The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №20 (ნოემბერი 2008)


ბიზნესი და კანონმდებლობა №20 (ნოემბერი 2008)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნაჭყებია ზაურ, მესხია იაკობ, მექვაბიშვილი ელგუჯა, ელიავა ლია, ბიწაძე კობა, საყევარიშვილი რევაზ, ბაბუხადია ანზორ, ჯიმშელაძე ეკა, აქუბარდია თამაზ, მესხიშვილი ანზორ, ფუტკარაძე სულიკო, თაგვაძე თამარ, მაისურაძე მარინა, ბოლქვაძე ბესიკ, ქოქიაური ლამარა, ფიშერი ოლგა, ჩანქსელიანი ლანა, კაკაშვილი ნატალია, ბადაგაძე ჯემალ, იაშვილი თამაზ, შუბითიძე ვაჟა, მინდიაშვილი აკაკი, ცხრუკვეთელი კობა
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი WWW.INOVACIA.GE ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 92-25-23; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. veb gverdi: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი ვლადიმერ ვახანია, იურიდიულ მეცნ. დოქტორი, აკადემიკოსი მთაავრი რედაქტორის მოადგილე ელგუჯა ლებანიძე რედაქტორი კობა ბიწაძე წამყვანი რედაქტორები: ილნარ გორელიშვილი, ეკა ჯიმშელაძე სარედაქციო საბჭო: იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ანზორ აბრალავა, სოსო ცისკარიშვილი, ნოდარ ხადური, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი გვენეტაძე, ლარისა თაკალანძე.იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ანზორ აბრალავა, სოსო ცისკარიშვილი, ნოდარ ხადური, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი გვენეტაძე, ლარისა თაკალანძე. კონსულტანტები: სულიკო ფუტკარაძე, ნუგზარ ქავთარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური: თამთა მეძმარიშვილი, ზანდა მშვილდაძე, ეკა სამხარაძე ხელმომწერებთან ურთიერთობის კოორდინატორი მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა ლევან ბოჭორიშვილი, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა, კორექტურა ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: №400467916; კოდი: 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521ა



1 უიარაღო ომი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზაურ ნაჭყებია
ჟურნალ ბიზნესი
და კანონმდებლობის
რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე

ომი ყველაზე მძიმე და დამანგრეველი რეალობაა კაცობრიობის არსებობის პრაქტიკაში. იგი სპობს და ანადგურებს ყველაფერს, სადაც კი მიწვდება და ისეთივე საშიშია, როგორც გლობალური ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელსაც ძალუძს აღგავოს სამყარო პირისაგან მიწისა.

თუ გადატანითი მნიშვნელობით ვიტყვით, ომი უფლის სასჯელია ცოდვილი კაცობრიობის დასაფიქრებლად და ჭკუაზე მოსაყვანად.

დასაბამიდან მოყოლებული, იმისდა მიხედვით იცვლებოდა საომარი საშუალებები, თუ რა დონეზე იყო კაცობრიობა ცივილიზაციის (სამხედრო ტექნოლოგიების) თვალსაზრისით.

ბოლოდროინდელი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არსებობს უიარაღო ომი, როცა ბალისტიკური რაკეტების, თუ უკანასკნელი ყაიდის სხვა საბრძოლო ტექნოლოგიების გარეშეც შესაძლებელია მოსახლეობის განადგურება.

ეს ის შემთხვევაა, როცა უცხო ქვეყნის ბიზნეს, თუ მზაკვრულ ინტერესებს ეწირება საკუთარი ქვეყნის არათუ სასიცოცხლო ინტერესები, არამედ, თვით ადამიანთა სიცოცხლეც კი.

ხახვითა და პომიდვრით დაპყრობილი ქვეყანა!

საქართველომ აგრარულ სექტორში პოზიციები ჯერ კიდევ მაშინ დათმო, როცა ერთიანი სამეურნეო კომპლექსი ხუხულასავით დაინგრა. ჩვენდა სამწუხაროდ, არაფერი ვიღონეთ, რომ ამ ნანგრევებში არ მოვყოლილიყავით. საბჭოეთში შემავალ სხვა მოკავშირე რესპუბლიკებისგან განსხვავებით, ისე ელვისებურად დავანგრიეთ და დავამსხვრიეთ ყველაფერი, არც კი გვიფიქრია (არადა, ვალდებულნი ვიყავით!), რომ საუკუნოვან ტრადიციებს შენარჩუნება სჭირდებოდა (არაფერს ვამბობ სამრეწველო პოტენციალის შენარჩუნებაზე, რომელიც მთლიანად საბჭოთა სისტემაზე იყო მიბმული).

საბჭოთა მეურნეობა-კოლმეურნეობებისადმი (და საერთოდ, ყოველივე საბჭოურისადმი) ქრონიკული სიძულვილით დაბრმავებულებმა სისტემის რღვევას გამართული ინფრასტრუქტურაც ზედ მივაყოლეთ და უარი ვთქვით სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების გადარჩენაზე. იმდენად სულსწრაფნი აღმოვჩნდით, შენობა-ნაგებობებიც აგურ-აგურ დავშალეთ და როგორც კოლექტური შრომის ნაყოფი, დავინაწილეთ კიდეც. ასე და ამგვარად, ერთ დროს ძლიერი და ღონიერი ქართული სოფელი პატრონის (როგორც მიჩვეულები ვიყავით, სახელმწიფო მეურვეობის) გარეშე აღმოჩნდა და დაიწყო მისი დასუსტება-გაჩანაგების შეუქცევადი პროცესი.

მართალია, საქართველოს წილი საბჭოთა კავშირის აგრარულ სექტორში 1,6%25-ს შეადგენდა (ციტრუსების წარმოებაში 100%25-ს, ჩაის წარმოებაში 98%25-ს), მაგრამ, ქართულ სოფელში რომ სიცოცხლე დუღდა და გადმოდუღდა, ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სტატისტიკურ მაჩვენებლებს, ანუ, რაოდენობას ეწირებოდა ხარისხი, სოფლის მეურნეობა მაინც აღმავლობის გზით მიდიოდა. მიწასაც გლეხკაცისა და სახელმწიფოს სახით პატრონი ჰყავდა და საქართველო მისთვის საჭირო სასურსათო პროდუქტს ადგილზე აწარმოებდა (მახსოვს, სოცშეჯიბრებაში გამარჯვების დასტურად როგორ აფრიალებდნენ კომპარტიის მაშინდელი ლიდერები გარდამავალ საკავშირო დროშებს), მეტიც, ზოგიერთი პროდუქტი მთლიანად საბჭოთა კავშირზე იყო ორიენტირებული.

0x01 graphic

სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგებისადმი გულგრილობის სიმპტომები ეროვნული ხელისუფლების მოსვლისთანავე გაჩნდა (არადა, სისტემის რღვევა სულაც არ ნიშნავდა სოფლის მეურნეობაზე ხელის ჩაქნევას) და შემდგომ და შემდგომ საერთოდ დავიწყებას მიეცა. თუმცა, ყველაფერს ხელისუფლებას ვერ დააბრალებ - უპატრონოდ მიტოვებულმა ქართველმა გლეხმა ახალ რეალობას ალღო ვერ აუღო, თანდათან მიწის სიყვარული დაკარგა და თანამემამულეთა წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობაც დაუჩლუნგდა (სოფელი კვებავდა ქალაქს და პირიქით). საკუთარ ხვედრს იმდენად შეურიგდა, არც კი უფიქრია საზოგადოებრივი მეურნეობის ბაზაზე პატარ-პატარა ამხანაგობები შეექმნა და თავისი საქმიანობა უფრო ეფექტური გაეხადა. მერე და მერე, ინიციატივა დაკარგულმა და უსახსროდ დარჩენილმა ხელი საერთოდ ჩაიქნია და... გაზარმაცდა. ფორმირებადმა სახელმწიფომ კი გულთან ახლოს არ მიიტანა ქართული სოფლის გასაჭირი და, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნის სასიცოცხლო დარგის განვითარება სტიქიურად წარიმართა. ამას დაემატა ისიც, რომ ქართული პროდუქტი ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის წყალობით კონკურენტუუნარო გახდა - დიახ, ქართველი გლეხი დადგა იმ ფაქტის წინაშე, რომ შემოტანილი პროდუქტი უფრო იაფი იყო და ადგილობრივი მას კონკურენციას ვერ უწევდა (და დღესაც ვერ უწევს!). შედეგად სახეზე გვაქვს გატყიურებული ჩაის პლანტაციები (რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის ხერხემალი იყო!), დასალპობად განწირული სუბტროპიკული კულტურები, სამასხროდ აგდებული უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები, უსახსრობის გამო დაუმუშავებელი ფართობები და უცხოტომელებზე უცერემონიოდ გაყიდული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ვარდების რევოლუციამდედა რევოლუციის შემდეგაც გვაჩვევენ იმას, რომ საქართველომ, როგორც აგრარულმა ქვეყანამ თავისი ბუნებრივი დანიშნულება დაკარგა და გზა უხარისხო, უგემოვნო, პესტიციდებით გაჟღენთილ უცხოურ პროდუქციას უნდა დაუთმოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაფერს გვეუბნებიან იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ეს პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რამდენად უწყობს იგი ხელს ქართული სოფლის საბოლოოდ დასუსტება-დასამარებას.

დღეს, როცა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აგრარული განვითარების კომპლექსური პროგრამა არ გააჩნია აუცილებელია ამ დარგის განვითარების ცალკეულ ღონისძიებებზე შევჯერდეთ, რათა პროცესების განვითარების მთლიანობა არ დაირღვეს (სხვანაირად ქვეყანაში სურსათის წარმოების პირობები დამძიმდება). ამ კონტექსტში შევეხები ერთ მეტად დამაფიქრებელ პოზიციას, რომელიც საქართველო-თურქეთის სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში გამოჩნდა. მხედველობაში მაქვს თურქეთ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (შეიძლება ითქვას, ისტორიული შეთანხმება), რომელიც, ჩემის აზრით, საფრთხეებს შეიცავს, კერძოდ:

  • შეთანხმება ხელს შეუწყობს თურქული გენმოდიფიცირებული და იაფფასიანი პროდუქციის შემოდინებას საქართველოში, რაც თავის მხრივ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სასურსათო დამოუკიდებლობას (ეს განსაკუთრებით იჩენს თავს ზემოთხსენებული აგრარული პროგრამის არქონის ფონზე) და მუდმივად სხვა ქვეყნებზე ვიქნებით მიბმული;

  • შეთანხმება კიდევ უფრო არაკონკურენტუნარიანს გახდის ქართულ პროდუქციას და არსებით პრობლემებს შეუქმნის ქართველ ფერმერებს (საბოლოოდ მონოპოლიზებული გახდება დღემდე დაუცველი ქართული ბაზარი, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იმპორტზე ნულოვანი გადასახადის დაწესება);

  • ექსპერტთა პროგნოზებით, თავდაპირველად შემოვა იაფი პროდუქცია, რომელიც ბაზრიდან ქართული პროდუქციის საბოლოოდ განდევნის შემდეგ მონოპოლისტური გახდება და გაძვირდება კიდეც!

  • საკითხავია ისიც, რამდენად სუფთა იქნება შემოტანილი პროდუქტები და რამდენად დაცული იქნება ქართული ბაზარი შხამქიმიკატებით და ნიტრატებით გაჯერებული პროდუქციისგან. თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, ქვეყანაში ამის აღკვეთის პოლიტიკური ნება ჯერჯერობით არ არსებობს - სახელმწიფო არ აკონტროლებს (არ ამოწმებს) რამდენად უსაფრთხოა შემოტანილი აგრარული პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის;

  • საკმაოდ დამაფიქრებელია დღეისათვის არსებული ბალანსი. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ აგრარულ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია მხოლოდ მთლიანი მოხმარების 1/3-ია, რაც აღნიშნული შეთანხმების წყალობით შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს და ნულამდე დავიდეს!

  • დამაფიქრებელია ისიც, რომ აღნიშნული შეთანხმებით თითქმის არაფერი გაგვაქვს (გარდა ქართული ღვინოსი, რომლის მოცულობაც არც ისე მასშტაბურია), რაც საეჭვოს ხდის შეთანხმების ეკონომიკურ ეფექტიანობას და რასაც არც ერთი ნორმალური სახელმწიფო არ ისურვებდა.

0x01 graphic

აქედან გამომდინარე, ქვეყანამ საჩქაროდ (დაუყოვნებლივ) უნდა შეიმუშაოს მკვეთრად გამოკვეთილი, ეროვნულ თავისებურებებს მორგებული აგრარული პოლიტიკა, გამოიყენოს ის რესურსები, რომელიც გაყიდვას, ან გაპარტახებას გადაურჩა და დანერგოს საკუთარ რესურსებზე ორიენტირებული ინოვაციური ტექნოლოგიები.

ნაკლებად მჯერა, რომ დღევანდელი მთავრობა ქართული სოფლის აღორძინებაზე ფიქრით თავს შეიწუხებს, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოების ყურადღების მიღმა დავტოვოთ ის უმწვავესი პრობლემები, რომელიც უახლოეს მომავალში ქართველთა გენოციდის საფუძველი შეიძლება გახდეს!

ალბათ დადგა დრო, ქართველმა აგრარიკოსებმა (ისინი ღვთის წყალობით ჯერ კიდევ შემოგვრჩნენ), ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშაონ საქართველოს აგრარული განვითარების კონცეფცია, რომელიც საფუძვლად დაედება ქვეყნის აგრარულ პოლიტიკას. საზოგადოების აქტიური ძალისხმევით კი ვაიძულოთ მთავრობა პირი იბრუნოს სოფლისაკენ. ეს მითუმეტეს აქტუალურია დღეს - მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის პირობებში.

P.S. ისე, თუ დავფიქრდებით მოსახლეობის განადგურების ახალი იარაღიც სახეზეა - სასურსათო ომი, რომელიც უცხოტომელებმა ჩვენი მთავრობის უნიათობით და საზოგადოების ინერტულობით ადვილად შეიძლება მოგვიწყონ

2 ხელოვნური მონოპოლიები და კონკურენციის პრობლემები საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ა.წ. 14 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისში ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ინიციატივით (თანაორგანიზატორი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოპროფილი) ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: ხელოვნური მონოპოლიები და კონკურენციის პრობლემები საქართველოში“.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ მეცნიერექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისა და ბიზნესსტრუქტურების წარმომადგენლები.

მრგვალ მაგიდას უძღვებოდა ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე ზაურ ნაჭყებია.

ზაურ ნაჭყებია: - ჟურნალი ბიზნესი და კანონმდებლობა აგრძელებს ტრადიციას და სადისკუსიოდ გამოაქვს ისეთი პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. დღევანდელი სადისკუსიო თემა გახლავთ ხელოვნური მონოპოლიები და კონკურენციის პრობლემები საქართველოში“.

ისმება კითხვა: რამ განაპირობა აღნიშნული თემით დაინტერესება?

მოგეხსენებათ, ეკონომიკის მართვის ცენტრალიზებული სისტემა, რომლის დროსაც მესაკუთრე იყო მხოლოდ სახელმწიფო, თამაშის წესებსაც იგი ადგენდა და შესაბამისად ფასებიც მონოპოლიზებული იყო. მართვის ცენტრალიზებული სისტემის რღვევამ და საბაზრო ეკონომიკის პრინციპზე გადასვლამ ბუნებრივად გამოიწვია სახელმწიფოს როლის შეცვლა ეკონომიკის მართვაში და დღის წესრიგში დააყენა ბიზნეს-სუბიექტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის აუცილებლობა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, სახელმწიფოს გაქცევას ეკონომიკიდან - პირიქით, ჯანსაღი კონკურენციის მიღწევა სახელმწიფოს მტკიცე ნებისა და სათანადო კანონმდებლობის უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია. პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ფორმულა: ბაზარი არეგულირებს ყველაფერს ფიქციაა. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს მსოფლიო საფინანსო კრიზისის ფონზე, რომელიც თანდათან ღრმა ეკონომიკური კრიზისის სახეს იძენს.

ანალიზი ცხადყოფს, რომ ეკონომიკის დაბალანსებული განვითარება მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სახელმწიფოს ანტიმონოპოლიური პოლიტიკა პასუხობს განვითარების ტენდენციებს და თავისებურებებს.

ბაზარი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს წონასწორობას, თუ სახელმწიფოს სამართლებრივი ბაზა ხელს არ უწყობს ჯანსაღი კონკურენციის გარემოს შენარჩუნებას.

რა ხდება ჩვენს შემთხვევაში? სახელმწიფო თვითონ აფერხებს ეკონომიკის განვითარებას - იგი მუხრუჭის და ხელოვნური მონოპოლიების სტიმულატორის როლში გამოდის.

ე.წ. ქართული ეკონომიკის „მამების“ დაჟინებული მოთხოვნით გაუქმდა ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც ფორმალურად მაინც არეგულირებდა ურთიერთობას ბიზნეს-სუბიექტებს შორის. შესაბამისად, გაუქმდა საქართველოს კა-ნონი ანტიმონოპოლიური საქმიანობის შესახებ. შედეგად მივიღეთ ის, რომ ეკონომიკის ბევრ სფეროში შეიჭრა ხელოვნური მონოპოლიები, რომელიც არა მარტო ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას და ბიზნეს-სუბიექტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას, არამედ, პირდაპირ გავლენას ახდენს მომხმარებლის ჯიბეზე. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია დღეს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში. არადა, სახელმწიფო, რომელსაც პრეტენზია აქვს განავითაროს საბაზრო ეკონომიკა და დაამკვიდროს მართვის დემოკრატიული პრინციპები, ვალდებულია ხელი შეუწყოს ხელოვნური მონოპოლიებისგან თავისუფალი ჯანსაღი კონკურენციის არსებობას.

ცალკე საუბრის თემაა ბიზნეს-ეთიკის დეფიციტი საქართველოში, რომელიც არანაირი მორალისა და პასუხისმგებლობის ჩარჩოში არ ჯდება.

რამდენადაც ვიცით, მათი დაზავება სახელმწიფო სტრუქტურების აქტიური ჩარევით მოხდა, თუმცა, მიმაჩნია რომ, კონკურენციის პრობლემებს კანონი უნდა არეგულირებდეს. ანალოგიური მაგალითის მოტანა შეიძლება ტელეკომპანია „მაესტროს“ შემთხვევაშიც, რომელმაც ლიცენზია არა სასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ მხოლოდ პარლამენტის ჩარევის შემდეგ მიიღო.

ერთი სიტყვით, პრობლემა მეტად მტკივნეული და აქტუალურია.

ნება მიბოძეთ გავხსნა დისკუსია და სიტყვა გადავცე ანტიმონოპოლიური სამსახურის უკანასკნელ მოჰიკანს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, ჟურნალ საქართველოს ეკონომიკის მთავარ რედაქტორს ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას, რომელიც ისაუბრებს მონოპოლიური სტრუქტურების ანატომიაზე და იმ საფრთხეებზე, რასაც ხელოვნური მონოპოლიები უქმნის საზოგადოებას.

ემზარ ჯგერენაია: დღევანდელი ჩვენი დისკუსიის თემა აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში. მრავალი თქვენთაგანი გაეცნობოდა ბატონ ჯორჯ სოროსის მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის რვაპუნქტიან გეგმას. ჩვენ შეიძლება ვიღაც მოგვწონდეს, ან არ მოგვწონდეს, მაგრამ მისი ეს გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო: მასში აქცენტი რეგულაციების გაზრდაზე იყო გაკეთებული.

რეგულაციის თემას აქტუალობის ნაკლებობა არასოდეს განუცდია, უბრალოდ, მიმართულებები და შეხედულებები იყო განსხვავებული. სწორად მოვიქცევით, თუ ამ საკითხს საქართველოში ორ ნაწილად გავმიჯნავთ. პირველი: არსებობს თუ არა საქართველოში ანტიმონოპოლური სამსახური, როგორც ასეთი? საქართველოს ეკონომიკის 70 პროცენტი რეგულირებადია. ძალიან ხშირად გვესმის, რომ ანტიმონოპოლური კანონმდებლობა არ არსებობს. მე კი გეტყვით, რომ არსებობს! დიახ, არსებობს მარეგულირებელ ორგანოებში. მხედველობაში მაქვს საბანკო ზედამხედველობა, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია... მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ყველა ამ ორგანოს კანონში ჩადებულია მუხლი ანტიმონოპოლური კანონმდებლობის ნაწილში. აქ კანონმდებლობის დეფიციტზე კი არ არის საუბარი, არამედ არშესრულებაზე, არაკომპეტენტურობაზე და პოლიტიკური ნების არარსებობაზე. აშშ-ის სენატის სპეციალური კომისიიდან პირდაპირ რეპორტაჟს რომ ვუსმენდი, გამახსენდა რამდენიმე წლის წინ ბატონ ნოდარ ჭითანავას გამოსვლა და მისი შეხედულებები რეგულირებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ მაშინ „შტიკებით” შევხვდით. იმიტომ, რომ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ თავისუფალ ბაზარს აქვს თავისი პლიუსები და მოტივაციის ნაწილში ის უძლეველია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეგულაცია აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ჩვენ თუ ახლა არ ვაღიარეთ, რომ კანონი და რეგულაცია ინსტიტუციონალურად არაფერს ნიშნავს, თუ ისინი არ აღსრულდება, შორს ვერ წავალთ.

0x01 graphic

ანტიმონოპოლური კანონმდებლობისა და ქმედებების პირველი პრინციპია გამჭვირვალობა, რომელიც ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას კანონში უწერია. დღემდე ვერავინ ვერ მოიძია ან ელექტროენერგიის, ან გაზის გამჭვირვალე კალკულაციის დოკუმენტი. თუ ეს ვინმეს აქვს, შეგვეხმიანოს, მოგვაწოდოს, სიამოვნებით მოვუსმენთ, რის მიხედვით არის განსაზღვრული მათზე გადასახადი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. გარდა ამისა, დღემდე ვერავინ გასცა პასუხი იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩივიან, დენის საფასურის გადახდისას ბანკის საკომისიოს რატომ გვაკლებთო... მათ იქედნური ტონით პასუხობენ: ბანკი ფილანტროპი არ არის, მას კომისია სჭირდება. კი, მაგრამ პურს რომ ყიდულობთ, იმედია, პურის ღირებულებაზე მეტს არ იხდით... გამოდის, რომ ამ შემთხვევაში ალტერნატივა წავართვით მოქალაქეს, რომელსაც შეუძლია კომფორტულად გადაიხადოს ეს გადასახადი სახლიდან. რა თქმა უნდა, ბანკი ამ მომსახურებაში მას საკომისიოს დაუკავებს, მაგრამ, იმავდროულად, ის ენერგოკომპანია, რომელიც დენს გვაწვდის და ფულსაც იღებს, განა ვალდებული არ არის, თუნდაც რაიონში ერთი ადგილი გახსნას, სადაც კომისიის გარეშე შეგვეძლება გადახდა. სწორედ ამას ემსახურება მარეგულირებელი. მინ-და პირდაპირ გავმიჯნო: კანონმდებლობა რეგულირების ნაწილში არსებობს, მაგრამ ის ხშირ შემთხვევაში არ სრულდება. ამ დილემის მეორე ნაწილი ე.წ. ჩვეულებრივი ბიზნესია. მოდით, ასე დავარქვათ იმ საქმიანობას, რომლის რეგულირება არ ხდება. ამ ნაწილში ორი განსხვავებული მიდგომა არსებობს: რა ვალდებულებები გვაქვს აღებული ჩვენი ევრო-პელი პარტნიორების წინაშე და რას ვერ ვასრულებთ ე.წ. ექშნ პლანის მიხედვით. პირველი მიმართულება, როგორც კლასიკურად მოიაზრება ანტიმონოპოლურ კანონმდებლობაში არის ტრასტული შერწყმები და შეთანხმებები, კარტერული ფასთა შეთანხმებები... მეორე, ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი უშუალოდ კვების პროდუქტების მონიტორინგს, უსაფრთხოებას და ხარისხს ეხება. ჩვენ ეს კანონი გვაქვს, მის მიღებაზე საკმარისი თანხაც დაიხარჯა. სურსათის უვნებლობისა და ხარის-ხის კანონისა და HASP-ის სისტემის დანერგვის გარეშე ჩვენ ევროპაში კარი, უბრალოდ, დაკეტილი გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ ჯე-ეს-პე პლუსის მიხედვით, ვმუშაობთ იმ ხელშეკრულების მუხლებზე, რომელსაც ჰქვია თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ჩვენს ბიზნესმენებს ვეუბნებით, რომ სატარიფო ბარიერი ევროპასთან იხსნება... ეს კარგია, მაგრამ არ ვეუბნებით იმის შესახებ, რომ უფრო მძლავრია არასატარიფო ბარიერი, რომელსაც ევროპა ცოცხალი თავით არ მოხსნის. ევროპელი მომხმარებლის ინტერესები მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველ ექსპორტიორს კი ამ არასატარიფო ბარიერის გადალახვა უჭირს. ამ შემთხვევაში, ჩვენს მიერ კანონის ამოქმედების გადადება სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, სწორედ ექსპორტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

რა გზა გაიარა დღევანდელმა კანონმა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ? ეს კანონი მიმართულია მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების და რეგულირებადი დარგის კონტროლისათვის. დღეს არსებობს სააგენტო, რომელიც ასრულებს ერთადერთ ფუნქციას: სახელმწიფო ორგანოების კონტროლს კანონის მიხედვით. ამ შვიდკაციან ორგანოს ევალება მერიის მიერ არასწორად ჩატარებული ტენდერის კონტროლი და გამომზეურება, ნებისმიერი არასწორი, მათ შორის, საკუთრების მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება (მაგალითად, წყლის ფასზე მიღებული გადაწყვეტილების შეჩერება). მას ევალება სახელმწიფოს ნებისმიერი მმართველობითი ორგანოს მიერ მიღებული კანონისა და ბრძანების გაჩერება, რომელიც ზღუდავს ბიზნესს და მის ბაზარზე შესვლას აფერხებს. 2002 წელს ანტიმონოპოლურ სამსახურს მარეგულირებელი ორგანოების მიმართ დაქვემდებარებულ დარგებში კონტროლის განხორციელების უფლება წაერთვა. მაგრამ ახალი კანონით დაუბრუნდა მეორადი კონტროლის უფლება. იქვე ჩაიწერა, რომ ყოველ წელიწადში ერთხელ სააგენტომ აუცილებლად უნდა შეისწავლოს ამ მარეგულირებელ დარგებში არსებული სიტუაცია და მთავრობის სხდომაზე მოხსენება წარადგინოს. მსგავსი რამ საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა.

რა არ გააჩნია ამ კანონს? ის აბსოლუტურად მოკლებულია კლასიკური ანტიმონოპოლური კანონის არსსა და სტრუქტურას. ამოღებულია ორი ძირითადი მუხლი: შერწყმები და კონცენტრაციები და კარტერული შეთანხმებები. ანუ, ის არ მუშაობს ბიზნესზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე.

ვერც ერთი სერიოზული ადამი-ანი ვერ აიღებს თავის თავზე, რომ საქართველოში მოქმედ რომელიმე ფირმას მონოპოლისტი უწოდოს, თუგინდ, მთელი ბაზარი, ნებისმიერი ქართველი გრძნობდეს მათი მონოპოლური ქმედების სუსხს. რატომ? - ჩვენ არ გვაქვს ელემენტარული მონიტორინგი. გაკონტროლება, უპირველესად, მისი კონტროლის მექანიზმის გამჭვირვალობით უნდა დაიწყოს. ჯერ უნდა გამოვაქვეყნოთ, რა მეთოდოლოგიით ვაკონტროლებთ, მერე კი მონიტორინგის შედეგები უნდა გახდეს ცნობილი, ასე დადგინდება, თუ ვინ არის მონოპოლისტი.

ის ფაქტი, რომ ვიღაც მონოპოლისტია, არ არის ცუდი: მონოპოლისტი გვჭირდება კიდეც თუ დარგი კაპიტალტევადია და სერიოზული ინვესტიციები სჭირდება. მაგრამ ყველაზე მთავარია, ხომ არ იყენებს იგი ბოროტად თავის მონოპოლურ მდგომარეობას? ამას სერიოზული აუდიტი და კვლევა სჭირდება, რასაც ჩვენ მოკლებული ვართ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხზე საქართველოში დღემდე სერიოზულად არავის უმსჯელია. 1992 წელს მივიღეთ პირველი ანტიმონოპოლური კანონი საქართველოში. იცით, ეს რა დროც იყო... კანონმდებლობა გადმოწერილი იყო რუსული ვარიანტიდან, ხოლო თავად რუსული - უნგრულ-გერმანულიდან. თუმცა, ამ კანონს თითქმის არ უმუშავია... 1996 წელს კი, როცა ლარი შემოვიდა, ეკონომიკაში სიტუაცია შეიცვალა, დაიწყო რეფორმები სავალუტო ფონდის მხრიდან, ფისკალური საკითხებიც მოგვარდა, წარმოების ზრდა გარკვეულ ჩარჩოებში მოექცა, მიღებული იქნა ახალი კანონი ანტიმონოპოლური საქმიანობის შესახებ, რომელიც 2005 წლამდე მოქმედებდა. ამ კანონების მიხედვით, მიღებულ იქნა მთელი რიგი ქვენორმატიული აქტები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარებას აფერხებდნენ და, აქედან გამომდინარე, მოსაშორებელი იყო. მაგრამ ამას სერიოზული რევიზია სჭირდებოდა.

ყველაზე მეტი დავის საგანი იყო ორი რამ: მსოფლიოში მთელი ბიზნესის განვითარების გასაღები არის ანტიმონოპოლური საქმიანობის ორი დიდი მოდელი. ერთია ამერიკული, მსუბუქი და უფრო პრევენციაზე მიმართული. აშშ-ში ამ საქმიანობას სამი დიდი ორგანო აკონტროლებს, მათ შორის, უწყებათაშორისი კომისია. მისი ანალოგი საქართველოშიც იყო, ოღონდ არ მუშაობდა. ამ ორგანოების მუშაობა მიმართულია იქითკენ, რომ არ დაიჩაგროს მომხმარებელთა ინტერესები, მეწარმეებს კი მიეცეთ თავისუფალი ბიზნესის კეთების საშუალება. მეორე მხრივ, თვითონ მეწარმეებს შორის თამაშის წესები უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და შეესაბამებოდეს ბაზრის მოთხოვნებს. ამერიკული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ისეთ სერიოზულ სანქციებს, როგორსაც ევროპული და არც ნების დამრთველი ფუნქცია გააჩნია.

ევროპული მოდელი ძალიან მკაცრია, მას აქვს ნებადამრთველი ფუნქცია (ევროკომისიის რეზოლუციის გარეშე საკითხი არ გადაწყდება). გარდა ამისა, ამ მოდელს სასამართლოს ფუნქციაც აკისრია და ამა თუ იმ დამრღვევის დაჯარიმების ფუნქციაც. საგულისხმოა, რომ დარღვევის თანხა ჩვენს კანონმდებლობაში ფიქსირებული არ იყო, რაც მის ერთ-ერთ ხარვეზს წარმოადგენდა. რადგან ხშირად მნიშვნელოვან დარღვევაზე უმნიშვნელო სანქციები ტარდებოდა. ახლაც ხშირად გვესმის, რაც იყო, მართლაც კარგი იყოო! - არა, არ ვარგოდა! მათ შორის, რეკლამის კანონი იყო აბსოლუტურად დიქტატორული და ნებართვის შემცველი, ამიტომაც არ უწყობდა ხელს ბიზნესის განვითარებას.

ჩვენ ხშირად გავიგონებთ, რომ ამა თუ იმ პროდუქციას აქვს ISO-ს სერთიფიკატი. ეს არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და ისევე დასჯადია, როგორც მოტყუება და გაზვიადებული რეკლამა. თქვენ შეიძლება გქონდეთ ISO-ს სეთიფიკატი, მაგრამ, გააჩნია რაში მიიღეთ - წყალს ეკუთვნის იგი, თუ მენეჯმენტის ეფექტურად წარმართვის გამო მოგანიჭეს? ISO-ს სერთიფიკატს უამრავი ტექნიკური სექტორი აქვს, სადაც შეგიძლიათ ეს სერთიფიკატი მიიღოთ, მაგრამ მომხმარებელს სულ სხვა რამ აინტერესებს. ევროპაში ამ საკითხს სახელმწიფო აკონტროლებს. ჩვენში ამ კუთხით ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს „ბორჯომს”. მეოთხე წელია, რაც კომპანია ევროპის შესაბამის ორგანიზაციებთან მუშაობს და ხვეწს თავის პროდუქციას, ასუფთავებს, სხვადასხვა ქიმიური მინარევებისაგან, რათა ევროპულ ბაზარზე შევიდეს და აღწევს კიდეც სერიოზულ წარმატებებს. აშშ-ში ამ მხრივ თავისუფლებაა, იქ თვითონ მომხმარებელთა არასამთავრობო ორგანიზაციები ჩივიან ფირმის წინააღმდეგ. ჩვენ ამერიკული კუთხით წავედით, რაც საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე გაუმართლებელია. ამგვარ მიდგომას ხშირად აბსურდამდე მივყავართ, რადგან სასამართლოები ხშირად 15-20 წელს გრძელდება, ზოგჯერ კი არც მთავრდება...

აუცილებელია ექშენ პლანის ევროპასთან სამეზობლო ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულება და ევროპის მოდელის შექმნა, რაც საკმაოდ რთულია. ეკონომისტებმა უნდა განვმარტოთ, რაშია დღეს საქართველოში მოქმედი კანონის მინუსი... ამ კანონიდან საკმაოდ ბევრი დეფინიციაა ამოღებული. საერთოდ, რა არის ბაზარი? მაგალითისთვის ავიღოთ ცემენტის ბაზარი: რა შეიძლება ჩაითვალოს კონკურენციად ამ შემთხვევაში? არის თუ არა მონოპოლისტი „ჰაიდელბერგ ცემენტი“? მსოფლიოში სამი ფირმა, მათ შორის, „ჰაიდელბერგ ცემენტი” განაგებენ ცემენტის ბაზრის 78-80 პროცენტს. არიან თუ არა ისინი მონოპოლისტები? არიან, მაგრამ არაფერს ეუბნებიან, რადგან დამტკიცებული არ არის, რომ ცუდად იყენებდნენ თავიანთ მონოპოლურ მდგომარეობას. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ მეთოდოლოგიური ზღვარი პრევენციას, დამნაშავესა და დასჯას შორის, ბაზრის ხელშეწყობასა და ხელისშეშლას შორის. ახალი კონცეფციის მიზანი მე ასე წარმომიდგენია: ჩვენ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, როგორი რეგულაცია მოუტანს ბაზარს სიკეთეს და როგორი - არა.

აუცილებლად მოსაგვარებელია სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის საკითხები. ეს ურთულესი თემაა, რომელიც ჩვენ დაძრულიც კი არ გვაქვს. ამასთან, დღემდე აუღებელ ციხესიმაგრედ დგას არასატარიფო ბარიერი.

აქ ლაპარაკია ამერიკის სისტემის დონის შესაბამისი უწყებათაშორისი ორგანოს შექმნაზე, რომლის გადაწყვეტილებასაც საკმაოდ სერიოზული მაკონტროლებელი ფუნქცია ექნება. მას უნდა დაევალოს როგორც მარეგულირებელი, ისე არარეგულირებადი დარგების შესახებ ყველა ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. განსაკუთრებით ეს ეხება ინფრასტრუქტურულ საწარმოებს, შესყიდვებსა და რეზიდენტების საქმიანობას, ტრანსპორტის ნაწილს, სადაც ჩვენ ბევრი სერიოზული ჩავარდნა გვაქვს. ამ მიზნის მისაღწევად, ჩემი აზრით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება. ჩვენ უნდა შევქმნათ ანტიმონოპოლური საქმიანობის ერთიანი საკანონმდებლო ბაზა როგორც რეგულირებადი, ასევე არარეგულირებადი დარგებისთვის. უნდა განვახორციელოთ ინსტიტუციონალური რეფორმა. ინსტიტუტი უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი და შორს იდგეს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მარეგულირებელ ორგანოს ჰყავდეს ერთიანი არხი, ერთიანი სისტემა და, ბუნებრივია, ჰქონდეს ერთიანი ქმედითი დამოუკიდებლობის ხარისხი, იმიტომ, რომ პოლიტიკური ნების გარეშე ნებისმიერი რეფორმა ისევ ნახევარრეფორმა იქნება...

ასევე გადაუდებელი თემაა ოპტიმალური საკადრო პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ნაწილში ევროპული მოდელი არ გამოგვადგება. ანტიმონოპოლური სამსახური არ უნდა იყოს პრინციპულად ნებართვის დამრთველი. ეს უნდა იყოს აუდიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული სკანდალები გველოდება. საკადრო პოლიტიკის გარეშე ვერც ერთი ინსტიტუციონალური მშენებლობა შედეგს ვერ მოგვიტანს (ბუნებრივია, საკადრო მშენებლობის დროს პარტიულობა არაფერს უნდა ნიშნავდეს). ამის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს დერეგულირებული თავისუფალი ანტიმონოპოლური სამსახური, რომელიც ერთიანად გააკონტროლებს როგორც რეგულირებად, ისე არარეგულირებად დარგებს, იქნება მეწარმეების ხელშემწყობი და მომხმარებლის ინტერესების დამცველი.

იაშა მესხია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჟურნალბიზნესი და კანონმდებლობისსამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე: - პრობლემა, რომელიც დღეს არის დასმული, ძალიან აქტუალურია, ბატონმა ემზარმა ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა. მე მინდა ცოტა სხვა კუთხით შევხედო ამ პრობლემას და უფრო გავამწვავო იგი. თავისუფალი კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტალური დებულებაა. ბაზარს თუ არ ექნება თავისუფლება და იგი შეიზღუდება, ეკონომიკა წინ ვერ წავა. თქმა იმისა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს მონოპოლიები და ბაზარი თავისუფალია, ნამდვილად არ იქნებოდა მართალი. ამის მტკიცებას არც მეცნიერული კვლევა და რაიმე სპეციალური მეთოდოლოგია სჭირდება. ჩვეულებრივი მომხმარებელიც ძალიან კარგად ხედავს და გრძნობს, რომ მონოპოლიის ხარისხი ქვეყანაში ძალიან მაღალია. ეს უკანასკნელ პერიოდში მომხდარმა მოვლენებმაც დაგვანახა. ძნელად შესამჩნევი არ არის, რომ გარკვეული მონოპოლიური შეთანხმებების ნიშნები ჩანს ისეთი ფირმების მუშაობაში, როგორებიცაა: „PSP“ და ავერსი, ყაზბეგი და ნატახტარი, საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ეს ფირმები სხდებიან ერთად და საკუთარ პროდუქციაზე ერთნაირ ფასებს აწესებენ; ასევე ხდება კომპანიებში მაგთი და ჯეოსელი, რომლებიც თითქოსდა კონკურენტები არიან, მაგრამ ფაქტობრივად ისინიც საკუთარ მომსახურებაზე ფასებს ერთმანეთს უთანხმებენ.

მე მქონდა საშუალება, რომ ამ მიმართულებით გარკვეული გაანგარიშებები ჩამეტარებინა კავშირგაბმულობის სფეროში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ ორი კომპანიის ფასები სხვა ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად მაღალია, რაც, ცხადია, მონოპოლიის მაღალი ხარისხითაა განპირობებული. საზოგადოებას ფასების მონოპოლიურ შეთანხმებაზე სხვა კომპანიების მიმართაც აქვს ეჭვი - თოლია“, იოლი“, „გურჯაანი, ეს სამი სხვადასხვა ფირმა ყველა ნაყინს ერთნაირ ფასს ადებს და ესეც ურთიერთშეთანხმებით ხდება. ავიღოთ საბანკო მონოპოლია. ზოგიერთმა შეიძლება გაიკვირვოს და თქვას, რომ საქართველოში არ არის საბანკო მონოპოლია. საქართველოში სულ 23 მოქმედი ბანკია. აქედან 16-ში არის უცხოური კაპიტალი, მაგრამ მთელი საბანკო ბაზრის დაახლოებით 80%25-ს 3 თუ 4 ბანკი ფლობს, რომლებიც სისტემაწარმომქმნელი ბანკები არიან და ყველა დანარჩენი მათ დაკრულზე თამაშობს. აქაც გარკვეულ მონოპოლიასთან გვაქვს საქმე. გამომდინარე აქედან, მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენს ეკონომიკაში არ არის თითქმის არცერთი დარგი, სადაც მონოპოლიის მაღალი დონე არ იყოს დაფიქსირებული. ავიღოთ თუნდაც ნავთობის იმპორტის ბაზარი. მსოფლიოში ნავთობის ფასი 150 დოლარიდან 55-56 დოლარამდე დაეცა. ეს პროცესი თითქმის ბოლო 20-25 დღე მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენთან ბენზინის საცალო ფასმა მხოლოდ 20-30 თეთრით დაიწია. ქართული ბაზარი, როგორც კი ერთხელ აიწევს ფასები (აქაური კომპანიები ახერხებენ ეს ყველაფერი სათანადო შეფუთვით მიაწოდონ მოსახლეობას), კლებისკენ აღარ მიდის და ფაქტობრივად მუდმივ ნიშნულს ინარჩუნებს მომდევნო ზრდამდე.

რაც შეეხება ბუნებრივ მონოპოლიებს, ამ ტიპის მონოპოლიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოში - იქნება ეს ენერგეტიკა თუ ტელეკომუნიკაცები. მართალია, ამ სფეროების ზედამხედველობა დამოუკიდებელ სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებს დაევალათ, მაგრამ აქ არაკომპეტენტურობის, არაპროფესიონალიზმის, გარკვეულწილად კორუფციისა და სხვა ტიპის სამართალდარღვევათა გარკვეული ელემენტები სახეზეა. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ სპეკულაციური ფასებია მთელ რიგ მომსახურებაზე - მაგალითად, არავინ ამოწმებს, გაზის ხარისხს, მის წნევას, თუ სხვა პარამეტრებს. ასევე არავინ ამოწმებს შიდა საქალაქო ტრანსპორტის მუშაობას (ესეც მონოპოლიური დარგია და სახელმწიფოს რეგულების სფეროშია), სარკინიგზო გადაზიდვებს და ა.შ.

0x01 graphic

მინდა ერთ გარემოებას მივაქციო თქვენი ყურადღება. ნუ ვიფიქრებთ რომ განვითარებული ქვეყნები და დემოკრატიის ე.წ. ციტადელები ეკონომიკური პატიოსნების უმაღლესი ხარისხით გამოირჩევიან. იქაც არის მსხვილი ფინანსური აფიორები და მთელი რიგი ფინანსური სამართალდარღვევების შემთხვევები. მსოფლიოში ამ ბოლო დროს წინ წამოიწია ერთმა მიმართულებამ - ეს არის ე.წ. რეიდერიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მსხვილი კომპანიები პატარა კომპანიებს ყლაპავენ და ამით მონოპოლიის ხარისხს ზრდიან. არის საქართველოში რეიდერიზმი? - არის და ძალიან მაღალი ხარისხითაც, რადგან ის მსხვილი კომპანიები, რომლებმაც ხელისუფლების მხარდაჭერითა თუ სხვა ბიუროკრატიული მანქანებით ბაზარზე წამყვანი ადგილი დაიმკვიდრეს, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რომელიმე ახალი კომპანიის ბაზარზე შემოსვლა შეაფერხონ.

1992 წელს მივიღეთ პირველი კანონი ანტიმონოპოლიური საქმიანობის შესახებ. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჩვენი ეკონომიკა არ იყო განვითარებული, ოღონდ, რაიმე შემოტანილიყო და იმპორტი გაკეთებულიყო, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამას ერთი კომპანია გააკეთებდა თუ რამდენიმე ერთად აღებული, რადგან ქვეყანაში ყველაფრის დეფიციტი იყო (ეს, შესაძლებელია, იმ რეალობისთვის გარკვეულწილად მისაღები იყო). მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვარდების რევოლუცია მოხდა და ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, იყო საჭირო გამართული ანტიმონოპოლიური პოლიტიკის წარმოება და ბაზრის თავისუფლების ხარისხის ზრდა. არადა, სწორედ მაშინ გააუქმეს ანტიმონოპოლიური სამსახური და შეიქმნა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო. სხვათა შორის, ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება და ამ სააგენტოს შექმნა ბატონი ზურაბ ჟვანიას სიცოცხლეში მოხდა. მიღებულ იქნა შესაბამისი კანონიც, რომელიც სრულად გამართულია, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რაც ამ კანონშია ჩაწერილი, არასოდეს არაფერი არ შესრულებულა და არც სრულდება. სააგენტო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ექვემდებარება და დღეს აბსოლუტურად უმოქმედოა. შეგახსენებთ, რა ევალება კანონით ამ სააგენტოს: კონკურენციის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მასზე კონტროლის განხორციელება - რაც არ კეთდება; დემპინგური ფასების, დაუსაბუთებელი სუბსიდიებისა და შეღავათების მინიჭების დაუშვებლობა - რაც არ კეთდება (სახელმწიფო სუბსიდიებსაც გასცემს, რომლის ნახევარიც ჩვენ არ ვიცით, როგორ და ვისზე გაიცემა, შეღავათების მინიჭებაც ფარულად მიმდინარეობს). პრევენციული ღონისძიებების გატარება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის თავიდან აცილების მიზნით - არაფერი კეთდება; ტენდერებზე და კონკურსებზე ზედამხედველობა - არ კეთდება; აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ექსკლუზიური უფლებების სამართლიანად მინიჭებაზე მონიტორინგი - აქაც სრული უმოქმედობაა; მე, როგორც ადამიანი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი კონტროლის პალატას, ვაცხადებ, რომ ყველა ტენდერი და კონკურსი მონოპოლიზებულია ერთი და იმავე ჯგუფის მიერ, თითქმის ყველა ტენდერს ერთი და იგივე სუბიექტები იგებენ, რაც უბრალო შემთხვევითობა არ შეიძლება იყოს. ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი კორუფცია და გარიგებები იმალება და ამ პროცესში სახელმწიფო ჩინოვნიკები არიან ჩართულნი.

ერთი სიტყვით, ამ კანონს, რომელიც 2005 წელს იქნა მიღებული, უნდა გაეთავისუფლებინა ბიზნესი არაეფექტური და ზედმეტი რეგულირებისგან, დაეცვა იგი ეკონომიკური აგენტებისთვის დაუსაბუთებელი ექსკლუზიური უფლებების მინიჭებისგან და აღეკვეთა დისკრიმინაციული ქმედებები, განხორციელებული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან. მუშაობს თუ არა ეს კანონი და ახერხებს თუ არა აღნიშნული სააგენტო საკუთარი მოვალეობის შესრულებას, იქნებ მისი ფუნქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა?! უწევს თუ არა აღნიშნული სააგენტო ზედამხედველობას ტენდერების ორგანიზებას, აკე-თებს თუ არა შესყიდვების სამართლიანობის ანალიზს (იცით, რომ შესყიდვები ჩვენ ქვეყანაში კორუფციის უზარმაზარი წყაროა), დაბოლოს, არის თუ არა ეს სააგენტო დამოუკიდებელი? მინდა გითხრათ, რომ ამ თემატიკასთან დაკავშირებით მე გავეცანი უცხოურ გამოცდილებას. მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი ორგანოები არიან დამოუკიდებელნი. ისინი არცერთ სამინისტროს არ ექვემდებარებიან. ჩვენთან კი ეს სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ქუდდახურული 12 თუ 7-კაციანი სტრუქტურაა, რომელიც ამდენი პრობლემის მოგვარებას ნამ-დვილად ვერ მოახერხებს. ერთი რამ მინდა გითხრათ - თუ პოლიტიკური ნება არ იქნა და თუ ეს მექანიზმიც ისევე მიუშვეს, როგორც ანტიმონოპოლიური სამსახური, არაფერი არ გამოვა.

საბედნიეროდ, დღეს მიხვდნენ, რომ ძლიერი ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა აუცილებელია. პარლამენტში ორი კვირის წინათ დაიწყო საუბარი ამის შესახებ და იმედია, ამ მიმართულებით მუშაობაც მიმდინარეობს. ეს არის სწორი პოლიტიკური ნება და თუ ყველაფერი გონივრულად და გააზრებულად გაკეთდა, ძალიან კარგი იქნება. მაგრამ, თუ ეს ახალი სტრუქტურაც ისევ ერთ რომელიმე უწყებას დაუქვემდებარეს და ისევე დააკნინეს, როგორც დღეს ზემოაღნიშნული სააგენტოა, პრობლემა პრობლემად დარჩება.

კიდევ ერთი - თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ პიარეკონომიკაზე ვართ გადასული - ეკონომიკა იზრდება სწრაფი ტემპებით, გავუსწარით მრავალ ქვეყანას და პირველ ადგილზე ვართ ზრდის ტემპებით მსოფლიოში (თქვენ იცით, ამ სტატისტიკის დამფიქსირებელი უცხოური სააგენტოები კომერციული ორგანიზაციებია, რომლებიც, თუ საკმაო რაოდენობის ფულს გადაუხდი, მე-100 ადგილიდან მე-4-მე-5 ადგილზე გადაგსვამენ. ასე მოხვდა საქართველო ბიზნესის თავისუფლების ხარისხით 135-ე ადგილიდან ჯერ 78, შემდეგ კი 38-ზე. ერთხელ პირველ ხუთეულშიც კი აღმოვჩნდით). წარმოიდგინეთ, ხალხნო, რა სააგენტოებია ეს საერთაშორისო სააგენტოები, რომლებიც ასეთ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და შეცდომაში შეჰყავთ არათუ ჩვენი ხელისუფლება, არამედ მთელი მსოფლიო, საიდანაც ინვესტიციები უნდა მოვიძიოთ.

რა ხდება - ჩვენ ბიზნესის თავისუფლების ხარისხით, თურმე, მოწინავე ქვეყანა ვართ, მაგრამ კორუფციის მხრივ 79-ე ადგილზე ვყოფილვართ. სად არის აქ ლოგიკა? ეს პრობლემა მარტო ქართული არ გახლავთ, ეს საერთაშორისო პრობლემაა. თქვენ იცით, რომ ევროპელებმა ერთი განგაში ატეხეს, თუ რატომ არ გააკეთეს წინასწარი პროგნოზი ამ სააგენტოებმა ამერიკაში დაწყებული კრიზისის გამო და არ გააფრთხილეს მსოფლიო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათი პროგნოზები მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებაში ყალბია.

სხვათა შორის, ამ დღეებში ერთ-ერთმა კომპეტენტურმა სააგენტომ Fitch Ratingsგააკეთა პროგნოზი, რომ ამერიკის, ევროპისა და იაპონიის ეკონომიკები ნელ-ნელა უკუსვლას დაიწყებენ, წინ კი ისეთი ქვეყნები წამოიწევს, როგორებიცაა: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. ამის გამო უკვე ამერიკელებმა დაადანაშაულეს ეს ორგანიზაცია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში. გამომდინარე ზემოთქმულიდან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ჩვენ თავად უნდა დავადგინოთ, რა დონეზე ვართ და საით მივდივართ. უცხოელების მიერ მთელ მსოფლიოში გავრცელებული იმ ტყუილი ინფორმაციით, რომელსაც ჩვენვე ვაწვდით მათ, ეკონომიკას ვერ ავაშენებთ.

გელა ხანიშვილი, გაერთიანებული ტელეკომი: - ქვეყანაში ბუნებრივი მონოპოლია არსებობს (თუ ამას ბუნებრივს დავარქმევთ), რომელიც წარსულმა გადმოგვცა. კავშირგაბმულობის საშუალებები სწორედ ასეთად შეიძლება განვიხილოთ. თუმცა, არსებობს მონოპოლიები, რომლებიც დღეს შეიქმნა, მაგალითად, „მაგთი“ და „ჯეოსელი“, დღეს ისინი ამ სფეროში მონოპოლისტები არიან. არც „კავკასუს ონლაინი” მოსულა წარსულიდან, მაგრამ ამ წლის დასაწყისისთვის ინტერნეტბაზარზე მონოპოლისტი იყო. ქართული კომპანიების გარკვეული მონოპოლიური მდგომარეობა ბაზრის განვითარების კვალობაზე იცვლება, ხდება მერყეობა, ჩანაცვლება და ათასგვარი პროცესი ვითარდება.

დღეს საქართველოს ეკონომიკაში არის უამრავი მარეგულირებელი კანონი, კანონქვემდებარე აქტი, გადაწყვეტილება, რომლებიც, ფაქტობრივად, არ სრულდება და ამის გამო ჩვენთან არსებული ერთიანი საკანონმდებლო სივრცე განსხვავდება იმ რეალობისაგან, რითიც ქვეყანა ცხოვრობს. არა ერთი მაგალითი ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოში ეკონომიკა ჯერჯერობით ორიენტირებულია ფასების აწევაზე და ნებისმიერ ემოციურ მომენტს, ნებისმიერ საფუძველს ფასების გაზრდისათვის იყენებს, ამასთან რეალური კონკურენციის არარსებობის გამო, უკუსვლა, ანუ ფასების დაწევა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

0x01 graphic

ჩვენი კომპანიისა და კავკასუს ონლაინის დავის საკითხი ანტიმონოპოლური დავის თემა ნამდვილად არ არის. ეს წარსულიდან მომდინარე გარკვეული მომენტია, რომლის წინაშეც აღმოჩნდა მონათესავე სფეროებში მოღვაწე ორი კომპანია. წარსულიდან იმიტომ, რომ თვითონ გაერთიანებული საკომუნიკაციო კომპანია, რომელიც 2006 წლამდე წარმოადგენდა სახელმწიფოს, იყო გარკვეული დონაციის პირობებში, ანუ იყო სახელმწიფო სტრუქტურა და მის ბაზაზე აღმოცენებული ბევრი სტრუქტურა თავს ძალიან კარგად გრძნობდა. ყველამ კარგად ვიცით, რა დღეში იყო ელექტროკავშირი. მას არ ჰქონდა მექანიზმი, დაეთვალა ნებისმიერ პარტნიორ კომპანიასთან ურთიერთობის ღირებულება, მაშინ როცა მას ღირებულებას ყველა უთვლიდა. 2005 წლის დასაწყისამდე კომპანია ვერ არიგებდა ხელფასებს, ამავე დროს ძალზე დიდი წარმატებით ვითარდებოდა ყველა ის შვილობილი კომპანია, მათ შორის, ინტერნეტკომპანიები. ეს წარსულია, მაგრამ მაინც მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის...

კავკასუს ონლაინთან ჩვენი დაპირისპირება ძალიან არაჯანსაღი, ბაზრისთვის, მომხმარებლისთვის მიუღებელი მომენტებით იყო გაჯერებული. საქმე ეხება ორ დამოუკიდებელ თემას. „კავკასუს ონლაინს” გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიმართ ჩვენს მიერ გაწეულ მომსახურებაზე წლების მანძილზე დაგროვილი ჰქონდა დავალიანება, რომელიც, ღვთის მადლით, არა მთავრობის, არამედ სწორედ იმ მარეგულირებელი ორგანოების ჩარევით შეთანხმდა. „კავკასუს ონლაინმა” დავალიანება აღიარა, ასე რომ, ეს თემა ამოიწურა, ნორმალურ ჩარჩოებში გადადის და, იმედია, კომპანია ვალს შეთანხმების მიხედვით გადაიხდის.

მეორე თემა, რომელიც ასევე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესრულებას ეხება, გახლავთ „კავკასუს ონლაინისა” და თბილისის მერიის თემა. სწორედ მან წარმოშვა ის არაჯანსაღი დისკუსია, რომლის დროსაც ბუნებრივია, დაზარალდა მომხმარებელი და დავზარალდით ჩვენ, როგორც სატელეკომუნიკაციო კომპანია. ძალიან ძნელია, მომხმარებლის დონეზე დავიდეს ის, რომ მერია იცავს საქართველოს კანონმდებლობის იმ ნაწილს, რომელიც კომპანიას ავალდებულებს ამა თუ იმ ქსელის შექმნის დროს აიღოს სათანადო ნებართვა. მე იმის განსჯას არ შევუდგები, სწორია თუ არასწორი, რომ მერია აჯარიმებს „კავკასუს ონლაინს” და ჭრის მის მიერ შექმნილ ქსელს. უბრალოდ, აქ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. მაგრამ, საზოგადოებამ ეს ორი მომენტი ერთიანად აღიქვა. აქ ანტიმონოპოლური კანონმდებლობა თავისი შინაარსით არაფერ შუაშია, თუმცა, ბუნებრივი მონოპოლია, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვქონდა და კიდევ გვექნება ამ კომპანიაში იმდენ ხანს, სანამ კიდევ არ განვითარდება საკანალიზაციო მეურნეობა კომპანიების მიერ. აქ თავისებური ტექნიკური სტანდარტები და მიდგომებია, რამაც დისკუსია გამოიწვია. ეს ისევ და ისევ იმ ეკონომიკური პრობლემების ბრალია, რომლებიც ამ კომპანიას მოყვა. თქვენ იცით, რომ ქალაქის ცენტრალური საკანალიზაციო ქსელი გაჯერებულია საკაბელო მეურნეობით. ეს იმიტომ, რომ მის გვერდით, მის ხარჯზე განვითარდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების მატარებელი კომპანიები და ჩვენი კომპანია წლების მანძილზე დარჩა სპილენძის საკაბელო ხაზებზე, რამაც, ბუნებრივია, გააჯერა არსებული საკანალიზაციო მეურნეობა, და ჩვენ აღარ გვქონდა საშუალება არათუ სტანდარტის დაცვით, არამედ დარღვევით მაინც მიგვეწოდებინა ცარიელი სივრცე საკანალიზაციო მეურნეობისთვის. ის პროცესები, რომლებიც დღეს ჩვენს კომპანიაში მიმდინარეობს - სასათბურე მეურნეობის სრული გადაიარაღება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ფაქტობრივად, გამოათავისუფლებს მთელ საკანალიზაციო მეურნეობას, რომელიც ჩვენ არათუ მონოპოლიურ სიტუაციაში ჩაგვაყენებს, არამედ იძულებულს გაგვხდის ვეძებოთ ამ კანალიზაციის მომხმარებელი. მონოპოლიების კრიტერიუმები მუდმივ ცვლას განიცდის. რაში გამოიხატება ეს? ინტერნეტ ბაზარზე „კავკასუს ონლაინი“, თავისი სამივე გაერთიანებული კომპანიის სახელით, ფაქტობრივად, დომინანტი იყო და რეალური კონკურენტი არ ჰყავდა, დღეს კი ასე აღარ არის. ინტერნეტბაზარზე ჩვენი შესვლით უკვე თითქმის 20-25 პროცენტიანი ნიშა დავიკავეთ, რაც მომხმარებელს ფართო არჩევანის საშუალებას აძლევს. მონოპოლური ბალანსი იცვლება და კონკურენტული გარემო მომხმარებლისთვის, ბუნებრივია, უკეთესი პირობების შემქმნელი იქნება. დღეს-დღეობით ბაზარზე საკანალიზაციო მეურნეობაში მონოპოლისტობას ვინარჩუნებთ თბილისში, მაგრამ ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე, აქაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. სხვადასხვა კომპანიები, მაგალითად, „ახალი ქსელები”, აშენებენ თავიანთ კანალიზაციას და ამის შემდეგ ჩვენ მონოპოლისტები ნამდვილად ვეღარ ვიქნებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ „კავკასუს ონლაინი”, როგორც ერთ-ერთი ძალზე სერიოზული კომპანია, რომელიც მძლავრი ინტერნეტ-რესურსის შემომტანი იქნება, განსაკუთრებით კი ფოთივარნას მაგისტრალის გაკეთების შემდეგ, ალბათ, დაიწყებს ჩვენი კანალიზაციით სარგებლობას, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, ან შეიძლება თავისიც კი ააშენოს, რადგან ე.წ. „ჯელინკი”, რომელიც კორპუსიდან კორპუსზე გადადიოდა, 90-იანი წლების თბილისში დენთან დაკავშირებული ავადმოსაგონარი პერიოდის დაქსელვას ჰგავდა... ელექტროკავშირი იყო აბსოლუტურად ჩაკეტილ სივრცეში მომუშავე კომპანია 2006 წლისათვის, როდესაც მისი პრივატიზაცია ჩატარდა. არათუ რაიმე სერიოზულ კავშირებს, ინტერნეტ-კავშირსაც კი იგი სხვა ოპერატორის მეშვეობით ახორციელებდა. დღეს ჩვენ გავხდით რეალური ტრანზიტული ქვეყანა ინტერნეტ-ნაკადებისთვის. სულ ახლახან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ფრანკფურტში, სადაც ინტერნეტ-რესურსის შესყიდვა პირდაპირ ევროპიდან მოხდება. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, ბაზარზე ნამდვილად ჯანსაღი კონკურენცია ყალიბდება. ის გაუგებრობები, რაც დღეს ბაზარზე ისევ არსებობს ჩვენსა და „კავკასუს ონლაინს” შორის, ფაქტობრივად, ამოწურულია. იმედია, მოგვარდება ამ კომპანიასა და მერიას შორის არსებული პრობლემებიც. ერთი სიტყვით, ჩვენი მათთან ურთიერთობა გრძელდება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, რასაც უკვე გრძნობენ და მომავალშიც უფრო უკეთ იგრძნობენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

დავით კაპანაძე, „კავკასუს ონლაინისიურისტი: - მინდა, ჩვენს შორის არსებული პრობლემები სწორედ მარეგულირებლის კუთხით დაგანახოთ. მოგახსენებთ ჩვენს სუბიექტურ მოსაზრებას, რა შეიძლე-ბოდა გაკეთებულიყო როგორც პრევენციის, ასევე რეგულირების დონე-ზე. აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს საკმაოდ დახვეწილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის ქვაკუთხედი დირექტივების შედეგად შემუშავდა. ნორმატიული აქტი - ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი არეგულირებს უშუალოდ ამ სფეროში კონკრეტულ ურთიერთობებს, ასევე განსაზღვრავს მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციას. მას ის ნიშანთვისებები და უფლებამოსილება აქვს, რაც ეფექტურ მარეგულირებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს. იგი უფლებამოსილია განახორციელოს წინასწარი რეგულირება, განსაზღვროს ტარიფების პოლიტიკა, ჩვენს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების ხარჯზე ორიენტირებულობის პრინციპიდან გამომდინარე, მოახდინოს მათი ტარიფების შემოწმება, მიიღოს პრევენციული ზომები თუ იქნება ვარაუდი იმისა, რომ ასეთი სტატუსის მქონე ოპერატორი ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას და შემდგომ უკვე კონკრეტულ დარღვევებზე მოახდინოს რეაგირება.

გაერთიანებული სატელეკომუ-ნიკაციო კომპანია ფლობს რესურსს - სპილენძის მავთულებს, ანუ სატელეფონო ქსელს ხმოვანი და ფართოზოლოვანი რესურსით. სწორედ ფართოზოლოვანი რესურსის სეგმენტშია ეს კომპანია აღიარებული მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად, ჩვენ კი, კანონიდან გამომდინარე, გვქონდა ამ რესურსზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის უფლება. რეალურად, ჩვენ წავაწყდით სხვადასხვა სახის პრობლემებს, ვინაიდან ისეთი ბარიერები იქნა შემუშავებული, რომლებიც კონკრეტული ხარვეზების აღმოფხვრას მხოლოდ მომხმარებლისთვის საზიანოდ ძალიან გრძელ ვადაში ხდიდა შესაძლებელს. დავალიანებას ჩვენი კომპანია არც არასდროს უარყოფდა, ჩვენი თხოვნა იყო მხოლოდ შედარება, რასაც მივაღწიეთ და მისასალმებელია, რომ დღეისათვის მართლაც ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებშია ეს ყველაფერი მოქცეული. თუმცა, ამ დავალიანების გამო მივიღეთ ის შედეგი, რომ გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ გამოიყენა ის მიძინებული რესურსები, ის ბერკეტები, რომლის რეგულირებაზეც უარი განაცხადა კომისიამ, რის შედეგადაც ჩვენს კომპანიას რეალურად შეეზღუდა დაშვების უფლება, მომხმარებლები კი ინტერნეტის გარეშე დარჩნენ.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი: - როცა ქვეყანაში 10 კაცს აქვს განაწილებული ეკონომიკა, როგორი კანონიც არ უნდა მიიღო, მნიშვნელობა აღარა აქვს. ცივილიზებულმა სამყარომ ყველაზე დიდი რამ გამოიგონა - ეს არის კონკურენცია. სწორედ კონკურენციამ დააყენა ფეხზე დღევანდელი განვითარებული ქვეყნები და თუ მათ დღეს პრობლემები გაუჩნდათ, ამის მიზეზი სწორედ კონკურენციის მოშლა, იმ მკაცრი თამაშის წესების დარღვევაა, რომლებსაც აქამდე ექვემდებარებოდნენ. ასე რომ, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. როდესაც რეფორმების გამტარებელი პერსონა მარგინალურ ეკონომიკურ თეორიაზე დაყრდნობით რაღაც რეფორმას ატარებს, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არასოდეს არავის გაუკეთებია და არც არავინ გააკეთებს (რადგან ეს არის უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნების მიმართ), ასეთ პირობებში, ჩვენ, ყოველთვის დიდი პრობლემები გვექნება. სფერო არ არის საქართველოში, მონოპოლია რომ არ არსებობდეს. უბრალო მაგალითს გეტყვით: ლამის აიკლეს ამერიკელებმა სენატორების ოფისები, როდესაც ერთი კვირა დააგვიანდა საწვავზე ფასების შეწონასწორებას ნავთობის რეალურ ფასთან. მართალია, იქ არც სენატი და არც კონგრესი ამ საკითხზე არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებენ, მაგრამ საზოგადოებრივმა ზეწოლამ ერთ კვირაში მოიყვანა წესრიგში ყველაფერი - დღეს ამერიკაში ერთი ლიტრი ბენზინი 60 ცენტი ღირს. ასეთ პირობებში, ჩვენთან ბენზინზე ფასი ფაქტობრივად არ შეცვლილა, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, ხელისუფლების რომელიმე შტოზე ზეწოლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ საზოგადოება ხელისუფლების მიერ იგნორირებულია. აიღეთ ნებისმიერი სხვა სფერო, გნებავთ, ელექტროსაქონლით ვაჭრობა. ჩვენთან ცნობილი ბრენდების საქონელი მსოფლიო ფასებთან შედარებით 3-ჯერ ძვირი ღირს. როგორ შეიძლება, რამდენიმე სხვადასხვა ფირმის მაღაზიაში საქონელზე ერთნაირი ფასები იყოს და თანაც ასე ძვირი?! ჩვენთან, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გაჭირვებულია, ასეთი ფასების შეთავაზება არანორმალურია!

ისმის კითხვა - საჭიროა თუ არა ის სამსახური, რომელზეც აქ ვმსჯელობთ? პასუხი ასეთია - თუ გვინდა ცოტა რამ მაინც გაკეთდეს ეკონომიკაში, აუცილებელია ზეწოლა ხელისუფლებაზე. რეგულირება იმას კი არ ნიშნავს, ადგე და სული ამოაძრო ბიზნესს - თავისუფალ ბაზარს არაფერი არ უნდა ემუქრებოდეს, მეწარმის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს. რეგულირება იმ უმკაცრესი თამაშის წესების შემოღებას ნიშნავს, რომელსაც ყველა თანაბრად უნდა დაემორჩილოს. თანაც, უნდა მოქმედებდეს მექანიზმი, რომელიც სწორად განსაზღვრავს, როდის ჩაირთოს თამაშის ეს წესები და როდის გამოირთოს. შევარდნაძის პერიოდს ლანძღავდნენ, მაგრამ ამ თავისუფლების თვალსაზრისით ათი ათასობით ადამიანი დარბოდა უცხოეთში, რაღაც ჩამოჰქონდა ჩემოდნით და თავისი საქონლით ვაჭრობდა. ის რომ, მაშინ ვიღაც გადასახადს მალავდა, ეს ხელისუფლების ორგანოების დეფექტის ბრალი იყო და არა ეკონომიკისა. დღეს ეს თავისუფლების ხარისხი დაბალია და ამიტომაც მივდივართ სოციალური ჭაობისაკენ! ასეთ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი თამაშის სწორი წესების დაწესებაა და რაც მალე იქნება ეს, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის.

თუმცა, აქ არის საშიშროება: თავისუფალი ბაზრის ალტერნატივა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული რესურსებით მართული ბაზარი. ერთადერთი ყველაზე კარგი და სწორი ქმედება დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაა და ეს უნდა გაკეთდეს. არ გაკეთდება? - ისევ ვიქნებით უბედურებაში. ამაზე რაც მეტს ვილაპარაკებთ და რაც მეტს „მოვქაჩავთ“ ხელისუფლებას, უკეთესი იქნება ყველასთვის. ბოლოს დავამთავრებ ერთი წინადადებით (უხეში ადამიანი არ ვარ, მაგრამ ახლა უხეშად გამომივა) - რატომ ჰკიდია ყველა ფირმას მომხმარებელი ფეხებზე?! ეს ჩვენი ავადმყოფობაა და ამ ავადმყოფობიდან რაღაცნაირად გამოსვლაა საჭირო.

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი, ექსპერტი: - ბატონმა დემურმა მიბიძგა აზრის გამოთქმისკენ. მის მიერ ბოლოს დასმულ კითხვას მართლაც სჭირდება პასუხი. ბატონო დემურ, არც მე გახლავართ უხეში, მაგრამ მაინც უნდა გავიმეორო - რატომ არის გულგრილი მომხმარებლის მიმართ ყველა ფირმა, კომპანია, დაწესებულება თუ ხელისუფლება? პირველი, რაც უმთავრესია, ეს არის ის, რომ ჩვენ ვიმყოფებით (და ეს არა მხოლოდ საქართველოში ხდება), თამანედროვე 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი ორმაგი სტანდარტის ცნობიერების პირობებში. რა იწვევს ამ ორმაგ სტანდარტს? - ერთი, ეს არის ფულის პრიორიტეტი ჩვენს ყოველდღიურ ყოფით ურთიერთობასა და საქმიანობაში, და მეორე - ადამიანის მნიშვნელობა. როცა ადამიანი არ არის მიზანი და იგი იქცევა საშუალებად, მაშინ ხდება ყველა გულგრილი იმ მომხმარებლის მიმართ, რომელსაც ჩვენ თვითონვე წარმოვადგენთ. ეს, საერთოდ, დამახასიათებელია ორმაგი სტანდარტის ცნობიერებისათვის. არსებობს ასეთი რამ - დაზარალებულობის განცდა. ვარ თუ არა დაზარალებული? დღევანდელ რეალობაში დაზარალებულობის განცდა ხშირად არის აბსოლუტურად ატროფირებული, ისევე, როგორც მოკვეთილი, განგრენიანი კიდური, იმიტომ, რომ ადამიანი უკვე ჩათრეულია იმ რიტმში, რასაც ორმაგი სტანდარტის ცნობიერება ჰქვია. აქ ლაპარაკი იყო კანონებზე, კონკრეტულად ანტიმონოპოლიურ კანონზე. მე შეგახსენებთ ერთ პატარა ისტორიას. ძველ საბერძნეთში ჰერაკლიტე ეფესელს ბერძნებმა კანონის დაწერა დაავალეს. მან უარი უთხრა. დაჟინებით მოსთხოვეს კანონის დაწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯით დაემუქრნენ. გაიქცა ჰერაკლიტე და არტემიდას ტაძარს შეაფარა თავი. იქედან გადმოსძახა ბერძნებს - თქვე ბრიყვებო, კანონი რად გინდათ, როცა ხელისუფლებაში არამზადები სხედანო. არამზადებში იგი გულისხმობდა კანონის აღსრულების თემას. მე ხომ ეკონომიკის არაფერი გამეგება, მაგრამ ეკონომიკა და ორმაგი სტანდარტი კანონის გაგებისა და აღსრულებისა მხრებზე მაწევს. ერთი საკითხია, რომ დაზარალებულობის განცდა ატროფირებულია, მაგრამ ადამიანების გარკვეული ნაწილი შინაგანად მაინც განიცდის ამ ყველაფერს, მაგრამ სად მიდის ეს განცდა? ჩვენთან თითქოს ძალიან მაღალ დონეზეა მომსახურება, ყველაფრის, - გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის მოხმარების საფასურის ქვითრები სახლში მოდის. მაგრამ აქ მეორე საკითხი იწევს წინ - შენ ბრმად უნდა ენდო კერძო, ფულით დაინტერესებულ კომპანიას, რადგან შემოწმების არანაირი მექანიზმი არ გაგაჩნია! თუ მაინც გადაწყვეტ იკვლიო, რამდენად სწორად გახდევინებენ მომსახურებაში ფულს, ისეთ ბიუროკრატიას, იმდენ ბარიერსა და დამცირებას წააწყდები, შეურაცხყოფისგან თავდაცვის მიზნით ინსტინქტურად უარს ამბობ ამ კვლევაზე და ჩერდები. აღსანიშნავია, რომ ადამიანს აქვს უსაფრთხოების განცდის მოთხოვნილება არა იმდენად ფულთან მიმართებაში, რამდენადაც შეურაცხყოფასთან... ამიტომაც არის რომ, თუ გინდა მართო საზოგადოება, აშიმშილე და დაამცირე, მიაყენე შეურაცხყოფა.

