![]() |
ტაბულა №120 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: სუთიძე ლევან, ნოდია გია, უგულავა გიგი, კაპანაძე სერგი, ლომაია კახა, თუშმალიშვილი გოგი, მეგრელიშვილი ვახო, მაჭარაშვილი ნინო, მარგველაშვილი გიორგი, ჯანაშია სიმონ, ცომაია აკაკი, კვანჭილაშვილი ელენე, ქურდაძე თამარა, კახიძე ოთარ, დუნდუა ნინო, გოგიბერიძე ნინი, ჩხიკვაძე ანი, კოვზირიძე დათო, მაღრაძე ირაკლი, ახლოური ნინა, პოპიაშვილი ირინა, თაქთაქიშვილი ლევან, ესებუა ნიკა, მაჩაბელი სიმონ, ბაგაური ირინა, ძნელაძე ლევან |
თემატური კატალოგი ტაბულა |
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2012|დეკემბერი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი/აღმასრულებელი რედაქტორი: ნინი გოგიბერიძე / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი/უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი /ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, სალომე უგულავა, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, სიმონ მაჩაბელი, ირაკლი მაღრაძე, ნიკა ესებუა, ანი ჩხიკვაძე / ვები: ნათია სოფრომაძე, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფის მენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველთვიური ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, email: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul TURKIYE, ტელ.: +90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია. |
![]() |
1 სიტყვასიტყვით |
▲ზევით დაბრუნება |
„საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ქვეყანა თავის ახირებებით უფსკრულთან მიიყვანეს, მონანიებას ელოდება... (თუმცა) პირიქით გვესმის თუ რა ვაჟკაცები არიან. პიჯაკს რომ ჩაიცვამ, ცივილიზებულ ადამიანს დაემსგავსები და პრეზიდენტებს შეხვდები, არ ნიშნავს, რომ შენს ქვეყანაში დემოკრატიაა. მთავარი შემფასებელი შენი ხალხია”.
მეუფე იაკობი სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას. 18 ნოემბერი
„შესასწავლია საკითხი, უნდა ვნახოთ, რა არის მარადიული, მარადიულია ის, რომ საქართველო არ იყო თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ დეფინიციები და დასახელებები, ისეთი ტერმინი უნდა დავარქვათ, რომ არ მოგვიწიოს ბოდიშის მოხდით ამ დასახელების გამოცვლა ან რამე მსგავსი. იგივე უცხოეთში მკვლევრებში რომ ნახოთ, ეს პერიოდი, უპირობოდ ოკუპაციად არ არის მიჩნეული”.
კულტურის მინისტრის მოადგილე იური მეჩითოვი ოკუპაციის მუზეუმის გაუქმების წინააღმდეგია, თუმცა უფრო მისაღები ტერმინის მოფიქრების საჭიროებაზე საუბრობს. 12 ნოემბერი
„მე მაქვს შეხვედრები ხალხთან ქუთაისში, თბილისში. ისინი გვეუბნებიან, არ გვინდა არც პენსია, არც დანაპირები, ოღონდ კი თქვენ წესრიგი დაამყარეთ, ოღონდ არ გამოუშვათ ახალაია, ოღონდ დაიჭირეთ ყველა დამნაშავე”.
კოალიცია ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი. Prime Time News, 16 ნოემბერი
„ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მაგრამ ამავდროულად ისიც ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი სამართალი როგორც შინაარსობრივად, ისე აღქმის თვალსაზრისით და უზრუნველყოფილ იქნას სრული გამჭვირვალობა და სამართლიანი პროცესი ყველა ეჭვმიტანილთან თუ ბრალდებულთან მიმართებით. არავის სურს იხილოს როგორ გამოიყურება შერჩევითი სამართალი და ანგარიშსწორება. ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ჩვენ, ყურადღებით ვაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები”.
ფილ გორდონი, 17 ნოემბერი 2012.
„მე დიდი დემოკრატი ვარ, პრინციპების ერთგული, პირდაპირი და სუფთა”.
საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი. Die Presse, 14 ნოემბერი
„ჯადოქრებზე ნადირობა, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს, და რევანშის კლიმატი, რომელიც თბილისში დომინირებს, აჩენს შიშს, რომ საქართველოში შესაძლოა უკრაინის სცენარი განმეორდეს”.
იზაბელ ლასერი, LE Figaro, „საქართველო - ჯადოქრებზე ნადირობა თავდაცვისა და უსაფრთხოების წრეებში”, 16 ნოემბერი
„ჩანს, საქართველოში მხოლოდ წინა ადმინისტრაციის პროდასავლური საგარეო პოლიტიკა შეიცვლება. რეგიონში კი, რომელშიც ისტორიულად დაძაბულობა შეინიშნება დასავლეთს, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ასეთი დაბალანსების აქტი შეიძლება პრობლემატური გახდეს”.
მეთიუ დიზლერი, Harvard University, Institute of Politics, „ახალი დასაწყისი საქართველოსთვის”
„სანამ იმას დააკვირდებიან, თუ როგორი რეაქცია მოჰყვება საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მათთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებას, ივანიშვილისთვის და მისი მომხრეებისთვის სასარგებლო იქნებოდა ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინის მაგალითის გათვალისწინება. [...] უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილე ვალერი კროშკოვსკიმ, იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ რუსეთუკრაინის ურთიერთობათა დინამიკის შეფასებისას დაასკვნა: „ყველაფერი მსუბუქი ფლირტით დაიწყო და მძიმე პორნოთი დამთავრდა”.
სიმონ სარაჯიანი, The National Interest, „წონასწორობის აღდგენა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში”. 8 ნოემბერი
„ახლა გაჩნდება მოთხოვნები, შეიზღუდოს თურქული იმიგრაცია და შემცირდეს თურქეთთან ვაჭრობა. თურქეთის ექსპორტი საქართველოში 10ჯერ უფრო მეტია, ვიდრე პირიქით - იმ დაუბალანსებელი ეკონომიკის სიმპტომი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა. მაგრამ დიდი შეცდომა იქნება, თუ საქართველოს ახალი მთავრობა ნაციონალისტებს საშუალებას მისცემს, ქვეყნის ყველაზე ახლო მეზობელთან ურთიერთობა გააფუჭონ. სწორედ ეს, და არა რუსეთი, შეიძლება იყოს ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის პირველი გამოწვევა”.
თომას დე ვაალი, National Interest, „ღელვა სულ სხვა მეზობელზე”, 16 ნოემბერი
![]() |
2 ნიგვზიანის სპირალი |
▲ზევით დაბრუნება |
არენა
ლევან სუთიძე
რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში 26 ოქტომბერს დაიწყო. მუსლიმებმა პარასკევის ლოცვა დაასრულეს და დაშლა დაიწყეს, როცა მათ გზა 150-მდე არამუსლიმმა თანასოფლელმა გადაუღობა და სამლოცველოს გაუქმება მოსთხოვა. ქრისტიანები სოფლის რელიგიური უმცირესობისგან ლოცვის შეწყვეტას მოითხოვდნენ, რასაც თან ახლდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. „თათრები გურიაში ვერ ილოცებენ!”, „ქრისტიანულ ქვეყანაში მოთრეული რელიგიის წარმომადგენელი რატომ უნდა ლოცულობდეს!”, „გურიაში მეჩეთს ვერ ააშენებთ!” - უყვიროდნენ თანასოფლელებს ქრისტიანები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში აჭარიდან დაახლოებით 3500 ჩასახლებული ოჯახი ცხოვრობს. მხოლოდ სოფელი ნიგვზიანია, სადაც მრევლმა ერთი წლის წინ საკუთარი სახსრებით სახლი შეიძინა და მეორე სართულზე პატარა სამლოცველო მოაწყო. სამლოცველოში პარასკევობით 300-ზე მეტი მორწმუნე ლოცულობს და ის უკვე 6 თვეა მოქმედებს. ნიგვზიანში სულ 1500-მდე ოჯახი ცხოვრობს, აქედან 550-600 აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტია.
მომდევნო ხუთშაბათს, ლოცვის წინა დღეს, სამლოცველოში მართლმადიდებელი მღვდელი და მრევლი მივიდნენ. მათ მუსლიმებს კვლავ მოსთხოვეს, უარი ეთქვათ პარასკევს რელიგიური მსახურების აღსრულებაზე. მუსლიმებმა უარი არ თქვეს. უკვე პარასკევს, 2 ნოემბერს, ნიგვზიანში სრულიად საქართველოს მუფთი, ჯემალ პაქსაძე ჩავიდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მუფთს გზა გადაუკეტა და სალოცავში არ შეუშვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც მუფთი ადგილობრივ მოსახლეობასთან და მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან ერთად გამგეობის შენობაში მოსალაპარაკებლად შევიდა, რის შედეგადაც მუსლიმებმა ლოცვა მოახერხეს.
ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი
მთელი ამ დაპირისპირების პერიოდში, სოფელში ისმოდა მუქარა, რომ ლოცვის გაგრძელების შემთხვევაში სისხლი დაიღვრებოდა. პოლიცია სიტუაციას მართალია ახლოდან აკვირდებოდა, მაგრამ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ რეაგირებდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცესპიკერმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა: „მივიღე სატელეფონო შეტყობინება, რომ ამ სამლოცველოს აშენებს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და ეწევა რელიგიურ პროზელიტიზმს, რასაც არ დავუშვებთ. კონფლიქტი უნდა მოგვარდეს სამართლიანად. ბუნებრივია, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ ამას ნამდვილად თურქეთის მოქალაქე აშენებს, ბუნებრივია, ადგილობრივები საკუთარ რეაქციას გამოხატავენ”.
საქართველოს კანონმდებლობა პროზელიტიზმს, ანუ საჯარო ქადაგებას, არცერთი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელს არ უკრძალავს. ასეც რომ არ იყოს, საქართველოში ტრადიციული რელიგიური უმცირესობების მისია (ქადაგება მოქცევის მიზნით) თითქმის არ არსებობს. საპირისპიროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აჭარაში აქტიურ მისიას ეწევა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ რეგიონში მრავალი მუსლიმი მონათლა. ქრისტიანთა გამუსლიმების შემთხვევები კი უიშვიათესია. მუსლიმური ორგანიზაციები ძირითადად საკუთარი თემის განათლებითა და ჯგუფის შიგნით მობილობის გაზრდით არიან დაკავებულები, ვიდრე ახალი წევრების შეძენით.
ამასთან, გაუგებარია, რატომ არ აქვს თურქეთის მოქალაქეს საქართველოში საკუთარი რწმენის ქადაგების უფლება, თუ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაუბრკოლებლად აშენებენ ტაძრებსა და მონასტრებს. მაგალითად იკმარებს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც დარიალის ხეობაში მშენებარე მონასტრის დამფინანსებელი იყო, ხოლო სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მამუკა ჯინჭარაძეც აფინანსებდა. ბიზნესმენების გვერდით, რუსეთში მოღვაწე კანონიერი ქურდებიც აფინანსებდნენ სხვადასხვა მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობის მშენებლობას. ეს იმ პირობებში, როცა თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო რუსეთი - ოკუპანტი.
საქართველოს ყოველი მეათე მოქალაქე მუსლიმია. მათგან დაახლოებით 30%25 აჭარაში ცხოვრობს, ეთნიკურად ქართველია და სუნიტურ ისლამს მისდევს, ხოლო 70%25 - ეთნიკურად აზერბაიჯანელი და შიიტი. საერთო ჯამში, თურქეთის მეზობლად მცხოვრები აჭარელი მუსლიმები, ისევე როგორც მათი სამუფთო, რადიკალურ ისლამს არ მისდევენ. საბჭოთა კავშირმა რელიგიური ჯგუფები მის მიერვე შექმნილ ორგანიზაციებში გააერთიანა და ამით მთლიანად აკონტროლებდა არა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ კავკასიის სამუფთო სამმართველოსაც, რომელიც სტალინის დროს შეიქმნა. თუმცა ამ საბჭოთა „თვინიერი ისლამისგან” ძალადობამ სალაფიტები წარმოშვა. ისლამური რელიგია ყველაზე უკეთ იცნობს რას ნიშნავს „საღვთო ომი”.
დევნა რადიკალური ჯგუფების იატაკქვეშეთში გადანაცვლებას იწვევს. იატაკქვეშეთში წასული ისლამი იგივე არ არის, რაც კატაკომბური პროტესტანტული ან კათოლიკური ეკლესიები ჩინეთში, აფრიკაში ან თუნდაც ჩრდილოეთ კორეაში. ისინი მხოლოდ ფარული შეკრებებითა და მოწამეობრივი ცხოვრებით არ კავდებიან. საჯარო სივრციდან განდევნილი მუსლიმური ჯგუფები სწრაფად ახერხებენ ახალგაზრდების გადაბირებასა და საპასუხო დარტყმების მიტანას უსაფრთხოებაზე. უფროსი თაობა, რომლის რწმენაგატეხილი იყო საბჭოთა რეჟიმისგან, ნაკლებ ექვემდებარება რელიგიური ფუნდამენტალიზმის გავლენას, თუმცა ის, ჯგუფის შიგნით, ავტორიტეტით ვეღარ სარგებლობს. ზომიერი ისლამური ძალები, ოფიციალური ადმინისტრაცია და სასულიერო პირები რელიგიურ ცხოვრებაზე ასევე კარგავენ კონტროლს. ოფიციალური სამუფთოსგან განსხვავებით, რადიკალური ისლამური ძალები ხელისუფლებას არ ურიგდებიან.
ის მუფთი, რომელიც ხელისუფლებას გაურიგდება, ავტორიტეტს დაკარგავს მუსლიმურ თემში. ისლამური სასულიერო ხელისუფლება არ ჰგავს ქრისტიანულს, მუფთი უფრო ადმინისტრატორია, ვიდრე ეპისკოპოსი. მის დამიმორჩილება ან დაუმორჩილებლობა არ წარმოადგენს დოქტრინალურ საკითხს. შესაბამისად, მუსლიმურ თემზე რეალური გავლენა იმას აქვს, ვისაც მეტი მორწმუნე უჭერს მხარს და არა იმას, ვისაც უფრო მაღალი ტიტული აქვს. მუფთის მხრიდან ნებისმიერი დათმობა, აქტიური მუსლიმური ორგანიზაციების მიერ შეიძლება აღქმული იყოს ღალატად, შესაბამისად, ვერც სამუფთო და ვერც მარტივი გამოსავლის მაძიებელი ხელისუფლება ამის იმედზე ვერ იქნება. მუსლიმებს საკუთარ უფლებებს სასულიერო იერარქიაზე ძალადობით ვერ დაათმობინებ. სქართველოს სამუფთო სამმართველო შექმნა. სამუფთოში შიიტები და სუნიტები გაერთიანდნენ, რითაც სახელმწიფო შეეცადა თურქეთიდან რადიკალური ისლამის შემოდინებისთვის ხელი შეეშალა. ამასთან, სახელმწიფოს სჭირდებოდა, აზერბაიჯანელი მოქალაქეები ბაქოში მჯდარი სულიერი ლიდერის, ალაჰშუქურ ფაშაზადესგან ჩამოეცილებინა. შეიხულისლამ ფაშაზადეს ჩეჩნეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან და რუსეთთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს. ამასთან, აზერბაიჯანში ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ძლიერია ერთმორწმუნე ირანის გავლენა რელიგიურ ცხოვრებაზე. ირანულ რელიგიურ ჯგუფებს გავლენა შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქე ერთმორწმუნეებთან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებდა სამუფთო სამმართველოს, რადიკალური ჯგუფების კონტროლი სრულიად შეუძლებელია. ისლამი არ არის იმგვარად იერარქიზებული რელიგია, როგორიც ტრადიციული ქრისტიანობა.
გამომდინარე იქიდან, რომ ისლამის მიმდევართა უმრავლესობა საქართველოში არაქართველია, შესაძლოა, ანტიისლამური ისტერია სწრაფად იქცეს ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილ პრობლემადაც. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ ძალადობის ათზე მეტი ფაქტი მოხდა, რაც პირად კონტროლზე აიყვანა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. „მე პირადად ვაკონტროლებ მიმდინარე გამოძიებას. ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტული ოპერაციების გატარებას. არავითარი პრობლემა არ იარსებებს, მე ვიძლევი გარანტიას, რომ ასეთი ინციდენტები მეტი აღარ იქნება”, - განაცხადა მინისტრმა.
„როდესაც წარმოიშობა რელიგიურ ნიადაგზე დაძაბულობის წყარო, სახელმწიფო, და მათ შორის მე, ვალდებული ვართ, რომ ჯერ ეკლესიებს მივცეთ ინციდენტის ამოწურვის საშუალება”, - განაცხადა თეა წულუკიანმა. „ეს არ იყო მუსლიმების უფლებების ხელყოფა, ეს იყო უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა... ერთის უფლებების დაცვა არ ნიშნავს, რომ მეორის უფლებები უნდა იყოს ხელყოფილი. აქ არავინ ამბობს, რომ სოფელში არ ილოცონ მუსლიმებმა, უბრალოდ, ლაპარაკია წესებზე, შეთანხმებაზე, რომ მშვიდად და წყნარად ილოცოს ამ ხალხმა”, - თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
წულუკიანისა და ბესელიას განცხადებებში არ ჩანს სახელმწიფოს მზაობა, აღასრულოს საკუთარი ფუნქცია, რომელიც დანაშაულის დასჯაში მდგომარეობს და არა ამ ფუნქციის ეკლესიისთვის გადაბარებაში.
კანონმდებლობის მიხედვით, რელიგიური ღვთისმსახურებისთვის ხელის შეშლა, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია. 155-ე მუხლის მიხედვით: „ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა, თუ ამას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა - ისჯება ჯარი მით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე”.
ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრსაც: „ვინაიდან სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე პროცესები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შუღლის საფუძველი, აუცილებელია ყველა სათანადო ორგანოს მიერ გატარდეს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით”, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სრულიად საქართველოს მუფთი და ეკლესიის წარმომადგენლები ხელისუფლების ორგანიზებით ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა შეთანხმების შესახებ ორივე მხარეს საკუთარი წარმოდგენა აქვს. საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირები ამბობენ, რომ მუსლიმთა მხოლოდ 45 ოჯახი ილოცებს სამლოცველოში, ხოლო მუსლიმების თქმით, მათ პრობლემის მოგვარების გარანტიები მიიღეს და ლოცვის უფლება სრულად იქნება დაცული.
რეალურად, შეთანხმება ვერ შედგა. ნიგვზიანში ამჯერად მუსლიმებს ხელი აღარ შეშლიათ მსახურების აღსრულებაში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ორი რელიგიის წარმომადგენლებს შორის დიალოგმა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შედეგი გამოიღო. ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა, აღარ მისულიყვნენ მუსლიმურ სამლოცველოსთან და ლოცვის აღსრულება წორედ ამან აქცია შესაძლებლად. თუმცა მყისიერი შედეგი საკმარის გარანტიებს ვერ იძლევა, მოსახლეობის განწყობა კვლავ რადიკალურია და არ არის გამორიცხული, კონფლიქტმა ისევ იჩინოს თავი.
ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობის სახლის წარმომადგენლები იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და რელიგიური პრობლემის „აღმოფხვრისთვის” მინისტრს ტაში დაუკრეს.
ახალი ხელისუფლებისთვის ეს პირველი ტესტია, შეძლებს თუ არა ის აღმსარებლობის თავისუფლების თანასწორად უზრუნველყოფას. წინა ხელისუფლებამ რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის მიღებითა და რელიგიური ექსტრემისტების ნაწილის დასჯით, აღმსარებლობის თავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება გააუმჯობესა. მართლმადიდებელ ექსტრემისტთა სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის კლება მოჰყვა. ახლა, დაუსჯელობამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოგვცეს.
ქვეყანამ 90-იან წლებში ეთნიკური დაპირისპირების დამანგრეველი შედეგი უკვე ნახა. წარსულში ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი მცირე ინციდენტებით დაიწყო და აფხაზებთან და ოსებთან ცხელ კონფლიქტში გადავიდა. მაშინ ამის საშიშროება სომხურ და აზერბაიჯანულ მოსახლეობასთანაც არსებობდა, თუმცა ქვეყანა გადარჩა. საქართველოს კომპაქტურად დასახლებული უმცირესობები ჰყავს, რომლებიც ერთდროულად რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ და მათ სჭირდებათ გარანტია, რომ ქართული სახელმწიფო ქსენოფობიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს კანონმდებლობის შესაბამისად უპასუხებს.
ნიგვზიანის კონფლიქტმა ცხადყო, რომ მმართველი გუნდის ჭრელი შემადგენლობიდან, გაცხადებულად პროდასავლური ძალები ადამიანის უფლებების ღირებულებების დასაცავად არ აქტიურობენ. მათ ხელი შეუწყვეს ხელისუფლებაში ისეთი პირების მოსვლას, რომლებიც რადიკალურად ეწინააღმდეგებიან მათ დეკლარირებულმ ფასეულობებს. მურმან დუმბაძის პარლამენტის ვიცესპიკერად არჩევამ, საზოგადოებაში არსებულ ქსენოფობიურ განწყობებს მწვანე შუქი აუნთო. სხვა არაფერი იყო 6 თვის წინ ამოქმედებული სამლოცველოს გარშემო კონფლიქტის, არჩევნების შემდეგ დაწყება.
ეს განსაკუთრებით საშიშია, რადგან რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული შუღლის ზიანი გრძელვადიანი იქნება. იდენტობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტების მოგვარებას ათწლეულები სჭირდება. როცა კონფლიქტის მონაწილე ერთი მხარისთვის შუღლის მიზეზი მეორის იდენტობაა, აქ მოკლევადიანი გამოსავლის პოვნა შეუძლებელია. ეთნიკური და რელიგიური სიძულვილი დროს კარგად უძლებს. მისით ყოველი ახალი თაობა ავადდება და ახალი კონფლიქტების წარმოშობისთვის ნიადაგი არა თუ არსად ქრება, კიდევ უფრო ნოყიერი ხდება. ყოველი ახალი შემთხვევა, ახალ სტერეოტიპსა და ზიზღს წარმოშობს, რაც საზოგადოების წევრების გათიშვას იწვევს. თუ ცეცხლი ერთხელ აინთო, მის ჩაქრობას ხელისუფლების ცვლილებაც ვერ უშველის.
კრიმინალური, კლანური კონფლიქტები, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს საზოგადოებას ზიანს აყენებდა, ხელისუფლების ცვლილებით დამარცხდა. მათი არსებობის საუკეთესო ნიადაგი იყო ხელისუფლების უმოქმედობა და სახელმწიფოს სისუსტე, რომელსაც წარმატებით ანაცვლებდნენ კრიმინალური ავტორიტეტები. თავად ისინი, კონფლიქტის განგრძობადობას უზრუნველყოფდნენ. ხელისუფლების ცვლილებამ, ავტორიტეტების ძალაუფლების განადგურებით, კონფლიქტები შეამცირა და დამნაშავეები კანონს დაუქვემდებარა, მაგრამ იდენტობის ნიადაგზე შუღლს, როცა საზოგადოების წევრებს ერთმანეთის მიმართ სიძულვილი ირაციონალური მოტივით აქვთ, ხანგრძლივი მომავლის გარდა ვერაფერი შველის. ქვეყანა და საზოგადოების თითოეული წევრი ამ დროის მანძილზე შეიძლება გამოუსწორებლად დაზიანდეს. როგორი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, მის მოქმედებას მყისიერი ეფექტი ვერ ექნება.
![]() |
3 სამართლიანობის აღდგენა თუ გამარჯვებულთა სამართალი? |
▲ზევით დაბრუნება |
გია ნოდია|სვეტი
დაპირება, რის შესასრულებლადაც ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნება ყველაზე მეტად ირჯება, „სამართლიანობის აღდგენაა”. მისი ამომრჩეველიც, როგორც ჩანს, ამას ელის განსაკუთრებული ენთუზიაზმით.
სწორედ ეს პრიორიტეტი იწვევს ყველაზე მეტ შეშფოთებას „მეოცნებეთა” რიგებს გარეთ. ვგულისხმობ არამხოლოდ ყოფილი ხელისუფლების ჩინოსნებს, ვისაც შეიძლება პიროვნული მიზეზი ჰქონდეთ სანერვიულოდ. პროცესებს ეჭვიანი ყურადღებით აკვირდება საერთაშორისო თანამეგობრობაც: მან საქართველოს ოქტომბრის არჩევნებისთვის მაღალი ქულა კი დაუწერა, მაგრამ ეშინია, ამის შემდეგ მოვლენები უკრაინული სცენარით, ანუ, ავტორიტარიზმის გზით, არ წარიმართოს.
შინაგანი წინააღმდეგობა
სადავო არაა: კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირები. ვერც იმას გამორიცხავთ, სააკაშვილის გუნდის რომელიმე წევრი პირადად აგებდეს პასუხს კანონის დარღვევაზე.
მეორე მხრივ, სრული საფუძველი გვაქვს, „ნაციონალურ” ხელისუფლებას ვუსაყვედუროთ: მან ვერ შეძლო, დაერწმუნებინა ხალხი, რომ სამართალდაცვის სისტემა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას.
როცა ახალი მთავრობა „სამართლიანობის აღდგენაზე” ლაპარაკობს, ის ორივე ამ საკითხს გულისხმობს. დამნაშავე ძველი ჩინოსნები უნდა დაისაჯონ: როგორც გვეუბნებიან, ამის შემდეგ თანამდებობის პირებიც და ხალხიც „ერთხელ და სამუდამოდ” დაიჯერებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არავის ათავისუფლებს კანონის მოთხოვნებისგან. მეორე მხრივ, სამართალდაცვის სისტემა პოლიტიკური ინტერესისგან დამოუკიდებელი უნდა გახდეს.
მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ორი მიმართულებით ძალისხმევა შეიძლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. მეორე ამოცანა - სამართალდაცვის განთავისუფლება პოლიტიკური ინტერესისგან - განუზომლად უფრო მნიშვნელოვანია. სანამ ის არ გადაწყვეტილა, წინა მთავრობის წევრების დასჯა სხვა არაფერია, თუ არა გამარჯვებულთა სამართალი: ახლა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და ვისაც საჭიროდ ჩავთვლით, გავასამართლებთ.
სასამართლოს დამოუკიდებლობა: მაგიური და რეალური გადაწყვეტა
ის, რომ საქართველოში სასამართლოს ნაკლებ ენდობიან, ვიდრე განვითარებულ დემოკრატიებში, არავინ დავობს. ყველა იმეორებს, რატომ: აღმასრულებელი ხელისუფლება მასზე ზემოქმედების ბერკეტებს იყენებდა, რაც მოსამართლეთა გადაწყვეტილებებიდანაც ჩანდა. თუმცა, არის სხვა მიზეზიც: ოპოზიცია (ანუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც და ოპოზიციურად განწყობილი „არაპოლიტიკური” საზოგადოებაც) თანმიმდევრულად ამკვიდრებდა აზრს, რომ სასამართლო ჩვენში უბრალოდ ნაკლოვანი კი არაა, ნულოვან ნდობას იმსახურებს. ამიტომ, ობიექტური მიზეზების გარდა, სამართალდაცვითი სისტემის მიმართ უნდობლობა მისი თანმიმდევრული დისკრედიტაციის შედეგიცაა.
ახლა ის ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა და გვპირდება, რომ წინა ხელისუფლების ცუდი წევრების ციხეში ჩასმით სამართლიანობას აღადგენს. მაგრამ ეს ხომ იმავე პროკურატურის და სასამართლოს მეშვეობით უნდა გააკეთოს, რომელთაც აქამდე მიწასთან ასწორებდა? ახლა რატომ უნდა ვენდოთ მათ მოუკერძოებლობას?
მთავრობა გვარწმუნებს: იმიტომ, რომ იუსტიციის მინისტრად კარგი, კომპეტენტური, თანაც სტრასბურგში ნამუშევარი ადამიანი დაინიშნა. მაგრამ წინა ხელისუფლებასაც არ აკლდა დასავლეთში განათლებული და/ან ნამუშევარი ხალხი - მათ შორის თეა წულუკიანის უშუალო წინამორბედი იუსტიციის მინისტრის პოსტზე. მაშინ რატომ არ იყო ეს საკმარისი?
ყურადღებით წავიკითხე ქ-ნი თეას ინტერვიუ იმაზე, თუ როგორ აპირებს, ყოვლად უსამართლო სასამართლო მაგიურად გარდაქმნას სამართლიანად. პასუხი: ის აუკრძალავს საკუთარ თანამშრომლებს მასზე გავლენის მოხდენას. შესანიშნავია. მაგრამ გავიხსენოთ, რომ სწორედ წინა ხელისუფლებამ მოსამართლეებთან სატელეფონო ზარების კრიმინალიზაციაც კი მოახდინა - ანუ პრობლემა მანაც აღიარა და რაღაც ზომები მიიღო. რატომ უნდა ვენდოთ თეა წულუკიანის სიტყვას უფრო მეტად, ვიდრე მისი წინამორბედებისას? რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ის ან სხვა თანამდებობის პირები სასამართლოზე ზემოქმედებას არ იკადრებენ მაშინაც კი, როცა პოლიტიკურად ძალიან დასჭირდებათ კონკრეტული განაჩენი? პირადი სიმპათიის გამო? მაგრამ, თუნდაც თუ ჩავთვლით, რომ ქ-ნი წულუკიანი ყოვლად უმწიკვლო ადამიანია, რა გარანტიაა, რომ მის მერე არ მოვა ვიღაც სხვა, ვინც ისევ უკარნახებს მოსამართლეებს, რა აკეთონ? ან, რომც არავინ დაურეკოს, უპრინციპობას მიჩვეული მოსამართლეები თვითონ ვერ მიხვდებიან, როგორ განაჩენს ელის მათგან მთავრობა? ხომ გვახსოვს, რომ ამ უკანასკნელს საკმარისი ბერკეტები დარჩა, მოსამართლეთა მომავალი ბედი განსაზღვროს: მაგალითად, გადაწყვიტოს, რომელი მათგანი დაინიშნება განუსაზღვრელი ვადით.
როცა მოსამართლე ნამდვილად დამოუკიდებელია, აღარ არის მთავარი, ვინ დაურეკავს და რას ეტყვის: ის მაინც იმას გააკეთებს, რაც სწორად მიაჩნია. მთავარია, როგორ მივაღწიოთ ასეთ ვითარებას. გარდამავალ ეტაპზე პოლიტიკური ნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ მთავარი ისაა, სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ იყოს დამოკიდებული. საამისოდ, პირველ რიგში, საჭიროა ინსტიტუციური რეფორმები. წინა ხელისუფლებამ (იმის წინამაც) ბევრი მათგანი უკვე განახორციელა ან დაგეგმა: მაგალითად, კონსტიტუციაში ჩაწერა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პრინციპი. მთავარი რეფორმა, რის გაუტარებლობას მას ბოლოს ედავებოდნენ, რიგითი მოსამართლის უზენაესი სასამართლოსგან მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. კი ბატონო, ესეც ვქნათ. მაგრამ, როგორც ვნახეთ, ინსტიტუციურ რეფორმებს ავტომატური შედეგი შეიძლება არ მოჰყვეს. მათ ფონზე სასამართლო უწყებაში თანდათან უნდა ჩამოყალიბდეს კორპორაციული ღირსების და სოლიდარობის გრძნობა, ერთგვარი esprit de corps, რომლის გამო ვერავინ გაუბედავს მოსამართლეს მის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას. სანამ ამისთვის მიგვიღწევია, ძალიან ძნელია, დავიჯეროთ, რომ ხელისუფლების მიერ საკუთარი ოპონენტების მიმართ განხორციელებული დევნა პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. ცხადია, ბრალდების მხარემ მყარად უნდა დაასაბუთოს, რომ დანაშაული ნამდვილად ჩადენილია. მაგრამ ესეც არაა საკმარისი: მაინც დარჩება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამართალი შერჩევითია, ანუ თვით გამოძიების დაწყება და დრო პოლიტიკური მოტივითაა გაპირობებული.
საითაა პოლიტიკური ინტერესი?
ის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სანდო მტკიცებულებების წარდგენამაც კი შეიძლება ვერ გიხსნას შერჩევითი სამართლის ბრალდებისგან, ახალმა ხელისუფლებამ თავისი წინამორბედებისგანაც უნდა ისწავლოს. გავიხსენოთ ირაკლი ოქრუაშვილის საქმე. ცოტა ვინმეს - მათ შორის მთავრობის კრიტიკოსთა შორის - ეეჭვებოდა, რომ მის წინააღმდეგ წამოყენებული კორუფციის ბრალდებები საფუძვლიანია. მაგრამ კიდევ უფრო ცოტას ეჯერა, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით არ იყო გაპირობებული: ეს ხომ მას შემდეგ მოხდა, რაც მან ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვიტა. ხელისუფლება თავის ვერსიას იცავდა: პირიქით, ოქრუაშვილი იმიტომ გადავიდა ოპოზიციაში, რომ მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებებისა შეეშინდა. იქნებ ასეც იყო. მაგრამ როცა ხელისუფლებას სამართალდაცვის სისტემაზე გადამწყვეტი გავლენის ბერკეტები აქვს და პოლიტიკური ინტერესი გარკვეული ქმედებისკენ უბიძგებს, აღარავინ იჯერებს, რომ მას სამართლის განხორციელების კეთილშობილური სურვილი ამოძრავებს.
უკრაინის პრეზიდენტის, იანუკოვიჩის კრიტიკოსები ხელაღებით არ ამტკიცებენ, რომ მის მიერ ციხეში ჩამწყვდეულ იულია ტიმოშენკოს ცხოვრებაში კანონი არ დაურღვევია. მთავარია, რომ იანუკოვიჩი სამართალს მთავარი პოლიტიკური ოპონენტის „გასაფუჭებლად” იყენებს. იგივე ლოგიკა ვრცელდება პუტინის მიერ მიხაილ ხოდორკოვსკის დევნაზე: კამათი იმაზე არაა, პატიოსნად იხდიდა თუ არა ხოდორკოვსკი გადასახადებს. მაგრამ ვითომ მართლა ამიტომაა ციხეში?
იმაში, თუ როგორ შეარჩია ივანიშვილის ხელისუფლებამ პირველი მსხვერპლები „სამართლიანობის აღსადგენად”, პოლიტიკური ინტერესი აშკარად ჩანს. ახალი პრემიერი და მისი მომხრეები არ მალავენ გაღიზიანებას იმით, რომ არჩევნების მოგებით ძალაუფლების ყველა ბერკეტს ვერ დაეუფლნენ: პრეზიდენტი ისევ არ თმობს უფლებას, დანიშნოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი; მუნიციპალური ორგანოები, მათ შორის დედაქალაქის მერია, მტრის ხელშია; ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის უფროსებსაც შენს გემოზე ვერ გამოცვლი. რა გინდა, რომ ქნა? რა და - სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენო. უცოდველი ხომ არავინაა? თუ პრეზიდენტი შეიარაღებული შტაბის მეთაურის ალასანიასეულ კანდიდატურას არ დათანხმდა, რა პრობლემაა: დაიჭირე არსებული მეთაური. თუ გიორგი ჭანტურია ჯიუტად ამბობს უარს გადადგომაზე - შეუშვი საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური პოლიცია. და ასე შემდეგ, სანამ ყველა, ვინც საჭიროა, არ მიხვდა: მათთვისვე ჯობია, დროზე გადადგნენ.
დილემის აღიარება
ესე იგი, რა გამოვიდა: გავამართლოთ ვითარება, როდესაც თავდაცვის მინისტრი ან წამყვანი გენერლები ჯარისკაცს ურტყამენ? არავითარ შემთხვევაში. შეგნებულად თავს შევიკავებ იმის შეფასებისგან, რამდენად საფუძვლიანია ბაჩო ახალაიას და ორი გენერლის მიმართ წაყენებული ბრალდებები, მაგრამ ზოგადად ეჭვი არ შემაქვს, რომ ჯარისკაცების მიმართ მოპყრობის პრობლემა არსებობს და მას მოვლა უნდა. მაგრამ გააჩნია, რა კონტექსტში და რა მეთოდებით ცდილობ ამას.
როცა საქმე წინა მთავრობის შესაძლო კანონდარღვევებს ეხება, ყოველი ახალი ხელისუფლება რთული დილემის წინაშე დგას: იდეალური გზა არ არსებობს. როგორც მინიმუმ, მან უნდა დაინახოს და აღიაროს, რომ „სამართლიანობის აღდგენა” მარტივი, სწორხაზოვანი და, მით უმეტეს, „მყისიერი” პროცესი ვერ იქნება. ის ნაბიჯები, რაც ივანიშვილის გუნდმა ჯერჯერობით გადადგა, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გააძლიერებს ადამიანებში რწმენას, რომ პროკურატურა და სასამართლო გამარჯვებული პარტიის იარაღია. ხოლო თუ თანამდებობის პირები აქედან ჭკუას ისწავლიან, დასკვნა შემდეგი იქნება: სააკაშვილის შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და ოპოზიციას არჩევნები არ უნდა მოვაგებინოთ, თორემ მარტო სავარძლებს და ხელფასებს კი არა, თავებსაც დავკარგავთ.
![]() |
4 „ოცნების ქრონიკა“ |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
1 ოქტომბერი
ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა. მან განაცხადა, რომ მისი მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით და, სულ მცირე, მანდატების ორ მესამედს მიიღებს.
2 ოქტომბერი
ბიძინა ივანიშვილი მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ არჩევნების შედეგების აღიარებას. ქართული ოცნების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა მეორე დღესვე წერილობით განცხადებაში განმარტა, რომ პრეზიდენტის გადადგომა მისი კოალიციის „პოლიტიკური მოთხოვნა” ან „ულტიმატუმი” არ არის და ის მზადაა მიხეილ სააკაშვილთან და მოქმედ მთავრობასთან დიალოგისთვის.
4 ოქტომბერი
ქართული ოცნების ლიდერმა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა მხარდამჭერებს, შეწყვიტონ ქუჩის აქციები, რადგან მისი პოლიტიკური გუნდი არჩევნებთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვას სასამართლოს გზით აპირებს. თუმცა, ამ განცხადების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, კოალიციის მომხრეები აქციებს აგრძელებდნენ და მათი მონაწილეობით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ინციდენტები მოხდა.
ამავე დღეს, კოალიციის ლიდერმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი მეწარმეები ჯერჯერობით არ არიან მზად, ამერიკულ ან ევროპულ ბაზრებზე პროდუქციის ექსპორტი განახორციელონ. „აქედან გამომდინარე, კარგი და საინტერესო იქნებოდა რუსულ ბაზარზე დაბრუნება, რომელიც ჩვენთვის უფრო ნაცნობია”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
5 ოქტომბერი
ქართული ოცნებისა და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაიწყო მოლაპარაკება ხელისუფლების გადაცემის თაობაზე.
რუსულ გამოცემა New Times-ში გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელშიც იგი საქართველოში მცხოვრებ სომხებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „გაოცებულია”, რად გან „მათ სამშობლო გვერდით აქვთ, ისი ნი კი აქ ცხოვ რო ბენ”. ამ სიტყვებმა უფლებადამცველებისა და მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით ივანიშვილმა განმარტა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოღებული.
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა და სახელმწიფოსგან სრულ ხელშეუხებლობას შეჰპირდა. ამავე დროს, კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ „ძალიან ბევრი არარეალური ფასია დღეს ბაზარზე” და მეწარმეებს მოუწოდა, ფასები საკუთარი ნებით დასწიონ.
ყველა ფოტო: REUTERS ©
8 ოქტომბერი
ბიძინა ივანიშვილმა მომავალი მთავრობის შემადგენლობის დიდი ნაწილი დაასახელა
9 ოქტომბერი
პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა გაიმართა. როგორც ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პრეცედენტი მისი და მისი გუნდის დამსახურებაა და ის ოპონენტებს მოექცევა „არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა”. თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა და აზრთა სხვადასხვაობისა”, ხელისუფლების გადაბარება სამართლებრივად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოხდება.
10 ოქტომბერი
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს ბიძინა ივანიშვილს თხოვნით, მოხსნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტზე დავით დარახველიძის კანდიდატურა. ამის მიზეზად დარახველიძის მიერ სიძულვილის ენისა და რასისტული გამონათქვამების გამოყენება დაასახელეს. მოგვიანებით, მინისტრობის კანდიდატმა ბოდიში მოიხადა და მის მიმართ პრეტენზიები მოიხსნა.
12 ოქტომბერი
NATOს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა. იმავე დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მისი განცხადებით, საუბარი შეეხო „ქვეყნის უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკური კურსის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროკავშირის კენ და NATOს კენ სვლის კურსის შენარჩუნებას და გამყარებას”.
16 ოქტომბერი
● ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებში
17 ოქტომბერი
● საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი წარადგინა.
18 ოქტომბერი
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ „გამოცდა ჩააბარა” და NATO-ს მხრი დან „უფრო პრინციპული, უფრო პრაქტიკული ნაბიჯები” უნდა გადაიდგას, რათა საქართველო ალიანსის წევრი „უახლოეს მომავალში” გახდეს.
კოალიცია ქართული ოცნება 54.97%25
ნაციონალური მოძრაობა 40,34%25
19 ოქტომბერი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ხმათა 54.97%25 კოალიცია ქართულმა ოცნებამ, 40,34%25 კი ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო. პარლამენტში ქართულმა ოცნებამ 85 ადგილი, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 65 მანდატი მოიპოვა
21 ოქტომბერი
ქუთაისში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომა პრეზიდენტმა გახსნა. პარლამენტმა არჩეული 150ვე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო, ასევე უმრავლესობისა და უმცირესობის შემადგენლობაში ფრაქციები დაამტკიცა.
24 ოქტომბერი
პრემიერმინისტრობის კანდიდატი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. უმცირესობის წევრებმა ივანიშვილს უსაყვედურეს იმის გამო, რომ საკუთარი დაპირებების შესრულების კონკრეტულ ვადებს არ ასახელებს. წინა ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის „ახერხებდა ევროპის და ევროპული ინსტიტუტების მოტყუებას და რეიტინგებში რაღაცას იმარჯვებდა... მაგრამ ადამიანის უფლებების მდგომარეობით საქართველო იყო კატასტროფულ მდგომარეობაში”. 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით მან ასევე აღნიშნა, რომ „თუ არა დიდი პროვოკაცია, რომელიც თქვენი მონაწილეობით ალბათ პირადად და თქვენი მთავარსარდლის სააკაშვილის მეთაურობით მოხდა და რაც ახსნილია ტალიავინის განცხადებაში და ევროპელები და ამერიკელები ამას აღიარებენ, ეს პროცესი ესე ვერ მოხდებოდა”.
25 ოქტომბერი
საქართველოს პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. ამავე დღეს ქუთაისში მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა.
26 ოქტომბერი
თბილისი არ აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან, სანამ მას საელჩოები ექნება ცხინვალსა და სოხუმში, - განაცხადა საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
30 ოქტომბერი
მთავარ პროკურორად არჩილ კბილაშვილი დაინიშნა.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის ხელმძღვანელად არჩილ ხაბაძე დაამტკიცა, რომელიც მანამდე ქართუ ბანკის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი იყო.
1 ნოემბერი
პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში თავისი სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე წარადგინა. მან იმედი გამოთქვა, რომ „შესატყვისი ნაბიჯი” გადაიდგმება რუსეთის მხრიდანაც. მისი თქმით, უპირველესი ამოცანაა ქართული პროდუქციის ექსპორტის აღდგენა, თუმცა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე პოზიცია უცვლელია.
2 ნოემბერი
პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ხარჯების „ოპტიმიზაციის” მიზნით, ახალი მთავრობა გეგმავს, შეამციროს სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯები, მათ შორის, პრეზიდენტის სასახლის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თბილისის მერიის დაფინანსება. ივანიშვილმა მოუწოდა სააკაშვილს, დატოვოს რეზიდენცია და სამუშაოდ მთავრობის კანცელარიის შენობაში გადავიდეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, გუბერნატორებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერმინისტრი დანიშნავს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე წარადგინა და განაცხადა, რომ გიორგი კალანდაძე გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე რჩება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ პრემიერმინისტრს მიმართა და აცნობა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ წინა მთავრობის 19 ოქტომბრის განკარგულებების გაუქმების თაობაზე, ასიათასობით თბილისელის სოციალური დახმარებები დაუფინანსებელი დატოვა. მან მზადყოფნა გამოხატა, ჩაერთოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციებში პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა ფინანსთა სამინისტრომ მერიისთვის თანხების გამოყოფაზე უარი განაცხადა.
5 ნოემბერი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა 80 მილიონი ლარი, რომელიც მან უკანონო შემოწირულობებისთვის ჯარიმის სახით გადაიხადა. ეს თანხა, ივანიშვილის განცხადებით, კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად უნდა წასულიყო. მოგვიანებით იუსტიციის სამინისტრომ განმარტა, რომ თანხის დაბრუნება ჯერ კიდევ 18 ოქტომბერს, აღსრულების ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მოხდა აღსრულების პროცედურაში აღმოჩენილი დაღვევების გამო. პრემიერის აპარატმა კი განაცხადა, რომ დაბრუნება უკანონოდ მოხდა და ამ საქმეზე მოკვლევის დასრულებამდე თანხა ხელუხლებელი დარჩება.
მთავრობამ პარლამენტს განსახილველად მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა. პროექტის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 14 მილიონი ლარიდან 9,2 მილიონამდე მცირდება, პრეზიდენტზე დაქვემდებარებული ეროვნული უშიშროების საბჭოსი - 24,7 მლნ ლარიდან 1,8 მლნ ლარამდე. სამაგიეროდ, იზრდება მთავრობის კანცელარიისა და პარლამენტის ბიუჯეტი. ამავე დროს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა შეფასებით, ბიუჯეტში არ არის მკაფიოდ გაწერილი ის თანხები, რომლებიც ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას უზრუნველყოფს.
6 ნოემბერი
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია, საქართველოში დაბრუნებიდან მეორე დღეს, მთავარ პროკურატურაში „მოწმის სახით” დასაკითხად დაიბარეს და დააპატიმრეს. მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში წაუყენეს რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის ჩვენების საფუძველზე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ახალაიამ თავდაცვის მინისტრად ყოფნისას მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
7 ნოემბერი
გამთენიისას თავდაცვის სამინისტროს შენობაში დააკავეს გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე. დაკავებაში პირადად მონაწილეობდნენ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ასევე დააკავეს მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. მათ ბრალი ახალაიასთან ერთად სამხედრო მოსამსახურეთა შეურაცხყოფაში წაუყენეს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას დაკავებას ახალი ხელისუფლების „პოლიტიკური ანგარიშსწორება” უწოდა და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. შეშფოთება შეიარაღებული ძალების უპატივცემულობის გამო საქართველოს პრეზიდენტმაც გამოთქვა.
საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რევიზია დაიწყო. მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბიუჯეტის წინაშე 3,8 მლნ ლარის ოდენობით დაგროვილმა საგადასახადო დავალიანებამ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის პოზიციაზე უმრავლესობა მხარს ნინა ხატისკაცს დაუჭერს და სხვა კანდიდატურებს აღარ განიხილავს. ამას არასამთავრობო ორგანიზაციების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რადგან მანამდე ამ პოსტზე ექვსი კანდიდატი განიხილებოდა, ხატისკაცმა კი თავისი კანდიდატურა ერთერთის, თამარ გურჩიანის, სასარგებლოდ მოხსნა. მოგვიანებით გადაწყდა, რომ პარლამენტში ყველა კანდიდატურას განიხილავდნენ, თუმცა უმრავლესობის კანდიდატად ხატისკაცი დარჩებოდა.
9 ნოემბერი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, კალანდაძე და შამათავა კი გირაოთი გაათავისუფლა. პროკურატურამ ახალაიას ბრალი დამატებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაც წაუყენა.
NATOს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც თავდაპირველად ნოემბერში იგეგმებოდა, გადაიდო. ამის მიზეზი გაერთიანებული შტაბის მოქმედი ხელმძღვანელის დაკავება გახდა. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა NATO-ში, გრიგოლ მგალობლიშვილმა განაცხადა
თბილისის მერს გიგი უგულავას და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, როდესაც უგულავა მთავრობის სხდომაზე მივიდა. ივანიშვილმა უგულავას „სუბორდინაციის დაცვისკენ” მოუწოდა და მიუთითა, რომ ის სხდომაზე მიწვეული არ იყო და „საჭიროების შემთხვევაში დაუძახებდნენ”. გიგი უგულავამ, თავის მხრივ, ივანიშვილს შეახსენა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა პრემიერმინისტრს არ ექვემდებარება.
12 ნოემბერი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ახალმა მოადგილემ, იური მეჩითოვმა, ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ სასურველია, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს თბილისში სახელი გადაერქვას, რაც, მისი აზრით, რუსეთთან მოლაპარაკებებს შეუწყობს ხელს.
საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, Deutsche Welleსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „იქნებ, რუსეთს აქვს არგუმენტი, რომელიც (NATO-სკენ) ჩვენი სწრაფვის უსაფუძვლობაში დაგვარწმუნებს”.
პრაღაში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გამოხატა შეშფოთება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, განსაკუთრებით, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის გამო და მოუწოდა საქართველოს ახალ მთავრობას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რაც ახლა ხდება, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით”.
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეისა და NATOს გენერალური მდივნის პოზიცია, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მათი „შეცდომაში შეყვანის” და „დეზინფორმაციის” დამ სახურება იყო.
საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ „შერჩევითი სამართალი არ უნდა დავუშვათ, ამას შეუძლია ავ ნოს ქვეყ ნის იმიჯს როგორც საზღვარგარეთ, ასევე სერიოზულ დარტყმას მიაყენებს კანონის უზენაესობას ქვეყნის შიგნით”.
13 ნოემბერი
● პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, „რატომ ინარჩუნებს ხელისუფლებას” პრეზიდენტი, რომელმაც „არჩევნები წააგო”.
14 ნოემბერი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოს მთავრობა დაიცავს კანონის უზენაესობის პრინციპებს და მოუწოდა პრემიერ მინისტრს და პრეზიდენტს - „ითანამშრომლეთ და უზრუნველყავით თანაარსებობა”.
REUTERS-თან ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ „დღეიდან დაწყებული, პერსონალურად ვიზრუნებ იმაზე, რომ ურთიერთობა მქონდეს სააკაშვილთან და წინა მთავრობასთან ისე, როგორც ჩვენი კულტურა იმსახურებს... ჩვენ მათ ისე არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, ოპოზიციის წინააღმდეგ მათი ქმედებების გამო”. პრემიერის თქმით, მან დაარწმუნა NATO-ს გენერალური მდივანი, რომ საქართველოში არ იქნება არც შერჩევითი მართლმსაჯულება და არც ანგარიშსწორება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მის ქვეყანაში ყოფილ მინისტრებს არ აპატიმრებენ”. თუმცა, პროცესის წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ სიტუაციაში უფრო კარგად გარკვევას გეგმავს.
ბაჩო ახალაია მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც „კანონიერი ქურდები” არიან განთავსებული. ოპოზიციამ და ახალაიას ახლობლებმა განაცხადეს, რომ ამით ახალაია განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნ და. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განმარტებით, პატიმრის გადაყვანა „მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა”.
15 ნოემბერი
პროკურატურამ შსს-ს თორმეტი თანამშრომელი, მათ შორის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ლევან ქარდავა, მისი ორი მოადგილე და დეპარტამენტის უფროსები დააკავა. მთავარი ბრალდება მათი მისამართით ქართული ოცნების კომპიუტერებიდან ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, ივანიშვილის დაცვის წევრის გატაცება, ასევე ქართული ოცნებისა და ქართუჯგუფის ქონების დაზიანება გახდა.
ამავე დღეს, მოგვიანებით, დააკავეს თბილისის მერის მოადგილე და შს მინისტრის ყოფილი მოდგილე შოთა ხიზანიშვილი, რომელიც, გამოძიების ცნობით, ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას ხელმძღვანელობდა.
გვიან ღამით საკუთარ სახლთან დააკავეს შსსს გენერალური ინსპექციისა და სამეგრელოზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა, რომელიც მანამდე მთელი დღის განმავლობაში პროკურატურის შენობასთან იმყოფებოდა და სახლამდე პარლამენტარმა აკაკი მინაშვილმა მიაცილა. მას იარაღის უკანონოდ შენახვისა და ნარკოტიკების მოხმარების
ბრალდება წაუყენეს. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, გუნავას იარაღი ჩაუდეს და აიძულეს ნარკოტიკული საშუალებები მიეღო. პარლამენტის წევრის გოგა ხაჩიძის თქმით, გუნავას ოფიციალურად აქვს ორი რეგისტრირებული იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მას კი სამართალდამცავებმა დაურეგისტრირებელი მაკაროვის პისტოლეტი აღმოუჩინეს. ასევე, თენგიზ გუნავას ჩხრეკისას ამოუღეს ჰეროინი, ხოლო სისხლში აღმოუჩინეს მორფინი.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ამ დაკავებებს პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდეს.
16 ნოემბერი
საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა, პრეზიდენტსა და მთავრობას თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გორდონმა განაცხადა, რომ პრემიერისგან მიიღო პირობა, რომ იგი კონსტიტუციის შეცვლას არ შეეცდება და მოქმედ პრეზიდენტთან მუშაობას გააგრძელებს. გორდონმა ასევე დაპატიმრებების ფაქტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „აუცილებელია, თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი დევნის რაიმე აღქმა ან რეალობა”.
ფილიპ გორდონმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „საქართველოს დემოკრატიის ევოლუცია არჩევნების შემდეგ ძალზედ რელევანტურია” საქართველოს NATOში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებთ იგი დაპატიმრებების თემას შეეხო და გადაცხადა, რომ „თუ დაპატიმრებების აღქმა იქნება ისეთი, რომ პარტიები საქართველოში არ მიჰყვებიან თამაშის წესებს და მუშაობენ არა კონსტიტუციური დებულებით, არამედ იმის მიხედვით, ვის უფრო მეტი ძალა აქვს, NATOში იქნება სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, სჭირდებათ თუ არა ალიანსში ასეთი ქვეყანა”. გორდონის თქმით, NATOს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რა ფორმით უნდა გაგრძელდეს საქართველოსთან ურთიერთობა, უპირველესად სწორედ დემოკრატიის ხარისხი იქნება გათვალისწინებული. „არსებობს წუხილი იმის თაობაზე, რომ მთავრობამ ძალაუფლება პოლიტიკური მიზნებით არ გამოიყენოს და ამიტომაც მოვუწოდე პრემიერს და სხვებსაც, იყვნენ რაც შეიძლება დელიკატურები. მათი მიზანი უნდა იყოს დემოკრატიული განვითარება. თუ ეს ბრძოლა კონსტიტუციურ ფარგლებს გასცდება, მაშინ ყველა წაგებული დარჩება და საქართველო წინ ვერ წავა. თუ დემოკრატია განვითარდება, ორივე მხარე მოიგებს”, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
![]() |
5 გიგი უგულავა: თავისი ხიბლი აქვს ოპოზიციაში ყოფნასაც |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
ესაუბრა სალომე უგულავა
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
არჩევნების შემდგომ შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე, ქვეყანაში მიმდინარე და მოსალოდნელ პროცესებზე, ახალი ხელისუფლების პოლიტიკასა და მიდგომებზე, ძლიერი ოპოზიციის მნიშვნელობასა და ნაციონალური მოძრაობის პერსპექტივებზე ტაბულა ქალაქ თბილისის მერს, გიგი უგულავას, ესაუბრა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაფიცვები გახშირდა. დედაქალაქს მტკივნეულად შეეხო ავტობუსების მძღოლების პროტესტი. რა განაპირობებს პროტესტის ასეთ ფორმას, თან მასობრივი სახით?
რომელიმე გაფიცვას ცალკე არ განვიხილავდი, თუმცა თითოეულს თავისი გენეზისი აქვს. ასეთი მოვლენები, საქართველოს უახლოეს ისტორიასაც თუ გადავხედავთ, ცვლილებებს, რაიმე ტიპის მძლავრ ტრანსფორმაციას, ან თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილ სისუსტეს ახლავს თან.
ეს პროცესები დღესაც არ იყო გასაკვირი იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია მოხდა ქვეყანაში. სხვა საკითხია, როგორ უნდა მოუაროს ამას მთავრობამ. პრობლემა ისაა, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად, ახალი მთავრობის წევრები ამას ახალისებენ. შეუგნებლად იმიტომ ვამბობ, რომ შეიძლება, ეს უბრალოდ წინასაარჩევნო ინერციას მოჰყვება. არადა, თუ ვინმეს უნდა აწყობდეს ამ პრობლემების მოგვარება, სწორედ მათ. წახალისების მაგალითი უამრავი იყო, დაწყებული თვითონ ივანიშვილისგან, დამთავრებული თინა ხიდაშელით, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა, რომ ეს კარგია.
ვთვლი, რომ ორ-სამ თვეში სიტუაცია კალაპოტში ჩადგება. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აზარალებს ქვეყნის მოსახლეობას და ეკონომიკას. რაც უნდა სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვიდგეთ, დარწმუნებული ვარ, არც ახალ მთავრობას და არც ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლა არ უნდა. არ მგონია, რომ ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები ამაზე შეთანხმებულები არ ვიყოთ.
ორი წლის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ და თქვენ გაიმარჯვეთ თვითმმართველობისა და მერის არჩევნებში. წელს საპარლამენტო არჩევნებში პარტიას გამორჩეულად ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა დედაქალაქში. რა არის ამის მიზეზი?
თბილისი, ზოგადად, დანარჩენი საქართველოსგან ძალიან განსხვავებული ელექტორალური სივრცეა. განსხვავებული ხედვა აქვს ბევრ საკითხში, უფრო სენსიტიურია, ბევრად მეტი მოთხოვნილება აქვს თავისუფლებაზე. თბილისი არის ერთგვარი მეგაპოლისი და მისთვის დამახასიათებელია ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია ყველა ქვეყანაში დიდი ქალაქებისთვის.
ადამიანის სიცოცხლეს გამოხატავს გულის ფეთქვა. ამას ჩვენ ვუყურებთ კარდიოგრამაზე და ეს კარდიოგრამა სულ დახტის. ჩვენ რომ ვნახოთ თბილისის ჭრილში საზოგადოებრივი აზრის კვლევები, თუნდაც ბოლო 10 წელიწადი ავიღოთ, მუდმივად იცვლება კარდიოგრამულად.
ერთი ზოგადი ტენდენცია არსებობს, რომ თბილისი ყოველთვის არის ოპოზიციურად განწყობილი ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. ფაქტობრივად, გამსახურდიას მარცხი, თავი რომ დავანებოთ როგორი ფორმით იყო ეს, გამოიწვია და მოიტანა თბილისმა. შევარდნაძეს პრაქტიკულად არცერთი არჩევნები თბილისში არ მოუგია, თუ არ ჩავთვლით მასობრივ გაყალბებებს და მაგანაც ვერ უშველა.
შეგახსენებთ 1998 წლის არჩევნებს, სადაც თბილისის საკრებულოში მაშინდელმა მოქალაქეთა კავშირმა წააგო. მოიგო ლეიბორისტულმა პარტიამ. შემდეგ იყო 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტი გაცილებით დაბალი იყო, მაშინაც თბილისში წააგო. თუმცა ის ნაციონალური არჩევნები იყო და თბილისი ცალკე არ ითვლებოდა. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ანალოგიურად მოხდა. 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მაშინდელმა მმართველმა პარტიამ საერთოდ ძლივს გადალახა ბარიერი და რეალურად პირველ, მეორე, მესამე ადგილებზე გავიდნენ ოპოზიციური პარტიები.
2003 წლის არჩევნები ამის კლასიკური მაგალითი იყო. მაშინაც ოპოზიციური იყო თბილისი. შემდეგ უკვე, რაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, თბილისი ასევე მუდმივი ცვლილებებით გამოირჩეოდა. პირველ ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს იყო იმ უტყუარი ცვლილებების შედეგი, რომელიც იმ ორ წელიწადში მოხდა. ვგულისხმობ, პირველ რიგში, ელემენტარული პრობლემების მოგვარებას. მაშინ აქ დენის გრაფიკი იყო და აღარ მოვყვები რა იყო კიდევ.
ამის გარდა, მოხდა ძლიერი პოლიტიკური ცვლილებებიც. ქვეყანამ იგრძნო, რომ სახელმწიფოდ დგება, რაც გამოიხატა აჭარის სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებით და ასლან აბაშიძის განდევნით. ყველა ამ წინაპირობის გათვალისწინებით, დაახლოებით 60-65%25 ავიღეთ, მაგრამ ერთი წლის მერე რეიტინგი პრაქტიკულად განახევრებული იყო. წელიწადისა და რამდენიმე თვის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ უფრო ნაკლები ხმა, ვიდრე ახლა, აბსოლუტურ ციფრებში ვამბობ და არა პროცენტებში. დაახლოებით წელიწად-ნახევარში მოხდა ძალიან დიდი ვარდნა.
რამდენიმე თვის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა, მაშინ ჩვენ ავიღეთ 43%25, რაც აბსოლუტურ ციფრებში დიდი ნამატი არ იყო. ოპოზიციური ელექტორატი მაშინ იმედგაცრუებული იყო, გაპასიურდა, მაგრამ ეს ელექტორატი მაინც არსებობდა. უბრალოდ, მას არ ჰყავდა მოტივატორი, რომ გამოსულიყო და ხმა მიეცა.
შემდეგ იყო კიდევ უფრო დიდი ვარდნა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მათ შორის ახლა. ვგულისხმობ 2009 წელს, ომის შემდგომ პერიოდში, გაზაფხულზე, როცა 3 თვის განმავლობაში თბილისი პრაქტიკულად პარალიზებული იყო. მაგ დროს მმართველი პარტიის რეიტინგი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ახლა. ამის შემდეგ კიდევ აღმასვლა იყო.
ჩემი ნალაპარაკევი რომ გადაიტანოთ ციფრებში, ნახავთ, რომ გამოვა ერთი დიდი კარდიოგრამა, რომელიც დახტის. შემდეგ იყო 2010 წლის მერის პირველი პირდაპირი არჩევნები და ჩვენ 55%25-მდე ავედით. სულ ბოლო არჩევნებზე კი, აბსოლუტურ ციფრებში რომ ვთქვათ, დაახლოებით 70,000 ხმა დავკარგეთ იმასთან შედარებით, რაც გვქონდა წინა არჩევნებზე. თუ დინამიკაში შევხედავთ, ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. ის გვაჩვენებს, რომ თბილისი ყოველთვის ოპოზიციურია ცენტრალური ხელისუფლების მიმართ და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, შენარჩუნდება. ეს არის თბილისის სიცოცხლის ნიშანი.
იმის გამო, რომ დედაქალაქში ნაციონალურმა მოძრაობამ ასეთი მარცხი განიცადა და ყველა მაჟორიტარული მანდატი დათმო, საზოგადოების ნაწილში ჩნდება რევანშისტული განწყობები, რომ ქალაქ თბილისსაც ქართული ოცნება უნდა მართავდეს. პოლიტიკური მოთხოვნები გაისმა მძღოლების გაფიცვისასაც. ქართული ოცნების დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტში მერიას ფინანსური შემოწმებით დაემუქრა. თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია ზეწოლა მერიაზე?
ეს ყველაფერი დაწყებულია. მაგალითად, გუშინ თბილისის მერიის რამდენიმე კონტრაქტორ კომპანიაში შეცვივდნენ. მეგონა, კუდ-ი გააუქმეს, თურმე მუშაობს.
დეტალებში არ შევალ, უფრო ზოგად ჭრილში შემიძლია დავინახო პრობლემები, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოვჩნდეთ. ივანიშვილს, ჩემი აზრით, ჰქონდა ორი არჩევანი: ერთი არის რევანშის, მეორე არის დემოკრატიის. მას შეეძლო აერჩია დემოკრატიის განვითარების გზა, და ამ გაგებით, ის გახდებოდა (და ჯერაც აქვს შანსი, გახდეს) ამ ქვეყნის დამფუძნებელი მამა, ამ სიტყვის ამერიკული გაგებით. სააკაშვილთან ერთად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მან დაიწყო ეს პროცესი.
არჩევნებით ხელისუფლების გადაცემა და ჩანაცვლება ის პრეცედენტია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არ ახსოვს. სააკაშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა. ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი, მიიღოს დემოკრატიის თამაშის წესები. მეორე გზა უფრო მაცდურია და, როგორც ჩანს, ამ ადამიანმა ის აირჩია - რევანში. ეს არის ის სპირალი, რომელიც შეიძლება არც არასდროს დასრულდეს და თუ დამთავრდება, მისთვის კრახით დამთავრდება. მას არავინ ჩივის - ქვეყნისთვის. ამ გზასაყარზე იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა. მე სწორედ ამ კონტექსტში შევხედავდი იმ მკაცრ კრიტიკას, რომელიც ორი დღის წინ მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნისგან, საპარლამენტო ასამბლეისგან, ბაროზოსგან, რომპეისგან და ასე შემდეგ.
ივანიშვილმა ჩაიბარა არასრულყოფილი, მაგრამ მაინც დემოკრატია. ამ არჩევნებით დამთავრდა ყოველგვარი საუბრები ტირანიაზე, დიქტატურაზე, ავტორიტარიზმზე, იმიტომ რომ ტირანია არასდროს არ გადასცემს ხელისუფლებას არჩევნების გზით.
ივანიშვილი პირველი დღეები იყო გაკვირვებული გამარჯვებით, შემდეგ აღვსილი რევანშით. მას წარმოუდგენლად მიაჩნია განსხვავებული აზრის არსებობა, ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის ფუნქციონირება. წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ის, რაც მას არ მოსწონს, ქალაქში იდგეს. იქნება ეს ხიდი, თუ თეატრი. მას წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ სოლოლაკის ქედიდან რომ გადმოიხედავს ავლაბრის ქედზე, სხვა, მისი მეტოქე იჯდეს, წარმოუდგენლად მიაჩნია, მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერი მივიდეს და მას რაღაცა სთხოვოს, წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ პარლამენტში ოპოზიცია, განსხვავებული აზრის მქონე, ხმას იღებდეს. წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ვინმე მას, როგორც მზეს, არ უყურებდეს და, შესაბამისად, მას გაუგებრად მიაჩნია, რომ თვითმმართველობა არ ემორჩილებოდეს.
სწორედ თვითმმართველობისადმი დამოკიდებულებაზე მინდოდა გაგრძელება. რაზე მიუთითებს, პრემიერი ქალაქის მერს სუბორდინაციისკენ რომ მოუწოდებს და როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა?
ნამდვილად არ ვარ დესტრუქციულად განწყობილი, თუნდაც ჩემთვის ღირებულებებით ფუნდამენტურად მიუღებელი ადამიანის მიმართ. პატივს ვცემ ქართველი ხალხის არჩევანს. უამრავი ურთიერთგადამკვეთი საკითხი არსებობს, რომელიც ერთობლივად უნდა მოგვარდეს თბილისის მერიასა და ცენტრალურ მთავრობას შორის. მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები, როდესაც ეს ეხება თბილისელების ინტერესებს, ყოველგვარი პოლიტიკური განსხვავება გვერდზე გადავდო. უამრავი სამეურნეო საკითხია, რომელიც არ უნდა გადაჰყვეს პოლიტიკურ კინკლაობას. კარგი მაგალითი იყო ავტობუსების თემა.
მზად ვარ, ნებისმიერი საკითხი განვიხილო იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ეს იქნება მისაღები მთავრობისთვის. ოღონდ არის რამდენიმე წინაპირობა. ის, რომ ჩვენ უნდა შევეჩვიოთ წესებს, კანონებს, რომ არსებობს განსხვავება თვითმმართველობასა და ცენტრალურ მთავრობას შორის. მას აქვს თავისი კომპეტენციები, ჩვენ გვაქვს ჩვენი კომპეტენციები. კანონით მინიჭებულ კომპეტენციებში, მზად ვარ ვითანამშრომლო, ბუნებრივია. როდესაც თანამშრომლობის საპასუხოდ იღებ ჭკუის სწავლებას, კი ბატონო, გვასწავლოს ჭკუა, არც ამაზე მაქვს პრობლემა, ოღონდ საკითხი, რაც დგას, გადაწყდეს. ნოტაციებიც შეგვიძლია მოვისმინოთ, მაგრამ ღვარძლი და დამცირება არ არის ის მეთოდი, რომელსაც საზოგადოება ან რომელიმე პიროვნება აიტანს.
უნდა გვესმოდეს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობას წინა ხელისუფლებამ მთლიანად გადაულოცა უფლებამოსილება. ვინაიდან პრეზიდენტი პრეზიდენტად რჩება და იმავე კონსტიტუციურ ნორმაში ვართ, რომელშიც აქამდეც ვიყავით, იყო საუბრები კოალიციურ მთავრობაზე. მაშინ ითქვა ზუსტად, და მეც ამ აზრზე ვიყავი, რომ არ უნდა იყოს კოალიციური მთავრობა. თუმცა ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ, რაც ხალხის მიერ იყო არჩეული, ის ფეხქვეშ გათელონ. ეს არ ხდება იმის გამო, რომ ვინმეს რაიმეს ამბიცია აქვს.
თვითმმართველობას პრობლემები აქვს რეგიონებში. წალკაში იყო ზეწოლის უკანასკნელი შემთხვევა. ეს პროცესები წახალისებული ხომ არ არის?
სამწუხაროდ, ღიად წახალისებულია. ვერ დავაბრალებ, რომ მაინცდამაინც ივანიშვილმა უთხრა, წადით ახლა წალკაში და გამგეობაში ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრები არ შეუშვათო. თბილისთან მიმართებაში კი, ეს მისი პირადი ვენდეტაა.
უფრო ზოგად ჭრილში რომ შევხედოთ ამ საკითხს. ივანიშვილის მთავარ პრობლემას ერთი რამ წარმოადგენს. მას წარმატების მიღწევა შეეძლო, საინტერესო ახალგაზრდა ადამიანები, ან თუნდაც ქართუ ბანკის თანამშრომლები, ყველა რომ ჩაესვა სიაში. მოიყვანდა გაცილებით უფრო ზნემაღალ, დალაგებულ, ჯანსაღი პოლიტიკური ღირებულებების მქონე არამერკანტილურ ადამიანებს. დღეს რა სურათი მივიღეთ? ყველაზე იშვიათი გამონაკლისების გარდა, რევანშისტულად, რეგრესულად, შავბნელურად განწყობილი ადამიანები მოიყვანა, დასვა და ამბობს, რომ წელიწად-ნახევარში წავა.
თუ წავა, ამ ხალხს ვის უტოვებს? ვინც ამან გააცოცხლა, ვის რაში სჭირდებოდა? ახლა არ ჩავყვები სიას, რომ გადახედავ პარლამენტს, გული გაგისკდება. ივანიშვილი თავის მემკვიდრეებად ტოვებს ამ ხალხს. გაცილებით საინტერესო ხალხის შესაკრებად ადამიანური რესურსიც ჰქონდა, პოლიტიკურიც და ფინანსურიც. შეეძლო სტანდარტი აეწია. ენახებინა, რომ აი, გაცილებით უკეთესი ხალხი მოვიყვანე, ვიდრე ნაციონალური მოძრაობაა. დღეს სტანდარტის რეგრესის გზით მივდივართ და არა პროგრესის. პოლიტიკური სპექტრი ბევრად დამძიმდა. ეს დღეს ივანიშვილს ხელფეხს უკრავს. საბოლოო ჯამში, რაც უნდა მზედ მიაჩნდეს თავი, იმ რევანშისტული ჯგუფების მძევალია, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ღვარძლს აფრქვევს.
სოციალური პროგრამების თემასაც შევეხოთ. დღესდღეობით შეჩერებულია სხვადასხვა ტიპის დახმარება, თუ არ ვცდები, 600,000-მდე ადამიანისთვის. მთავრობამ თქვენ დაგაკისრათ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე და თქვა, რომ ამ ხარჯების გადაბარება ცენტრალური ბიუჯეტისთვის იყო უკანონობა. რატომ მოხდა ეს გადაბარება და რა ბედი ეწევა ამ დახმარებებს?
ეს სწორედ ის საკითხი იყო, რომლის განხილვაც ვთხოვე მთავრობას და სამწუხაროდ, ვერ მოიცალეს. ვიტოვებ იმედს, რომ შევძლებთ საერთო ენის მონახვას. მესმის იმათი არგუმენტებიც, თუმცა კარგად იციან, რომ სამართლებრივად არასწორი არიან.
გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ლოგიკას, რომელზე მუშაობაც უკვე ორი წელია მიმდინარეობს. გვინდოდა, ერთიან სისტემაში მოქცეულიყო სოციალური დახმარებების პაკეტები. ძირითად ნაწილში მაინც. გადაწყვეტილება არჩევნებამდეც იყო მიღებული, უბრალოდ, ფორმალურად მერე გაფორმდა.
საბოლოო ჯამში, ეს მთავრობაც მივა აქამდე. როდესაც ვლაპარაკობთ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევაზე, რაც ქართული ოცნების დეკლარირებული სურვილია, მე და თქვენ ვერ გვექნება სახელმწიფოსგან სხვადასხვა პაკეტი. მათი სინქრონიზაცია უნდა მოხდეს და ა.შ. ბევრი თემაა, რომელიც ამ ლოგიკას ეფუძნება.
მაინც მგონია, რომ როდესაც ეს ემოციები ჩაცხრება, შევძლებთ რაღაც გონივრული გამოსავლის მოძებნას. ახლა უბრალოდ პოლიტიკური „მუსკულების” დემონსტრირება ხდება, რისი ნათელი დადასტურებაც იყო მთავრობის სხდომა. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია დაწყნარდება. მიხვდებიან, რომ თვითმმართველობა თვითმმართველობაა და მას არ უნდა ებრძოლო.
მაინც მგონია, რომ როდესაც ეს ემოციები ჩაცხრება, შევძლებთ რაღაც გონივრული გამოსავლის მოძებნას. ახლა უბრალოდ პოლიტიკური „მუსკულების” დემონსტრირება ხდება, რისი ნათელი დადასტურებაც იყო მთავრობის სხდომა. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია დაწყნარდება. მიხვდებიან, რომ თვითმმართველობა თვითმმართველობაა და მას არ უნდა ებრძოლო.
ამას წინათ მოვისმინე ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენლის ინტერვიუ, რომ თვითმმართველობის გაძლიერება სურთ. იმედი მაქვს, რომ ეს სურთ ახლა და არა აბსტრაქტულად. ამისთვის რამდენიმე რამ არის საჭირო, მარტო არჩევითობა არ კმარა. თუმცა ეს პროცესი ჩვენ უკვე დავიწყეთ. მეორე არის საბიუჯეტო დამოუკიდებლობა.
არის კიდევ მთელი რიგი საკითხები. ჩემი აზრით, წინადადება გუბერნატორების არჩევითობაზე მნიშვნელოვანია, უბრალოდ არ არის აუცილებელი, რომ ყველა ამ პოზიციაზე ერთდროულად იყოს არჩევნები. ეს შეიძლება ლოგისტიკურად უფრო რთული და მეტად ხარჯიანი იყოს. ამერიკაშიც ასეა, მუდმივად უნდა იყოს არჩევნები. ერთ წელს შეიძლება იყოს თბილისის მერის არჩევნები, მომდევნო წელს - კახეთის გუბერნატორის და ა.შ. პარტიები, შესაბამისად, იძულებული იქნებიან, იყვნენ ფორმაში. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ გამოირიცხოს, რაც ახლა მოხდა - გამარჯვებულ პარტიას რომ ყველაფრის ხელში აღება უნდა. მოიგე საპარალამენტო, მაგრამ ვიღაც კახეთშია გუბერნატორი სხვა პარტიიდან, ვიღაც კიდევ იმერეთში. ასე უნდა იყოს, რომ winner takes all გამოირიცხოს. ყველაფრის მისაკუთრება არასწორია, ამას უთხრა ხალხმა უარი და აღარ უნდა განმეორდეს.
უკანასკნელი პერიოდის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ნიგვზიანის მოვლენები იყო. რამდენად ადეკვატური იყო მთავრობის მოქმედება?
თუ ვინ აიღო ლიდერობა ამ სიტუაციაში, ამით შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, საითკენ შეიძლება წავიდეს სიტუაცია. ინიციატივა დუმბაძემ და ბესელიამ აიღეს, რომლებიც აზროვნებით ახლოს დგანან ფაშიზმთან. მათთვის რელიგიის თავისუფლება ღირებულება არაა. პოლიტიკური კონიუნქტურით მოქმედებენ, ესმით მხოლოდ ის, რომ ეს საკითხი უნდა განიმუხტოს.
ნიგვზიანში, სულ მცირე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იყო. ფაქტია, რომ ამ ადამიანების უფლებები იზღუდებოდა და სახელმწიფომ ამ სიტუაციაში გვერდზე გადგომა არჩია...
არა მარტო ნიგვზიანში, სახელმწიფო, პოლიცია, გვერდზე გადგა წალკაში, თეთრიწყაროში, მათ შორის აქ, როდესაც იყო შემოცვენა და ა.შ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბევრი მაგალითი დაგროვდა. ერთი შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი ამ წუთას სუსტია და ოპერატიულად ვერ რეაგირებს. მეორე მხრივ კი, ვხედავთ, რომ იმ საკითხებში, რაც აინტერესებთ, აქტიურები არიან. დღეს, მაგალითად, ძველი თბილისის გამოფენა იყო დანიშნული. ვინც მუშაობდა, მოხვეტეს, დალუქეს, დაიბარეს და ნახევარი ხალხი ვერ მოვიდა. შპს არსაკიძედ გადაიქცა პროკურატურა.
რაღაც ნაწილში, რაც მათ რევანშისტულ განწყობას ემთხვევა, ადმინისტრირებას აკეთებენ. სახელმწიფოს ფუნქციონირების ნაწილში, ნიგვზიანი ავიღოთ, წალკა, თეთრიწყაროს ინციდენტები, სამარცხვინო იყო მათი ქმედება. ეს ტენდენცია იკვეთება. თუნდაც ის დანიშვნებიც ავიღოთ, მოადგილეების დონეზე შსს-ში. ეს ერთი მხრივ დეჟა ვუა, ეს ხალხი მართავდა პოლიციას და არასდროს იცავდა ადამიანის უფლებებს.
იგეგმება საკმაოდ მასშტაბური ამნისტია, ამავე დროს, ციხეში არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა, პატიმრები დაუმორჩილებლობას აცხადებენ. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება იმოქმედოს ამ ყველაფერმა ქვეყანაში კრიმინოგენურ მდგომარეობაზე?
ძალიან მძიმე იყო ის, რაც ციხეში ვიხილეთ. გულწრფელად გეტყვით, ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე საზოგადოებამ დასაჯა და სწორიც არის. ეს იქნება ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ჭკუის სასწავლებელი, რომ, როცა მართავ, დახურული სისტემები არ უნდა არსებობდეს. პრობლემა ასეთი მასშტაბური თუ იყო, ვერც წარმომედგინა. ეს მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ნაწილები იქ ჰიპერბოლიზებული, დადგმული იყო. მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ დაიჯერა საზოგადოებამ, მათ შორის, დადგმული რაც შეიძლება იყო, რომ ამის საფუძველი ჰქონდა.
ამნისტიის თემა ფაქიზია. საზოგადოების ინტერესია იყოს სუფთა და არაკრიმინალური გარემო, რაც დღეს გვაქვს. ხელაღებული ამნისტია არ მგონია სწორი იყოს, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მე რაც დავითვალე, იმ მუხლების მიხედვით, რაზეცაა საუბარი, 5-დან 8 ათასამდე ადამიანს შეეხება. საკმაოდ დიდი რაოდენობაა, დაახლოებით ერთი მესამედი.
ერთ სტატისტიკას გეტყვით და თუ ის შევინარჩუნეთ, საზოგადოებისთვის ამნისტია არ იქნება პრობლემა. 2004-2006 წლების რეციდივის სტატისტიკა რომ შევადაროთ შეწყალებულების თუ ამნისტირებულების 2010-2011 წლის სტატისტიკას, მაშინ 50%25 იყო რეციდივი, ხოლო ბოლოს - 10-20%25. თუ ეს სტატისტიკა, დინამიკა ვერ შევინარჩუნეთ და მივიღეთ წინა სურათი, რის ალბათობასაც ვხედავ, ეს პრობლემად იქცევა.
თუ საზოგადოება გაიზარდა ამ მხრივ, მაშინ სიტუაცია არ დამძიმდება, მაგრამ, თუ ეს ხდებოდა იმიტომ, რომ აქტიური ბრძოლა იყო კრიმინალთან და ეს ბრძოლა შესუსტდა, მაშინ შეიძლება სერიოზული პრობლემები იყოს დანაშაულის მატების თვალსაზრისით. გულწრფელად მსურს, რომ რეციდივის მაჩვენებელი დაბალი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს.
ამ პროცესებში დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერი ოპოზიციის არსებობას. საქართველოს არ აქვს ძლიერი პარტიული სისტემა და არც არასოდეს ჰყოლია ძლიერი ოპოზიცია. რამდენად მოახერხებს ამას ნაციონალური მოძრაობა?
ნაციონალური მოძრაობა ამ თვალსაზრისითაც ლიდერი აღმოჩნდა. ზვიად გამსახურდიასთან ერთად გაქრა მრგვალი მაგიდა, შევარდნაძის მმართველობის დასრულებასთან ერთად გაქრა მისი პარტია. ნაციონალური მოძრაობა დასავლური გაგებით უკვე პარტიაა, პოლიტიკურ ცხოვრებას ოპოზიციაშიც აგრძელებს. მომდევნო წლებში ის იქნება ერთგვარი მონოპოლისტი ოპოზიციურ ფლანგზე. ბუნებრივია, ბევრი ადამიანი იყო მიტმასნილი. როცა 9 წელი ხარ ხელისუფლებაში, ზოგი შენთან იმიტომ არის, რომ ხელისუფლებაში ხარ. ეს ხავსი უნდა ჩამოიხსნას.
ოპოზიციის გზა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაიაროს. როგორც დემოკრატიული შეიძლება ეწოდოს ქვეყანას, თუ მინიმუმ ორჯერ არჩევნებით გადაეცემა ხელისუფლება, ასევე პარტიის ძალა იმით კი არ განისაზღვრება, ხელისუფლებაში რამდენ ხანს იყო, არამედ იმით, შეძლო თუ არა მან გადარჩენა, ბრძოლა და არჩევნებით უკან დაბრუნება ოპოზიციური ფლანგიდან.
ჩვენ შევქმენით ხელისუფლებაში ყოფნის ერთგვარი სტანდარტი, პლუსმინუსებით. დღეს ვქმნით ოპოზიციური მოღვაწეობის ახალ სტანდარტს და ისტორიას საქართველოში. ამიტომაც არის ასეთი გააფთრებული ბრძოლა. ეს არანაკლები გამოცდაა, არანაკლებ რთულია, ვიდრე იყო ხელისუფლებაში ყოფნა და მართვა. აქამდე ოპოზიცია იქცეოდა, როგორც უპასუხისმგებლო. მერე რა, რომ თანამდებობაზე არ იყო? ვიქნებით თუ არა თანამდებობაზე, უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანი ძალა.
რა აჩვენა პარტიას მარცხმა, რამდენად გააანალიზა მან საკუთარი შეცდომები და აქვს თუ არა რესურსი ნაციონალურ მოძრაობას, გარკვეულ ადამიანებთან და ჯგუფებთან კავშირი აღადგინოს?
ამის რესურსი პარტიას აქვს. ჯერ ორი თვეა გასული და კვლავ სჭირდება დრო იმას, რომ ყველაფერი გააანალიზო. თავისი ხიბლი აქვს ოპოზიციაში ყოფნასაც. ჩემთვის მძიმე ტვირთი იყო ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური ქალაქის არჩეულ მერად ყოფნა. ამ გაგებით, დღეს ბევრად უფრო კომფორტულ მდგომარეობაში ვარ. დავუბრუნდები თბილისელების განწყობილებას, მაშინაც მე მქონდა შიდა ოპოზიციის ფუნქცია, ყოველთვის რაღაცაზე ვჩხუბობდი - ეს ასე გავაკეთოთ, ეს ისე გავაკეთოთ. დღეს ამის საშუალება მაქვს ღიად, ამაზე ბედნიერება რა შეიძლება იყოს
![]() |
6 რაზე შეიძლება შეთანხმდნენ რუსეთი და საქართველო? |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე
ბევრ რამეზე. თუმცა შეთანხმებისთვის საჭიროა კეთილი ნება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩანს. მოსკოვიდან კი ჩანს მხოლოდ სურვილი, მიიღოს უფრო მეტი. მახსენდება დასავლელი დიპლომატების მიერ აღწერილი რუსული სტილი - „რაც ჩემია - ჩემია, რაც შენია - მასზე შეიძლება მოვილაპარაკოთ”.
პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შემოღების, მანამდე კი სოჭის ოლიმპიადისადმი პოზიტიური დამოკიდებლების გამოხატვის პასუხად, მოსკოვმა მხოლოდ ის აღნიშნა, ზურაბ აბაშიძეს ვიცნობთო და ისევ მოლოდინის პოზიციაში ჩადგა. მოლოდინი კი მოსკოვს იმის აქვს, რომ საქართველო დათმობას დაიწყებს. ტრადიციულ რუსულ სტილში კრემლი ელოდება, კიდევ რისი მიღება შეეძლება იმის სანაცვლოდ, რომ უბრალოდ დიალოგი დაიწყოს.
კითხვა კი ჩემთვის ასე ისმის: რატომ უნდა დავთმოთ ჩვენ საერთოდ რამე, რომ რუსეთთან დიალოგი დაიწყოს? აქ, წესით, უნდა დავწერო - „ჩვენ ხომ არ გვაქვს მისი ტერიტორიები ოკუპირებული?”, მაგრამ თავს შევიკავებ. ამ ემოციური კითხვის შემდეგ კი მეორე კითხვა ჩნდება - ვის რისი დათმობა შეუძლია საერთოდ და რისი - არა? რა არის ის საკითხები, რაზეც შეიძლება შევთანხმდეთ და რა არის ის საკითხები, რაზეც შეთანხმება შეუძლებელია, ამ ეტაპზე მაინც.
რუსეთს აუცილებლად ენდომება, რომ საქართველომ შეცვალოს კანონი ოკუპაციის შესახებ, აღიაროს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, კონფლიქტის მხარეებად აღიარებულ იქნან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველომ შეწყვიტოს აქტიური არაღიარების პოლიტიკა, შეაჩეროს დევნილების მხარდამჭერი აქტივობა გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, გახსნას სარკინიგზო ხაზი რუსეთთან და, ზოგადად, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც აჩვენებს, რომ საქართველო წყვეტს რუსეთთან „ომს” საერთაშორისო არენაზე ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ეს „ომი” კი, თქვენ წარმოიდგინეთ, აგვისტოს ომის შემდეგ, თითქმის ოთხი წელია გრძელდება.
საქართველოს მხარდასაჭერად ოკუპაციის მაღიარებელ რეზოლუციებს იღებენ სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველო იბრძვის ყველა საერთაშორისო ფორუმზე, რომ რუსეთს არ მისცეს საშუალება, დააფიქსიროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა”, ამ მიზნით ტარდება უამრავი კონსულტაცია, ვიზიტი და აქტივობა. მიმაჩნია, რომ ამ სფეროებში კომპრომისი პრაქტიკულად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ფორმის და შინაარსის მცირე, უმნიშვნელო ცვლილება ყველგან შესაძლებელია, თუმცა აქ გადამწყვეტი იქნება ფუნდამენტური ცვლილება, რისი გაკეთებაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაუჭირდეს.
რაც მთავარია, რუსეთს აუცილებლად ენდომება, რომ საქართველომ დაამუხრუჭოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. მე ამ საკითხზე არ შევჩერდები, რადგან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ახალი ხელისუფლება არ იზამს. თუ იზამს, სავარაუდოდ, ოთხ წელიწადში ოპოზიციაში გადაბარგება მოუწევს, რადგან საქართველოს მოსახლეობა, ალბათ, არ დაუჭერს მხარს პროდასავლური კურსის ცვლილებას ეფემერული მოსკოვური დაპირებების სანაცვლოდ.
გარდა ამისა, არის მცირე საკითხები, რომლებიც რუსეთს შეუძლია მიიღოს. მათ შორისაა შემცირებული ანტირუსული რიტორიკა, რეინტეგრაციის სამინისტროსთვის სახელის შეცვლა, რუსული არხების აღდგენა ქართულ ტელესივრცეში (რაც უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება), სიმბოლური ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, ოკუპაციის მუზეუმის და ტელეარხ პიკ-ის რებრენდინგი, დაკავებული რუსეთის მოქალაქეების (მათ შორის, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების) გათავისუფლება, რეგულარული ფრენებით ჩარტერული ფრენების ჩანაცვლება და ასე შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხებზე ალბათ შეძლებს დათმობებზე წასვლას, თუმცა ეს დათმობები არ უნდა იყოს ცალმხრივი. გასარკვევი იქნება, რისი მიღება შეიძლება სანაცვლოდ და რამდენად ღირებული იქნება გაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემებიდან რამდენიმე ღირებულებით საკითხად მიმაჩნია, დიდი ეჭვი მაქვს, მათზე მოქნილი პოზიციის დაჭერა სავსებით შესაძლებელია.
ახლა დავფიქრდეთ, რისი მიღება გვინდა და, რაც მთავარია, შეგვიძლია? მენიუ აქაც საკმაოდ დიდია. მიმაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან კეთილი ნების არსებობის დამადასტურებელი ნიშანი იქნება მხოლოდ სამი - საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმება, საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და აღიარების პოლიტიკის გაჩერება. ეს სამი ნაბიჯი ალბათ რეალურად აჩვენებს, მოსკოვს მართლა სურს თუ არა ურთიერთობების შეცვლა.
რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის აღდგენა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ნაბიჯი საშუალოვადიან პერსპექტივაში ისეთი მოგებიანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორც ეს საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია. ბაზრის გახსნა ნამდვილად მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, მსხვილი ექსპორტიორები კი დღეს საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს ევროპულ და სხვა მეზობელ ბაზრებზე, ან ისედაც გადიან რუსეთის ბაზარზე ბელარუსის ან/და უკრაინის გავლით. მსხვილი ექსპორტიორებისთვის რუსულ ბაზარზე სრული რეორიენტაცია ქვეყნის ეკონომიკისთვის მოკლე ვადაში შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ, სავარაუდოდ, შეიძლება დამღუპველი შედეგი ჰქონდეს, თუ ონიშენკოს ისევ უბრძანებენ, ვაჭრობა აკრძალოს. ძნელად წარმოსადგენია, ეს საფრთხე საქართველოს ხელისუფლებას არ ესმოდეს, მით უმეტეს, რომ თუ ჩვენი მაგალითი საკმარისი არაა, სახეზე გვაქვს მცირე ხნის წინ მოლდოვასთან, უკრაინასა და ბელარუსთან პოლიტიკური ნიშნით აკრძალული ვაჭრობა - რომ აღარაფერი ვთქვათ ონიშენკოს მიერ ტაჯიკეთიდან მოქალაქეების შემოსვლის „აკრძალვაზე”.
ამის გარდა, არის ბევრი სხვა საკითხი, რომლის მოგვარება მოსკოვისგან პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში საჭიროცაა და შესაძლებელიც. მაგალითად, საქართველოში ეუთოსა და გაეროს მისიები იმიტომ არაა, რომ რუსეთმა მათზე ვეტო გამოიყენა. ამ მისიების აღდგენა სტატუს-ნეიტრალური მიდგომის გამოყენებით სავსებით შესაძლებელია და ამასთან ძალიან ახლოსაც ვიყავით 2009 წელს. შეგახსენებთ, რომ ეუთოს მინისტერიალი დეკემბრის დასაწყისში იმართება და რუსეთის მხრიდან კეთილი ნების ტესტირება ეუთოს მისიის აღდგენასთან დაკავშირებით იოლად შეიძლება. ასევე, საქართველოში მოქმედი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავის მანდატს ვერ ასრულებს, რადგან ცხინვალსა და აფხაზეთში არ უშვებენ. ამ პრობლემის მოგვარებაც შედარებით მარტივია მცირე კრეატიულობის და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. აღარაფერს ვამბობ ინციდენტების პრევენციის მექანიზმში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ვერმონაწილეობის პრობლემის შესახებ, სოხუმის მიერ მისი „პერსონა ნონ გრატად” გამოცხადების გამო
არ დაგვავიწყდეს, რომ სოხუმი და ცხინვალი კვლავ უარს ამბობენ ნებისმიერ იმ ეკონომიკურ პროექტზე თუ თანამშრომლობაზე, რამაც ხალხთაშორისი ურთიერთობების აღდგენამდე შეგვიძლია მიგვიყვანოს. ჩაკეტილია ერგნეთი, რითაც ცხინვალი პრაქტიკულად მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს, ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთა გაძნელებულია და მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე 2009 წელს იყო, ის მაინც გაურკვეველია - რადგან როდის მოხდება ხალხისთვის გადაადგილების ხელახალი შეზღუდვა, არავინ იცის.
