![]() |
საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ №1 |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მონიტორინგი ტარდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ „საჯარო დაწესებულებათა გამჭვირვალეობის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ორგანიზაცია ღია საზოგადოება სამართლიანი ინციატივების მიერ ავტორები: თამარ ხიდაშელი თინათინ ხიდაშელი დიზაინი და კარიკატურები: ირაკლი სესიაშვილი გურამ დოლიძე გურანდა ტაბატაძე რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოგიდგენთ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგის პირველ ანგარიშს. 2005 წლის სრული ანგარიში საზოგადოებას მიეწოდება 2006 წლის იანვარში. 2005 წელი, თბილისი კვარტალური ანგარიში |
![]() |
1 საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგი |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის
გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა
საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ
სურვილისამებრ. ვართ კი ასეთნი?
საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების მხრიდან კანონის უზენაესობის დაცვა, ანუ შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების პირუთვნელი შესრულება, ქვეყნის დემოკრატიულობის მთავარი მახასიათებელია. ამგვარი ზოგადიპირობის შესრულების კონტროლი კი თვითეული ჩვენთაგანის ვალი. თითქმის ერთი საუკუნის წინ ილია ჭავჭავაძე წერდა „მხოლოდ შენი მტერი დაგიმალავს შენ სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე? თუ მაინც და მაინც წყრომას არ დაიშლი შენი ნებაა, მე შენი წყრომის არ მეშინია, მხოლოდ დავღონდები რომ შენშიც მოვტყუვდი, რომ შენ ის არ ყოფილხარ რაც მეგონე“.
ჩვენც სწორედ ამ იდეოლოგიის მიმდევარნი ვართ და იმავე სულისკვეთებით თქვენს სამსჯავროზე გამოგვაქვს წინამდებარე ანგარიში.
ამჯერად, ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს საქართველოს 2004 და 2005 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონების საფუძველზე შექმნილი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები.თავისთავად, სარეზერვო ფონდების არსებობა სიახლესარ წარმოადგენს და ქართული სახლემწიფოს სინამდვილეშიიგი „შევარდნაძის ეპოქაში“ გაჩნდა. უნდა აღინიშნოს,რომ ფონდებმა შევარდნაძისდროინდელ სტერეოტიპს თავი დღემდე ვერ დააღწიეს. შესაბამისად, არ შეცვლილა მათდამი დამოკიდებულებაც. რაც შეეხება ფონდების განკარგვის საკითხს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ პრობლემები დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე რევოლუციამდელ პერიოდში იყო. კერძოდ:
პრეზიდენტისა და მთავრობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ბიუჯეტის, ამ შემთხვევაში, ფონდის სახსრების ხარჯვის მიმართ;
სარეზერვო ფონდების სახსრების არამიზნობრივი განკარგვა;
თანხების ხარჯვა საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობის გადამეტებით;
საზოგადოებისათვის ფონდების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მაქსიმალური ტაბუირება;
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის სისტემატური და უხეში დარღვევა.
უმაღლესი მთავრობის პირდაპირი დანიშნულება იგია, რომ ყოველს ქვეშევრდომს მისი სატკივარი გაუგოს, მას წამალი დასდოს, ყოველი სიკეთისა და კეთილდღეობის გზა გაუხსნას. ამისათვის საჭიროა უმაღლესმა მთავრობამ უტყუარად, პირუთვნელად, ზედმიწევნით იცოდეს ყოველი კუთხის ნამდვილი ვითარება, მისი ავკარგიანობა, რომ საცა შესაძლოა უშველოს, შემწეობა მიაწოდოს. |
![]() |
2 „ზოგიერთებს ჰგონიათ, ფული ხეს ასხია“ |
▲ზევით დაბრუნება |
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პარლამენტი, 2005 წელი
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ამჟამად არსებობს საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები. კანონის თანახმად, ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ შეიძლება აღემატებოდეს ფიქსირებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%25-ს.
2004 წელს, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 10 მილიონი ლარით განისაზღვრა.
საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები და ხარჯები ღონისძიებების კლასიფიკაციის მიხედვით
ღონისძიების |
ღონისძიების |
2004 წლის |
16 04 |
საქართველოს პრეზიდენტის |
10,000.0 |
16 04 01 |
საქართველოს პრეზიდენტის |
10,000.0 |
(„საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 მაისის კანონის დანართი №4)
2005 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს დაემატა მთავრობის სარეზერვო ფონდი და საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად, ორივე ფონდის მოცულობამ მთლიანობაში შეადგინა 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები ღონისძიების ჭრილში
(ათას ლარებში)
ღონისძიების |
ღონისძიების დასახელება |
დამტკიცებული თანხა |
16 0 4 |
საქართველოს პრეზიდენტის |
25 000,0 |
16 04 0 1 |
საქართველოს პრეზიდენტის |
10 00 0,0 |
16 04 0 2 |
საქართველოს მთავრობის |
15 000,0 |
თუმცა, იმის გამო, რომ 2005 წლის იანვრიდან 4 აპრილის ჩათვლით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დასახარჯად პრეზიდენტის მიერ გაცემული თანხები თითქმის ორნახევარჯერ გასცდა ბიუჯეტით გათვალისწინებულ ათ მილიონს და 4 აპრილის მდგომარეობით 26 მილიონს გადააჭარბა,1 აუცილებელი გახდა ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა და მარტო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაზრდა 25,000,000 (ოცდახუთ მილიონ) ლარამდე. პარალელურად 20 მილიონამდე გაიზარდა მთავრობის სარეზერვო ფონდიც.
ყოველგვარი ეჭვისა და ჩვენ მიერ მათემატიკის არცოდნის არგუმენტების გამოსარიცხად, დავესესხებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც გულწრფელად წუხს არსებული მდგომარეობით და, ადასტურებს რა პრეზიდენტის მიერ ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების გადახარჯვას, პარლამენტისთვის გაგზავნილ კვარტალურ ანგარიშში მიუთითებს:
„საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი განისაზღვრა 10,000,000 ლარით. 2005 წლის პირველ კვარტალში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 25 562.1 ათასი ლარი, რაც 23 062.1 ათასი ლარით აღემატება გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებელს და 15 562.1 ათასი ლარით ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელს, რომლის დაზუსტებაც საანგარიშო პერიოდის შემდეგ განხორციელდა „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით.” |
ფინანსთა სამინისტროს კვარტალური ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ 1 აპრილის მდგომარეობით (ე.ი. სანამ 8 აპრილს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 25 მილიონამდე გაიზრდებოდა), პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილმა თანხამ დაახლოებით 26 მილიონს, ხოლო, მათ შორის, უკვე რეალურად დახარჯულმა თანხამ 19,212,477 (ცხრამეტი მილიონ ორას თორმეტი ათას ოთხას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი შეადგინა. თუმცა, საიდან გამოიყო ან როგორ დაიხარჯა არარსებული თანხიდან პრეზიდენტის მიერ გეგმას გადაჭარბებული ცხრა მილიონ ორას თორმეტი ათას ოთხას სამოცდაჩვიდმეტი ლარი, ამის წარმოდგენა ჩვენი ფანტაზიის სფეროს სცილდება - სავარაუდოდ, ალბათ სხვა უწყებებისათვის, ასევე კანონით დამტკიცებული ფულის „ჩამოჭრის“ გზით.
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები
ღონისძიების ჭრილში
(ათას ლარებში)
16 04 |
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი |
45,000.0 |
16 04 01 |
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაცემა |
25,000.0 |
16 04 02 |
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაცემა |
20,000.0 |
(საქართველოს კანონი №1292 და №1476 „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე)
_______________________________
1 ეს არის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე გაცემული თანხების ჯამი 2005 წლის იანვრიდან 4 აპრილის ჩათვლით.
![]() |
3 რა ღონისძიებების დაფინანსება შეუძლიათ საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას? |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების არსებობის მიზანი და დანიშნულება ისევე, როგორც მათი განკარგვის წესი და პირობები.
ფონდების შექმნის მიზანს, კანონის მიხედვით, წარმოადგენს - „საგანგებო და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების“ დაფინანსება. მთავრობის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით, 2005 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონი უფრო მეტ განმარტებებს იძლევა და ადგენს რომ: „ფონდიდან სახსრები მიემართება სხვადასხვა სახელმწიფოებრივი ღონისძიებების დასაფინანსებლად, როგორებიცაა:
საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგება;
მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ მუშაკთა ხელფასებზე მაღალმთიანობისათვის დანამატების შემოღება;
სახელმწიფო ჯილდოები და პრემიები;
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებები;
სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებები.“
საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების მიზნობრივ დანიშნულებას, როგორც უკვე აღინიშნა, კიდევ უფრო აკონკრეტებს „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი. კანონში ვკითხულობთ:
„საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები.
აღნიშნული სახსრები გამოიყოფა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად.“ (მუხ. 13, II პუნქტი)
![]() |
4 რაში ხარჯავს პრეზიდენტი სარეზერვო ფონდის თანხებს? |
▲ზევით დაბრუნება |
2004 წლის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტმა სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ გამოსცა 69 განკარგულება, თუმცა, წლის ბოლოს ხაზინის ანგარიშში მათგან მხოლოდ 43 აისახა, ანუ ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხები მხოლოდ 43 განკარგულების შესაბამისად დაიხარჯა. სულ, ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო მხოლოდ 9 მილიონ 970 ათასი ლარი, საიდანაც ათვისებულ იქნა 9 მილიონ 796 ათასი ლარი. ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ და ზემოთ მითითებულ ციფრებს დავეყრდნობით, დაგვრჩება შთაბეჭდილება, თითქოს პრეზიდენტის ფონდიდან თანხების ხარჯვის კუთხით 2004 წელს არავითარი პრობლემა და კანონდარღვევა არ არსებობდა. თუმცა, თუ წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ საქმე სრულიად სხვაგვარადაა მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონები ზუსტად და ნათლად განსაზღვრავენ იმ შემთხვევათა და ღონისძიებათა ნუსხას, რომელთა არსებობის დროსაც უნდა მოხდეს სარეზერვო ფონდებიდან სახსრების გამოყოფა. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, წარმოდგენილ დანართებში დეტალურად გაეცნონ ყველა იმ „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგანგებო შემთხვევებს,“ რომლებიც 2004 და 2005 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ „თავისივე“ ფონდიდან დაფინანსდა. დაფინანსებული ღონისძიებებიდან ალბათ მხოლოდ ერთი-ორი თუ შეიძლება დაკვალიფიცირდეს „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევად,“ როგორიცაა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები და ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს ბიუჯეტის ფარგლებში შექმნილი სარეზერვო ფონდის განკარგვასთან დაკავშირებით მიღებული თითქმის ყოველი მეორე განკარგულების ხელმოწერისას, საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს სახელმწიფო ბიუჯეტისა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს, იგნორირებას უკეთებს რა სარეზერვო ფონდის შექმნის მიზანსა და დანიშნულებას.