საზოგადოების ზეწოლა, მისი სიფხიზლე, ხმამაღალი მოთხოვნა იმისა, რომ მომსახურება სათანადო დონეზე იყოს, რათა კომპანიებს ჰქონდეთ იმის შიში, რომ საზოგადო-ების რაღაცა ნაწილი მათ მუშაობას ნეგატიურად შეაფასებს, ეს უმნიშ-ვნელოვანესი რამ გახლავთ. არსებობს ორი რამის შეჯიბრი - პირადი ავტორიტეტის, ღირსების განცდისა და მეორე - ფულის. ეს ორი რამ ეჯიბრება ერთმანეთს მთელი კაცობრიობის ისტორიაში, მითუმეტეს დღეს, როცა ფულის პრიორიტეტი სახეზეა. ღირსება და ფული! თუ ესენი არ არიან ერთმანეთთან კონკურენციაში და ღირსება არ არის საზოგადოების მიერ წინ წამოწეული, ფული ყოველთვის გაიმარჯვებს. სტენდლერის სიტყვებს შეგახსენებთ, ევროპის მზის ჩასვენება იყო ის, რომ შეტევაზე გადმოვიდა უზარმაზარი მექანიზმი იმისა, რასაც კონკურენტი არა ჰყავს. - ფულმა ამ ყოფით სივრცეში ღმერთს გამოუცხადა კონკურენცია და გაიმარჯვა. ეს ჩემი სიტყვები არ არის. ღმერთი სიყვარულია და ფული რომ სიყვარულზე იმარჯვებს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ უბედურების შედეგია ის, რომ ადამიანი მიზანი კი არა, საშუალება გახდა.

დღეს აქ აღნიშნულ დავებს რაც შეეხება. თუ ჩვენი ცოდნა ჭეშმარიტებას არ ეფუძნება და ეჭვის დონეზეა, ეჭვი ხომ იკვებება რეალობიდან? ოტელოს რომ დეზდემონა დაეხრჩო, ცხვირსახოცი ხომ მაინც იყო საჭირო? რაკიღა ეჭვი რეალობით იკვებება, ეს რეალობა კი სვამს კითხვას - რა უდევს საფუძვლად ნებისმიერ კონკურენციას თუ ერთი კომპანიის მიერ მეორის ჩანთქმის სურვილს, რა არის ამ კომპანიების დავის ცხვირსახოცი? სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რაც არის ეს! ასეთ პირობებში შეიძლება ჩვენს ჯიბეს არ გაუჭირდეს, მაგრამ ჩვენ გვიჭირს ადამიანური სუნთქვა ამ სამყაროში!

0x01 graphic

დავფიქრდეთ, ორმაგი სტანდარტების პირობებში რა გევლოდება! როგორც თქვენ ბრძანეთ - სიყვარულის დასამარება! გვექნება ფული, გვექნება კაბელები, ინტერნეტი და ჩვენ აღარ ვიქნებით! თუმცა, ბიოლოგიურ დონეზე შეიძლება დავრჩეთ.

ანზორ ბაბუხარდია, ბიზნესის ინტერესების დაცვის კავშირის თავმჯდომარე: - მე მინდა თავს უფლება მივცე და ამ ზოგადი საკითხებიდან გადავიდე კონკრეტულზე. ჩემი აზრით, როცა კონკრეტულ საკითხს იხილავ, რეცეპტსაც უფრო ზუსტად გამოწერ და უფრო კარგად დაინახავ იმ პრობლემას, რის გადაწყვეტასაც ცდილობ. მაგალითისათვის მოვიყვან კონკრეტულ შემთხვევას: გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნდა სტატია, საქართველოს პარლამენტი უკანონობის დაკანონებას აპირებს“. ბევრი კანონი მინახავს, მაგრამ ასეთი უსუსური, ასეთი ნორმიდან ამოვარდნილი კანონპროექტი, რომელიც პრესაშია გამოქვეყნებული, მე ჯერ არ შემხვედრია. კანონპროექტი შეეხება დაცვის სამსახურების მოწესრიგებას საქართველოში.

0x01 graphic

რა წერია ამ დოკუმენტში? პირველი - საშინლად ძვირდება დაცვის სამსახურები. დაცვით საქმიანობაზე ლიცენზიის აღება 600 ათასი ლარი, ნებართვის აღება კი 50 ათასი ლარი ხდება. წარმოიდგინეთ, ადამიანს რომ დაცვის სამსახურის ჩამოყალიბება უნდოდეს, რა თანხები დაუჯდება?! - რეგისტრაციის საკითხები ძალიან გართულებულია. საქართველოში არსებობს შსს-ს დაცვის სამსახური. ვიღაცას მოუვიდა აზრად, ნებისმიერი დაცვის სამსახურზე ლიცენზია და ნებართვა გასცეს დაცვის ამ სამსახურმა, ანუ კონკურენტმა ორგანიზაციამ! გართულებულია დაცვის სამსახურების შემოწმებაც. ვთქვათ, მე ვარ კერძო სამსახური. ფირმას აქვს 10 ობიექტი. ერთ ობიექტზე შევიდა შენიშვნა ან საჩივარი. ასეთ შემთხვევაში მთლიანად ფირმას უუქმდება ლიცენზია და თანაც 5 წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიმარხა, გასწორდა მიწასთან ეს სამსახური! პარლამენტში უკვე ტრიალებს ეს კანონპროექტი, ჯერ პირველი მოსმენით განხილული არ არის, მაგრამ უახლოეს დღეებში განიხილავენ. დარგობრივი ეკონომიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები მისი მიღების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, მაგრამ ვნახავთ, როგორ გავა ეს კანონი უმრავლესობის მხარდაჭერით! - ვის და რისთვის სჭირდება ეს კანონი? საქმე იმაში გახლავთ, რომ 2009 წლისთვის შსს-ს ბიუჯეტის თანხები მნიშვნელოვნად შეუმცირეს, ამიტომ ბუნებრივია, ამ მონოპოლიის ხელში აღებით შსს გაზრდის თავისი გავლენის სფეროებს და ეს რა ეკონომიკურ და ფინანსურ ეფექტს მოუტანს ამ სამინისტროს, დასკვნები თვითონ გააკეთეთ.

დავით იაკობიძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: - კონკურენცია ბაზრის განვითარების საფუძველია, მაგრამ კონკურენციის რეგულირების პრობლემა ყველაზე გვიან ჩნდება ხოლმე. მაგალითს მოვიყვან - 1778 წელს გაკეთდა ნიუ-იორკის ბირჟა. მაგრამ დებულება მან 4 წლის შემდეგ მიიღო. კანონი რეგულირების შესახებ კი რუზველტის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 1931 წელს მიიღეს. ნახეთ, რამხელა დისტანციაა! მე როცა ვმონაწილეობდი ანტიმონოპოლიური დებულებების შემუშავებაში, ყოველთვის მიჩნდებოდა უკმარისობის გრძნობა იმასთან დაკავშირებით, რომ კარგად არ გვაქვს გააზრებული, რა არის კონკურენცია. ფოთში მუშაობისას მითხრეს, რომ ანტიმონოპოლიური კანონით უნდა შეგვეზღუდა ფოთის პორტი, რადგან არსებობდა ბათუმის პორტი. ფოთის პორტის კონკურენტი როგორ შეიძლება იყოს ბათუმის პორტი, როცა ბათუმის პორტი არის ჩამოსასხმელი ტვირთის პორტი, ფოთის კი - გენერალური ტვირთისა. კონკურენცია პირდაპირ ბაზარზეა მიბმული. აქედან გამომდინარე, დავინახავთ, რომ ძალიან გაგვიჭირდება ერთი თარგი მოვარგოთ ყველაფერს. არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში მონოპოლია ზოგადად და მონოპოლია, რომელიც მომდინარეობს აუცილებლობიდან. მაგალითად, ჩუტყვავილაზე მოსახლეობა რომ მაინცდამაინც ერთმა დაწესებულებამ უნდა აცრას, ეს არის ნებელობითი აქტი და მას კონკურენციასთან საერთო არაფერი აქვს. დავხოცავთ ხალხს მანამ, სანამ გამოვავლენთ, ვინ შეიძლება იყოს ყველაზე კარგი ამცრელი სამედიცინო ორგანიზაცია. სხვა შემთხვევებიც ბევრია ასეთი.

ჩვენ საკითხის განხილვის ცოტა სხვა გზა ავირჩიეთ. პირდაპირ რომ გვეთქვა ასეთი ფრაზა: ბატონი ბენდუქიძე არ არის გარკვეული ეკონომიკურ პროცესებში, არ ესმის რაღაც-რაღაცეები, გააუქმა ეს და ეს და ..“, ჩვენ უფრო მალე მივაღწევდით მიზანს. ჩვენ კი მივედ-მოვედეთ, რაღაცეები ვთქვით და რაღაცაზე ვინერვიულეთ, არადა, კაცმა ჩაიდინა დანაშაული - გააუქმა ანტიმონოპოლიური სამსახური, სადაც 11 წელი ხალხი არა მარტო მუშაობდა, არამედ იზრდებოდა კიდეც! როცა საქმე ისწავლეს, მაშინ გაუუქმეს ეს სტრუქტურა, რაც დანაშაულებრივი ქმედება იყო. ამით ჩვენ დავკარგეთ არა მარტო სამსახური, არამედ დავკარგეთ ინსტიტუციონალური მეხსიერება, ვეღარ მივყვებით თანმიმდევრულად ზოგიერთი პრობლემის განხილვას.

ნოდარ ჭითანავა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: - რამდენიმე მოსაზრებას მეც შემოგთავაზებთ. თემა ძალიან აქტუალურია. ამიტომ მართებულია, შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადოთ ასეთი აქტუალური თემის განხილვის ამ დონეზე მოწყობისათვის. თუ ამ პრობლემას თანმიმდევრულად განვიხილავთ, მაშინ ჩვენ მოვალენი ვართ, მთავარ კითხვას გავცეთ პასუხი: საქართველოს ეკონომიკურ ბაზარზე ვის ეკუთვნის საბაზრო ძალაუფლება? მე მზად არ ვარ, ჩემს მიერ დასმულ ამ კითხვას ვუპასუხო გარკვეული მიზეზების გამო. მეტად ტევადი, დამაჯერებელი ლოგიკით გაჯერებული ინფორმაცია წარმოადგინა ბატონმა ემზარმა. მის მოსაზრებებს, შემოთავაზებულ რეკომენდაციებს მე მთლიანად ვიზიარებ.

ცნობილია, რომ საბაზრო სისტემა ეყრდნობა ინტერესს, ხოლო საბაზრო სისტემის მარეგულირებელ მექანიზმად აღიარებულია კონ-კურენცია. ამრიგად, ინტერესი და კონკურენცია ერთ სიბრტყეზე უნდა განვიხილოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერესსაც ისევე უნდა გაფილტრვა, რეგულირება, როგორც კონკურენციას. ნებისმიერ ეკონომიკურ სისტემაში სახელმწიფოს ექსკლუზიური ეკონომიკური ფუნქციაა ინტერესის სტიმულირება და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა. ამ კონკურენტული გარემოს შექმნაში განსაკუთრებული როლი აკისრია სახელმწიფოს, როგორც სუბიექტს. ეს ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, ვიდრე სახელმწიფო, როგორც სუბიექტი სხვა სუბიექტით არ შეიცვლება.

გამოცდილება გვეუბნება, რომ სახელმწიფო ეკონომიკურ პროცესებში ჩარევისას (მონოპოლიებთან დაკავშირებით), ოთხი ძირითადი მიდგომა-პოზიციით ხელმძღვანელობს. პირველი: სახელმწიფო იყენებს ანტიტრესტულ კანონმდებლობას, რათა დარგი უფრო კონკურენტული გახდეს. ანტიტრესტული კანონმდებლობა, მოგეხსენებათ, შეიქმნა აშშ-ში ჯერ კიდევ 1890 წელს, სხვადასხვა პერიოდში კი მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა; მეორე: სახელმწიფო ცდილობს, არეგულიროს მონოპოლიების ქცევა; მესამე: სახელმწიფო ცდილობს, ზოგიერთი კერძო მონოპოლისტური ფირმა მთავრობის მიერ მართვად საწარმოდ ან საზოგადოებრივ საწარმოდ გარდაქმნას; მეოთხე, სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს. სხვათა შორის, დღეს ვიდრე ბატონი ემზარის მოხსენებას მოვისმენდით, იმ პოზიციას ვუჭერდი მხარს, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში არ ერევა. მით უმეტეს, როცა გაცხადებულია, რომ ჩვენი ეკონომიკა არის ლიბერალური, ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „ლიბერალიზაციის“ პროცესი წარიმართოს და ამით დასაბუთდა ანტიმონოპოლიური სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაც. აქ წარმოდგენილი მოსაზრებების ფონზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა: მონოპოლიებთან სახელმწიფოს დამოკიდებულების ქრესთომათიულ მოთხოვნებში შეგვიტანია სრულიად ახალი ცნება, რომელიც ქართული ხელწერითაა წარმოდგენილი: უხეშად, არაკომპეტენტურად ერევა სახელმწიფო ეკონომიკაში. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო არამცთუ არ იცავს საბაზრო პრინციპებს, არამედ საბაზრო პრინციპებს (კანონებს) უგულებელყოფს. ამდენად, იგი სა-ზოგადოებრივი პროგრესის მუხრუჭი ხდება. თუ ჩვენ ლიბერალიზაციის გზით მივდივართ და აქ ძირითადად გულისხმობენ იმას, რომ სახელმწიფო ეკონომიკურ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს, ამ დროს თურმე ჩვენი ფორმირებადი საბაზრო სისტემა, უფრო სწორად, მისი ბაზრის 70 პროცენტი სახელმწიფოს მხრივ „რეგულირებას“ ექვემდებარება! ეს იცით, რას ნიშნავს კონცეპტუალურად და მეთოდოლოგიურად? ეს არის სრულიად ახალი „გამოცდილება“, არნახული, ჯერ არსად ცნობილი, არსად აპრობირებული. თუ ჩვენ ლიბერალური ეკონომიკა გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი განვითარდეს ბუნებრივი კანონების, ე.ი. ეკონომიკური მიზანშეწონილობის მიხედვით, მაშინ რატომ არ გვაქვს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკა? ჩვენ საბაზრო ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ უნდა დავუმატოთ სიტყვა კვაზი. ამრიგად, კვაზი საბაზრო ეკონომიკა, არაეფექტიანი, არადაბალანსებული.

0x01 graphic

განვიხილოთ ისეთი ურთულესი პრობლემა, როგორიცაა ეკონომიკის განვითარების (ზრდის) პრობლემა. საუბარია ზრდის პარამეტრებზე. ბატონი იაშა მესხია ბრძანებდა და სწორადაც, რომ ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები გვაქვსო. გვაქვს მაღალი ტემპები, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ, ეკონომიკა, მისი ტრანსფორმაციული პროცესები, როგორც მთლიანი სწორი მეთოდოლოგიური მიდგომით განვიხილოთ. რა მაქვს მხედველობაში? ეკონომიკა განვიხილოთ დინამიკაში, ყველა თავისებურებებისა და ტენდენციის ურთიერთდამოკიდებულებაში. დაგისახელებთ ერთ ციფრს, რომელსაც ანგარიშს არავინ უწევს ქვეყანაში, როცა ეკონომიკური პროცესების საერთო დახასიათება-შეფასება ხდება საჭირო. მშპ შესადარი ფასებით შეფასებაზეა ლაპარაკი. თუ 1990 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას 100 პროცენტად წარმოვიდგენთ, 2007 წლის შედეგების მიხედვით (შესადარი ფასებში) ჩვენ გვაქვს მისი 59,6 პროცენტი. რამდენიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფომ ეს მიჯნა გადალახა ჯერ კიდევ 2000 წლამდე. დაახლოებითი პროგნოზით გამოდის, რომ მიმდინარე წელს, მშპ შეიძლება გვქონდეს 65-68 პროცენტი, თუნდაც 70 პროცენტი იმისა, რაც გვქონდა 18 წლის წინათ. ასეთ სიტუაციაშია ეკონომიკა... ვამბობთ, რომ იგი საბაზროა. მართალია, საბაზროა. თითქოს ყველა მოთხოვნას პასუხობს, გარდა ერთისა, რომ ეფექტიანი არ არის!

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. და მაინც, მთავარ მიზეზად ის მიმაჩნია, რომ საქართველოში ვერა და ვერ გავიაზრეთ სწორად, რას ნიშნავს თანამედროვე პირობებში საბაზრო ეკონომიკური სისტემა. მითუმეტეს, პოსტსოციალისტურ სივრცეში. ჩვენ მხოლოდ თეორიულად ვიცნობთ დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას, მათ 150-200 წელი, დასჭირდათ იმისათვის, რომ დღევანდელ დონეზე განვითარებულიყო ეკონომიკა. ჩვენ მოვინდომეთ, რომ ეს სწრაფად და იმავე მეთოდებით გაგვეკეთებინა, თანაც ტრანსფორმაციული პროცესებიდან სახელმწიფოს ჩამოცილების გზით. შეგახსენებთ ერთ მაგალითს: XX საუკუნის 30-იან წლებში (29-33 წლების დეპრესია მაქვს მხედველობაში) დეპრესიის მთავარ მიზეზად ლიბერალიზაციის პროცესი ჩაითვალა. კრიზისიდან აშშ გამოვიდა საბაზრო თვითრეგულირებისა და ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმების შეხამებით და 1936 წელს აღიდგინა 1929 წლის დონე. ჩვენ საქართველოში ვაღიარებთ, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკონომიკის განვითარებაში და ამას ლიბერალიზაციის პრინციპებისადმი ერთგულებით ვხსნით და ამ დროს სახელმწიფო თურმე ბაზრის 70 პროცენტს არეგულირებს!

ვეთანხმები ბატონ ემზარ ჯგერენაიას წინადადებას ერთიანი სამართლებრივი ბაზის ფორმირებისა და ერთიანი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის თაობაზე, რომელსაც ექნება განსაკუთრებული უფლება-მოსილებანი და შესაბამისი პასუხისმგებლობა, რომ კოორდინაცია გაუკეთოს ამ მომენტებთან დაკავშირებულ პროცესებს. ამაზე არის მიბმული - ეკონომიკური პროცესების განვითარების პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის პრობლემები... საქართველოში არც ერთი სტრუქტურა სერიოზულად არ მუშაობს ეკონომიკური განვითარების პროგნოზებზე.

ადრე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: საქართველო დაღუპა არა იმან, რომ დემოკრატია არ არის - არამედ, ყალბად გაგებული დემოკრატიის სიჭარბემ! ჩვენ გავაფეტიშეთ საბაზრო მექანიზმები. ორმაგი სტანდარტის თამაშით ამერიკამ შეძლო მის მიერვე ინიცირებულ ეკონომიკურ კრიზისში ჩაერთო მთელი მსოფლიო. აქედან იგი უფრო ადვილად გამოვა, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო მასზე იქნება უშუალოდ დამოკიდებული. ჩვენ გარდამავალ ეტაპზე, ანუ ექსტრემალურ პირობებში ვიმყოფებით. აქ სახელმწიფოს აქვს თავისი ექსკლუზიური ფუნქციები, მათ შორის ეკონომიკურიც. და ის ამ ფუნქციებს უნდა ასრულებდეს. მთავარია განვითარების ეტაპის შესაბამისად განისაზღვროს სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური როლი ტრანსფორმატულ პროცესებში.

ელგუჯა მარღია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოპროფილისდამფუძნებელი: - მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო კონკრეტულ თემას, ეს არის კომპანიებისთვის იმიჯის და რეპუტაციის მნიშვნელობა. ბუნებრივია, ამ პროცესში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამ მნიშვნელოვნების იგნორირების შემთხვევაში ძალიან ბევრი კომპანია ჩიხში შედის და ძალიანაც ზარალდება. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ცუდად არის კომპანიების მიერ გააზრებული, ისევე როგორც კონკურენციის თემა, რასაც დღეს ვიხილავთ.

0x01 graphic

მინდა შევეხო კონკრეტულ საკითხს, განვიხილო კონკრეტული კაზუსი. არცერთი კომპანიის მიმართ პიროვნული გაღიზიანება არ მალაპარაკებს, მაგრამ ის კონკრეტული მომენტი მინდა დავაფიქსირო, რაც უშუალოდ საზოგადოებასთან ურთიერთობას ეხება - როცა ხდება ინფორმაციული ზეწოლა საზოგადოებაზე, როცა ხდება მისი პოტენციური მომხმარებლის, მიზნობრივი სეგმენტის, ზოგადად საზოგადოების ზომბირება. ასეთ შემთხვევაში, დამეთანხმებით, ინფორმაციის სწორ მიწოდებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ინფორმაციის კუთხით ჩადებული ერთი დოლარი, ხშირ შემთხვევაში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, ვთქვათ, შეიარაღების სფეროში ჩადებული 10 დოლარი.

კონკრეტული კაზუსი მდგომარეობს იმაში, რომ ორმა კომპანიამ დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომა და სერიოზულად დააზარალა საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია. კონკრეტულად ამ ორი პროვაიდერის („საქართველოს ტელეკომი“ და „კავკასუს ონლაინი“) მიერ გამოყენებული იქნა ე.წ პირდაპირი მარკეტინგის მეთოდი, ანუ სატელეფონო მარკეტინგი, როცა ისინი მომხმარებელს აწვდიდნენ ინფორმაციას კონკურენტი კომპანიის ცუდი მუშაობის შესახებ და ადანაშაულებდნენ ერთმანეთს. ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, ორივე შემთხვევაში, მიღებული ინფორმაცია იყო აბსოლუტურად გადაუმოწმებელი და არადამაჯერებელი. მე არ მინდა ვამტკიცო, რომ, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირება, მაგრამ საზოგადოებამ ეს აღიქვა, როგორც კრიზისი და იგი გარკვეული პერიოდი გრძელდებოდა. ამ დროს აუცილებელი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების აქტიური, გააზრებული და გონივრული ქმედება. რაც მე ამ სამსახურებისგან ვერ დავინახე. ამ მოქმედების შედეგად, ანუ სატელეფონო მარკეტინგის მეთოდოლოგიის გამოყენებით, კომპანიებმა დაიზარალეს თავისი იმიჯი...

მაკა არახამია, ჟურნალბიზნესი და კანონმდებლობისმარკეტინგის ხელმძღვანლი: - ნამდვილად არ ვგეგმავდი კამათში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ამ რეპლიკის გაკეთება ერთმა ფაქტმა მაიძულა. როგორც გინდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს „კავკასუს ონლაინი“ და გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია, ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენს წინ არ ზის მეორე მხარე, ანუ სახელმწიფო. ეს არ არის პირველი შემთხვევა. საქართველოში რომ უამრავი პრობლემა არსებობს, ამით ახალს არაფერს ვიტყვი. მე, როგორც მოქალაქე, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად ვარ ინფორმირებული და მიმაჩნია, რომ ასეთ შეხვედრებზე სიარული ჩემზე მეტად გამოადგებოდათ სახელმწიფოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებს. მეოთხე ხელისუფლება ხომ იმიტომ არსებობს, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს დანარჩენ სამს. ამ შეხვედრასაც ეს დანიშნულება აქვს. მაგრამ, რა აზრი აქვს, წამოვჭრათ პრობლემები, თუკი ის, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების მიღება, ამას არ მოისმენს.

მე, როგორც მოქალაქეს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ნაკლები პრეტენზიები მაქვს თავად კომპანიებთან. ყველაზე დიდი პრეტენზია მე ჩვენს სახელმწიფოსთან და მის სტრუქტურებთან მაქვს, რადგან მოქალაქის დაცვა ამგვარი გაუგებრობისაგან მათი ვალია. მე ინტერნეტი არ უნდა მეთიშებოდეს! ჩემი პრობლემა არ არის, გავარკვიო, ვინ არის ამ საკითხში მართალი...

0x01 graphic

ჩვენ მივესალმებით, თუკი მართლაც შეიქმნება ანტიმონოპოლური სამსახური, რომელიც ასეთი საჭირო ყოფილა, მაგრამ ჩვენ უნდა დავსვათ საკითხი, რატომ გაუქმდა იგი თავის დროზე. უნდა გაირკვეს, ვინ იყო დამნაშავე და დაისაჯოს, რათა რამდენიმე ხნის შემდეგ არ მოხდეს ისე, რომ ახლა საზოგადოებისათვის საჭირო სხვა ინსტიტუტი გაუქმდეს და კიდევ სხვა პრობლემები წარმოიქმნას...

სალომე ელიაშვილი, კარგო ლოჯისტიკ გრუპ ჯორჯიას პიარ-მენეჯერი: - დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამ კონფერენციის მოწყობისათვის, რამაც საშუალება მოგვცა დაგვენახა ის პრობლემები, რომლებიც დღესდღეობით არსებობს ქვეყანაში. თავს უფლებას მივცემ, მცირე ანალიზი გავაკეთო იმისა, რაც ამ კონფერენციაზე მოვისმინე. ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებას, ჩემი აზრით, მოყვა ის, რომ საქართველოში ქართული ბიზნესი, გარკვეულ მასშტაბების მიღწევის შემდეგ, ერთმანეთის დაძირვას იწყებს. ამით მათ სერიოზულად ელახებათ იმიჯი და რეალურად უკვე სხვა, მესამე სუბიექტს უხსნიან გზას, რომელიც მათ ადგილს ბუნებრივად იკავებს. ეს მუდმივი ცირკულაციის პროცესია და რაკიღა არანაირი რეგულირება არ არსებობს, ეს ახალი კომპანიებიც, ადრე თუ გვიან, იგივე გზას დაადგებიან. აქ იყო საუბარი კონკრეტული პრობლემის, გაერთიანებული ტელეკომისადა კავკასუს ონლაინის შესახებ. მე მახსოვს კიდევ ერთი ასეთი პრობლემა აერონავიგაციაში ორ მონოპოლისტს შორის. პროვაიდერების ამ კონფლიქტიდან გამომდინარე ერთი დასკვნა გამოვიტანე - როცა ადამიანს ან კომპანიას სჭირდება ინტერნეტი და მისთვის ინფორმაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია, მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, ვისი მიზეზით არ მიეწოდება მას ეს ინფორმაცია. აქ მომხმარებელი ზარალდება და ამ ზარალის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზს აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. ვფიქრობ, ასეთი დაპირისპირების დროს ორივე კომპანიის იმიჯი ილახება, მიუხედავად იმისა, დავაში რომელია მართალი. იმიჯის შელახვა კი პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ კომპანიების მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდეს.

0x01 graphic

როგორც დისკუსიამ გვიჩვენა, საკითხი მეტად აქტუალურია და იგი თანმიმდევრული ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. უპირველესად, უნდა განხორციელდეს ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, რომელიც თავისუფალი (ჯანსაღი) კონკურენციის გარანტი იქნება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამის აუცილებლობაზე საზოგადოების აზრიც მომწიფებულია.

უპრიანი იქნება პარლამენტმა დააჩქაროს ანტიმონოპოლიური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც საფუძვლად დაედება დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას.

თავის მხრივ, ჟურნალი ბიზნესი და კანონმდებლობა შეეცდება გააგრძელოს დისკუსიები აღნიშნულ პრობლემატიკაზე და დააწესოს გარკვეული მონიტორინგი ხელისუფლების მხრიდან ერთიანი სამართლებრივი ბაზის უზრუნველყოფაზე.

კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებებიდან გამომდინარე, კი წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

1. ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა ანტიმონოპოლიური პოლიტიკისა და შესაბამისი სრულყოფილი სამართლებრივი ბაზის შემუშავების მიმართულებით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კვლევების ჩატარება ქვეყანაში მონოპოლიური მდგომარეობის შესახებ და მისი შედეგები გახადოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის.

3. შეიქმნას მძლავრი, დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა

____________________________________________________________________რეპლიკა

რატომ, კოლეგებო, რატომ?!

ჟურნალმა ბიზნესი და კანონმდებლობა ამ ბოლო ხანებში ტრადიციად აქცია ისეთი მწვავე პრობლემების საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა, რომელიც ქვეყნის განვითარების მუხრუჭად იქცა. ჩვენდა საბედნიეროდ, ამ ინიციატივას მხარი აუბეს მეცნიერებმა და პრაქტიკოს-ექსპერტებმა. ისინი მზად აღმოჩდნენ წარმოედგინათ ამა თუ იმ მასშტაბური პრობლემის გამომწვევი მიზეზები და შემოეთავაზებინათ კვალიფიციური „რეცეპტები“ აღნიშნულ პრობლემათა შესარბილებლად. სხვათაშორის, ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს (იგი წარმოდგენილი იყო კონფერენციისა და მრგვალი მაგიდის სახით), აქტიურად გამოეხმაურნენ ბიზნეს-სტრუქტურათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

თავდაპირველად აქტიური იყო მასმედიაც, რომელიც კვალიფიციურად ახერხებდა მკითხველამდე მიეტანა საზოგადოების წინაშე დაგროვილი პრობლემების ანატომია.

ჩვენდა გასაოცრად, ჟურნალისტთა აქტიურობამ ამ ბოლო ღონისძიებაზე საგრძნობლად იკლო. მეტიც, მასმედიის ზოგიერთმა საშუალებამ დაგვდო პატივიმოსულიყო, მაგრამ, მიუხედავად პრობლემის აქტუალობისა, საერთოდ არ გააშუქა აღნიშნული ღონისძიება, ან, ცალმხრივად და უღიმღამოდ შეეცადა დაეფიქსირებინა იგი. საუბარია ბეჭდვით მედიაზე, თორემ, ტელემედია ასეთ სერიოზულ და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს არასერიოზულად რომ ეკიდება, ფაქტია!

გულწრფელად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჟურნალი ასეთ ღონისძიებებს ქულების ჩასაწერად ნამდვილად არ აკეთებს. ვცდილობთ სამზეოზე გამოვიტანოთ მწვავე პრობლემები და ხელისუფლებას მისი გადაჭრის გზებიც შევთავაზოთ.

ამის უზრუნველყოფა (საზოგადოებამდე მიტანა) კი მედია-საშუალებებს შეუძლია. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ გამოცემას ჰყავს თავისი ერთგული მკითხველი, ვფიქრობთ, მათი მხარდაჭერის შემთხვევაში მიზანიც მიღწეული იქნება. კოლეგები კი რატომღაც გაგვირბიან და ასეთი თემების გაშუქებას თავს არიდებენ. არადა, მასმედიის აქტიურობამ შესაძლოა სახელმწიფო მოხელეთა ინერტულობასაც დაუსვას წერტილი! სხვა თუ არაფერი, არსებობს კოლეგიალობა, რომელსაც ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ და სხვებისგანაც ველოდებით. ამ ბოლო ხანებში კი ეს ვერ ვიგრძენით.

რატომ, კოლეგებო, რატომ?!

3 კორუფციის ევოლუცია: ახალი ფორმები და სახეები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იაკობ მესხია

ეკონომიკის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი,
სახელმწიფო პრემიის
ლაურეატი

სახელმწიფოს სიბრძნე და კანონი უნდა განაგებდეს

პლატონი

1979 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 34 სესიაზე კორუფციის ცნება განმარტეს როგორც თანამდებობრივი უფლებამოსილებების დაცვით ან დარღვევით გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, საზღაურის გამღების ინტერესებიდან გამომდინარე, თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი ქმედება ან უმოქმედობა. მოკლე გაგებით კი კორუფცია ნიშნავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით, არსებობს კიდევ უამრავი განსხვავებული განმარტებებიც.

მას ხშირად აიგივებენ კლეპტოკრატიასთან, რომელიც ნიშნავს ქურდობის ძალაუფლებას, ლუტოკრატიასთან, ანუ მძარცველთა ძალაუფლებასთან ან კიდევ პლუტოკრატიასთან - მდიდართა ძალაუფლებასთან. ასეთი გაფართოებული მიდგომა კორუფციის შინაარსისა განპირობებულია იმით, რომ იგი თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან მანძილზე მუდმივად განიცდიდა სახეცვლილებას, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და მსოფლიო გლობალიზაციის გაღრმავების კვალდაკვალ ფართოვდებოდა მისი გავრცელების არეალიც.

დღევანდელ ეტაპზე კორუფციამ გლობალური სახე მიიღო და ტრანსნაციონალურ მოვლენად იქცა. კორუფცია უკიდურესად ნეგატიურ გავლენას ახდენს ისეთ პოლიტიკურ და ცივილიზებულ ფასეულობებზე, როგორიცაა: დემოკრატია, ბაზარი, განვითარება და ა.შ. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში საფრთხის - ტერორიზმის მასშტაბების ზრდა ბევრადაა დაკავშირებული კორუფციის გაფართოება-განვითარებასთან და მის გლობალიზაციასთან. კორუფციის ნეგატიურ შედეგებს შორის განსაკუთრებით უნდა გამოიყოს შემდეგი: სახელმწიფო სახსრებისა და რესურსების არაეფექტური განაწილება და ხარჯვა; სახელმწიფო აპარატის მუშაობის ეფექტიანობის შემცირება; კერძო მეწარმეთა გაკოტრება; ეკონომიკური ზრდის შენელება; საერთაშორისო დახმარებების არამიზნობრივი გამოყენება; სოციალური უთანაბრობის ზრდა; ორგანიზებული დანაშაულებების ზრდა; საზოგადოებრივი მორალის დაცემა და ..

კორუფცია მისი კლასიკური ფორმით უმთავრესად მიმართულია ფინანსური რესურსების მითვისებისკენ. ექსპერტთა გაანგარიშებებით, საერთაშორისო დონორების მიერ ოფიციალურად გამოყოფილი დახმარებების ერთ მესამედზე მეტი არ მიდის საბოლოო მომხმარებლამდე და ილექება სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების მუხლში, უფრო ზუსტად კი კორუფციულ გარიგებათა მონაწილეების ჯიბეებში ბონუსებისა და ჯილდოების სახით. არსებობს მონაცემები, რომლის თანახმად, ღარიბ და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ქრთამებისა და სხვადასხვა კორუფციული სქემებით მიღებული 40 მილიარდამდე აშშ დოლარი ჩინოვნიკთა ანგარიშზე ყოველწლიურად ილექება ამერიკისა და ევროპის ბანკებში.

სწორედ კორუფცია და მექრთამეობაა მრავალი ქვეყნის ჩამორჩენილობისა და სიღარიბის მიზეზი. ასეთ დასკვნას აკეთებს 1993 წელს ბერლინში შექმნილი საერთაშორი-სო მონიტორინგის ჯგუფი Transparency International (ტრანსპერენსი ინტერნეიშენალი), რომელიც თავისი კვლევის ყოველწლიურ შედეგს აქვეყნებს. 2002 წელს გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს განეკუთვნებოდნენ ბანგლადეში, ნიგერია, ანგოლა, მადაგასკარი, პარაგვაი, კენია და ინდონეზია, ხოლო ყველაზე არაკორუმპირებულებს: ფინეთი, დანია, ახალი ზელანდია, ისლანდია, სინგაპური, შვეცია და კანადა. ამ დროისთვის კორუფციის მკვეთრ ზრდას ჰქონდა ადგილი არგენტინაში, რომელმაც ცნობილი ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა თავისი საგარეო ვალების მომსახურება.

ამ ბოლო წლებში მსოფლიოში კორუფციის მხრივ მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება კიდეც. დღეისათვის არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც კორუფციისგან აბსოლუტურად სუფთა იყოს. კორუფციის აღქმის ინდექსი, რომლითაც ხდება კორუფციის ხარისხის კრიტერიუმით ქვეყნების ათბალიანი რანგირება, 2008 წელს ყველაზე გამჭვირვალე იყო დანიაში, შვეციაში და ახალ ზელანდიაში (9,3 ქულა), წინა წლებში მათი ქულები აღწევდა 9,8 - 9,9-ს, ანუ პრაქტიკულად თავისუფალი იყვნენ კორუფციისაგან. 2008 წელს გამოკვლეული 180 ქვეყნიდან ყველაზე კორუმპირებული იყო სომალი (1 ქულა). სიტუაცია გაუარესდა დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ბულგარეთში, გაუმჯობესდა - კვიპროსში, ალბანეთში, თურქეთში.

საქართველოში კორუფციამ ხანგრძლივი ისტორიული გზა განვლო. რომ არაფერი ვთქვათ წინა საუკუნეებზე და საბჭოურ პერიოდზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საწყის ეტაპზე კორუფციის მხრივ საქართველო აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნების გვერდით იდგა. 2004 წელს კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს 2 ქულა ჰქონდა (10 შესაძლებლობიდან), რაც კორუფციის მაღალ დონეზე მიანიშნებდა. ვარდების რევოლუციისშემდგომ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. 2007 წელს კორუფციის ინდექსით საქართველომ 180 ქვეყანას შორის 79 ადგილი დაიკავა, მაშინ როდესაც რუსეთი აღმოჩნდა 143 ადგილზე, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელორუსი და აზერბაიჯანი - 160 ადგილზე, უკრაინა - 118 და მოლდავა - 111 ადგილზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარეიტინგო სამსახურების შეფასების ობიექტურობაზე თანდათანობით ძლიერდება ეჭვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც ჩანს, მათ დაკარგეს ობიექტური ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა და შესაბამისად, საბოლოო შეფასებები საზოგადოებრივ აზრს მნიშვნელოვნადაა დაშორებული. როგორც ცნობილია, მათი გამოკვლევები ეფუძნება ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტთა, ანალიტიკოსთა და ბიზნესმენთა გამოკითხვებს და სხვადასხვა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების კვლევებს, რაც ჩემის აზრით, ხშირ შემთხვევაში მოწყვეტილია რეალურ ფაქტებს და დამახინჯებულია. უფრო მეტიც, ზოგიერთი სააგენტოები, საქართველოსთვის კორუფციის მაღალ დონეს გამართლებულად და ობიექტურ მოვლენად თვლიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყანა გამოუსწორებელი და დაბალი კულტურისაა. მაგალითად, გასულ წელს აშშ- სავაჭრო პალატამ კვლევები ჩაატარა საქათველოს საბაჟოზე და დაასკვნა, რომ კორუფციის მხრივ მდგომარეობა უმჯობესდება და იგი შემცირებულია 20 პროცენტამდე. მათი აზრით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა კორუფციის 20%25-იანი დონე მისაღებია. ჯერ ერთი, ძალიან საეჭვოა, რომ კორუფცია ჩვენს საბაჟოებზე ასეთი დაბალი იყოს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უცხოელებს არა აქვთ იმის უნარი ჩაწვდნენ იმ ინოვაციურ კორუფციულ ლაბირინთებში, რაც ჩვენს საბაჟო სისტემაშია ჩახლართული. მეორეს მხრივ, 20 პროცენტიანი კორუფციის დონის დამაკმაყოფილებლად და მისაღებად გაცხადება, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყნისადმი უპატივცემულობა და შეურაცხყოფაა.

ვარდების რევოლუციამდე საქართველოს მოსახლეობას არ ჰქონდა კორუფციის დონის შემცირების მოლოდინი. გლობალური კორუფციის ბარომეტრისმიერ 2003 წელს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობამ კორუფციის იერარქიის შემდეგნაირი რანგირება მოახდინა: პოლიცია; საგადასახადო და საბაჟო სისტემა; სასამართლო; ჯანდაცვა; პოლიტიკური პარტიები; პარლამენტი; კერძო სექტორი; კომუნალური მომსახურება; სამხედრო სექტორი; მასმედია (არასამთავრობო) სექტორი; ეკლესია. ამ პერიოდისათვის საზოგადოებამ ყველაზე კორუმპირებულად მიიჩნია პოლიცია, ხოლო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულად - ეკლესია.

2005 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავდა ანტიკორუფციული სტრატეგიის განმსაზღვრელი კონცეპტუალური დოკუმენტი და შესაბამისად გატარდა რიგი ინსტიტუციონალური ცვლილებები, რომლის მიზანი იყო კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა. ამ კუთხით გატარებული ღონისძიებებიდან ზოგიერთი პოლიტიკური კონიუნქტურული ფონის მატარებელი იყო (კორუმპირებულთა შერჩევითი დასჯა), თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა საკმაოდ მაღალი შედეგი გამოიღო (საგზაო პოლიცია, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების რეფორმირება). ამავე დროს გატარდა ისეთი სარეფორმო ღონისძიებებიც, რომლებმაც მოსალოდნელი პოზიტიური შედეგები არ გამოიღო (ფინანსური ამნისტია, საკადრო რეფორმები და სხვ.). მთლიანობაში კორუფცია მისი გამოვლენის ტრადიციული ფორმით და შინაარსით მნიშვნელოვნად შეიზღუდა, მაგრამ, ამავე დროს აღმოცენდა მისი ახალი სახეები, რომლებიც თავისი მასშტაბებით და მოცულობით არანაირად არ ჩამოუვარდება კორუფციის ადრინდელ ფორმებს.

კორუფციის ტრადიციული ფორმებისაგან დღევანდელ ეტაპზე საფრთხეების შემცველია ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების შემდეგი სფეროები:

  • სახელმწიფო ხარჯები: „ვარდების რევოლუციამდე“ კორუფციის მხრივ ყველაზე დიდი საფრთხეების შემცველი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, კერძოდ, საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. სახელმწიფო მოხელეს (საგადასახადო ინსპექტორს) და მეწარმეს შორის კორუფციული გარიგებების შედეგად საგადასახადო შემოსავლების უმეტესი ნაწილი ვერ აღწევდა ბიუჯეტამდე და ნაწილდებოდა ხელისუფლების სხვადასხვა დონის კორუფციულ მოხელეებს შორის. ამჟამად საბიუჯეტო სფეროში კორუფციამ მნიშვნელოვნად იკლო საშემოსავლო ნაწილში და მისმა ვექტორმა გადაინაცვლა ხარჯვით ნაწილში. სახელმწიფო ბიუჯეტში (ასევე ადგილობრივ ბიუჯეტში) წარმოდგენილია ასიგნების ისეთი მუხლები, რომლებიც აშკარა კორუფციული საფრთხის შემცველები არიან. საუბარია ბიუჯეტში უხვად მიმობნეულ უცნაური დასახელების, უშინაარსო, ბუნდოვან, არაეფექტიან და ხელოვნურად შეკოწიწებულ პროგრამებზე, რომლებსაც ზედაპირული შეხედვითაც კი კორუფციის დამღა ადევთ. მათ შორისაა, უცხოური გრანტების და ბიუჯეტის თანადაფინანსებით წარმოქმნილი პროგრამები, რომლებშიც კორუფციული გარიგებების ალბათობა საკმაოდ მაღალია. სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა პროგრამების შედგენისა და დამტკიცების გარეშე ასიგნებების გამოყოფის პრაქტიკა, ამასთან ერთი და იგივე პროგრამა წლების განმავლობაში უსაფუძვლოდ მეორდება ბიუჯეტში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობით უცხოური დაფინანსებით პროგრამების შესრულებისა და ეფექტიანობის მონიტორინგის არანაირი მექანიზმი და ბერკეტი არ არსებობს, რაც თავის მხრივ, ზრდის კორუფციულ რისკს. მთლიანობაში ბიუჯეტის დაგეგმვის დღევანდელი ტექნოლოგია მაღალი კორუფციული რისკის შემცველია.

  • სახელმწიფო შესყიდვები. სახელმწიფო შესყიდვების მოცულობა წლიდან წლამდე მაღალი ტემპებით იზრდება. ეს სფერო კორუფციისთვის ყველაზე ხელსაყრელი და შედარებით ძნელად კონტროლირებადია. შესყიდვების სფეროში კორუფციული გარიგება შეიძლება ორ ეტაპად დაიყოს: პირველი, მაშინ, როდესაც ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების დაგეგმვა და საერთო ხარჯების სტრუქტურაში შესყიდვების მოცულობის ფორმირება. ამ შემთხვევაში კორუფციული გარიგებების სუბიექტურად შეიძლება გამოდიოდეს მიმწოდებელი (ფინანსთა სამინისტრო) და მომხმარებელი (მხარჯავი ორგანიზაცია). მეორე ეტაპზე გარიგება შეიძლება მოხდეს მხარჯავ დაწესებულებასა და კერძო სტრუქტურას შორის. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ფორმალურად სახელმწიფო შესყიდვები ხდება კანონის დაცვით, თუმცა, თავად კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებუამრავი კორუფციული ხვრელების შემცველია. შესყიდვების პროცესში კორუფციული გარიგებების ტექნოლოგია კარგადაა დამუშავებული. სატენდერო კომისიაზე შეუძლია იმ კომპანიას გამარჯვება, რომლისკენაცაა სუბიექტური სიმპათია გამოხატული. კორუფციული გარიგების საგანი შეიძლება იყოს შესასყიდი ფასები დასაკომისიოგადასახადები („ოტკატი“). დასამალი როდია, რომ ამ სფეროში კორუფციის მასშტაბები წლიდან წლამდე იზრდება. ასევე კორუფციული ნიშნების შემცველია შესყიდვების სატენდერო წესისგან თავის არიდება, რასაც საბიუჯეტო დაწესებულებები სხვადასხვა ხელოვნურად შეკოწიწებული მიზეზებით ხშირად აღწევენ ხოლმე. ერთ პირთან მოლაპარაკებით მრავალმილიონიანი შესყიდვების განხორციელება მუდმივ კორუფციულ ნიშნებს შეიცავს და ეს სახელმწიფო ფინანსური კონტროლის დროს ხშირად ვლინდება, რომელთა გამომზეურებისა და განხილვის დრო ალბათ უთუოდ დადგება. აშკარაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო სექტორში (რომელთა უმეტეს ნაწილს უკან სახელმწიფო მოხელეები დგანან და რომლებიც სისტემატურადიმარჯვებენტენდერებში) კანონდარღვევებით თანხების გადაქაჩვით უზარმაზარი ზარალი ადგება სახელმწიფოს.

  • სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია. პრაქტიკა ადასტურებს, რომ პრივატიზაციის პროცესს თითქმის ყველა ქვეყანაში თან ახლავს კორუფცია. პრივატიზაციისას კორუფციული გამოწვევები შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც სახელმწიფო მოხელეების (გამყიდველის), ასევე კერძო სექტორის (მყიდველის) ინიცირებით. კორუფციული გარიგებების ტექნოლოგია ამ შემთხვევაში შემდეგნაირია: მყიდველი ურიგდება გამყიდველს გასაყიდი ობიექტის ფასის შემცირებაზე იმ პირობით, რომმომსახურებასათანადოდ ანაზღაურდება. როდესაც აუქციონზე რამდენიმე კონკურენტი მონაწილეობს (მათ შორის, უცხოელი), პრივილეგია ენიჭება ყველაზე „ხელგაშლილ“ მონაწილეს. ეს თითქოს თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაშიც ფაქტობრივად ამგვარად ხდება და არც თუ იშვიათად. როგორც პრაქტიკა ადასტურებს, საქართველოში პრივატიზაციიდან ყოველი მეორე კანონდარღვევის შემცველია. ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ყველა მათგანი საზოგადოების განხილვის საგანი გახდება და ბევრი მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. საზოგადოებას სამართლიანად არ სჯერა უანგარო პრივატიზაციის და ამ ეჭვებს აღრმავებს ის გარემოება, რომ პრივატიზაციის პროცესი არაა გამჭვირვალე, იგი მცირე ჯგუფის მიერაა მისაკუთრებული. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ საზოგადოებამ არ იცის, ვინ დგას მსხვილი პრივატიზებული ობიექტების უკან. ეჭვს იწვევს ისიც, თუ რატომაა პრივატიზებული ობიექტების მესაკუთრე გაურკვეველი კომპანიები, რომლის უმეტესი ნაწილი ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული.

  • ინვესტიციური პროექტები. უცხოური კრედიტები. გრანტები. დახმარებები. ეგზოგენურად მიღებული ყველა სახის რესურსი მაღალი კორუფციული რისკის შემცველია, რადგან კორუფციული საფრთხე მიმდინარეობს როგორც დონორი, ასევე რეციფიენტი ქვეყნის წარმომადგენლებისგან. უცხოური ინვესტიციების მართვას ახორციელებენ სახელმწიფო მოხელეები. მათ გააჩნიათ ყველანაირი ბერკეტი მსხვილი ინვესტიციები განათავსონ იმ ადგილობრივ ან უცხოურ კომპანიებში, რომლებიც მას „დაიმსახურებენ“, ანუ შესაბამის რენტას გადაიხდიან. „წილში ჩაჯდომის“ ტექნოლოგია ძალაშია. ასევე კორუფციული რისკის შემცველია უცხოეთიდან მიღებული თითქმის ყველა სახის მატერიალური და ფულადი სახის შემოსულობები. საქმე იმაშია, რომ გარედან მიღებული ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. არაა დანერგილი განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებადი ეფექტიანობის აუდიტი. ამის შედეგად სახელმწიფო მოხელეებს ფინანსური დახმარებების, გრანტების და სხვა ეგზოგენური შემოსულობების ხარჯვის მიზნობრიობის შეცვლის დიდი არეალი გააჩნიათ, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამის მრავალი პრაქტიკული მაგალითი არსებობს ამ ბოლო წლებში, რადგან ჯერჯერობით გახმაურებულია მხოლოდ თურქეთის 30 მილიონიანი კრედიტის მითვისების საქმე, თუმცა დღემდე არავინ დასჯილა.

  • საბიუჯეტო ფონდები. საქართველოში მოქმედი საბიუჯეტო კანონმდებლობა ითვალისწინებს ძირითადად სამი ფონდის არსებობას: საქართველოს პრეზიდენტის ფონდი; საქართველოს მთავრობის ფონდი; საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი. აღნიშნული ფონდებიდან თანხების მიზნობრივ, კანონიერ და ეფექტიან ხარჯვაზე სახელმწიფო კონტროლი იმდენად სუსტი და არაკომპეტენტურია, რომ საეჭვოა იმ ჩინოვნიკებმა, რომლებიც ახდენენ ამ ფონდების მართვას, არგუმენტირებული პასუხი გასცენ პრობლემურ კითხვებზე. რაც შეეხება რეგიონულ ფონდს აქ მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ მისი კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. საქმე იმაშია, რომ რეგიონებში ინვესტიციური პროექტების რეალიზაცია ხდება სხვადასხვა წყაროებიდან გამოყოფილი სახსრებით (ადგილობრივი ბიუჯეტი, სახელმწიფო ბიუჯეტი, გრანტები, შემოწირულობები და ა.შ.) რომელთა ბუღალტრული განცალკევება ან ანგარიშგებაში ავტონომიური ასახვა ვერ ხერხდება და შესაბამისად ვერც გაკონტროლდება. მოკლედ რომ ვთქვათ, აღნიშნული ფონდი დიდი კორუფციული რისკის შემცველია და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჰორიზონტალურ ჭრილში თითქმის ჩაშლილია სახელმწიფო ზედამხედველობა, დასაშვებია, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ნაწილი არამიზნობრივად, არაეფექტიანად და კორუფციულად იხარჯება.

  • კერძო სექტორი. კორუფცია ფართოდაა ფეხმოკიდებული კერძო სექტორშიც. ამ სენით დაავადებულია მთელი მსოფლიო და არც საქართველოა გამონაკლისი. კორუფცია სულ უფრო მძლავრად იკიდებს ფეხს არასამთავრობო და არაკომერციულ სექტორებში, პროფკავშირებში, მასმედიაში, ეკლესიაში, საქველმოქმედო ორგანიზაციებში. კერძო სექტორში ყველაზე კორუფციული უბანია კონტრაქტები, ხელშეკრულებები, შესყიდვები, კადრების მიღება და ა.შ. კორუფციული შინაარსისაა მონოპოლისტ კომპანიებს შორის ფარული გარიგებები საქონელზე და მომსახურებაზე ფასების დაწესების თაობაზე. კორუფციული ბუნებისაა სახელმწიფოს მხრიდან ერთგული კომპანიებისთვის მონოპოლიური გარემოს შენარჩუნება და მათთვის დაუმსახურებელი პრეფერენციების გაცემა. ამის მაგალითების ჩამოთვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. განსაკუთრებით ეს მკაფიოდ ჩანს საბანკო სექტორში. კომერციული ბანკების ერთი ნაწილი ეწევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, რაც მაღალი კორუფციული რისკების შემცველია. ასევე კორუფციული გარიგებების მეშვეობითაა ჩამოყალიბებული არაერთი მსხვილი კერძო კომპანია, რომელთა უკან კვლავაც დგანან ყოფილი და ამჟამინდელი სახელმწიფო ჩინოვნიკები. კერძო სექტორის კორუმპირებულობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მათი დიდი ნაწილი სათანადო მხარდაჭერისა და პრივილეგიების მოპოვების მიზნით უხვად აფინანსებს როგორც მმართველ, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს და აქტიურად ერევა საარჩევნო კამპანიაში.

სათანადო კვლევები გვიჩვენებს, რომ წინა პერიოდისგან განსხვავებით, ამჟამად შეზღუდულია საყოფაცხოვრებო კორუფცია, რომელიც წარმოიშობა საშუალო და დაბალი რანგის სახელმწიფო მოხელის და რიგითი მოქალაქის ურთიერთობის დროს. ადრე ამ ტიპის კორუფციაზე მოდიოდა კორუფციულ გარიგებათა უმეტესი ნაწილი. დღეისათვის წინა პლანზე წამოიწიასაქმიანმაკორუფციამ, რომელიც ვლინდება ანგარებითი გარიგებით მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელესა და ბიზნეს-სექტორს შორის.

კორუფციის ტრადიციული ფორმების პარალელურად მიმდინარეობს მისი ახალი სახეების წარმოშობისა და განვითარების პროცესი. ასევე ახლებურ შეფერილობას იღებს კორუფციის ისეთი ფორმები და წყაროები, როგორიცაა: პატრონაჟი, მოქრთამვა, გამოძალვა, გაფლანგვა, იძულების გამოყენება, ნეპოტიზმი, ტრეფიკინგი, აგრეთვე სახელმწიფო მოხელეთა კორუფცია ორგანიზებული კრიმინალური ქმედებების ფორმით: ნარკობიზნესი, ფულის გათეთრება, პროსტიტუცია და სხვ. მათ შორის, ცალკე უნდა აღინიშნოს ლობირების ინსტიტუტი, რომელმაც საქართველოში აშკარა კორუფციული სახე მიიღო და შედეგად არაერთი კორუფციული ორიენტაციის სახელმწიფო კანონი იქნა მიღებული. კორუფციული ბუნებისაა, აგრეთვე მაღალი თანამდებობიდან გადამდგარი ზოგიერთი პირისთვის ძვირადღირებული უძრავი (ან მოძრავი სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად მიყიდვა ან ჩუქება. ასევე ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელების მიერ გატარებული პოლიტიკის მხარდაჭერისა და ლობირების მიზნით ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა დასაჩუქრება სახელმწიფო ქონებით, მიანიშნებს დემოკრატიის განვითარების დაბალ დონეზე.

კორუფციის ახალი სახეობებისა და ფორმების ფორმირების საფუძველი, ფულადი ქრთამის ჩანაცვლება მომსახურების გაცვლით და კორუფციის გადაადგილებით მართვის ქვედა და საშუალო დონიდან უმაღლეს იერარქიამდე. კორუფცია თანდათანობით უხილავი და ვირტუალური ხდება, იგი ღებულობს ინტელიგენტურ შეფერილობას და ერთი შეხედვით კანონის ფარგლებს არ სცილდება. კორუფციის ამ ახალმა სახეობამ მიიღო ელიტარული კორუფციის სახელწოდება, რომლის მოქმედების არეალი ძირითადად პარტიულ და თანამდებობრივ ძალაუფლებაზეა დაფუძნებული.

ელიტარულ კორუფციას ფართო გასაქანი ეძლევა იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება დაკომპლექტებულია არა პროფესიონალიზმის და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით, არამედ ერთი ასაკისა და დაახლოებით ერთნაირად მოაზროვნე ერთი იდეოლოგიის მქონე, ურთიერთ და ზემდგომისადმი ერთგული მოხელეებით, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ ნებისმიერი კანონიერი თუ უკანონო დავალება, ისე რომ მათ სამართალდარღვევაზე პასუხს არ აგებინებენ (გამონაკლისების გარდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება).

სამართლიანობის პრინციპი მო-ითხოვს იმის აღნიშვნას, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში სახელისუფლებო სტრუქტურების დაკომპლექტება ძირითადად ხდება პარტიული ნიშნით, მაგრამ ხელმძღვანელი კადრების შერჩევა ხდება მხოლოდ პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობის, პატიოსნების, პრინციპულობისა და გამოცდილების კრიტერიუმებით. დემოკრატიის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყნებში ასეთი ნიშნებით შემკობილი ადამიანური რესურსების დეფიციტი ნამდვილად არ არსებობს. მაგრამ იმ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, სადაც პოლიტიკური პარტიები არაა აკადემიურად ჩამოყალიბებული და ძირითადად ფუნქციონირებენ არა იდეოლოგიური ნიშნებით გაერთიანებულნი, არამედ მეგობრული, მეზობლური, ნათესაური და სხვა ყოფითი კრიტერიუმებით ორგანიზებული ჯგუფები, რომელთა ძირითადი მიზანია პოლიტიკური კუთხით პირადი პრივილეგიების მოპოვება, ცხადია, ასეთი პოლიტიკური გაერთიანებების შემთხვევაში ხელისუფლებას მეტად ღარიბი საკადრო რესურსი გააჩნია. მაღალი პოლიტიკური კულტურის არ არსებობის პირობებში, გამარჯვებული პოლიტიკური პარტია სახელისუფლებო სტრუქტურებში არ უშვებს მაღალი კლასის პროფესიონალებს, თუ ისინი ლოიალურად არ არიან განწყობილი მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო მენეჯმენტის უმაღლეს პოსტებზე ხვდებიან დაბალი კვალიფიკაციის, გამოუცდელი, მაგრამ ლიდერებისადმი ერთგული პოლიტიკური მოღვაწეები. სწორედ ასეთი ვითარება წარმოშობს ნოყიერ ნიადაგს ელიტარული კორუფციის ფორმირებისა და განვითარებისათვის, მისი სქემა მეტად მარტივი და ადვილად რეალიზებადია. იკვეთება რაღაც ელიტარული ჯგუფი, უფრო სწორედ ნდობით აღჭურვილთა გუნდი, რომელიც იკავებს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებს. როდესაც ამ გუნდის რაღაც ნაწილის საქმიანობის დაბალი ხარისხი საზოგადოებისათვის მიუღებელი და გამაღიზიანებელი ხდება, იწყება თანამდებობათა ადგილმონაცვლეობა. .. კარუსელი, ისე, რომ გუნდის წევრებს შორის უკმაყოფილო არავინ რჩება. ეს წონასწორობა შენარჩუნდება მანამ, სანამ საზოგადოებიდან ახალი ნეგატიური ტალღა არ წამოვა, შემდეგ კი შეიძლება თანამდებობრივი განლაგების ახალი სქემის შეთავაზება იგივე გუნდის წევრების მონაწილეობით, ან კიდევ თუ ადგილი აქვს მწვავე ეგზოგენურ ზეწოლას, შეიძლება ერთ-ორი ახალი წევრის შემოყვანა, რომელიც რა თქმა უნდა, არ იქნება სხვაგვარად მოაზროვნე და დაემორჩილება თამაშის გუნდურ წესს.

სწორედ, გუნდურობის პრინციპი ხელისუფლების (მისი ყველა შტოს) დაკომპლექტებაში წარმოშობს უპრინციპობას, მომთხოვნელობის ლიბერალიზაციას, კრიტიკული, ექსპერტული შეფასებების იგნორირებას და სახელმწიფო მნიშვნელობის უსერიოზულესი გადაწყვეტილებების ნაუცბათევად და ზედაპირულად მიღებას. თუ ამ ვითარებას შევაფასებთ კორუფციული იდეოლოგიის კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ იგი აშკარად შეიცავს მის ელიტარულ გამოვლინებებს. პირველი, კორუფციაა ის, რომ თანამდებობაზე ინიშნება ის პირი, რომელიც თავისი კვალიფიკაციით, გამოცდილებით და კომპეტენტურობით არ პასუხობს მოთხოვნებს და, შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაეფექტიანია და აფერხებს ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებას. მეორე, არაკვალიფიციური, გამოუცდელი და არაკომპეტენტური მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე ცდილობს თავის გარშემო შეკრიბოს არა მასზე უფრო განათლებული, არამედ პირიქით, უფრო დაბალი კვალიფიკაციის მქონე მოხელეები, რათა მან არ დაკარგოს ზემოდან ნაბოძებილიდერისმანტია. აქ იწყება ახალი ტალღა უხილავი კორუფციული გამოვლინებებისა. კერძოდ, ახლად დანიშნულმა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელემ თავის ირგვლივ უნდა შემოიკრიბოს საკუთარი გუნდი დაკომპლექტებული ერთგულების, ნათესაობის და სხვა ნიშნებით. ამისთვის კი საჭიროა მისადმი დაქვემდებარებული სამსახურის რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. ამის შეუზღუდავ უფლებას იძლევა დღეისათვის საქართველოში მოქმედი გაუმართავი შრომის კანონმდებლობა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს დამსაქმებელს და არა დასაქმებულს (აღნიშნული კანონმდებლობა აშკარა კორუფციული ხასიათისაა). ახალი ლიდერის საქმიანობა უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე იწყება მმართველობის სტრუქტურაში დასაქმებული კვალიფიციური და გამოცდილი კადრების დათხოვნით და მათ ადგილზე გაუნათლებელი, გამოუცდელიმოხელეებისმიღებით. სქემა კარგადაა დამუშავებული. ახალი ლიდერი იწყებს სამსახურის რეორგანიზაციას, შტატების შემცირებას, რაც აძლევს მას საშუალებას კანონის დაცვით მოიშოროს მისთვის არა-სასურველი საჯარო მოხელეები. პარალელურად ახალი ლიდერი აგვარებს კაბინეტის კეთილმოწყობის, ავტოპარკის განახლების, ოფისის გალამაზების საკითხებს. შემდეგი ეტაპია ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მოზიდვა და მისთვის სასურველი კადრების გაზრდილი ხელფასებით უზრუნველყოფა, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობის გაზრდა, შედეგად ამისა, ლიდერი იქმნისმაგარიხელმძღვანელის იმიჯს. ყველა მის ქმედებებში იგნორირებულია საქმისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა, ხარჯების ეკონომია, სამართლიანობა და ა.შ. ხელისუფლების გუნდური წესით დაკომპლექტების შემთხვევაში გამოირიცხება კითხვების დასმა, მოვლენათა შეფასება, ანალიზი, ოპონირება და მართვის სხვა დემოკრატიული მექანიზმების გამოყენება. ყველა საკითხი წყდება ერთპიროვნულად, მყისიერად და იმპულსური გადაწყვეტილებებით. სწორედ ასეთ ვითარებაში იწყებს დაბუდებას კორუფციის ბაცილები. მოკლედ რომ ვთქვათ, გუნდურობა სახელმწიფო მენეჯმენტში იწვევს უპრინციპობას, გულგრილობას, უპასუხისმგებლობას, საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელ პიარქმედებებს და საბოლოო ჯამში ქმნის ნოყიერ ნიადაგს ელიტარული კორუფციის აღმოცენება-განვითარებისთვის.

გუნდური მიდგომა სახელმწიფო მენეჯმენტში წარმოშობს კორუფციას დასაქმების სფეროში. კვალიფიციურ მუშაკთა დათხოვნა და მათი ჩანაცვლება უცოდინრებით და გამოუცდელებით ელიტარული კორუფციის თვალსაჩინო ნიმუშია, იგი ღია და შიშველი კორუფციაა, უფრო სწორად კვადრატში აყვანილი კორუფციაა.

ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს დემოკრატიული, სამართლებრივი ღირებულებების დანერგვა. ხელისუფლება, რომელიც მაქსიმალურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს საკუთარ მმართველ გუნდს და თვალს დახუჭავს მათ არაკანონიერ ქმედებებზე, საზოგადოების მხრიდან არ იქნება მხარდაჭერილი. სახელმწიფო მენეჯმენტის სტრატეგია სწორედ საზოგადოებრივი ინტერესების რეალიზაციისაკენ უნდა იყოს მიმართული და არა ჩინოვნიკთა უნიჭო თვითშემოქმედებების წახალისებისკენ, რომლის ძირითადი მიზანი მოკლე დროში მაქსიმალური პირადი მატერიალური და ფინანსური სარგებლის მიღებაა. ეს არათუ ელიტარული კორუფციაა, არამედ ამორალური ქმედებაცაა!

ამ ბოლო პერიოდში ქვეყნის მაღალ სახელისუფლებო ორგანოებში თავი იჩინა თვითკმაყოფილებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებებით. თუმცა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა ამ მხრივ. მის მიერ ინიცირებულ იქნა წინადადება შექმნილიყო ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლიდა სახელმწიფო მმართველობის უმაღლეს ეშელონებში დასაქმებულთა კორუმპირებულობის დონეს, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი ორგანოს შექმნა პრაქტიკულად არ განხორციელდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში ხელისუფლება გაურბის კორუფციის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას, იმ მოტივით, რომ დისბალანსი არ შეიტანოს სახელმწიფო მმართველობის სისტემაში. არის სხვა მოტივიც. კერძოდ, მმართველი ჯგუფი ლოიალურია კორუფციის მიმართ, რადგან ამ მოვლენას იგი იყენებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დასამარცხებლად.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მსოფლიოში არაა შემუშავებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი და ეფექტიანი მეთოდები. არის ისტორიული მაგალითები იმისა, რომ კორუფციის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად კი არ იკლო მისმა დონემ, არამედ, პირიქით, გაიზარდა კიდეც.

ასეა თუ ისე, საქართველოში კორუფცია როგორც მისი ტრადიციული ფორმებით, ისევე, ახალი ინოვაციური სახესხვაობებით საკმაოდ მძლავრია და მის წინააღმდეგ ბრძოლა გადაუდებელი და პრიორიტეტული ამოცანაა. ამასთან, ჩვენს პირობებში მიუღებელია ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდები. მაგალითად ისეთი, როგორიცაა: კორუმპირებულთა მასიური დათხოვნა თანამდებობებიდან. გუნდური წესით დაკომპლექტებულ ხელისუფლებაში ასეთი მიდგომა პრაქტიკულად გამორიცხულია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედარებით ეფექტიანი ხერხია კანონებისა და მისი შესრულების გამკაცრება. ამ მიმართულებით საქართველოში საკმაოდ დიდი რეზერვი არსებობს. საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფო მოხელეთა მატერიალურ-ფინანსური წახალისება (ხელფასის ზრდა, პრივილეგიების დაწესება და ა.შ.), თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ასეთი მიდგომაც ხშირად სასურველ შედეგს არ იძლევა. ჩემის აზრით, საქართველოს დღევანდელ პირობებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიზანშეწონილია შემდეგი ღონისძიებების გატარება: საკანონმდებლო კორუფციული ხვრელების ამოვსება, ბაზრისა და კონკურენციის როლის ამაღლება, საპარლამენტო ფინანსური კონტროლის ქმედითი სისტემის ამოქმედება, საპრეზიდენტო კონსტიტუციური კონტროლის (აუდიტის) მუდმივმოქმედი ორგანოს შექმნა, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაზე ზედამხედველობა. სამწუხაროდ, დღევანდელ ეტაპზე საქართველოში სახელმწიფო კონტროლი არაეფექტურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს.

РЕФЕРАТ
ЭВОЛЮЦИЯ КОРРУПЦИИ: НОВЫЕ ВИДЫ И ФОРМЫ
Яков Месхия. Доктор экономических наук, профессор

Коррупция в мире постепенно растет и сегодня уже нет стран, которые могли бы считаться полностью свободными от коррупции. Согласно последнему исследованию антикорупционного Центра „Transparensy International“, Грузия по индексу восприятия коррупции среди 180 стран мира занимает 79-е место, что указывает на достаточно высокий уровень коррупции.

В большинстве случаев коррупция проявляется в ее традиционной форме в виде хищения части национального богатства коррумпированными чиновниками. После розовой революции масштабы коррупции в Грузии существенно снизились, однако в последние годы она опять начала расти. Основными источниками коррупционного обогащения государственных служащих является расходная часть государственного и местных бюджетов. В частности, государственные закупки, инвестиционные проекты, бюджетные фонды, иностранные кредиты и гранты, а так же приватизация государственного имущества и международная торговля. Часть государственных ресурсов сознательно направляется в сомнительные финсовые каналы, где их легче всего можно присвоить.

В последние годы в Грузии происходит эвалюция форм и методов коррупции. В сфере государственного менеджмента появился новый вид коррупции - элитарная коррупция. Она в основном проявляется в виртуальной форме в процессе реализации кадровой политики. Расстановка и передвижение служащих на высшем уровне государственной власти осуществляется не по критериям профессиональности и компетентности, а по личным отношениям, по принципу местничества, родства и партийной принадлежности.

Последние инициативы президента Грузии по усилению борьбы с коррупцией пока далеки от практического исполнения. Для решения этой задачи необходимо закрытие коррупционных лазеек в действующем законодательстве, повышение роли рынка и конкуренции, усиление парламентского и финансового контроля и создание такого антикоррупционного механизма, каковым может служить орган конституционного контроля (аудита) при президенте страны.