საქართველოს შეუძლია დააყენოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. ასეთი რამ ეუთოს მიერ ერთხელ უკვე განხორციელდა ცხინვალის რეგიონში (2008 წლამდე) და ის პროგრამა საკმაოდ წარმატებული იყო. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვითხოვოთ ტრანსკავკასიური მაგისტრალის (ტრანსკამი) გახსნა, რითაც ცხინვალის რეგიონს საქართველოს ეკონომიკას მივაბამთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრანსკამის გახსნით უფრო მეტ მოგებას ვნახავთ, ვიდრე აფხაზური რკინიგზის აღდგენით, მაშინ როდესაც ორივე პროექტს, კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისთვის, პოტენციურად ერთი და იგივე ღირებულება აქვს.
მაგრამ, ამ ყველაფრის პარალელურად, ჩნდება ერთი ბუნებრივი კითხვა - განა ეს ყველაფერი მართლაც შესაძლებელია, სანამ რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და 12 აგვისტოს ხელშეკრულების უხეშ დარღვევას აგრძელებს? განა რეალურად არის შესაძლებელი, რომ რუსეთმა დატოვოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე და თან ამ ყველაფერზე ჩვენთან ითანამშრომლოს? და თუ ამ კითხვაზე პასუხი არის უარყოფითი, მაშინ საინტერესოა, შეიძლება თუ არა მართლაც შედგეს დიალოგი იმ პირობებში, როდესაც ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე არსებითი განსხვავებაა?
ამ კითხვაზე ჩემი პასუხი მაქვს. დიახ, დიალოგი მაინც შეიძლება შედგეს. ფუნდამენტური, სტატუსთან დაკავშირებული შეუთანხმებელი საკითხების არსებობის პირობებში, სავსებით შესაძლებელია რუსეთთან, ასევე ცხინვალთან და სოხუმთან დიალოგის დაწყება და, რაც უფრო მთავარია, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შევთანხმდებით, რომ ვერ ვთანხმდებით სტატუსზე, თუ შევთანხმდებით, რომ აღარ მოვახვევთ ერთმანეთს სტატუსთან დაკავშირებულ თემებს და ურთიერთობების აღდგენას სტატუს-ნეიტრალური მიდგომით დავიწყებთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოკუპაციის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს გააგრძელებს, ხოლო რუსეთი - აღიარების მოპოვებას. ცხინვალი და სოხუმი გააგრძელებენ თავიანთი „დამოუკიდებლობისკენ” სწრაფვას, საქართველო კი - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით მუშაობას.
სტატუსისადმი ნეიტრალურობის შენარჩუნება არ ნიშნავს, რომ ამ ყველაფერს ვიწონებთ და უარს ვამბობთ ტერიტორიულ მთლიანობაზე - ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ „ვთანხმდებით, რომ ვერ ვთანხმდებით”. ამის შემდეგ კი უნდა შევთანხმდეთ მოსკოვთან, ასევე ცხინვალსა და სოხუმთან, რომ ეს სტატუსთან დაკავშირებული დაპირისპირება არ უნდა ახდენდეს გავლენას ხალხთა შორის ურთიერთობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ აღვადგინოთ ეს ურთიერთობები, საგანმანათლებლო და სავაჭრო კავშირები.
რაც მთავარია, უკვე გვაქვს მაგალითები, თუ როგორ მოხდა ნაბიჯების წინ გადადგმა სტატუს-ნეიტრალური მიდგომის გამოყენებით. სტატუს-ნეიტრალურობა პრინციპად უდევს საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებას მსო-ში გაწევრიანების შესახებ, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების სამუშაო ჯგუფებს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმებს, აფხაზეთში გაეროს გუნდის მუშაობას და საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას. სტატუს-ნეიტრალურობა ასევე საფუძვლად უდევს საქართველოს სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ჩართულობის სამოქმედო გეგმას. თუკი რამე პოზიტიური მომხდარა ბოლო რამდენიმე წელიწადში, ძირითადად, სტატუს-ნეიტრალური ფორმატის გამოყენებით. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სტატუს-ნეიტრალურობა უნდა იყოს ახალი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობის და ცხინვალსა და სოხუმთან დიალოგის აღდგენის ამოსავალი წერტილი. ამისათვის კი საჭიროა, რომ ეს პრინციპი გაზიარებული იყოს მეორე მხარის მიერაც. ტანგოს ორი სჭირდება. მარტო საქართველოდან ამ პრინციპის აღიარება, მეორე მხრიდან თანხმობის გარეშე, შეიძლება დამღუპველიც იყოს.
მოაგვარებს კი ეს მიდგომა და ზემოთ ნახსენები მცირე ნაბიჯები კონფლიქტს? ვერა, კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, მაგრამ ეს ყველაფერი თუ სწორად გაკეთდა, კონფლიქტს არარელევანტურს გახდის. არარელევანტური კონფლიქტი კი უკეთესია, ვიდრე მოუგვარებელი. კონფლიქტი არარელევანტური მაშინ გახდება, როდესაც მომავალი თაობები ერთმანეთს დაუმეგობრდებიან, აღდგება ვაჭრობა, იქნება კონტაქტი, ქართველი სოხუმში დაისვენებს და აფხაზი ბათუმში. ეს სტატუსის და დევნილების დაბრუნების გარეშეც შეიძლება მოხდეს, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ეს საკითხი ასე მარტივად არ იქნება უგულებელყოფილი. ამ ყველაფრისთვის კი უმთავრესია, ყველა მხარე, ყველა მონაწილე, ყველა აქტორი შეთანხმდეს, რომ ინტერაქცია იქნება სტატუს-ნეიტრალურობის პრინციპზე დაფუძნებული. ამ ეტაპზე ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელი ჩანს, რაც ერთიორად ართულებს როგორც სახელმწიფო მინისტრის, ისე პრემიერის სპეცწარმომადგენლის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანას.
საქართველოს ხელისუფლება ალბათ გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას, რათა ხალხისთვის მიცემული დაპირება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ რეალობად აქციოს. საპასუხოდ, დარწმუნებული ვარ, რუსეთი და სოხუმ-ცხინვალი ყველაფერს შეეცდებიან, რომ ამ მისწრაფებების სანაცვლოდ საერთაშორისო სამართლებრივი დივიდენდები მიიღონ და ამ ტერიტორიების „დამოუკიდებლობა” კიდევ უფრო გაამყარონ. პარალელურად, სავარაუდოდ, რუსეთი კვლავ „დაარტყამს” იმ მიღწევებს, რაც 2008 წლის შემდეგ გვაქვს - ჟენევის მოლაპარაკებებს, მსო-ს ხელშეკრულებას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს მედიაციის როლს და, ზოგადად, ჩვენს საერთაშორისო მხარდაჭერას.
ამ პროცესში საქართველოს მთავარი გამოწვევა ის იქნება, რომ ახალმა ხელისუფლებამ სწორად გააანალიზოს საფრთხეები, მოსკოვიდან წამოსული გზავნილები ადეკვატურად აღიქვას და მხოლოდ იმედიანი პრიზმით, მხოლოდ წარსულის აჩრდილის ჩრდილქვეშ და წინასაარჩევნო დაპირებების გავლენით არ შეხედოს რეალობას. აქ გადამწყვეტი სწორი ანალიზი იქნება. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებას ამ მხრივ პრობლემა აქვს, რადგან ის თვლის, რომ რუსეთთან ცუდი ურთიერთობები მხოლოდ წინა ხელისუფლების ქმედებების, მათ შორის, თბილისის მტრული რიტორიკის ბრალი იყო. მე კი მიმაჩნია, რომ მტრული რიტორიკა რუსეთის ნაბიჯების პროპორციული და მათზე საპასუხო იყო, ხოლო პროგრესის არარსებობა რუსეთში კეთილი ნების უქონლობით აიხსნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სიტუაციის სწორი ანალიზი იქნება გადამწყვეტი იმისთვის, თუ რა მიმართულებით განვითარდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობები.
დაბოლოს, NATO-სა და ევროკავშირზე უარის თქმა, იმედია, განხილვის თემაც კი არ იქნება…
![]() |
7 დააკვირდით იადონებს! |
▲ზევით დაბრუნება |
კახა ლომაია|სვეტი
სანამ ქვანახშირის მაღაროებში მომწამვლელი აირის, მეთანის შემცველობის საზომ ხელსაწყოებს გამოიგონებდნენ, მეშახტეებს იადონები შველოდნენ. გალიაში გამომწყვდეული ეს მგალობელი ჩიტები ადამიანებზე ადრე გრძნობდნენ ჰაერში მეთანის საშიშ შემცველობას და დუმდებოდნენ - დროებით ან სამუდამოდ. ამ დროს კი მეშახტეები, რომლებსაც მუდმივად ყური ეჭირათ მათ გალობაზე, ტოვებდნენ მაღაროს სახიფათო მონაკვეთს და სამშვიდობოს გადიოდნენ.
საზოგადოებასაც სჭირდება ერთგვარი იადონები - მაჩვენებლები, რომლებიც მიგვანიშნებენ თუ რა მდგომარეობაა სახელმწიფო პოლიტიკის ამა თუ იმ სფეროში.
ქვემოთ 15 საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებასა და პროექტს მოვუყარე თავი, რომლებიც პრინციპულად განსაზღვრავენ საქართველოს მდგომარეობას რეგიონში და მსოფლიოში. ისინი ორ ჯგუფად დავყავი: ის, რაც უნდა გაგრძელდეს და ის, რაც არ უნდა გაკეთდეს. პირველი ჯგუფის საკითხები ასობით დიპლომატის, პოლიტიკოსის, საჯარო მოხელისა და ექსპერტის მრავალწლიანი შრომის შედეგია. მათი წინწაწევა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას მოემსახურება. მეორე ჯგუფში ერთგვარი წითელი ხაზებია, რომელთა გადაკვეთა დაუშვებელია.
ის რაც უნდა გაგრძელდეს
NATO-ში ინტეგრაცია - 1) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულება - 2008 წლიდან საქართველომ წარმატებით შეასრულა ოთხი გეგმა; 2) NATO-საქართველოს კომისიის სხდომების მაღალი დონისა და რეგულარულობის შენარჩუნება; 3) ატლანტიკური საბჭოს სხდომების თბილისში ჩატარების პრაქტიკის გაგრძელება; 4) საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტების რეგულარობის შენარჩუნება; 5) საქართველოში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტების დონისა და რეგულარულობის შენარჩუნება. სამწუხაროდ, სამხედრო კომიტეტის ამ თვის ვიზიტი გადაიდო.
ევროკავშირთან დაახლოება - უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები: 1) ასოცირების შეთანხმების შესახებ; 2) თავისუფალი ვაჭრობის შესახებ; 3) უვიზო მიმოსვლის შესახებ. სამივე ამოცანის შესრულება 2013 წელს იგეგმებოდა.
სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-სთან - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ოთხივე სამუშაო ჯგუფისა და წლის შემაჯამებელი შეხვედრების რეგულარულობისა და მაღალი დონის შენარჩუნება. თავდაცვის სფეროში მიღწეული შეთანხმებების განხორციელება. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაწყებული მაღალი დონის დიალოგის გაგრძელება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მოლაპარაკებებში გადაზრდა
ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა - 1) წინმსწრები მრავალვექტორული დიპლომატიის გაგრძელება, განსაკუთრებით აფრიკის, ლათინური ამერიკის, კარიბეთისა და ოკეანეთის რეგიონებში: ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები, ვიზიტები, თანამშრომლობა ჰუმანიტარულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში; 2) გაეროს წევრ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესის დასრულება - დარჩენილია 15 სახელმწიფო.
ჟენევის მოლაპარაკებები - უახლოესი ამოცანაა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, ოქტომბერში, საქართველოს ძალისხმევით, რუსეთმა პირველად განაცხადა თანხმობა, იმუშაოს დოკუმენტზე ძალის არგამოყენების შესახებ. ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთთან ურთიერთობების ერთადერთი ფორმატია, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო და მიუკერძოებელ მედიაციას და ნათელ და სამართლიან თამაშის წესებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - შენარჩუნება და მხარდაჭერა. მისია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების ერთადერთი მექანიზმია. მისია ქმედითი და პრინციპული პარტნიორია, ის მოითხოვს საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანას და განუხრელად იცავს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.
ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრება - რამდენი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია დაემატება იმათ რიცხვს, ვინც მიიღო რეზოლუციები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციების შესახებ? დღეს ასეთი ხუთი სახელმწიფო - აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი, ლიტვა და ჩეხეთი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა - ბალტიის ასამბლეა, დემოკრატიათა თანამეგობრობა, ევროპარლამენტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა. სამწუხაროდ, ახალ სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტმა 24 ოქტომბერს დაამტკიცა, ოკუპაცია არც ერთხელ არ არის ნახსენები.
გაეროს რეზოლუცია - მხარდაჭერის შემდგომი ზრდა. რეზოლუცია აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში - „საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში“. რუსეთი მოითხოვს, რომ რეზოლუცია მოიხსნას გენერალური ასამბლეის დღის წესრიგიდან, როგორც ჟენევის პროცესის „ხელისშემშლელი“. რუსეთი რეზოლუციის წინააღმდეგ 5 წელია ილაშქრებს, მაგრამ კენჭისყრისას ყოველწლიურად მარცხდება - სულ უფრო დიდი სხვაობით.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი - კიდევ რამდენი სახელმწიფო ცნობს ამ დოკუმენტს? „ჩართულობის სტრატეგიის“ ამ საკვანძო ელემენტის წარმატებას განაპირობებს მისი მიმზიდველობა. მიმზიდველობა კი იზრდება იმ სახელმწიფოების რიცხვის ზრდასთან ერთად, რომლებიც მას ცნობენ. ამჟამად, ასეთი სახელმწიფო ცხრაა: აშშ, ბულგარეთი, იაპონია, ისრაელი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.
რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვება - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით, რუსეთს ჩვენი პროდუქციის დაშვების ვალდებულება დაეკისრა. საქართველოს წინააღმდეგ ის ვეღარ გამოიყენებს პოლიტიკურად მოტივირებულ სავაჭრო ემბარგოს. გაწევრიანების სანაცვლოდ, რუსეთმა იმ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელშიც საქართველო დაფიქსირებულია თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ის, რაც არ უნდა გაკეთდეს
ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება - კანონი არის სერიოზული სამართლებრივი ბერკეტი რუსეთის პოზიციის წინააღმდეგ, ასევე იმ პირების, კომპანიების, თუ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას დააპირებენ. ის საკმარისად მოქნილია და ტაქტიკური მანევრირების საშუალებას იძლევა. მის გაუქმებას რუსეთი ოკუპაციის ცნების დელეგიტიმაციისთვის გამოიყენებს.
რუსეთის აღიარება მედიატორად, ხოლო ცხინვალისა და სოხუმის - კონფლიქტის მხარეებად - ეს ნაბიჯი საფუძველს გამოაცლიდა ოკუპაციის ცნებას და, შესაბამისად, დეოკუპაციის მოთხოვნას არალეგიტიმურად გადააქცევდა. რუსეთი ოკუპანტია, უკანონოდ ჰყავს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე და ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებზე. ეფექტური კონტროლის განხორციელება კი ნიშნავს, რომ რუსეთი ვერც მედიატორი იქნება და ვერც სოხუმი და ცხინვალი იქნებიან კონფლიქტის მხარეები. ეს ცნებები ერთმანეთთან შეუთავსებელია.
ჩართულობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის გაუქმება, ან შეცვლა - ეს აღიქმება, როგორც კურსის შეცვლა და ოკუპაციის დელეგიტიმაცია.
გაწევრიანება ევრაზიულ სტრუქტურებში - რუსეთი გამუდმებით ცდილობს, თავისი მეზობლები ევრაზიული საბაჟო, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კავშირის სიკეთეებით „მოხიბლოს“. ცოტა ვინმე თუ მოიხიბლა. მათ შორის საქართველო არ უნდა იყოს.
რუსული სამხედრო ტვირთების გატარება - საქართველო თავის ტერიტორიაზე არ ატარებს რუსულ სამხედრო ტვირთებს. ტვირთების გატარება რომელიმე მიმართულებით გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში.
მთლიანობაში, ამ მაჩვენებლების ანალიზით შესაძლებელია იმის დანახვა, თუ საით წავალთ: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ თუ საპირისპირო მიმართულებით.
ასე რომ, ყურადღებით დავაკვირდეთ იადონებს.
![]() |
8 რა გვესაქმება სოჭის ოლიმპიადაზე? |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკა
გოგი თუშმალიშვილი
მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა, ჩვეული თავდაჯერებითა და სტილის შეგრძნებით ამცნო საზოგადოებას, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს არ გამოუცხადებდა: „ღონისძიების ჩატარებას მივესალმებით, რაშიც საქართველომ აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს და ჩვენ, როგორც მეზობელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოლიმპიადა მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე ჩატარდეს”.
ამ ამბიდან ზუსტად ათ დღეში და, უნდა ვივარაუდოთ, ივანიშვილის განცხადებისგან სრულიად დამოუკიდებლად, ფრანგული და კანადური უნივერსიტეტების პროფესორთა თექვსმეტკაციანმა ჯგუფმა ყოველკვირეულ Nouvel Observateur-ში გამოაქვეყნა ღია წერილი სათაურით - „2014 წლის ოლიმპიური თამაშები სოჭში: მოვუწოდებთ ბოიკოტისკენ”, სადაც კერძოდ ვკითხულობთ: „ოლიმპიური იდეალისა და ხალხთა შორის მეგობრობის გუშაგად წოდებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კვლავ იტეხს სახელს უპრინციპო რეჟიმთან თანამშრომლობით, რომელსაც ამჯერად ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება განასახიერებს და რომელიც არად დაგიდევთ არც ადამიანის უფლებებს და არც სხვა დემოკრატიულ ფასეულობებს. ჯერ კიდევ ის ელვისებური და, პუტინის აღიარებითვე, წინასწარ დაგეგმილი ომი, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ წარმართა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს, საკმარისი საბაბი უნდა გამხდარიყო სოჭისთვის ოლიმპიადის მასპინძლობის ჩამოსართმევად. თუმცა, მსგავსი არაფერი მოხდა. სოკ-მა ამჯობინა თვალი დაეხუჭა კაგებეს ყოფილი პოდპოლკოვნიკისა და საბჭოური სტილის ძალაუფლების ვერტიკალის მეხოტბის ძალმომრეობებსა და პროვოკაციებზე. ამგვარად, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოკუპაციას, ხოლო რუსული ნომენკლატურის მეგალომანიურ ოცნებად კვლავაც რჩება, ეკონომიკური შანტაჟისა და სამხედრო დაშინების კომბინირებით, ყოფილი საბჭოთა იმპერიის გავლენის ზონების აღდგენა. ... საქართველოს საზღვრებთან უშუალო სიახლოვეში მყოფი სოჭის არჩევით მოსკოვი აცხადებს, რომ კავკასია მისი სუვერენული სფეროა და რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მის პროტექტორატებს წარმოადგენენ”.
შემდეგ წერილის ავტორები მოიხსენიებენ იმ ქმედებებს, რომლებითაც უკანასკნელ წლებში პუტინის რეჟიმმა თავი გამოიჩინა: ჩეჩნეთის „ცეცხლის ალში გახვევას” და, შესაბამისად, ჩეჩნეთის მოსახლეობის მასობრივ დაბომბვებს, ხოცვა-ჟლეტასა და გაუპატიურებებს; „თვით რუსეთში” საზოგადოებრივი აზრის გაკონტროლებასა და „ბრუტალური მეთოდებით” ოპოზიციის სისტემატურ შევიწროებას; ანა პოლიტკოვსკაიასა და სერგეი მაგნიცკის მკვლელობებს; რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ინიცირებულ „კუდიანებზე ნადირობასა” და ჯგუფ Pussy Riot-ის ახალგაზრდა წევრების დატუსაღებას; „ქვეყნის შიგნით” საზოგადოებაში გამეფებულ ეთნიკურ სიძულვილს, ხოლო საერთაშორისო სარბიელზე კრემლის მიერ ბაშარ ასადის „კრიმინალური რეჟიმის” მხარდაჭერას და ა.შ.
ყოველივედან გამომდინარე, წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ როდესაც სოკ-ი ოლიმპიადის მასპინძლობას მსგავს რეჟიმს მიანდობს, ის თავისთავად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ოლიმპიურ ქარტიაში დეკლარირებულ „მშვიდობის”, „ძმობისა” და „სოლიდარობის” პრინციპებს, არამედ, იმავდროულად, „ნაციონალ-სოვიეტიზმისგან” მემკვიდრეობით მიღებული გეოსტრატეგიული პროპაგანდისტული ოპერაციის შეგნებული მონაწილე ხდება: „სოკ-ის იერარქები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად აცხადებენ, რომ საჭიროა „ოლიმპიური თამაშების პოლიტიკისგან გამიჯვნა”, განსაკუთრებით პირმოთნეები არიან, ვინაიდან ყოველი ოლიმპიადის მინიჭება - თავისთავად პოლიტიკური აქტია”. მეტიც, ავტორები გვახსენებენ, რომ სოჭში ოლიმპიადის გამართვის წინააღმდეგ უკვე მრავალგზის გაისმა ხმები და იშველიებენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარელ შვარცენბერგის მოსაზრებას, რომ მას გაუგონრად მიაჩნია მშვიდობისა და სპორტის ზეიმის ჩატარების იდეა იმ ადგილების მეზობლად, სადაც „ხალხს ხოცავდნენ და აგრესიულ ომს აწარმოებდნენ”.
შესაბამისად, ხელმომწერთა აზრით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს არ გააჩნია მორალური უფლება 2014 წლის ოლიმპიური თამაშების სოჭში ჩატარებისა: „ჩვენ მოვუწოდებთ დემოკრატიულ ასოციაციებს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას, საფრანგეთის მთავრობას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ჯგუფებს - მოითხოვონ ოლიმპიური თამაშების ჩატარების გაუქმება პუტინის რუსეთში ისეთი ქვეყნის სასარგებლოდ, სადაც პატივს სცემენ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებს და დემოკრატიულ ფასეულობებს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ეროვნების ათლეტებს, უარი თქვან სოჭში დაგეგმილ მიზანსცენაში მონაწილეობაზე და ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადონ. და ბოლოს, ჩვენ მოვუწოდებთ ჟურნალისტებს, ამხილონ ოფიციალური კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი „საინფორმაციო სამსახურების” დეზინფორმაცია და ცენზურა”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ორიოდე წლის წინ განაცხადა, რომ მან თავის დროზე ღიად დაუჭირა მხარი სოჭში ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ახლად შექმნილი ვითარება „დაგვეხმარებოდა თავიდან აგვეცილებინა ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც უკვე შეინიშნებოდა იმ დროს, განსაკუთრებით აფხაზეთთან, ანუ ჩვენს ტერიტორიასთან მიმართებაში”. სააკაშვილი ამ ყოველივეს იმედოვნებდა 2007 წელს, სოჭისთვის ზამთრის ოლიმპიადის მინიჭების კვალობაზე. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მომხდარმა ომმა, ცხადია, ძირფესვიანად შეცვალა რუსეთის მიმართ არსებული სტრატეგიული მიდგომები.
მას შემდეგ საქართველოს სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობის საკითხი კამათის საგნად იქცა და უკვე არსებული დისკუსია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამძაფრდება 2014 წლის მოახლოებასთან ერთად. რა არის მონაწილეობის მომხრეთა ძირითადი არგუმენტი? ალბათ ის, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან და არ გვაქვს მორალური უფლება, ჩვენს სპორტსმენებს მსგავს მსხვილ ფორუმში მონაწილეობის შესაძლებლობა ჩამოვართვათ. შეიძლება ისიც, რომ ამჟამად რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მცდელობაში ვიმყოფებით და ბოიკოტის მსგავსი აქცია ვერ იქნება სიკეთის მომტანი. უსათუოდ იტყვიან იმასაც, რომ ოლიმპიადის ბოიკოტის პროცესში საქართველო ვერ შეძლებს სხვა ქვეყნების აყოლიებას და, ამ ყველაფრის ფონზე, ეულად და სასაცილოდ გამოჩნდება. მაგრამ, არსებული ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სპორტი და პოლიტიკა მუდამ მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი და არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ მომავალში სხვაგვარად იქნება. მსოფლიოში ყველაზე მსხვილ სპორტულ ღონისძიებას - ოლიმპიურ თამაშებს ისტორიულად თანსდევდა პოლიტიკური კონტექსტი და ამას მოწმობს ოლიმპიადების ბოიკოტების ისტორიაც: 1956 წელს სუეცის კრიზისისა და ეგვიპტის წინააღმდეგ საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ისრაელის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გამო, მელბურნის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრნენ ეგვიპტე, ერაყი და ლიბანი. ჩინეთმა უარი თქვა ამავე ოლიმპიადაზე დასწრებაზე, რადგან ტაივანს დართეს მონაწილეობის უფლება. და, რაც ყველაზე საგულისხმოა, საბჭოთა კავშირის მიერ ამავე წელს ბუდაპეშტის აჯანყების რეპრესირების გამო ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადეს თითქოსდა ამ ყოველივესგან შორს მყოფმა ჰოლანდიამ, შვეიცარიამ და ესპანეთმა
როდესაც 1980 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტი კარტერი საბჭოთა კავშირს ულტიმატუმს უცხადებდა და ერთი თვის მანძილზე ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას მოითხოვდა, სავარაუდოდ, მას არ უნდა ჰქონოდა ილუზია, რომ კრემლი ამ ულტიმატუმს დაჰყვებოდა. შესაბამისად, ამერიკის მიერ მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტი, რომელსაც ორმოცდაათამდე ქვეყანამ დაუჭირა მხარი, იქცა მძლავრი სიმბოლური დატვირთვის საპროტესტო აქტად და კრემლის პროპაგანდისტულ ღონისძიებაში არმონაწილეობის გამოხატულებად.
ამრიგად, ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი, პირველ რიგში, არა პოლიტიკური დივიდენდების ძიების, არამედ ღირსებისა და თავმოყვარეობის საკითხია. ბერლინის ოლიმპიადა 1936 წლის ნაცვლად ოთხი წლით გვიან რომ გამართულიყო, ნუთუ მას დაესწრებოდნენ მესამე რაიხის აგრესიის მსხვერპლი ჩეხები და პოლონელები? ნუთუ ამ ქვეყნების ათლეტები ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალისას ზარ-ზეიმით ჩაივლიდნენ საპატიო ტრიბუნაზე გამოჭიმული ადოლფ ჰიტლერის ცხვირწინ? და, ნუთუ ჩვენმა სპორტსმენებმა მხნე და ოპტიმისტური მარშით ცხვირწინ უნდა ჩაუარონ სოჭის ოლიმპიური სტადიონის საპატიო ტრუბუნაზე გამოჭიმულ პუტინსა და მედვედევს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს ჩვენს ქვეყნებს შორის?
და, თუკი კვლავ გაისმება ხმები, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე წაუსვლელობა „დიდი დარტყმა იქნება ქართული ოლიმპიური მოძრაობისთვის” (გია ვოლსკი რუსთავი 2-ის 17 ოქტომბრის ეთერში), გავიხსენოთ, რომ 1956 წლიდან, ანუ ჩვენების ზამთრის ოლიმპიადებზე პირველად გამოჩენიდან მოყოლებული, ქართველთა უდიდესი მიღწევა კობა წაქაძის მეცხრე ადგილია 70-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომისას შორეულ 1972 წელს, იაპონურ საპოროში. დიდად საეჭვოა ისიც, რომ რომელიმე ჩვენიანს მომავალ ოლიმპიადაზე წაქაძის რეკორდის გაუმჯობესების ოდნავი შანსი მაინც ჰქონდეს.
იმ დროს, როდესაც დასავლელი ინტელექტუალები და პოლიტიკოსები (გავიხსენოთ ამერიკელი კონგრესმენების, ალისონ შვარცისა და ბილ შუსტერის, ბოიკოტისკენ მოწოდება ჯერ კიდევ 2008 წლის 15 აგვისტოს, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ინტერვენციიდან ზუსტად ერთ კვირაში) სოჭში ოლიმპიადის ჩატარების ამორალურობაზე მიანიშნებენ, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში უთუოდ აღიქმება ჩვენივე უცხოელი მხარდამჭერების მიერ როგორც სამარცხვინო, უთავმოყვარეო და უგუნური აქტი.
მაშ, რა გვესაქმება სოჭის ოლიმპიადაზე?
![]() |
9 მატრიცა გადატვირთვა |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ვახო მეგრელიშვილი
თვე-ნახევრის წინ „მატრიცის” მორიგ ვერსიას SYSTEM FAILURE დაემართა. ახალი ვერსია გადატვირთვის რეჟიმში შევიდა. ახლა იტვირთება RELOADED და თან UPDATE-ს აკეთებს. საქართველოს ჟუჟუნებს მატრიცის განახლებულ ვერსიაში მოუწევთ ცხოვრება. საინტერესოა რა აპდეიტებს გვპირდებიან მატრიცის პროგრამისტები ჯანდაცვის ნაწილში.
სიტყვა „ჯანმრთელობა” აღნიშნავს მდგომარეობას, რომელშიც დისკომფორტს არ განვიცდით ან განჭვრეტად მომავალში ამ დისკომფორტის პროგნოზირების უნარი არ გვაქვს. „ავადმყოფობა” საპირისპირო მდგომარეობაა. ჩემი განმარტება ცოტა განსხვავებულია. ჯანმრთელობა არის ჩვენი მთავარი საკუთრების - „სიცოცხლის” უსაფრთხოების, ხოლო ავადმყოფობა - ამ საკუთრებისათვის საფრთხის აღმნიშვნელი ტერმინი. თუ საკამათოა, რომ სიცოცხლე ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთრებაა და ყველაფერი დანარჩენი მეორადი, მაშინ შეწყვიტეთ ამ სვეტის კითხვა. ჯანდაცვის სისტემა არის ინდუსტრია, რომელიც ადამიანს ეხმარება თავისი საკუთრების მოვლაში.
ახალი მატრიცის ერთ-ერთი მთავარი გაცხადებული პრიორიტეტი მთავარი საკუთრების უკეთესად დაცვა ხდება. ბუნებრივია, თითოეულ ჩვენგანს აინტერესებს, იცოდეს, რაში გამოიხატება წესები, რომლითაც ჩვენი საკუთრების დაცვის პასუხისმგებლობას გადაიბარებენ. გამიხარდა და დიდი მადლობა ღია საზოგადოება - საქართველოს, ახალი ჯანდაცვის პოლიტიკის შემმუშავებელ ჯგუფის წევრებთან დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობის მოცემისათვის.
პოლიტიკოსები, მედია და სფეროს ექსპერტები თანხმდებოდნენ, რომ ჯანდაცვის სისტემას რეფორმა სჭირდება. სასურველია უკეთესი კოორდინაცია, სამედიცინო შედეგები, მეტი ხარჯთეფექტურობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ. ძირითადი პოლიტიკური არგუმენტი არახალია. ადამიანებს ავადმყოფობის შემთხვევაში არ უნდა ეშინოდეთ უსახსრობის გამო სიკვდილის ან გაღატაკების. თანხმობაა სახელმწიფოს ფუნქციებისა და სამედიცინო ბაზარზე ჩარევის მნიშვნელოვან ზრდაზე და სისტემის ცენტრალიზებულად დაგეგმვის საჭიროებაზე. სამწუხაროა, რომ ე.წ. ჯანდაცვის ექსპერტების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსებზე და მედიის წარმომადგენლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ფიქრობს, თითქოს ჯანდაცვის სისტემის დაგეგმვა და მართვა შესაძლებელია.
ავად უთვალავი მიზეზით შეიძლება გავხდეთ. ექიმი ჰაუსის რამდენიმე სერიის ნახვა საკმარისია, რომ წარმოვიდგინოთ, რა მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ავადმყოფობის მიზეზებიც და გამოვლინებებიც.
1) გრიპის ვირუსით დაავადება ხშირია და მკურნალობა ფაქტობრივად არ სჭირდება - ცხელი კომპოტი და სიმპტომების შესამსუბუქებლად პარაცეტამოლის დალევა კმარა. თუმცა სიკვდილი ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია;
2) ყველაზე ხშირად, საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების მიღება დაახლოებით ორი თვის საშუალო ჯამაგირი (1200-1300 ლარი) ჯდება. უმრავლესობისათვის ასეთი დანახარჯი ასატანია, თუმცა თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის პრობლემაა;
3) ადამიანის ცხოვრება არაპროგნოზირებადია და თუ არ გაგვიმართლა, შესაძლებელია სერიოზული დაავადება შემოგვეპაროს ან უბედური შემთხვევის წყალობით მძიმე ტრავმა მივიღოთ. ასეთ დროს, თუ განსაკუთრებულად მდიდრები არ ვართ, შესაძლებელია მსხვილი კომპანიის დირექტორის ან მინისტრის ჯამაგირი არ გვეყოს სიცოცხლის გადასარჩენად. ან ყელამდე ვალში აღმოვჩნდეთ;
4) ასაკის მატებასთან ერთად საფრთხე იზრდება და მუდმივი სამედიცინო დახმარების საჭიროება უმრავლესობა ჩვენგანის ხვედრია. ძვირფას საკუთრებას ბოლოს ყველა დავკარგავთ, უბრალოდ დროის საკითხია, როდის მოხდება ეს. ტრივიალურად გამოდის, რომ ყველა შემთხვევაში ვყიდულობთ დროს.
შეიძლება საერთოდაც არ ეთანხმებოდე ბაზრის ფუნქციონირებაში მთავრობის რაიმე ფორმით ჩარევის საჭიროებას, არ გჯეროდეს სახელმწიფო ბიუროკრატიის შესაძლებლობების და საერთოდ, რაიმე სახის სასიკეთო შედეგის. ეს არ ნიშნავს, რომ არ შევიდეთ დისკუსიაში და არ ვთქვათ არგუმენტები, რომელთა გათვალისწინება ნებისმიერ კეთილგონიერ მთავრობას უწევს. უწევს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მთავრობის პარაზიტირების ხარისხის შეზღუდვა და ჩარჩოში მოქცევა პირდაპირპროპორციულია დროისა, რომელსაც რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი პარაზიტირებაში ატარებს მთავრობის სტატუსით. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს მაძლევს კაცობრიობის ისტორია, რომლისთვისაც უცნობია, რომელმა პარაზიტმა მთავრობამ მოახერხა „მასპინძლის”, ანუ ხალხის სრული განადგურება ისე, როგორც ეს ბიოლოგიურ არსებებში ხდება.
რომ არა მთავრობის „ზრუნვა”, ინდივიდებს სამედიცინო და ფინანსური რისკების დაზღვევის ინდუსტრიები დიდ არჩევანს შესთავაზებდნენ გაზრდილი პერსონალური პასუხისმგებლობის პარალელურად:
1) მარტივ შემთხვევებში ინდივიდები შარდის და სისხლის ანალიზის საზღაურს თვითონ გადაიხდიდნენ და პარაცეტამოლსაც თავად იყიდდნენ, რადგან ფინანსური რისკი უმნიშვნელო იქნებოდა;
2) საკუთარი შემოსავლების მიხედვით გადაწყვეტდნენ, თუ რა ჩაეთვალათ მნიშვნელოვან ფინანსურ რისკად და როგორი დაზღვევა შეეძინათ;
3) სამედიცინო მომსახურების მწარმოებლები ყველაფერს იზამდნენ ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში საუკეთესო მომსახურების და ხარისხის ბალანსის შესათავაზებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლის თავისუფალი არჩევანი მათი ბიზნესისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა. შესაბამისად, მომსახურების ფასი და ხარისხი ყოველ კონკრეტულ მომენტში კეთილდღეობის საერთო დონის შესაბამისი იქნებოდა;
4) ადამიანი მეტად გაუფრთხილდებოდა ჯანმრთელობას, რამდენადაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნებოდა რისკებისა და ამ რისკების ფასების შესახებ;
5) შესაძლოა ინდივიდს ცხოვრებაში შეცდომები დაეშვა ან შემთხვევითობის გამო თავად ვერ მოეხერხებინა პრობლემის მოგვარება. მაშინ ოჯახის, მეგობრების და ზოგადად არაფორმალური ინსტიტუტების იმედად დარჩებოდა. და თუ განსაკუთრებულად არარაციონალურად მოიქცეოდა, ისევე დაკარგავდა საკუთრებას, ანუ დროზე ადრე მოკვდებოდა, როგორც ნებისმიერი სხვა საკუთრება იკარგება უყაირათო პატრონის ხელში;
რთული სათქმელია, თითქოს წინა მთავრობის ჯანდაცვის პოლიტიკა განსაკუთრებულად თანმიმდევრული იყო, მაგრამ თვითნებობის გარკვეულ საზღვრებს არ გადადიოდა. პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი იყო:
1) მოქალაქეების დიფერენცირება კეთილდღეობის დონის მიხედვით. მთავრობისგან ღარიბები მეტ დაფინანსებას იღებდნენ, შეძლებულები - ნაკლებს. შედეგად, შეძლებულებმა ნებაყოფლობითი დაზღვევით სარგებლობა დაიწყეს;
2) მთავრობამ მის მიერ დაზღვეულებს სადაზღვევო კომპანიების არჩევის თავისუფლება მისცა, რამაც ბაზარზე კონკურენცია შექმნა და კომპანიებმა კლიენტურისთვის ბრძოლა გააჩაღეს. შემდგომ იყო რეგრესი. 2013 წლამდე რეგიონებში კონკურენცია შეიზღუდა საავადმყოფოების რეაბილიტაციისთვის მეტი პოლიტიკური პრიორიტეტის მინიჭების მოტივით. იმ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც კონკრეტულ რაიონებში საავადმყოფოებს აშენებდნენ, მთავრობამ მის მიერ დაზღვეული ადამიანები ბორკილებით მიაბა;
3) ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მთავრობის დაფინანსების წილი გაიზარდა - 8 წლის მანძილზე 15%25-დან 25%25-მდე. ძალიან ცუდია, მაგრამ ჩემი სუბიექტური შეფასებით, კატასტროფული ზრდა მაინც არ ყოფილა;
4) მთავრობამ მომსახურების წარმოებაზე ხელი აიღო - საავადმყოფოები კერძო მფლობელებს მიჰყიდა. ალბათ მნიშვნელობით ყველაზე სწორი და იმდენად გაბედული ნაბიჯი იყო, რომ ჩემდა სამარცხვინოდ, მეც კი არ მჯეროდა თავის დროზე. მეშინოდა და რამდენიმე სახელმწიფო საავადმყოფოს დატოვების მომხრე ვიყავი;
5) მთავრობის ფულის დიდი ნაწილის მართვაზე პასუხისმგებლობის კერძო სექტორზე გადატანა. ამ პოლიტიკურმა ნაბიჯმა სისტემური კორუფციის მასშტაბების ისეთი შემცირება გამოიწვია, რომ ბიუროკრატია გმინავდა, ხოლო ევროკავშირის და WHO-ს ექსპერტების კივილი ზეცას აზანზარებდა;
6) ფარმაცევტული და მომსახურების წარმოების სფეროებში სავალდებულო მოთხოვნების (რეგულაციების) შერბილება ზოგიერთ სფეროში იმდენად მკვეთრი გამოდგა, რომ ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიზების, დღეს მხოლოდ სულელებს ან არაინფორმირებულებს თუ სჯერათ.
7) მთავრობამ ექიმებთან დაიხია უკან. მათთან ბრძოლა ვერ გაბედა. არ მოხსნა სამედიცინო განათლების რეგულირების უაზრო და მავნებელი წესები.
შეიძლება ბევრად უკეთესი გინდოდეს, მაგრამ სხვა ქვეყნებში გატარებულ ე.წ. რეფორმებთან შედარებით, ბევრი უცხოელი კოლეგისთვის გამაოგნებელი ტრენდი გვაქვს.
ვნახოთ, რა გეგმები აქვთ „საოცნებო მატრიცის” ადმინისტრატორებს და ადმინისტრირებაში მონაწილეობის მსურველებს.
1) მათი აზრით, მოსახლეობა სასტიკად უკმაყოფილოა ჯანდაცვის სისტემის დღევანდელი მდგომარეობით. ამბობენ, დაუნგრევია ჯანდაცვის სისტემა წინა მთავრობასო.
2) სამართლიანი ყოფილა, რომ მდიდრებმაც და ღარიბებმაც მთავრობისგან ერთნაირი მომსახურება მიიღონ; ფიქრობენ, რომ მდიდრის ღარიბისგან გარჩევა 5-ჯერ ძვირი დაჯდება, ვიდრე თანხა, რომელიც იდენტიფიცირებულ ღარიბებს უნდა მოხმარდეს სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად. კი ბატონო, შეიძლება მეტიც დაჯდეს. თუ ამოცანა ისეთი სიზუსტით გინდა ამოხსნა, რომ თითოეული ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის აუდიტორულ შეფასებას მხოლოდ დიდი ოთხეულიდან რომელიმე თუ გაართმევს თავს, მაშინ მართალია.
3) მათი წარმოდგენით, დასაქმებულის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან 7%25 პირდაპირ უნდა მოხვდეს ჯანდაცვის ფონდში და გადასახადის ნაცვლად შენატანი უნდა დაერქვას. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ამ ფულის შემტანი იქნება მერე მომსახურების მიმღებიც. ამ 600.000-მა მოქალაქემ თავისი ფულით უნდა გადაიხადოს 4.000.000-ის ჩეკი, ანუ ერთმა ადამიანმა შვიდის ნაცვლად უნდა გადაიხადოს. არაა პრობლემა, თუ არ ეყოფა, ბიუჯეტიდან დავამატებთო. თუ ვინმე ამიხსნის, რა შინაარსი აქვს ასეთ ქმედებას გარდა იმისა, რომ „გაპრავდეს” დიდი წვალებით გაუქმებული სახელმწიფო ფონდის აღდგენა და ბიუროკრატიის მკვდრეთით აღდგომა, არ ვიცი. თან ძალიან სასაცილოა, რომ ამას რატომღაც ბისმარკის მოდელს ეძახიან. ამბობენ, ბოლო დროს ხმები ისმის ოტო ედუარდ ლეოპოლდის მავზოლეუმიდანო. ალბათ სიცილისგან ტრიალებს და საფლავის კედლებს ეხეთქება.
4) „მონოპოლიის” (მათი გაგებით) აღმოფხვრის მიზნით, ფიქრობენ (თუმცა, საბედნიეროდ, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ) ისეთი კომპანიების დაშლას, რომლებსაც ერთდროულად აქვთ სამედიცინო, ფარმაცევტული და ფინანსური რისკების მართვის ბიზნესი. თუ სწორად მახსოვს, ბიზნესი ხელშეუხებელი იქნებაო. როგორც იტყვიან, კობა დავითაშვილი მაინც სულ სხვაა. 5) წუხან, რომ ევროკავშირს ჩამოვრჩებით სახელმწიფოს ბაზარზე ჩარევის დონით და ოცნებობენ იმ დროზე, როდესაც ბაზარზე მოსახლეობის და მთავრობის დანახარჯების პროპორცია შეტრიალდება და ნაცვლად 75%25 / 25%25-ისა გახდება 25%25 / 75%25. ძალაუფლების მასშტაბის სამჯერადი ზრდა მშვენიერია. რაღა დარჩა? ბარემ 100%25 და ეგრევე საბჭოთა კავშირის მშვენიერი ჯანდაცვა გვექნება; 6) აფრიალებენ კონტროლის პალატის დასკვნას, სადაც საუბარია სადაზღვევო კომპანიების მიერ „ზემოგების” მიღებაზე. ეს ზემოთ უნდა დამეწერა, წინა მთავრობის იდიოტობების ნუსხაში. მაგრამ, როგორც მიკერძოებულს, გამომრჩა. თავს ვერ ვიკავებ არ ვივარაუდო, რომ იმავე კონტროლის პალატის მოქმედებას, მათ ლიდერთან და დღევანდელ პრემიერმინისტრთან მიმართებაში, რატომღაც განსხვავებულად შეაფასებენ. ამიტომ ფიქრობენ, რომ მომსახურების იმ ნაწილს, რომელსაც მთავრობა დააფინანსებს, პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებისგან შეიძენენ. ისედაც გასაგები იყო, აბა, ფონდის იდეა რისთვის დასჭირდებოდათ. ამ ყველაფრის პრიმიტიული ახსნაა, რომ ამ ხალხმა ჯანდაცვის და სამართლიანობის შესახებ ან არაფერი უწყის, ან უბრალოდ ფულის შოვნა უნდა. ახლა რომ დავწერო ზოგადი ფრაზა - „ნებისმიერი მთავრობა ამჩნევს პრობლემას, რადგან პრობლემები ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იჩემებს ამ პრობლემების მოგვარებაში კომპეტენტურობას და ქმნის რამდენიმე ახალ და უფრო ძნელად მოსაგვარებელ პრობლემას და ასე შემდეგ, წრეზე” - მართალი კი იქნება, მაგრამ მომკალი და არ მჯერა, რომ 6.5 მილიარდი აშშ დოლარის პატრონი შეგნებულად ახალისებს ჯანდაცვის სისტემაში ბიუროკრატული ქურდბაცაცობის ასეთი უტიფარი ფორმით დაბრუნებას. დაახლოებით ასე იყო ჯანდაცვა ორგანიზებული ოთხმოცდაათიანებიდან 2003 წლამდე და გვქონდა კატასტროფა. ახლა რატომ იქნება უკეთესად? ასეთი პოლიტიკის შედეგი იმდენად სწრაფად გამოჩნდება, რომ შეიძლება წელიწად-ნახევარიც არ გავიდეს. ასე ცხვრებივით გადავუფორმოთ ნოტარიუსთან ჩვენი მთავარი საკუთრება მატრიცას? იმედია, ჯანდაცვაში იქნება გაგრძელება - „მატრიცა რევოლუცია”.
![]() |
10 გიორგი მარგველაშვილი: უფასო არანაირი განათლება არ შეიძლება იყოს |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
ნინო მაჭარაშვილი
განათლების სისტემაში ცვლილებებია. გამოცდების წლევანდელ და მომავალი წლების მოდელზე, სკოლების როლზე, უნივერსიტეტების ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, ქართული ოცნების საარჩევნო დაპირებებსა და განათლების სისტემასთან დაკავშირებულ ზოგად ხედვებზე ტაბულა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა.
დავიწყოთ გამოცდების თემით: 8+1 სისტემა, რომელიც 2013 წლიდან უნდა დანერგილიყო, აღარ იქნება. კვლავ რჩება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები. ყოფილ ხელისუფლებას 8+1 მოდელთან დაკავშირებით თავისი არგუმენტები ჰქონდა. მათ შორის, სკოლაში მიღებულ განათლებასა და მისაღებ გამოცდებს შორის ნაპრალის ამოვსებას ვარაუდობდნენ, ასევე, გამოცდების რაოდენობის შეკვეცით, რეპეტიტორების როლის შემცირება სურდათ. თქვენ რატომ მიგაჩნიათ გამოცდების ძველი მოდელის შენარჩუნება უფრო სასარგებლოდ?