საილუსტრაციოდ, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ბატონი კოტე კემულარიასათვის სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისა და სამუშაო ოთახის რემონტისათვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ას ოთხმოცი ათასი ლარიც კმარა. ავტომანქანა და სამსახურებრივი კაბინეტის რემონტი, სავარაუდოდ, ვერც ბუნებრივი თუ სხვა სახის კატასტროფების სალიკვიდაციოდ გამოდგება და ვერც გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულების შესასრულებლად.
ამ კონკრეტული განკარგულების შესახებ, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ სპეციალურ დანართს ამ გამოცემის ბოლოში.
![]() |
5 დარჩა კი პრეზიდენტის ფონდში რაიმე სტიქიით დაზარალებულთათვის? |
▲ზევით დაბრუნება |
თუკი ყურადღებით გადავხედავთ პრეზიდენტის განკარგულებების ჩამონათვალს, დაკვირვებული თვალი ადვილად შენიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 25 მილიონიანი სარეზერვო ფონდიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა ბოლო დროს საქართველოს რეგიონებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე. ახსნა მარტივია: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში დარჩენილი მწირი თანხა წყალდიდობებით დაზარალებულ საქართველოს რეგიონებს რომ მოხმარებოდა, ვეღარ დაფინანსდებოდა ისეთი „უმნიშვნელოვანესი“ ღონისძიებები, როგორებიცაა 26 მაისს თავისუფლების მოედანზე გამართული საერთაშორისო (რუსლანას?!) კონცერტი (123,000 ლარი), იტალიაში, აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში ჩასმული პარლამენტის წევრების მივლინების ხარჯების ანაზღაურება და ა.შ.
ჩვენი წერილის პასუხად (№4-642), რომლითაც ვითხოვდით ყველა იმ დოკუმენტის ასლს, რომლებიც სტიქიით დაზარალებული საქართველოს რეგიონების დახმარებას ეხებოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლედ და მშრალად გვპასუხობს: „თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, ამ ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ საქართველოს მთავრობის კანცელარიას.“
საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან და საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მოწოდებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ თანხები გაიცა მხოლოდ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და მათმა ჯამმა მთლიანობა- ში შეადგინა 1,569,000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაცხრა ათასი) ლარი.1 თითოეულ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახზე გამოყოფილი თანხა 5 ათას ლარია, რასაც საქართველოს მთავრობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის მოწერილ წერილში თავისი „შესაძლებლობების მაქსიმუმს“ უწოდებს. პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლების წუწუნი „შესაძლებლობების მაქსიმუმზე“ გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უშურველად ფინანსდება ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის, მაგალითად, საქართველოს მხარის კოორდინატორის მივლინების ხარჯების დაფინანსება ქ.კიევში სუუამის საინფორმაციო ოფისში - 47 870 დოლარის ეკვივალენტი ლარებში (განკარგულება №131, 2005 წლის 17 აპრილი). იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი მწირი თანხით შეუძლებელი იყო უზარმაზარი მასშტაბის სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილება შევიდა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს (?!) 35 მილიონი ლარი დაემატა.
სამწუხაროა, რომ სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა საჭირო ხდება მაშინ, როდესაც პრეზიდენტისა და მთავრობის 45 მილიონიანი სარეზერვო ფონდები სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად არსებობს. ამასთანავე, ცვლილება მხოლოდ გზების შეკეთებას შეეხება, ვინაიდან ეს არის ქვეყნის „შესაძლებლობების მაქსიმუმი“. მოსახლეობისათვის პირდაპირი დახმარება, რომელიც ტრიალ მინდორზე საარსებო წყაროს გარეშე დარჩა, ხელისუფლების პრიორიტეტულ ნუსხაში არ მოხვდა.
მეორე თვალშისაცემი პრობლემა არის საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდების მოცულობის გადაჭარბებით ხარჯვა. 2004 წელს უხეში გათვლებით2 საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაცემულმა თანხამ 34,638,344 (ოცდათოთხმეტი მილიონ ექვსას ოცდათვრამეტი ათას სამას ორმოცდაოთხი) ლარი შეადგინა, რაც რეალურად სამნახევარჯერ (220%25) აღემატება 2004 წლის საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ მოცულობას.
რეალურად, პრეზიდენტის განკარგულების (სარეზერვო ფონდის თანხების განკარგვის შესახებ) საფუძველზე გაცემული თანხის მოცულობა და სინამდვილეში გაწეული ხარჯი შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს და განკარგულებაში მითითებული თანხა სრულად არ იქნეს ათვისებული. თუმცა, პრობლემა სხვაგან არის და საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითიც კმარა:
პრეზიდენტმა 2004 წლის 19 ნოემბერს, ანუ წლის ბოლოს, როდესაც სარეზერვო ფონდი უკვე „მინუსებში“ იყო, ხელი მოაწერა განკარგულებას №1016 საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის 11,500,000 ლარის გამოყოფის შესახებ. და ეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა, 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად, არ აღემატებოდა ათ მილიონ ლარს.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 მარტის №183 განკარგულებით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტროს გამოეყო 13,560,000 ლარი მაშინ, როდესაც 16 მარტის მდგომარეობით, 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა სულ 10 (ათ) მილიონ ლარს შეადგენდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეკითხვაზე, რა წყაროებიდან მოხდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის რეალურ მოცულობასა და პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ 34,638,344 ლარს შორის არსებული თითქმის 25 მილიონიანი სხვაობის დაფარვა 2004 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გვპასუხობს: „პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 9,796,600 ლარი, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2004 წლის განმავლობაში გამოყოფილი დამატებითი სახსრები „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2004 წლის 13 აგვისტოს №366 და 2004 წლის 28 დეკემბრის №827 კანონებით, გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის დამტკიცებულ ასიგნებებში.“ თუმცა, ჩვენს მოთხოვნას - მიგვითითონ ბიუჯეტის ის მუხლები, რომლის მიხედვითაც, თანხები „შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისთვის“ დამტკიცებულ ასიგნებებში აისახა, ფინანსთა სამინისტრო თავს არიდებს3 და წინა წერილის აბსოლუტურად იდენტური პასუხით შემოიფარგლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება გამოითქვას რამდენიმე ვარაუდი:
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულებების ხელმოწერისას, საქართველოს პრეზიდენტი არ კითხულობს განკარგულების შინაარსს და, უბრალოდ, არ იცის, რა ვალდებულებებს კისრულობს;
პრეზიდენტი კითხულობს განკარგულებების შინაარსს, მაგრამ არ იცის: ან ის, რომ სარეზერვო ფონდი მხოლოდ 10 მილიონ ლარს შეადგენს, ან - რომ სარეზერვო ფონდის მოცულობის ზევით ხარჯის გაწევით არღვევს „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლს, რომელიც კრძალავს „ასიგნების4 ზევით ხარჯის გაწევას და ვალდებულების აღებას.“
პრეზიდენტი კითხულობს განკარგულებების შინაარსს; იცის, რომ არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს, მაგრამ იგი „თავის ფულს“ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს იმიტომ, რომ ყველაფერი „მისია“, ხოლო სანამ „მეფე კეთილია“, მის ქვეშევრდომებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ.
სხვაგვარი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. თუმცა, რომელი ვარაუდიც არ უნდა გამართლდეს, შედეგი სავალალოა: სახელმწიფოს პირველი პირი დანარჩენ ჩინოვნიკებს ხელ-ფეხს უხსნის, თავად იძლევა რა კანონის უზენაესობის უგულებელყოფის მაგალითებს. შედეგიც სახეზეა - სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ თითქმის ყოველი მეორე განკარგულების შესრულება კანონმდებლობის უხეში დარღვევით ხორციელდება.
1. 2004 წლის იანვარი - ივნისი
იმის მიუხედავად, თუ რა წერია ფინანსთა სამინისტროს მასალებში, პრეზიდენტის მიერ შექმნილი რეალობა სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს.
2004 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში პრეზიდენტს უკვე 32 მილიონი ლარის ხარჯვაზე ჰქონდა გაცემული განკარგულებები (იხ. ცხრილი №1). აქედან, ათვისებულ იქნა 29,8 მილიონი ლარი, რაც 19,8 მილიონი ლარით აჭარბებდა კანონით განსაზღვრულ წლიურ ლიმიტს. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური ქვეყნის პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშში „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შემოსავლებისა და ხარჯების შესრულების შესახებ“ ამ კანონდარღვევის თაობას ადასტურებდა და მიუთითებდა, რომ საჭირო იყო, სასწრაფოდ განხორციელებულიყო ცვლილებები ბიუჯეტის შესახებ კანონში - „2004 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ოდენობამ შეადგინა 32,199.1 ათასი ლარი, რაც 22,199.1 ათასი ლარით აღემატება კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელს, რომლის დაზუსტებაც საჭიროებს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.“
13 აგვისტოს პარლამენტმა კანონში მართლაც შეიტანა ცვლილებები. საინტერესო ის არის, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა იგივე დატოვა, ხოლო პრეზიდენტის მიერ დახარჯული თანხები სხვადასხვა სამინისტროების ასიგნებებში გადაანაწილა, როგორც ამ უკანასკნელთა ხარჯები.
რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ყოველივე ზემოთქმულიდან:
ერთი მხრივ, სახეზეა პრეზიდენტის მხრიდან კანონის მრავალჯერადი დარღვევა;
მეორე მხრივ, ეს არის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან პარლამენტის და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ბიუჯეტის არაადეკვატური კორექტირებით.
მიუხედავად იმისა, რომ 13 აგვისტოს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით პრეზიდენტის ფონდის მოცულობა არ გაზრდილა და თითქოს ყველაფერი გასწორდა, პრეზიდენტი კვლავ აგრძელებდა ხარჯვას და სხვადასხვა „საპრეზიდენტო პროგრამების“ ინიცირებას.
2. 2004 წლის მეორე ნახევარი
როგორც უკვე აღინიშნა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი არ გაზრდილა, ხოლო პრეზიდენტს ხარჯვა არ შეუწყვეტია. შესაბამისად, 2004 წლის მეორე ნახევარშიც, საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებისას კვლავ ძველებურად გულუხვი იყო.
სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ მესამე კვარტალში (2004 წელი) პრეზიდენტის განკარგულებების შესაბამისად, ფონდიდან 31,8 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი (იხ. ცხრილი №2), აქედან, ათვისებულ იქნა 25,1 მილიონი ლარი. ხაზინის ანგარიშში კვლავ მითითებულია, რომ ბიუჯეტში შესატანია ცვლილება და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობის გაზრდა. მიუხედავად ამისა, ამ კუთხით ცვლილება ამჯერადაც არ განხორციელებულა და თანხები ისევ სხვადასხვა სამინისტროების ასიგნებებში იქნა გადანაწილებული.
განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ „სხვადასხვა“ სამინისტროების ქვეშ ძირითადად თავდაცვის, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები იგულისხმება. თუ გადავხედავთ პრეზიდენტის განკარგულებებს და შემდეგ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის წლიურ ანგარიშს, ამაში ადვილად დავრწმუნდებით.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის გამოგზავნილ ანგარიშებში პრეზიდენტის ფონდიდან გაცემულ თანხებში საერთოდ არ არის ასახული წლის განმავლობაში გამოცემული ზოგიერთი განკარგულება და მათ შესაბამისად განხორციელებული ხარჯვა. ასეთი ფაქტები ძირითადად სწორედ აღნიშნული სამინისტროებისათვის განხორციელებულ ფინანსურ დახმარებებს შეეხება. მაგალითად:
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება №347, 2004 წლის 25 აპრილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო 105 000 ლარი 5 ერთეული მაღალი გამავლობის „უაზის“ მარკის საპატრულო ტრანსპორტის შესაძენად;
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება №226, 2004 წლის 16 მარტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისთანხის გამოყოფის შესახებ - 740 000 ლარი;
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება №902, 2004 წლის 11 ოქტომბერი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის შესახებ - 3 681 431 ლარი.
როგორც ვხედავთ, პრეზიდენტის მიერ 2004 წლის განმავლობაში - როდესაც იგი უხვად არიგებდა თანხებს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარლამენტის მიერ დამტკიცებული სხვა უწყებებისათვის განკუთვნილი ასიგნებების ხარჯზე - უხეშად ირღვეოდა საქართველოს კანონმდებლობა.
კერძოდ, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ცალსახად აცხადებს, რომ „სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ ფიქსირებული ასიგნების ზევით ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია.“ მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოს ფინანსთა სამინისტრომ ფონდიდან „ზედმეტად“ დახარჯული თანხები პრეზიდენტის ფონდიდან „ჩამოწერა“, სხვა სამინისტროების ასიგნებებში გადაანაწილა და აღნიშნული კანონდარღვევა „მიჩქმალა“, მდგომარეობა 2005 წელს კიდევ უფრო დამძიმდა.
3. 2005 წლის იანვარი - ივნისი
2005 წელს პრეზიდენტი ყოველგვარი გეგმის გარეშე კვლავ ხარჯავს სარეზერვო ფონდის თანხებს და პარლამენტის მიერ კანონით განსაზღვრულ პარამეტრებს არავითარ ყურადღებას არ აქცევს.
1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება №183 საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, 2005 წლის 16 მარტი.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პრეზიდენტის ინიციატივით თითოეულ გლეხს 20 ლიტრი დიზელის საწვავი დაურიგეს. ღონისძიება „საპრეზიდენტო ინიციატივის ქუდქვეშ მიმდინარეობდა და თავად პრეზიდენტი რამდენიმე რაიონში დიზელს თავისი ხელით არიგებდა. შესაბამისად, ეს ღონისძიებაც პრეზიდენტმა საკუთარი ფონდიდან დააფინანსა №183 განკარგულების5 საფუძველზე. ფონდიდან ერთჯერადად გამოყოფილ იქნა 13 მილიონ 560 ათასი ლარი, რომელიც დაახლოებით 10 დღეში სრულად იქნა ათვისებული. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ დროისათვის პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, პრეზიდენტის ფონდი მხოლოდ 10 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. ხოლო პრეზიდენტის მიერ 16 მარტამდე სარეზერვო ფონდიდან ფულის გამოყოფის შესახებ მიღებული განკარგულებების მიხედვით, 10 მილიონიანი ლიმიტი კარგა ხნის ამოწურული იყო. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დაუშვებელია გამოყოფილ ასიგნებებზე მეტი თანხის ხარჯვა. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი კვლავ განაგრძობდა კანონის მოთხოვნების უგულებელყოფას. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფინანსთა სამინისტროზეც, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ ბიუჯეტის მოდარაჯის ფუნქცია შეესრულებინა, მორჩილად განახორციელა ფინანსური ოპერაცია ვირტუალური ფულით. გამომდინარე იქიდან, რომ დიზელის მიმწოდებელი კომპანიები ვირტუალური ფულით არ ოპერირებენ, ბუნებრივია, ფინანსთა სამინისტრომ კანონით განსაზღვრულ ასიგნებაზე გადამეტებული თანხა საერთო შემოსულობებიდან დააფინანსა. თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტი ბოლო თეთრამდე გაწერილია, საინტერესოა, ვის ხარჯზე ხარჯავდა პრეზიდენტი ფულს ამ კონკრეტულ შემთხვევაში?
საინტერესო დეტალი:
პრეზიდენტის 2005 წლის №183 განკარგულება დღესაც არ არის განთავსებული კომპიუტერულ პროგრამაში „კოდექსი“, რომელიც სამართლებრივი აქტების გაცნობის ყველასათვის ხელმისაწვდომ საშუალებას წარმოადგენს და სადაც, როგორც წესი, განთავსებულია პრეზიდენტის განკარგულებები. მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ სურს, ცნობისმოყვარე საზოგადოებას თვალში მოხვდეს მსგავსი „წვრილმანები“.
№ 183 განკარგულების შესრულების ანგარიშიდან, რომელიც სხვადასხვა უწყებებიდან შეგროვებული ინფორმაციით მოვიპოვეთ, ნათლად იკვეთება შემდეგი დანაშაულებრივი სურათი:
საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში, 16 მარტს, პრეზიდენტი თავისი განკარგულებით ადგენს მომდევნო ორისამი დღის განმავლობაში 1 ლიტრი დიზელის საბაზრო ფასს: 1 ლ. დიზელი = 13 560 000 ლარი: 12,000 000 ლ. = 1 ლარი და 13 თეთრი
განკარგულებაში მითითებული დიზელის საწვავის ფასისა და რაოდენობის გამო, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტმა ან იმ ადამიანებმა, რომლებმაც აღნიშნული განკარგულება მოამზადეს, ზუსტად იციან ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში დასაქმებული კომლების რაოდენობა. ამის გარკვევას ჩვენც შევეცადეთ და დავადგინეთ, რომ ორ შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებას - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული კომლების რაოდენობის შესახებ განსხვავებული მონაცემები6 აქვთ, ხოლო სხვაობა ამ მონაცემებს შორის (თუკი პრეზიდენტის მიერ 1 ლიტრი დიზელისათვის დადგენილი ფასის მიხედვით ვიანგარიშებთ) დაახლოებით მილიონ ნახევარ ლარს აღემატება. შესაბამისად, გაურკვეველია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში როგორ და რომელი მონაცემის მიხედვით დაითვალეს განკარგულებაში მითითებული თანხა - 13 560 000 ლარი?
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გაზაფხულის მოსვლას ფორსმაჟორულ სიტუაციად აფასებს და შესყიდვების სააგენტოს თორმეტი მილიონი ლიტრი დიზელის შესყიდვას ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სთხოვს მაშინ, როდესაც შესყიდვების შესახებ კანონის თანახმად, თუ შესასყიდი საქონლის სავარაუდო ღირებულება აღემატება 70 000 ლარს, აუცილებელია ღია ტენდერის ჩატარება.
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ „ფორსმაჟორი“ „დაუძლეველ ძალას“ ნიშნავს და იგულისხმება ბუნებრივი კატასტროფები, ომები, სტიქიური უბედურებები. ნებისმიერი ლექსიკონი სწორედ ამგვარ ან მიახლოებულ განმარტებას იძლევა - რომ არაფერი ვთქვათ „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაზე, რომელიც ზუსტად განმარტავს „ფორსმაჟორს“. კერძოდ:
„ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისთვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.“ |
რატომ აქვს გაუთვალისწინებელი ხასიათი გაზაფხულის მოსვლას, რომელიც ყოველ წელს, ერთსა და იმავე დროს, 1 მარტს მოდის, ალბათ მხოლოდ პრეზიდენტის კანცელარიასა და ფინანსთა სამინისტროს მაღალ ეშელონებში იციან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელსაც სამართლიანი შესყიდვების რეალობად ქცევის პრეტენზია აქვს, ისევე როგორც ყველა მსგავს შემთხვევაში, ამჯერადაც „ხელს იბანს“: „წინააღმდეგი არ არის, ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად,“ შესყიდვა განახორციელოს სამინისტროს მიერ შერჩეული შესყიდვის საშუალებით, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა შესყიდვების რაციონალურ განხორციელებაზე მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ“ დებულების 32-ე მუხლის მე-10 პუნქტი, სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას (ფინანსთა სამინისტროს) ავალდებულებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არაუგვიანეს 10 დღის ვადაში წარუდგინოს შესყიდვების შესახებ ოპერატიული ანგარიში. 1 აპრილის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს შესყიდვების სააგენტოსთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა მსგავსი ანგარიში წარდგენილი
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - გლეხებისათვის საწვავის შესაძენად ფინანსთა სამინისტრომ მიმწოდებელ ფირმებთან ხელშეკრულებები გააფორმა 2005 წლის 18 მარტს. ჩვენ დავინტერესდით, დროის იმავე მონაკვეთში (განკარგულების გამოცემიდან 5 დღის შუალედში) ჰქონდა თუ არა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებას განხორციელებული ანალოგიური შესყიდვა და გავარკვიეთ:
მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიის მიერ 2005 წელს დიზელის საწვავის ლოტში გამარჯვებულ პრეტენდენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ 2005 წლის 14 მარტს, იმავე ხარისხის (L-62), ოღონდ აზერბაიჯანული წარმოშობის 1 ლიტრი დიზელის საწვავი 1,008 ლარი ღირს. საქონლის მიწოდების წესი ერთი და იგივეა ორივე შემთხვევაში: როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე გლეხებისათვის საწვავის შესაძენად ფინანსთა სამინისტროს მიერ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ ორივე შემთხვევაში საქონლის მიწოდების ადგილია ქ.თბილისი და ორივე შემთხვევაში, დიზელის საწვავის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯებით.
შედარების და ინფორმაციისათვის უნდა ითქვას, რომ სხვაობამ ფასში ამ ორ კონტრაქტს შორის 1,464,000 მილიონი შეადგინა. ანუ დაახლოებით იმდენი, რაც სტიქიით დაზარალებულთათვის გამოიყო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.
(1,13 ლარი - 1,008 ლარი) X |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, „მიმდინარე წლის 15-18 მარტში გაფორმებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციების მიხედვით, 1 კგ იმპორტირებული დიზელის საწვავის საბაჟო ღირებულება მერყეობდა 0,47 აშშ დოლარიდან 0,50 აშშ დოლარამდე“. 15-18 მარტის კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი საშუალოდ 1,835 ლარი ღირდა. შესაბამისად, განკარგულების გამოცემის დროისათვის, ქვეყნის საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, 1 ლ. დიზელის საბაჟო ღირებულება 0,86-დან 0,9150 თეთრამდე მერყეობდა.
ჩვენი აზრით, აღნიშნული განკარგულების გამოცემისა და აღსრულებისას წარმოქმნილი სამართლებრივი პრობლემების სიმრავლე, მათი გამოაშკარავების მომენტისათვის, პრეზიდენტის მხრიდან სერიოზული რეაგირების საგანი უნდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, ერთადერთი რეაგირება, რომელიც ამ საკითხზე საზოგადოებამ მოისმინა, იყო პრეზიდენტის აღშფოთებული გამოსვლა იმათ წინააღმდეგ, ვინც გაბედა და ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე აზრი გამოთქვა.
