ხომ „ქართული“ თითქოს სხვა ინტელექტუალურ, მხატვრულ სიღრმეს აღწევს. საოცარი ისტორიული ცოდნის მიუხედავად, რომელიც მის ნამუშევრებში იგრძნობა, ის ძალზედ ინდივიდუალურია და არასოდესაა მხოლოდ ეთნოგრაფიული. ქობულაძის მდიდარ შემოქმედებაში ნებისმიერი თემა დიდი ეპოსის მონუმენტური გააზრებაა.

სერგო ქობულაძე წიგნის ილუსტრატორი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, ხელოვნების თეორეტიკოსი და, როგორც მისი მოწაფეები აღნიშნავენ, საოცარი პედაგოგიც გახლდათ. მან არაერთი თაობა აღზარდა სამხატვრო აკადემიაში. მისი მრავალფეროვანი შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალი ოპერისა და ბალეტის თეატრისათვის შექმნილი ფარდაა. ვისაც ეს ლეგენდარული ფარდა ახსოვს, ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსგავსი სიდიადის ნამუშევარი, გნებავთ ტექნიკური, გნებავთ მხატვრული კუთხით, არასდროს უნახავთ. ოპერის ფარდას ტრაგიკული ბედი ხვდა წილად. ის შენობასთან ერთად დაიწვა და მხოლოდ მისი პატარა ნაწილი ინახება ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენილ მუზეუმში. ეს ფრაგმენტი, როგორც ძველი საგანძურის ძვირფასი თვალი, დღესაც წარმოუდგენლად ანათებს.

29 ერთი ფერი: ულტრაიისფერი

▲ზევით დაბრუნება


LIFE

ნინა ახლოური

0x01 graphic

სავარაუდოდ, მის შესახებ მეცამეტე საუკუნემდე არავინ არაფერი იცოდა, სანამ ერთმა ინდიელმა ფილოსოფოსმა თავის ნაშრომში არ დაწერა იისფერ სხივებზე, რომელთა დანახვაც შეუიარაღებელი თვალისთვის შეუძლებელი იყო. მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, გერმანელმა ფიზიკოსმა იოჰან ვილჰელმ რიტერმა აღმოაჩინა, რომ ვერცხლის ქლორიდი სწრაფად იშლება უხილავი სინათლის ზემოქმედებით, რაც სინათლის ულტრაიისფერი კომპონენტის აღმოჩენის საფუძველი გახდა.

დღეს ულტრაიისფერ სხივზე მეტნაკლებად ყველას სმენია. უმეტეს შემთხვევაში, ის ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს - კანის კიბო, ნაადრევი დაბერება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინაში ჯანმრთელი ნამზეურის ცნება საერთოდ არ არსებობს, ულტრაიისფერ გამოსხივებაზე მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში საუბარი მაინც არასერიოზული იქნებოდა. ცნობილია, რომ ის კანში D ვიტამინის წარმოქმნას აძლიერებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი იმუნური სისტემისა და სისხლის უჯრედების ფორმირებისთვის. ამასთან, მზის სხივი ორგანიზმში ენდორფინების გამოყოფას ააქტიურებს, ბედნიერი განწყობა კი არცთუ უმნიშვნელო ბონუსად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ამისთვის მზის სხივების კანზე მოხვედრა ხუთი-ათი წუთითაც საკმარისია - აქ მედიკოსები ულტრაიისფერი გამოსხივების სასარგებლო თვისებებზე საუბარს ამთავრებენ და უარყოფით შედეგებზე საუბარს იწყებენ.

თუმცა ამაზე საუბარი არც არის აუცილებელი, რადგან გამოსახულება სარკეში თავად ამბობს სათქმელს - ტუჩებს ფერი და მოცულობა აქვს დაკარგული და ნაოჭები გაღრმავებულია, რის შედეგადაც შუბლზე მათი დანახვა ამ უკანასკნელის შეჭმუხვნის გარეშეც იოლად შეიძლება. კანმა თითქოს სიმკვრივეც დაკარგა, გაუხეშდა. მასზე პიგმენტური ლაქები გაჩნდა, ზედაპირზე სისხლის კაპილარები ხილვადი გახდა, ამასთან, სახეზეა დისპიგმენტაციის ნიშნები... ეს ყველაფერი ზედმეტად გარუჯვის შედეგია - კანი მუქდება იმიტომ, რომ მის უჯრედებში ირთვება ბუნებრივი დაცვის მექანიზმი, რომელიც მას ყოველთვის ვერ იცავს სრულყოფილად და, საბოლოოდ, ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად, უჯრედებში თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნება. ეს კი დესტრუქციულ პროცესს იწყებს.

