The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ტაბულა №121


ტაბულა №121


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კახიძე ოთარ, უგულავა სალომე, ლომაია კახა, ავალიანი დიმიტრი, გოფი ჯუდით, ხოშტარია ელენე, სუთიძე ლევან, კოვზირიძე დავით, მაჭარაშვილი ნინო, ჯანაშია სიმონ, ასლი ფადი, მამათელაშვილი არჩილ, ფანჯიკიძე მაია, კაპანაძე სერგი, ჩხიკვაძე ანი, ზუკაკიშვილი ქეთი, სიჭინავა ზვიად, ანანიაშვილი ნინო, მაჩაბელი სიმონ, ბაგაური ირინა, ახლოური ნინა, ესებუა ნიკა, ღამბაშიძე ლევან
თემატური კატალოგი ტაბულა
საავტორო უფლებები: © თამარ ჩერგოლეიშვილი
თარიღი: 2013
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2013 | იანვარი მთავარი რედაქტორი: თამარ ჩერგოლეიშვილი / აღმასრულებელი რედაქტორი: ნინი გოგიბერიძე / რედაქტორები: ქეთი მსხილაძე, ელენე კვანჭილაშვილი, ლევან რამიშვილი, დავით კოვზირიძე, ნინო მაჭარაშვილი / უცხოელი მრჩეველი: ბარბარა სვანი / ჟურნალისტები: დიმიტრი ავალიანი, სალომე უგულავა, ავთო ქორიძე, ნინა ახლოური, ირაკლი კიკნაველიძე, ლევან სუთიძე, სიმონ მაჩაბელი, ირაკლი მაღრაძე, ნიკა ესებუა, ანი ჩხიკვაძე / ვები: ნათია სოფრომაძე, თამარ გულედანი / კორექტორი: ნინო საითიძე / არტრედაქტორი: ბაჩა მალაზონია / დიზაინი & პრეპრესი: ნიკა კუპრაშვილი / ფოტორედაქტორი: დიმა ჩიკვაიძე / ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი / გამომცემელი: სამოქალაქო განათლების ფონდი / დირექტორის მოადგილე: გიორგი ფრუიძე / ოფისმენეჯერი: ანანო ვარდოსანიძე / გაყიდვები და მარკეტინგი: გიორგი ჭეიშვილი / ყოველთვიური ჟურნალი ტაბულა, ტელ: + 995 32 2420 300, email: info@tabula.ge / სტამბა: BILNET Printing, Dudullu Organize Sanayi Bölgesi, 1. Cadde No: 16 Umraniye, 34696 Istanbul TURKIYE, ტელ.: + 90 216 444 4403, ფაქსი: +90 216 365 9907 / © 2012 საავტორო უფლებები დაცულია, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია.



1 სიტყვასიტყვით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

„ანაკლიაში, ყველა ობიექტზე ძროხები შედის, რომელიც ადრე შემოფარგლული და ტურისტული ობიექტები იყო. ასევე დავინახე, რომ დაჭაობების პროცესი დაიწყო ისევ... ზეწოლა იყო საკრებულოზე და გამგეობაზე, რატომ რიცხავდით ფულს. იმიტომ, რომ მე ვეუბნებოდი, გადაერიცხათ. მე ჩავრიცხე, მე ვაპირებ, მე ვაპირებ ახლაც ამის გაკეთებას, და, სხვათა შორის, მე გავაკეთებ ამას, ვინც რა უნდა ილაპარაკოს“.

  • საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 4 დეკემბერი

„წიგნი, რომლის დაწერაც მე მინდა, ბერამ ერთ სიმღერაში, სამ კუპლეტში ჩაატია. თავიდან ბოლომდე მთელი ცხოვრების არსი. როგორ მოახერხა, ეს ჩემთვის აუხსნელია... ჩემთვის ეს არის საოცარი პოეზია და საოცარი ფილოსოფია. და საერთოდაც ძალიან საინტერესოა, თუ ალბომსაც კარგად გააანალიზებენ, როგორი პოეზია აქვს ბერას.“

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დოკუმენტური ფილმიდან „გპირდები“. 6 დეკემბერი

პრემიერმინისტრის ზოგიერთ განცხადებას, სადაც ის ნაციონალური მოძრაობას დევნას ჰპირდება მანამდე, სანამ „ისტერიულ ტყუილებს“ არ შეწყვეტენ, კუდიანებზე ნადირობის ელფერი დაკრავს... სააკაშვილის მოკავშირეები აღნიშნავენ, რომ მსგავსი საქციელი დემოკრატიას რისკის ქვეშ აყენებს. შესაძლოა, ისინი ზედმეტს განგაშობენ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ივანიშვილის სიხისტე უკვალოდ არ ჩაივლის. მან შესაძლოა ხელი შეუშალოს ქვეყნის ძალისხმევას, დაუახლოვდეს ევროკავშირს და NATO-ს. ეს სიახლოვე ვარდების რევოლუციის პოზიტიური მემკვიდრეობაა. ივანიშვილმა ის არ უნდა დააზარალოს“.

  • Financial Times, სარედაქციო წერილი: საქართველოს ცუდი ოცნება, 26 ნოემბერი

0x01 graphic

„რაზეც NATO-ს მოკავშირეები და ასევე საერთაშორისო მედია გამოთქვამს შეშფოთებას, ესაა პოლიტიკური შეხედულების გამო დევნა, ესაა დაპატიმრებათა მასშტაბი, ხოლო ზოგ შემთხვევაში ბრალდებების სპეციფიკა ბადებს შეკითხვებს. ეს არაა შეკითხვები, რომლებზეც NATO-მ ანდა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა საქართველოს ევალება“.

  • ჯეიმს აპატურაი, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 9 დეკემბერი

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა მიზნად არ ისახავს საზოგადოების ყურადღების გადატანას და იმის დამალვას, რომ მთავრობას დაპირებების შესრულება არ შეუძლია“.

  • ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ვილფრედ მარტენსი. 7 დეკემბერი

„არც მე, არც ირაკლი [ღარიბაშვილი] და არც ნებისმიერი ჩვენი ახალი მთავრობის წევრი, იმ პოზიციას ვერ დაიკავებდა, რომელიც უკავია, რომ არა ბუტა რობაქიძის მკვლელობა, გირგვლიანის მკვლელობა, 7 ნოემბრისა თუ 26 მაისის და კიდევ სხვა ბევრი მკვლელობები. ამიტომაც, წმინდა ემოციურად, ჩვენ ვალში ვართ ამ ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის ხარჯზე, შეიძლება ითქვას, უტრირებულად ვიტყვი, მაგრამ პირდაპირ, ჩვენ თანამდებობები მოგვიტანეს“.

  • საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. 12 დეკემბერი

„არსებობს ორი სახის პრეზერვატივი, ერთი დაცვისთვის და მეორეს აქვს სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების ფუნქცია. აი, სწორედ ის ვერ გაიყიდება და ესეთი გაიყიდება“.

  • დეპუტატი კობა დავითაშვილი

„პრეზერვატივს გააჩნია, მას შეიძლება ჰქონდეს არა დაცვითი, არამედ სიამოვნების მიღების საშუალებაც, თუ იგი გართულებული არის გარკვეული ტექნიკური საშუალებებით“.

  • დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტს განიხილავდნენ, რომლის თანახმად, ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების მაღაზიებში „სექსუალური ხასიათის პროდუქციის“ გაყიდვა 100 ლარით დაჯარიმდება. 7 დეკემბერი

„კოორდინაცია არ არის და ძალიან ბევრი განცხადება შეუთანხმებლად კეთდება. მგონი, ჩემს განცხადებებსა და გამოსვლებს ბევრი აღარ კითხულობს. განსხვავებულ პოზიციებს იჭერენ ხშირად დეპუტატები“.

0x01 graphic

  • საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობასთან შეხვედრაზე. 8 დეკემბერი

2 გალია ჩიტის ძიებაში ანუ რატომ აკრიტიკებენ ხელისუფლებას დასავლეთში

▲ზევით დაბრუნება


არენა

ოთარ კახიძე

ადამიანი იყოს და ბრალდება მოიძებნება
საბჭოთა ანდაზა

შესავალი

ვარდების რევოლუციის შემდგომ ხელისუფლებაში მოსული ნაციონალური მოძრაობა 9 წლის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს. დასავლეთზე ორიენტირებულ, ახალგაზრდა და ამბიციურ რეფორმატორთა გუნდს, წინა მთავრობისგან ობიექტურად მძიმე მემკვიდრეობა ერგო - კორუმპირებული სამართალდამცავი და საგადასახადო სისტემა, ორგანიზებული დანაშაულისა და, ზოგადად, კრიმინალის მაღალი დონე, ჩრდილოვანი ეკონომიკა, კონტრაბანდა, მოშლილი ენერგეტიკა და ა.შ. ორი სიტყვით რომ ვთქვათ - არშემდგარი სახელმწიფო.

ისედაც რთულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესს კიდევ უფრო ართულებდა ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოუცდელობა და პრობლემების სწრაფად მოგვარების სურვილი. ამას თან ერთვოდა არასაკმარისი ინსტიტუციონალური კონტროლი და სუსტი სამოქალაქო სექტორი, სხვადასხვა დონის შიდა და გარე კრიზისები. შედეგად, აღიარებულ წარმატებებთან ერთად, დაგროვდა არაერთი შეცდომა, მარცხი თუ პასუხგაუცემელი კითხვა.

წინა ხელისუფლების მიმართ არსებული პრეტენზიების არასრულ ჩამონათვალში შედის: პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტება, როგორც სპეცოპერაციების ჩატარების, ისე მანიფესტაციების დაშლის პროცესში; საკუთრების უფლების ხელყოფა; პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა და მათი წამება.

ეს უკანასკნელი საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩინდა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე - გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა სასტიკი წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ. საზოგადოების სამართლიანმა აღშფოთებამ სერიოზული საპროტესტო ტალღის ფორმირება გამოიწვია, რაც, გარკვეული დოზით (იქნებ გადამწყვეტითაც), არჩევნების შედეგებზე აისახა.

არჩევნების შემდეგ, ბუნებრივია, საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენაზე გააქტიურდა მოთხოვნა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება ჩაატარებს ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის დამტკიცების პირველივე დღეს გამოეხმაურა აღნიშნულ მოლოდინს და განაცხადა - „ჩვენ არ გვსურს ვინმეს დასჯა, მაგრამ ვისაც დარღვევები ჰქონდა, მას კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს“.

ამ განცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა ბრალდებით დააკავა 20-ზე მეტი პირი, მათ შორის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, დედაქალაქის მერის მოადგილე, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები.

გამოძიების პროცესის მიმდინარეობა და მისი აღქმა

ხმაურიან დაკავებებს არაერთგვაროვანი რეაქცია და გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

„უაღრესად შეშფოთებული ვარ არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესებით - უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისგან“, - NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესია.

„დემოკრატია გულისხმობს უმრავლესობის მმართველობას, მაგრამ აგრეთვე მოიცავს უმცირესობის პატივისცემას... ამ სიტუაციაში, შერჩევითი მართლმსაჯულება თავიდან უნდა იქნას აცილებული“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ.

„ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან იყოს აცილებული შერჩევითი სამართალი, როგორც შინაარსობრივად, ისე აღქმის თვალსაზრისით. ასევე უზრუნველყოფილ იქნას სრული გამჭვირვალობა და სამართლიანი პროცესი ყველა ეჭვმიტანილთან თუ ბრალდებულთან მიმართებით. არავის სურს იხილოს, როგორ გამოიყურება შერჩევითი სამართალი და სამაგიეროს გადახდა. ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს“, - ხაზი გაუსვა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა.

„არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი, არ უნდა იყოს ანგარიშსწორება პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ. წარსულის დანაშაულობების გამოძიება უნდა იყოს და უნდა აღიქმებოდეს, როგორც მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სათანადო წესების შესაბამისი“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონმა.

„მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე პროგრესი განგრძობადად იქნას აღქმული და უცხოეთმა დაინახოს, რომ საქართველო და მისი დემოკრატია წინ მიდის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თუ როგორი აღქმა ექნება ამ დაკავებებს უცხოეთში“, - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი.

„ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ პოლიტიკური ფიგურების დაკავებების, გამოძიებების, დაპატიმრებების და დევნის გამო, რომლებიც ოპოზიციურ პარტიას უკავშირდებიან. დღევანდელი ჩვენი წერილის მიზანია მზარდი წუხილი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილითაა გამოწვეული. დაჟინებით გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოთ შერჩევითი სამართალი წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, აღქმის თვალსაზრისითაც კი“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა.

დაკავებების პროცესს გამოეხმაურნენ გავლენიანი დასავლური გამოცემები. მათ შორის - Washington Post-ისა და Financial Times-ის სარედაქციო საბჭოები, New York Times-ი, Wall Street Journal-ი, Economist-ი, Liberation-ი, Figaro და სხვები. მათი შეფასებები ძირითადად ემთხვევა დასავლელი პოლიტიკოსების განწყობასა და სკეპტიკურ დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთის კრიტიკა არც წინა ხელისუფლებას აკლდა. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი საკმაოდ მწვავედ სვამდა შეკრებებისა და მანიფესტაციების დაშლის დროს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების საკითხს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში აისახებოდა პრეტენზიები ადამიანის უფლებათა დარღვევების, სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების თაობაზე. ამ შენიშვნებს წინა ხელისუფლება ყოველთვის სერიოზულად აღიქვამდა და ცდილობდა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას.

სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება, შესაძლოა გამოუცდელობის გამო, არაადეკვატურად რეაგირებს დასავლეთის კრიტიკაზე, როდესაც კონკრეტულ ფაქტებზე კამათისა და არგუმენტების წარდგენის ნაცვლად, ეჭვქვეშ აყენებს კრიტიკოსთა კეთილსინდისიერებას. საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტის მრჩევლის - რაფაელ გლუქსმანის ან დეპუტატ გიორგი კანდელაკის ლობირების შედეგია ევროკავშირისა და NATO-ს უმაღლესი თანამდებობის პირების, თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილეთა განცხადებები, ისევე, როგორც ავტორიტეტული მედიასაშუალებების სარედაქციო საბჭოების წერილები - არასერიოზული და კონტრპროდუქტიულია.

ჯერ ერთი, საქართველოში ფუნქციონირებს NATO-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები, რომელთაც ჰყავთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები. ისინი ეცნობიან ადგილობრივ პრესას, მიეწოდებათ მედიამონიტორინგის მასალები და თავადაც აქვთ უნარი, დაინახონ და შეაფასონ ესა თუ ის პოლიტიკური მოვლენა ან სამართლებრივი ნაბიჯი.

მეორეც, ეს თანამდებობები ზედმეტად მაღალი თამასაა ლობისტური საქმიანობისთვის და ამგვარი „ბრალდებების“ გახმოვანება NATO-ს გენერალური მდივნისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეურაცხყოფაა.

იგივე უნდა ითქვას Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს (და არა რომელიმე ცალკე აღებული ჟურნალისტის) წერილისთვის „ნაყიდი“ პასკვილის დარქმევაზე. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის მსგავსმა კომენტარებმა გაზეთის ჟურნალისტებს „ძველი საბჭოთა აპარატჩიკის“ ასოციაცია აღუძრა.

Washington Post-სა და სხვა გავლენიან გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებში ლობისტების ხელის ძებნის ნაცვლად, საჭიროა, გულდასმით გაანალიზდეს ის მიზეზები, რამაც ჩვენი დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - დასავლელ პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს არასდროს უთქვამთ, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება არ უნდა მოხდეს. მეტიც, მათ განაცხადეს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა სრულიად ლეგიტიმური მოვლენაა, მაგრამ, ამავე დროს, ისინი ხაზს უსვამენ რამდენიმე საკვანძო საკითხს:

  • მართლმსაჯულება არ უნდა იყოს შერჩევითი

  • ადგილი არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას

  • დაცული უნდა იყოს კანონით დადგენილი პროცედურები

  • გამოძიების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე

  • გამოძიება უნდა იყოს სამართლიანი და იგი ასეთად უნდა აღიქმებოდეს

ნეგატიური აღქმის სავარაუდო მიზეზები

განვიხილოთ მიზეზები, რომლებიც შესაძლოა განაპირობებდნენ დაკავებების პოლიტიკური ნიშნით აღქმას:

მიზეზი 1. საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას, პროკურატურამ და შემდგომ სასამართლომ უნდა დაასაბუთონ, თუ რატომ მიიჩნევენ, რომ ბრალდებული არ გამოცხადდება სასამართლოში, ან რას ეფუძნება ვარაუდი, რომ პირი ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.

ამ დასაბუთების შემდეგ, პატიმრობის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით უნდა დამტკიცდეს, თუ რატომ არის აუცილებელი პატიმრობის გამოყენება და რატომ ვერ დააზღვევს ზემოაღნიშნულ რისკებს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებები - გირაო ან პირადი თავდებობა. თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრი, ისევე როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე, არ ემალებოდნენ გამოძიებას. ამასთან, ისინი აღარ მუშაობდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, შესაბამისად, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის რისკი არ იყო მაღალი. დამატებით, ორივე ბრალდებულს თავდებად უდგებოდნენ პარლამენტის წევრები და დედაქალაქის მერი.

საბოლოოდ, გირაოს ან პირადი თავდებობის ნაცვლად, მათ შეეფარდათ პატიმრობა, რამაც შესაძლოა დატოვოს ზედმეტი სიმკაცრისა და ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილება.

ზოგადად, დასავლეთის ქვეყნებში ბრალდებული მაღალჩინოსნების მიმართ წინასწარ პატიმრობას არ იყენებენ, მათ ძირითადად გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ. ამ მხრივ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გახმაურებული სტროს კანის საქმე იყო. სტროს კანს, რომელსაც ბრალი გაუპატიურებაში ედებოდა, სასამართლომ გირაო შეუფარდა. სილვიო ბერლუსკონის შემთხვევაც ანალოგიურია, მას წინასწარ პატიმრობაში არცერთი დღე არ გაუტარებია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებულობის ხარისხი საქართველოს წინა ხელისუფლების დროსაც საკმაოდ დაბალი იყო. ამ ტენდენციის გაგრძელება სამწუხარო იქნება.

მიზეზი 2. მტკიცებულებათა ფაბრიკაციის ნიშნები

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, რომელსაც ორი თანამედროვე იარაღი აქვს გაფორმებული, აკავებენ ძველი საბჭოთა იარაღის უკანონოდ ტარებისათვის. დამატებით კითხვებს აჩენს მის მიერ ნარკოტიკების მოხმარებისა და შენახვის ბრალდება - მას ორგანიზმში მორფინის კვალი აღმოაჩნდა, ხოლო ჯიბით ჰეროინს ინახავდა.

დაცვის მხარემ ახლახან გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გუნავას ორგანიზმში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების კვალი.

თეთრი ძაფით ნაკერმა საქმემ ხელისუფლების მძაფრი კრიტიკა გამოიწვია, რის შემდეგაც ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით ახალი მიზეზი გამოიძებნა - მორიგი დაკავება ამჯერად 3000 ლიტრი ბენზინის არამიზნობრივად გახარჯვის ბრალდებით შედგა.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საქმეში მტკიცებულებების ფაბრიკაციასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები და მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით არავითარი სიახლე ამ კუთხით არ გვაქვს.

მიზეზი 3. გამოძიების საეჭვოდ სწრაფი ტემპი და დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი

როდესაც სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს ეხება, დასავლეთში აქვთ მოლოდინი, რომ გამოძიება იქნება უფრო დაკვირვებული, ფრთხილი და მყარი მტკიცებულებებით გამაგრებული. „საქართველოს ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ თვეში უფრო მეტი ადამიანი დააპატიმრა, ვიდრე უკრაინის ავტორიტარულმა მთავრობამ 2 წლის მანძილზე. მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანების დაპატიმრებას, დემოკრატიულ ქვეყანებში, როგორც წესი, 2-3 წელი სჭირდება, საქართველოში კი, ახალი მთავრობის პირობებში, გამოძიებამ ეს სულ 20 დღეში გააკეთა“, - შეახსენეს მაია ფანჯიკიძეს მარშალის ფონდში ვიზიტისას.

სისხლის სამართლის საქმის სავარაუდოდ პოლიტიკური სარჩულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების ცალკეული ეტაპები, ჩვეულებრივ საქმეებთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარებოდეს. წარმოებულ გამოძიებათა დიდი ნაწილი ჯერჯერობით ეყრდნობა არა დოკუმენტალურ მტკიცებულებებს, არამედ მოწმეთა ჩვენებებს. თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრის საქმეზე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ განაცხადა, რომ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს, რის შემდეგაც პროკურატურამ აღნიშნული პირი დააკავა.

შესაძლოა, ეს იყოს მორიგი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სისხლისსამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივაციით აღქმას.

მიზეზი 4. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე აცხადებს, რომ „კოჰაბიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იგნორირება გავუკეთოთ იმას, რომ ეს ადამიანები კრიმინალები არიან. პრემიერიმინისტრი ან მთავრობის სხვა წევრები არავითარ ზეგავლენას არ ახორციელებენ... ეს ხალხი უბრალოდ კრიმინალები არიან“.

მარშალის ფონდში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს „სააკაშვილის ლობისტები“ არ ალაპარაკებდნენ. მან თავად გააკეთა განცხადება, რომელმაც ბუნებრივად განაპირობა დასავლეთის ლიდერების შეშფოთება. ამერიკელი სენატორების წერილში ხაზგასმულია, რომ „ბრალსა და უდანაშაულობას მიუკერძოებელი სასამართლო უნდა ადგენდეს, სხვაგვარი მოქმედება კანონის უზენაესობას უთხრის ძირს“.

უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა დაფიქსირდა იუსტიციის მინისტრის მხრიდანაც. მან თავდაცვისა და შსს-ს ყოფილ მინისტრს უწოდა „მკვლელი, ან მკვლელობის შემკვეთი“, ხოლო გენერალური შტაბის ყოფილ უფროსზე აღნიშნა, რომ „გენერალმა კალანდაძემ მოახერხა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცების შეურაცხყოფა და ჯარისკაცის ღირსების შელახვა. გენერალ კალანდაძის მსგავსი ქმედებებით ჩვენ არა NATO-ში, არამედ უფსკრულში მივდივართ“. ცხადია, პროკურატურის უმაღლესი თანამდებობის პირი, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე დასრულებული სახით აპელირებას უნდა მოერიდოს. ამგვარი ქმედებით ჩვენ მივიღებთ პირდაპირ თუ ირიბ ზეწოლას გამოძიებასა და სასამართლოზე.

მიზეზი 5. შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 3 ოქტომბრის სესიაზე მიღებული რეზოლუციით (Resolution 1900 (2012)1 - Provisional Version), პოლიტიკური დევნის განმსაზღვრელ ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირის დისკრიმინაცია სხვა პირებთან მიმართებაში.

პროკურატურამ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო დევნა შეწყვიტა ქართული ოცნების სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ მაშინ, როცა საქმეშია დანაშაულის ნიშნების ამსახველი ვიდეოფირები. მეორე მხრივ, აკავებენ წინასაარჩევნო ინციდენტებში მონაწილე პირებს ნაციონალური მოძრაობიდან.

ამასთან, საინტერესოა, რომ პოლიტიკურად ლოიალური პირების, ლევან გაჩეჩილაძისა და ეკა ბერიძის შვილების საქმეებს, საიდანაც ერთი მკვლელობის მცდელობას, ხოლო მეორე ცივი იარაღით პირის განზრახ დაჭრას ეხება, იუსტიციის მინისტრი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვიდრე პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელი გამგებლის მიერ ჩადენილ ხულიგნობას.

მართლმსაჯულების შერჩევითობასა და არათანმიმდევრულობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მაშინ ახსენდებათ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, როდესაც საქმეში ფიგურირებს წინა მთავრობის წარმომადგენელი. სწორედ ამ დროს კეთდება მკაცრი განცხადებები - „დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, „ვისაც დარღვევები ჰქონდა, მას კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს“...

რაც უნდა გასაკვირი იყოს, სხვა საქმეებზე მსჯელობისას ამგვარი კატეგორიულობის ნაცვლად, გვესმის საპირისპირო რიტორიკა - „პატარა გრეჩიხა“ (იუსტიციის მინისტრი ხულიგნობასა და დაჭრაში ბრალდებულ 23 წლის ადამიანზე) „ჰუმანიზმის კალთა“ (მთავარი პროკურორი მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთა ამნისტიის თაობაზე), „ასეულობით პოლიტპატიმარი“ და „საყოველთაო ამნისტია“ (საპარლამენტო უმრავლესობის წევრები), „კრიმინალის ზრდის მიმართ გაგებით მოკიდება“ (პრემიერმინისტრი) და ა.შ.

წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებში დანაშაულის ნიშნების პედანტური ძებნისა და მიმდინარე დაკავებების პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობა ფართომასშტაბიანი ამნისტიის საკითხს განიხილავს. პროექტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, 6 ნოემბრამდე ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებზეც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით, სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელდება. ეს არის დანაშაულთან ტოლერანტობის პირდაპირი დეკლარირება და დაუსჯელობის განცდის წახალისება. ამ ფონზე „დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი“ - ცოტა არასერიოზულად გამოიყურება და მართლმსაჯულების შერჩევითობაზე მიუთითებს.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს ე.წ. პოლიტპატიმართა სიას, სადაც ფიგურირებენ - პოლიციელის სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული პირი, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც პირდაპირ ეთერში მიმდინარე გადაცემის სტუდიაში განახორციელეს ძალადობა დისკრიმინაციული მოტივით, აგრეთვე სხვა დამნაშავეები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სია შედგა გაუმჭვირვალედ, საქმეთა გარემოებების დეტალური შესწავლის გარეშე, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პროცესისგან დისტანცირება ამჯობინა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათ ცხადია, თუ რამ განაპირობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების წუხილი შერჩევითი სამართლის აღქმასთან დაკავშირებით.

მიზეზი 6. დაკავებების შეწყვეტარიტორიკის გადაწყობისსანაცვლოდ

პრემიერმინისტრი ღიად აცხადებს, რომ დაკავებების პროცესის შეჩერება ოპოზიციაზეა დამოკიდებული. კერძოდ, თუ ისინი (ნაციონალური მოძრაობა) შეწყვეტენ „სიცრუისა და ძალადობის რიტორიკას“, დაპატიმრებებიც შეწყდება.

მიზეზი 7. ხელისუფლების სამიზნედ მოჩანს ის უწყებები, რომლებსაც ვერ აკონტროლებს

დააკავეს გენერალური შტაბის უფროსი და თბილისის მერის მოადგილე, აგრეთვე ზესტაფონის რაიონის გამგებელი, რაც დაკავებების შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს. საყურადღებოა, რომ გენერალური შტაბის უფროსის შემთხვევაში, ქართული ოცნების წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ დაკავებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, ხოლო გამგებელი დააკავეს მას შემდეგ, რაც იგი, აშკარა ზეწოლის მიუხედავად, მაინც აირჩია რაიონის საკრებულომ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებების პროცესს თან გასდევს ქართულ ოცნებასთან ასოცირებული პირების მხრიდან პერმანენტული ზეწოლა ადგილობრივ თვითმმართველობებზე, მათ შორის, მუნიციპალიტეტის შენობებში ძალით შეჭრა, ავეჯის დაზიანება, ფუნქციონირებაში ხელის შეშლა. ამ ყველაფერს პოლიცია უმოქმედობით პასუხობს. რაიონების გამგებელთა დიდმა ნაწილმა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის სიით იყვნენ გასულები, უკვე დატოვეს თანამდებობები.

8. რეპრესიული მოქმედების ნიშნები

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ძირითადად ცივილიზებულად მიმდინარეობს, გაერთიანებული შტაბის უფროსი და მეოთხე ქვეითი ბრიგადის უფროსი, ყოველგვარი საჭიროების გარეშე, დააკავეს ღამის საათებში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის, მშობლების სახლში გამთენიისას შევარდნა არარსებული იარაღის მოსაძებნად. ამგვარი საქციელი ძალაუნებურად აღძრავს რეპრესიების ასოციაციას და ობიექტურ დამკვირვებელს აფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დეპუტატზე ზეწოლასა და მისი დაშინების მცდელობასთან.

მიზეზი 9. ივანიშვილისთვის არ არის მარტივი პოლიტიკურ ოპონენტთან კოჰაბიტაცია (თანაარსებობა)

პოლარიზებული და პრობლემური წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, წინა ხელისუფლებამ მთლიანობაში უზრუნველყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება, ხოლო შემდგომ, ცივილიზებულად, ყველა წესის დაცვით გადასცა მმართველობის სადავეები გამარჯვებულ ძალას.

საპასუხოდ, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს გადადგომისაკენ მოუწოდა, აგრეთვე მიანიშნა, რომ დაკავებები შეწყდება, თუ პრეზიდენტი პოსტს დატოვებს. ეს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მეორე პირობაა, რიტორიკის გადაწყობასთან ერთად.

დასკვნა

დასასრულ, კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი, რომ დანაშაულის, მათ შორის სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება, სრულიად ლეგიტიმური ინტერესია. საზოგადოება ნამდვილად ელის პასუხებს ციხის კადრებსა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე. კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, არც ისაა განმსაზღვრელი, თუ რა თანამდებობა ეჭირა წარსულში ამა თუ იმ პირს. მაგრამ იმისთვის, რომ მართლმსაჯულება არ იქცეს იარაღად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ყველა საქმეს, რომელიც პოლიტიკურად სენსიტიურია, სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მეტი სიფრთხილე. გამოძიების მთელი პროცესი უნდა იყოს კვალიფიციური და სამართლიანი. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ იგი ასეთად აღიქვას როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ.

განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენი დასავლელი მეგობრების განცხადებებსა და რჩევებს. უკრაინის მაგალითი გვაძლევს „სხვის შეცდომაზე სწავლის“ საშუალებას. შესადარებლად შეგვიძლია ავიღოთ 2011 წლის 5 აგვისტოს, ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს განცხადება, რომელიც მოჰყვა ოპოზიციის ლიდერის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებას - „ევროკავშირმა და უკრაინის სხვა საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საჭიროა სამართლიანი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სამართლებრივი პროცედურები, რათა თავიდან იქნას აცილებული შერჩევითი სამართლის აღქმა, შესაბამისად, დღევანდელი მოვლენები იწვევს შეშფოთებას სახელმწიფოში კანონის უზენაესობის თაობაზე“.

სამწუხაროდ, ეს და არაერთი სხვა განცხადება რეაგირების გარეშე დარჩა, შედეგად, შეფერხდა უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში (რასთანაც ერთი ნაბიჯიღა აშორებდა იანუკოვიჩის მთავრობას), ხოლო NATO-ში ინტეგრაცია დღის წესრიგიდან მოიხსნა.

საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებულმა არჩევნებმა და ხელისუფლების მშვიდობიანმა გადაბარებამ მოგვცა შანსი - გამოვასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები და განახლებული ენერგიით გავაგრძელოთ რეფორმების პროცესი - გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, მორიგი წარმატებისკენ.

ამ შანსის გამოუყენებლობა და ძველ შეცდომებზე ახლის დამატება საქართველოს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს - შეილახოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, შეჩერდეს თავისუფალი მიმოსვლისა და ვაჭრობის მოლაპარაკებები ევროპასა და აშშ-სთან, მივიღოთ უარი NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, შემცირდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეკონომიკური განვითარების ტემპი, დავრჩეთ უმოკავშირეოდ ჩრდილოელი მეზობლის წინაშე.

ეს არის სახელმწიფოს მომავლის სასწორზე შეგდება. გვაქვს ჩვენ ამის ფუფუნება?

3 შეტევა თვითმმართველობაზე

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

0x01 graphic

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან უმოკლეს ვადაში ქართული ოცნების სასარგებლოდ ცვლილებები დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშიც. დღესდღეობით 31 მუნიციპალიტეტში გვაქვს განსხვავებული სურათი - 25 მათგანში გამგებელი, ხოლო 15 მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარე შეიცვალა. საკრებულოს წევრები სულ უფრო მზარდი რაოდენობით ტოვებენ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას. ამ ტენდენციიდან გამონაკლისია ქუთაისის საკრებულოს შემთხვევა, აქ ფრაქციიდან გასული ხუთი დეპუტატიდან ორი ნაციონალურ მოძრაობას უკან დაუბრუნდა. ცვლილებების პროცესი რიგ მუნიციპალიტეტებში ღია ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს - ქართული ოცნების აქტივისტები მართავენ აქციებს, აწყობენ პიკეტს. იყო შემთხვევები, როდესაც პროცესები კანონის ჩარჩოებს გასცდა და ძალადობრივი სახე მიიღო. მიუხედავად ამისა, არ დაწყებულა გამოძიება. პოლიციას საყვედურობენ იმასაც, რომ არ უზრუნველყოფს თვითმმართველობის ორგანოების თავისუფლად მუშაობას.

თვითმმართველობის ორგანოებზე ზეწოლის ფაქტებზე შეშფოთებას გამოთქვამენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამის გამო საქართველოს ახალი ხელისუფლება უკვე გააკრიტიკა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც ნოემბრის რეზოლუციაში გამოხატა შეშფოთება. ამ შეშფოთებას უერთდებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და კონსტიტუციის 42-ე მუხლი. „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ადგილობრივი თვითმმართველობის განმახორციელებელი ორგანოების მიმართ ნებისმიერი ხასიათის ზეწოლისგან, ამასთანავე, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს და ვთხოვთ, შეისწავლონ გახშირებული ზეწოლის ფაქტები და სამართალდამრღვევი პირების მიმართ გაატარონ შესაბამისი სანქციები, - ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.

სადამდე მიდის პროტესტი ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ამის საილუსტრაციოდ ერთ-ერთი უკანასკნელი, მარტვილის ინციდენტიც გამოდგება. აქ გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობდა აქცია, რომელშიც ქართული ოცნების ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელები და პარტიის მხარდამჭერებიც მონაწილეობდნენ. ისინი გამგეობის შენობაში შეიჭრნენ, სამუშაო პროცესი ჩაშალეს და ინვენტარი დააზიანეს, დაამსხვრიეს მინები, ხოლო გამგებლის სავარძელი შენობიდან გადმოაგდეს. მათ გამგეობა პოლიციის ჩარევის შემდეგ დატოვეს, თუმცა შესასვლელის ბლოკირება გააგრძელეს. მანამდე ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენლების მიმართ ზეწოლამ. ღია ზეწოლა მიმდინარეობდა სხვაგანაც - მათ შორის, სამტრედიის, მარნეულისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში.

0x01 graphic

25 მუნიციპალიტეტი, სადაც გამგებელი შეიცვალა: ბორჯომი, ქარელი, წალკა, კასპი, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, დედოსფლისწყარო, საგარეჯო, ლაგოდეხი, გორი, ლანჩხუთი, ხარაგაული, სამტრედია, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ონი, ცაგერი, ლენტეხი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ოზურგეთი, ყვარელი, სიღნაღი 15 მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულოს თავმჯდომარეები გამოიცვალა: ახალციხე, გურჯაანი, მესტია, ახმეტა, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, სიღნაღი, საჩხერე, ცაგერი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ქობულეთი, ხობი, სენაკი, ფოთი.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საუბრობენ სხვა სახის ზეწოლაზეც, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს, მათ შორის, გადაბირების მცდელობებზე, პერსონალურ მუქარასა და დაშინებაზე, რომ მათთვის არასასურველმა პირებმა დატოვონ თანამდებობები. ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ზეწოლაა არა მხოლოდ საკრებულოს წევრებზე, ასევე მათ ნათესავებსა და ბიზნესებზე.

ხელისუფლების ორგვარ ტაქტიკაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი პარლამენტში, ირმა ნადირაშვილი. მისი თქმით, ერთი სცენარი ისაა, რომ ზოგან აღმასრულებელი ხელისუფლება ახერხებს „აქტივისტები მიუსიოს ნაციონალურ მოძრაობას, ამას დაარქვას ხალხის აზრი და შემდეგ საკრებულოდან მიზანმიმართულად გამოყაროს ნაციონალური მოძრაობის წევრი გამგებლები”. იქ კი, სადაც ეს არ ჭრის, საქმეში მეორე სცენარი ერთვება - გენერალური პროკურატურა, ძირითადად, ფინანსური პოლიცია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმ ადამიანსაც ასახელებს, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებზე მიმდინარე ზეწოლის ხელმძღვანელად მიაჩნიათ - ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანი, რომელიც, მათი თქმით, ზეწოლის პროცესს თბილისიდან მართავს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ის თვითმმართველობების ჯალათადაც მოიხსენია.

„ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე პირადად არის დაკავებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაშანტაჟებით. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თუ ისინი არ გაატარებენ ქართული ოცნებისთვის მისაღებ პოლიტიკას ადგილებზე და არ დატოვებენ ნაციონალური მოძრაობის რიგებს, ამ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობაში ფინანსური პოლიცია შევა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების „შეკერვა“ მოხდება“, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი პარლამენტში, ჩიორა თაქთაქიშვილი.

ამ პროცესების პარალელურად, დააკავეს ზესტაფონის გამგებელი კახა გეწაძე, რომელიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გირაოს გადახდა დაეკისრა ხონის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გელენიძესაც. მათ თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით კაკაბაძესაც. დაკითხვაზე დაიბარეს თბილისისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლები და ოზურგეთის გამგებელი. ერთდროულად დაიწყო შემოწმება თბილისის მერიის რამდენიმე უწყებაში.

მიმდინარე მოვლენებს ნორმალურ პროცესად აფასებს ახალი ხელისუფლება და უარყოფს გამოძიების კავშირს პოლიტიკურ მოტივაციებთან. „გამგებლების შეცვლა და ის პროცესი, რაც გამგეობებში მიდის, ნორმალურია. ზოგან იქნება აჟიოტაჟი, ზოგან ეს იქნება ემოციური. მე ვთვლი, რომ ეს ნორმალურია, მაგრამ არ უნდა იყოს ძალისმიერი“, - განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროტესტი მოსახლეობაში ბუნებრივად არსებობს, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაგროვდა და სიტუაციას ისინი არ მართავენ. ძალთა ბალანსის ქართული ოცნების სასარგებლოდ ცვლილება თვითმმართველობებში კი კანონზომიერად მიაჩნიათ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნები 2014 წლამდე არ ჩატარდება. სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი - „1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადშია დაგეგმილი და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს“, - მიუთითებს ის.

ხელისუფლების მსგავსი დამოკიდებულება ზეწოლის დეკლარირებული მხარდაჭერაა. როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია აცხადებს ტაბულასთან საუბარში, მთავარი პრობლემა მიმდინარე პროცესებში ალბათ ისაა, რომ ადგილობრივ დონეზე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არ არის მიწოდებული ძალიან მკვეთრი მესიჯი, რომ ისინი არ იზიარებენ ამ პოლიტიკას, გმობენ ასეთ ფაქტებს და ეს აღარ უნდა გამეორდეს. „გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც დონეზე დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართული იყვნენ ამ პროცესებში. მე არ მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ ეს პროცესები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იმართება, მაგრამ ის, რომ არ იყო მკვეთრი რეაგირება, შეიძლება ამ პროცესების წახალისებასაც ახდენდეს“, - ამბობს ლომჯარია.

0x01 graphic

მარტვილი

რაც შეეხება დაკავებებს, ლომჯარია არ თვლის, რომ არცერთ გამგებელს არ ჰქონია გადაცდომა და დარღვევები ნამდვილად უნდა გამოიძიონ. თუმცა, ასეთ პოლიტიკურ გარემოში, როდესაც ახალი ხელისუფლებაა მოსული და მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, იმავე პროკურატურას მტკიცების სტანდარტი უფრო მაღალი უნდა ჰქონდეს. მისი გადაწყვეტილებები უფრო დასაბუთებული უნდა იყოს. თუნდაც აღქმის მომენტია მნიშვნელოვანი, როგორ აღიქვამს ამას ჩვენი საზოგადოება, ოპოზიცია, საერთაშორისო საზოგადოება, - ამბობს ის.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ქართველ ამომრჩეველს დემოკრატიის განსაკუთრებით მაღალ ხარისხს დაჰპირდა. გარდა ამისა, კამპანია დააფუძნა იმ კრიტიკაზე, რომ ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდა. ისინი ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ თვითმმართველობის რეფორმას ასახელებდნენ მეტი დეცენტრალიზაციისა და დამოუკიდებლობის კუთხით. დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნებოდა, თუ გუბერნატორებს, გამგებლებსა და მერებს მომავალში პირდაპირი წესით აირჩევენ. ეს შეთავაზება ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობისგანაც მიიღო. საპასუხოდ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი „რეალურ თვითმმართველობებს ეტაპობრივად აამოქმედებენ“.

დღეს ახალი ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმის დაწყებას არ ჩქარობს. როგორც ჩანს, სულ მცირე, იმ დრომდე, სანამ მთელ ქვეყანაში მათი პარტიის სასარგებლოდ არ იქნება შეცვლილი სურათი. დღეისთვის კი პარლამენტისთვის უფრო პრიორიტეტული სხვა საკითხები აღმოჩნდა - მათ შორის ის, როგორი სახის პრეზერვატივი შეიძლება მიეყიდოს არასრულწლოვან ახალგაზრდებს.

ის, თუ რამდენად შეძლებს პოლიტიკურ თანაარსებობას ოპონენტ ძალასთან, მათ შორის, თვითმმართველობის არჩეულ წარმომადგენლებთან, საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის დემოკრატიულობის მკაფიო ტესტია. ამას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან დასავლეთშიც. სამწუხაროდ, მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ქართული ოცნება მსგავს თანამშრომლობას არც გეგმავს და არც აპირებს.

4 დამარცხებით მოცემული შანსი

▲ზევით დაბრუნება


კახა ლომაია|სვეტი

1945 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულ უინსტონ ჩერჩილს მისი მეუღლე კლემენტაინი ანუგეშებდა, იქნებ ეს დამარცხება შენიღბული წყალობა იყოსო. მოცემულ მომენტში ძალიან კარგად შენიღბულიაო - პასუხად წაიბუზღუნა ჩერჩილმა. რამდენიმე წელიწადში ჩერჩილი ისევ ქვეყნის ლიდერად აირჩიეს. განახლებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ 1 ოქტომბრის მარცხში თავისი შანსი უნდა იპოვოს და, ჩერჩილის მსგავსად, ეს შანსი ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობის დასაბრუნებლად გამოიყენოს.

ამისთვის კი აუცილებელია განვლილი პერიოდის პირუთვნელი ანალიზი, რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს პროცესი. წინამდებარე წერილის მიზანს არ წარმოადგენს შეცდომების ამომწურავი ნუსხის შედგენა; არც ის, თუ საკუთრივ რომელ შეცდომას შეეძლო ეთამაშა გადამწყვეტი როლი დამარცხებაში. შესაძლოა, ეს როლი შეცდომებისა და სხვა ფაქტორების კომბინაციამ, მაგალითად, საარჩევნო კამპანიაში ჩატუმბულმა კოლოსალურმა ფულმა ითამაშა. წერილის მიზანია მხოლოდ ზოგიერთი მოვლენის გამოკვეთა და ამით იმ დისკუსიის გაგრძელება, რომელიც გია ნოდიამ ტაბულას ფურცლებზე წამოიწყო http://www.tabula.ge/article-25811.html. წარმატებული პოლიტიკური სტრატეგია წარუმატებლობის ანალიზითა და სწორი დასკვნების გამოტანით იწყება.

ბზარი სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის

წარმატებული პოლიტიკა ემყარება სათუთ ბალანსს სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებსა და მისი მოქალაქეების კონკრეტულ სარგებელს შორის. რაღაც ეტაპზე, მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოდგენაში ეს ბალანსი დაირღვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, სისტემური რეფორმებისა და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების სასარგებლოდ. ამ ადამიანებს გაუჩნდათ გაუცხოების შეგრძნება სახელმწიფო წინსვლის მიმართ, ვინაიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, დაბალი ინფლაცია, დაბალი კორუფცია, ზრდილობიანი პატრული, ახალი გზები, 24-საათიანი ენერგომომარაგება და უამრავი სხვა მიღწევა არ აისახა ხელშესახებ კონკრეტულ პირად სარგებელში. ყოველ შემთხვევაში, მათთვის საკმარისად სწრაფად და შესამჩნევად არ აისახა. პასუხგაუცემელი დარჩა ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევაც - მაღალი უმუშევრობა. უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის გზები ვერც ევროპასა და აშშ-ში უპოვიათ, მაგრამ ქართველ ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის ეს ვერაფერი ნუგეში იყო. ამას დაემატა არაეკონომიკური ფაქტორიც: საზოგადოების საშუალო ფენებში გაჩნდა განცდა იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება მოხდა თანასწორობისა და სამართლიანობის ხარჯზე; და კიდევ, პიროვნებების და არა მათი მოქმედებების კრიტიკამ დამატებითი ოპონენტები გაუჩინა ნაციონალურ მოძრაობას. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ნაციონალურმა მოძრაობამ დაინახა ეს ბზარი, მაგრამ მისი შემცირების მცდელობები არასაკმარისი და დაგვიანებული აღმოჩნდა.

გადაჭარბებული სიმკაცრე ბიზნესთან

მრავალი ბიზნესმენი, ვინც ნაციონალური მოძრაობის ბუნებრივი მოკავშირე იყო, მას მოწინააღმდეგედ მოეკიდა. ლიბერალური გადაგასახადო გარემო, თავისუფლება კრიმინალისგან, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, მარეგულირებელი ორგანოებისა და ლიცენზია-ნებართვების მინიმუმამდე დაყვანა, ეფექტური, კეთილგანწყობილი და არაკორუმპირებული ბიუროკრატია - უკეთესს რას ისურვებდა კერძო ბიზნესი? და ამ დროს, მოდის საგადასახადო სამსახური ან ფინანსური პოლიცია და უმნიშვნელო გადაცდომას დანაშაულად წარმოგიჩენს. მათთან კამათი ან სამართლებრივი დავა უშედეგოა. გამოსავალი: გადაიხადე ჯარიმა. გასაგებია, რომ ეს ქრთამი არ იყო, ბიუჯეტში მიემართებოდა. გასაგებია ისიც, რომ პოლიტიკური ნიშნით არ ხდებოდა. მაგრამ, შედეგად, ბიზნესმა ნახა ზარალი, მას თანდათან გაუნელდა ნდობა სამართლებრივი სისტემის მიმართ, გაუძლიერდა უსამართლობის განცდა და მოკავშირეობიდან ოპონენტთა ბანაკში გადაბარგდა. ის ადმინისტრაციული სიმკაცრე, რომელიც ეკონომიკური და საფინანსო რეფორმების პირველ წლებში აუცილებელი იყო, საგადასახადო დისციპლინის დასამკვიდრებლად, ბოლო წლებში კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა.