2. პრეზიდენტის განკარგულება № 184 უკრაინაში „საქართველოს წელიწადის“ გახსნასთან დაკავშირებით კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის შესახებ, 2005 წლის 16 მარტი.
„ფინანსთა სამინისტრომ (ვ.ჩეჩელაშვილი) . . . საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, უკრაინაში საქართველოს წელიწადის გახსნასთან დაკავშირებით, ქ.კიევში ქართველ ხელოვნების მოღვაწეთა გალა კონცერტის ჩასატარებლად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 150,182 (ას ორმოცდაათი ათას ას ოთხმოცდაორი) ლარი.“
ინფორმაციისთვის: |
ერთი წუთით დავუშვათ, რომ ქ.კიევში გალა კონცერტის ჩატარება ან გაუთ-ვალისწინებელ სახელმწიფო ვალდებულებას წარმოადგენდა, ან სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად და, შესაბამისად, განკარგულებაში მითითებული თანხის გამოყოფა გადაუდებელი აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. სამწუხაროდ, პრობლემა მხოლოდ ამით არ მთავრდება. პრეზიდენტის ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხის ეფექტურად და მიზნობრივად ხარჯვაში ეჭვს თავად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში „კულტურის სამინისტრო“) მიერ მოწოდებული მასალები იწვევს.
კულტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი განცხადებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოითხოვა ყველა იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის 2005 წლის 16 მარტის განკარგულების შესრულებას. სამწუხაროდ, სამინისტროდან ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ მინისტრის სახელზე დაწერილი ადმინისტრაციული საჩივრის შემდეგ გახდა შესაძლებელი. თუმცა, იმის გამო, რომ მოწოდებული მასალა უამრავ შეკითხვას ბადებდა, კულტურის სამინისტროსთან კიდევ დიდხანს მოგვიწია ურთიერთობამ ინფორმაციის დაზუსტებისთვის. მოპოვებული მასალიდან შემდეგი სურათი იკვეთება:
კულტურის სამინისტრო, „ფორსმაჟორული მდგომარეობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად,“ შესყიდვების სააგენტოს 18 მარტს სთხოვს შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელებას. თუმცა, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები 17 მარტს უკვე გაფორმებული აქვს. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება შესყიდვების სააგენტოს ფიქტიური ხასიათი მთელ იმ გაუგებრობაში, რასაც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან „სახელმწიფო შესყიდვებს“ ეძახიან.
ის ფაქტი, რომ მდგომარეობა „ფორსმაჟორული“ ნამდვილად არ იყო, დასტურდება არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი განმარტებებით, არამედ ჩვენთვის კულტურის მინისტრის მოადგილის მიერ მოწერილი წერილითაც, სადაც ვკითხულობთ: „მსგავსი ტიპის ღონისძიებები [კიევში ქართველ ხელოვანთა გალა კონცერტი], როგორც წესი, წინასწარ იგეგმება და მზადდება. ამ შემთხვევაშიც, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკება „უკრაინაში საქართველოს წელიწადის“ ჩატარების თაობაზე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე შედგა. თუმცა. არ იყო დაზუსტებული თარიღი.“
როგორც ვიცით, ბიუჯეტში შესრულების თარიღები არ იწერება და, შესაბამისად, სამინისტროს შეეძლო, აღნიშნული ღონისძიება, სწორედ ამგვარი შეთანხმების მიღწევისთანავე, „ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ“ გაეთვალისწინებინა.
ალბათ ვერავის გავაკვირვებთ იმის აღნიშვნით, რომ შესყიდვების სააგენტოს არც მოცემულ შემთხვევაში გამოუჩენია პრინციპულობა. 2005 წლის 18 მარტს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ კულტურის მინისტრის მოადგილის - ბატონ გიორგი სულხანიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „ითვალისწინებს რა წარმოდგენილ არგუმენტებსა და საკითხის მნიშვნელობას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წინააღმდეგი არ არის ფორს-მაჟორული მდგომარეობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად...“ შესყიდვების სააგენტოს მსგავსი ნებართვების გადახედვისას, უინტერესო მკითხველსაც კი თვალში მოხვდება წერილების ბოლო აბზაცების იდენტურობა:7 მიუხედავად იმისა, რომ შესყიდვების სააგენტო არასოდეს უწევს წინააღმდეგობას შემსყიდველი ორგანიზაციის სურვილს - ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები, სააგენტოს ხელმძღვანელობა ყოველთვის თავს იზღვევს, ახსენებს რა სახელმწიფო დაწესებულებებს, რომ მისი თანხმობის მიუხედავად, პასუხისმგებლობა შესყიდვების სააგენტოს კი არა, შემსყიდველ ორგანიზაციას ეკისრება.“
კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროსა და შპს „ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამხმარე სამხატვრო-საწარმო სახელოსნოს“ შორის დადებული ხელშეკრულების №058 თანახმად, „შემსრულებელმა“ აიღო ვალდებულება, სამინისტროსთვის კონცერტზე გასაშვებად მოემზადებინა რვა მინი-ვიდეოფილმი. სასაქონლო ზედნადებსა №107782 და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში №038634, რომლებიც თან ერთვოდა ხელშეკრულებას, საქონლის დასახელებად მითითებული იყო „მინი ვიდეოფილმების მომზადება და გაშვება“, თუმცა, მიწოდებული საქონლის რაოდენობაში „რვის“ ნაცვლად მითითებული იყო „ერთი“. მიუხედავად ამისა, მიღება-ჩაბარების აქტში გარკვევით ეწერა, რომ „შემსრულებელმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულა და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. როდესაც კულტურის სამინისტროსგან ამ საკითხის დაზუსტება მოვითხოვეთ, შემდეგი პასუხის მივიღეთ:
„თქვენი წერილის [საიას] განხილვის შედეგად, გადამოწმებულ იქნა აღნიშნული ხელშეკრულება, სადაც, აღმოჩნდა, რომ გაპარული იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, მომსახურების სახეში ნაცვლად „დეკორაციის, რეკვიზიტისა და კოსტიუმების დამზადება,“ მითითებულია „კონცერტზე გასაშვები რვა მინი-ვიდეოფილმის მომზადება და გაშვება“... მექანიკურ შეცდომას ნათლად ადასტურებს სამინისტროს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენილი ვალდებულების დოკუმენტი, სადაც მომსახურების სახეში მითითებულია „დეკორაციის, რეკვიზიტისა და კოსტიუმების დამზადება.“ |
თავისთავად, ის ფაქტი, რომ კულტურის სამინისტროს მიერ სახაზინო სამსახურში წარდგენილ ვალდებულების დოკუმენტში „რვა მინი-ვიდეოფილმის“ ნაცვლად წერია „დეკორაციის, რეკვიზიტისა და კოსტიუმების დამზადება“, არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ აღნიშნული დოკუმენტი სახაზინო სამსახურში წარდგენილია 18 აპრილს, მას შემდეგ, რაც სამინისტროს 14 აპრილის წერილობით დოკუმენტებში აღმოჩენილ შეუსაბამობებზე ჩვენ მივუთითეთ. სასაცილოა მინისტრის მოადგილის მიერ მოყვანილი არგუმენტიც ხელშეკრულებაში მექანიკური შეცდომის გაპარვის შესახებ. ჩვენი წარმოდგენით, მექანიკურ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს ერთი, მაქსიმუმ ორი არაზუსტი სიტყვა, მაგრამ, როდესაც 5-7 სიტყვა არასწორადაა მითითებული არა მარტო ერთ, არამედ 4 სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტში, სამინისტროს მიერ მოყვანილი არგუმენტაცია სასაცილო სახეს იღებს. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, მიწოდებული საქონლის რაოდენობად მითითებულია „ერთი“, მაშინ, როდესაც მისაწოდებელი საქონელი თურმე უნდა ყოფილიყო:
1. დეკორაცია;
2. რეკვიზიტი;
3. კოსტიუმები.
კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალებიდან ჩანს, რომ საქართველოს დელეგაციის რამდენიმე წევრის მიერ სხვადასხვა სასტუმროსა და რესტორნებში გადახდილი თანხები ანაზღაურდა სახელმწიფო სახსრებით მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის მონაწილეებზე, სწორედ მსგავსი ტიპის ხარჯების ასანაზღაურებლად, გაცემული იყო სამივლინებო თანხები დღეში 65 ლარის (დაახლოებით 35 აშშ დოლარის) ოდენობით.
წარმოდგენილ მასალებში ასევე შეგვხვდა ვინმე კახაბერ მაზანიშვილზე გამოწერილი გასავლის ზედდებული 313 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილ იქნა 20 ბოთლ ღვინოში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეკითხვაზე, რატომ დაიხარჯა საბიუჯეტო სახსრები 20 ბოთლი ღვინის შესაძენად, იმის გათვალისწინებით, რომ დელეგაცია არასამთავრობო და არაოფიციალური იყო, სამინისტრო გვპასუხობს: „საერთაშორისო და, განსაკუთრებით, საქართველოში მიღებული ტრადიციის გათვალისწინებით, კიევში მასპინძლებისათვის შეძენილ იქნა 20 ბოთლი ქართული სამარკო ღვინო და მათი ადრესატი გახლდათ ... „უკროგოსკონცერტის“ ადმინისტრაცია. სამწუხაროა, რომ ამ ტიპის ურთიერთთანამშრომლობის არსებული ტრადიცია აღსანიშნი და ხაზგასასმელი გახდა.“
ქართული ღვინით უცხოელი მეგობრების დასაჩუქრების ტრადიცია მისასალმებელი და დასაფასებელია, ოღონდ საკუთარი ან იმ კომპანიის ხარჯით, რომლის რეკლამასაც ეწეოდა სახელმწიფო!
ან კიდევ, ნებისმიერ საზღვარგარეთ მიმავალ ქართველს ვურჩევდით, უცხოელი მეგობრებისთვის ქართული ღვინის შესაძენი ფულისთვის კულტურის სამინისტროს ან პრეზიდენტს სარეზერვო ფონდს მიმართოს.