4 „საბაზრო ფუნდამენტალიზმის“ კრიზისი გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ელგუჯა მექვაბიშვილი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,
თსუ სრული პროფესორი

მიმდინარე გლობალური ფინანსური კრიზისის ერთერთ მთავარ მიზეზად სახელმწიფოპოლიტიკური მოღვაწეები, ეკონომისტები და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ერთხმად ასახელებს სახელმწიფოს მხრიდან საფინანსო სფეროსადმი მინიჭებულ ზედმეტ თავისუფლებას და შესუსტებულ კონტროლს. შესაბამისად, სიტუაციის გამოსწორების გზას ისინი თავისუფალი ბაზრის რეგულირების გაძლიერებაში ხედავენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა და ევროკავშირის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ . სარკოზიმ მიმდინარე წლის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პირდაპირ განაცხადა, რომ მსოფლიოში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა იგი დაარწმუნა ევროკავშირის მუდმივი, ძლიერი და ქმედითუნარიანი ადმინისტრაციის საჭიროებაში, ხოლო, საფრანგეთის ქალაქ ტულონში თავის მომხრეებთან შეხვედრაზე კიდევ უფრო დააკონკრეტა ეს თეზისი და აღნიშნა, რომ პრინციპი - ბაზარი ყოველთვის მართალია- საფუძველშივე მცდარია, Laissez-faire ისტორიას ჩაბარდა და სახელმწიფო რეგულირებად კაპიტალიზმზე უნდა გადავიდეს. აშშ-ში განვითარებული იპოთეკური დავალიანების კრიზისის სხვადასხვა ფაზებზე ჩვენ ვხედავთ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მთავრობის დამოკიდებულების არსებით შეცვლას. კერძოდ, კრიზისის საწყის ეტაპზე მან გაკოტრების ნება დართო საფინანსო ბაზრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს ლემან ბრაზერს-. ამ შემთხვევაში მთავრობა ხელმძღვანელობდა საბაზრო ფუნდამენტალიზმის წმინდა თეორიული პოსტულატით: ბაზრის მონაწილეებს არ მოხსნოდათ ფინანსურ-ეკონომიკური პასუხისმგებლობა. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა ასეთი დამოკიდებულების სიმცდარე. ცნობილი ფინანსური ბრენდის გაკოტრებამ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია და კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია. აღნიშნული მწარე გამოცდილების გათვალისწინებით კრიზისის მომდევნო ფაზაზე აშშ- მთავრობამ ფინანსურ ბაზართან მიმართებაში დაიწყო აქტიური ინტერვენციონისტული პოლიტიკის გატარება. ეს გამოიხატა გაკოტრებული საფინანსო ინსიტუტების გადასარჩენად 700 მილიარდი დოლარის გამოყოფაში; .. ცუდი აქტივების ჩამოწერაში, ანუ, ჩამოწერილ იქნა 600 მილიარდი დოლარის აქტივი; ბანკებისა და რისკის დამზღვევი სტრუქტურების რბილ პრივატიზაციაში», რომელიც შეიძლება განხილულ იქნას როგორც კერძო ბანკების გასახელმწიფოების თავისებური ფორმა. ამრიგად, დღეს მსოფლიოში აქტუალური გახდა ეკონომიკური ფილოსოფიის პარადიგმის შეცვლის აუცილებლობა, რომელიც გულისხმობს საბაზრო ფუნდამენტალიზმიდან საბაზრო ეკონომიკის რეგულირების დოქტრინაზე გადასვლას. საბაზრო ფუნდამენტალიზმს, როგორც ერთ-ერთ გაბატონებულ თეორიულ მიმართულებას და ათწლეულების მანძილზე ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ დოქტრინას, აღორძინებისა და კრიზისის საკუთარი მიზეზები და კანონზომიერებანი გააჩნია. მისი აღორძინება ქრონოლოგიურად უკავშირდება გასული საუკუნის 70-იან წლებს და განპირობებული იყო ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით: მსოფლიო ეკონომიკაში მომხდარი სტრუქტურული ძვრებით და ნეოკეინზიანური დოქტრინის კრიზისით. გასული საუკუნის 70-80-იანი წლების სპარსეთის ყურის გაჭიანურებულმა სამხედრო კრიზისმა, რომელიც 1980 წელს ერაყსა და ირანს შორის სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა, ჩაკეტა მსოფლიო ეკონომიკისათვის ნავთობის მიმწოდებელი უმნიშვნელოვანესი რეგიონი და ენერგეტიკული კრიზისის დაწყება განაპირობა, რომელმაც მოგვიანებით ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ენერგეტიკული კრიზისის ფონზე დღის წესრიგში დადგა ახალ, პროგრესულ, რესურსდამზოგავ ტექნოლოგიებზე მასობრივი გადასვლისა და ეკონომიკის საყოველთაო რაციონალიზაცია-ოპტიმიზაციის ამოცანები, რომელთა გადაწყვეტასაც ყველაზე ადეკვატურად იმ დროისთვის პასუხობდა საბაზრო ფუნდამენტალიზმის დოქტრინა. იმავე პერიოდში ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს ხარჯების სწრაფ ზრდას, რომელიც უმეტესწილად მოთხოვნაზე ორიენტირებული, კეინზიანური მოდელის პრაქტიკული განხორციელების შედეგი გახლდათ. რიგ წამყვან სახელმწიფოებში (უპირველეს ყოვლისა, აშშ-ში) წარმოიშვა სახელმწიფო ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი და გაძლიერდა ინფლაციური პროცესები. აღნიშნულ გარემოებათა გამო, 70-იანი წლების შუა ხანებიდან 80-იანი წლების დასაწყისამდე პერიოდში დასავლეთში აგორდა საბაზრო ფუნდამენტალიზმზე დამყარებული ძლიერი ნეოკონსერვატიული ტალღა, რომელმაც წამყვანი, ინდუსტრიულად განვითარებული სახელმწიფოების ხელისუფლებაში მოიყვანა თავისუფალი ბაზრის თავგამოდებული მომხრეები-მარგარეტ ტეტჩერი დიდ ბრიტანეთში და რონალდ რეიგანი აშშ-ში. მათი მოღვაწეობა მხარდაჭერილი იყო წამყვანი საფინანსო ორგანიზაციების-საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის (მბ) მიერ. საბაზრო ფუნდამენტალიზმის დოქტრინამ დასრულებული სახე მიიღო ე.წ. ვაშინგტონის კონსესუსში და როგორც განვითარებად, ისე პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმების განხორციელების თეორიული ფუნდამენტი გახდა. პოსტკომუნისტურ ქვეყნებში იგი რეალიზდებოდა ისეთ პრაქტიკულ ღონისძიებებში, როგორებიც იყო: პიროვნული და სამეწარმეო თავისუფლების სფეროების გაფართოება; ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის მინიმიზაცია; საყოველთაო და სწრაფი პრივატიზაცია; მკაცრი ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება. ამ პროცესების საბოლოო მიზანს წარმოადგენდა (როგორც ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი . ფრიდმანი შენიშნავს) თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის გავრცელება პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ საკუთარი აღზევების პერიოდშიც კი საბაზრო ფუნდამენტალიზმის დოქტრინა არ ყოფილა უალტერნატივო და სერიოზულ კრიტიკას განიცდიდა ბევრი ცნობილი ეკონომისტის მხრიდან (. სტიგლიცი, . ჰეშბერგი, . სოროსი და სხვ), რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ბაზართან ერთად აუცილებელია სახელმწიფოს აქტიური როლი, რომელიც უნდა გამოიხატებოდეს ბაზრის კორექტირების ფუნქციაში. რეალური პრაქტიკული გამოცდილება და იდეოლოგიური კლიშეებისაგან თავისუფალი თეორიული ანალიზი ნათლად ადასტურებს აღნიშნული მოსაზრების მართებულობას. თანამედროვე ინდუსტრიულ სისტემაში ბაზართან სახელმწიფოს მიმართების უმნიშვნელოვანესი ასპექტია მათი თანამშრომლობა, რაც მკაცრი და სწრაფად ცვალებადი გარემოსადმი ეკონომიკური აგენტების შედარებით უმტკივნეულო ადაპტაციის საშუალებას იძლევა და, ამასთანავე, ზიანს არ აყენებს კონკურენციას, კრეატიულობასა და ინოვაციებს. ბუნებრივი გზით ყალიბდება ბაზრის მაკორექტირებელი ინსტიტუტების ერთობლიობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა, მთავარი არ არის. გადამწყვეტია ის გარემოება, რომ თანამედროვე საბაზრო სისტემაში სახელმწიფო იმყოფება არა ბაზრის გარეთ ან მის ზევით, არამედ ორგანულადაა ჩაშენებულიბაზარში და საბაზრო მინდორის (სივრცის) სრულფასოვან მოთამაშეს, წარმოადგენს რომელიც, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელია მთელი საზოგადოების ინტერესების რეალიზაციაზე. ცალკე შეიძლება გამოიყოს გარდამავალ ეკონომიკაში სახელმწიფოს ბაზართან მიმართების პრობლემა. შოკური თერაპიის მეთოდი, რითაც პოსტკომუნისტური ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საბაზრო რეფორმები განხორციელდა, ემყარებოდა ვაშინგტონის კონსესუსის მიერ აღიარებულ და მოწონებულ საბაზრო ფუნდამენტალიზმის დოქტრინას და გულისხმობდა ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე რევოლუციურ გადასვლას. ამ შემთხვევაში აღნიშნული დოქტრინის გამოყენებას, ჩვენის აზრით, გააჩნდა ობიექტური საფუძველი. საქმე იმაშია, რომ არსებობდა არასაბაზრო, უფრო ზუსტად კი - ანტისაბაზრო საზოგადოებრივ-ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა და ამ შემთხვევაში ბაზრის, როგორც ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკის ანტითეზის როლს ყველაზე უფრო საბაზრო ფუნდამენტალიზმი შეესაბამებოდა, რომელიც ბაზარს საზოგადოებრივი წარმოების ორგანიზაციის ერთადერთ მისაღებ ფორმად განიხილავდა. ამასთანავე, ისტორიული სიმართლის აღიარება მოითხოვს შემდეგი ფაქტის ხაზგასმას: გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ხელისუფლების სათავეში ეროვნული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პრეზიდენტ . გამსახურდიას ხელმძღვანელობით დაიწყო პირველი საბაზრო რეფორმები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა გლეხებისათვის კერძო საკუთრებაში მიწების გადაცემით და ამით საფუძველი ჩაეყარა სოფლად ფერმერული მეურნეობის ფუნქციონირებას. ამავე დროს, ეროვნული ხელისუფლება არ იზიარებდა საბაზრო ფუნდამენტალიზმის პრინციპებს და შოკურ თერაპიას არ მიიჩნევდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ერთადერთ საშუალებად. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივი იყო იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის . გუგუშვილის მიერ 1991 წლის ზაფხულში გამოქვეყნებული სტატია სახელმწიფო კაპიტალიზმის შესახებ, სადაც ფაქტობრივად ჩამოყალიბებული იყო ეროვნული მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის კონცეპტუალური საფუძვლები. ამ სტატიაში ავტორი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს პოსტკომუნისტური ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში სახელმწიფოს როლს. ჩვენის აზრით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მოგვიანებით საბაზრო ფუნდამენტალიზმის მომხრეთა მხრიდან აღნიშნულ კონცეფციას მკვეთრად უარყოფითი შეფასება მიეცა და აღქმულ იქნა, როგორც სოციალისტური ელემენტების შენარჩუნების მცდელობა. სამწუხაროდ, ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის სათავეში მოექცნენ საბაზრო ფუნდამენტალიზმის ეპიგონები, რომლებმაც ულტრალიბერალიზმის დროშის ქვეშ დაიწყეს საყოველთაო პრივატიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც ათწლეულების მანძილზე ადამიანთა მრავალი თაობის მიერ შექმნილი საერთო-სახალხო საკუთრება ყოფილი პარტიული და სახელმწიფო ნომენკლატურის ხელში აღმოჩნდა. საზოგადოების უმეტესი ნაწილი კი, მათ შორის ინტელიგენცია, გაღატაკდა. საქართველოში ჩამოყალიბდა .. ველური კაპიტალიზმი, რომელიც წარმოუდგენლად შორს დგას დასავლეთის თანამედროვე სოციალიზებული კაპიტალიზმისგან. აქვე აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ ქართველ სწავლულ ეკონომისტთა ერთი ნაწილი მთელი ამ წლების მანძილზე აქტიურად ილაშქრებდა ქვეყნისათვის გარედან თავსმოხვეული ულტრალიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ. ამის დასტურად პროფ. . გოგოხიას შემდეგ გამონათქვამს გავიხსენებთ: თუ გარდამავალ პერიოდში საქართველოში სახელმწიფომ მთლიანად დაკარგა გავლენა ეკონომიკაზე, სრული კატასტროფა გარდაუვალია (ჟურნ. ეკონომიკა, 1993, №10-11, გვ. 18). .. ვარდების რევოლუციის შემდეგ საბაზრო ფუნდამენტალისტების აქტიურობა უფრო მაღალ ფაზაში შევიდა. ქართული ულტრალიბერალიზმის მამად მოგვევლინა რუსეთიდან მოწვეული ოლიგარქი არა ბენდუქიძე, რომელმაც საქართველოში დაბრუნებისთანავე რამდენიმე ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: გაყიდის ყველაფერს სინდისისა და ნამუსის გარდა; არ იცის რას ნიშნავს სტრატეგიული ობიექტი და მისთვის ნაცნობია მხოლოდ სტრატეგიული საქონლის ცნება. ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტზე დანიშვნისას მანვე განაცხადა, რომ მთავარ მიზნად ისახავს ორ-სამ წელიწადში აღნიშნული სამინისტროს გაუქმებას. ბატონმა . ბენდუქიძემ ასევე წარმატებით დაშალა ანტიმონოპოლიური სამსახური, უკიდურესად დააკნინა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის როლი, ძირი გამოუთხარა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და .. სწორედ მისი და საბაზრო ფუნდამენტალიზმის სხვა მომხრეთა დამსახურებაა ისიც, რომ საქართველოს ამჟამად არ გააჩნია ეკონომიკის განვითარების სტრატეგია და მთავრობის მთელი საქმიანობა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაზეა კონცენტრირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა აშკარად დაუცველია გარედან მომდინარე ეკონომიკური შოკებისაგან. ის ფაქტი, რომ თანამედროვე გლობალურ ფინანსურ კრიზისს მთელი სიმწვავით ჯერ კიდევ არ უმოქმედია საქართველოს ეკონომიკაზე, განპირობებულია მსოფლიო ეკონომიკაში ჩვენი ინტეგრირებულობის დაბალი ხარისხით, თუმცა, მსოფლიო კრიზისის „ცუნამი“ ოდნავ დაგვიანებით მაინც მოაღწევს საქართველოს ნაპირებამდე, რისი პირველი ნიშნებიც უკვე სახეზეა. ასეთ პირობებში იბადება კითხვა: არის თუ არა საქართველოს მთავრობა მზად ამ მოვლენისაგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების გასანეიტრალებლად და როგორია ამ მზადყოფნის ხარისხი? ვფიქრობთ, ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანსაც კი ძალიან გაუჭირდება აღნიშნულ კითხვებზე დადებითი პასუხის გაცემა.

შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც შეეხება გლობალური ფინანსური კრიზისების წარმოშობისა და სწრაფი გავრცელების პრობლემას, უკავშირდება საერთაშორისო საფინანსო ეკონომიკური ორგანიზაციების როლს თანამედროვე გლობალიზებულ ეკონომიკაში. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გამოითქმის მწვავე კრიტიკა ამ ზეეროვნული სტრუქტურების საქმიანობის მიმართ. კრიტიკის ძირითადი საგანია ის გარემოება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ წარმოქმნილი ფინანსური კრიზისების ჩაქრობის, ვიდრე მათი პრევენციის ღონისძიებებს. აღნიშნული მიზნით მათ მიერ იხარჯებოდა უზარმაზარი ფინანსური რესურსები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან იხდიდნენ. კერძოდ, მექსიკის 1995 წლის ფინანსური კრიზისის დაძლევას 47.8 მილიარდი აშშ დოლარი მოხმარდა, საიდანაც 17.8 მილიარდი სსფ-მ გაიღო. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კრიზისმა 123.4 მილიარდი დოლარი „შეიწირა“, რაშიც სსფ-ს წილი 46.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ბრაზილიის 1998 წლის ფინანსური კრიზისის „მოთოკვას“ 41.6 მილიარდი აშშ დოლარი დაჭირდა, თურქეთისას კი-10.4 მილიარდი და ეს თანხა მთლიანად მსოფლიო ბანკიდან გაიცა. არგენტინის 2000 წლის კრიზისის დასაძლევად გამოიყო 37.5 მილიარდი დოლარი, აქედან 11.7 მილიარდი გამოჰყო სსფ-მ. ამრიგად, 1995-2000 წლებში გლობალურ ეკონომიკაში წარმოშობილი და განვითარებული ფინანსური კრიზისების დასაძლევად გამოყოფილ იქნა 248.3 მილიარდი აშშ დოლარი, აქედან სსფ-ს მიერ 106.1 მილიარდი, მბ-ს მიერ კი - 26.2 მილიარდი. ამ უდიდესი ფინანსური დანახარჯების მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა ახალი გლობალური ფინანსური კრიზისის თავიდან აცილება და რა დანახარჯებთან იქნება იგი დაკავშირებული, ამის წინასწარგანჭვრეტა ამჟამად შეუძლებელია. საფუძვლიანი კრიტიკა გამოითქმის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის გაბატონებული იდეოლოგიის, ანუ, საბაზრო ფუნდამენტალიზმის მიმართაც. აღინიშნება, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსური კრიზისის გამწვავება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მის დაძლევას სსფ მხოლოდ ტრადიციულ საბაზრო მექანიზმებზე დაყრდნობით შეეცადა. ბევრმა მსოფლიო დონის ეკონომისტმა, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი ყოფილი ვიცე-დირექტორი . სტიგლიცი, დღის წესრიგში დააყენა ბაზრის შემავსებელი და მაკორექტირებელი სხვა მექანიზმების, მათ შორის სახელმწიფოს გამოყენების აუცილებლობის საკითხი. სამწუხაროა, რომ ასეთი მოსაზრებები მიუღებელი აღმოჩნდა როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობისათვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვისაც. შედეგმაც არ დააყოვნა და მსოფლიო კვლავ დადგა ახალი, მწვავე გლობალური ფინანსური კრიზისის წინაშე, რომლის ანალოგიური მხოლოდ გასული საუკუნის 30-იანი წლების დიდი დეპრესია იყო.

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნული გვიჩვენებს, რომ აუცილებელია ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში, ზეეროვნულ საფინანსო ორგანიზაციებში ამჟამად გაბატონებული ეკონომიკური ფილოსოფიის პარადიგმის შეცვლა და საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების არსებითი გარდაქმნა.

ANNOTATION
CRISIS OF “MARKET FUNDAMENTALISM”
AGAINS
T THE BACKGROUND OF FINANCIAL CRISIS

Elguja Mekvabishvili
Doctor of Economics,Professor

Excessive freedom given by a state to the financial field and lack of control over that sphere is considered as one of the main reasons of the current global financial crisis. That fact is true for both national financial markets and global financial markets. The Laisez fair-based doctrine of „market fundamentalism” is obviously undergoing a crisis and the necessity of changing the paradigm of economic philosophy throughout the world has become a topic of the day. The latter issue implies a stronger control of a state over the functioning of a market in order to prevent similar crises. Moreover, what is at issue is not the change of capitalist market economy principles, but the necessity of its regulation through respective institutions. It is obvious that the doctrine „liberalism without institutionalism” ought to be replaced by the doctrine of „institutionalized market“.

5 მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა: ახალი გამოწვევები და ახალი პროექტები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლია ელიავა
ფინანსისტი, ექსპერტი

დღეისათვის მიმდინარე მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა მკაფიოდ გამოავლინა გლობალური ფინანსური ინსტიტუტების სისუსტე და მათი ფუნქციების არაეფექტურობა. ეს, პირველ რიგში, ვლინდება, მათდამი საზოგადოების ნდობის დაკარგვასა და მათ უუნარობაში ადეკვატურად მოახდინონ რეაგირება მსოფლიოს ახალ გამოწვევებზე. აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) და მსოფლიო ბანკს არ შესწევთ უნარი თავიდან აიცილონ არა თუ გლობალური, არამედ, სხვადასხვა ქვეყანაში განვითარებული ლოკალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისებიც კი

საყურადღებოა, რომ დღევანდელმა მსოფლიო კრიზისმა ეჭვქვეშ დააყენა არა მხოლოდ დღემდე შემუშავებული ეკონომიკური და ფინანსური თეორიები, არამედ, გამოავლინა პრაქტიკული ანტიკრი-ზისული ბერკეტების უსუსურობა სიტუაციის დარეგულირებაში. მსოფლიო ფინანსური სისტემა შევიდა ღრმა დისბალანსის პერიოდში, ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო სათანადო წინააღმდეგობა გაეწია მსოფლიო ფინანსური ბაზრების წამლეკავი ტალღისათვის. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში რეალურად არ არსებობს საერთაშორისო ნორმების შემმუშავებელი ინსტიტუტები, რომლებსაც შეეძლებათ კრიზისის დაძლევის კუთხით ქმედითი წინადადებების შემუშავება და შესაბამისი კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება. ყოველივე ამან დღის წესრიგში დააყენა დღეისათვის ჩამოყალიბებული მსოფლიო ფინანსური არქიტექტურის რადიკალური რეფორმირების აუცილებლობა.

თანამედროვე მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა მოიცავს ინსტიტუტებს, ბაზრებს და მეთოდებს, რომელთა მეშვეობით სახელმწიფოთა მთავრობები, იურიდიული და ფიზიკური პირები თავიანთ ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობას ახორციელებენ. იგი ეკონომიკური ურთიერთობების ერთგვარი ერთობლიობაა, რომლის საფუძველზე განისაზღვრება როგორც მსოფლიო ფინანსური სისტემის მოწყობის პრინციპები, ასევე თვით ეროვნული და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ამოცანები და ფუნქციები.

მსოფლიო ფინანსური არქიტექტურის შექმნის წანამძღვრები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში არსებობდა, როდესაც ბრიუსელის (1920 წ.) და გენუას (1922 წ.) კონფერენციებზე დადგა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირების საკითხი. მაგრამ, თანამედროვე მსოფლიო ფინანსური არქიტექტურის ინსტიტუციონალური და იურიდიული გაფორმება მოხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფუძნებით და მთელი რიგი საერთაშორისო შეთანხმებების დადებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სავალუტო-საფინანსო კონფერენციაზე ბრეტონვუდსში (აშშ, ნიუ-ჰემპშირი) 1944 წელს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი იქმნებოდა დღევანდელობისგან არსებითად განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალიების პერიოდში. მისი შექმნის სათავეებთან იდგნენ მსოფლიოს თვალსაჩინო ეკონომისტები ჯონ მეინარდ კეინსი და ჰარი დექსტერ უაიტი, რომელთა ჩანაფიქრის თანახმად, ფონდს უნდა ჰქონოდა უკანასკნელი ინსტანციის კრედიტორის ფუნქცია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კაპიტალიზმის რეფორმირების არსი იყო მარტივი და გულისხმობდა იმ სახელმწიფოებისათვის ურთიერთდახმარებას, რომელთა ეკონომიკები კრიზისის პერიოდში განიცდიან კრედიტებისა და ინვესტიციების ნაკლებობას. იმავდროულად, ისეთი გლობალური სტრუქტურების შექმნა, როგორებიცაა: სსფ და მსოფლიო ბანკი, იმ დროისათვის წარმოადგენდა გადახვევას კლასიკური პრინციპიდან (LAISSEZ-FAIRE), რაც გულისხმობდა კერძო პირებისა და ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს ჩაურევლობას. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა გარემოებაში იქნა მიღებული მათი შექმნის გადაწყვეტილება. გასული საუკუნის 20-30-იან წლების დიდი დეპრესიის სახელით ცნობილი ეკონომიკური კრიზისი თავისით კი არ დამთავრდა, არამედ შეწყდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად. სსფ იქმნებოდა არა ფილანტროპიულობის მოსაზრებებით, არამედ მხოლოდ ეკონომიკების კრიზისული სიტუაციებისაგან დაზღვევის მიზნით. თუმცა, დღევანდელობამ ცხადჰყო, რომ სსფ-მ არ, ან ვერ შეძლო ფართო მასშტაბით განვითარებული ფინანსური კრიზისის არა მარ-ტო დროული პროგნოზირება და თავიდან აცილება, არამედ, უკვე განვითარებული კრიზისის დაძლევა-შერბილების მიმართულებით ქმედითი რეკომენდაციების შემუშავებაც კი - იგი მხოლოდ კრიზისის მეთვალყურის როლში აღმოჩნდა.

მსოფლიოს ცნობილი ეკონომისტები და ექსპერტები, აგრეთვე სახელმწიფო მოღვაწეები აშკარად ნეგატიურ შეფასებას აძლევენ ამ ეტაპზე საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციების საქმიანობას. მათი აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ფაქტიურად ამოწურა თავისი თავი, რაც გამოვლინდა ნდობის დაკარგვაში ამ ზესახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ. სსფ და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც მოწოდებულნი უნდა იყვნენ მსოფლიო ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ფაქტიურად ბლოკავენ ნებისმიერ მცდელობას შემოღებულ იქნას გლობალური ფინანსური ნაკადების რეგულირების რაიმე ეროვნული ან საერთაშორისო მექანიზმი მადესტაბილიზებელი ეფექტების თავიდან აცილების მიზნით. ამით, როგორც ჩანს, სსფ ფაქტიურად მოქმედებს საერთაშორისო სპეკულაციური კაპიტალის ინტერესებიდან გამომდინარე. სსფ- მსოფლიოში გააჩნია რეპუტაცია ექიმისა, რომელიც დიაგნოზის დადგენის გარეშე იძლევა რეცეპტებს. როგორც წესი, სსფ- პროგნოზები და რეკომენდაციები რეალობისაგან შორს დგანან. მისი უმსხვილესი აქციონერის (აშშ) ძალისხმევით სსფ-საგან შეიქმნა საკმაოდ შემოსავლიანი კომერციული ინსტიტუტი. იგი აიძულებს განვითარებად ქვეყნებს აიღონ კრედიტები წლიური 7-15%25-ით, მაშინ, როდესაც მათი ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპები 2-3%25- არ აღემატება. ასეთ სიტუაციაში პრობლემური ხდება არა მარტო კრედიტების გასტუმრება, არამედ, თვით მათი მომსახურებაც კი. სწორედ ამას ჰქვია სავალო ხაფანგი. განვითარებადი ქვეყნები იძულებულნი არიან აიღონ სულ უფრო მეტი კრედიტი, რითაც გენერირდება მოთხოვნა დოლარზე, რადგან ფონდის მიერ კრედიტები მხოლოდ ამ ფულადი ნიშნით გაიცემა.

გარდა ამისა, სსფ- გააჩნია ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკებზე საკმაოდ ძლიერი კონტროლის საშუალება. ფონდის სახსრების გამოყენება და მისი პროგრამების პოლიტიკურ-ეკონომიკური განპირობებულობა ძირს უთხრის ფონდის სახსრების მიმღები სუსტი და განვითარებადი ქვეყნის სუვერენიტეტს და დემოკრატიულ პროცესებს, ვინაიდან, სახელისუფლებო სტრუქტურაში ძალთა გადანაწილება ხდება სესხის მიმღები აღმასრულებელი ხელისუფლების და არა საზოგადოებრივი ორგანიზაციების სასარგებლოდ. თუმცა, მიუხედავად თავისი გავლენისა განვითარებად ქვეყნებზე, სსფ-ს არ გააჩნია სათანადო ბერკეტები უზრუნველყოს ფონდის პროგრამის პირობების შესრულება. სულ უფრო მტკიცდება მოსაზრება, რომ სსფ-ს მართვის სტრუქტურა არ იძლევა საშუალებას მიღწეულ იქნას მისი დამოუკიდებლობა და სრული ანგარიშვალდებულება აქციონერების მიმართ. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, პირველ რიგში აშშ, სსფ-ს იყენებენ როგორც თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტს. სსფ ქვეყნებს თავს ახვევს ფიქსირებული კურსების სხვადასხვა რეჟიმების ვარიანტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ფინანსური კრიზისების წარმოქმნას. დღეისათვის მიმდინარე მსოფლიო კრიზისმა ცხადჰყო, რომ სსფ-ს არ შესწევს უნარი დაეხმაროს ქვეყანას საკმარისი ლიკვიდობით კრიზისების დროს.

ასევე ფართოდ ვრცელდება მოსაზრება, რომ სსფ-ს ფონზე მსოფლიო ბანკი უსახურ ორგანიზაციად გამოიყურება. როგორც სსფ-ს, ასევე მსოფლიო ბანკის შექმნის იდეა ჯონ მეინარდ კეინსს ეკუთვნის. ფორმალურად მსოფლიო ბანკის ჯგუფი მოიცავს შემდეგ უმსხვილეს სააგენტოებს: საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, ინვესტიციების გარანტირების სააგენტო, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, საინვესტიციო დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრი, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია. ისევე როგორც სსფ, მსოფლიო ბანკიც გაეროს დაწესებულებაა, რომელსაც არ გააჩნია მათზე ზემოქმედების ბერკეტები. ორივე ამ ინსტიტუტის უმსხვილესი აქციონერია აშშ.

მსოფლიო ბანკი, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ხელს უნდა უწყობდეს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას. თუმცა, როგორც პრაქტიკა მოწმობს, მისი პროექტების 60%25 სათანადოდ წარმატებული არ აღმოჩნდა. მსოფლიო ბანკის ამოცანაა სიღარიბესთან ბრძოლა, თუმცა, უკანასკნელ წლებში ღარიბმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება ასეთი სახის დახმარება, მიიღეს მთლიანად გაცემული კრედიტების მხოლოდ 1%25. მართალია, უკანასკნელ წლებში მსოფლიოში სიღარიბის დონე გარკვეულწილად შემცირდა, მაგრამ, არა მსოფლიო ბანკის ძალისხმევით. სიღარიბის დონე შეამცირეს სახელმწიფოებმა, რომლებსაც პრაქტიკულად არ მიუღიათ მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარება, ხოლო, ქვეყნებში, რომლებმაც მიიღეს მცირეოდენი მაინც კრედიტები, ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ასე, მაგალითად, 1980 წლიდან 2003 წლის ჩათვლით მსოფლიო ბანკის კრედიტები და გრანტები მიიღო 105 ღარიბმა სახელმწიფომ. შედეგად 39 ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა შემცირდა, 17-ში - მშპ- ზრდა იყო მინიმალური (ნულიდან 1%25-მდე), ხოლო 33 ქვეყანაში - ზომიერი (1-4%25). დახმარების მიმღებ მხოლოდ 12 ქვეყანაში არსებითად ამაღლდა ეკონომიკური ზრდის ტემპები. კრიზისული სიტუაცია გაღრმავდა აფრიკის ქვეყნებში, სადაც მსოფლიო ბანკის სესხი 48 სახელმწიფომ მიიღო, ხოლო, მათგან მხოლოდ სამმა შეძლო ეკონომიკის შედარებით წარმატებული განვითარება, 23-ში აღინიშნებოდა ეკონომიკური დაცემა. ბევრ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის პროექტები და მათ საფუძველზე განხორციელებული რეფორმები უარყოფითად მოქმედებდნენ ეროვნულ ეკონომიკებზე და იწვევდნენ ნეგატიურ შედეგებს - სიკვდილიანობის, კორუფციის და დანაშაულის ზრდას.

ყოველწლიურად მსოფლიო ბანკი გამოყოფს კრედიტებს დაახლოებით 20-25 მლრდ. დოლარის მოცულობით. ეს თანხა უტოლდება აშშ-ს, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის საშუალო მოცულობის კომერციული ბანკის ნორმალურ საკრედიტო პორტფელს. თუმცა, ჩვეულებრივი ბანკებისგან განსხვავებით, მსოფლიო ბანკს არ გააჩნია სრულყოფილი ბერკეტები გააკონტროლოს მსესხებლის მიერ ნასესხები სახსრების მიზნობრივი ხარჯვის პროცესი. კრედიტების დიდი ნაწილი რჩება „ჩამოკიდებულ” მდგომარეობაში, ხდება მათი დატაცება ან უბრალოდ უკვალოდ ქრება.

მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური არქიტექტურის ერთ-ერთი შემადგენელი ზესახელმწიფოებრივი ინსტიტუტია, აგრეთვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (მსო), რომელმაც თავისი საქმიანობა დაიწყო 1996 წლის 1 იანვრიდან. მისი ფუძემდებლური პრინციპებია ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, ანუ უცხოური წარმოების საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობისათვის ურთიერთხელშემწყობი პირობების შეთავაზება, ვაჭრობის რეგულირება მეტწილად სატარიფო მეთოდებით, უარის თქმა რაოდენობრივი და სხვა სახის შეზღუდვებზე, სავაჭრო დავების გადაწყვეტა კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით და სხვა.

დღეისათვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საერთაშორისო ვაჭრობის ისეთი სისტემაა, რომელიც დაფუძნებულია ერთ ვალუტაზე - აშშ დოლარზე. საქმე იმაშია, რომ აშშ დოლარს გააჩნია ორი ფუნქცია - აშშ ეროვნული ვალუტისა და მსოფლიო სარეზერვო და სავაჭრო ვალუტისა. აღნიშნული ფუნქციები უახლოეს წარსულამდე არ ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს, თუმცა, დღეისათვის ვითარება შეიცვალა. აშშ დოლარი აშკარად კარგავს მსოფლიო ფულის ფუნქციას. ჩვენს თვალწინ დაიწყო მხოლოდ დოლარზე დაფუძნებული მსოფლიო სავაჭრო სისტემის რღვევის პროცესი, რომლის პირველი ნიშნები თანდათანობით იკვეთება და გულისხმობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის განხორციელებას ეროვნული ვალუტების გამოყენებით. იმ საფინანსო ინსტიტუტებისთვის, რომელთა ბაზაზეა აგებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ეს ნიშნავს უფრო დიდ გამოწვევას, ვიდრე აშშ დოლარის კურსის ვარდნა, ვინაიდან, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მსოფლიო ფინანსურ ნაკადებზე კონტროლის განხორციელება და იკარგება შემოსავლების უწყვეტი წყარო. ევროს სავალუტო ზონის შექმნასთან ერთად მსოფლიო კრიზისი ხელს შეუწყობს სხვა რეგიონალური სავალუტო ზონების შექმნას, რაც ნიშნავს აშშ დოლარის საფუძველზე შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულ კრახს.

თანამედროვე ფინანსური არქიტექტურა შეიქმნა ისეთ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკაში დომინირებდა აშშ, ხოლო, საერთაშორისო ანგარიშსწორებებში - ამერიკული დოლარი. განვითარებადი ქვეყნები განეკუთვნებოდნენ ღარიბ რეგიონებს და განიხილებოდნენ, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსიის ობიექტები. დღეს რეალობა სულ სხვაა. თანდათანობით ჩამოყალიბდნენ უძლიერესი საერთაშორისო საფინანსო ბაზრები, რომლებიც ფაქტიურად გამოვიდნენ ეროვნული რეგულირების სფეროდან. საერთაშორისო არენაზე ჩნდება ფინანსურ-ეკონომიკურ ძალთა სრულიად განსხვავებული განლაგების კონტურები, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-ს აბსოლუტური დომინირების პოლიტიკას. დღეისათვის არსებობს ძალთა რამდენიმე ცენტრი. მათ შორისაა საკმაოდ რთული ურთიერთობების მქონე განვითარებული ქვეყნები (აშშ, ევროზონა, იაპონია და სხვა), სწრაფად განვითარებადი ეკონომიკები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები, რომლებიც იმავდროულად არიან განვითარებადი ქვეყნები, მაგრამ, დაგროვილი აქვთ დიდძალი ფინანსური რეზერვები, რომლებითაც იკვებება აშშ-ს ეკონომიკა. ამას ემატება აგრეთვე აფრიკის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად კვლავაც მძიმე მდგო-მარეობაში რჩებიან. ამგვარად, მსოფლიოს ეკონომიკურ-ფინანსურმა რუკამ არსებითად შეიცვალა სახე და შინაარსი, შეიცვალა ეკონომიკური პრობლემებიც, მაგრამ, უცვლელნი დარჩნენ საერთაშორისო ინსტიტუტები და შესაბამისად, მათ უკვე აღარ გააჩნიათ უნარი გადაწყვიტონ ახალი პრობლემები. ამიტომაც, დღეს სულ უფრო მწიფდება აზრი იმის შესახებ, რომ საჭიროა დღევანდელი მსოფლიო ფინანსური არქიტექტურის რადიკალური ტრანსფორმაცია, რადგან, უკვე არაა სადავო, რომ ფინანსური პრობლემების რეგულირების მექანიზმები როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული ფინანსური ინსტიტუტების დონეზე არაეფექტურია. ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები დიდი ხანია გასცდა ცალკე აღებული ქვეყნის ჩარჩოებს და მიიღო გლობალური სახე, მაგრამ მაკოორდინირებელი, წარმმართველი და შემთანხმებელი ორგანო კი დღეისათვის მოძველებულია და, შეიძლება ითქვას, აღარ არსებობს.

ევროსაბჭო და ევროკავშირი ერთხმად გამოდიან მსოფლიო ფინანსური არქიტექტურის არსებითი კორექტირების იდეით. მათი აზრით, აუცილებელია რადიკალურად იქნას რესტრუქტურირებული ისეთი საერთაშორისო დაწესებულებები, როგორიცაა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. უახლოეს მომავალში აშშ-ში დაგეგმილი სამიტი, შესაძლოა, გახდეს ბრეტონ-ვუდსის კონფერენციის მონაცვლე, რომელიც ძირეულ ცვლილებებს შეიტანს მსოფლიო ფინანსურ არქიტექტურაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა . სარკოზიმ მოუწოდა მსოფლიოს, გადაიხედოს ის როლი და ფუნქციები, რომლებსაც ახლა ასრულებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში. ასევე, სსფ-ს დღევანდელ ხელმძღვანელს შესთავაზა დაფიქრებულიყო ფონდის მომავალ როლზე, რომელიც უფრო აქტიურად იქნებოდა ჩართული გლობალური ფინანსური კრიზისის დაძლევის პროცესებში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა გამოთქვა მოსაზრება სსფ-ს მოდერნიზების აუცილებლობის თაობაზე. მისი აზრით, ახალი მსოფლიო ფინანსური წესრიგი დაფუძნებული უნდა იყოს ტრანსპარენტულობაზე (ანგარიშგების, აქტივების შეფასების მსოფლიო სტანდარტები), ერთიანობაზე (აუცილებელია გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი), პასუხისმგებლობაზე, გლობალურ თანამშრომლობასა და რაციონალურ მეურნეობრიობაზე.

გარდა ამისა, ევროსაბჭოს ლიდერები უკმაყოფილონი არიან თავიანთი პოზიციებით საერთაშორისო სავალუტო ფონდში. მათ სურთ მოახდინონ სსფ-ში თავიანთი წარმომადგენლობის რეორგანიზაცია, რათა მიიღონ აშშ- ანალოგიური და ტოლფასი ხელისუფლება. ევროპის საბჭოს ერთიანი ქვოტის წარმოდგენა სსფ-ში მას მიანიჭებს ხელმძღვანელობაში ხმათა 15%25-ზე მეტს, რაც უკვე საკმარისია ვეტოს უფლების გამოსაყენებლად, რითაც სარგებლობს აშშ, რომლის ხმათა წილი 17 პროცენტს აღემატება. აშშ- უკვე რამდენიმეჯერ გამოიყენა ვეტოს უფლება კრედიტების გამოყოფის საკითხების განხილვისას, რითაც მსოფლიოს დაანახა, რომ მის ხელშია მსოფლიო ფინანსური მართვის სადავეები.

ბრეტონ-ვუდსის სისტემის გადასინჯვის აუცილებლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა დააგროვეს მნიშვნელოვანი ფინანსური რეზერვები და გახდნენ განვითარებული მსოფლიოს კრედიტორები. მაგრამ, აშკარა უსამართლობა და არაობიექტურობაა ის, რომ ჩინეთს სსფ-ში გააჩნია ბენილუქსის ქვეყნებზე უფრო ნაკლები ხმა. ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა გამოთქვა მოსაზრება დიდი რვიანი გაიზარდოს დიდ ოცეულამდე უმსხვილესი განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე. მას მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, აგრეთვე იტალიის ეკონომიკის მინისტრმა. ხოლო მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზელიკმა ფაქტიურად აღიარა, რომ სახეზეა მსოფლიო ფინანსების მმართველობითი კრიზისი და მიზანშეწონილად ჩათვალა ელიტარულ კლუბში განვითარებადი ქვეყნების მიწვევა, ხოლო, გლობალური კრიზისის პირობებში ახალი მაკოორდინირებელი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც დასაქმდება ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებით.

როგორც ვხედავთ, მსოფლიო ფინანსური სისტემა დგას სერიოზული სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების წინაშე, რომელთა აუცილებლობა აჩვენა აშშ-სა და მთელს მსოფლიოში მიმდინარე ფინანსურმა კრიზისმა. მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა განიცდის ფუნდამენტურ ძვრებს. მიმდინარეობს ფინანსური სისტემის ახალი რეალობების მიმართ ადაპტაციის პროცესი. დღეს მიმდინარე ფინანსური კრიზისი ჰგავს გასული საუკუნის 70-იანი წლების კრიზისს, როდესაც მსოფლიო გადადიოდა ინდუსტრიულიდან პოსტინდუსტრიულ ეკონომიკაზე. ამის ანალოგიურია ამჟამად მიმდინარე პროცესები ფინანსურ სექტორში. თანამედროვე ფინანსური კრიზისის ანალიზი მოითხოვს მრავალწახნაგოვანი პრინციპული საკითხების შესწავლას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას. უპირველეს ყოვლისა, პასუხი უნდა გაეცეს ისეთ გლობალურ კითხვებს, როგორიცაა:

  • როგორ გროვდებოდა და იცვლებოდა უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი სიმდიდრე, ადამიანური კაპიტალი, შრომის ორგანიზაციის ფორმები განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში;

  • როგორ იქმნებოდა შემოსავლების უკანონო და ნახევრადკანონიერი წყაროები, დაკავშირებული ფულის გათეთრებასთან, ფინანსურ სპეკულაციასთან, საქონლის კონტრაბანდასთან, ასევე ნარკოტრაფიკთან და იარაღით ვაჭრობასთან;

  • როგორ ფორმირდებოდა საერთაშორისო ინსტიტუტები და სამართლებრივი რეჟიმები, რომლებიც განსაზღვრავდნენ საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა სუბიექტების ურთიერთქმედებებს ეროვნული სახელმწიფოების შესუსტებისა და ვესტფალის მსოფლიო სისტემის მსხვრევის პირობებში;

  • როგორ ჩაისახა ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ტექნო-ფინანსებისჩამოყალიბებას;

  • როგორ იცვლებოდა მსოფლიოში ხალხთა დიდი ჯგუფების ფსიქოლოგია და ცნობიერება, რომლის შედეგად აშშ-ში გაჩნდა ლიუმპენ-ინვესტორების კლასი, ხოლო, განვითარებად ქვეყნებში კი - უზარმაზარი მიგრაციული პოტენციალი;

  • როგორ ბალანსირებდა კაცობრიობა უკანასკნელი 60 წლის მანძილზე ახალი მსოფლიო (ბირთვული) ომის ზღვარზე უეცრად წარმოქმნილი, ან სპეციალურად ინიცირებული კონფლიქტების კერებით ევროპაში, აზიასა და აფრიკაში;

  • როგორ ეცემოდა განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრების დონე და ჩნდებოდა სიღარიბის ახალი ფორმები;

  • როგორ მივიდა კაცობრიობა რესურსების გლობალურ დეფიციტამდე დაწყებული ნახშირწყალბადებით და დამთავრებული კვების პროდუქტებით.

დიდია ალბათობა იმისა, რომ დღევანდელ ფინანსურ კრიზისს და მის თანმდევ ეკონომიკურ რეცესიას მნიშვნელოვანწილად საფუძვლად უდევს სწორედ ზემოთჩამოთვლილი გარემოებები. ვერც სსფ-, ვერც მსოფლიო ბანკმა, ვერც აშშ- ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, ვერც RAND-მა, რომელიც არის აშშ- მთავარი სააზროვნო ცენტრია, ვერც რომის კლუბმა, რომელიც ცნობილია თავისი აკადემიური მოხსენებებით მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, ვერ შესთავაზეს მსოფლიო საზოგადოებას ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის მკაფიო და სახელმწიფოებისათვის მისაღები მოქმედების კონკრეტული პროგრამა. გამომდინარე აქედან, ცხადია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის დასაძლევად საჭიროა რეგულირების საერთაშორისო და ეროვნული ინსტიტუტების მოწესრიგება და სისტემაში მოყვანა. გარდა ამისა, აუცილებელია გამოშვებულ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და საინვესტიციო პროგრამების რეალურ შემოსავლიანობას შორის ჩამოყალიბებული არაეფექტური დისბალანსის დაძლევა, რისკების მართვის სისტემის სრულყოფა, კომპანიების საქმიანობაზე ინფორმაციის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზედამხედველო მოთხოვნების გამკაცრება, სარეიტინგო სააგენტოებისა და აუდიტორული კომპანიების პასუხიმგებლობის გაძლიერება, საერთაშორისო ვაჭრობაში ბარიერების მოხსნის შედეგად სარგებლის მიღების ხელმისაწვდომობა მასში მონაწილე ყველა სუბიექტისათვის.

ამ საკითხების გათვალისწინებით მსოფლიოს ახალ ფინანსურ არქიტექტურას საფუძვლად შეიძლება დაედოს შემდეგი:

  • ღარიბი ქვეყნების ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში, რაც მათ განვითარებას მისცემს აუცილებელ იმპულსს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნები მუდმივ სიღარიბეში დარჩებიან;

  • საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობის გონივრული და მოწესრიგებული მოძრაობა, რომელსაც თან უნდა ახლდეს მაკროეკონომიკური წონასწორობისა და საბანკო სტრუქტურების გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებები;

  • გამჭვირვალობის ოქროს წესის დაცვა, რაც ეფექტური მართვის, წარმატებული ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრების რაციონალური ქცევის ფუნდამენტური საფუძველი;

  • ეფექტური სახელმწიფო მართვა და რეგულირება, რაც გულისხმობს კერძო სექტორის საქმიანობის სტიმულირებას, ჩამოყალიბებული მონოპოლიების რღვევას, მართვის უფრო მარტივი და გამჭვირვალე რეჟიმის შემოღებას და სხვა;

  • ქცევის ნორმების და წესების შემუშავება და მიღება, რაც გულისხმობს როგორც მსოფლიო, ასევე, ეროვნული ბაზრების საქმიანობის უფრო ობიექტურ ზედამხედველობასა და რეგულირებას;

  • მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტისადმი მრავალმხრივი, მრავალპროფილიანი მიდგომა და ერთი რომელიმე ქვეყნის ჰეგემონიაზე უარის თქმა.

ჩემის აზრით, გამომდინარე დღევანდელი კრიზისული სია-ტუაციის ანალიზისა და შეფასებიდან, შეიძლება ითქვას, რომ, მსოფლიო ფინანსური სისტემის ცვლილება, სავარაუდოდ, შეიძლება წარიმართოს ორი მიმართულებით. პირველი - შეიძლება შენარჩუნდეს არსებული სისტემა, ანუ დოლარი კვლავ დარჩეს როგორც სარეზერვო ვალუტა და არსებულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დროთა განმავლობაში განიცადონ რადიკალური ტრანსფორმაცია არსებული რეალიების გათვალისწინებით. მეორე - მოსალოდნელია, რომ გაიზარდოს არსებული სისტემისადმი უნდობლობის ხარისხი, რაც გააღრმავებს და დროში გაწელავს მსოფლიო კრიზისს და ეს უკანასკნელი დღის წესრიგში დააყენებს არსებული საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტების დაშლის აუცილებლობას და მათ ჩანაცვლებას რეგიონული ფინანსური სავალუტო კავშირებით, რაც ნიშნავს მსოფლიო ფინანსური არქიტექტურის ახალ პარადიგმაზე აყვანას.

РЕФЕРАТ
МИРОВАЯ ФИНАНСОВАЯ АРХИТЕКТУРА:
НОВЫЕ ВЫЗОВЫ НОВЫЕ И НОВЫЕ ПРОЕКТЫ

Лия Элиава, Эксперт, финансист

Глобальный финансовый кризис и его негативные последствия для всего мира поставили под сомнение способность международных финансовых институтов не только прогнозировать такого рода финансовый кризис, но и справляться с ним, не допуская его распостранения на другие страны и минимизировать его последствия. Именно для решения такого рода задач в середине прошлого века были созданы Международный валютный фонд и Всемирный банк, которые являются краеугольным камнем современной мировой финансовой архитектуры. К сожалению, последние 60 лет их деятельности не принесли ощутимого успеха многим, в том числе и развивающимся, странам, которые периодически сотрясают жесточайшие валютно-финансовые кризисы.

Неспособность ныне действующих международных финансовых институтов и других надгосударственных организаций оказать действенное противостояние все более углубляющемуся финансовому кризису, который плавно перетекает в рецессию для развитых стран и экономический кризис для развивающихся стран, на повестку дня поставило вопрос о целесообразности их реформирования и выстраивания новой мировой финансовой архитектуры с учетом существующих реалий. Мировая финансовая архитектура может быть перестроена двумя путями: или будут радикально реформированиы существующие международные организации, или же предпочтение будет отдано формированию региональныз финансого-валютны союзов, которые уже стали зарождаться в межгосударственных отношениях и, тем самым, мировая финансовая архитектура из однополярной превратится в многополярную.

Глобальный финансовый кризис и его негативные последствия для всего мира поставили под сомнение способность международных финансовых институтов не только прогнозировать такого рода финансовый кризис, но и справляться с ним, не допуская его распостранения на другие страны и минимизировать его последствия. Именно для решения такого рода задач в середине прошлого века были созданы Международный валютный фонд и Всемирный банк, которые являются краеугольным камнем современной мировой финансовой архитектуры. К сожалению, последние 60 лет их деятельности не принесли ощутимого успеха многим, в том числе и развивающимся, странам, которые периодически сотрясают жесточайшие валютно-финансовые кризисы.

Неспособность ныне действующих международных финансовых институтов и других надгосударственных организаций оказать действенное противостояние все более углубляющемуся финансовому кризису, который плавно перетекает в рецессию для развитых стран и экономический кризис для развивающихся стран, на повестку дня поставило вопрос о целесообразности их реформирования и выстраивания новой мировой финансовой архитектуры с учетом существующих реалий. Мировая финансовая архитектура может быть перестроена двумя путями: или будут радикально реформированиы существующие международные организации, или же предпочтение будет отдано формированию региональныз финансого-валютны союзов, которые уже стали зарождаться в межгосударственных отношениях и, тем самым, мировая финансовая архитектура из однополярной превратится в многополярную.

6 როგორ გამოვიყენოთ კრიზისი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კობა ბიწაძე
ექსპერტი, ჟურნალ ბიზნესი და
კანონმდებლობის წამყვანი რედაქტორი

ტერმინი გლობალური კრიზისი თავისთავად საშინლად ჟღერს იგი ასოცირდება ისეთ მოვლენებთან როგორიცაა: ფასების ზრდა, მასობრივი უმუშევრობა, ანაბრების დაკარგვა და ა.შ.

თუმცა, თანამედროვე კრიზისი არსებითად განსხვავდება იმ დიდი დეპრესიისაგან, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას XXე საუკუნის 30იან წლებში დაატყდა თავს.

თანამედროვე კრიზისის შინაარსს, ყველაზე ობიექტურად ალბათ ჩინური დამწერლობის სიმბოლოები გამოხატავენ. ჩინურად სიტყვა კრიზისი გამოისახება ორი იეროგლიფით საშიშროება და შესაძლებლობა. ზოგი იფიქრებს, რომ ეს იეროგლიფი იკითხება როგორც საშიშროების შესაძლებლობა, თუმცა, კრიზისი უკვე დამდგარი საშიშროებაა და არა ჯერ კიდევ შესაძლებელი.

ამ იეროგლიფის ნამდვილ ასოციაციურ მნიშვნელობას ყველაზე კარგად ალბათ თვით ჩინელები ხვდებიან: მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე, არსებული გლობალური კრიზისი მას არსებითად ვერ დააზარალებს. პირიქით, კვლევითი ცენტრების უმეტესობა ამტკიცებს, რომ ჩინური ეკონომიკის შეუქცევადი ზრდის ტენდენცია 2030 წლამდე გაგრძელდება. ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი მსოფლიო კრიზისის გარეშეც აპირებდნენ, რომ ჩინეთის ეკონომიკის მთავარ სტიმულატორად შინაგანი მოთხოვნის ზრდა გამოეყენებინათ. ჩინეთის მთავრობამ გამოჰყო 530 მლრდ დოლარი, რაც გზების და პორტების მშენებლობაზე დაიხარჯა.

როგორც ჩანს, ჩინელები ზემოთაღნიშნულ იეროგლიფს აღიქვამენ როგორც მოწოდებას: არ შეგეშინდეს შესაძლებლობის

კრიზისის გაღრმავების მიზეზი უმეტესად ხომ შიშია და არა იმდენად სხვა ობიექტური ფაქტორები. თუმცა, კრიზისის გამომწვევი სულ სხვა გრძნობაა - ეს არის უსაფუძვლო იმედი, რომელიც მხოლოდ ზოგადი დადებითი ტენდენციებითაა გაღვივებული და არანაირად არ არის განმტკიცებული რეალური გათვლებით.

იმისათვის, რომ უსაფუძვლო იმედებისა და შიშების გამო ზედმეტი არ დავკარგოთ, ჯერ კარგად უნდა გავერკვიოთ კრიზისის აღმოცენების ელემენტარულ ანატომიაში. რატომ ხდება ბაზრის ჯერ გაბერვა და შემდეგ მისი უცაბედი გასკდომა?

ამის მიზეზია ის, რომ მოსახლეობის ერთ ჯგუფში აღმოცენებულ შემოსავლების ზრდაზე უფრო მეტი მწარმოებელი რეაგირებს, ვიდრე ამის ათვისება ამ მოთხოვნას შეუძლია. შემოსავლების ზრდის მიზეზი კი ძირითადად სახელმწიფო დანახარჯებია. XX-ე საუკუნის დასაწყისში პრეზიდენტმა უ. ტაფტმა განაცხადა, რომ ამერიკის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის დოლარი. მას შემდეგ ამერიკის მთავრობა სახელმწიფო ხარჯების ეკონომიაზე მაინცდამაინც არ ზრუნავდა და გულუხვად ბეჭდავდა დოლარებს - ეს თავიდან ამერიკის ეკონომიკისთვის სასარგებლო იყო, რადგან ინდუსტრიალიზაციის გარიჟრაჟზე ეკონომიკას ბევრი ფული სჭირდებოდა. მაგრამ 20-იანი წლების ბოლოს აღმოჩნდა, რომ ამერიკელი მწარმოებლები უფრო მეტ საქონელს აწარმოებდნენ, ვიდრე ხელფასებს უხდიდნენ მუშებს. შესაბამისად აღმოცენდა „ჭარბწარმოების კრიზისი“. ამ მოვლენამ გააძლიერა მარქსიზმის პოზიციები. კომუნისტები ამტკიცებდნენ: აი ხომ ხედავთ, კაპიტალისტები იმდენ ზედმეტ ღირებულებას ითვისებენ, რომ მუშებს საარსებო საშუალებებსაც არ უტოვებენ, მიუხედავად იმისა, ეს საშუალებები ფიზიკურად არისო. და მართლაც, საწყობებში მილიონობით წყვილი ახალი ფეხსაცმელი ინახებოდა, ნახევარი ამერიკა კი ფეხშიშველი დადიოდა. ფერმერები რძეს მდინარეებში ღვრიდნენ, ამერიკელი ბავშვების უმეტესობას კი რძე ენატრებოდა. ასე რომ, ეს იყო არა თვით წარმოების კრიზისი (დეფიციტი), არამედ შემოსავლების გადანაწილების უაზრო სისტემის კრახი.

პრეზიდენტმა ტ. რუზველტმა კაპიტალისტთა მიერ გაძარცულ მუშებს დაუბრუნა შემოსავლები, მაგრამ არა საჩუქრად, არამედ სახელმწიფო ელექტროსადგურების და გზების მშენებლობებში მონაწილეობის საფასურად.

და რა მოხდა განსხვავებული თანამედროვე ამერიკის ეკონომიკაში?

ერთი შეხედვით მსგავსი პრობლემაა - თუ ადრე ტანსაცმლის და სურსათის „ჭარბწარმოება“ ხდებოდა, დღესდღეობით საცხოვრებელი სახლების და საოფისე ფართების „ჭარბწარმოება“ მოხდა...

თუმცა, შემოსავლები სულ სხვა სქემით გადანაწილდა - შესაბამისად შესაძლებლობებიც განსხვავებულია...

ამ ჭარბწარმოების მიზეზი ისევ და ისევ უსაფუძვლო მოლოდინები გახდა. XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ამერიკას ათასობით გამდიდრებული ადამიანი მიაწყდა განვითარებადი ქვეყნებიდან. ასეთ ფონზე ყველა ამერიკელმა დეველოპერმა იფიქრა, რომ მოთხოვნა შენობა-ნაგებობებზე მუდმივად და სწრაფად გაიზრდებოდა. ოცნებათა სილაჟვარდეში ამერიკული ბანკებიც გადაეშვნენ და გადაწყვიტეს, რომ ფასი უძრავ ქონებაზე მუდმივად მზარდი იქნებოდა. ამიტომ მათ დაიწყეს კრედიტების გაცემა გადახდისუუნარო კლიენტებზე იმ იმედით, რომ ეს კლიენტები ერთი-ორ წელიწადში ორმაგ ფასად გაყიდდენ ამ ქონებას და ბანკის კრედიტებსაც დიდი სიამოვნებით დაფარავდნენ. მაგრამ ვის უნდა ეყიდა ეს ქონება ერთი-ორი წლის შემდეგ? რა თქმა უნდა, ვინმე გამოჩნდებოდა - ამერიკაში ჩამოსული ახალი რუსები, ახალი ჩინელები და ახალი ბრაზილიელები, რომლებიც ამერიკაში თავიანთი კომპანიების ფილიალებს გახსნიდნენ, იქ თვით ამერიკელებს დაასაქმებდნენ, რითაც კიდევ უფრო გაზრდიდნენ პოტენციურ მყიდველთა რიცხვს და ა.შ.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ერთ უცხოელ ინვესტორს ათი დეველოპერი და ათი ბანკი ელოდა. ისევ და ისევ მოთხოვნაზე გადაჭარბებული რეაგირების პრობლემა.

არადა, ამ დეველოპერებს უკვე დაფარული ჰქონდათ მშენებლობის დანახარჯები საბანკო კრედიტების ხარჯზე. ეს კრედიტები კი უმეტესად უძრავი რეზერვების ხარჯზე იყო გაცემული. უფრო ზუსტად ბანკებმა გაცემული კრედიტები „მიჰყიდეს“ კერძო ინვესტორებს ე.წ. „საგირავნო ობლიგაციების“ სახით. ამ ობლიგაციებს კი ის ამერიკელები ყიდულობდნენ, ვისაც „ზედმეტი“ რეზერვები ჰქონდათ.

ე.ი. თუ 30-იან წლებში კაპიტალისტების დოლარები ფუჭად იჯდნენ საბანკო ანგარიშებზე იმის ნაცვლად, რომ მუშების ჯიბიდან ეკონომიკა ემოძრავებინათ, თანამედროვე ამერიკაში მდიდარი ამერიკელების გაყინული დანაზოგები მშენებლებმა, ბანკის კორუმპირებულმა მენეჯერებმა და გადახდისუუნარო თაღლითმა მენაშენეებმა მიითვისეს.

ეს კი ძალიან არსებითი განსხვავებაა…

ელემენტარულია, რომ თუნდაც უძრავი რეზერვების მითვისება ბანკის ლიკვიდურობის პრობლემას იწვევს. მაგრამ, იმდენად საშინელია ეს ლიკვიდურობის დეფიციტი, რომ ყველა ადამიანი ახლავე ბანკში გაიქცეს და თავისი კუთვნილი ნაღდი ფული გამოიტანოს, რითაც ბანკი შეიძლება გაკოტრდეს?

საერთოდ რა საჭიროა ნაღდი ფული, როდესაც არსებობენ საკრედიტო ბარათები? ამ ბარათით შეგიძლიათ ნებისმიერი საქონელი შეიძინოთ სუპერმარკეტში, გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, შეავსოთ ავზი ბენზინით და ა.შ. ევროამერიკის ქვეყნებში ნაღდი ფული პროვინციული ქალაქის მკვიდრსაც კი აღარ სჭირდება, რადგან გადახდის მთელი სისტემა კომპიუტერიზირებულია. სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით ნაღდი ფულის გარეშეც შეგიძლიათ ანაბრით სარგებლობა - სადაც საკრედიტო ბარათის გასაშიფრი აპარატი არა აქვთ იქ ჩეკებიც გამოდგება. ამიტომ არ უნდა მისცეთ ბანკს საშუალება რომ თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს, თქვენი საკრედიტო ბარათი გააუქმოს და თქვენი ფული მიითვისოს. არ აქვს ბანკს ნაღდი ფული? - კეთილი ინებოს და საკრედიტო ბარათებზე დაგირიცხოს ელექტრონული ინფორმაციის სახით ან ჩეკების წიგნაკი მოგართვან.

ასე რომ, ნუ აჰყვებით პანიკას და ნუ ეცდებით ბანკიდან მაინცდამაინც ნაღდი ფული გამოიტანოთ. საკრედიტო ბარათზე დარიცხული ფული უფრო უსაფრთხო შესანახია.

საქართველოში მილიონ შვიდასი ათას ადამიანს გააჩნია საკრედიტო ბარათი - ეს პროცენტულად ევროპის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებსაც კი არ ჩამორჩება...

არსებული გლობალური კრიზისის მთავარ პრობლემად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ ბანკების უმეტესობა საკრედიტო რესურსების გარეშე დარჩა - შესაბამისად, მათ აღარ შეუძლიათ გასცენ კრედიტი მცირე ბიზნესზე ან ხანგრძლივი მოხმარების საგნების შეძენაზე.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბანკების საკრედიტო რესურსებმა ხომ დეველოპერების, მენაშენეების და ბანკის მენეჯერების ჯიბეებში გადაინაცვლა?! თუ ბანკს არ შეუძლია მცირე ბიზნესის დაკრედიტება, მაშინ ბანკის ყოფილ მენეჯერს ან დეველოპერს შეუძლია გახდეს ამ ბიზნესის ინვესტორი და მეწილე. კრედიტორს კი მეწილე პარტნიორი სჯობს, რადგან პარტნიორი დახმარებას გაგიწევთ მარკეტინგის ან მენეჯმენტის საკითხებში, რისი დრო და საშუალებაც მსხვილ ბანკს არა აქვს. კონტროლი კი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იქნება

ასე რომ, თუ ბიზნესმენი ხართ და კრედიტს ვერ ღებულობთ, ეძებეთ ინვესტორები ნაცნობ-მეგობართა წრეში, ან გამოუშვით კორპორაციული ობლიგაციები და მოიზიდეთ უცნობი ინვესტორები პერსპექტიული ინოვაციებით.

არც სამომხმარებლო განვადების მიღება იქნება პრობლემა. ავტომობილების თუ ტელევიზორების მწარმოებლები, დაინახავენ რა, რომ მათი პოტენციური კლიენტები სამომხმარებლო კრედიტს ვეღარ ღებულობენ, თვითონ დაიწყებენ გადახდების განვადებას ბანკის ნაცვლად.

მომხმრებლებისთვის ეს უფრო მომგებიანია, რადგან ამ განვადებას ბანკის პროცენტები არ დაერიცხება...

საქართველოში უკვე რამდენიმე კომპანიამ დაიწყო პროდუქციის გაყიდვა განვადებით ბანკების მონაწილეობის გარეშე.

ახლა ისევ კრიზისის თემას დავუბრუნდეთ: კრიზისის მთავარი პრობლემა ეს არის ზედმეტი მიწოდების ათვისება რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით.

უპირატესად ხდება არა იმდენად ზედმეტი მიწოდება, რამდენადაც ამ მიწოდებაზე ფასების გაბერვა მხოლოდ იმედის საფუძველზე. მაგალითად, როდესაც 10 მყიდველი გაორმაგებულ ფასს იხდის (ვთქვათ, ოროთახიან ბინაში), დეველოპერები ფიქრობენ, რომ ამ ფასის გადახდას დანარჩენი 90 მყიდველიც შეძლებს. შესაბამისად, აორმაგებენ ფასს ყველასთვის. აღნიშნული 90 - დან მხოლოდ 10-ს შეუძლია, რომ ქამარი მოიჭიროს და ეს ფასი გაჭირვებით გადაიხადოს. დანარჩენი 80 მყიდველი კი გრძელვადიან კრედიტს იღებს ბანკისგან და ცდილობს, იმ 20 კლიენტის „წამხედურობით“ გაბერილი ღირებულება დაფაროს. რამდენად სტაბილური იქნება კრედიტის მიმღებთა შემოსავალი? ამის პროგნოზირება მხოლოდ იმედების დონეზე ხდება საკმაოდ მარტივი ლოგიკით: მსოფლიო ეკონომიკა მუდმივად იზრდება - შესაბამისად, თუ ამ კლიენტმა თავიდან შემოსატანი 30%25 იშოვა, დანარჩენ 70%25-საც როგორმე დაფარავს. თუმცა, საკრედიტო განაკვეთი 9-11 %25-ია, ეკონომიკის ზრდის ტემპი კი საშუალოდ 4-5%25! ამ დისპროპორციის გამო ადრე თუ გვიან საკრედიტო პირამიდა იშლება. ამიტომ დეველოპერი იძულებულია ნამდვილ, ნატურალურ ფასებს დაუბრუნდეს. ეს კი მომგებიანია მომხმარებლებისთვის და იმავდროულად, ნაკლებად ზარალიანი დეველოპერისთვისაც, რადგან მას დანახარჯები დაფარული აქვს გაორმაგებული ფასებით და საბანკო კრედიტებით. ეს კრედიტები კი მყიდველმა უნდა გადაიხადოს და არა თვითონ მშენებელმა. ამრიგად, კრიზისი ამსხვრევს უსაფუძვლო იმედებს და რეალურ დონესთან აახლოებს ოცნებების ხარჯზე გაბერილ ფასებს...

ასე რომ, კრიზისის დროს დაელოდეთ ფასების დაცემას და ისარგებლეთ ამით! რუსეთში უძრავი ქონების ფასები უკვე 50%25-ით დაეცა. ევროამერიკაში ეს ციფრი უკვე 10-15%25-ს შეადგენს. საქართველოში ფასების ასეთი შემცირება მოსალოდნელია, მაგრამ მასობრივი კრახი და კრიზისი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ქართული ბანკები კრედიტს გასცემდნენ არა ვიღაც „ახალი ჩინელების“ მოლოდინით, არამედ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც რეალუარდ ჰქონდათ შემოსავლების ზრდის პოტენციალი. რამდენად შენარჩუნებული იქნება ეს შემოსავლები, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არ შეეშინდება მოსახლეობას საყოველთაო კრიზისის.

კრიზისის ყველაზე რთული უბანია წარმოების დონის შენარჩუნება საერთო პანიკის ფონზე. სამშენებლო სფეროში მომხდარი რყევები ნაკლებად უნდა ახდენდეს ზეგავლენას მრეწველობის სხვა დარგებზე, რადგან ამ კრიზისის დროს ბანკებში დაუბრუნებელი ფული უგზოუკვლოდ კი არ დაიკარგა არამედ მოსახლეობის საკმაოდ მრავალრიცხოვან ფენაში გადანაწილდა. ე.ი. პოტენციური მოთხოვნის ერთობლივი მოცულობა თუ არ გაიზარდა, იგივე დარჩა მაინც. უბრალოდ შეიცვალა ამ მოთხოვნის წარმდგენი: თუ ადრე მოთხოვნას წარადგენდა ბანკის მეანაბრე, დღეს იგივე მოთხოვნას წარადგენს დეველოპერი, ბანკის კორუმპირებული მენეჯერი და თაღლითი მენაშენე, რომელმაც კრედიტით ნაყიდი ფართი დააგირავა. სინამდვილეში ერთობლივი მოთხოვნის პოტენციალი გაიზარდა, რადგან როგორც აღინიშნა ზედმეტი კრედიტები უძრავი რეზერვების ხარჯზე გაიცემოდა. ეს პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი 700 მილიარდი დოლარი იმ მეანაბრეების ჯიბეებში უნდა წავიდეს, რომლებიც ბანკებმა გაძარცვეს თავიანთი საკრედიტო პოლიტიკით.

0x01 graphic

რატომ ხდება ამ გაზრდილი მოთხოვნის გაყინვა? რატომ არ შეგვიძლია რომ ეს პოტენციალი ავამოქმედოთ?

მხოლოდ იმიტომ, რომ მომხმარებელთა ფართო მასები პანიკაშია. სიტყვა კრიზისი ისე აშინებს ხალხს, რომ უმრავლესობა მხოლოდ კვებაზე ფიქრობს და ზედმეტ დანახარჯებს ერიდება. ამ პანიკას აძლიერებენ თვით კომპანიები: შენიშნავენ თუ არა მოთხოვნის თუნდაც უმნიშვნელო შემცირებას, მაშინვე ახდენენ ზედმეტი თანამშრომლების დათხოვნას. გამოგდებული თანამშრომლები კიდევ უფრო ამცირებენ მოხმარებას და „შავი დღისთვის“ გადანახულ დანაზოგებს თვალისჩინივით უფრთხილდებიან. ეს კიდევ მეტად აზარალებს კომპანიებს და ა.შ.

ე.ი. კომპანიები და მომხმარებლები ერთმანეთს აღატაკებენ მხოლოდ და მხოლოდ შიშის გამო.

რის ეშინიათ? - კრიზისის!!! მაგრამ რა ხილია ეს კრიზისი - ამაში ნაკლებად ერკვევიან.

ამიტომ სანამ შეგეშინდებოდეს - კარგად უნდა გაარკვიო, არის თუ არა საშიში ის, რითაც გაშინებენ!

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში გაზულუქებულ კაპიტალისტებს მუშებისთვის ხელფასები რომ მოემატებინათ - ჭარბწარმოების კრიზისი არ მოხდებოდა, რადგან ზემოთაღნიშნული რძე და ფეხსაცმელები სრული მოცულობით გაიყიდებოდა. მაგრამ მათ თავიანთი რეზერვების დაკარგვის შეეშინდათ.

ასე რომ, მასობრივი დათხოვნის ნაცვლად ხელფასების თუნდაც მიზერული 2-3%25-იანი ზრდა საკმაოდ ძლიერი ანტიკრიზისული სტიმულია, რადგან ეს ფართო მასების პანიკას აქარწყლებს და მოხმარებისაკენ უბიძგებს მათ. სჯობს კომპანიის რეზერვები მოხმარების სტიმულირებაზე დაიხარჯოს, ვიდრე გაიზარდოს დათხოვნილი თანამშრომლების ხარჯზე.

0x01 graphic

ნიშანდობლივია ისიც, რომ კრიზისის დროს ხელფასების ზრდა მხოლოდ დიქტატორულ ქვეყნებში ხდება. მაგალითად, როდესაც ბაჰრეინში ინფლაციის ტემპმა 9%25-ს გადააჭარბა, შეიხმა მაშინვე გასცა ბრძანება, რომ ხელფასები 400 დოლარით გაეზარდათ არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში, არამედ კერძო სექტორშიც.

დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი იძულებითი ღონისძიება წარმოუდგენელია.

თუმცა, არსებობს კრიზისიდან გამოსვლის დემოკრატიული გზებიც - ეს არის გამოუყენებელი ინოვაციური პოტენციალის ამოქმედება. პრეზიდენტ რუზველტის დროს ასეთ ინოვაციურ პოტენციალს წარმოადგენდა ქვეყნის ელექტრიფიკაცია და საავტომობილო ტრანსპორტის განვითარება რკინიგზის ნაცვლად. ამიტომ ტ. რუზველტმა სახელმწიფო ფინანსები ამ მიმართულებით გადაისროლა.

მომხმარებლების და მწარმოებლების ურთიერთგაღატაკების პროცესსაც მხოლოდ ინოვაციები აჩერებენ: კრიზისში მყოფი კომპანია თავის რეზერვებს ხარჯავს ახალი ენერგო და მასალადამზოგავი ტექნოლოგიების შესყიდვაზე. შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილები იქმნება იმ დარგებში, სადაც ეს ახალი ტექნოლოგიები იწარმოება. ეს კი სტიმულს აძლევს მთელს ეკონომიკას.

ახლანდელი კრიზისის პირობებში სახელმწიფო ფინანსები მიმართულია ბანკის რეზერვების დანაკარგების ანაზღაურებაზე. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებელთა მოლოდინებს, მაგრამ უნდობლობა ტრადიციული დარგების მიმართ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება. უკვე ნაკლებად მიმზიდველი იქნება მშენებლობის სფერო, რადგან ამ ბაზარზე ისედაც ჭარბი მიწოდებაა - შესაბამისად ინვესტორები ახალი სფეროების ძიებას დაიწყებენ.

რიგითი მეანაბრეები ნაკლებად ენდობიან ბანკებს, რადგან მათ დაინახეს, რომ კორუმპირებულ მენეჯერებს ადვილად შეუძლიათ მათი ანაბრების მითვისება.

