The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ №2


საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ №2


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: კვარტალური ანგარიში მონიტორინგი ტარდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ „საჯარო დაწესებულებათა გამჭვირვალეობის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ორგანიზაცია ღია საზოგადოება სამართლიანი ინციატივების მიერ ავტორები: თამარ ხიდაშელი თამარ კორძაია ეკატერინე ფოფხაძე დიზაინი და კარიკატურები: ირაკლი სესიაშვილი გურამ დოლიძე გურანდა ტაბატაძე რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინამდებარე დასკვნა განხორციელებული მონიტორინგის მხოლოდ პირველადი პროდუქტია და, შესაბამისად, ღიაა ნებისმიერი შენიშვნისა და კომენტარისათვის. ივნისი, 2005 წელი,



1 რისთვის იწერება კანონები საქართველოში, თუკი ნებისმიერი რანგის ჩინოვნიკი სისტემატიურად და ხელაღებით დაარღვევს მათ?

▲ზევით დაბრუნება


დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის
გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა
საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ
სურვილისამებრ. ვართ კი ასეთნი?

ილია ჭავჭავაძე

0x01 graphic

საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების მხრიდან კანონის უზენაესობის დაცვა, ანუ შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების პირუთვნელი შესრულება, ქვეყნის დემოკრატიულობის მთავარი მახასიათებელია. ამგვარი ზოგადი პირობის მიღმა, ამა თუ იმ სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხის შეფასებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობას და საქვეყნო საქმეების გადაწყვეტას საზოგადოების მაქსიმალური თანამონაწილეობის რეჟიმში.

ხელისუფლება ვალდებულია, პატივი სცეს და სათანადოდ დააკმაყოფილოს ნებისმიერი ადამიანის ინტერესი. სწორედ ხალხია ხელისუფლების წყარო და, შესაბამისად, უფლება აქვს, აკონტროლოს მის მიერ არჩეული ხელისუფლება.

თითოეული პირის მიერ ინფორმაციის მოპოვება/ვერმოპოვება არ წარმოადგენს ამ პირისა და კონკრეტული საჯარო დაწესებულების ერთჯერად ურთიერთობას, ვინაიდან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინფორმაციის თავის მოქმედების კონტროლისა და აღსრულების დროს გამოვლენილ ნაკლოვანებებზე ზედამხედველობის მიზნით, კანონმდებელმა თითოეული საჯარო დაწესებულების მიერ საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტისათვის ყოველწლიური ანგარიშების წარდგენა გაითვალისწინა.

იცინე და თანაც გაჯავრდი ამის დამწეზედ და მოიგონე ჭორი, შენ ხომ ჭორების მოგონება გიყვარს რომ მე ვითომც ქართველებს ვღალატობ, რადგანაც სასაცილო ამბებს გიამბობ და არ ვმალავ ზოგიერთ გულმოკლე პატრიოტივით.

ილია ჭავჭავაძე

2 რატომ არ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოების უმრავლესობა თავს ანგარიშვალდებულად პარლამენტის წინაშე?!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე რამდენიმე წელია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ 49-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშებს სწავლობს ზოგადი ტენდენციებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის მიზნით.

ანგარიშების გაცნობა შესაძლებლობას გვაძლევს გავარკვიოთ, რამდენად არის ინფორმირებული საქართველოს მოსახლეობა ინფორმაციის თავისუფლებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ და რამდენად იყენებს ამ უფლებას ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა პრობლემების მოგვარებისას. ამასთანავე, ერთგვარი წარმოდგენა გვექმნება იმის შესახებაც, ასრულებს თუ არა კანონის მოთხოვნებს საჯარო ადმინისტრაცია და რამდენად პატიოსნად მოახსენებს ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტს ამ მიმართულებით საკუთარი საქმიანობის შესახებ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლი (პირობითად, ანგარიშების მუხლი) საკმაოდ ამომწურავად მიუთითებს იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს წარსადგენი ანგარიშები. კერძოდ, ანგარიშებში მითითებული უნდა იყოს, რამდენი განცხადება შევიდა კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე; ამათგან რამდენი დაკმაყოფილდა და რამდენს ეთქვა უარი; რამდენმა საჯარო მოსამსახურემ უგულებელყო თავისი ვალდებულებები; რამდენ შემთხვევაში იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის; რამდენი საჩივარი იყო მიღებული და განხილული აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მრავალი სხვა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კანონის ეს მოთხოვნა 2004 წლის 10 დეკემბერს. შესაბამისად, გამოვითხოვეთ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტიდან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მიღებული მასალები არცთუ სახარბიელოა. საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ.

პირველი, რაც თვალში საცემია, არის ის, რომ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, ვიდრე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ. ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს წარდგენილი ანგარიშების სტატისტიკა. პრეზიდენტს ანგარიშები წარუდგინა დაახლოებით 106-მა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხოლო პარლამენტს - მხოლოდ 20-მა.

საქართველოში 2004 წლის 10 დეკემბერს ფუნქციონირებდა 14 სამინისტრო. მათ შორის:

სამი სამინისტრო დაემორჩილა კანონის მოთხოვნებს. ესენია:

  • ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო;

  • ფინანსთა სამინისტრო;

  • საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

ანგარიშები საერთოდ არ წარუდგენიათ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს (მინისტრი ი.ოქრუაშვილი);

  • უშიშროების სამინისტროს (მინისტრი ვ.მერაბიშვილი).

9 სამინისტრომ ანგარიშები წარუდგინა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს.

თავდაცვის სამინისტრო (მინისტრი გ.ბარამიძე), ანგარიში წარუდგინა უშიშროების საბჭოს.

ინფორმაციის თავისუფლების აქტის შესრულების შესახებ ანგარიშების წარდგენის ხასიათი ქვეყანაში არსებული ტენდენციების ანარეკლია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტის წინაშე არ მიიჩნევს თავს ანგარიშვალდებულად, ხოლო საქართველოს პარლამენტში ამგვარ დამოკიდებულებას არავინ აპროტესტებს. ერთი შეხედვით ამ უმნიშვნელო ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა პარლამენტის როლისა და ფუნქციის დაკნინების დღევანდელი ტენდენცია, რაც ინსტიტუციური რღვევის მაუწყებელია და, ვერც ერთ შემთხვევაში, ძლიერი სახელმწიფოებრიობისაკენ მიმართულ ტენდენციად ვერ განიხილება.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო ვერ ასრულებს დემოკრატიულ სახელმწიფოში მასზე დაკისრებულ უმნიშვნელოვანეს _ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფუნქციას.

_____________________

1 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, ყოველი წლის 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იხ. დანართი II, წინამდებარე ანგარიშის მე-13 გვ.

3 ანგარიშების შინაარსი

▲ზევით დაბრუნება


წარდგენილი ანგარიშების რაოდენობის სიმცირესთან ერთად არასახარბიელო მდგომარეობაა მათი შინაარსის თვალსაზრისითაც. ანგარიშის წარმომდგენ დაწესებულებათა უმრავლესობა ფორმალურად იხდის მოვალეობას. ანგარიშები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, 49-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემების დიდ ნაწილს არ შეიცავს.

2000-დან 2004 წლამდე ანგარიშების შინაარსობრივი სრულყოფის თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. დაწესებულებათა დიდმა ნაწილმა ისეთივე არასრულყოფილი ანგარიში წარადგინა 2004 წელს, როგორიც, მაგალითად, 2001 წელს.

შეიძლება გამოვყოთ ანგარიშების რამდენიმე კატეგორია მათი შინაარსის მიხედვით:

  • ანგარიშები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ 49- მუხლში ჩამოთვლილ თითქმის ვერც ერთ მოთხოვნას;1

  • ანგარიშები, სადაც მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ დაწესებულებაში წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნა არ ყოფილა;

  • ანგარიშები, რომლებშიც მითითებულია, რომ წლის განმავლობაში არ ყოფილა 49- მუხლის (III თავის) დარღვევის არც ერთი შემთხვევა;

  • ანგარიშები, რომლებიც, ზემოაღნიშნულ კატეგორიებთან შედარებით, უკეთესია და შეიცავს 49- მუხლში მითითებული მოთხოვნების მცირე ნაწილს მაინც;

  • ზოგიერთი ანგარიშიდან ჩანს, რომ საჯარო დაწესებულებას არა აქვს გაცნობიერებული 49- მუხლის დანიშნულება და მნიშვნელობა;

  • ანგარიშები, რომლებიც საკმაოდ დიდი მოცულობისაა, თუმცა, თითქმის არ პასუხობს 49- მუხლის მოთხოვნებს;

  • ანგარიშები, რომლებიც შევსებულია წინასწარ შედგენილი ფორმების გამოყენებით, გარეგნულად თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თუმცა, რეალურად არავითარი შინაარსობრივი დატვირთვა არ გააჩნია;

  • იმ ანგარიშთა რაოდენობა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს 49- მუხლის მოთხოვნებს ან მიახლოებულია მასთან, ძალზე მცირეა.

საუკეთესო მაგალითები:

წინა წლებთან შედარებით, 2004 წელს გაუმჯობესება შეიმჩნეოდა მხოლოდ 4 უწყების მიერ პრეზიდენტისათვის წარდგენილ ანგარიშებში. ესენია:

  • ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია;

  • ფინანსთა სამინისტროს ხაშურის რაიონის საფინანსო განყოფილება;

  • კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

  • ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა.

თანდართულ სქემაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, უფრო ზუსტად იხილონ ინფორმაცია 49-ე მუხლის ყველაზე არაპოპულარული პუნქტების შესახებ.

_______________________________

1 მუხლი 49.
ყოველი წლის 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულება ვალდებულია, წარუდგინოს ანგარიში საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს:

ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შეახებ;

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;

გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე;

დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ;

ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;

ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ;

ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ.“

4 არის თუ არა ინფორმაციის თავისუფლების თავის მოქმედების შესახებ ანგარიშები ერთადერთი ტყუილი საჯარო დაწესებულებებსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობაში?!

▲ზევით დაბრუნება


აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტისათვის წარდგენილ ანგარიშებში ჩვენ მიერ აღმოჩენილ იქნა მთელი რიგი უზუსტობები. ამგვარი უზუსტობების ან, უბრალოდ, ტყუილის შესახებ მტკიცებით ტონში საუბარი შეგვიძლია მხოლოდ იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომლებიც კონკრეტულ საჯარო დაწესებულებებსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის ურთიერთობებს ეხება. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს, ვინაიდან თითოეულ ანგარიშზე საუბარი მოსაბეზრებელი და შეუძლებელია. წარმოგიდგენთ ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ანგარიშს. კერძოდ:

ა) საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა;
ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;
გ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ანგარიშში აღნიშნულია: „2004 წლის განმავლობაში შემოვიდა 90-ზე მეტი წერილობითი განაცხადი საჯარო ინფორმაციის შესახებ. არც ერთ შემთხვევაში მოთხოვნაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიგვიღია.“

2004 წლის 26 ნოემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რომელზეც პასუხი თვეების განმავლობაში არ მიგვიღია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში პასუხის გაუცემლობა, იმავე კანონით განიხილება, როგორც უარი, რაც ნიშნავს, რომ სამინისტრომ თავისი უმოქმედობით სწორედ რომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.1 ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ მიერ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, როდესაც საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ამ ინფორმაციის გაცემა დაევალა.

საკუთარ ანგარიშში კიდევ უფრო მეტად არაგულწრფელია საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობა. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია: მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ იქნა 2 გადაწყვეტილება, საჯარო მოსამსახურის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია... ,,მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა გასაჩივრებული.

ისევ და ისევ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლების მიერ 2004 წლის განმავლობაში არაერთი განცხადება იყო გაგზავნილი ამ დაწესებულებისათვის სხვადასხვა ინფორმაციის მოთხოვნით. მათგან ოთხზე რეაგირება საერთოდ არ მომხდარა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დადგენილ ვადაში ინფორმაციის გაუცემლობა გულისხმობს მის გაცემაზე უარს. ტელევიზიის ხელმძღვანელობის განცხადება იმის შესახებ, რომ მხოლოდ 2 განცხადება არ დაკმაყოფილდა და კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციასთან მიმართებით უკვე არ შეესაბამება სინამდვილეს.

ზემოაღნიშნულ ოთხივე შემთხვევაში დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ადმინისტრაციის უმოქმედობა გასაჩივრებულ იქნა ტელევიზიის თავმჯდომარესთან - ბატონ ზაზა შენგელიასთან - შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა, დღემდე საჩივარზე რეაგირება არ მომხდარა. ამასთან, ამ ფაქტმა ასახვა ვერც ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიერ პრეზიდენტისათვის წარდგენილ ანგარიშში ჰპოვა. პირიქით, პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშში ისინი ამაყად აცხადებენ, რომ „საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა გასაჩივრებული“.