საჯარო დისკუსიის დეფიციტი

ნაციონალურმა მოძრაობამ მინიმუმამდე დაიყვანა თავისი მონაწილეობა საჯარო დისკუსიებში. დიალოგი მონოლოგმა ჩაანაცვლა. ეს იყო უკან დახევა 2004-2007 წლების პრაქტიკიდან, როდესაც დინამიკური ზოგადპოლიტიკური და თემატური დისკუსიები (ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, სასამართლო რეფორმის შესახებ და სხვა) მიმდინარეობდა პარლამენტშიც - კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე, და მედიაშიც. ამასთან ერთად, ხელი არ შეეწყო ახალი სადისკუსიო სივრცეების - მრგვალი მაგიდების, საუნივერსიტეტო დებატებისა თუ სადისკუსიო კლუბების ჩამოყალიბებას, რომელშიც წამყვანი პოლიტიკოსები, ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებდნენ მონაწილეობას. ნაციონალური მოძრაობა პასიური იყო პოპულარულ სოციალურ ქსელებშიც. და ვინაიდან დისკუსიის მოთხოვნილება არსად გამქრალა, მივიღეთ ორი ეფექტი: 1) სოციალურად აქტიური საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ნაციონალური მოძრაობა მასთან დიალოგს გაურბოდა და 2) საზოგადოებრივი აზრის ფორმირება დაიწყო ნაკლებადკვალიფიცირებულ და პოლიტიკურად მიკერძოებულ პლატფორმებზე. სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებს წინ არ უსწრებდა ხარისხიანი საჯარო განხილვა, რომლის მეშვეობითაც მთავრობა გასაგებად და დასაბუთებულად აუხსნიდა მოქალაქეებს ამ პროექტების მნიშვნელობას სახელმწიფოსა და ყოველი ოჯახისთვის. საზოგადოების ნაწილს ამ პროექტების მიმართ არა თანამონაწილეობისა და მშობლიურობის, არამედ ისევ გაუცხოების განცდა უღვივდებოდა.

ცვლილების შანსი

ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში არ ახდეს პრეზიდენტ რეიგანის წინასწარმეტყველება: „საბჭოთა კავშირში მრავალპარტიულობა რომ დაუშვან, ის მაინც ერთპარტიულ სისტემად დარჩება იმიტომ, რომ ყველა უმალ მეორე პარტიაში გადავა“. პოლიტიკური პლურალიზმი სჭირდება არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ყოველ მოქალაქეს, მთლიანად პოლიტიკურ სისტემას და სახელმწიფოს.

ნაციონალურ მოძრაობას აქვს სათანადო ინტელექტუალური რესურსი და პოლიტიკური გამოცდილება, რათა შეცდომები გააანალიზოს, განახლდეს და წინსვლის სტრატეგია დასახოს. მისი ძლიერი მხარეებია: ამომრჩეველთა 40%25-ის მხარდაჭერა, ძლიერი საპარლამენტო ფრაქცია, მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული პარტიული სტრუქტურა, დისციპლინირებული, გამოცდილი და პატრიოტი აქტივისტები, მაღალი კვალიფიკაციის ლიდერთა გუნდი სახელმწიფო მმართველობის პრაქტიკულად ყველა სფეროში, ფართო საერთაშორისო კონტაქტები და, რაც მთავარია, „არშემდგარი სახელმწიფოდან“ საქართველოს თანამედროვე დემოკრატიად გარდაქმნის უნიკალური ისტორია.

განახლებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დაანახოს ამომრჩეველს, რომ მას არათუ არ ეშინია ცვლილებების, არამედ პირიქით, ესწრაფვის ამ ცვლილებებს, და რომ დამარცხებაში განახლებისა და სრულყოფის შანსს ეძებს; რომ გაცნობიერებული აქვს სახელმწიფოს წინსვლის, მოქალაქეთა კეთილდღეობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის ერთმანეთისგან განუყოფლობა. თუ ყოველივე ეს მოხდა, მაშინ განახლებული ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს წარუმატებლობით მოცემულ შანსს, და საქართველოს მოქალაქეთა წინაშე იმ ქმედით, სანდო, კომპეტენტურ და დემოკრატიულ ალტერნატივად წარდგება, რომელიც საქართველოს უკუსვლას თანამედროვე დემოკრატიიდან „არშემდგარი სახელმწიფოსკენ“ არ დაუშვებს.

5 აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი სუვერენული დემოკრატიის

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

დიმიტრი ავალიანი

0x01 graphic

საქართველოს ახალმა მთავრობამ დასავლეთთან კონფრონტაციის პირველი ნიშნები გამოავლინა. მართალია, ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ისევე დეკლარირებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულებას, როგორც წინა ხელისუფლება, მაგრამ პარტნიორებისგან კრიტიკული შენიშვნები მათთვის ძალზე მტკივნეული აღმოჩნდა.

მთავრობამ არ გაიზიარა NATO-ს გენერალური მდივნის, საპარლამენტო ასამბლეის, გავლენიანი დასავლური პრესის შეშფოთება, რომელიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა შერჩევით დაპატიმრებებს, ადგილობრივ თვითმმართველობებზე შეტევას თუ პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე უარის თქმას უკავშირდებოდა.

ივანიშვილი და მისი გუნდი დასავლეთს საქართველოს მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში არ ადანაშაულებენ და საქართველოს პარტნიორების შეშფოთებას მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების ლობირებას მიაწერენ. თუმცა ქართული ოცნების ცალკეული წევრები და რიგითი მხარდამჭერები ანტიდასავლური რიტორიკისგან თავს არ იკავებენ.

„ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავს... იმას, რასაც თავის ქვეყანაში ვერ იტანენ, ნუ გვახვევენ თავზე“, - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ქეთი დოლიძემ ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას. კოალიციის მხარდამჭერების აგრესია დასავლეთის მიმართ კი, თუნდაც NATO-ს გენერალური მდივნის Facebook-ის გვერდზე დატოვებულ კომენტარებში გამოვლინდა. ასევე საგულისხმოა პრესაში სტატიების გამოჩენა „აქამდე ტაბუდადებულ“ თემაზე - კრიტიკული შენიშვნებით აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიმართ.

შესაძლოა, საქართველოს ახალი მთავრობაც დადგეს იმავე ამოცანის წინაშე, რის წინაშეც რამდენიმე წლის წინ რუსეთის მთავრობა აღმოჩნდა - დაუსაბუთოს საკუთარ საზოგადოებას, რომ საქართველო დემოკრატიისკენ საკუთარი გზით, დასავლური დემოკრატიების მხრიდან ზედმეტი მზრუნველობის გარეშე უნდა წავიდეს.

„სუვერენული დემოკრატიის“ ცნება 2005 წლიდან რუსეთში გაჩნდა და კონცეფციის სახე მიიღო, რაც მმართველი ძალის, Единая Россия-სა და ვლადიმირ პუტინის ოფიციალურ იდეოლოგიად იქცა.

„საბჭოთა სისტემიდან, საკუთარი ნებითა და სურვილით, რუსეთი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა - ერთდროულად დემოკრატიული, თავისუფალი (სუვერენული) და სამართლიანი სახელმწიფოსა და საზოგადოების მშენებლობაზე. და სწორედ რუსეთის სახელმწიფო და მისი ხალხი განსაზღვრავენ ამ განვითარების ვადებს, ეტაპებსა და პირობებს“, - წერდა 2005 წლის აპრილში პოლიტოლოგი ვიტალი ტრეტიაკოვი სტატიაში „სუვერენული დემოკრატია. პუტინის პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ“.

0x01 graphic

ვლადიმირ პუტინი უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, 2007 წ. 10 თებერვალი

2006 წლის ნოემბერში კი სუვერენული დემოკრატიის არსი ვრცლად განმარტა საპროგრამო სტატიაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, რეჟიმის არაფორმალურმა იდეოლოგმა ვლადისლავ სურკოვმა.

„თავისუფალი ადამიანის ღირსება მოითხოვს, რომ ერი, რომელსაც იგი თავს მიაკუთვნებს, ასევე თავისუფალი იყოს სამართლიანად მოწყობილ სამყაროში“, - აყალიბებდა სურკოვი სუვერენული დემოკრატიის პრინციპებს. შესაბამისად, „სუვერენული დემოკრატია პოლიტიკური ცხოვრების ისეთი წესია, რომლის დროსაც ხელისუფლება, მისი ორგანოები და ქმედებები ფორმირდება მხოლოდ და მხოლოდ რუსი ერის მიერ, მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით“.

ახალი კონცეფციის თაობაზე რუსეთში მრავალი დისკუსია გაიმართა. მის დასაბუთებას მეცნიერებმა არაერთი სტატია და ნაშრომი მიუძღვნეს.

რევოლუციის შიში

ქართულ ოცნებას რუსეთის სუვერენული დემოკრატიის იდეოლოგებთან ორი რამ აერთიანებს - დასავლეთის მხრიდან კრიტიკული შენიშვნების სრული მიუღებლობა და დამოკიდებულება ვარდების რევოლუციისადმი. კოალიციის წევრთა უდიდეს უმრავლესობას ხომ რევოლუციის მიმართ ძალზე ნეგატიური დამოკიდებულება აქვს და 2003 წლის შემდგომ პერიოდში ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს არ აღიარებს, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით.

თვითმყოფადი, „სუვერენული“ და არა ჩვეულებრივი, მსოფლიოში უკვე აპრობირებული და ფუნქციონირებადი დემოკრატიის მშენებლობისკენ რუსეთს სწორედ ფერადმა რევოლუციებმა უბიძგა. კრემლის იდეოლოგებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ როგორც საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუცია, ასევე უკრაინაში 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუცია, იყო არა საზოგადოების პროტესტის შედეგი, არამედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციები ამ ქვეყნების საკუთარი გავლენის ქვეშ მოსაქცევად. საბოლოო სამიზნე კი რუსეთი უნდა გამხდარიყო.

„ნარინჯისფერ რევოლუციას კრემლი ყველაზე საშიშ საფრთხედ - დისტანციურად მართულ სახალხო ბუნტად აღიქვამს“, - აღნიშნავდა ბულგარელი პოლიტოლოგი ივან კრისტევი, რომლის აზრითაც, „სუვერენული დემოკრატიის სახით პუტინმა ამ მოვლენებს პრევენციული კონტრრერევოლუცია“ დაუპირისპირა.

სურკოვი თავის საპროგრამო სტატიაში განმარტავდა, რომ ყველა ერის წინაშე არ დგას სრული სუვერენიტეტის მიღწევის ამოცანა. მრავალი მცირე ერი „ტრადიციულად არსებობს ამა თუ იმ ხალხის მფარველობის ქვეშ და პერიოდულად მფარველებს იცვლის“. შესაბამისად, „გასართობი „რევოლუციებისა“ და გარედან მართული დემოკრატიების გამრავლება, რაც ხელოვნურად გამოიყურება, ასეთი ქვეყნებისთვის სავსებით ბუნებრივია“. მაგრამ, რუსეთში, სურკოვის აზრით, „უცხოელთა მყარი ბატონობა წარმოუდგენელია“.

„განსხვავებით ფერადი რევოლუციებისგან, რასაც აშშ-სთვის არასასურველი რეჟიმების დასამხობად იყენებენ დემოკრატიისთვის ბრძოლის ლოზუნგით, სუვერენული დემოკრატიის კონცეფციის გამოყენება მხოლოდ იმ ქვეყნებს შეუძლიათ, რომლებიც დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს საკუთარ ნიადაგზე ავითარებენ“, - წერდა სუვერენული დემოკრატიის კონცეფციის მხარდამჭერი პოლიტოლოგი ანდრანიკ მიგრანიანი 2008 წლის ოქტომბერში.

კიდევ ერთი რუსი პოლიტოლოგის, სერგეი მარკოვის აზრით, სუვერენული დემოკრატია არის „ფერად რევოლუციებზე დამოკიდებული პოლიტიკური რეჟიმების შექმნის ტექნოლოგიებზე იდეური პასუხის გაცემის მცდელობა”. რუსეთი კი, მისი თქმით, დემოკრატიას სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე მიაღწევს.

ქართული ოცნების ზოგიერთი ამჟამინდელი ლიდერიც საქართველოში ვარდების რევოლუციას გარეშე ძალების მიერ ორგანიზებულად მიიჩნევს. გასული წლის 23 ნოემბერს, ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თბილისში საპროტესტო აქციის იდეას მიესალმა, რომელიც ორგანოზატორებს ამერიკის საელჩოსთან უნდა გაემართათ. თუმცა, მისივე თქმით, ყოველთვის მიაჩნდა, რომ ვარდების რევოლუცია „არ იყო ამ ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლის მარტო ამერიკული სურვილი, ეს იყო რუსების სურვილიც“. წელს კი ქუცნაშვილიც და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ვარდების რევოლუციის წლისთავი საზეიმოდ არ აღინიშნება.

მტრის ხატი

სუვერენული დემოკრატიის კონცეფცია, რომელიც დასავლეთისგან რუსეთის დისტანცირების იდეოლოგიური საფუძვლის შექმნას ემსახურებოდა, სწორედ იმ მომენტში გაჩნდა, როდესაც აშშ-ისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა მხრიდან გაძლიერდა კრიტიკა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „გასაოცარმა დემოკრატიამ“ სხვა დატვირთვა შეიძინა - დასავლეთი ახალი ხელისუფლების ნაბიჯებით გაკვირვებული მართლაც დარჩა, თუმცა არა ისე, როგორც ივანიშვილს სურდა. რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კერძოდ, სუვერენული დემოკრატიის ცნების დამკვიდრება ბიზნესმენების, მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის სამართლებრივი დევნის დაწყებას დაემთხვა, რამაც მსოფლიოში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. ისინი 2003 წელს დააკავეს, პირველი განაჩენი კი ხოდორკოვსკის საქმეზე სასამართლომ 2005 წლის მაისში გამოიტანა.

2005 წლის ნოემბერში აშშ-ის სენატმა, სენატორების ბარაკ ობამას, ჯო ბაიდენისა და ჯონ მაკკეინის ინიციატივით, რეზოლუცია მიიღო მიხაილ ხოდორკოვსკის დევნასთან დაკავშირებით. იქ აღნიშნული იყო, რომ სასამართლო კრემლის ხელში იარაღად გამოიყენება და ასეთი სასამართლო დამოუკიდებლად ვერ ჩაითვლება.

2006 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც დაპატიმრებულ ბიზნესმენებს დამატებითი ბრალი წაეყენათ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ხოდორკოვსკის დევნა და მისი კომპანიის დანაწევრება „სერიოზულ კითხვებს აჩენს რუსეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით“, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საკუთრების ხელშეუხებლობის თაობაზე. სენატორმა ტომ ლანტოსმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა საკითხებში, მაშინ, ხოდორკოვსკის პოლიტიკურ პატიმრად აღიარება მოსთხოვა.

სუვერენული დემოკრატიის კონცეფციის მხარდამჭერები ვაშინგტონის რუსეთის მიმართ მოთხოვნებს, ამერიკის და ზოგადად დასავლეთის მტრობით, საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევისა და რუსეთის რესურსების დასაკუთრების სურვილით ხსნიან.

ანდრანიკ მიგრანიანის აზრით, „სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა გასული საუკუნის 70-იან წლებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უნივერსალურ კონცეფციად იქცა. ის უცხო ქვეყნების საქმეებში ჩარევას ემსახურებოდა“. სუვერენული დემოკრატიის კონცეფციის მთავარი დანიშნულება, მისი აზრით, აშშ-ის ჩარევისთვის ხელის შეშლაა.

მიგრანიანი განმარტავს, რომ რუსეთის მთავარი მიზანი ლიბერალურ-დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაა. თუმცა, „ის თავად განსაზღვრავს ნაბიჯების თანმიმდევრობას ამ მიმართულებით“ და ამ საქმეში „გარედან მართვას“ არ დაუშვებს.

დასავლეთი ვერ აღიქვამს სუვერენულ დემოკრატიას იმის გამო, რომ მას არა დემოკრატია, არამედ სუვერენიტეტი აინტერესებს, „მათ არ სურთ, რუსეთს ჰქონდეს სუვერენიტეტი ამ სიტყვის სრული გაგებით“, - აღნიშნავს მიგრანიანი.

როგორც, თავის მხრივ, ვლადისლავ სურკოვი ამბობს, „არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი სახელმწიფოს დესუვერენიზაცია არავისთვის საინტერესო არაა. მაგრამ, ნედლეულისა და უსაფრთხოების ყოველდღიური და საყოველთაო საჭიროება იმდენად დიდია, ბირთვული შეიარაღების, ნავთობის, გაზის, ხე-ტყისა და წყლის ჩვენი მარაგები იმდენად უხვია, რომ ზედმეტი გულუბრყვილობა მიუღებელია“.

ანტიდასავლური რიტორიკა დამახასიათებელი იყო ქართული ოცნების წევრებისთვისაც წინასაარჩევნო პერიოდში. მაგალითად, ამჟამინდელი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებდა, რომ აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობამ საქართველოს ზიანი მოუტანა და სწორედ აშშ არის პასუხისმგებელი კონფლიქტებზე, „რუსეთის გადამტერებაზე“ და „ავტორიტარულ რეჟიმზე“. მისი თქმით, „ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამერიკისთვის ერთი ადგილის ლოკვამ დააქცია და დაღუპა საქართველო“.

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე მანანა კობახიძე კი გასულ წელს აცხადებდა, რომ შეერთებული შტატები მართლმადიდებელ სარწმუნოებას ქვეყნის განვითარების დამაბრკოლებლად განიხილავს, საქართველო კი მისი გულის მოგებას უმცირესობების უფლებების დაცვით ცდილობს. ასევე - „ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ეს მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის“.

ქართული ოცნების ზოგიერთი წევრები წლების განმავლობაში გამოდიოდნენ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ. მაგალითად, გოგი თოფაძე აცხადებდა, რომ საქართველო NATO-სკენ სწრაფვამ „დაღუპა“. გუბაზ სანიკიძე და მისი თანაპარტიელები კი ჯერ კიდევ 2007 წელს ამბობდნენ, რომ NATO-ში გაწევრიანებით საქართველოს გავლენის ზონებად დაყოფა ემუქრებოდა, ხოლო ალიანსის წევრობის სურვილი ქვეყნის ღალატს ნიშნავდა.

„იარლიყები“ დემოკრატიისთვის

0x01 graphic

ვლადისლავ სურკოვი

სუვერენული დემოკრატიის კონცეფციამ კრიტიკა დაიმსახურა როგორც რუსეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. როგორც 2006 წლის აგვისტოში ყოფილი პრემიერი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხაილ კასიანოვი აცხადებდა, ამ დოქტრინის მიზნები სავსებით ნათელია - ნებისმიერ ფასად პოლიტიკური ძალაუფლებისა და ქონების შენარჩუნება. „შედეგები უკვე სახეზეა - პოპულიზმის ზეიმი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების თანმიმდევრული ნგრევა და უარის თქმა კანონიერების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე“.

„სუვერენული დემოკრატია კრემლის მოგონილი ტერმინია, რომელიც ორ მესიჯს შეიცავს: პირველი, რომ რუსეთის ახლანდელი რეჟიმი დემოკრატიაა. და მეორე - ეს უნდა დავიჯეროთ და მორჩა. ამაში ეჭვის შეტანის ნებისმიერი მცდელობა რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქმება“, - წერდა Washington Post-ი 2006 წლის 15 ივლისს.

„ძალიან მაღელვებს, როდესაც დემოკრატიას იარლიყებს აწებებენ, - განაცხადა 2007 წლის იანვარში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმა, - სუვერენული დემოკრატია, მართვადი დემოკრატია, სახალხო დემოკრატია, სოციალისტური, არიული, ისლამური დემოკრატია - ამ კონტექსტში ზედსართავი სახელების დიდი მოყვარული არ ვარ. მართვადი დემოკრატია, ჩემი აზრით, დემოკრატია საერთოდ არაა, ხოლო ტერმინი სუვერენული დემოკრატია საერთოდ უაზროდ გამოიყურება“.

საბჭოთა ისტორიის სპეციალისტის, რიჩარდ პაიპსის აზრით, „დემოკრატია ან არსებობს, ან არა... ბერძნულად დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს - ხალხის ძალაუფლება კი ან არსებობს, ან - არა“.

ბიძინა ივანიშვილის წყალობით, დემოკრატიას კიდევ ერთი „იარლიყი“ მიემატა. თავის პირველ ინტერვიუში მან პირობა დადო, რომ მის მიერ აშენებული დემოკრატია „ევროპას გააოცებდა“. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „გასაოცარმა დემოკრატიამ“ სხვა დატვირთვა შეიძინა - დასავლეთი ახალი ხელისუფლების ნაბიჯებით გაკვირვებული მართლაც დარჩა, თუმცა არა ისე, როგორც ივანიშვილს სურდა.

სუვერენული დემოკრატია მოქმედებაში

სუვერენული დემოკრატიის პრაქტიკულად განხორციელების ეტაპი ვლადიმირ პუტინმა ცნობილი „მიუნხენის გამოსვლით“ დაიწყო - სიტყვით, რომელიც მან უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, 2007 წლის 10 თებერვალს წარმოთქვა და რომელიც ერთგვარი წყალგამყოფი გახდა რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობებში.

სწორედ მაშინ გაილაშქრა პირველად რუსეთის ლიდერმა „მონოპოლარული სამყაროს“, აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და NATO-ს წინააღმდეგ. „ერთი სახელმწიფოს, პირველ რიგში შეერთებული შტატების, სამართლებრივმა სისტემამ გადალახა ეროვნული საზღვრები. ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ჰუმანიტარულ სფეროში, ხდება სხვა სახელმწიფოებისთვის მისი თავზე მოხვევა“, - განაცხადა პუტინმა.

მან დასავლეთი მესამე სამყაროსადმი უსამართლობაში დაადანაშაულა: „ერთი ხელით დახმარება რიგდება, მეორეთი კი არა მხოლოდ ეკონომიკური ჩამორჩენილობის კონსერვაცია, არამედ მოგების ამოღება ხდება“.

ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები კი, პუტინის აზრით, ქვეყნების ერთი ჯგუფის ინტერესების უზრუნველყოფის „ვულგარულ ინსტრუმენტად“ გადაიქცნენ.

„რუსეთი ათას წელზე მეტი ხნის ისტორიის ქვეყანაა, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის სარგებლობდა პრივილეგიით, განეხორციელებინა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა გამოსვლაში, რომელიც ანალიტიკოსთა ნაწილმა ახალი ცივი ომის დასაწყისად აღიქვა.

პუტინმა და კრემლმა მართლაც ბევრი რამ გააკეთეს შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში „სუვერენულობის“ დემონსტრირებისთვის. პოლიტკოვსკაიას და ლიტვინენკოს მკვლელობები, აგრესია საქართველოს წინაააღმდეგ, ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევა ქვეყნის შიგნით, იურისტ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალება, Pussy Riot-ის საქმე - ამ ყველაფრისთვის დასავლეთის კრიტიკას რუსეთის ხელისუფლება იგნორირებას უწევდა. 2011 წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც მოსკოვში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, პუტინმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში არეულობის პროვოცირებაში დაადანაშაულა. ხელისუფლების კონტროლირებად ტელეარხებზე კი პროპაგანდისტული ფილმების სერია გავიდა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს დასავლეთი ოპოზიციონერთა ხელით რუსეთის განადგურებას. მესამე ვადით პრეზიდენტის პოსტზე დასაბრუნებლად, ვლადიმირ პუტინმა სწორედ ანტიდასავლური, გარეშე მტრებთან ბრძოლის წინასაარჩევნო რიტორიკა აირჩია.

ქართული არჩევანი

დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებით უკმაყოფილების მიუხედავად, ღია ანტიდასავლური გამოსვლებისგან საქართველოს პრემიერმინისტრი თავს იკავებს. თუმცა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმით, თუ როგორ შუქდება მისი მთავრობის საქმიანობა ზოგიერთი დასავლური მედიასაშუალების მიერ და როგორ მუშაობს ყოფილი ხელისუფლების „ლობი“ დასავლეთში. მან არაერთხელ განაცხადა, რომ დარწმუნებულია - ამ მხრივ სიტუაცია მალე გამოსწორდება და „ეს პროცესი“ (კრიტიკა დასავლეთის მხრიდან) შეწყდება.

მაგრამ ქართული ოცნება, როგორც ჩანს, სულაც არ აპირებს იმ მეთოდებზე უარის თქმას, რის გამოც შენიშვნები დაიმსახურა. თუ მოქმედმა მთავრობამ კვლავაც ყურად არ იღო დასავლეთის გაფრთხილებები, როგორც აშშ-სთან, ასევე ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის გაუარესება გარდაუვალი იქნება.

ამ შემთხვევაში, ივანიშვილის „მიუნხენის გამოსვლას“ და ხელისუფლების მიერ საკუთარი „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციის შექმნას უნდა ველოდოთ. რასაც დემოკრატიული სამყარო არ მიიღებს. საქართველოს კი ერთი გზა დარჩება - დადგეს მათ გვერდით, ვინც ასევე არ იღებს კრიტიკას დასავლეთისგან. მაგალითად, ვლადიმირ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გვერდით. სწორედ მათთან - ევრაზიულ კავშირში უნდა ეძებოს ამ შემთხვევაში მთავრობამ საკუთარი რეჟიმის გარე ლეგიტიმაციის წყარო.

მაგრამ დასავლურ დემოკრატიაზე უარის ხარჯზე ქვეყანა ვერც სუვერენიტეტს შეინარჩუნებს, ვინაიდან რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებით საქართველო დამოუკიდებლობას ნამდვილად დაკარგავს და მისი ფაქტობრივი დესუვერენიზაცია მოხდება.

6 NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

სალომე უგულავა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები პირველად გამოაქვეყნა. მოსახლეობას მიმდინარე და აქტუალური საკითხების შეფასება სთხოვეს.

დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ქვეყანაში ამნისტიაა, რომლის შესახებაც კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ხელისუფლება ამნისტიის კანონპროექტს იმგვარად ფუთავს, რომ პატიმრებმა არაერთი საშინელება გადაიტანეს და სახელმწიფოს მათი გათავისუფლების ან შეღავათის მიცემის ვალდებულება აქვს. კვლევის შედეგების მიხედვით, ამნისტიას მხოლოდ 12%25 ემხრობა. გამოკითხულებს ჰკითხეს ნიგვზიანის მოვლენებთან დაკავშირებითაც, სადაც მუსლიმებს საშუალება არ ეძლეოდათ კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში შეკრებილიყვნენ და რელიგიური მსახურება აღესრულებინათ. 51%25 თვლის, რომ მათ ამის უფლება უნდა მიეცეთ, ხოლო მეოთხედზე მეტს, 29%25-ს საპირისპირო მოსაზრება აქვს. კვლევის საველე სამუშაოები 14-ნოემბერს ჩატარდა, ამიტომ კითხვებში არ მოხვდა მასობრივი დაპატიმრებების თემა.

პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ნაციონალებთან რადიკალურად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ნაციონალებთან რადიკალურად დაპირისპირებული ძალის ხელისუფლებაში მოსვლა საზოგადოების პოლიტიკური ორიენტაციის ძირეული შეცვლის გამოვლინება უნდა ყოფილიყო, საზოგადოებრივი ფასეულობები, პრაქტიკულად, არ იცვლება. დაპირისპირებული ძალის ხელისუფლებაში მოსვლა საზოგადოების პოლიტიკური ორიენტაციის ძირეული შეცვლის გამოვლინება უნდა ყოფილიყო, საზოგადოებრივი ფასეულობები, პრაქტიკულად, არ იცვლება. ბოლო წლების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლამდე, მათი მმართველობისას და დღესაც, უმრავლესობა კვლავაც მხარს უჭერს ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას, რუსეთს საფრთხედ აღიქვამს და დემოკრატიის მეტად განვითარება სურს. NDI-ის უკანასკნელი კვლევის მიხედვითაც, რუსეთს საქართველოსთვის 66%25 მიიჩნევს საფრთხედ. 77%25 მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. 71%25 კი NATO-ში ინტეგრაციის მომხრეა.

მომავალი 6 თვის განმავლობაში მოსახლეობა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და საპენსიო რეფორმების განხორციელებას ელის. ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად კი მოსახლეობისთვის კვლავ სამუშაო ადგილები რჩება. მეორე ადგილზე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაა. ამ თემის აქტუალიზაცია გარკვეულწილად სხვადასხვა პარტიების წინასაარჩევნო რიტორიკის შედეგი შეიძლება იყოს.

0x01 graphic

არჩევნების შემდგომ, გამარჯვებული კოალიცია, ქართული ოცნება, ყველაზე ხშირად სამართლიანობის აღდგენაზე და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრობს. ამ საკითხებს საქართველოს მოსახლეობა ნაკლებ პრიორიტეტულად ასახელებს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხს ყველაზე პრიორიტეტულად 12%25 მიიჩნევს, სასამართლო სისტემა კი მოსახლეობის 7%25-სთვის არის პრიორიტეტული. ხოლო სამუშაო ადგილები და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, შესაბამისად, 56 და 35%25-სთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

კვლევის ფარგლებში კითხვები დაისვა მედიასთან დაკავშირებითაც. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, გამოკითხულთა 85%25 უყურებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს - 58%25, ტელეკომპანია მე-9 არხს - 53%25, ხოლო მაესტროს - 46%25. მოსაზრებას - მირჩევნია ვუყურო ისეთ ახალ ამბებს, რომელიც თანაბრად აშუქებს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოსაზრებებს, ეთანხმება 82%25.

მოსახლეობას იმაზეც ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას. 86%25 აცხადებს, რომ რელიგიას მათთვის მნიშვნელობა აქვს. რელიგიურ მსახურებას თვეში ერთხელ მაინც მოსახლეობის 22%25 ესწრება, კვირაში ერთხელ - 10, ხოლო ერთზე მეტჯერ - 5%25. ეს სტატისტიკა ბევრი ევროპული ქვეყნისას ემთხვევა, თუმცა რელიგიურ მსახურებას გაცილებით ხშირად ესწრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში: Gallup-ის მონაცემებით, 40%25-ზე მეტი - თითქმის ყოველ კვირას.

კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა 1,947 ინტერვიუს საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-3 პროცენტია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

უნდა მიეცეთ თუ არა მათ [მუსლიმებს] უფლება შეიკრიბონ კერძო საკუთრებაში და ჩაატარონ მსახურება?

0x01 graphic

რა ნაბიჯები უნდა გადადგას ახალმა ხელისუფლებამ ციხის სკანდალთან დაკავშირებით?

0x01 graphic

7 ჯუდით გოფი: კოჰაბიტაციამ უნდა გაამართლოს

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ესაუბრა ნინი გოგიბერიძე
ფოტო
: დიმა ჩიკვაიძე

0x01 graphic

მიხარია, რომ საქართველოში მივდივარ, რათა მონაწილეობა მივიღო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაში და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებაში. მოუთმენლად ველოდები, როდის შევძლებ ამ ლამაზ და ისტორიულ ქვეყანაში მუშაობას“, - განაცხადა ჯუდით გოფმა 2010 წელს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩად დანიშვნისას.

რამდენიმე კვირაში იწურება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ამჟამინდელი ელჩის თანამდებობაზე ყოფნის ვადა. გთავაზობთ ჯუდით გოფის მიერ ტაბულასთვის ელჩის რანგში მიცემულ უკანასკნელ ინტერვიუს, რომელშიც იგი ჩვენს ქვეყანაში მიღებულ გამოცდილებაზე, ბოლო წლებში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

უკვე ორი წელი იმუშავეთ გაერთიანებული სამეფოს ელჩად საქართველოში. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

საქართველოში ორ წელიწადზე მეტია ვმუშაობ. ეს დიდი პრივილეგიაა. ელჩის სტატუსით პირველად წარმოვადგენ ჩემს სახელმწიფოს და ეს საქმე ძალიან მომწონს. საქართველო მშვენიერი და სიცოცხლით სავსე ქვეყანაა. შევიძინე ბევრი ქართველი მეგობარი. გარდა ამისა, მაქვს შესაძლებლობა, თვალი ვადევნო ქვეყანაში მიმდინარე გარდამავალ ისტორიულ მომენტს. პირადად ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის და როგორც უბრალოდ ადამიანისთვის, აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა. გული მწყდება, რომ მალე მივდივარ. საქართველოში გაცილებით უფრო დიდხანს ვიმუშავებდი, მაგრამ დიპლომატიაში ასეთი წესია - თანამდებობაზე ყოფნის ვადა იწურება. დასანანია, მაგრამ ამჯერად ჩემი ელჩად ყოფნის ვადა გადის. აუცილებლად დავბრუნდები.

მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ და ბავშვი უნდა გავაჩინო, ამით არ სრულდება ჩემი თქვენთან კონტაქტი - ამიერიდან მთელ რეგიონთან ურთიერთობას ვუხელმძღვანელებ. შესაბამისად, ჩემი პასუხისმგებლობის სფერო განისაზღვრება გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკით რუსეთთან, ისევე, როგორც საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში - საქართველოში ხშირად მომიწევს ყოფნა.

Washington Post-მა პირველი ოქტომბერი შეაფასა, როგორცოპოზიციური კოალიციის გარდამტეხი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში და მმართველი პარტიის მიერ მარცხის სწრაფად აღიარება... დემოკრატიის იშვიათი ტრიუმფი ევრაზიის პოსტსაბჭოთა ნაწილში”. თქვენ როგორ შეაფასებდით პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგებს? თვლით, რომ მოცემულ რეგიონში საქართველო პოლიტიკური პლურალიზმის მაგალითი გახდება?

საქართველოს ჩვენ მივულოცეთ მნიშვნელოვანწილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. გარდა ამისა, დადებითად შევაფასეთ ის ფაქტი, რომ სახეზე იყო ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაბარების დასაწყისი. ვფიქრობ, ეს შეფასება არსებითად განსხვავდება კითხვის თქვენეული ფორმულირებისგან. ჩემი აზრით, საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ. პირადად მივიღე მონაწილეობა არჩევნების მონიტორინგში. არჩევნების დღეს თოთხმეტი საარჩევნო უბანი მოვიარეთ. პირადად ვარ იმის მომსწრე, თუ რამდენად კარგად წარიმართა ხმის მიცემის პროცესი. ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველომ ნამდვილად შექმნა პრეცედენტი და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ნამდვილად გაიარა ლაკმუსის ტესტი თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გამოწვევა ახლა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ მოახერხებთ შემდგომი პოლიტიკური კოჰაბიტაციის პირობებში ცხოვრებას. მხოლოდ ერთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა და ამჯერად ყურადღებაც სწორედ ამაზე უნდა გადავიტანოთ.

ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში ახალმა მთავრობამ წინა ადმინისტრაციის ოცზე მეტ მაღალჩინოსანს დასდო ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და NATO- წარმომადგენლებისგან, ასევე მაღალი თანამდებობის სხვა უცხოელი პირებისგან მიიღო გაფრთხილება, რომ ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ შურისძიებასა და შერჩევით მართლმსაჯულებას, როგორც შინაარსობრივად, ასევე აღქმის თვალსაზრისით. როგორ ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იმის განსაზღვრა, არის თუ არა ესა თუ ის სისხლისსამართლებრივი ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული? იქნებ ჩამოგვითვალოთ რამდენიმე კრიტერიუმი.

ისევ კოჰაბიტაციის თემას რომ დავუბრუნდეთ, რთული პროცესია. საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური თანაარსებობის მდგომარეობაში ყოფნის პრეცედენტი. ასეთი რამ მარტო აქ არ ხდება. მსგავსი ვითარება სხვა ქვეყნებშიც ყოფილა. პოლონეთისა და საფრანგეთის მაგალითი მახსენდება. სამომავლოდ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ ითანამშრომლებენ პოლიტიკური წყალგამყოფის ორივე მხარეს მყოფი ძალები ერთმანეთთან, როგორ მოახერხებენ ერთიანი, დემოკრატიული და აყვავებული საქართველოს მომავლის უზრუნველყოფას.

რაც შეეხება დაპატიმრებებს, არა მგონია, რაიმე სახის განცხადება გაგვეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღვიქვამთ ამ მოვლენებს. თუმცა, ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ, დიახ, ნამდვილად უნდა აღიკვეთოს დანაშაული სახელმწიფო დაწესებულებებში. სავსებით სწორია, რომ თანამდებობის პირებმა პასუხი აგონ ამომრჩევლებისა და გადასახადის გადამხდელთა წინაშე. თუმცა, თუკი სისხლისსამართლებრივი დევნა აუცილებელია რომელიმე საჯარო თანამდებობის პირის წინააღმდეგ, მაშინ ეს საქმე უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, არ უნდა მოხდეს შერჩევით და პოლიტიკური მოტივებით.

ამასთან, სამართლებრივი პროცესი სრულად უნდა იყოს დაცული.

მოცემული საქმეების შეფასებაში ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა - ეს საქართველოს სასამართლო სისტემის საქმეა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ენდობოდნენ ამ ინსტიტუტებს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია გასაგებია. რა თქმა უნდა, არავის უნდა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების ხილვა, მაგრამ ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრება და ნამდვილად არ ვაკეთებთ კომენტარს სამართლებრივ პროცესებზე, რადგან ეს ჯეროვან სამართლებრივ პროცედურებში ჩარევა იქნება.

ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში, კერძოდ, NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს მჭიდრო ინტეგრაციას, პირველ რიგში, ქვეყანაში არსებულ დემოკრატიის ხარისხს უკავშირებდნენ. როგორ დააჩქარებს ქვეყნის ინტეგრაციას დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებთან პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რომელიც ამ არჩევნებს მოჰყვა?

ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ნათელია, რომ ქვეყანამ ტესტი (გამოცდა) ჩააბარა. რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოს პოზიციას, ჩვენ უწინდებურად მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას - ეს არაერთხელ გვითქვამს. რა თქმა უნდა, მთელ რიგ საკითხებში ევროკავშირიცა და NATO-ც მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობას მოითხოვს - სირთულეც ამაში მდგომარეობს. დემოკრატიაც ამ მოთხოვნების ნაწილია.

ერთი მხრივ, დიახ, ამგვარად ჩატარებული არჩევნები შესანიშნავი დასტურია იმისა, რომ საქართველო აკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნებს. მაგრამ კოჰაბიტაციამაც უნდა გაამართლოს. თუკი მართლაც არსებობს სურვილი, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით, მაშინ ორივე მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს თანაარსებობის პირობებში მუშაობა. ვფიქრობ, დემოკრატიასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში რეფორმები კიდევ გასატარებელია.

ერთ-ერთია სასამართლოს რეფორმა, რომელზეც ბევრს ვესაუბრებოდით წინა და ახალ მთავრობებს. ასევე ბევრს ვსაუბრობდით სისხლის სამართლისა და მედიის დარგში გასატარებელ რეფორმებზე. ვთვლი, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში გამოვლინდა ქვეყანაში მართვის სტრუქტურის შეცვლის აუცილებლობა - სახელმწიფო თანამდებობის პირებმა ზუსტად უნდა იცოდნენ წესები, რომლებსაც საჯარო მოსამსახურის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს. იმედი მაქვს, აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად მხარეები თანამშრომლობას მოახერხებენ.

როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველოშიც ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. არ არსებობს სრულყოფილი დემოკრატია. გაერთიანებული სამეფო არ არის სრულყოფილი დემოკრატია. არის რაღაც, რაშიც სრულყოფილებას მივაღწიეთ, თუმცა ამისთვის ჩვენ გვქონდა დროის ფუფუნება - საუკუნეები. ეს უწყვეტი სამუშაო პროცესია. ვფიქრობ, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია - არა მარტო დემოკრატიის თვალსაზრისით, არამედ სხვა საკითხებთან მიმართებაშიც.

როგორ შეიძლება დაეხმაროს გაერთიანებული სამეფო და, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ძველ და ახალ ხელისუფლებათა თანაარსებობაში და პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიღწეული წარმატების შენარჩუნებაში, რათა არ შეფერხდეს ინტეგრაცია NATO-სა და ევროკავშირში?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ქართველების გადასაწყვეტია, თუ სად წარმოუდგენიათ თავიანთი მომავალი. ორივე მხარე საკმაოდ მკაფიოდ აცხადებს, რომ მათთვის საქართველოს მომავალი ასოცირდება ევროკავშირსა და NATO-სთან მჭიდრო ინტეგრაციასთან. დემოკრატიის განვითარებას, რეფორმებსა თუ ადამიანის უფლებების დაცვას გარკვეული ფასეულობების დამკვიდრება მოჰყვება. კარგია, რომ ორივე მხარე თანხმდება რაღაცაზე, რაც შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობების საფუძვლად გამოდგეს.

რაც შეეხება ჩვენს როლს, ვფიქრობ, ქვეყანას უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იქ, სადაც საამისო საჭიროება და სურვილი არსებობს. თუ, მაგალითისთვის, პარლამენტს ავიღებთ, ჩემი აზრით, უდიდესი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ დღეს იქ ოპოზიცია არცთუ მცირე მოცულობით არის წარმოდგენილი, რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი არ ჰქონია. ძლიერი ოპოზიცია დემოკრატიისთვის ცუდი არ არის - ასეთი ოპოზიცია ზღუდავს მთავრობას. ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი გაერთიანებული სამეფოს მსგავსი საპარლამენტო დემოკრატიებიდან, სადაც გაცხოველებული, ზოგჯერ კი თავშესაქცევი, საპარლამენტო დისკუსიები იმართება. სხვა ქვეყნები ერთმანეთისგან სწავლობენ. ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი ევროკავშირია და ეს ჩვენი საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს.

ეს წელი ღირსშესანიშნავი იყო გაერთიანებული სამეფოსთვის - დედოფლის ბრილიანტის იუბილესა და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს ვგულისხმობ. როგორი იყო 2012 წელი თქვენი ქვეყნისათვის?

ბრწყინვალე წელი იყო. დღეს მსოფლიოში რთული მდგომარეობაა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნების უმეტესობას ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას, მაგრამ ვფიქრობ, დავამტკიცეთ, რომ სერიოზული სირთულეების მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო უწინდებურად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელსაც ხელეწიფება არაძალისმიერად მოახდინოს ზემოქმედება მიმდინარე პროცესებზე. ვთვლი, რომ 2012 ჩვენთვის ძალიან კარგი წელი იყო. ფანტასტიკური იუბილე გამოვიდა - საოცარი ოსტატობაა საჭირო იმისთვის, რომ სამოცი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფოს მეთაური.

რაც შეეხება ოლიმპიადას, მე პარალიმპიურ თამაშებსაც გამოვყოფდი, რომელიც მაყურებელთა რაოდენობით მსოფლიო მასშტაბის სპორტულ მოვლენათა შორის მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მონაწილეებმა ჩინებული სპორტული შედეგები აჩვენეს და ხელი შეუწყვეს შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისა და ათლეტების ავტორიტეტის გაზრდას. ვფიქრობ, პარალიმპიური თამაშები უზარმაზარი მნიშვნელობის გზავნილი იყო, რომელმაც ცხადყო, თუ როგორია ჩვენი დამოკიდებულება განსხვავებებისა და მრავალფეროვნებისადმი.

ერთ-ერთი უზარმაზარი წარმატება იმაში მდგომარეობს, რა შედეგიც ამ თამაშებმა და კულტურულმა ზემოქმედებამ მოგვცა ჩვენი ქვეყნის გავლენის თვალსაზრისით. ახლახან მივიღეთ ჟურნალ Monocle-ში დაბეჭდილი ანგარიში, რომელშიც გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს ნომერ პირველ soft power-ად (რბილი ძალა) არის მოხსენიებული. soft power-ში (რბილ ძალაში) ვგულისხმობთ არა იძულებით და ფულის მეშვეობით, არამედ დაინტერესებისა და დარწმუნების გზით ადამიანების შეხედულებებისა და მათი ქცევის შეცვლას. ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული განაცხადია, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად კარგი იყო 2012 წელი გაერთიანებული სამეფოსთვის, რამდენად დიდი იყო მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის გავლენა ფასეულობების, კულტურის, ვაჭრობისა და ინვესტიციების თვალსაზრისით.

მიხარია, რომ ფეხს იკიდებს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. ბოლო ორი თვის განმავლობაში კომპანია British Airways პირდაპირ რეისებს ახორციელებს, ხოლო Marks&Spencer-მა და Topshop-მა აქ თავიანთი მაღაზიები გახსნეს. ბრიტანული ტანსაცმელი ჩვენთვის უჩვეულო გარემოში მოთხოვნადი გახდა.

რას უსურვებდით თქვენს მემკვიდრეს. რა უნდა გააკეთოს ახალმა ელჩმა იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაზე გაერთიანებული სამეფოს Soft Power-ის გავლენა?

ელჩები წარამარა იცვლებიან და ის, რომ ერთი ელჩი მეორისაგან განსხვავებული იქნება, გარდაუვალია. საქმე ელჩების ცვლილებას კი არა, პოლიტიკის უწყვეტობას ეხება. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ გრძელვადიანი პოლიტიკა გვაქვს არჩეული. საუბარია ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციაში, დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებაში საქართველოსთვის უწყვეტ ხელშეწყობაზე. თუ ქვეყნის სამომავლო გამოწვევებს გადავხედავთ, დავინახავთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობას. ვფიქრობ, ახალი ელჩიც ამავე მიმართულებით იმუშავებს.

როგორ ფიქრობთ, აქვს ახალ მთავრობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების მოგვარების რაიმე სახის ხელშესახები გეგმა?

ამ ურთიერთობების მოგვარება ადვილი რომ ყოფილიყო, უკვე მოგვარებული იქნებოდა. კონფლიქტის გადაწყვეტის სირთულეც იმაში მდგომარეობს, რომ შედეგის მიღწევა მოითხოვს დროს, პოლიტიკური კაპიტალის დაბანდებას, პოლიტიკურ ნებასა და რისკს. თუ ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამოკიდებულებაში გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებას გადახედავთ, ნახავთ, რომ ყველა მომენტი იყო გამოყენებული, რომელიც ჩამოვთვალე. შესაბამისად, ვფიქრობ, ძალიან ადრეა იმის თქმა, აქვს თუ არა ვინმეს აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის რაიმე გეგმა. ეს არ გახლავთ ადვილად გადასაჭრელი პრობლემები.

საქმეს ისიც ართულებს, რომ სახეზეა ე.წ. გაყინული კონფლიქტები. ეს ძველი კონფლიქტებია, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ადამიანთა ცხოვრებაზე. გაერთიანებული სამეფოს გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რუსეთთან საუბრისა და საკითხის გადაწყვეტაში მისი ჩართვის სურვილის არსებობა დადებითი მოვლენაა, მაგრამ ნებისმიერი დიპლომატი იტყვის, რომ ამა თუ იმ საკითხის მოგვარებაში მონაწილეობას მნიშვნელობა აქვს, თუკი ეს მონაწილეობა ნდობასა და ურთიერთგაგებაზეა დამყარებული. ასევე მნიშვნელოვანია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების დაინტერესების სურვილი. ჩვენი აზრით, საქმე გვაქვს გარკვეულ პოზიტიურ ნიშნებთან, თუმცა, ისევ და ისევ, ძალიან ადრეა. იმედი მაქვს, მოხერხდება ამ კონფლიქტების მოგვარების საქმეში გარკვეული პროგრესის მიღწევა, რადგან ორივე მხარეს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც პირადად შეეხო წარსულში მომხდარი ამბები.