გამოცდები ძალიან რთული თემაა, რომელიც ბევრ რამესთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი, რასაც გამოცდები სერიოზულად უკავშირდება, არის ნდობა, რომელიც საზოგადოებაში იქმნება ამ მიმართულებით. ეს ნდობა ნათლად ჩამოყალიბდა გამოცდების იმ სისტემის მიმართ, რომელსაც აქამდე ატარებდა ეროვნული ცენტრი. ალბათ სჯობს, ამ თემებზე ქალბატონ მაია მიმინოშვილს ესაუბროთ. მე, როგორც ამ სპეციფიკის უფრო გვერდიდან მცოდნე, გეტყვით: გამოცდები, რომლებიც ტარდება ატესტატისთვის, არის მოსწავლეების მიმართება რაღაც ეროვნული სტანდარტის მიმართ. გამოცდები, რომლებიც ტარდება ეროვნულ ცენტრში, არის შეჯიბრების საფუძველზე, ის ავლენს ერთი სტუდენტი რამდენად სჯობს მეორეს. ეს არის გამოცდების ის ფორმატი, რომლითაც დგინდება და მუშაობს ეროვნული გამოცდების სისტემა. ეს ორი სხვადასხვა მიზნის მქონე საგამოცდო პროცესია.
როგორ ფიქრობთ, რისთვის არის საჭირო საატესტატო გამოცდები მაშინ, როდესაც რეალურად ეს გამოცდები და მათი შედეგი არ მოქმედებს, მაგალითად, მოსწავლის უმაღლესში ჩარიცხვაზე?
ჯერჯერობით არ მოქმედებს. თავისთავად ის, რომ სკოლაში შვილი გამოუშვით, ამასთან, გადაიხადეთ გადასახადი, რომ თქვენმა შვილმა ისწავლოს და ეს ვალდებულება გადაეცით სახელმწიფოს, რომელმაც ის კონსტიტუციურადაც დაიცვა და უზრუნველყო, გულისხმობს, რომ ჩვენ, სახელმწიფო სტრუქტურებმა, რაღაცნაირად უნდა აღვწეროთ ის სამუშაო, რომელიც გავწიეთ თქვენ, როგორც მოქალაქის მიმართ. შესაბამისად, როდესაც მე რაღაც ვალდებულება ავიღე თქვენგან და ფულიც გამოგართვით, პასუხი უნდა გაგცეთ, შევასრულე თუ არა ეს ვალდებულება თქვენი შვილის მიმართ. შემდეგ, უკვე ამ ნაწილში, კვალიფიკაცია უნდა შევაფასო იმ გრადაციით, რომელიც არსებობს. ეს ახლა არ თამაშობს როლს უმაღლეს განათლებასთან მიმართებაში, მაგრამ უმაღლესი განათლების გარდა სხვა სფეროებიც შეიძლება გაჩნდეს, სადაც ატესტატს მნიშვნელობა ექნება.
გამონაკლისის სახით, წელს საატესტატო გამოცდებს ცენტრალიზებული სახე არ ექნება. სკოლებისთვის გამოცდების ჩატარების პრეროგატივის მიცემამ, შესაძლოა, გაზარდოს სკოლის როლი საგანმანათლებლო პროცესში. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ არ უნდა მივანიჭოთ გამოცდებს იმაზე მეტი როლი, ვიდრე მათ რეალურად აქვთ. თუ ასე თვლით, მაშინ რატომ რჩება ძალაში მომავალი წლიდან კვლავ ცენტრალიზებული სასკოლო გამოცდები?
იმიტომ, რომ ცენტრალიზებული საატესტატო გამოცდები სწორია: წელს ვატარებთ ამგვარად, რადგან შესაძლებლობა არ გვაქვს ჩავატაროთ ისე, როგორც მომავალში. რატომ არის ის უკეთესი? არა იმიტომ, რომ ჩვენ მასწავლებლებს არ ვენდობით, არამედ იმიტომ, რომ ეს უზრუნველყოფს ერთიან სტანდარტს: როდესაც ადამიანი თავის შვილს უშვებს სკოლაში, ჩვენ, განათლების სამინისტრო, ვეუბნებით, რომ რაღაც ერთიან სტანდარტს უზრუნველვყოფთ ყველასთვის.
ეს ხომ არ აკნინებს სკოლის როლს, რომელიც წელს, გამონაკლისის სახით, იზრდება? გამოდის, რომ სკოლის როლის ზრდა მხოლოდ გამონაკლისია და განათლების პოლიტიკის ნაწილი არ არის?
ლოგიკას ვერ ვხვდები. ცალკე თემაა, თუ რა არის გამოცდის როლი, იქნება ეს ცენტრალიზებული თუ არაცენტრალიზებული. ჩემი აზრით, თავისთავად გამოცდა სასწავლო პროცესის უბრალო შეჯამებაა. ის არის ბევრად უფრო მეორადი, ვიდრე სწავლების პროცესი. ამ მეორადს ცენტრალიზებულად ჩაატარებ თუ არა, ეს ამ გამოცდის ფასს და ღირებულებას არ უკავშირდება.
თუ ლაპარაკია იმაზე, რომ წინა ნიშნები არ არის შეწონილი საბოლოო საგამოცდო ნიშანთან მიმართებაში, შეიძლება იმაზე ფიქრი და ცალკე მსჯელობა, როგორ იყოს ინტეგრირებული. ეს არის განსხვავებული თეორიები, რომელთა შორის დებატები საინტერესოა.
სასკოლო გამოცდების ორ ეტაპად დაყოფა (როდესაც ზოგიერთი საგანი მე-11 კლასის ბოლოს ბარდება და დანარჩენი, მე-12-ს ბოლოს), ხომ არ ზრდის რეპეტიტორთან მომზადების მოტივაციას - წელიწადში 4 რეპეტიტორთან მომზადება უფრო რეალისტურია, ვიდრე 12-თან.
ლოგიკურ კავშირს ვერ ვხედავ. გინდათ გითხრათ, რეპეტიტორი სად ჩნდება? როცა ლაპარაკია შეჯიბრობითობაზე. სკოლამ შეიძლება ძალიან აამაღლოს სტანდარტი, მაგრამ ეროვნულ გამოცდებზე, სადაც კონკურსია და მასში ერთმანეთს უნდა ვაჯობოთ, ძალაუნებურად ჩნდება რეპეტიტორი. როდესაც არის ბუნებრივად კონკურენცია, იმ კონკურენციაში ვერაფრით ვერ სპობ დამატებით ფაქტორებს.
განათლების სამინისტროდან გაისმა სწავლების ათწლიანი მოდელის შემოღების ინიციატივა. უკვე გადაწყვეტილია ეს? როდიდან დაინერგება?
არა, არანაირად. ვფიქრობ, ნელ-ნელა ჩამოვაყალიბებთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმას, როდესაც საზოგადოება რაღაცას, რაც ითქმება სამინისტროდან, არ აღიქვამს, როგორც უკვე გადაწყვეტილის გაპიარებას. მაგალითად, ვთქვით, რომ ჩვენი აზრით, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელების კლასიდან გარიცხვა არის არასწორი პედაგოგიური ნაბიჯი და ამაზე საზოგადოებას ვთხოვეთ, მოგვაწოდონ თავიანთი აზრი, იზიარებენ თუ არა ამ პოზიციას. არ გვითქვამს, რომ რაღაც გადავწყვიტეთ - ვთქვით, რომ ასე მიგვაჩნია. რაც შეეხება 10+2 მოდელს, ითქვა, რომ ამაზე ვმსჯელობთ. ჩვენი მიზანია, რომ, განსაკუთრებით თქვენი დახმარებით, შევძლოთ აქტიური ურთიერთობის აგება საზოგადოებასთან, სადაც ძალიან ბევრ რამეს შევეკითხებით და ისინი ძალიან კვალიფიციურად გვიპასუხებენ.
რაც შეეხება განათლებისთვის გამოყოფილ ფინანსებს. 2013 წლის ბიუჯეტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, 40 მილიონი ლარით გაიზრდება სამინისტროს ბიუჯეტი - კონკრეტულად რა მიმართულებები იქნება პრიორიტეტული დაფინანსების ზრდის კუთხით?
არა. ჩვენ 30 მილიონ ლარზე მეტის რესტრუქტურიზაცია შევძელით შიგნით. იმ ფულიდან, რაც უკვე განსაზღვრული იყო განათლების სამინისტროსთვის, წინა ხელისუფლების მიერ შედგენილი ბიუჯეტის პროექტში, პრიორიტეტები შევცვალეთ და შევძელით მეტი ფულის მიმართვა სტუდენტებზე. მაგრამ, რამდენით იზრდება, ეს არის შიდა ვაჭრობის და მოლაპარაკების თემა. შემიძლია ვთქვა, რომ მე მინდა გავზარდო 1000%25-ით, მაგრამ რას მოვახერხებ, ეგ სხვა თემაა.
პრიორიტეტული იქნება მასწავლებლების ხელფასები. ვადებს რაც შეეხება, ბიუჯეტს რომ მივიღებთ, მაშინ დაგისახელებთ.
მაინტერესებს, თუ გაგრძელდება სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა, პირველ კლასელებისთვის ნეტბუკების გადაცემა?
ცალ-ცალკე ამ პროგრამებზე ლაპარაკისთვის ამ ეტაპზე მზად არ ვარ. ნათელია, რომ კომპიუტერიზაცია ჩვენი მიზანია. კონკრეტულად რომელი პროგრამა გაიზრდება, რომელში მოვახდენთ მეტ ინვესტიციას ან ოპტიმიზაციას, ამაზე სალაპარაკოდ ამ ეტაპზე მზად არ ვარ.
რაც შეეხება სკოლებში ინგლისური ენის გაძლიერებულად, პირველი კლასიდან სწავლებას, ამ მხრივ თუ იგეგმება ცვლილებები?
არ გამიგია, რომ ამ ნაწილში ვინმე ცვლილებას აპირებდეს. ასეთი ინიციატივა, ჩვეულებრივ, უნდა წამოვიდეს სასწავლო გეგმაზე მომუშავე ჯგუფისგან. მე, ჩემი შეზღუდული კომპეტენციის ფარგლებში, არ მგონია, რომ საჭირო იყოს ამ მიმართულებით ცვლილება.
ქართული ოცნების პროგრამაში საუბარი იყო სკოლების ბრენდირების წესის გაუქმებაზე. ეს როდის მოხდება?
ბრენდირების წესი რას ნიშნავს? ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს.
წინასაარჩევნო პროგრამაში წერია, რომ გაუქმდება რეგენტთა საბჭო, რას აპირებთ ამ მიმართულებით? გაუქმდება ეს სტრუქტურა?
ალბათ. მთავრობის სხდომაზე ჩვენ აღვადგინეთ რეგენტთა საბჭო, რადგან, არსებული კანონმდებლობით, ეს სტრუქტურა საჭიროა უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის, სანამ კანონმდებლობა შეიცვლება. რაც შეეხება მომავალს: საუბარია უმაღლესი განათლების ახალი კონცეფციის შექმნაზე, რაშიც აქტიურადაა ჩართული გია დვალის კომისია და რომელშიც ხაზგასმულია აკადემიური თავისუფლების თემა. საარჩევნო პროგრამაში ლაპარაკი იყო რეგენტთა საბჭოს იმ ფუნქციებზე, რომელსაც ის ასრულებდა და გაღიზიანებას იწვევდა უნივერსიტეტებში. ამ თემის მოხსნა ჩვენი მიზანია.
საარჩევნო პროგრამაში ასევე იყო დაპირება უნივერსიტეტის ფინანსური დამოუკიდებლობის შესახებ, რასაც რეგენტთა საბჭო ხელს უშლის.
ჩვენი მიზანი უმაღლესების ფინანსური დამოუკიდებლობა არაა, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დაფინანსება წავიდეს სახელმწიფოდან - სტუდენტს უკვე ორჯერ მეტი დაფინანსება მივეცით. მე მგონია, რომ უმაღლესების მენეჯმენტი რეგენტთა საბჭოს მიერ, როდესაც ისინი განკარგავენ ბიუჯეტს, თავისთავად აბსურდი და არასწორია. მეორე საკითხია, როდესაც რეგენტთა საბჭო არის საჯარო ქონების დაცვის მექანიზმი. ეს ძალიან ფაქიზად უნდა გაკეთდეს - როდესაც ვათავისუფლებთ უნივერსიტეტებს და სახელმწიფო მათზე კონტროლს წყვეტს, ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული, რომ ის ქონება, რომელიც ყველას გვეკუთვნის, საზოგადოებას უნივერსიტეტების მიმართულებით მოხმარდეს და არა სხვა შესაძლო მიმართულებით. არ მგონია, რომ ეს რეგენტთა საბჭომ უნდა არეგულიროს, ეს შეიძლება ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთოს.
ზოგადად, როგორი ხედვა გაქვთ სახელმწიფოს როლზე განათლებაში? მაგალითად, როგორ მიგაჩნიათ, უნდა მოხდეს თუ არა იმ სასწავლო დაწესებულებების დეპრივატიზაცია, რომელთა პრივატიზება გასულ წლებში მოხდა?
ვერ გეტყვით, ეს საკითხები არ შემისწავლია. როლს რაც შეეხება, გააჩნია, რაზე ვლაპარაკობთ. ჩემი აზრით, სადღაც უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს როლი, სადღაც უნდა გაქრეს. მაგალითად, მიმაჩნია, რომ დაფინანსებაში მისი როლი მაღალი უნდა იყოს, აკადემიურ თავისუფლებაში - ნული.
სკოლის შემთხვევაში სახელმწიფოს როლი არა მართვაში, არამედ სტანდარტის დადგენასა და მისი უზრუნველყოფის ხელშეწყობაშია - დეცენტრალიზაცია უნდა იყოს მმართველობის ნაწილში. სრულიად სხვა რამაა უმაღლესი განთლება. აკადემიური თავისუფლება, თუ როგორ ასწავლის ლექტორი, როგორ მოუნდება პროფესორს ლექციის წაკითხვა, რა იდეები განვითარდება. აქ, ბუნებრივია, სახელმწიფოს ჩარევა სიგიჟეა. მაგრამ ძალიან უნდა გააქტიურდეს ფინანსური დახმარება.
რა მექანიზმით მოხდება განათლების სისტემის დეპოლიტიზება, რაც ასევე თქვენი დაპირებების ნაწილია?
ეს ყველა სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარად ხორციელდება. პოლიტიკური ზეწოლის მოხსნა ერთი ბერკეტია. უნივერსიტეტებში პოლიტიზაცია იყო არა სახელმწიფოს მხრიდან ლექტორზე ზემოქმედება, არამედ რექტორისგან ლექტორზე ზემოქმედება. დეპოლიტიზაცია მოხდება ერთიანი ჩარჩო-კონცეფციის ჩამოყალიბებით, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება აკადემიური თავისუფლებით. ამ პროცესში მთავარი სუბიექტი არის პროფესურა, ლექტორი. ის თავისუფალი უნდა იყოს თავის შემოქმედებით პროცესში როგორც რექტორისგან, ასევე მინისტრისგან. ესაა ის ზოგადი ჩარჩო, რომელიც მზადდება ამ სისტემასთან მიმართებაში.
არჩევნების წინ ისმოდა უფასო განათლების მოთხოვნები და ქართული ოცნების დაპირებები ხელმისაწვდომ განათლებაზე. რას ფიქრობთ უფასო განათლების მოთხოვნაზე?
უფასო არანაირი განათლება არ შეიძლება იყოს. ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტებს გრანტის ფარგლებში ვაძლევდით 2250 ლარს და ვიღებდით რაღაც ტიპის განათლებას. ამ ზღვარის დაწევა და მოლოდინი, რომ უკეთეს განათლებას მივიღებთ, არის საბაზრო აბსურდი.
მიმაჩნია, რომ ფული, რომელსაც წაიღებს უმაღლესში სტუდენტი, უნდა იყოს არა იმდენი, რამდენიც იყო, არამედ ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ მეტი. იმისთვის, რომ სტუდენტმა მიიღოს ეფექტური განათლება, რომ ეს განათლება არ დამთავრდეს ერთ წელიწადში და პროფესურის მომავალი თაობა გაიზარდოს. რაც შეეხება უფასო განათლებას, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ აქეთ მეტი ფული უნდა მიმართოს. ვფიქრობ, რაღაც სეგმენტებში ეს შესაძლებელია. მე თქვენი ჯიბიდან ვაძლევ ფულს და ვამბობ, რომ ამ ფულით ვიღაცამ ისწავლოს რაღაც. ხართ თქვენ თანახმა, რომ თქვენი ჯიბიდან ავიღო ფული და მივცე ვიღაცას, რომელიც სწავლობს იმას, რაც თქვენ არ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად და პრიორიტეტულად? საზოგადოება იტყვის, რომ მას სჭირდება ინჟინერი იმიტომ, რომ სახლებია ასაშენებელი.
ანუ პრივილეგირებულ პროფესიებზე მოხდება ამ თანხის მიმართვა, როგორც აქამდე?
ეს კონცეფცია უნდა ჩამოყალიბდეს ექსპერტებთან, საზოგადოებასთან, პოლიტიკოსებთან ერთად. თქვენს ფულს რომელ დისციპლინაში მივმართავ, საბოლოოდ მინისტრის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს.
საგანმანათლებლო ბაზარი ძალიან სპეციფიკურია, ის არ არის უშუალოდ, მარტივად დამოკიდებული მოთხოვნა-მიწოდებაზე. ამ ბაზარზე ქმნი ახალ პროდუქტს, რომელსაც ბაზარზე გაიტან 4-5 წელიწადში. სრულიად შესაძლებელია, ინვესტირება გააკეთო ისეთ პროდუქტში, რომელზე მოთხოვნაც არ არის, მაგრამ რომლის გაჩენაც თავისთავად შექმნის სამუშაო ადგილს. ამაზე ვმუშაობ იმ დეპარტამენტთან ერთად, რომელიც აყალიბებს პრიორიტეტებს. საქართველოში არ არსებობს მოთხოვნა ბიოლოგზე, ვეტერინარზე, აგრონომზე იმიტომ, რომ არ არსებობს სოფლის მეურნეობა. ამ დროს საარჩევნო პროგრამიდან მესმის, რომ ქართული ოცნება აპირებს მილიარდის ჩადებას სოფლის მეურნეობაში, ვხედავ, რომ შესაბამისი ნაბიჯები იდგმება. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ეს ბაზარი არ არსებობს, მაგრამ თუ იქნება აქეთ მიმართული ფული, ეს ბაზარი გაჩნდება. მაგალითად, წინა ხელისუფლება არ აფინანსებდა იურისტებს, ეკონომისტებს - ამაში იყო თავისებური ლოგიკა: ბაზარი თავისთავად იმდენ ფულს აძლევს, მაგალითად, იურიდიულდამთავრებულს, რომ მას შეუძლია, თავისი განათლება თვითონ დააფინანსოს სესხის ფორმით, იცის რა, რომ ბაზარი მას უპასუხებს.
![]() |
11 გასაჭირში მყოფთა განათლება |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოება
სიმონ ჯანაშია
ვითარება სკოლებში
გასული საუკუნის უკანასკნელ სექტემბერს საქართველოში 60,078-მა დაბნეულმა, შეშინებულმა, გახარებულმა და ცნობისმოყვარე ბავშვმა თავისი პირველი მასწავლებელი გაიცნო. სანამ ამ თაობამ სრულწლოვნებას მიაღწია, სკოლების უმეტესობა გარემონტდა, გათბა და აღიჭურვა. გაიზარდა სწავლის ხანგრძლივობა. მეტმა მასწავლებელმა დაიწყო დაგეგმვის, შეფასების, სწავლების მეთოდების თანამედროვე ხერხების გამოყენება. სასწავლო მასალები უფრო თანამედროვე გახდა. ასეული მილიონობით ლარით გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან განათლების დაფინანსება. სკოლადამთავრებულებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, რომ უმაღლესებში კორუფციის გარეშე მოხვდნენ და სახელმწიფო დაფინანსებაც ნეპოტიზმის გარეშე მოიპოვონ. მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, მაგრამ განათლებაში ჩადებული სახელმწიფო ინვესტიციებით ბევრმა მოსწავლემ სწორედ განათლების არასწორი პოლიტიკის გამო ვერ ისარგებლა.
თორმეტი წლის განმავლობაში, ჩვენ მიერ ნახსენებ თაობაში ყოველმა მესამემ სწავლა დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე მიატოვა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011-12 სასწავლო წელს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამამთავრებელ კლასში 40,257 მოსწავლე ირიცხებოდა. ოცი ათასამდე მოსწავლე სწავლას გზადაგზა, უმეტესად კი მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ გამოეთიშა. ბოლოს შემორჩენილების 5%25 საატესტატო გამოცდებზე ჩაიჭრა. თორმეტი წლის წინ სკოლაში შესული სამოცი ათასი მოსწავლიდან ბოლო ზარის ზეიმი მხოლოდ ოცდათვრამეტ ათასს შეეხო.
განათლების ზოგიერთი სარგებელი
სკოლიდან ადრე გასვლას ბევრი პრობლემად ვერ აღიქვამს. ცხრა კლასი თუა სავალდებულო განათლება, თუ ყველამ უმაღლესში არ უნდა ისწავლოს, თუ ადამიანები თავად არიან საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლები, მაშინ რა პრობლემაა, თუ ყველა თორმეტივე წელს არ ისწავლის? გასააზრებლად დავსვათ კითხვა - ჩვენთვის რა უფრო სასარგებლოა, რომ მეტი წლის განმავლობაში ისწავლონ ჩვენმა მოქალაქეებმა თუ არა? ასევე უნდა ვიკითხოთ, ხომ არ განაპირობებს თავად სისტემა იმას, რომ ადამიანების დიდ რაოდენობას არ სურს განათლების სისტემის შესაძლებლობების სრულად გამოყენება? და მესამე, რამდენად დასაშვებია, რომ განათლების სახელმწიფო პოლიტიკა ყველა სოციალური ჯგუფის სასარგებლოდ არ მოქმედებდეს?
თუ განათლებას, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას შევხედავთ, მაშინ ცხადია, რომ რაც მეტი განათლება გექნება, მით მეტად იქნება ეს უფლება რეალიზებული. ამავე პერსპექტივიდან ამორალურია იმის გაზომვა, ვინ უფრო მეტად იმსახურებს ამ უფლების განხორციელებას.
განათლებას, სახელმწიფოსა და ინდივიდის მიერ პირად ან საყოველთაო კეთილდღეობაში ჩადებულ ინვესტიციად თუ განვიხილავთ, პასუხი აქაც ცალსახაა. მეტი განათლება ამართლებს. მრავალი კვლევით არის დადასტურებული პოზიტიური კავშირი მეტ განათლებასა და ეკონომიკურ წარმატებას შორის
სისტემური გარიყვა
მოსწავლეების სკოლიდან გადინების ზრდა ემთხვევა 2009 წლის შემდეგ სკოლის დამთავრების მკაცრი ბარიერების დაწესებას, მოსწავლეების ქულების მიხედვით სკოლების რეიტინგების შედგენას და დირექტორების დასჯასა და წახალისებას. მითი იმის შესახებ, რომ „საატესტატო გამოცდების შემოღებამ მოსწავლეები სკოლაში დააბრუნა”, რეალობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უახლოვდება, თუ არ გვეცოდინება, რომ მოსწავლეების დიდმა ნაწილმა სკოლა საერთოდ მიატოვა.
ასეთივე მითია ის, რომ უმეტესობას საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება სურს. საუნივერსიტეტო ასაკის ახალგაზრდების მხოლოდ დაახლოებით ნახევარი ცდილობს უმაღლესში ჩაბარებას და კიდევ უფრო ნაკლები იღებს საბოლოოდ უმაღლეს განათლებას.
ვისი ინტერესია დაცული?
საქართველოს განათლების სისტემა მორგებულია გარკვეული სოციალური წრის ადამიანების შესაძლებლობებზე და არა საყოველთაო საჭიროებებზე. რაც მეტი ფინანსური შესაძლებლობა გაქვს, მით მეტად ზრდის სახელმწიფოს შექმნილი სისტემა უკეთესი განათლების მიღების შანსებს და, ამავდროულად, ამცირებს ნაკლებად შეძლებულების შესაძლებლობებს. რაც უფრო ღარიბი ხარ, მით მეტად განგაწყობს სისტემა, რომ განათლებაზე ან სრულად თქვა უარი, ან ყველაზე ნაკლებ წარმატებებს დასჯერდე.
განათლების მკვლევარმა მაია ჩანქსელიანმა შეისწავლა, რომ ერთნაირი ქულების მქონე აბიტურიენტებში ნაკლებად პრესტიჟული უმაღლესის არჩევის ალბათობა მაღალმთიანი სოფლის სკოლადამთავრებულის მიერ თორმეტჯერ უფრო მაღალია, დედაქალაქის სკოლადამთავრებულთან შედარებით. მისაღებ გამოცდებზე სოფლის სკოლადამთავრებულების ქულები ჩამორჩება ქალაქელი აბიტურიენტებისას. ამის შედეგი კი ის არის, რომ უმაღლესებში მიღებულების 80%25-ზე მეტი ქალაქის მოსახლეა. ეს კი იმის ფონზე ხდება, როდესაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს.
უსამართლობა კიდევ უფრო მძაფრად ჩანს, როდესაც გავიაზრებთ, რომ სახელმწიფო დაფინანსებით ძირითადად ის სარგებლობს, ვისაც უფრო მაღალი შემოსავლები აქვს. უმაღლესებში სტუდენტების ოთხი მეხუთედი წარმოშობით ქალაქებიდან არის, სადაც საშუალო შემოსავალი უფრო მაღალია, ვიდრე სოფლებში. უმაღლესში სწავლის დაფინანსების განაწილება ძირითადად გამოცდების ქულების მიხედვით ხდება, რაც ქალაქის მოსახლეებს უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სოფლისას. გამოდის, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტით გამოყოფილი დაფინანსება უპირატესად ქალაქის მოსახლეობის უმაღლეს განათლებას ხმარდება და ნაკლებად სოფლისას.
განათლების მიღება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის საკუთარი სიღარიბის დასაძლევად. ჩვენთან არსებული სისტემა სკოლის ბოლო საფეხურსა და უმაღლესებში მეტწილად სწორედ საპირისპირო მიზანს, არსებული სოციალური მდგომარეობის შენარჩუნებას ემსახურება. სისტემა ღარიბებს სკოლის ადრიდანვე მიტოვებისკენ განაწყობს. სისტემა ამ ჯგუფის სკოლადამთავრებულებსაც უარესი არჩევანის გაკეთებისკენ განაწყობს. უმაღლესებში სასწავლო გრანტიც უმეტესად შეძლებულებზე ნაწილდება.
ინკლუზიურობა, როგორც გამოსავალი
აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ მეტი განათლება საზოგადოებისთვის ან ინდივიდისთვის ტვირთი კი არ არის, არამედ მრავალი შესაძლებლობის მომტანია. ასევე აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი, მიუხედავად ზედაპრული მიმზიდველობისა, მიზნებთან შესაბამისობის თუ სამართლიანობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან შემოწმებას საჭიროებს.
მაგალითად, უკვე მეორე წელია განათლების პოლიტიკაში ჩართული ადამიანები გვთავაზობენ ე.წ. ბრიტანული მოდელის შემოღებას, რომლის მიხედვითაც, სკოლის დამამთავრებელი კლასები მხოლოდ უმაღლესებისთვის მომზადებას დაეთმობა. ის, რომ წელს დამამთავრებელ კლასში ორმოცი ათასი მოსწავლე იყო, მისაღებ გამოცდებზე კი 35 ათასი აბიტურიენტი გავიდა, ნიშნავს იმას, რომ უკვე ძალიან ახლოს ვართ შემოთავაზებულ მოდელთან, რომელსაც სინამდვილეში ბევრი არაფერი აქვს საერთო ბრიტანელების წარმოდგენასთან განათლების პოლიტიკის შესახებ. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უმაღლესების დაფინანსების დღევანდელი სქემის პირობებში, ამ ვითარების გამძაფრებით, კიდევ უფრო უსამართლოს ვხდით სისტემას. ამგვარად, გაიზრდება განათლებაში უკიდურესად ღარიბების გადასახადებით შედარებით შეძლებულების დაფინანსების წილი.
იმავე ტიპის პრობლემის გაღრმავებაა შესაძლებელი უმაღლესი განათლების სფეროში გადასახადების გაუქმებით. სკოლების ბოლო საფეხურზე და უმაღლესებში მიღების დღევანდელი სისტემის საფუძველზე, შედარებით ღარიბების სისტემური გაცხრილვა ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ „უფასო” უმაღლესი განათლების შემოღებით, ყველა მოქალაქის გადახდილი გადასახადები შედარებით უფრო შეძლებულებზე გადანაწილდება. ასე უმაღლესების დაფინანსების სისტემა ძირითადად საშუალო ფენისა და ელიტების უსასყიდლო მომსახურებას დაეთმობა და არა მაინცდამაინც ღარიბი ფენის უმაღლესებში მოხვედრასა და სწავლის დაფინანსებას.
მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გააუქმოს ის ხელოვნური ინსტრუმენტები, რომლებიც სისტემის ინკლუზიურობას ხელს უშლის. ასეთებია საერთო სტანდარტით ყველა მოსწავლის შეფასება, საატესტატო გამოცდების შედეგის მიხედვით სკოლების დასჯა, სკოლადამთავრებულებში აბიტურიენტების მაღალი პროცენტის მიხედვით სკოლების წახალისება და სხვა.
სასურველია შეიცვალოს უმაღლესის სასწავლო გრანტის მოსაპოვებელი შეჯიბრის არსებული სქემა. მნიშვნელოვანია დაფინანსების უფრო მეტად საჭიროებებზე მორგება. უმაღლესში სწავლისთვის საკმარისი კომპეტენციების მფლობელ ღარიბ ახალგაზრდას სწავლის იგივე შესაძლებლობა უნდა მიეცეს, როგორც მის მდიდარ თანატოლს. ამ ვითარების გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგალითად, სტანდარტული ტესტირებების გარდა, მიღების სხვა კრიტერიუმების გამოყენებით, ან უმაღლესებში ადგილების რაოდენობის ზრდაზე ზრუნვით. ასევე, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ზოგ ვითარებაში სრულიად დასაშვებია და უფრო სამართლიანიც, საკმარისი კომპეტენციების მქონე აბიტურიენტებს შორის შეზღუდული ადგილების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადანაწილება.
განათლების პოლიტიკა ყველასთვის და არა მხოლოდ ზოგიერთებისთვის მაქსიმალური მოგების მოტანაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამ პოზიციიდან, თითოეული ახალგაზრდის მიერ განათლების ადრე მიტოვება წარუმატებლობად ჩაითვლება, განათლებულების რაოდენობის ზრდა კი, ძირითადად, გაუთვითცნობიერებელი ცხვირაწეულების უკმაყოფილებების საფუძველი იქნება. ამ ვითარებაში შეგვეძლება იმის თქმა, რომ სისტემა ეფექტის მომტანიც არის და სამართლიანიც. ამ შემთხვევაში გვექნება იმის შანსი, რომ საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ წარმატებებში განათლების მნიშვნელოვანი როლის იმედიც გვქონდეს.
![]() |
12 ანტიმონოპოლიური სამსახური დააკანონებს მონოპოლიებს |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
აკაკი ცომაია
საქართველოში განხორციელებული რეფორმების შემდეგ, როდესაც ბევრი მარეგულირებელი სააგენტო გაუქმნდა, დღეს რეგულაციების თემა კვლავ აქტუალური გახდა. აქტიურად დაიწყო მსჯელობა ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის შესახებაც. ამის ერთ-ერთ მიზეზად ბოლო პერიოდში (როდესაც ანტიმონოპოლიური სამსახური არ არსებობდა) საქართველოს ბაზარზე წარმოქმნილი მონოპოლიები და ოლიგოპოლიები სახელდება.
ბუნებრივია, თავისუფალი ბაზარი არ არის იდეალური და ზოგჯერ, რესურსების გადანაწილება არაეფექტურად ხდება, რადგან კომპანიები მხედველობაში არ იღებენ ე.წ. სოციალურ ხარჯებს. პოპულარული ტერმინოლოგიით, ბაზრის ჩავარდნას ასიმეტრიული ინფორმაცია განაპირობებს. სწორედ აქ, პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა და მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობას შეუძლია საბაზრო ხარვეზის გამოსწორება, თუ იგი თავად შექმნის ასეთ პროდუქტს ან დაარეგულირებს კერძო კომპანიების ეკონომიკურ ქცევას.
სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ საქართველოს ბევრ სექტორში ოპერირებს მონოპოლისტური კომპანია. მათ შორის, განვიხილავთ როგორც ბუნებრივ, ასევე არაბუნებრივ მონოპოლიებს. ჩემი მსჯელობის ამოცანაა იმის დასაბუთება, რომ დარეგულირების მცდელობა ბაზარზე რესურსების გადანაწილების პროცესს გაცილებით უფრო არაეფექტიანს გახდის, ვიდრე ეს დღეს მონოპოლისტური კომპანიის ოპერირების შედეგად არის გამოწვეული.
თეორიულად, „ჭკვიან” მთავრობას შეუძლია ბევრი გააკეთოს იმისთვის, რომ საბაზრო ხარვეზი რესურსების არაეფექტიანი განაწილების პროცესში გამოსწორდეს. მაგალითად, რეგულაციები, რომელმაც უნდა: დაიცვას გარემო დაბინძურებისგან, უზრუნველყოს სასურსათო უსაფრთხოება, შექმნას უსაფრთხო სამუშაო პირობები და გრძელვადიანი დასაქმების გარანტიები და სხვა.
სინამდვილეში, რეგულაციები ეს არის დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის შედეგი. არჩევნების გზით გამარჯვებულ მთავრობებში, წარმოადგენენ რა საზოგადოების უმრავლესობის ინტერესს, ხშირად უფრო მეტადაა წარმოდგენილი სწორედ იმ საზოგადოების ინტერესი, ვის დარეგულირებასაც ცდილობენ, ვიდრე იმ ადამიანების, რომელთაც რეგულაციების შედეგად დამატებითი სარგებელი უნდა მიიღონ.
საქმე ის არის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს მარეგულირებელი სააგენტოების საქმიანობას, თუმცა ის ფირმები, რომელთა ქცევაც უნდა დარეგულირდეს, კარგად ერკვევიან იმაში, თუ რა გავლენას მოახდენს რეგულაციები მათზე. ამიტომ, ასეთი ფირმები ცდილობენ პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, რათა რეგულაციები თავიანთ სასარგებლოდ მოირგონ. ამდენად, მაშინ როცა მთლიანობაში საზოგადოება არის ნეიტრალური, ხოლო კომპანიები, რომელთა ქცევაც უნდა დარეგულირდეს, ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას მარეგულირებელ სააგენტოებზე, რეგულაციები რეალურად ემსახურება კონკრეტული კომპანიების ინტერესების დაკმაყოფილებას და არა საბაზრო ხარვეზის გამოსწორებას.
კონკურენტული ბაზრისგან განსხვავებით, მონოპოლისტი (ან კარტელური შეთანხმება) ამცირებს პროდუქციის მიწოდებას იმ რაოდენობამდე, სადაც მისი ზღვრული დანახარჯები შეესაბამება ზღვრულ შემოსავლებს. შედეგად, მონოპოლისტური ფასი შეესაბამება მოთხოვნის ფასს, რომელიც წარმოიქმნება შემცირებულ რაოდენობაზე. ყველა სხვა შესაძლო სიტუაციაში, ფასისა და რაოდენობის ეს კომბინაცია მონოპოლისტს აძლევს მაქსიმალურ შემოსავალს.
აქ მთელი ფილოსოფია არის ის, რომ ბაზარზე კონკურენცია რომ ყოფილიყო, საბაზრო ფასიც შედარებით დაბალი იქნებოდა და მომხმარებელიც მეტი იქნებოდა. ანუ, საერთო ჯამში, საზოგადოება უფრო მეტ მსხვერპლს გაიღებს მონოპოლისტურ საქონელში, ვიდრე ის ამას კონკურენციის პირობებში გადაიხდიდა. შედეგად, წარმოიქმნება ე.წ. საზოგადოებრივი დანაკარგები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ „უხილავი ხელი” არაეფექტიანად ანაწილებს რესურსებს ბაზარზე.
სურათი კიდევ უფრო მძიმდება კარტელის შემთხვევაში. რამდენიმე გავლენიანი მწარმოებელი თანხმდება საერთო ფასზე, რაც წარმოშობს ტიპურ მონოპოლიას, არადა, მათ შორის რომ ყოფილიყო ჯანსაღი კონკურენცია, ბაზარზე ფასი უფრო დაბალი იქნებოდა. საქართველოში საუბრობენ, რომ საწვავის და ფარმაცევტული ბაზრები სწორედ ამ კატეგორიის ოლიგოპოლიებს განეკუთვნება. არავინ დავობს იმაზე, რომ კონკურენტული ბაზრები შეიძლება გახდეს ოლიგოპოლიური ან მონოპოლიური. ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება საზოგადოებრივი დანაკარგები, მაგრამ რამდენად შესწევს ანტიმონოპოლიურ სამსახურს იმის უნარი, რომ ეს ხარვეზი აღმოფხვრას?
1. მარეგულირებელმა სააგენტომ უნდა გამოავლინოს არა მონოპოლისტური ფირმა, არამედ მონოპოლისტური ფასი. თავად მონოპოლიის არსებობა არ ამცირებს საზოგადოების სარგებელს - მხოლოდ მონოპოლიური ფასი წარმოქმნის დანაკარგებს. მონოპოლიური ფასის დასადგენად, სააგენტომ პირველ რიგში უნდა შეისწავლოს საბაზრო მოთხოვნა, ანუ ამა თუ იმ ფასის პირობებში რა რაოდენობის პროდუქტი გაიყიდება. ანუ, უნდა დაადგინოს კანონზომიერება მოთხოვნის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის. ამის შემდეგ, სააგენტომ უნდა მოახერხოს ინფორმაციის მოძიება კომპანიის დანახარჯებსა და შემოსავლებზე, რის საფუძველზეც უნდა გამოთვალოს ამ კომპანიის ზღვრული დანახარჯებისა და ზღვრული შემოსავლების მნიშვნელობები. უნდა იანგარიშოს, თუ პროდუქციის რა მოცულობის გაყიდვისთვის უტოლდება კომპანიის ზღვრული დანახარჯები და ზღვრული შემოსავლები ერთმანეთს და ამის საფუძველზე დაადგინოს შეზღუდული მოთხოვნის რაოდენობის შესაბამისობა მოთხოვნის ფასთან. მიღებული შედეგი უნდა შეადაროს საბაზრო ფასს და თუ დაემთხვა, მხოლოდ ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ საბაზრო ფასი სინამდვილეში არის მონოპოლისტური. რამდენად რეალურია ეს? ცხადია, რომ ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია.
2. დავუშვათ, მარეგულირებელი სააგენტო არის იმდენად „ჭკვიანი”, რომ ეს ყველაფერი მოახერხა. რა არის შემდეგი ნაბიჯი? სავარაუდო პასუხებია: სანქციები, ჯარიმები, საფასო შეზღუდვა. შესაძლებელია კი ამ ინსტრუმენტების გამოყენებით საზოგადოებრივი დანაკარგების აღმოფხვრა? ამისათვის - ა) ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს ზუსტად საზოგადოებრივი დანაკარგის სიდიდის და ბ) სააგენტომ ჯარიმით მიღებული შემოსავალი უნდა დაუბრუნოს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ზარალი ნახა. ყველა სხვა შემთხვევაში, რესურსების გადანაწილების მექანიზმი ისევ არაეფექტიანი იქნება და წარმოქმნის უფრო მეტ დანაკარგს, ვიდრე ეს მონოპოლიის დროს მოხდა. როგორი „ჭკვიანიც” უნდა იყოს სააგენტო, ის ამ ამოცანის შესრულებას ვერ შეძლებს.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის შემზღუდავი ფასის გამოყენება. მონოპოლისტური ფასის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტოს ექნება შესაძლებლობა, მონოპოლისტს ფასის დაწევა მოსთხოვოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააგენტო ბაზარზე დაადგენს „ფასის ზედა ზღვარს”. იდეალურ შემთხვევაში, ზედა ზღვარი უნდა გაუტოლდეს ფასს, რომელიც წარმოიქმნება მოთხოვნის იმ რაოდენობაზე, სადაც მონოპოლისტის ზღვრული დანახარჯები საბაზრო მოთხოვნას გაუტოლდება. მაგრამ თუ ფასის ზედა ზღვარი აღმოჩნდება იდეალური ფასის დაბლა, მაშინ რა მოხდება ბაზარზე? - მოთხოვნის რაოდენობა იქნება მეტი, ვიდრე მიწოდების რაოდენობა, ანუ დეფიციტი, გრძელი რიგები და ჩრდილოვანი ბაზარი, სადაც დაუკმაყოფილებელი მომხმარებელი მზად იქნება გადაიხადოს კიდევ უფრო მაღალი ფასი მონოპოლიურ საქონელში, ვიდრე გადაიხდიდა მონოპოლიური ფასის პირობებშიც კი.
ამ შემთხვევაში, წარმოქმნილი საზოგადოებრივი დანაკარგი არის შეუდარებლად მაღალი იმასთან შედარებით, რაც მონოპოლიურ ბაზარზე რესურსების არაეფექტიანმა გადანაწილებამ გამოიწვია. ახლა დავუშვათ ისიც, რომ სააგენტო არის იმდენად „ჭკვიანი”, რომ ფასის ზედა ზღვარი იდეალურია. ამ შემთხვევაში ხდება მონოპოლიის დაკანონება, რადგან ბაზრის გარეთ არსებულ ფირმას, რომელსაც სურს ამ ბაზარზე შეღწევა, ფასის ზედა ზღვარის მეშვეობით ექმნება პრობლემა. ფაქტობრივად, სააგენტო, რომელიც ებრძვის მონოპოლიებს, თავად ქმნის მას.
3. იმ დაშვებითაც კი, რომ „ჭკვიანი” სააგენტო იყენებს თეორიულ შესაძლებლობებს, რამდენად ადეკვატურია ამ სააგენტოს შენახვაზე გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მსხვერპლი? შესაძლებელია კი ამის გაანგარიშება?
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საუკეთესო შემთხვევაში ვიღებთ საზოგადოებრივ დანაკარგებს + სააგენტოს საქმიანობით წარმოქმნილ დამატებით საზოგადოებრივ დანაკარგებს (რომელიც აღემატება მონოპოლიის დანაკარგებს) + სააგენტოს შენახვაზე გაწეულ დანახარჯებს და დაკანონებულ მონოპოლიებს.
რადგან პოლიტიკოსები მონოპოლისტური ფასის გამოვლენაში სირთულეს ხედავენ, მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკით, მარეგულირებელ სააგენტოებს ძირითადად ევალებათ კარტელებთან ბრძოლა, ვინაიდან ფარული შეთანხმების გამოვლენა უფრო მარტივი ამოცანაა, ვიდრე მონოპოლისტური ფასის დადგენა. ფაქტობრივად, სააგენტო საგამომძიებლო საქმიანობითაა დაკავებული და ნაკლებად ებრძვის საზოგადოებრივ დანაკარგებს.
ზოგიერთი შეეცდება დაასაბუთოს, რომ თუ კარტელი დაიშლება, საზოგადოებრივი დანაკარგებიც შემცირდება. თითქოს მსჯელობა ლოგიკურია, მაგრამ სინამდვილეში, არავინ იცის, კარტელის დაშლის შედეგად რა მოუვა დანაკარგს.
გავაანალიზოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც უნდა დაიშალოს კარტელი. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება სახელმწიფოს სადამსჯელო მანქანა, რომელიც შესაძლებელია გულისხმობდეს ბევრ ქმედებას, დაწყებული ფასის ზედა ზღვარის დაწესებით და დასრულებული კონკრეტული კომპანიების ხელმძღვანელების დაპატიმრებით. კარტელი მართლაც შეიძლება დაიშალოს, მაგრამ რა ფასად? ყოველივე ამის შემდეგ შეძლებენ კი კომპანიები ბაზარზე ოპერირებას? საზოგადოებრივი დანაკარგი ხომ მხოლოდ მომხმარებლის დანაზოგს არ მოიცავს, ის მწარმოებლის დანაზოგისგანაც შედგება. ჯამური კეთილდღეობისთვის რა მნიშვნელობა აქვს, მომხმარებელთა ყოფა უარესდება თუ მწარმოებლების? საქმე ისე უნდა გაკეთდეს, რომ სხვა საქმე არ გაფუჭდეს, მაგრამ ეს აქ შეუძლებელია.
როდესაც გადაწყვეტილებებს იღებენ, პოლიტიკოსები არ ათვითცნობიერებენ ალტერნატიულ დანახარჯებს. მაგალითად, მივცეთ ოთხმილიონიან საზოგადოებას უფასო ჯანდაცვა. მშვენიერია, მაგრამ რა ფასად? რა არის ამის ალტერნატიული დანახარჯი? დავშალოთ კარტელი, მშვენიერია, მაგრამ რა ფასად? რა არის ამის ალტერნატიული დანახარჯი? ამ კითხვებზე პასუხი არავის აქვს, რადგან ამის დათვლა ძალიან რთულია. ამიტომ, შემცირდება თუ გაიზრდება საზოგადოებრივი დანაკარგები, არავინ იცის.
როგორც წესი, ანტიმონოპოლიური სამსახური იქმნება კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკის ქუდის ქვეშ. ეს პირველ რიგში გულისხმობს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, რომლის ძირითადი სამიზნეც სწორედ კარტელია. რთულია შეეწინააღმდეგო ლოგიკას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფარული შეთანხმება გაიგივებულია გარკვეული ტიპის დანაშაულთან, მაშინ ასეთი კატეგორიის პოტენციური დამნაშავეები დანაშაულის ჩადენას ერიდებიან და შედეგად ხდება კონკურენციის ხელშეწყობა. პრინციპში, მსჯელობის ამ ნაწილში შესაძლებელია დავეთანხმოთ რეგულაციების მომხრეებს, რადგან აქ მთავრობას მართლაც შეუძლია საბაზრო ჩავარდნის არდაშვებას ხელი შეუწყოს, მაგრამ რა შუაშია აქ ანტიმონოპოლიური სამსახური? რა არის ამ სამსახურის ფუნქცია - დანაშაულთან ბრძოლა, თუ საზოგადოებრივი დანაკარგის აღმოფხვრა?