ზემოთ ნახსენებ უწყებებს არც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ჩამორჩება. მის მიერ პრეზიდენტისათვის წარდგენილ ანგარიშში წერია: „2004 წლის განმავლობაში სამინისტროში შემოვიდა 1293 განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. აქედან ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამასთანავე, ვინაიდან არც ერთი ინფორმაციის გაცემაზე სამინისტროს უარი არ უთქვამს, ცხადია, 2004 წლის განმავლობაში არ გასაჩივრებულა სამინისტროს რომელიმე ამ ტიპის გადაწყვეტილება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2004 წლის განმავლობაში სამჯერ მიმართა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილით და გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია. აქედან ორ წერილზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. 2004 წლის 14 იანვრის და 10 თებერვლის წერილებზე სამინისტროს საერთოდ არ მოუხდენია რეაგირება. თუმცა, ზემოაღნიშნულმა ფაქტებმა პრეზიდენტის წარდგენილ ანგარიშებში ასახვა ვერ ჰპოვა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებიდან არც ერთი ანგარიში არ ყოფილა წარდგენილი არც საქართველოს პრეზიდენტის და არც საქართველოს პარლამენტისთვის. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმის ხაზგასასმელად, რომ ასე იყო წლების განმავლობაში და, აჭარის ვარდების რევოლუციისა და აფხაზეთის დევნილობაში მყოფ ხელისუფლებაში გატარებული რადიკალური ცვლილებების მიუხედავად, იქ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინსვლა არ შეიმჩნევა.

ზემოთ მოყვანილი მაგალითების განზოგადების შემთხვევაში, დასკვნა მარტივია - ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისა და დაწესებულების წარმომადგენლები ძველებური მეთოდებით მოქმედებენ, კვლავაც ცრუობენ ზემდგომის წინაშე და ამით ცდილობენ მისი კეთილგანწყობის დამსახურებას.

0x01 graphic

___________________________

1 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 177, მე-2 ნაწილი: „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად.“

5 რატომ მომრავლდა ყუთები საჯარო დაწესებულებებში ვარდების რევოლუციის შემდეგ?

▲ზევით დაბრუნება


როგორც უკვე აღინიშნა, ე.წ. „ძალოვნებისაგან,“ ანუ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან, უშიშროების სამინისტროდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ანგარიშების წარდგენა არ მომხდარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვს ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელების მხრიდან გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნორმების სისტემატური დარღვევების შესახებ. ისინი დახურული და გასაიდუმლოებულია არა მხოლოდ ფართო საზოგადოების, არამედ თავად პრეზიდენ ტის და პარლამენტისთვისაც. ამგვარი დამოკიდებულება კი სახეზეა იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნული უწყებები საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტებია და როდესაც მათ მიმართ საჯაროდ ყველაზე მეტი შეკითხვა ისმის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ უწყებებიდან არათუ საჯარო ინფორმაციის მიღებაა პრობლემა, არამედ განცხადების შეტანაც კი სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან არც ერთ ამ უწყებაში განცხადებებს არ იბარებენ.

მოქალაქეებისა და .. ძალოვნების ურთიერთობა კედელზე დამონტაჟებული ყუთით იწყება და იქვე მთავრდება.

აღსანიშნავია, რომ ეს კიდევ ერთი ტენდენციაა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო, ხოლო ვარდების რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ აქტიურად გამოიყენა და განავრცო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში, თავდაცვის სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ა.შ., საშვთა ბიუროებთან დაიდგა ყუთები. განცხადებების, საჩივრების, წერილების და სხვა დოკუმენტების მიღება სწორედ ამ უტყვი კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით ხდება, ანუ ამ უწყებებში კანცელარიისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე პასუხისმგებელი პირის1 ფუნქციები საგანგებოდ დადგმულმა ყუთებმა შეითავსა.

არავინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ დოკუმენტი დანიშნულების ადგილზე მივა და დადგენილ ვადაში მოხდება მასზე რეაგირება. ამასთან, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჩაბარებული წერილი დაიკარგოს და ადრესატი ვერ იპოვოს. შესაბამისად, დაინტერესებული პირი ვერავითარი მტკიცებულებით ვერ დაადასტურებს, რომ კონკრეტულ უწყებაში მან წერილი ოდესმე შეიტანა, ვინაიდან განცხადების ყუთი მოწმედ ვერ გამოდგება.

ეს ხდება იმ ვითარებაში, როდესაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მიუთითებს: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება მიღების დღესვე და დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.2

მოქალაქეთა ყუთებთან ურთიერთობის პრაქტიკის განვრცობის პირობებში გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული დებულების შესრულება.

ყუთების ინსტიტუტის/საშტატო ერთეულის შემოღება, ბუნებრივია, აჭიანურებს განცხადებებზე რეაგირების ვადებსაც, ვინაიდან გართულებულია მათი მიღების ვადის ათვლა, ეს დამოკიდებულია არა წერილისა და განცხადების შეტანაზე (კანონი მოითხოვს, რომ შეტანის დღესვე გატარდეს რეგისტრაციაში), არამედ კონკრეტული საჯარო მოხელის მიერ წერილის რეგისტრაციაში გატარებაზე (მაგალითად, თუ მოხელე განცხადების შეტანიდან სამი დღის მერე გახსნის ყუთს და, შესაბამისად, გაატარებს წერილს რეგისტრაციაში, პასუხის გაცემის ვადაც სწორედ იმ დღიდან აითვლება).

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყუთების მეშვეობით განცხადებებისა და სხვა დოკუმენტების მიღება შეუძლებელს ხდის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაციის „დაუყოვნებლივ მიღების“3

დებულების შესრულებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, თუ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ინახება ამ უწყებაში, იგი არ არის დიდი მოცულობის და არ მოითხოვს დამუშავებას, ასეთი ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, განცხადების რეგისტრაციისთანავე (რეგისტრაცია კი უნდა მოხდეს განცხადების მიღებისთანავე). ბუნებრივია, კანონის ამ მოთხოვნის შესრულება ყუთების არსებობის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც იწვევს კანონის ყოველდღიურ და მასიურ დარღვევას.

ყუთის მეშვეობით მიმდინარეობს არა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებების, არამედ სხვა წერილებისა და საჩივრების მიღებაც, რაც ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაჭიანურებას და სხვა სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს, მაგრამ ეს უკანასკნელი ამჯერად ჩვენი კვლევის საგანს არ წარმოადგენს.

_______________________

1 ინფორმაციის თავისუფლებაზე პასუხისმგებელი პირის საგანგებოდ დანიშვნა გათვალისწინებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლით.

2 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 79-ე მუხლი -
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება მიღების დღესვე და დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.3

2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გაუგზავნოს (გადასცეს) მას განცხადების რეგისტრაციაში გატარების დადასტურება.

3 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლი -
1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს

10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.

6 მოქალაქეებისა და ყუთების „ურთიერთობის“ სამართლებრივი საფუძვლები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ყუთების პრობლემაზე საუბარი, უპრიანია, დავიწყოთ ქალაქ თბილისის მერიით, ვინაიდან ქალაქის ხელმძღვანელობასა და მოსახლეობას შორის ყუთის ბარიერი რამდენიმე კვირის წინ მოიხსნა, რაც ცალსახად მისასალმებელია. სასურველი იქნებოდა, მათი მაგალითი სხვა უწყებებსაც გაეზიარებინათ.

თუმცა, მანამდე მერიის შესასვლელში განთავსებული ყუთი პირნათლად ასრულებდა მის მოვალეობას. . თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის განმარტებით - კორესპონდენციისათვის განკუთვნილი ყუთის განთავსება გამოწვეულია იმით, რომ განახლებული საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით, ინდექსაციის შეცვლამ სარეგისტრაციო სისტემის კომპიუტერული პროგრამის კორექტირება მოითხოვა. დაგვეთანხმებით, ძალზე ორიგინალური პასუხია. ასეთი ფანტაზიის უნარი არც ერთ სხვა უწყებას არ გამოუვლენია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვაცნობა:

„ყუთი განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში უკვე დაახლოებით ერთი წელია და მისი მიზანია, იმ პირებისათვის, რომლებიც ვერ ახერხებენ სამუშაო საათების განმავლობაში წერილებისა და განცხადებების შემოტანას, შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მომართვის უფლების რეალიზება მოახდინონ განცხადებების ყუთის მეშვეობით.“ ამასთანავე,

„ჯერჯერობით არავითარი სამართლებრივი აქტი არ არსებობს ყუთის განთავსებასა და ამ ფორმით განცხადებების მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი ეფექტი საკმაოდ დიდია - ჩვენთვის გაუგებარია რა ეფექტზეა საუბარი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი „წარმატებით“ ახდენს „სამართლებრივი ხარვეზის“ კომპენსირებას.

სამინისტროს განმარტებით, ნებისმიერ განმცხადებელს, მისი სურვილის შემთხვევაში, ეძლევა შესაძლებლობა ჩააბაროს განცხადება კანცელარიაში. თუმცა, ჩვენთვის არ მოუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რომელ სამსახურს ევალება ასეთ შემთხვევაში საშვის დაშვება. ამასთან, სამინისტროში არსად არის გამოკრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართოს განცხადების ან საჩივრის ჩასაბარებლად მისულმა პირმა, თუ არ სურს, ჩააგდოს იგი ყუთში. სწორედ შენობაში განცხადების/საჩივრის/წერილის შეტანის და კანცელარიაში რეგისტრაციის შესაძლებლობის პრობლემასთან მიმართებით ჩვენი გამოცდილება გვასწავლის, რომ შენობაში “ჩიტიც ვერ შეფრინდება,” თუკი არ არსებობს შესაბამისი ნება. როდესაც ჩვენ გვინდოდა ადმინისტრაციული საჩივარი ჩაგვებარებინა კანცელარიაში და, შესაბამისად, მიგვეღო რეგისტრაციის ნომერი, კანცელარიის თანამშრომლის პასუხი იყო შემდეგი: „ჩვენ არ გვაქვს საშვის დაშვების უფლება, ვისაც გინდათ, იმას დააშვებინეთ, ამობრძანდით და გაგიტარებთ წერილს რეგისტრაციაში.“

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მიგვითითეს, რომ ვინაიდან იგი საიდუმლოების ხარისხით მიეკუთვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის ობიექტს ისევე, როგორც ამ შენობაში განლაგებული სხვა დამოუკიდებელი დაწესებულებები (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეროვნული უშიშროების საბჭო, სახელმწიფო მინისტრის აპარატები), მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებისათვის დადგმულიყო სპეციალური ყუთი (იხ. თანდართული წერილი). იგივე წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მოქალაქეთა და მათი განცხადებების მიღებას ახორციელებს მოქალაქეთა მიღებისა და მოქალაქეთა წერილებზე მუშაობის განყოფილება. შესაბამისად, მოქალაქეთა მხრიდან წერილის ხელზე გადაცემის მოთხოვნისას, განყოფილება იღებს და რეგისტრაციაში ატარებს კორესპონდენციას. ასევე, შენობაში განლაგებული სხვა სახელმწიფო დაწესებულებების (ეროვნული უშიშროების საბჭო და სახელმწიფო მინისტრების აპარატები) ხელმძღვანელების ბრძანებით, განსაზღვრულია იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, ვისაც საშვის დაშვების უფლება აქვს, ამიტომ შეზღუდული არ არის ამ კორესპონდენციის პირადად გადმოცემა და რეგისტრაცია.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთ წერილში მოთავსებული განცხადებებისა და საჩივრების მიღების პროცედურის ეს სამი აღწერილობა საკმაოდ ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია. ჩნდება უნებლიე შეკითხვები:

თუ მთავრობის კანცელარია საიდუმლოების ხარისხით განეკუთვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის ობიექტს (თუმცა, სრულიად გაუგებარია ამგვარი რეჟიმის მნიშვნელობა და სამართლებრივი სტატუსი) და ამან განაპირობა შესასვლელში ყუთის განთავსება, მაშინ როგორ ხდება მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე მათი განცხადებების რეგისტრაციაში გასატარებლად საშვის დაშვება?

რა კრიტერიუმებით ხდება იმ მოქალაქეთა გამორჩევა, რომლებსაც შესაბამის სამსახურში განცხადების ან საჩივრის ჩასაბარებლად საშვს უშვებენ და შენობაში შესვლის შესაძლებლობას აძლევენ ან იმათი, რომლებსაც ასეთ საშვსა და საშუალებას არ აძლევენ?