სამინისტროს მიერ ანაზღაურებულია უკრაინაში შესასვლელი ვიზის ღირებულება - 158 აშშ დოლარი. იმის გათვალისწინებით, რომ გალა კონცერტში მონაწილეობდნენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, კულტურის სამინისტროს ვთხოვეთ, დაეზუსტებინა, ვისთვის იყო განკუთვნილი უკრაინაში შესასვლელი ვიზა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისადმი მოწერილ წერილში მინისტრის მოადგილე გვპასუხობს: „რაც შეეხება სამინისტროს მიერ უკრაინაში შესასვლელი ვიზის ღირებულების (158 აშშ დოლარი) დაფარვას, გაცნობებთ, რომ უკვე ორი ათეული წელია ალექსანდრე თორაძე არის აშშ-ის მოქალაქე და, აქედან გამომდინარე, მას უკრაინაში შესასვლელად ესაჭიროებოდა ვიზა.“
ყველაზე დიდ ყურადღებას იწვევს შპს „ჯეოსელის“ საგადასახადო ქვითრები, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „თეატრის“ მიერ 7, 12, 21 29 და 30 მარტს მობილური სატელეფონო კავშირისათვის გადახდილ საკმაოდ სოლიდურ თანხას ანაზღაურებს კულტურის სამინისტრო. თავი დავანებოთ იმას, რომ შპს „თეატრსა“ და სამინისტროს შორის დადებულ ხელშეკრულებაში საერთოდ არ ფიგურირებს სამინისტროს მიერ საკომუნიკაციო ხარჯებზე გაწეული თანხების ანაზღაურების ვალდებულება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სამინისტრო თანხას იხდის 7 და 12 მარტს შპს „თეატრის“ წარმომადგენლების სატელეფონო საუბრებში, მაშინ, როდესაც ბუნებაში არც კი არსებობს არც პრეზიდენტის განკარგულება და, მით უმეტეს, არც შპს „ტეატრთან“ დადებული ხელშეკრულება. ამასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტრო გვწერს: „მსგავსი ტიპის ღონისძიებები [კიევში ქართველ ხელოვანთა გალა კონცერტი], როგორც წესი, წინასწარ იგეგმება და მზადდება... კონცერტის მაღალ დონეზე ჩასატარებლად ჩვენი სამინისტრო გარკვეულ ნაბიჯებს დგამდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონცერტის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად სატელეფონო საუბრების ხარჯზე ხდებოდა რიგი საკითხების დაზუსტება უკრაინის მხარესთან.“ თუმცა, რატომ აწარმოებდა კულტურის სამინისტრო მოლაპარაკებებს შპს „ტეატრის“ სახელზე რეგისტრირებული ტელეფონებით, გაურკვეველია.
ვფიქრობთ, ესეც საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ იცავენ კანონის მოთხოვნებს, როგორ ზოგავენ სახელმწიფო ხარჯებს და ხელმძღვანელობენ სამართლებრივი კრიტერიუმებით საქართველოს აღმასრულებელი დაწესებულებების წარმომადგენლები.
3. პრეზიდენტის განკარგულება №185 საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე, 2005 წლის 16 მარტი.
„...პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოეყოს 377 500 (სამასჩვიდმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და დასავლეთის სხვა ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციისათვის საქართველოს მთავრობისათვის გაწეული საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების მიზნით.“
მიუხედავად იმისა, რომ თანხის გამოყოფის მიზანი საქართველოს მთავრობისათვის გაწეული საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსება იყო, საქართველოს მთავრობაში ამ კონსულტაციების, საკონსულტაციო ფირმის შერჩევისა და თავად ხელშეკრულებების შესახებ არაფერი იციან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წერილის პასუხად, სადაც ვითხოვდით ყველა იმ დოკუმენტის ასლს, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის ფორმის შესახებ, კონსულტანტების ვინაობასა და ხელშეკრულებების ასლებს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი გვპასუხობს:
„თქვენი ... განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს თქვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 მარტის №185 განკარგულებასთან დაკავშირებით.“ ჩვენი წერილი, შემდგომი რეაგირებისათვის, მთავრობის კანცელარიამ ფინანსთა სამინისტროს გადასცა („ვინაიდან ზემოაღნიშნული განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოეყო უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს“).8
როგორც ფინანსთა სამინისტროდან მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, ამ უწყებაში პრეზიდენტის №185 განკარგულების შესრულებასთან დაკავშირებით, მხოლოდ სამი დოკუმენტი დევს:
აშშ-ში საქართველოს ელჩის, ლევან მიქელაძის წერილი საქართველოს ფინანსთა მინისტრისადმი, საიდანაც ვგებულობთ, რომ მიმდინარე წლის 15 მარტს პრეზიდენტის დავალებით საქართველოს კომისისაელჩომ აშშ-ში გააფორმა კონტრაქტი ფირმა „Orion Strategies“-თან; და
ერთსა და იმავე დღეს, მიმდინარე წლის 15 მარტს, ერთსა და იმავე ფირმასთან - „Orion Strategies„ - გაფორმებული ორი აბსოლუტურად იდენტური ხელშეკრულება.
ერთადერთი ნიშანი, რომელიც ამ საეჭვო ხელშეკრულებებს განასხვავებს, მომსახურების ფასებია. ორივე ხელშეკრულება დადებულია საქართველოს საელჩოსა და ფირმა „Orion Strategies“-ს შორის, ორივე მათგანის მოქმედების ვადა იწყება და მთავრდება ერთსა და იმავე დღეს. ორივე მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობისათვის რჩევებისა და კონსულტაციების გაწევას დასავლურ ინსტიტუტებსა და ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად. თუმცა, ერთი ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო ვალდებულია, რჩევებსა და საკონსულტაციო მომსახურებაში ფირმა „Orion Strategies“-ს გადაუხადოს 120,000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების ღირებულება შეადგენს 240,000 აშშ დოლარს.
ჩვენ მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მთავრობის კანცელარიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელზე გაგზავნილ შეკითხვაზე - რამ განაპირობა ერთსა და იმავე ორგანიზაციასთან, ერთსა და იმავე დღეს ორი იდენტური ხელშეკრულების დადება, რომლებსაც ერთმანეთისგან მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება განასხვავებთ, გვიპასუხეს: „სამინისტროს არ გააჩნია დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს თქვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას.“ რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, მინისტრის მოადგილე გვპასუხობს:
„ფინანსთა სამინისტრო მოკლებულია საშუალებას, გაგცეთ პასუხი თქვენს წერილში დასმულ შეკითხვებზე, რადგანაც სამინისტრო არ არის აღნიშნული მომსახურების შემსყიდველი ორგანიზაცია და იგი ასევე არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამ განაპირობა ერთსა და იმავე პირთან, ერთსა და იმავე დღეს, სხვადასხვა თანხაზე ორი ხელშეკრულების გაფორმება.“
4. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 1062, მ.გონგაძის ქ.ლონდონში მივლინებასთან დაკავშირებით თანხის გამოყოფის შესახებ, 2004 წლის 1 დეკემბერი.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ... (ზ.ნოღაიდელი) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 34 817 ლარი, ჰერალდიკურ კოლეჯში საქართველოს სახელმწიფო გერბის ეტალონების შექმნის პროცესში მონაწილეობის მიზნით, სახელმწიფო გერბის ავტორის, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისიის წევრის მამუკა გონგაძის ქ. ლონდონში მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად.“
იმის გარდა, რომ მამუკა გონგაძის ვიზიტი, თავისთავად, არ შეესაბამებოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიზნობრივ დანიშნულებას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინტერესი ძირითადად გამოიწვია მივლინების ხარჯების მოცულობამ. ჩვენი მოთხოვნის საპასუხოდ, მთავრობის კანცელარიიდან მივიღეთ ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო გერბის ავტორი მამუკა გონგაძე ქ.ლონდონში მივლინებაში იმყოფებოდა 16 დღის განმავლობაში და მის მიერ გაწეული დანახარჯების ჯამმა შეადგინა 10,517 ლარი და 56 თეთრი. რაც შეეხება დანარჩენ თანხას, ამასთან დაკავშირებით, ბატონი პეტრე მამრაძე გვწერს:
„მ.გონგაძეს სალაროდან ნაღდი ფულის სახით აღებული აქვს 34 817 ლარი. სხვაობა 24,299 ლარი და 44 თეთრი მ.გონგაძეს ერიცხება დავალიანებად. როგორც მან განმარტა, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 დეკემბრის №1062 განკარგულებით დავალებული სამუშაოები ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და საბოლოო ანგარიშს წარმოადგენს ჰერალდიკური კომისიის დასკვნის შემდეგ.“
პრეზიდენტის №1062 განკარგულებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტული სამუშაოების შესრულებას და გამოყოფილია მხოლოდ მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად.
იურისტთა ასოციაციის 2005 წლის 7 ივნისის წერილის პასუხად, რომლითაც დამატებით ვითხოვდით ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე მოხდა დარჩენილი თანხის „სამუშაოების შესასრულებლად“ გამოყენება, მთავრობის კანცელარიიდან გვაცნობეს:
„თქვენი ა/წლის 8 ივნისის №4-700 განცხადებაზე გაცნობებთ, ... მიუხედავად ბ-ნ მ.გონგაძის განცხადებისა, რომ მივლინებისათვის გამოყოფილი თანხა მას კვლავ სჭირდება ხელმეორედ ლონდონში გასამგზავრებლად, ჩვენი მოთხოვნის შედეგად მან ა.წლის 15 ივნისს დააბრუნა მთავრობის კანცელარიის სალაროში 23 800 ლარი, რომელიც შეტანილ იქნა ბიუჯეტში.“
საინტერესოა, რომ დაახლოებით 24 ათასი ლარის ბედით დაინტერესება მხოლოდ ჩვენ მიერ გაგზავნილი წერილების შემდეგ დაიწყო. ასეთი რამ პირველად არ ხდება მონიტორინგის განხორციელების პერიოდში.
დავუბრუნდეთ უკვე დახარჯულ ფულს. ჩვენი აზრით, არამიზნობრივად არის დახარჯული თავად „მივლინების ხარჯები“. მთავრობის კანცელარიის მიერ მოწოდებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ბატონ გონგაძეს ქ.ლონდონში მივლინებისას აუნაზღაურდა შემდეგი ხარჯები:
მგზავრობა (თბილისი - ლონდონი - თბილისი) - 1207 ლარი;
დღიური ხარჯი: 1 დღე - 27 ფუნტი, სულ - 1507 ლარი და 68 თეთრი;
სასტუმროს ხარჯი - 4254 ლარი და 31 თეთრი;
სხვა ხარჯები - 2 994 ლარი და 31 თეთრი;
მასალების შეძენა - 279 ლარი და 95 თეთრი;
ვიზის ხარჯი - 274 ლარი და 31 თეთრი.
სულ: 10,517 ლარი და 56 თეთრი.
მიუხედავად იმისა, რომ მ.გონგაძეს დღიური თანხა, სასტუმროს ხარჯის გარეშე, შეადგენდა 27 ფუნტს (94 ლარი და 23 თეთრი), „სხვა ხარჯების“ პუნქტში თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების სახით წარმოდგენილია:
ბანკიდან ფულის გამოტანის ქვითარი - 100 ფუნტი (ვისაც ბანკომატთან შეხება ჰქონია, კარგად იცის, რომ ფულის გამოტანა ხარჯვის დამადასტურებლად ვერ ჩაითვლება);
ლონდონში სუვენირების შეძენისას გამოწერილი ქვითარი - 6.95 ფუნტი (24 ლარი და 25 თეთრი);
ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება - 18 ფუნტი (62 ლარი და 82 თეთრი);
ბარებსა და რესტორანში გადახდილი თანხა - 45.60 ფუნტი (149 ლარი);
სუპერმარკეტიდან „SPAR“ წარმოდგენილი ჩეკი - 11.63 ფუნტი (40 ლარი და 58 თეთრი);
ლონდონში ტაქსით გადაადგილებისას გადახდილი თანხა - 37 ფუნტი + 29.45 + 12.75 + 44 + 35 + 27 = 185.20 ფუნტი (646 ლარი)
ლონდონში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისათვის - 63 ფუნტი (219 ლარი და 87 თეთრი);
სატელეფონო საუბრებში ბატონი ღონღაძე საშუალოდ დღის განმავლობაში ხარჯავდა 15 ფუნტს (52 ლარი და 35 თეთრი). არის შემთხვევები, როდესაც ერთ დღეს სატელეფონო საუბარში გადახდილია 41 ფუნტი. სულ სატელეფონო საუბრებში გადახდილია - 230, 99 ფუნტი (806 ლარი და 15 თეთრი).