ანტიმონოპოლიური სამსახური არის მარეგულირებელი სააგენტო, რომელმაც უნდა დაარეგულიროს კომპანიების ქცევა ბაზარზე ისე, რომ საზოგადოების მაქსიმალური კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ამ ამოცანის შესრულებაა შეუძლებელი. დანაშაულთან ბრძოლას კი მთავრობის ძალოვანი სტრუქტურები ახორციელებენ და სწორედ ეს უნდა იყოს სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულება საზოგადოების წინაშე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ყოველთვის არ უწყობს ხელს კონკურენციის განვითარებას. მაგალითად, რამდენად სწორი იყო მაიკროსოფტის ცალკეულ ფირმებად დაშლა? თავის დროზე ამ ფირმების შთანთქმა სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ბაზარზე საერთაშორისო კონკურენციას ვერ უძლებდნენ. წარმატებულმა კომპანიამ გაიმარჯვა და შეისყიდა სხვები, განახორციელა მათში დიდი ინვესტიციები და მათი საქმიანობის ეფექტიანობა გაზარდა. სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, გიგანტური პირამიდა დაიშალა და ბაზარზე გაჩნდა ახალი რეალობა. რამდენად დამაჯერებელი იქნება იმის დაშვება, რომ ის ფირმები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე ვერ უძლებდნენ კონკურენციას, დღეს მომხმარებელს მიაწვდიან საქონელს, რომელიც მომხმარებელთა ყოფას გააუმჯობესებს?
სინამდვილეში, ისევე როგორც თავისუფალ ბაზარზე ვხვდებით იშვიათად იდეალურ კონკურენციას, ოლიგოპოლიებიც და მით უფრო მონოპოლიები დროებითი მოვლენაა. მონოპოლიის შემთხვევაში, ბაზრის გარე მონაწილე ცდილობს ბაზარზე შეღწევას, რადგან მეწარმე ხედავს მაღალ სარგებელს კონკრეტული ბიზნესიდან, თუ ბაზარზე შეღწევის ბარიერები ხელოვნურად არ არის შექმნილი. ერთადერთი ბარიერი, რამაც შეიძლება ფირმას ბაზარზე შესვლაში ხელი შეუშალოს, არის საბაზრო ფასი. სწორედ ამიტომ ვერ იარსებებს დიდხანს მონოპოლია.
მაგალითად, საქართველოში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბენზინზე ფასები ძალიან ძვირია, რომ მეწარმეს ბენზინის შემოტანა გადასახადების ჩათვლით უჯდება საშუალოდ 1,60 ლარი და ყიდის 2.10-ად. დავუშვათ, რომ ეს სიმართლეა. მაშინ რა უშლის ხელს სხვა მეწარმეს, რომ 0,60-ლარიანი მოგების მარჟა გამოიყენოს და ინვესტიციები სწორედ ამ ბიზნესში დააბანდოს? ამ კითხვაზე პასუხი არის მთავრობა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული ინტერესი ამ ბიზნესში, რომელიც შეიძლება მფარველობდეს კომპანიებს გარკვეული სარგებლის სანაცვლოდ და რომელსაც შეუძლია ძალაუფლების გამოყენება და ბაზარზე შეღწევის ბარიერების დაწესება.
მონოპოლიებს ახანგრძლივებს მფარველობა ან მათი დაკანონება. მაშასადამე, მონოპოლიის წყარო გრძელვადიან პერიოდში არის არა ბაზარი, არამედ მთავრობა და როდესაც მთავრობა დამატებით ქმნის კიდევ ერთ ინსტიტუტს, რომელმაც უნდა იბრძოლოს მონოპოლიებთან, სინამდვილეში ის ხელს უწყობს მათივე წარმოქმნას და დაკანონებას. ანალოგიურად, ოლიგოპოლიის შემთხვევაშიც, მოგების მაღალი მარჟა ბაზარზე უბიძგებს გარე კომპანიებს, შევიდნენ ოლიგოპოლიურ ბაზარზე. მეტიც, ფარული შეთანხმება კომპანიებს შორის დიდი ხნით ვერ შედგება. ასევე, ამ შეთანხმებაში მონაწილე ფირმებსაც უჩნდებათ დიდი სურვილი, რომ დაარღვიონ შეთანხმება და შეთანხმებაში მონაწილე კონკურენტების დაუკითხავად, მაღალ ფასად გაყიდონ მეტი რაოდენობის პროდუქტი.
ამდენად, კარტელური შეთანხმებებიც დროებითი მოვლენაა და მათ მიმართ ბრძოლის გამოცხადება, თუნდაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არგუმენტით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კონკურენციის განვითარებას, არის მიზანშეუწონელი. ამაზე რესურსის და დროის კარგვა არ ღირს.
დავუბრუნდეთ რეგულაციების მომხრეების ყველაზე ხელჩასაჭიდ არგუმენტს - მაშინ რატომ არის, რომ საბაზრო ეკონომიკის ყველა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ანტიმონოპოლიური სამსახური? - ვპასუხობ იმით, რითიც დავიწყე. სწორედ იმიტომ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ზოგადად რეგულაციები პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია.
ეს ვარაუდი შეიძლება გამყარდეს ჯეიმს ბუკენენის (School of Public Choice-ის ერთ-ერთი დამაარსებელი) ლოგიკით. კერძოდ, ცნობილია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებაში არჩევნებში გამარჯვების გზით მოდიან. ისინი საზოგადოების უმრავლესობის ნდობის მოპოვებას ცდილობენ, რადგან მათი გამარჯვება იმაზეა დამოკიდებული, ვის მისცემს ხმას რიგითი ამომრჩეველი. ზოგადად, ამომრჩეველი „რაციონალურად უმეცარია” (Rational Ignorant) რეგულაციებთან მიმართებაში. მან მხოლოდ ის იცის, რომ ახალი მარეგულირებლის შექმნისთვის გადასახადი რამდენიმე ლარით გაეზრდება და ამდენად, ამ საკითხის მიმართ მის ნეიტრალურ განწყობას მხოლოდ რამდენიმე ლარი ქმნის. ამას პირობითად საზოგადოებრივი ინტერესი (Public Interest) შეგვიძლია ვუწოდოთ. თუმცა, თითოეული ადამიანის მიერ გადახდილი რამდენიმე ლარი ჯამში შეადგენს მილიონობით ლარს, აქ კი იმ ინდუსტრიების წარმომადგენლების ინტერესი, რომელთა ქცევაც უნდა დარეგულირდეს, საგრძნობლად მაღალია, რასაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ სპეციალური ინტერესი (Special Interest).
მაშასადამე, იმისათვის, რომ პოლიტიკოსებმა გაიმარჯვონ, მხედველობაში უნდა მიიღონ საზოგადოებრივი და სპეციალური ინტერესები. რადგან რეგულაცია სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ ვიღაცა სარგებლობს ვიღაცის ხარჯზე. ფასი, რომლის გადახდაც საზოგადოებას მოუწევს რეგულაციების შემოღებაზე, არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად თანაწონადია რეგულაციის ზღვრული შემოსავალი მის ზღვრულ ხარჯებთან (ეს რომ ასე იყოს, გაჩნდება თეორიული შანსი, რომ საბაზრო ხარვეზი მართლაც გასწორდეს - „ჭკვიანი” მთავრობა).
აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსმა ზღვრული პოლიტიკური სარგებელი უნდა შეადაროს ზღვრულ პოლიტიკურ დანახარჯებს, რომელიც იმ ადამიანების დანახარჯებს წარმოადგენს, ვინც რეგულაციების შედეგად იზარალა. მაშასადამე, პოლიტიკური სარგებელი იხრება სპეციალური ინტერესებისკენ მანამ, სანამ საზოგადოება რეგულაციის ფასს უკეთებს იგნორირებას. რაც უფრო მეტი რაოდენობის რეგულაციებს ჰპირდება პოლიტიკური პარტია საზოგადოებას, მით უფრო მეტად იზრდება სპეციალური ინტერესების რაოდენობაც. საბოლოოდ კი, რეგულაციები ხდება პოლიტიკურ პროცესში გადაწყვეტილებების შედეგი და ნაკლებად ემსახურება იმ კეთილშობილურ მიზნებს, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული.
ამდენად, მარეგულირებელი სააგენტო ვერასდროს გახდება „ჭკვიანი” და საბაზრო ხარვეზის გამოსწორების თეორიული შანსიც არ არსებობს.
![]() |
13 დევნილები, უკანონოდ მიტაცებული შენობები და საბანკო სექტორი |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
ელენე კვანჭილაშვილი
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დევნილები და სოციალურად დაუცველი ადამიანები სულ უფრო მზარდი რაოდენობით იკავებენ სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში მყოფ ობიექტებს. ისინი მთავრობისგან დახმარებას და საცხოვრებელი ადგილებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. ასეთი მდგომარეობა დიდხანს თუ გაგრძელდა, ყველაზე მეტად საბანკო სექტორი დაზარალდება: როგორც ბიზნესისთვის, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის სესხის შედარებით დაბალ პროცენტში აღება გართულდება.
იმისთვის, რომ ბანკმა სესხი გასცეს, ფული უნდა ჰქონდეს. ნებისმიერი ბანკის სტაბილურობას დიდწილად განაპირობებს ის, თუ რამდენად მიუწვდება ხელი კაპიტალის ბაზრებზე არსებულ იაფ რესურსზე. რამდენად იაფი იქნება თვითონ ბანკების მიერ მოზიდული ფულადი რესურსი, დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად სტაბილურად აფასებენ სხვადასხვა საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკას.
ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი
ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებმა - Fitch, Moody's, Standard&Poors' - საქართველოს არაერთხელ გაუზარდეს საკრედიტო რეიტინგი. საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციების ბოლოდროინდელი შეფასებით, საქართველოს საინვესტიციო გარემო სტაბილურია: თუ აქამდე ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში კრედიტისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის მაღალი საგარეო და საშინაო რისკების მქონედ ფასდებოდა, უკვე სამი ზედიზედ წელია, საკრედიტო ორგანიზაციების აზრით, ეს რისკები საგრძნობლად არის შემცირებული.
საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის გაზრდის ბოლო ასეთი შემთხვევა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა, რითაც Fitch-მა თავის მხრივ ხაზი გაუსვა ქვეყანაში მთავრობის დემოკრატიულად ცვლის მნიშვნელობას. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ პოლიტიკურ თუ სოციალურ დონეზე ნებისმიერი გაურკვევლობა აუცილებლად იქონიებს გავლენას საინვესტიციო გარემოზე და, შესაბამისად, ეკონომიკის სტაბილურობაზეც.
ფინანსურ სექტორში კონკურენცია პირდაპირ უკავშირდება სტაბილურობას: საბანკო სექტორის პროდუქტი, რომელიც კონკურენციის დონით არ გამოირჩევა, როგორც წესი, დაბალი ხარისხისაა. შესაბამისად, მსესხებლები თანამშრომლობისგან თავს იკავებენ. ეს, თავის მხრივ, გარე დაფინანსებაზე მოთხოვნას ამცირებს. საბოლოო ჯამში, საბანკო სისტემის შენახვა უფრო ძვირი ჯდება.
მსოფლიო ბანკის არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ საბანკო სექტორში არსებული კონკურენცია ქვეყნის ინდუსტრიულ ზრდაზე დადებითად აისახება: კონკურენტული საბანკო სექტორი უკეთ აფინანსებს მასზე დამოკიდებულ კომპანიებს. სესხების ბაზარზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებს აქვს და საქართველოს საბანკო სექტორში სესხების მთლიანი მოცულობის ნახევარს შეადგენს. დაბალ განაკვეთს თავისი მიზეზი აქვს: ამ ტიპის სესხი ქონებით არის უზრუნველყოფილი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ რაღაც მომენტში სესხის დაფარვას ვეღარ შეძლებთ, ბანკს შეუძლია თქვენი ქონება გაყიდოს და ზარალი ამით აინაზღაუროს. შესაბამისად, ბანკის მხრიდან თანხის სრულად დაკარგვის რისკი გაცილებით დაბალია, ვიდრე არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში. რისკის შემცირება მსესხებელზეც აისახება: მას პროცენტის სახით გაცილებით ნაკლების გადახდა უწევს.
საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო დაბალია მაშინ, როცა გარანტად უძრავ ქონებას დებთ. ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში, იპოთეკურ სესხზე საპროცენტო განაკვეთი, სხვა ტიპის სესხებთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. გამოდის, რომ თუ სესხზე პროცენტის დაწევა გინდათ, ამისთვის კერძო საკუთრება უნდა გამოიყენოთ. მაგრამ თუ ეს საკუთრება დაცული არ არის, მაშინ ბანკისთვის ის საპროცენტო განაკვეთის დაწევის მოტივატორი ვერ გახდება, რადგან რისკების სათანადოდ დაბალანსებისთვის საკმარისი პირობა აღარ იქნება. კერძო საკუთრებაზე ხშირი იერიშის მიტანა, ბანკებისთვის უძრავი ქონების ბაზარზე გაურკვევლობას გაზრდის, რის შედეგადაც, უძრავი ქონება სესხის გასამყარებლად ფასს დაკარგავს.
![]() |
14 საქმე: ხალხი კომუნალური გადასახადების წინააღმდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკა
თამარა ქურდაძე
„ქმედება იწვევს უკუქმედებას”
ისააკ ნიუტონი
ერთი წუთით წარმოიდგინეთ ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე დღევანდელ გარემოში, როდესაც მობილური ტელეფონის ბალანსის შევსებაც კი არ არის შესაძლებელი ამ უკანასკნელის გარეშე. წარმოიდგინეთ მეათე სართულზე ლიფტის გარეშე სიარული, ყოველდღე, დღეში 4-ჯერ და ტექნიკური ხარვეზების გამო გვირაბში გაჭედილი მეტროს ვაგონი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სიტუაცია დღესდღეობით თითქმის ფანტაზიის სფეროა, თუმცა იყო დრო, როდესაც ეს საქართველოს მოსახლეობის 95%25-ის ყოველდღიურობას წარმოადგენდა.
მათ, ვისაც ახსოვს ბნელი 90-იანები, კარგად ემახსოვრება ელექტროენერგიის არქონის პოპულარული მიზეზებიც: „მეცხრე ბლოკი გაითიშა”, „ტრანსფორმატორი გადაიწვა”, „გადამცემი ხაზი დაზიანდა”, „მეცხრე ბლოკი ისევ გაითიშა”. ეს ყველაფერი კი განპირობებული იყო გადამცემი ინფრასტრუქტურის გაუმართაობით. ანუ, ჰესების მიერ გენერირებული ელექტროენერგიის გადანაწილება ვერ ხდებოდა ოპტიმალურად.
ელექტროენერგიის ელექტროსადგურიდან თქვენს მაცივრამდე გასავლელი გზა რამდენიმე საფეხურისაგან შედგება:
პირველ რიგში, ხდება ელექტროენერგიის გენერაცია ჰიდრო ან თბოელექტროსადგურების მიერ
გენერირებული ელექტროენერგიის გადაცემა
და ბოლოს, ნაწილდება მომხმარებლებს შორის
ქსელი საკმაოდ კომპლექსურია და გარდა საოპერაციო ხარჯებისა, ასოცირდება პირველად ინვესტიციებთან, რომელიც საბოლოო ტარიფის 75-80%25-ს შეადგენს.
დღესდღეობით 1 კვტ/სთ ელექტროენერგია 16 თეთრი ღირს. ფასის წარმოება კი სამი ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით ხდება:
ელექტროენერგიის წარმოების ფასი (საშუალო |
4.65 თეთრი/კვსთ |
ელექტროენერგიის გადაცემის |
0.83 თეთრი/კვსთ |
ელექტროენერგიის გადანაწილების ფასი |
8.08 თეთრი/კვსთ |
ჯამი |
13.56 თეთრი/კვსთ |
დღგ (18%25) |
2.44 თეთრი/კვსთ |
ელექტროენერგიის ტარიფი |
16 თეთრი/კვსთ |
იმისათვის რომ სისტემა ფუნქციონალური იყოს, აუცილებელია სამივე საფეხურზე არსებობდეს გამართული ინფრასტრუქტურა
ელექტროენერგიის გენერაციისათვის აუცილებელი ელექტროსადგურების უმეტესობა აშენდა საბჭოთა დროს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკაც და მოსახლეობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, გენერაციაში ახალი კაპიტალის ინვესტირება დიდი ხნის მანძილზე დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა. ამან განაპირობა ის, რომ წარმოების ფასი ბევრად ნაკლებია (4.65 თეთრი), ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ გენერაციაში იმავე მოცულობით ინვესტიცია იქნებოდა განსახორციელებელი - როგორც ეს არცთუ ისე დიდი ხნის წინ დისტრიბუციაში იყო საჭირო.
90-იანი წლების სიბნელის მთავარი მიზეზი იყო არა ის, რომ საქართველოს ენერგოსისტემა საკმარისი ოდენობის დენის გენერირებას ვერ ახერხებდა, არამედ ის, რომ წარმოებული დენის გაყიდვას და მოხმარებული დენის საფასურის ამოღებას ვერ ახერხებდა. ამ ვითარებისათვის რომ თავი დაგვეღწია, აუცილებელი იყო ელექტროენერგიის სადისტრიბუციო სისტემის შეცვლა და ინვესტიციების მოზიდვა. აქედან გამომდინარე, საბოლოო ტარიფის 50%25 ელექტროენერგიის გადანაწილების ხარჯებია. 8 თეთრი/კვსთ მოიცავს პირველადი ინვესტიციების (სესხის დაფარვა, დივიდენდები) ხარჯს, საოპერაციო ხარჯებს და დამატებით ფინანსურ/ადმინისტრაციულ ხარჯებს.
დღეს არსებული ტარიფები მარეგულირებელმა კომისიამ (სახელმწიფო ორგანო, რომელიც აკონტროლებს ტარიფების შესაბამისობას ელექტროენერგიის რეალურ ღირებულებასთან) 2006 წელს დაამტკიცა და დადგენილებით 2015 წლამდე არ შეიცვლება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიის მოხმარება ეკონომიკის ზრდასთან ერთად პროპორციულად იზრდება, აუცილებელია აშენდეს ახალი ელექტროსადგურები, მოხდეს არსებულის მოდერნიზაცია. ეს ყველაფერი ახალ კაპიტალდაბანდებას საჭიროებს. ამ ინვესტიციების მოზიდვას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუკი პოპულისტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ტარიფების შემცირება არ მოხდება და ინვესტორს ჩადებული ფულის ამოღების შესაძლებლობა ექნება.
მოსახლეობას პერიოდულად მაინც უჩნდება პროტესტი ენერგოსექტორის მიმართ, იქნება ეს დროებითი შეფერხებები თუ გაზრდილი ტარიფები. ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური თემაა. საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ განცდა, რომ ელექტროენერგია, რომელსაც ისინი მოიხმარენ, გაუმართლებლად ძვირად არის შეფასებული და რომ მისი, როგორც მინიმუმ, განახევრება უნდა მოხდეს.
იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის მოთხოვნის საპასუხოდ ხელოვნურად მოხდება ტარიფის შემცირება, ენერგიის მოხმარება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ინვესტიციების განხორციელება არ მოხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ელექტროენერგიის ბიზნესი წაგებიანი გახდება - რადგან ტარიფი ვერ დაფარავს გაზრდილ მოხმარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
ამჟამად საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანაა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე, რომელიც, თავის მხრივ, ზრდის მთლიან შიდა პროდუქტს და აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. იმპორტული ელექტროენერგიის გამოყენება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება პიკს აღწევს და შიდა ბაზარზე წარმოებული პროდუქტი მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს. შესაბამისად, თუ ელექტროენერგიის ტარიფი ხელოვნურად შემცირდება, კიდევ უფრო გაიზრდება მოხმარება, რაც იმპორტულ ელექტროენერგიაზე მოთხოვნას გაზრდის. ეს თავისთავად ქმნის დამატებითი მაგისტრალების მშენებლობის აუცილებლობას. დაბალი ტარიფის პირობებში ინვესტორისთვის საქართველოს ბაზარი უინტერესო ხდება და საბოლოოდ, ელექტროენერგიის მასობრივ დეფიციტს მივიღებთ.
![]() |
15 ჩამსხვრეული ფანჯრები |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუსი
ოთარ კახიძე
საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ციხეების განტვირთვის მიზნით დაანონსებულმა ამნისტიამ უკვე კონკრეტული მონახაზი შეიძინა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელმაც ყოველგვარ გონივრულ მოლოდინს გადააჭარბა. ამნისტია სხვადასხვა სახით შეეხება ყველა ტიპის დანაშაულს და ყველა მსჯავრდებულს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მითითებული - რამდენი პატიმარი დატოვებს ამნისტიის შედეგად სასჯელაღსრულების სისტემას. იმის გათვალისწინებით, რომ ამნისტია ეხება დანაშაულთა ერთობლიობას და, ამავე დროს, განახევრებას ექვემდებარება სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვადაზე ადრე საპატიმროებიდან გათავისუფლდება დაახლოებით 14000-მდე მსჯავრდებული.
პროექტი იმდენად რადიკალურია, რომ საეჭვოა იგი მისაღები აღმოჩნდეს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებისათვის. ამგვარი ნაბიჯის გადადგმა აუცილებლად გამოიწვევს დანაშაულის მკვეთრ ზრდას და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სამართალდამცავ სისტემას, რაც, ლოგიკურად, არ უნდა იყოს მთავრობის ინტერესებში.
ამნისტიის კანონპროექტის განხილვამდე, უნდა განიმარტოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულია დანაშაულთა სამი კატეგორია: ნაკლებად მძიმე - რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, მძიმე - რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 10 წელს და განსაკუთრებით მძიმე - ანუ დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით.
აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლი შეიძლება მოიცავდეს სამივე კატეგორიის დანაშაულს. მაგალითად, ავიღოთ მუხლი 178 - ძარცვა, ანუ ადამიანისთვის რაიმეს წართმევა - ამ მუხლს აქვს ოთხი ნაწილი, აქედან პირველია 150 ლარამდე ღირებულების ქონების დაუფლება, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულს წარმოადგენს, მეორე და მესამე ნაწილი უკვე მძიმე დანაშაულია, ვინაიდან მოიცავს ძალადობას, ბინაში შეღწევასა და სხვა გარემოებებს, მეოთხე ნაწილი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან მასში ორგანიზებულ მძარცველთა ჯგუფი ფიგურირებს და, შესაბამისად, ყველაზე საშიშია საზოგადოებისათვის.
განვიხილოთ ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას:
ა) მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემცირება;
ბ) ნაკლებად მძიმე, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულების გათავისუფლება;
გ) პირობით მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხსნა. გავყვეთ თანმიმდევრულად.
- სასჯელის განახევრება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული ქალების, არასრულწლოვნებისა და პირველად დანაშაულის ჩამდენი სრულწლოვანი მამაკაცებისათვის.
ეს კანონპროექტის ყველაზე „ჰუმანური” ნაწილია, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ - შეღავათები ორგანიზებულ დანაშაულს, ვინაიდან იგი ვრცელდება არა მხოლოდ ცალკეულ კრიმინალზე, არამედ სტრუქტურირებულ, სპეციალურად დანაშაულის ჩასადენად შეკავშირებული დაჯგუფებების წევრებზე. ეს არის დანაშაულის ყველაზე საშიში სახე.
საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალიდან იმ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისა, რომელსაც ეხება ამნისტია, მკითხველის ყურადღებას მივაპყრობ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე, მეტი თვალსაჩინოებისათვის შევეცდები მაგალითების მოხმობას.
1. ამნისტია ეხება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზებულ დანაშაულს, კერძოდ, იმ დაჯგუფებების წევრებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ:
ა) ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა - მათ შორის, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბინაში შეღწევით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მისაკუთრების მიზნით - მაგალითად, დაჯგუფება, რომელიც გადანაწილებული როლებით, ნიღბებითა და იარაღით, გამორჩეული განსაკუთრებული სისასტიკით, ღამით შევიდა მსხვერპლის სახლში ოჯახის დასაყაჩაღებლად.
ბ) თაღლითობა, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მისაკუთრების მიზნით - მაგალითად, პირები, რომლებიც მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეთა უძრავ ქონებას და შემდგომში თაღლითურად გაყიდეს იგი.
გ) გამოძალვა, მათ შორის, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჩადენილი რეკეტირის მიერ - მაგალითად, მოქალაქის შეყენება, ან როდესაც ქონების წაგლეჯას წინ უძღვის ჩაგვრა, აგრესია, შანტაჟი, ძალადობის მუქარა.
დ) წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება - მაგალითად, მოპარული სარკეების, კანტების, მაგნიტოფონების, მობილურებისა და სხვა ქონების ჩაბარება/ გაყიდვა. საუკეთესო მექანიზმი ამგვარი ქონების ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და გამოძალვის პრევენციისათვის.
2. ამნისტია ეხება ორგანიზებულ ნარკო დანაშაულს, კერძოდ, იმ დაჯგუფებების წევრებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ:
ა) ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, დამზადება, საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვა, გასაღება - მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - მაგალითად, მსხვილი ნარკოდილერებისა და საზღვარგარეთიდან ნარკოტიკების იმპორტიორთა ქსელის წევრები.
ბ) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის სპეციალური სადგომის ანდა ასეთ სადგომში მისი უკანონოდ მოხმარების ორგანიზება - აქ მაგალითის გარეშეც გასაგებია, თუ რასთან გვაქვს საქმე.
3. ამნისტია ეხება სამეწარმეო, ეკონომიკური და საფინანსო საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზებულ დანაშაულს, კერძოდ, იმ დაჯგუფებების წევრებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ:
ა) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), აგრეთვე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - მაგალითად, ორგანიზებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალურად წარმოჩენა და ამ ქონებით მანიპულირება, ეს არის დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას, საბანკო სექტორს, ამავე დროს, წარმოადგენს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების განსაკუთრებული ინტერესისსაგანს.
ბ) საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, აგრეთვე ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან / და გამოყენება, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
გ) ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
დ) ყველა ტიპის კონტრაბანდა, მათ შორის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიოაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად - გადატანა ან გადმოტანა.
4. ამნისტია ეხება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ისეთ მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მათ შორის: დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
ხულიგნური ქვენა გრძნობით;
რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
ჯგუფურად - აგრეთვე იმ შემთხვევასაც, როდესაც ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მაგალითად, რომელიმე უბნის ძველი ბიჭების მიერ ვინმეს ცემა და დაჭრა, მოტივით, ან მის გარეშეც.
ბ) სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მათ შორის:
ორი ან მეტი პირის მიმართ;
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან და დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
შეკვეთით;
რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
მაგალითად, ვინმეს სისტემატური ცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი იეჰოვას მოწმე, ეთნიკურად სომეხი ან შავკანიანია.
ამ ჩამონათვალის გარდა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტში მოცემულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ვრცელ სიაში აგრეთვე გვხვდება ნარკოტიკების მოხმარებაზე არასრულწლოვნის დაყოლიება, ადამიანებით ვაჭრობა და სხვა არა ერთი ძალიან საშიში კანონდარღვევა.
- ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის მსჯავრდებული პირებისა და პრობაციონერების სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.
პირობითი სასჯელის მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება. პრობაციის ბიურო ახორციელებს ზედამხედველობას პრობაციონერებზე და სთავაზობს მათ გარკვეულ (არასაკმარის, მაგრამ მაინც) სერვისებს, ამასთან, პირობით მსჯავრდებული პირები აცნობიერებენ, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის ვადა შესაძლოა გადაიზარდოს პატიმრობაში და, შესაბამისად, თავს იკავებენ კანონდარღვევისაგან. ეს არის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც იწვევს ქურდობის, ხულიგნობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვა დანაშაულის პრევენციას.
აღსანიშნავია, რომ ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს მსჯავრდებულის უნარჩვევებისა და სხვა ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, პირობითი მსჯავრის შეცვლას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. აგრეთვე არსებობს განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ პირობითი მსჯავრის მოხსნის სამართლებრივი მექანიზმი.
კანონპროექტით წარმოდგენილი ვარიანტი, რომ პირობითი მსჯავრი მოეხსნას 35000-მდე დამნაშავეს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რამდენჯერაა ნასამართლევი, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი, პირობითი მსჯავრის რა ვადა აქვთ მოხდილი - გამოიწვევს ზემოაღნიშნული შემაკავებელი ფაქტორის მოხსნას და, შესაბამისად, დანაშაულის მაჩვენებლის ზრდას.
ანალოგიური მიდგომაა გადმოცემული ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. ამნისტიის კანონპროექტით ვიგებთ, რომ არა აქვს მნიშვნელობა არც პირის წარსულში ნასამართლობას და არც იმას, თუ რამდენი დანაშაულის ერთობლიობისთვის არის იგი მსჯავრდებული. მაგალითად, პირი, რომელსაც სხვადასხვა დროს ჩადენილი აქვს ქურდობის რამდენიმე ეპიზოდი, ხულიგნობა, ცემა და ჯანმრთელობის დაზიანება - გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.
დიახ, კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც იხდიან საპატიმრო სასჯელებს, არამედ ინიციატორებს სურთ, უბრალოდ შეწყვიტონ გამოძიება 6 ნოემბრამდე ჩადენილ დანაშაულებზე. არგუმენტები ციხის პირობებსა და უსამართლო მართლმსაჯულებაზე აქ არ გამოდგება, ეს არის პირდაპირი დეკლარირება ნაკლებად მძიმე დანაშაულისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების, რაც დანაშაულის ჩადენის უშუალო წახალისებას ნიშნავს.
გასული წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე გავრცელებული სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულებია, კერძოდ: ნარკოტიკების მოხმარება, დამამძიმებელი გარემოებების გარეშე ჩადენილი ქურდობა, თაღლითობა, იარაღის ტარება, ჯანმრთელობის დაზიანება, ცემა, მუქარა, ხულიგნობა და სხვა. მთლიანობაში, ნაკლებად მძიმე დანაშაული შეადგენს ჩადენილი კრიმინალის დაახლოებით 60%25-ს.
ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის მსჯავრდებულ პირთა ამნისტირება, საზოგადოების მხრიდან შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც პოზიტიური სიგნალი წვრილმანი დანაშაულის მიმართ, რაც წარმოქმნის უდანაშაულობის განცდას და აუცილებლად გააუარესებს კრიმინოგენურ ვითარებას.
ნულოვანი ტოლერანტობა
„თუკი შენობაში პირველი ჩამსხვრეული ფანჯარა არაღდგება, მაშინ ფანჯრების ჩამსხვრევის მოსურნე ადამიანები ჩათვლიან, რომ არავის ანაღვლებს ამ შენობის ბედი და უფრო მეტი ფანჯარა ჩაიმსხვრევა. მალე შენობას საერთოდ არ ექნება ფანჯრები”. - ჯეიმს ქ. ვილსონი და ჯორჯ კელინგი, 1982.
ეს გახლავთ ციტატა „ჩამსხვრეული ფანჯრების” თეორიიდან, რომლის თანამადაც, წვრილმანი დანაშაულის უკონტროლობა ქმნის ზოგადი უწესრიგობას განცდას და განაპირობებს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ზრდას. სწორედ აქედან იღებს სათავეს ტერმინი - „ნულოვანი ტოლერანტობა”, რომელმაც აქტუალურობა ნიუიორკის მერად რუდოლფ ჯულიანის არჩევის შემდეგ შეიძინა.
დანაშაულის დედაქალაქი
90-იანი წლების ნიუ იორკში ძალიან მაღალი იყო ისეთი დანაშაულის მაჩვენებელი, როგორიცაა - მანქანის ქურდობა, მანქანის ნაწილის ქურდობა, ძარცვა, ჯიბის ქურდობა და ა.შ. ქალაქის მცხოვრებლები ავტომობილის მინაზე აკრავდნენ ფურცელს წარწერით - „მანქანაში არ დევს მაგნიტოფონი, გთხოვთ, ტყუილად ნუ ჩაამსხვრევთ”. ხაზი უნდა გაესვას, რომ ასევე მაღალი იყო მკვლელობის, ყაჩაღობისა და სხვა ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებლები.
1993 წელს ნიუ იორკის მერად რუდოლფ ჯულიანის არჩევისა და 94 წლის იანვარში ქალაქის პოლიციის უფროსად ბილ ბრეტონის დანიშვნის შემდეგ, დაიწყო პოლიციის სისტემის რეფორმირება და შემუშავდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მკაცრი პოლიტიკა. გადადგმული ნაბიჯებიდან გამოსაყოფია რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი:
პოლიციას განესაზღვრა კონკრეტული ამოცანები, როგორიცაა, მაგალითად, „მოაშორეთ იარაღი ქუჩებიდან”, „აღმოფხვერით ძალადობა სკოლებში”, „განდევნეთ ნარკო დილერები ქალაქიდან”;
გაუმჯობესდა საინფორმაციო სისტემები, დადგინდა დანაშაულის „ცხელი წერტილები”, კრიმინოგენური ტენდენციები განისაზღვრა უბნების დონეზე;
ადგილობრივ ოფიცრებს დაეკისრათ პასუხისმგებლობა მათ სამოქმედო არეალში დანაშაულის მაჩვენებელზე. კერძოდ, დაევალათ შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, დაინერგა მონიტორინგის სპეციალური სისტემა, ე.წ. კომპსტატ მეთოდით, რომელიც მოიცავდა დანაშაულის რუკის შედგენასა და ტენდენციების ყოველკვირეულ ანალიზს პოლიციის ხელმძღვანელობასთან ერთად;
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პერსონალის შერჩევასა და ადეკვატურ მომზადებას, ამავე დროს, მათ აღჭურვას ყველა საჭირო რესურსით;
მუშაობის ტრადიციული წესის, შემთხვევითი შერჩევით პატრულირებისა და პოსტფაქტუმ რეაგირების ნაცვლად, პოლიციაში დაინერგა ახალი მეთოდები, რომლებიც მორგებული იყო კონკრეტული რაიონის სპეციფიკას, მათ შორის - წვრილმანი დამნაშავეებისადმი მკაცრი მოპყრობა, იარაღის ბრუნვის კონტროლი, შენობებზე ვერტიკალური პატრულირება, უფორმო პოლიციელების მოძრაობა ქუჩებში, ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების ამუშავება და სხვა;
გაიზარდა კოორდინაცია სხვადასხვა საპოლიციო უწყებებს შორის, მათი ამოცანა გახდა არა ინდივიდუალური წარმატება, არამედ კონკრეტულ რაიონში დანაშაულის კონტროლი.
გატარებული პოლიტიკა ეფექტიანი და წარმატებული აღმოჩნდა. ბილ ბრეტონის განცხადებით: „ნიუ იორკი, რომელიც ითვლებოდა დანაშაულის დედაქალაქად, გადაიქცა ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისად მსოფლიოში. როგორ მოხდა ეს? ამაში „ბრალი“ მიუძღვის პოლიციას. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ნიუ იორკის პოლიციას, პასუხისმგებლები არიან დანაშაულის ამ დრამატულ კლებაში, რაც დღესაც გრძელდება”. მართლაც, თუ გადავხედავთ 1993-1996 წლების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, წვრილმანი დანაშაულის შემცირების პარალელურად, 36%25-ით იკლო ძალადობრივი დანაშაულის რაოდენობამ, ხოლო მკვლელობების რიცხვი თითქმის განახევრდა.
საქართველო ნულოვან ტოლერანტობამდე
2006 წელს საქართველოში არა ნაკლებ საგანგაშო კრიმინოგენური ვითარება იყო. რეგისტრირებული კრიმინალის უმეტესი ნაწილი მოდიოდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე. თბილისი ითვლებოდა ქალაქად, სადაც 10 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იყო დანაშაულის მსხვერპლად გახდომის რისკი. აქ მანქანას ჰპარავდნენ ყველაფერს, რაც მას ეხსნებოდა, იპარავდნენ თვითონ მანქანებსაც და ეს ხდებოდა მასობრივად. ჩვეულებრივი მოვლენა იყო მობილური ტელეფონების წართმევა, ე.წ. შეყენება და ფულის წართმევა, საყურეების ჩამოგლეჯა ქალებისთვის, ყაჩაღობა ლიფტებში, მანქანებში, სადარბაზოებში. კრიმინალები ძარცვავდნენ, ქურდავდნენ, შედიოდნენ სახლებში და ა.შ.
ნარკოტიკები ხელმისაწვდომი იყო, ნახმარი შპრიცები ეყარა ყველა უბანში, ნარკოტიკების მოხმარება წარმოადგენდა მოდას, ნარკოდამოკიდებული პირები ჩადიოდნენ სხვა, უფრო მძიმე დანაშაულებს.
ცალკე უნდა გამოვყოთ ქურდული სამყაროს გავლენა კრიმინოგენურ ვითარებაზე. საინტერესოა, რომ 15 რესპუბლიკისგან შემდგარ საბჭოთა კავშირში „მოღვაწე” კანონიერი ქურდების 1/3 საქართველოდან იყო. ქურდები იყვნენ ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ლიდერები, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობრივ კონტროლს ციხეებზე, ბიზნესზე, საზოგადოებაზე. ქურდების მიმართ შიში განაპირობებდა მათ ავტორიტეტს, რის გამოც ისინი იყვნენ ერთგვარი მისაბაძი მაგალითები ახალგაზრდებისთვის.
ქუჩის დანაშაული უშუალოდ უკავშირდებო და კანონიერ ქურდებს. წვრილმანი დამნაშავეები წარმოადგენდნენ ქურდული სამყაროს პირამიდის პირველ საფეხურს. კანონიერი ქურდები კრიმინალურ კარიერას სწორედ ჯიბგირობით, ქურდობითა და მცირე გამოძალვით იწყებდნენ. დამწყები კრიმინალები იყვნენ კანონიერი ქურდების დასაყრდენი ძალა, საკადრო რესურსი და, ამავე დროს, ისინი ყველაზე მეტად აწუხებდნენ საზოგადოებას, რადგან ე.წ. ქუჩის დანაშაულის ხვედრითი წილი შეადგენდა დანაშაულის მთლიანი მაჩვენებლის 2/3-ს.
კრიმინოგენურ ვითარებას ადეკვატურად ვერ პასუხობდა სამართალდამცავი სისტემა, პრობლემატური იყო პოლიციის მიერ დანაშაულის რეგისტრაცია, საზოგადოება არ თანამშრომლობდა მართლმსაჯულებასთან, სასამართლოები სასჯეჯელის სახით უმეტესად იყენებდნენ ჯარიმასა და პირობით მსჯავრს.
- ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში გატარებული ზომები
ქურდები
ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებით. შემუშავდა კანონი ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, რომლითაც განიმარტა კანონიერი ქურდისა და ქურდული სამყაროს წევრის, როგორც ტერმინთა მნიშვნელობები. კანონმა აგრეთვე საშუალება მისცა სახელმწიფოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გაწერილი პროცედურის დაცვით, ჩამოერთმია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება კანონიერი ქურდებისა და ქურდული სამყაროს წევრებისათვის.
2006 წლიდან მოყოლებული, კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა და მსჯავრი დაედო 170-ზე მეტ პირს.
მსჯავრდებული კანონიერი ქურდები, რომლებიც ადრე სხვადასხვა ციხეებში იყვნენ განაწილებული, შეასახლეს სპეციალურ მე-7 საპყრობილეში და განათავსეს დანარჩენი პატიმრებისგან განცალკევებით. მათ მოესპოთ საშუალება, ეძალადათ სხვა მსჯავრდებულებზე, აგრეთვე კონტაქტი დაამყარებინათ დანაშაულებრივ სამყაროსთან, როგორც პენიტენციარულ სისტემაში, ისე მის გარეთ. მათ ჩამოერთვათ კრიმინალური გზით მოპოვებული მილიონობით ღირებულების ქონება.
ქუჩის დანაშაული
ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის განსახორციელებლად, 2006 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, პარლამენტმა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება.
ა) გამკაცრდა სასჯელის ზომები გავრცელებული დანაშაულებისთვის და აიკრძალა სავალდებულო მინიმუმზე დაბალი სანქციის შეფარდება გამოძიებასთან თანამშრომლობის გარეშე;
ბ) ცალკე დასჯადად გამოცხადდა ავტო სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ მიმართული ქურდობა და განისაზღვრა მკაცრი სასჯელი;
გ) დანაშაულად გამოცხადდა საბუთის გარეშე ავტონაწილის, მობილური ტელეფონის ან ნებისმიერი ტექნიკის შეძენა ან გასაღება და განისაზღვრა მკაცრი სასჯელი;
დ) მკაცრი ზომები განისაზღვრა ნარკო დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის;
ე) განისაზღვრა სასჯელის სრულად შეკრების წესი. ამასთან, განხორციელდა სამართალდამცავი სისტემის რეფორმა, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა უწყებების შერწყმით შემცირდა სტრუქტურული პარალელიზმი, გადახალისდა ადამიანური რესურსი, პოლიცია აღიჭურვა თანამედროვე ოპერატიული საშუალებებით, დაინერგა ეთიკის სტანდარტები, მკაცრი კონტროლი დაწესდა დანაშაულის რეგისტრაციაზე, გაუმჯობესდა პოლიციის მუშაობა რაიონულ და უბნის დონეზე. ამასთან, ამუშავდა საპროცესო შეთანხმების მექანიზმი, რამაც ხელი შეუწყო გამოძიებასთან თანამშრომლობას, სხვა დანაშაულების გახსნასა და მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას.
გატარებული პოლიტიკის შედეგად, 2005-დან 2009 წლამდე პერიოდში, საქართველოში მკვეთრად შემცირდა ყველა კატეგორიის დანაშაული. ოფიციალურ სტატისტიკასთან ერთად, დანაშაულის დონის მნიშვნელოვანი ვარდნის ტენდენცია დაადასტურა ევრო კავშირის ვიქტიმიზაციის კვლევის შედეგებმა - „საქართველო დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან რამდენიმე წელიწადში ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ გარდაიქმნა. თბილისი გახდა დასავლური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქი”... - აღნიშნავს იან ვან დაიკი, ვიქტიმოლოგიისა და ადამიანის უსაფრთხოების საკითხთა პროფესორი.
ნულოვანი ტოლერანტობის მაგალითი გვიჩვენებს, რომ წვრილმანი დანაშაულისათვის დაუსჯელობა გამოიწვევს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ზრდას და საბოლოოდ, ამ ყველაფრით დაზარალდება საზოგადოება, ვინაიდან მეტი ადამიანი გახდება კრიმინალის მსხვერპლი, გაუარესდება უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო, შეფერხდება ეკონომიკის განვითარება. საბოლოოდ, ეს მძიმედ აისახება მთლიანად სახელმწიფოზე.
პატიმართა რაოდენობა
ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ, დანაშაულის მკვეთრ შემცირებასთან ერთად, ბუნებრივია, გამოიწვია პატიმართა რაოდენობის ზრდა, 100 000 მოსახლეზე პატიმრების რიცხოვნობით საქართველო ლიდერ ქვეყნებს შორის მოექცა აშშსა და რუსეთთან ერთად.
2011 წლის ივნისის სტატისტიკური მდგომარეობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო 24 125 პირი. სქესობრივ ასაკობრივ ჭრილში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის ყველაზე მეტი ხვედრითი წილი სრულწლოვან კაცებზე მოდიოდა (22 725). ამასთან, ბრალდებულთა დამსჯავრდებულთა 79.5%25 იყვნენ 18-45 წლის პირები (19 188).
პატიმართა დიდი რაოდენობა წინა ხელისუფლებამ ერთ-ერთ გამოწვევად მიიჩნია. შესაბამისად, 2012 წელს შემუშავდა სასჯელაღსრულების სისტემის ეტაპობრივი განტვირთვის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ციხეების განტვირთვის თვის მნიშვნელოვნად ჩაითვალა, ერთი მხრივ, პატიმართა ახალი ნაკადის, ხოლო მეორე მხრივ, არსებულ პატიმართა რაოდენობის შემცირება.
კონცეფციის თანახმად:
პირველ მიზანს ემსახურება - სისხლისსამართლებრივი დევნისა და პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმების იმპლემენტაცია, კერძოდ: განრიდება, აგრეთვე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომისა და სხვა არასაპატიმრო სასჯელების გამოყენება;
მეორე მიზანს ემსახურება - პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის ინტენსიურად ამოქმედება, აგრეთვე საპატიმრო სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლა.
დაიწყო თავისუფლების შეზღუდვის, ე.წ. ნახევრად სახლის ტიპის დაწესებულებების კონცეფციის რეალიზაცია, რაც გულისხმობს პატიმართათვის სასჯელის ბოლო თვეების გატარებას ღია გარემოში, სხვადასხვა პროფესიების შესწავლას და სარეაბილიტაციო პროგრამების გავლას, რათა მსჯავრდებული უფრო მომზადებული დაუბრუნდეს საზოგადოებას.
თითოეული ზემოაღნიშნული მექანიზმი გულისხმობს მსჯავრდებულებთან ინდივიდუალურ მიდგომას, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების შესწავლას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, ეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერთან ერთად, დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვის პროცესი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ცალკეული დანაშაულების დეკრიმინალიზაცია, სასჯელების შემცირება და კოდექსის მოდერნიზაცია.
დასკვნა
პატიმართა რაოდენობის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმამდე, აუცილებლად უნდა გაანალიზდეს შესაბამისი რისკები, მსჯავრდებულთა საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, იმ დანაშაულთა გავრცელების დონე, რომლებსაც ეხება ცვლილება და სხვა ფაქტორები.
პატიმართა რაოდენობის შემცირების მიზნით, ამნისტიასა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმებს შორის, პრიორიტეტი ამ უკანასკნელს უნდა მიენიჭოს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დანაშაულის პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს მოსალოდნელი სასჯელის რაციონალური განჭვრეტა პოტენციური სამართალდამრღვევის მხრიდან. ამ ფაქტორის გაუაზრებლობამ შესაძლოა მიგვიყვანოს შენობამდე, რომელსაც აღარ ექნება ფანჯრები.
![]() |
16 რატომ მოიგო ობამამ? |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ნინო დუნდუა , ნინი გოგიბერიძე
ყველა ფოტო: REUTERS ©
„თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ ამერიკა არის ადგილი, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ დამფუძნებელი მამების იდეალები ჩვენს დროში აღარ არსებობს და დემოკრატიის ძალას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მან მიიღო პასუხი. ამერიკამ დღეს მსოფლიოს უთხრა, რომ არასდროს ყოფილა წითელი და ლურჯი შტატების ნაკრები, ჩვენ ვართ და ვიქნებით ამერიკის შეერთებული შტატები. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. თქვენ, როგორც ყოველთვის, ხმა მიეცით მოქმედებას და არა პოლიტიკას. თქვენ აგვირჩიეთ, რათა ყურადღება მივმართოთ თქვენს პრობლემებზე, რათა ერთად გადავჭრათ ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევები და ამისთვის ორივე პარტიის ლიდერებთან ერთად ვიმუშავებ. ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ შევცვლით”, - ამ სიტყვებით მიმართა ჩიკაგოდან ხალხს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, რიგით 57-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ჰუსეინ ობამამ.