ჩვენი აზრით, უპრიანი იქნება, ერთი რჩევა მივცეთ საიდუმლოების ხარისხით განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის ობიექტს:

შენობის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, უმჯობესია, მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე მათთვის საშვის გაცემისა და შენობაში სეირნობის უფლების მინიჭების ნაცვლად, მოქალაქეთა მიღებისა და მოქალაქეთა წერილებზე მუშაობის განყოფილების რამდენიმე თანამშრომელი, ისევე, როგორც ინფორმაციის თავისუფლებაზე პასუხისმგებელი პირი მისაღებში, საშვთა ბიუროს გარეთ განთავსებულიყო და ყოველგვარი საშვის დაშვების საჭიროების გარეშე მიეცა მოქალაქეებისათვის შესაძლებლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაებარებინათ წერილები. ეს დაზოგავდა ამ განყოფილებაში მომუშავე თანამშრომლების დროსა და ენერგიას და კანონის მოთხოვნაც აღსრულდებოდა.

მთავრობის კანცელარია გვაცნობებს, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ისინი ხელმძღვანელობენ საქართველოს მთავრობის რეგლამენტით და „საქმისწარმოების ერთიანი წესის“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის №414 ბრძანებულებით.

პრეზიდენტის ბრძანებულება არ იცნობს ყუთების ინსტიტუტს. რაც შეეხება მთავრობის კანცელარიის რეგლამენტს, 65-ე მუხლში აღნიშნულია, რომ „მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების მიღებას, რეგისტრაციას და დაგზავნას უზრუნველყოფს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი ქვედანაყოფი,“ მოქალაქეებთან ურთიერთობისათვის ამ ქვედანაყოფში დაწესებულია თანამშრომელთა მორიგეობა და სხვა. რეგლამენტში არ არის მოხსენიებული, რომ წერილების მიღება ხდება ყუთის მეშვეობით, არც ის, რომ მოქალაქეების მიერ წერილის რეგისტრაციაში გატარების სურვილის შემთხვევაში მოხდება საშვის დაშვება და სხვა. ამიტომ სრულიად გაურკვეველია, თუ რა წესით მიმდინარეობს მთავრობის კანცელარიაში განცხადებებისა და საჩივრების მიღებასთან დაკავშირებული საქმისწარმოება. ნორმატიულ დონეზე დადგენილია საქმისწარმოების სხვა წესი - იმისგან განსხვავებული, რასაც წერილში გვწერს მთავრობის კანცელარია.

რაც შეეხება პრაქტიკას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მთავრობის კანცელარიასთან ურთიერთობის გამოცდილება მხოლოდ ყუთის მეშვეობით აქვს. თუმცა, პრაქტიკულად რა ბარიერები და პრობლემები იქმნება განცხადებებისა და საჩივრების ჩაბარებისას მთავრობის კანცელარიასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობაში და ხდება თუ არა რეალურად საშვის დაშვება, ეს ალბათ ყველაზე უკეთ იმ ათასობით მოქალაქემ იცის, რომლებსაც ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო ყოველდღიურად უწევთ სხვადასხვა მოთხოვნით და საჩივრებით ამ უწყებისათვის მიმართვა.

თავდაცვის სამინისტრომ გვაუწყა, რომ მათ უწყებაში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქმისწარმოების ერთიანი წესები“-სა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 მაისის №96 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არასაიდუმლო საქმისწარმოების შესახებ“ ინსტრუქციის თანახმად. თუმცა, სამწუხაროდ, შესაბამისი ბრძანება არ მოგვაწოდეს და, ამდენად, ვერ შევძელით შეგვემოწმებინა არის თუ არა ასახული იმ აქტში ყუთის საშუალებით განცხადებების მიღების შესაძლებლობა და რამდენად ქმნის იგი ყუთის არსებობის სამართლებრივ საფუძველს.

რაც შეეხება პრეზიდენტის ზემოაღნიშნულ ბრძანებულებას, ამ აქტში არსად ნახსენები არ არის, რომ საჯარო დაწესებულებებში შესაძლებელია განთავსდეს ყუთები, რომლებიც შეითავსებენ კანცელარიის ფუნქციებს, ჩაიბარებენ ფიზიკური თუ იურიდიული პირების განცხადებებსა და საჩივრებს და მათ შესაბამის რეგისტრაციის ნომერს მიანიჭებენ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს ნუგზარ გაბრიჩიძის დროინდელ პრაქტიკას და, უფრო მეტიც, ყუთებთან დაკავშირებით, დღემდე სწორედ გაბრიჩიძის მიერ მიღებული ბრძანებით1 ხელმძღვანელობს:

„პროკურატურაში უნდა იყოს ყუთი „საჩივრებისა და განცხადებებისათვის.“ ყუთიდან დოკუმენტის ამოღება წარმოებს ყოველდღიურად. დოკუმენტს დაესმევა შტამპი - „ამოღებულია ყუთიდან,“ რომელზეც აღინიშნება ამოღების თარიღი და გადაიცემა რეგისტრაციისა და განხილვისათვის.“

იმ უწყებათა შორის, რომლებიც ყუთის მეშვეობით ამჯობინებენ საკუთარ მოქალაქეებთან ურთიერთობას, ყველაზე გულწრფელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღმოჩნდა. მათ, სხვა უწყებების მსგავსად, არ დაიწყეს ყუთის არსებობის გამართლება და გვაცნობეს:

„განცხადებისათვის განკუთვნილი ყუთის განთავსების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.“

_____________________________

1 2003 წლის 25 დეკემბრის №49-2მ ბრძანება „საქართველოს პროკურატურის ორგანოების საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების შესახებ.“

7 საჯარო დაწესებულებების მიერ 10 დეკემბრის ანგარიშების წარდგენის დინამიკა წლების მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


2001 წლის რეკორდი კვლავ ძალაშია

კოდექსის ამოქმედების პირველ წელს (2000წ.) წარდგენილი იყო სულ 26 ანგარიში, რომელთა დიდი ნაწილი აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებზე მოდის. ანგარიშების ასეთი სიმცირე გარკვეულწილად გამოწვეული იყო იმით, რომ სახელმწიფოს მიერ, კოდექსის ცხოვრებაში დასანერგად, აუცილებელი ღონისძიებები არ იყო გატარებული.

2001 წელს ანგარიშების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა (116 ანგარიში). ასეთი, შედარებით მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლოა არასამთავრობო სექტორის მიერ საკითხისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღება იყო, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 მარტის №95 ბრძანებულება „ზოგიერთი პირველი რიგის ანტიკორუფციული ღონისძიების შესახებ,“ რითაც ინფორმაციის თავისუფლების საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ანგარიშის წარდგენის ვალდებულების მქონე საჯარო დაწესებულებების რაოდენობას, ეს რიცხვი ძალზე მცირეა. სამწუხაროდ, 2002-2003 წლებში მატების ნაცვლად ანგარიშთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო:

2001 წელი - 116
2002 წელი - 77 ანგარიში;
2003 წელი - 76 ანგარიში.

ოთხი წლის განმავლობაში წარდგენილი ანგარიშების დიდი ნაწილი დედაქალაქში განთავსებულ საჯარო დაწესებულებებზე მოდის. რაიონებიდან წარდგენილი ანგარიშების რაოდენობა კი ძალზე მცირეა.

2004 წელი

2004 წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის სახელზე მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 106 ანგარიში გაიგზავნა. აღარაფერს ვამბობთ საქართველოს პარლამენტზე, რომელმაც მხოლოდ 20 უწყების ყურადღების მიპყრობა შეძლო. ოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ამოქმედებიდან1 დღემდე საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს საჯარო დაწესებულებებმა ანგარიშები უკვე ოთხჯერ წარუდგინეს და ამ ხნის განმავლობაში რეკორდული იყო 2001 წლის მონაცემები, როდესაც წარდგენილი ანგარიშების რაოდენობამ 116- მიაღწია.

ნიშანდობლივია, რომ რევოლუციის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ, რომელმაც თავისი საქმიანობის პრიორიტეტად კანონის უზენაესობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მოთხოვნების დაცვა დაისახა, ვერ შეძლო რევოლუციამდელი ხელისუფლების დროს საჯარო დაწესებულებების მიერ წარდგენილი ანგარიშების რაოდენობის გადაჭარბება. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრადიციულად ურჩი უწყებები და რეგიონები კვლავაც ძველი შემართებით განაგრძობენ კანონის მოთხოვნების მიმართ დაუმორჩილებლობას.

არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არავითარი ქმედება არ განუხორციელებია იმ უწყებების მიმართ, რომლებმაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშები არ წარადგინეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კითხვაზე, მოახდინეს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისმა სამსახურებმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი 2004 წლის 10 დეკემბრის ანგარიშების შესწავლა და გატარდა თუ არა რაიმე ღონისძიება იმ უწყებების ან მათი ხელმძღვანელების მიმართ, რომლებმაც ანგარიშები არ წარმოადგინეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი იყო კონკრეტული და ცინიკური:

თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გააჩნია.

49- მუხლის შეუსრულებლობისათვის არავითარი პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ საჯარო დაწესებულებას და საჯარო მოხელეს არ დაკისრებია.

___________________________

1 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ძალაში შევიდა 2000 წლის 1 იანვარს.

8 დანართი I

▲ზევით დაბრუნება


ანგარიშების რაოდენობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით

2000

2001

2002

2003

2004

სულ

26

116

77

76

105

1

თბილისი

22

97

54

50

38

2

კახეთი

0

2

6

6

6

3

ქვემო ქართლი

0

1

1

2

16

4

შიდა ქართლი

1

5

4

5

15

5

მცხეთა-მთიანეთი

1

1

1

0

4

6

იმერეთი

1

2

5

5

18

7

გურია

0

2

1

6

1

8

სამეგრელო-ზემო სვანეთი

1

4

3

1

6

9

რაჭა-ლეჩხუმი

0

1

1

0

0

10

სამცხე-ჯავახეთი

0

0

1

1

0

11

აჭარის ა/რ

0

1

0

0

1

12

აფხაზეთის ა/რ

0

0

0

0

0

ანგარიშების რაოდენობა სტრუქტურების მიხედვით

2000

2001

2002

2003

2004

სულ

26

116

77

76

105

1

კანცელარია და სამინისტროები

10

18

12

11

13

2

სახელმწიფო დეპარტამენტები

6

12

8

5

1

3

თვითმმართველობისა და
მართველობის ადგილობრივი
ორგანოები

5

26

25

22

49

4

სამხარეო ადმინისტრაციები

0

2

1

1

7

5

სასამართლო ხელისუფლების
ორგანოები

0

2

2

7

5

6

სამინისტროთა სტრუქტურული
ერთეულები

0

25

13

13

13

7

სხვა საჯარო დაწესებულებები

5

31

16

17

17

9 დანართი II

▲ზევით დაბრუნება


49- მუხლის შესრულების მდგომარეობა წლების მიხედვით

2000

2001

2002

2003

2004

სულ

26

116

77

76

105

ინფორმაციის მოთხოვნის
რაოდენობის შესახებ

14

101

65

71

101

შესწორების შეტანის მოთხოვნის
რაოდენობის შესახებ

7

38

31

34

59

შესწორებაზე უარის თქმის
რაოდენობის შესახებ

2

6

5

3

1

ინფორმაციის მოთხოვნის
დაკმაყოფილების რაოდენობის
შესახებ


9


79


53


57


94

გადაწყვეტილების მიმღები საჯარო
მოხელის ვინაობის შესახებ

3

19

18

22

73

უარის რაოდენობის შესახებ

9

66

42

44

62

უარის მთქმელი მოხელის ვინაობის
შესახებ

1

8

6

6

24

სხდომის დახურვის შესახებ

4

31

23

22

55

საჯ.მონაცემთა ბაზის შესახებ

6

29

19

24

12

პერსონალური მონაცემების შესახებ

6

22

18

23

50

კოდექსის დარღვევის რაოდენობის
შესახებ

8

56

37

38

71

დისციპლინარული სახდელის
დადების შესახებ

1

37

22

34

73

უარის ან სხდომის დახურვის
საფუძვლად მითითებული
საკანონმდებლო აქტების შესახებ


*


19


12


12


33

უარის გასაჩივრების შესახებ

*

34

23

32

45

უარი გასაჩივრების ხარჯების შესახებ

*

16

12

20

28

9.1 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

9.2 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

9.3 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

10 რეფორმა სახელმწიფო ტელევიზიაში მითი თუ სინამდვილე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში კვლავაც მრავლადაა ისეთი დაწესებულება და ორგანიზაცია, სადაც 2003 წლის ნოემბერში ქუჩაში გამოსული ხალხის ხმას არ შეუღწევია. სახელმწიფო ტელევიზია ასეთ დაწესებულებათა ფლაგმანია. კავშირი ამგვარ დაწესებულებებსა და საზოგადოებას შორის ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან არ არსებობს თანამონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არ მიმდინარეობს დისკუსია და, შესაბამისად, ადგილი არ რჩება ანგარიშვალდებულებისათვის.

რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნის საკითხი მწვავე დებატებისა და არაერთი პოლიტიკური შოუს მიზეზი გახდა. თუმცა, მანამ, სანამ ტელევიზიის ახლად არჩეული სამეურვეო საბჭო საკუთარი ფუნქციების სრულმასშტაბიან განხორციელებას დაიწყებს, გადავწყვიტეთ, „სახელმწიფო“ ტელევიზიის მხრიდან სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებული ნების შესრულების შესახებ მოგითხროთ.

მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მცდელობისა, საქტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობა მათთვის ჩვეული სიმშვიდით აგრძელებს კანონის მოთხოვნების იგნორირებას. თუმცა, გასაკვირიც იქნებოდა, სხვაგვარად მოქცეულიყვნენ მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდი მაუწყებლისაგან უხარისხო, ურეიტინგო და არავისათვის საჭირო ტელევიზიის ხელმძღვანელობა ხელშეუხებელია და მათთვის პასუხი არასდროს, არავის, არაფრისთვის მოუთხოვია.

ნებისმიერი დაწესებულება და, განსაკუთრებით, ტელევიზია რეფორმირების შემთხვევაში საზოგადოების ინტერესის გაღვივებას იწვევს. ასეთი ინტერესი გამოწვეულია არა მხოლოდ სიახლის მოლოდინით, არამედ იმ პრობლემებითა და მტკივნეული გადაწყვეტილებებით, რომლებიც წარმატებულ რეფორმას ყოველთვის თან ახლავს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც რეფორმას ე.წ. კადრების ოპტიმიზაციაც მოსდევს. ასეთ დროს რეფორმატორებს განსაკუთრებული მობილიზაცია მართებთ, რათა არ მოხდეს, პირადი ანგარიშსწორების ან რაიმე სხვა კორუფციული მოსაზრებებით, „არასაჭირო“ ადამიანების სამსახურიდან დაუმსახურებლად გათავისუფლება და, შესაბამისად, რეფორმისადმი უნდობლობის გაღვივება, რაც შესაძლოა კარგი და კეთილშობილური მიზნების დისკრედიტაციის საფუძველი გახდეს.

ფუნდამენტური ცვლილებების დაწყებამდე უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია, საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული დაგეგმილი ღონისძიებების, მისი შედეგებისა და იმ პროდუქციის შესახებ, რომელიც საბოლოოდ უნდა მივიღოთ. პროცესების გამჭვირვალობა და მკვეთრად გაცხადებული წესები ყოველგვარი გაუგებრობისა და, ხშირად, უსამართლობის თავიდან აცილების უმნიშვნელოვანესი წანამძღვარია.

გამჭვირვალობა და მკვეთრად
გაცხადებული წესები მტკივნეული,
მაგრამ აუცილებელი რადიკალური
რეფორმების გატარების დროს,
გაუგებრობისა და უსამართლობის
თავიდან აცილების უმნიშვნელოვანესი
წანამძღვარია.

ამ მხრივ, არც საქტელერადიომაუწყებლობის რეფორმაუნდაიყოსგამონაკლისი. თუმცა, რეფორმირების გზაზე რაიმე კონკრეტული და შინაარსობრივი ინფორმაციის სანაცვლოდ, საზოგადოებამ, რომელიც მომავალი პროდუქციის მომხმარებელი და ერთადერთი ბენეფიციარი უნდა იყოს, მრავალსერიანი პოლიტიკური შოუ და ტელევიზიის პირველი არხის არაფრისმთქმელი სარეკლამო კამპანია მიიღო განაცხადით - ჩვენ ვუყურებთ საზოგადოებრივ მაუწყებლობას. თუმცა, დღემდე საზოგადოებრივ არხზე მიმდინარე რეფორმების შესახებ არაფერი გვსმენია. „დამალობანას“ თამაში კვლავაც გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ნათლად არის გამოკვეთილი ქვეყნის პრეზიდენტის ნება - საქტელერადიომაუწყებლობაში რეფორმის მიმდინარეობის თაობაზე საქართველოს მოსახლეობის სისტემატური ინფორმირების აუცილებლობისშესახებ.1

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იძულებულია, საზოგადოების სამსჯავროზე კიდევ ერთხელ გამოიტანოს ყველა ის შეკითხვა და პრობლემა, რომლებიც საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის მიმართ მონიტორინგის განხორციელების პროცესში დაგროვდა.

________________________

1 საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 მარტის №236 განკარგულება „საქართველოში მაუწყებლობის რეგულირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.“

11 რა აინტერესებდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და რატომ ვერ მიიღო ინფორმაცია?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

2004 წლის 22 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღებამდე რეფორმის დაჩქარებისა და აუცილებელი პირობების მომზადების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა საქტელერადიომაუწყებლობის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისია.1 კომისიის ფუნქციები პრეზიდენტის შესაბამის განკარგულებაში ნათლად იყო განსაზღვრული. კერძოდ,

  • საქართველოში მაუწყებლობის რეგულირების,

  • საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქტელერადიომაუწყებლობის დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნის უზრუნველსაყოფად,

  • საზოგადოებრივი მაუწყებლობის გარანტიების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1996 წლის 11 სექტემბრის NR(96)10 რეკომენდაციების შესაბამისად, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით,

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქტელერადიომაუწყებლობის საზოგადოებრივი მონიტორინგის დროებითი კომისია.

მიუხედავად იმისა, რომ კომისია არ წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს და, ამასთანავე, მის მიერ შემუშავებული ნებისმიერი დოკუმენტი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, განკარგულებიდან ნათლად ჩანს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლის ნება. კერძოდ, განკარგულების მე-5 (მეხუთე) პუნქტში ვკითხულობთ, რომ:

„საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარემ ზ. შენგელიამ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება კომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.2

ამავე განკარგულებით, კომისიის საქმიანობის სფეროების დაკონკრეტებისას, პრეზიდენტმა სრულყოფილად განსაზღვრა ტელევიზიის რეფორმის პრიორიტეტები. კერძოდ, განკარგულების შესაბამისად, პირველი რიგის ამოცანებია:

  • საქტელერადიომაუწყებლობის მართვის სრულყოფა;

  • საკადრო ოპტიმიზაცია;

  • ინსტიტუციური და ფუნქციონალური რეფორმირება.

სწორედ აღნიშნული განკარგულების შესრულების შემოწმების და პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში განხორციელებული ღონისძიებების გაცნობის მიზნით, შევეცადეთ გაგვერკვია, რა და როგორ გაითვალისწინა ბატონმა ზაზა შენგელიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების დროს. სამწუხაროდ, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ჩვენი კანონიერი მოთხოვნები მათთვის ჩვეული გულგრილობით უგულებელყო.3

კითხვები, რომლითაც ბატონ ზაზა შენგელიას მივმართავდით, ელემენტარული და პირველხარისხოვანი გახლდათ. პასუხი ამ კითხვებზე დიდი ხნის წინ მოფიქრებული, ქაღალდზე გადატანილი და ყველასათვის დარიგებული თუ არა, საჯარო ადგილზე განთავსებული მაინც უნდა ყოფილიყო - შესაძლო გაუგებრობების და განმეორებადი შეკითხვების თავიდან აცილების მიზნით. ჩვენი აზრით, ამ კითხვებზე პასუხი საინტერესო და მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელიც აპირებს, მის მიერ გადახდილი გადასახადებით დაფინანსებულ ტელევიზიას უყუროს - რომ აღარაფერი ვთქვათ თავად ტელევიზიის თანამშრომლებზე.

  1. არსებობს თუ არა სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის რეფორმირებისა და რეორგანიზაციის კონცეფცია ან რაიმე სხვა, მსგავსი ფუნქციის მატარებელი დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, რა და რატომ ხდება საქტელერადიომაუწყებლობაში და რა მიზანს ემსახურება მიმდინარე საქმიანობა?

  2. არის თუ არა მიღებული კონკურსებისა და ტენდერების გამოცხადების წესი და ვის მიერ არის დამტკიცებული?

  3. არსებობს თუ არა ერთიანი პოლიტიკა ტელევიზიის თანამშრომელთა დაქირავების, კარიერის ზრდის, დაწინაურებისა და დაქვეითების, სახელფასო ბადის და, ბოლოს, გათავისუფლების საკითხების რეგულირებისათვის, რომელიც ეფუძნება არადისკრიმინაციულობისა და თანასწორობის პრინციპებს?

  4. არსებობს თუ არა სამხატვრო საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი, როგორც ეს რეკომენდირებული იყო კომისიის მიერ გადაცემების დახვეწისა და რეიტინგის მაღალი მაჩვენებლის მიღწევის მიზნით?

დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები იმდენად ზოგადი და არაფრისმთქმელია, რომ შეუძლებელია რეალური სურათის გარკვევა. სავარაუდოდ, ნაწილი ამგვარი პასუხებისა წერილობითი ფორმით ტელევიზიაში არც არსებობს და, ტრადიციისამებრ, მხოლოდ ერთი ადამიანის გონებაშია თავმოყრილი. ამგვარ მიდგომაში ახალი არაფერია. როდესაც ეს მასალები ხელმიუწვდომელია და დაწესებულება ჯიუტად თავს არიდებს დაინტერესებული პირებისათვის მათ გაცნობას, დასკვნა ერთადერთია - ასეთი რეგულირება ან საერთოდ არ არსებობს და, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება პირადი შეხედულებების, სიმპათია-ანტიპათიის საფუძველზე მიიღება, ან არსებობს მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ ადმინისტრაცია არ ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღების დროს და ასაიდუმლოებს შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

ტელევიზიის ხელმძღვანელობამ დუმილის უფლება არც ამჯერად დაარღვია, თუმცა თავს უფლებას მივცემთ, შევახსენოთ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც „დუმილი ოქროა,“ ვინაიდან, ამგვარ შემთხვევებში, დუმილი სხვათა კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას ნიშნავს.

ერთადერთი, რაც ვიცით, ეს არის საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის 2004 წლის 23 მარტის ბრძანება სსიპ „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობაში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ,“ რომელიც სწორედ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 მარტის განკარგულების შესრულებას ისახავდა მიზნად.

აღნიშნული ბრძანების ქმედითი შედეგი იყო ხელმძღვანელი პირების შეცვლა. სხვა რაიმე კონკრეტული ღონისძიების შესახებ, რომელიც მართვის სრულყოფას უზრუნველყოფდა, ჩვენთვის ცნობილი არ არის. ამას გარდა, გასულ წელს გამოიცა კიდევ 4 ბრძანება საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის მიერ (2004 წლის 21 ივნისის, 30 აგვისტოს, 14 სექტემბრის და 2 ნოემბრის ბრძანებები). აღნიშნული ბრძანებები აწესრიგებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების გაუქმების და შექმნის საკითხებს. სტრუქტურული ცვლილებების უმთავრესი მიზანი მართვის სრულყოფაა, თუმცა, როგორ უზრუნველყოფდა საქტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობა მართვის სრულყოფას, გაურკვეველია, რადგან არც ერთ ახლად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულს არ გააჩნია სამოქმედო დებულება, არ მომხდარა ფუნქციათა გამიჯვნა, პასუხისმგებლობათა განსაზღვრა და ა.შ.

____________________________

1 კომისიის რეკომენდაციები თან ერთვის ანგარიშს. იხ. ბოლო გვერდი.

2 საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 მარტის №236 განკარგულება „საქართველოში მაუწყებლობის რეგულირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.“

3 საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის სახელზე 2005 წლის 22 მაისს გაგზავნილი წერილის ასლი ხელმეორედ იყო გაგზავნილი მაუწყებლობის შესაბამისი სამსახურებისათვის და პასუხი მხოლოდ 4 ივნისს მოგვივიდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ პასუხზე ხელს აწერს არა წერილის ადრესატი ზაზა შენგელია, არამედ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

12 როგორ ასრულებდა ტელევიზიის ხელმძღვანელობა პრეზიდენტის ნებას

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისია

უპასუხო შეკითხვების შემდეგი წყება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი მონიტორინგის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა. ტელევიზიის ხელმძღვანელობას დუმილის უფლება არც ამჯერად დაურღვევია, თუმცა, თავს უფლებას მივცემთ, შევახსენოთ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც „დუმილი ოქროა“ ვინაიდან, ამგვარ შემთხვევებში, დუმილი სხვათა კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას ნიშნავს.