ფიქრობთ, რომ საქართველოსთვის რუსეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია?

შეუძლებელი არაფერია. ბრიტანელი დიპლომატი ყოველთვის თანამშრომლობის მომხრე იქნება. ჩვენი საქმე მოლაპარაკებაა. როცა მოლაპარაკებებს წყვეტ, სხვა რამის რისკი იჩენს თავს. ადვილი არ არის. ისევ ნათქვამს რომ დავუბრუნდეთ, საქართველოს სჭირდება პოლიტიკური ნება და პოლიტიკურ რისკზე წასასვლელად აუცილებელი გარკვეული მზაობა. უბრალოდ კარის გაჯახუნება და მოლაპარაკებებზე უარის თქმა არ უნდა იყოს გზა, რომელმაც შეიძლება საერთოდ რაიმე სახის პროგრესამდე მიგვიყვანოს.

ადვილი არ იქნება. დაგჭირდებათ დრო და ნდობის გამტკიცება. საქართველოსა და რუსეთს შორის დღემდე არის სავაჭრო ურთიერთობები. ასე იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. გარკვეული პერიოდის მანძილზე ხდებოდა რუსული ინვესტიციების შემოსვლა. წინა ხელისუფლება რუსეთთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად თანამშრომლობდა. კოოპერაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთგაგების მისაღწევად რეგიონში, სადაც სტაბილურობა კვლავაც არ არის. სტაბილურობა საქართველოსა და რუსეთის საერთო ინტერესს წარმოადგენს.

8 „აფსუს... რა შანსი დავკარგეთ“

▲ზევით დაბრუნება


ელენე ხოშტარია|სვეტი

საქართველოს თანამედროვე ისტორიის გადამწყვეტ პერიოდებზე რომ ვფიქრობ, სულ ეს ამოძახილი მიტრიალებს თავში: „აფსუს... რა შანსი დავკარგეთ...“. ახლაც, როდესაც კიდევ ერთი გადამწყვეტი ეტაპია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, აღარ მინდა იმავეს თქმა მომიწიოს.

ჩვენს მეგობარ ბალტიელებზე ზუსტად საპირისპირო შეიძლება ითქვას, „რა კარგად გამოიყენეს შანსი“, უფრო ხშირად მესმის - „გაძვრნენ“, რაშიც, უპირველეს ყოვლისა, ის იგულისხმება, რომ რუსეთის გავლენის სფეროდან „გაძვრნენ“. სინამდვილეში, კი არ „გაძვრნენ“, კონკრეტულ ისტორიულ მომენტში წარმოქმნილი შანსი რაციონალურად და სწორად გამოიყენეს, ერთმანეთთან ქიშპობის ნაცვლად ქვეყნის შენებაზე დახარჯეს ენერგია და, საბოლოო ჯამში, დამსახურებულად დაიკავეს კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში.

„ქართველები ემოციური ხალხი ვართ“, ესეც ბევრჯერ მსმენია. სინამდვილეში, აქ ემოციურობაზე მეტად პასუხისმგებლობის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. როდესაც საზოგადოების ცალკეული წევრი თუ ადამიანების ჯგუფი ვერ აცნობიერებს, რომ ქვეყნის შენება თამაში არ არის და ყველა ჩვენს ქმედებას, ერთად თუ ცალ-ცალკე, კონკრეტული შედეგი მოჰყვება.

თვალწინ მიდგას 89-90 წლები, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების ეიფორია და ბედნიერება მთელ ქვეყანაში იგრძნობოდა. ისეთი განცდა იყო, რომ მზე სხვანაირად ამოდიოდა, ყველას ერთმანეთი უყვარდა, ყველა ერთმანეთის გვერდზე იდგა... რაღა უნდა გაგვჭირვებოდა? მთელმა მსოფლიომ დაინახა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში გამარჯვება. წუთი-წუთზე ველოდებოდით სანატრელ დასავლეთთან ჩახუტებას. მაშინ პირველად გაიჟღერა NATO-ში წევრობის სურვილმა, გამალებით დაიწყო დასავლეთთან დაახლოების პროცესი...

როგორ გადაიზარდა საყოველთაო სიყვარული საყოველთაო სიძულვილში? დასავლეთთან ჩახუტების მოლოდინი ლუკმა პურის შოვნის თუ სიცოცხლის გადარჩენის შიშმა როგორ ჩაანაცვლა? თან ეს ყველაფერი ელვისებური სისწრაფით მოხდა. რაც მთავარია, იმ კონკრეტულ მომენტში ვის ვინ სძულდა, დარწმუნებული ვარ, ბევრს აღარ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში, მოგვიანებით ბევრი მათგანი ახალი გამარჯვებების მოპოვებაში თანამებრძოლებადაც გვევლინებოდა. იმ პერიოდის მტყუან-მართლის ძებნას ახლა ნამდვილად არ ვაპირებ, ეს ცალკე მსჯელობის საგანია. შედეგი მინდა შევაფასო. საბოლოო ჯამში, იმ ყველაფრიდან ერთი განცდა დარჩა: „აფსუს... რა შანსი დავკარგეთ“.

ვის არ მოსდის შეცდომა. შეცდომებზე სწავლობენო, ამასაც კი ამბობენ. სხვის შეცდომებზე თუ არა, საკუთარზე მაინც. გადავიარეთ საშინელი ომი, ქაოსი, შიმშილი. მახსოვს, რაღაც ეტაპზე რა აქტუალური გახდა სიტყვა სტაბილურობა. შევარდნაძის ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი. 90-იანების ბოლოს რაღაც რეფორმების მსგავსიც კი დავიწყეთ, მაგრამ ისევ რაღაც მოხდა, არ გვეყო პოლიტიკური კულტურა, განათლება, პასუხისმგებლობის შეგრძნება, რაციონალობა, მაგრამ ფაქტია, რომ კორუფციაში, ქურდულ მენტალიტეტში და ნარკოტიკებში ამოვყავით თავი.

რა თქმა უნდა, ეს ცოტა უტრირებულია და წინ გადადგმული ნაბიჯებიც იყო, მაგრამ ვერ გავექცევით იმას, რომ კლასიკურ პოსტსაბჭოურ სახელმწიფოდ/საზოგადოებად ჩამოვყალიბდით. ამ დროს ჩვენი აღმოსავლეთევროპელი და ბალტიელი მეგობრები ბეჯითად ემზადებოდნენ NATO-ში და ევროკავშირში წევრობისთვის. ზოგიერთი მათგანი წევრიც კი გახდა. ზოგიერთი ჯერ კიდევ გზაზე იდგა, მაგრამ განუხრელად. აშენებდნენ დემოკრატიულ სისტემას, არჩევნების გზით ცვლიდნენ ხელისუფლებას, მსჯელობდნენ როგორი ეკონომიკური სისტემა შეექმნათ. რა თქმა უნდა, მაშინ საერთაშორისო მდგომარეობაც უფრო ხელსაყრელი იყო ამ სახელმწიფოების ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. რუსეთი ბევრად უფრო სუსტი და NATO და ევროკავშირი უფრო გახსნილი ახალი წევრების მისაღებად. მაგრამ ფაქტია - ამ სახელმწიფოებს ამაყად შეუძლიათ თქვან, რომ მათ ეს შანსი გამოიყენეს. ჩვენ კი ისევ უნდა ვთქვათ „აფსუს... რა შანსი დავკარგეთ“.

„ვარდების რევოლუცია“: ახალი გამარჯვება და ახალი შანსი. მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავს, დავიწყეთ რეფორმები, აღმშენებლობა, NATO-ში ჩვენს გაწევრიანებაზეც სერიოზულად ალაპარაკდნენ და გადაწყვეტილებაც კი მიიღეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ისევ ყველა ბედნიერია. ზუსტად ვიცით, რა გვინდა: დემოკრატია, NATO, ევროკავშირი. მივდივართ წინ, გვეშლება, ვჩერდებით, ვვარდებით, ფეხზე ვდგებით, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიმართებით, გვიჭირს შეცდომების აღიარება, ზოგჯერ დამნაშავის დასჯაც...

არც ისე ადვილი ყოფილა დემოკრატია. არც მთავრობისთვის, არც საზოგადოებისთვის. ისევ მოვერიდები მტყუან-მართლის გარჩევას, ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდა და ამ პერიოდის ანალიზიც ცალკე მსჯელობის საგანია. მაგრამ ფაქტია, რომ ისევ საყოველთაო სიძულვილში ამოვყავით თავი. ისეთი შეგრძნებაა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებით ზოგი იმედგაცრუებულიც კი არის. ამდენი უარყოფითი ენერგია სად წავიღოთ, ასე ადვილად მორჩა ყველაფერი? ისევ დრო დადგა ქვეყანა ვაშენოთ? „ქართველები ემოციური ხალხი ვართ“.

1 ოქტომბრის დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები და ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება. მსოფლიო გაოცებულია. საქართველომ წარმატებით ჩააბარა ტესტი. ახალი გამარჯვება და ახალი შანსი. უკვე ვახერხებთ და ეს გაოცება ჩვენი დასავლელი მეგობრების შენიშვნებით, მითითებებით და შეშფოთებებითაც კი შეიცვალა. იმის ნაცვლად, რომ სერიოზულად დავფიქრდეთ, რა გვაქვს გასაკეთებელი კიდევ ერთხელ გაჩენილი შანსის გამოსაყენებლად, ანეკდოტებს ვიგონებთ კოჰაბიტაციაზე, არ გვესმის და არ გვინდა გავიგოთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში პარტიებს შორის ბრძოლას თავისი თამაშის წესები აქვს, პარტიის ვიწრო ინტერესს ქვეყანა არ უნდა გადააყოლო, რომ ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ, ყველა ჩვენს ქმედებას პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და ქვეყნის მშენებლობა გავაგრძელოთ.

შანსი პირდაპირ ხელის გულზე დევს. ჩვენ ახლა მოგვეცა შესაძლებლობა, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. შევქმნათ პრეცედენტი, რომ ხელისუფლების ცვლილება არ იწვევდეს ქვეყნის რყევას. გვაქვს შანსი, შევქმნათ პრეცედენტი, რომ ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვება არ ნიშნავს წაგებულის გაქრობას და ერთის სრულად გაბატონებას, რომ არსებობდეს ორი ძალა, რომელიც პარლამენტში ერთმანეთთან კამათობს, ოპონირებს, ერთმანეთს აბალანსებს და ნორმალურ დემოკრატიული პროცესს ამკვიდრებს.

გვაქვს შანსი, ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლებოდეს და პირველკლასელი ბავშვები ოჯახში გაგონილი ახალი მესიის სახელს არ გაიძახოდნენ. გვაქვს შანსი, ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლა არ ნიშნავდეს მასობრივად სამსახურების დაკარგვას და ლოიალობის ნაცვლად, პროფესიონალიზმზე გავაკეთოთ აქცენტი. გვაქვს შანსი, საბოლოოდ შევიდეთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამით ჩვენი გარდაქმნები შეუქცევადი გავხადოთ.

შანსი ჯერ კიდევ არის და ამ ყველაფერს სწორედ იმიტომ ვწერ, რომ ძალიან მინდა, რაღაც დროის შემდეგ ყველამ ერთად ვთქვათ არა „აფსუს... რა შანსი დავკარგეთ“, არამედ - „როგორც იქნა, ეს შანსი გამოვიყენეთ“.

9 შეუწყნარებლობის ახალი კერა

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ლევან სუთიძე

სოფელ წინწყაროში რელიგიური შეუწყნარებლობის ახალი ტალღა, ნიგვზიანში განვითარებული ანალოგიური მოვლენების კვალად, სახელმწიფოს უმოქმედობის კიდევ ერთ მაგალითად იქცა. როგორც მოსალოდნელი იყო, რელიგიურმა კონფლიქტმა ახალი გეოგრაფია აითვისა. ამ გამოწვევას კი ხელისუფლებამ არ უპასუხა სათანადო, სამართლებრივი მოქმედებებით. სახელმწიფომ არათუ არ დასაჯა დამნაშავეები, რომლებიც უხეშად ხელყოფდნენ მუსლიმთა თავისუფლებას, არამედ უცნაური შეთანხმების მედიატორადაც მოგვევლინა - მუსლიმებს გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდებათ. შეთანხმების მიხედვით, რომელიც მართლმადიდებლურ ეპარქიასა და მუსლიმთა წარმომადგენლებს შორის შედგა, სოფელ წინწყაროში არსებულ მუსლიმურ სამლოცველოში, არაწინწყაროელი მუსლიმი სალოცავად არ უნდა ჩავიდეს.

წინწყაროში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ბერძენი იყო, 2005 წელს სახელმწიფომ აჭარიდან და სვანეთიდან ეკომიგრანტები ჩაასახლა. წლების განმავლობაში ორი კონფესიის წარმომადგენლები სოფელში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, შეუწყნარებლობამ კი მას შემდეგ იფეთქა, რაც მუსლიმებმა, რამდენიმე თვის წინ, კერძო სახლში, სრულიად საქართველოს სამუფთო სამმართველოს დაფინანსებით, სამლოცველო მოაწყვეს და ჯერ კიდევ გაურემონტებელ კედლებში საჯარო ღვთისმსახურებას შეუდგნენ.

არჩევნებამდე ამოქმედებული სამლოცველო, არჩევნების შემდეგ ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილის მხრიდან თავდასხმების მიზეზად იქცა. სოფლის მუსლიმი წინამძღვარი ტაბულასთან საუბარში ამბობს: „მეუბნებიან, რომ აქ ვერ ვილოცებ და სოფლიდან გამასახლებენ, არ გქონდა მეჩეთის მოწყობის უფლებაო. სოფლის ცენტრში ჩემს საცემად იწევდა ხალხი. ვითხოვთ დახმარებას, სოფელში ვრცელდება ხმები, რომ სამლოცველო თურქმა ააშენა, რაც სიმართლე არ არის. გვაგინებენ და გვლანძღავენ, თათრები ხართ და აქ ვერ ილოცებთო“.

კონფლიქტი მწვავდება ყოველ პარასკევს, როცა ისლამური ტრადიციის თანახმად, მორწმუნეებმა საჯარო ლოცვა უნდა აღასრულონ. სოფლის ჭიშკართან შეკრებილი ქრისტიანული მოსახლეობა ცდილობს, ხელი შეუშალოს მუსლიმთა ღვთისმსახურებას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, მუსლიმების სოფლიდან გასახლებით იმუქრება. ისმის ძალადობისკენ მოწოდებები და არსებობს ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე. კონფლიქტი სოფელში რამდენჯერმე განმეორდა, პოლიცია კი დაძაბული სიტუაციის განმუხტვას მხოლოდ გამშველებლის როლში ცდილობდა. დაძაბულობა იქამდეც მივიდა, რომ მუსლიმთა წინამძღვარმა უარი თქვა საკუთარი მსახურების აღსრულებაზე და პარასკევის ლოცვაზე არ მივიდა. მისი განცხადებით, მუქარა ისმის მისი ოჯახის წევრებისა და ბავშვების მიმართაც.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც წინწყაროელი ქრისტიანებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრაა ასახული, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ სოფლის ახალგაზრდები პარასკევს მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ მისცემენ და ამას მსხვერპლი მოჰყვება, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს: „გარდაუვალია ეგ“.

მისივე განცხადებით: „უნდათ, რომ მათი უფლებები არ დაირღვეს, მაგრამ ჩვენი უფლებებიც ხომ ირღვევა? მოსახლეობა დამშვიდდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი, ვინც ჯვარი მოჭრა, პასუხს აგებენ. რას ჰქვია ჯვარი მოჭრან, ამას სახელი არ ჰქვია. ეს არის ძველი ხელისუფლების ქმედება, რომ წყალი აამღვრიოს“.

საუბარია რამდენიმე ჯვარზე, რომლებიც წინწყაროს ერთ-ერთი სასაფლაოს ჭიშკრიდან უცნობმა პირებმა ჩამოხსნეს. თუმცა, რომც დამტკიცდეს, რომ ჯვარი მუსლიმმა ჩამოხსნა, გაუგებარია, რატომ უნდა აკისრებდნენ დეპუტატები ერთი პირის ქცევაზე, მთელ რელიგიურ თემს კოლექტიურ პასუხისმგებლობას.

ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით: „თუ ლაპარაკია უფლებების დარღვევაზე, მოლა რომ ილოცებს დილის 6 საათზე, რატომ არ უშვებთ იმას, რომ დაირღვევა ქრისტიანების უფლებებიც? იქნებ არ უნდათ დილის 6 საათზე მოისმინონ მუსლიმების ლოცვა. სახლში ვისაც უნდა ილოცოს, სხვას ნუ შეაწუხებენ თავისი ქმედებით“.

უმრავლესობის წარმომადგენლები მოითხოვენ დაისაჯოს არა დამნაშავე, რომელიც მუსლიმებს ძალადობით ემუქრება და საჯარო ღვთისმსახურებას ხელს უშლის, არამედ ის, ვინც ჯვრები ჩამოხსნა მუსლიმური სასაფლაოდან. რელიგიური უმცირესობის განცხადებით, მათთვის უცნობია, ვინ ჩამოხსნა ჯვრები, თუმცა არ უარყოფენ, რომ ჭიშკარზე მათი გამოსახვა მათთვისაც მიუღებელი იყო. „ამიხსენით, ქრისტიანულ სასაფლაოზე ნახევარმთვარე რომ მიმემაგრებინა, ის იქნებოდა დამნაშავე, ვინც მას ჩამოხსნიდა თუ მე?“ - უთხრა ტაბულას ადგილობრივმა მუსლიმმა.

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა წინწყაროსთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს მიმართა და მომხდარი ინციდენტის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. ომბუდსმენის ოფისის განცხადებით: „სამწუხაროდ, სოფელ წინწყაროში მიმდინარე პროცესები ბოლო პერიოდში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა მუსლიმ მოსახლეობას უპირისპირდება და აცხადებს პროტესტს მათი მხრიდან რელიგიური თავისუფლების განხორციელებაზე. პირველ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სოფელ ნიგვზიანში 2012 წლის ოქტომბრის თვეში. საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა, თუმცა ჩვენთვის ამ ეტაპზე ოფიციალური პასუხი გატარებული ღონისძიებების შესახებ ცნობილი არ არის“.

წინწყაროში მიმდინარე მოვლენებს პრემიერი ივანიშვილიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ „რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ყველა ამ ქვეყნის მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს ვინმესთვის ამ უფლების შეზღუდვას. სამართალდამცავი ორგანოები გამოიძიებენ თითოეულ კანონდარღვევას და უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც კანონსაწინააღმდეგოდ მონაწილეობს ამ სამარცხვინო დაპირისპირებაში“.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის განცხადების ეს ნაწილი აღიარებს რელიგიურ უმცირესობათა კონსტიტუციურ უფლებას, რაც უმრავლესობის სხვა წევრების განცხადებების ფონზე მხოლოდ მისასალმებელია, მის განცხადებაში ასევე ვხვდებით მოსაზრებებს, რომელიც რეალობას დამახინჯებულად წარმოგვიდგენს.

მაგალითად, პრემიერი აცხადებს: „რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გახშირება აშკარად პროვოკაციის ნიშნებს ატარებს და საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - პრემიერმა, ისევე როგორც უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებმა, რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციად შეაფასა და მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს მოუწოდა: „მინდა მოვუწოდო ჩვენს როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმან მოქალაქეებს, თავი შეიკავონ და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ტრადიციას, რომლისთვისაც სრულიად უცხოა ასეთი დაპირისპირება, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს და ნუ გახდებიან ყოვლად უღირსი ქმედების მონაწილეები“.

მუსლიმთა რელიგიური თავისუფლება უკვე შეილახა და ადგილობრივების დაშინებისა და მუქარის გამო, საჯარო ღვთისმსახურებას ხელი შეეშალა. გაუგებარია, რატომ მოუწოდებს პრემიერი მუსლიმებს მართლმადიდებელთა პატივისცემისკენ, როცა ისინი არც არაფერს აშავებენ და თავად წარმოადგენენ დაშინების ადრესატებს. სამართალდამცავებმა არც ნიგვზიანსა და არც წინწყაროში არ დააკავეს დამნაშავეები, რომლებიც მუსლიმ მრევლს ემუქრებოდნენ, ხულიგნობდნენ და რელიგიურ რიტუალს ხელს უშლიდნენ. თუ ეს ყველაფერი პოლიტიკური ოპონენტების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, გაუგებარია მოტივაცია, რატომ იკავებენ ხელისუფლების წარმომადგენლები მათი დაკავებისგან თავს? კანონმდებლობის მიხედვით, წამქეზებელიც პასუხს აგებს კანონის წინაშე.

სახელმწიფოს ჩაურევლობის გამო შეშინებულ მუსლიმ მრევლთან უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი ჩავიდა და ორი კონფესიის წარმომადგენლები „შეათანხმა“. სახელმწიფომ უარი თქვა სისხლისსამართლებრივი დანაშაულების გამოძიებაზე და სიტუაცია მარტივად „მოაგვარა“ - წინწყაროელი მუსლიმები ილოცებენ სალოცავში, მაგრამ ის, ვინც წინწყაროელი არ არის, ღვთისმსახურებას ვერ დაესწრება.

„ხელისუფლების ე.წ. ჩაურევლობის პოლიტიკა, სინამდვილეში, არაძალადობრივი ჩარევის პოლიტიკაა. ჩვენ არ მივმართავთ ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ ზომებს პრობლემებში ჩარევისთვის და მათ მოსაგვარებლად ვიყენებთ სხვა ინსტრუმენტებს. ეს არის დიალოგის ფორმა. დაშორიშორება, დარეგულირების მცდელობა არაადმინისტრაციული ზომით“, - განუცხადა ჟურნალ ლიბერალს ზაქარია ქუცნაშვილმა.

უმრავლესობის წარმომადგენელმა გააგრძელა წარსულში იუსტიციის მინისტრის მიერ შემოთავაზებული ფორმულა და დაგვაყენა რეალობასთან, სადაც სახელმწიფო კანონს არ იცავს - მაგრამ პრობლემა გვარდება. პრობლემის მოგვარება კი მოცემულ შემთხვევაში არა შეუწყნარებელთა აგრესიის დაცხრობაა მათთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდებით, არამედ დაზარალებულთა უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვა. ამდენად, ეს ქმედება განგაშის საფუძველს იძლევა. თუ აქამდე სახელმწიფოს დანაშაული მისი უმოქმედობა იყო - ახლა ამას პირდაპირი ძალადობაც დაემატა. გამოდის, რომ სახელმწიფოს შეუძლია რელიგიური უმცირესობა ჯერ მარტო დატოვოს აგრესიულ მასასთან, ხოლო შემდეგ კონფლიქტის მოსაგვარებლად შესთავაზოს, უარი თქვას საკუთარ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე.

ნიგვზიანის შემდეგ ახალი შეუწყნარებლობის კერის აალება, ხელისუფლებისთვის გზავნილი უნდა ყოფილიყო, რომ მისი პოლიტიკა მცდარია. თუმცა ის ძაღლის თავს ჯერაც ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციებში ეძებს და ვერ აცნობიერებს, რომ რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა, შეუწყნარებლობას ეპიდემიად აქცევს, მის წინააღმდეგ ვაქცინა კი მხოლოდ ძალიან დიდი დროა. დრო, რომელიც კონფლიქტებით ისედაც დასუსტებულ ჩვენს სახელმწიფოს, შესაძლოა, აღარ ჰქონდეს.

10 ღვთიური ფიზიკა

▲ზევით დაბრუნება


დავით კოვზირიძე|სვეტი

Почём опиум для народа
ოსტაპ ბენდერი „თორმეტი სკამი“

0x01 graphic

შენი არამართლმადიდებელი დედა მ... - უყივლა გარდატეხის ასაკში მყოფმა ბიჭმა ფიჯელ მორაგბეს 24 ნოემბერს. სტადიონზე, თან ქართულზე, ვის არ შეუგინია, მაგრამ სიტყვა „არამართლმადიდებელი“ ძალიან უცნაურად გაისმა, მით უმეტეს ბავშვისგან და მით უმეტეს - მართლმადიდებლისგან. იმ მომენტში სასაცილო იყო, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ეს ტრაგედიაა. 21-ე საუკუნის საქართველოს ტრაგედია.

ჩვენთან ეკლესია ეკლესიაზე შენდება, იქ დასაქმებული ადამიანები შარშანდელ მანქანებს აღარ კადრულობენ, სანთლები და ხატები ძალიან კარგად იყიდება, საპატრიარქო ფერმებს და სასურსათო მაღაზიებს ხსნის, მღვდლები წმინდანები ჰგონიათ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სასულიერო პირები დღეს გადასარევად ცხოვრობენ.

კი მაგრამ, რას ვიღებთ სამაგიეროდ? რა სიგნალები მოდის დღეს სასულიერო პირთა დიდი ნაწილისგან? რაში ვიხდით მილიონებს? რას მოვისმენთ დღეს მე, თქვენ და ის პატარა ბიჭი ეკლესიაში? მაგალითად იმას, რომ იაპონია ღმერთმა დასაჯა ცუნამით; ამერიკა გარყვნილებას ნერგავს საქართველოში; ვინც ახალ პირადობის მოწმობას აიღებს, ერთი წელი არ აზიარებენ; ვინც განსხვავებულად აზროვნებს და იქცევა, გათახსირებული ავადმყოფია; მონასტერს დენის ფული აქვს გადასახდელი და იქნებ შესაწირით დაეხმაროთ (შეგახსენებთ, საპატრიარქო ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს იღებს); ვინც მართლმადიდებელი არაა, არის იეღოველი, ქვეყნის დამაქცეველი და ჩასაქოლი;

თუ რამეა, ანაფორიანი ადამიანი ტელევიზიაშიც შევარდება, ჟურნალისტებს დაასისხლიანებს და მერე არჩევნებსაც დააკვირდება. აბა ვინმემ გაბედოს და ხმა ამოიღოს!

ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც მარხვა შეგიძლია გადააგორო სამარხვო ბეფსტროგანოვზე და შოკმანჟეზე, მაგრამ შარვლიან ქალებს ტაძარში ლანძღავენ. ეს კი ნიშნავს, რომ სინამდვილეში წარმოდგენაც არ გვაქვს, რა არის რწმენა. ჩვენ არასწორად გვიხსნიან მის მნიშვნელობას.

მომწონს თქვენი ქრისტე, მაგრამ არ
მომწონს ქრისტიანები, ისინი ქრისტეს
საერთოდ არ გვანან

მაჰათმა განდი

და რა არის ქრისტიანობა, მუსლიმანობა, ბუდისტობა და ნებისმიერი სხვა რელიგიური მიმდინარეობა რეალურად? რას გვეუბნება ღმერთი? ჩაქოლე განსხვავებული? არა. დაწყევლე მეზობელი? არა. იყავი გაბრაზებული? არა. იყავი ფარისეველი? არა. ის გვეუბნება, რომ მთავარია სიყვარული, სიკეთე, ურთიერთპატივისცემა და თავისუფლება.

ეროვნული მოძრაობის პერიოდში თბილისში ძალიან ხშირად ისმოდა „ჩვენთან არს ღმერთი“. მაშინ რთული დრო იყო და ბუნებრივად გაჩნდა იმედი, რომ ღმერთი ჩვენთან იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, თავად ჩვენ ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს მისკენ. დღემდე.

გასაგებია, რომ 70 წლის განმავლობაში ამ სფეროსთან საერთოდ არ გვქონდა შეხება როგორც სახელმწიფოს და უცბად ვერ მოვახერხეთ სწორი გზით წასვლა, მაგრამ ნელ-ნელა მოდის დრო, როცა ჩვენ, ცივილიზებულ ქვეყნებს შორის ყოფნაზე მეოცნებე ქვეყანამ, წინ ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ. როგორც, მაგალითად, ეკონომიკაში, ხელოვნებასა თუ სპორტში.

შემიძლია პირველი სვლა შემოგთავაზოთ: ერთმანეთს ხშირად გავუღიმოთ, ფეხით მოსიარულეები გავატაროთ, ნუ ჩავყოფთ ერთმანეთის ცხოვრებაში ცხვირს... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ყველამ ვიცით, რა გვეშლება. საპატრიარქომ გააკეთოს უპოვართა თავშესაფრები, სადაც ადამიანი მივა, გათბება, ისადილებს, დაიძინებს და იგრძნობს, რომ ვიღაც მასზე ზრუნავს, ვიღაცას უყვარს.

ამის შემდეგ აღარ დაგვჭირდება „ჩვენთან არს ღმერთის“ ყოველ წამს გამეორება - იქ, სადაც დადებითი ენერგია გაიცემა, ეს ენერგია ცირკულირებას იწყებს და საზოგადოებაში ილექება. ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ეს ფიზიკაა.

11 არასამთავრობო სექტორის აქტივობა არჩევნებამდე და შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება

ნინო მაჭარაშვილი

საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ერთიანი საჯარო რეესტრის მონაცემებით, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რიცხვი 2010-დან 2011 წლამდე 14 ათასიდან 16 ათასამდეა გაზრდილი. მიუხედავად არცთუ მცირე რაოდენობისა, მათგან დიდი ნაწილი მხოლოდ ფორმალურადაა რეგისტრირებული, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები კი საერთო რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ.

ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეც. მაგალითად, G-PAC-ის (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა) 2011 წლის კვლევის მიხედვით, მოსახლეობა სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობს, ხოლო ვინც მათ შესახებ იცის, მიაჩნიათ, რომ არასამთავრობოები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის ზრუნავენ. დაბალია ნდობის მაჩვენებელიც - არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსახლეობის მხოლოდ 18 პროცენტი ენდობა, ხოლო 23 პროცენტი უნდობლადაა განწყობილი. USAID-ის 2011 წლის კვლევის მიხედვით, საზოგადოებისთვის ცნობადია მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია - მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), თავისუფლების ინსტიტუტი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

კვლევიდანვე ირკვევა, რომ არასამთავრობოები მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებენ, თავი გაართვან მნიშვნელოვანი პრობლემის იდენტიფიცირებას და ინფორმაციის მოძიებას. ის, რაც უფრო უჭირთ, არის საზოგადოებრივი ინტერესების ადეკვატურად მოქმედება, ადვოკატირებისთვის საჭირო რესურსების მოძიება და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

არასამთავრობო სექტორის პრობლემები კომპლექსურია და სხვადასხვა მიზეზი აქვს - იქნება ეს დონორებზე დამოკიდებულება თუ მოქმედების არასწორი სტრატეგია. თუმცა საქართველოში არსებობს საზოგადოებისათვის ცნობადი და მეტ-ნაკლებად გავლენიანი რამდენიმე NGO. ამასთან, კვლევები მოწმობს, რომ გასულ წლებთან შედარებით, ცნობადობისა და ნდობის მაჩვენებელი ნელ-ნელა, მაგრამ მაღლდება. მაგალითად, USAID-ის სამოქალაქო ორგანიზაციების კვლევის მიხედვით, 2011 წლისთვის, არასამთავრობოთა რეიტინგმა შედარებით მოიმატა - მას შემდეგ, რაც ეს ორგანიზაციები უფრო კრიტიკულები გახდნენ ადამიანის უფლებების, სოციალური თუ სამართლებრივი პრობლემების მიმართ. სავარაუდოდ, ამ ტენდენციას მედიაში უკეთესმა გაშუქებამაც შეუწყო ხელი.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობისა და პროცესებში ჩართულობის ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის ცნობადობა უკანასკნელ ხანებში გაიზრდებოდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზემოხსენებული NGO-ები, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). დანარჩენებთან ერთად, სწორედ ეს ორგანიზაციები იყვნენ კამპანიის, „ეს შენ გეხება“, ინიციატორები და აქტიურად მონაწილეობდნენ საარჩევნო გარემოსთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

მედია, საარჩევნო კანონმდებლობა, თვითმმართველობები, სამოქალაქო სექტორის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლად შეფასებული ფაქტები გახლდათ თემები, რომელთან დაკავშირებითაც ხსენებული NGO-ების აქტივობა წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე შესამჩნევი იყო. იგივე საკითხები აქტუალურია არჩევნების შემდგომაც, უკვე სხვა ხელისუფლების პირობებში. საინტერესოა, რა ინტენსივობით და მიმართულებით აგრძელებს არასამთავრობო სექტორი საქმიანობას ახალ რეალობაში. გასულ თვეებში მედიაგარემოსთან დაკავშირებით არასამთავრობოთა აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში, ე.წ. must carry-ის მოთხოვნა და მისი შემოღება - საკაბელო ოპერატორები ვალდებულნი გახდნენ, საკუთარ პაკეტში შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ყველა ქართული არხი ჩაესვათ. Must carry-ის ვადა არჩევნების შემდეგ ამოიწურა, შესაბამისად, ეს ვალდებულება დღესდღეობით საკაბელო კომპანიებს მოხსნილი აქვთ. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა იმ ტელეკომპანიების მაყურებელთა რაოდენობა, რომლებიც მსხვილი საკაბელო კომპანიების ბადეში სწორედ must carry-ის შედეგად გაჩნდნენ - NDI-ის არჩევნების შემდგომი კვლევის მიხედვით, მაესტროსა და მე-9 არხს თვალს მოსახლეობის 46 და 53%25 ადევნებს.

არჩევნების ჩატარებამდე, „ეს შენ გეხებას“ ინიციატორები აქტიურად ითხოვდნენ მის მომდევნო პერიოდში გაგრძელებას, თუმცა არჩევნების შემდეგ, მსგავსი მოთხოვნები ხმამაღლა აღარ ისმის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა ძალაში რჩება და ის აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, თუმცა ჯერჯერობით, ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან must carry-ის მოქმედების პერიოდში ჩასმული არხები საკაბელო ოპერატორებმა შემდგომშიც, უკვე ოფიციალური ვალდებულების გარეშე, პაკეტებში დატოვეს.

„ეს შენ გეხება“ აქტიურად აკვირდებოდა და რეაგირებდა წინასაარჩევნოდ მედიის გარშემო განვითარებულ სხვა ხმაურიან მოვლენებზე - მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით Global TV-ის სატელიტური თეფშებისა და შემდგომში მაესტროს კუთვნილი ანტენების დაყადაღებისას. „ეს შენ გეხება” და მასში შემავალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესს უკანონოდ მიიჩნევდნენ და აპროტესტებდნენ. არჩევნების მერე, ახალი ხელისუფლების პირობებში, ამ მხრივ ყველაზე რეზონანსული გამოდგა საგადასახადო ორგანოების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური შემოწმება - იმის გათვალიწინებით, რომ ეს საკითხი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაშიც მოხვდა და „ზეწოლად“ შეფასდა.

ადგილობრივ არასამთავრობოებს ამ პროცესისადმი განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუვლენიათ. ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის ნაწილი, მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), არხის ხელმძღვანელობისადმი თანამშრომლების პოლიტიკური ზეწოლისგან დაცვის მოწოდებით შემოიფარგლა. ახალგაზრდა იურისტები კი საზოგადოებრივ მაუწყებელში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არაგეგმიურ აუდიტს ითხოვდნენ - მაუწყებელში დაგროვილი საგადასახადო ვალის ჩამოწერისა და პიკ-ის მმართველ კომპანია ალანიასთან წარმოქმნილი კონფლიქტის გამო.

აღსანიშნავია, რომ როგორც TI, ასევე ახალგაზრდა იურისტები, კიდევ ცხრა ორგანიზაციასთან ერთად, შედიან 2011 წელს დაფუძნებულ კოალიციაში „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომლის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, მედიაორგანიზაციების მფლობელების და ფინანსების სრულ გამჭვირვალობას ეხებოდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, რამდენადაც ცნობილია, ახლაც აწარმოებს მედიაგარემოს მონიტორინგს. ამ ეტაპზე, არასამთავრობო სექტორიდან (TI, ISFED, GYLA), არჩევნებიდან 2 თვის შემდეგ, გამოხმაურება მოჰყვა პრემიერმინისტრის ოჯახის მფლობელობაში არსებული მე-9 არხის (ასევე ინფო 9, ინფო ტვ და ტელეკომპანია თრიალეთში წილი) საკითხს - არასამთავრობოები ივანიშვილის ოჯახს პოლიტიკასა და მათ კუთვნილ მედიასაშუალებებს შორის „გამყოფი ზოლის“ შექმნისკენ მოუწოდებენ.

არჩევნების შემდგომ პერიოდზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ყოფილი მაღალჩინოსნების თუ სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლების დაპატიმრებებისა და დაკითხვების მიმდინარე პროცესს. მიუხედავად ამ საქმეების რეზონანსულობისა - იგულისხმება საერთაშორისო საზოგადოების და მედიის შეფასება და შეშფოთება - ქვეყნის შიგნით არასამთავრობო სექტორს ჯერჯერობით ამ საკითხზე მკვეთრი რეაგირება არ მოუხდენია. ტაბულასთან საუბარში საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია მონიტორინგს ყველა ამ საქმეზე აწარმოებს და შეფასებებს სასამართლო პროცესების დაწყებასთან ერთად უნდა ველოდოთ. თუმცა ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ პროცესი NGO-ების ყურადღების არეალში არ მოქცეულა - ყოველ შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება არ მოჰყოლია.

სამაგიეროდ, არასამთავრობო სექტორი აქტიურად მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დროს დაკავებული ადამიანებისთვის პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხში. პოლიტპატიმართა სიის განსაზღვრისას, სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავდა (მათ შორის, ნანა კაკაბაძის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“) და მას საქმეების მასალებში პოლიტიკური ნიშნების შესწავლა ევალებოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა 190 პირს პოლიტპატიმრის, 25-ს კი პოლიტიკურად დევნილის სტატუსი მიანიჭა. თუმცა ჯგუფი საწყის ეტაპზევე დატოვეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენლებმა. მათ განაცხადეს, რომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ სიის იმ ნაწილზე, რომელიც მათი შესწავლის ობიექტი არ ყოფილა. თუმცა პოლიტპატიმრად აღიარებაზე საია-მ რეკომენდაცია მისცა 54 პირს, მათ შორის - 26 მაისის მოვლენების დროს დაპატიმრებულებს. ასეთივე რეკომენდაციით პარლამენტს 5 საქმეზე კონსტიტუციის 42-ე მუხლმა მიმართა. ეს პირები სიის საბოლოო ვერსიაში მოხვდნენ.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ განსაკუთრებით აქტუალურია, თვითმმართველობები და მათზე ზეწოლაა. არასამთავრობო სექტორის ნაწილი ამ პროცესს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა (GYLA, ISFED, TI, კონსტიტუციის 42-ე მუხლი) და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ გახშირებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით „უკიდურესი შეშფოთება“ გამოთქვა. ასევე მოუწოდა „ყველა პოლიტიკურ პარტიას“ ზეწოლისგან თავის შეკავებისკენ, სამართალდამცავ ორგანოებს კი - ფაქტების შესწავლისკენ.

არასამთავრობო სექტორის აქტივობებზე საუბრისას აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნების შემდეგ რამდენიმე ახალი NGO შეიქმნა, რომელთა აქტივობები მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელია: მათ შორისაა საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), რომელიც უფრო მეტად საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებზეა ორიენტირებული, ასევე ტოლერანტობის სახლი, რომელიც ნიგვზიანში მუსლიმთა უფლებების დარღვევას აპროტესტებდა.

საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ერთიანი საჯარო რეესტრის მონაცემებით, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რიცხვი 2010-დან 2011 წლამდე 14 ათასიდან 16 ათასამდეა გაზრდილი. მიუხედავად არცთუ მცირე რაოდენობისა, მათგან დიდი ნაწილი მხოლოდ ფორმალურადაა რეგისტრირებული, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები კი საერთო რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ.

ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეც. მაგალითად, G-PAC-ის (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა) 2011 წლის კვლევის მიხედვით, მოსახლეობა სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობს, ხოლო ვინც მათ შესახებ იცის, მიაჩნიათ, რომ არასამთავრობოები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის ზრუნავენ. დაბალია ნდობის მაჩვენებელიც - არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსახლეობის მხოლოდ 18 პროცენტი ენდობა, ხოლო 23 პროცენტი უნდობლადაა განწყობილი. USAID-ის 2011 წლის კვლევის მიხედვით, საზოგადოებისთვის ცნობადია მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია - მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), თავისუფლების ინსტიტუტი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

კვლევიდანვე ირკვევა, რომ არასამთავრობოები მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებენ, თავი გაართვან მნიშვნელოვანი პრობლემის იდენტიფიცირებას და ინფორმაციის მოძიებას. ის, რაც უფრო უჭირთ, არის საზოგადოებრივი ინტერესების ადეკვატურად მოქმედება, ადვოკატირებისთვის საჭირო რესურსების მოძიება და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

არასამთავრობო სექტორის პრობლემები კომპლექსურია და სხვადასხვა მიზეზი აქვს - იქნება ეს დონორებზე დამოკიდებულება თუ მოქმედების არასწორი სტრატეგია. თუმცა საქართველოში არსებობს საზოგადოებისათვის ცნობადი და მეტ-ნაკლებად გავლენიანი რამდენიმე NGO. ამასთან, კვლევები მოწმობს, რომ გასულ წლებთან შედარებით, ცნობადობისა და ნდობის მაჩვენებელი ნელ-ნელა, მაგრამ მაღლდება. მაგალითად, USAID-ის სამოქალაქო ორგანიზაციების კვლევის მიხედვით, 2011 წლისთვის, არასამთავრობოთა რეიტინგმა შედარებით მოიმატა - მას შემდეგ, რაც ეს ორგანიზაციები უფრო კრიტიკულები გახდნენ ადამიანის უფლებების, სოციალური თუ სამართლებრივი პრობლემების მიმართ. სავარაუდოდ, ამ ტენდენციას მედიაში უკეთესმა გაშუქებამაც შეუწყო ხელი.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობისა და პროცესებში ჩართულობის ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის ცნობადობა უკანასკნელ ხანებში გაიზრდებოდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზემოხსენებული NGO-ები, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). დანარჩენებთან ერთად, სწორედ ეს ორგანიზაციები იყვნენ კამპანიის, „ეს შენ გეხება“, ინიციატორები და აქტიურად მონაწილეობდნენ საარჩევნო გარემოსთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

მედია, საარჩევნო კანონმდებლობა, თვითმმართველობები, სამოქალაქო სექტორის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლად შეფასებული ფაქტები გახლდათ თემები, რომელთან დაკავშირებითაც ხსენებული NGO-ების აქტივობა წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე შესამჩნევი იყო. იგივე საკითხები აქტუალურია არჩევნების შემდგომაც, უკვე სხვა ხელისუფლების პირობებში. საინტერესოა, რა ინტენსივობით და მიმართულებით აგრძელებს არასამთავრობო სექტორი საქმიანობას ახალ რეალობაში. გასულ თვეებში მედიაგარემოსთან დაკავშირებით არასამთავრობოთა აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში, ე.წ. must carry-ის მოთხოვნა და მისი შემოღება - საკაბელო ოპერატორები ვალდებულნი გახდნენ, საკუთარ პაკეტში შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ყველა ქართული არხი ჩაესვათ. Must carry-ის ვადა არჩევნების შემდეგ ამოიწურა, შესაბამისად, ეს ვალდებულება დღესდღეობით საკაბელო კომპანიებს მოხსნილი აქვთ. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა იმ ტელეკომპანიების მაყურებელთა რაოდენობა, რომლებიც მსხვილი საკაბელო კომპანიების ბადეში სწორედ must carry-ის შედეგად გაჩნდნენ - NDI-ის არჩევნების შემდგომი კვლევის მიხედვით, მაესტროსა და მე-9 არხს თვალს მოსახლეობის 46 და 53%25 ადევნებს.

არჩევნების ჩატარებამდე, „ეს შენ გეხებას“ ინიციატორები აქტიურად ითხოვდნენ მის მომდევნო პერიოდში გაგრძელებას, თუმცა არჩევნების შემდეგ, მსგავსი მოთხოვნები ხმამაღლა აღარ ისმის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა ძალაში რჩება და ის აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, თუმცა ჯერჯერობით, ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან must carry-ის მოქმედების პერიოდში ჩასმული არხები საკაბელო ოპერატორებმა შემდგომშიც, უკვე ოფიციალური ვალდებულების გარეშე, პაკეტებში დატოვეს.

„ეს შენ გეხება“ აქტიურად აკვირდებოდა და რეაგირებდა წინასაარჩევნოდ მედიის გარშემო განვითარებულ სხვა ხმაურიან მოვლენებზე - მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით Global TV-ის სატელიტური თეფშებისა და შემდგომში მაესტროს კუთვნილი ანტენების დაყადაღებისას. „ეს შენ გეხება” და მასში შემავალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესს უკანონოდ მიიჩნევდნენ და აპროტესტებდნენ. არჩევნების მერე, ახალი ხელისუფლების პირობებში, ამ მხრივ ყველაზე რეზონანსული გამოდგა საგადასახადო ორგანოების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური შემოწმება - იმის გათვალიწინებით, რომ ეს საკითხი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაშიც მოხვდა და „ზეწოლად“ შეფასდა.

ადგილობრივ არასამთავრობოებს ამ პროცესისადმი განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუვლენიათ. ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის ნაწილი, მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), არხის ხელმძღვანელობისადმი თანამშრომლების პოლიტიკური ზეწოლისგან დაცვის მოწოდებით შემოიფარგლა. ახალგაზრდა იურისტები კი საზოგადოებრივ მაუწყებელში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არაგეგმიურ აუდიტს ითხოვდნენ - მაუწყებელში დაგროვილი საგადასახადო ვალის ჩამოწერისა და პიკ-ის მმართველ კომპანია ალანიასთან წარმოქმნილი კონფლიქტის გამო.

აღსანიშნავია, რომ როგორც TI, ასევე ახალგაზრდა იურისტები, კიდევ ცხრა ორგანიზაციასთან ერთად, შედიან 2011 წელს დაფუძნებულ კოალიციაში „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომლის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, მედიაორგანიზაციების მფლობელების და ფინანსების სრულ გამჭვირვალობას ეხებოდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, რამდენადაც ცნობილია, ახლაც აწარმოებს მედიაგარემოს მონიტორინგს. ამ ეტაპზე, არასამთავრობო სექტორიდან (TI, ISFED, GYLA), არჩევნებიდან 2 თვის შემდეგ, გამოხმაურება მოჰყვა პრემიერმინისტრის ოჯახის მფლობელობაში არსებული მე-9 არხის (ასევე ინფო 9, ინფო ტვ და ტელეკომპანია თრიალეთში წილი) საკითხს - არასამთავრობოები ივანიშვილის ოჯახს პოლიტიკასა და მათ კუთვნილ მედიასაშუალებებს შორის „გამყოფი ზოლის“ შექმნისკენ მოუწოდებენ.