ობამას მხარდამჭერი გამარჯვებას ზეიმობს. ნიუ იორკი
ობამა ჰარი ტრუმენის შემდეგ პირველი პრეზიდენტია, რომელიც ამერიკამ მეორე ვადით აირჩია. ეს მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა მისი პრეზიდენტობის 39 თვის მანძილზე 8%25-ს აღემატებოდა. დღეს ამერიკელები გამოიმუშავებენ იმაზე ნაკლებს, ვიდრე ოთხი წლის წინ. საშუალო შემოსავალი ქვეყნის მასშტაბით 3,800 აშშ დოლარზე ნაკლებია.
მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, პოლიტიკურ დისკურსში ერთადერთი საკითხი დომინირებდა - ეკონომიკა. მოქმედი პრეზიდენტი ცდილობდა ამომრჩეველი დაერწმუნებინა, რომ მას ეკონომიკის წინსვლისთვის სწორი გეგმა აქვს. რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი კი საარჩევნო კამპანიას ერთ ძირითად იდეაზე აგებდა, იგი ამომრჩეველს ეკითხებოდა - „თქვენ უკეთესად ცხოვრობთ დღეს, ვიდრე ოთხი წლის წინ?”
ამ გადმოსახედიდან, მიტ რომნის მიზანი ცხადი იყო. მას სურდა საარჩევნო პროცესი ერთგვარ რეფერენდუმად გადაექცია - ართმევს თუ არა თავს მოქმედი პრეზიდენტი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას. რესპუბლიკური პარტიის ამ სტრატეგიას ისიც ამართლებდა, რომ ყოველი ათი ამომრჩევლიდან ექვსი, ეკონომიკას მისთვის „უმთავრეს საკითხად” აცხადებდა. ამ ჯგუფის ხმები რომნიმ მცირედი უპირატესობით მოიგო (რომნი - 51%25, ობამა - 47%25). და მაინც, მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. რატომ?
არჩევნების შედეგები ოჰაიოს შტატში
ბარაკ ობამამ წინასაარჩევნო რბოლა ეფექტურად გადააქცია დილემად ორ კანდიდატს შორის, რომელსაც „ესმის” და უბრალოდ „არ ესმის” ამომრჩევლის. ეგზიტპოლების მიხედვით, გამოკითხულთა 27%25 ამბობდა, რომ კანდიდატის მთავარი თვისებაა „ჩემი ღირებულებების გაზიარება”. რომნიმ მათი ხმების 55%25 მოიგო. კიდევ 18%25-ს სურდა „ძლიერი ლიდერი”. რომნიმ აქ 61%25 აჩვენა. ამომრჩეველთა 29%25-ს უნდოდა კანდიდატი, რომელსაც ექნებოდა „მომავლის ხედვა”. რომნიმ მათ შორისაც გაიმარჯვა. თუმცა ყოველი ობამას მხარდამჭერი გამარჯვებას ზეიმობს. ნიუ იორკი ხუთი ამომრჩევლიდან ერთი აცხადებდა, რომ კანდიდატი, რომელიც „ზრუნავს ჩემნაირ ადამიანებზე”, გადამწყვეტი იყო მათ არჩევანში. ბარაკ ობამამ ასეთ ჯგუფში 82%25-ით მოიგო, რომნიმ კი მხოლოდ 17%25 დააგროვა.
წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედმა პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენის 1948 წლის და ჯორჯ ბუშის 2004 წლის კამპანიის სტრატეგიის ნაწილი ისესხა. ორივე მოქმედ პრეზიდენტს უწევდა ნეგატიური კამპანიის წარმოება ოპონენტის წინააღმდეგ, კანდიდატის დისკვალიფიკაციას იმედით. მათი რეიტინგი მუდმივად 50 პროცენტს ქვემოთ რჩებოდა. ბუშის და ტრუმენის ოპონენტები, იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში, ძლიერი კანდიდატები იყვნენ, თუმცა მოქმედი პრეზიდენტის სისუსტეებზე ფოკუსირებას ვერ ახერხებდნენ. 1948 და 2004 წლებში აშშ-ის პოლიტიკურ გარემოში ერთი საკითხი დომინირებდა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ 2004 წელს მთავარი თემა იყო არა ეკონომიკა, არამედ ომი და ეს მთავარი თემა მოქმედი პრეზიდენტისთვის წაგებიანი აღმოჩნდა.
ბარაკ ობამამ მოახერხა ტრუმენის და ბუშის გამოცდილების გაზიარება და შეძლო ორი მიზნის ერთდროულად განხორციელება:
1. დიდი ინტენსივობით იმუშავა საკუთარ ამომრჩეველთან, რაც იშვიათია თანამედროვე ეპოქაში. მისი მიზანი იყო მაქსიმალურად გაეზარდა დემოკრატიული ბაზის მისვლა საარჩევნო ყუთებთან. მაგალითად, პრეზიდენტის გუნდმა გამოაცხადა „ომი ქალებისთვის”. ამ მხრივ ობამას გუნდი ცდილობდა ქალების დარწმუნებას იმაში, რომ მასაჩუსეტსის გუბერნატორის მხარდაჭერა მათი უფლებების შეზღუდვის ტოლფასი იქნებოდა: რომნი დეპორტაციას გაუკეთებდა მათ მეგობრებსა და მეზობლებს, ღარიბებს არ მისცემდა სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამას, საზღვარგარეთ გადაიტანდა მათ სამუშაო ადგილებს, იერიშს მიიტანდა მათ პენსიებზე და შეუზღუდავდა კონტრაცეფციაზე ხელმისაწვდომობას. ამ სტრატეგიამ იმუშავა.
2. პრეზიდენტის გუნდმა ანალოგიური გულმოდგინებით იმუშავა იმ ამომრჩეველთანაც, ვინც ობამას მხარს არ უჭერდა (საშუალო ფენა, სოციალურად კონსერვატიული თეთრკანიანი ამერიკელები). ასეთი ტიპის ამომრჩევლისთვის ობამას გზავნილი შემდეგი იყო: „მე არ მოგწონვართ, მაგრამ ის კაცი უარესია”. მესიჯი დანიშნულების ადგილამდე მივიდა და წარმოუდგენლად ბევრი მათგანი სახლში დარჩა. ფაქტია, რომ მიტ რომნიმ მიიღო 1,3 მილიონით ნაკლები ხმა, ვიდრე ჯონ მაკკეინმა 2008 წელს.
ზოგადადაც, უნდა ითქვას, რომ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული საპრეზიდენტო კამპანიის ფონზე, რომელიც თითოეულ კანდიდატს თითქმის 1 მილიარდი დაუჯდა, 2008 წელთან შედარებით, საარჩევნო ყუთთან 7,9 მილიონით ნაკლები ამომრჩეველი მივიდა (123,6 მილიონი ადამიანი - 2012 წელს, 131,5 მილიონი - 2008 წელს). პრეზიდენტმა ობამამ თავისი 2008 წლის შედეგების 90.1%25 მიიღო; მიტ რომნიმ კი - სენატორ ჯონ მაკკეინის ხმათა 98.6%25.
2008 წელთან შედარებით დაბალი აქტივობის მიუხედავად, პრეზიდენტმა ობამამ არჩევნები, პირველ რიგში, იმიტომ მოიგო, რომ კარგი შედეგები აჩვენა ამომრჩეველთა ორ ძირითად და მზარდ ჯგუფში: ლათინოებსა (ესპანურენოვანი ამერიკელები) და ე.წ. მილენიუმის თაობის წარმომადგენლებში (1980 წლის შემდეგ დაბადებული მოქალაქეები). ლათინოების ჯგუფში ობამამ უკეთესი შედეგები აჩვენა, ვიდრე 2008 წელს. მან ხმათა 69%25 მოიპოვა (2008 წელს - 67%25). ეს იმ ფონზე, როდესაც ლათინოები ელექტორატის 10%25 გახდა. რაც შეეხება მილენიუმის თაობის წარმომადგენლებს, მათმა 60%25-მა ობამას მისცა ხმა (რომნის - 36%25-მა). დღეს ისინი მთლიანი ელექტორატის 19%25-ს შეადგენენ (2008 წელს მათი წილი 17%25 იყო).
სამაგიეროდ, პრეზიდენტმა ობამამ თეთრკანიანი ამერიკელების ხმები დაკარგა. ოთხი წლის წინ მას ე.წ. თეთრი ხმების 43%25 ერგო, წელს კი მხოლოდ 39%25. მაგრამ ეს ტენდენცია, ზოგადად, „თეთრი ხმების” კლებამაც განაპირობა: 2008 წელს ისინი ელექტორატის 74%25-ს წარმოადგენდნენ, ახლა კი - 72%25-ს. მიუხედავად ამისა, ბარაკ ობამა გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც „თეთრი ხმები” ორმაგი ნიშნულით წააგო.
საგულისხმოა, რომ რესპუბლიკელთა ისტებლიშმენტის ნაწილი დიდი ხანია თვლის, რომ პარტიამ ეთნიკური უმცირესობის წარმომავლობის ამომრჩევლების ხმების მოსაგებად, ცალკე პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რესპუბლიკელები უფრო უნდა „დაემსგავსონ” დემოკრატებს. თუმცა, მათ ავიწყდებათ, რომ ყველაზე წარმატებული რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი რონალდ რეიგანი ამ პრინციპის წინააღმდეგ წავიდა და თითქმის ყველა შტატში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მეტიც, მათ ასევე ავიწყდებათ მნიშვნელოვანი ტენდენცია - ზომიერი რესპუბლიკელი კანდიდატები აგებენ არაპოპულარულ დემოკრატ კანდიდატებთან (ჰარი ტრუმენი), არჩევნებამდე უცნობ კანდიდატებთან (ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი), ან კანდიდატებთან, რომელთაც ცუდი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვთ (ბარაკ ობამა).
ისიც უნდა ითქვას, რომ ამ არჩევნებში მთავარი როლი ითამაშა შემოსავალმა და არა ეთნიკურობამ. რესპუბლიკელების მარცხი დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეების მიუმხრობლობამ განაპირობა. ეგზიტპოლების მიხედვით, მართალია, რომნიმ მაკკეინის შედეგი გააუმჯობესა იმ ოჯახებს შორის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 30,000-50,000 დოლარს შორის მერყეობდა, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვნად დამარცხდა იმათ შორის, ვინც წელიწადში 30,000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს.
ნიუ ჰემპშირში, 2008 წელს, ობამამ 30,000-49,999 დოლარის შემოსავლის მქონეებში 3%25-ით მოუგო მაკკეინს, 2012 წელს კი 21%25-ით - რომნის. ოჰაიოში, იმავე დემოგრაფიულ ჯგუფში, 2008 წელს ობამამ 8%25-იანი სხვაობით გაიმარჯვა, 2012 წელს კი 12%25-იანით. ვირჯინიაში, 10%25-იანი სხვაობა 22%25-მდე გაიზარდა. კოლორადოში 3%25-იანი სხვაობა - 23%25-მდე. ნევადაში მაკკეინმა ეს ეკონომიკური კატეგორია 18%25-ით წააგო, რომნიმ კი 36%25-ით. პენსილვანიაში ობამასა და მის რესპუბლიკელ ოპონენტს შორის სხვაობა 17%25-დან 23%25-მდე გაიზარდა.
მუშათა კლასს შორის რომნის უარესმა შედეგებმა მაკკეინთან შედარებით, სავარაუდოდ, ბევრ შტატში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. რომნის რომ ის შედეგები შეენარჩუნებინა, რომელიც მაკკეინს ჰქონდა ამ შტატებში 30,000-49,999 დოლარის შემოსავლის მქონე ხალხს შორის, ის ალბათ მოიგებდა ოჰაიოს, ვირჯინიასა და კოლორადოს (ან შედეგები ისეთი თანაბარი იქნებოდა, რომ გამარჯვებულის დასახელება გაჭირდებოდა). მაშინ ნევადის და ნიუ ჰემპშირის მოგებაც შესაძლებელი გახდებოდა.
დღევანდელი მონაცემების 2004 წლის მონაცემებთან შედარება ძალიან ბევრ რამეს გვაჩვენებს. მაშინ, როცა რომნიმ ეს ეკონომიკური ჯგუფი 15%25-ით წააგო, ბუშმა 2004-ში მხოლოდ 1%25-ით დათმო. ის ოჯახები, რომელთაც წელიწადში შემოსავალი 100,000 დოლარი აქვთ, ობამამ 2012 წელს 10%25-ით მოიგო, 2004 წელს კი კერიმ მხოლოდ 1%25-ით. 2004 წელს კერიმ მერყევ შტატებში 30,000-49,999 ჯგუფში ძალიან მცირე განსხვავებით გაიმარჯვა. 2008 წლისთვის კი ობამა ამ ჯგუფში დიდი გასხვავებით იგებდა. მაგალითად, 2004-ში ბუშმა პენსილვანიაში ეს ჯგუფი 3%25-ით მოიგო, მაგრამ 2008-ში ობამამ ამავე შტატში 17%25-ით და 2012-ში 23%25-ით იმარჯვა. რომნის, 50,000 დოლარზე დაბალი შემოსავლების ამომრჩევლებს შორის, ბუშის 2004 წლის შედეგები მაინც რომ აეღო, ის ახლა პრეზიდენტი იქნებოდა.
ორივე კანდიდატმა მოიგო მათი პარტიებისთვის ტრადიციული შტატები. „მერყევი” შტატებიდან რომნიმ მხოლოდ ჩრდილოეთ კაროლინასა და ინდიანაში გაიმარჯვა, ობამამ კი კოლორადოში, აიოვაში, პენსილვანიაში, მიჩიგანში, მინესოტაში, ვისკონსინში, ოჰაიოსა და ფლორიდაში.
მიტ რომნი რომ რესპუბლიკელებისთვის სუსტი კანდიდატი იყო, ეს არჩევნების შედეგებმაც აჩვენა. პოლიტიკოსის ამპლუაში ის არაბუნებრივად გამოიყურებოდა, მისმა კერძო სექტორში მოღვაწეობამ კი რესპუბლიკელების უარყოფითი იმიჯის გაძლიერებას შეუწყო ხელი. მაგრამ ფაქტია, რომ რომნი წინასაარჩევნო კამპანიისა და პრაიმერის დროს სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებთან შედარებით აშკარად ძლიერი იყო. ისევე, როგორც დემოკრატი ჯონ კერი 2004 წლის არჩევნებში
ობამას თქმით, ის თავის მეორე ვადას სამთავრობო ბიუჯეტში დეფიციტის შემცირებას, საგადასახადო კოდექსის რეფორმას, საიმიგრაციო სისტემის გარდაქმნას და უცხოურ ნავთობზე ამერიკის დამოკიდებულების შემცირებას დაუთმობს. თუმცა, ბარაკ ობამა, სავარაუდოდ იხვდება იმასაც, რაც ჰარი ტრუმენმა 1949 წელს, ხოლო ჯორჯ ბუშმა 2005-ში აღმოაჩინეს: შესაძლოა, მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები უკიდურესად პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს ფონზე, მაგრამ შემდეგ ქვეყნის მართვა რთული იქნება. ტრუმენის და ბუშის მსგავსად, ობამა მეორე საპრეზიდენტო ვადას, უხეშად რომ ვთქვათ, იწყებს იმ ფონზე, როდესაც დაახლოებით ნახევარი ქვეყანა მის პოლიტიკას ჯიუტად ეწინააღმდეგება.
მიტ რომნიმ არჩევნებში დამარცხება აღიარა
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მიმდინარეობდა აშშ-ის კონგრესის არჩევნები - 11 შტატი ირჩევდა გუბერნატორს. ამას გარდა, 38 შტატში ტარდებოდა რეფერენდუმები სხვადასხვა მწვავე სოციალურ საკითხებზე. რეფერენდუმებზე, მეინსა და მერილენდში, მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ერთსქესიანთა ქორწინებას, ხოლო კოლორადოსა და ვაშინგტონში მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა) ლეგალიზაცია დაუშვეს. ფლორიდის მცდელობა აბორტის შეზღუდვაზე უშედეგოდ დასრულდა. ვისკონსინმა აირჩია პირველი ჰომოსექსუალი სენატორი - თემი ბოლდვინი. რაც შეეხება კონგრესის არჩევნებს, აქ ძალთა ბალანსი არ შეცვლილა. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა ისევ რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, ხოლო სენატში უმრავლესობა დემოკრატებს დარჩათ.
![]() |
17 ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო
ანი ჩხიკვაძე
ჩინეთის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის ახლადარჩეული წევრები
ნოემბრის დასაწყისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კომუნისტური პარტიის მე-18 ყრილობა ჩატარდა და ქვეყნის მმართველობაში ცვლილებები მოხდა. პარტიის გენერალური მდივანი გახდა სი ძინპინი, რომელიც გაზაფხულზე პრეზიდენტის პოსტს გადაიბარებს.
ჩინეთში უმაღლესი ხელისუფლება კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს, პარტიის და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორისაა დანაწილებული. უკანასკნელი ორი დეკადის მანძილზე, ეს პოზიციები პრეზიდენტის მმართველობის ქვეშ ექცევა, თუმცა მათი გადაცემა ახალი ლიდერისთვის ეტაპობრივად ხდება. ნოემბრის ყრილობით, ჰუ ძინტაომ ამ კუთხით საფუძველი დაუდო ხელისუფლების ინსტიტუციონალიზაციას, როდესაც მემკვიდრეს, გენერალურ მდივნად არჩევასთან ერთად, ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარეობა გადააბარა.
ყრილობამ ფარული კენჭისყრით აირჩია პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის 7 წევრი. მუდმივი კომიტეტი ჩინეთის მამოძრავებელი ღერძი და გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობა რეაქციულადაა განწყობილი და პოლიტიკური რეფორმის გატარებას მხარს არ უჭერს.
მუდმივი კომიტეტის გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენა აქვთ ინტერესთა ჯგუფებს და პარტიულ ფრაქციებს. ისინი თავად ნიშნავენ მმართველ პოზიციაზე მათთვის სასურველ კადრებს. ახლადარჩეულ კომიტეტში 7 წევრიდან 5 ერთ ფრაქციას ეკუთვნის, რომლის უკანაც ძინპინის წინამორბედი ძიან ძემინი დგას.
ხელისუფლების ცვლილების ჩინურ მოდელს სხვა ავტორიტარული მთავრობებისგან ის გამოარჩევს, რომ ძალაუფლების რეალური გადაცემა ხდება. ამის ფუძემდებელი დენ სიაოპინია, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფალისთვის ვადების დადგენა და ხელისუფლების გადაცემის ფორმალიზაცია მოხდა.
ბრუკინგის ინსტიტუტის მიმომხილველის, ჩენ ლის თქმით, პოლიტიკური ძალის ეს ტრანსფორმაცია ყველაზე დიდია ჩინეთის ისტორიის უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე. კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ქვეყნის პრეზიდენტი ჰუ ძინტაო თანამდებობას ტოვებს. „ჩვენ არასდროს გადავიღებთ დასავლურ პოლიტიკურ სისტემას”, - განაცხადა მან პარტიის ყრილობაზე.
ჰუ, მოღვაწეობის დასაწყისში, პარტიის რეფორმირების იდეით გამოდიოდა, თუმცა ამ კუთხით ცვლილებები ვერ გაატარა. ამის მიზეზი კორუფციაში ჩაძირული პარტიაა, რომელიც ძალაუფლების ცენტრებს შორის დაპირისპირების პოლიგონს წარმოადგენს. ძალის არსებული დანაწილება პარტიის მნიშვნელოვანი ფიგურებისთვის მისაღებია და მისი ცვლილება მათ ხელს არ აძლევთ.
New York Time-სთან ინტერვიუში ჩინელი ჟურნალისტი ამბობს, რომ „მსგავს სისტემაში სიმდიდრე კონცენტრირდება იქ, სადაც ძალაუფლებაა”. პარტიული ელიტის ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს არაპირდაპირი კავშირები აქვთ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი 145,000 საწარმოს დიდ ნაწილთან. ეს სისტემა კომუნისტური პარტიის დიდებულებს წარმოშობს და მათ გამდიდრებას უწყობს ხელს.
ყველა ფოტო: REUTERS ©
პოლიტიკური რეფორმის დასაწყებად საჭიროა ან პარტიული ელიტის კეთილი ნება, ან ისეთი ძლიერი რეფორმისტი ლიდერი, როგორიცაა დენ სიაოპინი. ეს უკანასკნელი, მაოს სიკვდილიდან 90-იანი წლების დასაწყისამდე, სახალხო რესპუბლიკის ფაქტობრივი მმართველი და ჩინეთის რეფორმირების ავტორი იყო. მის ანგარიშზეა „ოთხი მოდერნიზაციის” და ეკონომიკური ლიბერალიზაციის პოლიტიკის წამოწყება.
სი ძინპინი
დენის მმართველობის ბოლო ეტაპზე ჩინეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური ქვეყნებისგან ჰუ ძინტაო განსხვავებით, სახალხო გამოსვლებმა დემოკრატიის ნაცვლად ხოცვა-ჟლეტა მოიტანა. სახალხო პარტიამ მოახერხა 1989 წელს ტიანანმენის დემონსტრაციებსა და 90-იან წლებში პოლიტიკურ არასტაბილურობასთან გამკლავება. ტიანანმენს თან ახლდა გააზრებული პოლიტიკური ნაბიჯები: სახელისუფლებო ვადების განსაზღვრა, რაც ხალხის დამშვიდების ერთ-ერთი გზა იყო, და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესება მოსახლეობის უკეთესი კონტროლისთვის. ხალხის უკმაყოფილებას ეკონომიკური ზრდაც აკავებდა. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური წინააღმდეგობების დაძლევასა და ადაპტირებაში, წითელი რეჟიმი წარმატებული აღმოჩნდა.
კომუნისტური პარტია, რომელსაც 82 მილიონი წევრი ჰყავს, 1921 წელს ჩამოყალიბდა რუსეთის რევოლუციის გავლენით და ეკონომიკური ლიბერალიზაციის მიუხედავად, კვლავ მარქსისტულ-ლენინისტურ პრინციპებს ეფუძნება. როგორც Council of Foreign Relations წერს, პარტიის ძალაუფლება სამ სვეტს ეყრდნობა: პერსონალურ კონტროლს, პროპაგანდას და სახალხო არმიას. უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებულმა ფაქტებმა, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებმა, როგორიც იყო ბო სილაისა და ბრმა აქტივისტის, ჩენ გუანჩენის მაგალითები, კომუნისტური პარტია გამოწვევების წინაშე დააყენა. პარტიის ლიდერებს არ გააჩნიათ მომავლის ხედვა და გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის გრძელვადიანი პოლიტიკა.
ახალი პოლიტიკური გამოწვევებია მზარდი ეკონომიკური უთანასწორობისა და კორუფციის აღმოფხვრა. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ქვეყნის ქალაქის მოსახლეობა 480 მილიონით გაიზარდა. ჩინეთმა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე სწრაფი ინდუსტრიალიზაცია განიცადა და დღეს მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე კუბასა და ნამიბიას უტოლდება (მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 94-ე ადგილი). ასე რომ, წითელი ვარსკვლავის ქვეშ „ყველა თანასწორია, თუმცა ნაწილი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები”. საგულისხმოა, რომ დიდია აღმოსავლეთ ოკეანისპირეთსა და დასავლეთ პროვინციებს შორის უთანასწორობაც.
უთანასწოროა მოსახლეობას შორის სიმდიდრის გადანაწილებაც - GINI-ს კოეფიციენტი ჩინეთში შესამჩნევად მაღალია. ჰუს მცდელობა, მოსახლეობის შემოსავალს შორის უთანასწორობა აღმოეფხვრა, ეკონომიკურმა კრიზისმა შეაჩერა. 2004 წლიდან მოყოლებული, პარტიის ტექნოკრატები „ხალხის პირველ ადგილზე დაყენებაზე” საუბრობდნენ. ამის მიზეზად პოლიტიკური ელიტების გამდიდრებით გამოწვეული უკმაყოფილების სამოქალაქო პროტესტში გადაზრდის შიში შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა ამ კუთხით შესამჩნევი ცვლილებები არ გატარებულა. ჰუ ჩინეთის ისტორიას დარჩება, როგორც გარდამავალი ფიგურა, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ვისი მმართველობის პერიოდშიც სახალხო რესპუბლიკა საერთაშორისო ასპარეზზე წამყვანი მოთამაშე გახდა.
პეკინის პოლიტიკური პრობლემები კარგად ვლინდება როგორც ქვეყნის ცენტრალურ აპარატში, ასევე მის რეგიონულ ნაწილში. მიკერძოებული და პოლიტიზებულია სასამართლო ხელისუფლება, ხშირია პარტიული მიზნებისთვის საფინანსო სისტემით მანიპულირება. ქვეყნის არაურბანულ ნაწილში თანამდებობის პირები ხშირად ართმევენ გლეხებს მიწას. სწორედ ამიტომ, ქვეყნის რეფორმირება და ნამდვილი საბაზრო ეკონომიკური სახელმწიფოს შექმნა ჩინეთს პოლიტიკური რეფორმის გარეშე გაუჭირდება.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ადგილობრივ დონეზე ფრაქციებს შორის რადიკალური ცვლილებების გარეშე შეჯიბრის დაშვება პარტიას უფრო დემოკრატიულს გახდიდა. საინტერესოა, რომ ცენტრალურისგან განსხვავებით, ადგილობრივ თვითმმართველობებს მოსახლეობა ირჩევს, თუმცა პარტია თავად წარადგენს კანდიდატს და არ არსებობს კონკურენცია. როგორც პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი წევრი რენ იეი აღნიშნავს, დენ სიაოპინის პერიოდში პოლიტიკური ხელისუფლების შენარჩუნება ადვილი იყო, ვინაიდან პარტიის ლიდერები რევოლუციონერებად აღიქმებოდნენ. დღეს კი ახალ ხელისუფლებას მხარდაჭერის შენარჩუნება გაუჭირდება, რადგან ლიდერები არიან უბრალო ბიუროკრატები, რომლებმაც წარმატებას კარიერული კიბის ავლით მიაღწიეს.
ახალი ლიდერების, სი ძინპინის და ლი კექიანის, გამოცდა მალე დაიწყება, რადგან ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ნელდება. მოსახლეობის ქალაქში მიგრაციასთან ერთად, იაფფასიანი მუშახელის რაოდენობა მცირდება, რამაც, ცოტა ხანში, ჩინეთი ნაკლებად კონკურენტუნარიანი შეიძლება გახადოს სხვა ეკონომიკებთან შედარებით. პეკინი ასევე დგას მძაფრი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე. შობადობის მაჩვენებელი იკლებს და, სავარაუდოდ, 1.34 მილიარდიდან, 2050 წლისათვის, 1.3. მილიარდამდე შემცირდება. ეს კი გულისხმობს, რომ თუ საშუალო ასაკი 1980 წლისთვის 22 წელი იყო, 2050-ისთვის 49 იქნება. ჩინეთის განვითარებად ეკონომიკას მოუწევს პენსიონერთა არნახული რაოდენობის დაფინანსება, რამაც შეიძლება ახალგაზრდა ეკონომიკა კრიზისამდე მიიყვანოს.
ქვეყნის მესაჭეებს, ამ სირთულეებთან გამკლავებასთან ერთად, შიდა პოლიტიკურ წრეებში ლავირებაც მოუხდებათ. თუ ძინპინი პოლიტიკური ელიტიდან მოდის, ლი კექიანს შედარებით მოკრძალებული წარმომავლობა აქვს. ამ უკანასკნელზე ბევრი ამყარებს იმედებს, რომ ქვეყანას რეფორმისკენ წაიყვანს. როგორც მისი თანაკურსელი აფასებს, ლის „დემოკრატიის თუ არა, კონსტიტუციური მთავრობისა და კანონის უზენაესობის მაინც სჯერა”. კექიანის სახელი ყველაზე შესამჩნევად შიდსის გავრცელების სკანდალს უკავშირდება - როდესაც სისხლის გაცემის სახელმწიფო პროგრამის შედეგად, ჰენანის პროვინციაში ბევრი ადამიანი დაინფიცირდა, ლიმ სი ძინპინი მაშინ სკანდალის ჩახშობა მოახერხა. „იმის ნაცვლად, რომ გადამდგარიყო ან ციხეში იხდიდეს სასჯელს, დღეს ის ქვეყნის პრემიერი ხდება”, - წერს Financial Times-ი.
როგორც აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ელოდოს, რომ ჩინეთი უფრო გამჭვირვალე, მისი ლეგალური სისტემა კი უფრო პროგნოზირებადი გახდება”.
ჩინეთის საგარეო პოლიტიკა, სავარაუდოდ, არსებულ მიმართულებებს შეინარჩუნებს. შესაძლებელია, ეკონომიკის დაკნინებასთან ერთად ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებაც მოხდეს, რაც პეკინს საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო აგრესიულს გახდის. წითელი რეჟიმი ამერიკის მოქიშპედ მიიჩნევა და ხშირ შემთხვევაში ისეთ სახელმწიფოებს უჭერს მხარს, როგორებიცაა რუსეთი, სირია და ირანი. ჩინეთს პრობლემები აქვს მეზობლებთანაც, მათ შორის, იაპონიასთან და ფილიპინებთან.
ჩინეთმა ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად პოლიტიკური გამოსვლების თავიდან აცილება მოახერხა. ეკონომიკას სამი ათეული წელია თითქმის ორნიშნა ზრდის მაჩვენებელი აქვს. ახლა, როდესაც ეკონომიკური აღმავლობა იკლებს, მოსალოდნელია სოციალური უკმაყოფილების ზრდა. მთავრობა სახალხო პროტესტის თავიდან აცილებას ცდილობს და სწორედ ამიტომ, მედიასა და ქვეყნის შიდა სოციალურ ქსელებს აკონტროლებს. თუმცა, რაც უფრო გაიზრდება საშუალო კლასი და პლურალისტური საზოგადოების, ასევე არასამთავრობო სექტორის გავლენა პოლიტიკაზე, პარტიული აპარატისთვის მით უფრო გაძნელდება პოლიტიკური ტერორისა და ზეწოლის შენარჩუნება.
![]() |
18 ფიქრი დემოკრატიის პირას |
▲ზევით დაბრუნება |
დათო კოვზირიძე|სვეტი
ერთხელ, თბილისის მახლობლად აგარაკზე მყოფ ოჯახში, პატარა, 3-4 წლის გოგოს მშობლები გაუბრაზდნენ. გოგოს ეწყინა და სახლიდან წავიდა. ყველას ეგონა, რომ მეორე ოთახში იჯდა გაბუზული. ის კი ადგა და წავიდა.
ჯერ სახლში ეძებდნენ, მერე ეზოში და მერე პანიკა ატყდა. თან ბნელდებოდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, სახლიდან შორს, ტყისკენ, ვიღაცამ თეთრი ლაქა დაინახა, პატარა ადამიანი, რომელიც ძალიან საქმიანად მიდიოდა ტყისკენ და ხელში ცელოფნის პარკი ეჭირა. პარკში ეწყო: პამპერსი, კოვზი და მაწონი...
ადამიანს მომავალზე ფიქრის, ზრუნვის, ანუ წინდახედულობის კოდი დაბადებიდანვე უდევს. სხვა საქმეა, რამდენად უძლებს ეს კოდი დროს და გარემოს. რაც უფრო მეტი „კოდირებულია“ საზოგადოებაში, მით უფრო განვითარებულია ეს უკანასკნელი. მით უფრო კლებულობს ადამიანთა რიცხვი, ვისაც ჰგონია, რომ, მაგალითად, „გვჩიპავენ“.
მთლად ჩვენი ბრალი არაა, მაგრამ საქართველოში ამ მხრივ ვერაა საქმე გადასარევად და ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისევ ის წყეული საბჭოთა კავშირია. ზუსტად მაშინ, როცა ცივილიზებული მსოფლიო ყველაზე სწრაფად ვითარდებოდა, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, გვეძინა. როცა იქ მუდმივად რაღაცას გეგმავდნენ, იგონებდნენ, აკეთებდნენ, ქმნიდნენ, ჩვენ, სამწუხაროდ, პარტიაზე ლექსებს ვწერდით და თვალებმიბნედილები ვმღეროდით ჭაღარა სამშობლოზე. ასე მივეჩვიეთ უსაქმურობას და შესაბამისად, უპერსპექტივობას.
უკვე გაცვეთილი მაგალითი რომ ავიღოთ, ამიტომაც ხდება ის, რომ შეძლებული შვედი ყიდულობს ეკონომიურ მანქანას, ხოლო შეუძლებელი ქართველი - ბენზინის მშთანთქავ დევს. შვედი წინ იყურება, რომ ხვალ დღევანდელზე უკეთესად იცხოვროს, ქართველი კი ირგვლივ, რომ სხვებმა დაინახონ. იქ ბევრი იყურება წინ და მათი ჯამიც, ანუ სახელმწიფო, ვითარდება. აქ ერთმანეთს ვუყურებთ, მერე ყველა ერთად ერთ კაცს ვაშტერდებით იმედით და ველოდებით. რას? კაი ცხოვრებას.
წინ ყურება გაცილებით რთულია, ვიდრე უკან, რადგან მომავლის აწყობას ფიქრი უნდა, ფიქრს კი საქმედ გადაქცევა, ანუ დიდი ენერგიის ხარჯვა. რაც შეეხება წარსულს, მარტივია, შეგიძლია ჭიქა აწიო, ნაცარი გაქექო, ან სულაც წამოკოტრიალდე და ისე გადახედო განვლილ დღეებს.
გავიხსენოთ ახლო პოლიტიკური წარსული. ჩვენ ვამბობდით: კარგი ადამიანია ეს, კეთილი, ჭკვიანი, სამშობლოზე გადაყოლილი, მოდი ავირჩიოთ და თუ არ გამოდგა, გავაგდოთ. ამ მიდგომამ არ გაამართლა და ამას პირველივე ”არ გამოდგაზე” უნდა მივმხვდარიყავით, თუმცა არ გვეცალა - გაგდებულს ვლანძღავდით და ახალს ვეთაყვანებოდით. სამწუხაროა, მაგრამ ბოლომდე დღესაც ვერ ვხვდებით, რომ ერთი, ათი ან სულაც ათასი კაცი ჩვენს მომავალს ვერ მოაწყობს. ეს თითოეული ჩვენგანის პირადი საქმეა.
დემოკრატიული თვალსაზრისით რომ ბოლო არჩევნები დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ყველანი ვთანხმდებით. თუმცა ისიც ფაქტია, რომ კვლავ ემოციებით ვიხელმძღვანელეთ, ისევ ვეჩხუბეთ ერთმანეთს, ისევ დაგვავიწყდა რა არის თავმოყვარეობა და მოხდა იგივე, რაც აქამდე ხდებოდა - ხალხმა ვინმე კი არ აირჩია, მთავრობა შეცვალა; ის კი არ მიიღო, რაც უნდოდა, ის გაუშვა, რაც აღარ უნდოდა; საზოგადოება ერთი მხარის გამარჯვებისთვის კი არა, მეორის დამარცხებისთვის იბრძოდა. ჩვენ კვლავ ერთი წამიც კი არ დაგვიტოვეს დასაფიქრებლად. ჩვენ ისევ პროტესტი მივიღეთ, ოღონდ ამჯერად არც სისხლი დაღვრილა და არც ჩაი.
თუ ქართული პოლიტიკის მოკრძალებულ ევოლუციას მივყვებით, ვნახავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ წერტილში ვართ. ვართ იქ, სადაც ემოციებს ემშვიდობებიან.
დემოკრატიის შემდგომ განვითარებაზე ლაპარაკი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მომავალ არჩევნებზე ტელევიზორებზე კი არ ვიქნებით აკრული ახალი ფარული ჩანაწერების მოსასმენად, არამედ წყნარად გადავშლით საარჩევნო პროგრამებს, ყურადღებით ჩავიკითხავთ თითოეულ პუნქტს, გავაანალიზებთ, რეალურია თუ არა ეს პროექტები, მოვისმენთ კანდიდატების გეგმებს, გავიხსენებთ მათ წარსულსაც, მივიღებთ გადაწყვეტილებას და ყუთში კონვერტს ჩავაგდებთ. ეს თითქოს უფრო მარტივია, ვიდრე თავ-პირის მტვრევა, აქციები და შიმშილობები. მაგრამ არა, ეს ბევრად რთულია.
ამიტომ დღეიდანვე უნდა თვლა იმას, თუ რა იქნება ხვალ, ზეგ და მაზეგ. ჩვენ იმ პატარა გოგოს ვგავართ, რომელსაც ინსტინქტმა უკარნახა პირველადი საჭიროების ნივთების ტყეში წაღება და რომელსაც, ასაკიდან გამომდინარე, იმაზე აღარ უზრუნია, რა იქნებოდა მერე, როცა მაწონი გათავდებოდა. ჩვენ პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი ჭადრაკის თამაშს ვიწყებთ. ბოლო 25 წელიწადში პირველი, ყველასთვის ნაცნობი სვლები უკვე გავაკეთეთ, ფიგურებიც დავკარგეთ და პოზიციაც არ გვაქვს იდეალური, მაგრამ ამ პარტიის მოგება კიდევ შეგვიძლია. ამისთვის წინ უნდა ვიყუროთ. ამისთვის საზოგადოებამ უნდა დაიწყოს იმის კეთება, რაც, სულ ცოტა, საუკუნეა არ უკეთებია - იფიქროს.
![]() |
19 ნოემბრიდან ნოემბრამდე |
▲ზევით დაბრუნება |
სპორტი
თემურ ქეცბაია და საქართველოს ნაკრები
ირაკლი მაღრაძე
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
2009 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და თემურ ქეცბაიას შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ხელშეკრულება ძალაში 2010 წლის 1 იანვარს შევიდა. მხარეებმა პრესკონფერენციაზევე აღნიშნეს, რომ სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობას განაგრძობდნენ. ერთი წლის შემდეგ ასეც მოხდა - 2011 წლის 13 სექ ტემ ბერს ნაკ რე ბის თავ კაც მა 2+2 სისტემით ახალი კონტრაქტი გააფორმა და შედეგად, საქართველოს ნაკრებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჯვაროსნებმა 24 მატჩი გამართეს, აქედან 9 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს, ხოლო 8 დათმეს. ამ პერიოდში, კარგი მომენტებიც მრავლად იყო და ცუდიც. ყველას გახსოვთ ხორვატიის ნაკრებთან საშინაო მატჩი, როდესაც ლევან კობიაშვილმა ჩვენს გუნდს მოულოდნელი 3 ქულა მოუტანა. ეს შესანიშნავი მოგონებაა, მაგრამ სამწუხაროდ შვებას არ იძლევა. გავიხსენოთ, როგორი იმედით შევყურებდით ჩვენი გუნდის შანსებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, როცა ბედმა პირველი ეშელონის ნაკრებები აგვაცილა. საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდებთან თამაშიც შეიძლებოდა და დიდი ხნის შემდეგ, თითქოს ევროპირველობაზე მოხვედრის იმედიც გაჩნდა.
მოკლედ, ამბიცია გვქონდა, მაგრამ რამდენად ლოგიკური? ვფიქრობ, საკმაოდ - ქეცბაიას გუნდის პირველ თუ არა, მეორე ადგილზე გასვლის წარმოდგენა რეალურად შეიძლებოდა. საბოლოოდ, მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა - ჯვაროსნებმა ჯგუფში მხოლოდ მალტის მაჩანჩალა ნაკრებს გაუსწრეს და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ. ლატვიის გუნდთან განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ, ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლოგიკურად უნდა შევხედოთ სიტუაციას, ალბათ ამის მეტი არ შეგვიძლიაო... ეროვნული გუნდის თავკაცს თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ტყუილად გვქონია იმედები - ჩვენი სურვილები თურმე რეალობას არ ემთხვეოდა. ხსენებულ პრესკონფერენციაზე ქეცბაიას გადადგომაზეც ჰკითხეს, რაზეც მშვიდად მიუგო - ჩემი გადადგომა თუ საქმეს უშველის, სიამოვნებით წავალო. ასეა თუ ისე, 10 დღეში ფედერაციის მესვეურებმა, წარუმატებლობის მიუხედავად, ნაკრების თავკაცს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანამშრომლობაც გაგრძელდა.
2014 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა, შეიძლება ითქვას, ჩვენთვის შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე ცუდად დასრულდა. ჯვაროსნებს მეტოქეებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების გარდა, საფრანგეთის, ფინეთისა და ბელარუსის გუნდები ერგოთ. როგორც იცით, ჯგუფიდან 2 ნაკრები გადის, შესაბამისად, ქეცბაიას გუნდისგან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას მხოლოდ ძალიან თამამ ფიქრებში თუ წარმოვიდგენთ.
ყველაფერი კი ძალიან კარგად დაიწყო: ბელარუსები თბილისში 1:0 დავამარცხეთ, ხოლო 4 დღეში მსოფლიო ჩემპიონებთან მინიმალური სხვაობით წავაგეთ. ეს შესანიშნავი საღამო იყო, ამ დღეს ქეცბაიას შეგირდების შემყურე, ალბათ ყველა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს სიამაყის გრძნობა დაეუფლებოდა. მთელი საფეხბურთო სამყარო მასპინძელთა დიდი ანგარიშით დამარცხებას ელოდა, ქართველებმა კი 86 წუთის განმავლობაში გაუძლეს ესპანელთა შეტევებს და ცოტა იღბალიც რომ დახმარებოდათ, მსოფლიო ჩემპიონთან ქულასაც გაახერხებდნენ. დიახ, საქართველოს ნაკრები ღირსეულად დაუდგა მსოფლიო კლასის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდს და ქეცბაიამაც თამაშის შემდეგ აღნიშნა: „შეიძლება ითქვას, ჩვენი მხრიდან დღეს ფეხბურთის თამაში არ ყოფილა, იყო მარტო თავდადება, რათა როგორმე მეტოქეს გოლი არ გაეტანა”.
უფრო მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი კი ნაკრების თავკაცის შემდეგი კომენტარი იყო: „ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრათ - ის, რაც დღეს ვნახე, მაძლევს საბაბს, რომ ამ შემადგენლობაზე დაყრდნობით მომავლის კარგი გუნდის ავაშენო”. ერთი წლით ადრე ლატვიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ გაკეთებული პესიმისტური განცხადების შემდეგ, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა დაგვაიმედა, რომ სამომავლოდ საქართველოს კარგი ნაკრები ეყოლება. თუმცა კარგი ნაკრები ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ძირითად ბადეშიც უნდა გავიდეს...
ეიფორია დიდხანს არ გაგრძელდა, ესპანეთის ნაკრებთან ნათამაშები იმედის მომცემი მატჩის შემდეგ, ჯვაროსნებმა ჰელსინკიში ფინეთის ნაკრებთან აშკარად მოსაგები შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულეს, ხოლოდ რამდენიმე დღეში ბელარუსთან სტუმრად პირწმინდად დამარცხდნენ 2:0. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრები, ჯგუფში ოთხ თამაშში მოპოვებული ოთხი ქულით მესამე ადგილზეა. სამომავლოდ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის რა შანსები შეიძლება ჰქონდეს, თავად განსაჯეთ - წინ გველის ორი მატჩი საფრანგეთთან, ერთი სტუმრად ესპანეთთან და ერთიც შინ ფინეთთან.
ქეცბაიას მუშაობას გულშემატკივარი არაერთგვაროვნად აფასებს. ინტერნეტ სივრცეში, სხვადასხვა ფორუმებზე, კრიტიკას ნებისმიერ ადამიანზე შეხვდებით, მაგრამ ნაკრების თავკაცის მისამართით ჩამოყალიბებული პოზიცია მგონი ზოგადად საზოგადოებაშიც არ არის. ქეცბაიას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ იძახებს ცალკეულ ფეხბურთელებს, აკრიტიკებენ დაცვითი ტაქტიკის გამო - როგორ შეიძლება საქართველოს ნაკრების დარი ისტორიულად შემტევი სტილის მიმდევარი გუნდი დაცვით ფეხბურთს თამაშობდესო, გულშემატკივარს არ მოსწონს კონფლიქტთა სიმრავლეც, რომელიც ნაკრების თავკაცს სხვადასხვა დროს ფეხბურთელებთან მოსვლია, კითხვები ისმის ქეცბაიას ხელფასთან დაკავშირებითაც... მოკლედ, ცოტა არ იყოს, გაურკვეველი სიტუაცია იქმნება, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი გუნდის გულშემატკივრისთვის შედეგი უნდა იყოს.
ნაკრების მწვრთნელს ნდობა ფედერაციამ გამოუცხადა, შესაბამისად, იმ წამიდან, როცა ქეცბაია გუნდს სათავეში ჩაუდგა, მხოლოდ მისი პრეროგატივაა, თუ ვის გამოიძახებს და ვის - არა. კონტინგენტის შესაძლებლობების გათვალისწინებით, იგი თავად ირჩევს სათამაშო სტილს, ტაქტიკას, საკუთარი გემოვნებით იწუნებს ამა თუ იმ მოთამაშეს, მაგრამ საბოლოოდ შედეგზე პასუხისმგებელი, აუცილებლად თვითონ უნდა იყოს. ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი მთლად ასე არ არის.
საქმე ისაა, რომ ზემოხსენებულ 2009 წლის 6 ნოემბერს, როცა თემურ ქეცბაია პირველად წარუდგინეს მედიას, როგორც ნაკრების მომავალი თავკაცი, მან განაცხადა: „რაც შეეხება იმას, თუ როგორ ფეხბურთს ვითამაშებთ. გეტყვით, რომ ჩემთვის მთავარი შედეგია და მერე სანახაობა, რადგან ყველა მაინც შედეგს უყურებს. ვერ ვიტყვი, რომ 2, 4 ან 6 წლის მერე საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე გავა. ამის თქმა არასერიოზული იქნება”.
აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდის მწვრთნელისთვის მთავარი შედეგია - ეს ლოგიკური და ძალიან კარგია, მაგრამ მისი სიტყვებიდან ასევე ვიგებთ, რომ ორიდან ექვს წლამდე, სოლიდური შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე ნაკრების გასვლა არასერიოზულად მიაჩნდა. თუმცა არის მეორე მომენტიც, ამ განცხადებიდან 3 თვეში, საქართველოს ნაკრები ფაქტობრივად „ოცნების ჯგუფში” მოხვდა, შესაბამისად, ლეგიტიმური იქნებოდა თუ არა, რომ გულშემატკივარს ნაკრების თავკაცისთვის ჯგუფიდან გასვლა მოეთხოვა, თავად განსაჯეთ. ჯგუფიდან გასვლას ვინ ჩივის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯვაროსნებმა მხოლოდ მალტის ნაკრები მოიტოვეს უკან და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ.
ქეცბაიამ ისიც თქვა, არ გამოვრიცხავ, თუ შედეგი არ იქნება, ერთი წლის შემდეგ ხელშეკრულება შეწყდესო. როგორც ხედავთ, ფეხბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე სხვა აზრი ჰქონდათ და ახალი კონტაქტიც გაფორმდა. როგორც ჩანს, ზვიად სიჭინავა შედეგით კმაყოფილი იყო, ან შეიძლება ეს მისთვის მთავარი არც იყო. ქეცბაია ფედერაციასთან პირნათელია - მას ვალდებულება არ აუღია, რომ ნაკრებს ჯგუფიდან გაიყვანდა.