  • პირველი რეკომენდაციის შესაბამისად, სსიპ საქტელერადიომაუწყებლობას უნდა წარმოედგინა 2004 წლისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების დეტალური გეგმა: თანამშრომელთა ხელფასების, რეკლამიდან შემოსული თანხების, სამეურნეო ხარჯების (ავტოტრანსპორტის შენახვა, საწვავი, ტექნიკის შეკეთება, ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი, გადაუდებელი რემონტი და ა.შ.), ახალი თანამშრომლებისა და ახალი გადაცემების კონკურსის წესით შერჩევისათვის აუცილებელი ხარჯები.

ჩვენი ინტერესი, გავცნობოდით აღნიშნულ გეგმას, ბუნებრივია, უგულებელყოფილ იქნა. ამასთან, ჩვენთვის გაუგებარი დარჩა, საერთოდ მომზადდა თუ არა ამგვარი გეგმა ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიერ.

  • მე-4 რეკომენდაციის შესრულების გარკვევის მიზნით, ვითხოვდით ინფორმაციას იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა ქონების ზუსტი აღწერა, აუდიტი და გარდაქმნასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

კვლავაც დუმილი!

  • ვითხოვდით მე-5 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ინფორმაციას, ვინაიდან ეს უკანასკნელი სრულიად სამართლიან კრიტერიუმებზე მიანიშნებს ჟურნალისტთა კორპუსის განახლებასთან მიმართებით.

კვლავაც დუმილი!

  • დაბოლოს, მიამიტურად გვჯეროდა, რომ შესაძლოა ჩვენ გამოგვეპარა, მაგრამ მაინც მოხდა მე-8 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც ბატონ ზაზა შენგელიას რეფორმის პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშების ასლების გამოქვეყნებას ავალდებულებდა.

გამოქვეყნებული ანგარიშების ასლები არ მიგვიღია, მათი არარსებობის გამო.

და მაინც, რა ხდებოდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში
ამ ერთი წლის მანძილზე და რატომ დუმს
ჯიუტად ხელმძღვანელობა?

ამბობენ, საქართველო პატარა ქვეყანაა და არაფერი იმალებაო და, მოცემულ შემთხვევაში, ეს გამოთქმა ყველაზე უკეთ ერგება ჩვენი და სახელმწიფო ტელევიზიის ურთიერთობას. მიუხედავად ტელევიზიის ხელმძღვანელობის დუმილისა და ჩვენი ინტერესების მუდმივი უგულებელყოფისა, გარკვეული ინფორმაციის მოპოვება მაინც შევძელით. დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ინფორმაციის სრულყოფილებაზე პასუხს არ ვაგებთ და, შესაბამისად, აქ გამოთქმული მოსაზრებებიც ეფუძნება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა.

13 სახელმწიფო შესყიდვები

▲ზევით დაბრუნება


საბიუჯეტო სახსრების კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტურად ხარჯვის განსახორციელებლად, აუცილებელია შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის დაცვა. საქტელერადიომაუწყებლობის მიერ 2004 წელს განხორციელებული შესყიდვები, წინა წლების შესაბამისად, კანონის დაცვით არ გამოირჩევა.

2004 წელს შესყიდვების განხორციელების ძირითადი მეთოდი იყო ერთ პირთან მოლაპარაკება. მართალია, შესყიდვების შესახებ კანონის თანახმად, 10 000-ზე ნაკლები ღირებულების საქონლისა თუ მომსახურების შეძენა დასაშვებია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, მაგრამ ერთგვაროვანი საქონლისა თუ მომსახურების შესყიდვაზე 9900 ლარის ან 9980 ლარის შესყიდვის განხორციელება სერიოზული დაფიქრების საგანს წარმოადგენს, რადგან საქმე გვაქვს მონეტარული ზღვრების ხელოვნურად დაყოფასა და კანონის მოთხოვნების შესრულებისათვის თავის აცილებასთან. თანდართულ სქემაში კონკრეტულად არის მითითებული საქტელერადიომაუწყებლობის მიერ ერთგვაროვანი საქონლისა თუ მომსახურების შესყიდვა, რომელთა ჯამური ღირებულება ყოველთვის აღემატება შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილ მონეტარულ ზღვარს. თუმცა, როგორც აღინიშნა, ხელოვნური დაყოფის ხარჯზე ტელევიზიის ხელმძღვანელობა ცდილობს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფას:

კონტრაქტორი

შესყიდვის სახეობა

ხელშეკრულება
თა რაოდენობა
წლის
განმავლობაში

შესყიდვის
ჯამური
ღირებულება
წლის
განმავლობაში
(ლარებში)

1

შპს „კომპლექს
პრო“

საოფისე
კომპიუტერები

1

43 117.0

2

შპს „GTV“

ვიდეოკასეტები

4

13 330.0

3

შპს „ოფის
ლაინი“
და შპს
„ფორმატი“

საკანცელარიო
საქონელი და
ქაღალდი

4

32 908.05

4

შპს „მბს“, შპს
„არქ
ელექტრონიქსი“,
შპს „კომპლექს
პრო“

კომპიუტერის
ნაწილები

6

15 376.60

5

შპს „ASA“

კომპიუტერული
ტექნიკის აღდგენა
შეკეთება

8

12 962.00

6

შპს „კანარგო
სტანდარტ
ოილი“

ნავთობპროდუქტების შეძენა

4

69 240.00

7

შპს „გუდვილი“,
შპს იფქლი”, შპს
„კოკა-კოლა
ბოთლერს
ჯორჯია“, ი/მ
„გურგენიძე
როინი“

საკვები
პროდუქტები

13

101 500.00

ფრინველის ხორცი

1

9000.0

საქონლის ხორცი

1

9000.0

შაქარი

1

9000.0

ჩაი და ყავა

1

9000.0

რაფინირებული
ზეთი

1

9000.0

უალკოჰოლო
სასმელები

1

9000.0

ხილი და
ბოსტნეული

1

9000.0

ბურღულეული

1

9000.0

რძის პროდუქტები

1

9000.0

პური და
პურპროდუქტები

1

9000.0

კოკა-კოლა

1

9000.0

საკვები პროდუქტი

2

2500.0

8

შპს
„უნიტრეიდი“,
შპს „ეს ეი ეს
კომპანი“, ი/მ
„სტენჩეკოვი
არკადი“

ტექნიკა

3

24 627.53

9

PEAK
BINTERNATIONA
LTD Ontario კანადა

ტელევიზიის
შეფუთვაგაფორმება

2

178 193.00

10

შპს „ახალი
საქართველო“,
შპს
„თეგეტა
მოტორსი“, შპს
„ამიგერი“, შპს
„მეგა მოტორსი“

ავტოსათადარიგო
ნაწილები

8

19 375.54

ჯამი

510 689.72

თუკი კარგად შევისწავლით ხელშეკრულებებს, კონკრეტულად ხელმოწერის თარიღებს, შესყიდული საქონლის ერთგვაროვნებას და მოწოდების გრაფიკებს, ცალსახად დავინახავთ, რომ სახეზეა 510,689.72 ლარის კანონდარღვევით განკარგვა.

2004 წლის მეოთხე კვარტალში საქტელერადიომაუწყებლობას შესყიდული აქვს რესტორან „საჭაშნიკეს“, შპს „მიხოს“, შპს „რაჭის უბანის“, შპს „ტავერნას“, შპს „ჩუბინის“, „ერიკ მამე ზადის“, შპს „ფალკოს“, შპს „ნიკალას“, შპს „არ დაიდარდოს“ და სხვა რესტორნისა თუ ბარების მომსახურება. თუმცა, ჩვენთვის უცნობი დარჩა ამგვარი ხარჯვის დამადასტურებელი როგორც ფინანსური, ასევე, მიზნობრივი დოკუმენტაცია, ამასთანავე, გაუგებარია, ფლობენ თუ არა მსგავს ინფორმაციას მაკონტროლებელი ორგანოები?

შესყიდვების სფეროში არსებული დარღვევები არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტებისა და ვიდეოკასეტების შესყიდვით. 2004 წლის განმავლობაში საქტელერადიომაუწყებლობა განაგრძობდა ტელეგადაცემების შესყიდვას ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. კერძოდ: „მილიონი სიხარული ოქტაგონზე“, „ამბობენ“, „ფორტუნა“, „ჩემი მშვენიერი ლედი“, „ისტორიანი“, „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა“, „პრემიერ-შოუ იმღერე რამე“, „ეკონომ-იქსი“.

14 რადიო გადაცემები

▲ზევით დაბრუნება


2004 წლის 14 ივლისს საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის მიერ მიღებულ იქნა №54 ბრძანება „სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის რადიოს გადაცემათა შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ“. პირველი შეკითხვა, რომელიც ნებისმიერ პირს ამ ბრძანების გაცნობისთანავე შეიძლება დაებადოს, არის ის, რომ თუკი სატელევიზიო პროექტებსა და გადაცემებზე საქტელერადიომაუწყებლობამ გამოაცხადა ინტელექტუალურ შესყიდვაზე ორეტაპიანი ღია ტენდერი, რატომ და ვინ გადაწყვიტა, რომ რადიოს გადაცემების მომზადება ინტელექტუალურ შრომას არ მოიცავს და არ ექვემდებარება შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ მოთხ ოვნებს? აღნიშნული ბრძანებითვე დამტკიცდა საქტელერადიომაუწყებლობის რადიოს პირველ არხზე გადაცემების შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ დებულება.1

სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობის რადიოს 1 არხზე გადაცემების კონკურსის შესახებ დებულების“ მე-6 მუხლი ადგენს კომისიის მუშაობისა და საკონკურსო განაცხადის შეფასების წესს, რომლის 6.2 პუნქტის თანახმად: კომისიის თავმჯდომარეს აქვს ორი ხმის უფლება. საინტერესოა, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე არის დაშვებული, ერთ ადამიანს ჰქონდეს ორი ხმის უფლება და კონკრეტულად რომელ აქტზე დაყრდნობით იქნა ამ დებულებაში ჩადებული თავმჯდომარისათვის ეგზომ ფართო უფლებამოსილება.

მოყვანილი დებულების „ღირსება“ მხოლოდ წარმოდგენილი ერთი მაგალითით არ ამოიწურება. 6.6 პუნქტის თანახმად: „თუ კომისიის წევრი თავად არის რომელიმე საკონკურსო პროექტის ავტორი, მას არა აქვს უფლება, შეაფასოს საკუთარი პროექტი. ამ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს ეძლევა ერთი ხმის დამატების უფლება.“ ესეც ასე!

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების“ 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა წარმოადგენს განსაკუთრებული სახის შესყიდვას, რომლის ობიექტია ინტელექტუალური და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება - მომსახურება განათლების სფეროში, მომსახურება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მომსახურება რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სფეროში, მმართველობითი მომსახურება...“

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი“ და წარმოდგენილი დებულება ცალსახად განსაზღვრავს ინტელექტუალური შესყიდვის წესს - ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების აუცილებლობას. დებულების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი უშვებს გარკვეულ გამონაკლისებს: „ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა ტარდება ორეტაპიანი ტენდერის საშუალებით გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ფორსმაჟორული სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება. გადაწყვეტილების მიღებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია საკითხს უთანხმებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.” მოყვანილი დებულება ორეტაპიანი ღია ტენდერის თავიდან აცილების მხოლოდ ორ (რომელთა ერთობლივად არსებობა აუცილებელია) საფუძველს იცნობს:

  1. ფორსმაჟორული სიტუაცია; და

  2. შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელებისაუცილებლობა.

კონკურსის გამოცხადება გამორიცხავს ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობას და შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობასაც, ვინაიდან კონკურსის გამოცხადება და შემდგომ მისი ჩატარება თავისთავად ხანგრძლივი პროცესია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში ხელშეკრულების დადება ანუ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება ხდება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით და არა კონკურსის გამოცხადებით.

_____________________________

1 იხ. საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის 2004 წლის 14 ივლისის №54 ბრძანება, პუნქტი 2

15 კონკურსი ვაკანტურ თანამდებობებზე

▲ზევით დაბრუნება


საქტელერადიომაუწყებლობის მიერ 2004 წლის 10 ივნისს შპს „ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ცენტრთან“ დადებულ იქნა №218 ხელშეკრულება საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, შემსრულებელი („ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ცენტრი“) ვალდებულებას იღებს, შეარჩიოს 2-5 კანდიდატი (იხ. 2004 წლის 10 ივნისის №218 ხელშეკრულება) ვაკანტური ადგილისათვის:

  1. საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი;

  2. მუსიკალურ-გასართობი მიმართულების პროდიუსერი;

  3. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი;

  4. კინოს მიმართულების პროდიუსერი;

  5. სპორტული მიმართულების პროდიუსერი;

  6. ფოლკლორის მიმართულების პროდიუსერი;

  7. საბავშვო-საყმაწვილო მიმართულების პროდიუსერი;

  8. ფინანსური მენეჯერი;

  9. ტექნიკური მენეჯერი.