შესაბამისად უნდა მოძებნოთ ახალი პერსპექტიული სფეროები დანაზოგების ინვესტირებისთვის. ასეთი სფეროები კი ბიოტექნოლოგიები და ალტერნატიული ენერგეტიკაა.

კაცობრიობა სასურსათო კრიზისის საფრთხის წინაშე დგას - კვების პროდუქტებზე ფასები დღითიდღე იზრდება. ამიტომ სჯობს ისარგებლოთ სასურსათო კრიზისით და საკუთარი დანაზოგები ბანკებს კი არ მიანდოთ, არამედ რომელიმე აგრარულ კოოპერატივში დააბანდოთ! თუ ეს კოოპერატივი დიდ მოგებას ვერ მოიტანს - საკუთარი სურსათ-სანოვაგე მაინც გექნებათ. მიწის ნაკვეთს თუ იყიდით და თვითონ მოიყვანთ ხილ-ბოსტნეულს - არც ეს იქნება ურიგო ინვესტიცია. უფრო მომგებიანია იმ საწარმოების აქციების ყიდვა, რომლებიც მაღალეფექტურ ბიოტექნოლოგიებს ნერგავენ. ამ ბაზარზე ჭარბი მიწოდების აღმოცენება შეუძლებელია, რადგან ღორის ხორცის, ან თევზის ფილეს ზედმეტ მოხმარებაზე ცოტა ვინმე თუ იტყვის უარს. აღნიშნული ცხოველების მომგებიან მოშენებას კი თანამედროვე ბიოტექნოლოგიებით მიღებული იაფი საკვები სჭირდება.

მეორე პერსპექტიული დარგი - ალტერნატიული ენერგეტიკაა. ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები ხელოვნურად ზრდიან ფასებს ენერგომატარებლებზე იმ მიზნით, რომ ევროამერიკის ქვეყნები გაძარცვონ და დააშანტაჟონ.

გამოსავალი ამ სიტუაციიდან რამდენიმეა: ან ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ოკუპაცია, ან მათი საპასუხო ფინანსური „დაშანტაჟება“ ევროამერიკის სახელმწიფოების მხრიდან ან ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება.

ომებს და ფინანსურ შანტაჟებს კარგი შედეგები არასდროს მოაქვთ. ამიტომ სჯობს გამოიყენოთ გლობალური ენერგეტიკული კრიზისი და ფული დააბანდოთ ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებაში. ამ ბაზრის პოტენციალიც ამოუწურავია…

არადა, საქართველოში კი ინოვაციები რატომღაც არ უყვართ და ისეთ დარგებში აბანდებენ ფულს, რომლებიც უკვე გონების სიჩლუნგემდეა მოძველებული. მაგალითად, სულ ახლახანს თბილისში გაიხსნა უკვე მე-5(!!!) ახალი ქარხანა, რომელიც ბისკვიტებს ამზადებს. იგი 200.000 ლარიანი კრედიტით აშენდა, რომელიც ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა ბანკმა გაიღო. ასევე სოკოებივით მრავლდებიან ხორცის პროდუქტების, თუ მაკარონების მწარმოებელი „მინი-ცეხები“. ეს მაშინ, როდესაც საქართველოში არსებული ზეახალი და ზემომგებიანი ტექნოლოგიები პრაქტიკულად აუთვისებელია.

რა თქმა უნდა, ბისკვიტიც კარგია ჩაისთან და სოსისიც ლუდთან, მაგრამ რა საჭიროა გააფთრებული კონკურენცია უკვე გადატვირთულ ბაზრებზე, როდესაც ახალ დარგებში მოგების ნორმა 100%25-ს აღწევს?

რატომ ეშინიათ სიახლეების ქართველ ბანკირებს, ინვესტორებს, ან თუნდაც იმ რიგით მეანაბრეებს, რომლებიც ფულს უკვე რეპუტაცია შელახულ ბანკებს ანდობენ?

ერთი სიტყვით, მთავარია ჩინურ იეროგლიფებს დაუჯეროთ და შესაძლებლობების არ შეგეშინდეთ.

7 იაფი იმპორტის ძვირი ფასი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რევაზ საყევარიშვილი
ჟურნალისტი, ეკონომიკური
ანალიტიკოსი

საქართველოს ეკონომიკის მომავალი განვითარების შემაფარხებელი რამდენიმე ფაქტორიდან ერთერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყნის მზარდი სავაჭრო დეფიციტია. დეფიციტი, რომელსაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა გამოეწვია ის, რაც ამჟამად ჩევნს თვალწინ ორი დღის ინტერვალით მოხდა ეროვნული ვალუტის დევალვაცია.

საჭიროა იმის ზუსტად გაგება, თუ რა თვალსაზრისით წარმოადგენს სავაჭრო დეფიციტი ასეთ მნიშვნელოვან პრობლემას. თუმცა, ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ არსებული ვითარება ქვეყნის, როგორც შემოსავალზე ორიენტირებული ეკონომიკის სტრუქტურულ არჩევანს უკავშირდება.

თავისთავად, ასეთ დეფიციტს მონეტარული და რეალური განზომილებები გააჩნია. საკითხის მონეტარული მხარე ამ დეფიციტის გაცვლით კურსზე ზემოქმედებაში მდგომარეობს. თეორიულად, გაცვლითი კურსის თვითკორექტირება აბალანსებს ვაჭრობას: იმპორტის სიჭარბე ზრდის მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და აუფასურებს ეროვნულ ვალუტას, რაც თავის მხრივ, ზრდის პროდუქტების კონკურენტუნარიანობას გაცვლითი კურსის თვალსაზრისით და აუმჯობესებს სავაჭრო ბალანსს. სტაბილური დეფიციტი შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა ვითარებაში: აშშ-ში, სადაც ეროვნული ვალუტა მსოფლიო ვალუტაცაა, რაც ანეიტრალებს გაცვლითი კურსის მარეგულირებელ ეფექტს; იმ ქვეყნებში, სადაც გაცვლითი კურსის ცვალებადობა შეზღუდულია მთავრობის მიერ გატარებული მკაცრი საკურსო პოლიტიკით, „სავალუტო ფარის“ რეჟიმის გამოყენებით, ან მონეტარული ინტეგრაციით, როგორც ევროკავშირშია; ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც კაპიტალის შემოსული ნაკადები აკომპენსირებს სავაჭრო დეფიციტის გავლენას გაცვლით კურსზე და ინარჩუნებს ეროვნული ვალუტის მაღალ კურსს.

ამ პრობლემის რეალური განზომილება ისაა, რომ მზარდი სავაჭრო დეფიციტი ასახავს ეროვნული ეკონომიკის არაკონკურენტუნარიანობას და ქვეყნის ძალზე ვიწრო ეკონომიკურ ბაზას, რომელიც შეიძლება ერთ სულ მოსახლეზე შრომითი დანახარჯებით გაიზომოს. ეს დანახარჯები შეიძლება ძალიან დაბალი იყოს ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა: განუვითარებელი ეკონომიკა, არაფორმალური სექტორი, პოტენციური აქტივობის დაბალი დონე (რაც განპირობებულია დემოგრაფიული ფაქტორით), დასაქმების დაბალი დონე, სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობის დაბალი წლიური შრომის დანახარჯები. საერთოდ, სავაჭრო დეფიციტის მონეტარული და რეალური განზომილებები ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით უნდა გაანალიზდეს.

საინტერესოა, რომ ეს ვითარება საფრანგეთის ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობას წააგავს, რომლის სავაჭრო დეფიციტიც, უკვე მეოთხე წელია, 39 მილიარდი ევროა (მშპ-ის თითქმის 2%25). მას განაპირობებს იმპორტირებული ენერგომატარებლების ფასები, ევროს მაღალი გაცვლითი კურსი, დაბალი ხელფასები გერმანიაში და არასაკმარისი შრომითი დანახარჯები. აღნიშნული დეფიციტის ინტერპრეტაციაც ეკონომისტებს შორის კამათის საგანია.

რა არის საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტები? თუ პრიორიტეტები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით მოდერნიზაციის განხორციელება და სიღარიბის დაძლევაა, მაშინ, დეფიციტის მონეტარული ეფექტი განეიტრალდება და საქართველოს კვლავ მაღალი და სტაბილური გაცვლითი კურსი ექნება. ამგვარი კურსი კარგია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე მოსახლეობის მსყიდველობითი უნარისთვის იმ პირობით, თუ მას შემოსავალი ექნება. მაგრამ, რეალურად, მაღალი გაცვლითი კურსი არ არის კარგი ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობისთვის და შესაბამისად, დასაქმების და ადგილობრივი შემოსავლების გენერირებისთვის. ქვეყანა ვიწრო ეკონომიკური ბაზის ჩარჩოში ჩაიკეტება.

ისიც უნდა დავამატოთ, რომ ეროვნულ ვალუტაზე პოზიტიურ და ნეგატიურ ზეწოლებს შორის არსებული ამჟამინდელი ბალანსი საშუალოვადიან პერიოდში საკმაოდ მყიფე სიტუაციას ქმნის. თუ გავითვალისწინებთ, რომ დეფიციტი ძალიან დიდია (მშპ-ის 24%25-ზე მეტი, რაც 12-ჯერ მეტია, ვიდრე საფრანგეთში), აღნიშნული ბალანსის ნებისმიერი ცვლილება სერიოზულ ეკონომიკურ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. უკვე დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედეგად ნომინალური კურსის გამყარების თავიდან ასაცილებლად დიდი ოდენობის ლარის ინექციები ინფლაციის საფრთხეს ქმნის.

გარდა ამისა, იმპორტზე ზედმეტად ორიენტირებული ეკონომიკის ყველაზე დიდი ნაკლი ადგილობრივი აქტივობის დასუსტებაა, რის შედეგსაც ხშირად ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს სიღარიბე, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკური ცხოვრების ფოკუსში მოექცა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ ხდება აღნიშნული ფენომენის ღრმა ანალიზი და მონიტორინგი. სიღარიბის რაოდენობრივი შეფასება ვერ ხერხდება მონაცემთა არათანმიმდევრულობის გამო.

არსებული მონაცემების მიხედვით, სიღარიბის დონე მცირდება, მაგრამ იგი უფრო მაღალია ქალაქებში, რაც საკმაოდ საკამათოა, თუ მხედველობაში მივიღებთ ქალაქებში ფულადი გზავნილების სიდიდეს. უფრო მართებულია ალბათ ის, რომ სიღარიბე დაკავშირებულია დასაქმების დაბალ დონესთან როგორც ქალაქად, ისე სოფლად. სოფლებში დასაქმების ძირითადი ფორმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, არის „თვითდასაქმება“. რეალურად ეს არის წვრილი, უპირატესად თვითგამოკვებაზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობა.

თვითდასაქმებულები ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 50%25-ს შეადგენს. დაქირავებულ ადამიანთა რიცხვი ჯერჯერობით არ გაზრდილა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მხოლოდ 30%25-ს, ან მთლიანად დასაქმებულთა 35%25-ს შეადგენს. ჯერჯერობით არ ჩატარებულა შრომის ბაზრების, ფულადი გზავნილების და სიღარიბის რეგიონული ანალიზი, რაც ქალაქად და სოფლად სიღარიბის ხაფანგებს გამოავლენდა.

გარდა სოციალური და პოლიტიკური შედეგებისა, ასეთი მდგომარეობის მთავარი შედეგი საშუალოვადიან პერიოდში იქნება მასშტაბური დაუსაქმებლობა, რაც ქვეყნის ეკონომიკური ბაზის შემდგომ შემცირებას მოასწავებს. სწორედ ამის გამო, სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings ფრთხილი იყო თავის შეფასებაში, როდესაც ხაზს უსვამდა საქართველოს შემოსავლების საშუალო დონეს და ვიწრო ეკონომიკურ ბაზას.

ის, რომ საქართველოს ეკონომიკა კვლავაც დიდწილადაა დამოკიდებული იმპორტზე და ექსპორტი სულ უფრო მეტად ექცევა მისი წნეხის ქვეშ, წლევანდელი 9 თვის სტატისტიკითაც დასტურდება. როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით წარმოებულ კვლევაში ადასტურებს, 2008 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5 მილიარდ 910 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე 34%25-ით მეტია; აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 243 მილიონი დოლარია (შესაბამისად 43,4%25-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 4 მი-ლიარდ 667 მილიონი დოლარი (31,8%25-ით მეტი). ანუ 2008 წლის 9 თვეში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3 მილიარდ 425 მილიონი დოლარია.

2008 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს 102 პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტი 3 მილიარდ 617 მილიონ დოლარს შეადგენს, ნაცვლად, 98 ქვეყნისა და 2 მილიარდ 772 მილიონი დოლარისა, რაც დაფიქსირდა 2007 წლის იანვარ-სექტემბერში.

2008 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 21 ქვეყანასთან (192 მილიონი დოლარის პოზიტიური ბალანსით), ნაცვლად 22 ქვეყნისა და 96 მილიონი დოლარისა, რაც დაფიქსირდა გასული წლის იანვარ-სექტემბერში.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი

ქვეყნების
რაოდენობა

საგარეო სავაჭრო ბალანსი,
მლნ. აშშ დოლარი

უარყოფითი სავაჭრო
ბალანსი

2007 წლის იანვარი -
სექტემბერი

98

2 771,8

2008 წლის იანვარი -
სექტემბერი

102

3 617,3

დადებითი სავაჭრო
ბალანსი

2007 წლის იანვარი -
სექტემბერი

22

96,1

2008 წლის იანვარი -
სექტემბერი

21

192,3

სულ

2007 წლის იანვარი -
სექტემბერი

120

-2 675,7

2008 წლის იანვარი -
სექტემბერი

123

-3 425,0

0x01 graphic

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია - მის წილად 2008 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის 20,8%25 მოდის და 259 მილიონ დოლარს შეადგენს. შავი ლითონების ჯართის ექსპორტი შეადგენს 118 მილიონ დოლარს, რაც ექსპორტის 9,5%25-ია. მესამე ადგილზე მყოფი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი გაზრდილია 33,5 მილიონი დოლარით და 106 მილიონი დოლარია (იხ. უმსხვილესი სასაქონლო პოზიციები საქართველოს ექსპორტში).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი, 2008 წლის იანვარ-სექტემბერში, ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის წილი 13,1%25-ია და 613 მილიონი დოლარია. მეორე ადგილზე მყოფი მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფის იმპორტი 418 მილიონი დოლარია, ანუ, იმპორტის 9%25-ია. მესამე ადგილზე სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფმა გადმოინაცვლა - მისი იმპორტი გაზრდილია 35 მილიონი დოლარით და 140 მილიონს შეადგენს. შემცირებულია ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფის იმპორტი 140 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 74 მილიონი დოლარით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. (იხ. უმსხვილესი სასაქონლო პოზიციები საქართველოს იმპორტში).

ამ სიის ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ, ქვეყნის ექსპორტიმპორტის სტრუქტურაში არც ის ტენდენცია შეცვლილა, რომლის მიხედვითაც ქვეყნიდან ძირითადად ნედლეული გაედინება, რომლისაც წარმოებაშიც მინიმალური სამუშაო ძალაა ჩართული. იმპორტირებული საქონლის ნუსხაში კი უპირატესად საბოლოო პროდუქტებია, რომელსაც საქართველოში გადამუშავება აღარ სჭირდება და მხოლოდ საცალო ქსელში სერვისს მოითხოვს.

როგორც ერთ, ისევე მეორე შემთხვევაში დასაქმების ეფექტი ძალიან დაბალია. შესაბამისად, იმპორტის ზრდა და ექსპორტის ნაკლებადმწარმოებლური სეგმენტების განვითარება ქვეყანაში დასაქმების კლებისა და უმუშევრობის ზრდის ძირითად ხელშემწყობად რჩება.

უმსხვილესი სასაქონლო პოზიციები საქართველოს ექსპორტში

0x01 graphic

უმსხვილესი სასაქონლო პოზიციები საქართველოს იმპორტში

0x01 graphic

8 როგორ აპირებს პარლამენტი უკანონობის დაკანონებას?!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ანზორ ბაბუხადია
ბიზნესის ინტერესების დაცვის
კავშირის თავმჯდომარე

საქართველოს საკანონმდებლო სისტემას კრიტიკა არასდროს დაკლებია, მაგრამ პარლამენტს ასეთი უსუსური დოკუმენტი რომ მოემზადებინოს, მე პირადად არ მახსოვს. საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში: მნიშვნელოვნად გაიზრდება დაცვის სამსახურების შენახვის საფასური, კერძოდ, ამ საქმიანობის წარმოების ლიცენზიის მიღების გადასახადი 50.000 ლარი გახდება, საბანკო გარანტიის მისაღებად კი საჭირო ხდება 600.000 ლარის ღირებულების ქონების უზრუნველყოფა. აღნიშნული კაბალური პირობები, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის დაცვითი საქმიანობის ბაზარზე ლიცენზიების და ნებართვების მიღებაში თანაბარი და კონკრეტული გარემოს შექმნას. ყოველივე ამას შედეგად მოჰყვება დაცვითი სამსახურების მცირე ფირმების გაუქმება და ბაზარზე მონოპოლისტთა დამკვიდრება, რაც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოვლად დაუშვებელია.

აშკარად მიუღებელია აგრეთვე კანონპროექტით შემოთავაზებული ადმინისტრაციული ბერკეტები. კერძოდ, დაცვის სამსახურს სათანადო ლიცენზიის არსებობის პირობებში მოეთხოვება დაცვითი საქმიანობის დამატებითი ნებართვა, რომელსაც, რამდენადაც კურიოზულად არ უნდა მოგეჩვენოთ, გასცემს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც თავად აწარმოებს ამგვარ საქმიანობას და წარმოადგენს კონკურენტ ორგანიზაციას ამ საქმიანობით დაკავებული კერძო ფირმებისთვის. არ ვიცი რით იხელმძღვანელეს აღნიშნული კანონპროექტის ავტორებმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაუქმდეს შემოთავაზებული სანებართვო სისტემა და შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომლის დროსაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არანაირი ადმინისტრაციული შეხება არ ექნება კერძო დაცვის საქმიანობით განმახორციელებელ სტრუქტურებთან.

ამასთან, ნიშანდობლივია ისიც, რომ კანონპროექტის მე-6 მუხლის თანახმად, ლიცენზირების ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიების გაცემის პროცედურის ვადა გაზარდოს სამ თვემდე, რაც ეწინააღმდეგება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, ლიცენზიის გაცემისას ადმინისტრაციული წარმოების ვადის 3 თვემდე გაზრდის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.

დამაფიქრებელია კანონპროექტის მუხლი 7, რომლის მიხედვითაც, სალიცენზიო პირობების შემოწმების უფლება ლიცენზიის გამცემი ორგანოს გარდა ეძლევა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსაც. არადა, მათი ჩამონათვალი კანონით თუ არ დამტკიცდა, ზოგიერთი მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან თვითნებობას ნამდვილად ვერ ავცდებით.

0x01 graphic

ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის დაცვის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება ძალზე გაიოლებულია, ანუ, ვისაც როდის მოენდომება, მაშინ გაუუქმებს ლიცენზიას. და ასეთ პირობებში ახალი ლიცენზიის მიღების უფლება მათ მიეცემათ მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ.

კურიოზულად მეჩვენება კანონპროექტის მოთხოვნა, რომ დაცვითი საქმიანობა ეკრძალებათ ქრონიკული სნეულებით დაავადებულ პირებს. რას ნიშნავს ეს: ქვეყანაში შექმნილი ტოტალური უმუშევრობის პირობებში, თუნდაც ქრონიკული კოლიტით, გასტრიტით ან ქოლეცისტიტით დაავადებული პიროვნებებიც დავტოვოთ თამაშგარე მდგომარეობაში?!

0x01 graphic

კანონპროექტში არის მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია დაცვის სამსახურისთვის ლიცენზიის შეჩერებისა და გაუქმების საფუძვლები. კერძოდ, ნათქვამია, რომ ლიცენზიის 6 თვემდე ვადით შეჩერება შესაძლებელია დამკვეთის საჩივრის საფუძველზე, ანუ თუ, მაგალითად, დაცვის ფირმა იცავს 100 ობიექტს და რაღაც მიზეზის გამო საჩივარი დაიწერა ერთ ობიექტზე, ფირმას ლიცენზია უჩერდება 6 თვემდე ვადით და ამ ხნის განმავლობაში მას უფლება არ ექნება დაიცვას დანარჩენი 99 ობიექტი. ცხადია, ამ ხნის განმავლობაში ამ დაცვის ფირმას არავინ დაელოდება და რაც მოხდება, ნათელია.

ჩემის აზრით, კანონპროექტში აუცილებლად უნდა აისახოს გენერალური ლიცენზიის განმარტება, რაც გამორიცხავს ცალ-ცალკე ყველა ობიექტზე ნებართვების საჭიროებას. ამ პოზიციას მეტი განმარტება და მტკიცება არ სჭირდება, რადგან ყველამ კარგად იცის რასთან არის დაკავშირებული ეს პროცედურა. გარდა ამისა, კანონპროექტის მე-7 მუხლის მიხედვით ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, ადგილზე შეამოწმოს ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობები. ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ლიცენზიის მაძიებლის წინასწარ შემოწმებას ადგილზე. ამავე კანონით დადგენილია, რომ ნებართვა შეიძლება იყოს ვადიანი და უვადო და გაგრძელდეს ავტომატურად. ასეთ პირობებში განსახილველი კანონპროექტით, ნებართვის მოქმედების ვადა განსაზღვრულია ერთი წლით! შეშფოთებას იწვევს კანონპროექტის მოთხოვნები დასაცავ ობიექტებში სიგნალიზაციის დაყენებასთან დაკავშირებით, რაც ძალზე აიოლებს დაინტერესებულ ობიექტებში პირადი საუბრების ჩაწერისა და მოსმენის შესაძლებლობებს!!!

0x01 graphic

ასეთი სერიოზული შენიშვნების ფონზე ეჭვი აღარ მეპარება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადებულია გავლენიანი პიროვნებების ზეწოლით, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2001 წელს შემცირებული ობიექტების შესავსებად დამატებითი ბერკეტები და უკანონო შემოსავლის წყაროები გაუჩინონ.

9 „იუ-ჯი-თი” აღიარებული ლიდერი კავკასიაში

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიოს განვითარებად ან თუნდაც სწრაფად განვითარებადი ქვეყნების გამოცდილება გვიდასტურებს, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე ქვეყნის ეკონომიკის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. ეს სულაც არ გახლავთ ფუფუნება: უბრალოდ, საინფორმმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური პრდუქტების დანერგვის გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც კომერციული სტრუქტურების საქმიანობა ეფექტიანი ვერ გახდება და ვერც მზარდ კონკურენციას გაუძლებს…

0x01 graphic

მსოფლიოს სხვა ქვეყნებს არც საქართველო ჩამორჩება და ამ სწრაფად მიმდინარე პროცესთან ფეხის აწყობას ცდილობს. მკითხველს ნოემბრის ნომერში კომპანია იუ-ჯი-თი-ზე მოვუთხრობთ, რომელსაც წარდგენა არც კი სჭირდება, რადგან ამ სფეროში რეგიონული ლიდერის სახელი კარგა ხანია დაიმკვიდრა.

ყველაფერი კი 1997 წელს ამერიკულკომპანია „Compaq” - თან თანამშრომლობით - მათი პროგუქციის შემოტანითა და რეალიზაციით დაიწყო. „იუ-ჯი-თი“ ნელ-ნელა გაიზარდა და მუშაობა ისეთ მსხვილ მომწოდებლებთან განაგრძო როგორებიცაა: „IBM”, „HP”, „Cisco“. „Sun Microsistems“ თავისთავად გამოიკვეთა მისია: დაეხმაროს კლიენტებს დასახული მიზნების მიღწევასი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროდუქტებზე და სერვისებზე აგებული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების მიწოდების გზით. დღეისათვის „იუ-ჯი-თი” კავკასიაში აღიარებული სისტემური ინტეგრატორი და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში გადაწყვეტილებების მიმწოდებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც, უმთავრესად, კორპორაციულ კლიენტებსა და სახელმწიფო სექტორის მომსახურებაზეა კონცენტრირებული.

კომპანიის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს 200-ზე მეტი პროფესიონალი კადრი, რომელთა უმეტესობა კვალიფიკაციას მუდმივად იმაღლებს „იუ-ჯი-თი”-ს პარტნიორ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს უდავო ლიდერ კომპანიებში.

„იუ-ჯი-თი”-ს პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე: ვცდილობთ, კადრების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი, რომელიც ზოგადად პრობლემატურია ქვეყანაში, მუდმივად დავხვეწოტ. ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე და კონკურენტული უპირატესობა სწორედ ეს გახლავთ - შევთავაზოთ კლიენტს კვალიფიციური კონკურენტუნარიანი მომსახურება, რომელსაც მათ საქმიანობაში არსებული პრობლემის ოპტიმალური, სწრაფი,კვალიფიციური გადაჭრა მოჰყვება. ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, უფრო ეფექტიანად გადაწყვიტონ თავიანთი ამოცანები. დღეს კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურები საინფორმაციო ტექნოლოგიების, ქსელის, პროგრამული უზრუნველყოფის, სისტემების გარეშე ოპერაციების ჩატარებასაც კი ვერ მოახერხებდნენ. ფაქტობრივად, თანამედროვე ბანკი 50 პროცენტით არის საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია და მხოლოდ 50 პროცენტით - ბანკი. ბანკი ძვალი გაგებით, სადაც მხოლოდ ფულს ინახავდნენ და იღებდნენ, აღარ არსებობს...

მართლაც, საბანკო-საფინანსო, სატელეკომუნიკაციო, წარმოების, დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობის და სამშენებლო სექტორების, სახელმწიფო სფეროდან - თავდაცვის და უსაფრთხოების, საფინანსო-ეკონომიკური რგოლის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სტრუქტურების ბიზნეს-ამოცანების კვლევა და მათი გადაჭრის მიზნით ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავება „იუ-ჯი-თი“-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. „იუ-ჯი-თი“-ს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით დღეისათვის არაერთი მსხვილი ორგანიზაცია სარგებლობს: საქართველოს ეროვნული ბანკი, „საქართველოს ბანკი“, „თი-ბი-სი ბანკი“, საპროცესინგო ცენტრი „ჯორჯიან ქარდი“, თავდაცვის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის სამინისტროები, მაგთი, ჯეოსელი...

სამთავრობო სტრუქტურებს „იუ-ჯი-თი“ ეხმარება ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემის დანერგვაში, მოსახლეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნაში, სახელმწიფო ფონდებისა და რესურსების განჭვირვალე მოხმარებასა და ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ეხმარება.

როგორც ბატონი გიორგი აღნიშნავს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარი საქართველოში აგვისტოს მოვლენებამდე და მსოფლიოს ფინანსურ კრიზისამდე საკმაოდ დინამიურად მზარდი იყო. მაგგრამ მიუხედავად შეფერხებისა, „იუ-ჯი-თი“-ს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ბაზარი, შესაძლოა, ოდნავ განსხვავებული ტემპით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც განვითარდება.

თავდაცვის სამინისტროს მართვის საინფორმაციო სისტემების შემუშავების პროექტი;

ფინანსთა სამინისტროს სერვერების მიგრაციის და სასერვერო ოთახის საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი; Microsoft Windows XP-ის,Windows Vista-ს და Microsoft Office-ს ლოკალიზაციის პროექტები - ეს იუ-ჯი-თი-ს მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ მცირე ნაწილია. ერთ-ერთ ყველაზე ფასეულად კი ბატონი გიორგი საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციას მიიჩნევს: 2006 წელს სკოლებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის პროგრამის - ირმის ნახტომის ფარგლებში კომპანიამ კომპიუტერული ტექნიკით ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი სკოლა აღჭურვა.

გიორგი ჭირაქაძე: კომპიუტერი თავად მხოლოდ 15 წლის ასაკში შევისწავლე. მასთან ურთიერთობის საშუალება ბავშვის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია. უბრალო თამაშიც კი ეხმარება ბავშვს, რომ კომპიუტერი, რომლის გარეშეც თანამედროვე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია, მისთვის უცხო ხილი კი არა, ჩვეულებრივი მოვლენა გახდეს, რომელიც მას უკეთ და უფრო ეფექტიანად განვითარებაში დაეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მომავალი თაობა კონკურენტუნარიანი იყოს, მიიღოს უკეთესი განათლება, ამ განათლების წყალობით წარმატებით დასაქმდეს და თავადაც უკეთესი სამუშაო ადგილები შექმნას... თუ ამას ვერ გავაკეთებთ, ძალიან რთული იქნება, მომავალში ჩვენი ქვეყანა ზოგადად კონკურენტუნარიანი გავხადოთ. ჩვენ ხომ არ გვაქვს, მაგალითად, ნავთობი, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით...

ჩვენი ეკონომიკა თითოეული ადამიანისგან ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგიც არის, რადგან მოდუნების საშუალებას არ აძლევს ქვეყანას. ამ შემთხვევაში ჩვენი დარგი სხვა ყველა დარგის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. იმედია, მომავალში მას მეტ ყურადღებას დაუთმობს მთავრობა. არადა, რა ხდებოდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში? სწრაფად შემოდიოდა ინვესტიციები, გაჩნდა ილუზია, თითქოს ტურიზმისა და მშენებლობის გარდა ქვეყანას არც არაფერი სჭირდებოდა... კრიზისის დროს წარმოქმნილმა პრობლემებმა ცხადყო, რომ ყველაფერი ასე მარტივი არ არის... ვფიქრობ, სწორედ საინფორმაციო ტექნოლოგიები შეიძლება, იყოს ქვაკუთხედი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისა. ეს სწორედ ის მექანიზმია, რომელიც ერთ ადამიანზე მოსული დოვლათის ოდენობის გაზრდის საშუალებას მოგვცემს! თუ არ იყენებ ტექნოლოგიებს, არ იყენებ კომუნიკაციის საშუალებებს, ვერც კონკურენტს აჯობებ! ამას ნელ-ნელა მთავრობაც ხვდება და ამ სფეროზე მეტ აქცენტს აკეთებს. ამის მაგალითია მთავრობის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომისიის შექმნაც, რომელიც საკმაოდ კარგი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა მთავრობის მხრიდან საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პროექტების დაფინანსებაც. თუკი წინა მთავრობის დროს მხოლოდ დონორების ფული იხარჯებოდა, დღეს ბევრი საკმაოდ საინტერესო პროექტი სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

იუ-ჯი-თი-ს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული რეგიონში ბიზნესის განვითარებისათვის, სწრაფი ზრდისთვის, საუკეთესო ტექნოლოგიების დანერგვისთვის, კომპეტენციისთვის... რამდენიმე თვის წინათ კი კომპანიამ ISO-ს სერტიფიკატი 9001:2000 მიიღო. ხარისხის სერთიფიკატს დღეს ბევრი კომპანია იღებს, მაგრამ ძალიან ხშირად ეს სერთიფიკატი მხოლოდ სუფთა მარკეტინგულია... ჩვენ ამ საკითხს სხვაგვარად მივუდექით: გვინდოდა, რომ მას მართლაც საუკეთესოდ შეეცვალა პროცესები კომპანიაში, - ამბობს ბატონი გიორგი. იუ-ჯი-თი-მ კლიენტებთან უკუკავშირის სისტემაც კი დანერგა: კომპანია მუდმივად აკონტროლებს, რამდენად კმაყოფილები არიან კლიენტები, რით არიან უკმაყოფილოები, რა შეიძლება, გაკეთდეს ხარვეზის გამოსასწორებლად... გარდა ამისა, იუ-ჯი-თი კომპანიის მართვის სხვა სერთიფიკატების მიღებაზეც აქტიურად მუშაობს, რადგან არსებობს მოწინავეობისა და თანამშრომლებისთვის საუკეთესო პირობების შექმნის უდიდესი სურვილი, რაც კომპანიას კიდევ უფრო წარმატებით წინსვლის გარანტიას მისცემს.

0x01 graphic

იუ-ჯი-თი-ს საინტერესო სამომავლო გეგმები აქვს. თბილისში უახლოეს მომავალში დაიწყება კომპიუტერული ჰიპერმარკეტის მშენებლობა, რომლის ანალოგი მთელს რეგიონში არ მოიძებნება. „იუ-ჯი-თი“-ს შვილობილი კომპანია PCShop.ge-ს ბრენდის უმსხვილესი კომპიუტერული სავაჭრო კომპლექსი 1500 კვადრატულ მეტრზე გაიშლება და მომხმარებელს კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ნებისმიერი დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ყველაზე ფართო არჩევანს შესთავაზებს.

არ შეიძლება, განსაკუთრებით არ შევჩერდეთ კომპანიის საქველმოქმედო საქმიანობაზე, რომელიც 1998 წლიდან დაიწყო, აგვისტოს მძიმე დღეებში კი განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო. საგულისხმოა, რომ ქველმოქმედების ინიციატივა იმთავითვე თავად იუ-ჯი-თი-ს თანამშრომლებისგან წამოვიდა. ბუნებრივია, კომპანიის ხელმძღვანელობამ მაშინათვე აუბა მხარი თანამშრომლების წამოწყებას და ამ მიმართულებით დამატებითი დაფინანსების გამოყოფა გადაწყვიტა. დევნილებისა და ბავშვთა სახლების დახმარება, საბავშვო სპორტული ღონისძიებების სპონსორობა და მხარდაჭერა... იუ-ჯი-თი-ში აცხადებენ, რომ ნებისმიერმა კომპანიამ შემოსავლის ნაწილი აუცილებლად ქველმოქმედებას უნდა მოახმაროს, თანაც, იქ, სადაც ეს განსაკუთრებით საჭიროა...

ეკა ჯიმშელაძე

მიმართეთსაქართველოს რეგისტრატორს
და პრობლემებისგან დაზღვეული იქნებით!

დაზოგეთ დრო! დაზოგეთ ფინანსები! გაუფრთხილდით ინვესტიციებს! - ასეთი რჩევამოწოდება იქცა ორგანიზაციის სლოგანად, რომლის საქმიანობასაც ახლა გაეცნობით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი, შემოკლებით - საქართველოს რეგისტრატორი სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს აუცილებელ და საჭირო მომსახურებას - აქციონერთა და პარტნიორთა რეესტრების წარმოებას, წილებისა და აქციების რეგისტრაციას, აქციებისა და წილების დაგირავებასა და გასხვისებას, რეესტრიდან აქციების ან წილების ფლობის შესახებ ამონაწერების გაცემას და პროფესიული რჩევებითაც ეხმარება.

0x01 graphic

მეწარმეთა შესახებ კანონის ლიბერალიზაციამ მნიშვნელოვნად გაამარტივა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაცია, რის შედეგადაც შპსს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაციას ან თავად საწარმო აწარმოებს ნოტარიალურად დამოწმებული გარიგებების საფუძველზე, ან დამოუკიდებელი რეგისტრატორი.

საქართველოს რეგისტრატორის დირექტორის ბ-ნ ვახტანგ აროშიძის აზრით, საწარმოს ნებისმიერ შემთხვევაში ურჩევნია, არ გარისკოს და საქმე პროფესიონალებს მიანდოს.

თუკი საწარმო თავად გაუძღვება პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის რეესტრს, იგი, თავის მხრივ, წილობრივი მონაწილეობის ცვლილებას ნოტარიუსით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში პარტნიორები ვალდებულნი არიან ნოტარიუსს მიმართონ, ხოლო წილის შესახებ ამონაწერი კი თავად საწარმომ უნდა გასცეს... ნოტარიუსთან წილის გასხვისება-დაგირავების პროცედურა ბევრად უფრო ხანგრძლივია და, უმეტეს შემთხვევაში, უფრო ძვირიც, ვიდრე საქართველოს რეგისტრატორში...

თუმცა, არსებობს გაცილებით მარტივი და მომგებიანი გზაც: ყველაფრის გადაბარება ისეთ პროფესიონალ, საკმარისი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ და მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილ ორგანიზაციაზე, როგორიც საქართველოს რეგისტრატორია.

საქართველოს რეგისტრატორს და მის თანამშრომლებს საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება გააჩნიათ: საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბება ხომ სწორედ 10 წლის წინათ დაიწყო! გრძელდება აქტიური პრივატიზება, სააქციო საზოგადოებების, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის შექმნა... სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა რამდენიმე დამოუკიდებელი რეგისტრატორი, რომელთაგანაც სამი წამყვანის გაერთიანებაც გახლავთ საქართველოს რეგისტრატორი (იგი დღეისათვის 700-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება).

ვახტანგ აროშიძე: რეესტრის წარმოება ე.წ. საკუთარი ძალებით ილუზიაა. ნებისმიერი ცვლილების განსახორციელებლად დირექტორმა და პარტნიორმა ნოტარიუსს უნდა მიმართოს. ამასთან, ვიღაცამ კიდევ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ცალ-ცალკე არსებული ხელშეკრულებები და დოკუმენტები ერთად იყოს თავმოყრილი და ცვლილებებიც სათანადოდ გაფორმებულ ჟურნალში იყოს გატარებული. ყველაფერზე დირექტორი აგებს პასუხს, ხოლო თუ რომელიმე პარტნიორს რაღაც მიზეზის გამო დაავიწყდება სათანადო ინფორმაციის მიწოდება დირექტორისათვის, სულ ყველაფერი თავდაყირა დადგება... საწარმო, რომელიც ჩვენ მოგვმართავს, საბოლოო ჯამში ზოგავს სახსრებს, დროს, ენერგიას, ნერვებს და, რაც მთავარია, მას ეძლევა გარკვეული გარანტია იმისა, რომ რეესტრი აბსოლუტურად სწორად იწარმოება. გარდა ამისა, იგი ერთგვარ პრესტიჟულობასაც კი იძენს... დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი ძალებით რეესტრის წარმოება მალე ისეთივე ანაქრონიზმი იქნება, როგორც 90-იანი წლების დასაწყისში საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი დოკუმენტები. ან დღევანდელ დღეს პრინტერით ამობეჭდილი სავიზიტო ბარათები და აბრები. რეესტრის წარმოების ცივილური სტანდარტები თანდათან დამკვიდრდება შპს-ებში ისევე, როგორც ეს სააქციო საზოგადოებებში მოხდა...

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, რეესტრის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, საწარმოს საბუთები არასრულყოფილია. საბუთებში არსებულმა ხარვეზებმა შეიძლება თავი იჩინონ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როდესაც წყდება საწარმოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პრობლემა. ამგვარი რამე გამორიცხულია, თუ საწარმო დროულად გადმოაბარებს თავისი რეესტრის წარმოებას საქართველოს რეგისტრატორს, რადგანაც ყველა პრობლემა ნორმალურ სიტუაციაში მოგვარდება და არა მაშინ, როცა, არც დრო ითმენს და საქმეც ზარალდება...

საქართველოს რეგისტრატორს გახსნილი აქვს მუდმივი წარმომადგენლობები ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, ოზურგეთში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში, რაც კლიენტებისთვის მეტად მოსახერხებელია. მაგალითად, ახალციხეში ან თელავში დარეგისტრირებული საწარმოს პარტნიორი, რომელიც ბათუმში ისვენებს, შვებულების გეგმების შეუცვლელად მიაკითხავს საქართველოს რეგისტრატორის ბათუმის წარმომადგენლობას, ადგილზევე სწრაფად მოაგვარებს ყველაფერს და დასვენებას გააგრძელებს.

0x01 graphic

ჯუანშერ იოსელიანი: საქართველოს რეგისტრატორის დირექტორის მოადგილე: საქართველოს რეგისტრატორს შეუძლია ადგილზეც მოემსახუროს საწარმოს, მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მრავალაქციონერიანი სააქციო საზოგადოებებისათვის. ამავე დროს სათაო ოფისი გააგრძელებს სრული დატვირთვით მუშაობას, რადგანაც ამის საშუალებას იძლევა საქართველოს რეგისტრატორში მომუშავე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა.

საქართველოს რეგისტრატორი დაეხმარება შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საზოგადოებებს პარტნიორთა კრებების მოწვევასა და ჩატარებაში, კენჭისყრის პროცედურებში, რეორგანიზაციისას პარტნიორთა წილების გადანაწილებაში. აგრეთვე, წლის ბოლოსთვის მარეგისტრირებელ ორგანოში 31 დეკემბრის მდგომარეობით საწარმოში პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენაში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეგისტრატორის ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი საკმაოდ დაბალი, ფაქტობრივად, სიმბოლურია.

ჯუანშერ იოსელიანი: საქართველოს რეგისტრატორთან ურთიერთობით თავად საწარმოც მეტს მიიღებს და მისი პარტნიორებიც. საქართველოს რეგისტრატორის მიერ პარტნიორთა რეესტრების წარმოება ამცირებს რისკებს, რასაც დადებითად აფასებენ ინვესტორები და ფინანსური ორგანიზაციები: ისინი უფრო გაბედულად აბანდებენ თავიანთ ფულს ისეთ საწარმოებში, რომელთა პარტნიორთა წილების რეესტრს გამოცდილი, პროფესიონალი, დამოუკიდებელი რეგისტრატორები აწარმოებენ. ასეთ შემთხვევაში, პარტნიორი ბევრად უფრო დაცულია...

მაშ ასე, მიმართეთ საქართველოს რეგისტრატორს და პრობლემებისგან დაზღვეული იქნებით!

ეკა ჯიმშელაძე

BAS - პროგრამა თქვენს სამსახურშია

იზნეს საკონსულტაციო მომსახურების (BAS) პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების ხელშეწყობისთვის შეიქმნა, საქართველოში 2003 წლის აპრილიდან მოქმედებს. თავდაპირველად პროგრამას ევროკავშირი აფინანსებდა. 2005 წლიდან პროგრამის დონორი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ETC (Early Transition Co-untries) ფონდი, 2008 წლიდან კი BAS-პროგრამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EEEBRD) აფინანსებს.

0x01 graphic

საქართველოში, ხუთი წლის მანძილზე პროგრამის ფარგლებში, 400ზე მეტი პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ პროცენტული თანაფარდობა დედაქალაქსა და რეგიონებში განხორციელებულ პროექტებს შორის თითქმის თანაბარია

პროგრამის დირექტორი საქართველოში ბ-ნი სევერიან ღვინეფაძე პროექტის წარმატების საზომად იმ გამოკითხვებს მიიჩნევს, რომლებიც პროექტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ პროგრამის კლიენტებთან ტარდება: გამოკითხულთა შეფასებით, BAS-პროგრამის პროექტების 90 პროცენტი წარმატებულია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

BAS-პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ, საკონსულტაციო პროექტების თანადაფინანსების გზით დახმარება გაუწიოს მცირე და საშუალო საწარმოებს, ხოლო მეორეს მხრივ, საკონსულტაციო კომპანიების განვითარებას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას და საქართველოში ნორმალური საკონსულტაციო ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. პროგრამა საწარმოებს პროფესიული საკონსულტაციო მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს. საკონსულტაციო პროექტებში თანამონაწილეობა 50დან 90 პროცენტამდე მერყეობს, პროექტის ტიპისა და კომპანიის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

რაც შეეხება საკონსულტაციო პროექტების ტიპებს, სფეროები პრაქტიკულად შეუზღუდავია: ბიზნესის დაგეგმვა (პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო ბიზნეს-გეგმებისა და შესაძლებლობათა კვლევების ჩათვლით), ბაზრის შესწავლა და მარკეტინგული დაგეგმვა, ხარჯთაღრიცხვის საბუღალტრო სისტემების დანერგვა და ხარჯების შემცირება, მართვის საინფორმაციო სისტემები (MIS) და სხვა IT გადაწყვეტილებები, საწარმოს სტრატეგიის განვითარება (მათ შორის, რესტრუქტურიზაცია, რეორგანიზაცია და საწარმოს მართვა), საინჟინრო კვლევები, არქიტექტურა და დიზაინი, ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემების დანერგვა და სერტიფიცირება (ISO 9001:2000, 22000, 27000, HACCP) და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება. BAS-პროგრამა მხოლოდ ორი სახის პროექტს არ აფინანსებს - ეს არის ფინანსური აუდიტი და იურიდიული მომსახურება.

სევერიან ღვინეფაძე: - ჩვენ ვცდილობთ იმ პროექტების დახმარებას, რომლებსაც ჯერჯერობით უჭირთ საქართველოს ბაზარზე ფეხის მოკიდება. გვსურს, გარკვეულწილად, თანაბარი კონკურენტული პირობები შევუქმნათ მათ სხვა საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად. ამ დროისათვის ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნაა ბიზნესგეგმებზე, ბაზრის კვლევაზე, სხვადასხვა სახის IT-პროდუქტებზე და ხარისხის მართვის მენეჯმენტზე.

სევერიან ღვინეფაძე: - შეიძლება, რაიმე სახის მომსახურება არ ეწეროს ჩვენს ჩამონათვალში, მაგრამ თუკი დაინტერესებული პირი მოგვმართავს, არგუმენტირებულად დავასაბუთებთ, რომ ეს არის კონსალტინგი და შეიძლება ჩაჯდეს ჩვენი პროგრამის კრიტერიუმებსა და ფარგლებში, მოვძებნით ისეთ საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც შეძლებს ასეთი პროექტის განხორცილებას”.

მაინც, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი? - კომპანიაში 10დან 250 კაცამდე უნდა იყოს დასაქმებული; დედაქალაქში დარეგისტრირებულ კომპანიას მინიმუმ 2 წლის აქტიური ბიზნეს-გამოცდილება მოეთხოვება, რეგიონებში დარეგისტრირებული საწარმოებისთვის კი აქტიური ბიზნესისტორიის პერიოდი მინიმუმ ერთი წლით განისაზღვრება. რაც მთავარია, კომპანიის აქციათა უმეტესობა აუცილებლად საქართველოს მოქალაქის მფლობელობაში უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია თვითონ კომპანიის სურვილი, ითანამშრომლოს BAS-პროგრამასთან, იყოს გახსნილი, გამჭვირვალე და პოზიტიური ცვლილებები შეიტანოს საკუთარ საქმიანობაში.

0x01 graphic

სტანდარტული BAS-პროგრამის გარდა, 2006 წელს განხორციელდა პილოტური პროგრამა, რომელიც კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (CIDA) დააფინანსა. ეს პროგრამა საქართველოში მეწარმე ქალბატონების ხელშეწყობას ითვალისწინებდა, რაც, უმთავრესად, სტანდარტული BAS-პროექტების წარმართვით და მათთვის საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებით გამოიხატებოდა. არასტანდარტული პროექტების სახით კი ქალ მეწარმეებს გარკვეული ტიპის ტრენინგები, ვორქშოფები და სემინარები ჩაუტარდათ, რომლებიც ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების, ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტის საკითხებს ეხებოდა... პილოტური პროგრამა საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რის საფუძველზეც კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ტაივანის მთავრობამ და EBRD-ის ETC-ფონდმა ამ პროგრამის უფრო სოლიდურად დაფინანსება გადაწყვიტეს: მიმდინარე წლის მაისიდან ზუსტად იგივე პროგრამა კვლავ დაიწყო: ახალციხეში ჩატარდა ტრეინინგი დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი”, რომელშიც 16-მა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. ქუთაისში გამართულ კომპიუტერულ ტრეინინგში კი 20 მსმენელი იყო ჩართული, რომლებსაც ელემენტარული კომპიუტერული ცოდნისა და უნარების შეძენა ოფისის გარემოში მუშაობისთვის სჭირდებოდათ. ასეთივე კომპიუტერული ტრეინინგები ახალციხეში (უკვე მიმდინარეობს), ამბროლაურში, დუშეთსა და ზუგდიდშიც ჩატარდება.

სევერიან ღვინეფაძე: - ჩვენ წინასწარ ვკრებთ გარკვეულ ფოკუს-ჯგუფებს, რათა შევისწავლოთ და შევაფასოთ პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ქალ მეწარმეებს ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში. პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ ფოკუსჯგუფებში გამოვლენილი შედეგების მიხედვით.

რაც შეეხება საკონსულტაციო პროექტების თანადაფინანსებას, ქალი მეწარმეების შემთხვევაში, BAS-პროგრამა მათ მხოლოდ თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებლის თვალსაზრისით როდი უწევს შეღავათებს: მაგალითად, სტანდარტული BAS-პროგრამა ე.წ. სტარტ-აფ კომპანიებს არ ეხმარება, ქალი მეწარმეების შემთხვევაში კი ასეთი რამ შესაძლებელია.

BAS-პროგრამა გარკვეული პერიოდულობით ატარებს გამოკითხვებს საკონსულტაციო კომპანიებში, რათა დაადგინოს, რომელი თემა უფრო აქტუალურია ამა თუ იმ პერიოდში და ცდილობს მოამზადოს და შესთავაზოს ტრეინინგები, რომლებიც მათ მოთხოვნებზე იქნება მაქსიმალურად მორგებული და საინტერესო.

სევერიან ღვინეფაძე: - ჩვენი პროგრამა საკმაოდ უნიკალურია და საკმაოდ მოქნილი. ჩვენი პროგრამის პრინციპები ადეკვატურად პასუხობს მცირე და საშუალო ბიზნესის და საკონსულტაციო ბაზრის მზარდ მოთხოვნებს. ვცდილობთ, რომ არ შევაწუხოთ კლიენტები ზედმეტი ბიუროკრატიით და ვართ შედეგზე ორიენტირებულნი. პროექტის მიღება, დამუშავება, დამტკიცებისთვის მაქსიმუმ 7-10 სამუშაო დღეა საჭირო”.

BAS-პროგრამის გუნდი საქართველოში 5 კაცისგან შედგება და მობილურობით გამოირჩევა. გუნდის წევრები როგორც წესი ოპერატიულად პასუხობენ მცირე ბიზნესისა თუ საკონსულტაციო კომპანიის გამოხმაურებას საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. BAS პროგრამის ოფისი განთავსებულია თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის №6-ში, “მწვანე შენობის” მეოთხე სართულზე.

ეკა ჯიმშელაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო

0x01 graphic

PR ლიდერი საქართველოში

PR- Public Relations, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობა, უფრო კონკრეტულად კი, მისი თეორია და პრაქტიკა მსოფლიოში საუკუნოვან ისტორიას ითვლის. საქართველოსთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრადიცია შედარებით ახალი ხილია - PR, როგორც მეცნიერება ჩვენს ქვეყანაში სულ რაღაც 10 წლის წინათ გამოჩნდა, თუმცა, საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფეროს განვითარებაში მის მნიშვნელობაზე და უდიდეს როლზე უკვე თითქმის არავინ დაობს.

მიუხედავად იმისა, რომ PR-ი პოლიტოლოგიას, სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას და ფილოსოფიასაც კი აერთიანებს, ამ სფეროში, უმთავრესად, მაინც სოციოლოგიიდან ან ჟურნალისტიკიდან მოდიან...

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო პროფილი სწორედ მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილების მქონე მანანა გეგიძემ და ელგუჯა მარღიამ დააფუძნეს, უმთავრეს მისიად კი Public Relation-ის შესახებ ცოდნის გავრცელება დაისახეს.

პროფილში მიაჩნიათ, რომ PR ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციური პროცესების მართვის სტრატეგიაა, რომელიც მორალისა და ეთიკის პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს.

არადა, საკმაოდ ხშირად პიარს ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებენხოლმე, რაც ამ მეცნიერებაზე საფუძვლიანი ინფორმაციის უქონლობის ბრალია. ამ ინფორმაციული ვაკუუმის შევსებაში კი პროფილმა სერიოზული წვლილი შეიტანა: 2005 წელს მუშაობა დაიწყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედიაზე, წლინახევრის ურთულესი და შრომატევადი მუშაობის შედეგად კი საზოგადოებამ მიიღო საქართველოში პირველი PR-ენციკლოპედია, რო მელიც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს 21-ე საუკუნის ამ ერთერთ მნიშვნელოვან პროფესიაზე საფუძვლიან წარმოდგენას შეუქმნის. მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე 1000 ეგზემპლიარად დაბეჭდილი წიგნი ჟურნალისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვისა თუ ბიზნესმენებისათვის ერთგვარ გზამკვლევად, სტუდენტებისთვის კი - შესანიშნავ სახელმძღვანელოდ იქცა.

პროფილის მიერ განხორციელებული პროექტები ამით არ ამოწურულა: საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი ქართული ბრენდი პირველი და ერთადერთი პორტალია ქართულ ინტერნეტსივრცეში, სადაც ყველა ბრენდი ერთადაა თავმოყრილი. ინტერნეტის მომხმარებლებს მიეცათ უნიკალური საშუალება, სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ მათთვის სასურველი, მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი ინფორმაცია, თვალყური ადევნონ ბრენდების რეიტინგს და სხვადასხვა სფეროებისა და ნომინაციების მიხედვით გამარჯვებულებიც კი გამოავლინონ: კომპანია, რომელიც მომავალში ბრენდად ჩამოყალიბდება, საკონკურსო შეფასების ინოვაციურ ხუთქულიან სისტემაში ჩაერთვება. გამარჯვებული ბრენდები კი წლის ბოლოს გამოცხადდება უკვე ტრადიციულ ღონისძიებაზე, რომელიც პროფილის გამორჩეული პროექტია (ამაზე საგანგებოდ შევჩერდებით). თუმცა, აქვე დავძენ, რომ კონკურსში გასამარჯვებლად მხოლოდ ვირტუალურ რეჟიმში ქულების დაგროვება არ კმარა: პროფილი კვლევის სხვა ეფექტიან მეთოდებსაც იყენებს, ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებული ბრენდი კი მონაცემების საბოლოო შეჯერების შედეგად გამოვლინდება.

აქვეა განთავსებული ბრენდლოკატორი - ბრენდების ცნობარი, რომელიც სისტემატურად ივსება. მასში წარმოდგენილი ყველა ბრენდი, ამავდროულად, შეფასების სისტემაშიცაა ჩართული. ბრენდები ანბანისა და კონკრეტული სფეროების მიხედვითაა დალაგებული. ასე რომ, ცნობარით სარგებლობა ძალიან მარტივი და მოსახერხებელია.

0x01 graphic

ელგუჯა მარღია, პროფილის დამფუძნებელი და საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე: ჩვენ ყველა წარმატებულ კომპანიას ვუთმობთ საკუთარ ღირსეულ ადგილს, მაგრამ, თუ რომელიმე მათგანი ჯერ არ მოხვედრილა ბრენდლოკატორში, გთხოვთ, მოგვიტევოთ და თქვენს შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ. ინტერნეტი სწრაფად ვითარდება საქართველოში და ეს შეუქცევადი პროცესია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ კომპანიას, პიარისა და მარკეტინგის მნიშვნელობა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მნიშვნელობა სრულად ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული და გააზრებული... ვერავის დავადანაშაულებთ: ეს ეტაპობრივი პროცესია. ქვეყანა, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, თანდათანობით ვითარდება. არადა, ინტერნეტი კომპანიების განვითარებისთვის ისეთი ძლიერი მექანიზმია, რომ მისი გამოუყენებლობა დიდი შეცდომა იქნებოდა...

საინფორმაციოანალიტიკური პორტალი მჭიდროდ თანამშრომლობს მარკეტინგის, რეკლამის, PR-ის ცნობილ სპეციალისტებთან, ეკონომიკის ექსპერტებთან, ბიზნეს-გამოცემებთან, საინფორმაციო სააგენტოებთან, თუ ეკონომიკის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებთან, რაც პორტალის უპირატესობას განაპირობებს. საგულისხმოა, რომ პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია უფასო და ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია.

5 თვის მანძილზე შიდა შეფასების სისტემით 40 ათასამდე მომხმარებელმა ისარგებლა, ვიზიტორების რიცხვმა კი 2 მილიონს გადააჭარბა. დამეთანხმებით, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებია...

ელგუჯა მარღია სინანულით აღნიშნავს, რომ იმიჯისა და რეპუტაციის კომუნიკაციური მართვა, რასაც ემსახურება საზოგადოებასთან ურთიერთობა, ზოგს მხოლოდ კრიზისის დროს ახსენდება. არადა, ეს ყველაფერი მენეჯმენტის სტრატეგიის შექმნისასვე უნდა ჩაიდოს: თუ შენი თავი თავადვე არ აამოქმედე, მუდმივად ვერავინ გიშველის. კომპანიის წარმატების ლოკომოტივი არის იმ სტრატეგიის არსებობა, რასაც ჰქვია ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. ეს მთლიან მენეჯმენტს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული და მისი შემადგენელი რეალური (და არა მოჩვენებითი) ნაწილი უნდა იყოს. არადა ხშირად ხდებახოლმე, რომ საკუთარ მოქმედებებში ხელფეხშებორკილ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს არაფერს არ ეკითხებიან. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს, გარკვეულწილად, თავად ამ მენეჯერის სისუსტეა: ყველაფერზე თანხმობით შეიძლება კომპანია დაღუპო.

გრძელვადიანი და მასშტაბური პროექტების გარდა, სააგენტო მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს: მასმედიასთან კონტაქტების ორგანიზება, ინფორმაციაზე მუშაობა, სპეციალური PR-ღონისძიებები და პრომოაქციები, მარკეტინგული და საზოგადოებრივი აზრის კვლევების ორგანიზება, კორპორატიული იმიჯის ფორმირება, შიდაკორპორატიული მოღვაწეობა, კრიზისული სიტუაციების მართვა, კრეატივი, PR-კვლევები, PR-მენეჯმენტი, პოლიტიკური PR, საჯარო გამოსვლის მომზადება და სპიჩრაიტინგი, სპონსორინგი და ფანდრაიზინგი, ბრენდინგი, საგანმანათლებლო საქმიანობა, საარქივო, სატელევიზიო, საგამომცემლო და დიზაინერული სამუშაოები და სხვა. ასეთი მრავალმხრივი საქმიანობის მიუხედავად, სააგენტო მიღწეულით არ კმაყოფილდება: კომპანია აუცილებლად განვითარების პროცესში უნდა იყოს. თუკი იგი მოდუნდა და გადაწყვიტა, რომ ყველანაირი შესაძლებლობა ამოწურა და განვითარებისთვის აღარაფერი სჭირდება, ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება! სულ სიახლეების ძიებაში ვართ. უახლოეს მომავალში რებრენდინგის შედეგებს იხილავთ. კომპანიები სიამოვნებით თანამშრომლობენ ჩვენთან, პროფილთან ასეთი აქტიური, ჰარმონიული და საქმიანი ურთიერთობა კი ჩვენთან თანამშრომლობით მიღწეული თვალსაჩინო შედეგების დამსახურებაა, რაც ნამდვილად გვეამაყება, - აღნიშნავს ელგუჯა მარღია.

რებრენდინგის შედეგად პროფილი ჯგუფში გაერთიანდება მიმართულებები: პროფილი-პიარი, პროფილი-კვლევა, პროფილი-ტრენინგი, პროფილი-ივენთი, პროფილი-გამომცემლობა, პროფილი-დიზაინი, პროფილი-რეკლამა...

კიდევ ერთი ექსკლუზიური პროექტი, რომლისთვისაც პროფილი ემზადება, ქართული ბიზნესის ანთოლოგიაა, რომლის მსგავსი საქართველოში არ გამოცემულა.

ელგუჯა მარღია: რატომაც არა! საქმიანი ადამიანებისთვის მსოფლიოში უამრავი გამოცემა არსებობს, მაგრამ ანთოლოგია კი არ მოიძებნება. ამაში გარკვეული ინტრიგაც არის: თუკი პროზის, პოეზიის ანთოლოგია არსებობს. ქართული ბიზნესის ანთოლოგია რატომ არ უნდა არსებობდეს?! თუკი ვამბობთ, რომ ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ხერხემალია, რატომ არ უნდა იყვნენ ღირსეულად წარმოჩენილი და დაფასებული ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ წესიერ ბიზნესს და საქართველოს ფეხზე წამოყენებას ცდილობენ? ისტორიას გადავხედოთ: სარაჯიშვილები, ზუბალაშვილები, ხოშტარიები მეწარმეები იყვნენ, რომლებიც შემდეგ იქცნენ მეცენატებად. თუკი ქვეყანაში არ იქნებიან ძლიერი მეწარმეები და ეს სფერო სათანადოდ არ განვითარდება სამართლებრივადაც და ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ისე, ჰაერზე მეცენატები ვერ გაჩნდებიან. ამ სახის გამოცემა კი ბიზნესმენების სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

ქართული ბიზნესის ანთოლოგიაში საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ბიზნესმენები სპეციალური კვლევის შედეგად მოხვდებიან.

მათი საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებად კი მათივე გაკეთებული საქმეები, რეალიზებული პროექტები, ქველმოქმედებისა და მეცენატობის მიმართ მათი დამოკიდებულება გახდება.

აგვისტოს ტრაგიკულმა ამბებმა ბევრი რამ შეაჩერა, ეს პროექტიც დროებით შეჩერებულია. როცა რაღაცას აკეთებ, დროც შესაბამისად უნდა შეურჩიო. ატმოსფერო აუცილებლად დადებითი უნდა იყოს, რომ ყველაფერი სწორად გაითვალოს...

ქართული PR-ბაზრის ლიდერ კომპანია პროფილში განსაკუთრებულ ყურადღებას კონკურენტებს შორის დამოკიდებულებას აქცევენ.

ელგუჯა მარღია: თუ შენი კონკურენტის ერთგვარი პარტნიორიც არ ხარ, ჯანსაღი კონკურენცია თუკი იმთავითვე არ ჩადე შენს სამოქმედო სტრატეგიაში, შეიძლება შენ თვითონვე დამარცხდე! არ შეიძლება იყო შენი კონკურენტის მტერი. კომპანიები, რომლებიც ერთმანეთს ემტერებიან, ძალიან ცუდ სამსახურს უწევენ საკუთარ რეპუტაციასა და იმიჯს. ეს ფაქიზი და მეტად დასაფიქრებელი თემაა. ჩვენ გახსნილი ვართ ჩვენი კონკურენტებისთვის, თუმცა, ბუნებრივია, არსებობს ფირმის საიდუმლოებები, ექსკლუზივები... კონკრეტულ კომპანიასთან მუშაობისას ჩვენი მეთოდოლოგია გვაქვს შემუშავებული. თუმცა, ყველასთვის სამეგობრო ხელი გვაქვს გაწვდილი: მხოლოდ ერთად განვავითარებთ პიარ ბაზარს, ეს კი ჩვენს ქვეყანას სჭირდება... არსებობს ასეთი ლამაზი გამოთქმა: მსახიობი 50 წელი მუშაობს სახელისთვის, შემდეგ კი სახელი მუშაობს მსახიობზე. მე კი ამ ყველაფრის ჩემეული გაგება მაქვს... სულხან-საბამ ბრძანა: სიტყვა საქმიანი, საქმე - სიტყვიანი. როცა ეს ხაზი არის, სწორედ ამ დროს მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობა.

მანანა გეგიძე, პროფილის გენერალური დირექტორი: პროფილმა საქართველოში ახალი PR-მეთოდები დანერგა. ქვეყანაში მოქმედმა წარმატებულმა კომპანიებმა დაინახეს და დააფასეს სააგენტოს ჩარევის შედეგად მიღწეული წარმატებები... ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები და კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების სიმრავლე ჩვენი საქმიანობის ხარისხზე თავადვე მეტყველებს.

ქართული ბრენდის დღე

სკეპტიკოსებს არ სჯეროდათ, რომ 2003 წელს, საქართველოში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაციის პირობებში წამოწყებული პროექტი სერიოზულ წარმატებას მიაღწევდა.

მანანა გეგიძე: თავდაპირველად ქართული ბრენდის დღეს სალონური ხასიათი ჰქონდა და მხოლოდ ღვინის ბრენდებს მოიცავდა. იმ პერიოდში სიტყვა ბრენდი იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა საკმაოდ ხშირად გვიწევდა... ამის შემდეგ სფეროები თანდათანობით განვითარდა და ლიდერებიც გამოიკვეთა. ბრენდის აგებულების - მისი ცნობადობის, სოციალური ვალდებულებების, კრეატიული მიდგომების, პიარ-სტრატეგიისა თუ მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით გავაკეთეთ ის შეფასების სისტემა, სადაც ბრენდებს ქულები ეწერებათ. 60-მდე სფეროა, თუმცა, ლიდერი ყველგან არ იკვეთება... განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ნომინაცია წარმატებული ახალი სახელი, რომელიც კომპანიების შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია. სიამაყით დავძენ, რომ კვლევა ბრენდებს ძალიან ობიექტურად აფასებს.

წლის ბრენდის შეფასების კონკურსები ევროპის 22 ქვეყანაში ტარდება. ქართული ბრენდის დღე კი პროექტის ავტორებმა ქართულ სინამდვილეს მოარგეს. განსაკუთრებული წარმატებით ჩაიარა შარშანდელმა ღონისძიებამ, რომელსაც საგამოფენო ცენტრმა ექსპო ჯორჯიამ უმასპინძლა. გამარჯვებულები 8 ძირითად ნომინაციაში გამოვლინდნენ: ლიდერი,რეპუტაცია და ნდობა, მეცენატი და ქველმოქმედი, წარმატებული ახალი ბრენდი, საუკეთესო სარეკლამო რგოლი, წარმატებული ტელეპროექტი, VIP-ბრენდი, საუკეთესო პროექტების კოორდინატორი.

ელგუჯა მარღია: ამ პროექტის უპირატესობა მისი დამოუკიდებლობაცაა. ეს არის პროფილის მიერ დიდი რუდუნებით, შრომით შექმნილი და არა ვინმეს ნაკარნახევი პროექტი. თამამად ვიტყვი, რომ ჩვენი სააგენტო მართლაც დამოუკიდებელია და, ჩვენი ცხოვრებისეული კრედოდან გამომდინარე, არანაირ უზნეო, უკანონო ქმედებებში არ ჩაერევა. ჩვენ სუფთა, ღია გამჭვირვალე ბიზნესს ვაკეთებთ.

შარშანდელმა ქართული ბრენდის დღემ გვაჩვენა, რომ პროექტით ბევრი კომპანიაა დაინტერესებული. მართალია, ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში უწევს ყოფნა. ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე ვერ განვითარდება. ეს აისახება ყველაზე - როგორც რიგით მოქალაქეებზე, ასევე ბიზნეს-სექტორზეც. როდესაც ეს პროექტი წამოვიწყეთ, ზოგიერთები მაშინაც გვსაყვედურობდნენ, ამ სიდუხჭირისა და გაჭირვების ჟამს ამგვარი საქმის რეალიზება როგორ შეიძლებაო, ჩვენ კი მაინც ჩვენი გავიტანეთ და აღმოჩნდა, რომ შეიძლება და საჭიროცაა! კომპანიები ვითარდებიან და ყალიბდებიან ბრენდებად. ამგვარი კონკურსის არსებობა ასეთ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კომპანიების სტიმულირებისთვის და ზოგადად ბიზნესის განვითარებისთვის. თანაც, ეს მხოლოდ კონკურსი როდია: ქართული ბრენდის დღე შემაჯამებელი ღონისძიებაა წლის მიწურულს, კომპანიები ხვდებიან ერთმანეთს, კიდევ ერთხელ აფასებენ წლის შედეგებს...

იმედია, ქართული ბრენდის დღე, რომელსაც 24 დეკემბერს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი უმასპინძლებს, მეექვსედაც წარმატებით ჩაივლის.

ეკა ჯიმშელაძე

10 ეკონომიკური კრიზისი და გუნდური მართვის არადემოკრატიულობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად რეგულარული და ამასთან პროგნოზირებადია ეკონომიკური რყევები, ჩემის აზრით, ისეთსავე პრობლემათა წრეს განეკუთვნება, როგორსაც საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად რეგულარული და პროგნოზირებადია მიწისძვრები. კერძოდ, ის, რომ დედამიწაზე მიწისძვრები გარკვეული პერიოდულობით არ ხდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მიწისძვრები არ ხდება. ის ხდება, მართალია არაპერიოდულად, მაგრამ ადამიანთა მოდგმისთვის ეს უსაშინლესი მოვლენა რეგულარულად ხდება. რაც შეეხება პროგნოზირებას, ის რომ მიწისძვრები არაპროგნოზირებადია, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანების მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ჯერჯერობით არ იძლევა საკმარისი სიზუსტით პროგნოზირების შესაძლებლობას, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყოველთვის ასე იქნება. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ეკონომიკური კრიზისების შესახებაც.

ეკონომიკური კრიზისები ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება. ის, თუ როგორი პერიოდულობით, და რამდენად დაექვემდებარება პროგნოზირებას, ეს სრულიად სხვა საკითხია და ამ მიმართულებით ეკონომისტთა მრავალათასიანი არმიის ხანგრძლივი შრომა იქნება საჭირო.

ლოგიკურად ისმება კითხვები: რა არის კრიზისების მიზეზი? რამდენად გარდაუვალია იგი და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? ამ კითხვებს ეკონომიკური თეორია ცალსახად ვერ პასუხობს, თუმცა, ჯონ მეინარდ კეინსის ცნობილი მონოგრაფიის შემდგომ ჩამოყალიბდა, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პერიოდის ეკონომიკური რყევების თეორიები. სწორედ ამ თეორიებიდან კეთდება ზემოთხსენებული დასკვნები იმის შესახებ, რომ ეკონომიკური რყევები არარეგულარული და არაპროგნოზირებადია.

მე იმ ეკონომისტთა არცთუ მცირერიცხოვან კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც ამ თეორიების კრიზისებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გააჩნია და ფიქრობს, რომ ეკონომიკური რყევები რეგულარულ ხასიათს ატარებენ, აქედან გამომდინარე, გვინდა ეს ჩვენ თუ არა, მათი არსებობა ობიექტური რეალობაა. თუმცა, ისიც უნდა შევნიშნო, რომ შესაძლებელია ეკონომიკური რყევების პროგნოზირება და მისი ზემოქმედების შეძლებისდაგვარად შემცირება, ან ყველაზე კარგ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც რეცესიის საწყისი პერიოდია და იგი ჯერ არ არის გადასული დეპრესიაში, თავიდან აცილებაც, თუმცა, სამწუხაროდ არა ყოველთვის.

მსოფლიო საფინანსო კრიზისის პერიპეტიები

იმისათვის, რომ ჩემი დასკვნები განცხადებების დონეზე არ დარჩეს, განვიხილოთ დღეისათვის მსოფლიოში მიმდინარე უზარმაზარი საფინანსო კრიზისის პერიპეტიები.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკაში დაწყებული საფინანსო კრიზისი (სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას), მსოფლიო საფინანსო კრიზისში გადაიზარდა და უკვე არის იმის საშიშროება, რომ წლის ბოლოსათვის იგი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდოს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიმდინარე კრიზისი თავისი მასშტაბებით 1929-1933 წლების ამერიკაში მძვინვარე „დიდ დეპრესიას“ თუ შეედრება. მათივე აზრით, მაშინდელი კრიზისი ისეთ საშინელ მასშტაბებს არ მიიღებდა, ხელისუფლება რომ უფრო აქტიურად ჩარეულიყო მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში. მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა სასწრაფო მონეტარული პოლიტიკის განხორციელება. მათ, მაშინ, არც ამის გამოცდილება ჰქონდათ და, მითუმეტეს, ამის შესახებ არც ეკონომიკური თეორია ამბობდა რამეს.

იმდროინდელმა მწარე გაკვეთილებმა ამერიკის ხელისუფლება აიძულა დღეს უფრო აქტიურად ჩარეულიყო საფინანსო სისტემაში მიმდინარე პროცესებში. თუმცა, როგორც ლეგენდარულმა ალენ გრინსპენმა, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან პროცესებში აქტიური ჩარევა დაგვიანებულია, რაშიც მასაც მიუძღვის ბრალი და ამიტომ, პროცესების ასეთი განვითარებისათვის, თავის წილ პასუხისმგებლობას ისიც იღებს.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამერიკის კონგრესმა თანხმობა განაცხადა, საბანკო სისტემას პირველი ტრანშის სახით 250 მლრდ დოლარი გამოყოფოდა; საჭიროების შემთხვევაში დამატებით კიდევ 100 მლრდ დოლარის ინექცია გაკეთდება. ამის შემდეგ ხელისუფლება მზად არის კიდევ 350 მლრდ დოლარის გამოყოფაზე. ანუ, მთლიანობაში, გამოყოფილი თანხის სიდიდე ასტრონომიულ ციფრს, - 700 მლრდ დოლარს მიაღწევს. აი, ასეთი ექსტრემალური ღონისძიებების გატარება მოუწია ამერიკას ფინანსური კრიზისის დასაძლევად.