არჩევნების შემდგომ პერიოდზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ყოფილი მაღალჩინოსნების თუ სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლების დაპატიმრებებისა და დაკითხვების მიმდინარე პროცესს. მიუხედავად ამ საქმეების რეზონანსულობისა - იგულისხმება საერთაშორისო საზოგადოების და მედიის შეფასება და შეშფოთება - ქვეყნის შიგნით არასამთავრობო სექტორს ჯერჯერობით ამ საკითხზე მკვეთრი რეაგირება არ მოუხდენია. ტაბულასთან საუბარში საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია მონიტორინგს ყველა ამ საქმეზე აწარმოებს და შეფასებებს სასამართლო პროცესების დაწყებასთან ერთად უნდა ველოდოთ. თუმცა ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ პროცესი NGO-ების ყურადღების არეალში არ მოქცეულა - ყოველ შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება არ მოჰყოლია.

სამაგიეროდ, არასამთავრობო სექტორი აქტიურად მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დროს დაკავებული ადამიანებისთვის პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხში. პოლიტპატიმართა სიის განსაზღვრისას, სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავდა (მათ შორის, ნანა კაკაბაძის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“) და მას საქმეების მასალებში პოლიტიკური ნიშნების შესწავლა ევალებოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა 190 პირს პოლიტპატიმრის, 25-ს კი პოლიტიკურად დევნილის სტატუსი მიანიჭა. თუმცა ჯგუფი საწყის ეტაპზევე დატოვეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენლებმა. მათ განაცხადეს, რომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ სიის იმ ნაწილზე, რომელიც მათი შესწავლის ობიექტი არ ყოფილა. თუმცა პოლიტპატიმრად აღიარებაზე საია-მ რეკომენდაცია მისცა 54 პირს, მათ შორის - 26 მაისის მოვლენების დროს დაპატიმრებულებს. ასეთივე რეკომენდაციით პარლამენტს 5 საქმეზე კონსტიტუციის 42-ე მუხლმა მიმართა. ეს პირები სიის საბოლოო ვერსიაში მოხვდნენ.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ განსაკუთრებით აქტუალურია, თვითმმართველობები და მათზე ზეწოლაა. არასამთავრობო სექტორის ნაწილი ამ პროცესს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა (GYLA, ISFED, TI, კონსტიტუციის 42-ე მუხლი) და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ გახშირებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით „უკიდურესი შეშფოთება“ გამოთქვა. ასევე მოუწოდა „ყველა პოლიტიკურ პარტიას“ ზეწოლისგან თავის შეკავებისკენ, სამართალდამცავ ორგანოებს კი - ფაქტების შესწავლისკენ.

არასამთავრობო სექტორის აქტივობებზე საუბრისას აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნების შემდეგ რამდენიმე ახალი NGO შეიქმნა, რომელთა აქტივობები მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელია: მათ შორისაა საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), რომელიც უფრო მეტად საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებზეა ორიენტირებული, ასევე ტოლერანტობის სახლი, რომელიც ნიგვზიანში მუსლიმთა უფლებების დარღვევას აპროტესტებდა.

12 აკადემიური თავისუფლების პასუხისმგებლობა

▲ზევით დაბრუნება


სიმონ ჯანაშია|სვეტი

საქართველოს ერთ-ერთ უმაღლესში ჩემს კოლეგებს სწავლების მეთოდების დახვეწაში ვეხმარებოდი, როდესაც თითქოს ტექნიკური ხასიათის სავარჯიშომ უნივერსიტეტებში არსებული პოტენციალის და მისი გამოყენების სირთულეების სიღრმეებში ჩახედვის შესაძლებლობა შემოგვთავაზა. სემინარის მონაწილე პროფესორები სტუდენტების პრაქტიკული ხასიათის კვლევაში ჩართვის გზებზე მსჯელობდნენ. გაირკვა, რომ ერთმა მონაწილემ, თავისი კურსის ფარგლებში, სტუდენტებთან ერთად შეისწავლა საზღვარგარეთიდან იმპორტირებული ერთი კონკრეტული საკვები პროდუქტის ხარისხიანობა. ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ ნაწარმის გამოყენება ჯანმრთელობისთვის არცთუ უსაფრთხოა.

კვლევა მართლაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, და ამგვარი შედეგით ნებისმიერი მეცნიერი იამაყებდა. თუმცა აქვე გაჩნდა ახალი პრობლემა. ამ პროდუქტის იმპორტი ძლიერი კავშირების მქონე ადამიანების მიერ ხდება და იმდენად დიდ მოგებასთან არის დაკავშირებული, რომ კვლევის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროება, პროფესორის აზრით, მისთვის სამსახურის დაკარგვის ტოლფასი იყო. სემინარზე გაირკვა, რომ მსგავსი პრობლემა მის სხვა კოლეგასაც ჰქონია. ორივე მწუხარებით აღნიშნავდა, რომ ამ ვითარების გამო, ისინი არც თვითონ და მით უმეტეს, არც სტუდენტებთან ერთად, აღარ აწარმოებენ მსგავს კვლევებს.

სემინარის მონაწილეების მიერ აღწერილი შემთხვევა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მისიისა და საჭიროებების ნაწილის უკეთ დანახვაში დაგვეხმარება. ეს შემთხვევა ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ აკადემიური თავისუფლების შესახებ. გარკვეულწილად, უნივერსიტეტებში მიმდინარე კვლევებზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ამ საკითხების განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისთვის.

ამ საკითხების ნაწილს ბატონი გია დვალის თავმჯდომარეობით შექმნილი უმაღლესი განათლების განვითარების კონცეფციაც განიხილავს. დოკუმენტის მიხედვით, რეფორმის ახალი ეტაპის მთავარი მიზანი საქართველოში აკადემიური თავისუფლების გარანტიების შექმნა და პროფესორების ტენურის, ანუ მუდმივი კონტრაქტების სისტემის შემოღებაა.

სტატიის შესავალში აღწერილი შემთხვევა საქართველოში აკადემიური თავისუფლების აქტუალობას ადასტურებს. ამავე დროს, ის გვაჩვენებს, რომ აკადემიური თავისუფლება შეიძლება ძალაუფლების მქონე სხვადასხვა სტრუქტურის მიერ იყოს შეზღუდული. საბჭოთა წარსულში ჩარევა უმეტესად სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა. დღეს ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის ნეგატიური ჩარევის შესაძლებლობების გაცნობიერებაც.

აღწერილ შემთხვევაში პროფესორები მეტად დაცულები რომ ყოფილიყვნენ, უნივერსიტეტი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას შეძლებდა. გარდა უნივერსიტეტის გარეთ არსებული საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნვის, განათლების ხარისხის ზრდის პერსპექტივაც მეტი იქნებოდა. სტუდენტების სხვადასხვა თაობას ექნებოდა პირობები, რომ კვლევისა და მაღალი მოტივაციის ფონზე დაუფლებოდნენ საკუთარ პროფესიას. პრაქტიკული გამოცდილებისა და თეორიული კურსების სინთეზი საუკეთესო გზაა იმ კომპეტენციების შესაძენად, რაც მომავალში უმაღლესდამთავრებულთა პროდუქტიულობის ზრდის საფუძველი უნდა გახდეს.

რეფორმის კონცეფციით, აკადემიური თავისუფლების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებული ტენურის სისტემა მნიშვნელოვანი მექანიზმია, მაგრამ არასაკმარისი. უნივერსიტეტებისა და მკვლევრების რეალური ავტონომია დამოკიდებული იქნება უნივერსიტეტების მისიისა და პასუხისმგებლობების ფუნდამენტურ გადააზრებაზე, ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, პროფესიული ქსელების არსებობაზე, დამოუკიდებელი შემფასებლებისა და ხარისხის მართვის დახვეწილი მექანიზმების არსებობაზე.

ისევე, როგორც ზოგადად მსოფლიოში, უნივერსიტეტები საქართველოშიც მნიშვნელოვნად მოწყდნენ საზოგადოებას. უნივერსიტეტის ფარგლებში შექმნილ ცოდნას და თავად ამ ცოდნის შემქმნელებს მცირე გავლენა აქვთ სოციალური გარემოს გაუმჯობესებაზე. საქართველოს პრობლემა არა მხოლოდ ფუნდამენტური, არამედ პრაქტიკული მიზნის მქონე კვლევების ნაკლებობაც არის. ვითარების გაუმჯობესება კი კომპლექსური მექანიზმების განვითარებითაა შესაძლებელი.

უნივერსიტეტები საქართველოში საზოგადოებრივი ცხოვრების შეცვლაში საკმაოდ პასიურები არიან. მათი საქმიანობა ძირითადად სწავლებით, ხოლო ნაწილობრივ, კვლევებითაც ფასდება. შედარებისთვის, ამერიკული უნივერსიტეტები საკუთარ წარმატებას მესამე მიმართულებით, საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების წარმოებითაც ზომავენ. საქართველოშიც არსებობს აკადემიური და სოციალური სფეროების ურთიერთობის წარმატებული გამოცდილება, მაგრამ ეს მხარე ჩვენთან მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ვლინდება. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები და პროფესორები, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მრავალ საჯარო და კერძო სკოლას დაეხმარენ კონკრეტული პრობლემის კვლევასა და გადაჭრაში.

პრობლემატურია, რომ საქართველოში არ არსებობს უნივერსიტეტების ხარისხის შეფასების თავისუფალი სისტემა. უმაღლესების აკრედიტაციას სახელმწიფო ატარებს. გარდა იმისა, რომ მექანიზმი შესაძლოა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყოს გამოყენებული, საზოგადოების არჩევანისთვის აკრედიტაციის შედეგები ნაკლებად რელევანტურია. ამის ნათელი დასტურია ის, რომ 2005 წელს, განათლების რეფორმის იმ ეტაპზე, როდესაც ორ ასეულზე მეტმა უმაღლესმა დაკარგა აკრედიტაცია, ათიათასობით სტუდენტმა სწორედ არააკრედიტებულ უმაღლესებში გააგრძელა სწავლა.

საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის ნაკლებობას უნივერსიტეტების შიგნით განუვითარებელი მართვის პრაქტიკაც უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ან უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებით მართვა გაზიარებული უნდა იყოს პროფესორებსა და სტუდენტებს შორის, ვითარება ხშირად სხვაგვარია. საქმე ზოგჯერ იქამდეც მიდის, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უმაღლესი პირები ან დამფუძნებლები ერთპიროვნულად წყვეტენ, კონკრეტული კურსი რომელ სემესტრში და ვის მიერ იქნება წაკითხული.

ცხადია, რომ ტენურის სისტემა ამ პრობლემებს მარტივად ვერ გადაჭრის. იქაც კი, სადაც ეს სისტემა უკვე ათწლეულებია მოქმედებს, სირთულეები მაინც არსებობს. მაგალითად, აშშ-ში არის შემთხვევები, როდესაც სწორედ პოლიტიკური მოსაზრებებით არ მიუციათ პროფესორისთვის მუდმივი კონტრაქტი. ჩვენთან ძნელია დაივიწყო ის, რომ გავლენიანი, მრავალი სამეცნიერო დამსახურების მქონე მრავალი პროფესორი, სულ ცოტა ხნის წინ, ერთსულოვნად ირჩევდა კორუმპირებულ ადამიანებს უნივერსიტეტების ხელმძღვანელებად ან აკადემიის საპატიო წევრებად, შემდეგ კი მათვე თავგამოდებულები იცავდნენ საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან.

მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებმა თავად იზრუნონ დამოუკიდებელი ხარისხის შეფასების მექანიზმებზე. თავდაპირველად ეს შესაძლოა უნივერსიტეტების მცირე ჯგუფის მიერ შექმნილი ასოციაცია იყოს, რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნება აღიარებული, როგორც ალტერნატიული მააკრედიტირებელი ორგანო. ასეთი ასოციაციის მიერ ჩატარებული ურთიერთშეფასებები უფრო სასარგებლო, მოქნილი და რელევანტური იქნება უმაღლესებისთვის და უფრო მეტადაც დაიცავს მათ ავტონომიას.

ასევე სასარგებლო იქნება უმაღლესების დამოუკიდებელი რეიტინგების შექმნაც. ამგვარ რეიტინგებს დასავლეთში ხშირად მედიასაშუალებები ადგენენ. ასეთებია ცნობილი Times-ის ან USNews-ის მიერ ჩატარებული კვლევები. ამგვარი რეიტინგები შესაძლებლობას იძლევა, უმაღლესების წარმატებას სხვადასხვა პარამეტრით, მათ შორის, საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანის თვალსაზრისით დავაკვირდეთ.

მეტი ფინანსური დამოუკიდებლობისთვის, მნიშვნელოვანია კვლევების დაფინანსების ზრდაც და პოლიტიკური სისტემისგან შედარებით დამოუკიდებელი, სტაბილური შემოსავალიც. ამგვარი მიდგომაა გამოყენებული ჩილეში, სადაც ინოვაციების სპეციალური ფონდის დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტით განისაზღვრება და არა - სამინისტროს ან პარლამენტის გადაწყვეტილებით.

აკადემიური თავისუფლების დაცვისთვის ასევე მნიშვნელოვანია პროფესორთა პროფესიული ასოციაციების შექმნაც. ის დამოუკიდებელი იქნება ერთი რომელიმე უნივერსიტეტისგან და ცხადია, სახელმწიფოსგანაც. სწორედ ამგვარი ასოციაციის დამსახურებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1940 წელს შემუშავებული აკადემიური თავისუფლებისა და ტენურის შესახებ მიღებული რეკომენდაციები, რაც საფუძვლად დაედო მრავალი უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებს. ამგვარი ასოციაციები იცავენ კონკრეტულ პროფესორებს შევიწროებისგან და შეისწავლიან სისტემაში მიმდინარე ვითარებას.

საქართველოს უნივერსიტეტებს მნიშვნელოვნად მეტის მიღწევა შეუძლიათ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, ცხადია, მნიშვნელოვანია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მედიამ და თავად პროფესორებმაც იზრუნონ იმ მექანიზმების შექმნაზე, რომელთა კომბინაციის საფუძველზეც არა მხოლოდ განათლებისა და კვლევების ხარისხი გაიზრდება, არამედ უნივერსიტეტებს საზოგადოებისთვისაც მეტი სარგებლის მოტანა შეეძლებათ.

13 ფადი ასლი: ბიზნესი შეფერხდა

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

ესაუბრა ავთო ქორიძე
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე

0x01 graphic

საქართველოს ეკონომიკა ძირითადად უცხოურ კაპიტალზეა დამოკიდებული, თუ ინვესტორები დაფრთხებიან, დეფიციტი წარმოიქმნება და ლარის გაუფასურება დაიწყება. ამ ორი თვის განმავლობაში არცერთი უცხოური ინვესტიცია არ შემოსულა და, ჩემი პროგნოზით, ეს სიტუაცია უახლოესი 3 თვის განმავლობაში არ გამოსწორდება, - განაცხადა საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ 27 ნოემბერს ბიზნესკურიერთან საუბარში. ტაბულა ფადი ასლის მთავრობის ცვლილებასა და ბიზნესგარემოზე ამ ცვლილების შესაძლო ზეგავლენაზე ესაუბრა.

ორი თვის წინ არჩევნები იყო და ახლა საქართველოს ახალი მმართველი პარტია ჰყავს. ჰქონდა თუ არა ამ ცვლილებას გავლენა საქართველოში ბიზნესგარემოზე?

არჩევნებამდე ორი თვით ადრე ყველა მოლოდინის რეჟიმზე გადავიდა. ძალიან ცოტა თუ აკეთებდა ინვესტიციას, ბიზნესმენები უბრალოდ აკვირდებოდნენ, ელოდებოდნენ არჩევნების პერიოდის გასვლას, ყველა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ სათავეში დარჩებოდა. ხალხი ღელავდა არჩევნებამდე, ამიტომ უკვე ივლისში და აგვისტო-სექტემბერში ეკონომიკის ზრდამ შენელება დაიწყო. ოქტომბრის დასაწყისში არჩევნების შედეგები გამოცხადდა და სრულიად ახალი რეალობა გაჩნდა. ბიზნესის წარმომადგენლების თავდაპირველი რეაქცია იყო შიში. ვაჭრობის საერთაშორისო პალატამ ივანიშვილს მათთან შეხვედრა ურჩია. შეხვედრის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა, ისინი ცოტა დამშვიდდნენ. ამის შემდეგ ორი თვე გავიდა და ჯერ მთავრობის ხედვა არ ვიცით რა არის, გაურკვევლობაა, ბიზნესმენებს კი ეს არ მოსწონთ, შესაბამისად, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, გააკეთონ თუ არა ინვესტიციები.

სიტუაცია ამ დროისთვის ასეთია: გაურკვევლობა, ხედვის არარსებობა, სიტუაციაზე დაკვირვება, მაგრამ არა ინვესტიციები. ბიზნესი შეფერხდა. ნაკლები გაყიდვებია, ნაკლები შესაძლებლობები, ბანკები ნაკლებ სესხს იძლევიან და ამ მომენტისთვის ოპტიმიზმის საშუალებაც არ არის.

რა შეიძლება იყოს ასეთი შენელებისა და პესიმიზმის მიზეზი, ქვეყნის გამოუცდელობა ძალაუფლების ცვლილებაში თუ ახალი მთავრობის რომელიმე კონკრეტული ნაბიჯი?

ეს ბევრი დეტალის კომბინაციაა. პირველ რიგში, ხელისუფლებაში ახალი გუნდია და ხალხმა არ იცის, ეს ახალი გუნდი რას აპირებს. მეორე, როდესაც ხელისუფლებაში ახალი გუნდია, ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით ყურადღებითაა. 2004-შიც, როცა ხელისუფლება შეიცვალა, ხალხი ყურადღებით იყო, არ იცოდნენ ახალი მთავრობა რას მოიმოქმედებდა. მესამე, პრემიერსა და ბიზნესმენებს შორის კომუნიკაცია არ არის, სრული ინფორმაციული ვაკუუმია; სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ზოგიერთი გზავნილი, რომელიც პრემიერისგან ბიზნესმენებმა მიიღეს, საკმაოდ შემაშფოთებელია.

ამას ემატება თეორიული ალბათობა იმისა, რომ აპრილში პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტი დაშალოს, და შეიძლება სიტუაცია დამძიმდეს. ამასთან ერთად, პრემიერმა რამდენჯერმე თქვა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე თანამდებობიდან წასვლას აპირებს. არც ეს არის პოზიტიური გზავნილი და არეულობის შესაძლებლობას აჩენს.

არ არსებობს ეკონომიკური ხედვა, საით მივდივართ. მუდმივად გვესმის, რომ იგეგმება შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაშინ როცა უმუშევრობა პიკშია. როგორ მოელის მთავრობა, რომ ბიზნესი ადამიანებს დაასაქმებს, თუ შრომის კოდექსი საბჭოთა კავშირის კოდექსად გარდაიქმნება?

საუბარი კანონმდებლობის სტრუქტურულ ცვლილებებზე და შიში, რომ კომპანიები, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან ახლო მყოფებად აღიქმებიან, საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ, ბიზნესში სტაბილურობის და თავდაჯერებულობის შეგრძნებას არ აჩენს, განსაკუთრებით კი ბანკების შემთხვევაში.

რატომ შეანელეს ბანკებმა კრედიტის გაცემა? იმიტომ რომ ეშინიათ, რომ მათ კლიენტებს კარგი ბედი არ ელით. ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი 60-70 დიდი კომპანიის ხელშია, რომლებიც წინა ხელსუფლებასთან ახლო მყოფებად აღიქმებიან და მათ ძალიან დიდი კრედიტები აქვთ; რა თქმა უნდა, ბანკები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ გასესხების პოლიტიკაში. ბანკები დაიცდიან, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ მათ კლიენტებს საფრთხე არ ემუქრებათ და შეუძლიათ კრედიტების გაფართოება. აი, სწორედ ეს პრობლემები გვაქვს ამ მომენტისთვის.

კომუნიკაციის პრობლემა ახსენეთ, წინა ხელისუფლებასთან როგორი კომუნიკაცია გქონდათ?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ეგ განცხადება გავაკეთე რუსთავი 2-ის ეთერში, კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. რამდენიმე მინისტრს, პარლამენტის წევრებს და თავმჯდომარესაც შევხვდით და ისინი ძალიან ღიად და პოზიტიურად გვესაუბრნენ ბიზნესზე. ერთადერთი პრობლემა, რაც ახლა გვაქვს პრემიერმინისტრთან, კომუნიკაციაა. გვგონია, რომ ივანიშვილის გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, რომ ბიზნესმენები პირდაპირ პრემიერს ესაუბრონ. მათ ამ ადამიანის გარშემო კედელი შექმნეს და თავიანთ ინტერესებს იცავენ. ეს დიდხანს ვერ გასტანს იმიტომ, რომ პრემიერს სჭირდება ბიზნესები, ჩვენ ვმონაწილეობთ კანონებზე კონსულტაციებში, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მთავრობას და ქვეყნის პოპულარიზაციას უცხოელ ინვესტორებთან. ჩემი აზრით, მმართველ გუნდს ისედაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომ ბიზნესებთან მეგობრობაზე უარი თქვას.

წინა ხელისუფლების შემთხვევაში სხვაგვარი მენტალიტეტი იყო, წინა მთავრობა ძალიან აქტიურად ესაუბრებოდა ბიზნესს, ისმენდა მის პრობლემებს. რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის არ აგვარებდნენ ბიზნესის პრობლემებს, მაგრამ მოსმენით უსმენდნენ. წინა ხელისუფლების დროს კანონმდებლობაც ბიზნესისთვის ხელსაყრელი იყო. ამასთან ერთად, თუ ინვესტორი ჩამოდიოდა ქალაქში, 3-4 მინისტრი იყო მობილიზებული, რომ შეხვედრებს კარგად ჩაევლო და რომ ქვეყანაში ინვესტიცია ჩაედოთ. ასე რომ, ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ ბიზნესებისა და ინვესტიციების მიმართ. ახალი მთავრობის შემთხვევაში, ჯერ კიდევ არ ვიცით, ვის უნდა შევახვედროთ ინვესტორები, არ ვიცით, გადაწყვეტილების მიღების ცენტრები მინისტრების დონეზეა თუ პრემიერის. მათ არ იციან, ვისაც შეხვდებიან, არის თუ არა გადაწყვეტილების მიმღები. ისინი ელოდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები. ასე რომ, გაზაფხულამდე ეკონომიკა ნამდვილად შენელდება. ამის შემდეგ, ვნახოთ, რა იქნება.

ახალი ხელისუფლების რიტორიკაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა თურქეთი და თურქეთთან ვაჭრობის საკითხი. ამან იქაურ ინვესტორებზე რაიმე გავლენა იქონია?

თურქი ინვესტორების სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანები, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურებით იყვნენ დაინტერესებული, მოლოდინის რეჟიმში არიან, ისინი ქვეყანას არც ტოვებენ და არც ინვესტიციებს აკეთებენ, იმიტომ რომ ბევრი ახალი უცნობი საკითხი გაჩნდა. მაგალითად, საუბარია ტარიფების დაწევაზე, რაც ინვესტორების გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეს შეანელებს პროცესს, მაგრამ არ შეაჩერებს - თუ ამ მხრივ იგივე პოლიტიკა გაგრძელდება, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. ხოლო თუ ტარიფები შეიცვლება, შეიცვლება ინვესტორების განწყობაც.

შრომის კოდექსი ახსენეთ, ხელისუფლება დაქირავებულისთვის სოციალური გარანტიების შექმნას აპირებს. ეს რა გავლენას იქონიებს ბიზნესზე?

ჩემი აზრით, შრომის კოდექსის ცვლილება ძალიან ცუდ დროს ხდება. ისედაც შენელების პროცესში ვართ. არ მგონია, რომ ზოგადად შრომის კოდექსი ფუნდამენტურად არასწორი რამ იყოს. შესაძლოა, წინა ხელისუფლების მიდგომა პროფკავშირების მიმართ იყო მცდარი, მაგრამ, როგორც დავინახეთ, პროფკავშირები შეიძლება ძალიან საზიანო იყოს. მაგალითად, მათ 10 დღით ფოთის პორტის პარალიზება მოახდინეს, ბიზნესისთვის ეს ძალიან ცუდია. შრომის კოდექსში კოსმეტიკური ცვლილებების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ფუნდამენტური ცვლილებები არ უნდა მოხდეს. ახალი პრობლემები არ გვჭირდება იმიტომ, რომ ეს უმუშევრობის გაზრდას გამოიწვევს. ისე, როგორც მოვლენები ახლა ვითარდება, უმუშევრობა ნამდვილად გაიზრდება და ეს ახალი ხელისუფლების ფილოსოფიის საწინააღმდეგოა, ისინი ამომრჩეველს უმუშევრობის შემცირებას ჰპირდებოდნენ. ასე რომ, მომავალ პერიოდზე ძალიან ვღელავ. როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მეც ჩემი კოლეგების მსგავსად ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, შემდეგ ეს ოპტიმიზმი ყურადღებაში გადაიზარდა, ყურადღებიან ოპტიმიზმში და ახლა უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ვღელავ, რადგან სამოქმედო გეგმა არ ჩანს, ხედვა არ ჩანს, საით მივდივართ, არ ჩანს.

პრემიერმინისტრი აქტიურად საუბრობდა საინვესტიციო ფონდის შესახებ. ეს რა გავლენას იქონიებს ბიზნესზე, დაეხმარება განვითარებაში თუ პირიქით?

უპირველეს ყოვლისა, ამ ფონდის სტრუქტურა უნდა ვნახოთ. პრემიერი ორ ფონდზე საუბრობდა, ერთი სოფლის მეურნეობის და მეორე სხვა პროექტებისთვის. ამ ფონდის სხვადასხვა ხედვები გაჩნდა. ბრიუსელში ივანიშვილმა თქვა, რომ ამ ფონდს ნაწილობრივ თავისი ფულით დააფინანსებს და თუ ვინმე 25%25-ს და კარგ ბიზნესგეგმას მოიტანს, ფონდი 75%25-ს დაუფინანსებს.

ჩემი აზრით, ასეთი თანაფარდობა 25/75 არასწორია. როგორც წესი, ინვესტორი ჩამოდის 75%25-ს და ფონდი ფარავს 25%25-ს. ბოლოს გამოვა, რომ საქართველოს ყველა დიდ ბიზნესს ერთი ფონდი ფლობს. ასევე, უნდა გავარკვიოთ, ეს პრემიერის პირადი ფული იქნება თუ არა. თუ ეს მისი ფული არ იქნება, ძალიან კარგი აზრია. თუ მისი ფული იქნება, მაშინ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება მმართველობასთან და კონკურენციასთან დაკავშირებით. არ უნდა შევცვალოთ წინა ხელისუფლების სტრატეგია, რომელიც ბიზნესში ერთვებოდა და კერძო სექტორს კონკურენციას უწევდა. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის გარშემო მყოფი კომპეტენტური ტექნოკრატები ძალიან ჭკვიანები არიან, ისინი კარგად ხედავენ მთლიან სურათს და მოიფიქრებენ ისეთ ფორმულას, რომელიც ეკონომიკისთვისაც კარგი იქნება და ბიზნესმენებსაც არ გამოდევნის ბაზრიდან.

ქართული ბიზნესის დასახმარებლად პრემიერმინისტრი ხშირად საუბრობს რუსეთის ბაზრის გახსნაზე. ამ გეგმაზე რას ფიქრობთ?

ეს რუსების გადასაწყვეტია; თუ მონაკოს დედოფლის შვილზე გინდა იქორწინო, ეს ძალიან კარგია, მაგრამ აქ მთავარი ნაწილი მისი დათანხმებაა. ვნახოთ, დათანხმდებიან თუ არა რუსები. სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია, ეს მარტივი იყოს. არა მგონია, რომ რუსეთმა მთლიანად გაგვიღოს ბაზარი მაშინ, როცა ევროკავშირთან სერიოზული მოლაპარაკება გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ველაპარაკებით NATO-საც. რუსები ხელს ნამდვილად არ შეგვიწყობენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ თავი არ უნდა დავანებოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, რადგან რაც მეტი ბაზარი გვექნება, ეკონომიკისთვის უკეთესია. რუსეთის ბაზრის გახსნას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ეს ახლო მომავალში ან მასშტაბურად მოხდება.

არჩევნებამდე ქართული ოცნება საუბრობდა უარყოფით სავაჭრო ბალანსზე სხვა ქვეყნებთან მიმართებით და სურდა ქართული ბაზრის ნაწილობრივი დაკეტვა, რათა ამით მოეხდინა ქართული ბიზნესის სტიმულირება და ზოგიერთი იმპორტირებული საქონელი ადგილობრივით ჩანაცვლებულიყო. რამდენად დაეხმარება ეს ქართულ ბიზნესს?

ეს ვერ იმუშავებს. საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და ამ შეთანხმების მიხედვით, შენ ბიზნესს ისე უნდა მოექცე, როგორც იმპორტს. თუ იმპორტზე გადასახადს დააწესებ, ადგილობრივ ბიზნესზეც უნდა დააწესო. ასეთ სუბსიდიებს ვერ გავაკეთებთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩვენი წევრობის გამო. ვინც ეს აზრი წამოაყენა, ალბათ არ იცის, რომ ამ ორგანიზაციის წევრი ვართ.

მინდა ერთ სერიოზულ პრობლემაზე ვისაუბრო, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან გვაქვს: მათ შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე ყველაფრის შემოტანა და როცა ჩვენ გვინდა რამის გატანა, მეზობელი ქვეყნების ბაზარი დაკეტილია ან არალეგალური გადასახადების გადახდა გვიწევს. ავიღოთ აზერბაიჯანში ქართული ლუდის გატანა. იქ შეტანილ ყოველ ერთ ლიტრში ჩვენ ვიხდით ერთ დოლარს, საქართველოში შემოტანილ ლუდზე კი აზერბაიჯანი არაფერს იხდის. რატომ? ჩვენ ღია ბაზრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენც ისე უნდა მოგვექცნენ, როგორც ჩვენ ვექცევით.

მაგალითად, ფაშა ბანკი საქართველოს ბაზარზე შემოვა. საქართველოს ერთ-ერთმა დიდმა ბანკმა სთხოვა წინა ხელისუფლებას დახმარება, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე შეეშვათ. საქართველოს ხელისუფლება მათ არ დაეხმარა. რატომ? თუ საქართველოში აქვთ უცხოურ ბანკებს შემოსვლის უფლება, ქართულ ბანკებსაც უნდა ჰქონდეთ ეს უფლება. სერიოზული პრობლემაა იმიტომ, რომ ფაქტობრივად ძალიან პატარა ბაზარზე ვართ. მხოლოდ 4.5 მილიონი მომხმარებელი გვყავს. ყველა ინვესტორს ვატყუებთ, რომ 100 მილიონი მომხმარებელი გვყავს, იმიტომ რომ ცენტრალური აზიის და კავკასიის მომხმარებლებზე გვაქვს წვდომა. ეს დიდი ტყუილია - არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ამ ბაზარზე შეგვიშვებენ. მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების საშუალებით შეგვიძლია ასეთ ბაზარზე შესვლა და იქაც ეს ადგილობრივი კომპანია იტოვებს მოგების დიდ ნაწილს. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ აქეთ უნდა მიმართოს მთელი ძალისხმევა, რომ ყველა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სრულად იყოს შესრულებული და არა მხოლოდ ცალმხრივად.

ივანიშვილი ხშირად საუბრობდა საქართველოში მონოპოლიებზე და ამომრჩეველს ამ მონოპოლიების დაშლასაც დაჰპირდა. არსებობს საქართველოში მონოპოლიები?

გარკვეულ სფეროებში არსებობს. მაგალითად, ფოთის პორტიდან ტვირთის გადატანა ერთი კომპანიის ხელშია. ასე რომ, რაღაც მონოპოლიები არსებობს. მაგრამ არა იმდენი, რამდენსაც ამბობდნენ. ძალიან ბევრს საუბრობდნენ ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიაზე. არ მგონია, რომ ამ ბაზარზე მონოპოლია იყოს. ეს ბიზნესის არასწორი აღქმა და გაგებაა.

ნავთობის ბაზარზე არსებობს გარკვეული შეზღუდვები, თუ რამდენ კომპანიას შეუძლია ბაზარზე შემოსვლა, მაგრამ ეს მონოპოლია არ არის, ოლიგოპოლიაა. ამას წინა ხელისუფლება კარგად უწყობდა ხელს და იცავდა კიდეც. ბაზრის გათავისუფლებამ შეიძლება - დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რომ ასე მოხდება - ფასი დასწიოს. ანუ, ვისაც მოუნდება ბაზარზე შემოსვლა, უნდა შემოუშვან. არ უნდა ვთქვათ, რომ 5 კომპანიაა ბაზარზე და მეტი არ გვჭირდება და ეს კომპანიები არ უნდა დავიცვათ, ეს ხელოვნური დაცვაა. ასე რომ, რაღაც დონეზე მონოპოლიები არსებობს. მაგრამ იმდენი მონოპოლია არ იყო, რამდენზეც ახალი ხელისუფლება საუბრობს.

ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ბიზნესმენების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ ბიზნესები ძალით გააყიდინეს და საკუთარი ქონების უკან დაბრუნება სურთ. ეს რა გავლენას ახდენს საქართველოში საკუთრების უფლებებზე?

თუ ვინმეს აიძულეს ბიზნესის გაყიდვა, სამართლიანია, რომ კომპენსაცია მიიღონ. მე პირადად, არ ვიცი ვის გააყიდინეს, მაგრამ თუ მეტყვით რომ ასე იყო, არ გამიკვირდება. რომ მითხრათ, შვედეთის ხელისუფლებამ შვედურ კომპანიას ბიზნესი გააყიდინაო, არის ხელები და ფეხები, რომლებიც დამოუკიდებლად კარგად მუშაობს, მაგრამ ჰარმონიზებული არ არის. ორკესტრია დირიჟორის გარეშე და ყველა, რა მელოდიასაც უნდა, იმას უკრავს.

გამიკვირდება. საქართველოს შემთხვევაში არ მიკვირს. თუმცა ვფიქრობ, რომ ადამიანების ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ ბიზნესი გააყიდინეს, სიმართლეს არ ამბობს. ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

ეს კიდევ ერთი გამოწვევაა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ სასამართლოები ნამდვილად დამოუკიდებელია, საქმის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას და არა სატელეფონო ზარის გამო. ახლა არ ვიცით, როგორ მუშაობს სასამართლო. მე ვიცი, რომ იუსტიციის მინისტრი ძალიან პატიოსანი და კომპეტენტური ადამიანია, ვენდობი მას. ასევე ვენდობი მთავარ პროკურორს, დიდი ხანია ვიცნობ, ძალიან პატიოსანი და სამართლიანი ადამიანია და მგონია, რომ სატელეფონო ზარის მიხედვით გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სასამართლო წინა ხელისუფლების დროს რეალური პრობლემა იყო და იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გამართულად და დამოუკიდებლად იმუშავებს. ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ახალმა პარლამენტმა მიიღო, ამნისტიაა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ათასი პატიმარი გათავისუფლდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ უკანასკნელ პერიოდში კრიმინალის დონე გაიზარდა. პრემიერმა ივანიშვილმა თქვა, რომ კრიმინალური სიტუაციის დროებითი გაუარესება მოსალოდნელია. ეს ბიზნესზე როგორ გავლენას იქონიებს?

იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო კარგად შეასრულებს თავის ფუნქციებს და კრიმინალის მიმართ ძალიან მკაცრი იქნება. თუ კრიმინალი გაიზრდება, ეს ძალიან ცუდ გავლენას იქონიებს ბიზნესგარემოზე. პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდში არ უნდა დავბრუნდეთ, როცა ყველა ბიზნესმენს დაცვით სიარული უწევდა. არ ვიცი, ამნისტია რა გავლენას იქონიებს კრიმინალის დონეზე, მაგრამ იმედი მაქვს, შსს შეასრულებს თავის ფუნქციას, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო.

ახალ ხელისუფლებას რა რეკომენდაციებს მისცემდით ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, რა უნდა გააკეთონ და რა - არა?

ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს წინა მთავრობის მიდგომა ბიზნესების მიმართ, ეს ნიშნავს ბიზნესისთვის, ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შექმნას, ბიზნესის დახმარებას. არ უნდა გააგრძელოს წინა ხელისუფლების მსგავსად ბიზნესზე ზეწოლა და მონოპოლიების დაცვა. ხელისუფლებამ არ უნდა შეიტანოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები, არ გვჭირდება რთული კანონი კონკურენციის შესახებ. ახლა რა კანონიც გვაქვს, ძალიან კარგია. შეიძლება რაღაცების დაზუსტება, იმიტომ რომ ბიზნესებისთვისაც რაღაც ნაწილი გაუგებარია.

რაც მთავარია, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს პოპულარიზაციისთვის. პრემიერმინისტრმა ფოკუსირება უნდა მოახდინოს ეკონომიკის საკითხებზე და ძალიან დამაჯერებელი გზავნილები გაგზავნოს ბიზნესის მიმართულებით. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არის ხელები და ფეხები, რომლებიც დამოუკიდებლად კარგად მუშაობს, მაგრამ ჰარმონიზებული არ არის. ორკესტრია დირიჟორის გარეშე და ყველა, რა მელოდიასაც უნდა, იმას უკრავს. ჩემი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას ეკონომიკური გეგმა და ხედვა. ჩემი აზრით, პრემიერმინისტრმა უნდა დაუთმოს მეტი დრო ბიზნესს და ეკონომიკას და შედარებით ნაკლები NATO-ს და ევროკავშირს. ჩემი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო პასუხისმგებლიანი უნდა იყოს და პოლიტიკურ დევნაზე ნაკლები ილაპარაკოს მედიაში. თუ თვლიან, რომ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი, ძალიან მკაცრები უნდა იყვნენ, ოღონდ ეს დიპლომატიური არხების საშუალებით უნდა გააკეთონ და არა მედიის. უნდა გაითვლისწინონ, რომ ეს სასამართლოზე ზეწოლაა, გარდა იმისა, რომ სერიოზულად აზიანებს ბიზნესს.

14 რატომ არ უნდა ვთქვათ უარი ჰიდრო-ელექტრო სადგურების მშენებლობაზე

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკა

არჩილ მამათელაშვილი

პოტენციურად კონკურენტუნარიან დარგებში ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, მით უმეტეს, თუ ეს სექტორი კაპიტალტევადია და გრძელვადიანი ბიზნესციკლით ხასიათდება (ანუ ინვესტიციის დაბრუნებას, მისი განხორციელებიდან მინიმუმ 5 წელიწადი სჭირდება). რეგიონში თუნდაც ერთი ან ორი მიმართულებით კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას დადებითი ეფექტი აქვს დამხმარე ინდუსტრიებზეც და ეკონომიკაზე იმაზე უფრო მეტ დადებით გავლენას ახდენს, ვიდრე ეს მხოლოდ ამ დარგში შემოსული შემოსავლები და დასაქმებული ხალხია. საქართველოში ასეთი ტიპის ინვესტიცია შესაძლოა იყოს ინვესტირება ჰიდროელექტროსადგურებში (ჰეს). მოკლედ შევეცდები, განვმარტო რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ მიმართულებით შემოსული ინვესტიციების ხელშეწყობა.

პირველ რიგში, ჰიდროენერგეტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება. მოხმარება ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით წლიური 10%25-ით იზრდებოდა და მომავალში ზრდის ტენდენცია კვლავ გაგრძელდება, რაც ქვეყნას ელექტროენერგიის ნეტო იმპორტიორად უკვე 2 წლის შემდეგ გადააქცევს. შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც საბაზო, ასევე პიკური ენერგიის რეზერვები, რისთვისაც არსებულ სიტუაციაში ჰიდრორესურსები ყველაზე კარგი საშუალებაა. გარდა ზემოხსენებული პირდაპირი მიზეზისა, ჰიდროენერგეტიკა ჩვენთვის სამი ძირითადი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი:

1 ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს არ გააჩნია ისეთი ბუნებრივი რესუერსები, როგორიცაა ნავთობი და ბუნებრივი აირი, რაც ქვეყანას ენერგოდამოკიდებულს ხდის რეგიონის სხვა ქვეყნებზე. რეგიონში არსებული საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნისათვის აუცილებელია ჰქონდეს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერთი კომპონენტი მაინც, რათა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა მისი ეკონომიკის სრული კოლაფსი არ გამოიწვიოს (გავიხსენოთ 2006 წლის იანვარი - ერთდროულად აფეთქებული გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზის ანძები). ამ მიმართულებით, მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ საფრანგეთი, რომელმაც 1970-იანი წლების „ნავთობის ემბარგოს” შემდეგ, მიუხედავად მაღალი ეკოლოგიური და სოციალური რისკებისა, მიიღო გადაწყვეტილება აეშენებინა ატომური ელექტროსადგურები (აეს). ამჟამად, საფრანგეთში ელექტრომომარაგების დაახლოებით 75%25 სწორედ აეს-ების მიერ იწარმოება.

2 სუფთა ენერგია. ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ელექტროენერგია ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, ვიდრე ეკონომიკურად მიზანშეწონლი სხვა ალტერნატივები: ნახშირზე, მაზუთზე ან გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურები (თეს). სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების (ქარი, მზე) გამოყენების შედეგად მიღებული ელექტროენერგია იმდენად ძვირია, რომ ეკონომიკურად მისი აშენება, სუბსიდირების გარეშე, შეუძლებელია. ამასთან, ამ წყაროებიდან მიღებული ენერგია არასტაბილურია და პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებაც არ შეუძლია.

3 გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური ფასები. გამომდინარე იქიდან, რომ ჰეს-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულების დაახლოებით 80%25 მის აშენებაზე დახარჯული რესურსების ამორტიზაციაა და ინფლაციას მხოლოდ ტარიფის 20%25 შეიძლება დაექვემდებაროს, ჰეს-ის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება არა მარტო იაფია სხვა არსებულ ალტერნატივაზე, არამედ მისი ფასის ცვლილებაც საკმაოდ დაბალია და არ არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ნედლეულის ფასებზე. ნებისმიერი სხვა ალტერნატივა - თეს-ები, იმპორტი - ახლადაშენებული ჰეს-ების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე მინიმუმ 30%25-ით ძვირია. რადგან ელექტროენერგია ქვეყნისთვის მაინც საჭიროა, ჰეს-ებში ინვესტიციების შეფერხების შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ან თბოსადგურის აშენება და დამატებითი ბუნებრივი აირის შეძენა სხვა ქვეყნებიდან, რამაც შესაძლოა ფასების რყევა გაზარდოს, ან იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ელექტროსადგურების მშენებლობა და მათი ეკონომიკის ზრდა უნდა დავაფინანსოთ.

ამჟამად საქართველოში ტექნიკურად და ეკონომიკურად მიზანშეწონილი ჰიდროენერგეტიკული რესურსების დაახლოებით მესამედია ათვისებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია აშენდეს დაახლოებით 5000 მგვტ სიმძლავრის ჰეს-ები. ხსენებული სიმძლავრეების შენებას დაახლოებით 9-10 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია და 10-15 წელიწადი დასჭირდება (შესაბამისი გარემოს არსებობის შემთხვევაში). საშუალო ზომის ჰესის დაპროექტებას და აშენებას დაახლოებით 5 წელი ესაჭიროება, ხოლო ინვესტიციის ამოღებას - ექსპლუატაციაში გაშვებიდან 8-10 წელიწადი. ასეთი დიდი მოცულობის გრძელვადიანი ინვესტიციის სრულად საქართველოში მოძიება შეუძლებელია და საბანკო სექტორიც არ არის მზად საშუალო და დიდი ზომის პროექტების დასაფინანსებლად. შესაბამისად, ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან ან სტრატეგიული ინვესტორებისგან.

მსოფლიოში ქვეყნებს შორის მიდის კონკურენცია, რათა რაც შეიძლება მეტი კაპიტალი მოიზიდონ ეკონომიკის განვითარებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო შედარებით მაღალი რისკის მატარებელ ქვეყნად ითვლება, უცხოური კაპიტალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოვა, თუ რისკის ფაქტორების გარკვეული დონით დაზღვევა ან შემცირება მოხდება. ამისთვის საჭიროა, ენერგოსექტორში კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საინვეტიციო გარემო, მათ შორის, არა მარტო განვითარებაზე მორგებული ენერგეტიკული პოლიტიკის გატარებით, არამედ ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებების მექანიზმის დახვეწის მიმართულებითაც.

ამ მიმართულებით მუშაობის დადებითი შედეგებით ისარგებლებს ელექტროენერგიის მომხმარებელიც, ენერგოკომპანიებიც და სახელმწიფო ბიუჯეტიც.

იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული პროექტები განხორციელდება, ქვეყანაში შესაძლოა მოხდეს დამატებით 20 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიაზე მეტის წარმოება, რაც ორჯერ აღემატება ამჟამად ქვეყანაში წარმოებულ ელექტროენერგიას და მომდევნო 15-20 წლის ზრდას დააკმაყოფილებს. ხსენებულ სიმძლავრეებს შეუძლიათ, ტარიფის გენერაციის კომპონენტის ზრდა ინფლაციის ტემპებზე ბევრად უფრო დაბალ დონეზე შეინარჩუნონ მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში. ეს დადებითად იმოქმედებს როგორც ჩვეულებრივ მომხმარებელზე, ასევე ენერგოტევადი ინდუსტრიების განვითარებაზეც. მაგალითად, ისლანდიაში ჰიდროელექტროსადგურების დიდი სიმძლავრეების არსებობამ (საერთო წარმოების 75%25) სტიმული მისცა ალუმინის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობას.

თურქეთ-საქართველოს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი თითქმის დასრულებულია. ის საშუალებას მისცემს ენერგოკომპანიებს, მეტი მოგება მიიღონ: თურქეთში ელექტროენერგიაზე ფასები საქართველოსთან შედარებით უფრო მაღალია. თუ იქნება შესაბამისი გარემო, საქართველომ შეიძლება დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს. ამას ხელს უწყობს საბაზრო კონიუნქტურაც. საქართველოში ფასები გაზაფხული- ზაფხულის პერიოდში დაბალია (იმიტომ, რომ ჰეს-ებში ჰიდრორესურსების სიჭარბის გამო არ არის საჭირო თეს-ების ელექტროენერგია და იმპორტი), ხოლო თურქეთში მომხმარება ზაფხულის პერიოდში იზრდება და საბითუმო ფასებიც აქაურ ფასებს საშუალოდ 4-ჯერ აჭარბებს.

20 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის რეალიზიცია, პოტენციური ალტერნატივების ჩანაცვლების გათვალისწინებით, და ასევე ექსპორტი, ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 1.4-1.8 მილიარდი ლარით გაზრდის (ზუსტი ციფრი დამოკიდებული იქნება ამ წლებში არსებულ ელექტროენერგიის საბაზრო ფასზე), ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.

გვერდითი ეფექტები

ჰიდროენერგეტიკის განვითარებას მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტებიც აქვს. მათ შორის აღსანიშნავია:

  • სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. ამჟამად ქვეყანაში შემოსული იმპორტი ექსპორტს დაახლოებით 3.25-ჯერ აღემატება (2012 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემები. სტატისტიკის დეპარტამენტი). მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის უარყოფითი ბალანსის გამოსწორება აუცილებელია.

  • დამხმარე ინდუსტრიების განვითარების წახალისება. მაგალითად, სამშენებლო მასალების მწარმოებელ, სამშენებლო მომსახურებით დაკავებულ კომპანიებს, საპროექტო და კვლევით ინსტიტუტებს საკმაოდ დიდი სტიმული მიეცემათ განვითარების კუთხით. ზემოხსენებული ინვეტიციების დაახლოებით 60%25 სწორედ ჰეს-ის სამშენებლო ხარჯებს ხმარდება.