შესაბამისად, სისტემატურმა გარუჯვამ რამდენიმე წელიწადში შეიძლება კანის ნაადრევადი დანაოჭება და მის ეპიდერმისში დეგენერაციული ცვლილებები გამოიწვიოს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ფოტოდაბერებას ასაკთან კავშირი არ აქვს - ეს ის ზიანია, რომელიც კანს ულტრაიისფერმა გამოსხივებამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება მიაყენოს (გარკვეული ფაქტორები კი, მაგალითად სიგარეტი, ამ პროცესს საგრძნობლად აჩქარებს). ფოტოდაბერების რისკის ქვეშ ძირითადად ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც ღია ფერის კანი აქვს, ძნელად ირუჯება და მზეზე ადვილად იღებს დამწვრობას, თუმცა მისგან არავინ არ შეიძლება დაცული იყოს, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მზის სხივებით ბოროტად სარგებლობენ.

საინტერესოა, რომ ულტრაიისფერი სხივების ჭარბ ზემოქმედებას არა მხოლოდ კანის დაბერების, არამედ უფრო სერიოზული უარყოფითი ზემოქმედების მოხდენაც შეუძლია - პიგმენტური ლაქების გაჩენასა და კოლაგენის დეგრადაციასთან ერთად, ის ხელს უწყობს იმუნოდეპრესიის განვითარებას და დნმ-ის მუტაციასაც კი. თუმცა, „მსუბუქ“ ფორმებში ამ ზემოქმედებას მაინც მხოლოდ ფოტოდაბერებამდე მივყავართ - ულტრაიისფერი სხივი, კანში ღრმად შეღწევისას, კოლაგენსა და ელასტინს აზიანებს, ელემენტებს, რომლებიც კანის სიმკვრივესა და ახალგაზრდულ იერზე არიან პასუხისმგებელნი.

დღეს მედიცინა ფოტოდაბერების ნიშნებს წარმატებით ებრძვის, თუმცა ყველაზე ეფექტური საშუალება პროფილაქტიკური ხასიათისაა. ნაადრევი ნაოჭების და კანის დაბერების თავიდან ასაცილებლად საკმაოდ მარტივი წესების დამახსოვრებაა საჭირო. მაგალითად იმის, რომ თავი ავარიდოთ მზეზე დილის ათი საათიდან შუადღის ოთხ საათამდე მოხვედრას, როცა ულტრაიისფერი გამოსხივება ყველაზე ძლიერია. ასევე უნდა ვიხმაროთ მზისგან თავის დაცვის ხარისხიანი საშუალებები და მაღალი SPF ფაქტორის მქონე კრემები, მათ შორის ცუდ ამინდშიც, რადგან გამოსხივების 80%25 ჩვენამდე ღრუბლიან ამინდშიც აღწევს. პარალელურად კი ანტიოქსიდანტების მიღებაც არ დავივიწყოთ. მართალია, ვიტამინები A, E და C დამწვრობისგან კანს ვერ დაიცავენ, მაგრამ ანტიმჟანგავი თვისებების წყალობით შეუძლიათ კანის უჯრედების წინააღმდეგობის გაზრდა - მათი დახმარებით ულტრაიისფერი სხივებით დაზიანებული კანი უფრო იოლად განახლდება.

როდესაც პროფილაქტიკურ საშუალებებზე ფიქრი დაგვიანებულია, მთავარი დაზიანებული კანის აღდგენაზე ზრუნვა ხდება. ფოტოდაბერება, ქრონოდაბერებისგან განსხვავებით, შეუქცევადი არ არის და კანისთვის ახალგაზრდობის დაბრუნება სრულიად რეალურია. ფოტოდაბერების „სამკურნალოდ“ კოსმეტოლოგები წარმატებით იყენებენ საშუალებებს რეტინოიდების შემცველობით, თუმცა მთავარ მეთოდად მაინც ისეთი პროცედურები ითვლება, როგორიცაა ლაზერული დერმაბრაზია და ქიმიური პილინგი.

პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად და კანის რეგენერაციისთვის ეს პროცედურები განსაკუთრებით ეფექტურია - ამ დროს ეპიდერმისის მოცილება ხდება, კოლაგენი და ელასტინი კი კვლავ განახლდება, რის შედეგადაც კანი ელასტიკურობას კვლავ იბრუნებს. თუ კანი ძლიერად არ არის დაზიანებული და პიგმენტური ლაქებიც არ არსებობს, კარგ ეფექტს იძლევა ულტრაბგერითი დატენიანების პროცედურა, რომელიც ასევე კოლაგენის სინთეზის აქტივიზირებაზეა მიმართული. ამასთან, ქსოვილებს მასაჟს უკეთებს და კუნთების ტონუსს ამაღლებს.

კანის გასაახალგაზრდავებლად უკვე აქტიურად გამოიყენება PRP ტექნოლოგიაც, რომელიც კანში პაციენტის სისხლისგან მიღებული, თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანას გულისხმობს. შედეგად ფიბროპლასტების სტიმულაცია ხდება, რაც კოლაგენის სინთეზს უწყობს ხელს. ამასთან, პლაზმის იმ ნაწილში, რომელიც ფიბროპლასტებით მდიდარი არაა, ე.წ. ფილერს ამუშავებენ, რომლითაც ღრმა ნაოჭების შევსება შეიძლება. ამ ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ პრეპარატები პაციენტის პლაზმისგან მზადდება, რაც პროცედურას უსაფრთხოს ხდის, გვერდითი მოვლენები კი თითქმის არ გააჩნია.

ფოტოდაბერების პროცესის შეჩერებასა და გაახალგაზრდავებაში სხივებიც შეიძლება დაგვეხმაროს, ოღონდ არა ულტრაიისფერი, არამედ წითელი - საუბარია ე.წ. კოლაგენარიუმზე, რომელიც სოლარიუმის მსგავსი დანადგარია. კოლაგენარიუმის წითელი შუქით თერაპია განსაკუთრებით რეკომენდებულია სწორედ გარუჯვის მოყვარული ადამიანებისთვის - ტალღები ღრმად აღწევს ქსოვილებში და კანის ფოტოგაახალგაზრდავებაზე მუშაობს. თუმცა თუ ულტრაიისფერ სხივებს ერთ-ორ კვირაშიც შეუძლიათ კანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება, წითელ სხივებს დადებითი ზემოქმედების მოსახდენად უფრო მეტი დრო სჭირდებათ - ერთი-ორი თვე მაინც - რომ უჯრედებში კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება, ასევე იმ ფერმენტების გააქტიურება დაიწყოს, რომლებიც კანს ჟანგბადით კვლავ აქტიურად მოამარაგებენ.

30 GUIDE

▲ზევით დაბრუნება


LIFE

ნინა ახლოური

0x01 graphic

BMW Cruise Bike

1) თუ ყოველთვის გინდოდათ, გყოლოდათ BMW, მაგრამ ნაკლებად მეგობრობთ მანქანებთან, ან გამოუსწორებელი „მწვანე“ ხართ და არ გინდათ გარემოს დაბინძურება გამონაბოლქვით, ეს არ ნიშნავს, რომ BMW - თქვენთვის არ არის. ახალი ველოსიპედი BMW Cruise Bike გარედან ალუმინითაა დაფარული და დახვეწილი, მაგრამ უბრალო დიზაინით გვამახსოვრებს თავს. ის ხუთ სხვადასხვა ფერში გამოვიდა. ბრიტანული Esquire ხუმრობით მის კედელზე დაკიდებას გვთავაზობს, მაგრამ დიზაინის გარდა, BMW-ს ახალ ქმნილებას სხვა ტექნიკური ღირსებებიც აქვს და ვფიქრობთ, სასეირნოდაც კარგი არჩევანი იქნება.