თუმცა, ეს ღონისძიებები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კრიზისი დაძლეულია, მაგრამ, ალბათ იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ კრიზისის შემდგომი გაღრმავება აღარ მოხდება. მართლაც, ამ ღონისძიებების პასუხად, უმთავრესი ეკონომიკური ინდექსების ვარდნა ჯერ შემცირდა, შემდეგ შეჩერდა და ბოლოს, ინდექსები ძალზე უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ზრდის მიმართულებით შეტრიალდა.

ცხადია, ინდექსების მოძრაობის ასეთი დინამიკა სულაც არ ნიშნავს, რომ კრიზისი დამთავრდა, მაგრამ სასიკეთო ტენდენციების გამოკვეთის პერსპექტივა უკვე ჩანს, ანუ ფსიქოლოგიური ფაქტორი ნელ-ნელა ამუშავებას იწყებს. ახლა საჭიროა ეს პროცესები ჯერ ტენდენციაში გადაიზარდოს და შემდეგ რეალურ ზრდაში. მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი დაძლეულია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მხოლოდ საფინანსო კრიზისის დაძლევაზე გვაქვს საუბარი, თორემ ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ წინ გველოდება.

0x01 graphic

რატომ მცირდება ფასები?

რადგან ეკონომიკურ კრიზისს შევეხე, მინდა შევნიშნო, რომ დღეს მსოფლიოში სახეზე გვაქვს სტაგნაციური პროცესები, ანუ პროცესები, რომელიც ხასიათდება უმუშევრობის ზრდით, ფასებისა და წარმოების მოცულობის შემცირებით. სტაგნაციის პერიოდი ზემოთ აღნიშნულ მოვლენებთან ერთად, სწორედაც რომ ფასების შემცირებითაც ხასიათდება. როგორც ცნობილია, ეკონომიკური თეორიის სახელმძღვანელოებში სტაგნაციის განმარტებაში არაფერია ნათქვამი ფასების შემცირებზე. დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ სტაგნაციის შემთხვევაში წარმოების შემცირებისა და უმუშევრობის ზრდასთან ერთად ადგილი აქვს, ფასების შემცირებასაც. სწორედ ამით განსხვავდება იგი სტაგფლაციისაგან და თუ არა ეს განსხვავება სტაგნაციის ცნება აზრს კარგავს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე არსებული ფასების კოლოსალური შემცირება. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ხორბლის მსოფლიო ფასებიც და ის, რომ საქართველოს ამ მხრივ არაფერი დატყობია, ეს მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ჩვენს არასაკმარის ინტეგრირებულობაზე მეტყველებს.

მაშინ რატომ იზრდება ფასები?

რაც შეეხება რიტორიკულ შეკითხვას იმაზე, რომ მთელ რიგ პროდუქტებზე ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ხანგრძლივი მოხმარებისა და ე.წ. ფუფუნების საგნებზე ფასების შემცირება ყველასათვის თვალსაჩინოა. მაგალითისათვის შეიძლება ითქვას, რომ ისეთმა საავტომობილო გიგანტმა, როგორიცაა მიცუბიში, უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ გაყიდვების მოცულობას ამცირებს. იგივე განაცხადა ჰონდამ, მერსედესმა. უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა საავტომობილო გიგანტებიც ანალოგიურ ღონისძიებებს გაატარებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ფინანსური კრიზისის შედეგად, ზემოთაღნიშნულ ფირმებთან ერთად, ფასები დაიწევს ყველგან და გარდა ამისა იქაც, სადაც კი სპეკულაციურ ფასებს ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება მთელ რიგ საქონელზე ფასების ზრდას, ეს პირველ რიგში, პირველადი მოხმარების საგნებს შეეხება და ამის მიზეზიც ადვილი ასახსნელია. დღეს ბიზნესი ბევრად უფრო დივერსიფიცირებულია, ვიდრე ადრე და, ამდენად, იგი ცდილობს ერთ დარგში მიყენებული ზარალი მეორე დარგში ფასების ზრდით აინაზღაუროს. ამისათვის კი პირველადი მოხმარების საგნები შესანიშნავი საშუალებაა.

რა გვჭირს ჩვენ ბრეგვაძეებს ვინმეს სამათხოვრო?!

ძალზე უცნაურია (თუ მეტი არა), ევროპის ქვეყნების რეაგირება მსოფლიო საფინანსო კრიზისზე და განსაკუთრებით მისი უდავო ლიდე რების, - გერმანიისა და ინგლისის პოლიტიკა.

0x01 graphic

ინგლისის პრემიერმა გორდონ ბრაუნმა ცალსახად განაცხადა, რომ ამერიკელებისგან განსხვავებით, ინგლისის მთავრობას არ მიაჩნია მართებულად, საბანკო სფეროსთვის ისეთივე ფორმის მხარდაჭერას მიმართონ, როგორსაც ამერიკელები ახორციელებენ. კერძო სექტორმა თავად უნდა გადაჭრას თავისი პრობლემები. რაც შეეხება გერმანიას, ეს ძალზე საინტერესო შემთხვევაა, რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება.

გერმანული ბანკების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აქტიურობდა გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი დოიჩე ბანკი, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის საბანკო სფეროს რეალური დახმარება გაუწიოს, საუბარია 450 მლრდ ევროზე. ამ ინექციის საფასურად ხელისუფლებამ რამდენიმე პირობა დაასახელა, რომელთა შორისაც ერთი პირობა, რომელიც ამ ჩამონათვალში გერმანიის ფინანსთა მინისტრის დაჟინებული მოთხოვნით შევიდა, იმაში მდგომარეობდა, რომ ის ბანკები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებდნენ, მათ ხელმძღვანელობას ხელფასები წელიწადში 500 ათას ევრომდე შეეზღუდებოდა(?). ყოველგვარ პრემიებზე და სხვა სახის შეღავათებზე ხომ ლაპარაკიც არ უნდა ყოფილიყო(?!)

როგორ ფიქრობთ, როგორი იყო ბანკების ხელმძღვანელთა რეაქცია ამ მართლაც ლოგიკურ წინადადებაზე. დოიჩე ბანკის ხელმძღვანელმა, ვინმე(?) აკერმანმა, რომელიც ყველაზე დაჟინებით მოითხოვდა მთავრობის დახმარებას, შერეკილების გმირის მსგავსად განაცხადა, - რა გვჭირს ჩვენ ბრეგვაძეებს მთავრობის დასახმარებელი? ჩვენ ისე არ დავეცემით, რომ მთავრობას დახმარება ვთხოვოთ. მასვე მიბაძეს სხვა ბანკებმაც და მხოლოდ ერთმა გერმანულმა ბანკმა, რომელსაც კრიზისის დაწყებამდეც ჰქონდა პრობლემები, გამოხატა მზადყოფნა ფინანსურ დახმარებაზე.

როგორ ავხსნათ ეს ყველაფერი? თუ ეს მართლაც კრიზისია, როგორ შეიძლება უარი თქვა დახმარებაზე, ნუთუ ნახევარი მილიონი ევრო ხელფასი მათ ფულად არ მიაჩნიათ? ოღონდ კი გარეშე თვალი შენს სამზარეულოში არ ჩაახედო და მზად ხარ კრიზისიდან დამოუკიდებლად გამოხვიდე? თუ გაკოტრებაც არ არის ცუდი ვარიანტი? ვინ იცის! ყოველ შემთხვევაში ეს გახლავთ საბაზრო სისტემის მთელი ხიბლი, მისი პრინციპებისადმი ურყევი ერთგულება, ყველა სიტუაციიდან მაქსიმალური მოგების მიღების მცდელობა.

კრიზისის გამომწვევი მიზეზები და მისი პოლიტიკური მდგენელი

და მაინც, მოდით გადავიდეთ ჯერ ხსენებული კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე და შემდეგ შევეცადოთ ჩამოვაყალიბოთ კრიზისების თეორიის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება.

ჯერ გავიხსენოთ როგორ დაიწყო კრიზისი. დაახლოებით 7,5 მილიონმა ამერიკელმა აიღო ე.წ. იპოთეკური კრედიტი, რომელიც ჩემის აზრით, საკმაო დოზით კორუფციულ გარიგებებს შეიცავდა, რადგანაც კრედიტის ამღებთა არც თუ მცირე ნაწილის ე.წ. საკრედიტო ისტორია არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ ისინი კეთილსინდისიერად დააბრუნებდნენ კრედიტებს. ეს კი ცხადია ლამაზი თვალებისთვის არ მოხდებოდა. შედეგმაც არ დააყოვნა და დაახლოებით 2,5 მილიონმა ამერიკელმა კრედიტების დაფარვა დროულად ვერ შეძლო. ეს კი უკვე ხელისუფლების აშკარა სისუსტეზე, თუ (უფრო მეტი არა) მიუთითებს. ხელისუფლების მხრიდან სისუსტის გამოვლინების პირველ მაგალითად, ჯერ კიდევ 2002 წელს, უდიდეს ენერგოკომპანიასთან - ენრონთან დაკავშირებული სკანდალიც გამოდგება, რომელმაც უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია მთელს ამერიკაში. ასეთი რეზონანსის მიზეზი ის კი არ გახლდათ, რომ ხსენებულ კომპანიაში 2 მილიარდამდე დოლარის დატაცებას ჰქონდა ადგილი, რაც თავისთავად ძალზე საგანგაშო იყო. სკანდალის მიზეზი პრეზიდენტის ერთი შეხედვით სრულიად სამართლიანი და საკმაოდ უწყინარი სიტყვები გახდა. კერძოდ, იგი დაემუქრა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ გასცემდა განკარგულებას, რათა აუდიტორულ სამსახურებს ამერიკის ყველა უმსხვილესი კომპანიების საფინანსო საქმიანობა შეესწავლათ. პრეზიდენტის ამ განცხადებამ უსაშინლესი რეაქცია გამოიწვია მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე. ყველა უმნიშვნელოვანესმა

საფინანსო ინდექსმა მომენტალური ვარდნა დაიწყო. წარმოდგენაც კი ძნელია რა მოხდებოდა ბირჟებზე, პრეზიდენტს თავისი დანაპირები რომ შეესრულებინა. მან ეს არ შეასრულა. ეტყობა გადააფიქრებინეს(?).

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახელისუფლებო წრეებში იცოდნენ რაც ხდებოდა იპოთეკურ კრედიტებთან დაკავშირებით, მაგრამ... საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ცოტახნით ადრე, რიგ ქვეყნებში ბევრი უცნაურობები შეიძლება მოხდეს. ერთი რამ კი ფაქტია. ამერიკაში დაწყებულ საფინანსო კრიზისზე მთელი პასუხისმგებლობა ამერიკის ხელისუფლების კისერზეა. და თუკი ეს ასეა, ამის თავი და თავი უმაღლესი ხელისუფალი გამოდის.

ხელისუფლების დაკომპლექტების გუნდური პრინციპი და მისი ანტიდემოკრატიულობა

როგორც წესი, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, ხელისუფლების დაკომპლექტება გუნდური პრინციპით ხდება, რაც თავისთავად არ არის დემოკრატიული. უფრო მეტიც, იგი ანტიდემოკრატიულია. ამის მიუხედავად, ხელისუფლების გუნდური პრინციპით დაკომპლექტების გამართლება იმ მოტივით ხდება, რომ ის, ვინც პასუხისმგებლობას იღებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მასვე უნდა ჰქონდეს მთავრობის (და არა მხოლოდ მთავრობის, არამედ პრაქტიკულად ხელისუფლების ყველა შტოს) დაკომპლექტების უფლება. რას ვღებულობთ შედეგად?

0x01 graphic

აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ გენიალური პლატონის სიტყვები, რომელმაც მთელი 2400 წლის წინათ დაწერილ ნაშრომში პოლიტიკა, დემოკრატიის შესახებ თქვა: თუ ავიღებთ ყველა სახელმწიფოებს საუკეთესო მდგომარეობაში, ოლიგარქიასა და სხვებს, მაშინ ყველაზე უარესი იქნება დემოკრატია, მაგრამ თუ განვიხილავთ მათ ცუდ მდგომარეობაში, მაშინ დემოკრატია იქნება საუკეთესო. ეს იდეა 2300 წლის შემდეგ დიდმა პოლიტიკოსმა, უინსტონ ჩერჩილმა უფრო მოხდენილად გააჟღერა, - დემოკრატიას, როგორც მმართველობის ფორმას, უკეთესის არარსებობის გამო ვირჩევთ.

რა ხდება რეალურ პრაქტიკაში? თუ უმაღლესი ხელისუფალი მართლაც ჭკვიანია, რისი ალბათობაც არც თუ ისე მაღალია, და ეს არცთუ ისე მაღალი ალბათობა ქვეყნიდან ქვეყანამდე მხოლოდ უარესობისაკენ იცვლება, მაშინ დემოკრატიის საჭიროება არ არის და მისი გუნდის წევრებს მხოლოდ კარგი შემსრულებლობა მოეთხოვებათ, რისი საუკეთესო მაგალითიც ნაპოლეონ ბონაპარტეს გუნდი გახლავთ, ხოლო უახლოესი წარსულიდან, - იოსებ სტალინის გუნდი.

თუ უმაღლესი ხელისუფალი ჩვეულებრივი, ორდინალური ჭკუისაა, მაშინ თუ მას იმდენი ჭკუა მაინც აქვს, რომ ჭკვიანი ხალხი შემოიკრიბოს გარშემო, რისი ალბათობაც ძალზე ცოტაა, მაშინ ქვეყანას, შეიძლება ითქვას, გაუმართლა; მაგრამ თუ მას ჰგონია, რომ ის ჭკვიანია და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს, მაშინ მისი გუნდის წევრები კორუფციის ჭაობში ეფლობიან. მითუმეტეს, თუ ეს დიდ ქვეყანაში ხდება, მაშინ მსოფლიო საფინანსო კრიზისების პროვოცირება ხდება, ხოლო თუ ეს პატარა ქვეყნებში, - მაშინ, უფრო პოლიტიკურ კრიზისს აქვს ადგილი, შესაძლოა მსოფლიო მასშტაბისაც.

0x01 graphic

11 სჯობს კანონი დავიცვათ, ვიდრე ცვლილებები შევიტანოთ მასში!

▲ზევით დაბრუნება


ნებისმიერი ჩვენგანი საკუთრების უფლებას აღიარებს და ფიქრობს, რომ საკუთრების უფლება სხვა უფლებათა შორის ერთერთი ძირითადი უფლებაა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც გარკვეულ საკუთრებას არ ფლობდეს. საკუთრების ცნება ფართო და გლობალურია და მისი სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგალითად: კერძო საკუთრება, საერთო საკუთრება, სახელმწიფო საკუთრება, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრება. ადამიანს საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს თითქმის ყველაფერი როგორც მოძრავი, ისე უძრავი მატერიალური რესურსები და აგრეთვე არამატერიალური უფლებებიც. ნებისმიერ შემთხვევაში საკუთრების უფლება ვრცელდება ყველა მატერიალურ და არამატერიალურ რესურსზე, მოპოვებული იქნება თუ წარმოებული, მოძრავი თუ უძრავი, მატერიალური თუ არამატერიალური.

0x01 graphic

შევჩერდეთ უძრავი ქონების (მიწის) კერძო საკუთრებაზე. კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და არსებობს საკმარისი სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც იცავს მოქალაქეთა უფლებას ამ თვალსაზრისით. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლი განმარტავს, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი და გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით. ერთ-ერთ მძლავრ სამართლებრივ ბერკეტად საკუთრების უფლების დაცვის სფეროში გამოდის 1997 წელის 11 ნოემბერს მიღებული საქართველოს ორგანული კანონი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს საკუთრების ჩამორთმევის წესსა და პირობებს, წარმოუდგენელს ხდის უკანონოდ მოქალაქისათვის მის კანონიერ მფლობელობაში არსებული საკუთრების ჩამორთმევას. კანონი განსაზღვრავს გარკვეულ წესებს, როდესაც დასაშვებია პირს შეეზღუდოს კანონიერი საკუთრების უფლება. კანონიერი საკუთრების უფლება პირს შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, გადაუდებელი აუცილებლობისას, გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ვითარება, რომლის დროსაც ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უშიშროებას. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების ჩამორთმევის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულება ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე იმყოფება სამოქმედო ობიექტი. ჩამორთმეული საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. საკუთრების ობიექტის საფასური მესაკუთრეს მიეცემა საკუთრების ჩამორთმევამდე. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სათანადო ანაზღაურებით, საკუთრების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილება სათანადო ანაზღაურების საკუთრების ჩამორთმევისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში დადგენილი წესით. უნდა გვახსოვდეს, რომ დაუშვებელია საკუთრების ჩამორთმევა შესაბამისი ანაზღაურების გარეშე.

2007 წლის 22 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ქონების ლეგალიზაციის შესახებ, რომელმაც ნათლად განმარტა ქონების ლეგალიზაციის წესი. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ნებისმიერ ქონებაზე, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით ამ კანონის მოქმედებამდე, გარდა ქონებაზე, რომლის პრივატიზირება აკრძალულია, ქონებაზე, რომელზედაც მიმდინარეობს სასამართლო დავა, ქონებაზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება საკუთრების განკარგვის მართლზომიერების დასადგენად, ყალბი დოკუმენტით მოპოვებულ ქონებაზე, მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც განკუთვნილია ნავთობის და გაზის მაგისტრალური მილსადენების და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობის და ექსპლუატაციისათვის. ლეგალიზებულად ჩაითვლება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ნებისმიერ ქონებაზე განხორციელებული საკუთრების შეძენა ან/და საკუთრების შეძენის საფუძველი. ბათილია ყველა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მოთხოვნებს. თუ ლეგალიზებას ექვემდებარება ერთსა და იმავე ქონებაზე განხორციელებული საკუთრების შეძენა და საკუთრების შეძენის საფუძველი მაშინ ლეგალიზებულად ითვლება საკუთრების შეძენა. ქონების ლეგალიზება არ ანთავისუფლებს პირს უფლება-მოვალეობის შესრულებისგან თუ მას ქონება სახელმწიფომ ან თვითმმართველმა ერთეულმა გადასცა რაიმე პირობის შესრულების ნაცვლად. თუ სახელმწიფო, ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის პრივატიზების შემდეგ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეული დაადგენს რაიმე სახის ცვლილებას (გარდა სავალდებულო სერვიტუტისა), რომელიც არ იყო დაწესებული პრივატიზების დროს, მესაკუთრე უფლებამოსილია აღნიშნული ცვლილების სანაცვლოდ მოითხოვოს კომპენსაცია (თუ ამ ცვლილების განხორციელების წინააღმდეგია). სახელმწიფო ან შესაბამისი თვითმმართველი ერთეული ვალდებულია დააკმაყოფილოს მესაკუთრის ამგვარი მოთხოვნა. სახელმწიფო ორგანოს და თანამდებობის პირს ეკრძალება ქონებაზე საკუთრების შეძენა ან/და საკუთრების შეძენის საფუძვლის მართლზომიერების დასადგენად გამოძიების წარმოება, ან ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლი, შესწავლა, შემოწმება.

0x01 graphic

საკუთრების ჩამორთმევას ეგრეთ წოდებული ანაზღაურებით, ანუ ექსპროპრიაციას არეგულირებს 1999 წლის 23 ივნისს მიღებული საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ. ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით: გზის და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის, რკინიგზის ხაზების, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების, სატელეფონო ხაზების, სატელევიზიო კაბელების გაყვანისთვის, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობის და ობიექტის მშენებლობისათვის, ეროვნული თავდაცვის საჭირო სამუშაოებისათვის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექპროპრიაციის უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის სათანადო კომპენსაციის აუცილებლობის თაობაზე. ყველა მესაკუთრე, რომლის ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას ინფორმირებული უნდა იყოს მისი ქონების ექსპროპრიაციის შესახებ, რომელსაც აწვდის ექსპროპრიაციით დაინტერესებული პირი (იგი ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლებს, აგრეთვე ტერიტორიისა და სავარაუდოდ საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას).

0x01 graphic

ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისთვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი ქონების მესაკუთრეს წარუდგენს წინადადებას ქონების შეძენის და ამ ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები. საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისთვის კომპენსაციის სახით სხვა ქონების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. ექსპროპრიატორი მესაკუთრეს შეფასებას წარუდგენს წერილობითი ფორმით, სადაც აღინიშნება კომპენსაციის განსაზღვრის საფუძველი. საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ შეთანხმების დადებისას აკრძალულია ექსპროპრიატორის მიერ მოლაპარაკებისთვის ან კომპენსაციის სახით საკომპენსაციო თანხის ან სხვა ქონების გადაცემისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე სხვა რაიმე ძალდატანებითი მოქმედება ქონების მესაკუთრის მიმართ. ქონების შესახებ წინადადება უნდა ითვალისწინებდეს, აგრეთვე იმ ქონების კომპენსაციას, რომლის ზომა, ფორმა და მდგომარეობა უმნიშვნელოა ან არაეკონომიურობის გამო ნაკლებად ღირებული, მაგრამ დაკავშირებულია შესაძენ ქონებასთან და ამ ქონების გარეშე გამოუსადეგარია. ექსპროპრიატორს ან ექსპროპრიატორის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს უფლება აქვს ქონების შეფასების მიზნით და მესაკუთრის თანხმობით დაათვალიეროს ქონება, ჩაატაროს კვლევა, აიღოს ნიმუშები და განახორციელოს სხვა მოქმედებები. თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებაზე და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებულ ქონების გადაცემაზე მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუკი ექსპროპრიატორი და მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების ღირებულებაზე და საქმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტი, განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს სასამართლოს დასკვნას საექსპერტო ქონების, ასევე ამ ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისთვის კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისთვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო. ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის სამართალწარმოების საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. თუკი ექსპროპრიაცია ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, გაითვალისწინება აგრეთვე მათზე არსებული ნათესების ღირებულება, რომელიც გაიანგარიშება იმ შემოსავლის გათვალისწინებით, რომელსაც ქონების მესაკუთრე მისგან მიიღებდა სამეურნეო წლის განმავლობაში და თუკი მიწაზე თესვა განხორციელდა ქონების შეფასების შემდეგ, მათი ღირებულება არ გაითვალისწინება კომპენსაციის განსაზღვრისას.

აგრეთვე აღსანიშნავია პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება კერძო საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხელშემწყობი დამატებითი ღონისძიებების შესახებ. იგი საკუთრების უფლების დამატებითი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომლის მიხედვით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა შეეწყვიტა საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგების ქონების ლეგალიზაციის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ადგილი აქვს სიტყვიერი დავალებებით კერძო საკუთრების უფლების შეზღუდვის ფაქტებს. ასე მაგალითად, ბორჯომის რაიონში მესაკუთრეების მიერ ნაყიდ მიწის ნაკვეთებზე ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური არ იძლევა ამონაწერს, რითაც ილახება კერძო მესაკუთრის უფლებები. აგრეთვე შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ სასამართლო დავის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორცილდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით ქონების ლეგალიზაციის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. საგამოძიებო ორგანოებს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღეში უნდა მიეღოთ გადაწყვეტილებები საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე იმ სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან მიმართებით, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოეშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით ქონების ლეგალიზაციის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული კანონებისა, რომლებიც მძლავრ ინსტიტუტებად გამოდიან, კერძო საკუთრების დაცვის სფეროში სამწუხაროდ ადგილი მაინც ჰქონდა საქართველოს მოქალაქეთა კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებს საქართველოს მთელ რიგ რაიონებში (თბილისი, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი, ზუგდიდი, გარდაბანი, მცხეთა), რაიონული ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. რა თქმა უნდა, ასეთმა ქმედებებმა გამოიწვია საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობის უკმაყოფილება. ამ ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უშუალო ინიციატივითა და მისი მითითებით თბილისის მერიამ და საკრებულომ ახალი დადგენილებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც იცავენ საკუთრების უფლებას, მაგრამ ამის მიუხედავად ზოგიერთ რაიონში მაგალითად (ბორჯომში) საკუთრების უფლების ხელყოფა გრძელდება. რა თქმა უნდა, უნდა იქნას გამოძიებული ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული სამართალდარღვევები ძირეულად აღმოფხვრას ამგვარი შემთხვევები. უნდა დადგეს ყველა კონკრეტული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვის მიერაც, ან ვისი ხელშეწყობითაც ადგილი აქვს მოქალაქეების ძირითადი კერძო საკუთრების უფლების დარღვევას, ამასთან უნდა შეიქმნას და გაძლიერდეს პრაქტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება კონკრეტული პასუხისმგებლობის ფაქტებზე, რაც გაამყარებს და გააძლიერებს ყველა კანონს, თუ დადგენილებას, რომელიც იცავს მოქალაქეთა კერძო საკუთრებას. სჯობია კანონი გავამყაროთ, ვიდრე შევცვალოთ, უნდა შეიქმნას მძლავრი ბერკეტები კანონის რეალურ ცხოვრებაში გატარების, ამოქმედებისა და დამკვიდრებისთვის, რეალურად უნდა წარმოვადგინოთ კონკრეტული პასუხისმგებლობის შემთხვევები კონკრეტულ სამართალდარღვევებზე. აღნიშნული პრაქტიკა ხელს შეუწყობს ყველა კანონი თუ დადგენილება, რომელიც გამოდის საკუთრების უფლების დამცველად, გამყარდეს, რაც მინიმუმადე დაიყვანს მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას.

0x01 graphic

ანზორ მესხიშვილი,
შპს პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფის
მთავარი კონსულტანტი

თინათინ ყარანაშვილი,
კონსულტანტიურისტი

12 „დემოკრატიზაციის ახალმა ტალღამ“ საგადასახადო კანონმდებლობაშიც უნდა შეაღწიოს!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სულიკო ფუტკარაძე
საქართველოს ბიზნესმენთა
ფედერაციის აჭარის რეგიონული
ფილიალის თავმჯდომარე, ექსპერტი

დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან დღემდე საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისა და დახვეწისთვის ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით 2005 წლიდან: გადასახადების რაოდენობა 18დან 7მდე შემცირდა, ასევე მეტად მნიშვნელოვანი იყო ცვლილებები და დამატებები, რომლებითაც საგრძნობლად შემცირდა ცალკეული გადასახადების განაკვეთები, მათ შორის: დღგ 20დან 18 პროცენტამდე; ხოლო, მოგების გადასახადი 20დან 15 პროცენტამდე შემცირდა.

2008 წლის 1 იანვრიდან სოციალური (20%25) და საშემოსავლო (12%25) გადასახადების გაერთიანებით, საშემოსავლო გადასახადი 25 პროცენტიანი განაკვეთით შეიცვალა, სსკ-ში 2008 წლის 15 ივნისის კანონით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2009 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და 2013 წლამდე პერიოდში მოხდება ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 25-დან 15 პროცენტამდე თანდათანობითი შემცირება, პარალელურად, ასევე თანდათანობით, შემცირდება დივიდენდებისა და პროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან, 2011 წლიდან კი აღნიშნული შემოსავლები გადახდის წყაროსთან საერთოდ აღარ დაიბეგრება და არც საწარმოს ერთობლივ შემოსავლებში ჩაირთვება. სულ ახლახან კი მედიაში გაიჟღერა მთავრობის ახალმა ინიციატივებმა 2009 წლიდან საშემოსავლო გადასახადის 20%25-მდე და დივიდენდების საშემოსავლო გადასახადის 5%25-მდე შემცირების თაობაზე, რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანი რამ და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის საქმეში.

2008 წლის 15 ივლისს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლში (აქციზის განაკვეთები) შეტანილი ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა აქციზით დასაბეგრი საქონლის ჩამონათვალი, ფიზიკურ პირთა გარკვეული ნაწილი (რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას) განთავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან, მნიშვნელოვნად გაიზარდა შეღავათები სასოფლოსამეურნეო პროდუქციისა და სამედიცინო მომსახურების მწარმოებელ პირთა მიმართ და სხვა.

საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის თანმდევი იყო გადასახადების გადამხდელთა ადმინისტრირების გამკაცრება. აღნიშნულზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ თუ 2005 წლამდე საგადასახადო სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობას საგადასახადო კოდექსის 8 მუხლი (121-ე, 223-ე, 251-ე, 255-ე, 2551) ითვალისწინებდა, ახალ (2004 წ) საგადასახადო კოდექსში აღნიშნულს 16 მუხლი (129-დან 144-ეს ჩათვლით) ეთმობა, ე.ი. მათი რაოდენობა რიცხობრივად 2-ჯერ გაიზარდა, ამასთან ერთად, თვისობრივად ძალიან გამკაცრდა ცალკეული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ნორმებიც. ერთადერთი, რაც ახალი საგადასახადო კოდექსით შედარებით ლოგიკური გახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავის 0,15-დან 0,07 პროცენტამდე შემცირებაა.

როგორც ვხედავთ, იგი ორჯერ და მეტად შემცირდა: თუ იგი ადრე თვეში (30 დღეზე გაანგარიშებით) - 4,5 პროცენტს შეადგენდა, ახლა იგი 2,1 პროცენტის ტოლია, რაც ვფიქრობ, გადამხდელთათვის მნიშვნელოვანი შეღავათია. თუმცა, ეს უკანასკნელი მეტად უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც საგადასახადო პასუხისმგებლობის ნორმების გამკაცრების მიმართებით განხორციელდა.

სავსებით ბუნებრივია, როცა საკითხი კანონდარღვევას ეხება, კანონმდებელი ვერ იქნება ლმობიერი, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, ვფიქრობ, ადგილი აქვს ზომიერზე მეტ სიმკაცრეს. ასეთ მიდგომას უკუეფექტი და არასასურველი გვერდითი მოვლენებიც ახლავს თან, რაც მთლიანობაში საგადასახადო პოტენციალზე უარყოფითად აისახება.

საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე და სამეწარმეო გარემო ჯერ კიდევ შორსაა სასურველისაგან. გადამხდელთა უმეტესი ნაწილი დაცულობის თვალსაზრისით მაქსიმალური რისკის საზღვარზეა, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დადებითი სხვაობა კი - უკიდურესად მინიმალურია. ამდენად, მათ მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულება ხორციელდება შესაძლებლობათა სრული მობილიზაციის პირობებში და მათი ფინანსური ნაკადები საგადასახადო წნეხის ზრდას ვერ უძლებს.

საგადასახადო სამართალდარღვევათა მარეგულირებელ ნორმებში ფინანსური სანქციები - ჯარიმები და საურავები წარმოდგენილია ისე, რომ გადამხდელს შეიძლება დასჯის ყველა ფორმა ერთდროულად აკიდო: - ჯერ დააჩოქო, მერე წიხლი უთავაზო, ბოლოს, თავშიც ჩაარტყა და სამუდამოდ დაარეტიანო.

ერთის მხრივ, რთული სამეწარმეო გარემო და არაჯანსაღი კონკურენტული ბაზარი გადამხდელს სამართალდარღვევისკენ უბიძგებს. მეორეს მხრივ, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები (როცა სამართალდარღვევას ადგილი აქვს) ფაქტობრივად არ უტოვებს შანსს გადარჩენისთვის - მძიმე სანქციების გამო ბევრი გადამხდელი საერთოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას.

აღნიშნულის საილუსტრაციოდ შეიძლება დავასახელოთ შემდეგი ფაქტები:

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლი საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევა მოქმედ საგადასახადო კოდექში ფაქტობრივად ახლად შემოღებული ნორმაა. მისი თავდაპირველი რედაქცია უმკაცრეს ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებდა, კერძოდ:

- ეკონომიკური საქმიანობა საგადასახადო ორგანოში აღრიცხვის გარეშე:

- 90 დღემდე ვადის დაგვიანების შემთხვევაში იწვევდა გადამხდელის დაჯარიმებას ასეთი საქმიანობით მიღებული შემოსავლის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ ჯარიმა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 100 ლარისა;

- 90-დან 180 დღემდე დაგვიანების შემთხვევაში იწვევდა დაჯარიმებას ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლის 20 პროცენტის ოდენობით, ამასთან, ამ შემთხვევაში გადამხდელზე დასარიცხი ჯარიმა 1000 ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო;

- 180 დღეზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში კი იწვევდა დაჯარიმებას ასეთი საქმიანობით მიღებული შემოსავლის 50 პროცენტის ოდენობით, ამასთან ამ შემთხვევაში გადამხდელზე დასარიცხი ჯარიმა 5000 ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

0x01 graphic

მოგვიანებით, ეს მუხლი საგრძნობლად „გადემოკრატიულდა“. ამ მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევისთვის ყველა შემთხვევაში (მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა) გადამხდელი მხოლოდ 200 ლარით ჯარიმდება.

ამასთან, მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 164-ე მუხლიც (სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა), გადამხდელის 400-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს, სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობ სსკ-ის 130-ე მუხლი ამ კუთხით ფინანსური სანქციით გადამხდელს ორმაგად ტვირთავს, ეს მაშინ, როცა საგადასახადო კოდექსი, ამ სანქციის გამოყენებასთან ერთად, გადამხდელს სხვა სანქციებსაც აკისრებს და ისინი ფაქტობრივად ერთმანეთს არ გამორიცხავს.

ასევე, მეტად მკაცრია მოქმედი საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის გამო გადამხდელის დაჯარიმებას დეკლარაციის მიხედვით გადასახდელი თანხის 5%25-ით, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა ყოველი სრული და არასრული თვისათვის. სსკ-ის აღნიშნული მუხლი მეტად მკაცრია იმ გადამხდელთათვის, რომლებსაც დეკლარაციით მცირე გადასახადები აქვთ ასაღიარებელი, კერძოდ ისინი, ვისაც 1-დან 4000 ლარამდე გადასახადი აქვთ დასადეკლარირებელი და დროულად არ წარადგენენ მასზე საგადასახადო ორგანოში შესაბამის დეკლარაციას, დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის ყოველი სრულ (არასრულ) თვეზე ერთნაირად - 200-200 ლარით დაჯარიმდებიან, ეს მაშინ, როცა 1 ლარის 5 პროცენტი 0,05 ლარის (5 თეთრის) ტოლია, ხოლო 4000 ლარის 5 პროცენტი 200 ლარს უდრის. აქ, ჩვენის აზრით, კომენტარიც ზედმეტია. ვფიქრობ, უფრო მართებული იქნება მოქმედი საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული ფინანსური სანქციის ეს ნორმა (ჯარიმა დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის) გარკვეულწილად მივუახლოვოთ (თუ სრულად არა) ძველი (1997 წ.) საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის რედაქციას, ამასთან, გაკეთდეს ფინანსური სანქციის დიფერენცირება იმისდა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს წარმოქმნილი გადასახადი აქვს თუ არა ბიუჯეტში გადახდილი ან საერთოდ ამოვიღოთ ამ მუხლიდან ჩანაწერი: არანაკლებ 200 ლარისა. ამით ეს სანქცია მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ტვირთს წვრილ გადამხდელებს, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწორედ მათ აქვთ დეკლარაციების დაგვიანებით წარდგენის, ან საერთოდ, წარუდგენლობის პრობლემები.

საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის 1 ნაწილი, გადასახადების დეკლარირებისა და საგადასახადო ვალდებულების აღიარების ყოველგვარ სურვილს უკარგავს იმ წვრილ გადამხდელებს, რომლებსაც უნებლიედ გამორჩათ მხედველობიდან ერთჯერადი გადასახადის გადახდა და შესაბამისი დეკლარაციის წარდგენა საგადასახადო ორგანოში, რამდენადაც თუ ისინი დააპირებენ აღნიშნული ვალდებულების აღიარებას და შესაბამის დეკლარაციას წარადგენენ საგადასახადო ორგანოში, მათ მიმართ უმალ დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის ყოველ სრულ (არასრულ) თვეზე 200 ლარიანი ჯარიმა ამოქმედდება და გადამხდელი სოლიდურ თანხას „აიკიდებს“. ამ კატეგორიის გადამხდელებს ერთადერთი იმის იმედიღა რჩებათ, რომ საგადასახადო ორგანოები არ დაინტერესდებიან და ხანდაზმულობის ვადაში (ექვსი წელი) ვერ აღმოაჩენენ მის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებას.

ვფიქრობ, ამ მიზეზით სახელმწიფოც ზარალდება, რამდენადაც საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები ყველა ასეთი ფაქტის გამოაშკარავებას ვერ ახერხებენ და შესაბამისად, სახელმწიფოსაც მნიშვნელოვანი შემოსავლები აკლდება.

მკაცრ ფინანსურ სანქციებთან ერთად, ზედმეტ ტვირთად მიმაჩნია სსკ-ის 133-ე მუხლი - შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესის დარღვევა. ფაქტობრივად, ამ მუხლის მე-5 ნაწილი მაკონტროლებლებს მისი გამოყენების შესაძლებლობას ნებისმიერ შემთხვევაში აძლევს და შედეგად არ იწერება არც ერთი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქცია არ იქნას გამოყენებული (არადა, თავის მხრივ, ვერც მაკონტროლებლებს ვერ უსაყვედურებ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ გამოიყენებენ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ სანქციას, მაშინ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო). ამასთან, ფრიად საყურადღებოა, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქცია მინიმუმ 1000, ან 3000 ლარს, ან კიდევ შემცირებული გადასახადის 10 პროცენტს შეადგენს და ეს მაშინ, როცა სსკ-ს 132-ე მუხლი ჯარიმას გადასახადის შემცირებისათვის ცალკე 25, 50 ან კიდევ 75 პროცენტის ოდენობით ითვალისწინებს. შედეგად, ვღებულობთ იმას, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის შემცირებისას ერთდროულად 2-ჯერ - 132-ე და 133-ე მუხლებით ჯარიმდება.

აქვე შეიძლება დავსძინოთ, რომ მსგავსი მუხლი 1997 წლის საგადასახადო კოდექსში საერთოდ არ ფიგურირებდა.

0x01 graphic

ახალი საგადასახადო კოდექსით მნიშვნელოვნად გამკაცრდა ჯარიმა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაუკავებლობისთვის და თუ ადრე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით (251-ე მუხლი) სანქცია გადამხდელს მხოლოდ და მხოლოდ გადასახადის დაუკავებლობისას დაეკისრებოდა, ახალი საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლი მას დამატებით, თანხის ბიუჯეტში ჩაურიცხაობის შემთხვევაშიც ითვალისწინებს, ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით უმაღლესი თანამდებობის პირი, ვინც ხელფასის გაცემაზეა პასუხისმგებელი დამატებით მინიმალური ხელფასის ორმოცდაათმაგი ოდენობით ჯარიმდება. ეს უკანასკნელი მაინც და მაინც დიდ თანხას არ წარმოადგენდა 2006 წლის ბოლომდე და იგი 75 ლარს შეადგენდა (50 X 1,5 ლარზე). ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის ბრძანებულებით (№767) ცვლილებები შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის №351 ბრძანებულებაში, რომლითაც მოსაკრებლების, სანქციების, ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების განსაზღვრისათვის მინიმალური ხელფასის ოდენობა 1,5 ლარით განისაზღვრებოდა, 2007 წლის 14 იანვრიდან იგი 40 ლარს შეადგენს და შესაბამისად, სსკ-ის 134-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული ჯარიმაც საკმაოდ სოლიდური - 2000 ლარი გახდა. (50X40 ლარზე) ეს უკანასკნელი კი მეტად მძიმე ტვირთია იმ წვრილი მეწარმეებისთვის, რომლებსაც კანონის არასათანადო ცოდნის გამო მოსდით ამ მიმართებით უნებლიე შეცდომები, რაც ცხადია, საგადასახადო შემოწმების დროს მხედველობაში არ მიიღება.

ბევრი გაუგებრობა ახლდა სსკ-ის 138-ე მუხლის გამოყენებას მაკონტროლებელთა მხრიდან, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის 12 დეკემბრის №7892 ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2007 წლის აპრილის №2903 ბრძანებით დამტკიცებული საგადასახადო სამართალდარღვევებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-144 მუხლებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების შესახებ მეთოდურ მითითებაში შევიდა ცვლილებები, ეს პრობლემა გარკვეულად მოგვარდა (ამ თემაზე ჩემი ვრცელი სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ამა წლის თებერვლის (№3) ნომერში და მასზე აღარ შევჩერდებით).

მოქმედი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე, გამკაცრდა სსკ-ის 139-ე მუხლი მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესის დარღვევა, თუმცა, ჩემი აზრით, ამ მუხლის შერბილებაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, რამდენადაც ჯერ კიდევ ვერ მივაღ-წიეთ იმას, რომ ყველა გადამხდელმა შეიგნოს: შემოსავლები სრულყოფილად ასახოს და შესაბამისად გადასახადებიც გადაიხადოს.

არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ახალი საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლით დღგ-სათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის დაწესებული ფინანსური სანქციების მიმართ, მაგრამ ცალკე უნდა გამოვყოთ მოქმედი საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით შემოღებული შეზღუდვა, რომლითაც მყიდველი (ჩათვლის მიმღები) დღგ-ს საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 45 კალენდარული დღის დაგვიანებით დღგ-ის ჩათვლაზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ჩათვლის მიღების უფლებას კარგავს. ამ შეზღუდვით დღგ თავის შინაარსს კარგავს. იგი არაპირდაპირი გადასახადია და მას საბოლოო მომხმარებელი იხდის, მოცემული შეზღუდვის შედეგად გადამხდელს ერთხელ გადახდილი დღგ-ის ხელმეორედ გადახდა უწევს.

ასევე ვფიქრობ, საყურადღებოა ბოლო პერიოდში მაკონტროლებელთა მხრიდან სსკ-ის 247-ე და 248-ე მუხლის 1 ნაწილის ინტერპრეტაციით გადამხდელთა დასჯის ახალი ტექნოლოგიის შემოტანის არამართებულობა (ამ საკითხზე ჩემი პოზიცია ვრცლად წარმოდგენილია ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის 2008 წლის ივნისის ნომერში).

სწორედ ამ უკანასკნელი პრობლემებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიმაჩნია საგადასახადო კოდექსში (შესაბამის მუხლებში) შევიდეს სათანადო ცვლილებები და ისე დარეგულირდეს, რომ გადამხდელს შესაძლებლობა მიეცეს საანგარიშო პერიოდის (თვის) შიგნით მყიდველს, სამუშაოს (მომსახურების) მიმღებს ნებისმიერ დროს გამოუწეროს დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა იმის ანალოგიურად, როგორც ეს სსკ-ს 248-ე მუხლის 1 ნაწილში 2007 წლის 28 დეკემბერს ცვლილებებით ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, წყლის მიმწოდებელი საწარმოებისთვის დარეგულირდა. არადა, ყველამ ვიცით, რომ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურას გამოწერა პრაქტიკაში (მცირე გამონაკლისის გარდა) სწორედ ასე წარმოებს.

აქვე მინდა შევეხო პრობლემას, რომელიც თან ახლავს სსკ-ის ზოგიერთი მუხლების წაკითხვას და მათ სხვადასხვაგვარად აღქმას იმ მიზნით, რომ გადამხდელს რაც შეიძლება მეტი ფინანსური სანქციები „აკიდონ“, სწორედ ამ თემას ეხება ჟურნალ აუდიტი, აღრიცხვა და ფინანსები-ის 2008 წლის №9-ში, ჟურნალის რედაქტორის ბატონ გიორგი ცერცვაძის სტატია „საგადასახადო კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაცია ქართული ენის ცუდი ცოდნის გამო, ანუ აურზაური არაფრის გამო“, რომელსაც მთლიანად ვეთანხმები. საერთოდ კი მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ფინანსური სანქციის გამოყენებისას ამოსავალი დებულება უნდა იყოს ის - გადამხდელის ქმედებით თუ უმოქმედობით რა ზიანი იქნა მიყენებული სახელმწიფოზე და ისეთ ქმედებას, რომელსაც გადასახადის არც შემცირება და არც მისი გადავადება არ გამოუწვევია ფინანსური სანქცია არ უნდა ვრცელდებოდეს.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით ზოგიერთი საგადასახადო შეღავათების გამოყენებისთვის ინსტრუქციებით გათვალისწინებული დამატებითი პროცედურების შესრულება, კერძოდ კი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 ოქტომბრის №1059 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით: შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების ფორმისა და შევსების წესები. - მასში ცვლილებები შევიდა ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 იანვრის №93 ბრძანებით. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, აღნიშნული შეღავათის გამოყენების უფლების მოსაპოვებლად იმდენად რთული პროცედურებია გათვალისწინებული, რომ გადამხდელთა უმეტესობა მის შესრულებას პრაქტიკულად ვერ უზრუნველყოფს, ბევრი საერთოდ უარს აცხადებს მის გამოყენებაზე, შედეგად გამოდის, რომ ისინი პრაქტიკულად ვერ იყენებენ კანონით გათვალისწინებულ შეღავათებს.

ასევე არასწორად მიმაჩნია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით საგადასახადო კოდექსით გაუთვალისწინებელი სანქციების შემოტანა, კერძოდ, საქმე ეხება სსკ-ის 96-ე მუხლის (საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება) გამოყენების თაობაზე საგადასახადო შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით ფინანსური სანქციების შემოღებას, იმ შემთხვევაში, როცა გადამხდელის მიერ დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებაზე მოთხოვნით დაფიქსირებულ დასაბეგრ მოგებაზე (შემოსავალზე) ფაქტობრივად მეტი აღმოჩნდება სსკ-ს 131-ე მუხლით გათვალისწინებული (აღნიშნულ საკითხზე ჩვენს მოსაზრებას ვრცლად, მკითხველს შეუძლია გაეცნოს ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის 2008 წლის აპრილის ნომერში - საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება - პილპილმოყრილი მადლი).

აქვე მინდა შევჩერდე საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საგადასახადო დავათა პირობებზე. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი რედაქციის თანახმად, გადასახადის გადამხდელი და საგადასახადო ორგანო თავიდანვე არათანასწორ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული: მიუხედავად იმისა, იტყვის უარს თუ არა გადასახადის გადამხდელი მოთხოვნის შესრულებაზე, საგადასახადო დავის დაწყების ვალდებულება მაინც გადამხდელს ეკისრება, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება ყოველთვის გადამხდელს წარმოეშვება.

საგადასახადო ორგანოსთან არათანაბარ პირობებში აყენებს გადამხდელს ის ნორმებიც, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს პრაქტიკულად აძლევს უფლებას საერთოდ არ განიხილონ და პასუხიც კი არ გასცენ გადამხდელის მოთხოვნას, რაც ავტომატურად უარის თქმად ითვლება და გადამხდელს ვალდებულს ხდის აღნიშნული დუმილი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად მიიღოს და პროცედურული ნორმების დაცვით გაასაჩივროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაეკარგება საგადასახადო დავის გაგრძელების შესაძლებლობა. ეს ყველაფერი კი ეწინააღმდეგება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს უფრო მეტიც, იგი ეწინააღმდეგება სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციურ ვალდებულებას, რაც სასწრაფოდ მოსაგვარებელია.

ასევე, არამართებულად მიმაჩნია სსკ-ის 47-ე მუხლი წერილობითი განმარტება საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც:

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს, სხვა ვალდებულ პირს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება, რომელიც გამოხატავს საგადასახადო ორგანოს პოზიციას პირის მიერ შესრულებული ან შესასრულებელი სამეურნეო ოპერაციისას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება წარმოადგენს რეკომენდაციას და მას არა აქვს იურიდიული ძალა.

ბოლო წინადადება აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა ხიფათის წინაშე დგას გადამხდელი იმ შემთხვევაშიც კი, როცა იგი საგადასახადო ორგანოს ოფიციალურ-წერილობით ინფორმაციას მიიღებს ამა თუ იმ დასაბეგრი ობიექტის და შეღავათების შესახებ, კერძოდ ის, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დღეს მიცემული განმარტება, ხვალ საგადასახადო ორგანოს სხვა მუშაკმა შეიძლება საერთოდ არ გაიზიაროს, ამ განმარტებით მიღებული შეღავათები კი სრულიად უსაფუძვლოდ ჩაითვალოს და გადამხდელს გადასახადებთან ერთად ფინანსური სანქციებიც დააკისროს ისე, რომ წერილობითი პასუხის ავტორს არავითარი პასუხისმგებლობა არ დააკისროს. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს (მუხლი 601 ნაწილი 4;5). გარდა ამისა, ამ ჩანაწერით გადამხდელი საგადასახადო ორგანოსადმი ნდობასაც კარგავს, საკითხავია, მაშინ ვის მიმართოს გადამხდელმა ამა თუ იმ მოქმედების განხორციელების წინ, რომ იგი დაზღვეული იყოს შეცდომებისგან?!

ეს პრობლემა 1997 წელს საგადასახადო კოდექსით რამდენადმე მაინც მოგვარებული იყო, როცა შესაბამისი საგადასახადო ორგანოს არასწორი წერილობითი მითითების შემთხვევაში (მუხლი 252, პუნქტი 3) ფინანსური სანქცია (საურავი) მაინც აღარ დაეკისრებოდა გადამხდელს.

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, ირღვევა გადასახადის გადამხდელის უფლებები ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხების გადამხდელზე დაბრუნებისას (ამ საკითხზეც ჩემი მოსაზრებები ვრცლად ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის 2008 წლის მარტის ნომერში იყო წარმოდგენილი). ამ შემთხვევაში სახელმწიფო და გადამხდელი არათანაბარ პირობებში იმყოფებიან და თუ გადასახადის გადამხდელს გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისთვის დამატებითი საურავის გადახდა დაეკისრება, გადამხდელზე ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხების დაუბრუნებლობისას სახელმწიფოს არავითარი ვალდებულება არ აკისრია, მაშინ, როცა ამ საკითხს ადრე მოქმედი საგადასახადო კოდექსი (მუხლი 252, პუნქტი 2) სიმბოლურად მაინც არეგულირებდა. როგორც ვხედავთ, მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში პრობლემები საკმაოდ ბევრია და დახვეწა სჭირდება.

დროა რევოლუციური აღტკინებით მოსულმა ხელისუფლებამ, რომელმაც მიიღო მოქმედი კოდექსი, დემოკრატიზაციის ახალ ტალღაზე გადასვლასთან დაკავშირებით გადამხდელისკენაც მოიხედოს და გარკვეულწილად შეამსუბუქოს მის საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ზომაზე მეტად მკაცრი ფინანსური სანქციები, გააუქმოს მასში ჯერ კიდევ შემორჩენილი არაკონსტიტუციური ნორმები. მნიშვნელოვანწილად დახვეწოს სსკ-ის ის მუხლები, რომლებიც მათი ორმაგი გაგების, ან სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა.

13 ენერგოკრედიტი მომგებიანი საინვესტიციო პროექტებისთვის

▲ზევით დაბრუნება


კერძო სექტორის იმ კომპანიებისთვის და ინდივიდუალური მესაკუთრეებისთვის, რომლებიც მზად არიან ჩადონ ინვესტიციები ენერგოეფექტურობის, ან განახლებადი ენერგიის პროექტებში, საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამა მუშაობს. საქართველოს ენერგოეფექტურობის მხარდასაჭერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EEEBRD) 35 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გამოყო. დღესდღეობით „თი-ბი-სი“ ბანკისა და ბანკი „ქართუს“ „ენერგიის დამზოგავი პროექტების დაფინანსების პროგრამების“ ფარგლებში გაიცემა სესხები ზაჰესის რეაბილიტაციისთვის. „თი-ბი-სი“ ბანკმა უკვე გამოყო 3 მილიონიანი კრედიტი, ბანკმა „ქართუმ“ სულ ჰესის რეაბილიტაციისთვის §800 000-ის ოდენობით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამჟამად არაერთი პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

0x01 graphic

იმას, რომ საქართველოში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტები უნდა ამოქმედებულიყო, კვლევებიც ცხადყოფდა: მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი, რომელსაც საქართველო ენერგიის სახით მოიხმარს, სამჯერ აღემატება ევროპის საშუალო ქვეყნის მონაცემებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია ქართული ბიზნესის საწარმოო ხარჯები. უკვე ხორციელდება პროგრამა საქართველოს ბიზნესის ენერგოეფექტურობის გასაზრდელად საკრედიტო სისტემასთან ერთად, იგი ახორციელებს ტექნიკურ დახმარებასაც, რათა პოტენციურმა ბენეფიციარებმა და ადგილობრივმა ბანკებმა მომგებიანი საინვესტიციო პროექტები შეიმუშაონ.

„საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამის“ ფარგლებში ქართული ბანკები EBRD-თან ერთად უნიკალურ შესაძლებლობას იძლევიან „ენერგოკრედიტის“ მეშვეობით კომპანიებმა ენერგიის ეფექტურად გამოყენებით შეამცირონ წარმოების ხარჯები. საკრედიტო ხაზი გამოყენებულ იქნება საშუალო სესხების გასაცემად (მისი რაოდენობა 2.500.000 დოლარამდეა). მიზანი - ბიზნესის და შინამეურნეობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და ასევე განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდაა.

„საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამა დაინტერესებულია იმ წარმოებებთან თანამშრომლობით, რომლებიც ენერგოტევად წარმოების პროცესებს იყენებენ: ენერგიის ეფექტურად გამოყენება - ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებში და მოწყობილობადანადგარებში ინვესტიციების ჩადების შემდეგ მათ მნიშვნელოვნად შეუმცირებთ საწარმოო ხარჯებს. ინდუსტრიული ენერგოეფექტურობის პროექტები შემდეგი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობა-დანადგარების ინვესტირებას გულისხმობს, კერძოდ:

1. ბოილერის ეფექტურობის გაუმჯობესება - კონდენსატორულ ბოილერებში იმ სითბოს გამოყენებით, რომლებიც გამონაბოლქვი აირების ორთქლითაა შენარჩუნებული, 90%25ზე მეტ ეფექტურობას ინარჩუნებენ. გაუმჯობესებული კონტროლი წვის მართვისა და დატვირთვის საუკეთესო საშუალებასაც იძლევა. ამ შემთხვევაში რამდენიმე ბოილერი ერთ ჯგუფშია გაერთიანებული.

  • ორთქლის გამანაწილებელი სისტემების გაუმჯობესება: - ორთქლის გენერირება ეფექტურია იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც მისი საჭიროება არსებობს. ენერგიის დანაკარგები შემცირდება ორთქლის მილების კარგი თბოიზოლაციის შემთხვევაში.

  • ენერგიის დაზოგვა ვენტილატორებისა და ტუმბოებისთვის რეგულირებადი სიჩქარის ძრავებით: - სარქველების, ტუმბოების, ვენტილატორების კონტროლი ენერგიის გამოყენების გაუმჯობესებული რეგულირების საშუალებას იძლევა.

  • თანამედროვე კონტროლის სისტემები და მჟონავი მილების გამოცვლა შეკუმშული ჰაერის წარმოების ეფექტურობას ზრდის, ხოლო სამუშაო წნევის 1 ბარით შემცირება საოპერაციო ხარჯებს 5%25-მდე შეამცირებს.

  • თბოგადამცემი მოწყობილობების გამოყენება მსგავსი მასშტაბების გათბობისა და გაგრილების მოთხოვნილების შესათავსებლად, რისი საშუალებითაც ერთ პროცესში დაკარგული სითბო მეორე პროცესისთვის გამოიყენება.

  • უნდა მოვიძიოთ ძრავები მინიმუმ 91%25 მ.ქ.კ.ით. ავტომატური მართვის და რეგულირებადი სიჩქარის თანამედროვე ძრავები საჭიროების შემთხვევაში მინიმა ლურად საჭირო სიმძლავრის გამოყენების საშუალებას იძლევიან.

„საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამის ფარგლებში სესხები ასევე გაიცემა „შენობების ენერგოეფექტურობის პროექტებზე“. ისინი ხელმისაწვდომია მშენებლობისათვის, ან სახლებისა და სხვა ნაგებობების მფლობელობისთვის, რათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდეს ან გარემონტდეს შენობები და გათბობისა და გაგრილების ხარჯები შემცირდეს. შენობების ენერგოეფექტურობის პროექტები შემდეგია:

  • შენობების თბოიზოლაციის გაუმჯობესება (კედლების, იატაკისა და სახურავის იზოლაცია).

  • მაღალი სტანდარტის ორმაგი შემინვა (ენერგოეფექტური ფანჯრები).

  • ენერგიის დამზოგავი მოწყობილობების გამოყენება (მზის ენერგიის თერმული სისტემების გამოყენება)

  • კონდიცირების საჭიროების მინიმიზაცია.

საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამის გუნდმა განსაზღვრა ტექნიკური სტანდარტები. მათ უნდა შეესაბამებოდნენ აღნიშნული მოწყობილობები და ტექნოლოგიები. სხვაგვარად პროგრამის ამ ნაწილით გათვალისწინებული სესხი არ გაიცემა.

საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამა ასევე განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებასაც განიხილავს. ეს პროექტებია:

  • ბიომასის სისტემები, რომლებიც გამოიმუშავებენ ან მარტო გათბობას, ან გათბობასა და ელექტროენერგიას.

  • მცირე ჰიდრო ელექტროენერგიის გამომუშავება.

  • შენობებში სოლარული სისტემების დამონტაჟება ცხელი წყლის უზრუნველსაყოფად (ქარხნები, სასტუმროები, დასახლებები).

პროგრამის უპირატესობა როგორც დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ასევე ბიზნესზე მორგებული სესხის დაფარვის გრაფიკი და დაწყებითი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს უცხოელ სპეციალისტთა უფასო კონსულტაციებს ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებში.

პროექტ - „ენერგოკრედიტში“ მონაწილეობის მსურველებს, ვისაც განხორციელებადი საინვესტიციო შესაძლებლობების განსაზღვრა ან უკვე განსაზღვრული საინვესტიციო პროექტით დაფინანსების მოპოვება სურს, პროექტისა და საკრედიტო სისტემის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეუძლიათ პროექტის ვებგვერდზე მოიძიონ: www.energocredit.ge.

ნიშანდობლივია ისიც, რომ 2008 წლის სექტემბერში გუდაურში გაიმართა ტრენინგი ჟურნალისტებისათვის, სადაც მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს ენერგოეფექტურობის გუნდის პროგრამას, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ენერგოეფექტურობაზე, ამასთან, განიხილეს ენერგოკრედიტის ფარგლებში განხორციელებული მაგალითები. ჟურნალისტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ენერგოკრედიტის მნიშვნელობაზე, კერძოდ, თუ რას აკეთებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამ მიმართულებით, როგორ მიიღწევა ენერგოეფექტურობა სახლებში, მრეწველობაში, როგორ უნდა მივაღწიოთ ეფექტურ შედეგს. განხილულ იქნა საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამის პროექტებიც. საუბარი იყო სხვა ქვეყნებში ენერგოეფექტურობის მხარდაჭერაზეც.

საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამის გუნდისგან კომპანიებისათვის შეთავაზებულია მრავალი უფასო შეფასება, რათა მათ გაუადვილდეთ განხორციელებადი საინვესტიციო პროექტების განსაზღვრა.

ენერგოეფექტურობა ენერგიის მოხმარების შემცირებაა ნაწარმის ან წარმოების ხარისხის შემცირების გარეშე. ხოლო მისი საშუალებით შესაძლებელია ზოგადად წარმოების ხარისხის გაუმჯობესება. ძირითადი მიზანი, რა თქმა უნდა, ენერგიის უკეთესად გამოყენება, საწარმოო ხარჯების შემცირება, ბიზნესის ხელსაყრელ პირობებში ჩაყენებაა (ენერგოეფექტურობის ძირითადი სარგებელი ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელია).

ენერგოეფექტურობაში, ან განახლებად ენერგიაში ინვესტირებას მრავალი სასიკეთო შედეგები მოაქვს, კერძოდ, ენერგიის მოხმარების შემცირება, ენერგიის საკუთარი წარმოების გაზრდა, ენერგიის უფრო ეფექტურად მოხმარება, ხარჯების შემცირება, კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

„მოიპოვეთ წარმატება - ჩადეთ ინვესტიციები ენერგოეფექტურობაში“, - ეს მოწოდება საქართველოში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს ენერგოეფექტურობის მხარდასაჭერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 35 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გამოყო და ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელება დაიწყო. ქვეყანაში გაჩნდა უნიკალური შანსი კომპანიებმა (ასევე კერძო პირებმა) შეამცირონ წარმოების ხარჯები ენერგიის ეფექტურად გამოყენებით. ინდუსტრიული ენერგიის ეფექტურობის პროექტების დაფინანსება უკვე დაიწყო (ზაჰესი, სულირჰესი), განიხილება სხვადასხვა სამშენებლო პროექტები. 35 მილიონი დოლარის საკრედიტო პროგრამა კერძო სექტორის იმ კომპანიების ინდივიდუალური მესაკუთრეებისთვის არსებობს, რომლებიც ენერგოეფექტურობის ან განახლებადი ენერგიის პროექტებში ინვესტიციების ჩასადებად არიან მზად. ეს საკრედიტო ხაზი ქვეყანაში ბიზნესისა და შინამეურნეობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდის საშუალებას იძლევა. საქართველოში უკვე აქტუალურია ენერგოეფექტურობაში ინვესტიციების ჩადება. აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ამას გარანტირებული წარმატება მოაქვს. „გადააფასე, რასაც მოიხმარ“, - ეს ენერგოკრედიტია.

ერთი სიტყვით, 35 მილიონიანი საკრედიტო ხაზი საქართველოს ბიზნესის ენერგოეფექტურობის გასაზრდელად უკვე მოქმედებს.

თამარ თაგვაძე

14 სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მარინა მაისურაძე
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
თსუ ასოცირებული პროფესორი

ბასს-ის თანახმად, უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაცია ისეთი ოპერაციაა, რომელიც განსაზღვრულია უცხოურ სავალუტო ერთეულებში ან მოითხოვს ანგარიშსწორებას უცხოური ვალუტით. ასეთი ტიპის ოპერაციები წარმოიშობა მაშინ, როდესაც:

  • საწარმო ყიდულობს ან ყიდის უცხოური ვალუტით შეფასებულ საქონელსა და მომსახურებას;

  • საწარმო იღებს ან გასცემს სესხს, რომლის მისაღები და გადასახდელი თანხები განსაზღვრულია უცხოურ სავალუტო ერთეულებში ან

  • საწარმო იძენს ან ყიდის უცხოური ვალუტით შეფასებულ აქტივებს, იღებს ან ფარავს უცხოური ვალუტით შეფასებულ ვალდებულებებს.

საწარმოები, რომლებიც ეწევიან აღნიშნული სახის საქმიანობას, ვალდებულნი არიან საანგარიშსწორებო ოპერაციები განახორციელონ უცხოურ ვალუტაში. უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციები თავდაპირველად უნდა აისახოს სამუშაო ვალუტით, ოპერაციის შესრულების დღისათვის სამუშაო ვალუტასა და მოცემულ უცხოურ ვალუტას შორის არსებული საბოლოო სავალუტო კურსის მიხედვით.

სამუშაო ვალუტა აღნიშნავს იმ ძირითადი ეკონომიკური გარემოს ვალუტას, სადაც საწარმო ეწევა საქმიანობას.

საბოლოო სავალუტო კურსი არის ბალანსის შედგენის თარიღისთვის არსებული სპოტ სავალუტო კურსი, ხოლო გასაცვლელი სავალუტო კურსი არის, ორი სხვადასხვა ვალუტის გაცვლის თანაფარდობა.

როგორც ნაღდი, ისე უნაღდო წესით ანგარიშსწორებისთვის საწარმოები ხსნიან ვალუტის სახეების მიხედვით შესაბამის ანგარიშებს: ნაღდი ფული უცხოურ ვალუტაში და უცხოური ვალუტა რეზიდენტ ან არარეზიდენტ ბანკში. ეს ანგარიშები აქტიური ანგარიშებია, დებეტში აისახება ფულადი თანხების შემოსვლა, იმ ანგარიშების კრედიტთან კორესპოდენციით საიდანაც შემოვიდა უცხოური ვალუტის ნაკადები საწარმოში. ხოლო კრედიტში იწერება საწარმოდან თანხების გასვლა, შესაბამისი ანგარიშების დებეტთან კორესპოდენციით.

უცხოურ ვალუტაში სამეურნეო ოპერაციების ნაღდი და უნაღდო წესით წარმოების დოკუმენტაცია და აღრიცხვა ეროვნული ვალუტით განხორციელებული ოპერაციების ანალოგიურია. სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერებზე, ასევე ბანკის სავალუტო ანგარიშების ამონაწერში ვალუტის კურსი დაფიქსირებულია ოპერაციის მოხდენის დღისათვის.

უცხოური ვალუტით სამეურნეო ოპერაციების განხორციელებისას ბუღალტრული აღრიცხვის ამოცანაა საკურსო სხვაობის დაფიქსირება, რომელიც წარმოიშობა ერთი და იმავე რაოდენობის უცხოური სავალუტო ერთეულის სხვა ვალუტაში გადაანგარიშების დროს, განსხვავებული გასაცვლელი სავალუტო კურსების გამოყენების შედეგად.

ბასს-21-ის თანახმად, უცხოური ვალუტით შეფასებული ფულადი საბალანსო მუხლები ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსთვის უნდა გადაანგარიშდეს საბოლოო სავალუტო კურსის გამოყენებით;

ფულადი მუხლები, არის საწარმოს განკარგულებაში არსებული ფული, მისაღები აქტივები და გასანაღდებელი ვალდებულებები, რომლებიც გადახდილი ან მიღებული იქნება ფიქსირებული ან განსაზღვრადი რაოდენობის ფულის ერთეულებით.

არაფულადი მუხლები, რომლებიც შეფასებულია უცხოური ვალუტით პირვანდელი ღირებულების მეთოდით, უნდა გადაანგარიშდეს ოპერაციის შესრულების თარიღისთვის არსებული სავალუტო კურსით;

არაფულადი საბალანსო მუხლები, რომლებიც შეფასებულია უცხოურ ვალუტაში განსაზღვრული რეალური ღირებულებით, უნდა გადაანგარიშდეს რეალური ღირებულების დადგენის დღისთვის არსებული სავალუტო კურსით.

ბასსის თანახმად, საკურსო სხვაობები, რომლებიც წარმოიშობა ფულადი მუხლების განაღდების ან ფულადი მუხლების გადაანგარიშების დროს ისეთი სავალუტო კურსით, რომელიც განსხვავდება მოცემულ პერიოდში თავდაპირველი აღიარების დროს, ან წინა პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში გადასაანგარიშებლად გამოყენებული სავალუტო კურსისგან, უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც იგი წარმოიშობა (გარდა ისეთ ფულად მუხლებთან დაკავშირებით წარმოშობილი საკურსო სხვაობებისა, რომლებიც ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ უცხოურ ქვედანაყოფში დაბანდებული ნეტო ინვესტიციის ნაწილს წარმოადგენს, უნდა აღიარდეს ანგარიშვალდებული საწარმოს ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში მოგებაში ან ზარალში, ან უცხოური ქვედანაყოფის ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებაში, საჭიროებისამებრ). ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც შეიცავს უცხოურ ქვეგანაყოფსა და ანგარიშვალდებულ საწარმოს (კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, როდესაც უცხოური ქვეგანაყოფი შვილობილ საწარმოს წარმოადგენს), ამგვარი საკურსო სხვაობები თავდაპირველად უნდა აღიარდეს საკუთარი კაპიტალის ცალკე კომპონენტის სახით, ხოლო ნეტო ინვესტიციის გასვლის შემდეგ აღიარდება მოგებაში ან ზარალში.

მაგალითი: საწარმოს 29 სექტემბერს უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციის შედეგად წარმოეშვა ვალდებულება 5000 აშშ დოლარის ოდენობით.

25 ოქტომბერს საწარმომ გადაიხადა ვალის ნახევარი 2500 აშშ დოლარი, ბალანსის შედგენის თარიღისთვის დარჩა ვალი 2500 აშშ დოლარი.

ვალუტის კურსი 29 სექტემბერს - 1$ - 1.42 ლარი

25 ოქტომბერს - 1$ - 1.40

31 დეკემბერს - 1$ -1.45

1) ვალდებულების წარმოშობა ოპერაციის მოხდენის დღეს აისახება

დებეტი - 1610 საქონელი 5000$ - 7100 ლარი

კრედიტი - 3110 მოწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი ვალდებულებები - 5000$-7100

2) საწარმომ 25 ოქტომბერს დაფარა ვალდებულების ნაწილი 2500 აშშ დოლარი კურსით 1.40, რაც თანხით შეადგენს 3500 ლარს. ვალდებულების წარმოქმნისას 2500 აშშ დოლარი ღირდა 3550 ლარი. საკურსო სხვაობა 50 ლარი არის ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული მოგება

დებეტი - 3110 მოწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი ვალდებულებები - 3550 ლარი

კრედიტი - 1220 უცხოური ვალუტა

რეზიდენტ ბანკში - 3500ლარი

კრედიტი - 8190 სხვა არასაოპერაციო

შემოსავლები - 50 ლარი

3) 31 დეკემბრის კურსით მოხდება ვალდებულების კორექტირება. ვალდებულების ნაშთი - 2500 აშშ დოლარი არის 3625 ლარი, ე.ი. საკურსო სხვაობა 75 ლარია რომლითაც გაიზრდება ვალდებულება მომწოდებლის მიმართ

დებეტი - 8220 არასაოპერაციო ზარალი - 75 ლარი

კრედიტი - 3110 მოწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი ვალდებულებები - 75 ლარი

საწარმო უცხოური ვალუტის ყიდვაგაყიდვის ოპერაციებს (კონვერტაციას) ახორციელებს მომსახურე ბანკების მეშვეობით თავისუფალი გასაცვლელი კურსით, რომელიც განსხვავდება ოფიციალური (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი) კურსისაგან. სწორედ ეს განსხვავება წარმოშობს საკურსო სხვაობებს, რომლის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვა შემდეგნაირად ხდება:

შეძენა

1) შეძენილია უცხოური ვალუტა 20 000$ 1$=1.41 (ოფიციალური კურსი) 1$=1.40 (თავისუფალი გასაცვლელი კურსი).

დებეტი - უცხოური ვალუტა რეზიდენტ

ბანკში - 28200 ლარი

კრედიტი - ეროვნული ვალუტა რეზიდენტ

ბანკში - 28000 ლარი

კრედიტი - მოგება კურსთაშორის

სხვაობიდან - 200 ლარი

2) შეძენილია უცხოური ვალუტა 25 000$ 1$=1.40 (ოფიციალური კურსი) 1$=1.41 (თავისუფალი გასაცვლელი კურსი).

დებეტი - უცხოური ვალუტა

რეზიდენტ ბანკში - 35000 ლარი

დებეტი - ზარალი საკურსო

სხვაობიდან - 250 ლარი

კრედიტი - ეროვნული ვალუტა რეზიდენტ

ბანკში - 35250 ლარი

გაყიდვა

1) გაყიდულია უცხოური ვალუტა 40000$ 1$=1.40 (ოფიციალური კურსი) 1$=1.41 (თავისუფალი გასაცვლელი კურსი).

დებეტი - ეროვნული ვალუტა რეზიდენტ

ბანკში - 56400 ლარი

კრედიტი - უცხოური ვალუტა რეზიდენტ

ბანკში - 56000 ლარი

კრედიტი - მოგება საკურსო

სხვაობიდან - 400 ლარი

2) გაყიდულია უცხოური ვალუტა 10 000$ 1$=1.41 (ოფიციალური კურსი) 1$=1.40 (თავისუფალი გასაცვლელი კურსი).