2004 წლის 2 ივლისს საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის მიერ მიღებულ იქნა ბრძანება „ვაკანტურ თანამდებობებზე მუშაკთა საკონკურსო კომისიის შესახებ.“ მიღებული ბრძანება მიზნად ისახავდა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის პროცესის ოპტიმალურად წარმართვას. კომისიის თავმჯდომარედ დამტკიცებულ იქნა კადრების სამმართველოს უფროსი მარინე კუჭუხიძე. კომისიის დანიშნულება იყო „ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ცენტრის“ მიერ ხელშეკრულების საფუძველზე შერჩეული 2-5 კანდიდატიდან ერთი საბოლოო პრეტენდენტის შერჩევა. საკონკურსო კომისიის მიერ თითოეულ კანდიდატზე შეივსო შეფასების ოქმი და ხელი მოეწერა კომისიის წევრების მიერ. ოქმებზე კომისიის თავმჯდომარის გრაფაში ხელს აწერს ზაზა შენგელია, კომისიის მოადგილის გრაფაში - კახა ბექაური. მარინე კუჭუხიძის ხელმოწერა მხოლოდ რიგითი კომისიის წევრის სტატუსით არის განხორციელებული.

დაბოლოს, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - ბრძანების მესამე პუნქტის თანახმად: „საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, კონკურსის შედეგებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად სსიპ „საქტელერადიომაუწყებლობის“ თავმჯდომარეს წარუდგინოს კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი.“ ოქმების თანახმად, კომისიის თავმჯდომარე ზაზა შენგელია გამარჯვებულ კანდიდატს დასანიშნად წარუდგენს მაუწყებლობის თავმჯდომარეს ზაზა შენგელიას.

წარმოდგენილი მასალებით სრულიად ნათელია მართვის ერთპიროვნული ხასიათი და მუდმივი წარმატებული მცდელობა უფლებამოსილებების გადამეტებისა და სხვისი უფლებამოსილებების მითვისების თვალსაზრისით.

საზოგადოებისათვის სერიოზული დაფიქრების საგანს წარმოადგენს ამ დარღვევების არ ან ვერ შემჩნევა მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კონტროლის პალატას „წვრილმანი“ დარღვევები აშკარად მხედველობიდან გამორჩათ.

16 საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების აქტი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ნოემბრის დადგენილების თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატამ სსიპ საქტელერადიომაუწყებლობაში 2002 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე საქმიანობის არაგეგმიური კომპლექსური რევიზია ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ საქტელერადიომაუწყებლობისთვის 2002 წლიდან დღემდე ეს კონტროლის პალატის მესამე კომპლექსური რევიზიაა, მაგრამ არც ერთ მათგანს რეალური შედეგები არ მოჰყოლია.

საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს კანონი „კონტროლის პალატის შესახებ“, რომლის შესაბამისადაც, კონტროლის პალატა აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფოს მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას. ამასთან, განსაკუთრებული ხაზგასმის ღირსია კანონის ის მოთხოვნა, რომლის თანახმად, კონტროლის პალატა არა მარტო ხარჯვის კანონიერებას, არამედ მის მიზნობრიობასა და ეფექტურობასაც ამოწმებს.

სამწუხაროდ, კონტროლის პალატის საქტელერადიომაუწყებლობის საქმიანობის შემსწავლელი აქტი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რადგან კონტროლის პალატის აქტში თვალშისაცემია არასრულყოფილი პასუხები მთელ რიგ საკითხებზე, რაც უამრავ კითხვას ბადებს. ძალზედ სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ერთად, შეთანხმებულად მოქმედებენ და თვალს ხუჭავენ სერიოზულ კანონდარღვევებზე. წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშში გთავაზობთ სწორედ იმ პასუხგაუცემელ კითხვებს, რომელთაც ტელევიზიის გარშემო არსებული ბუნდოვანება კვლავაც შემდგომი კვლევის ობიექტად დატოვეს. ჩვენი მიზანია, ამ კითხვებზე სრულყოფილი პასუხები გავცეთ, თუმცა, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ინფორმაციის მოპოვების საშუალება მოგვეცემა.

  1. საქართველოს კონტროლის პალატის აქტში ხაზგასმულია, რომ საქტელერადიომაუწყებლობის მიერ 2002 წლის საშტატო განრიგის შეთანხმება მაკონტროლებელ ორგანოსთან არ მომხდარა, რითაც დარღვეულია საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 დეკემბრის ბრძანებულებით დამტკიცებული “სსიპ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის” წესდების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. აქტში აღნიშნულია მაუწყებლობის მიერ 2003-2004 წლების საშტატო განრიგის მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმების არსებობის შესახებ, მაგრამ იქვე მითითებულია: „საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს“...1 დასკვნის გაკეთება ძალზე მარტივია: თუ არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანოს დასტური ანუ „საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების დამადასტურებელი დოკუმენტი,“ ე.ი. არ არსებობს შეთანხმება მაკონტროლებელ ორგანოსთან, რაც წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევას.

  1. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის 1999 წლის 12 აგვისტოს №161 ბრძანებით, დაფუძნებულ იქნა გაზეთი „2X2“. კანონმდებლობის თანახმად, გაზეთის დაფუძნება უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ, რაც არ განხორციელებულა. უფრო მეტ შეკითხვას ბადებს მაუწყებლობის თავმჯდომარის 2002 წლის 22 აპრილის №41 ბრძანება გაზეთის ლიკვიდაციის შესახებ. უფრო სწორად, დაინტერესების საგანს წარმოადგენს ლიკვიდაციის დღემდე დაუსრულებელი პროცესი - სარევიზიო პერიოდში ლიკვიდაცია დასრულებული არ იყო, ხოლო კონტროლის პალატის აქტში არ არის მითითებული 2000 ლარის საწესდებო კაპიტალის მქონე გაზეთის არც დაფუძნების კანონიერება და არც მისი სალიკვიდაციო პროცედურების 2 წელზე მეტი ხნით გაწელვის მიზეზი.

  1. კონტროლის პალატის აქტის თანახმად, 2004 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება „ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“, რომლის თანახმად, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების - 8,879,071 ლარის - გადავადების პერიოდი განისაზღვრა 120 თვით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹211 განკარგულებით. აღნიშნულ თემას აქტში შემდგომ მოსდევს ასეთი შეფასება: „ზემოხსენებულ 2002-2004 წლებში ბიუჯეტში ჩაურიცხავ ხელფასზე დანარიცხები საქტელერადიომაუწყებლობის მიერ გამოყენებულია მიმდინარე საჭიროებისათვის, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით.“2 საკითხების ამგვარი განმარტებით კონტროლის პალატის შესაბამისი პირები ყველანაირ საფუძველს ქმნიან იმისათვის, რომ დაისვას შეკითხვები და საზოგადოებამ მოითხოვოს დამაჯერებელი პასუხები. კონკრეტულად:

  • რატომ არ არის აქტში ჩამოთვლილი ის „საჭიროებები“, რისთვისაც იყო გამოყენებული 8 მილიონ ლარზე მეტი?

  • ვინ, როგორ და რა წესით დაადგინა ფულის გამოყენების მიზნობრიობა?

  • რა გვაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს? - იქნებ ტელევიზიის მაღალხარისხიანი პროდუქცია და მაღალი რეიტინგი?

  • რატომ არ არის გაკეთებული შედარება, საბიუჯეტო ვალდებულების შესრულება უფრო მნიშვნელოვანი და პირველი რიგის ვალდებულება იყო, თუ მათ წინაშე არსებული გაურკვეველი „საჭიროება“?

  • რატომ არ არის მითითებული „საჭიროების“ დამადასტურებელი დოკუმენტები?

  1. კონტროლის პალატამ გვერდი ვერ აუარა გარე სტუდიებისა და მაუწყებლობის შტატში მყოფი თანამშრომლებისგან (როგორც გარე მწარმოებლების) გადაცემების შესყიდვის საკითხებს. თავის დროზე ამ თემაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ალბათ ამიტომაც დაინტერესდა მაკონტროლებელი ორგანო აღნიშნული საკითხით და დასკვნაში გვიპასუხა: „ზემოხსენებული პირები არ წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს და მათზე გარიგების დადებისას არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები.“3

ძალზე საინტერესო და მრავლისმთქმელი დასკვნაა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ დარღვევაზე მითითებისას იცნობდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობას, თუმცა, ჩვენ მიერ აღნიშნული საკითხის წამოწევა საჯარო დაწესებულების მიერ ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების არამიზნობრივი და ერთსა და იმავე პირებზე ორმაგი ხარჯვის გაწევით იყო გამოწვეული. ამასთანავე, აუცილებელია გავიხსენოთ, რომ საქტელერადიომაუწყებლობა შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის სრული იგნორირებით ახდენდა გარე სტუდიებისაგან პროდუქციის შესყიდვას და, შესაბამისად, ამგვარი პოლიტიკით მოსარგებლე სწორედ ის ადამიანები იყვნენ, ვისაც გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის პირდაპირი ბერკეტები ჰქონდათ. სამწუხაროდ, კონტროლის პალატა საკითხს ძალზე ვიწრო კონტექსტში განიხილავს, რაც ობიექტურ სურათს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოგვცემს.

  1. კონტროლის პალატა შემოწმებისას დაინტერესდა ბარტერის წესით შემოსულ მატერიალურ ფასეულობათა მიღებისა და აღრიცხვის მდგომარეობით. მაგალითად მოყვანილია შპს „თბკლინკიდან“ 1219,7 მ2 მეტალოკრამიტი, ღირებულებით 57,6 ათასი ლარი. საწყობიდან გაწერილია 198,9 მ2 კრამიტი, რომელიც ჩამოწერილია ხარჯებში. ასევე, მოხდა 50,9 ათასი ლარის მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების ჩამოწერა ხარჯებში, მაგრამ აღნიშნული არ არის, კონკრეტულად რა ხარჯებში ჩამოიწერა ეს აქტივები. არც ის არის გარკვეული, თუ რა დაემართა დანარჩენ პროდუქციას.

ამას გარდა, ბარტერის წესით მაუწყებლობამ შემოსავალში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიიღო 34018 ლარის ლამინირებული პარკეტი. საწყობიდან გაწერილია 1141,0 მ2 პარკეტი, საიდანაც ხარჯებში ჩამოწერილია 1064,7 მ2, ხოლო 76,3 მ2 პარკეტი 2005 წლის 1 იანვრისათვის ნაშთად ერიცხება ფ/პ გ. ცისკარიშვილს და ექვემდებარება საწყობში დაბრუნებას.4 გაურკვეველია, ვინ არის გ. ცისკარიშვილი და რატომ დაერიცხა ამ პირს ნაშთად ტელევიზიის ქონება.

  1. მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს მაუწყებლობის ბალანსზე არსებული ქონება, მათ შორის, ზაჰესის დასახლებაში მდებარე ავტოსარემონტო სახელოსნო. ამ საკითხს კონტროლის პალატის აქტში ეთმობა ერთი წინადადება: „დღეისათვის ობიექტი არ ფუნქციონირებს საქართველოში 1992 წლიდან მიმდინარე ცნობილი მოვლენების შემდეგ.“5 თუმცა, გაუგებარია კონკრეტულად რას გულისხმობს კონტროლის პალატა: 1992 წელს მომხდარი მოვლენები გახდა ავტოსარემონტო სახელოსნოს საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი თუ 1992 წლიდან დღემდე მიმდინარე მოვლენები. ნებისმიერ შემთხვევაში, გაურკვეველია ამ ობიექტის განადგურების მიზეზი. ქვეყნის უპირველესი მაკონტროლებელი ორგანო ამ სახის ზოგადი კომენტარებით და საკითხის მარტივად ახსნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, რადგან სასწორზე დგას სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კანონიერების ან, შესაძლოა, სახელმწიფო ქონების დატაცების საკითხის გარკვევა, რაც ძალზე სერიოზულ შესწავლასა და დასკვნას მოითხოვს.

ზემოთ წარმოდგენილი იყო სსიპ საქტელერადიომაუწყებლობაში არსებული ხარვეზების მცირე ნაწილი. შუალედური ანგარიშისათვის ორგანიზაციამ, ობიექტური მიზეზების გამო (ინფორმაციის არმოწოდება და ა.შ.), სრულყოფილად ვერ მოიცვა ყველა ის თემა, რომელიც საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს. წინამდებარე ანგარიში არის მხოლოდ მცდელობა, შესაბამისი დაწესებულებების წინაშე დაისვას კითხვები, რომლებზეც ზუსტი პასუხების გაცემა ინფორმაციის თავისუფლების თავის მუდმივი და უხეში დარღვევის გამო ამჯერად ვერ შევძელით.