  • დასაქმება თავისთავად გაიზრდება, განსაკუთრებით მშენებლობის პერიოდში, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში თითქმის დაკარგული ჰიდროენერგეტიკოსის და ელექტროინჟინრის სპეციალობის ახალგაზრდა პროფესიონალების გაზრდას მიეცემა აზრი. ამჯამად სპეციალისტების საკმაოდ დიდი ნაწილი საპენსიო ასაკისაა და სამომავლოდ მათი ჩანაცვლება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ ახალგაზრდებისთვის ამ სპეციალობით მუშაობა საინტერესო იქნება. ამჟამად, ამ სპეციალობის ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი კომპანიებს უცხოეთიდან ჩამოჰყავთ. ვინაიდან ინჟინრის სპეციალობა მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, ანაზღაურებაც შესაბამისად მაღალია. ამიტომ, ამ დარგში დასაქმება ქვეყნაში მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის.

  • ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელს სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგება სერიოზულად აწუხებს. შესაბამისი დაგეგმვის შემთხვევაში, წყალსაცავები შესაძლოა გამოიყენონ რაიონებში წლის მიწოდების რეგულირების და მომარაგების მიზნითაც.

რა თქმა უნდა, ბევრი შემახსენებს გარემოზე უარყოფითი გავლენის ფაქტორს. უდავოა, დიდი წყალსაცავები გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს. ჰეს-ების აშენების იდეის ოპონენტებს ხშირად მაგალითად მოჰყავთ ენგურჰესი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ენგურჰესის ნახევარი ზომის ჰესის აშენების პოტენციალიც არ არის და ამასთან, კარგი დაგეგმვის შემთხვევაში, ამ უარყოფითი ეფექტის შემცირებაც შესაძლებელია. მსოფლიოში ამის მრავალი მაგალითი არსებობს. ნებისმიერმა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა ეს ეტაპი და ჰიდროენერგეტიკის განვითარების სარგებლიდან გამომდინარე, ამაზე არავის უთქვამს უარი. ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორებიცაა ნორვეგია (გამომუშავების 98%25), კანადა, ავსტრია, შვეიცარია, აშშ, ბრაზილია და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ თბოსადგურების ეფექტი გარემოზე ბევრად უფრო უარყოფითია, ფასზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მედიის ნაწილი ხშირად საფუძველს მოკლებული და ხელოვნურად გაზვიადებული უარყოფითი არგუმენტებით ცდილობს დაგვარწმუნოს იმაში, რომ ჰეს-ების მშენებლობა არ არის კარგი ქვეყნისათვის. ამ სტატიით მოკლედ მინდოდა მეჩვენებინა ამ გადაწყვეტილების ფასი და ის, თუ რაზე სურთ გვათქმევინონ უარი.

15 მაია ფანჯიკიძე: ცოტა გასაკვირია ასეთი საყვედური ჩვენ მიმართ

▲ზევით დაბრუნება


ფოკუსი

ესაუბრა დიმიტრი ავალიანი
ფოტო დიმა ჩივაიძე

0x01 graphic

განსაკუთრებით შემაშფოთებელია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონი მაია ფანჯიკიძის კომენტარი. მან განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიკრიმინალები და დამნაშავეები არიან. ბრალს და უდანაშაულობას მიუკერძოებელი სასამართლო უნდა ადგენდეს, სხვაგვარი მოქმედება კანონის უზენაესობას უთხრის ძირს, - ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და რომელსაც ხუთი ამერიკელი სენატორი აწერს ხელს.

ჯინ შაჰინი, ჯო ლიბერმანი, ჯეიმს რიში, ლინდსი გრეჰემი და ჯონ მაკკეინი, ქალბატონი ფანჯიკიძის Foreign Policy-სთვის მიცემულმა ინტერვიუმ აღაშფოთა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერთი მხრივ იმას ამტკიცებს, რომ ახალი ხელისუფლება ძველი მთავრობის მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ სასამართლო პროცესებს გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის დაცვით წარმართავს, ხოლო მეორე მხრივ, დამნაშავეებად და კრიმინალებად მოიხსენიებს მათ, ვისი ბრალიც ჯერ სასამართლოს არ დაუდგენია.

ამერიკელი სენატორების გარდა, საყვედური ქალბატონ ფანჯიკიძეს შეერთებული შტატების ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგანაც ერგო: „Financial Times, New York Times, Washington Post, Weekly Standart… პრესა სულელი არ არის, როგორც მოგეხსენებათ. გთხოვთ, ჩვენი კრიტიკა მეგობრის რჩევად აღიქვათ. ამერიკას, როგორც პარტნიორ ქვეყანას, სრული უფლება აქვს კითხვები დასვას. სხვა რომ არაფერი, ამერიკის არსებობის მანძილზე, ერთ სულ მოსახლეზე გაცემულ დახმარებებს შორის საქართველო პირველ ადგილზე დგას”, - განუცხადა მაღალი რანგის ამერიკელმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს German Marshall Fund-ში შეხვედრისას.

ამავე შეკრებაზე, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, საერთაშორისო უფლებადაცვითი და კვლევითი ორგანიზაციების, მედიის, უნივერსიტეტებისა და საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს ახლადარჩეული მთავრობა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებას შეადარეს. სააკაშვილის ხელისუფლების ერთ დროს აქტიურმა კრიტიკოსმა, ბრუს ჯექსონმა, ქალბატონ ფანჯიკიძეს უსაყვედურა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ თვეში უფრო მეტი ადამიანი დააპატიმრა, ვიდრე უკრაინის ავტორიტარულმა მთავრობამ ორი წლის მანძილზე - „მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრებას დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც წესი, ორი-სამი წელი სჭირდება, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ კი ეს სულ 20 დღეში მოახერხა“, - განაცხადა ექსპერტმა.

კრიტიკის პასუხად, საგარეო საქმეთა მინისტრმა დრო ითხოვა - „ჯერ ძალიან ადრეა თითოეული ნაბიჯის კრიტიკა. ამის დრო და შესაძლებლობა მოგვიანებით გვექნება”. მან ამავდროულად აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაკავებები საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას ხელს არ შეუშლის.

ტაბულა შეეცადა გაერკვია, თუ რას ეყრდნობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოპტიმიზმი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით.

მალევე, რაც ახალი მთავრობა შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას, გაისმა საკმაოდ კრიტიკული განცხადებები და გაფრთხილებები დასავლური ინსტიტუტების მხრიდან. ასევე პრესაში. აქცენტი დაპატიმრებებზე, თვითმმართველობასა და მედიაზე შესაძლო ზეწოლაზე კეთდებოდა. მოგეხსენებათ, შეშფოთება გამოთქვეს NATO- გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის უმაღლესმა პირებმა, აშშ-მა. ამერიკასა და ევროპაში ვიზიტის დროს, რა საუბრები გქონდათ ამ თემებთან დაკავშირებით? რა მოისმინეთ მათგან და რა პოზიცია გამოხატეთ თქვენ?

მათგან მოვისმინე ერთი ძირითადი მესიჯი, რომ საქართველოს საშინაო საქმეში არავინ ჩაერევა - არცერთი სახელმწიფო, არცერთი გაერთიანება. რასაკვირველია, შემაშფოთებელია ის, რაც ხდება, მაგრამ მერწმუნეთ, არანაკლებ შეშფოთებულები ვართ ჩვენ, რომ ამის კეთება გვიწევს. სხვათა შორის, ესაა მიზეზი, თუ რატომ წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები და რატომ მოიგო ქართულმა ოცნებამ: იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო უსამართლობა.

სწორედ ამის გამოსწორების მანდატი მისცა ქართველმა ხალხმა ქართულ ოცნებას. კოალიციის, პრემიერის და მთავრობის უმთავრესი ამოცანაა, გამოასწოროს ყველაფერი, რაც ცხრა წლის მანძილზე არ გაკეთდა და რაც ასე ფეხქვეშ ითელებოდა - კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ა.შ.

არაერთ განცხადებაში ითქვა, რომ მართლმსაჯულება დამოუკიდებელია და პოლიტიკური ნიშნით არავის დევნა არ ხორციელდება. ამას დაადასტურებს და უკვე ადასტურებს ყველა ის საქმე, რომელიც გამოძიების პროცესშია და, ადრე თუ გვიან, ბოლომდე მივა. რასაც ჩვენი პარტნიორები ითხოვენ და მოელიან, არის ის, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, არ იყოს შერჩევითი მართლმსაჯულება, რომ საზოგადოება იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, რა ხდება და ყველაფერი მოხდება კანონის დაცვით.

მგონი, 45 დღეც არ არის, რაც მთავრობაში ვართ. რასაკვირველია, მესმის, რომ პროცესი ჯერჯერობით არ დამთავრებულა, მისი შედეგები არავინ იცის და შეიძლება წინასწარ გამოხატო შეშფოთება. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში საკმარისი ინფორმაცია მივაწოდეთ პარტნიორებს. კიდევ უფრო მეტს მივაწვდით. ჩვენ ვეპატიჟებით მათ, რომ ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ პროცესებს, არაფერი დაფარული არ გვაქვს. ძალიან მალე ყველა ეს ეჭვი გაიფანტება, რადგანაც მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, პოლიტიკური დაპატიმრებები საქართველოში აღარ ყოფილა. ეს პროცესი ისეთი გამჭვირვალე, როგორიც დღეს არის, საქართველოში არასდროს ყოფილა - კანონი დაცულია და მომავალშიც იქნება დაცული.

ჩემთვის ცოტა გასაკვირია ასეთი საყვედური, როდესაც მთელი გასული წელი იყო იმის საპირისპირო მაგალითი, რასაც ახლა ჩვენგან მოელიან. სხვათა შორის, შარშან, მას შემდეგ რაც ქალბატონი ჰილარი კლინტონი წავიდა საქართველოდან - ეს იყო მაისის პირველი რიცხვები - ქართული ოცნების მომხრე 127 კაცი დააპატიმრეს. ჯამში, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, 190 ადამიანი. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური. სხვათა შორის, მათ შორის იყო ჩემი მეუღლეც, რომელიც ბიოქიმიკოსია. დამეთანხმებით, ეს არ არის პოლიტიკური პროფესია, იგი არ არის ქართული ოცნების წევრი, არც არასდროს ყოფილა.

აღარაფერს ვამბობ ჩვენს 70-მდე წევრზე, ვინც შემოწირულობა გადმორიცხა, ფინანსურად დაეხმარა ქართულ ოცნებას და ამის გამო დაკარგა მთელი ქონება. აი, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების, პოლიტიკური ზეწოლის, ოპოზიციის დევნის მაგალითი. და არა ის, რაც დღეს ხდება.

ვაშინგტონში ვიზიტის დროს თქვენი ერთ-ერთი მისია, როგორც ბატონმა პრემიერმა განაცხადა, იმაში მდგომარეობდა, რომ მედიისა და სახელისუფლებო წრეებისთვის ინფორმაცია მიგეწოდებინათ. თუმცა მას შემდეგ ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა მორიგი შეშფოთება გამოხატა თავისი წერილით. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თქვენი, თქვენი უწყებისა და ახალი მთავრობის მცდელობა, დაგერწმუნებინათ შეერთებული შტატები, წარუმატებელი გამოდგა? ანუ ისინი კვლავ იმ აზრზე რჩებიან, რომ არსებობს შეშფოთების საგანი იმ მოვლენებში, რაც საქართველოში ხდება?

ამაში ვერ დაგეთანხმებით. ამ სენატორებიდან მე მხოლოდ ერთს შევხვდი ვაშინგტონში. გარდა ამისა, კიდევ ძალიან ბევრ სენატორს, კონგრესმენს და, რაც მთავარია, სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს შევხვდი. მათი მხრიდან მსგავსი არაფერი მომისმენია. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვივარაუდო, რომ იმ სენატორებმა არ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რეალურად რა ხდება საქართველოში, ან მათი წყაროები არ იყვნენ დაინტერესებულნი, რომ მათ რეალური ინფორმაცია მიეღოთ.

ყველგან, სადაც შეხვედრა მქონდა, დაწვრილებით ვილაპარაკე იმაზე, რაც ახლა მოგახსენეთ. გარდა ამისა, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდი. ათი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა შეხვედრა დუბლინში, ეუთო-ს მინისტერიალზე. ვესაუბრე NATO-ს გენერალურ მდივანს და ეუთო-ს ყველა მნიშვნელოვან წარმომადგენელს. ანუ იმ 10 დღის განმავლობაში, რაც აშშ-სა და ევროპაში ვმოგზაურობდი, სადღაც 40-მდე შეხვედრა მქონდა. ამ ადამიანებიდან მხოლოდ ერთადერთის, ბატონი მაკკეინის ხელმოწერა აქვს წერილს, რომელიც ამერიკიდან მოვიდა.

აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ჩემი ვიზიტები იყო ძალიან წარმატებული და სათქმელი იმათ ყურამდე მივიტანე, ვისაც საქართველო აინტერესებდა.

ერთიც არის, როგორც გითხარით, პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. ეს შეშფოთება უფრო გაფრთხილებას და მოწოდებას ჰგავს, რომ დავიცვათ კანონი და ა.შ. რის გარანტიასაც ჩვენ ვიძლევით და პროცესის ბოლოს აღმოჩნდება, რომ სიტყვა შევასრულეთ, რომ ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას და პარტნიორებს ეკადრება. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესით ქვეყანაში სამართალს აღვადგენთ, გავაძლიერებთ მართლმსაჯულებას და, საბოლოო ჯამში, შევქმნით ისეთ დემოკრატიას, რომლითაც ჩვენი პარტნიორებიც იამაყებენ.

მინდა გკითხოთ NATO-ში ინტეგრაციის თემაზე. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ეს პროცესი შეაფერხა. ამის არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსის დაპატიმრება მოხდა სამხედრო კომიტეტის ვიზიტის წინ, რომელიც აღარ შედგა. ასევე ის, რომ NATO- მინისტერიალმა ისე ჩაიარა, ალიანსის მიმართულებით საქართველოს რაიმე წინსვლა არ აღნიშნულა. როდესაც საქართველოს პრემიერმინისტრი ხვდებოდა რასმუსენს, მან თქვა, რომ გენერალური მდივნისგან პირობა მიიღო - საქართველოს პროგრესი მინისტერიალზე რაიმე ფორმით გამოჩნდებოდა. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს არ მოხდა. რა იყო ამის მიზეზი?

NATO-ს თემაზე ჩვენ საქმის გადმობარება მანამდე დავიწყეთ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. თქვენ იცით, რომ იქ მოულოდნელი არაფერი ხდება. ის, რომ NATO-ს ამ მინისტერიალზე არ იყო დაგეგმილი არც კომუნიკეს და არც რაიმე განცხადების მიღება, ძალიან დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. მაშინ ჯერ არავინ იყო დაპატიმრებული და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებში ვიცოდით, რომ ამ მინისტერიალზე არც MAP-ი იქნებოდა მოცემული და არც „MAP-ზე მეტი“. თუ ვინმე ამბობს, რომ ამ მინისტერიალზე MAP-ი იგეგმებოდა და ვერ მივიღეთ, ეს ნამდვილი სიცრუეა.

მინისტერიალის შემდეგ გაიმართა საქართველო-NATO-ს კომისიის სხდომა, რომელსაც კოალიციის ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა. იქ გავაკეთე მოხსენება, თუ რა მდგომარეობაში ვართ ახლა, რა არის ახალი ხელისუფლების მიდგომა, რა არის ახალი მთავრობის სამომავლო გეგმები. ამ ყველაფრის შემდეგ თხუთმეტმა მინისტრმა გამოთქვა აზრი. აბსოლუტურად ყველა ძალიან პოზიტიური იყო. სხვათა შორის, ამ დროს ჩვენ უკვე გვქონდა კოჰაბიტაციის დადებითი მაგალითი, როდესაც შეთანხმდა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის კანდიდატურა. ამ თხუთმეტი მინისტრის გამოსვლაში ყველაფერი აღინიშნა და ეს არის ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ NATO-ს მინისტერიალზე.

გარდა ამისა, ISAF-ის სხდომაში მივიღე მონაწილეობა. თქვენ იცით, რომ გადაწყვეტილება ავღანეთში მეორე ბატალიონის გაგზავნის შესახებ ოქტომბერში იყო მიღებული, ანუ არჩევნების შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ახალი მთავრობა აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენ შევპირდით პარტნიორებს, რომ 2014 წლის შემდეგ საქართველო იმ ფორმით დარჩება ავღანეთში, რომელზეც NATO-სა და აშშ-სთან მოვილაპარაკებთ. ეს უაღრესად დადებითად იყო აღქმული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ვთვლი, რომ მათი ქება ყველაზე მეტად ეკუთვნით იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც უბადლოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

გადადებული სამხედრო კომიტეტის ვიზიტი მომავალ წელს შედგება. და რაც მთავარია, სავარაუდოდ მარტში, NAC-ის (ჩრდილოატლანტიკური საბჭოს) ვიზიტიც გაიმართება. ეს ნიშნავს, რომ გენერალური მდივანი რასმუსენი და ყველა ელჩი ჩამოვა. იცით, რომ NATO-ს ორი კომპონენტი აქვს - პოლიტიკური და სამხედრო. სამხედრო კომიტეტთან ერთად NAC-ის პოლიტიკური ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ორივე ვიზიტი შეთანხმებულია და ორივე ფორმატში NATO-ს დელეგაციები პრემიერმა მოიწვია საქართველოში.

ევროკავშირთან ამჟამად მთელ პაკეტზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები - ასოციაციის შესახებ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ. რა სტადიაშია დღეს ეს მოლაპარაკებები? რა შედეგს შეიძლება ველოდოთ და როდის?

სამი ასეთი შეხვედრა დაგვრჩა - 2013 წელს იანვარში, მარტში, მაისში და სწორედ მაისის შეხვედრაზე უნდა გვქონდეს შეთანხმებული ყველაფერი. ეს იმისთვის, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც 2013 წლის ნოემბერში შედგება, ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც შეიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

მაისისთვის უნდა მივაღწიოთ ვიზის ლიბერალიზაციის მეორე ეტაპზე გადასვლას. აქ არის ორი რამ - ერთი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიაში მოყვანა და იქ ბევრი სამუშაოა. და შემდეგ, მეორე ფაზა, რომელიც ითვალისწინებს იმის იმპლემენტაციას, რაზეც შევთანხმდებით.

ეს ყველაფერი მინიმუმ პარაფირებული უნდა იყოს ვილნიუსის სამიტამდე. იქ უნდა გაიხსნას ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის. აი, ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზნისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვასრულებთ.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სწორედ ეკონომიკის და კულტურის საკითხებზე გამართავს მოლაპარაკებებს და დასაწყისში უფლებამოსილი იქნება, მოლაპარაკებები მხოლოდ ამ სფეროებზე აწარმოოს.

თუ არის ცნობილი, როდის შედგება პრემიერის ვიზიტი შეერთებულ შტატებში?

კონკრეტული თარიღი უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, 2013 წლის განმავლობაში, ზუსტად ვერ გეტყვით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება დღის წესრიგი საქართველოში.

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში პირველ შეხვედრას მართავს რუსულ მხარესთან. ეს ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა, ფაქტობრივად, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩაშალა. ახალი ფორმატი - სპეცწარმომადგენლის რუსეთის მხარესთან შუამავლების გარეშე მოლაპარაკება - საფრთხეს ხომ არ უქმნის ჟენევის ფორმატს? რუსეთს ყოველთვის შეუძლია მოაწყოს ასეთი დემარში და აქცენტი ამ ორმხრივ მოლაპარაკებებზე გადაიტანოს. ასეთი სცენარი შესაძლებელია?

მე მგონია, რომ არ არის შესაძლებელი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჟენევის ფორმატი არის ხელშეუხებელი, ვინაიდან ეს საკმაოდ ხანგრძლივი ფორმატია. მოგეხსენებათ, ეს უკვე 22-ე შეხვედრა იყო. ეს სრულიად განსხვავებული ფორმატია, იქ არის მსჯელობა ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, მასში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ამერიკის შეერთებული შტატები.

ჩვენი ამოცანა იყო, ამ ფორმატის პარალელურად, კიდევ ერთი არხი გაგვეხსნა რუსეთთან ურთიერთობებში, ამჯერად უკვე პირდაპირი დიალოგის სახით. ისეთის, რომელშიც სხვა არავინ მონაწილეობს და რომელიც ასევე ძალიან კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად შეიქმნა.

ჟენევის ფორმატს არავითარ შემთხვევაში საფრთხეს არ შევუქმნით. პირიქით, გვინდა კონკრეტული შედეგები მოიტანოს. იყო მცდელობები, ფორმატი დაშლილიყო, მაგრამ ის აქამდე მოვიდა და არ გაუქმებულა. ვერ ვიტყვით, რომ ამ ფორმატმა რაიმე ძალიან კონკრეტული მოიტანა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მისი გაუქმება არ იგეგმება.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მესიჯი, რომ ბატონი ზურაბ აბაშიძის დანიშვნით გაგვეხსნა ურთიერთობის მეორე არხი, ძალიან სწორად არის აღქმული რუსეთის მიერ და ამიტომაც, ისინი ამ ფაქტს დადებითად გამოეხმაურნენ. იმის მიუხედავად, რომ დასაწყისში მათი რეაქცია არ იყო ადეკვატური და ჩვენ უფრო მეტს ველოდით. ყოველ შემთხვევაში, პირველი შეხვედრა შედგა.

-ნი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველო მოლაპარაკებებზე წინაპირობების გარეშე მიდის. თუმცა რუსეთის მხრიდან რამდენიმე განცხადება გაკეთდა. მათ შორის, ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი ძალიან ცუდად აისახება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივაზე. იყო მედვედევის განცხადება, რომ საქართველომ უნდა აღიაროს ახალი რეალიები. მეორე მხრივ, საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთ დეკლარირებულ პრიორიტეტს ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნა წარმოადგენს. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველო ამ სიტუაციაში არის არამოგებიან, ერთგვარი მთხოვნელის პოზიციაში? რადგან ჩვენ გვაქვს შესასრულებელი ამოცანა ბაზრის გახსნის სახით, რუსეთს კი თავისი მოთხოვნები აქვს?

არავითარ შემთხვევაში. თქვენ ყურადღებით გიდევნებიათ თვალი რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ასეთივე ყურადღებით ადევნებდით თვალს ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ისევე, როგორც რუსეთი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ არსებობს წითელი ხაზები - ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს თავისუფალი არჩევანი, შეუერთდეს იმ ალიანსს, იმ კავშირს, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის იქნება საჭირო. ეს არის NATO და ევროკავშირი. არცერთ სხვა კავშირს და ალიანსს საქართველო არ შეუერთდება.

რასაკვირველია, რაღაც პირობები ყოველთვის არსებობს ნებისმიერი მოლაპარაკებების წინ. მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ძალიან ნათელი, ამაზე უფრო მკაფიოდ ამას ვერ იტყვი. დარწმუნებული ვარ, ეს მისულია რუსეთის ხელისუფლების ყურამდეც. და მიუხედავად ამისა, ეს შეხვედრა მაინც შედგა.

პირველი შეხვედრა რაიმე კონკრეტულს ვერ მოიტანს. იქ განხილული იქნება ტექნიკური საკითხები. თუმცა სამომავლოდ, დღის წესრიგში არის რამდენიმე კონკრეტული თემა. მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ბაზრის გახსნა ჩვენთვის ძალიან საინტერესო საკითხია, რადგან ამას ვუკავშირებთ ეკონომიკის აღორძინებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენთვის ძალიან დადებით მომენტებს.

ისიც ბევრჯერ თქმულა, რომ რუსულ ბიზნესს ძალიან კარგი პირობები აქვს შექმნილი და ისინი ბევრ მნიშვნელოვან ბიზნესს ფლობენ საქართველოში. სამაგიეროდ, ქართულ ბიზნესს არ აქვს პირობები რუსეთში. ანუ, აქ არსებობს თანამშრომლობის პოტენციალი და როდესაც მსგავსი სახის საერთო ინტერესები არსებობს, მჯერა, იქ მოლაპარაკება შესაძლებელია.

ამიტომ ითქვა, რომ სპეციალური წარმომადგენელი სწორედ ეკონომიკის და კულტურის საკითხებზე გამართავს მოლაპარაკებებს და დასაწყისში უფლებამოსილი იქნება, მოლაპარაკებები მხოლოდ ამ სფეროებზე აწარმოოს. აუცილებელია ჰუმანიტარული ფაქტორის, ხალხთა შორის ურთიერთობის გათვალისწინება. მოგეხსენებათ, უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში. რუსეთთან ცალმხრივად გვაქვს გაუქმებული სავიზო რეჟიმი, მაგრამ ხალხთა შორის ურთიერთობა ვერ აღდგება, თუ მეორე მხრიდანაც შეღავათები არ იქნა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთი მზადაა დღესვე გვესაუბროს სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, თუმცა რაღაც სახის ლიბერალიზაციას აქაც შეიძლება ველოდოთ.

ორი კონკრეტული თემა გაჟღერდა რუსეთის მხრიდან. ეს არის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა და ქართული პროდუქციის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. ამიტომ არ გამოვრიცხავ მოლაპარაკებებს ამ ორ თემაზე. და დავამატებდი ჰუმანიტარულ თემას, რასაც ვუკავშირებ ვიზების საკითხს. მე არ ველი, რომ ისინი მალევე გადაწყდება, თუმცა ვფიქრობ, სამივე თემა მოლაპარაკებებზე წამოიჭრება.

არჩევნების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ზედმეტადვუყიჟინოთდასავლეთს ოკუპაციის თემით და რომ ხშირად დასავლეთის მხრიდან სიტყვიერი მხარდამჭერი განცხადებები არ არის ბოლომდე ეფექტური. მოლაპარაკებების დაწყების ფონზე შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ თბილისის პოლიტიკა შეიცვლება რიტორიკის შერბილების მიმართულებით?

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ წითელი ხაზები ძალიან ცხადია. ამას ვერაფერი შეცვლის, სანამ საქართველოს ტერიტორია იქნება ოკუპირებული, ეს იქნება ნომერი პირველი თემა. ბატონმა ბიძინამ იგულისხმა - სამწუხაროა, როდესაც საქართველო სხვადასხვა ქვეყნებს შორის დაპირისპირების საგანი ხდება.

მოგეხსენებათ, მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რასაც, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით რუსეთზე. შესაბამისად, ეს არის აშშ-სა და რუსეთს, ევროკავშირსა და რუსეთს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და რუსეთს შორის ის საკითხი, რომელზეც ისინი ვერ თანხმდებიან. კარგი იქნებოდა, საქართველო გამხდარიყო არა კონფრონტაციის, არამედ კოოპერაციის ადგილი. და ამაზე ყველამ უნდა იმუშაოს. რასაკვირველია, რუსეთზეც ბევრია დამოკიდებული.

რა ხდება ელჩებთან დაკავშირებით? თქვენ ამბობდით, რომ დიდი რაოდენობით ელჩები უნდა შეიცვალონ, თუმცა ვერ მიაღწიეთ შეთანხმებას პრეზიდენტთან. რა მიზანს ემსახურება ელჩების ასეთი როტაცია?

მე არასდროს მითქვამს, რომ ელჩების დიდი რაოდენობა უნდა შევცვალოთ. მინდა იცოდეთ, რომ ამ სამინისტროში ორადორმა ადამიანმა დატოვა სამსახური, გარდა მინისტრის იმ მოადგილეებისა, რომელთაგან ზოგს თვითონ არ უნდოდა დარჩენა.

ამ სამინისტროში, რომელშიც მე თვითონ 16 წელი ვმუშაობდი, ძალიან ბევრი პროფესიონალია. მე მათ ძალიან ვაფასებ და ვასრულებ იმ დაპირებას, რაც ბატონმა ბიძინამ გააკეთა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში - სახელმწიფო მოხელეებს ექნებათ ბევრად უფრო უკეთესი პირობები, ვიდრე ჰქონდათ. მათ არასოდეს მოუწევთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის დავალების შესრულება. ამის გარანტორი ამ უწყებაში მე ვარ.

რაც შეეხება ელჩებს, სამოცზე მეტი მისიის ხელმძღვანელის პირობებში 10-12 ელჩის გამოცვლა მეოთხედზე ნაკლებია. ძირითადად ეს ეხება იმ ელჩებს, რომლებმაც, როგორც უკვე ვთქვი, დაივიწყეს, რომ საქართველოს ელჩები იყვნენ და არა ნაციონალური მოძრაობის. ეს პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. იმედი მაქვს, თქვენი ჟურნალის ამ ნომრის გამოსვლისთვის საკითხი გადაწყდება. ეს, სხვათა შორის, იმათაც ეხებათ, ვინც თავად განაცხადეს, რომ არ აპირებენ ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. დავასახელებ მხოლოდ ორ მათგანს - ამერიკაში და გაეროში ელჩებს, იაკობაშვილს და ლომაიას, რომლებმაც თვითონ, თავიანთ Facebook-გვერდებზე დაწერეს, რომ არ აპირებენ ელჩებად დარჩენას. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არიან თავიანთ ადგილებზე, რჩებიან თანამდებობებზე, რაც პირადად ჩემთვის გასაკვირია.

დაბოლოს, მინდა გკითხოთ იმ ინფორმაციის შესახებ, რაც გავრცელდა დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების პირადი მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით. იქ იყო მონაცემები მათი ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახის წევრთა და .. შესახებ. ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების შესახებაც იყო კითხვები. რატომ გახდა ეს საჭირო?

არც ქონებრივი მდგომარეობის და არც ოჯახის შესახებ მონაცემების შეგროვება არ ყოფილა... იყო ლაპარაკი შიდა მოხმარებისთვის ცნობარის შექმნაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს უწყების შიგნით სხვებთან ნორმალური კონტაქტი. მე 16 წელი ვიმუშავე ამ სისტემაში და ეს ხდებოდა სისტემატურად, იგზავნებოდა კითხვარი, რათა განახლებულიყო თუნდაც საკონტაქტო ინფორმაცია. ახლა ამას e-mail Facebook-ი დაემატა. ეს კითხვარი არის სტანდარტული ფორმა, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიცავს ბევრად უფრო ნაკლებ მონაცემს, ვიდრე ანკეტა, რომელსაც ადამიანი ავსებს ნებისმიერ საელჩოში ვიზის მისაღებად.

ეს ინფორმაცია დიდი ხანია არ განახლებულა და აუცილებლად საჭიროებდა ამას. ნამდვილად არ მაინტერესებს არცერთი თანამშრომლის ქონებრივი მდგომარეობა, მათი პირადი ამბები და, მით უმეტეს, ეწევიან თუ არა სიგარეტს... თანაც, თანამშრომლებს შეეძლოთ არ შეევსოთ ის გრაფები, რომელთა შევსებაც არ სურდათ.

16 რა შეიძლება ვისწავლოთ პალესტინის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისგან?

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

სერგი კაპანაძე

0x01 graphic

2 ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოს მედიასივრცეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გაეროში ჩატარებულმა კენჭისყრამ პალესტინის რეზოლუციის შესახებ. საქართველოს დელეგაციამ გენერალურ ასამბლეაზე „მწვანე” შუქი აანთო, ანუ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ბუნებრივად გაჩნდა კითხვა - ეს გადაწყვეტილება მართებულია თუ არა? რატომ გადაწყვიტა ასე საქართველოს ხელისუფლებამ და რამდენად დიდი ზიანი ან მოგება მოუტანა ამით ქვეყნის ინტერესებს? ამ სტატიაში შევეცდები, გავაანალიზო ეს პლუსები და მინუსები, თუმცა ასევე, ორიოდე სიტყვით შევეხები იმ რეაქციებს, რაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში მოჰყვა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას.

თავიდანვე ვიტყვი - მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მართებული იყო. უფრო სწორად, ვფიქრობ, რომ მსგავსი რეზოლუცია საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გატანილი გენერალურ ასამბლეაზე, რადგან ასეთი საკითხები სხვა ფორმით უნდა წყდებოდეს. თუმცა, რადგან საკითხი გენერალურ ასამბლეაზე გავიდა, საქართველოს მხრიდან „მწვანე ღილაკის“ დაჭერა საკმაოდ ლოგიკური ნაბიჯი იყო.

რა მოტივები ამოძრავებდა საქართველოს?

დავიწყოთ იმით, რომ ეს არ იყო რეზოლუცია, რომელშიც რამე ისეთი ეწერა, რაც საქართველოს აქამდე არ ჰქონდა გაკეთებული ან აღიარებული. საქართველომ 1992 წელს აღიარა პალესტინა და დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები პალესტინის ხელისუფლებასთან. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო მხარს უჭერდა პალესტინასთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ რეზოლუციებს, რადგან მიაჩნდა, რომ ჰუმანიტარული საკითხები გაეროში სწორედ გენერალური ასამბლეის მიერ უნდა განიხილებოდეს. საქართველოს ასევე მრავალჯერ გამოუხატავს თავისი დამოკიდებულება ისრაელის უსაფრთხოების პრიმატის მიმართ და კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს პრინციპზე“ დაყრდნობით მოგვარებასთან დაკავშირებით. მოკლედ, საქართველომ ამ რეზოლუციით არაფერი ახალი არ თქვა. მან გაიმეორა ის, რაც აქამდეც ბევრჯერ უთქვამს.

საქართველო უფრო დიდი დილემის წინაშე იქნებოდა, ეს რეზოლუცია რომ პალესტინის გაეროში ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობას გულისხმობდეს. შარშან, როდესაც იუნესკოში პალესტინის გაწევრიანების რეზოლუცია გავიდა, საქართველომ მას მხარი არ დაუჭირა. მაშინ მოტივაცია გასაგები იყო - ყველას მიერ არაღიარებული სახელმწიფოს საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობაზე დათანხმება საქართველოსთვის მარტივი არ არის გასაგები მიზეზების გამო.

ამასთან, აშშ-ის კონგრესს 1990-იან წლებში მიღებული აქვს ორი კანონი, რომლის მიხედვით, ის საერთაშორისო საქართველოს ხელისუფლების გათვლა ალბათ იმაზე იყო, რომ პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერით, არაბული ლიგა თავს ვალდებულად იგრძნობს და საქართველოს დევნილების რეზოლუციაზე რამდენიმე ქვეყანა მაინც დაიკავებს „მწვანე“ პოზიციას. ორგანიზაციები, რომლებშიც პალესტინა გაწევრიანდება, აღარ იქნებიან დაფინანსებული აშშ-ის მიერ. შესაბამისად, შარშან საქართველომ ხელი არ შეუწყო ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც იუნესკოსთვის დაფინანსების შემცირებას გამოიწვევდა. პალესტინის გაწევრიანების შემდეგ აშშ-მა მართლაც არა მხოლოდ შეუწყვიტა იუნესკოს დაფინანსება, არამედ დავალიანებებიც კი არ გადაიხადა (ჯამში 144 მილიონი დოლარი), რითაც მის ფუნქციონირებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. 29 ნოემბრის რეზოლუციაში გაეროს წევრობაზე საუბარი მხოლოდ იმ კონტექსტშია, რომ გაკეთებულია მოწოდება, უშიშროების საბჭოზე პოზიტიურად განიხილოს 2011 წლის 23 სექტემბერს პალესტინის მიერ გაეროს სრულ წევრობაზე გაკეთებული განაცხადი.

მოკლედ რომ ვთქვათ, შინაარსობრივად საქართველო ემხრობოდა ყველაფერს, რაც ამ რეზოლუციაში ეწერა. ანუ, პრინციპული თვალსაზრისით, საქართველო სწორად მოიქცა. საინტერესოა, რომ თუ ავიღებთ 2012 წლის 27 ივნისს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს სივილ.ჯი-სთან, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი პასაჟი პალესტინის შესახებ იმავე სულისკვეთებით არის გაჟღენთილი, რითაც 29 ნოემბრის რეზოლუცია.

ცალკე საკითხია არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს ურთიერთობები არაბულ სამყაროსთან. რუსეთის ფედერაციას დიდი ხანია დეკლარირებული აქვს, რომ სურს მიიღოს რაც შეიძლება მეტი აღიარება ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე აზიის კონტინენტზე. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში იყო. არაბული ლიგა, რომელიც პალესტინის რეზოლუციას მხარს უჭერს, ჯამში 22 სახელმწიფოს აერთიანებს (სირიის ჩათვლით). შესაბამისად, საქართველომ ამ ქვეყნებთან არაღიარების პოლიტიკის საწარმოებლად ყველა ღონე უნდა გამოიყენოს. სამწუხაროდ, ეს ის რეგიონია, სადაც არც აშშ-ს და არც ევროკავშირს დიდი გავლენა არ აქვს. აქედან გამომდინარე, სავსებით გასაგებია, რომ საქართველო არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ღიად შეეწინააღმდეგება არაბული ლიგის პოზიციას, განსაკუთრებით იმ თემებზე, სადაც საქართველოს პოზიცია წლების განმავლობაში ემთხვეოდა არაბულ პოზიციას.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს არაბული სამყაროს მიერ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ე.წ. დევნილების რეზოლუციის პოტენციური მხარდაჭერა. ბუნებრივია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ტრადიციულად დიდ დროს და ენერგიას ხარჯავს ამ რეზოლუციის მომზადებაზე, ფიქრობს არაბული ლიგის სავარაუდო ხმებზე. წელს ორმა არაბულმა სახელმწიფომ მისცა ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ (სუდანი და სირია), ხოლო მხარი არცერთს არ დაუჭერია. საქართველოს ხელისუფლების გათვლა ალბათ იმაზე იყო, რომ პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერით, არაბული ლიგა თავს ვალდებულად იგრძნობს და საქართველოს რეზოლუციაზე რამდენიმე ქვეყანა მაინც დაიკავებს „მწვანე” პოზიციას. ნებისმიერ შემთხვევაში, ლოგიკა ჩემთვის გასაგებია - პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერის შემთხვევაში არაბული ლიგის ხმების მიღების შანსი ნამდვილად არის, ხოლო ამ რეზოლუციაზე რომ თავი შეგვეკავებინა, შანსი ძალიან მცირე იქნებოდა.

დაბოლოს: საქართველოს გადაწყვეტილი აქვს კენჭი იყაროს უშიშროების საბჭოში 2014 წლისთვის. არჩევნები 2013 წელს ტარდება. უშიშროების საბჭოში მოსახვედრად ყველა ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ადვილად სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობას ეს გათვლაც ჰქონდა.

რა ნეგატიური ეფექტი შეიძლება მოჰყვეს პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერას?

ბუნებრივია, მთავარი პრობლემა, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ამ რეზოლუციის მხარდაჭერისას იფიქრებდა, ისრაელის და აშშ-ის სავარაუდო რეაქციას უკავშირდება.

0x01 graphic

მაჰმუდ აბასი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

დავიწყოთ აშშ-ით. საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ბევრ საგარეო პოლიტიკურ საკითხზე იდენტურ პოზიციაზე იმყოფებიან, იქნება ეს ავღანეთში არსებული მდგომარეობა თუ სირიასა და ლიბიაში მიმდინარე პროცესები. მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ გაეროში რეზოლუციებზე კენჭისყრისას საქართველო ყოველთვის ისე იქცევა, როგორც აშშ. ავიღოთ ოთხი მაგალითი, სადაც საქართველოს პოზიცია აშშ-სგან განსხვავებულია:

კოსოვო: საქართველო და აშშ კოსოვოსთან დაკავშირებულ საკითხზე განსხვავებულ პოზიციაზე იმყოფებიან. აშშ მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას, საქართველო კი პატივს სცემს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ საკითხზე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეთანხმება არ მოხდება, შესაბამისად, საქართველო ალბათ გააგრძელებს ამერიკისგან განსხვავებულ პოზიციაზე ყოფნას. უახლოეს ხანებში კოსოვოს თემატიკა ალბათ გააქტიურდება, რადგან კოსოვო შეეცდება გაწევრიანდეს მთელ რიგ ევროპულ ინსტიტუტებში. ძნელად წარმომიდგენია, ამ საკითხზე საქართველომ თავისი პოზიცია შეცვალოს.

კუბის სანქციები: ანალოგიური დამოკიდებულება აქვს საქართველოს აშშ-ის მიერ კუბისადმი გამოცხადებულ სანქციებთან დაკავშირებით. 1992 წელს, როდესაც გენერალურმა ასამბლეამ პირველად მიიღო ეს რეზოლუცია, მას მხარს მხოლოდ 59 სახელმწიფო უჭერდა და ორი წინააღმდეგი იყო (აშშ და ისრაელი). 2012 წლის 13 ნოემბერს იმავე შინაარსის რეზოლუციას უკვე მხარი დაუჭირა 188 სახელმწიფომ (რეკორდული მაჩვენებელი), წინააღმდეგი სამი იყო (აშშ, ისრაელი და პალაუ), ხოლო თავი შეიკავეს მარშალის კუნძულებმა და მიკრონეზიამ. საქართველო ამ რეზოლუციას ტრადიციულად უჭერს მხარს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ აშშ-სთვის მტკივნეულ თემებზე საქართველოს აქამდე განსხვავებული პოზიცია არ დაუჭერია, არასწორია.

პალესტინის რეზოლუციები: ცალკე აღნიშვნის ღირსია პალესტინასთან დაკავშირებული რეზოლუციები, რომელთა რაოდენობა 20-მდე ადის, ხოლო თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია - დაწყებული დევნილების უფლებით, დასრულებული პალესტინის მოსახლეობის ჯანდაცვისადმი ხელმისაწვდომობით. საქართველოს პოზიცია ამ რეზოლუციებზე უკანასკნელ წლებში პოზიტიური იყო, განსხვავებით აშშ-ისა და ისრაელის პოზიციებისგან, რომლებიც ან წინააღმდეგ აძლევდნენ ხმას, ან თავს იკავებდნენ.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ აშშ-ის რეაქცია არ უნდა ყოფილიყო მთავარი შემაკავებელი საქართველოსათვის. თანაც, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რეზოლუციას წინ უსწრებდა ფილიპ გორდონის და ერიკ რუბინის ვიზიტი, ხოლო კენჭისყრის დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სავარაუდოა, რომ აშშ-სთან ამ თემაზე საუბარი იქნებოდა. ის, რომ ამერიკას ჩვენი პოზიცია ესმის, ასევე კარგად გამოჩნდა ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებაში, რომელიც კენჭისყრიდან რამდენიმე დღეში გაკეთდა. ამ განცხადებაში, თუ ქართულ სააგენტოებს ვენდობით, ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიციის ესმის.

დარჩა ყველაზე მთავარი პრობლემა - ისრაელის პოზიცია, რასაც, დარწმუნებული ვარ, ქართული დიპლომატია მრავალჯერ გააანალიზებდა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას წარუდგენდა პრემიერმინისტრს. ისრაელთან ჩვენს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, არ შევათანხმებდით, რადგან ძნელი წარმოსადგენია მისგან თანხმობა მიგვეღო, თუმცა არც მხარდაჭერას შევპირდებოდით, რაც გამოცდილი დიპლომატისთვის საკმარისი გზავნილი უნდა ყოფილიყო.

ჩემი აზრით, ისრაელის ელჩის მიერ გაკეთებული საჯარო დემარში სრულიად გასაგებია, რადგან ისრაელის დიპლომატებს, სავარაუდოდ, მსგავსი დემარშების გაკეთება ყველა იმ ქვეყანაში დაავალეს, ვინც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ისრაელს და საქართველოს ნამდვილად კარგი ურთიერთობები აქვთ (მიუხედავად ფუქსის და ფრენკელის ისტორიისა) და ისრაელის ხელისუფლებას, ასევე საქართველოში მრავლად მცხოვრებ ებრაელებს ეს გადაწყვეტილება არ ესიამოვნებოდათ, მაგრამ მათთვის რომ ხელისუფლებას უკეთ აეხსნა მოტივაცია, დარწმუნებული ვარ, ამ ამბავს ასეთი რეაქცია არ მოჰყვებოდა.

რაც შეეხება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გადადებას, ჯერ ნათლად არ არის გარკვეული, ეს ვიზიტი პალესტინის რეზოლუციის გამო გადაიდო, თუ სხვა მიზეზებით. თუ პალესტინის ვიზიტის გამო, ეს გადაწყვეტილება ცოტა უცნაური იქნება, რადგან რეზოლუციას ჩვენ გარდა მსოფლიოს კიდევ 137-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი და მხოლოდ საქართველოს ამორჩევა, როგორც მინიმუმ, უცნაურია.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ მხოლოდ რეზოლუციას კი არ დაუჭირა მხარი, იქვე კენჭისყრაზე მიღებული გადაწყვეტილებაც ახსნა. აქ საქართველომ პრაქტიკულად გაიმეორა ყველა ის პუნქტი, რაც ისრაელის და აშშ-ის დელეგაციებმა თქვეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ „დიპლომატიური“ ნაბიჯი გადადგა - საქციელით მხარი პალესტინას დაუჭირა, სიტყვით კი - ისრაელს.

ცალკე უნდა გამოიყოს ის ინსინუაციები, რაც ისმოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმით საქართველომ თითქოს ჰამასი აღიარა, ჰამასის აღიარებით კი ირიბად აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რომელსაც ჰამასი 2008 წლის 26 აგვისტოს მიესალმა. ეს ლოგიკური ჯაჭვი სრულიად გაუგებარია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ჰამასი არ უღიარებია.

საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნისთვის, პალესტინის ლეგიტიმურ მმართველად კვლავ ფატჰი და აბასის მთავრობა რჩება. დიპლომატიური ურთიერთობებიც სწორედ მათთან გვაქვს. შესაბამისად, ჰამასის აღიარებას ამ რეზოლუციასთან საერთო არაფერი აქვს. შეგნებულად აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამდენად მართალია, რომ ჰამასმა აფხაზეთი აღიარა. 2008 წლის 26 აგვისტოს ჰამასის პრესსპიკერმა მხოლოდ განცხადება გააკეთა, სადაც მიესალმა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარებას, რითიც, რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას დარტყმა მიაყენა, მაგრამ რამდენად ნიშნავს ეს განცხადება დიპლომატიურ აღიარებას, ეს იურისტების გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, არ ნიშნავს. ასეც რომ იყოს, პალესტინის რეზოლუციას ჰამასის აღიარებასთან საერთო არაფერი აქვს.

რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ?

0x01 graphic

ისრაელის ელჩი გაეროში რონ პროსორი

ამ ყველაფერზე უკვე რამდენიმე კვირაა ვსაუბრობთ, თითქოს ყველაფერი ითქვა, ყველა მოსაზრება მოითელა. პალესტინის ქეისიც წარსულს ბარდება, თუმცა ჩემთვის ამ შემთხვევამ სამი სხვა პრობლემა გახდა უფრო ნათელი.