დებეტი - ეროვნული ვალუტა რეზიდენტ

ბანკში - 14000 ლარი

დებეტი - ზარალი საკურსო

სხვაობიდან - 100 ლარი

კრედიტი - უცხოური ვალუტა რეზიდენტ

ბანკში - 14100

15 როგორ შევაფასოთ კომერციულ ბანკებში კრედიტუნარიანობა და როგორ ვმართოთ საკრედიტო რისკები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ბესიკ ბოლქვაძე
თსუ დოქტორანტი

სოფლიო საბანკო პრაქტიკაში კლიენტის კრედიტუნარიანობა ყოველთვის ითვლებოდა საკრედიტო ურთიერთობის ფორმისა და მიზანდასახულობის განსაზღვრის შეფასებისათვის ერთერთ აუცილებელ ძირითად მახასიათებლად. მსესხებლის კრედიტუნარიანობა ნიშნავს იურიდიული და ფიზიკური პირის შესაძლებლობას, მთლიანად და დროულად გაასწოროს ანგარიში თავის სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებით.

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს ფრანგ ეკონომისტს ნ. ბუნგეს თავის ნაშრომში კრედიტის თეორია მოჰყავს ცნობილი ბანკირის ლოს სიტყვები: ვუცხადებთ რა ნდობას, ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას მათ (კლიენტების) პატიოსნებას, რაც გვარწმუნებს, რომ ჩვენ არ დავრჩებით მოტყუებულნი; მათ დახელოვნებას - ის გვაძლევს იმედს, რომ ისინი არ შეცდებიან ანგარიშში; მათი საქმიანობის სფეროს - ამით განისაზღვრება იმ პროცენტების იმედი, რომლის მიღებასაც ჩვენ ვვარაუდობთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ნ. ბუნგე კრედიტუნარიანობას უკავშირებდა დიდ უძრავ კაპიტალს და ვალის დაბრუნების გარანტად სახსრების უძრავ ქონებაში დაბანდებას თვლიდა, ბევრი ეკონომისტი საწინააღმდეგო მოსაზრებას იზიარებს. კრედიტუნარიანობის საფუძვლად ისინი მიიჩნევენ მსესხებლის შესაძლებლობას - გამოიმუშაოს სახსრები სესხის დასაფარავად ფონდების ნორმალური დაბანდების გზით. მაგალითად, პოლონელი ეკონომისტის ვ. კოსინსკის აზრით, კრედიტუნარიანობა იზომება იმ პირობებით და გარანტიებით, რომ კაპიტალი დაბრუნდება და არ დაიღუპება.

0x01 graphic

მარტივი საბანკო პოსტულატია ის, რომ კრედიტის, განსაკუთრებით მსხვილი სესხების, დაუბრუნებლობას შეუძლია ბანკის გაკოტრებამდე მიყვანა. რიგი ქვეყნების საბანკო სისტემების კრიზისის ანალიზმა (სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის (1997 წ.), რუსეთის (1998 წ.), აშშ-ის (2007-2008 წწ.) საბანკო კრიზისები) აჩვენა, რომ ბანკების ფინანსურ პრობლემათა მიზეზები განპირობებულია საკრედიტო რისკის რეალიზაციით - ვადაგადაცილებული კრედიტების მნიშვნელოვანი მოცულობით, რომელიც გამოწვეულია მაღალი რისკის მქონე საკრედიტო დაბანდებებით. კომერციული ბანკების გაკოტრების მთავარ მიზეზებად მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: აქტივების დაბალი ხარისხიანობა, პრობლემური კრედიტების არადროული გამოვლენა და კონტროლის სისუსტე.

ხაზგასასმელია, რომ თანამედროვე პირობებში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებასთან ერთად იზრდება კომერციული ბანკების საქმიანობის თანამდევი სხვადასხვა რისკები. საბანკო რისკების თეორია დამუშავებულია მსოფლიო საბანკო პრაქტიკის საფუძველზე და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჩვენი საბანკო სისტემის მიერ, განსაკუთრებით მისი ჩამოყალიბების ეტაპზე.

განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების კომერციული ბანკები კლიენტების კრედიტუნარიანობის შესაფასებლად იყენებენ რთულ სისტემებსა და მონაცემთა დიდ რაოდენობას. აღნიშნული სისტემები დიფერენცირებულია მსესხებლების (საცალო თუ საბითუმო საბანკო-საკრედიტო ბაზრის სუბიექტების) საქმიანობისა და ანგარიშგების სპეციფიკის მიხედვით. მაგალითისათვის, მსოფლიო ბანკი ამ მიზნით იყენებს ისეთ სისტემას, რომელიც ფინანსური კოეფიციენტის 5 ჯგუფისგან შედგება. ესენია: 1. ლიკვიდობის კოეფიციენტები; 2. საქმიანი აქტიურობის კოეფიციენტები; 3. საფინანსო ლევერეჯის კოეფიციენტები; 4. რენტაბელობის კოეფიციენტები; 5. საბაზრო კოეფიციენტები. მსესხებელთა კრედიტუნარიანობის შეფასება სხვადასხვა წესით ხორციელდება. მაგალითად, საფრანგეთის კომერციული ბანკები კლიენტების კრედიტუნარიანობის შეფასების სამ მეთოდს იყენებენ, კერძოდ: საწარმოების ბალანსებისა და სხვა საფინანსო ანგარიშების ანალიზსა და შეფასებას; კლიენტების კრედიტუნარიანობის შეფასებას იმ მეთოდებზე დაყრდნობით, რომლებსაც იყენებენ ცალკეული კომერციული ბანკები; საფრანგეთის ბანკების კარტოთეკაზე დაყრდნობით კრედიტუნარიანობის შეფასებას.

როგორც ცნობილია, კომერციული ბანკების კლიენტების მნიშვნელოვან ნაწილს მცირე და საშუალო საწარმოები შეადგენენ. მათი კრედიტუნარიანობის შეფასებისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს საქმიანობის რისკის შეფასებას ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნილი სესხის მოცულობა, დაგეგმილი შემოსავლები და საქმიანობის ლიკვიდობა. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს ხელშეკრულების საფუძველზე გამოშვებული პროდუქციის რეალიზაციის, მიმწოდებლებისა და მყიდველების ადგილმდებარეობაზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ფუნქციონირებისათვის დამახასიათებელ სხვა თავისებურებებზე.

რისკების მართვა შემდეგ ეტაპებს მოიცავს: რისკების იდენტიფიკაცია; რისკების შეფასება; რისკების სტრატეგიის შერჩევა; რისკის დონის შემცირების საშუალებების შერჩევა და გამოყენება; რისკის დონის კონტროლი.

საკრედიტო რისკის ფაქტორები მოიცავს ბანკის მიმართ როგორც გარე, ისე, შიდა მახასიათებლებს. გარე ხასიათის ფაქტორები დაკავშირებულია საკრედიტო რისკის რეალიზაციის შესაძლებლობასთან, რომელიც არ არის განპირობებული ბანკის საკრედიტო განყოფილების თანამშრომელთა საქმიანობით. შიგა მოვლენებზე დამოკიდებული ფაქტორები, პირიქით, დაკავშირებულია საკრედიტო დოკუმენტაციის გაფორმების მიმდინარეობის, კრედიტუნარიანობის შეფასებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციის დარღვევის დროს თანამშრომელთა მიერ დაშვებულ შეცდომებთან. აქედან გამომდინარე, საკრედიტო რისკის მართვის ორგანიზაცია ხორციელდება მონაწილეებს შორის საინფორმაციო გაცვლის საშუალებით უწყვეტობის საფუძველზე.

0x01 graphic

საკრედიტო რისკის მართვა მოიცავს საკრედიტო რისკის რეალიზაციის ღირებულების შეფასებას, რომელიც წარმოადგენს მსესხებლის მიერ საკრედიტო შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკის დანაკარგების ოდენობის გაანგარიშებას. რისკების მართვისას გაითვალისწინება იმ ფაქტორების მოქმედება, რომლებიც უზრუნველყოფს საკრედიტო რისკის შემცირებას, ესენია: მაღალი რისკის დონის კრედიტებზე უარის თქმა, საკრედიტო მონიტორინგის სიხშირისა და ხარისხის და, შესაბამისად, ბანკის ინფორმირებულობის გაზრდა.

გონივრული საბანკო დაკრედიტების ჩატარების აუცილებელ ღონისძიებად ითვლება საკრედიტო შემოწმება. საბანკო პრაქტიკაში შემუშავებულია შემოწმების ძირითადი პრინციპები, კერძოდ: ა) ყველა სახის კრედიტის ძირითადი შემოწმება; ბ) ყველა საკრედიტო ხელშეკრულების აუცილებელი პირობების შემოწმება (მსესხებლის გადახდის გრაფიკის, კრედიტის უზრუნველყოფის, საფინანსო მდგომარეობის შემოწმება და სხვა). მსესხებელთა კრედიტუნარიანობის შეფასების ფართოდ აპრობირებული მეთოდების პრაქტიკაში დასანერგავად აუცილებელია კლიენტების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე ქვეყანაში მოქმედ ბანკებს გააჩნიათ. ასევე, საჭიროა გარესაბალანსო ანგარიშგების მოგვარება, ბანკების სათანადო პროგრამებითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა.

საბანკო საქმიანობის განვითარების კვალდაკვალ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები პერიოდულად სრულყოფენ თავიანთ საკრედიტო პოლიტიკას. ცალკეული კომერციული ბანკის საკრედიტო პოლიტიკა თავისი ფორმითა და შინაარსით მეტ-ნაკლებად განსხვავდება სხვა, თუნდაც იმავე ზომის, კომერციული ბანკის პოლიტიკისაგან, რაც, ბუნებრივია, ბანკის სტრატეგიისა და მართვის განსხვავებული სტილითაა განპირობებული.

0x01 graphic

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკისა და საკრედიტო რისკის მართვის სისტემები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გამო, ამ თვალსაზრისით, კომერციულ ბანკებში რეალურად შეიმჩნევა სხვადასხვა ნაკლოვანებები, რომელთაგანაც აღსანიშნავია შემდეგი: 1. ეკონომიკის სექტორებისა და ბიზნეს სეგმენტების სუსტი ანალიზი; 2. მსესხებლების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია და ფინანსური ანალიზი; 3. გადაჭარბებული იმედის დამყარება უპირატესად უზრუნველყოფაზე; 4. სუსტი მონიტორინგი მსესხებელზე და სასესხო დოკუმენტაციის არასათანადო კონტროლი; 5. სესხების კლასიფიკაციის სუსტი შიდა სისტემები და სესხების შესაძლო დანაკარგების არაადეკვატური რეზერვის ფორმირება.

ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები განსხვავებულია საქართველოში მოქმედი თითოეული ბანკის მიხედვით და მეტნაკლები ხარისხით ყველა ბანკისათვისაა დამახასიათებელი, მიუხედავად მათი საკრედიტო საქმიანობის აქტიურობის დონისა, რამაც გამწვავებული მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე თავისი ნეგატიური ასახვა ჰპოვა საქართველოს საბანკო სისტემის ლიკვიდობის და, მთლიანობაში, მდგრადობის მდგომარეობაზე.

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საკრედიტო რისკის ეფექტიანად მართვაში არსებული სირთულეები, შიდა სუბიექტური ფაქტორების გარდა, გამოწვეულია გარე ობიექტური ფაქტორებითაც, ასევე გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მყიფე მაკროეკონომიკური გარემოთი და ჩამოუყალიბებელი ბიზნეს ინფრასტრუქტურით, რომელთა ცვლილებების პროგნოზირება, თავის მხრივ, პრობლემურია.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს საბანკო ბაზარზე აქტიურად მოქმედ რიგ კომერციულ ბანკებში საგრძნობლად უმჯობესდება საკრედიტო პოლიტიკა და მისი თანამდევი პროცედურები. კერძოდ, ისინი ქმნიან საკრედიტო რისკის მართვის საკუთარ სისტემებს, რომლებშიც ითვალისწინებენ მრავალ ფაქტორს: მსესხებელთა საკრედიტო ისტორიას, ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, მენეჯმენტის დონეს, ეკონომიკის სექტორულ ანალიზს, პროექტის ფინანსურ-ეკონომიკურ ანალიზს, სესხის უზრუნველყოფას და სხვა. ამასთან, ბანკების მიერ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მსესხებელთა ფინანსური მდგომარეობის ანალიზის საკუთარი მოდელების შექმნასა და პრაქტიკაში მათ დანერგვას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეალობაში კომერციული ბანკების მსესხებელთა ფინანსური მდგომარეობის ანალიზის წარმოებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი პრობლემაა ფინანსური ინფორმაციის ნამდვილობა და საიმედოობა (საკრედიტო-საინფორმაციო ასიმეტრია).

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები საკრედიტო რისკის მართვის სისტემაში გამოყენებულ სხვადასხვა ფაქტორებს განიხილავენ ერთობლიობაში, სხვადასხვა პროცენტული წილის მიხედვით, ხოლო თვით საკრედიტო რისკის განსაზღვრისათვის გამოსაყენებელ თითოეულ ფაქტორს ბანკები აფასებენ მათ მიერ შექმნილი კრიტერიუმების შესაბამისად და ანიჭებენ შესაბამის ქულას. საკრედიტო რისკის შეფასების ასეთი სისტემის გამოყენებით ბანკებისთვის თავიდანვე შესაძლებელი ხდება მათი შედარებით სუსტი წერტილების იდენტიფიკაცია, რადგან სესხის მონიტორინგის პროცესი განსაკუთრებული ყურადღების საგანია - ასეთი სისტემის მეშვეობით საბანკო დაწესებულებები თითოეულ სესხს ანიჭებენ შესაბამის რეიტინგს, რომელიც სესხის გაცემის პროცესში მთავარ, გადამწყვეტ საკითხს უნდა წარმოადგენდეს. უნდა აღინიშნოს, რომ საკრედიტო რისკის მართვის ეფექტიანი სისტემის არსებობა კონკრეტული ბანკისათვის თავისთავად პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური საშუალებაა, მაგრამ, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ძირითადი შემავალი ინფორმაციის სიზუსტე, სწორი შეფასებების მიცემა, დასკვნების გამოტანა და შესაბამისი პროცედურების თანმიმდევრულად შესრულება.

ამრიგად, კომერციული ბანკის მიერ საკრედიტო რისკების მართვის ეფექტიანი სისტემის გამოყენება (ადეკვატური შიდა კონტროლის სისტემის თანხლებით) ბანკის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების, კონკურენტუნარიან საბანკო ინსტიტუტად ფუნქციონირების, საბანკო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისა და გავლენის გაძლიერების აუცილებელი პირობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტად ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადი იქნება ბანკის განვითარების პერსპექტივა, შესაბამისად, მისი საქმიანობა სისტემატურად მრავალ უპასუხო კითხვას წარმოშობს.

16 როგორი საინვესტიციო გარემოა საქართველოში?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლამარა ქოქიაური
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,
თსუ პროფესორი

განვითარების არსებული ტენდენციების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები მეტად საეჭვოა. ვითარების შეცვლა შეუძლია მხოლოდ საინვესტიციო აქტივების მკვეთრად ამაღლებას კერძო ინვესტიციების ბაზარზე, რისთვისაც აუცილებელია საინვესტიციო გარემოს რადიკალურად გაუმჯობესება. თუმცა, აღნიშნული ნეგატიური მხარეების მოსახსნელად საჭიროა ჩავატაროთ მათი წინასწარი ანალიზი. მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკაში საინვესტიციო საქმიანობის ჩახშობის მიზეზების გამოვლენა შეიძლება გახდეს მათი აღმოფხვრის შესაძლებლობათა ძიების კონსტრუქციული საფუძველი, რაც განსაზღვრავს კიდეც ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების მიმართულებებს.

არახელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კვლავწარმოებით თავისებურებებს უკავშირდებოდა, ახასიათებდა:

  • საინვესტიციო პროცესის სარესურსო პოტენციალის გაღარიბება, რაც გამოიწვია საწარმოთა დაბალმა შემოსავლიანობამ, მოსახლეობის დანაზოგების სიმწირემ და ინვესტიციებად მათმა არასრულად გარდაქმნამ;

  • ინვესტირების სარესურსო წყაროებზე მოთხოვნილებების მატება ძვირადღირებულ რესურსდამზოგავ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც არსებითად ამაღლებდა ავანსირებული კაპიტალის სიდიდის ნიშნულს.

  • ეკონომიკური ზრდის დეფორმაციები, რომლებიც ხელს უშლიდნენ კაპიტალის შემოდინებას, ბარიერებს უქმნიდნენ მათ შემოსვლას წარმოებაში (წარმოების მაღალი მონოპოლიზაცია, კრიმინალური ძალების აქტიურობა, ჯერკიდევ მაღალი ინფლაცია, რომელიც ამცირებს გრძელვადიანი დაბანდებების მომგებიანობას);

  • საბაზრო მეურნეობის არასაკმარისად განვითარება, რომელსაც არ შესწევს მყიდველის ბაზარზე გადასვლის უნარი;

  • ეკონომიკური დაქვეითების სტადიაში ხანგრძლივად ყოფნა, რომელიც ყველაზე უფრო არახელსაყრელი პერიოდია ინვესტიციებისთვის. კომერციული კრედიტი მიუწვდომელი გახადა საბრუნავი სახსრების შესავსებად, რაც არგადახდების კრიზისში გამოვლინდა.

საინვესტიციო პროცესი რეალობად შეიძლება იქცეს მოსახლეობის დანაზოგების არსებობის პირობებში (მათი სიდიდე საკმარისი უნდა იყოს კაპიტალდაბანდებათა განხორციელებისთვის). ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავწარმოებითი პროცესი მიმდინარე მოთხოვნილებაზე მეტი შემოსავლების უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა, რის საფუძველზეც ჩნდება მოსახლეობაში დანაზოგების ფორმირების შესაძლებლობა. შემდეგ ეს დანაზოგები აკუმულირდება კომერციული ბანკების მიერ, მოხვდება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე და საბოლოოდ ინვესტიციებად ტრანსფორმირდება.

ეკონომიკის რეფორმირების დასაწყისი დაუკავშირდა ფასების ლიბერალიზაციის პროცესს, რომელმაც ძალიან მოკლე ვადაში გააუფასურა მოსახლეობის ფულადი აქტივები. ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა ისე მკვეთრად დაეცა, რომ მოსახლეობის ფულადი დანაზოგები ფაქტიურად გაქრა. ამას იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ მოსახლეობას, რომელიც შემნახველ სალაროში ინახავდა თავის დანაზოგს, წაერთვა მყარ ვალუტად ან სასაქონლო ფასეულობებად თავისი ფულის გადაქცევის შესაძლებლობა, რათა ინფლაციისგან დაეცვა საკუთარი აქტივები. ამის მიზეზი იყო ხელისუფლების საგანგებო ფულადი პოლიტიკის რეჟიმი, რომელმაც გამოაცხადა, რომ მოსახლეობის ანაბრები უნდა გაყინულიყო.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მოსახლეობის დანაზოგებმა 2000იანი წლების ბოლოს მშპის 15%25 შეადგინა, თუმცა ექსპერტთა დასკვნით, ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად 3-ჯერ ნაკლები იყო, რაც ცხადია, ძალზედ მცირეა მნიშვნელოვანი ინვესტირებისთვის.

ქვეყნის ეკონომიკის უბედურება იყო არამარტო დანაზოგების უკმარისობა, არამედ მათი გამოყენების უკიდურესად არაეფექტიანობა. ამჟამად დანაზოგების მოცულობის მხოლოდ 14%25 შეგვიძლია განვიხილოთ საინვესტიციო პოტენციალად.

არადა, დანაზოგების უკმარისობა ამცირებს კომერციული ბანკების საკრედიტო შესაძლებლობასაც, რადგანაც ფულის ბაზარზე არსებული მიწოდება არ შეიძლება სისხლსავსე იყოს. ამის გამო ქვეყანას დაკრედიტების ძალიან უმნიშვნელო მოცულობა აქვს. მისი სიდიდე მშპის 10%25ზე ნაკლებია. მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ეს თანაფარდობა 100%25ს აღწევს.

უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ მხოლოდ დაზოგვის პროცესი არ იყო ინვესტიციებისთვის საჭირო ფინანსური პოტენცია ლის შემაფერხებელი ფაქტორი. მეტისმეტად მკაცრი აღმოჩნდა წინათ დაბანდებული ინვესტიციების დაცვა-შენახვისთვის საამორტიზაციო სახსრების გამოყენებაში შექმნილი შეზღუდვები. ეს იმას უკავშირდება, რომ კაპიტალურ დაბანდებათა ცენტრალიზებული დაფინანსების შეწყვეტამ ავტომატურად გამოაცალა საწარმოს წინა წლებში დაგროვილი საამორტიზაციო ფონდები, რადგან მათი საამორტიზაციო სახსრების დიდი ნაწილი (დაახლოებით 70%25) ცენტრალიზებულ საჭიროებებზე გაიხარჯა.

ერთი სიტყვით, საქართველო აღმოჩნდა ფინანსური შიმშილის მდგომარეობაში, რაც საინვესტიციო პროცესის შესაძლებლობათა ხელის შემშლელია. ამასთან, სარესურსო პოტენციალის მიმართ მოთხოვნები დღეს მკვეთრად მატულობს.

რა თავისებურებები ახასიათებს საინვესტიციო კრიზისს საქართველოში? ახალ, ინდუსტრიულ მოდელზე გადასვლის დროს ინვესტიციებისათვის წაყენებული მოთხოვნები მეურნეობრიობის შემდეგმა თავისებურებებმა ჩამოაყალიბა:

პირველი. დღევანდელ პირობებში წარმოების გაფართოებას არ შეუძლია და არც უნდა ახდენდეს მიღწეულ საწარმოოტექნიკური პოტენციალის დონისა და ხარისხის ტირაჟირებას, რადგანაც ექსტენსიური განვითარების პოტენციის ამოწურვის პირობებში იგი არარენტაბელურს ხდის წარმოებას.

ახალი ტექნოლოგიური პროცესების ათვისება ყოველთვის შეიცავს საწარმოო რისკებს და კომერციული მდგრადობის უზრუნველყოფის სირთულეებს უკავშირდება. ეს გარემოებაც სერიოზულად ართულებს საზოგადოების საინვესტიციო აქტივობას.

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ახალ საფეხურზე ჩვენი ქვეყნის გადასვლის თავისებურება წარმოების ტექნოლოგიურ სისტემის შეცვლის აუცილებლობაში მდგომარეობს.

ტექნოლოგიების შეცვლის აუცილებლობის პირობებში ინვესტირების პროცესისადმი წაყენებული მაღალი მოთხოვნები მოკლე ვადებში ძნელად შესასრულებელს ხდის მას, რადგანაც ასეთი სერიოზული ამოცანის შესასრულებლად მნიშვნელოვანი დაგროვებაა საჭირო, მით უმეტეს, რომ ტექნიკურ პროგრესს დღეს მაღალი კაპიტალტევადობა ახასიათებს.

მეორე, საქართველოს ეკონომიკა საწარმოო სტრუქტურის კონსერვატიზმს გვიჩვენებს. ტექნოლოგიური და ორგანიზაციული გარდაქმნის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა. ამ არასასურველი მოვლენის მიზეზი მნიშვნელოვანწილად დევს ჩვენი საწარმოო აპარატის არსებულ სტრუქტურაში, რომელსაც კომუნისტური წყობის დროიდან ინერციით მსხვილ საწარმოო სტრუქტურებზე ჰქონდა გეზი აღებული და ეყრდნობოდა კიდეც მას. ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ მსხვილ წარმოებას უპირობო უპირატესობა აქვს წვრილი წარმოების მიმართ. ამიტომ იგი უფრო პერსპექტიულია და ქვეყნის განვითარებაც მან უნდა განსაზღვროს. როგორც ცხოვრებამ აჩვენა, ასეთი ხედვა ცალმხრივი აღმოჩნდა. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში კი, მსხვილ საწარმოებთან ერთად, წარმატებით ვითარდებოდა საშუალო და წვრილი საწარმოები. მათ წილად განვითარებული მრეწველობის ქვეყნებში ეროვნული პროდუქციის თითქმის ნახევარი და სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი წილი მოდის. მცირე და საშუალო ბიზნესის ასეთმა მაღალმა ხვედრითმა წილმა გამოიწვია გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, დაასაქმა მოსახლეობა, ჩამოაყალიბა დამატებითი მოთხოვნა, ამით კი შექმნა მიწოდების ზრდის მოტივები.

ქვეყანაში სწორედ მეურნეობრიობის მცირე ფორმების არასაკმარისად განვითარებამ განაპირობა საწარმოო სტრუქტურის შეუგუებლობა გარდაქმნებთან. საინვესტიციო პროცესში აქტიურად ჩასართველად თავისდროულად უნდა გადაწყდეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პრობლემები.

მესამე, ქვეყნის ძირითადი საწარმოო ფონდების განახლება საკმარისად სწრაფად არ ხდებოდა და 2006 წლისათვის მათი მომსახურების საშუალი ფაქტიურმა ვადებმა 2526 წელი შეადგინა. ბოლო პერიოდში ვითარება არსებითად არ შეცვლილა, რადგანაც კრიზისი კვლავ გრძელდებოდა. ამის შედეგია ის, რომ მსოფლიო ბაზარზე საქართველო გამოდის როგორც ნედლეულის გამყიდველი და სხვა დანარჩენის მყიდველი. მრეწველობის ყველა სექტორი პრაქტიკულად კონკურენტუუნაროა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტირების პროცესი მოითხოვს აქტიურ საგარეოეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც ინვესტიციური საქონლისა და ჩვენს ქვეყანას ახალი ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზრებს გაუხსნის.

ამასთან საგულისხმოა ისიც, რომ ლარის კურსის შენარჩუნების დროს ქვეყანაში წარმოების მხარდაჭერა გულისხმობდა ისეთ პროტექციონისტულ ზომებს, რომლებიც იმპორტზე მაღალი ბაჟის დაწესებას უკავშირდებოდა. ეს პროცესი გააძლიერებდა მსოფლიო ბაზრისგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის იზოლაციას და არსებითად შეასუსტებდა ახალი დასავლური ტექნოლოგიების დანერგვის პოტენციალს ძირითადი ფონდების განახლებაში. ამას საინვესტიციო პროცესის ეფექტიანობის დონის შემცირება მოჰყვებოდა შედეგად.

რა დაგვიტოვა ეკონომიკურმა კრიზისმა. კრიზისს თავისი მექანიზმები გააჩნია, რომლებიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების პროცესს. მასობრივი გაკოტრება ჯანსაღი საწარმოების რყევასაც კი იწვევს, რადგანაც მათ მრავალ პარტნიორს აღარ შეუძლიათ მიწოდების ანგარიშების განაღდება. ამიტომ, ამ პერიოდში მატულობს კომერციული რისკები, რაც საქმიანი აქტივობის დაქვეითებას იწვევს.

დაქვეითების დროს საწარმოები დიდ ზარალს განიცდიდნენ. ამის გამო ისინი მოკლებული რჩებიან ინვესტიციებისთვის საჭირო დაგროვების წყაროებს, გარდა ამისა, საბაზრო კონიუნქტურის გაუარესების მოლოდინი იმ შემთხვევაშიც კი აქრობს ინვესტირების სტიმულებს, როცა ფინანსური რესურსები საკმარისია საამისოდ. რეალიზაციის სიძნელეები და სამეურნეო პარტნიორების არასტაბილური მდგომარეობა წარმოების შემცირებასა და, შესაბამისად, მისგან მიღებული შემოსავლების კლებას იწვევს. ჩნდება იმის საფრთხე, რომ ვერ მოხერხდება ადრე დაბანდებული სახსრების გამოსყიდვა. ამიტომ, საინვესტიციო პროცესი წყდება და საწარმოები ეწევიან წყალქვეშა ნავის ტაქტიკას, ე.ი. უკეთეს დროს ელოდებიან თავიანთი საქმიანობის გასააქტიურებლად.

როდესაც კრიზისი ხორციელდება ფასების დაცემის დროს, მას თან ახლავს მასობრივი გაკოტრება იმავდროულად სამეწარმეო შემოსავლების შეკვეცის გამო. ამ შემთხვევაში კრიზისის გამაჯანსარებელი ფუნქცია ძალიან აქტიურად მოქმედებს და არაეფექტიანი წარმოებისგან წმენდს ეკონომიკას. მაგრამ, თუ კრიზისს თან ახლავს ფასების მატება და ინფლაცია, მაშინ იგი ჭიანურდება. მზარდი ფასები იმის შესაძლებლობას აძლევს არაეფექტიან მწარმოებლებს, რომ რაღაც დროით მოახერხონ გადიდებული ხარჯების კომპენსირება. ისინი გაღატაკების საფრთხის ქვეშ ექცევიან, მაგრამ გაკოტრებულთა რიცხვში არ ხვდებიან.

აღნიშნული პროცესები წამგებიანს ხდის წარმოებას, საშუამავლო საქმიანობაში გადაჰყავს ბიზნესი. მართლაც, სპეკულაციურ კაპიტალს ბრუნვის უფრო მოკლე ციკლი აქვს და გაუფასურების ნაკლები რისკი ემუქრება. ასეთი ვითარება იწვევს წარმოების ურყევ სტაგნაციას, რადგანაც წარმოებას არამარტო სრულყოფა, არამედ მარტივი კვლავწარმოების განხორციელებაც კი არ შეუძლია. ასეთ პირობებში ძალას იკრებს საინვესტიციო საქმიანობის მძლავრი და აქტიური ანტისტიმულები.

საწარმოები, რომლებიც არგადახდათა კრიზისში იძირებიან, ფიზიკურად არ შეუძლიათ ინვესტორის როლის თამაში, რადგანაც მათი რეალური მდგომარეობა სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტის განწყობილებას არ აყალიბებს. მათი ინტერესები შემოფარგლულია იმ მიმდინარე ხარჯების უზრუნველყოფის პრობლემებით, რომლებიც მარტივ კვლავწარმოებასა და საწარმოს გაჩერების აცდენას უკავშირდება.

ამგვარად, ბაზარზე გადასვლა საბოლოო ჯამში ნაკარნახევია სახელმწიფო სოციალიზმის იმ შესაძლებლობების ამოწურვით, რომლებიც ეკონომიკის სათანადო შემოსავლიანობას და მეურნეობრიობის ყველა დონეზე საინვესტიციო მექანიზმის ეფექტიანობას უზრუნველყოფდა. თუმცა, ბაზრისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკური დაქვეითების ფონზე ხდებოდა, როდესაც, ზემოაღნიშნული ნეგატიური პროცესები სულ უფრო ღრმავდებოდა. ზომიერი გაანგარიშებების თანახმად, 2000იანი წლების დასაწყისითვის ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტის 1/3ის პროდუქცია იყო, რომელსაც მყიდველი არ ჰყავდა.1 არსებობს აზრი, რომ ეს სიდიდე ქვეყნის მშპის ნახევარზე მეტს აღწევდა.2 ჭარბი წარმოების მოშორებით გამოწვეული დაქვეითების სიღრმე დაგროვილი დისპროპორციებით იყო განპირობებული.

თუმცა ბოლო სტატისტიკური მონაცემები არაერთგვაროვან სიგნალებს გვაძლევს. 2007 წელს ძირითად კაპიტალში მხოლოდ 311 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც საქართველოში დაბანდებული მთელი ინვესტიციების 6 პროცენტს შეადგენს და ეს მაშინ, როდესაც მრეწველობის სექტორში რამდენიმე მსხვილი პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. ინვესტიციათა ძირითადი ნაწილი ადგილობრივ ბაზართან დაკავშირებულ საქმიანობებში ჩაიდო (არავაჭრობადი საქონელი და მომსახურება). მათი 29 პროცენტი კერძო სახლებზე, მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე მოდიოდა, 24 პროცენტი - ტრანსპორტსა და კომუნიკაციებზე.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ინვესტიციების ზრდამ მრეწველობაში 2007 წელს წინა წელთან შედარებით, ნომინალურ გამოსახულებაში 50 პროცენტი შეადგინა. მაგრამ, თუ მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდას გავითვალისწინებთ, აღნიშნული საინვესტიციო ნაკადების მოცულობა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ბიზნესკლიმატის მიუხედავად, უფრო ნაკლები აღმოჩნდება, ვიდრე ამ ათწლეულის დასაწყისში იყო.3

იმისათვის, რომ საინვესტიციო პროცესი რეალობად იქცეს, საკმარისი არაა მისთვის ფართო გზის გახსნა. აუცილებელია ძლიერი მოტივაციები, მესაკუთრეთა სურვილი ამ ძნელ გზაზე გასასვლელად. საინვესტიციო პროცესი გარდაუვალი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისგან თავის არიდება არამარტო მაღალი შემოსავლების დაკარგვის, არამედ ბაზრიდან საწარმოს გამოდევნის საფრთხეს ბადებს.

ასეთი ვითარება შესაძლებელია მაშინ, თუკი ეკონომიკამ განახორციელა კონკურენცია - გამყიდველის ბაზრიდან მყიდველის ბაზარზე. თუმცა, ჩვენთან ასეთი ბაზარი ჯერ კიდევ სრული სახით არ არსებობს. ჩვენს ბაზარზე ძლიერია მონოპოლიური ძალები, რომლებიც ხელს უშლიან კაპიტალის მოდინებას, აბრკოლებენ დარგში შესვლას.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ არაა მიღწეული საქონლით გაჯერების ისეთი დონე, რომლის დროსაც გამყიდველები ერთმანეთს ებრძვიან მომხმარებლის ხელში ჩასაგდებად, მისი მოთხოვნილებების უკეთ დასაკმაყოფილებლად (გამონაკლისია საბანკო ბაზარი).

თვით საწარმოებში სამეცნიერო-ტექნიკური და საინვესტიციო პროცესების გარდაუვალი მოქმედებისათვის საკმარისი არაა ბაზარზე გადასვლის განხორციელება. ჩვენი მოსაზრებით, საჭიროა მისი მიყვანა განვითარების მომდევნო საფეხურამდე, რომელიც კონკურენტული ბაზრის გაჩენას მოასწავებს. აქ კონკურენციაა არა მომხმარებლებს შორის - შეძენის უფლებისათვის - არამედ მწარმოებლებს შორის - თავიანთი საქონლის გაყიდვაში უპირატესობის მოპოვებისათვის. კონკურენტულ ბაზარზე ის მწარმოებლები ახერხებენ გადარჩენას, რომლებსაც უფრო ხარისხიანი საქონელი გამოაქვთ, ან ისეთ სიახლეს სთავაზობენ მომხმარებლს, რომელთა ანალოგი ჯერ კიდევ არა აქვთ მათ კონკურენტებს. მყიდველის ბაზარი ბადებს ხარისხისა და წარმოებაში ნოვაციის კონკურენციას, ხდება გამოშვებული საქონლის განახლებისა და ასორტიმენტის გაფართოების წყარო. ასეთი ბაზარი იმ შემთხვევაში იფუნქციონირებს, თუკი წარმოების მიერ განხორციელებული მიწოდების სიდიდე გადააჭარბებს მოთხოვნას. მხოლოდ ამ შემთხვევაში განახორციელებს მომხმარებელი ისეთ არჩევანს, რომელიც უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციაზეა ორიენტირებული.

და კიდევ, სახელმწიფომ კი არ უნდა შეიცვალოს ბაზარი, არამედ ხელსაყრელი პირობები შეუქმნას მის ფუნქციონირებას და ე.წ. ეფექტიან კონკურენტულ ბაზარზე გადასვლას. ამ მიმართულებით ძალისხმევის თანმიმდევრულობა ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოსათვის იქნებოდა დამახასიათებელი. აქტიური მასტაბილიზებელი პოლიტიკის გასატარებლად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გამოვიმუშაოთ კონცეპტუალური მიდგომა ამ პრობლემების მიმართ. იგი უნდა კონკრეტდებოდეს ქვეყნის ეკონომიკაში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების განხორციელების სტიმულირების კომპლექსურ პროგრამასა და მთავრობის საშუალოვადიანი პროგრამის კონცეფციაში.

ANNOTATION
PECULIARITIES OF INVESTMENTS IN GEORGIA

Lamara kokiauri

Any investment process is directed to satisfy the dements, the realization ability for such demands society already has, under the conditions of productive forces. Our country has already sensed the reducing of industrial efficiency in the 90th years of the last century that has been deepened from year to year. The demand on the activation of investment process has been formed also by the national economical disproportion that was revealed in unbalancing of economy, inconsistency between monetary and natural flows.

The unfavorable investment environment that has been connected to the reproduction peculiarities of our country was characterized by the following;

Depletion of resource potential of investment process, caused by the low industrial profitability, the small savings of population and their incomplete transformation into investments;

The increasing of demands on the sources of investment resources, connected with the transition to the expensive resourcesaving technologies, that essentially higher the marked value of advanced capital.

The deformations of economical growth, that prevent capital infl ow, hamper to their entering into the industry. The high monopolization of industry activation of criminals, still high level of infl ation, that reduces profitability of long term contributions belongs to them;

Insufficiently developed of market economy that isn't able to wholly provide the transition on market economy of purchasers;

- The unfavorable investment climate has been worsened by the ongoing realization of subjects and objects of investment market that has been revealed in that:

- Privatization couldn't form the efficient proprietors, that are the initiators of investment process;

- The nonmarket mentality of director corps has been established, that hopes that state would cover the industry debts and are oriented on the application of short term factor of development;

It is insufficient to open wide road for the realization of investment process. Strong motivations are necessary, desires of proprietors to pass such hard way. The investment process will be become inevitable only in case if desist from it form the danger of loosing of high incomes but the withdrawing from the market. Such circumstance is possible only when if economy has been realized on competitive market, but there doesn't exist of any market yet in Georgia in complete type. In our market monopoly forces are strong, they prevent capital infl ow, drag entering into branch. Besides such level of saturation by goods, when buyers between each other for customers, to better satisfy their needs (exception banking market).

The active regulating forces in type of state and banks have to take action, that are obliged to recognize the objective demands of general economical equilibrium of state and help out the of crisis situation.

The state doesn't change market but would create fa-vorable conditions for its functioning and market. The consistency of efforts in this direction would be characterized for the economically strong state. In our situation the government tried to keep equilibrium among groups of coalition with different ascendancy, for this reason government sometime obeyed to considerations of country or row material lobs.

__________________

1 „Реформа без шока. Выбор социфльно приемлемых решений М. За экономическую грамотность, 1995 г., с. 55.

2 იქვე. გვ. 22

3 კორდონიე კრისტოფ. საქართველოს დაფინანსება//საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები. კვარტალური მიმოხილვა. 2008, აპრილი, გვ. 76

17 საგადასახადო რისკ-მენეჯმენტი (НАЛОГОВЫЙ РИСК-МЕНЕДЖМЕНТ)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ოლგა ფიშერი,

ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი,
ვოლგოგრადის სახელმწიფო
უნივერსიტეტის დოცენტი

0x01 graphic

ლანა ჩანქსელიანი,
ვოლგოგრადის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასპირანტი

დღეისათვის ბიზნესის საქმიანობა ამაღლებული რისკის პირობებში მიმდინარეობს. რომელიც ძლიერ ზეგავლენას ახდენს მის ფუნქციონირებაზე. განსაკუთრებით სახიფათოა ეკონომიკური რისკი, ვინაიდან საქმიანობის ფინანსურ შედეგზე ის უშუალოდ მოქმედებს.

ბოლო წლების ეკონომიკის თავისებურება გამოიხატება ახალი რისკის წარმოქმნაში. ამჯერად საგადასახადო რისკზე ვისაუბრებთ. ამ რისკის გონიერად მართვა, სამეურნეო სუბიექტს მისცემს შესაძლებლობას, არა მარტო თვალყური ადევნოს თავისი მოვალეობის სწორად და სრულად შესრულებას სახელმწიფოს წინაშე, არამედ გახდეს საქმიანობის ეკონომიკური მიზანშეწონილების აწევის ფაქტორი. აქედან გამომდინარე, კომპანიას ეძლევა საშუალება ბაზარზე გაიმაგროს თავისი პოზიციები.

საგადასახადო რისკის კატეგორია ახალი და ამდენად, პრაქტიკულად შეუსწავლელია გამოკვლევები ფინანსურეკონომიკურ მეცნიერებაში საგადასახადო რისკებთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ დამწყებ საფეხურზეა, ამას ადასტურებს მათი არასაკმარისი დამუშავება, სპეციალური ლიტერატურის და სისტემური ნიმუშების არქონა. აგრეთვე არ არსებობს გარკვეული, დადასტურებული საგადასახადო რისკის ცნება. ამასთან, ზედმეტია საუბარი პრაქტიკაში გამოსაყენებელი საგადასახადო რისკის მართვის მეთოდებზე (რისკმენეჯმენტზე).

ვიდრე ამა თუ იმ მოვლენის მართვას დავიწყებდეთ, საჭიროა განვსაზღვროთ თვითონ ამ მოვლენის დედაარსი... ვინაიდან საგადასახადო რისკი თეორიულად და პრაქტიკულად ნაკლებად შესწავლილია, მისი ყოველმხრივი გამოკვლევა საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ საგადასახადო რისკის მართვის ინსტრუმენტები და საგადასახადო რისკმენეჯმენტის მექანიზმი განვსაზღვროთ საგადასახადო რისკი, გავაკეთოთ კლასიფიკაცია და ამისსაფუძველზე დავადგინოთ ამ რისკის წარმოშობის მიზეზები. ამასთან, საჭიროა აღმოვაჩინოთ ურთიერთ კავშირი სუფთა მოგებას, საგადასახადო ხარჯსა და საგადასახადო რისკს შორის, და დავადგინოთ ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით ჩვენ შეგვეძლება ვმართოთ ეს რისკი, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპებს გავივლით, შეგვეძლება ჩამოვაყალიბოთ რისკის გამოვლენის და მისი რისკმენეჯმენტის მექანიზმი, რომელიც შეესაბამება კონკრეტული გადამხდელის ფინანსურ სტრატეგიას. ყველაფერი ეს, არა იმდენად საგადასახადო რისკის დადგომის ალბათობისა და მისი შედეგების შემცირების საშუალებას, არამედ საჭიროების შემთხვევაში შეგნებულად რისკზე წასვლის შესაძლებლობასაც მოგვცემს.

სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს ორი საპირისპირო აზრი, ეკონომიკური რისკის დედაარსისა და შინაარსის თაობაზე.

ერთის მხრივ რისკი აღიქმება როგორც ზარალისა და მარცხის მოსალოდნელი ალბათობა.

რაიზენბერგი, ლოზოვსკი, სტაროდუბცევი თვლიან რომ რისკი არის საშიშროება გაუთვალისწინებელი დაკარგვისა მოსალოდნელი მოგების, შემოსავლის ან ქონების, ფულის, შემთხვევით ეკონომიკური საქმიანობის პირობების შეცვლის არახელსაყრელი ვითარების გამო.1

იგივე აზრს ადასტურებს ბლანკიც, რომელიც ამბობს, რომ რისკი არის ალბათობა არასასურველი შედეგის მიღებისა, რომელიც გამოიხატება შემოსავლის ან კაპიტალის

დაკარგვაში, წარმოების ფინანსურსამეურნეო საქმიანობის განუსაზღვრელ პირობებში განხორციელებისას.2

ამავე დროს, ასეთი პოზიცია არ ითვალისწინებს, რომ სარისკო სიტუაციაში შეიძლება დადებითი შედეგი მივიღოთ (მაგალითად, დამატებითი მოგება). ასეთ პოზიციას იზიარებს ბალაბანოვი, რომლისთვისაც რისკი არის შესაძლებელი საფრთხე წაგებისა, რომელიც გამომდინარეობს ამა თუ იმ ბუნების მოვლენებისა და ადამიანის საქმიანობიდან. ამავე დროს ის ამახვილებს ყურადღებას, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რისკი არის მოვლენების ისე განვითარება, რომ შეიძლება გამოიწვიოს სამი ძირითადი ეკონომიკური შედეგი: უარყოფითი ( წაგება), ნულიანი (ნავარაუდები მოგების არქონა) ან დადებითი(მოგება).3

ყოველივე ზევით ჩამოთვლილის გათვალისწინებით, საჭიროა საგადასახადო რისკის კატეგორიის მიმართ, გავითვალისწინოთ საგადასახადო სამართალურთიერთობის სუბიექტების სახელმწიფოსა და გადამხდელის ინტერესები.

სახელმწიფოს მხრიდან, საგადასახადო რისკი საგადასახადო დავალიანებების გაჩენისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შემცირების ალბათობაა. ხოლო გადამხდელის მხრიდან, ეს არის არამარტო საშიშროება მოსალოდნელი მოგების (შემოსავალის ქონების, ფულის), გაუთვალისწინებელი დაკარგვისა (რაც შეიძლება გამოიწვიოს არაერთმნიშვნელოვანი საგადასახადო კანონის გააზრებამ და მისმა ცვალებადობამ), არამედ რისკის პირობებში დადებითი შედეგის მიღების შესაძლებლობამ .

რისკი მაშინ იწყებს გამოვლენას, როდესაც გადამხდელი ასრულებს თავის მოვალეობას და ძლიერდება სხვადასხვა ხერხების და ინსტრუმენტების გამოყენებისას საგადასახადო მენეჯმენტში. ამდენად, აშკარაა, რომ საგადასახადო რისკის მართვა შეიძლება, რადგან ის გამოვლინდება როდესაც გადამხდელი ასრულებს თავის მოვალეობას (ესე იგი დამოკიდებულია გადამხდელის ცოდნაზე, ჩვევაზე და გამოცდილებაზე), აგრეთვე იმაზე, თუ რამდენად სწორად ასრულებს იგი თავის მოვალეობას სახელმწიფოს წინაშე. ესე იგი, როცა ვმართავთ და კონტროლს ვუწევთ გადამხდელის მოქმედებებს, მაშინ შეიძლება ვმართოთ საგადასახადო რისკიც.

გადამხდელისთვის საგადასახადო რისკი შედარებით გაუთვალისწინებელი რისკის სახეობაა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფინანსურსამეურნეო საქმიანობის შედეგზე, რადგან უშუალოდ მოქმედებს საბუღალტრო მოგებაზე(წაგებაზე). როგორც წესი, საბუღალტრო წესების მიხედვით პროდუქტების, საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების რეალიზაციის შემოსავალზე, გავლენას ახდენს როგორც ირიბი, ისე პირდაპირი გადასახადები (ერთიც და მეორეც თავისებურ გავლენას ახდენს საბოლოო ფინანსურ შედეგზე). აქედან გამომდინარე, საჭიროა საგადასახადო რისკის სწორი მართვა, რათა შევამციროთ შესაძლებელი ნეგატიური ფინანსური შედეგი.

როგორც ვთქვით, საგადასახადო რისკი ეკონომიკური, ფინანსური რისკის ერთერთი სახეობაა, აქვს სუბიექტურობიექტური ბუნება, გაურკვეველი ფინანსური შედეგი გადამხდელისთვის (დადებითი, უარყოფითი, ნულიანი).

გადამხდელი ყოველთვის არ ცდილობს საგადასახადო რისკს თავი აარიდოს, პირიქით, ხშირ შემთხვევაში იგი შეგნებულად მიდის რისკზე, ეს მაშინ ხდება, როცა ფინანსური შედეგი მეტია, ვიდრე ის ზარალი რომელიც შეიძლება იყოს რისკის აღმოჩენის შემთხვევაში.

საგადასახადო რისკმენეჯმენტის პროცესი ორი ძირითად პერიოდისგან შედგება:

1. საგადასახადო რისკის პროგნოზირება, შეიცავს სამ ეტაპს:

1.1. რისკის იდენტიფიცირება.

1.2. შეფასება.

1.3. რისკის გაჩენის პროფილაქტიკა.

2. საგადასახადო რისკის ნეიტრალიზაცია, შეიცავს ორ ეტაპს:

2.1. ზარალის მინიმალიზაცია, ან დამატებითი მოგების მაქსიმალიზაცია.

2.2. რისკის დაზღვევა.

პირველ პერიოდში ხდება საგადასახადო რისკის იდენტიფიცირება, ანუ თვითონ რისკისა და მისი გაჩენის მიზეზების დადგენა.

საგადასახადო რისკი ორი სახეობისაა: გარე და შიდა (ნახ.1). თავის მხრივ, გარე საგადასახადო რისკი შეიძლება გავყოთ ორ სახეობად (ნახ.2).: საგადასახადო რისკი, რომლის მართვა შედარებით მაინც შესაძლებელია და საგადასახადო რისკი, რომელიც არ ექვემდებარება მართვას. ყველა ამ რისკის სახეობას აქვს წარმოშობის მიზეზები და სუბიექტები, რომელთა მოქმედების, ან უმოქმედობის გამო ის ჩნდება.

0x01 graphic

ნახ.1. საგადასახადო რისკების სახეობები

0x01 graphic

ნახ.2. გარე საგადასახადო რისკების სახეობები

საგადასახადო მოვალეობის შემცირების სურვილი არის ობიექტური მოვლენა, რომლის დროსაც გადამხდელი ცდილობს გარკვეული გადასახადებისთვის თავის არიდებას უფრო სწორად საგადასახადო კანონმდებლობის ეგრეთ წოდებული შავი ხვრელებით მანიპულირების გზით ცდილობს გაზარდოს მოგება. თუმცა, საგადასახადო რისკმენეჯმენტი ითვალისწინებს მოვალეობის შესრულებას კანონის ფარგლებში. კანონმდებლობაში არსებული ყველა საგადასახადო შეღავათებისა და ხარვეზების მაქსიმალურ გამოყენებას, ოღონდ ისეთი ხერხებით რომლებიც ყველაზე ნაკლებ გამოიწვევს კონფლიქტურ სიტუაციებს საგადასახადო სტრუქტურებთან.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო დაბეგვრა ეკონომიკის სპეციფიკური სფეროა, რომლის წესები აქ ყოველთვის სრულად არ მოქმედებენ. თუ გადამხდელი 100%25 გამოავლენს და დაასაბუთებს მიღებულ ეკონომიკურ შედეგს, ამ შემთხვევაში შეუძლია არ განსაზღვროს როგორ რისკს გამოიწვევს მისი მოქმედება, ხოლო თუ გადამხდელი იყენებს სხვადასხვა გადასახადების მინიმალიზაციის მექანიზმებს, მაშინ, აუცილებელია რისკის შეფასება და მართვა. მართვის რომელ ინსტრუმენტებს ამოირჩევს გადამხდელი, ამაზე დამოკიდებულია როგორ შედეგს მიიღებს იგი.

ხშირად საგადასახადო რისკი წინასწარ გაუთვალისწინებელი რისკია და ამიტომ ძნელია მისი მართვა. ეს რისკი ასე თუ ისე ყველა გადამხდელს ემუქრება.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გადამხდელმა რომ შეძლოს ეკონომიკური საქმიანობა, მან უნდა გააკეთოს საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაცია, რასაც ახლავს დამატებითი რისკი. სწორედ გადამხდელის რისკმენეჯმენტის სწორად ორგანიზებასთანაა დაკავშირებული მისი ფინანსური მდგომარეობა და საქმიანობის ეკონომიკური მიზანშეწონილება. ერთი სიტყვით, საგადასახადო რისკის გათვალისწინება და მისი მართვა ერთერთი მთავარი მიზანია გადამხდელისთვის.

(თემით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ავტორს შემდეგ E-mail-ზე: lanalash@mail.ru; lanalash@gmail.com).

РЕФЕРАТ
НАЛОГОВЫЙ РИСК-МЕНЕДЖМЕНТ

Основы налогового риск-менеджмента налогоплательщика
Ольга Фишер, Канд. Экон. Наук, доцент Волгоградского ГОС университета.
Лана Чанкселиани, Аспирант Волгоградского ГОС университета.

Ведение бизнеса всегда сопряжено с наступлением непредвиденного риска и, соответственно, финансовых потерь. Сегодня российские хозяйствующие субъекты функционируют в условиях неопределенности, связанной с действием целого ряда экономических рисков, оказывающих непосредственное влияние на финансовый результат. Ситуация осложняется проблемами современной российской налоговой системы. В связи с этим, перед бизнес-субъектом возникает необходимость учета и грамотного менеджмента не только экономических, но и налоговых рисков с целью оптимизации экономических и управленческих издержек. Управление этими рисками дает с одной стороны, возможность бизнес-субъекту, как налогоплательщику, отслеживать правильность и полноту выполнения своих обязанностей перед бюджетами всех уровней, с другой стороны, как экономическому агенту, повышать экономическую и финансовую целесообразность деятельности, а, следовательно, укреплять свои рыночные позиции.

Объектом исследования выбран налоговый риск налогоплательщика, предметом - процесс формирования системы налогового риск-менеджмента налогоплательщика, как основы экономической безопасности.

Цель работы - теоретико-методологическое и практическое изучение налогового риска налогоплательщика, для обоснования необходимости управления налоговыми рисками и формирования системы налогового риск-менеджмента на предприятии , путем исследования категории налогового риска, причин его возникновения, процесса и инструментария управления. В статье обосновывается, что налоговый риск управляем. Для этого рассматривается сущность и содержание экономического риска, изучив мнения различных учёных касающиеся экономического риска дается определение налоговому риску. Данное понятие трактуется с двух позиций: с позиции государства и с позиции налогоплательщика. С позиции налогоплательщика налоговый риск -это опасность непредвиденных потерь ожидаемой прибыли, дохода или имущества, денежных средств в связи с неоднозначной трактовкой законодательства о налогах и сборах, и постоянной изменчивостью, и рядом других причин, а также возможность получения положительного результата в условиях неопределенности. Налоговый риск начинает проявляться при исполнении налогоплательщиком своих обязанностей, усиливаясь по мере применения способов и инструментов управления налоговыми издержками. Поэтому, очевидно, что налоговый риск управляем, поскольку он возникает в связи с исполнением налогоплательщиком своих обязанностей, значит, зависит от его знаний, навыков и опыта. Таким образом управляя действиями налогоплательщика можно управлять налоговым риском.

Налоговый риск начинает проявляться при исполнении налогоплательщиком своих обязанностей, усиливаясь по мере применения способов и инструментов управления налоговыми издержками. Для поиска оптимального механизма воздействия на налоговый риск в целях достижения максимальной экономической безопасности хозяйствующего субъекта исследуются процесс управления налоговыми рисками, его этапность, детализированы виды налоговых рисков и причины их возникновения. От того, насколько правильно будет организована система управления налоговыми рисками налогоплательщика, зависит финансовое положение налогоплательщика и экономическая целесообразность его деятельности. Поэтому сегодня учёт и управление налоговых рисков - одна из главных задач налогоплательщика.

______________________

1. Райзенберг, .А. Современный эко- Бэкономический словарь [Текст] /.А Райзенберг, Л.Ш ЛозовскийЕ. Стародубцев. - 3-е изд., доп.-М.: ИНФРА-М,2000.- 294 с.

2. Бланк, И.А. Основы финансового менеджмента [Текст] / И.А ланк.- Киев :Ника-Центр, 1999.-.203 с.

3. Финансовый менеджмент: теория и практика [Текст]: учебник /под ред.Е.С.Стояновой. - М.:Перспектива,2000.- 439 с.

18 სადაზღვევო ინვესტიციების განვითარების პრობლემები და პრიორიტეტები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნატალია კაკაშვილი
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,
თსუ ასოცირებული პროფესორი

სადაზღვევო ბაზრის განვითარების დამახასიათებელი ნიშანია კაპიტალის დაგროვების ზრდა, რომლებიც ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში სადაზღვევო კომპანიებს გარდაქმნიან დიდ ინვესტიციურ ინვესტიტუტებად. ამასთან, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სადაზღვევო ბაზარზე.

სადაზღვევო ორგანიზაციები გვთავაზობენ სადაზღვევო მომსახურებას და ახორციელებენ ფულად საშუალებათა მიმოქცევას კაპიტალის ბაზარზე. მიღებული სადაზღვევო შენატანები არის ფულის დაგროვების ერთ-ერთი წყარო. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აკუმულირებული ფონდების სიდიდისა და საგადასახადო ბალანსის მიხედვით დაზღვევა წარმატებით უწევს კონკურენციას საბანკო ბიზნესს, მაგალითად, აშშ-ში 2005 წელს სადაზღვევო პრემიების დაგროვებამ 600 მლრდ. დოლარამდე შეადგინა (დაახლოებით ამდენივე ევროპაში).

საქართველოს სადაზღვევო ბაზარი კაპიტალიზაციის ნაკლებობას განიცდის, რასაც ფინანსური არამდგრადობისკენ და გადახდისუნარიან დამზღვევთა არასაკმარის რაოდენობამდე მივყავართ. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია საკანონმდებლო ზომების მიღება მზღვეველთა მინიმალური საწესდებო კაპიტალის გაზრდისათვის, რომელიც მთლიანად ფულად ფორმაშია ფორმირებული.

სადაზღვევო რეზერვები ეკონომიკაში დამზღვევისთვის ინვესტიციის მნიშვნელოვანი შიდა წყაროა. ბოლო წლებში სადაზღვევო რეზერვების საშუალებათა გადაადგილების ძირითად მიმართულებას ბანკის დეპოზიტები წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ რამდენადმე გაუმჯობესდა გრძელვადიანი დაბანდებების წილი, შესამჩნევია ზრდა ფასიანი ქაღალდების ოპერაციებით, აგრეთვე, აქტივების დაბანდება უძრავ ქონებაში. ამავე დროს, ინერტულ ხასიათს ატარებს სავალუტო ოპერაციები, სადაზღვევო სარეზერვო საშუალებათა დაბანდება რეალურ წარმოებაში. სადაზღვევო ორგანიზაციების ინვესტირების ძირითად ობიექტთა მაღალლიკვიდური და არა ნაკლები შემოსავლიანი აქტივები.

ინვესტიციისა” და საინვესტიციო პოლიტიკის” გაგებამ თავისი თვისებების განვითარების ახალი იმპულსი და აქტუალობა ჩვენს ქვეყანაში საბაზრო ურთიერთობების ფორმირების პროცესში მიიღო.

მზღვეველთა დროებით თავისუფალ საშუალებათა აუცილებელი ინვესტირება გამომდინარეობს დაზღვევის ბუნებიდან. მზღვეველები გარდაქმნიან პასიურ ფულად ნაკადს აქტიურ კაპიტალად და ბანკებთან ერთად ხდებიან მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის წყარო. ისინი დროის განსაზღვრულ პერიოდში განკარგავენ საშუალებათა მნიშვენელოვან რაოდენობას, რომლებიც შეიძლება მაქსიმალურად ეფექტურად იქნას გამოყენებული დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით.

რამდენადაც სადაზღვევო ბიზნესი, როგორც ასეთი, არ ითვალისწინებს სადაზღვევო მომსახურების მოგების ნორმის დადგენას ფასების ფორმირებისას, სადაზღვევო კომპანიები იყენებენ შესაძლებლობებს მიიღონ დამატებითი საშუალებები და შემოსავლები დროებით თავისუფალი ფინანსური რესურსების ინვესტიციით.

ფინანსური წყაროების აკუმულირების უნარი და მათი წარმართვა ეკონომიკის განვითარებისთვის სადაზღვევო ორგანიზაციებს მსხვილ ინვესტორებად გარდაქმნის. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაზღვევა ეკონომიკის სტრატეგიული სექტორია. ამგვარად, დამზღვევთა ინტერესების საერთო თანხა ევროპაში შეადგენს დაახლოებით მშპ-ს 28%25-ს (რაც შეესაბამება დაახლოებით 2,2 ტრილიონ ევროს). 90-იანი წლების დასაწყისში ევროპის, იაპონიის და აშშ-ს სადაზღვევო კომპანიები წარმართავდნენ 40000 მილიარდი დოლარის დაბანდებულ საშუალებებს. ამ საშუალებათა 80%25-ზე მეტი უზრუნველყოფს სიცოცხლის დაზღვევის ოპერაციებს, 50%25 კერძო, ან სახელმწიფო გადასახადის ვალდებულებებს, აქედან 12%25 ობლიგაციებში და 15%25 იპოთეკაში.

დროებით თავისუფალი სახსრების სადაზღვევო ინვესტირება უნდა რეგულირდებოდეს საკმაოდ მკაცრად სახელმწიფოს მხრიდან. რეგულირება ასევე აუცილებელია მზღვეველთა უფლებების დასაცავად, რომელიც მოკლებულნი არიან კონტროლირების შესაძლებლობებს. რაც გულისხმობს რამდენად პროფესიონალურად უძღვება სადაზღვევო კომპანია მინდობილი სახსრების განაწილებას და ხიფათის ქვეშ ხომ არ ჩააყენებს სადაზღვევო შეთანხმების ვალდებულებებს.

ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების განაწილება უნდა ხდებოდეს დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, ლიკვიდურობისა და შემოსავლიანობის პირობებით, რაც მიღებულია მთელს მსოფლიო პრაქტიკაში.

ობიექტების მიხედვით ინვესტიციების დაბანდება კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

  • რეალური ინვესტიციები ან დაბანდებული საშუალებები მატერიალურ და არამატერიალურ (პატენტი, ლიცენზია) აქტივებში;

  • ფინანსური ინევსტიციების ან საშუალებების დაბანდება სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში როგორიცაა: ფასიანი ქაღალდები, დეპოზიტები, ბანკის მთლიანი დაბანდება.

მთელ მსოფლიოში მიღებულია საინვესტიციო რეგულირების მიდგომა, რომელსაც „პიგეონ ჰოლე“ ეწოდა. ეს სისტემა არ შეიცავს შეზღუდვებს და განსაზღვრავს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ მაინც დაადგინოს საინვესტიციო პოლიტიკა, სტანდარტები და პროცედურები, რომელსაც მიიღებდა სპეციალისტი პორტფელურ ინვესტიციებთან მიმართებაში.

სადაზღვევო კომპანიები დამოუკიდებლად ამუშავებენ საინვესტიციო პოლიტიკას მათ მიერ სადაზღვევო პორტფელის ჩამოყალიბების საფუძველზე. პირველ ყოვლისა, სახელმწიფო რეგულირება ეხება საინვესტიციო საქმიანობის პრინციპების შესრულებას, ეკონომიკურ ნორმატივებს და მოთხოვნებს. სადაზღვევო ორგანიზაციის აქტივების განაწილება ხორციელდება მეცნიერული და პრაქტიკულად დაფუძნებული ლიკვიდურობის, დაბრუნებადობის, შემოსავლიანობისა და აქტივების დივერსიფიკაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

აქტივების ლიკვიდურობაში იგულისხმება შესაძლებლობა სადაზღვევო კომპანიის აქტივების ოპერატიულად გარდაქმნაში ნაღდ ფულში და სხვა გადასახადის ლიკვიდურ საშუალებებში.

დაბრუნებადობა გულისხმობს საინვესტიციო საშუალებების მთლიანი მასის შესაძლო დაბრუნებას. ეს პრინციპი მზღვეველს აძლევს საშუალებას მინიმუმამდე დაიყვანოს რისკი.

რაც შეეხება შემოსავლიანობას, ის გულისხმობს აუცილებელი შემოსავლის მიღებას საინვესტიციო საშუალებებიდან. ეს აძლევს მზღვეველს საშუალებას ჰქონდეს შემოსავალი სადაზღვევო ოპერაციებიდან და გაამყაროს თავისი პოზიცია კონკურენციის პირობებში. თუმცა, ერთის მხრივ, დიდი შემოსავლის მიღება დაკავშირებულია დიდ რისკთან, ამასთან, მუდმივად მაღალი რისკი უზრუნველყოფს მაღალ შემოსავალს.

ეს პრინციპები, როგორც ინვესტიციების მიზანი, საკმაოდ წინააღმდეგობრივია, რამდენადაც უმეტესწილად სანდო აქტივები (როგორც წესი), ნაკლებშემოსავლიანია და პირიქით. სადაზღვევო კომპანიის ინვესტიციურ მიზნებს შორის კომპრომისი მიიღწევა ინვესტიციური პროტფელის დივერსიფიკაციის საშუალებით.

დივერსიფიკაცია - ეს ფართო წრის საინვესტიციო ობიექტის ოდენობაა და გააჩნია საინვესტიციო რისკის შემცირების შესაძლებლობა - მიიღონ იმაზე ნაკლები შემოსავალი, ვიდრე იყო გათვლილი. საინვესტიციო რისკი თავის თავში შეიცავს არადივერსიფიცირებულ და დივერსიფიცირებულ რისკებს.

არადივერსიფიცირებული არის რისკი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია. იგი დაკავშირებულია იმ ფაქტორთან, რომლებიც მოქმედებენ ყველა კომპანიებზე ერთდროულად (ინფლაცია, ომი, ფულად პოლიტიკაში ცვლილებები და ა.შ.).

დივერსიფიცირებული რისკი - ეს არის საინვესტიციო რისკის ის ნაწილი, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია კარგად დივერსიფიცირებული პორტფელის ფორმირებისას. ის დაკავშირებულია უარყოფით მოვლენებთან ერთი ფირმის ფარგლებში, როცა ამ მოვლენის შედეგები შეიძლება კომპენსირებულ იქნას სასურველი მდგომარეობის ხარჯზე სხვა ფირმებში. ასე რომ, ყოველთვის არსებობს რისკი იმისა, რომ ნებისმიერ საინვესტიციო ოპერაციას შეუძლია მოგვიტანოს დანაკარგი. ამასთან, გარკვეული სახის ინვესტიციებს უფრო აქვს მიდრეკილება ამ დანაკარგისადმი, ვიდრე სხვა სახისას. ეს დანახარჯები ანაზღაურებულ უნდა იქნას მეტი შემოსავლის მიღების საშუალებით. მოსალოდნელი შემოსავალი ტოლია ინვესტიციების ნორმას რისკის გარეშე დამატებული რისკის მოქმედების დრო.

სადაზღვევო კომპანიების საინვესტიციო პოტენციალი განისაზღვრება მათი საკუთარი კაპიტალის მოცულობით და სადაზღვევო რეზერვების დაგროვებით. რაც უფრო დიდ ხანს მოქმედებს კომპანია ბაზარზე, მით უფრო დიდი წილი უჭირავს რეზერვებს ინვესტიციების სტრუქტურაში.

ინვესტიციურ მომსახურებაზე, რომელიც სადაზღვევო ბაზრის შემადგენელი ნაწილია, უარყოფით გავლენას ახდენს ქართული სადაზღვევო ბაზრის არასრულყოფილი კაპიტალიზაცია.

სადაზღვევო შეთანხმების შემადგენელი დაბანდება უნდა გახდეს წამქეზებელი მოტივი მოსახლეობის ფულადი საშუალებების მოსაზიდად სადაზღვევო სფეროში და ამის საფუძველზე განვითარდეს ეროვნული ეკონომიკა. შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა თანამედროვე პირობებში სიცოცხლის დაზღვევის მდგომარეობა და პერსპექტივაა. უდავოა ხელისუფლების დაინტერესება ინვესტიციური რესურსებისადმი, აშკარაა მოსახლეობის მოთხოვნა საიმედო ფინანსური საფუძვლების ჩამოყალიბებაში. მაგრამ, აშკარად არასაკმარისია მოქმედებები სიცოცხლის გრძელვადიანი დაზღვევის განვითარების სტიმულირებისათვის.

ამდენად, მიზანშეწონილია სადაზღვევო ბაზრის განვითარების შემდეგი სტრატეგიის რეალიზაცია:

  • ოპერაციების გამიჯვნა სიცოცხლის დაზღვევის და სხვა დაზღვევის სახეების მიხედვით;

  • სადაზღვევო ორგანიზაციების მინიმალური საწესდებო კაპიტალის სიდიდის გაზრდა და სახელმწიფოს მიერ სადაზღვევო ბაზრის კაპიტალიზაციის სტიმულირების რეალიზაცია;

  • სავალდებულო სადაზღვევო სისტემის მოწესრიგება;

  • სტიმულირების სისტემის შექმნა გრძელვადიანი დაზღვევის, ასევე საპენსიო დაზღვევის განვითარებისათვის;

  • რეზერვების განვითარების მექანიზმის ფორმირება ინვესტიციურ ინსტიტუტებში, რომელიც აკმაყოფილებს მზღვეველების შემოსავლიანობის, სანდოობის და ლიკვიდურობის მოთხოვნილობებს.

ამ მიმართულებების ფარგლებში ვთვლით, რომ აუცილებელია შეიქმნას ქვეყანაში სტაბილური საიმედო საფონდო და საკრედიტო ბაზრები.

სადაზღვევო ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის რეჟიმი სიცოცხლის გრძელვადიან დაზღვევაში ეს არის სტიმული საწარმოებისა და მოქალაქეებისათვის, რომელმაც უნდა წააქეზონ ისინი რისკებისგან ეფექტური დაცვის შექმნისაკენ.

ამასთან ასეთი რეჟიმი შეიძლება შემოღებულ იქნას მხოლოდ ქვეყნის ფინანსური სისტემისადმი ნდობის აღდგენის, სრულყოფილი ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბაზრის განვითარების შემდეგ, ამისათვის აუცილებელია;

1) დაზღვევის გრძელვადიანი დაზღვევისადმი მოსახლეობის ნდობის აღდგენისთვის ზომების მიღება;

2) სადაზღვევო მომსახურებისადმი მოთხოვნის სტიმულირება.

ორგანიზაციის ეფექტურობა საინვესტიციო ოპერაციებში შეიძლება შეფასდეს მაჩვენებელთა სისტემით. განვიხილოთ საერთაშორისო პროექტში დანერგილი ეფექტიანობის შეფასების ხერხი, რომელიც ემხრობა შემდეგ პრინციპებს:

1) საინვესტიციო კაპიტალის ეფექტურობა ფასდება ფულადი შემოსავლების გზით, რომელიც მიიღება საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას. პროექტი ითვლება ეფექტურად თუ გადინებული თანხები დაბრუნდება და ამავე დროს ინვესტორები, რომლებმაც კაპიტალი დააბანდეს, მიიღებენ შემოსავალს;

2) საინვესტიციო კაპიტალი მოზიდულია საანგარიშო წლის დასაწყისში;

3) კაპიტალდაბანდებისა და ფულადი თანხების დისკონტირება ხდება სხვადასხვა გზით (გააჩნია რა სახის პროექტზეა საუბარი). დისკონტირების თანხის განსაზღვრამდე ყურადღება ექცევა ინვესტიციის სტრუქტურას.

შეფასების ყველა მეთოდი ასე გამოითვლება: რაიმე პროექტის რეალიზაციისას გამავალი ინვესტიციები უზრუნველყოფენ ფულად შემოსავლებს. ინვესტიციები აღიარებულია ეფექტურად, თუ შემოსავალი საკმარისია:

  • კაპიტალდაბანდებისას დახარჯული თანხების დაბრუნებისათვის;

  • საჭირო თანხების გასტუმრებისათვის.

კაპიტალდაბანდებების ეფექტურობის ყველაზე კარგი მაჩვენებლებია შემოსავალის სადისკონტო ვადა, საინვესტიციო პროექტის მნიშვნელობა და შემოსავლიანობის ნორმა.

ეს მაჩვენებლები, ისევე როგორც მათთან შესატყვისი მეთოდები, გამოიყენება ორნაირად:

1) განისაზღვროს ურთიერთგამომრიცხავი პროექტების ეფექტურობა (შედარებითი ეფექტურობა);

2) გამოირიცხოს დამოუკიდებელი პროექტის ეფექტურობა (აბსოლუტური ეფექტურობა).

იმ მიზნით, რომ არ მოხდეს უკანონო ქმედება საინვესტიციო კომპანიის მიერ, სადაზღვევო კომპანიას ესაჭიროება შიდა საკონტროლო სისტემა, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობის გადანაწილებას, ლიდერებისთვის უფლების მინიჭებას, გამოცდილებისამებრ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისას.

სადაზღვევო კომპანიისათვის აუცილებელია საინვესტიციო საქმიანობის განხორციელება, რომ შეინარჩუნოს ფინანსური მდგომარეობა და იყოს კონკურენტუნარიანი. როგორც წესი, სადაზღვევო კომპანიამ უნდა შეიმუშაოს საინვესტიციო პოლიტიკა, განახორციელოს საინვესტიციო საქმიანობის ორგანიზება, შეადგინოს საქმიანობის აღრიცხვა.