მერე დაიწყო ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესი, გუნდში აღარ არიან ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, კახა კალაძე... ქეცბაიას თავკაცობის პერიოდში პრაქტიკა ისეთ ფეხბურთელებს აქვთ, როგორებიც არიან ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე და სხვები. გუნდი ძალიან ახალგაზრდაა, მოცემულ მომენტში მისი უხუცესი წევრი 30 წლის ალეკო ამისულაშვილია. ანუ ნაკრების მწვრთნელს ისეთი გუნდის შექმნა სურს, რომელიც ხუთი-ექვსი წელი ერთად ითამაშებს, მოუმატებს და გამარჯვებაზე შემდეგ იფიქრებს. მოგვწონს თუ არა, ასეთია თემურ ქეცბაიას ხედვა.
ჩვენი გუნდის თავკაცი საკმაოდ პრინციპული ადამიანია, ფიცხი ხასიათი აქვს და როგორც ამბობენ, სიმკაცრესაც არ უჩივის. სხვადასხვა დროს ქეცბაიას კონფლიქტი გოგიტა გოგუასთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ლევან ყენიასთან ჰქონდა... სულ ახლახან, არნემის ვიტესის ფორვარდმა, გიორგი ჭანტურიამ ინტერვიუში განაწყენებულმა ისაუბრა ჯვაროსანთა დამრიგებელზე, გაუგებარი სიტუაცია შეიქმნა თორნიკე ოქრიაშვილთან დაკავშირებითაც. ბელარუსთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, როცა საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ის მწვრთნელმა შეცვალა. შემდგომში ქეცბაიამ ამის მიზეზად ოქრიაშვილის ტრავმა დაასახელა, რაც ბელარუსულ ვებგვერდთან ინტერვიუში თავად ფეხბურთელმა უარყო. მოკლედ, გაუგებრობები იყო და ეს ცუდია, თუმცა კონკრეტულ სიტუაციას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და მტყუან-მართალის გარჩევა ამ შემთხვევაში სწორად არ მიგვაჩნია.
ერთი რამ ცალსახაა - ეროვნული ნაკრები ქვეყნის სახეა და მისი წარმატება არა მხოლოდ მწვრთნელის, ფეხბურთელების მთავარი მიზანი უნდა იყოს. ქეცბაია ბევრჯერ წააწყდა პრობლემას, როცა მოთამაშეებს იძახებდა, ისინი კი გარკვეული მიზეზების გამო არ ჩამოდიოდნენ, შემდეგ კი კლუბში თამაშობდნენ. სულ ბოლო, როინ კვასხვაძის ეპიზოდი გავიხსენოთ, როცა ნაკრებში არ გამოცხადდა. დავით დევდარიანმა ჩამოუსვლელობის მიზეზად ტრავმა დაასახელა, რამდენიმე დღეში კი დანიურ ორჰუსში ითამაშა.
არ გამოვრიცხოთ, რომ ფეხბურთელებს მართლაც ჰქონდათ მიზეზები, ან ტრავმა დროზე ადრე მოიშუშეს, მაგრამ ეროვნული ნაკრები რომ ყველასთვის უმთავრესი უნდა იყოს, ამაში საკამათო არაფერია. თემურ ქეცბაია, ნაკრებში თამაშისას, თავდაუზოგავად იბრძოდა და ვერავინ გაიხსენებს მატჩს, სადაც მონდომება დაეკლოს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ახლა თავის შეგირდებისგან იმავეს ითხოვს. ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როცა თემურ ქეცბაია 100%25-ით მართალია - თითოეული ფეხბურთელი ეროვნული გუნდის შეკრებაზე დროულად უნდა ცხადდებოდეს და ბოლომდე იხარჯებოდეს.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჰყავს მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია ნდობას უცხადებს. თემურ ქეცბაიას აქვს გეგმა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ჩამოაყალიბოს კარგი გუნდი, ოღონდ არა დღეს და არა ხვალ. ნაკრების დამრიგებელმა უკვე თქვა, ვერ ვიტყვი, რომ 2,4 ან 6 წლის მერე ჯვაროსნებს ფინალურ ეტაპზე გავიყვანო, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს. იმედი გვქონდა ყოველთვის - ქეცბაიას ფეხბურთელობის დროსაც და მისი მწვრთნელობის პერიოდშიც.
იმედი კი გვაქვს, მაგრამ შედეგის ჯერ რა მოგახსენოთ...
P.S. ევრო 2016-ზე, საფრანგეთში, 16 მონაწილის ნაცვლად 24 გუნდი ითამაშებს და ეს ჩვენი შანსია!
![]() |
20 ვერმეერის ძიებაში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ინტერვიუ ირინა პოპიაშვილთან
ნინა ახლოური
ინტერვიუ ირინა პოპიაშვილთან 9 ნოემბერს ჩავწერეთ, რამდენიმე დღით ადრე, სანამ სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭო მის კანდიდატურას გადაირჩევდა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დიზაინის ფაკულტეტის ხელმძღვანელს, თინა კლდიაშვილს დანიშნავდა. ფარულ შეხვედრაზე გამოტანილი გადაწყვეტილების მიზეზად პოპიაშვილის მოწინააღმდეგეები ყოფილი რექტორის მიერ პედაგოგების საკუთარი შეხედულების მიხედვით დანიშვნას, კომუნიკაციის არარსებობასა და მცირე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ასახელებენ.
აღნიშნულმა გარემოებამ სამხატვრო აკადემიაში პედაგოგებისა და სტუდენტების პოზიციები ორად გაჰყო. გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ რექტორის გადარჩევის გადაწყვეტილებას რევანშისტული ხასიათი გააჩნია და ის წინა ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილების ფაქტორითაა გამოწვეული. ყოფილი რექტორი და მისი მხარდამჭერები მომავალში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რადგან ირინა პოპიაშვილის განცხადებით, ბრალდებები ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე და, რაც მთავარია, უსაფუძვლოა.
ერთმანეთს ნოემბრის ცივ, წვიმიან დილას ვხვდებით. ათ საათზე კაფე გალერეაში სტუმრები ჯერ კიდევ არ არიან - დღისთვის მზადება აქ მხოლოდ იწყება. ვიღაცას, შესაძლოა, სიმბოლურადაც მოეჩვენოს, რომ სამხატვრო აკადემიის რექტორს, ნიუ იორკში ცნობილი გალერეის მფლობელ ირინა პოპიაშვილს იმ კაფეში ვხვდები, რომლის ინტერიერიც სხვებზე მეტად მოგაგონებთ საგამოფენო სივრცეს.
ამბობს, რომ ჩვენს კულტურულ იდენტობას ხელოვნება განსაზღვრავს. „როდესაც ვხედავ საინტერესო იდეას და მის განხორციელებას ვუწყობ ხელს - მაშინ ცოცხალი ვარ. ეს აღტაცების მომენტია ის მიზეზი, რის გამოც ამ საქმეს ვაკეთებ”, - ამბობს პოპიაშვილი. „ამ საქმე”-ში კურატორობას გულისხმობს. 2001 წლიდან ჩელსიში (ნიუ იორკი) ნიუმან პოპიაშვილის ხელოვნების გალერეის თანამფლობელია და დღემდე ბევრი ცნობილი გამოფენა აქვს გაკეთებული. მათ შორის იხსენებს ერთ-ერთს, რომლის გამოც საგამოფენო სივრცეზე კონტროლი ხელოვანს გადააბარა, სწორედ იმ „იდეით აღტაცების” გამო. „ეს ნიუ იორკში ერთ-ერთი ცნობილი გამოფენა იყო - მხატვარმა ჟელატინი მოხარშა და ჩემი გალერეის იატაკზე მოასხა. ეს, მგონი, ყველაზე სუნიანი და მოწუწული გამოფენა იყო. ხალხს ეგონა, რომ გალერეა დავკეტეთ, მაგრამ ეს აბსოლუტურ ეფემერაზე აგებული იყო. ოფისში შესასვლელი გალერეიდან იყო, ამიტომ ფიცრები მქონდა გადებული და ისე გადავდიოდი ჟელატინის გორებზე. ამ მხატვრისთვის კონტროლი დავთმე”.
ირინა პოპიაშვილი საქართველოდან 90-იანების დასაწყისში წავიდა. თავიდან ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში სწავლობდა. სწავლის თანხას უფარავდნენ, მაგრამ სხვა არანაირ დახმარებას არ იღებდა, ამიტომ, ბევრი სტუდენტის მსგავსად მუშაობდა, რომ თავი გაეტანა. ნიუ იორკში გადაბარგების იდეა მისი პროფესორის, ჯეიმს მაიერისგან წამოვიდა. „რომ მცოდნოდა, ნიუ იორკში ცხოვრება რა ძნელია, ალბათ ცოტა შემეშინდებოდა, მაგრამ მაიერმა გამამხნევა - იქ არ დაიკარგები, იპოვი სამსახურსო. ახლა ეს ადამიანი სმითსონის ინსტიტუტში თანამედროვე ხელოვნების კურატორია. ერთხელ, ატლანტის დატოვებიდან ათი თუ თორმეტი წლის შემდეგ, ნიუ იორკში, ჩემს გალერეაში გამოფენის დასათვალიერებლად მოვიდა. როდესაც დამინახა, მითხრა, გახსოვარ, შენი პროფესორი ვიყავიო. ძალიან სასაცილო მომენტი იყო, მე ხომ სწორედ ამ კაცის გამო აღმოვჩნდი ნიუ იორკში. სხვათა შორის მითხრა, რომ გამოფენა მოეწონა - ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლიმენტი აღმოჩნდა...”
გამოფენა „ფოკუსი. 80იანების ბოლო. 90იანების დასაწყისი”
რამდენიმე წლის წინ პოპიაშვილმა ნიუ იორკში გააკეთა ფარაჯანოვის გამოფენა, რომელიც საკუთარ ექსპოზიციებში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ მიაჩნია. მეჩითოვის გადაღებული პორტრეტების სანახავად ბევრი ადამიანი მივიდა. ყველაზე დიდი გამოცდილება კი ვენეციის ბიენალეზე მუშაობის პროცესში მიიღო: „პირველად ბიენალეზე საქართველოს პავილიონი 1999 წელს გავაკეთე. მთავრობის მხრიდან დაფინანსება არ გვქონდა და რაც ყველაზე მთავარია, ქართველებს არ გაგვაჩნდა საგამოფენო სივრცე პავილიონში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საერთო პავილიონი რუსებს დარჩათ. ჰარალდ ზიმანმა დამითმო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დიდი საგამოფენო სივრცე არსენალეზე, რომელიც ძველი, სამხედრო ნაწილია. მის ბოლოში იყო შენობა, რომელსაც ერქვა არტილერია (ტეზე) და იქ ვიყავით ქართველები, არგენტინელებთან და მაურიციო კატელანთან ერთად. მაშინ ძალიან საინტერესო ინსტალაცია გააკეთა გოგი მესხიშვილმა, მამუკა ჯაფარიძემ კი შავ-თეთრ ფერებში დაწერა კედელზე ART ART ART... სიტყვა არტილერიას დაუკავშირა და მთელი კედელი ამ პრინტით მოხატა. ძალიან სახალისო იყო”.
იხსენებს იმ გამოფენებსაც, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთ-ერთი დაგლას გორდონის ექსპოზიციაა: „შედიხარ უზარმაზარ სივრცეში, სადაც რამდენიმე დიდი ეკრანია - ოთახის შუაში, დიაგონალზე... მათზე ხედავ სპილოს, რომელიც ჯერ მოძრაობს, შემდეგ წვება. მასთან ერთად მოძრაობს კამერაც. ამ ვიდეომ მიმახვედრა, რომ ეს იყო ოდა პიკასოს ქანდაკებებზე. სპილო იყო აბსოლუტური შედევრი”.
ირინა პოპიაშვილს არ მოსწონს, რომ აკადემიაში საკურატორო საქმე არ ისწავლება. უნდა, ბარდის ცნობილი სკოლიდან სპეციალისტები მოიწვიოს, რადგან ფიქრობს, რომ სტუდენტებსაც უნდა შეეძლოთ ექსპოზიციების გაკეთება.
სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობაზე შემოთავაზება მოულოდნელად მიიღო. ჯერ ნიკოლოზ რურუა დაუკავშირდა, დეკემბერში კი თბილისში პოპიაშვილიც ჩამოვიდა და აკადემიის განვითარების ხედვა წარმოადგინა. შემდეგ, ჯერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, ახლახან, აგვისტოში კი, ამ თანამდებობაზე აკადემიურმა საბჭომ აირჩია. „რომ ჩამოვედი, მეუბნებოდნენ, თქვენ დანიშნული რექტორი ხართო”, - იხსენებს ირინა. ბოლო დროს ამასთან დაკავშირებით ბევრს ლაპარაკობდნენ, არტარეას აუდიტორიაში დისკუსიაზეც კი მიიწვიეს, მაგრამ დაპირისპირებული მხარე არ მივიდა. ლეგიტიმურობის საკითხზე საუბარს არამიზანშეწონილად მიიჩნევს: „თუ ამაზე დავობენ, ეს სამართლებრივი საქმეა და კომენტარს ვერ გავაკეთებ. მთავრობის შეცვლა ყველაფრის შეცვლას ხომ არ ნიშნავს, ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას?”.
აკადემიის განვითარების ნათელი, ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმა აქვს. ძირითადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითაა დაკავებული. ფიქრობს, რომ შინაარსობრივად რაღაცების შეცვლა ფაკულტეტების გადასაწყვეტია და ამაში არ ერევა: „ერთადერთი, რაც მინდა, ხარისხის გაუმჯობესებაა. ასევე, ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურული ცვლილებების გატარება. აქ არ იყო სასწავლო დეპარტამენტი და გავაკეთეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რისი გაკეთება შედის მის მოვალეობაში, ამიტომ ადამიანური რესურსების მართვის სფეროც ერთ-ერთი პრიორიტეტულია. სასწავლო პროცესებში ჯერ არანაირად არ ჩავრეულვარ და ვფიქრობ, რექტორი ამაში არც უნდა ჩაერიოს. ერთადერთი, ჩემი ინიციატივა იყო, რომ გოეთეს ინსტიტუტთან ერთად ჩამოგვეყვანა წარმატებული ადამიანები. ჩამოვლენ თეა ჯორჯაძე, თამუნა ხუნდაძე, სოფო ტაბატაძე, თეა გვეტაძე, იმედი გვაქვს, გია ეძგვერაძეც გვესტუმრება. ეს ადამიანები ჩაატარებენ ერთკვირიან ვორქშოფებს. ასევე, ნინო ჩუბინიშვილმა დაიწყო აკადემიაში ლექციების კითხვა...”
ახლახან პოპიაშვილის კურატორობით თბილისში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოფენა „ფოკუსი. 80-იანების ბოლო. 90-იანების დასაწყისი” ვნახეთ. როგორც თვითონ ამბობს, ამ გამოფენის გაკეთება ყოველთვის უნდოდა. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველოდან წავიდა, თუმცა კონტაქტს აქაურ შემოქმედებით წრესთან სულ ინარჩუნებდა. განსაკუთრებით, კარლო კაჭარავასთან მეგობრობდა და მიმოწერის საშუალებით ახერხებდა აქაური პროცესებისთვის თვალი ედევნებინა.
„ვთვლი, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ქართული ხელოვნება მაშინდელ დასავლურ თანამედროვე ხელოვნებას გაუთანაბრდა. გამოფენისთვის ნამუშევრების მოძიებას ორ წლამდე დასჭირდა. მათგან ზოგიერთი საზოგადოებას ალბათ ნანახი ჰქონდა, მაგრამ არა ერთ სივრცეში თავმოყრილი და zeitgeist დაინახეს. ამ გამოფენამ გვაჩვენა ის, რომ გვაქვს თანამედროვე ხელოვნება, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ძალიან იმედიანი და ოპტიმისტური ექსპოზიციაა და მასზე ბევრი კარგი ექსპონატია წარმოდგენილი. აქ არის ლადო ბაგრატიონის გადასარევი ნამუშევარი, ადამიანის, რომლის სახელიც არავინ იცის. თუ საქართველოში სიურრეალისტური შედევრი ოდესმე გაკეთებულა, ეს მისი „საკანია”. ეს კაცი თურმე უსაქმურობის გამო ციხეში ექვსი თვით ჩასვეს და „საკანიც” მაშინ შექმნა. ახლა ვცდილობ, თანხები მოვიძიო, რომ კატალოგი გაკეთდეს, სადაც არა მარტო იმ პერიოდის მხატვრობა შევა, არამედ ფილმები და ა.შ.”.
აკადემიის არქივში უნახავს ნამუშევრები, რომელთა ავტორების სახელებიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ვერმეერის მაგალითი ამ შემთხვევაში კლიშედ შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სამხატვრო აკადემიის რექტორი ფიქრობს, რომ აკადემიის ისტორიაში შეიძლება არსებობდნენ ასეთი აღმოუჩენელი ფენომენები. თუმცა, ისტორიას რომ თავი დავანებოთ, ახალგაზრდებშიც არა მხოლოდ დიდ პოტენციალს, არამედ უკვე შემდგარ ხელოვანებს ხედავს.
„აკადემიაში არის ერთი ბიჭი, რომელიც დიდი ხანია ლექციებს ესწრება - ლევან ჭელიძე. ხატავს, აკადემიაში დადის, მაგრამ ოფიციალური სტუდენტიც არ არის. უნიჭიერესი და, ჩემი აზრით, საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხელოვანია. ასევე, არის სოფო კირთაძე, რომელმაც წელს აკადემიაში დაამთავრა გრაფიკის ფაკულტეტი. საერთოდ, არავისთვის დამირეკავს და არ მითქვამს, მე ვგიჟდები შენზე-მეთქი, შეიძლება ადრე დენის ოპენჰაიმს ვუთხარი, როდესაც შევხვდი, რომ ძალიან მომწონდა მისი ნამუშევრები. თბილისში რომ ჩამოვედი, ჩემი პირველი „fan phone call” სოფოსთან იყო. კირთაძეს აქვს ილუსტრირებული ოთარ ყარალაშვილის „ზოლემია”, რომელიც ჩემი სამაგიდო წიგნია. თუ არ გაქვთ ნანახი, უნდა ნახოთ. საბავშვო წიგნია, მაგრამ ისე, ბრჭყალებში საბავშვო, შესანიშნავად მოფიქრებული ისტორიით და ილუსტრაციებით”.
„არ მინდა სულ ვსაუბრობდეთ ძველ დიდებაზე, მინდა, რომ დღევანდელმა სტუდენტებმაც ასევე ხატონ, იაზროვნონ”, - ამბობს პოპიაშვილი და იხსენებს მაურიციო კატელანის გამოფენას, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კატელანმა გუგენჰაიმის მუზეუმში, რომელიც თავისი ორიგინალური არქიტექტურული ფორმებითაა ცნობილი, ქანდაკებები გამოფინა. „ფრენკ ლოიდ რაიტის შენობაში ზემოთ წრიული გზა ადის. აქ, გინდა არ გინდა, თავად შენობის არქიტექტურას უყურებ. ამიტომ, გამოფენა ყოველთვის არის კონკრეტული მხატვრის და, ამავე დროს, ფრენკ ლოიდ რაიტის. კატელანმა, იმის მაგივრად, რომ თავისი ქანდაკებები კედელზე დაეკიდა, ჭერზე, საგამოფენო სივრცის შუაში ჩამოკიდა. ზემოთ ასვლის დროს კედელს კი აღარ უყურებდი, ცენტრისკენ გქონდა ყურადღება გადატანილი.
წარმოიდგინეთ, როდესაც სკულპტურები ჭერზე ჰკიდია, მათი წესიერად ნახვა არ მოხერხდება. ამ თვალსაზრისით კატელანმა საკუთარ ნამუშევრებს ალბათ ავნო კიდეც, მაგრამ მოახერხა მთავარი - შემოგატრიალა. არტისტიზმი მარტო ის კი არ არის, უნარ-ჩვევები გამოიყენო და კარგად დახატო, მთავარია, როგორ აზროვნებ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია”.
![]() |
21 ვეფხისტყაოსნის კოლექციონერები |
▲ზევით დაბრუნება |
ბიბლიოთეკა
ლევან თაქთაქიშვილი
ნიკო ფიროსმანი. რუსთაველის პორტრეტი
ვეფხისტყაოსნის დაბეჭდვიდან 300 წელია გასული.
საქართველოში არის ოჯახები, სადაც მისი ათობით და ზოგჯერ ასობით სხვადასხვა გამოცემაა დაცული. ერთმანეთისაგან განსხვავებული - პოლიგრაფიულად და ტექსტითაც.
დღეისათვის ვეფხისტყაოსნის 441 სხვადასხვა გამოცემა არსებობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 51 ენაზე დაბეჭდილი, აქედან ქართული 123-ია. დაწყებული 1712 წლის ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაბეჭდილი ცალიდან, წელს, გამომცემლობა მინიატურის მიერ დაბეჭდილი 10 სმ სიგრძის მინიატურული გამოცემით დამთავრებული.
ვინ იყო პირველი, ვინც ვეფხისტყაოსნის გამოცემების შეგროვება დაიწყო, ძნელი სათქმელია.
თუ ჩავთვლით ვეფხისტყაოსნის თითოეულ ხელნაწერს - პირველად მათი შეგროვება ვახტანგ მეექვსემ გადაწყვიტა, 1712 წლის გამოცემისათვის ტექსტის მომზადების მიზნით. 1888 წელს გადაწყდა პირველი აკადემიური გამოცემა - კომისიის მიერ შეგროვებული ხელნაწერი და ბეჭდური გამოცემების უმრავლესობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკას გადაეცა. იმ დროისათვის ვეფხისტყაოსნის არსებული ყველა გამოცემა დავით ჩუბინაშვილს ჰქონდა. ის ცნობილი ბიბლიოფილი იყო. დავითის გარდაცვალების შემდეგ, მისი ბიბლიოთეკის უცხოური გამოცემები საიმპერატორო ბიბლიოთეკამ შეისყიდა, ქართული კი, ილია ჭავჭავაძის მონდომებით, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მეცნიერის შთამომავლებმა გადასცეს.
დროთა განმავლობაში ვეფხისტყაოსნის ახალ-ახალი გამოცემა იბეჭდებოდა. მე-19 საუკუნის ბოლოს მათი გამოცემები რუსეთის იმპერიის ფარგლებს გაცდა, მეოცე საუკუნის დასაწყისში კი მათმა რაოდენობამ რამდენიმე ათეულს გადააჭარბა.
მსოფლიოს არცერთი მსხვილი ბიბლიოთეკა არ ფლობდა ამ გამოცემათა კოლექციას. ქართველ ბიბლიოგრაფთათვის მიუწვდომელი იყო კაპიტალისტურ ქვეყნებში დაბეჭდილი გამოცემები, ემიგრანტთათვის კი - საქართველოში დაბეჭდილი ვეფხისტყაოსანი.
საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაშიც კი არ ინახებოდა ვეფხისტყაოსნის ე.წ. კაპიტალისტური გამოცემები.
სწორედ ამ ფონზე. ვეფხისტყაოსნის გამოცემების შეგროვება დაიწყო ცნობილმა ექიმმა, ალპინისტმა იოსებ ასლანიშვილმა (1891-1955წწ.). მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაბეჭდილი 76 გამოცემიდან, 69 მის კოლექციაში იყო დაცული (ჟურნალი დროშა. 1954. #1-2. გვ. 94). იმ დროისათვის 40 ქართული გამოცემიდან, ასლანიშვილს 39 ჰქონდა. იოსების ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ კოლექციის ვახტანგ ნათენაძე შევსება განაგრძო მისმა ძმამ - ვახტანგმა. გამოცემების გარდა, ასლანიშვილებს პოემის 3 ხელნაწერი გამოცემა გააჩნდათ. მათ კოლექციას აკლდა მხოლოდ 1712 წლის ქართული, 1939 წლის რუსული, 2 ჩინური (1949, 1951 წლების), 1917 წლის უნგრული, 1938 წლის ებრაული, 1945 წლის იტალიური გამოცემები. ვახტანგ ასლანიშვილის გარდაცვალების შემდეგ ეს კოლექცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკამ შეიძინა და დღეს იქ ინახება. ვახტანგ ასლანიშვილმა შეუძლებელი შეძლო და კოლექციას შემატა ბერლინში 1943 წელს ქართულად გამოცემული მინიატურული ზომის ვეფხისტყაოსანი, აგრეთვე ემიგრანტ დავით ხელაძის მიერ 1933 წელს პარიზში დაბეჭდილი ვეფხისტყაოსნის რუსული გამოცემა და არტურ ლაისტის ლაიფციგში გამოცემული თარგმანი.
1937 წელს, საქართველოში რუსთაველის საიუბილეო დღეებში, გამოცემათა შეგროვება შალვა სიმონის ძე ასათიანმა დაიწყო და საუკეთესო კოლექციაც შეაგროვა. იგი ასლანიშვილებთანაც ურთიერთობდა. მის კოლექციაში დაცულია ფოტოები, ღია ბარათები, ფირფიტები, რეპროდუქციები, ბუკლეტები, სამკერდე ნიშნები - ყველაფერი რუსთაველთან დაკავშირებული. 1966 წელს, რუსთაველის იუბილეს დღეებში, შალვა ასათიანმა საკუთარ სახლში ვეფხისტყაოსნის გამოცემათა გამოფენა მოაწყო.
ვეფხისტყაოსნის გამოცემებს აგროვებდა საქართველოს ყველაზე დიდი და ლეგენდარული ბიბლიოფილი იოსებ გრიშაშვილი. მის კოლექციაში დაცულია პოემის 1712 წლის გამოცემა, რომელიც პოეტს ასევე ცნობილმა ბიბლიოფილმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე ბარამიძემ აჩუქა. ალექსანდრე ბარამიძემ თავისი კოლექცია ხელნაწერთა ინსტიტუტს უანდერძა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ეს მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.
იოსებ ასლანიშვილი
გურამ ახალაია
ვახტანგ ნათენაძე
ვეფხისტყაოსნის გამოცემათა კოლექციას ფლობდა ცნობილი საბიბლიოთეკო მოღვაწე, მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის დირექტორი - ნოდარ გურგენიძე.
ასლანიშვილები მისი ბიძები იყვნენ და, ალბათ, მათი კოლექციის დათვალიერების შემდეგ გაუჩნდა საკუთარი კოლექციის შეგროვების სურვილი. 1996 წლისათვის მისი კოლექცია 200-ზე მეტ ვეფხისტყაოსნის სხვადასხვა გამოცემას მოიცავდა.
საინტერესო და ყველაზე მრავალრიცხოვანი კოლექცია ჰქონდა ნოდარ ქებაძეს - საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გამოცემულ თითქმის ყველა გამოცემას მოიცავდა, შუა აზიის რესპუბლიკების გამოშვებული ვეფხისტყაოსნების ჩათვლით. მისი კოლექცია ამ მხრივ გამორჩეულია.
ვახტანგ ნათენაძე (1908-1988 წწ.) ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული შემგროვებელია. კვირაობით ვერის ბაღში (მაშინ კიროვის სახელი ერქვა) წიგნის მოყვარულები იკრიბებოდნენ. თავიდან ჩუმ-ჩუმად, ვითომ საჭადრაკო ლიტერატურის გასაცვლელად, სინამდვილეში კი ძნელად საშოვნელი გამოცემების შესაძენად. იქიდან მახსოვს, მითხრეს - ამ კაცს ვეფხისტყაოსნის გამოცემები აქვს, ყველა ქვეყანაში გამოცემულიო. მისი კოლექცია არაერთი გამოფენის მშვენება იყო, მოსკოვშიც გამოფინეს და დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მისთვის საინტერესო გამოცემას ფანტასტიკურ ფასად ყიდულობდა, გამოფენებში კი უსასყიდლოდ მონაწილეობდა. მანვე გურამ ახალაია დაუთმო ვეფხისტყაოსნის 1888 წლის ქართველიშვილისეული ორიგინალი გამომცემლობას რეტოპრინტული გამოცემის ყდის დასაბეჭდად.
ვეფხისტყაოსნის გამოცემებს 1950 წლიდან აგროვებდა ნოდარ ჩხეიძეც და ათობით იშვიათი ეგზემპლარი ჰქონდა.
დღეისათვის, ვეფხისტყაოსნის ყველაზე სრული კოლექციის მფლობელია გურამ ახალაია - კოლექცია მოიცავს გამოცემებს 1712 წლის პირველი ქართული გამოცემიდან მოყოლებული დღემდე. არანაკლები კოლექცია აქვს ამ წერილის ავტორსაც - 340 ცალი სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემული ვეფხისტყაოსანი.
ჯერჯერობით, ისეთი კოლექციონერი, რომელსაც ყველა გამოცემა აქვს, არ არსებობს. ვნახოთ, ამას ვინმე თუ მოახერხებს.
![]() |
22 ჰობიტი ახალი ზელანდიიდან |
▲ზევით დაბრუნება |
კინო|კულტურა
ნიკა ესებუა
Ash adan durbatulûk, ash adan gimbatul,
Ash adan thrakatulûk agh burzum-ishi krimpatul
ახალი ზელანდიის პატარა ქალაქში, ფაქერუა ბეიში, ჯექსონების ოჯახში ტელევიზორი იყო ჩართული. პატარა პიტერი შავ-თეთრ ფილმს უყურებდა, სადაც გიგანტური მაიმუნი ნიუ იორკს „აზანზარებდა”. პიტერს ხან ეშინოდა, ხან აღფრთოვანების ტაშს შემოკრავდა, The Empire State Building-ზე მაიმუნის დაღუპვის სცენაზე კი ატირდა. „კინგ კონგი” პიტერ ჯექსონის საყვარელ ფილმად იქცა და ჯერ კიდევ ბავშვმა მტკიცედ გადაწყვიტა, რეჟისორი გამხდარიყო, რათა თავისი საყვარელი გმირი ეკრანზე თვითონ გაეცოცხლებინა. 8 წლის პიტერი მშობლების სუპერ 8-ით (ვიდეოკამერა) ფილმებს იღებდა, 9 წლისამ კი „კინგ კონგის” გადაღება სცადა. ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ რეჟისორობა ის ერთადერთი საქმეა, რომლის კეთებაც უნდოდა, ამიტომ 16 წლისამ სკოლა მიატოვა, მუშაობა და ფულის შეგროვება დაიწყო, რითაც საკუთარი ვიდეოკამერა იყიდა. დაახლოებით იმ პერიოდში ჯონ რუალ რონალდ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი” წაიკითხა და მიხვდა, რომ მის „აუცილებლად გადასაღებელი ფილმების” სიას კიდევ ერთი წევრი შეემატა. მაგრამ ოცნებების ასრულებამდე ჯერ დიდი გზა იყო გასავლელი.
პიტერ ჯექსონი 1961 წლის 31 ოქტომბერს, ჰელოუინის დღესასწაულზე დაიბადა. მისი მეგობრები ხუმრობენ, რომ რეჟისორის სიყვარული ჰორორ კომედიების მიმართ, სწორედ ამითაა გამოწვეული. ჯექსონის სადებიუტო ფილმი, „ცუდი გემო”, 1987 წელს გამოვიდა. პიტერი ამ ნამუშევარზე 4 წელი მუშაობდა, ის იყო რეჟისორი, სცენარისტი, იდეის ავტორი, სპეცეფექტების ავტორი, პროდიუსერი და მსახიობიც კი. ეს დაბალბიუჯეტიანი ჰორორ კომედია კანის კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა. კრიტიკოსების ნაწილმა ჯექსონის შავი იუმორი მოიწონა, მეორე ნაწილი კი ზედმეტმა ძალადობამ გააღიზიანა. თუმცა ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორთან ჰქონდათ საქმე. ამ ნამუშევარმა პიტერ ჯექსონს შემდეგი ფილმის გადასაღებად საკმარისი თანხა და მეუღლე “მოუტანა”. ფრენ უოლში „ცუდის გემოს” გადაღებისას გაიცნო. ერთნაირი გემოვნების, იუმორისა და იდეების პატრონებმა, ერთმანეთს ძალიან იოლად გაუგეს და მალევე იქორწინეს. მას შემდეგ უოლში ჯექსონის განუყოფელი ნაწილი, მისი მარჯვენა ხელი და ყველა პროექტის მნიშვნელოვანი წევრია.
„ცუდ გემოს” „გაიცანით ფიბლზები” და „ცოცხალი მკვდარი” მოჰყვა. ამ სამმა ფილმმა ჯექსონს, როგორც კარგ სატირიკოსს, გაუთქვა სახელი. ბავშვობაში მონტი პაიტონის შოუს ფანს, არ გასჭირვებია აბსურდი და რეალობა გემოვნებით შეეზილა ერთმანეთში. თუმცა მას პიტერ ჯექსონი მეტი უნდოდა, ერთ ადგილზე გაყინვა კი, ამ „მეტს” ვერ მოიტანდა, ამიტომ ჯექსონმა განსხვავებულ პროექტზე მუშაობა დაიწყო. „ზეციური ქმნილებები” ორი მეგობარი გოგოს ისტორიაა, რომლებიც რეალობისა და ფანტაზიის მიჯნაზე ცხოვრობენ, მათ იდილიას კი ერთ-ერთის დედა არღვევს. პაულინ პარკერი და ჯულიეტ ჰულმე პარკერის დედას სასტიკად გაუსწორდნენ. ეს რეალური ამბავია, რომელზე ფილმის გადაღების უფლებაც ჯექსონმა მოიპოვა და თავისი წინა ფილმებისგან სრულიად განსხვავებული ნამუშევარი გადაიღო. „ზეციურმა ქმნილებებმა” ვენეციის კინოფესტივალზე ფურორი მოახდინა, ჯექსონს ჰოლივუდისკენ გზა გაუხსნა, ხოლო ქეით უინსლეტი იმედისმომცემ მსახიობად წარმოაჩინა. სწორედ პიტერ ჯექსონია ის რეჟისორი, რომელმაც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი მსახიობი აღმოაჩინა. ისევე როგორც წინა პროექტებში, აქაც ჯექსონი თვითონ აკეთებდა ყველაფერს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებოდა თითოეულ დეტალს, მონაწილეობას იღებდა სპეცეფექტების შექმნაში. სწორედ აქ დაუახლოვდა Weta Workshop-ის ხელმძღვანელობას და მათთან ერთად Weta Digital შექმნა - კომპანია, რომელიც სპეცეფექტების გიგანტად იქცა. „ავატარი”, „მაიმუნების პლანეტის აღზევება”, „ტენტენი”, „შურისმაძიებლები”- ვიზუალურად რევოლუციური ყველა ფილმი სწორედ ჯექსონის კომპანიას უკავშირდება. პიტერმა და მისმა მეუღლემ გუნდი გააფართოვეს, Weta Digital-ის შემადგენლობა ჯექსონის საძმოში გაწევრიანდა და ნელ-ნელა რაღაც გრანდიოზულისკენ სვლა დაიწყო.
1993 წელს „იურული პერიოდის პარკის” გამოსვლამ ჯექსონი დაარწმუნა, რომ ტექნოლოგიები იძლეოდა საშუალებას, გადაეღო რეალისტური ფენტეზი, რომელსაც იაფფასიანი ვიზუალი არ ექნებოდა. კინოკომპანია Universal-მა ჯექსონი „კინგ კონგის” რიმეიქის გადასაღებად დაიქირავა. რეჟისორის ოცნება ახდა, თუმცა ბედის ირონიით, სწორედ იმ წლებში (1997-98) „უძლეველი ჯო იანგი” და „გოძილა” გამოვიდა - ორი ფილმი გიგანტურ მონსტრზე და Universal-მა დროებით უარი თქვა „კინგ კონგის” გაღვიძებაზე. ეს ჯექსონის კარიერაში საბედისწერო მომენტად იქცა.
„18 წლის ვიყავი, „ბეჭდების მბრძანებელი” რომ წავიკითხე და გავიფიქრე „ერთი სული მაქვს, ფილმი როდის გამოვა-მეთქი”. 20 წელი გავიდა და არავის არაფერი გადაუღია - მოთმინება საბოლოოდ დავკარგე”, - ეს სიტყვები ჯექსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, იქამდე მისასვლელად კი ურთულესი გზა გაიარა. მან და ფრენ უოლშმა Miramax Films-ის ბოსი ჰარვი ვაინშტაინი „ბეჭდების კინგ კონგი მბრძანებლის” გადაღებაზე დაითანხმეს. იმ დროს ტოლკინის ქმნილებებზე ეკრანიზაციის უფლებებს საულ ზეიცი ფლობდა, ჯექსონმა სწორედ მისგან იყიდა უფლებები და მეუღლესთან ერთად სცენარის წერას შეუდგა. ვაინშტაინის მოთხოვნით, სამნაწილიანი წიგნი ჯექსონმა ორ ფილმად გაყო, მშობლიურ ახალ ზელანდიაში გადაღების უფლება და 75-მილიონდოლარიანი ბიუჯეტი მოითხოვა. თუმცა Miramax-ის წარმომადგენლების გათვლით, „ბეჭდების მბრძანებლის” გადასაღებად, მინიმუმ, 150 მილიონი იყო საჭირო - ამხელა თანხის ჩადებას კი შეუშინდნენ და ჯექსონს ტოლკინის ნაწარმოების ერთ ფილმში ჩატევა მოსთხოვეს, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს. პიტერმა სცენარი ჰოლივუდის სხვა კომპანიებს მიუტანა. დიდმა კინოკომპანიებმა პროექტი სარისკოდ მიიჩნიეს და ჯექსონი უარით გაისტუმრეს, მხოლოდ New line cinema დათანხმდა მის წინადადებას და მეტიც, სამი ფილმის გადაღება შესთავაზა, თითოეულზე კი დაახლოებით 95 მილიონი დოლარი გამოყო. ტრილოგია უკვე კრეატიულ თავისუფლებასა და ტოლკინის სამყაროს მაქსიმალურად ზუსტად გადმოცემის საშუალებას იძლეოდა. ჯექსონმა სამუშაო გუნდის შეკრება დაიწყო და ყველა გააფრთხილა, რომ წინ რამდენიმეწლიანი სასტიკი შრომა ელოდათ.
7 წელი მიუძღვნა პიტერ ჯექსონმა „ბეჭდების მბრძანებლის” შექმნას. მას არ უნდოდა უბრალოდ ფენტეზის, კარგი ფილმის გადაღება. ეს უნდა ყოფილიყო გრანდიოზული, ძალიან რეალური ეპოპეა ტოლკინის სამყაროში, სადაც ყველა დეტალი მაქსიმალურად ნამდვილი და ცოცხალი უნდა გამოსულიყო. ტრილოგიას თითქმის 4 წელი იღებდა. მან გარისკა და სამივე ფილმი ერთდროულად გადაიღო, მასთან ერთად კი New line cinema-მაც ძალიან ბევრი შემოდო სასწორზე - ასეთ პროექტებში გამოუცდელ რეჟისორს ერთბაშად დიდი ფული და უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა. „ბეჭდების მბრძანებელი” ხომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. ბეჭდების მბრძანებელი ჯექსონი პერფექციონისტია, თითოეულ ეპიზოდზე ათეულობით დუბლს იღებს, სხვადასხვა კუთხეს ირჩევს, რაც მონტაჟის დროს ეხმარება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზღვარის დაცვა რეალობასა და ფენტეზის შორის, რომელსაც აკურატულად, გემოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით აღწევს ხოლმე. „ბეჭდების მბრძანებლის” გადაღებების დაწყებამდე, ჰობიტონის გადასაღებად დეკორაციაზე და კომპიუტერულ ეფექტებზე უარი თქვა. ჰობიტების საცხოვრებლები ააშენებინა და მათ ეზოსა თუ ბოსტანში სხვადასხვა პროდუქტი დაათესინა, რათა ყველაფერი მაქსიმალურად ნამდვილი ყოფილიყო. ახალი ზელანდიის მრავალფეროვანმა ბუნებმა რეჟისორს საშუალება მისცა, ლოკაციები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული და ტოლკინის სტილში ყოფილიყო. პიტერ ჯექსონი „ბეჭდების მბრძანებელს” არა მაყურებლისთვის, არამედ სწორედ დიდი ბრიტანელი მწერლისთვის იღებდა. ეს პროექტი უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორსაც ტოლკინი ინატრებდა. ამიტომ ჯექსონი სცენარს თითქმის ყოველდღე ამუშავებდა და შესწორებები შეჰქონდა. მან ყველა მსახიობს 1981 წლის BBC-ის რადიოადაპტაცია მოასმენინა, რომელსაც იან ჰოლმი (ბილბო ბეგინსი) კითხულობდა. ჯექსონმა არაგორნის როლის შემსრულებელი სტიუარტ თაუნსენდი სახლში გაუშვა, რადგან გადაწყვიტა, რომ არაგორნი უფრო ჰობიტი ასაკოვანი უნდა ყოფილიყო. სპეცეფექტებიდან დაწყებული, გრიმითა და კოსტიუმებით დასრულებული, ყველა დეტალს პირადად ამოწმებდა და სანამ იდეალურ სახეს არ მიიღებდა, ჯგუფს მანამდე ამუშავებდა. ათიათასობით იარაღი და ჯავშანი დაამზადეს „ბეჭდების მბრძანებლისთვის”, უამრავი ყური, ცხვირი, ხელი და ფეხი შეაქმნევინა ჯექსონმა გრიმიორებს, რათა ყველაფერი ორიგინალური ყოფილიყო. მიუხედავად იდეალისტური მიდგომისა, ის სხვა პერფექციონისტი რეჟისორებისგან განსხვავებით, სამუშაო ჯგუფს უყვარდა. ჯექსონი თვითონ იყო ჰობიტი, მხიარული, ენთუზიასტი, კარგი იუმორის მქონე და მუდამ პოზიტიური პუტკუნა სათვალიანი კაცი, რომელიც გადასაღებ მოედანზე ფეხშიშველი, შორტებით დააბიჯებდა. ის ტირანი არ იყო, პირიქით, ახერხებდა იმას, რომ ტირანულ სამუშაოს ყველას ხალისით აკეთებინებდა. საბოლოოდ, 1770 კილომეტრი სიგრძის ფირი დაიხარჯა, საიდანაც ჯექსონმა 11-საათიანი და 23-წუთიანი ტრილოგია შექმნა - სამი ფილმი, რომელიც ყველანაირ შრომად და რისკად ღირდა
პიტერ ჯექსონი
„ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიამ 17! ოსკარი მოიგო. კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია და კოპოლას „ნათლიასთან” ერთად, ერთადერთი ტრილოგიაა, რომლის სამივე ნაწილი, საუკეთესო ფილმის წოდებისთვის, ოსკარზე იყო ნომინირებული. „ბეჭდების მბრძანებელი” საკულტო ნამუშევრად და კლასიკად იქცა, რომელიც დროის სვლასთან ერთად, კინოს ისტორიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ნამუშევარი ხდება. ჯექსონმა აჩვენა კინოსამყაროს, რომ ფილმის ჟანრს, ბიუჯეტს, სიუჟეტს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი მიდგომა და ზუსტი დეტალიზაციაა. მთავარია, მაყურებელს აჩვენო, რომ ყველაზე წარმოუდგენელი რამ შეიძლება რეალობა იყოს. პიტერ ჯექსონმა „ბეჭდების მბრძანებლით”, ყველაზე ცოტა, 11 საათით მაინც მოახერხა ხალხის შუამიწეთში გამგზავრება, სადაც მათ მისი დახატული, ტოლკინის შექმნილი პერსონაჟები ელოდნენ.
დიდების ზენიტში მყოფმა რეჟისორმა არაერთი შემოთავაზება მიიღო, მაგრამ ჯექსონს თავისი ბავშვობის ოცნების ახდენა სურდა, ის კვლავაც „კინგ კონგის” რიმეიქს უმიზნებდა. კინოკომპანია Universal-მა ჯექსონს, წინასწარ, დღემდე სარეკორდო 20 მილიონი დოლარი გადაუხადა და გიგანტური მაიმუნის ეკრანზე დაბრუნების შანსი მისცა. პიტერმა ისევ თავისი საძმო შემოიკრიბა და კვლავაც „ორ ციხესიმაგრეს” - Weta-ს სპეცეფექტებსა და ახალი ზელანდიის ბუნებას დაეყრდნო. შედეგად ჯექსონმა მეფე ღირსეულად დააბრუნა. სამსაათიანი ეპოპეა კრიტიკოსებმა თბილად მიიღეს და კლასიკური ნაწარმოების წარმატებული რიმეიქის სანიმუშო მაგალითად მიიჩნიეს.
კინგ კონგი
„კინგ კონგის” დასრულების შემდეგ ჯექსონმა ოთხწლიანი პაუზა აიღო და მხოლოდ 2009 წელს დაბრუნდა, როცა ჯერ ახალი ტალანტი ნილ ბლომკამპი აღმოაჩინა და შემდეგ „საყვარელი ძვლები” გადაიღო. ნილ ბლომკამპს ჯექსონმა 30 მილიონი დოლარი და სრული თავისუფლება მისცა, მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით აღფრთოვანებული, პროექტის წარმატებაში დარწმუნებული იყო. ზელანდიელ ხელოვანს ალღომ არც ამჯერად უღალატა და „მეცხრე რაიონი” ნამდვილ ჰიტად იქცა, ამასთან ერთად, ოსკარზეც იყო ნომინირებული. „საყვარელი ძვლები” ჯექსონის ჩავარდნა იყო. კინოში ხმაურიანი დაბრუნების მაგივრად, მაყურებელმა ოჯახური დრამა არ მიიღო.