„მასალების შეძენადაა“ გაფორმებული:
თბილისში შეძენილი სუვენირები, თანხით - 35 ლარი;
„კონიკაში“ შეძენილი დამტენი და ელემენტი - 27 ლარი;
სხვადასხვა ქვითრები, საიდანაც შეუძლებელია ხარჯვის მიზნობრიობის დადგენა. მათი ჯამია - 245 ლარი
თავისთავად, ზემოთ მოყვანილი თანხები არაფერია უკანონოდ დახარჯულ მილიონებთან შედარებით, თუმცა, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი და უპასუხისმგებლო ხარჯვის საილუსტრაციოდ კარგ მაგალითს წარმოადგენს.
ხოლო „ზღვა კოვზით დაილიაო“?!
5. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 878, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ, 2004 წლის 4 ოქტომბერი.
„2004 წლის 7-8 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ქ.თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებებისა და დელეგაციის წევრთა განთავსების ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ... საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დამატებით გამოუყოს 20 (ოცი) ათასი ლარი.“
პრეზიდენტის № 878 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი 20,000 ლარი 2 დღით ვიზიტად მყოფი რუსი ჟურნალისტების განთავსებას, გაძლიერებულ კვებასა და გართობას მოხმარდა. ასეთი ხმამაღალი განცხადების საფუძველს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული რუსი ჟურნალისტების ვიზიტის დღის წესრიგი გვაძლევს, რომლის თარგმანსაც აქვე გთავაზობთ:
პ რ ო გ რ ა მ ა
7 ოქტომბერი, 2004 წ. |
ამასთანავე, 8 ოქტომბერს გადახდილია 1,107 ლარი სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ბანკეტისათვის. როგორც წარმოდგენილი პროგრამიდან ირკვევა, შაბათს, საუზმის შემდეგ ჟურნალისტებმა დატოვეს თბილისი და კახეთში გაემგზავრნენ, სადაც მრავალი სხადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიება იყო გათვალისწინებული - ძირითადად, კვების თანხლებით. ამასთან, კახეთშივე შედგა სადილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, რის შემდეგად დელეგაცია პირდაპირ აეროპორტში გაემგზავრა და მოსკოვში გაფრინდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივად იბადება კითხვა, თუ ვისთვის და რა მიზნით შედგა ბანკეტი სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ და ვისი ბანკეტისათვის დავხარჯეთ ფული საქართველოს ბიუჯეტიდან?
აღსანიშნავია, რომ იმ სტუმართა ოთახებში გადახდილი თანხა, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზების გამო, საქართველოში ვერ ჩამოვიდნენ, 1 596 ლარს შეადგენს.
ხოლო რამდენად ნაყოფიერი და შედეგიანი იყო აღნიშნული ვიზიტი, ამის შეფასება საზოგადოებისთვის მიგვინდია რუსული მასმედიის საქართველოსადმი „კეთილგანწყობის“ ფონზე.
6. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება №906 საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ, 2004 წლის 11 ოქტომბერი
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენისა და სამუშაო ოთახის კეთილმოწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს (კ.კემულარია) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 180,000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი.“
რამდენად შეესაბამებოდა ბატონი კემულარიასათვის სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენა და სამუშაო ოთახის კეთილმოწყობა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიზნებსა და დანიშნულებას, ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ცალკე ყურადღებას იმსახურებს თავად გამოყოფილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობა და გონივრულობა. დაბოლოს, იმის გარკვევა, ვისთვის იყო თანხა გამოყოფილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის თუ პერსონალურად კოტე კემულარიასათვის?
საქონლის და მომსახურების შესყიდვები, როგორც ყოველთვის, განხორციელებულია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ბატონი კონსტანტინე კემულარია ფორსმაჟორულ სიტუაციად აფასებს „2004 წლის 11 ოქტომბრის №906 განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით სამსახურებრივი მანქანის შესყიდვის განუხორციელებლობის საშიშროებას“ საბიუჯეტო წლის ბოლოს მოსალოდნელი საბიუჯეტო ასიგნებების შემცირების გამო და შესყიდვების სააგენტოს სამსახურებრივი ავტომანქანის ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდით შესყიდვას სთხოვს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კი, როგორც ყოველთვის, „წინააღმდეგი არ არის, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად,“9 კოტე კემულარიამ თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედოს.
განსჯისა და ინფორმაციისთვის გთავაზობთ უზენაესი სასამართლოდან მოწოდებული, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 180, 000 ლარით შეძენილი საქონლის სიის შემოკლებულ ვარიანტს.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კითხვაზე, თუ სად იმყოფება ამჟამად პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხის ფარგლებში 77,211 ლარად შეძენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სამსახურებრივი ავტომანქანა, უზენაესი სასამართლო გვპასუხობს: „ავტომანქანა ამჟამად, ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით (№1-1/288 17.03.2005წ.), უზენაესი სასამართლოს ბალანსიდან, თხოვების ფორმით, გადაცემულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროზე.“
უკომენტაროდ გთავაზობთ უზენაესი სასამართლოდან მოწოდებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ სად არის დამონტაჟებული პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის შეძენილი გამათბობელი სისტემა, რომლის ძირითადი მახასიათებლებია (7/12/2004 უზენაეს სასამართლოსა და შპს „თბილი სახლი“ შორის დადებული ხელშეკრულება):
თუჯის ქვაბი „ferroli“ gn1 n 04 46 კვ - იტალიური წარმოების;
დიზელის სანთურა „ecoflam“ max 4 - იტალიური წარმოების, სიმძლავრე 21-53 კილოვატი;
გაზის სანთურა „ecoflam“ azur 40 - იტალიური წარმოების, სიმძლავრე 46 კილოვატი;
გამაფართოებელი ავზი „wolf-b“ - იტალიური წარმოების, მოცულობა 25 ლიტრი;
დამცველი კვანძი „jiacomini“ - იტალიური წარმოების;
საცირკულაციო ტუმბო „wilo“ - გერმანული წარმოების;
სისტემის ავტომატურად წყლის შემვსები „jiacomini“ იტალიური წარმოების;
ქვაბის მაკომპლექტებელი ნაწილები;
საკვამური - თუნუქის მილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წერილზე, უზენაესი სასამართლოს შენობის რომელი ნაწილის გასათბობად იქნა დამონტაჟებული გამათბობელი (მთელი თავისი ატრიბუტებით), უზენაესი სასამართლოდან გვაცნობეს, რომ აღნიშნული გამათბობელი „არ არის დამონტაჟებული უზენაესი სასამართლოს შენობაში და აღნიშნული ნივთები [გამათბობელი] საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,“ ალბათ, უფრო ზუსტი და სამართლიანი იქნებოდა, ბატონ კოტე კემულარიას.
უზენაესი სასამართლოს აპარატის პასუხიდან ჩანს, რომ სამსახურებრივი ავტომანქანა, ისევე, როგორც 180 000 ლარის ფარგლებში შეძენილი სხვა ნივთები, თავიდანვე განკუთვნილი იყო არა უზენაესი სასამართლოსთვის, როგორც ინსტიტუტისთვის, რომელსაც მათი ფორსმაჟორული შესყიდვა აუცილებლად ესაჭიროებოდა, არამედ კონკრეტული პიროვნების - ბატონო კოტე კემულარიას პირადი სარგებლობის, კომფორტისა და „საჭიროებისთვის“.
პრეზიდენტის განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში შეძენილი ავეჯი:
სამეული - ჩინური წარმოების, ღია ყავისფერი, ნატურალური ძროხის ტყავი, 1,2 და 3 ადგილიანი - 6 500 ლარი;
ჟურნალ-გაზეთების მაგიდა - მალაიზიის წარმოების, ლამინატი ხესთან კომბინირებული, მოპირკეთებული ბუნებრივი ქვით - 1 000 ლარი;
სკამი (14 ცალი) - მალაიზიის წარმოების, მუქი ყავისფერი, ტყავის იმიტაცია, კარკასი ხის, რბილი დასაჯდომით - 1 ცალის ფასი 240 ლარი, სულ 3 360 ლარი;
მრგვალი მაგიდა - ორი სკამით, ალუმინის კარკასით, ზედაპირი მოპირკეთებული ხის მასალით - 335 ლარი;
„კლასიკური“კაბინეტის მოსაწყობი ავეჯი „რაფაელი“: საკონფერენციო მაგიდა - 1 ცალი - 1 928 ლარი;
სამუშაო მაგიდა - 1 ცალი - 2 254 ლარი;
საოფისე კარადა - 1 ცალი - 4 125 ლარი;
ტელეფონის მაგიდა - 650 ლარი
პრეზიდენტის განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში შეძენილი საოჯახო ტექნიკა:
1 ცალი ტელევიზორი „SAMSUNG CS21MJ“, დიაგონალი 54 სანტიმეტრი, დისტანციური მართვის პულტით, ფასი - 499 ლარი;
1 ცალი ტელევიზორი „სონი“ სადგამით, დიაგონალი 82 სანტიმეტრი - 3 594 ლარი
1 ცალი ფერადი ტელევიზორი „აკირა 21“, ჩინური წარმოების, ბრტყელი მონიტორით, დიაგონალი 54 სანტიმეტრი - 455 ლარი;
1 ცალი მტვერსასრუტი „დელონგი“ - 620 ლარი;
1 ცალი მტვერსასრუტი „კენვუდ“, იტალიური წარმოების, 2 ცალი კუთხის საწმენდი ჯაგრისით - 373 ლარი;
გენერატორი “კამა კდე 4000” - ჩინური წარმოების, ორ ფაზიანი - 1 890 ლარი;
1 ცალი მაგიდის ელექტრო ლამპა, ავსტრიაში დამზადებული - 550 ლარი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ოთახისათვის ზემოთ მითითებულ ფასებში საოფისე ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა საზოგადოებისთვის მიგვინდია.
დასახელება |
ფასი |
ტელევიზორი „სონი“ |
3 594 ლარი |
ტელევიზორი „სამსუნგი“ |
499 ლარი |
ტელევიზორი „აკირა 21“ |
455 ლარი |
ავეჯი „სანკტპეტერბურგი“ |
8 307 ლარი |
ტელეფონის მაგიდა |
650 ლარი |
გენერატორი „საბაელექტრონიკსი“ |
3 103 ლარი |
რბილი იატაკი კაბინეტის |
3 600,6 ლარი |
რბილი იატაკი დარბაზის |
7 649,5 ლარი |
ავეჯი „აი სი არ“ |
10 860 ლარი |
გერბები |
5 000 ლარი |
ფარდები „სანდუხტ მირზოიანი“ |
1 410 ლარი |
მტვერსასრუტი „დელონგი“ |
620 ლარი |
მტვერსასრუტი „კენვუდ“ |
373 ლარი |
მერსედესი „ჰამან მოტორსპორტი“ |
77 211 ლარი |
მაგიდის ლამპა შპს „სინათლის სახლი ორიონი“ |
550 ლარი |
გერბები |
5 000 ლარი |
დროშები |
1 618 ლარი |
მე-5 სართულის რემონტი „ნოლა“ |
29 750 ლარი |
პლენუმის დარბაზის რემონტი |
3 694 ლარი |
არქივის რემონტი |
1 679 ლარი |
სამშენებლო მასალა |
924 ლარი |
სამშენებლო მასალა |
796 ლარი |
გამათბობელი „თბილი სახლი“ |
4 106 ლარი |
__________________
1. მოგვიანებით, ივნისის თვეში განახლებული სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად და მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის მთავრობის 23 ივნისის №260, №261 და №267 განკარგულებების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით გამოიყო 1,355,000 ლარი.