________________________

1 2005 წლის საქართველოს კონტროლის პალატის აქტი, გვ. 3.

2 იხ. საქართველოს კონტროლის პალატის აქტი, გვ. 12.

3 იხ. იქვე, გვ. 24.

4 იხ. კონტროლის პალატის აქტი, გვ. 39.

5 იხ. იქვე, გვ. 42.

17 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევები

▲ზევით დაბრუნება


წარმოდგენილი შუალედური ანგარიშისთვის საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია საქტელერადიომაუწყებლობის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ ყოველკვარტლურ ანგარიშებზე სააგენტოს მიერ გაკეთებული შეფასების შესახებ.

პირველი კვარტლის ანგარიშში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ აღმოჩენილ იქნა შემდეგი სახის დარღვევები:

„კანარგო სტანდარტ ოილ პროდუქტისგან“ საწვავის შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო ფასთა კოტირების მეთოდით და არა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. გარდა ამისა, სააგენტო ამ ფორმით შეახსენებს სახელმწიფო შესყიდვების დამრღვევ დაწესებულებას მაუწყებლობის მიმართ დებიტორული დავალიანების მქონე სუბიექტების არსებობას: „გაუგებარია, მაშინ, როდესაც თქვენს წინაშე საწვავის დებიტორული დავალიანება გააჩნიათ „ივერია+“, „მაგნატი“ და „ენდეზემ 2000“ არის 7232 ლარი, აფორმებთ ხელშეკრულებას სხვა ფირმასთან.”

გარდა ამისა, მითითებულია სადაზღვევო კომპანია „ბრიტანეთი კავკასიასთან“ დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლის ღირებულება მოიცავს 27,406 ლარს და მონეტარული ზღვრებიდან გამომდინარე, მოითხოვს დახურული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელებას, რაც არ მომხდარა.

ასევე, აღნიშნულია, რომ რუსულ კომპანია „სცენას“-თან დადებული ხელშეკრულების ქართული და რუსული ვარიანტები ერთმანეთს არ ემთხვევა.

მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლის ანგარიშებშიც იგივე ხასიათის შენიშვნები მეორდება. ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია შეკითხვა მობილური ტელეფონის შეძენის თაობაზე. შესყიდვების სააგენტო ინტერესდება: „გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვა არის სახელმწიფო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი სახის საქონლის, სამუშაოს და მომსახურების შესყიდვა, ამდენად, გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა სახელმწიფოებრივი საჭიროება არსებობდა შპს „მარგი“-სგან ძვირადღირებული 1080 ლარიანი მობილური ტელეფონის შესყიდვისათვის.“ ეს მაგალითი იმის საუკეთესო დასტურია, რასაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუდმივად მიუთითებდა არამიზნობრივი და გაუგებარი ხარჯვების შესახებ.

შესყიდვების სააგენტო მუდმივად მსუბუქად მიუთითებს დარღვევებზე და მოითხოვს მათ აღმოფხვრას: “გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული შენიშვნები და შესყიდვების განხორციელების მიზნით დადებულ ხელშეკრულებებში ასახოთ ის ძირითადი ელემენტები და პირობები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით, ასევე, სწორად შეარჩიოთ შესყიდვის მეთოდი (საშუალება).“

18 ბოლოთქმა

▲ზევით დაბრუნება


რითი იწონებს თავს ტელევიზიის ხელმძღვანელობა?!

რა არის რეფორმები, რომლებიც თითქოსდა წარმატებით გატარდა საქტელერადიომაუწყებლობაში?!

საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დღევანდელი რეფორმატორთა ფრთა (ხელმძღვანელობა) დადებითად აფასებს დაწესებულებაში მიმდინარე ცვლილებებს. მათი პოზიცია ნათლად არის გამოხატული ტელევიზიის თავმჯდომარის წერილში, რომელიც ერთვის კონტროლის პალატის შემოწმების აქტს.

წერილი გამსჭვალულია რეფორმის აუცილებლობის სულისკვეთებითა და აღწერილია რეფორმების დადებითად მიმდინარეობის

ფაქტები.

ეფორმა

0x01 graphic

პირველი:

„2004 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქტელერადიომაუწყებლობის ახალი სტრუქტურა ... გაუქმდა პარალელური ქვედანაყოფები, დუბლირებები სხვადასხვა სამსახურის ფუნქციებს შორის, მენეჯმენტის ზედმეტი რგოლები, მკაფიოდაა განსაზღვრული დაქვემდებარებები“

რეორგანიზაციის პროცესში მყოფი საქტელერადიომაუწყებლობის თუ საზოგადოებრივი მაუწყებლობის მონიტორინგი განახორციელა BBC-იდან მოწვეულმა ექსპერტმა შაჰიდა ტულიგანოვამ, რომელიც შემდეგ შეფასებას აძლევს ტელევიზიის თანამშრომლების საქმიანობასა და მათ შორის ფუნქციების „მკვეთრ“ გამიჯვნას:

“ყოველდღიურად ერთი და იგივე შეცდომები მეორდება და არავინ ცდილობს, რომ დაშვებულ შეცდომებზე მაინც ისწავლოს. პირველი არხის ხელმძღვანელ რგოლში ცენზურაა გამეფებული, ხოლო თვით ჟურნალისტებს შორის კი თვითცენზურა. პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები სრულ გაურკვევლობაში იმყოფებიან. მათ დაზუსტებით ისიც კი არ იციან, სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობენ თუ უკვე საზოგადოებრივ ტელევიზიაში...

ჟურნალისტებს ხშირ შემთხვევაში არ ეძლევათ ახლანდელი მთავრობის მისამართით კრიტიკული რეპორტაჟების გაკეთების ან ცალკეული სამინისტროებისა და სამთავრობო ორგანოების ნაკლოვანებების გამომზეურების საშუალება. იყო შემთხვევები, როდესაც კორესპონდენტს ბოლო მომენტში აუკრძალეს რეპორტაჟის გაკეთება ან მისი მომზადებისას კრიტიკული საკითხებისათვის თავის არიდება ურჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დეტალი დაწვრილებით იყო განხილული და შემოწმებული. ამა თუ იმ რეპორტაჟის ეთერიდან ამოღების ბრძანებას ჩვეულებრივ გენერალური დირექტორი გასცემს, რომელიც უშუალოდ ერევა სარედაქციო საკითხებში. მენეჯმენტის ზედა ეშელონებიც ერევა გადაცემების მომზადების საკითხებში, უბრძანებს რა ჟურნალისტებს, გააშუქონ ნაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც ეხება პოლიტიკოსებსა თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ვისთანაც ხელმძღვანელობა კარგ დამოკიდებულებაში იმყოფება ან სურს, რომ კარგი დამოკიდებულება ჰქონდეს. ჟურნალისტებს არჩევანის საშუალება არ აქვთ და ემორჩილებიან მათ.

მოყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის ფონზე ეჭვქვეშს დგება ტელევიზიის ადმინისტრაციის მიერ საკუთარი საქმიანობის შესახებ გაკეთებული შეფასება, ხოლო „მკაფიო“ ფუნქციურ გამიჯვნაშიც, ალბათ, ზედა აბზაცში მოყვანილი ფაქტები იგულისხმება, რადგან მაუწყებლობის არც ერთ სტრუქტურულ ერთეულს არ გააჩნია დამტკიცებული სამოქმედო დებულება, რომელმაც უნდა განსაზღვროს სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ პირთა დაქვემდებარებები და უფლებამოსილებები.1

რეფორმა

0x01 graphic

მეორე:

„2004 წლის ზაფხულიდან როგორც ტელევიზიაში, ასევე რადიოში დაინერგა თანამშრომლების საკონკურსო წესით აყვანის პრაქტიკა. კონკურსები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და შერჩევისას გათვალისწინებულია, როგორც აპლიკანტების ცოდნა და გამოცდილება, ისე დასაკავებელი თანამდებობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები.“

თანამშრომელთა ცოდნისა და გამოცდილების შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის:

„საინფორმაციო ოთახი, ამ სიტყვის რეალური გაგებით, არ არსებობს. ეს ნიშნავს განსაკუთრებულ სამსახურს, რომლის ძირითადი მიზანია მოიძიოს, დაწეროს და განაახლოს საინფორმაციო ფურცელი. ეს ამბები შემდგომში მოხსენებისა და ანალიზის წყარო ხდება. საინფორმაციო დეპარტამენტში არ არსებობს პირველი არხის საინფორმაციო ოთახი. ინფორმაციის დამუშავების, მოკრებისა და დაგეგმარების ორი ძირითადი ელემენტი მხოლოდ ჩანასახოვან ფორმაში არსებობს.

დილის ათის ნახევრისათვის დღის ახალი ამბები საინფორმაციო დაფაზე გამოიკვრება, თუმცა, დღის განმავლობაში იშვიათად ხდება მათი შეცვლა ან განახლება. სიუჟეტი პირველი არხის ძირითადი საინფორმაციო პროგრამისათის, რომელიც საღამოს 8 საათზე გადაიცემა, იმ დღის დილის 10 საათამდე შეირჩევა და კორესპონდენტები შესაბამის საკითხებზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ. თუმცა, ამისდა მიუხედავად, დღის მთავარი საკითხები ხშირ შემთხვევაში ისევ გაუშუქებელი რჩება.

დეპარტამენტის უფროსი კორესპონდენტებს აწვდის გარკვეული სიუჟეტების თემებს, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, თუმცა იშვიათად თუ მიმოიხილავს მათ. ხშირია შემთხვევა, როცა ჟურნალისტებს ისეთ საკითხზე ავალებენ ინფორმაციის შეგროვებას, რაზეც საერთოდ ინფორმირებულნი არ არიან და არც ინფორმაციის მოძიებით იწუხებენ თავს ან დეპარტამენტის თავმჯდომარისა თუ რეჟისორისაგან ცდილობენ მეტი ინფორმაციის მოძიებას.

კორესპონდენტებს შორის აშკარად შეიმჩნევა უდისციპლინობა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღე 9 საათზე იწყება, 10 საათზეც კი ძნელად თუ იპოვით რომელიმე თანამშრომელს.

კორესპონდენტებს, როგორც ჩანს, ავიწყდებათ, რომ ისინი სწორედ საკუთარი კონტაქტებითა და საინტერესო ფაქტების მოძიებით ფასდებიან. მათთან არაერთგზის საუბრის შედეგად დადგინდა, რომ თითქმის არც ერთ მათგანს არ გააჩნია ინფორმაციის საკუთარი წყარო. იმ კორესპონდენტებმაც კი, ვინც კონკრეტულ სფეროებზე (ეკონომიკა, სოციალური საკითხები) მუშაობენ, წინასწარ არ იციან, თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი, თუ არ ჩავთვლით იმას, რაც ოფიციალურად იქნა გამოცხადებული.

ჟურნალისტები და კორესპონდენტები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ ინფორმაციის მოგროვების პროცესში. ისინი უნდა იყვნენ ინფორმაციის წყარო, აქტიურად უნდა ახმოვანებდნენ ინფორმაციას და არა პირიქით, როგორც ეს ახლა ხდება. ტელევიზიის კაფეში დროის უქმად ხარჯვის ნაცვლად განუწყვეტლივ ინფორმაციის ძიებაში უნდა იყვნენ ჩართულნი.

მოყვანილი შეფასება ნათელს ჰფენს კონკურსის შედეგად აყვანილი კადრების გამოცდილებას, უნარ-ჩვევებსა და ცოდნას. რაც შეეხება თავად კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკვე გამოავლინა მთელი რიგი დარღვევები.