ცუდი გემო
ბეჭდების მბრძანებელი
„ბეჭდების მბრძანებლის” წარმატების შემდეგ ყველა „ჰობიტის” ეკრანიზაციაზე ალაპარაკდა. რეჟისორის სავარძელში, რა თქმა უნდა, პიტერ ჯექსონი უნდა ყოფილიყო. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ მოხდა. „ჰობიტის” გადაღებისა და დისტრიბუციის უფლებებს სხვადასხვა კომპანიები ფლობდნენ, ჯექსონს ძალიან დაეძაბა ურთიერთობა New line cinema-სთან, რომელსაც, თავის მხრივ, ფინანსური პრობლემები ჰქონდა. 2005 წელს „ჰობიტი” ნელ-ნელა დაიძრა ადგილიდან, თუმცა ყოველ წელს ახალი პრობლემა ჩნდებოდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი 2008 წელს მოგვარდა, როცა ჯექსონმა აღმასრულებელი პროდიუსერის პოსტი დაიკავა და რეჟისორის სავარძელი გილერმო დელ ტოროს დაუთმო. ფილმების - „ფავნის ლაბირინთისა” და „ჰელბოის” - რეჟისორს ჯექსონი ცუდი გემო იდეალურ ვარიანტად მიიჩნევდა და მასთან ერთად დაიწყო „ჰობიტის” კონცეფციაზე მუშაობა. უამრავი დაპირისპირებისა და იდეური უთანხმოების მიუხედავად, ერთი წლის შემდეგ სცენარი დაწერეს და გადასაღებად ყველაფერი მოამზადეს, თუმცა კინოკომპანიებში კვლავაც გაურკვევლობა იყო, დაფინანსება არ ჩანდა და პროექტი კვლავ გაჩერდა. ამდენმა დაყოვნებამ გილერმო დელ ტორო გააღიზიანა და მან 2010 წელს პროექტი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონი უარს ამბობდა რეჟისორობაზე, ბოლოს „იძულებული გახდა”, „ჰობიტი” თვითონ გადაეღო. ამ პროექტზე მუშაობისას ჯექსონი მიხვდა, რომ ფილმი არა დილოგია, არამედ ტრილოგია უნდა ყოფილიყო. მესამე ნაწილი ტოლკინის ნაწარმოებების შემაერთებელი ხიდი იქნება - ფილმი, რომელიც „ჰობიტსა” და „ბეჭდების მბრძანებელს” შორის არსებულ ნაპრალს შეავსებს. რა და როგორ გამოუვა ჯექსონს, ამას მაყურებელი სულ მალე, 14 დეკემბრიდან იხილავს კინოთეატრებში. „ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა” - ასე ჰქვია ტრილოგიის პირველ ნაწილს, რომელიც რევოლუციური 48 კადრი წამში კამერითაა გადაღებული.
საყვარელი ძვლები
პიტერ ჯექსონი თვითნასწავლი ხელოვანია, პროფესიული განათლება არ მიუღია, მისი ერთადერთი მასწავლებელი მისივე შეცდომები იყო, რამაც ყველაზე კარგი გაკვეთილები ჩაუტარა - გაკვეთილები, რომლებმაც კინოს „ბეჭდების მბრძანებელი” აჩუქა. ჯექსონი პუტკუნა აღარაა, არც სათვალეს იყენებს, თუმცა ისევ ისეთი მხიარული ჰობიტი პერფექციონისტია, რომელიც გადასაღებ მოედანზე დახტუნავს და თავის საყვარელ ფრაზას - „წარმატებისთვის კიდევ ერთი დუბლი გადავიღოთ”, გაიძახის. ის რეჟისორია, რომელიც თავის ყველა ფილმს იმ პატარა ბავშვისთვის იღებს, ფექერუა ბეიში „კინგ კონგის” ყურებისას რომ ატირდა, და რომელმაც ყველაზე კარგად იცის, როგორ შეაყვაროს ადამიანს კინო.
ჰობიტი
![]() |
23 ჯილდო საინჟინრო გადაწყვეტას |
▲ზევით დაბრუნება |
არქიტექტურა
სიმონ მაჩაბელი
შეუძლებელია თბილისის გარეუბანში დავით აღმაშენებლის ხეივანში გაიარო და ყურადღება არ მიაქციო ქართული სინამდვილისთვის უცხოდ თანამედროვე, დახვეწილ, ტექნიკურად მაღალ დონეზე შესრულებულ ნაგებობას: ეს საქართველოს პროკურატურის ახალი სათავო ოფისია. შავი მასიური კუბი ნახევრადგამჭვირვალე სარკეების შედარებით მცირე ზომის სეგმენტებთანაა გათამაშებული. ერთი მხრივ, სოლიდური მყარი ჩარჩო, ავტორების აზრით, კონცეპტუალურ დონეზე კანონის უზენაესობას, სიმტკიცეს გამოხატავს, მრავალკუთხა კუბის გამჭვირვალე შიდა ფრაგმენტები კი კანონმდებლობის, როგორც ჰარმონიული ცხოვრების აუცილებელ ელემენტს აღწერს.
ავტორების აზრით, შენობა ტვინის, აზროვნების მეტაფორაა სხვადასხვა შრეებით, ცენტრით და ფუნქციებით. ფილოსოფიური ნაწილის მიღმა შენობა უბრალოდ ლამაზი, კარგი და ახალი ქართული არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითია. ნაგებობა, როგორც გარეთა ფასადზე, ასევე შიგნით, სხვადასხვა სივრცეებს აერთიანებს, მის სახურავზე ბაღია მოწყობილი. პროკურატურის შენობა ერთ მთლიან, მკაფიო, მაგრამ ჰაეროვან არქიტექტურულ ანსამბლს ქმნის, რომლის ერთი მხარე დავით აღმაშენებლის ხეივანს გადაჰყურებს, უკან კი ავტომანქანების სადგომია.
პროკურატურის შენობა ქართულმა არქიტექტურულმა ბიურომ Architects of Invention დააპროექტა და ააშენა. პროეტზე მუშაობდნენ: ნიკა ჯაფარიძე, გოგიკო საყვარელიძე, ივანე ქსნელაშვილი, დათო ცანავა, ეკა კანკავა, ველიანა გულიაშვილი, ნიკა მაისურაძე, ელისო სულაკაური, დავით დოლიძე, სოსო ელიავა, ეკა რეხვიაშვილი და დევი ქიტუაშვილი.
შენობა სწორი მენეჯმენტისა და დაგეგმარების შედეგად სულ რაღაც 8 თვეში აშენდა და 5 მილიონი დოლარი დაჯდა. მშენებლობისას გამოყენებული იყო ადგილობრივი მეტალის მასალები. ნაგებობა მთლიანად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტს, როგორც კრეატიული, ასევე ტექნიკური კუთხით. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ არქიტექტურულ წრეებში ცნობილმა ბრიტანულმა კონსტრუირების ინსტიტუტმა, The Institution of Structural Engineers, პროკურატურის სათავო ოფისის შენობის საინჟინრო გადაწყვეტას პრესტიჟული ჯილდო გადასცა საუკეთესო სტრუქტურული გადაწყვეტისთვის.
პროკურატურის სათავო ოფისი უდავოდ დაიკავებს ღირსეულ ადგილს ქალაქის განახლებად ლანდშაფტში, როგორც ახალი ღირსშესანიშნაობა.
![]() |
24 ტიულის ფარფატა კაბები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
ირინა ბაგაური
ერთობ მოსული ქალი იყო მარია ტალიონი. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში დაბადებული ბალერინა სულაც არ ჰგავდა დღევანდელ კლასიკური ბალეტის სიფრიფანა, მაღალფეხება მოცეკვავეებს: არც გრძელი და თხელი კიდურებით გამოირჩეოდა, არც სწორი მხრებითა და იდალური პროპორციებით. ამიტომ, როდესაც მამამისს, ფილიპო ტალიონის, პარიზის ოპერისთვის ბალეტ „სილფიდას” შექმნა დაუკვეთეს, ქორეოგრაფს დიდი საფიქრალი გაუჩნდა, თუ როგორ დაემსგავსებინა მარია ტალიონი არაამქვეყნიურად ჰაეროვანი აჩრდილისთვის და გამოსავალსაც მალე მიაგნო: სპექტაკლისთვის ქალიშვილი, კლასიკური ბალეტის ისტორიაში პირველად, ცერებზე - პუანტებზე შეაყენა და თხელი ბადისებრი ქსოვილისგან დამზადებული დაშვებული კაბა ჩააცვა.
მარია ტალიონი
ასე შეიქმნა კლასიკური ბალეტის ისტორიაში პირველი ტიულის კაბა, რომელსაც ფრანგებმა Tutù, რუსებმა კი მოგვიანებით პაჩკა შეარქვეს. კოსტიუმმა არაერთგზის განიცადა ცვლილება, ის დროთა განმავლობაში დამოკლდა, პრიმაბალერინების გემოვნების მიხედვით, მოცულობაში ხან გაიზარდა, ხანაც შემცირდა.
ტიულის გრძელ სამოსს, რომელიც მარია ტალიონიმ პარიზულ პრემიერაზე ჩაიცვა, დღეს უკვე რომანტიკული ხანის კაბას, „შოპენიანკას” ეძახიან. Tutù-ს რუსულ ვარიანტად - „პაჩკად” კი, ძირითადად, ყველაზე ცნობილ საბალეტო კოსტიუმს, ფიფქისებრ, შემდგარ კაბას მოიხსენებენ.
პაჩკა არის კოსტიუმი, რომელიც დღეს, „გედების ტბასთან” ერთად, ყველაზე მეტად ასოცირდება კლასიკურ ბალეტთან და მას არავინ იცვამს და არც არავის უხდება, გარდა ბალერინებისა. ეს კაბა ხაზს უსვამს აღნაგობის ყველა დეფექტს, ამიტომ, მის შექმნასთან ერთად, ქორეოგრაფიულ სასწავლებლებში მოსწავლეების მიღების კრიტერიუმებიც გამკაცრდა: რომანტიკული ხანის ბალერინებისგან განსხვავებით, რომლებსაც ძირითადად, მხატვრების ტილოებიდან ვიცნობთ, დღევანდელ კლასიკური ბალეტის მოცეკვავეს უნდა ჰქონდეს მაღალი ტერფი, გრძელი ფეხები, წვრილი წელი, სწორი მხრები, პატარა თავი და, მოკლედ რომ ვთქვათ, იდეალური პროპორციები საიმისოდ, რომ სცენაზე ლამაზი გამოჩნდეს და მოიხდინოს კლასიკური ბალეტის მთავარი კოსტიუმი - ტიულის ბრტყელი და ფარფატა პაჩკა.
ტიულის ქვედაბოლო, ძირითადად, სხვადასხვა ზომის ცხრა ფენისგან შედგება, რკინის რგოლით მაგრდება და მის შესაქმნელად, საშუალოდ, ექვსიდან ოც მეტრამდე ქსოვილი იხარჯება.
დეგას ქანდაკბა
საბალეტო კოსტიუმების თბილისური სახელოსნო, რომელიც ოპერის უკან იდგა, დღეს უკვე აღარ არსებობს. ის თეატრის რესტავრაციის დაწყების შემდეგ, სიძველის გამო დაანგრიეს. ამჟამად მკერავებს ქუთათელაძის ქუჩაზე, ნაქირავები ვიწრო და ბნელი ბინის პირველ სართულზე უწევთ მუშაობა. ამ დროებითი სახელოსნოს კედლებში ახალსა და მოდერნიზებულს თითქმის ვერაფერს ნახავთ. კედლებზე და ჭერზე საგანგებოდ დამზადებული, ან სპექტაკლებიდან ჩამოწერილი კოსტიუმებია, რომლებიც საკარნავალოდ ქირავდება. ინსტრუქტორები Подольск-ის საბჭოურ საკერავ მანქანებს უსხედან. სახელოსნოს დანადგარებს დიდი ტრადიციების მქონე თეატრისთვის შესაფერისი, მრავლისმთქმელი წარსული აქვთ: „ეს საკერავი მანქანები, ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში, ოპერის მარია ტალიონი თეატრს რომ ხანძარი გაუჩნდა, მაშინ გადაარჩინა კატუშამ: ჯერ კოსტიუმები გადმოყარა მერვე სართულიდან და მერე თოკებით ჩამოაშვებინა საკერავი მანქანები”.
კატუშა ძნელაძე თბილისის ოპერის თეატრის სახელოსნოს ლეგენდარული მკერავი გახლდათ, რომლის სახელთანაც ალბათ ყველაზე მეტად ასოცირდება თბილისის ოპერის თეატრის საბალეტო კოსტიუმების ისტორია. სამკერვალოს თანამშრომლები ღიმილით იგონებენ თავიანთ აწ გარდაცვლილ უფროს კოლეგასა და მასწავლებელს: „თბილისში 16 წლისა ჩამოვიდა. მუშაობა პალტოების კერვით დაიწყო, და მერე მოვიდა ოპერაში. პირველი საბალეტო კოსტიუმი ვერა წიგნაძეს შეუკერა, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა. მას შემდეგ დარჩა და დარჩა თეატრში. თავდადებით ემსახურებოდა აქაურობას, რამდენიმე წლის განმავლობაში სახელოსნოშივე ეძინა და ოთხმოცი წლის იყო, ამ საქმიანობას რომ მოწყდა. ის შემოქმედებითად უდგებოდა თავის საქმიანობას, სწავლობდა ბევრს და ჩვენგანაც ასევე ბევრს ითხოვდა”.
საბალეტო კოსტიუმის დამზადება, მართლაცდა, საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია და არაფერი გამოგივა, თუ საქმეს პედანტურად და შემოქმედებითად არ მიუდექი.
როგორი უნდა იყოს საბალეტო კოსტიუმის ქსოვილი, რომ მასში ბალერინამ თავი მოხერხებულად იგრძნოს და როგორია მისი კერვის პროცესი, ამის შესახებ მოსკოვის დიდი თეატრის ახალგაზრდა და უზომოდ ნიჭიერი ქართველი მოცეკვავე, ანა ტურაზაშვილი გვესაუბრა:
ანა ტურაზაშვილი: „კოსტიუმის შეკერვა კორსეტის დამზადებით იწყება, რომელიც ყველაზე რთული შესაკერია: ტანზე თან მჭიდროდ უნდა გეკვროდეს და თან სუნთქვისა და მოძრაობის საშუალებას უნდა გაძლევდეს. იმისათვის, რომ სცენაზე კოსტიუმში თავი მოხერხებულად იგრძნო, მისი დამზადებისას, ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. ის არ უნდა იყოს არც ძალიან გრძელი, არც მოკლე: აუცილებელია, მკერავთან შეათანხმო, კორსეტის როგორი ჭრილი გირჩევნია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაჭრის ხარისხს. უხარისხო და არანატურალური ქსოვილით შეკერილი კოსტიუმი ერთ ცეკვაში ფუჭდება და, რაც ყველაზე უარესია, ჰაერს არ ატარებს. ასეთ სასცენო ტანისამოსში ცეკვისას ბალერინებს საშინლად გვცხელა”.
ანა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში თბილისში, ნინო ანანიაშვილის დასში ცეკვავდა და ამ ორი თეატრის სახელოსნოებში შეკერილ კოსტიუმებს შორის, მისი თქმით, თვალშისაცემი განსხვავება თითქმის არ შეიმჩნევა.
ანა ტურაზაშვილი: „განსხვავება თბილისისა და მოსკოვის სახელოსნოებს შორის, ძირითადად, სამკერვალოს მასშტაბებსა და მომსახურე პერსონალის რაოდენობაშია. ისე კი, თარგები თითქმის იდენტურია. გარდა ამისა, თბილისისგან განსხვავებით, მოსკოვში, მოცეკვავეებს დასში მიღებისთანავე იბარებენ სახელოსნოში და ზომებს უღებენ. ამიტომ, როდესაც ძალიან დაკავებულები ვართ, ყოველ ახალ სპექტაკლზე ხელახლა აღარ გვიწევს სამკერვალოში სირბილი და ხშირად სახელოსნოში მიუსვლელად, ამ ჩანაწერების მიხედვით გვიმზადებენ კოსტიუმებს. ხანდახან ასე შეკერილი უკეთაც კი გვერგება. ერთადერთი ბალერინა, რომელსაც სახელოსნოში მისვლა არასდროს უწევს, სვეტლანა ზახაროვაა. კონსტრუქტორებს მისი მანეკენი აქვთ, ამიტომ მის სასცენო სამოსს გადაკეთება არასდროს სჭირდება”.საბალეტო პაჩკების რეცხვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ხარისხიანადაა დამზადებული, მიზანშეწონილი არაა და ისინი ქიმიურად იწმინდება. მიუხედავად ამისა, ტიულის კაბები დიდხანს ვერ ძლებს, ასე განსაჯეთ, ორსეს მუზეუმში დაცულ დეგას ცნობილ ქანდაკებას, მეოთხე საბალეტო პოზიციაში ჩამომდგარ 14 წლის ბალერინასაც კი, რომელიც მინის საფარის მიღმა იწონებს თავს, პარიზშიც და იმ დანარჩენ მუზეუმებშიც, სადაც მისი ასლებია დაცული, დროდადრო უცვლიან ქვედაბოლოებს.
ტიულის ქვედაბოლოების ფორმა, წარმომავლობის მიხედვით, განსხვავდება: ის შეიძლება იყოს ბრტყელი ან დაშვებული. ბევრ თანამედროვე დადგმაში დღეს უკვე ერთფენიან პაჩკებსაც შეხვდებით. მათი სტანდარტული სიგრძე მოსკოვში 38 სანტიმეტრია. პეტერბურგში რადიუსით უფრო დიდ პაჩკებს კერავენ, შესაბამისად, ეს კოსტიუმები, მოსკოვურთან შედარებით, უფრო გრძელი, მძიმე და ოდნავ დაშვებულია. პარიზის სახელოსნოებში, პირიქით, შედარებით მოკლე და მსუბუქი კოსტიუმები მზადდება.
კოსტიუმის შეკერვის შემდეგ იწყება დიზაინერების მიერ შექმნილი ესკიზების მიხედვით მისი გაფორმება. პაჩკა დიდგვაროვნების კოსტიუმია. ის პრინცესებს, პატარძლებს, კეთილშობილი წარმომავლობის პერსონაჟებს აცვიათ. შესაბამისად ხდება მათი მორთვაც: სამეფო მეჯლისებისთვის, მაგალითად, მძინარე მზეთუნახავის, რაიმონდას ან კორსარის წვეულებებისთვის განკუთვნილ კოსტიუმებს ძირითადად თვლებით აფორმებენ. მითიური არსებებისა თუ ფერიების კოსტიუმები, რატომღაც, უფრო მოკრძალებულია: დონ კიხოტის სიზმრისეული ფერიების ტანისამოსი ყვავილებითაა შემკობილი, ბაიადერას ჩრდილების კოსტიუმები აბსოლუტურად სადაა, გედებისა კი - ბუმბულებითაა მორთული. არადიდგვაროვნების კოსტიუმები კი ხშირად შოპენიანკებია და არა პაჩკები, მორთულობაც ნაკლები აქვთ, სამაგიეროდ, უფრო ფერადები და ჭრელებია.
ანა ტურაზაშვილი: „ის, თუ რამდენად კარგადაა მორთული კოსტიუმი, ნიშნავს, რამდენად უზრუნველყოფილია ფინანსებით თეატრი. შარშან, ბოლშოიში ბალანჩინის Jewels-ის პრემიერისთვის, გამოჩნდნენ სპონსორები და ახალი კოსტიუმები შეგვიკერეს, რომლებიც Swarovski-ს თვლებით იყო მორთული - ეს იშვიათად ხდება. თუმცა, თვლები მთლად კარგად არ იყო მიმაგრებული და სპექტაკლის მსვლელობისას ცვიოდა, რაც არცთუ სასიამოვნოა ცეკვისას. წარმოდგენის დასასრულს ბრჭყვინავდა ხოლმე იატაკი”.
სამკერვალოში ყველა პაჩკა ტექნიკურად ერთნაირად იკერება. განსხვავებულია მათი დიზაინი. კორდებალეტის მოცეკვავეების კოსტიუმებთან შედარებით, წამყვანი მოცეკვავეების სასცენო სამოსი გამორჩეული უნდა იყოს, შესაბამისად, მას მეტი თვალი და ნაქარგი ამშვენებს.
ანა ტურაზაშვილი: „წამყვან სოლისტებს იმის უფლებაც აქვთ, ესკიზებში საკუთარი კორექტივები შეიტანონ. პრიმაბალერინები, რა თქმა უნდა, უფრო პრეტენზიულები არიან და თუ მიაჩნიათ, რომ რამე არ უხდებათ, ცვლიან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა პრიმამ ისტერიკა მოაწყო, როდესაც გაიგო, რომ მკლავებზე უნდა მოეცვა: ისედაც განიერი მხრები მაქვს, მოსაცმელი უფრო დიდს გამომიჩენსო და საბოლოოდ თავისი გაიტანა კიდეც. საკუთარი კორექტივები შეაქვთ გაფორმებაშიც, რაც, სხვათა შორის, ანანიაშვილს გამოსდიოდა მუდამ გადასარევად - ყოველთვის ყველაზე ლამაზი კოსტიუმი მას ეცვა. მაგალითად, დონ კიხოტის სიზმრის სცენაში ესკიზით მომწვანო კოსტიუმია და ყველას ამ ფერის სტანდარტული პაჩკა აქვს. ნინოს კოსტიუმი კი ცისფერია, ოქროსფერი წვრილი ნაქარგებით და ერთიანობაში, ისიც მომწვანო ჩანს, მხოლოდ სულ სხვანაირი ელფერი დაჰკრავს და უფრო მდიდრულად და სადღესასწაულოდ გამოიყურება”.
ტიულის საბალეტო კაბების ისტორია, როგორც მოგახსენეთ, საუკუნეებს ითვლის, პაჩკების მიმართ არასდროს გამქრალა და ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იზრდება მოდის სამყაროს მეტრების ინტერესი. პარიზის ოპერის სცენაზე ბალანჩინის Jewels-ს დღეს კრისტიან ლაკრუას დიზაინით შექმნილი კოსტიუმებით ცეკვავენ. ფორსაიტის დადგმებს ვერსაჩე აფორმებს. სხვადასხვა პროექტებში კოსტიუმების მხატვრებად მუშაობდნენ მოსკონო, ჯაილს დიკონი. თუმცა ბოლო დროის ყველაზე ცნობილი პაჩკა, შანელის სახლის კრეატიული ხელმძღვანელის, კარლ ლაგერფილდის მიერ 2009 წელს შექმნილი მომაკვდავი გედის კოსტიუმია, რომელიც დიზაინერმა საგანგებოდ English National Ballet-ის სოლისტისთვის, ქართველი ელენე გლურჯიძისთვის 2 500 ბუმბულისგან დაამზადებინა. არსებობს ცნობილი ვიდეოჩანაწერი, სადაც ლაგერფილდის კოსტიუმში გამოწყობილმა ელენე გლურჯიძემ, დიზაინერის წინაშე ექსპრომტად შეასრულა ფოკინის მომაკვდავი გედი პარიზის ყველაზე ლეგენდარულ მოდის სახლში, რომლისთვისაც საბალეტო კოსტიუმების შექმნა ერთგვარ ტრადიციად იქცა. ათეულობით წლის წინ ხომ სწორედ აქ, ახალგაზრდა ბალანჩინის დადგმებისთვის ორიგინალური კოსტიუმების ესკიზებს თავად კოკო შანელი ქმნიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბალეტი სცენაზე ყველაზე მარტივად აღსაქმელი სანახაობაა, ის დღემდე ბევრს მხოლოდ გარკვეული ფენებისთვის განკუთვნილ, ელიტურ ხელოვნებად მიაჩნია. ეს სტერეოტიპული აზრი უკვე ნელ-ნელა ირღვევა რამდენიმე საბალეტო მეგავარსკვლავის დამსახურებით, რომლებიც თავიანთი აქტიური ცხოვრების სტილით, სპექტაკლებზე მისვლის ინტერესს არათეატრალებსაც აღუძრავენ. ყურადღების ზრდასთან ერთად, ამ ხელოვნების მიმართ მატულობს მაღალი მოდის სამყაროს წარმომადგენლების ინტერესიც - მათ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ხედავენ პარიზის ოპერა გარნიესა თუ ლონდონის კოვენტ გარდენის პარტერსა და ლოჟებში. აქედან გამომდინარე, მეთვრამეტე საუკუნეში დაწყებული საბალეტო კოსტიუმების ევოლუციის ისტორია დღესაც გრძელდება, რაც საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ სიახლეებს ამ უჩვეულო და პრეტენზიული ტიულის კაბების შემქმნელებისგან სამომავლოდაც უნდა ველოდოთ.
![]() |
25 მემკვიდრეობა და რეალობა თანამედროვე ქართულ მოდაში |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა|Fashion
სიმონ მაჩაბელი
სამუზეუმო ექსპოზიციები მოდელიორების, მოდის, ტანოსამოსის და სტილის შესახებ შედარებით ახალი სამუზეუმო პრაქტიკაა. ბრიტანეთი ამ მხრივ ლიდერია, სწორედ ვიქტორია და ალბერტის მუზეუმს უკავშირდება პირველი გამოფენა მოდის შესახებ, რომლის იდეის ავტორი და კურატორი ცნობილი ხელოვანი სესილ ბიტონი გახლდათ. 1971 წელს მან ცნობილი გამოფენა გამართა, სახელწოდებით „ანთოლოგია”, რითიც დასაბამი დაუდო თანამედროვე ტანისამოსის, როგორც სამუზეუმო არტეფაქტების შეგროვებას და შესწავლას. ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის მაგალითს მსოფლიოს წამყვანმა მუზეუმებმაც მიმართეს. გასულ წელს ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში გამართულმა ალექსანდერ (ლი) მაქქუინის შემოქმედების მემორიალურმა გამოფენამ, მნახველთა რაოდენობით, სახვითი ხელოვნების შედევრების გამოფენებსაც გადააჭარბა.
ბრიტანეთის საბჭო, რომელიც თანამედროვე კულტურისა და დემოკრატიული ფასეულობების დესპანია საქართველოში, არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. გასულ თვეს, მისი თაოსნობით მოდის სამყაროს წარმომადგენლებმა და უბრალოდ მოდით დაინტერესებულმა საზოგადოებამ მაღალი კლასის არაერთი საჩუქარი მიიღეს.
ნოემბრის დასაწყისში ბრიტანეთის საბჭომ წარმოადგინა გამოფენა „რეკონსტრუქცია - კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა”. ინფორმაციული გამოფენა ეროვნულ მუზეუმში გაიმართა და მოიცავდა ბრიტანეთში მოღვაწე საერთაშორისო დონის შვიდი დიზაინერის ნამუშევრებს. ეს ისეთი სახელებია, როგორებიც არიან ჰუსეინ ჩალაიანი, ვივიენ ვესტვუდი, პიტრ იენსენი, სოფია კოლოსაკი, პოლ სმიტი, მარიოს შვაბი და ოსმან იუსფზადე. მათი შემოქმედება ბრიტანეთის, როგორც კოსმოპოლიტური სივრცის და, ზოგადად, მოდის სფეროს, როგორც მულტიკულტურული დისციპლინის საუკეთესო მაგალითად გამოდგება.
ჰუსეინ ჩალაიანი ემიგრანტი დიზაინერია, მის შემოქმედებაში მიგრაციას, წარსულს, ფესვებს, რომლებსაც მის მშობლიურ კვიპროსთან მივყავართ, დიდი ადგილი უჭირავს. ასევე ხშირად მიმართავენ თავიანთ შემოქმედებაში პერსონალურ წარსულს სოფია კოლოსაკი და მარიოს შვაბი. ვივიენ ვესტვუდი და პოლ სმიტი კი, ბრიტანული ექსცენტრიზმის გარეშე, როგორც შემოქმედები, უბრალოდ ვერ იარსებებდნენ. მათ ნამუშევრებში ეროვნულობა, იუმორი თუ ბრიტანული მახვილგონიერება საერთაშორისო დონეს აღწევს.
გამოფენის ერთ-ერთი კურატორი, დიზაინის ისტორიკოსი კენდალ მარტინ-რობინსი გვიამბობს: „გლობალიზაციასთან ერთად დიზაინერები სულ უფრო მეტად ეძებენ ეგზოტიკას და ინდივიდუალურობას. სწორედ საკუთარ იდენტობასა და მემკვიდრეობასთან დაბრუნება გვაძლევს ხშირ შემთხვევაში მუხტს, შევქმნათ თანამედროვე, გლობალური, უნივერსალური სილამაზე”...
გამოფენის პარალელურად, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ბრიტანეთის საბჭომ ლექციების სერია და მინიფილმების ჩვენება მოაწყო. ეს მინიფილმები სრულიად ახალი ტენდენციაა მოდის ინდუსტრიაში - გრანდიოზული, ძვირადღირებული ჩვენებების ნაცვლად დიზაინერები დაბალბიუჯეტიან ვიდეოპროდუქციას ქმნიან, რათა უფრო მკაფიოდ და ნათლად, შედარებით დემოკრატიული ფორმით წარადგინონ თავიანთი იდეები და მოახდინონ ახალი კოლექციების პრეზენტაცია.
მოდის მკვლევრები სწორედ ასეთი ტიპის ფილმებს მიიჩნევენ მოდის ინდუსტრიის მომავლად. ბრიტანეთის საბჭომ ამ თემაზეც ჩაატარა დისკუსია და 11 მინიფილმის ჩვენება მოაწყო. ეს ქართველი სტუდენტებისთვის ახალი, საინტერესო და ინფორმაციული მოვლენა გახლდათ. ჩვენ ამ თემაზეც გავესაუბრეთ კენდალ მარტინ-რობინსს, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმავე ტიპის პროგრამით მოგზაურობდა:
რას ფიქრობთ ქართულ მოდაზე და რა არის აქ მოღვაწე დიზაინერების სუსტი და ძლიერი მხარეები?
ასეთი გამოფენები და შეხვედრები ნათლად გვაჩვენებს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას მოდის ინდუსტრია თქვენს ქვეყანაში. ერთი რამ შემიძლია თამამად ვთქვა - ტალანტი, განსაკუთრებული გემოვნება ნამდვილად გაქვთ, ინფრასტრუქტურა კი ნაკლებადაა განვითარებული და ეს ცუდია. მაგრამ ბევრ ქვეყანასთან შედარებით, თქვენი სტუდენტები და დიზაინერები გაცილებით საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან. ვფიქრობ, მეტი ინფორმაცია და ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერაა საჭირო. რა თქმა უნდა, არ ვადარებ ლონდონის მოდის კვირეულს, რომელიც ძალიან დიდ თანხებს იღებს ახალბედა დიზაინერების მხარდასაჭერად. ბრიტანეთის მოდის საბჭოს სწამს, რომ მომავალ თაობაში ფული უნდა ჩაიდოს. ვისურვებდი, რომ აქაც იგივე მოხდეს მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის.
![]() |
26 ალბომები |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
Daphni - Jiaolong
რამდენიმე სასცენო სახელით ცნობილი Dan Snaith (Caribou, Manitoba, Daphni)
კანადელი მუსიკოსია, რომელიც თანამედროვე მუსიკის მოყვარულთა წრეში პოპულარობით სარგებლობს. წლების განმავლობაში ის სხვადასხვა ფსევდონიმით ერთმანეთისგან განსხვავებულ, წარმატებულ ალბომებს ქმნიდა და არც მუსიკალური პრესის მხრიდან აკლდა დამსახურებული ყურადღება.
ოქტომბერში, ფსევდონიმით Daphni, მან გამოუშვა სადებიუტო ალბომი, რომელიც 2012 წლის საუკეთესოთა სიაში ადგილს აუცილებლად დაიკავებს. Jiaolong-ის ესთეტიკა ტრადიციული House სცენის ყველა სტანდარტს უსიტყვოდ აკმაყოფილებს და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის ნამდვილად ღირებულ ნამუშევარს წარმოადგენს.
განსაკუთრებული ტრეკებია: Yes I Know, Light, Ahora.
James Ferraro - Sushi
James Ferraroს მრავალმხრივი შემოქმედება ჩვენი დროის ექსპერიმენტული მუსიკის ერთერთი უმთავრესი წყაროა. თავის დროზე ამერიკული ანდერგრაუნდისთვის უმნიშვნელოვანესი The Skaters-იდან მოყოლებული, მრავალ ფსევდონიმს ამოფარებული ფერარო უხვად ჩუქნის მუსიკას ამ ჟანრის დამფასებელი მელომანების არც თუ მრავალრიცხოვან საზოგადოებას.
თუ წინა ალბომში მისი ინსპირაცია ე.წ. სამომხმარებლო საზოგადოებისთვის განუყოფელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და აქსესუარები გახლდათ, Sushi-ს შემთხვევაში, მისი ალტერნატიული ფსევდონიმებით (Bebetune$, BODYGUARD) გამოცემულ მუსიკასთან მსგავსება, წმინდა მუსიკალური თვალსაზრისით, მეტია. ეს არის ბასზე ორიენტირებული, რითმული ტრეკები, რომლებიც ფერაროს სახელით გამოსულ ალბომებთან შედარებით უფრო საკლუბო ატმოსფეროს ქმნის და ნაკლებად ტოვებს შთაბეჭდილებას ავტორის ექსპერიმენტული მისწრაფებების შესახებ. თუმცა ეს გარემოება თავად ალბომს არაფერს აკლებს - Sushi წლის საუკეთესო ჩანაწერთა სიაში ყოფნის ერთერთი პრეტენდენტია.
Lee Gamble - Dutch Tvashar Plumes
Lee Gamble თანამედროვე ინგლისელი ექსპერიმენტატორია, რომელიც წლების განმავლობაში Cyrk Collective-ში მოღვაწეობდა ისეთ არტისტებთან ერთად, როგორებიც უილიამ ბენეტი და რასელ ჰასველი არიან. 2012 წლის ნოემბერში მან გამოუშვა მორიგი ალბომი, რომელსაც Dutch Tvashar Plumes ეწოდება და წინამორბედი ნამუშევრებისგან, შეიძლება ითქვას, მკვეთრად განსხვავდება. ეს ექსპერიმენტული მუსიკის ყველა მოყვარულისთვის რეკომენდებული ნამუშევარია.
თუ დღევანდელ დღემდე ის მხოლოდ აკადემიური ინსტრუმენტებით და აუდიო კასეტის რეკორდერით ქმნიდა მუსიკას, DTP-ის შემთხვევაში მთლიანად ციფრულ სახეს იღებს. მელომანების დიდმა ნაწილმა მას უკვე უწოდა „Jungle Deconstructed” და ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის, ვინაიდან გემბლი იმ თაობის წარმომადგენელია, რომლის მუსიკალური გემოვნებაც ლონდონურ სცენაზე „ჯანგლის” დომინაციის პერიოდში ჩამოყალიბდა და დიდი ხნის განმავლობაში მისი ინსპირაციის წყარო გახლდათ.
სასიამოვნო სიახლე: 2012 წლის 15 დეკემბერს, ფესტივალ Unsound Tbilisi-ს ფარგლებში, სხვა თანამედროვე არტისტებთან ერთად, თბილისს Lee Gamble-იც ეწვევა და მსგავსი მუსიკის ყველა მოყვარულს შეეძლება მისი ცოცხლად მოსმენა.
Crystal Castles - III
ელექტრონული მუსიკის ქართველი მოყვარულისთვის Crystal Castles უცხო სახელი ნამდვილად არ გახლავთ. ეს კანადური დუეტი, რომელსაც Alice Glass და მისი მეგობარი ბიჭი წარმოადგენენ, 2003 წელს დაარსდა და მას შემდეგ, სწორედ ახლახან, რიგით მესამე ალბომი გამოსცა.
ალბომში თორმეტი ტრეკია (მათ შორის, რამდენიმე ძლიერი) დაგლასის ვოკალის ფონზე, ნამუშევარი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საერთო სტილს არ ღალატობს. თუმცა აშკარად შეიმჩნევა მათთვის დამახასიათებელი, აგრესიული 8 ბიტიანი „ჩართვების” არარსებობა. საერთო ატმოსფერო მეტად მელოდიური და საგრძნობლად დამცხრალია, რაც მესამე ალბომს სასიამოვნოდ მოსასმენ დისკად აქცევს, თუმცა ეს ფაქტორი, ფანების გარკვეული ნაწილისთვის, სასიამოვნო სიახლე ნამდვილად არ აღმოჩნდება.
Brian Eno - Lux
მუსიკის ყველა მოყვარულისთვის კარგად ნაცნობი Brian Eno, რომელიც ბოლო ხანებია Apple-ის პროდუქტების საუნდზე მუშაობაში ზედმეტად გაერთო, შვიდწლიანი შესვენების შემდეგ პირველ სოლო ალბომს უშვებს, რომელიც მისი გვიანი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ნამუშევრად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ალბომი ოთხი კომპოზიციისგან შედგება, რომელთა ხანგრძლივობაც კლასიკურ, ე მბიენთურჩ არჩოშიჯ დება. მუსიკის ძირითადი ნაწილი კლავიშზე და სიმებიან ინსტრუმენტებზეა გაწყობილი, ატმოსფერო თავიდან ბოლომდე ნათელი და ჰაეროვანია. როგორც ჩანს, ინოს უპრეტენზიო ალბომის გაკეთება ჰქონდა ჩაფიქრებული და ასეც გამოვიდა. Lux-ი ოქტომბერ-ნოემბრის ამინდებისთვის ზედგამოჭრილი საუნდტრეკია და მისი მშვიდი ატმოსფეროდან გამომდინარე, ფონის მუსიკადაც მშვენივრად გამოდგება.
Tame Impala - Lonerism
Tame Impala იმ ჯგუფების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ინსპირაციას წარსულიდან იღებენ და თამამად შეგვიძლია, რეტრომანიის ტალღის კლასიკურ წარმომადგენლებად ჩავთვალოთ.
მათი პირველი ალბომი, რომელიც სამოციანი წლების სულით იყო გაჟღენთილი, ახალგაზრდებთან ერთად, ბევრი უფროსი ასაკის მელომანის საყვარელი ჩანაწერიც გახდა. რიგით მეორე Lonerismი ტრადიციას არ ღალატობს, თუმცა ჟღერადობა უფრო დამძიმებულია და ატმოსფერო მეტად ფსიქოდელიური. კომპოზიციურად ალბომი ბრწყინვალედ არის გამართული და ფსიქოდელიური როკის ნებისმიერი მოყვარულისთვის ნამდვილი საჩუქარია.
განსაკუთრებული კომპოზიციებია: Elephant, Apocalypse Dreams, Why Won't They Talk To Me.
Pangaea - Release
Kevin McAuley, ცნობილი, როგორც Pangaea, ინგლისური ელექტრონული სცენის ერთერთი წამყვანი ლეიბლის, Hessle Audioს თანადამფუძნებელი და ადგილობრივი დაბსტეპის ერთერთი გამორჩეული ვარსკვლავია. Release მისი აქამდე გამოცემული 12დუიმიანი სინგლების ერთგვარი ნაკრებია, რომელიც მან EPის სახით გამოსცა.
აღნიშნული ჩანაწერის მოსმენისას, ჟანრში საკმარისი განათლების მქონე მსმენელი აუცილებლად აღმოაჩენს, რომ Release ბრიტანული ელექტრონული მუსიკის ისტორიის ერთგვარი საუნდსახელმძღვანელოა. აქ ვხვდებით ინგლისის და კონკრეტულად ლონდონის ელექტრონული სცენის განვითარების ყველა ძირითადი ეტაპის მიმოხილვას, იქნება ეს ადგილობრივი ჰარდკორ საუნდი, Jungle, UK Garage, თანამედროვე ტექნო თუ 90იანების მეორე ნახევარში აღმოცენებული, კლასიკური 2Stepი. ამ დისკის ერთადერთი ნაკლს მისი კონტენტის სიმცირე წარმოადგენს. ალბომში მხოლოდ რვა ტრეკია და ეს ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას იწვევს. სხვა მხრივ კი, ყველა ამოცანა უმაღლეს დონეზეა გადაწყვეტილი.
Ty Segall - Twins
Ty Segall სანფრანცისკოს გარაჟ სცენის ერთერთი ყველაზე საამაყო წარმომადგენლის სტატუსს დაუმსახურებლად არ ატარებს. ის ყოველთვის გახლდათ ზედმეტად ნაყოფიერი მუსიკოსი, თუმცა 2012 წელს ყველაზე მეტი ნამუშევარი გამოსცა. Twinsში სიგალი სტილს არ ღალატობს და კვლავ რჩება უკომპრომისო, ტიპურ lofi ფილოსოფიის ჩარჩოში, თუმცა ეს ალბომი ნაკლებად პანკური და მეტად მელოდიური კომპოზიციებისგან შედგება. მისი ძველი ნამუშევრებისგან განსხვავებით, სადაც ქაოტური წესრიგი ბატონობდა, აქ ვხვდებით ბევრად უფრო დარბილებულ ჟღერადობას. გამოცდილ მსმენელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მუსიკოსი 90იანი წლების გრანჟ ტალღას ერთგვარი ნოსტალგიური დამოკიდებულებით ეხმიანება. დისკზე წარწერა გვამცნობს, რომ Twinsი სიგალმა ნილ იანგს მიუძღვნა, „როგორც მის დიდ მასწავლებელს და სწორ გზაზე დამყენებელს”.
მოამზადა ლევან ძნელაძემ
![]() |
27 ბლოგი: ქეთა გაბუნია |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა
რამდენიმე დღის წინ ბავშვის ოთახიდან ხმა შემომესმა. ჩემს შვილს თამაშის დროს სიმღერა ან ლექსების თქმა სჩვევია, თუმცა მივხვდი, რომ ეს არც სიმღერა იყო და არც ნოდარ დუმბაძის ლექსი. ყურადღებით რომ მოვუსმინე, მივხვდი „მამაო ჩვენოს” ამბობდა. გამოვკითხე და აღმოჩნდა, რომ ბაღში ჭამის წინ „ლოცულობენ” და იქ ასწავლეს. წარმოგიდგენიათ სცენა, როცა 30 ბავშვი მრგვალ მაგიდებთან ზის, წინ სუპი და კატლეტი უწყვია და ლოცულობს? მე წარმოვიდგინე და გამაჟრიალა. რომ ვუთხარი, მასწავლებელს ვეტყვი, აღარ გათქმევინოს-მეთქი, ძალიან ინერვიულა, ამიტომ შევეშვი. გაიზრდება და ვიცი, თავად გააკეთებს არჩევანს.
შემაშფოთებელი ის არის, რომ უხეშად არღვევენ ჩემი და ჩემი შვილის უფლებებს, როდესაც აიძულებენ ილოცოს ბაღში და ადრეული ასაკიდან აჩვევენ ისე ლოცვას, რომ ტექსტის შინაარსს არც დაუფიქრდეს. შედეგად ვიღებთ „მრევლს”, რომელსაც მღვდელი ქრისტედ თუ არა, მის მოციქულად და წმინდანად ჰყავს წარმოდგენილი და ფიქრობს, რომ სასულიერო პირის განკითხვის უფლება არ აქვს. ეს ადამიანები მოსამსახურეებად უდგებიან მათ და ჰგონიათ, რომ რწმენა ამაში გამოიხატება. ყოველგვარი განსჯის გარეშე იღებენ იმას, რასაც მათ მოძღვარი ეუბნება და საბოლოოდ ეს ჩვევა ყოფით საკითხებშიც გადმოდის. ელოდებიან მესიებს და გაჩენილი ჰყავთ ავტორიტეტები, რომელთა ნათქვამს ღრუბელივით შეიწოვენ, ყოველგვარი გააზრების და კრიტიკის გარეშე.
სწორედ ამ პრობლემის გამოძახილად ვთვლი სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე მოვლენებსაც. იუსტიციის მინისტრმა ამ საკითხზე პასუხისმგებლობა „განიხუნა”, ეკლესიას გადაულოცა და ჰაგიოგრაფიულ წიაღსვლებს მიუბრუნდა. რატომ უნდა მოაგვაროს აშკარა კანონდარღვევა საპატრიარქომ, გაუგებარია და ცოტა საშიშიც. კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში კი მე-9 არხმა გვამცნო, რომ სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა - მუსლიმების სალოცავს მეჩეთის სახე არ მიეცემა და ისინი სალოცავად აღარ შეიკრიბებიან. მეუფე იოსებმა ეს ამბავი გაბრწყინებული სახით მოგვახსენა, სულ მალე კი სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მუსლიმთა კავშირის განცხადება, სადაც მისი წევრები ამ ფაქტს უარყოფენ.
რით გაიმართლებს თავს „თავისუფალი ტელევიზია” და საერთოდ ჩათვლის თუ არა ამას საჭიროდ, დრო გვიჩვენებს, თუმცა გამოგიტყდებით და ამის იმედი არ მაქვს. ჩვენთან ხომ უმცირესობები არ არსებობენ, არც რელიგიური, არც ეთნიკური და სექსუალურზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ახლა უკვე „მენტალური უმცირესობაც” გაჩნდა, რომლის აზრიც ისეთივე უგულებელყოფილია, როგორც სხვა უმცირესობების. თუმცა ამაზე მოგვიანებით.
ამასობაში კი ეკლესიის გავლენა უფრო და უფრო ძლიერდება, გაზრდილი ბიუჯეტით და მთავრობის მხრიდან აშკარა კოჭის გორებით. საინტერესოა, როდემდე უნდა ვუხადოთ კომპენსაცია ეკლესიას, მით უმეტეს, რომ სხვა კონფესიები ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან. ის ილუზია, რომელიც თავიდან შეგვექმნა, თითქოს საპატრიარქოს დაფინანსების საკითხი გადაიხედებოდა, მალევე დაიმსხვრა.
თამაშში და პირფერობაში დიდოსტატები რომ ვართ, ეს ახალმა ხელისუფლებამაც წარმატებით დაამტკიცა. თვალებში ნაცრის შეყრა იყო სახალხო დამცველის კანდიდატების განხილვები და დაუსრულებელი საეთერო დებატებიც - ან ეს ადამიანები რატომ აწვალეს, ან ჩვენ რატომ გვატყუებდნენ, თითქოს არასამთავრობოების აზრს გაითვალისწინებდნენ, არ მესმის. თავად კი არც მწვადი დაწვეს და არც შამფური. გამოკვეთილი და უკომპრომისო პოზიციის მქონე თამარ გურჩიანი ნამდვილად არ აწყობდათ, ის ხომ ადამიანებს არ განასხვავებს და მისთვის ყველას უფლება პრიორიტეტია. თანაც სექსუალურ უმცირესობებზე ასე ხმამაღლა მოლაპარაკე ადამიანი ჩვენს ზიზღით სავსე საზოგადოებაში, არაპოპულარული გადაწყვეტილება იქნებოდა.
პოპულიზმი, როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. დიმიტრი ლორთქიფანიძე ისე შორს წავიდა, მისი დასახელება ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა, ამიტომ დაასახელეს ნინა ხატისკაცი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით. მხოლოდ ის, რომ არც აწყვეტილი ჰომოფობია და არც თავგამოდებული უფლებადამცველი. ციხის სკანდალის შემდეგ, როცა აღმოჩნდა, რომ ომბუდსმენი იქ მომხდარ კანონდარღვევებზე წერდა თავის ანგარიშებში, თუმცა არავინ უსმენდა, ვფიქრობდი - ზუსტად თამარის კანდიდატურა იყო ის, რაც ახალ მთავრობას და ქვეყანას სჭირდებოდა. თუმცა ჩვენთან ყველაფერი პირიქით ხდება და ლოგიკის ფარგლებში ამის მოქცევა ფუჭი მცდელო
დაბოლოს, ნოდარ ხადურმა სამინისტროს ეზოში პატრიარქის მიერ ნაჩუქარი კიპარისები და ზეთისხილი დარგო. ახლა ნამდვილად გადმოვა მადლი და გაბრწყინების გზას დავადგებით. ღვთისმშობელიც მოიხედავს წილხვედრისკენ და ჩიპიანი პასპორტებიც გაუქმდება. აი, ჯიპიანი მღვდლები როდის გაუქმდებიან, ეს არის საინტერესო.