2 ეს არის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე გაცემული თანხების ჯამი - 2004 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით.
3იხ. დანართი ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი წერილი.
4 ასიგნება - „ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით“ („საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 12-ე მუხლის I პუნქტი).
5 „საქართველოში 2005 წლის საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების შესასრულებლად, სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისათვის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის სრეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ვ.ჩეჩელაშვილი) გამოეყოს 13 560 000 (ცამეტი მილიონ ხუთასსამოცი ათასი) ლარი 12 მილიონი ლიტრი დიზელის საწვავის შესაძენად.“
6 საიას მიერ 2005 წლის 30 მარტს მიღებული წერილების შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 589 422 კომლი, ხოლო სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით - 655 361.
7 ამასთან, შეგახსენებთ, რომ „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პასუხისმგებლობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით, ამ დებულებითა და შესაბამისი სხვა ნორმატიული ქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვაზე, სახელმწიფო შესყიდვების რაციონალურ განხორციელებაზე მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას და გთხოვთ, იმოქმედოთ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით.“
8 იხ. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის წერილი №25/89 (18.04.2005).
9 იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილი №2/3-1278.
![]() |
6 რამდენად გონივრულად იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდი? |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მთავრობის განკარგულება №94, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, 2005 წლის 5 აპრილი.
„ფინანსთა სამინისტროს ... საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოს 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით Law Offices Paige E.Reffe-სთან მომსახურების გაწევის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დასაფინანსებლად. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წერილზე №4-582, რომლითაც ვითხოვდით საქართველოს მთავრობასა და Law Offices Paige E.Reffe-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლსა და დოკუმენტაციას მომსახურების შესყიდვის ფორმის შესახებ, მთავრობის კანცელარია გვწერს:
თქვენი 4-582 20.05.2005წ. წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ წერილში მითითებული დოკუმენტაცია საქართველოს მთავრობის კანცელარიას არ გააჩნია. |
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჭიროდ აღარ ჩათვალა ამ განკარგულების შესრულების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რადგან მივიჩნიეთ, რომ, როდესაც თანხა გამოყოფილია:
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე,
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან,
საქართველოს მთავრობის სახელით დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დასაფინანსებლად.
ინფორმაციას არ ფლობს თავად მთავრობის კანცელარია, თავისთავად, ყველაფერი ნათელია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანცელარიას დოკუმენტაციის გაუცემლობის მიზეზად არ მიუთითებია ის, რომ, მაგალითად, მოთხოვნილი ინფორმაცია განეკუთვნებოდა სახელმწიფო ან სხვა სახის საიდუმლოებას, რომლის გაცემაც, თავისთავად, აკრძალულია კანონის მიხედვით. კანცელარია, უბრალოდ, არ ფლობს არავითარ ინფორმაციას, რაც უამრავი და არცთუ სანუგეშო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.
ინფორმაციისთვის: ჩვენი მცდელობა, თუნდაც რაიმე სახის ინფორმაცია მოგვეპოვებინა განკარგულებაში მითითებული ფირმის შესახებ ინტერნეტის საშუალებით (სადაც, როგორც წესი, განთავსებულია ყველანაირი ინფორმაცია ამა თუ იმ ცნობილი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ორგანიზაციების შესახებ), წარუმატებლად დასრულდა.
![]() |
7 რამდენად გამჭვირვალეა პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების საქმიანობა? |
▲ზევით დაბრუნება |
სამწუხაროდ, ხელისუფლების სათავეში დემოკრატიული ლოზუნგებით მოსულ მმართველ ძალას გამჭვირვალობის და გახსნილობის იმაზე უფრო პანიკურად ეშინია, ვიდრე ეს შევარდნაძის ხელისუფლებას ახასიათებდა. მართალია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავს პრინციპული ცვლილება არ შეხებია, მაგრამ ინფორმაციის თავისუფლების მოქმედების სფერო ვარდების რევოლუციის შემდეგ იმდენად შეიზღუდა სხვა ნორმატიული აქტებით, რომ თავის დროზე „რევოლუციურად“ შერაცხული კოდექსი, ფაქტობრივად, თვალსა და ხელს შუა გაქრა. მოცემულ ეტაპზე პრობლემის კომპლექსური ანალიზით თავს არ შეგაწყენთ და ინფორმაციის საზოგადოებისაგან დამალვის საშიშ და ყოვლად გაუმართლებელ ტენდენციებზე მხოლოდ პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯვასთან კავშირში ვისაუბრებთ.
პრობლემა I - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, ირკვევა, რომ პრეზიდენტის განკარგულებების სიაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ კონკრეტული განკარგულებების გვერდით მითითებულია - „არ ქვეყნდება“. ასეთ განკარგულებათა რიცხვი სარეზერვო ფონდების მიმართ საზოგადოების ინტერესის პარალელურად იზრდება. მათ რიცხვს მიეკუთვნება ძალზე საინტერესო ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც „ნამდვილად პასუხობს კანონით განსაზღვრული ფონდის გამოყენების მიზანს,“ მაგრამ გაუგებარია, რის დამალვას ცდილობს პრეზიდენტი. მაგალითად, ასეთ „არ ქვეყნდებათა“ რიცხვს განეკუთვნება:
პრეზიდენტის განკარგულება №843 (25.09.04) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის შესახებ;
პრეზიდენტის განკარგულება №129 (28.02.05) - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ პარლამენტის წევრთათვის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების შესახებ;
პრეზიდენტის განკარგულება №183 (16.03.05) - საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ; აქ, ისევე, როგორც შემდეგ 185-ე განკარგულებაში, ისიც კი არ წერია, ვის და რისთვის გამოეყო თანხა;
პრეზიდენტის განკარგულება №184 (16.03.05) - უკრაინაში „საქართველოს წელიწადის“ გახსნასთან დაკავშირებით, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის შესახებ;
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება №202 (22.03.05) - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ პარლამენტის წევრთათვის მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ;
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება №234 (29.03.05) - საქართველოს პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის ყაზახეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ პარლამენტის წევრთათვის მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
განკარგულებების გაცნობის ბედნიერება ხვდათ წილად. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებებიდან არც ერთი არ შეიცავს ისეთი სახის ინფორმაციას, რომლის გაუმჟღავნებლობაც საზოგადოების ინტერესებში შედის და რომელთაც განსაჯაროებისაგან იცავს კანონი. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გამხელისაგან დაცვის ახალი რეგულირება შემოაქვს („არ ქვეყნდება“), რომელსაც არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი საფუძველი და ინფორმაციის თავისუფლების თავის მოთხოვნების სრულ იგნორირებას ნიშნავს. ადვილი წარმოსადგენია, როგორი „დასაბუთებული“ უარით გამოისტუმრებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „უბრალო მოქალაქეებს“ (ხელისუფლების საყვარელი ფრაზა!), რომლებიც ზემოთ მითითებული განკარგულებების გაცნობას მოითხოვენ. თუმცა, ერთი რამ ნათელია: რაც უფრო დაუსაბუთებელია პრეზიდენტის განკარგულება სარეზერვო ფონდის თანხების განკარგვის შესახებ, რაც უფრო მეტად მოდის ის წინააღმდეგობაში კანონის მოთხოვნებთან და რაც უფრო მეტად სამარცხვინოა ამ განკარგულებით დაფინანსებული ღონისძიება, მით უფრო მა- ღალია მისი „გასაიდუმლოების“ ალბათობა.
პრობლემა II - ამ პრობლემამ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ჩამოსვლის წინ იჩინა თავი. „უცხოეთის ქვეყნების მეთაურთა დასახვედრი საზეიმო ცერემონიების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისა და გამართვის მიზნით,“ საქართველოს მთავრობის განკარგულებების №123, №124, №125 საფუძველზე, 2005 წლის 15 აპრილს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონი ლარი გამოეყოთ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას. თუმცა, „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ ალბათ ოთხ დღეში მიხვდნენ, რომ ცნობისმოყვარე „უბრალო“ მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების „აბეზარ“ წარმომადგენლებს ბუნებრივად გაუჩნდებოდათ ინტერესი, რაში და როგორ დაიხარჯა საზეიმო ცერემონიისთვის დამატებით გამოყოფილი ორი მილიონი ლარი. შედეგმაც არ დააყოვნა: 2005 წლის 19 აპრილს, პრეზიდენტის №230 ბრძანებულების საფუძველზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას კიდევ ერთი „საიდუმლო“ დაემატა:
„საგარეო ურთიერთობათა სფეროში საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება: განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ცნობები საქართველო- ში საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურთა ვიზიტების ორგანიზებისათვის გამოყენებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესახებ.“
ასე მარტივად აიცილა პრეზიდენტმა და მთავრობამ ზედმეტი თავისტკივილი. რამდენიმე წუთით თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ სწორედ ამ ცვლილებების ტექსტზე იმის საილუსტრაციოდ, რომ მიუხედავად უადგილო, არადემოკრატიული და არაადეკვატური ცვლილებებისა, სხვადასხვა კანონებში ხელისუფლება მათ მიერ საკუთარ თავზე მორგებით მიღებულ კანონებსაც არღვევს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცვლილებების შესრულება ქართულ სახელმწიფო სინამდვილეში შეუძლებელია, ვინაიდან ეროვნული უშიშროების საბჭო არ არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და, შესაბამისად, ანალოგიური ხასიათის აქტს ვერც მიიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები საკანონმდებლო აქტით მათ პირდაპირ დაევალათ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება.
მაგრამ დავუბრუნდეთ საჯაროობის საკითხს.
ჩვენს მოთხოვნაზე, მთავრობის კანცელარიასა და კულტურის სამინისტროს მოეწოდებინათ მთავრობის განკარგულებების საფუძველზე გამოყოფილი ორი მილიონი ლარის ხარჯთაღრიცხვა, დაფინანსებული ღონისძიებების ნუსხა და ინფორმაცია ამ თანხის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ, ორივე უწყებიდან ზრდილობიანად აგვიხსნეს, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, პრეზიდენტის ბრძანებულებაში შეტანილი ცინცხალი განკარგულების საფუძველზე, განეკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებათა რიცხვს.