სადაზღვევო კომპანიები აყალიბებენ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს. ამასთან, ისინი იყენებენ რისკის შეფასების მეთოდებს. შესაბამისად სადაზღვევო ორგანიზაციის საინვესტიციო პოლიტიკა განისაზღვრება იმ სადაზღვევო ოპერაციებით, რასაც ის ატარებს. ჩატარებულ სადაზღვევო ოპერაციებზე მოქმედი ფაქტორებია;

ა) შიდა ფაქტორები - სადაზღვევო პორტფელის სტრუქტურა და დაზღვევის ვადა, აკუმულირებული ფულადი სახსრების რაოდენობა, საინვესტიციო შემოსავლებზე მოთხოვნა, პროფესიული კადრების რაოდენობა;

ბ) გარე ფაქტორები - განვითარებული ფინანსური ბაზრისა და საინვესტიციო კლიმატის არსებობა ქვეყანაში, სახელმწიფოებრივი რეგულირების განვითარებული სისტემა.

ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან სარისკო სახის სადაზღვევო საქმიანობას, აკუმულირებული თანხების რაოდენობა უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე, იმ კომპანიებს, სადაც სიცოცხლის დაზღვევა პრიორიტეტულია თანხების დაგროვების მიზნით.

ამრიგად, სადაზღვევო პროექტები იცვლება იმის მიხედვით, თუ რა პრიორიტეტულ ოპერაციებს ახორციელებს სადაზღვევო კომპანია. განხილული საკითხები ადასტურებს სადაზღვევო კომპანიებში საინვესტიციო საქმიანობის აუცილებლობას.

ამდენად, სადაზღვევო კომპანიის საინვესტიციო საქმიანობა პირდაპირ არ არის დაკავშირებული დაზღვევასთან. ამ შემთხვევაში ინვესტირების წყაროს წარმოადგენს დამზღვევების შენატანები. მზღვეველის განკარგულებაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მყოფი სადაზღვევო პრემიები დადგენილი წესის მიხედვით ინვესტირდება შემოსავლიან აქტივებში და მოაქვთ სადაზღვევო კომპანიისთვის საინვესტიციო შემოსავალი. საინვესტიციო შემოსავლების თვალსაზრისით, სიცოცხლის გრძელვადიანი დაზღვევის რეზერვები დიდი მიმზიდველობით გამოირჩევა, რადგან იმყოფება მზღვეველის განკარგულებაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

როგორც ვთქვით, საინვესტიციო შემოსავლები შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროა კომპანიისთვის. ამ სახით მიღებული შემოსავლებით მზღვეველი გასცემს ბონუსებს თავისი კლიენტებისთვის. ქვეყნებში, სადაც არსებობს განვითარებული საფონდო ბაზარი, საინვესტიციო შემოსვალი ხელს უწყობს სადაზღვევო ოპერაციებიდან დაზღვევის ზოგიერთ სახეობაში მიღებული უარყოფითი შედეგების გადაფარვას:

სადაზღვევო კომპანიებისთვის ყველაზე საუკეთესო რეკლამა ვალდებულებების დროული და სრულყოფილი შესრულებაა. სადაზღვევო ინდუსტრიამ ჩამოყალიბების ეტაპი უკვე გაიარა და განვითარების ახალ ფაზაში შევიდა. მომავალში სადაზღვევო კომპანიებმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

სადაზღვევო კომპანიის ინვესტიციური პოტენციალი განისაზღვრება მათი საკუთარი კაპიტალის მოცულობით და სადაზღვევო რეზერვების დაგროვებით, რაც უფრო დიდი ხანს მოქმედებს კომპანია ბაზარზე, მით უფრო დიდი წილი უჭირავს რეზერვებს ინვესტიციების სტრუქტურებში.

საინვესტიციო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო რეგულირება უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ პრინციპებს:

  • მზღვეველთა ეკონომიკური სტიმულირება;

  • მზღვეველთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში;

  • ცვლილებებზე მზღვეველების მხრიდან ოპერატიული რეგულირება.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საინვესტიციო სტრატეგიას სადაზღვევო კომპანიებში, რაც გულისხმობს ისეთი საინვესტიციო პორტფელის ფორმირებას, რომელიც შესაძლებელს გახდის უმცირესი დანახარჯით უზრუნველყოს სრული შეხამება ფულადი საშუალებების ნაკადის საინვესტიციო საქმიანობიდან მზღვეველების დანახარჯებთან.

საინვესტიციო ნაკადი უნდა განხორციელდეს, როგორც:

  • შემოდინება - მიღებული აქტივების განთავსებით (ძირითადი ფონდების გაყიდვა, ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, პროცენტების მიღება, დივიდენდები და ა.შ.);

  • გადინება - დანახარჯები სადაზღვევო კომპანიების აქტივების განთავსებისას, (ძირითად ფონდებში დაბანდება, ფასიანი ქაღალდების ყიდვა, სესხის გაცემა და ა.შ.).

საინვესტიციო პოლიტიკის ერთ-ერთი პრობლემაა აქტივების შერჩევა, რომელიც შეესატყვისება ვალდებულებებს თავისი მოქმედების ვადით.

სადაზღვევო კომპანიისათვის აუცილებელია საინვესტიციო საქმიანობის განხორციელება, რომ შეინარჩუნოს ფინანსური მდგრადობა და იყოს კონკურენტუნარიანი, რისთვისაც უნდა შეიმუშაოს საინვესტიციო პოლიტიკა.

ANNOTATION
PROBLEMS AND PRIORITIES REGARDING DEVELOPMENT OF INSURANCE INVESTMENTS

NATALIA KAKASHVILI,

Doctor of Economics,Professor,
Associated Professor at TSU

State regulation of investing activities should be based on the following principles:

  • Economic stimulation of insurants;

  • Economic independence of insurants in decision making regarding investments;

  • Insurants' prompt respond to changes.

Focus should be made on investing strategies in insurance companies, which means elaboration of such investing portfolio that would use the least expenses to guarantee full compatibility between the investment funds flow and the expenses incurred by insurants.

Investment flows should be realized in the following forms:

  • Inflows - through placement of received assets (selling the main funds, selling securities, receiving interest, dividends etc.);

  • Outflow - expenses incurred while placement of insurance companies' securities, investment in main funds, purchasing securities, issuing loans etc.

One of the problems of investing policy is selecting the assets whose term of validity would be in line with the duties.

Insurance companies should necessarily carry out investing activities in order to maintain financial stability and compatibility, which can be realized through elaboration of investing policy.

19 როგორ გადავარჩინოთ სოფელი

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებულმა ჯემალ ბადაგაძის სტატიამ ავაღორძინოთ სოფელი და ქვეყანაც გადარჩება! მკითხველთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგიერთი ეჭვის ქვეშ აყენებს, მეტიც რეალურ პრაქტიკასთან მოწყვეტილად მიიჩნევს შემოთავაზებულ პროგნოზებს. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ ჯემალ ბადაგაძესთან.

0x01 graphic

ბიზნესი და კანონმდებლობა - წინა ნომერში დაბეჭდილ სტატიაში თქვენ აღნიშნავდით, რომ საქართველოს ნიადაგები კატასტროფულ მდგომარეობაშია. იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ, რა ინფორმაციებს ეყრდნობა თქვენი ესოდენ შემაშფოთებელი პროგნოზები, რასთან გვაქვს საქმე? მაინც რამ გამოიწვია ეს კატასტროფა, ეს საერთო სენია, თუ მარტო ჩვენ ჩავვარდით ამ დღეში?

ჯემალ ბადაგაძე: - როგორც ჩანს, უნდობლობის სინდრომი სახეზეა, ეს არცაა გასაკვირი. ჩვენი ყველა მონაცემები ეყრდნობა არსებულ ოფიციალურ და სტატისტიკურ მონაცემებს, მრავალწლიანი მეცნიერული კვლევების შედეგებს და იმ ბუნებრივ უტყუარ ფაქტორებს, რომლებიც ადამიანთა სამეურნეო საქმიანობითაა ისტორიულად დადასტურებული.

უნდობლობის სინდრომის მოხსნის მიზნით, ალბათ საჭირო იქნება მოვიშველიოთ კონკრეტული მასალების ამონარიდები.

საქართველოში 1990იანი წლების შემდეგ ნიადაგების კომპლექსური კვლევები არ ჩატარებულა. იმ წლების კვლევის შედეგები იმდენად შემაშფოთებელი იყო, რომ მაშინდელმა გაზეთმა სოფლის ცხოვრება -შემოიღო სპეციალური რუბრიკა ვტეხთ განგაშს, დამშვიდება დანაშაულია, რომელშიც აქვეყნებდა კვლევის შემაშფოთებელ შედეგებს - ...ქიმიური ნაერთების არანორმირებულმა გამოყენებამ გამოიწვია ცალკეული მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების მოსპობა, ნიადაგების სტრუქტურის გაუარესება და მისი დეგრადირება, წარმოებული მოსავლის პროდუქციის ხარისხის გაუარესება ...ღია გრუნტის მცენარეული პროდუქციის 66,2%25 დაბინძურებულია პესტიციდებით. ნიადაგის გასინჯული ნიმუშების 91,5%25, ხორბლის 80-85, ხილის, ციტრუსის და ყურძნის 90%25 დაბინძურებული იყო პესტიციდებით.

შემდგომი კვლევის შედეგები ასახულია საქართველოს ნიადაგების მდგომარეობის შემფასებელ ბოლო (2000 წლის) ოფიციალურ დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც... საქართველოს ნიადაგების მრავალსახეობების გამო სპეციალისტები მას ნიადაგების მუზეუმს უწოდებენ. ... უკანასკნელი გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ბოლო 25 წლის მანძილზე ჰუმუსის შემცველობა 0.8-1.5%25-ით შემცირდა, რასაც სპეციალისტები კატასტროფად თვლიან, (ხაზგასმა ჩვენია, ჯ.ბ.) ვინაიდან ჰუმუსის თუნდაც 0.5%25ით მომატებას ერთ საუკუნეზე მეტი სჭირდება. დამკვიდრებული მანკიერი ტრადიციის გამო სოფლის მეურნეობაში გამოიყენებოდა მხოლოდ აზოტოვანი სასუქები, ამიტომ, სავარგულების 90%25 ღარიბია მცენარისთვის შესათვისებელი ფოსფორითა და კალიუმით. მცენარეთა არაბალანსირებულმა ცალმხრივმა (მხოლოდ აზოტოვანი სასუქებით) კვებამ მწვავე აგროეკოლოგიური პირობები შექმნა. წლების განმავლობაში არასწორმა სამეურნეო საქმიანობამ ხელი შეუწყო ნიადაგების ინტენსიურ ეროზიას. საქართველოში მთელი სავარგულების 30-40%25 (ზოგიერთი მონაცემებით უფრო მეტი) ეროზირებულია.

უნდობლობის სინდრომის მოხსნის მიზნით შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვა მრავალი ფაქტები, მაგრამ ამ მონაცემებიდანაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ნიადაგების მდგომარეობა მართლაც კატასტროფულია. ამის ერთერთი დამადასტურებელია ის, რომ, მიუხედავად კარგი ბუნებრივ კლიმატური პირობებისა, მარცვლეულის, ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო საჰექტარო მონაცემებით, საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის მონაცემებს.

შემდგომ წლებში ნიადაგების კვლევისა და მისი გაკეთილშობილების მიმართულებით არც სახელმწიფოსა და არც კერძო სექტორის მიერ თითქმის არაფერი გაკეთებულა, მაგრამ ბუნებრივი ფაქტორები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ნიადაგის მდგომარეობაზე, ხომ მიმდინარეობს, მას ხომ ვერაფერი შეაჩერებს?

მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ნიადაგების დეგრადაციას ორი ძირითადი მიზეზი იწვევს. პირველი არის ბუნებრივი ფაქტორები, რომელთაგან მთავარია ე.წ. ბუნებრივი ეროზია (ლათ. Erodero) - განადგურება (გაჩანაგება). ბუნებაში ამ ძნელად მოსაშორებელი სუნის ასზე მეტი სახე არსებობს, ქარისმიერი, წყლისმიერი, ირიგაციული და სხვა. წვიმა და თოვლიც კი იწვევს ეროზიას.

ნიადაგის დეგრადაციის მეორე ორი ძირითადი მიზეზი არის ე.წ. ანთროპოგენული ფაქტორები, რაც ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთანაა დაკავშირებული. დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისას მეცნიერების მიერ ხდება ნიადაგიდან დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებების გამოტანა.

საყურადღებოა, რომ ყოველწლიურად მცენარეებს ნიადაგიდან ამოაქვთ დაახლოებით 100 მილიარდი ტონა მინერალური, თუ ორგანული ნივთიერებანი, ხოლო ადამიანის მიერ ხელოვნურად მას უბრუნდება ერთი მილიარდ ტონამდე, ანუ მხოლოდ 1%25...

ნიადაგის დეგრადირების ანთროპოგენული წყაროებიდან კიდევ აღსანიშნავია ქიმიური სასუქები, რომელთა დიდი ნაწილი მცენარეების მიერ ნიადაგში გამოუყენებელი რჩება ასევე უარყოფითად მოქმედებს ნიადაგზე მრეწველობის ობიექტები, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და სხვა.

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც არ განიცდიდეს ამ პრობლემის სიმწვავეს. თანამედროვე მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები თვლიან, რომ XXI საუკუნის გლობალურ პრობლემათა შორის კაცობრიობის წინაშე ნიადაგის ნაყოფიერებისა და სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა ერთერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ყველა ზემოჩამოთვლილი მიზეზი (როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენული), სხვადასხვა დონით (ზოგ შემთხვევაში ძლიერ შთამბეჭდავად), ცხადია, საქართველოს ნიადაგების ხარისხზე აისახება.

.. - თქვენი აზრით, საქართველოს ნიადაგებს თურმე არც ქიმიური სასუქები და არც ნაკელი უშველის. გამოსავალს ხედავთ მხოლოდ ვერმიკულტურისა (ჭიაყელების) და არატრადიციული კულტურების წარმოებაში. როგორ წარმოგიდგენიათ შემოთავაზებული არაორდინალური წინადადებების პრაქტიკული განხორციელება და რა შედეგს მოუტანს იგი ქართველ გლეხს და საერთოდ, ქართულ მიწას?

.. - წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ რამდენადაც რთულია ნიადაგის ნაყოფიერების პრობლემა, იმდენად მარტივია და მიზანშეწონილი მისი გადაჭრა. რა მაქვს მხედველობაში?

0x01 graphic

ელემენტალური ჭეშმარიტებაა, რომ სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი სასოფლოსამეურნეო პროდუქციის წარმოებას ეყრდნობა. მეცხოველეობის განვითარება მემცენარეობაზეა დამოკიდებული, ხოლო მემცენარეობა კი ნიადაგის ნაყოფიერებაზე. ამიტომ, დარგის განვითარების ამოსავალი საწყისი ნიადაგი და მისი ნაყოფიერებაა.

ჩემს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიის გამოყენებით ფერმერს შეუძლია ნებისმიერი რაოდენობის ორგანული მასა გადაამუშაოს უშუალოდ თავის სავარგულში, ანუ, ნარჩენების წარმოშობისა და სასუქის მოხმარების ადგილზე, თავის კარმიდამოზე.

ტექნოლოგია ძალიან მარტივია, პირდაპირ გეტყვით იგი გათვლილია ყველა კატეგორიის (შეძლებულ, ღარიბ, ზარმაც და ყოჩაღ) ფერმერებზე, მთავარია მათ გაუჩნდეს მათი გამოყენების სურვილი.

ვფიქრობ, საჭიროა დაწვრილებით განვიხილოთ შემოთავაზებული ტექნოლოგიის არსი და მისი გამოყენების მეთოდიკა.

ჩარჩო-კონტეინერები მარტივი კონსტრუქციული ელემენტების წყობაა და გამოიყენება ბოსტნეულისა და ბიოჰუმუსის წარმოებისთვის...

უცხოეთის მრავალ ქვეყანაში არსებობს ე.წ. ეკოლოგიური ყუთები, რომლებსაც მოსახლეობა იყენებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციისათვის. არსებობს აგრეთვე ბოსტნეულის ვერტიკალურად მოყვანის კონსტრუქციები.

შემოთავაზებულ ჩარჩოკონტეინერში გაერთიანებულია ორივე პროცესი, რაც მათ უპირატესობას ანიჭებს. ჩარჩოკონტეინერები მარტივად მოსახმარია, გამოყენების ვადა ხანგრძლივია, ექსპლოატაცია არ მოითხოვს დიდ შრომით დანახარჯებს, სათეს ფართობზე ტრადიციულ წესთან შედარებით მცენარეთა რაოდენობა იზრდება 45ჯერ, მოსავლიანობაზე ყველა ფაქტორი (ფოტოსინთეზი, აერაცია, სითბო, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის მიწოდება) მაქსიმალური ეფექტიანობით გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მისი გამოყენებისას სრულიად გამოირიცხება ნიადაგის ეროზია, კონსტრუქცია შეიძლება განთავსდეს მწირ და გამოუყენებელ ფართობებზე, ფერდობზე. წლის განმავლობაში შეიძლება ორი და მეტი მოსავლის მიღება. ჭიაყელებით მიღებული სასუქით წარმოებულ პროდუქტში 50%25ით მეტია „C” ვიტამინის შემცველობა, ვიდრე, სხვა სასუქით მოყვანილ პროდუქტში. საგრძნობლად იზრდება მცენარისათვის საჭირო მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების რაოდენობა, ჭიაყელებით გადამუშავებულ მასაში - ბიოჰუმუსში დაბალანსირებული ფორმითა მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებანი. ერთ გრამ ნაკელში 250 000 მცენარისათვის საჭირო მიკრო უჯრედია, ერთ გრამ ბიოჰუმუსში კი რამდენიმე მილიარდი.

0x01 graphic

რაც ყველაზე მთავარია, ჩარჩოკონტეინერის გამოყენებით ხელოვნური ნიადაგი იქმნება, ეს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოში, სადაც თურმე, ჩვენი წინაპარი ამ ხერხით წყვეტდა სახნავი მიწის სიმცირის პრობლემას. (...სახმარი მიწის საარაკო სიმცირე აიძულებდა ქართველ მეურნეს ხელოვნური ნიადაგი შეექმნა, ქვაყორისაგან პატარ-პატარა მანძილის ამოშენებითა და მიწის ბაქან-ბაქანად შიგ ჩაყრით ხარისხებრ მოკავებული ადგილი ეკეთებინა. (ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ეკონომიკური ისტორია .V/).

კონტეინერში ნიადაგს წლების განმავლობაში არ დასჭირდება გამოცვლა, მცენარე ძირითადად მზის ენერგიის წყალობით - ფოტოსინთეზით აღმოცენდება და იზრდება, ანუ მცენარის მიერ ორგანული ნივთიერებების შესაქმნელად სინათლის ენერგიის შეთვისების გამოყენების პროცესი. ფოტოსინთეზის შესწავლას საფუძვლად დაედო 1630 წელს ვან გელმონტის მიერ ჩატარებული ცდის შედეგი. მან სათავსში (ქოთანში) ჩაყარა აწონილი ნიადაგგრუნტი, ჩარგო ტირიფი და აკვირდებოდა (უვლიდა) ხუთი წლის განმავლობაში. ხუთი წლის შემდეგ ტირიფის წონა გახდა 74 კგ., ხოლო ნიადაგგრუნტს დააკლდა მხოლოდ 54 გრამი.

აქედან ცხადია, რომ მცენარე არ ჭამს ნიადაგს, მას იყენებს, როგორც დამხმარე და აუცილებელ საშუალებას. მთავარია მცენარეს ჰქონდეს საჭირო ნივთიერებანი და წყალი, სინათლის ენერგია თავის საქმეს აკეთებს.

უნივერსალური ტიპის ნაკელსაცავი

გამოიყენება ნაკელის მომწიფებისა და მისგან ბიოჰუმუსის საწარმოებლად (ჭიაყელების გამოყენებით). ამავდროულად გამოიყენება ბოსტნეულის მოსაყვანადაც. არსებულისგან განსხვავებით შემოთავაზებულ ნაკელსაცავს აქვს რიგი უპირატესობანი: გამოირიცხება ორგანული ნივთიერებების და აზოტის 2530-%25 დანაკარგები, რასაც აქვს ადგილი ნაკელის სხვადასხვა წესით შენახვისას 4-თვის განმავლობაში, ჭიაყელებით გადამუშავების შემთხვევაში 25-ჯერ ჩქარდება ორგანული მასის მინერალიზაცია და უმჯობესდება სასუქის ფიზიკურქიმიური შემადგენლობა. ნაკელში 99-%25 ისპობა დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, იზრდება აზოტის და ფოსფორის რაოდენობა, გამოირიცხება არა სასიამოვნო სუნი და სხვა. ნაკელსაცავი დაყოფილია სექციებად, მისი გამოყენებაც ისევე როგორც ჩარჩოკონტეინერებისა მარტივია და მოსახერხებელი.

ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი მოწყობილობა

მოწყობილობა განკუთვნილია ბიოგაზისა და ბიოჰუმუსის წარმოებლად, აგრეთვე ჭიაყელების ინკუბაციისთვის.

არსებულთაგან განსხვავებით, მოწყობილობას ძირითადი ტექნოლოგიური ფუნქციის გარდა, აქვს სხვა დამატებითი ფუნქციები, კერძოდ: ) მეთანტენკი მონტაჟდება არა მიწაში, არამედ მიწის ზევით, ) ტემპერატურით უზრუნველყოფის მიზნით, იგი შემოფარგლულია იარუსებით, რომელიც შემოდგომიდან გაზაფხულამდე შევსებულია ნაკელით, ) დამონტაჟებული აქვს ჩალისა და ფოთლების დამქუცმაცებელი, ) ჭიაყელების საინკუბაციო დანადგარი, ) მოწყობილობა მონტაჟდება პოლიეთილენის ფირით გადახურული მარტივი ტიპის სათბურში. აღნიშნული დამატებითი ფუნქციები მეთანტენკის მუშაობით სრულ გარანტიას იძლევა რთული კლიმატური პირობების შემთხვევაშიც.

ვენახებში და ბაღებში ბიოჰუმუსის წარმოება

მევენახეობის დარგის თანამედროვე მეცნიერები და სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოში მევენახეობის პრესტიჟის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით მკაცრ კონტროლს საჭიროებს ვენახებით ათვისებული ნიადაგების ნაყოფიერების შენარჩუნება-გაუმჯობესების საკითხი.

სულმნათი ილია ჭავჭავაძე ჯერ კიდევ მე19 საუკუნის ბოლოს ამბობდა:

თუ ყოველი სხვა მცენარე ისე სწოვს მიწას, რომ მეორე წელს იგივე მიწა იმ მცენარისათვის აღარ ვარგობს, რატომ ვაზის გამოც ეს არ უნდა ვიფიქროთ, მით უფრო, რომ არამც თუ ერთსა და ორს წელიწადს, არამედ ოცსა და ოცდაათს წელიწადს ერთსა და იმავე მიწაზე ჰდგას და ერთსა და იმავე მიწიდან გამოაქვს თავისი საზრდო და საჭმელ-სასმელი.

შემოთავაზებული რეკომენდაციის არსი: აგროტექნიკური ღონისძიებები ითვალისწინებს ყოველ შემოდგომაზე ვაზის და ხეების ძირების შემობარვას. შემოდგომით ჩამოცვენილი ფოთლები და მოთიბული სარეველები უნდა ჩაიბაროს ვაზისხის ძირებში, მულჩირების მიზნით იგი უნდა დაიფაროს მიწით. გარკვეული პერიოდის შემდეგ (სასურველია გაზაფხულზე, როდესაც აღნიშნული მასა უკვე ფერმენტირებული იქნება), მასში შეიტანება ჭიაყელებით გაჯერებული ვერმიკულტურა. ყოველ შემოდგომაზე ამ პროცესის განმეორება მევენახეობაში და მებაღეობაში სხვა რაიმე სასუქის საჭიროებას გამორიცხავს.

ჭიაყელების ნიადაგში ჩასახლების ხერხი

0x01 graphic

მეტად მარტივი და მოსახერხებელია განსაკუთრებით ბოსტნეულისა და კარტოფილის წარმოებისას. დღეს საქართველოში ბოსტნეული და კარტოფილი ინტენსიური წესით (მექანიზაციით) არ იწარმოება, ამიტომ, ხელით შრომისას ჭიაყელების სავარგულში შეყვანა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს ხერხი ითვალისწინებს მცენარის დათესვის და დარგვის პროცესში უშუალოდ ბუდნაში ვერმიკულტურით (ჭიაყელებით) გაჯერებული მასის (ნაკელის) შეტანას.

(ეს ხერხი წარმატებით გამოიყენება უცხოეთში, მაგალითად, ახალ ზელანდიაში ამ წესით ვერმიკულტურა საძოვრებშიც კი შეჰყავთ.

რაც შეეხება დიდ სახნავ ფართობებზე ვერმიკულტურის (ჭიაყელებიანი ნაკელის) შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს არსებული მექანიზმების გამოყენებით, კერძოდ, ჩითილების სარგავი და/ან კარტოფილის სარგავი მექანიზმების მცირედი რეკონსტრუქციის შემდეგ.

შენიშვნა - თუ ერთ კვადრატულ მეტრ ფართობში 50 ჭიაყელას ვიანგარიშებთ (ჰექტარზე ნახევარი მილიონი) და რადგან ჭიაყელა დღე-ღამეში გადაამუშავებს 0.5 გრამს, დავადგენთ, რომ ჭიაყელების მოქმედების პერიოდში, ანუ წელიწადში 200-220 დღეში ისინი გადაამუშავებენ 50-60 ტონა ნიადაგ-გრუნტს.)

.. - თქვენს ადრინდელ სტატიაში აღნიშნავდით დიდი რაოდენობით ბიომასის მომცემ მცენარის (ტოპინამბურის) წარმოების სარგებლიანობაზე, რამდენად რეალურია ჩვენს პირობებში ამ კულტურის მოყვანა?

.. - ტოპინამბურის კულტურის ბოტანიკური თვისებები, მისი მოთხოვნილება ნიადაგზე და გარემო პირობებზე, მის მაღალმოსავლიანობაზე მოქმედი ყველა ფაქტორი შეესაბამება საქართველოს ყველა რეგიონის (განსაკუთრებით მაღალმთიანის) ბუნებრივ პირობებს. ერთი ჰექტარიდან საშუალოდ იღებენ 50 ტონა ტუბერს. სათანადო აგროტექნიკური პირობების შემთხვევაში ერთ ჰექტარზე 130 ტონა ტუბერიც მიუღიათ. ტოპინამბურის ტუბერი და მწვანე მასაც საუკეთესო საკვებია ცხოველებისთვის, მისგან მზადდება რამდენიმე სახის საკვები დანამატები, გამოიყენება სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისათვის. რაც ყველაზე მთავარია იგი სრულ ვეგეტაციას ინარჩუნებს 10 წლის განმავლობაში.

0x01 graphic

საინტერესოა ტოპინამბურის ეკოლოგიური მნიშვნელობაც, გარდა იმისა, რომ ნიადაგიდან მარილები ამოაქვს და ტყის კორმზე მეტ ჟანგბადს გამოყოფს, ტოპინამბურის ფოთოლთა და ფესვთა სისტემა სხვა მცენარეებთან შედარებით უფრო უკეთესად უზრუნველყოფს მძიმე მეტალებისა და მავნე ნივთიერებებისგან ჰაერის, წყლისა და ნიადაგის გაწმენდას.

.. - შეიძლება თუ არა ჩარჩო-კონტეინერებში კატროფილის წარმოება?

.. - ჩარჩო-კონტეინერებში კატროფილის წარმოება მეტად მოსახერხებელია. კარტოფილი ისე, როგორც ყველა მცენარე, თაობიდან თაობაზე გადასვლისას მემკვიდრეობით ბუნებას იცვლის და ადრინდელი ჯიშის თვისობრივი პირობების გადაგვარებას იწვევს. კარტოფილის ელიტური ჯიშის დარგვიდან მეხუთე წელს თესლი უნდა გამოიცვალოს.

საქართველოში კარტოფილის ჯიშურმა შემადგენლობამ უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში თითქმის სრულიად განდევნა ადგილობრივი პირობებისადმი შეგუებული ჯიშები, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ამ კუთხით თითქმის არაფერი გაკეთებულა. ამიტომაა, რომ საქართველოში კარტოფილის მოსავალი თესლის რაოდენობასაც კი ვერ ფარავს.

კარტოფილის ჩარჩო-კონტეინერებით მოყვანა საკმაოდ ოპტიმალურ პირობებს ქმნის, რადგან იარუსების პირამიდული განლაგება ფოტოსინთეზისა და ნიადაგგრუნტის მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების საშუალებას იძლევა.

საინტერესოა კარტოფილის ყვავილის თესლიდან სათესლე ტუბერის წარმოება კონტეინერის მეშვეობით ჩვეულებრივი ტრადიციული წესით (ჰორიზონტალურ ფართობზე). ყვავილედის თესლით კარტოფილის მოყვანა ძალზედ რთულია და შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც. ამ მარტივი მეთოდით კი ნებისმიერ ფერმერს შეუძლია აწარმოოს მისთვის საჭირო რაოდენობის ელიტური სათესლე და სასურსათო კარტოფილი.

.. - რაიმე პრაქტიკული შედეგები თუ არსებობს?

.. - ჩარჩო-კონტეინერების გამოყენების მეთოდით ერთ კონტეინერზე (1,5 სიმაღლე, დაკავებული ფართი 2 კვ.მ) ერთ თვეში, (სავეგეტაციო პერიოდი 25-30 დღე) მწვანე ხახვის 70 კონა მივიღე, რაც წლის განმავლობაში საშუალო საბაზრო ფასზე გაანგარიშებით 200-220 ლარს უდრის, კონტეინერის ექსპლუატაციის ვადა 10 წელზე მეტია, ფასი კი 70-80 ლარს არ აღემატება.

კარტოფილის ყვავილედის თესლის ერთი ჩითილიდან კი კარტოფილის ელიტური თესლის 16 ბოლქვი მივიღე.

გასულ წელს მცირე ფართობზე პირადად დავთესე რამდენიმე ძირი ტოპინამბური, თქვენ წარმოიდგინეთ, განსაკუთრებული აგროტექნიკური სამუშაოები არ ჩამიტარებია, მაგრამ, ღერო და ფოჩი გაიზარდა 3-4 მეტრი სიმაღლის, თითო ძირიდან მივიღე 2,5-3 კგ. ტუბერი, რაც ჰექტარზე გაანგარიშებით 100-130 ტონასტუბერის მოსავალს უდრის.

..”- მაინც რა უშლის ხელს მოწინავე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას?

.. - ალბათ მენტალიტეტი და ინფორმაციების არქონა.

საფრანგეთშიც კი, კარტოფილის გაცნობიდან (1600 წელი) 187 წლის შემდეგ პარმანტიეს დიდი შრომა და ენერგია დასჭირდა, სწავლული ხალხი დაეჯერებინა მის სარგებლიანობაში.

ქართველებმა კი კარტოფილის გაცნობიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწყეს მისი მოყვანა.

კომუნისტობის პერიოდში, თითქმის ყოველწიურად გამოიცემოდა საკმაოდ სქელტანიანი წიგნი რეკომენდაციები საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემის შესახებ. თუმცა, ვერც ერთ გამოცემაში ვერ ნახავთ სიტყვა ჰუმუსს და ჭიაყელას. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 1789 წელს ინგლისელი მეცნიერი გელბერტ უაიტი წერდა: ჭიაყელების გარეშე დედამიწა გაყინული და გამოუყენებელი იქნებოდა- .

ილია ჭავჭავაძემ იმთავითვე აუღო ალღო ქართველი ერის მატერიალური ცხოვრების ძირითად ტენდეციებს. მან უპირველესი ზრუნვის ობიექტად მიწათმოქმედება აღიარა.

ჩვენი ქვეყანა ბევრს სხვა ქვე-ყანაზე უფრო მდიდარია, უფრო სავსეა, არც ჩვენ თვითონა ვართ უხეირონი, ღმერთი რჯული... მაშ რაღადა ვართ ღარიბნი? იმიტომ, რომ არ ვიცით სად რა სიმდიდრე ძევს, სად რა განძია, არ ვიცით საიდან რა მივიღოთ, რა ხერხებითა და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაჯაფიც ბლომად, ყველაფერი გვაქვს, მარტო ერთი რამ გვაკლია, სახელდობრ ისა, რაც ღონესაცა და მკლავსაც ხერხიანად აამოქმედებს.

საჭიროა მოწათმოქმედების საუკუნოვანი გამოცდილებისა და თანამედროვე მიღწევების სპეციალური ცოდნის მოფენა ხალხში.

ქართულ ყოფითს სამყაროში მიწათმოქმედების პრიორიტეტზე მსჯელობისას ბრწყინვალე კომენტარი გააკეთა ივანე ჯავახიშვილმა: იმ ეკონომიურ საფუძვლად, რომელმაც ქართველ ერს მრავალრიცხოვან მტერთან ესოდენ ხანგრძლივი ბრძოლა შეაძლებინა, ილია ჭავჭავაძეს მიწათმფლობელობის წესი მიაჩნდა ...

მიწათმოქმედების პრიორიტეტზე მსჯელობისას ილია ჭავჭავაძემ უფრო დააკონკრეტა მიწისა და გუთნის მნიშვნელობა. ცხოვრების ვინაობა და ბურჯი, ... მიწა და გუთანია ... თუ ერს ეს ორი საგანი ხელთ შერჩენია ... შეუძლიან თქვას: მე ერი ვარ და მკვიდრი ბინა მაქვს სადღეისოს და სამერმისოდაც.

„ჩვენი ხალხი გადაარჩინა იმან, რომ ვიცოდით, რა დროს რა იყო საჭირო, ... თუ ახალი დროის მოთხოვნას ფეხი არ აუყოლეთ, დავიღუპებით“.

1993 წელს გაზეთ „საქართველოში“ (1218 თებერვლი) გამოქვეყნებულ სტატიაში «არ გვაქვს შეცდომის უფლება»ცნობილი მწერალი გურამ ფანჯიკიძე წერდა:

... მოსავალს იძლევა მიწის ის ნაწილი, რომელსაც ჰუმუსი ჰქვია. ერთი სანტიმეტრი ჰუმუსის წარმოშობას სჭირდება 250-300 წელი. შეიძლება ადამიანმა ყველაფერს მიაღწიოს, შეიძლება სულ მალე თერმობირთვული პროცესებიც დაჩქარდეს, მაგრამ იმედის ნაპერწკალიც კი არ არის იმისა, ჰუმუსის წარმოება დააჩქაროს.

დროა (თუ დაგვიანებული არა) შემოვკრათ განგაშის ზარები და ვიბრუნოთ პირი სოფლისაკენ. ჩვენი ჟურნალი სისტემატურად გააშუქებს სოფლის მეურნეობის პრობლემურ საკითხებს.

20 ექსპერტის კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


შემოსულ კითხვებზე პასუხობს ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის ექსპერტი
-ნი თამაზ იაშვილი.

0x01 graphic

კითხვა:

- გარკვეული მიზეზის გამო გვიხდება ძირითა-დი საშუალებების გაყიდვა. გვაქვს თუ არა უფლება გავყიდოთ ძირითადი საშუალებები ნარჩენ ღირებულებაზე დაბალ ფასად. როგორ უნდა მოხდეს ასეთი ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა?

პასუხი:

- კერძო სამართლის იურიდიულ პირს არ ეზღუდე-ბა მათი კუთვნილი ძირითადი საშუალებების გაყიდვა, მათ შორის ნარჩენ ღირებულებაზე დაბალ ფასად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კერძო სამართლის იურიდიული პირი შექმნილია სახელმწიფო ქონების ბაზაზე. ასეთ შემთხვევაში, ძირითდი საშუალებების გაყიდვაზე საჭირო იქნება შესაბამისი ორგანოს ნებართვა.

ძირითადი საშუალებების გასვლა (გაყიდვა) ბუღალტრულად შემდეგნაირად გატარდება:

ვთქვათ, დანადგარის სრული საბალანსო ღირებულება არის 10000 ლარი. დარიცხული (აკუმულირებული) ცვეთა 7000 ლარი.

ა. დანადგარი გაიყიდა ნარჩენი ღირებულების ფასად

დებეტი 2250 ცვეთა - 7000 ლარი

დებეტი 1200 ბანკი - 3000 ლარი

კრედიტი 2150 დანადგარები - 10000 ლარი

ბ. დანადგარი გაიყიდა ნარჩენ ღირებულებაზე მაღალ ფასად, 5000 ლარად.

დებეტი 2250 ცვეთა - 7000 ლარი

დებეტი 1200 ბანკი - 5 000 ლარი

კრედიტი 2150 დანადგარები - 10000 ლარი

კრედიტი 8170 არასაოპერაციო

შემოსავალი - 2000 ლარი

სხვაობა, აქტივის ნარჩენ ღირებულებასა და რეალიზაციის თანხას შორის, აღიარებულია შემოსავლად.

გ. დანადგარი გაიყიდა ნარჩენ ღირებულებაზე დაბალ ფასად - 2000 ლარად:

დებეტი 2250 ცვეთა - 7000 ლარი

დებეტი 1200 ბანკი - 2 000 ლარი

დებეტი 8270 არასაოპერაციო

ხარჯები - 1 000 ლარი

კრედიტი 2150 დანადგარები - 10000 ლარი

სხვაობა, აქტივის ნარჩენ ღირებულებასა და რეალიზაციის თანხას შორის, აღიარებულია ხარჯად.

დ. ტექნიკური გაუმართაობისა და აღდგენის ეკონომიკური მიზანშეუწონლობის გამო, მოხდა დანადგარის ჩამოწერა. ასეთ შემთხვევაში, ამორტიზებადი აქტივის არაამორტიზებული ნაწილი მიეკუთვნება არასაოპერაციო ხარჯებს:

დებეტი 2250 ცვეთა - 7000 ლარი

დებეტი 8270 არასაოპერაციო

ხარჯები - 3 000 ლარი

კრედიტი 8170 არასაოპერაციო

შემოსავალი - 10000 ლარი

დანადგარის ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ შემთხვევებს:

- თუ დანადგარის ლიკვიდაციისას ხდება ჯართის, ან ვარგისი სათადარიგო ნაწილების შემოსავალში აღება, კეთდება გატარება:

დებეტი 2250 ცვეთა - 7000 ლარი

დებეტი 1690 დანარჩენი

აქტივები - 200 ლარი

დებეტი 8270 არასაოპერაციო

ხარჯები - 2800 ლარი

კრედიტი 2150 დანადგარები - 10000 ლარი

- თუ დანადგარის ვადაზე ადრე ჩამოწერა გამოწვეულია საწარმოს მუშაკის (მუშაკების) დაუდევრობით, ზარალის ანაზღაურება უნდა დაეკისროს შესაბამის მუშაკებს:

დებეტი 2250 ცვეთა - 7000 ლარი

დებეტი 1431 მოთხოვნები პერსონალის მიმართ ზარალის

ანაზღაურებით - 3 000 ლარი

კრედიტი 2150 დანადგარები - 10000 ლარი

- თუ ხდება ძირითადი საშუალების გაყიდვა, მიზანშეწონილია განისაზღვროს აქტივის რეალური ღირებულება, რომელიც, როგორც წესი, არ ემთხვევა მის ნარჩენ საბალანსო ღირებულებას. თუ რეალურ ღირებულებაზე დაბალ ფასად გაიყიდა ძირითადი საშუალება წარმოიქმნება საგადასახადო ვალდებულება, რეალურ ღირებულებასა და გაყიდვის ფასს შორის სხვაობიდან გამომდინარე, თუმცა შესაბამისი საინფორმაციო ბაზის უქონლობის გამო, ძალზედ ძნელია რეალური საბაზრო ფასის დადგენა.

კითხვა:

- საგადასახადო შემოწმებისას საავტომობილო საწვავის ხარჯი ჩაგვითვალეს გაზრდილად. არ გაითვალისწინეს ჩვენი განმარტება იმის თაობაზე, რომ სპეციალური მანქანები (ბეტონის ამრევები, ამწეები, ბეტონის ტუმბოები და სხვა) საწვავს ხარჯავენ მაშინაც, როდესაც არ მოძრაობენ, რაც ზრდის საწვავის ხარჯს. გთხოვთ განგვიმარტოთ, როგორ უნდა მოხდეს საავტომობილო საწვავის სწორად აღრიცხვა?

პასუხი:

- ჩემთვის ცნობილი არ არის რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც პირდაპირ ეხებოდეს საავტომობილო საწვავის ბუღალტრული აღრიცხვის წესს. ხარჯების აღრიცხვისას უნდა იხელმძღვანელოთ საგადასახადო კოდექსით. მათ შორის:

მუხლი 177. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან.

დასმული კითხვის კონტექსტში, აუცილებელია, რომ სათანადო პირველადი დოკუმენტებით იქნეს დადასტურებული დახარჯული საწვავის ფაქტიური მოცულობა და მისი გამოყენება შემოსავლების მისაღებად, ანუ ეკონომიკური საქმიანობისათვის.

მუხლი 93. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აწარმოოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმ ოპერაციებზე, რომლებიც წარმოშობენ საგადასახადო ვალდებულებას. მუხლში დეტალურად არის მოყვანილი, რას უნდა შეიცავდეს სააღრიცხვო დოკუმენტაცია.

საავტომობილო საწვავის აღრიცხვის წესი კი ასეთია:

1. ყოველ სატრანსპორტო ერთეულზე უნდა დადგინდეს საწვავის ხარჯვის ნორმა. ნორმის დადგენისას უნდა იხელმძღვანელოთ საპასპორტო მონაცემებით, ფაქტიური გარბენითა და მიმდინარე ტექნიკური მდგომარეობით (ცალკეულ შემთხვევებში გზის საფარისა და რელიეფის გათვალისწინებით). საწვავის ხარჯის ნორმა უნდა იყოს დასაბუთებული.

2. უნდა მოწესრიგდეს ავტომანქანების გარბენის, სპეცმანქანების მუშაობის ხანგრძლივობის აღრიცხვა. სპეციალურ უწყისში უნდა აღირიცხოს გარბენა, გადაზიდვის მიზანი, ტვირთის ხასიათი, საწვავის დასახელება და ხარჯვის ნორმა, რათა დადგინდეს გამოყენებული საწვავის მოცულობა და დადასტურებული იქნეს მისი გამოყენება ეკონომიკური მიზნებისათვის.

3. საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ძირითადი მახასითებელია „გარბენა“. ამ მაჩვენებლის მიხედვით ხდება საწვავის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა საექსპლუატაციო ხარჯების დაგეგმვა და ფაქტიური ხარჯების აღრიცხვა. გარბენის სწორი აღრიცხვა კი სრულად არის დამოკიდებული გზის აღმრიცხველის „სპიდომეტრის“ გამართულ მდგომარეობასა და დანიშნულების მიხედვით გამოყენებაზე. ამდენად, საწარმოებში, სადაც საწვავის ხარჯი არსებითია, მიზანშეწონილად მიიჩნევა დაწესდეს კონტროლი სატრანსპორტო საშუალებების სპიდომეტრების მდგომარეობაზე.

რა თქმა უნდა, შესაძლოა, საავტომობილო საწვავის ხარჯის აღრიცხვის სხვა წესებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა იძლეოდნენ სათანადოდ დადასტურებულ ინფორმაციას გახარჯული საწვავის ტიპის, მოცულობისა და მისი ეკონომიკური მიზნით გამოყენების შესახებ.

კითხვა:

- მოპოვებული გრანტის შესასრულებლად და-ვიქირავეთ სპეციალისტი, რომლის ანაზღაურება არ დავბეგრეთ საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 168- მუხლის თანახმად, რაც ჩაგვითვალეს დარღვევად. რამდენად სწორია ასე-თი გადაწყვეტილება?

პასუხი:

- საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად: საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი.

კანონი გადასახადისაგან ანთავისუფლებს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ გრანტს, ანუ იმას, ვინც ეს გრანტი მოიპოვა. ეს ნორმა ვერ გავრცელდება იმ პირის შემოსავლებზე, რომელსაც გრანტი არ მოუპოვებია. ამდენად, გრანტის ფარგლებში სამუშაოს შესასრულებლად დაქირავებული სპეციალისტის შრომის ანაზღაურება ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.

კითხვა:

- რამდენ ხანს უნდა შევინახოთ ბუღალტრული დოკუმენტები?

პასუხი:

- საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებებთან და მოთხოვნებთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი.

საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების მე-9 მუხლის თანხმად,საწარმოსა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ბუღალტრული დოკუმენტები შეინახონ 10 წლის განმავლობაში.

ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა აუცილებელი გახდეს დოკუმენტების სპეციალური ექსპერტიზა, მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების გამოვლენის მიზნით.

კითხვა:

- აუცილებელია თუ არა ტაბელი ხელფასის და-სარიცხად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუშაკებისათვის დადგენილია თვიური თანამდებობრივი განაკვეთი. აქვს თუ არა უფლება საწარმოს, აუნაზღაუროს მუშაკს ხელფასი სხვადასხვა მიზნით გაცდენილი სამუშაო დღეებისათვის?

პასუხი:

- ფაქტობრივად, არც არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც ავალდებულებდეს საწარმოს ტაბელის, ან საერთო სამუშაო დროის აღრიცხვას. ამავე დროს, საგადასახადო კოდექსის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან.

ტაბელი არ იქნება აუცილებელი, თუ გაქვთ სხვა საშუალება სწორად და დასაბუთებულად განსაზღვროთ ხელფასის ხარჯი, რომელიც უნდა გამოიქვითოს ერთობლივი შემოსავლებიდან.

როდესაც, საწარმო ყიდულობს მცირე ღირებულების საკანცელარიო ნივთებს, გადახდილი თანხის ხარჯად აღიარებისთვის, ბუღალტერია აუცილებლად მოითხოვს ასეთი ნივთების შეძენისა და ეკონომიკური მიზნებისთვის გამოყენების დამადასტურებელ, სათანადო წესით შედგენილ პირველად დოკუმენტებს. ასევე სრულად უნდა იყოს დადასტურებული შრომის ანაზღაურების სახით გაცემული თანხების მოცულობა, მიზანშეწონილობა და გამოყენება ეკონომიკური მიზნებისათვის.

როდესაც მუშაკს დანიშნული აქვს თვიური თანამდებობრივი განაკვეთი, მან ხელფასი უნდა მიიღოს იმ ერთი სრული თვის, რომელიც გამოიყენა სამუშაო ადგილზე, საწარმოს მიზნებისათვის. რამდენად იქნება გამართლებული მუშაკისთვის სრული თვიური გა-ნაკვეთის გადახდა, რომელსაც, როგორც კითხვაშია აღნიშნული, სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე დღე არ გამოსულა სამუშაოზე.

სავსებით ბუნებრივია, რომ ხელფასის სწორი დარიცხვისა და აღრიცხვისთვის აუცილებელია მუშაკების მიერ საწარმოს ინტერესებისთვის და თავისი თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისთვის დახარჯული დროის აღრიცხვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ტაბელი“.

ხშირად მოისმენთ, რა საჭიროა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სოციალისტური ეკონომიკის ელემენტები და მათ შორის რუსული „ტაბელი“?

„ტაბელი“, სულაც არ არის რუსული. იგი ლათინური ფუძისაა და ნიშნავს:

ა. გარკვეული წესით დაგრაფულ ცხრილს.

ბ. ფურცელს, რომელზეც აღირიცხება მუშაკების სამუშაოზე მოსვლისა და წასვლის დრო.

რაც შეეხება, საბაზრო ეკონომიკას, უკლებლივ ყველა თანამედროვე საწარმოში, მუშაკის სამუშაოზე მოსვლისა და წასვლის დროის აღრიცხვასთან ერთად, აუცილებლად აღინიშნება სამუშაოს შესრულების ხარისხი, ანუ ის, თუ როგორ იყენებს მუშაკი დროს, სამუშაოზე გამოცხადებიდან სამუშაო დღის დასრულებამდე. შრომის ანაზღაურება ხომ პირდაპირაა დამოკიდებული დახარჯულ დროზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხზე.

რა თქმა უნდა, საწარმოს უფლება აქვს მუშაკს აუნაზღაუროს გაცდენილი დღეებიც. უფრო მეტიც, საწარმო ვალდებულია მუშაკს აუნაზღაუროს გაცდენილი დღეები, როდესაც ასეთი გაცდენა გამოწვეულია მივლინებით, რეზერვში სამსახურით, სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებითა და კანონით გათვალისწინებულ რიგ სხვა შემთხვევებში. ასეთი გადახდები მიეკუთვნება არასაოპერაციო ხარჯებსა და გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლებიდან.

როდესაც საწარმო მუშაკს უხდის ხელფასს, საპატიო მიზეზების გარეშე გაცდენილი დღეებისათვის და ასეთ თანხებს გამოქვითავს ერთობლივი შემოსავლებიდან, ხდება ხარჯების დაუსაბუთებელი გაზრდა, ყველა გამომდინარე შედეგებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საწარმოს უფლება აქვს მუშაკს აუნაზღაუროს ასეთი გაცდენილი დღეებიც, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ადმინისტრაციის წერილობითი განკარგულებით, მხოლოდ საწარმოს საკუთრებაში არსებული გაუნაწილებელი მოგებიდან, ერთობლივი შემოსავლებიდან გამოქვითვის გარეშე.

კითხვა:

- როგორ ხდება მოგების განაწილება ამხანაგობაში და რა უფლება აქვს ამხანაგობის პარტნიორს, როდესაც იგი არ ეთანხმება მოგების განაწილების წესს?

პასუხი:

- ამხანაგობაში, სამეწარმეო იქნება იგი თუ შექმნილი ერთობლივი ხელშეკრულების საფუძველზე, მოგება ნაწილდება პარტნიორებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი. ხელშეკრულება უნდა იყოს კანონიერი და სამართლიანი. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

. როდესაც ამხანაგობის ყველა წევრს ერთნაირი წილი აქვთ ამხანაგობის კაპიტალში, ერთნაირ დროს ახმარენ ამხანაგობის მართვას თანაბარი რისკის პირობებში, მოგების თანაბარი განაწილება იქნება სამართლიანი და მისაღები უნდა იყოს ყველა პარტნიორისთვის.

. ამხანაგობის ორ წევრს აქვთ 10-10%25 ამხანაგობის კაპიტალში, მესამეს დანარჩენი 80%25. ასეთ პირობებში მოგების თანაბარი განაწილება შესაძლოა არ აღმოჩნდეს სამართლიანი.

არსებობს ამხანაგობაში მოგების განაწილების სამი წესი:

1. ფიქსირებული პროცენტით;

2. კაპიტალში პარტნიორების წილის მიხედვით;

3. ხელფასისა და კაპიტალში წილის მიხედვით.

ამხანაგობაში სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული ზარალი ნაწილდება მოგების განაწილებისთვის დადგენილი წესით.

თუ ივარაუდება, წლის განმავლობაში ამხანაგობის კაპიტალში პარტნიორების წილის არსებითი ცვალებადობა, მოგების განაწილება ყველაზე მისაღები იქნება, კაპიტალში წილის საშუალო სიდიდის მიხედვით.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებითა და მოგების განაწილებასთან დაკავშირებული შესაძლო გაუგებრობებისა და კონფლიქტების აცილებისათვის, ამხანაგობის პარტნიორებს შორის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მოგებისა და ზარალის განაწილების წესი.

როდესაც შეთანხმება არ ითვალისწინებს:

. ზარალის განაწილების წესს, ზარალი განაწილდება მოგების განაწილებისათვის დადგენილი წესით.

. მოგების განაწილების წესს, მოგება ნაწილდება თანაბრად.

პასუხი კითხვაზე რა უფლება აქვს ამხანაგობის პარტნიორს, როდესაც იგი არ ეთანხმება მოგების განაწილების წესს, პასუხი მარტივია. თუ ვერ მიაღწევთ მისაღებ შეთანხმებას:

  • ნუ მიიღებთ მონაწილეობას ასეთ ამხანაგობაში.

  • გამოდით ასეთი ამხანაგობიდან.

კითხვა:

- გთხოვთ გვიპასუხოთ, ნიშნავს თუ არა აქტივის საბალანსო ღირებულება მისი შეძენის ღირებულებას?!

პასუხი:

- შეძენის ღირებულება არის აქტივის თვითღირებულების ნაწილი. თვითღირებულებაში ასევე შედის ყველა სხვა ხარჯი გაწეული აქტივის მოცემულ ადგილზე მოცემულ მდგომარეობაში მოსაყვანად. ძირითად საშუალებებისთვის კი „მოცემულ ადგილ-ზე მუშა მდგომარეობაში მოსაყვანდ“, რაც გულისხმობს აქტივის მონტაჟისთვის გაწეულ ხარჯებსაც (ბასს16.16; ბასს2.7).

ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისთვის ამორტიზებადი ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება შეიძლება იყოს სრული საბალანსო ღირებულება ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება.

სრული საბალანსო ღირებულება თავის მხრივ შესაძლოა იყოს:

  • მისი საწყისი ღირებულება ანუ თვითღირებელება, და

  • გადაფასებული ღირებულება, ანუ ღირებულება მიღებული აქტივის გადაფასების შედეგად.

ნარჩენი საბალანსო ღირებულება არის სხვაობა აქტივის სრულ ღირებულებასა და დარიცხულ (აკუმულირებულ) ცვეთას შორის.

კითხვა:

- სააქციო საზოგადოებამ მიიღო მოგება. როდესაც მოვითხოვეთ დივიდენდების განაწილება, უარი გვითხრეს, რადგან არ ვმონაწილეობდით საწარმოს საქმიანობაში?

პასუხი:

- აქციონერს არ ევალება სააქციო საზოგადოების საქმიანობაში მონაწილეობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი არის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დაქირავებული მუშაკი ან ასეთ მონაწილეობას არ ითვალისწინებს აქციონერსა და სააქციო საზოგადოებასთან დადებული ხელშეკრულება.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, შეიტანოს შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად. ბათილია საზოგადოების წესდებით აქციონერისთვის კანონით გაუთვალისწინებელი მოვალეობის დაკისრება (მუხლი 53.1).

საწარმო არ არის ვალდებული გაანაწილოს სუფთა მოგება, ან მისი ნაწილი დივიდენდების სახით, როდესაც უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევა ასეთი მოგების რეინვესტირება. მოგების განაწილების თაობაზე წინადადებას ამზადებს დირექტორთა საბჭო, რომელსაც განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს აქციონერთა საერთო კრება.

კითხვა:

- ჩვენი საწარმო მომხმარებლებთან ანგარიშსწორებას ახორციელებს უნაღდო ანგარიშსწორებით. წელიწადში მხოლოდ ორი სამი შემთხვევაა, როდესაც მომხმარებელი იხდის ნაღდი ფულით. გვაქვს თუ არა უფლება გამოვიყენოთ სალაროს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები და არ ვიქონიოთ სალაროს აპარატი?

პასუხი:

- სალაროს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ) არის პოლიგრაფიული წესით დაბეჭდილი ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. ჩგდ-ს გამოყენება რეგულირდება საკონტროლო-სალარო აპარატების ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოებისა და რეგისტრაციის წესით.

ჩგდ-ს გამოყენება დაიშვება, როდესაც პირი საქონლის, მომსახურების მიწოდებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში), საქმიანობის ამ ნაწილში განხორციელებული ნაღდი ფულით განხორციელებული ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად.

პირი, რომელიც იყენებს ჩგდ-ს, ვალდებულია ჩგდ-ს რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, სადაც იგი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე. განცხადებაში, სხვა მონაცემებთან ერთად უნდა იყოს მითითებული იმ მუშაკის მონაცემები, რომელსაც ენიჭება ჩგდ-ს გაცემის უფლება. თუ საჭირო გახდება, ჩგდ-ს გაცემის უფლების გადაცემა სხვა მუშაკისათვის, აუცილებელია ამის შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინება 3 დღის ვადაში.

21 ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ვაჟა შუბითიძე
თსუ სრული პროფესორი

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირებამ განაპირობა ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკური კრიზისის დაწყება, რაც 1992 წლიდან ლეგიტიმურობის კრიზისში გადაიზარდა. ამის ერთერთი უმთავრესი მიზეზი კი არის ქვეყანაში ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების არარსებობა. ესაა კრიზისი, როცა ხელისუფლება იურიდიულად არჩეულია, მაგრამ ხალხის თვალში მას არ გააჩნია ფსიქოლოგიური ლეგიტიმურობა, რაც, თავის მხრივ, უამრავ პრობლემას ბადებს, მათ შორის, მოსახლეობის ემიგრაციას სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში იაფი მუშახელის სახით.

დღევანდელი ქართული საზოგადოება უამრავი პრობლემით არის დატვირთული - ცხოვრების გიჟური რიტმი, საშინელი კონკურენცია, გაზრდილი მოთხოვნები, გადაღლა, მღელვარება, სოციალური დაპირისპირება და პოლიტიკური ბრძოლის მიუღებელი მეთოდები, ადამიანთა გამოფიტვა და ჯანმრთელობის აღდგენის შეუძლებლობა, ძალადობის და შიშების ზრდა, პათოლოგიური ტიპების მომრავლება, დაუნდობლობა, ელიტის ზნეობრივი დეგრადაცია, დაუცველობა და სამართლიანობის დეფიციტი, განუკითხაობა, უღირსთა პარპაში და ყველაფრისადმი და ყველასადმი მომხმარებლური დამოკიდებულება, სავალალო დემოგრაფიული სურათი. ჩვენი ხალხის ასეთი ყოფა შედეგია სამოქალაქო დაპირისპირებისა და სამაჩაბლო-აფხაზეთისათვის ომში დამარცხებისა. ბუნების კანონით დავრდომილის, დამარცხებულის სხეულში და ტანზეც ჩნდება ათასნაირი შხამიანი ბაცილა, მუწუკი და ჭირი. ჩვენი შინაური რღვევა და აღრევაც, მზაკვრობა და მუხანათობაც მუდამ შედეგი იყო ჩვენი დამარცხებისა გარეშე მტრისაგან... ძარღვგადაჭრილი, იმედგაცრულებული და გამწარებული ორგანიზმი იწყებს საკუთარივე თავის ღრღნას და ჭამას. ამიტომ მოსდევს ხოლმე ჩვენს დამარცხებას ანარქია, შიმშილი, ეპიდემია, ზნეობრივი გახრწნილება, განდგომა და დაშლა პროვინციებად (. ჯავახიშვილი).

მეორე დიდი უბედურება იყო ქუჩიდან მოსული არაკომპეტენტური ადამიანების მართვა-გამგეობა, რომლებმაც ქვეყანა ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის მიერ გაკვალულ გზას ააცდინეს. ეს იმიტომ, მოხდა რომ საზოგადოების წაყრუების შედეგად ასეთმა მმართველობამ არაფრად ჩააგდო ეროვნული ფასეულობები, პიროვნული ღირსებები, ინტელექტი, ცოდნა, პროფესიონალიზმი, ზნეობა (არადა, „ზნეობა - ეს არის იცხოვრო შენი ხალხის წეს-ჩვეულებებით”, - ამბობდა არისტოტელე). საამისოდ კი ნიადაგი ჯერ კიდევ კომუნისტებმა შეამზადეს.

გააქტიურდნენ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები და მათთან დაახლოებული წრეები. დაიწყო ქართული ეთნოკულტურული სივრცის გაველურება და გაღარიბება, მანკიერი თამაშის წესების გავრცელება, ცნობიერების გამრუდება. ყოველივე ამის შედეგად კი მივიღეთ აღვირახსნილობა, ცინიზმი, ორმაგი სტანდარტები, ზნეობრივი დეგრადაცია, ცოდნისა და ეროვნულ ფასეულობათა, მეცნიერების ნგრევა, დევალვაცია, რითაც ცხოვრება დაუმახინჯდა ახალგაზრდობას და მომავალ თაობას. საქართველო, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ვაიმმართველთა და მეხუთე კოლონის ანტიეროვნული ქმედების შედეგად საკმაო ხნით ჩამოშორდა განვითარების ცივილიზებულ გზას.

აზიური ინერტულობა და სხვისი მოიმედეობა კვლავ იქცა ქვეყნისა და ჩვენი ხალხის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად. არადა, ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისთვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას... უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს (. ნიკოლაძე).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ განვითარების ეროვნული მოდელი და გავითვალისწინოთ უცხოეთის დადებითი გამოცდილებაც (განსაკუთრებით იაპონიის). ვინაიდან საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა, ამიტომ უმთავრესი ყურადღება უნდა დაეთმოს საშინაო პრობლემების მოწესრიგებას. ცნობილია, რომ მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებები, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენს თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდავოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს (. ნიკოლაძე).

განვითარების ამ ეროვნულ მოდელს საფუძვლად უნდა დაედოს განათლება და ჩვენი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, ღირსება, ქართული ცხოვრების წესის მდიდარი ეროვნული შინაარსი, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა, პიროვნების სოციალური უსაფრთხოება და შეცნობილი თავისუფლება, შრომის ჭკვიანური ორგანიზაცია, საშემსრულებლო დისციპლინა, კერძო და სახელმწიფო საკუთრების შეთანასწორება (პრინციპით „კერძო საკუთრება ყველგან, სადაც შესაძლებელია და საზოგადოებრივი რეგულირება ყველგან, სადაც ეს აუცილებელია“), ქართული ეროვნული წარმოების განვითარება და პროტექციონიზმი, სახელმწიფო და კერძო რეკეტის, კრიმინალური ცნობიერების აღმოფხვრა, კორუფციის საფუძვლების მოშლა, კადრების მოძიება, აღზრდა და სწავლება მათ დანიშვნამდე (ე.წ. კადრების ბანკის შექმნა, ასევე „მოუხმობელთა მოხმობა“), თვითგანადგურების პროცესის შეწყვეტა და ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესების წინ წამოწევა, ნიჭიერი ადამიანების ხელშეწყობა და მათზე განსაკუთრებული ზრუნვა, „სიტყვა-საქმის“ კონტროლის სქემის დამკვიდრება (ყოველი გადაწყვეტილების შესრულების მკაცრი კონტროლი საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით), საქმიანი პატრიოტიზმი, ლუსტრაციის კანონის ამოქმედება, არაქართული მოსახლეობის სოციალურ-კულტურული ინტერესების გათვალისწინება და ა.შ.

ჩვენი ქვეყნის უბედურების ერთ-ერთი სათავე ის არის, რომ 1990 წლიდან დღემდე საქართველო იმყოფება უმართაობის მდგომარეობაში. ამას კი განაპირობებს არასწორად სინთეზირებული ქვეყნის მართვის სისტემა და არასწორად შერჩეული ხელოვნური კადრები.

პირველი გარემოება გამოწვეულია იმით, რომ დიდი სისტემების მართვის თეორიიდან გამომდინარე, არასრულფასოვნად არის ჩატარებული ქვეყნის, როგორც მართვის ობიექტის ანალიზი, არ არის დამუშავებული სამართავი ობიექტის გადაცემის ფუნქცია, მართვის ფუნქციონალი. ეს ნიშნავს, რომ:

0x01 graphic

- არ არის შემუშავებული მიზანთა სისტემა, რომლის მიმართაც უნდა იქნას შედგენილი ეს ფუნქციონალი;

- არ არის განსაზღვრული ის შეზღუდვები, რომლებიც განაპირობებენ მართვის ფუნქციონალის ამოხსნის არსებს;

- არ არის შერჩეული კრიტერიუმები, რომელთა მიმართაც უნდა ხორციელდებოდეს მართვის ფუნქციის ოპტიმალური ამოხსნების მოძებნა შეზღუდვებით განსაზღვრულ არეებში.

ყოველივე ამის გამომწვევი მიზეზია ის გარემოება, რომ ქართველ ერს შემუშავებული არა აქვს ეროვნული იდეოლოგია (როგორც ეს შეიმუშავეს ებრაელებმა და სხვებმა).

ეროვნული იდეოლოგია უნდა ჩამოყალიბდეს შეხედულებათა 10 სისტემის სახით. ესენია: 1. ეკონომიკური; 2. დემოგრაფიული; 3. ზნეობრივი; 4. სამართლებრივი; 5. რელიგიური; 6. კულტურული; 7. ფილოსოფიური; 8. ეროვნული ცნობიერების; 9. ეკოლოგიური; 10. პოლიტიკური (ამ მაჩვენებელთა მთლიან სისტემას მიხაკო წერეთელი უწოდებდა „ერის იდეალს“).

შეიძლება ითქვას, რომ ისეთი უმთავრესი ქვესისტემები, როგორიცაა ეკონომიკური და სამართლებრივი, დღეს ფაქტობრივად უმოქმედოა. პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონები ამ სფეროში (ისევე როგორც სხვებში) არ მუშაობს, ვინაიდან აღნიშნული კანონები არ არის შემუშავებული ჩვენი ქვეყნის საჭიროებისთვის, მათ უბრალოდ უცხოურიდან თარგმნიან.

როცა ერს არა აქვს ეროვნული იდეოლოგია, მაშინ მისი სამთავრობო და პოლიტიკური წრეები ინტუიციურად ირჩევენ გლობალურ და ლოგიკურ მიზანთა სისტემას. ფუნქციურად ხელახლა დაბადებული ქვეყნის სისტემის მართვა წარმოებს უკვე მკვდარი სისტემის (საბჭოთა სისტემის) მეთოდებით. აქტიური ორგანიზაციული სტრუქტურების ანალიზი და სინთეზი მოიცავს:

0x01 graphic

- ინფორმაციის მონიტორინგს - ინფორმაციის შეგროვებასა და მის პირველად გადამუშავებას სამართავი და მართვის ობიექტების და მათი გარემოს მდგომარეობის შესახებ;

- სამართავი გადაწყვეტილებების მიღებას;

- გადაწყვეტილებების დეტალიზაციას და შესაბამისი ზემოქმედების გამომუშავებას;

- ზემოქმედების დაყვანას მართვის ობიექტის შესაბამის დონეებამდე;

- შესრულების მკაცრ კონტროლს;

- მართვის სისტემისა და მართვის ობიექტის გამოკვლევას მდგრადობასა და განვითარებაზე.

უნდა შემუშავდეს ქვეყნის მართვის ახალი სტრუქტურა, რომელიც უნდა შეიცავდეს ახლანდელთან შედარებით ხუთჯერ ნაკლებ სამართავ სტრუქტურებს და ათჯერ ნაკლებ სახელმწიფო მოხელეებს.

უნდა შეიქმნას სახელმწიფოს ხელმძღვანელი კადრების შერჩევის ტესტური ავტომატიზებული სისტემა და მისი საშუალებით შერჩევა-შემოწმებას დაექვემდებაროს ყველა სახელმწიფო მოხელე პრეზიდენტის ჩათვლით.

კრიზისულ მდგომარეობაში სახელმწიფოს მართვის ძირითადი ამოცანები უნდა იყოს სტრუქტურული მიმართულების, რათა უზრუნველყონ ძირითადად ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია (ენერგეტიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვ.) და სოციალურად ორიენტირებული მდგრადი საბაზრო გარემოს ფორმირება. კრიზისის შემდგომ პერიოდში კი უნდა განხორციელდეს პრიორიტეტების კარდინალური ცვლა - წინა პლანზე უნდა გადმოინაცვლონ ისეთმა რეგულატორებმა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან საკანონმდებლო ნორმებთან, საგადასახადო სისტემებთან, ბიუჯეტთან, საბაჟოსთან და ა.შ. (დღეს ეს საქართველოში უკუღმა ხორციელდება).

ეროვნული იდეოლოგიის მოთხოვნიდან გამომდინარე, გარდა ზემოაღნიშნული მიზნების სისტემისა, უნდა ჩამოყალიბდეს აგრეთვე შეზღუდვების სისტემა, რომლებიც განსაზღვრავენ მიზნების ფუნქციების ამოხსნის არეებს. თუ მიზნებად ავირჩევთ:

) ადამიანის პოტენციალის განვითარების ინდექსს (აპგი) - იგი კრებითი მაჩვენებელია და აერთიანებს შემდეგ პარამეტრებს: შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე; ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, განათლების დონეს და მოქალაქეთა საერთო კეთილდღეობის დონეს;

) ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას;

) ადამიანის უფლებების დაცვას;

) რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას;

) ეროვნულ ცნობიერებას;

) ქართული კულტურის განვითარებას;

) თავისუფალ და კონკრეტულ საბაზრო გარემოს;

) სოციალურ უსაფრთხოებას და ..

მაშინ საჭირო გახდება შემდეგი სახის შესაბამისი შეზღუდვების შემოღება:

) ბუნების დაცვა;

) სურსათის იმპორტის შემცირება;

) სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობის თავისებურებები;

) სამართლებრივი და ზნეობრივი ნორმები;

) სექტების მავნე ქმედებების გაუვნებელყოფა;

) ინტერნაციონალური დებულებანი (ეროვნული ინტერესების წინა პლანზე წამოწევით);

) ეროვნულ უმცირესობათა კულტურების პატივისცემა;

) მონოპოლიზმის აღმკვეთი ღონისძიებები; ხალხის ძალიან მდიდრებად და ძალიან ღარიბებად დაყოფის პროცესის შესუსტება.

მხოლოდ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმებით ქვეყნის აღმშენებლობა და ცხოვრების სრულყოფა შეუძლებელია: რელიგიური მრწამსის, ტრადიციისა და ზნეობისკენ საზოგადოების შემობრუნების გარეშე სოციალურ-პოლიტიკური სისტემის დახვეწა და გაკეთილშობილება ვერ მოხერხდება საზოგადოების თვითაღზრდა, კულტურის ამაღლება, წინსვლა, ანუ პიროვნების საკუთარი ცხოვრების გააზრები-დან საზოგადოებრივი ცხოვრების გააზრებამდე ასვლა, თითოეული მოქალაქის რწმენის გაძლიერების შედეგია.

ძლიერი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური წყობის საფუძველია მისი შემადგენელი ნაწილების (ადამიანი, ოჯახი, ადამიანთა ჯგუფები, პარტიები) მაღალი მიზნისკენ სწრაფვა, საერთო ჰარმონია. ბიზნესის განვითარების ყოველგვარი მცდელობა მეცნიერებისა და ხელოვნების, ეროვნული თვითშეგნების და ზნეობის გარეშე ასევე განწირულია: „ხალხის განვითარება და გაძლიერება ყოვლად შეუძლებელია ეროვნული პრინციპების გარეშე... ერი თავისებური კოლექტიური აგებულებაა, თავისებური კოლექტიური პიროვნებაა. ამიტომ მისი აღორძინება შეიძლება მხოლოდ თავისებური, ეროვნული გზით. ისტორიაში ვერ მოძებნით ისეთ მაგალითს, რომ ერს ეღალატნოს თავისი ეროვნებისათვის, ეროვნული კულტურისათვის და არა გახრწნილიყოს, არ აღმოფხვრილიყოს... ძალღონე ყოველის ერისა უმთავრესად დამოკიდებულია ეროვნულის, მამულიშვილურის გრძნობის განვითარება-გაღონიერებაზე. სადაც ეს ცენტრალური გრძნობა სუსტია, იქ ხალხი უძლურია“ (იაკობ გოგებაშვილი).

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის საჭირო ეფექტური ხელისუფლების ქმედითი მოდელის შექმნაში ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძალაუფლების ეროვნული ხასიათის განმაპირობებელ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ქართული ცხოვრების წესი, წინაპართა ტრადიციები და ზნე-ჩვეულებები, ეროვნული კულტურა. ტრადიციების გარეშე არ არსებობს არც ეროვნული სული და არც ცივილიზაციის მიღწევები. მის ძირითად ელემენტსა და კომპონენტს ენა წარმოადგენს. ჩვენი საზოგადოების დაუდევრობისა და უკულტურობის შედეგად სახელმწიფო სტატუსის მქონე ქართული ენა შებღალულია და უპატრონოდ არის მიგდებული (რუსიფიკაცია ამერიკანიზაციამ ჩაანაცვლა). ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი უდიდესი ღირებულებები, ყველაფერი, რაც ქართველმა ხალხმა საუკუნეთა სიღრმეში შეიმუშავა და ათას ჭირვარამგამოვლილი დღემდე შეურყევლად მოიტანა, დღეს დაშლის პირასაა (უფრო მეტად კი ჩვენი დაუდევრობის შედეგად). ამიტომაც ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და ფეხზე დაყენების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება „ქართველობის“, ქართული ცხოვრების წესის ჭეშმარიტი ეროვნული შინაარსის აღორძინებას.