პირველი: ახალ ხელისუფლებას აშკარად სჭირდება ორი თემის გამოსწორება - შიდა კოორდინაციის და საზოგადოებრივი ურთიერთობების. შიდა კოორდინაციის პრობლემა ნათლად გამოჩნდა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს უმრავლესობის წევრებმა და მათგან თითქმის ყველა გაკვირვებული იყო არა მხოლოდ რეზოლუციის მხარდაჭერით, არამედ იმითაც, რომ ასეთი რეზოლუცია საერთოდ გავიდა ისე, რომ მათ არ იცოდნენ. გასაგებია, რომ ხელისუფლება ჯერ ახალია და სწავლობს, მაგრამ მეტი კოორდინაციის შესახებ ზრუნვა ახლავე თუ არ დაიწყეს, მალე უფრო მეტი საკითხი იქნება გადასაწყვეტი და მაშინ უარესი შედეგი შეიძლება მოჰყვეს მარჯვენა ხელის მიერ მარცხენა ხელის გეგმების შესახებ არცოდნას.

აი, საზოგადოებრივი ურთიერთობები კი უკვე კატასტროფულ ნიშნულს უახლოვდება. ეს პალესტინის რეზოლუციის შემთხვევამაც კარგად აჩვენა. საკმარისი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება მიეცა, რომ სიტუაცია უფრო ნათელი გახდა, მაგრამ სამწუხაროდ, განმარტება ძალიან გვიან გაკეთდა. შესაბამისად, ხელისუფლებას ისევ რეაგირების რეჟიმში მოუხდა ყოფნა. განსხვავების მისახვედრად, გეტყვით, რომ კვიპროსის (მაგალითად კვიპროსი იმიტომ მომყავს, რომ მასაც აქვს „კონფლიქტი“ და მანაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას) საგარეო საქმეთა სამინისტრომ კენჭისყრამდე გააკეთა განცხადება, სადაც დეტალურად ახსნა თავისი პოზიცია. შესაბამისად, საზოგადოების რეაქცია იქ ისეთი მწვავე არ ყოფილა. ალბათ კარგი იქნება, თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო აღადგენს ორშაბათის ბრიფინგების ტრადიციას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, წინასწარ იცოდეს დაგეგმილი მოვლენების შესახებ.

მეორე: ხელისუფლების ცვლილებამ, როგორც ჩანს, „დააბრმავა“ საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის, ე.წ. ექსპერტები. ნაწილი ივანიშვილის ზიზღმა დააბრმავა, ნაწილი კი სააკაშვილისამ. სამწუხაროდ, სიბრმავე სიბრმავეა. ძალიან ბევრი ადამიანის და, რაც ყველაზე სამწუხაროა, „ექსპერტის“ პირველი რეაქცია იყო „ეს ლომაიამ გააჩალიჩა“, ან „ეს მიშამ მოაწყო“, ან „საბოტაჟს ჰქონდა ადგილი“. ბარიერის მეორე მხრიდან მყისვე გაისმა - „მორიგი სისულელე ივანიშვილის მხრიდან“, „ჯერ სად ხართ?!“, „ხომ ვამბობდით, მოღალატეები მოვიდნენ ხელისუფლებაში“.

რაც ყველაზე ცუდია, ეს შეფასებები უაპელაციოდ გაკეთდა, ყველანაირი მცდელობის გარეშე, რომ გარკვეულიყვნენ, რეალურად რა მოხდა. ამგვარი „ექსპერტების“ უმრავლესობამ მყისიერად ჩამოარიგა ინტერვიუებიც. ნიშანდობლივია, რომ დღის ბოლოს, ანუ მას შემდეგ, რაც ამ თემაზე ბევრი მოსაზრება დაგროვდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა და „ექსპერტებმაც“ ან „ინსტრუქციები“ მიიღეს, ან პალესტინასთან დაკავშირებული საკითხები „დაგუგლეს“. შედეგად, მათი რიტორიკაც შეიცვალა და უფრო რაციონალურ ჭრილში გადაინაცვლა. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართველმა ექსპერტებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი სავალალო სახე.

მესამე: პალესტინის რეზოლუცია რომ ნოემბრის ბოლოს გადიოდა, ამის შესახებ საქმეში ოდნავ ჩახედულ ადამიანს აუცილებლად უნდა სცოდნოდა მინიმუმ სამი თვის წინ. ვინც საგარეო პოლიტიკას თვალს ადევნებს და საერთაშორისო ამბებით ინტერესდება, მისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ პალესტინის რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხი მალე დადგებოდა დღის წესრიგში. ამიტომ, ცოტა არ იყოს გასაკვირი იყო ამხელა აჟიოტაჟი და გაოცება. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა „რეაქციული ექსპერტების“ კულტურა, ანუ ჯერ ფაქტი ხდება, შემდეგ „ექსპერტი“ მას აფასებს, ოღონდ ისე, რომ მომხდარს სულ არ ელოდა, და არც სიღრმეებში ჩაძიება უფიქრია.

ამიტომაა, რომ მხოლოდ საქართველოში შეუძლია ერთსა და იმავე „ექსპერტს“, თანაბარი სიამაყით და თვითდაჯერებულობით შეაფასოს ამერიკული პეპლის მიერ დასავლეთ საქართველოში სარგავებისთვის მიყენებული ზარალი, ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ინდიკატორების ცვლილება, პალესტინის რეზოლუციაზე პოზიციის გამოხატვა და მალავიში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გავლენა სამხრეთ აფრიკის რეგიონულ პოლიტიკაზე. ოღონდ ამ ყველაფრის შეფასება ე.წ. ექსპერტებს შეუძლიათ მხოლოდ პოსტფაქტუმ, მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ გუგლიდან, ან, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე, უშუალოდ ჟურნალისტისგან გაიგებენ.

17 ევროკავშირში სეპარატისტული მისწრაფებები მატულობს

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ანი ჩხიკვაძე

0x01 graphic

ეკონომიკური დაღმავლობის კვალდაკვალ, ევროზონაში სეპარატისტული სენტიმენტები მატულობს. ევროპა არა მარტო ჩრდილოეთსა და სამხრეთს, დონორებსა და დახმარების მიმღებებს შორისაა გაყოფილი, არამედ ქვეყნების შიგნით, რეგიონულ დონეზეც. გამოყოფის მოთხოვნა აქტიურად გაისმის კატალონიაში, შოტლანდიასა და ფლანდრიაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კამერონის და შოტლანდიის პირველი მინისტრის, ალექ სალმონის ოქტომბრის ედინბურგის შეთანხმებით, შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2014 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. „შეთანხმება თვითმმართველობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა სალმონმა. კატალონიის ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტის, არტურ მასის მიერ რეფერენდუმის მოთხოვნას კი მადრიდში წინააღმდეგობით ხვდებიან.

25 ნოემბერს კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც გამოყოფის მომხრე ოთხმა პარტიამ ადგილთა 60 პროცენტი მოიპოვა. წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, დამოუკიდებლობის მომხრე მთავარ პარტიას - კონვერგაცია და კავშირს (CiU) ხმათა 60 პროცენტი უნდა მოეპოვებინა და ოთხივე პარტიას ერთად ხმების 2/3 დაეგროვებინა. არჩევნებზე ამომრჩევლის უპრეცედენტო რაოდენობა მივიდა, რაც ბევრმა აღიქვა, როგორც დამოუკიდებლობის გზისკენ გადადგმული ნაბიჯი. ოქტომბერში გამართულ სამშვიდობო მარშში კატალონიაში 1,5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც მოსახლეობის 8 პროცენტს შეადგენს. მსვლელობის დევიზი იყო „კატალონია - მომდევნო დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში“.

სეპარატისტული განწყობები მატულობს ბელგიის ფლანდრიის ნაწილში. ფლანდრიელებს სურთ გამოეყონ ფრანგულად მოსაუბრე სამხრეთს. მთავარი პარტია, რომელიც ამ იდეას ახმოვანებს, არის ვლაამს ბელანგი (ითარგმნება, როგორც ფლანდრიული ინტერესი). ფლანდრია ბელგიის ტერიტორიის მხოლოდ მესამედს მოიცავს, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%25-ს გამოიმუშავებს.

ერთ-ერთი შოტლანდიური გამოცემის მიხედვით, ამ პოლიტიკური ერთეულებისთვის „ეს არ იყო მხოლოდ ცუდი ქორწინება [ცენტრთან], ეს იყო თავსმოხვეული ქორწინება, რომლის ატანაც შესაძლებელი იყო მანამ, სანამ ფული მოედინებოდა“. დღეს ფულის დინებამ იკლო, ევროკავშირი მკაცრი საბიუჯეტო ზომების მიღებას იწყებს და რეგიონებმაც გადაწყვიტეს, რომ ცენტრისგან განცალკევების შემდეგ საკუთარი თავის რჩენა გაუადვილდებათ.

ეს საკითხი მწვავედ დგას ესპანეთის წინაშე, რომელსაც ეკონომიკის გადასარჩენად ევროკავშირის მიერ შეთავაზებული საბიუჯეტო ზომების მიღება მოუწევს. ესპანეთის ეკონომიკური წარმოების 19 პროცენტი კატალონიაზე მოდის და ქვეყნის ყველაზე მდიდარი ნაწილია. ერთი შეხედვით, ამ უკანასკნელის გამოყოფა მის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან ესპანეთის მეშვეობით ხდება და კატალონია ეკონომიკურად მჭიდროდაა დაკავშირებული ცენტრთან, განქორწინება არც ისე ადვილი იქნება.

0x01 graphic

კატალონიელ სეპარატისტთა ლიდერი არტურ მასი

კატალონიელების მსგავსად, შოტლანდიელებსაც სურთ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის და გაზის მარაგის 90%25 საკუთარი სურვილის შესაბამისად განკარგონ, თუმცა დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ამ ტერიტორიულ წყლებში ინვესტიციები ჩადო, ამაზე არ დათანხმდება.

სამივე პროვინციას საერთო მისწრაფება აერთიანებს, თუმცა მათ, მსგავსებასთან ერთად, ბევრი რამ განასხვავებთ. პარლამენტის მიერ 1998 წელს მინიჭებული ძალაუფლებებით, შოტლანდია ბრიტანეთის საზღვრებში ნახევრად დამოუკიდებელია. მისი სასამართლო, საგანმანათლებლო და რელიგიური სისტემებიც ბრიტანულისგან დამოუკიდებელია. 1707 წელს ინგლისთან გაერთიანებული სამეფოს შესაქმნელად შოტლანდია პოლიტიკურ კავშირში შევიდა და ლონდონსა და გლაზგოს შორის ეს 307-წლიანი კავშირი შეიძლება ამ უკანასკნელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით დამთავრდეს. თუმცა, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 30 პროცენტს სურს შოტლანდიის დამოუკიდებლობა, ხოლო 58 პროცენტი უარყოფითად არის განწყობილი.

კატალონიაში მოსახლეობის 53 პროცენტი ემხრობა გამოყოფას, თუმცა დანარჩენი წინააღმდეგ ან ნეიტრალურად არის განწყობილი. კატალონიას ფრანკოს რეჟიმის დამხობის შემდეგ, 1978 წლის კონსტიტუციით, ფართო ავტონომია მიენიჭა. ფრანცისკო ფრანკოს მიერ კატალონიური ენისა და კულტურის რეპრესირებამ უკუშედეგი გამოიღო და ნაციონალისტური მისწრაფებების ზრდა გამოიწვია. დღეს კატალონია განკარგავს საკუთარ სამართალდამცავ, განათლების თუ ჯანდაცვის სისტემას. ერთადერთი უფლება, რაც ავტონომიურ რეგიონებს არ გააჩნიათ, გადასახადების აკრეფაა. კატალონიელებს სურთ, რომ საკუთარი გადასახადები თავად აკონტროლონ და ხელისუფლების მიერ ბიუჯეტში მათი შენატანის არაპროპორციულ გადანაწილებას აპროტესტებენ. ყოველწლიურად, ესპანეთის ბიუჯეტში გადახდილი 16 მილიარდი ევროდან, კატალონია ეკონომიკური აქტივობის 8 პროცენტს კარგავს.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიას საპასუხოდ მიანიშნა, რომ მადრიდი არ დათანხმდება რეგიონის განცალკევებას და ესპანეთის პარლამენტი მათ გადაწყვეტილებას დაბლოკავს. კონსტიტუციის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის თანხმობის გარეშე კატალონიელებს რეფერენდუმის ჩატარება და დამოუკიდებლობის გამოცხადება არ შეუძლიათ, რის გამოც არტურ მასს, კატალონიის პრემიერს, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა სურს. მადრიდი ამას ეწინააღმდეგება და შიშობს, რომ კატალონიის გამოყოფას ბასკეთისა და გალისიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვება.

კატალონიის მოსახლეობის 40 პროცენტი ესპანური წარმოშობისაა. მათი უმრავლესობა თავს ესპანელად მიიჩნევს. ამას ემატება მილიონამდე ემიგრანტი, რომელთათვისაც კატალონიური იდენტობა უცხოა.

შოტლანდიისა და კატალონიისგან განსხვავებით, ფლანდრია რეფერენდუმისთვის არ იბრძვის. იქ ადგილობრივ ხელისუფლებას ავტონომიის გაზრდა სურს, რაც განიხილება, როგორც ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. ფლანდრიაში 2010 წლის ფედერალურ არჩევნებში ფლანდრიელთა ხმების 28%25 და ნაციონალურ დონეზე 17%25 მოიპოვა ბერტ დე ვევერის ახალმა ფლანდრიულმა ალიანსმა, რომელიც ალექს სალმონის შოტლანდიური ნაციონალური პარტიის და არტურ მასის CiU-ს მსგავსად, ცენტრისგან გამოყოფის მომხრეა.

ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ისტორიული და კულტურული წარსულიც ეხმიანება. სალვადორ დალისა და ანტონიო გაუდის სამშობლო ესპანეთისგან ტრადიციებითა და ენით განსხვავდება, თუმცა მას, როგორც სახელმწიფოს, ესპანეთისგან დამოუკიდებლად არასდროს უარსებია. კატალონიის მცხოვრების, მარია სოლეს თქმით, ის თავს კატალონიელად მიიჩნევს. ისევე, როგორც ფრანგი ფრანგად. მადრიდის მოსახლეობას კი მიაჩნია, რომ გამოყოფა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული და ისეთ საკითხებსაც კი შეეხება, როგორიც საფეხბურთო ლიგაა.

ჰოლანდიურად მოსაუბრე ფლანდრიას ფრანგულენოვანი ვალონიისგან ენა განასხვავებს. კულტურული სხვაობა შოტლანდიელებსაც აძლევს საშუალებას, მოითხოვონ დამოუკიდებლობა, რასაც დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული ხელისუფლება ეწინააღმდეგება.

ცენტრისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნის კვალდაკვალ, შოტლანდიელები, კატალონიელები და ფლანდრიელები ევროკავშირთან ერთობის სურვილს გამოთქვამენ. „ევროკავშირი მზად უნდა იყოს მისივე საზღვრებში სახელმწიფოების გაყოფისთვის“, - განაცხადა არტურ მასმა. ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ აღნიშნა, რომ ყოველმა ახალმა სახელმწიფომ თავიდან უნდა შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობის შესახებ. ეს გულისხმობს, რომ მომდევნო დამოუკიდებელ სახელმწიფოს, იქნება ეს შოტლანდია, კატალონია თუ ფლანდრია, 27-ივე წევრის მხარდაჭერა დასჭირდება. თუკი შოტლანდია იქნება პირველი, მის განაცხადს, დიდი ალბათობით, ესპანეთი დაადებს ვეტოს, რათა არ დაუშვას პრეცედენტი, რაც კატალონიურ ნაციონალიზმს წაახალისებს. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირმა ერთხელ უკვე შეუწყო ხელი სეპარატიზმს, როდესაც მხარი დაუჭირა კოსოვოს გამოყოფას.

იმას, დარჩებიან თუ არა ეს ერთეულები ევროკავშირში, მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და შესაძლოა, დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა რაოდენობის ცვლაც გამოიწვიოს. ამ სამივე პოლიტიკური სუბიექტის ვაჭრობა ევროკავშირთან, ცენტრის მიერ რეგულირდება, რაც განცალკევების პროცესს გაართულებს.

საერთო სარგებლის გარდა, ქვეყნებს საერთო ვალდებულებების დანაწილებაც მოუწევთ. მაგალითისთვის, შოტლანდიას ცენტრისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნის კვალდაკვალ, შოტლანდიელები, კატალონიელები და ფლანდრიელები ევროკავშირთან ერთობის სურვილს გამოთქვამენ. გაერთიანებული სამეფოს საჯარო ვალის ნაწილი დაეკისრება. დღეს საჯარო ხარჯების 10 პროცენტი შოტლანდიაზე მოდის, რაც გულისხმობს, რომ გამოყოფის შემთხვევაში, გლაზგოს ვალის დაფარვა ხარჯების პროპორციულად დაეკისროს. გარდა ამისა, ევროკავშირში შესვლის ერთ-ერთი კრიტერიუმი ევროზე გადასვლაა, ხოლო შოტლანდიელებს გირვანქის შენარჩუნება სურთ, რაც შესაძლოა დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

ერთი შეხედვით, კატალონიის ეკონომიკა ესპანეთისაზე ძლიერი გვეჩვენება, თუმცა ევროკავშირის და ევროს დატოვება მასაც სავალალო შედეგებს მოუტანს. რეგიონული მთავრობა ვალებშია ჩაფლული და ევროპის სამაშველო ფონდების ფინანსური დახმარება მისთვის სასიცოცხლოა. გარდა ამისა, Credit Suisse-ს კვლევის მიხედვით, გამოყოფის შემთხვევაში, კატალონიის მთლიანი შიდა პროდუქტი 20%25-ით დაიკლებს.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ნაციონალისტური რიტორიკა და გამოყოფისკენ სწრაფვა ხრიკია დამატებითი ფინანსების მოსაპოვებლად და დევოლუციის (დეცენტრალიზაციის) დონის ასამაღლებლად.

ქვეყნის შიდა დაპირისპირებების ზრდა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბება, კრიზისში ჩაძირულ ევროკავშირს უფრო დაასუსტებს. მისი შექმნიდან დღემდე, ამ ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფო არ შექმნილა. რომელიმე სახელმწიფოს დაშლამ შესაძლოა დომინოს ეფექტი გამოიწვიოს და ევროპის პოლიტიკურმა რუკამ ცვლილებები განიცადოს.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

სახელწოდება კატალონია (Catalunya), ერთი ვარაუდით, მომდინარეობს ტერმინიდანციხეთა მიწა“. მისი ჩამოყალიბება უკავშირდება კარლოს დიდის მიერ მდინარე ებროს ჩრდილოეთით მდებარე მიწების დაკავებას, რის შემდეგაც მან ბარსელონის საგრაფო შექმნა. ამ მიწებს Marca Hispanica ეწოდებოდა და წარმოადგენდა ბუფერულ ზონას ომაიანი მავრების ალ-ანდალუზსა და ფრანკთა სამეფოს შორის. საგრაფოს გაძლიერების და ჩამოყალიბების კვალდაკვალ მათი კავშირები ფრანკ ფეოდალებთან დასუსტდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კაპეტინგების დინასტია კაროლინგებმა შეცვალეს. 987 წელს ბარსელონამ არ აღიარა ჰუგო კაპეტი, რამაც ბარსელონის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაამყარა.

მე-12 საუკუნეში საგრაფო გაერთიანდა არაგონიის სამეფოსთან, როდესაც რამონ ბერენგერ IV- ბარსელონის საგრაფოდან იქორწინა დედოფალ პეტრონელა არაგონელზე. თუმცა ფრანკებს კატალონიის სამთავრო არაგონის სამეფოს შემადგენლობაში 1258 წლამდე არ უღიარებიათ. 1258 წელს, კორბეილის შეთანხმებით, კატალონიის სამთავრო ჯეიმს I არაგონელს, რამონ ბერენგუერის შთამომავალს, გადაეცა.

ბარსელონა 1500 წლამდე არაგონის სამეფოს ნაწილი იყო. მე-16 საუკუნის დასაწყისში გაერთიანდა კასტილიის სამეფოსთან და შექმნა ესპანეთის სამეფო. ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომის დაწყებამდე (1701-1714) ბარსელონის სამეფო ინარჩუნებდა საკუთარ იურისპრუდენციას, თავად კრეფდა გადასახადებს და სარგებლობდა პრივილეგიებით.

კატალონიის პარლამენტი, რომელიც XI საუკუნეში შექმნა, ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. პირველი კატალონიური კონსტიტუცია მომდინარეობს ბარსელონის სასამართლოებიდან და თარიღდება 1283 წლით. უკანასკნელი მათგანი გამოცემულია სასამართლოს მიერ 1702 წელს. კონსტიტუციის შინაარსი და გათვალისწინებული უფლებები რომაულ ტრადიციას ეფუძნება.

სეპარატისტების მტკიცებით, კატალონიის დამოუკიდებლობის პირველი პრეცედენტი 1641 წელს გამოცხადებული კატალონიის რესპუბლიკაა. თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და რესპუბლიკამ მალევე დაასრულა არსებობა. კატალონიამ თავი რესპუბლიკად ოთხჯერ გამოაცხადა, პირველად 1641 წელს პო კლარისის მიერ საფრანგეთის დახმარებით, შემდგომ 1873 წელს ესტანისლაუ ფიგუერას მიერ. მოგვიანებით, 1931 წელს, ფრანჩესკ მასიიას მიერ გამოცხადდა, როგორც იბერიული ფედერაციის ნაწილი, 1934 წელს კი, ლიუის კომპანისის მიერ - როგორც ესპანეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში შემავალი კატალონიური სახელმწიფო. პირველი პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლობის იდეას ემხრობოდნენ, 1920-იან წლებში შეიქმნა. თანამედროვე სახით კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობა 60-იან წლებში ჩამოყალიბდა.

18 არჩევითი პოლიციის უფროსები - ბრიტანეთი დავიწყებულ ტრადიციას უბრუნდება

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო

ქეთი ზუკაკიშვილი

0x01 graphic

15 ნოემბერს ინგლისსა და უელსში უჩვეულო არჩევნები გაიმართა: მოსახლეობამ, უფრო სწორად, ხმის უფლების მქონეთა 15%25-მა, ადგილობრივი პოლიციის უფროსები აირჩია.

ახლადარჩეული კომისრები 41 საპოლიციო ოლქს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებენ, მუშაობის მთავარ მიმართულებებსა და საკადრო პოლიტიკას განსაზღვრავენ და ყოველწლიური ანაზღაურების სახით ბიუჯეტიდან 65-დან 100 ათასამდე გირვანქას მიიღებენ.

წესრიგის დამცველთა არჩევითობა ამერიკულ ტრადიციად ითვლება და ცოტამ თუ იცის, რომ ეს წესი სათავეს დიდი ბრიტანეთიდან, კერძოდ, ლა-მანშის სრუტეში მდებარე ჯერსის სამეფო მიწიდან იღებს. ჯერსელმა ახალმოსახლეებმა ნიუ ჯერსის კოლონია დააარსეს და საკუთარი წეს-ჩვეულებები ამერიკაში დაამკვიდრეს. თავად გაერთიანებული სამეფოს უდიდეს ნაწილში კი პოლიციის უფროსთა არჩევითობის ტრადიცია თანდათან დაიკარგა.

დანაშაულის მაჩვენებელი გაერთიანებულ სამეფოში, ტრადიციულად, მაღალია, თუმცა 2009 წელს გამოქვეყნებულმა ევროკომისიისა და გაეროს ერთობლივმა კვლევამ მოლოდინს გადააჭარბა. ძალადობრივი დანაშაულის რაოდენობის მიხედვით, სამეფომ აშშ და სამხრეთ აფრიკაც კი ჩამოიტოვა და მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. შედეგად, დიდი ბრიტანეთის პოლიციის რეფორმირების საკითხი ძალზე აქტუალური გახდა.

2010 წელს კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების სამთავრობო კოალიციამ პოლიციის მასშტაბური რეფორმა დაიწყო და სულ რაღაც 1 თვის წინ, დავიწყებული ტრადიციაც აღდგა: თანამედროვე ეპოქაში პირველად, საპოლიციო ოლქების არჩევნებში გამარჯვებული 16 კონსერვატორი, 13 ლეიბორისტი და 12 დამოუკიდებელი კომისარი მოვალეობების შესრულებას შეუდგა.

გამონაკლისია ორი სტრუქტურა, ლონდონ სითის პოლიცია და მეტროპოლიტენის პოლიცია, რომლებიც დედაქალაქის საქმიან ცენტრსა და შემოგარენში იცავენ წესრიგს და ლონდონის მერის დაქვემდებარებაში რჩებიან. დამოუკიდებელ სამართალდამცავ სისტემას ინარჩუნებენ შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდიაც.

პოლიციის რეფორმა სამთავრობო კოალიციის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და ძვირადღირებული პროექტია. 2010 წელს პრემიერმინისტრის სავარძლის მორგებისთანავე, დევიდ კამერონმა „სახელმწიფო მნიშვნელობის უკანასკნელ არარეფორმირებულ უწყებაში“ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა და ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკის მიუხედავად, „საპოლიციო ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ხალხისთვის გადაცემის“ დაკანონება მოახერხა.

ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობის ძვირადღირებული ინიციატივა პოლიციის მიუკერძოებლობას ძირს უთხრის და შეზღუდული ფინანსების პირობებში, წესრიგზე უშუალოდ პასუხისმგებელი რიგითი ოფიცრების შემცირებას იწვევს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ედ მილიბენდმა კომისრების არჩევნებს „არასწორ დროს მიღებული არასწორი გადაწყვეტილება“ უწოდა.

0x01 graphic

ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი გლოსტერშირის პოლიციელებს ხვდება

ერთი მხრივ, მართლაც საკამათოა, თუ რამდენად დემოკრატიულია პოლიციის პოლიტიზება და უმრავლესობის არჩევანის დაკანონება იმ პროფესიაზე, რომელსაც ძალის გამოყენების უფლება აქვს. სამართალდამცავები საზოგადოების ყველა წევრის უსაფრთხოების დაცვას უნდა ემსახურებოდნენ, არჩევითობამ კი, შესაძლოა, ეს ქვეყნები უმრავლესობის პრეფერენციების წინ წამოწევასა და უმცირესობის ინტერესების შელახვამდე მიიყვანოს.

მეორე მხრივ, აშშ-ის 48 შტატის მაგალითი ადასტურებს, რომ წესრიგის დამცველთა არჩევითობამ, გამართული კონტროლის მექანიზმების პირობებში, პოლიციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეიძლება გაზარდოს და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით, წესრიგის უკეთ დაცვა უზრუნველყოს.

სწორედ ასეთ მიდგომას ეფუძნება მმართველი კოალიციის პოზიცია. გარდა ამისა, მთავრობა პოლიციის დემოკრატიზაციაზე აპელირებით რეფორმის სხვა ნაკლებად წარმატებული მხარეების გადაფარვასაც ცდილობს. ბოლო პერიოდში პოლიციის ცენტრალური დაფინანსება 20%25-ით შემცირდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის, ტერეზა მეისა და გენერალური ინსპექტორის, ტომ უინზორის მიერ პოლიციის რესტრუქტურიზაციის, კადრების შემცირებისა და დაწინაურების მექანიზმების ცვლილების პროექტმა მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდი ნაწილი მასშტაბურ ცვლილებებს „შეჩვეულ ჭირს” ამჯობინებს. ბრიტანეთის სამართალდამცავ ორგანოში მნიშვნელოვანი რეფორმა ბოლოს 1978 წელს განხორციელდა, თუმცა სისტემა ძირითადად მაინც 1920-იან წლებში შექმნილი მოდელის მიხედვით ფუნქციონირებდა.

სიტუაციას ამსუბუქებს ის ფაქტი, რომ 2009 წლიდან მოყოლებული, დანაშაულთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა დიდი ბრიტანეთი ევროპელ მეზობლებთან შედარებით კვლავ მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. სამეფოს ევროპაში ყველაზე მეტი თინეიჯერი ნარკოტიკის მომხმარებელიც ჰყავს. ამ ფონზე საკამათოა, თუ რამდენად შეძლებენ ახლადარჩეული კომისრები კრიმინოგენური ვითარების გამოსწორებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა შემცირებული ბიუჯეტის გამო თანამშრომლების დათხოვნა მოუწევთ.

ცხადია, რომ ამ და სხვა მასშტაბურ პრობლემებზე მოსახლეობა მხოლოდ „პოლიციის დამოკრატიზაციის“ გამო თვალს არ დახუჭავს. ბრიტანელები სამართალდამცავთა მუშაობის ხარისხს ჯერ კიდევ 1829 წელს, სერ რობერტ პილის მიერ დამკვიდრებული პრინციპით აფასებენ: „პოლიციის ეფექტურობა იზომება არა თანამშრომელთა აქტივობებით, არამედ დანაშაულის დაბალი მაჩვენებლით“.

რამდენად გაამართლებს ბრიტანელების იმედებს კონსერვატორების 75 მილიონ გირვანქად შეფასებული რეფორმა, დრო გვიჩვენებს.

19 ზვიად სიჭინავა: ჩვენი ფედერაცია დღეს ძლიერი ორგანიზაციაა

▲ზევით დაბრუნება


სპორტი

ესაუბრა ირაკლი მაღრაძე
ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი

0x01 graphic

დეკემბერში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ კენჭისყრაზე, ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდა. 2015 წელს, თბილისი უეფას სუპერთასის მასპინძელი ქალაქია. მოსამზადებელ სამუშაოებზე, ფედერაციის საქმიანობაზე, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებზე და სხვა საინტერესო თემებზე ტაბულა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას ესაუბრა.

თქვენ სულ ახლახან ჩამობრძანდით შვეიცარიიდან, სადაც იმის გარდა, რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების საელიტრაუნდო მეტოქეების ვინაობა გაირკვა, ასევე გადაწყდა, რომ 2013 წლის შემოდგომაზე 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების შესარჩევი ეტაპის მასპინძელი ქალაქი თბილისი იქნება. მკითხველისთვის საინტერესო იქნება კენჭისყრისა და ზოგადად ვიზიტის თქვენეული შეფასება.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ახლა გამარჯვებულის პოზიციიდან მიწევს საუბარი. ქვეყნებმა ჩვენ დაგვიჭირეს მხარი, შესაბამისად, თბილისში ჩატარდება 17 და 19-წლამდელთა შესარჩევი ეტაპი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ ნაკლებად გამოცდილ 17-წლამდელებს საკუთარ კედლებში მოუწევთ ასპარეზობა, დიდი საქმეა. რაც შეეხება 19-წლამდელთა ნაკრებს, მათ საერთაშორისო ასპარეზზე შედარებით მეტი გამოცდილება აქვთ და ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან საინტერესო იქნება მოედანზე მათი თამაშის ხილვა. ამას გარდა, ჩვენ 2013 წლის ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის მასპინძლობის უფლება მოგვანიჭეს, რითაც უეფამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ.

როგორც ვიცით, უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისაც შეხვდით...

პლატინისთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა. უეფას პრეზიდენტი კენჭისყრაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი მე და რევაზ არველაძე თავისთან მიგვიპატიჟა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა, რომელიც იმ საერთო პროექტებს ეხებოდა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფასთან ერთად ახორციელებს. პლატინიმ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა ნდობა, დაინტერესდა, როგორ ვემზადებით 2015 წლის სუპერთასისთვის.

საინტერესოა, ამ მხრივ რა მდგომარეობაა. როგორ მიმდინარეობს სუპერთასისთვის მზადება?

იცით, ეს არის ეტაპობრივი პროცესი. ახლახან გრიგორი სურკისი იმყოფებოდა თბილისში და იმ ინფორმაციით, რომელიც მივაწოდეთ, ძალიან კმაყოფილი დარჩა. მან სახელმწიფოსგან ყველა საჭირო გარანტიები მიიღო და შეიძლება ითქვას, რომ პირველი ეტაპი უკვე გავლილია.

მიმდინარეობს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია. მინდა ვთქვა, რომ გრაფიკს წინ ვუსწრებთ. იმას, რაც მაისში იყო გასაკეთებელი, დეკემბერში ვასრულებთ. მალე თბილისში ტექნიკური სალიცენზიო ჯგუფი ჩამოვა, რომელიც პირველი ეტაპის სამუშაოებს შეაფასებს.

ეს იმხელა ზეიმია, რომ ყოველდღიური მუშაობაა საჭირო. გასათვალისწინებელია მრავალი დეტალი, მაგალითად: სასტუმროები, აეროპორტი, რესტორნები, კვების ბლოკები. ეს არ არის მხოლოდ ერთი თამაში, მხოლოდ 90 წუთი, ეს არის 3-4 დღიანი პროცესი. ამ პერიოდში, ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე აჩვენებს საკუთარ სახეს.

ცოტა ხნის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ლევან ყიფიანს შეხვდით, სადაც მან სინდისში ჩახედვისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისკენ მოგიწოდათ. მიუხედავად ამისა, თქვენ რჩებით პოსტზე...

ყიფიანმა მითხრა, რომ სინდისში ჩამეხედა, უნდა გადავმდგარიყავი თუ - არა. მე ჩავიხედე და ვთვლი, რომ არ უნდა გადავდგე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ შეხვედრაზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამოითქვა სურვილი, რომ სპორტული ფედერაციები ოლიმპიურ ციკლს მიაბან. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვექვემდებარებით ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა ფიფა და უეფა, მათ კი განსხვავებული ციკლი აქვთ.

მოდი, ზოგადად ვისაუბროთ სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციის ურთიერთობის შესახებ. თქვენი აზრით, რამდენად უნდა იყოს ფედერაცია სახელმწიფოზე მატერიალურად დამოკიდებული და რამდენად უნდა ერეოდნენ სახელმწიფო მოხელეები, იქნება ეს სპორტის მინისტრი თუ ვინმე სხვა, ფედერაციის საქმიანობაში?

უეფას და ფიფას რეგლამენტში წერია, რომ არცერთი სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში.

რაც შეეხება დაფინანსებას, დღეს მსოფლიოში არის ასეთი ტენდენცია - სამოყვარულო ფეხბურთს, ინფრასტრუქტურას, უვლის სახელმწიფო - ეს არის სოციალური პროექტი. თუ რეგიონს სჭირდება, რომ იქ, მაგალითად, 8-12 სტადიონი აშენდეს, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამას სოციალური პროგრამით სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. შეუძლია არც გააკეთოს, მაგრამ ასეთია ჩემი ხედვა.

სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს სპორტში, შესაბამისად, არც ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში. თუმცა ის, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, ქვეყნის საკეთილდღეოდ მათთან ვითანამშრომლოთ და ყველანაირი სასიკეთო საქმე ერთად ვაკეთოთ, ესეც ისეთივე მარტივი მგონია, როგორც ორჯერ ორი ოთხია.

თქვენ 2009 წლიდან ფედერაციის პრეზიდენტი ხართ. იქნებ თქვენს ოპონენტებსა თუ მომხრეებს ვრცლად გავაცნოთ თუ რა გაკეთდა ამ პერიოდში. რა საკითხებშია წინსვლა?

ეს იმდენად ვრცელი თემაა, ნამდვილად გამიჭირდება მოკლედ ვისაუბრო. ჩვენ სულ ახლახან გავაკეთეთ ფილმი, სადაც მოკლედ - მხოლოდ დასახელებებს და მცირე რეზიუმეებს ვთვლით და ასეც კი ერთსაათიანი გამოვიდა, ყველაფერზე რომ ვისაუბროთ, ალბათ ერთი დღეც არ გვეყოფა.

თქვენ ოდესმე გინახავთ, რომ ადამიანზე, რომელსაც არაფერი გააჩნია, ვინმე რაიმეს იძახდეს? ყოველთვის ძლიერებზე საუბრობენ და მიმაჩნია, რომ ჩვენი ფედერაცია დღეს ძლიერი ორგანიზაციაა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა აღვნიშნო: მას შემდეგ, რაც ფედერაციაში მოვედი, ანუ 2009 წლიდან დღემდე, არცერთი ადამიანი სამსახურიდან არ გამიშვია. ერთადერთი, ვინც მათ დაემატა, ვარ მე - ერთი პატარა კაცი. ამ ხალხის მიერ არის ყველაფერი გაკეთებული. ჩვენ ისინი რაღაც მიმართულებით მიგვყავს, რომ შედეგებამდე მივიდეთ. დამიჯერეთ, ზვიად სიჭინავა პირადად კი არ აკეთებს ბაზაზე მილების პროექტირებას, ამაზე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ხალხი ზრუნავს, ჩვენ კი ვეხმარებით. ექიმი მეუბნებოდა, თუ როგორი მაგიდა სურდა მასაჟისთვის, მწვრთნელი მეუბნებოდა, როგორი ხარისხის მოედანი სურდა, სხვანი მეუბნებოდნენ, თუ როგორი ბურთები, სათამაშო ფორმები სურდათ. მე ყველას უნდა დავეხმარო, რომ შედეგი მივიღოთ.

თქვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ, რომ ფედერაციას არ გააჩნია კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ფეხბურთი. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?

რა თქმა უნდა, რეალობაა. რა გეგმაა, როდესაც ყოველ ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდებში გადიხარ? ეს ხომ გეგმა არ არის, ჰაერიდან მოდის ყველაფერი. ალბათ კამათელი გავაგორეთ სარფიანად და ამის შედეგია ყველაფერი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით...

რას ჰქვია გეგმა არ გვაქვს? ლიცენზირების გეგმა არ გვაქვს, რომელსაც მივყვებით, თუ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების გეგმა, რომელსაც ასევე ვახორციელებთ? ზუსტად იმ ოპონენტებმა ჩაიხედონ თავის სინდისში. ალბათ ისინი იყვნენ ჩემამდე აქ და მაგათ დროს იყო, რომ ყოველ მეორე ბავშვს, ასაკი გადაკეთებული ჰქონდა. ჩვენ კი სამი წელია დავდევთ და დღესაც ვიჭერთ ბავშვებს, ვისაც საბუთები გადაკეთებული აქვთ.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს 20 სტადიონი სჭირდება. ვიმეორებ - 20. აბა, ჩადით სამტრედიაში, ქობულეთში, სადაც ახლა ხელოვნურსაფარიანი სტადიონებია - საღამოს 7-8 საათზეც კი თამაშობენ ბავშვები. ბევრჯერ გამიგონია, ფეხბურთში მთავარია ბურთი და მოედანიო, ეს ბურთი და მოედანი არ იყო სწორედ. დღეს კი არის. სწორი გათვლებია საჭირო, მენეჯმენტის, ფინანსების საკითხია.

ბოლო დროს, აქტიურად დაიწყო პრემიერლიგის დაფუძნებაზე საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბების მეპატრონეთა უმრავლესობას სურს, რომ ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების უფლება ფედერაციამ მათ გადასცეს. თქვენ განაცხადეთ, რომ მზად ხართ განიხილოთ ნებისმიერი შემოთავაზება, მაგრამ ფინანსების მოზიდვის და მსაჯების ანაზღაურების მხრივ, პრემიერლიგას ახლანდელზე უკეთესი პირობები უნდა ჰქონდეს. რამდენიმე დღის წინ დინამო თბილისის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ ფედერაციამ არ უნდა მოითხოვოს იმაზე უკეთესი პირობები, რასაც თავად აკეთებდა. როგორი იქნება ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია?

მე რომან ფიფიასთანაც და ყველა კლუბთან მქონდა საუბარი. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის მინიმუმი იმისთვის, რომ შეჯიბრებამ იარსებოს და ტარდებოდეს. მე ასე ვხედავ, რომ ეს კომერციული პროექტია, ასეა მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა კომპანიები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ჩემპიონატში ჩადონ ფული. დღეს საპრიზო ფონდი ხომ არის მილიონი ლარი? გააკეთონ სამი.

თუ ასე არ მოხდა და არ გაუმჯობესდა პირობები? ვთქვათ, არ გაუარესდა, მაგრამ იგივე დარჩა. მაშინ როგორ მოიქცევით?

არ უნდა გაუარესდეს. ოდნავ უკეთესი მაინც უნდა იყოს. მაგრამ გეტყვით, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია 12 კლუბის ხელმძღვანელთა აზრი. ასევე საინტერესოა, რას ფიქრობენ პირველ ლიგაშიც. მე თუ ეს ადამიანები მეტყვიან, რომ მათთვის ყველაფერი მისაღებია და ქართულ ფეხბურთს ეს მოუტანს კარგ შედეგს, დავეთანხმები. თუმცა, თუ ერთი კლუბი მაინც იქნება წინააღმდეგი, ჩემპიონატს ვერავინ წაიღებს.

ვთქვათ, 12 კლუბის ხელმძღვანელებმა გითხრეს, რომ ემხრობიან პრემიერლიგის დაფუძნების საკითხს. თუმცა, ფინანსურად იმაზე უკეთესი პირობები არ იყოს, ვიდრე თქვენ მოცემულ სიტუაციაში სთავაზობთ

გეტყვით. მსაჯების ანაზღაურებამ არ უნდა დაიკლოს, უფრო მეტი უნდა იყოს. საპრიზო თანხა არ სურთ კლუბებს? არ აიღონ, თქვან, რომ მსაჯებს გადაუხდიან. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ამას 12-ვე კლუბი იტყვის. აქ არ არის საუბარი უმრავლესობაზე, რადგან თითოეულის თვალსაზრისი გასათვალისწინებელია.

მოგეხსენებათ, საზოგადოებას ძალიან ანაღვლებს ეროვნული ნაკრების ბედი. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ამ შემთხვევაში შედეგია და ის არ ჩანს, ფედერაცია მთავარ მწვრთნელს მაინც ნდობას უცხადებს. რას ეფუძნება ეს?

ნდობას ვუცხადებთ, რადგან ბევრი რამ გაკეთდა. 2010 წელს ჩვენ ერთი თამაშიც არ წაგვიგია, ასეთი შედეგით, ბევრი ევროპული ქვეყანაც კი ვერ დაიტრაბახებს. შემდეგ იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა აგვეღო გეზი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და ასეც ხდება.

თამაშის ხარისხი უნდა შეაფასოს თემურ ქეცბაიამ. მე შემიძლია გითხრათ, აქვს თუ არა ნაკრებს პრობლემა სატრანსპორტო, მოსამზადებელი ან სხვა სახის. როგორც გულშემატკივარს, არც მე მეხატება გულზე ზოგიერთი შედეგი, თუნდაც ლატვიასთან შინ მარცხი.

ზოგადად, ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, მე პირადად ვერ მოვიპოვე მისი ვერცერთი განცხადება, სადაც კონკრეტულ ამოცანაზე საუბრობს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფედერაციას ქეცბაიას მიმართ შედეგთან დაკავშირებით მოთხოვნები არ აქვს. არის თუ არა ასე?

შედეგი როგორ არ არის, არის. ჩვენ ხომ ვგეგმავთ რაღაც რაოდენობის ქულებს, რაც გვინდა, რომ ავიღოთ. სადაც საეჭვო გვქონდა სამი გულის აღება, ხორვატიასთან, ავიღეთ და შემდეგ ნახეთ, რომ ის სამი ქულა ლატვიასთან დავკარგეთ.

იცით, საქართველოში უკეთესზე უკეთესი მწვრთნელი არ გამოილევა. ქეცბაია რომ არ უყვართ გარკვეულ წრეებში, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ გამოვიდნენ და თქვან, რა არ მოსწონთ. ფედერაციამ მთავარ მწვრთნელს ნდობა გამოუცხადა და ვთქვით, რომ საფრანგეთში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა მოხვდეს. ეს 100%25-ით ასე უნდა იყოს, ჩვენი მიზანია ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.

გულშემატკივრებში და გარკვეულ წრეებში განხილვის თემაა თემურ ქეცბაიას ანაზღაურებაც. როგორც ვიცით, ნაკრების თავკაცი დაახლოებით მილიონ ლარს იღებს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ანაზღაურება მისი მუშაობის ხარისხის, ნაჩვენები შედეგების ადეკვატური?

დიახ, დაახლოებით ამდენს იღებს. გაიხსენეთ, 6 მილიონამდე იღებდა კუპერი, ქეცბაია კი ვალდებულია, რომ ყველა გადაფრენის, სასტუმროს თუ სხვა ხარჯები ხელფასიდან დაფაროს. მახსოვს, ნოდარ ახალკაცის დროს იყო მწვრთნელი, რომელიც ანაზღაურებად 5 000 ლარს იღებდა. ესეც არასწორად მიმაჩნია.

ეროვნული ნაკრებისგან განსხვავებით, წარმატებას აღწევენ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები. როგორ ფიქრობთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ახალგაზრდების წარმატება რამდენიმე წელიწადში ეროვნულ ნაკრებზეც აისახება? არსებობს თუ არა ასეთი გეგმა?

მთავარი სწორედ ეს არის. მე მახსოვს, 2010 წელს წავედით ლიტვაში, სადაც ჩვენი ბავშვები იტალიელებს, შვედებს შიშით უყურებდნენ, გამოცდილება არ ჰქონდათ. შემდგომში, როდესაც გამარჯვებები გახშირდა, ყველაფერი შეიცვალა. ახლახან გერმანელებმა შემოგვთავაზეს მათ ნაკრებთან თამაში, შვედებმა, პოლონელებმა, პორტუგალიელებმა. საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ მათ პირობები სჭირდებათ, კვება, ექიმის კვალიფიციური მომსახურება, ტრანსპორტირება...

ზოგადად პრობლემაა, რომ 17-21 წლის წარმატებული ფეხბურთელები შემდგომშიიკარგებიან...

ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ბავშვებს სურთ ეგრევე ბარსელონას და მანჩესტერის ფეხბურთელები გახდნენ. 2006 წელს საფეხბურთო სკოლა მქონდა. ბავშვებს ვეუბნებოდი, რომ პირველ რიგში ქართულ ფეხბურთში უნდა დაეტოვებინათ დიდი კვალი და მხოლოდ ამის შემდეგ წასულიყვნენ რუსეთში, უკრაინაში, ევროპაში თუ სხვაგან.

ძალიან კარგია, რომ ამდენი საფეხბურთო აკადემია არსებობს ქვეყანაში. შემიძლია 15-20 სკოლა ჩამოვთვალო, ეს ძალიან ბევრია. მე ვესწრებოდი თამაშებს, სადაც ჩამოსულები იყვნენ, თუნდაც ზენიტის მოხელეები. ისინი ძალიან ბევრი ფეხბურთელით დაინტერესდნენ. სად არის ახლა ეს ხალხი? ნუთუ ვერცერთმა ვერ მოაღწია კლუბამდე, რომ ამ ბავშვებისთვის კონტრაქტი გაეფორმებინათ? მე კი მიჩნდება ეჭვი - ხომ არ არის კლუბების მიერ ამ ბავშვების სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა ზედმეტად დიდი? ამის გამო ბავშვები უნდა დაიკარგონ? მოდი, ჯერ საქმე დავალაგოთ და როდესაც მოვა მარადონების და პელეების დრო, შემდეგ ვიფიქროთ ფულის კეთებაზე.

შესანიშნავი ბიჭები გვყავს 19-წლამდელებში. მათ ქართულ ტალანტს ვაჟკაცობა დაუმატეს და შესანიშნავად იასპარეზეს. იცით, რა პრობლემას წავაწყდით ახლახან? ჰოლანდიელებთან 19-წლამდელთა შესარჩევის თარიღებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დროს მითხრეს, რომ მათ 19-წლამდელებს თავისუფლად არავინ გამოუშვებს ნაკრებში. ისინი კლუბებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ამ ასაკში ფეხბურთელებს უყურებენ როგორც ბრილიანტებს, ჩვენთან კი 19 წლის ბიჭები რეგიონულ ლიგაში დარბიან, რომ ფორმაში მაინც იყვნენ.