მაშ ასე, ბრძანებულების შესაბამისი პუნქტიდან ირკვევა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურთა ვიზიტების ორგანიზებისათვის გამოყენებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მისაჩნევად, აუცილებელია არსებობდეს:
ა) განსაკუთრებული შემთხვევა;
ბ) საქართველოს მთავრობის წარდგინება;
გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება ასეთი ცნობების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების თაობაზე.
როგორც მთავრობის კანცელარიის უფროსის გულწრფელი პასუხიდან ირკვევა, ჩვენ მიერ გამოთხოვილი საქართველოს მთავრობის წარდგინება და ეროვნული უშიშროების საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის კანცელარიის „საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება,“1 რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტები საერთოდ არ არსებობს.
ეს ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება საქმიანობის და, საერთოდ, ქვეყნის მართვის ქვაკუთხედად კანონის უზენაესობას აცხადებს.
„ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს,
ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ“
ილია ჭავჭავაძე
__________________________
1 იხ. მთავრობის კანცელარიის წერილი №25/107.
![]() |
8 დანართი I |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 მონიტორინგის პროცესში საია-ს მიერ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული წერილები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.2 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.3 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.4 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9 დანართი II |
▲ზევით დაბრუნება |
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის
შესახებ
განკარგულებების არასრული სია
2004 წელი
1. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში შეძენილი საჭიდაო ლეიბების განბაჟება - 125,000 ლარი (განკარგულება №1088, 10.12.2004);
2. კოტე კემულარიასათვის სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენა და სამუშაო ოთახის კეთილმოწყობა - 180 000 ლარი (განკარგულება№906, 11.09.2004);
3. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატისთვის ავტომობილის შეძენა - 13 500 ლარი (განკარგულება№1110, 23.12. 2004);
4. საერთაშორისო მასმედიასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვა - 85 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით (განკარგულება№812, 10.02.2004);
5. საერთაშორისო ფორუმის - „გლობალიზაცია და ცივილიზაციათა დიალოგი“ მონაწილეთა საზეიმო მიღება - 12 000 ლარი (განკარგულება №850, 25.09.2004);
6. ფონდის „აღმოაჩინე საქართველო“ ძირითადი საქმიანობის ხარჯის ანაზღაურება - 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით (პრეზიდენტის განკარგულება №585, 09.07.2004);
7. „ფონდი - „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ დაფინანსება - 48 950 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით (განკარგულება№1072, 05.12.2004);
8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება - 542 000 ლარი (განკარგულება№329, 20.04.2004);
9. დანაშაულის პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაფართოებისა და საპატრულო სამსახურის შემდგომი გაძლიერების მიზნით, შსს-სთვის 5 ერთეული მაღალი გამავლობის „უაზის“ მარკის საპატრულო ტრანსპორტის შეძენა - 105 000 ლარი (განკარგულება №347, 25.04.2005);
10. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს აპარატისთვის - 58 400 ლარი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის დროებითი ადმინისტრაციისთვის - 69 300 ლარი (განკარგულება№428, 19.05.2004);
11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 23 კურსდამთავრებულის დაჯილდოება - 11 500 ლარი (განკარგულება №442, 25.05.2004);
12. სწავლაში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 8 კურსდამთავრებულის ფულადი პრემიით დაჯილდოება - 4 000 ლარი (განკარგულება №600, 09.07.2004);
13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი რაიონების (ქედა, შუახევი, ხულო) მოსახლეობისათვის აზოტიანი სასუქის - ამონიუმის გვარჯილის - შეძენა და უსასყიდლოდ გადაცემა-განაწილება - 300 000 ლარი (განკარგულება №409, 13.05.2004);
14. ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის აზოტიანი სასუქის - ამონიუმის გვარჯილის შეძენა, ტრანსპორტირება და უსასყიდლოდ გადაცემა - 300 000 ლარი (განკარგულება№461, 02.06.2004);
15. სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, რეზო ლაგვილავას ოჯახისათვის ერთდროული ფინანსური დახმარების გაწევა - 5 000 ლარი (განკარგულება №524, 24.06.2004);
16. სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, რეზო ლაგვილავას ოჯახისათვის ერთდროული ფინანსური დახმარების გაწევა - 3 000 ლარი (განკარგულება№1120, 29.12.2004);
17. ნათელა ყანჩელის ოჯახისათვის ერთდროული ფინანსური დახმარების გაწევა - 1000 ლარი (განკარგულება №650, 23.07.2004);
18. ქვეყნის პრიორიტეტული განვითარების მიმართულებების დადგენის მიზნით, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისათვის საკონსულტაციო ხარჯების ანაზღაურება - 200 000 ლარი (განკარგულება №586, 09.07.2004);
19. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღებისა და მათ დასვენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება - 102 700 ლარი (განკარგულება №635, 21.07.2004);
20. 2004-2005 წლის სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსწავლეთა წახალისება - 1 000 000 ლარი (განკარგულება №658, 26.06.2004);
21. №658 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დამატებით დაფინანსება - 100 000 ლარი (განკარგულება №763, 26.08.2004);
22. 2004 - 2005 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსწავლეთა წახალისება - 6 500 000 ლარი (განკარგულება №839, 17.09.2004);
23. ქალაქ იერუსალიმში აღმოჩენილი V საუკუნის უცნობი ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრების გაგრძელებასთან დაკავშირებით, ქართველ მეცნიერთა კომპლექსური ექსპედიციის თანადაფინანსება - 5 760 ლარი (განკარგულება №665, 27.06.2004);
24. აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ოჯახის ერთდროული ფინანსური დახმარება - 5000 ლარი (განკარგულება №666, 27.07.2004);
25. ოსი ეროვნების 25 ოჯახისათვის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და მათთვის ცხოვრების მინიმალური პირობების შექმნის უზრუნველყოფა - 350 000 ლარი (განკარგულება №692, 09.08.2004);
26. საქართველოში შემოტანილი ხორბლის გადახდილი (გადასახდელი) საბაჟო გადასახადის ანაზღაურება - 142 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით;
27. ფაშიზმზე გამარჯვების მე-60 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება - 25 000 ლარი (განკარგულება №713, 16.08.2004);
28. აკადემიკოს გიორგი წერეთლის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით - 9810 ლარი (განკარგულება №787, 02.09.2004);
29. შიდა ქართლში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სოციალური პრობლემების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატისთვის - 200 000 ლარი (განკარგულება №788, 02.09.2004);
30. საქართველოში ქრისტიანობის 2000-წლეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოწყობა - 156 520 ლარი (განკარგულება №856, 27.09.2004);
31. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ქ.თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებებისა და დელეგაციის წევრთა განთავსების ხარჯების ანაზღაურება - 20 000 ლარი (განკარგულება №878, 04.10.2004);
32. მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატისთვის - 7 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარობით (განკარგულება №899, 11.10.2004);
33. ეროვნული გვარდიის ბაზაზე რეზერვისტთა ერთთვიანი მომზადება - 3 681 431 ლარი (განკარგულება №902, 11.09.2004); საქართველოს პრეზიდენტის №1045 განკარგულების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს თხოვნა დაკმაყოფილდა და მითითებული თანხა მიმართულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაუდებელი ღონისძიებებისა და რეზერვისტთა სანივთე ქონებით დამატებით უზრუნველსაყოფად.
34. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საჭიროებისათვის სამსახურებრივი ავტოტრანსპორტის შეძენა - 60 000 ლარი (განკარგულება №911, 18.09.2004);
35. ვარდების რევოლუციის იუბილისთვის - 200 000 ლარი (განკარგულება №920, 21.09.2004);
36. თბილისში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-11 შეხვედრის დასაფინანსებლად - 95 000 ლარი (განკარგულება №911, 11.11.2004);
37. 2004-2005 წწ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურად ფუნქციონირებისათვის - 11 500 000 ლარი (განკარგულება №1016, 19.11.2004);
38. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ექსპერიმენტული კინოჯგუფის წევრთა საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად - 12 000 ლარი (განკარგულება №1017, 19.11.2004);
39. საქართველოში ქრისტიანობის 2000-წლეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით სტუმრების მომსახურებისათვის - 60 000 ლარი (განკარგულება №1019, 20.11.2004);
40. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისიის წევრის, მამუკა გონგაძის ქ.ლონდონში მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად (განკარგულება №1062, 01.12.2004);
41. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების შეძენა-ანბაჟების მიზნით - 158 000 + 355 660 ევროს ეკვივალენტი ლარობით (განკარგულება №1082, 08.12.2004);
2005 წელი
1. საქართველოში 2005 წლის საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების შესასრულებლად მოსახლეობის მხარდასაჭერად 13 560 000 ლარი (განკარგულება №183, 16.03.2005);
2. ედიშერ მაღალაშვილისა და ქართლოს კასრაძის ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გასაწევად 6 000 ლარი (განკარგულება №51, 14.02.2005);
3. საზღვარგარეთის ფირმებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე შემოტანილი ტვირთის, აგრეთვე საჩუქრის სახით მიღებული საქონლის გასაბაჟებლად 451 210 ლარი (განკარგულება №52, 14.02.2005);
4. იტალიაში პრეზიდენტის დელეგაციაში მყოფი პარლამენტის წევრების მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად 33 100 ლარი (განკარგულება №129, 28.02.2005);
5. უკრაინაში საქართველოს წელიწადის გახსნასთან დაკავშირებით 150 182 ლარი (განკარგულება №184, 16.03.2005);
6. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და დასავლეთის სხვა ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციისათვის საქართველოს მთავრობისათვის გაწეული საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების მიზნით 377 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარობით (განკარგულება №185, 16.03.2005);
7. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში განხორციელებული რეორგანიზაციის მოთხოვნათა გათვალისწინებითა და მატერიალურ-ტექნუკური ბაზის გასაუმჯობესებლად 51 000 ლარი (განკარგულება №197, 21.03.2005);
8. უკრაინაში პრეზიდენტის დელეგაციის შემადგელობაში მყოფი პარლამენტის წევრების მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად 12 500 ლარი (განკარგულება №202, 22.03.2005);
9. სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის - 317 350 ევროს ეკვივალენტი ლარობით (განკარგულება №214, 23.03.2005);
10. ელექტროენერგიის შესყიდვის ღონისძიებებისთვის - 10 500 000 ლარი (განკარგულება №229, 27.03.2005);
11. ყაზახეთში ვიზიტისას პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი პარლამენტის წევრების მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად 9 500 (განკარგულება №234, 29.03.2005);
12. საერთაშორისო კონცერტი თავისუფლების მოედანზე 123 000 ლარი, შარლ აზნაურის პატივსაცემი ღონისძიებები ახალციხეში 9 200 ლარი (განკარგულება №388, 20.05.2005);
13. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტისას პრეზიდენტის დელეგაციაში მყოფი პარლამენტის წევრების მივლინების ხარჯების ანაზღაურება თანხა განკარგულებაში არაა მითითებული (განკარგულება №395, 22.05.2005);
14. ნიდერლანდის სამეფოში ვზიტისას პრეზდენტის დელეგაციაში მყოფი პარლამენტის წევრების მივლინების ხარჯების ანაზღაურება - თანხა განკარგულებაში არაა მითითებული (განკარგულება №314, 28.04.2005);