ჩვენს დიდ წინაპრებს ძალიან მცირე პირადი მოთხოვნილებები და უდიდესი იდეალი ასულდგმულებდათ. ეს იდეალი იყო საქართველოს დიდება და ქვეყნის უანგარო სამსახური. თითოეული მათგანი მზად იყო ქვეყნის საკეთილდღეოდ სამსხვერპლოზე მიეტანა თავისი ოჯახი, ქონება და სიცოცხლეც კი.

ქართული ცხოვრების წესის სხვა უმნიშვნელოვანესი ფასეულობებია: სამშობლოს სიყვარული, ღმრთისმოშიშობა, შრომისმოყვარეობა („მუშაკობა“), როგორც სოციალური ნორმა, ოჯახისა და ოჯახისშვილობის კულტი, სამართლიანობა და ღირსება, კაცთმოყვარეობა და ჰუმანიზმი, ავკარგიანობა, მადლის ქმნისა და მიტევების ნიჭი, ბავშვის, ქალისა და მოხუცის მიმართ მოწიწება და პატივისცემა, რაინდული ხასიათი, ახალგაზრდობისადმი ნდობა და „მკაცრი“ სიყვარული, მაღალი ზნეობრიობა და უბრალოება, მონანიების უნარი, მხედრული მოვალეობა და სიმამაცე, ცოდნისაკენ სწრაფვა, თვითკრიტიკულობა, პასუხისმგებლობა და სხვ.

0x01 graphic

პროფესორი-პოლიტოლოგი ოთარ ქოჩორაძე მართებულად მიიჩნევს, რომ „ქართული ცხოვრების წესის მთავარი ხერხემალი - „ქართველობა“, როგორც უნიკალური ფენომენი, შეიძლება შევადაროთ გრაალის თასს, სადაც საუკუნეთა განმავლობაში წვეთობით გროვდებოდა ერის სულიერი და ხორციელი ცხოვრების შემაკავშირებელი დუღაბი“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საზოგადოების მსგავსად, ხელისუფლებაც ღრმად ეროვნული უნდა იყოს, ერის სატკივარი უნდა ესმოდეს და მისი ცხოვრებით ცხოვრობდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნული უმოკლეს დროში თუ არ განხორციელდება, ამას შედეგად მოჰყვება გაუცხოება სოციუმის ყველა დონეზე, ხოლო გაუცხოების პროცესის გაღრმავებას შედეგად მოსდევს ერის გათიშვა, მისი სულიერი და ფიზიკური ძალების დაკნინება და მოდუნება. მაქსიმალურად შესუსტდება ურთიერთგაგების შესაძლებლობა და თვით ამის სურვილიც კი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რაც საბოლოოდ განაპირობებს უზარმაზარ ბზარს ეროვნულ ცნობიერებაში და აღარ იქნება ის უნიკალური ფენომენი, რასაც „ქართველობა“ ჰქვია. აღარ იარსებებს ცნება „ჩვენ“, რადგან სოციუმის ცნობიერებისთვის ის გახდება დისფუნქციური. სოციუმი დაიყოფა მტრულ დაპირისპირებულ „მე“, „შენ“, „ის“, „ისინი“ ჯგუფებად. ყველა ყველასათვის გახდება „უცხო“, „მტერი“, „არაადამიანი“. დაისადგურებს ურთიერთშიში, უნდობლობა და მტრობის ატმოსფერო, რაც გამოიწვევს საერთო ეროვნულ-სახელმწიფოებრივ აფეთქებას, რომელიც წალეკავს და მოსპობს ყველაფერს.

ეს ყველაფერი დღევანდელი ქართველობის გასაკეთებელია და მხოლოდ ღმერთის იმედად და ანაბრად ამ საქმის დატოვება ჩვენი ხალხის მხრიდან უპასუხისმგებლობა და უზნეობა იქნება.

22 სად ვეძებოთ „ბედნიერება“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აკაკი მინდიაშვილი
თეოლოგი

ყველას ეოცნებება და ენატრება ბედნიერი ცხოვრება, არავის სურს უბედური ცხოვრება, მაგრამ რას ნიშნავს ბედნიერი და უბედური ცხოვრება?

ქრისტიანული, ღვთიური მოძღვრების მიხედვით, ბედნიერება, ბედნიერი ცხოვრება ესაა ღვთის ნების მიხედვით ცხოვრება. მაშასადამე, უბედურ ცხოვრებაში, ღვთის ნების საწინააღმდეგო მოქმედებები იგულისხმება, როდესაც ღვთის წმინდა ნებას ვარღვევთ, როდესაც ჩვენს გადამრჩენელ და ჭეშმარიტი (სრულყოფილი) ბედნიერების, ანუ ნეტარების მომტან ღვთის მცნებებს არ ვასრულებთ.

ამრიგად, „უბედური ცხოვრება“ - ესაა ცოდვებში ცხოვრება.

რა არის ცოდვა?

ცოდვა არის გადახვევა ღვთის ნებიდან, რომელიც ღვთიურ მოძღვრებაში, საღვთო მცნებაშია გამოხატული.

და რამდენადაც ცოდვა ღვთის მცნების დარღვევისას ჩნდება, ამდენად იგი ბოროტება და უსჯულოებაა (წმინდა იოანე ღვთისმეტყველის განმარტების თანახმად).

მაშასადამე, ის ადამიანი, ვინც ღვთის მცნებებს არღვევს - სცოდავს, და რადგან ცოდვა ბოროტებაა, ამიტომ ბოროტებაში, ანუ ცოდვებში მოუნანიებლად მცხოვრებ ადამიანს, შეუძლებელია „ბედნიერი ცხოვრება“ ჰქონდეს, რაგინდ მდიდარი, შეძლებული, სახელოვანი, ძალაუფლებისა და პოპულარობის მქონეც უნდა იყოს იგი.

ამრიგად, ცოდვებში ცხოვრება - ესაა „უბედური ცხოვრება“, ხოლო „ყველაზე საშინელი ცხოვრება“ - ესაა ცოდვებში მოუნანიებლად ცხოვრება.

„ბედნიერი ცხოვრება“ - ღვთის მცნებების მიხედვით, ქრისტიანული სათნოებებით ცხოვრებაა, ხოლო „უბედნიერესი ცხოვრება“, ანუ „ნეტარი ცხოვრება“, - ეს არის სიწმინდით ცხოვრება, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, მდიდარი იქნები თუ ღარიბი, ჯანმრთელი იქნები თუ ავადმყოფი და ა.შ.

დიახ, მხოლოდ წმინდა ცხოვრებას შეუძლია მოგვანიჭოს სრულყოფილი ბედნიერება, რადგან სიწმინდე სისავსეა, ცოდვა - სიცარიელეა, რამაც შეუძლებელია ბედნიერება მიანიჭოს ადამიანს.

სადაც სიწმინდეა, იქ არის უფალი, სადაც უფალი ღმერთია, იქ ადამიანი არაფრის ნაკლებობას არ განიცდის, თუნდაც სრულ მატერიალურ სიდუხჭირეში ცხოვრობდეს და სულშიც დღესასწაული აქვს, რადგან ჭეშმარიტი დღესასწაული ღმერთთან ყოფნაა.

ასე რომ, თუ ადამიანი მდიდრულად ცხოვრობს, გარეგნულად ჯანმრთელად და ბრწყინვალედ გამოიყურება, ყოველთვის ნუ ვიფიქრებთ, რომ იგი მაინცდამაინც ბედნიერია, „ნეტარია“, რადგან შესაძლოა მის გულში ჯოჯოხეთი ტრიალებდეს, საშინელი ცოდვებით იყოს დამძიმებული და, შესაძლოა, სრულიად მოუმზადებელი ხვდებოდეს იმ წამს, როდესაც ღვთის ნებით სიკვდილის კარიდან მისი სული მოუნანიებლად, ცოდვათაგან განუწმენდელად გაიყვანება ამ დროებითი, წარმავალი წუთისოფლიდან მარადისობაში!

ყრმობისას, როცა ადამიანი ნაკლებად სჩადის ცოდვას, დრო თითქმის გაჩერებულია.

წლების მატებასთან ერთად მრავლდება ჩვენი ცოდვები და მათი გამრავლება დროსაც აჩქარებს. დღეს დრო თითქოს ჩქარობს დასრულდეს, და საერთოდაც, დადგება ჟამი, როდესაც დრო და ისტორია ამა სოფლისა დასრულდება. როგორც წმინდა პეტრე მოციქული ამბობს, უფლის მეორედ მოსვლის დღეს, ღვთის აღთქმის თანახმად, მოველით უკვე ახალ ცასა და ახალ დედამიწას.

წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხილვას გავიხსენებ „აპოკალიფსიდან“, სადაც იოანე აცხადებს, რომ მან იხილა „ციდან ჩამომავალი და ღრუბლით შემოსილი ანგელოზი, რომელსაც თავზე ცისარტყელა ერტყა, სახე ჰქონდა მზესავით, ხოლო ფეხები, როგორც ცეცხლის სვეტები. ხელში ეჭირა პატარა გადაშლილი წიგნი.

მან მარჯვენა ფეხი დააბიჯა ზღვას, მარცხენა კი - მიწას;

ამ ანგელოზმა ცისკენ აღაპყრო თავისი მარჯვენა ხელი და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა, და ყოველივე ის, რაც ცაშია, მიწა და ყოველივე ის, რაც მიწაშია, ზღვა და ყოველივე ის, რაც ზღვაშია, რომ აღარ იქნება დრო“.

დიახ, მიწიერი, ამქვეყნიური დრო თავისი დასასრულისაკენ მიექანება.

ყველამ გადავხედოთ ჩვენს მიერ განვლილ ცხოვრებას და ვფიქრობ, მკითხველების უმეტესობა დამერწმუნება, რომ წლებმა კი არ განვლეს, არამედ - გაფრინდნენ.

დროს შემთხვევით როდი გამოხატავენ ხოლმე ფონებით, რითაც მისი ქროლვის სისწრაფეზე მიანიშნებენ.

დიახ, დრო დაჩქარებულია.

ჩვენი მოუნანიებელი ცოდვები აჩქარებენ დროს და ისიც კაცობრიობის ურიცხვი ცოდვებით დამძიმებული ფანტასტიკური სისწრაფით მიჰქრის, თითქოს სურს, რაც შეიძლება მალე ამოწუროს საკუთარი თავი.

გამაოგნებელი სიზუსტით სრულდება XVI საუკუნეში მცხოვრები წმინდანის - ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველება, რომლის თანახმად, ბოლო ჟამს ქრისტეს და მისი წმინდა ეკლესიისაგან გაუცხოებულ და განდგომილ ადამიანთა მოდგმის უდიდესი უმრავლესობა ჩაეფლობა თხემიდან ტერფამდე მოუნანიებელ ცოდვებში, რის გამოც სტიქიები და პლანეტები დაიძაბება, დაიჭიმება და დრო დაჩქარდებაო - წელიწადი გახდება როგორც თვე, თვე როგორც კვირა, კვირა როგორც დღე და დრო როგორ გავა, ადამიანები ვეღარ გაიგებენო...

მართლაც, აჰა, გათენდა დილა, მივეშურებით სხვადასხვა საქმეების შესასრულებლად, მაგრამ თითქმის ვერასდროს ვერ ვასწრებთ მათ დასრულებას, რადგანაც უსწრაფესად ღამდება და ჩვენ უკვე დასაძინებლად ვემზადებით...

წლის სეზონებიც უკვე ისეა შეკუმშული, რომ გაზაფხული მოსვლას ვერ ასწრებს, რომ ზაფხული იწყება, აგერ, შემოდგომაც მოდის და ის-ის იყო აღმოვაჩინეთ, რომ შემოდგომა მოვიდა და ზამთარიც უკვე კარზე აკაკუნებს.

1600 წლის წინ მცხოვრები ლაკტანციუსიც წინასწარმეტყველებდა, რომ ქრისტესა და მისი წმ. ეკლესიისაგან განდგომილი, მოუნანიებლად მცხოვრები ადამიანების ცოდვათა უკიდურესად და შემაშფოთებლად გამრავლებისა და ცოდვების სულ უფრო და უფრო მეტი გასასტიკების გამო წლის სეზონების მონაცვლეობაც კი აირევა, წელიწადნი კი დამოკლდებიანო. დროის შეკუმშვა, დროის დაჩქარება და მისი სწრაფწარმავალი ქროლვა გამოხატულება და ნიშანი იქნება ქვეყნიერების დაბერებისა და მისი დაშლა-რღვევისა.

დიახ, დროის შეკუმშვა, დროის დაჩქარება და მისი სწრაფწარმავალი ქროლვა გამოხატულება და ნიშანი იქნება უკანასკნელი დღის, უფლის დღის, მისი დიდებით მოსვლისა, მკვდრეთით საყოველთაო აღდგომისა, საშინელი სამსჯავროს დღის მოახლოებისა, ბოროტების საბოლოო განადგურებისა და სიკეთის გამარჯვებისა!

წმ. ნილოს მირონმდინარე იმასაც გვაუწყებდა წინასწარ, რომ ბოლო ჟამის ადამიანებს მთლიანად და ერთიანად დაიპყრობს ხორციელი ვნებები, რის გამოც გონება დაუსნეულდებათ და ქალების გარჩევა კაცებისაგან მათი ურცხვი და უტიფარი ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო გაძნელდებაო.

ამასთან დაკავშირებით გავიხსენებთ ერთ-ერთ უძველეს წინასწარმეტყველებას, რომლის თანახმად ბოლო ჟამის დამახასიათებელი ნიშნები ის იქნება, რომ დედაკაცები მიემსგავსებიან მამაკაცებს, მამაკაცები კი დედაკაცებს და მათ შორის განსხვავება გაჭირდებაო; დედაკაცები (ქალები) დაკარგავენ ღვთისაგან ნაბოძებ უძვირფასეს ნიჭს - მორცხვობას, კდემამოსილებას და ურცხვნი და უტიფარნი გახდებიანო და ამ დროისათვის ზნეობრივი აღვირახსნილობა და გარყვნილება, სიძვა-მრუშობა არნახულად გამრავლდებაო. ამ და სხვა მრავალ ცოდვათა გამო ადამიანთა მოდგმის უდიდესი უმრავლესობა დაკარგავს სული წმიდის მადლს, ე.ი. სულიერად მოკვდებიან, აღარ ექნებათ ცოდვების განცდა, გულსასტიკნი გახდებიან და სინდისი დაეწვებათ, ანუ სრულიად უგრძნობელნი და ყრუნი გახდებიან სინდისის, ანუ ღვთის ხმისა და მისი მოწოდებების, რჩევა-შეგონებების, მისი გაფრთხილებების მიმართ; ყოველივე ეს, მოხდებაო მაშინ, როდესაც ადამიანები ცაში ფრინველებივით იფრენენ და წყლისქვეშ თევზებივით იცურავებენ, დედამიწის ერთი უკიდურესი წერტილიდან მეორე უკიდურეს წერტილში მყოფნი ერთმანეთს დაინახავენ და დაელაპარაკებიანო.

ამ თვალსაზრისით საგულისხმოა XVIII საუკუნეში მცხოვრები წმინდანის, კოზმა ეტოლედიის წინასწარმეტყველებაც, რომლის თანახმად, ისეთი დრო დადგება, რომ ადამიანები ურთიერთდაშორებული ქვეყნებიდან ისე ისაუბრებენ ერთმანეთთან, თითქოს გვერდიგვერდ განლაგებულ ოთახებში ისხდნენ, ის დრო მოვა, ორთვალა ეტლში ცხენების გარეშე კურდღლებზე უფრო სწრაფად იქროლებენო. ე.ი. ცივილიზაციის განვითარება ადამიანებში სულიერების კიდევ უფრო მეტ კვდომას გამოიწვევს, შეიკუმშება არა მარტო დრო, არამედ სივრცეც, რადგან დღეს, მართლაც, სხვადასხვა კონტინენტებზე მყოფნი ერთმანეთს არა მარტო ველაპარაკებით, არამედ ვუყურებთ. ყოველივე ეს, ანუ მობილური ტელეფონის, რადიოს, ტელევიზიის, კომპიუტერის, თვითმფრინავის, რაკეტების, წყალქვეშა გემებისა და სხვა ამგვარმა სასწაულებრივმა გამოგონებებმა ადამიანები ვერ გახადეს უფრო ბედნიერები.

სამწუხაროდ, ცივილიზაციის პროგრესი სისასტიკის პროგრესად იქცა.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ-ახალი სასწაულებრივი, გამოგონებანი ადამიანებს შინაგანად, სულიერად კი არ გვაახლოებს ერთმანეთთან, არამედ კიდევ უფრო მეტად გვაშორებს; ასუსტებს ჭეშმარიტ სულიერ ურთიერთობას, სულთა ერთობას და ერთმანეთის მიმართ გვაუცხოებს; გარეგან კეთილდღეობასა და გარეგან კომფორტს გამოდევნებულები, ვკარგავთ რა შინაგან კომფორტს და ერთმანეთისა და ღვთისაგან გათიშულნი, თანდათანობით ვეთხოვებით ღვთიურ სიმართლეს, ღვთიურ მშვიდობას, ღვთიურ სიხარულს, ღვთიურ სიყვარულს, რადგან ქრისტეს გზიდან გადახვევის გამო ცოდვის მონებად ქცეულთ სულიწმიდის მადლი გვტოვებს და სულიერად ვკნინდებით.

ამიტომ ყურად ვიღოთ შეგონება და მოწოდება უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა, იესო ქრისტესი:

შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ.

შევინანოთ, განვიწმინდოთ ცოდვებისაგან და განვთავისუფლდეთ მათდამი მონობისაგან, რადგან მაცხოვრისავე გაფრთხილებით:

- თუ არ მოინანიებთ... ყველანი დაიღუპებით (ლუკა 13,3).

* * *

დროის შესახებ მოგახსენებდით. გამოთვალეს, რომ თუ, ვთქვათ, ადამიანი 70 წელს იცოცხლებს, მას მოუწევს 23 წელი ძილში გაატაროს, დაბადებიდან 12 წლის შესრულებამდე მას არა აქვს დამოუკიდებელი ცხოვრება და ა.შ., აქტიური ცხოვრებისათვის მას სულ რაღაც ოციოდე წელი რჩება და ამ ოციოდე წლიდანაც რამდენ დროს კარგავს ფუჭად არარაობასა და ამაოებაში?

თუ ქონებას დაკარგავ, შესაძლებელია იგი დაიბრუნო - იპოვო ან სხვა გზით აღადგინო, დაკარგულ დროს კი ვერაფრით ვერ დაიბრუნებ, ვერ აღიდგენ, - ეს შეუძლებელია.

დიახ, ჩვენთვის ღვთის მიერ განკუთვნილ და წინასწარგანსაზღვრულ დროში რამდენი წელი, რამდენი თვე, რამდენი კვირა და დღე გვაქვს დაკარგული და გაფლანგული ჩვენი ცოდვიანი სურვილების დასაკმაყოფილებლად, პირადი სიამოვნების მისაღებად, წარმავალი ფასეულობების მოსაპოვებლად და რა ძუნწად გვაქვს დრო გამეტებული ჩვენი უკვდავი სულის მაცხოვნებელი საქმეების საკეთებლად ღვთის სადიდებლად, მოყვასთა სასიკეთოდ, ღმერთთან შესაერთებლად, ზეციური სამოთხის - ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად, ქრისტიანული სათნოებებით გასამდიდრებლად, ყოველ ჩვენგანში მამულისა და სარწმუნოებისათვის თავგანწირული სულისკვეთების ასაღორძინებლად, ზეციური, უხრწნელი, ე.ი. მარადიული საუნჯეების დასაგროვებლად.

ამიტომ მოგვიწოდებს უფალი:

„ნუ მოაგროვებთ საუნჯეებს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობენ და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

ხოლო მოაგროვეთ თქვენთვის საუნჯენი ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობენ და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.

შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციური მამა ასაზრდოვებს მათ; განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?

ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ და რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?

შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, და არც ართავენ, მაგრამ თვით სოლომონიც კი მთელი თავისი დიდებითი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.

თუკი, მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არსებობს, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი და ასე მოსავს, თქვენ უფრო ბევრად არა, მცირედ მორწმუნენო?

ამრიგად, ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ, რა ვჭამოთ? ან რა ვსვათ? რით შევიმოსოთ? ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი; თქვენმა ზეციურმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს.

თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ყოველივე ეს შეგემატებათ თქვენ“ (მათე 6,19-33).

ამრიგად, ჩვენი უბედურების წყაროა ცოდვები, ურწმუნოება თუ მცირედმორწმუნეობა და ის, რომ მარადიულის, ზეციურის ნაცვლად, ღვთის სასუფევლის, ღვთის სიმართლისა და ღმერთთან ერთობის ნაცვლად, უპირველეს ყოვლისა, ვეძებთ მიწიერსა და წარმავალს, ამქვეყნიურ, დროებით სიკეთეებს და ვცდილობთ „საუნჯეების“ დაგროვებას მიწაზე და არა ზეცაში, რითაც ვარღვევთ ღვთის მცნებას, წმ. პავლე მოციქულის პირით წარმოთქმულს:

- უწინარესად ზეციურზე იფიქრეთ და არა მიწიერზე!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჭეშმარიტი ბედნიერების მოპოვებას მხოლოდ ის ადამიანი, ის ქრისტიანი შეძლებს, ვინც თავის ცხოვრების უმთავრეს მიზნად დაისახავს ღვთის სასუფევლის, ზეციური სამოთხისა და ღვთის სიმართლის მოპოვებას, ვინც შეძლებს წმინდა ცხოვრების მიღწევას, განღმრთობას, ღმერთთან შეერთებას, ვინც შეძლებს უკვე ამქვეყნადვე, ამ წარმავალ წუთისოფელში სასუფევლის მოპოვებას, როგორც თვით უფალი იესო ქრისტე ამბობს:

- აჰა, სასუფეველი ღვთისა თქვენშია!

ამქვეყნადვე ღმერთის მომპოვებელი კი, თუნდაც მისი მთელი მიწიერი ცხოვრება მთლიანად ტანჯვა-წამებისა და სხვადასხვა განსაცდელებისა და უბედურებებისაგან იყოს სავსე, ჭეშმარიტი ბედნიერების, ანუ ნეტარების თანაზიარი გახდება, რადგან თვით ჯოჯოხეთიც კი, სადაც ღმერთი იქნებოდა, სამოთხედ გადაიქცეოდა, ხოლო თვით ცათა სასუფეველი, სადაც უფალი სუფევს და მარადიული ნეტარებაა, ღმერთს ერთი წუთითაც რომ მიეტოვებინა, წმინდანებისა და ანგელოზებისათვის - ჯოჯოხეთს დაემსგავსებოდა.

მაშ ასე: რისკენ მოგვიწოდებს უფალი?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვეძიოთ ღმერთი და მისი სასუფეველი, უნდა მივისწრაფოდეთ ღმერთთან შეერთებისა და წმინდა ცხოვრებისაკენ, რადგან როგორც წმ. პავლე მოციქული ამბობს:

- ღმერთი წმინდაა და მისი ნებაა, რომ ყველანი წმინდა ვიყოთ.

წმინდა ცხოვრება კი შეუძლებელია ღვთის მცნებათა აღსრულების გარეშე და თუ ჩვენ მიზნად დავისახავთ ქრისტიანულ წმინდა ცხოვრებას, ცხოვრებას ღვთის ნებისადმი ნებაყოფლობითი მორჩილებით, მისი მოძღვრების მიხედვით, ზეციური გახდება ჩვენთვის უპირველესი და არა მიწიერი, ღვთისაგან მოგვეცემა ყოველივე ის, რაც სრულყოფილი, წარუვალი ბედნიერებისთვისაა აუცილებელი;

თუ ჩვენ, ღვთისაგან ღრმად განდგომილნი დავუბრუნდებით ღმერთს, მაშინ ღმერთი რომელიც წმ. იოანე ღვთისმეტყველის თქმით სიყვარულია, დაგვიბრუნებს ყველას და ყველაფერს, რაც კი ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრებით დავკარგეთ, დაგვიბრუნებს ყოველივეს, რაც ჩვენი სულის ცხონებისა და ბედნიერებისათვის არის და აუცილებელი.

მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ მიუხედავად თავს დატეხილი აურაცხელი პირადი თუ ეროვნული განსაცდელებისა, ღმერთს მაინც არ ვუჯერებთ, ღვთის ნების, მისი მცნებებისა და ღვთივსწავლული ადამიანების შეგონებების მიხედვით კი არ ვცხოვრობთ, არამედ ცოდვებისაგან გამრუდებული ადამიანური ნების მიხედვით (თუმცა არაერთი ჩვენთაგანი ევედრება ყოველდღიურად ზეციურ მამას: „იყავნ ნება შენი...“).

არ ვუჯერებთ წმ. სახარებაში მოცემულ ღვთიურ სწავლებას, წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის გადამრჩენელ, მაცხოვნებელ სწავლებას, ეკლესიისას, რომელიც სიცრუესა და ბოროტებაში ჩაფლულა და წმ. პავლე მოციქულის თქმით, ერთადერთი სვეტი და სიმტკიცეა, საყრდენი და საფუძველია ჭეშმარიტებისა.

სწორედ ამიტომ, ვერცერთი ჩვენგანი ვერ მიაღწევს სრულ ბედნიერებას, ვიდრე სულიერად თავის შემოქმედს, ე.ი. ღმერთს არ შეუერთდება.

დიახ, წყარო ბედნიერებისა, სიხარულისა, მშვიდობისა, დიდსულოვნებისა, მიმტევებლობისა, მყუდროებისა, სიკეთისა, სიტკბოებისა, რწმენისა, იმედისა და სიყვარულისა - ამ უხრწნელი საუნჯეებისა - თვით ღმერთია, ღვთის გარეშე კი შეუძლებელია მათი მოპოვება, რადგან როგორც თვით უფალი გვაფრთხილებს და შეგვაგონებს:

„უჩემოდ არარაი ძალგიძთ“.

იმ „უღალატო მეგობრებს“, რომელთა მეშვეობით ჩვენ შევძლებთ ღმერთთან ერთობის მოპოვებას და ღვთის მიერ ერთმანეთთან სულიერი სიყვარულით გაერთიანებას, სული წმიდის მოპოვებას, ანუ მოპოვებას, ჭეშმარიტი ბედნიერებისას“ და „უბედური ცხოვრებისაგან“, ანუ ცოდვებში ცხოვრებისაგან თავდაღწევას, წარმოადგენენ - ქრისტეს წმ. ეკლესია, საღვთო მცნებების ერთგულება, ქრისტიანული სიყვარული და თავდადებული, თავგანწირული მსახურება ღვთისა და მოყვასთა მიმართ, „შიში ღვთისა“, რომელიც დასაბამია სიბრძნისა, განუშორებელი „ხსოვნა სიკვდილისა“, დაუვიწყებლობა, მუდმივი ხსოვნა უფლის მეორედ მოსვლისა, საყოველთაო აღდგომისა, „საშინელი სამსჯავროს“, ჯოჯოხეთის და ზეციური სასუფევლისა, რომელთა მეშვეობით ჩვენ შევძლებთ ცოდვათა უფსკრულიდან ამოსვლას და სიწმინდის ლაჟვარდოვან მწვერვალზე ამაღლებას, ცათა სასუფეველში ასვლას და მასში მარადიულად დამკვიდრებას.

წმ. იუსტინეს თქმით, ადამიანი მხოლოდ 1%25-ია მიწისგან, 99%25 კი - ზეცისგან, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ ზეციურზე და არა მიწიერზე.

უფალს ჩვენთვის არ მოუცია აღთქმა, რომ აქ, ამქვეყნად, სადაც სამოთხიდან გამოძევებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მოგვანიჭებდა „ბედნიერებას“ იმ გაგებით, როგორც ის არაეკლესიურ ადამიანებს ესმით, რადგან ეს წუთისოფელი და დრო ამ წუთისოფელში, როგორც წმინდა ეფრემ ასური ამბობს, უფალმა სასწავლებლად, გამოცდისა და ღვაწლის ადგილად დაგვიწესა. ამიტომ არ უნდა წარვიკვეთდეთ ხოლმე სასოს მაშინვე როცა თავს სხვადასხვაგვარი განსაცდელები, ვაებანი, უბედურებანი და მწუხარებები გვატყდება, პირიქით, უნდა ვხარობდეთ, ქრისტესა და ჭეშმარიტების, მამულისა და სარწმუნოების სიყვარულისა და ერთგულების გამო ტკივილები და სატანჯველები რომ გვეწვევა, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ სწორი გზით, ანუ მაღალღირსეული წინაპრების, წმინდა კაცების გზით მივდივართ. თვით უფალიც, მოგეხსენებათ, როცა განკაცდა და მიიღო ყოველივე ადამიანური, გარდა ცოდვისა, ჩვენი გამოსყიდვა ცოდვებისაგან დიდი განსაცდელებითა და ენით გამოუთქმელი ტანჯვით აღასრულა. ამიტომ, თითოეულ ჩვენთაგანს თუ ერს მთლიანობაში, მწუხარებები და განსაცდელები თუ მოუცილებლად გარს გვეხვევიან, სწორედ ეს განსაცდელები და მწუხარებები, ტანჯვები და ტკივილები გვიღებენ კარს სამოთხისას, ცხადია, თუ ყოველივე ამას ღვთისადმი მადლიერებითა და იმ რწმენით მივიღებთ, რომ ყოველივე საბოლოო ჯამში, ჩვენი გადარჩენისათვის, ჩვენი ცხოვრებისათვის ხდება და ამიტომ ყველაფერი რაც ხდება, ჩვენთვის საუკეთესოა... წმ. წინასწარმეტყველთა და წმ. მოციქულთა ცხოვრებაც წერილებით იმიტომ გადმოგვეცა სულიწმიდის მიერ, რათა მათი ტანჯული ცხოვრების გაცნობისას გვესწავლა, რომ განსაცდელთა და მწუხარებათა გარეშე, ტანჯვების, ტკივილებისა და ჭირთა თმენის გარეშე ვერავინ ვერ შეძლებს ცხონებას, ვერავინ ვერ შეძლებს ცათა სასუფეველში დამკვიდრებას, ან როგორც წმ. პავლე მოციქული ამბობდა:

მრავალთა ჭირთა ჯერი არს ჩუენდა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა.

იმის შესახებ, თუ რატომ, რისთვის და რა მიზნით უშვებს უფალი ღმერთი ჩვენს პირად თუ ეროვნულ ცხოვრებაში ურიცხვ განსაცდელს, ბიბლიურ და წმინდა მამათა მიერ ღვთივსულიერ სწავლებაზე დაყრდნობით, შეძლებისდაგვარად დაწვრილებით მომდევნო პუბლიკაციებში მოგახსენებთ.

23 ბიზნეს-პალიტრა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ეკა ჯიმშელაძე
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის
წამყვანი რედაქტორი

სახე()ებმა გამოავლინა

ყოველწლიური მედიაპროექტის „სახე(ების“ პრეზენტაცია წელს მეექვსედ გაიმართა. ჟურნალ „სახე(ების“ ახალი ნომრის წარდგინებას, ტრადიციულად, საქველმოქმედო აუქციონიც ახლავსხოლმე, რომელზეც ცნობილი ქართველების პირადი ნივთები და აქსესუარები იყიდება. წლევანდელი აუქციონიდან შემოსული თანხა აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებული რაიონების მკვიდრ 100 წელს გადაცილებულ უხუცესებს მოხმარდებათ.

სახელგანთქმული მოცეკვავის ნინო რამიშვილის განუყრელი ყავის ფინჯანი აუქციონზე 300 ლარად გაიყიდა, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილის პუანტები და მისივე ავტოგრაფიანი ფოტო - 1 000 ლარად. ძველი თბილისის მერიის ფოტო და თავად მერის - გიგი უგულავას ჰალსტუხი სამშენებლო კომპანია ემ-ჯი დეველოპერის დირექტორმა ემზარ გაბეჩავამ 4 000 ლარად შეიძინა. ტურისტული კომპანია თიკა-თრეველის წარმომადგენელი ეკა სვანიძე კი აუქციონის ყველაზე ძვირადღირებული ექსპონატის მფლობელი გახდა: მან საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო მაგიდის ყოფილ ბინადარში - ოქროს ვარდში 10 ათასი ლარი გადაიხადა.

საკმაოდ მძიმეწონიანი გამოცემის შეძენა პრეზენტაციაზე 50 ლარად შეიძლებოდა, ისე კი მას 100 ლარად გაყიდიან.

0x01 graphic

ახლა, რაც მთავარია, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გაგაცნობთ: საუკუნის ხელოვანებად მედეა ჩახავა, სოფიკო ჭიაურელი და კახი კავსაძე დასახელდნენ. წლის ინვესტორ კომპანიად სოკარ ენერჯი ჯორჯია აღიარეს, წლის ფარმაცევტულ კომპანიად - პე-ეს-პე ქველმოქმედ ბიზნესმენად - მამუკა ხაზარაძე, წლის მეწარმედ - თათა ვარდანაშვილი, წლის საადვოკატო კომპანიად კი - კორძაძე და კომპანიები.

ყველაზე ობიექტური და კომპეტენტური ექსპერტის წოდება ჟიურიმ გია ხუხაშვილს არგუნა. ჩემს ერთადერთ პლუსად მხოლოდ ის შემიძლია მივიჩნიო, რომ არ მიყვარს ტყუილი. არადა, სამწუხაროდ, ჩვენს სფეროში ხშირად იტყუებიან... მართალია, საკმაოდ სკეპტიკური ვარ, მაგრამ თუკი ჩემი სკეპტიციზმი არ მართლდება, ოპტიმისტებთან ერთად მიხარია-ხოლმე, - განაცხადა ექსპერტმა.

დავით ლორთქიფანიძე ქართული საგანძურის პოპულარიზაციისთვის დააჯილდოვეს, დავით ოქიტაშვილი - საინტერესო კულტურული ინიციატივისთვის, კერძოდ კი, პროექტ ვარსკვლავებისათვის, ქართული კულტურის დესპანის წოდება ბუბა კიკაბიძეს მიანიჭეს. „იავნანა“ ჟიურიმ წლის საუკეთესო საქველმოქმედო პროექტად მიიჩნია, წლის ობიექტურ მედიასაშუალებად კი რადიო იმედი დაასახელა. წლის მწვრთნელი შოთა ხაბარელი აღმოჩნდა. საქართველოს სახელმწიფო ენის განსაკუთრებული პატივისცემისათვის დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დენის კიფი დააჯილდოვეს, რომელიც ცერემონიის დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, ამიტომ ჯილდო მის მეუღლეს გადასცეს. საგულისხმოა, რომ დიპლომატის მეუღლე მადლობის ნიშნად ისეთი რუდუნებით წარმოთქვამდა ქართულ სიტყვებს, რომ ამ ჯილდოს თავადაც არანაკლებ იმსახურებდა...

ჯემალ ინაიშვილი კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი, აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონის სავაჭროსამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

აზიაწყნარი ოკეანიის რეგიონის სავაჭროსამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) 22-ე კონფერენცია თემაზე: აზიაწყნარი ოკეანიის რეგიონის როლის გაზრდა გლობალურ ეკონომიკაში ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში ჩატარდა. ფორუმში კონფედერაციის წევრი სავაჭროსამრეწველო პალატების წარმომადგენლები და აზიის 47 ქვეყნიდან ჩასული ბიზნესმენები მონაწილეობდნენ. საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატა 2004 წლიდან არის წევრი კონფედერაციისა, რომელსაც აზიაში ყველაზე მრავალრიცხოვან და გავლენიან ბიზნეს-გაერთიანებად მიიჩნევენ.

კონფერენციის მონაწილეებმა აზიაწყნარი ოკეანიის რეგიონის მაკროეკონომიკურ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რეგიონის ეკონომიკის განვითარების დინამიზმზე, გლობალურ დათბობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა CACCI-ის საბჭოს სხდომა, რომელზეც ფორუმის მონაწილეებმა კონფედერაციის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტები აირჩიეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, 2009-2010 წლებში კონფედერაციის პრეზიდენტი მეორე ვადით იქნება კომპანია „ტაივან მობაილის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰარვეი ჩანგი.

IFC-ის მხარდაჭერით საქართველოში საცალო
ვაჭრობის ახალი სტანდარტები დაინერგება

0x01 graphic

IFC-ს ინვესტიცია საქართველოში საცალო ვაჭრობისა და ბიზნესინფრასტრუქტურის ხარისხს გააუმჯობესებს. მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Uptown Tbilisi Development LLC“-სა და „Rakeen Development PJSC“-თან, რომელიც თბილისში პირველ მსხვილმასშტაბიან, მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრსა და საოფისე კომპლექსს ააშენებს. აღნიშნული პროექტი შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ადგილობრივი საცალო ვაჭრობის სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.

49.7 მილიონი დოლარის ღირებულების IFC-ს საინვესტიციო პაკეტი დაეხმარება ამ უცხოური პროექტის განხორციელებას, რომელშიც ორი მხარე მონაწილეობს: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოღვაწე ინვესტორი „Rakeen Development“, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე თავისი საქმიანობის ზრდის ინტერესი აქვს და საქართველოში მოქმედი კერძო დეველოპერული კომპანია Uptown Tbilisi Development“, რომელსაც უცხოური ინვესტიცია სჭირდება.

როგორც IFC-ში აცხადებენ, პროექტის განხორციელებით საქართველოში დაინერგება საცალო ვაჭრობის ახალი სტანდარტები და გაძლიერდება ადგილობრივი ბიზნესისა და ვაჭრობის ინფრასტრუქტურა. დასაქმებასთან ერთად, პროექტი ადგილობრივი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომს გახდის მაღალი ხარისხის პროდუქციას და გაუმჯობესებულ სავაჭრო მომსახურებას.

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ათვლის წერტილია ჩვენს სტრატეგიულ გაფართოებაში. იმედი გვაქვს, განვაგრძობთ ჩვენი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში, - განაცხადა Rakeen-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ხათერ მასაადიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან პარტნიორობის, პროექტისადმი კორპორაციის მხარდაჭერის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ IFC-სთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

IFC-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორი სნეჟანა სტოილჯკოვიჩმა კი აღნიშნა, რომ საქართველოში IFC კერძო სექტორში არსებული კლიენტების ხანგრძლივ, მდგრად განვითარებაზე აკეთებს აქცენტს, ხელს უწყობს უცხოელი ინვესტორების ნდობის აღდგენას ქვეყანაში და მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. The Uptown Tbilisi Project ამის კარგი მაგალითია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებას საცალო ვაჭრობის სფეროში და წაახალისებს მსგავს ინვესტიციებს ქვეყანაში“.

სიახლე პროკრედიტში

0x01 graphic

პროკრედიტ ბანკმა მეწარმეების მხარდასაჭერად ახალი პროექტი წამოიწყო. პროექტი კლიენტის კუთხე ბანკის კლიენტებს, რომლებიც სხვადასხვა სახის ბიზნესით არიან დაკავებული, ბანკის ფილიალებში თავიანთი პროდუქციის გამოფენისა და ამ გზით საზოგადოებისათვის გაცნობის საშუალებას აძლევს.

ახალი პროექტის პრეზენტაცია პროკრედიტ ბანკის გამსახურდიას გამზირზე მდებარე ფილიალში გაიმართა, მოწვეულ სტუმრებს საკუთარი პროდუქცია კი აღნიშნული ფილიალის კლიენტმა შპს ელიტ-პრომ გააცნო.

პროექტში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ კლიენტს «პროკრედიტ ბანკი» ფილიალში ორი კვირით გამოუყოფს სპეციალურ სტენდს, სადაც მას თავისი პროდუქციის, სარეკლამო მასალისა და საკონტაქტო ინფორმაციის განთავსება შეეძლება.

საქართველოს საბანკო სისტემაში ძირითადად
უცხოური კაპიტალი ტრიალებს!

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2008 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები 8 235 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელს 14,2 პროცენტით აღემატება. საქართველოს საბანკო სისტემა 21 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი, რომელთაგან ორი უცხოური ბანკის ფილიალია, ხოლო 14 ბანკის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისთან შედარებით, საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბანკების რიცხვი 12-დან 14-მდე გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1 725,3 მილიონ ლარს (ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 21 პროცენტი) გაუტოლდა, რაც წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე 17,3 პროცენტით მეტია.

საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში უმსხვილესი აქტივების მქონე 5 კომერციული ბანკის წილი წლის დასაწყისიდან 80,4 პროცენტიდან 76,9 პროცენტამდე შემცირდა.

ბადაგონი ლიდერია!

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის მიერ პროექტ „ლიდერის“ ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ღვინის მწარმოებელი კომპანია ბადაგონი მომხმარებლებმა ლიდერად დაასახელეს. გამოკითხვაში კომპანიამ ხმათა 98%25 მიიღო. მომხმარებლის აღიარების ნიშნის დამადასტურებელი ჯილდო გამარჯვებულ კომპანიას სასტუმრო „თბილისი-მარიოტში” გამართულ ცერემონიაზე გადასცეს. მომხმარებლებმა ლიდერად, კომპანია „ბადაგონის” გარდა, სამშობიარო სახლი შპს გინეკაც დაასახელეს.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია აღნიშნულ პროექტს უკვე მეორე წელია ახორციელებს.

კონკურსმა საუკეთესო
პროექტები გამოავლინა

ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მიერ გამართულ საინფორმაციო ტექნოლოგიების პირველ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაკონკურსში სახელმწიფო და კერძო სექტორის საუკეთესო პროექტები გამოვლინდა.

ნომინაციაში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი e-სერვისი საუკეთესო აღმოჩნდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, ჯილდო IT ინოვაცია ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაეცა, ყველაზე წარმატებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებისათვის საჯარო რეესტრის ნაციონალური სააგენტო დაჯილდოვდა, საუკეთესო IT მენეჯმენტი საჯარო რეესტრის ნაციონალურ სააგენტოს აღმოაჩნდა, ნომინაციაში საუკეთესო ონლაინ ინფორმაციული რესურსი გამარჯვებულად ჟიურიმ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო აღიარა, ჯილდო საუკეთესო კომპლექსური ბიზნეს გადაწყვეტილებისთვის TBC ბანკმა დაიმსახურა, წლის პროგრამული უზრუნველყოფა და საუკეთესო B2B გადაწყვეტილება - ALTA Software-მა, საუკეთესო IT განათლების მომწოდებელი კი GRENA აღმოჩნდა. წლის საუკეთესო IT სამსახურის წოდება საჯარო რეესტრის ნაციონალურმა სააგენტომ მოიპოვა, ხოლო ჯილდო საუკეთესო IT საპროექტო წინადადებისთვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მიიღო.

ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. კონფერენციაკონკურსის პირობები ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის წევრებმა USAID - ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს, პროექტები კი ეკონომიკის ექსპერტების, ბიზნესისა და განათლების სფეროს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

კონფერენცია „იუ-ჯი-თის“ (UGT), „მაიკროსოფტის“ (Microsoft), „ეიჩ-პის“ (HP), „ინტელ სოფ-ტლაინ უკრაინას“ (Intel, SoftLine Ukraine), „სოფტლაინ ინტერნეიშენალის“ (SoftLine International), „ორიენტ ლოჯიკის“ (Orient Logic) ფინანსური მხარდაჭერითა და ამერიკის სავაჭრო პალატასთან (AmCham), „აი-თი-დი-სი-სთან“ (ITDC) და „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგთან“ (GBC) თანამშრომლობით ჩატარდა.

Schwarzkopf Professional-ი თქვენს სამსახურშია

Schwarzkopf Professional -მა სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში Essential Looks-ის 2008-2009 წლის შემოდგომაზამთრის უახლესი კოლექცია წარმოადგინა, სპეციალურად ამ დღისთვის ავსტრიიდან ჩამოსულმა სტილისტებმა კი მასტერ-კლასები გამართეს.

შოუზე წარმოდგენილ თმის ვარცხნილობებს შორის იყო ახალი ტენდენციები: ქანთრი ლაივი, ექსცენტრიული ვინტაჟი, სკულპტურის ფორმა და რომანტიკული გოთიკა.

Schwarzkopf Professional-ი უკვე 7 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა, როგორც პროფესიონალი სალონების მომსახურე ბიზნესი, Schwarzkopf-ისა და Henkel-ის პროდუქცია კი უკვე 10 წელია, რაც საქართველოს მაღაზიებში გამოჩნდა, საკმაოდ ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი და მომხმარებლის მოწონებითაც სარგებლობს.

0x01 graphic

გვანცა მჭედლიშვილი, Schwarzkopf Professional-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში: Schwarzkopf Professional- ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც თმის ვარცხნილობების და თმის თანამედროვე ტენდენციებს მოდას ცვლის. როგორც კი ახალი პროდუქცია გამოჩნდება მსოფლიო ბაზარზე, ვცდილობთ, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მას შემოიტანს და დანერგავს. კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ, მართალია, შეუძლებელია ბაზარზე წილის განმსაზღვრელი ზუსტი მაჩვენებლის დადგენა, რადგან ამის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ კომპანია საკუთარ გამოკვლევებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ბაზრის 27 პროცენტი მაინც უჭირავს.

შარდენის ქუჩაზე მდებარე Schwarzkopf Professional-ის სტუდიაში სტილისტებისთვის განკუთვნილი სემინარები მიმდინარეობს, 2009 წლიდან კი გაიხსნება სკოლა დამწყები სტილისტებისთვის, რომელიც ნებისმიერ მსურველს დაახელოვნებს და შესაბამის დიპლომსაც გასცემს.

ტრენინგები მითანაში,ანუ როგორ დავჭრათ და
გადავამუშაოთ ხორცი

გერმანელმა სპეციალისტებმა კომპანია მითანაში ხორცის დაჭრასა და მის შემდგომ გადამუშავებასთან დაკავშირებით ტრენინგები ჩაატარეს. სწავლება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს ეგიდით მოეწყო. ტრენინგებში საქართველოს ბაზარზე წამყვანი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების - ნიკორას, იოლის, ზეიკიძის, ჰიპერმარკეტ გუდვილის, სასტუმროების - შერატონ მეტეხი პალასის, თბილისი მარიოტისა და ქორთიარდ მარიოტის, რესტორნების - წისქვილისა და ბეღელის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტრენინგის მიზანი სპეციალისტებისთვისა და გამყიდველებისთვის ხორცის მთელი კარკასის დაკვლის, გადამუშავებისა და საბოლოო ნაჭრების მიღების სპეციფიკის ისე სწავლებაა, რომ მათ მაღალი ხარისხის პროდუქტი მიიღონ და სხვადასხვა ჯგუფის მომხმარებელთა მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

0x01 graphic

დამსაქმებელთა ასოციაციის ექსპერტკონსულტანტი ნათელა ხურციძე აცხადებს, რომ დღეს ჩვენი ბიზნესი გამოწვევების წინაშე დგას: 2010 წლის იანვრიდან საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობა სურსათის მწარმოებელი კომპანიებისთვის სავალდებულო გახდება, რადგან ამოქმედდება კანონი სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მიკვლევადობის, საფრთხის ანალიზის და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვის სისტემის დანერგვას. კანონი ახლაც არსებობს, რომელიც 2007 წლიდან სავალდებულო უნდა გამხდარიყო, მაგრამ ეს პროცესი გადაი-დო. არადა, ამ ბოლო დროს მომხმარებელი ნაკლებად არის დაცული სურსათის უვნებლობის პრობლემებისაგან. HASP-ისა და ISO-ს სტანდარტების დანერგვა კი მომხმარებლის დაცულობის გარანტიაა, - განმარტავს ნათელა ხურციძე. დამსაქმებელთა ასოციაცია პარტნიორებს საერთაშორისო ნორმებზე გადასვლის ეტაპზე უმტკივნეულოდ გადასვლაში ეხმარება. ერთადერთი კომპანია, რომელსაც ამ დროისათვის ორივე სტანდარტი აქვს დანერგილი, ემ-ჯგუფია.

ტრენინგების ჩასატარებლად მითანას საწარმო ექსპერტებს შემთხვევით არ შეურჩევიათ: საწარმოს შენობაში ყველაფერი აშენებისთანავე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეწყო. განსაკუთრებით სკურპულოზული დასუფთავებისთვის საწარმოში კედლებისა და იატაკის შეერთების ადგილებიც კი მომრგვალებულია, ფანჯრის ჩარჩოები კი - დახრილი.

ალექსანდრე ქამუშაძე, მითანას გენერალური დირექტორი: ISO-ს სერთიფიკატის მიღება გვსურს. საწარმო ხორცს მოსახლეობისგან შეისყიდის, არადა, ეს სერტიფიკატი გვავალდებულებს, ხორცი მხოლოდ ამ სერტიფიკატის მფლობელებისაგან შევისყიდოთ, მიუხედავად იმისა, რომ მიღებულ ხორცს ლაბორატორიაში ვამოწმებთ. ამ ყველაფრის გამო, ქართველი გლეხი რომ განზე არ დარჩეს, უნდა შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც გლეხისგან შეიძენს საქონელს, ორი კვირის განმავლობაში დააყოვნებს, დაკვლამდე და დაკვლის შემდეგ გასინჯავს... ხარჯების გაღება თავადვე მოგვიწევს.

საწარმოს გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ მალე ბევრი უცხოური კომპანია წავა ქართული ბაზრიდან, რადგან ვერ გაუძლებს ქართული კომპანიების მაღალი დონის კონკურენციას. „აქვე დავძენ, რომ კონკურენტებად პრინციპულად არ განვიხილავ იმათ, ვინც ე.წ. ლარიან ძეხვს აწარმოებს... - აღნიშნავს ალექსანდრე ქამუშაძე.

შეიქმნა ქართულენოვანი ინტერფეისი

კორპორაცია Microsoft-მა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ Microsoft Vista-სა და Microsoft Office 2007-ის ქართულენოვანი ინტერფეისის პაკეტის პრეზენტაცია გამართა. როგორც კორპორაციაში აცხადებენ, Microsoft-ში სრულად იზიარებენ საქართველოს კანონმდებლობას ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ, ამიტომაც მიზანშეწონილად მიიჩნიეს ამ პროგრამების ქართულენოვანი ინტერფეისის შექმნა, რომელიც ქართველ მომხმარებელს პროდუქტის სრულყოფილად გამოყენებაში და მისი შესაძლებლობების უკეთ ათვისებაში დაეხმარება.

0x01 graphic

თარგმნისა და ლოკალიზაციის სამუშაოები Microsoft-ის ოქროს პარტნიორმა - კომპანია იუ-ჯი-თი-მ შეასრულა. სამწლიანი პროექტის ფარგლებში ითარგმნა ფრაზები, შემუშავდა საოფისე პროგრამებისთვის განკუთვნილი გრამატიკული ანალიზატორი და შესრულდა ბეტა ვერსიის ტესტირება. ბრწყინვალედ შესრულებული სამუშაოსთვის Microsoft-მა დააჯილდოვა იუ-ჯი-თი და სპეციალურად შექმნილი ლოკალიზაციის ჯგუფის წევრებს სერთიფიკატები გადასცა.

Microsoft-ის გენერალურმა მენეჯერმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ვერონიკა პრიკრილოვამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ტრადიციულად, ადგილობრივ ენაზე შექმნილ პროგრამებს თავიდან ყველგან სიფრთხილით ეკიდებიან, თუმცა, სულ მალე მის პრაქტიკულობაში რწმუნდებიან და პროგრამების მომხმარებელთა რიცხვი თანდათანობით მატულობს. ამგვარი პროდუქტები განსაკუთრებით მოსახერხებელია მოზარდებისა და იმ ხანშიშესული ადამიანებისათვის, რომლებიც ინგლისურ ენას სათანადო დონეზე არ ფლობენ.

ჟურნალი ავერსი იუბილარია

კაფე „ქარავანმა“ ჟურნალ „ავერსის“ საიუბილეო - 50-ე ნომრისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლა. ჟურნალის ავტორებმა და მესვეურებმა წვეულების სტუმრებს გამოცემის ისტორიაზე ესაუბრნენ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც ჟურნალი ყველაზე დიდ დროს უთმობდა.

როგორც კომპანია „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა კურტანიძემ განაცხადა, ჟურნალები ხშირად გამოდის, მაგრამ არც თუ იშვიათად იხურება, ჟურნალი ავერსი კი, საბედნიეროდ, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, რაზეც მისი რეალიზაციის მაჩვენებელი მეტყველებს. გარდა ამისა, ჟურნალი საკმაოდ დატვირთულია რეკლამებით: ბევრი კომპანია მიიჩნევს, რომ ამ ჟურნალში რეკლამის განთავსებას კარგი შედეგი მოაქვს. „ბევრს ჰგონია, რომ ჟურნალი დოტაციაზე გვყავს და კომპანია „ავერსი“ მას, უბრალოდ, ინახავს, დამატებით აფინანსებს... ჟურნალი მთლიანად ინახავს თავის თავს, თუმცა, არა გაყიდვიდან შემოსული თანხით, ვინაიდან ჟურნალის თვითღირებულება 5 ლარზე მეტია, ჩვენ კი მას 3 ლარად ვყიდით. ეს განსხვავება რეკლამით, რაც ნებისმიერი საინფორმაციო საშუალებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, და მცირე მოგებაც კი რჩება“.

0x01 graphic

ჟურნალი ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. სულაც არ გვეშინია იმის, რომ თუ მოსახლეობა ჯანმრთელი იქნება, წამალი აღარ დასჭირდება და ჩვენ საქმე აღარ გვექნება. რაც უფრო ჯანმრთელია ადამიანი, რაც უფრო კარგად გრძნობს იგი თავს, მით უფრო მეტი შემოსავალიც აქვს და თავს იმის უფლებასაც მისცემს, მეტი თანხა დახარჯოს დაავადებების პროფილაქტიკაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, - დასძინა პაატა კურტანიძემ.

რა მიზეზით შეიძლება დაგითხოვონ სამსახურიდან

არსებული კრიზისის დროს უფრო ხშირად ამ-ბობენ ფრაზას: თქვენ განთავისუფლებული ხართ სამსახურიდან! დღესდღეობით გლობალურ სისტემაში მჭიდროდ ინტეგრირებული ქვეყნების თითქმის ყველა კომპანია კადრებს ამცირებს.

დასათხოვნი კადრების შერჩევა კი სპეციალური კრიტერიუმებით ხდება. თანამედროვე ფუნქციონალური მენეჯმენტის პრინციპების მიხედვით, კომპანიათა უმეტესობაში არსებობენ ე.წ. მომიჯნავე ან პარალელური სტრუქტურები, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ ურთიერთჩანაცვლება იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მათგანი ძლიერ დატვირთულია. კრიზისების დროს კი ეს ზედმეტი დატვირთვა ქრება და ამიტომ კომპანია ცდილობს, რომ მომიჯნავე და მით უმეტეს, პარალელური სტრუქტურებიდან ერთ-ერთი გააუქმოს.

ასე რომ, ბევრი პარალელური თუ მომიჯნავე მენეჯერი სრულიად თანაბარ პირობებშია სუფთა ორგანიზაციული თვალსაზრისით. დასათხოვნების შერჩევა კი როგორც წესი მათი პიროვნული თვისებების მიხედვით ხდება.

თუ არ გინდათ რომ დათხოვნილთა სიაში აღმოჩნდეთ, არ უნდა გახასიათებდეთ შემდეგი ნაკლოვანებები:

1. არ გაქვთ არავითარი გეგმები.

პასიური თანამშრომელი, რომელიც მუდმივად ელოდება შეფის ბრძანებებს, კრიზისის დროს ზედმეტი ხდება. ექსტრემალურ სიტუაციაში თქვენ თვითონ უნდა შეიმუშაოთ მოქმედების რამდენიმე ალტერნატიული გეგმა და წარუდგინოთ ხელმძღვანელობას. ინიციატივიანი თანამშრომელი ყოველთვის მეტ ნდობას იმსახურებს.

2. არ ცდილობთ განავითაროთ თქვენი უნარჩვევები.

წარმატებების შემდეგ ბევრი მენეჯერი თვითკმაყოფილების ეიფორიაში ვარდება და არ ცდილობს რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს. ჩამორჩენილი თანამშრომელი კი არავის სჭირდება - მით უმეტეს, კრიზისის დროს.

3. ერთმანეთში გერევათ ოპერატიულობა და შრომის ნაყოფიერება.

მოვლენებზე სწრაფი რეაგირება სრულიად არ ნიშნავს, რომ თქვენი მოქმედებები წარმატებული იქნება. ამიტომ, პირველ რიგში, დააკვირდით თქვენი შრომის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და არა შესრულების სისწრაფეს.

0x01 graphic

4. უპირატესობას ანიჭებთ ტექნოკრატიულ მართვის მეთოდებს.

ბევრს მიაჩნია, რომ ელექტრონული ფოსტით მიმოწერა სრულიად საკმარისია საქმის წარმატებისთვის, მაგრამ თანამედროვე მარკეტინგში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებასთან მეგობრულ ურთიერთობას - ე.წ. პიარს, გუნდურ მუშაობას და ზოგადად, „ადამიანურ ფაქტორს“.

5. თვლით, რომ თქვენ შეუცვლელი ხართ.

ბიზნესი ვერ იტანს „ვარსკვლავურ დაავადებებს“. როგორც კი ჩათვლით, რომ თქვენ ხართ თქვენი საქმის ერთადერთი „ასი“ ან „პრიმადონა“, და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვენი სამუშაოს სათანადოდ შესრულება, თქვენი ვარსკვლავი მაშინვე ჩაქრობას დაიწყებს.

6. ყველა კითხვაზე გაქვთ პასუხი.

თუ ცდილობთ, რომ ყოველ საკითხზე თქვენი ორიგინალური აზრი გამოთქვათ, მიუხედავად იმისა გეკითხებიან თუ არა, ეს არც ისე კარგ განწყობებს იწვევს;

არამკითხე მოამბე, მიტყიპე და მიაგდეო - გვირჩევს ქართული ანდაზა.

7. ქვეშევრდომებად მლიქვნელებს ირჩევთ.

თუ ქვემდგომი მენეჯერები მუდმივად აღფრთოვანებულნი არიან თქვენი გენიალური იდეებით, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ნამდვილად გენიოსი ხართ.

ქვემდგომებისაგან განსხვავებით ზემდგომი ხელმძღვანელობა ადვილად ამჩნევს თქვენს გენიალურ შეცდომებს და კრიზისის გარეშედაც კარებისკენ მიგითითებენ.

8.გავიწყდებათ, სათანადოდ დააფასოთ თანამშრომელთა წვლილი.

ზოგი მენეჯერი ცდილობს, რომ მთელი გუნდის წარმატებები მხოლოდ თავის სტრატეგიულ ხედვას მიაწეროს. მაგრამ, რასაც დასთეს, იმას მოიმკი - უმადურ მენეჯერს, უმადურობითვე პასუხობენ თანამშრომლები და კრიზისის დროსაც პირველ რიგში მას აქცევენ განტევების ვაცად არდავიწყება მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა...

9. არ ცდილობთ წარმოაჩინოთ თქვენი მიღწევები.

რა თქმა უნდა, ტრაბახს მხოლოდ ირონიით ხვდებიან, მაგრამ არც ზედმეტი ხათრიანობა იწვევს დიდ სიმპათიებს. უნდა შეგეძლოთ, რომ თანამშრომლებთან ღირსეულად წარმოაჩინოთ თქვენი თავი და თქვენი საქმიანობის შედეგები. ძლიერები, როგორც წესი, პირველ რიგში, ხათრიანებს ჩაგრავენ…

10. იმედს კარგავთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე.

არის ისეთი ექსტრემალური სიტუაციები, როდესაც თავგანწირულ შრომასაც კი შედეგები არ მოაქვს. ასეთ შემთხვევაში, თუ პანიკაში ჩავარდით და ყოველ გამვლელ-გამომვლელ თანამშრომელს შველა სთხოვეთ, ეს ნამდვილად არ ასწევს თქვენს ავტორიტეტს. აღელვებული ფინანსისტი - მკვდარი ფინანსისტია ამბობენ უოლ-სტირტის „ზვიგენები“. ომის დროს, პირველ რიგში, პანიკიორებს სჯიდნენ სიკვდილით, შემდეგ კი დეზერტირებს.

როგორ მივიღოთ სასურველი სამსახური, ანუ CV-ის სწორედ დაწერის თავისებურებანი

0x01 graphic

ყველასათვის ცნობილია, რომ პირველი შთაბეჭდილება საქმიან ურთიერთობებში, ისევე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია და ხშირ შემთხვევაში ლაიტმოტივად მიყვება ურთიერთობებს.

იმისათვის, რომ ობიექტური და დადებითი შთაბეჭდილება შევქმნათ საკუთარ პერსონაზე, უნდა ვიცოდეთ ინფორმაციის ლაკონურად და ზუსტად მიწოდება.

სამსახურის მოძიებისას ინფორმაციის მიწოდების ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს CV - დოკუმენტი, რომლის საშუალებით თქვენ ცდილობთ დაარწმუნოთ პოტენციური დამქირავებელი, რომ თქვენ ზუსტად ის კანდიდატი ბრძანდებით, ვინც შეეფერება მოცემულ ვაკანსიას, ხოლო მიზანს წარმოადგენს თქვენი გასაუბრებაზე მიწვევა.

სანამ დაიწყებდეთ CV-ის შედგენას ყურადღებით გაეცანით განაცხადს ვაკანსიის შესახებ, განსაკუთრებით გამოყავით და გაიაზრეთ როგორც დამქირავებლის ძირითადი მოთხოვნილებები, ასევე ყველაფერი, რაც შეეხება ყოველდღიურ საქმიანობას შემდგომში პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. თუ თქვენთვის ცნობილი იქნება ორგანიზაციის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ანუ მისი კონკრეტული სპეციალიზაცია, უკეთ შეძლებთ თქვენი განაცხადის მორგებას კონკრეტულ ვაკანსიაზე. რაც უფრო საფუძვლიანად შეისწავლით მათ მოთხოვნებს, მით უფრო ადვილად დაასაბუთებთ მათთან თანამშრომლობის სურვილს.

როდესაც CV-ის ადგენთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სრულიად უმნიშვნელო, თუნდაც ორთოგრაფიული შეცდომაც კი შეიძლება იმის მიზეზი გახდეს, რომ თქვენი განაცხადი სანაგვე ყუთში აღმოჩნდეს. მაგალითად დაბალი ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდილი CV - იმის ნიშანია, რომ თქვენ არ თვლით ამ საქმეში სათანადო ინვესტიციის ჩადებას საჭიროდ და ზერელედ ეკიდებით მოცემულ საკითხს. ხოლო ორთოგრაფიული შეცდომა კი მიუთითებს თქვენს დაბნეულობაზე.

CV - უნდა შეიცავდეს:

1. პირად მონაცემებს: დაბადების თარიღი; განათლება; სამუშაო გამოცდილება; ენებისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნის შესახებ ინფორმაცია.

2. საკონტაქტო მონაცემებს: მისამართი; ტელეფონი (როგორც პირადი, ასევე ქალაქის); ელექტრონული ფოსტა.

3. რამდენად შეესაბამება თქვენი საქმიანობა მოცემულ ვაკანსიას: ინტერესთა სფერო.

CV-ის დაწერისას უმთავრეს წესს ინფორმაციის მაქსიმალურად მკაფიო, ლაკონური და კონკრეტული გადმოცემა წარმოადგენს, რაც შეეხება მოცულობას, CV არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს, ხოლო ორგვერდიანი CV მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამქირავებელთან პირადი შეხვედრა შესაძლებელი არ არის, ან განაცხადში მითითებულია ინფორმაციის დეტალურად მიწოდების მოთხოვნა.

CV-ში ინფორმაციის მიწოდებისას მაქსიმალურად ნეიტრალური პოზიცია დაიჭირეთ. აქცენტი კონკრეტულ შედეგებზე გააკეთეთ. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი წინა საქმიანობა არ არის საკმარისი კონკრეტული ვაკანსიისათვის, ხოლო რომელიმე თქვენი ჰობი ავსებს მას, აუცილებლად მიუთითეთ ეს ჰობი ინტერესთა სფეროში.

დღესდღეისობით პრაქტიკაში CV-ის ყველაზე გავრცელებული ორი ფორმატი არსებობს.

პირველს ფუნქციური ფორმატი წარმოადგენს. ფუნქციურ ფორმატში ინფორმაცია კატეგორიებადაა დაჯგუფებული: განათლება, პროფესიული გამოცდილება, პროფესიული უნარ-ჩვევები. პროფესიული უნარ-ჩვევები მოიაზრებს ენების, კომპიუტერული პროგრამების, ან პროფესიისთვის საჭირო სხვა უნარების ფლობას.

CV-ში შეგვაქვს უმთავრესი მიღწევები იმ ელემენტებზე ხაზგასმით, რომლებიც ამ კონკრეტული ვაკანსიის დაკავებაში დაგვეხმარება. მაგალითად, თუ თქვენ შეგაქვთ განაცხადი პედაგოგის თანამდებობაზე, ხაზგასმით უნდა მიუთითოთ თქვენი პედაგოგიური მიღწევები (დიპლომები; სიგელები და ა.შ.), თუ ვაკანსია პუბლიცისტის თანამდებობაზეა, ხაზგასმით მიუთითეთ თქვენი ნაშრომების ნუსხა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვრცელ CV-ის ფორმას იყენებთ, ანუ მისი მოცულობა ერთ გვერდს აღემატება, შეგიძლიათ და სასურველიც არის მიუთითოთ იმ პირთა საკონტაქტო მონაცემები (ორგანიზაცია, თანამდებობა, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა), ვისაც შეუძლიათ რეკომენდაცია გაგიწიონ.

CV-ის დაწერის მეორე, გავრცელებულ ფორმატს - შებრუნებული ქრონოლოგიური წყობა წარმოადგენს. მისი დამახასიათებელი ნიშანია უახლესი მოვლენების და მიღწევების წინა პლანზე წამოწევა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ CV-ის დაწერის ეს სისტემა საკმაოდ მწყობრია, მას თავისი მინუსებიც გააჩნია, ვინაიდან რამდენიმე საქმიანობის ერთდროულად აღწერის საშუალებას არ გვაძლევს, ხოლო ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი რამდენიმე საქმიანობას ერთდროულად ეწევა. აქედან გამომდინარე, უპირატესობა ფუნქციურ CV-ის ენიჭება.

როდესაც CV-ის შევსებას დაასრულებთ, რამდენიმეჯერ ყურადღებით გადაიკითხეთ, თუ საშუალება გაქვთ სხვებსაც წააკითხეთ, რამეთუ მათი კრიტიკული მოსაზრება დაგეხმარებათ თქვენთვის შეუმჩნეველი კაზუსების გამოსწორებაში.

0x01 graphic

როგორ მოვითხოვოთ ხელფასის მომატება

ხელფასის მომატებაზე საუბარი საკმაოდ რთულია: გაბედულ, ან პირიქით მორიდებულ მოქმედებებს შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს - როგორც უარყოფითი, ისე დადებითი. ამიტომ, მოგებულნი რჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც კარგად ხვდება, თუ როდის რა ტაქტიკა გამოიყენოს. ხელფასის მომატების მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ შემდეგ მეთოდებს მიმართავთ:

დაგეგმეთ მოთხოვნები:

ნამდვილად არ ღირს, რომ ხელფასის მომატება ჰაიჰარალოზე მოითხოვოთ. ჯერ კარგად შეისწავლეთ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სახელფასო პოლიტიკა, კადრების წახალისების მოტივაცია და მეთოდიკა, პრემიალური სისტემა და სხვა მსგავსი ასპექტები.

შემდეგ კი შეაფასეთ თქვენი კვალიფიკაცია, გამოცდილება და დამოკიდებულება სამსახურისადმი: რამდენად ხშირად გიწევდათ „ზედმეტი“ პროექტების განხორცილება და ზენორმატიულ რეჟიმში მუშაობა, რამდენად ეფექტურად ასრულებდით დავალებებს და ა.შ.

შეადარეთ თქვენი მონაცემები კომპანიის საკადრო-სახელფასო პოლიტიკას და დაადგინეთ, თუ რომელი პუნქტების მიხედვით გაგაჩნიათ ყველაზე მეტი პლიუსები

შეარჩიეთ შესაბამისი დრო

0x01 graphic

ხელფასის მომატებაზე საუბარი ხელსაყრელია წარმატებების პერიოდში. იდეალური მომენტია წლის ბოლო, ან მასშტაბური პროექტის დასასრული, როდესაც მიმდინარეობს ხარჯების ხელახალი დაგეგმვა და გადაფასება. შუა პერიოდში ხარჯების ცვლილება კომპანიას არ აწყობს, რაგინდ წარმატებულად არ უნდა მიმდინარეობდეს მისი განვითარება.

აღიარეთ თქვენი თავი კომპანიის საკუთრებად

თუ თქვენ კომპანიისგან მოითხოვთ ხელფასის მომატებას არგუმენტით: ყოველთვიურად ჩემთვის გადახდილი ზედმეტი 500 ლარი კომპანიის ფინანსებს ვერაფერს დააკლებს, ეს ბადებს გაუცხოების გრძნობას. ხელმძღვანელობა იფიქრებს, რომ თქვენ ავალდებულებთ ფირმას მხოლოდ იმიტომ, რომ მას საკმარისი რეზერვები და მოგების ნორმა აქვს.

ამიტომ, აღნიშნეთ, რომ თქვენ ზრუნავთ კომპანიის განვითარებაზე, მაგრამ ხელფასის მატება ნაკლებია, ვიდრე, კომპანიის ზრდის ტემპი. ამიტომ, მადლობელი იქნებოდით თუ თქვენს შრომას ადეკვატურად დააფასებდნენ.

თუ კომპანია არც ისე დიდი ტემპებით ვითარდება, მაშინ, ყურადღება გაამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ დანახარჯები შრომის ანაზღაურებაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამის საშუალებას მოგების ნორმა და მოცულობა იძლევა. მოგების მაღალი ნორმა კი პირველ რიგში კვალიფიციური შრომის დამსახურებაა…

გაიხსენეთ ძველი და დაგეგმეთ ახალი საქმენი საგმირონი

ხელფასის მომატებაზე საუბრისას უნდა შეახსენოთ თქვენი პროექტების წარმატება, მაგრამ, არა ისე, რომ ეს დაყვედრებად, ან ტრაბახად მიიღონ. უფრო ეფექტურია, თუ შეფს გააცნობთ ახალ გეგმებს, ახალ იდეებს - თუ რის გაკეთებას აპირებთ და როგორ... აღნიშნეთ, რომ მომავალი გეგმები მეტ დატვირთვას მოითხოვენ და შესაბამისად, ანაზღაურებაც თუ მაღალი იქნება, უკეთესია.

გამოიყენეთ ტაქტიკური სვლები

საუბრის დროს მოერიდეთ კატეგორიულ ტონს და „ერთმნიშვნელოვან“ განცხადებებს. დაელოდეთ შეფის შემოთავაზებას და შეფასებებს. ეცადეთ რომ თქვენი მოთხოვნები შეფის განწყობებზე ააწყოთ. ამასთანავე, ხელფასის მომატების მოთხოვნა უნდა იყოს რეალური რაოდენობრივად. ყველაზე ოპტიმალური ციფრი 10%25 -ია, მაგრამ თუ ინფლაციის ტემპი 10%25-ს აჭარბებს, მაშინ შეიძლება მომატება 15%25 -ის ფარგლებშიც მოითხოვოთ.

ეს ციფრები დამოკიდებული უნდა იყოს თქვენი კომპანიის კორპორაციულ კულტურაზე. ზოგ კომპანიაში მოქმედებს პრინციპი - გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო, ზოგ კომპანიაში კი ისე აღიზიანებთ ზედმეტი მოთხოვნები რომ შეიძლება სამსახურიდანაც დაგითხოვონ... ასეთ შემთხვევაში ზომიერზე ოდნავ მეტი უნდა მოითხოვოთ და მოლაპარაკების დროს ზუსტად ეს ოდნავ მეტი უნდა დათმოთ.

მოამზადა
კობა ცხრუკვეთელმა