ეს არის კატასტროფა, თორემ ოპონენტები უნდა მყავდნენ, რა პრობლემაა.

20 ნინა ბალერინა - ინტერვიუ ნინო ანანიაშვილთან

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ესაუბრა ირინა ბაგაური

0x01 graphic

ნინო ანანიაშვილი ბოლოს ლა სკალაში ვნახე, „გედების ტბას ცეკვავდა. არასდროს დამავიწყდება მისი ხელები მეორე მოქმედების ბოლოს, როდესაც უფლისწულთან დამშვიდობების შემდეგ სცენას ტოვებდა. ჩემი ასაკის ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ ბევრის ცეკვას მოვსწრებივარ: პლისეცკაიას, ფონტეინს, მაკაროვას, მაგრამ სცენაზე არავინ მახსენდება სხვა, ასეთი პოეტური, - მითხრა ძალიან ადრე ერთმა ხანდაზმულმა მილანელმა ბალეტომანმა, მრავლისმნახველმა და საშინლად კრიტიკულმა.

ნინო ანანიაშვილის სახელი ბალეტის მოყვარულთა წრეებში სადაც არ უნდა ახსენო, ყველგან აღტაცებით იხსენებენ მის შესრულებულ როლებს, შექმნილ სახეებს. ანანიაშვილის საბალეტო კარიერა 31 წლის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი საბალეტო თეატრის, მოსკოვის ბოლშოის სცენაზე დაიწყო და მას შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა უდიდეს სცენაზე წარდგა მაყურებლის წინაშე. რამდენიმე დღის წინ, 8 დეკემბერს, თბილისში, კლასიკური ბალეტის ისტორიასა და მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პარტია, მარიუს პეტიპას „რაიმონდას“ მესამე მოქმედება იცეკვა და კიდევ ერთხელ შეძლო მაყურებლის გაოცება იმით, რომ ამდენი წლის შემდეგაც, არა მხოლოდ დაუჯერებლად ბრწყინავს სცენაზე, არამედ დღემდე უკონკურენტო რაიმონდაა.

დღეს მსოფლიოში აღიარებული ბალერინა, დროებით მოხეტიალე დასად ქცეული თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო კომპანიის სამხატვრო ხელმძღვანელია. ოპერის თეატრში მეოთხე წელია, სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებენ, ამიტომ სასაუბროდ მუსიკისა და დრამის თეატრის სხვენზე მიგვიწვია, სადაც დასი მისი და მოსკოველი პარტნიორის, ალექსეი ფადეეჩევის ხელმძღვანელობით „რაიმონდას“ რეპეტიციებს გადის. მისი ოთახი ძალიან მოკრძალებული და უბრალოა. ინტერვიუს დაწყებამდე ოთახს ალექსეისა და მის მეუღლეს, ტატიანა რასტორგუევას უთმობს ტანსაცმლის გამოსაცვლელად, მანამდე კი სარეპეტიციო დარბაზის დერეფანს გვათვალიერებინებს:

„შეხედეთ, როგორ გავალამაზეთ აქაურობა, განწყობის შესაქმნელად კედლებზე ჩვენი დასის საბალეტო ფოტოები ჩამოვკიდეთ, აქაურობა რაღაცას დავამსგავსეთ. მეოთხე წელია ექსტრემალურ პირობებში ვართ, ხან სად ვრეპეტიციობთ და ხან სად. ახლა დათო დოიაშვილმა დაგვითმო ეს სივრცე და მადლობლები ვართ. მანამდეც სულ ასე იყო, ორსულად რომ ვიყავი, ოპერის თეატრის დერეფანში ვიცვლიდი ტანსაცმელს. ოთახში ჭერი ჩამომენგრა და კინაღამ თავზე დამეცა. მერე მაინც იმას ამბობდნენ, ანანიაშვილი თავისი კაბინეტიდან არ გადის და რემონტს არ გვაკეთებინებსო“, - გულიანი სიცილით გვიყვება. ამასობაში ტატიანა და ალექსეიც გამოდიან და გვიბოდიშებენ: „გინახავთ სადმე მსოფლიო ვარსკვლავი, თავისი საგრიმიოროც რომ არა აქვს და რაც აქვს, იქაც რომ უვარდებოდნენ?“ - კითხულობს ტატიანა. ოთახში ვბრუნდებით, ნინო სავარძელში კალათდება, მხრებში სწორდება და ინტერვიუსთვის მზადაა. სულ არ ეტყობა დაღლა. რეპეტიციები ეს-ესაა დაასრულა და წინ კიდევ ბევრი საქმე ელის. გული სწყდება, რომ შვილისთვის ცოტა დრო რჩება. თუმცა, არანაკლებ აღელვებს დასის მდგომარეობა:

„საქართველო არ არის გერმანია, რომ გამოვიდე, ვიყვირო და პირობები მოვითხოვო. ომი სულ ახლახან გადავიტანეთ. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა ჩვენი ხელფასიც, ზოგ მოცეკვავეს ორი და სამი შვილი ჰყავს, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს საერთოდ არ აქვს სამსახური. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ გადავრჩით. საბედნიეროდ, მაინც ვახერხებთ, რომ არ გავჩერდეთ და ვიცეკვოთ, ახლაც ორ თანამედროვე ბალეტს ვამზადებთ, რომლებსაც საგანგებოდ ჩვენი დასისთვის დგამენ ახალგაზრდა ქორეოგრაფები. მიხარია, რომ თავიანთ ქორეოგრაფიაში ჩვენს ახალგაზრდა მოცეკვავეებს მისცეს თავის წარმოჩენის საშუალება“.

ხშირად ისმის საყვედურები ახალი თაობის ბალერინების მიმართ, ამბობენ, რომ ისინი, მართალია, გაცილებით ტექნიკურები არიან, მაგრამ ტანმოვარჯიშეებს უფრო ჰგვანან, ვიდრე კლასიკური ბალეტის მოცეკვავეებს, აკლიათ ინდივიდუალიზმი. რა განასხვავებს დღეს 25 წლის ბალერინებს ანანიაშვილის თაობის მოცეკვავეებისგან?

მსოფლიოში ბალეტის საერთო დონე ძალიან გაიზარდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ რუსული სკოლის ბევრი წარმომადგენელი მოღვაწეობს უცხოეთში და თაობები გამოზარდეს. ახალი თაობის მოცეკვავეები ფიზიკურად სულ სხვანაირები არიან, დაიხვეწა პროპორციები, იგივე ჩვენს დასსაც რომ შეხედოთ, კორდებალეტი ძალიან განსხვავდება ათი წლის წინანდელისგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სასწავლებელში ბავშვებს ისე არ ვუღებთ ზომებს, როგორც ჩინეთში, იქ თუ ფეხები 18 სანტიმეტრზე ნაკლები აქვთ ტანთან შედარებით, საბალეტო სკოლებში მიღებაზე უარს ეუბნებიან. წარმოიდგინეთ, ჩვენთან შედარებით ამ ქვეყანაში რამხელა არჩევანია, ამიტომ დღეს ჩინელ ბალერინებს ისეთი ფორმები აქვთ, გაგიჟდები.

0x01 graphic

გაუმჯობესდა ტექნიკაც. ადრე თუ ერთი ლენიანი ასრულებდა 32 ფუეტეს, დღეს ამას ყველა აკეთებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტექნიკურად ძლიერს შეიძლება დაერქვას დიდი ბალერინა. ჩვენს პროფესიაში ინდივიდუალურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პედაგოგი ხშირად მეუბნებოდა: მე, როგორც მაყურებელს, არ მაინტერესებს შენი ტექნიკა და პოზიციები, ეს მოცეკვავეს ისედაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ჩემთვის მთავარია, შენი შესრულებით ისეთი სპექტაკლი ვნახო, რომ ან გავიცინო, ან ვიტირო და ხელმეორედ მომინდეს შენს სანახავად მოსვლაო. მე ყოველთვის ძალიან მომწონდნენ ლუსია ლაკარა და ალესანდრა ფერი, რომლებიც არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ტექნიკური სიძლიერით, თუმცა ისეთი ემოციით ცეკვავენ, ისე სიღრმისეულად, რომ სპექტაკლებზე თვალს ვერ ვწყვეტდი ხოლმე. რა თქმა უნდა, დღესაც არიან საინტერესო მოცეკვავეები. მაგალითად, ძალიან მომეწონა ოლესია ნოვიკოვა, რომელმაც რაიმონდა შეასრულა ლა სკალაში. ცოცხლად არ მინახავს, ჩანაწერს ვუყურე, მაგრამ იმხელა შინაგანი კულტურა ჩანდა მის ცეკვაში და გარეგნულადაც ისე კარგია, სიამოვნებით ვნახავდი.

რუსული სკოლის წარმომადგენელი ხართ და ბევრს ცეკვავდით დასავლეთში. რატომ მიიჩნევა რუსული სკოლა დღემდე საუკეთესოდ და რითი განსხვავდება ის ევროპულისგან?

რუსული სკოლა კარგია თავისი სისტემურობით. უცხოეთში ბავშვები, ძირითადად, ცეკვას კერძო სკოლებში სწავლობენ, სადაც არ არის კომპლექსური სწავლება: ასწავლიან კლასიკას, მაგრამ ვერ ასწავლიან სახასიათოს, დუეტს. ბავშვს ეს საგნები სჭირდება, რომ სცენაზე გამოვიდეს. ამიტომ იქ ბევრი რამ მხოლოდ ნიჭსა და პედაგოგზეა დამოკიდებული. სისტემა, რომლითაც პეტერბურგსა და მოსკოვში ასწავლიან, ფრანგებსაც აქვთ, დანიელებსაც, ეს რუსების მოგონილი ნამდვილად არ არის. თუმცა ბევრი ნიუანსია განსხვავებული მეთოდსა და ახსნაშიც.

მე მყავს მეგობარი, რომელიც ფრანგული სკოლის წარმომადგენელია, ევროპაშიც სწავლობდა, პეტერბურგშიც და დღეს მიუნხენის საბალეტო აკადემიაში ვაგანოვას მეთოდით ასწავლის. ის მიყვებოდა სწორედ ამ განსხვავებებზე. მისი თქმით, ევროპულ სკოლებში გაყენებენ არჩევანის წინაშე: რამეს თუ ვერ აკეთებ, სასწავლებლიდან გიშვებენ. რუსეთში კი ბავშვებს საათობით უხსნიან ერთსა და იმავეს, უღეჭავენ, ეხვეწებიან, რომ სწორად გამოუვიდეთ. და ეს მიუხედავად სასწავლებლებში არსებული დიდი სიმკაცრისა. ჩვენს პროფესიაში დისციპლინა აუცილებელია. ამიტომაა დღემდე დიდი მოთხოვნა რუსული სკოლის მოცეკვავეებზე.

ბევრი კლასიკური პარტიის გამორჩეულ შემსრულებლად, მაგალითად, ერთ-ერთ საუკეთესო გედად მიიჩნევით. როგორ იქმნებიან პერსონაჟები და გარდა ნიჭისა, რა არის აუცილებელი საიმისოდ, რომ მსახიობის შესრულებული პარტია იყოს წარმატებული?

საერთოდ ბალეტში, ისევე როგორც მხატვრობაში, ყველაზე მთავარი საკუთარი სტილისა და ხელწერის მონახვაა. საამისოდ ბევრი ფიქრი და მუშაობაა საჭირო. ბუნებრივია, მიხარია, როდესაც ამბობენ, რომ მე მოვახერხე და შევძელი ის, რომ დღეს არსებობს თუნდაც ჩემეული „გედების ტბა”, ან „რაიმონდა“, რომელიც არავისას არ ჰგავს და არის მხოლოდ ჩემი.

მსახიობმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რას ცეკვავს, ვინ არის ის პერსონაჟი, რომელსაც ასახიერებს. მაგალითად, „ბაიადერას“ მომზადება რომ დავიწყე, ამ ბალეტს, როგორც სამეცნიერო ნაშრომს, ისე მივუდექი. წავიკითხე ლიტერატურა, პეტიპას მემუარები, გავეცანი ინდური ცეკვის ხელოვნებას. დავინტერესდი, რა განსხვავება იყო ძველ მოსკოვურ და პეტერბურგის დადგმებს შორის, რას წერდნენ ამაზე იმდროინდელი კრიტიკოსები. სხვათა შორის, ბევრი სხვადასხვა ავტორის სტატია შემხვდა ერთი და იმავე აზრებითა და სიტყვებით. როგორც ჩანს, ერთმანეთისგან იწერდნენ - ამაზე ბევრი ვიცინე თავის დროზე.

მოსკოვში ჩემი პედაგოგი რაისა სტრუჩკოვა იყო, დიდი ბალერინა. ვგიჟდებოდი მასზე, მაგრამ ძალიან მინდოდა „ბაიადერას“ მომზადება მარინა სემიონოვასთან, რადგან ის ამ პარტიის ძალიან ცნობილი და თანაც პირველი შემსრულებელი იყო. პირველად მიწევდა ამ როლის მომზადება, მინდოდა, რაც შეიძლებოდა, მეტი მესწავლა და, შესაბამისად, არ მინდოდა სემიონოვასთან მუშაობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთული აღმოჩნდა, თვეობით ვემზადებოდი შინაგანად, რომ ეს ჩემი პედაგოგისთვის მეთქვა. არ მინდოდა რაისას წყენინება. ბოლოს ისევ ჩემმა მეუღლემ დამარწმუნა, რომ სტრუჩკოვა იმდენად დიდი ადამიანი იყო, ჩემი ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ ეწყინებოდა და ასეც მოხდა - რა თქმა უნდა, მარინასთან უნდა გაიარო რეპეტიციებიო, მითხრა. თუმცა, მეორე დღესვე, დავნიშნე თუ არა სემიონოვასთან მეცადინეობა, რაისა სტრუჩკოვას თეატრში ყველა შემხვედრმა ნიშნის მოგებით ერთი და იგივე უთხრა - გავიგეთ, ნინა თქვენგან გადავიდაო. ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და იმდენად შევეცადე, არც ერთს სწყენოდა რამე და არც მეორეს, რომ მეორე დღესვე ორი რეპეტიცია გამოვიწერე სხვადასხვა დარბაზში, „ბაიადერა“ - მარინა სემიონოვასთან და „რომეო და ჯულიეტა“ - სტრუჩკოვასთან. არადა, „რომეო და ჯულიეტა“ უკვე მომზადებული მქონდა, მომდევნო სპექტაკლს ორი თვის შემდეგ ვცეკვავდი და ამ ბალეტზე მუშაობა იმ დროს საერთოდ არ მჭირდებოდა.

ასე აღმოვჩნდი იმ დროსთვის ერთადერთი ბალერინა დიდ თეატრში, რომელმაც შეძლო ორ სხვადასხვა რეპეტიტორთან ემუშავა და არც ერთთან მოსვლოდა კონფლიქტი და არც მეორესთან - ასეთი სასაცილო ამბებიც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. შედეგად, მარინასგან ბევრი რამ ვისწავლე ისეთი, რაც მანამდე არ მქონდა გაგონილი და ნანახი. განსაკუთრებით მომეკიდა, მიხვდა, რომ ეს მაინტერესებდა, შემეძლო და ამიტომ ყველასგან, იგივე თავისი მოსწავლეებისგან განსხვავებული „ბაიადერა“ გამაკეთებინა. სულ მეუბნებოდა, აღმოსავლური ქვეყნიდან ხარ და ამას შენ უკეთ მიხვდებიო.

თეატრში თაობების ცვლა მტკივნეული პროცესია. დიდ თეატრში მისვლისას იქ ლეგენდარული მოცეკვავეები დაგხვდნენ. როდესაც ძალიან ახალგაზრდა ბალერინამ მათ გვერდით დაიწყეთ წამყვანი პარტიების შესრულება, როგორ შეხვდნენ ამას თქვენი უფროსი კოლეგები?

თაობების ცვლასთან დაკავშირებით ერთხელ ერიკ აშენგრინმა, დანიელმა კრიტიკოსმა გვითხრა: მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს ჩვენს თეატრში მოსული, მაგრამ არავინ მინახავს აქედან ბედნიერად წასულიო. რა თქმა უნდა, ამას მსახიობები მტკივნეულად აღიქვამენ. პირადად მე ვცდილობდი ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, თუმცა რომ გითხრათ, თეატრში ცუდი არაფერი ხდებოდა, ნამდვილად მოგატყუებთ.

უფროსი თაობის წარმომადგენლების მხრიდან ეჭვიანობა, რა თქმა უნდა, იყო. წარმოიდგინეთ, როდესაც გასტროლებზე გამოდიოდნენ დიდი თეატრის ვარსკვლავები: პავლოვა, სემენიაკა, ბესმერტნოვა და მე დაკავებული ვიყავი არა პრემიერასა და პირველ წარმოდგენაზე, არამედ დღის სპექტაკლს მაცეკვებდნენ. ამ დროს ჩემზე მეტი იწერებოდა პრესაში, ვიდრე მათზე - ეს ხანდახან არც კი მახარებდა. ერთი მხრივ, დადებითი შეფასება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც პირველად მხედავდნენ, ძალიან ძვირფასი იყო, მეორე მხრივ კი, ვიძაბებოდი, რადგან ვიცოდი, ამას ცუდი შედეგი მოჰყვებოდა. ხშირად მართმევდნენ სპექტაკლებს, მაგალითად, ჩემზე გავლენიანი ბალერინა მოდიოდა და მეუბნებოდა, რომ მას უნდოდა ამ დღეს ცეკვა და უთმობდნენ. ჩემს გვარს ამოშლიდნენ და სხვას წერდნენ. ამიტომ მოსკოვში ცოტას ვცეკვავდი. აი, რა არის თეატრი.

კითხვაზე, მოსკოვში მისთვის სრული დატვირთვით ცეკვის საშუალება რომ მიეცათ, იქნებოდა თუ არა ნინო ანანიაშვილი იმ მასშტაბით აღიარებული ბალერინა, დაფიქრდა:

სხვათა შორის, აქამდე არავის დაუსვამს ეს შეკითხვა, მაგრამ მე თვითონ ბევრი მიფიქრია ამაზე. ზოგადად, ძალიან დამჯერი და კანონმორჩილი ადამიანი ვარ. რასაც მეუბნებოდნენ, ყოველთვის იმას ვაკეთებდი. ამიტომ მოსკოვში სცენაზე ხშირად გამოსვლის საშუალება რომ მქონოდა, ალბათ მსოფლიო ასპარეზზე ვერ გავიდოდი, არ ვიცეკვებდი ბალანჩინს, მაკმილანს, ეშტონს, ვერ მოვხვდებოდი ABT-ში (ამერიკული ბალეტის თეატრში) და კარიერას დავამთავრებდი ისე, როგორც ბევრმა საბჭოთა ბალერინამ დაასრულა. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ჩემზე საზღვარგარეთ დიდი მოთხოვნა გაჩნდა და რაღა დამრჩენოდა ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ მეცეკვა. არასდროს ვდარდობდი, რომ ბევრად ნაკლები ხელფასი მქონდა და უარეს პირობებში ვიყავი, ვიდრე ბევრი ჩემი უცხოელი კოლეგა. ეს არ მიმაჩნდა პრობლემად. მე მარტო ცეკვა მინდოდა. სცენაზე დგომის ნაკლებობა იყო ჩემი პრობლემა, მეტი არაფერი.

დღეს თავადაა საბალეტო დასის ხელმძღვანელი. თბილისში რვა წლის წინ ჩამოვიდა და ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი შეძლო: 41 საპრემიერო სპექტაკლის გამართვა, უცხოელი ქორეოგრაფებისა და კოლეგების ჩამოყვანა, რეპერტუარის გამდიდრება კლასიკური და თანამედროვე ქორეოგრაფების დადგმებით... უკვე იშვიათად დადის გასტროლებზე მარტო: როდესაც პირადად მას ეპატიჟებიან, პრესტიჟული თეატრების ხელმძღვანელობას უკვე ქართულ დასთან ერთად სთავაზობს გამოსვლას. თუმცა მისი მისამართით ბოლო დროს კრიტიკაც ისმის.

0x01 graphic

ხშირად ამბობენ, რომ რეპერტუარი არასწორადაა შერჩეული. ვიღაცას კლასიკა უნდა უფრო მეტად, ვიღაცას თანამედროვე ქორეოგრაფია არ მოსწონს. ამბობენ, რომ ბევრი წავიდა დასიდან, რადგან არ აძლევდით ცეკვის საშუალებას. თქვენ არასდროს პასუხობთ ამ ბრალდებებს...

მე არ ვიცი, რა ვუპასუხო ამ ადამიანებს, არ ვიცი, ვინ არიან, რადგან მათ ჩემთვის ამ კითხვით არასდროს მოუმართავთ. მათ მხოლოდ სპექტაკლებზე მოსვლას ვურჩევდი, რათა ნახონ, რომ სწორედ იმ ადამიანებს აქვთ საპრემიერო სპექტაკლების უდიდესი ნაწილი შესრულებული, რომლებზეც ამბობენ, რომ არ ვაცეკვებ. რვა წლის განმავლობაში ჩემი სურვილით დადგმული არცერთი დიდი და სიუჟეტიანი ბალეტის საპრემიერო სპექტაკლი ჯერ არ მიცეკვია, გარდა ეშტონის „მარგარიტა და არმანისა“, რომლის ცეკვის უფლებაც პირადად მომცეს.

რაც შეეხება თეატრიდან იმ მიზეზით წასულებს, რომ სცენაზე გამოსვლის საშუალებას არ ვაძლევდი. ვინც ვარგოდა, აქაც ცეკვავდა და სადაც წავიდა, იქაც კარგია. მაგალითად, ლაშა ხოზაშვილი - ნიჭიერი ადამიანი და ჩემი გაზრდილი ბავშვია. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ ჩემს დასში აღარაა, დღეს ბოსტონში ცეკვავს. იმავეს თქმა შემიძლია ანა ალბუთაშვილზეც, რომელიც ბირმინგემში მიიღეს. მაგრამ დანარჩენ ნაწყენებზე რა ვთქვა, არ ვიცი. თუ მე ვთრგუნავდი მათ, სადაც არიან, იქ რატომ არ ჩანან. იცით, ყველას შენარჩუნებას ვცდილობდი მუდამ, მიუხედავად მათი ნიჭისა და მონაცემებისა. ცუდია, რომ ბევრი მათგანი საკუთარ შესაძლებლობებს სწორად ვერ აფასებს. რაც შეეხება რეპერტუარს. მე არასდროს მინდოდა, ჩვენი დასი ყოფილიყო პროვინციული თეატრის დონეზე, მაქსიმალურად ვიხარჯები, რომ ასე არ იყოს - ამიტომ არის დღეს რეპერტუარში კილიანიც, ბურნონვილიც და ბევრი კლასიკური თუ თანამედროვე დადგმა. ვიღაცას ეს არ მოსწონს. თუმცა, არ არსებობს თეატრი და კოლექტივი, სადაც ყველა ყველაფრით კმაყოფილია.

ნინო დიდი იმპროვიზატორია. ზედიზედ დანიშნული წარმოდგენების დროსაც კი, დღიდან დღემდე, სპექტაკლიდან სპექტაკლამდე გამუდმებით რაღაცას ცვლის: მოძრაობებს, კოსტიუმს, თმის ვარცხნილობას, მიმიკას და ამით მუდმივ მაყურებელს, რომელიც მის წარმოდგენებს არასდროს აკლდება, მოდუნების საშუალებას არ აძლევს:

„იმპროვიზაცია კარგია, თუ ის დაშვებულის ფარგლებს არ სცილდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ სცენაზე თავისუფალი ხარ და არ გეშინია - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მოცეკვავეებისთვის. მაგალითად, მაკმილანმა, რომელთანაც ძალიან ვმეგობრობდი, თავადვე მითხრა, რომ მიუხედავად არაჩვეულებრივი მონაცემებისა, მოცეკვავედ ვერ შედგა მხოლოდ იმიტომ, რომ სცენის საშინელი შიში ჰქონდა. არაჩვეულებრივად ასრულებდა დარბაზში და მაყურებლის წინაშე გადიოდა თუ არა, ყველაფერს აფუჭებდა. ამიტომ გადაწყვიტა, სხვებისთვის დაედგა ცეკვები და გახდა კიდეც დიდი ქორეოგრაფი.

მე სცენის შიში არასდროს მქონია. პირველად ქორეოგრაფიული სასწავლებლის პირველ კურსზე ვსწავლობდი, რაღაცა რომ ჩემებურად გადავაკეთე. ერთმა მესამეკურსელმა გოგონამ ფეხი იტკინა და მოულოდნელად მე ჩამსვეს ნომერში. მოსკოვში ახალი ჩასული ვიყავი და ჯერ კიდევ არაფერი მქონდა სცენაზე შესრულებული. თბილისში ბევრს მაცეკვებდნენ, იქ კი მხოლოდ კლასში ვმეცადინეობდი. მაყურებლის წინაშე რომ გავედი და ორკესტრმა დაკვრა დაიწყო, იმდენად მონატრებული ვიყავი სცენას და ისე გამიხარდა, რომ გავთამამდი, დადგმულ მოძრაობებს გადავუხვიე, საჭიროზე მეტად დავტრიალდი და უცებ მივხვდი, რომ მუსიკა დამრჩა, კიდევ რაღაც მაქვს გასაკეთებელი. ჩემმა პედაგოგმა დაინახა, რომ შემეშალა, იფიქრა, ოთხი ტაქტით ადრე დავამთავრებდი ცეკვას და დაიძაბა. უცებ შემოვტრიალდი, რაღაც მოძრაობები გამოვიგონე და ბოლო ტაქტზე დავამთავრე. აპლოდისმენტები მივიღე, საგრიმიოროში გავიქეცი და ტირილი ამიტყდა. ვიფიქრე, მორჩა, აღარაფერს მაცეკვებენ, ლამის ჩავბარგდე და წამოვიდე თბილისში. ამ დროს შემოვიდა ჩემი პედაგოგი და რა გატირებს, ყოჩაღ, რომ არ დაიბენიო - მომეფერა. დიდი ხნის მერე მიყვებოდა ნატალია: კი მითხრეს მაშინ დანარჩენმა პედაგოგებმა, ცოტა გადაგიკეთებიათ ნომერიო და მეც არ შევიმჩნიე, არ გაგყიდე - მაინც პირველად ცეკვავს და შევუცვალე-მეთქი. ისინიც კი ვერ მიხვდნენ ვერაფერს. სცენაზე რამე თუ შეგეშლება, სიტუაციიდან გამოძრომის უნარს დიდი მნიშვნელობა აქვს და როგორც ჩემი პედაგოგები ამბობენ, მე ეს ყოველთვის მქონდა.

ისე კი, თავისუფლება და, შესაბამისად, იმპროვიზაციებიც უფრო მეტად ასაკთან ერთად მოდის. ჩემი კარიერის დასაწყისში ვერ ვაკეთებდი იმას, რასაც ახლა. უფრო დაძაბული ვიყავი სცენაზე, იმაზე უფრო ვფიქრობდი, როგორ შემესრულებინა დავალება. ერთხელ, ტატიანა ტერეხოვამ, რომელიც 46 წლამდე ცეკვავდა, მითხრა: რა თქმა უნდა, ყველაფერი მტკივა, რა თქმა უნდა, ფიზიკურად უფრო რთულია, მაგრამ ზუსტად ასაკში და ოცდაათი წლის შემდეგ მოდის ის თავისუფლება, რომლითაც სცენას უკეთ აკონტროლებო. მე სულ მიკვირდა ამ ასაკში როგორ ახერხებდა ცეკვას და ვიფიქრე, ოცდაათ წელს რატომ ველოდო, ამას ხომ ახლაც კარგად ვაკეთებ-მეთქი?! თუმცა ტატიანა მართალი აღმოჩნდა, იმიტომ კი არა, რომ სცენაზე გამოსვლის წინ არასდროს ვნერვიულობ, დღემდე ყოველთვის ვღელავ. მაგრამ ის გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა, საშუალებას მაძლევს უკეთ ვაკონტროლო მდგომარეობა და ისე შევცვალო დეტალი, რომ მაყურებელი ვერ მიხვდეს.

ხშირად ასახელებენ თაობის ყველაზე მნიშვნელოვან ბალერინად. მიუხედავად იმისა, რომ მისივე ასაკისაა არაერთი დიდი მოცეკვავე, თუნდაც სილვი გილემი. როდესაც ამ შეფასების შესახებ ვეკითხები, უხერხულად ეღიმება:

ჩემს თაობაში მართლაც ბევრი კარგი ბალერინა იყო: სილვი გილემი, ალესანდრა ფერი, ელიზაბეტ პლატელი... ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოცეკვავედ გასახელებენ. თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი კომპლიმენტი, ჩემი პედაგოგებისა და მაყურებლის შეფასება იყო. უბრალო ხალხის, რომელიც სპექტაკლზე მოდის და ბოლო თეთრს იხდის შენს სანახავად. წარმოიდგინეთ, მოსკოვში რამდენი წელია აღარ ვცეკვავ და დღემდე მირეკავენ, მეუბნებიან, რომ ვენატრები და ბოლოს ტირილს იწყებენ - ამაზე მეტი დაფასება არ არსებობს.

ამ ბოლო დროს საქართველოში იმდენი ნეგატიური ემოცია წამოვიდა ჩემ მიმართ, რომ ხშირად დავფიქრებულვარ, იქნებ არ ღირდა აქ ჩამოსვლა, ალბათ ხალხს შორიდან უფრო ვეყვარებოდი-მეთქი, მაგრამ მერე ქუჩაში შემხვედრიან ადამიანები, რომლებიც მაჩერებენ, საოცრად თბილ სიტყვებს მეუბნებიან და ვხვდები - ყველა ერთნაირად არ ფიქრობს. ჩვენ, მსახიობებს, პირველ რიგში ასეთი უბრალო შეხვედრები და სიყვარულის ასე უბრალო გამოხატვა გვაძლევს ძალას, რომ ვიცხოვროთ და ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს და რასაც მთელი ცხოვრება გულით ვაკეთებდით.

21 საძილე ტომარა და მბრწყინავი სათამაშოები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

სიმონ მაჩაბელი

0x01 graphic

მოდა, ხშირად, აბსურდად აქცევს ერთი შეხედვით უმტკივნეულო, სადა მოვლენას. მაგალითად, დასვენებას, გართობას ან თუნდაც სითბოს შენარჩუნებას ზამთრის სუსხიან ამინდში.

მოდის ისტორიაში ბევრი მაგალითია, სპეციფიკური ტანისამოსი როგორ გამხდარა ჰიტი, ან მანუფაქტურებმა, რომლებიც კონკრეტულ, მოდის დიზაინისგან შორს მდგომ უნიფორმას ქმნიდნენ, როგორ მოშალეს თავიანთი საზღვრები და გემოვნების, სტილის სამყაროში გადაეშვნენ: აღარავის ახსოვს Celine-ის სპორტული ტანსაცმელი, მაგრამ ბევრ ქალს უნდა ამ ლუქსბრენდის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ან ტყავის ლაბადა, Lacoste ჯერ არ დამშვიდობებია სპორტულ წარსულს, მაგრამ დიდი წარმატებით ყიდის არა ჩოგბურთის უნიფორმებს, არამედ ქალისა და მამაკაცის დღის ტანსაცმელს. მეორე მხარეც საპასუხო დარტყმებს იძლევა და გვაქვს სტელა მაკარტნის მიერ შექმნილი Adidas. ასევე, უნიკალურ საკოლექციო ობიექტად ქცეული ალექსანდრ მაქქუინის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც მან Puma-ს გაუკეთა.

გეხსომებათ გლენ მილერის მელოდიები, პონპონიანი ქუდები, ნაქსოვი ტანსაცმელი სკანდინავიური ირმებით, ფიფქებით და „მზიური ველის სერენადა“ - იქ, იდეალიზებულ სივრცეში, ხის თხილამურებზე შემდგარი ლაღი ხალხი მოსაწყენი ცხოვრებისგან გარბის. სქემა თითქმის არ შეცვლილა, უბრალოდ, ეკიპირება დაიხვეწა - დღეს სტილი თანამედროვეა, ცოტა უფრო კადნიერიც - სადმე სენტ მორიცში, კურშაველში ან კორტინაზე მოწყენილი ქერა მოდელი გოგო შანელის თხილამურებზე მოსრიალებს და თოვლში Tiffany-ის ბრილიანტებს კარგავს, მაგრამ მას არ სცივა, რადგან უდავოდ Moncler-ის ქურთუკი აცვია. ქურთუკი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებამდე მხოლოდ მთამსვლელთა არქტიკული ექსპედიციებისთვის იყო განკუთვნილი. 1988 წელს კი პრესტიჟული ფრანგული გამოცემის Madame Figaro-ს სარედაქციო კოლეგიამ, სრული შემადგენლობით, საშობაო მილოცვისთვის Moncler-ის ქურთუკებში გამოწყობილმა გადაიღო ფოტო და ამით ხიდი გადო კომპანიასა და ბურჟუაზიულ ბრწყინვალებას შორის.

თავდაპირველად კი ფირმა Moncler, რომელიც 30-იანი წლებიდან მოყოლებული, თხილამურების სამაგრებს, კარვების კონსტრუქციებს, დათბილულ შლემებს და საძილე ტომრებს აწარმოებდა, ფრანგულ ალპებში, ქალაქ გრენობლთან ახლოს, ფაბრიკის თანამშრომელ მუშებს საძილე ტომრების სარჩულებისაგან შეკერილ უზარმაზარ ქურთუკებს ურიგებდა, რათა 1952 წლის ცივ ზამთარს არ დანებებოდნენ და მუყაითად ეშრომათ. ამის შემხედვარე კომპანიის მფლობელის მეგობარი, ალპინისტი ლიონელ ტერიე, ხედავს რა ამ საოცარ ტანსაცმელს, რომელიც უზარმაზარ მოსიარულე კარავს ჰგავს, დაუყოვნებლივ უკვეთავს საძილე ტომარა-ქურთუკს, რის შემდეგაც, 1954 წელს, იტალიის ყარაყუმის ექსპედიცია ირჩევს Moncler-ის დალიანდაგებულ ქურთუკს, როგორც ყველაზე სანდო ინსულაციის წყაროს. მოდელმა ცოტაოდენი მოდერნიზაცია განიცადა და დღესაც იყიდება. კლასიკური დალიანდაგებული ქურთუკის რამდენიმე დიზაინი არსებობს, წარმატების ფორმულა კი სამხრეთ ბრეტანში მობინადრე ფრინველის 300-400 გრამ ღინღლშია. ის არის უმსუბუქესი, რბილი, თბილი, ფაფუკი და ჰაეროვანი. სწორედ ეს მონაცემები გახდა ამ ერთ დროს საძილე ტომრის წარმატების მიზეზი.

0x01 graphic

დღეს ეს ბრენდი მრავალ დიზაინერთან თანამშრომლობს, მისი კრეატიული დირექტორი კი ტომ ბრაუნია, რომელიც მილანისა და პარიზის მოდის კვირეულების ძირითად ჩვენებებში, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციებს წარადგენს სეზონურად.

სპორტთან შეზავებული დროსტარების ჟამი მუდამ იწვევდა მოდელიორების ინტერესს, მრავალი დიზაინერი თანამშრომლობდა სხვადასხვა სპორტულ ბრენდებთან უშუალოდ სპორტული ეკიპირების შესაქმნელად, თუმცა უკანასკნელ დროს მოდის სახლებმა თავად გადაწყვიტეს, რომ ზღაპრული ეკიპირება ნახევრად პროფესიონალ სპორტსმენებს და მოდის პროფესიონალ „მსხვერპლებს“ შესთავაზონ. სამწუხაროდ, რეზულტატები ხშირად გამაოგნებელია: წარმოიდგინეთ Dolce&Gabbana-ს სათხილამურო სათვალეები, მოჭედილი სვაროვსკის კრისტალებით ან Dunhill-ის სნოუბორდი შავი ტყავის სამაგრებით - ასეთ მძაფრ, დაუნდობელ ფუფუნებას მართლაც რომ კომუნისტური წარსული და უმიზეზოდ გამდიდრებული აწმყო სჭირდება. რთულია დაიჯერო, რომ ევროპელი გემოვნების შემფასებლები ასეთ მახეში გაებმებიან, თუმცა ბაზარზე სწორედ „ახალი რუსების“ გამოჩენამ გამოკვეთა სახელდახელოდ შექმნილი განსაცვიფრებელი ობიექტების ეს უცნაური ნიშა, რომელიც სხვების დასანახად მუდამ ბრწყინავს.

კოკო შანელი ნოვატორი გახლდათ, მას უკავშირდება შარვლის შემოსვლა და კორსეტის განდევნა ქალის გარდერობიდან. ის იყო პირველი, ვინც ბრეტანელი მეზღვაურების ზოლიანი მაისური შენიშნა და ამით პროფესიული ტანსაცმლის სრულიად სხვა კონტექსტში გამოყენება დაიწყო. მის მემკვიდრეობას ექსტრავაგანტული კარლ ლაგერფელდი მრავალი წელია ასულდგმულებს და სწორედ მან გადაწყვიტა, რომ სახელოვან მოდის სახლს ეს უცნაური მარკეტინგული სვლა გაეკეთებინა - სრულიად სხვა, უცხო სფეროში სტილის დამკვიდრება.

Chanel-ის მოდის სახლი უკვე რეგულარულად უშვებს ექსკლუზიურ სპორტულ ინვენტარს. „შანელის თხილამურები“ მართლაც უცნაურად ჟღერს, მით უმეტეს მათთვის, ვინც სპორტში ერკვევა. მართალია ლამაზია, მაგრამ ძალიან ძვირიც - თხილამურებს ეგზოტიკური ვარდის ხისგან ამზადებენ და ერთი წყვილის ფასი თითქმის ოთხი ათასი დოლარია. სპორტის და არა ფუფუნების მოყვარულები, ცხადია, ამას არასერიოზულად აღიქვამენ. მით უმეტეს, რომ თავად თხილამურების ფორმა და დიზაინი ძველმოდურია და სწორედ იმ ხის თხილამურებს მოგვაგონებს, რომლითაც „მზიური ველის სერენადის“ გმირები გასული საუკუნის 40-იან წლებში დასრიალებდნენ.

ირონიულია, მაგრამ ის, რაც ტანსაცმლის დიზაინში აბსოლუტურად მისაღებია (გამოიყენო წარსული და შექმნა ნოსტალგიური მოდა), სრულიად მიუღებელია სხვა ტიპის დიზაინში, სადაც ტექნიკური მხარე ვიზუალურზე მნიშვნელოვანია, სადაც ფორმა ახალი ტექნოლოგიების შედეგია. სწორედ ამიტომ, ასეთი მბრწყინავი სათამაშოები მხოლოდ უცებ გამდიდრებული წრეების გასართობად რჩება.

22 საშობაო პრეზეპე

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ირინა ბაგაური

0x01 graphic

ერთ ცნობილ გამონათქვამს თუ დავუჯერებთ, ნეაპოლი ის ქალაქია, რომელიც სიკვდილამდე აუცილებლად უნდა ნახო. და თუკი ამ ვიზიტს დეკემბრის თვეს დაამთხვევთ, არაფრით გამობრუნდეთ ქალაქიდან სან გრეგორიო არმენოს, იგივე სომხეთის განმანათლებლის, წმინდა გრიგოლ მოციქულის სახელობის ქუჩის უნახავად, რადგან ზამთრის დასაწყისში აპენინების ნახევარკუნძულის ერთ-ერთი ყველაზე თეატრალური ქალაქის მთავარი სადღესასწაულო სანახაობის ეპიცენტრი სწორედ აქაა. ყოველი წლის რვა დეკემბერს, ქალაქის ისტორიული ცენტრის ვიწრო ქუჩაზე მდებარე სახელოსნოების კარები იღება და ადგილობრივ ოსტატებს დამთვალიერებლების წინაშე გამოაქვთ მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული პრეზეპეები - კერამიკასა და ხეში გაცოცხლებული, ბეთლემში უფლის შობის ოცდაერთი საუკუნის წინანდელი ამბები.

სიტყვა პრეზეპე, რომლითაც დღეს ქანდაკებაში, მხატვრობასა თუ თეატრალურ წარმოდგენებში გაცოცხლებულ საშობაო სცენებს მოიხსენიებენ, ლათინურად ბაგას ნიშნავს. მის სადღესასწაულოდ აღმართვის ტრადიციას, ლეგენდის თანახმად, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში სან ფრანჩესკომ - წმინდა ფრანცისკ ასიზელმა ჩაუყარა საფუძველი.

პილიგრიმობისას ბეთლემში, ქრისტეს დაბადების ადგილის ნახვით შეძრულმა ფრანჩესკომ (წმინდა მიწიდან დაბრუნების შემდეგ, 1223 წლის შობა დღეს), ცენტრალური იტალიის ქალაქ გრეჩოში უფლის დაბადების მოსაგონრად ტყეში სახელდახელოდ აღმართულ საკურთხეველთან ვირი და ხარი მიიყვანა და ბაგის წინაშე აღავლინა სადღესასწაულო ლოცვა. გადმოცემის მიხედვით, სალოცავად მისულებმა იხილეს, თუ როგორ ამოიყვანა ბაგიდან ჩვილი უფალი მოწყალე და ღარიბმა წმინდანმა, ხელში დაარწია და გულში ჩაიკრა.

გრეჩოში მომხდარი სასწაულის სცენა მეცამეტე საუკუნეშივე ეპოქის უდიდესმა მხატვარმა ჯოტომ უმბრიის ქალაქ ასიზიში, წმინდანის სახელობის ბაზილიკის კედელზე გამოსახა. პირველი ხეში ნაკვეთი პრეზეპე კი, რომლის ნაწილებიც დღემდეა შემორჩენილი, აპენინელ მოქანდაკეს, არნოლფო დი კამბიოს ეკუთვნის და რომის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაშია დაცული. მას შემდეგ პრეზეპეების მიმართ ინტერესი არ განელებულა.

0x01 graphic

დღეს საშობაო სცენებს დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქალაქში გადააწყდებით. მას დეკემბრის თვეში აუცილებლად დგამენ ვატიკანში, კათოლიკური ეკლესიის უმთავრესი ტაძრის - სან პიეტროს მოედანზე. მთავარი კათოლიკური პრეზეპეს ფიგურები ხშირად ძალიან შთამბეჭდავია: ცვილის დიდი ზომის ქანდაკებები ცოცხალ ადამიანებს მოგაგონებთ. ფიგურები ფერადი და ოქროს ძაფებით ნაქარგ სამოსში არიან გამოწყობილი და ნიავის ოდნავ წამობერვაზეც კი უფრიალებთ მოსასხამები. სიღრმეში მოჩანან ვირი და ხარი. წინა პლანზე მდგარი ღვთისმშობელი და იოსები ბაგაში მწოლიარე ყრმა იესოს დაჰყურებენ, რომლის წინაშეც მუხლი აქვთ მოდრეკილი მწყემსებსა და მოგვებს.

პრეზეპეებს საშობაოდ არა მხოლოდ ეკლესიებსა და მოედნებზე, არამედ მორწმუნე კათოლიკეების სახლებშიც ნახავთ. ევროპელ დიდგვაროვანთა ოჯახები საუკუნეების განმავლობაში იწონებდნენ თავს მდიდრული საშობაო სცენებით. დღეს უკვე უბრალო ოჯახებშიც ცდილობენ, ისევე როგოც ნაძვის ხეებს, პრეზეპესაც ყოველწლიურად შემატონ ერთი ფიგურა მაინც და აბა, სად წააწყდები უფრო საინტერესო საშობაო პერსონაჟებს, ვიდრე ნეაპოლში, სადაც კერამიკასა და ხეში გაცოცხლებულ ნამდვილ საშობაო შედევრებს ქმნიან.

ვეზუვის კალთებზე გაშენებული კონტრასტების ქალაქი ბევრი რამითაა ცნობილი: აქ მღერიან ყველაზე კარგად ქვეყნის ყველაზე მელოდიურ სიმღერებს. ცნობილმა ხაბაზმა, რაფაელე ესპოზიტომ პირველად სწორედ ამ ქალაქში გამოაცხო პიცა მარგერიტა, ნეპოლში მიირთმევენ ნახევარკუნძულზე ყველაზე გემრიელ ყავასა და დესერტ ბაბას, აქ ცხოვრობს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი კრიმინალი და, ამავდროულად, ღრმადმორწმუნე კათოლიკე ქრისტიანი. ნეაპოლში წმინდანები განსაკუთრებით უყვართ, ამიტომ, იტალიელებს თუ დავუჯერებთ, ქალაქის მცხოვრებლებს მათთან იმდენად ახლობლური და უშუალო დამოკიდებულება აქვთ, რომ სახლებში დაბრძანებულ ხატებსა და ქანდაკებებს ოჯახის წევრებივით ეპყრობიან: ხან ესიყვარულებიან და ლარნაკებში ყვავილებს უწყობენ, ხანაც საკუთარ ბედზე განაწყენებულებს, გული მოსდით და მათთან ჩხუბსაც არ ერიდებიან.

სიწმინდეებთან ფამილარული დამოკიდებულების წყალობით, ნეაპოლური პრეზეპეები ყველაზე მდიდრულია: აქ არამხოლოდ მოგვები და მწყემსები ეთაყვანებიან ყრმა იესოს, უფლის გარშემო ტრიალებენ თავწაკრული დიასახლისები, იქვე ირევიან მკლავებდაკაპიწებული ვაჭრები, გლეხები, ხელოსნები... ზოგი ბაროკოს ეპოქისთვის დამახასიათებელ ტანისამოსშია გამოწყობილი, ზოგი ფიგურა სულაც მეზობელი ქუჩის მცხოვრებს, ან ქალაქის პორტის თანამშრომელს მოგაგონებთ...

წმინდა ფრანცისკ ასიზელის ცხოვრებას თუ დავუჯერებთ, იმ ღამეს, როდესაც წმინდანმა გრეჩოს ტყეში პრეზეპე აღმართა, საშობაო ლოცვაზე მისულმა ადამიანებმა მადლი და კურნება მიიღეს სასწაულებრივი ხილვისგან. ამიტომ, მორწმუნე კათოლიკურ ოჯახებში, დიდებსაც და პატარებსაც სჯერათ, რომ 25 დეკემბრის ღამეს, საშობაოდ აციმციმებულ ნაძვის ხესთან მდგარ პრეზეპესთან თუ სურვილს ჩაუთქვამ, აუცილებლად აგისრულდება. მით უმეტეს, თუ მის წინაშე ყველაზე დიდებულ და მისტიკურ შობის ამბავს ლექსებად გაიხსენებ:

„თოვს!
აი, გომურიც!
გექნებათ ორი ადგილი!?
ცივა!
შევჩერდით,
როგორ თოვს,
თოვლია რამხელა!
ცოტას თუ გაგვათბობს
ეს ხარი და ვირუკა,
მარიამს უკვე ეცვლება ფერი,
მოუვლის ღვთიური ტკივილი.
ზარებმა ძალუმად ჩამოჰკრა
და წმინდა ღამეც ჩამოდგა.