0x01 graphic

Miguel

2) Sure Thing-ის შემდეგ, R&B-ის ალბათ ყველა მსმენელმა იცის, ვინ არის Miguel. ოცდაექვსი წლის ამერიკელმა შემსრულებელმა 2010 წელს უკვე მოასწრო სადებიუტო ალბომის გამოშვება, ამჯერად კი უკვე მეორეს გვთავაზობს - Kaleidoscope Dream-ს, რომელიც პირველზე წარმატებული აღმოჩნდა. Now Magazine-მა მას R&B-ის წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი უწოდა. ეს სტატუსი ალბომს Pitchfork-მაც მიანიჭა.

0x01 graphic

Play For Her

3) ფორთოხლის ყვავილის და ბერგამოტის ნოტები Givenchy-ის სუნამოს Play For Her ისედაც მხიარულ ხასიათს აძლევდა, მაგრამ მოდის სახლმა თაყვანისმცემლების კიდევ უფრო გახალისება გადაწყვიტა და ახლახან გამოუშვა პარფიუმის ლიმიტირებული ვერსია Arty Color Edition, რომელსაც თან სახალისო მისამაგრებლები მოჰყვება და თქვენ თავად შეგიძლიათ ბოთლის გაფორმება. დიზაინი ეკუთვნის პარიზელ მხატვარს ანდრეს (იგივე Monsieur A.), რომელიც გრაფიტის მიმართ სიყვარულითაა ცნობილი.

Lady Gaga Fame

0x01 graphic

4) არც ისე იოლია წარმოიდგინო ქალი, რომელიც თავისი ჩაცმულობის სტილით Lady Gaga-ს მიბაძავდა. ამისთვის არა მხოლოდ სითამამეა საჭირო, არამედ კომფორტულობის იდეაზე უარის თქმაც. მიუხედავად ამისა, Brian Atwood-მა Lady Gaga-ს არომატის, Fame პატივსაცემად ახალი ფეხსაცმელი შექმნა. ფეხსაცმელი ზუსტად იმეორებს ბოთლის დიზაინს - მეტალიზებული ქუსლი აქვს და მუქი შავი ფერისაა. მომღერალს ნამუშევარი მოეწონა და ამ ფეხსაცმლით უკვე გამოჩნდა სხვადასხვა ღონისძიებებზე, თუმცა როგორ ახერხებს ასეთ უზარმაზარ პლატფორმაზე და 23-სანტიმეტრიანი სიმაღლის ფეხსაცმლით სიარულს, ეს ალბათ თავად დიზაინერისთვისაც ამოუხსნელ საიდუმლოდ დარჩება.

0x01 graphic

მიაჩნია პერეირას

5) გაინტერესებთ, გასული საუკუნის დასაწყისის, უფრო ზუსტად კი 1938 წლის პორტუგალიაში მოხვედრა? იქ, სადაც აგვისტოში ძალიან, ძალიან ცხელა, სალაზარის რეჟიმით დათრგუნული ადამიანები კი თავს ინუგეშებენ, რომ „პოლიტიკა არ აინტერესებთ“? ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა აქვეყნებს ანტონიო ტაბუკის „მიაჩნია პერეირას“, რომელიც ამ მოგზაურობის იდეას რეალობად აქცევს.

0x01 graphic

Louis Vuitton

6) მოგზაურობის მოყვარულებზე Louis Vuitton-მაც იზრუნა. გზამკვლევებში, რომელსაც მოდის სახლი გამოსცემს, მსოფლიოს ორმოც ქალაქზე გვიყვებიან ისინი, ვისთვისაც მოგზაურობა უფრო მეტია, ვიდრე ჰობი. პარიზი, ნიუ იორკი, სან ფრანცისკო, ლუგანო, ტოკიო... ამ ადგილებზე საინტერესო ინფორმაციის არა მხოლოდ წაკითხვა, არამედ მოკლე ფილმების ნახვაც შესაძლებელი იქნება. მათ ონლაინსერიას Youtube-ზე Louis Vuitton-ის არხი უახლოესი თვეების განმავლობაში წარმოგვიდგენს.