ეფორმა

0x01 graphic

მესამე:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა არის სათანადო პროპორციით უმცირესობების ენაზე, უმცირესოებების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებულ გადაცემათა განთავსება. ტელევიზიის ადმინისტრაციის აზრით, მათ მიერ კანონის მოყვანილი მოთხოვნის შესრულებაც სრულყოფილად ხდება:

„2004 წლის მეორე ნახევარში საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის მომზადდა საინფორმაციო გამოშვებები, რამაც შესაძლებელი გახადა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღება მშობლიურ ენაზე.“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ძალზე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის შაჰიდა ტულიგანოვა: „ეთნიკურ უმცირესობებზე გამიზნულ პროგრამებთან დაკავშირებით სრული გაუგებრობა სუფევს. ეს ინიციატივა ევრო კავშირისაგან მოდის და მომზადებულია ევრო კავშირის ერთ-ერთი მედია კონტრაქტორის მიერ. პირველ არხზე ექვსენოვან გადაცემებს ვხვდებით: სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ, აფხაზურ, ქურთულ და რუსულ. ყველა ეს პროგრამა, რუსულის გარდა კვირაში ერთხელ გადაიცემა 3 საათზე. რუსულენოვანი საინფორმაციო გადაცემა 15 წუთის განმავლობაში გრძელდება, რომელიც ყოველდღიურად გადმოიცემა სხვა ენოვანი საინფორმაციო გადაცემის შემდეგ. ძნელია ეროვნული უმცირესობების პროგრამებს სრულფასოვანი საინფორმაციო პროგრამა უწოდო, რადგანაც ისინი მხოლოდ კვირაში ერთხელ გადის და შესაბამისად ძველ ინფორმაციას გადასცემს. ეთნიკური უმცირესობის პროგრამები უფრო ფუნქციონალურ დატვირთვას ატარებს და შექმნილია იმისათვის, რომ ეთნიკური ჯგუფები ინფორმირებულნი იყვნენ მათსაზოგადოებაში მიმდინარე კულტურულ და სოციალურ პროგრესებზე. გადაცემის მომზადებაზე პასუხისმგებელი ჯგუფის ძირითადი ნაკლოვანება ისაა, რომ არ შუქდება ის პრობლემები, რასაც ეს ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფები ხვდებიან. ყველა პროგრამა წინასწარ გადაიცემა.

ეთნიკური უმცირესობებისათვის მიმართული პროგრამები საინფორმაციო დეპარტამენტის ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, რეალურად არსებული სიტუაცია ქაღალდზე არსებულისაგან მკვეთრად განსხვავდება. ეთნიკური უმცირესობისათვის მიძღვნილი პროგრამები საინფორმაციო დეპარტამენტის დარჩენილი ნაწილისაგან სრულიად დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ. სარედაქციო კონტროლი და ზედამხედველობა მინიმუმამდეა დაყვანილი. არ არსებობს პროგრამის შინაარსსა და სიუჟეტის ხარისხზე პასუხისმგებელი რეჟისორი.

ეთნიკური უმცირესობების პროგრამულ ნაწილში ვხვდებით როგორც რედაქტორულ, ისე მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ხუთ ჯგუფს აქვს ერთ პატარა ოთახი, ერთი კამერა, ორი კომპიუტერი და ერთი პრინტერი. ეთნიკურ უმცირესობათა პროგრამებზე მომუშავე ჯგუფი ცდილობს შეინარჩუნოს ეს პროგრამა და ერთადერთი მამოძრავებელი ძალა, მიუხედავად მატერიალურ ტექნიკური ბაზის სიმცირისა და საინფორმაციო სამსახურის მენეჯერული რგოლის მხრიდან მათი იგნორირებისა, ენთუზიაზმია.

თუ პირველი არხი ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე გააგრძელებს მაუწყებლობას, მაშინ საერთოდ უნდა გადაიხედოს ეთნიკური პროგრამების შინაარსი და ფორმატი. ძველი ინფორმაციის რამდენიმე სოციალურ საკითხთან ერთად კვირაში ერთხელ გადაცემას აზრი არა აქვს. დღეში ერთხელ ათწუთიანი საინფორმაციო ანონსი მაინც უნდა იყოს თითოეულ ენაზე, რომ ეს პროგრამები თავიანთ არსებობას ამართლებდნენ. რეჟისორებმა უნდა გაიარონ სათანადო ტრენინგი, რადგან მათი უმრავლესობა რადიომაუწყებლობიდან მოსულია და ტელევიზიასთან შეხება არ ჰქონია. სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული საკითხები, უკიდურეს შემთხვევაში, ხალხი დაკარგავს ენთუზიაზმს, პროგრამა კი ისედაც მცირერიცხოვან მაყურებელს.”

ეფორმა

0x01 graphic

მეოთხე:

მიმდინარე რეფორმის გზაზე ერთ-ერთ „წარმატებულ“ ნაბიჯს წარმოადგენს მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლობის კონცეფცია, ბრენდ-ლინზა თავისი დაპირებებითა და ატრიბუტიკით.

საზოგადოებრივი კონცეფციის შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობა ძალზე რთულია და მისი ავკარგიანობის სრულყოფილ შეფასებაზე პრეტენზიას ნამდვილად არ ვაცხადებთ, მაგრამ თავს უფლებას მივცემთ, შევეხოთ ამ კონცეფციის რამდენიმე მარგალიტს.

ძალზე საინტერესოა კონცეფციით განსაზღვრული „საზოგადოებრივი ტელევიზიის დანიშნულება და ფუნქციები:

„1. გაახმოვანოს და ვიზუალიზაცია გაუკეთოს საზოგადოების ინტერესებს;
2. დაიცვას საზოგადოების ინტერესები;
3. შექმნას ახალი სტიმულები და მოთხოვნები;
4. ფედერალიზმის ცნების შენარჩუნება.“

საზოგადოებრივმა ტელევიზიამ საკუთარ დანიშნულებად და ფუნქციად დაისახა გარკვეული ღონისძიებების გატარება, ანუ ძალზე მარტივად, განსაზღვრა სამომავლო მიზნები: საზოგადოების ინტერესების გახმოვანება და ა.შ. დანიშნულება და ფუნქცია არის ჯერარსის სფერო. ამ კონტექსტში ძალზე გაურკვეველია საზოგადოებრივი ტელევიზიის მეოთხე ფუნქცია/დანიშნულება _ ფედერალიზმის ცნების შენარჩუნება?!

სიტყვა ფედერალიზმი წარმოდგება ლათინური სიტყვისაგან „ფოედუს“ და ნიშნავს „კავშირს“, „გაერთანებას“. შესაძლოა კონცეფციის ავტორს მხედველობაში აქვს საზოგადოებისა და ქვეყნის გაერთიანება, ამ იდეის ხელშეწყობა, მაგრამ დანიშნულება და ფუნქცია იმგვარად არის გამოხატული, რომ ცალსახად ამ მოსაზრების მტკიცების მყარი საფუძველი არ არსებობს. ცნების შენარჩუნება - ეს მეორე პრობლემაა. ცნება, როგორ ასეთი (ფედერალიზმის თუ სხვა), თავისთავად აბსტრაქტულად მოცემულ რეალობას წარმოადგენს და მისი არსებობაარარსებობის საკითხი არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, მითუმეტეს შეუძლებელია საუბარი მის შენარჩუნებაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ ფუნქციად „ფედერალიზმის ცნების შენარჩუნების“ განსაზღვრა სხვა არაფერია, გარდა ავტორის მიერ ფედერალიზმის ცნების უცოდინრობის გამოვლინებისა. აღნიშნული, თავის მხრივ, განაპირობებს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია/დანიშნულება სრულიად გაუგებარია იმ საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც შეიქმნა ეს მაუწყებლობა.

კონცეფციაში ყურადღებას იქცევს საზოგადოების ინტერესების ჩამონათვალი და მისი რიგითობა (თუ არ ჩავთვლით ელემენტარულად ქართული წერა-კითხვის ცოდნას). „რიგითი მაყურებლის, როგორც საზოგადოების შემადგენელი ნაწილის ინტერესებია:

  • დაისვენოს

  • გაერთოს

  • გაიგოს ინფორმაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მოვლენების შესახებ

  • გაიგოს ინფორმაცია სხვადასხვა მისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ საქმიანობაში საჭირო და სასარგებლოს შესახებ

  • გაიგოს რაიმე ახალი ტენედენციების შესახებ (ცხოვრების სტილში თუ საქმიანობაში)

  • ინტელექტუალური ზრდა (შემეცნება)

  • თავის ცხოვრების დონის გაზრდა

  • თვითრეალიზაცია და ა.შ.“

სამწუხაროა საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ რიგითი მაყურებლის უპირველეს ინტერესად დასვენების და გართობის მიჩნევა. მხოლოდ ინფორმაციის მიღების, „თავის ცხოვრების დონის გაზრდა“ და ა.შ. ინტერესების დაკმაყოფილების გათვალისწინება, საზოგადოებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამოვლენაა. ბოლოს და ბოლოს, ეს რიგითობა არ არის უმნიშვნელოვანესი და პრინციპული საკითხი. პრინციპული არის მისი გამოხატვის ფორმა, რომელშიც ვლინდება საზოგადოებისადმი/მაყურებლისადმი აშკარა უპატივცემლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლობის კონცეფცია თითქმის არ პასუხობს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაწესებულ შინაარსობრივ ვალდებულებებს (მ.16) და არც გადასახადის გადამხდელის მოთხოვნებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თვლის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის კონცეფცია იმდენად მდარე ნაშრომია, რომ სერიოზულ კრიტიკას არ იმსახურებს. აუცილებელია, კონცეფცია ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მოქალაქისათვის, რადგან კონცეფციის „ღირსების“ სრულყოფილად შეგრძნება მისი წაკითხვის გარეშე შეუძლებელია.

_______________________________

1. იხ. საქტელერადიომაუწყებლობის 2005 წლის 24 აპრილის №1377/02 წერილი.

19 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

20 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

21 საზოგადოებრივი მონიტორინგის დროებითი კომისიის რეკომენდაციები

▲ზევით დაბრუნება


საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნასთან დაკავშირებით

2003 წლის შემოდგომიდან დღემდე საქართველოში მიმდინარე ცვლილებებისა და რეფორმების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნას. ამ პროცესის მონიტორინგისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 მარტის №236 განკარგაულებით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე შეიქმნა საზოგადოებრივი მონიტორინგის დროებითი კომისია, რომლის ფუნქციაა, ქვეყანაში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში სსიპ) - საქტელერადიომაუწყებლობის მართვის სრულყოფისა და საკადრო ოპტიმიზაციის, ინსტიტუციური და ფუნქციონალური რეფორმების თაობაზე, აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ნაწილში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის სრულყოფისათვის, თვალყური ადევნოს რეფორმების პროცესისა და რეორგანიზაციის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებას, სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას რეფორმირების შესახებ და მისცეს რეკომენდაციები საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობას საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნის საკითხში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მონიტორინგის დროებითი კომისია წარმოადგენს რეკომენდაციებს, როგორც გარდაქმნის პროცესის, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალ პრინციპებთან დაკავშირებით:

  1. სსიპ საქტელერადიომაუწყებლობამ საჯაროდ წარმოადგინოს 2004 წლისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების დეტალური გეგმა, რაც გულისხმობს თანამშრომელთა ხელფასების, რეკლამიდან შემოსული თანხის, სამეურნეო ხარჯების (ავტოტრანსპორტის შენახვა, საწვავი, ტექნიკის შეკეთება, ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი, სავარაუდოდ, ცალკეული ადგილების გადაუდებელი რემონტი და ა.შ.), ახალი თანამშრომლების და ახალი გადაცემების კონკურსის წესით შესარჩევად აუცილებელი ხარჯების მითითებას.

  2. სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის რეფორმირებისა და რეორგანიზაციის პროცესში სრულად იქნეს დაცული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, განსაკუთრებით, შრომის სამართლის ნაწილში.

  3. სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობამ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილმა პირებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რათა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი დროულად იქნეს განხილული და მიღებული, რათა მასში მითითებული საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნისათვის აუცილებელი ყველა ღონისძიება განხორციელდეს კანონით განსაზღვრულ ვადებში იმგვარად, რომ საზოგადოებრივმა ტელევიზიამ მოქმედება დაიწყოს 2005 წლის 1 იანვრიდან.

  4. საზოგადოებრივი მაუწყებლობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებათა ამოქმედებამდე სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელობამ შეაჩეროს თავისი უძრავ-მოძრავი ქონების იჯარით გაცემა, იმავდროულად უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული ქონების ზუსტი აღწერა, საქტელერადიომაუწყებლობის აუდიტი და გარდაქმნასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა;

  5. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ასამოქმედებლად საზოგადოებრივი მონიტორინგის დროებითი კომისია საჭიროდ მიიჩნევს სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის ჟურნალისტთა კორპუსის განახლებას. როგორც საინფორმაციო სამსახურის „შტატიან“ თანამშრომლებს შორის, ისე სამომავლო, არასაინფორმაციო ხასიათის გადაცემებისათვის კონტრაქტის წესით აყვანილ პერსონალში სასურველია, გამოჩნდნენ „ახალი სახეები“. გამოცდილი ჟურნალისტების შენარჩუნებისას გასათვალისწინებელია მათი აქამდე გაწეული მუშაობის ხარისხი და შექმნილი პროდუქციის რეიტინგი, აგრეთვე, მათი საზოგადოებრივი იმიჯი.