23 არომატული სეპარატიზმი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნინა ახლოური

0x01 graphic

ფრანგ ახალგაზრდობას ბოლო ხანებში ახალი ახირება გაუჩნდა, რაც შემდეგ ერთგვარ მოდურ გასართობადაც კი იქცა. მისია - ელიტარული პარფიუმერიის გადარჩენაა, მისი ხსნა ერთფეროვნებისგან, საზღვრებისა და შეზღუდვებისგან. მეინსტრიმთან ბრძოლაში მათ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და ლუქს ბრენდებთან დაპირისპირებამ ერთგვარი ჯვაროსნული ლაშქრობის ხასიათი მიიღო.

ერთი შეხედვით, ეს მისია წარუმატებლობისთვის უნდა ყოფილიყო განწირული - რთულია იმის წარმოდგენა, რომ ადამიანი, რომელმაც საერთოდ არაფერი იცის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შექმნას არომატი, ისეთი გენიალური „ცხვირის“, როგორიც, ვთქვათ, ფრანსუა დემაშია, გამოწვევას გაბედავს. თუმცა, გამბედაობა ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი თვისებაა და ვიღაცებს ეყოთ ძალა, გნებავთ თავხედობაც კი, ისეთი რთული მიზანი დაესახათ, როგორიც პარფიუმერიის, როგორც არტიზანული ხელოვნების, აღორძინებაა.

სპორტსმენები, მოდელები, წიგნის გამომცემლები და განებივრებული ბიჭები საზოგადოების მაღალი ფენებიდან - იმ თავზეხელაღებულთა რიცხვი, ვინც ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძა და niche პარფიუმერიაში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა, უსასრულოა. ვიღაცებს ეს არცთუ ურიგოდ გამოუვიდათ, მაგალითად, რომანო რიჩის, ნინა რიჩის ბონვივან შვილთაშვილს, რომელმაც პარფიუმერული პროექტი, სასაცილო სახელით Juliet Has a Gun, წამოიწყო.

არანაკლებ გაბედული აღმოჩნდა ეტიენ დე სვარდტი, რომელიც Givenchy-სთან თანამშრომლობდა, მაგრამ მალე მობეზრდა უამრავი ტაბუს მიხედვით არომატების შექმნა და საკუთარი პარფიუმერული სახლი Etat Libre d'Orange დააარსა, დევიზით „Le parfum est mort, vive le parfum” (პარფიუმი მკვდარია, გაუმარჯოს პარფიუმს). ის დღეს ცნობილ პარფიუმერებთან ერთად გაბედულ, არასტანდარტულ სურნელებს ქმნის, თან ცდილობს, ყურადღება უჩვეულო სახელებით მიიქციოს, მაგალითად, ასეთით - Putain des Palaces.

პარფიუმერიაში haute couture-ის სფეროს ერთი მთავარი ხიბლი აქვს - მარკეტინგის სამსახური ხელოვანს, წინასწარ საგულდაგულოდ შექმნილი პოტენციური მომხმარებლის აღწერილობის მიხედვით, არომატის შექმნას არ ავალებს. შედეგად, შემოქმედებითი თავისუფლება თითქმის შეუზღუდავია. ასე შეიქმნა Le Labo - ფაბრის პენოსა და ედუარდ როშის

„ხულიგნური“ პროექტი. ისინი L'oreal-ში მუშაობამ და ბაზრის ანალიზმა დაღალა, რის გამოც საკუთარი ლაბორატორიის შექმნა გადაწყვიტეს. ბუნებრივია, მათ, არაკომპეტენტურ თანამოაზრეებთან შედარებით, უფრო დიდი წარმატება ელოდათ. ისევე, როგორც კილიან ჰენესის...

0x01 graphic

რომანო რიჩი

0x01 graphic

კილიან ჰენესი

„ეს იყო გაბედული და ამასთან, სარისკო ნაბიჯიც. თუმცა ჩემთვის სხვა ალტერნატივა არ იყო, რადგან რისკის გარეშე არ არსებობს არც სიამოვნება და არც რაიმე ახლის შექმნის შანსი“, - ამბობს კილიანი, LVMH ჯგუფის დამაარსებლის შვილთაშვილი. ის თავიდან სორბონის უნივერსიტეტში საინფორმაციო მეცნიერებას სწავლობდა, მაგრამ როდესაც არომატის შექმნა სცადა, მიხვდა, რომ ეს მისი მოწოდება იყო. მან საკმაოდ დიდხანს იმუშავა ცნობილ პარფიუმერულ ბრენდებთან, რომ ეს საქმე კარგად შეესწავლა, საბოლოოდ კი გადაწყვიტა, რომ სუნამოებისთვის ექსკლუზიურობის დაბრუნება ყველაზე კეთილშობილი საქმე იქნებოდა და საკუთარი ბრენდი, By Kilian შექმნა.

კილიანი პარფიუმერიის მსხვილ ბრენდებს ფილმის ინდუსტრიას ადარებს: „ისინი იძულებულნი არიან, შექმნან ბლოკბასტერები და გასაყიდად ერთი თვე აქვთ, რის შემდეგაც სუნამო შეფასდება როგორც წარმატება, ან მარცხი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მისი ინვესტირება დამთავრდება“.

ჰენესისთვის ეს მიუღებელია. საკუთარი სტილი აქვს - რთულ, არასტანდარტულ სურნელებს ქმნის, ისე, როგორც niche პარფიუმერიის „ცხვირს“ შეეფერება. მისი არომატები ან გიყვარდება, ან გძულს, შესაბამისად, საყოველთაო წარმატების ფენომენი კილიანისთვის ეფემერულია. „მუსიკაში ჩვენ გვაქვს შვიდი ნოტი და წარმოიდგინეთ, უკვე რისი შეთხზვა შეიძლება. პარფიუმერიაში უნდა ისწავლო სამი ათასი ნოტი და შემდეგ, ყველა შესაძლო აკორდი...“ ჰენესი არომახელოვნების პროცესზე აღტაცებით საუბრობს, თუმცა ისიც კი არ არის თავის შემოქმედებაში ბოლომდე თავისუფალი: „IFRA გამუდმებით გვიგზავნის ახალ რეკომენდაციებს და ჩვენც იძულებულნი ვართ, გავითვალისწინოთ. ისინი კლავენ არომატს მხოლოდ და მხოლოდ ალერგიის შესაძლებლობის გამო და სულ უფრო მკაცრები ხდებიან ამ მიმართულებით“.

თუმცა დღეს, პარფიუმერიის გლობალიზაციის პირობებში, IFRA-ს დაწესებული შეზღუდვები არ წარმოადგენს ერთადერთ პრობლემას. ლუქს ბრენდებს ეშინიათ ნოვატორობის, რისკზე წასვლის და კომერციულად მრავალჯერ გამოცდილი სუნამოების ახალ ვერსიებს ქმნიან. ამიტომ, შემოქმედებითი სული მათში აღარ იგრძნობა, პარფიუმერიის ხელოვნება კი თითქმის აღარ ვითარდება.

დღეს გამოუცდელ „ცხვირს“ იოლად აერევა ერთმანეთში შანელის Coco Mademoiselle და დიორის Miss Dior და ამაში უცნაურიც არაფერი იქნება. არომატები მკვეთრად გამოხატული, ინდივიდუალური ხასიათით ბაზარზე აღარ ჩანს იმიტომ, რომ ბესტსელერის პოტენციალი არ გააჩნია. თუმცა ექსკლუზიური, ელიტარული პარფიუმერია „კოკოსგან“ კიდევ ბევრი რამით განსხვავდება. პირველ რიგში, უჩვეულო ინგრედიენტებით - აქ შეიძლება შეგვხვდეს შამპანურის, სოკოს სურნელი, და ისეთი უცნაური არომატიც კი, როგორიც ძველი ავტომობილის სალონს ექნებოდა...

ექსკლუზიური პარფიუმი მცირე „ტირაჟით გამოდის“ და არ ხვდება ბილბორდებზე. ლუქს ბრენდის სუნამოს შემთხვევაში, მისი ღირებულების ნახევარს და ხანდახან, უფრო მეტსაც, მის რეკლამაში ვიხდით, დიდი ნაწილი მოდის ასევე შეფუთვასა და ბოთლის დიზაინზე. ელიტარული პარფიუმერია კი რეკლამასა და მასობრივ წარმოებაზე ორიენტირებული არაა - ის სადა, კლასიკური ფორმის ფლაკონებში ისხმება. მთავარი ხარჯი აქ პარფიუმერული ძვირფასი და ნატურალური მასალის გამოყენებისკენაა მიმართული. ამიტომაა, რომ ჰენესის არომატი ხშირად გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ყველაზე ცნობილი ლუქს ბრენდების პროდუქტებიც კი.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პარფიუმერია ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. გასული საუკუნის პირველ ნახევარში მისი მასობრივად წარმოება დაიწყო, ეს კი, ცხადია, სინთეტიკური და იაფფასიანი მასალის უფრო ხშირად გამოყენებასთან იყო დაკავშირებული. პარფიუმერიის დემოკრატიზაციასთან ერთად, საზოგადოების მაღალმა ფენებმა დაკარგეს მისი ტარების ექსკლუზიური უფლება. ბრენდებმა კი ისეთი არომატების შექმნა დაიწყეს, რომლებიც ადვილად მოეწონებოდა მასებს, რამაც შემოქმედებით კრიზისს დაუდო სათავე.

ჰენესისა და ფაბრის პენოს თაობას პიონერს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ - პარფიუმერიისთვის პირვანდელი ექსკლუზიურობის დაბრუნებისთვის ბრძოლა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო. უბრალოდ, ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანებს დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ - ატარებდე ისეთივე სურნელს, როგორსაც ყველა შენ გარშემო, ცუდი ტონია, ხოლო როგორც ფრედრიკ მალი იტყოდა, როდესაც ყველას მოხიბვლას ცდილობ, მოსაწყენი ხდები და თან, სულს კარგავ...

არც ისე იოლი იქნება დანამდვილებით ვთქვათ, ვინ ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე ექსკლუზიურ პარფიუმერიას. 1961 წელს უკვე არსებობდა Diptyque, 1975-ში კი Le Jardin Retrouvé-იც დაარსდა, რომლის მიზანიც ასევე იყო პარფიუმერიაში არტიზანული ტრადიციების აღდგენა. თუმცა სრული, ნათლად ჩამოყალიბებული კონცეფცია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ელიტარული პარფიუმერია, ჟან-ფრანსუა ლაპორტმა მოიფიქრა. მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ პარფიუმერიამ განვითარების არასწორი გზა აირჩია, ლაპორტმა გადაწყვიტა, არ დაეშვა, რომ სუნამო, როგორც ნამდვილი, თავისუფალი ხელოვნების ობიექტი, გამქრალიყო. ამიტომ 1976 წელს მან L'Artisan Parfumeur დააარსა და ამით მეინსტრიმს დაუპირისპირდა.

Niche პარფიუმერია ნელა, მაგრამ თანდათან თავს აღწევდა ემბრიონის კონდიციას. 1980 წელს ყოფილმა პიანისტმა და მოდელმა, ანიკ გუტალმა საკუთარი პარფიუმერული ხაზი ჩამოაყალიბა. ის პირველი ქალია, რომელმაც ექსკლუზიური პარფიუმერიის ბრენდი შექმნა. 1999 წელს, ანიკის სიკვდილის შემდეგ, ბრენდს მისი ქალიშვილი, კამილა გუტალი, ჩაუდგა სათავეში. ის დღეს პარფიუმერ იზაბელ დუაიენთან ერთად ქმნის არომატებს.

საზოგადოებისთვის უფრო ცნობილი სახელია სერჟ ლუტანსი. მან საკუთარი, ელიტარული პარფიუმერიის ბრენდი მოგვიანებით, 1990 წელს შექმნა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მიმართულება საკმაოდ ახალგაზრდაა, Serge Lutens ასევე შეიძლება მოვიაზროთ, როგორც მისი ისტორიის ერთ-ერთი პიონერი შემოქმედი.

ლუტანსი ჯერ ფოტოგრაფი იყო, შემდეგ საკმაოდ ცნობილი სტილისტი და ვიზაჟისტი გახდა, 1980 წელს კი მუშაობა დაიწყო კომპანიაში Shiseido. სწორედ იქ შექმნა მან თავისი პირველი არომატები. მოგვიანებით Shiseido- Salons du Palais-Royal-ის შექმნა შესთავაზა, სადაც საშუალება ჰქონდა უნიკალური არომატები შეექმნა. 2000 წელს ლუტანსმა უკვე საკუთარი პარფიუმერული ბრენდი Parfums-Beaute Serge Lutens დააარსა. იგი პარფიუმერ კრისტოფერ შელდრეიკთან თანამშრომლობს და დღეისთვის რამდენიმე საკულტო არომატი აქვს შექმნილი, მაგალითად: Ambre Sultan, Five O'Clock Au Gingembre...

ლუტანსს მიაჩნია, რომ არ არსებობს ხელოვნება, არსებობენ მხოლოდ შემოქმედები. ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, პარფიუმერიაშიც, არ შეიძლება ხელოვნება დავყოთ კეთილშობილ და არაკეთილშობილ მიმართულებად. მთავარია, რომ ხელოვნების ნიმუში განხილვას და შესწორებებს არ დავუქვემდებაროთ. არ შეიძლება პარფიუმერს მიუთითო, მისცე დარიგებები ისე, როგორც პატარა ბავშვს, რომელიც, ჩვენი აზრით, კარგად არ იქცევა. „ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კომერციულ პარფიუმერიას უკავშირდება, ისაა, რომ ხალხი მას ყიდულობს“, - ამბობს პარფიუმერი და არომატების სამყაროში ფეხმოკიდებული მონოტონურობის, უფერულობის წინააღმდეგ გამოდის.

ფრედერიკ მალი კი ამ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც პარფიუმერული გიგანტების სახელოსნოებში გამოკეტილ ყველაზე ნიჭიერ პარფიუმერებს საშუალება მისცა, პერსონალური ნაწარმოებები შეექმნათ, გარეშე პირების ჩარევისა და ფინანსური შეზღუდვების გარეშე. Editions de Parfums Frederic Malle-ის კონცეფციამ 2000 წელს ცხრა ცნობილი პარფიუმერი შთააგონა, საკუთარი ფანტაზიისთვის, ბოლოსდაბოლოს, სრულად მიეცათ გასაქანი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კოლექცია ძალიან წარმატებული გამოვიდა.

კრეატიულობის შეზღუდვა ამ სამყაროში მართლაც დიდია. ფრანსის კურკჯიანმაც კი, რომელმაც ერთხელ თქვა, რომ ხელოვნებას ჩარჩო ყოველთვის სჭირდება და IFRA-ც სწორედ ამისთვის არსებობს, სეპარატისტული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საკუთარი სახლი Maison Francis Kurkdjian დააარსა. კურკჯიანის შექმნილი არომატები ხშირად გამხდარა საყოველთაოდ პოპულარული. საკმარისი იქნება მხოლოდ ერთის დასახელება - ნარცისო როდრიგესის For Her. მაგრამ ფრანსისმა მაინც გადაწყვიტა, რომ „აჯანყება“ კიდევ უფრო ღირსეული საქმე იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ, მოდის ცნობილი სახლებისთვის ბესტსელერი არომატების შექმნა.

ცხადია, ლუქს ბრენდებიც ყველანაირად ცდილობენ, ახალ მიმართულებას კონკურენცია გაუწიონ. შეიძლება ითქვას, niche პარფიუმერიის განვითარებამ ისინი აიძულა, შემოქმედებითი აზროვნებისთვის მეტი სივრცე დაეთმოთ და სულ უფრო ხშირად უშვებენ ლიმიტირებულ, ძვირადღირებულ კოლექციებს. მაგალითისთვის დიორის La Collection Privée-ც გამოდგება. ის გარკვეულ წრეებში გაჩენილი პარფიუმერული სნობიზმის ერთგვარი პასუხია - ლუქს ბრენდების ყველაზე წარმატებულ ნამუშევრებსაც კი ბევრი უბზუებს ცხვირს, თან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ფართო საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი. ცხადია, იმავე დემაშის ან ფლიპოს შემოქმედება არ შეიძლება უარყოფილი იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მეინსტრიმის ნაწილია. ხოლო თუ ექსკლუზიურ პარფიუმს დამწვარი რეზინის სუნი აქვს, მხოლოდ უნიკალურობის მოტივით, მისთვის დითირამბების მიძღვნა უადგილო იქნებოდა.

ყველაზე მთავარი, როდესაც საქმე პარფიუმერიას ეხება, ალბათ საკუთარ შეგრძნებებზე დაკვირვება და სნობიზმის დაძლევაა. თითოეულის კანს საკუთარი ქიმია გააჩნია და ეს უკვე ნებისმიერ, ყველაზე პოპულარულ პარფიუმსაც კი გარკვეულ უნიკალურობას ანიჭებს. აქ უფრო სხვა გარემოებას უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა - როგორც ბრედ პიტი შანელი N5-ის ახალ რეკლამაში ამბობს, მოგზაურობა ძალიან მალე არ უნდა მთავრდებოდეს. „გაქვთ Céline Dion-ის არომატი 20$ დოლარად. ისხურებთ სამჯერ, მეოთხედ კი უკვე გბეზრდებათ. შემდეგ იწყებთ სხვა არომატის ძებნას...“ ფრედერიკ მალი მართალია. ხელოვნების ნამდვილი ნიმუშისთვის შეფასების მხოლოდ ერთი მთავარი კრიტერიუმი არსებობს - დრო.

24 გორაკებს მიღმა - თბილისის კინოფესტივალის წილი

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

ნიკა ესებუა

კენ ლოუჩი, კრისტიან მუნჯიუ, მიხაელ ჰანეკე, ძმები ტავიანები, აკი კაურისმაკი და ათობით დამწყები თუ ცნობილი რეჟისორის ფილმი - ეს ყველაფერი წელს რიგით მეცამეტე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში იყო წარმოდგენილი. შარშან ფესტივალს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და საკონკურსო პროგრამაზე უარის თქმა მოუწია, წელს კი ძველ კალაპოტში ჩადგა და 10 ფილმი ცდილობდა საუკეთესოს წოდების მოპოვებას.

„ესპანეთი“ - ასე ჰქვია ანია სოლომონოვიჩის ნამუშევარს, რომელიც საკონკურსო პროგრამაში ყველაზე გამორჩეული ფილმი იყო. მოლდოველი ემიგრანტი, მხატვარი ქალი, მღვდელი, გემბლერი და ეჭვიანი მამაკაცი - ნამუშევარი ამ პერსონაჟების გარშემო ვითარდება და სხვადასხვა ეპიზოდში მათი გზები იკვეთება.

დამწყები რეჟისორი მარტოობაზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე გესაუბრებათ, ეს იდეალურად არ გამოსდის, თუმცა სათქმელი გასაგებია, სიმბოლოები მრავლისმთქმელი. სოლომონოვიჩის ნამუშევარი ოდნავ პოლ ტომას ანდერსონის „მაგნოლიას“ წააგავს, თუმცა ანიას პოლამდე კიდევ ძალიან ბევრი უკლია.

ლევან აკინის „კატინკას წვეულება“ კიდევ ერთი კარგი საფესტივალო ფილმი იყო. მინიმალისტური, ძალიან კარგი თემატიკითა და საინტერესო პერსონაჟებით. კატინკას დაბადების დღეზე მისი მეგობრები მოდიან, ყველაფერი კარგადაა, სანამ მთავარი პერსონაჟის ძმა არ მოვა ქალთან ერთად. ვულგარული, გამომწვევი, საეჭვო ცხოვრების სტილის მქონე მანდილოსანი, სნობებით დაკომპლექტებულ სამეგობროს, თავისდაუნებურად სარკეში ჩაახედებს. მეგობრების საუბარი აბსტრაქტულ ხელოვნებაზე და გლობალურ პრობლემებზე სულ უფრო სასაცილო ხდება, ნელ-ნელა ყველა თავისი უსუსურობის, სიყალბის წინაშე დგება და კატინკას წვეულება ნამდვილ სახეს აჩენს - ის ფარსად იქცევა.

0x01 graphic

ყალბი და ცარიელი იყო აიდა ბეგიცის „სარაევოს შვილები“. ნამუშევარი ომისშემდგომ სარაევოში, პატარა ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, სადაც და ცდილობს ძმის მეურვეობა შეინარჩუნოს და ამასთან, სწორ გზაზე დააყენოს. ერთი შეხედვით, ფილმი ძალიან ახლობელი უნდა ყოფილიყო ქართველი მაყურებლისთვის. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, ბოსნიაში განვითარებული მოვლენები და საქართველო 90-იანი წლების დასაწყისში, ბევრ საერთო პრობლემას აერთიანებდნენ, თუმცა რეჟისორმა ვერ მოახერხა ფილმის შეკვრა, ნამუშევარი რიგ ეპიზოდებში საინტერესოა, ხანდახან კი ფსევდოინტელექტუალური გადახვევები და არტ-ჰაუს კინოსთვის დამახასიათებელი კლიშე ეპიზოდები ყველაფერს აფუჭებს. პრობლემის არსი მაყურებლისთვის გასაგებია, დრამატურგია - ზედმეტად ხელოვნური.

ყველაფერი ხელოვნურია ჯორჯო კუნიოს ფილმში „ვაკუუმი“. მთავარი პერსონაჟი არიანა, მეუღლესთან და ახალშობილ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. მშობიარობის შემდგომი დეპრესია, მატერიალური პრობლემები მას ვაკუუმში აქცევს, საიდანაც გამოსავალი არაა. მისთვის უცხო და მიუღებელია ადამიანთა ურთიერთობები, მას მარტოობა ჭამს და ფატალურ შედეგებამდე მიჰყავს. ნამუშევარი ადამიანის ტრაგედიაზე უნდა ყოფილიყო, თუმცა გაწელილი, დამღლელი, ერთფეროვანი ფილმი ჩვილი ბავშვივით უსუსურია.

სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა რუსუდან ჭყონიას სადებიუტო ნამუშევარი „გაიღიმეთ“. ფილმი საქართველოში დედების კონკურსის გარშემო განვითარებულ ისტორიაზე მოგვითხრობს. 10 ერთმანეთისგან განსხვავებული ქალი ყველაფრის ფასად ცდილობს გამარჯვებას. ზოგისთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ზოგისთვის გართობაა, ნაწილისთვის კი კარიერული წინსვლის საშუალება.

„გაიღიმეთ“ იშვიათი ქართული ფილმია, რომელიც აწმყოს ეხმაურება და რეალურ პრობლემებზე გვიყვება. რუსუდან ჭყონიას ნამუშევარში ყველაფერი უბრალო და ნამდვილია. ეს ტრაგიკომედია ქართული სატელევიზიო შოუების ვულგარულ, სადისტურ, „ბნელ მხარეს“ გვიჩვენებს. ფილმი ღიმილზეა, რომელსაც ვიღაც რეიტინგის მოსამატებლად იყენებს, ვიღაც კი თავისა და ოჯახის გადასარჩენად. ეს შოუა, რომელის სცენარიც უკვე დაწერილია და მხოლოდ მარიონეტებია საჭირო. 3-4 ძალიან კარგი პერსონაჟი და სცენარი, ფილმის უმთავრესი ღირსებაა.

ქართულ კინოცენტრს თბილისის კინოფესტივალზე წარმატებული წელი ჰქონდა. რუსუდან ჭყონიას ნამუშევრის გარდა, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა თინათინ გურჩიანის დოკუმენტურმა ფილმმა „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“. ასევე კინოცენტრის კოპროდუქციით გადაიღეს საკონკურსო მხატვრული ფილმი „ჩაიკა“.

ისევე, როგორც ორი წლის წინ, როდესაც ოქროს პრომეთე რუსუდან პირველის „სუსამ“ მოიგო, ახლაც, ჟიურიმ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ორი მთავარი ჯილდო გიორგი ფარაჯანოვისა და სლავომირ ფაბიცკის ნამუშევრებს მისცეს. სერგეი ფარაჯანოვის ძმისშვილის წარმატება, ძნელია, დიდი წინაპრის გარდა სხვა რაიმეთი აიხსნას. „ყველა წავიდა“ საოცრად დამღლელი, ნაკუწ-ნაკუწ დაშლილი ნამუშევარია, რომელიც გიორგი ფარაჯანოვის ბავშვობის მოგონებების ეკრანზე უხეიროდ გაცოცხლების მცდელობა იყო. სლავომირ ფაბიცკის „სიყვარული“ კი არაფრით გამორჩეული ნამუშევარია, რომელზეც კარგის ან ცუდის თქმა ძალიან რთულია. ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე ათობით ამაზე უკეთესი და უარესი ნამუშევარი გადაუღიათ, რომელთა ფონზე ფაბიცკის ფილმის ხსენებაც კი არ ღირს.


დაჯილდოების ცერემონიალზე ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ნიკა თავაძე ინგლისურად დაწერილ ტექსტს კითხულობდა, უცებ დაიბნა და „რაოო?“ წამოიძახა. ამ ეპიზოდს დარბაზში სიცილი მოჰყვა, თუმცა ჟურნალისტებისთვის საქმე სასაცილოდ სულაც არ იყო. აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისგან „რაოოს“ ხშირად გაიგონებდით, რადგან ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ადგილების ბილეთები იყიდებოდა და ხშირად, მნიშვნელოვანი პროექტების ნახვა, ფეხზე დამდგარს, იატაკზე მოკალათებულს ან არმოსული მაყურებლის ადგილზე მჯდომს შეგეძლოთ.

მიხაელ ჰანეკეს კანის ტრიუმფატორ ფილმზე შესვლა ვერ შევძელი, „სიყვარულზე“ დარბაზი გადატენილი იყო, ჟურნალისტების ადგილზე კი მოწვეული სტუმრები ისხდნენ. შედარებით ნაკლები ხალხი იყო კრისტიან მუნჯიუს ნამუშევარზე. „გორაკებს მიღმამ“ კანის კინოფესტივალზე ფურორი მოახდინა და გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტიც იყო. მუნჯიუმ არ უღალატა თავის სტილს და გრძელ, დაუსრულებელ კადრებს მიანიჭა უპირატესობა. ბევრისთვის ერთფეროვანი და მონოტონური ფილმი, ნამდვილი მასტერკლასი, ნელი მოქმედების ბომბია, რომლის აფეთქებასაც მაყურებელი პირველი წამიდან ელოდება, მაგრამ ფილმი ისე მთავრდება, რომ დიდი აფეთქება მხოლოდ თქვენს გონებაში ხდება.

მუნჯიუს ნამუშევარში მოქმედება უმეტესად მონასტერში ვითარდება, სადაც მონაზონ ვოიჩიტას ეწვევა მეგობარი ალინა, რომელიც ცდილობს მეგობარი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნოს და გერმანიაში წაიყვანოს. ალინა მონაზვნებისთვის და მამაოსთვის ეშმაკის განსხეულებად იქცევა, ის ბოროტებაა, რომელიც თავისი ცოდვებისთვის ისჯება.

0x01 graphic

ანგელოზების წილი

„4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“ მუნჯიუს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო. „გორაკებს მიღმა“ ძალიან ჰგავს სადებიუტო ფილმს იმით, რომ რეჟისორი დამნაშავეს ადამიანებში არ ეძებს, ის კეთილისა და ბოროტის ძიებით არაა გართული. არც ეკლესიის დაკნინებას ცდილობს და არც ალინას წარმოაჩენს წმინდანად ან ეშმაკად. ის თავის სათქმელს კადრებით ამბობს, ეკლესიაში არც დენი აქვთ, არც ტელეფონს იყენებენ ხშირად, აქ ხალხი ღმერთს ემსახურება და რეალურ სამყაროს მოწყვეტილია. ისინი სიბნელეში ცხოვრობენ და ეს სიბნელე ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი. უკუნეთი კი სისხლიან მსხვერპლშეწირვას ითხოვს. ბრძოლა 464 ცოდვის წინააღმდეგ (აღსარების დროს სწორედ ამდენ ცოდვაზე უწევს დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა ალინას), ტრაგედიით სრულდება. ფინალური სცენა გენიალურია - ტალახში ამოსვრილი მანქანა ზუსტად ასახავს პერსონაჟების მდგომარეობას.

მუნჯიუს ფილმისგან განსხვავებით, დადებითი ემოციებით სავსე იყო კენ ლოუჩის ნამუშევარი „ანგელოზების წილი“. ლოუჩი ის იშვიათი რეჟისორია, რომელიც, როგორც ხელოვანი, არ ბერდება, ძველებურად უყვარს კინო, ისევ სოციალურ პრობლემებზე იღებს ფილმებს (რადიკალი მემარცხენისგან ძნელია სხვა რამეს ველოდოთ) და კვლავაც სრულიად უცნობ, არაპროფესიონალ მსახიობებს ენდობა. მის ნდობას კი, როგორც წესი, ამართლებენ.

რობის, რინოს, მოსსა და ალბერტს სასამართლო საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის შესრულებას დაავალებს. ისინი კი, ერთად, ძვირფასი ვისკის მოპარვას გადაწყვეტენ, რომლის გაყიდვითაც ცხოვრების თავიდან დაწყება შეუძლიათ. რობის ფული ძალიან სჭირდება, რადგან ქალაქში ყველასთან და ყველაფერთან პრობლემები აქვს და თან ახლახან შეეძინა ვაჟი, რომლისთვისაც კარგი მამა უნდა იყოს. ლოუჩი საოცარი სიმსუბუქით, იუმორითა და სითბოთი ჰყვება ისტორიას, რომელიც ყოველ წამს შეიძლება ტრაგედიად იქცეს. ეს ის რეჟისორია, რომლისგანაც ყველაფერს უნდა ელოდო და შეიძლება ჰეფი ენდი კოშმარად აქციოს.

„ანგელოზების წილი“ არის შოტლანდიური Sideways (ალექსანდრ პეინის ფილმი). აქ ვისკი სიყვარული, სიამაყე, უდიდესი სიმდიდრე და ყველაზე მნიშვნელოვანი განძია. ლოუჩი ვისკიზე ისე საუბრობს, როგორც იასუნარი კავაბატა „ათასფრთიან წეროში“ ჩაის დალევის ცერემონიალზე. ლოუჩი თავის წილ იმედსა და პოზიტივს უანგაროდ ასხივებს.

0x01 graphic

მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს

თბილისის მეცამეტე კინოფესტივალი წარმატებული გამოდგა. სასურველი იქნება, მომავალში ჟურნალისტებს გარანტირებული ერთი რიგი დაეთმოთ, რათა ფესტივალის გაშუქება უფრო კომფორტული გახდეს. სასურველია, მომავალშიც ასეთი საინტერესო პროგრამა ჩამოიტანონ. ნაკლებად იყოს „ჰანეკეს ინციდენტის“ ანალოგი, როცა ფილმზე შესვლა მხოლოდ რჩეულებს შეეძლებათ. დანარჩენს კი თავად მოევლება, ვიღაც მუნჯიუს დარად ზიზღსა და სიბნელეში გვაპოვნინებს სიმართლეს, კენ ლოუჩის მსგავსად, ანგელოზად მოგვევლინება ან კაურისმაკს „მიბაძავს“ და მაყურებელს სიხარულის ცრემლებით აავსებს.

25 ალბომები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

მუსიკალურად საკმაოდ მრავალფეროვანი და ხარისხიანი 2012 წლის მიწურულს, ტაბულა გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ალბომს, რომლებიც საუკეთესოთა შორის გამოვარჩიეთ.

შევეცადეთ, რომ შერჩევა მრავალფეროვნების პრინციპით მომხდარიყო და მაქსიმალურად განსხვავებული ჟანრები შეგვერჩია, თუმცა ელექტრონული მუსიკის დომინირება შესამჩნევია გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წელი სწორედ ასეთი რელიზების სიმრავლით გახლდათ გამორჩეული.

ჩვენს ჩამონათვალში პირველ ადგილზე მოხვდა Scott Walker, მორიგი მონუმენტური ნამუშევრით Bish Bosch, რომელიც ტრილოგიის (Tilt, The Drift, Bish Bosch) ბოლო ნაწილია და წინა ნაწილების ტრადიციულ პირქუშ და უაღრესად ინტიმურ ხასიათს აგრძელებს. Bish Bosch საკმაოდ რთული ალბომია და სკოტ უოკერის მუსიკისთვის შეუჩვეველი ყური, ადვილად შესაძლებელია, მალე დანებდეს.

მეორე ადგილზე მოხვდა Actress: ბრიტანული ელექტრონული სცენის ერთერთი წამყვანი მუსიკოსი, რომლის ნამუშევრებიც წლიდან წლამდე უფროდაუფრო პოპულარული ხდება. R.I.P. 2012 წლის ალბომებს შორის ერთერთი საუკეთესო ჩანაწერია და თავისუფლად შეიძლებოდა, პირველ ადგილზეც აღმოჩენილიყო.

მესამე ადგილზე გასული Kendrick Lamar, სამწუხაროდ, საქართველოში არცთუ ცნობილი სახელია. სამწუხაროდ იმიტომ, რომ მისი ეს ალბომი, რომელმაც დასავლური მუსიკალური გამოცემების აბსოლუტური პატივისცემა დაიმსახურა, 2012-ში გამოსული ჰიპ-ჰოპ ალბომებიდან ყველაზე ინოვაციურად და თანამედროვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. good kid, m.A.A.d city ჟანრის ყველა დამფასებლისთვის საყვარელ ჩანაწერად უნდა იქცეს.

ჩვენს რჩეულებში ასევე მოხვდნენ: Daphni, რომლის შესახებაც ინფორმაციას ტაბულას წინა ნომერში მოიპოვებთ; Jam City ბრიტანული Dubstep ლეიბლის - Night Slugs-ის წამყვანი არტისტია, Flying Lotus კი თანამედროვე ინსტრუმენტალ ჰიპჰოპის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი. Ariel Pink-ის შესახებ ქართველ მელომანებს ბევრი სმენიათ, რაც, გარკვეულწილად, თბილისის “underground” წრეებში John Maus-ის პოპულარობამ განაპირობა.

ლისტში ასევე იხილავთ Holly Herndon-ს, აკადემიური ელექტრონული მუსიკის ქალ წარმომადგენელს, რომელმაც ნამდვილად საინტერესო ალბომით დაგვამახსოვრა თავი. Franc Oceanს, ვინც თანამედროვე R&B-ში მოღვაწე ერთერთი საუკეთესო ახალგაზრდა მუსიკოსია და ბო ლოს: Micachu& The Shapes - თანამედროვე AvantRock-ის ერთერთი ყველაზე საინტერესო და ექსპერიმენტული მიდრეკილებების მქონე ბენდი, რომელიც ცოტა რთული მოსასმენია, მაგრამ ნამდვილად აქტუალურ მუსიკას გვთავაზობს.

26 კინოთეატრები

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

0x01 graphic

Cirque du Soleil

2012 წელი. აშშ. რეჟისორი: ენდრიუ ადამსონი. მთ. როლებში: ერიკა ლინცი, ჯონ კლარკი, იგორ ზარიპოვი, დალას ბარნეტი.

ეს უდიდესი და ყველაზე გამორჩეული ცირკის ისტორიაა. „მზის ცირკის“ ამბავი, რომელიც უკვე 3 ათეული წელია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ხალხს აოცებს. 4000 თანამშრომელი, 850 მილიონი დოლარის მოგება და ერთმანეთისგან განსხვავებული, წარმოუდგენელი შოუები - ეს ყველაფერი „მზის ცირკია. 3D ფილმი ენდრიუ ადამსონმა გადაიღო, პროდიუსერი კი ჯეიმს ქემერონია, რომელმაც ვიზუალის ხარისხზე პირადად იზრუნა. Cirque du Soleil მათთვის, ვისაც საკუთარი თვალით არასოდეს უნახავს ესგრანდიოზული შოუ.

0x01 graphic

განგსტერებზე მონადირე

2013 წელი. აშშ. რეჟისორი: რუბენ ფლეიშერი. მთ. როლებში: შონ პენი, რაიან გოსლინგი, ჯოშ ბროლინი, ენტონი მაკი, ემა სტოუნი.

„ბნელი რაინდის აღზევების“ პრემიერაზე კანადაში, კინოთეატრ ავრორაში ტრაგედია დატრიალდა. ჯეიმს იგან ჰოლმსმა დარბაზში მსხდომთ ცეცხლი გაუხსნა და 12 ადამიანი მოკლა. რუბენ ფლეიშერის ფილმშიც არის კინოთეატრში ორმხრივი სროლის სცენა, პროდიუსერებმა რეჟისორს ამ სცენის სხვა ადგილას გადატანა ან საერთოდ ამოღება სთხოვეს. „განგსტერებზე მონადირე“, წესით, სექტემბერში უნდა გამოსულიყო და კინოფესტივალების ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ ტრაგედიამ და გადაღებების პროცესის გაჭიანურებამ კინოკომპანიას არ მისცა საშუალება, იგი იანვარზე ადრე გამოეშვა. არადა, 40-50-იანი წლების ამერიკის ისტორია, კრიმინალური დრამა განგსტერებზე, სადაც მთავარ როლებს შონ პენი და რაიან გოსლინგი თამაშობენ, „განწირული იყო წარმატებისთვის“.

0x01 graphic

ჯანგო გათავისუფლდა

2012 წელი. აშშ. რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო. მთ. როლებში: ჯეიმი ფოქსი, ლეონარდო დი კაპრიო, კრისტოფერ ვალცი, სემუელ ელ ჯექსონი, კერი ვაშინგტონი.

რა მნიშვნელობა აქვს ამ ფილმის სინოფსისს?! ეს კვენტინ ტარანტინოს ფილმია და მარტო ეს კმარა, რომ აუცილებლად ნახოთ. თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა რეჟისორმა ოცნება აისრულა და ვესტერნი გადაიღო. ეს კინოს ის ჟანრია, რომელსაც ტარანტინო ბავშვობიდან ეტრფის და მისი ელემენტები თავის არაერთ ნამუშევარში გამოუყენებია. ამერიკის სამოქალაქო ომამდე რამდენიმე წლით ადრე განვითარებული მოვლენები შავკანიან მონაზე, ჯანგოზე მოგვითხრობს, რომელსაც ერთი რამ სურს - საყვარელი ქალი ტყვეობიდან დაიხსნას. ძალიან იშვიათად ჰქონია ტარანტინოს ფილმს კარგი ტრეილერი ან გამორჩეული სინოფსისი, მისი ფილმის ავ-კარგიანობა ყოველთვის კინოთეატრში, დიდ ეკრანთან წყდება და, როგორც წესი, კვენტინი არასოდეს იღებს ცუდ ფილმს. ოსკარების (წინასწარი მონაცემებით) კიდევ ერთი ფავორიტი ფილმი თბილისის კინოთეატრებში.

ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი

2013 წელი. საქართველო. რეჟისორი: გიორგი ლიფონავა. მთ. როლებში: ანა ტყებუჩავა, ნინო გაჩეჩილაძე, ლევან ყოჩიაშვილი, გიორგი ნაზარიშვილი, მაკა ძაგანია.

პოპულარული ქართული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“, კინოადაპტაცია. სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი კატო კირვალიძე თხოვდება. ოცწლიანი სიყვარულის შემდეგ დიტოს ის ცოლად მოჰყავს. სრულმეტრაჟიანი ფილმი სწორედ მათ ქორწილზე იქნება. მხატვრულ ფილმზე იგივე ჯგუფი მუშაობდა, რომელიც სერიალს აკეთებს და, სავარაუდოდ, სერიალის მოყვარულებს იმედებს არ გაუცრუებს.

0x01 graphic

ჯეკ რიჩერი

2012 წელი. აშშ. რეჟისორი: კრისტოფერ მაკიუორი. მთ. როლებში: ტომ კრუზი, როზამუნდ პაიკი, რიჩარდ ჯენკინსი, რობერტ დიუვალი, ვერნერ ჰერცოგი.

ლი გრანტს დეტექტივთრილერების მოყვარულები ლი ჩაილდსის სახელით იცნობენ. მისი ყველა ნოველა ერთი მთავარი პერსონაჟის, ჯეკ რიჩერის გარშემო ვითარდება. ლიტერატურული წარმატების შემდეგ რიჩერი კინოში მო სინჯავს ძალებს, სა დაც მის როლს ტომ კრუზი ითამაშებს. ფილმი კრიმინალური თრილერია, სადაც ჯეკ რიჩერი სნაიპერს ეძებს, რომელმაც ხუთი ადამიანი მოკლა. მისკენ მიმავალ გზაზე კი ინტრიგებსა და გაუგებრობებში ეხვევა. რეჟისორი კრისტოფერ მაკიუორია, რომლისთვისაც ეს მხოლოდ მეორე მხატვრული ფილმია, აქამდე ის სცენარისტობით უფრო იყო ცნობილი და ოსკარიც აქვს მოპოვებული. სწორედ მისი სცენარით გადაიღო ბრაიან სინგერმა „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“.

27 ბლოგი - ლევან ღამბაშიძე

▲ზევით დაბრუნება


კულტურა

სხვაგან ვართ. ანუ იქ არ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. ამის თქმის საფუძველს ჩვენი წარსული მაძლევს. სამწუხაროდ, წარმოუდგენელია დაზუსტებით რაიმე სხვა რეალობაზე საუბარი გარდა იმისა, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, მაგრამ ფიქრი ყველაფერზე შეგვიძლია. მაგალითად იმაზე, თუ რა კარგი იქნებოდა გელათის აკადემიას რომ რაღაც მომენტში არ შეეჩერებინა „სამეცნიერო საქმიანობა“. რა კარგი იქნებოდა, სულხან-საბას ვიზიტს უფრო დიდი გულისყურით რომ მოჰკიდებოდა უცხო ქვეყნის მეფე. ან რაც მთავარია, რა კარგი იქნებოდა, წყეული საბჭოთა ოკუპაცია რომ არ მომხდარიყო.

რას იზამ. რაც მოხდა, მოხდა. მთავარია, ჩვენ კარგად გავიაზროთ მომხდარი და მისთვის შესაბამისი ადგილის მიჩენა შევძლოთ. სამწუხაროდ, არც ეს მომხდარა დიდი ხნის მანძილზე.

ამას წინათ, შემთხვევით გადავეყარე ანიმაციურ ფილმს, რომელმაც ძალზედ დამაფიქრა ჩვენს წარსულზე და დღევანდელობაში არსებული ერთ-ერთი პრობლემის საფუძველზე მიმანიშნა.

ბევრისთვის არის ნაცნობი ანიმაციური ფილმი „ლომი და კატა“ (1973), სადაც მეფე ლომი, თავისი შვილის აღმზრდელად კატას აიყვანს. სწავლების კურსის გავლის შემდეგ მეფე აჯიბრებს მოსწავლეს და მასწავლებელს. მოგების და წაგების შემთხვევაში ისჯება კატა. შეჯიბრის ბოლო ეტაპზე კატა გაიქცევა და ხეზე აძვრება. უფლისწული დაედევნება მას, მაგრამ ხეზე ასვლას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ, არ იცის. მეფე საყვედურობს კატას, რანაირი მასწავლებელი ხარ, ხეზე ცოცვა არ ასწავლე ჩემს შვილსო. კატის პასუხი შემდეგია: „კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმას და იმიტომ. თქვენი შვილისთვის რომ ხეზე ცოცვა მესწავლებინა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდიო“.

ასე მთავრდება საბჭოთა იგავი.

მახსოვს, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი ხოლმე ამ მულტფილმის ნახვისას. მაინც, რა ჭკვიანია კატა! რა ყოჩაღად დაიტოვა ხეზე ცოცვა შავი დღისათვის! აი, როგორ გამოადგა!

მაგრამ დღეს რომ დავაკვირდი, მივხვდი - კატა ყველაზე ცუდი მასწავლებელია უარესთა შორის. თავად დააკვირდით: მასწავლებელმა არ გაუზიარა მოსწავლეს და თავისთვის დაიტოვა რაღაც ცოდნა, რომელიც მოგვიანებით გამოადგა თავად მოსწავლისაგან თავის დასაცავად.

გადავხედოთ დასავლურ ტრადიციას: რა იქნებოდა, პლატონს რომ რაღაც ცოდნა დაემალა არისტოტელესთვის იმის შიშით, რომ ამ უკანასკნელს საკუთარი აკადემია არ გაეხსნა მოგვიანებით? რა იქნებოდა, ალბერტ დიდს თომა აკვინელისთვის არისტოტელეს ტექსტები რომ დაემალა, ვაიდა, ის უფრო ავტორიტეტული არ გახდესო. ან კანტს რომ ფიხტესთვის თავის დროზე დახმარება არ აღმოეჩინა, საზრიანი ბიჭი ჩანს და არ გამაკრიტიკოს მომავალშიო.

ამგვარად თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ევროპას არ აქვს მოსწავლის შიში. ეს ევროპისთვის განვითარების ნორმალური გზაა. თუ შენ მოსწავლე არ გყავს, უნაყოფო ხარ. წარმოუდგენელია, გქონდეს დიდი ცოდნა და არ გინდოდეს მისი სხვებისთვის გაზიარება. ეს არაბუნებრივია. მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგისთვის არა.

თუკი ცოდნა ძალაა, ძალაუფლებაა, მაშინ ცოდნის გაზიარება ძალაუფლების გაზიარებასაც ნიშნავს. ეს კი ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ამბავია, რაც, ალბათ, ისევ და ისევ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობად შეიძლება მივიჩნიოთ. გადავხედოთ საბჭოთა კავშირის ისტორიას ძალაუფლების ჭრილში და მივხვდებით, რომ სისტემისთვის უცხო რამეზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვხედავთ, რომ არავის სურს ერთხელ მიღებული ძალაუფლების დათმობა და ვისაც კი ეს ძალაუფლება აქვს, მაქსიმალურად ცდილობს, გარშემო ყველა მოიშოროს, ვინც კი პოტენციურად მაინც შეიძლება მასზე ძლიერი იყოს.

ცოტა ხნის წინ მეგობარმა დაწერა ფეისბუქზე: „ეს კაცი გენიოსია, ეგ რომ არ იყოს, აბა ვინ უნდა იყოს თეატრის მმართველიო“. სტურუაზე იყო საუბარი. უცებ მივხვდი, რომ საქმე ლომის და კატის საბჭოთა იგავთან გვაქვს. რას ჰქვია შემცვლელი არ არის? ამდენი წლის მანძილზე როგორ არ გაზარდა თავად სტურუამ მინიმუმ ერთი მოსწავლე, რომელიც ღირსეულად შეცვლიდა მას არყოფნის შემთხვევაში? რატომ მოხდა, რომ ასეთი „კარგი თეატრალური სკოლის“ პირობებში, ვერ აღიზარდა ახალი თაობა? იმიტომ, რომ ახლებისთვის ხეზე ცოცვა არავის უსწავლებია. რაღაც მაინც დაიტოვეს თავისთვის, ყოველი შემთხვევისთვის. და ფაქტია, რომ ამან იმუშავა.

ეს არ უნდა მომხდარიყო. იმ საქართველოში, სადაც ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ, მასწავლებელი ამას არ აკეთებს. სულხან-საბას იგავი „კატის გაზრდილი ლომი“ მთხრობელის, რუქას სიტყვებით მთავრდება:

- მე ჩემი ცოდნა, თუ რამე ვიცოდი, შენ გასწავლე და მე ჩემთვის აღარა შევინახე რა. აწ არ ვიცი, ხელთა გყევარ და ბევრს ავსაც მიზამ.

ასე მთავრდება ქართული იგავი.